The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა. სტუდენტის სახელმძღვანელო

სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა. სტუდენტის სახელმძღვანელო


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე.



1 1. რა არის სტრესი?

▲ზევით დაბრუნება


1.1 1.1 დადებითი და უარყოფითი სტრესი

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი წინაპრების თვითგადარჩენის უნარი დამოკიდებული იყო სტრესის დაძლევის უნარზე, მათ გაქცევით უხდებოდათ მტაცებელი ცხოველებისგან თავის დაღწევა, მტრებთან და მძიმე პირობებთან ბრძოლა. თუ ისინი მოახერხებდნენ ასეთ სიტუაციებთან გამკლავებას, გადარჩებოდნენ, წარუმატებლობის შემთხვევაში კი იღუპებოდნენ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვინვითარდება ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი, მაგრამ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს რეაქციებს. შესაბამისად, სტრესი საზოგადოების ნებისმიერ სფეროში არსებობს და ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

შეიძლება უამრავი ცხოვრებისეული მაგალითის დასახელება, რომელზეც ჩვეულებისამებრ ავტომატურად სტრესით ვრეაგირებთ.

დღევანდელობაში სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესის მაღალ ფაქტორთან დაკავშირებული პროფესია, (მაგალითად პოლიციაში მუშაობა), მაგრამ სტრესი შეიძლება წარმოიქმნას გარიგებების დადების დროსაც, განქორწინებისას, ოჯახური და სოციალური პრობლემების დროს.

ის რაც, საუკუნეების წინ გადარჩენის მექანიზმი იყო, თანამედროვე საზოგადოებაში მრავალი დაავადების მიზეზი გახდა.

ნორმალური დადებითი სტრესის მაგალითები:

... თქვენ მშვიდად მუშაობთ სახლში და თან რადიოს უსმენთ. დაახლოებით დილის 10 საათია, ჩაიდანი ადუღდა, ჩაის დალევის დრო დადგა. სასიამოვნო განცდა გეუფლებათ... უეცრად კარზე ზარი რეკავს. თქვენ გიკვირთ და არ იცით ამ დროს ვინ უნდა გეწვიოთ. თუ თქვენს მდგომარეობას გაანალიზებდით, შენიშნავდით მუცლის არეში სპაზმს. თქვენი სუნთქვა ალბათ გახშირდა, ეს ამ სიტუაციის წარმოდგენის დროსაც შეიძლება დაგემართოთ. თქვენ კარს უახლოვდებით და აღებთ. თქვენს წინაშე ორი პოლიციელი დგას, ისინი ძალიან სერიოზულები არიან. ერთ-ერთი მათგანი გეკითხებათ ,,შეიძლება შემოვიდეთ?”.

თქვენ გრძნობთ, რომ გულისცემა გაგიხშირდათ. გაინტერესებთ, რა მოხდა და ამის შესახებ პოლიციელებს ეკითხებით.

აღმოჩნდა, რომ პოლიციელები მოსახლეობის გამოკითხვას ატარებენ და აინტერესებთ რას ფიქრობს ხალხი პოლიციაზე. გაუცნობიერებლად, თქვენ შვებით ამოისუნთქავთ, რადგან მათ დანახვაზე პირველი რაც თავში მოგივიდათ იყო ,,ღმერთო ჩემო, ნუთუ რამე მოხდა...“, მაგალითად ავარია შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. გიხარიათ, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, თქვენ პოლიციელებს ჩაიზე ეპატიჟებით და ჩამოჯდებით, რომ დამშვიდდეთ.

... თქვენ წყნარად მუშაობთ სახლში და თან რადიოს უსმენთ. უცებ ნაცნობი მელოდია ისმის, რომელზეც ამასწინათ საყვარელ ადამიანთან ერთად ცეკვავდით. თქვენ სასიამოვნო განცდა, სითბო და ენერგია გეუფლებათ, გახსენდებათ ის საღამო. იზმორებით, მოგონებებს თავიდან იგდებთ და მუშაობას აგრძელებთ.

... კოლეგასთან ერთად მშვიდ რაიონში მიდიხართ. უცებ გირეკავენ და გატყობინებენ, რომ იქვე ახლოს კაფეში ისევ ჩხუბია. იქ ადრეც ყოფილა მსგავსი ინციდენტები. ზარის შემდეგ ფიქრს იწყებთ იმაზე, თუ რა დაგხვდებათ შემთხვევის ადგილზე, იმედი გაქვთ რომ ის სპორტული აღნაგობის ბიჭი კაფეში არ იქნება, რადგან მასთან გამკლავება ძნელია. გრძნობთ, რომ გულისცემა გაგიხშირდათ. შემთხვევის ადგილზე ახერხებთ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას და სიტუაციის განმუხტვას. თქვენ დააკავეთ ერთი ადამიანი და მისი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ყავას სვამთ და კოლეგასთან ერთად განიხილავთ ამ სიტუაციაში თქვენს წარმატებულ მოქმედებას.

1.2 1.2 უარყოფითი სტრესი

▲ზევით დაბრუნება


სტრესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ორი მოქმედების შესრულება:

● პირველი - ნაკლებად აღელვება;

● მეორე - დაღლილობის მოსახსნელად დასვენება.

თუ ამ მოქმედებებს ძალიან გვიან ან საერთოდ არ შეასრულებთ, ნორმალური დადებითი სტრესი თანდათანობით გარდაიქმნება უარყოფით სტრესად.

თუ სტრესის საწინააღმდეგო მოქმედებებს არ განახორციელებთ, აღელვება მუდმივ განგაშში გადაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიამოვნო განცდა უსიამოვნო გახდება და თქვენი მდგომარეობა გაუარესდება. დაღლილობა გამოფიტვას იწვევს. ეს ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს ეს გარდაქმნები გაცნობიერებულად ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ბოლოს ვაცნობიერებთ, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ავიღეთ.

1.3 1.3 სტრესი: ბიოლოგიური ასპექტი

▲ზევით დაბრუნება


სტრესის დროს თქვენი ორგანიზმი სხვადასხვა მექანიზმებით სტრესული სიტუაციის დაძლევას ცდილობს, სწრაფად გამოიყოფა ადრენალინი და სხვა ჰორმონები. ეს ჰორმონები აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახშირებს გულისცემასა და სუნთქვას, ამაღლებს სისხლის წნევას.

ეს სიმპტომები სტრესის ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ სიმპტომებადაა ცნობილი. სტრესი იწვევს მოვლენათა თანმიმდევრობას, რომელთაც სელიე ,,ადაპტაციის ზოგად სინდრომს” უწოდებს. ადაპტაციის ზოგადი სინდრომი სამი ფაზისგან შედგება:

განგაშის ფაზა

ამ დროს მცირდება ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობა (შოკური ფაზა), რომელსაც თავდაცვითი პროცესი (ანტიშოკური ფაზა) მოსდევს.

თუ სტრესული ფაქტორები ძალიან ძლიერია ან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ორგანიზმი შეიძლება პირდაპირ მესამე ფაზაში ანუ გამოფიტვის ფაზაში გადავიდეს, რომელსაც სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია.

წინააღმდეგობის ფაზა

ეს არის ოპტიმალური შეგუების ფაზა. განგაშის ფაზის დამახასიათებელი სიმპტომები ნელ-ნელა ქრება, ხოლო წინააღმდეგობის უნარი იზრდება.

გამოფიტვის ფაზა

შეუძლებელია წინააღმდეგობის ფაზის დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელება. მესამე ანუ გამოფიტვის ფაზა იწყება მას შემდეგ, რაც ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწევს. ამ დროს ისევ ჩნდება განგაშის ფაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ ამჯერად მათთვის თავის დაღწევა შეუძლებელია.

1.4 1.4 სტრესი: ფსიქოსოციალური ასპექტი

▲ზევით დაბრუნება


ფსიქოსოციალურ ასპექტში სტრესი წარმოადგენს ფსიქოლოგიური ან სოციალური გარემოს მხრიდან რაიმე საფრთხისგან თავდაცვის რეაქციას,

ამაში იგულისხმება გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი სტრესული ფაქტორები (სტრესის მიზეზები), რომლებიც, თავის მხრივ, იწვევს იმედგაცრუებას, შფოთვას და შინაგან კონფლიქტს. შედეგად პიროვნებას ერღვევა გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

ფსიქოსოციალური სტრესისთვის არ არის აუცილებელი სტრესის გამომწვევი რეალური ფაქტორების არსებობა. არასასიამოვნო სიტუაციის მოლოდინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესისთვის დამახასიათებელი რეაქციები

1.5 1.5 ადაპტაციის ზოგადი სინდრომი: ცალკეული შედეგები

▲ზევით დაბრუნება


ისევე როგორც ბიოლოგიურ სტრესში, ფსიქოსოციალურ სტრესშიც სამი ფაზა აღინიშნება.

განგაშის ფაზა

ეს ფაზა ახალი პრობლემის წინაშე დაუცველობის წინასწარი განცდაა. ამ ფაზაში ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, როცა ის მისთვის უჩვეულო სახით მოქმედებს. ადამიანს აქვს არჩევანი, თქვენ როგორ მოქმედებთ - ირჩევთ მოქმედების არასწორ, თავდაცვით ან აგრესიულ ფორმას, იბრძვით თუ გაქცევით შველით თავს?

წინააღმდეგობის ფაზა

ამ ფაზაში ჩვენ ვსწავლობთ პრობლემის ეფექტურად და პირდაპირ გადაჭრას. თუმცა ეს დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.

გამოფიტვის ფაზა

წინააღმდეგობის ფაზაზე ადამიანმა ადაპტირება უნდა მოახდინოს, რაც გადაღლასა და დაძაბულობას იწვევს.

შემდეგი ეტაპი კი გამოფიტვაა, როგორც ჩანს, ადაპტაციის უნარს თავისი საზღვარი აქვს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მშვიდი ძილი და დასვენების დღე თითქმის ნორმალურ დონემდე ამაღლებს წინააღმდეგობისა და ადაპტაციის უნარს.

ადამიანი სტრესით მაშინ იტანჯება, როცა გრძნობს, რომ მისი წინააღმდეგობა არასაკმარისია სტრესული სიტუაციების ან პრობლემების დაძლევისთვის.


სიტუაციას, როდესაც ადამიანს არ შეუძლია დაძაბულობასთან გამკლავება, ეწოდება უარყოფითი ან არაჯანსაღი სტრესი.

ეს არ ეხება ისეთ დარღვევას, რომელიც უკავშირდება, მაგალითად კროსვორდის ამოუხსნელობას, საუბარია მხოლოდ ისეთ პრობლემებზე, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს ცხოვრებისეულად მნიშვნელოვნად მიაჩნია. როგორი იქნება ეს პრობლემა, დამოკიდებულია თავად ადამიანზე.

ამიტომ პრობლემები, რომლებიც ადამიანზე შეიძლება აისახოს, სხვადასხვაგვარია. სოციალური სტატუსის ან სახის დაკარგვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნეა, როგორც ნებისმიერი ფიზიკური საფრთხე.

მნიშვნელობა, რომელსაც ადამიანი კონკრეტულ პრობლემას ანიჭებს, დამოკიდებულია გარკვეული მიზნის მიღწევის მისწრაფებასა და სურვილზე. ზოგიერთი მიზანი ზოგადსაკაცობრიოა (ძირითადი მოთხოვნილებები), ზოგიერთის განსაზღვრა კი კონკრეტული ადამიანის განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარეობს.

უარყოფითი სტრესი სახიფათოა ქრონიკული სტრესის დროს, რადგან ის იწვევს ადამიანის გადატვირთვას ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასეთმა მდგომარეობამ კი შეიძლება ფსიქიკური დაავადებები და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ქრონიკული სტრესის მიზეზებია შიში, კონფლიქტი, იმედგაცრუება და უძლურების განცდა.

1.6 1.6 რა იწვევს სტრესს?

▲ზევით დაბრუნება


სტრესის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია სტრესის გამომწვევი ფაქტორების ცოდნა. ეს ფაქტორები თავისთავად არ ვლინდება, ის აშკარა ხდება მხოლოდ სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში. ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის იმედგაცრუებას, შიშსა და კოფლიქტს აქვს ადგილი, მათ შეუძლიათ სტრესის გამოწვევა, უფრო მეტიც, სტრესული ფაქტორები, როგორც წესი, ერთდროულად წარმოიქმნება სხვა სტრესულ ფაქტორებთან ერთად. ამიტომ სტრესის გამომწვევი ფაქტორების ჩამონათვალი ამოუწურავია.

1.6.1 სტრესის გამომწვევი ფიზიკური ფაქტორები

ამ ფაქტორებს განეკუთვნება ფიზიკური გარემო, რომელსაც ორგანიზმზე რაიმე სახის (პოზიტიური ან ნეგატიური) გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგალითად:

● ხმაური;

● ტემპერატურა (მაღალი ან დაბალი);

● ფიზიკური საფრთხე (სხეულის დაზიანებები ან სიცოცხლისთვის საშიში);

● მექანიკური ვიბრაცია;

● მოუხერხებელ პოზაში მუშაობა;

● დიდი ოდენობის ვიზუალური ინფორმაციის დამუშავება;

● ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებები;

● ტრანსპორტის მოძრაობა.

1.6.2 სტრესის გამომწვევი ფსიქოსოციალური ფაქტორები: სტრესი პირად ცხოვრებაში/საწარმოო სტრესი

ამ შემთხვევაში საფრთხის მიზეზი არის ადამიანების ურთიერთქმედება. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ოჯახურ და სამსახურეობრივ სიტუაციებს.

