![]() |
სამართლიანი და დაბალანსებული არჩევნების ანგარიში |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ჰანსენი ჰენრიკ კაიტ |
| თემატური კატალოგი დემოკრატია|არჩევნები, მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები |
| საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო |
| თარიღი: 2008 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხთა გენერალური დირექტორატი 2008 წლის მაისი |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ჰენრიკ კაიტ ჰანსენი
სამართლიანი და დაბალანსებული არჩევნების ანგარიში დემოკრატიული ვალდებულებაა, თუ ახალი ამბები ისეთივე საქონელია, როგორიც ფეხსაცმელი ან კარტოფილი?
მსურს, გაგიზიაროთ ერთი ამბავი, რომელმაც გარკვეული დროის განმავლობაში კვალი დატოვა ჩემზე.
როდესაც რამდენიმე წლის წინ ვმოგზაურობდი ბალკანეთში, ეს ამბავი მოვისმინე ადგილობრივი იმედგაცრუებული კოლეგისაგან. ის ოცნებობდა თავისუფალი პრესის დემოკრატიულ როლზე. „მაგრამ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა ამ კუთხით“, მითხრა მან.
ყოველთვის, როდესაც ვატარებ ახალ სემინარს სამართლიანი და დაბალანსებული არჩევნების გაშუქების თემაზე მონაწილეთა ახალი ჯგუფისთვის, არ შემიძლია არ ვიფიქრო ამ ამბავზე. და მაინტერესებს, ხომ არა აქვთ მონაწილეებს მსგავსი ამბები გონებაში, როდესაც მიყურებენ ნაძალადევი ღიმილითა და შემწყნარებლური გამომეტყველებით, როდესაც ვქადაგებ სამართლიანობას, ბალანსსა და მიუკერძოებლობას და ვიმეორებ ამ სამ თითქმის წმინდა სიტყვას კვლავ და კვლავ:
სამართლიანობა, ბალანსი და მიუკერძოებლობა
ეს იმიტომ ხდება, რომ მათ უკეთ იციან, ისინი ხშირად აღმიქვავენ, როგორც უიმედოდ მიამიტ და გარკვეულწილად განებივრებულ რედაქტორად მსოფლიოს პრივილეგირებული ნაწილიდან, სადაც სამართლიანობა მედიაგაშუქებაში არის ის, რაზეც რედაქტორები სერიოზულად ლაპარაკობენ.
ხშირად მეჩვენება, ისინი ფიქრობენ, რომ მათ იდიოტებად მივიჩნევ, მაგრამ სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ისინი მთვლიან მე იდიოტად.
თავად მოამზადე ახალი ამბავი და გაყიდე
რამდენადაც მახსოვოს, ხსენებული ახალი ამბავი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ბალკანეთში დემოკრატიული რეგიონალური არჩევნების ჩატარებამდე სამი დღით ადრე გამოვლინდა, რომ რეგიონის მმართველმა პარტიამ, მოდით, დავარქვათ მას „ა“ პარტია, გააცნობიერა, რომ საარჩევნო კამპანიავერ მოიტანდა მოსალოდნელ წარმატებას. დღითიდღე ნათელი ხდებოდა, რომ აღნიშნული პარტიის უძლიერესი ოპონენტი „ბ“ პარტია, რომელიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა, ისეთ დამაჯერებელ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, რომ „ა“ პარტიის აზრით, თუმცა მოულოდნელად, შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას.
კამპანიის სტრატეგიის ცვლილებისათვის საკმაოდ გვიანი იყო და, ფაქტობრივად, „ა“ პარტიას აღარც კი ჰქონდა საარჩევნო კამპანიასთან მიმართებით უკეთესი იდეები; ამიტომ ამ პარტიის წამყვანმა პოლიტიკოსებმა გამოსავლის ძებნა სხვაგან დაიწყეს. მათ მზერა მედიაზე შეაჩერეს, უფრო ზუსტად უდიდეს რეგიონალურ მედიაზე; და იდეაც დაიბადა. მეორე დილით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უდიდესმა რეგიონალურმა გაზეთმა მთელი პირველი გვერდი დაუთმო სტატიას, „ა“ პარტიის სათავეში მდგომი კანდიდატი სასტიკად სცემეს „ბ“ პარტიის მხარდამჭერებმა“. სურათებზე ჩანდა „ა“ პარტიის სათავეში მდგომი კანდიდატის სისხლჩაქცევებით დაფარული სახე, „ბ“ პარტიის მხარდამჭერი, რომელმაც აღიარა ამ ძალადობის აქტში მონაწილეობა და პოლიცია, რომელიც ადასტურებდა დანაშაულის ფაქტს.
ამან დიდი ხმაური გამოიწვია და საზოგადოება თანაგრძნობით განიმსჭვალა „ა“ პარტიის სათავეში მდგომი კანდიდატის მიმართ. „ბ“ პარტია აცხადებდა, რომ აღნიშნული იყო მოწყობილი და, რეალურად, მათ არავითარი კავშირი ჰქონდათ თავდასხმასთან. „ბ“ პარტიის სათავეში მდგომი კანდიდატი დაადანაშაულეს ცინიზმში, რადგან მან არ გამოიჩინა თანაგრძნობა „ა“ პარტიის წარმომადგენელი დაშავებული ოპონენტის მიმართ.
არჩევნების მეორე დღეს ნათელი გახდა, რომ „ა“ პარტიამ შესანიშნავად მოახერხა საკუთარი რეაბილიტაცია და მოიგო არჩევნები, არა მხოლოდ დიდი უმრავლესობით, არამედ მნიშვნელოვანი წინსწრებით
ახალი ამბები ისეთივე საქონელია, როგორიც ფეხსაცმელი და კარტოფილი
რა მოხდა ისეთი, რამაც ასე მოულოდნელად შეცვალა არჩევნების შედეგი?
ჩემმა ადგილობრივმა კოლეგამ მიამბო, რომ სინამდვილეში „ა“ პარტიამ იყიდა გაზეთის პირველი გვერდი არა რეკლამის განთავსების, არამედ თავისი შეთხზული ამბის დაბეჭდვის მიზნით.
„ა“ პარტიამ თავისი კანდიდატის საცემად უბრალოდ დაიქირავა სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ისინიც სიამოვნებით დათანხმდნენ ამ კარგადმომზადებულ თავდასხმაში მონაწილეობას. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პოლიციისათვის შეთხზული ისტორიის მოთხრობის სანაცვლოდ, დამატებითი ანაზღაურება მიიღო. როდესაც ფიქტიური ისტორია შეიქმნა, „ა“ პარტიამ იყიდა გაზეთის პირველი გვერდი.
„ა“ პარტიის ხელმძღვანელმა, რომელმაც სტატია შეუკვეთა, იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო, ასევე მთავარმა რედაქტორმა, რომელმაც მიიღო შეკვეთა, იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო და რეპორტიორმაც, რომელიც შეკითხვებს სვამდა, იცოდა, რომ ეს ამბავი თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო. მაგრამ ვის აინტერესებდა ეს? მათთვის ახალი ამბავი ისეთივე საქონელი იყო, როგორიც ფეხსაცმელი და კარტოფილი და განა ვინმეს გაუგონია ოდესმე დემოკრატიული ფეხსაცმლის ან კარტოფილის შესახებ? მე არ შემეძლო იმ ინფორმაციის სიმართლის შემოწმება და გაკონტროლება, რომელზეც ავაგე ამბავი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავად დავაკმაყოფილე ჩემივე მოთხოვნა რეპორტიორების მიმართ, ყოველთვის დაეყრდნონ გადამოწმებულ წყაროს. ჩემი კოლეგა ხომ შეიძლება აჭარბებდა, ან რაიმე დეტალის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.
თუმცაღა, ამბავი მაინც კარგად ასახავს იმას, თუ რამდენად განსხვავებულად არის შესაძლებელი მედიის როლის აღქმა ადგილობრივი ტრადიციებიდან, მედიის მდგომარეობიდან და ზოგადი დემოკრატიული ისტორიიდან და შეგნებიდან გამომდინარე.
იმედის ნაპერწკლები
უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული მაქვს რამდენიმე სემინარი არჩევნების გაშუქების თემაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალ დემოკრატიებში და ყოველთვის ვერთვებოდი ერთსა და იმავე დისკუსიაში, რომ არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებული თავისუფალი, სამართლიანი და დაბალანსებული სტანდარტები, რასაც გვთავაზობს ევროპის საბჭო და იყენებს დასავლეთ ევროპის ხარისხიანი მედიის უდიდესი ნაწილი, ან ამ ქვეყნებში მცხოვრები უამრავი რედაქტორისა და რეპორტიორის ოცნებაა, ან პრიმიტიული ცნებაა, რომელსაც არასოდეს მიიღებს კომერციული, პოლიტიზირებული ადგილობრივი და ეროვნული მედია, რომელიც სრულებით არ ზრუნავს პლურალიზმის განვითარებაზე.
დამოუკიდებელი პუბლიცისტიკის ტრადიციები წინააღმდეგობაშია იმ რეალობასთან, რომელიც შედარებით ახალი დემოკრატიის ქვეყნებშია შექმნილი რედაქტორებისა და რეპორტიორებისთვის, სადაც მედიის თანამშრომლებს ლუკმა პურის საშოვნელად უწევთ ურთულეს პირობებში მუშაობა და, თავიანთი სურვილის მიუხედავად, არ შეუძლიათ თავიანთი უფროსის წინააღმდეგ წასვლა, როდესაც ის ითხოვს ცალმხრივ გაშუქებას. ზოგიერთი რედაქტორი და რეპორტიორი, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს, შესაძლოა, რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას, ისინი შეიძლება დააშინონ, სცემონ ან სულაც მოკლან კიდეც, თუ ისინი ზედმეტად დამოუკიდებლად მოიქცევიან და გააკრიტიკებენ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს.
მაგრამ სადღაც ყოველთვის არის სინათლე; არსებობენ მედია საშუალებები, რომლებიც ცდილობენ არ გადაუხვიონ გზიდან; არიან გარკვეულწილად დამოუკიდებელნი, ჰყავთ ძლიერი და მამაცი რეპორტიორები, რომელთაც სწამთ, რომ სამართლიანობა და მიუკერძოებლობა სავალდებულოა ახალი ამბების გაშუქებისას, ან თუნდაც მესაკუთრე,რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ბიზნესი გაუმჯობესდება,თუ მისი მედია საშუალება იმუშავებს პლურალიზმისა და სანდოობის საფუძვლებზე დაყრდნობით; სწორედ ესენი არიან იმედის ნაპერწკლები.
ბევრი რამ შეიცვალა და, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს ასეთია ევროპის შედარებით ახალი დემოკრატიების ისტორია. ნებისმიერი იდეის მაგალითზე შემიძლია გიჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება წავიდეს არჩევნების გაშუქება მედია საშუალებით ნამდვილად სამართლიანი და დემოკრატიული მიმართულებით. ვფიქრობ, უკვე ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით დემოკრატიულ მედიას, რომლის გარეშეც მწამს, რომ ვერ იარსებებს ჭეშმარიტი დემოკრატია.
