![]() |
პენიტენციალური სისტემის მართვა ადამიანის უფლებათა პოზიციიდან |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კოილი ენდრიუ |
თემატური კატალოგი სამართალი|პენიტენციალური სისტემა |
წყარო: ISBN 0-9535221-5-6 |
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმძღვანელო პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებისათვის პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი გამოცემულია პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის მიერ დიდი ბრიტანეთი ქ. ლონდონი, SE1 7AW იორკის ქუჩა №75-79 მე-8 სართული ტელ: +44 (0) 20 7401 2559 ფაქსი: +44 (0) 20 7401 2577 ინტერნეტ-მისამართი: www.prisonstudies.org © Andrew Coyle 2002 ავტორის არაქონებრივი უფლებები დაცულია. წიგნის ქართული ვერსია მომზადდა და გამოიცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციის (ეუთო) ფინანსური მხარდაჭერით თბილისი, 2007 |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
დღესდღეობით ადამიანის უფლებათა მიმართ არსებულ გლობალურ კონსენსუსს პრეცედენტი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მრავალ ნაწილში რიტორიკა რეალობას არ ემთხვევა. თუ ჩვენ ამ ნაპრალის აღმოფხვრა გვინდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტების ცხოვრებაში დანერგვა არა მხოლოდ აბსტრაქტული თეორიაა. ამას პრაქტიკული გამოყენება უნდა ჰქონდეს მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში.
მე, როგორც ბრიტანეთის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელი ვიყავი პენიტენციალურ სისტემაზე გასული წლის ზაფხულამდე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის, თუ როგორ ექცევა საზოგადოება თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანებს, ლაკმუსის ტესტია ადამიანის უფლებათა მიმართ ერთგულების გასაზომად. მსოფლიოში არსებობს პენიტენციალური სამსახურების მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სტანდარტების ფართო სპექტრი. ბრიტანეთი მხარს უჭერს ამ ხელშეკრულებათა უნივერსალურ აღსრულებას.
წინამდებარე სახელმძღვანელო მიზნად ისახავს პენიტენციალურ რეფორმასთან დაკავშირებით საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების გადმოცემას პრაქტიკული სახელმძღვანელო წესების სახით პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებისთვის. იგი დაწერილია ენდრიუ კოილის მიერ, რომელმაც წლების განმავლობაში დააგროვა პენიტენციალური სისტემის მართვის დადებითი გამოცდილება, ვიდრე მას გაგვიზიარებდა პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის რანგში. დარწმუნებული ვარ, ამ სახელმძღვანელოს დადებითად შეხვდებიან მთავრობის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები.
თუ მოპყრობის ის სტანდარტები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოშია მოცემული, შესრულებული იქნება, გაიზრდება ნდობა და პატივისცემაც პენიტენციალური სამსახურების მიმართ. და ჩვენც გადადგმული გვექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანის უფლებათა უნივერსალური გამოყენებისაკენ.
მისი ღირსება პარლამენტის წევრი ჯეკ სთრო
მადლიერების სიტყვები
წინამდებარე წიგნის შექმნაში წვლილი ბევრმა ადამიანმა შეიტანა.
მრჩეველთა ჯგუფის წევრები სახელებით არიან მოხსენებული შესავალში.
პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის ყველა თანამშრომელი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში პენიტენციალური სისტემის მართვის გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობდა ამ წიგნის შექმნას, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით.
განსაკუთრებული დახმარება გაგვიწიეს ენდრიუ ბარკლიმ და არტურ დე ფრიშინგმა.
მერი მერფი მუშაობდა სახელმძღვანელოს თავდაპირველ ვარიანტზე.
ჯეიმს ჰეინსმა ხელნაწერი წაკითხვად ფორმატში მოაქცია და მრავალი საათი დახარჯა კარგი პრაქტიკის ნიმუშების შესაგროვებლად.
ვივიენ სტერნმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმძღვანელოს საბოლოო ტექსტისა და ფორმატის ჩამოყალიბებაში.
პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებმა - ვივიენ ფრანსისმა, ანტონ შელუპანოვმა, ფემკე ვან დერ მოილენმა და ჰელენ ფერმა ფასდაუდებელი ადმინისტრაციული დახმარება გაგვიწიეს.
ყველა ზემოაღნიშნულ ადამიანს ვუძღვნი უღრმეს მადლობას.
და ბოლოს, წინამდებარე სახელმძღვანელო ვერ გამოიცემოდა, რომ არა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამსახურის სულგრძელი ფინანსური მხარდაჭერა.
![]() |
2 1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ვისთვის აროს ეს სახელმძღვანელო
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, დახმარება გაუწიოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე შეხება აქვს პენიტენციალურ დაწესებულებებთან. მკითხველთა წრეში შეიძლება შედიოდნენ მთავრობის მინისტრები, რომელთა მანდატია პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება პენიტენციალურ დაწესებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მუშაობენ იუსტიციის სამინისტროს და სხვა სამინისტროების სისტემებში და ზედამხედველობენ პენიტენციალურ დაწესებულებებს, აგრეთვე, მთავრობათაშორისი უწყებები, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, აფრიკული კავშირი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. სახელმძღვანელოთი შესაძლოა ასევე დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ პენიტენციალურ დაწესებულებებზე. შეძლებისდაგვარად, სახელმძღვანელოზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ თავად პატიმრებსაც. მაგრამ სახელმძღვანელოს უპირველესი აუდიტორიაა ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ციხეებში და პატიმრებთან. ამ წრეში შედის საერთო-სახელმწიფოებრივი და რეგიონული პენიტენციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები. უმთავრესად კი, ეს სახელმძღვანელო გამიზნულია მათთვის, ვინც უშუალოდ მუშაობს ციხეებში და პატიმრებთან ურთიერთობა უხდება ყოველდღიურად.
მკაფიოდ განსაზღვრული პრინციპების კრებული
წინამდებარე სახელმძღვანელოში მიმოხილული საკითხები წარმოაჩენს პენიტენციალური დაწესებულებების მართვის სირთულეს და უნარ-ჩვევების ფართო სპექტრს, რომელთა ფლობაც მოეთხოვება მათ, ვისაც ევალება პატიმრების ხელმძღვანელობა. ამ სახელმძღვანელოში მიმოხილული საკითხები აჩვენებს, რომ არსებობს ფაქტორების ერთიანი კრებული, რომლებიც, ერთობლიობაში აღებული, წარმოადგენს პენიტენციალური დაწესებულებების კარგი მართვის მოდელს. თუმცა, საკმარისი არ არის აღნიშნული საკითხების განხილვა ვაკუუმში. თანაბრად მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ისინი ჩამოყალიბდეს მკაფიოდ განსაზღვრული პრინციპების სახით. ვინაიდან ამ სახელმძღვანელოს მიზანია, გამოიყენებოდეს მსოფლიოში არსებულ ყველა პენიტენციალურ დაწესებულებაში, აუცილებელია, რომ პრინციპების კრებული, რომელმაც მისათითებელი წყაროს ფუნქცია უნდა შეასრულოს, გამოყენებადი იყოს ყველა ქვეყანაში. ეს პრინციპები არ უნდა გამომდინარეობდეს ერთი კონკრეტული კულტურიდან ან წესებიდან, რომლებიც მხოლოდ ერთ ქვეყანაში ან რეგიონშია მიღებული. სახელმძღვანელო აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას იმით, რომ მის ყოველ თავში ამოსავალ წერტილად მიჩნეულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები.
საერთაშორისო სტანდარტები
ეს სტანდარტები შეთანხმებულია საერთაშორისო საზოგადოებაში, ძირითადად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვეობით. ადამიანის უფლებათა მთავარი დოკუმენტები, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, ის საერთაშორისო ხელშეკრულებებია, რომლებიც იურიდიულად სავალდებულოა ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება ან მათთან მიერთება მოახდინა.
ასეთი დოკუმენტების დიდი ნაწილი შეიცავს წესებს თავისუფლებაშეზღუდული ადამიანების მოპყრობის შესახებ.
გარდა ამისა, არის რიგი საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტულად პატიმრებსა და დაკავების პირობებს ეხება. ამ პრინციპებში, მინიმალურ წესებსა და სახელმძღვანელო წესებში გადმოცემული უფრო დეტალური სტანდარტები ფასდაუდებელი დანამატია სამართლებრივი ხელშეკრულებებით დადგენილი ზოგადი ხასიათის პრინციპებისა. კერძოდ, აქ იგულისხმება: პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები (1957წ.), პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (1988წ.), პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები (1990წ.) და არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტული მინიმალური წესები (1985წ.). არსებობს ასევე რიგი დოკუმენტები, რომლებიც გამიზნულია უშუალოდ იმ პერსონალისთვის, რომელიც თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანებთან მუშაობს. კერძოდ, ეს დოკუმენტებია: სამართალდამცავი მოხელეების ქცევის კოდექსი (1979წ.), სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით ექიმების, როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან (1982წ.) და სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები (1990წ.).
რეგიონული სტანდარტები
ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტებს ავსებს რიგი ადამიანის უფლებათა რეგიონული დოკუმენტი. ევროპაში ეს დოკუმენტებია: კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (1953წ.), ევროპის კონვენცია წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ (1989წ.) და ევროპული წესები პენიტენციალური დაწესებულებების შესახებ (1987წ.). ადამიანის უფლებათა შესახებ ამერიკული კონვენცია ძალაში შევიდა 1978 წელს, ხოლო ადამიანისა და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკული ქარტია - 1986 წელს.
რეგიონული სასამართლო ორგანოები სასარგებლო საწყაოა იმის გასაზომად, თუ რამდენად ნერგავენ ცხოვრებაში ცალკეული სახელმწიფოები საერთაშორისო სტანდარტებს. ამერიკის სახელმწიფოებში ამ ფუნქციას ასრულებს ინტერამერიკული ადამიანის უფლებათა სასამართლო, ხოლო ევროპაში მსგავს ფუნქციას ახორციელებს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო.
საერთაშორისო დამკვირვებლები
ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, დაკავების ადგილებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვას აკვირდება წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის კომიტეტიც. 1997 წელს ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულმა კომისიამ დანიშნა სპეციალური მომხსენებელი ციხის პირობებზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობს წამების წინააღმდეგ კონვენციის დამატებითი ოქმის მიღებაზე. ამით შეიქმნება სისტემა, რომლითაც საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებს დაკავების ადგილებში, რასაც დაემატება უწყვეტი რეგულარული ვიზიტები ინსპექტირებისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ადგილობრივი ჯგუფების მიერ.
გამოყენებადობა
პენიტენციალური დაწესებულებების კარგი მართვის შესახებ წინამდებარე სახელმძღვანელოს გამოყენებადობა გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი მყარადაა დაფუძნებული ზემოთ აღნიშნულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებზე, ეს სტანდარტები კი მთელს მსოფლიოშია აღიარებული.
პრაქტიკული გამოცდილება
თუმცა, მათთვის, ვინც პენიტენციალურ დაწესებულებებზეა პასუხისმგებელი, საკმარისი არაა, მხოლოდ იცოდნენ და უთითებდნენ აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტებს. თუ მათ ამ სტანდარტების დანერგვა თავიანთ ყოველდღიურ შრომით ცხოვრებაში სურთ, მაშინ მათ უნდა შეეძლოთ მათი ინტერპრეტირება და რეალურ სამუშაო ურთიერთობებში გამოყენება. სწორედ ამის გადმოცემას ისახავს მიზნად წინამდებარე სახელმძღვანელო. ამ კუთხით მისი გამოყენებადობა გამომდინარეობს მის შექმნაში მონაწილე ადამიანების პრაქტიკული გამოცდილებიდან. ამ წიგნის მთავარმა ავტორმა 24 წელი იმუშავა პენიტენციალური დაწესებულების დირექტორად. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნა აღმოჩენილი საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მიერ, რომლის ყოველ წევრს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ციხეებში მუშაობის ფართო გამოცდილება აქვს. კერძოდ, ამ ჯგუფის წევრები იყვნენ:
მ. რიაზუდდინ აჰმედი, პენიტენციალურ დაწესებულებათა გენერალური დირექტორის მოადგილე, ჰაიდერაბადი, ინდოეთი
რიჩარდ კუუირი, განას პენიტენციალური სამსახურის გენერალური დირექტორი
ხულიტა ლემგრუბერი, ბრაზილიის რიო დე ჟანეიროს შტატის პენიტენციალური დაწესებულებების ყოფილი გენერალური დირექტორი
პატრიკ მაკმანუსი, ამერიკის შეერთებული შტატების კანზასის შტატის გამასწორებელი დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
დმიტრი პანკრატოვი, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს სამართლისა და მართვის აკადემიის უფროსის მოადგილე.
გარდა ამისა, პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებმა და მკვლევარებმა გამოიყენეს ის ფართო გამოცდილება, რომელიც მათ დააგროვეს მსოფლიოს ყველა რეგიონში პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომლებთან მუშაობისას, ადამიანის უფლებებთან და პენიტენციალური დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებული უამრავი პროექტის ფარგლებში.
ადამიანის უფლებები პენიტენციალურ დაწესებულებათა კარგი მართვის განუყოფელი ნაწილია
პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი პენიტენციალური დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებულ თავის ყველა პრაქტიკულ პროექტს ახორციელებს ადამიანის უფლებათა ჭრილში. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, ეს სწორი მიდგომაა. წინამდებარე სახელმძღვანელოს ბევრ თავში წარმოჩენილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პენიტენციალური დაწესებულების მართვა ეთიკურ ჭრილში, როდესაც ხდება პენიტენციალურ დაწესებულებაში ჩართული ყველა ადამიანის ადამიანურობის პატივისცემა, იქნება ეს პატიმრები, დაწესებულების თანამშრომლები თუ მნახველები. ამ ეთიკური ჭრილის გამოყენება უნდა ხდებოდეს უნივერსალურად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები ითვალისწინებენ კიდეც ამ უნივერსალურობას.
გარდა ამისა, პენიტენციალური დაწესებულებების მართვისადმი ზემოაღნიშნულ მიდგომას კიდევ ერთი უფრო პრაგმატული დასაბუთება აქვს. ეს მიდგომა არ არის ლიბერალური ან რბილი მიდგომა პენიტენციალური დაწესებულებების მართვისადმი. წინამდებარე სახელმძღვანელოს მრჩეველთა ჯგუფის წევრებს და მის დაწერაში მონაწილე სხვა ადამიანებს ნამუშევარი აქვთ მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე პრობლემატურ პენიტენციალურ დაწესებულებაში. ისინი დარწმუნებული არიან, რომ დაწესებულებების მართვის აღნიშნული სტილი არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე უსაფრთხო. დრომ და, კვლავ, ცენტრის თანამშრომლებმა აჩვენეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა კულტურის საზოგადოებებში პენიტენციალური დაწესებულებების პირველი საფეხურის თანამშრომლები პოზიტიურად არიან განწყობილი ამ მიდგომის მიმართ. მისი მეშვეობით ხდება საერთაშორისო სტანდარტების დაკავშირება მათ ყოველდღიურ სამუშაოსთან, რაც დაუყოვნებლივ თვალსაჩინო ხდება ხოლმე.
ამ მიდგომის მთავარი აზრი არის ის, რომ ადამიანის უფლებები არა მხოლოდ სასწავლო პროგრამაში შესატანი დამატებითი საგანია, არამედ იგი პენიტენციალური დაწესებულებების კარგ მართვას ავსებს და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
კიდევ ერთი საშუალება
ბოლო წლებში გამოქვეყნდა რიგი ნაშრომები, რომლებიც წინამდებარე სახელმძღვანელოში ასახული საკითხების განხილვას შეეხებოდა, მათ შორის:
ადამიანის უფლებები და პენიტენციალური დაწესებულებები: პენიტენციალური დაწესებულებების მოხელეებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმძღვანელო, გამოქვეყნებული პილოტური გამოცემის სახით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის მიერ, ჟენევა, 2000წ;
როგორ ავამუშაოთ სტანდარტები, გამოქვეყნებული საერთაშორისო პენიტენციალური რეფორმის მიერ, ლონდონი, 2001წ. (მეორე გამოცემა);
სახელმძღვანელო წამების შეტყობინების შესახებ, გამოქვეყნებული ესექსის უნივერსიტეტის მიერ, დიდი ბრიტანეთი, 2000წ.
იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო თავის ადგილს დაიკავებს ამ და სხვა ნაშრომების გვერდზე და გამოდგება სასარგებლო საშუალებად პენიტენციალური დაწესებულებების კარგი მართვის მიზნებისთვის. მართალია, ეს წიგნი მიზნად ისახავს მასში მოცემული თემების ამომწურავად მიმოხილვას, მაგრამ ასეთი კომპლექსური საგნის სრულად ამოწურვა შეუძლებელია. ჩვენ მიზანი იყო, შეგვერჩია ის ძირითადი საკითხები, რაც პენიტენციალური დაწესებულებების მართვას უკავშირდება. გვესმის, რომ პენიტენციალური დაწესებულებების პირობებთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ამ წიგნში შესული არ არის. პენიტენციალური კვლევების საერთაშორისო ცენტრი მკითხველთა მადლიერი იქნება მათი რეაქციებისა და რეკომენდაციების გამო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება დაემატოს მომავალ გამოცემას.
ციხეები
შენიშვნა ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით
სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან მიმართებით იმის მიხედვით, თუ ვინ იმყოფება ამ ადგილებში: ისინი, ვინც ჯერ არ გასამართლებულან, ისინი, ვისაც უკვე შეეფარდა სასჯელი, თუ ისინი, ვისაც უსაფრთხოების სხვადასხვა პირობები შეუფარდეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ციხეებს ისეთ ადგილებს უწოდებენ, სადაც იმყოფებიან ჯერ გაუსამართლებელი პირები, რომელთა საქმეც მცირე მნიშვნელობის საქმეების განმხილველმა სასამართლომ უნდა განიხილოს ან პირები, რომელთაც მოკლევადიანი სასჯელი შეეფარდათ; ადგილებს, სადაც სასჯელმისჯილი პატიმრები იმყოფებიან, ეწოდება გამასწორებელი დაწესებულებები. რუსეთის ფედერაციაში მთლიანად სულ 15 ციხეა, რადგან აქ ეს ტერმინი ნიშნავს ყველაზე მაღალი დონის უსაფრთხოების რეჟიმის მქონე დაკავების ადგილს. სხვა მსჯავრდებული პირების ყოფნის ადგილებს კი სასჯელაღსრულების კოლონიებს უწოდებენ.
პატიმრები
შესაბამისად, დაკავებული პირების სხვადასხვა კატეგორიის აღსანიშნავად გამოიყენება სხვადასხვა ტერმინი. პირები, რომლებიც ჯერ არ გასამართლებულან, მიიჩნევიან წინასწარ გამოძიებაში ან წინასწარ დაკავებაში მყოფებად და მათ დაკავებულებს უწოდებენ.
წინამდებარე სახელმძღვანელოში ტერმინი „ციხე“ გულისხმობს ყველა სახის დაკავების ადგილს, ხოლო „პატიმარი“ გულისხმობს ყველას, ვინც ამ ადგილებში არის დაკავებული. კონტექსტი, რომელშიც ეს ტერმინები გამოიყენება, გასაგები იქნება უშუალოდ ტექსტიდან გამომდინარე.
![]() |
3 2 ციხის თანამშრომლები და ციხის მართვა |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
მნიშვნელოვანი საჯარო სამსახური
ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ციხეში მუშაობა საჯარო სამსახურს განეკუთვნება. ციხეები, სკოლებისა და საავადმყოფოების მსგავსად, ის ადგილებია, რომლებიც უნდა იმართებოდეს სამოქალაქო ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ხელშეწყობის მიზნით. ციხის ადმინისტრაცია გარკვეულწილად მაინც ანგარიშვალდებული უნდა იყოს არჩეული პარლამენტის წინაშე, ხოლო საზოგადოება რეგულარულად უნდა იყოს ინფორმირებული ციხეების მდგომარეობასა და მოთხოვნილებებზე. მთავრობის მინისტრები და მაღალჩინოსანი მმართველები უნდა აჩვენებდნენ, რომ ისინი აფასებენ ციხის თანამშრომლებს მათ მიერ გაწეული სამუშაოსათვის და საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენონ, რომ მუშაობა ციხეში მნიშვნელოვანი საჯარო სამსახურია.
ციხის ადმინისტრაციის ეთიკური საფუძვლები
ციხის ადმინისტრაციამ ეთიკის ფარგლებში უნდა იმუშაოს. ძლიერი ეთიკური კონტექსტის გარეშე მდგომარეობა, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს გაცილებით მეტი უფლებები აქვს ადამიანების მეორე ჯგუფთან შედარებით, შეიძლება იოლად გადაიზარდოს მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. ეთიკური კონტექსტი არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების მიერ პატიმრებისადმი გარკვეულ მოქცევას. პატიმრობის ეთიკური საფუძვლების შეგრძნება ადმინისტრირების პროცესში უნდა გაჯდეს ზემოდან ქვემოთ. ციხის ადმინისტრაციის მიერ მართლზომიერ პროცედურებზე აქცენტის გაკეთებამ, მუშაობის ეფექტურობის მოთხოვნამ ან ადმინისტრაციის მიზნების მისაღწევად ზეწოლამ, თუ წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა ეთიკური იმპერატივები, შეიძლება ძალზე მძიმე არაადამიანურობა გამოიწვიოს. ციხის ადმინისტრაციის მიერ ტექნიკურ პროცესებსა და პროცედურებზე კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ციხის თანამშრომლებს დაავიწყდეთ, რომ ციხე არ არის ქარხანა, რომელიც უშვებს ავტომობილებს ან სარეცხ მანქანებს. ციხის მართვა უპირველესად ადამიანების - ციხის თანამშრომლების და პატიმრების - მართვას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ აქ ჩნდება საკითხები, რომლებიც გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე ეფექტურობა. ადამიანების მოპყრობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ერთი ფუნდამენტური საკითხი; მთავარი კითხვა, რომელიც ყოველთვის უნდა დაისვას, არის „სწორია თუ არა, რასაც ვაკეთებთ?“
ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ციხე ხშირად ასოცირდება მის ფიზიკურ მხარესთან: კედლები, ღობეები, შენობა ჩაკეტილი კარებებით და გისოსებიანი ფანჯრებით. სინამდვილეში კი, ციხის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე მისი ადამიანური განზომილებაა, რადგან ციხე უმთავრესად ადამიანებს ეხება. ციხეში მყოფი ადამიანების ორი ძირითადი ჯგუფია: პატიმრები და თანამშრომლები, რომლებიც მეთვალყურეობენ პატიმრებს. კარგად მართული ციხის გასაღები ადამიანების ამ ორ ჯგუფს შორის ურთიერთობის ხასიათშია.
კარგ ხელმძღვანელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ისინი, ვინც ციხეებსა და პენიტენციალურ სისტემაზე არიან პასუხისმგებელნი, ტექნიკურ და მართვის მოსაზრებებზე უფრო შორს უნდა იყურებოდნენ. ისინი უნდა იყვნენ ლიდერები, რომელთაც შესწევთ უნარი, მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს განუვითარონ იმ ღირებულებების შეგრძნება, რომლითაც თანამშრომლები უნდა ხელმძღვანელობდნენ ყოველდღიური რთული სამუშაოს შესრულებისას. ისინი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ მკაფიო ხედვა და ნება იმისა, რომ, ციხის ადმინისტრირების რთული სამუშაოს შესრულებისას, შენარჩუნებული იყოს უმაღლესი სტანდარტები.
კარგი თანამშრომლების აუცილებლობა
ჩვეულებრივ, ციხეებს არ აქვთ თავიანთი პატიმრების არჩევის შესაძლებლობა; მათ უნდა მიიღონ ყველა, ვისაც გაუგზავნის სასამართლო ან სხვა კანონიერი ორგანო. მაგრამ ციხეებს აქვთ საკუთარი თანამშრომლების არჩევის შესაძლებლობა. აუცილებელია, რომ კადრები შეირჩეს ყურადღებით, მოხდეს მათი გადამზადება, ხელმძღვანელობა და დახმარების გაწევა. ციხის სამუშაო ფრიად მომთხოვნია. იგი გულისხმობს თავისუფლებააღკვეთილ ქალებთან და მამაკაცებთან მუშაობას, რომელთაგან ბევრს აქვს ფსიქიკური აშლილობა, სხვადასხვა საგნებზე დამოკიდებულება, დაბალი სოციალური და განათლების უნარ-ჩვევები და მოდიან საზოგადოების მარგინალური ჯგუფებიდან. ზოგი მათგანი საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ზოგიერთი საშიში და აგრესიულია, სხვები ძალიან ცდილობენ გაქცევას. არც ერთ მათგანს არ სურს ციხეში ყოფნა. თითოეული მათგანი ინდივიდუალური პიროვნებაა.
ციხის თანამშრომლების როლი
ციხის თანამშრომლების როლია:
პატიმრების მოპყრობა ღირსეულად, ადამიანურად და სამართლიანად;
პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
იმის უზრუნველყოფა, რომ სახიფათო პატიმრები ვერ გაიქცნენ;
წესრიგის და კონტროლის დაცვა;
პატიმრებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რათა მათ ციხეში ყოფნის დრო გამოიყენონ დადებითად და გათავისუფლების შემდეგ შეძლონ ხელახლა საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში.
პიროვნული პატიოსნება
აღნიშნული სამუშაოს პროფესიულად შესრულებას დიდი უნარი და პიროვნული პატიოსნება სჭირდება. პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ციხეებში მუშაობენ, სიფრთხილით უნდა იქნენ შერჩეული, რათა მოხდეს ისეთი კადრების მობილიზება, რომელთაც აქვთ შესაბამისი პირადი ღირსებები და განათლების დონე. მათ სათანადოდ უნდა შეასწავლონ ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედება მათ მუშაობას, ასევე, საჭირო ადამიანური და ტექნიკური უნარები. კარიერის განმავლობაში, მათ უნდა მიეცეთ განვითარების და საკუთარი უნარების გაფართოების, აგრეთვე, ციხის საკითხებზე უახლესი ინფორმაციის და ცოდნის მიღების შესაძლებლობა.
ჩაკეტილობის საფრთხე
ჩვეულებრივ, ციხის თანამშრომლები ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში მუშაობენ, რომელმაც, დროთა განმავლობაში, ისინი შეიძლება ვიწროდ მოაზროვნე და მოუქნელ ადამიანებად აქციოს. მათი სწავლება და მართვა უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იქნენ ამ ჩაკეტილობისგან. თანამშრომლები უნდა დარჩნენ ადეკვატური ფართო საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებისადმი, საიდანაც მოდიან პატიმრები და სადაც დაბრუნდებიან ისინი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ციხე დაშორებით არის განთავსებული, თანამშრომლები კი ციხესთან მიმაგრებულ საცხოვრისში ცხოვრობენ.
ციხის თანამშრომლების სტატუსი
საერთოდ, ციხის თანამშრომლებს უფრო დაბალი რანგის პირებად მიიჩნევენ, ვიდრე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა სფეროში, მაგალითად, პოლიციაში მომუშავე პირებს. ხშირად ეს გამოხატულია ციხის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ოდენობაშიც, რომელიც ბევრ ქვეყანაში ძალიან დაბალია. შედეგად კი, ხშირად ძალიან ძნელია სათანადოდ კვალიფიციური პერსონალის აყვანა ციხეში სამუშაოდ. მაღალკვალიფიციური პერსონალის მიზიდვისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელია, რომ მათი ხელფასები დადგინდეს სათანადო ოდენობით, ხოლო შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები იყოს ისეთივე, როგორიც დაწესებულია საჯარო სამსახურის მსგავსი თანამდებობებისთვის.
საზოგადოების განათლების დონის ამაღლება ციხეების თაობაზე
ბევრ ქვეყანაში საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის ციხეების, ციხის თანამშრომლების და მათი სამუშაოს შესახებ. ჩვეულებრივ, საზოგადოება აღიარებს ჯანდაცვის მუშაკების და მასწავლებლების მნიშვნელოვნებას, მაგრამ ციხის თანამშრომლები არ სარგებლობენ მსგავსი საზოგადოებრივი პატივისცემით. მთავრობის მინისტრები და პენიტენციალური სისტემის მაღალჩინოსნები უნდა ეცადნენ, მოაწყონ საზოგადოებრივი განათლების პროგრამები და ბიძგი მისცენ მედიის ინტერესს, რათა მოხდეს საზოგადოების განათლების დონის ამაღლება იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც ციხის თანამშრომლები ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების დაცვაში.
ღირებულებები და კომუნიკაცია
ყველა ადამიანის თანდაყოლილი ღირსება
დემოკრატიულ საზოგადოებებში საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს საფუძვლად უდევს და იცავს კანონი. ამ ღირებულებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემა. ადამიანობის პატივისცემის ერთერთი საუკეთესო საზომია ის, თუ როგორ ექცევა საზოგადოება მათ, ვინც ჩაიდინა ან ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც, შესაძლოა, არც თვითონ გამოუჩენიათ სხვათა ღირსებებისა და უფლებების პატივისცემა. ციხის თანამშრომლებს, დანარჩენი საზოგადოების სახელით, განსაკუთრებული როლი ეკისრებათ ასეთი ადამიანების ღირსების პატივისცემაში, მიუხედავად იმისა, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს მათ. ეს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ რა დააშავა მან, პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, შემდეგნაირად იქნა ჩამოყალიბებული ცნობილი ყოფილი პატიმრის და სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის - ნელსონ მანდელას მიერ:
„ნათქვამია, რომ ვერავინ შეიცნობს ერის ჭეშმარიტ სახეს, სანამ ციხეში არ მოხვდება. ერი უნდა შეფასდეს არა იმით, თუ როგორ ექცევა ის თავის უმაღლეს საფეხურზე მდგომ მოქალაქეებს, არამედ იმით, თუ როგორც ექცევა თავის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომთ.“1
სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ ციხის ადმინისტრირება, უპირველეს ყოვლისა, ეთიკურ ჩარჩოებში მოექცეს. ეს იმპერატივა არასოდეს უნდა გამორჩეთ მხედველობიდან მაღალჩინოსან ადმინისტრატორებს, ციხის ადმინისტრაციას და პირველი საფეხურის ციხის თანამშრომლებს. ეთიკური ჩარჩოების გარეშე ციხის მართვის ეფექტურობა შეიძლება ისეთი გზით წარიმართოს, რომელიც საბოლოო ჯამში საკონცენტრაციო ბანაკებისა და გულაგების ბარბაროსობამდე მიდის.
მკაფიო გზავნილი
ეს პრინციპი ყოველთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ პირების მიერ, რომლებიც ციხეების ადმინისტრირებაზე არიან პასუხისმგებელნი. მეტად რთულ გარემოებებში მის გამოყენებას მონდომება სჭირდება. პირველი საფეხურის ციხის თანამშრომლები ამ მონდომებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუ ისინი სისტემაზე პასუხისმგებელი პირებისგან იღებენ მკაფიო და ერთგვაროვან გზავნილს, რომ ეს იმპერატივაა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ მცველები, რომელთა ერთადერთი ამოცანაა ადამიანებისთვის თავისუფლების წართმევა. რა თქმა უნდა, ისინი არც ლინჩის წესით განმსჯელი მოსამართლეები არიან, რომელთა ამოცანაა უფრო მეტი სასჯელის დაკისრება, ვიდრე სასამართლო ხელისუფლებამ უკვე შეუფარდა. არამედ მათ უნდა ერთმანეთს შეუთავსონ დაცვის ფუნქცია საგანმანათლებლო და გარდაქმნით ფუნქციას. ამას დიდი პიროვნული ნიჭიერება და პროფესიონალიზმი სჭირდება.
ციხის თანამშრომლების პიროვნული ღირსებები
ციხეში მუშაობა პიროვნული ღირსებებისა და ტექნიკური უნარების უნიკალურ კომბინაციას მოითხოვს. ციხის თანამშრომლები აღჭურვილი უნდა იყვნენ ისეთი პიროვნული ღირსებებით, რომელთა საშუალებით, ისინი შეძლებენ ყველა პატიმართან ობიექტურ, ადამიანურ და სამართლიან ურთიერთობას, მათ შორის, რთულ და საშიშ პატიმრებთან. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს კადრების შერჩევისა და მიღების მკაცრი პროცესი, რათა სამუშაოდ მხოლოდ სათანადო ღირსებების მქონე პირები იქნენ მიღებული. მხოლოდ მაშინ, როცა ეს პროცესი უზრუნველყოფილია, შესაძლებელი იქნება, ციხეში მუშაობას პროფესია ეწოდოს.
საფრთხეები, რომელთაც კადრების არასწორი დაკომპლექტება ქმნის
ბევრ ქვეყანაში ციხეში სამუშაოდ კადრების აყვანა ძალზე რთულია. შედეგად, ამ ადგილებში სამუშაოდ მიდიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სხვა სამუშაოს ვერ შოულობენ. ხანდახან ისინი ციხეში მუშაობას იწყებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივის სახით და სამუშაოს ტოვებენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. იმის გამო, რომ, იმავდროულად, ისინი არასათანადოდ არიან მომზადებული და ანაზღაურებაც დაბალი აქვთ, მოსალოდნელია, რომ ნაკლებად განიცდიან პროფესიულ სიამაყეს თავიანთი სამუშაოს გამო, რომ ადვილად შესაძლებელია, ვერ გაუძლონ კორუფციის ცდუნებას და რომ არ აქვთ სურვილი, ღირსეულად იმსახურონ საჯარო სამსახურში.
ერთგვაროვანი სტრატეგია
ასეთ თანამშრომლებში საერთო ხედვის და იმის რწმენის ჩანერგვა, რომ რაღაც ღირებულს აკეთებენ, უდიდესი სამუშაოა ციხის სისტემაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. ეს ვერ მოხდება თავისით ან შემთხვევით. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთგვაროვანი სტრატეგია, დაფუძნებული იმ წინაპირობაზე, რომ საჯაროდ დაფასებული კარგი პერსონალი გადამწყვეტია კარგი ციხის სისტემისთვის.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, მუხლი 10:
ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოექცნენ ჰუმანურად და თანდაყოლილი ადამიანური ღირსების პატივისცემით.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 2:
თავისი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამცავი მოხელე ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ღირსება და უზრუნველყოს ყველა პირის უფლებები.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 46(2):
ციხის ადმინისტრაცია მუდმივად უნდა ესწრაფოდეს იმას, რომ ციხის თანამშრომლებსა და საზოგადოებაში გააღვიძოს და შეინარჩუნოს რწმენა, რომ ეს სამუშაო დიდი მნიშვნელობის მქონე სოციალური სამსახურია და, ამ მიზნით, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა საზოგადოების ინფორმირების კუთხით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 48:
ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ყოველთვის მოიქცეს ისე და თავისი მოვალეობა შეასრულოს იმგვარად, რომ საკუთარი მაგალითით დადებითი ზეგავლენა მოახდინოს პატიმრებზე და დაიმსახუროს მათი პატივისცემა.
პრაქტიკაში განხორციელება
მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება
იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული ღირებულებები სათანადოდ იქნეს აღქმული და განხორციელებული ციხის თანამშრომლების მიერ, აუცილებელია, ციხის ადმინისტრაციამ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი მიზნები. ამგვარი დეკლარაცია უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო დოკუმენტებსა და სტანდარტებს და მკაფიოდ უნდა განემარტოს ყველას, ვინც ციხის სისტემაში მუშაობს. ამგვარი დეკლარაციის მაგალითია უგანდის პენიტენციალური სამსახურის პოლიტიკის დოკუმენტი. მასში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სამსახურის მიზნები და განსაზღვრულია სამსახურის მუშაობის ფუძემდებლური ღირებულებები. ამ ღირებულებებს შორისაა დადასტურება იმისა, რომ კადრების აყვანისა და გადამზადების ეფექტურ სისტემას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
უგანდის რესპუბლიკა
უგანდის პენიტენციალური სამსახური
პოლიტიკის დოკუმენტი
ძალაშია 2000 წლიდან
მიზნების დეკლარაცია
უგანდის პენიტენციალური სამსახური, როგორც მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ნაწილი, ხელს უწყობს საზოგადოების ყველა წევრის დაცვას დამნაშავეთა გონივრული, უსაფრთხო, დაცული და ადამიანური მოპყრობის გზით, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად და, იმავდროულად, მოუწოდებს და ეხმარება მათ რეაბილიტაციაში, გარდაქმნასა და საზოგადოებაში კანონმორჩილი მოქალაქეების სახით რეინტეგრაციაში.
ღირებულებები
სამართლიანობა - ძირითადი ღირებულება
პენიტენციალური სამსახური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე მეტ ზეგავლენას ახდენს ადამიანების თავისუფლებებსა და უფლებებზე. ამიტომ, გამასწორებელ ღონისძიებებში მონაწილე პერსონალი ვალდებულია, პატივი სცეს ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს მათი მოვალეობების შესრულების ყველა ასპექტში და ვალდებულია, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებისადმი რწმენით:
სამართლიანობა და თანასწორობა კანონის ქვეშ და მის წინაშე;
ადამიანების პატივი და ღირსება;
ადმინისტრირება პატიოსნების და ღიაობის საფუძვლებზე.
ეფექტური გამასწორებელი და მართლმსაჯულების სისტემისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის მტკიცე რწმენას, რომ მსჯავრდებულები თვითონ არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქცევაზე და მათ აქვთ პოტენციალი, იცხოვრონ, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა.
მსჯავრდებულთა უმრავლესობის მიმართ ეფექტურია საზოგადოების წიაღში არასაპატიმრო გამასწორებელი პროგრამების გამოყენება; თავისუფლების აღკვეთა შეზღუდულად უნდა გამოიყენებოდეს.
საზოგადოების დაცვის ინტერესებში, გადაწყვეტილებები მსჯავრდებულებთან დაკავშირებით უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ გაცნობიერებულ რისკს და რისკის მართვის გააზრებულ შესაძლებლობას.
გამასწორებელი სისტემის ეფექტურობა დამოკიდებულია მჭიდრო ურთიერთობაზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა კომპონენტებთან და საზოგადოებასთან, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი, ჰუმანური და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ეფექტური გამასწორებელი სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყურადღებით შერჩეულ, სათანადოდ გადამზადებულ და კარგად ინფორმირებულ კადრებს.
საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება პენიტენციალურ დაწესებულებებში და უნდა მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში.
გამასწორებელი სისტემის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესწევს მას უნარი, რეაგირება მოახდინოს ცვლილებებზე და განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები ითვლებიან უდანაშაულოდ და მათ ასევე უნდა მოექცნენ. ისინი უნდა მოთავსდნენ მსჯავრდებული პირებისაგან განცალკევებით.
მამაკაცები და ქალები, რამდენადაც შესაძლებელია, მოთავსებული უნდა იყვნენ განცალკევებულ დაწესებულებებში; თუ ერთი დაწესებულება იღებს მამაკაცებსაც და ქალებსაც, ქალებისთვის განკუთვნილი შენობა სრულიად განცალკევებით უნდა იყოს.
პატიმრობა ყოველთვის უნდა ითვლებოდეს უკიდურეს ღონისძიებად უკანონო ქმედების საპასუხო ღონისძიებებს შორის.
საზოგადოების ინფორმირება
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ საზოგადოება და მედია ინფორმირებული იყვნენ იმ ღირებულებების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც ხდება ციხეების მუშაობა. თუ ციხის როლი სამოქალაქო საზოგადოებაში სწორად არის გაგებული, უფრო სავარაუდოა, რომ საზოგადოება დააფასებს პენიტენციალური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ კარგი პრაქტიკის დასამკვიდრებლად გატარებულ ღონისძიებებს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა კარგი ურთიერთობა დაამყარონ ადგილობრივ საზოგადოებასა და მედიასთან. არასწორია მოსაზრება, თითქოს საზოგადოებამ ციხეებთან დაკავშირებით უნდა შეიტყოს მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე უარყოფითი მოხდება; საზოგადოებამ უნდა შეიტყოს ციხის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. პენიტენციალური სისტემის მმართველებმა ციხის დირექტორებს უნდა ურჩიონ, რომ ეს უკანასკნელნი რეგულარულად ხვდებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, იწვევდნენ მათ ციხეში ვიზიტზე.
„განაში პენიტენციალურმა სამსახურმა ორგანიზება გაუკეთა ღონისძიებათა კვირეულს ციხეების მუშაობის თაობაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით“.
პენიტენციალური დაწესებულებები მთავრობის
არა სამხედრო
სამოქალაქო სამსახური
პატიმრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია და დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანს ციხეში აგზავნის სამოქალაქო ხელისუფლების მიერ დანიშნული დამოუკიდებელი მოსამართლე. ციხის სისტემაც უნდა ექვემდებარებოდეს სამოქალაქო და არა სამხედრო ხელისუფლებას. ციხის ადმინისტრირება არ უნდა იყოს უშუალოდ შეიარაღებული ძალების ან სხვა სამხედრო სამსახურის ხელში. თუმცა, არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელი, იმავდროულად, იმყოფება შეიარაღებული ძალების სამსახურში და იგი დროებით მივლინებული ან მიმაგრებული იქნა პენიტენციალურ სისტემაზე ამ ფუნქციის შესასრულებლად. ასეთ შემთხვევაში, მთავრობამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რომ ეს პიროვნება, როგორც პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელი, მოქმედებს, როგორც სამოქალაქო ხელისუფალი.
არა პოლიცია
ფუნქციების გამიჯვნის თვალსაზრისით, აუცილებელია, რომ პოლიცია და პენიტენციალური სისტემის ადმინისტრაცია მკაფიოდ იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნული. ზოგადად, პოლიციის ფუნქციაა დანაშაულის გამოძიება და დამნაშავის დაკავება. დავების ან დაპატიმრების შემდეგ კი, პირი რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა წარედგინოს სასამართლო ორგანოს, რის შემდეგაც იგი გადაეცემა ციხის მეთვალყურეობის ქვეშ. ბევრ ქვეყანაში პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო პენიტენციალური სისტემა - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს ერთ-ერთი გზაა უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და იმ მჭიდრო კავშირის გამოკვეთისთვის, რაც უნდა არსებობდეს სასამართლო ხელისუფლებასა და პენიტენციალურ სისტემას შორის.
„მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული პოლიციისა და პროკურატურის,
სასამართლო ხელისუფლებისა და გამასწორებელი სისტემის როლი“.
პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი, რეკომენდაცია (2001)10
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 46(3):
(ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად) პერსონალი უნდა დაინიშნოს სრულ სამუშაო განაკვეთზე, როგორც პენიტენციალური დაწესებულების პროფესიული მოხელეები და უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო მოსამსახურეების სტატუსი, ხოლო მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი აჩვენებენ კარგი ყოფაქცევას, ეფექტურობას და ფიზიკურ ვარგისობას.
პრაქტიკაში განხორციელება
დემოკრატიული კონტროლი
დემოკრატიულ სახელმწიფოებში პენიტენციალურ დაწესებულებათა ადმინისტრაციები, როგორც წესი, არიან საჯარო ორგანოები, რომლებიც ექვემდებარებიან მთავრობის სამინისტროს. ზოგ ქვეყანაში, მაგ. ბრაზილიაში, ინდოეთსა და გერმანიაში, ეს სამინისტრო, თავის მხრივ, საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაშია. ბევრ ქვეყანაში პენიტენციალური სისტემა საერთოსახელმწიფოებრივადაა ორგანიზებული და ანგარიშვალდებულია ცენტრალური მთავრობის უწყების მიმართ. სხვა ქვეყნებში, მაგ. შეერთებულ შტატებსა და კანადაში, არსებობს ორივე მოდელისგან შემდგარი კომბინაცია. უფრო და უფრო დამახასიათებელი გახდა ის, რომ პასუხისმგებელი სამთავრობო უწყება ხშირად იუსტიციის სამინისტროა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პოლიციის განცალკევება პენიტენციალური დაწესებულებებისგან
ციხის ადმინისტრაციის დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროსადმი ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირს სასამართლო წარმოების პროცესსა და მოქალაქეთა დაკავებას შორის. ამასთანავე, ამით ხდება პოლიციის სამუშაოს განცალკევება პენიტენციალური სისტემის სამუშაოსაგან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გამოძიების პროცესი გამოცალკევებული უნდა იყოს წინასწარი დაკავებისგან, რათა არ მოხდეს ეჭვმიტანილებზე ზეწოლა.
კიდევ ერთი მიზეზი ამ განაწილებისთვის არის ის, რომ ზოგ ქვეყანაში პოლიცია, ფაქტობრივად, სამხედრო ქვედანაყოფებია, აქვს შეიარაღებული ძალების წოდება, ორგანიზებულია სამხედრო წესით და ვალდებულია, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, იმოქმედოს, როგორც სამხედრო ძალამ. ეს კი არ არის სრულ შესაბამისობაში იმ მოთხოვნასთან, რომ პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები სამოქალაქო მოსამსახურეები უნდა იყვნენ.
„ბოლო 15 წლის განმავლობაში აფრიკაში პენიტენციალური დაწესებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადავიდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში; კერძოდ, ეს მოხდა ბენინში, კოტ დ'ივუარში, კამერუნში, ჩადში, ნიგერიაში, ტოგოში, ბურკინა ფასოში და სენეგალში.
ევროპის საბჭო იმედოვნებს, რომ მისი ახალი წევრი სახელმწიფოები აღმოსავლეთ ევროპიდან მოახდენენ პენიტენციალური დაწესებულებების გადაცემას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში“.
ქვემდებარობის გადაცემის შედეგები
უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოაღნიშნული ქვემდებარობის გადაცემას მთავრობის სტრუქტურაში შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს თანამშრომლებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც სამხედროებს ხელფასის სპეციალური დანამატები და შრომის სხვა პირობები აქვთ, როგორიცაა, მაგალითად, უფასო ჯანმრთელობის მომსახურება მათთვის და მათი ოჯახებისთვის, უფასო მგზავრობა, სუბსიდირებული საცხოვრისი და დასვენება. ეს საკითხები მოგვიანებით იქნება განხილული ამავე თავში.
კავშირი სოციალურ ორგანოებთან
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს პენიტენციალური დაწესებულებები სამოქალაქო ორგანოს დაქვემდებარებაში. პრაქტიკულად, ყველა პატიმარი, როცა იქნება, დაუბრუნდება სამოქალაქო საზოგადოებაში ცხოვრებას. იმისათვის, რომ მათ კანონის ფარგლებში იცხოვრონ, აუცილებელია, ჰქონდეთ საცხოვრებელი ადგილი, დასაქმების შესაძლებლობა და არსებობდეს შესაბამისი სოციალური სამსახური, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციხის ადმინისტრაციას მჭიდრო კავშირები ჰქონდეს საჯარო სამსახურის ისეთ ორგანოებთან, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის ორგანოები. ასეთი კავშირის დამყარება უფრო სავარაუდოა, თუკი ციხის ადმინისტრაცია თვითონ არის სამოქალაქო და არა სამხედრო ორგანიზაცია.
დისციპლინირებული და იერარქიული ორგანიზაცია
ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ, მართალია, ციხის თანამშრომლებს სამოქალაქო მოსამსახურეების სტატუსი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ უშუალოდ ციხის სისტემა, ჩვეულებრივ, რჩება დისციპლინირებულ და იერარქიულ ორგანიზაციად. ციხე არ არის დემოკრატიული საზოგადოება. სათანადოდ ფუნქციონირებისათვის საჭიროა მკაფიოდ აღსაქმელი უფროს-უმცროსობის ჯაჭვის არსებობა. ასეა ყველა დიდ ორგანიზაციაში. განსაკუთრებით კი ციხეში, სადაც ყოველთვის გასაგებად განსაზღვრული უნდა იყოს, თუნდაც ყველაზე უკეთ ადმინისტრირებულ ციხეებში, არეულობისა და უწესრიგობის შედეგები. სრულიად რეალურია სამოქალაქო სამსახურის სტატუსის, მაგრამ კარგად დისციპლინირებული სისტემის არსებობა. როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-5 თავში იქნება განხილული, ყველას, ციხის თანამშრომლების და პატიმრების, ინტერესებშია, რომ ციხე კარგად მოწესრიგებული დაწესებულება იყოს. ამის მიღწევა კი, სავარაუდოდ, უფრო შესაძლებელია მისი დისციპლინირებულად ორგანიზების შემთხვევაში.
კადრების დაკომპლექტება
მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა
შესაფერისი კადრების აუცილებლობა
ციხის ყველა თანამშრომელს მოეთხოვება მაღალი პიროვნული და პროფესიული ღირსებები, განსაკუთრებით მათ, ვისაც უშუალოდ პატიმრებთან მუშაობა მოუწევთ, თანამდებობის მიუხედავად. აქ იგულისხმება პირველი საფეხურის თანამშრომლები, ფორმიანი თანამშრომლები ან გუშაგები, აგრეთვე, პროფესიული თანამშრომლები, როგორიცაა მასწავლებელი და ინსტრუქტორი. თანამშრომლები, რომლებიც პატიმრებთან ყოველდღიურ კონტაქტში შედიან, უნდა შეირჩნენ განსაკუთრებული ყურადღებით. ამდენად, კადრების დაკომპლექტებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ციხის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეუწყოს შესაფერის პირებს ციხეში სამუშაოდ განცხადების შესატანად. თუ პენიტენციალურ სამსახურს უკვე განსაზღვრული აქვს ის ღირებულებები და ეთიკური კონტექსტი, რომელთა ფარგლებშიც მან უნდა იმუშაოს, მაშინ ეს ღირებულებები და ეთიკური კონტექსტი გასაგებად უნდა იყოს განმარტებული კადრების აყვანასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და პროცესში. ამის მეშვეობით, ყველას, ვინც განცხადებით მიმართავს აღნიშნულ სამუშაოზე მოსაწყობად, ეცოდინება, როგორი საქციელი და დამოკიდებულება მოითხოვება მისგან. გარდა ამისა, გასაგები გახდება, რომ ყველამ, ვისი პიროვნული ღირებულებებიც მიუღებელია, მაგალითად, რასობრივ უმცირესობებთან ან ქალებთან, ანდა უცხოელებთან მიმართებით, თავი უნდა შეიკავოს პენიტენციალურ სისტემაში სამუშაოზე მისაღებად განცხადების შეტანისაგან.
შესაფერისი კანდიდატების შერჩევა
მაშინაც კი, როცა არსებობს ისეთი პოლიტიკა, რომლითაც სამუშაოზე აყვანის მსურველებს მიეწოდებათ ინფორმაცია ციხეში მუშაობის თავისებურებებზე, განცხადების შემომტანი ყველა მსურველი მაინც არ იქნება შესაფერისი. უნდა არსებობდეს პროცედურების მკაფიო კრებული, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ შესაფერისი მსურველების შერჩევას ციხის სისტემაში სამუშაოდ. პირველ რიგში, ეს პროცედურები უნდა იძლეოდეს მსურველების პატიოსნების და ჰუმანურობის შემოწმების შესაძლებლობას, აგრეთვე, იმის შემოწმების შესაძლებლობას, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყოველდღიური სამუშაოს დროს მოსალოდნელ რთულ სიტუაციებზე რეაგირებას. პროცედურების ეს ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი იმ თვისებებს ეხება, რომელიც ციხეში მუშაობის არსებით მოთხოვნას წარმოადგენს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება მსურველთა შესაბამისობა აღნიშნულ მოთხოვნებთან, პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებში შემოწმებას, როგორიცაა მსურველთა განათლების დონე, ფიზიკური მომზადება, წინა სამუშაო გამოცდილება და მათ მიერ ახალი უნარ-ჩვევების ათვისების პოტენციალი.
არა დისკრიმინაცია
კადრების შერჩევისას დისკრიმინაცია დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ ქალებს და მამაკაცებს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები ციხეში სამუშაოდ, მათი შრომის ანაზღაურება უნდა იყოს თანაბარი, უნდა გაიარონ იგივე გადამზადების კურსები და უნდა ჰქონდეთ დაწინაურების იგივე შესაძლებლობები. პატიმართა დიდი უმრავლესობა მამაკაცებია, რის გამოც, ბევრ ქვეყანაში ციხეში მუშაობა, ტრადიციულად, მამაკაცის სამუშაოდ ითვლება. თუმცა, ამას დასაბუთება არ აქვს. ზოგ ციხეში პატიმართა მნიშვნელოვანი ნაწილი რასობრივ ან ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება. ამ შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, სამუშაოდ აიყვანოს ამავე ჯგუფების წარმომადგენლები საკმარისი პროპორციით.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 46:
(1) ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს პერსონალის თითოეული რგოლის ყურადღებით შერჩევა, რადგან დაწესებულებათა სათანადო ადმინისტრირება დამოკიდებულია სწორედ პერსონალის პატიოსნებაზე, ჰუმანურობაზე, პროფესიულ შესაძლებლობებსა და სამუშაოსადმი პიროვნულ შესაფერისობაზე.
(3) ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, პერსონალი უნდა დაინიშნოს სრულ სამუშაო განაკვეთზე, როგორც პენიტენციალური დაწესებულების პროფესიული მოხელეები და უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო მოსამსახურის სტატუსი, ხოლო მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი აჩვენებენ კარგ ყოფაქცევას, ეფექტურობას და ფიზიკურ ვარგისობას. შრომის ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური იმისათვის, რომ მოზიდული და შენარჩუნებული იქნენ შესაფერისი მამაკაცები და ქალები; შრომის დამატებითი შეღავათები და სამსახურის პირობები უნდა იყოს სამუშაოს ხასიათთან შესაფერისი.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 49:
(1) რამდენადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა შედგებოდეს საკმარისი რაოდენობით ისეთ სპეციალისტებისგან, როგორიცაა ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები და ხელობის ოსტატები.
(2) სოციალური მუშაკების, მასწავლებლებისა და ხელობის ოსტატთა მომსახურება გარანტირებული უნდა იყოს მუდმივ საფუძველზე, ისე, რომ არ მოხდეს ნახევარ განაკვეთზე ან მოხალისედ დასაქმებულთა დაკარგვა.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 18:
მთავრობამ და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა სამართალდამცავი მოხელე შეირჩეს სათანადო შემოწმების პროცედურების გზით, ჰქონდეს მისი ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის შესაფერისი ზნეობრივი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ღირსებები და მიიღოს უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროფესიული გადამზადება. მოხელეების მიერ ამ ფუნქციებისთვის უწყვეტი ვარგისობა უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ შემოწმებას.
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ, მუხლი 2:
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციას, თანხმდებიან, ყველა შესაძლო საშუალებით და დაყოვნების გარეშე გაატარონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთის პოლიტიკა და, ამ მიზნით, ვალდებულებას იღებენ:
(a) ეროვნულ კონსტიტუციებსა და სხვა შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში დანერგონ კაცებისა და ქალების თანასწორობის პრინციპი, თუ ეს ჯერ არ მომხდარა და, კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, უზრუნველყონ ამ პრინციპის პრაქტიკული რეალიზება;
(b) გაატარონ შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები საჭიროების შემთხვევაში, ქალთა მიმართ ყველანაირი დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით;
(c) დაადგინონ ქალთა უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცების უფლებების თანაბრად და, კომპეტენტური შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების და სხვა საჯარო დაწესებულებების მეშვეობით, უზრუნველყონ ქალების ეფექტური დაცვა დისკრიმინაციის ნებისმიერი ქმედებისგან;
(d) თავი შეიკავონ ქალთა დისკრიმინაციის ნებისმიერ ქმედებაში მონაწილეობისგან და უზრუნველყონ საჯარო ხელისუფლების და დაწესებულებების მხრიდან ამ ვალდებულების შესაბამისი მოქმედება;
(e) გაატარონ ღონისძიებები ნებისმიერი პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების მხრიდან ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთის მიზნით;
(f) გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის საკანონმდებლო, ისეთი არსებული კანონების, წესების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შეცვლის ან გაუქმების მიზნით, რომლებიც წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას;
(g) გააუქმონ ყველა შიდასახელმწიფოებრივი დამსჯელი დებულებები, რომლებიც წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას.
პრაქტიკაში განხორციელება
კადრების აყვანის აქტიური პოლიტიკა
ხშირად ციხის ადმინისტრაციას უჭირს მაღალი ხარისხის კადრების აყვანა. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი შრომის ანაზღაურება, ადგილობრივ საზოგადოებაში ციხის სამუშაოს არაპოპულარობა, ასევე, სხვა სამართალდამცავი უწყებების, მაგალითად, პოლიციის მხრიდან კონკურენცია. მიზეზის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, გაატაროს კადრების აყვანის აქტიური პოლიტიკა და არ ელოდოს, უბრალოდ, იმას, რომ სამუშაოს მსურველები თვითონ მიაკითხავენ მას. ამის მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება.
საზოგადოების ინფორმირების პროგრამა
კადრების აყვანის აქტიური პოლიტიკის საჭიროება კიდევ უფრო ამყარებს ამ თავის დასაწყისში გამოთქმულ არგუმენტს საზოგადოების ინფორმირების პროგრამის სასარგებლოდ, რომლითაც საზოგადოებას ეუწყება იმის შესახებ, თუ რა ხდება ციხეებში. ეს ხელს შეუწყობს არასწორი ვარაუდების გაბათილებას და ინტერესის გაღვივებას ზოგადად საზოგადოებაში და, კერძოდ, მუშაობის პოტენციურ მსურველებში. თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა არ იციან ციხის რეალური ცხოვრების შესახებ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი დაფიქრდებიან პენიტენციალურ სისტემაში მუშაობაზე. საზოგადოების ინფორმირება რამდენიმენაირად შეიძლება. ერთ-ერთი გზაა საზოგადოების აქტიური წევრების მიწვევა ციხეში ვიზიტზე, რათა მათ თავად ნახონ, როგორია იგი. კიდევ ერთი გზაა მედიის საშუალებებთან რეგულარული კონტაქტი და მათი წახალისება იმისათვის, რომ გამოაქვეყნონ ფართო სპექტრის ინფორმაცია და არა მხოლოდ კრიტიკული რეპორტაჟები, როცა საქმე ცუდად წავა.
გარდა ამისა, ციხის ადმინისტრაციას შეუძლია, მიმართოს ცალკეულ ორგანოებს, რომლებსაც პენიტენციალური სისტემის კადრებით მომარაგების საშუალებები გააჩნიათ. ეს შესაძლოა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგალითად, კოლეჯები და უნივერსიტეტები ან საზოგადოებრივი ჯგუფები. მათ უნდა მიეწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია ციხის თანამშრომლების როლის შესახებ, თუ როგორი ადამიანები შეიძლება დაინტერესდნენ პენიტენციალურ სისტემაში მუშაობით და, აგრეთვე, იმის შესახებ, რომ ეს საჯარო სამსახურის ღირსეული კარიერაა.
სპეციალიზებული კადრები
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპეციალიზებული კადრების აყვანას. ძირითადად, ეს ის ადამიანებია, რომელთაც სპეციალიზებული პროფესია გააჩნია. მათ შორისაა მასწავლებლები, ინსტრუქტორები და სამედიცინო პერსონალი. ზოგ ციხეში შეიძლება საჭირო იყოს ფსიქიატრები და ფსიქოლოგები. არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანები, რომელთაც გავლილი აქვთ პროფესიული სწავლება, მაგალითად, მასწავლებლები, ავტომატურად შესაფერისი იქნებიან ციხის გარემოში სამუშაოდ. ეს ადამიანები ყურადღებით უნდა იყვნენ შერჩეულნი და როლი, რომელიც მათ უნდა შეასრულონ ამ ორგანიზაციაში, მათთვის მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს.
ქალი თანამშრომლები
რიგი ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ ციხის თანამშრომლის ჩვეულებრივი მოვალეობის შესრულება, როგორც კაცებს. მართლაც, შესაძლო კონფრონტაციის პირობებში ქალი თანამშრომლების ადგილზე ყოფნამ ხშირად შეიძლება განმუხტოს უმართავი ინციდენტი. არის გარკვეული სიტუაციები, მაგალითად, სანიტარიული ზონების ზედამხედველობა და პირადი ჩხრეკა, როდესაც ამ სიტუაციაში მონაწილე ციხის თანამშრომელი იმავე სქესისა უნდა იყვნენ, რომელი სქესის წარმომადგენლებიც არიან პატიმრები. გარდა ამ შემთხვევებისა, ქალი თანამშრომლები შეიძლება ნებისმიერ სხვა მოვალეობას ასრულებდნენ.
კადრების გადამზადება
ძირითადი ღირებულებები
კადრების სათანადოდ შერჩევისა და აყვანის შემდეგ საჭიროა მათი სათანადო გადამზადება. ახალი თანამშრომლების უმეტესობას ნაკლებად ან საერთოდ არ გააჩნია ციხის სამყაროს ცოდნა და გამოცდილება. თავიდან საჭიროა მათში განმტკიცებული იქნეს იმ ეთიკური კონტექსტის პატივისცემა, რომლის ფარგლებშიც უნდა ხდებოდეს ციხის ადმინისტრირება, როგორც ეს აღწერილია ამ თავის დასაწყისში. გასაგებად უნდა განიმარტოს, რომ შემდგომში სასწავლ ყველა ტექნიკურ უნარ-ჩვევებს საფუძვლად უდევს იმის რწმენა, რომ ციხეში მყოფ ყველა ადამიანს აქვს ღირსება. აქ იგულისხმება ყველა პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს ის და რა დანაშაულის გამოც არ უნდა იყოს მსჯავრდებული, აგრეთვე, ყველა თანამშრომელი და სტუმარი. თანამშრომლებს უნდა ასწავლონ სხვა ადამიანებთან (რომელთაგან ზოგი შეიძლება ძალიან მოუხეშავი და რთული იყოს) ღირსეულად და ადამიანურად ურთიერთობის ძირითადი უნარ-ჩვევები. ეს არ არის მხოლოდ თეორიული საგანი. ეს პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯია იმ ტექნიკური სწავლებისკენ, რომელიც ამის შემდგომ იქნება. ზოგჯერ ყველაზე განვითარებულ პენიტენციალურ სისტემაშიც კი ნაკლებად ესმით, რისთვის ხდება თანამშრომლების გადამზადება. არასათანადოდ ფასდება ის ძირითადი თვისებები, რომლებიც ციხის კარგად მუშაობის საფუძველია.
ტექნიკური სწავლება
ამის შემდგომ თანამშრომლებს ესაჭიროებათ აუცილებელი ტექნიკური გადამზადება. მათ უნდა იცოდნენ უსაფრთხოების წესები. აქ იგულისხმება უსაფრთხოების ტექნოლოგიის - გასაღებები, საკეტები, სამეთვალყურეო აღჭურვილობა - სრულყოფილი შესწავლა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ აწარმოონ დოკუმენტები და როგორი პატაკები დაწერონ. უპირველეს ყოვლისა კი, მათ უნდა ესმოდეთ პატიმრებთან უშუალო კონტაქტის მნიშვნელობა. საკეტისა და გასაღების უსაფრთხოებას უნდა დაემატოს იმის ცოდნაც, თუ ვინ არიან პატიმრები და როგორი შეიძლება იყოს მათი საქციელი. ეს დინამიური უსაფრთხოების საკითხებია, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს მე-5 თავშია განხილული.
უწესრიგობის თავიდან აცილება
რაც შეეხება წესრიგის შენარჩუნებას, ციხის ახალმა თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ, რომ უწესრიგობის თავიდან აცილება ყოველთვის ჯობია მის მოგვარებას მას შემდეგ, რაც ის უკვე მომხდარია. უწესრიგობა გულისხმობს ინციდენტებს დაწყებული ერთი პატიმრის მონაწილეობით და დამთავრებული მასობრივი დაუმორჩილებლობით და ამბოხებით. უწესრიგობის სპონტანურად მოხდენა ძალიან იშვიათია. როგორც წესი, მანამდე ადგილი აქვს მრავალ გამაფრთხილებელ ნიშანს, რომ პრობლემა მზადებაშია. სათანადოდ მომზადებული ციხის თანამშრომელი ამოიცნობს ამ ნიშნებს და იმოქმედებს პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს ის უნარია, რომელიც შეიძლება ასწავლო.
უწყვეტი გადამზადება
თანამშრომელთა სათანადო გადამზადება ის მოთხოვნაა, რომელიც იწყება სამუშაოზე აყვანიდანვე და უწყვეტად გრძელდება სამუშაოს საბოლოოდ დატოვებამდე. საჭიროა, არსებობდეს ყველა ასაკისა და ყველა რანგის თანამშრომლის უწყვეტი განვითარების რეგულარული შესაძლებლობები. ამით თანამშრომლები ისწავლიან ყველაზე თანამედროვე უნარებს. აქ ასევე იგულისხმება სპეციალიზებულ სფეროებში მომუშავე თანამშრომლებისთვის კონკრეტული უნარ-ჩვევების, ხოლო უფრო მაღალი რგოლის თანამშრომელთათვის - მართვის უნარ- ჩვევების სწავლება.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 47:
(1) პერსონალი უნდა იყოს ადეკვატური განათლების და ინტელექტის დონის მქონე.
(2) მოვალეობის შესრულების დაწყებამდე პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სწავლების კურსი მათი ზოგადი და კონკრეტული მოვალეობების შესახებ და უნდა მოეთხოვოს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
(3) მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ და კარიერის განმავლობაში პერსონალმა უნდა შეინარჩუნოს და განივითაროს ცოდნა და პროფესიული უნარიანობა სამსახურებრივი სწავლების კურსების გავლის გზით, რომლებიც უნდა ჩატარდეს მიზანშეწონილი ინტერვალებით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 50:
(1) დაწესებულების დირექტორი ადეკვატურად უნდა შეესაბამებოდეს მის სამუშაოს ხასიათით, ადმინისტრაციული უნარიანობით, სათანადო სწავლებითა და გამოცდილებით.
(2) მან მთელი თავისი დრო უნდა მიუძღვნას სამსახურებრივ მოვალეობებს და არ უნდა იქნეს დანიშნულ ნახევარ განაკვეთზე.
(3) ის უნდა ცხოვრობდეს დაწესებულების შენობაში ან მის უშუალო სიახლოვეს.
(4) თუ დირექტორის დაქვემდებარებაშია ორი ან მეტი დაწესებულება, მან ხშირი ინტერვალებით უნდა მოინახულოს ორივე დაწესებულება. თითოეულ ასეთ დაწესებულებაში ადგილზე უნდა იყოს პასუხისმგებელი მოხელე.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 51:
(1) დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე და დანარჩენი თანამშრომლების უმრავლესობა უნდა ლაპარაკობდეს იმ ენაზე, რომელზეც ლაპარაკობს ან რომელიც ესმის პატიმართა ყველაზე დიდ უმრავლესობას.
(2) საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს თარჯიმნის მომსახურება.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 52:
(1) იმ დაწესებულებებში, რომლებიც სიდიდის გამო მოითხოვს ერთი ან მეტი სრულ განაკვეთზე მყოფი ექიმის მომსახურებას, ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა ცხოვრობდეს დაწესებულების შენობაში ან მის უშუალო სიახლოვეს.
(2) სხვა დაწესებულებებში ექიმი უნდა მივიდეს ყოველდღე და უნდა ცხოვრობდეს საკმარისად ახლოს იმისათვის, რომ გადაუდებელ შემთხვევებში შეეძლოს დაუყოვნებლივ ადგილზე გამოცხადება.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 53:
(1) კაცებისა და ქალებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში, ქალებისთვის ცალკე გამოყოფილი დაწესებულების ნაწილს უნდა ხელმძღვანელობდეს პასუხისმგებელი ქალი მოხელე, რომელსაც უნდა ებაროს დაწესებულების ამ ნაწილის ყველა გასაღები.
(2) დაუშვებელია მამაკაცი თანამშრომლის შესვლა ქალებისთვის გამოყოფილ დაწესებულების ნაწილში, თუ მას თან არ ახლავს ქალი მოხელე.
(3) ქალ პატიმრებს უნდა უვლიდნენ და ზედამხედველობდნენ მხოლოდ ქალი მოხელეები. თუმცა, ეს ხელს არ უშლის მამაკაც თანამშრომლებს, კერძოდ, ექიმებს და მასწავლებლებს, განახორციელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა ქალების დაწესებულებაში ან დაწესებულების ქალებისთვის გამოყოფილ ნაწილში.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 54:
(1) დაწესებულების მოხელეებმა პატიმრებთან ურთიერთობაში არ უნდა გამოიყენონ ძალა, გარდა თავდაცვის მიზნით ან გაქცევის მცდელობისას ან კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესრიგისთვის აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გაწევისას. ძალის გამოყენების შემთხვევაში, მოხელის მიერ გამოყენებული ძალა არ უნდა აღემატებოდეს იმ ზომას, რომელიც უკიდურესად აუცილებელია. მოხელე ვალდებულია, ძალის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დაწესებულების დირექტორს.
(2) ციხის მოხელეებს უნდა ჩაუტარდეთ სპეციალური ფიზიკური სწავლება, რათა მათ შეეძლოთ აგრესიული პატიმრების შეზღუდვა.
(3) თუ განსაკუთრებულ გარემოებებს არ აქვს ადგილი, ის თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაც ითვალისწინებს უშუალო კონტაქტს პატიმრებთან, არ უნდა იყვნენ შეიარაღებული. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია, თანამშრომელს მიეცეს იარაღი, თუ მას არ გააჩნია მისი გამოყენების სათანადო მომზადება.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 3:
სამართალდამცავ მოხელეს ძალის გამოყენება შეუძლია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ ზომით, რაც საკმარისია მისი მოვალეობის შესასრულებლად.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 4:
სამართალდამცავი მოხელისთვის ცნობილი კონფიდენციალური ხასიათის საკითხები დაცული უნდა იქნეს საიდუმლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოვალეობის შესრულების ან მართლმსაჯულების ინტერესები იმპერატიულად სხვაგვარად მოითხოვს.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 5:
სამართალდამცავ მოხელეს უფლება არ აქვს, მიაყენოს, წააქეზოს ან შეეგუოს წამების ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან დამამცირებელ ქმედებას ან დასჯას; სამართალდამცავ მოხელეს ასევე უფლება არ აქვს, წამების ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი ქმედების ან დასჯის გასამართლებლად მიუთითოს ზემდგომი პირის ბრძანებასა ან განსაკუთრებულ გარემოებებზე, როგორიცაა საომარი მდგომარეობა ან საომარი მდგომარეობის საფრთხე, ეროვნული უშიშროების საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი განსაკუთრებული მდგომარეობა.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 6:
სამართალდამცავი მოხელე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის დაცვა და, კერძოდ, ვალდებულია, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 7:
სამართალდამცავი მოხელე ვალდებულია, დაიცვას კანონი და ეს კოდექსი. ამავე დროს, რამდენადაც მის შესაძლებლობებში შედის, ვალდებულია, თავიდან აიცილოს და მძლავრად გაუწიოს წინააღმდეგობა მის დარღვევას.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 4:
მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცავი მოხელე ვალდებულია, შეძლებისდაგვარად, მიმართოს არაძალადობრივ საშუალებებს ძალის ან იარაღის გამოყენებამდე. მას შეუძლია, გამოიყენოს ძალა და იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები არაეფექტური გამოდგა ან აშკარაა, რომ მათი მეშვეობით ვერ იქნება მიღწეული დასახული შედეგი.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 9:
სამართალდამცავ მოხელეს არ აქვს იარაღის გამოყენების უფლება პირის მიმართ, გარდა თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, სიკვდილის ან მძიმე ფიზიკური დაზიანების გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ასეთი საფრთხის შემცველი და მისთვის წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, ან ასეთი პირის გაქცევის თავიდან ასაცილებლად, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად უკიდურესი საშუალებები არასაკმარისია აღნიშნული მიზნების მისაღწევად. ნებისმიერ შემთხვევაში, იარაღის განზრახ მომაკვდინებელი გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია სიცოცხლის დასაცავად.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 15:
დაკავებულ პირებთან ურთიერთობისას სამართალდამცავ მოხელეს არ აქვს ძალის გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია დაწესებულებაში უსაფრთხოების და წესრიგის შესანარჩუნებლად ან როდესაც საფრთხე ექმნება პირად უსაფრთხოებას.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 16:
დაკავებულ პირებთან ურთიერთობისას სამართალდამცავ მოხელეს არ აქვს იარაღის გამოყენების უფლება პირის მიმართ, გარდა თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, სიკვდილის ან მძიმე ფიზიკური დაზიანების გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, ან როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია იმ დაკავებული პირის გაქცევის თავიდან ასაცილებლად, რომელიც წარმოადგენს მე-9 პრინციპში აღნიშნულ საფრთხეს.
სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით ექიმების, როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან, პრინციპი 1:
ჯანდაცვის პერსონალი, განსაკუთრებით ექიმები, რომელთაც პატიმრებსა და დაკავებულებზე ზრუნვა ევალებათ, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ისინი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვით და ავადმყოფობის მკურნალობით, იმავე ხარისხითა და სტანდარტით, რაც გათვალისწინებულია მათთვის, ვინც არ არის პატიმარი ან დაკავებული.
დეკლარაცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ, მუხლი 10:
1. ყველა საჭირო ღონისძიება უნდა გატარდეს, რათა დაქორწინებული და დაუქორწინებელი ქალები უზრუნველყოფილი იქნენ მამაკაცთა თანაბარი უფლებებით ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის სფეროში, კერძოდ, შემდეგი უფლებებით:
(a) უფლება, ქორწინების მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციის გარეშე, მიიღონ პროფესიულ-ტექნიკური განათლება, შრომის უფლება, პროფესიისა და სამუშაოს თავისუფლად არჩევის და პროფესიული და პროფესიულ-ტექნიკური დაწინაურების უფლება;
(b) მამაკაცების თანაბარი შრომის ანაზღაურების და თანაბარი დონის სამუშაოზე თანაბარი მოპყრობის უფლება;
(c) ანაზღაურებადი შვებულების, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებული პრივილეგიების და უმუშევრობის, ავადმყოფობის, მოხუცებულობის ან სხვა შრომისუუნარობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის უფლება;
(d) ოჯახთან დაკავშირებით დანამატების მიღების უფლება მამაკაცების თანაბრად.
2. ქორწინების ან მშობიარობის გამო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილების და შრომის ეფექტური უფლების უზრუნველსაყოფად, მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა არ მოხდეს მათი სამსახურიდან დათხოვნა ქორწინების ან მშობიარობის შემთხვევაში, მოხდეს მათი უზრუნველყოფა ანაზღაურებადი მშობიარობის შვებულებით სამუშაო ადგილზე დაბრუნების გარანტიით და მათი უზრუნველყოფა აუცილებელი სოციალური მომსახურებით, მათ შორის ბავშვზე ზრუნვის საშუალებებით.
თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესები, წესი 82:
ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ყველა დონის და ტიპის პერსონალის ყურადღებით შერჩევა და სამუშაოზე აყვანა, რადგან დაკავების ადგილების ჯეროვანი მართვა დამოკიდებულია ამ პერსონალის პატიოსნებაზე, ჰუმანურობაზე, უნარსა და პროფესიულ შესაძლებლობებზე არასრულწლოვნებთან ურთიერთობაში, აგრეთვე, სამუშაოსთვის მათ პიროვნულ შესაფერისობაზე.
თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესები, წესი 85:
პერსონალმა უნდა მიიღოს ისეთი გადამზადება, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ თავიანთი მოვალეობების ეფექტურად განხორციელება, კერძოდ, მომზადება ბავშვის ფსიქოლოგიაში, ბავშვის კეთილდღეობის საკითხებში, ასევე, ადამიანის უფლებათა და ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებში, ამ წესების ჩათვლით.
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 22:
1. პროფესიული განათლების, სამსახურებრივი გადამზადების, განმეორებითი კურსების და სწავლების სხვა შესაბამისი მეთოდების მეშვეობით, უნდა ჩამოყალიბდეს და შენარჩუნდეს ყველა იმ პერსონალის აუცილებელი პროფესიული უნარიანობა, რომელთაც შეხება აქვთ არასრულწლოვანთა საქმეებთან.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე პერსონალი უნდა ასახავდეს იმ არასრულწლოვანთა მრავალგვარობას, რომლებიც შეხებაში მოდიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემასთან. მიღებული უნდა იქნეს ზომები იმ მიზნით, რომ ქალები და უმცირესობები სამართლიანად იყვნენ წარმოდგენილნი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დაწესებულებებში.
პრაქტიკაში განხორციელება
თავდაპირველი გადამზადება
ციხის ახალ თანამშრომელთა სწავლების დონე და ხანგრძლივობა ძალზე ცვალებადია ქვეყნების მიხედვით. ყველაზე მარტივია სიტუაცია, როდესაც ახალ თანამშრომლებს ასწავლიან გამოცდილი თანამშრომლების გვერდიგვერდ მუშაობის გზით. მათ უტარებენ ძალზე ზედაპირულ ინსტრუქტაჟს საკეტების გასაღებების ასხმის გადაცემამდე, რის შემდეგაც ტოვებენ თავისი სამუშაოს პირისპირ. ეს ძალიან სახიფათო პრაქტიკაა. უკეთეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ახალ თანამშრომლებს არ ექნებათ წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რეალურად რას გულისხმობს მათი სამუშაო და ძველი თანამშრომლებისგან გადაიღებენ ჩვევებს, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. უარეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ახალი თანამშრომლები იოლად მოექცევიან გავლენიანი პატიმრების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც ისარგებლებენ მათი გამოუცდელობით და მათზე დაიმკვიდრებენ ძალაუფლებას ისე, რომ დასუსტდება უსაფრთხოება და წესრიგი.
ზოგ ქვეყანაში ახლად მიღებულ თანამშრომლებს აგზავნიან რამდენიმეკვირიან სწავლებაზე სკოლასა ან კოლეჯში, სადაც ისინი სწავლობენ მათი სამუშაოს საფუძვლებს ციხეში მოვალეობის შესრულების შედგომამდე. სხვა ქვეყნებში პირველი საფეხურის თანამშრომლები გადიან ორწლიან კურსებს ციხის კვალიფიციურ მოხელეებად მუშაობის დაწყებამდე. რიგ ქვეყნებში პენიტენციალური სისტემა ახალი თანამშრომლებისგან მოითხოვს ერთობლივად საკლასო და პრაქტიკული სწავლების გავლას. მაგალითად, განაში ახალი თანამშრომლები სამ თვეს ატარებენ გადამზადების სკოლაში, მომდევნო სამ თვეს - ციხეში, ხოლო ამის შემდეგ კიდევ სამ თვეს გადამზადების სკოლაში.
მიღწევის მეთოდების მიუხედავად, ციხის ყოველ ახალ თანამშრომელს მკაფიოდ უნდა განემარტოს პრინციპები იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს მათი სამუშაო და უნდა მიეცეს საკმარისი ტექნიკური ცოდნა თავისი ძირითადი სამუშაოს შესასრულებლად, სანამ იგი ციხეში დაიწყებს მუშაობას. ამის შემდეგ მან უნდა იმუშაოს გამოცდილი თანამშრომლების გვერდით, რომელთაც, ადმინისტრაციის შეხედულებით, შეუძლიათ, ახალ თანამშრომლებს აჩვენონ საუკეთესო მაგალითი და ჩაუნერგონ მათ თავისი სამუშაოს შესრულებისას თავდაჯერებულობა.
უფროს თანამშრომელთა გადამზადება
ციხის უფროსი თანამშრომლებისათვის სწავლების უფრო დახვეწილი ფორმაა საჭირო. ეს სამართლიანია იმის მიუხედავად, ისინი ამ საფეხურზე მოხვდნენ პირდაპირი დანიშვნის გზით თუ უფრო დაბალი წოდების თანამშრომლად მუშაობის შემდეგ დაწინაურების გზით. არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მხოლოდ გამოცდილება საკმარისია ციხის ადმინისტრაციის მაღალ საფეხურებზე სამუშაოდ. იმ თანამშრომლებსაც კი, რომელთაც დაბალ საფეხურებზე მრავალი წლის განმავლობაში უმუშავიათ ციხეში, ესაჭიროებათ დახმარება დამატებითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად, სანამ ისინი ადმინისტრირების ფუნქციის განხორციელებას შეუდგებიან. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში, უფროს თანამდებობებზე პირდაპირ ინიშნებიან; ციხეში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე მათ მოეთხოვებათ რამდენიმეწლიანი სადიპლომო ან აკადემიური ხარისხის კურსის დამთავრება. ციხეში კულტურისა და განწყობილების დამკვიდრებაში ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები ძირითად როლს ასრულებენ. მათი შერჩევა უნდა მოხდეს ყურადღებით, მათი პიროვნული ღირსებების მიხედვით და უნდა ჩაუტარდეთ ინტენსიური სწავლება.
სპეციალიზებული თანამშრომლების, განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალის გადამზადება
სპეციალიზებული ფუნქციების მქონე თანამშრომლებს, მაგალითად, მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს, თავიანთი ფუნქციების ჯეროვნად შესასრულებლად დამატებითი სწავლება ესაჭიროებათ. ეს განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს ეხება. ექიმებმა უნდა გაიაზრონ, რომ ციხეში სამუშაოდ მისვლასთან ერთად, თან უნდა მიიტანონ მათი პროფესიის ყველა ეთიკური ვალდებულება. მართალია, ეს ადამიანები ციხეში არიან, ექიმის უპირველესი მოვალეობაა ამ ადამიანების ავადმყოფობის მკურნალობა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქიკური ავადმყოფობა. ეს უნდა განემარტოს ყველა ექიმს, ვინც ციხეში სამუშაოდ მიდის.
„ავსტრალიის ნიუ საუთ უელსის გამასწორებელ დაწესებულებათა ჯანდაცვის სამსახურმა, რომელიც განცალკევებულია პენიტენციალური სისტემისგან, მაგრამ მჭიდროდ მუშაობს მასთან, ნიუ საუთ უელსის ციხეებში მყოფი პატიმრებისთვის ჯანდაცვის სამსახურის გაწევის კუთხით, 1999 წელს შეიმუშავა ქცევისა და ეთიკის კოდექსი საკუთარი თანამშრომლებისთვის“.
გადამზადება პატიმართა სპეციალურ ჯგუფებთან სამუშაოდ
ციხის თანამშრომლებს, რომელთაც პატიმართა სპეციალურ ჯგუფებთან მუშაობა მოუწევთ, უნდა ჩაუტარდეთ სპეციალური სწავლება, რაც აუცილებელია ამ ჯგუფებთან სამუშაოდ. განსაკუთრებით ეს ეხება თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვან და ახალგაზრდა პატიმრებთან. ზოგჯერ არის ტენდენცია, რომ ასეთი სამუშაო რატომღაც ნაკლებმნიშვნელოვნად ან ნაკლებმომთხოვნად იქნეს მიჩნეული ზრდასრულ პატიმრებთან მუშაობასთან შედარებით. რეალობა კი ხშირად საპირისპიროა. არასრულწლოვანი პატიმრები ხშირად უფრო არამდგრადი და მომთხოვნები არიან, ვიდრე ზრდასრული პატიმრები. გარდა ამისა, უფრო სავარაუდოა, რომ ისინი პოზიტიურად განეწყონ სწავლისა და წახალისების მიმართ. ახალგაზრდა პატიმრებთან მომუშავე თანამშრომლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მათი დახმარება მოწიფულ ზრდასრულებად ჩამოყალიბებაში, რომლებსაც კანონიერად ცხოვრების უნარი ექნებათ. ასეთივე სწავლებაა საჭირო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ქალ პატიმრებთან, ფსიქიკური აშლილობის მქონე და, ასევე, ისეთ პატიმრებთან მუშაობენ, რომლებიც უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებენ.
განვითარება და გადამზადების უწყვეტობა
თავდაპირველი გადამზადება, რომელიც ციხის თანამშრომლებს უტარდება, მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს მათი განვითარების გზაზე. ციხე დინამიური დაწესებულებაა, რომელიც მუდმივად იცვლება და რომელზეც გავლენას ახდენს განვითარებადი ცოდნა და გარე ფაქტორები. თანამშრომლებს რეგულარულად უნდა ჰქონდეთ თავიანთი ცოდნის თანამედროვეობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში შენარჩუნების და უნარ-ჩვევების დახვეწის შესაძლებლობა. ეს მოითხოვს განვითარებას ციხის ადმინისტრაციის და, აგრეთვე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სოციალური კეთილდღეობის სისტემის შიგნით. განვითარება უნდა გაგრძელდეს ციხის თანამშრომელთა მთელი კარიერის მანძილზე.
გადამზადება ძალის გამოყენების საკითხებში
ციხეების უმრავლესობაში დროის უმეტესი ხნის განმავლობაში პატიმრები მშვიდად ხვდებიან კანონიერ წესრიგს. მათ არ სურთ ციხეში ყოფნა, მაგრამ ეგუებიან რეალობას და იქცევიან ინსტრუქტაჟის ესაბამისად. დროდადრო ცალკეული პატიმრები ან პატიმართა ჯგუფები ძალადობას ავლენენ და მათი კონტროლი ასევე ძალის გამოყენებით უნდა მოხდეს. ეს საკითხი განხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-5 თავში. მნიშვნელოვანია, რომ გადამზადების დაწყებიდანვე ყველა თანამშრომელს განემარტოს ის გარემოებები, როდესაც დასაშვებია ძალის გამოყენება პატიმრების მიმართ.
ძალის გამოყენების პროცედურები
უმთავრესი პრინციპია ის, რომ ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მისი აბსოლუტური აუცილებლობისას და მხოლოდ აუცილებელი ზომით. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები, რომლებშიც აღწერილია გარემოებები, როდესაც შეიძლება ძალის გამოყენება და გამოსაყენებელი ძალის ხასიათი. ნებისმიერი ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოცემულ დროს ციხის მორიგე თანამშრომელთაგან ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომელმა. ძალის გამოყენების ფაქტი და მისი მიზეზი უნდა დაფიქსირდეს წერილობით.
ძალის მინიმალური გამოყენება
ყველა თანამშრომელს უნდა ასწავლონ იმ კანონიერი საშუალებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მოძალადე პატიმრების ფიზიკურად შესაზღუდად. საამისოდ შერჩეულ თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ მაღალი დონის გადამზადება. კონტროლისა და ფიზიკური შეზღუდვის ფორმებთან დაკავშირებული სასწავლო კურსი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში იყენებენ პენიტენციალური დაწესებულებები, ძალის მინიმალური გამოყენების მაგალითია.
გადამზადება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში
ზოგ პენიტენციალურ დაწესებულებაში ციხის ზოგიერთი თანამშრომელი იარაღს ატარებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმის უზრუნველყოფას, რომ ეს თანამშრომლები იყვნენ სათანადოდ გათვითცნობიერებულნი და მკაფიოდ ესმოდეთ ის გარემოებები, რომლებშიც დასაშვებია იარაღის გამოყენება. არ არის რეკომენდებული, რომ უშუალოდ პატიმრებთან მომუშავე თანამშრომლები შეიარაღებულნი იყვნენ. ამის მიზანია ის, რომ იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არასოდეს მოხდეს ნაჩქარევად და რომ იარაღი არ ჩაუვარდეთ ხელში პატიმრებს.
იარაღის გამოყენება მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით
სასიკვდილო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უშუალოდ აუცილებელია სიცოცხლის ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. ეს ნიშნავს, რომ ვინმეს სიცოცხლეს უნდა ემუქრებოდეს დაუყოვნებლივი და აშკარად აღსაქმელი საფრთხე. მაგალითად, სასიკვდილო გასროლა დაუშვებელია მხოლოდ იმის გამო, რომ პატიმარი გაქცევას ცდილობს. სასიკვდილო გასროლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი გაქცევა წარმოადგენს დაუყოვნებლივ საფრთხეს ვინმეს სიცოცხლისთვის.
თანამშრომელთა შრომითი პირობები
კარგი პირობების აუცილებლობა
იმისათვის, რომ ამ სახელმძღვანელოში აღნიშნული ციხის კარგი მართვის პრინციპების რეალიზება მოხდეს, არსებითი მნიშვნელობა აქვს კარგად მოტივირებული თანამშრომლების ყოლას, რომლებიც არიან მომზადებულნი მაღალ დონეზე და ერთგულნი - მათზე დაკისრებული საჯარო ფუნქციებისა. ამ თავში გარკვეულწილად განმარტებულ იქნა, თუ რა იგულისხმება ამაში. თუმცა, საკმარისი არ არის უნარიანი ადამიანების დაქირავება, მათი გაჟღენთვა პროფესიონალიზმის გრძნობით და გადამზადება მაღალი სტანდარტებით. თუ მათ არ აქვთ სათანადო შრომის ანაზღაურება და შრომითი პირობები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი დარჩებიან ციხეში სამუშაოდ. სანაცვლოდ, შეიძლება ისარგებლონ მათთვის ჩატარებული სასწავლო კურსებით და შემდგომ აქ შეძენილი უნარ-ჩვევები მოახმარონ სხვა სამუშაოს, სადაც უკეთეს შრომით პირობებს შესთავაზებენ. ბოლო წლებში ეს რეალურ პრობლემად იქცა ბევრი პენიტენციალური სამსახურისთვის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც ახალ თანამშრომლებს ჯერ კიდევ სთავაზობენ მაღალი დონის განათლებას, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მაგრამ შემდგომ ვერ უხდიან საკმარისად იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ისინი სამსახურში რამდენიმე წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
შრომის ანაზღაურების ოდენობა
დღევანდელ მსოფლიოში პროფესიის მდგრადობა დიდწილად იზომება იმით, თუ რა ოდენობის შრომის ანაზღაურების მოზიდვა შეუძლია მას. საუკეთესო პროფესიონალები ნაკლებად დათანხმდებიან ძალიან დაბალ შრომის ანაზღაურებას. ციხეში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე რთულია საჯარო სამსახურის სახეობებიდან. ეს კი უნდა აისახოს ყველა დონის ციხის თანამშრომლის ხელფასზე. სხვადასხვა ქვეყანაში ციხის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების განსასაზღვრად სხვადასხვა შედარებითი ჯგუფი გამოიყენება. ზოგან ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სხვა ორგანოები, როგორიცაა პოლიცია. სხვა ქვეყნებში შედარებითი ჯგუფის სახით შეიძლება გამოიყენებოდეს ისეთი საჯარო მოხელეები, როგორიცაა მასწავლებლები და მედდები. მიუხედავად იმისა, რომელი შედარებითი ჯგუფი იქნება გამოყენებული, მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ ციხის თანამშრომლებს აქვთ სათანადო შრომის ანაზღაურების მიღების უფლება იმ რთული და ხანდახან საშიში სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ. რიგ ქვეყნებში მხედველობაში იღებენ ასევე იმ ფაქტორს, რომ, თუ თანამშრომლებს სათანადოდ არ უხდიან, ისინი შეიძლება ჩაებნენ პირდაპირი ან არაპირდაპირი ხასიათის კორუფციულ საქმიანობაში.
სხვა შრომითი პირობები
ბევრ ქვეყანაში ციხეები ძალიან იზოლირებულ ადგილებშია განთავსებული, დასახლებული ცენტრებიდან მოშორებით. ეს ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ციხის თანამშრომლებზე, არამედ მათ ოჯახებზეც. ზეგავლენაში იგულისხმება სკოლებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობა. ასეთ გარემოებებში კი, სხვა შრომითი პირობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შრომის ანაზღაურების ოდენობა.
ზოგ შემთხვევაში, თანამშრომლებს უზრუნველყოფენ უფასო ან სუბსიდირებული ბინადრობით, ციხის შორს მდებარეობის, ადგილზე საცხოვრისის პოვნასთან დაკავშირებული ხარჯების ან იმის გამო, რომ ბინადრობით უზრუნველყოფენ ზოგადად ყველა საჯარო მოხელეს. ამავე მიზეზების გამო, თანამშრომლებს და მათ ოჯახებს ეძლევათ ციხის სამედიცინო საშუალებებით უფასო სარგებლობის უფლება. ზემოთ უკვე ნახსენები იქნა ევროპის საბჭოს მოთხოვნა, რომელსაც ის მიერთების მსურველ ყველა ახალ სახელმწიფოს უყენებს, რომ ციხეების დაქვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროდან უნდა გადავიდეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. იმას, თუ რატომ ითვლება ეს პოზიტიურ განვითარებად სისტემის ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, დასაბუთებული მიზეზები აქვს. თუმცა, იმავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ასეთი გადაცემის შედეგად ციხის თანამშრომლებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოხელეებს და მათ ოჯახებს, ჰქონდათ უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, უფასო საცხოვრისი და უფასო ან სუბსიდირებული ტრანსპორტი და შვებულება. ხშირ შემთხვევაში, ეს შეღავათები აკომპენსირებდნენ შრომის ანაზღაურების დაბალ ოდენობას. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლისას კი, ამ შეღავათებიდან ბევრი გაუქმდა და თანამშრომლებს ძალიან გაუჭირდათ თავიანთი ოჯახების ღირსეულად შენახვა. ამ სირთულეებიდან გამოსავალი არის თანამშრომლებისთვის გონივრული ოდენობის ხელფასის გადახდა, რომ ისინი არ იყვნენ დამოკიდებული ნატურით გადახდაზე. ეს ხშირად ძალზედ ძნელია იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო რესურსები მწირია.
საზოგადოებაში ცხოვრების უპირატესობა
თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის უმჯობესია, იცხოვრონ ჩვეულებრივ საზოგადოებაში და არა იმ საზოგადოებაში, რომელიც მხოლოდ ციხის თანამშრომლებისგან შედგება. ეს მათ გაუადვილებს სამსახურის გარდა სხვა ინტერესების განვითარების და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამით მათი ოჯახის წევრებს და შვილებს შეეძლებათ ციხის გეტოს გარეთ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება. სრულფასოვანი ცხოვრება, თავის მხრივაც, ხელს შეუწყობს თანამშრომლებს იმაში, რომ უფრო ერთგულად ემსახურონ თავის საქმეს.
თანაბარი მოპყრობა
ამ სახელმძღვანელოს მე-16 თავში საუბარია იმის აუცილებლობაზე, რომ უმცირესობას მიკუთვნებული პატიმრების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე დისკრიმინაციას. როგორც ამ თავის დასაწყისში იყო აღნიშნული, იგივე პრინციპები ეხება ციხის თანამშრომლებს. ქალ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ მამაკაცი თანამშრომლების თანაბარი ხელფასი და მუშაობის სხვა პირობები. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობები. იგივე პრინციპები ეხება უმცირესობათა წარმომადგენელ თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, ისინი მიეკუთვნებიან რასობრივ, რელიგიურ, კულტურულ თუ სექსუალურ უმცირესობებს.
გადაყვანა
ზოგიერთ პენიტენციალურ სისტემაში თანამშრომლებს უწევთ სხვა ციხეში გადაყვანასთან შეგუება. ასეთ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ თანამშრომლების, არამედ მათი ოჯახების ინტერესებიც. მაგალითად, თუ თანამშრომლის ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარე - სკოლის - ასაკშია, მათმა გადაყვანამ სხვა ადგილას შეიძლება სერიოზულად ნეგატიური შედეგი იქონიოს მათ შემდგომ განვითარებაზე. ამგვარი ფაქტორები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. იშვიათი უკიდურესი სიტუაციების გარდა, ყოველთვის უნდა მოხდეს თანამშრომლებთან წინასწარი კონსულტაცია, სანამ გადაყვანა განხორციელდება და, შეძლებისდაგვარად, მათგან მიღებული უნდა იქნეს თანხმობა გადაყვანაზე. გადაყვანა არასოდეს უნდა იქცეს თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის ფორმად.
თანამშრომელთა პროფესიული წარმომადგენლობა
უმეტესწილად, ციხეები დისციპლინირებული დაწესებულებებია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებს უნდა მოექცნენ არაგონივრულად ან მათი მდგომარეობის უპატივცემლოდ. ბევრ ქვეყანაში თანამშრომლებს აქვთ პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების უფლება, რომლებიც, თავის მხრივ, ციხის ადმინისტრაციასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათი შრომის ანაზღაურების და შრომითი პირობების თაობაზე. პროფესიული კავშირების წარმომადგენლები არ უნდა დაისაჯონ იმისათვის, რომ ისინი წარმოადგენენ ციხის თანამშრომლების ინტერესებს.
_____________________
1. მანდელა ნ. (1994), „ხანგრძლივი სვლა თავისუფლებისკენ“, ლითლ ბრაუნი, ლონდონი.
![]() |
4 3 პატიმრები ადამიანები არიან |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ადამიანური ღირსება
პატიმრებს აქვთ უფლება, იყვნენ დაცული ადამიანის უფლებათა სამართლით
დაკავებული ან პატიმრობაში მყოფი ადამიანები არ კარგავენ ადამიანობას მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე დანაშაულში არიან ისინი ბრალდებული ან მსჯავრდებული. მათი საქმის განმხილველმა სასამართლომ ან სხვა სასამართლო ორგანომ დაადგინა, რომ მათ უნდა აღეკვეთოთ თავისუფლება და არა ის, რომ მათ უნდა ჩამოერთვათ ადამიანის სტატუსი.
პატიმარი, როგორც პიროვნება
ციხის თანამშრომლებს არასოდეს უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ პატიმრები ადამიანები არიან. ციხის თანამშრომლებმა მუდმივად უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ცდუნებას, რომ პატიმარი მიიჩნიონ მხოლოდ როგორც რაიმე ნომრის მქონედ და არა - სრულყოფილ ადამიანად. ციხის თანამშრომლებს არც იმის უფლება აქვთ, პატიმრები დამატებით დასაჯონ იმით, რომ მათ მოექცნენ როგორც უფრო დაბალხარისხოვან ადამიანებს. პატიმრების არასათანადო მოპყრობა ყოველთვის კანონსაწინააღმდეგოა. ამასთან, ამგვარი ქცევა აკნინებს თავად მისი ავტორი ციხის თანამშრომლის ადამიანობასაც. ციხის ადმინისტრაციის და თანამშრომლების მიერ ეთიკურ ჩარჩოებში მუშაობის აუცილებლობაზე საუბარი იყო ამ სახელმძღვანელოს მე-2 თავში. წინამდებარე თავი კი ამის პრაქტიკულ შედეგებს შეეხება.
წამების და სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის სრული აკრძალვა
დაკავებული ან დაპატიმრებული პირები ინარჩუნებენ ადამიანის ყველა ფლებას, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც მათ დაკარგეს თავისუფლების აღკვეთის შედეგად. ციხის ადმინისტრაციას და ციხის თანამშრომლებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რას გულისხმობს ეს პრინციპი. ზოგი რამ ძალზედ ნათელია. მაგალითად, წამება და განზრახ სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა მთლიანად აკრძალულია. გასაგები უნდა იყოს, რომ ეს აკრძალვა არ ეხება მხოლოდ უშუალო ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას. იგი ეხება ასევე მთლიანად იმ პირობებს, რომელშიც პატიმრები იმყოფებიან.
„ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ პირობები, რომელშიც პატიმარი იმყოფებოდა ოთხი წლისა და ათი თვის განმავლობაში დაკავების ადგილას რუსეთში, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლს. მე-3 მუხლი კრძალავს არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. საქმე აღძრული იქნა ვლადიმერ კალაშნიკოვის მიერ, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა მაგადანში 1995-2000 წლებში.
სასამართლომ გამოარკვია, რომ მაგადანში, დაკავების ადგილას, ბატონი კალაშნიკოვი მოთავსებული იყო საკანში, სადაც თითოეულ პატიმარზე მოდიოდა 0.9-დან 1.9 კვადრატულ მეტრამდე ფართი. მძიმე გადატვირთვა ნიშნავდა იმას, რომ პატიმრებს ეძინათ რიგრიგობით. საკანში სინათლე იყო ყოველთვის ანთებული და პატიმრების მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო ხმაური. ამის გამო ძილი შეუძლებელი ხდებოდა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ვენტილაციის უკმარისობა და რომ პატიმრებისთვის ნებადართული იყო საკანში სიგარეტის მოწევა, რომ კედლები სავსე იყო პარაზიტებით, საკნისა და ტუალეტის სიბინძურე, პირად ცხოვრებაში ჩაურევლად ყოფნის შეუძლებლობა და ის ფაქტი, რომ ვალერი კალაშნიკოვი დაავადდა კანის ავადმყოფობებით და სოკოს ინფექციით. სასამართლო შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ბატონ კალაშნიკოვს ამყოფებდნენ იმავე საკანში, სადაც სიფილისით და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები იყვნენ მოთავსებულნი.
2002 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს მაგადანის დაკავების ადგილას პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზიარა მოსაზრება, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბატონი კალაშნიკოვის დამცირების ან შეურაცხყოფის განზრახვას“.
„ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ პირობები, რომელშიც პატიმარი იმყოფებოდა სულ ცოტა ორი თვის განმავლობაში საბერძნეთის ციხეში, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც კრძალავს არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. საქმე აღძრულ იქნა დონალ პიერსის მიერ, რომელიც იმყოფებოდა კორიდალოსის ციხეში წინასწარ დაკავებაში 1994 წელს მისი დაკავების შემდეგ.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, რომ ბატონ პიერსს თითოეული 24-საათიანი პერიოდის მნიშვნელოვანი წილის გატარება უწევდა საკანში, სადაც არ იყო ვენტილაცია და ფანჯარა და რომელშიც ხშირად აუტანლად ცხელოდა. გარდა ამისა, ის იძულებული იყო ტუალეტით ესარგებლა სხვა პატიმრის თანდასწრებით და თვითონაც იქვე ყოფილიყო, როდესაც მისი თანაპატიმარი სარგებლობდა ტუალეტით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს პირობები ამცირებდა ბატონი პიერსის ადამიანურ ღირსებას და მასში იწვევდა ტანჯვისა და არასრულფასოვნების განცდას, რომელიც აკნინებდა და შეურაცხყოფდა მას და, სავარაუდოდ, ტეხდა მის ფიზიკურ და მორალურ წინააღმდეგობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბატონი პიერსის დამცირების ან შეურაცხყოფის პოზიტიურ განზრახვას, მაგრამ დაადგინა: ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო ზომები დაკავების ობიექტურად მიუღებელი პირობების გასაუმჯობესებლად, მიუთითებდა ბატონი პიერსის არასათანადო პატივისცემაზე“.
რომელი უფლებებია შეზღუდული?
ყურადღებით უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუ რომელი უფლებები იზღუდება თავისუფლების აღკვეთის შედეგად.
გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 13) აშკარად იზღუდება პატიმრობის ხასიათიდან გამომდინარე, ისევე, როგორც შეკრების თავისუფლება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 20). თვით ამ უფლებების მთლიანად ჩამორთმევაც კი არ ხდება, რადგან პატიმრებს იშვიათად ამყოფებენ სრულ იზოლაციაში, ხოლო თუ ამყოფებენ, ამისათვის უნდა არსებობდეს ძალიან მტკიცე და კონკრეტული დასაბუთება.
ოჯახთან ურთიერთობის უფლების (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 12) ჩამორთმევა მთლიანად არ ხდება, მაგრამ იგი შეიძლება საკმაოდ შეიზღუდოს. ციხის გარემოცვაში, მაგალითად, მამას არ აქვს შვილთან ყოფნის შეუზღუდავი უფლება და პირიქით. ოჯახის შექმნისა და ყოლის უფლება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 16) კიდევ სხვა უფლებაა, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში სხვადასხვაგვარადაა მოწესრიგებული. ზოგ ქვეყანაში პატიმრებს არ აქვთ თავიანთ პარტნიორებთან ან მეუღლეებთან ინტიმური კავშირის უფლება; ზოგ ქვეყანაში სქესობრივი ურთიერთობა დასაშვებია ძალიან შეზღუდული პირობებით; სხვა ქვეყნებში პატიმრებს რთავენ ნებას, ჰქონდეთ ფაქტობრივად ნორმალური ურთიერთობა დროის გარკვეულ პერიოდებში. ეს საკითხები მიმოხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-8 თავში.
განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება დედათა და ბავშვთა ოჯახური ცხოვრების უფლებას. ამასთან დაკავშირებით, რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-12 და მე-13 თავებში.
ყველას უფლება - მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვაში უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 21), შესაძლოა ასევე შეიზღუდოს პატიმრობისას. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლის თანახმად, ეს უფლება ხორციელდება არჩევნებზე ხმის მიცემის მეშვეობით. ზოგ სამართლებრივ სისტემაში პატიმრები, რომლებსაც მსჯავრი ჯერ არ დასდებიათ, სარგებლობენ ხმის უფლებით; სხვა სამართლებრივ სისტემაში ყველა პატიმარს აქვს ხმის უფლება. ზოგ ქვეყანაში კი, დაკავებაში მყოფ არც ერთ პირს არ აქვს არჩევნებზე ხმის უფლება და ეს აკრძალვა შეიძლება ვრცელდებოდეს სასჯელის მოხდის და ციხიდან გამოსვლის შემდგომ პერიოდზეც კი.
ადამიანური ურთიერთობები პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის
ციხეში მყოფი კაცები, ქალები და ბავშვები ადამიანებად რჩებიან. მათი ადამიანობა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ის ფაქტი, რომ ისინი პატიმრები არიან. იმავდროულად, ციხის თანამშრომლებიც ადამიანები არიან. ის, თუ რამდენად ცნობს ეს ორი ჯგუფი და იცავს ჩვეულებრივ ადამიანობას - ღირსეული და ადამიანური ციხის ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია. როდესაც ეს პირობები არ არსებობს, ადამიანის უფლებათა შელახვის რეალური საფრთხე წარმოიშობა.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 10:
ყველა თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 1:
ყველა პატიმარს უნდა მოექცნენ მისი, როგორც ადამიანის, თანდაყოლილი ღირსებისა და ფასეულობის პატივისცემით. პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან
დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 1:
ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა მოეპყრონ ადამიანურად და ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით.
აფრიკული ქარტია ადამიანის და ხალხების უფლებების შესახებ, მუხლი 5:
ყველა ადამიანს აქვს უფლება, პატივი სცენ ადამიანისთვის თანდაყოლილ მის ღირსებას და აღიარონ მისი სამართლებრივი სტატუსი.
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, მუხლი 5(2):
თავისუფლებააღკვეთილ ყველა პირს უნდა მოექცნენ ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით.
პრაქტიკაში განხორციელება
ადამიანის უფლებათა დაცვა აუმჯობესებს ადმინისტრირების ეფექტურობას
ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებისადმი სათანადო მოპყრობა ამ სახელმძღვანელოს ძირითადი გაკვეთილია. თუ თანამშრომელი არ ექცევა პატიმარს, როგორც პიროვნებას, პატივისცემით და არ აღიარებს მის თანდაყოლილ ადამიანურ ღირსებას, მაშინ ინდივიდუალური ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელი ხდება. ციხეში ადმინისტრირების ნებისმიერ ღონისძიებას საფუძვლად უნდა დაედოს ციხის თანამშრომლების საქციელი და მათი მხრიდან პატიმრებისადმი ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა. ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებათა პრინციპების საკითხი. ადმინისტრირების თვალსაზრისით, ეს იმავდროულად არის ციხის ადმინისტრირების ყველაზე ეფექტური და წარმატებული გზა. ამ ვალდებულების დარღვევას, ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, ხშირად შედეგად მოაქვს სამართლებრივი შედეგებიც ციხის ადმინისტრაციისთვის.
„1994 წლის 27 ნოემბერს კრისტოფერ ედვარდსი, რომელსაც 1994 დაუსვეს სავარაუდო დიაგნოზი - შიზოფრენია, დააკავეს იმის გამო, რომ იგი მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალს ქუჩაში. იგი წინასწარ პატიმრობაში გაგზავნეს ინგლისის ჩელმსფორდის ციხეში. მეორე დღეს იგი მოათავსეს საკანში სხვა ახალგაზრდა კაცთან ერთად, რომელსაც ადრე ხშირად ჰქონდა ჩადენილი ძალადობრივი გამოვლინებები და თავდასხმები. 29 ნოემბერს, დილის პირველ საათამდე ცოტა ხნით ადრე, ციხის თანამშრომლებმა კრისტოფერ ედვარდსი საკანში იპოვეს მკვდარი. იგი სასიკვდილოდ ეცემა მის თანაპატიმარს, რომელიც შემდგომში მსჯავრდებულ იქნა გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის, შეზღუდული შერაცხადობის გამო.
კრისტოფერ ედვარდსის მშობლებმა საქმე აღძრეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. 2002 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეული იყო მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) კრისტოფერ ედვარდსის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დადგინდა მე-2 მუხლის დარღვევა იმის გამოც, რომ არ მომხდარა მისი გარდაცვალების გარემოებების ეფექტური გამოძიება და მე-13 მუხლის დარღვევა (ეფექტური დაცვის საშუალების უფლება), ვინაიდან მის მშობლებს არ მიეცათ სათანადო საშუალება მათი საჩივრის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მათი შვილის სიცოცხლის უფლება“.
წამება და არასათანადო მოპყრობა ყოველთვის დაუშვებელია
არც ერთი გარემოება არასოდეს არ ამართლებს წამებას
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები არ ტოვებს ადგილს ეჭვის ან გაურკვევლობისთვის წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ისინი მკაფიოდ ადგენენ, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელშიც წამება ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა შეიძლება ოდესმე გამართლებული იყოს. წამება განსაზღვრულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რომლითაც პირს განზრახ ადგება მწვავე ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან ტანჯვა, გარდა იმ ტკივილისა ან ტანჯვისა, რომელიც თანდაყოლილია დაკავების ან პატიმრობისათვის.
აღიარების მიღება წამების მეშვეობით აკრძალულია
წამების აკრძალვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც დაკავებაში იმყოფებიან დასაკითხი ან გამოძიებაში მყოფი პირები, რადგან აქ შეიძლება იყოს ზეწოლის გამოყენების მცდელობა სისხლის სამართლის საქმის გასახსნელად აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც პატიმარი აღიარებს დანაშაულის ჩადენას გამოძიებისას მისდამი გამოყენებული არასათანადო მოპყრობის შედეგად. ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია იმ დაწესებულებების ერთმანეთისგან გასაცალკევებლად, რომლებიც იძიებენ დანაშაულს და რომლებიც აკავებენ ბრალდებულ პირებს.
არასათანადო მოპყრობა არასოდეს შეიძლება იქნეს მიჩნეული ნორმალურად
უფლების შემლახველი ქმედებების დაუსჯელად ჩადენისათვის ციხის დახურული და იზოლირებული გარემო შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს, ზოგჯერ ორგანიზებული ფორმით, ზოგჯერ კი ციხის ცალკეული თანამშრომლების მიერ. არსებობს საფრთხე, რომ ქვეყნებში ან დაწესებულებებში, სადაც ციხის დამსჯელობით ფუნქციას უპირატესობა ენიჭება, წამების ან არასათანადო მოპყრობის თანაბარი ქმედებები, როგორიცაა რუტინულად ძალის უკანონო გამოყენება და ცემა, თანამშრომლებისთვის „ნორმალურ“ ქცევად იქცეს.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 5:
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაჰუმანურ ან დამამცირებელ
მოპყრობას ან დასჯას.
კონვენცია წამების ან სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, მუხლი 1.1:
... ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ხდება ფიზიკური ან ფსიქიკური მწვავე ტკივილის ან ტანჯვის მიყენება პირისთვის, მისგან ან მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მიღების, მისი ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ჩადენაში ეჭვმიტანილი ქმედებისათვის დასჯის, ანდა მისი ან მესამე პირის დაშინების ან იძულების მიზნით ან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული სხვა ნებისმიერი მიზეზით, თუ ამ ტკივილის ან ტანჯვის მიყენება ხდება სახელმწიფო მოხელის ან ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედი პირის წაქეზებით, თანხმობით ან ცოდნით. ტკივილი ან ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია, დამახასიათებელია ან გამომდინარეობს კანონიერი სანქციებიდან, არ იგულისხმება.
კონვენცია წამების ან სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, მუხლი 2:
1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა ღონისძიებები მათი იურისდიქციის ტერიტორიაზე წამების ქმედებების თავიდან აცილების მიზნით.
2. დაუშვებელია რაიმე გამონაკლისი გარემოება, იქნება ეს საომარი ან ომის საფრთხის შემცველი მდგომარეობა, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივი გადაუდებელი შემთხვევა, გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.
3. დაუშვებელია უფროსი მოხელის ან საჯარო ორგანოს ბრძანება გამოყენებული იქნეს წამების გასამართლებლად.
კონვენცია წამების ან სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, მუხლი 10:
თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ წამების აკრძალვის შესახებ სწავლება და ინფორმაცია შეტანილი იქნეს სამართალდამცავი მოხელეების, სამოქალაქო და სამხედრო მოხელეების, სამედიცინო პერსონალის, საჯარო მოხელეების და სხვა იმ პირების სწავლების პროგრამაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაკავებაში, დაკითხვასა ან მოპყრობაში.
სამართალდამცავ მოხელეთა ქცევის კოდექსი, მუხლი 3:
სამართალდამცავ მოხელეს ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ ზომით, რაც აუცილებელია მისი მოვალეობის შესასრულებლად.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 34:
თუ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიერ სასჯელის მოხდის ან მისი პატიმრობის დროს ადგილი აქვს მის გარდაცვალებას ან გაუჩინარებას, გარდაცვალების ან გაუჩინარების მიზეზი გამოძიებული უნდა იქნეს სასამართლო ან სხვა ორგანოს მიერ, საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის ოჯახის წევრის ან საქმის მცოდნე ნებისმიერი პირის შუამდგომლობით.
პრაქტიკაში განხორციელება
თანამშრომლებს უნდა განემარტოს, რომ წამება აკრძალულია
პენიტენციალური სისტემის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ყველა ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ციხის ყველა თანამშრომელი და სხვა ციხესთან დაკავშირებული პირები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებული წამების და სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის სრულად აკრძალვის შესახებ.
არასათანადო მოპყრობის სახიფათო მომენტები
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ციხის შინაგანაწესი არასოდეს იქნეს გაგებული ციხის თანამშრომლების მიერ ისე, თითქოს მათ აქვთ პატიმრების მიმართ ასეთი მოპყრობის ნებართვა. ეს განსაკუთრებით ეხება შინაგანაწესის იმ დებულებებს, რომლებიც რთულ ან ობსტრუქციულ პატიმრებს და იზოლირებულ საკნებში მყოფ პატიმრებს ეხება. არსებობს რიგი ძირითადი მომენტები, რომლებიც განსაზღვრავენ განწყობილებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოექცნენ ციხის თანამშრომლები პატიმრებს. ერთ-ერთ მათგანს ადგილი აქვს ხოლმე ციხეში პატიმრის პირველად მიღებისას. თუ როგორ ეპყრობიან პატიმარს ამ დროს - მისთვის და სხვებისთვის ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, თუ რა იქნება შემდეგ. ციხეში პირველად შესვლისას, ზოგი დათრგუნული და შეშინებულია. სხვები შეიძლება იქცეოდნენ გამომწვევად ან იმყოფებოდნენ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ მიღებისას ციხის თანამშრომლები თითოეულ პატიმარს მოექცნენ ღირსეულად და პატივისცემით. განაწესის დებულებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება პატიმრებს, რომლებიც არიან მოძალადეები, არღვევენ ციხის წესებს ან რომლებიც სხვაგვარად რთულად სამართავნი არიან. ამ შემთხვევაში, მოპყრობა შეიძლება იყოს მტკიცე და გადამწყვეტი ხასიათის, მაგრამ, იმავდროულად, არ უნდა შეიცავდეს სისასტიკის ან არაჰუმანურობის ნიშნებს.
ბოროტად გამოყენება სექსუალური თვალსაზრისით
პატიმრები დაუცველნი არიან სექსუალურად ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით. ეს შეიძლება მათ აიძულონ ან ეს შეიძლება იყოს პრივილეგიების სანაცვლოდ ზეწოლის ან ბარტერის შედეგი. დამრღვევი ზოგჯერ შეიძლება იყოს ციხის თანამშრომელი ან, უფრო ხშირად, სხვა პატიმარი. ხშირ შემთხვევებში, პატიმართა სექსუალურად ბოროტად გამოყენებას ციხის თანამშრომლები შემგუებლობით ეკიდებიან, როგორც დასჯის ან კონტროლის ფორმას. რიგ ქვეყნებში ციხეში გაუპატიურება ფართოდ გავრცელებულ და სერიოზულ პრობლემად იქცა. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანთან ერთად, ეს იწვევს იმუნოდეფიციტის ვირუსის/შიდსის და სხვა დაავადებების გავრცელებას. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ პატიმრები, განსაკუთრებით ქალები, დაცული იყვნენ სექსუალურად ბოროტად გამოყენების საფრთხისგან.
„შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ციხეში ძალადობრივი შეურაცხყოფა არ არის, უბრალოდ, იმ სასჯელის ნაწილი, რომელსაც სისხლის სამართლის დამნაშავეები იხდიან საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“. ამიტომ სენატში განიხილება კანონპროექტი (2002 წლის კანონი ციხეში გაუპატიურების თავიდან აცილების შესახებ), რომლის მიზანი, ციხეში გაუპატიურების თავიდან აცილებასა და დასჯასთან ერთად, იქნება იმ ციხეების გამოვლენა, სადაც გაუპატიურების შემთხვევები ხშირია“.
ძალის გამოყენების რეგულირება
თანამშრომლებს მკაფიოდ უნდა განემარტოთ, რომ პატიმრის საქციელი არასოდეს შეიძლება გამოდგეს მის მიმართ წამების ან არასათანადო მოპყრობის გასამართლებლად. როდესაც ძალის გამოყენება საჭიროა, ეს უნდა მოხდეს დადგენილი პროცედურით და მხოლოდ იმ ზომით, რაც აუცილებელია პატიმრის შესაზღუდად. უნდა არსებობდეს კონკრეტული წესები, რომლებშიც გაწერილი იქნება ფიზიკური ძალის გამოყენების ყველა მეთოდი, მათ შორის, ისეთი შეზღუდვის საშუალებები, როგორიცაა ხელბორკილი, სხეულის ქამრები და ჯაჭვები და ხელკეტები. ციხის თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეს ხელბორკილების, სხეულია ქამრების და დამაწყნარებელი პერანგების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა; კერძოდ, ეს საშუალებები უნდა ინახებოდეს ცენტრალურ ადგილას ციხეში და მათი ნებისმიერი გამოყენება უნდა მოხდეს უფროსი თანამშრომლის წინასწარი ნებართვით. აღნიშნული აღჭურვილობის გატანის და გამოყენების თითოეული შემთხვევა სრულყოფილად წერილობით უნდა დაფიქსირდეს.
ხელკეტების გამოყენება
ბევრ ქვეყანაში ციხის თანამშრომლებზე გაიცემა ხელკეტი პირადი გამოყენებისთვის. უნდა არსებობდეს მკაფიო ინსტრუქცია იმ გარემოებების შესახებ, როდესაც ხელკეტების გამოყენება დასაშვებია. ეს ყოველთვის დაკავშირებული უნდა იყოს პირად თავდაცვასთან და, არავითარ შემთხვევაში - დასჯასთან. ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას თანამშრომლებს ხელკეტები ღიად არ უნდა ეკავოთ ხელში. ეს და სხვა საკითხები უფრო ვრცლად ამ სახელმძღვანელოს მე-5 თავშია მიმოხილული, რომელიც უსაფრთხოებასა და წესრიგს ეხება.
ძალის მინიმალურად გამოყენების მეთოდები
არსებობს მრავალგვარი ტექნიკა აგრესიული პატიმრების გასაკონტროლებლად ძალის მინიმალურად გამოყენების მეთოდების მეშვეობით. ეს მეთოდები ამცირებს როგორც თანამშრომლების, ისე პატიმრების მძიმედ დაზიანების მოსალოდნელობას. თანამშრომლებს ეს მეთოდები უნდა ასწავლონ; სწავლება უნდა იყოს განახლებული და რეგულარული. ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, ან როდესაც საჭიროა პატიმრის დაშოშმინება, ადგილზე, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა გამოცხადდეს ციხის უფროსი თანამშრომელი და არ უნდა დატოვოს ადგილი ინციდენტის ამოწურვამდე.
წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
უნდა არსებობდეს ოფიციალური და ღია პროცედურები, რომელთა მეშვეობით, პატიმრებს შეეძლებათ, დასჯის შიშის გარეშე, საჩივრებით მიმართონ დამოუკიდებელ ორგანოს წამების ან სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით. ამ სახელმძღვანელოს მე-9 თავში მიმოხილულია პატიმრების უფლება საჩივრების წარდგენაზე.
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის
უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის ან სხვა დამოუკიდებელი პირების მიერ ციხეში შესვლის უფლებას, რათა ადგილი არ ჰქონდეს წამების ან სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს. დამოუკიდებელი ინსპექტირების საჭიროების შესახებ საუბარია ამ სახელმძღვანელოს მე-10 თავში.
პატიმრის ციხეში მიღების პროცედურები
ციხეში მიღების დროს პატიმარი ნაკლებად დაცულია ზიანისგან
დაკავებულები და პატიმრები განსაკუთრებით დაუცველნი არიან დაკავების ან პატიმრობის ადგილზე პირველად მისვლისას. საერთაშორისო სამართალი აღიარებს, რომ სიცოცხლის უფლებას და წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლების უფლებას ამ პერიოდში დაცვის განსაკუთრებული ჩარჩო ესაჭიროება. რიგ საერთაშორისო დოკუმენტში აღნიშნულია დაპატიმრებული პირის უფლებები და ციხის თანამშრომლების ვალდებულებები დაკავების ადგილზე პირველად მიღების დროს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს დაცვა წამების, არასათანადო მოპყრობის, გაუჩინარების, კანონგარეშე მკვლელობის და თვითმკვლელობისგან.
ციხეში მიღება ადამიანური ღირსების პატივისცემით
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებულია კარგი პრაქტიკა, რომელიც მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ციხის თანამშრომლებმა განახორციელონ ციხეში მიღების პროცედურები არა მხოლოდ კანონიერად, არამედ დაკავებული პირის კეთილდღეობისა და თანდაყოლილი ღირსებისადმი პატივისცემით. ამ კარგი პრაქტიკის საფუძველზე, შეიძლება რიგი რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რომლებიც უნივერსალური გამოყენების იქნება და რომლებიც შეიძლება მოერგოს ადგილობრივ ჩვეულებებს, კულტურულ ტრადიციებს და სოციალ-ეკონომიკურ დონეს.
ყველა პატიმარს აქვს ეს უფლებები
ეს უფლებები ყველა პატიმარს ეკუთვნის იმის მიუხედავად, იმყოფებიან ისინი წინასწარ პატიმრობაში თუ უკვე შეეფარდათ სასჯელი. მნიშვნელოვანი ხასიათის დამატებით საყურადღებო მოსაზრებები ეხება პატიმართა ცალკეულ ჯგუფებს, კერძოდ, რომელთაც სასჯელი ჯერ არ შეფარდებიათ, არასრულწლოვნებს და ახალგაზრდა პატიმრებს და ქალებს. მათი სპეციფიკური საჭიროებების შესახებ საუბარია ამ სახელმძღვანელოს მე-11 - მე-16 თავებში.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ, მუხლი 36:
1 გამომგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საკონსულო ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:
(a) საკონსულო თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ გამომგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან დაკავშირება და მათთან დაშვება. გამომგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებს ასევე თავისუფლად შეუძლიათ გამომგზავნი სახელმწიფოს საკონსულო თანამშრომლებთან დაკავშირება და მათთან დაშვება;
(b) მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, დაყოვნების გარეშე შეატყობინონ გამომგზავნი სახელმწიფოს საკონსულო განყოფილებას, რომ მის საკონსულო ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქე დაპატიმრებულია ციხეში, იმყოფება წინასწარ პატიმრობაში სასამართლო განხილვამდე ან თავისუფლებაშეზღუდულია სხვა ნებისმიერი ფორმით. დაპატიმრებული, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიერ საკონსულო განყოფილებისადმი მიმართული ნებისმიერი შეტყობინება ასევე უნდა გაეგზავნოს აღნიშნულ ორგანოებს დაყოვნების გარეშე. აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამის პირს აცნობონ მისი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
(c) საკონსულო თანამშრომლებს უფლება აქვთ, მოინახულონ გამომგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც დაპატიმრებულია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულია, მასთან საუბრისა და მიმოწერის, აგრეთვე მისთვის იურიდიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით. მათ ასევე უფლება აქვთ, მოინახულონ გამომგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაპატიმრებულია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულია მათ საკონსულო ტერიტორიაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავდროულად, საკონსულო თანამშრომლებმა თავი უნდა შეიკავონ დაპატიმრებული, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული მოქალაქის სახელით რაიმე ქმედების განხორციელებისგან, თუ იგი აშკარად ეწინააღმდეგება ასეთ ქმედებას.
2 ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების განხორციელება უნდა მოხდეს მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ იმ პირობით, რომ აღნიშნული კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს ამ მუხლით მინიჭებული უფლებების მიზნების სრულად განხორციელების შესაძლებლობას.
კანონგარეშე, თვითნებური და გამარტივებული წესით დასჯის ეფექტურად თავიდან აცილებისა და გამოძიების შესახებ პრინციპები, მუხლი 6:
მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირები იმყოფებოდნენ ოფიციალურად განსაზღვრულ დაკავების ადგილებში და რომ მათი დაკავებისა და ადგილსამყოფლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია, დროულად მიეწოდოს თავისუფლებააღკვეთილი პირის ნათესავებს და ადვოკატს ან სხვა ნდობით აღჭურვილ პირებს.
დეკლარაცია ნებისმიერი პირის იძულებითი გაუჩინარებისაგან დაცვის შესახებ, მუხლი 10:
ყოველ დაკავების ადგილას უნდა წარმოებდეს თავისუფლებააღკვეთილი პირების ოფიციალური განახლებული რეესტრი. გარდა ამისა, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ღონისძიებები ასეთივე ცენტრალიზებული რეესტრების წარმოებისათვის.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 7:
(1) ყველგან, სადაც იმყოფებიან პატიმრები, უნდა წარმოებდეს აკინძული სარეგისტრაციო ჟურნალი დანომრილი გვერდებით, რომელშიც თითოეული შემოსული პატიმრის შესახებ ჩაიწერება შემდეგი ინფორმაცია:
(a) ინფორმაცია ვინაობის შესახებ;
(b) დაკავების მიზეზები და ორგანო, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაც იმყოფება პირი;
(c) შემოსვლისა და გასვლის დღე და საათი.
(2) დაუშვებელია პირის მიღება დაწესებულებაში დაკავების კანონიერი ბრძანების გარეშე, რომლის მონაცემებიც წინასწარ უნდა იყოს რეესტრში შეტანილი.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 35:
(1) ციხეში მიღებისას თითოეულ პატიმარს უნდა მიაწოდონ წერილობითი ინფორმაცია მისი კატეგორიის პატიმრების მოპყრობის წესების, დაწესებულები დისციპლინური წესების, ინფორმაციის მოთხოვნის და საჩივრების წარდგენის ნებადართული მეთოდების და ყველა სხვა საკითხის შესახებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ პატიმარმა იცოდეს მისი უფლებები და ვალდებულებები და შეეძლოს დაწესებულების ცხოვრებისადმი მისადაგება.
(2) თუ პატიმარმა წერა-კითხვა არ იცის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მას უნდა მიეწოდოს ზეპირად.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 16:
(1) დაპატიმრებიდან ან დაკავების ან პატიმრობის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაყვანის შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, შეატყობინოს ან მოსთხოვოს კომპეტენტურ ორგანოს, რომ ამ უკანასკნელმა შეატყობინოს მისი ოჯახის წევრებს ან, მისი არჩევანით, სხვა პირებს მისი დაკავების ან დაპატიმრების ან გადაყვანის შესახებ და იმ ადგილის შესახებ, სადაც იგი იმყოფება პატიმრობაში.
(2) თუ დაკავებული ან დაპატიმრებული პირი უცხოელია, მას ასევე დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ, რომ მას უფლება აქვს, შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს საკონსულო ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც არის ან რომელსაც სხვაგვარად უფლება აქვს, მიიღოს ასეთი შეტყობინება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ან, თუ იგი ლტოლვილი ან მთავრობათაშორისი ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი პირია - კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს.
(3) თუ დაკავებული ან დაპატიმრებული პირი არასრულწლოვანია ან არ შეუძლია მისი უფლებების გაცნობიერება, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს წინამდებარე პრინციპში აღნიშნული შეტყობინება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შეტყობინებას.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 18:
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს თავის ადვოკატთან დაკავშირების და კონსულტაციის უფლება.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 24:
დაკავების ან დაპატიმრების ადგილას მიყვანიდან უმოკლეს ვადაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა შესთავაზონ სათანადო სამედიცინო შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, მას უნდა გაუწიონ სამედიცინო მზრუნველობა და ჩაუტარონ მკურნალობა. ეს მზრუნველობა უნდა გაეწიოს და მკურნალობა ჩაუტარდეს უფასოდ.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 24:
დაკავების ადგილას მიყვანიდან უმოკლეს ვადაში და შემდგომშიც, საჭიროებისამებრ, თითოეული პატიმარი უნდა ნახოს და გასინჯოს ექიმმა, განსაკუთრებით, შემდეგი მიზნებით: ფიზიკური ან ფსიქიკური ავადმყოფობის გამოვლენა და ყველა აუცილებელი ზომის მიღება; ინფექციით ან გადამდები დაავადებით სავარაუდოდ დაავადებული პატიმრების გამოცალკევება; ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანებების გამოვლენა, რომელიც ხელს უშლის რეაბილიტაციას და თითოეული პატიმრის შრომისუნარიანობის დადგენა.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 38:
(1) უცხო სახელმწიფოს მოქალაქე პატიმრებს უნდა მიეცეთ გონივრული შესაძლებლობები იმისათვის, რომ დაუკავშირდნენ მათი სახელმწიფოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლებს.
(2) იმ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა ქვეყანაში, აგრეთვე, ლტოლვილებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს უნდა მიეცეთ ასეთივე შესაძლებლობები, დაუკავშირდნენ იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც ითვალისწინებს მის ინტერესებს ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანოს, რომლის ფუნქციებში შედის ასეთი პირების დაცვა.
პრაქტიკაში განხორციელება
უნდა არსებობდეს სასამართლოს ძალაში შესული ბრძანება
ყველა პატიმარს აქვს უფლება, ამყოფონ მხოლოდ ოფიციალურად განსაზღვრულ დაკავების ადგილას. ციხის ადმინისტრაციის უპირველესი მოვალეობაა, შეამოწმოს, რომ ნამდვილად არსებობს ციხეში მიყვანილი თითოეული პირის დაკავების კანონიერი ბრძანება. ეს ბრძანება გაცემული და ხელმოწერილი უნდა იყოს სასამართლო ორგანოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
პატიმრები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი
ციხის ადმინისტრაციამ უნდა აწარმოოს ყველა დაკავებულის განახლებული ოფიციალური რეესტრი, როგორც დაკავების ადგილზე, ასევე, თუ შესაძლებელია, ცენტრალურ ადგილზე. რეესტრში უნდა აღინიშნოს ციხეში მიღების თარიღი და დრო, აგრეთვე ორგანო, რომლის პატიმრობის ქვეშაც იმყოფება პირი. რეესტრში შეტანილი მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასამართლოებისთვის და სხვა კომპეტენტური ორგანოებისთვის, აგრეთვე სხვა პირებისთვის, რომელთაც ინფორმაციისადმი კანონიერი ინტერესი გააჩნიათ.
რეესტრი უნდა აიკინძოს, ხოლო მასში შეტანილი ჩანაწერები დაინომროს
თითოეულ პატიმარზე შეტანილი მონაცემები საკმარისი უნდა იყო ამ პატიმრის იდენტიფიცირებისთვის. ამის მიზანია, ადამიანი ციხეში იმყოფებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე არსებობს დაკავების კანონიერი სანქცია, არაუმეტეს კანონით განსაზღვრული ვადით და ადამიანის უფლებათა ისეთი დარღვევებისაგან დასაცავად, როგორიცაა „გაუჩინარება“, წამება ან არასათანადო მოპყრობა და კანონგარეშე მკვლელობა. რეესტრი უნდა იყოს აკინძული, ხოლო მასში შეტანილი ჩანაწერები - დანომრილი, რათა შეუძლებელი იყოს ჩანაწერების წაშლა ან დამატება რიგითობის დაურღვევლად.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების რეგისტრაცია
იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც დაკავებული არიან, მაგრამ სასჯელი ჯერ არ შეფარდებიათ, დაკავების კანონიერ წერილობით სანქციაში აღნიშნული უნდა იყოს პირის კანონიერ ორგანოში გამოცხადების მომდევნო თარიღი.
ოჯახთან დაკავშირება და იურიდიული წარმომადგენლობა
ციხეში მიღებულ ყველა პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, აცნობოს მის კანონიერ წარმომადგენელს და ოჯახს თავისი ადგილსამყოფლის შესახებ. ეს შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინაც, როდესაც პატიმარი გადაჰყავთ სხვა ციხეში ან დაკავების ადგილას. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების უფლებები მიმოხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-11 თავში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ახალგაზრდა პატიმრებს შეეძლოთ მათ ოჯახებთან დაკავშირება; ამასთან დაკავშირებით, იხილეთ ამ სახელმძღვანელოს მე-12 თავი. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მიიღონ ის გარემოება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომ პატიმრის პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება მისი ოჯახის მოხუცი, ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი; ეს ხშირია ქალი პატიმრების შემთხვევაში.
უცხოეთის მოქალაქე პატიმრები
უცხოეთის მოქალაქე პატიმრებს, განსაკუთრებით, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უნდა მიეცეთ ყველა გონივრული საშუალება მათი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან დაკავშირებისა და შეხვედრისათვის. თუ ისინი არიან ლტოლვილები და იმყოფებიან მთავრობათაშორისი ორგანიზაციის დაცვის ქვეშ, მაშინ მათ უფლება აქვთ დაუკავშირდნენ და შეხვდნენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი კონტაქტი შეიძლება მოხდეს მხოლოდ დაკავებულის თანხმობით. შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემთხვევებს, როდესაც უცხოეთის მოქალაქე პატიმრებს ესაჭიროებათ იმ სახელმწიფოში გაძევების ან რეპატრიაციისგან დაცვა, რომელშიც, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ისინი დაექვემდებარებიან წამებას ან არასათანადო მოპყრობას.
სამედიცინო შემოწმება აუცილებელია
ციხეში მიღებიდან რაც შეიძლება მოკლე ვადაში პირს უნდა შესთავაზონ სათანადოდ კვალიფიცირებული ექიმის მიერ სამედიცინო შემოწმების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შესთავაზონ ასევე სამედიცინო მკურნალობა. ყველა ეს მომსახურება უნდა გაეწიოს უფასოდ.
„წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტს მიაჩნია, რომ სამედიცინო შემოწმება უნდა მოხდეს ციხეში მიღების დღესვე.
[წამების თავიდან აცილების კომიტეტის ანგარიში 1992 წელს ფინეთში ვიზიტთან დაკავშირებით]“
„ძალადობის ყოველგვარი შემჩნეული ნიშნები ... დაუყოვნებლივ უნდა დაფიქსირდეს წერილობით, რასაც თან უნდა დაერთოს პატიმრის მიერ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და ექიმის დასკვნა. თუ პატიმარი მოითხოვს, ექიმმა მას უნდა გადასცეს მისი ფიზიკური დაზიანებების ამსახველი ცნობა.
[წამების თავიდან აცილების კომიტეტის ანგარიში 1995 წელს ბულგარეთში ვიზიტთან დაკავშირებით]“
წამების თავიდან აცილების კომიტეტს აუცილებლად მიაჩნია ციხეში ახლად მიღებული პატიმრების სამედიცინო შემოწმება, განსაკუთრებით გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების, თვითმკვლელობის თავიდან აცილების და ფიზიკური დაზიანებების დროული დაფიქსირების მიზნით.
[წამების თავიდან აცილების კომიტეტის ანგარიში 1997 წელს თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით]
კვალიფიციური ექთანის როლი
ზოგ ციხეში შეიძლება რთული იყოს იმის ორგანიზება, რომ პატიმრების ციხეში მიღებისთანავე, ისინი ერთდროულად გასინჯოს ექიმმა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზიდენტი ექიმის არყოფნა ან პატიმართა იმდენად დიდი რაოდენობა, რომ ექიმს არ შეეძლოს თითოეული პატიმრისთვის სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევის ერთდროულად ჩატარება, განსაკუთრებით, თუ პატიმრები საღამოს მოიყვანეს. ასეთ დროს, ადგილზე უნდა იყოს კვალიფიციური ექთანი, რომელიც ყველა პატიმარს გაესაუბრება. ექიმი შეამოწმებს მხოლოდ მათ, ვინც აშკარად კარგად არ გრძნობს თავს. ამ პირობებში, ექიმი ყველა ახალ პატიმარს სრულად შეამოწმებს მიღებიდან მომდევნო დღეს.
პატიმართა უფლება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვის ხარისხის სტანდარტები და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები მიმოხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-4 თავში.
ქალებს სპეციალური დაცვა ესაჭიროებათ
იმ ქალი პატიმრების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ სექსუალურად ბოროტად გამოყენებას, პატიმრების მიღებაში მონაწილე ციხის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ დამატებითი გადამზადება, რათა ისინი ერკვეოდნენ შესაბამის დელიკატურ საკითხებში.
პირადი ჩხრეკა
ჩვეულებრივ, ციხეში პირველად მიყვანისას ყველა პატიმარს პირადად ჩხრეკენ. ჩხრეკასთან დაკავშირებული საკითხები ამომწურავად მიმოხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-5 თავში. პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის, ოჯახის, საცხოვრებელი ადგილის და მიმოწერის პატივისცემის და ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უფლება (მუხლი 17), ზოგადი კომენტარი 16, პარაგრაფი 8:
„რაც შეეხება პირად ჩხრეკას, ეფექტური ღონისძიებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ასეთი ჩხრეკა ჩატარდეს გასაჩხრეკი პირის ღირსებასთან შესაბამისი მანერით. პირის გაჩხრეკა სახელმწიფო მოხელეების მიერ ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი სამედიცინო პერსონალის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირების მიერ.“1
„1993 წელს კანადის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის მამაკაცმა თანამშრომლებმა ქალი პატიმრები არ უნდა გაჩხრიკონ, თუნდაც ამ უკანასკნელთ ტანთ ეცვათ, მაგრამ სასამართლოს არ გამოუტანია დასკვნა, რომ ქალმა თანამშრომლებმა არ უნდა გაჩხრიკონ მამაკაცი პატიმრები, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ საპირისპირო სქესის პირების მონაწილეობით ჩხრეკისას, ჩხრეკის შედეგი განსხვავებული და უფრო სახიფათოა ქალებისთვის, კაცებთან შედარებით“.
პატიმრების უზრუნველყოფა ინფორმაციით
ციხეში ცხოვრება უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მართლმსაჯულების და სამართლიანობის ფარგლებში ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პატიმრების მიერ უძლურების შეგრძნება. პატიმრები უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი რჩებიან უფლებებისა და მოვალეობების მქონე მოქალაქეებად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრის ციხეში პირველად მიყვანისას. ციხეში მიღების პირველი პროცედურიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში პატიმარს უნდა გააცნონ ციხის შინაგანაწესი, რა მოეთხოვება მას და რას შეიძლება მოელოდეს იგი ციხის თანამშრომლებისგან. თუ შესაძლებელია, პატიმრებს უნდა მიეცეთ ციხის შინაგანაწესის ინდივიდუალური ასლი.
წერა-კითხვის უცოდინარი პატიმრების უზრუნველყოფა ინფორმაციით
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ მათაც, ვინც ვერ ლაპარაკობს ადგილობრივ ენაზე, ვინც წერა-კითხვის უცოდინარია ან ინვალიდია, მიიღონ და გააცნობიერონ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს სხვადასხვაგვარად შეიძლება გაკეთდეს: შესაძლებელია, ვინმემ წაუკითხოს და განუმარტოს წესები, შეიძლება ჰყავდეთ პატიმრის ენაზე მოსაუბრე ადამიანი, ზოგ ქვეყნებში გამოიყენება ვიდეოჩანაწერიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პატიმრებს ეცნობოთ, რომ მათ აქვთ განცხადებით ან საჩივრით მიმართვის უფლება, როგორც ეს აღწერილია ამ სახელმძღვანელოს მე-9 თავში.
დიდი რაოდენობით პატიმრების მიღება
თუ როგორ ასრულებენ პატიმრების ციხეში მიღებაში მონაწილე ციხის თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს, შეიძლება დამოკიდებული იყოს ყოველდღიურად შემომავალი და გამავალი პატიმრების რაოდენობაზე. ციხეებში, სადაც პატიმრები გრძელვადიან სასჯელს იხდიან, თვეში მხოლოდ რამდენიმე პატიმარი შეიძლება მიიღონ ან გაწერონ. ამ შემთხვევაში, ციხის თანამშრომლებს დიდი დატვირთვა არ აქვთ და შეუძლიათ გონივრულად საჭირო დრო დაუთმონ თითოეულ პატიმარს. ქალაქში მდებარე დიდ ციხეებში კი, სადაც ძირითადად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, სასჯელის მომლოდინე პატიმრები ან მოკლევადიანი მსჯავრდებულები იმყოფებიან, ყოველდღიურად გამშვებ პუნქტში შეიძლება შემოდიოდეს და გადიოდეს ათობით ან ასობით პატიმარი და ხშირად - რამდენიმე საათის შუალედში. ასეთ სიტუაციაში ციხის თანამშრომლებს ესაჭიროებათ სათანადო მხარდაჭერა და ზედამხედველობა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.
პატიმრების ციხეში მიღებაში მონაწილე ციხის თანამშრომლების გადამზადება
გამშვები პუნქტი შეიძლება ძალიან დამაშინებელ გავლენას ახდენდეს ციხეში ახალმოსულებზე. მიმღები თანამშრომლები სპეციალურად უნდა გაიწვრთნან იმაში, თუ როგორ დაიჭირონ რთული ბალანსი მტკიცე კონტროლს, რომელიც ნათელს ხდის ყველასათვის, რომ ციხე კარგად ორგანიზებული ადგილია, და იმ სტრესის გაცნობიერებას შორის, რომელსაც პატიმარი განიცდის ამ ახალ უცხო სამყაროში შესვლისას. არა ყველა თანამშრომელია ვარგისი ამ სამუშაოსთვის. გამშვებ პუნქტში მომუშავე თანამშრომლები განსაკუთრებულად უნდა იქნენ შერჩეული და გაწვრთნილი იმისათვის, რომ თავიანთი სამუშაო მათ შეასრულონ სიფრთხილით და თავდაჯერებით.
