![]() |
გენდერი და საზოგადოება: საქართველო |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სუმბაძე ნანა |
თემატური კატალოგი გენდერი |
საავტორო უფლებები: © UNDP |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისი 2008 ანგარიში მომზადდა და გამოიცემა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „გენდერი და პოლიტიკა“ - ფარგლებში. ანგარიში შესრულებულია საზოგადოებრივი პოლიტიკის ნსტიტუტის მიერ (IPS. სუმბაძე ნანა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ გაეროს განვითარების პროგრამის როექტის - „გენდერი და პოლიტიკა“- ოფისს შემდეგ მისამართზე:თბილისი საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა. რუსთაველის გამზ. 8, ოთახი 34; ტელ/ფაქსი:923662. www.genderandpolitics.ge ან საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტს მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 10.ტელ/ფაქსი: 220060 www.ips.ge წიგნის დიზაინი:გიო სუმბაძე ანგარიშში წარმოდგენილი შედეგები და რეკომენდაციები ავტორს ეკუთვნის და ესაძლებელია არ ემთხვევოდეს გაეროს განვითარების პროექტის - „გენდერი და ოლიტიკა“ - შეხედულებებს Copyright UNDP 2008 საავტორო უფლებები დაცულია კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ავტორს სურს თავისი გულწრფელი მადლიერება გამოხატოს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „გენდერი და პოლიტიკა“ თანამშრომლების და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭოს მიმართ ღირებული რჩევებისათვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბაია რომელაშვილს და ჩარიტა ჯაშს, ამ ხელნაწერის განხილვისას გაწეული დახმარებისათვის. ეს ნაშრომი მრავალი ადამიანის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის შემდეგ პიროვნებებს: მაია მაისურაძეს, ეკატერინე ფირცხალავას და ანასტასია ქიტიაშვილს, ასევე საზოგადოებრივი პოლიტის კვლევის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფს ინფორმაციის შეგროვების, საველე სამუშაოების ჩატარების და გამოკითხვის მონაცემთა ანალიზისათვის; თინათინ ერისთავს და სოფიო ქიტიაშვილს მონაცემთა კომპიუტერში შეყვანისათვის; ინტერვიუერებს; სიღრმისეული ინტერვიუების რესპონდენტებს, ფოკუს-ჯგუფის განხილვის მონაწილეებს და გამოკითხვის რესპონდენტებს იმ ინტერესის, დროისა და ძალისხმევისათვის, რაც მათ ამ პროექტს მოახმარეს. |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერი საყოველთაოდ აღიარებული ტერმინია, რომელსაც მამაკაცისა და ქალის ცნების კლასიფიკაციისათვის იყენებენ. როგორც უნივერსალური კატეგორია, პრაქტიკულად ყველა კულტურაში გენდერი სოციალური ცხოვრების ერთგვარ ცენტრალურ მაორგანიზებელ პრინციპად გვევლინება (Wharton, 2004). გენდერი, როგორც კატეგორია, სოციალურად კონსტრუირებულია, ანუ ეს კატეგორიაა, რომელსაც კულტურა ქმნის. კულტურით არის ასევე განსაზღვრული მასთან დაკავშირებული მოლოდინები. გენდერი ეფუძნება სქესის ბიოლოგიურად განსაზღვრულ კატეგორიას. როგორც ხილული კატეგორია, სქესი აადვილებს კატეგორიზაციის და სტერეოტიპიზაციის პროცესს. ადამიანების ჯგუფებად კატეგორიზაცია ამცირებს ჯგუფის შიგნით მრავალფეროვნებას და ზრდის ჯგუფებს შორის განსხვავებებს (Fiske & Taylor, 1991). გენდერი მოქმედებს მრავალ სფეროში - კულტურაში არსებულ სიმბოლოებში, ნორმატულ ცნებებში, სოციალურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სუბიექტურ იდენტობაში (Scott, 1986).
გენდერული დიფერენციაცია, ისევე, როგორც გენდერული უთანასწორობა უნივერსალურია და ყველა საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი (Kimmel, 2000). ის ბიოლოგიას ეყრდნობა და მისი განსაზღვრება ცვალებადობს:
ერთი საზოგადოებიდან მეორეში;
ერთ კულტურაში გარკვეული დროის განმავლობაში;
პიროვნული მოწიფულობის მიხედვით;
სხვადასხვა ჯგუფებს შორის ერთ კულტურაში;
ინდივიდებს შორის.
გენდერის დიფერენციაციის არსებობა უდაოა, მაგრამ სადაოა გენდერზე დაფუძნებულ ძალაუფლებისა და რესურსების განაწილების შეფასების და კრიტერიუმების სამართლიანობა. ქალის უფლებების გაძლიერების მომხრეთა კრიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ქალები კმაყოფილები არიან საკუთარი თავით და მათ არ სურთ ცვლილებები. მართალია, ბევრი ქალი სულაც არ იღწვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასაბმელად, ან საიმისოდ, რომ მეტი ძალაუფლება მოიპოვოს ოჯახში, ან საზოგადოებაში ზოგადად, მაგრამ კრიტიკოსები უყურადღებოდ ტოვებენ იმ ფაქტს, რომ ბევრ შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ქალები ვერ აცნობიერებენ არსებულ შესაძლებლობებს ტრადიციულ და პატრიარქალურ ოჯახში აღზრდის გამო, ან იმის გამო, რომ არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას არსებულ შესაძლებლობებზე. სინამდვილეში ქალებს ხშირად არ ეძლევათ საშუალება გააკეთონ რეალური და ინფორმირებული არჩევანი და ამგვარად თავი დააღწიონ უუფლებო მდგომარეობას. როგორც ამარიტა სენი აღნიშნავს, შესაძლოა ქალები თავადაც არ იყვნენ დაზღვეულნი ტრადიციული „მამაკაცური“ ფასეულობებისაგან, და „რომ მხოლოდ მოქმედების თავისუფლება არ არის საკმარისი, საჭიროა ასევე აზროვნების თავისუფლებაც“ (Sen, 2001. გვ. 15).
ქალები შეადგენენ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტს და მიუხედავად ამისა, უკიდურესად მწირად არიან წარმოდგენილნი არჩევით ორგანოებში, სახელმწიფო ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღებთ შორის და კერძო ბიზნესში. ქალები ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და სამყაროში სადაც მამაკაცები დომინირებენ ნათლად არის გამოკვეთილი საზოგადოების მასკულინური ხასიათი.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გენდერული თანასწორობა განვითარებასთან ასოცირდება. ნებისმიერი საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია, თუ მისი მოსახლეობის ნახევარი უბედურია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალის შრომა განმსაზღვრელია სურსათის, წყლის და ენერგიის წყაროს მოპოვების საქმეში, ასე რომ, განვითარების დაგეგმვა ღარიბი ქალების თვალსაზრისის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს (Sen & Grown, 1987). მამაკაცები უფრო მომგებიან პირობებში არიან ქალებთან შედარებით ცხოვრების ყველა ასპექტში. ამიტომაც, განვითარების ძალისხმევა პირველ რიგში ქალების გაძლიერებაზე იყო მიმართული იმ პროგრამებში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამით იყოწამოწყებული სამოცდაათიან წლებში და მას აერთიანებდა კონცექცია „ქალები განვითარებაში“. ამგვარი მიდგომის მიზანი იყო პრაქტიკული მექანიზმების შემუშავებაქალების გასაძლიერებლად და მათი ეკონომიკური და სოციალური სტატუსის გასაუმჯობესებლად (Barker, 2000).
გენდერული თანასწორობა ადამიანის ძირითადი უფლებაა, იგი ქალისა და მამაკაცის განვითარებისა და კეთიდღეობის ძირითადი მახასიათებელია. როგორც 1994 წელს ჩატარებული გაეროს საერთაშორისო მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციის სამოქმედო გეგმის რეზიუმეშია აღნიშნული, „ქალის გაძლიერება და მისი სტატუსის გაუმჯობესება თავისთავად მნიშვნელოვანი მიზანია და ძირითადი ფაქტორია მდგრადი განვითარების მისაღწევად.“
ქალის წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გადამჭრელი ნაბიჯები გადაიდგა 1979 წელს, როდესაც მიღებულ იქნა „კონვენცია ქალის წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე“ (CEDAW). 2004 წლისათვის ამ დოკუმენტზე 179 ქვეყანას ქონდა ხელი მოწერილი.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის პოლიტიკის იმ სტრატეგიების, რომლებიც მეტწილად ქალის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე იყო ორიენტირებული, ისეთი სტრატეგიების შეცვლით, როლებიც უფრო მეტ ყურადღებას ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ მოთხოვნებზე ამახვილებდნენ; ეს სტრატეგიები გაერთიანდა „გენდერული საკითხების გათვალისწინების, ე.წ. გენდერული მეინსტრიმინგის“ სახელით. მამაკაცისა და ქალის მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ სამართლიანობის საკითხი არ არის, მრავალრიცხოვანი და რთული კავშირების გამო შეუძლებელია მხოლოდ ერთი სქესის პრობლემების იზოლორებულად მოგვარება. კავშირის ერთ მაგალითს გვთავაზობს ამარიტა სენი, როდესაც იგი სამხრეთ აფრიკაში აღრიცხული გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი სიხშირის მონაცემებს განიხილავს. ეს დაავადებანი უპირატესად მამაკაცებს აღენიშნებათ და უფრო ხშირად გამოწვეულია დედის მიერ ორსულობის პერიოდში საკვების არასაკმარისი ოდენობით მიღებით. საკვების სიმცირე აფერხებს ემბრიონის ზრდას და განაპირობებს მცირე წონას ახალშობილებში, რაც ზრდასრულ ასაკში გულსისხლძარღვთა დაავადების სახით ვლინდება (Senn, 2001).
„გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება (მეინსტრიმინგი) წარმოადგენს იმის შეფასების პროცესს, თუ რა შედეგი მოაქვს ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში ნებისმიერი სახის დაგეგმილ ქმედებას, - საკანონმდებლოს, პოლიტიკურ თუ პროგრამულს, ნებისმიერ სფეროში და ყველა დონეზე. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ქალის, და ასევე, მამაკაცის საზრუნავი და გამოცდილება გახდეს ყველა სახის პოლიტიკის და პროგრამის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების განუყოფელი ნაწილი ყველა სფეროში პოლიტიკურში, ეკონომიკურსა თუ საზოგადოებრივში ისე, რომ ქალმა და მამაკაცმა თანაბარი მოგება ნახონ და უთანასწორობა არ დამკვიდრდეს. თანასწორობის მიღწევა გენდერული მეინსტრიმინგის საბოლოო მიზანს წარმოადგენს“. „გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური საბჭო, 1997“.
აქედან გამომდინარე, მსგავსად მიდგომისა „ქალები განვითარებაში“ გენდერული მეინსტრიმინგი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას, მაგრამ ამას ახორციელებს მასშტაბის გაფართოების, მამაკაცების ჩართვის ხარჯზე და აგრეთვე იმით, რომ „გენდერულ პერსპექტივას ყველა კანონს და სოციალურ სტანდარტს, ნებისმიერი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, კვლევას, დაგეგმვას, პროპაგანდირებას, განვითარებასა და მონიტორინგს მიუსადაგებს“ (Gender Gap, 2005). გარდა იმისა, რომ ეს მიდგომა უფრო სამართლიანია, მას შეუძლია მეტი დამცველი მოიზიდოს და უფრო ქმედითი გახდეს მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის კეთილდღეობის მოპოვების თვალსაზრისით. ვინაიდან ქალებს დაბრკოლება ხვდებათ ცხოვრების ბევრ სფეროში, გენდერულ მეინსტრიმინგს შეემატა ქალისთვის უფლებამოსილების გამაძლიერებელი სტრატეგია.
გენდერული თანასწორობა, რომელიც წარმოდგენილ ნაშრომის საგანს წარმოადგენს, შეფასებითი კონცეფციაა და ამდენად მისი შინაარსი დავის საგანი შეიძლება იყოს. შეფასებასთან და კრიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურობა ღია და შეუზღუდავ კრიტიკას, საჯარო მსჯელობასა და განხილვას მოითხოვს (Sen, 2004). ანგარიშის ავტორს არა აქვს ამბიცია ჭეშმარიტება წარმოგიდგინოთ, იგი იმედოვნებს, რომ ეს ნაშრომი წვლილს შეიტანს გენდერული საკითხების საჯარო მსჯელობის საგნად გადაქცევის საქმეში და მკითხველს გენდერთან დაკავშირებული პრობლემატიკის მიმართ უფრო მგრძნობიარეს გახდის.
![]() |
1.1 თავი 1: კვლევის მიზანი |
▲ზევით დაბრუნება |
ტრადიციულ საზოგადოებებში, რომელთაც მნიშვნელოვანწილად საქართველოც იეკუთვნება, საზოგადოებრივი ცხოვრება მამაკაცის კუთვნილ სამოქმედო ასპარეზადაღიქმება, კერძო კი - ქალის სფეროდ. თანასწორობის საკითხები, გენდერული მოვალეობები და უფლებები განსხვავებულია ამ ორ სფეროში. ეს ანგარიში გენდერულპრობლემებს საჯარო და კერძო სფეროში ცალ-ცალკე განიხილავს, ასევე ეხება გენდერულ განსხვავებებს ადამიანურ და სოციალურ კაპიტალში. რაკი ითვლება, რომ გენდერი კულტურული წარმონაქმნია, განიხილება გენდერული პრობლემები ეთნიკურ უმცირესობებშიც, სომხურ და აზერბაიჯანულ თემებშიც. აგრეთვე განხილულია აფხაზეთის კონფლიქტით გამოწვეული ზემოქმედება იძულებით გადაადგილებულ ქალებისა და მამაკაცების ცხოვრებაზე.
საველე სამუშაობი ჩატარდა 2007 წლის სექტემბერ-ნოემბერში.
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში გენდერული პერსპექტივით დანახული ზოგადი მდგომარეობით წარმოდგენას. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდოლოგია.
1. ლიტერატურის მიმოხილვა.
ანალიზი გაუკეთდა სხვადასხვა სახის მოხსენებსა და ანალიტიკურ პუბლიკაციებს გენდერის ზოგად საკითხებსა და გენდერთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე საქართველოში. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მოხდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. ყველაზე მეტ დაბრკოლებას მკვლევარები სწორედ სტატისტიკური მონაცემების შეკრებისას წააწყდნენ. გარდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გამოქვეყნებული ბუკლეტისა (ქალები და მამაკაცები საქართველოში, 2006 და 2007), ქალებზე და მამაკაცებზე განცალკევებული მონაცემები ან არ მოიპოვება, ან არაზუსტია.
2. სიღრმისეული ინტერვიუები.
ინტერვიუები აღებულ იქნა ექსპერტებისგან გენდერის სფეროში, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან: საერთო ჯამში, ორმოცდაშვიდი სიღრმისეული ინტერვიუ იქნა ჩატარებული, ძირითადად თბილისში (იხილეთ მონაწილეთა სია დანართი IV).
ტაბულა 1. გამოკითხული პირები საქმიანობის მიხედვით
№ |
სფერო |
მამაკაცი |
ქალი |
სულ |
1 |
გენდერის |
- |
12 |
12 |
2 |
პარლამენტის |
3 |
4 |
7 |
3 |
სხვა პროფესიის |
1 |
5 |
6 |
4 |
მთავრობის |
2 |
3 |
5 |
5 |
განათლების |
3 |
2 |
5 |
6 |
პოლიტიკური |
1 |
3 |
4 |
7 |
პროფესიული |
1 |
1 |
2 |
8 |
იძულებით |
1 |
1 |
2 |
9 |
ბიზნესით |
- |
2 |
2 |
10 |
ჟურნალისტი |
1 |
- |
1 |
11 |
სამღვდელოების |
1 |
|
1 |
|
სულ |
14 |
33 |
47 |
* რამდენიმე პრლამენტის წევრი, რომელთაგანაც იქნა ინტერვიუ აღებული, ასევე პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყო.
ექვსი განსხვავებული ტიპის ინტერვიუს გზამკვლევი იქნა შედგენილი, რომლებიც შეიცავდა კითხვებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა, ეკონომიკური აქტიობა, ჯანმრთელობა, განათლება და კრიმინალური მდგომარეობა.
3. განხილვები ფოკუს-ჯგუფთან (ფჯ)
ცხრა ფოკუს-ჯგუფის შეკრებას მთლიანობაში დაესწრო 100 ადამიანი. ეს შეკრებები ჩატარდა:
თვითდასაქმებულ ქალებთან სოფელ თანიანთ კარში (ფჯ1);
ადგილობრივი თვითმმართველობის ქალთა ფორუმის წევრებთან (ფჯ2);
იძულებით გადაადგილებულ პირებთან ზუგდიდში, ორჯერ (ფჯ3 და 9).
მარნეულელ ახალგაზრდებთან (ფჯ4);
ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან (ფჯ5);
ახალქალაქელ ახალგაზრდებთან (ფჯ6);
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორ ჯგუფთან (ფჯ7 და 8);
დისკუსიების დროს გამოყენებული იყო ოთხი ტიპის გზამკვლევი, პირველი - ქალი პოლიტიკოსებისთვის, მეორე ახალგაზრდებისა და სტუდენტთა ჯგუფებისათვის, მესამე - თვითდასაქმებული ქალებისათვის და მეოთხე - იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
განხილვების უმთავრესი თემა იყო გენდერული თანასწორობა, ქალის როლი საზოგადოებრივ და კერძო სფეროებში, სამსახურეობრივი წინსვლის გზაზე არსებული შესაძლებლობები და დაბრკოლებები, თვითდასაქმება, და ყოველდღიური ცხოვრების სირთულეები.
4. მოსახლეობის გამოკითხვა გენდერულ საკითხებზე (გამოკითხვა)
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა გენდერულ საკითხებზე განხორციელდა საქართველოს ყველა 9 რეგიონში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და თბილისში. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო იერარქიული ალბათური შერჩევის მეთოდი. მისი მეშვეობით გაპირობებულ იქნა რესპონდენტთა შესაბამისობა საქართველოს მოსახლეობაში არსებულ განაწილებასთან დემოგრაფიული მაჩვენებლების (ქალი/კაცი; სოფლის/ქალაქის მაცხოვრებელი; ასაკობრივი ჯგუფი) მიხედვით.
წარმომადგენლობითი შერჩევა შედგებოდა 1087 ადამიანისგან (44.1 % ქალი და 55. 9 % მამაკაცი). იმისათვის, რომ ცალკე ჩატარებულიყო ანალიზი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში, დამატებით 52 ადამიანი გამოიკითხა ახალქალაქსა და ნინოწმინდას რაიონებში. ამგვარად სულ გამოკითხულ იქნა 1139 რესპონდენტი.
ტაბულა 2
რესპონდენტების რეგიონების მიხედვით დანაწილება
ნახ.1
რესპონდენტთა განაწილება სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
გამოკითხულთა შორის უმრავლესობას (55.7%25) დაქორწინებულები წარმოადგენენ, 3.2 პროცენტი ერთად ცხოვრობს ხელმოწერის გარეშე, 25.0 პროცენტი არ არის ქორწინებაში, 4.0 პროცენტი განქორწინებულია.
ქართველები წარმოადგენენ გამოკითხულთა უმრავლესობას (90.3%25), სომხები შეადგენდნენ 4.0 პროცენტს, აზერბაიჯანელები 2.0 პროცენტს, სხვა ეროვნების წარმომადგენლები 3.7 პროცენტს. გამოკითხულთა 91.1 პროცენტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, 3.9 პროცენტი მაჰმადიანია, 2.9 პროცენტი გრეგორიანელი და 2.2 პროცენტი სხვა კონფესიას მიეკუთვნება.
ქალები და კაცები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან განათლების მიხედვით. გამოკითხულ მამაკაცთა 46.7 პროცენტი და ქალების 47.5 პროცენტს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.
უმრავლესობა (94.8%25) ფლობს ქართულს და ქალები და კაცები ამ მხრივ ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან მაგრამ კაცების უფრო დიდ ნაწილს (72.0%25) ქალებთან შედარებით (66.9%25) შეუძლია რუსულად მეტყველება.
კითხვარი, რომელიც ამ გამოკითხვისთვის იყო შედგენილი შედგებოდა 151 კითხვისაგან.
კითხვები შემდეგ საკითხებს შეეხებოდა:
გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში არსებულ დამოკიდებულებებს და ღირებულებებს;
საოჯახო როლებსა და ოჯახში არსებულ ძალაუფლების სტრუქტურას;
დამოკიდებულებას ბიჭებისა და გოგონების განათლების მიმართ, ქალებისა და კაცების შესაძლო სამსახურეობრივ წარმატებებს და უნარებს;
მამაკაცებისა და ქალებისათვის მისაღებ ქცევებს, მათ ვალდებულებებს, ქალის და მამაკაცის მომხიბლავ თვისებებს;
დამოკიდებულებას ქალი პოლიტიკოსებისა და ხელმძღვანელი ქალების მიმართ.
გამოკითხვა ტარდებოდა რესპონდენტის სახლში, პირის-პირ ინტერვიუს მეშვეობით. გამოკითხვას ატარებდნენ გამოცდილი ინტერვიუერები. გამოკითხვა 20-დან 40 წუთამდე გრძელდებოდა.
5. ფოტო ხმა.
ფოტო ხმა წარმოადგენს ინოვაციურ, მონაწილეობაზე დამყარებულ საკვლევ მექანიზმს, რომელიც შეიმუშავა უანგმა და ბარისმა (Wang, Burris & Ping, 1996). ის ეფუძნება თვალსაზრისს, რომ ადამიანები საკუთარი ცხოვრების ექსპერტებს წარმოადგენენ. ფოტოსურათების გადაღების, და მათ მიხედვით ამბის თხრობის საშუალებით ხდება დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება (Wang, Cash & Powers, 2000). თხუთმეტ იძულებით გადაადგილებულ პირს (იგპ) ზუგდიდში, რომელთაგან 6 მამაკაცი და 9 ქალი იყო, გადაეცათ ფოტოაპარატი, რათა მათ დღის განმავლობაში აესახათ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება. ჯგუფი ორჯერ შეიკრიბა, პირველ ჯერზე მათ განუმარტეს დავალება და მისცეს მითითებები, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ აპარატი, ხოლო მეორე შეკრებისას სთხოვეს გადაღებული სურათების კვალდაკვალ მოეთხროთ ამბები. ამ მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს შესაძლებლობა მოვლენები დანახულ იქნენ უშუალო მონაწილის თვალით, ან როგორც მას უწოდებენ, „ემიკური“ (emic) პერსპექტივით (Strack, Magill & McDo№ugh, 2004)
გადაღებულ იქნა 300-ზე მეტი სურათი. თითოეულ რესპონდეტზე საშუალოდ, 10 ფოტოსურათი შეირჩა ამბის მოსაყოლად. ჯგუფურ გარემოში, მოდერატორის დახმარებით, იგპ-ები ყვებოდნენ თავიანთ ისტორიას და სურათების დახმარებით განიხილავდნენ იმ სირთულეებს, რაც თან სდევდა მათ ყოველდღიურ ყოფას.
![]() |
1.2 თავი 2: თანასწორობა |
▲ზევით დაბრუნება |
თანასწორობა, ეს თემაა რომელსაც ძალზე ხშირად ახსენებენ გენდერზე საუბრისას. მას განმარტავენ, როგორც „ადამიანის განვითარების იმ საფეხურს, რომელზეცადამიანის უფლებები, ვალდებუბულებები და საშუალებები არ განისაზღვრება იმით, ის მამაკაცია, თუ ქალი“ (Lopez-Claros & Zahidi, 2005. გვ. 1). თანასწორობა გადაწყვეტილების მიღებისა და რესურსების მართვის ძალაუფლებასთან არის გადაჯაჭვული; ის ცხოვრების ყველა სფეროში იჩენს თავს, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო და ადამიანურ და სოციალურ კაპიტალში აისახება.
ცვლილებების მიუხედავად, გენდერი დღესაც სტატუსის მაჩვენებელია და მამაკაცად ყოფნა ბევრად უფრო ფასობს, ვიდრე ქალად (Wharton, 2004).
გენდერული თანასწორობა და ქალების გაძლიერება განცხადებულია ათასწლეულის დეკლარაციაში, როგორც „ქმედითი გზა სიღატაკესთან, შიმშილთან და ავადმყოფობასთან საბრძოლველად და ასევე, როგორც ჭეშმარიტად მდგრადი განვითარების სტიმული“.
საქართველოში გენდერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობა აშკარად გამოკვეთილია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის მატებამ სწრაფად იკლო მთელი რიგი მიზეზების ერთობლიობის გამო, ისეთების როგორიცაა მიგრაცია, ეკონომიკური პირობებით გაპირობებული შობადობის შემცირება, და უნაყოფო ოჯახების რაოდენობის ზრდა (რეპროდუქციული ჯანდაცვის კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმოხილვა და ანალიზი, 2005). საქართველოს წინაშე არსებული დემოგრაფიული პრობლემები გადაუდებელ და რადიკალურ გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვენ, რაც შეუძლებელია გენდერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარეშე. არათანასწორუფლებიანობა თავს იჩენს საარჩევნო და აღმასრულებელ ორგანოებში ქალების დაბალ წარმომადგენლობაში, არაფორმალურ და დაბალანაზღაურებადი დასაქმების სექტორში ქალების სიჭარბეში, მამაკაცებში კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, ასევე დანაშაულსა და სატრანსპორტო შემთხვევებში დაშავებულთა ოდენობის ზრდაში.
პოლიტიკურ სისტემის ავტორიტარულიდან დემოკრატიულზე გადასვლა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას. ხშირ შემთხვევაში გარდამავალ პერიოდს გაცილებით მეტი უთანასწორობის მოტანა და როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მდგომარეობის გაუარესება შეუძლია (Hawkesworth, 2002). 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველომ ძალიან მშფოთვარე ხანა გამოიარა ეთნიკური ომებით ოსეთსა და აფხაზეთში, ძალაუფლების ძალისმიერი შეცვლით, სამოქალაქო ომისა და რევოლუციის სახით, რაც ძალზე უარყოფითად აისახა მოსახლეობის მდგომარეობაზე. სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულმა პოლიტიკამ უარყოფითი შედეგები მოიტანა და კიდევ უფრო გააღატაკა მოსახლეობა. ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე 250 000 იძულებით გადაადგილებული პირი დარჩა უსახლკაროდ და უკვე ათწლეულზე მეტ ხანს სავალალო პირობებში ცხოვრობს. ამ ფონზე გენდერული უთანასწორობა როგორც მოსახლეობის, ისე ხელისუფლების მიერ აღიქმება, როგორც საერთაშორისო სააგენტოების მიერ თავსმოხვეული, საუკეთესო შემთხვევაში, როგორც რაღაც უცხო, საქართველოსთვის არასაჭირო რამ, ხოლო უარეს შემთხვევაში კი როგორც ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლა.
საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობა. მამაკაცები და ქალები საქართველოში თანასწორი უფლებებით სარგებლობენ, რაც არეკლილია კონსტიტუციაში და კანონებში.
ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისა და უნივერსალური ღირებულებების გაზიარებისაკენ მიისწრაფის გამოხატვის შესაბამისად, საქართველომ 1994 წლიდან მოყოლებული ხელი მოაწერა უმთავრეს საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებს, რომლებიც ეყრდნობა ადამიანის უფლებების მიდგომას გენდერული თანასწორობის საკითხებში. სახელმწიფო იცავს ამ დოკუმეტებში ჩამოყალიბებულ მთელ რიგ მოთხოვნებს, მაგრამ ის, თუ რა სახით ხდება ამ მოთხოვნების შესრულება, ის აგდებული დამოკიდებულება, ცინიზმი და დაპირისპირება, რაც თან ახლდა ოჯახური ძალადობის კანონის მიღებას, რომ არაფერი ვთქვათ გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული კანონების სხვადასხვა მუხლების ასამოქმედებლად საჭირო ფონდების გამოყოფის შეფერხებაზე, ასევე ქალების დაბალ წარმომადგენლობაზე არჩევით და აღმასრულებელ მართვის ორგანოებში, გვაფიქრებინებს, რომ საერთაშორისო დოკუმენტებისადმი დაქვემდებარება ფორმალური ხასიათისაა და იგი გამოიყენება მხოლოდ საჩვენებლად, და არა რეალური წარმატების მიღწევისთვის.
სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების კალენდარი
სახელწიფოს ქმედებები გენდერის პრობლემებთან მიმართებაში საქართველოში 1994 წელს დაიწყო, როცა ქვეყანა შეუერთდა „კონვენციას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა სახის აღმოფხვრის შესახებ“.
1994
22 სექტემბერი. საქართველომ ხელი მოაწერა „კონვენციას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა სახის აღმოფხვრის შესახებ“.
1995
15 სექტემბერი. საქართველომ მონაწილეობა მიიღო ქალთა საკითხებზე გაეროს მეოთხე მსოფლიო კონფერენციაში „თანასწორობის, განვითარებისა და მშვიდობისათვის“, რომელზეც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს ქვეყნის ანგარიში. ამ კონფერენციის შედეგად 189 სახელმწიფოს მთავრობები, მათ შორის საქართველოსიც, შეთანხმდნენ და დაამტკიცეს ქალების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართული ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე „პეკინის სამოქმედო პლატფორმის“ სახელით არის ცნობილი. იგი მიზნად ისახევს ქალებისათვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და პირობების შექმნას მათ განსახორციელებლად.
1997
დაიწყო გაეროს და საქართველოს ერთობლივი პროექტი „ქალები და განვითარება“ (1997-2000). პროექტი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებასა და თამანშრომლობას მთავრობასთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ძირითადი პრინიციპების განსასაზღვრად.
27 ნოემბერი. პრეზიდენტის ბრძანებულება №593, „პეკინის სამოქმედო პლატფორმა 2000 წელს“
მომზადდა ეროვნული სამოქმედო გეგმა პეკინის სამოქმედო პლატფორმის განხორციელების მიზნით.
1998
20 თებერვალი. პრეზიდენტის №48 ბრძანებულების შესაბამისად დაფუძნდა „სახელმწიფო კომისია სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის ქალების ხელშეწყობის მიზნით“. კომისია ჩაფიქრებული იყო, როგორც მთავარი სამეთვალყურეო ორგანო სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განსახორციელებლად. კომისიას ხელმძღვანელობდა რუსუდან ბერიძე, იმ დროს ადამიანის უფლებათა საკითხებზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. კომისია შედგებოდა 24 წევრისაგან (თვრამეტი ქალი და ექვსი მამაკაცი), პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
24 აპრილი. კონფერენციამ „ქალები და საზოგადოება“ მიიღო და დაამტკიცა „ეროვნული სამოქმედო გეგმა ქალთა პირობების გასაუმჯობესებლად საქართველოში 1998-2000 წლებში“, რომელიც შეიმუშავა სახელმწიფო კომისიამ. გეგმაში შემდეგი პრიორიტეტები იყო გამოყოფილი:
ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება;
ქალის როლისა და მონაწილეობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ეკონომიკური პოლიტიკა;
ქალები და სიღარიბე;
ქალები და შეიარაღებული კონფლიქტები;
ქალები და ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
ქალთა უფლებები.
18 ივნისი. სამოქმედო გეგმა დამტკიცდა პრეზიდენტის №308 ბრძანებულებით. მასში აისახა პეკინის სამოქმედო პლატფორმის 12 საკითხიდან შვიდი. ეროვნულ გეგმაში შემდეგი საკითხები შედიოდა:
ინსტიტუციური მექამიზმების ჩამოყალიბება;
ქალების მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღებაში;
ეკონომიკური პოლიტიკა;
ქალები და სიღარიბე;
ქალები და შეიარაღებული კონფლიქტები;
ქალები და ჯანმრთელობა;
ქალთა უფლებები.
1999
28 აგვისტო. პრეზიდენტის ბრძანებულება №511-ით „ქალთა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების ღონისძიებების თაობაზე” სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა და ამოცანები დაუსახა 13 სამთავრობო უწყებას. ეს ამოცანები მიზნად ისახავდა ქალის უფლებების ხელშეწყობასა და ქვეყანაში ქალებისთვის პირობების გაუმჯობესებას.
მოისმინეს პირველი მოხსენება „კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ (CEDAW).
მოხსენება მოამზადა ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მდივნის მოადგილის მითითებების საფუძველზე, პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №598 ბრძანებულების შესაბამისად.
განსახილველად იქნა გადაცემული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ”ჩრდილოვანი მოხსენება” CEDAW -ის განხორციელების შესახებ.
28 აგვისტო. პრეზიდენტის დადგენილება №64-ის თანახმად დამტკიცდა 2000-2002 წლების სამოქმედო გეგმა ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სახელმწიფო კომისიამ, CEDAW-ის კომიტეტის წევრების შენიშვნების საფუძველზე მოამზადა „სამოქმედო გეგმა“.
2000
25 თებერვალი. პრეზიდენტის №64 ბრძანებულების თანახმად დამტკიცდა ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამწლიანი გეგმა (2000-2002).
28 აგვისტო. დამტკიცდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამოქმედო გეგმის განხორციელების ვადის 2004 წლამდე გაგრძელებას.
8 სექტემბერი. ნიუ იორკში ჩატარებულ ათასწლეულის სამიტზე მსოფლიოს 189 ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ, იკისრა ვალდებულება, რომ 2015 წლისათვის საქართველო მიაღწევდა „ათასწლეულის განვითარების მიზნებს“. გენდერის თემა თანსდევს და აისახება ათასწლეულის განვითარების ყველა მიზნებში. სპეციფიურად გენდერის საკითხებს პირდაპირ ორი მიზანი - №3 და №5.
ათასწლეულის განვითარების რვავე მიზანი მორგებულ იქნა საქართველოში არსებულ ვითარებასთან. ყოველი მიზნისთვის შემუშავდა შესაბამისი ამოცანები და განისაზღვრა ინდიკატორები.
საქართველოსთვის მორგებული ათასწლეულის განვითარების მიზანი 3-ისთვის: „გენდერული თანასწორობის განვითარება და ქალთა გაძლიერება“, განისაზღვრა ორი ამოცანა:
ამოცანა 8: გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა დასაქმების სფეროში ამოცანა 9: თანასწორი ხელმისაწვდომობა პოლიტიკის სფეროში და მენეჯმენტის ყველა დონეზე
ათასწლეულის განვითარების მიზანი 5: დედის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ამოცანა 11: 2000-2015 წლებში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის სამი მეოთხედით შემცირება
2003
საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის სტრატეგიის დოკუმენტი მიღებულ იქნა მარტში. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი შეიცავს გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს, მასში ისინი არ არის დეტალურად განხილული. აგვისტოში, გენდერის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში წამოაყენეს ინიციატივა პოლიტიკურ პარტიებში ქვოტების შემოღების შესახებ. ეს წინადადება დეპუტატების მიერ უგულველყოფილი იქნა, კენჭისყრის პროცედურაში 235-დან მხოლოდ 67 - მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
2004
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამოქვეყნდა პირველი ეროვნული მოხსენება „ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“, რომელშიც მოხსენიებულია გენდერული საკითხები.
15 აგვისტო. დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“.
30 აგვისტო. ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის №109 ბრძანებულებით შეიქმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის ქმედითი ინსტიტუციური მექანიზმის შესაქმნელად.
27 ოქტომბერი. პარლამენტის სპიკერის 105/3 ბრძანებულებით და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან გენდერული არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საბჭო. საბჭოს უძღვებოდა სპიკერი და იგი ჩვიდმეტი წევრისაგან შედგებოდა, აქედან შვიდი პარლამენტის წევრი იყო (პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და ახალი მემერჯვენეები), სამი წარმომადგენელი იყო სამთავრობო სტრუქტურიდან (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის კაბინეტი, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის კაბინეტი), ხოლო ექვსი ადამიანი წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორს. საბჭოს მანდატი განისაზღვრება სახელმწიფო გენდერულ პოლიტიკის ფორმულირებით და მასზე მეთვალყურეობის გაწევით, კანონმდებლობის გენდერის თვალთახედვიდან განხილვით და კანონების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით.
2005
28 ივნისი. საქართველოს მთავრობის №109 დადგენილების საფუძველზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით დაარსდა „დროებითი სამთავრობო კომისია გენდერული თანასწორობის საკითხებზე“. საკონსულტაციო საბჭოს მსგავსად ისიც შედგებოდა პარლამენტის წევრებისაგან, სამთავრობო სტრუქურებისა და არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისაგან, სულ 15 წარმომადგენლისაგან, საიდანაც 4 არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა. კომისიას დაევალა, შეემუშავებინა ეროვნული კონცეფცია და ერთი წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მიღწევის გეგმა.
2006
თებერვალში, გაეროს სხვადასხვა სააგენტოების მხარდაჭერით (გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს განვითარების ფონდი ქალებისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდი), კომისიამ და საკონსულტაციო საბჭომ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ კომისიისა და მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრისაგან და აგრეთვე, მთავრობის წევრებისაგან, არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის წევრებისა და ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის კაბინეტის წევრისაგან შედგებოდა. სამუშაო ჯგუფმა მოამზადა საქართველოს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის გეგმა. გეგმა შეიცავს სახელმწიფოს კონცეფციას გენდერული თანასწორობის თაობაზე; სამწლიან სამოქმედო გეგმას; და რეკომენდაციებს მონიტორინგისა და კოორდინაციის განხორციელების მიზნით მუდმივი გენდერული თანასწორობის მექანიზმის შესაქმნელად.
24 ივლისი. პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეპცია.
28 აპრილი. პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის თაობაზე (ტრეფიკინგი).
25 მაისი. პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის, მის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ.
მაისში მიღებული იქნა შრომის კოდექსი. უნდა აქვე აღინიშნოს რომ კოდექსის მთელი რიგი მუხლები, ისეთები როგორიცაა, დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვა და დეკრეტული შვებულების ვადის შემცირება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და წინა კოდექსთან შედარებით უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. იმავე პერიოდში მთავრობამ დაამტკიცა ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა.
სექტემბერში მინისტრთა კაბინეტს წარედგინა გენდერული თანასწორობის განხორციელების სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.
14 ნოემბერი. ძალაში შევიდა ევროპასთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. მასში არ არის ყურადღება გამახვილებული უშუალოდ გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
გაუქმდა დროებითი სამთავრობო კომისია.
2007
მაისში გენდერული თანასწორობის კოორდინაციის საკითხებზე პასუხისმგებლობა მთავრობის აღმასრულებელი შტოდან გადაეცა სახელმწიფო მინისტრს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.
30 ივლისი. დამტკიცდა ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმა.
20 ივლისი. №97/3 ბრძანებულებით განახლდა საქართველოს პარლამენტის თაჯდომარეთა არსებული გენდერული თანასწორობის საკიტხების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა.მასში შევიდა ექვსი პარლამენტის წევრი.
26 სექტემბერი. მომზადდა და № 539 სამთავრობო ბრძანბულებით დამტკიცდა ეროვნული სამოქმედო გეგმის (2007-2009) საბოლოო პროექტი, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს:
გენდერულ თანასწორობის დისციპლინათშორისი კომისიის შექმნა;
გენდერულ თანასწორობის სამართლებრივი საფუძვლის შემუშავება;
გენდერულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენ დერული საკითხების პოპულარიზაციის და მათზე ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით;
გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გენდერულ თანასწორობზე ორიენტირებული ახალი ხედვით შეცვლა განათლებ ის სისტემის ყველა დონეზე.
26 სექტემბერი. №211 ბრძანებულების საფუძველზე ჩამოყალიბდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემმუშავებელი უძყებათ შორისი კომისია. კომისიის ათ წევრს, რომლებიც სამთავრობო უწყებებიდან იყვნენ წარმოდგენილნი ხელმძღვანელობდა კახა ბენდუქიძე, იმ დროს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის სფეროში. კომისიის მიზნები შემდეგნაირად განისაზღვრა:
სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის შემუშავება;
სახელმწიფო გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მონიტორინგი;
სახელმწიფო გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვა;
სამინისტროებში გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა;
კომისია შეიქმნა, მაგრამ მისი შეკრება არ მომხდარა.
გენდერული უთანასწორობა
გენდერული არათანასწორუფლებიანობა ვლინდება იმ დამოკიდებულებაში, რომლებიც არსებობს ზოგადად თანასწორობის მიმართ, მამაკაცებისა და ქალების მიმართ, ქალებისა და მამაკაცების საჯარო საქმიანობაში მონაწილეობაში, იმ ძალაუფლებაში, რომელსაც ისინი ფლობენ, იმ რესურსებში, რომლებსაც ისინი განაგებენ, იმ თავისუფლებაში, რომლითაც სარგებლობენ, ისევე, როგორც ადამიანურ კაპიტალში - ჯანმრთელობასა და განათლებაში.
ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწრობის მდგომარეობის ამასწინანდელი შეფასება, „რეალობა - ქალების თანასწორი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები საქართველოში“ (სანიკიძე და სხვ., 2006), მიუთითებს, რომ სამართლებრივ დონეზე არსებული თანასწორობის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
მიუხედავად ამისა, საქართელოში გენდერული უთანასწორობა არ არის მიჩნეული სერიოზულ პრობლემად. კაცებთან ერთად ბევრი წარმატებული ქალი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ დგას თანასწორუფლებიანობის პრობლემა.
გამოკითხულთა უმრავლესობა (45.4%25) მიიჩნევს, რომ (გამოკითხვა) საქართველოში მამაკაცები და ქალები თანასწორუფლებიანები არიან მაშინ, როდესაც 42.1 %25 ფიქრობს, რომ ქალები, ხოლო 5.5 %25 რომ მამაკაცები არიან დაჩაგრული, 6.9%25-ს კი პასუხის გაცემა უჭირს. არსებობს მნიშვნელოვანი გენდერული სხვაობა თანასწორობის შეფასებაში. უფრო მეტ მამაკაცს (50.9 %25) ქალებთან შედარებით (41.1 %25) სწამს, რომ არსებობს თანასწორობა (Chi square 27.6; df 3, p<001).
ზოგადად გენდერულ თანასწორობას საზოგადოება უყურებს, როგორც უფრო ხელოვნურად თავსმოხვეულს, ვიდრე როგორც რეალურად არსებულს. ექსპერტ თამარ საბედაშვილის აზრით, ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება საბჭოური მემკვიდრეობითობით აიხსნას. საბჭოთა ეპოქაში ითვლებოდა, რომ ქალების განთავისუფლების აუცილებლობა გაზვიადებული იყო. თანასწორობის პრობლემა ასოცირდებოდა კაპიტალიზმთან, რაღაც ისეთთან, რაც სრულიად უცხო იყო მოსახლეობისთვის.
