![]() |
მოსახლეობის ინფორმირების დონე სოციალურ უფლებებზე - შიდა ქართლის მოსახლეობის ხედვა რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევის ანგარიში|საია; CIPDD; saferworld |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კვლევის ანგარიში ნოემბერი 2010 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი კვლევა მომზადებულია ქეთევან ბებიაშვილის, ნაზი ბერუაშვილის და ლამარა შაყულაშვილის მიერ. კვლევის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ავთანდილ ვალიევმა არინა თავაქარიშვილმა ნათია ლურსმანაშვილმა მალხაზ მინდიაშვილმა რეზო ოქრუაშვილმა ნაილი ჩილინდრიშვილმა ზაზა ჭიპაშვილმა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ა. წერეთლის გამზირი 72 0154 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org ვებ-გვერდი: www.cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქუჩა ½ 15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 995 32) 936101 ჰ 952353 ფაქსი: (995 32) 923211 ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge ვებ-გვერდი: www.gyla.ge Saferworld The Grayston Centre, 28 Charles Square London, N1 6HT, UK ტელ: +44 (0)20 7324 4646 ფაქსი: +44 (0)20 7324 4647 ელ–ფოსტა: general@saferworld.org.uk ვებ–გვერდი: www.saferworld.org.uk კომპანია ½3015948 (ინგლისი და უელსი) საქველმოქმედო ორგანიზაცია ½143843 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა დაიგეგმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ. გამოკითხვა 2010 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარა შიდა ქართლის ძირითადმა რეგიონულმა ჯგუფმა. რომელიც შეიქმნა და მოქმედებს პროექტის „საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ფარგლებში. უსაფრთხო მსოფლიო (Saferworld) და შერიგების რესურსები (Conciliation Resources) ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით. წინამდებარე კვლევა ამ პროგრამის ნაწილია; იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
კვლევაში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს თვალსაზრისს.
![]() |
2 1. შესავალი. კვლევის სფერო. |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის - საქართველოში კონფლიქტების უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე, ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა - ფარგლებში შექმნილი ძირითადი ჯგუფის მიერ 2010 წლის განმავლობაში შიდა ქართლში განხორციელებული კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა საკითხები, რომელთა მოგვარებაც, გამოკითხულთა აზრით, აუცილებელია რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კერძოდ:
შიდა ქართლში არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, ხელისუფლების დამოკიდებულებამ საზოგადოების მიმართ შეზღუდა აზრის გამოხატვის თავისუფლება;
ხალხის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართულნი არიან უფრო მეტად საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და ვერ ან არ პასუხობენ საზოგადოების საჭიროებებს ადგილებზე;
კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიასა და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში უსაფრთხოების არარსებობა, შიდა ქართლში 2008 წლის შემდეგ არსებული სოციალ-ეკონომიკური პროგრამების შესახებ, მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება.
სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოებული კონსულტაციების შედეგად ნათლად იქნა გამოკვეთილი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემის არსებობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს მოსახლეობის არაინფორმირებულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოსახლეობის გათიშვას მიმდინარე პროცესებისგან და ჩაურთველობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შედეგად, ხელისუფლების სხვადასხვა შტო თავად წყვეტს, თუ რა მიმართულებითაა საჭირო საქმიანობის წარმართვა, ხოლო მოსახლეობა იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფება და არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებასა და რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებში. საყურადღებოა, რომ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაშიც კი, რომელზეც მოსახლეობაც დათანხმდებოდა, არ არის დაფიქსირებული მათი მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო ხაზგასმით ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მიმდებარე ზონის მოსახლეობა სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, იცოდეს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება და, შესაბამისად, რას უნდა ელოდეს მომავალში, როგორ დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება და საქმიანობა (როგორ გარდაქმნას საკუთარი გლეხური მეურნეობა ისე, რომ ნაკლები ზეგავლენა იქონიოს მასზე საოკუპაციო ჯარის სიახლოვემ, რა რესურსები გამოიყენოს ამისთვის და ა.შ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა კვლევის თემა - მოსახლეობის ინფორმირების დონე სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით.