ცხოვრების პირობები
სასჯელი - თავისუფლების აღკვეთაა
არსებობს რიგი ძირითადი ფიზიკური მოთხოვნები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს იმისათვის, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება პატიმრის ადამიანური ღირსების პატივისცემასა და პატიმარზე ზრუნვასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება ადეკვატური დაბინავებით, ჰიგიენური პირობებით, ტანსაცმლითა და თეთრეულით, საკვებით, სასმელით და ვარჯიშით უზრუნველყოფა. როდესაც სასამართლო ორგანო ვინმეს ციხეში აგზავნის, საერთაშორისო სტანდარტები გარკვევით აცხადებენ, რომ დაკისრებული სასჯელი არის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობა არ უნდა მოიცავდეს ციხის თანამშრომლების ან სხვა პატიმრების მიერ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ფაქტორების ბოროტად გამოყენების საფრთხეს. პატიმრობა არ უნდა შეიცავდეს ფიზიკური პირობების ან არასათანადო ზრუნვის მიზეზით მძიმე დაავადების ან, მეტიც, გარდაცვალების საშიშროებას.
ზრუნვის ვალდებულება
ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონე ძალიან დაბალია, ხანდახან ამბობენ, რომ პატიმრები არ იმსახურებენ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში ყოფნას. თუ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ციხეში, უწევთ არსებობისთვის ბრძოლა, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ან შვილების გამოკვება, მაშინ რატომ უნდა იზრუნოს ვინმემ იმაზე, თუ რა პირობებში იქნებიან კანონდამრღვევები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფო თავის თავზე იღებს უფლებას, ჩამოართვას ვინმეს თავისუფლება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს, მაშინ მან იმის ვალდებულებაც უნდა აიღოს თავის თავზე, რომ თავისუფლებაჩამორთმეულ პირს მოექცნენ ღირსეულად და ადამიანურად. ის, რომ პატიმრობაში არმყოფი მოქალაქეებისთვის ღირსეულად ცხოვრება ძნელად ხელმისაწვდომია, ვერასოდეს გამოადგება სახელმწიფოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების ღირსეულად არმოპყრობის გასამართლებლად. ეს პრინციპი სწორედ დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ბირთვს უკავშირდება, რომელშიც სახელმწიფოს ორგანოები ნიმუში უნდა იყვნენ იმისა, თუ როგორ ეპყრობიან ისინი ყველა მოქალაქეს.
მწირი რესურსების გამოყენება
უფრო პრაგმატულად თუ შევხედავთ, სახელმწიფოს რესურსების უკმარისობა შეიძლება კიდევ ერთ მიზეზად იქნეს მიჩნეული იმისათვის, რომ სახელმწიფომ ციხე გამოიყენოს მხოლოდ ყველაზე საშიში კრიმინალებისთვის და არა მარგინალური პირების საზოგადოებიდან მოშორების მიზნით.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები
პატიმრობა შეიძლება გულისხმობდეს ბევრი ადამიანის ერთად ყოფნას ძალიან შეზღუდულ გარემოში, სადაც ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის გადაადგილების თავისუფლება. ეს რიგ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. პირველ ყოვლისა, არსებობს ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხე. მაგალითად, მწვავე ინფექციური ავადმყოფობით, როგორიცაა ტუბერკულოზი, დაავადებული ადამიანები შეიძლება იყვნენ ისეთ ვიწრო და ცუდად განიავებად პირობებში, რომ მათთან ერთად მყოფი პატიმრები აღმოჩნდნენ დაავადების გადადების დიდი საფრთხის ქვეშ. ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ დაბანის ან ტანსაცმლის გარეცხვის შესაძლებლობა, შეიძლება დაემართოთ კანის დაავადებები ან პარაზიტები და, საწოლების ან თეთრეულის უკმარისობის გამო, გადასდონ სხვებს. პატიმარს, რომელსაც ცივ კლიმატურ პირობებში არ აქვს თბილი ტანსაცმელი, შეიძლება დაემართოს ფილტვების ანთება. თუ პატიმარს არ აქვს ვარჯიშის საშუალება, აგრეთვე მზის სინათლე და სუფთა ჰაერი, მას შეიძლება დაემართოს კუნთოვანი მასის სერიოზული დაკარგვა და ვიტამინების ნაკლებობა. საჭირო რაოდენობის ან/და სითხის უკმარისობის შემთხვევაში, პატიმრის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 9-21:
9 (1) თუ საძინებელი ადგილი განთავსებულია ერთკაციან საკანსა ან ოთახში, თითოეული პატიმარი ღამით უნდა განთავსდეს ამ საკანსა ან ოთახში.
(2) საერთო საცხოვრებლის ტიპის ადგილის შემთხვევაში, ასეთ ადგილას უნდა განთავსდნენ ყურადღებით შერჩეული პატიმრები, რომელთაც შეუძლიათ ერთად ყოფნა ასეთ პირობებში. ღამით უნდა ხდებოდეს რეგულარული ზედამხედველობა, დაწესებულების ხასიათის შესაბამისად.
10 პატიმრების ყოფნისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი და, განსაკუთრებით, საძინებელი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის ყველა მოთხოვნას, კლიმატური პირობების და, განსაკუთრებით, ჰაერის კუბური მოცულობის, იატაკის მინიმალური ფართის, ჯეროვანი განათების, გათბობის და ვენტილაციის გათვალისწინებით.
11 ყველა ადგილას, რომელიც განკუთვნილია პატიმრების ცხოვრების ან მუშაობისთვის:
(a) ფანჯრები უნდა იყოს საკმარისად ფართო იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა ბუნებრივ სინათლეზე და მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ თავისუფლად მოძრაობდეს სუფთა ჰაერი, მიუხედავად იმისა, მოწყობილია თუ არა ხელოვნური ვენტილაცია.
(b) ხელოვნური სინათლე უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა ან მუშაობა მხედველობის დაუზიანებლად.
12 სანიტარია ადეკვატური უნდა იყოს იმისათვის, რომ თითოეულ პატიმარს შეეძლოს ბუნებრივი საჭიროებების დაკმაყოფილება საჭიროებისამებრ, სუფთად და ღირსების შეულახავად.
13 მოწყობილი უნდა იყოს ადეკვატური სააბაზანო და საშხაპე საშუალებები იმისათვის, რომ თითოეულ პატიმარს შეეძლოს და მოეთხოვოს აბაზანის ან შხაპის მიღება, კლიმატის შესაბამის ტემპერატურაზე, იმდენჯერ, რამდენჯერაც აუცილებელია საერთო ჰიგიენისთვის სეზონისა და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით, მაგრამ სულ ცოტა კვირაში ერთხელ, კლიმატის შესაბამისი ტემპერატურით.
14 პატიმრების მიერ რეგულარულად გამოყენებადი დაწესებულების ყველა ადგილი ყოველთვის ჯეროვნად მოვლილი და უნაკლოდ სუფთა უნდა იყოს.
15 პატიმრებს უნდა მოეთხოვოთ პირადი ჰიგიენის დაცვა და, ამ მიზნით, ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ წყლითა და ტუალეტის იმ საგნებით, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის და სისუფთავის დასაცავად.
16 იმისათვის, რომ პატიმრებმა შეინარჩუნონ საკუთარი თავმოყვარეობის შესაბამისი ნორმალური გარეგნობა, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ თმისა და წვერის მოვლისთვის საჭირო საშუალებებით, მამაკაცებს რეგულარულად გაპარსვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
17 (1) თითოეულ პატიმარს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ტანსაცმლის ტარების უფლება, უნდა მიეცეს ტანსაცმლის ისეთი კომპლექტი, რომელიც შესაბამისია კლიმატის და საკმარისია ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. დაუშვებელია ასეთი ტანსაცმელი რამენაირად იყოს დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი.
(2) ყველა სახის ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და სათანადო მდგომარეობაში. საცვლები უნდა გამოიცვალოს და გაირეცხოს იმდენად ხშირად, რამდენადაც საჭიროა ჰიგიენის შესანარჩუნებლად.
(3) გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პატიმარი ნებადართული მიზნით გაჰყავთ დაწესებულებიდან, მას უნდა დართონ ნება, ჩაიცვას საკუთარი ან არათვალშისაცემი ტანსაცმელი.
18 თუ პატიმრებისთვის ნებადართულია საკუთარი ტანსაცმლის ტარება, მაშინ პატიმრის დაწესებულებაში მიღებისას უნდა უზრუნველყონ, რომ ტანსაცმელი იყოს სუფთა და გამოსაყენებლად ვარგისი.
19 თითოეულ პატიმარს, ადგილობრივი ან ეროვნული სტანდარტების მიხედვით, უნდა მიეჩინოს ცალკე საწოლი, საკმარისი საწოლის თეთრეული. გაცემისას თეთრეული უნდა იყოს სუფთა და უნდა გამოიცვალოს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა მისი სისუფთავისთვის.
20 (1) ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულ პატიმარს ჩვეულებრივ საათებში მიეცეს ისეთი შემცველობის საკვები, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობისა და ფიზიკური ენერგიის შესანარჩუნებლად, ხარისხობრივად სრულფასოვანია და კარგადაა მომზადებული და მირთმეული.
(2) სასმელი წყალი პატიმარს უნდა მიეცეს, როდესაც იგი ამას მოითხოვს.
21 (1) თითოეულ პატიმარს, რომელიც არ მუშაობს, უნდა ჰქონდეს სუფთა ჰაერზე სულ ცოტა ერთსაათიანი ვარჯიშის შესაძლებლობა, თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა.
(2) ახალგაზრდა პატიმრებს და შესაბამისი ასაკისა და ფიზიკური მონაცემების მქონე სხვა პატიმრებს უნდა ჰქონდეთ ფიზიკური და გამაჯანსაღებელი ვარჯიშის შესაძლებლობა. ამ მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ფართი, საშუალებები და აღჭურვილობა.
პრაქტიკაში განხორციელება
საცხოვრებელი ფართი
საცხოვრებელი ადგილი, სადაც პატიმრები ცხოვრობენ, რიგ ძირითად სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. საერთაშორისო სტანდარტები გარკვევით ადგენენ, რომ პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საცხოვრებლად საკმარისი ადგილი და, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, საკმარისი ხელმისაწვდომობა ჰაერსა და სინათლეზე.
გადავსებული ციხეები
ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ციხეებში პატიმრების სიჭარბეა. ამას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზე აქვს. პატიმართა სიჭარბე შეიძლება რამდენიმე ფორმით იყოს გამოხატული. ზოგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საკანი, რომელიც ერთ ადამიანზეა გათვლილი, გამოიყენება ბევრი ადამიანისთვის. უარეს სიტუაციაში, ეს ნიშნავს თორმეტამდე ან თხუთმეტამდე ადამიანს თითო საკანში, რომელიც რვა კვადრატული მეტრიც არ იქნება. სხვა შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიტუაციას, როდესაც ასამდე ადამიანი შეკუჭულია ერთ დიდ ოთახში. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო დოკუმენტები არ ითვალისწინებს თითოეული პატიმრისთვის გამოსაყოფ მინიმალურ ფართს ან მოცულობას. ბოლო წლებში წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის მიერ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.
საკანსა ან საცხოვრებელ ფართში ყოფნის დრო
იმის გადაწყვეტისას, თუ რა ფართი უნდა გამოეყოს თითოეულ პატიმარს საცხოვრებლად, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული, თუ რამდენი ხანი უნდა გაატაროს პატიმარმა ამ ფართში ოცდაოთხი საათის განმავლობაში. მცირე ფართი ნაკლებად საზიანოა, თუ ის მხოლოდ დასაძინებლად გამოიყენება და პატიმარი დღის განმავლობაში სხვა ადგილას იმყოფება, სხვა საქმითაა დაკავებული. ციხის გადავსების ყველაზე უარესი შემთხვევა არის მაშინ, როდესაც პატიმრებს თითქმის მთელი დროის გატარება უწევთ ამ საკნებსა ან ოთახებში და გარეთ გამოდიან მხოლოდ ჯგუფურად ვარჯიშისთვის ან ინდივიდუალურად დაკითხვის ან სტუმართან შეხვედრისთვის. სწორედ ასე ხდება ზოგ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ ციხეებში, სადაც წინასწარ დაკავებაში მყოფი პატიმრები ან მოკლევადიანი მსჯავრდებულები არიან.
არსებული ფართის სრულად გამოყენება
ზედმეტად გადავსებულ ციხეებშიც კი, აუცილებლად გამოიძებნება ისეთი ადგილები, რომელთა სრულად გამოყენება არ ხდება. მართალია, პატიმრების ოთახები შეიძლება მეტად გადატვირთული იყოს, მაგრამ მაინც იქნება მომიჯნავე ოთახები, რომლებიც იშვიათად გამოიყენება. ზოგ ციხეში ფართო და გრძელი კორიდორებია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პატიმრების მიერ დღის განმავლობაში საკნებიდან გარეთ გამოსასვლელად და მათ მიერ სხვადასხვა საქმიანობით დასაკავებლად. დამატებით გამოყენებული შეიძლება იყოს ციხის სამლოცველო და სხვა, ლოცვისთვის განკუთვნილი ადგილები. ამ პირობებში კი შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ფართო სპექტრის საგანმანათლებლო, სახელოსნო ან სხვა შრომითი საქმიანობის მოწყობა.
არსებული რესურსების სრულად გამოყენება
ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, რომ პატიმრები ჩაკეტილი ჰყავდეთ მათ საცხოვრებელ ფართში, არის მათზე ზედამხედველი ციხის თანამშრომლების უკმარისობა. ეს არგუმენტი ყურადღებით უნდა იქნეს შემოწმებული ოპერაციულ საფუძვლებზე. ჩვეულებრივ, ციხის თანამშრომლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პატიმრები რიგრიგობით გამოუშვან ხოლმე გარეთ. ასევე შესაძლებელია, ზოგი პატიმარი სხვა პატიმრებს ეხმარებოდეს განათლების, მაგალითად, წერაკითხვის სწავლების ან სახელოსნო კუთხით.
ერთკაციანი თუ კომუნალური საკნები
პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისადმი და მარტოობისადმი დამოკიდებულება განსხვავდება კულტურისადმი კუთვნილების მიხედვით. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგალითად, პატიმრებს ურჩევნიათ მარტო ეძინოთ. ეს ნორმა ასახულია ევროპული ციხის წესებში. სხვა კულტურებში ოთახში მარტო ყოფნა შეიძლება გამოცალკევების ან დასჯის რაიმე ფორმად მიიჩნეოდეს და ამიტომ პატიმრებს შეიძლება ერჩივნოთ პროპორციული ზომის კომუნალურ ოთახებში ცხოვრება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შეიძლება, საჭირო გახდეს დამატებითი კრიტერიუმების დადგენა თითოეულ ოთახში პატიმრების განაწილების თვალსაზრისით, რათა სუსტი პატიმრები არ აღმოჩნდნენ ძლიერი პატიმრების მოწყალებაზე დამოკიდებულნი.
პატიმრის ტანსაცმელი
საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, პატიმარი უზრუნველყოს ისეთი ტანსაცმლით, რომელიც საკმარისია სითბოს ან სიგრილის შესანარჩუნებლად, მისი ჯანმრთელობის მოთხოვნილების მიხედვით; ამავე სტანდარტებით, აკრძალულია პატიმრების დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი ტანსაცმლით შემოსვა. ეს სტანდარტები აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყონ ტანსაცმლის სუფთად და ჰიგიენურად შენარჩუნება ან უზრუნველყონ პატიმრები ასეთი საშუალებებით.
ციხის ფორმა
ბევრ ქვეყანაში პატიმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ატარონ ციხის მიერ მათთვის გამოყოფილი უნიფორმა. ჩვეულებრივ, ამას ამართლებენ უსაფრთხოებისა და თანასწორობის არგუმენტებით. ალბათ, გარდა იმ ზოგიერთი პატიმრისა, რომელიც მაღალი უსაფრთხოების დონეს მოითხოვს და რომლის გაქცევის საფრთხეც მაღალია, არ არსებობს რაიმე მკაფიო მიზეზი იმისათვის, რომ უნიფორმა სავალდებულო იყოს. ზოგ სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი რესურსები პატიმრების ოფიციალური ტანსაცმლით უზრუნველსაყოფად და პატიმრებისგან მოელიან საკუთარი ტანსაცმლის ტარებას. სხვა ქვეყნებში, პატიმრებს, რომელთა გაქცევის საფრთხეც დაბალია, უფლება აქვთ შეიმოსონ საკუთარი ტანსაცმლით. ბევრ ქვეყანაში ქალ პატიმრებს სამოქალაქო ტანსაცმლის ტარების უფლება აქვთ. პატიმრები დააფასებენ, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ატარონ ტანსაცმელი, რომელიც მათთვის ნაცნობია გარე სამყაროდან და რომელიც მათში აძლიერებს ინდივიდუალურობას.
ციხის უნიფორმა არ უნდა იყოს დამსჯელი ღონისძიების ნაწილი და არც პატიმრის დასამცირებლად იყოს გამიზნული. ამიტომ, ციხის ადმინისტრაციებმა მიატოვეს ის არასაჭირო პრაქტიკა, როდესაც პატიმრებისგან ისრებიანი და ზოლებიანი უნიფორმის ტარებას მოითხოვდნენ.
თითოეულ პატიმარს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სამრეცხაო საშუალებებზე, რათა ყველა სახის ტანსაცმელი, განსაკუთრებით, რომელიც კანთან ახლო შეხებაშია, რეგულარულად ირეცხებოდეს. ეს შეიძლება მოხდეს კომუნალურად ან ინდივიდუალურად პატიმრის მიერ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქალი პატიმრების სპეციალური საჭიროებები ამასთან დაკავშირებით, რაზეც საუბარია ამ სახელმძღვანელოს მე-13 თავში.
საწოლები
საწოლი და თეთრეული შეიძლება სხვადასხვა იყოს ადგილობრივი ტრადიციიდან გამომდინარე. ბევრ ქვეყანაში ნორმად ითვლება აწეულ საწოლზე ძილი. სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, თბილი კლიმატის რეგიონებში, შეიძლება გავრცელებული იყოს პირდაპირ მიწაზე საწოლის გაშლის ან ნოხის დაგების ჩვეულება. პატიმრების საწოლიც ადგილობრივი ჩვეულების მიხედვით უნდა მოეწყოს. მთავარია, რომ ყველა პატიმარს ჰქონდეს საკუთარი საწოლი ან სასაწოლე ნოხი, სუფთა თეთრეული და საკუთარი საძინებელი ფართი. ზოგ ქვეყანაში ციხეები იმდენად გადავსებულია, რომ პატიმრებს რიგრიგობით უწევთ ძილი და ასევე რიგრიგობით სარგებლობენ საძინებელი ფართით და საწოლებით.
ასეთი მოწყობა დაუშვებელია. თუ პატიმართა რაოდენობა ასეთ სიჭარბეს აღწევს, ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ხალხს ციხეში აგზავნიან, ჩაყენებულ იქნენ საქმის კურსში ციხეში არსებული მდგომარეობის და ამ ციხეებში ადამიანების გაგზავნის შედეგების შესახებ.
საპირფარეშო და სააბაზანო საშუალებები
რადგან ციხეში მყოფი ადამიანების გადაადგილება ხშირად მკაცრად შეზღუდულია, აუცილებელია, რომ მათ რეგულარულად შეეძლოთ სანიტარული საშუალებებით სარგებლობა. პატიმრებს შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ საპირფარეშო საშუალებებზე და სუფთა წყალზე. რეგულარულად ბანაობის ან შხაპის მისაღებად ადეკვატური საშუალებები უნდა არსებობდეს. ეს საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პატიმრებს დიდხანს უწევთ გადავსებულ საცხოვრებელ ადგილას ყოფნა. ამ მიზნით გატარებული ღონისძიებები არ უნდა იყოს პატიმრებისთვის დამამცირებელი, მაგალითად, მათ არ უნდა მოეთხოვოთ საჯაროდ შხაპის მიღება.
ისევე, როგორც ყველა ადამიანის უფლება, დაიცვას პირადი ჰიგიენა და შეინარჩუნოს თავმოყვარეობა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ციხეში სათანადო სანიტარული საშუალებები ხელმისაწვდომი იყოს, პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის დაავადებათა გავრცელების რისკის შემცირების მიზნით. სანიტარული საშუალებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სუფთა და საკმარისად პრივატული იმისათვის, რომ დაცული იყოს პატიმრის ღირსება და თავმოყვარეობა.
ქალი პატიმრების სპეციალური საჭიროებები სანიტარიის თვალსაზრისით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ღირსების პატივისცემით.
საკვები და სასმელი
ზრუნვის ერთ-ერთი უძირითადესი ვალდებულებაა ის, რომ ციხის ადმინისტრაციამ ყველა პატიმარი უზრუნველყოს საკმარისი საკვებით და სასმელით, რათა პატიმრები არ იტანჯებოდნენ შიმშილით ან არასაკმარისი კვებით გამოწვეული ავადმყოფობებით.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ იმ დილემის შესახებ, რომლის წინაშეც ციხის ადმინისტრაციები დგანან იმ ქვეყნებში, სადაც საერთო მოსახლეობა შიმშილს განიცდის სათანადო კვებითი ღირებულების მქონე საკვების უკმარისობის გამო. ამ შემთხვევაში, ზოგი ამბობს, რომ დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული პატიმრების არასაკმარისად უზრუნველყოფა საკვებით, რადგან კანონმორჩილი მოქალაქეები ამ მხრივ უზრუნველყოფილი არ არიან. გასაგებია ეს მოსაზრება, მაგრამ ადამიანებისთვის თავისუფლების ჩამორთმევით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ჯეროვნად იზრუნოს მათზე. ეს აბსოლუტური მოვალეობაა, რომლიდან გადახვევა დაუშვებელია.
საკვების უკმარისობის შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს იმისათვის, რომ ციხის შიგნით ან ციხის კუთვნილი მიწა გამოიყენოს დასამუშავებლად და ორგანიზება გაუწიოს პატიმრების დასაქმებას ამ კუთხით.
„მალავიში ციხის ადმინისტრაციამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ციხის მეურნეობების და მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესების პროექტი. ეს ამ ქვეყნის ციხეებს ეხმარება საკვები პროდუქტებით თვითმომარაგებაში, პატიმრების, ციხის თანამშრომლებისა და მათი ოჯახების გამოკვებაში, აგრეთვე, პატიმრებისთვის სოფლის მეურნეობის საქმის სწავლებაში“.
საკვები უნდა მიეწოდოს რეგულარულად განსაზღვრულ ინტერვალებში მთელი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში. კვების საკითხი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ პატიმრებმა საკვები მიიღონ სათანადო პირობებში.
მათ უნდა მიეცეთ ინდივიდუალური ჭურჭელი და მათი სუფთად შენარჩუნების შესაძლებლობა. ჩვეულებრივ, მათ არ უნდა აიძულონ იმავე ოთახში საკვების მიღება, სადაც სძინავთ. საჭიროების შემთხვევაში, კვებისათვის ცალკე ადგილი უნდა გამოიყოს.
აუცილებელია, რომ პატიმრებს რეგულარულად ჰქონდეთ სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა. ასეთი წყლის მარაგი გამოცალკევებული უნდა იყოს იმ წყლისგან, რომელიც სანიტარული საჭიროებებისთვის გამოიყენება.
ვარჯიში სუფთა ჰაერზე
ბევრი პატიმარი, განსაკუთრებით წინასწარ პატიმრობაში მყოფნი, დღის უდიდეს ნაწილს ატარებენ ჩაკეტილში, შედარებით ვიწრო გარემოში და სინათლესა და სუფთა ჰაერზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით. ამ პირობებში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მათ მიეცეთ საკმარისი დრო ყოველდღიურად გარეთ ყოფნისათვის, აგრეთვე, სეირნობისა ან სხვა საქმის კეთებისათვის.
სუფთა ჰაერზე ყოფნის მინიმალური რეკომენდებული დროა ერთი საათი დღეში. ამ პერიოდში პატიმრებს უნდა შეეძლოთ შედარებით ფართო ადგილას სეირნობა. ზოგ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკა, რომ ყოველდღიურად თითო საათით დიდი რაოდენობით პატიმარი გაჰყავთ ვიწრო, კედლებით შემოზღუდულ ეზოებში, რაც პრაქტიკულად იგივე საკანია, ოღონდ თავღია, არ აკმაყოფილებს ღია გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობის მიცემის ვალდებულებას. ღია გარემოში ვარჯიშის უფლება აქვს ყველა პატიმარს, მათ შორის მათაც, ვინც რაიმე ფორმით გამოცალკევებული ან დასჯილია.
რელიგია
რელიგიური რწმენისა და ამ რელიგიის წესების დაცვის თავისუფლების უფლება საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებაა და იგი აქვს როგორც ყველა პატიმარს, ისე ყველა თავისუფალ ადამიანს. ციხის შინაგანაწესი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი რელიგიის წარმომადგენლების მიერ ციხეებში რეგულარულად შესვლის უფლებას პატიმრებთან შესახვედრად. ყველა პატიმარს, რომელსაც სურს თავისი რელიგიური მოვალეობების აღსრულება, უნდა მიეცეს ამისათვის საჭირო საშუალებები. აქ, სხვა უფლებათა შორის, იგულისხმება დღის ან ღამის გარკვეულ შუალედებში განმარტოებით ლოცვის უფლება, დაბანის სხვადასხვა წესების შესრულების ან გარკვეული სახის ტანსაცმლის ტარების უფლება.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 18:
ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, მარტო ან სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძოდ, რელიგიის ან რწმენის გამოხატვის თავისუფლებას სწავლებით, პრაქტიკით, საკულტო მსახურებით და წესების შესრულებით.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 18(1):
ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს საკუთარი არჩევანით რელიგიის ან რწმენის ქონის ან მიღების თავისუფლებას, აგრეთვე, ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძოდ, რელიგიის ან რწმენის გამოხატვის თავისუფლებას საკულტო მსახურებით, წესების შესრულებით, პრაქტიკით და სწავლებით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ:
41. (1) თუ დაწესებულებაში იმყოფება საკმარისი რაოდენობით ერთი და იგივე რელიგიის მქონე პატიმარი, იქ უნდა დაინიშნოს ან დაშვებულ იქნეს ამ რელიგიის კვალიფიციური წამომადგენელი. პატიმართა რაოდენობის და პირობების გათვალისწინებით, ასეთი წარმომადგენლის საქმიანობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მუდმივ საფუძველზე.
(2) პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ ან დაშვებულ კვალიფიციურ წამომადგენელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რეგულარულად აღასრულოს მსახურება და განმარტოებით მოინახულოს მისი რელიგიის აღმსარებელი პატიმრები საჭირო დროს.
(3) არც ერთ პატიმარს უარი არ უნდა ეთქვას ნებისმიერი რელიგიის კვალიფიციურ წარმომადგენელთან ხელმისაწვდომობაზე. მეორე მხრივ, თუ პატიმარი უარს ამბობს რომელიმე რელიგიურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე, მის მოსაზრებას სრულად უნდა ეცეს პატივი.
42. შეძლებისდაგვარად, თითოეულ პატიმარს უნდა მიეცეს საშუალება, დაიკმაყოფილოს რელიგიური ცხოვრების მოთხოვნილებები დაწესებულებაში აღვლენილ მსახურებაზე დასწრებით და მის რელიგიასთან დაკავშირებულ წიგნებზე ხელმისაწვდომობით.
პრაქტიკაში განხორციელება
რელიგიური წესების შესრულება
თავისუფლების აღკვეთა არ უნდა მოიცავდეს საკუთარი რელიგიის წესების შესრულების აღკვეთას. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ:
პატიმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ილოცონ, იკითხონ რელიგიური წიგნები და დაიცვან თავიანთი რელიგიის სხვა ტრადიციები, როგორიცაა ჩაცმულობასთან და დაბანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, იმდენჯერ, რამდენჯერაც მათი რელიგია მოითხოვს.
ერთი და იგივე რელიგიის მქონე პატიმრებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ჯგუფურად შეიკრიბონ რელიგიური მსახურებისათვის მათი რელიგიით გათვალისწინებულ წმინდა დღეებში.
პატიმრებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ისინი მოინახულოს მათი რელიგიის კვალიფიციურმა წარმომადგენელმა ინდივიდუალური ლოცვებისა და ჯგუფური მსახურებისთვის.
ყველა აღიარებული რელიგიის პატივისცემა
აღნიშნული დებულებები ეხება ყველა აღიარებული რელიგიის აღმსარებელ ჯგუფს და მათი გამოყენება არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ქვეყანაში არსებული ძირითადი რელიგიებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენელი პატიმრების რელიგიურ საჭიროებებს.
ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ პატიმრებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ რელიგიურ ჯგუფს, ან რომელთაც არ სურთ რელიგიის აღმსარებლობა, არ აიძულონ ამის გაკეთება. პატიმრებს არ უნდა მიეცეთ დამატებითი პრივილეგიები და არ უნდა იცხოვრონ უკეთეს პირობებში მათი რელიგიური კუთვნილების ან პრაქტიკის გამო.
___________________
1. გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები, HRC/Gen I/Rev. 5, 2001 წლის 26 აპრილი.
![]() |
5 4. პატიმრები და ჯანმრთელობის დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
კარგი ჯანმრთელობის უფლება
პატიმრობაში მყოფი ადამიანები ინარჩუნებენ ფუნდამენტურ უფლებას კარგ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და უფლებას, მიიღონ სამედიცინო ზრუნვა ისეთი ხარისხით, რაც უთანაბრდება, სულ ცოტა, ფართო საზოგადოებისთვის გაწეული სამედიცინო ზრუნვის ხარისხს. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ (მუხლი 12) ადგენს „ყველას უფლებას, ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი ხელმისაწვდომი სტანდარტით“.
პატიმრებს დამატებითი გარანტიები აქვთ
ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად, პატიმრებს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, აქვთ დამატებითი გარანტიები. როდესაც სახელმწიფო ადამიანს ართმევს თავისუფლებას, იგი თავის თავზე იღებს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, როგორც პატიმრობაში ყოფნის პირობების, ისე ამ პირობებიდან გამომდინარე აუცილებელი ინდივიდუალური მოპყრობის თვალსაზრისით.
რისკების მინიმუმამდე დაყვანა
კარგი ჯანმრთელობა ყველასათვის მნიშვნელოვანია. ეს გავლენას ახდენს ადამიანების ქცევასა და საზოგადოების წევრებად ფუნქციონირების უნარზე. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციხის დახურული საზოგადოების პირობებში. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, პატიმრობის მდგომარეობამ შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს პატიმრების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ამიტომ ციხის ადმინისტრაცია მოვალეა, უზრუნველყოს არა მხოლოდ სამედიცინო მზრუნველობა, არამედ პატიმრებსაც და ციხის თანამშრომლებსაც შეუქმნას კარგად ყოფნის პირობები. პატიმრები არ უნდა გავიდნენ ციხიდან იმაზე უარეს მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იყვნენ შემოსვლისას. ეს ეხება ციხეში ცხოვრების ყველა ასპექტს, მაგრამ განსაკუთრებით - ჯანმრთელობას.
პატიმრებს თან მოაქვთ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემები
ხშირად პატიმრებს ციხეში მიყვანისას აქვთ მანამდე წარმოშობილი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს უყურადღებობით, ცუდი მოპყრობით ან პატიმრის მანამდელი ცხოვრების წესით. ხშირად პატიმრები საზოგადოების უღარიბესი ფენებიდან არიან გამოსული და ეს ასახულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. მათ თან მოაქვთ ხოლმე სხვადასხვა ავადმყოფობა, რაიმეზე ავადმყოფური დამოკიდებულება, აგრეთვე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთ პატიმრებს განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ, ისევე როგორც სხვებს, რომელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც პატიმრობამ მნიშვნელოვნად და უარყოფითად იმოქმედა.
„გადავსებული ციხეები დაავადებული პატიმრებით და ცუდი ჰიგიენური და სანიტარიული მდგომარეობით რეგიონში გადამდები დაავადებების გავრცელების მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში პრიორიტეტი უნდა იყოს.“
მთავრობათა მეთაურების განცხადება, გაკეთებული ბალტიის ზღვის სახელმწიფოთა მე-4 სამიტზე გადამდები დაავადებების საფრთხესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგი, 2002 წლის 10 ივნისი.
გადამდები დაავადებები ფართოდ გავრცელებადია
ბევრ ქვეყანაში პატიმრების დიდი ნაწილი დაავადებულია გადამდები სნეულებებით, როგორიცაა ტუბერკულოზი, ჰეპატიტი და იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი. ციხის ადმინისტრაციას ვალდებულება აქვს ციხეში მომსვლელთა - განსაკუთრებით პატიმრების, მაგრამ, ასევე, ციხის თანამშრომლებისა და სტუმრების - მიმართ, რომ უზრუნველყოს მათი დაცვა ინფიცირების საფრთხისგან. ამ პირობების შეუსრულებლობა ნიშნავს იმას, რომ ციხის თანამშრომლებისა და სტუმრების ურთიერთობის მეშვეობით ისინი იქცევიან საზოგადოების ჯანმრთელობის პრობლემად ციხესა და ფართო საზოგადოებას შორის კონტაქტის და, საბოლოო ჯამში, პატიმრების გათავისუფლების შედეგად.
ხანში შესული პატიმრები
ზოგ ქვეყანაში ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი ვადით სასჯელის მზარდი გამოყენება იწვევს ციხის მოსახლეობაში ასაკთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემების მომრავლებას. ეს დამატებით მოთხოვნებს აყენებს ციხის ადმინისტრაციის წინაშე, კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს სათანადო ჯანდაცვის ღონისძიებების დაგეგმვა. ხანში შესულ პატიმრებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები მიმოხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-14 თავში.
ვალდებულება ვალდებულებაა, თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირის დროს
ბევრი ქვეყანა დიდ სიძნელეებს განიცდის ზოგადად მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით. ამ პირობებშიც კი, პატიმრებს აქვთ უფლება, მიიღონ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურება და თანაც - უფასოდ. წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტმა განაცხადა, რომ მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის დროსაც კი, ვერაფერი გაათავისუფლებს სახელმწიფოს იმ მოვალეობისგან, რომ მან ცხოვრებისათვის საჭირო პირობებით უზრუნველყოს ისინი, ვისაც ის თავისუფლებას ართმევს. კომიტეტს ასევე ნათლად აქვს ნათქვამი, რომ ცხოვრებისთვის საჭირო პირობები მოიცავს საკმარის და სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფასაც.1
![]() |
6 ჯანმრთელობის უფლება |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმრები, მათი დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, ინარჩუნებენ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც მათ, როგორც ადამიანებს, გააჩნიათ, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი ხელმისაწვდომი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას. სპეციალიზებული საერთაშორისო დოკუმენტები უფრო დაზუსტებით განსაზღვრავს, თუ რას გულისხმობს ეს, კერძოდ, როგორი სტანდარტის ჯანდაცვა უნდა უზრუნველყოს ციხის ადმინისტრაციამ.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 4:
პატიმრების თავისუფლების შეზღუდვის და საზოგადოების დანაშაულისგან დაცვის ფუნქცია ციხეებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფოს სხვა სოციალურ მიზნებთან და საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობისა და განვითარების ხელშეწყობის ფუნდამენტურ ფუნქციებთან შესაბამისობაში.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 9:
პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის მომსახურებაზე, მათი სამართლებრივი სტატუსის საფუძველზე, დისკრიმინაციის გარეშე.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 24:
დაკავების ან პატიმრობის ადგილას მიყვანისთანავე, დაყოვნების გარეშე, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა შესთავაზონ სათანადო სამედიცინო შემოწმება, აგრეთვე, ამის შემდგომ იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო მზრუნველობითა და მკურნალობით საჭიროების მიხედვით. ეს მზრუნველობა და მკურნალობა უნდა გაეწიოს უფასოდ.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 22:
(1) თითოეულ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ ცოტა ერთი კვალიფიციური ექიმის მომსახურება, რომელიც უნდა ფლობდეს გარკვეულ ცოდნას ფსიქიატრიაში. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი ან საერთოსახელმწიფოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობით. ეს მომსახურება უნდა შეიცავდეს ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკას და, შესაბამის შემთხვევებში, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობას.
(2) ავადმყოფი პატიმრები, რომელთაც სპეციალიზებული მკურნალობა ესაჭიროებათ, უნდა გადაიყვანონ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან სამოქალაქო საავადმყოფოში. თუ დაწესებულებაში არის საავადმყოფო, მაშინ იქ არსებული აღჭურვილობა, დანადგარები და ფარმაცევტული საშუალებები საკმარისი უნდა იყოს ავადმყოფი პატიმრების სამედიცინო ზრუნვისა და მკურნალობისთვის, ხოლო მისი კადრები დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადოდ ნასწავლი თანამშრომლებით.
(3) თითოეულ პატიმარს ხელი უნდა მიუწვდებოდეს კვალიფიციური სტომატოლოგის მომსახურებაზე.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 25:
(1) ექიმი უნდა ზრუნავდეს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურად ნახულობდეს ყველა ავადმყოფ პატიმარს: პატიმრებს, რომლებიც უჩივიან ავადმყოფობას და პატიმრებს, რომელთა თაობაზეც მისი ყურადღება განსაკუთრებით მიაპყრეს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 62:
დაწესებულების სამედიცინო სამსახური უნდა ცდილობდეს, აღმოაჩინოს და განკურნოს ფიზიკური ან ფსიქიკური ავადმყოფობები ან ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის პატიმრის რეაბილიტაციას. ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა საჭირო სამედიცინო, ქირურგიული და ფსიქიატრიული მომსახურება.
გაეროს სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით ექიმების, როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან, წესი 1:
1. ჯანდაცვის პერსონალი, განსაკუთრებით ექიმები, რომელთაც პატიმრებსა და დაკავებულ პირებზე ზრუნვა ევალებათ, მოვალენი არიან, უზრუნველყონ ისინი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვით და ავადმყოფობის მკურნალობით, იმავე ხარისხითა და სტანდარტებით, რაც გათვალისწინებულია მათთვის, ვინც არ არის დაპატიმრებული ან დაკავებული.
პრაქტიკაში განხორციელება
ზრუნვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა
როდესაც ეს შესაძლებელია, პატიმრებს სრულად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ფართო საზოგადოებისთვის არსებულ სამედიცინო საშუალებებზე. უმრავლესობა სახელმწიფოებში ეს ხელმისაწვდომობა შემოიფარგლება მხოლოდ სპეციალიზებული მკურნალობით, ხოლო საერთო სამედიცინო მზრუნველობის გაწევა ხდება უშუალოდ ციხეში ან სპეციალურ ციხის სამედიცინო დაწესებულებებში. ციხის ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილი სამედიცინო მკურნალობა ან ექთანის მომსახურება უნდა იყოს სულ ცოტა იმავე დონის, რაც ხელმისაწვდომია ციხის გარეთ მყოფი საზოგადოებისთვის.
საერთო სამედიცინო მომსახურება
თითოეულ ციხეში ციხის ადმინისტრაციამ, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყოს:
ციხეში მიღებისას თავდაპირველი სამედიცინო შემოწმება;
რეგულარული ამბულატორიული კონსულტაციები;
გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა;
პატიმრების კონსულტირებისა და მკურნალობისათვის შესაფერისად აღჭურვილი შენობა;
კვალიფიციური ფარმაცევტების მიერ გამოშვებული შესაბამისი მედიკამენტების ადეკვატური მარაგი;
ფიზიოთერაპიისა და მკურნალობის შემდგომი სარეაბილიტაციო საშუალებები;
სპეციალური საკვები, თუ ამას მოითხოვს სამედიცინო საჭიროება.
ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს გადაუდებელ შემთხვევებში საერთო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს და დაყოვნების გარეშე (სტანდარტული მინიმალური წესი 52).
„1997 წელს, ოთხმა პატიმარმა, რომელთაც იმუნოდეფიციტის ვირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ, საჩივრით მიმართა სამხრეთ აფრიკის უმაღლეს სასამართლოს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თავად და სხვა იმუნოდეფიციტის ვირუსზე დადებითი რეაქციის მქონე პატიმრები არ იღებდნენ მათი მდგომარეობის შესაბამის სამედიცინო მზრუნველობას, მათ შორის, ისეთ სპეციალურ პრეპარატს, როგორიცაა AZT. ისინი მოითხოვდნენ აღნიშნული მკურნალობის უფასოდ გაწევას. გამასწორებელი სამსახურის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ მას თანხები არ ჰყოფნიდა ასეთი მაღალი დონის მომსახურების გასაწევად. მოსამართლემ გადაწყვეტილება პატიმრების სასარგებლოდ გამოიტანა და განაცხადა, რომ მათ უნდა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე“.2
კავშირები ჯანდაცვის საზოგადოებრივ სამსახურებთან
სამედიცინო ზრუნვის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, პენიტენციალური დაწესებულების ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, დაამყაროს და შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობა ციხის გარე ჯანდაცვის სამსახურებთან. ეს არა მხოლოდ მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობას შექმნის, არამედ საშუალებას მისცემს პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს, ისარგებლონ მკურნალობის საშუალებების, პროფესიული სტანდარტებისა და სწავლების თანამედროვე მიღწევებით.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი კომიტეტის 1993 წლის ანგარიშის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იყო ციხეებში არსებული პრობლემები, ციხის ჯანდაცვის სამსახური 1994 წლის იანვრის კანონის ძალით გადავიდა იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც საფრანგეთის ციხეების ადმინისტრირებას ახდენს, საზოგადოებრივი საავადმყოფოების სექტორის დაქვემდებარებაში. გადასვლის მიზანი იყო იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლის თანახმადაც, პატიმრები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ ჯანდაცვის იმავე სტანდარტებით, რაც ხელმისაწვდომია ციხის გარეთ მყოფი მოსახლეობისთვის. პირველი ნაბიჯის სახით და ჯანდაცვის ამ მომსახურებაზე დაშვების მინიჭების მიზნით, ყველა პატიმარი ავტომატურად ჩაერთო სოციალური უსაფრთხოების, საზოგადო ჯანდაცვის და ორსულობის დაზღვევის სქემებში“.
სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს უფასოდ
ციხეში ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ ყველა აუცილებელი სამედიცინო ზრუნვა და მკურნალობა უზრუნველყოფილი იყოს უფასოდ (გაეროს პრინციპების კრებული, პრინციპი 24). ეს საკითხი სპეციალური ყურადღების გამახვილებას მოითხოვს იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, სადაც უფასო სამედიცინო მზრუნველობა სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდულად მიეწოდება. განსაკუთრებით პრობლემატური შეიძლება იყოს მდგომარეობა მაშინ, როდესაც იზრდება გრძელვადიანი პატიმრების რიცხვი და მათ, რთული ან განუკურნებელი ავადმყოფობის გამო, ძვირი მკურნალობა ესაჭიროებათ. ციხის ადმინისტრაციამ საკითხი შესაფერისად უნდა მოაგვაროს ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს პატიმრების საჭიროებები და საჭირო მკურნალობა არ შეიზღუდოს სიძვირის საფუძვლით მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტი პატიმარია.
თავდაპირველი შემოწმება
ციხეში პირველად მისვლისას სამედიცინო შემოწმების შესახებ საუბარი იყო ამ სახელმძღვანელოს მე-3 თავში. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შესთავაზონ პატიმრებს სამედიცინო შემოწმება ციხეში პირველად მიყვანისას:
ეს საშუალებას აძლევს სამედიცინო პერსონალს, გამოარკვიონ მანამდე უკვე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა;
ეს იძლევა საშუალებას, სათანადო დახმარება გაეწიოს მათ, ვინც განიცდის ნარკოტიკებზე უარის თქმის შედეგებს;
ეს საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს სხეულის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა მიყენებული იყო თავდაპირველად დაკავებისას;
ეს საშუალებას აძლევს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლებს, შეაფასონ პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობა და სათანადოდ დაეხმარონ მათ, ვინც შეიძლება მიდრეკილი იყოს თვითდაზიანების მიყენებისაკენ.
ყოველთვის შესაძლებელი არ იქნება, რომ ექიმმა ჩაატაროს ყველა პატიმრის სამედიცინო შემოწმება მათი ციხეში მიყვანისთანავე. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმარი დაათვალიეროს სულ ცოტა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექთანმა, რომელიც საჭირო საკითხების შესახებ მოახსენებს ექიმს.
ციხეში მიღების პროცედურით, პატიმრებმა გასაგებად უნდა მიიღონ ინფორმაცია ციხეში არსებული ჯანდაცვის საშუალებების და სამედიცინო კონსულტაციის მიღების მეთოდების შესახებ.
სპეციალიზებული საშუალებები
საერთო სამედიცინო, სტომატოლოგიური და ფსიქიატრიული მკურნალობის აღნიშნულ საშუალებებთან ერთად, ციხის ადმინისტრაციამ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს სპეციალისტის კონსულტაციის და ჰოსპიტალური მკურნალობის შესაძლებლობები. ეს მოითხოვს მჭიდრო კავშირს ციხის ადმინისტრაციასა და სამოქალაქო საზოგადოების სამედიცინო სამსახურებს შორის, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ციხის ჯანდაცვის სამსახურს თვითონ შეეძლოს ყველა სახის სპეციალისტის მომსახურების გაწევა.
სპეციალიზებული მკურნალობის დაგეგმვისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით, ქალებისა და მოხუცი პატიმრების საჭიროებებს.
სპეციალიზებულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ხშირად მოითხოვს პატიმრის გადაყვანას სხვა ადგილას. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმრის ესკორტირება იყოს შესაფერისი და არ იწვევდეს მკურნალობის დაყოვნებას ან პატიმრის დამატებით ნერვიულობას. პატიმრის ტრანსპორტირების პირობები უნდა შეესაბამებოდეს მის სამედიცინო მდგომარეობას.
როდესაც პატიმრებს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ
დროდადრო პატიმრებს წარმოეშობათ ისეთი სამედიცინო პრობლემები, რომლებიც ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს. ამ მომსახურების გაწევის რამდენიმე გზა არსებობს. ბევრი ციხის ადმინისტრაციას შექმნილი აქვს ციხის საავადმყოფოები, სადაც მკურნალობენ ნაკლებად მწვავე ისეთ პრობლემებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. სხვაგან უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული აქვთ იმით, რომ სამოქალაქო საავადმყოფოებში შექმნილია ციხის განყოფილებები. თუმცა, ხშირად პატიმრებს შეიძლება ჰოსპიტალიზაციურ მკურნალობას უწევდნენ სამოქალაქო საავადმყოფოს ჩვეულებრივ პირობებში. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მშობიარე ქალებთან და განუკურნებელი სენით შეპყრობილ პატიმრებთან მიმართებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შესაფერისი ზომები. წამების თავიდან აცილების კომიტეტმა თავის მესამე ზოგად ანგარიშში აღნიშნა, რომ:
„...საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილი პატიმრები არ უნდა იყვნენ საწოლზე ან სხვა ავეჯზე ფიზიკურად მიჯაჭვული უსაფრთხოების მიზეზთა გამო“.3
ჯანსაღი გარემო
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
გარდა იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციამ უნდა დააკმაყოფილოს ავადმყოფი პატიმრების საჭიროებები, მან ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმრობის პირობები არ აუარესებდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 10:
პატიმრებისთვის განკუთვნილი ყველა ადგილსამყოფელი და, განსაკუთრებით საძინებელი ადგილი, უნდა პასუხობდეს ჯანმრთელობის ყველა მოთხოვნას და სათანადოდ ითვალისწინებდეს კლიმატურ პირობებს, აგრეთვე, განსაკუთრებით, ჰაერის მოცულობას, მინიმალურ ფართს, განათებას, გათბობას და ვენტილაციას.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 12:
სანიტარული აღჭურვილობა ადეკვატური უნდა იყოს იმისათვის, რომ თითოეულ პატიმარს შეეძლოს საჭიროებისამებრ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სუფთად და ღირსების დაცვით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 13:
მოწყობილი უნდა იყოს ადეკვატური სააბაზანო და საშხაპე საშუალებები იმისათვის, რომ თითოეულ პატიმარს შეეძლოს და მოეთხოვოს აბაზანის ან შხაპის მიღება, კლიმატის შესაბამის ტემპერატურაზე, იმდენჯერ, რამდენჯერაც აუცილებელია საერთო ჰიგიენისთვის სეზონისა და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით, მაგრამ სულ ცოტა კვირაში ერთხელ, კლიმატის შესაბამისი ტემპერატურით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 26:
(1) ექიმი რეგულარულად უნდა ამოწმებდეს და რეკომენდაციას აძლევდეს დირექტორს შემდეგ საკითხებზე:
(a) საკვების რაოდენობა, ხარისხი, მომზადების და მირთმევის პირობები;
(b) დაწესებულებებისა და პატიმრების ჰიგიენა და სისუფთავე;
(c) დაწესებულების სანიტარია, გათბობა, განათება და ვენტილაცია;
(d) პატიმართა ტანსაცმლისა და თეთრეულის შესაფერისობა და სისუფთავე;
(e) ფიზიკურ აღზრდასა და სპორტთან დაკავშირებული წესების შესრულება - თუ ამ საკითხებისთვის არ არის გამოყოფილი ცალკე ტექნიკური პერსონალი.
პრაქტიკაში განხორციელება
ციხის გარემოს გავლენა
სახელმწიფოს ეკისრება აბსოლუტური ვალდებულება, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს იმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებზეც ის პასუხისმგებლობას იღებს მათთვის თავისუფლების ჩამორთმევით. პირობებს, რომლებშიც პატიმრები იმყოფებიან, არსებითი გავლენა აქვს მათ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობისათვის თავის გართმევის მიზნით, ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტები ყველა იმ სფეროში, რომელიც გავლენას ახდენს პატიმრების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. ადგილსამყოფლის ფიზიკური პირობები, საკვები და ჰიგიენისა და სანიტარიის პირობები - ყველაფერი ეს ისე უნდა იყოს მოგვარებული, რომ დაეხმაროს მათ, ვინც ვერ გრძნობს თავს ჯანმრთელად, ასევე, მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელი ადამიანებისთვის ინფექციის გადადების საფრთხე.
ბევრი სახელმწიფო დგას ისეთი მძიმე პრობლემის წინაშე, როგორიცაა გადავსებული ციხეები; ამავე დროს, რესურსების მწვავე უკმარისობა ხელშემშლელი ბარიერია ციხეში ჯანსაღი პირობების მისაღწევად. თითოეული პატიმრისთვის გამოყოფილი ფართი და ხელმისაწვდომობა ბუნებრივ სინათლესა და სუფთა ჰაერზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფექციური დაავადებების გავრცელებასა და პატიმრების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტმა თავის ანგარიშში, მოლდოვაში 2001 წელს ვიზიტის შესახებ, აღნიშნა, რომ ბუნებრივი სინათლე და სუფთა ჰაერი პატიმართა ფუნდამენტური უფლებებია; კომიტეტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ციხეში, რომელიც მან მოინახულა, ფანჯრებიდან მოხსნეს ჟალუზები.4
გადამდები დაავადებები
გადამდები დაავადებები ბევრი ციხის ადმინისტრაციისთვის ძირითად პრობლემად იქცა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ზოგ ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევამ ეპიდემიის მაჩვენებლებს მიაღწია, სწრაფად ვრცელდება იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსიც. აფრიკის ზოგ ნაწილში იმუნოდეფიციტის ვირუსით/შიდსით ბევრი პატიმარია დაავადებული. ზოგიერთი ციხის ადმინისტრაციამ ამ პრობლემებთან ბრძოლა თავდაპირველი შემოწმებითა და მკურნალობის პროგრამებით დაიწყო, რომლებიც ხშირად საერთაშორისო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად 1998 წელს დაიწყო ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის განხორციელება საქართველოს ციხეებში. ამ პროგრამის ფარგლებში:
შემოღებულ იქნა პატიმრების შემოწმება;
გარემონტდა ტუბერკულოზით დაავადებულთა ციხე-კოლონია უსაფრთხო სამუშაო გარემოს და პატიმრებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით;
მოხდა ექიმების და ექთანების გადამზადება;
შემოღებულ იქნა პროგრამა DOTS-ით მკურნალობა.
პროგრამის მეშვეობით მიღწეულ იქნა განკურნების მაღალი მაჩვენებელი იმ პირთა შორის, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობის კურსი.“5
ციხის თანამშრომლების ინფორმირება დაავადებათა გადაცემის საკითხებთან დაკავშირებით
სახელმწიფოებში, სადაც გადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელია, ციხის ადმინისტრაციებმა უნდა შეიმუშაონ ციხის თანამშრომლების სწავლების პროგრამა გადამდები დაავადებების საკითხებსა და იმ დამცავ მეთოდებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მათ მიერ სამუშაოს ნორმალურად შესასრულებლად. ზოგ ქვეყანაში თანამშრომლებს რეგულარულად სთავაზობენ ჰეპატიტის საწინააღმდეგო უფასო აცრას.
ფსიქიკური აშლილობა
პატიმრობის პირობები სერიოზულ გავლენას ახდენს პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ციხის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ზომები, რათა შეამციროს ამ გავლენის მასშტაბები და შემოიღოს პროცედურები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ინდივიდუალურ პატიმრებზე აღნიშნული გავლენის შედეგების მონიტორინგს. მიღებულ უნდა იქნეს ზომები იმ პატიმრების გამოსავლენად, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანების ან თვითმკვლელობისაკენ. თანამშრომლები სათანადოდ უნდა იყვნენ გაწვრთნილი იმისათვის, რომ ამოიცნონ თვითდაზიანების პოტენციური შესაძლებლობის ინდიკატორები. თუ პატიმრებს დაუსვამენ ფიზიკური ავადმყოფობის დიაგნოზს, ისინი არ უნდა ამყოფონ ციხეში, არამედ უნდა გადაიყვანონ შესაფერისად აღჭურვილ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
ციხის საერთო პირობების მონიტორინგი
საერთაშორისო დოკუმენტები სპეციალურ ვალდებულებას აკისრებს ციხის სამედიცინო პერსონალს, თავიანთი პროფესიული ცოდნის გამოყენებით, ჩაატარონ ინსპექტირება და დააფიქსირონ ყველა ის პირობა, რომელიც გავლენას ახდენს პატიმრების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. ჯანდაცვის პერსონალს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის იმ შეგნების დამკვიდრებაში, რომ ჯანდაცვა გულისხმობს არა უბრალოდ მკურნალობას, არამედ ჯანსაღი გარემოს შექმნის ყველა ასპექტს და რომ ამის მიღწევა ციხეში ყველას ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია ხოლმე რესურსების სიმწირის პირობებში.
ინდივიდუალური მკურნალობა
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
თითოეულ პატიმარს აქვს შესაფერისი დონის სამედიცინო კონსულტაციაზე რეგულარული, კონფიდენციალური ხელმისაწვდომობის უფლება; ამ კონსულტაციის დონე არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ნებისმიერი სამედიცინო გადაწყვეტილება და მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური პატიმრის და არა ადმინისტრაციის საჭიროებებს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 25:
(1) ექიმი უნდა ზრუნავდეს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურად ნახულობდეს ყველა ავადმყოფ პატიმარს: პატიმრებს, რომლებიც უჩივიან ავადმყოფობას და პატიმრებს, რომელთა თაობაზეც მისი ყურადღება განსაკუთრებით მიაპყრეს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 62:
დაწესებულების სამედიცინო სამსახური უნდა ცდილობდეს, აღმოაჩინოს და განკურნოს ფიზიკური ან ფსიქიკური ავადმყოფობები ან ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის პატიმრის რეაბილიტაციას. ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა საჭირო სამედიცინო, ქირურგიული და ფსიქიატრიული მომსახურება.
პრაქტიკაში განხორციელება
სამედიცინო კონსულტაციაზე ხელმისაწვდომობა
ციხის ადმინისტრაციამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ პატიმრებს, რომლებიც ავად არიან ან უჩივიან ჯანმრთელობას, ყოველდღიურად მიუწვდებოდეთ ხელი შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის მომსახურებაზე. პირობები, რომლებშიც ასეთი კონსულტაციები უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს ისეთი, რომ დაცული იყოს პატიმრის ღირსება და იძლეოდეს კონფიდენციალურობის შენარჩუნების საშუალებას. თუ გასათვალისწინებელია უსაფრთხოების მოსაზრებები, მაშინ ექიმთან კონსულტაცია უნდა ჩატარდეს ისე, რომ ციხის გუშაგები ვიზუალურად ხედავდნენ, მაგრამ ვერ ისმენდნენ საუბარს.
პირადი საიდუმლოების დაცვა
პირობები, რომლებშიც პატიმრებს ესაუბრებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თანაბარი უნდა იყოს იმ პირობებისა, რომლებიც სამოქალაქო სამედიცინო პრაქტიკითაა გათვალისწინებული. შეძლებისდაგვარად, ასეთი გასაუბრება უნდა ხდებოდეს შესაფერისად აღჭურვილ საკონსულტაციო ოთახში. დაუშვებელია კონსულტაცია მოხდეს ერთდროულად პატიმრების ჯგუფთან ან სხვა პატიმრების ან არასამედიცინო პერსონალის თანდასწრებით.
კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობის უფლება ასევე მოითხოვს, რომ პატიმრები არ დაავალდებულონ, ექიმის მოთხოვნით, მათ მიმართონ ციხის სხვა თანამშრომლებს. ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია, მათ მოეთხოვოთ იმის გამჟღავნება, თუ რატომ ითხოვენ ექიმის კონსულტაციას. სამედიცინო კონსულტაციის მიღების პროცედურების შესახებ პატიმრებს გასაგებად უნდა ეცნობოთ ციხეში მიღებისას.
სამედიცინო დავთრები
ინდივიდუალური პატიმრების შესახებ სამედიცინო ჩანაწერები უნდა იყოს ექიმის განკარგულებაში და არ უნდა იქნეს გამჟღავნებული პატიმრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ზოგ ქვეყანაში ციხის ჯანდაცვის სამსახურები უწყებრივად სამოქალაქო ჯანდაცვის სამსახურებს ექვემდებარებიან. იმ დადებით მხარეებთან ერთად, რომლებიც განხილულია ზემოთ, ნაწილში “ჯანმრთელობის უფლება”, ამგვარი უწყებრივი მოწყობა ხელს შეუწყობს იმის მკაფიოდ განსაზღვრას, რომ სამედიცინო ჩანაწერები არ წარმოადგენენ ციხის სხვა დავთრების ნაწილს.
მკურნალობა
კონსულტაციისა და დიაგნოზირების შედეგად დანიშნული მკურნალობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოცემული პატიმრის ინტერესებშია. გადაწყვეტილებები არ უნდა დაეფუძნოს ხარჯების ოდენობას ან ციხის ადმინისტრაციისთვის სასურველობას.
მკურნალობა მსჯავრდებამდე და მსჯავრდების შემდგომ
ჯანდაცვის იმ პრობლემების მართვასთან ერთად, რომლებიც ციხეში იჩენს თავს, ექიმები ასევე პასუხისმგებელი არიან ისეთი მექანიზმის დანერგვაზე, რომელიც შექმნის მანამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების შესაძლებლობას. ისევ და ისევ, ეს მოითხოვს შესაფერის კავშირებს გარე ჯანდაცვის ორგანოებთან.
განუკურნებელი სენით შეპყრობილი პატიმრები
ზოგ ქვეყანაში დასაშვებია იმ პატიმრების ვადამდე გათავისუფლება, რომლებიც განუკურნებელი სენით არიან შეპყრობილი. ციხის მედპერსონალის მიერ გაკეთებული ან შეთავაზებული რეკომენდაცია უნდა ეფუძნებოდეს პროფესიულ გადაწყვეტილება და შეესაბამებოდეს პატიმრის საუკეთესო ინტერესებს. ასეთი პატიმრების ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები ციხის ადმინისტრაციის გასათვალისწინებელი და შესაფასებელია.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო წესები ციხეებში იმუნოდეფიციტის სინდრომთან და შიდსთან დაკავშირებით, ჟენევა, 1993 წლის მარტი
51. თუ ეს შესაძლებელია, უსაფრთხოების ინტერესების და სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, განვითარებული შიდსის ვირუსით დაავადებული პატიმრები, თანაგრძნობის მოტივით, რაც შეიძლება ადრე, ვადამდე უნდა იქნენ გათავისუფლებული, რათა ხელი შეეწყოს მათ ოჯახებთან და ახლობლებთან დაკავშირებას და მიეცეთ მათ სიკვდილთან ღირსეულად და თავისუფლებაში შეხვედრის შესაძლებლობა.
ჯანდაცვის პერსონალი
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
თითოეულ ციხეს უნდა გააჩნდეს საკმარისი რაოდენობით შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე ჯანდაცვის პერსონალი, რომელიც დააკმაყოფილებს ციხის მოსახლეობის საჭიროებებს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 22:
(1) თითოეულ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ ცოტა ერთი კვალიფიციური ექიმის მომსახურება, რომელიც უნდა ფლობდეს გარკვეულ ცოდნას ფსიქიატრიაში. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი ან საერთო-სახელმწიფოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობით. ეს მომსახურება უნდა შეიცავდეს ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკას და, შესაბამის შემთხვევებში, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობას.
(3) თითოეულ პატიმარს ხელი უნდა მიუწვდებოდეს კვალიფიციური სტომატოლოგის მომსახურებაზე.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 49:
(1) რამდენადაც ეს შესაძლებელია, პერსონალი უნდა მოიცავდეს საკმარისი რაოდენობით ისეთ სპეციალისტს, როგორიცაა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მასწავლებელი და ხელობის მასწავლებელი.
პრაქტიკაში განხორციელება
ციხის პირობებში მომუშავე ჯანდაცვის პერსონალის ეთიკის კოდექსი
1979 წელს ციხის სამედიცინო სამსახურების საერთაშორისო საბჭომ დაამტკიცა ეთიკის კოდექსი, რომელიც ათენის ფიცის სახელითაა ცნობილი და, რომლის თანახმად, ამ სამსახურებმა აიღეს შემდეგი ვალდებულება:
„ჰიპოკრატეს ფიცის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება საუკეთესო ხარისხის ჯანდაცვის მომსახურება გავუწიოთ მათ, ვინც ნებისმიერი მიზეზით პატიმრობაში იმყოფება ციხეში, ჩვენი შესაბამისი პროფესიული ეთიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე და მის ფარგლებში.
ჩვენ ვაღიარებთ პატიმრობაში მყოფი პირების უფლებას, მიიღონ რაც შეიძლება საუკეთესო ხარისხის ჯანდაცვის მომსახურება. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ:
1 თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის ფიზიკურ დასჯაზე თანხმობის მიცემისგან ან ამის მოწონებისგან.
2 თავი შევიკავოთ ნებისმიერი ფორმით წამებაში მონაწილეობისგან.
3 არ მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერი ფორმით ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებისგან პატიმრობაში მყოფი პირების გამოყენებით, ამ უკანასკნელთა გაცნობიერებული თანხმობის გარეშე.
4 დავიცვათ პატიმრობაში მყოფ პირებთან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის შედეგად ჩვენთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
5 ჩვენ მიერ მიღებული სამედიცინო გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ჩვენი პაციენტების საჭიროებებს და სარგებლობდეს უპირატესობით სხვა ნებისმიერ არასამედიცინო საკითხებთან მიმართებით.“
თანაბარი ზრუნვა
ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმრებს ხელი მიუწვდებოდეთ კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალზე, რომელთა რაოდენობა და კვალიფიკაციის დონე საკმარისია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხშირად ამის ყველაზე უკეთ მოგვარება შესაძლებელია საერთო სამოქალაქო მოსახლეობის მომსახურე ჯანდაცვის დაწესებულებებთან კავშირების დამყარებით. ციხის ყველა სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალი უნდა იყოს შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე სულ ცოტა იმავე დონეზე, რაც მოითხოვება ციხის გარეთ ანალოგიურ თანამდებობებზე. ასევე, მათი ხელფასებიც და შრომითი პირობებიც ეკვივალენტური უნდა იყოს.
პატიმრები, როგორც პაციენტები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამედიცინო ეთიკის პრინციპები ყველა ჯანდაცვის პერსონალს და განსაკუთრებით ექიმს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყონ პატიმრები ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვით და ავადმყოფობის მკურნალობით. ამიტომ, მათი უპირველესი პრიორიტეტია პაციენტების ჯანმრთელობა და არა ციხის ადმინისტრაცია. ათენის ფიცი, რომლის ამონარიდიც ზემოთაა მოცემული, კიდევ უფრო გასაგებს ხდის, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პაციენტების საჭიროებებს და უნდა სარგებლობდეს უპირატესობით სხვა ნებისმიერ არასამედიცინო საკითხებთან შედარებით.
ციხეში მომუშავე სამედიცინო პერსონალი არ არის ციხის დისციპლინური ან ადმინისტრაციული თანამშრომლების ნაწილი. ზოგ სახელმწიფოში, სადაც სამედიცინო პერსონალი უშუალოდ ციხის ადმინისტრაციის მიერაა დაქირავებული, ისინი არიან მოცემული ციხისგან დამოუკიდებელი ცალკე მმართველი სტრუქტურის დაქვემდებარებაში.
არსებობს რიგი საკითხები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ზღვარი უნდა გაავლოს ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროფესიულ ეთიკას შორის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი და ასეთ შემთხვევებში შესაფერისი რეაგირების ნიმუშები.
ჯანდაცვის პერსონალის დახმარება
ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ციხეში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს სათანადო დახმარება და ჩაუტარდეს გადამზადება როგორც ციხის მედიცინის სპეციფიკური მოთხოვნების, ისე უფრო ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. კვალიფიციური მედპერსონალი, რომელიც მზადაა, იმუშაოს ციხეში, ხშირად ნაკლებად მოიპოვება. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ცოდნა-გამოცდილება არ მიიმართოს მათთვის შეუსაბამო სამუშაოების შესრულებისკენ. ამ მიზნით ისინი უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე და საკანცელარიო დახმარებით.
ციხის ექთანების დახმარება
1998 წელს ექთანთა საერთაშორისო საბჭომ შეიმუშავა განცხადება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ ექთანთა შიდასახელმწიფოებრივმა ასოციაციებმა ციხის ექთანებს უნდა გაუწიონ კონფიდენციალური რჩევა, კონსულტაცია და დახმარება [ექთანების როლი პატიმრებსა და დაკავებულებზე ზრუნვაში, ექთანთა საერთაშორისო საბჭო, 1998წ].
წამების დოკუმენტირება
1999 წელს პროფესიულმა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა პირებმა შეიმუშავებს პრინციპების კრებული წამების ან არასათანადო მოპყრობის ეფექტური დოკუმენტირების შესახებ, რომელიც ცნობილია, როგორც სტამბულის ოქმი [წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტური დოკუმენტირების პრინციპები (სტამბულის ოქმი), 1999წ.].
პირადი გასინჯვა
1993 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ მიიღო განცხადება პატიმართა პირად გასინჯვასთან დაკავშირებით, რომელშიც, სხვა საკითხთა შორის, ნათქვამია, რომ ექიმის მიერ პატიმრისთვის სამედიცინო მზრუნველობის გაწევის ვალდებულება არ უნდა იქნეს დაკნინებული ციხის უსაფრთხოების სისტემაში მონაწილეობის ვალდებულებით. თუ ასეთი გასინჯვის ჩატარება საჭიროა, იგი უნდა ჩატარდეს არა იმ ექიმის მიერ, რომელიც პატიმარს სამედიცინო მზრუნველობას უწევს [განცხადება პატიმართა პირადი გასინჯვის შესახებ, მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1993წ.].
გაფიცვა შიმშილობით
1991 და 1992 წლებში მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ მიიღო სახელმძღვანელო წესები გაფიცულ მოშიმშილეებზე მზრუნველი ექიმებისათვის, რომლებშიც, სხვა საკითხთა შორის, ხაზგასმით აღნიშნულია ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში თანხმობის და კონფიდენციალურობის მნიშვნელობა, აგრეთვე ის, რომ გადაწყვეტილება სამედიცინო ჩარევის ან ჩაურევლობის შესახებ უნდა მიიღოს უშუალოდ ექიმმა ისე, რომ ამაში არ ჩაერიონ მესამე მხარეები, რომელთა მთავარ ინტერესს პაციენტის კეთილდღეობა არ წარმოადგენს [მალტის დეკლარაცია გაფიცულ მოშიმშილეებზე, მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1991წ., 1992წ.].
სიკვდილით დასჯაში მონაწილეობა
1981 წელს და შემდგომ კიდევ 2000 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ დაადგინა, რომ ექიმებისთვის არაეთიკურია სიკვდილით დასჯასა ან მისი აღსრულების პროცესის ნებისმიერ ეტაპში მონაწილეობა ნებისმიერი სახით [დადგენილება სიკვდილით დასჯაში ექიმების მონაწილეობის შესახებ, მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1981წ. 2000წ].
ყველა თანამშრომლის გადამზადება
ციხის საზოგადოების ბუნება ისეთია, რომ სამედიცინო მომსახურებათა მთელი სპექტრის უზრუნველყოფის ვალდებულებასთან ერთად, ციხის ადმინისტრაციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ციხის ყველა თანამშრომელს უნდა ესმოდეს ჯანდაცვის ელემენტარული საკითხები. ძალზე ხშირად, ციხეში ინციდენტის მოხდენისას, როდესაც ვინმეს ესაჭიროება დაუყოვნებელი პირველი სამედიცინო დახმარება, შემთხვევის ადგილზე პირველად მისული არ არის ჯანდაცვის პერსონალი, მაგრამ მათ მოეთხოვებათ გადაუდებელი დახმარების გაწევა. ამიტომ საჭიროა მათი სათანადო სწავლება, რათა შეეძლოთ აღნიშნული დახმარების გაწევა.
__________________
1. წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის ანგარიში მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის მიმართ მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, 2001 წლის 10-22 ივნისი [CPT/Inf (2002)11, პარაგრაფები 69 და 95].
2. ვან ბილჟონი გამასწორებელი სამსახურის წინააღმდეგ, 1997წ. SACR 50 (C).
3. ევროპის საბჭო, მე-3 ზოგადი ანგარიში წამების თავიდან აცილების კომიტეტის მიერ 1992 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, [CPT/Inf (93)12, პარაგრაფი 36].
4. წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის ანგარიში მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის მიმართ მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, 2001 წლის 10-22 ივნისი [CPT/Inf (2002)11, პარაგრაფი 85].
5. იხ. ციხეებში ჯანმრთელობის სიახლეები, ნომერი 1, 2002 წლის გაზაფხული, პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი, კინგს კოლეჯი, ლონდონი.
![]() |
7 5 დაცული, უსაფრთხო და მოწესრიგებული ციხის ადმინისტრირება |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
უსაფრთხოება და სამართლიანობა
სამხრეთ აფრიკის გამასწორებელი სამსახურის დეპარტამენტის ხელახალი გადამზადებისა და ადამიანის უფლებათა პროექტის ოფიციალურ გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ აღნიშნა ციხის ადმინისტრირებისას როგორც უსაფრთხოების, ისე სამართლიანობის მნიშვნელობა:
„ციხეების უსაფრთხოება არსებითია იმისათვის, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ იარაღად იქცეს. როდესაც პატიმრებს - მსჯავრდებულებს თუ წინასწარ პატიმრობაში მყოფთ - თქვენ გაბარებენ, მათ უნდა იცოდნენ და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ისინი იქ დარჩებიან კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებამდე... ამასთანავე, ჩვენი ციხეების მიერ ქვეყანაში დანაშაულის დონის შემცირებაში შეტანილი წვლილი გამოიხატება იმითაც, თუ როგორ ეპყრობიან ისინი პატიმრებს. სიტყვები არასაკმარისია იმის აღსანიშნავად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმიც და ადამიანის უფლებათა პატივისცემაც“.