მეორე მიზეზი კი ის მოსაზრება გახლავთ, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება და ამდენად როგორც ქვეყანაში გარედან შემოტანილ საკითხად აღიქმება. გამოკითხულთა (ინტერვიუ) დაახლოებით ერთი მესამედი აღნიშნავს, რომ თანასწორობა არ არსებობს, მაგრამ ეს ფაქტი ყოველთვის უარყოფითად არ არის აღქმული:
„თანსწორობა კარგი არ არის. ღმერთმა სამყარო იერარქიული წესრიგით შექმნა. მამაკაცისა და ქალის ხელოვნური თანასწორობა ქალებს უბედურებას უქადის“ მამაკაცი ნოტარიუსი
გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა, ირაკლი ფაჩულიამ გააანალიზა:
„იმას, რასაც ჩვენ თანასწორობას ვუწოდებთ, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: თუ იმას ვიგულისხმებთ, რომ მამაკაცმა და ქალმა ერთნაირი ფიზიკური დატვირთვით უნდა იმუშაონ, მაშინ ეს არასწორია. თავად ოჯახის კონტექსტში მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ავსებს და თანასწორობის საკითხი ძალიან ბუნდოვანი ხდება. მამაკაცსა და ქალს თავთავიანთი მოვალეობები აკისრიათ, რომელიც თითოეულმა უნდა შეარულოს. თუ უთანასწორობაში იმას ვიგულისხმებთ, რომ ქალები დაჩაგრულები არიან, ჩემი აზრით, ეს ასე არაა.“
თამარ აბრამიშვილი, ექსპერტი გენდერულ საკითხებში ასე აფასებს გენდერული თანასწორობის მდგომარეობას:
„გენდერული თანასწორობა დემოკრატიის მთავარი მახასიათებელია, მაგრამ ჩვენ ძალიან ნელა მივდივართ მისკენ. უთანასწორობა საზოგადოების ყველა სფეროში იგრძნობა.“
ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანულ უმცირესობაში (ფჯ4) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით განსხვავებული თვალთა ხედვა თვალსაჩინო გახდა ფოკუს ჯგუფებში გამართული დისკუსიებისას, სადაც ყველა მონაწილე აღიარებდა გენდერული თანასწორობის არ არსებობას, მაგრამ მას განსხვავებულ შეფასებებას აძლევდა. ახალგაზრდა მამაკაცების უმეტესობა ამას ნორმალურად მიიჩნევდა. ეს შეხედულება ასე გამოხატა ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა:
„კავკასიური მენტალიტეტიდან გამომდინარე ქალი მუდამ უკანა პლანზეა. ეს მოსაზრება ღრმადაა ოჯახში ფესვგამდგარი.“
თუმცა, იმავე ჯგუფში ზოგიერთმა ქალმა ეს მოსაზრება გააპროტესა და გამოთქვა სურვილი ქონოდა მეტი დამოუკიდებლობა, ქონოდა სამსახური, რომ შესძლებოდა საკუთარი უფლებების დაცვა. ერთმა მონაწილე ახალგაზრდა ქალმა ისიც თქვა, რომ მზად იყო საკუთარ ოჯახზე უარი ეთქვა სამსახურეობრივი კარიერის სანაცვლოდ:
„მე მინდა თანასწორობა ოჯახში და ვთვლი, რომ მარტო კაცი არ უნდა სარგებლობდეს ყველა უფლებით. მე ბედნიერი ვერასოდეს ვიქნები ამგვარ პირობებში. მირჩევნია, არჩევანი თვითონ გავაკეთო და საკუთარი უფლებები დავიცვა.“
ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტები (ფჯ5) ასევე არ იყვნენ ერთსულოვანი გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შეფასებაში. ზოგი მიუთითებდა თანასწორობის არსებობაზე, ბევრი კი აღნიშნავდა, რომ თანასწორობა იყო კანონით გარანტირებული, მაგრამ არ იყო რეალიზირებული. თუმცა, ყველა ერთსულოვანი იყო იმის შეფასებაში, რომ უთანასწორობა ქალაქთან შედარებით სოფლად უფრო მეტად იყო გავრცელებული. ქალების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება ცხადად გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა კაცის შენიშვნაში:
„მამაკაცი ქალთან შედარებით ყველა სფეროში ერთი თავით წინ დგას.“
ქალ სტუდენტებმა ხაზი გაუსვეს გენდერული განსხვავების მნიშვნელობას:
„ქალები მამაკაცების თანაბრად უნდა იყვნენ ჩაბმულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან კაცები და ქალები განსხვავებულად აზროვნებენ.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები (ფჯ7) მათი ახალციხელი თანატოლების მსგავსად, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქართველოში არ არსებობს თანასწორობა და რომ ქალებთან შედარებით მამაკაცები გაცილებით მეტი თავისუფლებითა და უფლებებით სარგებლობენ. ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მამაკაცები, მათი ლიდერობისკენ მისწრაფების გამო მუდამ ცდილობენ ქალებზე უპირატესობის მოპოვებას. როგორც ერთმა მამაკაცმა მონაწილემ აღნიშნა:
„საქართველოში მამაკაცები ყოველთვის დომინირებენ, მათ მუდამ ქალებზე უფრო მაღალი თანამდებობები უკავიათ.“
„უძველესი დროიდან მოყოლებული მამაკაცი იყო უფროსი. საომრად მამაკაცი მიდიოდა და არა ქალი, მიწას მამაკაცი ხნავდა და ამუშავებდა, იმ დროს, როცა ქალი შინ რჩებოდა და ბავშვებს უვლიდა.“
„ქალები და მამაკაცები არ სარგებლობენ ერთნაირი შესაძლებლობებით, სამსახურეობრივ თუ სხვა რომელიმე სფეროში. თანასწორობა ილუზიაა და შორს არის რეალობისგან. ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რას ნიშნავს თანასწორობა, რადგან არსებობს შესაძლებლობა ორივე სქესი თანასწორი იყოს, მაგრამ საამისო სამოქმედო ასპარეზი და პირობები არ არსებობს.“ პარლამენტის წევრი, ნიკა რურუა.
ქალები და მამაკაცები კანონის მიხედვით თანასწორი არიან, მაგრამ ბევრმა იმათგან ვინც ჩვენ გამოვკითხეთ აღნიშნა განსხვავება კანონით განსაზღვრულ და ფაქტობრივ თანასწორობას შორის.
„კანონით მამაკაცი და ქალი თანასწორი უფლებებით სარგებლობენ, და კანონები იცავენ ქალს დისკრიმინაციისაგან. მეტიც, ტრადიციულად ქალს მუდამ პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ რეალურად, ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში, ცხოვრება მამრობითი სქესისაა და მამაკაცზეა ორიენტირებული, ასე რომ ქალი არანაირად არ არის მამაკაცის თანასწორი.“ - საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ბაია რომელაშვილი.
და მაინც, გამოკითხულთაგან (ინტერვიუ) ხუთმა გამოთქვა რწმენა, რომ თანასწორობა რეალურად არსებობს:
„როცა მე ჩემს პირად ცხოვრებას და ჩემს ირგვლივ ადამიანებს ვაკვირდები, თანასწორობას ვხედავ ყველა სფეროში. ჩემი აზრით, საქართველოში არ არსებობს გენდერის პრობლემა და მამაკაცები და ქალები თანასწორნი არიან“ - საჯარო მოხელე ეკა ზღულაძე.
გენდერული სტერეოტიპები
გენდერული იდენტურობა ქალისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცისთვის. ფიქრობენ, რომ ქალებს მეტი სითბო, ექსპრესიულობა და სხვებზე ზრუნვა ახასიათებთ, მაშინ, როცა მამაკაცები უფრო მეტი შემოქმედებითობით, ძალაუფლებითა და თავდაჯერებულობით (Deaux & Major, 2000) გამოირჩევიან. ქალებს ზოგადად მიიჩნევენ როგორც უფრო სხვებზე დამოკიდებულებს, მამაკაცებს კი უფრო დამოუკიდებლებს. ამგვარი დამოკიდებულება რესპონდენტებმა (გამოკითხვა) სამსახურეობრივ წინსვლაში წარუმატებლობის მიზეზების შეფასებისას გამოამჟღავნეს. მაშინ, როცა გამოკითხულთა უმეტესობა მამაკაცების წარუმატებლობის მიზეზს ძალისხმევის უკმარისობას მიაწერდა (34.9%25 შედარებით 27%25-თან ქალების შემთხვევაში), ქალების წარუმატებლობის მიზეზს კი რესპონდენტები უფროსების მათდამი დამოკიდებულებით ხსნიდნენ და მეტიც, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ხელმძღვანელი პირები მათ სათანადოდ არ აფასებდნენ (წარუმატებლობის მიზეზად ამას ქალების შემთხვევაში 31.3 %25 და კაცების შემთხვევაში 17 %25 მიიჩნევდა). ამ შეხედულებას თანაბრად იზიარებენ მამაკაცები და ქალები. კიდევ ერთ სტერეოტიპს - მამაკაცების სიძლიერისა და ქალების სისუსტის თაობაზე ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ქალმა ახალციხის ფოკუს ჯგუფში:
„არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცი ძლიერია და ქალი - სუსტი და ემოციური. რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ასეა.”
გენდერული უპირატესობები
მამაკაცის ქალზე უპირატესობის ცნება საზოგადოდ ჭარბობს მამაკაცებში (გამოკითხვა). მტკიცებულებას, რომ მამაკაცი, როგორც წესი, ყველაფერს ქალზე უკეთ აკეთებს არ ეთანხმება ქალების 69 პროცენტი და მამაკაცთა მხოლოდ 44.7 პროცენტი (გენდერული განსხვავებები მნიშვნელოვანია, Chi square 65.4; df 2, p<001).
ოჯახი ქალის სამყაროდ არის მიჩნეული. ქალისათვის ოჯახის მნიშვნელობა მჟღავნდება, პირველ ყოვლისა, უმრავლესობის (56.1 %25) მიერ გაზიარებულ აზრში, იმის თაობაზე, რომ ქალი უფრო ბავშვის გაზრდითა და სახლის მოვლით უნდა იყოს დაკავებული და არა პროფესიული წინსვლით (ამ მოსაზრებას უფრო მეტად მამაკაცები იზიარებენ - 63%25, ვიდრე ქალები - 48.5%25. Chi square 65.4; df 2, p<001); ხოლო 63.7 %25 იმ აზრს იზიარებს, რომ ქალი უფრო მეტად ოჯახით ფასობს, ვიდრე სამსახურში წარმატებით. ამ შემთხვევაშიც, მეტი მამაკაცი (68.1%25) ეთანხმება ამ მოსაზრებას, ვიდრე ქალი (60.2%25, Chi square 65.4; df 2, p<001).
უმრავლესობა (71. 4 %25) ეთანხმება მტკიცებულებას, რომ ყველასთვის უმჯობესია, როცა კაცი მუშაობს, ხოლო ქალი სახლს უვლის. გენდერული განსხვავება აქაც მნიშვნელოვანია (Chi square 65.4; df 2, p<001), უფრო მეტი კაცი (79.8%25), ვიდრე ქალი (64.7%25) იზიარებს ამ თვალსაზრის.
მამაკაცების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება ბევრ შემთხვევაში იჩენს თავს. ეს ვლინდება იმაში, რომ ქალიშვილის ყოლას ვაჟის ყოლას ამჯობინებენ (კაცების 70.7%25 და ქალების 48.3%25 Chi square 75.6; df 2, p<001), უპირატესობას ანიჭებენ სამსახურში მამაკაცის აყვანას (კაცების 55.1%25 და ქალების 37.2%25, Chi square 47.2; df 2, პ<001).
ძალაუფლება და თავისუფლება
კულტურა განაპირობებს იმას, თუ რა ქმედებები არის მიჩნეული ქალისთვის თუ მამაკაცისთვის შესაფერისად. ”[კულტურისათვის სპეციფიური ინტერპრეტაციები ახდენენ შრომისა და სოციალური სივრცის დაყოფის სტრუქტურირებას, ზღუდავენ შესაძლებლობებს, არჩევანისა და ქმედებების ხელმისაწვდომობას, ორგანიზაციულ და სოციალურ როლებს, ქმედებების თანმიმდევრობას და პოლიტიკას, ემსახურებიან და ამყარებენ მამაკაცის ინტერესებს და ნორმად წარმოაჩენენ მამაკაცის ძალაუფლებას. ამ გზით ქალის მოთხოვნილებები და ინტერესები ხშირად უხილავი ხდება. გენდერული ძალაუფლება ხორციელდება აკრძალვების, გარიყვის, დამცირების დადაკნინების გზით, რაც ზღუდავს ქალის ცხოვრებას. გენდერული ძალაუფლებაღრმადაა ფეხმოკიდებული იმ ფასეულობათა სისტემაში, რომელიც მამაკაცს პრივილეგიას ანიჭებს იმით, რომ განადიდებს მამაკაცურობასთან დაკავშირებული ტრადიციულ მახასიათებლებს და აუფასურებს ქალთან ასოცირებულ მახასიათებლებს (Hawkesworth, 2006)
გენდერული უთანასწორობა მჟღავნედება იმ ნორმებში, რომლებიც არეგულირებენგადაწყვეტილების მიღებისა და რესურსების განაწილების ძალაუფლებას. პასუხი კითხვაზე - ვინ წყვეტს თუ რამდენი შვილი უნდა იყოლიოს ოჯახმა (გამოკითხვა), თანასწორობაზეა ორიენტირებული, და უმრავლესობა (88.5 %25), მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მეუღლეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ. ოჯახში მამის ძალაუფლების ზეგავლენის მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად იყოფა. რესპონდენტთა დიდ ნაწილს (48. 2 %25) მიაჩნია, რომ მამებს არ უნდა ქონდეთ დედებზე მეტი ძალაუფლება შვილებზე, და იმისდა მიუხედავად, რომ მამაკაცებიც და ქალებიც, იზიარებენ ამ თვალსაზრისს, მაინც, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46.4%25) მეტ ძალაუფლებას მამაკაცს ანიჭებს.
ძალაფლება რესურსების მართვაზე, როგორც საჯარო, ისე პირად ცხოვრებაში, მეტწილად კაცის უპირატესობად არის მიჩნეული (ინტერვიუ).
„უთანასწორობა, პირველყოვლისა, საკუთრებაზე უფლებასა და რესურსების კონტროლშიაისახება, რესურსებს კი უმთავრესად მამაკაცები აკონტროლებენ“ - ინტერვიუ ექსპერტთან, ჩარიტა ჯაშთან.
„უთანასწორობა ძალზეთ გავრცელებულია საზოგადოებაში. ქალების დიდი რაოდენობა შრომობს ისეთ სფეროებში, სადაც არ არის ბევრი ფული“ - ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ აბრამიშვილთან.
ქალები და მამაკაცები არ არიან ერთსულოვანნი, იმ საკითხში უნდა შეეძლოს თუ არა ქალს ოჯახთან შეთანხმების გარეშე ხარჯოს საკუთარი შემოსავალი (გამოკითხვა). გაცილებით მეტი ქალი (70.6%25) მამაკაცთან შედარებით (52.2%25) მიიჩნევს, რომ ქალი უნდა სარგებლობდეს ამ შესაძლებლობით (Chi square 37.6; df23, p<001). ხოლო მამაკაცს საკუთარი შემოსავალის ხარჯვის თავისუფლებას ერთნაირად ანიჭებენ როგორც მამაკაცები (66.5%25), ისე ქალები (66.1%25). ქალები და მამაკაცები, ერთნაირად მიიჩნევენ, რომ ბიჭები (93.1%25) და გოგონები (92.8%25) სიყვარულით უნდა დაქორწინდნენ და არა გარიგებით.
მეტი თავისუფლების აუცილებლობის საკითხი წამოიჭრა საკითხის განხილვისას ახალქალაქში (ფჯ6), სადაც მეტწილად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. ახალგაზრდა ქალმა შენიშნა, რომ გოგონებს არა აქვთ თავისუფლება, მეორე მონაწილემ კი აღნიშნა, რომ არ იცის რას ნიშნავს თავისუფლება, და რომ დაცული უნდა იყოს რაღაც შუალედი იმისათვის, რომ ქალმა თავი არ იგრძნოს ციხეში და ამავე დროს, არც მორალის ზღვარს გასცდეს.
კიდევ ერთმა მონაწილე ქალმა თავისუფლება თვითშეფასებას დაუკავშირა:
„ქალები საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულნი და ამიტომ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მამაკაცებს მეტი თავისუფლება აქვთ.“
რამდენიმე მონაწილემ, უმეტესად გოგონებმა, აღნიშნეს, რომ ტრადიციები ზღუდავენ ქალის თავისუფლებას და მხოლოდ შესაბამის აღზრდას შეუძლია შეცვალოს ვითარება და მენტალიტეტი.
უთანასწორობა განსაკუთრებით თვალშისაცემია ოჯახში. ფოკუს-ჯგუფის ქალი მონაწილეები ახალციხეში (ფჯ5) ჩიოდნენ, რომ გოგონებს საღამოს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა უფრო მეტად ბიჭებს ეძლევათ და რომ ოჯახში ყველაფერი ბიჭებს ეკუთვნით, რადგან მიიჩნევენ, რომ გოგონები გათხოვდებიან და მათ ამიტომ არაფერი ჭირდებათ.
უთანასწორობის ფესვები და მისი მიზეზები
გენდერული უთანასწორობის გამართლება არის მსოფლიო რელიგიათა სწავლებებისა და მათი პრაქტიკის ნაწილი (Deckard, 1975). თითქმის ყველა წამყვან რელიგიაში, ქორწილის დროს ქალი სიტყვიერად, ან სიმბოლურად გამოხატავს ქმრისადმი მორჩილების მზაობას.
სამღვდელოებას ძირითადად მამაკაცები შეადგენენ, იმისდა მიუხედავად, რომ ქალები მუდმივად არიან ჩართულნი რელიგიურ აქტივობებში.
მამაკაცურობის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მჟღავნდება, სადაც გამოჩენილ ქალებს მამაკაცის თვისებებს მიაწერენ საჯაროდ დახასიათებისას, ანდა შექებისას ამბობენ, მამაკაცივით ირჯებაო.
„თავად თამარ მეფის შემთხვევაშიც, მისი სახელის პატრიარქალურობა თვალშისაცემია. ეს დღესაც ასეა და თაობები დასჭირდება ამ შეხედულების შეცვლას.“ - ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან. სტერეოტიპებად კრისტალიზებული ტრადიციები დიდად განაპირობებს ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას.
„სტერეოტიპის შესაბამისად, ქალი პასიურია, დაუსაქმებელია და მისი უპირატესი სამფლობელო ოჯახია, მაშინ, როდესაც მამაკაცი პროფესიული საქმიანობითაა დაკავაბული.“ - ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, ნიკა რურუასთან. ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის გამყარება გამუდმებით ხდება კულტურისა და აღზრდის მეშვეობით.
„ჩვენ პატარა ბიჭსაც კი ვეუბნებით, არ იტირო, ბიჭს ტირილი არ შეშვენის, შენ ძლიერი უნდა იყო, და ასე შემდეგ...“ ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, გუგული მაღრაძესთან.
„განვითარების ზოგადი დონე და ეკონომიკური შეჭირვება ქვეყანაში აღიქმება, როგორც უთანასწორობის გამამართლებელი მიზეზი. ქალებს არა აქვთ პირობები, რომ თავიანთი შესაძლებლობები სრულად განახორციელონ“ - ინტერვიუ ექსპერტთან, ჩარიტა ჯაშთან.
„ადამიანები დღეს გენდერულ უთანასწორობაზე არ ფიქრობენ, რადგან მათ ამის დრო არა აქვთ, ისინი ხვალინდელი სარჩოს შოვნით არიან დაკავებულნი“ - ინტერვიუ ექსპერტთან, მარინა თაბუკაშვილთან.
მამაკაცთან შედარებით გარემო ქალს გაცილებით ნაკლებად უწყობს ხელს შესაძლებლობების განვითარებაში. შესაბამისად, ქალს გაცილებით მეტი ძალისხმევა ჭირდება წარმეტების მიღწევისათვის.
„საზოგადოდ ქალებს გაცილებით მეტი ძალისხმევის გაღება უწევთ საკუთარი უფლებების რეალიზებისათვის“ - ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, გუგული მაღრაძესთან.
უთანასწორობის მიზეზებს უფრო ხშირად ქალებს უკავშირებენ და არა საზოგადეობას. ბევრი ქალებს პასიურობას მიაწერს და სწორედ ამას მიიჩნევს უთანასწორობის მიზეზად.
ამავდროულად აქტიურ ქალებს საკმაოდ უარყოფითად აფასებენ.
„საქართველოში მამაკაცისა და ქალის სამუშაო დაყოფილია სქესის მიხედვით. აქტიური ქალების მიმართ არსებობს სკეპტიკური დამოკიდებულება“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ხათუნა სანიკიძესთან.
ქალებს ხშირად აბრალებენ, რომ ისინი უფრთხიან დამოუკიდებლობას:
„ქალს არ მიაჩნია მართებულად ქმარს გვერდი აუაროს, ან თუნდაც, ძმას შეეპასუხოს, რადგან ის უფრთხის დამოუკიდებლობას“ - ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან.
უთანასწორობის მიმართ დამოკიდებულება და უთანასწორობის ხარისხი ასაკთან ერთად იცვლება. როგორც წესი, ახალგაზრდები უფრო ეგალიტარულ, თანასწორბის მომხრე მიდგომას ამჟღავნებენ.
„ახალგაზრდა თაობას თანასწორობის მისაღწევად მეტი საშუალებები აქვს. ახალგაზრდაქალები დღეს უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მათ ასაკში იყვნენ ჩვენი დედები“. - ინტერვოუ პარლამენტის წევრთან, ნიკა რურუასთან.
„უთანასწორობის ხარისხი განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, ისევე, როგორც სოფლისა და ქალაქის მოსახლეობაში. უთანასწორობა ბევრად უფრო მეტად იგრძნობა სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.“ - ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან.
განათლების სტატუსი და რელიგია ხშირად განსაზღვრავს თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებას. მთავარ ფაქტორად აქაც სქესი გვევლინება, რადგან ქალები უთანასწორობას მამკაცებზე უფრო მეტად აღიქვამენ.
„ქალები ხედავენ უთანასწორობას, მამაკაცები კი ვერა“. - ინტერვიუ საჯარო მოხელესთან, დალილა ხორავასთან.
ცვლილებები თანასწორობაში და მათი მიზეზები
სიღრმისეული ინტერვიუს რესპონდეტები აღნიშნავენ დადებით ცვლილებებს გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში:
„ქალების მოსაზრებებს სულ უფრო მეტად იღებენ მხედველობაში. ეს ხდება უპირატესად იმ ფაქტის გამო, რომ ეკონომიკური კრიზისის განმავლობაში ქალებმა შეძლეს ოჯახების გადარჩენა, მამაკაცები ამ დროს ვერაფერს გახდნენ. დღესაც კი, ბევრ ოჯახში ქალები მუშაობენ და არა მამაკაცები“. - ინტერვიუ მცირე ბიზნესის მარინა აღუშაშვილთან.
„თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება შეინიშნება მხოლოდ ბოლო ხანებში, მას შემდეგ როცა ცოტა არ იყოს სამარცხვინო გახდა სტერეოტიპული აზროვნების გამომჟღავნება. ამას გარდა, მეტი ქალი გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ქალი ამასობაში ბევრ ტრადიციულად მამაკაცურ როლს კისრულობს, როგორიცაა, ოჯახის რჩენა, კარიერაზე ზრუნვა, მაგრამ ტრადიციულად ქალის როლები, როგორიცაა ოჯახზე და ავადმყოფებზე და აგრეთვე ხანდაზმულებზე ზრუნვა მამაკაცისათვის არაა საკმარისად პრესტიჟული და ისევ ქალებს უწევთ მათი შესრულება“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ლელა ხომერიკთან.
„ქალების ბრძოლა უფრო აქტიური ცხოვრებისათვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და ლიდერობისაკენ ქვეყნის ევროპული ღირებულებებისაკენ სწრაფვითაა განპირობებული“. - ინტერვიუ საჯარო მოხელესთან, მამუკა ახვლედიანთან.
ძირითადი საკითხები
გენდერული უთანასწორობა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი და ოჯახური ცხოვრების სფეროში, აღიარებულია, როგორც არსებული რეალობა, მაგრამ არა როგორც პრობლემა. უთანასწორობა აღქმულია უფრო როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ამ მოსაზრებას იზიარებს, როგორც მოსახლეობა, ასევე ხელისუფლება.
იმის დასტურად, რომ ქვეყანა უნივერსალური ფასეულობებისაკენ და ევროპაში ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი იმ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის მიღწევას. სამართლებრივი ჩარჩოები გენდერულად ნეიტრალურია, ისინი არ უშვებენ გენდერის საფუძველზე რაიმე სახის დისკრიმინაციას, მაგრამ საერთაშორისო დოკუმენტებისა თუ ქვეყნის კანონებისადმი დაქვემდებარება ფორმალური ხასიათისაა, რადგან დისკრიმინაციასთან ბრძოლის ძირითადი საქმიანობები საბიუჯეტო ხარჯებით არაა გამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა) დახმარებით პარლამენტის საკონსულტაციო საბჭო მოქმედებს თავის მანდატის ფარგლებში, ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება არ დაწყებულა. ჩამოყალიბებულია, მაგრამ მოქმედება არ დაუწყია აღმასრულებელ ორგანოს. პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტები, როგორიცაა (სიღარიბის დაძლევის სტარტეგიული მოხსენება და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა) გენდერულ პრობლემატიკაზე არ არიან ფოკუსირებული.
არ არსებობს მუდმივმოქმედი სახელმწიფო უწყება, რომელსაც ექნებოდა გენდერული თანასწრობის მხარდაჭერისა და მასზე მეთვალყურეობის გაწევის მანდატი.
წინსვლა თანასწორობასთან დამოკიდებულების მიმართ აღნიშნა მრავალმა, კონსულტაციაში მონაწილე პირმა. იგი ცხადად არის გამოკვეთილი ახალგაზრდებსა და ქალაქის მოსახლეობაში.
გენდერთან დაკავშირებული ვითარება ცალკე საკითხად არ უნდა იქნეს განხილული, რადგან იგი უფრო ფართო პრობლემის, ღირებულებათა საკითხის ნაწილია. არსებული მდგომარეობის სათავე უნდა ვეძიოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უგულვებელყოფაში, რაც განსხვავებულ სფეროებში ვლინდება და ასახულია საერთაშორისო და ადგილობრივ ორგრანიზაციათა მთელ რიგ მოხსენებებში (მაგ. სახალხო დამცველი მოხსენება 2007). მანამ, სანამ არა ეკონომიკური ეფექტიანობა, არამედ ადამიანის უფლებები და მისი კეთილდღეობა არ იქცევა არც ქვეყნის განვითერბის პოლიტიკის უმთავრეს პრინციპად, არ უნდა ველოდეთ მკვეთრ ცვლილებებს გენდერული თანასწორობის საკითხში და არც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას.
![]() |
2 გენდერი საზოგადოებრივ სარბიელზე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 თავი 3: საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნიუ-იორკში 2000 წლის 8 სექტემბერს განცხადებული ათასწლეულის განვითარების რვა მიზნიდან ერთ-ერთი, რომელიც 2015 წლისთვის უნდა იქნას განხორციელებული და რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა, პირდაპირ გენდერულ თანასწორობას ეხება. მიზნის ამოცანა 9 მოითხოვს ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის გაპირობებას პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ და მართვის ყველა დონეზე განხორციელებულ აქტიობებში.
მონაწილეობა საჯარო ცხოვრებაში და განსაკუთრებით, პოლიტიკაში ქვეყანაში თანასოწორობისა და დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორია.
საქართველოს მოსახლეობა ძლიერ დაინტერესებულია პოლიტიკით და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრებით. თუმცა პრობლემა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ხშირად ქუჩის საპროტესტო აქციებში გამოყავს, საკუთარი უძლურების გრძნობით არის გაპირობებული, იმასთან დაკავშირებით, რომ არ აქვს შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნისათვის მნიშვენლოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით მამაკაცებისა და ქალების უმრავლესობა (82.4%25) დაინტერესებულია პოლიტიკით და 95.3 პროცენტი რეგულარულად უყურებს ახალ ამბებს ტელევიზიით. ყველაზე პოპულარული არხი იყო „იმედი“, მას მოსდევდა არხი „რუსთავი 2“.
ცხრილი 3
სატელევიზიო ახალი ამბების რანჟირება პოპულარობის მიხედვით
№ |
სატელევიზიო ახალი |
პროცენტი |
1 |
ქრონიკა (იმედი) |
89.1 |
2 |
კურიერი (რუსთავი 2) |
66.2 |
3 |
მოამბე (საზოგადოებრივი |
24.5 |
4 |
რუსული ტელე არხები |
19.4 |
5 |
მზერა(მზე) |
18.9 |
6 |
ადგილობრივი |
12.7 |
7 |
ახალი ამბები (აჭარის |
10.7 |
8 |
აზერბაიჯანის ტელე |
2.4 |
9 |
სომხური ტელეარხები |
2.2 |
10 |
თურქული ტელეარხები |
0.2 |
ახალი ამბების გარდა, ტელეარხი „იმედის“ პოლიტიკური გადაცემებიც ასევე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
ცხრილი 4
ტელეპროგრამების რანჟირება პოპულარობის მიხედვით
№ |
სატელევიზიო პროგრამა |
პროცენტი |
1. |
დროება (იმედი) |
84.4 |
2. |
რეაქცია (იმედი) |
72.1 |
3. |
ღია ეთერი (იმედი) |
65.5 |
4 |
პოსტ სკრიპტუმი |
51.1 |
5 |
თოქ-შოუ (რუსთავი 2) |
25.4 |
6 |
ტაბუ (მზე) |
15.4 |
7 |
დღის კომენტარი |
8.2 |
8 |
ღამის საუბრები |
6.4 |
გაზეთების მკითხველთა რაოდენობა გაცილებით მცირე იყო მათთან შედარებით, ვინც ახალ ამბებს ტელევიზიით ადევნებდა თვალს; გაზეთს ქალებთან შედარებით ოდნავ მეტი მამაკაცი კითხულობდა, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებდნენ გაზეთებს რეზონანსი, 24 საათი, და სხვა ადგილობრივ გაზეთებს, ქალები კი უფრო ალიას და კვირის პალიტრას კითხულობდნენ.
ცხრილი 5
გაზეთების პოპულარობა
№
|
გაზეთი |
პროცენტი |
მამაკაცების
მაჩვენებელი |
ქალების |
1 |
კვირის |
22.1 |
21.0 |
23.0 |
2 |
ასავალდასავალი |
8.6 |
8.8 |
8.4 |
3 |
ადგილობრივი |
6.9 |
7.5 |
6.5 |
4 |
ალია |
6.5 |
5.4 |
7.3 |
5 |
რეზონანსი |
6.2 |
8.2 |
4.6 |
6 |
24 საათი |
5.5 |
6.1 |
5.1 |
7 |
ქრონიკა |
4.2 |
4.4 |
4.1 |
8 |
სიტყვა და საქმე |
2.3 |
2.3 |
2.3 |
9 |
ახალი თაობა |
1.7 |
1.7 |
1.6 |
10 |
ახალი ვერსია |
1.7 |
1.7 |
1.8 |
11 |
ჯორჯიან თაიმსი |
1.1 |
0.8 |
1.3 |
საზოგადოებრივი ინტერესის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი მონაწილეობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ეს მოთხოვნილება ვერ კმაყოფილდება, მოქალაქეები თავს უძლურად გრძნობენ ზეგავლენა მოახდინონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რაც განაპირობებს მოსახლეობის მონაწილეობას ქუჩის აქციებში. გამოკითხვისას გაცემული პასუხებისმიხედვით მოსახლეობის 57. 8 პროცენტი, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, იზიარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს წინაშე მდგარი საკითხების მოგვარება
მხოლოდ ხალხის მონაწილეობით არის შესაძლებელი, თუმცა მათგან მხოლოდ მესამედს (29.2%25) ჯერა, რომ რიგით მოქალაქეს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებს და კაცებს მონაწილეობის ერთნაირი მოთხოვნილება გააჩნიათ, მათ განსხვავებული ხედვა აქვთ მის განხორციელებაზე. იმ აქტივობების შერჩევისას, რომელთა განხორციელებაც შესაძლებლად მიაჩნიათ საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ქალები ნაკლებად აქტიურ გზებს არჩევენ, ისეთებს როგორიცაა მიტინგებზე დასწრება (ქალების 20.6%25 და კაცების 17.7%25),პეტიციაზე ხელის მოწერა (ქალების 36.3%25 და კაცების 32.8%25), მაშინ როდესაცმამაკაცები უპირატესობას ქუჩის აქციებში (კაცების 18.2 %25 და ქალების 14.8 %25) და მიტინგებში (კაცების 21.5%25 და ქალების 19.9%25) მონაწილეობას ანიჭებენ.
ნახ. 2 უფლებათა დარღვევის შემთხვევაში განხორციელებული აქტიობები
მოსახლეობის რეალური მონაწილეობა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე მოქმედების მზადყოფნა. როგორც გამოირკვა, 2007 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე გამოკითხულთაგან მხოლოდ 7.8 პროცენტი იღებდა მონაწილეობას კოლექტიურ აქციებში. მამაკაცების მონაწილეობა აღემატებოდა ქალებისას. აღნიშნულ პერიოდში ერთხელ მაინც მამაკაცების 10.7-მა და ქალების 5.5 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა კოლექტიურ აქციაში. (Chi square 9.5;df 2; p<.05)
ქალები პოლიტიკაში
მსოფლიოს მასშტაბით ქალები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დემოკრატიის დასამყარებლად, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ გამართულ ყველაზე სახიფათო აქციებში. (Jaquette & Wolchik, 1998). დიდი იყო ქალების მონაწილეობა საბჭოთა კავშირისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ორგანიზებული ქუჩის აქციების დროსაც (საბედაშვილი, 2007), „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდის ქუჩის აქციებში და 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის აქციებში.
საქართველოში ქალების აქტივობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისტორიული რეალობაა. ამასთან მიმართებაში ყველაზე ხშირად ახსენებენ თამარ მეფეს, ქალ მონარქს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ქვეყნის დიდება. ქალები იყვნენ თურქეთის წინააღმდეგ აჯანყების მოთავენი სამხრეთ საქართველოში. მუსლიმანი ქალები იცავდნენ ქალაქ ახალციხეს რუსეთის იმპერიის და საქართველოს გაერთიანებულ ჯარისგან.
დღეს მრავალ ქალს ნახავთ მანიფესტაციაში მონაწილეთა შორის, ან წინასაარჩევნო საქმიანობით დაკავებულს. პრობლემა ქალების მცირე მონაწილეობაში კი არაა, არამედ იგი ქალების ინტერესებსა და საქმიანობას მათ ხელთ არსებული ძალაუფლების შეუსაბამობაში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, მათ დაბალ წარმომადგენლობაშია.
საქართველოს კანონმდებლობა ქალ და მამაკაც ამომრჩეველს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. ხმის მიცემისას ისინი თანაბრად აქტიურნი არიან, როგორც სოფლად, ისე ქალაქში (ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში, 2004), თუმცა, თანასწორობა ძალზე შორსაა სასურველისგან მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ ვინ არის არჩეული მმართველობის ნებისმიერ დონეზე. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალზე შეზღუდულია და ძლიერ ჩამორჩება გაეროს მიერ დასახულ მიზანს, განსაზღვრულს 30 პროცენტით.
გენდერს პოლიტიკაში ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მხარე აქვს. ერთი - ქალის წარმომადგენლობას შეეხება, ხოლო მეორე - ქალთა პრობლემებზე ზრუნვას. წარმომადგენლობა ზრდის ქალის პრობლემების განხილვის და ასევე გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების ალბათობას, თუმცა, წარმომადგენლობა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს სასურველ შედეგს.
„ქალთა უბრალოდ სათანადო რაოდენობით წარმომადგენლობა პოლიტიკასა თუ პარლამენტში საკმარისი არაა, მაშინაც კი როდესაც ეს წარმომადგენლები ქალთა მოძრაობის წევრები არიან. მოძრაობას უნდა ყავდეს ლიდერები, რომლებიც მონდომებულნი იქნებიან ქალის ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას. მათ არ უნდა მიაჩნდეთ სირცხვილად საზოგადოებაში, ან პარლამენტში ქალების საჭიროებებზე ღიად საუბარი. დღეს ეს საკითხები მარგინალიზირებულია და სამარცხვინოდ ითვლება.“ ინტერვიუ ექსპერტთან, მარინა თაბუკაშვილთან.
ქალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მისი დადებითი ზეგავლენა ერთხმად იქნა აღიარებული ყველა ექსპერტისა და პოლიტიკური ლიდერის ინტერვიუში და იმ ჯგუფურ განხილვებში, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ინტერვიუს რესპონდენტებმა და განხილვების მონაწილეებმა გამოყვეს რამოდენიმე მიზეზი, რომელიც განაპირობებს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას:
დემოკრატიის წინაპირობები:
თანასწორობა დემოკრატიის საფუძველია.
„საზოგადოება შედგება მამაკაცებისა და ქალებისაგან, ასე რომ ორივენი უნდაიყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, მანანა ნაჭყებიასთან; ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ირაკლი ქავთარაძესთან.
„ყველფერს ორი საწყისი აქვს - მამაკაცური და ქალური, ყველა პრობლემა ორივე სქესს ეხება, ამიტომ ორივეს მოსაზრება უნდა იქნეს გათვალისწინებული.“ ფჯ2-ის მონაწილე.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ქავთარაძის აზრით:
„სრულყოფილი დემოკრატია შესაძლებლობას აძლევს საზოგადოების ყველა წევრს გამოხატოს თავისი აზრი და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ნიშნავს, რომ თუ საზოგადოების ნახევარი ქალებისგან შედგება და პარლამენტში კი მხოლოდ მათი ათი პროცენტია წარმოდგენილი, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორ გზას არ ვადგავართ“.
ქალების გადაწყვეტილების მიღების სტილი
„ბევრს მიაჩნია, რომ ქალები უფრო პრაგმატული, კონსტრუქტიული და ნაკლებად არაპროგნოზირებადები არიან“. ინტერვიუ პარლამენტის წევრებთან, კახა კუკავასთან; ქეთი მახარაშვილთან. ექსპერტთან, მარინა მუსხელიშვილთან.
თუმცა, ზოგს ემოციურობა უპირატესობად მიაჩნია, რაც ქალის გადაწყვეტილების მიღებაში უფრო დიდ როლს თამაშობს.” ინტერვიუ საჯარო მოხელესთან, დალილა ხორავასთან.
საკითხები, რომელსაც ქალები ყურადღებას აქცევენ
ყურადღების გამახვილება იმ საკითხებზე, რომლებიც ტრადიციულად ქალის პრობლემადაა აღქმული.
„ქალების მონაწილეობა გარანტია იქნება იმისა, რომ ქალისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სკოლამდელი და სასკოლო განათლება, ყურადღება მიექცევა“. ინტერვიუ ექსპერტთან ჩარიტა ჯაშთან.
თანამშრომლობითი დამოკიდებულება
ქალებში უფრო მაღალია თანამშრომლობითი ურთიერთობის ხარისხი.
„ქალები ქმნიან უფრო თანამშრომლობით ატმოსფეროს, რასაც შედეგად უფრო გაწონასწორებული და მშვიდობიანი გადაწყვეტილებები მოაქვს“. მამაკაცი ფჯ.7-ის მონაწილე.
„ქალები ერთმანეთს უსმენენ და ეს მათ უბიძგებს ერთად იფიქრონ პრობლემებზე“. ქალი ფჯ 4 -ის მონაწილე.
ასევე გაისმა თუმცა კი შეფარვით საპირისპირო, უარყოფითი დამოკიდებულება ქალების აქტიური მონაწილეობის მიმართ, როგორც ერთმა ახლაგაზრდა კაცმა აღნიშნა ჯგუფური განხილვისას ახალქალაქში:
„ქალს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, თუ მას ამბიციები არა აქვს“. (ფჯ 6).
რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, გამოკითხვის შედეგები მიუთითებენ, რომ სახეზეა გენდერული განსხვავება ქალის პოლიტიკაში ჩართულობის თაობაზე (Chi Square 25.7; df 2; p<.001) - ქალების უმეტესობა მხარს უჭერს ქალების მონაწილეობას (54.7%25), მამაკაცების უფრო მცირე რაოდენობა (39.1%25) თვლის, რომ ქალების პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართვით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს. თუმცა, ორივე სქესის წარმომადგენელი საპრეზიდენტო კანდიდატის როლში უპირატესობას ანიჭებს მამაკაცს, თუმცა ამას მამაკაცების უფრო დიდი ნაწილი აკეთებს (Chi Square 25.7; df 2; p<.001). ერთნაირი ღირსებების მქონე მამაკაცი და ქალი კანდიდატის პირობებში მამაკაცების 9.2%25, და ქალების 21.5 %25 არის მზად ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
ქალები პარლამენტში
ქალები ელექტორატის 59.0 პროცენტს შეადგენენ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ქალების მონაწილეობა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მცირეა. საქართველოს პარლამენტი 2004 წელს 235 წევრისაგან (ერთმანდატიანი მაჟორიტარები - 85 და პროპორციული სიით არჩეული დეპუტატები - 150) შედგებოდა. მათგან ქალი იყო მხოლოდ 23, რაც პარლამენტის წევრების 10.4 პროცენტს შეადგენდა. ქალთა წარმომადგენლობა 2008 წლის პარლამენტში 6 პროცენტამდე შემცირდა და მიაღწია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს. აღსანიშნავია, რომ ფაქტიურად საქართველოს პარლამენტში ქალთა რაოდენობა არჩეულზე ნაკლებია, რადგან ორმა ოპოზიციური პარტიებიის სიით არჩეულმა ქალმა დეპუტატმა - ეკა ბესელიამ და ფიქრია ჩიხრაძემ უარი თქვეს მანდატის აღებაზე.
ნახ. 3 ქალების წილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში (1990 წლის უზენაესი საბჭო და 1992, 1995, 1999, 2004, 2008 წლების პარლამენტი)
საქართველოს პარლამენტის არჩევნები კომბინირებული, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ქალი პოლიტიკოსებისთვის მაჟორიტარ დეპუტატად გასვლა უკიდურესად რთულია. 2004 წელს მაჟორიტარული წესით არჩეული 71 პარლამტენტის წევრიდან მხოლოდ სამი, ანუ 4.2 პროცენტი (ნინო ბურჯანაძე, სოფიო ლარცულიანი და ნანა პატარკაციშვილი), ხოლო 2008 წელს ერთი (რუსუდან კერვალიშვილი) იყო ქალი. პროპორციული სისტემით ქალების არჩევის შანსები ოდნავ უკეთესია, თუმცა, პარტიული სიები ქალ კანდიდატებს, როგორც წესი სიის ბოლო პოზიციებს უთმობენ, ასე რომ, პარლამენტში ადგილის ალბათობა უფრო მაღალია, მცირე პარტიული დანაწევრების პირობებში, როდესაც ერთ პარტიას აქვს ბევრი ადგილი მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ასე მოხდა 2004 წლისა და 2008 წლის პარლამენტში, პროპორციული სისტემით არჩეული ქალი დეპუტატები მხოლოდ 13.3 პროცენტს შეადგენდნენ 2004 და 5.3 პროცენტს 2008 წელს.
დაბალი წარმომადგენლობის ფონზე, ის თანამდებობები, რაც ქალებს ეკავათ, მართლაც შთამბეჭდავია. 2001 წლიდან ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 13-დან 3 კომიტეტს ქალები თავმჯდომარეობდენ; ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ხათუნა გოგორიშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების, ხოლო ნინო ნაკაშიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 25 თავმჯდომარის მოადგილედან 4 ქალი იყო (ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ევროპასთან ინტეგრაციისა, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები). ნაციონალური მოძრაობადემოკრატების საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციას მაია ნადირაძე, ხოლო დანარჩენ შვიდ ფრაქციას მამაკაცები ხელმძღვანელობდნენ. ტრადიცია გაგრძელდა 2008 წლის პარლამენტში. რუსუდან კერვალიშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ხათუნა გოგორიშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა, სამი დეპუტატი - მაგდა ანიკაშვილი, ეკა ხერხეულიძე და ხათუნა ოჩიაური კომიტეტების (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლების, მეცნიერების და კულტურის) თავმჯდომარის მოადგილეები არიან.
უახლოეს წლებში დადებითი ცვლილებები გენდერული თანასწორობის სფეროში მოსალოდნელი არაა, რადგან სხვაობა უდაბლესსა და უმაღლეს წარმომადგელობაში ბოლო თხუტმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ 2.2 პროცენტს შეადგენს, ამდენად, გაეროს მიერ დასახული მიზანი 30 პროცენტი საგანგებო ძალისხმევის გარეშე, მიუღწეველი ჩანს.
ქალთა საკითხების წარმოჩენა პოლიტიკაში კიდევ უფრო უარესადაა დაყენებული, ვიდრე ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში, და ის ძალიან იშვიათად ხდება პარლამენტართა ყურადღების საგანი. როგორც სწორად შენიშნა ერთ-ერთმა გამოკითხულმა ექსპერტმა, ამ სფეროში ქალი დეპუტატების აქტიობა დიდად არ განსხვავდება მათი მამაკაცი კოლეგებისაგან.
ქალები ადგილობრივ თვითმმართველობაში
პარლამენტთან შედარებით ვითარება ქალთა წარმომადგენლობის მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობაში უკეთესია. 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში არჩეულთაგან 11.5 (პრპოცენტი) ქალი იყო. 1998 წლიდან არჩეული ქალების რაოდენობამ იკლო, რაც საარჩევნო კანონის ცვლილებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ნახ. 4 ქალები ადგილობრივ თვით-მმართველობაში
სოფლის საკრებულოების რიცხვი, რომელიც თვით-მმართველობის ყველაზე დაბალ საფეხურს წარმოადგენს და სადაც ქალების დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი, 2002 წლისათვის შემცირდა. იმავე კანონის თანახმად, საკრებულოები რეგიონებში ყალიბდება არა პირდაპირი ხმის მიცემის წესით, არამედ როგორც ასოცირებული ორგანო, რომელიც შედგება უფრო დაბალი დონის, სოფლის, თემის, დაბისა, თუ ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების ერთეულების ხელმძღვანელებისაგან.