მადლობას ვუხდი ლიზა შნელინგერსა და ქეროლინ რიჩს ამ სახელმძღვანელოს შემუშავებისას გაწეული დახმარებისათვის.
![]() |
2 1. მედიის როლი არჩევნებში |
▲ზევით დაბრუნება |
არასოდეს ტყუის კაცი ისე, როგორც ნადირობისა და ომის შემდეგ და არჩევნების წინ.
ოტო ვან ბისმარკი
დემოკრატია არის დისკუსია.
დემოკრატია საშუალებას აძლევს შენს ოპონენტს, გამოთქვას საკუთარი აზრი.
დემოკრატია არის ოპონენტის შეხედულებების პერიოდულად გაზიარების აუცილებლობა.
სწორედ აღნიშნული უნდა გახდეს მედიის საწყისი წერტილი, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეროვნული საარჩევნო კამპანიის ღირსეულად გაშუქების შესახებ: დემოკრატია არის დისკუსია. დემოკრატიული საარჩევნო კამპანია თავისუფალი, ღია და
სამართლიანი პროცესია.
თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები1
|
კონტროლი ასახვა, აღწერა და ანალიზი
მედიის როლია მუდმივად აკონტროლოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა თავისუფალ, ღია და სამართლიან საარჩევნო პროცესს.
არჩევნების გაშუქება უნდა ემყარებოდეს მედიაორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გაშუქების ძირითად ღირებულებებს. ქვემოთ მოცემულია დანიური სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციის გაშუქების ძირითადი ღირებულებები:
დანიური სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციის გაშუქების ინფორმაციის გაშუქება, რომელსაც შეიძლება ენდო
ჩვენ შევარჩიეთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბები და წარმოვადგინეთ სამართლიანად და დაბალანსებულად.
ინფორმაციის გაშუქება, რომელიც შეიძლება გაიგო
ინფორმაციის ზედაპირულ და სიღრმისეულ გაშუქებას შორის უნდა დადგინდეს ბალანსი.
ჩართულობა მედიაგაშუქებაში
ჩვენ არა მხოლოდ ვაცნობებთ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, არამედ ვმართავთ დებატებს და ვერთვებით მათში.
კრიტიკა ინფორმაციის გაშუქებისას
ჩვენი სამარკო ნიშანია პოლიტიკური და კომერციული ინტერესების სანდოობა და დამოუკიდებლობა და ჩვენ ვალდებული ვართ, გავაკრიტიკოთ ხელისულებაში მყოფნი, მიუხედავად მათი პოზიციისა და ვინაობისა. |
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულია თუ არა იგი, პოლიტიკოსები ამომრჩევლებთან თავდაპირველად მედიის საშუალებით ურთიერთობენ. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს პირისპირ ხვდებიან პოლიტიკურ შეკრებებსა და მიტინგებზეც, მაგრამ მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც შუამავალს პოლიტიკურ სისტემასა და ხალხს შორის და ხალხასა და პოლიტიკურ სისტემას შორის.
მედიის როლი, როგორც დემოკრატიული მაკავშირებლის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არჩევნების დროს, როდესაც ის იძენს მნიშვნელოვან ფუნქციას, დაეხმაროს ამომრჩეველს, გაერკვეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებში, რათა მიიღოს საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვის მისცეს ხმა. მედია უნდა დაეხმაროს ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ამომრჩევლებს სჭირდებათ იყვნენ ინფორმირებული პოლიტიკურ მოთამაშეთა შესახებ, იცოდნენ მათი ხედვა, პოლიტიკა და მათი პოლიტიკის გავლენა, ასევე ცოტა რამ პიროვნების შესახებ, ვინ არის პოლიტიკოსი? სანდოა თუ არა იგი?
იყო სანდო: სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი
სანდო ინფორმაცია, აი, ეს არის მთავარი. თქვენი აუდიტორია უნდა ენდობოდეს თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რადგან თუ არ გენდობიან, რატომ უნდა იყიდონ თქვენი პროდუქცია? მდენად, თუ გსურთ, რომ თქვენი მედია იყოს უფრო მეტი ვიდრე გასართობი, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით. ზოგადად, თანამედროვე მედიის დიდმა ნაწილმა უარი თქვა ობიექტურობის იდეაზე, არა იმიტომ, რომ ისინი არ იბრძვიან ობიექტურობისათვის, არამედ იმიტომ, რომ მათ გააცნობიერეს, რომ არ არსებობს სრული ობიექტურობა, რადგან ჟურნალისტიკა მეცნიერება არ არის. ნებისმიერმა ჟურნალისტმა ინფორმაციის მომზადებისას, არა ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ეს გადაწყვეტილებები მეტწილად დამოკიდებულია მის ცოდნაზე, ეთიკურ ღირებულებებსა და მედიის როლის მისეულ ხედვაზე.
არარეალური სრული ობიექტურობის ნაცვლად, ყველა თანამედროვე მედია საშუალების მიზანი უნდა იყოს ინფორმაციის სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება. ეს სამი სიტყვა უნდა გახდეს ნებისმიერი არჩევნების გაშუქების მყარი საფუძველი. ევროპის საბჭო იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:1
ევროპის საბჭო გაშუქება უნდა იყოს სამართლიანი,
|
თუმცაღა, იმავდროულად, ნებისმიერი კარგი მომხსენებელი აუდიტორიას უქმნის იმის განწყობას, რომ მნიშვნელოვანი ამბავი აქვს სათქმელი. თანამედროვე ჟურნალისტიკა კრიტიკულია და ემყარება სამართლიანობის პრინციპებს.
ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც ეკუთვნიან რომელიმე პარტიას ან სხვა კერძო ინტერესების მქონე პირებს, უნდა იბრძოდნენ სამართლიანობისათვის და ღია იყვნენ ყველანაირი აზრისათვის. ეს უბრალოდ ფუნდამენტური ჟურნალისტური ეთიკის საკითხია. თუმცაღა, ასეთ რეპორტიორებზე ყოველთვის განხორციელდება ზეწოლა, რათა მოამზადონ თავიანთ მესაკუთრეთათვის მისაღები მასალა. შესაბამისად, მათი ჟურნალისტური სამუშაო იოლი არ არის.
კერძო ინტერესებით მართული მედია ხშირად არად დაგიდევს ისეთ ცნებებს როგორიცაა სამართლიანობა, ბალანსი და მიუკერძოებლობა ინფორმაციის გაშუქებისას. ასეთი მედია საშუალებების მესაკუთრეები არ თვლიან, რომ ისინი დემოკრატიის სამსახურში არიან და რომ მათი მედია საშუალების, როგორც დემოკრატიის იარაღის, მიზანია პლურალიზმის განვითარება. ეს მედია საშუალება დაფუძნებულია გარკვეული ინტერესების მხარდაჭერის მიზნით. მაგრამ ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის შემთხვევაში, სადაც ინტერესი პარტიული პრესის მიმართ დიდი ხნის წინათ შემცირდა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია შედარებით ახალია, პარტიებთან ასოცირებული მედია საშუალებები კარგავენ მაყურებლებს, მსმენელებსა და მკითხველებს, რომლებიც სწრაფად იხრებიან „დამოუკიდებელი“ მედიისაკენ.
იაშა ლანგის ავტორობით გამოცემულ წიგნში „მედია და არჩევნები“, ავტორი ამბობს, რომ პარტიული პრესის შემცირება არ არის იდეოლოგია ან მთავრობის მითითება, არამედ რეგულირდება ბაზრის მიერ:
თუ გინდა იყო წარმატებული, ნუ გასწევ წმინდა პარტიულ პროპაგანდას
„არ შეიძლება გაზეთი აწარმოებდეს პარტიულ პროპაგანდას, თუ მას სურვილი აქვს ვრცელდებოდეს მაღალი ტირაჟით, რადგან მკითხველებს ის მედია საშუალებები ურჩევნიათ, რომლებიც დისტანციაზე არის პოლიტიკური პარტიებისაგან. ბეჭდვითი მედიის დღევანდელი კონკურენტული ბაზრის მოთხოვნა ფართოაუდიტორიის დაინტერესებაა პოლიტიკური სპექტრით და არა ამომრჩევლის გაუცხოება.“ |
სანდოობა უმნიშვნელოვანესია
ამდენად, მედია ბიზნესის მაღალ დონეზე წარმოებისათვის ინფორმაციის სანდოობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საარჩევნო პროცესის გაშუქება საუკეთესო დროა მედიის სანდოობის გამოცდისათვის. ამ დროს შენ, როგორც ჟურნალისტმა, უნდა აჩვენო შენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ შეუძლიათ ენდონ მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად რედაქტორებმა და რეპორტიორებმა ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ, რომ არიან სამართლიანი, ზუსტი და გახსნილი ყველანაირი მოსაზრებისათვის
გაშუქების საიმედობა უმნიშვნელოვანესია
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, რომ გარანტირებული იყოს სიზუსტე და სამართლიანობა.
იხილე სახელმძღვანელო პრინციპები კამპანიის მონაწილეთაგან ფინანსური სახსრებისა და საჩუქრების მიღების თაობაზე.
დააწესე შეზღუდვები რეპორტიორებისა და რედაქტორების პოლიტიკურ აქტივობაზე. ნათლად გამიჯნე კომენტარები ახალი ამბებისაგან, რათა ამომრჩევლისათვის გასაგები იყოს, რომელია ინფორმაცია და რომელი რედაქტორის კომენტარი.
კამპანიის აღწერისას აკონტროლე საკუთარი მიუკერძოებლობა: მოერიდე სუბიექტურ ზედსართავებს, როგორიცაა „უზარმაზარი“, „პაწაწინა“, „წარმოუდგენელი“, „სახალხო“, ასევე შეჯამებებს შესაბამისი მტკიცებულების გარეშე, მაგალითად: „ეს გაერთიანება ნამდვილი წარმატება იყო“.
ყურადღება მიაქციე იმ მოქალაქეთა ინტერესებს, ვისი ხმაც შეიძლება დაიკარგოს კამპანიის „ხმაურში“.
აღწერა და დეტალები გაამყარე ფაქტებით, დაკვირვების შედეგებით ან სანდო წყაროებით.
სიფრთხილე გამოიჩინე კამპანიის მონაწილეთა მიერ მოყვანილი სტატისტიკის ციტირებისას. ისარგებლე სტატისტიკის სანდო წყაროთი, როგორიცაა უნივერსიტეტი ან ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაცია.
იყავი სამართლიანი ყველა პარტიისა და სუბიექტის მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება და როგორ ექცევიან ისინი ჟურნალისტებს. რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოსაზრების გამოთქმისას მედიას ამომრჩეველზე მეტი თავდაჭერილობა მართებს.
ნუ აყვები ცდუნებას გამოაქვეყნო სენსაციური, მაგრამ, სავარაუდოდ, მიკერძოებული ან გაბერილი ახალი ამბები, კამპანიის მსვლელობისას.