(კრუნშტადი, 1998 წლის 25 ივნისი)
სწორი ბალანსი
1990 წელს ინგლისის ციხეებში მომხდარი რამდენიმე ძალზედ სერიოზული ჯანყის თაობაზე ლორდი მოსამართლე ვულფის მიერ შედგენილ მოხსენებაში აღნიშნული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ სწორი ბალანსის შენარჩუნება უსაფრთხოებას, კონტროლსა და სამართლიანობას შორის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ციხის ეფექტური ადმინისტრირებისთვის.1
„არსებობს სამი კრიტერიუმი, რომელსაც პენიტენციალური სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ იგი იყო სტაბილური; ესენია: უსაფრთხოება, კონტროლი და სამართლიანობა. წინამდებარე მიზნებისთვის, „უსაფრთხოება“ ნიშნავს პენიტენციალური სამსახურის ვალდებულებას, თავიდან აიცილოს პატიმრების გაქცევა. „კონტროლი“ ნიშნავს პენიტენციალური სამსახურის ვალდებულებას, თავიდან აიცილოს პატიმრების მიერ არეულობის მოწყობა. „სამართლიანობა“ ნიშნავს პენიტენციალური სამსახურის ვალდებულებას, პატიმრებს მოექცეს ჰუმანურად და სამართლიანად და მოამზადოს ისინი საზოგადოებაში დასაბრუნებლად...“
უსაფრთხო გარემო
უსაფრთხოებას, კონტროლსა და სამართლიანობას შორის ბალანსის მიღწევისა და შენარჩუნების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს ციხის ყველა მმართველს. არასწორია იმის თქმა, რომ პატიმრების ჰუმანურად და სამართლიანად მოპყრობა გამოიწვევს უსაფრთხოების ან კონტროლის შემცირებას. პირიქით, გაქცევის თავიდან აცილებისა და კონტროლის უზრუნველყოფის მიზანი ყველაზე უკეთ შეიძლება მიღწეულ იქნეს კარგად მოწესრიგებულ გარემოში:
რომელიც უსაფრთხოა პატიმრებისა და ციხის თანამშრომლებისთვის;
რომელშიც ციხის საზოგადოების ყველა წევრი თვლის, რომ მას ექცევიან სამართლიანად;
რომელშიც პატიმრებს აქვთ კონსტრუქციულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღების და გათავისუფლებისთვის საკუთარი თავის მომზადების შესაძლებლობა;
პროფესიონალი ციხის მმართველი მუდმივად უნდა ესწრაფოდეს ამ ბალანსის შენარჩუნებას.
მკაფიოდ განსაზღვრული შინაგანაწესის საჭიროება
ყველა კარგად მოწესრიგებული საზოგადოება, ციხის ჩათვლით, უნდა მუშაობდეს ისეთი წესების საფუძველზე, რომლებსაც საზოგადოების წევრები სამართლიანად მიიჩნევენ. ციხეში ასეთი წესები მიზნად ისახავს თითოეული ადამიანის - როგორც ციხის თანამშრომლების, ისე პატიმრების - უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ადამიანების ორივე ჯგუფს ეკისრება ამ წესების შესრულების პასუხისმგებლობა. პატიმრები უნდა წახალისდნენ კარგი ქცევისათვის და დაისაჯონ ცუდი ქცევისათვის. ციხის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათაც მოეთხოვებათ წესების ყოველთვის დაცვა. ციხის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საჩივრებისა და განცხადებების განხილვის სისტემა, დისციპლინა და სანქციები მათთვის, ვინც არღვევს შეთანხმებულ წესებს, რომლებიც სამართლიანად და მიუკერძოებლად გამოიყენება.
უსაფრთხოების შესაფერისი დონის სწორად განსაზღვრა
ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, პატიმრობაში ჰყავდეს ისინი, ვისაც სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით თავისუფლება აღეკვეთა. პატიმრებს არ მოსწონთ ციხეში ყოფნა, მაგრამ ბევრი მათგანი ეგუება მისი მდგომარეობის რეალობას. თუ მათ მიმართ გამოიყენება შესაფერისი უსაფრთხოების ზომები და სამართლიანი დამოკიდებულება, ისინი არ ეცდებიან გაქცევას ან ციხის ნორმალური ცხოვრების ტემპის არევას. მეორე მხრივ, ზოგმა პატიმარმა შეიძლება ყველა ღონე იღონოს გაქცევისათვის. თუ ისინი მართლაც მოახერხებენ გაქცევას, ზოგიერთი მათგანი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას, ზოგი კი - არა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პენიტენციალურმა ორგანოებმა სწორად უნდა განსაზღვრონ თითოეული ინდივიდუალური პატიმრის საფრთხის დონე, რათა თითოეულ მათგანზე გავრცელდეს უსაფრთხოების შესაფერისი ზომები, არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი.
ჭარბი უსაფრთხოება და კონტროლი შეიძლება სახიფათო იყოს
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არსებულ ბევრ ციხეში არსებობს მდგომარეობა, როდესაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან სამართლიანობის ხარჯზე დამკვიდრებულია ჭარბი უსაფრთხოება და კონტროლი:
დესპოტური უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ რეაბილიტაციის პროგრამას;
კონტროლის სასტიკი მეთოდები;
დისციპლინური განხილვების უსამართლობა; და
უკანონო სასჯელები.
ზოგ ქვეყანაში პენიტენციალურ სისტემებში ციხის ადმინისტრატორებს დაკარგული აქვთ კონტროლი მათ დაწესებულებებზე და პატიმრების ძლიერ ჯგუფებს ნებას აძლევენ, განახორციელონ კონტროლის უკანონო სისტემა პატიმრებზეც და ციხის თანამშრომლებზეც.
ორივე შემთხვევაში, მოწესრიგებული საზოგადოება ირღვევა, რაც იწვევს პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალადობრივი და მართლსაწინააღმდეგო ქცევის, არეულობის, გაქცევის ალბათობას და პატიმრებისთვის კონსტრუქციული საქმიანობების არარსებობას.
ძალის გამოყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება
მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს წესრიგის სრულ დარღვევას და ინდივიდუალურად ან კოლექტიურად გამოყენებული ყველა სხვა საშუალება უშედეგო აღმოჩნდება, დასაშვებია ძალის, როგორც წესრიგის აღდგენის კანონიერი საშუალების გამოყენება. ეს უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება. ვინაიდან ციხე დახურული საზოგადოებაა, რომელშიც ასეთ გარემოებებში ადვილი შესაძლებელია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ძალის გამოყენების შესახებ უნდა არსებობდეს კონკრეტული და გამჭვირვალე პროცედურები. ამ საკითხზე საუბარია აგრეთვე მე-2 და მე-3 თავებში.
ბალანსი უსაფრთხოებისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამებს შორის
საერთაშორისო დოკუმენტები პატიმრობის მიზნად განსაზღვრავენ საზოგადოების დაცვას დანაშაულისგან არა უბრალოდ დამნაშავეების საზოგადოებისგან განცალკევებით, არამედ იმის მცდელობით, რომ, შეძლებისდაგვარად, მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ამ მიზნის მისაღწევად ციხის ადმინისტრაციამ შესაფერისი ბალანსი უნდა დაამყაროს უსაფრთხოებასა და იმ პროგრამებს შორის, რომლებიც გათვალისწინებულია პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის. ამ ბალანსის მიღწევა უფრო სავარაუდოა, თუ არსებობს მკაფიო პროცედურები, რომლებითაც განსაზღვრულია ციხის და თითოეული პატიმრის უსაფრთხოების შესაფერისი დონე.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 4:
პატიმრების თავისუფლების შეზღუდვის და საზოგადოების დანაშაულისგან დაცვის ფუნქცია ციხეებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფოს სხვა სოციალურ მიზნებთან და საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობისა და განვითარების ხელშეწყობის ფუნდამენტურ ფუნქციებთან შესაბამისობაში.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 58:
თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ან მსგავსი თავისუფლების აღმკვეთი სხვა ღონისძიების მიზანი და დასაბუთება საბოლოო ჯამში საზოგადოების დანაშაულისგან დაცვაა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პატიმრობის ვადა, რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენება იმისათვის, რომ საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ დამნაშავეს არა მხოლოდ სურდეს, არამედ შეეძლოს კიდეც კანონმორჩილი და თვითუზრუნველყოფადი ცხოვრებით ცხოვრება.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 63(2):
სასურველია სხვადასხვა დონის უსაფრთხოების დადგენა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების მიხედვით. ღია დაწესებულებები, რომლებიც არ იყენებენ გაქცევის საწინააღმდეგოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ ეყრდნობიან პატიმრების თვითდისციპლინას, ყველაზე უკეთეს პირობებს ქმნიან ყურადღებით შერჩეული პატიმრების რეაბილიტაციისთვის.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 33:
შეზღუდვის ინსტრუმენტები, როგორიცაა ხელბორკილი, ჯაჭვები, რკინის ქამრები და დამაწყნარებელი პერანგები, არასოდეს შეიძლება იქნეს გამოყენებული დასჯის სახით. შეზღუდვის აღნიშნული ინსტრუმენტები არ უნდა იქნეს გამოყენებული, შემდეგი გარემოებების გარდა:
(a) უსაფრთხოების ღონისძიების სახით, გადაყვანისას გაქცევის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ ისინი უნდა მოიხსნას, როდესაც პატიმარს წარადგენენ სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
(b) სამედიცინო საფუძველზე, ექიმის მითითებით;
(c) დირექტორის ბრძანებით, თუ კონტროლის სხვა მეთოდები უშედეგოა, იმისათვის, რომ პატიმარმა არ დაიზიანოს თავი ან არ დააზიანოს სხვები ან რაიმე ქონება; ასეთ შემთხვევებში, დირექტორმა უნდა გამართოს დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან და მოახსენოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ევროპის ციხის წესები, წესი 39:
ეს წესი პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების 33-ე წესს უმატებს შემდეგ პირობებს:
(a) საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ღონისძიების სახით, გადაყვანისას გაქცევის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ ისინი უნდა მოიხსნას, როდესაც პატიმარს წარადგენენ სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, თუ ასეთი ორგანო სხვაგვარად არ გადაწყვეტს;
(b) სამედიცინო საფუძველზე, ექიმის მითითებით და მისი ზედამხედველობის ქვეშ;
ჯაჭვების და რკინის ქამრების გამოყენება აკრძალულია.
პრაქტიკაში განხორციელება
პატიმრების მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს მინიმალურად აუცილებელი მათი პატიმრობის უსაფრთხოების მისაღწევად. ამ მიდგომას, სულ ცოტა, სამი დასაბუთებული მიზეზი აქვს:
უსაფრთხოების კლასიფიკაცია
ციხის თანამშრომლებს უკეთ ეცოდინებათ იმ პატიმრების შესახებ, რომელთაც მართლაც ესაჭიროებათ მაღალი დონის უსაფრთხოება, თუ ასეთი პატიმრების რაოდენობა შეიზღუდება;
რაც უფრო დაბალია უსაფრთხოების დონე, მით მეტად ჰუმანური იქნება მოპყრობა;
მესამე მიზეზი პრაგმატული ხასიათისაა; უსაფრთხოება ძვირია და რაც მაღალია უსაფრთხოება, მით მეტია მისი ხარჯი. ფინანსურად არ არის მიზანშეწონილი, რომ პატიმრები საჭიროზე მეტი უსაფრთხოების პირობებში იმყოფებოდნენ.
ციხეში პირველად მიღებისას, უნდა მოხდეს პატიმრის შეფასება, რათა განისაზღვროს:
რა საფრთხეს შეუქმნის პატიმარი საზოგადოებას გაქცევის შემთხვევაში;
პატიმრის გაქცევის ალბათობა, დამოუკიდებლად ან გარე დახმარების გამოყენებით.
ამის შემდგომ პატიმარს უნდა დაუწესონ უსაფრთხოების ისეთი პირობები, რომლებიც აღნიშნულ საფრთხეს შეეფერება. უსაფრთხოების კლასიფიკაციის გადასინჯვა უნდა ხდებოდეს მუდმივად, სასჯელის მოხდის მთელი ვადის განმავლობაში.
უსაფრთხოების სხვადასხვა დონე
მაქსიმალური უსაფრთხოების პირობები ნიშნავს, რომ გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ყველაზე საშიში პატიმრების მიმართ. ეს პირობები გულისხმობს მაღალი ხარისხის ფიზიკურ უსაფრთხოებას, როგორც პერიმეტრის გარშემო, ისე შიგნით ციხეში. პატიმრების შიგნით გადაადგილება ხდება ციხის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ და, თუ საჭიროა, თითოეული პატიმრის ინდივიდუალური გაცილებით. ნებისმიერ სისტემაში უსაფრთხოების ასეთი დონე მხოლოდ პატიმრების ძალზე მცირე რაოდენობას ესაჭიროება.
მინიმალური უსაფრთხოება (როგორც ზოგჯერ უწოდებენ, ღია პირობები) გამოიყენება იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც დაბალ საფრთხეს წარმოადგენენ, ან საერთოდ არ არიან საშიშნი საზოგადოებისთვის და რომელთა ნდობა შეიძლება იმაში, რომ არ გაიქცევიან. ასეთ პირობებში ფიზიკური უსაფრთხოების დონე დაბალია. ხშირად ადგილზე არ არის დაცული პერიმეტრის უსაფრთხოება. ციხის შიგნით უსაფრთხოება შემოიფარგლება მხოლოდ ღამის საათებში პატიმართა ყოფნის ადგილების ჩაკეტვით. ეს პირობები შესაფერისია იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს არაძალადობრივი დანაშაული, აგრეთვე, გრძელვადიანი პატიმრებისთვის, რომელთაც მალე გაუვათ პატიმრობის ვადა.
საშუალო უსაფრთხოების პირობები შესაფერისია პატიმართა დიდი რაოდენობისთვის, რომლებსაც გადაწყვეტილი არ აქვთ გაქცევა, მაგრამ რომელთაც ნდობა მინიმალური უსაფრთხოების პირობებში არ შეიძლება. როგორც წესი, ეს პირობები გულისხმობს უსაფრთხო პერიმეტრს, როგორიცაა ღობე. ციხის შიგნით ყველა კარები ჩაკეტილია, მაგრამ პატიმრებს შეიძლება ენდონ ციხის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებაში ციხის თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობის გარეშე.
ბოლო წლებში ზოგმა სახელმწიფომ მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირება განახორციელა დაწესებულებებში მაქსიმალური უსაფრთხოების დასანერგად. უნდა აღინიშნოს, რომ არასოდეს არ არის მიზანშეწონილი პატიმრების მოთავსება ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილი იქნეს დაკავებული.
მარტოობის საკანში მოთავსება
მარტოობის საკანში ხანგრძლივად მოთავსების, როგორც უსაფრთხოების კლასიფიკაციის ფორმის, გამოყენებისგან ყოველთვის უნდა მოხდეს თავის შეკავება. ეს საკითხი მიმოხილულია მე-6 თავში.
რისკის შეფასება
რისკის შეფასება შესაძლებელს გახდის იმ პატიმრების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საკუთარი თავისთვის, თანამშრომლებისთვის, სხვა პატიმრებისა ან ფართო საზოგადოებისთვის. უსაფრთხოების რისკის შეფასების კრიტერიუმები ბევრ ქვეყანაში არსებობს. მხედველობაში მისაღები საკითხებია:
საფრთხე, რომელიც შეიძლება საზოგადოებას შეექმნას პატიმრის გაქცევით;
გაქცევის და ამისათვის გარე დახმარების მიღების მანამდე განხორციელებული მცდელობები;
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების შემთხვევაში - მოწმეების მიმართ პოტენციური საფრთხე;
იმ დანაშაულის ხასიათი, რომლის გამოც პატიმარი არის მსჯავრდებული;
სასჯელის ვადა, რომელიც, როგორც წესი, დანაშაულის ხასიათს გამოხატავს;
სხვა პატიმრებისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა.
უსაფრთხოების დონე წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის
ბევრ პენიტენციალურ სისტემაში არსებობს ვარაუდი, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი უნდა იმყოფებოდეს მაღალი უსაფრთხოების პირობებში. ეს კი ყოველთვის ასე არ არის და შესაძლებელი უნდა იყოს უსაფრთხოების რისკის შეფასება ამ ჯგუფის პატიმრების მიმართაც ისევე, როგორც მსჯავრდებული პატიმრების მიმართ.
უსაფრთხოების დონის საკითხს ციხის ადმინისტრაცია უნდა წყვეტდეს
ზოგ ქვეყანაში პატიმრის უსაფრთხოების რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასჯელის შემფარდებელი მოსამართლე. სხვა ქვეყნებში, პატიმრებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ სამუდამო პატიმრობა ან რომლებიც გასამართლდნენ სპეციალური კანონით, ავტომატურად უწესებენ უსაფრთხოების ყველაზე მაღალ პირობებს, მიუხედავად პიროვნული რისკის შეფასებისა. ეს არ არის უსაფრთხოების დონის განსაზღვრის საუკეთესო გზა. სასამართლო ორგანომ უნდა განსაზღვროს სასჯელის შესაფერისი ვადა კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში, მაგრამ უსაფრთხოების რეჟიმი, უმჯობესია, განსაზღვრონ პენიტენციალურმა ორგანოებმა პროფესიონალურად შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე.
უსაფრთხოების დონის რეგულარული გადასინჯვა
პატიმრებისთვის დაწესებული უსაფრთხოების დონის გადასინჯვა უნდა ხდებოდეს ინდივიდუალურად და რეგულარულად, სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში. როგორც წესი, სასჯელის ვადის გასვლასთან ერთად პატიმარი უსაფრთხოების უფრო ნაკლები რისკის შემცველი ხდება. ამასთანავე, უსაფრთხოების უფრო დაბალ კატეგორიაზე გადასვლის პერსპექტივა შეიძლება კარგი ქცევის სტიმულადაც იქცეს.
ფიზიკური უსაფრთხოება
ფიზიკური უსაფრთხოების ასპექტები გულისხმობს ციხის შენობების კონსტრუქციას, ამ შენობების კედლების სიმკვრივეს, ფანჯრის გისოსებს, საკნების კარებებს, პერიმეტრის კედლისა და მესრის ტექნიკურ სპეციფიკას, საგუშაგო კოშკებს და სხვა. აქ ასევე იგულისხმება უსაფრთხოების ფიზიკური დამხმარე საშუალებები, როგორიცაა საკეტები, სათვალთვალო კამერები, განგაშის სისტემები, რადიოგადამცემები და სხვა მისთანა.
უსაფრთხოების ფიზიკური ასპექტების მოწყობისას დაცულ უნდა იქნეს ბალანსი უსაფრთხოების საჭირო დონის მიღწევასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას შორის. მაგალითად, შესაძლებელია ისეთი კონსტრუქციული დიზაინის გამოყენება, რომელიც ერთდროულად საკნისა და საერთო საცხოვრებლის ფანჯრების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და ბუნებრივი სინათლისა და სუფთა ჰაერის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. უსაფრთხოების ფიზიკური დამხმარე საშუალებები, როგორიცაა სათვალთვალო კამერები, მონიტორინგისა და განგაშის სისტემები თავისი ხასიათით გულისხმობს პირად ცხოვრებაში ჩარევას. გადაწყვეტილების მიღებისას იმის თაობაზე, თუ სად უნდა იქნეს ეს საშუალებები დამონტაჟებული, დაცული უნდა იყოს ბალანსი უსაფრთხოების კანონიერ მოთხოვნებსა და პირადი ცხოვრების.
პატივისცემის ვალდებულებას შორის.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალური პატიმრების უსაფრთხოებაც. ხშირად ციხის დიზაინი იწვევს ისეთი ადგილების შექმნას, სადაც პატიმრებს მეთვალყურეობის გარეშე შეუძლიათ შეკრება. ეს კი შეიძლება პოტენციური საფრთხის წყაროდ იქცეს როგორც ციხის, ისე ინდივიდუალური პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ციხის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ზომები ასეთი ადგილების გამოსავლენად და სამართავად.
პროცედურული უსაფრთხოება
აქ საუბარია იმ პროცედურებზე, რომელთა დაცვა აუცილებელია გაქცევის თავიდან ასაცილებლად. ამათგან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცედურა ეხება როგორც ფიზიკური ადგილების, ისე ადამიანების ჩხრეკას.
ყოველ ციხეში უნდა არსებობდეს ყველასათვის გასაგები პროცედურები, რომლებიც დეტალურად არეგულირებს გარემოებებს ჩხრეკის ჩასატარებლად, გამოსაყენებელ მეთოდებს და მისი ჩატარების სიხშირეს. ეს პროცედურები უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს გაქცევის თავიდან აცილებაც და პატიმრებისა და მათი სტუმრების ღირსების დაცვაც.
უნდა არსებობდეს პატიმრების საცხოვრებელი, სამუშაო და თავშესაყრელი ადგილების რეგულარული ჩხრეკის პროცედურები. აქ იგულისხმება, მათ შორის, ისეთი ადგილების ჩხრეკა, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილები, მაგალითად, საკნები და საერთო საცხოვრებლები, იმისათვის, რომ არ მოხდეს უსაფრთხოების ისეთი ნივთების დაზიანება, როგორიცაა კარებები და საკეტები, ფანჯრები და გისოსები. პატიმრის უსაფრთხოების კატეგორიის მიხედვით, მისი პირადი ნივთებიც უნდა გაიჩხრიკოს პერიოდულად. ციხის თანამშრომლები სპეციალურად უნდა იყვნენ გაწვრთნილნი ჩხრეკის იმგვარად ჩასატარებლად, რომ დააფიქსირონ და თავიდან აიცილონ გაქცევის მცდელობა ან კონტრაბანდის ბრუნვა და, ამავე დროს, პატივი სცენ პატიმრების ღირსებასა და მათ პირად ნივთებს. ასეთი ჩხრეკის პროცედურა პატიმარს საშუალებას უნდა აძლევდეს, დაესწროს ჩხრეკის ჩატარებას.
პატიმრების გაჩხრეკა
ინდივიდუალური პატიმრები, განსაკუთრებით, რომლებიც საშუალო და მაქსიმალური უსაფრთხოების შეზღუდულ პირობებში იმყოფებიან, ასევე რეგულარულად უნდა გაიჩხრიკონ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი ნივთების არარსებობა, რომლებიც შეიძლება გაქცევის მცდელობისთვის გამოიყენონ ან დააზიანონ სხვები ან საკუთარი თავი, ამას გარდა, გამოირიცხოს მათ ხელში ნარკოტიკების მოხვედრის შესაძლებლობა. ასეთი ჩხრეკის ინტენსიურობა დამოკიდებულია გარემოებებზე. მაგალითად, როდესაც პატიმრები დიდ ჯგუფებად გადაადგილდებიან სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილას, საკმარისია მათი ხელის შეხებით გასინჯვა, როგორც ეს დღესდღეობით ხდება საჰაერო რეისის ყველა მგზავრის მიმართ. სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით, თუ არსებობს ეჭვი ვარაუდისთვის, რომ ცალკეულ პატიმრებს შეიძლება თან ჰქონდეთ რაიმე, რასაც მალავენ, ან თუ ისინი მიიჩნევიან მაღალი რისკის პატიმრებად, საჭირო იქნება ე.წ. ჩხრეკა გაშიშვლებით. ამ შემთხვევაში, პატიმრებმა უნდა გაიხადონ ყველაფერი, რაც ტანთ აცვიათ და აჩვენონ, რომ არაფერს მალავენ.
ჩხრეკის პროცედურები
უნდა არსებობდეს პროცედურების დეტალური კრებული, რომელიც ციხის თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ პირადი ჩხრეკის ჩატარებისას. ეს პროცედურებია:
უნდა ხდებოდეს განსაზღვრა იმ გარემოებებისა, როდესაც დასაშვებია ასეთი ჩხრეკის ჩატარება;
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ ჩხრეკის პროცესი არ იყოს დამამცირებელი პატიმრებისთვის, მაგალითად, არ შეიძლება ადამიანის მთლიანად გაშიშვლება;
პატიმრები უნდა გაჩხრიკონ იმავე სქესის ციხის თანამშრომლებმა;
უსაფრთხოების თანამშრომლებს უნდა ეკრძალებოდეთ პატიმრის სხეულის შიგნით გასინჯვა.
სტუმრების გაჩხრეკა
გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პატიმრებთან მისული სტუმრები არ ეცადონ უსაფრთხოების გონივრული მოთხოვნების დარღვევას. ეს გულისხმობს, მათ შორის, სტუმრის პირად ჩხრეკასაც. ასეთი პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს, რომ სტუმრები არ არიან პატიმრები და რომ ციხის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება დაბალანსებული უნდა იყოს სტუმრების უფლებით მათ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობასთან დაკავშირებით. სტუმართა ჩხრეკის პროცედურა სიფრთხილით უნდა ეპყრობოდეს ბავშვების, ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. პროფესიული სტუმრების, როგორიცაა იურისტები, სოციალური მუშაკები და ექიმები, ჩხრეკის პროცედურები შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის პროფესიულ ორგანოებთან, რათა დამყარებულ იქნეს ბალანსი უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურ პროფესიულ დაშვებაზე უფლებას შორის.
ციხის თანამშრომლების გაჩხრეკა
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ციხის თანამშრომლებსაც შეუძლიათ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა ციხეში აკრძალული ან უკანონო ნივთების შეტანით. ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ შესაბამის ჩხრეკის პროცედურებს. საკითხის ამგვარი დაყენება შეამცირებს იმის ალბათობასაც, რომ ციხის თანამშრომლებზე პატიმრებმა და სხვა პირებმა მოახდინონ ზეწოლა ციხეში აკრძალული ნივთების შეტანასთან დაკავშირებით.
უსაფრთხოების სხვა პროცედურები
არსებობს უსაფრთხოების სხვა პროცედურებიც, რომლებიც, ბუნებრივია, უნდა შესრულდეს. მათ შორის:
სიის ამოკითხვა დღის განსაზღვრულ დროს;
გათავისუფლების პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტულად იმ პატიმრის გათავისუფლებას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს;
წერილობითი ფოსტისა და სატელეფონო ზარების შერჩევითი ცენზურა. ამის შესახებ უფრო დეტალურად საუბარია მე-8 თავში.
დინამიური უსაფრთხოება
მართალია, ფიზიკური და პროცედურული უსაფრთხოების ღონისძიებები ციხის ცხოვრების არსებითი მახასიათებლებია, ისინი თავისთავად მაინც არაა საკმარისი. უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია იმ თანამშრომლების ყურადღებაზე, რომლებიც ურთიერთობენ პატიმრებთან, რომლებმაც იციან, რა ხდება ციხეში და რომლებიც უზრუნველყოფენ პატიმრების პოზიტიურ აქტივობას. ხშირად ამას დინამიურ უსაფრთხოებას უწოდებენ. შეერთებულ შტატებში დინამიური უსაფრთხოების პრინციპებით მოქმედ ციხეებს ზოგჯერ უშუალო ზედამხედველობის ციხეებს უწოდებენ. ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის რეგულარული კონტაქტისას ყურადღებით მყოფი გუშაგი რეაგირებას ახდენს სიტუაციებზე, რომლებიც ნორმის გარეთაა და რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ციხის უსაფრთხოებას. პატიმრებთან ამგვარ ურთიერთობებში მყოფ თანამშრომლებს შეუძლიათ გაქცევის თავიდან აცილება, რადგან იციან, რა ხდება ციხის საზოგადოებაში მანამ, სანამ ინციდენტს ექნება ადგილი. დინამიური უსაფრთხოების ძლიერი მხარე ის გახლავთ, რომ მისი დაცვისუნარიანობის ალბათობა მაღალია, რადგან იგი შესაძლებელს ხდის საფრთხის არსებობის პირველივე ეტაპებზე ამოცნობას. იგი ყველაზე კარგად იმუშავებს იქ, სადაც არიან პროფესიონალი და კარგად გაწვრთნილი თანამშრომლები.
„შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ უშუალო ზედამხედველობის ციხეების მეშვეობით პატიმრების კონტროლი უკეთ ხორციელდება, მხოლოდ ძალადობა, ხმაური და ვანდალიზმი მნიშვნელოვნად მცირდება. ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის მეტი ურთიერთობის შედეგად, ციხის მოხელეებს შეუძლიათ პრობლემების პროგნოზირება და მათი თავიდან აცილება.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ უშუალო ზედამხედველობის ციხის პირობებში, პატიმრებს უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, სასჯელის მოხდის შემდგომ იცხოვრონ პროდუქტიული ცხოვრებით“.2
ციხის ინფორმატორები
ზოგი ციხის ადმინისტრაცია სადაზვერვო ინფორმაციას, კონტროლის ან უსაფრთხოების დაგეგმილი დარღვევების შესახებ, მოიპოვებს ცალკეული პატიმრების მეშვეობით, რომლებიც ადმინისტრაციას ანონიმურად აწვდიან ინფორმაციას სხვა პატიმრების შესახებ. ამ პროცედურას თან ბევრი საშიშროება ახლავს. ინფორმატორის გამჟღავნების შემთხვევაში სხვა პატიმრებმა შეიძლება თავიანთი ბრაზი უკიდურესი ძალადობით გამოხატონ. ინფორმატორებმა შეიძლება არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ იმისათვის, რომ მიაღწიონ სხვა პატიმრების დასჯას ან მათზე კონტროლის შენარჩუნებას. ინფორმატორების სისტემის არსებობის ან მისი არსებობის შესახებ ეჭვის ფაქტმა შეიძლება ციხეში შექმნას დაძაბულობის, ეჭვის და ძალადობის კლიმატი. ისეთი სისტემის განვითარება, როდესაც ციხის თანამშრომლები იცნობენ პატიმრებს ინდივიდუალურად, რაზედაც მთელს ამ სახელმძღვანელოშია საუბარი, გაცილებით უფრო სანდო ინფორმაციის მიღებას გახდის შესაძლებელს უსაფრთხოებისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით.
ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება
თითოეულ პენიტენციალურ სისტემას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გამჭვირვალე პროცედურები ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენების შესახებ და ძირითადი პერსონალი გაწვრთნილი უნდა იყოს მათ გამოყენებაში. ამ პროცედურებით დადგენილი უნდა იყოს:
გარემოებები, რომლებშიც დასაშვებია შეზღუდვის საშუალებების გამოყენება;
ვის აქვს მათ გამოყენებაზე ნებართვის გაცემის უფლება;
როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება;
ვინ უნდა გაუწიოს ზედამხედველობა იმას, სწორად ხორციელდება თუ არა დადგენილი პროცედურები.
ფიზიკური შეზღუდვის გამოყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება
ფიზიკური შეზღუდვის საშუალებები, როგორიცაა ხელბორკილები, ჯაჭვები, დამაწყნარებელი ქამრები და დამაწყნარებელი ჟილეტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს უსაფრთხოების სხვა ფიზიკური საშუალებების ალტერნატივის სახით. მაგალითად, ყოველთვის დაუშვებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად პატიმრების მიჯაჭვება კედელსა ან გრძელ რკინის გისოსზე ქუსლით ან მაჯით მხოლოდ იმიტომ, რომ შენობის ფიზიკური უსაფრთხოების დონე ძალიან სუსტია.
ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება ავტომატურად არ უნდა მოხდეს პატიმრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას, იქნება ეს ციხის შიგნით თუ მის გარეთ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს კონკრეტული პატიმრისთვის დამახასიათებელი საფრთხის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.
შეზღუდვის საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც უკანასკნელი საშუალება იმ მოძალადე პატიმრის გასაკონტროლებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა უსაფრთხოებას. როგორც კი პატიმარი შეწყვეტს ძალადობრივ საქციელს, შეზღუდვის საშუალებაც უნდა მოიხსნას. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება შეზღუდვის საშუალებების გამოყენება, იმისათვის, რომ პატიმარმა არ დაიზიანოს საკუთარი თავი. კარგი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს იშვიათად თუ იქნება საჭირო, რადგან თვითდაზიანების თავიდან აცილების ალტერნატიული მეთოდებიც არსებობს.
ფიზიკური შეზღუდვის გამოყენებაზე ნებართვის მიცემა
ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენების ნებართვას უნდა გასცემდეს და მათ სათანადოდ გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებდეს ციხის უფროსი მორიგე თანამშრომელი. ციხის დირექტორმა და ექიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოინახულონ ძალადობრივი ქცევის ან თვითდაზიანების გამო ფიზიკურ შეზღუდვას დაქვემდებარებული პატიმარი და, საჭიროების შემთხვევაში, ნება დართონ შეზღუდვის საშუალებების გამოყენების გახანგრძლივებაზე. შეზღუდვის საშუალებების გამოყენების თაობაზე თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და გამოყენების პროცედურას ყურადღებით უნდა ადევნებდეს თვალს ზემდგომი თანამდებობის პირი, და, როგორც კარგი პრაქტიკითაა გათვალისწინებული, უფლებამოსილი დამოუკიდებელი დამკვირვებელი.
უსაფრთხოება ციხის გარეთ
ციხის პერიმეტრის გარეთ, მაგალითად, სხვა ციხეში, სასამართლოსა ან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისას, პატიმრის დაკავებაში ყოფნაზე პასუხისმგებელი უნდა იყვნენ პენიტენციალური ორგანოები ან სხვა შესაბამისი ორგანო. სპეციალური ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების დონეს, რომელიც პატიმარს ესაჭიროება საავადმყოფოში მკურნალობის პერიოდში. გარემოებების მიუხედავად, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს არ უნდა უშლიდეს მკურნალობას.
ასეთ დროს საჭირო ფიზიკური უსაფრთხოების ხასიათი შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური პატიმრის უსაფრთხოების რისკის მიხედვით, მაგრამ სახელმძღვანელო პრინციპია ის, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე დაბალი უსაფრთხოების დონე, რაც აუცილებელია პატიმრობაში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ასეთ გარემოებებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფიზიკური შეზღუდვის საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, არის ხელბორკილი.
როდესაც პატიმარს ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების თანხლებით მიიყვანენ სასამართლოში, ეს საშუალებები უნდა მოეხსნას სასამართლო სხდომის დაწყებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსამართლე ან არბიტრი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
ბალანსი უსაფრთხოებასა და გარე სამყაროსთან კავშირს შორის
პატიმრების უსაფრთხოების სათანადო რეჟიმში ყოფნის აუცილებლობა უნდა დაბალანსდეს გარე სამყაროსთან კავშირის უფლებით. მიუხედავად იმისა, რამდენად მყარია უსაფრთხოების მოსაზრებები, კავშირი გარესამყაროსთან, გონივრული პირობების დაცვით, მაინც უნდა ხორციელდებოდეს. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია თითოეული პატიმრის უფლებების უზრუნველსაყოფად. ამან ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ცალკეული პატიმრების რეაბილიტაციის პროცესს. გარდა ამისა, სწორედ ციხის ადმინისტრაციის ინტერესებშია პატიმრების წახალისება გარე სამყაროსთან კავშირისაკენ, რადგან ეს აძლიერებს სტაბილურობას ციხის შიგნით. მე-8 თავში უფრო დეტალურადაა საუბარი პატიმრობის პერიოდში გარე სამყაროსთან კავშირის შესახებ.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
დეკლარაცია ნებისმიერი პირის იძულებითი გაუჩინარებისაგან დაცვის შესახებ, მუხლი 7:
დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებაზე, მათ შორის, ომის საფრთხეზე, ომის მდგომარეობაზე, შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობასა ან ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივად საგანგებო მდგომარეობაზე მითითება იძულებითი გაუჩინარების გასამართლებლად.
დეკლარაცია ნებისმიერი პირის იძულებითი გაუჩინარებისაგან დაცვის შესახებ, მუხლი 10(2):
აღნიშნული პირების დაკავების და მათი დაკავების ადგილის ან ადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდოს მათი ოჯახის წევრებს, ადვოკატს ან ინფორმაციის მიღებაში მართლზომიერი ინტერესის მქონე სხვა პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს საწინააღმდეგო ნება.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 18:
გასაუბრება დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირსა და მის ადვოკატს შორის შეიძლება მოხდეს სამართალდამცავი მოხელის მხედველობის, მაგრამ არა სმენის, არეალში.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 19:
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, მონახულებულ იქნეს მისი ოჯახის წევრების მიერ და ჰქონდეს მათთან მიმოწერა. მას უნდა მიეცეს გარე სამყაროსთან დაკავშირების ადეკვატური შესაძლებლობა, კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული გონივრული პირობებისა და შეზღუდვების ფარგლებში.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 29:
1 შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მკაცრ შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით, დაკავების ადგილებს რეგულარულად უნდა ინახულებდნენ კვალიფიციური და გამოცდილი პირები, რომლებიც დანიშნული არიან კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც არ არის დაკავების ან პატიმრობის ადგილის ადმინისტრირებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი ორგანო.
2 დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, თავისუფლად და კონფიდენციალურობის სრული დაცვით დაუკავშირდეს პირებს, რომლებიც ინახულებენ დაკავების ან დაპატიმრების ადგილებს წინამდებარე პრინციპის პირველი მუხლის შესაბამისად, იმ გონივრული პირობების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია აღნიშნული ადგილის უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
ევროპის კონვენცია წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ, თავი III, მუხლი 8, 2(ც):
[წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტს აქვს] შეუზღუდავი დაშვება ნებისმიერ ადგილზე, სადაც პირებს აღკვეთილი აქვთ თავისუფლება, მათ შორის, ასეთი ადგილების შიგნით შეუზღუდავად გადაადგილების უფლება.
ევროპის კონვენცია წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ, თავი III, მუხლი 8, 3:
კომიტეტს შეუძლია, თავისუფლებააღკვეთილ პირებს გაესაუბროს ცალკე.
პრაქტიკაში განხორციელება
ოჯახთან და ადვოკატებთან დაკავშირების უფლება
მე-3 თავში, რომელიც ციხეში პატიმრის მიღების პროცედურებს ეხებოდა, საუბარი იყო საჭიროებაზე, პირისთვის თავისუფლების აღკვეთისას, აცნობონ მისი ოჯახის წევრებს და კანონიერ წარმომადგენლებს. არასოდეს არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც გაამართლებს პენიტენციალური ორგანოების უარს, შეატყობინოს პირის ოჯახის წევრებს ან ადვოკატს მისი დაკავების და იმის შესახებ, თუ სად არის იგი დაკავებული. ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც თავად პირი ითხოვს სხვაგვარად.
თავისუფლებააღკვეთილ ყველა პირს აქვს ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება და უფლება, ეს განახორციელოს კონფიდენციალურად, ანუ ციხის თანამშრომლების სმენადობის არეალის მიღმა. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება განხილულია მე-11 თავში.
დამოუკიდებელი მონიტორინგი, როგორც გარე კონტაქტის ელემენტი
მე-10 თავში საუბარია დაკავების ადგილების დამოუკიდებელ მონიტორინგსა და ინსპექტირებაზე. წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპის კომიტეტი ასეთი ინსპექტირების ფორმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ევროპის კონვენცია წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ, რომლის საფუძველზეც არის შექმნილი კომიტეტი, ადასტურებს, რომ კომიტეტის წევრებს აქვთ განუსაზღვრელი ხელმისაწვდომობის უფლება თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებზე და მათთან კონფიდენციალურად გასაუბრების უფლება. ეს პრინციპი ადგილობრივ დამოუკიდებელ დამკვირვებელ სტრუქტურებზეც უნდა გავრცელდეს.
ბალანსი კონტროლსა და კარგად მოწესრიგებულ საზოგადოებას შორის
შინაარსობრივად პატიმრობა თავისუფლების აღკვეთას და, შესაბამისად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. პენიტენციალური ორგანოები ვალდებული არიან, შეარჩიონ უსაფრთხოების ისეთი შეზღუდვები, რაც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ პატიმრები არ გაიქცნენ კანონიერი პატიმრობიდან და რომ ციხე იყოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა, ვისაც ეს ეხება, ასრულებს თავის მართლზომიერ ფუნქციებს საკუთარი ფიზიკური კეთილდღეობისადმი შიშის გარეშე. პატიმრების ყოველდღიურ ცხოვრებასა და გადაადგილებაზე კონტროლის დონე არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ამ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 27:
დისციპლინა და წესრიგი უნდა შენარჩუნდეს მყარად, მაგრამ არ უნდა ითვალისწინებდეს იმაზე მეტ შეზღუდვას, რაც აუცილებელია უსაფრთხო პატიმრობისთვის და საზოგადოების მოწესრიგებულად ცხოვრებისთვის.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 60(1):
დაწესებულების რეჟიმი უნდა იყოს ისეთი, რომ მინიმუმამდე დაჰყავდეს განსხვავება ციხეში ცხოვრებასა და თავისუფლებაში ცხოვრებას შორის.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 57:
პატიმრობა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც დამნაშავის გარე სამყაროსგან მოწყვეტას იწვევენ, ტანჯვის შემცველია მხოლოდ იმ ფაქტის გამოც, რომ პირს თავისუფლების ჩამორთმევით ერთმევა თვითგამორკვევის უფლება. ამიტომ, პენიტენციალურმა სისტემამ, თუ ეს დამახასიათებელი არ არის მართლზომიერი გამოცალკევების ან დისციპლინის შენარჩუნებისთვის, არ უნდა დაამძიმოს ასეთი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ტანჯვა.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 28(1):
დაუშვებელია დაწესებულების მომსახურებაში პატიმრის გამოსაყენებლად მისთვის რაიმე დისციპლინური უფლებამოსილების მინიჭება.
პრაქტიკაში განხორციელება
აუცილებელზე მეტი შეზღუდვების დაუშვებლობა
პენიტენციალური ორგანოების ფუნქციაა, აღასრულონ სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი პატიმრებისთვის თავისუფლების აღკვეთით. მათი ფუნქცია არ არის პატიმრებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ამ სასჯელისთვის დამახასიათებელ ტანჯვას ზრდიან. პირიქით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ განსხვავება ციხის ცხოვრებასა და თავისუფლებაში ცხოვრებას შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც მე-7 თავშია განხილული, არის იმის ალბათობის გაზრდა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმარი ხელახლა დაუბრუნდება სამოქალაქო საზოგადოებას კანონმორჩილი მოქალაქის სახით. ციხის თანამშრომლებს ასევე უნდა ესმოდეთ, რომ ციხის მართვის ასეთი მეთოდი ხელს უწყობს უსაფრთხოებას, დაცულობას და წესრიგს.
პატიმრები არასოდეს უნდა იქნენ გამოყენებული სხვა პატიმრების გასაკონტროლებლად
კარგად მართულ ციხეში ყველა პატიმარს თანასწორად ეპყრობიან. შესაძლებლობის შემთხვევაში, ისინი უნდა წაახალისონ, რათა ციხეში მათი ყოფნის პერიოდში მონაწილეობა მიიღონ მე-7 თავში აღნიშნულ კონსტრუქციულ საქმიანობებში. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ციხის ყოველდღიური გაძღოლის ზოგიერთი ასპექტი, როგორიცაა სამზარეულოსა ან ლაზარეთში მუშაობა. პატიმრები, რომელთაც აქვთ გარკვეული უნარ-ჩვევები და განათლება, შეიძლება ასევე წაახალისონ სხვა პატიმრებისთვის ამ საკითხებში დახმარების გაწევისაკენ. მაგრამ ყოველთვის დაუშვებელია პატიმრების გამოყენება სხვა პატიმრების გასაკონტროლებლად. ეს ხანდახან ხდება ციხის პერსონალის ნაკლებობის შემთხვევაში. ასეთ პატიმრებს ხშირად განსაკუთრებული მოპყრობა აქვთ ბინადრობის, საკვებისა და სხვა საშუალებების თვალსაზრისით, რათა ისინი წაახალისონ სხვა პატიმრების დაკვირვების ან მართვის მიზნით. საქმის ამგვარად დაყენება ყოველთვის შეიძლება ცუდად დამთავრდეს და მისი გამოყენება არასოდეს უნდა იყოს ნებადართული.
მტკიცე, მაგრამ მართლზომიერი მართვა არსებითია
ციხის ადმინისტრაციის პროფესიონალი ხელმძღვანელობის წინაშე მდგარი გამოწვევაა იმის უზრუნველყოფა, რომ ციხეები იყოს უსაფრთხო, დაცული და კარგად მოწესრიგებული, მაგრამ, ამავე დროს, არ იმართებოდეს ისინი დესპოტურად ან მხეცურად. ამისათვის საჭიროა თანმიმდევრული მიდგომა, რომელიც არც მკაცრი იქნება და არც ლიბერალური. პატიმრების დიდი უმრავლესობა დადებითად ხვდება ციხის პერსონალის მხრიდან მტკიცე და სამართლიან მართვას, რადგან, თუ თანამშრომლები ვერ აკონტროლებენ ციხეს, მაშინ წარმოშობილ ვაკუუმს შეავსებენ მტკიცე ნების მქონე პატიმრები. ან კიდევ, თუ ზემდგომი ხელმძღვანელობა არ არის მტკიცე, ციხის თანამშრომლებმა შეიძლება შემოიღონ თავიანთი არაოფიციალური კონტროლის ფორმები. ორივე შემთხვევაში, მდგომარეობა ძალზედ არასასიამოვნო იქნება პატიმრების დიდი ნაწილისთვის.
როდესაც კონტროლი და წესრიგი ირღვევა
წესრიგის დარღვევის პოტენციალი საუკეთესოდ მართულ ციხეებშიც კი არსებობს. ყოველთვის შესაძლებელია, ცალკეული პატიმარი თავს დაესხას ციხის თანამშრომელს ან სხვა პატიმრებს წინასწარ დაგეგმილად ან უეცარი გაბრაზების გამო. მსგავსადვე, პატიმართა ჯგუფმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ისინი არ არიან მზად ციხის მართლზომიერი წესების შესასრულებლად და შეეცადონ ურთიერთშეთანხმებული აჯანყების მოწყობა, ბუნტის მოწყობის ან მძევლების აყვანის გზით. ყოველ ციხეში უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთი ინციდენტის შემთხვევაში. აღნიშნული პროცედურები უნდა შეიქმნას საერთაშორისო დოკუმენტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 54(3):
(4) დაწესებულების მოხელეებმა პატიმრებთან ურთიერთობაში არ უნდა გამოიყენონ ძალა, გარდა თავდაცვის მიზნით ან გაქცევის მცდელობისას ან კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესრიგისთვის აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გაწევისას. ძალის გამოყენების შემთხვევაში, მოხელის მიერ გამოყენებული ძალა არ უნდა აღემატებოდეს იმ ზომას, რომელიც უკიდურესად აუცილებელია. მოხელე ვალდებულია, ძალის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დაწესებულების დირექტორს.
(5) ციხის მოხელეებს უნდა ჩაუტარდეთ სპეციალური ფიზიკური სწავლება, რათა მათ შეეძლოთ აგრესიული პატიმრების შეზღუდვა.
(6) თუ განსაკუთრებულ გარემოებებს არ აქვს ადგილი, ის თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაც ითვალისწინებს უშუალო კონტაქტს პატიმრებთან, არ უნდა იყვნენ შეიარაღებული. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია, თანამშრომელს მიეცეს იარაღი, თუ მას არ გააჩნია მისი გამოყენების სათანადო მომზადება.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 9:
სამართალდამცავ მოხელეს არ აქვს იარაღის გამოყენების უფლება პირის მიმართ, გარდა თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, სიკვდილის ან მძიმე ფიზიკური დაზიანების გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ასეთი საფრთხის შემცველი და მისთვის წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, ან ასეთი პირის გაქცევის თავიდან ასაცილებლად, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად უკიდურესი საშუალებები არასაკმარისია აღნიშნული მიზნების მისაღწევად. ნებისმიერ შემთხვევაში, იარაღის განზრახ მომაკვდინებელი გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია სიცოცხლის დასაცავად.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 15:
დაკავებულ პირებთან ურთიერთობისას სამართალდამცავ მოხელეს არ აქვს ძალის გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია დაწესებულებაში უსაფრთხოების და წესრიგის შესანარჩუნებლად ან როდესაც საფრთხე ექმნება პირად უსაფრთხოებას.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 16:
დაკავებულ პირებთან ურთიერთობისას სამართალდამცავ მოხელეს არ აქვს იარაღის გამოყენების უფლება პირის მიმართ, გარდა თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, სიკვდილის ან მძიმე ფიზიკური დაზიანების გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, ან როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია იმ დაკავებული პირის გაქცევის თავიდან ასაცილებლად, რომელიც წარმოადგენს მე-9 პრინციპში აღნიშნულ საფრთხეს.
სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები, პრინციპი 17:
ზემოაღნიშნული პრინციპები ზიანს არ აყენებს ციხის მოხელეების უფლებებს, მოვალეობებსა და ფუნქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესებით, კერძოდ 33-ე, 34-ე და 54-ე წესებით.
ინტერამერიკული კონვენცია წამების აღკვეთისა და დასჯის შესახებ, მუხლი 5:
წამების გამართლება დაუშვებელია როგორც დაკავებულის ან პატიმრის საშიში ხასიათით, ისე პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებული სუსტი უსაფრთხოებით.
პრაქტიკაში განხორციელება
თავიდან აცილება ყოველთვის სჯობს რეაგირებას
პირველი გზავნილი, რაც ციხის თანამშრომლებმა უნდა გაიგონ, არის ის, რომ თავიდან აცილება ყოველთვის სჯობს უკვე მომხდარზე რეაგირებას. ძალიან იშვიათია სერიოზული ინციდენტის მოხდენა წინასწარი გაფრთხილებების გარეშე. თითქმის ყველა შემთხვევაში, არსებობს წინასწარი მინიშნება, რომ იწყება დაძაბულობა ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დონეზე. სწორედ აქ წარმოჩინდება დინამიური უსაფრთხოების დადებითი მხარეები. საცხოვრებელ ან სამუშაო ნაწილში შესვლისას, სადაც დაძაბულობა მზადდება, ყურადღებიანი თანამშრომელი დაუყოვნებლივ ამოიცნობს, რომ ატმოსფეროში რაღაც უცნაურობა შეინიშნება. ის იგრძნობს ჰაერში არსებულ დაძაბულობას. ის თავის ყველა პატიმარს იცნობს, ამიტომაც მას შეუძლია, ამოიცნოს, ვინ არის აფორიაქებული ან ვინ შეიძლება ძალადობა გამოავლინოს. შედეგად, მას შეუძლია საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ ძალადობა დასაწყისშივე იქნეს თავიდან აცილებული. გარდა ამისა, პრობლემის შექმნის მსურველ პატიმრებს გაუჭირდებათ სხვა პატიმრების აყოლიება, თუ ციხის თანამშრომლების მხრიდან საერთო დამოკიდებულება სამართლიანი და თანმიმდევრულია. თუმცა, იქაც კი, სადაც დინამიური უსაფრთხოება მუშაობს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ძალადობის ინდივიდუალურ ან კოლექტიურ აფეთქებას.
დიალოგისა და მოლაპარაკების საჭიროება
ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის კარგი პროფესიონალური ურთიერთობა დინამიური უსაფრთხოების არსებითი ელემენტია. ასეთი ურთიერთობების არსებობისას, ისინი შეიძლება დადებითად მიიმართოს პოტენციური ინციდენტების დესკალაციისა ან წესრიგის აღდგენისკენ, დიალოგისა და მოლაპარაკების გზით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს მეთოდები არ გაჭრის ან ითვლება არაშესაფერისად, დასაშვებია წესრიგის აღდგენისათვის ფიზიკური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობის განხილვა.
მინიმალური ძალის გამოყენება
ციხის ყველა თანამშრომელი, რომელიც უშუალო კონტაქტშია პატიმრებთან, გაწვრთნილი უნდა იყოს იმ მეთოდების გამოყენებაში, რომელთა საშუალებით, მას შეეძლება პატიმრის დამორჩილება მინიმალური ძალის გამოყენებით. თანამშრომლები არ უნდა ეყრდნობოდნენ პრობლემატური პატიმრების გადაძალვას, უბრალოდ, მეტი ფიზიკური ძალის ჩვენებით. ხშირად ეს შეუძლებელიც კია. თუნდაც შესაძლებელი იყოს, შედეგად შეიძლება მივიღოთ მძიმედ დაზიანებული თანამშრომლები და პატიმრები. არსებობს კონტროლისა და შეზღუდვის სხვადასხვა მეთოდი, რომელთა გამოყენებაშიც უნდა მოხდეს ციხის თანამშრომლების გაწვრთნა, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ კონტროლის აღდგენა თავიანთი თავის ან პატიმრების დაზიანების გარეშე. ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს ამ მეთოდების შესახებ და უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის ძირითადი უნარების სწავლება, აგრეთვე, მოწინავე მეთოდების სწავლება საკმარისი რაოდენობის თანამშრომლებისთვის.
იარაღი
ციხის თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ პატიმრებთან მუშაობენ, შეუძლიათ ატარონ ისეთი იარაღი, როგორიცაა ხელკეტი, საკუთარი თავდაცვის მიზნით. კარგი პრაქტიკა გულისხმობს, რომ ასეთი იარაღი არ უნდა ატარონ დემონსტრაციულად ან დამაშინებლად. ჩვეულებრივი პრაქტიკის თანახმად, ხელკეტს ატარებენ შარვალზე დამაგრებულ სპეციალურ ჩასადებში ისე, რომ იგი დაფარულია, მაგრამ მისი ამოღება იოლია. უფრო დიდი ზომის ხელკეტები ყოველთვის თან არ უნდა ატარონ, არამედ უნდა შეინახონ სტრატეგიულ ადგილებში, რომ გადაუდებელი მდგომარეობის დროს მათი აღება შესაძლებელი იყოს სწრაფად. არ არის კარგი პრაქტიკა, როდესაც უშუალოდ პატიმრებთან მომუშავე ციხის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი ან სხვა მსგავსი იარაღის ტარების უფლებას აძლევენ, რადგან, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მათი არასათანადო გამოყენება ან პატიმრების ხელში მოხვედრა.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
ზოგ პენიტენციალურ სისტემაში ციხის პერიმეტრის დაცვაში მყოფი ციხის თანამშრომლები ცეცხლსასროლ იარაღს ატარებენ. ამ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია იმ გარემოებების შესახებ, თუ როდის შეიძლება ამ იარაღის გამოყენება. ეს დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მოცემული მოხელის ან სხვისი სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის არსებობისას. დაუშვებელია პატიმრისთვის სროლა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარბის. უნდა არსებობდეს კიდევ დამატებითი გამონაკლისი გარემოებები, როდესაც მსროლელი დაასკვნის, რომ გამქცევი პატიმარი წარმოადგენს უშუალო საფრთხეს სხვა პირის სიცოცხლისთვის და მისი სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია. სამართალდამცავ მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები ცალსახად ამ პოზიციას ასახავენ.
ციხის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას ნებისმიერი ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მკაფიო წესები და პროცედურები და, იმავდროულად, გადამზადების პროგრამა ციხის თანამშრომლებისთვის, რომელთაც უნდა მიეცეთ ძალის გამოყენების უფლება. პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ყოველი შემთხვევის გამოძიებას.
ზემოთ მიმოხილული ზოგიერთი საკითხი აღნიშნულია მე-2 თავში.
მაქსიმალური უსაფრთხოების პირობები
ზოგ სახელმწიფოში პატიმართა ჯგუფებს მუდმივად ამყოფებენ იზოლაციაში და მაქსიმალური უსაფრთხოების პირობებში. ზოგჯერ ეს პირობები შესაძლოა სასამართლოს მიერ იყოს განსაზღვრული, როგორც სასჯელის ნაწილი; სხვა შემთხვევებში, პატიმრებს ამ პირობებს განუსაზღვრავენ ციხის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე. საერთაშორისო დოკუმენტები გარკვევით ადგენენ, რომ ყველანაირი შეზღუდვა დაყვანილ უნდა იქნეს აუცილებელ მინიმუმზე.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 27:
დისციპლინა და წესრიგი მტკიცედ უნდა იქნეს შენარჩუნებული, მაგრამ არა იმაზე მეტი შეზღუდვების გამოყენებით, რაც აუცილებელია უსაფრთხო პატიმრობისა და საზოგადოების მოწესრიგებული ცხოვრებისთვის.
პრაქტიკაში განხორციელება
განსაკუთრებული მაქსიმალური უსაფრთხოების მინიმალური გამოყენება
როდესაც დიდი რაოდენობით პატიმრებს აკუთვნებენ განსაკუთრებული მაქსიმალური უსაფრთხოების განყოფილებებს, არსებობს საშიშროება, რომ ბევრი მათგანისთვის ეს პირობები იქნება გადაჭარბებული და იმ პოტენციური საფრთხის არაპროპორციული, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. როგორც წესი, პატიმრებს განსაკუთრებული მაქსიმალური უსაფრთხოების პირობებში ათავსებენ მაშინ, როდესაც მათ მიერ გამოვლენილი საქციელი ისეთ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და დაცულობას, რომ ციხის ადმინისტრაციას სხვა არჩევანი აღარ რჩება. ასეთ პირობებში მოთავსება უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე ვადით და უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ გადასინჯვას ინდივიდუალური პატიმრის ქცევის გათვალისწინებით.
ფაქტობრივ იზოლაციას უნდა მოვერიდოთ
განსაკუთრებული უსაფრთხოების განყოფილებები ასევე გულისხმობს პატიმრების ფაქტობრივ იზოლაციაში მოთავსებას, როდესაც მათ საერთოდ არ აქვთ ან მინიმალური ურთიერთობა აქვთ ციხის თანამშრომლებთან ან სხვა პატიმრებთან. ეს თავისთავად გულისხმობს პატიმრისთვის შესაძლებლობის ჩამორთმევას, აჩვენოს, რომ ის აღარ იქცევა ისე, რა საქციელისთვისაც იგი ძირითადად მოათავსეს აღნიშნულ პირობებში.
რთული და ურჩი პატიმრები
დროდადრო პატიმართა მცირე რაოდენობა შეიძლება არ დაემორჩილოს ციხეში კონტროლისა და წესრიგის საჭიროებას და მათ მიმართ საჭირო გახდეს სპეციალური ზომების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ზომები დაყვანილი იქნეს აბსოლუტურ მინიმუმამდე.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისადმი № R(82)17 საშიში პატიმრების პატიმრობის პირობებისა და მოპყრობის შესახებ:
მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.ბ მუხლის შესაბამისად რეკომენდაციას უწევს მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს:
1. რამდენადაც შესაძლებელია, საშიში პატიმრების მიმართ გამოიყენონ ჩვეულებრივი ციხის პირობები;
2. გამოიყენონ უსაფრთხოების საშუალებები მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც მათი გამოყენება უკიდურესად აუცილებელია;
3. გამოიყენონ უსაფრთხოების ზომები ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემის დაცვით;
4. უზრუნველყონ, რომ უსაფრთხოების ზომები ითვალისწინებდეს საშიშროების სხვადასხვა სახის სხვადასხვა მოთხოვნას;
5. იმოქმედონ გაძლიერებული უსაფრთხოების პირობების შესაძლო უარყოფითი შედეგების შეძლებისდაგვარად შესამცირებლად;
6. ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც შეიძლება უსაფრთხოების გაძლიერებამ გამოიწვიოს;
7. უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყონ განათლების, პროფესიული განათლების, სამუშაოს და დასვენების დროის საქმიანობების და სხვა საქმიანობების მიცემა;
8. ჰქონდეთ რეგულარული გადასინჯვის სისტემა იმისათვის, რომ გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში პატიმრობისას გატარებული დრო და უსაფრთხოების გამოყენებული ზომა არ აჭარბებდეს საჭირო ნორმას.
9. გაძლიერებული უსაფრთხოების განყოფილებების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყონ, რომ ამ განყოფილებებში იყოს ადგილების სათანადო რაოდენობა, პერსონალი და ყველა აუცილებელი საშუალება;
10. შესაფერისი გადამზადება ჩაუტარონ საშიში პატიმრების ზედამხედველობასა და მოპყრობაში მონაწილე ყველა თანამშრომელს.
პრაქტიკაში განხორციელება
იზოლაცია არ არის კარგი პრაქტიკა
მოძალადე და დამრღვევი პატიმრების მართვის სულ ცოტა ორი მოდელი არსებობს. პირველი გულისხმობს მათ მოთავსებას იზოლირებულ პირობებში, მარტო ან ერთ ან ორ სხვა პატიმართან ერთად. ამ შემთხვევაში, პატიმრები მთელ დღესა და ღამეს საცხოვრებელ ადგილას ატარებენ. ამ პირობების ყველაზე ექსტრემალურ ვარიანტში პატიმრებს არ აქვთ რაიმე საქმე ან გარე სტიმული და საერთოდ არაფერს აკეთებენ. მათ შეიძლება დართონ ნება, ერთი საათი მარტოდმარტო გაატარონ შენობის გარეთ მდებარე ცარიელ სავარჯიშო გალიაში. საკნის ყოველ დატოვებაზე მათ ჩხრეკენ გაშიშვლების მეთოდით და ადებენ ბორკილებს. ზოგ სახელმწიფოში პატიმრები წლებს ატარებენ ასეთ რეჟიმში. პატიმრების მოპყრობის ასეთი მეთოდი, როგორი საშიშიც არ უნდა იყოს პატიმარი, არ არის კარგი პრაქტიკა და ხშირად გამოწვეულია ხელმძღვანელობის არასათანადო ცოდნით.
განცალკევება მცირე საკნებში
გაცილებით დადებითი მოდელია პრობლემური პატიმრების მოთავსება მცირე საკნებში, არაუმეტეს ათი პატიმრისა, იმ წინაპირობით, რომ რთული პატიმრების პოზიტიურ რეჟიმში შენარჩუნება შესაძლებელია მათი „ჯგუფური იზოლაციით“ დაკმაყოფილებით და არა ინდივიდუალურად განცალკევებით. ამ საკნების მუშაობის პრინციპია ის, რომ პროფესიონალურად გაწვრთნილ თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, განავითარონ პოზიტიური და აქტიური რეჟიმი ყველაზე საშიში პატიმრებისთვისაც კი. ამის მიზანია, რომ, დაცული პერიმეტრის ფარგლებში, პატიმრებს შეეძლოთ შედარებით თავისუფლად გადაადგილება საკნებში და ციხის ჩვეულებრივ პირობებში ცხოვრება. ასეთ გარემოში პატიმრებს იზოლაციაში მოათავსებენ მხოლოდ ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ მოკლე ვადით.
გამონაკლისი და არა ნორმა
ზემოთ აღნიშნული ევროპის საბჭოს რეკომენდაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა გახლავთ, რომ ასეთი პატიმრები გამონაკლისია და არა ნორმა. ეს არ ახასიათებს არც გრძელვადიან პატიმრებს და მათი პრობლემურობა არ უნდა გავრცელდეს პატიმართა უფრო ფართო ჯგუფზე, რომლებიც გრძელვადიან სასჯელს იხდიან.
პროფესიონალიზმის ტესტი
ის, თუ როგორ ეპყრობიან ციხის მოხელეები ძალიან მოძალადე პატიმრების მცირე ჯგუფს, რომლებიც უარს ამბობენ კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე, არა მხოლოდ უდიდესი გამოწვევაა ციხის თანამშრომლების პროფესიონალიზმისადმი, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებას აჩვენებს ციხის ადმინისტრაცია, საზოგადოების დანარჩენი ნაწილის სახელით, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან მცირედ ან საერთოდ არ სცემენ პატივს სხვა ადამიანებს, ასევე ყველას ადამიანობის ნამდვილი ტესტია.
____________________
1. 1990 წლის აპრილის ციხის არეულობების თაობაზე ჩატარებული გამოძიების მოხსენება, 1991წ., მისი უდიდებულესობის კანცელარია, ლონდონი.
2. უშუალო ზედამხედველობა: უფრო უსაფრთხო, უფრო ეფექტური ციხე (ოსვეგოს საგრაფოს შერიფის განყოფილება, ნიუ იორკი).
![]() |
8 6 დისციპლინური პროცედურები და სახდელები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ციხეში კანონი უნდა იყოს უზენაესი
მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ კანონის უზენაესობა არ მთავრდება ციხის ჭიშკართან. მაგალითად, თუ პირს ციხეში დაესხმიან თავს, მას სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ისეთივე დაცვის საშუალებებზე აქვს უფლება, როგორც სხვას, რომელსაც საზოგადოებრივ ადგილას დაესხნენ თავს. ყველა ციხეში ნორმალური პრაქტიკა უნდა იყოს ის, რომ, მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, მოქმედებდეს სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული გამოძიების სისტემის მსგავსი სისტემა. ზოგ სახელმწიფოში ციხეში, ამ ფუნქციის შესასრულებლად, სპეციალური მოსამართლეები ან პროკურორები ინიშნებიან. სხვა ქვეყნებში შეტყობინება ეგზავნება სამოქალაქო პროკურორს ან პოლიციას და ეს უკანასკნელნი გამოძიებას ატარებენ ისევე, როგორც ჩაატარებდნენ დანაშაულის ციხის გარეთ ჩადენის შემთხვევაში. შეიძლება, რაიმე ინციდენტი, რომელიც სერიოზულია ციხის პირობებში, გამოძიების ღირსად არ ჩათვალოს სისხლის სამართლის საგამოძიებო ორგანოებმა, მაგალითად, თუ აღმოჩნდება, რომ პატიმარს აქვს მცირე რაოდენობით ნარკოტიკები პირადი გამოყენებისთვის ან ადგილი ჰქონდა შეხლა- შემოხლას, რომელშიც მძიმედ არავინ დაშავებულა. მეორე მხრივ, თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც გამოყენებული იყო იარაღი ან შედეგად მოჰყვა ძვლის ან კიდურის მოტეხვა, ჩვეულებრივ, ეცნობება ხოლმე პროკურორს ან პოლიციას. ამ საკითხების მოგვარების ერთ-ერთი გზაა, რომ ციხის ადმინისტრაცია და საგამოძიებო ორგანოები შეთანხმდნენ, რა სახის ინციდენტების შესახებ უნდა მოხსენდეს პროკურორს ან პოლიციას.
დისციპლინური სამართალდარღვევების განხილვა-გადაწყვეტისთვის გასაგები პროცედურების არსებობის საჭიროება
თავისი ხასიათით, ციხე დახურული დაწესებულებაა, რომელშიც ხალხის დიდ ჯგუფებს ამყოფებენ მათი ნების საწინააღმდეგოდ, შეზღუდულ პირობებში. დროდადრო გარდაუვალია ზოგი პატიმრის მიერ ციხის წესების სხვადასხვაგვარი დარღვევა. ეს შეიძლება გამოიხატოს სხვა პირზე ფიზიკური თავდასხმით, ისეთი რამის აღებით, რაც მას არ ეკუთვნის, ყოველდღიური განაწესის შესრულებაზე უარის თქმით, მართლზომიერი წესრიგის დაუმორჩილებლობით, ციხეში აკრძალული საგნების შეტანის მცდელობით ან რაიმე სხვა სახით. ასეთი ინციდენტების განხილვა-გადაწყვეტისათვის საჭიროა არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი პროცედურები.
ადმინისტრაციული დისციპლინა
სახელმძღვანელოს ამ თავში საუბარია ციხის დისციპლინის ისეთ დარღვევებთან დაკავშირებულ პროცედურებზე, რომლებიც უპირატესად ადმინისტრაციული ხასიათისაა და რომლებიც არ გადაეცემა გარე საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოებს.
გარე სტანდარტები
იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ორგანოებია ჩართული საქმეში, გამოყენებული უნდა იქნეს იგივე კრიტერიუმები, რაც გამოყენებული იქნებოდა მაშინ, ბრალდებული პატიმარი რომ არ ყოფილიყო.
დისციპლინური პროცედურების სამართლიანობა
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 30:
1 დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ისეთი ქმედებები, რომლებიც წარმოადგენს დისციპლინურ სამართალდარღვევას დაკავების ან პატიმრობის პერიოდში, დისციპლინური სახდელის დადება და ხანგრძლივობა და ასეთი სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე ხელისუფლების ორგანო უნდა განისაზღვროს კანონით ან კანონის შესაბამისად გამოცემული აქტებით, რომლებიც უნდა იყოს გამოქვეყნებული.
2 დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, მოუსმინონ მას დისციპლინური ღონისძიების გატარებამდე. მას უფლება აქვს, ასეთი ღონისძიება გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოებში.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 35:
(1) ციხეში მიღებისას თითოეულ პატიმარს უნდა მიაწოდონ წერილობითი ინფორმაცია მისი კატეგორიის პატიმრების მოპყრობის წესების, დაწესებულების დისციპლინური წესების, ინფორმაციის მოთხოვნის და საჩივრების წარდგენის ნებადართული მეთოდების და ყველა სხვა საკითხის შესახებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ პატიმარმა იცოდეს მისი უფლებები და ვალდებულებები და შეეძლოს დაწესებულების ცხოვრებისადმი მისადაგება.
(2) თუ პატიმარმა წერა-კითხვა არ იცის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მას უნდა მიეწოდოს ზეპირად.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 29:
კანონით ან კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე აქტით აუცილებლად უნდა განისაზღვროს:
a) ქმედება, რომელიც წარმოადგენს დისციპლინურ სამართალდარღვევას;
b) მისთვის გათვალისწინებული სახდელის სახეები და ხანგრძლივობა;
c) კომპეტენტური ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, დააკისროს სახდელი.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 30:
(3) საჭიროების და პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევაში, პატიმარს უნდა მიეცეს თარჯიმნის მეშვეობით თავის დაცვის შესაძლებლობა.
ევროპის ციხის წესები, წესი 36(2):
არამართლზომიერი ქმედების შესახებ პატაკი სწრაფად უნდა წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე უნდა გამოიტანოს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 28(1):
დაუშვებელია დაწესებულების მომსახურებაში პატიმრის გამოსაყენებლად მისთვის რაიმე დისციპლინური უფლებამოსილების მინიჭება.
პრაქტიკაში განხორციელება
სამართლიანობის დაცვა აუცილებელია
ისევე, როგორც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ყველა საკითხთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ბუნებრივი სამართლიანობის პრინციპების დაცვა. მათ შორის, პირველ რიგში, ყველა პატიმარმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა წესები მოქმედებს ციხეში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ციხეს ჰქონდეს შინაგანაწესი, რომელშიც გასაგებად ბუნებრივი გაწერილია მოქმედებები და უმოქმედობები, რომლებიც წარმოადგენს ციხის დისციპლინის დარღვევას და რომელთა ჩადენა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ამ წესებს იურიდიული დოკუმენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს. ბევრ ქვეყანაში აღნიშნულ წესებს პარლამენტი ამტკიცებს. შინაგანაწესი თვალსაჩინოდ უნდა იქნეს ციხეში გამოქვეყნებული და თითოეულ პატიმარს, ციხეში პირველად მიღებისას, უნდა მიეცეს მისი ასლი. ამის საჭიროების შესახებ ზოგადად საუბარია მე-3 თავში. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ კითხვის უცოდინარ პატიმრებს სრულად გააცნონ აღნიშნული შინაგანაწესი.
