The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ?

გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ?


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გენდერი
წყარო: გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ? : ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგია / [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა-შარვაშიძემ, თამარ აბრამიშვილმა] ; ქალთა განათლ. და ინფორმაც. საერთაშორ. ცენტრი - [თბ.], 2005 - 72გვ. ; 20სმ. - - შინაარსი: რა სტრატეგიებია საჭირო იმისთვის, რომ გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა/მერი ენ სტივენსი. ქალი და პოლიტიკა/ლელა ხომერიკი. - : [ფ.ა.]   [MFN: 31232]
 
UDC:  396 + 321.7
396/გ-32 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 73.366/3 - ხელუხლებელი ფონდი
 
საავტორო უფლებები: © ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი ეს პუბლიკაცია წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელშიც მოცემული მასალა დაეხმარება ქალებს აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პუბლიკაცია განკუთვნილია ტრენერებისათვის, ამომჩეველი და კანდიდატი ქალებისათვის. ასევე ყველა ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა-შარვაშიძემ თამარ აბრამიშვილმა BRITISH COUNCIL Georgia პუბლიკაცია მომზადებულია ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის მიერ, ,,ბრიტანეთის საბჭო საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველო, თბილისი 5, ბარათაშვილის ქ. 6/10, მე-III სად. ბ. 33 ტელ/ფაქსი: (99532) 999 253, 989 217 ელ. ფოსტა: tamar@caucasus.net ვებ. გვერდი: http://www.civil.ge/iacew/index_eng.shtml



1 რა სტრატეგიებია საჭირო იმისთვის, რომ გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა

▲ზევით დაბრუნება


1.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მერი ენ სტივენსონი

ქალი - პარლამენტარები მსოფლიო პარლამენტარების რაოდენობის მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებში ქალთა წარმომადგენლობა ძალიან დაბალია და გადაწყვეტილებების მიღების დროს, ფაქტიურად, მათი აზრი არ არის გათვალისწინებული. პოლიტიკურ დიალოგზე ზეგავლენის მოხდენის ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვთ ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, სადაც ქალებს დღესაც არ აქვთ ხმის მიცემის და არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ქალები დედამიწის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. არავის აქვს უფლება კაცობრიობის ერთი ნაწილის ნიჭის და უნარის უაყოფის. გარდა ამისა, ის ინსტიტუტები, რომლებიც უგულვებელყოფენ ქალთა გამოცდილებას, მათ ხედვას, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელშიც ფაქტიურად არ არის გათვალისწინებული რეალობა ქალი, მისი საჭიროებები და გამოცდილება. ამ მიდგომებით შექმნილი პოლიტიკა ადამიანების პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება აღიარება იმისა, რაც უფრო დემოკრატიულად არის მოწყობილი სტრუქტურა, მასში გათვალისწინებულია ორივე სქესის თანაბარი მონაწილეობა და ინტერესები.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, როგორც მიზანი, ბევრი საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საგანი გახდა. პეკინის მოქმედების პლატფორმაში (1995 წ.) 180-მდე ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა, რომ:

გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის მიზნის მიღწევა უზრუნველყოფს ბალანსს, რომელიც საჭიროა დემოკრატიის გასაძლიერებლად და ხელს შეუწყობს მის სწორ ფუნქციონირებას.

1997 წელს საპარლამენტაშორისო საბჭომ მიიღო უნივერსალური დეკლარაცია დემოკრატიის შესახებ, რომელშიც წერია:

დემოკრატიის მიღწევები გულისხმობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მამაკაცებსა და ქალებს ჭეშმარიტ თანამშრომლობას, სადაც ისინი თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით უნდა თანაცხოვრობდნენ, საქმიანობაში უნდა ავსებდნენ ერთმანეთს მათთვის დამახასიათებელი ცოდნითა და გამოცდილებებით“. 1

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში დმოკრატიულ პროცესებში ქალის მონაწილეობის გაზრდის საკითხი აქტიურად დგას, ქალი პოლიტიკოსების რაოდენობა მაინც ძალიან დაბალია.

1995 წლის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის შემდეგ შინა სახელმწიფო, თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში ქალთა რაოდენობის გაზრდა ფაქტიურად არ მომხდარა2.

2003 წლის მარისთვის საშუალოდ 15.1% იყო ქალთა წარმომადგენლობა3. მხოლოდ 11 ქვეყანა (შვედეთი, დანია, გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, ჰოლანდია, სამხრეთ აფრიკა, კოსტა რიკა, არგენტინა და მოზამბიკი) პასუხობს ბოლო 10 წლის განმავლობაში შემდგარ საერთაშორისო კონფერენციებზე შეთანხმებულ და დადგენილ 30 პროცენტიან შემადგენლობას4.

რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით რაღაც კეთდება და იცვლება. 2003 წლის გაერო-ს ქალთა განვითარების ფონდის (UNIFEM) ანგარიშში წერია, რომ შეინიშნება მართვის პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, შედარებით გაუმჯობესდა მათი დასაქმების და განათლების ტემპები“.

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის პროცესის გაუმჯობესება არ ხდება შემთხვევით ან ბუნებრივად (ვთქვათ იმიტომ, რომ ზოგადად მათი მდგომარეობა უმჯობესდება). UNIFEM-ის 2003 წლის ანგარიშის მიხედვით, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა, მათი პოლიტიკური მონაწილეობა სულაც არ არის ქვეყნის ცოვრების დონესთან შესაბამისობაში5 - არა აქვს მნიშვნელობა ღარიბი ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი თუ მდიდარი ქვეყნების. ამა თუ იმ ქვეყანაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა შესაძლებელი გახდა წლების მანძილზე დაუღალავი შრომით და აქტიურობით, რაც პოლიტიკურ პარტიებში შიდა თუ გარე კამპანიების შედეგად არის მიღწეული. იქ, სადაც ეს კამპანიები წარმატებულია, შედეგად ქალთა მონაწილეობით გაზრდის ხელშესაწყობად ჩნდება პოზიტური მოქმედების მექნიზმები და სტრატეგიები.

ჩვენს პუბლიკაციაში თქვენ სწორედ ასეთ სტრატეგიებს და კამპანიებს გაეცნობით, აგრეთვე რაც მათ შექმნას უძღოდა წინ. აქვე განვიხილავთ იმ პროცესებს, თუ რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშეწყობას.

____________________

1 პარლამენტაშორისო კავშირის ვებგვერდი www.ipu.org

2 პეკინის +5 საბოლოო ანგარიში

3 პარლამენტაშორისო კავშირის ვებგვერდი www.ipu.org

4 2002 წლის მსოფლიო ქალთა პროგრესი, მე-2 ტომი UNIFEM

5 UNIFEM - ის პრეს რელიზი, 2003 წლის 1 მაისი

1.2 წინააღმდეგობები, რომელიც თან ახლავს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მცდელობის პროცესებს

▲ზევით დაბრუნება


ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში წინააღმდეგობები ხვდება ყველა ქვეყანასა და ყველა კულტურაში. სხავადსხვა საზოგადოებაში ეს წინააღნდეგობები სხვადასხვა ფორმას იღებს, რასაც, ძირითადად, განაპირობებს შემდეგი მდგომარეობები: სიღარიბე, დიდი პასუხისმგებლობა ოჯახის ან მამაკაცის მიმართ, ტრადიციული შეხედულებები ქალის როლსა თუ შესაძლებლობებზე, პოლიტიკური კულტურის ნაკლოვანებები, რომელიც კარიერის კარს უკეტავს გარედან მოსულს და განსაკუთრებით ქალებს.

სხვადასხვა ქვეყანაში არსებული წინააღმდეგობების შედარება თავისი განსხვავებული ხასიათით ერთის მხრივ, უცნაურია, მაგრამ ამავე დროს, ავლენს საერთო დამაკავშირებელ შტრიხს ქვეყნის განვითარებას, ქალის ისტორიულ სტატუსსა და ქალის წარმომადგენლობის დონის მაჩვენებელს შორის. ის წინააღმდეგობები პოლიტიკაში ქალის მოსვლას რომ ახლავს, გვხვდება არა მარტო დემოკრატიის განვითარებად ქვეყნებში, არამედ განვითარებულ ქეყნებშიც.

წინააღმდეგობების საერთო მახასიათებლების ხაზგასმამ არ უნდა მოახდინოს იმ კონკტერული განსხვავებების იგნორირება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ქვეყნისათვის, მაგალითად დიდ ბრიტანეთში ქალს თუ ეტყვით შვილებისთვის უკეთესია შინ იჯდე და მათ მიხედო“, ამან შეიძლება აღშფოთება გამოიწვიოს, ის არ მოელის თანაპარტიელების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების გამოხატვას. მას სხვა ტიპის წინააღმდეგობებთან უწევს დაპირისპირება, მაშინ როცა სხვა რომელიმე ქვეყანაში სწორედ ზეოაღნიშნული დამოკიდებულება არის გავრცელებული საზოგადოებაში, რაც ნაბიჯია გასულ საუკუნეში.

ქალის წინაშე მდგარი წინააღმდეგობები, რაც დამახასიათებელია ზოგადად ქვეყნისათვის, დროთა განმავლობაში, მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების პარალელურად ადვილად გადაილახება და ეს კიდევ უფრო ადვილად მოხდება განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, იქ სადაც ქალებს ხელი განათლებაზეც მიუწვდებათ და მეტნაკლებად მოგვარებულია დასაქმების საკითხები. მაგრამ განსხვავებას რაც შეეხება, აქ გაცილებით რთული მდგომარეობაა, მათი მოგვარება ავტომატურად არ მოხერხდება. აქ უკვე საჭიროა ბრძოლა და ორგანიზება იმისთვის, რათა ქალებმა მიიღონ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის საშუალება.

დღემდე, ქალებს მთელ მსოფლიოში, დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ პარლამენტის შიგნით, სადაც არა თუ ხელს უწყობენ, არამედ დიდ წინააღმდეგობებსაც უწევენ ქალების წინსვლას. ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ ქალმა იცის რამდენ წინააღმდეგობას შეიძლება გადააწყდეს პოლიტიკაში მოსასვლელად, იგი წინასწარვე უარს ამბობს - ხოლმე. ამ მხრივ, ქალები კაცებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში არიან. უსამართლობაა იმის თქმაც, რომ ქალი სუსტია და პოლიტიკურ კარიერას ვერ გაიკეთებს, ან პოლიტიკა ქალის შესაფერისი არ არის. ამგვარი მიდგომით საზოგადოება ცალსახად უკეტავს ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელ კარებს.

პირველ რიგში, საზოგადოება უნდა გაეცნოს იმ წინააღმდეგობებს რისი გადალახვაც უწევთ ქალებს წინსვლის პროცესში. შემდეგ კი იმ წინააღმდეგობებს, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკაში წარმატების მიღწევაში.

ის პრაქტიკული წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვაც უწევთ ქალებს წინსვლის დროს.

პოლიტიკური კარიერის გაკეთებაში ქალებს უწევთ, როგორც პრაქტიკული (დროის ნაკლებობა, სიღარიბე/უფულობა, განათლებისა და ტრენინგების ხელმიუწვდელობა), ასევე ფსიქოლოგიური (თავდაუჯერებლობა, მარცხის შიში და პოლიტიკური კულტურისადმი უნდობლობა) წინააღმდეგობების გადალახვა.

სიღარიბე

მთელს მსოფლიოში ქალები ბევრად უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მამაკაცები, ასევე მთელს მსოფლიოში უმეტესად ქალებს უწევთ ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის და თითქმის არ რჩებათ დრო და რესურსები იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე იზრუნონ.

სიღარიბე თავის მხრივ ხელს უშლის გოგოებს და ახალგაზრდა ქალებს სათანადო განათლების მიღებაში. ხოლო პოლიტიკური ორგანიზაციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ შესაფერისი განათლებაა. პოლიტიკურ კარიერას ძირითადად გარკვეული პროფესიებიდან, ბიზნესიდან და თანამდებობიდან მოსული ადამიანები იკეთებენ. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად უგანდასა და პაპაკისტანში) განათლების კონკრეტული საფეხურის მიღწევა ოფიციალური მოთხოვნაა, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში როგორც კანდიდატმა. გარდა ამისა, არჩევნები ძვირადღირებული პროცესია. კანდიდატებს ფული სჭირდებათ საარჩევნო კამპანიისათვის. ასეთი ფული კი ქალს, როგორც წესი, არ გააჩნია. პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კანდიდატების ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ამ ფულს თვითონ პარტიის საარჩევნო კამპანიისათვის იყენებენ და არა კანდიდატების მხარდასაჭერად. ისეთ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად, უგანდაა, ანუ უპარტიო საარჩევნო სისტემებში, ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ატარებს საკუთარ საარჩევნო კამპანიას, რათა კენჭის ყრის უფლება მოიპოვოს, რაც ქალებისათვის საკმაოდ ძნელი ჩასატარებელია უფულობის გამო.

უსახსრობის გამო ქალები ვერც იქ იმარჯვებენ, სადაც პოლიტიკოსები გარკვეულ „საჩუქრებს“ გასცემენ ხოლმე ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად.

ვთქვათ, კენჭს იყრი ისეთ რაიონში, სადაც შენი კონკურენტი მამაკაცი კანდიდატი შაქრითა და ფქვილით დატვირთული ჩამოდის, შენ კი არაფერი გაქვს. ამომრჩეველი გიყურებს და გეკითხება - რა შეგიძლია. ამ ქვეყანაში კი ქალებს ფული არა აქვთ ამომრჩევლებს რომ რამე აურიგონ - ეს კენიელი აქტივისტი ქალის, გერტრუდა კოპიოს სიტყვებია გენდერული ინიციატივებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ კონფერენიიდან.

ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მამაკაცებთან შედარებით, ქალების სიღარიბე მათ პოლიტიკაში მონაწილეობას ბარიერს უქმნის. საფრანგეთში, მაგალითად, კანდიდატებმა სულ მცირე, ხმათა ხუთი პროცენტი უნდა მოიპოვონ, რათა დაფინანსება მიიღონ. დღესდღეობით ქალებისთვის ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ძალიან ძნელია და შესაბამისად, ისინი დაფინანსებასაც ვერ იღებენ.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პარტიები კანდიდატების დაფინანსებას ახდენენ, ქალებს მაინც ძალიან უჭირთ ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება მანამ, ვიდრე ისინი შერჩეულნი იქნებიან კენჭისყრისათვის ჯერ კიდევ არჩევნებამდე. 2001 წლის არჩევნების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ქალი კანდიდატები ამბობდნენ, რომ ბევრი უსახსრო ქალი-აქტივისტი კანდიდატების შერჩევის პროცესის მიღმა დარჩა.

,,რამდენია ისეთი ღირსეული ქალი, რომელსაც იმის ფული არ აქვს, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანოს, ბენზინი ჩაასხას მანქანაში, საქმის წარმოებისთვის საკანცელარიო საგნები შეიძინოს და სააგიტაციო ფურცლების დასაგზავნად, სულ მცირე, 500 ევრო მარკებში გადაიხადოს - დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების ქალი კანდიდატების გამოკითხვებიდან.

არჩევნების ხარჯების გაღება უშუალოდ არის დაკავშირებული ტრადიციებთან, რომელიც ოჯახის ფულის ხარჯვას ეხება. ამასთან ქალს ნაკლებად აქვს სურვილი თავის შვილების საკეთილდღეოდ განკუთვნილი თანხა სხვა მიზნით დაიხარჯოს. აქედან დასკვნა, რომ ქალი მდიდარი ოჯახიდანაც რომ იყოს, საკუთარი ამბიციებისათვის ფულს ნაკლებად დახარჯავს.

ქალებს არ გააჩნიათ (ან ნაკლებად გააჩნიათ) მიწები, რომ კრედიტის სანაცვლოდ ჩადოს ბანკებში. როგორც წესი, ისინი არ არიან ქონების მფლობელნი, რომ გაყიდონ და ისე მოიპოვონ ფული. ისინი ზრუნავენ საკუთარ ოჯახზე უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცები. როცა ქალი სარჩო-საბადებელზე ფიქრობს, მამაკაცი ამ დროს აზარტული თამაშებით ერთობა - ამბობს უგანდელი ქალი აქტივისტი.

ოჯახი

ოჯახის ტვირთი ძირითადად ქალის კისერზე გადადის. ოჯახის სამეურნეო სამუშაოებითაც უმეტესად ქალები არიან დაკავებულნი. ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის დროს გამოყოფა საოჯახო ცხოვრებისთვის განკუთვნილი დროის ხარჯზე ხდება.

ხშირ შემთხვევაში, ოჯახური პასუხისმგებლობები ხანდახან მოითხოვს გარკვეული შანსების ხელიდან გაშვებას. ოჯახური ცხოვრების თანმხლები პასუხისმგებლობების გაძღოლა ანელებს პოლიტიკურ ცხოვრებაში შესვლის ტემპებს.

როდესაც ვიღაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქალებს პოლიტიკაში შესვლის მამაკაცებთან თანაბარი შანსები აქვთ, მათ არ უნდათ აღიარონ, რომ ოჯახური პასუხისმგებლობები უფრო მეტად ქალებს აწევთ და მათ ეს ხელს უშლის სოციალური თუ პოლიტიკურ აქტიურობაში.

როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ეკთიხებიან, რატომ არის მათ პარტიაში ქალთა ნაკლებობა, ხშირად ისინი პასუხობენ, რომ ქალები არ ესწრებიან მათ შეკრებებს და არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ამ შეხვედრებს ისინი შეუფერებელ დროს ნიშნავენ და ატარებენ. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ახლა შრომის ბაზარზე ქალები მამაკაცების რაოდენობას გაუთანაბრდნენ, ოჯახური საქმეების განაწილებაში დიდი ცვლილებები მაინც არ მომხდარა.

სწორედ იმის რწმენა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ნაკლებობა გენდერული როლების ბუნებრივი განაწილებით არის გამოწვეული, დიდად უშლის ხელს მათი მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ხელს უშლის, ასევე, პოლიტიკური ორგანიზაციის დარწმუნებას იმაში, რომ მათ უფრო მეტი ადგილი უნდა გამოყონ თავიანთ წრეებში ქალთათვის და ბოლოს, ხელს უშლის საოჯახო პასუხისმგებლობების სწორ გადანაწილებას.

ფსიქოლოგიური წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვაც უწევთ ქალებს წინსვლის დროს

ტრადიციები

ქალები, რომლებმაც შეძლეს და მიაღწიეს ბალანსს ოჯახური საქმეების განაწილებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა პრობლემას აწყდებიან. მათ ან აკრიტიკიებენ და ცუდ დედებს და ცოლებს უწოდებენ, თუ გათხოვილები არიან და თუ არა, მაშინ მათ ახასიათებენ, როგორც პირად ცხოვრებაში უიღბლო ქალებს.

ზოგიერთი ქვეყნის ტრადიციული შეხედულებები ქალის როლზე მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ ოჯახური პასუხისმგებლობებია. მაგალითად, ზოგიერთ საზოგადოებაში მიღებულია ქალის და გოგონას ქცევის გარკვეული ნორმები, რაშიც სხვასთან ერთად, გულისხმობენ იმასაც, რომ ქალმა თავისი აზრი ხმამაღლა, არა თუ სახალხოდ, არამედ ოჯახის სხვა წევრების თანდასწრებითაც არ უნდა გამოთქვას.

ქალი პარლამენტარების ნეგატიური იმიჯი

ისეთი ტრადიციების ქვეყანაში, სადაც ქალს პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლას ტრადიციების დარღვევად და ქალის როლის გადაჭარბებაში უთვლიან, პოლიტიკოსი ქალები ხშირად კრიტიკისა და თავდასხმის საგანი ხდებიან. კიტიკა და თავდასხმა განსხავებულ ქვეყნებში განსხვავებულია. ზოგ ქვეყანაში მაგალითად ასეთი ქალის ჩაცმულობას აკრიტიკებენ. ზოგში - მათ პირად ცხოვრებაზე ხდება თავდასხმა.

მიუხედავად იმისა, თუ რა სახის კრიტიკა გაისმის ამა თუ იმ ქვეყანაში ქალი პოლიტიკოსების მიმართ, ერთ საერთო კრიტიკის თებაა, როგორც ამას სხვადასხვა ქვეყნის ქალი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, ის, რომ მათ ზღვარს გადააბიჯეს“. ამასთან, საინფორმაციო საშუალებებში მამაკაცის წინსვლა ხაზგასმის აღინიშნება და ყოველთვის წინ უსწრებს ქალი კანდიდატის მიღწევების გაშუქებას, ხოლო შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ქალს უფრო სწრაფად აკრიტიკებენ, ვიდრე კაც კანდიდატს.

როცა სხვა ქალები თვალს ადევნებენ პოლიტიკოს ქალებზე თავდასხმებს და ხედავენ, თუ რა მკაცრად განსჯიან მათ, გამოაქვთ დასკვნა, რომ ძალიან ძვირი უჯდებათ პოლიტიკაში შესვლა და ცოტა არ იყოს, აშინებთ ეს ბარიერი.

საკუთარი თავის რწმენა

ზემოაღნიშნული პრაქტიკული ბარიერები, რომელიც გამოწვეულია უსახსრობით და ოჯახური პასუხისმგებლობების ტვირთით, შედეგად ხშირად შინაგან ფსიქოლოგიურ ბარიერებს ქმნის, რაც შემდეგ იწვევს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას და ხელს უშლის ქალებს თავისი კანდიდატურა დაასახელონ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში ასარჩევად.

რწმენის დაკარგვის შედეგად კი ქალები თვლიან, რომ ისინი არ არიან შესაფერისი კანდიდატები და უკან იხევენ. არჩეული ქალების უმეტესობა აღნიშნავს, მათ მხოლოდ იმიტომ იყარეს კენჭი, რომ მათ სხვამ შესთავაზა ამის გაკეთება.

პირად ურთიერთობებზე გავლენის მოხდენის შიში

იქ, სადაც პოლიტიკას ,,მამაკაცების თამაშს“ ეძახიან, ქალებს შიში აქვთ, რომ პოლიტიკაში შესვლის შემთხვევაში მას არაქალურს უწოდებენ, ამით დაკარგავს საკუთარი ოჯახის წევრების სიყვარულს და პატივისცემას.

შიში, რომ მეგობარმა მამაკაცებმა, ან ოჯახის წვრებმა შეიძლება განსაჯონ ქალები, რომლებიც პოლიტიკაში შედიან, დაფუძნებულია იმის შიშზე, რომ მათ გააიგივებენ ე.წ. ,,პოლიტიკის ბინძურ თამაშში“ ჩართვის მსურველთან.

პირადი უსაფრთხოების დაკარგვის შიში

საზოგადოებებში, სადაც კორუფცია და ძალადობაა ფეხმოკიდებული, ქალები შიშობენ, რომ პოლიტიკაში შესვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები და თვითონაც გარკვეული საფრთხის ან ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან. მსგავს სიტუაციებში ასეთი საფრთხის არსებობა ქალებს უფრო დიდ ბარიერებს უქმნის, ვიდრე მათ კოლეგა მამაკაცებს.

ის ბარიერები, რომლის წინაშეც დგებიან ქალები უკვე პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ

მიუხედავად ყველა იმ ბარიერისა, რომელიც ზემოთ ავღნიშნეთ, ზოგი ქალი მაინ რისკავს და მოდის პოლიტიკაში. მაგრამ ამით მათი პრობლემები არ წყდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოკითხული პოლიტიკური ქალების უმეტესობა საუბრობს იმ წინაამდეგობებზე, რომელიც მათ ხვდებათ მამაკაცების მხრიდან უკვე პოლიტიკის შიდა წრეებში. ეს წინააღმდეგობა უკეთეს შემთხვევაში, ძალადობით და კორუფციით გამოიხატებოდა. ქალები ამას ხსნიან იმით, რომ პოლიტიკა ხასიათდება მამაკაცების დომინირებული ბუნებით. ეს ხდება მათი პარტიის ფარგლებშიც და ზოგადად პოლიტიკაში, როგორც ერთ მთლიან სფეროში.

წინააღმდეგობა მამაკაცების მხრიდან

იმ საზოგადოებაში, სადაც ქალის როლზე ტრადიციულად განსაკუთრებულ მსჯელობებს აქვს ადგილი, გასაკვირი არ არის, რომ იგივე მსჯელობებს პარტიების შიგნითაც ჰქონდეს ადგილი.

ჯობს სახლში წახვიდე და შვილებს მიხედო - ასე მითხრა პარლამენტის ერთ-ერთმა ახლად არჩეულმა წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან, რომელიც ჩემი კონკურენტი იყო საკომიტეტო ხელმძღვანელობაში - ეს გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალის სიტყვები, გამოკითხული ლორა შეფერდ-რობინსონის და ჯონი ლოვენსკის მიერ 2002 წელი, ფუსეტი.

ზოგიერთ ტრადიციულ საზოგადოებაში დაშვებულია მოსაზრება, რომ ქალს პოლიტიკაში როლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ თითქმის ყველგან ითვლება, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნითაც ქალის როლი მიახლოებული უნდა იყოს მის ტრადიციულ როლთან, ემსახუროს კაცს და არა უბრალოდ იჯდეს მის გერდით, როგორც მისი თანასწორი.

როგორც კი ქალი გაბედავს და თავისი ლიმიტირებული როლის გარღვევას ცდილობს, მას მიიჩნევენ, როგორც რთულ პიროვნებას და მაშინვე საკუთარ პარტიაშივე მამაკაცების მხრიდან ნეგატიური რეაქცია ჩნდება.

იქ, სადაც ქალები მყარად იცავენ საკუთარ პოზიციას, თვლიან, რომ ის არღვევს ზოგადად მიღებულ პოლიტიკის კანონებს.

ხშირად, ქალს აძლევენ ისეთ დავალებას და ისეთ სფეროში, სადაც მას ნაკლები წარმატება ელოდება, ან იქ, სადაც მხოლოდ სტატისტიკისათვის არის საჭირო, რომ ქალების რაოდენობა საკმარისი იყოს.

ქალთა რაოდენობის გაზრდა პოლიტიკაში, თავისთავად გულისხმობს მამაკაცთა რაოდენობის შემცირებას. ამიტომ მამაკაცები ქალების რაოდენობის გაზრდას შეიძლება სიტყვიერად ეთანხმებიან, მაგრამ ნაკლებ ენთუზიაზმს და მხარდაჭერას იჩენენ რეალურად, რადგან იციან, რომ საშიშროება ემუქრება მათ რაოდენობას.

იქ, სადაც ცდილობენ ქალთა მაღალ თანამდებობაზე ან სიის პირველ ადგილებზე მოთავსებას, წინააღმდეგობა კიდევ უფრო გამძაფრებულია, განსაკუთრებით იმ მამაკაცების მხრიდან, რომელთაც იგივე ადგილებზე მოხვედრის პრეტენზია აქვთ.

არსებული პრობლემების გადალახვის პოლიტიკური ნების არარსებობა

ქალებს ბარიერებს უქმნიან არა მარტო ის მამაკაცები, რომელთა შესაძლო ადგილებსაც ისინი იკავებენ, არამედ დიდი ბარიერი ხვდებათ მხარდამჭერებამდე და სპონსორებამდე მისაღწევადაც. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქალებს ბარიერეს უქმნის ხანდახან კანონი, წეს-ჩვეულებები, უდროობა, უსახსრობა. ყოველივე ეს კი აშორებს მათ იმ ჯგუფებისაგან და ქსელისაგან, რომელიც მათ ხელს შეუწყობდა მხარდაჭერისთვის საჭირო ბაზის შექმნას და ძლიერი, პოტენციური სპონსორის მოძიებას. ხოლო იქ, სადაც ქალები მოკლებულნი არიან ასეთ მხარდაჭერას, აღმოჩნდება, რომ თვით ის პარტიებიც კი, რომლებიც სიტყვიერად გამოხატავენ სურვილს თავის რიგებში გაზარდონ ქალთა რაოდენობა, რეალურად ნაკლებად მონდომებულები არიან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან ამ მიმართულებით.

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ქალი წევრები გამოკითხვისას, შეკითხვაზე, თუ რატომ არ აისახება შედეგებში სათანადოდ მათი და პარტიის პოლიტიკური ლიდერების სუვილი, გაზარდონ ქალთა რაოდენობა პარტიის რიგებში, პასუხობენ, რომ ქალებს პარტიაში პოლიტიკური ზეგავლენა ნაკლები აქვთ.

საჭიროა, რომ პარტიის ლიდერებს გააჩნდეთ პოლიტიკური ნება, რომელიც პარტიის ქალი წევრების აზრით, მათ არ გააჩნიათ.

დასვნა

ის ბარიერები, რომლის გადალახვაც უწევთ ქალებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში შესასვლელად, არ არის ვაკუუმში. ისინი დაკავშირებულია ქვეყნის თუ საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ-ტრადიციულ მდგომარეობასთან. ბევრი პოლიტიკური ლიდერი სწორედ აღნიშნავს იმას, რომ ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე მათ რიგებში უფრო ფართო პრობლემასთან არის დაკავშირებული, ვიდრე მათი ნებაა და ამას საპატიო მიზეზად მოიშველიებენ ხოლმე, არ აკავშირებენ პოლიტიკაში არსებულ ბარიერებთან. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც არ არის პარტიული სისტემა, არსებობენ ძლიერი ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც გამძაფრებული იბრძვიან ამა თუ იმ კანდიდატების მხარდასაჭერად ან დასამარცხებლად. აქედან დასკვნა, რომ სტრატეგიები, რომლებიც ფოკუსირებულია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, შესაძლოა ვერ განხორციელდეს იმ წინააღმდეგობების გამო, რაც გამომდინარეობს მსგავსი ძლიერი ორგანიზებული ჯგუფებიდან.

1.3 რაოდენობის გაზრდა

▲ზევით დაბრუნება


წინა თავეებში განხილული ბარიერების დაძლევის მიზნით პოლიტიკურმა აქტივისტებმა და საარჩევნო კამპანიის წარმოების მესვეურებმა გამოიმუშავეს გარკვეული სტრატეგიები, როგორ გაზარდონ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში. ეს სტრატეგიები, რომლებიც მიმართულია ,,ქალების შეცვლისაკენ“, ანუ ცვლილებებისკენ ტრადიციებში და პოლიტიკური სტრუქტურების კულტურაში.

როგორც კი იწყება დისკუსიები ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე, საუბრის თემა მაშინვე „ქალის შეცვლაზე“ აქცენტირდება, ანუ იმ სტრატეგიების შექმნაზე, რომლებიც წაახალისებს ქალებს იზრუნონ საკუთარ წინსვლაზე და გააუმჯობესონ საკუთარი უნარები, რათა არჩევით ორგანოებში ადგილების მოსაპოვებლად მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ. აქ იგულისხმება საკუთარ თავში რწმენის გაზრდა და შესაბამისი ტრენინგები. სტრატეგიები ასევე შეიძლება აიგოს იმ პირობითობაზე, რომ ქალებს ნაკლებად გააჩნიათ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა პოლიტიკურ ცხოვრებაში შესასვლელად; ან იმის აღიარებაზე, რომ ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში შესასვლელად უწევთ პრაქტიკული და კულტურული ბარიერების გადალახვაც. ქალთა წარმომადგენლობის ნაკლებობის მიზეზის მსგავსი ახსნა უფრო მეტად პოპულარულია იმ პარტიულ ლიდერ მამაკაცებს შორის, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, ან არ აქვთ მოთხოვნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ მიმართულებით რამე შეცვალონ.

ეთიოპელი პოლიტიკოსი მამაკაცი ერთ-ერთ კონფერენციაზე აცხადებს: ,,მთავრობაც აქტიურად მუშაობს ამ მხრივ და ჩემი პარტიაც. თუ ქალი კვალიფიცირებულია, ჩვენც მოვუწოდებთ, რომ კენჭი იყაროს. მაგრამ არსებობს რაღაც კრიტერიუმი, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. გვყავს კი ამდენი გამოცდილი და კვალიფიციური ქალი? ქალი რომ პოლიტიკაში მიიღო, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მას საამისო გონებრივი შესაძლებლობები აქვს. უნდა გავითვალისწინოთ მათი ცოდნა და უნარები“.

როგორც ვხედავთ, მსგავსი განმარტებები ყოველთვის დაფუძნებულია ტრადიციულ მოსაზრებებზე გენდერული როლის შესახებ: ქალი ასოცირებულია მხოლოდ ოჯახთან და ითვლება, რომ მამაკაცებთან შედარებით, ისინი ნაკლებად ფლობენ საჯარო სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ისეთ საზოგადოებაში კი, სადაც არსებულ ბარიერებს პრობლემად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მათი გადალახვა საჭიროა, და არ მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს ბუნებრივია და ამას უნდა შეეგუონ, მამაკაცები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც კი, მოხერხებულ გასამართლებელ საბუთს იშველიებენ და არ ცდილობენ, რომ გადაამოწმონ, ან სულაც მოშალონ ყველა პოტენციური ბარიერი, რის პირისპირაც უწევს ქალს ყოფნა პოლიტიკაში შესასვლელად.

როგორ დავეხმაროთ ქალებს წინსვლაში

დაფინანსება

ფულადი სახსრების ნაკლებობა, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანი ბარიერია პოლიტიკაში შესვლისათვის. ქალთა მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც პოტენციურ ქალ კანდიდატებს დახმარებას უწევენ და გასცემენ გრანტებს საარჩევნო კამპანიისთვის, თავისთავად დიდ დახმარებას წარმოადგენს ასეთი მნიშვნელოვანი საქმისათვის.

ამის საუკეთესო მაგალითია „ემილიზ ლისტ“-ი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერად პოლიტიკური კარიერის დაწყების ეტაპზე. მსგავსი ფონდები მოგვიანებით შეიქმნა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, მაგალითად: „ემილიზ ლისტ“-ი ლეიბორისტი ქალების მხარდაჭერით არის დაკავებული, ხოლო ფონდი „ნენსი სიარ მემორიალი“ მხარს ლიბერალ დემოკრატ ქალებს უჭერს.

შენატანები ამ ფონდში ძირითადად პარტიის იმ ქალ წევრებს შეაქვთ (და ზოგიერთ მხარდამჭერ მამაკაც წევრსაც), რომლებსაც სურვილი აქვთ დაეხმარონ სხვა ქალებსაც, რათა ისინი იქნენ არჩეულნი. ამისათვის საჭიროა, რომ პარტიაში საკმაო რაოდენობა იყოს ისეთი ქალების, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ფული და სურვილი, რომ ფონდში საკუთარი წვლილი შეიტანონ. თავისთავად ცხადია, ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან მცირე რაოდენობით არიან ქალები პარტიაში და, შესაბამისად, არ გააჩნიათ შესაბამისი სახსრები, ეს რთული საქმეა და არც იქნება საკმარისი კანდიდატების მხარდასაჭერად. უგანდაში, მაგალითად, როდესაც ქალმა აქტივისტებმა დაიწყეს ფიქრი მსგავსი ფონდის შექმნაზე, შეთანხმდნენ, რომ მათ უნდა მიერმართათ საერთაშორისო დონორებისთვის და არ დაკმაყოფილებულიყვნენ მხოლოდ ადგილობრივი, უგნდელი ქალების შენატანით.

საერთაშორისო დონორები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ განვითარებას მხარს უჭერენ, იშვიათად გასცემენ ფინანსურ მხარდაჭერას ინდივიდუალურ კანდიდატებზე. ცდილობენ თვითონ პარტიები დააფინანსონ, პირდაპირ, თუ არაპირდაპირ, ადგილზე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. ქალებისთვის მსგავსი ფონდები ძნელად ხელმისაწვდომი ხდება. დამფინანსებლები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ქალთა მონაწილეობის გაზრდით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ცდილობდნენ ფული ჩაედოთ „ემილიზ ლისტ“-ის სქემით შექმნილ ფონდებში, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები იქნებოდნენ ფინანსური დახმარების სამართლიანად განაწილებაზე.

ოჯახი

ბევრი ქალი ოჯახურ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ კარიერას ინდივიდუალურ დონეზე თავის მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით უთავსებს. არის შემთხვევები, როდესაც ქალთა ჯგუფები სტრატეგიას შეიმუშავებენ, თუ როგორ დაიტვონ ერთმანეთის შვილები, ან გაიზიარონ სხვა საოჯახო საქმეები, რათა რიგრიგობით შეძლონ პოლიტიკური აქტივობა. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციაში, იმ ქალებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის იღებას აპირებდნენ, დანარჩენმა ქალებმა პრაქტიკულად დახმარება გაუწიეს, დაიტოვეს მათი შვილები, ან სადილი მოუმზადეს მათ ოჯახს.

არსებობს კიდევ პოლიტიკურ პარტიებში გარკვეული ცვლილებების შეტანის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ქალის ოჯახური ვალდებულებების გათვალისწინებას და, ამ მხრივ, გარკვეული შეღავათების გაწევას. ვთქვათ, შეხვედრების სპეციალური ადგილის ან დრის შერჩევა, რათა ქალი კანდიდატებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა შესაძლებელი და მოსახერხებელი გახდეს. მაგალითად, ესპანეთში სოციალისტურმა პარტიამ შეხვედრების დრო საღამოდან ქალებისთვის უფრო მოსახერხებელ დროს გადაიტანა.

პარტიებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ და ქალებს შესთავაზონ ბავშვთა ბაგები და სხვა საბავშვო დაწესებულებები შეხვედრების და კონფერენციების დროს ბავშვების დასატოვებლად. ნაკლებად არის პრაქტიკაში მიღებული დახმარება ოჯახის ავადმყოფი ან მოხუცი წევრების მოვლის თვალსაზრისით, მაგრამ შესაძლებელია.

პარლამენტში დაყოფილი საათების რაოდენობა ასევე მეტყველებს შესაძლო ბარიერებზე, რომელიც შეექმნებათ იმ ქალ კანდიდატებს, ვისაც ჰყავთ ბავშვები, ან მოხუცი სახლში. შოტლანდიაში უელსის პარლამენტარებმა პარლამენტის სამუშაო საათები განსაზღვრეს და გამორიცხეს გვიან საათებში მუშაობა და არდადეგები, შვებულებები და დასვენების დღეები დაამთხვიეს სკოლის მოსწავლეების არდადეგების დღეებს.

სამწუხაროდ, არც პირადი დახმარებები და არც პარტიის შიგნით გაწეული შეღავათები არ ითვალისწინებს იმას, რომ საოჯახო საქმიანობა უსამართლოდ არის განაწილებული. საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებებით და სპეციალური კამპანიების დახმარებით საჭიროა მამაკაცების დარწმუნება და წახალისება იმ მხრივ, რომ ისინი უფრო მეტად და აქტიურად ჩაერთონ საოჯახო საქმეებში. 80-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიაში შედგა ,,ჯო ევერიჯის“ კამპანია, რომელშიც მონაწილე მამაკაცს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით, ,,მე ვარ ჯო ევერიჯი და ჩემი ყველაზე დიდი პრიორიტეტი ჩემი ოჯახია. ამიტომ საოჯახო საქმეებს ვინაწილებ ჩემს მეუღლესთან ერთად“. სამწუხაროდ, ამ ტიპის საგანმანათლებლო კამპანიების ნაკლებობა დღეისთვის აშკარაა.

უნარ-ჩვევების ტრენინგი

არჩევით ორგანოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით ტრენინგები ქალი კანდიდატებისათვის ან პოტენციური კანდიდატებისთვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გამოყენებული სტრატეგიაა.

ტრენინგების ორგანიზება შეიძლება თვითონ პოლიტიკურ პარტიებში, ამ პარტიებს შორის შეხვედრების ბაზარზე, რომელიც მოეწყობა არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ.

პარტიებს შორის ან არაპარტიულ დონეზე მოწყობილი ტრენინგები შესაძლოა ფოკუსირებული იქნას საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებზე, საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობაზე, საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე, ფულის მოზიდვის ხერხებზე, და ა. შ. ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში შექმნილი სატრენინგო მასალები შეიძლება ადაპტირეული და გამოყენებული იქნას სრულიად სხვადასხვა სიტუაციებში.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია აწარმოებს კანდიდატების ან პოტენციური კანდიდატების ტრენინგს, როგორც შერეულს, ასე რომ, მხოლოდ ქალებისთვის. მაგალითად, ესპანეთის სოციალისტური პარტია ორივე ტიპის ტრენინგს ატარებს ხოლმე: „ტრენინგი პოლიტიკური კარიერის მენეჯმენტზე უტარდებათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, მაგრამ ხშირად ქალებს ამ ტრენინგს ცალკე ვუტარებთ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, არა უფრო უკეთესი ან უარესი, მაგრამ თანასწორი უფლებების მქონე და მაინც განსხვავებული, ისევე, როგორც მამაკაცები“.

ეჭვი არ არის, რომ ასეთი ტრენინგების გავლის შემდეგ ქალების უმეტეს ნაწილს უჩნდება საკუთარი თავის რწმენა, რომ შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს პოლიტიკური ცხოვრებაში შესასვლელად. თუმცა ქალები იმასაც აღმოაჩენენ, რომ თავად ტრენინგი ვერ ხსნის იმ პრობლემებს რაც მათ წინაშე დგას.

ჩრდილოეთ ირლანდიელი ერთ-ერთი აქტივისტი ქალი ამბობს: ,,ზოგ ჩვენგანს 5-6 - ჯერ აქვს მსგავსი ტრენინგები გავლილი, უამრავი ფული იხარჯება ამაში, მაგრამ ჩვენ ამასთან ერთად სხვა რამეც გვჭირდება, მაგალითად, ჯერ ვერ გამიგია, რომ მამაკაცებს თავისი პირადი განვითარებისათვის გაევლოთ რამე ტრენინგი“.

ზოგ შემთხვევაში ტრენინგების მოწყობის მეშვეობით თავს არიდებენ სხვა, უფრო მნიშვნელოვან, ანუ რეალურ პრობლემებს. დიდი ბრიტანელი ქალი პრეტენდენტი ამტკიცებს: „აღარ მინდა ტრენინგი, უკვე უამრავი ტრენინგი გავიარე, მე მინდა, რომ ვიყო არჩეული და დავიკავო შესაბამისი ადგილი პარლამენტში“.

პარიზში 2002 წელს ჩატარებულ სემინარზე ნაწილი ბრიტანელი, ფრანგი და ესპანელი ქალებისა აცხადებდნენ, რომ კიდევ უფრო მეტი ტრენინგების ჩატარებისკენ მოწოდება თავისთავად არის მცდელობა იმისა, რომ დადასტურდეს, თითქოს ქალები არ არიან მოწოდების ისეთ დონეზე, როგორც მამაკაცები. მეორე ნაწილი კი ამბობდა: ,,შესაძლოა, ქალების დიდი ნაწილი საკმაოდ განათლებულია და კომპეტენტური რიგ საკითხებში, მაგრამ მათაც სჭირდებათ თავდაჯერებულობის მომატება და ყოველთვის არსებობს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული სტრატეგიები და ტაქტიკა, რომელიც სწორედ შესაბამის ტრენინგებზე ისწავლება.“

ისეთმა ქვეყნებმა, რომლებსაც პარტიების განვითარების და მოხალისეთა მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რატომ არ უნდა გაუზიარონ განვითარებადი ქვეყნების ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა. ყველაფერი, რაც კი დაეხმარებათ ქალებს გაიუმჯობესონ პოლიტიკური უნარ-ჩვევები, ყველაფერი სასარგებლოა და გამოსადეგი.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგიები მიმართული უნდა იყოს არა მარტო პრაქტიკული პრობლემებისაკენ, რომელთა გადალახვაც უწევთ ქალებს (ფული, ოჯახზე ზრუნვა და სხვ.), არამედ ასევე მიმართული უნდა იყოს თვითონ პოლიტიკაში არსებული სტრუქტურული და კულტრული ბარიერების დაძლევისკენ. ხანდახან ასეთი ტრენინგები შეიძლება ქალებისთვის ბიძგი გახდეს იმისკენ, რომ მათ შექმნან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული ბარიერების დაძლევისთვის ერთად იბრძოლებენ. სიერა ლეონეში, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი აქტივისტი ქალი, მას შემდეგ, რაც დაესწრო ტრენინგს და მიიღო შესაფერისი ინფორმაცია, წვიდა და შექმნა ჯგუფი 50/50, რომელიც თავის მხრივ შეუდგა სხვა ქალების განათლება-ტრენინგს და გარდა ამისა, დაიწყო პოლიტიკური პარტიების ლობირება, რათა მათ გაეზარდათ ქალების რაოდენობა საკუთარ რიგებში, და ბოლოს, გაწეული ძალისხმევის წყალობით გამოიწვია საზოგადოების გათვითცნობიერების გაზრდა მოცემულ საკითხზე.

ტრენინგი, რა თქმა უნდა, პოლულარული სტრატეგიაა ქალებში საკუთარი თავის რწმენის გასაზრდელად, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მიდგომებიც, როგორიც არის ე.წ. მეურვეობა („Shadowing and Mentoring“) ანუ სწავლება დაგამოცდილების გაზიარება უკვე წარმატებული პარლამენტის წევრი ქალების მხრიდან.

მსგავსი სწავლების და გამოცდილების გაზიარების მეთოდი ქალებს აძლევს საშუალებას შეიტყოს პოლიტიკური ცხოვრების იმ ასპექტების შესახებ, რაც არ იქნებოდა განხილული მათ მიერ განვლილ ტრენინგებზე. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ლეიბორისტული პარტიიდან გასული პარლამენტის წევრი ქალები უწევენ მეურვეობას პრეტენდენტებს, სთავაზობენ რა მათ პრაქტიკულ რჩევებს და მორალურ მხარდაჭერას.

1.4 ქვოტების მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


ქალთა მონაწილეობის გაზრდის ყველაზე ეფექტური გზა ხანმოკლე დროში ქვოტირების მექანიზმების გამოყენებაა. თუმცა ქვოტირების თემის ირგვლივ ცხარედ კამათობენ. ამბობენ, თითქოს ქვოტირების სისტემა უსამართლობაა მამაკაცების მიმართ, ან ის, რომ ქვოტების გამოყენების შედეგად ხელისუფლებაში მოდიან დაბალი კვალიფიკაციის კანდიდატები (ქალები), სინამდვილეში ქვოტირების სისტემის წინააღმდეგ იმიტომ გამოდიან, რომ ის აღწევს დასახულ მიზანს.

ქალების მოსვლა პოლიტიკაში და მათი წარმომადგენლობის გაზრდა ხელისუფლებაში ნიშნავს მამაკაცების რაოდენობის შემცირებას ამ ასპარეზზე. ქალთა დაწინაურების ხელის შემწყობი ყველა სტრატეგიიდან მაგალითად ტრენინგები, სემინარები ან სხვა, ქვოტების სისტემა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის გარანტიას იძლევა, რაც გარკვეულწილად მამაკაცების ქალებით ჩანაცვლებას გამოიწვევს.

ჩვენ შევეცდებით გიამბოთ ქვოტირების მექანიზმების ტიპებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე, აგრეთვე, ქვოტების სისტემის წარმოჩენის გამომწვევ ფაქტორებზე. აგრეთვე იმ არგუმენტების შესახებ, რომელიც ქვოტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ იყო გამოყენებული, ბოლოს მოგიყვანთ წარმატებული ქვოტების მაგალითებს.

ქვოტების სხვადასხვა სისტემები

ქვოტირების სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი მათგანი ხორციელდება სახელმწიფო ან რეგიონალური კანონმდებლობით და შესაძლებელია, განსაზღვრული იყოს ქვეყნის კონსტიტუციითაც. ზოგიერთი მექანიზმის განხორციელება დამოკიდებულია რომელიმე პოლიტიკური პარტიის ნებაყოფლობით გადაწყვეტილებაზე. ქვოტების ის სისტემა, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული გულისხმობს ქალებისათვის გამოყოფილი გარკვეული ადგილების რაოდენობას საკანონმდებლო და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, ან პარტიებისადმი მოთხოვნას, პარტიის სიებში წარმოადგინონ კანდიდატ ქალთა საჭირო რაოდენობა. რაც შეეხება პარტიების ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ პარტიის შიგნით განხორციელებული ღონისძიებაა, ან უბრალოდ შეიძლება იყოს გარკვეული მისწრაფებების გამოხატულება.

გამოყოფილი ადგილები

ეს წარმოადგენს ადგილებს, რომელიც გამოყოფილია ქალებისათვის სადაც მხოლოდ მათი არჩევა ან დანიშვნა ხდება. ამ სისტემას იყენებენ უგანდაში, სადაც ასევე გამოყოფილია ადგილები სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მაგალითად ახალგაზრდებისთვის და ინვალიდთათვის.

ნეპალში კანონი მოითხოვს, რომ პარტიებმა გამოყონ პარტიის სიებში ადგილების ხუთი პროცენტი ქალი კანდიდატებისათვის. თუმცა არ არის მითითებული რა თანმიმდევრობით უნდა იყოს განლაგებული ეს ადგილები და ამიტომ ქალებს ნაკლები შანსი აქვთ გამარჯვების.

ქალთა საბოლოო სიები

მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებში, გამოყოფილ ადგილებზე პარტიები ქალ კანდიდატებს ირჩევენ იმ სიიდან, რომელიც მთლიანად ქალი კანდიდატებისგან შედგება. დანარჩენ ადგილებზე კი შეიძლება არჩეული იყოს, როგორც კაცი, ასევე ქალი კანდიდატები. 1997 წლამდე დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტია ჯერ კიდევ იყენებდა ქალთა ცალკე სიებს იმ კანდიდატების ადგილებზე ასარჩევად, რომელიც თავისუფლდებოდა (გადადგომის მიზეზით), ან იმ ადგილებზე, რომელიც შემდეგ არჩენებში შეიძლებოდა მოეგოთ.

ქვოტები პარტიულ სიებში

პროპორციულ საარჩევნო სისტემებში პატიული სიების შედგენისას, პარტიები თავისი ნებით, ან კანონის მოთხოვნის საფუძველზე, კანდიდატთა სიაში აწესებენ ქვოტას ქალებისათვის. თუ ქვოტა არ გულისხმობს ამ სიებში ქალ კანდიდატთა ადგილმდებარეობის განსაზღვრას, იქმნება საშიშროება, რომ ქალი კანდიდატები სიის ბოლოში აღმოჩნდებიან და მათ გამარჯვების ძალიან მცირე შანსი ექნებათ.

ზიპირებული, ანუ ზებრისებული სიები

პროპორციულ საარჩევნო სისტემებში პარტიული სიების შედგენისას, პარტიები თავისი ნებით, ან კანონის მოთხოვნის საფუძველზე, კანდიდატთა სიაში აწესებენ შემდეგს: ქალი და კაცი კანდიდატები თანაბარი რაოდენობით უნდა იქნენ წარმოდგენილი სიაში, რომელსაც ზებრისებური სია ეწოდება. ეს შეიძლება მოხდეს ქალი და კაცი კანდიდატების ერთმანეთის მონაცვლეობით მოთავსებით სიაში. ან, კიდევ პარტიის ხელმძღვანელობის მიერ (ან შიდა პარტიული კენჭის ყრის საფუძველზე) ორი ცალკეული, ქალებისა და მამაკაცების სიის ერთმანეთთან შეჯერებით. სია შეიძლება შედგენილი იქნას შემდეგი თანმიმდევრობით: მაღალი რანგის მამაკაც კანდიდატების გარკვეულ რაოდენობას მამაკაცთა სიიდან მოჰყვეს ასეთივე მაღალი რანგის ქალ კანდიდატთა იგივე რაოდენობა ქალთა სიიდან.

ორპალატიან საარჩევნო სისტემაში, სადაც კანდიდატთა შერჩევა ხდება როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიებით, ქალ კანდიდატთა რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია პარტიული სიით არჩევის შემთხვევაში, რაც ნაკლებად შესაძლებელია თუ კი მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ქალთა რაოდენობა მცირეა.

შეწყვილება

შეწყვილებას ძირითადად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებში იყენებენ. პარტიები აწყვილებენ საარჩევნო უბნებს დაახლოებით თანაბარი შანსით აირჩიონ ერთი კანდიდატი. წყვილები ირჩევენ ორ კანდიდატს, აქედან ერთი ქალია და მეორე კაცი, რომლებიც შემდგომ აგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისათვის ინდივიდუალურად. ასეთი სისტემა ამართლებს იქ, სადაც ჯერ არცერთი ადგილი არ არის დაკავებული გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში.

ქვოტების სხვადასხვა სისტემა სხვადასხვაგვარად მუშაობს და მათ ყველას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კანონით დაწესებული სისტემები

კანონით დაწესებული ქვოტირების სისტემები შეიძლება განსაზღვრავდეს კანდიდატთა შორის ქალთა დაწესებულ რაოდენობას (როგორც არგენტინაში), ან გადაწყვეტილების ორგანოში გამოყოფილი ადგილების დაწესებულ რაოდენობას ქალებისთვის (როგორც უგანდაში).

მოთხოვნა პარტიებისადმი - წამოაყენონ ქალი კანდიდატები

საკითხის ასე დაყენება, რომ მოეთხოვოთ პარტიებს წამოაყენონ კანდიდატთა სიებში ქალთა დაწესებული რაოდენობა, არ ნიშნავს იმას, რომ ქალები სწორედ ამ რაოდენობით იქნებიან არჩეული (დანიშნული).

პარტიებმა შეიძლება ქალები მოათავსონ თავისი სიის ბოლო ნაწილში და ამით ძალიან მცირე შანსი მისცენ იმისთვის, რომ არჩეულ იქნან.

მაგალითად, ბელგიაში, რომელიც ევროპაში პირველ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელმაც 1994 წელს დააწესა სავალდებულო ქვოტები, მოითხოვა, რომ ქალი კანდიდატებისათვის პარტიის კანდიდატთა სიების 24% დაეთმოთ. 1999 წელს ეს რაოდენობა 33%-მდე გაიზარდა, მაგრამ კანონი არ განსაზღვრავდა, თუ სიის რა ადგილზე უნდა განლაგებულიყო ქალ კანდიდატთა გვარები. ბელგიის პარლამენტის 23%-ს ქალები წარმოადგენდნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოებში და რომ პარტიულ სიებში მათ არამომგებიანი პოზიციები უკავიათ.

არგენტინის კანონმდებლობით მოითხოვენ არა მარტო იმას, რომ ქალებს გარკვეული რაოდენობის ადგილები უნდა ეკავოთ პარტიულ სიებში, არამედ იმასაც, რომ მათ მამაკაცებთან ერთად თანაბარი პოზიცია უნდა ეჭიროთ ამ სიებში. მათ დაწესებული აქვთ ზებრისებური ანუ ზიპირებული სიები: ერთი ქალი, ერთი კაცი, ან ორი კაცი, ორი ქალი მონაცვლეობით არის მოთავსებული პარტიულ სიებში. არგენტინის პარლამენტის როგორც ზედა, ასევე ქვედა პალატის 27%-ს ქალები წარმოადგენს.

იქ, სადაც ქვოტების დაწესება პარტიების პასუხისმგებლობაა, ამ ქვოტების დაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სანქციები, რომელიც დაკისრებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტიების მიმართ უნდა დაწესდეს.

2000 წლის მაისში საფრანგეთში მიიღეს კანონი არჩევნების შესახებ, რომელიც პარტიებისგან კანდიდატთა დაბალანსებული სიის წარდგენას მოითხოვს ყველა ტიპის არჩევნებზე (იქნება ეს ადგილობრივი, თუ რეგიონალური პროპორციული სისტემების არჩევნები, სენატის თუ ევროპარლამენტის არჩევნები). დაუბალანსებელი სიები გაუქმებულად ცხადდებოდა. 2001 წლის მარტის ადგილობრივ არჩევნებში 38.000 ქალი იქნა არჩეული. დღეს ისინი ადგილობრივი საბჭოების (საკრებულოების) წევრთა 48% შეადგენენ, მაშინ, როცა 1995 წელს მხოლოდ 22% იყო.

საფრანგეთის ქვედა პალატის არჩევნებისათვის პარტიებს ემუქრებათ ფინანსური სასჯელი, თუ ისინი გენდერულად დაბალანსებულ საარჩევნო სიებს არ წარადგენენ. ისინი სახელმწიფო დაფინანსებიდან ზუსტად საარჩევნო სიებში გენდერული ბალანსის სიმცირის პროპორციულად კარგავენ დოტაციას. მიუხედავად ამისა, 2002 წელს ქვედა პალატაში მხოლოდ 12%-ით იყვნენ წარდგენილი ქალები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ პარტიებს ერჩიათ ფულადი ჯარიმა გადაეხადა, გენდერული ბალანსის დაცვის ნაცვლად. ზოგიერთი აქტივისტი ქალი აცხადებდა, რომ სანამ სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა პარტიის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენიმე პარტიის ლიდერი ჩათვლის, რომ პოპულარული კაცი კანდიდატების წამოყენებით, ისინი უფრო მეტს მოიგებენ, ვიდრე დაკარგავენ ქალი კანდიდატების შემცირებით.

ფრანგული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანონის მოთხოვნა, რომ პარტიებმა ქალ კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა დაბალანსებულად უნდა წარადგინოს პარტიულ სიებში, თავისთავად არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ქალთა წარმომადგენლობა საგრძნობლად გაიზრდება.

ქვოტების დაწესების მიზანია ქალებისთვის მეტი ძალაუფლების მიცემა. თუმცა ქვოტების დაწესება მიუხედავად ისეთი დიდი წინააღმდეგობისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სკანდინავიაში, უკვე ნიშნავს იმას, რომ ქალებმა უკვე მოიპოვეს გარკვეული ძალაუფბა (ქალები პარლამენტში მცირე წარმომადგენლობა. აზა კარამანის გამოსვლიდან 1998 წელი).

2002 წელს პარიზში ,,ბრითიშ ქაუნსილის“ სემინარზე ქალი პოლიტიკოსები ადარებდნენ რა სიტუაციას დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, გამოიტანეს დასკვნა, რომ საფრანგეთის ქვოტირების სისტემის წარუმატებლობის მიზეზი პარტიებში გავლენიან პოზიციებზე ქალების ნაკლებობით აიხსნებოდა. დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიაში საარჩევნო სიებში ქვოტების დაწესებას წინ უსწრებდა ქვოტების დაწესება შიდა პარტიულ პოზიციებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ლეიბორისტულ პარტიაში გავლენიან პოზიციებზე იმყოფებოდნენ ქალები, რომელთაც ხელეწიფებოდა ლობირება გაეწიათ იმ ქალ კანდიდატებისათვის, რომლებიც ცალკეულ საარჩევნო სიებში იყვნენ შეყვანილი 1997 წლის საყოველთაო აჩევნებისათვის, შემდეგ შეწყვილებულ სიებში შოტლანდიისა და უელსის 1999 წლის არჩევნებში და 2002 წელს ქალთა სიების ხელახალი წარდგენისას.

ქალებისთვის გამოყოფილი ადგილები

უგანდასა და ტანზანიაში გამოყოფილი ადგილების სისტემაა ძალაში. უგანდაში, მაგალითად, თითოეული რეგიონი (რომელიც რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, რომლებიც სათითაოდ ირჩევს თითო პარლამენტის წევრს) ერთ ქალ პარლამენტის წევრს ირჩევს.

მაშინ, როცა უგანდის სისტემა იძლევა ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საშუალებას, არის ერთი ცუდი მხარე, რაც გულისხმობს პარლამენტის წევრის მიერ ორი რეგიონის წარმომადგენლობას. გამოდის, რომ ადმინისტრაციულ ერთეულს ძირითადად თითქმის უმეტესობა მამაკაცები წარმოადგენენ და ქალები - რეგიონს. ესე იგი, ქალები პასუხისმგებელნი არიან უფრო დიდ არეალზე (თუმცა ყოველგვარი დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გარეშე), ხოლო ადმინისტრაციული ერთეულის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების არჩევა ხდება არა პირდაპირ, ამომრჩეველთა კოლეგიების მიერ და არა პირდაპირ ამომრჩევლების მიერ.

როგორც ვხედავთ, ქალი პოლიტიკოსები მთელ მსოფლიოში დაუცველები არიან კრიტიკისაგან. განსაკუთრებით კი თავს ესხმიან ქვოტების სისტემის მეშვეობით არჩეულ ქალ კანდიდატებს. ის სისტემები, რომლებიც ჩვეულებრივი წესით არჩეულ პარლამენტის წევრებსა (რომელთა უმეტესობა მამაკაცები არიან) და ქვოტების სისტემის მეშვეობით არჩეულ ქალ პარლამენტის წევრებს შორის ტოვებს გარკვეულ სხვაობებს, ისინი ამ უკანასკნელთ ადვილად გასაკრიტიკებელ სამიზნედ აქცევენ.

პოლიტიკური პარტიების მიერ ქვოტების დაწესება

პოლიტიკური პარტიების მიერ დაწესებული ქვოტები უფრო ხშირია, ვიდრე კანონის მიერ დაწესებული ქვოტები. ევროპულ ქვეყნებში, სადაც ქალ პოლიტიკოსთა პროპორცია უფრო დიდია, სულ მცირე ერთი პარტია მაინც მიმართავს ქვოტების სისტემას. როგორც ცნობილია, ევრო გაერთიანების ქვეყნების დაახლოებით 76 პარტიიდან, რომელთაც სულ მცირე 10 წევრი ჰყავთ ქვედა პალატაში, დაახლოებით 46 პროცენტი იყენებს ქვოტების სისტემას და საკმაოდ ეფექტურად. პარტიების 69 პროცენტი, რომელთა ქალთა წარმომადგენლობა დაახლოებით 25 პროცენტს უდრის, მიმართავს ქვოტების სისტემას. პარტიების 17 პროცენტიდან, რომელთაც 10%-ით ნაკლები ჰყავს ქალთა წარმომადგენლობა, მხოლოდ ერთი იყენებს ქვოტების სისტემას.

ქვოტების მექანიზმები ადვილად განსახორციელებელია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის ესპანეთი, სადაც არჩევნები პროპორციული სისტემით იმართება, ვიდრე ისეთ ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია, სადაც არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ხდება. დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ცალკეულ ქალ კანდიდატთა სიები 1997 წლის არჩევნებისთვის და წარმოდგენილი სიები 2005-06 წლის მომავალი არჩევნებისთვის სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ კაცი კანდიდატები ზოგიერთ რაიონში ლეიბორისტული პარტიიდან არც არიან წარდგენილნი. ეს კი ბევრად უფრო საკამათო საკითხია, ვიდრე ის ქვოტა, რომლის მიხედვით ამა თუ იმ რეგიონში მამაკაცი კანდიდატების მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობას შეუძლია კენჭი იყაროს.

ქვოტების დაწესება

ქალთა პოლიტიკური გავლენის გაზრდა თავისთავად ნიშნავს მამაკაცთა პოლიტიკური გავლენის შემცირებას. თუ კი არჩაული იქნება ქალების მეტი რაოდენობა და არ მოხდა არჩევით ორგანოში ადგილების გაზრდა, თავისთავად ცხადია, რომ მამაკაცებს ნაკლები ადგილები დარჩებათ, სწორედ ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რატომ უწევენ ასეთ სასტიკ წინააღმდეგობას ქვოტების დაწესებას.

ქვოტირებისათვის დაწყებული ბრძოლის მოგების სურვილმა ქალებისაგან მოითხოვა გარკვეული ორგანიზებულობა და გადაწყვეტილების ერთსულოვნება, როგორც პოლიტიკური პარტიების შოგნით, ასევე მის გარეთაც. ზოგ შემთხვევაში ქვოტები იწვევს კონფლიქტს, ზოგ შემთხვევაში საჭიროებს ქალი ამომრჩევლების მხარდაჭერას, ზოგ შემთხვევაში კი ერთი პოლიტიკა სჯობს შეიცვალოს მეორეთი და ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების მიერ კეთილი ნების საფუძველზე. ერთი პარტიის მაგალითი შეიძლება სხვა პარტიებმაც გაიზიარონ.

ერთ პარტიაში დაწესებული ქვოტები გავლენას ახდენს სხვა პარტიებზეც

უმეტეს შემთხვევებში ქვოტებს მემარცხენე პარტიები აწესებენ ხოლმე. ასეთი ქვოტების არსებობა და შესაბამისად ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა მოცემული პარტიის სახელით, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს სხვა პარტიებზეც, რომ მათაც მიმართონ ქვოტების მექანიზმს, ხშირ შემთხვევაში, თუნდაც ფორმალურადაც რომ არ მიიღონ სხვა პარტიებმა ქვოტირების მექანიზმი, მაინც აისახება მათ სიებზე ეს ზეგავლენა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ცდილობენ ქალთა რაოდენობა გაზარდონ იმ პარტიების მაგალითზე, ვინც ქვოტებით სარგებლობს.

ჩემს პარტიაში ქვოტების ტრადიცია არ არსებობს, მაგრამ იმ პარტიებმა, რომელთაც ქვოტები აქვთ დაწესებული, დიდი დახმარება გაგვიწიეს, რადგან თუ სხვა პარტიებს აქვთ ქვოტები დაწესებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა გვყავდეს ქალები პარტიაში. სხვაპარტიებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ სტანდარტები, რომლითაც მერე ჩვენც ვისარგებლებთ. არასოდეს მიყვარდა ქვოტები, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ კარგი რამეა. ამან ჩვენ მიგვიყვანა დიალოგამდე თანასწორობის შესახებ. ახლა ესპანეთში ვერავინ წარადგენს სიას, სადაც 30% ქალი არ არის. ახლა ეს პარტიების გარკვეულ კულტურას წარმოადგენს. თუ რომელიმე პარტია ასე არ მოიქცევა, საკმარისად გვყავს აქტიური ქალები, რომლებიც მათ ამის შესახებ შეახსენებს“. (ინტერვიუ მარგარიტა ურიასთან, ბასკი ნაციონალისტების პარტიიდან. ესპანეთი. 2002 წლის ნოემბერი).

ჩემს პარტიას ქვოტები არ აქვს, მაგრამ გვაქვს შიდა მექანიზმები, რომელიც ხელს უწყობს ქალთა რაოდენობის გაზრდას პარტიაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სოციალისტური პარტიის სვლებს ვიმეორებთ, მაგრამ ის რაც ხდება ერთ პარტიაში, შესაძლოა მეორე პარტიასაც გამოადგეს. ეს კი თავისთავად დაეხმარება ქალებს სხვა პარტიებშიც, რადგან, ათ მაგალითზე ისინიც მოითხოვენ იგივეს. რაიონულმა პარტიებმა ახლა უკვე იციან, რომ არის ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სურვილი. მესიჯი იქამდეც მივიდა“. (ინტერვიუ მარია ხესუს სენცთან პროგრესული პარტიიდან. ესპანეთი. 2002 წლის ნოემბერი).

გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები - ქვოტები და ცვლილებები

იმ ქვეყნებში, სადაც გარდამავალი, ან კონსტიტუციონალური ცვლილებების პერიოდია, იქმნება ხელსაყრელი მომენტი ქალებისთვის მოითხოვონ ქვოტების, ან სხვა მექანიზმის დაწესებისათვის, რათა ამით გაზარდონ ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში. ასეთი ცვლილებები ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, დიქტატურის, თუ ომის შემდგომი მოვლენების განვითარების საპირისპიროდ, რდგან ქალთა ჩართვა ქვეყნის მართვის პროცესებში, მართვას ბევრად უფრო წარმომადგენლობითს და ყოვლისმომცველს ხდის.

არგენტინაში ქალები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიუხედავად ქალთა დიდი აქტიურობისა დემოკრატიის მშენებლობაში, ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში.

ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატიისკენ შემობრუნება და კონფლიქტის დასასრული ქალებს სთავაზობს ახალ-ახალ შესაძლებლობებს საგრძნობლად შეცვალონ თავიანთი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ავტომატურად, მაგრამ იქ სადაც ქალები ორგანიზებულად მოქმედებენ, გარდამავალ პერიოდში მათ ეძლევათ უკეთესი პოზიციების მოპოვების შანსი. სამხრეთ აფრიკაში ქალები გაერთიანდნენ, რათა ადრეულ ეტაპზე მონაწილეობა მიეღოთ კონსტიტუციური ცვლილებების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

ზოგ სიტუაციაში, როცა ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, ეს იმითაც გამოიხატება, რომ ხდება დარღვეული გენდერული ბალანსის პირდაპირი აღდგენა. ზოგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და ყოფილი სოციალსტური ბანაკის ქვეყნებში ისეთი მექანიზმი, როგორიც ქვოტებია, შესაძლოა ასოცირებული იყოს წინა რეჟიმთან. ხშირ შენთხვევაში, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მცდელობას ასეთ ქვეყნებში ახლავს ნეგატიური ასოციაცია, გაიგივებული საბჭოთა სისტემასთან.

პოლონეთში 2001 წლის არჩევნებისთვის ქალი აქტივისტები ლობირებდნენ, რათა რამდენიმე პარტიას ქვოტების სისტემა გამოეყენებინათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში ძალიან ცოტა ქალი იქნა არჩეული, რადგან ამ პარტიებმა არ განსაზღვრეს თუ სიაში რა ადგილი უნდა დაეკავებინათ ქალებს.

აზერბაიჯანში საბჭოთა პერიოდში არსებული ქვოტების სისტემა გააუქმეს, როგორც მოხდა კომუნიზმის დამხობა. რამაც ქალთა წარმომადგენლობა კატასტროფულად შეამცირა. თუ 1990 წლის პარლამენტში, ანუ ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის დროს ქალთა რაოდენობა 40% უდრიდა, 1992 წლის პარლამენტში ეს ციფრი 6%-მდე დაეცა. მას შემდეგ ქალთა წარმომადგენლობა აზერბაიჯანში მხოლოდ 11% ავიდა და რაიმე პოზიტიური საქმიანობის გარეშე, ალბათ, დიდხანს არ გაიზრდება.

პოლიტიკური ნება

მამაკაცი ლიდერების პოლიტიკური ნება უდიდესი ფაქტორია იმისთვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს ხელისუფლებაში.

პოლიტიკური ნება უფრო მეტია, ვიდრე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე გაკეთებული განცხადებები. ის მოითხოვს სიტყვიერი დაპირების საქმედ, ანუ ეფექტურ პოლიტიკად გადაქცევას. უმეტეს შემთხვევაში ლამაზი სიტყვები მოქმედებად იქცევა, მას შემდეგ, რაც მოხდება იმის გაცნობიერება, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პრაქტიკულ სარგებლობას მოიტანს.

თუ განვიხილავთ დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის სტრატეგიებს, განხორციელებულს ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდის მიზნით, თან ახლდა უდიდესი სურვილი ქალ კანდიდატებს გაემარჯვათ არჩევნებში და მიეღწიათ გენდერული ბალანსისთვის.

ზოგ შემთხვევაში ერთი პარტიის მცდელობა გაზარდოს ქალთა წარმომადგენლობა წარმოადგენს დიდ ბიძგს სხვა პარტიებისათვის, რადგან ისინი შიშობენ, რომ ეს კონკრეტული პარტია ამით უფრო მეტ ხმას მიიღებს.

პოლიტიკური პარტიების შიგნით თუ გარეთ მოღვაწე ქალები თვლიან, რომ მათ მხარდაჭერისთვის უნდა მიმართონ ამომრჩეველ ქალებს. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაცია „ფოუსეტ სოსაითი“ 1995 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა მოსახლეობისა და ე.წ. ფოკუს ჯგუფების გამოკითხვას, რაც ასაბუთებდა ქალი ამომრჩევლების მხარდაჭერის აუცილებლობას პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილზე მოქცევას. ისინი მუშაობდნენ ქალებთან პარტიებში, რათა მათ მიეტანათ სახლებამდე, ახლობლებამდე და მეზობლებამდე მესიჯი, რომ პარლამენტი, რომელშიც ქალები მცირედ არიან წარმოდგენილი, ჩაითვლება ძველმოდურად და დარჩება ქალი ამომრჩევლების მიღმა.

ესპანეთში ქალთა ორგანიზაციებმა უდიდესი როლი შეასრულეს სოციალური პარტიაში არსებული ქვოტებისათვის ბრძოლის მოგებაში.

ქალი კანდიდატების არჩევნებში ელექტორატის როლის მნიშვნელობის ხაზგასმა არ ნიშნავს, კანონისა და დემოკრატიული ძვრების მნიშვნელობის უგულველყოფას. მაგრამ როგორც დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მაგალითები გვიჩვენებენ, მსგავსი დემოკრატიული ცვლილებები წარმატებით მთავრდება, თუ კი იგი განმტკიცებულია პოლიტიკური ნებით და საყოველთაო ინტერესებით.

დებატები ქვოტების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ქვოტების დაწესების შედეგად ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა, მაინც გამუდმებით კამათობენ მის ირგვლივ. კრიტიკა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ეს არის პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების სასარგებლოდ და რომ პრაქტიკულად მას დიდი ეფექტი არ აქვს.

ქვოტების პრინციპების წინააღმდეგ გამოთქმული არგუმენტები

ქვოტების საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად გამოთქმული არგუმენტი არის ის, რომ ქალები არჩეული უნდა იქნენ მათი პოლიტიკური აქტივობის და მოღვაწეობის შედეგად.

როდესაც დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატები 2001 წლის კონფერენციაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიებისთვის ქვოტების მექანიზმების შემოღების თაობაზე დებატებს მართავდნენ, ამ მოძრაობას ოპოზიციაში ჩაუდგა ახალგაზრდა ქალთა ერთი ჯგუფი, რომელთაც ეცვათ ერთნაირი მაისურები წარწერით „მე არა ვარ სიმბოლურად ქალი“. ხშირ შემთხვევაში, თავად ქალები უყურებენ ეჭვის თვალით ქვოტების სისტემის შემოღებას, იმის შიშით, რომ მათ თავიანთ მამაკაც კოლეგებთან შედარებით გამუდმებით ნაკლები შესაძლებლობების მქონედ მიიჩნევენ.

მსგავსი ოპოზიცია საფუძვლად იყენებს იმ დაშვებებს, რომ ქვოტების გზით უპირატესობა დაბალი კვალიფიკაციის ქალ აქტივისტებს მიენიჭებათ მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით. არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ქალი, რომელიც თავს მაღალ კვალიფიკაციის მქონედ მიიჩნევს, ფიქრობს, რომ ადგილი ექნება ჩაწყობას და ისინი მაინც მოხვდებიან კანდიდატთა სიებში. თუმცა მთელს მსოფლიოში პოლიტიკაში მყოფი ქალების გამოცდილებიდან ჩანს, რომ ქალ კანდიდატებს ხშირ შემთხვევაში ისედაც არ ირჩევენ თავისი მოღვაწეობის გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქვოტების სისტემების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი საჭიროება ამა თუ იმ მიზეზის გამო მაინც არსებობს. იქ, სადაც სიღარიბის მაღალი დონეა და ტრადიციულ-კულტურული დამოკიდებულებები არ იძლევა და ხელს უშლის ქალებს მიიღონ სათანადო განათლება ან სამსახურეობრივი მოწყობის საშუალება, რაც შემდგომში მისცემთ მათ საშუალებას იქნეს არჩეულნი სახელისუფლებო ორგანოებში. ეს სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ქალებს ნაკლები ღირსება აქვთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათ ნაკლები განათლება, ან სამუშაო გამოცდილება აქვთ იმ მაღალკვალიფიციური პოსტებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, მამაკაცებს უკავიათ. ამასთან ითვალისწინებენ იმ ფასიან თუ უფასო დასვენების (ბიულეტენზე ყოფნის) დღეების რაოდენობას და პოლიტიკური აქტივობისთვის ნაკლები, ან დროის არქონის ფაქტორს, რომელიც ასოცირებულია პოტენციურ ქალ კანდიდატებთან. ასეთ შემთხვევაში, ქვოტების სისტემა უკეთებს კომპენსაციას და აბალანსებს კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას ქალებსა და მამაკაცებს შორის.

ასეთ სიტუაციაში თვლიან, რომ მაშინ, როცა ქალები მიაღწევენ გარკვეულ განათლების დონეს და დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას მიიღებენ, აღარ იქნება საჭირო ქვოტების სისტემების გამოყენება. თუმცა, ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში თვლიან, რომ საქმე სულ სხვა რამეშია, მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის თითქმის ყველა საზოგადოებაში არსებობს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრია განათლებული, მაღალკვალიფიციური პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწეობის გამოცდილების მქონე ქალები. ბოლო 30 წლის განმავლობაში კანდიდატებად წამოყენებული ქალთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, პარტიები მაინც ძალიან მცირე რაოდენობით აყენებენ ქალ კანდიდატებს და ათავსებენ ისეთ ადგილებზე პარტიულ სიებში, რომ მათი არჩევა პრაქტიკულად არ ხდება.

ქვოტები ასეთ ქვეყნებში საჭიროა არა იმიტომ, რომ აქ ქალებს ნაკლები ღირსებები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, რაც მათ არ აძლევთ საშუალებას სცადონ ბედი. 2001 წლის არჩევნებისთვის ქალი კანდიდატების შერჩევის პროცესების კვლევამ დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმნაციის შემთხვევები და სექსუალური შეურაცხყოფის მცდელობები თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიაში. მიუხედავად იმისა, რომ არიან განათლებული, გამოცდილი და უნარიანი ქალები, საბოლოოდ, ისინი მაინც არ არიან არჩეული.

ხშირად პარტიებს არ სურთ ხმამაღლა აღიარონ დისკრიმინაციის არსებობა და ამიტომ იშვიათად, მაგრამ მაინც კეთდება განცხადება ქვოტების საჭიროების შესახებ. ამით იქმნება მითი იმის შესახებ, რომ ქალებს ენიჭებათ გარკვეული უპირატესობა, და იფარება ის გარემოება, რომ ხდება მათ მიმართ დისკრიმინაცია.

რთული ბარიერები, რომელიც იმ ქალების წინაშე აღიმართება, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში შესვლას ცდილობს, მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფს იყენებენ იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს, თუ საკმარისად მოინდომებს ქალი, მან ყოველგვარი ქვოტების გარეშეც შეიძლება მოიპოვოს წარმატება. როგორც წესი, გამარჯვებული ქალები არჩევნების შემდეგ აღარ აცნობიერებენ თუ რა სირთულეების წინაშე დგანან სხვა ქალები, მიუხედავად თავისი ნიჭისა, უნარისა და შესაძლებლობისა.

კამათი იმის ირგვლივ, თუ რა რაოდენობით უნდა აირჩიონ ქალები ქვოტების საშუალებით

ქვოტების ის მოწინააღმდეგები, რომლებიც ძირითად არგუმენტად იყენებენ, რომ ქალები დამსახურებების მიხედვით უნდა იქნენ არჩეული, გამეტებით აკრიტიკებენ ქვოტების მექანიზმით შერჩეულ იმ ქალ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ქალი პოლიტიკოსები ჩივიან, რომ მამაკაცებს ისინი ხშირად ცუდ მაგალითად მოჰყავთ ხოლმე. ,,წარუმატებლობა შეიძლება განიცადოს, როგორც ქალმა, ასევე კანდიდატმა კაცმა. არც იმაზე უნდა ვკამათოთ, რომ თითქოს ქალები არასოდეს უშვებენ შეცდომას, მაგრამ აქვე ვაღიაროთ, რომ ქალების წარუმატებლობის მიზეზი არ არის ის, რომ ისინი ქალები არიან“ (არგენტინა, ქაქტივისტი ქალი, 2002 წლის აგვისტოს ბუენოს აირესის ქალთა კვირეულის მონაწილის გამოსვლიდან). „ქალებს განსჯიან ისე, როგორც ზოგადად ქალების წარმომადგენელს, მამაკაცებს კი არა“ (უგანდის პოლიტიკოს ქალთა ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოსვლიდან).

ქვოტების მეშვეობით არჩეული ქალები კრიტიკის განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან მას განსჯიან არა მარტო როგორც ქალის, არამედ როგორც ქვოტების სისტემით არჩეულსაც.

ძირითადი ბრალდებები, რაც მათ მიმართ ისმის, არის ის, რომ ისინი განსაკუთრებით ერთგული რჩებიან თავისი ხელმძღვანელობის. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად პრესაში, 1997 წელს ლეიბორისტული პარტიიდან არჩეულ ქალებს „ბლერის გოგონებად“ მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ისინი ძალიან იყვნენ დამოკიდებული თავის ხელმძღვანელობაზე. ანალოგიური ბრალდებები გაისმის სხვა ქვეყნებშიც იმ ქალების წინააღმდეგ, ვინც ქვოტების სისტემის მეშვეობით არიან არჩეული. აღნიშნავენ, რომ ისინი ნაკლებად დამოუკიდებლები არიან პარლამენტის სხვა წევრებთან შედარებით.

კონკრეტულ შემთხვევებს თუ განვიხილავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნდა ვაკრიტიკოთ არა თავად ქვოტების დაწესების ძირითადი პრინციპები, არამედ ის პრაქტიკული გზები მისამართით, რითიც ეს ქვოტების მექანიზმები ხორციელდება. ხელმძღვანელობის მიმართ ერთგულება და მასზე დამოკიდებულება მხოლოდ ქვოტების მიზეზით არ ხდება. სხვა გზით არჩეულებიც ექცევიან ასეთი გავლენის ქვეშ.

ქვოტების ზოგიერთ სისტემას სხვებთან შედარებით გააჩნია ნაკლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ პარტიის ხელმძღვანელობა მანიპულირებას უწევს კანდიდატებს და ანიშნებს, რომ აირჩევს მათ, ვინც მას მხარს დაუჭერს. ქვოტების ის სისტემა, სადაც ქალი და კაცი კანდიდატები თანაბრად არიან განლაგებული, ნაკლებად მოსახერხებელია მანიპულირებისთვის, ვიდრე ის სისტემა სადაც პარტიის ხელმძღვანელობა თავად გადაწყვეტს სიის რა ნაწილში მოაქციოს ესა თუ ის კანდიდატი. ასევე, ამომრჩეველთა კოლეგიის არსებობა ამერიკაში ბევრად უფრო ექვემდებარება მანიპულაციას, ვიდრე ,,ერთი ხმა ერთ კაცზე“ პრინციპზე აგებული საარჩევნო სისტემები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების მისამართით კრიტიკა გაისმის არა მხოლოდ ქვოტების სისტემით არჩეულ ქალ კანდიდატთა მისამართით. ამასთან, ქვოტების სისტემით არჩეულ ქალების კრიტიკა მიმართულია უფრო მათი, როგორც ქალების მისამართით და არა თვითონ ქვოტების სისტემის მისამართით.

შიში იმისა, რომ ქვოტების სისტემა ნიღბავს სხვა პრობლემებს, რომელიც დგას ქალების წინაშე არჩევნებში მონაწილეობისას

აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყნის გამოცდილება, სადაც ქვოტების მოხსნისთანავე საგძნობლად დაეცა ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში, გვეუბნება, რომ ქვოტების სისტემა თავის მხრივ ხშირ შემთხვევაში ფარავს სხვა პრობლემებს, რომელიც ქალთა წარმომადგენლობის სიმცირეს იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიგვითითებს, ქვოტების მექანიზმებმა რომ ეფექტურად იმუშაოს, ამისათვის საჭიროა მოხდეს მათი კომბინირება სხვა სტრატეგიებთან, რათა მოხდეს იმ პრაქტიკული და ტრადიციულ-კულტურული ბარიერების გადალახვა, რომლებიც ქალების წინაშე დგას.

შვედეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ბრიგიტა დალი აღნიშნავს, შვედური ქვოტების სისტემის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მას წინ უძღოდა სამუშაოები, რომელიც მიმართული იყო ქვოტების წინმსწრები პრობლემების გადალახვისკენ:

„შვედეთში... ჩვენ პირდაპირ ქვოტების სისტემით არ დაგვიწყია, ჯერ საფუძველი ჩავუყარეთ იმ გზებს, რაც ხელს შეუწყობდა ქალებს პოლიტიკაში შესასვლელად, მოვამზადეთ მათი თვითშეგნება, რათა გაეცნობიერებინათ, რომ ისინიც კომპეტენტურები იყვნენ ამ სფეროში. შემდეგ ეტაპზე მოვამზადეთ ისეთი სისტემა, რომელშიც მამაკაცებს ძალიან აღარ გაუჭირდებოდათ ოდნავ გვერდზე გადგომა და ადგილის დათმობა ქალებისათვის. ამის შემდეგ კი ქვოტები გამოვიყენეთ, როგორც ინსტრუმენტი იმ სეგმენტებისა, თუ ორგანიზაციებში, სადაც გვჭირდებოდა გარღვევა“ (ბრიგიტა დალი., რომელიც შვედეთის პარლამენტში ქვოტირების გზით მოხვდა. 1998 წელი).

ზოგიერთ ქვეყანაში იმ ბარიერების მოხსნას, რისი გადალახვაც უწევთ ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში შესასვლელად, დიდი დრო და ძლისხმევა სჭირდება. ხანდახან ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, ხან კი თაობების ცვლა, სანამ მიხვდებიან, რომ ქვოტების დაწესება საუკეთესო გზაა ქალების წინ წაწევისთვის. ხშირად, როცა ქვოტების სისტემას აწესებენ, მას დროებითი ხასიათი აქვს ხოლმე. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, კანონში, რომელიც პარტიებს აძლევს უფლებას გამოიყენოს მსგავსი პოზიტიური ქმედებები შეიცავს ე.წ. მზის ჩასვლის დებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს წესი უნდა განახლდეს 15 წლის შემდეგ. ეს დებულება შინაარსით ემთხვევა CEDAW - ს დებულებებს, რომელიც ეხება სპეციალურ დროებით ზომებს.

ქალთა მოძრაობებში არსებული ნელი პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ ქვოტების დაწესებას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თავიდან ფიქრობენ.

პარტიების როლი

პარტიებს შეუძლიათ დროებით შეაჩერონ ფიქსირებული ქვოტების სისტემა, რომელიც არ ამართლებს და სანაცვლოდ მიმართონ სხვა პოზიტიურ ღონისძიებებს, მაგალითად, როგორიც არის შიდა პარტიულ იერარქიაში ქვოტების დაწება კანდიდატების წინა შესარჩევ ეტაპზე. ლეიბორისტულ პარტია ქალების საბოლოო სიებს ,,აბალანსებენ“ ისე, რომ წინა შესარჩევი ეტაპისთვის ქალებიც მოხვედრილიყვნენ სიებში ძირითადად მაინც მამაკაცები ხვდებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ძლიერ ქალ კანდიდატებს სიებში წინ უსწრებდა სუსტი ქალი კანდიდატები, რომელთან შედარებით, საბოლოო სიების შეჯერებისას, ისევ ძლიერი მამაკაცი კანდიდატების სიაში შეყვანას ამჯობინებდნენ (ლორა შეფერდ-რობინსონის და ჯონ ლოვენდუსკის გამოსვლებიდან. ქალთა და კანდიდატთა შერჩევა ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებში. ფოუსეტი, 2002 წ.).

დასკვნა

ქვოტების სისტემა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკმაყოფილება დაკავშირებული იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ სისტემას: და რომ მათ ხშირად აკრიტიკებენ პრაქტიკაში ამ სისტემების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არცერთი ალტერნატიული სტრატეგია (ტრენინგები, თუ სხვა მსგავსი ხელშემწყობი ღონისძიებები) არ გამოიღებს ისეთ ეფექტურ შედეგებს, როგორც ქვოტების დაწესება. ქვოტების მექანიზმით არჩეული ქალი კანდიდატები ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან ქალთა საკითხების ლობირებაში, ვიდრე სხვა გზით არჩეული ქალი კანდიდატები. ამასთან, როგორც წესი, ერთი პარტიის მიერ დაწესებული ქვოტების სისტემები ხშირად ახდენენ გავლენას სხვა პარტიებზეც, რათა მათ მიმართონ იგივე მექანიზმებს.

ქვოტები ეფექტურია იქ, სადაც ქალები აქტიურად წევრიანდებიან პარტიებში, რათა იყოს ქალთა საკმაო რაოდენობა ქვოტების შესავსებად

  • ქვოტების განხორციელების გამოკვეთილი წესები არსებობს და მათი დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია გონივრული სანქციები.

  • ქალები აწარმოებენ ორგანიზებულ მონიტორინგს იმისა, თუ პრაქტიკაში როგორ ხორციელდება დაწესებული ქვოტების მექანიზმები და ახდენენ სათანადო ზეწოლას პოლიტიკოსებზე, თუ ეს ასე არ ხდება.

არსებობს ე.წ. შიდა ქვოტები შიდა პარტიულ იერარქიაში სიების წინა შესარჩევი პერიოდისთვის, რომელიც იძლევა გარანტიას იმისა, რომ საბოლოო სიებში მოხვდება შესაფერისი ქალი კანდიდატები.

1.5 პარლამენტში ან თვითმმართველობაში არჩეული ქალების გამოცდილება

▲ზევით დაბრუნება


აქტივისტი პოლიტიკოსი ქალების უმეტესობა პარლამენტში ყოფნას პარლამენტზე ზეგავლენის გზით ქალთა პრობლემის მოგვარებასთან აიგივებს. ისინი თავად ამბობენ, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით რამე შეცვალონ, გააუმჯობესონ ქალთა ცხოვრების პირობები.

ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ქალს აირჩევენ. ყველაფერი სირთულეების პირისპირ დადგომით იწყება და იკვეთება ის გზები, რომელი გზებითაც ქალებს უწევთ ამ სირთულეების გადალახვა. რა თქმა უნდა, ამას ახლავს იმ სტრატეგიების და მექანიზმების შემუშავება, რომელთა მეშვეობითაც პოლიტიკოსი ქალები ცდილობენ ქალ - მოსახლეობამდე მივიდეს მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგები.

სირთულეები, რომლის პირისპირ დგებიან ქალი პოლიტიკოსები

ქალი პოლიტიკოსების წინაშე მდგარი პრობლემები ,,არჩევით“ არ იწურება. შესაძლოა, ისინი თვლიან, რომ დაიკავებენ თუ არა პარლამენტის წევრის სკამს, უკვე შეუძლიათ მოვლენებზე გავლენა მოხდინონ და შეცვალონ მდგომარეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეფექტურობა შეზღუდულია პოლიტიკური ცხოვრების ბუნებიდან გამომდინარე. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასთან გამომდინარე. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტრატეგია უშუალო კავშირშია იმ სირთულეებთან, რასთან შეხებაც უწევთ ქალებს არჩევის შემდეგ.

პარლამენტის პატრიარქული ბუნება

მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში პარლამენტში ქალები უმცირესობაში არიან. ამ ორგანიზაციის სტრუქტურა, წესები და ტრადიციები, რომელშიც ისინი შედიან, წლების (ზოგ შემთხვევაში საუკუნეების) განმავლობაში ქმნებოდა და ყალიბდებოდა მამაკაცი პოლიტიკოსების დამოკიდებულებების და პრიორიტეტების საფიძველზე.

ამგვარად ქალებს ებადებათ კითხვა: რა მინდა აქ?

ზოგიერთი მამაკაცი პარლამენტარის ქცევას ქალი კოლეგის მიმართ შეიძლება სექსუალური ძალადობის კვალიფიკაცია მიეცეს, ისევე, როგორც სხავადსხვა სამუშაო ადგილებში. უგანდელი პოლიტკოსი ქალების ნაამბობის შესწავლის დროს დოქტორ სილვია ტამალმა უგანდელი ქალი პარლამენტარისგან მოისმინა ასეთი რამ: „მხოლოდ ერთხელ ჩავები დებატებში... და შენობიდან გასვლისას პარლამენტის ერთ-ერთი წევრი მამაკაცი თავს დამესხა სხვა კოლეგების თვალწინ და ბრალი დამდო, თითქოს ის კონკრეტული პოზიცია იმიტომ დავიკავე, რომ გაუთხოვარი და სექსუალურად მოწყურებული ვარ. იქვე ერთ-ერთ კოლეგას ამ სიტყვებით მიმართა- ახალგაზრდავ, მოკიდე ამ ქალს ხელი და საწოლში ჭკუა ასწავლე - საშინელი სიტყვები დაამატა და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო“.

მაშინ, როცა ზოგ შემთხვევაში სექსუალური ძალადობა გაუგებრობის შედეგია, ანუ არცოდნა იმისა, თუ სად, როგორ უნდა მოიქცე, პარლამენტში (ან სხვა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში) იგი აშკარად ანტაგონიზმის და დამცირების მცდელობის გამოვლინებაა. სამუშაო ადგილებზე, იქ, სადაც ძირითადად მამაკაცები მუშაობენ, ხშირად გაიგებთ: აქ ქალის ადგილი არ არისო. ხშირად ეჭვი შეაქვთ მათ შესაძლებლობაში და მიუთითებენ მოძებნონ თავისი ადგილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა

არჩევნების წინ, ხშირად კანდიდატი-პარლამენტარი ქალები დამოკიდებულნი არიან და იყენებენ კიდეც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. თუმცა, ეს ურთიერთობები არაკეთილგანწყობილი ხდება მას შემდეგ, რაც ქალები მოხვდებიან პარლამენტში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ქალები და ,,არჩეული“ ქალები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ბრალდებებიც ორივე მხრიდან გაისმის. არც ერთ მხარეს არ ესმის ერთმანეთის და საერთოდ, თავიანთი დანიშნულების. საბოლოოდ, ეს არაჯანსაღი ურთიერთობები ხშირად პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შორის განხეთქილების მიზეზი ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დარეგულირება

პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა შეიმუშავეს სტრატეგია ურთიერთობების დასარეგულირებლად, რომელმაც ხელი შეუწყო მათ ურთიერთთანამშრომლობას. ზოგჯერ პოლიტიკოსები მიმართულებას აძლევენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს თუ რა გზით შეუძლიათ მათ ეფექტური გავლენა იქონიონ პოლიტიკის შექმნაზე, ზოგჯერ კი პოლიტიკოსებს სჭირდებათ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა თავიანთი შესაძლებლობების განმტკიცებაში. ეს ურთიერთგაგება ხშირად წარმატების საწინდარია. (ამის თვალსაჩინო მაგალითებია ეთიოპიისა და რაგენტინის შემთხვევები). პოლიტიკის შეცვლაში პოლიტიკოსი ქალები გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით.

პარლამენტში ეფექტური მუშაობის სტრატეგიები

აღმოჩნდებიან რა მამაკაცებით დომინირებული, ზოგჯერ ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკის წინაშე, ქალი პოლიტიკოსები მიმართავენ პარლამენტში მუშაობის ეფექტურ სტრატეგიებს. უპირველესი მცდელობაა სქესთა თანასწორუფლებიანობა. პოლიტიოსი ქალები ხშირად თვლიან, რომ ისინი უკეთ შეძლებენ ფოკუსირებას პრაქტიკულ პოლიტიკაზე ჩვეულებრივ მოქალაქეთა სასარგებლოდ. პოლიტიკურ ცხოვრებაში სიახლის შემოტანის ეს შესაძლებლობა ქალებისთვის ხშირად მოტივია, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. პარლამენტში დეპუტატებად არჩევის შემდეგ, ქალი პოლიტიკოსები ამჩნევენ, რომ მათ სხვა ხარისხი შემოაქვთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი აღწერენ თავიანთ თავს, როგორც უფრო პრაქტიკულებს, უკეთესი კონსულტაციის გაწევის უნარის მქონეებს, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსები არიან. თუმცა, ზოგიერთი მათგანი თავს არიდებს ამ ტენდენციებს. ასეა თუ ისე, კაცი პოლიტიკოსების პოლიტიკის სტილი განსხვავდება ქალი პოლიტიკოსების სტილისაგან. ქალები მოხვდებიან რა მთავრობაში, თუ სახელისუფლებო კომიტეტებში, ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები ქალთა მხადასაჭერად და აგრეთვე იყენებენ პოლიტიკის მექანიზმებს, როგორიცაა გენდერული საკითხების პრიორიტეტულობა.

სხვა ქალებთან მუშაობა

პოლიტიკოსი ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პარტიებს შორის გენდერულ საკითხებზე თანამშრომლობის უამრავ მაგალითს გვაძლევენ. ხშირად ეს თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწე ქალებს შორის საიდუმლოდაც კი ხდება, რათა გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში გარკვეული ორგანიზაციებიდან გაერთიანდნენ და დაჟინებით მოითხოვეს კონსტიტუციის შედგენის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ყოველი პარტიიდან მონაწილეობა მიეღო როგორც კაცს, ასევე ქალ წარმომადგენელს. პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობით ქალებმა რესურსების ნაკლებობის პირობებში შეძლეს განეხორციელებინათ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სხვადასხვა პროექტები.

საკითხები, რომელთა მოგვარება პარტიებს შორის თანამშრომლობით უფრო ეფექტურად ხერხდება, არ ითვალისწინებს პარტიის პოლიტიკის წამყვან საკითხებს, ისეთებს, სადაც თავად პარტიასააც არა აქვს შემუშავებული ამ მხრივ გამოკვეთილი სტრატეგიები. როგორც კი ეს სკითხები პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში დადგება თვით პარტიის ქალი წარმომადგენლების მიერ და ესა თუ ის პარტია თვითონ დაიწყებს სათანადო პოლიტიკის შემუშავებას ამ მიმართულებით ქალების პარტიათა შორის თანამშრომლობაც აღარ იქნება საჭირო.

მამაკაცების მხარდაჭერის მოპოვება

გენდერული თანასწორუფლებიანობისათვის მამაკაცების მხარდაჭერის მოპოვების საჭიროება პოლიტიკოს ქალთა ფართო დისკუსიის საგანი გახდა ბრიტანეთის საბჭოში ჩატარებულ სემინარზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ.

ამ საკითხმა სემინარზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენიმე მონაწილე ირწმუნებოდა, რომ მხარდამჭერი მამაკაცების მოძიების საკითხი სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქალები არ არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში. შესაძლებელია, რომ გყავდეს მხარდამჭერი წარმატებული მამაკაცი პოლიტიკოსი, მოცემულ საკითხზე გამოსვლების დროს სასარგებლოა, ვინაიდან რეალობა ასეთია, რომ ისინი უფრო იმსახურებენ ყურადღებას და პატივისცემას.

წარმატებულად იქნა მიჩნეული მამაკაცთა როლი ისეთ კამპანიებში, რომლებიც ითვალისწინებს ძლიერი სქესის დამოკიდებულებებისა თუ ქცევების შეცვლას. დისკუსიის ერთ-ერთმა ქალმა მონაწილემ აზერბაიჯანიდან, აღწერა კამპანია, სადაც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, წამყვანი როლი ეჭირათ ფეხბურთის ვასკვლავებსა და პოლიტიკოსებს. მამაკაცებთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ამხვრევს არსებულ სტერეოტიპებს და აყალიბებს ახალ ხედვას ქალთა პრობლემების მიმართ.

ამავე დროს, დისკუსიის ბევრ მონაწილეს არ სჯერა სქესთა თანასწორუფლებიანობისა და ჰარმონიული ურთიერთთანამშრომლობისა, რადგან კაცები, რეალურად, უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ქალები. ერთნი ირწმუნებოდნენ: დე, დარჩეთ დიდება მამაკაცებს, ოღონდ მათ აკეთონ ის საქმე, რაც ქალებს აწყობთ და სჭირდებათ, ხოლო მეორენი შიშობენ, რომ ქალები მამაკაცებთან თანამშრომლობისას ბევრს აგებენ, რადგან რეალური ძალაუფლება აქვთ მამაკაცებს.

1.6 დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკაში ქალთა მოძრაობის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზით იკვეთება ქალთა გამოცდილების უნიფიცირების ტენდენცია. მაგრამ, არსებობს ბარიერი იმ ქალებისათვის, ვისაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის სურვილი აქვს, და ეს ბარიერი ჩვეულებრივ უკავშირდება მამაკაცებთან შედარებით ქალთა სიღარიბეს და ტრადიციულ გავლენას ახდენს სქესთან მიმართებაში, არ არსებობს ყველასთვის მისაღები, უნივერსალური სტრატეგია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ყველა იმ სიტუაციაში, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდას.

ცხადია, რომ საჭირო ხმათა რამოდენობის მოგვარება (ქვოტა) არის ერთადერთი გზა (საშუალება), რომელიც ქალთა მონაწილეობის განსაზღვრული დონის მისაღწევად გარანტიას იძლევა. ეს კი განსხვავებულად მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვაგვარი განსაკუთრებული მიზეზებითაა განპირობებული.

თუმცა, იქ, სადაც ქალთა მონაწილეობის ზრდის სტრატეგია წარმატებით ხორციელდება, ჩვეულებრივ, სახეზეა შემდეგი სახის ფაქტორთა კომბინაცია:

  • ორგანიზებული ქალთა მოძრაობა პოლიტიკური პარტიების შიგნით და გარეთ, იძლევა შესაძლებლობას გამოვიყენოთ საზოგადოებისა და კულისებს მიღმა ლობირების კომბინაცია - ეს ლობირება განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მას აქვს კავშირები მეცნიერებასთან (საარჩევნო და ლეგალური არგუმენტების კვლევისათვის) და მედიასთან, რათა ფართო საზოგადეოებაში რეკლამირება გაუწიოს ეფექტური სტრატეგიის საჭიროებას, რომელიც მოიცავს ისეთ პოლემიკურ სტრატეგიას, როგორიცაა ქვოტა;

  • არგუმენტები, რომლებიც დაფუძნებულია არა მხოლოდ სამართლიანობაზე, არამედ პირად დაინტერესებაზეც - ეს შესაძლოა საჭირო გახდეს ამომრჩეველთა ან დონორთა მიმართ საერთაშორისო გაერთიანებებში;

  • ურთიერთობა უფრო მეტ პოლიტიკოს ქალთა შორის და პოლიტიური წარსულის მქონე პირებთან, რომელთაც შეწყვიტეს მოღვაწეობა ომის პერიოდის ან დიქტატურის შემდეგ, ან ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებისას;

  • პოლიტიკურ პარტიაში ან მთავრობაში გავლენიანი ქალები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ეფექტურ სტრატეგიას, ქვოტის ჩათვლით;

  • ლიდერი ქალები, რომლებიც ან მხარს დაუჭერენ ქვოტის პრინციპს და მზად არიან მიზნის მისაღწევად გამოიყენონ პოლიტიკური კაპიტალი, ან ისინი, ვინც წამოაყენებენ არგუმენტებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

2 ქალი და პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ლელა ხომერიკი

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში ქალმა წარმატებას მიაღწია განათლების, სამართლის, ეკონომიკის, სპორტისა თუ ხელოვნების სფეროებში, პოლიტიკურ არენაზე ისინი მაინც ცოტანი არიან. თუმცა მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნების 95 პროცენტში ქალებს მოპოვებული ჰქონდათ საარჩევნო უფლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1998 წლისათვის მსოფლიო მასშტაბით ქალი ლიდერი ჰყავდა პარტიების მხოლოდ 11%-ს, ხოლო პარლამენტარი ქალები მსოფლიო პარლამეტართა რიცხვის 11,4%-ს შეადგენდნენ.1

გამოჰყოფენ პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდის ხელისშემშლელ პოლიტიკურ სოციო-ეკონომიკურ, იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ (სოციო-კულტურულ) მიზეზებს.

ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის დამაბრკოლებელი მიზეზი უამრავია:

  • პოლიტიკური ცხოვრება და სახელმწიფო სტრუქტურები მასკულინური მოდელისაა;

  • პოლიტიკურ არენაზე მამაკაცები დომინირებენ; ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკური თამაშის წესებს და პოლიტიკოსის შეფასების სტანდარტებს;

  • პოლიტიკური ცხოვრება და მუშაობის რეჟიმი ორგანიზებულია მამაკაცური ნორმებისა და მამაკაცის ცხოვრების სტილის შესაბამისად;

  • პოლიტიკა დაფუძნებულია ,,გამარჯვება-დამარცხების“, შეჯიბრისა და კონფრონტაციის მოდელზე, და არა ურთიერთპატივიცემაზე, თანამშრომლობასა და კონსესუსის მიღწევაზე;

  • ასეთი ზედმეტად მამაკაცური პოლიტიკა აღიქმება ჭუჭყიან საქმედ და ქალებს არ სურთ ასეთ გარემოში მოხვედრა;

  • კანდიდატ ქალებს პარტიების მხრიდან ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, მათ შორის, ფინანსურიც.

ქვოტები ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად

რადგან პოლიტიკაში ქალთა რიცხვი ნელა იზრდება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მისაღწევად ქალები მოითხოვენ ეფექტური მეთოდების გამოყენებას. ქვოტა ერთ-ერთი ასეთი ფინანსური მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა ნახტომისებურად გავზარდოთ პოლიტიკოს ქალთა რაოდენობა. ამიტომ გენდერული თანასწორობის ბევრი მომხრე ქვოტებს იმედით უყურებს. ამავე დროს ქვოტების სისტემა ბადებს ბევრ სერიოზულ კითხვას და ხშირად, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. რა არის ქვოტების განხორციელების საუკეთესო გზა? რა არგუმენტები არსებობს ქვოტების დასაცავად და მის საწინააღმდეგოდ?

___________________

1 ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში შეადგენს 7,2%-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში 14%-ს, ედარებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებიდან ქალი ლიდერი ჰყავს მხოლოდ ერთ პარტიას.

3 რა არის ქვოტა?

▲ზევით დაბრუნება


ქვოტების იდეის საფუძველია, გადალახოს პოლიტიკისაგან ქალების იზოლირების არსებული მდგომარეობა და ჩართოს ქალები პოლიტიკურ პროცესში.

ქვოტების სისტემა ქალების პოლიტიკაში ჩართვის პასუხისმგებლობას აკისრებს არა ცალკეულ ქალებს, არამედ იმ სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს პოლიტიკაში რეკრუტირების პროცესს.

ქვოტა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც მანამდე მოქმედებს, სანამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ბარიერები დაიძლევა.

ქვოტები შეიძლება იყოს სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული, ანდა შეიძლება იყოს შიდა პარტიული, ანუ პოლიტიკური პარტიების მიერ იყოს დაწესებული.

სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული ქვოტების განხორციელება (ე.წ. რეზერვირებული ადგილები) შედარებით იოლი განსახორციელებელია დანიშვნით ადგილებზე, ვიდრე არჩევითზე, რადგანაც არჩევნების დროს ქვოტების სისტემა ეხება დემოკრატიული პროცესის საფუძვლებს და შეიძლება შეეჯახოს ამომრჩეველთა მიერ არჩევანის თავისუფლად განხორციელების იდეას, თუმცა კანდიდატების ნომინაციის პროცესზე ამომრჩევლების მეტნაკლები გავლენის მიუხედავად, საარჩევნო სისტემების უმრავლესობაში კანდიდატების შერჩევა-დასახელების პრეროგატივა პოლიტიკური პარტიების ხელშია.

სხვადასხვა ქვეყანაში კონსტიტუციით ან ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ქვოტები

უგანდა

39 ოლქიდან ქალებისთვის განკუთვნილია თითო საპარლამენტო ადგილი.

არგენტინა

საარჩევნო კანონით არჩევითი პოსტების 30% ქალი კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი.

ბრაზილია

არჩევით ადგილებზე 20% ქვოტა ქალებისთვისაა განკუთვნილი.

ინდოეთი

ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებში 33% გამოყოფილია ქალებისათვის.

ნეპალი

კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის მიხედვით ყოველი პოლიტკური პარტიიდან კანდიდატების 5% ქალი უნდა იყოს.

ბანგლადეში

330 საპარლამენტო ადგილიდან 30 ქალებისთვისაა განკუთვნილი.

ერიტრია

195-დან 10 ადგილი ქალებისთვისაა განკუთვნილი.

ტანზანია

255-დან 15 ადგილი ქალებისთვისაა განკუთვნილი.

გარკვეული სახის ქვოტები მოქმედებს ასევე ბელგიაში, იტალიასა და ნამიბიაში

რეზერვირებული ადგილების საწინააღმდეგოა ის არგუმენტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული სისტემა არ არის სრულყოფილი, ხელისუფლებას შეუძლია ქვოტების სისტემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სპეციალურად შერჩეული ქალებით მიიღოს თავისი მორჩილი ჯგუფი და თანაც თავი მოიწონოს პოლიტიკაში ქალთა დაწინაურებისთვის ხელშეწყობით.

ქალთა მოძრაობის მხრიდან რეზერვირებული ადგილების კრიტიკა (მით უფრო თუ ასეთი ადგილების რიცხვი 1/3-ს არ აღემატება, ან მასზე მცირეა) ეფუძნება არგუმენტს, რომ ასეთი სისტემა აფერხებს ქალთა რიცხვის ზრდას მას შემდეგ, როცა მოთხოვნა შესრულებულია.

„ქვოტა ავადმყოფობის წამალია, მაგრამ მას გვერდითი მოვლენებიც აქვს. ქვოტას შეუძლია გამოიწვიოს ერთგვარი ზედა ზღვარის დაწესება ქალთა მონაწილეობისათვის. მას ასევე შეუძლია დააბრკოლოს პოლიტიკური კულტურის ავტომატური განვითარება“.

კრისტინ პინტა, ინტერ-საპარლამენტო კავშირი

4 ქვოტები პოლიტიკურ პარტიებში

▲ზევით დაბრუნება


ქვოტირების ეფექტური და წარმატებული ნიმუშია შიდა პარტიული ქვოტები. ასეთი ქვოტები გამოიყენება ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში ყველაზე მაღალია (1998 წლის მონაცემებით შვედეთის პარლამენტში ქალები შეადგენდნენ 40%-ს, ნორვეგიაში 38%-ს, ფინეთსა და დანიაში 34%-ს).

არც კონსტიტუცია და არც საარჩევნო კანონი არ აწესებს ქალთა მაღალი წარმომადგენლობის აუცილებლობას. პოლიტიკაში ქალთა რიცხვის გაზრდა უკავშირდება სექციებსა და ქალთა ორგანიზაციების ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე. ასეთი მოთხოვნის საპასუხოდ, რათა არ დაეკარგა ისეთ ამომრჩეველთა მხარდაჭერა, რომელთა სიმპათიაც გენდერულად დაბალანსებული პარტიების მხარეს იხრებოდა, ზოგიერთმა პარტიამ გადაწყვიტა გენდერული ქვოტების სისტემა შემოეღო პარტიის შიგნით. 1970-80 წლებში ქვოტები შემოიღეს მემარცხენე პარტიებმა. ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიების უმეტესობას ასეთი ღონისძიებები იმხნად არალიბერალურად მიაჩნდათ.

1983 წლის ნორვეგიის ლეიბორისტულმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ: ,,ყველა არჩევნებზე თითოეული სქესის კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ მინიმუმ 40%-ს“.

1988 წელს დანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა: ,,თითოეულ სქესს უფლება აქვს წარმოადგენდეს სულ მცირე 40%-ს პარტიის კანდიდატთა სიაში ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნებისათვსი. თუ არ იქნა თითოეული სქესის კანდიდატების საკმარისი რაოდენობა, ეს უფლება სრულად ვერ განხორციელდება“. ეს წესი 1996 წელს გაუქმდა.

1994 წელს შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ შემოიღო პრინციპი: ,,სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს“.

პარტიები ქვოტებს იყენებენ არა მხოლოდ სხავადასხვა დონის არჩევნების დროს, არამედ შიდაპარტიული სტრუქტურებისა და ხელმძღვანელობის არჩევისთვისაც.

სკანდინავიის ქვეყნებში ქვოტების შემოღებას ორი ძირითადი წინააღმდეგობა ჰქონდა: ხანდახან ძნელია ქალი კანდიდატების სათანადო რიცხვის მოძიება, მეორეც, ხშირად პრობლემატურია პარტიის ინკუმბენტი მამაკაცი წევრების გვერდით გაწევა ქალის დასაწინაურებლად. შვედეთსა და დანიაში ადგილობრივ არჩევნებში ინკუმბენტების 2/3-ს ხელახლა ირჩევენ. მათი უმეტესობა მამაკაცია და ცხადია, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქალებისთვის ქვოტების შემოღებას, რადგანაც ეშინოდათ ადგილების დაკარგვისა.

ამ ტიპის კონფლიქტების შესამცირებლად პარტიები იყენებენ შემდეგ სტრატეგიას:

დანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, როდესაც შიდა პარტიულ პოსტებზე 40%-იანი ქვოტა დააწესა, ისე გაზარდა კომიტეტის წევრთა რიცხვი, რომ მამაკაც წევრებს არ დაუკარგავთ თავიანთი ადგილები. ასევე, თუ მანამდე პარტიის ხელმძღვანელს ერთი მოადგილე ჰყავდა, დაამატეს კიდევ ერთი - მოადგილის პოსტი, რომელზედაც ქალი აირჩიეს.

გერმანია

80-იან წლებში თითქმის ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, ქალთა რიცხვი ბუნდესტაგში გაიზარდა 10%-დან (1983წ.) 20%-მდე (1990წ.), 1997წ. გახდა 26,6%. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო 40%-იანი დროებითი ქვოტა.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში ქალები დიდი ხნის მანძლზე მხარს უჭერდნენ კონსერვატორულ პარტიას და ითვლებოდნენ კონსერვატორთა ,,საიდუმლო იარაღად“. 1990 წლებში კონსერვატორული პარტია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალთა მდგომარეობაში მომხდარი რადიკალური ცვლილებების შემდეგ, მას ერთხელ და სამუდამოდ არ ჰქონდა გარანტირებული ქალი ამომრჩევლების მხარდაჭერა. პარტიამ დაიწყო ქალების მიმართ პოზიტიური დეკლარაციებისა და საქმიანობის განხორციელება. 1992 წლის საპარლამენტო არჩევენების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ნ. ფაულერმა მოუწოდა თავის პარტიას პარლამენტის შემდგომი არჩევნებისათვის წარედგინა არანაკლებ 100 ქალი კანდიდატისა. მართალია, ეს მიზანი ბოლომდე ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ 1997 წლის არჩევნებზე კონსერვატორებმა წარადგინეს 67 კანდიდატი ქალი.

ლეიბორისტული პარტიისათვის, რომელიც 18 წლის განმვალობაში (1979-დან 1997 წლამდე) ოპოზიციაში იყო, ქალთა დაწინაურება პარტიაში ამომრჩეველთა შორის მხარდაჭერის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა აღმოჩნდა. პარტიამ შეიცვალა თავისი ,,მამაკაცური“ იმიჯი და 80-იანი წლების ბოლოს შეიმუშავა გენდერული ქვოტების ფართო პროგრამა. დაწესდა 40%-იანი გენდერული ქვოტა პარტიის ყველა არჩევითი ორგანოსათვის და დაისახა გეგმა, რათა საპარლამენტო ფრაქციაში ქალთა რიცხვს მიეღწია 50%-თვის. ამ ბოლო დებულების შესრულებას მრავალი სიძნელე ახლდა, რადგანაც ბრიტანეთში მოქმედებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევა თითო დეპუტატი. გენდერული დემოკრატიის გაფართოება იყო ნაწილი პარტიის ზოგადი მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციისა, რამაც ხელი შეუწყო ლეიბორისტების გამარჯვებას.

საფრანგეთი

საფრანგეთში პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო დაფინანსებას. 1999 წელს სახელმწიფო დოტაციამ შეადგინა პოლიტიკური სუბიექტების მთელი შემოსავლის 51 პროცენტი.

2000 წელს ქალისა და მამაკის თანასწორობის მისაღწევად მიღებული კანონით გათვალისწინებულია შემდეგი: თუ პარტიის მიერ წარდგენილი ქალი და მამაკაცი კანდიდატების რიცხვი 2%-ზე მეტად განსახვავდება, მაშინ სახელმწიფო დახმარება მცირდება ამ განსხვავების ნახევრით. მაგალითად, თუ პარტიამ წარადგინა 60% მამაკაცი კანდიდატი, ხოლო 40% ქალი, განსხვავება 20%-ის ტოლი იქნება და მაშინ პარტიას სახელმწიფო დახმარება შეუმცირდება 10%-ით.

5 გენდერული ქვოტირების დადებითი მხარეები და სიძნელეები

▲ზევით დაბრუნება


ქვოტების წარმატებულ სისტემას მოსდევს:

  • პარტიების მიერ აქტიური პოლიტიკის გატარება კვალიფიციური კანდიდატი ქალების მოსაზიდად;

  • ქალებს საშუალება ეძლევათ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე;

  • პოლიტიკაში ჩნდება ქალთა კრიტიკული მასა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ნორმებსა და კულტურაზე.

ქვოტების განხორციელებას პარტიისათვის შემდეგი დადებითი მხარეები აქვს:

  • პარტიას ემატება ახალი რესურსი, იზრდება პარტიაში აქტიური წევრი ქალების რიცხვი;

  • პარტია უკეთ მუშაობს ამომრჩეველ ქალებთან, შესაბამისად, იზრდება პარტიის მხარდამჭერ ქალთა რიცხვი.

ქვოტების შემოღებას თან სდევს სიძნელეები:

  • ქვოტების შემოღება იმისთვისაა საჭირო, რომ ქალთა რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ თუ ქალები უკვე გარკვეულ ძალას არ ფლობენ, ქვოტების შემოღებას ვერ მიაღწევენ, რადგან, როგორც წესი, ქვოტების დაწესება გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება.

ქვოტების ეფექურად ასამუავებლად აუცილებელია კანდიდატი ქალების მოზიდვა. პოლიტიკურ საქმიანობაში უკვე ჩართული ქალების დათანხმება ზედა პოზიციებზე წასაწევად არ წარმოადგენდეს რთულ საქმეს. უფრო ძნელია ქალების პირველადი დაინტერესება პოლიტიკაში მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივ დონეზე.

  • გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამი არჩევნები მაინც არის საჭირო, რათა ქვოტების სისტემა სრულყოფილად ამუშავდეს.

  • ქვოტების ბევრ მომხრეს ჰგონია, რომ კამათი და კონფლიქტი ქვოტების გარშემო დროებითი მოვლენაა და მის მიღებასთან ერთად შეწყდება, მაგრამ გამოცდილება ადასტურებს, რომ ამგვარი დებატები შემდეგშიც გრძელდება.

პოლიტიკაში ქალთა წარმომაგენლობის წარმატებული გაზრდა.

ნორვეგიის მაგალითი

1969 წელს ნორვეგიის პარლამენტში ქალები მხოლოდ 9%-ით იყვნენ წარმოდგენილი. 1970 წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში იყო 17% ქალი, 1975 წელს მათი 25% გახდა, 1983 წელს კი 33%. როგორ და რატომ მიაღწიეს ნორვეგიელმა ქალებმა უჩვეულოდ მაღალ წარმომადგენლობას პოლიტიკაში? ქალთა პოლიტიკაში წინსვლის რა ხელშემწყობი სოციალური და პოლიტიკური წინაპირობები არსებობდა იქ?

ისტორიული და კულტურული ფაქტორები:

  • ისტორიულად ნორვეგიაში ძლიერია თანასწორობისა და სოციალური სამარლიანობის ღირებულებები. ნორვეგიელთა რწმენით, სახელმწიფო უნდა ასრულებდეს ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების გამათანაბრებელ როლს და ეხმარებოდეს იმ ჯგუფებს, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საზოგადოებრივ რესურსებზე. ამ პირობებში ქალთა მიერ სქესთაშორის თანასწორობის მოთხოვნები ლეგიტიმურად აღიქმება.

  • ნორვაგიული საზოგადოება ტრადიციულად ძალზე ორგანიზებულია. აქ არსებობს სხვადასხვა ტიპის მრავალი ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეობის მაღალ ხარისხს. ქალები წარმოდგენილი იყვნენ ყველა ტიპის საზოგადოებაში, აგრეთვე ქალთა ორგანიზაციებში როგორიცაა დისახლისების და სოფლად მცხოვრებ ქალთა ასოციაციები, საქველმოქმედო სააგენტოები. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქმიანობამ ქალებს განუვითარა პოლიტიკაში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები: საჯარო სიტყვის წარმოთქმა, შეხვედრების გამართვა, ლობირება.

  • ზოგადად, მაღალი პოლიტიკური აქტივობის დონე.

  • ნორვეგიაში საარჩევნო პარტიული სისტემა შედარებით ღია და მონაწილეობითია.

ნორვეგიაში პოლიტიკურ პარტიათა ფართო სპექტრია, რადიკალური მემარცხენეებიდან მემარჯვენეებამდე. პოლიტიკური პარტიების სისტემა დემოკრატიული, ღია და მონაწილეობითია. არჩევნები ხდება პროპორციული სისტემით. პარტიის საარჩევნო სიები ხდება ღია შეხვედრებზე და პარტიის ნებისმიერ წევრს შეუძლია დაასახელოს კანდიდატურა. არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით. საერთოდ, პროპორციული სისტემის დროს ქალები უფრო ადვილად მოდიან პოლიტიკაში, რადგან მაჟორიტარული სისტემის დროს, როდესაც ერთ ადგილზე მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, ქალებს როგორც წესი, უჭირთ უპირატესობის მოპოვება.

გარდა პროპორციული სისტემისა, ნორვეგიაში საარჩევნო კანონით ამომრჩევლებს დამატებითი მექანიზმები აქვთ იმის გასაკონტროლებლად თუ ვის ირჩევენ. ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო ბიულეტენში არა მარტო გადახაზოს გვარები, არამედ ჩაუმატოს ახალი კანდიდატის გვარი (მართალია ეს წესი შემდეგში ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოლიტიკურ პოსტებზე ქალების რიცხვის გაზრდაში).

მრავალ ქვეყანაში ქალების პოლიტიკაში წასვლას უმთავრესად ფინანსური დაბრკოლება ეღობება წინ. ნორვეგიაში საარჩევნო კამპანია ძირითადად ადმინისტრაციისა და თვით პარტიების მიერ ფინანსდება. ამიტომ კანდიდატებს დიდი ფინანსური დანახარჯების გაღება არ უხდებათ, რაც უადვილებს ქალებს პოლიტიკაში ჩართვას.

ნორვეგიის სახელისუფლებო სისტემა სანდომიანია: ეროვნული, საოლქო და მუნიციპალური დონეები. ტიპობრივი პოლიტკური კარიერა გულისხმობს ამ დონეების მეთოდურ გავლას. დრამატული აღმასვლა პოლიტიკაში პრაქტიკულად შეუძლებელია. თითქოს და ისე ჩანს, რომ ამან პოლიტიკაში ახალი ჯგუფების გამოჩენას ხელი უნდა შეუშალოს, მაგრამ სინამდვილეში პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს პოლიტიკოს ქალებს თანდათანობით მისაღები და ლეგიტიმურნი გახდნენ.

50-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 60-იან წლებში სკანდინავიის ყველა ქვეყანაში ფართო დისკუსია გაჩაღდა გენდერული როლებისა და თანასწორობის შესახებ. მომზადდა ოფიციალური ანგარიშები ნორვეგიაში ქალთა სტატუსის შესახებ, 1998 წელს დაარსდა თანაბარი ანზღაურების საბჭო. მეცნიერებმა და აქტივისტებმა პოპულარიზაცია გაუწიეს სქესთა შორის თანასწორობის იდეას. ამგვარად, 60-იანი წლების შუა ხანებში ხელსაყრელი კლიმატი ჩამოყალიბდა ქალთა აქციებისათვის.

1967 წლის პოლიტიკური კამპანია

ქალთა მობილიზაციის პირველი მნიშვნელოვანი აქცია პოლიტიკაში ქალის როლის ასამაღლებლად ნორვეგიაში მობილიზებული იყო 1967 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის. აქციას ხელმძღვანელობდა ქალთა ეროვნული საბჭო. ეს საბჭო გახლდათ ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც შედგებოდა ქალთა ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ქალთა სექციების წარმომადგენლებისაგან. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა საარჩევნო სიებში კანდიდატი ქალების რიცხვის გასაზრდელად. ასევე მიდიოდა მუშაობა იმისთვის, რომ ქალი კანდიდატები მოხვედრილიყვნენ სიის ზედა ნაწილში, რათა ჰქონოდათ გამარჯვების შანსი. ამის პარალელურად, მიდიოდა ფართო სარეკლამო კამპანია ქალების არჩევის იდეის პოპულარიზაციისათვის.

შემუშავებული სტრატეგია შემდეგი ნაბიჯებისაგან შედგებოდა:

  • შესაფერისი კანდიდატურების მოძიება;

  • მათი საკუთარ ძალებში დარწმუნება და დათანხმება საარჩევნო ბრძოლისათვის;

  • პარტიებთან მუშაობა, მათი დარწმუნება, რომ ამა თუ იმ კანდიდატი ქალის ჩართვა სიაში კარგი იდეაა და პარტიას ბევრ ხმას მოუტანს;

  • სიაში შეყვანის შემდეგ თვალყურის დევნება და მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქალი კანდიდატები სიაში პერსპექტიულ პოზიციებზე მოხვედრილიყვნენ;

  • დასკვნითი ნაბიჯი იყო მედიისა და საჯარო ფორუმების საშუალების ელექტორატთან მუშაობა, ქალი კანდიდატებისათვის მხარდაჭერის მისაღწევად.

1967 წლის აქციებმა საგრძნობი შედეგი მოიტანეს, ქალთა რიცხვი ადგილობრივ თვითმმართველობაში გაორმაგდა და 5%-დან 12%-მდე გაიზარდა.

მაგრამ პოლირკაში ქალები ისევ მცირე ჯგუფად რჩებოდნენ. 1971 წელს ორგანიზებულ იქნა მეორე მნიშვნელოვანი აქცია. ამჯერად, ისტაბლიშმენტის ქალებს შეუერთდნენ ახალი ფემინისტები, რომლებიც 1970 წელს ნორვეგიაში ძალზე გააქტიურდნენ.

1971 წელი ისედაც პოლიტიკურად აქტიური წელი იყო ნორვეგიის ისტორიაში. ქვეყანაში გაჩაღდა ცხარე დებატები ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანების გარშემო. 1972 წელს ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. დებატებმა მრავალი ქალის პოლიტიზირება მოახდინა. მემარცხენე თუ მემარჯვენე შეხედულებების მრავალი ქალი პოლიტიკურად აქტიური გახდა სწორედ ამ დებატების დროს. ის ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად ჩანდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე, მოახლოებულ ადგილოვრივ არჩევნებში ლოგიკური კანდიდატები გახდნენ.

ამ არჩევნების დროსაც გამოყენებულ იქნა ის პრაქტიკა რაც 1967 წლის არჩევნებში, თანაც დაემატა ამომრჩევლებთან მუშაობა ბიულეტენის შევსებასთან დაკავშირებით. ამომრჩევლებს უნდა გადაეხაზათ ყველა მამაკაცი კანდიდატი, რათა ქალ კანდიდატს, რომელიც არ იყო სიის მოწინავე პოზიციაზე არჩევნებში გამარჯვების შანსი მისცემოდა. საარჩევნო კანონი იძლეოდა კანდიდატის ჩამატების შესაძლებლობასაც.

ისტაბლიშმენტის ქალები და ახალი ფემინისტები პარალელურად მუშაობდნენ. ახალი ფემინისტები თავიანთი გამოსვლებით ქმნიდნენ ხელსაყრელ საზოგადოებრივ კლიმატს ქალების პოლიტიკაში წასვლისათვის, ხოლო ისტაბლიშმენტის ქალები ასრულებდნენ ინსტრუმენტულ სამუშაოს (კანდიდატების შერჩევა, პარტიების დათანხმება, ამომრჩეველთან მუშაობა).

1971 წლის არჩევნების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამ დიდ მუნიციპალიტეტში ასკერში, ოსლოსა და ტრონჰეიმში ქალებმა გადააბიჯეს 50%-იან ბარიერს (ტრონჰეიმში 20%-დან 54%-ს მიაღწიეს, ასკერში 26%-დან 57%-ს, ოსლოში 28%-დან 56%-ს). 6 მუნიციპალიტეტში ქალთა რიცხვმა 40%-ზე მეტს მიაღწია.

ასეთი წარმატების შემდეგ ქალებმა გარკვეული უკუსვლა განიცადეს. ძალიან ბევრი ქალი კანდიდატი არ ელოდა ასეთ წარმატებას და არ ჰქონდა იმედი, რომ არჩეული იქნებოდა. პოლიტიკური ცხოვრებისა და საოჯახო პასუხისმგებლობების შეთავსების სიძნელეებმა ბევრს გადააფიქრებინა შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. პოლიტიკოსმა კაცებმა ქალებს ბრალი დასდეს ,,არადემოკრატიული ტაქტიკის“ გამოყენებაში და შეცვალეს საარჩევნო კანონის ის ნაწილი, რომელიც ნებას აძლევდა ამომრჩევლებს ჩაემატებინათ ბიულეტენში ახალი კანდიდატები. მამაკაცებმა 1975 წლის არჩევნებში ქალი კანდიდატების წინააღმდეგ გამოიყენეს ბიულეტენიდან გვარების ამოშლის ის ტაქტიკა, რომელიც ქალებმა განავითარეს 1971 წლის არჩევნებში.

ამ გამოცდილების შემდეგ დაისახა ქალთა მობილიზაციის ახალი ტაქტიკა, რომელიც ფოკუსირებული იყო არა ბიულეტენებით მანიპულირებაზე, არამედ მიმართული იყო პარტიულ სიებში ქალი კანდიდატების რიცხვის მაქსიმალური გაზრდისაკენ.

ფორმალურმა ქალთა ორგანიზაციებმა და ახალმა ფემინისტებმა უფრო მჭიდრო ალიანსი შექმნეს. ახალი ფემინისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი იხსენებს: ,,70-იანი წლების მეორე ნახევრამდე ახალი ფემინისტები არ ვეწინააღმდეგებოდით უფრო მეტი ქალის არჩევას პოლიტიკურ პოსტებზე, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლიდით მუშაობას პოლიტიკურ სისტემასთან. ჩვენ ვცდილობდით გაგვეზარდა ქალთა თვითშეგნება, რათა კი არ გვეთანამშრომლა ქალების შემზღუდავ სისტემასთან, არამედ შეგვეცვალა იგი. იმ ხანებში ჩვენ ვფიქრობდით, რომ უნდა შეგვეცვალა ის გარედან და არა შიგნიდან. 1975 წლის შემდეგ ჩვენ მვხვდით, რომ თუ გვსურის ცვლილებების განხორციელება, საჭირო იყო ქალებს მოეპოვებინათ ძალაუფლება არსებულ სისტემაში“.

1977 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 1979 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ ქალებმა ახალი კამპანიები გამართეს. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,400-ის კოალიცია“, მასში შედიოდნენ ქალები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ქალთა ორგანიზაციებისა და ახალი ფემინისტების წარმომადგენლები. ამ ქალებს შორის მრავალ საკითხში უთანხმოება სუფევდა, მაგალითად, მემარჯვენეები აბორტის წინააღმდეგნი იყვნენ, ხოლო მემარცხენეები მომხრენი, მაგრამ მათ აერთიანებდათ ერთი რამ, უნდოდათ ყველა პოლიტიკური პოზიციაზე 59% ქალი ყოფილიყო.

კოალიცია ორი მიმართულებით მუშაობდა:

  • საარჩევნო სიებში უფრო მეტი ქალი კანდიდატის ჩასმა;

  • ქალთა პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება, ანუ შემუშავება ქალებისათვის მისაღები პოილიტიკისა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: განათლება, ეკონომიკა, სამართლებრივი სისტემა, ხელოვნება, რელიგია.

ქალთა პოლიტიკური ხედვების შესამუშავებლად კოალიციაში შეიქმნა კომიტეტები.

პარტიებზე ზეწოლის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ პარტიებმა დაიწყეს დათანხმება გენდერული ქვოტის შემოღებაზე. 1976 წლისთვის 2 პარტია დაეთანხმა გენდერული ქვოტას. ლიბერალები და მემარცხენე სოციალისტები. 1979 წელს მათ შეუერთდა ლეიბორისტული პარტია.

ბევრი რამ სცენის მიღმა განვითარდა, მრავალ პარტიულ, პროფკავშირულ და მეწარმე ლიდერ ქალს არ სურდა იდენტიფიკაცია რადიკალურ ფემინისტებთან, მაგრამ თანაუგრძნობდნენ კოალიციას და ფაქტობრივად იყვნენ მისი წევრები ისე, რომ არ აკეთებდნენ ამის აფიშირებას.

კოალიცია მოქმედებდა 18 თვე და საგრძნობ წარმატებას მიაღწია. პარლამენტში ქალთა რიცხვმა 16%-დან 24%-მდე აიწია. პარლამენტის დღის წესრიგში ქალთა საკითხები პერმანენტულად ხვდებოდა. 1980-იანი წლების დასაწყისისთვის ცხრავე პარტიამ ჩართო თავის პროგრამებში ქალთა მოთხოვნები.

1979 წელს ქალთა ორგანიზაციებმა და ახალმა ფემინისტებმა ჩამოაყალიბეს კომიტეტი და დროებითი სამდივნო. ისევე, როგორც ადრე, მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო:

  • უფრო მეტი ქალის ჩართვა პარტიათა საარჩევნო სიებში.

  • ზეწოლა პარტიებზე ქალთა მოთხოვნების პროგრამებში ჩასართავად.

  • მუშაობა ელექტორატთან კანდიდატი ქალების მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

ამგვარი კამპანიები 80-იან წლებშიც გაგრძელდა, მაგრამ ასეთი მიზანდასახულობითა და ინტენსივობით არა. ქალთა მოძრაობა ისე ძლიერი აღარ იყო. დიდი ნაწილი მისი აქტივისტებისა შევიდა პოლიტიკურ პარტიებში, პროფკავშირებში, სახელმწიფო ადმინისტრაციაში. მიუხედავად ამისა, ქალთა წარმომადგენლბის ზრდა პოლიტიკაში გაგრძელდა და კულმინაციას მიაღწია გრო ჰარლემ ბრუნდტლანდის მმართველ კაბინეტის დროს, 1987 წელს - ეს იყო მსოფლიო რეკორდი, ქალები შეადგენდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი მმართველი კაბინეტის 44%-ს.