ასეთი ისტორიები შეიძლება მიმზიდველია, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს სანდოობაზე.
|
ლიზა შნელინგერის ავტორობით ჟურნალისტებისათვის გამოცემული სახელმძღვანელოდან „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“
გაშუქებისას ბალანსის დადგენის მცდელობა არ ნიშნავს, რომ ყველა წყაროს აბსოლუტურად თანაბარი ადგილი უნდა ეჭიროს შენს ყველა სტატიაში; თუმცა დროდადრო უნდა იზრუნო ბალანსზე, რაც ნიშნავს რომ, კამპანიის მსვლელობისას არ მოახდინო საზოგადოების რომელიმე ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის იგნორირება ან ჯეროვნად ვერ შეაფასო ისინი.
რეპორტიორის უმნიშვნელოვანესი მიზანია, ეძიოს სიმართლე ან რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეს მას. ზოგიერთი რეპორტიორისათვის სიტყვა „სიმართლე“ ძალიან ხმამაღალია, მოვლენის გაშუქებისას ისინი ამჯობინებენ უთხრან საზოგადოებას, თუ რა არის სწორი. უზუსტობა მეტწილად გამოწვეულია არა წყაროთი, არამედ რეპორტიორის დაუდევრობით.
მოქალაქეზე ორიენტირებული გაშუქება
დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისათვის საჭიროა, რომ მედიაგაშუქება იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული; რაც ნიშნავს,რომ მედია საშუალებებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ამომრჩეველთა საჭიროებებს, ვიდრე პოლიტიკური პარტიებისას. მათ უნდა გააშუქონ სამთავრობო პოლიტიკა და ყველა ის საკითხი, რაც აინტერესებთ ამომრჩევლებს. სტატიების მომზადებისას უნდა ეძებო შენი საზოგადოებისათვის მტკივნეული პრობლემების გადაწყვეტის გზები, მხოლოდ პრობლემის აღწერის ნაცვლად ჰკითხე პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და მოქალაქეებს, თუ როგორ ესახებათ ამ პრობლემების გადაჭრა.
მეტად ორიენტირებული იყავი შინაარსზე და არა ცენტრალურ მოთამაშეთა მოქმედებაზე, ასევე ფაქტებზე და არა პოლიტიკური განცხადებებისა და დაპირებების უწყვეტ ნაკადზე. ნუ გამოაქვეყნებ ყველაფერს, რასაც მიიღებ პოლიტიკური პარტიისაგან, სანამ საშუალებას არ მისცემ დამოუკიდებელ წყაროს გადაამოწმოს ინფორმაცია და გააკეთოს კომენტარი
______________________
1. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მართვის ცენტრის მიხედვით
2. იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (99) 15 რეკომედაცია საარჩევნო კამპანიის მედია გაშუქებასთან დაკავშირებით და მისი განმარტებითი მემორანდუმი http://www.coe.int/t/e/humanrights/media/4documentaryresources/CM/Rec(1999)015&ExpMemen.asp№TopOfPage
![]() |
3 2. მოსამზადებელი სამუშაოები |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო გამოსვლები არის მცდელობა, ბევრ რამეს დაპირდე
ამომრჩეველს ისე, რომ ძალიან ბევრსაც არ დაპირდე.
იო ჰერბსტი
გაშუქების დაგეგმვა
თუ გსურს, არჩევნები მაღალ დონეზე გააშუქო, დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. მართალია, ახალი ამბების კარგად გადმოცემის ხიბლიც ისაა, რომ რეპორტიორს შეუძლია ნებისმიერ საკითხზე ისაუბროს, თუნდაც მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა ან სულ არ ჰქონდეს, მაგრამ რაც უფრო მოუმზადებელიხარ, მით მეტია ალბათობა, რომ რეპორტაჟი არათანმიმდევრული ან ზედაპირული გამოვა, ან სულაც შეცდომას დაუშვებ.
თუ დაგეგმვა არ შეგიძლია, შენი რეპორტაჟი მოედება სხვადასხვა პრობლემებს. არსებობს რისკი, რომ გაშუქება იქნება არათანმიმდევრული, ზედაპირული, წყაროებისაგან კონტროლირებადი და არასათანადოდ პერსპექტიული.
პირველი ნაბიჯი: როლების განსაზღვრა
დაგეგმვის პირველი ნაბიჯია არჩევნების პროცესის რედაქტორებისა და რეპორტიორების როლების განსაზღვრა. გაშუქების პროცესის დაწყებამდე ნათლად უნდა განსაზღვრო თითოეული ჟურნალისტისა და რედაქტორის პასუხისმგებლობები. ვინ რას აკეთებს? ყველა რეპორტიორი ყველაფერზე წერს, თუ თქვენს მედია სუბიექტს აქვს იმდენი საშუალება, რომ კონკრეტულირეპორტიორები კონკრეტულ საკითხებსა და პარტიებზე წერდნენ?
მეორე ნაბიჯი: მიზნების დასახვა
დაგეგმვის ერთ-ერთი პირველი საფეხური უნდა იყოს მიზნების დასახვა, რათა არჩევნების გაშუქება სასურველი გზით წავიდეს. ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ რეპორტიორები და რედაქტორები და დიდი ყურადღებით განსაზღვრავდნენ თი-თოეულ მიზანს. ამასთან, ამ მიზნების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისათვის. შემდეგ აღნიშნული უნდა ამობეჭდო და გამოაკრა ახალი ამბების სტუდიაში (ნიუსრუმში) და დაიდოს ვებ-გვერდზე, რათა არა მარტო შიდა საკომუნიკაციო გზებით გავრცელდეს, არამედ გარე სამყაროსათვისაც გახდეს ცნობილი. ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას შეიტყოს თქვენი ამბიციის შესახებ და ნახოს როგორ შეასრულებთ პირობებს.
არჩევნების გაშუქების მიზნების დასახვა
გაშუქების მიზნების დასახვა წარმატებული საარჩევნო გეგმის პირველი საფეხურია
|
მიზნების დასახვა მნიშვნელვანი პროცესია არჩევნების გაშუქებაში ჩართული მთელი მედიისათვის, რადგან ეს აიძულებს რედაქტორებსა და რეპორტიორებს იფიქრონ საუკეთესოდ გაშუქებაზე და არ დაელოდონ მოვლენებსა და ჩვეულებისამებრ გააშუქონ.
მიზნები, შესაძლოა, გამოიყენო როგორც სახელმძღვანელო არჩევნების გაშუქებისას. ინტენსიური სარჩევნო კამპანიისას, შესაძლოა, დაგავიწყდეს კიდეც ზოგადი თემები და მთელი ყურადღებამიაპყრო მომდევნო პრესკონფერენციას. ასეთ დროს კარგია გადახედო მიზნების ჩამონათვალს და დარწმუნდე, რომ არჩევნებისგაშუქების პროცესი სწორი გზით მიდის. ეს რედაქტორებმა და რეპორტიორებმა ყოველკვირეულად უნდა გააკეთონ კამპანიის მსვლელობისას.
მესამე ნაბიჯი: ამომრჩევლისათვის საინტერესო საკითხების შერჩევა
მესამე ნაბიჯი ითვალისწინებს ამომრჩეველთა საჭიროებების განსაზღვრას: რა აინტერესებს ამომრჩეველს ყველაზე მეტად? გამოავლინა თუ არა რომელიმე გამოკვლევამ ამომრჩევლის ძირითადი ინტერესი? თუ რეპორტიორებმა ეს მათთან ყოველდღიური კონტაქტით უნდა გაარკვიონ? მოამზადე ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების სია, რომელსაც გააშუქებ. იმისათვის, რომ მოიცვა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, უმნიშვნელოვანესია არ იყო ძალიან ზოგადი ან აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული და ფრთხილი და ზედმეტი ყურადღება არ გაამახვილო ქვეყნის მმართველი ელიტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საკითხებსა და პრობლემებზე.
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის ახალი ამბების დეპარტამენტის მიზნები 2007 წლის ნოემბრის არჩევნების გაშუქებისას1
|
ქვემოთ მოყვანილია 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული კვლევის შედეგად დანიელ ამომრჩეველთა მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები:
დანიელ ამომრჩეველთა ინტერესები
|
მედია გაშუქების ბალანსის შესახებ გადაწვეტილების მიღება რთულია, მაგარამ მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური ინფორმაცია არსებობდეს საზგადოების ყველა დონის შესახებ. ამდენად, უნდა შეგეძლოს ყოველდღიური ცხოვრების საკითხების დონიდან გადახვიდე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების დონეზე. ანუ,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა მარტო ამომრჩეველთათვის ყოველდღიურად საინტერესო საკითხებს უნდა შეეხო, არამედ უნდა განსაზღვრო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვიტო, თუ როგორ გააშუქებ მათ.
დაგეგმვა გააუმჯობესებს გაშუქების მომზადების პროცესს, თუმცა ეს გარკვეულ დრომდე, რადგან უმეტესი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევს სწორედ მაშინ, როდესაც მოვლენა მოხდება; მაგრამ, თუ გექნება განაწილებული ფუნქციები რედაქტორებსა და რეპორტიორებს შორის და მომზადებული წინასწარი გეგმა, უფრო მყარ ნიადაგზე იდგები.
მეოთხე ნაბიჯი: მიმოიხილე გამოცხადებული ღონისძიებები
დაგეგმვის მეორე ფაზაზე უნდა გააკეთო კამპანიის დროს გამოცხადებული ღონისძიებების მიმოხილვა და გადაწყვიტო, რას გააშუქებ. თუ გაქვს საშუალება, სთხოვე მდივანს ან სტაჟიორს შეგიგროვოს ყველა შესაძლო ინფორმაცია გამოცხადებული პოლიტიკური ღონისძიებების შესახებ და მოგიმზადოს დღის მოვლენათა სია, რომელიც დილით ადრე მზად უნდა იყოს, რადგან გადაწყვეტილება რესურსების განაწილების შესახებ, ამ სიის მიხედვით, უნდა მიიღო რედაქტორთა დილის თათბირზე.
მეხუთე ნაბიჯი: გახსოვდეს ახალი ამბების მომზადების კლასიკური კრიტერიუმები, ნუ გადაუხვევ მათ
როდესაც ემზადები საარჩევნო კამპანიის გაშუქებისათვის, გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა.
ყოველდღიური გაშუქებისას გონებაში ყოველთვის იქონიე კლასიკური კრიტერიუმები, როდესაც ჩათვლი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ამბავი კარგად მიდის, და ნუ გადაუხვევ ამ კრიტერიუმებს მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებია.
ახალი ამბების მომზადების კლასიკური კრიტერიუმები (ასევე
|
ნუ გამოეკიდები ყველაფერს, რაც მოძრაობს: იყავი ფრთხილი არჩევანში. მიზნად დაისახე ისეთი მასალის მომზადება, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი (პრინციპული ან ფუნდამენტური მნიშვნელობის) და შესაბამისი (სტატიები, რომლებშიც ადამიანები იპოვნიან კავშირს და შესაბამისობას თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასთან). არჩევნებთან დაკავშირებული ამბების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ისე მთელი ქვეყნისათვის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არცთუ მიმზიდველია და ხშირად რთულია მათი ისე მიწოდება, რომ მისი წაკითხვა და ანალიზი დიდ მღელვარებასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს საპატიო მიზეზი არ არის იმისათვის, რომ უარი ვთქვათ ასეთ ამბებზე.