შესაბამისი პროცედურების დაცვა
ნებისმიერ პატიმარს, რომელსაც ბრალი უნდა წაეყენოს დისციპლინური გადაცდომისათვის, უფლება აქვს, წინასწარ იცოდეს იმის შესახებ, თუ რაში და ვინ უნდა წაუყენოს ბრალი. ნებისმიერი ასეთი ბრალდება უნდა განიხილოს კომპეტენტურმა ორგანომ დაყოვნების გარეშე. თვით პატიმარს უნდა მიეცეს საკმარისი დრო დაცვის მოსამზადებლად. ბრალის წამყენებელ ციხის თანამშრომელსაც შეიძლება დასჭირდეს დრო ყველა არსებული მტკიცებულების შესაკრებად. მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული სამართალწარმოების გასაჭიანურებლად, განსაკუთრებით, როდესაც პატიმარი იზოლაციაში იმყოფება მისი საქმის განხილვამდე. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი არაგონივრული დაყოვნება ჩაითვლება სასჯელის არაოფიციალურ ფორმად. ეს მოსაზრება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მაშინაც, როდესაც პატიმარი გამოძიების დასრულებამდე იმყოფება იზოლაციაში გარე სახელისუფლებო ორგანოში.
საქმეებს უნდა განიხილავდეს კომპეტენტური ორგანო
საქმე უნდა განიხილოს კომპეტენტურმა ორგანომ. ზოგ სახელმწიფოში ციხის დისციპლინური საქმეების განსახილველად ინიშნებიან დამოუკიდებელი მაგისტრატები ან სპეციალიზებული მოსამართლეები. ამგვარი მოწყობის უპირატესობა ის არის, რომ მასში გათვალისწინებული სასამართლო დამოუკიდებლობის ელემენტი და შესაბამისი პროცედურების დაცვის ალბათობა უფრო მაღალია. სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად, თურქეთში, დისციპლინურ განხილვას აწარმოებს სპეციალური კოლეგია. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ასეთ საქმეებს განიხილავს ციხის უფროსი. როდესაც დისციპლინურ განხილვას აწარმოებს ციხის ადმინისტრაცია, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნეს, რომ განხილვის მწარმოებელმა პირებმა გაიარონ სათანადო გადამზადება და, ასევე, მათ მანამდე არაფერი უნდა იცოდნენ იმ საქმის შესახებ, რომელიც უნდა განიხილონ.
სათანადო დაცვის მომზადება
ბრალდებული პატიმარი, ყველა შემთხვევაში, უნდა ესწრებოდეს განხილვას. მან უნდა მოისმინოს ჩვენებები და ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის წარმომდგენ ციხის თანამშრომელს დაუსვას შეკითხვები. თუ, ნებისმიერი მიზეზით, არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, მას ნება უნდა დაერთოს, გამოიძახოს სხვა პირი, რომელიც მას დაეხმარება. თუ საქმე რთულია ან მოსალოდნელი სახდელი - მძიმე, განხილულ უნდა იქნეს პატიმრის იურიდიული წარმომადგენლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
გასაჩივრების უფლება
თუ პატიმარს ბრალდება დაუმტკიცდა, მას აქვს ზემდგომ ორგანოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
არაოფიციალური გაფრთხილებები
ზოგ ადმინისტრაციაში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომ დისციპლინის უმნიშვნელო დარღვევებზე აძლევენ არაოფიციალურ გაფრთხილებებს, სანამ საქმეს ოფიციალურად მიეცემა მსვლელობა. ეს შეიძლება სასარგებლოც იყოს, რადგან პატიმრის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მისი საქციელი შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს. მაგრამ ასეთი გაფრთხილებების გამოყენება უნდა მოხდეს სამართლიანად და თანმიმდევრულად. ამან არ უნდა წარმოშვას არაოფიციალური სანქციების სისტემა.
სახდელი სამართლიანი და პროპორციული უნდა იყოს
დისციპლინური გადაცდომების გასაგებად ჩამოყალიბებულ და გამოქვეყნებულ ჩამონათვალს თან უნდა ერთვოდეს შესაძლო სახდელების სრული ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ამ გადაცდომების ჩამდენ პატიმარს დაეკისროს. ისევე, როგორც გადაცდომების ჩამონათვალს, სახდელების ჩამონათვალიც მოცემული უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებულ სამართლებრივ დოკუმენტში. ეს სახდელები აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი გადაცდომისთვის სამართლიანი და პროპორციული.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 30:
(1) არც ერთი პატიმარი არ უნდა დაისაჯოს, გარდა შესაბამისი კანონით ან კანონქვემდებარე აქტით და არასოდეს უნდა დაისაჯოს ორჯერ ერთსა და იმავე გადაცდომისთვის.
(2) არც ერთი პატიმარი არ უნდა დაისაჯოს, თუ მისთვის არ უცნობებიათ, რა გადაცდომის ჩადენაში ედება მას ბრალი და არ მიუციათ დაცვის მომზადების სათანადო შესაძლებლობა. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა ჩაატაროს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 31:
სხეულებრივი დასჯა, დასჯა ბნელ საკანში მოთავსებით და ყველანაირი სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი დასჯა მთლიანად აკრძალულია, როგორც სახდელი დისციპლინური გადაცდომისათვის.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 32:
(1) დაუშვებელია სახდელის სახით მკაცრი პატიმრობის ან საკვების შემცირების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა გასინჯა პატიმარი და წერილობით დაასკვნა, რომ მას შეუძლია ამის გაძლება.
(2) იგივე ეხება სხვა ნებისმიერი სახის სახდელს, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს პატიმრის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ყველა შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ ასეთი სახდელი ეწინააღმდეგებოდეს ან არ შეესაბამებოდეს 31-ე წესში აღნიშნულ პრინციპს.
(3) პატიმრები, რომელთაც ასეთი სახდელი შეეფარდათ, ყოველდღიურად უნდა მოინახულოს ექიმმა და დირექტორს გაუწიოს რეკომენდაცია, თუ თვლის, რომ სახდელის შეწყვეტა ან შეცვლა აუცილებელია ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 33:
დაუშვებელია ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების, მაგალითად, ხელბორკილების, ჯაჭვების, რკინის ქამრების და დამაწყნარებელი ჟილეტების გამოყენება სახდელის სახით.
ევროპის ციხის წესები, წესი 37:
კოლექტიური დასჯა, სხეულებრივი დასჯა, დასჯა ბნელ საკანში მოთავსებით და ყველანაირი სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი დასჯა მთლიანად აკრძალულია, როგორც სახდელები დისციპლინური გადაცდომებისთვის.
აფრიკული ქარტია ადამიანისა და ხალხთა უფლებების შესახებ, მუხლი 7(2):
სასჯელი ინდივიდუალურია და იგი შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დამრღვევს.
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, მუხლი 5(3):
დაუშვებელია სასჯელის გავრცელება სხვა პირზე, გარდა დამნაშავისა.
პრაქტიკაში განხორციელება
დასჯა მხოლოდ ინდივიდუალურ საფუძველზე
პატიმარი შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ ზემოაღნიშნული პროცედურების დაცვით ჩატარებული ოფიციალური დისციპლინური განხილვის შემდეგ, რის შედეგადაც დადგენილ იქნა მისი ბრალეულობა. ეს განხილვები უნდა ჩატარდეს ინდივიდუალურად. მაგალითად, თუ ადგილი ჰქონდა რაიმე წესის მასობრივ დაუმორჩილებლობას ან თავდასხმას რამდენიმე პატიმრის მონაწილეობით, თითოეულის საქმე განხილულ უნდა იქნეს ცალკე და სახდელიც უნდა შეეფარდოთ ინდივიდუალურად.
ერთსა და იმავე სამართალდარღვევისთვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა
არც ერთი პატიმარი არ შეიძლება დაისაჯოს ორჯერ ერთსა და იმავე გადაცდომისთვის. ეს ნიშნავს, რომ, თუ გადაცდომის საქმე, მაგალითად, თავდასხმა ან გაქცევის მცდელობა, გადაეგზავნა გარე სასამართლოს, მაშინ იმავე საქმეზე არ შეიძლება ჩატარდეს შიდა დისციპლინური განხილვა.
ადმინისტრაციული სახდელები
ადმინისტრაციული სახდელები შეიძლება იყოს: ოფიციალური წერილობითი გაფრთხილება, სამსახურიდან გარიცხვა, ხელფასის დაკავება (თუ ხელფასს უხდიან ციხეში მუშაობისთვის), რეკრეაციულ საქმიანობებში მონაწილეობის შეზღუდვა, გარკვეული პირადი ნივთების ქონის, ასევე, ციხის შიგნით გადაადგილების შეზღუდვა. სახდელით არ შეიძლება შეიზღუდოს ოჯახთან კონტაქტი მიმოწერის ან ვიზიტის მეშვეობით. სხვა მოსაზრებებთან ერთად, ამის შეზღუდვა გაუტოლდებოდა პატიმრის ოჯახის ან მეგობრების დასჯას.
შეზღუდვები, რომლებსაც სახდელი უნდა აკმაყოფილებდეს
დისციპლინური განხილვის შედეგად დაკისრებული სახდელი ყოველთვის პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი გადაცდომისა. კონკრეტულად, აკრძალულია სხეულებრივი დასჯის ყველა ფორმა, დასჯა ბნელ საკანში მოთავსებით და ყველანაირი სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი სასჯელი. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ საკვების შეზღუდვა სხეულებრივი სასჯელის ფორმაა და წარმოადგენს არაჰუმანურ სასჯელს; ეს ასახავს პროფესიულ მოსაზრებას, რომელიც ჩამოყალიბდა გაეროს მიერ 1957 წელს სტანდარტული მინიმალური წესების მიღების შემდგომ.
ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების სასჯელად გამოყენების დაუშვებლობა
ფიზიკური შეზღუდვის საშუალებები არასოდეს შეიძლება იქნეს გამოყენებული სასჯელის სახით. ასეთი საშუალებების გამოყენებისm გარემოებები განხილულია მე-5 თავში.
ექიმის შეზღუდული როლი
ექიმის მიერ იმის დადასტურება, რომ პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს ცალკეული ტიპის სასჯელს, მგრძნობიარე საკითხია და იგი განხილულია მე-4 თავში. სტანდარტული მინიმალური წესები (წესი 32) ადგენს, რომ ექიმმა უნდა გასინჯოს ყველა პატიმარი, რომლებსაც უნდა დააკისრონ ისეთი სახდელი, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ პატიმარს შეუძლია ამის გაძლება. კონტექსტის ფარგლებში აღებული ეს წესი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ არც ერთი პატიმარი, თუ ის ვერ გაუძლებს ასეთ სასჯელს, არ დაექვემდებაროს მას; მისი მიზანი არ არის დასჯაზე სამედიცინო თანხმობის მიცემა.
აღნიშნული წესი უნდა დაბალანსდეს დებულებით, რომელსაც ითვალისწინებს სამედიცინო ეთიკის პრინციპები და ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით, ექიმების როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან:
ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით, ექიმების სამედიცინო ეთიკასთან წინააღმდეგობაში მოდის პატიმრებსა ან დაკავებულებთან ნებისმიერ ისეთ პროფესიულ ურთიერთობაში მონაწილეობა, რომლის მიზანი არ არის მხოლოდ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, დაცვა ან გაუმჯობესება.
არაოფიციალური სასჯელების დაუშვებლობა
ციხის თანამშრომლებს ძალიან გასაგებად უნდა განემარტოთ, რომ ერთადერთი ტიპის სახდელი, რომელიც პატიმრებს შეიძლება დაეკისროს, გამომდინარეობს ოფიციალური დისციპლინური განხილვიდან. თანამშრომლებს ეკრძალებათ სასჯელების ცალკე არაოფიციალური სისტემის ქონა, რომელიც გვერდს უვლის ოფიციალურ პროცედურებს. მაღალი საფეხურის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს ამ თვალსაზრისით.
სამარტოო პატიმრობა
საერთაშორისო დოკუმენტები გარკვევით ადგენს, რომ მარტოობის საკანში მოთავსება არ არის შესაფერისი სახდელი, გარდა ყველაზე უკიდურესი გარემოებებისა; როდესაც კი შესაძლებელია, იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული და შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ მის გასაუქმებლად. აღნიშნული დოკუმენტები აღიარებს იმ ფაქტს, რომ, პოტენციურად, მარტოობის საკანში ყოფნის პერიოდი აზიანებს პატიმრის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 7:
უნდა განხორციელდეს და წახალისდეს ღონისძიებები სამარტოო პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გაუქმების ან მისი გამოყენების შემცირების მიზნით.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 31:
სხეულებრივი დასჯა, დასჯა ბნელ საკანში მოთავსებით და ყველანაირი სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი სასჯელი მთლიანად აკრძალულია, როგორც სახდელები დისციპლინური გადაცდომისათვის.
ევროპის ციხის წესები, წესი 37:
კოლექტიური დასჯა, სხეულებრივი დასჯა, დასჯა ბნელ საკანში მოთავსებით და ყველანაირი სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი სასჯელი მთლიანად აკრძალულია, როგორც სახდელები დისციპლინური გადაცდომებისთვის.
ევროპის ციხის წესები, წესი 38(1):
დისციპლინური პატიმრობა ... როგორც სახდელი, შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასინჯვის შედეგად ექიმი წერილობით დაადასტურებს, რომ პატიმარს შეუძლია მისი გაძლება.
ევროპის ციხის წესები, წესი 38(3):
პატიმრები, რომელთაც ასეთი სახდელი შეეფარდათ, ყოველდღიურად უნდა მოინახულოს ექიმმა და დირექტორს გაუწიოს რეკომენდაცია, თუ თვლის, რომ სახდელის შეწყვეტა ან შეცვლა აუცილებელია ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო.
პრაქტიკაში განხორციელება
„სენსორული დეპრივაცია“ (გრძნობის ორგანოების დამქვეითებელი სახდელები) და ბნელი საკნები აკრძალულია
მარტოობის საკანში პატიმრობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ყველაზე უარესია, როდესაც ადამიანს ათავსებენ სრულიად მარტო და ართმევენ გრძნობის ორგანოების ფუნქციონირების შესაძლებლობას, კერძოდ, იგი ვერ ხედავს სინათლეს, არ ესმის რაიმე ხმა, ვერ სუნთქავს სუფთა ჰაერს, რა პირობებსაც ხშირად „ბნელ საკნებს“ უწოდებენ. იზოლაციის ასეთი ფორმა არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული სახდელის სახით. აკრძალული უნდა იყოს აგრეთვე ასეთ პირობებში პატიმართა მცირე ჯგუფების მოთავსება.
„1983 წლის გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მოსაზრება ასეთი პატიმრობის შედეგების შესახებ:
...სრულმა სენსორულმა იზოლაციამ, ტოტალურ საზოგადოებრივ იზოლაციასთან ერთად, შეიძლება გაანადგუროს პიროვნება და წარმოადგენს ისეთ მოპყრობას, რომლის გამართლება შეუძლებელია უსაფრთხოების მოთხოვნებით ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით.“ [განაცხადი №843/78(1983) საქმეზე კროხერი და მოლერი შვეიცარიის წინააღმდეგ, პარაგრაფი 62]
ყოველდღიური მონიტორინგი
სამარტოო პატიმრობის კიდევ ერთი ფორმაა, როდესაც პატიმარს ათავსებენ ერთკაციან საკანში, სადაც მას აქვს ნორმალური სინათლე და ჰაერი და ესმის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პატიმრების ხმა. ასეთი სახდელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამონაკლის შემთხვევებში, დროის მოკლე ვადით. ყველა ასეთ შემთხვევაში, პატიმარზე ყოველდღიურ დაკვირვებას უნდა აწარმოებდეს ექიმი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესება; ამ შემთხვევაში, სახდელის მოხდა უნდა შეწყდეს.
სამარტოო პატიმრობისთვის დამახასიათებელი საფრთხეები
წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამარტოო პატიმრობის ან მისი მსგავსი პირობების გამოყენებას:
„ზოგ შემთხვევაში სამარტოო პატიმრობა შეიძლება უთანაბრდებოდეს არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას; ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის სამარტოო პატიმრობა უნდა იყოს, რაც შეიძლება, მოკლე.“
[წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის მე-2 ზოგადი მოხსენება წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის საქმიანობის შესახებ, პარაგრაფი 56]
„დელეგაცია შეხვდა პირველი კატეგორიის პატიმრებს, რომლებსაც ძალიან დიდი ხნით ამყოფებდნენ იზოლაციის რეჟიმში, ძალიან მკაცრ ფიზიკურ პირობებში, თითქმის ან სრულიად უსაქმოდ; კომიტეტის აზრით, ეს არაჰუმანურ მოპყრობას წარმოადგენს.“
[წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის ანგარიში ესპანეთის მთავრობას წამების და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის ესპანეთში 1991 წლის 1 აპრილიდან 12 აპრილამდე განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, CPT/Inf (96)9, ნაწილი 1, პარაგრაფი 113]
მარტოობის საკნები და მაქსიმალური უსაფრთხოება
ზოგიერთ სახელმწიფოში სულ უფრო მზარდად გამოიყენება ადმინისტრაციული სამარტოო პატიმრობა ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი ვადით, როგორც განსაკუთრებული მაქსიმალური უსაფრთხოების რეჟიმის ნაწილი. საშიშროებები, რომელსაც ეს პროცედურა იწვევს, უფრო დეტალურად განხილულია მე-5 თავში.
![]() |
9 7 კონსტრუქციული საქმიანობები და სოციალური რეინტეგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ციხეებში მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება
ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა ძალიან მძიმე სასჯელია. თავის მხრივ, პატიმრობა უფლებების მკაცრი შეზღუდვაა და მისი დაკისრება შეუძლია მხოლოდ სასამართლო ორგანოს მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და როდესაც არ არსებობს სხვა გონივრული ალტერნატივა. ამ სახელმძღვანელოში უკვე ითქვა გასაგებად, რომ პენიტენციალური ორგანოები არ უნდა ეცადონ სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელის დამძიმებას პატიმრებისადმი არაჰუმანური ან დაუსაბუთებლად მკაცრი მოპყრობით. პირიქით, მათ ყველაფერი უნდა იღონონ, რაც მათ შესაძლებლობაშია, რომ თავიდან აიცილონ მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.
პიროვნული შეცვლისა და განვითარებისთვის შესაძლებლობების მიცემა
პენიტენციალური ორგანოების მხრივ საკმარისი არ არის პატიმრების მხოლოდ ჰუმანურად და ღირსეულად მოპყრობა. მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი პატიმრები მათ ასევე უნდა უზრუნველყონ პიროვნული შეცვლისა და განვითარების შესაძლებლობებით. ეს კი მნიშვნელოვან უნარსა და გულმოდგინებას მოითხოვს. ბევრი ციხე საზოგადოების მარგინალური ჯგუფებიდან გამოსული ადამიანებისგან შედგება. ბევრი მათგანი მოდის უკიდურესი სიღარიბიდან და დანგრეული ოჯახებიდან; დიდი ნაწილი უმუშევარია; განათლების დონე, სავარაუდოდ, დაბალია; ზოგს შესაძლოა უცხოვრია ქუჩაში და არ გააჩნია მართლზომიერი ადგილი საზოგადოებაში. ასეთი უარყოფითი მახასიათებლების მქონე ადამიანებისთვის ცხოვრებისეული პერსპექტივების შეცვლა არ არის იოლი ამოცანა.
საქმიანობებით უზრუნველყოფის ვალდებულება
ციხე ის ადგილი უნდა იყოს, სადაც არსებობს კონსტრუქციული საქმიანობების სრულყოფილი პროგრამა, რომელიც პატიმრებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. როგორც მინიმუმ, ციხეში ყოფნამ არ უნდა გამოიწვიოს პატიმრების უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაყენება, ვიდრე ისინი იყვნენ სასჯელის მოხდის დაწყებისას, არამედ უნდა დაეხმაროს მათ ჯანმრთელობისა და ინტელექტუალური და სოციალური ფუნქციონირების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, მუხლი 10(3):
სასჯელაღსრულების სისტემა გულისხმობს პატიმრების იმგვარ მოპყრობას, რომლის მთავარი მიზანია მათი რეფორმირება და სოციალური რეაბილიტაცია.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესები 65-66:
65 თავისუფლებააღკვეთილი ან მსგავს ღონისძიებაშეფარდებული პირების მოპყრობის მიზანი, რამდენადაც სასჯელის ვადა იძლევა ამის შესაძლებლობას, უნდა იყოს მათში იმ სურვილის ჩანერგვა, რომ გათავისუფლების შემდეგ მათ იცხოვრონ კანონმორჩილი და თვითუზრუნველყოფადი ცხოვრებით, აგრეთვე, მათი ამისათვის მომზადება. მოპყრობა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელს უწყობდეს მათში თავმოყვარეობის და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას.
66 (1) ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს ყველა შესაფერისი საშუალება, მათ შორის რელიგიური ზრუნვა იმ ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელია, განათლება, პროფესიულ-ტექნიკური ინსტრუქტაჟი და სწავლება, სოციალური საკითხების გარჩევა, კონსულტაცია დასაქმებასთან დაკავშირებით, ფიზიკური განვითარება და მორალური ხასიათის გაძლიერება, თითოეული პატიმრის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და მისი სოციალური და დანაშაულებრივი ისტორიის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების, პირადი ტემპერამენტის, სასჯელის ხანგრძლივობის და გათავისუფლების შემდგომი პერსპექტივების გათვალისწინებით.
(2) შესაფერისი ხანგრძლივობის სასჯელის მქონე თითოეულ პატიმართან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად მისი ციხეში მიღების მომენტიდან, დირექტორმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია წინა პარაგრაფში აღნიშნული საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმაცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს ექიმის, რომელიც, სასურველია, თუ ფსიქიატრიაშიც იქნება კვალიფიცირებული, დასკვნას პატიმრის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
(3) ასეთი ინფორმაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტები უნდა მოთავსდეს პირად საქმეში. ეს საქმე მუდმივად განახლებადი უნდა იყოს და ინახებოდეს ისე, რომ შესაბამის პერსონალს შეეძლოს მისი ნახვა საჭიროებისამებრ.
პრაქტიკაში განხორციელება
პატიმრების აღჭურვა გათავისუფლების შემდგომი ცხოვრებისთვის
რეაბილიტირებულად ითვლება არა ის პატიმარი, რომელიც ისწავლის ციხის პირობებში უკეთ გაძლებას, არამედ, რომელიც გათავისუფლების შემდგომ ციხის გარეთ არსებულ სამყაროში მიაღწევს წარმატებას. თუ პენიტენციალურმა ორგანოებმა საქმიანობათა პროგრამაში პრიორიტეტად უნდა დასახონ ის, რასაც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი პატიმრების „რეფორმირებას და სოციალურ რეაბილიტაციას“ უწოდებს, მაშინ მათ ციხეში საქმიანობას საფუძვლად უნდა დაუდონ პატიმრების იმ რესურსებითა და უნარ- ჩვევებით აღჭურვა, რომლებიც მათ ციხის გარეთ ცხოვრებისთვის დასჭირდებათ. ეს ნიშნავს, მაგალითად, პატიმრების მიერ ციხეში შესრულებული სამუშაოს დაკავშირებას ციხის გარეთ დასაქმების შესაძლებლობებთან. პატიმრებს უნდა დაეხმარონ იმ უნარებისა და შესაძლებლობების დაუფლებაში, რითაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და ოჯახის შენახვას, ამასთან, იმ დისკრიმინაციის გათვალისწინებით, რომელსაც ყოფილი პატიმრები, სავარაუდოდ, შეხვდებიან სამუშაოს ძებნისას.
სანამ ადამიანები ციხეში არიან, მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა მათ გათავისუფლების შემდგომ დაეხმარონ სადმე დასახლებაში, შეიქმნას რაიმე სოციალური სტრუქტურა, რომელიც მათ დაეხმარება საზოგადოებაში ხელახლა დაბრუნებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენება
არც ერთი ამ მიზნის მიღწევა არ იქნება იოლი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრ სახელმწიფოში არის გადავსებული ციხეების პრობლემა, გადამზადებული ციხის თანამშრომლების ნაკლებობა და ციხის გარეთ არსებულ სამყაროსთან კავშირების დამყარების შეზღუდული შესაძლებლობები, აგრეთვე, მტრულად განწყობილი გარე საზოგადოება, რომელიც ციხიდან გამოსულ პატიმარს ხვდება. ამ თავით დადგენილი პრინციპები განსაზღვრავს მიზანს, რომლის მიღწევისკენაც ციხის ადმინისტრაცია უნდა მუშაობდეს მათ ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში. მან ასევე უნდა განიხილოს პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს პატიმრებისთვის არსებული შესაძლებლობების წრის გაფართოება.
„მავრიკიაში ციხეებზე პასუხისმგებელ მთავრობის მინისტრს სურდა, გაეფართოვებინა პატიმრების სოციალური რეინტეგრაციის შესაძლებლობები და ებრძოლა იმ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან, რომელსაც პატიმრები აწყდებოდნენ განსაკუთრებით მცირე საზოგადოებებში, სადაც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. ამ მიზნით, მან ორგანიზება გაუკეთა კვირეულს, რომლის დროსაც მედიის საშუალებებს მიეცათ ციხეებში შესვლის შესაძლებლობა. ჟურნალისტებს მოუწოდებდნენ, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლებისაგან აეღოთ ინტერვიუ იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც პატიმრები აწყდებოდნენ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მოხდა დებატების სტიმულირება იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მიერ ყოფილი პატიმრებისთვის დახმარების გაწევას მათ ხელახლა დამკვიდრების საქმეში“.
პატიმრის აღიარება პიროვნებად
თუ ციხის საქმიანობათა პროგრამამ სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პატიმარი, შეძლებისდაგვარად, აღიარებულ იქნეს პიროვნებად. არ არის საკმარისი, ყველა პატიმრისგან მოველოდეთ ერთი და იგივე სწავლების ან განვითარების გზის გავლას - ეს არც მიზანშეწონილია და არც ეფექტური. ზოგი პატიმარი წერაკითხვის უცოდინარი შეიძლება იყოს; სხვები შეიძლება მასწავლებლები იყვნენ ციხეში მოსვლამდე. ზოგი პატიმარი ციხეში ქუჩის ცხოვრებიდან მოდის; სხვებს შეიძლება ჰქონდეთ ძლიერი ოჯახი და სამსახური, რომელსაც ისინი შეიძლება დაუბრუნდნენ. ამიტომ, პატიმრების სარეაბილიტაციო საქმიანობების დაგეგმვისას და ამ საქმიანობების მიხედვით პატიმრების განაწილებისას, გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს ყოველი პატიმრის ინდივიდუალური გარემოებები.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესები 67-69:
67 კლასიფიკაციის მიზნებია:
(a) იმ პატიმრების გამოცალკევება სხვებისგან, რომლებმაც, თავიანთი დანაშაულებრივი წარსულიდან ან ცუდი თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინონ;
(b) პატიმართა დაყოფა კლასებად, რათა გაიოლდეს, მათი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, მათდამი მოპყრობის შერჩევა.
68 რამდენადაც ეს შესაძლებელია, სხვადასხვა კლასს მიკუთვნებული პატიმრების მოპყრობისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს სხვადასხვა დაწესებულება ან დაწესებულების სხვადასხვა ნაწილი.
69 ციხეში მიღებიდან რაც შეიძლება მალე, თითოეული პატიმრის პიროვნების შესწავლის შემდეგ და სასჯელის ვადის გათვალისწინებით, მისთვის უნდა მომზადდეს პროგრამა, რომელიც მხედველობაში უნდა იღებდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობების და ხასიათის შესახებ მიღებულ ინფორმაციას.
პრაქტიკაში განხორციელება
პიროვნული განვითარებისაკენ წახალისება
ციხეში მოსულ ყოველ ადამიანს აქვს წინა ცხოვრებისეული გამოცდილება და თითქმის ყველა პატიმარი ერთ დღეს გათავისუფლდება. თუ პირმა უნდა ისარგებლოს ციხეში ყოფნის დროით, მაშინ მისი იქ საქმიანობა დაკავშირებული უნდა იყოს გათავისუფლების შემდგომ სავარაუდო საქმიანობასთან. ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა გეგმის შედგენა, თუ როგორ შეიძლება პატიმარმა გამოიყენოს ციხის სისტემაში მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა საშუალება. პატიმრებს სჭირდებათ, რომ ისინი რაიმეთი იყვნენ დაკავებულნი, არ გაატარონ დრო უქმად და მათ საქმიანობას გარკვეული მიზანი ჰქონდეს. ყველა საქმიანობა, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო, წერა-კითხვის შესწავლა, კულტურულ და ხელოვნების პროგრამებში მონაწილეობა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი შეუწყოს ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც პატიმრები კი არ გაუარესდებიან, არამედ შეიძენენ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ გამოადგებათ გათავისუფლების შემდეგ.
მოკლევადიანი პატიმრები
იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მოკლევადიან სასჯელს იხდიან, შეიძლება დრო არც კი იყოს საკმარისი რაიმე სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მათ მიერ ოჯახთან და გარე სამყაროსთან კავშირების შენარჩუნებაზე.
შრომა და უნარ-ჩვევების სწავლება
საკუთარი თავის მატერიალური უზრუნველყოფის გზის პოვნა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის საზოგადოებაში რეინტეგრაციის უნარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი პატიმრისთვის ციხეში ყოფნის დრო შეიძლება მათთვის პირველი შესაძლებლობაც კი იყოს პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების შესაძენად და რეგულარული სამუშაოს საკეთებლად. მთავარი მიზანი, რის გამოც პატიმრებს მუშაობა მოეთხოვებათ, არის მათი მომზადება ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნორმალური შრომითი ცხოვრებისთვის და არა ციხის ადმინისტრაციის სასარგებლოდ ფულის გამომუშავება ან მთავრობის სხვა დაწესებულებების სასარგებლოდ ქარხნებში მუშაობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ დასაქმება სოციალური რეაბილიტაციის მხოლოდ ერთი ელემენტია. სრულფასოვანი რეაგირება გულისხმობს ყველა იმ უნარ-ჩვევის განვითარების შესაძლებლობას, რაც საზოგადოებაში დასაბრუნებლადაა საჭირო; სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა უნარ-ჩვევაზეა მოთხოვნა. გარე საზოგადოებასთან კავშირების შენარჩუნების სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ საუბარია მე-8 თავში.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, მუხლი 8:
3 (a) არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო შრომა.
(b) ქვეყნებში, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს პატიმრობა მძიმე შრომასთან ერთად, მე-3(a) პუნქტი ხელს არ უშლის კომპეტენტური სასამართლოს მიერ დაკისრებული ასეთი სასჯელის აღსრულების მიზნით, მძიმე სამუშაოს შესრულებას.
(c) ამ პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი “იძულებითი ან სავალდებულო შრომა” არ გულისხმობს:
(i) ნებისმიერ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული (b) ქვეპუნქტით და, ჩვეულებრივ, მოითხოვება სასამართლოს კანონიერი ბრძანების საფუძველზე დაკავებული პირისაგან ან პირისგან ასეთი დაკავებიდან პირობითი გათავისუფლების პერიოდში.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 8:
უნდა შეიქმნას პირობები, რომ პატიმრებს შეეძლოთ, ეწეოდნენ ანაზღაურებად საჭირო სამუშაოს, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ქვეყნის შრომით ბაზარზე და შეაძლებინებს მათ ფინანსურად უზრუნველყონ საკუთარი თავი და ოჯახები.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 71:
(1) ციხეში მუშაობა არ უნდა იყოს მტანჯველი.
(2) ყველა მსჯავრდებულს უნდა მოეთხოვოს მუშაობა, მათი ფიზიკური და ფსიქიკური ვარგისობის გათვალისწინებით, რასაც განსაზღვრავს ექიმი.
(3) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სასარგებლო ხასიათის საკმარისი სამუშაო, რათა
პატიმრები აქტიურად იყვნენ დაკავებული ნორმალური სამუშაო დღის განმავლობაში.
(4) რამდენადაც შესაძლებელია, არსებული სამუშაო ისეთი უნდა იყოს, რომ მისი მეშვეობით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრებმა შეინარჩუნონ ან გაზარდონ პატიოსანი შრომით ცხოვრების საკუთარი უნარი.
(5) პატიმრებს, რომელთაც ეს შეიძლება გამოადგეთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა პატიმრებს, უნდა ჩაუტარდეთ პროფესიულ-ტექნიკური სწავლება სასარგებლო ხელობებში.
(6) შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური ცოდნის და დაწესებულების ადმინისტრირებისა და დისციპლინის მოთხოვნების გათვალისწინებით, პატიმრებს უნდა შეეძლოთ, აირჩიონ მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 72:
(1) დაწესებულებებში შრომის ორგანიზაცია და მეთოდები რაც შეიძლება მიახლოებული უნდა იყოს მსგავს შრომასთან დაწესებულების გარეთ, რათა პატიმრები მოემზადონ პროფესიით ცხოვრების ჩვეულებრივი პირობებისთვის.
(2) ამასთან, პატიმართა ინტერესები და მათი პროფესიულ-ტექნიკური ცოდნა არ უნდა დაექვემდებაროს დაწესებულების მრეწველობის მიერ ფინანსური მოგების მიღების მიზანს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 73:
(1) სასურველია, დაწესებულების მრეწველობას ან სასოფლო-სამეურნეო წარმოებას მართავდეს უშუალოდ ადმინისტრაცია და არა კერძო კონტრაქტორები.
(2) თუ პატიმრები ასრულებენ ადმინისტრაციის მიერ არაკონტროლირებად სამუშაოს, მათზე ყოველთვის ზედამხედველობას უნდა ახორციელებდნენ დაწესებულების თანამშრომლები. თუ სამუშაო არ სრულდება მთავრობის სხვა დაწესებულებების სასარგებლოდ, მაშინ პირებმა, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება სამუშაო, სრულად და ნორმალური ოდენობით უნდა გადაუხადონ ადმინისტრაციას ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს პატიმრების წარმადობა.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 74:
(1) თავისუფალი მუშაკების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად დადგენილი წინდახედულობის ნორმები თანაბრად დაცული უნდა იყოს დაწესებულებებშიც.
(2) უნდა არსებობდეს სისტემა, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს აუნაზღაურდებათ ჯანმრთელობისთვის მიყენებული საწარმოო ზიანი, მათ შორის, პროფესიული ავადმყოფობით მიყენებული ზიანი, რისი პირობებიც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს თავისუფალი მუშაკებისთვის კანონით დადგენილ პირობებს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 75:
(1) პატიმართა ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა დადგენილი უნდა იყოს კანონით ან ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მოთხოვნებს თავისუფალი მუშაკების შრომასთან მიმართებით.
(2) ამგვარად დადგენილი საათები უნდა ტოვებდეს კვირაში ერთ დასვენების დღეს და საკმარის დროს განათლებისა და სხვა საქმიანობებისთვის, რომლებიც მოითხოვება პატიმართა რეჟიმისა და რეაბილიტაციის ფარგლებში.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 76:
(1) უნდა არსებობდეს პატიმართა შრომის სამართლიანი ანაზღაურების სისტემა.
(2) ამ სისტემის ფარგლებში პატიმრებს ნება უნდა დაერთოთ, საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლის ნაწილი მაინც დახარჯონ ნებადართულ პირადი გამოყენების ნივთებზე, ხოლო ნაწილი გაუგზავნონ თავიანთ ოჯახებს.
(3) სისტემა ასევე უნდა ითვალისწინებდეს, რომ შრომით მიღებული შემოსავლის ნაწილი ადმინისტრაციამ გვერდზე გადადოს დანაზოგის დაგროვების სახით, რომელიც პატიმარს გადაეცემა გათავისუფლების შემდეგ.
პრაქტიკაში განხორციელება
შრომის ფასი
პატიმრებმა დღეები არ უნდა გაატარონ უქმად ან მონოტონურად. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი პირადი კეთილდღეობის, ისე ციხის ნორმალური მართვისათვისაც: თუ პატიმრები არ არიან დაკავებული რაიმე საქმიანობით, მაშინ დიდია ალბათობა, რომ ისინი ჩავარდებიან დეპრესიაში ან გახდებიან დამრღვევები. ეს უკავშირდება დინამიური უსაფრთხოების ცნებას, რომელიც ამ სახელმძღვანელოს მე-5 თავში იყო განხილული. თუმცა, არსებობს კიდევ გაცილებით უფრო დადებითი მიზეზი იმისა, რომ პატიმრები სასარგებლო შრომით დასაქმდნენ. ზოგი ადამიანი დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაება იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კანონიერი შემოსავლის წყარო, ხშირად იმიტომაც, რომ ვერ იშოვა სამუშაო. ასევე, შესაძლოა, ზოგი მათგანი არასოდეს ყოფილა რეგულარულ სამუშაოზე და არასოდეს უსწავლია დისციპლინა, რომელიც უნდა დაიცვა ყოველდღიურ რეჟიმში. გარდა ამისა, შეიძლება მათ სურდეთ კიდეც მუშაობა, მაგრამ არ ჰქონდეთ რეგულარული სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ცოდნა.
სამუშაო პირობები
იძულებითი ან სავალდებულო შრომა, ზოგადად, აკრძალულია. თუმცა, საერთაშორისო დოკუმენტები მკაფიოდ განსაზღვრავენ, რომ პატიმრების მიერ შესრულებული სამუშაო ავტომატურად ამ კატეგორიაში არ ხვდება. მსჯავრდებული პატიმრები შეიძლება დაავალდებულონ, იმუშაონ, გარკვეული გარანტიების პირობით. ესენია:
სამუშაოს უნდა ჰქონდეს მიზანი;
სამუშაო უნდა დაეხმაროს მათ იმ უნარ-ჩვევების შეძენაში, რომლებიც მათ გამოადგება გათავისუფლების შემდეგ;
პატიმრებს უნდა გადაუხადონ მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის;
შრომის პირობები ძირითადად იგივე უნდა იყოს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით;
შრომის საათები არ უნდა იყოს გადაჭარბებული და უნდა ტოვებდეს დროს სხვა საქმიანობებისთვის.
ყოველდღიური დღის წესრიგის შემუშავება
ციხეში მუშაობას ორი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი, მარტივი მიზანია, პატიმრების წახალისება იქითკენ, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ ყოველდღიურ რეგულარულ საქმიანობაში, რომელიც მოიცავს ფეხზე ადგომას, სამუშაო ადგილზე მისვლას და ყოველდღე რამდენიმე საათის შრომაში გატარებას სხვა ადამიანებთან ერთად, ორგანიზებული წესით. თუმცა, ეს თავისთავად საკმარისი არაა. აზრი არ აქვს პატიმრების იძულებას, რომ ყოველდღიურად იარონ სამუშაოზე, რომელიც მონოტონურია და სხვებს დიდად არაფერში გამოადგებათ. ამის ყველაზე უარესი მაგალითი იყო მე-19 საუკუნეში არსებული სისტემა, როდესაც პატიმრებს აიძულებდნენ, ყოველდღე, მრავალი საათის განმავლობაში, საერთოდ უმიზნოდ, ეტრიალებინათ ქვიშით სავსე ცილინდრები. ასეთი უაზრო სამუშაოს თანამედროვე ეკვივალენტებიც მრავლად არსებობს.
უნარ-ჩვევების განვითარება
მუშაობის კიდევ ერთი მიზანია, პატიმრებს შესძინოს მიზნობრივი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო თავდაჯერება და უნარ-ჩვევები, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათ მიერ მიღებული ცოდნა გაცილებით უფრო გაზრდის სასჯელის მოხდის შემდეგ მათ მიერ სამუშაოს შოვნის ალბათობას. ეს ნიშნავს, რომ ციხეში მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს სწავლებასთან ერთად, რომლის მიზანია პატიმრების აღჭურვა ისეთი უნარ-ჩვევებით, რომელთა მეშვეობით ისინი შეიძენენ ხელოსნის კვალიფიკაციას და შეეძლებათ, დასაქმდნენ ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, საინჟინრო საქმე, ადმინისტრირება ან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. პროფესიულ-ტექნიკური სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პატიმრებისთვის. ამ პროგრამების შექმნისას აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ტიპის დასაქმების შესაძლებლობები იარსებებს ადგილობრივ საზოგადოებაში, სადაც პატიმარი დაბრუნდება.
ქალი პატიმრები
ქალი პატიმრების სპეციალურ საჭიროებებზე საუბარია მე-13 თავში. მნიშვნელოვანია, მათ ხელი მიუწვდებოდეთ იმ სამუშაოთა სრულ სპექტრზე, რომლებიც ციხის პირობებში სრულდება. ისინი არ უნდა შეზღუდონ მხოლოდ ისეთი საქმიანობით, როგორიცაა კერვა ან ხელსაქმე.
სამუშაოს გამოძებნის გზები
ბევრ ქვეყანაში ციხის ადმინისტრაციებს ძალიან უჭირთ პატიმრებისთვის საკმარისი სამუშაოს გამოძებნა. ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა მოდელი არსებობს.
ზოგ სახელმწიფოში მთავრობის სხვა სამინისტროებს ეკისრებათ ვალდებულება, ციხის ადმინისტრაციას შესთავაზონ გარკვეული ტიპის სამუშაოები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მთავრობის შიდა კონტრაქტებთან. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში საჯარო სამსახურებისთვის ყველა ავეჯს ამზადებენ პატიმრები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გარე ორგანიზაციების სასარგებლოდ მუშაობასთანაც, მაგალითად, მანქანის სანომრე ნიშნების დამზადება.
ხშირად თავად ციხის თანამშრომლებმა შეიძლება გამოიჩინონ შემოქმედებითობა პატიმრებისთვის მიზნობრივი სამუშაოს გამოძებნაში. მაგალითად, შერჩეულმა პატიმრებმა სასარგებლო უნარ-ჩვევები შეიძლება შეიძინონ ციხის თანამშრომლების გვერდიგვერდ ციხის შენობების მომსახურებისა და რემონტის სამუშაოების შესრულებით. თუ ციხეს აქვს მიწა, ზედამხედველობის ქვეშ პატიმრებმა შეიძლება დაამუშაონ იგი, რათა საკვებით უზრუნველყონ თავიანთი თავი და სხვები. ასევე, პატიმრებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ აუცილებელ საქმიანობაში, როგორიცაა, მაგალითად, სამზარეულოში საქმიანობა და დასუფთავება.
გარდა ამისა, არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც პატიმრებმა შეიძლება დახმარება გაუწიონ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან მუშაობაში, მაგალითად, მათ შეიძლება დაამზადონ ავეჯი უსახლკარო ადამიანების საერთო საცხოვრებლისთვის ან სათამაშოები ბავშვთა სახლებისთვის.
თვითდასაქმება ერთი პირის საწარმოს ან მცირე კოოპერატივის ფორმით შეიძლება რეალური ვარიანტი იყოს ზოგი პატიმრისთვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ. პატიმრებმა შესაძლოა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც უკვე აქვთ, გამოიყენონ და განავითარონ ისეთი საგნების დასამზადებლად, რომლებიც ღია ბაზარზე გაიყიდება. ამ საქმიანობისთვის ხელის მოკიდება შეიძლება ციხიდან გამოსვლის
შემდეგ და ყოფილ პატიმარს არც დისკრიმინაციის პრობლემის გადალახვა მოუწევს.
ბოლო წლებში მზარდია ტენდენცია, როდესაც კერძო კომერციულ და სამრეწველო კომპანიებს იყენებენ პატიმრების დასასაქმებლად. ამ შემთხვევაში, პენიტენციალურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პატიმრები არ გამოიყენონ, როგორც, უბრალოდ, იაფი მუშახელი ან ადგილობრივი მუშაკებისთვის ხელფასების შესამცირებლად. ამ შემთხვევაში, პატიმრებს შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაუხადონ სრული განაკვეთით.
„სენეგალში პატიმრები დაკავებული არიან ტრადიციული ხელობებით, როგორიცაა ტყავისა და საიუველირო ნაკეთობების დამზადება. არასამთავრობო ორგანიზაცია აწყობს ასეთი ნივთების გამოფენაგაყიდვას“.
„თურქეთში მოხალისეთა ორგანიზაცია „თურ ჰიზი“, რომელიც კომერციულ ინტერესებსა და ხელობის ოსტატებს აერთიანებს, თანამშრომლობს ციხის ადმინისტრაციასთან და პატიმრებისთვის ატარებს სწავლებას იმ სფეროებში, რომლებშიც პროფესიონალი მუშახელის ნაკლებობა იგრძნობა. კერძოდ, დალაგება-დასუფთავების სწავლება დაკავშირებულია მზარდ ტურისტულ ინდუსტრიასთან. მოხალისე ოსტატების მიერ ციხეებში ჩატარებული სწავლება ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება. სამუშაოდ მივლინება ხდება სასტუმროებსა და ადგილობრივი მთავრობის ოფისებში“.
„ინდოეთის პროვინცია ანდჰრა პრადეშში რაჯაჰმუნდრის ორი პენიტენციალური დაწესებულება ცენტრალური მთავრობის ქოქოსის საბჭოსთან ერთად მონაწილეობს ერთობლივ ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც ხდება ქოქოსის ნაწარმის წარმოებაში ტრენინგების ჩატარება. როგორც დაგეგმილი იყო, პატიმრები ჩამოაყალიბებდნენ კოოპერატივს ამ წარმოების გაგრძელების მიზნით. მათთვის უნდა გადაეცათ აღჭურვილობა, რითაც ისინი შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას ციხიდან გამოსვლის შემდეგ“.
შრომის ანაზღაურება
თუ მუშაობის გამოცდილებამ პატიმრები უნდა მოამზადოს გათავისუფლების შემდგომი ცხოვრებისთვის და არ უნდა იყოს აღქმული პატიმრების მიერ მხოლოდ როგორც იძულებითი შრომა, მაშინ აუცილებელია, რომ ისინი შესრულებული სამუშაოსათვის იღებდნენ გარკვეულ გასამრჯელოს. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს. ერთერთი ყველაზე შემოქმედებითი მეთოდია, როდესაც პატიმრებს უხდიან იმის ეკვივალენტს, რასაც გადაუხდიდნენ თავისუფალ საზოგადოებაში დაქირავებულ მუშაკს. ამის შემდეგ მათგან მოითხოვება, რომ თანხის ნაწილი გაუგზავნონ ოჯახებს, ზოგ შემთხვევაში - თანხის ნაწილი გადაიხადონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, აგრეთვე, თანხის ნაწილი შეინახონ ციხიდან გამოსვლის დროისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითი, შეერთებული შტატებიდან, მოთხრობილია ქვემოთ.
„1993 წელს ელსვორთის გამასწორებელმა დაწესებულებამ გააფორმა ხელშეკრულება “სენჩური მენიუფექჩერინგთან“ სხვადასხვა სახის პროდუქციის დამზადების თაობაზე. ამ პროგრამების ფარგლებში მომუშავე პატიმრები იღებდნენ სტანდარტულ მინიმალურ ხელფასს (განსხვავებით იმ ნომინალური ხელფასისგან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ციხეში იხდიან). ამ ხელფასიდან ხდებოდა გამოქვითვები ბინადრობისა და საკვების ხარჯების დასაფარად, ოჯახის შესანახად, დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადასახდელად და გადასახადების გადასახდელად. ყველა ამ გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხის 10%25 ირიცხებოდა შემნახველ ანგარიშზე, რომლიდანაც პატიმარი თანხას გაიტანდა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ“.
კანზასის გამასწორებელი დეპარტამენტი
შრომის უსაფრთხო პირობები
მნიშვნელოვანია, რომ პირობები, რომლებშიც პატიმრები მუშაობენ, ექვემდებარებოდეს იმავე კანონმდებლობას ჯანდაცვის, უსაფრთხოების, საწარმოო ზიანის და პროფესიული დაავადებების სფეროში, რასაც თავისუფალ საზოგადოებაში სამუშაო პირობები ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციალურმა ორგანოებმა უნდა იცოდნენ ეროვნული კანონმდებლობა ჯანდაცვისა და სამუშაოს უსაფრთხოების შესახებ და უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა ციხის პირობებში. ეს გარანტიები უნდა ვრცელდებოდეს იმ დროის ხანგრძლივობაზეც, რომელსაც პატიმრები მუშაობაში ატარებენ. სამუშაო საათები არ უნდა იყოს გადაჭარბებული და პატიმრებს უნდა უტოვებდეს დროს სხვა საქმეებისთვისაც.
სამუშაო წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის
მუშაობასთან დაკავშირებული მოსაზრებები, პირველ რიგში, მსჯავრდებულ პატიმრებს ეხება. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმ პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთაც სასჯელი ჯერ არ მისჯიათ. ვინაიდან ისინი ჯერ არ არიან ცნობილი დამნაშავედ რაიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ არ უნდა აიძულონ მუშაობა. თუმცა, ისინიც შეიძლება დაიტანჯონ დიდი ხნის მონოტონურობისა და უქმად ყოფნისაგან, რაც ზოგჯერ წლობით გრძელდება. შეძლებისდაგვარად, სამუშაო მათთვისაც უნდა იყოს და ისინი უნდა წაახალისონ მუშაობაში ჩაბმისაკენ. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების შესახებ საუბარია ამ სახელმძღვანელოს მე-11 თავში.
განათლება და კულტურული ღონისძიებები
ციხეში მყოფ ბევრ ადამიანს განათლების დაბალი დონე აქვს. დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ პატიმართა 65%25-ის განათლების დონე არის ის, რაც ჩვეულებრივ მოეთხოვება თერთმეტი წლის ბავშვს, ხოლო საერთო მოსახლეობის შემთხვევაში, ეს პროცენტული მაჩვენებელი 23%25-ზე დაბალია. განათლების დაბალმა დონემ, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე ციხეში მოსვლამდე და შეიძლება მათ მიერ დანაშაულის ჩადენაშიც დიდი როლი ითამაშა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის თვით ციხეში ყოფნის ფაქტი და ის, რომ ერთ ადგილას უწევს დროის გარკვეული ვადის განმავლობაში ყოფნა, წარმოადენს პირველ რეალურ შესაძლებლობას, ხელი მიჰყოს სათანადო განათლების შეძენას.
ფორმალურ საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, მნიშვნელოვანია კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაც, რადგან ეს შექმნის დამატებით პირობებს იმისათვის, რომ პატიმრებს საკუთარი მეობის შეგრძნება განუვითარდეთ.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 26:
(1) ყველას აქვს განათლების უფლება.
(2) განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრულყოფილი განვითარებისკენ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 27:
(1) ყველას აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ისიამოვნოს ხელოვნებით, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო პროგრესში და ისარგებლოს მისი სიკეთეებით.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 6:
ყველა პატიმარს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ ღონისძიებებსა და განათლებაში, რომლებიც მიმართულია ადამიანის პიროვნების სრულყოფილი განვითარებისკენ.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 77:
(1) ყველა პატიმარი, რომელსაც შეუძლია ამისგან სარგებლის მიღება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დამატებითი განათლებით, მათ შორის, რელიგიური სწავლებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელია. წერა-კითხვის უცოდინართა და ახალგაზრდა პატიმართა განათლება სავალდებულო უნდა იყოს და ამას ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
(2) რამდენადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, პატიმართა განათლება ინტეგრირებული უნდა იყოს ქვეყნის განათლების სისტემაში, რათა გათავისუფლების შემდგომ მათ სირთულეების გარეშე შეძლონ სწავლის გაგრძელება.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 78:
გამაჯანსაღებელი და კულტურული ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ყველა დაწესებულებაში, პატიმრების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 40:
ყოველ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველა კატეგორიის პატიმრისთვის და ადეკვატურად აღჭურვილი როგორც გასართობი, ისე საგანმანათლებლო წიგნებით. პატიმრები უნდა წაახალისონ ბიბლიოთეკის სრულად გამოყენებისაკენ.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დადგენილება 1990/20 ციხეში განათლების შესახებ ამბობს შემდეგს:
(a) განათლება ციხეში მიმართული უნდა იყოს სრულფასოვანი პირობების ჩამოყალიბებისკენ და უნდა ითვალისწინებდეს პატიმრის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ გარემოებებს;
(b) ყველა პატიმარს უნდა მიუწვდებოდეს ხელი განათლებაზე, მათ შორის, წერა-კითხვის შესწავლის პროგრამებზე, საბაზისო განათლებაზე, პროფესიულ-ტექნიკურ სწავლებაზე, შემოქმედებით, რელიგიურ და კულტურულ საქმიანობაზე, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტზე, სოციალურ განათლებაზე, უმაღლეს განათლებასა და ბიბლიოთეკის მომსახურებაზე.
(c) ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რათა პატიმრები წაახალისონ განათლების ყოველ ასპექტში აქტიურად მონაწილეობისაკენ;
(d) ციხის ადმინისტრაციისა და ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელი მაქსიმალურად ხელს უნდა უწყობდეს და მხარს უჭერდეს განათლებას;
(e) განათლება ციხის რეჟიმის არსებითი ელემენტი უნდა იყოს; პატიმრებს, რომლებიც დამტკიცებულ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას იღებენ, ხელი არ უნდა შეუშალონ;
(f) პროფესიულ-ტექნიკური განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის მეტი განვითარებისკენ და ითვალისწინებდეს შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს;
(g) მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს შემოქმედებით და კულტურულ ღონისძიებებს, რადგან ისინი განსაკუთრებულად უწყობენ ხელს პატიმრების განვითარებასა და თვითგამოხატვას;
(h) შეძლებისდაგვარად, პატიმრებს უნდა დართონ ნება, განათლება მიიღონ ციხის გარეთაც;
(i) თუ განათლების მიღება ციხის შიგნით ხდება, მასში რაც შეიძლება მეტად უნდა იყვნენ ჩაბმულნი გარე საზოგადოების წარმომადგენლები;
(j) უნდა გამოიყოს აუცილებელი თანხები, აღჭურვილობა და მასწავლებლები, რათა
პატიმრებს შეეძლოთ სათანადო განათლების მიღება.
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტული მინიმალური წესები („პეკინის წესები“) მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ უფრო დეტალურად საუბარია ამ სახელმძღვანელოს მე-12 თავში.
პრაქტიკაში განხორციელება
განათლების მნიშვნელოვნება
პატიმართა საქმიანობების ჩამონათვალში განათლება არ უნდა ჩაითვალოს ფაკულტატურ დამატებით საქმიანობად. პირიქით, მას მთავარი ადგილი უჭირავს მთელ იმ იდეაში, რომ ციხეში ყოფნის დრო გამოყენებული იქნეს საკუთარი ცხოვრების პოზიტიური მიმართულებით ხელახლა აწყობაში პატიმრების დასახმარებლად. პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს ძირითად საჭიროებებზე, რათა ციხეში მყოფ ყველა ადამიანს, ვადის ხანგრძლივობის მიუხედავად, ასწავლონ წერაკითხვა და ელემენტარული არითმეტიკა, რაც მათ თანამედროვე ცხოვრების პირობებში გადარჩენაში დაეხმარება.
პიროვნების სრულფასოვანი განვითარება
განათლებაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე ამ ძირითადი უნარ-ჩვევების სწავლება. განათლება, ამ სიტყვის სრული გაგებით, მიმართული უნდა იყოს პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისკენ და ითვალისწინებდეს პატიმრის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ გარემოებებს. ამიტომ, იგი ასევე გულისხმობს ხელმისაწვდომობას წიგნებზე, სასწავლო კურსებსა და კულტურულ ღონისძიებებზე, როგორიცაა მუსიკა, თეატრი და მხატვრობა. საქმიანობის ასეთი ფორმა არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ გასართობად, არამედ მიმართული უნდა იყოს პატიმრების პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის წახალისებისკენ.
დაბალანსებული პროგრამა
კერძოდ, საჭიროა საქმიანობათა დაბალანსებული პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ თავში აღწერილი სარეწი სამუშაოების და უნარ-ჩვევების სწავლებას, განათლებასა და კულტურულ ღონისძიებებს, ფიზიკურ აღზრდას. ამ პროგრამის ყველა ელემენტი რაიმე დონეზე მაინც უნდა არსებობდეს ყველა ციხეში, თუმცა, კონკრეტული ბალანსი შეიძლება სხვადასხვა იყოს პატიმრების ასაკის, შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით. ზოგი პატიმრის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, შეიძლება საჭირო იყოს, რომ დღის განმავლობაში დაკავებული იყოს სწავლით, თითქოს სკოლაში დადიოდეს. სხვებისთვის სასწავლო კლასები შეიძლება ჩატარდეს საღამოს, ჩვეულებრივი სამუშაო დღის შემდეგ. სხვა შემთხვევებში, პატიმრებმა შეიძლება ნახევარი დღე დაუთმონ მუშაობას, მეორე ნახევარი კი - საგანმანათლებლო საქმიანობას. ეს ჩვეული პრაქტიკაა, როდესაც სამუშაო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა პატიმარი მთელი დღის განმავლობაში იყოს დაკავებული.
შრომის ანაზღაურების დაკარგვის დაუშვებლობა
ამ თავის წინა ნაწილში საუბარი იყო პატიმართა უფლებაზე, მიიღონ გასამრჯელო შესრულებული სამუშაოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით არ მოხდეს პატიმრების დასჯა მათი საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობის გამო. თუ პატიმრები კარგავენ შემოსავალს იმის გამო, რომ ესწრებიან სასწავლო კლასებს, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს მათ მოტივაციას.
პატიმრების ნიჭის გამოყენება
ხშირად ციხეები ის ადგილებია, სადაც პატიმართა შორის დიდძალი აღმოუჩენელი პოტენციალი მოიპოვება. ზოგ მათგანს შეიძლება უმაღლესი განათლება ჰქონდეს; ზოგი შეიძლება მასწავლებელიც კი იყო ციხეში მოსვლამდე. განხილული უნდა იქნეს შესაძლებლობა, რომ ასეთი პატიმრები წაახალისონ, რათა, შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ, ნაკლებუნარიან პატიმრებს დაეხმარონ განათლების მიღებაში.
საზოგადოებრივი რესურსების გამოყენება
ამ სახელმძღვანელოს მე-8 თავში საუბარია იმის მნიშვნელობაზე, რომ პატიმრებს, რაც შეიძლება, მეტი კონტაქტი ჰქონდეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა, რომ პენიტენციალურმა ორგანოებმა, შეძლებისდაგვარად, ისარგებლონ საზოგადოებაში არსებული მომსახურებებით და არ შექმნან პარალელური სტრუქტურები. ამის კარგი მაგალითია, როდესაც ზოგიერთი პენიტენციალური სისტემა ციხეში სამუშაოდ იწვევს იმ მასწავლებლებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადგილობრივ სკოლებსა და კოლეჯებში ასწავლიან. ამის მისაღწევად მრავალი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ პენიტენციალურმა ორგანოებმა განათლების ადგილობრივ ორგანოებთან გააფორმონ ხელშეკრულება პატიმრებისთვის სწავლების თაობაზე. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ პატიმრებს ასწავლონ იმავე შინაარსითა და მეთოდებით, რაც სამოქალაქო საზოგადოებაშია მიღებული. გარდა ამისა, ამით პატიმრებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, გათავისუფლების შემდეგ სწავლა გააგრძელონ საზოგადოებაში.
პენიტენციალურ ორგანოებს ასევე შეუძლიათ, ციხეში მოიწვიონ ადგილობრივი კულტურული ჯგუფები, რომლებიც პატიმრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას გარკვეულ საქმიანობაში. ზოგ ციხეში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივთაგან შერჩეულ ჯგუფებს, მაგალითად, როგორებიც არიან მოხუცები ან გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანები, იწვევენ ციხეში, სადაც მათ ართობენ პატიმრები და ციხის თანამშრომლები კონცერტებისა თუ სხვა კულტურული ღონისძიებების სახით.
გათავისუფლებისთვის მომზადება
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 10:
საზოგადოებისა და სოციალური ინსტიტუტების მონაწილეობითა და დახმარებით, იმავდროულად, დაზარალებულთა ინტერესების ჯეროვანი გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას პირობები ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში საუკეთესოდ რეინტეგრაციისთვის.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 80:
პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის დაწყებისთანავე უნდა განიხილებოდეს გათავისუფლების შემდეგ მისი მომავლის საკითხი. იგი უნდა წაახალისონ და დახმარება გაუწიონ დაწესებულების გარეთ პირებთან ან დაწესებულებებთან ისეთი კავშირების შენარჩუნებასა ან დამყარებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებს და თვით მის სოციალურ რეაბილიტაციას.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 81:
(1) სახელმწიფო ან სხვა სამსახურებმა და დაწესებულებებმა, რომლებიც გათავისუფლებულ პატიმრებს საზოგადოებაში ხელახლა დამკვიდრებაში ეხმარებიან, უნდა უზრუნველყონ, რამდენადაც ეს შესაძლებელი და საჭიროა, რომ გათავისუფლებულ პატიმრებს მიეცეთ შესაბამისი დოკუმენტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები, ჰქონდეთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი და სამსახური, ჩაცმულნი იყვნენ შესაფერისად და ადეკვატურად კლიმატისა და სეზონის გათვალისწინებით, ჰქონდეთ საკმარისი სახსრები დანიშნულების ადგილამდე მგზავრობისთვის და უშუალოდ გათავისუფლების შემდგომ პერიოდში თავის შენახვისთვის.
(2) ასეთი დაწესებულებების უფლებამოსილ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ დაწესებულებისა და პატიმრების მონახულებისთვის ყველა შესაძლებლობა. მათთან უნდა მოხდეს კონსულტირება სასჯელის მოხდის დაწყებიდან მოყოლებული პატიმრის შემდგომ მომავალ ბედთან დაკავშირებით.
(3) სასურველია, რომ ასეთი დაწესებულებების საქმიანობა იყოს ცენტრალიზებული ან კოორდინირებული, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მოხდეს მათი მცდელობების მაქსიმალური გამოყენება.
ევროპის ციხის წესები, წესი 70:
(2) რეჟიმის პროგრამა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს ციხიდან დროებით გასვლის შესაძლებლობას სამედიცინო, საგანმანათლებლო, პროფესიული, ოჯახური და სხვა სოციალური გარემოებების გამო.
პრაქტიკაში განხორციელება
იწყება სასჯელის მოხდის დაწყებასთან ერთად
საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა პატიმარი გათავისუფლდება და დაუბრუნდება სამოქალაქო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შედარებით მოკლევადიან სასჯელს იხდის, რომ გათავისუფლებისთვის მზადება დაიწყოს ციხეში ყოფნის დასაწყისიდანვე. ეს შედის როგორც მათ, ისე სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებში, რადგან თუ პიროვნებას აქვს სადმე დასარჩენი ადგილი, თავის შენახვის და სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, მაშინ მას გაცილებით მეტი სტიმული აქვს ციხის გარეთ წარმატებული ცხოვრების აწყობისთვის.
მოკლევადიანი პატიმრები
ბევრ სახელმწიფოში პატიმრების უმრავლესობა მოკლევადიან სასჯელს იხდის და საზოგადოებას მალევე დაუბრუნდება. ხშირად ეს ცდუნებად იქცევა ხოლმე ციხის ადმინისტრაციისთვის, რომ არ მიაქციოს ყურადღება ასეთი პატიმრების რეაბილიტაციას, რადგან ისინი ციხეში მაინც ცოტა ხნით არიან. ამ შემთხვევაში კი, არსებობს რეალური საშიშროება, რომ მოკლევადიანი სასჯელის მქონე პატიმრები სწრაფადვე დაუბრუნდებიან დანაშაულებრივ ცხოვრებას და ისევ და ისევ მოხვდებიან ციხეში. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საზოგადოებაში მხარდაჭერის საჭიროებას.
გრძელვადიანი პატიმრები
განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებაა საჭირო იმისათვის, რომ პატიმრები, რომლებმაც მეტად გრძელვადიანი სასჯელი მოიხადეს, მომზადებული იყვნენ გათავისუფლებისთვის, რადგან საზოგადოებაში მათი დამხმარე სტრუქტურები შეიძლება დაიშალნენ ან გაქრნენ, სანამ ისინი ციხეში იმყოფებიან.
გარე ორგანიზაციების გამოყენება
პენიტენციალური ორგანოები ვერ მოამზადებენ პატიმრებს გასათავისუფლებლად სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული სხვა დაწესებულებების დახმარების გარეშე. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ ყოფილ პატიმრებთან მუშაობენ, უნდა წახალისდნენ იმისათვის, რომ ისინი მივიდნენ ციხეში და დაამყარონ ურთიერთობა პატიმრებთან მათ გათავისუფლებამდე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება საზოგადოებაში მათი ხელახალი ინტეგრაციის დაგეგმვა.
სხვადასხვა სახის დახმარება
თითქმის ყველა პატიმარი მიიღებს სარგებელს მათთვის გაწეული დახმარებიდან გათავისუფლების შემდგომი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. ზოგისთვის აქ შეიძლება იგულისხმებოდეს დახმარება საკუთარი თავისადმი რწმენისა და თავდაჯერების აღდგენაში. სხვებისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს დახმარებას ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამუშაოს და საცხოვრებელი ადგილის პოვნაში ან იმ თანხის მიღებაში, რაც საჭიროა სახლამდე მისასვლელად. რაც მეტი ხანი იყო პირი პატიმრობაში, მით უფრო მნიშვნელოვანია ასეთი პროგრამები. საზოგადო დაწესებულებები, რომლებიც დახმარებას უწევენ უმუშევრებს და უსახლკაროებს, შეიძლება ჩაბმული იქნენ გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად პატიმრების დახმარებაში. აქ იგულისხმება ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა პრობაციისა და სოციალური სამსახურები, რელიგიური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
სპეციალური პროგრამების გამოყენება
ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა ისეთი დამოკიდებულებების მქონე ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ხშირად დანაშაულთან ასოცირდება, როგორიცაა, მაგალითად, ჭარბი სმა, აზარტული თამაშობები და ნარკოტიკები. თუ ამგვარი პროგრამები უკვე არსებობს საზოგადოებაში, მაშინ პენიტენციალურმა ორგანოებმა ეს პროგრამები უნდა გადმოიტანონ ციხის გარემოში და არ შექმნან ახალი პროგრამები მხოლოდ პატიმრებისთვის. ბოლო წლებში გაიზარდა პატიმართა იმ სპეციფიკურ კატეგორიებზე ორიენტირებული პროგრამების რაოდენობა, როგორიცაა სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები; გაიზარდა იმ პროგრამების რაოდენობაც, რომლებიც ითვალისწინებს ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირების დახმარებას ბრაზისა და ძალადობის კონტროლის უნარის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
გათავისუფლება მოკლე ვადით
მზადება გათავისუფლებისათვის შეიძლება გულისხმობდეს პატიმრების შესაძლებლობას, დროებით ყოველდღიურად გავიდნენ ციხიდან საბოლოო გათავისუფლების თარიღამდე. ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დაესწრონ სასწავლო კურსს ან შეიძინონ ახალი სამუშაო უნარ-ჩვევები, ხშირად იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებზეც მათ შეუძლიათ მუშაობა გააგრძელონ გათავისუფლების შემდეგ.
პატიმრებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ხანგრძლივი სასჯელი მოიხადა, განსაკუთრებული ყურადღებით მომზადება ესაჭიროებათ სახლში წასვლამდე. ამ მომზადებას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მარტო პატიმრის, არამედ ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, რომლებიც გადაეჩვივნენ მათი პატიმარი ოჯახის წევრის ყოლას უშუალოდ ოჯახურ წრეში. ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა, სასჯელის ვადის გასვლის მოახლოებასთან ერთად, პატიმარს მიეცეს შესაძლებლობა, რეგულარულად, რამდენიმე დღით წავიდეს ხოლმე სახლში.
დაზარალებულთა პატივისცემა
აუცილებელია, პატივი ვცეთ იმ ადამიანების გრძნობებს, რომლებიც დანაშაულის შედეგად დაზარალდნენ. ისეთი საქმეების შემთხვევაში, რომლებმაც ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰპოვა, მაგალითად, მცირერიცხოვან საზოგადოებაში ან, როდესაც ინდივიდუალური დაზარალებულის ან მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი იყო ძალადობის ფაქტი, შეიძლება საჭირო იყოს მათი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ახლოვდება პატიმრის გათავისუფლების დრო. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით მოკიდება სჭირდება. ზოგჯერ პატიმრისთვის შეუძლებელია იმ ადგილას დაბრუნება, სადაც დანაშაული იყო ჩადენილი. ასეთ შემთხვევებში, რაიმე ალტერნატიული ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული, რომ დაკმაყოფილებული იქნეს როგორც დაზარალებულის, ისე ყოფილი პატიმრის საჭიროებები. ზოგი პატიმარი, რომელიც დიდი ხანი იხდიდა სასჯელს ან რომელიც ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის საშიშად ითვლება, შეიძლება გათავისუფლდეს პირობით, რაც ნიშნავს, რომ ის იქნება ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ.
![]() |
10 8 კონტაქტი გარე სამყაროსთან |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ოჯახური ცხოვრების უფლება
ციხეში მყოფ პირებს ეზღუდებათ მხოლოდ თავისუფალი გადაადგილების უფლება. სხვა დანარჩენი უფლებები, რომლითაც სარგებლობენ თავისუფალი ადამიანები, გააჩნიათ პატიმრებსაც. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ საკუთარ ოჯახთან ურთიერთობის უფლება. აღნიშნული უფლებით სარგებლობის უფლება აქვს როგორც პატიმარს, ასევე ციხის გარეთ მყოფ მისი ოჯახის წევრებს. პატიმრებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ კავშირი მშობლებთან, შვილებთან, დებსა თუ ძმებთან. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მსგავსი კავშირების შენარჩუნება და განვითარება. უშუალოდ ოჯახის წევრებთან კონტაქტი, ნებისმიერ დონეზე, უნდა ეფუძნებოდეს სწორედ ამ პრინციპს. აქედან გამომდინარე, ოჯახური ვიზიტების აკრძალვა ან შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული სადამსჯელო ზომად.
ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი ინსტრუმენტები საკმაოდ კონკრეტულად არეგულირებენ მოცემულ საკითხს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 12:
არავინ უნდა განიცადოს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ასევე, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ხელყოფა (...)
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი, მუხლი 23:
„ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვას საზოგადოებამ და სახელმწიფომ.“
აღნიშნული უფლება გააჩნია ყველა პატიმარს. 1979 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის მოხდისას პატიმრებს გააჩნიათ დაქორწინების უფლებაც.1
ზოგად წესად უნდა დამკვიდრდეს, რომ პატიმრებს ჰქონდეთ უფლება, დაამყარონ კავშირი ოჯახის წევრებთან. მოცემული წესი უნდა ეფუძნებოდეს არა მარტო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებში მოხსენიებულ საოჯახო ცხოვრების უფლებას, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-10 მუხლსაც:
„ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის ღირსებას“.
ოჯახთან კონტაქტის უფლების უზრუნველყოფა უნდა იყოს იმ სისტემის ნაწილი, რომელიც პატიმრის მიმართ ადამიანურ მოპყრობას აღიარებს.