სამსახურში არსებული სტრესული ფაქტორები უკავშირდება შემდეგ სფეროებში წარმოქმნილ პრობლემებს:

● დავალებები და დანიშვნა;

● თანამდებობა;

● სამსახურებრივი ურთიერთობები;

● კარიერა;

● გარკვეული ორგანიზაციისადმი მიკუთვნებულობა;

● ამ ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობები;

● ადამიანის პიროვნება.

პოლიციელებისთვის საწარმოო სტრესი უკავშირდება პოლიციელების მიერ ქუჩაში შესასრულებელ კონკრეტულ დავალებებს და ადამიანებთან ურთიერთქმედებას (III თავი). პოლიციელებში სტრესის მიღების მაღალი რისკი შეინიშნება ტრავმების დროს (IV თავი).

ოჯახში სტრესული ფაქტორები შეიძლება უკავშირდებოდეს შემდეგს:

● პარტნიორთან ურთიერთობა ან პარტნიორის სიკვდილი.

● ოჯახი.

● სახლი.

● პიროვნება.

გარკვეულ როლს ისიც თამაშობს, რომ ყველაფერი, რის დამახსოვრებასაც ვცდილობთ, დაფუძნებულია სუბიექტურ შეფასებაზე. სტრესული რეაქცია სიტუაციის (როგორი დამოკიდებულება მაქვს) და შესაძლო შედეგების (ამით რას მივაღწევ) სუბიექტური შეფასებების შედეგია.

ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს მორალსა და ღირებულებებზე, რომელთა საპირისპირო ღირებულებებთან შეჯახება, შესაძლოა გახდეს შინაგანი კონფლიქტის მიზეზი. ზოგიერთი ადამიანი საკუთარ თავს ზღუდავს არარეალური მორალური ნორმებითა და ღირებულებებით, ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს არა აქვს საჭირო კვალიფიკაცია და სათანადო თვისებები.

ჰოლმსი და რეიკი, ამერიკელი ფსიქიატრები ატარებდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან ადამიანების გამოკითხვას და იკვლევდნენ, თუ რომელი ფსიქოსოციალური ფაქტორები ახდენდნენ მათ შესაძლებლობებზე გავლენას და ეს გავლენა რა დონის იყო ამ შემთხვევაში შესაძლებლობები გამძლეობის ან გამკლავების უნარს გულისხმობს. ყველა ადამიანს თავისი შესაძლებლობები აქვს და მათზე ზეგავლენის მქონე ფაქტორებია სქესი, ასაკი, პიროვნება, მოთხოვნილებები, ჯანმრთელობა, ხასიათი.

ამ კვლევაზე დაყრდნობით ფსიქიატრებმა შეიმუშავეს სკალა, რომელშიც ტესტირების საშუალო მაჩვენებლები მოცემულია ,,სტრესულსი ტუაციებში შეცვლის ერთეულებში”. ჰოლმისა და რეიკის გათვლებში მოცემული საშუალო და მაქსიმალური დონე შეადგენს 200 ერთეულს.

ეს ოდენობა ცხადყოფს, რომ ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის ფსიქოსოციალურ სექტორზე. ზოგიერთი სტრესული ფაქტორი გარდაუვალია და მათგან თავის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ მომზადებული ადამიანისთვის უფრო ადვილია სტრესთან გამკლავება.

სტრესული ფაქტორები

რაოდენობა

სტრესული ფაქტორები

რაოდენობა

ბავშვის სიკვდილი

100

განსაკუთრებული პირადი მიღწევა

28

პარტნიორის სიკვდილი

100

სამსახურის დაწყება/სამსახურის დასრულება

26

განქორწინება

73

სამეცნიერო ხარისხზე მუშაობა/სამეცნიერო ხარისხის მიღება

26

ცალკე ცხოვრება

65

ცხოვრების დონის შეცვლა

25

პატიმრობა

63

ჩვევის შეცვლა

24

ნათესავის სიკვდილი

63

ხელმძღვანელთან კამათი

23

უბედური შემთხვევა ან ავადმყოფობა

53

სამუშაო გარემოს შეცვლა

20

ქორწინება

50

სხვა სახლში გადასვლა

20

სამსახურიდან გათავისუფლება

47

სკოლის შეცვლა

20

მეუღლესთან შერიგება

45

რელიგიურ ცხოვრებაში ცვლილება

19

პენსიაში გასვლა

45

სოციალურ ცხოვრებაში ცვლილება

18

ოჯახში ავადმყოფობა

44

წლიურ შემოსავალზე უფრო მაღალი იპოთეკა ან კრედიტი

17

ორსულობა

40

ძილის რეჟიმის შეცვლა

16

სქესობრივი პრობლემები

39

ოჯახთან კავშირის გაწყვეტა

15

ოჯახის ახალი წევრის მატება

39

კვების რეჟიმის შეცვლა

15

თანამდებობის შეცვლა

39

ხანგრძლივი შვებულება ან დასვენების დღეები

13

ფინანსური პრობლემები

38

საზეიმო განწყობა (მაგ. ახალი წელი)

12

ახლო მეგობრის სიკვდილი

37

კანონის მსუბუქი დარღვევა

11

პროფესიის შეცვლა

36

ოჯახური პრობლემები

36

იპოთეკაზე ან კრედიტზე უარის თქმა

30

ვალდებულებების შეცვლა

29

შვილების სახლიდან წასვლა

29

მეუღლის ნათესავებთან პრობლემები

29

მათი მნიშვნელობის მიხედვით ფსიქოსოციალური ფაქტორების ჩამონათვალი:

1.7 1.7 სტრესის სიმპტომები

▲ზევით დაბრუნება


1.7.1 ფიზიკური სიმპტომები

● თავის ტკივილი

● წარბების თამაში

● ნესტოების თრთოლვა

● პირის ან ყელის სიმშრალე

● გართულებული ყლაპვა

● წყლულები ენაზე

● კისრის არეში ტკივილი

● თავბრუსხვევა

● ენის მოკიდება

● ზურგის არეში ტკივილი

● კუნთების ტკივილი

● დაღლილობა

● ფაღარათი

● საჭმლის მონელების სისტემის მოშლა

● გულისრევა

● მუცლის ტკივილი

● წონის მატება ან კლება

● კანზე გამონაყარი, კანის დაავადებები

● მკერდის არეში ტკივილი

● გულძმარვა

● გულისცემის გახშირება

● ხშირი შარდვა

● ცივი ხელ-ფეხი

● ოფლიანობა

● უძილობა

● ძილის მორევა

● იმპოტენცია, სქესობრივი აქტივობის დაქვეითება

● სისხლის მაღალი წნევა

● ქრონიკული დაღლილობა

● ჯირკვლების გადიდება

● ალერგიული დაავადებებზე მაღალი მგრძნობელობა

● გრიპსა და გაციებაზე მაღალი მგრძნობელობა

● კანკალი ან ნერვიული ცახცახი

● მენსტრუაციის დროს ტკივილი

● გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა.

1.7.2 ემოციური სიმპტომები

● გაღიზიანებულობა

● ცუდი განწყობა

● დათრგუნულობა

● უჩვეული აგრესიულობა

● კონცენტრაციის უნარის და მეხსიერების გაუარესება

● აღზნებადობა და დაუცხრომლობა

● წვრილმანებისადმი ამაღლებული ყურადღება (მეწვრილმანეობა)

● ღამის კოშმარები

● იმპულსური ქცევა

● უძლურობის შეგრძნება

● სხვა ადამიანებისაგან იზოლაცია

● ნერვული მოქმედება

● დეზორიენტაცია, აზრების თავმოუყრელობა

● სიბრაზე

● ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას

● ნევროტული სიმპტომები

● პანიკური შეტევები

● ტირილი

● თვითმკვლელობაზე ფიქრი

● კონტროლის დაკარგვის შეგრძნება

● სქესობრივი ლტოლვის არქონა

● სრული შეშლილობის პერიოდები

1.7.3 ქცევის სიმპტომები

● კბილების კრაჭუნი

● მოღუშულობა

● ნერვიული სიცილი

● თითებით და ფეხებით ბაკუნი

● ფრჩხილების კვნეტა

● სიგარეტის უზომოდ ბევრი მოწევა

● წამლების ბოროტად გამოყენება

● ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება

● საჭმლის უზომო მიღება

● უზომო დიეტა

● ბოლთის ცემა

● საქმეების ხშირი გადადება

● საკუთარი გარეგნობისადმი გულგრილი დამოკიდებულება

● ქცევის უცაბედი ცვლილება

● მუდმივად დაგვიანება ან გაცდენა

ზოგადად ეს სინდრომები ერთდროულად ვლინდება, მაგრამ მათი კომბინაცია სხვადასხვაგვარია. თუ თქვენს ნაცნობ ადამიანში შეამჩნევთ ამ სინდრომებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ დატვირთვა მის შესაძლებლობებს აჭარებს.

1.8 1.8 სტრესის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


1.8.1 სტრესზე რეაქცია

ბევრი რაოდენობის სტრესულ ფაქტორებზე რეაქცია შეიძლება იყოს თავდაცვითი (მაგალითად, ავადმყოფობა ან პრობლემებისაგან გაქცევის მცდელობა) ან აგრესიული (მაგალითად, საბრძოლო განწყობა, უფრო დაძაბული სამუშაო). ორივე რეაქცია შინაგანი წონასწორობის აღდგენის მცდელობაა. ადამიანმა შეიძლება რეაგირება მოახდინოს შემდეგი სახით:

პრობლემებისაგან გაქცევა

სამსახურში დაძაბულობისაგან თავის დასაღწევად ადამიანმა შეიძლება თავი მოიავადმყოფოს, ის ცდილობს გაერიდოს ადამიანებს, როგორც სამსახურში, ისე სოციალურ ცხოვრებაში. მან ასევე შეიძლება სოციალიზაცია ადამიანთა ისეთ ახალ ჯგუფთან მოახდინოს, რომელთანაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში საქმეს ნაკლებად დაიჭერდა. კიდევ ერთი გავრცელებული შემთხვევაა მოჩვენებითი ან წარმოსახვითი ავადმყოფობა (იპოჰონდრია). ზოგიერთი ადამიანი ცდილობს თავი ყველას ისე მოაჩვენოს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ის ცდილობს გაექცეს პრობლემებს, რადგან პრობლემების გადაჭრა შეუძლებელად მიაჩნია.

ავადმყოფობა

ადამიანი შეიძლება ავად გახდეს იმის გამო, რომ სტრესულ ფაქტორებს ვერ უმკლავდება. გაუცნობიერებლად ადამიანი საკუთარ თავში იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს, რომელიც მას საშუალებას აძლევს არ იმუშაოს.

საბრძოლო განწყობა

ადამიანი უკონტროლო აგრესიულობას ავლენს.

დაძაბული სამუშაო

ზოგიერთი ადამიანი სტრესულ ფაქტორებზე საპასუხოდ იწყებს უფრო დაძაბულად მუშაობას, რადგან მიიჩნია, რომ ასე ნერვიულობისთვის ნაკლები დრო დარჩება. ისინი სამუშაოზე იხარჯებიან და ამით ცდილობენ არსებული დაძაბულობის კომპენსირებას.

პრობლემებისაგან თავის არიდების კიდევ ერთი ფორმაა სტრესულ ფაქტორებისაგან გამიჯნვა ან მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის ადამიანი იყენებს შემდეგ მეთოდებს:

● ალკოჰოლი (მოხმარება ან ბოროტად გამოყენება);

● ძილისმომგვრელი საშუალებები ან ნარკოტიკი;

● გადაჭარბებული მოწევა მძიმე მდგომარეობის გადასატანად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად;

● კვების არასწორი რეჟიმი;

● ფსიქოსოციალური დისფუნქცია;

● არაადეკვატური ქცევა;

● უსაქმურობა.

სტრესის დროს ასეთი მოქმედება მხოლოდ დროებითი ხასიათის შველაა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ზიანის მომტანია. საბედნიეროდ, ეს ნიშნები შეიძლება გამაფრთხილებელი იყოს, როგორც ადამიანისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მასთან ურთიერთობენ და ადასტურებენ, რომ აუცილებელია რაიმეს გაკეთება.

1.8.2 გადატვირთვის სტადიები

თუ გადატვირთვა გაგრძელდა, შეიძლება ვივარაუდოთ შემდეგი სტადიების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოცემული მოდელი შემუშავებულ იქნა ველინგისა და სპრელის მიერ.

სტადია 1: „საწვავის“ უკმარისობა, ამ დროს შეინიშნება შემდეგი სიმპტომები:

● უცაბედად სამუშაოთი დაუკმაყოფილებლობა, არაეფექტური მუშაობა, დაღლილობა;

● ძილის დარღვევა;

● გაქცევით თავის დაღწევის აშკარა ტენდენცია. რაც შეიძლება გამოიხატოს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასა და კვების არასწორ რეჟიმში;

● მოულოდნელი ექსტრავაგანტული არაზომიერი მოქმედებები.

სტადია 2: ქრონიკული სიმპტომები, მაგალითად:

● გაბრუების მუდმივი შეგრძნება;

● თავისა და ზურგის არეში ტკივილი;

● სიბრაზის მუდმივი შეგრძნება, პაციენტი ადვილად კარგავს საკუთარი თავის კონტროლს;

● დეპრესიული განწყობა.

სტადია 3: კრიზისი, სიმპტომები უკიდურესად სერიოზულია:

● კუჭის წყლული;

● სისხლის მაღალი წნევა;

● არითმია, გულის მუშაობის დარღვევა.

სტადია 4: ჩიხი/გზის დასასრული:

ეს ექსტრემალური რეაქციაა სტრესზე, რომელიც მხოლოდ ორ ფორმაში გამოიხატება - ალკოჰოლიზმსა და თვითმკვლელობის მცდელობაში. ამ სტადიის სიმძიმე ხასიათდება იმით, რომ ამ სტადიის მიღწევისას საზოგადოებაში დაბრუნებისა და მდგომარეობის აღდგენის შანსი მინიმალურია.

1.8.3 ფსიქოსომატური დაავადებები

ფსიქოსომატური დაავადება ფიზიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოიქმნება, როცა დაძაბულობის მოხსნა შეუძლებელია. როგორც უკვე აღინიშნა, ყოველი ადამიანი თავისებურად რეაგირებს ზედმეტ დაძაბულობაზე (ქრონიკული სტრესი), ამიტომ, ადამიანები ხანგრძლივ სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ქრონიკული სტრესი შეიძლება გახდეს ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მიზეზი. არ არსებობს ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი კვდება ისეთი ფსიქოსომატური დაავადებებისგან, როგორიცაა:

● კუჭის წყლული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი;

● კოლიტი;

● აშკარა მიზეზის გარეშე სისხლის მაღალი წნევა;

● ტვინში სისხლის ჩაქცევა;

● ალერგია;

● ქოლესტერინის მაღალი დონე;

● გულის დაავადება;

● თავის ტკივილი;

● კანის სხვადასხვა არაინფექციური დაავადებები.

სტრესი ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას, სტრესის დროს ნებისმიერი დაავადება მწვავდება და ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება.

დაძაბულობა ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ეს ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ძალიან საზიანო იყოს. მაშინაც კი, როცა არ არსებობს კავშირი სტრესის შედეგებსა და გარკვეულ დაავადებებს შორის, ჩვენი ორგანიზმი ფუქნციონირებს ისე, როგორც ერთი მთლიანობა და ყველაზე სუსტი წერტილი ქრონიკული სტრესის ზემოქმედების ობიექტი ხდება. ამიტომაც ქრონიკული სტრესი სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებების სიმპტომებით ვლინდება.

2 2. რა შეიძლება გაკეთდეს სტრესის თავიდან ასაცილებლად?

▲ზევით დაბრუნება


პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ მაშინ, როცა მისი მიზეზი გარკვეულია. პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამდე უნდა გაირკვეს, რატომ გრძელდება ასე ხანგრძლივად სტრესი.

ასეთ სიტუაციაში შეიძლება გაკეთდეს პრობლემების (სტრესული ფაქტორების) ჩამონათვალი. განისაზღვროს წინა წლის განმავლობაში რა პრობლემები გქონდათ? რა პრობლემები იყო სახლში და რა სამსახურში? როგორ ახერხებთ მოდუნებას? შეეცადეთ მაქსიმალურად გულახდილი და ობიექტური იყოთ, რადგან თქვენი ჩამონათვალის ნებისმიერი პუნქტი პოტენციურად სტრესული ფაქტორია. ხანდახან შეუძლებელია სტრესის თავიდან აცილება, მაგრამ კარგია თუ მისი მიზეზი ვიცით. არჩევანი თქვენზეა - იმოქმედებთ, რათა თავი დაიცვათ თუ გააზრებულად გააგრძელებთ თქვენი ჯანმრთელობით გარისკვას.

მაღალი პასუხისმგებლობა (გარკვეულ ფარგლებში), როგორც სახლში, ისე სამსახურში, გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე. ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მოახერხებდა სტრესის თავიდან აცილებას. ადამიანი, რომელსაც არანაირი განცდა არა აქვს, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი, არასოდეს ეზიარება სასიამოვნო განცდას, რომელიც ცხოვრებაში გარკვეულ მიღწევას ახლავს თან. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია განსაზღვროს, როგორ დატვირთვას შეუძლია გაუძლოს.

2.1 2.1 საკუთარი თავის შეცნობა

▲ზევით დაბრუნება


როცა ადამიანი უკეთ უგებს საკუთარ თავსა და ორგანიზმს, მისთვის უფრო ადვილი ხდება ქცევით პრობლემებთან გამკლავება. ადამიანი სამსახურში კონფლიქტს თუ წარუმატებელ ქორწინებას ნაკლებად უკავშირებს საკუთარ შორსმჭვრეტელობას, გამოუცდელობას ან კვალიფიკაციის ნაკლებობას. ის თვლის, რომ კონფლიქტი წარმოიშვა სხვა ადამიანების მხრიდან არასწორი გაგების, ნდობის ბოროტად გამოყენების, ბოროტი განზრახვის ან ტყუილის გამო. ჩვენ არასდროს ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, რადგან ნებისმიერი ადამიანი საკუთარ წარუმატებლობებზე მეტად საკუთარ მიღწევებსა და წარმატებებზე საუბრობს. სტრესის გამომწვევი მიზეზების ძიება სიამოვნებას არ გვანიჭებს, ისევე როგორც საკუთარი უპასუხისმგებლობის აღიარება. აუცილებელია აღიაროთ მომხდარი. საუბარი სინანულსა ან სიამაყეზე კი არა, არამედ საკუთარ შეცდომებზე სწავლაზეა, რათა მომავალში გარკვეულ შემთხვევებში ქცევის უფრო სწორი სტილი შევარჩიოთ.

2.2 2.2 ცხოვრების ჯანსაღი წესი

▲ზევით დაბრუნება


კვების რეჟიმი

კვების რეჟიმს შეუძლია პროფილაქტიკური ხასიათის გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩვენ ძირითადად კვების საზიანო სქემას ვირჩევთ: ხშირად ზედმეტს ვჭამთ ან ძალიან ცხიმიან, ტკბილ ან ერთგვაროვან საკვებს მივირთმევთ. აუცილებელია საკვების შემადგენლობაზე ყურადღების გამახვილება, რათა მასში არ იყოს დიდი ოდენობით შაქარი და ცხიმი, არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს. სწორი კვება ხელს უწყობს დაავადებების თავიდან აცილებას. საჭიროა მრავალფეროვანი საკვების მიღება და საჭირო დოზით პროტეინის მიღება, გარდა ამისა, სასურველია ნელა ჭამა.

ძილის რეჟიმი

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ძილი კარგი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საშუალოდ ადამიანებს დღე-ღამეში რვა საათი სძინავთ, მაგრამ ძილის ხანგრძლივობა ყოველი კონკრეტული ადამიანის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული.

ფიზიკური ვარჯიში

ზედმეტი წონის დაკლება შესაძლებელია კვების შეზღუდვით ან ფიზიკური ვარჯიშით. ბიოლოგიური თვალსაზრისით ვარჯიში აუცილებელია, ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა ასახვას ჰპოვებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ შესაძლებლობებზე. ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმისთვის სასარგებლოა. კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ ფიზიკური ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს აფერხებს. გარდა ამისა, თუ ადამიანი კარგ ფორმაშია, უმჯობესდება მისი ფიზიოლოგიური ფუნქციები, მათ შორის სქესობრივიც. კარგ ფორმაში მყოფი ადამიანი კარგად გამოიყურება და თავს კარგად გრძნობს.

მოწევა, ალკოჰოლის, ნარკოტიკული და სამედიცინო პრეპარატების მიღება

ნიკოტინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. მცირე ან საშუალო დოზის ნიკოტინის მიღების შემდეგ ისეთი ემოციები, როგორიცაა აგრესია ან შიში სწრაფად ტრანსფორმირდება. თუმცა მოწევა შეიძლება ბევრი დაავადების მიზეზი გახდეს, ამიტომაც მიიჩნევა იგი ჯანმრთელობისათვის საშიშად. მოწევის თავის დანებება ძალიან ძნელია, მაგრამ მოწევასთან დაკავშირებული რისკის გათვალისწინებით, ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილებაა.

ალკოჰოლი არ არის მასტიმულირებელი ნივთიერება, პირიქით, ის დროებით ხსნის დაძაბულობას და ნერვულ გამოფიტვას, მაგრამ ამასთან ორგანიზმის უფრო მეტად დაძაბვას გაიძულებთ. ამასთან ერთად, ალკოჰოლი ადაბლებს აღქმის უნარს, რის გამოც ადამიანი მიღებულ ინფორმაციას ვერ აღიქვამს. ალკოჰოლი გავლენას ახდენს ადამიანის განსჯაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების დროს ადამიანს არ შეუძლია უკეთესად ფუნქციონირება, მაგრამ ის უფრო მსუბუქად აღიქვამს შეცდომებს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ალკოჰოლიზმის წინაპირობაა.

სვით ზომიერად, თუ სმის დროს თავის შეკავება არ შეგიძლიათ, მაშინ ალკოჰოლის მიღება საერთოდ შეწყვიტეთ.

სამედიცინო პრეპარატების გამოყენებაც ძალიან სახიფათოა. ბევრი მათგანი შეჩვევას იწვევს და ტკივილს მხოლოდ დროებით აყუჩებს. წამლების საშუალებით შესაძლებელია სტრესის სიმპტომების მოხსნა, მაგრამ ისინი ვერ დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში. სტრესულ სიტუაციებში ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთი წამლები, როგორიცაა დამაწყნარებელი აბები და ანტიდეპრესანტები. თუ წამლის მიღება გარდაუვალია, აუცილებელია მათი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიღება. საერთოდ მიმართეთ ასეთ წესს: საერთოდ არ გამოიყენოთ ან მიიღეთ, რაც შეიძლება ცოტა სამკურნალო საშუალება. ისინი თქვენს პრობლემებს მხოლოდ დროებით ჩაახშობენ, მაგრამ ვერ გადაჭრიან მათ.

2.3 2.3 ქცევის ცვლილება

▲ზევით დაბრუნება


სანამ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზებს გარემოში არსებულ პირობებში ვეძებთ, პრობლემის გადაჭრას ნაკლებად ვახერხებთ. როცა გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ საკუთარი პრობლემის მიზეზი, მაშინ შევძლებთ ცვლილებების განხორციელებას.

უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ასეთი კითხვა უნდა დავუსვათ: „როგორ მივიყვანე თავი ასეთ დათრგუნულ მდგომარეობამდე?“. ეს კითხვა საკვანძოა იმედგაცრუებისა და დარდის თავიდან ასაცილებლად. როგორც კი განსაზღვრავთ მიზეზს, შესაძლებელია საკუთარი აღქმის შესაცვლელად ნაბიჯების გადადგმა. ადამიანი, რომელიც თავს უბედურად მიიჩნევს იმის გამო, რომ უფროსმა დაუყვირა, უნდა შეეცადოს შექმნილი სიტუაცია გაანალიზოს.

2.4 2.4 ორგანიზაციული მუშაობა და საკუთარი დროის მართვა

▲ზევით დაბრუნება


რეგულარული შესვენებები, სამსახურის შემდეგ დასვენება, გასეირნება ძალების აღდგენის საშუალებებია. რელაქსაცია (მოდუნება), მაგალითად, მეგობრებთან ბილიარდის თამაში, კინოში წასვლა, გასეირნება ან სხვა სახის გართობა, სტრესის დაძლევის კარგი მეთოდია, მაგრამ ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტი დატვირთვა უკუჩვენებას იძლევა. რეგულარული ხანმოკლე შვებულებები სჯობს წელიწადში ერთხელ ხანგრძლივ შვებულებას. როცა დაძაბულობა მაქსიმუმს აღწევს, ის დასვენების დროსაც იჩენს თავს. ავადმყოფობის სიმპტომები არასდროს არ ვლინდება დაძაბულობის დროს, ისინი დასვენების დროს ჩნდება.

2.5 2.5 პრიორიტეტების განსაზღვრა და ურთიერთობა

▲ზევით დაბრუნება


ყველა ადამიანს აქვს მიზანი და მისწრაფება. ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტების დადგენა. უნდა განისაზღვროს რამდენად რეალისტურია ჩვენს მიერ დასახული მიზნები. პარტნიორთან, მეგობართან ან იმ ადამიანთან, რომელსაც ენდობით განიხილეთ თქვენი შიში, იმედგაცრუება და კონფლიქტი. როცა ადამიანი საკუთარ პრობლემებს ვინმეს უზიარებს, ის შვებას გრძნობს მაშინაც კი, როცა მისი პრობლემა არ გადაჭრილა.

რელაქსაციის მეთოდები და ვარჯიშები

მოდუნების ერთ-ერთი ვარჯიშია კუნთების რელაქსაციის ტექნიკა. თავისი არსით, ამ ტექნიკის დროს გარკვეული კუნთები იძაბება, შემდეგ კი დუნდება, მაგალითად, ხელები, ხელის მტევნები, ფეხები, ზურგი, მხრები და კისერი. მას შემდეგ რაც ისწავლით ზოგიერთი კუნთის დაძაბვასა და მოდუნებას, შეიძლება სცადოთ ერთდროულად ყველა კუნთის დაძაბვა და მოდუნება.

რელაქსაციის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სუნთქვის კონტროლი. სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. ეს სავარჯიშო რელაქსაციის ყველა მეთოდის საფუძველია.

3 3. ორგანიზაციული სტრესი და შინაგანი დაძაბულობა

▲ზევით დაბრუნება


ორგანიზაციაში არსებულ არასასურველ მიკროკლიმატს შეუძლია სხვდასხვა დარღვევების გამოწვევა. ეს შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, მაგალითად: პასიური აპათია, სამსახურით დაუკმაყოფილებლობა, დეპრესია და ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. გარკვეულ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება კუჭის წყლული ან ინფაქტი დაემართოს, რის გამოც ის იძულებულია უარი თქვას აქტიურ მუშაობაზე მანამდე, სანამ თავისი პროფესიული რესურსების რეალიზებას შეძლებს. ამრიგად, რამდენიმე წლის განმავლობაში სამსახურში დაძაბულობა შეიძლება აისახოს ადამიანის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

3.1 3.1 საწარმოო სტრესი

▲ზევით დაბრუნება


3.1.1 როლური გაურკვევლობა

ორგანიზაციაში სამუშაოს კარგად შესასრულებლად ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ჩვენს მიმართ მოლოდინის შესახებ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, ვალდებულებები და პრივილეგიები - განსაკუთრებით ის სფეროები, რაშიც თავისუფალი მოქმედების საშუალება გვეძლევა. ჩვენ ასევე გარკვეული ინფორმაცია გვესაჭიროება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩვენი მოქმედებების შესაძლო შედეგებზეც, უფრო მეტად ჩვენ ხშირად გვაინტერესებს შედეგები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ორგანიზაციის სხვა წევრებისა და თვითონ ორგანიზაციისთვის. ზოგადად ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით, რის გამოც გარკვეული როლური გაურკვევლობა გვეუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,

როლური გაურკვევლობა ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი მის მიერ შესასრულებელი როლის შესახებ შესაბამისად არ არის ინფორმირებული. როლური გაურკვევლობა, როგორც სჩანს, ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც იწვევს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და დაუკმაყოფილებლობას, ადამიანის რესურსების არასაკმარისად გამოყენებას და ამავე დროს მოიცავს ორგანიზაციის მიერ წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მცდელობას.

3.1.2 როლური კონფლიქტი

თუ როლური გაურკვევლობა იმ სიტუაციის ანარეკლია, რომელშიც ინფორმაციის ნაკლებობაა, როლური კონფლიქტი ასახავს სიტუაციას, რომელშიც ინფორმაცია კონფლიქტს განაპირობებს.

ქვემოთ მოცემულია ადამიანებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის ტიპიური მიზეზები:

● ადამიანი წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს შორის იხლიჩება;

● ადამიანებთან შეგუების აუცილებლობა;

● ხელმძღვანელისა და დაქვემდებარებულის განსხვავებული შეხედულებები;

● სირთულეები დაქვემდებარებულებთან, მდივნებთან დ ასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში;

● იმის გაკეთების აუცილებლობა, რაც ადამიანს არ სურს, მაგალითად, გარკვეული ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულება.

ზოგიერთ ორგანიზაციაში სხვა ორგანიზაციებთან შედარებით უფრო მეტი როლური კონფლიქტი ხდება. ეს მოვლენა პოლიციაში ხშირია. ამის მსგავსად, ორგანიზაციაში გარკვეული თანამდებობები სხვებისგან განსხვავებით უფრო მეტი რაოდენობის როლურ კონფლიქტს უკავშირდება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქუჩაში მომუშავე პოლიციელს უფრო ხშირად აქვს როლური კონფლიქტები, ვიდრე პოლიციაში ადმინისტრაციული ფუნქციებით დაკავებულ მის კოლეგას.

პოლიციის იერარქიული სტრუქტურის ფარგლებში პოლიციელს მოეთხოვება ზემდგომი ხელმძღვანელის დაქვემდებარება, თუმცა ამავე დროს მოლოდინია იმისა, რომ ქუჩაში ის დამოუკიდებლად იმოქმედებს. ადამიანის პიროვნება განსაზღვრავს მის რეაქციას როლურ კონფლიქტზე. ნაწილობრივ, როლური კონფლიქტი ინტროვერტებში სამუშაოსთან დაკავშირებით უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს, ვიდრე ექსტრავერტებში. ინტროვერტები ნაკლებად სოციალურები არიან ე.ი ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან ექსტრავერტებზე უფრო ნაკლებ სიამოვნებას იღებენ, მაგრამ უფრო დამოუკიდებლები არიან. შესაბამისად, ინტროვერტს უფრო მეტად უჭირს კონფლიქტთან გამკლავება, რადგან კონფლიქტი სოციალურ გარემოში ხდება და მის დამოუკიდებლობას ემუქრება. კონფლიქტის დროს წინა პლანზე გამოდის ურთიერთობის უნარი.

3.1.3 როლური გადატვირთვა: რაოდენობრივი და ხარისხობრივი

ჩვენ როლური კონფლიქტი განვიხილეთ როგორც სიტუაცია, რომელშიც ადამიანი აწყდება მის მიმართ წამოყენებულ დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოთხოვნებს, მაგრამ ძალიან ხშირად ადამიანს აიძულებენ შეასრულოს ახალი დავალებები, მაშინ, როდესაც მას უკვე აქვს სასწრაფოდ დასამთავრებელი სხვა დავალებები. თუ ის ახალ დავალებებზე დაიწყებს მუშაობას, მას მოუწევს მუშაობის შეწყვეტა იმ დავალებებზე, რომელთა შესრულებაც უკვე დაწყებული აქვს. ეს კონფლიქტის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ცნობილია როგორც გადატვირთვა. როდესაც საქმე ეხება შესასრულებელი სამუშაოს ზოგად მოცულობას, მიუხედავად მისი სირთულისა, საუბარია რაოდენობრივ გადატვირთვაზე ე.ი ადამიანს იმაზე მეტი სამუშაო აქვს, ვიდრე ეს შეიძლება შესრულდეს გარკვეულ დროში.

თუ სამუშაო გადატვირთვას იწვევს იმის გამო, რომ მისი შესრულება ისეთ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას მოითხოვს, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, საუბარია ხარისხობრივ გადატვირთვაზე.

რაოდენობრივი გადატვირთვა მდებარეობს „ძალიან ცოტა სამუშაოსა“ და „ძალიან ბევრ სამუშაოს“ შორის. ხოლო ხარისხობრივი გადატვირთვა მდებარეობს „ძალიან ადვილ სამუშაოსა“ და „ძალიან ძნელ სამუშაოს“ შორის. ამ ინტერვალში ნებისმიერი უკიდურესობა მოთხოვნებისა და მუშაკის შესაძლებლობების შორის ცუდ შესაბამისობაზე მეტყველებს. კარგი შესაბამისობა სამუშაო დატვირთვის სკალის იმ წერტილშია, რომელშიც სამსახურებრივი მოთხოვნები ადამიანის შესაძლებლობებსა და უნარებს სრულიად შეესაბამება.

კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ სამსახურში გადატვირთვის სხვადასხვა ფორმები ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური შინაგანი დაძაბულობის სულ მცირე 9 განსხვავებულ სახეს იწვევს. მათგან ოთხი (სამსახურით დაუკმაყოფილებლობა, ქოლესტერინის მაღალი დონე, გახშირებული პულსი, მოწევა) გულის დაავადებების რისკის ამაღლების ფაქტორებია. არა მხოლოდ პოლიციის უწყებამ, არამედ თითოეულმა პოლიციელმა უნდა იცოდეს რისკის ამ ფაქტორების შესახებ.

საწარმოო სტრესი

შინაგანი დაძაბულობა

რაოდენობრივი გადატვირთვა

კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა

მოკლე ვადები

თვითშეფასების ანკეტა

სატელეფონო ზარები და შეხვედრები

ხარისხობრივი გადატვირთვა თვითშეფასების ანკეტა

რთული დავალება

<==>

სამუშაოთი დაუკმაყოფილობლობა

სამსახურში დაძაბულობა

თვითშეფასება

მუქარა

სიგიჟე

ქოლესტერინი

პულსი

კანზე გაღიზიანება

მოწევა

3.1.4 ორგანიზაციული ზღვარის გადაკვეთა

ცხოველების ქცევაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ზღვარის დაცვას. კვლევები ადასტურებს, რომ პიროვნული სივრცე და ტერიტორია ადამიანისთვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რა ტერიტორია და საზღვრები არსებობს ორგანიზაციაში?

არსებითად, არსებობს ტერიტორიისა და საზღვრის ორი სახე. გარე საზღვრის პარალელურად, რომელიც ორგანიზაციას ჰყოფს გარესამყაროსგან, არსებობს შიდა საზღვრებიც, რომელიც დეპარტამენტებსა და განყოფილებებს შორის ფუნქციურ სამუშაოს ყოფს. ორგანიზაციული ზღვარის გადაკვეთამ და სხვის ტერიტორიაზე მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი სტრესი და დაძაბულობა.

პოლიციელებს ხშირად უწევთ მუშაობა უჩვეულო გარემოში, რაც სტრესის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია.

3.1.5 ადამიანებზე პასუხისმგებლობა

რაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალია სტრესის დონე. პოლიციელები სხვა ადამიანების სიცოცხლეზე აგებენ პასუხს, როდესაც ისინი მაშველების როლში გამოდიან, კონფლიქტურ სიტუაციებში პოულობენ გამოსავალს და დამნაშავეებისაგან გვიცავენ. ეს პოლიციელისთვის აუცილებლად იწვევს დამატებით სტრესს.

3.1.6 კოლეგებთან ურთიერთობა

ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან ცუდი ურთიერთობა შეიძლება იყოს სტრესის შედეგი, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ნდობაზე, მხარდაჭერასა და „კოლეგის“ პრობლემების მოსმენის სურვილზე. პირად პიროვნებათაშორის დამოკიდებულება იწვევს სამსახურით უკმაყოფილებასა და საფრთხის მოლოდინის განცდას.

ასეთ შემთხვევაში ან ერთ მუდმივ გუნდში უნდა იმუშაოთ ან გუნდში, რომლის შემადგენლობაც იცვლება. ბოლო რამდენიმე წელია ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის დაძაბული ურთიერთობა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. უკვე ცნობილია, რომ ასეთი დამოკიდებულება ხშირად მიმართულია ქალებისა და უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ, მაგალითად, ჰომოსექსუალების, იმიგრანტების მიმართ. პოლიციაში ძალიან რთულია დამკვიდრება, თუ არ შეეფერები „მაგარი პოლიციელის“ კულტურას.

3.1.7 მონაწილეობა

მონაწილეობა უკავშირდება იმას, თუ რა დონეზე შეუძლია კონკრეტულ მუშაკს ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა და რა დონეზე მიიღება გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში თანამშრომელთა ცოდნა, შეხედულებები და სურვილები. რა თქმა უნდა, საშინელება სრულიადაც არ არის, ის რომ ადამიანი არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში, ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე. მაგალითად, ჩვენ ხშირად გვიხარია, როცა არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იმიტომ რომ ამისთვის დრო არ გვრჩება ან ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ის შემთხვევა, როცა ადამიანს სურს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, მაგალითად, გადაწყვეტილება მის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ. მონაწილეობის მაღალი დონის დროს მოსალოდნელია კადრების გადინების შემცირება, წარმოებისა და სამუშაოს ხარისხის ამაღლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. პოლიციის მუშაობაში შეინიშნება ორმხრივი სიტუაცია: მონაწილეობის მაღალი დონე, როცა საკითხი ეხება მორიგეობას, მაგრამ მსხვილი იერარქიული პოლიციის ორგანიზაციის დონეზე საპირისპირო ხდება. გარკვეული პირობების შეცვლა შეუძლებელია და პოლიციელები იძულებულნი არიან გაითვალისწინონ საქმის რეალური ვითარება.

3.1.8 პროფესიული განსხვავებები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები უფრო ხშირად არიან სტრესულ მდგომარეობაში, ვიდრე სხვები. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიციის მუშაობაში სტრესის დონე საშუალოს აღემატება. ამავე დროს, კვლევები ასევე ადასტურებს იმასაც, რომ პოლიციელები უფრო ადვილად იტანენ სტრესს, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რადგან ეს პოლიციის აკადემიაში შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთ კრიტერიუმსაც კი წარმოადგენს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიციელები სტრესისაგან სრულიად დაცულები არიან, ისინი შეიძლება ხანდახან ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცნენ.

არსებობს პირდაპირი კავშირი სტრესსა და

- თვითმკვლელობის რიცხვს,

- ალკოჰოლიზმსა და

- განქორწინებების რიცხვს შორის.

ეს რაოდენობრივი მაჩვენებლები მთელი მსოფლიოს პოლიციის სტრუქტურებში ძალიან მაღალია, განსაკუთრებით თუ მათ შევადარებთ სხვა პროფესიების მაჩვენებლებს. სიტუაციის ტრაგიკულობა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიციელები არც საკუთარი თავის და არც თანამშრომლების წინაშე არ აღიარებენ იმას, რომ სტრესისაგან იტანჯებიან. თუ ისინი ამას აღიარებენ, კოლეგებმა ეს აღიარება სისუსტის გამოვლინებად შეიძლება მიიჩნიონ, ხოლო ხელმძღვანელმა პირებმა კი ჩათვალონ, რომ ასეთი პოლიციელი არ გამოადგებათ მუშაობაში. ამავე დროს, სტრესის პრობლემის განხილვა ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებელი ელემენტია.

3.2 3.2 სამსახურში სიტუაციის შეფასება

▲ზევით დაბრუნება


სამსახურთან დაკავშირებული სტრესი ყურადღებას მოითხოვს, რადგან მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების სწორი შეფასება:

● რა დონეზე აწყდებით საწარმოო სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებს;

● ამ პრობლემების გადაჭრის უნარი და

● საწარმოო სტრესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების სახე.

ამ პრობლემებში გარკვევისთვის არსებობს სპეციალური ანკეტა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სიტუაციის შეფასება, თუკი კითხვებს გულახდილი პასუხები გაეცემა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იყოს საწარმოო სტრესის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა.

ზოგიერთ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული პრობლემები თავისთავად იჭრება. მაგრამ თუ თქვენ ხშირად ან მუდმივად გაქვთ სამსახურთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელია გარკვეული ზომები მიღება და რაც მალე, მით უკეთესი. ამასთან შესაძლებელია თქვენი წუხილებისა და პრობლემების გადაჭრა ან მათი რიცხვის შემცირება. თუ არაფერს მოიმოქმედებთ, მაღალია იმის ალბათობა, რომ პრობლემები მოგემატებათ, ეს კი უარყოფით შედეგებს მოგიტანთ. თქვენს მიერ ჩამოთვლილ თითოეულ პრობლემას, რომელშიც მოუთითებთ, რომ ის „ხშირად ან მუდმივად“ არსებობს, ყურადღებით მოეკიდეთ, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ პრობლემები თავისთავად გაივლის.

3.2.1 რაში მდგომარეობს საწარმოო სტრესის საფრთხე?

ჩემი პრობლემა ისაა, რომ:

● ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს;

● სამუშაოს შესასრულებლად არასაკმარისი დრო მაქვს;

● საჭიროების შემთხვევაში არ შემიძლია სამუშაოს ჩაბარების საბოლოო ვადის გადაწევა;

● სამუშაოს მეთოდი არსებითად თავსმოხვეულია;

● მუშაობის დროს მიხდება ერთდროულად ძალიან ბევრ საკითხზე კონცენტრირება;

● ჩემი სამუშაო ყურადღების დიდ კონცენტრაციას მოითხოვს;

● ხშირად მიწევს აუცილებელი ინფორმაციის მიღებისთვის ლოდინი;

● სამუშაოსთან დაკავშირებით ხშირად ვაწყდები წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს;

● სამუშაოს დროს ხშირად ვაწყდები სიკვდილის, ავადმყოფობისა და ადამიანურ ტანჯვის შემთხვევებს;

● ჩემს სამსახურში ხშირად ძირეული ცვლილებები ხდება;

● მე ვაცნობიერებ, რომ მუდმივად ვიმყოფები სახიფათო სიტუაციებში აღმოჩენის რისკის ქვეშ.

● თუ ჩიხში შევედი, კოლეგებს არ შეუძლიათ ჩემი ჩანაცვლება;

● ჩემს სამუშაო ადგილზე ხშირად ვრჩები მარტო;

● ჩემს განყოფილებაში, გუნდში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ვერ ვახერხებ;

● ჩემი წარმატებები არასაკმარისად ხშირად და დეტალურად განიხილება;

● ჩემი კოლეგები და ხელმძღვანელები არასაკმარისად მაფასებენ;

● არ მაქვს მკაფიო სამუშაო განაწესი;

● სამსახურში ბევრი ფიზიკური პრობლემა მაქვს იმის გამო, რომ ერთსა და იმავე პოზაში ვმუშაობ;

● სამსახურში ბევრი ფიზიკური პრობლემა მაქვს იმის გამო, რომ სულ ვზივარ;

● სამსახურში ბევრი ფიზიკური პრობლემა მაქვს იმის გამო, რომ სულ დგომა მიწევს;

● სამსახურში ბევრი ფიზიკური პრობლემა მაქვს იმის გამო, რომ მოხრილი ვმუშაობ;

● ძალიან მიჭირს ღამის ცვლაში მუშაობა;

● ძალიან მიჭირს მუშაობა, როცა სამუშაო დრო არანორმირებულია;

● სამსახურის გამო დრო აღარ მრჩება ახლობლებისთვის, სახლისა და კულტურული ცხოვრებისთვის;

3.2.2 როგორი დამოკიდებულება გაქვთ საწარმოო სტრესისადმი?

● თქვენ წინააღმდეგობას უწევთ საწარმოო სტრესს და აქტიურად ხართ დაკავებული ამ პრობლემით?

● სამსახურში სტრესს გაურბიხართ?

● საწარმოო სტრესის დროს დამხარებისა და რჩევისთვის ვინმეს მიმართავთ?

● როცა სამუშაოს სტრესამდე მიჰყავხართ უფრო არაკეთილგანწყობილი და მოღუშული ხდებით?

● სამსახურში სტრესული სიტუაციების დროს თავისუფლად და კეთილგანწყობილად იქცევით?

● როცა სამსახურში სტრესი გაქვთ, უფრო მეტს ჭამთ, სვამთ და ეწევით?

● როცა სამსახურში სტრესული სიტუაცია გაქვთ, პოულობთ თუ არა მოდუნების გზას, მაგალითად, იწყებთ ფიზიკურ ვარჯიშს?

3.2.3 გაქვთ თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?

● ბოლო წლის განმავლობაში ხერხემლის ქვედა ნაწილში გქონდათ პრობლემები?

● გქონდათ თუ არა პრობლემები ზურგთან, კისერთან, მხრებთან, ხელებთან, ხელის მტევნებთან და ფრჩხილებთან დაკავშირებით?

● სამუშაოს გამო გრძნობთ თუ არა გონებრივ გამოფიტვას?

● სამუშაო დღის შემდეგ გრძნობთ რომ გამოიფიტეთ?

● ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივად დათრგუნული იყავით?

● ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისეთი ჩვეული საქმის მიმართ, როგორიცაა ჰობი ან სპორტი ინტერესი დაგეკარგათ?

● ბოლოს წლის განმავლობაში სამსახურში რაიმე ისეთი ხომ არ მოხდა, რასაც უკვე ოთხი კვირაა თავიდან ვერ იგდებთ?

3.2.4 დამოუკიდებლად რისი გაკეთება შეიძლება?

შესაძლო წერტილები

სიგნალები და ანკეტა

რა გავაკეთოთ?

გაქვთ თუ არა სამსახურში პრობლემები?

არავითარი პრობლემა

თქვენ ძალიან გაგიმართლათ! ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სამუშაო გარემოში მათ გადაჭრას.

ერთი-ორი პრობლემა

თუ გიჭირთ პრობლემებთან გამკლავება, მათი ხასიათის ან სხვების მიერ აღიარების შესაბამისად, განიხილეთ ისინი კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, სანდო პირთან, პროფკავშირის წარმომადგენელთან.

რამდენიმე პრობლემა

თქვენ აუცილებლად გესაჭიროებათ კონკრეტული გამოსავლის ვინმესთან ერთად განხილვა. თქვენ შეგიძლიათ ამ

სამსახურში როგორ წყვეტთ პრობლემებს?

ყოველთვის ერთნაირად

თემაზე ესაუბროთ კოლეგას, ხელმძღვანელს, სანდო პირს ან პროფკავშირის წარმომადგენელს.

პრობლემების წარმოქმნისას თქვენ ჯიუტად ერთსა და იმავეს იმეორებთ. თუ ეს ახალ პრობლემებს წარმოქმნის, შეგიძლიათ ხელმძღვანელთაგან ვინმეს გაესაუბროთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსის გავლის საჭიროებაზე. ეს კურსი შეიძლება ეხებოდეს კონფლიქტების გადაჭრას, დროის მართვას.

გაქვთ თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?

დიახ, ერთი ან რამდენიმე

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

საუბრის დაწყების საწყისი წერტილისთვის გამოიყენეთ ეს ანკეტა. შეეცადეთ ხელმძღვანელებს მოელაპარაკოთ სამუშაოს დროებით შეცვლაზე, ვალდებულებების შეცვლაზე ან დატვირთვის შემცირებაზე, რათა დასვენებისთვის მეტი დრო დაგრჩეთ.


4 4. ტრავმული სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა

▲ზევით დაბრუნება


4.1 4.1 განმარტება

▲ზევით დაბრუნება


ტრავმული სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები შრომისუუნარობისა და ავადმყოფობის ძირითადი მიზეზია. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამსახურში დაძაბულობა, შრომისნაყოფიერების შემცირება და სამსახურით უკმაყოფილება. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს პრობლემებს პირად ცხოვრებაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრავმულ სიტუაციებზე წუხილი აღიაროს და გაიგოს არა მხოლოდ ადამიანმა, რომელმაც ეს გადაიტანა, არამედ მის გარშემო მყოფმა ადამიანებმაც (კოლეგები, ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები, მეგობრები).

ტრავმული მოვლენა არ ჯდება ყოველდღიურ ჩარჩოში და ის ნებისმიერ ადამიანში იწვევს წუხილს. მაგალითად, სიკვდილით დამუქრება, შეშინება, თქვენთვის ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებები, სასიკვდილო შედეგის მქონე ავარიის თვითმხილველობა.

პოლიციელები სხვა ადამიანებზე უფრო ხშირად აწყდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგალითად:

● მათ შეხება აქვთ მკვლელობასა და თვითმკვლელობასთან;

● მათ შეხება აქვთ ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულებთან;

● ესვრიან ეჭვმიტანილს;

● საკუთარი თავის მისამართით ისმენენ მუქარას;

● ხდებიან კოლეგის მკვლელობის მოწმე.

4.2 4.2 მახიასიათებლები

▲ზევით დაბრუნება


ტრავმის გამომწვევი მოვლენა ან შემთხვევა სამი ნიშნით ხასიათდება:

● უძლურების ან უსაშველობის განცდა;

● ყოველდღიური განაწესის მკვეთრი და მოულოდნელი შეცვლა;

● დისკომფორტის ძლიერი გრძნობა, მაგალითად, (სიკვდილის) შიში.

ეს მახასიათებლები, თავიანთი ბუნებით სუბიექტურია, სხვა სიტყვებით, ეს არის აღქმის მახასიათებლები ე.ი. ერთი ადამიანისთვის ტრავმის გამომწვევ მოვლენას, შეიძლება მეორე ადამიანისთვის შეიძლება ისეთივე შედეგი არ მოჰყვეს. ტრავმის გამომწვევი მოვლენების შედეგად ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე სტაბილურობას კარგავს. ასეთი მოვლენები გავლენას ახდენს ჩვენი ფსიქოლოგიური გაწონასწორების საფუძველში არსებულ პრინციპებსა და მოსაზრებეზე.

ყოველი ადამიანი თვილის, რომ ის გარკვეულწილად აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას. მანქანაში ჩაჯდომისას მან იცის, რომ შეიძლება ავარიაში მოყვეს. თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი ცოდნაა, რადგან სინამდვილეში არავინ ფიქრობს, რომ შემდეგი ავტო-საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდება. ,,ავარია სხვა ადამიანებს მოსდით, და არა მე“.


ადამიანი მართლაც ასე რომ ფიქრობდეს, იგრძნობდა, რომ არ შეუძლია ავტომანქანის მართვა. იმის ილუზია, რომ ჩვენ არაფერი დაგვემართება, გვეხმარება გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა, მაგალითად, სიმშვიდე შევინარჩუნოთ ავტომანქანის მართვისას.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა იმაში მდგომარეობს, რომ სამყარო სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება სხვებს მიუძღვნეს, არ იმსახურებენ ცუდ დამოკიდებულებასა და დასჯას, ,,რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. აგრესიისა და ძალადობის მოულოდნელი გამოვლინებისას, ეს წარმოდგენა სრულიად ქრება. ეს ეხება ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილსაც: ,,ეს უსამართლოა, სამყარო ასეთი არ უნდა იყოს“.

ტრავმული მოვლენა გვიქრობს წარმოდგენას იმაზე, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს ცხოვრებას, რადგან უეცრად ვაცნობიერებთ, რომ ვერ შევძელით სიტუაციის კონტროლი და მოხდარი თავდაყირა აყენებს ჩვენს ცხოვრებას.

სხვა ღირებულებები, როგორიცაა „უსაფრთხოება“, „ნდობა“, ასევე შეიძლება დაიკარგოს.

ამრიგად, დაძლევის პროცესი აუცილებელია, იმიტომ რომ თავიდან დამყარდეს გარკვეული წესრიგი: მოძრაობის გაგრძელებისთვის, საკუთარი ცხოვრებისა და სამყარო სახალი „იდეა“ გვესაჭიროება.

4.3 4.3 ტრავმის გამომწვევ მოვლენებზე რეაქცია: დაძლევის პროცესი

▲ზევით დაბრუნება


4.3.1 პირველი ეტაპი

პირველ ეტაპი ტრავმის გამომწვევი მოვლენის შემდეგ უმალვე იწყება, ამ დროს ძირითადი რეაქციებია შოკი, გაოგნება და დაუჯერებლობა. თავად მოვლენის დროს ძლიერი ემოციები არ ვლინდება. ტიპიური რეაქციებია - რეალურად მომხდარში დაუჯერებლობა და გაოგნება („ეს შეუძლებელია“, „ეს ცუდი სიზმარია, სინამდვილეში ეს არ შეიძლება მომხდარიყო“). საერთოდ ტრავმის გამომწვევი მოვლენის დროს ადამიანები ფხიზლად და სწორად მოქმედებენ.

ხანდახან გვეჩვენება, რომ თავს იჩენს ბუნებრივი ინსტინქტები, რომლებიც უცაბედად რეაგირებას გვაიძულებს, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს სინანულის განცდა გამოიწვიოს, მაგალითად, მაშინ, თუ ადამიანი შეშინდა.

მოგვიანებით, როცა მომხდარი უკან ჩამორჩა, სიტუაციაზე დაფიქრების დრო დგება და სწორედ ამ დროს ვლინდება პირველი ემოციები და ფიზიკური რეაქციები. როგორც წესი, ეს მოვლენიდან მოკლე დროში ხდება, როცა ადამიანი გარკვეულ დონეზე უსაფრთხოებას იგრძნობს.

ადამიანისთვის, რომელიც ამის მოწმე პირველად გახდა (კოლეგა, სოციალური სამსახურის მუშაკი), ეს უჩვეულო სიტუაციაა, რადგან ემოციები შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს ემოციური აფეთქებიდან დაწყებული უკიდურესი გაუცხოებით დამთავრებული. შეინიშნება ასევე ფიზიკური რეაქციებიც, როგორიცაა ნერვიული კანკალი, ნებისმიერი მიმართულებით გაქცევის მცდელობა ან ძალების სრულ გამოცლაში.

4.3.2 მეორე ეტაპი

მეორე ეტაპი მომხდარიდან ერთ-ორ დღეში იწყება და ამ დროს შეინიშნება ისეთი რეაქციები, როგორიცაა:

● განმეორებითი განცდა;

● უარყოფა;

● მომატებული აქტიურობა/ზედმეტად სიფრთხილე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი რეაქციები სრულიად ბუნებრივია და ნორმალურია უჩვეულო სიტუაციაში. საბოლოოდ ეს რეაქციები ეხმარება ადამიანს აღიდგინოს წონასწორობა.