მეორეს მხრივ, უნდა გაფრთხილდე, რომ ბევრი არ მოგივიდეს წერა მთავრობისა და მმართველი კლასისათვის სასურველ მნიშვნელოვან ამბებზე. არ დაგავიწყდეს, რომ მკითხველი გაგაიგივებს იმ საკითხებთან, რომლებსაც აშუქებ.
სენსაციური ამბები ყოველთვის კარგია, მაგრამ გახსოვდეს ზღვარი ცარიელ სენსაციას (პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრება) და სერიოზულ მნიშვნელოვან სენსაციას შორის (მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება).
თუ შენი მასალა ვერ აკმაყოფილებს კლასიკური ამბების ორ მაღალ კრიტერიუმს, მაინც ნუ მოამზადებ მას. თუ ის მხოლოდ სენსაციურია, მაგრამ მოკლებული ყოველგვარ მნიშვნელობას, რატომ უნდა მოამზადო იგი?
როდესაც ორიენტირებული ხარ საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებზე, ყოველთვის უნდა გამოიყენო სისტემატური მიდგომა,რათა აუდიტორიას ყოველთვის მიაწოდო საუკეთესო მიმოხილვა და ჩაწვდომა.
იმისათვის, რომ სიღრმისეულად განიხილო საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ახალი ამბები, ყოველთვის გახსოვდეს ამ მარტივი მოდელის შემდეგი ელემენტები „დააკვირდი შეისწავლე დაადგინე“.
მთავარი საკითხების გაშუქება: დააკვირდი — შეისწავლე —
|
მეექვსე საფეხური: შემოქმედებითი ოთახი ახალი იდეებისათვის
იდეების წარმოშობა უმნიშვნელოვანესია კარგი რეპორტაჟისათვის; კარგი იდეის გარეშე ყველას გამოგვდის უბრალო, მარტივი, სტანდარტული რეპორტაჟი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრწყინვალედ გინდა გააშუქო არჩევნები და უჩვენო შენი მედია სუბიექტის საუკეთესო თვისებები, გჭირდება ბევრი არაორდინალური კარგი ჟურნალისტური იდეა.
თუმცაღა, ძალიან ხშირად, შემოქმედებითი პროცესისათვის არ არის კარგი პირობები. იდეების სისტემატური განვითარება ხშირად რთულია ნიუსრუმებში. როდესაც რედაქტორები თათბირებს ატარებენ, ახალი იდეების განვითარების არცთუ ისე სახარბიელო სიტუაცია იქმნება. ნიუსრუმებს ძირითადად მოუსვენარი, მოუთმენელი ადამიანები მართავენ. რედაქტორებს, რომლებიც სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, ხშირად არც დრო და არც მოთმინება ჰყოფნით ახალი და უჩვეულო იდეის მოფიქრებისათვის.
თათბირი იდეალურია მაშინ, როდესაც ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია ახალი იდეის განვითარებაზე. შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა შეიმუშავო წესები, რომლებსაც ყველა დაემორჩილება; მაგალითად, ის რომ პირველ ეტაპზე ყველა იდეა კარგია. იყავი გახსნილი და საწყის ეტაპზე მოერიდე კრიტიკას.
როდესაც მუშაობ ახალი იდეების ფორმირებაზე კარგია, თუ გექნება დიდი დაფა, სადაც ყველა მონაწილეს შეეძლება იდეის ვიზუალურად ჩვენება და ყველა შეძლებს დაინახოს, თუ რა ხდება. როდესაციდეა დაფაზეა დაწერილი, უფრო ადვილია სხვა იდეების განვითარება.
ახალი ამბების რეპორტიორისათვის მნიშვნელოვანია, რომ იდეა იყოს ღირებული საინფორმაციო თვალსაზრისით, ან ქმნიდეს პოტენციურ ახალ ამბავს. მნიშვნელოვანია, რომ იდეის ჩამოყალიბებისას, დააკვირდე მას კრიტიკული თვალით; ეძებე მიზეზები და დასვი უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური კითხვები: რატომ? დასვი ეს კითხვადა მოიყვანე შენეული ჰიპოთეზები და მტკიცებულებები. ეს გამოკვლევა გიჩვენებს ცდები თუ არა.
რაკი სარჩევნო კამპანიის გაშუქება რეპორტიორისათვის ყველაზე უფო გამომწვევი და ამაღელვებელი ამოცანაა, ხშირად კარგი იდეები იკარგება. ამიტომ გააკეთე იდეების სია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველას შეეძლება რამის დამატება.
მეშვიდე ნაბიჯი: ზოგადი იდეები ახალი ამბების მომზადებისათვის
საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა შეიმუშავო ზოგადი იდეები, რომლებსაც ყოველთვის გამოიყენებ ახალი ამბების მომზადებისას.
მოდით, ვნახოთ არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების მომზადების ზოგადი მაგალითები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიყენოთ მიუხედავად კონკრეტული კონტექსტისა და მოვლენისა — რა თქმა უნდა, მრავალი უმნიშვნელოვანესი ამბავი მზადდება იმ ქვეყნის კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, საიდანაც კეთდება რეპორტაჟი.
ზოგადი იდეები ახალი ამბების მოსამზადებლად
|
ზოგადი იდეები ახალი ამბების მოსამზადებლად
|
ადგილობრივი და რეგიონალური ამბები
ადგილობრივი და რეგიონალური მედიისათვის მნიშვნელოვანია ორიენტაცია აიღოს ადგილობრივ ამბებზე.
ამდენად ყოველთვის ასე იფიქრე: როგორი იქნება ადგილობრივი გამოხმაურება დომინანტი პარტიის ინიციატივებსა და წინადადებებზე? მაგალითად, თუ დომინანტი პარტიები გვთავაზობენ ბიზნესისათვის უკეთესი გარემოს შექმნას, დააკვირდი რა გამოხმაურება მოჰყვება ამ შემოთავაზებას ადგილობრივ დონეზე და გააშუქე რომელიმე დიდი ადგილობრივი კომპანიის რეაქცია. თუ დომინანტი პარტიები გპირდებიან საავადმყოფოებისა და სკოლების მდგომარეობისგაუმჯობესებას, ეწვიე ადგილობრივ სკოლებსა და საავადმყოფოებს. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პარტია აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა, მოძებნე ეთნიკური უმცირესობების რომელიმე ადგილობრივი წარმომადგენელი და მიეცი საშუალება გამოხატოს პოზიცია.
ადგილობრივი მედია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს ადგილობრივ კანდიდატებს. ჩაატარე ინტერვიუები ადგილობრივ კანდიდატებთან და კითხე მათ, რას გააკეთებენ რეგიონისთვის. შეამოწმე წასწევენ თუ არა ისინი წინ რეგიონს, იბრძოლებენ თუ არა გაუმჯობესებისათვის და ა.შ.
მოამზადე მასალა ადგილობრივი ბიზნესმენებისა პროფკავშირების ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებ. რას ფიქრობენ ისინი კამპანიის მსვლელობისას პარტიების მიერ წამოყენებულ წინადადებებსა და ინიციატივებზე?
ქალაქის საბჭოების წარმომადგენელ პოლიტიკოსთა შესახებ მასალის მომზადებაც კარგი იდეაა. ეთანხმებიან თუ არა ისინი თავიანთი ეროვნული პარტიის პოლიტიკას? ერთი და იგივე პარტიაში ხშირად არის კონფლიქტი ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკას შორის, ხშირად ეს კონფლიქტები საინტერესოა ჟურნალისტური თვალსაზრისით.
ასევე შეგიძლია მოამზადო მასალა წამყვანი ადგილობრივი ინტელექტუალებისა და ხელოვნების მუშაკების შესახებ — თუ მათ რაიმე აქვთ სათქმელი. ზოგჯერ ჩამოყალიბებული ინტელექტუალი საუკეთესოდ აფასებს სიტუაციას სხვადასხვა კუთხით. ისინი არ არიან პოლიტიკური ექსპერტები, მაგრამ კარგად იცნობენ საკუთარ ხალხს.
მოდით, შევაჯამოთ ადგილობრივი და რეგიონალური მასალის მოსამზადებლად საჭირო იდეები:
ადგილობრივი და რეგიონალური მასალის მომზადებისას საჭირო იდეები
|
მერვე ნაბიჯი: მრავალფეროვანი გაშუქება
იცოდე, რომ მოვლენების გაშუქება მრავალფეროვანი უნდა იყოს. უზრუნველყავი, რომ ყოველდღიური გაშუქება იყოს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. ნუ მოამზადებ დიდი რაოდენობის ერთი ტიპის მასალას. შეურიე ერთმანეთს ახალი ამბები და ინტერვიუები, ანალიზი, პორტრეტები და დახასიათებები. გახსოვდეს, გრაფიკული ელემენტები: თუ გინდა მასალა მიმზიდველი გახადო, გრაფიკას დიდი მნიშვნელობა მიანიჭე.
ვიცით, რომ მკითხველს მასალის წაკითხვის სურვილს აღუძრავს ფოტო, გრაფიკა და სათაური. ამდენად, როდესაც სტატიის მომზადებას გადაწყვეტ, მოიფიქრე ილუსტრაციები. საარჩევნო კამპანია სერიოზული მოვლენაა. ხანდახან იმდენად
სერიოზული, რომ ამომრჩეველი იღლება კიდეც არჩევნებთან დაკავშირებული უკანასკნელი ცნობების წაკითხვითა და მოსმენით. ამიტომ არ დაივიწყო იუმორი და უცნაური ამბები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გაშუქება შოუდ აქციო, მაგრამ მცირედი სიმსუბუქე და იუმორი სასიამოვნოა.
ასევე მოიფიქრე სერიული ამბები კამპანიის შესახებ, მაგალითად, „კამპანიის დღის პლაკატი — რა იმალება მის უკან“, ან „პოლიტიკური ოპონენტი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ“. აქ მოცემულია პატარა მარტივი ამბების მაგალითები, რომლებიც მედიას მრავალფეროვნებას სძენს და მკითხველს უჩენს განგრძობითობის შეგრძნებას.
კამპანიის მსვლელობისას საჭირო პატარა ყოველდღიური ელემენტები
|
მეცხრე ნაბიჯი: გაშუქება ბოლო გაზეთში ან ბოლო მაუწყებლობა არჩევნების წინა დღეს
როდესაც არჩევნების დღე ახლოვდება, ამომრჩევლებს ეუფლებათ მოუსვენრობის შეგრძნება, თითქოს მათ დაკარგეს მოვლენებისხედვა, ამ დროს შენი, როგორც რეპორტიორის მოვალეობაა, დაეხმარო მათ საჭირო ზოგადი ხედვის ჩამოყალიბებაში
ნუ იფიქრებ, რომ მკითხველს შენი ყველა სტატია წაკითხული აქვს. უყოყმანოდ გაიმეორე ინფორმაცია. გახსოვდეს, არჩევნების წინა დღესსაზოგადოებას მიაწოდო შენს მიერ გაშუქებული ძირითადი მოვლენების შეჯამება. ეს განსაკუთრებით დაეხმარება მკითხველებს, რომლებიც არიან ეჭვებში და თავს დაუცველად გრძნობენ. მთლიანი გვერდი (შეიძლება მეტიც), თუ ყველა არა, ძირითადი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პოზიციების შესახებ საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებზე, ძალიან დაეხმარება მკითხველს.
გაფრთხილდი, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეების მასალა ძალიან არ გადატვირთო პარტიების ტაქტიკური მანევრების ანმათი კამპანიის სტრატეგიის შესახებ ინფორმაციით, და ნუ ეცდები გამარჯვებულის წინასწარ დასახელებას. ინფორმაცია უნდა გამიზნო ამომრჩეველთა დიდი ნაწილისათვის, რომელიც დაბნეულია და ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. არჩევნების დღეს მათ სჭირდებათიცოდნენ მთავარი პარტიების ხედვა საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხების შესახებ. ასეთი ტიპის მასალის მომზადებას დრო სჭირდება, მაგრამ შენ ეს დრო უნდა გამოძებნო შენი მკითხველის, მაყურებლისა და მსმენელისათვის.
მეათე ნაბიჯი: არჩევნების დღის გაშუქება
უშუალოდ არჩევნების დღის გაშუქება ყოველთვის რთულია და დაძაბული, ამიტომ შენ და შენმა კოლეგებმა ყურადღებით უნდამოამზადოთ გეგმა. ეცადე, მიჰყვე გეგმას, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება და ითანამშრომლე კოლეგებთან.
თუ მუშაობ შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში,ყურადღება მიაქციე საარჩევნო უზრუნველყოფას და გახსოვდეს, დააკვირდე ხმის დათვლის პროცესს.
თავის გზამკვლევში არჩევნების გაშუქების გაუმჯობესების შესახებ ლიზა შნელინგერი გთავაზობს, რომ „გქონდეს გეგმა,რომელშიც შევა ამომრჩეველთა ინტერვიუები, რეგიონის წარმომადგენლობითი ტერიტორიების გაშუქება და რეპორტაჟები მონიტორებიდან, თვალი გეჭიროს დაცვის სამსახურებზე, მოშორებულ ტერიტორიებზე, მონიტორინგის ჯგუფებსა და ამომრჩევლების საჩივრებზე. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხელმისაწვდომობა ხმების დათვლის პროცესზე“. თუ ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნა, კრიტიკულად უნდა გამოეხმაურო და მიმართო პასუხისმგებელ პირებს ან უწყებებს.
არჩევნების დღის საკითხების მაგალითები — განსაკუთრებით
|
ლიზა შნელინგერი — ჟურნალისტის გზამკვლევი არჩევნების პროცესის გაშუქების გაუმჯობესებისაკენ ახალი დემოკრატიის პირობებში
არჩევნების დღის გაშუქება: ზოგადი მასალის მომზადებისათვის საჭირო იდეები ეროვნული მედიისათვის
|
არჩევნების დღის გაშუქება: ზოგადი მასალის მომზადებისათვის საჭირო იდეები ეროვნული მედიისათვის
|
მეთერთმეტე ნაბიჯი: არჩევნების დღის მომდევნო დღეები
არ დაივიწყო, იფიქრო არჩევნების დღის მომდევნო დღეებზე. გაშუქების დაგეგმვისას გავრცელებულია ასეთი შეცდომა, როდესაც ივიწყებენან უბრალოდ ძალა აღარ აქვთ დაგეგმონ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც სწორედ არჩევნების შემდეგ იწყება. ეს არის დრო პარტიებს შორის უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებებისა, ამ დროს წყდება ახალი მთავრობის შემადგენლობის საკითხი.
რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციო პროცესს, რომელსაც ახალი მმართველობისაკენ მივყავართ.
ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ მოსამზადებელი მასალა
|
უკანასკნელი ნაბიჯი: შეაფასე შენი გაშუქება
როდესაც არჩევნები დამთავრდება, დგება დრო შეაფასო შენი ძალისხმევა. მიაღწიე შენს მიზნებს? რაში მიაღწიე წარმატებას და რისი გაკეთება შეგეძლო უკეთ? ყოველთვის გამონახე დრო არჩევნების გაშუქების შესაფასებლად და ნუ დაივიწყებ დაწერო შენეული შეფასება, რათა შეგეძლოს შენი გამოცდილების გამოყენება, როცა სხვა დროს დაგეგმავ არჩევნების გაშუქებას.
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ 2005 წელს არჩევნების ტელევიზიით გაშუქების შეფასების მაგალითი
რა გავაკეთეთ წარმატებით?
რისი გაუმჯობესება შეგვიძლია?
|
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ 2005 წელს არჩევნების ტელევიზიით გაშუქების შეფასების მაგალითი
|
___________________
1. დანიის სამაუწყებლო კორპორაციის ყველა მიზანი ეფუძნება უცვლელ წესს სამართლიანად და დაბალანსებულად გაშუქდეს ყველა პარტიის საქმიანობა, მიუხედავად რეპორტიორთა პირადი პოლიტიკური სიმპატიებისა.
![]() |
4 3. საზოგადოების ინტერესების განსაზღვრა |
▲ზევით დაბრუნება |
კანდიდატი, რომელიც გააცინებს სხვებს, მეტ ხმებს მიიღებს, ვიდრე კანდიდატი, რომელიც აიძულებს მათ იფიქრონ.
უცნობი ავტორი
მთელს მსოფლიოში რთულია მედიისათვის მიაწოდოს ამომრჩევლებს ინფორმაცია პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით ჩააბას ისინი პოლიტიკურ დებატებსა და პროცესებში. ხშირად, ჩვენ ჟურნალისტები, ვშორდებით იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები, რადგან ჩვენ ცხოვრებას პოლიტიკოსებისა და ექსპერტების პერსპექტივიდან ვუყურებთ.
ეს არ არის იდეალური სიტუაცია, რადგან ამომრჩევლები გრძნობენ შეუსაბამობას მათ ცხოვრებასა და იმას შორის, რაც მედიის მიერ შუქდება პოლიტიკაში. რიგითი მოქალაქეები გრძნობენ, რომ ის, რასაც მედია აშუქებს, მათი ცხოვრება არ არის.
ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ გავაშუქოთ ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი ახალი ამბები.
პოლიტიკურო რეპორტიორებო, გახსოვდეთ შემდეგი:
|
კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ ამომრჩევლის საჭიროებებთან და განვსაზღვროთ საზოგადოების ინტერესები? ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იდეები თავად მოქალაქეებისაგან
მოქალაქეთა მოსაზრებებისა და იდეების გამოკითხვა
|
ჟურნალისტის გზამკვლევი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, ლიზა შნელინგერი
მთელ დროს კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში ნუ გაატარებთ. გახსოვდეთ, რომ არჩევნები ხალხს ეკუთვნის. როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვისმისცენ ხმა, ისინი ეუბნებიან პოლიტიკურ ლიდერებს, თუ რა მიმართულებით სურთ ქვეყნის სვლა. უშუალოდ ხმის მიცემა დამო კიდებულია ადამიანების ცხოვრების პირობებზე; ეს უნდა აისახოს რეპორტაჟში. ამასთან, ესაუბრეთ ადამიანებს და აღწერეთ მათი ცხოვრების პირობები, შეხედულებები, სურვილები და სხვ.
ქვემორე მოყვანილია მაგალითები, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ხალხის ხმა მედიაგაშუქებაში.
ხალხის ხმის გაძლიერება მედიაგაშუქებაში
|
ჟურნალისტის გზამკვლევი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, ლიზა შნელინგერი
ხალხის ხმის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოკვლევის მეშვეობით ჰკითხო ხალხს, რა არის მათთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ასეთ კვლევებს ხშირად იყენებს მედია საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას.
გამოკვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ, შეგიძლია დაგეგმო საარჩევნო კამპანიის 5-10 უმთავრესი საკითხის გაშუქება. გამოიყენე დამოუკიდებელი წყაროები და აღწერე ამომრჩევლისათვის უმნიშვნელოვანესი თითოეული საკითხი ისე, როგორც დღეისათვის არის წარმოდგენილი. აღწერე სიტუაცია გასული არჩევნების შემდეგ, როდესაც მთავრობა მოვიდა სათავეში. შემდეგ ჰკითხე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, რას გააკეთებენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არჩევნების შემდგომ პერიოდში.
დანიის 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დანიის სამაუწყებლო კორპორაციამ ჩაატარა მოქალაქეთა მოსაზრების მასშტაბური გაშუქება, რადგან მათი გეგმის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა ამომრჩევლის ხმის მოსმენა.
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის სატელევიზიო ახალი ამბებისპროგრამების მიერ 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების მოქალაქეებზე დაფუძნებული გაშუქება
გამოწვევა
ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით შევთავაზეთ დანიელ ამომრჩეველს მოეწერათ იმ საკითხების შესახებ, რომლებთან მიმართებითაც, მათი შეხედულებით, დანიის მთავრობას უნდა შეეცვალა პოლიტიკა. თუ საკითხი მნიშვნელოვანი და ზოგადი ინტერესის საგანი აღმოჩნდებოდა, ვიწვევდით ამომრჩეველს პასუხისმგებელ მინისტრთან ან სხვა მთავრობის წამყვან პოლიტიკოსთან სასაუბროდ. ჩვენ ვიწერდით ამ შეხვედრას და ვუწოდებთით მას „გამოწვევა“-ს.
|
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის სატელევიზიო ახალი ამბების პროგრამების მიერ 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების მოქალაქეებზე დაფუძნებული გაშუქება
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:
ორგანოების ნაკლებობა
|
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის სატელევიზიო ახალი ამბების პროგრამების მიერ 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების მოქალაქეებზე დაფუძნებული გაშუქება შეზღუდული შესვლა უცხოელთათვის დანიაში
ევთანაზია
|
დანიის სამაუწყებლო კორპორაციის სატელევიზიო ახალი ამბების პროგრამების მიერ 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების მოქალაქეებზე დაფუძნებული გაშუქების სხვა მაგალითები დანიელ ამომრჩევლებთან შეხვედრა
დანიელი ამომრჩევლის ხმის კვლევისას, ჩვენ გზაზე გავუშვით ორი რეპორტიორი ტურისტული მისაბმელი ვაგონით, რომელიცმორთული იყო დანიის სამაუწყებლო კორპორაციის ლოგოებით. ესიდეა ემსახურებოდა იმას, რომ რეპორტიორები იმოგზაურებდნენ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მძღოლთან ერთად, რომელსაც სურვილი გაუჩნდებოდა ჩაება ვაგონი თავისი მანქანისათვის. გზაშირეპორტიორები გამოკითხავდნენ მძღოლს საარჩევნო კამპანიასთანდაკავშირებული მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და ადგილზევე აიღებდნენ ინტერვიუს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, რეპორტიორები დაემშვიდობებოდნენ მძღ ოლს და გააგრძელებდნენ მოგზაურობას იმ ადგილიდან სხვა მძღოლთან ერთად. თავიანთი ტურნეს დასრულების შემდეგ რეპორტიორებმა შეადგინეს ამომრჩეველთა ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი პრემიერ-მინისტრისა და წამყვანი ოპოზიციური კანდიდატების მიმართ.
შეხვდით პარტიებს და დაუსვით კითხვა წამყვან პოლიტიკოსებს
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა გამოკითხვისა და საპრეზენაციო პროგრამებში, მოვუწოდეთ ამომრჩევლებს დაესვათ პარტიებისათვის ერთი მწვავე კითხვა კამერის წინ. შემდეგ ავარჩიეთ ყველაზე მწვავე და რთული კითხვები და ჩვენმა წამყვანმა წარუდგინა ისინი პარტიების წარმომადგენლებს.
|
![]() |
5 4. ექსპერიმენტული ჟურნალისტიკა — სახალხო ჟურნალისტიკა უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მონაწილეობას |
▲ზევით დაბრუნება |
ჰკითხე ადამიანს, ვის აძლევს ხმას და ის გიპასუხებს. როდესაც ჰკითხავ, თუ რატომ, პასუხი გაურკვეველი იქნება.
ბერნარდ ლევინი
იმისათვის, რომ დაძლიონ შეუსაბამობა ამომრჩეველთა ინტერესებსა და მედიით გაშუქებულ პოლიტიკურ საკითხებს შორისდა იმისათვის, რომ დაუახლოვონ მედიას ხალხი და ჩართონ ისინიპოლიტიკურ პროცესებში, მედიის სხვადასხვა მესვეურებმა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს სახალხო ჟურნალისტიკის ექსპერიმენტირება.
სახალხო ჟურნალისტიკა — პოლიტიკური რეპორტაჟის კიდევ ერთი საშუალება
|
სახალხო ჟურნალისტიკის მიზნები
|
რეპორტიორის იდეალური როლი
|
ამომრჩეველთა ჩართულობა
აღნიშნულის მიზანია მოქალაქეთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი მოტივირება საკუთარ გარემოზე ზრუნვისათვის. ასეთი ტიპის ჟურნალისტიკა ორიენტირებულია ამომრჩეველთა ინტერესებზე ნაცვლად ახალ ამბებზე რეაგირებისა. ამერიკული მედია იყენებდა სახალხო ჟურნალისტიკას, როდესაც სურდა განსხვავებულად გაეშუქებინა საარჩევნო კამპანია.
სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ გამოყენებული მეთოდი ითვალისწინებდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, ანუ მოქალაქეებს ეკითხებოდნენ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შემდეგ მედია ამზადებდა ყველაზე მწვავე საკითხების ჩამონათვალს და იწყებდა მათ გაშუქებას.
საკითხების თანმიმდევრობით გაშუქებისას, მედია წარმოადგენდა ადგილობრივ კანდიდატებს და მათ პოზიციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მედია ცდილობს პრობლემის აღწერისას ყოველთვის უჩვენოს მისი გადაჭრის გზები. რა თქმა უნდა, რეპორტიორი არ წარმოადგენს თავის შეხედულებებს პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს სხვადასხვა წყაროებს კვალიფიციური შეხედულებისათვის, ეს წყაროები, შესაძლოა, იყვნენ როგორც ექსპერტები, ისე რიგითი მოქალაქეები.
მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩეველთა გამოკითხვას საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ფართოდ გამოიყენება ეროვნული მედიის მიერ ბევრ ქვეყანაში — უბრალოდ იმიტომ, რომ ის რეპორტიორებს აწვდის ბევრ კარგ იდეას იმის შესახებ, თუ რა გააშუქონ.
ხელი შეუწყე დიალოგს პოლიტიკოსებსა და ამომრჩევლებს შორის
აღნიშნულის მიზანია მედია გახდეს სახალხო და ამომრჩევლებს შეეძლოთ საკითხების შერჩევის გზით გავლენა მოახდინონ გაშუქებაზე. ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ ამომრჩეველთან დიალოგისათვის; და იმ პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც ამას ახერხებენ, მედია უფრო ხელმისაწვდომია, როდესაც პოლიტიკოსებს, რომლებიც უარს ამბობენ დიალოგზე, უფრო რთული დღეები აქვთ.
მედია, რომელიც სერიოზულად ეწევა სახალხო ჟურნალისტიკის ექსპერიმენტირებას, აწყობს ღია შეხვედრებს ადგილობრივპოლიტიკოსებთან, სამუშაო შეხვედრებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ამომრჩევლებს უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ, ეხმარება ამომრჩევლებს ქსელის შექმნაში და უზრუნველყოფს ღია სატელეფონო ხაზებს რეპორტიორებთან, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ და იკითხონ პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ, ან იმის შესახებ, თუ როგორ დაუკავშირდნენ ექსპერტებს ან სხვა მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პრობლემების გადაწყვეტაში.
სახალხო ჟურნალისტიკა უფრო მეტია, ვიდრე გაშუქება
|
სახალხო ჟურნალისტიკა იდეალურია ადგილობრივი და რეგიონალური მედიისათვის
როგორც ჩანს, ჟურნალისტიკის ეს ფორმა ყველაზე მეტად შეეფერება ადგილობრივ და რეგიონალურ მედიას. ამერიკაში, სადაც ეს მეთოდი გამოყენებული იქნა, ბევრ ქალაქსა და რეგიონში გამოვლინდა, რომ პოლიტიკასა და პოლიტიკური დებატების მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად იზრდებოდა, როდესაც ადგილობრივი ან რეგიონალური მედია მუშაობდა სახალხო ჟურნალისტიკით. ამ მეთოდის გამოყენების წარმატების კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა.
თუმცა ზოგიერთი აკრიტიკებს კიდეც სახალხო ჟურნალისტიკას და თვლის, რომ ამით მხოლოდ ასიამოვნებენ საზოგადოებას. ნათქვამია, რომ სახალხო ჟურნალისტიკა ცვლის ჟურნალისტის ტრადიციულ როლს და მას ნეიტრალური, პასიური დამკვირვებლისაგან გადააქცევს სუბიექტურ მონაწილედ, რომელიც თავად არის იმ საკითხებში ჩართული, რომლებსაც აშუქებს.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო ჟურნალისტიკა პოლიტიკური გაშუქების საინტერესო და კონსტრუქციული საშუალებაა. მედიის მიზანი უნდა იყოს პირდაპირი დიალოგის ელემენტების გამოყენება და ადგილობრივი ამომრჩევლების აქტიური ჩართვა.
![]() |
6 5. პროგრამის მომზადება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა კრივს ჰგავს, უნდა ეცადო ოპონენტები ნოკაუტში ჩააგდო.
იდი ამინი
ვინ იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის პროგრამისშესახებ? ესენი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები არიან. ძირითად მონაწილეთა სპექტრი ფართოა.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის პროგრამის შესახებ?
|
ყველა ეს მოთამაშე გავლენას ახდენს პროგრამაზე, მათი რეალური ძალის შესაბამისად. როგორც გერმანელმა ფილოსოფოსმა კარლ მარქსმა ერთხელ თქვა, უპირატესი პოლიტიკა არის საზოგადოების კლასების შეფარდებითი ძალა — ეს კლასთა შორის ბრძოლაა.
ეს ძლევამოსილი პოლიტიკოსები არა მხოლოდ გავლენას მოახდენენ საარჩევნო კამპანიის პროგრამაზე, არამედ კამპანიის გაშუქებაზე მედია საშუალებებით. როგორც ცნობილია, მრავალი მედია საშუალება ეკუთვნით სწორედ ამ ძლევამოსილ მოთამაშეებს, ასეთ მედიას კი მხოლოდ ოცნება შეუძლია დამოუკიდებელ საქმიანობაზე. მათგან მოელიან მხოლოდ კერძო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გახმოვანებას და მათი მიზანია, არ შეუწყონ ხელი პლურალიზმის განვითარებას, სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების საფუძველზე.
მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე? მოქმედებენ თუ არა ისინი ყველანაირი გავლენისაგან თავისუფალ ვაკუუმში? არა! ნებისმიერი მედია მეტ-ნაკლებად განიცდის სხვადასხვა მოთამაშეთა გავლენას, ხანდახან ისე ფრთხილად, რომ თვითონაც ვერ ამჩნევენ. ბევრია კერძო და სახელმწიფო ხარისხიანი მედია საშუალება, განსაკუთრებით ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც არჩევნების გაშუქება იგეგმება და ხორციელდება კონკრეტული ინტერესების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე.
მედია უნდა იცნობდეს ხალხის გეგმებს
მედიამ ხშირად პროფესიონალ პოლიტიკოსებზე უკეთ იცის იმის შესახებ, თუ რა ხდება ხალხში; ყოველ შემთხვევაში, მედია კარგად უნდა ხვდებოდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
ასახავს კი მედია ხალხის გეგმებს? ან განუსაზღვრავს კი მედია ამომრჩევლებს პროგრამას?
ეჭვს გარეშეა, რომ მედიის პროგრამას გავლენა აქვს ამომრჩევლის გეგმებზე, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. თუ, ზოგადად, მედია ან რომელიმე კონკრეტული მედია საშუალება ამომრჩევლის თვალსაზრისით ნაკლებად სანდოა, ის ვერ მოახდენს გავლენას ამომრჩეველთა გეგმებზე, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, რადგან ნაკლებად სანდო ტაბლოიდური მედია ხშირად გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოების გეგმებზე.
თუ მედიის პროგრამა ძალიან განსხვავდება მრავალი ამომრჩევლის პირადი გამოცდილებისაგან, მისი გავლენა სუსტია. თუ,მედიის პროგრამის სათავეში საგარეო პოლიტიკაა, ხოლო ამომრჩევლებისაში დაუსაქმებლობა, არსებობს რისკი, რომ გაჩნდება ნაპრალი მედიასა და ხალხს შორის, როდესაც სწორედ ამ ხალხმა უნდა იყიდოს მედიის მიერ წარმოებული პროდუქცია, სადაც საკუთარი პრობლემები უნდა ამოიცნოს.
მედიის პროგრამის მომზადება ხანგრძლივი პროცესია. წარმატებულ პროგრამას სჭირდება შთამბეჭდავი რეპორტაჟები არჩევნების წინ და არჩევნების პერიოდში. მედია ჩვეულებრივ პროგრამას ადგენს არჩევნებს შორის. ის საკითხები, რომლებიც დომინირებს არჩევნებს შორის, ჩვეულებრივ, დომინირებს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.
პოლიტიკოსები და პარტიები, ცხადია, შეეცდებიან პროგრამის დომინირებას — სწორედ ეს არის პოლიტიკის წარმოების მიზანი. ზოგიერთი კანდიდატი საკმაოდ გონიერია ამ საკითხში, რადგან ასეთები წარმოადგენენ ლიდერებს, რომლებმაც იციან, თუ რა მიმართულებით იარონ და აქვთ პროგრამის განახლების უნარი. სხვა კანდიდატებმა კარგად იციან, თუ რა უნდათ ხალხს. ისინი იცნობენ ხალხს, ეროვნულ აზროვნებას. ესენი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, პოპულისტური ორიენტაციის პარტიები არიან.
საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მედია ყოველთვის ხდება პოლიტიკურ მოთამაშეთა სტრატეგიისა და ტაქტიკის ხელოვნების სამიზნე, მათი კამპანიის წარმატება მდგომარეობს მათ შესაძლებლობაში, დააბნიოს მედია და დაანახოს საკითხი მათი პერსპექტივიდან.
პროცესი თუ შინაარსი
სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც პოლიტიკის მეცნიერები უწოდებენ, მთავრობიდან მართვაში გადადის. წარსულში არჩეული პოლიტიკოსები ექცეოდნენ საზოგადოების ქონების გაყოფის პირამიდის სათავეში. ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას პროგრამის შესახებ. დღეისათვის მხოლოდ არჩეული პოლიტიკოსები არ წარმოადგენენ იმ ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს ეროვნულ პოლიტიკაზე, სხვა ჯგუფებსაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.
ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება რთული და გაუმჭვირვალე მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც წარმოებს მოთამაშეთა დახურულ ქსელში, მოშორებით ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან. თუმცა ხშირად, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ეს მოლაპარაკებები საზოგადოების დღის წესრიგის ნაწილი ხდება და მედიას პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქცევს.
ნაწილობრივ ამ პროცესის შედეგია, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურმა ჟურნალისტიკამ ორიენტაცია შინაარსიდან და იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავებებიდან, თავად პოლიტიკურ პროცესზე გადაიტანა. ამას პროცესის ჟურნალისტიკა ეწოდება, რადგან ძირითადად ორიენტირებულია პოლიტიკურ ტაქტიკაზე, ალიანსებსა და ძალაუფლებისათვის ბრძოლაზე სცენის მიღმა.
პროცესი თუ შინაარსი
ორიენტაცია პოლიტიკურ ტაქტიკაზე, პოლიტიკურ ალიანსებსა და ძალაუფლებისათვის ბრძოლაზე სცენის მიღმა.
ორიენტაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკურ და იდეოლოგიურ განსხვავებებზე.
|
პროცესის ჟურნალისტიკით ზედმეტად გატაცებას ახლავს რისკი, რომ ჟურნალისტებს შეიძლება დაავიწყდეთ რეალურად რა არის მნიშვნელოვანი ხალხისათვის. რეპორტიორები უბრალოდ უგულებელყოფენ საზოგადოების ინტერესებს, რადგან იწამლებიან საოცარი ხიბლის მქონე თამაშით, რასაც პროგრამის ლიდერობისათვის ბრძოლა ჰქვია.
![]() |
7 6. პოლიტიკური პარტიების მედია სტრატეგიები და მათთან თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა არის მდიდრებისაგან ფულის მიღებისა და ღარიბებისაგან ხმების მიღების ხელოვნება, დაპირებით, რომ ორივე მხარეს დაიცავს ერთმანეთისგან.
სედრიკ ადამსი
არჩევნების გაშუქება უფრო იოლია, თუ იცნობ პოლიტიკური პარტიების სტრატეგიებს. ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უნდა ხვდებოდე, როგორ ცდილობენ პოლიტიკური პარტიები მედიის გამოყენებას თავიანთი პროგრამის დასაგემად.
ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გავრცელებული მაღალპროფესიული და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური მედია სტრატეგიებით შთაგონებულმა ევროპელმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა დახვეწეს პოლიტიკური კომუნიკაცია — არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ არჩევნებს შორის პერიოდში. ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა მედიისათვის, განახორციელოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და დეტალური გაშუქება.
მედია სტრატეგიის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პარტიებსადა კანდიდატებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ასახვა მედიის პროგრამაში. პოლიტიკური რეკლამა მედიაში არასოდეს არის ისეთი ეფექტიანი, როგორც მედია რეპორტაჟები პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებზე. მედიით გასული ინფორმაციაამომრჩევლისათვის უფრო სანდოა, ვიდრე პოლიტიკური რეკლამა. მედიის მიერ გაშუქებული საკითხები - მაგალითად, პარტიის აგრესიული პოლიტიკის გამო - აიძულებს პოლიტიკურ ოპონენტებს რეაგირება მოახდინონ.
პარტიები და მათი კანდიდატები შეეცდებიან გავლენა მოახდინონ მედიის პროგრამაზე იმ იმედით, რომ ეს გავლენას მოახდენს სხვა პარტიების პროგრამებსა და ამომრჩევლების გეგმებზე.
კარგად ორგანიზებული პარტიები ყოველთვის მოძებნიან მნიშვნელოვან შეტყობინებებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის. ხშირად ამ შეტყობინებების რაოდენობა მხოლოდ ერთი ან სამია. მათი მედია სტრატეგიის მიზანია, გამოვიდნენ ამ შედარები მცირე რაოდენობის მესიჯებით. ხშირად პარტიები ცდილობენ ისაუბრონ კამპანიის მხოლოდ ერთ თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს მათ პოზიციას. ბილ კლინტონისათვის 1992 წლის კამპანიის ასეთი მესიჯი იყო „ახალი დასაწყისი“, ხოლო ტონი ბლერისათვის „ცვლილების დრო“.
ფილიპ გოულდი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი სპეციალისტი, ტონი ბლერის „სპინ დოქტორი“ (პოლიტიკური ტექნოლოგი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში), არისავტორი წიგნისა „დაუმთავრებელი რევოლუცია“, სადაც აღწერილია სტრატეგია, რომელიც მან ტონი ბლერთან ერთად შეიმუშავა, რათა დახმარებოდა ბლერს დიდ ბრიტანეთში ძალაუფლების დიდი ხნით შენარჩუნებაში.
გამარჯვებულის სტრატეგია
|
პარტიები ცდილობენ ისეთი საკითხები შეიტანონ პროგრამაში,რომლებშიც, ამომრჩევლის აზრით, ისინი კომპეტენტური არიან და მათი წარმატების შემთხვევაში, მაღალ დონეზე გადაჭრიან. დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში დიდ პარტიები აკეთებენ ე.წ. ფოკუს ტესტებს, სადაც ახდენენ მრავალი საკითხის ტესტირებას ამომრჩეველთა დიდ წარმომადგენლობითჯგუფებში. რომელია ამომრჩეველთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები? რომელ საკითხებს გადაჭრის, ამომრჩევლის აზრით, პარტია მის ოპონენტებზე უკეთ? და სხვ.
დროის განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია. თუ პარტიამ იცის, რა დროს გაავრცელოს მნიშვნელოვანი მესიჯი, მას მეტი შანსი აქვს წარმატებით წარმოჩნდეს მედიაში. არც ძალიან გვიან, არც ძალიან ადრე — მაგრამ საჭირო დროს.
„სპინ დოქტორები“ - პოლიტიკური კომუნიკაციის მმართველები
დღეისათვის ყველა პოლიტიკური პარტია ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ქირაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის ან კომუნიკაციის სტრატეგიის სპეციალისტებს, რომლებსაც ასევე სპინ დოქტორებს უწოდებენ. ისინი პარტიებს სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში ეხმარებიან. პარტიები ამბობენ, რომ სჭირდებათ სპინ დოქტორები, რათა მათ პოლიტიკოსთა კომუნიკაცია მაღალ პროფესიული გახადონ. მედია ამას ხშირად ხსნის პარტიების სურვილით, ადრინდელზე მეტად აკონტროლონ ინფორმაცია და ორგანიზებული გახადონ პოლიტიკა.
სპინ დოქტორებს მედიაზე გავლენის მოპოვების განსხვავებული სტრატეგიები აქვთ. სამწუხაროდ, ხშირად მედია ვერც კი გრძნობს, ისე ხდება მათი მსხვერპლი
მედიის სტრატეგია აზრის ფორმირება
აზრის გავრცელება
„Dial-a-quote“ (სპეციალისტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აკითხავენ კომენტარისათვის მედიის წარმომადგენლები)
|
პოპულიზმი პოლიტიკაში
ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტი ბრიტანეტის ყოფილ პრემიერ- მინისტრს, ტონი ბლერს პოპულისტად თვლის, რომელმაც არჩევნები მოიგო ადვილად გასაგები დაპირებებითა და პრესაზე მკაცრი და სრულყოფილი კონტროლით. სხვები ბ-ნ ბლერს პოპულისტური სტრატეგიის მქონე სოციალ-დემოკრატს უწოდებენ.
მთელ ევროპაში წამოიწიეს პოპულისტურმა და ნახევრად პოპულისტურმა პარტიებმა და უფრო გავლენიანი გახდნენ. დღეისათვის მრავალი ტრადიციული და პასუხისმგებლობით აღსავსე პარტია იყენებს პოპულისტურ სტრატეგიებს, რამაც ჭეშმარიტად პოპულისტურ პარტიებს დიდი წარმატება მოუტანა ამომრჩევლებს შორის.
პოპულიზმი — განსაზღვრება
|
ჩვენ ახლა პოპულიზმის ორგვარ გამოვლინებას ვაკვირდებით: პასუხისმგებლობით აღსავსე პარტია იყენებს პოპულისტურ სტრატეგიას მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად და ჭეშმარიტად პოპულისტური პარტია, პოპულისტური სტრატეგიითა და პოლიტიკით.
პოპულისტური სტრატეგია
|
მედია ფხიზლად უნდა იყოს, რათა მოახერხოს ამ პოპულისტურ სტრატეგიებთან გამკლავება.
როგორ ვიყოთ კრიტიკულები გაშუქებისას
მედიის ვალდებულებაა მუდმივად სთხოვდეს პასუხს ხელისუფლებას ამა თუ იმ კითხვებზე. თუ მედია ძაღლივით კუდის ქიცინს დაიწყებს, თუ ის ჩამოყალიბებული სისტემის არა კრიტიკული ნაწილი გახდება, მაშინ დაკარგავს თავის კლასიკურ - კრიტიკული მაკონტროლებლის - როლს.
ამდენად, როდესაც აშუქებთ სარჩევნო კამპანიას მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ ტაქტიკურ მანევრებსდა მეტი კავშირს საარჩევნო კამპანიასა და რეალურ ეროვნულ პრობლემებს შორის.
გააშუქე კამპანიის რეკლამების ამომრჩევლების პოზიციიდან
დევიდ ბროდერი, პოლიტიკური რეპორტიორი, ვაშინგტონ პოსტი
|
კრიტიკული და დამოუკიდებელი გაშუქების უზრუნველყოფისათვის, უნდა გახსოვდეს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი.
კამპანიის ინიციატივების გაშუქების მოდელი
შემოწმება და კონტროლი
ტესტი ფინანსებზე
„საიდან მოდის ფული?“ საარჩევნო კამპანიის ყველა ინიციატივა და წინადადება ფული ღირს — და დაფინანსებას საჭიროებს. ეს ფული რაღაც კონკრეტული ბიუჯეტიდან უნდა მოვიდეს. თუ კანდიდატს არ შეუძლია თქვას საიდან უნდა დაფინანსდეს მისი შემოთავაზებული გაუმჯობესებები, ის ძნელად ჩაითვლება სერიოზულ კანდიდატად.
შეაფასე განცხადებების ღირებულება
შეამოწმე შედეგები
|
კამპანიის ინიციატივების გაშუქების მოდელი მოიძიე კომენტარები
|
პოლიტიკური ინიციატივის გაშუქებისას, ამ მოდელის გამოყენება მოგცემს მოვლენების კვალიფიციურად გაშუქების შესაძლებლობას.
ფინანსების გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად კანდიდატები უამრავ დაპირებას იძლევიან, რომელთა შესრულებას ფული სჭირდება. ამდენად, გახსოვდეს გადაამოწმო ფინანსებისარსებობა, როდესაც ამზადებ მასალას ახალ ინიციატივაზე: დაფინანსებულია თუ არა ინიციატივა? და საიდან მოდის ფული?
ყოველთვის ჰკითხე პარტიას ან კანდიდატს, როგორ უნდა დაფინანსდეს გაუმჯობესებები; ანუ, თუ კანდიდატი მეტ ფულს დახარჯავს გაუმჯობესებებზე, რა სფეროების დაფინანსების შემცირების ხარჯზე მოხდება ეს? თუ პარტია ვერ პასუხობს, თუ როგორ უნდა დააფინანსოს მის მიერ შემოთავაზებული დაფინანსებები, ის არ არის სერიოზული პარტია.
ხანდახან პარტიები თავს არიდებენ პასუხს ამა თუ იმ ინიციატივის დაფინანსების შესახებ, მაგრამ თქვენ ეს კითხვა კიდევ და კიდევ უნდა დაუსვათ. თქვენი ამომრჩევლებისათვის საჭიროა, რომ თქვენ იცოდეთ საიდან აპირებს პარტია ფულის მიღებას. ყველა სერიოზულმა პარტიამ იცის დაბალანსებული ბიუჯეტის მნიშვნელობის შესახებ, ამდენად, თუ პარტია გადაწყვეტს სახელმწიფო ფული გაუმჯობესებებზე დახარჯოს, მან ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტის რომელიმე ნაწილიდან უნდა აიღოს და ეს ვიღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს „ვიღაცეები“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გაშუქებისას უნდა გახსოვდეს, არის პოლიტიკოსთა განცხადებების ღირებულების შემოწმება. ეკუთვნის თუ არა განცხადება ლიდერ კანდიდატს, თუ ვინმე უკანა სკამზე მჯდომს? მნიშვნელოვანია თუ არა წყარო? რთულია კარგი მასალის მომზადება დაბალი რანგის წყაროებზედაყრდნობით, როდესაც ამზადებ მასალას პარტიის შეხედულების შესახებ სხვადასხვა საკითხებზე.
მაგრამ დაბალი რანგის წყარომ შეიძლება დიდი დახმარება გაგიწიოს, როდესაც ამზადებ მასალას პარტიის შიგნით განსხვავებული შეხედულებების, პარტიის სტრატეგიის ან სამომავლო ინიციატივებისშესახებ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით გამოგადგებაის წყაროები, რომლებიც რაღაც მიზეზით განაწყენებული არიან თავიანთი პარტიის ხელმძღვანელობაზე, სწორედ მათ შეუძლიათ საინტერესო კვალზე დაგაყენონ.
![]() |
8 7. მედია ეთიკა პოლიტიკურ რეპორტაჟში |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც ადამიანები შვებულებიდან ბრუნდებიან, ისინი მთავრობაზე უფრო რბილად მსჯელობენ. სწორედ ამიტომ აწყობს მთავრობის გონიერი ხელმძღვანელი არჩევნებს ადრე შემოდგომაზე.
დევიდ ფროსტი
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სამართლიანობისა და ბალანსის უმნიშვნელოვანეს ეთიკის პრინციპების შესახებ გაშუქებასთან მიმართებით,მაგრამ არსებობს სხვა პრინციპებიც, რომელთაც აუცილებლად უნდა იცნობდე, თუ თავს სერიოზულ რეპორტიორად მიიჩნევ.
ეთიკური ნორმები და პრინციპები განასხვავებს ხშირად სერიოზულ მედიას ნაკლებად სერიოზულისაგან. აქვს თუ არა მედია საშუალებას დადგენილი ეთიკური ნორმები და იცნობენ თუ არა ამ წესებს ორგანიზაციის წევრები? მოქმედებენ თუ არა რედაქტორები ამ ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად და მოახდენს თუარა ხელმძღვანელობა სათანადო რეაგირებას, თუ რეპორტიორი დაარღვევს ამ წესებს?
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მედია აშუქებს საარჩევნო კამპანიას, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური მომავალი უნდა გადაწყვიტოს. ასე რომ, თუ თქვენს მედია სუბიექტს არ გააჩნია ეთიკური ნორმები, მათი შემუშავება ამ წუთიდან უნდა დაიწყოთ.
მაგრამ ზუსტად რას ვგულისხმობთ ეთიკაზე საუბრისას? მოდით შევეცადოთ განვსაზღვროთ ეთიკა გაშუქებაში.
ეთიკა პოლიტიკურ რეპორტაჟში
შემოთავაზებული სახელმძღვანელო პრინციპი
კაროლე რიჩი
|
აუცილებელად უნდა წერო სიმართლე
სიმართლე, ან მოვლენების სწორად აღწერა, ყველა ღირსეული რეპორტიორის მოვალეობაა. უზუსტობებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შენ რისკის ქვეშ აყენებ შენი და შენიმედია საშუალების მიმართ ნდობის საკითხს. ძირითადად უზუსტობა გამოწვეულია არა წყაროთი, არამედ რეპორტიორის დაუდევარი დამოკიდებულებით. პატარა შეცდომებიც კი, ზიანს აყენებენ შენს მიმართ გამოცხადებულ ნდობას. გახსოვდეს მედიას განსჯიან მისი შეცდომების და არა ასობით ღირსეული ნამუშევრის მიხედვით.
ზოგი რეპორტიორისთვის რთულია შეზღუდული ვადების წნეხის ქვეშ გამონახოს დრო დეტალების გადასამოწმებლად, მაგრამ ხშირად ერთი ან ორი ტელეფონის ზარი, ან ერთი ან ორი დოკუმენტის გადამოწმება გვეხმარება, რომ მასალა უფრო ზუსტი გამოვიდეს.
თუ ვინმეს ვერ უკავშირდები კომენტარისთვის, კიდევ სცადე ან სხვა წყარო მოსინჯე, გახსოვდეს, აცნობო შენს მკითხველებსა და მაყურებლებს შენი მცდელობის შესახებ.
რა თქმა უნდა, ყველა წყარო ეჭვს ქვეშ არ უნდა დააყენო, მაგრამ ყოველთვის უნდა მოძებნო დრო დოკუმენტაციის გადასამოწმებლად; ასევე სხვა წყაროებს უნდა მისცე საშუალება, რეაგირება მოახდინონ გამოთქმულ კომენტარებსა და განცხადებებზე. შენი მომზადებული მასალა ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. პოლიტიკის გაშუქებისას ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ეცდებიან მედიის გამოყენებას თავიანთი პროგრამების მხარდასაჭერად და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისათვის.
მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ სხვადასხვა ტიპის შეცდომები: ობიექტური შეცდომა (უდავო შეცდომები): ძირითადად ფაქტობრივიშეცდომები სახელებთან, ადგილებთან, მაჩვენებლებთან და თარიღებთან დაკავშირებით. ეს შეცდომები, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა გასწორდეს.
სუბიექტური შეცდომა (შეცდომები წყაროების ხედვის მიხედვით): მასალა არ არის დაბალანსებული, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკლია, ციტატები არასწორადაა ინტერპრეტირებული და ა.შ. ეს შეცდომები ობიექტური არაა და ხშირად გამოწვეულია წყაროს უკმაყოფილებით, იმის გამო, რომ მასალა არ იძლევა იმ შთაბეჭდილებას, როგორსაც მისი შეხედულებით უნდა იძლეოდეს. ხშირად ამ უთანხმოების მოგვარებართულია, რადგან წყაროსა და რეპორტიორს სხვადასხვა ინტერესებიაქვთ; და ორივეს სურს მასალაზე გავლენის მოხდენა. წყაროს თავისი გეგმა აქვს, რეპორტიორი კი სხვა კუთხით ცდილობს მასალის მომზადებას, რაც ხშირად წყაროს არ აწყობს.
პოლიტიკური რეპორტაჟის სიზუსტე და სამართლიანობა
სიზუსტე
ინფორმაციის გადამოწმება
დადანაშაულება
სამართლიანი კომენტირება და კრიტიკა
კაროლე რიჩი
|
რეპორტიორებისა და რედაქტორების აზრი ხშირად იყოფა იმის შესახებ, უნდა აჩვენო თუ არა წყაროს მომზადებული მასალა გამოქვეყნებამდე. ერთნი ამბობენ, რომ წინასწარ ჩვენება არ შეიძლება, რადგან თუ მასალა კრიტიკულია, წყარო ინანებს თავის ნათქვამს და გთხოვს, მასალიდან მნიშვნელოვანი პუნქტების ამოღებას. მეორენი ამტკიცებენ, რომ წყაროს მასალა ყოველთვის წინასწარ უნდა აჩვენო; ეს შეამცირებს სავარაუდოშეცდომებს და მასალას უფრო სამართლიანსა და ზუსტს გახდის. მაგრამ მასალის ჩვენება სულაც არ ნიშნავს, რომ წყაროს მისი რედაქტირების ან შიგნით რაიმეს შეცვლის უფლება აქვს. წყაროს მხოლოდ შეცდომებზე და გაურკვევლობებზე მითითება შეუძლია.
ეთიკა განსაზღვრავს შენს, როგორც რეპორტიორის არჩევანს
შენ შეიძლება გაქვს სამართლებრივი უფლება მოამზადო რაიმე მასალა, მაგრამ გაქვს კი მორალური უფლება? ეს არის ჟურნალისტურიეთიკის მთავარი კითხვა. ეთიკა განსაზღვრავს შენს, როგორც რეპორტიორის არჩევანს, მოამზადო თუ არ მოამზადო მასალა.
ჩვენ ხშირად ვდგებით ეთიკური დილემის წინაშე პოლიტიკური რეპორტაჟის მომზადებისას, განსაკუთრებით, თუ საქმე არჩევნებს ეხება, სადაც პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებას დაუკარგონ ნდობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, არ ერიდებიან პირადი ისტორიების გამომზეურებას და ხშირად ტყუილ ამბებსაც კი თხზავენ. ასეთ დროს უნდა ხელმძღვანელობდე საკუთარი ეთიკური პრინციპებით: რას დაბეჭდავ და რას არა?
პოინტერის ინსტიტუტის მოდელი ეთიკურ დილემებთან
|