სახლთან ახლოს ყოფნა
ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნება ციხის ხელმძღვანელობას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ამიტომ, იმის არჩევისას, თუ რომელ ციხეში განთავსდეს პატიმარი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საცხოვრებლის მდებარეობა. ამ უკანასკნელს მნიშვნელობა ენიჭება პატიმრისათვის, რადგანაც იგი შეიძლება იყოს კულტურული განსხვავების მიზეზი. ადგილმდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისათვის მისი მონახულების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი პატიმარი არის მარგინალური და ღარიბი ოჯახიდან, შორ მანძილზე მგზავრობა ოჯახის წევრებს გაურთულებს პატიმართან კავშირს. არ არის გამორიცხული, ამ მიზეზით, ოჯახის წევრებისათვის შეუძლებელიც კი გახდეს პატიმრის მონახულება. იმ ქვეყნებში, სადაც პატიმრები ოჯახზე არიან დამოკიდებულნი ტანსაცმლის, საჭმლის, წამლებისა თუ სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის კუთხით, პატიმრის განთავსება სახლთან ახლოს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
შინ წასვლა
სასურველია, რომ გარკვეული ღონისძიებები იქნეს გატარებული იმისათვის, რათა პატიმრებს მიეცეთ საშუალება, მცირე ვადით წავიდნენ შინ და მოინახულონ ოჯახები, თუკი ამით საზოგადოებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საფრთხე არ დაემუქრება. მცირე ხნით შინ წასვლის საშუალების მიცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პატიმრების შემთხვევაში, რომლებიც იხდიან მცირევადიან სასჯელს ან იხდიან ხანგრძლივ სასჯელს, მაგრამ ახლოვდება მათი გათავისუფლების დრო. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში გაუმართლებელი იქნება დროებით შინ გაშვება, ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს რისკის გულდასმით, ინდივიდუალურ შეფასებას, როგორც ეს აღწერილია ამ სახელმძღვანელოს V თავში.
კერძო ოჯახური ვიზიტები
ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ციხეში მოინახულონ პატიმრები. აღნიშნული ვიზიტები უნდა განხორციელდეს იმდენად ბუნებრივ პირობებში, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა დაწესებულება. მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მყუდროება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიზიტები, განსაკუთრებით კი, ახლო ოჯახის წევრებთან, არის არა პრივილეგია, არამედ ადამიანის ელემენტარული უფლება. ვიზიტების პირობებისა თუ სიხშირის შეზღუდვა გამართლებული უნდა იქნეს ყოველ მოცემულ ვითარებაში. პრეზუმფციის დონეზე უნდა მიიჩნეოდეს, რომ ნებადართულია ვიზიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც ხორციელდება შეძლებისდაგვარად ყველაზე მისაღებ პირობებში.
ქალები და მათი შვილები
ქალ პატიმრებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება, რადგანაც შვილებზე უმეტესწილად სწორედ ისინი ზრუნავენ. ამიტომაც, დაკავებულ დედებს, როგორც წესი, ძალიან აინტერესებთ მათი შვილების ცხოვრების პირობები. თავის მხრივ, ბავშვებსაც აქვთ გარკვეული იმედგაცრუება და მღელვარება დედის პატიმრობის გამო. ამდენად, დედის და შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, ციხის ჯეროვნად მართვის მიზნით, ციხის პერსონალი უნდა ეცადოს იმის უზრუნველყოფას, რომ შენარჩუნებულ იქნეს კავშირი დედებსა და შვილებს შორის. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნება განხილული მე-13 თავში.
არასრულწლოვნები და მათი მშობლები
არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდა პატიმრების მოწყვლადი სტატუსის გამო, უნდა მოხდეს იმ ურთიერთობების ხელშეწყობა, რომელიც მათ უზრუნველყოფს დამატებითი ყურადღებით და ფიზიკური თუ მორალური დახმარებით. მშობლებთან შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს საკითხი განიხილება შემდგომ მე-12 თავში.
მნახველთა მოპყრობა
ის, თუ როგორ ექცევიან ციხეში მოსანახულებლად მოსულ ოჯახის წევრებსა თუ სხვა მნახველებს, ხშირად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კარგად იმართება ციხე. დადებით მოპყრობას დიდი მნიშვნელობა აქვს პატიმრისათვის. ამ უკანასკნელს შესაძლებელია ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა ციხის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
წერილები და ტელეფონი
ოჯახის ვიზიტებთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანია სხვა ტიპის კონტაქტიც. პატიმრებს უნდა შეეძლოთ, მაქსიმალურად თავისუფლად მიიღონ და გაგზავნონ წერილები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ ტელეფონით.
საკითხავი ლიტერატურის, ტელევიზიისა და რადიოს ხელმისაწვდომობა
პატიმრებს უნდა შეეძლოთ, თვალყური მიადევნონ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნული კავშირი გარე სამყაროსთან უზრუნველყოფს იმას, რომ პატიმარი არ გაუცხოვდეს იმ გარე სამყაროსგან, სადაც მას მოუწევს დაბრუნება გათავისუფლების შემდეგ. ამ მიზნით, პატიმარს ხელი უნდა მიუწვდებოდეს წიგნებზე, გაზეთებზე, ჟურნალებსა თუ ტელევიზორზე.
უცხოელი პატიმრები
ციხეებში სულ უფრო და უფრო იზრდება უცხოელ პატიმართა რიცხვი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლება მათაც ეხება. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ უცხოელმა პატიმრებმა არ გაწყვიტონ კონტაქტი ოჯახებთან და მათ კულტურასთან.
ვიზიტები, წერილები, ტელეფონი
საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტები
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (Body of Principles of the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment), პრინციპი 18:
დაკავებული თუ დაპატიმრებული პირისა და მისი დამცველის ინტერვიუ შესაძლებელია მიმდინარეობდეს ვიზუალური ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა, მათი საუბარი არ უნდა ისმინებოდეს კანონის დამცველი პირის მიერ.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (Body of Principles of the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment), პრინციპი 19:
დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირს აქვს უფლება, მოინახულონ ოჯახის წევრებმა და იქონიოს მათთან მიმოწერა. მას უნდა მიეცეს სათანადო საშუალება, იკონტაქტოს გარე სამყაროსთან. აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს გონივრულ პირობებში და დაექვემდებაროს კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (Body of Principles of the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment), პრინციპი 20:
თუ დაკავებული ან დაპატიმრებული პირი ამას მოითხოვს და თუკი ეს შესაძლებელია, იგი უნდა განთავსდეს მის საცხოვრებელ სახლთან შედარებით ახლოს მდებარე დაწესებულებაში.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ (Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners), წესი 37:
პატიმარს უნდა მიეცეს უფლება, კორესპონდენციისა თუ უშუალო ვიზიტების ფორმით, სათანადო ზედამხედველობის ქვეშ, იკონტაქტოს მის ოჯახის წევრებთან და კარგი რეპუტაციის მქონე მეგობრებთან რეგულარულად.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ (Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners), წესი 79:
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმარსა და მის ოჯახის წევრებს შორის იმგვარი ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, რომელიც ორივეს ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებს.
პრაქტიკაში განხორციელება
ოჯახური და პირადი კავშირების შენარჩუნება ვიზიტების მეშვეობით
თუკი ციხის ადმინისტრაციას უნდა, რომ პატივი სცეს ადამიანის საყოველთაო უფლებას - იქონიოს ოჯახური ცხოვრება - და სურთ, ხელი შეუწყონ პატიმრის მიერ მისი ვალდებულებების შესრულებას მეუღლის, მშობლისა თუ შვილების მიმართ, საჭიროა ვიზიტების იმგვარი ფორმის მოფიქრება, რომელიც, ერთი მხრივ, აღიარებს ოჯახის საჭიროებასა და სურვილს, მოინახულონ დაკავებული პირი გარკვეული პერიოდით, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეუქმნის საშიშროებას დაწესებულების უსაფრთხოებას. აღწერილი ოჯახური ვიზიტები სწორედ ამგვარ მიზანს ემსახურება.
ოჯახური ვიზიტები
მრავალ ქვეყანაში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ოჯახური ვიზიტი, იგივე ხანგრძლივი ვიზიტი. მას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში არაერთ ციხესა თუ კოლონიას აქვს მცირე ნაგებობები, რომლებიც განლაგებულია ციხის პერიმეტრში, სადაც მნახველებს საშუალება აქვთ, 72 საათამდე დროით იცხოვრონ დაპატიმრებულ ოჯახის წევრთან ერთად. ჩვეულებისამებრ, აღნიშნულ შენობას აქვს საერთო სამზარეულო, ფართი სოციალური ურთიერთობებისათვის, ტუალეტები და სარეცხი საშუალებები ექვს ოჯახამდე სარგებლობისათვის. აღნიშნულ საცხოვრებელში თითო ჯგუფისათვის გამოყოფილია ერთი ან ორი საწოლი. იმ პატიმრებს, რომელთაც ეკუთვნის მსგავსი ოჯახური შეხვედრები, შეუძლიათ, ისარგებლონ ამ უკანასკნელით წელიწადში ოთხჯერ. ყოველ ჯერზე დასაშვებია სამი ან ოთხი მომნახულებელი. მათ შორის ცოლი/ქმარი, მშობელი, ბებია/ბაბუა, შვილები ან და/ძმა. კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ციხეში არსებობს მსგავსი ტიპის მოძრავი სახლები. ისინი განლაგებულია ციხის პერიმეტრში, გარშემორტყმულია ხის ღობით და მიზნად ისახავს მათთვის მყუდროების შექმნას. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში პატიმრებს მოეთხოვებათ, რომ გარკვეულ დროს გამოცხადდნენ ადმინისტრაციაში, რათა გაიარონ სათანადო შემოწმება. მართალია, ხსენებული ვიზიტები ვერ ჩაითვლება ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებად, მაგრამ ამით მაინც ხერხდება იმგვარი პირობების შექმნა, როდესაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაპატიმრებულ პირთან ოჯახური კავშირის შენარჩუნება თუ გაღრმავება.
„რაჯასტანსა და ინდოეთის რამდენიმე შტატში არსებობს ღია სოფლის ტიპის ციხეები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია იმ პატიმრებისათვის, რომლებმაც ხანგრძლივი ვადიდან უკვე მოიხადეს ნაწილი და არ მიიჩნევიან საფრთხის მომცველად. მათ შეუძლიათ, იცხოვრონ ინდივიდუალურ შენობებში ოჯახის წევრებთან ერთად, დაამუშაონ მიწა ან წავიდნენ სამუშაოდ ახლომდებარე ტერიტორიებზე. პატიმრის ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფილია სკოლა და სხვა საჭირო დაწესებულებანი.“
ცოლ-ქმრის ვიზიტები
ზემოთ აღწერილი ვიზიტები მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთ ევროპაში, მაგალითად, დანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებსა თუ ესპანეთში არსებული ცოლ-ქმრის ვიზიტებისაგან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პატიმართან სამ საათამდე დროით მოდის ერთი მომნახულებელი - როგორც წესი, მეუღლე ან ხანგრძლივი პარტნიორი. წყვილი ვიზიტისას თავსდება პატარა ოთახში, რომელშიც არის საწოლი, შხაპი და სხვა საჭირო ჰიგიენური ნივთები. მსგავსი ვიზიტების შედარებით ნაკლებად ფორმალური ვერსია გავრცელებულია ლათინური ამერიკის ციხეებში, სადაც მამაკაც პატიმრებს შაბათ-კვირის განმავლობაში ჰყავთ მნახველები. იგივე ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ვრცელდება ქალ პატიმრებზეც. აღნიშნული ვიზიტები, როგორც წესი, ხორციელდება საკნებში, სადაც იზოლირება ხდება საბნებითა თუ სხვა გადასაფარებლებით.
საჯარო ვიზიტები
პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ოჯახური ვიზიტები ნებადართული იყოს ნებისმიერ დროს. ზოგ ქვეყანაში ციხის ვიზიტები ხორციელდება დიდ ოთახში, რომელიც სპეციალურად განსაზღვრულია მოცემული მიზნისათვის. ამ შემთხვევაში, ოთახი იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ შეიზღუდოს არც ციხის უსაფრთხოება და არც პატიმრის უფლება, იკონტაქტოს ოჯახის წევრებთან. ძირითადად, ნებადართულია, რომ პატიმარმა და მისმა მომნახულებელმა ისაუბრონ პირდაპირ, ყოველგვარი ბარიერის გარეშე. ეს შეიძლება მოხდეს მაგიდისა თუ მერხის პირისპირ. ეს უფლება პატიმარს არ უნდა შეეზღუდოს, თუკი არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი. აღნიშნული უფლება განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც მომნახულებელი არის პატარა შვილი. ზოგიერთ ქვეყანაში ვიზიტები განისაზღვრება გისოსებს მიღმა 15 წუთიანი დიალოგით პატიმარსა და მომნახულებელს შორის. ასეთი ციხეები აშკარად საჭიროებს შეხვედრების ოთახის პირობების გაუმჯობესებას, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ზედმეტი ხარჯის გარეშე, ცალკე, გადახურული და სკამებით აღჭურვილი ფართის გამოყოფით.
ვიზიტები წინასწარ გამოძიებაში მყოფი პირებისათვის
წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირებს, ისევე როგორც მსჯავრდებულებს, გააჩნიათ უფლება, იკონტაქტონ ოჯახთან და მეგობრებთან. თუმცა, ამ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ დაკავებული პირი ეცდება, ზეგავლენა მოახდინოს პოტენციურ მოწმეებზე, ან გადასცეს ინფორმაცია მესამე პირებს. აქედან გამომდინარე, ამგვარ ვიზიტებზე შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ყოველი შემთხვევა განხილული უნდა იქნეს არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ ციხის ადმინისტრაცია არ დაეთანხმოს პოლიციისა თუ პროკურატურის თანამშრომლების მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულ პირს შეუზღუდონ ვიზიტები, რადგანაც ეს უკანასკნელი შესაძლებელია განხილულ იქნეს ზეწოლად ბრალის აღიარების მიზნით. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნება აღწერილი მე-11 თავში.
მნახველების ჩხრეკა
პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მნახველები ეცდებიან, პატიმარს მიაწოდონ ესა თუ ის აკრძალული ნივთი, მათ შორის, ნარკოტიკები და იარაღი. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებული უნდა იქნეს სათანადო და გონივრული უსაფრთხოების მექანიზმები. ამიტომაც, შესაძლებელია, საჭიროდ ჩაითვალოს მომნახულებლის გაჩხრეკა ვიზიტამდე და მის შემდეგ. ასევე, შესაძლებელია, ჩხრეკა ჩატარდეს მოსანახულებელ ტერიტორიაზე შესვლამდეც. საჭიროა, ჩხრეკა ჩატარდეს ისე, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები და, იმავდროულად, არ მოხდეს მნახველისადმი უპატივცემლობის გამომჟღავნება. მოცემული საკითხი ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ ამ სახელმძღვანელოს მე-5 თავში.
დახურული და არასაკონტაქტო ვიზიტები
მიუხედავად უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ყველა ღონისძიებისა, მაინც იარსებებენ მნახველები, რომლებიც ეცდებიან ციხის უსაფრთხოების წესების დარღვევას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, დაწესდეს ფიზიკური ბარიერი პატიმარსა და მომნახულებელს შორის. მსგავს ვიზიტებს ხშირად უწოდებენ დახურულ/არასაკონტაქტო ვიზიტებს, რომლის ძირითადი მახასიათებელია პატიმარსა და მომნახულებელს შორის აღმართული სქელი შუშის კედელი და იქვე მდებარე ტელეფონი, რომელიც იძლევა საუბრის საშუალებას. თუკი მოცემული შეზღუდვა პატიმარს დაუწესდება განუსაზღვრელი ვადით, აშკარაა, რომ შედეგად მივიღებთ ურთიერთობების დაძაბვას პატიმარსა და გარე სამყაროს შორის. ამიტომაც, შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების ჟამს. იგი ავტომატურად არ უნდა იქნეს გამოყენებული პატიმართა ჯგუფების მიმართ, მაგალითად, პირებისა, რომლებიც ელოდებიან სასამართლო პროცესს ან მკაცრი რეჟიმის ციხეებში. ყოველი მსგავსი შემთხვევისას, აუცილებელია რისკის ინდივიდუალური შემოწმება, როგორც ეს აღწერილია მე-5 თავში, რომელიც თავისთავად დაეფუძნება უსაფრთხოების მიზნებს და არ იქნება გამოყენებული სადამსჯელო მეთოდად. აღნიშნული შეზღუდვების საჭიროება უნდა გადაიხედოს რეგულარულად.
ვიდეო კონფერენცია
არსებობს ისეთი ციხეები, სადაც პატიმრებს საშუალება აქვთ, ოჯახის წევრებს ეკონტაქტონ ვიდეოს დახმარებით. აღნიშნული მეთოდი გამოსადეგია დამატებით საშუალებად, როდესაც პატიმრის ოჯახის წევრები ცხოვრობენ ციხიდან შორს ან უჭირთ მგზავრობა ციხეში მოსასვლელად. ეს ტექნიკური საშუალება არ უნდა იქნეს პატიმრისათვის ოჯახთან უშუალო კონტაქტის ჩამნაცვლებელი.
„ქუინსლენდის (ავსტრალიის) გამასწორებელი სამუშაოს კომისიამ დაამონტაჟა ვიდეო საკონფერენციო საშუალებები ციხეებსა და აბორიგენი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებს შორის. აღნიშნული ვიდეო კონფერენცია პატიმრებს საშუალებას აძლევს, იკონტაქტონ ნათესავებთან და შეუცვლელია მძიმე ემოციური გაჭირვების ჟამს.“
„სინგაპურის ციხეების დეპარტამენტმა დანერგა ციხის შიდა სატელევიზიო პროგრამა. იგი ეხმარება ციხიდან შორს მცხოვრებ ნათესავებს ან ოჯახის წევრებს, რომელთაც არ შეუძლიათ ციხეში მისვლა, დაამყარონ კონტაქტი პატიმართან.“
მოხალისეების ვიზიტები
არსებობენ პატიმრები, რომელთაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ გააჩნიათ არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები. შესაბამისად, არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ისურვებდა მათ მონახულებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პატიმრობამდე მათ არ ჰყავდათ ახლობლები, ან, ჩადენილი დანაშაულის გამო, ისინი მიატოვეს. ასეთ შემთხვევებში, ციხის ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, ჩამოაყალიბოს მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც პატიმრებს მოინახულებენ რეგულარულად და დაეხმარებიან, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებაში.
სარგებელი ციხეს
აქამდე ნახსენები ყველა არგუმენტი მიუთითებდა პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებზე, იმაზე, რომ ამ უკანასკნელთ ჰქონოდათ საშუალება, დაემყარებინათ კონტაქტი ერთმანეთთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემული ურთიერთობების ხელშეწყობა შედის ციხის ადმინისტრაციის ინტერესებშიც. პატიმარი, რომელიც ნორმალურად ეკონტაქტება ოჯახის წევრებს, უფრო მონდომებულია, დაიცვას წესები და დაემორჩილოს ციხის ცხოვრების ნორმებს. ციხის პერსონალს ამით საშუალება ეძლევა, დააკვირდეს პატიმარს, თუ როგორია იგი ციხის მიღმა ურთიერთობებში, როგორ იქცევა, როგორი ხასიათი აქვს, აღიქვან პატიმარი ჩვეულებრივ ადამიანად. ერთი სიტყვით, ვიზიტებისათვის გამოყოფილი შესაფერისი ადგილები ხელს შეუწყობს ციხის ნორმალურ ფუნქციონირებას.
წერილები
ვიზიტებთან ერთად, ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ურთიერთობის სხვა გზებიც არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წერილები. მრავალ სახელმწიფოში დადგენილია წერილების ის რაოდენობა, რომელთა გაგზავნაც პატიმარს შეუძლია სახელმწიფოს ხარჯზე. ხოლო დამატებითი წერილების გაგზავნისას უწევს საფოსტო მარკების თავად შეძენა. ზოგადად, არ არის მიღებული, რომ პატიმარს შეეზღუდოს წერილების მიღება-გაგზავნის რაოდენობა.
ცენზურა, პატიმრების კორესპონდენციის კითხვა
ახლო წარსულშიც კი, არსებობდა ციხეები, სადაც, ტრადიციულად, პატიმრების შემომავალი თუ გამავალი წერილები ყოველთვის იკითხებოდა. ამას ძირითადად ორი ახსნა ჰქონდა. პირველი გახლდათ ის, რომ პატიმრებს შესაძლებელია განეხილათ გაქცევის გეგმა და, მეორე, ეს გახლდათ იოლი გზა ციხის ადმინისტრაციისათვის, შეეტყოთ ნებისმიერი ცუდი ინფორმაცია, მაგალითად, გარდაცვალებისა თუ განქორწინების შესახებ. დღეისათვის დადგენილია, რომ არ არსებობს რეალური საჭიროება, მოხდეს ყველა წერილის წაკითხვა. დაუჯერებელია იმის წარმოდგენა, რომ პატიმარი, რომელიც გაქცევას აპირებს, ამას წერილში მისწერს ვინმეს - ეს ზედმეტად სულელურად ჟღერს. ამასთანავე, აღიარებულია, რომ პატიმარს, სხვა ადამიანების მსგავსად, უფლება აქვს, უშუალოდ თავად შეიტყოს ინფორმაცია ოჯახის შესახებ. განსაკუთრებით სახიფათო პატიმრების შემთხვევაში, შესაძლებელია, საჭიროდ ჩაითვალოს წერილების წაკითხვა და ნებადართულ ადრესატთა სიის შედგენაც კი მოხდეს. სხვა პატიმრებისათვის არ უნდა იყოს საჭირო წერილების გაკონტროლება მუდმივად. უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია, ალაგ-ალაგ, არჩევითი წერილების წაკითხვა.
აკრძალული შიგთავსის შემოწმება
ციხის ადმინისტრაციას უფლება აქვს, დარწმუნდეს, რომ შემომავალი კორესპონდენცია არ შეიცავს აკრძალულ ნივთებს, მაგალითად, ნარკოტიკებსა თუ იარაღს. ამის თავიდან ასაცილებლად, მიღებულ და მოწონებულ პრაქტიკად ითვლება წერილის გახსნა უშუალოდ ადრესატის თვალწინ. ციხის თანამშრომელი ხსნის კონვერტს და ამოწმებს ხომ არ შეიცავს ეს უკანასკნელი რაიმე აკრძალულ ნივთს, ხოლო შემდეგ წერილს გადასცემს პატიმარს.
სატელეფონო ზარები
მრავალ ციხეში უკვე შესაძლებელია, რომ პატიმარმა ისარგებლოს ტელეფონით. ამის ტექნიკური უზრუნველყოფა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ზოგ შემთხვევაში, ზარის მიმღები პირი თანხმდება, გადაიხადოს საუბრის ფასი. ხშირად ფასი საკმაოდ მაღალია, რადგანაც ასეთი ზარები ჩვეულებრივი ტელეფონით განხორციელებულზე უფრო ძვირი ღირს. არსებობს სხვა ალტერნატივაც - პატიმრებს შეუძლიათ, შეიძინონ სატელეფონო ბარათები, რომლითაც მხოლოდ ნებადართულ ნომრებზე დარეკვაა შესაძლებელი. სატელეფონო საუბრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც პატიმარი ძალიანაა დაშორებული სახლს და ოჯახის წევრებს უჭირთ მისი მონახულება.
ზარების მოსმენა და ჩაწერა
ისევე, როგორც წერილების შემთხვევაში, აუცილებელია, დაცულ იქნეს ბალანსი პატიმრის პირად ცხოვრებასა და სხვათა უსაფრთხოებას შორის. ტელეფონების მეშვეობით დამყარებული სწრაფი კონტაქტისას, აუცილებელია იმის დაზუსტება, რომ პატიმარი არ საუბრობს აკრძალულ თემებზე, როგორიცაა ნივთების შემოტანა და ციხიდან გაქცევის დაგეგმვა. ზოგიერთ ქვეყანაში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ხდება მოცემული ზარების ჩაწერა და გარკვეული პერიოდით შენახვა. სატელეფონო საუბრების ჩაწერა და მოსმენა უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ პატიმრების შემთხვევაში, რომლებიც დადასტურებულად მოიცავენ მაღალ რისკს.
ელექტრონული ფოსტა
ზოგიერთი ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს უფლებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს ისეთი კონტაქტის საშუალებაზე, როგორიცაა ელ-ფოსტა. ამის მაგალითია ტიგარის ციხე ახალ დელიში. ცალკეული პატიმრისათვის, განსაკუთრებით კი უცხოელებისათვის, ეს შეიძლება იყოს კონტაქტის ერთადერთი საშუალება.
კონტაქტი სამართლებრივ და სხვა პროფესიულ მრჩევლებთან
პატიმარს ხშირად სჭირდება კონტაქტი არამარტო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან, არამედ ადვოკატებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებთანაც, მაგალითად, არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაკებთან. მათთან კონტაქტი პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული. ასეთი ვიზიტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარ პატიმრობაში მყოფი და სასამართლო პროცესებში მონაწილე პირების შემთხვევაში. ასეთ დროს ციხის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააწესოს შეზღუდვები იმ შემთხვევებისთვის, თუკი ამ უკანასკნელს შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს პატიმრის დაცვასა თუ გასაჩივრების პროცესზე. მსგავსი შეზღუდვების მართებული საფუძველი ძალიან იშვიათი და რთულად მოსაძებნია ხოლმე.
აღნიშნული მონახულებებისას მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება კონფიდენციალურობის დაცვა. მიღებულად ითვლება, რომ ვიზიტები შედგეს ისეთ ადგილას, სადაც საუბარს არ გაიგებს ციხის პერსონალი. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი მნახველების ოფიციალური კორესპონდენციისა თუ სხვა ნივთების შემოწმებისას. ამ საკითხებს ნაწილობრივ შევეხებით მე-11 თავში.
საკითხავი მასალის, ტელევიზორისა და რადიოს ხელმისაწვდომობა
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 39:
პატიმრები რეგულარულად უნდა იღებდნენ ინფორმაციას მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გაზეთების, ჟურნალების, დაწესებულების მიერ გამოცემული სხვა სპეციალური ჟურნალების, რადიოტალღების მოსმენის, ადმინისტრაციის მიერ ნებადართული ლექციებისა თუ სემინარების მეშვეობით.
პრაქტიკაში განხორციელება
რეგულარული ხელმისაწვდომობა გარე ინფორმაციაზე
ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ურთიერთობასთან ერთად, პატიმრები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ. ამ მიზნით, მათ რეგულარულად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი გაზეთებზე, რადიოსა და ტელევიზიაზე. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ზოგადად არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს მედიის გაკონტროლება. ასევე, არ უნდა არსებობდეს მორალური ცენზურის დადგენა იმ წესებზე, რაც, ზოგადად, არ მოქმედებს მოცემულ ქვეყანაში.
ინტერნეტი
ციხის ადმინისტრაცია დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პატიმრებისათვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობას. ინტერნეტი შესაძლებელია იყოს გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების კარგი საშუალება, თუმცა, მასვე შეუძლია, ხელი შეუწყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებასაც.
სამყარო ციხის მიღმა
გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება პატიმრებისათვის საჭიროა, რათა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ციხის კედლებისა და ღობის მიღმა არის სამყარო, რომელიც ელოდებათ და სადაც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დაბრუნდებიან. გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ხელს შეუწყობს პატიმრებს, იცხოვრონ და მოიქცნენ იმაზე ნორმალურად, ვიდრე ეს მოხდება დახშულ ციხეში ყოფნისას. ხანგრძლივ პატიმრობაში მყოფ პატიმრებს ტელევიზია დაეხმარება, ჰქონდეს გარკვეული კონტაქტი ციხის მიღმა არსებულ სწრაფად ცვალებად სამყაროსთან.
„მალავის არასამთავრობო ორგანიზაციის პარალეგალი თანამშრომლები, იურიდიული კონსულტაციების გაწევის მიზნით, დადიან ციხეებში. ვიზიტებისას მათ თან მიაქვთ გაზეთები, რომელთაც შემდეგ ეზოში დებენ, რათა პატიმრებს მიეცეთ საშუალება, გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.“
უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ციხეში მრავლად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები, რომელთა ოჯახის წევრებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. საჭიროა, რომ ციხის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შეეხმიანონ მათი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია, მუხლი 36:
1. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობაში საკონსულო ფუნქციების შესრულების გასაადვილებლად:
ა) საკონსულოს თანამდებობის პირებს შეუძლიათ, თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეთ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან და შეხვდნენ მათ. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც ურთიერთობის და შეხვედრის ასეთივე თავისუფალი უფლება აქვთ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულოს თანამდებობის პირებთან;
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აცნობონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დააპატიმრეს, სატუსაღოში მოათავსეს ან დააკავეს სასამართლო გარჩევის მოლოდინში ამ ქვეყნის მოქალაქე, თუ იგი ამას ითხოვს. ყველა შეტყობინება, რომელსაც ამ საკონსულო დაწესებულებას უთვლის დაპატიმრებული, სატუსაღოში მოთავსებული ან დაკავებული პირი, ამ ორგანოებმა ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულმა ორგანოებმა მაშინვე უნდა გააცნონ ამ პირს უფლებები, რომელიც მას აქვს ამ ქვეპუნქტის მიხედვით;
გ) საკონსულოს თანამდებობის პირებს აქვთ უფლება, მოინახულონ სატუსაღოში მყოფი და დაკავებული თავიანთი ქვეყნის მოქალაქე, ესაუბრონ მას, ასევე მიმოწერა იქონიონ მასთან და ყველაფერი იღონონ, რათა უზრუნველყონ იგი იურიდიული წარმომადგენლობით. მათ ასევე აქვთ უფლება, მოინახულონ წარმდგენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება სატუსაღოში, დაპატიმრებულია ან დაკავებულია მათ ოლქში სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. და მაინც, საკონსულო თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ და არ გამოვიდნენ სატუსაღოში მყოფი დაპატიმრებული ან დაკავებული მოქალაქის სახელით, თუ იგი ამის აშკარად წინააღმდეგია.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 38:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება და პირობები, რათა მოახერხონ კონტაქტის დამყარება მათი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლებთან.
2. პატიმრებისათვის, რომელთაც არ ჰყავთ დიპლომატიური თუ საკონსულო წარმომადგენელი დაკავების ქვეყანაში, ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის უნდა მოხდეს მსგავსი უფლების მინიჭება. მათ უნდა შეეძლოთ, იკონტაქტონ იმ ქვეყნის წარმომადგენლობასთან, რომელმაც იკისრა მათი ინტერესების დაცვა ან ნებისმიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო უწყებასთან, რომლის ვალდებულებაცაა, დაიცვას მსგავსი პირების ინტერესები.
პრაქტიკაში განხორციელება
უფასო წერილები და სატელეფონო ზარები
უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს ოჯახის წევრების ან მეგობრების მიერ მონახულების ძალიან მცირე, ან თითქმის არანაირი შანსი არ გააჩნიათ. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მათი კონტაქტი ოჯახებთან. ამის მოხერხება შესაძლებელია უფასო წერილების რაოდენობის გაზრდით ან ციხის ხარჯზე ოჯახში დარეკვის საშუალების მინიჭებით.
უცხოენოვანი პრესა
შესაძლებლობის ფარგლებში, უცხოელ პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, გაეცნონ პრესას მათ მშობლიურ ენაზე.
კონტაქტების დამყარება საზოგადოებასთან
ხშირ შემთხვევაში, რთულია კონტაქტის დამყარება პატიმარსა და მის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმარს, დაადგინოს, არიან თუ არა ახლომდებარე ტერიტორიაზე მისი ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებდნენ მის მოხალისედ მონახულებას. აღნიშნული ვიზიტები მას დაეხმარებოდა, შეენარჩუნებინა მცირეოდენი კონტაქტი საკუთარ კულტურასთან.
_____________________
1. ჰამერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1979.
![]() |
11 9. თხოვნები და საჩივრები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ციხის სამართლიანი და ობიექტური მართვა
მნიშვნელოვანია, რომ ციხე იმართოს სამართლიანად და ობიექტურად. აუცილებელია, რომ მასში მომუშავე პერსონალს სჯეროდეს სამართლიანობისა და პატიოსნების. ციხე არის ადგილი, სადაც წესები და ნორმები მოქმედებს მასში ჩართულ ყველა პირზე, იქნება ეს პერსონალი, პატიმრები თუ მნახველები. იმის გამო, რომ მას ახასიათებს მკაცრი იერარქიული სტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის წესებსა თუ ნორმებს ემორჩილებოდეს ყველა მოქმედი პირი და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პატიმრებით.
თხოვნებისა და საჩივრების მარტივი და ნათელი პროცედურა
თუკი გადაწყვეტილების ჯეროვნად მიღების უზრუნველსაყოფად იარსებებს ნათლად დადგენილი პროცედურები, ცუდი გადაწყვეტილებების რაოდენობა თავისთავად შემცირდება. პატიმრები უნდა დაემორჩილონ ციხეში დადგენილ წესებს, ასევე წესებს, რომელიც მათზე იმოქმედებს მას შემდეგ, რაც მოიპოვებენ თავისუფლებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოცემული წესები აღსრულდეს პატიოსნად და ობიექტურად. სამწუხაროდ, აუცილებლად იქნება შემთხვევები, როდესაც პატიმრებს უსამართლოდ მოეპყრობიან. მსგავსი რამ შესაძლებელია მოხდეს ყველაზე კარგად მართულ ციხეებშიც კი. ამიტომ საჭიროა, დადგინდეს ის პროცედურები, რომელიც პატიმარს საშუალებას მისცემს, მოითხოვოს ან დაარეგისტრიროს საჩივარი. მოცემული საჩივრებისა თუ მოთხოვნების წესები უნდა იყოს მარტივად და ნათლად ჩამოყალიბებული, რათა პატიმრებმა და ციხის პერსონალმა ჯეროვნად მოახერხონ მათ აღქმა.
საჩივრები სხვადასხვა დონეზე
პირველ რიგში, პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება, მისი საჩივარი მოისმინოს უშუალო ზედამხედველმა. თუკი საკითხის მოგვარება შეუძლებელია მოცემულ დონეზე, უნდა მოხდეს მათი მიტანა ციხის ხელმძღვანელთან. თუკი ესეც უშედეგოდ დასრულდება, პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიაწვდინოს ხმა ზემდგომ ორგანოებს, სავარაუდოდ, ციხის მიღმა. მრავალ ციხეში მოქმედებს თხოვნებისა და საჩივრების გაგზავნის პარალელური, ციხის გარეთა სისტემა. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი მონიტორინგის ორგანოები, ომბუდსმენი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსები.
მომჩივანი არ უნდა გახდეს მსხვერპლი
ციხეში არსებობს მოსაზრება, რომ რადგანაც პატიმარი არის იმ პირის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც იგი უჩივის, მისივე ინტერესში არ შედის ჩივილი, რაც არ უნდა მართებული იყოს მისი მიზანი. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პატიმარმა გაიაზროს, რომ იგი არ დაისჯება საჩივრის გამო. საჭიროა სპეციალური პროცედურის დაწესება, რომელიც თავიდან აგვაცილებს მსგავს მიდგომასა და აღნიშნულ შედეგს.
საჩივრები ოჯახის წევრებისა თუ წარმომადგენლების მხრიდან
თუკი პატიმარს თავად არ შეუძლია საჩივრის აღძვრა, ეს უნდა გააკეთოს მისი ოჯახის წევრმა ან წარმომადგენელმა.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 2:
ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:
ა) ყველა პირი, რომლის ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა;
ბ) უზრუნველყოს, რომ თითოეული პირის სამართლებრივი დაცვის უფლებას, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, ადგენდეს კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლება ან სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემით განსაზღვრული სხვა კომპეტენტური ორგანო; განავითაროს სასამართლო დაცვის საშუალებანი;
გ) უზრუნველყოს კომპეტენტურ ხელისუფლებათა მიერ მათთვის მიცემული სამართლებრივი დაცვის საშუალებათა გამოყენება.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (Body of Principles of the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment), პრინციპი 33:
1. დაკავებულ პირს, მსჯავრდებულს და მის იურისტს უფლება აქვთ, მოითხოვონ ან საჩივარი აღძრან მათ მიმართ მოპყრობის გამო. ძირითადად ეს ეხება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მიმართვა უნდა მოხდეს დაკავების ადგილის ადმინისტრაციის ან მათ ზემდგომ მყოფი პირისადმი, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, იმ ორგანოებისადმი, რომელთაც აქვს საჩივრის განხილვისა და დაკმაყოფილების უფლებამოსილება.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც არც წინასწარ პატიმრობაში მყოფ/მსჯავრდებულ პირს და არც მის იურისტს არ აქვს საშუალება, განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქმედება, წინასწარ პატიმრობაში მყოფი/მსჯავრდებული პირის ოჯახის წევრს ან სხვა პირს, რომელსაც აქვს ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, შეუძლია, განახორციელოს ზემოთ ხსენებული უფლება.
3. თუკი მომჩივანი ამას მოითხოვს, უნდა მოხდეს მისი კონფიდენციალურობის დაცვა.
4. ყოველ თხოვნასა თუ საჩივარზე რეაგირება უნდა მოხდეს დროულად და პასუხი გაეცეს გაჭიანურების გარეშე. თუკი თხოვნასა ან საჩივარზე უარი გაიცემა, ან დაუსაბუთებლად ჭიანურდება, მომჩივანს უფლება აქვს, რომ მისი თხოვნა/საჩივარი შეიტანოს სასამართლოში ან სხვა შესაბამის ორგანოში. ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები წინასწარ პატიმრობაში მყოფი/მსჯავრდებული და არც სხვა მომჩივანი პირი არ უნდა გახდეს მსხვერპლი თხოვნის/საჩივრის აღძვრის გამო.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 36:
1. პატიმარს კვირის ნებისმიერ დღეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მოითხოვოს ან აღძრას საჩივარი დაწესებულების დირექტორთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
2. პატიმარს უნდა შეეძლოს, შემოწმების დროს, თხოვნის ან საჩივრის დაყენება ინსპექტორთან. მას უნდა ჰქონდეს ინსპექტორსა ან სხვა შემოწმების განმახორციელებელ პირთან საუბრის საშუალება დირექტორის ან პერსონალის სხვა წარმომადგენლების დასწრების გარეშე.
3. პატიმარს უნდა შეეძლოს ციხის ადმინისტრაციისადმი, სასამართლო ხელისუფლებისა თუ სხვა შესაბამისი ორგანოსადმი თხოვნა ან საჩივრის აღძვრა ტექსტის შინაარსის ცენზურის გარეშე. აღნიშნული უნდა განხორციელდეს წინასწარ ნებადართული საშუალებებით.
4. აშკარად არასერიოზული ან უსაფუძვლო შემთხვევების გამოკლებით, ყოველ თხოვნასა თუ საჩივარზე უნდა მოხდეს დროული რეაგირება, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს გაჭიანურების გარეშე.
პრაქტიკაში განხორციელება
ნათელი და გასაგები პროცედურა
ციხის კარგი მენეჯმენტის მიზანი უნდა იყოს სერიოზული საჩივრების, შეძლებისდაგვარად, თავიდან აცილება. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა გახლავთ ყოვლისმომცველი და ნათელი პროცედურების შემუშავება ციხის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. აღნიშნული პროცედურების შემუშავებასა და მათ ხელმისაწვდომობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ სახელმძღვანელოს მე-3 თავში. აღნიშნული პროცედურები უნდა იყოს მარტივ ენაზე დაწერილი. მათი გაგება უნდა შეეძლოს და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც პატიმრების, ისე პერსონალისათვის. ისინი უნდა წარმოადგენდეს იმ საინფორმაციო შეკვრის ნაწილს, რომელსაც პატიმარი მიიღებს ციხეში მოსვლისთანავე. მცირე რესურსების შემთხვევაში, წესები და ინსტრუქციები უნდა გაკეთდეს პლაკატის სახით და გაიკრას თვალსაჩინო ადგილას. პატიმრებს, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან, წესები უნდა წაუკითხონ და აუხსნან.
ინფორმაცია საჩივრების შესახებ
საჩივრის გაკეთების პროცედურა დეტალურად უნდა აღწერდეს, თუ როგორ უნდა იჩივლოს პატიმარმა მისი მოპყრობის შესახებ, თუ რა საშუალებებზე მიუწვდება მას ხელი, დაწყებული პირველი ინსტანციიდან, დამთავრებული უმაღლესი დონით, ხშირ შემთხვევაში, ციხის მიღმაც.
დაბრკოლების აცილება საჩივრების გაკეთებისას
საჩივრის გაკეთებისას არ უნდა არსებობდეს ისეთი პროცედურა, რომელიც პატიმარს ჩივილში ხელს შეუშლის. ქცევის კოდექსი არ უნდა შეიცავდეს ისეთ დებულებებს, რომელიც გაართულებს გასაჩივრების მექანიზმს, მაგალითად, დასჯა იმ შემთხვევებში, როდესაც დადასტურდება, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო.
მსხვერპლად გახდომის თავიდან აცილება
საჩივრების ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორად გვევლინება პატიმრების შიში, რომ ციხის პერსონალს შეუძლია, პასუხი აგებინოს მათ ქმედებაზე. პატიმრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ დაისჯებიან და არ დაიტანჯებიან საჩივრის გამო. ამ მიზნით, უნდა არსებობდეს სპეციალური პროცედურა, რომელიც თავიდან აგვარიდებს პატიმრის მსხვერპლად გახდომას. საჭიროების შემთხვევაში, პატიმარს უნდა შეეძლოს საჩივრის დარწმუნებით აღძვრა. ციხის პერსონალი უნდა იყოს ყურადღებით, რათა თავიდან აიცილოს საპასუხო ქმედება იმ თანამშრომლის მხრიდან, რომლის წინააღმდეგაც აღიძრა სარჩელი. ციხის პერსონალმა უნდა იცოდეს, რომ თუკი მათ წინააღმდეგ არის საჩივარი, მათ აუცილებლად ექნებათ ახსნა-განმარტებისა და თავდაცვის საშუალება.
„ჩინეთსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პატიმრებს ევალებათ საჩივრების სპეციალურ ყუთში ჩაგდება. ყუთის გასაღები კი მხოლოდ პროკურორს აქვს“.
თხოვნებისა და საჩივრების დაკმაყოფილება
საჩივრები ხშირად ყოველდღიურ მოპყრობას ეხება. საკითხები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მცირე მნიშვნელობისაა, ხშირად დიდი დატვირთვის მატარებელია მკაცრად დისციპლინირებულ ციხეში, დაწესებულებაში, სადაც მოქმედებს წესები, რომელიც ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. ამ მხრივ, ციხის ადმინისტრაციისათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივი თხოვნა არ გადაიზარდოს საჩივარსა ან ოფიციალურ სარჩელში, რომელიც შემდეგ განიხილება კიდევ უფრო მაღალი რანგის ორგანოებში.
უკმაყოფილებების არაფორმალური მოგვარება
ამის მიღწევის საუკეთესო საშუალება გახლავთ დადებითი პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება პატიმრებსა და იმ პერსონალს შორის, რომელსაც მათთან ყოველდღიური შეხება აქვს. ამ საკითხს ჩვენ უკვე შევეხეთ აღნიშნული სახელმძღვანელოს მე-2 თავში. თუკი ამგვარი ურთიერთობები იარსებებს, სათხოვნელად თუ საჩივრის გასაკეთებლად პატიმარი, სავარაუდოდ, დაუკავშირდება უშუალოდ ციხის პერსონალს იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი საკითხს მოაგვარებს დროულად და პატიოსნად. კარგად გაცნობიერებულმა პერსონალმა იცის, თუ რა ტიპის საკითხების დარეგულირება შეუძლია მას თავად და რა საკითხებით უნდა მიმართოს ზემდგომ პირს. ციხის პერსონალს შეეძლება მოცემული პროცედურის ახსნა უშუალოდ პატიმრისათვისაც. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ პატიმარმა პასუხი თუ ახსნა-განმარტება მიიღოს დაუყოვნებლივ. ამ დროს, პატიმარი დაკმაყოფილდება პასუხით მაშინაც კი, თუკი ეს უკანასკნელი უარყოფითი იქნება და, შესაბამისად, თხოვნა აღარ გადაიზრდება საჩივარში.
ოფიციალური პროცედურა
შეუძლებელია, რომ ყველა თხოვნა თუ საჩივარი მოგვარდეს არაფორმალურად, ისე, როგორც ეს ახლახან აღვწერეთ. ამასთანავე, ციხეს უნდა ჰქონდეს თხოვნებისა და საჩივრების აღძვრის ოფიციალური პროცედურა, რომელიც გამოსადეგი იქნება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება არაფორმალურად. ყოველ სამუშაო დღეს, ციხის დირექტორმა ან სხვა უფლებამოსილმა თანამშრომელმა უნდა განიხილოს თხოვნები/საჩივრები. შესაძლებლობის ფარგლებში, პატიმარს უნდა მიეცეს საშუალება, პირადად წარადგინოს თხოვნა თუ საჩივარი. თუკი, თხოვნების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, უნდა მოხდეს მათი წერილობით გაგზავნა. მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით, ზეპირად ან წერილობით, მოხდება საჩივრის წარმოდგენა, ციხის ადმინისტრაციამ ოფიციალურად, წერილობით უნდა აღნუსხოს და პასუხი გასცეს მათ.
დროული მოქმედება მნიშვნელოვანია
თხოვნებსა თუ საჩივარზე რეაგირება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში. ოფიციალურად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რამდენი დღე დასჭირდება პასუხის გაცემას. თუკი თხოვნა განსაკუთრებულად რთული ხასიათისაა, პატიმარს უნდა ეცნობოს, რა ვადაში მოხდება მისი დაკმაყოფილება.
საჩივრის წარდგენა ზემდგომ პირთან
თუკი ციხის დირექტორი უარს განაცხადებს უპასუხოს თხოვნასა თუ საჩივარს, ან თუკი ეს საჩივარი მის წინააღმდეგაა მიმართული, პატიმარს უნდა შეეძლოს, წერილობით აცნობოს ამის შესახებ ზემდგომ ორგანოებს, უმეტესწილად, რეგიონულ ან ეროვნულ სათაო დაწესებულებას. სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ აღნიშნულმა საჩივარმა არ გაიაროს იმ პირის ხელში, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. ამ მიზნით, ციხეში უნდა არსებობდეს პროცედურა, რომელიც პატიმარს საშუალებას მისცემს, თხოვნები და საჩივრები კონფიდენციალურად გაუგზავნოს ზემდგომ ორგანოებს.
საჩივრების წარდგენა დამოუკიდებელ გარე უწყებასთან
ამ სახელმძღვანელოს მე-10 თავში შევეხებით თხოვნებისა და საჩივრების წარდგენას დამოუკიდებელი დამკვირვებლებისა თუ სხვა პირებისათვის, რომლებიც არ მუშაობენ ციხის სისტემაში. ციხის ადმინისტრაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი პატიმრებს, რათა მათ მიმართონ დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოს ან დამოუკიდებელ დამკვირვებლებს. პატიმრებისათვის მსგავსი გარე ორგანოებისათვის მიმართვა შესაძლებელია იყოს ციხეში დაძაბულობის შემამსუბუქებელი პირობაც.
„განასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში, პატიმრებს უფლება აქვთ, საჩივრით მიმართონ ადამიანის უფლებათა საბჭოს (ინგლისურ ტექსტში კომისია წერია, მაგრამ ეს ორგანო 2006 წელს შეიცვალა საბჭოთი.)“
„სამხრეთ აფრიკაში ზედამხედველ მოსამართლეს, გამასწორებელი სამუშაოს აქტის საფუძველზე, ევალება, დანიშნოს ციხის დამოუკიდებელი მომნახულებლები. აღნიშნული მომნახულებლები არიან პატიმართა უფლებების სფეროში მომუშავე პირები, რომლებიც აირჩიეს საჯარო წარდგინებისა და თემებთან კონსულტაციის საფუძველზე. მათ ინტერესებში შედის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და პატიმართა ადამიანური განვითარების ხელშეწყობა. ციხის დამოუკიდებელი მომნახულებლების უპირველესი ფუნქციაა პატიმრებისაგან საჩივრების მიღება.“
წამების ბრალდება
მართალია, ყველა თხოვნა თუ საჩივარი განხილულ უნდა იქნეს დროის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელია მოქმედება დროის კიდევ უფრო შეზღუდულ მონაკვეთში. მაგალითად, თუკი სახეზეა წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ ბრალდება. უნდა მოხდეს მისი სასწრაფო წესით განხილვა, რაც პატიმარში აღძრავს ნდობას. ციხეში უნდა არსებობდეს პროცედურა, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ბრალდებები სასწრაფოდ წარედგინება ციხის უფროსს, ხოლო, თუკი ბრალდება მის წინააღმდეგაა - მაშინ მის ზემდგომ პირსა თუ ორგანოს.
ბრალდებები სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებების შესახებ
როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევაში, ციხის თანამშრომლისა თუ სხვა პატიმრის სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებების შესახებ ბრალდებისას, ციხეში უნდა არსებობდეს ნათლად გაწერილი პროცედურა. მსგავსი ბრალდებები, როგორც წესი, უნდა წარედგინოს სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, გამოიძიოს და დააწესოს სასჯელი მსგავსი ქმედებების გამო. მოცემული ორგანო შემდეგ თავად გადაწყვეტს, გააგზავნოს თუ არა აღწერილი ქმედება გამოსაძიებლად, თუ დააბრუნოს უკან ციხეში შესაბამისი ადმინისტრაციული ქმედების განსახორციელებლად.
საჩივარი სასამართლო წარმოების შესახებ
პატიმრებმა შესაძლებელია წამოწიონ ისეთი საკითხები, როგორიცაა მათი დაკავება, სასჯელი თუ გათავისუფლების დრო. მსგავსი ტიპის თხოვნები უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლო ორგანოს.
დისციპლინური გადაწყვეტილებების გასაჩივრება
პატიმრებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ ის დისციპლინური სასჯელი, რომელიც მათ შეუფარდეს და რომელიც, მათი აზრით უსამართლოა. როგორც ეს უკვე აღვწერეთ მოცემული სახელმძღვანელოს მე-6 თავში, ციხეში უნდა არსებობდეს პროცედურა, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ამგვარი საკითხების ზემდგომ უწყებებში გაჟღერება.
პატიმრებისათვის მნიშვნელოვანია მათი საჩივრები
პატიმრების თხოვნებისა და საჩივრების უმეტესობა, ადმინისტრაციულ საკითხებს ეხება ხოლმე. ობიექტურად, მრავალი მათგანი ყოვლად უმნიშვნელო ხასიათისაა, თუმცა, მომჩივანი პატიმრისათვის მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თხოვნები/საჩივრები შესაძლებელია ეხებოდეს საჭმელს, დაკარგულ ნივთებს, დაგვიანებულ კორესპონდენციას, პრობლემებს ვიზიტებისას ან თავად ციხის პერსონალის დამოკიდებულებას. ხშირად პატიმრები ითხოვენ მხოლოდ იმის აღიარებას, რომ ესა თუ ის ფაქტი/მოვლენა არასწორი იყო და ელიან ბოდიშის მოხდას. თუკი პატიმარი დაინახავს, რომ მისი საჩივარი განიხილება პატიოსნად და გულწრფელად, ალბათობა იმისა, რომ იგი ისევ უკმაყოფილო იქნება, საკმაოდ მცირეა.
ჯგუფური საჩივრები
აქამდე განხილულ საჩივართა უმეტესობა აღიძვრება ცალკეული პატიმრების მიერ. თუმცა, ციხის ადმინისტრაცია გულისყურით უნდა მოეპყროს პატიმართა ამა თუ იმ ჯგუფის კულტურასა და ტრადიციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
![]() |
12 10 ინსპექტირების/შემოწმების პროცედურები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ციხე ღია უნდა იყოს საჯარო შემოწმებისათვის
ციხე არის დაწესებულება, სადაც ადამიანები განთავსებულები არიან მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ დაწესებულებებში ცუდი მოპყრობის ალბათობა საკმაოდ დიდია. ამის გამო, აუცილებელია, ეს უკანასკნელი სამართლიანად და პატიოსნად იმართებოდეს. ყველა დაწესებულება, რომელიც სახელმწიფოს ექვემდებარება, განსაკუთრებით კი ციხეები, აუცილებლად უნდა შემოწმდეს საზოგადოების მიერ.
გარე შემოწმება აუცილებელია
ეს სახელმძღვანელო დეტალურად აღწერს, თუ რა იგულისხმება ციხის კარგ მართვაში. თუმცა, ყველაზე კარგად მართულ ციხეებშიც კი, ჩნდება შეკითხვები და საჩივრები. იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს არ ხელეწიფება, მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ციხის კედლებს მიღმა, აუცილებელია, არსებობდეს შემოწმების მექანიზმი, რომელიც დაადგენს, თუ რამდენად ჯეროვნად იმართება ციხე.
გარე შემოწმების მნიშვნელობა
შემოწმება იცავს პატიმრებსა და მათ ოჯახებს. ისინი უზრუნველყოფენ ჯეროვანი მექანიზმების არსებობას და ციხის პერსონალის მიერ მათზე დამორჩილებას. აუცილებელია ციხე შემოწმდეს ყველა იმ სფეროში, რომელიც განვიხილეთ ამ სახელმძღვანელოში.
გარე შემოწმება ციხის პერსონალის დაცვის გარანტიაა
უნდა აღინიშნოს, რომ გარე შემოწმება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პატიმრებისათვის, ისე პერსონალისათვის. იგი არის პატიმართა არასათანადო მოპყრობისა თუ პერსონალის არაჯეროვნად მოქცევის შესახებ საჩივრების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება. ასეთ შემთხვევებში, საჭიროა საჩივრების მიღება, მათში მითითებული პერსონალის დადგენა და სათანადო რეაგირება. გარე შემოწმება შესაძლებელია იყოს პერსონალის უსამართლო დადანაშაულების თავიდან აცილების საშუალებაც. აღსანიშნავია, რომ შემოწმება არ ეხება მხოლოდ უარყოფით მხარეებს. მათი საშუალებით დგინდება დადებითი ქმედებებიც, რომელთაც შემდგომ გამოიყენებენ სხვა ციხეებში. შემოწმებების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს კარგად მომუშავე პერსონალის წახალისებაც.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შემოწმების ერთერთი ფორმაა
შემოწმებას შესაძლებელია მრავალი ფორმა ჰქონდეს. არაფორმალური შემოწმების/ზედამხედველობის ფორმად გვევლინება კონტაქტი ციხესა და საზოგადოებრივ ორგანოებს შორის. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ციხის რეგულარული მონახულება შეამცირებს დარღვევების ალბათობას და გაზრდის ცოდნას იმის შესახებ, თუ რა პროცესებს აქვს ადგილი უშუალოდ ციხეში. ციხის მომნახულებლები შესაძლებელია იყვნენ ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები, ჯანდაცვის მუშაკები ადგილობრივი საავადმყოფოებიდან, რელიგიური თუ კულტურული ჯგუფების წარმომადგენლები. მათი საქმიანობა აღწერილია მოცემული სახელმძღვანელოს სხვადასხვა თავში. აღნიშნული პირები არ არიან შემმოწმებლები ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, თუმცა, მათი არსებობა მაინც ატარებს არაფორმალური შემოწმების ხასიათს.
დამოუკიდებელი მონიტორინგი
არსებობს ადმინისტრაციები, რომლებმაც შეიმუშავეს მონიტორინგის უფრო გაოფიციალურებული ფორმა. ადგილობრივი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოები კისრულობენ ვალდებულებას, ჩაატაროს ციხის უფრო ფორმალური შემოწმება და შემდეგ მოახსენონ მისი შედეგები ციხის ადმინისტრაციას და სხვა ადგილობრივ ორგანოებს. ამგვარი სისტემა ეფექტურია ადამიანის უფლებების დაცვისა და მათი შელახვის თავიდან აცილებისას. ისინი წარმოადგენენ კავშირს ციხეებსა და იმ საზოგადოებას შორის, რომელთა გადასახადებითაც ხდება მათი მართვა.
ადმინისტრაციული შემოწმება
არსებობს შემოწმების ოფიციალური პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც ყოველ ციხეს ამოწმებს ციხის ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ასეთ შემოწმებებს, როგორც წესი, აქვთ აუდიტის ფორმა და მოიცავს საქმიანობების ფართო სპექტრს, მათ შორის, უსაფრთხოება, ფინანსები, პატიმართა საქმიანობა, პერსონალის ტრენინგი და დისკრიმინაციის აკრძალვა. უმეტეს შემთხვევაში, ციხეში მიღებული შედეგების შედარება ხდება ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტებთან. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაცია ნიშნავს ციხის ზედამხედველის ცალკე პოზიციას, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს ციხის შესაბამისობა დადგენილ წესებთან. აღნიშნული აუდიტი აქცენტს ხშირად აკეთებს ადმინისტრაციულ პროცესებზე. ამგვარი შემოწმებები, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, არასაკმარისია.
დამოუკიდებელი შემოწმება
მნიშვნელოვანია ციხისა და მისი სათაო ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებელი პირების მიერ განხორციელებული შემოწმებები. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი დამოუკიდებელი შემმოწმებლები ინიშნებიან მთავრობის მიერ. ყველაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ხორციელდება იმ შემთხვევებში, როდესაც პირი ინიშნება პარლამენტის მიერ და ეს უკანასკნელი ვალდებულია, ანგარიში სწორედ ამ ორგანოს წარუდგინოს. ისინი ახორციელებენ რეგულარულ ან ად ჰოც შემოწმებებს, აკვირდებიან ციხის ყოველდღიურ საქმიანობას და, არსებობის შემთხვევაში, იძიებენ სერიოზულ ინციდენტებსაც.
შემოწმების ყველაზე ეფექტურ ფორმად გვევლინება ზემოთ აღწერილი შემოწმებების ერთდროული არსებობა.
შემოწმების რეგიონული და სხვა მექანიზმები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არსებობს წამების შესახებ სპეციალური მომხსენებლის პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფლებაშეზღუდული პირების უფლებების შელახვის აღნუსხვაში. ბოლო წლებში მისი ზეგავლევნა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც იგი უფრო ხშირად მოინახულებს ხოლმე ციხეებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს მოხსენებას.
რეგიონულ დონეზე, ადამიანისა და ხალხის უფლებების აფრიკული კომისიის მიერ, შეიქმნა აფრიკაში ციხეების პირობების შესახებ სპეციალური მომხსენებლის პოსტი. მისი ფუნქციები მოიცავს აფრიკის ციხეების შემოწმებას და არსებული ვითარების შესახებ მოხსენების გაკეთებას.
ყველაზე ძველი, მთავრობათაშორისი მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ციხეებში პირობების გაუმჯობესებაზე, გახლავთ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აკრძალვის კომიტეტი.
ციხეების შემოწმებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც, რომელიც ამოწმებს ციხეებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც ციხეების შემოწმების უფლებას აძლევს ადამიანის უფლებათა დამცველ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო დოკუმენტები ნათლად მოითხოვს, რომ დაკავებისა თუ თავისუფლების შეზღუდვის ყველა დაწესებულება უნდა ემორჩილებოდეს ციხეების მმართველი ორგანოებისაგან დამოუკიდებელ შემოწმებას. ისინი მიუთითებს, რომ, კანონიერი უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, პატიმრებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ კონფიდენციალური კავშირი შემმოწმებლებთან.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (Body of Principles of the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment), პრინციპი 29:
1. სათანადო კანონებსა და წესებზე დამორჩილების უზრუნველსაყოფად, საჭიროა, რომ დაკავების ადგილები რეგულარულად მოინახულონ კვალიფიციურმა და გამოცდილმა პირებმა. აღნიშნული პირები უნდა დაინიშნონ და იყვნენ ანგარიშვალდებულნი იმ ორგანოების წინაშე, რომლებიც არ წარმოადგენენ დაკავებისა და დაპატიმრების ადგილებზე პასუხისმგებელ ორგანოებს.
2. დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირებს უნდა შეეძლოთ, თავისუფლად და სრულიად კონფიდენციალურად იკონტაქტონ შემოწმების განმახორციელებელ პირებთან, რომლებიც მოქმედებენ ამ პრინციპის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. მსგავსი კონტაქტისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დამამყარებელი კანონით დადგენილი ნორმები.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 55:
სასჯელაღსრულებითი ორგანოები რეგულარულად უნდა დაექვემდებარონ შემოწმებას შესაბამისი ორგანოების მიერ დანიშნული კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალის მიერ. მათი ძირითადი ფუნქცია გახლავთ იმის უზრუნველყოფა, რომ მოცემული დაწესებულებანი მოქმედებენ შესაბამისი წესებისა და კანონების საფუძველზე და ასრულებენ დაკისრებულ ფუნქციებს.
პრაქტიკაში განხორციელება
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა აღმოფხვრავს შემდგომ დარღვევებს
სახელმძღვანელოს წინა თავებში აღწერილია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ციხისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად ეწვევიან ხოლმე ციხეებს და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საქმიანობაში. მოცემული თანამშრომლობის დამატებითი სარგებელი გახლავთ არაფორმალური და დამოუკიდებელი ზედამხედველობა ციხეში მიმდინარე მოვლენებზე. მომნახულებლები ურთიერთობენ ციხის პერსონალთან და პატიმრებთან, რის შედეგადაც მათ საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ იქ მიმდინარე მოვლენებს და აღმოაჩინონ არსებული პრობლემები. მათი არსებობა უნდა წარმოადგენდეს ადამიანური დადებითი ურთიერთობების დამყარების საფუძველს და შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს დარღვევების თავიდან ასაცილებლად. ოფიციალური შემოწმებებისას, დარღვევები ხდება მხოლოდ post factum, მაშინ, როდესაც არაფორმალური ურთიერთობები საშუალებას იძლევა, პრობლემები აღმოიფხვრას მანამ, სანამ ისინი დარღვევაში გადაიზრდება. მნახველების კომენტარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ისინი ეფუძნება ციხის მიღმა არსებულ სტანდარტებს. ამის გამო, მათ შესაძლებელია გაუჩნდეთ მრავალი, მათ შორის, ნეგატიური შეკითხვა ციხეში არსებული პროცედურების შესახებ.
ოფიციალური შემოწმებისას, რომელსაც აქვე შევეხებით, აუცილებელია კონსულტაციის მიღება არაფორმალური შემმოწმებლებისაგან.
ოფიციალური მონიტორინგი არაპროფესიონალების მხრიდან
არსებობს ადმინისტრაციები, სადაც კარგადაა ჩამოყალიბებული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული, ციხეების ოფიციალური მონიტორინგის პროცედურა. იმ შემთხვევებში, სადაც ჯერ არ არსებობს მკაცრად დადგენილი პროცედურები, ხდება მცირე წესების დადგენა. მათ შორის, საუკეთესოდ გვევლინება შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი წარმომადგენლები ამოწმებენ ციხის ცხოვრების ყველა ასპექტს და შემდეგ საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებას. იმისათვის, რომ მსგავსი მონიტორინგი ეფექტური იყოს, საჭიროა, რომ შემმოწმებლები საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულნი იყვნენ და შეუზღუდავად მიუწვდებოდეთ ხელი ციხის ყველა სფეროზე. აღნიშნული ანგარიშვალდებულება, უმჯობესია, მიმართული იყოს პარლამენტის და არა უშუალოდ ციხის ადმინისტრაციისადმი.
„თურქეთმა შექმნა მცირე, დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭო, რომელიც კავშირშია ყველა იურიდიულ კომისიასთან. მისი მიზანია კომისიის იურისდიქციაში არსებული ციხეების მონიტორინგი და მასზე მოხსენების გაკეთება. როგორც წესი, ყოველ საბჭოს ევალება ოთხი ან ხუთი ციხის გაკონტროლება და იუსტიციის სამინისტროსათვის, სამ თვეში ერთხელ, მოხსენების წარდგენა. თურქეთის კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებს ევალებათ, რომ წარმოდგენილ მოხსენებას უპასუხონ დადგენილ ვადებში.“
სერიოზული ინციდენტების მონიტორინგი მნიშვნელოვანი ფუნქციაა
ინგლისსა და უელსში დადგენილია მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, არაპროფესიონალი შემმოწმებელი უნდა იქნეს მოწვეული, რათა დაესწროს და დააკვირდეს ციხეში არსებულ ყველა სერიოზულ ინციდენტს. ასეთი ქმედება საშუალებას იძლევა, დავიცვათ პატიმრები მათი უფლებების შელახვისგან, ხოლო პერსონალისათვის წარმოადგენს უსამართლო ბრალდებების თავიდან აცილების საშუალებას.
ციხეების უმეტესობას ჰყავს ადმინისტრაციული ინსპექტორები
ციხეების უმეტესობას აქვს ციხის შიდა შემოწმების პროცედურა. ამ საქმიანობას ასრულებენ ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, რომელთაც გააჩნიათ ციხისა და მისი მართვის სათანადო ცოდნა. ისინი, როგორც წესი, არიან ციხის ცენტრალური ადმინისტრაციის ჯგუფის წევრები, რომლებსაც არ გააჩნიათ პირადი კავშირი პატიმრებთან. მათ შეუძლიათ რეგიონის ყველა ციხის შემოწმება. ისინი მოქმედებენ ფუნქციებად დაყოფილ ჯგუფებად, მაგალითად ქალთა ან არასრულწლოვანთა ციხეების შემმოწმებლად.
მთავრობის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვა
არსებობს ციხეები, სადაც ჯგუფები მოქმედებენ, როგორც აუდიტორები და არა - როგორც ინსპექტორები. მათი ძირითადი ფუნქციაა იმის შემოწმება, ემორჩილება თუ არა ციხე ინსტრუქციებს, ხომ არ შეინიშნება კორუფცია ან სხვა არაჯეროვანი ქმედებები. პრაქტიკაში საჭიროა არსებობდეს მიჯნა აუდიტორულ და ინსპექციურ საქმიანობებს შორის. აუდიტორი, როგორც წესი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ კეთდება საქმე მაშინ, როდესაც ინსპექტორი აქცენტირებს იმაზე, თუ რამდენად შედეგის მომტანია ესა თუ ის ქმედება. შესაძლებელია, რომ ციხე აკმაყოფილებდეს პროცედურულ მოთხოვნებს, მაგრამ მაინც ჩაითვალოს ცუდად მართულად, რადგანაც ვერ დააკმაყოფილებს ამ სახელმძღვანელოში ასახულ მიზნებს. ციხის აუდიტორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, მაგრამ ისინი უნდა მოქმედებდნენ ინსპექტორებთან ერთად და არა მათ მაგივრად.
შიდა ინსპექტორებს არ უნდა დაუწესდეთ შეზღუდვები
შიდა ინსპექტირების ჯგუფს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი შეხება ციხის ყველა ადგილსა თუ პატიმართან. მათ, შესაძლებელია, ჰქონდეთ შემოწმების პროგრამა, რომელსაც წინასწარ გამოაცხადებენ, თუმცა, ასევე განახორციელებენ მოულოდნელ, ად ჰოც შემოწმებებს როგორც სამუშაო საათებში, ისე მის შემდეგაც. მოხსენებები უნდა წარედგინოს უშუალოდ ციხის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსს.
მოსაწონი ქმედებების წახალისება აუცილებელია
ოფიციალური აუდიტისა თუ ინსპექტირების ფუნქცია არ გახლავთ მარტო ცუდი ქმედებების აღმოჩენა. საჭიროა დადებითი ქმედებების დადგენა და წახალისება.
„საფრანგეთში მთავრობამ იუსტიციის სამინისტროში შექმნა იურიდიული სამსახურის გენერალური ინსპექცია, დასაქმებისა და სოციალური საქმეების სამინისტროში კი - სოციალური საქმეების გენერალური ინსპექცია. მათ ფარგლებში მოქმედი საბჭოების მიზანია შეაფასონ და შემდეგ მოხსენება დაწერონ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე. მოხსენება წარედგინება დასაქმებისა და სოციალური საქმეების, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს.“
ციხის კარგი მართვისათვის აუცილებელია დამოუკიდებელი შემოწმება
შიდა შემოწმების პროცედურასთან ერთად, აუცილებლად უნდა არსებობდეს ინსპექტირების ისეთი ფორმა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ციხის სისტემისაგან. ამის ერთ-ერთ ვერსიად გვევლინება მთავრობის მიერ ინსპექტორების დანიშვნა. თუმცა, ეს უკანასკნელიც არ გახლავთ ყველაზე მოსაწონი ვარიანტი, რადგანაც ციხეები, საბოლოოდ სწორედ მთავრობას ექვემდებარება. ამიტომაც, საუკეთესო გამოსავლად შესაძლებელია მივიჩნიოთ დამოუკიდებელი ინსპექტორის, მაგალითად ომბუდსმენის, დანიშვნა პარლამენტის მიერ. თუკი ინსპექტორი მისი საქმიანობის შედეგებს მოახსენებს უშუალოდ პარლამენტს, მცირე იქნება მის მოხსენებაში ადმინისტრაციული ჩარევის ალბათობა.
„2000 წელს, დასავლეთ ავსტრალიაში შეიქმნა დაკავების სამსახურის ინსპექცია, რომლის მიზანიც გახლავთ ციხეების დამოუკიდებელი შემოწმება. სამსახური პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.“
სასამართლო ზედამხედველობა
არსებობს ქვეყნები, მაგალითად საფრანგეთი, სადაც მოსამართლე ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ პატიმრებს ადამიანურად ექცეოდნენ და ციხეები მოქმედებდნენ კანონების მიხედვით. ამგვარი სისტემა მიიჩნევა დამოუკიდებელ მექანიზმად, რადგანაც მოსამართლე არ არის პენიტენციალური სისტემის წევრი.
საჯარო პირები - დამოუკიდებელი შემმოწმებლები
დამოუკიდებელი შემმოწმებლის სტატუსი მნიშვნელოვანია საჯარო მართლშეგნების ასამაღლებლად. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა. თუკი შემმოწმებელი არის პირი, რომელიც არ წარმოადგენს პენიტენციალურ სისტემას და არ გააჩნია სფეროს უშუალო ცოდნა, საჭიროა, რომ შემმოწმებელი ჯგუფის რამდენიმე წევრი მაინც ფლობდეს ინფორმაციას ამ საკითხების შესახებ. აუცილებელია სპეციალისტი ინსპექტორის არსებობა ისეთი სფეროების შესამოწმებლად, როგორიცაა პატიმართა ჯანდაცვა და მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა, განათლება, უმცირესობათა უფლებების დაცვა და სხვა.
შემმოწმებლების სპეციალური ფუნქცია
სერიოზული ინციდენტების შედეგად ინსპექტორებს უფლება აქვთ, ჩაატარონ სათანადო შემოწმება. ასეთ შემთხვევებში, მათ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი სამხილებზე და უნდა შეეძლოთ ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ ინციდენტში, იქნება ეს პატიმარი თუ ციხის პერსონალი.
შემოწმების სხვა ფორმები
არსებობს სისტემები, სადაც ციხის შემოწმების სპეციალურ განყოფილებასთან ერთად არსებობს სამთავრობო და სხვა ცენტრალური შემოწმების ორგანოები. მათ შორის, ხშირად ვხვდებით ადამიანის უფლებათა კომისიას ან გენერალურ აუდიტორს. შესაძლებელია, არსებობდეს ოფიციალური თანამშრომლობა შემმოწმებელ ორგანოსა და პატიმრების საჩივრების განმხილველ დაწესებულებებს შორისაც.