ეს საკითხი, რესპონდენტთა აზრით, ყველა პრობლემის თანმდევია და განაპირობებს მათი გადაწყვეტის აქტუალურობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
აღნიშნული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საზოგადოების უმეტესობას არ უსარგებლია რეგიონში განხორციელებული სოციალ-ეკონომიკური პროექტებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიზნობრივად იყო გამოყოფილი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სოფლის მოსახლეობისა და დევნილებისათვის. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში დახმარებების განაწილება ხდება პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, რაც იწვევს საზოგადოებით მანიპულირების შესაძლებლობას, უარყოფითად მოქმედებს მოქალაქეთა შემოსავალზე და სოციალური უფლებებით (განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა) სარგებლობაზე.
აღნიშნული კი განაპირობებს იმას, რომ სოფლებიდან უკვე დაიწყო და პერსპექტივაში დიდ მასშტაბებს მიიღებს მიგრაცია, რაც გამოიწვევს ტერიტორიების დაცარიელებას მოსახლეობისგან და ახლო მომავალში მათ დაკარგვას.
არსებობს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი: უპირველესად ის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების - თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციისა, უგულებელყოფილია ინფორმაციის გავრცელების მექანიზმი, რაც იწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში საზოგადოების ჩაურთველობას. აღნიშნულის თანმდევია ორგანიზაციების მხრიდან სურვილისა და კულტურის არარსებობა, გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს სათანადო კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის.
რესპონდენტთა აზრით, აღნიშნული საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, ვინაიდან პროგრამების გამჭვირვალობა და მათში მოსახლეობის ჩართულობა, მათი აზრის გათვალისწინება გაზრდის მოქალაქეთა აქტიურობის ეფექტურობას და გრძელვადიან პერსპექტივაში აამაღლებს სტაბილურობას ჩვენი კვლევის ინტერესის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. თუმცა, პროგრამების განხორციელების წარმატება არ შეიძლება განისაზღვროს დახარჯული თანხის ოდენობით, ვინაიდან, რიგ შემთხვევაში, მოსახლეობისა და პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების პრიორიტეტები ან მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს. უფრო ხშირად კი ვერ აღწევს ბენეფიციარებამდე.
![]() |
3 2. მონიტორინგის განხორციელების მიზანი და მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 2.1. განხორციელების არეალი: |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა განხორციელდა შიდა ქართლის ოთხივე (გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის) მუნიციპალიტეტში და მიმდინარეობდა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
![]() |
3.2 2.2. მიზანი: |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა მიზნად ისახავდა, გამოერკვია, თუ რამდენად არის ინფორმირებული მოსახლეობა სოციალ-ეკონომიკური პროგრამებისა და მათი განხორციელების მექანიზმების შესახებ, რა შესაბამის პროგრამებს ახორციელებს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, რამდენადაა ჩართული მოსახლეობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და, რაც მთავარია, რა იცის და რამდენად არის ჩართული მოსახლეობა სამშვიდობო პროცესში.
მოცემული მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, შედგენილ იქნა კითხვარი, რომელშიც კვლევის საკითხები ჩამოყალიბდა კითხვის ფორმით და თავისუფალი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობით. ანკეტირება იყო ანონიმური, რათა რესპონდენტები არ დაებრკოლებინა მათი პიროვნების იდენტიფიცირებას და ყოფილიყვნენ მაქსიმალურად გულახდილნი. აღნიშნული ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ქართლის რეგიონში, ვინაიდან მოსახლეობა გარკვეულწილად შეშინებულია (საომარი მოქმედებები, ომის შემდგომ პერიოდში დახმარებების მიღებაში მათი დეფინიცირება პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა მიზეზების გამო) და უჭირს საკუთარი აზრის პირდაპირ დაფიქსირება.