2006 წელს ადგილობრივი მმართველობების ორგანოების რიცხვი შემცირდა 998-დან 75 მდე, არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით - პროპორციული და მაჟორიტარულით, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმების უმრავლესობა უნდა მიეღო. ეს კი ძალზე რთულად მისაღწევი ამოცანაა ქალებისათვის (ბაგრატია, 2006). 2006 წელს პროპორციული სიტემით არჩეული დეპუტატებიდან ქალები 16.3 პროცენტს შეადგენდნენ, მაჟორიტარებიდან ამის ნახევარს - 8.3 პროცენტს.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში სამჯერ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მათში მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა:
რაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ერთეული, მით ნაკლებია ალების წარმომადგენლობა (მაგ. 1998 წელს ქალების წარმომადგენლობა იყო 15 როცენტი სოფლის საკრებულოში, 13 პროცენტი დაბათა საკრებულოებში, 9 პროცენტი ეგიონულ საკრებულოში და 7.4 პროცენტი ქალაქის საკრებულოში). 006 წლის არჩევნებში არც ერთი ქალი მერად არ აურჩევიათ. თბილისის საკრებულოს 37 წევრთაგან 25 არჩეულ ქნა პროპორციული და 12 მაჟორიტარული სისტემით, მათგან მხოლოდ ხუთი იყო ქალი. მეტიც, 66 გამგებელს შორის ქალები 5.5 პროცენტს შეადგენენ.
2006 წელს ქალების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იყო კონფლიქტურ რეგიონებში (64.3 პროცენტი ზემო აფხაზეთში და 21.4 პროცენტი ლიახვის ხეობის საარჩევნო უბნებში); ამის საპირისპიროდ, ქალების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში: მარნეულში ქალები მხოლოდ 1.9 პროცენტს, ხოლო ბოლნისში - 4.7 პროცენტს შეადგენდნენ.
მრავალი გამოკითხული ექსპერტისა და პოლიტიკოსის აზრით ქალების წარმომადგენლობა თვით-მმართველობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალების მონაწილეობა პარლამენტში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები ადგილობრივ თვითმმართველობში ჩაებან, რადგან მოსახლეობა უფრო დაკავშირებულია საკრებულოს წევრებთან“ - ინტერვიუ საკონსულტაციო საბჭოს წევრთან, ბაია რომელაშვილთან.
2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებამდე, არჩევნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების დონისა და თვითმმართველობაში ქალების როლის დამოკიდებულების დადგენის მიზნით საქართველოს რამოდენიმე რეგიონში ჩატერებულ იქნა გამოკითხვა. სულ გამოკითხულ იქნა 603 ადამიანი. შედეგებმა ერთმნიშვნელოვნადგამოავლინა მოსახლეობის დაბალი მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში. მოსახლეობის მხოლოდ 13.9 პროცენტმა (8.9%25 მამაკაცი და 5.0%25 ქალი) აღნიშნა საკუთარი ჩართულობა. კთხვებზე, რომლებიც ქალების აღმასრულებელ ორგანოებში მონაწილეობას შეეხებოდა, რესპონდენტთა ნახევრზე მეტმა (58.7-მა%25 - 50.6%25 მამაკაცმა და 67.4%25 ქალმა) აუცილებლად, ან სასურველად მიიჩნია, ქალების წარმომადგენლობის გაზრდა. ოჯახურ ვალდებულებები, ტრადიციები, სურვილისა და გამოცდილების ნაკლებობა ყველაზე ხშირად იყო დასახელებული ქალის პოლიტიკაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ მიზეზად. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ქალი (38.4%25), კაცებთან შედარებით (33.5%25) აღნიშნავდა ვალდებულებებს ოჯახის წინაშე, როგორც ქალთა მონაწილეობის ხელშემშლელ პირობას. ამასთან გამოკითხულთა 53.7 პროცენტი მიუთითებდა პოლიტიკოს ქალებისა და კაცების განსხვავებულ მუშაობის სტილზე. განსხვავებას კაცებზე (51.5%25) მეტად ქალები (60.3%25) აღნიშნავდნენ.
ქალები (39.7%25) საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი არჩევნებში უპირატესობას ქალ კანდიდატებს, ხოლო კაცები კაც (43.9%25) კანდიდატებს ანიჭებდნენ. ქალებისა და კაცების თითქმის თანაბარი რაოდენობა (ქალების 29.1%25 და კაცების 28.4%25) მიუთითებდა, რომ კანდიდატის სქესს არ ქონდა რაიმე ზეგავლენა მათ არჩევანზე ხმის მიცემისას. |
ნახ. 5 არჩევნებში კანდიდატებისადმი უპირტაესობის მინიჭება მათი სქესის მიხედვით წყარო: ადგილობრივ თვითმმართველობაში ადგილობრივ ქალთა მონაწილეობის თაობაზე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები (2006).
ქალები აღმასრულებელ ორგანოებში
2004 წლამდე მთავრობაში ორად-ორი ქალი მინისტრი იყო (გარემოს დაცვის და კულტურის). ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც 2004 წელს მოვიდა სათავეში, ხაზი გაუსვა ქალის უფრო ფართო წარმომადგენლობის აუცილებლობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ განცხადების კვალდაკვალ 2004 წლის მინისტრთა კაბინეტში, ოთხი მინისტრი ქალი შევიდა (თამარ ლებანიძე, გარემოს დაცვის მინისტრი, თამარ სულუხია, ინფრასტრუქტურს მინისტრი, ეთერ ასტემიროვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი - სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან ინეგრაციის საკითხებში). შემდგომ კიდევ ერთი ქალი - სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ამდენად, იმ დროს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ქალები 20 პროცენტს შეადგენდნენ. მაგრამ, 2007 წლის დეკემბრისათვის მხოლოდ ორი მინისტრი ქალი შემორჩა მთავრობას - ზინაიდა ბესტაევა, სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და ეკა ტყეშელაშვილი, იუსტიციის მინისტრი. უკეთესი მდგომარეობა იყო მინისტრის მოადგილეებთან მიმართებაში. 46 მოადგილიდან 9 ან 19.6 პროცენტი ქალი იყო. 2008 წლის ნოემბერში დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტში ისევ 2 ქალი მინისტრი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ეკატერინე შარაშიძე. 10 სამინისტროს თანამშრომლებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელთა შორის ქალები შეადგენდნენ 51.8 პროცენტს, რაც მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტია, მაგრამ ამ სამინისტროთა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალების წილს მხოლოდ 27. 8 პროცენტი შეადგენდა (სოციოლოგიური გამოკვლევის ანგარიში, 2007).
საზოგადოების დამოკიდებულება მინისტრთა კაბინეტში ქალების უფრო ფართო წარმომადგენლობის მიმართ შედარებით ნაკლებ დადებითია, ვიდრე მათი არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის მიმართ. გამოკითხულ ექსპერტთა და პოლიტიკოსტთა უმეტესობას ურჩევნია ქალი მინისტრის მოადგილედ იხილოს და არა მინისტრად (მაგ. ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან), ვინაიდან მათი აზრით, ქალებს შეუძლიათ ყოველდღიური სამუშაოს უკეთ წარმართვა, მაშინ როდესაც მამაკაცებს უკეთესი ხედვა აქვთ. სხვები მიიჩნევენ, რომ ქალები არ არიან საკმარისად აქტიური (ინტერვიუ პარლამენტის წევრთან ზურაბ ტყემალაძესთან). ბევრს მიაჩნია, რომ მინისტრის სქესს არა აქვს მნიშვნელობა და რომ მთავარი პროფესიონალიზმია (ინტერვიუ ექსპერტთან, მარინა მუსხელიშვილთან). მინისტრის სქესი კი არა, არმედ მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას გენდერული საკითხების გათვალისწინება მიაჩნია ბევრს მნიშვნელოვანი:
„მთვარია გაწონასწორებული პოლიტიკის წარმართვა, განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინება, პრობლემების გენდერის თვალთახედვით განხილვა. ამ შემთხვევაში სულ ერთია, მამაკაცია მინისტრი, თუ ქალი. ამდენად, მთავარი ამოცანაა სტრატეგია აგებულ იქნეს თანასწორობის პრინციპზე“. ინტერვიუ ექსპერთტან, ხათუნა სანიკიძესთან.
გამოკითხვის მონაცემები მიუთითებენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში მაღალი თანამდებობების დასაკავებლად ქალებისა და მამაკაცებისათვის აუცილებელ მახასიათებლებს მოსახლეობა ერთნაირად აფასებს.
ხუთიდან ოთხი თვისება, რომელსაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ პროფესიონალიზმი, გამჭრიახობა, მორალური სისპეტაკე და პოზიციის სიმტკიცე საერთოა ქალებისა და კაცებისათვის. მეხუთე მნიშვნელოვანი თვისება მამაკაცისათვის არის პიროვნული კავშირები, ქალისთვის კი მოქნილობა. თუმცა იმ თვისებებში, რომლებიც ნაკლენ მნიშვნელოვნად არის შეფასებული ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება უფრო გამოკვეთილია. ასე მაგალითად, ქალის შემთხვევაში, კარგი გარეგნობა, ხოლო კაცის შემთხვევაში, უფროსის მიმართ ერთგულება და პარტიული კუთვნილებაა უფრო მნიშვნელოვანი.
ნახ. 6 სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობის დასაკავებლად სასურველი თვისებები
გენდერი პოლიტიკურ პარტიებში
პოლიტიკური პარტიების გენდერული პოლიტიკა, ისევე, როგორც საზოგადოებაში არსებული ინტერესი და ყურადღება გენდერთან დაკავშირებული საკითხების მიმართ გარკვეულწილად განსაზღვრავს ქალის მონაწილეობას პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც ეროვნულ ასევე ადგილობრივ დონეებზე. ქვეყანაში 180 პარტიაა (საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი, 2006). თვალსაჩინო პარტიათაგან სამს ქალი ხელმძღვანელობს, კერძოდ, „წინ, საქართველო“ (სალომე ზურაბიშვილი), „იმედი“(ირინე სარიშვილი) და „ქალთა პარტია“ (გუგული მაღრაძე), რომელიც სწორედ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იქნა ჩამოაყალიბებული. ეს ერთადერთი ქალთა პარტია, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა ბლოკში, ორ პარტიასთან ერთად მიიღო.
ზუსტი ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული ადამიანების საერთო რაოდენობაზე და განსაკუთრებით კი მათში ქალების რაოდენობაზე არ არის ხელმისაწვდომი. გამოკითხულ პარტიულ ლიდერთა უმეტესობამ მიუთითა, რომ ზუსტად არ იცის პარტიაში გაერთიანებული ქალების რაოდენობა (ინტერვიუ კონსერვატორული პარტიის ლიდერთან, კახა კუკავასთან, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თინა ხიდაშელთან, მრეწველების პარტიის ლიდერთან, ზურაბ ტყემალაძესთან). საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით (სუმბაძე, 2007), მოსახლეობის მხოლოდ 4. 7 პროცენტი (აქედან 5.2 %25 მამაკაცები და 3.6 %25 ქალები) არის რაიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.
ქალები გაერთიანებული არიან პარტიებში, მაგრამ მათ ძირითადად ვხვდებით მმართველობის დაბალ დონეზე და მათი წარმომადგენლობა პარტიის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში საშუალოდ 9 პროცენტია (საქართველოს პოლიტიკური ლანდ-შაფტი, 2006).
„ქალები საერთოდ, იშვიათად იღებენ მონაწილეობას კონცეფციის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მათი მხოლოდ მცირე ნაწილია დროდადრო სიმბოლურად წარმოდგენილნი პარტიების მაღალ ეშელონებში. ასეთ ქალებს მამაკაცი კოლეგები ჩვეულებრივ ახასიათებენ, როგორც მამაკაცური თვისებებით შემკულთ და მათ მიმართ აღტაცებას გამოხატავენ ამგვარი სიტყვებით „მამაკაცური“, ან „მამაცი“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ხათუნა სანიკიძესთან.
არსებულ ვითარებაშიც პარტიები განსხვავდებიან გენდერული საკითხებისადმი ინტერესისა და უმაღლეს სტრუქტურებში ქალთა წარმომადგენლობის მიხედვით. ქალები ახალ მემარჯვენეთა პარტიის 4000 აქტიური წევრის ნახევარს შეადგენენ. ისინი ასევე კარგად არიან წარმოდგენლნი საპარლამენტო ფრაქციაშიც, სადაც ისინი ფრაქციის მესამედს შეადგენენ (ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, მანანა ნაჭყებიასთან). რესპუბლიკურ პარტიას ხელმძღვანელ ორგანოში ორი ქალი ყავს (ინტერვიუ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან). ახლად შექმნილი პარტიის „თავისუფალი საქართველო“ ცხრა დამაარსებელს შორის ხუთი ქალია (ინტერვიუ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ქეთევან მახარაშვილთან). ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობაში ორი ქალია (ინტერვიუ პარტიის წევრთან, ნანა დევაძესთან). მეწარმეთა პარტიის თბილისის ათ რაიონულ ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ნახევარს ქალები შეადგენენ (ინტერვიუ პარტიის ლიდერთან, ზურაბ ტყემალაძესთან). სხვა პარტიებთან შედარებით „წინ საქართველოს“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველაზე მეტი ქალია, რაც ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ პარტიის ლიდერი ქალია ინტერვიუ პარტიის წევრთან, ექსპერტთან, მარინე მუსხელიშვილთან.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური პარტიების სია არანაირად არ მიგვანიშნებს პარტიული საქმიანობის სადავეებში ქალების მონაწილეობის გაზრდაზე. არჩევნებში დარეგისტრირებული 12 ერთეულს შორის, (ბლოკები და დამოუკიდებელი პარტიები), ქალების მხოლოდ 9.2 პროცენტს ეკავა პარტიულ სიებში ადგილები 1-დან 10-მდე, 20.8 პროცენტს 11-დან 20-მდე, ხოლო 15.0 პროცენტს 21-დან 30-მდე. საერთო ჯამში, ქალები პარტიული სიების 25.5 პროცენტს შეადგენდნენ, მაგრამ როგორც ადრეც ავღნიშნეთ, ძალზე მცირე რაოდენობას ქონდა შანსი ყოფილიყო არჩეული. დასახელებულ მაჟორიტართა კანდიდატებიდან, ქალები 10.1 პროცენტს შეადგენდნენ. ყველაზე დიდი რაოდენობა ლეიბორისტულმა პარტიამ (10 კანდიდატი), ბლოკმა, რომელშიც ქალთა პარტია იყო გაერთიანებული (10 კანდიდატი) და რესპუბლიკურმა პარტიამ (9 კანდიდატი) დაასახელა.
ჩანს ქალებისთვის მხოლოდ რამდენიმე სპეციფიკური და მეორეხარისხოვანი სამუშაოა გარანტირებული (ინტერვიუ საკონსულტაციო საბჭოს წევრთან, ბაია რომელაშვილთან). ქალები ჩვეულებრივ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში, ამოწმებენ რა ელექტორატის სიებს, კარდაკარ აწარმოებენ პარტიის კანდიდატების სარეკლამო კამპანიებს, ასრულებენ მდივნის მოვალეობას საარჩევნო კომისიებში (ინტერვიუ პარტიის ლიდერებთან, კახა კუკავასთან და ზურაბ ტყემალაძესთან; ექსპერტებთან, მარინე თაბუკაშვილთან და ხათუნა სანიკიძესთან).ამის საპირისპიროდ, ახალი მემერჯვენეების პარტიის საარჩევნო ადმინისტრაციაშიმრავალი ქალია. ისინი ადმინისტრაციის 70 პროცენტს შეადგენენ (საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი, 2006).
მონაწილეობის გარდა, პარტიების ინტერესი გენდერთან მიმართებაში აისახება პარტიაში ქალთა სექციის არსებობაზე, რომელიც მუშაობს ქალ-ამომრჩევლებზე და ქალთა საკითხების ლობირებაზე.
რამდენიმე პარტიას - ახალ მემარჯვენეებს, მეწარმეებს, ლეიბორისტებს, კონსერვატორებსა და რესპუბლიკელებს აქვთ ქალების განყოფილება (საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი, 2006), (ინტერვიუ პარლამენტის წევრებთან, მანანა ნაჭყებიასთან, ზურაბ ტყემალაძესთან; რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან, ლეიბორისტული პარტიის წევრთან, ნანა დევაძესთან).
გარდა იმისა, რომ მეწარმეთა პარტიას 1993 წლიდან აქვს ქალთა სექცია, პარტიის წევრების ცოლებმა დაარსეს ქალთა კლუბი, რომელიც ძირითადად ჰუმანიტარული მოღვაწეობითაა დაკავებული (ინტერვიუ პარტიის ლიდერთან, ზურაბ ტყემალაძესთან). ახალ მემარჯვენეებსაც 2002 წელს, დაარსების დღიდან აქვთ ქალთაკლუბი. მისი მიზანია პარტიის ელექტორატის გაზრდა. კლუბი ასევე ინტენსიურადმუშაობს ქალი პოლიტიკოსების მომზადებაზე, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ და ეროვნულ პოლიტიკაში (ინტერვიუ პარტიის წევრთან, მანანა ნაჭყებიასთან). ლეიბორისტულ პარტიასთან მოქმედებს ქალთა საბჭო. (ინტერვიუ პარტიის წევრთან, ნანა დევაძესთან).
რესპუბლიკურ პარტიას აქვს განყოფილება, რომელიც ქალთა პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებას და მათი ინტერესების დაცვის სტრატეგიას აყალიბებს (http:// www.republicans.ge/). სტრატეგიის მიხედვით ქალთა მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს განდერულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდით, პარტიის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერით, ქალთა პრობლემების გადაჭრით და პოლიტიკაში გენდერული კომპონენტის გაძლიერებით.
პარტიის ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მიგვითითა მათ მანიფესტში ქალთა საკითხების არსებობაზე. მეტიც, ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის გარდა, არც ერთი პარტია არ ამახვილებს ყურადღებას ქალებზე, როგორც ელექტორატზე. ისინი ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. როგორც ერთმა მამკაცმა პარლამენტის წევრმა აღნიშნა:
„საქართველოში ხალხი ხმას აძლევს ოჯახური სოლიდარობის საფუძველზე“ მისი განცხადება სავარაუდოდ ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ოჯახში გადაწყვეტილებას მამაკაცი იღებს.
საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესწავლამ გამოამჟღავნა, რომ პარტიის წევრები არ არიან საკმარისად გათვითცნობიერებული გენდერულ საკითხებში. მათ დღის წესრიგში არა აქვთ გათვალისწინებული ქალების პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა (პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში, 2006).
ქალი და მამაკაცი პოლიტიკოსების მიმართ არსებული მოლოდინები
გამოკითხულმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა გამოხატეს საკუთარი მოლოდინები ქალი და მამაკაცი პოლიტიკოსების მიმართ (ინტერვიუები). მრავალი მათგანი აღნიშნავდა, რომ ისინი არ განასხვავებდნენ ქალ და მამაკაც ლიდერებს სქესის მიხედვით და მოელოდნენ, რომ როგორც ქალ, ისე მამაკაც ლიდერს ექნებოდა ისეთი თვისებები, როგორიცაა პატიოსნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, გონიერება, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, რომ ექნებოდა კარგი განათლება და ანალიტიკური აზროვნების უნარი, იქნებოდა პატრიოტი, გულთან ახლოს მიიტანდა ადამიანების საზრუნავს, ექნებოდა იმის სწორი ხედვა, თუ რა არის გასაკეთებელი და ექნებოდა ამისთვის საჭირო რესურსები (ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, ქეთევან მახარაშვილთან; ექსპერტებთან, ლელა ხომერიკთან და ჩარიტა ჯაშთან; სახელმწიფო მოხელესთან, დალილა ხორავასთან). მაგრამ ამ საერთო მოლოდინების გარდა, ასევე დასახელებული იქნა ცალკეული თვისებები, რომლებსაც რესპოპნდენტები უფრო მეტად ქალ ან მამაკაც პოლიტიკოსებში ხედავდნენ.
ქალი პოლიტიკოსებისგან განსაკუთრებით მოელოდნენ პრინციპულობას, ხალხის ინტერესების მსახურებას, მიუკერძოებლობას და სანდოობას, დიპლომატიურობასა და არააგრესიულობას, სიმშვიდეს, იმას, რომ იგი იქნებოდა თბილი და მზრუნველი, მოქნილი და კომპრომისებზე წამსვლელი, რომ მას ექნებოდა მოსმენის უნარი და საკუთარი ხედვა (ინტერვიუ საჯარო მოხელესთან, ურუზმაკ კარკუსოვთან; მოსამართლესთან, რუსუდან ჭანტურიძესთან; ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ირაკლი ქავთარაძესთან; პარლამენტის წევრთან, ქეთევან მახარაშვილთან; ლეიბორისტული პარტიის წევრთან, ნანა დევაძესთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან, პროფესიული სასწავლებლის დირექტორთან, ირაკლი ფაჩულიასთან, საკონსულტაციო საბჭოს წევრთან, ბაია რომელაშვილთან; მცირე მეწარმესთან, მარინა აღუშაშვილთან). ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ იმისთვის, რომ ქალი წარმატებული იყოს, მან არ უნდა მიიჩნიოს საკუთარი სქესი შემაფერხებელ ფაქტორად და არ უნდა ქონდეს ამის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი (ინტერვიუ საჯარო მოხელესთან, ეკა ზღულაძესთან). ქალში შერწყმული უნდა იყოს კარგი პოლიტიკოსისა და კარგი დიასახლისის თვისებები (პროფესიული სასწავლებლის მამაკაცი მასწავლებელი). ქალი ქალური თვისებებით უნდა იყოს შემკული და არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქალია, (ინტერვიუ საჯარო მოხელესთან, დალილა ხორავასთან; პარლამენტის წევრთან, ზურაბ ტყემალაძესთან). პოლიტიკოსი ქალი უნდა იყოს თავდაჯერებული, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგი პოლიტიკოსია (ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან). მამაკაცი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით პოლიტიკოსი ქალისგან ექსპერტები მოელიან სოცალური საკითხების წინა პლანზე წამოწევას და ისეთი პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის სოციალურ უსაფრთხოებას (ინტერვიუ ქალთა საბჭოს მამაკაც წევრთან). ქალებისაგან ასევე მოელიან ქალთა უფლებების დაცვას, მრავალშვილიანი დედების მიმართ მეტ ყურადღებას, ქალების ხელშეწყობას სამსახურეობრივ წინსვლაში (ინტერვიუ ატრულთან, ლია ბარკაულთან).
მეორეს მხრივ, მამაკაცი პოლიტიკოსებისაგან მოელიან რომ ისინი იყვნენ ქარიზმატულნი, პრინციპული, გაბედული, ნაკლებად დამოკიდებული სოციალურ გარემოცვაზე, მკაცრები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარით შემკულნი, შეეძლოთ რადიკალური რეფორმების გატარება და იყვნენ შორსმჭვრეტელნი (ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ირაკლი ქავთარაძესთან; მასწავლებელთან, ნანა კემულარიასთან; საჯარო მოხელესთან, მაკა მდივანთან, პროფესიული სასწავლებლის დირექტორთან, ზაზა ცირამუასთან). ადარებს რა, მამაკაც და ქალ პოლიტიკოსებს, ექსპერტი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:
„მამაკაცებს ვიწრო ფოკუსი აქვთ, ისინი იდეებს არჩევენ იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად არის მათი განხორციელების შესაძლებლობა, ყურადღებას არ აქცევენ გარემოს, მაშინ, როდესაც ქალები უკეთ აცნობიერებენ ვითარებას, ისინი რეალისტურად აზროვნებენ და პოლიტიკაში უფრო პრაგმატულნი არიან“. - ინტერვიუ ექსპერტთან, მარინე მუსხელიშვილთან.
პოლიტიკოსისათვის აუცილებელი თვისებები
გამოკითხვის პასუხები მიუთითებენ, რომ რესპონდენტებს იგივე, ზემოთ დასახელებული თვისებები მნიშვნელოვნად მიაჩნიათ როგორც ქალი, ისე მამაკაცი პოლიტიკოსებისათვის, თუმცა ოდნავ განსხვავებული თანმიმდევრობით. ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია, რომ მამაკაცი პოლიტიკოსი იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, გაბედული, გამგები და შეეძლოს საკუთარი აზრის გატანა. ქალი პოლიტიკოსი კი, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, გამგები, შეეძლოს საკუთარი აზრის გატანა და იყოს გაბედული. ამავე დროს არსებობს მოლოდინი, რომ ქალი პოლიტიკოსი იყოს უფრო თანამგრძნობი, თბილი და გამგები.
ნახ. 7
მამაკაცი და ქალი პოლიტიკოსის სასურველი თვისებები
პოლიტიკოსების მიმართ ნდობა
რესპონდენტებს (გამოკითხვა) მოეთხოვებოდათ დაესახელებინათ ხუთამდე პოლიტიკოსი კაცი და ქალი, რომლებიც მათი ნდობით სარგებლობდნენ. დასახელებულთა შორის ქალებზე მეტი (20) მამაკაცი (23) აღმოჩნდა. ყველაზე მეტი ნდობით მამაკაცი პოლიტიკოსებიდან სარგებლობენ ლევან ბერძენიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და შალვა ნათელაშვილი.
ქალი და კაცი რესპონდენტების შეფასებანი განსხვავებულია, მამაკაცებში ყველაზე მეტი ნდობით მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ქალებში ლევან ბერძენიშვილი სარგებლობს.
ნახ. 8 ნდობით აღჭურვილი მამაკაცი პოლიტიკოსები
ტაბულა 6
მამაკაცი პოლიტიკოსების რანჟირება მათდამი გამოხატული ნდობის მიხედვით
პოლიტიკოს ქალთა შორის ყველაზე ხშირად ასახელებენ და მაღალი ნდობით სარგებლობენ: თინა ხიდაშელი, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ელენეთევდორაძე, ეკა ბესელია, მაია ნადირაძე, მანანა ნაჭყებია, ნესტან კირთაძე და ანა დოლიძე. ქალებმა და მამაკაცებმა ერთნაირად დიდი ნდობა გამოხატეს ხუთი ქალი პოლიტიკოსის მიმართ.
ნახ. 9 ნდობით აღჭურვილი ქალი პოლიტიკოსები
ტაბულა 7
ქალი პოლიტიკოსები, რანჟირება მათდამი გამოხატული ნდობის მიხედვით
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების დაბალი ჩართულობის მიზეზები
ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება სხვადასხვა მიზეზებს მივაწეროთ. ეს მიზეზები შესაძლოა იყოს თავად ქალებში, ანუ მათ უნარებსა და სურვილში მისდიონ პოლიტიკურ კარიერას, მათ საოჯახო მოვალეობებში, შეზღუდულ ფინანსურ და დროით რესურსებში, ანდა უფრო ფართედ, ზოგადად გარემოში, ისეთში, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სახელმწიფო პოლიტიკა და კულტურული ტრადიციები.
მიზეზები, რომლებიც ქალებს მიეწერებათ
რამოდენიმე რესპონდენტმა პოლიტიკურ ცხვრებაში ჩართვის სურვილის არ ქონა და დაბალი თვით-შეფასება, დაასახელა ქალების მწირი წარმომადგენლობის ძირითად მიზეზად (ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, ელენე თევდორაძესთან; რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან; ექსპერტთან, ლიკა ნადარაიასთან).
„მთავარი ფაქტორია ქალში სურვილის არ ქონა გახდეს პოლიტიკოსი“ - შენიშნა ფოკუს-ჯგუფის მამაკაცმა მონაწილემ (ფჯ 7).
თუმცა ეს მოსაზრება უარყო ახალქალაქის ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქალის ბრალი არაა:
„ქალს ისე ზრდიან, რომ მას არ უჩნდება პოლიტიკაში ჩართვის სურვილი. მას უყალიბებენ წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ ქალის ადგილი სახლშია“- (ფჯ6).
ფოკუს-ჯგუფში მსჯელობისას ქალთა მცირე ჩართულობის მიზეზად ზოგმა ადამიანური რესურსების ნაკლებობა და ქალების მცირე შესაძლებლობები დაასახელა, სხვებმა კი აღნიშნეს ქალის თვისებები - სხვებზე დამოკიდებულება, სიფრთხილე, რისკის გაწევის ნაკლები სურვილი, რომლებიც ქალს ხელს უშლის ჩაერთოს პოლიტიკაში, ან წარმართოს დამოუკიდებელი პოლიტიკა.
„პოლიტიკაში ქალები მოყავთ, ისინი თვითონ არ მოდიან. ქართულ პოლიტიკაში ვერ ნახავთ ქალს, რომელიც პოლიტიკაში საკუთარი მისწრაფების განსახორციელებლად, ან თავისი სათქმელის გასაჟღერებლად მოვიდა. ამიტომ ისინი იმეორებენ იმათ გზავნილებს, ვინც ისინი პოლიტიკაში მოიყვანა“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ლელა გაფრინდაშვილთან.
რამდენიმე ექსპერტმა და პოლიტიკოსმა, ასევე ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა მიუ- თითეს კიდევ ერთ, მათი აზრით, ძალზე მნიშვნელოვან რესურსის სიმცირეზე ქალების შემთხვევაში, კერძოდ ფინანსების უკმარისობაზე, რაც შეიძლება ქალის პოლიტიკაში ჩართვის ერთ-ერთ მთავარი დამაბრკოლებელ მიზეზად იქნეს მიჩნეული (ინტერვიუ პარლამენტის წევრებთან, ქეთევან მახარაშვილთან, კახა კუკავასთან; ექსპერტთან, ლიკა ნადარაიასთან; არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან).
მიზეზები, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას მიეწერება
გამოკითხულთა უმრავლესობა, ასევე ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები გამოყოფდნენ დროის ნაკლებობას, დაკავშირებულს საოჯახო პასუხისმგებლობებთან, როგორც ქალთა დაბალი მონაწილეობის განმსაზღვრელ ფაქტორს (ინტერვიუ პარლამენრტის წევრთან, ქეთევან მახარაშვილთან, ექსპერტთან, ლიკა ნადარაიასთან; არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან; ექსპერტთან, ჩარიტა ჯაშთან) (ასევე: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი, 2006).
როგორც ახალგაზრდა ქალმა აღნიშნა ახალქალაქში:
„მამაკაცებს მეტი დრო აქვთ, ასე, რომ მათ შეუძლიათ ქონდეთ სხვებთან ურთიერთობა და იყვნენ საზოგადოების ნაწილი. ქალები საზოგადოებაში ნაკლებ აქტიური არიან“ - (ფჯ 6).
ხაზი გაესვა იმასაც, რომ მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს არა აქვთ შესაძლებლობა მთელი თავიანთი დრო და ენერგია პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუთმონ და ბევრი იმოგზაურონ (ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, ზურაბ ტყემალაძესთან).
მიზეზები, რომლებიც გარემოს მიეწერება
დასახელებულ იქნა მიზეზების მთელი რიგი, რომლებიც ქალთა კონტროლს არ ექვემდებარება:
პირველ ყოვლისა, ბევრმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, რაც სახლში დამხმარის დაქირავების საშუალებას არ იძლევა.
ამასთანავე, კულტურული ტრადიციები და სტერეოტიპები, რომლებიც ზღუდავს ქალის საზოგადოებრივ სფროში მოღვაწეობას იქნა დასახელებული ერთ-ერთ მთავარ მიზეზად (ინტერვიუები პარლამენტის წევრებთან, ქეთევან მახარაშვილთან, ნიკარურუასთან; ექსპერტებთან, ლიკა ნადარაიასთან, მარინე მუსხელიშვილთან).ასევე, ქალთა ჩართულობის სიმცირის მიზეზად დასახელდა ქალთა მოძრაობის დაასეთი მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერის არ არსებობა. ინტერვიუ ექსპერთტან, თამარ აბრამიშვილთან.
მონაწილეობის გაზრდის გზები
ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის გაზრდის მთელი რიგი საშუალებები იქნა დასახელებული. ისევე, როგორც ეს იყო ნაკლებ ჩართულობის მიზეზების ძიებისას, გამოსავალი შეიძლება ნაპოვნი იქნეს თავად ქალებში, მათ ოჯახურ თუუფრო ფართედ აღებულ გარემოში.
ქალები
ექსპერტები და ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები პირველ რიგში ხაზს უსვამდნენ ქალთა გააქტიურების მიზნით ზომების მიღების აუცილებლობას. (ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ირაკლი ქარვთარაძესთან; პარლამენტის წევრთან, ქეთევან მახარაშვილთან; ექსპერტთან, ნატო შავლაყაძესთან).
ისინი აგრეთვე საუბრობდნენ იმაზეც, რომ აუცილებელია თავად ქალებმა გამოიჩინონ ინიციატივა:
„ქალები უფრო აქტიურები უნდა გახდნენ, ისინი უნდა შეებრძოლონ სტერეოტიპებს, წარმოაჩინონ ის პრობლემები, რომელთაც აწყდებიან, გამოაშკარაონ საზოგადოებაში არსებული უსამართლობა და უთანასწორობა“ - ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, ნიკა რურუასთან.
კვლევისას აშკარა გახდა, რომ მის მონაწილეებს ქალის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა მიაჩნიათ პრინციპულ საკითხად.
„მუშაობა მოსახლეობის დონიდან უნდა დავიწყოთ, განსაკუთრებული ზომები უნდა იქნეს მიღებული ქალის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ეს კი აუცილებლად განაპირობებს ქალების გამოჩენას უფრო მაღალ დონეზე“. - ფოკუს ჯგუფის ქალი მონაწილე. (ფჯ 2).
განათლება და თრენინგი მიჩნეულია შესაძლებლობების ზრდის ძირითად მექანიზმად (ინტერვიუ ექსპერტებთან, ნატო შავლაყაძესთან, თამარ აბრამიშვილთან და ხათუნა სანიკიძესთან).
„განათლება არის ქალთა გააქტიურების საშუალება, რაც შედეგად მოგვცემს მათ უფრო აქტიურ ჩაბმას პოლიტიკურ ცხოვრებაში.“ ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ აბრამიშვილთან.
განათლების მიღებასთან ერთად ხაზგასმული იყო ქალთა კომპეტენციის გაზრდის პირობების შექმნის აუცილებლობა:
„ქალებს არ აკლიათ აქტიურობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი უფრო კომპეტენტური უნდა გახდნენ, რაც განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. უნდა იმართებოდეს შეკრებები და მსჯელობები, ქალებს ასევე უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ ფართო აუდიტორიის წინაშე“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ჩარიტა ჯაშთან.
ოჯახი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრმა რესპონდენტმა ქალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის დამაბრკოლებელ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ქალის საოჯახო საქმეებით დატვირთვა დაასახელა. ამდენად, სახელმწიფო პოლიტიკის დახმარებით ამ ტვირთის შემსუბუქება, ისევე, როგორც არსებული სტერეოტიპების შეცვლა და ოჯახური მოვალეობების მეუღლეებს შორის განაწილება მიჩნეულ იქნა ქალთა მონწილეობის გაზრდის ეფექტურ საშუალებად.
„გამოსავალი არის ქალის საოჯახო საქმეების ტვირთის შემცირება, ეს კი შესაძლებელია იმით, რომ საოჯახო საქმეები ქალთან ერთად მამაკაცმაც იტვირთოს და ასევე შესაძლებელია სოციალური პირობების გაუმჯობესებით. არ არსებობს იმის გამართლება, რომ ქალი ყველაზე ნაყოფიერ ასაკში შინ ზის. მაგრამ მას უბრალოდ უწევს ამის გაკეთება, რადგან სხვა გზა არა აქვს. როცა პირობები გაუმჯობესდება, ქალების მონაწილეობაც გაიზრდება. ასეთი ცვლილების მაგალითია არასახელმწიფოებრივი და მედია სექტორები, სადაც ქალს შემოსავლის მიღების შესაძლებლობები ეძლევა, რის ხარჯზეც მას შეუძლია ბავშვს მომვლელი აუყვანოს“ - ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან.
„40 წლის ასაკში, როცა ქალს რეპროდუქციული მიზნები უკვე მიღწეული აქვს, ის აქტიურად გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე. სახელმწიფომ ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნას ქალებს მათი მოღვაწეობის გასაფართოებლად იმით, რომუზრუნველყოს ბავშვის მოვლა. ანდა კაცები უნდა შეეხიდონ ქალს ბავშვის აღზრდაში“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ბაია რომელაშვილთან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხაზი გაუსვეს ფინანსებისა და მამაკაცის დახმარების აუცილებლობას:
„იმისათვის, რომ პოლიტიკოსი გახდეს, ქალს მისი ქმრის ან მამის ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება“ (ფჯ 7)
გარემო
სახელმწიფო პოლიტიკა
დისკუსიების მონაწილეებმა და ექპერტებმა აღნიშნეს, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდის აუცილებელ პირობას ქალის გააქტიურების მიმართ სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება წარმოადგენს.
„პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ქალების რაოდენობის ზრდა ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს. გენდერული პოლიტიკა ყველა დონეზე უნდა ხორციელდებოდეს. გენდერული თანასწრობის მიღწევა ჩვენ უნდა დავიწყოთ საბაზისო განათლების სისტემაში მამაკაცი მასწავლებლების რაოდენობის გაზრდით“ - ინტერვიუ ექსპერთტან, მარინე თაბუკაშვილთან.
სტერეოტოპების შეცვლა გენდერული საკითხებზე თვით-ცნობიერების გაზრდის მეშვეობით
ექსპერტების აზრით, ქალის მონაწილეობის გაზრდა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც გაიზრდება გენდერული საკითხების მიმართ საზოგადოების მგრძნობიარობა და შეიცვლება ის სტერეოტიპი, რომელიც ქალს წარმოგვიდგენს, როგორც აქტიურს მხოლოდ და მხოლოდ კერძო, არასაჯარო სფეროში:
„სტერეოტპები სკოლაში უნდა შეიცვალოს, ქალის, როგორც ლიდერის როლის წარმოჩენით“ - ინტერვიუ ექსპერტთან, მარინე მუსხელიშვილთან.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლა სამართლიანობის, თავისუფლებისა და ლიბერალიზმის ხარისხის გაზრდით.
ცვლილებებს საზოგადოებაში მონაწილეობის გაზრდის უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევენ კვლევის მონაწილეები, როგორც ქალები, ასევე კაცები. ქვეყანაში ვითარების შეცვლა, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქალის უფრო აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე აუცილებელია საზოგადოება გახდეს უფრო ტოლერანტული ამგვარი ცვლილებების მიმართ.
„ქალებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მეტი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ იმისათვის, რომ გამოხატონ საკუთარი აზრები და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. თუმცა, ამის მისაღწევად მათ სტიმულირება ესაჭიროებათ, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების და პიარ-კამპანიების გზით. რაც უფრო მეტად ჩაერთვება ქალი პოლიტიკაში, მით უკეთესია“. - ინტერვიუ ექსპერტთან, ჩარიტა ჯაშთან.
”ქალი მისი ნაღვაწით უნდა შეფასდეს, რაც მისი პოლიტიკური კარიერის განმსაზღვრელი გახდება, და არა ფულით, ან პირადი კონტაქტებით”. - ინტერვიუ ექსპერთტან, ლიკა ნადარაიასთან.
ასოციაციების და მოძრაობების შექმნა, პარტიებში დემოკრატიის დონის ამაღლება ექსპერტებისა და დისკუსიების მონაწილეთა თვალსაზრისით, სხვადასხვა სახის ქალთა ასოციაციების, მოძრაობებისა და კლუბების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქალების ჩაბმას საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ამდენად ეს წარმოადგენს ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისაკენ მიმართულ აუცილებელ ნაბიჯს.
„ქალთა ორგანიზაციების გაძლიერების და ფონდების მოზიდვის შედეგად გამოჩნდებიან ლიდერები იმათ შორის, ვინც წარმატებით მოახერხებს ქალთა ორგანიზაციების საერთო პლატფორმის ბაზაზე გაერთიანებას, ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბებას, ხელს მოკიდებს ქალთა განათლებას და წამოიწყებს საჯარო დებატებს გენდერის თემაზე“ - ინტერვიუ ექსპერთტან, ლიკა ნადარაიასთან.
პროფესიული გაერთიანებების გაძლიერება ერთ-ერთ გზად არის დანახული.
„პროფესიული კავშირების გაძლიერება დროთა განმავლობაში წინ წამოწევს ქალლიდერებს, თუმცა ამას ჭირდება დრო და ფული“ (ფჯ 2-ის მონაწილე).
ასევე ხაზგასმული იყო პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზაციის და მათში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის რეალიზაციის აუცილებლობა:
„აუცილებებლია ცვლილებები მოხდეს პოლიტიკურ პარტიებში. თუ მათი მმართველობა არ არის დემოკრატიული, თუ ისინი არ აძლევენ ქალებს მონაწილეობის შესაძლებლობას, არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი დემოკრატიულად მოიქცევიან, მაშინ როდესაც ხელში აიღებენ ძალაუფლებას“ - ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ აბრამიშვილთან.
„პოლიტიკური პარტიები საზოგადოების, და არა რომელიმე კერძო ჯგუფის პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტებად უნდა იქცნენ. ამგვარი ცვლილება კარს გაუღებს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს.“ - ინტერვიუ ექსპერტთან, ლელა ხომერიკთან.
ქვოტირების შემოღება
ქვოტების შემოღება საერთაშორისო მასშტაბით მონაწილეობის გაზრდის ყველაზე გავრცელებულ ხერხს წარმოადგენს. იგი ითვლება საუკეთესო დროებით ღონისძიებად ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც დემოკრატია ჯერ სრულყოფილად არაა განვითარებული.
საქართველოში დამოკიდებულება ასეთი ღონისძიების გატარების მიმართ თითქმის ერთსულოვნად უარყოფითია, მას ეწინააღმდეგებიან ქალი და მამაკაცი პოლიტიკოსები, და ექსპერტი (ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, ელენე თევდორაძესთან, ნიკა რურუასთან; რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან; ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ირაკლი ქავთარაძესთან). (ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლანშაფტი, 2006).
მრავალი მოსაზრება იქნა გამოთქმული ქვოტირების წინააღმდეგ. თუმცა მძაფრი წინააღმდეგობა, როგორც საკითხში გარკვეულ, ისე მასში ჩაუხედავ პირებთან, ვფიქრობთ ძირითადად საბჭოური მემკვიდრეობით უნდა იყოს გაპირობებული. საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო ქვოტური სისტემის საფუძველზე იყო ფორმირებული,რაც უზრუნველყოფდა ქალების და ასევე სხვადასხვა პროფესიისა, თუ ასაკის ადამიანების მონაწილეობას.
წინააღმდეგობის ერთ მიზეზად უთანასწორობა იქნა დასახელებული:
„ყველაფერი პოლიტიკურ აქტიობაზეა დამოკიდებული, ასე, რომ მონაწილეობის გასაზრდელად ხელოვნური წესების შემოღება არ არის გამართლებული, რადგან შესაძლებლობები თანაბარია ორივე სქესისთვის და ყველაფერი პიროვნების უნარზეადამოკიდებული“ - ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ირაკლი ქავთარაძესთან.
მაგრამ ზოგი, თუმცა ქვოტური სისტემის შემოღების წინააღმდეგია, მაგრამ მაინც ხედავს მისი მხარდაჭერის აუცილებლობას:
„მე ქვოტურის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ განვითარებად ქვეყნებში ეს შესაძლოა აუცილებელი და დროეიბითი ღონისძიება იყოს“ - ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან.
ისინიც კი, ვინც პარლამეტში ქვოტირების შემოღების მომხრენი არიან (პალამენტის წევრი, კახა კუკავა, გუგული მაღრაძე; ექსპერტი ნატო შავლაყაძე; ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნანა დევაძე) საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან და მიუთითებენ ქალთა დისკრედიტაციის საფრთხეზე, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება შესაბამისი ქალ კანდიდატების მოძიება (ინტერვიუ ექსპერტთან, ნატო შავლაყაძესთან; პარლამენტის წევრთან, გუგული მაღრაძესთან).
სისტემის მომხრენი განიხილავენ სხვადასხვა მოდელებს, რომელთაგან შეიძლება შეირჩეს ყველაზე მისაღები. ასევე აუცილებელია ღია დისკუსიის წარმართვა მოცემულ საკითხზე (ინტერვიუ ექსპერტებთან, ლიკა ნადარაიასთან და თამარ აბრამიშვილთან; პარლამენტის წევრთან, კახა კუკავასთან).
„ქვოუტრის შემოღება ნაყოფიერ შედეგს მოიტანს სანამ წარმომადგენლობა გზას გაიკვალავს. არსებობს მრავალი მოდელი, რომელთაგანაც შეიძლება არჩევანის გაკეთება, მაგალითად, სისტემის დანერგვა საარჩევნო კანონმდებლობის დონეზე, ანდა პარტიების მოტივირება იმ პარტიების ფინანსური მხარდაჭერის გაზრდით, ვისაც ექნება გენდერის თვალსაზრისით დაბალანსებული საარჩევნო სია“ - ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ აბრამიშვილთან.
ქალები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში
სამოქლაქო საზოგადოებას განმარტავენ როგორც ნებაყოფლობითი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული ჯგუფების სექტორი, რომელიც განაპირობებს საჯარო აქციებისორგანიზების მხარდაჭერას (Hawkesworth, 2002).
პროფესიული კავშირები, ინტერესთა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და ეკლესია, პოლიტიკასთან ერთად განიხილება სამოქალაქო სექტორის ნაწილად და მოქალაქეთა მონაწილეობის სარბიელად.
პროფესიული კავშირები
პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება აღიარებულია 1997 წელს მიღებული საქართველოს კანონით პროფესიულ კავშირების შესახებ. კანონი აღიარებს კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების და გაფიცვის მოწყობის უფლებას. საქართველოში ძირითად პროფესიულ კავშირს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ), რომელიც შედგება 26 სექტორის მიხედვით დაკომპლექტებული კავშირებისაგან, სადაც სულ 261,500 ადამიანია გაერთიანებული, რაც მთელი დაქირავებული თანამშრომლების 45 პროცენტს შეადგენს. ქალები პროფკავშირის წევრების 54 პროცენტს შეადგენენ. პროფკავშირის საწევრო განისაზღვრება ხელფასის მიხედვით და ის შეადგენს მის 1 პროცენტს (www.Gtuc.ge) (ინტერვიუ პროფკავშირების პრეზიდენთთან, ირაკლი პეტრიაშვილთან). ეს კავშირი საბჭოთა ეპოქის მემკვიდრე ორგანიზაციაა. პროფკავშირების რეალური ზემოქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაზე საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა ხელმძღვანელობა, რომელიც 2006 წელს იქნა არჩეული წინანდელზე უფრო აქტიურადარის ჩართული მშრომელთა უფლებების დაცვის საქმეში. სპკგ-ს ხელმძღვანელობს მამაკაცი და მის ოთხ თანაშემწეთაგან მხოლოდ ერთი, აჭარის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი არის ქალი. კავშირის კომიტეტი 26 წევრისგან შედგება. ისინი სპკგ-ს სექტორული და რეგონულური ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან. მათ შორის მხოლოდ სამია ქალი. ქალები უკეთ არიან წარმოდგენილნი კავშირების მოადგილეების დონეზე, სადაც შეადგენენ 65 პროცენტს. ამასთანავე, პროფკავშირში მოქმედებს ქალთა ორგანიზაცია „ქომაგი“.
პროფკავშირი არის საერთაშორისო თავისუფალი პროფესიული კავშირების კონფედერაციის წევრი, რომლის ხუთ პრიორიტეტს შორის არის თანასწორობა და გენდერი (www.icftu.org). შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს სააგენტო, რომლის წევრიც საქართველო 1993 წლიდან არის, აკრიტიკებს საქართველოს შრომის კოდექსში არსებულ რამდენიმე მუხლს და ხაზს უსვამს იმას, რომ კოდექსი ზედმეტ თავისუფლებას ანიჭებს დამქირავებელს და ზღუდავს დაქირავებულის უფლებებს, რაც არ აძლევს მშრომელებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას (რეზონანსი, 1 აპრილი, 2008). კოდექსი განსაკუთრებით აგრესიულია ქალების მიმართ, რადგან სადეკრეტო შვებულების ვადა ძალზე მოკლეა და სამუშაოს უსაფრთხოება, რაც სამუშაოს დაკარგვის რისკს გულისხმობს, ძალზე დაბალია.
მეორე გავლენიანი გაერთიანება არის საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი, რომელიც 10700 წევრს აერთიანებს და სადაც დიდ უმრავლესობას, 95 პროცენტს, ქალები წარმოადგენენ. კავშირის გადაწყვეტილების მიმღებ და აღმასრულებელ ორგანოებში სახეზეა გენდერულიუთანასწორობა. კავშირის ხელმძღვანელი ქალია, მისი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოშიც ქალები უმრავლესობას (70%25-ს) შეადგენენ, 27 დაქირავებული მუშაკიდან მხოლოდ ოთხია კაცი.
არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში საკმაოდ განვითარებულია არასამთავრობო სექტორი. მისი განვითარება უცხოელი დონორების ძლიერი ხელშეწყობის საფუძველზე ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში რეგისტრირებულია 40, 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ექსპერტების შეფასებით მათგან მხოლოდ 10 პროცენტია მოქმედი. სექტორი არათანაბრადაა გავრცელებული გეოგრაფიული თვალსაზრისით, ორგანიზაციათა უმრავლესობა დედაქალაქშია კონცენტრირებული. აქვეა ინსტიტუციურად ყველაზე მეტად განვითარებული და წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი მრავალფუნქციურია, ითავსებს რა მთელ რიგ განსხვავებულ საქმიანობებს - მაგ. მომსახურებით უზრუნველყოფას, გარკვეული ინტერსების ლობირებას, პოლიტიკაში კვლევების წარმოება, მონიტორინგს.
ქალების საჯარო საქმიანობაში ჩაბმა საქართველოში სათავეს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, როცა რამდენიმე უწყება დაფუძნდა, რომელთა მიზანი ქალებისთვის განათლების მიცემა იყო და რომლებსაც ძირითადად გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების დები ან მეუღლეები უძღვებოდნენ.
ასეთი პირველი საზოგადოება „წმინდა ნინოს საქველმოქმედო საზოგადოება“ 1846 წელს ჩამოყალიბდა. მას ბევრი მიმდედვარი გაუჩნდა და ქალების განათლება, ქალებისათვის პროფესიული და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, სკოლებში ქართული ენის სწავლება, ასევე ქართული საბავშვო ლიტერატურის შექმნა და ბავშვთა აღზრდაში ახალი მეთოდების შემოტანა მათ ძირითად საქმიანობად იქცა (ხომერიკი და ჯავახიშვილი, 2005). მრავალი ახლად შექმნილი ორგანიზაცია მუშაობდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების სოცილურ პრობლემებზე. ამასთან ერთად ჩამოყალიბდა საზოგადოებები, რომლებმაც ტრადიციულ საქმიანობას პოლიტიკური მანდატი დაუმატეს. ასეთი იყო „ქალთა წრე ხონში“. იგი 1903 წელს ჩამოყალიბდა და ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას ისახავდა მიზნად. ამავე დროს, ჩამოყალიბდა რამდენიმე საზოგადოება ქალების დასაქმების მხარდასაჭერად. 1889 წელს ნოტიო ლოლუას პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდა ფოთში. იმავე პერიოდში, ქალების საგანმანათლებლო სასწავლებლებში მასწავლებლების, მდივნებისა და სხვათა პროფესიული მომზადება ხორციელდებოდა. სექს მუშაკების წარმოებაში დასაქმების მხარდასაჭერად 1903 წელს შეიქმნა წმინდა მარია მაგდალენას საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც გახსნა თავშესაფარი. საზოგადოება თავშესაფარს და პროფესიულ მომზადებას სთავაზობდა 25 წლამდე ასაკის ქალებს, მათ ვინც აცხადებდა სურვილს უარი ეთქვა სხეულით ვაჭრობაზე. ქალები აქტიურად არიან ჩაბმულნი არასამთავრობო სექტორის მოღვაწეობაში და სახელმწიფო სექტორისგან განსხვავებით, ხელმძღვანელობენ ორგანიზაციებს, სადაც მათ უფრო ხშირად უკავიათ ხელმძღვანელი თანამდებობები. 2008 წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ (Mincheva, 2008) გამოავლინა, რომ ქალები ჭარბობდნენ მამაკაცებს როგორც დედაქალაქში, ასე რეგიონებში არსებულ ორგანიზაციებში. ქალები არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა 58 პროცენტს შეადგენენ თბილისში და 63.8 პროცენტს რეგიონებში. მეტიც, სამეცნიერო ხარისხის მქონე თანამშრომელთა შორის 65.8 პროცენტი ქალია, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას (59.2%25) ასევე ქალები ხელმძღვანელობენ.
გენდერულ თანასწორობას მხარდასაჭერად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას. დღესდღეობით ქალთა, ან ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოცდაათამდე არასამთავრბო ოგრანიზაცია ფუნქციონირებს, მაგრამ არ არსებობს მამაკაცის პრობლემებზე ფოკუსირებული ორგანიზაცია.
როგორც ეს სამოქალაქო სექტორისთვის ჩვეული პრაქტიკაა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთდროულად რამდენიმე სფეროში მუშაობენ და სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული, ისეთით, როგორიცაა მომსახურეობა, კონსულტირება, თრეინინგი, კვლევა და ა.შ. მათი უმრავლესობა მუშაობს სოციალურ პრობლემებზე, განათლებაზე და გენდრზე.
ნახ. 10 ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის სფეროები
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობა მაინცდამაინც არ ჩანს. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, დიდია იმის საჭიროება, რომ რესურსები უფრო ეფექტურად იქნეს გამოყენებული:
„შეინიშნება პასიურობა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ წარუმატებლობებზე, რაც გარკვვეული სახით დამოკიდებულებაზე მიუთითებს. მე მოვითხოვ, რომ განსაკუთრებული სიფხიზლე და კრიტიკულობა გამოვიჩინოთ და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რესურსბი მაქსიმალური ეფექტურობით მოვიხმაროთ“ - ინტერვიუ ექსპერტთან, ნინო ციხისთავთან.
2004 წელს, UNIFEM-ის მხარდაჭერით, ქალებმა შექმნეს სამშვიდობო ქსელი, სახელწოდებით ქალთა ერთობა მშვიდობისათვის, რომელმაც ასზე მეტი მონაწილე, ორგანიზაცია, თუ ცალკეული ადამიანი გააერთიანა. მისი მიზანი შემდეგნაირად განისაზღვრა: „პოზიტიური და მდგრადი მშვიდობის მიღწევა ქალების მონაწილეობისა და გენდერული თანასწორობის საშუალებით“. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი უკვე წლების განმავლობაში ფუნქციონირებს ქვეყანაში. მაგრამ მიუხედავად მრავალგზისი მცდელობისა, ქალთა ორგანიზაციებმა ვერ მოახერხეს ძალისხმევის გაერთიანება და ერთიანი, მძლავრი, სიცოცხლისუნარიანი მოძრაობის ჩამოყალიბება. თუმცა 2000 წელს ეუთო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია. ამჟამად მასში 80 ორგანიზაციაა გაერთიანებული.
გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიმართ. ამ სფეროში მრავალ საქმიანობას წარმართავს პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის თანადამფინანსებლები არიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) და საქართველოს მთავარობა. იგი ხორცილედება ერთობლივად, გაეროს განვითარების ფონდისა და საქართველოს პარლამენტის მიერ. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს გენდერული პოლიტიკის განსაზღვრაში, მხარი დაუჭიროს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას, უფრო ზუსტად კი, გაზარდოს ქალთა შესაძლებლობები და მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.
სამოქალაქო საზოგადოების სხვა ტიპის ორგანიზაციები
სათემო ორგანიზაციების რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობას. ისინი ძირითადად სოფლად ფუნქციონირებენ. სათემო ორგანიზაციების განვითარება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ საქართველოს მილსადენის მშენებლობებთან არის დაკავშირებული. ბოლო ხანებში, სათემო ორგანიზაციები ჩართული არიან ადგილობრივი განვითარების გეგმების შემუშავებაში და ამდენად გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის კარგ მაგალითს იძლევიან.
ქალები აქტიურად არიან ჩართული სათემო ორგანიზაციების მუშაობაში და ხშირად უძღვებიან კიდეც მათ. ქალთა ინიციატივის თვალსაჩინო ნიმუშია თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის სათემო ორგანიზაცია. ამ სოფლის ქალები მატყლის საბნებს კერავენ. სამწლიანი გამოცდილების საფუძველზე მათ შეძლეს კერძო სექტორისაგან კონტრაქტების უზრუნველყოფა.
ინტერესთა ჯგუფები და მომხმარებელთა კავშირები ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენენ, თანაც არსებული ორგანიზაციები არ გამოირჩევიან აქტიურობით. ქალებს იშვიათად ირჩევენ მაღალ თანამდებობებზე ამ სექტორში. პროფესიული ასოციაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის კიდევ ერთი ფორმაა. პროფკავშირის მსაგავსად, ამ ორგანიზაციებს ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. საბჭოთა ეპოქაში მათ საკმაო გავლენაც ქონდათ, ისინი განკარგავდნენ დიდ ქონებას და მაღალი პრესტიჟით სარგებლობდნენ. ამ კავშირების უმეტესობას მამაკაცები თავმჯდომარეობენ, ერთის გამოკლებით, ესაა მწერალთა კავშირი, რომელის თავმჯდომარეც ქალია. ეთნიკურ საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციები ასევე სათემო ორგანიზაციების ნაწილს წარმოადგენენ. მათი, როგორც ეთნიკურ წარმომავლობაზე დაფუძნებული ოგრანიზაციების მთავარი მიზანია თვითმყოფადობის შენარჩუნება და ეთნიკურ სამშობლოსთან კავშირების გამყარება, ისევე, როგორც ინტეგრაცია საქართველოში. ამასთანავე, არსებობს რამდენიმე სპორტზე ან ჰობიზე დაფუძნებული ორგანიზაცია. მათი უმრავლესობა, საფეხბურთო ფედერაციის მსგავსად, მხოლოდ მამაკაცებს აერთიანებს.
რელიგიური ინსტიტუტები
საზოგადოდ, მიჩნეულია რომ ქალები მამაკაცებზე უფრო რელიგიურები არიან. ქალები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის უფრო დიდ ნაწილს შეადგენენ. ჩვენი გამოკითხვის რესპონდენტთა უმრავლესობა (91.1%25) ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია. მართლმადიდებლების გარდა რესპონდენტთა შორის სხვა აღმსარებლობის ადამიანები იყვნენ 3.9 პროცენტი მუსლიმები, 2.9 პროცენტი გრეგორიანელები, 0.8 პროცენტი კათოლიკები. გამოკითხულთა 1.4 პროცენტი სხვა აღმსარებლობას განეკუთვენბოდა. მამაკაცებზე (8.7%25) საგრძნობლად მეტმა ქალმა (22.1%25) მიუთითა, რომ იცავდა მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალებს.
ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი მონასტრებისა, სადაც ბერები და მონაზვნები მოღვაწეობენ. მაგალითისთვის, მცხეთა-თბილისის ეპარქიაში 11 მონასტერია მამაკაცებისათვის და 8 ქალებისთვის. ქვეყანაში ასევე მოქმედებს სასულიერო აკადემია დასემინარია. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ქალებს განათლების მიღება შეუძლიათ 1988 წელს დაარსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, სადაც სამი კათედრაა: ფსიქოლოგიის და რელიგიის, ხელოვნებისა და რელიგის ისტორიის, ხატების რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების. აქ სტუდენტთა 80.0 პროცენტს ქალები შედგენენ. რეგისტრაციის წესების თანახმად (ძალაში შევიდა 2005 წელს), რელიგიური საზოგადოებები შეიძლება რეგისრტრირებულ იქნენ იუსტიციის სამინისტროში. ამ ხნისათვის რეგისტრირებულია 14 ასეთი საზოგადოება (მაგალითად, მეშვიდე დღის ადვენტისტები). მათ წევრებს ძირითადად ქალები შეადგენენ, თუმცა საზოგადოებებს მამაკაცები ხელმძღვანელობენ.
ძირითადი საკითხები
ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიზანს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გენდერული თვალსაზრისის გათვალისწინება წარმოადგენს. ამის მიღწევა შესაძლებელია ცნობიერების ამაღლებით გენდერის საკითხებში, რაც თავისმხრივ შეიძლება წარმოადგენდეს საჯარო სფეროში ქალების უფრო სრული წარმომადგენლობის შედეგს. თუმცა, ამ მიზნისაგან დამოუკიდებლად, ქალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმა თავისთავად უნდა განიხილებოდეს, როგორც მიზანი.
ანალიზი ცხადად მიუთითებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე. იმ დროს, როცა მამაკაცებისა და ქალების ინტერესი საზოგადოებრივი საქმიანობისა და პოლიტიკის მიმართ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ის ზეგავლენა, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებისას გააჩნიათ, ძლიერ განსხვავებულია, მამაკაცები ქალებზე შეუდარებლად მეტ ძალაუფლებას ფლობენ.
არჩევით და მმართველობის სტრუქტურებში ქალების უფრო მეტი წარმომადგენლობის აუცილებლობა საყოველთაოდ არის აღიარებული. მაგრამ ასევე ხშირად ვლინდება საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალის აქტიური ჩართულობის მიმართ ღრმად ფესვგადგმული დისკრიმინაცია.
კულტურული სტერეოტიპები, ცნობიერებისა და მგრძნობიარობის ნაკლებობა, გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, დროის, ასევე შესაძლებლობების და მოტივაციის უკმარისობა ქალებში, მათი დაბალი ჩართულობის მიზეზებად არის აღიარებული.
სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესების მიზნით საჭიროა განხორციელებულ იქნეს რიგი ღონისძიებები:
იმის გამო, რომ თანაბარი მონაწილეობა წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მხოლოდ ერთ-ერთ ფასადს, ქალთა ჩართულობა განხილულ უნდა იქნეს გენდერული თანასწორობის მთლიან კონტექსტში.
მთავარ საკითხს წარმოადგენს გენდერული საკითხებისადმი საზოგადოების მგრძნო ბიარობის გაზრდა და საზოგადოებაში ქალის ადგილის შესახებ ტრადიციული წარმოდგენის შეცვლა. ამ მიზნის მიღწევის საშუალებები შემდეგია:მედია კამპანიები და საჯარო ცხოვრების ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის პროპაგანდა, ფორმალური განათლება საბავშვო ბაღიდან უმაღლესის ჩათვლით. გენდერული პერსპექტივიდან უნდა იქნეს გადასინჯული სახელმძღვანელოები, მასწავლებლებმა უნდა გაიარონ სპეციალური თრენინგი, სკოლებში და საბავშვო ბაღებში უნდა იქნენ მოზიდული მამაკაცი მასწავლებლები, ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკა. უნდა დაიწყოს მთავრობის მიერ მიღებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება.
გადასინჯულ უნდა იქნეს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესატყვისობაში უნდა იქნეს მოყვანილი შრომის კოდექსი, რათა ქალებს მიეცეთ შესაძლებლობა განახორციელონ თავის მოვალეობები ორივე, კერძო და საჯარო სფეროებში.
ამჟამად ქალთა მონაწილეობის ძლიერი საკანონმდებლო და სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია საჯარო სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება. ქვოტირების სისტემის შემოტანა წარმოადგენს მონაწილეობის გაზრდის პირდაპირ და სწრაფ საშუალებას. ძირითადად საბჭოური წარსულით გაპირობებული ქვოტირების სისტემისადმი არსებულ ღრმად გამჯდარ უარყოფითი დამოკიდებულების შესაცვლელად უნდა წამოწყებულ იქნეს საჯარო დისკუსიები, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვოტირების სხვადასხვა მოდელები და კრიტიკულად უნდა იქნეს განხილული დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება. ქალთა მონაწილეობის მხარდასაჭერ ერთ შესაძლო გზას წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების სტიმულირება, რათა მათ საარჩევნო სიების პირველ ათეულსა და ოცეულში შეიყვანონ ქალები. სტიმულირება შეიძლება გამოიხატოს მათთვის უფასო სატელევიზიო დროის გამოყოფით პარტიის საქმიანობის პროპაგანდისათვის, პარტიის წევრების, ქალებისა და კაცების, უფასო თრენინგით.
ქალების უნარებისა და მოტივაციის გაზრდა უნდა მოხდეს ქალების მეტად ჩართვით ფორმალურ განათლების სისტემაში და სპეციალურ თრენინგის პროგრამებში. მათ უნდა მიეცეთ საზოგადოებაში და მედიაში გამოჩენის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია ქალს შევუქმნათ პირობები, რათა მას გამოუნთავისუფლდეს დრო საზოგადოებრივი აქტივობისათვის. ამის მიღწევა შესაძლებელია ქალის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, იმით, რომ ქალს მიეცეს საშუალება იქირაოს დამხმარე, შეიძინოს სხვადასხვა სახის მომსახურება და აგრეთვე, ოჯახურ ცხოვრებაში მამაკაცის უფრო მეტად ჩაბმის მეშვეობით.
ქალების კლუბებსა და სხვა ნებაყოფლობით ორგანიზაციებში გაერთიანება და ქალების დაწინაურება საბოლოოდ გაზრდის ქალთა მონაწილეობას. მომგებიანი იქნება ქალთა ორგანიზაციების შექმნა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით სოფლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, სადაც შესაძლებლობა იმუშაონ მამაკაცების გვერდიგვერდ, საკმაოდ შეზღუდულია.
საერთაშორისო გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ქალთა მოძრაობები, რომლებიც პოლიტიკური ძალაუფლებისათვის იბრძვიან, მეტ წარმატებას აღწევენ ვიდრე არსებულ ინსტიტუტებში ინტეგრირებული ქალთა ჯგუფები. ეს გაპირობებული უნდა იყოს მოძრაობებში არსებული დიდი კრიტიკული მასით და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობით ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი სტრატეგიები და პოლიტიკური მიზნები (Gelb, 1989). ასე, რომ ქალების მძლავრი მოძრაობის ჩამოყალიბებამ შეიძლება რადიკალური ცვლილება მოიტანოს, მაგრამ როგორც ადრეც შევნიშნეთ, დღემდე ეს მცდელობები საქართველოში წარუმატებელი რჩება. ერთიანობა თავდაპირველად შეიძლება დაეფუძნოს ერთი, ან ორი კონკრეტული მიზნის მიღწევას.
![]() |
2.2 თავი 4: დასაქმება |
▲ზევით დაბრუნება |
სიღარიბე აღიარებულია, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მსოფლიო სასურსათო პროგრამაში (2008 წლის მაისი) წარმოდგენილი გაეროს გათვლებით, საქართველო წინ უსწრებს მხოლოდ სოციალურად ღარიბი ქვეყნების უმდაბლეს კატეგორიას. გამოთვლა ეფუძნება სურსათზე დახარჯული შემოსავლის წილის განსაზღვრას (ალია, მაისი, 27-28 2008). 2005 წელს ქვეყნის მოსახლეობის 39.4 პროცენტი სიღატაკის ზღვარს მიღმა იყო. სიღარიბის დონე სოფლის მოსახლეობაში უფრო მაღალი იყო (41.7%25) ქალაქის (37.1 %25) მოსახლეობასთან შედარებით (საქართველო: სიღარიბის შემცირების სტრატეგიის დოკუმენტი. შუალედური ანგარიში, 2006).
დემოგრაფია ერთ-ერთი ასპექტია, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. 13წლის განმავლობაში, ორ აღწერას შორის, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა1, 088.000-ით, 5,443.400-დან 1989 წელს 4,355,400-მდე 2002 წელს. მსოფლიო ბანკის მოხსენების ”წითლიდან რუხისკენ (2007), მიხედვით ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა დამძიმებულია საქართველოს მოსახლეობის მოსალოდნელი 17 პროცენტიანი კლებით 2002-2025 წლებში. 2025 წელს 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები მოსახლეობის 18 პროცენტი იქნება, მაშინ როდესაც 2002 წელს ისინი 13 პროცენტს შეადგენდნენ. მოსახლეობის დაბერება დიდ ზეწოლას მოახდენს სახელმწიფოს ხარჯებზე, განსაკუთრებით საპენსიო და ხანდაზმულებზე ხანგრძლივი მოვლის დასაფარავი ხარჯების გამო.
სიღარიბეს საქართველოში რამდენიმე თავისებურება გამოარჩევს სხვა, ტრადიციულად ღარიბი ქვეყნებისაგან. 1990 წლის ეკონომიკური კრიზისის წინ, ითვლებოდა, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოში იყო ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე. ეს იყო ქვეყანა, სადაც ძალიან მაღალი იყო უმაღლესი განათლებისმქონე ადამიანთა წილი. ამდენად, მრავალი წლის განმავლობაში დაბალმა შემოსავალმავერ შეცვალა ადამიანური კაპიტალი განათლება და ჯანმრთელობა, მაგრამ დაბალი შემოსავალის ზეგავლენა სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. და მაინც, უმაღლესი განათლების მქონე მშობლები, უფრო დაბალი განათლების მქონე მშობლებისგან განსხვავებით, კვლავინდებურად ფასეულად მიიჩნევენ თავიანთი შვილების უნარების განვითარებას და ამ გზით ცდილობენ შეარბილონ სიღარიბის შედეგები.
მთავრობა სიღარიბეს ებრძვის პროგრამის: გაერთიანებული საქართველო სიღარიბის გარეშე 2008-2012, ასევე ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სიღარიბის საწინააღმდეგო სოციალური პროგრამების განხორციელების მეშვეობით.
ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა სახელმწიფო დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებისთვის. 2008 წლის აპრილისათვის, 467 749 ოჯახმა, რომელთა წევრების საერთო რაოდენობა 1, 486 281-ის ტოლია, მიმართა პროგრამას დახმარების მოთხოვნით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები ოჯახების 39.8 პროცენტი თავს ღარიბად მიიჩნევს და სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს. ამ ოჯახების 28.8 პროცენტმა დახმარება მიიღო. დიდ ოჯახებთან შედარებით, მცირე ზომის ოჯახები ბევრად უარეს მდგომარეობაში არიან. იმ ოჯახების 59.6 პროცენტი, ვინც მიიღო დახმარება, ერთი ან ორი წევრისგან შედგება.
ნახ. 11 სახელმწიფო დახმარება ღარიბ ოჯახებს
(2008 წლის აპრილის მონაცემები) წყარო www.ssa.gov.ge
გენდერული უთანასწორობა თავს იჩენს ეკონომიკაში. ქალების რაოდენობა ჭარბობს, როგორც დახმარების მომთხოვნთა შორის (55.3%25 ქალი და 44.7%25 მამაკაცი), ისე მათ შორის, ვინც სახელმწიფო დახმარება მიიღო (56.7%25 ქალი და 43.3%25 მამაკაცი).
ქვეყნის მდიდარ ადამიანთა შორის მხოლოდ თითო-ოროლა ქალმა შეძლო სიმდიდრის თვითონ დაგროვება. ქალების მამაკაცებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად ეკონომიკური დამოკიდებულებითაა გაპირობებული. ხელფასი ზრდის ქალის დამოუკიდებლობას.
როგორც ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა შენიშნა:
„ბოლო წლებში ქალაქად მრავალი ოჯახის შემოსავალი ქალზე დამოკიდებული გახდა და ეს ხელს უწობს თანასწორობას; მამაკაცის თანასწორად ფულის ქონა ნიშნავს თანასწორი თავისუფლების ქონას“ - ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან.
ერთერთმა სტუდენტმა გოგონამ ასეთი მოსაზრება გამოთქვა ჯგუფურ განხილვისას (ფჯ 7):
„როგორც კი ქალი ოჯახში შემომტანად იქცევა, ოჯახის ძალაუფლების სტრუქტურას ის განსაზღვრავს, ანუ სოციალური სტატუსი ქმნის განსხვავებას“.
სიღარიბის შედეგები მრავალმხრივია. სიღარიბე სულ უფრო მეტად არის გაგებული, როგორც ძირითადი შესაძლებლობების შეზღუდვა და არა უბრალოდ, როგორც დაბალი შემოსავლის ქონა. მაგრამ, სიღარიბის მრავალგანზომილებიანი ხასიათის მიუხედავად, შემოსავალი მის უმთავრეს კომპონენტად რჩება. უმეტეს შემთხვევაში კი შემოსავალი სამუშაოზეა დამოკიდებული.
სიღარიბის მსგავსად, უმუშევრობაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შემოსავალის დაკარგვა. დასაქმება სტატუსის მაჩვენებელია. სამუშაოს გარდა ზრდასრულ ადამიანს დროის ღირსეულად დახარჯვის ცოტა ალტერნატივა გააჩნია.
დასაქმება ზეგავლენას ახდენს ადამიანის თავმოყვარეობაზე, თვით-შეფასებაზე, ცხოვრებით კმაყოფილებაზე და თვითეფექტურობაზე, ანუ მოქმედების განხორციელების უნარის ქონის აღქმაზე, ასევე სოციალურ ურთიერთობებზე, ოჯახურ ცხოვრებასა და პრესტიჟზე (Sullivan, 2004; Lauer, 1998).
ადამიანები ჩართულნი არიან დასაქმების, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სფეროში. სქესის მიხედვით დიფერენციაცია ეხება არა მარტო აქტიობის სფეროს-საჯარო მამაკაცებისათვის და კერძო ქალებისათვის, არამედ ასევე სეგრეგაციას სფეროების შიგნით. დასაქმებაში აღინიშნება სეგრეგაცია პროფესიებსა და თანამდებობებში, ასევე დასაქმების ფორმალურ, არაფორმალურ სფეროებსა და თვითდასაქმებაში.
სამსახურის პოვნა, ან მისი შექმნა თითქმის ყველგან უფრო ძნელია ქალისთვის,ვიდრე კაცისთვის. იმისათვის, რომ ქალმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მუშა ძალამ, მას კაცთან შედარებით უფრო დიდი ბრძოლა და უფრო მეტი ფარული, თუ ხილული დაბრკოლებების გადალახვა უწევს. ფინანსურმა გაჭირვებამ ქალებს ბიძგი მისცა ჩაბმულიყვნენ სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში. მძიმე ვითარების გამო მათ იტვირთეს პასუხისმგებლობა უზრუნველეყოთ თავიანთი ოჯახები საარსებო მინიმუმით. ქალებმა მამაკაცებზე ადრე გააცნობიერეს, რომ აღარ დაბრუნდებოდა სახელმწიფოს მიერ სამსახურით უზრუნველყოფის დრო და რომ მათ თავად უნდა ეზრუნათ საკუთარ მომავალზე. ქალები მამაკაცებზე გაცილებით მოქნილები აღმოჩნდნენ პროფესიის შეცვლის თვასლაზრისით, მათ არ ითაკილეს საკუთარი კვალიფიკაციისათვის შეუფერებელი საქმის კეთება, უმუშევრობას ამჯობინეს არაკვალიფიცირებული სამუშაოს შესრულება ქუჩაში სიგარეტებისა და ყვავილების გაყიდვა, თურქეთიდან საქონლის ჩამოტანა, მაწვნის გაკეთება და მისი ქალაქში გაყიდვა, ბავშვების მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობა, მცირე ბიზნესის წამოწყება. ასე გაიკვლია ბევრმა ქალმა გზა ახალ ეკონომიკურ რეალობაში, ხშირად პროფესიისა და საკუთარი მისწრაფებების დათმობის ხარჯზე. დასაქმების არაფომალურ სფეროში ქალები რაოდენობრივად ჭარბობენ მამაკაცებს. ქვეყანაში არსებული დაბალი სამუშაო უსაფრთხოების ფონზეც კი, არაფომრალური სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
ეს შეეხება სამუშაო ძალის საკმაოდ დიდ ნაწილს - წვრილ მოვაჭრეებს, შინამოსამსახურეებსა და ძიძებს, რომელთა უმრავლესობა ქალები არიან. „ქალების დიდი რაოდენობა მუშაობს დასაქმების არაფორმალურ სექტორში, რომელიც არც რეგულირდება და არც კონტროლირდება. სწორედ აქ ვაწყდებით დისკრიმინაციის სასტიკ ფორმებს, სექსუალურ ძალადობასა და მტრულ გარემოს“ - ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ საბედაშვილან.
მეორეს მხრივ, მამაკაცები მეტად არიან წარმოდგენილნი ფორმალურ სექტორში. ფორმალურ სექტორში დასაქმებულთაგან ქალები 47.5 პროცენტს, ხოლო მამაკაცები 52.5 პროცენტს შეადგენენ. მეტი ადამიანია დასაქმებული კერძო სექტორში (77.0%25) საზოგადოებრივ სექტორთან შედარებით (23.0%25). ქალები უკეთ არიან წარმოდგენილნი სახელმწიფო სექტორში (დასაქმებულ ქალთა 25.8 პროცენტი), ვიდრე მამაკაცები (დასაქმებულ მამაკაცთა 20.5 პროცენტი) (ქალები და მამაკაცები, 2006). სახელმწიფო სექტორთან შედარებით კერძო სექტორი უფრო მაღალი ხელფასის მიღების შესაძლებლობა იძლევა, მაგრამ ქალები ორივე სექტორში მამაკაცებზე დაბალ ხელფასის იღებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წელს სახელმწიფო სექტორში მომუშავე ქალების ხელფასი საშუალოდ 89.3 ლარი იყო, ხოლო მამაკაცების 184.1 ლარი. ქალების საშუალო შემოსავალი კერძო სექტორში შეადგნედა 134.7 ლარს, ხოლო მამაკაცებისა - 210.6 ლარს. გენდერული განსხვავებები უფრო მკვეთრია სახელმწიფო სექტორში (94.8 ლარი), შედარებით კერძო სექტორთან (75.9 ლარი), რაც ალბათ კერძო სექტორში არსებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით აიხსნება.
ჩვენი გამოკითხვის დასაქმებული რესპონდენტების 58.3 პროცენტი კერძო სექტორში მუშაობს, 33.4 პროცენტი თვით-დასაქმებულია, 12.5 პროცენტი სახელმწიფო სამსახურშია და 8.3 პროცენტი კი - არასამთავრობო ორგანიზაციებშია გაერთიანებული. სამუშაოს უსაფრთხოება ქვეყანაში დაბალია. საერთაშორისო შრომის ორგანიზაციამ (ITUC CSI IGB 2007 - პროფესიული კავშირების უფლებების დარღვევების წლიურიმიმოხილვა) სასტიკად გააკრიტიკა საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წელს. ორგანიზაცია მას საერთაშორისო სტანდარტების დაღვევად მიიჩნევს. მის მიხედვით კოდექსი ნერგავს „დაიქირავე-გააგდე“-ს პოლიტიკას, რადგან დასაქმებული შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
მიჩნეულია, რომ ახალი შრომის კოდექსი უკან გადადგმული ნაბიჯია წინა კოდექსთან შედარებით ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. წინამორბედი კოდექსის თანახმად, მომუშავე დედებს, რომელთაც ყავდათ 3 წლამდე ასაკის ბავშვი, ნება ეძლეოდათ სამსახურში ერთი საათით გვიან მისულყვნენ და ერთი საათით ადრე დაემთავრბინათ მუშაობა. ეს მუხლი ახალ კოდექსში აღარ არის. მოქმედი კოდექსის თანახმად მეძუძურ დედას მხოლოდ ერთი დამატებითი საათი ეძლევა შესვენებისთვის.შეზღუდულია ფულადი კომპენსაცია სადეკრეტო შვებულებისას. ხელფასის ოდენობისგან დამოუკიდებლად, ქალს არ შეუძლია მიიღოს 150 ლარზე მეტი თვეში, რაც შეადგენს 600 ლარს მთელი სადეკრეტო შვებულებისთვის.
„ეს დემოგრაფიული პრობლემისთვის დიდი დარტყმაა, ქალები, რომლებსაც დიდი ხელფასი აქვთ და შვილის ყოლას განიზრახავენ, აღარ იღებენ სადეკრეტო შვებულებას და მუშაობენ ბავშვის გაჩენის დღემდე. ეს კი უეჭველად არყევს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობას“- ინტერვიუ პროფესიული კავშირების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან.
დასაქმება სტატუსის ნიშანია, ის ასევე აძლევს ადამიანს საშუალებას გაექცეს ყოველდღიურ პრობლემებს, ჩაებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაამყაროს სოციალური კავშირები, მოახდინოს თვითრეალიზაცია და ამდენად ხელს უწყობს ადამიანური და სოციალური კაპიტალის განვითარებას. სამუშაო, როგორც მამაკაცის, ისე ქალის იდენტურობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგებმა უჩვენეს, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს დასაქმებასა და ცხოვრებით კმაყოფილებას, ბედიერებას, თვითშეფასებასა და ოპტიმიზმს შორის როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. მაგრამ დასაქმება მაიც უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცისათვის. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ დასაქმება კაცებზე უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ქალებზე, თუმცა, ტვირთის გაორმაგების მიუხედავად, დასაქმება ქალებზეც დადებითად მოქმედებს.
დასაქმება ცხოვრებით კმაყოფილებასთანაა დაკავშირებული: დასაქმებულ მამაკაცთა 34.0 პროცენტი დაუსაქმებელთა 23.0 პროცენტთან შედარებით, და დასაქმებულ ქალთა 24.3 პროცენტი დაუსაქმებელ ქალთა 19.2 პროცენტთან შედარებით, ცხოვრებით კმაყოფილია.
დასაქმებული მამაკაცების 57.1 პროცენტი დაუსაქმებელთა 47.3 პროცენტთან შედარებით და დასაქმებული ქალების 58.0 პროცენტი დაუსაქმებელ ქალების 50.0 პროცენტთან შედარებით თავს უფრო ბედნიერად გრძნობს.
დასაქმებული მამაკაცების 65. 2 პროცენტს დაუსაქმებელ 58.9 პროცენტთან შედარებით და დასაქმებული ქალების 51.1 პროცენტს დაუსაქმებლების 46.8 პროცენტთან შედარებით, მაღალი თვით-შეფასება აქვს.
დასაქმებული მამაკაცების 52.2 პროცენტი და დაუსაქმებელი მამაკაცების 48.9 პროცნეტი ოპტიმისტია. დასაქმებლი ქალების 54.9 პროცენტი და დაუსაქმებელი ქალების 50.4 პროცენტი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს.
ქალების წილის ზრდა სამუშაო ძალაში თვალშისაცემია მსოფლიოს ყველა რეგიონში (Pollert & Fodor, 2005), და მაინც, ქალებისთვის სამსახურის შოვნა უფრო ძნელია. გაჩნდა ისეთი კონცეფციები, როგორიცაა ქორწინების ბარიერი და ორსულობისბარიერი, რაც ნიშნავს, რომ გათხოვილ და ორსულ ქალებს სამსახურში მიღებაზე უარს ეუბნებიან და გათხოვილ ქალებსა და დედებს სამსახურიდან წასვლისკენ უბიძგებენ.
დასაქმებულმა ქალები კი შეიძლება ორი სახის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სეგრეგაციის მსხვერპლნი გახდნენ.
ჰორიზონტალური სეგრეგაცია
არსებობს ტრადიციულად ქალისა და ტრადიციულად მამაკაცის პროფესიები. სქესის მიხედვით პროფესიული სეგრეგაცია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ასე მაგალითად, აშშ-ში ქალები ისეთ პროფესიით მუშაობენ, სადაც ქალები 70 პროცენტს შეადგენენ, ხოლო მამაკაცები კი იქ, სადაც 70 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ. 2002 წელს, დასაქმებულ ქალთა მესამედზე მეტი კონცენტრირებული იყო შემდეგ პროფესიულ კატეგორიებში: მასწავლებელი, მდივანი, მენეჯერი და ადმინისტრატორი, ჯანდაცვის სფეროს პროფესიები, საცალო ვაჭრობა, საბანკო საქმე და დაზღვევა. (Convey, et al., 2005). ვითარება მეტნაკლებად მსგავსია გლობალურად: დასაქმებული ქალების სამი მეოთხედი მთელ მსოფლიოში 7 პროფესიაში მოღვაწეობს: მედდები, მდივნები/მბეჭდავები, სახლების მომვლელები, ბუღალტრები და მოლარეები, დამლაგებლები, მომვლელები, მკერავები (Wharton, 2004). სქესის მიხედვით პროფესიული სეგრეგაცია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორისა ეკონომიკა, სოციალურ და კულტურულ მახასიათებლებზე არის დამოკიდებული. ქალებისთვის მამაკაცური პროფესია უფრო ხელმისაწვდომი ხდება, მაშინ, როდესაც მამაკაცების ნაკლებობაა. ეს გამოვლინდა ყველა ქვეყანაში ომის პერიოდში და ახლაც თვალში საცემია ქვეყნებში, სადაც დაბალია შობადობა. საზოგადოებაში დამკვიდრებული თანასწორუფლებიანობა ასევე ამცირებს სეგრეგაციას.
საქართველოში მონაცემთა არსებობა არ იძლევა ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებას პროფესიული სეგრეგაციის თაობაზე მაგრამ ჩვენი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოშიც ზემოთ ნახსენები საქმიანობებით უმეტესად ქალები არიან დაკავებულნი.
ქალების სამსახურეობრივი მიღწევები უფრო მეტად ხელოვნებასთან და განათლებასთანაა დაკავშირებული. ამას ნაწილობრივ ადასტურებს საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია, რომელიც 1975-1987 წლებშია გამოქვეყნებული და ასევე, „ვინ ვინ არის“, რომელიც 2006 წელს გამოქყვეყნდა.
საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაში 321 ქართველი ქალია ჩამოთვლილი. მათ შორის ნახევარზე მეტი (59.9%25) ხელოვნების წარმომადგენელია, 14.6 პროცენტი მეცნიერებისა და განათლების სფეროში, ხოლო ქალების 6.2 პროცენტს წარმოებაში დაკავებული ქალები შეადგენენ.
ნახ. 12 საქართველოს საბჭოთა ენცილოკლოპედიაში მოღვაწეობის სფეროს მიხედვით ქალებზე შესული სტატიების განაწილება
წყარო: მ. მაისურაძე, გამოუქვეყნებელი ანგარიში
„ვინ ვინ არის“ შეიცავს მონაცემებს 227 ქალზე. აქაც, ქალების უდიდეს წილს (42.7%25) ხელოვნების და სამეცნიერო სფეროს (21.6%25) წარმომადგენლები შეადგენენ
ნახ. 13 ქალები „ვინ ვინ არის“ - ის მიხედვით, 2006
ქალების საშუალო შემოსავალი მამაკაცების შემოსავალზე მცირეა. ამის მიზეზი ისაა, რომ ის სფეროები, სადაც ქალები მუშაობენ, ნაკლებ ანაზღაურებადია. მამაკაცები უფრო მაღალანაზღაურებად, უფრო პრესტიჟულ პროფესიებს ირჩევენ. მაგალითად, ნოტარიუსებს შორის ძალზე ცოტაა მამაკაცები. როგორც ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა ამის მიზეზი ის არის, რომ:
„ეს არ ითვლებოდა მაინცადამაინც პრესტიჟულ პროფესიად და არც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვდა.“
„მამაკაცი მუდამ მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს ეძებს, რადგან ოჯახი უნდა უზრუნველყოს. ეკონომიკური შეჭირვების დროს ქალებმა მოახერხეს საკუთარი ადგილის პოვნა, დათანხმდნენ დაბალ ანაზღაურებად სამსახურებს, ხოლო მამაკაცების დიდმა ნაწილმა ამჯობინა შინ დარჩენა და ცოლის ხარჯზე ცხოვრება.“ ინტერვიუ ქალთა საბჭოს წევრთან, ბაია რომელაშვილთან.
ქალების საქმიანობის სფეროები, ანუ განათლების, ჯანდაცვის, სასტუმროებისა და რესტორნების, ის სფეროებია, სადაც საშუალო ანაზღაურება ყველაზე დაბალია. ასე მაგალითად, საშუალო ყოველთვიური ხელფასი განათლების სფეროში 2007 წლის მეორე კვარტალში იყო 147.3 ლარი, ჯანდაცვაში - 183.3 ლარი და სასტუმროებისა და რესტორნის მომსახურებაში 344.4 ლარი. ყველაზე მაღალი ხელფასები ფინანსურ საქმიანობას (943.8 ლარი) და წიაღისეულის მოპოვებას (644.8 ლარი) უკავშირდება. ეს ტრადიციულად მამაკაცის საქმიანობებია. იმავე პერიოდში ქალის საშუალო შემოსავალი იყო 211.2 ლარი, ხოლო მამაკაცისა - 320.9 ლარი (სტატისტიკის დეპარტამენტი). თუმცა, იმ საქმიანობებშიც კი, სადაც მამაკაცები არიან წამყვან პოზიციებზე, ქალებს მამაკაცებზე ნაკლებს უხდიან. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ქალების, კარიერაში საოჯახო მოვალეობების გამო ხშირია წყვეტა. შრომის ბაზარზე დაბრუნებისას ისინი ვეღარ აღწევენ ისეთ წინსვლას, როგორც მამაკაცები. გენდერის სფეროს ექსპერტები პროფესიებში დამკვიდრებულ გენდერული უთანასწორობის უარყოფით შედეგებზე საუბრობენ:
„გენდერული წონასწორობა იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი და ქალი ერთნაირად არიან წარმოდგენილნი. განათლების სისტემაში კაცების დიდი ნაკლებობაა, რაც ძალიან ცუდია. საუბარი ჯანსაღ ატმოსფეროზე შეუძლებელია იქ, სადაც დარღვეულია გენდერული ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს თავისუფლება და ქალებს, ან მამაკაცებს შეუძლიათ ამა თუ იმ სფეროს მონოპოლიზირება, რის შედეგადაც არც მამაკაცი და არც ქალი არ არის თანასწორ მდგომარეობაში.“ - ინტერვიუ ექსპერტთან, ჩარიტა ჯაშთან.
„ჩვენ უკმაყოფილო ვართ ჩვენი მამაკაცების ჩაუხედავობით გენდერის საკითხებში, მაგრამ ამასთანავე, ვაღიარებთ, რომ მათ ქალები ზრდიან, რადგან ჩვენში ბავშვებს დედები და ბებიები ზრდიან, საბავშვო ბაღებშიც ყველა მასწავლებელი ქალია, იგივე ვითარებაა დაწყებით სკოლებში. აუცილებელია მამაკაცი მასწავლებლებიც ჩაერთონ საქმეში, დაწყებითი კლასების დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ - ინტერვიუ ექსპერტთან, მარინა თაბუკაშვილთან.
არის შემთხვევები, როცა ქალი მამაკაცის პროფესიაში ახერხებს შეჭრას. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა ტაქსის მძღოლმა ქალმა გვითხრა: ”
„ტაქსის მძღოლი უმუშევრობის გამო გავხდი. სამუშაო ვერ ვიშოვნე და ჩემმა მეზობელმა ტაქსის მძღოლებმა მირჩიეს მუშაობა ტაქსის მძღოლად დამეწყო, რადგან ძლიერი ქალი ვარ. ასე რომ, ჩემი ხასიათის გამო გადავწყვიტე ეს საქმიანობა წამომეწყო.“
ისეთ სფეროებში, სადაც სერტიფიკატის აღება და ამისთვის გამოცდების ჩაბარებაა სავალდებულოა, აშკარად იგრძნობა ქალი თანამშრომლების რიცხვის მატება. 257 მოსამართლიდან 126 ქალია, თუმცა სასამართლოს სამივე თავმჯდომარე მამაკაცია. გენდერული ბალანსი სასამართლოს თავმჯდომარეებში უკეთესია საუბნოსასამართლოების დონეზე, სადაც 56 თავმჯდომარიდან 26 ქალია. პრესასთან ურთიერთობა მთლიანად ქალებს ეთმობა და ყველა სპიკერი მოსამართლე ქალია.
ვერტიკალური სეგრეგაცია
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქალებს და კაცებს დაწინაურების განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნიათ. მსოფლიო მასშტაბით მცირეა ქალების რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. გამოკითხვამ (სოციოლოგიური გამოკითვის ანგარიში, 2007), რომელიც გაერომ ჩაატარა საუკეთესო გენდერული თანასწორობის მქონე ორგანიზაციების გამოსავლენად უჩვენა, რომ დიდია სხვაობა დასაქმებულ ქალთა პროცენტულ მაჩვენებელსა და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე არსებულ ქალთა პროცენტულ მაჩვენებელს შორის.
ნახ. 14 წყარო: საუკეთესო გენდერული მაჩვენებელის მქონე ორგანიზაციის გამოსავლენად ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის ანგარიში (2008)
დასაქმების სფეროში მამაკაცური კულტურაა გამეფებული. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ მამაკაცი მამაკაცურად იქცევა როგორც ტრადიციულად მამაკაცის, ისე ტრადიციულად ქალის პროფესიაში მოღვაწეობისას, მაშინ როდესაც ქალი ჩვეულებრივათ მამკაცურად იქცევა მამაკაცურ პროფესიებში (Wharton, 2004).
სამსახურებრივი წინსვლა ქალისთვის უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის. იმ სირთულეს, რომელსაც საუკეთესო მონაცემების მქონე ქალები აწყდებიან მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დასაწინაურებლად, დიდი ხნის წინ ეწოდა „მინის ჭერი“ - უხილავი ბარიერის არსებობა, რომელიც წინსვლის შესაძლებლობას არ იძლევა. მამაკაცების შემთხვევაში პირიქით ხდება, როდესაც ისინი ტრადიციულად ქალების საქმიანობას ეწევიან, ეგრეთ წოდებულ „მინის ესკალატორს“ ისინი ზემოთ აყავს.
მამაკაცმა რესპონდენტმა გაგვიზიარა ქალურ პროფესიაში მუშაობის გამოცდილება:
„მე უკვე ცამეტი წელია ჟურნალისტი ვარ. ვმუშაობდი ჟურნალებში, რადიოში, გაზეთებში და ტელევიზიაში. იქ ყველგან ქალები უმრავლესობას შეადგენენ. მახსოვს, რადიოში ჩემი უფროსი ქალი იყო და როცა იქ დავიწყე მუშაობა, ძალიან უხაროდა, რომ როგორც იქნა მამაკაცი თანამშრომელი გაუჩნდა. თანამშრომლებიც ძალიან გახარებულები იყვნენ რომ იქ მივედი, და მე თვითონაც ბედნიერი ვიყავი. მამაკაც ჟურნალისტებს ქონდათ პრივილეგიები მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცები იყვნენ.“ - ინტერვიუ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილთან.
ქალების სამსახურეობრივ წინსვლაზე მსჯელობისას წამოიჭრა ქალის მიერ სამსახურეობრივი წინსვლის დაგეგმვის აუცილებლობის საკითხი. გამოკითხულთაგან ზოგი მიუთითებდა იმას, რომ აუცილებელია ქალებმა საკუთარ კარიერაზე იზრუნონ; ზოგმა ამისათვის აუცილებელი პირობებიც წამოაყენა:
„იმისათვის, რომ სწორი გზა დაანახო, დიდი სამუშაოა გასაწევი, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ ქალი შინ უნდა იჯდეს, ბავშვები გაზარდოს და ოჯახს და მეუღლეს მიხედოს. ასეთი წარმოდგენა უნდა მოკვდეს საქართველოში. ქალი უნდა მუშაობდეს, დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ძალიან სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისაც, ოჯახისთვისაც, ბავშვებისთვისაც და მეუღლეებისთვისაც“ - ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჟვანიასთან.
„ქალების კარიერა დამოკიდებულია თავად ქალებზე და მათ მეუღლეებზე. თუ ქალი გათხოვილია და ქმარი არაა წინააღმდეგი, და თუ ქალის საქმიანობა არ შეუშლის ხელს ოჯახის კეთილდღეობას, მაშინ რატომაც არ უნდა იმუშაოს ქალმა? მეორეს მხრივ, თუ ეს ოჯახურ პრობლემებს წარმოშობს, ქალი უნდა დაფიქრდეს და გადაწყვიტოს ღირს თუ არა კარიერის გაგრძელება“. - ინტერვიუ პროფესიული სასწავლებლის დირექტორთან, ირაკლი ფაჩულიასთან. ჩვენმა გამოკითხვამაც დაადასტურა ქალის მუშაობის მიმართ არსებული განსხვავებული დამოკიდებულება. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ყველასათვის უკეთესია, როდესაც მამაკაცი მუშაობს და ქალი ოჯახს უვლის, მაგრამ აქ სახეზეა გენდერული განსხვავება, უფრო მეტი მამაკაცი (79.8%25) ვიდრე ქალი (64.7%25) ფიქრობს ასე (Chi Square 39.9%25; df 2; p<001). ქალების და მამაკაცების დამოკოდებულებები ასევე განსხვავებულია მამაკაცისათვის დასაქმებისას პრივილეგიების მინიჭების მიმართ (Chi Square 39.9%25; df 2; p<.001). მამაკაცების უმეტესობა (54.4%25), ქალებთან შედარებით (37.7%25) მამაკაცებისთვის პრივილეგიების მინიჭების მომხრეა. მამაკაცები და ქალები (87.6%25) თახმდებიან, რომ ქმრებს ცოლებზე მაღალი ხელფასი უნდა ქონდეთ.
ინტერვიუების დროს და ფოკუს-ჯგუფების შეხვედრებზე მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ სამსახურში ხშირად ხდება ქალების აზრების უგულვებელყოფა. საერთოდ სამსახურში მამაკაცებს უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებენ, ვიდრე ქალებს. ამავე დროს, უმუშევრობის შედეგები უფრო მძიმეა კაცებისათვის.
ქალების დაწინაურების საკითხი, რესპონდენტთა აზრით, დამოკიდებულია საქმიანობაზე და სამუშაოს მოთხოვნებზე.
„კულტურის ან განათლების სფეროში მუშაობისას ქალები შეიძლება ელოდნენ დაწინაურებას, მაგრამ სხვა სფეროებში, როგორიცაა მაგ. პოლიტიკა, კონფლიქტების გადაჭრა ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი სფერო, მამაკაცებს დაწინაურების ბევრად მეტი შანსი აქვთ“
„თანამშრომლის აყვანისას უპირატესობის ქალისთვის, ან მამაკაცისთვის მინიჭება დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკაზე. არსებობს სამუშაოს სახეობები, რომელიც ქალის თვისებებზეა ორიენტირებული, ისეთებზე როგორიცაა კომუნიკაბელურობა და არა ტრივიალური აზროვნება, ასეთ შემთხვევაში ქალებს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო როცა მამაკაცური თვისებებია საჭირო, მამაკაცები აყავთ“. - ინტერვიუ ბიზნესის წარმომადგენელთან, ნათია თურნავასთან.
რესპონდენტები განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ მამაკაცი უფროსის, ან ქალი უფროსის მიმართ, მაგრამ საერთო ჯამში უპირატესობას მამაკაცებთან მუშაობას ანიჭებდნენ.
ქალის კარიერული წინსვლის ძირითად დაბრკოლებად რესპონდენტები (ინტერვიუ) ოჯახური მოვალეობებით გამოწვეულ დროის უკმარისობას მიიჩნევენ.
უმუშევრობა
დასაქმების შესაძლებლობების სიმწირე ქვეყნის სიღარიბის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ოფიციალური სტატისტიკა 2000 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში უჩვენებს, რომ უმუშევრობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მკაცრი კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში (15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები) მერყეობს 10.3 პროცენტიდან 13.8 პროცენტამდე (საქართველო: სიღარიბის აღმოფხვრის სტრატეგიული დოკუმენტი. შუალედური ანგარიში). უმუშევრობის ეს 13.8 პროცენტული მაჩვენებელი ზუსტად არ ასახავს დასაქმებასთან დაკავშირებულ ვითარებას ქვეყანაში, რადგან ოფიციალური კრიტერიუმის მიხედვით თვით-დასაქმებულად ითვლება ყველა, ვინც მიწის ნაკვეთს ფლობს. ექსპერტების გამოთველბით უმუშვერობა 2007 წელს 35-40 პროცენტს შეადგენდა (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2007).
უმუშევრობას ქვეყანაში თავისებური ხასიათი აქვს, ის ყველაზე მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს შორის. 2005 წელს უმუშევარი ქალების 39.6 პროცენტს და უმუშევარი მამაკაცების 38.4 პროცენტს უმაღლესი განათლება ქონდა (ქალები და მამაკაცები, 2006).
ქალების წილი მუშა ძალაში მამაკაცებისაზე ნაკლებს შეადგენს (მაგ. 2001 სამუშოა ძალას შეადგენდა 1.093.600 კაცი და 1.019.700 ქალი, ხოლო 2006 წელს 1.085.900 კაცი და 935.900 ქალი). 2007 წელსაც უფრო მეტი მამაკაცი (63.0%25) ვიდრე ქალი (48.0%25) იყო დასაქმებული.
ნახ.15 უმუშევრობა ეკონომიკურად აქტიურ მამაკაცებსა და ქალებში
(წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი).
უმუშევრობასთან ერთად. ქვეყანაში ძალზე გავრცელებულია არასრულფასოვანი დასაქმება, რაც გულისხმობს სრული დატვირთვით მუშაობას მწირი ხელფასისათვის, ნახევარ შტატზე მუშაობას, როდესაც ადამიანს სრული შტატზე მუშაობა სურს, ან ისეთ სამუშაოს შესრულებას, რომელიც დროებითი ხასიათისაა, ან არ შეესატყვისება ადამიანის ცოდნასა და უნარს.
უმუშევრობის დონე ძალზე მაღალი იყო ჩვენი გამოკიხვის რესპონდენტებს შორისაც. გამოკითხულთა 61.6 პროცენტი მიუთითებს, რომ არ მუშაობს. უმუშევარი ქალების წილი (68.1%25) ჭარბობს უმუშევარი მამაკაცების წილს (53.1%25). უმუშევარ რესპონდენტებს შორის 38.1 პროცენტმა მიუთითა, რომ ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა სამუშაოს, 9.1 პროცენტი ვერ პოულობდა სამსახურს, მაგრამ არც აქტიურად ეძებდა მას, 8.3 პროცენტს მუშაობის დრო არ ქონდა, 23.6 პროცენტი პენსიონერი იყო, 8.9 პროცენტი სტუდენტი, 8.3 პროცენტი ვერ მუშაობდა ჯანმრთელობის და 3.7 პროცენტი სხვა მიზეზების გამო. მამაკაცები უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ ქალებთან შედარებით: მამაკაცები 45.7 პროცენტი, ქალების 33.6 პროცენტთან შედარებით აქტიურად ეძებდნენ სამსახურს. ქალები უფრო მეტად უჩიოდნენ დროის ნაკლებობას - ქალების 11.4 პროცენტი მამაკაცების 3.0 პროცენტთან შედარებით აცხადებდა, რომ არ ქონდა დრო, რომ ემუშავა.
უმუშევრობის უარყოფითი ზეგავლენა იზრდება მის ხანგრძლიობასთან ერთად; მისი შედეგები ასევე უფრო მძიმეა პირველად სამუშაოს დაწყების დაგვიანებისას. გამოკითხვაში გამოვლინდა ორივე ამ ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა. უმუშევართა მესამედზე მეტმა (37.5%25) აღნიშნა, რომ არასდროს უმუშავია. ასევე დიდი იყო უმუშევართა შორის იმ ადამიანების წილი (30.4%25) ვინც 10 წელზე მეტია უმუშევარი. ქალების ადამიანური კაპიტალი კაცებისაზე უფრო შემცირებული აღმოჩნდა, რადგან უმუშევარი ქალების 72.9 პროცენტმა აღნიშნა, რომ საერთოდ, ან ბოლო 1 წლისმანძილზე არ უმუშავია. მსგავს მდგომარეობაში იყო უმუშევარ კაცების 59.2 პროცენტი.
მამაკაცები და ქალები ერთნაირად უჩიოდნენ უმუშევრობას და ფულის უკმარისობას. 44.5 პროცენტმა აღნიშნა საკუთარი უმუშევრობა, 41.1 პროცენტმა ოჯახის წევრების უმუშევრობა და 72.1 პროცენტმა ფულის ნაკლებობა, როგორც მათ ძირითადი საზრუნავი (რესპონდენტებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 13 ჩამოთვლილი პრობლემიდან).
უმუშევრობა შემოსავლის უქონლობაზე გაცილებით მეტია; უმუშვერობა დაკავ- შირებულია გარიყვასთან და იზოლაციასთან, რაც ზრდის არაჯანსაღი და სარისკო ქცევის ალბათობას, ისევე როგორც ავადმყოფობას. ამიტომ ის ხშირად განსაზღვრავს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ სიჯანსაღეს. დეპრესია, დაქვეითებული თვით-შეფასება, სიბრაზე და გაღიზიანება, სირცხვილი, სერიოზული ფსიქიკური დაავადებები, ან თვითმკვლელობაც კი, ხშირად სწორედ უმუშევრობის შედეგია. უმუშვერობა უარყოფითად მოქმედებს პიროვნებათშორის ურთიერთობებზეც. უმუშვერობას მოაქვს სოციალური კონტაქტების გაწყვეტა და ოჯახის წევრების მიმართ მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
მრავალი უმუშევარი და ღარიბი მამაკაცი უმუშვერობას პასუხობს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, მრავალი ხდება დეპრესიის მსხვერპლი. დანაშაული შეიძლება იქცეს ალტერნატივა. ზოგიერთი ქვეყნის მონაცემებიდან ჩანს (მაგ. შვედეთი) კავშირი უმუშევრობასა და ახლაგაზრდების მიერ თამბაქოს და ნარკოტიკების მოხმარებასთან, და ასევე დანაშაულის ზრდასთან (Lauer, 1998).
უმუშევრობის ეს უარყოფითი შედეგები დამატებითი პრობლემების წინაშე აყენებენ ქალებსა და ბავშვებს. ავისონმა შეისწავლა უმუშვერობის ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მამაკაცებსა და ქალებში და საინტერესო განსხვავება აღმოაჩინა. უმუშევარი ქალები უფრო მეტად დგანან ფსიქიკური დარღვევების საშიშროების, განსაკუთრებით შფოთვასთან დაკავშირებული დარღვევების წინაშე, მაშინ როდესაც მამაკაცები უფრო მეტად აღმოჩნდნენ მიდრეკილი აღმოჩნდნენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებასა და დეპრესიისადმი (Sullivan, 2004).
დასაქმება შეიძლება ემყარებოდეს ადამიანში არსებულ მოლოდინთა შესაბამისი ქცევების განხორციელებას. თუ ადამიანს სწამს, რომ შეუძლებელია პატიოსანი შრომით ნორმალური ცხოვრების დონის მიღწევა, ან რომ მისი სამსახურეობრივი წარმატება უფრო ვითარებაზეა დამოკიდებული, ვიდრე მის ძალისხმევაზე, შეიძლება დავუშვათ, რომ იგი არ დაიწყებს აქტიურად სამუშაოს ძიებას და შედეგად უმუშევარი იქნება. მაგრამ ჩვენი რესპონდენტების შემთხვევაში იმის რწმენა, რომ პატიოსანი შრომით შეიძლება ნორმალური ცხოვრების დონის მიღწევა არ აღმოჩნდა დასაქმებასთან დაკავშირებული. რწმენა იმისა, რომ პატიოსანი შრომა ნაყოფს გამოიღებს, თუმც ძალიან დაბალი აღმოჩნდა, ის მერყეობს 27.2 პროცენტიდან 29.8 პროცენტამდე რესპოდენტებში, გენდერისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით არ განსხვავდება. მეორეს მხრივ, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენა, განსხვავებულია დასაქმებულ და უმუშევარ მამაკაცებში, მაგრამ არა ქალებში. მეტი დასაქმებული მამაკაცი, (53.8%25) უმუშევარ მამაკაცებთან შედარებით (48.3%25) დარწმუნებულია, რომ წარმატება უფრო ადამიანის მცდელობაზეა დამოკიდებული, ვიდრე ვითარებასა ან სხვებზე.
კომპიუტერული უნარების ფლობა შეიძლება დასაქმებისთვის კიდევ ერთ მომგებიან ფაქტორად განვიხილოთ. დასაქმებულ მამაკაცთა 39.8 პროცენტს, უმუშევარი მამაკაცების 26.3 პროცენტთან შედარებით შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა; დასაქმების მიხედვით განსხვავება კიდევ უფრო გამოკვეთილია ქალების შემთხვევაში: დასაქმებულთა 45.0 პროცენტს, უმუშევრების 22.1 პროცენტთან შედარებით შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა.
უმუშევრობის გადალახვის გზები
დასაქმების მცირე შესაძლებლობების პირობებში, რაც საქართველოსთვის ბოლო ათი წლის განმავლობაშია დამახასიათებელი, თვით-დასაქმება ან სამუშაოს სხვა ქვეყნებში ძიება არის ის ძირითადი ორი არჩევანი, რომელიც შემოსავლის პოვნის მაძიებელს გააჩნია.
დასაქმების შექმნა
გამოკითხამ აჩვენა, რომ დასაქმებულთაგან ყოველ მესამეს (33.4 %25) თავისი ბიზნესი აქვს, 8.3 პროცენტი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავად რესპონდენტმა ჩამოაყალიბა.
თანიანთ კარის ქალების ამბავი, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი შექმნეს, ინიციატივის მნიშვნელობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
თანიანთ კარის ქალების ინიციატივა
თანიანთ კარი პატარა სოფელია, სადაც ორმოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. ის თბილისიდან 45 კილომეტრის მანძილზე, დუშეთის თავზეა განლაგებული. მაღალი მდებარეობა, სარწყავი წყლის არ არსებობა არ იძლევა კომერციული მიზნებით მოსავლის მოყვანის საშუალებას. არის წლები, როდესაცოჯახებს თავის სამყოფი ლობიო, კარტოფილი ან ხორბილიც კი ვერ მოყავთ. საბჭოთა ხანაში სოფლის მამაკაცები მშენებლობებზე მუშაობდნენ, ქალები კი მეზობლად მეფრინველეობის ფერმაზე იყვნენ დასაქმებული. ქვეყანაში განვითარებულმა სოციო-პოლიტიკურმა ცვლილებებმა სოფლის მაცხოვრებლებზეც იქონია ზეგავლენა. ხალხი დარჩა უსამსახუროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.
თანიანთ კარის ქალებმა დაიწყეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი გზების ძიება. მათ წამოიწყეს რძითა და მაწვნით ვაჭრობა თბილისში. მძიმე ჩანთებით დატვირთულები ისინი ფეხით 3 კილომეტრს გადიოდნენ ქალაქში მიმავალ ავტობუსზედასაჯდომად. ასე გავიდა 4 წელი და შემდეგ ქალებმა განიზრახეს კოოპერირება და ავტობუსის დაქირავება. მას მერე ავტობუსს კვირაში ორჯერ 17 ქალი ქალაქში მიყავს. ქალებმა თავიანთი კლიენტების რიცხვი გააფართოვეს და გასაყიდი პროდუქტიც გაამრავალფეროვნეს; ისინი რძისა და მაწვნის გარდა უკვე ყველით, კვერცხით და აგრეთვე სეზონურად ხილითაც ვაჭრობენ. მათ პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა რძის შეძენის აუცილებლობა. მათ დაიწყეს რძის შესყიდვა საკუთარი და მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებისგან. მომხმარებლის დაინტერესებამ სოფლელებს სტიმული მისცა სხვადასხვა საქმიანობის წამოსაწყებად; ორი მათგანი კერავს ზეწრებს თავისი კლიენტებისთვის. სინამდვილეში ქალების ამ პატარა ჯგუფმა მოახერხა მთელი სოფლის სტიმულირება, იმით, რომ სხვებისგან შესყიდულ პროდუქციას ყიდის. ქალები ოჯახებს ამარაგებენ სურსათით, წამლებით, სიგარეტით და ტანსაცმლით. დღეს ოჯახებს ძირითადად ქალები ინახავენ, თუმცა მამაკაცები ეხმარებიან მათ, ისინი მწყემსავენ ძროხებს და აგროვებენ თივას. თავიდან მამაკაცების რეაქცია მეუღლეების ინიციატივის მიმართ განსხვავებული იყო. ზოგიერთი ნებას არ რთავდა ცოლს ემუშავა ეჭვიანობის გამო, მაგრამ ფულის შოვნის აუცილებლობამ თავისი გაიტანა და ქმრებმა პოზიცია დათმეს. მამაკაცები შეეგუენ ცოლების, როგორც ოჯახში მთავარი შემომტანის ახალ როლს და თანდათან მათი დამოკიდებულება ცოლების მიმართ შეიცვალა. იმის გამო, რომ ცოლზე დამოკიდებულები გახდნენ, ისინი ნაკლებად მომთხოვნი არიან, თანდათანობით შემცირდა ოჯახური ძალადობაც. ასეთი მასშტაბის ბიზნესი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ოჯახმა ნორმალურად იცხოვროს, მაგრამ საკმარისია ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამასთან ეს შემოსავალი ქალებს სიამაყის გრძნობით ავსებს, რაკი მათ შეძლეს ეკონომიკური კრიზისის გადალახვა საკუთარი ინიციატივის და მძიმე შრომის მეოხებით (ფჯ.1)
მიგრაცია
მიგრაცია, თვითდასაქმების მსგავსად წარმოადგენს უმუშევრობისაგან თავის დაღწევის ყველაზე ხშირად არჩეულ საშუალებას. შრომითი მიგრაცია მჭიდროდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და ბევრ ქვეყანაში შეინიშნება. ექსპერტების გამოანგარიშებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიონ ადამიანზე მეტმა დატოვა საქართველო (ჯაში, 2005). შეუძლებელია იმ თანხის გამოთვლა, რომელსაც საქართველო იღებს შრომითი მიგრანტებისგან, რადგან საბანკო გადმორიცხვებთან ერთად თანხის ნაწილი ქვეყანას არაფორმალური გზებით აღწევს. ცალსახაა, რომ მრავალი ოჯახი თავს მხოლოდ გადმოგზავნილი ფულით ირჩენს. საქართველოს მოქალაქეები მუშაობის მიზნით ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან რუსეთის ფედერაციაში (39.%25), აშშ-ში (14%25), საბერძნეთში (14%25) და გერმანიაში (13%25). კვლევამ ცხადყო, რომ უმრავლეს შემთხვევაში (66.0%25) გამგზავრება ხორციელდება ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2003).
გამოკითხულთა 17.2 პროცენტმა (გამოკითხვა) განახცხადა, რომ მათი ოჯახის წევრი ემიგრაციაში. უფრო ხშირად ეს ოჯახის ერთი წევრია (89.9%25), თუმცა არიან ოჯახები, რომელთა 4 წევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩვენი მონაცემები იმ ქვეყნებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მუშაობს ემთხვევა მიგრაციის საერთაშორსო ორგანიზაციის 2003 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიგრანტთა უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს (36.1%25), შემდეგ საბერძნეთში (17.85%25) და მერე აშშ-ში (8.9%25)
ნახ. 16 ქვეყნები, სადაც ოჯახის წევრები იმყოფებიან ემიგრაციაში
მიგრაციის ყველაზე ხშირად (65.9%25) დასახელებულ მიზეზს ოჯახის წევრის მიერ სამუშაოს ძიება წარმოადგენს. 13.5 პროცენტმა ქვეყანა დატოვა მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეზე დაქორწინების გამო, 9.8 პროცენტმა სწავლის გასაგრძელებლად, 5.6 პროცენტმა მკურნალობის მიზნით, 5.2 პროცენტმა, როგორც ოჯახის წევრის თანმხლებმა პირმა.
დადებით შედეგებთან ერთად, მიგრაციას უარყოფით შედეგებიც აქვს, რომლებიც აისახება მიგრანტებზე, მათ ოჯახებსა და სამშობლოზე.
შრომითი მიგრაციის ძირითად უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ მიგრანტს ეძლევა საკუთარი თავის და ოჯახის რჩენის საშუალება. ბევრ შემთხვევაში მიგრაცია საშუალებას აძლევს ადამიანს განავითაროს თავისი უნარები, ისწავლოს ახალი ენა, ახალი ცხოვრების წესები და უფრო მოქნილი გახდეს. ამავე დროს, გადმოგზავნილი ფულის სახით ქვეყანაც ნახულობს მოგებას.
მაგრამ ძნელია იმის თქმა, ეს უპირატესობები გადასწონის თუ არა უარყოფით შედეგებს, რადგან სახეზეა ოჯახთან დაშორება (2003 წლის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით სამუშაოდ წასული ქალების 27 პროცენტმა სამშობლოში მეუღლე, ხოლო 37 პროცენტმა შვილები დატოვა), სტრესი, მუდმივი და დროებითი შრომითი მიგრაციის უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ სურათზე, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კლებასა და საქართველოს რეპროდუქციული რესურსების პოტენციალში, დროებითი მიგრაციის მუდმივ ემიგრაციაში გადაზრდის დიდი ალბათობა (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2003).
ადამიანების დამოკიდებულება პოტენციური მიგრანტების მიმართ განსხვავდება მიგრანტების სქესის მიხედვით (გამოკითხვა). ქალები და მამაკაცები (65%25) ერთნაირად მიიჩნევენ, რომ შინ სამსახურის ვერ შოვნის შემთხვევაში, ოჯახის წევრი მამაკაცი ემიგრაციაში უნდა წავიდეს, მაგრამ მხოლოდ 23.8 პროცენტი ფიქრობს, რომ იგივე უნდა გააკეთოს ქალმა. ქალები და მამაკაცები ამ საკითხს სხვადასხვაგვარად უყურებენ (Chi Square 9.3; df 2; p<.005), მამაკაცზე (19.6%25) მეტი ქალი (27.1%25) მიიჩნევს ქალის ემიგრაცია მიზანშეწონილად.
მიგრაციის ფემინიზაცია შედარებით ახალი ფენომენია. მიგრაციის პირველი ხანებისგან განსხვავებით, შეინიშნება ქალების ტენდენცია იცხოვრონ ცალკე, ქმრებისგან დამოუკიდებლად (Pollert & Fodor, 2005). საქართველოში ეკონომიკური მიგრანტების 48.7 პროცენტს ქალები და 51.7 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ (ბერიძე, 2004), ხოლო 2003 წლის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით ქალები ეკონომიკურ მიგრანტების 40.0 პროცენტს შეადგენენ.
ქალების მიგრაცია მამაკაცების მიგრაციისაგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება: ქალი მიგრანტების ფულადი გზავნილები საშუალოდ 40 აშშ დოლარით აღემატება მამაკაცების მიერ გამოგზავნილ თანხას (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2003).
დაოჯახებული ქალების დაბრუნების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრემამაკაცების (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2003). დასაქმების სფერო, სადაც ქალს შეუძლია მუშაობა ძლიერ განსხვავდება მამაკაცის დასაქმების სფეროსგან და ქალებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (2003) გამოკვლევის მიხედვით, სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული ქალების 33.1 პროცენტი მედდად, 9.2 პროცენტი ძიძად, 9.2 პროცენტი შინამოსამსახურედ და 5.5 პროცენტი მაღაზიის გამყიდველად მუშაობს 4.3 პროცენტი მიმტანად (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2003).
ძირითადი საკითხები
სიღარიბე ქვეყანის ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზეზი დასაქმების შესაძლებლობების სიმცირეა. მოსახლეობა გამოსავალს თვითდასაქმებასა და ემიგრაციაში ეძებს. მაღალი მიგრაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობას, რომელიც ისედაც ცუდია და რომლის გაუარესებასაც ექსპერტები ვარაუდობენ. მოსახლეობის ზრდის კლება და ამის შედეგად ასაკოვანი მოსახლეობის მატება უარყოფითად ზემოქმედებას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
დასაქმებულთა უმრავლესობა კერძო სექტორში მუშაობს და ბევრიც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. სამუშაო ადგილების უსაფრთხოება დაბალია. ახალი შრომითი კოდექსი უკან გადადგმული ნაბიჯად არის მიჩნეული, რადგან ის ასუსტებს დასაქმებულთა უფლებებს და რეპროდუქციის მოტივაციას ქალებში. მოსახლეობა მხარს უჭერს მამაკაცისა და ქალის სფეროების დაყოფას, საზოგადოებრივის უფრო კაცის სარბიელად, ხოლო კერძოსი კი უფრო ქალის სარბიელად მიიჩნევს.
დასაქმების მნიშვნელობა განსხვავებულია ქალებისა და კაცებისათვის. იგი მამაკაცის იდენტურობისთვის უფრო მნიშვნელოვანია და შესაბამისად კაცის რეაქცია უმუშევრობაზე უფრო მწვავეა. დასაქმებული ქალები აწყდებიან, როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ სეგრეგაციას. არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები, მამაკაცის პროფესიები უფრო მაღალი შემოსავალის მიღების საშუალებას იძლევა. სამსახურეობრივი წინსვლის მიღწევა ქალისთვის უფრო ძნელია, ვიდრემამაკაცისთვის. ქალები უფრო ჭარბად არიან წარმოდგენილნი დასაქმების არაფორმალურ სექტორში, ხოლო ფორმალურ სექტორში ისინი უფრო მეტად საჯარო, ვიდრე კერძო სექტორში არიან წარმოდგენილი.
მიგრაციის ზრდა და მისი ფემინიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოგრაფიულ მდგომარეობას და შესაბამისად საქართველოს მომავალს.
![]() |
3 გენდერი კერძო სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თავი 5: გენდერი ოჯახურ ცხოვრებაში |
▲ზევით დაბრუნება |
კერძო სფერო ქალის სამყაროდ არის მიჩნეული.
„უნდა არსებობდეს ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები, ჩვენს კულტურაში მაინც, რომლებიც განაპირობებენ იმას, რომ ქალები ოჯახს უვლიან, კაცებიკი ქვეყანას. ქალებს ჩვენს კულტურაში არ მოეთხოვებათ სამშობლოს დაცვა და მტრებთან ბრძოლა“ - ინტერვიუ პარლამენტის წევრ, კახა კუკავასთან.
„ქალი სახლის ბურჯია, ის ოჯახის სიწმინდეს უნდა იცავდეს, მამაკაცებს არ აკისრიათ ამ თვალსაზრისით ამხელა პასუხისმგებლობა“ - ფოკუს-ჯგუფის განხილვის მამაკაცი მონაწილე (ფჯ.5).
ოჯახი ყველა საზოგადოებაში არსებული უნივერსალური ინსტიტუტია, ის აუცილებელია გადარჩენისთვის, რადგან ის სექსუალურ, ეკონომიკურ, რეპროდუქციულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს ასრულებს.
კულტურული და ისტორიული განსხვავებების გამო ძნელია, ისეთი განსაზღვრების მოძებნა, რომელიც ოჯახის ყველა ნაირსახეობას მოიცავს. მერდოკი (Murdock, 1949. გვ.2) ოჯახს შემდეგნაირად განსაზღვრავს: „ოჯახი სოციალური ჯგუფია, რომელსაც საერთო საცხოვრებელი ადგილი, ეკონომიკური თანამშრომლობა და რეპროდუქცია ახასიათებს. ის მოიცავს ორივე სქესის მოზრდილებს, რომელთაგან ორს მაინც აქვს სოციალურად დაშვებული სქესობრივი ურთიერთობა, ერთი ან მეტი საკუთარი, ან აყვანილი შვილი“. მსოფლიოში ოჯახების სხვადასხვა ტიპებია გავრცელებული და დღეს ოჯახის ცნება ასევე მოიცავს ოჯახს, სადაც ერთი მშობელია, ან ჰომოსექსუალურ ოჯახს.
ოჯახში ცვლილებები ხშირად სოციალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რადგან ოჯახი არეკლავს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს, იმისათვის რომ მოერგოს ახალ რეალობას (მაგალითად, Le Play, 1855, Durkheim, 1892).
უფრო ხშირად ოჯახებისს კატეგორიზაცია ხდება თაობების მიხედვით, ერთ, ორ, სამ ან ოთხთაობიან ოჯახებად. ყველაზე გავრცელებულია ორთაობიანი ოჯახი, ანუ ნუკლეარული ოჯახი, რომელიც მშობლებისა და ერთი ან მეტი შვილისგან შედგება.ნუკლეარული ოჯახი შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს და ისინდუსტრიალიზაციასთან და მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში გადასახლებასთან არის დაკავშირებული. ის ხაზს უსვამს პოლარიზებულ გენდერულ როლებს - მარჩენალი მამის და დიასახლისი დედის. ნუკლეარული ოჯახის გვერდიგვერდ არსებობს ოჯახის გაცილებით უფრო ძველი ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ სამი თაობისაგან, ნათესაობითი (სისხლით მონათესავე) და დამოყვრებული (ქორწინებით დანათესავებული), წევრებისაგან: ბებია-ბაბუა, მშობლები, დები და ძმები, მძახლები, დეიდები, მამიდები, ბიძები, ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილები, ძმისწულები და სხვა ნათესავებისგან შედგება.
მემკვიდრეობითი წესებიც განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში და ისინი მამის ან დედის ნათესაობის მიხედვით დგინდება. უფრო ხშირია მამის მხრივ ნათესაობითიმემკვიდრეობითობა. გათხოვების შემდეგ ქმრის ოჯახთან ცხოვრება მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა.
ქართული ოჯახი ტრადიციულად პატრიარქალური იყო. იქ სამი, ან ოთხი თაობის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობდნენ. ქალები გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად ქმრის სახლში გადადიოდნენ. უხუცესი მამაკაცი ოჯახის თავად ითვლებოდა და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენდა. მის ცოლს ძალაუფლება ქონდა რძალზე, რომელსაც უნდა ეკეთებინა დედამთილის მიერ განსაზღვრული საოჯახო საქმე. ბავშვებს თითქმის არ ქონდათ სიტყვის უფლება ოჯახური გადაწყვეტილების მიღებისას და წესით უფროსების მორჩილნი უნდა ყოფილიყვნენ. საქართველოს ზოგ კუთხეში არსებობდა ოჯახის თავი მამაკაცისა და ქალის არჩევის პრაქტიკა. ოჯახისთავი ქალი პასუხს აგებდა ყველა იმ მოვალეობის შესრულებაზე, რაც ტრადიციულად ქალის საქმიანობად ითვლებოდა. ის ოჯახის წევრ ქალებს ავალებდა სხვადასხვა საქმეს, იმ დროს, როცა მამაკაცი კაცებს შორის ანაწილებდა საქმეს და იღებდა ოჯახისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (გოგიჩაიშვილი, 1976).
ქვეყანაში ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მომხდარი ძირეული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ოჯახურ ცხოვრებაზეც აისახა. საბჭოთა კავშირის დაშლამ და სოციალისტური სისტემის დასასრულმა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა და ახალ რეალობებთან მორგების აუცილებლობა წარმოშვა. სისტემის დასასრული აღინიშნა ორგანიზაციებისა და წარმოებების დიდი უმრავლესობის დახურვით, რამაც მასობრივი უმუშევრობაგამოიწვია. უმუშევრობა თითმის ყველა ოჯახს შეეხო და წარმოქმნა გაღარიბებულთადიდი არმია. იმ ცხოვრების შემდეგ, რომელსაც შეძლებულს ვერა, მაგრამუსაფრთხოს მაინც უწოდებდით, ახალი რეალობების პირისპირ მდგომმა ოჯახებმა დაიწყეს გადარჩენის გზების ძიება. ქალები უფრო სწრაფად მოერგნენ სიტუაციას.ვითარების და მამაკაცების პასიურობისგან გამომდინარე, მათ საკუთარ თავზე აიღეს ოჯახების ძირითადი საარსებო მინიმუმით უზრვუნველყოფა.
„მრავალი წელია ოჯახებს ქალები არჩენენ. ქალებმა ოჯახები შიმშილს გადაარჩინეს მამაკაცებმა ვერაფერი გააწყვეს და ქალებმა იტვირთეს ყველაფერი. ახლაც კი, ბევრ ოჯახში ქალი მუშაობს და არა კაცი“ ინტერვიუ მეწარმე მარინა აღუშაშვილთან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქალებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ, ზოგი ვაჭრობით არის დაკავებული, ზოგი ოჯახებში მუშაობს. განათლების და მიუხედავად ეს ქალები არასდროს ამბობენ უარს სამუშაოზე, არ უჩივიან დაბალ ანაზღაურებას“ - ინტერვიუ ექსპერთთან, თამარ აბრამიშვილთან.
სიღარიბემ აიძულა მოსახლეობა სამუშაოს ძიებაში ქვეყანა დაეტოვებინა. მიგრაციის უარყოფითი ზეგავლენა ოჯახზე ხანგრძლივი ხასიათისაა. მამის თუ დედის ოჯახიდან წასვლა აიძულებს შინ დარჩენილ მშობელს ასევე აიღოს მეორე მშობლის როლი.
გამოკითხული ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა
სიღარიბე ქვეყნის უმწვავეს პრობლემად რჩება, რასაც ჩვენი გამოკითხვაც ადასტურებს.
უფულობა (72.0%25), საკუთარი უმუშევრობა (44.5%25) და ოჯახის წევრის უმუშევრობა (40.5%25) რესპონდეტების უმრავლესობისთვის, კაცებისა და ქალებისთვის ერთნაირად, ძირითად პრობლემას წარმოადგენს.
გამოკითხულთა ოჯახების შემოსავალი დაბალია. ოჯახების უმრავლესობის ყოველთვიური შემოსავალი 51-დან 500 ლარამდეა.
ნახ. 17 ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი
გასაკვირი არაა, რომ გამოკითხულთა მეხუთედი (20.5%25) აცხადებს, რომ მათ უჭირთ სურსათის შეძენა, 31,1 პროცენტი ამბობს, რომ ფული მარტო საკვებზე ყოფნის, მესამედს (33.6%25) ფული საკვების და ტანსაცმლის შესაძენად ძლივს ყოფნის, 13.8 პროცენტს შეუძლია ნივთების შეძენაც და დასასვენებლადაც წასვლა, და მხოლოდ 1.0პროცენტი მიუთითებს, რომ შეუძლია საზღვარგარეთ გამგზავრება და მანქანისა თუ სახლის შეძენა. ჩვენს მოთხოვნაზე შეეფასებინათ თავიანთი ოჯახის კეთილდღეობა, მხოლოდ რესპოდენტების მიერ მითითებული ოჯახის შემოსავლის ფონზე, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა (23.9%25) საკუთარ ოჯახს ღარიბი უწოდა. ამას შეიძლება ორი ახსნა მოეძებნოს: სიღარიბის შედარებითი ხასიათი - მასობრივი სიღარიბის ფონზე ადამიანები საკუთარ მდგომარეობას ვერ აღიქვამენ, როგორც „ძალიან მძიმეს“ და მეორე ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ სიღარიბე მასთან ასოცირებული სირცხვილისა და დამცირების გამო.
უმუშევრობის ან არასრულფასოვანი დასაქმების უარყოფითი შედეგები ოჯახების ნახევარს უმსუბუქდება იმის ხარჯზე, რომ თავად აწარმოებს სურსათს მიწის ნაკვეთზე.ის ფაქტი, რომ მოსახლეობა დიდწილად გაღატაკდა ბოლო ხანებში, განაპირობებს სიღარიბის საერთო ხასიათს საქართველოში. ეს ახლად გაღარიბებული მოსახლეობა ძირითადად საზოგადოების ყველაზე განათლებულ ნაწილს შეადგენს, ვინც განათლებას და ჯანმრთელობას დიდ ღირებულებას ანიჭებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუხდათ, ბევრი კვალაც ინარჩუნებს ბინას ან სახლს.
გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (93.6%25) ფლობს ბინას ან სახლს, სადაც ის მუდმივად ცხოვრობს. ოჯახების უმრავლესობას აქვს ფერადი ტელევიზორი (81.9%25) და მაცივარი (74.1%25). გამოკითხულთა 15.5 პროცენტს ბიზნესის საშუალება გააჩნია.
ნახ.18 საკუთრება
ოჯახების 74.7 პროცენტს აქვს რაღაც შემოსავალი სამუშაოდან, ნახევარზე მეტი (51.6%25) დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარებასა ან პენსიაზე, ოჯახების 14.3 პროცენტს ნათესავები ეხმარებიან, 10.5 პროცენტს აქვს ბანკის ან კერძო პირის სესხი, 9.8 პროცენტს აქვს შემოსავალი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვიდან. უფულობის შემთხვევაში ოჯახები უპირველეს ყოვლისა ეკონომიას აკეთებენ რემონტზე (67.1%25), ხანგრძლივი მოხმარების ნივთებზე (მაგ. ავეჯი 60.9%25), და ტანსაცმელზე (36.5%25); უკანასკნელი, რაზეც ეკონომია შეიძლება გასწიონ, არის საკვები (92.5%25), ჯანდაცვა (84.0%25) და განათლება (36.5%25).
სოციალურმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა არა მარტო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ასევე ოჯახების შემადგენლობასა და მის ძალაუფლების სტრუქტურაზე.
ოჯახის ტიპი და შემადგენლობა
ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო ოჯახში ბავშვების რაოდენობამ. ეკონომიკურ პირობების ზემოქმედება მრავალფეროვანია და ძირითადად სწორედ ისინი შეიძლება ჩავთვალოთ კლების ძირითად მიზეზად. კლებას პირველყოვლისა განაპირობებს ბავშვის აღზრდისთვის აუცილებელი რესურსების უქონლობა; ის, რომ მიგრაციას ძირითადად რეპროდუქციულ ასაკის მოსახლეობა განიცდის; და ასევე დაქორწინების ასაკის გაზრდა. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 25.0-დან 2001 წელს 25.6- მდე გაიზარდა 2007 წელს ქალებში და 28.8-დან 2001 წელს 29.4-მდე 2007 წელს მამაკაცებში (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემები, 2007 წელს). ქალის ასაკის მატება დაქორწინებისას უარყოფითად მოქმედებს შობადობაზე, რადგან როგორც 2006 წლის სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ახალშობილთანახევარი (51.3%25) მოდის 25 წლამდე ასაკის დედებზე. 2001 წლიდან მოყოლებული დაბადებულთა რიცხვი ცვალებადობს, 2004 წელს აღინიშნებოდა მატება, რომელსაც კლება მოყვა.
ნახ. 19. ცოცხლად შობილთა რაოდენობა სქესის მიხედვით
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი (2007)
ცვლილებების მიუხედავად, ქართული ოჯახები კვლავაც ინარჩუნებენ ტრადიციულ ნიშნებსა და თვისებებს.
ჩვენი გამოკითხვის თანახმად ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მრავალთაობიანი ოჯახი. რესპონდენტთა ნახევარი (51.7%25) ცხოვრობს სამ თაობიან, ხოლო 1.5 პროცენტი კი ოთხ თაობიან ოჯახად. ეს გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელია ევროგაერთიანების ქვეყნების მონაცემებთან შედარებით, სადაც 1999 წელს ასეთი ოჯახები 10.0 პროცენტს შეადგენდნენ (Eurostat, 2001). ჩვენი გამოკითხვის მონაცემების მიხედვით ნუკლეარული ოჯახები 39.4 პროცენტს შეადგენენ და მათი მატების ტენდენცია აშკარაა ახალგაზრდა დასაქმებულ ქალაქელებს შორის. ძიძის დაქირავებისთვის საჭირო თანხის სიმცირისა და იპოთეკური სესხის აღების შესა- ძლებლობიდან გამომდინარე, ახალგაზრდა წყვილები საქართველოში სულ უფრო ხშირად ირჩევენ ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას.
ნახ. 20 ოჯახის შემადგენლობა თაობების მიხედვით
გამოკითხულები ასახელებენ 1-დან 10 ოჯახის წევრს. უფრო ხშირად ოჯახები ოთხი წევრისგან შედგება (23.6%25), მაშინ, როცა რესპონდენტების 1.5 პროცენტი მარტო ცხოვრობს, ეს ძირითადად ხანდაზმული ქალები არიან. ორწევრიანი ოჯახები 18.1 პროცენტს შეადგენს, სამწევრიანი - 19.7 პროცენტს, ხუთწევრიანი - 19.2 პროცენტს, ექვსწევრიანი - 10.8 პროცენტს, შვიდი და მეტი წევრიანი ოჯახი ყავს 7.1 პროცენტს.
საერთო ჯამში რესპონდენტებმა დაასახელეს 3,333 ოჯახის წევრი, მათ შორის ქალები (52.6%25) ჭარბობენ მამაკაცებს (47.3%25). რაც შეეხება ოჯახის წევრების ურთიერთობას რესპონდენტებთან, ყველაზე ხშირად დასახელებულ ოჯახის წევრებს შორის იყვნენ შვილები (33.3%25) და მშობლები/დედამთილ-მამამთილი (19.0%25).
ნახ. 21 ოჯახის წევრების დამოკიდებულება რესპონდენტთან
შვილები არა მარტო ყველაზე მრავარიცხოვან კატეგორიას შეადგენდნენ, არამედ გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობამ (58.4%25) განაცხადა, რომ ცხოვრობს სულ მცირე, ერთ შვილთან ერთად
ნახ. 22 ოჯახების წილი, რომელთაც ყავთ ამ ნუსხაში შეყვანილი კატეგორიიდან ერთი წევრი მაინც
ოჯახების უმრავლესობის თავს მამაკაცები წარმოადგენენ, ხოლო ის ოჯახები, სადაც ოჯახის თავი ქალია გამოკითხულთა ოჯახების ერთ მეხუთედს შეადგენს (21.8%25).
რესპონდეტთა 55.7 პროცენტი დაოჯახებულია, 25.0 პროცენტი არასოდეს ყოფილა დაოჯახებული, 4.0 პროცენტი გაყრილია, 12.0 პროცენტი ქვრივია და 3.2 პროცენტი თანაცხოვრობს. დაოჯახებულთაგან დაქორწინების ყველაზე გავრცელებული ასაკი 23 წელია (იგი მერყეობს 14-დან 56-მდე). ქალები უფრო ადრეულ ასაკში თხოვდებიან, უმეტესად 22 წლისები (ასაკი 14-დან 56 წლამდე მერყეობს), კაცები 25 წლის ასაკში ოჯახდებიან (ასაკი მერყეობს 16-დან 50-წლამდე). უმრავლესობა (67.9%25) ამბობს, რომ სიყვარულით დაქორწინდა, 26.5 პროცენტი კი მიუთითებს, რომ გარიგებით დაოჯახდა, 5.6 პროცენტი არ იძლევა კითხვაზე პასუხს.
დაოჯახებულთა 5.0 პროცენტს არ ყავს შვილი, დანარჩენები მიუთითებენ, რომ ყავთ 1-დან 8 შვილამდე, უფრო ხშირად ორი შვილი, ამათგან მშობლების 23 პროცენტი მიუთითებს, რომ ყავს 6 წელზე ნაკლები ასაკის შვილი. ამ ასაკის ბავშვებისმშობლების ნახევარზე მეტს შვილები სახელმწიფო (75.5%25) ან კერძო ბაღში დაყავს. 16 პროცენტს სურს ბავშვის საბავშვო ბაღებში მიყვანა, მაგრან ვერ ახერხებს, ხოლო 32.7 პროცენტს არ სურს, რომ მისმა შვილმა საბავშვო ბაღში იაროს. სურვილისარ ქონა შეიძლება მივაწეროთ იმას, რომ დედობრივ ზრუნვას უპირატესობა მიენიჭება, თუმცა კი არ არსებობს იმის საბუთი, რომ დედის მზრუნველობა უკეთესია პროფესიონალურ მოვლაზე, ან სხვა სახის, არა ოჯახის წევრების მიერ გაწეულ მზრუნველობაზე (Convay, AAhern & Steuernagal, 2005).
ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანის შეუძლებლობა დედას ხელს უშლის დასაქმდეს ანაზღაურებად სამსახურში და ასევე ხშირად უბიძგებს ახალგაზრდა წყვილებს მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრებისაკენ, რათა მათ დახმარება გაუწიონ ბავშვის მოვლაში.
ძალაუფლების სტრუქტურა.
მამაკაცი ოჯახში მეტი ძალაუფლებით სარგებლობს, ვიდრე ქალი. მამაკაცის ძალაუფლებას ხშირად აღწერენ, როგორც ქმრების/მამების „კანონიერ ძალაუფლებას“ განახორციელონ კონტროლი ცოლებსა და შვილებზე (Blood & Wolfe, 1960). უთანასწორობა ხშირად ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეფუძნება და ვლინდება გადაწყვეტილების მიღების უფლებაში, თავისუფლების ხარისხში, მემკვიდრეობის გადაცემის მართებულად მიჩნეულ ქცევებსა და სიწმინდის ნორმებში.
ქალი და მამაკაცი ხშირად თანხმდებიან, რომ ოჯახის თავი მამაკაცი უნდა იყოს და რომ მის ძალაუფლებას მთელი ოჯახი პატივს უნდა სცემდეს.
„ქვეყნის მსგავსად, ოჯახსაც უნდა ყავდეს ლიდერი და ის მამაკაცი უნდა იყოს“ - შენიშნა ახალქალაქში ახალგაზრდა ვაჟმა.
„მე მინახავს ქალები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქალი ქმარზე წინ არ უნდა წასულიყო, არ უნდა შეწინააღმდეგებოდა ძმებს.“ - ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ ჟვანიასთან.
ძალაუფლება გადაწყვეტილების მიღებაში ვლინდება.
„არ არსებობს თანასწორობა სახლში მიღებულ გადაწყვეტილებებში. ქალს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდ დაფინანსებას არ მოითხოვს, მაგალითად, ტანსაცმლის შეძენაზე, ან შვილისთვის საბავშვო ბაღისშერჩევაზე და სხვა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მანქანაა შესაძენი, ან ბინა, ბოლო სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის“ - ინტერვიუ ექსპერთტან, თამარ საბედაშვილთან.
ექსპერტების მიერ გამოთქმულ აზრს ეხმიანება ჩვენი გამოკითხვის მონაცემები. რესპონდენტთა აზრით, ქალებს მეტი ეთქმით იმის თაობაზე, თუ სად დახარჯონ ფული ყოველდღიური საჭიროებისათვის და ვიზე უნდა იქორწინონ მათმა შვილებმა, მაშინ, როცა მამაკაცები გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ სად უნდა წავიდეს ოჯახი ან რა უნდა შეიძინოს მან.
ოჯახში ქალები, სულ ერთია, ახალგაზრდები არიან ისინი, თუ ხანში შესულები, ბევრად ნაკლები თავისუფლებით სარგებლობენ, ვიდრე შესაბამისი ასაკის მამაკაცები. როგორც განაცხადა ახალქალაქის ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ქალმა:
„თხოვდები და თავისუფლებაც მთავრდება“.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52.6%25) ქალმა და 27.0 პროცენტმა მამაკაცმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ მათ ოჯახის წევრებთან შეთანხმება სჭირდებათ დაბნელების მერე გარეთ გასვლისთვის. ქალები უმეტეს შემთხვევაში უთანხმდებოდნენ მეუღლეებს (47.0%25) მშობლებს 26.5%25) ან შვილებს (11.8). მამაკაცები კი ძირითადად მეუღლეებს (53.1%25) ან მშობლებს (33.8%25). კომუნიკაციის შესაძლებლობაც თავისუფლებასთანაადაკავშირებული. ქალებზე (50.2%25) მეტ მამაკაცს (59.1%25) აღმოაჩნდა მობილური ტელეფონი (გამოკითხვა).
განსხვავებულია ასევე უმწიკვლოების საკითხიც. ქალებს მამაკაცებზე გაცილებით უფრო მეტად აკონტროლებენ.
„გოგონები იკრიბებიან, სეირნობენ და ერთობიან იმ ქუჩაზე, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ ისინი არ უნდა მიეფარონ ოჯახის თვალს.“ - გვითხრა ახალქალაქში ფოკუსჯგუფის მონაწილე ქალმა.
მამაკაცებს მეტი სექსუალური თავისუფლება ეძლევათ. გამოკითხვის მონაცემებმა გამოავლინა, რომ მამაკაცებიც და ქალებიც (89.9%25) მიიჩნევენ, რომ გათხოვებამდე ქალმა თავი უნდა შეიკავოს სექსუალური კავშირისგან. მაგრამ ქალებისა და კაცების პოზიცია განსხვავებულია მოტაცებასთან მიმართებაში. მამაკაცებთან შედარებით (66.7%25) მეტ ქალს (74.8%25) მიაჩნია, რომ ქალი არ უნდა გაყვეს ცოლად გამტაცებელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ შორის დამყარდა სექსუალური კავშირი (Chi-Square 8.4, df.2, p<.05).
ქმრის ღალატს მეტი შემწყნარებლობით ეკიდებიან, ვიდრე ცოლისას. ქალების 24.1 პროცენტი და მამაკაცების 35.5 პროცენტი ფიქრობს, რომ ქმრის ღალატის შემთხვევაში ცოლმა განქორწინება უნდა მოითხოვოს (Chi square 35.0,df.2, p<.001), ხოლო ცოლის ღალატის შემთხვევაში მამაკაცების 87.4 პროცენტის და ქალების 76.8 პროცენტის აზრით ქმარმა განქორწინება უნდა მოითხოვოს (Chi square 35.0,df.2, p<.001). განქორწინებულ ქალს ხელმეორედ დაქორწინების უფრო ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე განქორწინებულ მამაკაცს.
„ისეთი ქალის ცოლად მოყვანა, რომელიც მანამდე ვიღაცის ცოლი იყო, რაღაცნაირად აკნინებს კაცის ღირსებას“- აღნიშნა ახალციხის ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ქალმა.
ძალაუფლება ძირითადად ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ეფუძნება.
„საქართველოში ქალები იშვიათად ფლობენ რაიმე ისეთს, რამაც შეიძლება განამტკიცოს მათი სულიერი, ან ფიზიკურ ავტონომია. შესაბამისად, ქალმა უნდა გაითვალისწინოს სხვისი აზრი, ვიდრე რაიმე ნაბჯს გადადგამს. ეკონომიკური დამოკიდებულება საფუძვლად უდევს ნებისმიერი სახის დამოკიდებულებას” - ინტერვიუ ექსპერტთან, ლელა გაფრინაშვილთან.
„ოჯახში ის ფლობს ძალაუფლებას, ვისაც ფული შემოაქვს. თუ ფული ქალს შემოაქვს, ან მას მისი ოჯახი ეხმარება, მაშინ მამაკაცს ნაკლები თავისუფლება აქვს რაიმე თქვას. ის უბრალოდ თავს არ აძლევს ამის ნებას“- განაცხადა ფოკუს-ჯგფის განხილვის მონაწილე ვაჟმა. (ფ.ჯ.7)
გამოკითხვის მიხედვით, ქალებთან შედარებით (44.2%25) მეტ მამაკაცს (64.7 %25) აქვს რეგულარული ან არარეგულარული საკუთარი შემოსავალი (Chi Square 36.6; df 2; p<.001). ქალთან შედარებით (9.2%25) მეტი მამაკაცის შემოსავალი (31.0%25) აღემატება მეუღლის შემოსავალს (Chi Square 117.9; df 4; p<.001).
მამაკაცები და ქალები განსხვავდებიან იმ თავისუფლების ხარისხის მიხედვით, რომელიც საკუთარი შემოსავლის ხარჯვას შეეხება. მამაკაცებზე (33.2%25) მეტიქალი (45.9%25) აღნიშნავს რომ შეეძლია საკუთარი სურვილისამებრ დახარჯოს ფული (Chi Square 9.3; df 1; p<.005). ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ქალებს ნაკლები შემოსავალი აქვთ და იგი არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა იმის მაჩვენებელიც შეიძლება იყოს, რომ კაცის და არა ქალის როლი გულისხმობს ოჯახის შენახვას და ამდენად კაცის შემოსავალი ოჯახის საჭიროებებზეა მიმართული.
ჩვეულებითი სამართალის მიხედვით მშობლების სახლი ვაჟიშვილს რჩება და არა ქალიშვილს. გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ეს შეხედულება დღესაც ძალაშია და უფრო მეტადაა ფესვგადგმული მამაკაცებში. თუმცა, გამოკითხულთა საგრძნობი ნაწილი უფრო თანასწორობის მომხრეა და ფიქრობს (71.5%25 ქალი და 62.6%25 კაცი), რომ მშობლების სახლი თანასწორად უნდა გაიყოს ვაჟსა და გაუთხოვარ ქალიშვილს შორის (Chi-Square 15.5, df.4, p<.005). რაც შეეხება მიწას, ქალების 71.9 პროცენტი და მამაკაცების 65.1 პროცენტი თვლის, რომ ის თანაბრად უნდა გაიყოს (Chi-Square 15.5, df.4, p<.005). სხვა ქონებასთან მიმართებაში, როგორიცაა სამკაულები, ნაღდი ფული, მანქანა და სხვა, ქალების 80.4 პროცენტი და მამაკაცების 72.4 პროცენტი თანაბრად გაყოფის მომხრეა (Chi-Square 10.6, df.4, p<.05).
როლები და მოვალეობები
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მამაკაცის თვისებები უფრო მეტად საზოგადოებრივ სფეროზეა მიმართული და მჭიდროდ უკავშირდება დასაქმებას, მაშინ, როცა ქალის მნიშვნელობა უფრო ოჯახს და ბავშვებს უკავშირდება. როლების ასეთი განაწილება შეესატყვისება გლობალურად გავრცელებულ ძირითად ფუნქციების მინიჭებას- მამაკაცისთვის ოჯახის მარჩენალისა და გადაწყვეტილების მიმღების, ხოლო ქალისთვის ოჯახზე მზრუნველისა (Narayan, 2000). იგი ასევე შეესატყვისება პარსონის (Parson, 1949, 1965) მიერ გამოკვეთილ მამის გადარჩენასთან დაკავშირებულ ინსტრუმენტალურ როლსა და დედის ექსპრესიულ როლს.
ხშირად იმეორებენ, რომ ქართულ კულტურაში ქალს დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. ეს ძირითადად დედებს ეხება, რადგან ქალის ცნება ხშირად გაიგივებულია დედობასთან. ქალი, პირველყოვლისა, დედაა და მისი ფუნქცია რეპროდუქცია და ბავშვების აღზრდაა (სურმანიძე, 2002).
ოჯახზე მსჯელობისას მე-20 საუკუნის დასაწყისში ვაჟა-ფშაველა წერდა: „ქალი ოჯახის ბატონ-პატრონია. მას დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებზე და მოხუცებზე. ბავშვის აღზრდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მის ხელშია, ის განსაზღვრავს ბავშვის ბედს. ბავშვის მომავალიც იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოწრთვნის ის თავისი შვილების სულსა და გონებას. ამიტომაა აუცილებელი, დედა განათლებულიიყოს, სთესოს სიკეთე, იცოდეს როგორ აღზარდოს შვილები, რით ემსახუროს, ამრიგად მას შეუძლია გაანადგუროს ან ააღორძინოს თავისი ერი“. (ობოლაძე, 1990. გვ.31-32,).
მიუხედავად გლობალური ტენდენციისა მეტი გენდერული თანასწორობისაკენ ოჯახებში, მამაკაცისა და ქალის როლები ქართულ ოჯახებში ძალზე დიფერენცირებული რჩება. ქალები ბევრად უფრო არიან დაკავებულნი ყოველდღიური საოჯახო საქმით, ვიდრე მამაკაცები, მაშინაც კი, როდესაც ქალებს ანაზღაურებადი სამუშაო აქვთ და მამაკაცებს კი არა. ქალის შრომა ოჯახში უმეტესად შეუმჩნევალი რჩება და ის არ არის იმდენად დაფასებული, რამდენადაც მამაკაცის შრომა სახლის გარეთ. მეტიც, ბევრ ქალს ორმაგი ტვირთი აწევს საოჯახო საქმის გაძღოლა და ოჯახის რჩენა მაშინ როდესაც მამაკაცები არ იღებენ ტრადიციულად ქალის მოვალეობებად მიჩნეულ პასუხისმგებლობებს.
„საზოგადოებაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ქალის ადგილი შინაა. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმე დიდ დროს მოითხოვს, ქალის ძალისხმევა არაა აღიარებული“ - აღნიშნა ახალქალაქის ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე ახალგაზრდა ქალმა.
„ქალები მუდამ ჩრდილში არიან, მამაკაცები არ აფასებენ ქალის შრომას“ - განაცხადა ახალქალაქში ახალგაზრდა ვაჟმა.
ბევრ საზოგადოებაში, მეტწილად სოფლად და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში, კაცისთვის სირცხვილად ითვლება ტრადიციულად ქალის საქმის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ კაცები ამ საქმეს ხშირად აკეთებენ კიდეც, ისინი ჩვეულებრივ ერიდებიან ამის გახმაურებას.
საჭმლის მომზადება, საყიდლებზე სიარული და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ის საქმიანობებია, რომელსაც ოჯახის წევრების უმრავლესობა ეწევა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები ყოველდღიურ საოჯახო საქმეში მეტად არიან ჩაბმულნი, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცთან შედარებით გაცილებით მეტი ქალი ამზადებს საჭმელს, ეხმარება შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში, ზრუნავს ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, შვილებისა და ხანდაზმულების ჩათვლით, წყალს ეზიდება და უვლის საქონელს, მაშინ, როცა მამაკაცები ზრუნავენ სახლის გასათბობი საწვავით მომარაგებაზე, სახლის შეკეთებასა და მიწის ნაკვეთის დამუშავებაზე.
ნახ. 23 მამაკაცისა და ქალის მიერ შესრულებული საშინაო საქმეები
სოციალური აქტიობა და ემოციური მხარდაჭერის გამოვლენა ქალს მამაკაცზე მეტად ახასიათებს, მაშინ როდესაც მამაკაცები ქალებზე მეტად მონაწილეობენ ჯგუფურ აქტიობებში და უფრო ხშირად დადიან წვეულებებზე
ემოციური მხარდაჭერა
ემოციური მხარდაჭერის მიცემა
გაზიარება
ეკლესიაში სიარული
სტუმრად სიარული
წვეულებები
დასვენების ორგანიზება
მონაწილეობა ჯგუფურ აქტიობებში
საოჯახო რიტუალების მოწყობა
ნახ. 24 მამაკაცებისა და ქალების სოციალური აქტიობა
ოჯახის კავშირი სახელმწიფო დაწესებულებებთან არცთუ ხშირია და მეტწილად ის სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არის დაკავშირებული. ოფიციალურ სტრუქტურებთან კავშირი მამაკაცის აქტივობების სფეროში შედის.
როგორც გამოკითხვის ზემოთმოყვანილი შედეგებიდან ჩანს, მამები არ არიან მაინცდამაინც ჩაბმული შვილების აღზრდაში, ბევრი მათგანი არც მათი მოვლით არის დაკავებული და არც საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარება მათ. კულტურათაშორისმა გამოკვლევამ გამოავლინა ოჯახში ემოციური სიახლოვის საერთო და ქართველებისათვის სპეციფიური მახასიათებლები: ახალგაზრდები ემოციურ სიახლოვეს ყველაზე მეტად დედასთან, შემდეგ და-ძმასთან, და ყველაზე ნაკლებად მამასთან გრძნობენ (Georgas, Berry & Kagitsibasi, 2006).
ფოკუს-ჯგუფის ახალგაზრდა მონაწილეებმა თბილისსა და რეგიონებში ხაზი გაუსვეს მამის მნიშვნელობას აღზრდის პროცესში და ამავე დროს სინანული გამოხატეს მამების მცირე მონაწილეობის გამო.
„მამის როლი აღზრდაში მნიშვნელოვანია; დედა ვერ შეძლებს შვილების კარგად აღზრდას, თუ მამა სუსტია და აღზრდაში არ ერევა“ -- ახალციხის ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ქალი.
„მამა ბავშვის პიროვნებას აყალიბებს. მამები ქალიშვილის მიმართ მეტი სიყვარულით გამოირჩევიან, დედები კი ვაჟის მიმართ. არის საკითხები, რომლებიც დედას უკავშირდება და საკითხები, რომლებიც უფრო მამასთანაა დაკავშირებული. მამა შვილს ასწავლის როგორ მოიქცეს, როგორი პიროვნება უნდა იყოს, დედა კი ალერსს, სითბოს და ცხოვრებას ასწავლის.“ - ახალგაზრდა ვაჟი (ფ.ჯ.7)
„მამა საზოგადოებასთან უფრო ახლოა და ის ასწავლის ბავშვს საზოგადოებასთან ურთიერთობას“ - ახალციხეში ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ვაჟი.
ახალგაზრდები მიუთითებდნენ, რომ ბავშვის აღზრდაში მამის ჩართვა იწყება ბავშვის მომწიფებისას, 15 წლის ასაკში. მამა ეხმარება ბავშვს ღირებელებების ჩამოყალიბებასა და საკუთარ თავში რწმენის გაღვივებაში.
ადამიანისათვის დრო ძალზე ფასეულ რესურსს წარმოადგენს. შეუძლებელია დროის საერთო მარაგის გაზრდა, მისი შექმნა (Jacobs & Garson, 2004). ამდენად ის, თუ როგორ ანაწილებს ან ხარჯავს დროს ადამიანი, ბევრს მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრებას ეწევა ის. ჩვენი გამოკითხვის იმ ნაწილში, რომელიც დროის გამოყენებას ეხებოდა, ჩვენ ვთხოვდით რესპონდენტებს აეღწერათ თუ რით იყვნენ დაკავებულნი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, წინა დღის დილის 6 საათი დან ინტერვიუს მიცემის დღის დილის 6 საათამდე. მიღებული პასუხები შეესატყვისება ზემოთგანხილულ ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებულ საქმიანობას. ქალებთან შედარებით კაცები მეტხანს იყვნენ დაკავებული სამსახურში და მეტად იყვნენ ჩართული თავისუფალი დროის აქტიობებში, ხოლო ქალები საშინაო საქმეებით, ბავშვებზე ზრუნვითა და რელიგიური რიტუალების აღსრულებით იყვნენ უფრო მეტად დაკავებული.
ნახ. 25 ქალისა და მამაკაცის მიერ გაწეულ საქმიანობებზე დახარჯული დრო
დროის გამოყენების შესწავლა ყველა ქვეყანაში სირთულეს აწყდება. ნებისმიერი თვით-აღწერაზე დაფუძნებული ინსტრუმენტის მსგავსად ისიც გარკვეულ მიკერძოებას ექვემდებარება და ამდენად არ წარმოადგენს დახარჯული დროისა თუ საქმიანობის ზუსტ ასახვას. როგორც ეს ნახაზ 25-დან ჩანს, ყველა რესპონდენტი არ აღწერდა იმას, რასაც უნდა ვივარაუდოთ, რომ აკეთბდა, მაგალითად, ეძინა, ჭამდა. რესპონდენტებისთვის სიძნელეს წარმოადგენდა იმის თქმა, თუ ზუსტად რა დროს ხარჯავდნენ ყოველ ცალკეულ საქმიანობაზე. ამ შეზღუდვების მიუხედავად, ის დრო, რომელსაც რესპონდენტების თქმით ისინი ანდომებდნენ სხვადასხვა საქმიანობის შესრულებას მაინც იძლევა ფასეულ ინფორმაციას მამაკაცებისა და ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქალებსა და კაცებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოჩნდა იმ დროში, რომელსაც ისინი ანდომებდნენ სხვადასხვა საქმიანობას: მამაკაცები უფრო მეტ დროს უთმობდნენ სამსახურს და ტელევიზორის ყურებას, ხოლო ქალები საჭმლის მომზადებას.
ტაბულა 8
მამაკაცისა და ქალის მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე დახარჯული დრო
გარდა საშინაო საქმისა, ქალს ხშირად სამსახურიც აქვს და ამდენად ორმაგი ტვირთი აწევს - როგორც ოჯახის მარჩენალის, ისე დედის და დიასახლისის, მაშინ, როცა მამაკაცს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - მარჩენალის როლი აკისრია.
„ქალები თავიანთ შემოსავალს მამაკაცებს უზიარებენ, მაგრამ მამაკაცები არ იზიარებენ ქალის ტვირთს“ - შენიშნა ახალგაზრდა ქალმა (ფ.ჯ.7).
საშინაო საქმე არაპრესტიჟულია, ამდენად კაცებს არ სურთ თავის თავზე ქალის საქმეების აღება.
„ქალი კისრულობს მამაკაცის საქმეს, რომელიც ფულთან და პრესტიჟთანაა დაკავ- შირებული, ხოლო მამაკაცები უხალისოდ ეკიდებიან საოჯახო მოვალობებს, ისეთს, როგორიცაა მაგ. ბავშვების აღზრდა, რაც პრესტიჟულად არ ითვლება და ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება“ - ინტერვიუ ექსპერტთან, ლელა ხომერიკთან.
ის, რომ მამაკაცს არ სურს ქალის როლი იკისროს, მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. როგორც ჯ.გეორგასი (Georgas, Berry & Kagitsibasi, 2006. გვ.49) აღნიშნავს, „დასავლური საზოგადოების მოდერნიზაციის მიუხედავად, ქმრები უარს ამბობენ მიეხმარონ ქალს საოჯახო საქმეებში“.
27 ქვეყანაში ჩატარებულმა ოჯახების კულტურათ-შორისო გამოკვლევამ ცხადყო, რომ დედები მამებზე მეტ საშინაო სამუაოს ასრულებენ. გამოკვლევამ ისიც უჩვენა, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები - უფროსების პატივისცემა, ნათესაური კავშირების მნიშვნელობა და მამაკაცის ძალაუფლება ოჯახში დაკავშირებულიაიმაზე, თუ რამდენად შეძლებულია საზოგადოება. ღარიბ საზოგადოებაში მეტია ტრადიციული ღირებულების პატივისცემა და მამაკაცების ძალაფულება. ამის გარდა, გენდერული თანასწორობის საკითხები მჭიდროდაა დაკავშირეული რელიგიასთან. ზოგი რელიგია მეტი თანასწორობას უშვებს, ზოგი კი ნაკლებს. მუსულმანური რელიგია დიდადაა დაკავშირებული პატრიარქალურ დამოკიდებულებებთან ოჯახში (Georgas, Berry & Kagitsibasi, 2006).
საქორწილო რიტუალები ოჯახის სტაბილურობის, რძლის მიღების და მისი მოსალოდნელი ქცევის ბევრ სიმბოლურ გამოხატულებას არეკლავენ. მუსლიმანი მესხების საქორწინო რიტუალი, იმ ხალხის, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილიდანიყო დეპორტირებული 1944 წელს, და რომელიც დაბრუნდა სამშობლოში ათიოდე წლის წინ, ცხადად მიუთითებს იმ მორჩილებაზე, რომელსაც რძლისგან მოელიან.
მუსლიმანი მესხების საქორწინო ცერემონია საქართველოში
ქორწინება ძალიან მნიშვნელოვან რიტუალად ითვლება და მას ყველა დიდი ყურადღებით და სიზუსტით ასრულებს.
ქორწილი ტარდება როგორც სასიძოს, ისე პატარძლის ოჯახებში, თუმცა პატარძალს შეუძლია მხოლოდ მცირე ზომის წვეულება მოაწყოს.
ქორწილი შემდეგი რიტუალებისაგან შედგება: სასიძოს მისვლა პატარძლის სახლში და მისი მიღება; დედამთილის მისვლა და მისი მიღება; საჩუქრების გადაცემა პატარძლისათვის და მათი საჯარო დათვალიერება; პატარძლის წარდგენა სასიძოსთვის; პატარძლისა და სასიძოს გამოსვლა სტუმრებთან; გამასპინძლება და ცეკვა; პატარძლის და სასიძოს სახლში შესვლა; საქორწილო ტორტის დაჭრა და ბეჭდების გაცვლა.
სუფრას სეფაში შლიან - ღია ცის ქვეშ საგანგებოდ გადახურულ ადგილზე, ჩვეულებრივად ეზოში. საგანგებო ტახტი ახალ დაქროწილებულთათვის სეფის ბოლოში იდგმევა. სეფა მორთულია ფერადი ბუშტებით და ხელოვნური ყვავილებით. ქალებს ქორწილზე ფერადი კაბები, უმეტესად წითელი და ღია ფერის წინდები აცვიათ. ქორწილი ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. თანამედროვე სიმღერებისა გარდა, ასევე სრულდება ხალხური მუსიკა ზურნადუდუკის თანხლებით. მუსიკოსებს ქირაობენ, უფრო ხშირად აზერბაიჯანში. ქორწილზე მესხურ და ქართულ საჭმელს ამზადებენ. პატარძლის სახლში მისვლისას სიძე და მისი მაყარი შეყავთ ოთახში, სადაც ტკბილეულით გაწყობილი სუფრაა. დედამთილი და მისი თანმხლები პირები ეზოში შედიან, აწყობენ ტკბილეულს მიწაზე და მის გარშემო ცეკვავენ. მათ ხელში ხილით და ტკბილეულით სავსე წითელი ბაფთებით გაკრული პატარა ჩანთები და ფუთები უჭირავთ, ხოლო უფრო მოზრდილ ჩანთებში პატარძლის საჩუქრები აწყვია. მერე ქალები ოთახში შედიან და იატაკზე ჯდებიან. ისინი ერთმანეთს იდაყვზე ხელის გულებს ადებენ მისალმების ნიშნად. როდესაც ოთახში ხანდაზმული ქალი შემოდის, ყველა ქალი ფეხზე დგება და მას ეგებება. ბოლოს ოთახში სახედაფარული, თეთრებში გამოწყობილი პატარძალი შემოდის გათხოვილი ნათესავის, „იანგა“-ს თანხლებით, რომელიც მას ეხმარება ცერემონიის განხორციელებაში. საჩუქრების გახსნისას პატარძალი სახეს აჩენს, საჩუქრების დათვალიერების მერე კი ისევ მალავს და გადის იმ ოთახში, სადაც მას სასიძო ელოდება. მას ოთახიდან ზურნა-დუდუკის თანხლებით აცილებენ. ამის მერე ნეფე-პატარძალი გამოდიან ოთახში ხელისმომკიდეებთან და უახლოეს ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად. ქალებიდან ერთ-ერთს მოაქვს ტორტი და ყველა სეფასკენ მიემართება. ადრე არსებობდა ახალდაქორწინებულების დაგრეხილი ხის ტოტების (ან ხმლების) თაღქვეშ გატარების წესი. მესხებს არა აქვთ თამადის დანიშვნის ტრადიცია, მაგრამ ახლა, ადგილობრივი მოსახლეობის გავლენით, ხანდახად სუფრას თამადა ხელმძღვანელობს. ჭამა-სმას ცეკვა მოსდევს. საქორწილო სუფრას ახალგაზრდა მამაკაცები ემსახურებიან. ქორწილზე ჩვეულებრივ ორასამდე ადამიანია მიწვეული, ყველა ასაკის ბავშვის ჩათვლით.
ამის მერე ახალდაქორწინებულები, უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების თანხლებით გადიან სეფიდან და სახლში ბრუნდებიან, სადაც ტკბილეულითა და სასმელებით საგანგებოდ გაწყობილი სუფრა ელოდებათ. შემოაქვთ საქორწილო ტორტი, რომელიც წითელი ბაფთებითაა გალამაზებული. ბაფთების ბოლოებზე საქორწილო ბეჭდებია მიმაგრებული. პატარძალი ბაფთებს მაკრატლით ჭრის და ამის მერე ნეფე პატარძალი ერთმანეთს თითზე ბეჭედს ჩამოაცმევენ. შემდეგ ორივენი ერთად ჭრიან ტორტს და ერთმანეთს ტორტის პატარა ნაჭერს აწოდებენ. ამას დამსწრენი ტაშითა და მილოცვებით ეგებებიან. დაჭრილ ტორტს სტუმრებს ურიგებენ. ამის შემდეგ ახლადდაქორწინებულები აღარ გადიან გარეთ. ისინი შინ რჩებიან და ისვენებენ.
ახალდაქორწინებულები პატარძლის სახლში არ ათევენ ღამეს ერთად, სტუმრებს შეუძლიათ დილამდე დარჩენა.
მეორე დღეს სიძე და მისი მაყარი შინ ბრუნდება და ელოდება პატარძალს, რომელიც შინ სიძის მამამ ან მისმა რომელიმე მამაკაცმა ნათესავმა უნდა მიიყვანოს. სიძის ქალი ნათესავები, რომლებმაც ღამე პატარძლის სახლში გაათიეს, თან ახლავან პატარძალს. პატარძლის ნათესავებს თან მიაქვთ ასევე საჩუქრები სიძის ოჯახის წევრებისთვის. პატარძლის სახლში საგანგებოდ მზადდება ოთახი სიძის მამის მისაღებად. სწორედ აქ ხორციელდება საჩუქრის გადაცემის და სარძლოს შეძენის რიტუალი. პატარძალი სახეს იფარავს და კვლავ „იანგა“-ს თანხლებით შედის ოთახში. სიძის ნათესავებს ორი ხონჩა უჭირავთ ხაჭაპურით, ტკბილეულით, ხილითა და თავსაფრებით სავსე. ხონჩის კიდეებში სამი სანთელი ანთია. ორი პატარა გოგონა იღებს ხონჩებს და სამჯერ თავსზემოთ ატრიალებს. ამის შემდეგ გოგონებს თავშალებს აძლევენ და ხონჩიდან საჭმელს სტუმრებს სთავაზობენ. ერთ-ერთი გოგონა მიდის პატარძალთან და თმას ვარცხნის; ამისთვის ის საჩუქარს იღებს. მეორე გოგონა პატარძალს მარჯვენა ხელზე ინით წერტილს ახატავს და ისიც იღებს საჩუქარს. იანგა, რომელიც მუდამ პატარძლის გვერდითაა, ამ წერტილს მოწმენდს პატარძალს. ამის მერე ის სიძის ოჯახის წევრებისგან იღებს საჩუქრებს. შემდეგ იწყება პატარძლის ყიდვის რიტუალი, რომელიც დოლისა და ზურნის თანხლებით მიმდინარეობს. პატარძალი კვლავ იფარავს სახეს. ის მისმა ძმამ ან სხვა ნათესავმა ვაჟმა უნდა გაყიდოს. პატარძალი თავშალს ძმას წელზე ახვევს, რომლის მეშვეობითაც მისი ძმა ასახიერებს ქამრის შეკვრასა და შეხსნას. ამ მოძრაობებს მოსდევს თავშალში ფულის ჩადება, რომელიც გადაეცემა პატარძლის ქალ ნათესავებს. ამიერიდან პატარძალი გაყიდულად ითვლება და მამამთილს იგი მანქანისკენ მიყავს. მას იანგა და სიძის ქალი ნათესავები მიყვებიან. კვლავ მეორდება ყიდვის რიტუალი. მამაკაცი მანქანის წინ დგება და არ რთავს მისი დაძვრის ნებას. მას ფულს აძლევენ და ის იქამდე არ უშვებს მანქანას დაიძრას, სანამ არ დაკმაყოფილდება მიცემული თანხით. ადრე არსებობდა ჭიდაობის ტრადიცია. დედას არა აქვს უფლება ქალიშვლს დაემშვიდობოს და მამასაც ეკრძალება ქალიშვილთან მიახლოება. მარტო ბიძა ემშვიდობება მას. შემდეგ ქალები მანქანაზე ფერად თავშლებს ამაგრებენ, პატარძალი სახეს აჩენს და მანქანა მიდის.
მოგვიანებით ტარდება რელიგიური რიტუალი, რომელსაც პატარძალი მხოლოდ მცირე ხნით ესწრება იმის სათქმელად, რომ თანახმაა გათხოვდეს. არანაირი წერილობითი საბუთი არ ფორმდება.
პატარძალი შედის ქმრის სახლში. მას ნეფე ეგებება და ტკბილეულს აყრის. აქვეა დედამთილიც. სახლში შესვლისას პატარძალი თავშალზე დაგებულ თეფშს ფეხით ამტვრევს. დედამთილი აგროვებს ნატეხებს, თავშალში ახვევს და შინ შეაქვს. მამამთილს პატარძალი სახლში შეყავს. სახლის კართან პატარძალი, რომელსაც სახე კვლავ დაფარული აქვს და თავი თეთრი და წითელი თავსაფრებით აქვს შემკული, იანგას თანხლებით ხვდება თავის მულს ან ქალ ხელისმომკიდეს. პატარძალს თაფლიან თასს სთავაზობენ, რომელშიც ის თითს აწობს და სამჯერ უსვამს სახლის კედელს ტკბილი ურთიერთობის ნიშნად. სახლში შესვლისას მის თავზე დანებს გადააჭდობენ და ხმამაღლა ამბობენ, რომ ენა უნდა დაიმოკლოს, რათა დედამთილს არ შეეპასუხოს. ამის მერე პურის ნაჭრებს წელზე გამოაბამენ ოჯახური სიმტკიცის ნიშნად. მამამთილი ბრინჯს აყრის მას კეთილდღეობის ნიშნად და ეუბნება, რომ ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის, ამიერიდან მისიცაა. დედამთილი დალოცავს რძალს. მერე ის მიყავთ ქმართან და ის სახეს გამოაჩენს. ქორწილი იწყება და მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე მაგიდებზე სხდებიან. იანგა პატარძალთან სამი დღე რჩება.
ძირითადი საკითხები
სოციალურ ცვლილებებთან შესაგუებლად ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, ცვლილებებსგანიცდის. საბჭოთა კავშირის დაშლას მრავალმხრივი, ხანგრძლივი და მძიმე შედეგბი მოყვა. ცვლილებებთან მორგების აუცილებლობამ გამოიწვია ოჯახის შემადგენლობისა და სტრუქტურის გარდაქმნა, გენდერული ურთიერთობების შეცვლა.და მაინც, მიუხედვად იმისა, რომ ქალმა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის ფუნქციაც იკისრა, როლების ძირითადი განაწილება, კაცის, როგორც მარჩენალის და ქალის, როგორც ოჯახზე მზრუნველის უცვლელი დარჩა. პრობლემას, გენდერული თანასწორობის თვალთახედვიდან როლების განაწილება კი არ წარმოადგენს, არამედ ის, რომ ქალის მიერ სახლში შესრულებული სამუშაო არ არის დაფასებული.
![]() |
3.2 თავი 6: ადამიანური და სოციალური კაპიტალი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის კეთილდღეობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ადამიანურ და სოციალურ კაპიტალის მფლობელია ის. ამ კაპიტალის დონე და შემადგენლობა განსხვავებულია მამაკაცისა და ქალისათვის.
ადამიანური კაპიტალი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას და განათლებას გულისხმობს განსაზღვრავს შრომის და სიცოცხლით ტკბობის უნარს და ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის. კარგ განათლებას და ჯანმრთელობას შეუძლია არა მხოლოდ პირდაპირი გზით გაუუმჯობესოს ადამიანს ცხოვრების ხარისხი, არამედ ასევე გაზარდოს მის მიერ ფულის შოვნის შესაძლებლობა. მეორე გადარჩენისათვის გადამწყვეტ ფაქტორს სოციალური კაპიტალი წარმოადგენს, რომელიც განისაზღვრება ადამიანის სხვებთან ურთიერთობის უნარითა და მათთან კავშირით, და იმ მხარდაჭერითა, რომლითაც ის სარგებლობს.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა ალბათ შეიძლება ადამიანის ყველაზე დიდ სიმდიდრედ ჩაითვალოს. რესპონდეტთა (გამოკითხვა) უდიდესმა უმრავლესობამ (97.1%25) ის საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ასპექტად აღიარა. საშუალოდ ქალებს უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ და მამაკაცებზე მეტხანს ცხოვრობენ.
საქართველოში 2001-2007 წლებში სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ 4.4 წლით მოიმატა. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა აისახა, როგორც ქალებზე ასევე კაცებზე, თუმცა ქალების შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია. ამით აიხსნება განსხვავება მამაკაცისა და ქალის სიცოცხლის ხანგრძლიობას შორის, რომელიც 6.6- დან 8.9 წლამდე მერყეობს.
ტაბულა 9
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას
წლები |
ჯამი |
მამაკა |
ქალები |
განსხვავება |
2001 |
71.5 |
68.0 |
74.8 |
6.8 |
2002 |
71.5 |
67.9 |
74.8 |
6.8 |
2003 |
72.1 |
68.7 |
75.3 |
6.6 |
2004 |
71.6 |
67.9 |
75.1 |
7.2 |
2005 |
73.8 |
69.9 |
77.4 |
7.5 |
2006 |
74.3 |
69.8 |
78.5 |
8.7 |
2007 |
75.1 |
70.5 |
79.4 |
8.9 |
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი
სიკვდილიანობა მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
ტაბულა 10
სიკვდილიანობის სიხშირე
წლები |
მამაკაცები |
ქალები |
ჯამი |
2004 |
24,642 |
24,151 |
48,793 |
2005 |
21,091 |
19,630 |
40,721 |
2006 |
22,458 |
19,797 |
42,255 |
2007 |
22,091 |
19,797 |
42,255 |
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი
სიკვდილიანობა ორივე სქესისთვის ყველაზე მაღალია 70-74 წლის ასაკში. 2007 წელს, სიკვდილიანობის შემთხვევათა 18.5%25 ამ ასაკობრივ ჯგუფებში დაფიქსირდა.
ნახ. 26 სიკვდილიანობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
მამაკაცების და ქალების სიკვდილის მიზეზი ძირითადად ერთნაირია, მაგრამ განსხვავებულია სხვადასხვა დაავადებების წილი ქალებისა და კაცების სიკვდილის მიზეზებში. გულისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები, კიბოსთან ერთად სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენენ. ქალებში უფრო მაღალია სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები. გენდერთან დააკავშირებული თავისებურება ისაა, რომ გულ-სისხლძარღვთა დავადებები მამაკაცებთან შედარებით, ქალებთან უფრო ხანდაზმულ ასაკში ვლინდება (Convay, Ahern & Steuenagel, 2005).
კიბო ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი მკვლელია და იგი გარკვეულწილად გენდერთან არის დაკავშირებული. გენდერული განსხვავება შედარებით მცირეა, როდესაც კიბოს მონაცემებს ერთიანად განვიხილავთ. განსხვავება იკვეთება, როდესაც კიბოს მისი გავრცელების არეს მიხედვით განვიხილავთ. ქალებში ყველაზე გავრცელებულია სასქესო ორგანოს დაავადება, მკერდისა და მომნელებელი სისტემის კიბო, ხოლო მამაკაცებში - მომნელებელი სისტემის, სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების კიბოა უფრო გავცელებული. მეტი მამაკაცი იღუპება ტრამვების და სხვა გარეგანი მიზეზებით.
ნახ. 27 გარდაცვალების გამომწვევი სხვადასხვა დაავადების წილი მამაკაცებსა და ქალებში 2007 წელს
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი
მოსახლეობის ჯანმრთელობა ძლიერ გაუარესდა საბჭოთა კავშრის დაშლის შემდგომ. ჯანდაცვის ყველა ობიექტი გამოვიდა სახელმწიფოს საკუთრებიდან. ჯანდაცვა, რომელიც უფასო იყო საბჭოთა პერიოდში, ფასიანი გახდა. ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები შემცირდა და შეადგინა 7.3 აშშ დოლარი კაცზე 2001 წელს, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მინიმალური ხარჯები 60 აშშ დოლარს შეადგენს. ჯანდაცვის საერთო ხარჯები თითო კაცზე ქვეყანაში არის 108 სდ (საერთაშორისო დოლარი), აქედან სახელმწიფო ფარავს 38 პროცენტს, ანუ 41 სდ-ს. ლატვიაში ამის შესატყვისი რიცხვებია 509სდ და 52.0 პროცენტი ანუ 267 სდ; ჰოლანდიაში საერთო თანხა შეადგენს 2612 სდ-ს, საიდანაც სახელმწიფო ფარავს 63 პროცენტს, ანუ 1654 სდ-ს. ამგვარად, ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს საერთო ეროვნული პროდუქტის 6.4 პროცენტს ლატვიაში, 8.9 პროცენტს ჰოლანდიაში და მხოლოდ 3.6 პროცენტს საქართველოში (გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიისათვის - თბილისი, 2009). გაღატაკებულ მოსახლეობას არ ქონდა ექიმებისთვის თანხის გადახდის საშუალება. ამის გამო ხალხმა მკურნალობის თაობაზე რჩევისთვის მიმართა და ისევ მიმართავს მეგობრებს და აფთიაქარებს. ნებისმიერი წამლის შეძენა, ფსიქონევროლოგიურის გარდა, რეცეპტის გარეშე შეიძლება. ამგვარი მკურნალობა ხშირად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ბევრი, განსაკუთრებით ღარიბი და სოფლის მაცხოვრებელი არ ფლობს ინფორმაციას იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც უფასო სამედიცინო მომსახურებას განაპირობებს და ამდენად, ეკონომიკური ბარიერები, ინფორმაციის სიმცირესთან ერთად, განაპირობებს იმას, რომ ადა მიანები არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. ისინი იქ ჩვეულებრივ მაშინ მიდიან, როცა დაავადება გართულებულია და ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარება მკურნალობას.
ოჯახის ერთი წევრის ავადმყოფობამ შეიძლება ძალიან ხანგრძილივი ზემოქმედება იქონიოს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან „უსაფრთხოების ბადე“ ძალზე „თხელია“, იგი მოსახლეობის მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილზე და მხოლოდ მომსახურების მცირე რაოდენობაზეა განსაზღვრული. სახელმწიფო პროგრამების შეზღუდული რაოდენობა, როგორიცაა წლამდე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ანტენატალური მოვლა, გარკვეული სახის ინვალიდები და ზოგიერთი დაავადების მკურნალობა, როგორიცაა ტუბერკულოზი, კიბო, ფსიქოზი, მალარია, შიდსი და სხვა, უფასო მკურნალობას განაპირობებს. მაგრამ ამ დაავადებების შემთხვევაშიც კი პაციენტებს ხშირად უწევთ დამატებით ფულის გადახდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს, მაგალითად იძულებით გადაადგილებულ პირებს. ზოგიერთი დამქირავებელი ასევე ფარავს დაზღვევას. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს კერძო დაზღვევა. გამოკითხულთა მხოლოდ 5.3 პროცენტი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით (გამოკითხვა).
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქალის საზრუნავ სფეროდ არის მიჩნეული, რაკი ჩვეულებრივ ქალი ზრუნავს ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.
„როცა კაცი ავად ხდება, ჩვეულებრივ ქალი ზრუნვას მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ როდესაც ქალი ხდება ავად, კაცები იშვიათად იღებენ პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე“ ინტერიუ ექსპერტთან, ლელა ხომერიკთან.
ჯანმრთელობის მდგომარეობის აღქმა წინააღმდეგობაში მოდის ქალის უკეთეს ჯანმრთელობის ზოგად ტენდენციასთან. გამოკითხულ მამაკაცთა (გამოკითხვა) უფრო დიდი ნაწილი (45.9%25), ქალებთან შედარებით (31.85%25) (Chi-Square 23.7; df 2, p<.001) თავიანთ ჯანმრთელობას აფასებს, როგორც „კარგს“. ამასთანავე, ქალებთან შედარებით (50.1%25) ნაკლებმა მამაკაცმა (35.8%25) აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში იავადმყოფა, მაგრამ არ მიმართა ექიმს უსახსრობის გამო (Chi-Square 22.0; df 1, p<.001).
იმ 464 რესპონდენტიდან, ვინც იავადმყოფა და არ მიმართა ექიმს, 71.6 პროცენტმა მიუთითა, რომ ექიმს უფულობის გამო არ მიმართა.სტატისიტკური მონაცემები მიუთითებს, რომ ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი გზებისა და მომნელებელი სისტემის დაავადებები.
ნახ. 28 სხვადასხვა დაავადების წილი 2007
წყარო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს შორის გენდერული განსხვავება ძირითადად რეპროდუქციასთანაა დაკავშირებული. ქალები რეპროდუქციული ჯანდაცვის მომსახურებას 15-დან 44 წლამდე საჭიროებენ. ანტენატალური სამედიცინო მომსახურება ალბათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრევენციული ზომების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან მას ხანგრძლივი შედეგები აქვს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობაზე. ორსულობას და ბავშვის დაბადების ხარჯებს სახელმწიფო პროგრამა ფარავს, თუმცა ანტენატალური მომსახურება არ გულისხმობს განმეორებით ექოსკოპია გართულების შემთხვევაში. ამიტომ, ყველაზე მეტი რისკის შემცველი შემთხვევები უყურადღებოდ რჩება.
2007 წელს 639 ბავშვი გარდაიცვალა პრენატალური პერიოდის გართულებების და თანდაყოლილი ანომალიების გამო. ვითარება სიკვდილიანობის თვალსაზრისით გამოსწორდა 2005 წელთან შედარებით, როდესაც 915 ბავშვი გარდაიცვალა.
ნახ. 29 აბორტების რაოდენობა 2000-2007 წლებში (ათასებში)
წყარო: ქალი და კაცი საქართველოში, 2008 აბორტების (76.4%25) უმრავლესობა 20-34 წლის ასაკის ქალებზე მოდის.
წინსვლა არ შეინიშნება ოჯახური დაგეგმვის თვალსაზრისით. აბორტების რიცხვი მაღალია და ზოგადად მატების ტენდენციით ხასიათდება
ნახ. 30 აბორტების წილი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
ბევრი იძულებით გადაადგილებული ქალის ჯანმრთელობის პრობლემა უწინარესად რეპროდუქციას უკავშირდება.
„იძულებით გადაადგილებულ ქალებს ბევრი გინეკოლოგიური პრობლემა შეექმნათ იმ აბორტების გამო, რომელთა გაკეთება ხშირ შემთხვევაში არასამედიცინო დაწესებულებაში მოუხდათ. ბავშვის აღზრდის საშულების არ ქონის გამო ქალებს ეშინოდათ ბავშვის გაჩენა“ - ინტერვიუ სახელმწიფო მოხელესთან, დალილა ხორავასთან.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათ შორის, აივ/შიდსი, გენდერთანაა დაკავშირებული. ეს დაავადებები უფრო მამაკაცებთან არის გავრცელებული. სიფილისისა და გონორეას ახალი შემთხვევების სიხშირის დინამიკას წლების მიხედვით არათანმიმდევრული ხასიათი აქვს. ყველაზე მეტი შემთხვევა 2005 წელს, ხოლო ყველაზე ცოტა 2007 წელს დაფიქსირდა.
ნახ. 31 სიფილისისა და გონორეის ახალი შემთხვევები
წყარო: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 2005 წელს 50-ს შეადგენდა ერთ მილიონ მოსახლეზე, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ის 20-ის ტოლია აზერბაიჯანში, და ოდნავ უფრო მაღალი სომხეთში, სადაც 30-ის ტოლია. შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება
ნახ.32 აივ-ას და შიდსის ახალი შემთხვევები წყარო: ქალი და კაცი საქართველოში, 2006 და 2008
2008 წლის აგვისტოსათვის, 1726 შემთხვევა აღინუსხა, აქედან ინფიცირებულთა შორის 75.6 პროცენტი კაცია, მათი ასაკი 29-დან 40 წლამდეა.
ავადმყოფობის გადამდები მიზეზები კაცებში ძირითადად (50.8%25) საზიარო ინექციას უკავშირდება და ის უპირატესად ნარკომანებშია გავრცელებული, ხოლო ქალებთან გავრცელების უპირატეს წყაროს (31.6%25) სქესობრივი ურთიერთობა წარმოადგენს. დაავადებულთა სიკვდილიანობა 371-ს უტოლდება.
მამაკაცები ტუბერკულოზით ქალებზე უფრო მეტად ავადდებიან. აღინიშნება ტუბერკულოზის შემთხვევაბის მატება. 2006 წელი გამონაკლისი იყო, როცა შემთხვევათა რიცხვმა ოდნავ იკლო. 2007 წელს, ტუბერკულოზის 6,450 შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცებთან ინფექციის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოსის, რომ ციხის, სადაც ტუბერკულოზი ძალზე გავრცელებულია, ძირითად ბინადრებს მამკაცები შეადგენენ.
ნახ.33 ტუბერკულოზის შემთხვევები
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი
ფსიქიკური აშლილობები მსოფლიოში ავადმყოფობის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს. მათი უარყოფითი ზემოქმედების სიძლიერე განისაზღვრება არა მხოლოდ იმ ტანჯვით, რომელსაც დაავადებული ადამიანი განიცდის, არამედ ასევე მათი ზემოქმედებით ავადმყოფის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზე. სტიგმისა და ეკონომიკური სირთულეების გამო ფსიქიკური აშლილობების რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა ბევრად ჩამოუვარდება რეალურად არსებულ შემთხევათა რაოდენობას. 2007 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე 106,921 ადამიანი იყო რეგისტრირებული საქართველოში (გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, 2008). საქართველოში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთ ავადმყოფზე გამოყოფილი თანხის ოდენობა ძალზე მცირეა და ის 0.9 საერთაშორისო დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, სომხეთში ეს ციფრი 5.5-ია, ბულგარეთში 12, საფრანგეთში კი 90. ფსიქიკური დაავადების რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი მატულობს.აღრიცხვაზე აყვანილთა შორის ჭარბობენ მამაკაცები. გენდერული განსხვავება შეიძლება იმით აიხსნას, რომ შიზოფრენიის შემთხვევაში უფრო ხშირად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, ვიდრე შედარებით ნაკლებად მძიმე აშლილობების დროს, შიზოფრენია კი მამაკაცებში უფროა გავრცელებული.
ნახ. 34 ფსიქიკური აშლილობის ახალი შემთხვევები
წყარო: ქალი და კაცი საქართველოში, 2006 და 2008
ფსიქიატრიული პრობლემების ბუნებაც განსხვავებულია მამაკაცისა და ქალის შემთხვევაში.
„მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზები, დეპრესია და ისტერია უფრო ჭარბობს ქალებში, ხოლო მამაკაცებში - შიზოფრენია“. - ინტერვიუ ფსიქიატრ მაია ხუნდაძესთან.
შეზღუდული შესაძლებლობები სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ადამიანს იმუშაოს და დატკბეს ცხოვრებით. ის ხშირად სოციალურ იზოლაციას და დეპრესიას იწვევს. 2004 წლის მონაცემებით 213, 184 ფიზიკური, გონებრივი ან ქრონიკული დაავდებით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული საქართველოში,საიდანაც 13.9 პროცენტი ინვალიდობის პირველ კატეგორიას განეკუთვნება („ძალიან მძიმე“), 65.6 პროცენტი მეორეს („მძიმე“) და 15.5 პროცენტი კი მესამეს („საშუალო“).
თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა რეალური რაოდენობა ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს და იგი ექსპერტების შეფასებით 400,000 უნდა იყოს.
შეზღუდულ შესაძლებლობების მქონედ პირველად ცნობილ პირთა შორის ქალები მცირე ოდენობით (51.8%25 2007 წელს) ჭარბობენ კაცებს.
ნახ. 35 ინვალიდობა მიზეზების მიხედვით
838,130 ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლების 19.2 პროცენტი იღებს რვა სხვადასხვა სახის პენსიას სახელმწიფოსგან. ქალი პენსიონერების რაოდენობა თითქმის ორჯერ (64.6%25)
აღემატება მამაკაც პენსიონერთა რაოდენობას (35.4%25).
ნახ. 36 მამაკაცი და ქალი პენსიონერების პროცენტული მაჩვენებელი
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი
პენსიონერების უმრავლესობა (70.3%25) იღებს ხადნაზმულობის პენსიას.
სქემა 37 პენსიების სტრუქტურა
მოსახლეობის გარკვეულ უმწეო ნაწილს სახელმწიფო აძლევს დახმარებას. 2007 წელს 12,306,400 ლარი იქნა გამოყოფილი და ექვს სხვადასხვა ტიპისდახმარებაზე იქნა დანიშნული. მათგან ყველაზე დიდი წილი (52.3%25) მარტოხელა პანსიონერებზე მოდის.
ნახ. 38 სახელმწიფო დახმარების სტრუქტურა 2007 წელს
ქვეყანაში სულ ოთხი მოხუცთა და შეზშეზღუდულთა თავშესაფარია. 2007 წელს იქ 637 ადამიანი იყო განთავსებული. სულ 1,182,200 ლარი, ანუ 1855 ლარი (დაახლოებით 1,300 აშშ დოლარი) სულზე წელიწადში იყო მათზე გამოყოფილი.
ჯანმრთელობის პოლიტიკა არაპროპორციულადაა ფოკუსირებული მკურნალობაზე, პრევენცია კი ფაქტიურად უგულვებელყოფილია. შედეგად მოსახლეობაში არ არსებობს სათანადო ცოდნა ჯანმრთელობის საკითხებსა და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე.
მამაკაცები ქალებთან შედარებით უფრო არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევიან. მამაკაცების 79.7 პროცენტი და ქალების 19.4 პროცენტი ღებულობს სამ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს რეგულარულად (Chi-Square 2.8; ; df 3, p<.001) (გამოკითხვა).
მოწევას განსხვავებული ზეგავლენა აქვს მამაკაცსა და ქალზე. მოწევის შედეგად კიბოს გაჩენის, გულისა და სასუნთქი გზების დაავადებების რისკი მატულობს ორივე სქესის შემთხვევაში, მაგრამ თამბაქოს ზემოქმედება უფრო ბევრად უარყოფითია ქალებისთვის. ქალ მწეველებს ფილტვის კიბოს გაჩენის მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე მწეველ ქალებს მამაკაცებს. მეტიც, მოწევა მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე და მას შეუძლია ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების გამოწვევა, ასევე ნაყოფიერების შემცირება. (Convay, Ahern & Steuernagel, 2005).
ამავე დროს, ვარჯიშის ან ზოგადად ფიზიკურ დატვირთვის ძალზე დაბალ ფონზეკაცები ქალებთან შედარებით მაინც უფრო მეტად ვარჯიშობენ (26.7%25 მამაკაცები და 12.3%25 ქალები) (Chi-Square 38.7; df 3, p<.001), ფეხით დადიან (მამაკაცების 90.0%25 და ქალების 87.4%25) (Chi-Square 22.4; df 2, p<.001) და ფიზიკურად შრომობენ (72.1%25 მამაკაცები და 58.4 ქალები) (Chi-Square 29.8; df 2, p<.001).
ეკონომიკური პირობები ხალხს საშუალებას არ აძლევს წავიდნენ დასასვენებლად. მამაკაცებთან (25.7%25) შედარებით მეტმა ქალმა (31.3%25) მოახერხა დასასვენებლად წასვლა ბოლო 3 წლის განმავლობაში (Chi-Square 29.8; df 2, p<.001), რაც ალბათ ბავშვების დასასვენებლად გაყვანის აუცილებლობით აიხსნება (გამოკითხვა).
ავადმყოფობასთან, შეზღუდულ შესაძლებლობებთან და ასაკთან ერთად ძალადობაც ამცირებს ადამიანურ კაპიტალს. ძალადობა მამაკაცებსა და ქალებში ყველაზე მნიშვნელოვან განსხვავებას წარმოადგენს. მამაკაცები ქალებზე უფრო აგრესიულები არიან (Maccoby, 1963). ისინი უფრო ხშირად არიან, როგორც მოძალადეები, ასევე ძალადობის მსხვერპლი. ომები, ეთნიკური თუ სათემო კონფლიქტები მამაკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს უქნმიან. მამაკაცების შემთხვევაში, მოძალადეები უფრო ხშირად უცხო პირები, ხოლო ქალების შემთხვევაში კი ახლობლები, ხშირად მეუღლეები არიან.
ოჯახური ძალადობა გენდერული უთანასწორობის უკიდურეს შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ. „ოჯახური ძალადობა არის ძალაუფლებისათვის ბრძოლისა და გენდერული უთანასწორობის ილუსტრაცია. ერთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს ცემოს, დასაჯოს ან აღზარდოს მეორე ადამიანი; ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მეორეს თავის თანასწორად არ თვლის“ - ინტერვიუ ექსპერტთან, თამარ საბედაშვილთან.
გარდა ადამიანის უფლებათა პრობლემისა, ოჯახური ძალადობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემასაც წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ჰოსპიტალიზაციას ან ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებენ. ფიზიკურ ზიანის გარდა, ძალადობას ფსიქოლოგიური ზიანიც მოაქვს, რაც დეპრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. ძალადობა აზიანებს ქალის რეპროდუქციულ უნარს, იწვევს ორსულობის შეწყვეტას, მკვდრად შობას და მცირეწონიანი ბავშვის დაბადებას. ოჯახური ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა ყველა ქვეყანაში არასრულყოფილია და არც საქართველოა ამ მხრივა გამონაკლისი. ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული კანონის შემოღების წინააღმდეგნი არგუმენტად იმას მოიხმობდნენ, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა ფართოდ არაა გავრცელებული და ამდენად ვერ ხედავდნენ კანონის შემოღების აუცილებლობას, მაგრამ იყო უფრო უკიდურესი მოსაზრებებიც. როგორც ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა:
„არ არსებობდა ოჯახურ ძალადობაზე კანონის მიღების საჭიროება. თუ მამაკაცი აღიარებულია ოჯახის თავად, ხოლო ქალი მას ემორჩილება, არანაირი პრობლემა აღარ წარმოიშვა. პოლიციელი ვერ უშველის ოჯახურ ძალადობას“ - ინტერვიუ მამაკაც ნოტარიუსთან.
ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზუსტ რაოდენობაზე არ არსებობს. 2007 წელს, პოლიციამ აღნუსხა ოჯახური ძალადობის 2388 შემთხვევა, მათთან მიმართებაში, 493 აღმკვეთი ბრძანებულება გამოვიდა (სუბარი, 2008).
1999 და 2005 წლებში ჩატარებულმა საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევამ გამოავლინა, რომ ამ სახის ძალადობა მიჩუმათებულია. ასევე აღმოჩნდა, რომ აღნუსხული ოჯახური ძალადობის შემთხვევების რიცხვი ბოლო 12 თვის განმავლობაში (2.0%25) და მთელი სისცოცხლის განმავლობაში (5%25) გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს დაბალი მაჩვენებელი ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას საქართველოში არსებული უფრო მკაცრი კულტურული შეზღუდვებით, რომლებიც ხელს უშლიან ქალს თავი აღიაროს ძალადობის მსხვერპლად. რაც შეეხება ჩვენი გამოკითხვის რესპონდენტებს მამაკაცებზე (24.4%25) მეტი ქალი (31.5%25) აღიარებს, რომ იცნობს ოჯახებს, სადაც ქმარი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ცოლს (Chi-Square 6.9; df 2, p<.05). მამაკაცებისა და ქალების ერთნაირი რაოდენობა მიუთითებს, რომ იცნობს დედებს, რომლებიც შვილებს ცემენ (39.6%25), მამებს, რომლებიც შვილებს ცემენ (27.3%25) და სადაც ოჯახის ხანდაზმულ წევრებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას (15.7%25). მიუხედავად იმისა, რომ ორივემ - მამაკაცებმაც და ქალებმაც იციან ძალადობის შემთხვევების არსებობა, მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ განსხვავებულია. თუმცა მამაკაცები და ქალები ერთნაირად (90.0%25) მიიჩნევენ, რომ მიუღებელია 10-15 წლის ბავშვის ცემა აღმზრდელობითი მიზნით, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია (Chi-Square 8.9; df 2, p<.05) მამაკაცის მიერ ცოლის ცემის მიმართ ღალატის შემთხვევაში - ეს მისაღებად მიაჩნია მამაკაცების 25.0 და ქალების 19.0 პროცენტს. ოჯახური ძალადობა მიჩნეულია პირად და ოჯახის საქმედ. ბევრი თვლის, რომ ძალადობის შემთხევაში ქალმა პოლიციას არ უნდა მიმართოს. თუმცა, უფრო მეტი ქალი (72.0%25), ვიდრე მამაკაცი (51.0%25) მომხრეა, რომ ქალმა რაიმე იღონოს ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. ამგვარ საშუალებათა შორის ყველაზე ხშირად ასახელებენ გაყრას, დახმარების ძიებას ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან.
კანონი ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის, მის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მიღებულ იქნა 2006 წლის მაისში. ამ კანონის მიღება წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ძალადობასთან ბრძოლაში, მაგრამ მისი მხარდამჭერი სისტემის ამოქმედების გარეშე მისი ქმედუნარიანობა ეჭვს იწვევს. კანონი მოითხოვს თავშესაფრებისა და სოციალური სამსახურების ჩამოყალიბებას. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავშესაფრების გახსნა დაგეგმილი იყო 2008 წლის იანვარში, მაგრამ ეს არ განხორციელდა. დღემდე ორად-ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს დედაქალაქში, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციები უძღვებიან, ამ თავშესაფრების შესაძლებლობები ძალზე მწირია.
„ამ კანონის მიღების მერე ბევრი სარჩელი შევიდა ადმინისტრაციულ სასამართლოში დამცველი და აღმკვეთი ღონისძიებების მოთხოვნით. გაცილებით მეტი სარჩელია შესული თბილისის სასამართლოებში რაიონულებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ რაიონებში მეტი ძალადობრივი დანაშაული ხდება“ - ინტერვიუ მოსამართლესთან, რუსუდან ჭანტურიძესთან.
ქალის მიმართ განხორციელებულ სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებში წამყვანი ადგილი გაუპატიურებას და მოტაცებას უკავია. 2007 წელს 258 გაუპატიურების შემთხვევა ან მცდელობა იყო რეგისტრირებული. ეს მონაცემი ორჯერ აღემატება იმ 180 შემთხვევას, რომელიც წინა წელს დაფიქსირდა. 2006, 326, ხოლო 2007 წელს 238 მოტაცების შემთხვევა იქნა აღნუსხული. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ როგორც სამართალდამცავი სისტემა, ასევე საზგადოება შედარებით შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ავლენს ამ ტიპის დანაშაულის მიმართ. ხშირად მხარეები შეთანხმებას აღწევენ და შედეგად შემთხვევა სასამართლომდე არ მიდის. 2007 წელს 258 რეგისტრირებული შემთხვევიდან მხოლოდ 89 იქნა განხილული სასამართლოში და აქედან 35 შემთხვევაში იქნა კანონდამრღვევი დამნაშავედ ცნობილი.
კერძო სფერო არაა ერთადერთი ადგილი, სადაც აღინიშნება ქალის წინააღმდეგ დანაშაული. მას ხშირად ვაწყდებით სამუშაო ადგილებში. დასაქმების არაფორმალური სექტორი, სადაც ქალები დიდი რაოდენობით მუშაობენ, სახელმწიფოს მიერ არც რეგულირდება და არც კონტროლირდება.
„ქალის დისკრიმინაცია აშკარაა ძიძების, დამლაგებლების, ქუჩის გამყიდველების და სეზონური მუშაკების შემთხვევებში. ქალებს არა აქვთ დიდი არჩევანი. ისინი იძულებულნი არიან, იმოქმედონ ვითარების შესატყვისად, რომელიმე „ქუჩის ავტორიტეტის“ ან პოლიციელის ჩარევით; მათ იციან, როგორ დაიცვან თავი“ - ინტერვიუ ექსპერტთან თამარ საბედაშვილთან.
ტრეფიკინგი დისკრიმინაციის კიდევ ერთ უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად გაიზარდა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის შემთხვევები. 2007 წელს რეგისტრირებული იყო 29 ტრეფიკინგის შემთხვევა, აქედან 14 ქალის წინააღმდეგ იყო მიმართული. პროსტიტუცია კანონით აკრძალული არაა, მხოლოდ საროსკიპოს მოწყობა დაბავშვთა პროსტიტუციაა დასჯადი (სანიკიძე, ლ. და სხვები, 2006). დანაშაული იწვევს არა მარტო მსხვერპლის, არამედ ასევე დამნაშავის ადამიანური კაპიტალის შემცირებას. დანაშაული გაცილებით მაღალია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით და ის დღითიდღე მატულობს. 2006 წელს დაფიქსირდა 228 ქალის მიერ ჩადენლი დანაშაული და 17,575 მამაკაცის მიერ ჩადენილი დანაშაული, მაშინ, როდესაც 2007 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ქალების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობამ უკვე 254-ს მიაღწია, მამაკაცებისამ კი - 15,422 ( შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 02.10. 2007 და იუსტიციის სამინისტროს მიერ 17.10 2007 მოწოდებული ინფორმაცია).
პატიმარტა რიცხვი საქართველოში ძალზე დიდია. 2007 წლის ივლისისთვის მათირაოდენობა შეადგენდა 401 ადამიანს ყოველ 100,000 მოსახლეზე. სხვა ქვეყნებში შესაბამისი რიცხვები ასეთია: 760 აშშ-ში, 528 რუსეთში, 202 აზერბაიჯანში, 104 სომხეთში, 112 თურქეთში, 163 ბულგარეთში და 92 საბერძნეთში. 2003-დან 2006 წლამდე დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვმა იმატა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, მაგრამ მატება უფრო მეტად ქალებში მოხდა, რამაც გაზარდა ქალების წილი ციხეში. 2003 წელს, 147 ქალი პატიმრობაში მყოფთა (6137) 2.4 პროცენტს,ხოლო 2004 წელს, 191 ქალი პატიმართა (7750) 2,5 პროცენტს, 2006 წელს კი, 323 ქალი პატიმართა (9064) 3,6 პროცენტს შეადგენდა. 2007 წლის ოქტომბრისათვის 14,519 მამაკაცი და 577 ქალი იყო ციხეში; კიდევ 8562 მამაკაცი და 211 ქალი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. ამდენად, ქალები შეადგენდნენ მსჯავრდებულთა 3.8 პროცენტს, 2.5 პროცენტი კი სასამართლოს განჩინებას ელოდა. შედარებისათვის ქალი პატიმრების წილი ა.შ.შ.-ში 2002 წლის მონაცემების მიხედვით, 6.8 პროცენტს შეადგენდა.
578 პატიმარ ქზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარი ქალების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, 42.6 პროცენტი მოდის ეკონომიკურ დანაშაულზე, როგორიცაა ქურდობა, 41.0 პროცენტი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე და 7.4 პროცენტი ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე.
ნახ. 39 ქალების მიერ ჩადენილ დანაშაულის სტრუქტურა
განათლება
განათლება ადამიანის მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს. ეს უპირატესობა, რომელიც შეიძლება მიეწერებოდეს კონკრეტულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს. განათლება სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება განსხვავებულად გამოიყენოს, გამომდინარე მისი სოციალიზაციისა და არსებული მხარდაჭერიდან აირჩიოს გარკვეული კარიერა (Convey, Ahern, Steuernagel, 2005). მერიტოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ, ისეთში, სადაც ადამიანი მისი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობების და არა ეთნიკური წარმომავლობის, გავლენიანი მეგობრებისა თუ სქესის მიხედვით ფასობს, და როგორისკენაც საქართველო, მიისწრაფის რომ იყოს განათლება დიდ ღირებულებას წარმოადგენს. განათლების ხელმისაწვდომობა ცხოვრების ხარისხის ერთერთი ძირეული განზომილებაა.
საქართველოში განათლებასთან დაკავშირებული ვითარება ტრადიციულად კარგი იყო. ის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებად არის მიჩნეული. ბავშვის ჯანმრთელობა, განვითარება და კარგი განათლება ოჯახის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, რომლის მისაღწევადაც ოჯახი მზად არის ბევრ რამეზე უარი თქვას (Hentschel,U., Sumbadze, N. & Schoon, I. 2001).
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საქართველოს განათლების მაღალი მაჩვენებლები აქვს. ამ მხერივ კარგი მდგომარეობაა გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაშიც. „ათასწლეულის განვითარების მიზანი 2“ დაწყებითი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე - 2003 წელს დაწყებით კლასებში ჩარიცხული იყო შესაბამისი ასაკის ბავშვების 97.3 პროცენტი, მიზანი საქართველოსთვის შეცვლილ იქნა და ასეთი ფორმულირება შეიძინა: „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემების განვითარებული ქყეყნების სისტემებთან დაახლოება ხარისხის ზრდისა და ინსტიტუციური განვითარების მეშვეობით“ („ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში, 2004).
2007-2008 სასწავლო წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 1462 სკოლა, სადაც 614,666 მოსწავლე სწავლობდა. კერძო სკოლები 10.0 პროცენტს შეადგენდა, და იქ მოსწავლეთა 6.2 პროცენტი სწავლობდა. ქვეყანაში სკოლათა 16.1 პროცენტს (396 სკოლა) არაქართული სკოლები შეადგენენ. იქ ქვეყნის მოსწავლეთა 12.4 პროცენტი (76,295 მოსწავლე) სწავლობს. ქართული სასკოლო სისტემა სამდონიანია:დაწყებითი (პირველი-მეხუთე კლასი), საბაზო (მეექვსე-მერვე კლასი) და საშუალო (მეცხრე-მეთორმეტე კლასი). დაწყებით კლასებში არის მოსწავლეთა 41.4 პროცენტი,საბაზოში 27.6 პროცენტი, ხოლო საშუალოში 30.9 პროცენტი. არაქართულ სკოლებში თანაფარდობა ცოტა განსხვავებულია, იქ მოსწავლეთა წილი დაწყებითკლასებში უფრო მაღალია, ხოლო საბაზო და საშუალო კლასებში კი უფრო დაბალი ვიდრე მთლიანად ქვეყნაში.
ნახ. 40 მოსწავლეთა რაოდენობა დონეების მიხედვით
გამოკითხვის მონაცემები ასახავენ მოსახლეობის განათლების მაღალ დონეს. რესპონდენტების დაახლოებით ნახევარს (მამაკაცების 46.7%25 და ქალების 46.5%25) უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი(30.1%25) მიუთითებს, რომ შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა, მათგან 55.0 პროცენტი ინტერნეტის მომხმარებელია.
რესპონდენტები, ქალები და კაცები ერთნაირად (70.8%25) განათლების მიცემის უპირატესობას ერთნაირად ნიჭიერი ქალიშვილისა და ვაჟიშვილის ყოლის შემთხვევაში, ვაჟიშვილს ანიჭებენ. გენდერული განსხვავება შეიმჩნევა იმ შემთხვევებში, როცა შვილებს განსხვავებული მონაცემები აქვთ. მამაკაცებთან შედარებით (73.7%25) უფრო მეტი ქალია (79.2%25) იმის მომხრე, რომ ქალიშვილს მისცეს განათლება, როდესაც გოგონა ძმაზე უფრო ნიჭიერია (Chi-Square 7.6; df 2, p<.05).
საქართველოში 156 უნივერსიტეტია, აქედან 19 სახელმწიფო და 138 კერძო. უნივერსიტეტები ძალიან არათანაბრად არის განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დიდი ნაწილი (69.9%25), ანუ 9 სახელმწიფო და 100 კერძო, დედაქალაქში მდებარეობს. რაჭა-ლეჩხუმის გარდა, ყველა რეგიონში ერთი უმაღლესი სასწავლებელი მაინც ფუნქციონირებს.
ნახ. 41 უნივერსიტეტების განლაგება რეგიონების მიხედვით
წყარო: მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო
2007 წელს უნივერსტიტეტებში მიღებული სტუდენტებიდან (37,455 ადამიანი გაერთიანდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში) 64.6 პროცენტი ჩაირიცხა სახელმწიფო და 35.4 პროცენტი კი კერძო უნივერსიტეტში.
განათლების რეფორმის მიზანი, როგორც ეს ათასწლეულის განვითარების მიზნებშია ასახული, არის ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემებთან ჰარმინიზაცია. საქართველო გახდა ბოლონიის პროცესის მონაწილე, რაც ითვალისწინებს არსებული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლას, ისე რომ მიღწეულ იქნეს ხარისხებისსაერთაშორისო აღიარება, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე დაყრდნობით სამეცნიერო ხარისხების ერთიანი სისტემის დანერგვა.
სტუდენტების რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით, როგორც ბაკალავრიატის (63.9 %25 სახელმწიფო და 36.1%25 კერძო უნივერსიტეტებში), ასევე სამაგისტრო (64.4%25 სახელწიფო და 35.6%25 კერძო უნივერსიტეტებში) პროგრამებში. სამაგისტრო პროგრამაში მიღებული სტუდენტების რაოდენობა შეადგენდა მთლიანად მიღებული სტუდენტების 10.2 პროცენტს.
უნივერსიტეტის კურს დამთავრებული და სტუდენტი ქალების რიცხვი ოდნავ ჭარბობს მამაკაცებისას. 2007-2008 აკადემიური წლის განმავლობაში სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთაგან ქალები შეადგენენ 56.5 პროცენტს საბაკალავრო, 55. 3 პროცენტს სამაგისტრო, 42.2 პროცენტს პროფესიული განათლების პროგრამებში და 67.5 პროცენტს დოქტორანტურაში.
გენდერი ზეგავლენას ახდენს პროფესიის შერჩევაზე. უფრო მეტი ქალია პედაგოგიურ პროფესიებში, ენათმეცნიერებაში და ჟურნალისტიკაში, თუმცა დღითიდღე მატულობს ქალების რაოდენობა იურიდიულ პროფესიაში.
როგორც წესი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბევრად უფრო მეტი თანამშრომელია დასაქმებული. პედაგოგიური შტატის უმრავლესობა (71.1%25) სახელმწიფო უნივერსიტეტებში მუშაობს. ქალები (54.9%25) ჭარბობენ მამაკაც პროფესორებს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორთა გენდერული განაწილებასთან შედარებითაც კი. მაგრამ ამერიკის მსგავსად, ქალების უფრო დიდი ნაწილია კონცენტრირებულია შედარებით დაბალ აკადემიურ თანამდებობებზე. საქართველოს უნივესიტეტებში ქალები ასისტენტ-პროფესორების 66.7 პროცენტს (45.0%25 აშშ-ში), ასოცირებული პროფესორების 50.8 პროცენტს (35.3%25 აშშ-ში) და სრული პროფესორების მხოლოდ 30.2 პროცენტს (20.8%25 აშშ-ში) შეადგენენ. ქვეყანაში არსებული ორი სამეცნიერო ხარისხი, მეცნიერებათა კანდიდატის და დოქტორის შეცვალა ერთმა, დოქტორის ხარისხმა. ადრე მინიჭებული კანდიდატის ხარისხი დოქტორისას გაუტოლდა. 2007 წელს დოქტურანტურის სტუდენტთა შორის ქალები უმრავლესობას წარმოადგენდნენ (59.9%25). ბევრ დისციპლინაში ხარისხის დაცვის პროცედურები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების საფეხურზეა. ამას მიეწერება 2007 წელს სადოქტორო ნაშრომის დაცვის დაბალი მაჩვენებელი - 44. დოქტორის ხარისხის მინიჭებულთა შორის 59.1 პროცენტს ქალები შეადგენენ.
საგანმანათლებლო სისტემის რეფორმამ მკვლევართა რიცხვის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. მკვლევართა თაობაზე არსებული უახლესი მონაცემები 2005 წელს მიეკუთვნება. ამასთან, მონაცემები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სტატისტიკის დეპარტამენტმა მოგვაწოდა, ყველა შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს. არსებობს 66 მკლევითი ინსტიტუტი, რომელთა სამეცნიერო კვლვითი შტატი 2005 წელს თანამშრომელთა 58.4 პროცენტს შეადგენდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეცნიერ მუშაკების რიცხვი თითქმის განახევრდა, 6860 მეცნიერ მუშაკიდან 1994 წელს, ის დავიდა 3976-მდე 2005 წელს (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები). მეცნიერ მუშაკი ქალების რიცხვმა მამაკაცებისრიცხვზე მეტად იკლო. 2003 წელს ქალები სამეცნიერო შტატის 61.9პროცენტს შეადგენდნენ, 2005 წელს კი 50.5 პროცენტს (წყარო: ქალი და მამაკაცი, 2006).
გარდა იმისა, რომ ნებისმიერ სამსახურეობრივ გარემოში სამსახურიდან დათხოვნა ქალებს უფრო მეტად ემუქრებათ, ქალების სამსახურეობრივ წინსვლას დამატებით დაბრკოლებას უქმნის „მინის ჭერი“. აკადემიურ იერარქიაში ქალებს უფრო დაბალისაფეხური უკავიათ. 2005 წელს ქალები სამეცნიერო კვლევითი შტატის მეცნიერებათა კანდიდატების დაახლოებით ნახევარს, მაგრამ მეცნიერებათა დოქტორთა
მხოლოდ მეოთხედს შეადგენდნენ.
მეცნიერებათა აკადემიის 135 წევრიდან მხოლოდ ცხრა არის ქალი (ნ. ჯავახიშვილი - ექსპერიმენტული მორფოლოგია, ა.კალანდაძე - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ქ.ლომთათიძე, ენათმეცნიერება და ლიტერატურა, თ.ყაუხჩიშვილი - ფილოლოგია, ე.ქემერტელიძე - ფარმაკოლოგია, მ.ლორთქიფანიძე - ისტორია, მ.ანდრონიკაშვილი - ენათმეცნიერება,თ.დეკანოსიძე - ფიზიოლოგია და ექსპერიმენტული მედიცინა, და მ.შანიძე - ენა და ლიტერატურე. წყარო: www.acnet.ge.
ნახ. 42 მეცნიერ-მუშაკების რაოდენობა კვლევით ინსტიტუტებში
მამაკაცი მკვლევარები ყველა ქვეყანაში ქალ მკვლევარებზე უფრო პროდუქტული არიან. მაკობის მიხედვით (Maccoby, 1963) ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოტივაციის ან დროის ნაკლებობა, ან რაიმე სახის შეზღუდვა. თუმცა მონაცემები უჩვენებს, რომ ის ქალები, ვისაც ოჯახი არ ყავს, არ განსხვავდებიან მათგან, ვინც დაოჯახებულია, როცა საქმე პროდუქტულობას ეხება. ამდენად, დროის უკმარისობა არ უნდა იყოს ამის მიზეზი. მეცნიერული პროდუქტულობა უფრო მკვლევარის ანალიტიკური შესაძლებლობებით განისაზღვრება. მამაკაცისა და ქალის ინტელექტ შორის მთლიანობაში განსხვავება არ არის, მაგრამ არსებობს მკვეთრი განსხვავება ზოგიერთი ფუნქციის თვალსაზრისით. მამაკაცები ქალებზე უკეთესი ანალიტიკური უნარით გამოირჩევიან, მათ სივრცული აზროვნების უკეთესი უნარი აქვთ, ნაკლებად არიან ველზე დამოკიდებული და ნაკლებ რიგიდულები არიან (Witkin, 1954). მამაკაცები ბუნებით ქალებზე უფრო აგრესიულები არიან, რაც დომინანტობასა და ინიციატივაში ვლინდება. ქალები ინფორმაციას განსხვავბულად ართმევენ თავს; მათი აზროვნება ნაკლებად ანალიტიკურია, ის უფრო გლობალური და კონსერვატულია. ქალები ასევე უფრო მეტად ინრტერესდებიან სხვა ადამიანების შეხედულებებით, იმით, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები და მეტად ექცევიან სხვათა აზრის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად ექვემდებარებიან ვითარების მოთხოვნებს.
სოციალური კაპიტალი
სოციალური კაპიტალი სოციალურ ქსელში წევრობით მიღებულ სიკეთეს გულისხმობს (Narayan, 2000). ეს მეტად მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ადამიანს დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. ადამიანები ერთიანდებიან სოციალურ ქსელებში რათა დაიკმაყოფილონ თავის მოთხოვნილებები, აისრულონ სურვილები და სხვების დახმარებით თავისთვის ხელმისაწვდომი გახადონ შეზღუდული რესურსები. სოციალური ქსელი განისაზღვრება იმ ადამიანებით, ვისთანაც პიროვნება უშუალოდ ურთიერთობს და ამ ადამიანების ურთიერთკავშირებით (Boissevain, 1974). ქსელის წესები ურთიერთგაცვლას გულისხმობს, ასე რომ, გარდა იმისა, რომ ქსელის წევრობა რესურსია, ის მის წევრებისგან ასევე მოითხოვს მათ ხელთ არსებული რესურსების გაზიარებას.
ადამიანები მოელიან საკუთარი გარემოცვისგან დახმარებას, როგორც მწვავე კრიზისის შემთხვევაში, ასევე ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში. იმის აღქმა, რომ მხარდაჭერა არ არსებობს, ან ამ მხარდაჭერის რეალურად განუხორციელება უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე (Lynch, 1979; UchiN, Cacioppo & Kiecolt-Glazer, 1996). ამგვარად სოციალური კაპიტალი მჭიდროდაა დაკავშირებული მეორე რესურსთან - ადამიანურ კაპიტალთან.
სოციალური ქსელის წევრებს რამდენიმე გზით შეუძლიათ სტრესის უარყოფითი ზეგავლენის შესუსტება: მათ შეუძლიათ უშუალოდ იმოქმედონ სტრესორზე ან ადამიანზე, რომელიც სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ შეუძლიათ შეცვალონ პიროვნების მიერ საფრთხის აღქმა, შეუძლიათ გააძლიერონ ადამიანის უნარი მოერიოს სტრესს, შეუძლიათ ადამიანს ყურადღება გადაატანინონ პრობლემიდან სხვა რამეზე (Wallston, Alagna, & De Vellis, 1983). ზოგადოდ, ქსელის წევრებს შეუძლიათ მატერიალური, საინფორმაციო და ემოციური დახმარების გაწევა (Walker, Wasserman & Wellman, 1994).
ქსელები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის და განსხვავებული თვისებების მქონე. ეგო-ქსელები მხოლოდ იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებთანაც ადამიანს ახლო, ემოციურად დატვირთული ურთიერთობები აქვს. ეგო-ქსელი განსხვავდება სხვა, პოტენციურად უფრო ფართე ქსელებისგან ურთიერთობების ტიპების მიხედვით, მაგ. მეგობრული ან პროფესიული ქსელები.
ქსელი შეიძლება განვიხილოთ მისი წევრების რაოდენობის ანუ ქსელის ზომის მიხედვით; ურთიერთობის ტიპის მიხედვით-ნათესაური/არანათესაური, მეგობრული, კოლეგიალური, და ა.შ.; ემოციური სიახლოვის მიხედვით - ემოციური მანძილი, ქსელის წევრის მიმართ; ქსელის სიმჭიდროვის მიხედვით - ქსელის წევრების ურთიერკავშირის ხარისხი; კონტაქტის სიხშირის მიხედვით - პირისპირ და არაპირისპირ კონტაქტების (ტელეფონი, ელ.ფოსტა და სკაიპი) რაოდენობა ნებისმიერ ქვეყანაში, დროის ნებისმიერ ისტორიულ მონაკვეთში და ნებისმიერი ადამიანისთვის, სოციალური ქსელი ღირებულ რესურსს წარმოადგენს, მაგრამ ქსელის თვისებები და ფუნქციები მრავალი ფაქტორის ზეგავლენას განიცდიან, იქნება ეს საზოგადოებრივი, როგორიცაა კულტურა, სოციალური სამსახურები, სოციო-ეკონომიკური, ასევე დემოგრაფიული, თუ პიროვნული მახასიათელები, როგორიცაა სქესი, ასაკი, ადამიანური კაპიტალი.
კულტურები შეიძლება დახასიათებულ იქნენ, როგორც განსხვავებული მათი წევრების ურთიერთკავშირის ოდენობით და წევრების მიერ საკუთარი ჯგუფის მნიშვნელობის შეფასების მიხედვით (თრიანდის, 1987). სოციალური ქსელები უფრო მნიშვნელოვანია კოლექტიური კულტურებისთვის, რომლის წევრები უფრო ზრუნავენ ურთიერთობებზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ასევე ჯგუფის შიგნით არსებულ ურთიერთობებზე, ვიდრე ინდივიდუალურ კულტურებისათვის, სადაც ღირებულებები უფრო მეტად პირადი მიზნების მიღწევასთან არის დაკავშირებული. სოციალურ ქსელებს მეტი ფუნქციები აქვთ და ამავე დროს, უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის გადარჩენისათვის ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის კარგად განვითარებული სოციალური სამსახურები, რადგან იქ ქსელის წევრებს უწევთ მთელი რიგი ისეთი ფუნქციების, როგორიცაა პატარა ბავშვების, ავადმყოფებისა და ხანდაზმულთა მოვლა საკუთარ თავზე აღება სოციალურად უფრო მაღალი უსაფრთხოების მქონე სახელმწიფოში ამ ფუნქციებს თავის თავზე სხვადასხვა სამსახურები იღებენ. ისტორიული ხანა სოციალური ქსელის ფორმირების კიდევ ერთი ფაქტორია. სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნების პერიოდში, რომლის დროსაც იზრდება სტრესის ზეწოლა ადამიანზე, როდესაც ჩნდება ცვლილებებისადმი მორგების საჭიროება, იზრდება ადამიანის დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე. დემოგრაფიული და პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა, მაგალითად, სქესი, ასაკი და ოჯახური მდგომარეობა ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ სოციალურ ქსელებზე. ადამიანური კაპიტალი ასევე ახდენს გავლენას სოციალურ კავშირებზე, რადგან ჯანმრთელობა და განათლება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ადამიანის მოთხოვნილებებს და მის შესაძლებლობას წამოიწყოს, ან შეინარჩუნოს ურთიერთობა.
სოციალური ქსელი ადამიანის სასიცოცხლო ციკლთან ერთად იცვლება. ასაკთანერთად გარკვეუკლ პერიოდამდე მატულობს ურთიერთობათა რიცხვი, რომელიც პიკს ადრეულ მოზრდილობაში აღწევს. ასაკთან ერთად ასევე იცვლება ურთიერთობების მოთხოვნილება, ემოციური, ფიზიკური და ხშირად ეკონომიკური რესურსების გამოფიტვა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილი დრო ამცირებს არა თუ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილს, არამედ არსებული ურთიერთობების შენარჩუნების სურვილსაც კი. ქალების ქსელები, მამაკაცების სოციალურ ქსელებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა, უფრო ღრმა და მრავალფეროვანია. ამასთან მამაკაცები ნაკლებად ელიან სოციალური ქსელის წევრებისგან დახმარებას დაქალებზე ნაკლებ არიან კმაყოფილი მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერით (Shmitt & Kurdek, 1985).
ქართლი კულტურა იმ კულტურათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა წევრები ძლიერ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული (Georgas, Berry, & Kagitsibasi, 2006). ამდენად, სოციალური ქსელები ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადმიანების ცხოვრებაში და გარკვეულწილად ენაცვლებიან კიდეც ქვეყანაში არსებულ ძალზე სუსტ „სოცილური უსაფრთხოების“ სისტემას. სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ათწელიწადნახევარში გამოცადა, მეტი მოთხოვნები წაუყენა სოციალურ გარემოს.
ბევრი ოჯახის გადარჩენა მოხერხდა იმ მხარდამჭერი სისტემის წყალობით, რომელიც ქართული საზოგადოების ისტორიულ ტრადიციებში ღრმადაა გამჯდარი. საზოგადოებაში არსებობს დახმარების გაწევის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები, ყველაზე უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი. როდესაც გამოკითხულებს ვთხოვდით დაესახელებინათ ყველაზე დიდი უხერხულობა, რომელსაც განიცდიან ეკონომიკურიგაჭირვების ჟამს, ყველაზე ხშირი პასუხი ეხებოდა სოციალური მხარდაჭერის გაწევის შეუძლებლობას, თავყრილობაზე დასწრების შეუძლებლობას ტრანსპორტირებისა და ფინანსური დახმარებისათვის საჭირო თანხების არ ქონის გამო. ოჯახები ჩვეულებრივ ფინანსურ დახმარებას უწევენ ერთმანეთს ოჯახის წევრის გარდაცვალებისას ან ქორწილში. სოფლად ერთმანეთს ასევე ხშირად უწევენ დახმარებას სახლის აშენებაში და საოჯახო, თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რაც ”ნადის” სახელით არის ცნობილი. სანათესაოს გაზრდა ნათლობის მეშვეობითაც ხორციელდება. ნათლია ბავშვისთვის მნიშვნელოვან ადამიანად ითვლება. ის ესწრება ბავშვის დაბადების დღეებსა და მნიშვნელოვან ოჯახურ შეკრებებს. ნათლია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ბავშვს დახმარება გაუწიოს და საჩუქრები აჩუქოს (Sumbadze, 2006).
ოჯახების კულტურათშორისო გამოკვლევა ცხადად ადასტურებს, თუ რაოდენ აფასებს საზოგადოება საქართველოში ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებს. 27 ქვეყნის რესპონდენტთა შორის საქართველოს რესპონდენტები მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ ახლო ნათესავებთან ურთიერთობის სიხშირის მიხედვით და პირველზე ოჯახის წევრებთან ემოციური სიახლოვის მიხედვით (Georgas, Berry, & Kagitsibasi, 2006).
სქესი და ასაკი დიდ ზეგავლენას ახდენს სოციალურ ქსელების ჩამოყალიბებაზე. საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის ეგო-ქსელების კვლევისას (Sumbadze, 1999) გამოვლინდა სქესისა და ასაკის ზეგავლენა ქსელის თითქმის ყველა მახასიათებელზე.
ყველა ასაკში ქალთა ქსელები ზომით ბევრად აღემატება შესაბამისი ასაკის მამაკაცების სოციალურ ქსელებს. ნათესაური და არანათესაური ურთიერთობები თითქმის თანაბრადაა წარმოდგენილი ეგო-ქსელებში. არანათესაური ურთიერთობები კლებულობს ასაკთან ერთად, ამასთან ქალები უფრო მეტა ნათესაურ კავშირებს ასახელებენ, ვიდრე მამაკაცები. ასაკთან ერთად ქალებთან მატულობს, ხოლო მამაკაცებთან კი კლებულობს ნათესაური კავშირების რაოდენობა. ქალები აგრეთვე მეტ მეგობარს ასახელებენ, ვიდრე მამაკაცები, თუმცა ორივეს, მამაკაცისა და ქალის შემთხვევაში, მეგობრების რაოდენობა ასაკთან ერთად კლებულობს.
მამაკაცებისათვის სოციალურ ქსელთან დაკავშირებით საუკეთესო პერიოდი ჩანს 18-დან 25 წლის ასაკია. ამ დროს მათ ყველაზე დამაკმაყოფილებელი და ახლო ურთიერთობები აქვთ. ქალებისთვის კი ეს უფრო რთული ხანაა, როდესაც ისინი ნაკლებად არიან კმაყოფილი თავიანთი ურთიერთობებით და მეტი სიღრმისაკენმიილტვიან ურთიერთობებში. 26-45 წლებს შორის ხდება უფრო ხშირად ოჯახის შექმნა და პროფესიული განვითარება, სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის სოციალურ ქსელებში არის წარმოდგენილი ყველაზე მეტი რაოდენობით ოჯახის წევრები და თანამშრომლები. ადრეულ მოზრდილობასთან შედარებით, ცხოვრების ამ პერიოდში ქალები უფრო კმაყოფილები არიან თავისი ღრმა ურთიერთობებით. საშუალო მოზრდილობა ჩანს, ქალებისთვის ყველაზე დამაკმაყოფილებელ პერიოდს წარმოადგენს. გვიანი მოზრდილობა, 45-დან 65 წლის ასაკი, ხასიათდება ფიზიკური რესურსების თანდათანობითი შემცირებით. გარე სამყაროსგან გამოცალკევება, რაც ამ ასაკს ახასიათებს, თავს იჩენს სოციალური გარემოს შემცირებასა და ეგო-ქსელის წევრებისგან დისტანცირებაში. ქალები უფრო მომავალ თაობაზე ახდენენ კონცენტრირებას, მეტ მზრუნველობას იჩენენ შვილიშვილების მიმართ. ისინი უფრო კმაყოფილები არიან ნათესაური კავშირებით. იგივე პერიოდი მამაკაცებისთვის გამოირჩევა უარყოფითი ურთიერთობების სიმრავლით და ურთიერთობების ზედაპირულობით.
დრო ქალისა და მამაკაცის რესურსებზე განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს. კაცების ტრადიციული რესურსები, როგორიცაა პროფესიული განვითარება და ფინანსური მდგრადობა იზრდება გვიანი მოზრდილობის პირველ ნახევრამდე მაინც, ხოლო ქალების რესურსები, როგორიცაა ფიზიკური მომხიბლველობა და პროფესიული განვითარება ასაკთან ერთად კლებულობს, ან უფრო ნელი ტემპით ვითარდება, იმის გამო, რომ ისინი მეტ დროს უთმობდნენ ოჯახს ცხოვრების უფრო ადრეულ პერიოდში. ამით აიხსნება ის, თუ რატომაა ძნელი ქალისთვის მაღალი თანმდებობის დაკავება ან განქორწინების შემთხვევაში ხელახლა გათხოვება.
ძირითადი საკითხებში
ადამიანური და სოციალური კაპიტალი დიდად განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, მის სესაძლებლობას იმუშაოს და დატკბეს ცხოვრებით. ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმ თვისებებისა და საჭიროებების მიხედვით, რაც ადამიანურ და სოციალური კაპიტალთან არის დაკავშირებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის ჯანმრთელობა ძლიერ გაუარესდა. სახელმწიფო პროგრამებისა და ჯანმრთლობის დაზღვევის მცირე მოცულობის გამო ადამიანები ჯანდაცვის დაწესებულებებს ხშირად მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც განკურნება უკვე შეუძლებელია. ჯანმრთელობის დაცვაზე ბიუჯეტში ძალზე მცირე თანხაა გამოყოფილი და ისიც თითქმის მთლიანად მკურნალობაზეამიმართული, ხოლო პრევენციული მედიცინა სახსრების გარეშეა დარჩენილი
ქალების განათლების დონე ქვეყანაში აღემატება მამაკაცებისას. განათლების ნებისმიერდონეზე ქალი სტუდენტები რაოდენობრივად ჭარბობენ მამაკაც სტუდენტებს. ქალების წილი ასევე მეტია უმაღლეს სასწავლებლების პედაგოგიურ შტატს შორის, თუმცა მეტ მამაკაცს უკავია უფრო მაღალი აკადემიური თანამდებობა.
მამაკაცისა და ქალის სოციალური კაპიტალი განსხვავებულია მოზრდილობის სხვადასხვა საფეხურზე, ურთიერთობებით მამაკაცები ყველაზე მეტად კმაყოფილნი არიან ადრეული, ხოლო ქალები კი საშუალო მოზრდილობის პერიოდში.
![]() |
3.3 თავი 7: წინ გადასადგმელი ნაბიჯები |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერული უთანასწორობა ქვეყანაში აღიარებულია, როგორც არსებული რეალობა, მაგრამ არა როგორც პრობლემა. მას მიიჩნევენ უფრო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად და ამდენად, მისი შემცირების ნებისმიერი მცდელობა აღიქმება, როგორც ტრადიციული ღირებულებებისთვის საფრთხის შემქმნელი. გენდერული უთანასწორობა ღრმადაა ფესვგადგმული, თუმცა ყოველთვის არ არის ცხადია და ადვილად ამოსაცნობი.
ქვეყნის ადამიანის საყოველთაო უფლებების პატივისცემისა და ევროპასთან ინტეგრაციისკენ მისწრაფების დემონსტრირებას წარმოადგენს ის, რომ საქართველო არის გენდერულ თანასწორობაზე მიმართული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის ხელმომწერთა შორის. ქვეყნის კანონმდებლობა გენდერის თვალსაზრისით ნეიტრალურია და არ იძლევა სქესის ნიადაგზე დისკრიმინაციის საშუალებას, მაგრამ საერთაშოისო დოკუმენტების თუ კანონების განხორციელება უმეტესად ფორმალურ ხასიათის ატარებს, ხოლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობები არ არის გამაგრებული არც სამოქმედო გეგმებით და არც ბიუჯეტით. ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტები, როგორიცაა „საქართველო სიღარიბის გარეშე“ და „ევროპული სამეზობლო პოლიტიკა“ არ არიან ფოკუსირებული გენდერულ საკითხებზე. ასევე არ არსებობს მუდმივმოქმედი სახელმწიფო უწყება, რომლის მისიაც გენდერული თანასწორობის მხარდაჭერითა და მონიტორინგით განისაზღვრება. პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობის ქვეშ გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება და საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული თანასწორობის კონცეფციის მიღება წინგადადგმულ ნაბიჯებად არის მიღებული, მაგრამ აღმასრულებელ დონეზე, გენდერული საკითხების კომისიის უმოქმედებობის გამო გენდერული თანასწორობის კონცეფციის განხორციელება ნაკლებადაა მოსალოდნელი.
ვითარების გასაუმჯობესებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების შეცვლა, ქალის თანასწორი უფლებების, თავისუფლებისა და შესაძლებლობებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება.
ჩამოყალიბებულ და განხორციელებულ უნდა იქნეს უფრო ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც გამიზნული იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევაზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა იქნეს განხილული იზოლირებულად, რადგან ის ფასეულობების უფრო ფართე სპექტრის ნაწილია. მაგრამ, სანამ ირღვევა ადამიანის უფლებები, სანამ ადამიანი, მისი კეთილდღეობა და უფლებები არ გახდება ქვეყნის განვითარების პოლიტიკის წამყვანი პრინციპი, ჩვენ არ უნდა ველოდეთ რადიკალურ ცვლილებებს არც გენდერული თანასწორობის მიღწევის და არც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.
გენდერული უთანასწორობა თავს იჩენს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სარბიელზე. ეს ორი სფერო არ არის ერთმანეთისგან იზოლირებული, და ცვლილება ერთში საბოლო ჯამში იწვევს ცლილებას მეორეში. საზოგადოებრივი სარბიელი მამაკაცის პრიორიტეტადაა მიჩნეული, ქალისად კი - კერძო. მაგრამ უთანასწორობა ხშირად სწორედ კერძო სფეროში უფრო ვლინდება. პრობლემას თავად უთანასწორობაზე მეტად წარმოადგენს ის ღირებულება, რომელიც ამ ორ სფეროს მიეწერება. სამუშაო სახლის გარეთ, რომელსაც ტრადიციულად მამაკაცი ასრულებს, უფრო მეტადაა დაფასებული, ვიდრე ქალის სახლში შრომა.
ბოლო თხუთმეტი წელი აღინიშნა დადებითი ცვლილებებით გენდერული თანასწორობასთან მიმართებაში. ეს ცვლილებები გაპირობებულ იყო არა სახელმწიფო პოლიტიკით, არამედ სოციალური ცვლილებებით და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობასთან მორგების აუცილებლობით. ამ მდგომარეობამ აიძულა ქალები აქტიურად ჩაბმულიყვნენ შემოსავლის მომტან შრომით საქმიანობაში. ეკონომიკურმა დამოუკიდებლობამ, რაც ძალაუფლების მყარ საფუძველს წარმოადგენს, გაზარდა ქალის რესურსები და ის საზოგადოებრივ სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. ცვლილების კიდევ ერთ ძლიერ ფაქტორს მოდერნიზაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რაც ტელევიზიის, ინტერნეტის და სკაიპის მეშვეობით ხორციელდება. მათ მნიშვნელონად შეცვალეს შეხედულებები, მრავალ საკითხთან, მათ შორის გენდერთან მიმართებაში.
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი გენდრული სამართლიანობის მისაღწევად. ქვემოთ ჩამოთვილილია ზოგიერთი ის ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა იქნეს გადადგმული. აქ არ იქნება საუბარი ისეთ აშკარა და ფართო მასშტაბისღონისძიებებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა ან უსაფრთხოების ქსელის შექმნა, ყურადღებას გავამახვილებთ უფრო სპეციფიურ ღონისძიებებზე, რომელთაც შეუძლიათ წვლილის შეტანა გენდერული თანასწორობის საქმეში, თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში, ქალთა მონაწილეობისა და ადამიანურ კაპიტალის გაზრდაში, სხვადასხვა ჯგუფების საჭიროების დაკმაყოფილებაში.
ქვემოთ წარმოგიდგენილ მოსაზრებათა ნაწილი იმეორებს რეკომენდაციებს წარმოდგენილს დოკუმენტში „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი შენიშვნები: საქართველო (2006).“ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ მათი მოყვანა, რადგან ისინი მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული და ამდენად პრობლემები არ მოხსნილა.
თანასწორობის მიღწევაზე გათვლილი ღონისძიებები მრავალ მოქმედ პირს გულისხმობს - სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეკლესიას, ზოგადად მოსახლეობას, დონორ ორგანიზაციებს. ისინი უნდა ვრცელდებოდნენ, როგორც ქალებზე, ასევე კაცებზე. მათ განსახორციელებლად გამოყენებული უნდა იყოს სხვადასხვა საშუალება, როგორიცაა ბეჭდვთი და ელექტრონული მედია,საზოგადოებრივი შეკრებები, საგანმანათლებლო მასალები, და სხვა.
ზოგადი ხასიათის ზომები
შეიცვალოს დამოკიდებულება თანასწორობის მიმართ ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა მოხდეს, არის მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა თანასწორობის მიმართ. დამოკიდებულების შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და განათლება, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიზანდასახული ქმედებები.
ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალოს ტერმინით „გენდერული სამართლიანობა“ გენდერული თანასწორობის ცნების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების გამო და თანასწორობის იდეისადმი წინააღმდეგობის შემცირების მიზნით, შესაძლოა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ტერმინის „გენდერული თანასწორობა“, რაც ფაქტიურად ნიშნავს გენდერულ თანასწორობას სოციალური სამართლიანობისათვის, შეცვლა ტერმინით „გენდერული სამართლიანობა“.
ჩამოყალიბებულ იქნეს სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტი გენდერული სამართლიანობის მისაღწევად, როგორც ოჯახზე მიმართულ პოლიტიკის ნაწილი არსებული დემოგრაფიული პრობლემის პირობებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, უნდა ჩამოყალიბდეს და პრიორიტეტულად გამოცხადდეს ოჯახების მხარდამჭერი საგანგებო პოლიტიკა. გენდერული სამართლიანობა ოჯახის ფუნქციონირების ფუნდამენტს წარმოადგენს. პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა, ოჯახისადმი „მეგობრული“ სამუშაო გარემო, ბავშვის მოვლის შესაძლებლობები. ხაზი უნდა გაესვას მამის როლის მნიშვნელობას და უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია. ეკლესია და მედია უნდა ჩაერთონ ოჯახზე მიმართული პოლიტიკის განხორციელებაში. შეცვლილ უნდა იქნეს შრომის კოდექსი ისე, რომ მან კი არ შეზღუდოს, როგორც ამას მომქმედი კოდექსი აკეთებს, არამედ სტიმული მისცეს მოსამსახურე ქალის რეპროდუქციულ აქტიობას.
შეიქმნას ინსტიტუციუური მექანიზმები მეტი გენდერული თანასწორობის მისაღწევად გენდერთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით მთავრობაში შექმნილ იქნას მუდმივმოქმედი ორგანო. ასევე სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბებულ იქნეს არჩევითი ორგანო, რომელშიც სხვებთან ერთად შევლენ აღმასრულებებლი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორის და ეკლესიის წარმომადგენლები.
უზრუნველყოფილ იქნეს გენდრული სამართლიანობა განათლების სისტემაში იმის გათვალისწინებით, რომ გენდერული შეხედულებების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში ხდება ოჯახსა და სკოლაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გენდერული სამართლანობის უზრუნველყოფას სკოლაში. ამისათვის სკოლის მასწავლებლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება გენდერულ მგრძნობიარობის გაზრდისთვის, სახელმძღვანელოები უნდა იქნეს გადასინჯული, რათა მათში გაპარული არ იყოს გენდერულ უთანასწორობაზე მიმანიშნებელი მასალა. დანერგილ უნდა იქნეს სპეციალური პროგრამები, რომლებიც გამიზნული იქნება კონფლიქტების, მათ შორის ოჯახურის, არაძალადობრივ გადაწყვეტის სწავლებაზე, ასევე ოჯახურ ღირებულებებსა და აღზრდაზე. სწავლებისას ხაზი უნდა გაესვას მშობლის როლის მნიშვნელობას, განსხვავებული აზრის ღირებულებას და მის პატივისცემას, გენდერულ განსხვავებებს.
უზრუნველყოფილ იქნეს სქესის მიხედვით განცალკევებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რეგულარულად უნდა შეგროვდეს, სქესის მიხედვით უნდა იქნეს წარმოდგენილი და საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ქვეყნის მთავარ ინდიკატორებზე, მათ შორის ადამიანის განვითარებაზე (იხილე CEDAW, 2006. მუხლი.10). მიღებულ უნდა იქნეს კანონი სტატისტიკის შესახებ, რომელშიც ხაზგასმული იქნება სქესის მიხედვით განცალკევებული ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობა. ყოველწლიურად უნდა იქნეს გამოქვეყნებული ანგარიში გენდერულ საკითხებზე. მხარდაჭერილ უნდა იქნეს კვლევები გენდერულ საკითხებზე, გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენაზე, მასკულინობასა და მამაკაცთა პრობლემებზე -სფეროზე, რომლიც ნაკლებად არის ნაკვლევი.
ხელი შეეწყოს გენდერული საკითხების გათვალისწინებას (მეინსტრიმინგს) გენდერული საკითხების გათვალისწინება მიზნად უნდა იქნეს დასახული და განხორციელებული ყველა მნიშვნელოვან პროგრამებსა და დიდ ორგანიზაციებში (იხილე CEDAW 2006. მუხლი 12). გენდერული ცნებები უნდა იქნენ შემოტანილი დაგენდრული ცნობიერება უნდა გაძლიერდეს ერთნაირად, როგორც კაცებში, ასევე ქალებში.
ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ სარბიელზე
ვითარების ანალიზი აშკარად მიუთითებს გენდრულ უთანასწორობაზე საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. არჩევით და აღმასრულებელ სტრუქტურებში ქალების უფრო დიდი წარმომადგენლობის საჭიროება საყოველთაოდ არის აღიარებული. ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აუცილებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისათვის. მაშინ, როდესაც კაცები და ქალები თანაბარ ინტერესს იჩენენ საზოგადოებრივ მოვლენებისა და პოლიტიკის მიმართ, მათი გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე ძლიერ განსხვავებულია - მამაკაცები ქალებთან შედარებით შეუდარებლად უფრო დიდი ძალაუფლებას ფლობენ.
კულტურული სტერეოტიპები, არასათანადო გენდერული განათლება და მცირე გენდერული მგრძნობიარობა, საჭიროების არასათანადო აღქმა და გენდერული თანასწორობის მისაღწევი თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ დროის უკმარისობა, ქალების არასაკმარისი მოტივაცია და შესაძლებლობები, ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაშო მონაწილეობის დაბალი დონის მიზეზებად არის აღიარებული.
მონაწილეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შესაძლებლობები. შესაძლებლობების მნიშვნელობაზე ცალსახა მინიშნებას იძლევა დაკვირვება ქალთა მოღვაწეობაზე პოსტ-საბჭოთა პერიოდში. სისტემის რღვევის შედეგად, როგორც კი გაიხსნა „შესაძლებლობების ფანჯარა“, ქალები მაშინვე გამოჩნდნენ საზოგადოებრივ სარბიელზე. მას მერე, ქალების აქტიობა და მიღწევები გამოიკვეთა რელიგიურ სფეროში, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, არასამთავრობო სექტორისა და არაფორმალური ეკონომიკის ფუნქციონირებაში.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის მონაწილეობის გასაძლიერებლად მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
შეცვლილ უნდა იქნეს არსებული შეხედულება, რომელიც ქალის ადგილს ხედავს კერძო, ხოლო კაცის ადგილს საჯარო სფეროში ცვლილების მძლავრ იარაღად უნდა იქცეს ქალის მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა, მისი მეტად წარმოჩენა საზოგადოებრივ სფეროში მედია კამპანიების მეშვეობით, გენდრული თანასწორობის იდეის პროპაგანდით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე და ფორმალური განათლების სრული ციკლის განმავლობაში, დაწყებული სკოლამდელი და დამთავრებული უმაღლესი განათლებით.
შექმნილ უნდა იქნეს შესაძლებლობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის მონაწილეობისათვის უნდა შეიქმნას პირობები, რომლებიც ქალს საშუალებას მისცემს გამონახოს დრო საზოგადოებრივი აქტიობებისათვის. ეს უნდა მოხდეს ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, რაც ქალს მისცემს დამხმარეს დაქირავების ან მომსახურების შეძენის საშუალებას. შეცვლილი უნდა იქნეს შრომის კოდექსი და იგი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან, რათა გაიზრდოს შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა უფლებები. შექმნილ უნდა იქნეს „ოჯახისადმი მეგობრული“ სამუშაო გარემო, რაც გულისხმობს სამუშაო საათების შერჩევის შესასძლებლობას, ისეთის როგორიცაა ნახევარ შტატზე მუშაობა, მოკლე სამუშაო დღე, მშობლების შვებულება და შინიდან მუშაობის შესაძლებლობა. გადადგმულ უნდა იქნეს ნაბიჯები დასაქმების არაფორმალური სექტორის რეგულირებისათვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ იქ დაცული იქნეს ადამიანის უფლებები და შრომის უსაფრთხება.
ხელი შეეწყოს ქალთა შესაძლებლობების გაზრდას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ჩართვა საჯარო ცხოვრებაში ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის კლუბებისა და სხვა ნებაყოფლობითი ორგანიზაციების შექმნისა და მათ საქმიანობაში ქალთა ჩაბმის მეშვეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ქალთა ორგანიზაციებს სოფლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, სადაც მეტი შეზღუდვები არსებობს ქალის მამაკაცის გვერდიგვერდ მუშაობაზე. უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და სხვადასხვა უნარების შესაძენად კურსების ორგანიზება ქალებს დაეხმარებათ უპასუხონ უახლეს გამოწვევებს. ქალი უნდა იქნეს მხარდაჭერილი და მან უნდა შეიძინოს ლიდერობის უნარები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ქალებს უნდა მიეცეთ მაღალ პროფესიული სტანდარტების მიღწევის შესაძლებლობა, რისი გაკეთებაც მათ ვერ მოახერხეს უფრო ადრე ოჯახური მოვალეობების, მუშაობის წყვეტისა, თუ უფროს ასაკში მუშაობის დაწყების გამო.
არჩევით და აღმასრულებელ ორგანოებში ქალთა მონაწილეობის აქტიური მხარდაჭერა ქალების პოლიტიკაში ჩართვის დინამიკა სასწრაფო საკანონმდებლო ზომების გატარებისაკენ გვიბიძგებს. უნდა დაიწყოს მსჯელობა ქვოტირების სისტემის შემოღების თაობაზე. აუცილებელია ქვოტები,ს როგორც დროებითი საშუალების შემოღება. განხორციელებულ უნდა იქნეს იმ პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც ქალებს საარჩევნო სიის ზედა ნაწილში წარმოადგენენ.
ზეწოლის ჯგუფების შექმნა ქალთა მონაწილეობის გაზრდის, გენდერული პერსპექტივების გათვალისწინების და შრომის უსაფრთხოების მიღწევის მიზნით. არსებობს ბევრი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ისინი უფრო ქალების ორგანიზაციებს წარმოადგენენ და არა ორგანიზაციებს ქალებისათვის. მათი ძალისხმევადა რესურსები გაფანტულია. ქალთა მძლავრი მოძრაობის ჩამოყალიბებამ შეიძლება საკმაო ზეწოლა განახორციელოს და რადიკალურ ცვლილებს მიაღწიოს. ასეთი მოძრაობის შექმნა შეიძლება ერთი, ან ორი კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს. პროფესიული კავშირები უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ, რათა კოლექტიური მოლაპარაკებების გზით შეძლონ შრომის უსაფრთხოების არსებული დონის ამაღლება.
გაზრდილ იქნეს ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ოჯახებს მიეცეთ თვითდასაქმების შესაძლებლობა ეკონომიკური დამოუკიდებლობა ძალაუფლების მნიშვნელოვანი ფაქტორია. საგანგებო ძალისხმევაა საჭირო, რათა გაიზარდოს ქალის მიერ შემოსავლის მოპოვების უნარი. ქალებისათვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს იაფი კრედიტები დასაბანკო სესხები (იხილე CEDAW, 2006 მუხლი 28). ასევე მხარდაჭერას საჭიროებს მცირე და ოჯახური ბიზენსი. გაპირობებულ უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობები.
უნდა გაკეთდეს მცდელობა, რათა მიღწეულ იქნეს გენდერული წონასწორობა იმ პროფესიებში, რომლებშიც ტრადიციულად დარღვეულია ბალანსი ეკონომიკური საშუალებებით და პროპაგანდის მეშვეობით გამაგრებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს მამაკაცების ჩაბმას ტრადიციულად ქალის პროფესიებში და ქალებისა - მამაკაცის პროფესიებში. (იხილე CEDAW,2006. მუხლი. 18).
ადამიანური კაპიტალი
ადამიანური კაპიტალი მჭიდროდაა დაკავშირებული პიროვნების კეთილდღეობასთან, მამაკაცისა თუ ქალის შესაძლებლობასთან ქონდეს ნორმალური ცხოვრების პირობები, სამუშაო და კმაყოფილების გრძნობა. ჯანმრთელობის საკითხები და სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცისა და ქალის შემთხვევაში განსხვავებულია: ქალი უკეთესი ჯანმრთელობითა და მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. მამაკაცისა და ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. განათლება არის სფერო, სადაც გენდერული თანასწორობა მიღწეულია.
ვითარების გასაუმჯობელებლად შემდეგი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული.
მეტი ყურადღება მიექცეს ჯანმრთელობის პრევენციას და მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა ჯანმრთელობაზე მიმართული ბიუჯეტის სიმწირის პირობებში პრევენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჯანმრთელობის პოლიტიკა მეტად უნდა იყოს მიმართული პრევენციაზე. მედია კამპანიების მეშვეობით მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ფიზიკურ ვარჯიშის სარგებელზე, ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და ჯანმრთელი კვების პრინციპებზე. ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის სპორტში ჩაბმას. ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა ქონდეთ სპორტული დარბაზები, ყველა მოსწავლე და სტუდენტი სასწავლებელში უნდა ესწრებოდეს სპორტის გაკვეთილებს. სპორტული დარბაზებით სარგებლობა მთელი ოჯახის მიერ ეკონომიკურად უნდა იყოს წახალისებული.
დახმარება გაეწიოს კაცებს უმუშევრობასა და ომთან დაკავშირებული სტრესის ზემოქმედების დაძლევაში მამაკაცები ქალებზე უფრო მგრძნობიარენი არიან ეკონომიკური კრიზისის მიმართ, რადგან მათ ფსიქოლოგიურად უფრო მეტად აწევთ ოჯახის შენახვის ტვირთი. ამასთან სამუშაო მამაკაცის მე-კონცეფციის უფრო ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ამდენად უმუშევრობა, ან არასრულფასოვანი დასაქმება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის თვით-შეფასებაზე, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, ხშირად ხელს უწყობს მის ნარკოტიკზე დამოკიდებულებას, ალკოჰოლიზმს,თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარებასა და სისხლის სამართლის დანაშაულებებსაც კი. შესასწავლია უმუშევრობის ზემოქმედება მამაკაცზე. პროგრამები უნდაიქნეს განხორციელებული, რათა შემცირდეს უმუშვერობის მავნე ზემოქმედება. ასევე შესამუშავებელია პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, საბანკო კრედიტების გაცემას და პროფესიულ გადამზადებას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო თავდასხმამ მამაკაცებში სირცხვილის გრძნობა წარმოშვა, რაკი მათ ვერ შეძლეს ოჯახებისა და ქვეყნის დაცვა. იმ მოსახლეობისათვის, ვინც სამხედრო მოქმედებების მსხვერპლი გახდა, დაუყოვნელბლივ უნდა განხორციელდეს პროგრამები შემუშავებული ცალკე მამაკაცისა და ქალისათვის.
ხელი შეეწყოს იმის გაცნობიერებას, რომ ოჯახური ძალადობა მიეკუთნება არა კერძო, არამედ საზოგადოებრივ სფეროს ოჯახური ძალადობის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება, როგორც შიდა ოჯახური პრობლემის, უნდა შეიცვალოს მის დანაშაულად აღქმით. უნდა განხორციელდეს კანონის მოთხოვნები და გაიხსნას თავშესაფარები ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილებისათვის. მკურნალობა და ფსიქოლოგიური კონსულტაციები უნდა ჩაუტარდეთ მოძალადეებს ძალადობის მსხვერპლთ უნდა ჩაურტარდეთ თრეინინგი მზადყოფნაზე და ძალადობის არიდების ხერხებზე.
შეიქმნას პირობები კანონდამრღვევის ქალების მათი ოჯახებისაგან იზოლაციის ეფექტის შესამცირებლად. გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც ქალ პატიმრებს ოჯახის წევრებთან მეტი კონტაქტის საშუალებას მიცემს.
განსხვავებული ჯგუფები
გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ვითარება განსხვავებულია კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ, ჯავახეთის სომეხ და ქვემო ქართლის აზებაიჯანულ უმცირესობებთან. ქართული ენის არცოდნა, ეთნიკურ ქართველებთან ყოველდღიური კონტაქტის სიმცირის ფონზე განაპირობებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სიმცირეს და მოითხოვს მეტ ძალისხმევას გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის.
გენდერთან დაკავშირებით სპეციფიური პრობლემების მქონე კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც გაიზარდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ.
ხელი შეეწყოს ქალების გენდერულ თანასწორობასა და ინტეგრაციას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საგანგებო ზომები უნდა იქნეს მიღებული გენდერული თანასწორობის გასაზრდელად და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის. ენის ცოდნა ინტეგრაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები ქალი ფლობს მშობლიურის გარდა რაიმე სხვა ენას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები მეტად უნდა იქნენ ჩართული ქალთა ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ სწავლებაში. ხელი უნდა შეეწყოს ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ორგანიზაციას, როგორიცაა ქალთა კლუბები, ან კაფეები.
გენდერული საკითხები გათვალისწინებულ იქნეს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ პოლიტიკის განსაზღვრისას იძულებით გადაადგილებული ქალების ჩაბმა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და კონფლიქტის გადაჭრაში ხელს შეუწყობს გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებას მათ პრობლემების მოგვარების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრისა.
![]() |
4 ბიბლიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ალია . (2008). 27-28 მაისი. გაიზრდება თუ არა საქართველოში საკვების ფასი 40%25-ით?
ბაგრატია, თ. (2006). ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და ქალთა მონაწილეობა. თბილისი. მასალა განსჯისათვის.
ბერიძე, ლ (2004). შრომითი მიგრაცია საქართველოდან. თბილისი
გოგიჩაიშვილი, ფ. (1976). სახალხო რეწვა საქართველოში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მაისურაძე, მ (2007). ქალები ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და გამოცემაში „ვინ ვინ არის“ გამოუქვეყნებელი ანგარიში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (2007). გამოკითხვის ანგარიში. ნოდია, გ., და სქოლტბახი, ა.პ. (რედ.) (2006). საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი. თბილისი: CIPDD
რეზონანსი (2008) 1 აპრილი. საგაზეთო სტატია.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კანონმდებლობისა და პოლიტიკის შეფასება და ანალიზი საქართველოში (2005).
საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციის გამოსავლენი კვლევის ანგარიში (2007). გაეროს განვითარების ფონდის პროექტი: გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. ადამიანის უფლებები საქართველოში (2007)
სოციოლოგიური კვლევის ანგარიში. საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციის გამოსავლენად. 2007 გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“.
სურმანიძე, ლ. (2002). ქალთა პრობლემების ზოგირთი ასპექტი. ქალთა პრობლემები საქართველოში. თბილისი. გვ.111-117
ხომერიკი, ლ და ჯავახიშვილი, მ. (2005). ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში: XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი. თბილისი.
ქალი და კაცი საქართველოში (2008). სტატისტიკის დეპარტამენტი. სტატისტიკური პუბლიკაცია.
გამოკითხვის ანგარიში (2006). ადგილობრივ არჩევნებში ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. თბილისი.
Barker, D.K. (2000). Dualisms, Discourse and Development. In U.Narayan and S.Harding, Eds. Decentering the Center. P.177-188. Bloomington nad Indianapolis:Indiana University Prerss.
Blood,R.O. and Wolfe, D.M. (1960). Husbands and wives. The dynamics of married living. N.Y.: Free Press.
Boissevain, J. (1974). Friends of friends. Oxford: Blackwell.
CEDEW (2006). Concluding comments of the Committee on the Elimination of Discrimination against Women: Georgia (Thirty-sixth session. 7-25 August 2006).
Convey,M., Ahern, D.W., & Steuernagel, G.A. (2005). Women and public policy. Third ed. Washington:Copress
Deaux, K., and Major, B. (2000). A social-psychological model of gender. In: M.S.Kimmel, ed. The gender society reader. NN.Y.:Oxford University Press.
Durkheim, E.(1892). The conjugal family. In:Review Philosophique de la France at de l'Etranger, 90.1-14.
Eurostat (2001). The social situation in the European Union. Brussels: European Commission, DirectorateGeneral for Employment and social affairs.
Fiske, S.T., and Taylor, Sh.E. (1991). Social Cognition.N.Y.McGraw-Hills.
From red to gray (2007). The „Third transition“ of aging populations in Eastern Europeand the Former Soviet Union. World Bank Report. (http://www.worldbank.org/ eca/redtogray).
Gelb, J. (1989). Feminism and Politics. Berkley, etc.: University of California press
Georgas, J.,Berry, J.W.,& Kagitsibasi, G. (2006).Synthesis: How similar and how different are families across cultures? In: J.Georgas., J.W. Berry, F.J.R.van de Vijver., G. Kagitcibasi and Y.H Poortinga (Eds.). Families Across Cultures. Cambridge: Cambridge University Press.
Georgia: Poverty Reduction Strategy Paper Progress Report, 2006
Global Initiative on Psychiatry-Tbilisi (2008). Better Mental Health for the Vulnerable Population. Tbilisi.
Hawkesworth,M. (2006). Globalization and Feminist Activism. Lanhan, etc.: Rowman & littlefield Publishers.
Hawkesworth,M..(2002).Decmocratization: Reflections on gendered dislocations in the public spheres. In: Holmstrom, N. Ed. The Socialist Feminist Project. p.298-312. N.Y. Monthky review press
Hentschel, U., Sumbadze, N. & Schoon, I. (2001). Looking at families from a crosscultural perspective. In: U. Hentschel, & L. Burlatchuk (Eds.). Focus Eastern Europe.Psychological and social determinants of behavior in the transition countries (pp. 155- 172). Innsbruck: StudienVerlag.
ILO ITUC CSI IGB 2007 Annual Survey of violations of trade union rights.
IOM and Association of eco№mic Education (2003). Labour Migration from Georgia. Report. Tbilisi
Jaquette, J & Wolchik, Sh. (1998) Women and Democracy: Latin America and Central and Eastern Europe. Baltimore: John Hopkins Univ. Press.
Jashi, Ch. (2005).Gender Eco№mic Issues: The Case of Georgia. Tbilisi.
Kimmel, M.S. (2000). Introduction. In: M.S.Kimmel, ed. The gender society reader. N.Y.:Oxford University Press.
Lauer, R.H. (1998). Social problems and the quality of life. Boston, etc: McGraw-Hill.
Le Play (1855). The European Workers. Paris: Imprimerie imperiale. (In French).
Lopez-Claros, A., and Zahidi, S. (2005) Women's empowerment: Measuring the Global Gender Gap. World Eco№mic Forum.
Lynch, J.J. (1979). The broken heart: The medical consequences of loneliness. New York: Basic Books.
Maccoby, E.E. ( 1963 )Women's intellect. In S.M.Farber and R.H.L.Wilson (Eds) The Potential of Women.N.Y:McGraw-Hill.
Millennium Development Goals in Georgia, (2004). Tbilisi
Mincheva, L. (2008). A Mapping Study of №n-State Actors in Georgia. The European Union”s DCI-NSAPVD Development Programme for Georgia.
Murdock (1949). Social structure. N.Y.: Free press
Narayan, D. (2000). Voices of the poor. N.Y.:Oxford University Press Ombudsman's report (2008).
Parsons, T. (1943).The kinship system of the contemporary United States. American Anthropologist, 45. 22-38.
Pollert and Fodor (2005). Report for European foundation for the improving of living and working conditions
Reber, A.S. (1995). The Penguin Dictionary of Psychology. 2nd ed. Penguin Books. Report of sociological study on the best gender balanced organization. (2007). UNDP project: Gender and politics in South Caucasus. (In Georgian).
Sabedashvili, T. (2007). Gender and Democratization: The case of Georgia 1991- 2006. Tbilisi.
Sanikidze, L., Pataridze, T., Javelidze E., Bakhsoliani, e., Aladashvili, I., Meskhi, M., Neubauer, V. (2006). The Reality-Women's Equal rights and Equal Opportunities in Georgia. Tbilisi
Scott, Joan (1986). Gender a Useful Category for Historical Analyses. American Historical Review, 91:1053-1075.
Sen, G and Grown,C (987). Development Crisis and Alternative visions: Third World Women's Perspective. N.Y.: Monthly review press
Sen,A. (2001). Many faces of Gender inequality. Frontline. Vol.18, issue22
Sen,A.(2004). Development as Freedom. Asia Source interview
Serbanescu, F. , Goodwin,M. (2005). Domestic violence in Eastern Europe: levels, risk factors and selected reproductive health consequences. Paper presented at European Conference on Interpersonal Violence
Shmitt, J.P., & Kurdek, L.A. (1985).Age and gender differences in and personality correlates of loneliness in different relationships. Journal of Personality Assessment, 49, 485-496.
Strack, Magill and McDonagh (2004). Engaging Youth Through Photovoice. In Health Promotion Practice,Vol.5, № 1, 49-58.
Sullivan, T. Work-Related Social Problems. (2004). In G.Ritzer, ed. Handbook of Social Problems. P.193-208. Thousan Oaks, etc.: Sage.
Sumbadze, N. (1999). Social web. Leiden: DSWO Press
Sumbadze, N. (2006). Georgia. In: J.Georgas., J.W. Berry, F.J.R.van de Vijver., G. Kagitcibasi and Y.H Poortinga (Eds.). Families Across Cultures. Cambridge: Cambridge University Press.p.319-326
Triandis, H.C. (1987). Collectivism vs. Individualism: A reconceptualization of a basic concept in cross-cultural psychology. In C.Bagley and K.Verma (eds.), Personality, cognition, and values: Cross-cultural perspectives on childhood and adolescence, pp.2-42. London: Macmilklan.
Uchi№, B.N.,CacioppoJ.T., & Kiecolt-Glaser, J.K. (1996). The relationship between social support and psychological processes: A review with emphasis on underlying mechanism and implication on health. Psychological Bulletin, 119, 483-531.
Walker, M., Wasserman, S., & Wellman,B. (1994). Statistical models for social support networks. In S. Wasserman & J. Galaskiewicz (Eds.). Advances in social network analysis. p.53-78. Thousands Oaks,Ca: Sage.
Wallston, B.S., Alagna, S.W., & DeVellis, R.F. (1983). Social support and physical health. Health psychology, 2, 367-391.
Wharton, A.S. (2004). Gender inequality. In:G.Ritzer, ed. (2004). Handbook of Social problems. Thousand Oaks:Sage. p.156-171
Women and Men in Georgia: statistical abstract (2006). Tbilisi.
Women and Men in Georgia: statistical abstract (2008). Tbilisi.
www.acnet.ge Academy o science of Georgia
www.Gtuc.ge. Georgian Trade Union Amalgamation (GTUA)
www.icftu.org.International Confederation of Free Trade Unions (ICFTU).
![]() |
5 დანართი I. ეთნიკურ უმცირესობათა დამოკიდებულება თანასწორობის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემოთ წარმოდგეენილია კომპაქტურად დასახლებულ ეროვნებით აზერბაიჯანელ და სომეხ რესპონდენტთა დამოკიდებულებები იმ საკითხებთან მიმართებაში, სადაც აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ყველა სხვა რესპონდენტთან.
![]() |
6 დანართი II. ქართველი ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 1975-1987 წლების გამოცემა
![]() |
7 დანართი III. გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა ნუსხა:
![]() |
8 დანართი IV რესპოდენტთა ნუსხა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9 დანართი V ფოკუს ჯგუფების ნუსხა |
▲ზევით დაბრუნება |