შემოწმების შესახებ მოხსენების გაკეთება და მასზე რეაგირება
დამოუკიდებელმა ინსპექტორებმა სრულად უნდა გამოაქვეყნონ მათი მოხსენებები. გამონაკლისად შესაძლებელია ჩაითვალოს კონფიდენციალური ინფორმაცია ციხის უსაფრთხოებისა და პატიმრების შესახებ. ნებისმიერი შემოწმების (ფორმალური თუ არაფორმალური) ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუკი მოხსენებებს არ მოჰყვება სათანადო რეაგირება. ყოველ შემოწმებას უნდა ჰქონდეს ნათლად დადგენილი მოხსენების პროცედურა, სადაც განსაზღვრული იქნება ის ქმედებები, რომელიც შედეგად უნდა მოჰყვეს სასწრაფო და მნიშვნელოვან საკითხებს. ყოველი ციხე, ციხის ადმინისტრაცია და მთავრობა ვალდებულია, სასწრაფოდ და სრულად გასცეს პასუხი მოხსენებაში აღწერილ საკითხებს. კარგი იქნება, თუკი მოხსენებები და მათზე გაკეთებული პასუხები საჯაროდ გაჟღერდება. გამონაკლისი იქნება ის საკითხები, რომლებიც კონფიდენციალურ ხასიათს ატარებს. მოხსენებების გამოცემას აქვს დამატებითი დადებითი შედეგი, რომლითაც იგი ხელს უწყობს მიუღებელი ქმედებების აღმოფხვრას და კარგი შედეგების ფართო გავრცელებას. ასეთი გამოცემების მაგალითია ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და აფრიკის სპეციალური მომხსენებლის გამოცემები.
![]() |
13 11. წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრები და სხვა პატიმრები, რომელთაც სასჯელი ჯერ არ მისჯიათ |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
განმარტებანი
არსებობს ქვეყნები, სადაც დაკავებული პირების დიდი ნაწილისათვის, ხშირად უმრავლესობისთვისაც კი, გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ. ზოგის საქმე შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოძიებაშია, არ არის დადგენილი, იქნება თუ არა სასამართლო ან, უბრალოდ, ელოდება სასამართლო პროცესს.
ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირებს, იურისდიქციების შესაბამისად, სხვადასხვა სახელი აქვთ. ისინი შესაძლებელია იწოდებოდნენ პირებად, რომელთა საქმეც გამოძიებაშია, ელოდებიან პროცესს ან იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. ტერმინოლოგიური შესაბამისობისათვის, მოცემულ სახელმძღვანელოში აღნიშნულ პირებს მოვიხსენიებთ, წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირებად.
არსებობს სახელმწიფოები, სადაც ტერმინი „პატიმარი“ ეხება მხოლოდ პირებს, რომელთაც უკვე მიესაჯათ სასჯელი, ანუ მსჯავრდებულებს. ხოლო მათ, რომლებსაც ჯერ სასჯელი დადგენილი არ აქვთ, მოიხსენიებენ „დაკავებულ“ პირებად. ამ სახელმძღვანელოში სიტყვა „პატიმარი“ მოიცავს ყველა იმ პირს, რომელიც დაკავებულია სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.
და ბოლოს, ზოგიერთ სახელმწიფოში სიტყვა „ციხე“ გამოიყენება მხოლოდ მისჯილი პატიმრების ადგილსამყოფლის აღსანიშნად. ხოლო ადგილი, სადაც განთავსებული არიან პირები, რომელთაც ჯერ არ ჰქონიათ სასამართლო, მოიხსენიება „დაკავების ადგილებად“ ან „საპატიმროდ“. ამ სახელმძღვანელოში სიტყვა „ციხე“ აღნიშნავს დაკავების ყველა იმ დაწესებულებას, სადაც განთავსებულნი არიან სათანადო წესების საფუძველზე დაკავებული პირები.
უდანაშაულობის პრეზუმფცია
წინასწარი პატიმრობის დაწესებულებების მართვისას, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირები ითვლებოდნენ უდანაშაულოდ მანამდე, სანამ საპირისპიროს არ დაადგენს სასამართლო. მსჯავრდებული პატიმრებისაგან განსხვავებით, მათი თავისუფლების შეზღუდვა არ წარმოადგენს სასჯელს, რადგანაც არ არის დადგენილი, არიან თუ არა ეს უკანასკნელნი დამნაშავეები. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ პირებისადმი მოპყრობა შეესაბამებოდეს და ასახავდეს მათ სტატუსს.
პრობლემები წინასწარი დაკავებისას
დაკავებულ პირთა დიდი რაოდენობა სასამართლოში უმეტესწილად გამამართლებელ გადაწყვეტილებას იღებს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმის აუცილებლობა, რომ წინასწარი დაკავებისას, ისინი აუცილებლად უდანაშაულოდ უნდა იყვნენ აღიარებულნი. ხშირია შემთხვევები, როდესაც შემდგომში ბრალდებულად ცნობილი პატიმრები იმაზე დიდ ხანს ატარებენ წინასწარი დაკავების საკნებში, ვიდრე სასამართლო შემდეგ დაადგენს ხოლმე. აღნიშნული, როგორც წესი, ნელი სამართალწარმოების ბრალია. მსგავსი ფაქტები, პატიმრებში აღძრავს უკმაყოფილების გრძნობას, რაც შემდეგ აისახება კიდეც მათ საქციელზე. ციხის ადმინისტრირებისას, მოცემული ფაქტორი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირების გადაჭარბებული რაოდენობა
სახელმწიფოში სასამართლო წარმოების ნელი ტემპი პირდაპირ აისახება წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრების გადაჭარბებულ რაოდენობასა და ციხის გადატვირთვაზე. ერთ-ერთი მიზეზი პატიმართა სიღარიბეც გახლავთ, რადგანაც მათ არ ძალუძთ გირაოს გადახდა. მსოფლიოში, ცალკეულ რეგიონებში, ციხეში მყოფ პირთა ნახევარზე მეტს სწორედ წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრები წარმოადგენენ. მაგალითად ჰონდურასში, ბურუნდიში, მოზამბიკსა და ინდოეთში მათი რაოდენობა 70%25-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ ციხეებში მყოფ პირებს და არ ეხება პოლიციასა ან სხვა უფლებამოსილ ორგანოში დაკავებულებს.
საგამოძიებო და ციხის მმართველი ორგანოების გამიჯვნა
აუცილებელია, მკაცრად გაიმიჯნოს ფუნქციები დანაშაულის გამომძიებელ (მაგალითად, პოლიცია და პროკურატურა) და ციხის მმართველ ორგანოებს შორის. ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია, შესაძლებელია, ხელს უწყობდეს გამოძიებას დანაშაულის გამოძიებაში, მაგრამ დაკავების პირობების განსაზღვრა არ უნდა შედიოდეს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების იმგვარ პირობებში ჩაყენება, რომ ისინი აიძულო, ითანამშრომლონ გამოძიებასთან ან, თუნდაც, აღიარონ ბრალი. გამოძიების ორგანოსა თუ პროკურატურის წარმომადგენელს არ უნდა შეეძლოს მოახდინოს ზეგავლენა ციხის ადმინისტრაციაზე და მიუთითოს, თუ როგორ მოექცნენ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ამა თუ იმ პატიმარს.
„ინდოეთში, ერთ ან ორ თვეში ერთხელ ხდება უზენაესი მაგისტრების ციხეში გაგზავნა. მოცემული აქტივობა წარმოადგენს „ხალხის სასამართლოს“ პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს. ამგვარი პროგრამის, სახელად „ლოკ ადალატ“ მაგალითია მაგისტრის გაგზავნა რაჯაჰმუნდრის ცენტრალურ ციხეში, სადაც მაგისტრმა შეძლო დღეში 23 საქმის განხილვა, რასაც, ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა“.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 11:
ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი, წესისამებრ, საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც, მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 9:
1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ შეიძლება თვითნებურად დააპატიმრონ ან პატიმრობაში აიყვანონ. არავის შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, თუ არა ისეთ საფუძველზე და ისეთი პროცედურის შესაბამისად, რომლებიც კანონით არის დაწესებული.
2. თითოეულ პირს დაპატიმრების დროს ეუბნებიან მისი დაპატიმრების მიზეზებს და სასწრაფო წესით ატყობინებენ, თუ რა ბრალდებას უყენებენ.
3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული თუ დაკავებული ყოველი პირი სასწრაფო წესით უნდა მიიყვანონ მოსამართლესთან ან სხვა თანამდებობის პირთან, რომელსაც კანონით უფლება აქვს, აღასრულოს სასამართლო ხელისუფლება. დაპატიმრებულ ან დაკავებულ პირს აქვს გონივრულ ვადაში სასამართლო გარჩევისა თუ გათავისუფლების უფლება. სასამართლო გარჩევის მოლოდინში პირის დაკავება საერთო წესი არ უნდა გახდეს, მაგრამ მათი გათავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო გარჩევის ყველა სტადიაზე გამოცხადების და, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის აღსასრულებლად გამოცხადების გარანტიების წარდგენაზე.
4. თითოეულს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის შედეგად, უფლება აქვს, რომ მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა ამ სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს დადგენილება, კანონიერია მისი დაკავება თუ არა, ხოლო, თუ უკანონოდ იყო დაკავებული, გასცეს მისი გათავისუფლების განკარგულება.
5. თითოეულს, ვინც უკანონოდ დაპატიმრებისა და პატიმრობაში აყვანის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება, რომელსაც სარჩელის ძალა ენიჭება.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 84:
1. სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული თუ დაპატიმრებული პირები, რომლებიც იმყოფებიან პოლიციის დაკავების საკნებში ან წინასწარი დაკავების საპატიმროებში, ამ წესებში მოხსენიებულნი იქნებიან „გაუსამართლებელ პატიმრებად“.
2. მიუსჯელი პატიმრები უდანაშაულოდ ითვლებიან, სანამ საწინააღმდეგოს არ დაადგენს სასამართლო. მათ მიმართ მოპყრობა უნდა შეესაბამებოდეს მათ სტატუსს.
პრაქტიკაში განხორციელება
წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრების განსაკუთრებული მდგომარეობა
ციხეში მოქმედი წესები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია მსჯავრდებული პატიმრებისადმი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები უდანაშაულოდ ითვლებიან და, შესაბამისად, არ უნდა ემორჩილებოდნენ იგივე წესებსა და კანონებს, რაც განსაზღვრულია მსჯავრდებულებისადმი. ამ სახელმძღვანელოს მესამე თავი ეხება ციხეში მიღების პირობებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც პატიმრობის პირველი წუთები, უმეტესი დაკავებული პირისათვის წინასწარი პატიმრობით იწყება. მათთვის ციხეში ყოფნის პირველი დღეები განსაკუთრებით რთული იქნება. ამიტომაც, ყოველივე ზემოთ აღნიშნული აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ციხის ადმინისტრაციამ.
თვითნებური დაკავების თავიდან აცილება
ციხის ადმინისტრაცია მნიშვნელოვანი ბერკეტია თვითნებური დაკავების თავიდან აცილების საქმეში. მათ უნდა შეიმუშაონ ნათელი პროცედურები რათა დარწმუნდნენ, რომ ციხეში მომსვლელი ყოველი თავისუფლებაშეზღუდული პირის წინააღმდეგ არსებობს სათანადოდ, კანონის ყველა დაცვით გაცემული დოკუმენტი. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების შემთხვევაში, რადგანაც სასამართლოს წინაშე წარდგომამდე მათ სურთ და უფლება აქვთ, იცოდნენ, თუ რატომ და რის საფუძველზე მოხდა მათი დაკავება. ციხის ადმინისტრაციამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დაკავებული პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ სათანადოდ და დროულად.
წინასწარი დაკავების მონიტორინგი
წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, როგორც წესი, გულისხმობს იმას, რომ დაკავებულმა პირმა არ იცის, თუ რა დროს გაატარებს მოცემულ დაწესებულებაში და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. არსებობს სახელმწიფოები, სადაც მკაცრად არის დადგენილი, თუ რამდენი ხნის ვადაში უნდა მოხდეს პირის სასამართლოსადმი წარდგენა ან გათავისუფლება. დაკავების კანონიერების უზრუნველსაყოფად, საჭიროა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ზედამხედველობა გაუწიოს, თუ რამდენად არის ვადები დაცული. საჭიროა, ადმინისტრაციამ აწარმოოს სათანადო ჩანაწერები და ამით დაეხმაროს პატიმარს, არ „დაიკარგოს“ სასამართლო სისტემის პროცედურებში.
„2001 წელს, მოზამბიკში ციხეების მონახულებისას, აფრიკაში ციხეებისა და დაკავების პირობების შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ პატიმართა რაოდენობა შემცირებული იყო. ამის მიზეზად მომხსენებელმა დაასახელა „კანონიერების გამაძლიერებელი კომისიების შექმნა“, რომელიც რეგულარულად იხილავდა დაკავების კანონიერების საკითხს ციხეების მონახულებისა და მათ შესახებ პირადი ინფორმაციის შესწავლის გზით. აღნიშნული კომისიები უფლებამოსილნი იყვნენ, გაეთავისუფლებინათ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები და თავდებით გამოეშვათ ის ეჭვმიტანილებიც კი, რომელთაც არ შეეძლოთ ჯარიმის გადახდა. კომისიები ასევე ათავისუფლებდნენ იმ პირებს, რომლებიც დაამტკიცებდნენ, რომ არ შესრულებიათ 16 წელი.“1
„ჰონდურასსა და პანამაში ამოქმედდა კანონი, რომლის შედეგადაც, ხდება წინასწარ პატიმრობაში მყოფი ისეთი პირების გათავისუფლება, რომლებმაც მოიხადეს ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სავარაუდო სასჯელის გარკვეული ოდენობა.“
იურიდიული კონსულტაცია
წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი სათანადო სასამართლო წარმომადგენლობაზე. პირები, რომლებიც პირველად ხვდებიან ციხეში, ხშირად დაბნეულები არიან. მათ უფლება აქვთ, მიიღონ დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტაცია.
ცალკეული წესები
ციხის ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს, თუ რა განსხვავებაა ეჭვმიტანილ და ბრალდებულ პირს შორის. ცალკეული წესები უნდა არსებობდეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის.
სასამართლო წარმომადგენლობის უფლება
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 17:
1. დაკავებულ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურისტის კონსულტაცია. დაკავებიდან უმოკლეს ვადაში, დაკავებულ პირს კომპეტენტური ორგანოს მიერ უნდა ეცნობოს მისი უფლების შესახებ და მიეცეს საშუალება, ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.
2. თუკი დაკავებულ პირს არ შეუძლია, დაიქირავოს დამცველი, სასამართლომ ან სხვა უფლებამოსილმა ორგანომ, სამართლიანობის ინტერესების დაცვით, მას უფასოდ უნდა გამოუყოს ადვოკატი.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 18:
1. დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირს უნდა მიეცეს საშუალება, იკონტაქტოს და მიიღოს კონსულტაცია მისი დამცველისაგან.
2. დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირს უნდა ჰქონდეს სათანადო დრო და საშუალება, მიიღოს კონსულტაცია მისი დამცველისაგან.
3. დაკავებულ თუ დაპატიმრებული პირს არ უნდა შეეზღუდოს უფლება მოინახულონ, ასევე, მიიღოს კონსულტაცია და იკონტაქტოს დამცველთან დროულად, ცენზურის გარეშე და კონფიდენციალურობის სრული დაცვით. გამონაკლისი შემთხვევები უნდა განისაზღვროს კანონით ან სხვა საკანონმდებლო აქტებით, უნდა ეფუძნებოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზანს და უნდა დადგინდეს სასამართლოს თუ სხვა შესაბამისი ორგანოს მიერ.
4. დაკავებული თუ დაპატიმრებული პირისა და მისი დამცველის საუბარი შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ დაუშვებელია მისი მოსმენა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ.
5. აღნიშნულ პრინციპში ნახსენები კომუნიკაცია დამცველსა და დაკავებულ/დაპატიმრებულ პირს შორის არ უნდა იქნეს გამოყენებული მტკიცებულებად ამ უკანასკნელის წინააღმდეგ. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც იგი კავშირშია განგრძობად ან დაგეგმილ დანაშაულთან.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 23:
1. დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაკითხვის ხანგრძლივობა, შუალედები დაკითხვებს შორის, ისევე როგორც იმ პირების ვინაობა, რომლებიც აწარმოებენ და ესწრებიან დაკითხვას, უნდა ჩაიწეროს და დადასტურდეს კანონით დადგენილი წესით.
2. დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირს, ან, კანონით დადგენილ შემთხვევაში, მის დამცველს, უნდა მიუწვდებოდეს ხელი მოცემული პრინციპის პირველ პუნქტში მითითებულ ინფორმაციაზე.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 93:
დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილ პირს უფლება აქვს, შესაძლებლობის ფარგლებში, მოითხოვოს უფასო იურიდიული დახმარება, იქნეს მონახულებული მისი დამცველის მიერ და მოამზადოს და გადასცეს ამ უკანასკნელს კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ მიზნით, სურვილის შემთხვევაში, პატიმარი უნდა უზრუნველყონ საწერი საშუალებებით. პატიმარსა და მის დამცველს შორის საუბარი შესაძლებელია განხორციელდეს პოლიციის ან დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ზედამხედველობის ქვეშ, დაუშვებელია აღნიშნული საუბრის მოსმენა.
ძირითადი პრინციპები ადვოკატების როლის შესახებ, პრინციპი 7:
მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სისხლისსამართლებრივ თუ სხვა საფუძველზე დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, დროულად მიუწვდებოდეს ხელი იურიდიულ კონსულტაციაზე. კონსულტაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაკავებიდან/დაპატიმრებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.
ძირითადი პრინციპები ადვოკატების როლის შესახებ, პრინციპი 8:
ყველა დაკავებულ/დაპატიმრებულ პირს უნდა ჰქონდეს სათანადო საშუალება, დრო და ადგილი მოსანახულებლად, მიიღოს კონსულტაცია ადვოკატისაგან დროულად, ცენზურის გარეშე და სრულიად კონფიდენციალურად. აღნიშნული კონსულტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ვიზუალური ზედამხედველობის ქვეშ, დაუშვებელია აღნიშნული საუბრის მოსმენა.
პრაქტიკაში განხორციელება
ციხეების როლი სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში
ციხეში შემოსულ პირს, დროის უმოკლეს ვადაში, უნდა ეცნობოს სასამართლო წარმომადგენლობის უფლების შესახებ, განსაკუთრებით, თუ ეს უკანასკნელი სასამართლოს წინაშე ჯერ არ წარმდგარა. ბევრ მათგანს უკვე ეყოლება ადვოკატი. ამ შემთხვევაში, მათთვის მთავარი იქნება იურისტთან კონსულტაციის საშუალება: სად, როგორ და რა პირობებში შეუძლიათ, ეკონტაქტონ ადვოკატს. მრავალ პატიმარს ჯერ არ ექნება მოგვარებული სასამართლო წარმომადგენლობის საკითხი. მათ უნდა მიეცეთ უფლება, შეეხმიანონ იურისტს დროის უმოკლეს ვადაში, რათა ამ უკანასკნელმა განიხილოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და დაიწყოს დაცვისათვის მზადება. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პატიმრებს, რომელთაც არ გააჩნიათ ადვოკატის დაქირავებისათვის საჭირო სახსრები, გამოეყოთ სათანადო დამცველი.
იურიდიული კორესპონდენციის დაცულობა
ციხის ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს პატიმარსა და მის დამცველს შორის კომუნიკაციაში. მათ შორის, მიმოწერა არ უნდა დაექვემდებაროს ცენზურას. მრავალ სახელმწიფოში მსგავსი წერილები სპეციალურად ინიშნება და უშუალოდ გადაეცემა ადრესატს გახსნის გარეშე. გამავალი კორესპონდენცია ილუქება თავად პატიმრის მიერ. თუკი ციხის ადმინისტრაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს მოცემული უფლების უხეშად გამოყენებას, მათ შეუძლიათ კორესპონდენციის გახსნა და შემოწმება, თუმცა, აუცილებლად პატიმრის თვალწინ. იგივე ეხება გამავალ კორესპონდენციასაც, მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ პატიმრის თვალწინ. დაუშვებელია წერილების წაკითხვა ციხის პერსონალის მიერ.
ადვოკატთან შეხვედრების დაცულობა
პატიმრისა და მისი ადვოკატის დიალოგი არ უნდა ესმოდეს ციხის თანამშრომელს. გამართლებულია ასეთ ვიზიტებზე დაკვირვება, მაგალითად, როდესაც ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უყურებენ ხმაგაუმტარი შუშიდან, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ უნდა ესმოდეთ უშუალოდ საუბარი.
წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრების მართვა
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, მუხლი 10:
2. ა) იმ შემთხვევებში, როცა არ არის განსაკუთრებული გარემოებანი, ბრალდებულს ათავსებენ მსჯავრდებულისაგან ცალკე და უწესებენ ცალკე რეჟიმს, რომელიც შეესაბამება ეჭვმიტანილ პირთა სტატუსს;
ბ) არასრულწლოვან ეჭვმიტანილებს ათავსებენ სრულწლოვნებისაგან ცალკე.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 8:
დაკავებული პირების მოპყრობა უნდა შეესაბამისებოდეს მათს, როგორც ეჭვმიტანილის, სტატუსს. ამიტომაც, ისინი უნდა იყვნენ განცალკევებულნი მსჯავრდებული პატიმრებისაგან.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 84:
3. წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პირებმა უნდა ისარგებლონ ამ დოკუმენტში აღწერილი სპეციალური რეჟიმით ისე, რომ არ დაირღვეს უსაფრთხოებისა და ჯეროვანი მოპყრობის შესახებ კანონები.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 86-91:
86. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს უნდა ეძინოთ მარტო, მათთვის განკუთვნილ ოთახებში. გამონაკლისი შეიძლება ეფუძნებოდეს განსხვავებულ ადგილობრივ კლიმატს.
87. დაწესებულებაში წესრიგის დაცვის წესების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში, უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი სახსრებით შეიძინონ საკვები ციხის მიღმა. ამაში მათ შეიძლება დაეხმაროს ციხის ადმინისტრაცია ან ოჯახი/მეგობრები. ზოგადად, საკვები უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციამ.
88. (1) წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს უფლება აქვს, ეცვას მისი საკუთარი ტანსაცმელი, თუკი ეს უკანასკნელი სუფთა და დაწესებულების შესაბამისია. (2) თუკი მას აცვია ციხის უნიფორმა, იგი განსხვავებული უნდა იყოს მსჯავრდებულთა ფორმისაგან.
89. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარს აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება იმუშაოს, თუმცა, დაუშვებელია მუშაობის დავალდებულება. თუკი იგი მოისურვებს მუშაობას, უნდა აუნაზღაურდეს გაწეული შრომა.
90. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარს უფლება აქვს, თავისი ან მესამე პირის თანხით შეიძინოს წიგნები, გაზეთები, საწერი და დასაქმების სხვა საშუალებები, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისობაში იქნება სამართლიანობასა და ციხის უსაფრთხოებისა და წესრიგის ინტერესებთან.
91. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარს უნდა მიეცეს უფლება, მონახულებულ იქნეს და იმკურნალოს მის საკუთარ ექიმთან თუ სტომატოლოგთან, თუკი თავად შეძლებს აღნიშნული მომსახურების ანაზღაურებას.
პრაქტიკაში განხორციელება
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების განსხვავებული სტატუსი
ციხეები, ზოგადად, იმართება დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდებით. ამის შედეგად შესაძლებელია, რომ ყველა დაკავებული პირისადმი მოპყრობა იდენტური იყოს, იქნება იგი ქალი თუ მამაკაცი, ზრდასრული თუ არასრულწლოვანი, მსჯავრდებული თუ ეჭვმიტანილი. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებისათვის ამგვარი მიდგომა უფრო იოლია, იგი არ ემსახურება სამართლიანობის ინტერესებს. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები არ არიან დადასტურებული დამნაშავეები და მათ არ უნდა მოექცნენ მსჯავრდებულების მსგავსად. სასამართლო ხელისუფლებამ მოითხოვა მათი თავისუფლების შეზღუდვა და არ დაუწესებია მათთვის დამატებითი სასჯელი.
მსჯავრდებულთაგან განცალკევება
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან განცალკევებულნი. მრავალ ქვეყანაში ასეთი განცალკევების უშუალო შედეგი არის ის, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მრავალგზის უარეს პირობებში აღმოჩნდებიან, ვიდრე მსჯავრდებულები. ციხე გადატვირთულია, საცხოვრებლად ძალიან ცუდი პირობებია და ნაკლებია შეხება ციხის სხვა საშუალებებთან. საჭიროა, რომ მსგავსი შედეგები თავიდან ავიცილოთ. ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირები უდანაშაულოდ ითვლებიან, უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები უკეთესი თუ არა, ტოლფასი მაინც იქნება მსჯავრდებულთა პირობებისა.
რა უნდა უზრუნველყოს ციხემ
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების შესახებ წესები უნდა მოიცავდეს ისეთი პრაქტიკულ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, როდის შეიძლება ჩაიცვან მათი საკუთარი ტანსაცმელი, ხელმისაწვდომობა საკვებზე, წიგნებსა და სხვა მასალებზე, ასევე, ვიზიტებზე. დაუშვებელია, მათ მოვთხოვოთ მუშაობა, მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, ამის საშუალება უნდა არსებობდეს. თუკი წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები დაკავებულნი არიან განუსაზღვრელი ან ხანგრძლივი ვადით, აუცილებელია, მათთვის უზრუნველყოფილ იქნეს ციხეში არსებული საშუალებები და, სურვილის შემთხვევაში, სამუშაო.
დაუშვებელია სიმკაცრის ზომების წინასწარ დადგენა
ყველა პატიმარი, მსჯავრდებული თუ ეჭვმიტანილი, უნდა განთავსდეს შესაბამისად დაცულ ციხეში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული პატიმრები განთავსებულნი არიან სხვადასხვა რეჟიმის ციხეებში, ხოლო წინასწარ პატიმრობაში მყოფები კი, ყოველთვის მკაცრი რეჟიმის ციხეებში ხვდებიან. აღნიშნული მიდგომა გაუმართლებელია. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრებიც უნდა დაექვემდებარონ მათგან გამომდინარე რისკის შეფასებას. გაუმართლებელია, ნაკლებად და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები ერთნაირ რეჟიმში იყვნენ განთავსებულნი.
სხვა პატიმრები, რომელთაც სასჯელი ჯერ არ მისჯიათ
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 94-95:
94. იმ ქვეყნებში, სადაც კანონი უშვებს ვალის გადაუხდელობის ან სხვა არასისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის გამო თავისუფლების აღკვეთას, მოცემული ბრალით დაკავებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმაზე დიდ შეზღუდვებსა თუ სიმკაცრეს, ვიდრე საჭიროა უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. მათ არ უნდა მოეპყრონ იმაზე ცუდად, ვიდრე ეპყრობიან წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს. გამონაკლისს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ შეიძლება მოსთხოვონ მუშაობა.
95. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლზე ზეგავლენის გარეშე, ბრალის გარეშე დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირებს ისევე უნდა ეპყრობოდნენ, როგორც მესამე განყოფილების I და II ნაწილებშია მითითებული. პირველი განყოფილების II ნაწილი უნდა მიესადაგოს სპეციალური სტატუსის მქონე დაკავებულ პირებს, თუმცა, მათზე არ იმოქმედებს განათლებისა და რეაბილიტაციის ის პროგრამები, რომელიც განსაზღვრულია სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩამდენთათვის.
პრაქტიკაში განხორციელება
ადმინისტრაციული პატიმრები არ არიან მსჯავრდებულები
ციხე არის დაწესებულება, სადაც თავისუფლება უმეტესწილად ეზღუდებათ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს. არსებობს ქვეყნები, სადაც პირების დაკავება ხდება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული გადაცდომების გამო. ამ შემთხვევაში, მოცემულ პირებს სწორედ ისე უნდა მოექცნენ, როგორც ეჭვმიტანილებს. ასეთი მოპყრობა იმოქმედებს მათი დაკავების პირობებზე და მისცემს ადვოკატსა და სხვა ოფიციალურ პირებთან კონტაქტის უფლებას.
უკანონო იმიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები
უკანასკნელ ხანებში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირებს აკავებენ ემიგრაციისა და თავშესაფრის ძიების მიზნით ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო. ასეთი პირები არ უნდა განთავსდნენ სისხლისსამართლებრივ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებთან ერთად. თუკი მოხდება მათი დაკავება და ციხისათვის გადაცემა, მათ არ უნდა მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ მსჯავრდებულ პირებს.
_____________________
1. აფრიკაში ციხეებისა და დაკავების პირობების შესახებ სპეციალური მოხსენება, მოზამბიკის ციხეები, მეორე ვიზიტი, აპრილი 4-11, 2001.
![]() |
14 12. არასრულწლოვანი და ახალგაზრდა პატიმრები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
განმარტებანი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკად განისაზღვრება ის ასაკი, როდესაც ბავშვს, შესაძლებელია, დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის. ასაკი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, სხვადასხვაა ასაკი, როდესაც ბავშვი შეიძლება განათავსონ ციხეში. უშუალოდ ციხეშიც არსებობს განსხვავებები, თუ როდის არის დასაშვები არასრულწლოვანი პატიმრის განთავსება ზრდასრულ პატიმრებთან ერთად.
საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო სამართალი ნათლად აყალიბებს, თუ როდემდე მიიჩნევა ადამიანი ბავშვად.
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 1:
ამ კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე აღწევს სრულწლოვნებას.
სისხლისსამართლებრივ საკითხებში ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები იგივე განმარტებას იღებენ ბავშვზე საუბრისას.
გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, წესი 11:
ა) არასრულწლოვნად ითვლება ყველა ის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
18 წლამდე ასაკის პირები არ უნდა იყვნენ ციხეში
არსებობს სახელმწიფოები, სადაც დაუშვებელია 18 წლამდე პირების დაპატიმრება. ამგვარი მიდგომა მისასალმებელია. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ახალგაზრდების დაკავება, ისინი უნდა განთავსდნენ გამოსასწორებელ და არა სადამსჯელო დაწესებულებაში.
ციხე არასრულწლოვნებისთვის უკიდურესი ზომა უნდა იყოს
ამ სახელმძღვანელოში აღწერილი პრინციპები ეხება ყველა პატიმარს. თუმცა, არასრულწლოვნების ციხის მართვისას, აუცილებელია დამატებითი გარემოებების გათვალისწინება. ციხეები გამოიყენება საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საშიში პირების დასაკავებლად. ძალიან ცოტა არასრულწლოვანი თუ მოხვდება ამგვარი საფრთხის მომტანი ადამიანების სიაში. ისინი ციხეში უნდა ჩასხდნენ მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა. მთელი რიგი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, დასტურდება, რომ, რაც უფრო ადრე განთავსდება არასრულწლოვანი ციხეში, მით მეტია შანსი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებებში ჩაერთოს.
არასრულწლოვნების დაკავების კანონიერება
ბოლო დროს წარმოშობილი ტენდენციის შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ციხეებში პატიმრების რაოდენობა გაიზარდა. არსებობს ქვეყნები, სადაც არასრულწლოვანთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა შედეგად მოიტანა საპასუხო ზომების გამკაცრება. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასრულწლოვნების დაკავება აღიქმება „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის მოგვარების გზად. არსებობს ქვეყნები, სადაც ბავშვებს აპატიმრებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაკავება, ასაკობრივი სიმცირის გამო, დაუშვებელია. ამ სახელმძღვანელოს მე-11 თავში ჩვენ შევეხეთ ციხის ადმინისტრაციის ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ ციხეში მისული ყოველი პირის მიმართ არსებობდეს კანონით დადგენილი აღმკვეთი ღონისძიება. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან, არასრულწლოვნებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით.
აქცენტი არასრულწლოვანთა კეთილდღეობაზე
თუკი აუცილებელია, რომ ახალგაზრდა პირი განთავსდეს ციხეში, საჭიროა იმის უზრუნველყოფაც, რომ ციხის იძულებითი მექანიზმები მის წინააღმდეგ მინიმალურად იქნეს გამოყენებული და მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი სასწავლო, გამოსასწორებელ და პიროვნული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნებაზე.
პრობლემა - დაბადების მოწმობის არარსებობა
არსებობს ქვეყნები, სადაც პატიმრის ასაკის დადგენისას, დაბადების მოწმობის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ხდება მონაცემების გაყალბება, რათა არასრულწლოვანი მიღებულ იქნეს ზრდასრულთა ციხეში.
მოზარდები
მსოფლიო იცნობს სისტემებს, სადაც ციხეებში ახალგაზრდებისათვის არსებობს სპეციალური პირობები და ხდება მათი განცალკევება უფროსებისაგან მანამდე, სანამ არ მიაღწევენ 21 წელს. იაპონიაში, მაგალითად, ეს ასაკი 24 წლამდეა გაგრძელებული. ამ ქმედების ახსნად ის გვევლინება, რომ ახალგაზრდა პატიმრების შემდგომი მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის თავიდან ასაცილებლად, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ განათლებასა და განვითარებას.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია, მუხლი 37.1:
წევრი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, რომ:
ბ) არც ერთ ბავშვს არ აღეკვეთოს თავისუფლება უკანონო ან თვითნებური გზით. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან სატუსაღოში ჩასმა ხორციელდება კანონის შესაბამისად და გამოიყენება, მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
გ) ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი სარგებლობდეს ჰუმანური მოპყრობით და პიროვნების განუყრელი ღირსების პატივისცემით, მისი ასაკის პირთა მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან, თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; სარგებლობდეს უფლებით, კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის ან შეხვედრის გზით, განსაკუთრებულ გარემოებათა გამოკლებით.
დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ მიაღწიოს სამართლებრივ და სხვა შესაბამის დახმარებას, აგრეთვე, უფლება - გააპროტესტოს თავისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლო ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და რომ მათ დაუყოვნებლივ გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი საპროცესო მოქმედების მიმართ.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ. წესი 13:
1. წინასწარი პატიმრობა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას და გამოყენებული უნდა იქნეს რაც შეიძლება მოკლედ ვადით.
2. შესაძლებლობის ფარგლებში, წინასწარი პატიმრობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს სხვა ალტერნატიული ზომით, მაგალითად, მკაცრი ზედამხედველობა, ინტენსიური ზრუნვა, ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებასა ან, თუნდაც, შინ განთავსება.
3. წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნები უნდა სარგებლობდნენ არასრულწლოვანთა მოპყრობის შესახებ გაეროს სტანდარტული ყველა მინიმალური წესით.
4. წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნების განთავსება უნდა მოხდეს ცალკე დაწესებულებში, ზრდასრული პატიმრებისაგან განცალკევებით ან იგივე დაწესებულებაში, მხოლოდ განცალკევებულ ნაწილში.
5. პატიმრობის განმავლობაში არასრულწლოვნებს უნდა მოექცნენ ყურადღებით, მათი ინტერესების დაცვით. მათ უნდა მიიღონ ასაკის, სქესისა და პიროვნული თვისებების შესაბამისი სოციალური, საგანმანათლებლო, სასწავლო, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ფიზიკური დახმარება.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 19:
1. სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არასრულწლოვანი პირის მოთავსება უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას და უნდა განხორციელდეს მინიმალური ვადით.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 21:
1. არასრულწლოვანი პატიმრების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მკაცრად კონფიდენციალური და მასზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს მესამე მხარეს. აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ საქმის განხილვაში ჩართული მხარეების ან სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირებისთვის.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 26:
1. სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არასრულწლოვანი პირის განთავსება მიზნად უნდა ისახავდეს პირზე ზრუნვას, მის დაცვას, განათლებას და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ კონსტრუქციულ და ნაყოფიერ როლს საზოგადოებაში.
2. სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არასრულწლოვნებს უნდა მოექცნენ ყურადღებით და მათი ინტერესების გათვალისწინებით. პიროვნების დადებითი განვითარებისათვის, მათ უნდა მიიღონ ასაკის, სქესისა და პიროვნული თვისებების შესაბამისი სოციალური, საგანმანათლებლო, სასწავლო, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ფიზიკური დახმარება.
3. წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნების განთავსება უნდა მოხდეს ცალკე დაწესებულებში ზრდასრული პატიმრებისაგან განცალკევებით ან იგივე დაწესებულების განცალკევებულ ნაწილში.
4 დაწესებულებაში განთავსებულ ახალგაზრდა მდედრობითი სქესის პატიმრებს უნდა დაეთმოთ განსაკუთრებული ყურადღება მათ პირად საჭიროებებსა და პრობლემებთან დაკავშირებით. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეთ იმაზე ნაკლები მზრუნველობა, დაცვა, დახმარება, მოპყრობა და სწავლება, ვიდრე აქვთ მამაკაც დამნაშავეებს. აუცილებელია სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.
6. არასრულწლოვანი პატიმრების ინტერესებიდან გამომდინარე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი დაწესებულებას არ დატოვებენ გაუნათლებელნი, უნდა მოხდეს კავშირების დამყარება ისეთ სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან, რომლებიც დახმარებას გაუწევენ სათანადო აკადემიური თუ პროფესიული განათლების მიღებაში.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 27:
1. გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ და სხვა შესაბამისი რეკომენდაციები უნდა ეხებოდეს როგორც მსჯავრდებულ ისე ეჭვმიტანილ არასრულწლოვნებს.
2. არასრულწლოვანი პატიმრების ასაკის, სქესის, პიროვნული თვისებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტანდარტული მინიმალური წესების ამოქმედება.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვან პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 29:
1. ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ნახევრად-ინსტიტუციური ურთიერთობების დამყარებაზე, რითაც ხელი შეეწყობა არასრულწლოვანი პატიმრების უკეთესად სოციალიზაციას, მათ შორის არის: დროებით შინ გაშვება, დღის განმავლობაში საგანმანათლებლო სახლებში, ტრენინგცენტრებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებში განთავსება.
გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის შესახებ, წესი 11:
მოცემული წესების მიზნებისათვის მოხდება შემდეგი ტერმინების გამოყენება:
ა. არასრულწლოვანი არის ყველა პირი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი. ასაკობრივი ზღვარი, რომლის მიღმაც დაუშვებელია ბავშვისათვის თავისუფლების აღკვეთა, უნდა განისაზღვროს კანონით.
ბ. თავისუფლების აღკვეთა მოიცავს დაკავებას, დაპატიმრებასა თუ სხვა შეზღუდვას, რომლის შედეგადაც პირს, სასამართლო, ადმინისტრაციული თუ სხვა საჯარო ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკრძალება საკუთარი სურვილით გადაადგილება.
პრაქტიკაში განხორციელება
ახალგაზრდა პირები ციხეებში
ციხის პერსონალი აქცენტირებულია, თუ როგორ დაიცვას საზოგადოება სერიოზული, ზრდასრული კრიმინალებისაგან. მათ ვალდებულებაში არ უნდა შედიოდეს იმ მცირე რაოდენობით ბავშვებისა თუ ახალგაზრდების ზედამხედველობა, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი მძიმე დანაშაული, რომ აუცილებელი შეიქნა მათთვის თავისუფლების აღკვეთა. ასეთ ახალგაზრდებზე უნდა ზრუნავდნენ მზრუნველობითი ან სოციალური სააგენტოები.
მოწყვლადები უხეშად მოპყრობისადმი
მიუხედავად მოქმედი პრინციპებისა, რეალობა მიგვითითებს, რომ არსებობს სახელმწიფოები, სადაც არასრულწლოვნები და ახალგაზრდები ხშირად თავსდებიან ციხეებში. ასეთ შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციას ევალება მათზე იმგვარად იზრუნოს, რომ გაითვალისწინოს მათი ასაკი და საჭიროებები. ამგვარ განსაკუთრებულ მოპყრობას ორგვარი გამართლება აქვს. პირველი, ბავშვები და ახალგაზრდები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ზრდასრული პირები და ამიტომ საჭიროებენ ზრდასრული პატიმრების ან თუნდაც ციხის პერსონალის მხრიდან ძალადობისა და უხეშად მოპყრობისაგან განსაკუთრებულ დაცვას. მეორე მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ახალგაზრდები, როგორც წესი, უფრო ექცევიან დადებითი ზეგავლენის, ტრენინგებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის, ქვეშ.
ამ მიზნებისათვის თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი თუ ახალგაზრდა უნდა იყოს განცალკევებული ზრდასრული პატიმრებისაგან.
პერსონალის უნარ-ჩვევები
არასრულწლოვანთა ციხეში მომუშავე პერსონალი უნდა იყოს ამისათვის სპეციალურად მომზადებული. მათ უნდა ჰქონდეთ მრავალი ისეთი უნარ-ჩვევა, რომელიც არ სჭირდება ზრდასრული ციხის პერსონალს. ციხის მრავალ თანამშრომელს ურჩევნია, იმუშაოს ზრდასრულ, ხანგრძლივად თავისუფლებააღკვეთილ პატიმართან, რადგანაც მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთია ციხის ნამდვილი სამუშაო. ხშირად მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვნებთან მუშაობა არის მარტივი გამოსავალი იმ პერსონალისათვის, რომელიც ნაკლებად კვალიფიციურია და არ ძალუძს, იმუშაოს უფრო რთულ პირობებში - ზრდასრულ პატიმრებთან. ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია. ახალგაზრდებთან მუშაობას განსაკუთრებული უნარი სჭირდება. პერსონალს უნდა შეეძლოს, შეათავსოს როგორც უსაფრთხოება და წესრიგი, ისე არასრულწლოვნების ინტერესები. მაშინ, როდესაც მრავალი მათგანი მერყევი და ჩამოუყალიბებელია, მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან დადებითი ადამიანური თვისებების გამომუშავებაში, რაც შემდგომ საშუალებას მისცემს, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომუშავე პერსონალმა უნდა გაიაროს სპეციალური შერჩევა და აითვისოს სათანადო უნარები, რათა წარმატებულად გაუძღვეს დაკისრებულ სამუშაოს. მათ ასევე უნდა შეეძლოთ გაუმკლავდნენ იმ ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლად შეხვდებათ ახალგაზრდა პატიმრებთან მუშაობისას.
კეთილდღეობისა და განათლების საჭიროება
იმ ქვეყნებში, სადაც ხდება ბავშვებისა და არასრულწლოვნების დაპატიმრება, მოქმედებს არაერთი დამატებითი მექანიზმი. მათი უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს კეთილდღეობისა და განათლების საჭიროებაზე. აუცილებელია, რომ ბავშვებსა და არასრულწლოვნებთან მომუშავე ციხის ადმინისტრაციამ ახლო კონტაქტები დაამყაროს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც ზოგადად მუშაობენ არასრულწლოვნების კეთილდღეობასა და მათ სამოქალაქო სამართლებრივ განათლებაზე.
ახლო კავშირი გარე სამყაროსთან
არასრულწლოვანთა დაწესებულება მიზნად უნდა ისახავდეს იძულებითი მექანიზმების შემცირებას და აქცენტს აკეთებდეს პატიმართა განათლებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მოცემული სამუშაო, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა უკავშირდებოდეს სამოქალაქო საზოგადოებაში ახალგაზრდების ჩართულობას. მასწავლებლები და სხვა მუშაკები უნდა მოდიოდნენ ადგილობრივი სკოლებიდან მათ მოსანახულებლად. განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა უნდა ხდებოდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლების და არა ციხის ადმინისტრაციის მიერ. მისასალმებელია ისეთი შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების დაცვა ამის საშუალებას იძლევა და ხდება არასრულწლოვანთა განათლება ციხის მიღმა, დღის განმავლობაში სკოლაში გაშვების გზით.
ციხის ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, დაამყაროს კავშირები ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რითაც ხელს შეუწყობს ციხეებში ფიზიკური, კულტურული და სოციალური პროგრამების განხორციელებას.
ოჯახური კავშირები
არასრულწლოვან პატიმრებსა და ოჯახის წევრებს შორის კავშირის დამყარება და განვითარება ციხის ადმინისტრაციის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. შესაძლებლობის ფარგლებში, არასრულწლოვნებს უნდა მიეცეთ საშუალება, მცირე დროით წავიდნენ შინ და მოინახულონ ოჯახები. ოჯახებს უნდა შევუწყოთ ხელი, რაც შეიძლება ხშირად მოვიდნენ პატიმრების მოსანახულებლად და იქონიონ კონტაქტი წერილების თუ ტელეფონის მეშვეობით.
ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნები უმცირესობას წარმოადგენენ, გულისხმობს, რომ მათთვის განკუთვნილია მცირე რაოდენობის ციხეები და, გამომდინარე აქედან, ისინი შინიდან საკმაოდ დაშორებულნი არიან. ციხის ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ოჯახებს შეეძლოთ პატიმრებთან მისვლა და მონახულება.
ყურადღება უნდა გამახვილდეს შეხვედრის პირობებზეც, მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მყუდროება და არაფორმალური ატმოსფერო. ოჯახებს უნდა შევუწყოთ ხელი, ჩაერთონ მათი შვილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გათავისუფლება და რეინტეგრაცია
ხშირია შემთხვევები, როდესაც, პატიმრობის გამო, არასრულწლოვანი პატიმრები კარგავენ კავშირს ოჯახებთან. ციხის ადმინისტრაციამ დამატებით ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა დაადგინოს, ციხიდან გასვლის შემდეგ რომელ არასრულწლოვანს აღარ აქვს კონტაქტი ოჯახთან ან სჭირდება დახმარება მათთან კონტაქტის დასამყარებლად. მთავარია, თავიდან იქნეს აცილებული იმ ვითარებაში დაბრუნება, რომლის შედეგადაც არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული. მნიშვნელოვანია დახმარების მიღება იმ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოცემული პირების სოციალიზაციას.
„თეირანის არასრულწლოვანთა გამასწორებელი და სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები ცდილობენ, მოაგვარონ ცენტრიდან გამოსული უსახლკარო ახალგაზრდების პრობლემა. ამ მიზნით, მათ გადააკეთეს მიტოვებული შენობა და ცენტრიდან გამოსულ პირებს საშუალებას აძლევენ, გარკვეული ვადით იცხოვრონ და მიიღონ დახმარება ცენტრის პერსონალისაგან“.
![]() |
15 13. მდედრობითი სქესის პატიმრები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ქალი პატიმრები უმცირესობას წარმოადგენენ
ქვეყნებისა და ციხეების მიხედვით, ქალ პატიმართა პროპორციული მაჩვენებელი მერყეობს 2-დან 8%25-მდე. ამის ერთ-ერთ შედეგად გვევლინება ის, რომ ციხეები უმეტესწილად მოწყობილია მამაკაცი პატიმრების საჭიროებების შესაბამისად. ეს ეხება როგორც არქიტექტურას, ისე უსაფრთხოებას და სხვა დეტალებს. როგორც წესი, მამაკაცებისათვის განკუთვნილ ციხეებს ემატება ხოლმე ქალთა საჭიროების დეტალები და ასე იქმნება ქალთა დაწესებულებები.
ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონების ეფექტი
ქალთა ციხეებში არსებული მდგომარეობა რეალობაში საკმაოდ განსხვავდება მამაკაცების ციხეებისაგან და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ციხეში მოხვედრილი ქალები ხშირად არიან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი და მრავალი დაავადების მატარებელნი. დაპატიმრება მრავალგვარად აისახება ქალებზე.
უმეტესწილად ქალები ციხეში არიან არაძალისმიერი, საკუთრების წინააღმდეგ ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის გამო. მათ ხშირად იხსენიებენ როგორც “საკუთრების წინააღმდეგ დამნაშავეებად”. როდესაც ქალები დანაშაულს სჩადიან, ეს უმეტესწილად ხდება მათი ახლობლების წინააღმდეგ... კაცებისაგან განსხვავებით, პატიმარი ქალები, ხშირად მარტოხელა დედები არიან, რომელთაც ჰყავთ მათზე დამოკიდებული მცირეწლოვანი შვილები. ალბათობა იმისა, რომ ისინი ისევ გაიმეორებენ დანაშაულს, მცირეა. მათი 1/2 და 1/3 ციხეში მოხვედრამდე იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.1
ვალდებულებები ოჯახის წინაშე
უმეტეს საზოგადოებაში ქალს აკისრია ძირითადი ვალდებულებები ოჯახის წინაშე, განსაკუთრებით, თუკი ოჯახში ბავშვიც ფიგურირებს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ქალის დაპატიმრების შედეგად, ოჯახი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება ხოლმე. როდესაც ხდება მამის დაპატიმრება, დედა კისრულობს როგორც საკუთარ, ისე მამის ვალდებულებებსაც. ხოლო როცა ხდება დედის დაპატიმრება, ოჯახში დარჩენილ მამას ძალიან უჭირს მშობლის ვალდებულებების მთლიანად საკუთარ თავზე აღება, განსაკუთრებით, თუკი ამ უკანასკნელს არ აქვს მხარდაჭერა მისი ოჯახისაგან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში არის მხოლოდ დედა. ეს კი მიუთითებს, რომ აუცილებელია, დაკავებულ დედას შეეძლოს შვილებთან კონტაქტის დამყარება. მცირეწლოვანი შვილები ცალკე განხილვის საგანია.
უხეშად მოპყრობის თავიდან აცილება
თუკი არ არსებობს გამოუვალი ვითარება, ციხეში არ უნდა მოხდეს ფეხმძიმე ქალების გაგზავნა. ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, მათთვის უნდა შეიქმნას სპეციალური პირობები, რომელიც გავრცელდება მთელი ფეხმძიმობის და ბავშვის მოვლის პერიოდზე. განსაკუთრებით სათუთია უსაფრთხოების ზომების მიღება უშუალოდ მშობიარობის დროს. ზოგადი პრეზუმფციის დონეზე უნდა იყოს დაშვებული, რომ ქალმა არ უნდა იმშობიაროს ციხეში.
ფეხმძიმე ქალები
ქალთა ფიზიკური უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული მათი ციხეში ყოფნის პერიოდში. ამიტომ ისინი განცალკევებით უნდა იყვნენ მამაკაცი პატიმრებისაგან და არ უნდა იყვნენ მხოლოდ მამრობითი სქესის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ. სექსუალურ ძალადობაზე იხილეთ თავი 3.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 2:
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 3:
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მამაკაცებისა და ქალების თანაბარი უფლება - ისარგებლონ ამ პაქტით გათვალისწინებული ყველა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებით.
კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 2:
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმას, შეთანხმდნენ, ყველა საჭირო საშუალებით, განუხრელად განახორციელონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა და ამ მიზნით კისრულობენ ვალდებულებას, რომ:
ა) მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს შეიტანენ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებსა ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, და კანონის და სხვა შესაბამისი საშუალებების დახმარებით უზრუნველყოფენ ამ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას;
ბ) მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო და სხვა ზომებს, მათ შორის სანქციებს, იქ, სადაც ეს საჭიროა და რომლებიც აკრძალავენ ქალთა ყოველგვარ დისკრიმინაციას;
გ) დააწესებენ ქალთა უფლებების იურიდიულ დაცვას მამაკაცებთან თანაბარ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების და სხვა სახელმწიფო დაწესებულების მეშვეობით უზრუნველყოფენ ქალთა ეფექტურ დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან;
დ) თავს შეიკავებენ ქალთა მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტის ან მოქმედების ჩადენისაგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად;
ე) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ნებისმიერი პირის, ორგანიზაციის ან საწარმოს მხრიდან ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
ვ) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ადათ-წესების და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომლებითაც დაშვებულია ქალთა დისკრიმინაცია;
ზ) გააუქმებენ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულებას, რომლებიც უშვებს დისკრიმინაციას ქალთა მიმართ.
გაეროს დეკლარაცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 2:
ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ქმედებებით: სახელმწიფოს მიერ მომზადებული ან ხელშეწყობილი ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მიუხედავად ჩადენის ადგილისა.
გაეროს დეკლარაცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 4:
იმ სამართალდამცველ და საჯარო მოხელეებს, რომელთაც ევალებათ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია, გამოძიება და დასჯა, უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები, რომლებიც მათ დაეხმარება, აღიქვან ქალთა პრობლემები და საჭიროებანი.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 5.2:
ქალების, განსაკუთრებით ფეხმძიმე და მეძუძური დედების, ბავშვების და არასრულწლოვნების, ასაკოვანი, ავადმყოფი და ინვალიდი პირების დაცვისადმი მიმართული კანონით განსაზღვრული მექანიზმები არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 8:
პატიმართა განსხვავებული კატეგორიები განცალკევებულ დაწესებულებებში უნდა იყვნენ განთავსებულნი. ამ დროს უნდა მოხდეს მათი სქესის, ასაკის, წინა დანაშაულების, დაკავების სამართლებრივი საფუძვლის და მოპყრობის საჭიროებების გათვალისწინება. ქალები და კაცები განთავსებულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა შენობაში. იმ დაწესებულებებში, სადაც ქალები და კაცები ერთად არიან, უნდა მოხდეს მათი იმგვარად დასახლება, რომ ქალთა განყოფილება არ უკავშირდებოდეს მამაკაცებისას.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 23:
1. ქალთა დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სპეციალური განყოფილება პრე და პოსტნატალური მზრუნველობისათვის. სასურველია, რომ მშობიარობა მოხდეს ციხის გარეთ, ჩვეულებრივ სამშობიაროებში. თუკი ბავშვი გაჩნდება ციხეში, ეს ფაქტი არ უნდა აისახოს მის დაბადების მოწმობაში.
2. თუკი ციხე უშვებს ბავშვების ყოფნას ციხეში დედასთან ერთად, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს, რომ, როცა ბავშვი დედასთან არ იმყოფება, მას უვლიდეს კვალიფიციური პერსონალი.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 53:
1. ისეთ ციხეებში, სადაც განთავსებულნი არიან როგორც კაცები, ისე ქალები, ქალთათვის განკუთვნილი ნაწილი უნდა იყოს ციხის ქალი თანამშრომლების დაქვემდებარებაში, რომლებსაც ექნებათ მოცემული ნაწილის ყველა გასაღები.
2. ქალთათვის განკუთვნილ ნაწილში დაუშვებელია მამაკაცი თანამშრომლის შესვლა ქალი პერსონალის თანხლების გარეშე.
3. ქალ პატიმრებზე ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს მხოლოდ ქალი პერსონალი. აღნიშნულმა ფაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს მამაკაც პერსონალს, განსაკუთრებით ექიმებსა და მასწავლებლებს, რათა მათ განახორციელონ მათი პროფესიული საქმიანობა ქალთა განყოფილებაში ისე, როგორც ამას აკეთებენ მთელს დაწესებულებაში.
პრაქტიკაში განხორციელება
პერსონალი საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს
აუცილებელია იმისა გააზრება, რომ პატიმრობას ქალებისათვის მამაკაცებისაგან განსხვავებული შედეგი მოჰყვება. ქალების მიერ დატოვებული ოჯახი ხშირად განსხვავდება მამაკაცებისაგან, რადგანაც ისინი ხშირად ან მარტოხელა დედები არიან, ან აკისრიათ ოჯახსა თუ სხვა ახლობელ პირებზე უშუალო ზრუნვის ვალდებულება. არსებობს კულტურები, სადაც დაკავებულ ქალზე ოჯახი უარს აცხადებს და ტოვებს. ქალებთან მომუშავე პერსონალმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები, რისთვისაც მათ სპეციალური ტრენინგი სჭირდებათ.
დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალები
20-დან საშუალოდ 19 პატიმარი მამრობითი სქესისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციხე უმეტესწილად მამაკაცების საჭიროებების გათვალისწინებით იმართება. ამაში იგულისხმება, რომ ციხეში არსებული პროცედურები და პროგრამები უშუალოდ მამაკაცებზეა მიმართული და შემდეგ ხდება (ხანდახან არც კი) მათი მისადაგება ქალებზე.
საცხოვრებელი
დისკრიმინაციის ერთ-ერთი უპირველესი მაგალითი საცხოვრებელი გახლავთ. როგორც წესი, ქალთათვის გამოყოფილია უფრო ნაკლები რაოდენობის ციხე, ვიდრე მამაკაცებისათვის, რაც იწვევს ქალების უფრო მეტი მანძილით დაშორებას შინიდან და, შესაბამისად, ოჯახთან კონტაქტის გართულებას. ეს საკითხი განსაკუთრებულად პრობლემატურია, თუ ქალი მარტოხელა დედაა ან გახლავთ შვილებსა თუ სხვა დამოკიდებულ პირებზე ძირითადი მზრუნველი.
ალტერნატივად გვევლინება მამაკაცებისათვის განკუთვნილ ციხეებში ქალთა დანაყოფის შექმნა. აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია იყოს მომეტებული რისკის მომცველი ქალებისათვის. ასევე შესაძლებელია, რომ მოცემული ნაწილიც მამაკაცების საჭიროებაზე იყოს გათვლილი. ციხის სხვა ნაწილებზე ხელმისაწვდომობა და საკნებიდან გამოშვების დრო შესაძლებელია კიდევ უფრო შეიზღუდოს მომეტებული უსაფრთხოების ზომების გამო. ორივე განხილულ მოდელს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები.
უსაფრთხოების ზომები არ უნდა იყოს იმაზე მკაცრი, ვიდრე საჭიროა
ციხეებში ქალთა შეზღუდულმა რაოდენობამ შესაძლებელია გამოიწვიოს იმაზე მკაცრი პირობების დადგენა, ვიდრე მათგან გამომდინარე საფრთხე ამას მოითხოვს. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, რადგანაც რისკის შეფასების კრიტერიუმები, როგორც წესი, მორგებულია მამაკაც და არა ქალ პატიმრებზე.
სხვადასხვა საქმიანობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა
მცირე და შეზღუდული საცხოვრებლის გამო, ქალებს, როგორც წესი, უფრო ნაკლებ საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი ციხეში, ვიდრე მამაკაცებს. მაგალითად, შესაძლებელია, უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს საგანმანათლებლო ან უნარ-ჩვევების განმავითარებელი ტრენინგები. სამუშაო შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც, ტრადიციულად, ქალის საქმედ ითვლება, მაგალითად, კერვა ან დალაგება. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქალებს ხელი მიუწვდებოდეთ მამაკაცების მსგავს სასწავლო თუ უნარ-ჩვევით საქმიანობებზე. იგივე ეხება ფიზიკურ ვარჯიშებსა და სპორტულ ადგილებზე ხელმისაწვდომობას. თუკი ციხეში შეიმჩნევა ადგილების ან კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, ადმინისტრაციამ შესაძლებელია მიმართოს და საქმიანობაში ჩართოს ის ადგილობრივი სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ ქალთა დასაქმება.
შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება, თუ ქალთათვის განკუთვნილი საქმიანობები შემუშავდება სპეციალურად მათთვის და არ მოხდება მამაკაცებისათვის შექმნილის მორგება მათზე.
ოჯახური კავშირები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დედა პატიმრებს მიეცეთ საშუალება, კავშირი შეინარჩუნონ ციხის გარეთ მყოფ შვილებთან. თუკი შესაძლებელია, ქალ პატიმრებს უნდა მიეცეთ უფლება, მცირე დროით დატოვონ ციხე და მოინახულონ ოჯახები. როდესაც შვილები მოდიან დედის მოსანახულებლად, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, დაამყარონ მაქსიმალური კონტაქტი, რომლის დროსაც დაცული იქნება სიმყუდროვე.
დედისა და შვილების შეხვედრის დროს დაშვებული უნდა იყოს ფიზიკური კონტაქტი. მიუღებელია მათ შორის დახურული ან შუშით გაყოფილი შეხვედრების მოწყობა. ამ სახელმძღვანელოს მე-8 თავში აღწერილი ვიზიტების ხანგრძლივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი პატიმრებისათვის. ციხის უსაფრთხოების დასაცავად ჩატარებული ნებისმიერი ჩხრეკა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ინტერესებს.
პატიმართა შვილები უნდა გაჩნდნენ სამშობიაროში
ფეხმძიმე ქალების დაპატიმრება გამონაკლის შემთხვევას უნდა წარმოადგენდეს. თუკი დაპატიმრება უკიდურესად აუცილებელია, მაშინ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს იგივე ხარისხის ჯანდაცვა, როგორც ეს ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში. როდესაც ახლოვდება მშობიარობის დრო, პატიმარი ქალი უნდა იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო სამშობიაროში. ამით მოხდება პროფესიული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო ბავშვს თავიდან ააცილებს იმ სტიგმას, რაც თან სდევს დაბადების ადგილად ციხის დაფიქსირებას. მიუხედავად მშობიარობის ადგილისა, ბავშვის დაბადების ადგილად არ უნდა იქნეს მითითებული ციხე. ამ პერიოდში დაწესებული შეზღუდვები უნდა ატარებდეს შეზღუდულ ხასიათს.
თუკი პატიმარი ქალი მშობიარობს ციხეში, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გათვალისწინებულ იქნეს პატიმრის კულტურული წესები.
დედები ჩვილებით
დედის დაკავება, რომელსაც ჩვილი შვილები ჰყავს, ძალიან სათუთი თემაა. მრავალ ციხეში დედებს უფლება აქვთ, თან ჰყავდეთ მათი ჩვილები. ასეთ შემთხვევაში, დედა და შვილი უნდა განთავსდნენ ისეთ განყოფილებაში, სადაც მათ შეეძლებათ, ხანგრძლივად იცხოვრონ ერთად. ამგვარ განყოფილებაში დედას უნდა ჰქონდეს ჩვილის მოვლის ყველა ნორმალური საშუალება. ამგვარი მიდგომა მრავალგზის უკეთესია იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც დედას აშორებენ შვილს და მხოლოდ მისი მონახულების საშუალებას აძლევენ.
დაშორების ასაკი
საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ როდის უნდა მოხდეს პატიმარი დედისაგან შვილის წაყვანა. რადგანაც დედასა და შვილს შორის კავშირი უმნიშვნელოვანესია, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მათ უნდა შეეძლოთ ერთად ყოფნა იმდენ ხანს, რამდენიც მოესურვებათ, თუნდაც მთელი პატიმრობის განმავლობაში. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ციხე არანორმალურ გარემოს წარმოადგენს, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ბავშვზე უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომაც, ბავშვს არ უნდა მიეცეს უფლება, დარჩეს დედასთან ციხეში მას შემდეგ, რაც გახდება რამდენიმე თვის. ზოგიერთ ციხეში დედას უფლება აქვს, დაიტოვოს ბავშვი მანამდე, სანამ მას არ შეუსრულდება 9 თვე, 18 თვე, 4 წელი ან მეტიც, თუკი ამ უკანასკნელს წასასვლელი არსად აქვს.
კიდევ სად შეიძლება ბავშვების განთავსება?
თუკი ციხის ადმინისტრაცია არ უშვებს ბავშვების ციხეში დატოვებას, მაშინ მათ თავად უნდა მოიძიონ კარგი ალტერნატივა და უზრუნველყონ მისი განთავსება ოჯახში ან სახელმწიფო ზრუნვის სათანადო დაწესებულებაში. მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მსგავს განთავსებას სათავეში ედგეს არამარტო ციხის ადმინისტრაცია, არამედ კომპეტენტური სამსახურებიც.
„რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, ნაკლებად სერიოზული დანაშაულის, ანუ ისეთი დანაშაულის ჩადენისას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთი ან ნაკლები წლის ვადით, სასჯელის აღსრულება შეიძლება გადაიდოს მანამდე, სანამ შვილს არ შეუსრულდება რვა წელი. ამ ასაკის მიღწევის შემდეგ სასამართლო განიხილავს, თუ რამდენად საჭიროა მისი აღსრულება. გადაწყვეტილების მიღებისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტორს, ჩაიდინა თუ არა ქალმა რაიმე სხვა დანაშაული აღნიშნულ პერიოდში.“
ბავშვები, რომლებიც ციხეში იზრდებიან
იმ დროის განმავლობაში, როდესაც ბავშვები ციხეში იზრდებიან, მათი და დედის საცხოვრებელი პირობები და გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად ნორმალური. ბავშვის განვითარება არ უნდა შეიზღუდოს იმიტომ, რომ მისი დედა პატიმარია. ციხიდან გათავისუფლების დროს აუცილებელია დედისა და შვილისათვის დამატებით საკითხების მოგვარება.
სხვა დამოკიდებული ნათესავები
კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად არიან მარტოხელა მშობლები ან ოჯახის სხვა წევრებზე ძირითადი მზრუნველები. ციხის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა სათანადოდ მოაგვაროს მათი პრობლემა.
ჯანდაცვა
წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-4 თავი ეხებოდა პატიმართა ჯანდაცვას. აღსანიშნავია, რომ ქალ პატიმრებს განსაკუთრებული საჭიროებები გააჩნიათ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ციხის ადმინისტრაციამ. შესაძლებლობის ფარგლებში, ქალმა პატიმრებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება და მიიღონ კონსულტაციები ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. ხშირად შვილებთან განშორება ქალი პატიმრებისათვის მნიშვნელოვან სტრესსა და ფსიქოლოგიურ პრობლემას იწვევს და მოცემულ საკითხს ისინი კაც პატიმრებზე უფრო რთულად აღიქვამენ. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნულ საკითხს და სთავაზობდეს სათანადო დახმარებას.
პერსონალის შერჩევა ქალთა ციხეებისათვის
ქალი პატიმრები განსაკუთრებით დაუცველნი არიან დახურულ სივრცეში და აუცილებლად უნდა იყვნენ დაცულნი ციხის მამაკაცი პერსონალის მხრიდან ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობისაგან. საერთაშორისო დოკუმენტები მოითხოვენ, რომ ქალთა ციხეებზე ზედამხედველობას ახორციელებდეს ქალი პერსონალი. თუკი ქალთა ციხეში მუშაობენ მამაკაცები, ისინი არასდროს არ უნდა ზედამხედველობდნენ პატიმრებს ქალი თანამშრომლის გარეშე.
ჩხრეკა
სახელმძღვანელოს მე-5 თავში განხილულია პატიმართა ჩხრეკის პროცედურა. პერსონალი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიუდგეს ქალთა მიმართ ამ პროცედურის განხორციელებას. დაუშვებელია მამაკაცი თანამშრომლების მიერ ქალი პატიმრების ჩხრეკა. ზოგადი წესების დაცვა, მაგალითად, ის, რომ მიუღებელია სრულიად შიშველი პატიმრის ჩხრეკა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალი პატიმრების შემთხვევაში.
მზადება გათავისუფლებისათვის
მოცემული სახელმძღვანელო მე-7 თავი შეეხო ციხის ადმინისტრაციის ვალდებულებას, მოამზადოს პატიმრები სამოქალაქო საზოგადოებაში დასაბრუნებლად. ცალკეული ყურადღება უნდა დაეთმოს ქალი პატიმრების გათავისუფლების წინა მზადებას. მოსალოდნელია, რომ მათ არ შეეძლოთ შინ, ოჯახებში დაბრუნება. ციხის ადმინისტრაციამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც პატიმარ ქალებს დაეხმარებიან, დაიმკვიდრონ თავი სამოქალაქო საზოგადოებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია პატიმარი ქალებისათვის ისეთი ტრენინგების ჩატარება, რომლებიც მათ შემდგომ საქმიანობაში დაეხმარება.
_____________________
1. იულიტა ლემგრაბერი, ქალები სისხლის სამართალში, დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ გაეროს მეათე კონგრესის წინაშე გამოსვლა, აპრილი 2000. I, ვენა 1 149;
![]() |
16 14. სამუდამო და გრძელვადიანი პატიმრები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
გრძელვადიანი პატიმრების რაოდენობის მატება
უმეტეს სახელმწიფოებში პატიმრები, როგორც წესი, იხდიან შედარებით მოკლევადიან სასჯელებს. არსებობს ქვეყნები, სადაც სასჯელის საშუალო ხანგრძლივობა რამდენიმე თვე, ერთი ან ორი წელია. თუმცა, ბოლო დროს შეიმჩნევა სასამართლოების მიერ ხანგრძლივი სასჯელების შეფარდების ტენდენცია. ციხეების უმრავლესობაში გრძელვადიანი პატიმრები საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციულ-მენეჯერული თვალსაზრისით, მათ საკმაოდ დიდი ყურადღება და ძალისხმევა სჭირდებათ.
განმარტება
გრძელვადიანი პატიმრის განმარტების მცდელობისას, აუცილებლად გადავაწყდებით ტერმინოლოგიურ პრობლემას. მთელ რიგ ციხეებში, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, ნებისმიერი პირი, რომელიც სასჯელს იხდის 6 თვეზე მეტი ვადით, გრძელვადიან პატიმრად ითვლება. მეორე მხრივ, არსებობს სისტემები, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც გრძელვადიან პატიმრად ითვლებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან 10 წელზე მეტი ვადით. ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდებით შემთხვევებს, როდესაც პატიმრებს შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა 100 წელზე მეტი ხნის ვადით, რაც მათი ცხოვრების ხანგრძლივობას აშკარად აღემატება.
სიკვდილით დასჯის გაუქმება
ხშირია სისტემები, სადაც გრძელვადიანი პატიმრობა მჭიდრო კავშირშია სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან. მსგავსი სასჯელის გაუქმების შემდეგ, ბოლო 40 წლის განმავლობაში, აშკარად გაიზარდა სამუდამო პატიმრობის შეფარდება, რაც, ძირითადად, მკვლელობაში ბრალდებულ პირებს ეხება. ამ ახალი კატეგორიის პატიმრებმა ციხის ადმინისტრაციებს, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მთელი რიგი პრობლემები გაუჩინეს. სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ პატიმრები, რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, შეეცვალათ სასჯელი 25 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით, მათ შორის, პირველი 10 წელი - განცალკევებით. სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პატიმრების მენეჯმენტის გადასახედიდან, რთულია, იპოვო ამგვარი გრძელვადიანი განცალკევებისა თუ სპეციალური ციხეების და კოლონიების შექმნის ახსნა.
სამუდამო პატიმრები
იმ სახელმწიფოებში, სადაც გაუქმებულია ან აღარ იყენებენ სიკვდილით დასჯას, თავისუფლების სამუდამო აღკვეთა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი სასჯელის უმკაცრეს ზომას. სიკვდილით დასჯის არარსებობისას, სამუდამო პატიმრობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და განიხილება მაქსიმალურ სადამსჯელო ზომად. შესაძლებელია, რომ, ქვეყნების მიხედვით, ტერმინ “სამუდამო პატიმრობას” სხვადასხვა განმარტება ჰქონდეს, თუმცა, მათ მაინც ახასიათებთ საერთო მაჩვენებელი - უვადო პატიმრობა. რეალურად, იშვიათია შემთხვევა, როდესაც პატიმრები მართლაც მთელს ცხოვრებას ატარებენ ციხეში. მათ უდიდეს უმეტესობას სათანადო ზედამხედველობის ქვეშ ათავისუფლებენ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ფაქტორი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დადგენისას.
განუსაზღვრელი სასჯელების მენეჯმენტი
სასჯელების განუსაზღვრელი ხასიათი ციხის ადმინისტრაციას მენეჯმენტის მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ის ფაქტი, რომ უცნობია გათავისუფლების დრო, საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნების პროგრამების შემუშავებაგანხორციელებისას.
„მთელი რიგი ქვეყნების კონსტიტუცია აღიარებს სამუდამო პატიმრობით გამოწვეულ პრობლემებს.
პორტუგალიაში სამუდამო პატიმრობა იკრძალება კონსტიტუციით (პორტუგალიის 1989 წლის კონსტიტუცია, მუხლი 30.1). არც ესპანეთში არსებობს სამუდამო პატიმრობა. ამ ქვეყნის სისხლისსამართლებრივი დოქტრინა მიუთითებს, რომ სამუდამო პატიმრობა არაკონსტიტუციურია. ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ ციხის ვალდებულებაა, მისცეს პატიმრებს საშუალება, დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ისინი “სოციალურად რეაბილიტირებულნი” არიან, ხოლო სამუდამო პატიმრობა ამ დებულებას ეწინააღმდეგება. ნორვეგიაში სამუდამო პატიმრობას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილის, მაგალითად, ბრაზილიისა და კოლუმბიის კონსტიტუციები ასევე კრძალავენ სამუდამო პატიმრობას.“1
ყველა გრძელვადიანი პატიმარი არ არის განსაკუთრებით საშიში
ამ ტიპის პატიმრების მართვისას, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი მომეტებულად სახიფათო ბუნება. თუმცა, პრაქტიკა არ ცხადყოფს, რომ ხანგრძლივად დაპატიმრებული ყველა პირი საშიშია. მაგალითად, სამუდამო პატიმრები არ წარმოადგენდნენ ხოლმე იმაზე მეტ საფრთხეს, ვიდრე მრავალგზის ნაკლებ ვადიანი სასჯელის მომხდელნი. აქამდე არ დამტკიცებულა, რომ სამუდამო პატიმრები უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან ციხის უსაფრთხოებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა პატიმარი. აღსანიშნავია, რომ ხშირად სამუდამო პატიმრობამისჯილი პირები პატიმართა საშუალო ასაკზე მეტი ხნის არიან. ისინი ხშირად პირველად ნასამართლევი პირები არიან, რომელთაც არ აქვთ ჩადენილი სხვა დანაშაული. უმეტესწილად, მათი მსხვერპლი მათთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. ვინაიდან ამ ტიპის პატიმრების გათავისუფლების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან ისინი სასჯელის მოხდის დროს, მათსავე ინტერესებში შედის, რომ წესიერად მოიქცნენ და არ შექმნან პრობლემები. ამ მიზნით, ისინი ხშირად დამაწყნარებლადაც კი მოქმედებენ სხვა პატიმრებზე, მაგალითად, ახალგაზრდებსა თუ სხვა, მცირევადიანი სასჯელის მომხდელ პირებზე.
მაღალი რისკის მომცველი პატიმრები
გრძელვადიან და სამუდამო პატიმართა გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, მაღალი რისკი მომცველია. მათ ნაწილს ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. ციხის ადმინისტრაციის ვალდებულებაა, უზრუნველყონ, რომ მსგავსმა პატიმრებმა ვერ შეძლონ გაქცევა და არ შეუქმნან საფრთხე როგორც პერსონალს, ისე სხვა პატიმრებს. ამ ტიპის პატიმრების მართებულად და ადამიანურად მართვა, თან ისე, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების მექანიზმები, ციხის პერსონალისათვის დიდი გამოწვევაა. ამ თემას ჩვენ უკვე შევეხეთ სახელმძღვანელოს მე-5 თავში.
ტერორისტი პატიმრები
ცალკე პრობლემას წარმოადგენს ისეთი პატიმრების მართვა, რომელთაც ბრალი ედებათ ტერორიზმსა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და მიიჩნევიან ქვეყნის მტრებად. სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, ისინი ხშირად არ ეთანხმებიან მათი დაპატიმრების ფაქტს და, ასევე, ციხის ადმინისტრაციის სამართლიანობას. ასეთი პატიმრების მართვა ხშირად რთულდება იმის გამო, რომ ისინი საზოგადოებრივად და პოლიტიკურად ცნობადი პირები არიან და მათდამი მოპყრობა, ისევე როგორც მათი ქმედებები, მედიის ინტერესის საგანია. მათდამი არაჯეროვან ქმედებას კი, შესაძლებელია საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვეს. ციხის მენეჯმენტი ხშირად იზღუდება პოლიტიკურად საჭირო ქმედებების განხორციელების გამო. მეორე მხრივ, ციხის ადმინისტრაციისათვის ამ პირებისადმი ჯეროვანი და ადამიანური მოპყრობა შესაძლებელია ნამდვილ პროფესიულ ტესტად მოგვევლინოს.
ინსტიტუციონალიზაციის პრობლემა
ხანგრძლივი და სამუდამო პატიმრების მენეჯმენტისას ძირითადი პრობლემა მაინც ის არის, რომ გათავისუფლების ვადის არცოდნასა და სასჯელის ხანგრძლივ ხასიათს თან ახლავს პატიმრების მენტალური დაზიანების დიდი ალბათობა. ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმრებს, რათა მათ იმგვარად დაგეგმონ სასჯელის მოხდა, რომ არ დაკარგონ საკუთარი თავის ფასი და აიცილონ ინსტიტუციონალიზაციის საფრთხე.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო პაქტები და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა ინსტრუმენტები უშუალოდ ბევრს არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ გრძელვადიან ან სამუდამო პატიმრებს.
შესაძლებლობების შეთავაზება
ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს გრძელვადიანი პატიმრების მოპყრობის საკითხებს, გახლავთ გაეროს რეკომენდაციები სამუდამო პატიმრობის შესახებ.2 გაერო სახელმწიფოებს მიუწოდებს, რომ სამუდამო პატიმრებს მისცენ „კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების დამყარების“, ისევე როგორც „ანაზღაურებადი სამსახურის, სწავლის და რელიგიური, კულტურული, სპორტული და სხვა დასასვენებელი საქმიანობის განხორციელების“ საშუალება. თუკი მსგავსი საშუალებები უზრუნველყოფილი იქნება სამუდამო პატიმრებისათვის, იგი ანალოგიურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა ტიპის მსჯავრდებულთათვისაც. ევროსაბჭოს მოხსენება გრძელვადიანი პატიმრების მოპყრობის შესახებ ასევე მიუთითებს, რომ ამ ტიპის პატიმრებს უნდა “მიეცეთ საშუალება, გააკეთონ რაიმე სასარგებლო” და “მათდამი მოპყრობისას, გათვალისწინებული იყოს მათი შესაძლო გათავისუფლება და რეინტეგრაცია გარე სამყაროში“.3
პრაქტიკაში განხორციელება
ამ სახელმძღვანელოში აღწერილი ყველა მექანიზმი უნდა ეხებოდეს გრძელვადიან პატიმრებსაც. ამასთანავე, ამ ტიპის პატიმრების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული დამატებითი ზომები.
სასჯელის შეფარდების შემდგომი დაგეგმარება
ყველა პატიმარი ინდივიდია და ციხის ადმინისტრაცია მათ შესაბამისად უნდა მოეპყროს. ამგვარი აღქმის პირველ ნაბიჯად შესაძლებელია მივიჩნიოთ გრძელვადიანი პატიმრების შეფასება. მოცემული ქმედებები აღწერილია უკვე სახელმძღვანელოს მე-5 თავში. მთელ რიგ სახელმწიფოებში ის პატიმრები, რომელთაც გრძელვადიანი სასჯელი აქვთ მოსახდელი, თავდაპირველად გადაჰყავთ ხოლმე განსაკუთრებულ განყოფილებაში. ამ სპეციალური ნაწილის მიზანია, რომ პატიმრებს გაუადვილოს ციხის ცხოვრებასთან მიჩვევა, ხოლო ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ისინი გადაჰყავთ ჩვეულებრივ ციხეში, სადაც იწყებენ ციხის ყოველდღიურ ცხოვრებას.
რისკის შეფასება
არსებობს ციხეები, სადაც პატიმრის მიღებისას ხდება მათი პიროვნული ფაილის შევსება, რომელშიც იწერება ინფორმაცია ამ უკანასკნელის კრიმინალური წარსულის, ოჯახისა და წარმოშობის, ყოფილი სამსახურის, ისეთი პრობლემების შესახებ, როგორიცაა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, აგრეთვე, პოლიციის აღრიცხვაზე ყოფნის, პრობაციის და სხვა საკითხების თაობაზე. მოცემული პროფილის მიზანია, დადგინდეს, თუ რამდენად საფრთხის მომცველია პატიმარი საკუთარი თავისთვის, პერსონალისა და საზოგადოებისათვის. ამ შემთხვევაში, უპირატესი სიკეთეა საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან აცილება. რისკის შეფასებისას, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს რისკის ნაკლები ან გადამეტებული შეფასება. სასჯელის მოხდისას შედგენილი ფაილი მოიცავს იმ პროგრამებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, რომელშიც უნდა ჩაერთოს პატიმარი.
მუშაობა, განათლება და სხვა საქმიანობანი
არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც გრძელვადიანმა ან სამუდამო პატიმრებმა არ უნდა ისარგებლონ მე-7 თავში აღწერილი საქმიანობებით, როგორიცაა მუშაობა, განათლება და სხვა. შეზღუდული რესურსების შემთხვევაშიც, პატიმრობის ვადების გათვალისწინებით, გრძელვადიანმა და სამუდამო პატიმრებმა სხვა პატიმრებთან შედარებით გარკვეული პრიორიტეტებითაც კი უნდა ისარგებლონ. ეს უკანასკნელნი იმდენად მოშორებულნი არიან ოჯახებსა და საზოგადოებას, რომ მათ კიდევ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ რეაბილიტაციისათვის.
იზოლაცია გაუმართლებელია
გაუმართლებელია ამ ტიპის პატიმრების, ინდივიდუალური თუ ჯგუფური იზოლაცია იმ მოტივით, რომ მათ ციხეში დიდი ხნის გატარება უწევთ. პირიქით, პატიმრებისა და ციხის კარგად მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ უნდა მოახერხოს მათი ჯეროვანი დასაქმება.
კონტაქტი ოჯახთან და გარე სამყაროსთან
იმისათვის, რომ ხანგრძლივად დაკავებულმა პირმა შეინარჩუნოს ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა და შედეგად ჯანსაღი დაუბრუნდეს საზოგადოებას, მას აუცილებლად ესაჭიროება ოჯახური კავშირების შენარჩუნება და განვითარება. აღნიშნულში მოიაზრება ოჯახის წევრების, მეუღლის, შვილების და სხვა ახლობელი ადამიანების კავშირი პატიმართან. ამ მიზნით, სახელმძღვანელოს მე-8 თავში აღწერილი ოჯახურის კავშირები აუცილებლად უნდა ეხებოდეს გრძელვადიან პატიმრებსაც.
პროგრესი ციხეში
ზემოთ აღწერილ პირად ფაილებსა და თავდაპირველ ცალკე განთავსებას შედეგად უნდა მოჰყვეს მართალია მცირე რაოდენობის, მაგრამ ციხის უსაფრთხოებისათვის მომეტებული საფრთხის მომცველი პატიმრების დადგენა. თავდაპირველი შეფასება ციხის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, დაადგინოს იმ პატიმართა ვინაობა, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან სასჯელს იხდიან, მაინც არ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს. ასეთი პატიმრების რაოდენობა, როგორც წესი მრავალგზის აღემატება საფრთხის მომცველი პატიმრების რიცხვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პატიმართა სასჯელი გრძელვადიანია, უმეტესად, ისინი მალევე გადაჰყავთ საშუალო ან ნაკლებად მკაცრი რეჟიმის ციხეებში.
რეგულარული შემოწმება აუცილებელია
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საფრთხის შეფასება, ისევე, როგორც მათი ფაილი, ხშირად საჭიროებს გადახედვას, იმაზე ხშირადაც კი, ვიდრე ეს ხდება მცირევადიანი პატიმრების შემთხვევაში. გაეროს დოკუმენტი სამუდამო პატიმრობის შესახებ მიუთითებს, რომ „ტრენინგებისა და სხვადასხვა მოპყრობის პროგრამები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პატიმართა ქცევების, ადამიანური ურთიერთობების, სამუშაო მოტივაციისა და საგანმანათლებლო მიზნების ცვლილებას“.
ნაკლებად მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანა
სავარაუდო გათავისუფლებამდე რამდენიმე წლით ადრე, გრძელვადიან პატიმართა უმეტესობა გადაჰყავთ ნაკლებად მკაცრი რეჟიმის ციხეში. აქ მათ საშუალება ეძლევათ, დატოვონ ციხე გარკვეული დროის, ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი. მოცემული ქმედება წარმოადგენს მათი გათავისუფლებისა და საზოგადოებასთან კავშირის დამყარებისთვის მზადებას. დროზე ადრე გათავისუფლებისას, პატიმარზე ზედამხედველობას ახორციელებს შემწყალებელი ორგანოს წარმომადგენელი.
ასაკოვანი პატიმრები
ასაკოვანი პატიმრების მზარდი რაოდენობა
სასჯელის ზრდასთან ერთად ციხის ადმინისტრაციას უწევს ასაკოვანი პატიმრების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც. სამუდამო და გრძელვადიანი პატიმრობის შეფარდების ბოლოდროინდელ ტენდენციას შედეგად მოჰყვა ის, რომ პატიმრები ციხეებში ბერდებიან. მათ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციას უწევს მთელი რიგი სპეციალური პირობების შექმნა, რათა მოაგვაროს მათი უმოძრაობისა თუ მენტალური დაქვეითების პრობლემა.
ასაკოვანთა პრობლემები
ციხის ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს პატიმართა ამ ჯგუფის როგორც სოციალურ, ისე სამედიცინო საჭიროებებზე. ასაკოვანი პატიმრების რაოდენობის ზრდამ, ინგლისსა და აშშ-ის ნაწილში გამოიწვია მათთვის სპეციალური დანაყოფის შექმნა. ამ ჯგუფის პატიმრების ჯანდაცვაზე უკვე ვისაუბრეთ სახელმძღვანელოს მე-4 თავში.
ოჯახებთან კონტაქტის დაკარგვა
გრძელვადიან თუ ძლიერ დამნაშავე პატიმრებს, როგორც წესი, ოჯახებთან კონტაქტი არ აქვთ. აღნიშნული ფაქტი გარკვეულად პრობლემურია ასაკოვანი პატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში. მათ უმეტესობას აღარ ჰყავს ოჯახი და ძალიან მოხუცია იმისათვის, რომ იმუშაოს. ციხის ადმინისტრაციამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სხვადასხვა სააგენტოსთან, რათა ამ ტიპის პატიმრებს საზოგადოებაში ხელახლა დამკვიდრებაში დაეხმაროს.
__________________
1. დ. ვან ზილ სმითი, „სიკვდილით დასჯის გაუქმება?“ (2001) 3 სასჯელი და საზოგადოება 299-306.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (1994), სამუდამო პატიმრობა, გაერო, ვენა.
3. ევროპის საბჭო (1977), გრძელვადიანი პატიმრების მოპყრობა, ევროპის საბჭო, სტრასბურგი.
![]() |
17 15. სიკვდილმისჯილი პატიმრები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
სიკვდილით დასჯა მცირდება
მსოფლიოში ქვეყნების თითქმის ორმა მესამედმა გააუქმა სიკვდილით დასჯა. აღნიშნული მაჩვენებლები დღითიდღე იზრდება. მაგალითად, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, ან უკვე გაუქმებულია სიკვდილით დასჯა, ან ხელი მოწერილია მორატორიუმზე. საერთაშორისო პაქტები და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ინსტრუმენტები ნათლად სთხოვენ წევრ სახელმწიფოებს, გააუქმონ სიკვდილით დასჯა.
პატიმრები სიკვდილით დასჯის მოლოდინში
იმ ქვეყნებში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არა არის გაუქმებული, ციხის ადმინისტრაციის მოვალეობაა სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ზრუნვა. იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივრების განხილვას ძალიან დიდი დრო სჭირდება, პატიმრები ხშირად წლობით ელოდებიან სიკვდილით დასჯას. იგივე ეხება ქვეყნებს, სადაც მორატორიუმი უკვე შედგა, მაგრამ უშუალოდ სიკვდილით დასჯა ჯერ არ გაუქმებულა.
პატიმრებზე ზრუნვა და პერსონალი
სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ზრუნვა პერსონალისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. საჭიროა, რომ ამ ტიპის პატიმრებს წესიერად და ადამიანურად მოეპყრონ. მათთან მომუშავე პერსონალს კი სჭირდება ჯეროვანი მხარდაჭერა ამ ურთულესი საქმიანობის განხორციელებისას.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
საერთაშორისო ინსტრუმენტები ერთხმად ითხოვენ სიკვდილით დასჯის გაუქმებას.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმი:
მიიჩნევენ, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება ხელს უწყობს ადამიანის ღირსების განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების პროგრესულ განვითარებას.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, მუხლი 6:
1. სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის არ შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.
2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სიკვდილის განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს და არ ეწინააღმდეგება ამ პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს, ეს დასჯა შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის შესასრულებლად.
5. სიკვდილის განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წლამდე ასაკის პირებმა და მისი აღსრულება არ შეიძლება ფეხმძიმე ქალების მიმართ.
სიკვდილით დასჯის მომლოდინე პირების უფლებების დაცვის გაეროს მექანიზმები, მუხლი 9:
სიკვდილით დასჯა უნდა განხორციელდეს ტანჯვის მაქსიმალურად თავიდან აცილებით.
პრაქტიკაში გამოყენება
წესიერება და ადამიანურობა
სიკვდილმისჯილ პატიმრებთან ურთიერთობისას, ციხის ადმინისტრაციის უდიდესი ვალდებულებაა, რომ ჯეროვნად განასხვაოს სასჯელის აღსრულების მომლოდინე ცალკეული პირების მენეჯმენტი და სიკვდილით დასჯის მიმართ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოზიცია. უმნიშვნელოვანესია, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა, მიუხედავად სასჯელისა და ჩადენილი დანაშაულისა, ეფუძნებოდეს წესიერებას და ადამიანურობას. სიკვდილმისჯილი პატიმრები არ უნდა დაექვემდებარონ ციხეში გადაადგილების უსაფუძვლო შეზღუდვას თუ სხვა უფრო მკაცრ მოპყრობას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ სიკვდილით დასჯა აქვთ შეფარდებული.
სიკვდილმისჯილ პატიმართა განცალკევება
იმ ქვეყნებში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არ გაუქმებულა, სააპელაციო წარმოებას დიდი დრო სჭირდება, ხშირად რამდენიმე წელიც კი. მრავალ ციხეში სიკვდილმისჯილი პატიმრები განცალკევებულნი არიან სხვა პატიმრებისაგან. მათი საცხოვრებელი ხშირად სიკვდილმისჯილთა საკნებად მოიხსენიება. არსებობს ქვეყნები, სადაც ამ პირებს სრულიად განცალკევებით, მარტო ათავსებენ საკნებში. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც სიკვდილმისჯილი პატიმრები სხვა პატიმრებთან ერთად, იმავე პირობებში იმყოფებიან.
ავტომატური განცალკევება გაუმართლებელია
ციხის კარგი მართვა ვერ გამოდგება პატიმრების მუდმივი განცალკევების გასამართლებელ არგუმენტად. ასეთი პატიმრები ხშირად მოკლებულნი არიან მუშაობის, განათლებისა და კულტურული საქმიანობის საშუალებას. სასიკვდილო განაჩენი არ უნდა მოიცავდეს დამატებით სასჯელს, რომელიც აისახება მათ პირობებზე. ციხის ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, შეამციროს ამ ტიპის პატიმრების ხანგრძლივი სააპელაციო პროცესით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტანჯვა, ე.წ. სიკვდილით დასჯის ფენომენი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პატიმრებს სიკვდილით დასჯა აქვთ შეფარდებული, ისინი ჩვეულებრივი პატიმრების მსგავსად უნდა შეფასდნენ და უნდა ისარგებლონ იგივე საშუალებებით, რაც ამ უკანასკნელთათვისაა განკუთვნილი. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილმისჯილ პატიმართა მცირე რაოდენობა განსაკუთრებული საფრთხის მომცველია და შესაძლებელია საჭიროებდნენ სპეციალურ მოპყრობას.
„გრენადის რიჩმონდ ჰილის ციხეში სიკვდილმისჯილ პატიმრებს უფლება აქვთ, თავისუფლად გადაადგილდნენ იმ ნაწილში, სადაც განთავსებულნი არიან სხვა მკაცრი რეჟიმის პატიმრები.“
თანაბარი მოპყრობა
სიკვდილმისჯილი პატიმრები სარგებლობენ ყველა სხვა იმ უფლებით, რაც გააჩნიათ დანარჩენ პატიმრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მოცემული პატიმრები სარგებლობდნენ სხვა პატიმრების მსგავსი საკვებით, ჯანდაცვით, ჰიგიენის საშუალებებით, ვარჯიშისა და სხვა პატიმრებთან ურთიერთობის უფლებით.
ადვოკატზე სრული ხელმისაწვდომობა
ციხის ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ იმ სიკვდილმისჯილ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს ასაჩივრებენ, ადვოკატზე ხელი მიუწვდებოდეთ. ისინი, ჩვეულებრივ, უნდა სარგებლობდნენ კომუნიკაციის ხელმისაწვდომობისა და კონფიდენციალურობის უფლებით.
მნახველები
მოცემული სახელმძღვანელოს მე-8 თავი ეხება მნახველებს და პერსონალის მიერ მათ მოპყრობას. ციხის ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოს სიკვდილმისჯილ პატიმართან მომსვლელი მომნახულებლის მიმართ.
პერსონალი სპეციალურად უნდა შეირჩეს
სიკვდილმისჯილ პატიმრებთან ყოველდღიურად მომუშავე პერსონალი სპეციალურად უნდა შეირჩეს. მათ უნდა ჰქონდეთ გამოცდილება, უნდა გაიარონ სპეციალურად შერჩეული ტრენინგები, მათ შორის, სამსახურის ემოციურ ასპექტზე ყურადღების გამახვილებით და მუდმივად უნდა სარგებლობდნენ მენეჯმენტის მხარდაჭერით.
პასუხი აღსრულებაზე
თუკი სასჯელის აღსრულება ხდება უშუალოდ ციხეში, ამას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული შედეგი სხვადასხვა დონეზე. გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდება მას შემდეგ, რაც დადგინდება დასჯის ზუსტი თარიღი და დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება მის მოახლოებასთან ერთად. დაძაბულობა გაგრძელდება აღსრულების მერეც. ციხის ადმინისტრაციას შემუშავებული უნდა ჰქონდეს სტრატეგია, რომლითაც მიუდგება ყველა იმ პირს, რომელიც რამენაირად იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში.
![]() |
18 16. განსხვავებების გაცნობიერება |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
პატიმრებისადმი სამართლიანი მოპყრობა
ციხეში, ტრადიციულად, მიიჩნევენ, რომ ყველა პატიმარი ერთნაირია და მათ ყველას ერთნაირად უნდა მოექცე. ამას კი პრაქტიკაში შემდეგნაირი შედეგი მოჰყვებოდა: მთელი ციხე იყო მოწყობილი უმრავლესობის, როგორც წესი, ერთი და იგივე ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მამრობითი სქესის პატიმრების ინტერესების გათვალისწინებით. სახელმძღვანელოს მე-12 თავი ეხებოდა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, ხოლო მე-13 თავი საუბრობდა ქალ პატიმრებზე.
განსხვავების აღიარება
ყურადღება უნდა გამახვილდეს განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენელი პატიმრებისადმი. განსხვავებაში იგულისხმება რასობრივი, ეთნიკური, სოციალური წარმოშობის, კულტურული, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის, ენისა თუ ეროვნების სხვაობა. ციხის წესებში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ტიპის პატიმრების განსხვავებული მოთხოვნები. დაუშვებელია დისკრიმინაცია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის გამო.
დისკრიმინაციის საფრთხე
მრავალ ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალურია დისკრიმინაცია უმცირესობის წარმომადგენელი პატიმრების მიმართ. დისკრიმინაციის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება დახურული ციხის პირობებში. ადმინისტრაციის ვალდებულებაა, უზრუნველყოს, რომ ციხეში არ შეიქმნას როგორც პერსონალის, ისე სხვა პატიმრების ჯგუფები, რომლებიც დისკრიმინაციულად მოეპყრობიან უმცირესობის წარმომადგენელ პატიმრებს. განსაკუთრებული ყურადღება მართებს ციხის ადმინისტრაციას, თუკი ციხის მიღმა მნიშვნელოვნად დაძაბული დამოკიდებულებაა აღნიშნული უმცირესობებისადმი.
დისკრიმინაციის დამარცხების ვალდებულება
საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ უშუალოდ მჟღავნდება ხოლმე ციხეში. ეს გასაკვირი არცაა, რადგანაც ციხე პირდაპირ ირეკლავს ქვეყანაში არსებულ ღირებულებებს. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, თავიდან აიცილოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება როგორც პატიმრების, ისე პერსონალისადმი. ამაში იგულისხმება როგორც ინსტიტუციური, ისე ინდივიდუალური დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 2:
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 18:
ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლის თავისუფლებას და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში, ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებას საჯარო თუ კერძო წესით.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, მუხლი 27:
იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობებს განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე, იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე, ილაპარაკონ მშობლიურ ენაზე.
საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ, მუხლი 5:
ამ კონვენციის მე-2 მუხლში აღნიშნული ძირითადი მოვალეობების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, აკრძალონ და აღმოფხვრან ნებისმიერი ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით შემდეგი უფლებების განხორციელებისათვის:
ა) სასამართლოსა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა ორგანოს წინაშე თანასწორობის უფლება;
ბ) პირადი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის უფლება ძალადობისა და სხეულის დაზიანებებისაგან, რომლებსაც აყენებენ როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირები, ისე ცალკეული პირები, ჯგუფები ან დაწესებულებები.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 5.1:
წინამდებარე პრინციპები უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მიუხედავად მისი რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის თუ რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრების, ეროვნული თუ ეთნიკური წარმოშობის, სოციალური, დაბადების თუ სხვა სტატუსისა.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 38:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, იკონტაქტონ მისი სახელმწიფოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობასთან.
2. დაკავების ქვეყანაში დიპლომატიური თუ საკონსულო წარმომადგენლობის არმქონე ქვეყნის მოქალაქე პატიმარს, ისევე, როგორც მოქალაქეობის არმქონე პატიმრებს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, იკონტაქტონ იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ თუ საკონსულო წარმომადგენლობასთან, ან სხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოსთან, რომელიც იკისრებს მათი ინტერესების დაცვას.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 41:
1. პატიმარს უნდა მიეცეს უფლება, იკონტაქტოს ნებისმიერი რელიგიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
პრაქტიკაში განხორციელება
დისკრიმინაციის მონიტორინგი
არსებობს მრავალი გზა იმის დასადგენად, აქვს თუ არა ადგილი დისკრიმინაციას, მაგალითად, როგორაა განაწილებული “კარგი” სამუშაო ადგილები ციხეებში, მათ შორის სამზარეულოსა და ბიბლიოთეკაში. ციხის მენეჯმენტმა უნდა შეამოწმოს, არიან თუ არა სათანადოდ წარმოდგენილნი უმცირესობების წევრები შედარებით ღირებულ სამუშაო ადგილებზე. იგივე შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც. უნდა მოწმდებოდეს, თუ რომელ პატიმრებს აქვთ შედარებით უკეთესი საკნები. ასევე, გასათვალისწინებელია პატიმრების წინააღმდეგ გატარებული დისციპლინური სასჯელების რაოდენობაც.
დისკრიმინაციის აკრძალვის ხელშეწყობა
იმის ხაზგასასმელად, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია, მნიშვნელოვანია საჯარო განცხადებების გაკეთება, რომელიც ხაზს გაუსვამს დისკრიმინაციის მიუღებლობას მთელ ციხეში. მოცემული ინფორმაცია ისე უნდა იყოს განთავსებული ციხეებში, რომ პატიმრებს შეეძლოთ მათი ხშირად დანახვა.
უმცირესობების წარმომადგენელი პერსონალი
დისკრიმინაციის აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებად გვევლინება უმცირესობათა წარმომადგენლების დასაქმება ციხეში. მათ აუცილებლად უნდა მიეცეთ დაწინაურების საშუალება. ამ საკითხზე მუშაობისას, საინტერესოა მოცემული სახელმძღვანელოს მე-2 თავი. ტრენინგებისა და მუშაობის დროს, პერსონალს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ იმუშაონ სხვადასხვა ჯგუფის პატიმრებთან.
პოზიტიური ქმედებების განხორციელება
თანასწორი მოპყრობა დისკრიმინაციის აკრძალვაზე მეტს ნიშნავს. მასში იგულისხმება იმ პოზიტიური ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ უმცირესობების ინტერესების დაცვას, მაგალითად, რელიგიური თუ კულტურული ჩვეულებებიდან გამომდინარე სპეციალური საკვების მიწოდება. ამგვარი მომსახურება არ გულისხმობს გაზრდილ ხარჯებს, არამედ უკეთეს მართვაზე მიუთითებს. რელიგიურ უმცირესობებს ხშირად განსხვავებული საჭიროებები აქვთ. მათ უნდა შეეძლოთ სათანადო რიტუალების ჩატარება, იქნება ეს ინდივიდუალური თუ საჯარო ლოცვა, დაიცვან სათანადო ჰიგიენა და ჩაიცვან შესაბამისი ტანისამოსი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები
ბოლო წლებში მოგზაურობის განვითარებასთან ერთად იმატა უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების რაოდენობამაც. მათ ხშირად განსხვავებული საჭიროებები აქვთ ხოლმე. სახელმძღვანელოს მე-8 თავში განხილულია ოჯახთან კონტაქტის საჭიროება. ხოლო მე-3 თავი ეხებოდა პატიმართა მიერ ციხეში არსებული წესებისა და კანონების გააზრების აუცილებლობას. ციხის ადმინისტრაციამ უნდა აცნობოს უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს მათ სამშობლო ქვეყანაში გადაცემის მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ.
სოციალური რეინტეგრაცია
სოციალური რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელებისას, მნიშვნელოვანია, გააზრებულ იქნეს, თუ რა ტიპის საზოგადოებაში ბრუნდება პატიმარი.
ოფიციალური კონსულტაცია
სახელმძღვანელოს მე-7 თავში განხილული იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ციხეების მონახულების წახალისება. მოცემული ჯგუფები უნდა მოიცავდნენ საზოგადოების უმცირესობების წარმომადგენლებსაც.
მრავალ ციხეში საკმაოდ გამოსადეგია ოფიციალური კონსულტაციის მიღება უმცირესობების წარმომადგენლებისაგან, რადგანაც ამ უკანასკნელთ უკეთ შეუძლიათ გაიაზრონ ამა თუ იმ წესისა თუ პოლიტიკის გავლენა უმცირესობის წარმომადგენელ პატიმარზე.
„კანადა - გამასწორებელი სამუშაოს და პირობითი გათავისუფლების აქტი (1992):
82.1 სამსახურმა უნდა შექმნას მკვიდრი მოსახლეობის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტი. ასევე, უფლება აქვს, შექმნას მკვიდრი მოსახლეობის რეგიონული და ადგილობრივი საკონსულტაციო კომიტეტები, რომლებიც გამასწორებელი სამუშაოს შესახებ მათ კონსულტაციას გაუწევს.
82.2 პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, ყველა კომიტეტმა რეგულარულად უნდა გაიაროს კონსულტაცია მკვიდრ მოსახლეობასთან და იმ სხვა პირებთან, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ მკვიდრი მოსახლეობისათვის აქტუალურ საკითხებზე.“
![]() |
19 17. საპატიმრო და ალტერნატიული სასჯელების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი საკითხები
ციხეებში პატიმრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა
ციხეებში არსებობენ ადამიანები, რომელთა კონტროლირებასაც ადმინისტრაცია ვერ ახდენს. თუმცა, შედეგები, რა თქმა უნდა, სწორედ ადმინისტრაციის მოსაგვარებელია. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მსოფლიო პატიმრების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მომსწრე შეიქნა. აღნიშნული ზრდა არ უკავშირდება რომელიმე სპეციფიკურ იურისდიქციასა თუ პოლიტიკურ სისტემას, არამედ ახასიათებს უკვე მთელს მსოფლიოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1980 წელს არსებული ნახევარი მილიონი პატიმარი დღეისათვის უკვე 2 მილიონამდე გაიზარდა. ტაილანდში 1992 წელს არსებული 73.000 კი, 2002 წელს, 257.000-მდე ავიდა. დასავლეთ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ციხეების გამოყენება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. რუსეთსა და აშშ-ში 100.000 მოსახლიდან 700 პატიმარია. სხვა ქვეყნებში მონაცემი შედარებით ნაკლებია, მაგალითად, ინდოეთში 100.000-დან - 28, ინდონეზიაში - 29, ისლანდიაში - 38 და დანიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში კი - მთლიანად 59.16 არსებობს ქვეყნები, სადაც ციხე გამოიყენება ძალიან მძიმე დამნაშავეების იზოლირებისათვის. სხვა ქვეყნებში, მცირე დანაშაულისთვისაც კი, პირს ციხეში სვამენ, მათ შორის ფსიქიკურად დაავადებულებს, არასრულწლოვნებს და ბავშვებს.
გადატვირთვის ეპიდემია
ციხეთა ადმინისტრაციის უმეტესობას, როგორც წესი, არ აქვს საშუალება, გამოყოს დამატებითი რესურსები, მატერიალური თუ ადამიანური, რათა დაარეგულიროს პატიმართა აღნიშნული მზარდი რაოდენობა. შედეგად კი, ვიღებთ გადატვირთვის ეპიდემიურ ხასიათს. ციხეების ადმინისტრაცია ვეღარ ახერხებს მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას და პატიმრების რეაბილიტაციაზე ზრუნვას, რასაც შედეგად მოჰყვება პატიმრების მოუმზადებელი დაბრუნება საზოგადოებაში.
ციხის ადმინისტრაციის ინტერესი
ციხის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, თუ რამდენი პირი იგზავნება ციხეში, რა ვადით და რა რაოდენობით რესურსები გამოიყოფა ციხისათვის მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ამის გამო, ციხის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, დანერგოს მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შეძლებს პატიმრების დროზე ადრე გათავისუფლებას ან ალტერნატიული სასჯელის დაწესებას.
მათ გარკვეული როლიც აკისრიათ
ციხის ადმინისტრაციის უპირველესი ფუნქციაა სისტემის მართვა. თუმცა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ციხე სათანადოდ იქნეს გამოყენებული და პატიმრებს ჰქონდეთ საჭირო საშუალებანი. ციხის ადმინისტრაციას შეუძლია, საზოგადოებისა და პარლამენტის ყურადღება მიმართოს ციხეების გადატვირთვისა და რესურსების ნაკლებობისაკენ. არსებობს სახელმწიფოები, სადაც ერთი და იგივე სამსახურს ევალება როგორც ციხეების ადმინისტრირება, ისე სხვა სანქციების მენეჯმენტიც. ასეთია პრაქტიკა ახალ ზელანდიაში, დანიაში, შვედეთში, საფრანგეთსა და ავსტრალიის უმეტეს შტატებში. ასეთ შემთხვევებში, ზედა ეშელონის წარმომადგენელ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, მართონ როგორც ციხეები, ისე გაატარონ სხვა სადამსჯელო ქმედებები. სწორედ აღნიშნული პირების ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნება ალტერნატიული სექტორის საქმიანობა და განვითარება.
სასჯელის დადგენის შემდგომი ქმედებები
პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლება
პატიმრობას მრავალი ალტერნატიული სასჯელი აქვს. მათი გამოყენება შესაძლებელია სამართალწარმოებისას, სასამართლო განხილვისას, სასჯელის დადგენისას ან მის შემდეგ. სასჯელის დადგენის შემდგომი ზომები განსაკუთრებული ინტერესის საგანია ციხის ადმინისტრაციისათვის. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი მიუთითებს, რომ პატიმრობის მიზანია დამნაშავეთა რეაბილიტაცია (მუხლის 10.3), შესაბამისად, პატიმრობა იმგვარად უნდა იყოს დაგეგმილი, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება ადრე დაუბრუნოს გამოსწორებული და რეაბილიტირებული პიროვნება. ციხის ადმინისტრაცია განსაკუთრებით უნდა ეცადოს პატიმრობის შემდგომ საქმიანობაში დახმარებას, რადგანაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს ალტერნატიულ ზომას, ხოლო აღნიშნული ზომების ჯეროვან განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი, სწორედ, ციხის ადმინისტრაციას ეკისრება.
საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს ვადაზე ადრე გათავისუფლებას
პატიმრობის ბოლო ეტაპის შეცვლას ვადაზე ადრე გათავისუფლებით საზოგადოება არა მარტო უნდა ეთანხმებოდეს, არამედ აქტიურადაც უნდა იყოს ჩართული მოცემულ პროცესებში. ამ მხრივ, დამატებით მნიშვნელობას იძენს კავშირის დამყარება საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ციხის ადმინისტრაციას შორის.
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასაპატიმრო სასჯელების შესახებ (ტოკიოს წესები), წესი 2:
1. ჩამოთვლილი წესები ეხება ყველა პირს, რომელიც წარმოადგენს დევნის, სამართალწარმოებისა და სასჯელის აღსრულების ობიექტს ნებისმიერ ეტაპზე.
2. დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარმოშობის შესაბამისად, საზოგადოების დაცვისა და უსარგებლო პატიმრობის თავიდან აცილების მიზნით, სისხლისსამართლებრივმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს არასაპატიმრო სასჯელები. მათი მოცულობა და ხასიათი შესაბამისობაში უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულთან.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასაპატიმრო სასჯელების შესახებ (ტოკიოს წესები), წესი 9:
1. ინსტიტუციონალიზაციის თავიდან ასარიდებლად და პატიმრის საზოგადოებაში ადრეული ინტეგრაციის მიზნით, კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ სასჯელის დადგენის შემდგომი ალტერნატივების შეთავაზების საშუალება.
2. სასჯელის დადგენის შემდგომი ალტერნატივები მოიცავს: ა. „შვებულებას“ და დროებით შინ გაშვებას; ბ. სამუშაო ან საგანმანათლებლო გათავისუფლებას; გ. პირობითი გათავისუფლების სხვადასხვა ზომას; დ. სასჯელის შემსუბუქებას; ე. შეწყალებას.
3. სასჯელის დადგენის შემდგომი ქმედების შესახებ გადაწყვეტილება, შეწყალების გარდა, დამნაშავის მიმართვის საფუძველზე უნდა განიხილოს სასამართლომ ან სხვა კომპეტენტურმა დამოუკიდებელმა ორგანომ.
არასაპატიმრო სასჯელები
მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია, მიმოიხილოს ადამიანის ის უფლებები, რომლებიც უშუალოდ ეხება ციხის ადმინისტრაციას. ის სასჯელები, რომლებიც არ მოიცავს დაპატიმრებას, როგორც წესი, არ წარმოადგენს ციხის ადმინისტრაციის რეგულირების სფეროს. თუმცა, ციხის ადმინისტრაციას მაინც გააჩნია გარკვეული ინტერესი მსგავსი სასჯელების მიმართ, რადგანაც ეს უკანასკნელი უშუალოდ აისახება ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე. მაშინ, როდესაც ხდება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის არასაპატიმრო სასჯელის დადგენა, ციხის ადმინისტრაციას საშუალება ეძლევა, უფრო ეფექტურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები უშუალოდ დაპატიმრებული პირების მიმართ.
1. თავისუფლების აღკვეთა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას, სანქციას და უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ძალიან მძიმე, რთული შედეგების მომტანი დანაშაულების ჩამდენი პირების წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც სხვა ზომები, სანქციები აშკარად არაადეკვატურად ჩაითვლება.
2. ციხის გაფართოება გამონაკლის ზომას უნდა წარმოადგენდეს, რადგანაც ასეთ მეთოდებს, ზოგადად, არ მოჰყვება ციხეების გადატვირთვის ხანგრძლივი და საფუძვლიანი მოგვარება. იმ ქვეყნებში, სადაც ციხეების საკმაოდ დიდი, მაგრამ ცუდად აღჭურვილი რაოდენობაა, საჭიროა რესურსების უფრო რაციონალური გადანაწილება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია N. R (99). ციხეების გადატვირთვისა და პატიმრების რაოდენობის ზრდის შესახებ მინისტრთა კომიტეტის მიმართვა წევრი სახელმწიფოებისადმი (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 1999 წლის 30 სექტემბერს)
პრაქტიკაში განხორციელება
დებატების ხელშეწყობა
იმ სახელმწიფოებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პატიმრობის ალტერნატიული ზომები, ციხის ადმინისტრაციას შეუძლია, ხელი შეუწყოს მსგავსი ალტერნატიული სასჯელების სისტემის მიღება-განვითარებას. ალტერნატიული სასჯელების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისას, ციხის ადმინისტრაციას შეუძლია შემდეგის შეთავაზება:
ცოდნა არსებული სადამსჯელო ზომების ეფექტურობის შესახებ;
ინფორმაცია თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების შესახებ;
არასაპატიმრო სასჯელებისადმი მსჯავრდებულ პირთა დამორჩილების ალბათობა;
დამნაშავეთა ზედამხედველობის გამოცდილება;
ახალი ათასწლეულის განცხადებაში ნამიბიის ციხეებისა და გამასწორებელი სამუშაოების მინისტრმა განაცხადა:
მსოფლიო პატიმრობის ალტერნატივების ძიებაშია. არასაპატიმრო სასჯელები მნიშვნელოვან საშუალებად გვევლინება ციხეების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად. ციხის გადატვირთულობის შემცირებასთან ერთად, მოცემული მეთოდით, თავიდან ავიცილებთ ნაკლებად დამნაშავე პირების ციხეში განთავსებას. დღეისათვის ხშირია შემთხვევები, როდესაც ხალხს ციხეში სვამენ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი, შესაძლებელია, სასარგებლონიც კი ყოფილიყვნენ საზოგადოებისათვის. არასაპატიმრო სასჯელმა, სათანადო ადმინისტრირების შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგი სარგებელი მოიტანოს:
ციხეების გადატვირთვის თავიდან აცილება, ციხის
ბიუჯეტის შემცირება, საზოგადოებაში პატიმართა რეაბილიტაციისა და
რეინტეგრაციის ხელშეწყობა. მსგავსი ზომების გატარებისას, საჭიროა, ციხის ადმინისტრაციის გარდა, სხვა პირების ჩართვაც, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს დამატებითი ხარჯები.
ყაზახეთში ციხის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა და აქტიური როლი ითამაშა სენატის მუშათა კოალიციის შექმნაში. მისი მიზანი გახლდათ ყაზახეთში სასჯელის დაწესების კვლევა, უცხო ქვეყნებში ალტერნატივების მონახულება და ცვლილებების შეთავაზება.
უკიდურესი მეთოდი
სწორედ ციხის ადმინისტრაციის ვალდებულებაა, კანონმდებლებს, სასამართლო ხელისუფლებასა და საზოგადოებას ამცნოს, რომ თავისუფლების აღკვეთა უკიდურესი მეთოდია და რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ყველა სხვა გზა უშედეგოა. სხვა შემთხვევაში, მისასალმებელია ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
ინდექსი
ზეწოლა
სექსუალური
ქალ პატიმრებზე
ახალგაზრდა პატიმრებზე
დასაქმების აქტიური პოლიტიკა
ადმინისტრაციული შემოწმება
ადმინისტრაციული პატიმრები
ციხეში მიღების პროცედურები
ადამიანური ღირსება
პატიმრების დიდი რაოდენობა
ტრენინგები პერსონალისათვის
ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია
სასჯელი
ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია
სასჯელი
ადამიანის უფლებების ამერიკული კონვენცია
სასჯელი
თვითნებური დაკავება
თავშესაფრის მაძიებელნი
ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ
ძირითადი პრინციპები პატიმართა მოპყრობის შესახებ
განათლება
ჯანდაცვა
გათავისუფლებისათვის მომზადება
სოციალური რეინტეგრაცია
მარტო განთავსება
დასაქმება და უნარ-ჩვევების გამომუშავება
ძირითადი პრინციპები ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ
წესრიგის დარღვევა
საწოლები
ბეიჯინგის წესები, იხ:
არასრულწლოვანთა სასჯელის აღსრულება
სტანდარტული მინიმალური წესების პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ
მიღების პროცედურები
დისციპლინური პროცედურები
პატიმრების სამართლიანი მოპყრობა
ჯანდაცვა
გარე კონტაქტები
წინასწარი დაკავების პატიმრები
თხოვნები და საჩივრები
წამება
ქალი პატიმრები
ჩხრეკა
წესრიგის დარღვევა
თავიდან აცილება
საკნები
ბნელი
ერთ და მრავალადგილიანი
გატარებული დრო
იხ. აგრეთვე მარტო დაკავება
წერილების ცენზურა
ციხეში მყოფი დედების შვილები
დაშორების ასაკი
ციხეში გაზრდა
კავშირები დედასთან
განთავსება
ბავშვთა უფლებები
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები
ციხის სამოქალაქო სახე
დახურული/არაკონტაქტური ვიზიტები
პატიმართა ჩაცმა
სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენელთა ქცევის კოდექსი
პერსონალის დაქირავება
პერსონალის ტრენინგი
წამება
წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის კომიტეტი
გადამდები დაავადებები
კომუნიკაცია
საჩივრები, იხ. თხოვნები და საჩივრები დასაქმების პირობები
თანასწორი მოპყრობა
ანაზღაურება
პერსონალის გაცნობა
გადაცემა
კონფიდენციალურობა
მეუღლეთა ვიზიტები
კონსტრუქციული საქმიანობანი,
უზრუნველყოფის ვალდებულება
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენცია
კრიმინალური საქმიანობა
ყოველდღიური შემოწმება
ბნელი საკნები
სიკვდილით დასჯა
გაუქმების შედეგები
ექიმთა ჩართულობის აკრძალვა
შემცირება
სიკვდილმისჯილი პატიმრები
ადვოკატზე ხელმისაწვდომობა
ზრუნვა
ჯეროვანი და ადამიანური მოპყრობა
თანასწორი მოპყრობა
განცალკევება
პერსონალის არჩევა
მნახველები
დეკლარაცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
დეკლარაცია ნებისმიერი პირის იძულებითი გაუჩინარებისაგან დაცვის შესახებ
მიღების პროცედურები
კონტაქტი გარე სამყაროსთან
ციხეების დემოკრატიული კონტროლი
თავისუფლების აღკვეთა
დიალოგი
რთული პატიმრები
ინვალიდი პატიმრები
დისციპლინური მოსმენები
კომპეტენტური ორგანო
დაცვის მომზადება
გასაჩივრების უფლება
დისციპლინური პროცედურები
ადმინისტრაციული
გარე სტანდარტები
სამართლიანობა
დაცვა
დისკრიმინაცია
საფრთხე
დამარცხების ვალდებულება
უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები
საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
მონიტორინგი
პერსონალის დაქირავების
ქალი პატიმრების
არეულობის პრევენცია
განსხვავებების აღიარება
ექიმები
როლი სასჯელში, იხ. ასევე ჯანდაცვის
პერსონალი
ზრუნვის ვალდებულება
ვადამდელი გათავისუფლება
საზოგადოების თანხმობა,
იხ. ასევე გათავისუფლებისათვის მზადება
საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობანი
ბალანსირებული პროგრამები
საზოგადოებრივი რესურსები
მნიშვნელობა
გრძელვადიანი პატიმრები
ნიჭის გამოყენება
პიროვნული განვითარება
ასაკოვანი პატიმრები
ოჯახთან კონტაქტი
ელ. ფოსტა
გარემო პირობები
ზეგავლენა
თანაბარი საშუალებები
ეთიკური საკითხები
ჯანდაცვის წარმომადგენლები
ციხის მენეჯმენტი
პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი
წამების აკრძალვის ევროპული კომიტეტი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის ევროპული კონვენცია
კონტაქტი გარე სამყაროსთან
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ევროპული წესები პენიტენციალური დაწესებულებების შესახებ
დისციპლინური პროცედურები
გათავისუფლებისთვის მზადება
სასჯელი
სოციალური რეინტეგრაცია
მარტო განთავსება
აღსრულება
პასუხი
იხ. აგრეთვე სიკვდილით დასჯა
ვარჯიში, სუფთა ჰაერზე
ციხეების გამოყენების როლის გაფართოება
პატიმრების მიმართ სამართლიანი მოპყრობა
კონტაქტი ოჯახთან
ასაკოვანი პატიმრები
გრძელვადიანი პატიმრები
ახალგაზრდა პატიმრები
იხ. აგრეთვე პატიმარი დედების შვილები
ოჯახის თხოვნები/საჩივრები
ოჯახის ვიზიტები
ცეცხლსასროლი იარაღი
გამოყენების წესები
გამოყენების სწავლება
საჭმელი და სასმელი
ძალა
უკიდურესი ზომა
მინიმალური გამოყენება
გამოყენების რეგულირება
გამოყენების სწავლება
უცხოენოვანი პრესა
უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები
კონტაქტი
დისკრიმინაცია
წერილები
გარე კონტაქტები
სატელეფონო ზარები
უფლებების დაკარგვა
ოფიციალური კონსულტაციები
საბერძნეთი, კორიდალოსის ციხე
ჯგუფური საჩივრები
ჯგუფის იზოლაცია
ჯანდაცვა
უფასო
თავდაპირველი გასინჯვა
უფლება
სპეციალური დანადგარები
ქალი პატიმრები
ჯანდაცვის პერსონალი
მონაწილეობა სიკვდილით დასჯაში
მხარდაჭერა
დაპატიმრების შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები
ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე
ჰეპატიტი
იერარქიული სტრუქტურა
მაღალი რისკის მომცველი პატიმრები
აივ/შიდსი
შინ დროებითი გაშვება
საავადმყოფოში განთავსება
ადამიანური ღირსება
მიღების პროცედურა
ადამიანის უფლებები
დაცვა
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები
ჰუმანიტარული ასპექტები
შიმშილობა
ცუდად მოპყრობა
საჩივრები
აკრძალვა
არალეგალური იმიგრანტები
გაუნათლებელი პატიმრები
დამოუკიდებელი შემოწმებები
დამოუკიდებელი მონიტორინგი
გარე კონტაქტი
იხ. აგრეთვე შემოწმების პროცედურები
განუსაზღვრელი სასჯელი
პატიმრების ინდივიდუალური განვითარება
პატიმრების ინდივიდუალური მოპყრობა
პატიმრების ინდივიდუალურობა
არაფორმალური გაფრთხილებები
შემოწმების პროცედურები
სამთავრობო პროცედურების დადგენა
ადმინისტრაციული შემოწმებები
შემოწმებები გარედან
კარგი მაგალითების დადგენა
დამოუკიდებელი შემოწმებები
დამოუკიდებელი არაფორმალური
მონიტორინგი
რეგიონული შემოწმება
შემოწმების შესახებ მოხსენებები და მათზე
რეაგირება
სერიოზული ინციდენტები
შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა
წამების პრევენციისა და აკრძალვის
ინტერამერიკული კონვენცია
წესრიგის დარღვევა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი
მედდების საერთაშორისო საბჭო
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
სიკვდილმისჯილი პატიმრები
პატიმრების ჯეროვანი მოპყრობა
ოჯახური კონტაქტები
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები
რელიგია
თხოვნები და საჩივრები
მეორე ოქმი
სოციალური რეინტეგრაცია
ქალი პატიმრები
მუშაობა და უნარ-ჩვევების გამომუშავება
საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ
საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
საერთაშორისო შემმოწმებლები
საერთაშორისო სტანდარტები
ინტერნეტი
სამართალი
ადმინისტრირება
არასრულწლოვანი და ახალგაზრდა პატიმრები
არასრულწლოვნები
დაბადების მოწმობის არარსებობა
კონტაქტი მშობლებთან
დაკავების კანონიერება
პოზიცია საერთაშორისო სამართალში
ციხე, როგორც უკიდურესი ზომა
კეთილდღეობა და განათლების საჭიროება
იხ. აგრეთვე ახალგაზრდა პატიმრები
ადვოკატები, მათთან კონტაქტი
ლიდერობა
იურიდიული კონსულტაცია
სიკვდილმისჯილი პატიმრებისთვის წინასწარ პატიმრობაში მყოფთათვის წერილები
ცენზურა
უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სამუდამო პატიმრები
ცხოვრების პირობები
საცხოვრებელი ფართი
მინიმალური სტანდარტები
გატარებული დრო
გრძელვადიანი პატიმრები
მათგან გამომდინარე საფრთხე
განმარტება
რაოდენობის მატება
სასჯელის შემდგომი დაგეგმარება
გარე და ოჯახური კონტაქტები
გათავისუფლებისათვის მზადება
პროგრესი
საშუალებების მიცემა
განხილვა
რისკის შეფასება
ნაკლებად მკაცრ რეჟიმში გადაყვანა
მუშაობა და განათლება
მკაცრი რეჟიმი
მარტო განთავსება
სამედიცინო კონსულტაციები, ხელმისაწვდომობა
სამედიცინო გამოკვლევა კვალიფიციური მედდის მიერ, სამედიცინო ჩანაწერები
მკურნალობა
ზრუნვის ვალდებულება
დაკავებამდე და მის შემდეგ
პაციენტი პატიმრები
მენტალური დისბალანსი
ვალდებულება
მონიტორინგი
დღიური, დისკრიმინაცია
დამოუკიდებელი არაფორმალური მნახველები
წინასწარი პატიმრები
სატელეფონო ზარები
სახლთან ახლოს ყოფნა
მოლაპარაკებები
არასაპატიმრო სასჯელები
დისკრიმინაციის აკრძალვა
მედდები
სამედიცინო გამოკვლევების ჩამტარებლები
მხარდაჭერა
ათენის ფიცი
წესრიგი, უზრუნველყოფა
გარე კონტაქტები
ოჯახი
უცხო ქვეყნის მოქალაქეები
ადვოკატები
გრძელვადიანი პატიმრები
უსაფრთხოება
ახალგაზრდა პატიმრები
იხ. აგრეთვე ოჯახური ვიზიტები
გადატვირთულობა
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
ანაზღაურება
პიროვნული განვითარება
პატიმართა ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება
ფიზიკური შეზღუდვები
ძალის გამოყენების ნებართვა
უკიდურესი ზომა
სასჯელი
პოლიციის ციხეებისაგან გამიჯვნა
მცირე პერსონალი, საფრთხე
სასჯელის შემდგომი დისპოზიციები
წინასწარი პატიმრები
თვითნებური დაკავება
განსხვავებული სტატუსი
იურიდიული კონსულტაცია
მართვა
დროის მონიტორინგი
რაოდენობა
უდანაშაულობის პრეზუმფცია
იურიდიული კორესპონდენციის
ხელშეუხებლობა
იურისტთან შეხვედრების უზრუნველყოფა
რეგისტრაცია
უსაფრთხოება
უსაფრთხოების ზომები
მსჯავრდებულთაგან განცალკევება
ვიზიტების უზრუნველყოფა
შრომა და უნარ-ჩვევების გამომუშავება
ფეხმძიმე ქალები
გათავისუფლებისათვის მზადება
გრძელვადიანი პატიმრები
მოკლევადიანი პატიმრები
დროებითი გათავისუფლება
სპეციალური პროგრამები
უდანაშაულობის პრეზუმფცია
პრინციპები კანონგარეშე, თვითნებურად და გამარტივებული წესით დასჯის თავიდან ეფექტურად აცილებისა და გამოძიების შესახებ
გაეროს სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით ექიმების, როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან
ჯანდაცვა
პერსონალის ტრენინგები
ციხის ადმინისტრაციები
ციხის გარემო, იხ. გარემო პირობები
ციხის უნიფორმა
ინფორმატორი პატიმრები
პატიმრები ადამიანები არიან
პრივატულობა
საჯარო მართლშეგნება
საჯარო განათლება
სახელმწიფო ჯანდაცვა, კავშირი მასთან
საზოგადოებრივი ყურადღება
საჯარო სამსახური ციხის საქმიანობაში
საჯარო ვიზიტები
სასჯელი
ადმინისტრაციული
ექიმის როლი
ინდივიდუალური
სამართლიანი და პროპორციული
ფიზიკური შეზღუდვები
შეზღუდვები
არაოფიციალური
იხ. მარტო განთავსება
რადიო
საკითხავი ლიტერატურა
რეგიონული სტანდარტები
რთული პატიმრები
პატიმართა რეგისტრაცია
პატიმართა რეაბილიტაცია
გათავისუფლება და რეინტეგრაცია
მომზადება
ქალი პატიმრები
ახალგაზრდა პატიმრები
რელიგია
რელიგიის მორჩილება
თხოვნები და საჩივრები
სასამართლო პროცესის შესახებ
დისციპლინური სასჯელის წინააღმდეგ
კრიმინალური საქმიანობის ბრალდებები
წამების ბრალდება
ოჯახის წევრების მიერ
მოგვარების ოფიციალური პროცედურები
ჯგუფური საჩივრები
დამოუკიდებელი გარე უწყებები
მოგვარების არაფორმალური მეთოდები
ინფორმაცია
მსხვერპლად გახდომის თავიდან აცილება
პროცედურები
დაბრკოლებების მოშორება
მოგვარება
მოგვარების დროულობა
შეზღუდვების შემცირება
რესურსების ნაკლებობა
პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის, ოჯახის,
საცხოვრებელი ადგილის და მიმოწერის
პატივისცემის და ღირსებისა და რეპუტაციის
დაცვის უფლება
რისკის შეფასება
გრძელვადიანი პატიმრები
წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის შესახებ
წესები და ინსტრუქციები
რუსეთი, მაგადანის დაკავების ცენტრი
დაცულობა
ჩხრეკა
პატიმრები
პროცედურები
პერსონალი
მნახველები
ქალი პატიმრები
უსაფრთხოება
შეფასება
კლასიფიკაცია
დინამიკა
გადამეტებული
მასშტაბები
გარე კონტაქტები
ციხის მიღმა
ფიზიკური
წინასწარი პატიმრების
პროცედურული
რეგულარული გადახედვა
და სოციალური რეინტეგრაცია
ქალი პატიმრები
საიზოლაციო ნაწილები
უფროსი პერსონალი
„სენსორული დეპრივაცია“ (გრძნობის ორგანოების დამქვეითებელი სახდელები)
პატიმრების სექსუალური ძალადობა
მცირევადიანი პატიმრები
გათავისუფლებისათვის მზადება
(სმწ) იხ. სტანდარტული მინიმალური წესები
სოციალური სააგენტოები, მათთან კავშირი
სოციალური რეინტეგრაცია
მარტო განთავსება (მარტოობის საკნები)
საფრთხე
მაქსიმალური უსაფრთხოება
წამების შესახებ სპეციალური მომხსენებელი (გაერო)
ციხის სპეციალისტი პერსონალი
დაქირავება
ტრენინგები
პერსონალი
ჩაკეტილობის საფრთხე
ქალი
ლიდერობა
უმცირესობები
ადამიანური თვისებები
როლი
ჩხრეკა
არჩევა
უფროსი
სპეციალისტი
სტატუსი
ქალთა ციხეები
პერსონალის დაქირავება
დაქირავების აქტიური პოლიტიკა
დისკრიმინაციის ნაკლებობა
საჯარო განათლება
კანდიდატთა არჩევა
სპეციალისტი პერსონალი
ქალი პერსონალი
იხ. დასაქმების პირობები
პერსონალის რეპრეზენტაცია
პერსონალის ტრენინგები
მიღების პროცედურები
განგრძობადობა
თავდაპირველი
ჯანდაცვა
არეულობის პრევენცია
უფროსი პერსონალი
სპეციალისტი პერსონალი
ტექნიკური
გადამდები დაავადებები
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
ძალის გამოყენება
ქალი პატიმრები
პერსონალის ტრანსფერი
პერსონალისა და პატიმრების ურთიერთობა
სტანდარტული მინიმალური წესები
მიღების პროცედურა
წესრიგის დარღვევა
დისციპლინური პროცედურები
განათლება
პატიმართა მიმართ სამართლიანი მოპყრობა
ჯანდაცვა
სამედიცინო პერსონალი
ჯანსაღი პირობები
ინდივიდუალური მოპყრობა
წესრიგის შენარჩუნება
გარე კონტაქტები
წინასწარი პატიმრები
გათავისუფლებისათვის მზადება
სასჯელის გარეშე დაკავებული პატიმრები
პატიმრები ინდივიდები არიან
სასჯელი
რელიგია
თხოვნები და საჩივრები
სოციალური რეინტეგრაცია
მარტო განთავსება
პერსონალის დაქირავება
პერსონალის ტრენინგები
ქალი პატიმრები
მუშაობა და უნარ-ჩვევების გამომუშავება
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტული მინიმალური წესები
პერსონალის ტრენინგი
სტანდარტული მინიმალური წესები
არასაპატიმრო სასჯელის შესახებ (ტოკიოს წესები)
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა
მოპყრობის შესახებ, იხ. სტანდარტული მინიმალური წესები
პერსონალის ტექნიკური ტრენინგი
უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები
სატელეფონო ზარები
მოსმენა და ჩაწერა
ტელევიზორი
მძიმედ ავადმყოფი პატიმრები
ტერორისტი პატიმრები
ტუალეტი
ტოკიოს წესები, იხ. სტანდარტული მინიმალური წესები არასაპატიმრო სასჯელის შესახებ
წამება
ბრალდება
საჩივრები მის წინააღმდეგ
დოკუმენტირება
აკრძალვა
პასუხისმგებლობის გადაცემა
შედეგები
გადამდები დაავადებები
პერსონალის განათლება
ხელკეტების გამოყენება
ტუბერკულოზი
უგანდის პენიტენციალური სამსახური, პოლიციის დოკუმენტი
გაეროს დეკლარაცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
გაეროს სტანდარტული წესები
თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
გაეროს გარანტიები სიკვდილმისჯილთა უფლებების დაცვის შესახებ
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები, იხ: სტანდარტული მინიმალური წესები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
განათლება
პატიმართა სამართლიანი მოპყრობა
ოჯახთან კონტაქტი
წინასწარი პატიმრები
რელიგია
წამება
ქალი პატიმრები
ციხეებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა
დაპატიმრების კანონიერი საფუძვლები
ღირებულებები
მსხვერპლად გახდომის თავიდან აცილება
მსხვერპლთა პატივისცემა
ვიდეო-კონფერენცია
საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია
მიღების პროცედურა
გარე კონტაქტები
პატიმრების ვირტუალური იზოლაცია
მნახველები
სიკვდილმისჯილ პატიმრებთან
ჩხრეკა
მათდამი მოპყრობა
ვიზიტი
დახურული/არაკონტაქტური
მეუღლეების
ოჯახის
საჯარო
მოხალისეობრივი
სარეცხი საშუალებები
იარაღი, იხ. ცეცხლსასროლი იარაღი
ქალი თანამშრომლები
ქალი პატიმრები
განთავსება
ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონები
ბავშვების დაავადება
კონტაქტი შვილებთან
დამოკიდებული ნათესავები
დისკრიმინაცია
საშუალებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა
ოჯახური ვალდებულებანი
ჯანდაცვა
დედები შვილებთან ერთად
ფეხმძიმე ქალები
გათავისუფლებისათვის მზადება
ზეწოლით პრევენცია
ჩხრეკა
უსაფრთხოება
სპეციალური დაცვა
მუშაობა და უნარ-ჩვევების განვითარება
ქალი პატიმრები
ქალთა უფლებები
მუშაობა და უნარ-ჩვევების განვითარება
რუტინის განვითარება
უნარების განვითარება
სამუშაოს მოძებნა
გრძელვადიანი პატიმრები
შრომის ანაზღაურება
წინასწარი პატიმრები
უსაფრთხო სამუშაო პირობები
სამუშაოს დაფასება
სამუშაო პირობები
ახალგაზრდა პატიმრები:
გარე კონტაქტები
გათავისუფლება და რეინტეგრაცია
პერსონალის უნარები
მოწყვლადები ძალადობის მიმართ
კეთილდღეობა და განათლების საჭიროება
_____________________
1. მონაცემები მსოფლიოს ციხეების შესახებ, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: www.prisonstudies.org .
![]() |
20 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი ინსტრუმენტები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (Universal Declaration of Human Rights)
საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (International Covenant on Economic, Social and Cultural Rights)
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (International Covenant on Civil and Political Rights)
წამების აკრძალვა
საერთაშორისო კონვენცია წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან სასჯელის წინააღმდეგ (Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment )
დისკრიმინაციის პრევენცია
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია (International Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination)
დეკლარაცია რელიგიისა და მრწამსის გამო შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (Declaration on the Elimination of All Forms of Intolerance and of Discrimination Based on Religion or Belief )
ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებათა დაცვის დეკლარაცია (Declaration on the Rights of Persons Belonging to National or Ethnic, Religious and Linguistic Minorities )
ქალთა უფლებები
კონვენცია ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women)
დეკლარაცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ (Declaration on the Elimination of Violence against Women)
ბავშვთა უფლებები
ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია (Convention on the Rights of the Child)
მართლმსაჯულების ადმინისტრირება
სტანდარული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ (Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners)
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები (Basic Principles for the Treatment of Prisoners)
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ (Body of Principles for the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment)
გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის შესახებ (United Nations Rules for the Protection of Juveniles Deprived of the Liberty)
საერთაშორისო კონვენცია წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან სასჯელის წინააღმდეგ (Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment ) 168
სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით, ექიმების როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან (Principles of Medical Ethics relevant to the Role of Health Personnel, particularly Physicians, in the Protection of Prisoners and Detainees against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment)
სიკვდილით დასჯის განაჩენის მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიები (Safeguards guaranteeing protection of the rights of those facing the death penalty)
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქცევის კოდექსი (Code of Conduct for Law Enforcement Officials)
ძირითადი პრინციპები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ (Basic Principles on the Use of Force and Firearms by Law Enforcement Officials)
ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ (Basic Principles on the Role of Lawyers)
პრინციპები პროკურორთა როლის შესახებ (Guidelines on the Role of Prosecutors)
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასაპატიმრო სასჯელის შესახებ (ტოკიოს წესები) (United Nations Standard Minimum Rules for Non-custodial Measures (The Tokyo Rules) )
გაეროს პრინციპები არასრულწლოვანთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენციის შესახებ (რიადის პრინციპები) (United Nations Guidelines for the Prevention of Juvenile Delinquency (The Riyadh Guidelines) )
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ (ბეიჯინგის წესები) (United Nations Standard Minimum Rules for the Administration of Juvenile Justice („The Beijing Rules“))
დანაშაულისა და ძალაუფლების გადამეტების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია (Declaration of Basic Principles of Justice for Victims of Crime and Abuse of Power)
ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ (Basic Principles on the Independence of the Judiciary)
სანიმუშო ხელშეკრულება სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების გადაცემის შესახებ (Model Treaty on the Transfer of Proceedings in Criminal Matters)
პირობითად დაკავებულ და პირობითად გათავისუფლებულ პატიმრებზე ზედამხედველობის გადაცემის სანიმუშო ხელშეკრულება (Model Treaty on the Transfer of Supervision of Offenders Conditionally Sentenced or Conditionally Released)
დეკლარაცია პირთა იძულებითი გაუჩინარებისაგან დაცვის შესახებ (Declaration on the Protection of All Persons from Enforced Disappearances)
პრინციპები უკანონო, თვითნებური და დაუსაბუთებელი მკვლელობების პრევენციისა და გამოძიების შესახებ (Principles on the Effective Prevention and Investigation of Extra-legal, Arbitrary and Summary Executions)
ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ინსტრუმენტები
ადამიანის და ხალხთა უფლებების დაცვის აფრიკული ქარტია (African Charter on Human and Peoples' Rights)
ამერიკული დეკლარაცია ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ (American Declaration on the Rights and Duties of Man)
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (American Convention on Human Rights)
წამების პრევენციის და დასჯის ინტერამერიკული კონვენცია (Inter-American Convention to Prevent and Punish Torture)
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (European Convention on Human Rights)
ევროპული კონვენცია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აკრძალვის შესახებ (European Convention for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment)
ციხის ევროპული წესები (European Prison Rules)
ციხის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის სხვა გამოცემები
ციხეების მართვა ცვლილებების ჟამს
ციხეების მართვას სჭირდება მთელი რიგი განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. აღნიშნული მით უფრო აქტუალურია დღევანდელ მუდმივად ცვალებად მსოფლიოში. წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, მკითხველს დაანახოს, როგორ მართოს ცვლილებები ისე, რომ ეს უკანასკნელი იქცეს პოზიტიურ და არა კრიზისულ მამოძრავებელ ძალად.
ანდრიუ კოილი. 202. 112 გვერდი.
10.00/US§15.00. ISBN 0 9535221 4 8
სიკვდილის მოლოდინი?
ტუბერკულოზის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ტუბერკულოზი ფართოდ გავრცელებულ და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. გადატვირთული, გაუნიავებელი და არაჰიგიენური ციხეები, სადაც ასობით ათასი პატიმარია განთავსებული, ტუბერკულიოზით დაავადების კერას წარმოადგენს. აღნიშნული სახელმძღვანელო ეფუძნება საერთაშორისო სემინარზე მყოფი ჯანდაცვის მუშაკების, ციხის ადმინისტრაციისა და ადამიანის უფლებების დამცველი სხვა პირების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. წიგნში შესულია თემატური ჟურნალებიდან ამოკრეფილი 9 სტატია.
ვივიენ სტერნი (გამომცემელი). 1999. 288 გვერდი.
15.00/US§24.00. ISBN 0 9535221 1 3
ციხეების ალტერნატივა განვითარებად სახელმწიფოებში
არაერთ განვითარებად ქვეყანაში პატიმრობის მცირე ალტერნატივა თუ არსებობს. წინამდებარე წიგნში ვივიენ სტერნი ცდილობს, გვაჩვენოს, რომ სამართლებრივი სისტემის ცენტრად ციხეების გამოყენება სხვა ქვეყნებიდან აღებული ცუდი მაგალითია. განხილული საქმეები და დეტალური დანართები ფასდაუდებელია საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისათვის.
ვივიენ სტერნი. 1999. 195 გვერდი.
15.00/US§24.00. ISBN 0 9535221 0 5
„უსაფრთხო ციხეები განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ჩვენი სამართალდამცავი სისტემის განვითარებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. როდესაც პატიმრები - ეჭვმიტანილები თუ მსჯავრდებულები - თქვენს მზრუნველობას არიან მინდობილნი, მათ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისინი საიმედო ხელში არიან მანამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან კანონის საფუძველზე.
ციხეებს დიდი როლი ეკისრებათ ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის შემცირებაში, თუმცა, მიზნის მიღწევა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოექცევით პატიმრებს თქვენ. პროფესიონალიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვა აღნიშნულ საქმეში უმთავრეს როლს თამაშობს.“
ნელსონ მანდელა
მიმართვა სამხრეთ აფრიკის ციხის პერსონალისადმი, 1998
წინამდებარე სახელმძღვანელო ხაზს უსვამს ციხის ეთიკურ მართვას. ციხესთან კონტაქტის მქონე ყველა პირისადმი, იქნება ეს პატიმარი, ციხის პერსონალი თუ მომნახულებელი, ადამიანური დამოკიდებულების აუცილებლობას. ეთიკურობა უნივერსალური ცნებაა და სწორედ აღნიშნულ უნივერსალურობას გვთავაზობენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები.
ციხის მენეჯმენტისადმი მსგავსი ტიპის მიდგომას პრაქტიკული გამართლებაც აქვს: ამ ტიპის მენეჯმენტი წარმოადგენს ციხეების მართვის ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს.
სახელმძღვანელოში განხილული მიდგომა ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებები არ არის განყენებული თემა, რომელიც მხოლოდ ტრენინგებისას უნდა განვიხილოთ, არამედ გახლავთ მთავარი და განუყოფელი ნაწილი კარგი ციხის კარგი მართვისა.
ISBN 0 9535221 5 6 |