კვლევის პერიოდში გამოიკითხა 900 რესპონდენტი, რაც წინასწარ განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის მიერ. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილებული იქნა ტერიტორიისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:
გორის მუნიციპალიტეტი, ბუფერული ზონის მოსახლეობა - 200
კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლის მოსახლეობა - 200
ქალაქი გორი - 100
ხაშურის მუნიციპალიტეტი - 100
კასპის მუნიციპალიტეტი - 100
ქარელის მუნიციპალიტეტი - 100
დევნილები - 100
![]() |
4 3. კვლევის განხორციელებისას შექმნილი პრობლემები/დაბრკოლებები |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის სირთულეს ძირითადად განაპირობებდა:
მოსახლეობის შიში, თავისუფლად დაეფიქსირებინა თავისი აზრი კითხვარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. მათ პასუხის გაცემის კი არ ეშინოდათ, არამედ მისი დაფიქსირების, რადგან არსებობდა გაუთვითცნობიერებელი შიში, რომ, გარკვეული პროგრამების განხორციელებისას, მათ პროგრამებიდან ამოიღებდნენ ან სხვა სახის ზეწოლას განახორციელებდნენ;
რესპონდენტები ერიდებოდნენ საკუთარი შემოსავლის ოდენობის დასახელებას, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ;
მამაკაცები, ქალბატონებისგან განსხვავებით, შედარებით პასიურები იყვნენ. ნიჰილისტური განწყობა მათში უფრო შეიმჩნეოდა.
ანკეტაში შესული საკითხები:
ინფორმაციის ძირითადი წყარო.
რა სიხშირით იღებთ ინფორმაციას?
რომელი წყაროა სანდო (შეაფასეთ 1-იდან 5-ამდე, სადაც 5 უმაღლესი შეფასებაა).
რამდენად ხართ კმაყოფილი თქვენი ინფორმირების დონით?
იყენებთ თუ არა მიღებულ ინფორმაციას სფეროების მიხედვით?
გქონიათ თუ არა მცდელობა, ინფორმაცია მიგეღოთ სახელისუფლებო სტრუქტურებიდან?
შედეგიანი ყოფილა თუ არა თქვენი მცდელობა?
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, იყოთ ინფორმირებული?
ვისთვის მიგიმართავთ ინფორმაციის მისაღებად?
რა სიხშირით?
ინფორმაციის გამოთხოვნისა ან გაცნობისას რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის წყაროს თვალსაზრისით?
თავს როგორ გრძნობთ არსებულ საინფორმაციო სივრცეში?
თქვენი აზრით, გაუმჯობესდება თუ არა საზოგადოების ინფორმირების დონე?
რომელ სფეროში უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, იყოთ ინფორმირებული?
რა/ვინ უშლის ხელს საზოგადოების ინფორმირებას?
იცით თუ არა, რა ღონისძიებები განხორციელდა თქვენს დასახლებაში სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში?
იცით თუ არა, რა პროექტები განხორციელდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიყენებული ზიანისა და ზარალის ასანაზღაურებლად?
იცით თუ არა, რა პროექტები ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ?
იცით თუ არა რაიმე სამშვიდობო პროცესის შესახებ?
![]() |
5 4. კვლევის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
1.
2.
3.
4.
5.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 99-მა რესპონდენტმა
6.
7.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 139-მა რესპონდენტმა
8.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 15-მა რესპონდენტმა
9.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 239-მა რესპონდენტმა
10.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 84-მა რესპონდენტმა
11.
12.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 13-მა რესპონდენტმა
13.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 18-მა რესპონდენტმა
14.
15.
16.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 16-მა რესპონდენტმა
17.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 6-მა რესპონდენტმა
18.