განმეორებითი განცდა

განმეორებითი განცდის დროს ადამიანი გონებაში კვლავ განიცდის მომხდარს. მოვლენები სინამდვილეში არ მეორდება, მაგრამ მეორდება განცდები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი კვლავ განიცდის ტრავმული სიტუაციის თანმდევ ემოციებს. განმეორებითი განცდის ნიშნებია:

● მოვლენის განმეორებითი და გამუდმებული მოგონებები;

● ერთი და იგივე სიტყვების გამეორება;

● მოვლენაზე ფიქრის დროს ძლიერი ემოცია (ნაღვლიანობა, სიბრაზე, სინანულისა და სირცხვილის განცდა);

● ისეთი მოქმედებები და შეგრძნებები, თითქოს მოვლენა ისევ მეორდება;

● მსგავ სიტუაციებში სასოწარკვეთილების განცდა.

უარყოფა

უარყოფის მთავარი ფუნქციაა ცუდი მოგონებებისგან ადამიანის დაცვა და განმეორებითი განცდის შემდეგ ძალების აღდგენის შესაძლებლობაა. არცერთ ადამიანს ძალუძს მუდმივად ემოციურ დაძაბულობაში ყოფნა. ამიტომ აუცილებელია სიმშვიდის პერიოდი.

უარყოფის ნიშნები:

● ტრავმის გამომწვევ მოვლენებზე ფიქრისა და ემოციის თავიდან მოშორების მცდელობა;

● ტრავმის გამომწვევ მოვლენებთან დაკავშირებული საქმიანობისა და სიტუაციების თავიდან არიდების მცდელობა;

● მეხსიერების ბლოკირება - ადამიანს აღარ ახსოვს ტრავმის გამომწვევი მოვლენის მნიშვნელოვანი დეტალები;

● გართობისა და ყურადღების გადატანის მცდელობა, მაგალითად, ტელევიზორი ან დაძაბული სამუშაო.

● ინტერესის დაკარგვა იმ საქმიანობის მიმართ, რაც ადრე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო;

● სიყვარულისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოვლენის შეუძლებლობა.

ხანდახან ასეთი რეაქციები მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის და გვგონია, რომ ადამიანმა შეძლო საკუთარ ემოციებთან გამკლავება, ამიტომაც ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა.

მოვლენის განმეორებითი განცდა იწვევს უარყოფითი გამოცდილებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობას. ეს რამდენიმე მიზეზის გამოა საჭირო. პირველ რიგში, მტკივნეული გამოცდილების განმეორება აუცილებელი ემოციური სავარჯიშოა, რომელიც ტრავმის გამომწვევი მოვლენის დამანგრეველ შედეგებს აღკვეთს.

გონებაში მოვლენასთან დაბრუნება თანდათანობით ნაკლებად მტკივნეულს ხდის ძლიერ ემოციას. ადამიანი ეგუება მომხდარს. როცა ის აცნობიერებს, რომ ფსიქოლოგიურად შეუძლია ემოციებთან გამკლავება, ის ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ისევ იძენს შინაგან წონასწორობას და საკუთარ თავში რწმენას. განმეორებითი განცდა ადამიანს ეხმარება ახალი სამყაროს შექმნაშიც. აზრობრივად ტრავმის გამომწვევ მოვლენასთან დაბრუნებით მას შეუძლია თავიდან განსაზღვროს სამართლიანობის, უსაფრთხოების არსი. ეს ახალი ცნებები ჩნდება შემდეგ კითხვებზე პასუხის ძიებისას: „ეს რატომ მოხდა?“, „ეს მე რატომ შემემთხვა?“ და „რა არის მომხდარის დედააზრი?“

გარდა ამისა, განმეორებითი განცდის დადებითი მხარე ისიცაა, რომ მას შეუძლია მომავალში მსგავსი მოვლენების აღკვეთა. კადრის გამეორების, შესაძლო გამოსავლისა და მიზეზების ძიება გვეხმარება მომავალში მსგავსი მოვლენების


გამეორების თავიდან აცილებაში ან თუკი მსგავს შემთხვევას ისევ ექნება ადგილი სხვა სახის რეაქციებისა და უფრო გაწონასწორებული მოქმედების განსაზღვრაში.

მომატებული აქტიურობა/ზედმეტად სიფრთხილე

ეს სიმპტომები უკავშირდება ორგანიზმისა და ფსიქიკის მომატებულ სიფრთხილეს, რომელიც არასასიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული. დაზარალებული გრძნობს, რომ ის ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, ეს კი თავის მხრივ, საკუთარ თავში რწმენის დონის შემცირებასა და სიფხიზლის აუცილებლობის განცდას იწვევს. ასეთი გრძნობები ადამიანს ფიზიკურად ფიტავს. მომატებული აქტიურობისა და ზედმეტი სიფრთხილის ნიშნებია:

● ცუდი ძილი;

● გაზიღიანება, სიბრაზის გამოვლინება;

● პრობლემები ყურადღების კონცენტრირებასთან დაკავშირებით;

● გადაჭარბებული სიფხიზლე;

● მუდმივი ღელვა, ნერვიულობა;

● ტრავმის გამომწვევი მოვლენის მსგავს სიტუაციებში ფიზიკური რეაქციები (ოფლიანობა, ნერვიული კანკალი, ჰაერის ჩაყლაპვა და ა.შ.)

სხვა რეაქციები

● სინანულის/ბრალის განცდა

დაზარალებული საკუთარ თავს მიიჩნევს მომხდარში დამნაშავედ, რადგან თვლის, რომ სხვაგვარად უნდა ემოქმედა, მაშინაც კი როცა მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო.

● შურისძიების შიში

დაზარალებულს ეშინია დამნაშავის, რომელმაც დაზარალებულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაგნოს.

● გრძნობა, რომ გარშემომყოფები ვერ უგებენ

დაზარალებული გრძნობს, რომ არავის შეუძლია გაიგოს რას ნიშნავს ცხოვრება ძალადობით ან დარდით.

ეს რეაქციები სრულიად ნორმალურია ტრავმის გამომწვევი მოვლენის შემდეგ. ეს ნიშნები დაძლევის პროცესის ნაწილია, რომლებიც თან სდევს ასეთ ემოციურ განცდას.

დაძლევის პროცესისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა განმეორებითი განცდა და უარყოფა მაღალი აქტიურობისა და ემოციების მუდმივი ცვალებადობის ნიშნებით. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ცვალებადი ემოციები ერთ მუდმივ ემოციასთან შედარებით ნაკლებად სახიფათოა.

ეს პროცესი სხვადასხვა წარმატებებით ხორციელდება და დამოკიდებულია ადამიანზე. ხანდახან განმეორებითი განცდა და უარყოფა ერთმანეთს ძალიან სწრაფად მოსდევს თან, ხანდახან კი ერთი ფაზა შეიძლება უფრო დიდხანს გრძელდებოდეს და ინტენსიური იყო. ზოგიერთი ადამიანი ამ პროცესის გავლას ორ თვეს ანდობებს, ზოგიერთს კი ამისთვის ორი წელი სჭირდება. ეს განსხვავებები უკავშირდება დაძლევის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებს (იხ. „ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ დაძლევის პროცესზე“).

4.3.3 მესამე ეტაპი

დაძლევის პროცესის დასრულებაზე მეტყველებს დაზარალებულის მიერ ტრავმის გამომწვევი მოვლენის ფაქტის გაცნობიერება და მისი შედეგების გაგება.

დაზარალებულები ნელა, მაგრამ ზომიერად უბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელშიც მოვლენის მნიშვნელობა საკუთარ თავზე და გარემოსამყაროზე ახალი შეხედულების ნაწილი ხდება.

დაზარალებულმა გადაიტანა ტრავმული მოვლენა და ყიველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაზარალებული ოდესმე მომხდარის დავიწყებას შეძლებს. ახლა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი და დათრგუნული აღარ არის. მოგონებები მუდამ ცუდი იქნება და მომხდარის გახსენება ყოველთვის სიბრაზესა და დარდს გამოიწვევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ვერ დაძლია ტრავმული სიტუაციის შედეგები.

4.4 4. 4 ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს დაძლევის პროცესზე

▲ზევით დაბრუნება


კველევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ტრავმულმა სიტუაციამ სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვა რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, როგორც განცდის სიღრმესთან, ისე მის ხანგრძლივობასთან მიმართებით. დაძლევის პროცესი შეიძლება უჩვეულო ფორმაში ან ისეთ ფორმაში გამოვლინდეს, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ძნელია.

ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, ადამიანმა ძლიერი ემოციებიდან ხანმოკლე პერიოდში აღიდგინოს ძალები, მაგრამ შემდეგ შესაძლებელია რეციდივი მოხდეს უმნიშვნელო მოვლენის შედეგად. საერთოდ, ასეთი დაგვიანებული რეაქცია (რეციდივი), უარყოფის (მოგონებების დათრგუნვის) ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, უფრო რთულად მომდინარეობს პირველადი ტრავმული სიტუაციისგან გაყოფის გამო.

სოციალურ და ფსიქოლოგიურ დონეზე გამოიყოფა სამი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს დაძლევის პროცესზე:

● მოვლენის მახასიათებლები (შინაარსი);

● პიროვნების მახასიათებლები;

● სოციალური გარემოს მახასიათებლები.

4.4.1 მოვლენა

● ტრავმულ მოვლენებში ბავშვების მონაწილეობა; ბავშვები ხშირად ხდებიან შოკის გაძლიერების მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვები მსხვერპლნი ხდებიან.

● სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული მოვლენები; რისკის დონის შესაბამისად ამ ფაქტორის გავლენა შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი.

● მოვლენის განგრძობადობა; რამდენი ხანი გრძელდება.

● იარაღის გამოყენება და სისასტიკის დონე;

● დაზარალებული და მსხვერპლი; რამდენად სერიოზული იყო ტრავმა? რამდენი დაზარალებული/მსხვერპლი იყო?

● მონაწილეობის დონე; ბრალის ფაქტორი არსებობს თუ არა? (მაგალითად, მოქმედების დროს დაშვებული იყო თუ არა შეცდომა?) ან დაზარალებული უბრალოდ გამვლელი იყო?

● გამვლელების მხრიდან დაუხმარებლობა; ეს ძირითადად აძლიერებს დაზარალებულზე ტრავმული მოვლენის გავლენას, ის ადამიანებში იმედგაცრუებას გრძნობს.

● აქტიური ან პასიური როლი; რაც უფრო აქტიურად გამოხატავს ადამიანი ემოციას, მით უფრო აკონტროლებს ის სიტუაციას, ამიტომ მოვლენა ნაკლებად ტრავმის გამომწვევი იქნება. პასიური ქცევა კი ბრალისა და სინანულის განცდას ამძაფრებს.

● წინათგრძნობის დონე; ჰქონდა თუ არა ადამიანს წინათგრძნობა, რომ ეს მოხდებოდა?

4.4.2 პიროვნება

● როგორ უმკლავდება ადამიანი დაძაბულობას და ემოციებს? აქ საუბარია ქცევის ემოციურ ტიპზე. ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით პანიკაში უცებ ვარდება, გარდა ამისა, ემოციის გამოხატვის თავისებურებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

● ამტანობა (გამძლეობა), რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს.

● წინარე ფსიქოლოგიური პრობლემები; მათ შეიძლება გააძლიერონ გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი უკვე ამ პრობლემების გავლენის ქვეშ არის.


● ტრავმული მოვლენის წინა Aშემთხვევები; მათი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ახალი ტრავმული სიტუაციის შედეგად.

● ბოროტად გამოყენება (მაგალითად, წამლების, ალკოჰოლის); ამან შეიძლება დამთრგუნველი მოქმედება იქონიოს, დაძლევის პროცესში კი ადამიანის ემოციებს უნდა განიცდიდეს.

4.4.3 სოციალური გარემო

● ადამიანს როგორი სოციალური კავშირები აქვს: იღებს თუ არა მხარდაჭერას თავისი გარემოცვისგან (კოლეგები, ხელმძღვანელები, მეგობრები, ოჯახი)?

● აძლევენ თუ არა გარშემომყოფნი ადამიანს ემოციის გამოხატვის შესაძლებლობას?

● წახალისებულია თუ არა დაზარალებულის მიერ ტრავმულ სიტუაციასა და საკუთარ ემოციებზე საუბარი, თუ პირიქით ამას წინაღობა ექმნება?

● მომხდართან დაკავშირებით მის სოციალურ გარემოში როგორი არის კონსენსუსი? გამოითქმება თუ არა ისეთი შენიშნვები, როგორიცაა: „რახან ეს პროფესია აირჩიე, ამას თვითონ უნდა გაუმკლავდე“ ან „ემოციების გამოხატვა სისუსტის ნიშანია“. ან მხარდაჭერა შემდეგნაირად გამოხატება: „ისაუბრე ამის შესახებ, ეს დაგეხმარება. ემოციების გამოხატვა არ ნიშანვს რომ ცუდი ხარ“. კონსენსუსის თანახმად მოვლენის შესახებ დაზარალებულს მხრიდან საუბარი შეიძლება წახალისდეს ან პირიქით გაიკიცხოს.

გაგების, ყურადღებისა და პრაქტიკული დახმარების არარსებობამ შეიძლება განმოერებით ტრავმირება გამოიწვიოს: პირველი ტრავმირება თავად მოვლენას უკავშირდება, თუმცა გარშემომყოფთა მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის (რასაც დაზარალებული ძალიან მტკივნეულად აღიქვამს) შედეგად წარმოიქმნება განმეორებითი ტრავმირება. ეს შეიძლება ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს. ეს აშკარაა ისეთი გამონათქვამებით, როგორიცაა: ჩემმა ხელმძღვანელმა მხოლოდ ის მითხრა, რომ ჩვენ ყველას გვიწევს ხანდახან ასეთ მოვლენებთან შეჯახება, მან მირჩია, ეს არასდროს აღარ გამეხსენებინა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.”.

4.5 4.5 დაძლევის სტრატეგია

▲ზევით დაბრუნება


დაძლევის პროცესის მთავარი მიზანია აზრის ძიება და კონტროლის აღდგენა. ამასთან გამოიყენება შემდეგი სტრატეგიები:

● ახსნის ძიება;

● მოვლენის შესახებ თხრობა;

● შედარება;

● პოზიტიური ინტერპრეტაცია.

4.5.1 ახსნის ძიება

დაძლევა არ არის მხოლოდ ემოციური პროცესი. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „რა მოხდა?“, „რატომ?“ და ხშირად მომდევნო სტადიაზე „ეს მე რატომ დამემართა?“. ახსნის ძიების სურვილი ძალიან სასარგებლოა. ახსნის ძიება დაძლევის პროცესის ნაწილია.

ადამიანებს არ შეუძლიათ დამშვიდება, სანამ არ გაარკვევენ ,,რა და როგორ”. მძიმე პირადი დრამების გადამტანი ადამიანები სწორედ ამიტომაც თითქმის ყოველთვის პოულობენ იმის ახსნას, თუ რატომ შეემთხვათ ეს კონკრეტული შემთხვევა სწორედ


მათ. უცხო ადამიანს ასეთი ახსნები ხანდახან ყურით მოთრეული ჰგონია, მაგრამ მსხვერპლისთვის ახსნა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი უტყუარობა.

„შესაძლებელი რომ იყო...“ ან „ეს ბედია“ - ასეთი პასუხები ადამიანებს არ აკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი სრულიად კარგავს რეალობაზე კონტროლს. ამიტომ ადამიანები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს, მაგრამ ჯერ საკუთარ ბრალს საკუთარ თავზე იღებენ. „მე უნდა...“ ან „მე რომ არ ვყოფილიყავი...“.

თუ ადამიანი საკუთარ თავს ადანაშაულებს მომხდარში, ის მომავალში შეძლებს გარკვეული სიტუაციების თავიდან აცილებას, რადგან უფრო ფრთხილად, გონივრულად მოიქცევა. საკუთარი თავის დადანაშაულებით, ადამიანი უძლურების განცდას დაძლევს, რადგან საკუთარი თავის დადანაშაულება ისე მტკივნეული არ არის, როგორც ერთი შეხვედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

მომდევნო სტადიაზე, უფრო მოგვიანებით, ადამიანი ადანაშაულებს არა საკუთარ თავს, არამედ სხვას (მაგალითად, ხელმძღვანელს).

დაძლევის პროცესის ბოლო ეტაპზე დაზარალებული უფრო რეალურად აფასებს მოვლენებს. ამ დროისთვის, მას ესმის, რომ ადამიანები ხანდახან თავისდაუნებურად შეცდომებსაც უშვებენ, ასეთი შეცდომები კი მძიმე და გაუთვლელ შედეგებს იწვევს.

4.5.2 მოვლენის შესახებ თხრობა

ტრავმული მდგომარეობის დაძლევის პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია მომხდარის შესახებ თხრობა. ტრავმული მოვლენის ყველაზე მძიმე შედეგი განმეორებითი განცდაა. ის ემუქრება სიტუაციაზე კონტროლის განცდას. მომხდარის შესახებ მოგონებები ადამიანს ნებისმიერ დროს მისი სურვილისგან დამოუკიდებლად შეიძლება გაუჩნდეს, მაგრამ მომხდარის შესახებ თხრობა მას დაეხმარება გონებაში ყველაფრის დასალაგებლად. თხრობის პროცესში მეხსიერებაში წამოტივტივდება დეტალები, რომელიც დაზარალებულს შეიძლება არც ხსომებოდა, რაც მომხდარის უფრო ნათელ სურათს ქმნის.

დაზარალებულს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენაში კიდევ ერთი მიზეზი ეხმარება, ეს არის მოვლენების თანმიმდევრობით აღდგენის მცდელობა. მოგონებები და ემოციები, რომელიც დაზარალებულს თრგუნავდა, სიტყვებში გამოხატება და თხრობაც უფრო თანმიმდევრულია. როცა ადამიანს თანმიმდევრული თხრობა შეუძლია (,,ჯერ ეს, შემდეგ კი... აი ასე მოხდა”), ნიშნავს, რომ ის ახერხებს მომხდარზე კონტროლის აღდგენას, შესაბამისად, ადამიანი იწყებს საკუთარი წარსულის კონტროლს. მოვლენები, რომლებიც აქამდე ადამიანს თრგუნავდა, ახლა მისი ცხოვრების ნაწილი ხდება, ახლა ისინი აღარ დომინირებენ, ადამიანი აღადგენს კონტროლს. ამიტომ დაზარალებულისთვის მომხდარის შესახებ თხრობის საშუალების მიცემა დახმარების მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც შეიძლება თვითდახმარებაში, ახლობლების მხარდაჭერაში ან პროფესიონალურ დახმარებაში გამოიხატოს.

მომხდარის შესახებ თხრობა აცოცხლებს ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებულ ყველა ემოციას. ყველა ადამიანს არ შეუძლია სხვისთვის საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სისუსტეების წარმოჩენა. ასეთი ადამიანები შვებას თავიანთი გრძნობების ქაღალდზე დატანით პოულობენ. დაძლევის პროცესის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულის ჩანაწერები არა მხოლოდ ემოციას გამოხატავდეს ან მომხდარს აღწერდეს, არამედ აერთიანებდეს აღქმის ამ ორივე მხარეს.

4.5.3 შედარება

ტრავმის გამომწვევი მოვლენის შემდეგ მალევე დაზარალებულები ხშირად საკუთარ თავს სხვა, მსგავს სიტუაციებში ჩავარდნილ ადამიანებს ადარებენ, რომლებსაც უფრო მეტად გაუმართლათ. ამ დროს დაზარალებულებს სიბრაზის, ეჭვიანობის განცდა ეუფლებათ („რატომ მე?“).

მომდევნო სტადიაზე შედარების სქემაში ცვლილება ხდება და ამ დროს დაზარალებულები თავს მსგავს სიტუაციებში მოხვედრილ ადამიანებს ადარებენ, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდნენ. ეს ფაქტი დაზარალებულს ეხმარება შვება იპოვოს იმაში, რომ შეიძლება უარესიც მომხდარიყო.

და ბოლოს, სხვა დაზარალებულებთან ურთიერთობა ადამიანს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებმაც მსგავსი მოვლენები გადაიტანეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მოახერხეს დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ადამიანი ხედავს, რომ ის მარტოსული არ არის, რომ მისი განცდები სრულიად ნორმალურია და რომ ის, რაც მას გადახდა, ნებისმიერ სხვა ადამიანს შეიძლება შეემთხვეს.

4.5.4 პოზიტიური ინტერპრეტაცია

ტრავმული მოვლენის გადამტანი ადამიანები ბოლოს და ბოლოს იმის პოზიტიურ ინტერპრეტაციასაც ახერხებენ, რომ მომხდარი სწორედ მათ შეემთხვათ. მაგალითად. ხშირად ამბობენ, რომ ამ მოვლენამ ისინი აიძულა უკეთ შეეცნოთ საკუთარი თავი და ადამიანური ბუნება. ისინი უკეთესად განასხვავებენ მთავარ და მეორეხარისხოვან საკითხებს და თვლიან, რომ ახლა იციან, რომ სიცოცხლე მართლაც ღირებულია.

პოზიტიური შეხედულებისთვის დამახასიათებელია ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: „ამ შემთხვევის შემდეგ უფრო ძლიერი გავხდი“, „მიუხედავად ყველაფრისა, მოხარული ვარ, რომ ასეთი უბედურება გადავიტანე, ამან მაიძულა უფრო ძლიერი და ბრძენი გავმხდარიყავი“.

4.6 4.6 ტრავმული მოვლენების შემდეგ მხარდაჭერა და კონსულტაციები

▲ზევით დაბრუნება


ნებისმიერი ქვეყნის პოლიციის სამსახურში მიღებული არ არის საკუთარი ემოციებისა ან კონკრეტული მოვლენის შედეგების დაძლევასთან დაკავშირებულ პრობლემების დემონსტრირება. ხშირად პოლიციელებს უსიამოვნებები ექმნებათ სწორედ მაშინ, როცა დამოუკიდებლად ცდილობენ საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რაც თავის მხრივ, ახალ პრობლემებს წარმოშობს როგორც უშუალოდ პოლიციელისთვის, ისე მთლიანად პოლიციის სამსახურისთვის (მაგალითად, ავადმყოფობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობა, მოვალეობის ცუდად შესრულება).

ამიტომ საგანგაშო სიმპტომების ადრეულ სტადიაზე შემჩნევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაში თავისი წვლილის შეტანა ყველას შეუძლია: ხელმძღვანელს, კოლეგას, თავად პოლიციელს და მის მეუღლეს.

როგორც უკვე აღინიშნა, დაძლევის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მომხდარის შესახებ თხრობა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციის სისტემაში შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები მხარდაჭერისა და კონსულტაციის სტრუქტურული სისტემების შექმნის თვალსაზრისით. ეს არის თანამშრომლების სტრუქტურული ქსელი, რომელიც დახმარების აღმოჩენასა და კონსულტაციის გაწევაში არის სპეციალიზებული. ამგვარი კონსულტაციები ფსიქოთერაპია არ არის. ამიტომ სისტემაში მუშაობისთვის საჭირო არ არის ფსიქოლოგიაში აკადემიური ხარისხი, მაგრამ აუცილებელია საბაზო სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა და კონსულტაციის მეთოდიკის კურსის გავლა.

4.6.1 რა შეიძლება გაკეთდეს ოჯახში

შოკის გამომწვევი და ტრავმული მოვლენები პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. ასეთი მოვლენების შემდეგ აუცილებელია პოლიციელებთან გასაუბრება და მათი მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სახლშიც.

ძირითადად სახლში პოლიციელს უძნელდება დახმარების მიღება, რადგან ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე გარემოება არსებობს.

პოლიციელის მეუღლეს ზოგადად ესმის, რომ პოლიციაში მუშაობა სახიფათოა, ამ ფაქტთან შეგუების ერთ-ერთი მეთოდია სიტუაცია, როდესაც სახლში სამსახურის შესახებ საერთოდ არ საუბრობენ. ეს იმის მანიშნებელია, რომ პოლიციელს სახლში მხარდაჭერის მოპოვების იმედი არა აქვს. შესაძლოა მეორე ვარიანტიც, როცა მეუღლეს სურს დახმარების შეთავაზება, მაგრამ არ იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს.

თავად პოლიციელი, მისი ოჯახი და თანამშრომლები, ყოველი მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიციელის ეფექტური მხარდაჭერის პროცესში. თანამშრომლები ვალდებულნი არიან პოლიციელის მეუღლეს ინფორმაცია მიაწოდონ მოვლენაზე პოლიციელის მიერ შესაძლო რეაგირების შესახებ.

მეუღლეს სხვადასხვა გზით შეუძლია მხარდაჭერის აღმოჩენა, მაგალითად ის შეიძლება დააკვირდეს პოლიციელის ქცევაში არსებულ ცვლილებებს. შემდეგი ნაბიჯი შედეგების დაძლევაა, რისთვისაც საჭიროა:

● მომხდარის შესახებ საუბარში პოლიციელის გამოწვევა;

● საკუთარ თავზე იმის წარმოდგენა, თუ რა განიცადა ადამიანმა;

● იმის გარკვევა, თუ ყველაზე მეტად რამ გამოიწვია ტანჯვა;

● არ განსაჯოთ პოლიციელის მოქმედებები და არ გამოთქვათ ვარაუდი მის სწორ ან არასწორ ქცევაზე;

● მოგვიანებით, მომდევნო სტადიაზე სასურველია ასევე იმის გარკვევაც, თუ როგორ გადაიჭრა ეს საკითხი სამსახურში.

მარტოსული პოლიციელისთვის უფრო რთული იქნება ტრავმული სიტუაციის შემდეგ ძალების აღდგენა, იმის გამო რომ ის სახლში ამ საკითხზე ვერავის ესაუბრება.

ამ შემთხვევაში სასურველია ენდოთ მეგობარს ან ახლო ნათესავს.

პოლიციელზეა დამოკიდებული სახლში მიღებული მხარდაჭერის ეფექტურობა, თუ ის სახლში მოყვება იმ მოვლენის შესახებ, რომელმაც მას შოკი მოჰგვარა, მას გაუადვილდება ამ მოვლენის შედეგების დაძლევა.

ძირითადად შოკის მომგვრელი მოვლენები ძლიერ გავლენას ახდენენ ოჯახურ სიტუაციაზეც. დაძაბული ატმოსფერო შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს, ამას ყველა გრძნობს, მაგრამ დუმილს ამჯობინებენ. ამან შეიძლება ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და განქორწინებამდეც კი მიგვიყვანოს. ეფექტური მხარდაჭერასა და ყურადღებას შეუძლია ასეთი პრობლემები თავიდან აგვაცილოს. ამაში მნიშვნელოვან როლს ურთიერთობა ასრულებს. ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა პოლიციელს ეხმარება ტრავმის გამომწვევი მოვლენის შედეგების დაძლევაში.

4.6.2 რა შეიძლება გაკეთდეს სამსახურში?

ტრავმული მოვლენის შედეგებზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც სახლში, ისე სამსახურში ჩნდება პრობლემები. ტრავმული მოვლენის შედეგების დაძლევაში დახმარებისთვის შეიძლება გაკეთდეს სამი რამ:

აღიარება, რომ ადამიანმა ტრავმა გადაიტანა და რომ საჭიროა მისი დაძლევა;

საუბარი ტრავმის გამომწვევი მოვლენის შესახებ და მზადყოფნა მოსმენისთვის.

პრაქტიკული დახმარების შეთავაზება.

სქემა:

აღიარება

საუბარი და მოსმენა

პრაქტიკული დახმარების შეთავაზება

დაძლევის პროცესში დახმარება შეუძლიათ როგორც დაზარალებული პოლიციელს, ისე მის კოლეგებს. როგორ ხდება ეს პოლიციის სამსახურში?

პოლიციელებს არ უყვართ იმის აღიარება, რომ გარკვეული მოვლენა შეიძლება იყოს ტრავმის გამომწვევი, იმიტომ, რომ მათი აზრით, ისინი არ ემორჩილებიან ასეთ გრძნობებს. ისინი საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან, რომ რაიმე რიგზე არ არის, ამიტომ არც კოლეგებმა იციან რაიმე ამის შესახებ. ტრავმული სიტუაციის გამო საკუთარი განცდების აღიარება სისუსტის მანიშნებლად ითვლება.

პოლიციელების ტრავმული მოვლენის შესახებ ძირითადად ,,მაგარი” მანერით საუბრობენ. ამასთან მოვლენაში მონაწილე პოლიციელებს არ შეუძლიათ მოგვითხრონ, სინამდვილეში რას გრძნობენ. ეს აფერხებს მოვლენის შედეგების დაძლევის პროცესს და შესაბამისად, ჩაკეტილ წრეს ქმნის. რადგან პრობლემის აღიარება არ ხდება, არ განიხილება შესაძლო დახმარების წყაროებიც.

პოლიციაში არსებული ასეთი სიტუაციის შესაცვლელად რისი გაკეთება შეიძლება? ტრავმის შემდეგ ძალების აღდგენისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ კოლეგების მხარდაჭერა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი აზრებისა და გრძნობებისადმი.

იხილეთ ქვემოთ მოცემული სქემა:

თავად პოლიციელი

კოლეგები

ხელმღვანელები

მეგობრები და ოჯახი

ინსტრუქცია პოლიციელისთვის:

აღიარეთ, რომ თქვენ შოკი განიცადეთ;

ამის შესახებ გაესაუბრეთ სხვა ადამიანებს და დაეთანხმეთ იმ აზრს, რომ მოვლენას თქვენზე ემოციური ზემოქმედება ჰქონდა.

სქემა:

თავად პოლიციელი

აღიარება და განხილვა

მოვლენაზე საუბარი მისი შედეგების დაძლევისთვისაც არის აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მეუღლეს ან სანდო კოლეგას, რომელსაც თქვენი ესმის.

კოლეგებს აქტიური დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ ტრავმის გამომწვევი მოვლენის შედეგების დაძლევაში. ხშირად, პირველად სწორედ კოლეგები ამჩნევენ ქცევის ცვლილებებს.

თავად პოლიციელი

კოლეგები

მეგობრები და ოჯახი

დახმარების აღმოჩენისას კოლეგას უნდა ახსოვდეს, რომ:

ამ ადამიანმა ტრავმა გადაიტანა, რომლის შედეგებიც უნდა დაიძლიოს;

მნიშვნელოვანია მისი მოსმენა და გაგება;

შეიძლება ქცევაში არსებითი ცვლილებები მოხდეს;

საჭიროების შემთხვევაში თქვენ მას უნდა ურჩიოთ იმ ადამიანთან გასაუბრება, რომელსაც ენდობა.

კოლეგები

აღიარება

ყურადღების გამოჩენა და გაგება

ცვლილებების აღნიშვნა

ზრუნვის გამოხატვა ძნელია, თუ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების თავისუფლად განხილვა. მოთმინებით მოისმინეთ მონათხრობი. უმალვე არ არის მიზანშეწონილი იმ შემთხვევაზე მსჯელობა, რომელიც თქვენ შეგემთხვათ. მომხდარი არ შეაფასოთ, როგორც „სწორი“ ან „არასწორი“.

თუ კოლეგას არ სურს მომხდარის შესახებ საუბარი, არ დააძალოთ, მოგვიანებით დაუბრუნდით ამ საკითხს.

თქვენ შეგიძლიათ ასევე კოლეგას იმ ადამიანებთან საუბარი ურჩიოთ, რომლებიც მასთან უფრო ახლოს არიან.

საერთოდ, კოლეგები პირველები ამჩნევენ ქცევაში ცვლილებებს.

თუ შენიშნეთ, რომ ადამიანი უჩვეულოდ იქცევა, რაიმე უნდა გააკეთოთ. თუ ამ ადამიანთან საუბარი უშედეგოა, შეიძლება ქცევის ცვლილებაზე ხელმძღვანელთან საუბარიც.

შეიძლება რთული იყოს ქცევის ცვლილებასა და მომხდარს შორის კავშირის მოძებნა.

დაძლევის პროცესში კოლეგების ყურადღება და მხარდაჭერა ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ამასთან მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა.

ხელმძღვანელსაც შეუძლია დახმარების აღმოჩენა დაძლევის პროცესში.

მან უნდა აღიაროს პრობლემა და გამოავლინოს ყურადღება;

პოლიციელს შესთავაზოს პრაქტიკული დახმარება;

დააკვირდეს პოლიციელს, რომელმაც ტრავმული მოვლენა გადაიტანა;

საჭიროების შემთხვევაში, გააგზავნოს ის სპეციალისტთან, რომელსაც პროფესიული დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

სქემა:

ხელმძღვანელები

პრობლემის აღიარება და ყურადღების გამოვლენა

პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა

ცვლილებების აღნიშვნა

პროფესიონალებთან წარგზავნა

ტრავმის გადამტან ადამიანზე დაკვირვება ხანგრძლივი დროის განმავლობაშია აუცილებელი. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მომხდარიდან 6 თვემდეც.

ხელმძღვანელი არ არის ვალდებული მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელების პრობლემები გადაჭრას, მაგრამ მას შეუძლია დახმარების აღმოჩენა ტრავმის შედეგების დაძლევაში. ხელმძღვანელმა შეიძლება პოლიციელი სხვებთან გაგზავნოს, მაგალითად მხარდაჭერის ჯგუფთან, თუკი ორგანიზაციაში ასეთი ჯგუფი შექმნილია. მხარდაჭერის ჯგუფი პროფესიულ დახმარებას აღმოუჩენს პოლიციის თანამშრომლებს.

თავად პოლიციელი

კოლეგები

ხელმძღვანელები

მხარდაჭერის შიდა ჯგუფი

მეგობრები და ოჯახი

ინსტრუქცია მხარდმჭერი შიდა ჯგუფისთვის:

მოვლენის შემდეგ უმალვე შესთავაზეთ პოლიციელს გამოკითხვის ჩატარება;

საჭიროების შემთხვევაში განახორციელეთ შემდგომი კონსულტაციები;

დააკვირდით პოლიციელის ქცევას;

აუცილებლობის შემთხვევაში გააგზავნეთ პოლიციელი სპეციალისტთან.

სქემა:

მხარდაჭერის შიდა ჯგუფი

საწყისი გამოკითხვა

შემდგომი კონსულტაციები

დიაგნოზი

მიმართვა

გარე დახმარება

ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შიდა ჯგუფისა და ხელმძღვანელის მჭიდრო თანამშრომლობა. მხარდაჭერის ჯგუფს დამატებითი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ასეთი დახმარების აღმოჩენა სხვა ორგანიზაციებსა და ადამიანებსაც შეუძლიათ.

მოვლენის შემდეგ გამოკითხვის დროს განსაკუთრებული მიდგომა უნდა გამოიყენოთ, რადგან პოლიციელი ერთდროულად დაზარალებულიც არის და ეჭვმიტანილიც. გამოკითხვა უნდა ჩატარდეს მომხდარი ფაქტის გამოძიების დაწყებამდე.

თავად პოლიციელი

კოლეგები

ხელმძღვანელები

მხარდაჭერის შიდა ჯგუფი

მეგობრები და ოჯახი

ხელმძღვანელობა

პოლიციის ხელმძღვანელობამ კონსულტაციის სათანადო დონე უნდა უზრუნველყოს.

ხელმძღვანელობამ უნდა:

მისცეს პოლიციელებს კარგი მაგალითი;

ორგანიზება გაუკეთოს გამოკითხვებსა და კონსულტაციებს;

რეკომენდაციები მისცეს პოლიციელების ოჯახებს.

ხელმძღვანელობა

კარგი მაგალითი

დახმარების ჯგუფის ორგანიზება

რეკომენდაციები ოჯახს

ხელმძღვანელობა ვალდებულია მხარდაჭერის ჯგუფს მუშაობისთვის საჭირო პირობები შეუქმნას. ხელმძღვანელობის დახმარება აუცილებელია ორგანიზაციაში მხარდაჭერის ჯგუფის შესაქმნელად. ამასთან ხელმძღვანელობა მაგალითის მიმცემია და პოლიციის სამსახურში შესაფერის ატმოსფეროს ქმნის.

ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიციაში მიმდინარე მოვლენებისადმი ყურადღების გამოვლინება კარგ შთაბეჭდილებას დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს.

ტრავმის გადამტანი პოლიციელისთვის დახმარების შეთავაზება კოლეგებისთვის უფრო ადვილია, რაც, თავის მხრივ, ეხმარება ტრავმის შედეგების დაძლევას და შემდგომი ტანჯვის თავიდან აცილებას იწვევს.

4.6.3 დაძლევის პროცესის არასწორი მიმდინარეობის ნიშნები

კვლევები გვიჩვენებს, რომ დაზარალებულთა 70%-80% აღიდგენს ძალებს ტრავმული მოვლენიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში, ამ დროისთვის სტრესის სიმტომების დიდი ნაწილი ქრება. დაძლევის პროცესი განსაკუთრებით კარგად მიმდინარეობს მაშინ, როცა დაზარალებულს ყურადღებით ეპყრობიან და მხარდაჭერას აღმოუჩენენ.

სამწუხაროდ, დაზარალებულთა მცირე ნაწილს, სტრესის სიმპტომები უფრო დიდ ხანს უნარჩუნდება. ასეთ შემთხვევებში ზემოთ აღწერილი სიმტომები ნარჩუნდება და უარყოფით გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შედეგად, დაზარალებულები იძულებულნი არიან ავადმყოფობის გამო ბიულეტინი აიღონ ან უხელფასო შვებულებაში გავიდნენ.

ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს დაძლევის პროცესის დარღვევასთან და პოსტტრავმულ მდგომარეობასთან. დაძლევის პროცესი ჩერდება. ასეთ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულებისთვის აუცილებელია პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის დახმარება.

უნდა აღინიშნოს, რომ პოსტტრავმული სინდრომის დიაგნოზის დასმა მხოლოდ პროფესიონალს, ფსიქოთერაპევტს ან ფსიქონერვოლოგს, შეუძლია. ხელმძღვანელმა ან მხარდაჭერის ჯგუფმა უნდა დაადგინოს, რომ პოლიციელს ექმნება სიძნელეები, რომლებიც შესაძლოა დაძლევის პროცესის დარღვევაზე მეტყველებდეს.

როგორც უკვე აღინიშნა, თუ ადამიანს სიმპპტომები მოვლენიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც აღენიშნება, აუცილებელია მიზანმიმართულად პროფესიონალური დახმარებისთვის მიმართვა. ხშირად დაძლევის პროცესის შეჩერების აშკარა მიზეზები არსებობს.

ამასთან, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს სერიოზულმა შეთმხვევებმა (სასიკვდილო შემთხვევა ან კოლეგის დაჭრა), გარდა ამისა, შეიძლება დაზარალებული პოლიციელი ცხოვრების ჩაკეტილ წესს ეწეოდეს, რაც, თავის მხრივ, მას არ აძლევს გრძნობების გამოხატვისა და მათზე სხვასთან საუბრის საშუალებას.

თუ პოლიციელს სამსახურში ან პირად ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები აქვს, ტრავმულმა მოვლენამ შეიძლება სრულიად ამოაგდოს კალაპოტიდან. დაძლევის პროცესის შეჩერება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუკი პოლიციელს არცთუ ისე დიდი ხნის წინაც აქვს გადატანილი ტრავმა (განქორწინება, საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა ან გარდაცვალება, ავტომანქანის ავარია).

როცა ტრავმის გადამტან ადამიანებს სხვა მსგავსი მოვლენების შედეგების დაძლევაც უწევთ, ძალების აღდგენის პროცესი უფრო ხანგრძლივად გრძელდება და ასეთ ადამიანებს უჭირთ ცხოვრების ნორმალური ტემპის აღდგენა.

დაძლევის პროცესის არასწორი მიმდინარეობის ნიშნები

- შეურყევი სტრესული რეაქციები;

- განმერეობითი განცდის სიმპტომის ხანგრძლივი გამოვლინება, ზედმეტად სიფრთხილე და დაძაბულობა;

- ემოციური შეზღუდვა, მაგალითად, დაზარალებული არ საუბრობს ან ძალიან უჭირს მომხდარზე საუბარი;

- ავადმყოფობის გამო სამსახურის ხშირად გაცდენა ან სამსახურში გამოუსვლელობა;

- ქცევისა და ხასიათის ცვლილება, მაგალითად:

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობა;

გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა (ან გარკვეულ დროს მათ შესრულებაზე უარის თქმა);

აგრესიული ქცევა;

საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა;

ხუმრობების არასწორად გაგება;

სამედიცინო საშუალებების (წამლების) მიღება;

დეპრესიის ნიშნები;

სტრესის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები (თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გახშირებული სუნთქვა).