19.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა ცხრა რესპონდენტმა
![]() |
6 5. კვლევის ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკითხვის შედეგად ნათლად ჩანს, რომ:
ინფორმაციის ძირითადი და სანდო წყარო არის ტელევიზია;
ნდობის ხარისხის მიხედვით, პრესას და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავიათ მეორე პოზიცია, რაც განპირობებულია იმით, რომ დაბალია მათ მიმართ მოსახლეობის ხელმისაწვდომობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არ აკეთებენ საკმარის პრეზენტაციებს განხორციელებადი ან უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ. ამასთან, ომის შემდგომ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა მონაწილეობდა ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაში და ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რამდენად სრულად და სამართლიანად განაწილდა ჰუმანიტარული ტვირთები.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, არის გამოკითხულთა ინფორმირების პრობლემა. კერძოდ:
გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ ინფორმაციას იღებს ყოველდღიურად, თუმცა, კონკრეტული საკითხის თაობაზე შეკითხვის დასმისას, როგორიც არის - იცით თუ არა, რა ღონისძიებები განხორციელდა თქვენს დასახლებაში სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროექტის/პროგრამის ფარგლებში, ან იცით თუ არა, რა პროექტები ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ - ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულის შესახებ არ არიან ინფორმირებულნი. თუმცა აღნიშნავენ, რომ საკუთარი ინფორმირების დონეს აფასებენ საშუალოდ, რაც ასევე გამოწვეულია შიშით, გამოხატონ უარყოფითი დამოკიდებულება არსებული მდგომარეობის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა ინფორმაციის მისაღებად საერთოდ არ მიმართავს სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ იყენებს სხვადასხვა გზას და საშუალებას (მეზობლები, ახლობლები, ნათესავები, უბრალოდ, აქტიური მოქალაქეები). გამოკითხულთა 90: აღნიშნავს, რომ სურთ იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულნი ყველა სფეროში და ყველა მოვლენასთან მიმართებით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას 2008 წლის მოვლენების შემდგომ და შესაძლებლობას მისცემს, განვითარდნენ სოციალ-ეკონომიკური კუთხით.
გამოკითხულთა 33: აცხადებს, რომ ნაწილობრივ აქვთ ინფორმაცია სამშვიდობო პროცესზე, რაც ასევე მეტყველებს მოსახლეობის უმეტესობის არაინფორმირებულობაზე. თუმცა, ისინი ადასტურებენ, რომ სჭირდებათ და აინტერესებთ, ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია სანდო წყაროდან კონფლიქტის მოგვარების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურები ნაკლებად არიან ჩართულნი პროცესში და არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს.
ანალიზისათვის ასევე მნიშვნელოვანია რესპონდენტთა კომენტარები, რომლებიც საზოგადოების ინფორმირების დონის შეფასების საშუალებას იძლევა. კერძოდ:
„ეს ქვეყანა ტყუილების ბუდეა.“
„სანამ სისტემა არ შეიცვლება, კომენტარებს აზრი არ აქვს.“
„ქვეყანა გადაგვარების პირზეა.“
„მინდა ყველანაირ ინფორმაციას ვფლობდე.“
„სიცოცხლე მიძნელდება.“
„კარგი იქნება, თუ გაიზრდება ინფორმირების დონე.“
„სწორი ინფორმაციის მოპოვება რთულია, არაკომპეტენტური ადამიანები გასცემენ.“
„კარგია, თუ საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება.“
![]() |
6.1 5. 1. დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ:
საზოგადოება არ არის ინფორმირებული სოციალ-ეკონომიკურ საკითხებსა და სამშვიდობო პროცესზე;
საზოგადოება არ ფლობს მართებულ ინფორმაციას მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
საზოგადოებას არ აქვს ხელმისაწვდომობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, გარდა ტელევიზიისა და, ნაწილობრივ, რადიოსი. ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობა კი განაპირობებს მათ ცალმხრივ ინფორმირებას;
საზოგადოებამ არ იცის, რა პროგრამები მუშაობს მათი კეთილდღეობისათვის;
მოსახლეობა არ ენდობა ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
საზოგადოება გათიშულია ხელისუფლებისაგან;
საზოგადოებას სურს, რომ ჩართული იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
საზოგადოებას სურს, იყოს ინფორმირებული.
![]() |
6.2 5. 2. რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
წარმოდგენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა:
ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებული საკითხები ინფორმაციის საჯაროობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების შესახებ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის გაცნობას და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციისადმი ნდობის გაზრდას.
საზოგადოების მოთხოვნაა არა უბრალოდ ინფორმაციის, არამედ ობიექტური და სწორი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით, სოციალ-ეკონომიკურ საკითხებსა და სამშვიდობო პროცესზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართვას სახალხო დიპლომატიაში და მათ გააქტიურებას ადგილობრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითამაშონ ერთგვარი „შუამავლის“ როლი საზოგადოებასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის.
![]() |
7 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ის საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.
ასოციაციის მიზნებია:
იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
Sfaukcwkdv
უსაფრთხო მსოფლიოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტის პრევენცია და შემცირება; ასევე, უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით.