The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ინტერაქტიული სწავლება რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის

ინტერაქტიული სწავლება რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ბესელია ნინო.
ინტერაქტიური სწავლება : რეკომენდაციები პედ. ტრენინგისთვის / ნინო ბესელია, თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინე ჯალაღანია ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ. : სიესტა, 2004 - 71გვ. : ილ. ; 23სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 71. - ISBN 99940-0-117-5 : [ფ.ა.]   [MFN: 27239]
 
UDC:  371.3 + 371.13
K 255.553/3 - საერთო ფონდი
371.3/ი-675 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 87.571/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მხატვარი-დიზაინერი: ბუბა ოჩიაური სიესტა თბილისი 2004 FLYKTNINGERADET NORWEGIAN REFUGEE COUNCIL ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო Side შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტო წიგნი გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით კონსულტანტები: ნათელა იმედაძე თამარ გაგოშიზე რეცენზენტები: თამარ კერძაია მარიამ მიქაშავიძე ლიტერატურული რედაქტორი: ქეთი საყვარელიძე ტექნიკური რედაქტორი: ნინო ბურდული კომპიუტერული დიზაინი: ირაკლი ხუციშვილი გიგა წიბაშვილი გამომცემლობა შ. პ. ს. ,,სიესტა“ თბილისი, თაბუკაშვილის ქ. 27 ტელეფონი/ფაქსი: +995 32 92 31 49 ელ. ფოსტა: kighuradze@yahoo.com © ყველა უფლება დაცულია



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს პედაგოგიური საკითხების კვლევითა და ამ სფეროში არსებული სიახლეების დანერგვით დაინტერესებული მასწავლებლებისა და მწვრთნელებისათვის.

ნაშრომი ხელს შეუწყობს ყველა მასწავლებელს - თეორეტიკოსსაც და პრაქტიკოსსაც, ახლებურად გაიაზროს პედაგოგიკის ძირითადი სფეროს სწავლება-სწავლის პროცესი.

პედაგოგიური ტრენინგი წარმოადგენს იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაეხმარება პედაგოგებს ამ მიზნის მიღწევაში. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტრენინგ-მასალების მეშვეობით მასწავლებლები გაეცნობიან აქტიურ და ინტერაქტიულ სწავლება-სწავლის ახალ მეთოდებს და პრაქტიკულად გამოცდიან ამ ხერხების ეფექტურობას.

რადგან საუბარი გვექნება პედაგოგიურ ტრენინგზე, რეკომენდაციებიც, შესაბამისად, ორგვარი გაიცემა. ერთის მხრივ, რეკომენდაციები მთლიანად ტრენინგის დაგეგმვასა და წარმართვას შეეხება, ხოლო მეორეს მხრივ, ინტერაქტიური სწავლების დანერგვასთან იქნება დაკავშირებული.

2 I თავი-ინტერაქტიული სწავლება-სწავლა

▲ზევით დაბრუნება


ინტერაქტიური სწავლება-სწავლა არის თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა. სწავლება-სწავლის აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს მასწავლებლისა და მასწავლებლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებულით. ასევე, ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ახალი სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარჩვევების გამომუშავებაზეც.

მოსწავლე ინტერაქტიური სწავლების პროცესის სუბიექტია. იგი სწავლება-სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლის საფუძველს მოსწავლის ინდივიდუალური გამოცდილება, არსებული ცოდნა და პიროვნული მონაცემები წარმოადგენს.

სწავლება-სწავლის ეს ახალი მიდგომა ეფუძნება მნიშვნელოვან საგანმანათლებლო თეორიას - კონსტრუქტივიზმს.

კონსტრუქტივიზმი ბავშვის სწავლების პროცესზე დაკვირვებასა და მეცნიერულ მიღწევებზე დაფუძნებული მიმდინარეობაა. კონსტრუქტივიზმის ძირითადი დებულების მიხედვით, სწავლის სუბიექტს შეუძლია მიღებული ინფორმაციის კონსტრუირება და მის გარშემო არსებული რეალური სამყაროს ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივიზმის ძირითადი მიზანია ძველი და ახლად შეძენილი ცოდნის შეჯერებით მოსწავლეებს ვასწავლოთ ახალი ინფორმაციის მოპოვება, აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება-შენება. აღნიშნული საგანმანათლებლო მიმართულების ფუძემდებლები არიან ჟან პიაჟე და ლევ ვიგოტსკი.

ჟან პიაჟე განასხვავებდა ცოდნის ორ სახეს: ერთის მხრივ, აქტიური სწავლება-სწავლის პროცესში კონსტრუირებულ, კვლევა-ძიების შედეგად მიღებულ ცოდნას და, მეორეს მხრივ, - ფაქტობრივად, პასიურად შეძენილ ცოდნას.

აღსანიშნავია, რომ სწავლება-სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის კვლევითი ინტერესებისაკენ არის მიმართული. ამგვარად აგებული სასწავლო პროცესი მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ინფორმაციის მოპოვების, პრობლემათა გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს.

ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია სწავლების ინოვაციური მეთოდების საშუალებით.

ცნება - ,,სწავლების მეთოდები“, მოიცავს დიდაქტიკურ ძიებებს, სწავლების პროცესში განსახორციელებელი ეტაპების დროში განაწილებას, ურთიერთობის ხასიათს, ანუ მასწავლებლისა და მოსწავლის როლების ურთიერთდამოკიდებულებას, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას.

თანამედროვე პედაგოგიკაში, ძირითადად, შემდეგი სახის სწავლების მეთოდები გამოიყოფა:

- კონკრეტული დავალების დასწავლა (,,ტექნოლოგიურად“ აგებული პროცესი).

- სასწავლო-კვლევითი საქმიანობა (ახალი ცოდნის ძიება, შეძენა; ახალი გამოცდილების, უნარ-ჩვევების ათვისება).

- თამაშის ორგანიზება (სიტუაციური მოდელირება, როლური თამაში).

- დისკუსია (დიალოგი, კომუნიკაცია).

მოკლედ და ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ტექნიკური სწავლების მეთოდი

XX საუკუნეში მსოფლიო პედაგოგიკა ცდილობდა სასწავლო პროცესის ტექნოლოგიზებას. თავდაპირველად იგი გულისხმობდა სასწავლო პროცესის ტექნიკური საშუალებით ორგანიზებას. ყოველივე ამას ხელი უნდა შეეწყო და გარდაექმნა მასობრივი სწავლების პროცესი. დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობა გარდაიქმნა. ამჟამად ტექნიკური სწავლების მეთოდები არ გულისხმობს მხოლოდ სწავლების ტექნიკური საშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ვიდეოს, კომპიუტერის და სხვ., გამოყენებას სწავლების პროცესში, არამედ იგი მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუირებასაც, კერძოდ:

- შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო მიზნების დასახვას;

- დასახული მიზნების შესაბამისად, სასწავლო მასალების მომზადებასა და ორგანიზებას;

- სასწავლო პროცესში მიმდინარე შედეგების შეფასებას; საჭიროების შემთხვევაში, სწავლების პროცესის კორექციას;

- საბოლოო შედეგების შეფასებას.

კვლევითი სწავლების მეთოდები

სწავლების პროცესის კვლევითი მიმართულებაგულისხმობს ახალი ცოდნის კონსტრუირებას მოსწავლეთა უშუალო გამოცდილებაზე დაყრდნობით. თანამედროვე პედაგოგიკაში ეს მიდგომა დაკავშირებულია ე.წ. ,,თანამედროვე აღზრდის“ ევროპულ მიმართულებასა და ამერიკულ ,,პროგრესულ აღზრდასთან“. ორივე მიმართულება სწავლების პროცესს ბავშვის გამოცდილებაზე აგებს.

აღნიშნული სწავლების მოდელის ორიენტირი არა მარტო ახალი ცოდნის შეძენაა, არამედ უკვე არსებული ცოდნის გადამუშავებაც. მასწავლებელმა დიალოგის, წარმოსახვის, მეტაფორების, ანალოგიების და სხვა ხერხების გამოყენებით უნდა წაახალისოს მოსწავლეები და ხელი შეუწყოს შემეცნებითი აზროვნების განითარებას.

ამგვარი სწავლების პროცესში მასწავლებელი ქმნის ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს დამოუკიდებლად ჩასწვდეს შესასწავლი ცნებების არსს და გადაჭრას დასახული პრობლემა. სწავლება-სწავლისადმი ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის ხარისხს. მოსწავლე, უპირველეს ყოვლისა, გამოყოფს პრობლემას, შემდეგ სახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, არსებული ინფორმაციის საფუძველზე იკვლევს მათ, აკეთებს არჩევანს და გამოაქვს დასკვნები. პარალელს ავლებს მიღებულ დასკვნებსა და ახალ მონაცემებს შორის.

კვლევითი სწავლების პროცესში სამი დონე გამოიყოფა:

1. პირველ დონეზე პედაგოგი აყენებს შესასწავლი საკითხის პრობლემას და თავად უძღვება პრობლემის გადაჭრის პროცესს;

2. მეორე დონეზე პედაგოგი აყენებს მხოლოდ გადასაჭრელ პრობლემას, გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე მუშაობენ მოსწავლეები;

3. მესამე, ყველაზე მაღალ დონეზე, მოსწავლეები აყენებენ პრობლემას და თავიდან ირჩევენ გადაჭრის გზებს.

კვლევითი, ძიებითი მიმართულება სასწავლო პროცესში, დაკავშირებულია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასთან.

როგორც კრიტიკულად, ასევე შემოქმედებითად მოაზროვნე ბავშვის აღსაზრდელად მასწავლებელმა საკლასო ოთახში უნდა შექმნას შემოქმედებითი სასწავლო გარემო (შესაბამისად, ასეთივე გარემო უნდა შექმნას ტრენინგზე მწვრთნელმაც). ამ მიზნის მისაღწევად:

1. მასწავლებელი სკოლაში, ხოლო მწვრთნელი ტრენინგზე, უნდა ეცადოს აღმოფხვრას შემოქმედებითი აზროვნების ხელისშემშლელი ყოველგვარი შინაგანი წინააღმდეგობა და სწავლება-სწავლა იმგვარად უნდა წარმართოს, რომ წარმოჩნდეს სასწავლო პროცესის მონაწილეთა ძლიერი მხარე, მოხდეს მათი თვითდამკვიდრება, დარწმუნება საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობაში. ისინი უნდა განთავისუფლდნენ შებოჭილობისაგან და ხმამაღლა, ისე გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, რომ შეცდომაზე არ იფიქრონ.

2. საჭიროა თავი შეიკავონ გამოთქმული აზრის შეფასებისაგან.

დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისას, დიდი დრო უნდა დაეთმოს პრობლემის ირგვლივ თავისუფალ აზროვნებასა და მსჯელობას. ასეთი ტიპის სწავლების დროს ფასდება პიროვნების შემოქმედებითი მახასიათებლები (ინიციატივა, დამოუკიდებლობა, ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, მრავალფეროვანი მოსაზრება) და არა გამოთქმული აზრი. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მრავალფეროვანი იდეების წარმოშობას.

3. განსაკუთრებით სასარგებლოა მეტაფორებისა და ანალოგიების მოშველიება, ახალი კავშირების, შეფასებებისა და ასოციაციების ძიება.

4. წარმოსახვისა და ფანტაზიის სტიმულირება ზოგადი რეკომენდაცია იმ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, თითქოს ფანტაზია ჩამოუყალიბებელი აზროვნების თვისებაა და რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება სისტემურ სასწავლო პროცესში. საჭიროა ხელი შეეწყოს ფანტაზიის, თავისუფალი წარმოსახვის გამოვლენას, რადგან იგია შემოქმედებითი აზროვნების საფუძველი. ეს არის ახლის შექმნის, წარმოდგენის, გარდასახვის რთული პროცესი. ყოველივე ეს კი, სტიმულს აძლევს და ავითარებს მხატვრული, შემოქმედებითი, ესთეტიკური საქმიანობის სურვილს.

5. შინაგანი თავისუფლების გარემოს არსებობის მიუხედავად, პედაგოგსაც და მოსწავლესაც უნდა ახსოვდეს, რომ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის - ,,იდეების მომწიფების“ - შემდეგ საკითხი თავიდან უნდა იქნეს კრიტიკული თვალით შეფასებული, ერთმანეთის მსგავსი იდეები - გაერთიანებულ-გამსხვილებული, შემდეგ კი უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტები. ამ დროს მოსწავლეს უვითარდება სწორი აქცენტების დასმის უნარი.

6. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ გონებრივი განტვირთვის საშუალება, წახალისდნენ ჯგუფური მუშაობისათვის. ხშირად უნდა იქნეს შეთავაზებული ,,მოთელვითი“ სავარჯიშოები. განტვირთვისთვის უმჯობესია სავარჯიშოები არ იყოს დაკავშირებული მომავალ საქმიანობასთან.

7. საინფორმაციო ბაზის გაფართოებას გულისხმობს, არსებული ცოდნის საფუძველზე, ახალი ძიებისა და ფიქრის შესაძლებლობებს.

8. სასწავლო პროცესის წარმმართველმა უნდა შეძლოს მსმენელთა შემოქმედებითი აქტივობისათვის საჭირო მიმართულების მიცემა, საკუთარი შესაძლებლობების, როგორც შემოქმედებითი მუშაობის სტიმულის, რწმენის ჩანერგვა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩამოთვლილი რეკომენდაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აზრების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის შემთხვევაში, შემოქმედებითი დისკუსიის საშუალებით.

ამრიგად, შემოქმედებითი აზროვნებას ხელს უწყობს მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის უნარის გაღვიძებას, მუშაობის პროცესში ორიგინალური, მხატვრული იდეების გენერირებასა და მოვლენის შეფასებას ინდივიდუალურად. შემოქმედებითი აზროვნების ძირითადი მახასიათებელია შედეგი, რომელიც მიიღწევა შემოქმედებითი სასწავლო-შემეცნებითი პროცესისი საშუალებით. ამგვარი პროცესი ორგვარია: შინაგანი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას დასკვნის გამოტანის, ჰიპოთეზის შექმნის სახით, და გარეგანი, რომლის საშუალებითაც შედეგი მიიღწევა ნახატის შექმნის, საექსპერიმენტო გეგმის შემუშავების, რეფერატის მომზადებისა და სხვა გზით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტერაქტიული სწავლება-სწავლის შემოქმედებითი აზროვნებასთან ერთად ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასაც. კრიტიკული აზროვნება არის მიზნის მიღწევისაკენ მიმართული პროცესი, ანუ ის ყოველთვის პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული და, ამასთან, აზროვნების განსხვავებულ უნარებს მოიცავს. ესენია: ანალიზი, დასკვნის გამოტანა, ახსნა, ინტერპრეტირება, შედარება და თვითდამკვიდრება (მეტაკოგნიცია).

მეტაკოგნიტური (მეტაშემეცნებითი) პროცესი ხელს უწყობს აქტიურ სწავლას. მეტაკოგნიტური (მეტაშემეცნებითი) ნიშნავს ადამიანის უნარს, წარმოადგინოს საკუთარი შედეგები ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თვალყური მიადევნოს მოცემულ მომენტში საკუთარი ცოდნისა და შემეცნების დონეს.

სწავლება თამაშის მეშვეობით

თამაში რთული სოციალურ-კულტურული ფენომენია, რომელსაც ეძღვნება მრავალი ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური გამოკვლევა. პედაგოგიურ გამოკვლევათა დიდი ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. გამოყოფენ სასწავლო პროცესში გამოყენებული თამაშის რამდენიმე სახეს: მოდელირებას, იმიტაციასა და შეჯიბრს. სასწავლო თამაში არის ნებისმიერი შეჯიბრი მოთამაშეებს შორის, რომელთა მოქმედების არე იზღუდება წინასწარ დადგენილი პირობებით (წესებით) და მიმართულია დასახული მიზნისაკენ.

დიდაქტიკური თამაშებით წარმართულ სწავლების პროცესში ოთხი ეტაპი გამოიყოფა:

ორიენტაცია - მასწავლებელი წარადგენს შესასწავლ თემას, ხსნის თამაშის წესებს და მიმოიხილავს თამაშის ზოგად მიმდინარეობას;

მომზადება - მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სცენარს, თამაშის ამოცანებს, წესებს, როლებს, თამაშის პროცედურებს;

თამაშის ჩატარების პროცესები;

თამაშის განხილვა - მასწავლებელი განიხილავს თამაშის მსველობას. მოსწავლეები მსჯელობენ სიძნელეებზე, წარმატებებზე. ანალიზი უკეთდება ჩატარებულ თამაშს, ხდება იმიტაციის შედარება რეალურ ცხოვრებასთან.

დისკუსიის საშუალებით სწავლება

თანამედროვე დიდაქტიკურ მეთოდებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სასწავლო დისკუსიას. დისკუსია თავისი არსით დიალოგის ხასიათს ატარებს. სწავლების დისკუსიური მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის, მსჯელობის კულტურას. დისკუსია არის სწავლების მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იდეების, შეხედულებების, მტკიცებულებების მიზანმიმართული, მოწესრიგებული ურთიერთგაცვლა ჭეშმარიტების დასადგენად (დისკუსიის სახეების, დებატებისა და დიალოგის წარმართვის პრინციპები იხ. 48 გვ.).

საგანმანათლებლო მიზნების მნიშვნელობა

ჩვენ განვიხილეთ სწავლების მეთოდების სახეებს, ანუ როგორ ჩავაბათ სწავლების პროცესში და ვასწავლოთ მოსწავლეებსა და მოზრდილებს; თუმცა ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, ეს არ არის საკმარისი. პედაგოგს უნდა ესმოდეს, რომ სასწავლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტულად დასახული საგანმანათლებლო მიზნები.

მართლაც, რა შედეგის მიღწევა სურს მასწავლებელს (სკოლა)? თითქოს პასუხი მარტივია. გარკვეული თემის სწავლებისას, მასწავლებელი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა გაიგონ და შეისწავლონ საგნის არსი, მიიღონ საჭირო ცოდნა და ისწავლონ მისი გამოყენება. მაგრამ რას ნიშნავს გაგება, ათვისება, გამოყენება?

როგორ განსაზღვროს მასწავლებელმა მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი?

მხოლოდ იმ შემთხვევაშია მასწავლებელი დარწმუნებული საკუთარი მუშაობის ეფექტურობაში, თუ მას გააჩნია საიმედო საშუალება, რომლის მეშვეობითაც იგი განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი.

გთავაზობთ საგანმანათლებლო მიზნების ეტაპობრივი განლაგების სქემას:

0x01 graphic

დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესში, მასწავლებელს უნდა შეეძლოს საკუთარი სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად შედგენა, სახელმწიფო მიზნებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით.

განვიხილოთ შედეგზე ორიენტირებული მიზნების დასახვის საშუალებები.

სასწავლო მიზნების დასახვის საშუალებები

ზოგადი საგანმანათლებლო მიზნები ხელს უწყობს მასწავლებელს, მოსწავლეს შეუქმნას განვითარების ისეთი პირობები, რომ მან, როგორც საზოგადოების წევრმა, შეძლოს მთლიანად წარმოაჩინოს თავისი პოტენციური - ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური, უნარები; ანუ მასწავლებელს უნდა გამოუმუშავდეს გარკვეული კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. კერძოდ, ზეპირი და წერითი მეტყველება, კითხვისა და წაკითხულის აღქმის უნარ-ჩვევები.

მას უნდა შეეძლოს თანატოლებთან იქონიოს სწორი ურთიერთობა - პატივი სცეს მათ ინდივიდუალობას, გაიზიაროს მათი გრძნობები. მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება და სხვა.

ამ ზოგადი მიზნების (ფიზიკური, ინტელექტუალურიპოტენციალის, კომუნიკაციის, სოციალური და პიროვნული განვითარების) გათვალისწინებით, პედაგოგმა უნდა შეძლოს კონკრეტული სასწავლო საგნის (კურსის) მიზნების დასახვა. სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს პედაგოგი საგნის შინაარსზე, აზუსტებს სწავლება-სწავლის მიზნებს, გეგმავს სასწავლო პროცესს.

როგორ უნდა დასახოს მასწავლებელმა ამა თუ იმ საგნის სასწავლო მიზნები? გთავაზობთ მიზნების დასახვის სხვადასხვა საშუალებებს:

1. შესასწავლი საკითხის არსზე ორიენტირებული სასწავლო მიზნების დასახვა; მაგალითად, რომელიმე პარაგრაფის შინაარსისი შესწავლა. რა შედეგს მივიღებთ ასეთი მიზნის დასახვით? მხოლოდ ერთს - ორიენტაციას შესასწავლის საკითხის შინაარსზე. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში, ვიმსჯელოთ - მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამგვარად დასახული მიზნით მივაღწევთ სასურველ შედეგს? სავარაუდოა, რომ ნაკლებად. ამდენად, დასახული მიზანი სრულყოფილი არ არის.

2. მიზნის დასახვა მასწავლებლის საქმიანობაზე დაყრდნობით; მაგალითად, ,,ვაჩვენოთ მოსწავლეებს გეოგრაფიულ რუკაზე პირობითი აღნიშვნები“. მიზნის ამგვარად დასახვა მიმართულია მასწავლებლის ქმედებაზე. მასწავლებელი გეგმავს თავისი საქმიანობას და არის ორიენტირებული სწავლების შედეგზე.

3. მიზნის დასახვა მოსწავლის ინტელექტუალური, ემოციური, პიროვნული და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით; მაგალითად, ,,განვუვითაროთ მოსწავლეებს მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევა“, ,,გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანის პირობის დამოუკიდებლად გაანალიზებისა და ამოხსნის უნარ-ჩვევა“. მიზნის ამგვარი ფორმულირების დროს, მასწავლებელი სახავს ზოგად საგანმანათლებლო მიზნებს - სკოლის, საგნის და არა გაკვეთილის დონეზე.

აქტიური და ინტერაქტიული სწავლება-სწავლის მხარდამჭერების მიზნის ამ საშუალებას უარყოფენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიზნის დაკონკრეტების შემთხვევაში შედეგს ვაღწევთ.

4. მიზნის დასახვა მოსწავლეების საქმიანობაზე დაყრდნობით; მაგალითად, ,,გაკვეთილის მიზანია გამრავლების ტაბულის დასწავლა“, არსებითი სახელის ბრუნება“, ,,მცენარის აგებულების შესწავლა“ და სხვა.

ერთი შეხედვით, სასწავლო მიზნების ამგვარი ფორმულირება ნათელს ხდის გაკვეთილის მსვლელობას, თუმცა ამ შემტხვევაშიც არ არის გათვალისწინებული მთავარი - სწავლების მოსალოდნელი შედეგი, რის საზომსაც წარმოადგენს მოსწავლის განვითარების დონე, რომელიც მის ამა თუ იმ საქმიანობაში ვლინდება.

ძნელია არ დავეთანხმოთ სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდის მომხრეებს იმაში, რომ სწავლების მიზნების დასახვა საგნის შინაარსზე, მასწავლებლის თუ მოსწავლის საქმიანობაზე დაყრდნობით, არ გვაძლევს სწავლების შედეგის სრულ სურათს. მათ მიერ შემოთავაზებული სწავლების მიზნების დასახვის საშუალებები გამოირჩევა იმით, რომ მიმართულია სწავლების შედეგებზე, რომლებიც მოსწავლეთა ქმედებებში აისახება. ამასთან, სწავლების პროცესის წარმმართველებმა ადვილად უნდა შეძლონ მათი ამოცნობა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, და მაინც, როგორ უნდა მოვახერხოთ სწავლების შედეგებზე ორიენტირება? დასახული ამოცანის გადაჭრა ორი ძირითადი ხერხითაა შესაძლებელი:

მიზნების დასახვისას იერარქიული პედაგოგიური ტაქსონომიების სისტემის შექმნა;

სწავლების მიზნების ნათლად, კონკრეტულად აღწერა.

პედაგოგიური მიზნების ტაქსონომიები

,,ტაქსონომია“ აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. პედაგოგიური მიზნების ამგვარი სქემის შექმნა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაისახეს. მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ, პედაგოგთა ჯგუფმა, ცნობილი მეცნიერის ბენჟამენ ბლუმის ხელმძღვანელობით, ჩაატარა მრავალწლიანი კვლევა იმისთვის, რომ შეემუშავებინა პედაგოგიური მიზნების დასახვის საერთო საშუალებები და წესები. 1956 წელს გამოქვეყნდა ,,ტაქსონომიის“ პირველი ნაწილი. იგი აღწერდა მიზნებს შემეცნებით (კოგნიტურ) სფეროში. ამ სისტემას იყენებენ სწავლების დაგეგმვის დროს და შედეგების შეფასებისას. შემდგომ, სხვა მეცნიერების მიერ, შეიქმნა ,,ტაქსონომიის“ მეორე ნაწილი, რომელიც აფექტურ სფეროს მოიცავდა.

მიგვაჩნია, რომ პედაგოგთათვის საინტერესო იქნება აღვწეროთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ აღნიშნული სისტემა. ამიტომ, პირველყოვლისა, დავახასიათებთ სამოქმედო სფეროებს, რომლებსაც ,,ტაქსონომია“ მოიცავს:

1. კოგნიტური (შემეცნებითი) სფერო1;

ეს სფერო მოიცავს სწავლების მიზნებს შესასწავლი მასალის დამახსოვრებიდან მის გააზრებამდე და პრობლემის გადაწყვეტამდე. ამ პროცესში აუცილებელია, არსებული ცოდნა გარკვეული მეთოდებით გადამუშავდეს, ახლად მიღებულ ცოდნასთან მიმართებაში.

2. აფექტური (ემოციურ-ღირებულებითი) სფერო2;

ეს სფერო მიზნად ისახავს გარემოსტან ემოციური, პიროვნული დამოკიდებულების ფორმირებას. იგი იწყება შესასწავლის საკითხისადმი ინტერესის აღძვრა და, ასევე, ითვალისწინებს ღირებულებათა ფორმირებას და მათდამი დამოკიდებულებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ყოველივე ამის გაცნობიერებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.

3. ფსიქომოტორული სფერო მიზნად ისახავს სხვადასხვა მოძრაობითი (მოტორული), ნერვულკუნთოვანი კოორდინაციის ფორმირებას (მაგალითად, წერას, მეტყველების უნარ-ჩვევებს, ფიზიკურაღზრდას, შრომით სწავლებას).

საიმედო სასწავლო მიზნების სისტემის შექმნა მხოლოდ თეორეტიკოსთა ინტერესების სფეროს არ წარმოადგენს. სასწავლო მიზნების ნათელი, თანმიმდევრული, იერარქიული კლასიფიკაციის გამოყენება პრაქტიკოს პედაგოგთათვისაც მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, შემდეგი გარემოების გამო:

1. მიიღწევა მთვარეზე კონცენტრაცია.

ტაქსონომიის გამოყენებით, მასწავლებელი არა მარტო გამოყოფს და აკონკრეტებს მიზნებს, არამედ აწესრიგებს მათ და გამოკვეთის მთავარ ამოცანას. სახავს მომავალი მუშაობის გეგმას.

2. მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა ნათელი და ღიაა.

კონკრეტული სასწავლო მიზნები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მოსწავლეებს დაუსახოს სწავლება-სწავლის ორიენტირები, იმსჯელოს მათზე. ასევე, სასწავლო პროცესი ნათელი და გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული პირისათვის (მაგალითად, მშობლები).

3. განისაზღვრება სწავლების შედეგის კრიტერიუმები.

შედეგზე ორიენტირებული, ნათლად დასახული მიზნები ხელს უწყობს საიმედო, ობიექტურ შეფასებას. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო არ არის, მარტო მასწავლებელმა შეიმუშაოს შეფასების კრიტერიუმი. შესაძლებელია მისი მოსწავლეებთან ერთად შემუშავება.

,,ტაქსონომია“, როგორც ყველა მეცნიერულად დამუსავებული სისტემა, მოქნილია; იგი არ გულისხმობს მის სწორხაზოვნად მიდევნებას.

გთავაზობთ ,,ტაქსონომიის“ ძირითად სახეებს, რომლებიც ხელს უწყობს კოგნიტურ და აფექტურ სფეროში მიზნების დასახვასა და განხორციელებას (სქემა 1 და 2).

შევადაროთ ამ ორ სფეროში დასახული მიზნების მიღწევის საშუალებები. კონკრეტული მიზნები შეიძლება მიღწეულ იქნეს გაკვეთილზე (ან გაკვეთილებზე). აფექტური მიზნები უფრო ღრმა, პიროვნული ხასიათისაა. მათი განხორციელება, ანუ შედეგის მიღწევა ხანგრძლივი პროცესია. ეს ორი სფერო განსაზღვრავს სასწავლო პროცესის ორ ძირითად მიმართულებას: კოგნიტურს - სწავლება-სწავლას და აფექტურს - აღზრდას. XX საუკუნის ბოლოს გადამუშავდა და შეიქმნა პედაგოგიური მიზნების ტაქსონომიების რამდენიმე ვარიანტი: კოგნიტური, აფექტური, ფსიქომოტორული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებულია ბ. ბლუმის მიერ შექმნილი სისტემა კოგნიტურ სფეროში.

სასწავლო მიზნების კატეგორიები კოგნიტურ სფეროში

სქემა 1

სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიები

სასწავლო მიზნების სახეების განზოგადებული მაგალითები

1. ცოდნა

მოსწავლე

ეს კატეგორია განსაზღვრავს დამახსოვრებასა და შესწავლილი მასალია გადმოცემას. საუბარია სხვადასხვა შინაარსზე - კონკრეტული ფაქტებიდან, მთლიანი თეორიის ჩათვლით. ამ კატეგორიის ზოგადი მახასიათებელია შესასწავლ საკითხზე შესაბამისი ინფორმაციის გახსენება.

იცის ტერმინების მნიშვნელობა;

იცის კონკრეტული ფაქტები;
იცის მეთოდები და ხერხები;
იცის ძირითადი ცნებები;
იცის წესები და პრინციპები.

2. გაგება

მოსწავლე

შესწავლის საკითხის მნიშვნელობის გაგების მაჩვენებლად შესაძლებელია იქცეს მასალის ერთი ფორმის მეორეთი შეცვლა, ერთი ,,ენიდან“ მეორეზე გადასვლა (მაგ., სიტყვიერი ფორმიდან - მათემატიკურზე); მასალის ინტერპრეტაცია (ახსნა, შინაარსისი გადმოცემა); ასევე, მოვლენების შემდგომი განვითარების ვარაუდი (შედეგის ვარაუდი). ამგვარი სწავლება-სწავლის შედეგი სცდება მასალის დამახსოვრებას.

- ექიმის ფაქტები, წესები და პრინციპები;
- ხსნის ახალ ტერმინებს;
- შეუძლია შესასწავლი მასალის სქემებით, დიაგრამებით წარმოდგენა;
- არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუძლია ივარაუდოს, აღწეროს მომავალი შედეგი.

3. გამოყენება

მოსწავლე

ეს კატეგორია განსაზღვრავს შესასწავლი მასალის კონკრეტულ პირობებში და ახალ გარემოებებში გამოყენების უნარ-ჩვევას. იგი გულისხმობს წესების, მეთოდების, ცნებების, კანონების, პრინციპების, თეორიების გამოყენებას.

- იყენებს ცნებებსა და პრინციპებს ახალ სიტუაციებში;
- პრაქტიკაში იყენებს შესწავლილ კანონებს, თეორიებს და ა.შ.

4. ანალიზი

მოსწავლე

ეს კატეგორია განსაზღვრავს მასალის დაყოფას შემადგენელ ნაწილებად ისე, რომ ნათლად ჩანდეს მისი სტრუქტურა. იგულისხმება მთელის ნაწილებად დაყოფა, მათ შორის კავშირების დამყარება, ნაწილებიდან მთელის ფორმირების პროცესის ორგანიზება. ანალიზთან დაკავშირებული სასწავლო მიზნები, გაგებასთან და გამოყენებასთან შედარებით, უფრო მაღალი ინტელექტუალური დონით ხასიათდება, რადგან ანალიზი სასწავლო მასალის შინაარსისა და მისი სტრუქტურის გააზრებასაც გულისხმობს.

- აღიქვამს ქვეტექსტს;
- აღმოაჩენს შეცდომებსა და უზუსტობებს ლოგიკური მსჯელობის მეშვეობით;
- ხედავს განსხვავებას ფაქტებსა და მიმდინარე პროცესებს შორის.

5. სინთეზი

მოსწავლე

ეს კატეგორია გულისხმობს ელემენტების ურთიერთდაკავშირებას ერთი მთლიანის (ახლის) მისაღებად. ასეთი ახალი ,,პროდუქტი“ შეიძლება იყოს: მოხსენება, და საჯარო გამოსვლა, სამოქმედო გეგმა და სხვა. შესაბამისი სასწავლო შედეგები გულისხმობს საკითხისადმი შემოქმედებით მიდგომას. კერძოდ, ახალი სქემების, სტრუქტურების შექმნას.

- წერს შემოქმედებით თხზულებას;
- ადგენს ექსპერიმენტის ჩატარების გეგმას;
- იყენებს ცოდნას სხვადასხვა სფეროდან, რათა შეადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გეგმა.

6. შეფასება

მოსწავლე

ეს კატეგორია გულისხმობს ამა თუ იმ მასალის კონკრეტული მიზნით შეფასების უნარს. მოსწავლის მსჯელობა უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს; ეს კრიტერიუმები შესაძლებელია იყოს როგორც შინაგანი (სტრუქტურული, ლოგიკური), ისე გარეგანი, დასახული მიზნის შესაბამისად. მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ შეფასების ინდიკატორები. შეფასება არის დასახული შედეგის მიღწევა ყველა ჩამოთვლილი კატეგორიების გამოყენებით, რასაც ემატება კონკრეტული კრიტერიუმებით განსაზღვრული შეფასებითი, შემაჯამებელი. მსჯელობა

- აფასებს მასალის ლოგიკურ აგებულებას;

- აფასებს გამოტანილი დასკვნებისა და შინაარსის შესაბამისობას;
- აფასებს ამა თუ იმ საკითხის მნიშვნელობას, შინაგანი კრიტერიუმებიდან გამომდინარე;
- აფასებს ამა თუ იმ საკითხის მნიშვნელობას, გარეგანი კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

სასწავლო მიზნების კატეგორიები აფექტურ სფეროში

სქემა 2

სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიები

სასწავლო მიზნების სახეების განზოგადებული მაგალითები

1. აღქმა

მოსწავლე

ეს კატეგორიები განსაზღვრავს მოსწავლის მზადყოფნას და უნარს, აღიქვას სხვადასხვა მოვლენა. ამგვარი მიზნის მისაღწევად, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაცია და გახადოს მოსწავლე უფრო აქტიური.

- აღიქვამს სწავლის მნიშვნელობას;
- ყურადღებით უსმენს საუბარს კლასში;
შეგნებული აქვს ესთეტიკური ფაქტორების მნიშვნელობა;
- გამოხატავს თანაგრძნობას სხვა ადამიანებისა და საზოგადოებრივი პრობლემებისადმი.

2. რეაგირება (გამოხმაურება)

მოსწავლე

ეს კატეგორია განსაზღვრავს თავად მოსწავლის აქტიურ მოქმედებას. აღნიშნულ დონეზე ის არა მარტო აღიქვამს, არამედ რეაგირებს გარეშე სოციალურ სტიმულზე, მოვლენაზე. აღნიშნული მიმართულების ქვეკატეგორიებია:

დაქვემდებარებული გამოხმაურება;
ნებაყოფლობითი გამოხმაურება;
რეაგირებით მიღებული კმაყოფილება.

- ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას;
- ემორჩილება შიდა სასკოლო განაწესსა და ქცევის წესებს;
- მონაწილეობას იღებს სასკოლო და საკლასო დისკუსიებში;
- ავლენს ინტერესს სასწავლო საგნისადმი.

შემოწმების ტექნიკა და ინსტრუმენტები

სასწავლო პროცესის წარმატებით წარსამართად, აუცილებელია, შეფასების თანამედროვე ხერხების გამოყენებაც. მათი საშუალებით იზომება არა მარტო ცოდნა, არამედ შეძენილი უნარ-ჩვევებიცა და აზროვნებაც. შემოწმება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და აზროვენების შედეგების გაზომვასა და შეფასებას.

შემოწმების ერთ-ერთი სახეა მოსწავლეთა მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ეს ინფორმაცია მრავალმხრივი უნდა იყოს, რათა მასწავლებელიმა შეძლოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის შესახებ ობიექტური და ღირებული დასკვნის გამოტანა; ასევე, იმ მიზეზების დადგენა, რაც ხელს უშლის სასწავლო მიზნის მიღწევას.

შემოწმების კრიტერიუმები, სასურველია, შემუშავდეს მოსწავლეებთან ერთად. შემოწმებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება (დაბალი, მაღალი შესაძლებლობა), სწავლის სტილი და საჭიროებანი. მასწავლებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, ცოდნა და უნარ-ჩვევები.

გთავაზობთ შემოწმების ზოგიერთ ხერხს, რომელიც ინტერაქტიული სწავლება-სწავლის პროცესის შედეგად მიღებული ცოდნის შესაფასებლად გამოიყენება:

1. საქაღალდე/პორტფოლიო - შემოწმების ამ ხერხის საშუალებით ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შეგროვება. პორტფოლიოში ხვდება მოსწავლეთა ყველანაირი ნამუშევარი - საწყისი ვერსია, ცვლილებები და სრულყოფილი ვარიანტი. საწყისი და საბოლოო ვარიანტების შედარების საფუძველზე, ვადგენთ მოსწავლის წინსვლის ხარისხს.

2. წარმოდგენა, პრეზენტაციები - წარმოდგენა არის განსახილველ საკითხთან დაკავშირებული სიტუაციის შექმნა (სიმულაცია), ხოლო პრეზენტაცია - შესწავლილი მასალის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.

3. რუბრიკები - თემასთან დაკავშირებული ინდიკატორების მოქნილი სისტემაა, რომელსაც მასწავლებელი ადგენს და წინასწარ აცნობს მოსწავლეებს. რუბრიკებში განსაზღვრულია მიღწევის დონეები - დაბალი, საშუალო, მაღალი.

4. თვითშეფასება და შეფასება წყვილებში - ეს არის შემოწმების ფორმები, როდესაც მოსწავლე ამოწმებს და ადგენს, თუ რა სჭირდება მას შემდგომი განვითარებისათვის. წყვილებში შეფასებისას - მოსწავლეები, გარკვეული თემის შესწავლის შემდეგ, ამოწმებენ და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს. ისინი, პედაგოგთან ერთად, ცდილობენ დაადგინონ, შესწავლილ თემას კიდევ რა საკითხები უნდა დაემატოს, რათა მიღწეული იქნეს საგნის პროგრამის შემდგომი განვითარება.

5. შემოწმებისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ სპეციალურად შედგენილი კითხვები. შემოწმების ეს პროცესი ორი ეტაპისგან შედგება:

I ეტაპზე მოსწავლეებს წინასწარ, სამუშაოს, თემის განხილვამდე, ურიგდებათ კითხვარები, რომლებიც დიაგნოსტიკურ ხასიათს ატარებს. მათი საშუალებით ხდება საჭიროებათა ანალიზი. მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა ცოდნას კონკრეტულ საკითხზე და საზღვრავს მისაღწევ დონეს.

II ეტაპზე - იგივე კითხვარები ურიგდებათმოსწავლეებს სამუშაოს, თემის განსახილველი საკითხის დამთავრების შემდეგ. კითხვარების ანალიზის საფუძველზე დგინდება მიღწეული შედეგების ხარისხი და ხარვეზები.

___________________

1. М. В. Кларин «Инновационные модели обучения в зарубежных педагогических поисках,», Москва, 1994. გვ. 31-32, სქემა 1.2 სასწავლო მიზნების კატეგორიები კოგნიტურ სფეროში.

2. М. В. Кларин «Инновационные модели обучения в зарубежных педагогических поисках,», Москва, 1994. გვ. 33, სქემა 1.3., სასწავლო მიზნების კატეგორიები აფექტურ სფეროში. (შემოკლებით)

3 II თავი - პეტაგოგიური ტრენინგი

▲ზევით დაბრუნება


თანამედროვე სკოლა საჭიროებს სასწავლო პროცესის გააქტიურებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას. ამისათვის საჭიროა ტრადიციული მეთოდებით მომუშავე მასწავლებლის გადამზადება. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესი გზა ტრენინგია.

ტრენინგი გარკვეული საკითხის, თემის ირგვლივ სისტემური, კომპლექსური წვრთნაა, სადაც დროის მცირე მონაკვეთში (3-5-7 დღე) ხდება უამრავი სიახლის, კონცეფციისა და სტრატეგიის გაცნობა-გათავისება. ეს არის სწავლება-სწავლის ფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება აზრებისა და გამოცდილების ღია და ფართო ურთიერთგაცვლა, აქტიური და ცოცხალი ურთიერთთანამშრომლობა, რომლის მონაწილეებიც (მწვრთნელები და მსმენელები), თავიანთ პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ერთად მსჯელობენ, აანალიზებენ, განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემასა და პრობლემას, ეძებენ გამოსავალს, ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოაქვთ დასკვნები და ა.შ. შემდგომში ეს გამოცდილება მსმენელთათვის ერთგვარი ბიძგის მიმცემია, რათა მათ შეძლონ ახლებული განსჯა, სწავლის პროცესის ახლებური გააზრება და მუშაობა.

კონკრეტულად, საუბარი გვექნება პედაგოგიურ ტრენინგზე. საგანმანათლებლო სფეროში შესაძლებელია ჩატარდეს თემატურად მრავალფეროვანი მეთოდური, საგნობრივი, სკოლის მართვის ტრენინგები და სხვ.

მეთოდური ტრენინგი გულისხმობს აქტიური და ინტერაქტიური სწავლება-სწავლის ხერხების გაცნობასა და მისი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის გზების კვლევას; ასევე, შესაძლებელია ჩატარდეს საგნობრივი ტრენინგი, რაც გულისხმობს ცალკეული საგნის სწავლება-სწავლის პროცესის გააზრებასა და საგნის შინაარსობრივი და მეცნიერული სიახლეების გაცნობას.

ტრენინგი სკოლის მართვის სფეროში ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მშობლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს აცნობს და წვრთნის სკოლის მართვის (საორგანიზაციო, ფინანსურ, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, მშობელ-მასწავლებელთა ურთიერთობის და სხვა) საკითხებში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწავლების უახლესი მეთოდებისა და ხერხების გაცნობისა და მიწოდების ამოცანა შეიძლება წარმატებით იტვირთოს ტრენინგმა, რომელიც, თავის მხრივ, ინტერაქტიური მეთოდიკით მუშაობის ჩვენებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტრენინგზე მოსულმა მსმენელმა (მასწავლებელმა) პრაქტიკულად თავის თავზე უნდა გამოსცადოს, როგორ მოქმედებს, რამდენად ეფექტურია აქტიური სწავლების მეთოდები და ხერხები, ვიდრე მას სასწავლო პრაქტიკაში გადაიტანდეს.

მუშაობის წარმატებით წარმართვისათვის, მწვრთნელმა აუდიტორიაში უნდა შექმნას გულღია, თავისუფალი გარემო, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ატმოსფერო, სადაც ყველა აზრი საინტერესო, მისაღები და მნიშვნელოვანია, სადაც ერთმანეთისაგან ვსწავლობთ და მთავარი მიზანი - საქმის უკეთ კეთება და თანამშრომლობაა. ამ შემთხვევაში სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნავს მწვრთნელს, სკოლაში კი - მასწავლებელი.

შესასწავლი საკითხის ირგვლივ გამართული მოტივირებული დისკუსია მწვრთნელს თავიდანვე წარმოდგენას შეუქმნის აუდიტორიაზე (მის შესაძლებლობებსა და პოზიციებზე), რომელთანაც მოუწევს მუშაობა. დაანახებს და საშუალებას მისცემს, გაარკვიოს მსმენელთა საჭიროებები და მოთხოვნილებები, რათა სწორი გეზი აიღოს შემდგომი სამუშაო გეგმის შესადგენად.

ტრენინგის წარმატებით ჩატარებას განაპირობებს სწორად შედგენილი ტრენინგ-გეგმა, ყოველი დღის სწორი მენეჯმენტი. საჭიროა, აგრეთვე, წინასწარ განისაზღვროს თემატიკა (რომელიც აქტიური უნდა იყოს) და ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მოხდება ამ თემატიკის მიწოდება. ყოველივე ეს ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შემჭიდროვებულ ვადაში მსნელელთათვის, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად იყოს მიწოდებული.

ქვემოთ, ცალკე შევეხებით ტრენინგ-გეგმის აგების პრინციპებს, მაგრამ აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ, რადგან ტრენინგის თითოეული დღე საკმაოდ შრომატევადი და დატვირთულია, თემატიკა ისე უნდა დალაგდეს და გადანაწილდეს, რომ სამუშაო დღე ხალისიანი, სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყოს.

ტრენინგის წარმართვაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს აქტიური სავარჯიშოები, რომელსაც სხვაგვარად ,,მოთელვასაც“ უწოდებენ. მისი მიზანი, ერთის მხრივ, განმუხტვა, გონებრივი სამუშაოს შემდეგ ფიზიკური შესვენებაა, მეორეს მხრივ, არც თუ იშვიათად, მას შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს.

მოთელვა შეიძლება ერთგვარი პროვოცირება იყოს მომავალი სადისკუსიო თემისა. რა თქმა უნდა, ასეთ სავარჯიშოებს ხალისი და მხიარულება შემოაქვს ტრენინგის მსვლელობაში და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მოთელვის მიზანი და დატვირთვა უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. იგი ხელს უწყობს სრულიად უცნობი ადამიანებისაგან შემდგარი აუდიტორიის დასახელებასა და ერთ გუნდად ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში მას ,,ყინულის გალღვობას“ ფუნქციაც ეკისრება. მოთელვის წყალობით იხსნება ბარიერი ტრენერსა და მონაწილეებს შორის, თვითონ მონაწილეებს შორის და, წარმოიდგინეთ, საკუთარ თავთანას კი. მისი სწორად და მოქნილად ჩართვა-გამოყენება ტრენერს საშუალებას აძლევს, წარმართოს მთელი დღე და დაეხმაროს მსმენელს თვითდამკვიდრებაში. მსმენელს საშუალება ეძლევა და სურვილი უჩნდება, გამოამჟღავნოს თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. იგი უკეთ შეიცნობს და წარმოაჩენს საკუთარ თავს, რადგან მის ნააზრევს უსმენენ, პატივს სცემენ და აფასებენ. ყველაფერი ეს, საკუთარი ძალების რწმენას მატებს ადამიანს და უორკეცებს პასუხისმგებლობის გრძნობას თავისი მსმენელისა და ჯგუფის მიმართ.

როგორც ვხედავთ, არსებობს ორი სახის მოთელვები: ე.წ. ,,უნივერსალური მოთელვები“, რომელიც ხელს უწყობს სასურველი გარემოს, განწყობის შექმნას, რაც მონაწილეებს თვითდამკვიდრებაში, წარმატების მიღწევაში, სტრესის დაძლევაში ეხმარება და ურთიერთობებს უადვილებს. ,,უნივერსალური მოთელვები“ - მსმენელებში შემეცნებითი პროცესის გააქტიურებას იწვევს. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ტრენინგის ელემენტები გამოიყენება, რაც ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, მეხსიერებისა და აზროვნების სრულყოფას.

მოთელვის მეორე ეტაპი, პირობითად ,,თემატური მოთელვა“, კონკრეტული თემის, საგნის სწავლებას უკავშირდება და სწავლის მოტივაციას ზრდის.

მწვრთნელს თავის არსენალში უნდა ჰქონდეს ორივე სახის მოთელვები და ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. აუცილებლად უნდა მოხდეს ნებისმიერი მოთელვის ანალიზი - რა ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და რა განწყობას ქმნის ჩატარებული აქტივობა.

ვინაიდან სატრენინგო მუშაობა ორ მონაწილეს გულისხმობს, მწვრთნელსა და მსმენელს, ტრენინგის წარმართვისას შეუძლებელია რომელიმე მხარის ინტერესების იგნორირება. მწვრთნელისა და მსმენელის ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას, რომელიც მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შედეგიანად, თუ იგი ორმხრივია, ანუ, როდესაც ამ პროცესში ორივე მხარე მონაწილეობს და ორივე მხარის მიზნები, საჭიროებები და მოთხოვნილებებია გათვალისწინებული.

სწორედ ამ ჩართულობას ფა აქტიურობას გულისხმობს ინტერაქტიული მეთოდიკა. ინტერაქციაში იგულისხმება პიროვნებათაშორისი კომუნიკაცია, რომლის მთავარ თავისებურებად მიჩნეულია ადამიანის უნარი, მიიღოს სხვისი აზრი, სხვისი როლი, წარმოიდგინოს და გაითავისოს, თუ როგორ აღიქვამს მას პარტნიორი ან ჯგუფი და ამის შესაბამისად მოახდინოს სიტუაციის ინტერპრეტაცია და ააგოს საკუთარი მოქმედებანი.

ინტერაქტიული მეთოდიკით წარმართული ტრენინგის დროს მონაწილე იმყოფება შესასწავლი მოვლენების ცენტრში. იგი, თავის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნოვით, სხვა მსმენელთა ერთად, აანალიზებს, აფასებს, აყალიბებს მოსაზრებებს, ეუფლება უნარ-ჩვევებს, მას უყალიბდება განწყობა-დამოკიდებულებები ფაქტებისა და მოვლენებისადმი. ეს არ არის სტატიკური პროცესი, როგორც, მაგალითად, ლექციის კითხვა, რომლის დროსაც მოქმედი მხარეა მასწავლებელი, ხოლო მოსწავლეები კი პასიურ მსმენელს წარმოადგენენ.

მწვრთნელისა და მსმენელის ურთიერთობა ურთიერთთანამშრომლობის პროცესია და პრობლემები, რომლებიც ერთობლივი მუშაობისას წარმოიშვება, შეიძლება საერთო იყოს და, მეტნაკლებად, ეხებოდეს ორივე მხარეს.

მწვრთნელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ის ზოგადი ფაქტორები, რომლებიც ტრენინგს წარმართვისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ესენია:

ტრენინგის კარგად გამოკვეთილი მიზანი

მწვრთნელს წინასწარ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ჩატარებული სამუშაოს მიზანი და სამუშაოს გეგმა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ მიზნის განხორციელება. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მწვრთნელმა ზუსტად უნდა მისდიოს და არ გადაუხვიოს წინასწარ შედგენილ სქემას. ძირითადი ხაზის გატარებისას, მან უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ სატრენინგო სივრცეში წარმოშობილი კონკრეტული პრობლემები, მონაწილეთა მოთხოვნები და საჭიროებები და, აქედან გამომდინარე, უნდა შეძლოს ძირითადი მიზნის მოდიფიცირება, გაითვალისწინოს მსმენელთა ინტერესები და სათქმელი მსმენელთათვის საინტერესო, მისაღები და გასაგები სახიტ ჩამოაყალიბოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო სიახლეც კი შეიძლება ცარიელ სიტყვებად დარჩეს და აუდიტორიის კედლებს ვერ გასცდეს, თუ მწვრთნელმა ვერ შეძლო თავისი ნათქვამით მსმენელთა დაინტერესება, ვერ მონახა მათ გონებამდე მისაღწევი გზები და საშუალებები.

რა დასამალია, ხშირად ასეც ხდება ხოლმე, როდესაც ახალი წამოწყების არსი მსმენელისათვის გაუგებარია. მაშ როგორღა განახორციელოს მან იგი პრაქტიკაში, როდესაც კარგად არ ესმის ახალი ინიციატივის დადებითი მხარე? მდგომარეობას უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მსმენელს ხშირად ერიდება აღიაროს, რომ სავარჯიშოს აზრი მისთვის ბოლომდე ნათელი არ არის. ბოლოს და ბოლოს, ეს შეიძლება დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი (მასწავლებელი) იყო და მისთვის არც თუ ისე იოლი იქნება, ვინმემ ჰკითხოს, თუ რას ნიშნავს ის, რაც მოისმინა. თუ მწვრთნელმა ალღო ვერ აუღო შექმნილი ვითარებას და არ შეეცადა მის გამოსწორებას, ახალი ხერხები არ მოიშველია თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ, მსმენელები აქტიურად არ ჩართო საკითხის განხილვაში, არ დაეხმარა მათ პრობლემის დასმასა და მისი გადაჭრის გზების ძიებაში, სათანადო დასკვნების გამოტანაში, ჩათვალეთ, რომ მისი მცდელობა ფუჭი იქნება.

მწვრთნელმა უნდა გაითვალისინოს, რომ მსმენელებმა ჯერ უნდა გაიგონ, შემდეგ დაისწავლონ და გამოიყენონ მის მიერ მიწოდებული სიახლე. ასევე, მწვრთნელს უნდა ესმოდეს და მხედველობაში იქონიოს მოზრდილთა სწავლის პროცესის თავისებურებები:

- მოზრდილები არიან დამოუკიდებლები;

- მოზრდილებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ მოტივაცია - რატომ სჭირდებათ ამა თუ იმ საკითხის სწავლა;

- მოზრდილთათვის ღირებულია, როდესაც ისინი მონაწილეობენ თავიანთი სასწავლო მიზნების განსაზღვრაში;

- მოზრდილები სიამოვნებით სწავლობენ ურთიერთსანდო, პატივისცემისა და აზრის თავისუფლად გამოთქმის გარემოში;

მოზრდილები სწავლობენ, როგორც თავიანთ, ასევე სხვების გამოცდილების გათვალისწინებით;

- მოზრდილებს სურთ მიიღონ ცოდნა, რომლის გამოყენებაც მოკლე ხანშია შესაძლებელი;

- მოზრდილები სწავლობენ უკეთ, როდესაც ისინი აქტიურად არიან ჩართულები სწავლება-სწავლის პროცესში;

- მოზრდილები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საკუთარი წარმატებისა და მიზნების მიღწევის შეფასებაში.

რეალური ამოცანები

მიზნის გამოკვეთის შემდეგ, მწვრთნელმა უნდა იზრუნოს ტრენინგის სამუშაო გეგმის შედგენაზე, რომელშიც უნდა გამოიკვეთოს რეალური ამოცანები და პრიორიტეტები, ოღონდ, აქაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ, როგორც მიზნის არსის წვდომას, ისე რეალური ამოცანების გააზრებასაც დრო სჭირდება. თუ შესთავაზებთ მსმენელს, იფიქრონ ტრენინგზე მოსმენილ სიახლეებზე და ისინი პრაქტიკაში განსაზღვრული დროის განმავლობაში დანერგონ, ისინი მეტად მოტივირებული იქნებიან.

მწვრთნელის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განეწყობიან მსმენელები მიწოდებული სიახლისადმი. ოღონდ მწვრთნელს აქ ზომიერების გრძნობის დაცვა მართებს, რადგან მისი მხრიდან მეტისმეტმა ზეწოლამ ან საკუთარი პოზიციის, აზრის შეუფერებელი სახის თავის მოხვევამ, შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს და აუდიტორიის გაღიზიანება ან უნდობლობა გამოიწვიოს. ყველაზე მართებულია, მწვრთნელმა მსმენელებს ამ ეტაპზე პროფესიული ზრდის ან რაიმე საერთო სამუშაოში კოლეგებთან ერთად მონაწილეობის პერსპექტივა და სურვილი გაუღვიძოს.

მხარდაჭერა

მხარდაჭერა მნიშვნელოვანის, რადგან ეხმარება მწვრთნელს მსმენელთან მუშაობისას და მსმენელებს კი ტრენინგზე მოსმენილის პრაქტიკაში განხორციელებისას.

ბუნებრივია, ყოველგვარი სიახლის დანერგვისას ადამიანი გარკვეულ რისკზე მიდის, რაც იოლი არ არის, თუ მას სხვების დახმარების იმედი არა აქვს.

კარგმა მწვრთნელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც მსმენელები ურთიერთმხარდაჭერასა და დახმარებას იგრძნობენ და თავადაც უნდა მისცეს ამის მაგალითი. სასურველია, ასეთი ატმოსფერო არა მხოლოდ ტრენინგზე, არამედ სკოლაშიც იგრძნობოდეს; სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ პედაგოგებმა ხალისით გასწიონ რისკი და ტრენინგზე ათვისებული სიახლეები პრაქტიკაშიც გამოსცადონ.

რესურსები

რესურსებით უზრუნველყოფა საქმის წარმატების საწინდარია. მწვრთნელმა გარკვევით უნდა განსაზღვროს კონკრეტულ მსმენელთა ადგილი და როლი მუშაობის პროცესში, ამ სამუშაოს შესრულების ვადები და უზრუნველყოს მსმენელთა აღჭურვა სათანადო მასალებითა და რეკომენდაციებით.

შეფასება

სამუშაოს ეფექტიანობის შესამოწმებლად, ტრენინგს თან უნდა ახლდეს შეფასება, რომლის საშუალებითაც მწვრთნელმა შეიძლება გაიგოს, რამდენად სწორად და შედეგიანად წარიმართა ტრენინგის მუშაობა, რაიმე შეცდომა ხომ არ იქნება დაშვებული და რატომ? ან იქნებ რაიმე უკეთ გაკეთება შეიძლებოდა? და თუ ეს ასეა, როგორ? საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის თაობაზე ტრენინგის მონაწილეები?

შესაძლებელია, მსმენელთა მიერ გამოთქმული აზრი ჩატარებული სამუშაოს, დასმული პრობლემებისა და რთული მეთოდიკების შესახებ, არ იყოს სრულფასოვანი შეფასება, მაგრამ აუდიტორიის განწყობის მაჩვენებელი კი უთუოდ იქნება.

სიახლე ძნელად აღსაქმელია

სიახლე ძნელად აღსამელია, მიუდედავად იმისა, მისაღებია ის ჩვენთვის, თუ არა. მაშ, როგორ გავითავისოთ იგი და როგორ მივაწოდოთ შემდგომ სხვებს ისე, რომ დიდ წინააღმდეგობას არ შევხვდეთ? ვიდრე სიახლის ბუნებაზე დაიწყებდეთ საუბარს, აჯობებდა, ჯერ საკუთარი გამოცდილებისათვის გადაგეხედათ. იქნებ გაიხსენოთ, გიცდიათ თუ არა რაიმე სიახლის დანერგვა და რამდენად წარმატებით განგიხორციელებიათ ეს? თავად რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ვინმე რაიმე ახალს გთავაზობთ? რას გრძნობდით? დაუსვით ეს კითხვები საკუთარ თავს და შემდეგ იგივე შესთავაზეთ თქვენს მსმენელებს. ერთად იმსჯელეთ ამ საკითხზე და თუ გულწრფელნი იქნებით, ბევს საერთოსაც აღმოაჩენთ. მაგალითად:

- სიახლე სწავლებას ეხება;

- სიახლის შეტანა პროცესია და არა მოვლენა;

- სიახლის დანერგვას დრო სჭირდება;

- აქტიური ტრენინგი სიახლის გაცნობიერებას უწყობს ხელს.

განვიხილოთ თითოეული საკითხი უფრო დაწვრილებით:

სიახლე სწავლებას ეხება

მწვრთნელი მუდმუვად სრულყოფისაკენ უნდა ისწრაფოდეს. სიახლე ახლებურ აზროვნებას და ქცევას მოითხოვს. ერთია სიახლის დანერგვაზე ფიქრი და მეორე - როგორ განვახორციელოთ, დავნერგოთ იგი - მარტომ, თუ კოლეგებთან ერთად. მწვრთნელი, რომელიც გამუდმებით მუშაობს თავის თავზე და გამოცდილებას ნაბიჯ-ნაბიჯ იღრმავებს, მხოლოდ ლექტორი როდია, რომელიც წინასწარ მომზადებულ სიტყვას კათედრიდან კითხულობს. ის არა მარტო ასწავლის, არამედ თავადაც სწავლობს და მუდმივად ამოწმებს თავისი მუშაობის შედეგებს აუდიტორიაში, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება საკმაოდ მომზადებული და აქტიური იყოს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მსმენელები (მასწავლებლები) თავადაც მუდმივად სწავლისა და ძიების პროცესში არიან ჩართულნი და შეუძლიათ პრაქტიკულად შეამოწმონ მათ წინაშე დასახული პრობლემების, ახალი გზებისა თუ მეთოდების ეფექტურობა და ავკარგიანობა. აქედან გამომდინარე, მწვრთნელისა და მსმენელების ერთობლივი მუშაობა ამა თუ იმ საკითხზე, ერთისთვისაც და მეორესთვისაც სასარგებლოა. რაც უფრო მოტივირებული იქნება მწვრთნელის მუშაობა, მით უფრო მოტივირებულნი იქნებიან პედაგოგები და მათი შედეგებიც უფრო თვალსაჩინო იქნება.

ამიტომ, როდესაც ტრენინგის დაგეგმვას შეუდგებით, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს მოსწავლე ხართ და თუ სწავლისათვის პირობები ხელსაყრელი იქნება, არა თუ გაიმარტივებთ მიზნის მიღწევას, ეს პროცესი უზომო სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და თქვენი განწყობა, როგორც წესი, თქვენს მსმენელებსაც გადაედება.

სიახლის შეტანა პროცესია და არა მოვლენა

სიახლის შეტანა რომ პროცესია და არა მოვლენა, ამაში ალბათ თავადაც მრავალჯერ დარწმუნებულხართ, როდესაც რაიმე ახლის დანერგვა გიცდიათ. ახალი თემატიკისა და მიდგომის, ახალი მეთოდებისა და ხერხების დანერგვა ერთბაშად ვერ მოხდება - ამას საკმაოდ დრო სჭირდება და ეტაპობრივად ხორციელდება.

შეიძლება სულ მარტივად, მაგალითად, სამოქმედო სივრცის მოწყობით დაიწყო. თუ ოთახში, სადაც მსმენელებთან ერთად მუშაობა მოგიწევთ, ცვლილებებს შევიტანთ, ვთქვათ ინტერიერს შეცვლით (ახლებურად დააწყობთ მაგიდებს, სკამებს, თვალსაჩინოებას და ა.შ.), ეს არა მარტო თქვენ თვითონ შეგიწყობთ ხელს, აუდიტორიასაც წაახალისებს და სიახლის მისაღებად განაწყობს.

გაიხსენეთ, როდესაც პირველად მოგიწიათ შეხება ახალ მიდგომასა და მეთოდიკასთან, ვიდრე პრობლემის არსს ბოლომდე ჩაწვდებოდით და დახელოვნდებოდით, რამდენი შეცდომა დაუშვით? ალბათ გქონდათ წარმატებებიც...

სთხოვეთ თქვენს მსმენელებს, გაიხსენონ, რას გრძნობდნენ, როდესაც სკოლაში რაიმე სიახლის დანგრევას ცდილობდნენ?

რამდენად ძნელი იყო ეს?

რამდენი დრო დასჭირდათ მიზნის მისაღწევად?

მსმენელტა მიერ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი საკმარისი იქნება, რათა აუდიტორია იმ დასკვნამდე მიიყვანოთ, რომ ნებისმიერი სიახლის დანერგვა არა მოვლენაა, რომელიც ერთბაშად დაგვატყდება თავს, არამედ პროცესია, რომელიც ეტაპობრივად, თანდათანობით უნდა განხორციელდეს.

სიახლის დანერგვას დრო სჭირდება

თუ არსებითი სიახლის შეტანა პროცესია და არა მოვლენა, ბუნებრივია, რომ ამ ცვლილებას გარკვეული დრო სჭირდება.

არ შეიძლება მიზნად დავისახოთ სიახლის დანერგვა ერთბაშად, ან სხვას მოვთხოვოთ მისი ერთ დღეში ათვისება. თუ გვსურს, რომ ჩვენი წამოწყება წარმატებით განხორციელდეს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ახალი იდეებისა და ჩვევების დახვეწას, მუშაობის ახალი წესის გათავისებას დრო სჭირდება. აქ იგულისხმება ტრენინგზე შესასწავლი მასალის საგაკვეთილო პროცესში დანერგვის დრო. მწვრთნელმა სიახლის დანერგვას ტრენინგის შემდეგაც უნდა მიაქციოს ყურადღება, დაესწროს გაკვეთილებს, პედაგოგს მისცეს რჩევები.

რაც შეეხება ,,სიახლის დანერგვას“ ტრენინგზე, ყოველ აქტივობაზე წინასწარ უნდა გამოიყოს საჭირო დრო. მწვრთნელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ფუჭად არ დაიკარგოს ძვირფასი წამები. რათა შეგეძლოთ დროის რაციონალურად გამოყენება, გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას:

- ტრენინგის დროზე დაწყება. იგულისხმება დამგვიანებლებისათვის შეტყობინების გაგზავნა იმის თაობაზე, რომ დაგვიანებას სერიოზულად ეკიდებით. თუ ყველა მონაწილე ჯერ კიდევ არ არის ოთახში, დაიწყეთ მეცადინეობა ისეთი საქმიანობით, რომელიც ყველას დასწრებას არ მოითხოვს.

- მიეცით კონკრეტული მითითებები. ნუ დაიწყებთ საქმიანობას, თუ მონაწილეებმა არ იციან, რა აკეთონ. თუ მითითებები რთულია, შესთავაზეთ ვიზუალური სქემები ან წერილობითი განმარტებები.

- მოამზადეთ ვიზუალური ინფორმაცია წინასწარ. მონაწილეების თვალწინ არ დაწეროთ ლექციის საკითხები პლაკატებზე ან დაფაზე. ცანაწერები გააკეთეთ წინასწარ. მონაწილეთა აზრების ჩაწერისას, დააფიქსირეთ ძირითადი ცნებები, ტერმინები, ფრაზები.

- სწრაფად გაავრცელეთ წინასწარ მომზადებული დასარიგებელი მასალა მონაწილეთა დახმარებით ან გაანაწილეთ ისინი მეცადინეობის დაწყებამდე.

- დააჩქარეთ პრეზენტაციები. სთხოვეთ ჯგუფებს, გააკეთონ თავიანთი მოსაზრებების ჩამონათვალი პლაკატის სახით და გამოკიდონ ოთახის კედლებზე ისე, რომ ყველამ დაინახოს. მოითხოვეთ, რომ ჯგუფი ანგარიშით წარსდგეს მხოლოდ ერთ საკითხზე. ჯგუფებმა არ უნდა გაიმეორონ ის, რაც უკვე ითქვა.

- ნუ დაუშვებთ ხანგრძლივ განხილვებს. გამოთქვით სხვა საკითხზე გადასვლის სურვილი. დაარწმუნეთ მსმენელები, რომ მოგვიანებით დაუბრუნდებით განხილვას, რათა ყველამ თავისი აზრი გამოთქვას. განსაზღვრეთ, რამდენი დრო იქნება გათვალისწინებული თითოეული გამომსვლელთათვის (დადგენილი რეგლამენტის დაცვა).

- სწრაფად გამოავლინეთ მოხალისეები. უსასრულოდ ნუ დაელოდებით მოხალისე მონაწილეებს. თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ მოხალისეები.

- იყავით მზად უინტერესო ან გადაღლილ ჯგუფებთან შესახვედრად. მომზადებული გქონდეთ სხვადასხვა სავარჯიშოები ჯგუფის გასააქტიურებლად, ასევე, სხვადასხვა საშუალებები მონაწილეთა ყურადღების კონცენტრირებისათვის (მოთელვები, რაიმე საინტერესო ამბავი, ფილმი და სხვა).

აქტიური ტრენინგი სიახლის განხორციელებას უწყობს ხელს

სწავლება-სწავლა არ არის მეორე ადამიანისათვის ინფორმაციის გადაცემის ავტომატური პროცესი, არამედ ეს მოითხოვს მსმენელის გონებრივ და ფიზიკურ მონაწილეობას. ამდენად, სიახლის გაცნობიერებასა და ათვისების პროცესს ამარტივებს თეორიული ინფორმაციის პრაქტიკულად განხორციელება. სწავლება-სწავლისადმი ამგვარი მიდგომა ,,აქტიური“ ტრენინგის მთავარი ინსტრუმენტია.

,,აქტიური“ ტრენინგი სწრაფი, ხალისიანი, საფუძვლიანი სწავლება-სწავლის პროცესია, რაც მოითხოვს მსმენელთა მაქსიმალურ ჩართვას და თეორიულ ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებას. მწვრთნელსაც და მონაწილეებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ რაც ესმით, ავიწყდებათ, რასაც ხედავენ, ახსოვთ და რასაც აკეთებენ, სწავლობენ.

ამრიგად, ტრენინგი არის აქტიური სწავლების პროცესი, რომლის მთავარი მიზანია მსმენელთა გაწვრთნა, ცოდნის გადაცემა-სწავლება ტრადიციული და ინოვაციური მეთოდებით, აქტიური მოსმენით, შეკითხვებისა და უკუკავშირის საშუალებით.

ტრენინგი ეხმარება მსმენელს, მოკლე დროში აითვისოს მაქსიმალური ინფორმაცია. ტრენინგის ეფექტური ტექნოლოგიები შესაძლებელია პედაგოგებმა და ლექტორებმა საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენონ. პედაგოგიური სემინარის წამყვანი იგივე პედაგოგია. მან უნდა გაითვალისწინოს, რომ მას უხდება კოლეგებთან მუშაობა, რომელთაც თავიანთი სწავლების სტილი გააჩნიათ; მწვრთნელმა აუცილებლად უნდა გაუწიოს ამას ანგარიში და მიზანმიმართულად გამოიყენოს არსებული რესურსები.

ტრენერი უნდა იყოს:

- ცნობისმოყვარე;

- მუდმივად პროფესიული ზრდის მოსურნე;

- თავშეკავებული;

- უშუალო;

- თანამშრომელი;

- მან ისე უნდა წარმართოს ტრენინგი, რომ მონაწილეებმათვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები;

- მწვრთნელს უნდა ჰქონდეს იმპროვიზაციის უნარი;

- მწვრთნელს მზად უნდა ჰქონდეს სარეზერვო მასალა (საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად);

- უნდა იყოს კარგი პრეზენტატორი;

- შეეძლოს ტრენინგის ,,თანმიმდევრობის“ განსაზღვრა (ტრენინგი არ უნდა გახდეს მოსაწყენი).

პედაგოგიური ტრენინგი უნდა იყოს:

I. აქტიური - რაც გულისხმობს თითოეული ინდივიდის მაქსიმალურ გააქტიურებას;

II. ინტერაქტიური - რაც გულისხმობს ჯგუფურ აქტივობას, თანამშრომლობას;

III. ასევე, არ გამოირიცხება ტრადიციული ლექციური ჩართვებიც.

ტრენინგი შეიცავს სწავლების სხვადასხვა მიმართულებებს: თეორიულ ახსნას, პრაქტიკულ მუშაობას, იდეების გენერაციას. ყოველ აქტივობას თან უნდა სდევდეს უკუკავშირი. უკუკავშირი არის ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი.

უკუკავშირის დროს მონაწილეები ხელახლა გაიაზრებენ მთელ ტრენინგს ან მის გარკვეულ ნაწილს. აფასებენ ჩატარებულ სამუშაოს. ზოგ შემთხვევაში უკუკავშირს აქვს რჩევის ან კონსტრუქციული კრიტიკის სახე.

უკუკავშირს აქვს რამოდენიმე ფუნქცია: აჯამებს ხვადასხვა ადამიანების შეხედულებებს ტრენინგზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით; ხელს უწყობს მსმენელებს, შეაფასონ სირთულეები და გამოავლინონ სიახლეები;

ხელს უწყობს მსმენელებს, გაიაზრონ ზოგადად ტრენინგის ან განხილული საკითხის ყველა დეტალი;

ქმნის შესასწავლი საკითხის ათვისების გაუმჯობესების შესაძლებლობას ინდივიდუალურ და ჯგუფურ დონეზე;

ხელს უწყობს მწვრთნელის საქმიანობის გაუმჯობესებას; ჩატარებული ტრენინგების ხარვეზების აღმოფხვრასა და მომავალი ტრენინგის უკეთ ჩატარებას.

პეტაგოგიურ ტრენინგზე, სწავლების მეთოდების შესწავლისას, უკუკავშირის დროს ხდება როგორც მეთოდების, ასევე სამუშაო ფორმების ინდივიდუალური, წყვილებში ან ჯგუფური გააზრება, ანალიზი.

უკუკავირის მთავარი პრინციპია ჯგუფის ყველა წევრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება, რაც ხორციელდება:

მონაწილეთა ინდივიდუალურობისა და მათი ძლიერი თვისებების წარმოჩენით;

პრობლემებთან დაკავშირებით სხვადასხვა განმარტებების შეთავაზებით;

მწვრთნელის ინტერესით იმის მიმართ, თუ როგორ გამოიყენებს მსმენელი მომავალში ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ტრენინგის ჩატარების საფეხურები

0x01 graphic

საგანმანათლებლო ტრენინგის დაგეგმვა

ტრენერმა ტრენინგის მომზადების ორი მიმართულება უნდა განსაზღვროს: ორგანიზაციულ-ტექნიკური და თემატურ-შინაარსობრივი.

ტრენინგის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარის მომზადება გულისხმობს, თუ როდის და სად უნდა ცატარდეს ტრენინფი. კონკრეტულად უნდა განისაზღვროს ტრენინგის დაწყების და დამთავრების დრო, შესვენების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. წინასწარ უნდა მომზადდეს სემინარის ჩატარებული აუდიტორია.

განისაზღვროს სამიზნე ჯგუფები (უმჯობესია 15-20 მონაწილე). მომზადდეს სემინარზე სამუშაო და დასარიგებული მასალა.

უმჯობესია, ტრენინგს ორი ან სამი მწვრთნელი უძღვებოდეს. მათ წინასწარ უნდა დაგეგმონ აქტივობები და შეთანხმებით წარმართონ წვრთნა.

ტრენინგის საორგანიზაციო მხარე

- დრო - თარიღი, ხანგრძლივობა;

- ადგილი - აუდიტორია;

- ჯგუფი;

- წამყვანი;

- სამუსაო და დასარიგებელი მასალა.

პედაგოგიური ტრენინგის ემატურ-შინაარსობრივი მხარე

- მწვრთნელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს ტრენინგის მიზანი, გეგმა და მიზანი. სემინარის მიზნის ფორმულირებისათვის უნდა განისაზღვროს ვისთვის ტარდება ტრენინგი (სამიზნე ჯგუფი) და რა მოთხოვნილებაა (ინტერესი);

- ტრენინგის მსვლელობა;

- სემინარის განმავლობაში აქტივობების ლოგიკური ცვლა უნდა მოხდეს;

- ტრენინგის სტრუქტურა:

- შესავალი;

- ძირითადი ნაწილი;

- ეტაპობრივი დასკვნები;

- შესვენებები;

- თამაშები;

- დასკვნითი ნაწილი.

ტრენინგის შესავალი გულისხმობს ტრენინგის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრას. ტრენინგის მიზანი პროგრამის ზოგადი შედეგის მომცველია. ამოცანები კი ის კონკრეტული ,,მიღწევებია“, რაც მონაწილეებმა უნდა აითვისონ ტრენინგის ბოლოს.

ტრენინგის შინაარსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

- თეორიულ ნაწილს;

- პრაქტიკულ საქმიანობას;

- უკუკავშირს;

- შესწავლილი საკითხების ძირითად მიმოხილვას.

4 III თავი -თეორიიდან პრაქტიკამდე

▲ზევით დაბრუნება


I-II თავებში განხილულ თეორიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ აქტიური და ინტერაქტიული სწავლების მეთოდებისა და ხერხების ათვისებისა და პრაქტიკულად გამოყენების ტრენინგ-გეგმასა და სემინარის მსვლელობის ფორმას.

ტრენინგის გეგმის სქემა

ტრენინგის თემა: აქტიური და ინტერაქტიური სწავლების მეთოდები;

რიცხვი:

ხანგრძლივობა - 1 დღე.

დასარიგებელი მასალა: დ. ქლუსთერის სტატია ,,რა არის აზროვნება?“

ვაჟა-შაველა - პუბლიცისტური წერილი - „რას ჰქვიან თავისუფლება?“

ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა - ,,მონა“.

გთავაზობთ ტრენინგ-გეგმის დეტალურ აღწერას

აქტივობის დაწყების დრო

აქტივობა

მოკლე აღწერა

აქტივობის ხანგრძლივობა

წამყვანი

ვიზუალური მასალა

1

2

3

4

5

6

1000

მოთელვა ,,ცოტა რამ ჩემზე“.

წყვილებში ინტერვიუ შემდეგ საკითხებზე:

ა) საკუთარი სახელისა და გვარის წარმოშობის შესახებ;

ბ) რომელი საგნის მასწავლებელია;

გ) ადრე გავლილი ტრენინგები (გამოცდილება).

ინტერვიუ - 2-2 წთ.

პრეზენტაცია - ერთი მონაწილე 3 წთ.

(20ხ3)=60წთ.

1100

დღის განრიგის გაცნობა.

მწვრთნელი კითხულობს დღის განრიგს.

5 წთ.

ფორმატზე ჩამოწერილი დღის განრიგი.

1100

ტრენინგის წესები

,,გონებრივი იერიში“-ს გამოყენებით მსმენელები ქმნიან ტრენინგის წესებს.

15 წთ.

ფორმატი.

1125

,,მოლოდინის ხე“.

მონაწილეები ინდივიდუალურად წერენ, რას ელიან ტრენინისაგან.

5 წთ.

ფორმატი ,,მოლოდინის ხე“.

1130

მინი-ლექცია

აქტიური და ინტერაქტიული მეთოდები. ლექციური ჩართვა.

15 წთ.

1145

უკუკავშირი.

სამუშაოს ანალიზი.

30 წთ.

1215

მოთელვა ,,დაბადების დღე“.

მონაწილეები ერთხაზზე ეწყობიან, დაბადების დღისა და თვის მიხედვით 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე, უსიტყვოდ. ურთიერთობა მყარდება ჟესტ-მიმიკის საშუალებით.

20 წთ.

1235

სამოდელო გაკვეთილი

,,რა არის აზროვნება“ - ქლუსთერის სტატია. ჯგუფში მუშაობა. ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება. პრეზენტაციისათვის მომზადება. პრეზენტაცია.

20 წთ. ერთი ჯგუფი - 5 წთ. 6ჯგ. 6*5=30წთ.

სულ≈50წთ.

1325

უკუკავშირი

ათვისებული მასალის, ჩატარებული სამუშაოს ანალიზი.

35 წთ.

1400

შესვენება.

30წთ.

1430

მოთელვა ,,ძლიერი ქარი“.

15წთ.

1445

სამოდელო გაკვეთილი

ურიგდებათ ტექსტები: ნიკოლოზ ლორთქიფანიძის მინიატურა - ,,მონა“; ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი - ,,რას ჰქვიან თავისუფლება“; ტექსტზე მუშაობა მეთოდის - ,,შნსეკა“, გამოყენებით.

75წთ.

ფორმატები სქემა - ,,შნსეკა“.

1600

უკუკავშირი დებრიფინგი.

30წთ.

1630

გაკვეთილის სამფაზიანი სისტემა.

სქემის შესახებ; მსმენელებს ვაცნობთ გამოწვევა-პროვოცირების (სიღრმისეული წვდომის) რეფლექსიის არსს.

30წთ.

სქემა

1700

შესვენება.

15წთ.

1715

ინტერაქტიური და ტრადიციული გაკვეთილის შედარება.

T დიაგრამის საშუალებით, მონაწილეები უდარებენ ერთმანეთს ტრადიციული და ინტერაქტიური მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილს.

30წთ.

1745

ტრენინგის შეჯამება

რა შევისწავლეთ ამ სემინარზე.

15წთ.

მოთელვა-გაცნობა - ,,ცოტა რამ ჩემზე“. მონაწილეები წყვილდებიან. ერთმანეთისაგან იღებენ ინტერვიუს საკუტარი სახელისა და გვარის წარმოშობის, პროფესიის შესახებ. ჩამოთვლიან ადრე გავლილ ტრენინგებს. შემდეგ მეწყვილეები ერთმანეთს წარადგენენ.

მოთელვა - ,,ცოტა რამ ჩემზე“, ხელს უწყობს მონაწილეების დაახლოებას. იყენებენ ,,ინტერვიუს აღების“ მეთოდს. მონაწილეები იხსენებენ თავიანთ გვართან და სახელთან დაკავშირებულ ისტორიებს, წინაპრების ნაამბობს და სხვა.

მონაწილე მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ტრენინგზე ჩატარებული ყოველი აქტივობა შესაძლებელია გაკვეთილზე დაინერგოს.

შემდეგ ტრენერი აცნობს მონაწილეებს ფორმატზე ჩამოწერილ დღის განრიგს.

მონაწილეები ,,გონებრივი იერიშის“ გამოყენებით, ადგენენ ტრენინგის წესებს. ამ აქტივობით აუდიტორია ეცნობა აქტიური სწავლების კედევ ერთ ახალ მეთოდს ,,გონებრივ იერიშს“.

აქტივობა ,,მოლოდინის ხე“.

მონაწილეები ინდივიდუალურად წერენ, რას ელიან ტრენინგისაგან. შესაძლებელია, ამისათვის გამოვიყენოთ ე.წ. ,,მოლოდინის ხე“. ფრომატზე, რომელზეც წინასწარაა დახატული ხე, თითოეული მონაწილე თავის ,,მოლოდინს“ აკრავს (წებოვანი ფურცლით). მწვრთნელები ეცნობიან მსმენელთა სურვილებს, იმას, თუ რას ელიან მონაწილეები ტრენინგისაგან. ეს ერთგვარი ,,საჭიროებათა ანალიზია“. ხდება ჯგუფის დიაგნოსტირება.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტრენინგზე შესაძლებელია გამოვიყენოთ ტრადიციული ლექცია. მაგ., ლექცია აქტიური და ინტერაქტიური სწავლების მეთოდების მნიშვნელობაზე, მის ფსიქოლოგიურ საფუძველზე.

სამოდელო გაკვეთილი ,,რა არის აზროვნება“ (დანართი I).

ტრენერი აუდიტორიას ჰყოფს ჯგუფებად და ურიგებს წინასწარ ნაწილებად დაყოფილ ტექსტს. მონაწილეები ჯერ ინდივიდუალურად კითხულობენ მათთვის განკუთვნილ ტექსტებს. შემდეგ ჯგუფში ხდება აზრთა გაზიარება. ჯგუფი პრეზენტაციისათვის ემზადება და შემდგომ ხდება ნამუშევრების წარდგენა.

ნაწილებიდან მთელისაკენ ,,მოზაიკა“. ეს აქტივობა ინოვაციურ მეთოდების სწავლებისაკენ მიმართული ტრენინგების ერთგვარ თემატურ მოთელვადაც შეიძლება ჩაითვალოს. ხდება მონაწილეთა ერთგვარი პროვოცირება. სტატია გვაცნობს კრიტიკული აზროვნების რაობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შემდეგ მწვრთნელი მონაწილეებს აცნობს სამოდელო გაკვეთილის - ,,ადამიანი და თავისუფლების პრობლემის“ მიზანს.

გაკვეთილის მიზანია - მსმენელებმა გაათვითცნობიერონ თავისუფლების არსი, დაინახონ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის თავისუფლება.

ისინი ეცნობიან სწავლების ახალ მეთოდებს: მართულ კითხვას ,,შნსეკა“-ს მეთოდით, აქტიურ ლექციას, დისკუსიის წარმართვის საშუალებებს.

მსმენელებს უნდა განვუმარტოთ ე.წ. სამოდელო გაკვეთილის არსი.

სამოდელო გაკვეთილი წარმოადგენს მსმენელთათვის ჩატარებულ გაკვეთილს, რომლის დროსაც მონაწილეები ორ როლში იმყოფებიან - მოსწავლეების და, რიგ შემთხვევაში, მასწავლებლის. ამგვარად, ჩატარებული გაკვეთილი საშუალებას იძლევა, მსმენელებმა საკუთარ თავზე გამოსცადონ შესასწავლი მეთოდი, გაიაზრონ იგი. მათ უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ შემდგომში ეს ყოველივე საკუთარ სასწავლო პროცესში დანერგონ.

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილის თემის გაცნობის შემდეგ, მწვრთნელი სთხოვს მონაწილეებს, წერილობით გასცენ პასუხი კითხვებზე: - როდის ვართ თავისუფალი? ჩამოთვალონ თავისუფლებაზე შეზღუდული ადამიანის თვისებები.

რამდენი მსმენელი კითხულობს საკუთარ ნააზრევს. მწვრთნელი ესაუბრება მათ თავისუფლების არსზე, მონობაზე, თანამედროვე მონობაზე - ტრეფიკინგზე, რაც შეიძლება შემდგომში, გაკვეთილებზე განხილვის თემა გახდეს (აქტიური ლექცია) (დანართი II).

მსმენელებს ურიგდებათ ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა ,,მონა“ (დანართი III). ისინი ნაწარმოებს ინდივიდუალურად კითხულობენ, შემდეგ მოსმენილი ლექციისა და მინიატურის მიხედვით, ,,გონებრივი იერიშის“ საშუალებით, ავსებენ T დიაგრამას.

მწვრთნელი სვამს კითხვებს: რა თვისებები აქვს მონას? რა თვისებები აქვს თავისუფალ ადამიანს?

მონა

თავისუფალი ადამიანი

უბედური

ბედნიერი

უიმედო

იმედიანი

მშიშარა

უშიშარი

სხვაზე დამოკიდებული

დამოუკიდებელი

პესიმისტი

ოპტიმისტი

უუფლებო

თავისი უფლებების დამცველი

შემგუებელი

მებრძოლი

პასიური

მოქმედი (გმირი, ლიდერი)

უპასუხისმგებლო

პასუხისმგებლობის მქონე

მსმენელები ქმნიან თავისუფალი ადამიანის პორტრეტს და აყალიბებენ, რა არის თავისუფლება (წერილობით). მსურველები კითხულობენ თავიანთ ნაშრომებს, მსჯელობენ.

მწვრთნელი მსმენელებს ურიგებს ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილს ,,რას ჰქვიან თავისუფლება?“ (დანართი IV) და სთხოვს, წაიკითხონ ინდივიდუალურად, მართული კითხვის ,,შნსეკა“-ს მეთოდის გამოყენებით, ანუ ფანქრით აღნიშნონ, რა ინფორმაციაა მათთვის ნაცნობი (b), ახალი (+), გაუგებარი (?), საპირისპირო აზრი (-).

ტექსტის ამგვარად წაკითხვის შემდეგ, მწვრთნელის თემის სიღრმისეულად გაგებისა და გააზრების მიზნით, სვამს კითხვებს (მართავს დისკუსიას):

- როგორ ხსნის ვაჟა თავისუფლების არსს?

- რა არის მონობაში აღზრდილი, გაუნათლებელი საზოგადოების ხვედრი?

- რითი იზღუდება თავისუფლება? (თავისუფლება და ძალადობა).

- როგორ მოქმედებს თავისუფლებაზე გარემო?

- რატომ ხდება ადამიანი ბუნების მტერი?

- როგორ მოქმედებს თავისუფლების დაკარგვა ადამიანზე, საზოგადოებაზე?

- არის თუ არა თავისუფლების საფუძველი პიროვნების მიერ საკუთარი თავის შეცნობა?

- როგორია უმცირესობის და უმრავლესობის თავისუფლების ხარისხი?

როგორ გესმით: ,,თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა“...

- ვაჟას აზრით, რა ზღუდავს თავისუფლებას?

- როგორ ახსნით ვაჟას აზრს: ,,კანონები უნდა იყოს თვით ხალხის დადგენილი“...

- რა იგულისხმება ხალხურ ანდაზაში:

,,სამართლისაგან მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკუკავშირი (დებრიფინგი) ტრენინგის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. მწვრთნელმა მსმენელებს უნდა აუხსნას უკუკავშირის მექანიზმი (ჩატარების ტექნიკა) და აცნობოს აქტივობის ხანგრძლივობა. უკუკავშირის დროს მსმენელებს ეტაპობრივად ვახსენებთ ჩატარებულ აქტივობას. ამ შემთხვევაში უკუკავშირის პროცესში მსმენელებს ვაცნობთ გაკვეთილის სამფაზიან მოდელს.

გაკვეთილი შედგება სამი ეტაპისაგან:

I - გამოწვევა;
II - სიღრმისეული წვდომა;
III - გააზრება, რეფლექსია.

I. გამოწვევის ეტაპზე ხდება შესასწავლი თემის პროვოცირება შემდეგი აქტივობების საშუალებით:

- წერილობით კითხვებზე პასუხის გაცემა (როდის ვარ თავისუფალი?.

- რა თვისებები უვითარდება თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანს?).

- აქტიური ლექციის - ,,თავისუფლება“, ჩატარება.

- ნ. ლორთქიფანიძის მინიატურის - ,,მონა', წაკითხვა და დიაგრამის შევსება (რა თვისებები აქვს მონას? რა თვისებები აქვს ადამიანს?).

II. სიღრმისეული წვდომის ეტაპზე მსმენელებმა ინდივიდუალურად, მართალი კითხვის მეთოდის გამოყენებით, უნდა წაიკითხონ ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,რას ჰქვიან თავისუფლება?“;

III. გააზრების ეტაპზე მწვრთნელი წარმართავს დისკუსიას.

სწავლა-შემეცნების სამფაზიანი მოდელის პირველი ეტაპი - მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მომავალზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილების ,,გამოწვევის“ ფაზაა. მოსწავლეები იხსენებენ იმას, რაც იციან შესწავლილი საკითხის ირგვლივ. იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს, ან უკვე ნაცნობი საკითხის ირგვლივ ახალი ინფორმაციის მისაღებად ემზადებიან. ხდება მოსწავლეთა გააქტიურება, ინტერესის გაზრდა, რაც საკითხის კვლევის პროვოცირებას უწყობს ხელს.

სიღრმისეული წვდომა - სწავლისა და აზროვნების მეორე ფაზა, შესასწავლი საკითხის შინაარსის გაგებასა და აღქმას უწყობს ხელს. მოსწავლე ეცნობა ახალ ინფორმაციას ტექსტის კითხვის, ლექციის მოსმენის, აუდიო და ვიდეო მასალის გაცნობის, ცდებისადა ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებით. ამ ეტაპზე მოსწავლე აქტიურად მუშაობს შინაარსის ათვისებაზე, ხდება არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება.

ეფექტური კითხვა, ნიშანთა სისტემის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს, ღრმად ჩასწვდეს ახალ ინფორმაციას. მოსწავლე დამოუკიდებლადაა ჩართული სწავლის პროცესში (კითხულობს ტექსტს).

სიღრმისეული წვდომის უპირველესი ამოცანაა, ,,გამოწვევის ფაზაზე“ გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და ხელის შეწყობა.

გააზრების ეტაპზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა;

სწავლა-შემეცნების სამფაზიანი მოდელის გაცნობის შემდეგ, მსვრთნელი სთხოვს მონაწილეებს, შეავსონ სქემა, რომელიც მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ სამოდელო გაკვეთილის - ,,ადამიანი და თავისუფლების პრობლემა“, ჩატარების პროცესში, თითოეულ ეტაპზე, რა ხერხები გამოიყენეს.

გამოწვევა

სიღრმისეული წვდომა

გააზრება/რეფლექსია

ბოლოს, მწვრთნელი სტავაზობს მსმენელებს, T - დიაგრამის მეშვეობით, ტრადიციული და ინოვაციური მეთოდებით ჩატარებული გაკვეთილების შეპირისპირებით დახასიათებას (დანართი V).

ტრადიციული გაკვეთილი

აქტიური, ინტერაქტიური გაკვეთილი

ტრენინგის დასკვნითი ნაწილი:

მწვრთნელს არ უნდა დაავიწყდეს ძირითადი, საკვანძო საკითხების, ტერმინების, აქტივობების საბოლოო მიმოხილვა.

ტრენინგის დასასრულს ხდება ტრენინგის შეფასება. შესაძლებელია, მწვრთნელმა გამოიყენოს წინასწარ მომზადებული კითხვარი, მსმენელებს დააწერინოს თავისუფალი თემა: ,,რა შევისწავლე სემინარზე“ მსმენელების დახმარებით გააკეთოს აზრობრივი რუკა.

ტრენინგის თემა: აქტიური და ინტერაქტიური სწავლება - სწავლის მეთოდები

ხანგრძლივობა - 1 დღე

დასარიგებელი მასალა: ისტორიული ცნობები ქრისტოფორე კოლუმბზე ,,პოზიცია ა“; ,,პოზიცია ბ“

აქტივობის დაწყების დრო

აქტივობა

მოკლე აღწერა

აქტივობის ხანგრძლივობა

წამყვანი

ვიზუალური მასალა

1000

მოთელვა ,,კოქტეილი“

მწვრთნელი უსვამს მონაწილეებს შეკითხვას: ,,რა შეიცვალა თქვენს გაკვეთილზე წინა სემინარის შემდეგ?“

60 წთ.

1100

დღის განრიგის გაცნობა

მწვრთნელი კითხულობს დღის განრიგს

5 წთ.

ფორმატზე ჩამოწერილი დღის განრიგი

1205

სამოდელო გაკვეთილი

,,დიალოგი.“ ქრისტოფორე კოლუმბზე ისტორიული ცნობების გაცნობა. დიალოგისა და დებატების წარმართვის ხერხების დაუფლება

1305

უკუკავშირი

30 წთ.

1335

ტრენინგის შეჯამება

25 წთ.

1400

შესვენება

30 წთ.

1430

სამოდელო გაკვეთილი.

მსმენელთა ჯგუფები, შემსწავლელი მეთოდების გამოყენებით, თვითონ გეგმავენ გაკვეთილებს და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.

120 წთ.

1630

ტრენინგის დახურვა

მოთელვა ,,სასიამოვნო ამბების ესტაფეტა“.

ტრენინგ-გეგმის დეტალური აღწერა

მოტელვა - ,,კოქტეილი“.

მონაწილეები გაივლიან I - II - ზე. იკვრება ორი წრე - შიდა და გარე. ტაშის ხმაზე გარეთა წრე იწყებს მოძრაობას საათის ისრის მიმართულებით. მოძრავი წრის წევრები რესპოდენტები არიან და პასუხობენ კითხვაზე - ,,რა შეიცვალა გაკვეთილზე, წინა სემინარის შემდეგ?“ თითოეულ პარტნიორთან ერთი წუთის განმავლობაში საუბრობენ. შემდეგ კითხვაც და როლებიც იცვლება, მოძრავი წრის წევრები კითხვებს სვამენ, სტატისტიკური წრის წევრები პასუხობენ კითხვაზე: რომელი მეთოდი გამოიყენეს თავიანთ გაკვეთილზე, რა წარმატებებს მიაღწიეს და რა პრობლემები შეექმნათ? ამ სამუშაოს დახმარებით, მწვრთნელი ახსენებს მსმენელებს წინა სემინარზე შესწავლილ ხერხებს. ერთად მიმოიხილავენ, შესწავლილი მეთოდებიდან რომელი გამოიყენოს გაკვეთილზე, რომელმა სტრატეგიამ იმუშავა კარგად და რომელმა არა.

შემდეგ ტრენერი აცნობს მონაწილეებს ფორმატზე ჩამოწერილ დღის განრიგს.

მწვრთნელი მონაწილეებს აცნობს სამოდელო გაკვეთილის - ,,დიალოგის“, მიზანს.

გაკვეთილის მიზანია: მსმენელებმა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და დიალოგის წარმართვა განსხვავებული პოზიციებისა და პოლიტიკური პრობლემების განხილვისას.

მსმენელები ეცნობიან სწავლების ახალ მეთოდებს: დიალოგს, დებატებს, აქტიურ ლექციას.

გაკვეთილის მსვლელობა

თემის განხილვამდე მწვრთნელი ყოფს მონაწილეებს 5-6 კაციან ჯგუფებად და სთხოვს მათ, გაიხსენონ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებული სატელევიზიო დიალოგები. შემდეგ ჩამოწერონ, თუ როგორ მიმდინარეობს პრობლემების გადაჭრა დისკუსიის ამ ორი ფორმის (დიალოგი, დებატები) გამოყენებით. ჯგუფები ირჩევენ პრეზენტატორს და აუდიტორიას თავიანთ ნააზრევს წარუდგენენ.

მწვრთნელმა ტრენინგზე უნდა განიხილოს, რამდენად მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი მოქალაქეებისათვის დემოკრატიული საზოგადოებისათვის მისაღები ფორმით - დიალოგით, მსჯელობის წარმართვის უნარი. სასურველია, მწვრთნელმა ყურადღება გაამახვილოს პოლიტიკური დებატების უარყოფით მხარეზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო მონაწილეთა დამცირებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე. ასევე, მსმენელებმა უნდა გაიგონ, თუ ვინ განავითარა დიალოგის ფორმა - ურთიერთობის მეთოდი, რომელსაც განსხვავებული აზრის ადამიანები ჭეშმარიტებისაკენ მიჰყავს.

ლექციური ჩართვა - მოკლე ისტორიული მიმოხილვა

თითქმის 2000 წლის წინათ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა შექმნეს ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფორმა - დიალოგი, იმ მიზნით, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, იოლად მოეძებნათ სიმართლის მიღწევის საუკეთესო გზები. დიალოგი ათენის საზოგადოებისათვის ურთიერთობის საუკეთესო ფორმა გახდა. ურთიერთობის ამ ფორმამ ხელი შეუწყო პირველი დემოკრატიის განვითარებას. კერძოდ, მთავრობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების გადაჭრისას, ხელმძღვანელობდა დიალოგის გზით მიღწეული შედეგებით.

დიალოგის საშუალებით გადაწყვეტილების მიღება ბევრი კულტურისათვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, საქართველოში ამის მაგალითს ე.წ. ,,ხევისბერის ინსტიტუტი“ წარმოადგენდა. ხევისბერი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თემის წინაშე წარადგენდა, იმართებოდა დიალოგი და ამის შემდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებას. ამერიკის რევოლუციის წინა პერიოდში არსებობდა ,,ქალაქის შეკრებების“ ტრადიცია, სადაც იხილავდნენ პრობლემებს, მართავდნენ დიალოგს ალტერნატიულ საკითხებზე და იღებდნენ გადაწყვეტილებას.

დიდი ფილოსოფოსის, სოკრატეს, მიმდევრებმა შექმნეს აკადემია, რომელმაც 500 წელი იარსება. სწორედ ამ სასწავლო დაწესებულებამ ჩაუყარა საფუძველი შემდგომში უმაღლესი განათლების მოდელს. რენესანსის პერიოდში სწავლება-სწავლის პროცესში განახლდა დიალოგური ურთიერთობის ფორმა. მას შემდეგ უმაღლეს სასწავლებელთა უმეტეს ნაწილში დიდი ყურადღება ექცეოდა დიალოგის წარმართვის უნარ-ჩვევების განვითარებას.

დღესაც დიალოგი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სემინარული მუშაობის საუკეთესო მეთოდია. სწავლება - სწავლის პროცესი მიზნად ისახავს არა მარტო მშრალი ფაქტების შესწავლას, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს თანამშრომლობითი, სწორი გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები. დიალოგი კი ხელს უწყობს ამ უნარ-ჩვევების განვითარებას.

მწვრთნელმა უნდა ახსნას დებატებისა და დიალოგის წარმართვის პრინციპები და გააკეთოს დებატებისა და დიალოგის შედარებითი დახასიათება.

დებატები:

1. დებატები ორატორული შეჯიბრია, რომლის მიზანია რომელიმე მონაწილე მხარის გამარჯვება;

2. დებატებისას ერთი მხარე ყურადღებით ისმენს მეორე მხარის არგუმენტებს, რათა იპოვოს ხარვეზები და გააბათილოს;

3. დებატების მონაწილენი მცდარ პოზიციასაც ისე იცავენ, როგორც სწორს;

4. დებატების მონაწილენი იცავენ საკუთარ პოზიციას, როგორც საუკეთესო გადაწყვეტილებას;

5. დებატებისას პოზიციის შეცვლა სისუსტედ მიიჩნევა;

6. დებატები ავითარებს მოვლენისადმი სუბიექტურ მიდგომას;

7. დებატები მოითხოვს გარკვეული შეხედულებების კრიტიკას.

დიალოგი:

1. დიალოგი არის თანამშრომლობა, მისი მიზანია - შეთანხმება;

2. დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რათა გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებული პოზიციებს შორის;

3. დიალოგი გამოავლენს მცდარ შეხედულებებს;

4. დიალოგისას მისღებია პოზიციის შეცვლა;

5. დიალოგი იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის ორიგინალური პოზიცია;

6. დიალოგი ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ მრავალმხრივ დამოკიდებულებას;

7. დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას;

მწვრთნელმა უნდა აუხსნად მსმენელებს რატომ არის აუცილებელი დებატებსა და დიალოგს შორის განსხვავებების კარგად გააზრება. როდესაც ორი ადამიანი დაობს, ისინი იყენებენ დებატების ან დიალოგის ფორმას. დებატები ჩვეულებრივ მთავრდება გამარჯვებულის ან დამარცხებულის გამოვლენით, ხოლო დიალოგი ემსახურება სწორი გადაწყვეტილების პოვნას. ასე რომ, ორივე მხარე მოგებული რჩება.

ამ სამოდელო გაკვეთილის მიზანია, ჯგუფური დისკუსიების მოწყობა დებატებისა და დიალოგების წარმართვის უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. აუცილებელია, დაწვრილებით აუხსნათ მსმენელებს, რის გაკეთებას მოვითხოვთ მათგან.

მსმენელმა უნდა გაათვითცნობიეროს, რომ გაკვეთილის მიზანია, შეიძინოს დებატებისა და დიალოგის წარმართვის გამოცდილება და დაინახონ მათ შორის არსებითი განსხვავება. მწვრთნელი მსმენელებს სთავაზობს ქრისტოფორე კოლუმბის მოღვაწეობის ამსახველ ისტორიულ ნაწყვეტებს (პოზიცია ,,ა“, პოზიცია ,,ბ“) (დანართი IV). მწვერთნელი მსმენელებს ჰყოფს ჯგუფებად. ოთხი ან ექვსი კაცისაგან შემდგარი ჯგუფის ნახევარს ურიგებს ,,პოზიცია ა“-ს, ხოლო მეორე ნახევარს - ,,პოზიცია ბ“-ს.

მსმენელებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელი არ არის დაეთანხმონ მოცემულ პოზიციას, მთავარია ჩაწვდნენ საკითხის არსს და შეძლონ ამ პრობლემაზე საუბარი სხვა ჯგუფებთან. მსმენელებს უნდა მიეცეთ დრო მოცემულ დავალების მოსამზადებლად. გაახსენეთ მსმენელებს დებატების წარმართვის წესი, მიეცით მუშაობისათვის საჭირო დრო. წამყვანმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით გაკეთდეს.

ამის შემდეგ მწვრთნელმა უნდა გაიმეოროს ინსტრუქცია დიალოგის წარმართვის შესახებ. ჯგუფმა იმავე საკითხზე, ამჯერად, დიალოგი უნდა გამართოს.

ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, დებატებისა და დიალოგის მეთოდის გააზრების მიზნით, მწვრთნელი წარმართვს დისკუსიას. სვამს შეკითხვებს:

1. აღმოაჩინეთ თუ არა განსხვავება დებატებსა და დიალოგისორმას შორის?

2. მწვრთნელი სთხოვს მსმენელებს, შეაჯამონ პოზიცია ,,ა“ და პოზიცია ,,ბ“. საინტერესოა აღნიშნულ ,,პოზიციებში“ რა საერთო საფუძველი აღმოაჩინეს შეთანხმებისათვის. ეს საფუძველი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: კოლუმბმა გამოიჩინა დიდი სიმამაცე ექსპედიციის ჩატარებისას. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გენოციდი სიმართლეს არ შეეფერება. ევროპული ცივილიზაციის, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შემოსვლას ამერიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე, როგორც ჩამოსულთათვის, ადგილობრივი ამერიკელების დიდ გამოცდილებას - ესწავლათ ბუნებისაგან ბევრი რამ და ჰარმონიულად ეცხოვრათ მასთან.

3. აუდიტორიაში, განსხვავებული პოზიციების შესახებ მსჯელობისას, გაამახვილეთ ყურადღება დიალოგის ფორმის უპირატესობაზე დებატებთან შედარებით. დიალოგი არის საკუთარი აზრის გამოხატვის საუკეთესო საშუალება. დიალოგში მონაწილე მხარეები უსაფრთხოთ გრძნობენ თავს აზრების ურთიერთგაზიარებისას.

4. უკუკავშირის დროს, მსმენელებს ვახსენებთ სამოდელო გაკვეთილის პროცესში ჩატარებულ აქტივობებს. მწვრთნელი მსმენელებს ეკითხება, თუ რა აქტივობა ჩაატარეს მათ გამოწვევის, სიღრმისეული წვდომისა და გააზრების ეტაპზე.

გამოწვევის ეტაპზე მოხდა მსმენელთა პროვოცირებას. მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს დებატებისა და დიალოგის წარმართვის გზები.

სიღრმისეული წვდომის ეტაპზე მწვრთნელმა წაიკითხა ლექცია დიალოგის წარმოშობის შესახებ; მსმენელები გაეცნენ დიალოგისა და დებატების წარმართვის ხერხებს და პრაქტიკაში გამოსცადეს თეორიული ცოდნა. თვითონ წარმართეს დიალოგი და დებატები ქრისტოფორე კოლუმბის მოღვაწეობაზე.

გააზრების ეტაპზე მწვრთნელმა წარმართა დისკუსია. მსმენელებმა შეპირისპირებულად დაახასიათეს დიალოგი და დებატები.

შემდეგ მწვრთნელი ქმნის საერთო ინტერესების მქონე და ერთისა და იმავე საგნის მასწავლებლებისაგან ჯგუფებს. ისინი, ტრენინგზე შესწავლილი მეთოდების გამოყენებით, თვითონ გეგმავე სამოდელო გაკვეთილებს და შემდეგ წარადგენენ აუდიტორიის წინაშე. მწვრთნელი დაწვრილებით განიხილავს თითოეული ჯგუფის ნამუშევარს და აძლევს რჩევებს.

ტრენინგის ეფექტური დასასრული ტრენინგის ბოლო პოზიციური, მიზანმიმართული დასკვნების გამოტანა მწვრთნელსა და მსმენელებს საშუალებას აძლევს დარწმუნდნენ, რომ:

სწავლებამ წარმატებით ჩაიარა;

ტრენინგზე მიღებული ცოდნა თითოეული მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესში დაინერგება.

მაგალითად, დასკვნით ეტაპზე შესაძლებელია ,,ამაღლებული“ დამშვიდობება - ,,სასიამონვო ამბების ესტაფეტა.“ მსმენელები წრეში დგებიან, ერთმანეთს გადასცემენ ბურთს და უსურვებენ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიალოგის გამოყენებით პრობლემის გადაჭრას და სხვ. ბურთი ყველა მსმენელის ხელში უნდა მოხვდეს. შესაძლებელია ტრენინგის ბოლოს ჩატარებული საქმიანობის შესაჯამებლად გამოვიყენოთ ,,აზრობრივი რუკა“. ასევე, შეიძლება თითოეულმა მონაწილემ ტრენინგზე შესწავლილ მეთოდებზე იმსჯელოს ან გამოჰყოს სამი პრობლემა, რაზეც მას მომავალში სურს მუშაობა.

5 IV თავი - ინტერაქტიული სწავლება-სწავლის მეთოდი

▲ზევით დაბრუნება


ამ თავში აღვწერთ მასალებში გამოყენებული ინტერაქტიური სწავლება - სწავლის მეთოდებს.

,,მოზაიკა წარმოადგენს ერთობლივი სწავლება-სწავლის მეთოდს, რომლის დახმარებით, ურთიერთსწავლების საშუალებით, ხდება ,,დანაწევრებული“ ინფორმაციის გამთლიანება. თავდაპირველად მწვრთნელი შესასწავლ ტექსტს (მასალას) ჰყოფს ნაწილებად. შემდეგ ქმნის ჯგუფებს. ჯგუფში იმდენი წევრი უნდა იყოს, რამდენ ნაწილადაცაა ტექსტი დაყოფილი. მაგალითად, ჩვენს მიერ განხილული დევიდ ქლუსთერის სტატია - ,,რა არის კრიტიკული აზროვნება“, ოთხი ნაწილისაგან შედგება. ამდენად, თითოეულ ჯგუფში ოთხი წევრი უნდა გაერთიანდეს. პირველად შექმნილ ჯგუფებს ძირითადი ჯგუფები ეწოდებათ. ძირითად ჯგუფებში მონაწილეებს ეძლევათ 1-დან - 4-მდე ნომრები და ურიგდებათ შესაბამისი ნაწილები. შემდეგ ყოველი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნომერი ცალკე ექსპერტთა ჯგუფებად ერთიანდება. თითოეულ მონაწილეს, გაკვეთილის პროცესში, ეძლევა საშუალება სხვადასხვა ადამიანთან იმუშაოს.

ექსპერტთა ჯგუფების მოვალეობაა, ამომწურავად შეისწავლონ სტატიის ერთი მონაკვეთი. მათ უნდა წაიკითხონ თავიანთი მონაკვეთები და განიხილონ ისინი სრულ გაგებამდე. ასევე, ჯგუფმა უნდა მოიფიქროს ამ მასალის თავისი ძირითადი ჯგუფისათვის გადაცემის საუკეთესო მეთოდი. ამ საქმიანობას საკმაოდ დრო სჭორდება.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრები თავიანთ ძირითად ჯგუფებს უბრუნდებიან და მათ ასწავლიან თავ-თავიანთ მონაკვეთებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი ჯგუფის ყოველი წევრი სწავლობს სტატიის ყველა მონაკვეთის შინაარსს. ძირითადი ჯგუფის წევრებმა უნდა ჩაინიშნონ სტატიის ირგვლივ წარმოობილი ნებისმიერი კითხვა. ამ კითხვებით უნდა მიმართონ შესაბამისი მონაკვეთზე პასუხისმგებელ ექსპერტს. თუ კითხვაზე პასუხი ვერ იქნა გაცემული, მაშინ პასუხის გაცემას, სტატიის ამ მონაკვეთზე პასუხისმგებელი ექსპერტთა ჯგუფი ეცდება. ეს პროცესი მწვრთნელმა (მასწავლებელმა) უნდა წარმართოს. მან თვალყური უნდა ადევნოს ინფორმაციის დასწავლასა და კარგად გადაცემის პროცესს, თუ ექსპერტთა ჯგუფმა ვერ გასცა პასუხი, უპასუხოს წამოჭრილ შეკითხვებს.

აქტიური ლექცია

ტრადიციული ლექცია, ხშირ შემთხვევაში, სემინარის მთავარი ნაწილია. იგი სწავლების არაეფექტურ საშუალებად მიიჩნევა, რადგან მსმენელები ლექციის მოსმენისას ინფორმაციის ნაკლებ მოცულობას იმახსოვრებენ. 15-20 წუთის შემდეგ მსმენელის ყურადღება საგრძნობლად იკლებს. თუმცა, შესასწავლ თემაზე ლექცია, ზოგადი შთაბეჭდილების შექმნის ეფექტური საშუალებაა. ასევე, ლექცია სწავლების მნიშვნელოვანი საშუალებაა მაშინ, როდესაც შესასწავლ თემაზე ლიტერატურა, მასალები ნაკლებად ხელმისაწვდომია.

იმისათვის, რომ ლექცია გახდეს აქტიური, ეფექტური, ლექტორმა (მწვრთნელმა, მასწავლებელმა) ჯერ მსმენელებში ინტერესი უნდა აღძრას, მაქსიმალურად გაზარდოს გაგების დრო, ჩართოს მონაწილეები ლექციის პროცესში და გაამყაროს ის მასალა, რომლებიც გადაეცათ მონაწილეებს. ამის მისაღწევად რამოდენიმე გზა არსებობს. აქტიური ლექცია რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება:

I - მოსამზადებელი ეტაპი (პროვოცირება, ინტერესის გამოწვევა).

ტრენინგის დასაწყისში მწვრთნელი (მასწავლებელი) ამზადებს მსმენელებს შესასწავლი საკითხის ყურადღებისთ მოსასმენად.

საშუალებას აძლევს მსმენელებს, გაიხსენონ, რა იციან განსახილველი თემის შესახებ. მწვრთნელს რამოდენიმე მეთოდის შერჩევა შეუძლია ამ ამოცანის განსახორციელებლად:

- იგი სთხოვს მსმენელებს, დაწერონ რაიმე შესასწავლ თემაზე ხუთი წუთის განმავლობაში. მათ უნდა წარმოაჩინონ, რა იციან განსახილველ საკითხის გარშემო;

- მსმენელებს უსვამს მაპროვოცირებულ კითხვებს;

- მწვრთნელი აცნობს მსმენელებს მომავალ ლექციასთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს და სთხოვს მათ, ახსნან, მათი აზრით, როგორ უკავშირდება ეს ლექსიკური ერთეულები მომავალ ლექციას;

- მწვრთნელს (მასწავლებელს), მსმენელების დაინტერესების მიზნით შეუძლია გამოიყენოს თვალსაჩინოებები (ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, პლაკატები და სხვა).

II ეტაპი - საკუთრივ ლექცია

ლექტორი (მწვრთნელი, მასწავლებელი) კითხულობს ლექციას 10-15 წუთის განმავლობაში. დრო შეზღუდულია, რადგან მსმენელტა ყურადღებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ 15-20 წუთის შემდეგ ის საგრძნობლად იკლებს.

III ეტაპი - გააზრება.

ლექციის ჩატარების შემდეგ, მასწავლებელი სთხოვს მსმენელებს, შეადარონ თავიანთი ნააზრევი ლექციაზე წარმოდგენილ მოსაზრებებს. შესაძლებელია წარიმართოს დისკუსია ლექციის ძირიტადი საკითხის ირგვლივ ან მწვრთნელი სთხოვს მონაწილეებს, დაწერონ თავისუფალი თემა ლექციაზე დასმულ ერთ-ერთ საკითხზე.

თავისუფალი ხასიათის წერა არის წერითი მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლე შესასწავლი (პროვოცირების დროს), ან შესწავლილი (გააზრების ეტაპი) საკითხის ირგვლივ, გარკვეული დროის განმავლობაში (5-10 წთ.), წერს ყველაფერზე, რაც თავში მოუვა.

მართული კითხვის მეთოდი ,,შნსეკა

ტექსტის, სტატიის კითხვის დროს, წაკითხულის უკეთ აღსაქმელად, შესაძლებელია გამოვიყენოთ შეწყობილ ნიშანთა სისტემა ეფექტური კითხვისა და აზროვნებისათვის (შნსეკა). ამ მეთოდის გამოყენებისას მკითხველი ტექსტის კიდეებზე გარკვეულ აღნიშვნება აკეთებს.

,,√“ - ნიშნით აღინიშნება მკითხველისათვის უკვე ნაცნობი ინფორმაცია;

,,+“ - ნიშნით აღინიშნება მკითხველისათვის უკვე ნაცნობი ინფორმაცია;

,,-“ დაისმის, თუ მკითხველის მიერ ამოკითხული ინფორმაცია უპირისპირდება იმას, რაც უკვე იცის ან ჰგონია, რომ იცის;

,,?“ - ნიშნით აღინიშნება გაუგებარი ინფორმაცია ან დაისმის იმ შემთხვევაში, თუ მკითხველს მეტი ინფორმაციის გაგება სურს საკითხის ირგვლივ.

ამგვარად, ტექსტზე მუშაობისას, ,,შნსეკა“ - ს გამოყენების დროს, ოთხნაირი ნიშანი უნდა დაისვას კიდეებზე. არ არის აუცილებელი ყოველი სტრიქონისა და აზრის აღნიშვნა, მაგრამ ამ აღნიშვნებმა უნდა გამოავლინოს მკითხველის დამოკიდებულება ინფორმაციისადმი.

შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში, შევამციროთ აღნიშვნების რაოდენობა, გამოვიყენოთ მხოლოდ ორი ან სამი.

6 V თავი - ტრენინგზე გამოყენებული მასალები

▲ზევით დაბრუნება


დანართი I

,,რა არის აზროვნება?“
ავტორი: დევიდ ქლუსთერი

I

განვიხოლოთ ზოგიერთი მოქმედების ზოგიერთი სახეობა, რომელსაც ვერ ვუწოდებთ კრიტიკულ აზროვნებას, შევთანხმდეთ იმის თაობაზე, რომ უბრალო დამახსოვრება არაა კრიტიკული ზროვნება. დახსომება - უმთავრესი ფსიქიკური ოპერაციაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სასწავლო პროცესი, მაგრამ კრიტიკული აზროვნებისაგან ის კარდინალურად განსხვავდება. კომპიუტერის მეხსიერება ყველა ჩვენგანის მეხსიერებაზე უკეთესია, მაგრამ მისი მახსოვრობის უნარი ჯერ კიდევ არაა აზროვნება. მართალია, ბევრი სკოლის მასწავლებელი ისევ ძველებურად, ყოველგვარ აზროვნებაზე მეტად აფასებს მეხსიერებას, ამიტომაც ამოწმებს საკონტროლოებსა და გამოცდებზე მეხსიერების შესაძლებლობებს. მაგრამ ჩვენ, კრიტიკული აზროვნების მომხრენი, ორიენტირებულნი ვართ გონებრივი შესაძლებლობების უფრო რთულ სახეობაზე.

,,არაკრიტიკული“ აზროვნების სხვა სახე დაკავშირებულია რთული იდეების გაგებასთან და არც ამის გარეშე იქნება სასწავლო პროცესი. ბიოლოგიის, მათემატიკის, ისტორიის, ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს უწევთ გონების გარჯა, რათა გაიგონ მასწავლებლის ახსნილი ან სახელმძღვანელოს ტექსტი. გაგება რთული სააზროვნო ოპერაციაა, განსაკუთრებით, თუ მასალაც ძნელია. მაგალითად, მოსწავლე ცდილობს გაიგოს შექსპირის სონეტი ან თავს იმტვრევს ექსტრემუმის წერტილის თეორემაზე. მის თავში მართლაც მიმდინარეობს რთული ინტელექტუალური პროცესი, მაგრამ კრიტიკულად მოაზროვნე ის ჯერ კიდევ არ არის.

ზოგი მასწავლებელი არ დამეთანხმება. ის თვლის, რომ ჭეშმარიტი გაგება ყოველთვის გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, რადგან მოსწავლე ხომ უცხო იდეებს მისთვის მისაწვდომ ენაზე და სააზროვნო დონეზე თარგმნის. მაგრამ, როდესაც ჩვენ უცხო იდეის გაგებას ვცდილობთ, საკუთრივ ჩვენი აზროვნება პირველ ეტაპზე პასიურია. ჩვენ მხოლოდ აღვიქვამთ მას, რაც ჩვენამდე შექმნა ვიღაც სხვამ. კრიტიკულ აზროვნებასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ახალი, უკვე აღქმული იდეები მოწმობდა, ფასდება, ვითარდება და გამოიყენება. ფაქტების დამახსოვრება და იდეების აღქმა აუცილებელია წინაპართა კრიტიკული აზროვნებისათვის, მაგრამ ეს, მიუხედავად საკუთარი თვითღირებულებისა, კრიტიკულ აზროვნებას არ წარმოადგენს.

აზროვნების მესამე სახე, რომელსაც ასევე ვერ ვუწოდებთ ,,კრიტიკულს“, არის შემოქმედებითი ან ინტუიტიური აზროვნება. მორბენალი - ათლეტი, მხატვარი, მუსიკოსი ასევე ურთულეს სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ თვითონ ამას ვერ ამჩნევენ, თუკი ახალბედასტან არა გვაქვს საქმე. ასეთი აზროვნების პროცესები გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. მოდით, ავიღოთ პროფესიონალი სპორტსმენი, მაგალითად, იარომირა იაგრა, ჩეხური ჰოკეის ვარსკვლავი (პრაღის 1968 წლის მოვლენების სამახსოვროდ მუდამ გამოდიოდა 68 ნომრით). დავუშვათ, რომ მან ჰოკიჯოხის მოქნევამდე დაახლოებით ასე იფიქრა: ,,სწორად შევარჩიე მომენტი? ხომ არ არის სხვა რომელიმე ალტერნატიული ვარიანტი? როგორ მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სხვა დიდი მოთამაშეები? გაიტანდა ასეთ ვითარებაში უეინ გრეცკი, თუ დაელოდებოდა უკეთეს მომენტს? ეგება მას სულაც სხვისთვის ჩაეწოდებინა?“ ცხადია, რომ ასეთი ,,გონიერი“ მიდგომით იაგრა ვერც ერთ გოლს ვერ გაიტანდა და თუ მისი მაისურის ნომერი 68 უდავოდ წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების მაგალითს, ამას სულაც ვერ ვიტყოდით თამაშის დროს მის მიერ წარმოებულ ,,გონიერ“ განსჯაზე. მხატვარი და მუსიკოსიც თავიანთი სამუშაოს შესრულებისას ურთულეს აზრობრივ ოპერაციებს ასრულებენ, მაგრამ ამას ისინი გაუცნობიერებლად სჩადიან. მათი ინტუიტიური აზროვნება თუმცა ძალზე ღირებულია, მაინც არ ჩაითვლება კრიტიკულად.

მაშ, როგორ ჩამოვაყალიბოთ, რა არის კრიტიკული აზროვნება? ჩემს მიერ შემოთავაზებული განსაზღვრება შეიცავს ხუთ პუნქტს.

II

უპირველესად, კრიტიკული აზროვნება - ესაა დამოუკიდებელი აზროვნება. როდესაც მეცადინეობა აგებულია კრიტიკული აზროვნების პრინციპებზე, ყოველი მოსწავლე ახდენს საკუთრივ თავისი იდეების, შეფასებების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენს მაგივრად, ჩვენ კი ამას ვაკეთებთ მხოლოდ ჩვენთვის. ამის შესაბამისად, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი თავისუფლება, რათა იფიქრონ და დამოუკიდებლად გადაჭრან ურთულესი საკითხები. მოვიყვანთ მაგალითს. რამდენიმე ხნის წინ სლოვაკეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციების კურსს ვკითხულობთ ამერიკულ ლიტერატურაში. როგორც გაირკვა, ჩემს სტუდენტებს უამრავი ცნობები გააჩნდათ, უამრავი რამ ჰქონდათ დამახსოვრებული ბევრი ამერიკელი მწერლის, კერძოდ, უოლტ უიტმენის შესახებ. მათ იცოდნენ, როდის დაიბადა და გარდაიცვალა უიტმენი. იცოდნენ მისი ყველა ძირითადი ნაწარმოების სახელწოდება. მათ შეეძლოთ განესაზღვრად უიტმენის ადგილი ლიტერატურის ისტორიაში: ვინ მოახდინა მასზე გავლენა და, თავის მხრივ, თვითონ ვისზე იქონია გავლენა. მათთვის ცნობილი იყო უიტმენის პოეტური შემოქმედების ყველა ლაიტმოტივი. უიტმენის ცნობილი ლექსის - ,,სიმღერა ჩემს შესახებ“, დასაწყისი მათ ზეპირადაც კი იცოდნენ. მხოლოდ ერთი უბედურება იყო: ჩემს სტუდენტებს არ ჰქონდათ წაკითხული უიტმენის ლექსები. მთელი ეს ცოდნა მათ წინა ლექტორის ლექციებიდან მიეღოთ, რომელმაც წაუკითხა უიტმენმა და აუხსნა სტუდენტებს, რა და როგორ ეფიქრათ და როდესაც მე სახელმღვანელოების ნაცვლად, ჩემს სტუდენტებს შევთავაზე უიტმენის ლექსები, მათ ახალი უნარების შეძენა დასჭირდათ - პოეტური ტექსტების დამოუკიდებლად კითხვისას და მასზე საკუთარი წარმოდგენის ფორმულირებისა.

არაა აუცილებელი კრიტიკული აზროვნება იყოს სრულიად ორიგინალური. ჩვენ უფლება გვაქვს სხვა ადამიანის შეხედულება ისევე მივიღოთ, როგორც საკუთარი. სხვათა შეხედულების გაზიარება ჩვენთვის ერთგვარად სასიამოვნოც კი არის. ეს თითქოს ადასტურებს კიდევაც ჩვენს სიმართლეს. კრიტიკულად მოაზროვნე არცთუ იშვიათად იზიარებს მავანთა შეხედულებებს. როდესაც ჩემმა სლოვაკელმა სტუდენტებმა უიტმენი მაინც წაიკითხეს, გაიაზრეს მისი შემოქმედება და ამის შემდეგ დაუბრუნდნენ მის განხილვას, აღმოჩნდა, რომ ჯოგზერ მათი აზრები ემთხვეოდა მათთვის ცნობილი კრიტიკოსების აზრებს და ზოგჯერ მათი ყოფილი მასწავლებლის აზრებსაც კი, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ამ დროს ყველა თავისით ფიქრობდა და წყვეტდა. ამრიგად, კრიტიკული აზროვნების პირველი და უმთავრესი მახასიათებელია დამოუკიდებლობა.

ინფორმაცია კრიტიკული აზროვნების საწყისია და არა საბოლოო წერტილი. ცოდნა ქმნის მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად. როგორც იტყვიან, ,,ცარიელი თავით ძნელია იფიქრო“... ფაქტების, იდეების, ტექსტების, თეორიების, მოცემულობების, კონცეფციების და ამ უამრავი ,,ნედლეულის“, ,,მასალის“ მთები უნდა გადამუშავდეს, რომ ერთი მნიშვნელოვანი აზრი გაჩნდეს. სრულებითაც არ მსურს კრიტიკული აზროვნება გავუთანაბრო ეფექტების ტრადიციულ შესწავლას, ცხადია, ფაქტიური ცოდნა მთელ კრიტიკულ აზროვნებას ვერ ამოწურავს. მაგრამ არც მხოლოდ კრიტიკული აზროვნების შესწავლაა მასწავლებლის ერთადერთი საქმე. ჩვენ ვასწავლით ჩვენს აღსაზრდელებს შესასწავლი საკითხის სხვადასხვაგვარად გაგებას და იმას, თუ როგორ დაიმახსოვრონ სულ უფრო განსხვავებული ცნობებიც. კრიტიკული აზროვნების სწავლება მასწავლებლის მრავალმხრივი საქმიანობის მხოლოდ ნაწილია.

კრიტიკულად აზროვნება საჭიროა ნებისმიერ ასაკში. ამა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ პირველკლასელებსაც კი საამისოდ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა გააჩნიათ. ცხადია, აზროვნების განვითარების პროცესი სულ უფრო და უფრო დაიხვეწა, მაგრამ თუნდაც მათ, ვისაც ბავშვები ჰყავთ, მშვენივრად იციან, რომ ჩვილობის დროსაც კი ბავშვებს შეუძლიათ კრიტიკულად და სრულიად დამოუკიდებლად იფიქრონ. მოსწავლეები და მასწავლებლები, მწერლები და მეცნიერები თავიანთი შემოქმედებითი მოღვაწეობისას ყოველ ახალ ფაქტს კრიტიკულ განხილვას უქვემდებარებენ. სწორედ კრიტიკული აზროვნების წყალობითაა, რომ შემეცნების ტრადიციული პროცესი იძენს ინდივიდუალურობას და ხდება გააზრებული, უწყვეტი და ნაყოფიერი.

III

კრიტიკული აზროვნება იწყება ამ საკითხთა დასმიდან და იმ პრობლემათა განხილვიდან, რომლებიც მოითხოვენ გადაჭრას. ადამიანები, თავიანთი ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან. შევამჩნევთ რაიმე ახალს და იმწამსვე გვინდა გავიგოთ, თუ რა არის ეს. დავინახავთ რაიმე ღირშესანიშნავს და უკვე გვინდა მივეახლოთ, შიგნით შევიდეთ. ქიმიკოსი და ფილოსოფოსი მიქაელ პოლანი შენიშნავს: ,,მთელ ცოცხალ სამყაროში, დაწყებული ისეთი უბრალო ფორმებიდან, როგორიცაა ჭია და შესაძლოა ამებაც კი, შეიმჩნევა მუდმივი გაფაციცება, ფუთფუთი, წმინდა საკვლევი აქტიურობა, რომელიც არ უკავშირდება მოთხოვნილებათა პირდაპირ დაკმაყოფილებას. ჩვენ ვხედავთ ყველა ცოცხალი ორგანიზმის სწრაფვას გარემოზე ინტელექტუალური კონტროლის დამყარებისაკენ“. ამრიგად, ცნობისმოყვარეობა ყოველგვარი ცოცხალი ორგანიზმის განიყოფელი თვისებაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, შევეჩვიეთ ამ თვისებებზე დაკვირვებას, უმთავრესად მცირეწლოვანებზე, ვინმე უფროსკლასელებზე და სტუდენტებზე. თუმცა სასკოლო განათლების ზემოქმედება ბავშვების გონებაზე სწორედ ასეთია (იგი ახდენს დაკვირვებას ბავშვთა ცნობისმოყვარეობაზე), მაგრამ ნამდვილი შემეცნებითი პროცესი ყველა მის ეტაპზე ხასიათდება იმით, რომ შემმეცნებელი მიისწრაფვის პრობლემის გადაჭრისაკენ, მისივე ინტერესებიდან და მოთხოვნილებებიდან წამოსულ კითხვებზე პასუხების ძიებისაკენ. ,,შესაბამისად, - შენიშნავს ჯონ ბინი, - კრიტიკული აზროვნების შესწავლის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, გარსმომდგარ პრობლემათა დაუსრულებელი მრავალფეროვნებების დანახვასა და გარკვევაში“.

ბრაზილიელი პედაგოგი პაულო ფეირი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ტრადიციული ,,დამგროვებელი“ განათლება უნდა შეიცვალოს ,,პრობლემების დასმის“ განათლებით, ამასთან, განათლების პირველ მოდელში მოსწავლეთა თავები ერთგვარ ,,საანგარიშოებს“ ჰგვანან, რომელზედაც მასწავლებლები ,,ცოდნებს“ აღნისხავენ, მეორე კი - მოსწავლეები შეისწავლიან რეალური ცხოვრებიდან აღებულ პრობლემებს. პაულო თვლის, რომ სწავლების პროცესი უფრო წარმატებით წარიმართება, თუ მოსწავლე მისია, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შეძლებს ეკონომიკური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემათა ფორმულირებას. შემდეგ კი ეცდება, გადაჭრას ისინი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რომელსაც კი სკოლა შესთავაზებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფეირი პიროვნების დართგუნვას. ის დარწმუნებულია, რომ სწორად ორგანიზებულ განათლებას შეუძლია მოსწავლეთა განთავისუფლება დართგუნვისაგან, ამიტომაც მის საგანმანათლებლო კონცეფციას ეწოდება ,,გამანთავისუფლებელი ეკონომიკა“.

ამერიკელი პედაგოგი და ფილოსოფოსი ჯონ დიუი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება მაშინ წარმოიშვება, როდესაც მოსწავლეები იწყებენ კონკრეტული პრობლემის შესწავლას. ,,მთავარი კითხვა, რომელიც სწავლების საწყის მომენტში სიტუაციის თუ მოვლენის შესახებ უნდა დაისვას, არის ის, თუ რაგვან პრობლემას აჩენს ეს სიტუაცია თუ მოვლენა“.

დიუის აზრით, პრობლემებზე ფოკუსირება სტიმულს აძლევს მოსწავლის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას და აღაგზნებს მის კრიტიკულ აზროვნებას. ,,ბავშვი ნამდვილად ფიქრობს მხოლოდ კონკრეტულ პრობლემასთან ჭიდილში, რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზების ძიების დროს“.

ეს ნიშნავს, რომ მეცადინეობის მომზადებისას, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა წინაშე მდგარი პრობლემების წრე, შემდეგ კი, როდესაც მოსწავლეები ამისათვის მზად იქნებიან, დაეხმაროს მათ ამ პრობლემების დამოუკიდებლად ფორმულირებაში. მონაცემთა შეგროვების, ტექსტის ანალიზის, ალტერნატიული შეხედულებების ურთიერთდაპირისპირების და კოლექტიური განხილვის შესაძლებლობათა გამოყენების გზით, მოსწავლეები ეძებენ და პოულობენ პასუხებს მათთვის ამაღელვებელ კითხვებზე.

IV

კრიტიკული აზროვნება ისწრაფვის დამაჯერებელი არგუმენტაციისაკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემების მისეულ გადაწყვეტილებას და ამაგრებს ამ პოზიციას გონიერი, ძირეული დასაბუთებით, ის, ასევე, აცნობიერებს, რომ არსებობს იმავე პრობლემის გადაჭრის სხვა გზებიც და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მის მიერ არჩეული გადაწყვეტილება სხვებზე უფრო ლოგიკური და რაციონალურია.

ყოველგვარი არგუმენტაცია შეიცავს სამ ძირითად ელემენტს. არგუმენტაციის ცენტრი და მისი მთავარი შინაარსია მტკიცება (რომელსაც სხვანაირად თეზისი, ძირითადი იდეა ან მდგომარეობა ეწოდება). მტკიცება გამყარებულია მთელი რიგი საბუთებით. თავის მხრივ, ყოველი საბუთი ეფუძნება მტკიცებულებას. მტკიცებულებებად შეიძლება გამოყენებულ იქნას სტატისტიკური მონაცემები, ამონარიდები ტექსტიდან, პირადი გამოცდილება და საერთოდ, ყველაფერი, რაც მოცემული არგუმენტაციის სასარგებლოდ ლაპარაკობს და განხილვის სხვა მონაწილეთა მიერ შესაძლოა იქნეს გაზიარებული. არგუმენტაციის ყველა ზემოთ დასახელებულ ელემენტს - მტკიცებას, საბუთს და მტკიცებულებას, ეყრდნობა მეოთხე ელემენტი - საფუძვლები. საფუძვლები ერთგვარი შეტყობინებაა, ათვლის წერტილია, რომელიც საერთოა ორატორიისათვის თუ მწერლისათვის და მისი აუდიტორიისათვის და რომელიც გვაძლევს ყველა არგუმენტაციის საფუძველს. მაგალითად, ავტორი ამბობს, რომ ქუჩის მხატვრებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ნამუშევრების შესრულება პირდაპირ საზოგადოებრივ შენობებზე (მტკიცება), რადგან ეს ნახატები გამოხატავს მათ პირად მრწამსს (საბუთი) და თავისთავად მხატვრული ღირებულებაც გააჩნიათ (კიდევ ერთი საბუთი). შემდეგ ავტორს მოაქვს მტკიცებულება, მაგალითად, სიტყვის თავისუფლების შესახებ არსებული ამონარიდი ქვეყნის კონსტიტუციიდან, ან პოლიტიკური ფილოსოფოსის ციტატა, რომელიც თითოეული ადამიანის თვითგამოხატვის თავისუფლება ეძღვნება. გარდა ამისა, ავტორს შეუძლია ,,კედლის წარწერების“ ისეთი ნიმუშებიც გაიხსენოს, რომელთაც მხატვრული ღირებულებაც გააჩნიათ. წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველის სიტყვის თავისუფლების იდეა - ადამიანის ერთ-ერთი განსაკუთრებული უფლება.

არგუმენტაცია მოიგებს, თუ გაითვალისწინებს შესაძლო კონტრარგუმენტების არსებობას; განსხვავებულ შეხედულებათა აღიარება კიდევ უფრო აძლიერებს არგუმენტაციას. ქუჩის მხატვრების ჩვენი დამცველი, მაგალითად, კიდევ უფრო განიმტკიცებს პოზიციას, თუ აღიარებს, რომ სახლის მფლობელებსაც აქვს უფლება, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და ვეძებოთ კომპრომისი მხატვრის უფლებასა და იმ სახლის მფლობელის უფლებას შორის, რომლის ნაგებობის კედელსაც უპირებენ ,,მასალად“ გადაქცევას. ძლიერი არგუმენტებით აღჭურვილ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ ავტორიტეტებსაც კი, როგორიცაა ბეჭვდითი სიტყვა, ტრადიციის ძალა, უმრავლესობის აზრი, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელია მანიპულირება. რთული გადასაწყვეტია უამრავი ღირებულების და ქცევის საკითხი, კრიტიკული აზროვნება კი მათ შესახებ სწორედ გონიერ, აწონდაწონილ მიდგომებს ითხოვს. რობერტ ენისი კრიტიკულ აზროვნებას ასე განმარტავს: ესაა ,,გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რისა გვჯეროდეს“.

კრიტიკული აზროვნება ესაა სოციალური აზროვნება. როდესაც რაიმე აზრი საზიარო ხდება, იგი საგულდაგულოდ მოწმდება და გამოიწვლილვება. როგორც ფილოსოფოსი ჰანნა არენდი წერს: ,,სრულყოფილება შეიძლება მიღწეულ იქნეს სწორედ ვინმეს თანხლებით, ვინმესთან ერთად“. როდესაც ვკამათობთ, ვკითხულობთ, განვიხილავთ, უარვყოფთ, ვეწინააღმდეგებით და ვცვლით აზრებს სხვა ადამიანებთან ერთად, ჩვენ ვაზუსტებთ და ვუღრმავდებით ჩვენსავე პოზიციას. ამდენად, პედაგოგები, რომლებიც კრიტიკული აზროვნების მიმართულებით წარმართავენ თავიანთ საქმიანობას, ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთ მეცადინეობებზე გამოიყენონ წყვილური და ჯგუფური მუშაობის ფორმები, დებატებისა და დისკუსიის ჩათვლით; ასევე, მონაწილეთა სხვადასხვა სახით წერილობითი პუბლიკაციები. კრიტიკული აზროვნების ჩემეული განსაზღვრების პირველ პუნქტში ვამბობდით, რომ ესაა დამოუკიდებელი აზროვნება. ახლა კი, ამ უკანასკნელ პუნქტში, გამოვკვეთე კრიტიკული აზროვნების სოციალური პარამეტრები, მაგრამ აქ თავს არ იჩენს წინააღმდეგობა. საბოლოოდ ხომ კრიტიკული აზროვნება სწორედ საზოგადოებაში გამოიყენება და გაცილებით უფრო დიდ ამოცანებს წყვეტს, ვინემ ეს საკუთარი პიროვნების ,,აშენებაა

ამიტომაც კრიტიკული აზროვნების მიმართულებით მომუშავე პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ აზრთა ნაყოფიერი გაცვლისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას: მოთმინების, სხვების მოსმენის, საკუთარი შეხედულებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარებს. ამ სახით მოსწავლეები სასწავლო პროცესს მნიშვნელოვნად უახლოებენ რეალურ ცხოვრებას, რაც საკლასო ოთახში მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, ყველა პედაგოგიური შემოქმედება მიმართულია იდეალური საზოგადოების აშენებისაკენ.

დანართი II

აქტიური ლექცია - ,,თავისფლება

სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერებისაკენ სწრაფვა - ის ბუნებრივი უფლებებია, რომელიც დაბადებიდან ენიჭება ადამიანს. ადამიანები სწორედ ამ და სხვა უფლებათა დაცვის მიზნით ქმნიან ხელისუფლებას და თუ ეს უკანასკნელი ვერ ან არ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, ხალხს შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს არსებული მმართველობა და აირჩიოს ახალი ხელისუფლება.

იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა, უნდა ჩავწვდეთ ამ უფლებათა არსს. განვიხილოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბადებითი უფლება - თავისუფლება.

გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის აზრით, თავისუფლება ,,პირველი სიკეთეა კაცისა“. თავისუფლება ქადაგებს - ,,სხვას არ გაუკეთოს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ“, რომ ,,შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“.

განასხვავებენ თავისუფლების ორ მნიშვნელობას - უარყოფითს (ნეგატიურს) და დადებითს (პოზიტიურს). თავისუფლება უარყოფითი აზრით, შეზღუდვებისაგან დამოუკიდებლობას და პროცესის ნორმალურ, მისთვის ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს. დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესა მოქმედებს საკუთარი ნებით - ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით.

თავისუფლება ადამიანის ხვედრია, რადგან მხოლოდ ადამიანს გააჩნია სპეციფიკური უნარი - ნება. ნება არის გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომლის საფუძველზე კეთდება არჩევანი და სრულდება შესაბამისი ქცევა.

თავისუფალი ქცევა უსათუოდ ნებელობითაა, მაგრამ არა პირიქით - ყოველი ნებელობითი ქცევა არ არის თავისუფალი. ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს არა საკუთარი, არამედ სხვისი ნების კარნახით ე.ი. იძულებით.

ადამიანი ცხოვრობს გარემოში, რომელიც მოიცავს ბუნებრივი და საზოგადოებრივი ფაქტორების ერთობლიობას. ბუნება თავისი მოვლენებით, სახელმწიფო თავისი კანონებით, საზოგადოება თავისი ტრადიციებით, ღირებულებებით და ზნეობრივი ნორმებით ახდენს მასზე ზემოქმედება, ზეწოლას. გარემო ადამიანს უპირისპირდება როგორც გარეგანი, უცხო ძალა, რომელიც აიზულებს მას, იმოქმედოს შესაბამისად. მაგრამ ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს ამ ზეწოლას და განახორციელოს მისი საპირისპირო ქმედება. ნება სწორედ ის უნარია, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გააკეთოს არა ის, რასაც გარემო მისგან მოითხოვს, არამედ ის, რაც მას უნდა, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და მიზანშეწონილად. ეს ნიშნავს, რომ ნება დამოუკიდებელია გარემო პირობისაგან.

თავისუფალია მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც სრულდება ნებაყოფილობით და არა იძულებით. საკუთარი და არა სხვისი ნების რეალიზაცია არის თავისუფალი ქცევის აუცილებელი პირობა.

ადამიანი არ უნდა გახდეს ,,მინდა“-ს მონა, ანუ თავისუფალი არ უნდა იქცევს თვითნებობად. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს, მაგრამ მას ის ნებავს, რაც აუცილებელი და სავალდებულოა. სწორედ ამ აუცილებლისა და სავალდებულოს ამოცნობა და განხორციელება უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა.

ამრიგად, თავისუფლება ისეთ მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. თუმცა ადამიანს თითქმის არასოდეს ეძლევა სრული თავისუფლება, ანუ ყოველივე იმის გაკეთების უფლება, რაც თავში მოუვა. არსებობს აკრძალვები სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონებში, მაგრამ მთავარი ცენზორი, პასუხისმგებლობის თავისუფლების აუცილებელი პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასიხისმგებელია თავის ქმედებისთვის: პოლიტიკოსი - თავისი პოლიტიკური საქმიანობისათვის (პოლიტიკური პასუხისმგებლობა), სისხლის სამართლის დამნაშავე დანაშაულის ჩადენისა და თანამონაწილეობისათვის - (იურიდიული პასუხისმგებლობა). ზნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული კი საკუთარი სინდისი და საზოგადოებრივი აზრია.

პიროვნების უფლებები და თავისუფლებები ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს, ანუ ისინი იმიტომ გააჩნია, რომ ადამიანი. რაც შეეხება მოვალეობებს, პიროვნებას ისინი აკისრია სახელმწიფოს წინაშე და მათი შეუსრულებლობისათვის სახელმწიფოს შეუძლია იგი დასაჯოს, მაგრამ ეს მოვალეობები არ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან; ყფლებებისა და მოვალეობების ერთ კონტექსტში განხილვა ქმნის იმ აზრს, რომ უფლებები დამოკიდებულია მოვალეობებზე, სინამდვილეში კი - მე უფლებები და თავისუფლებები მაქვს იმიტომ, რომ ადამიანი ვარ, ხოლო მოვალეობები მაქვს იმიტომ, რომ მოქალაქე ვარ.

დანართი III

ნიკო ლორთქიფანიძე
,,მონა

ჯვარედინ გზაზე ისმის:

- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყად თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს - ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ყნოსვით!

- მე მონა ვარ!..

- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისუფლდები...

- მე სუსტი ვარ...

- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...

- არა მაქვს იმედი...

- არაფერია, ბრძოლაში იმედიც დაიბადება.

- მეშინია უარესის...

- მონობაზე უარესი რარა იქნება?

- სიკვდილი... შიმშილი...

- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

დანართი IV

ვაჟა-ფშაველა
,,რას ჰქვიან თავისუფლება?“

როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მოვესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვინანობთ: ,,ახ რა ცუდი საქმე მოუვიდაო!'' რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურად გრძნობს თავს: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერ დაწვება ისე, როგორც თვითონ უნდა, ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურიათ; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო? ნადირი ან ფრინველი ცოტად მოზრდილი, თავისუფლებას ნაჩვევი, ნაგემი, რომ დაატყვევოთ, თუ ვერ მოახერხა გაპარვა ტყეში, მინდვრად, დარდისგან კვდება. მაგალითები აუარებელი ხდება. რაც უნდა კარგად მოუაროთ, ასვათ, აჭამონ, საუკეთესო ბინა მიუჩინოთ, მაინც თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია. მზად მირთმეულ საზრდოს, თავის შრომით, წოწიალით, წვალებით მონაპოვარი ეუკეთესება. სიცივე და სიცხე არ აშინებს, იღონდ კი თავისუფალი იყოს, თავის ნებაზე ცხოვრება, მოძრაობა შაეძლოს. აი, რამდენად ტკბილია თავისუფლება.

ნადირს და ფრინველს თითქმის ადამიანზე მეტად უყვარს თავისუფლება. მტრედი მშვიდი, უწყინარია და რომ შეიპყრო, ისიც კი გაინისკარტებს - გამიშვიო, ნუ მატუსაღებო. დიაღ, ადამიანს, მით უმეტეს გაუნათლებელს, არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალ კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხელმწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწვდომი არაა. აბა კარგად დაუკვირდით, თუ ასე არ იყოს.

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს, როგორ თავისუფლად მოქმედებს, როცა შეძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი და ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსაზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის.

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად, უჩნდება გარეთ სხვა უფროსი - საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები არჩევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე, ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი - თავისუფალი ჰრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი სრულად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერ გრძნობს, რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? იმიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან, თვით ხის გახმობაც მოსდევს. ღიად, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომლის წევრებიც მონურად ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვართ თავისუფლება; ჰხდება თავის ტავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყველანაირის უსამართლობისა. ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენ ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება. მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდნენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყიულებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერება!

თავისუფლება, მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისთვის (უმრავლესობა) წართმეული ბედნიერებაა. თუ ერთ ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს, რა თქმა უნდა, ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში. ის როდი კმარა მარტო, რომ როცა უნდა გამოვიდეს და ისეირნოს ქუჩებზე, იმღეროს, ითამაშოს, შეირთოს ცოლად ის ქალი, ვისაც იგი მოსწონს და ვინც მას მოსწონს; მაგრამ, ამავე დროს, აკლია სახსარი ცხოვრებისა, არა აქვს მოსახნავი მიწა, მოსწონს იქვე ახლოს მდებარე ნაფუძარი და არ აძლევს ნებას მიწის პატრონი, რომელსაც ათასი ამისთანა ნაჭერი მიწა სხვას აქვს.

თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი თავის თავზე ზრუნავს. მხოლოდ ფიქრობს მას: ,,მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პასუხი მომთხოვოს. მარტო ჰქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოუსპოს საშუალება თავისი დაცვისა“. სხვისი უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არის.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ დღეს არც მჩაგვრელები არიან თავისუფალნი; იმათაც ძვირად უჯდებათ თავისუფლების შენარჩუნება. მგელი კი თავისუფალია ვითომ? არა. ისიც მუდამ შიშს ქვეშ იმყოფება, დღეს თუ ხვალ უნდა მომშხამდეს მგლობაო, ფიქრობს იგი. უნდა მომკლანო, ბოლო მგლისა მაინც ეს არი: უნდა მოკვდეს თოფით, საწამლავით ან ხაფანგში გაებას, სიკვდილი თან სდევს ყოველს ნაბიჯზე. მგელს ადამიანი მაინც სდევნის, თუნდ არაფერს აშავებდეს, რადგან მგელია, ნადირია, ტყავი აქვს გამოსადეგი, ხოლო მგლად ქცეულს ადამიანს ასე არ უნდა მოვეპყრათ! იმის გაწვრთნა, ჩვენ - ადამიანთა ხელთ არი, ჩვენ უნდა მოვუსპოთ მას საშუალება, დავუკეტოთ ბილიკები მგლური ინსტიქტებით, სურვილების სანავარდო და მორჩა მისი მგლობა.

თავისუფლების კანონთა თანახმად, შეიძლება მაშ, სხვას ცოლი, ცხენი წაართვა კაცმა, ცსთქვათ ივანემ პეტრეს, რადგან პირველს მოსწონს პეტრეს ცოლი და ცხენი? არა, თავისუფლება ამას არ გვიქადაგებს, რომ ყოველი ჩვენი სურვილი, გრძნობა დავაკმაყოფილოთ წინდაუხედავად. ჩვენის გრძნობების დაკმაყოფილება და ჩვენთა სურვილთა, მხოლოდ მაშინ არის შესაწყნარებელი, თუ ამით ჩვენ სხვას, ცალკე ადამიანს ან საზოგადოებას, არ წავართმევთ. რად უნდა წაართვას ივანემ პეტრეს ცოლი, როცა თვით პეტრე არა სწუნობს თავის ცოლს, არამედ მოსწონს და უყვარს იგი? ხომ ცოდოა, უნდა ტანჯვა-დარგში და ვარამში ჩავარდეს კაცი და მისი თავისუფლება შეილახოს. ვსთქვათ, პეტრე წუნობს ცოლს და არც ეწყინება, თუ იგი ივანეს წაჰყვება, მაგრამ შეიძლება თვით პეტრეს ცოლს არ მოსწონდეს ივანე. განა აქვს უფლება, ნება ივანეს, შეახოს მას ხელი? არა, ასჯერ არა. ამისთანა კანონებს არ ქადაგებს თავისუფლება. თუ ეს ასეა, მაშ რად ვართმევთ დიდის მამულისა, ტყის პატრონს თავიანთ საკუთრებას მამულდედულს? ხომ იმასაც უყვარს თავისი მამული? მამულის ჩამორთმევით ხომ ვართმევთ იმას ტავისუფლებას? ვხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში სიმართლის გრძნობით, თუ არა? იქნება უსამართლოდ ვიქცევით, როგორც ზოგიერთს ჰქონიათ? არა, არ ვიქცევით უსამართლოდ და აი, რატომ. დიდი მამულის პატრონი, ჯერ ერთი, რომ სხვებს, ასს, ათასს ართმევს თავისუფლებას, რადგან სხვის ნაშრომს იტაცებს, სხვას ლუკმას სტაცებს. ეს უწესობაა, უსამართლობაა და როგორც უწესოების ჩამდენს, მას უნდა მოესპოს საშუალება ამგვარი ყოფაქცევის. მეორე, მამულ-დედული ხომ იმის შრომით შექმნილი არ არი, იგი ღვთისაგან ბოძებულია. იგი ძალმომრეობას, როცა ბუნებას სტაცებს მომეტებულს, რაშიც სხვებსაც წილი უდევთ. ყველა ეს საჭირო ერისთვის როგორც ცალკე ადამიანისთვის, კანონები უნდა იყოს თვით ხალხით დადგენილი.

მაშასადამე, თავისუფლებამ უნდა მოგვცეს სიამოვნება. შეიძლება უსიამოვნებაც მიერგოს თავისუფალ ადამიანს, როგორც სასჯელი უხეირო საქციელისათვის, მაინც მისი თავისუფლება არ იქნება დარღვეული, რადგან ხალხისგან შექმნილი კანონი, რომლის დადგენაში თვით იმასაც მონაწილეობა აქვს მიღებული, სჯის მას. ხომ იცით ჩვენებური გლეხკაცი რას ამბობს: ,,სამართლისგან მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო“. ოღონდაც რომ ასეა. თავისუფლებამ უნდა მისცეს მუშას მთელი ნაყოფი შრომისა. უნდა მისცეს სწავლა, განათლება, თავის თავისა, თავის ერისა და კაცობრიობის გონივრული სიყვარული.

უნდა მიანიჭოს ნება, უფლება, იმ ხელობას დაადგეს, რომელიც მას მოსწონს და ეხერხება; იცხოვროს იქ, საცა მოისურვებს, სხვას უსიამოვნება არ მიაყენოს. უნდა უპასპორტოთ წავიდეს და მოვიდეს, საცა უნდა. ვერავინ უნდა შეახოს მას ხელი, ვიდრე კანონი არ გადასწყვეტს. უნდა ილაპარაკო, სწერო საზოგადო საქმეებზე ისე, როგორც შენ გინდა. დაშლა არავის შეუძლია, უნდა გამოსთქვას შენი აზრი, დაჰგმო დასაგმობი, აქო საქებარი.

დანართი V

მიზანი:

ტრადიციული გაკვეთილი

ინტერაქტიული გაკვეთილი

მიზანი

- გაკვეთილი ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნაზე

0x01 graphic

- მასწავლებელი მოსწავლეზე მეტს საუბრობს

- სწავლების ობიექტია ზოგადად მთელი კლასი (იშვიათად თითოეული მოსწავლე ან მცირე ჯგუფი)

- გაკვეთილზე დროის განაწილება ყოველთვის ერთნაირი, მკაცრად განსაზღვრულია

- მასწავლებელი უფრო ხშირად მიმართავს მხოლოდ ერთ საინფორმაციო წყაროს, ჩვეულებრივ, სახელმძღვანელოს

- გაკვეთილის ეტაპები:

1. საორგანიზაციო ნაწილი

2. დავალების გამოკითხვა

3. ახალი მასალის ახსნა

4. განმტკიცება, საშინაო დავალების მიცემა

- დახურული კითხვები

მიზანი

- გაკვეთილი ორიენტირებულია ცოდნაზე, უნარ-ჩვევების შეძენასა და დამოკიდებულების შექმნაზე

0x01 graphic

- მოსწავლეს საპასუხოდ უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე მასწავლებელს

- სწავლება კლასში ძირითადად ინდივიდუალურად ან მცირე (2-6 მოსწავლე) ჯგუფებში მიმდინარეობს

- დროის განაწილების თვალსაზრისითაც, მეტი იმპროვიზაციისა და შემოქმედებითობის საშუალებაა

- მასწავლებელი ხშირად, სახელმძღვანელოს გარდა, იყენებს სხვა საინფორმაციო წყაროებს, რაც ცოდნის განმტკიცებას უწყობს ხელს

- გაკვეთილის ეტაპი:

1. პროვოცირება-გამოწვევა

2. სიღრმისეული წვდომა

3. გააზრება-რეფლექსია

- ღია კითხვები

ტრადიციული გაკვეთილი

ინტერაქტიური გაკვეთილი

- შეფასება:

ზეპირი გამოკითხვისა და წერითი სამუშაოს შეფასება მხოლოდ ნიშნით

- საკლასო ოთახში მერხები და სკამები რიგებად არის განლაგებული; ინტერიერი სტატისტიკურია

- მასწავლებელი - ავტორიტარი

- შეფასების ალტერნატიული გზები:

* შეფასება ნიშნით

* ტესტით

* რუბრიკებით

* საქაღალდის შექმნით (პორთ ფოლიო)

* თვითშეფასება

- საკლასო ოთახი მოწყობილია ისე, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ მცირე ჯგუფებში ან ინდივიდუალურად (მაგიდების, სკამებისა და მერხების განლაგება ხშირად არ იცვლება)

- სწავლა-სწავლების ახალი მიდგომები:

* ინფორმაციის ცოდნად ქცევა

* კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება

* გადაწყვეტილების მიღების უნარი (დამოუკიდებლობა, ინიციატივა)

* თვითშეფასების უნარი

*ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა ვიცით, არამედ როგორ უნდა გამოვიყენოთ ცოდნა

,,ისწავლე უკეთ, როცა გეცოდინება, რისი სწავლა გინდა და როგორ“.

(ჯონ დუი)

- მასწავლებელი - შემოქმედი, თანამშრომელი

დანართი VI

ქრისტეფორე კოლუმბი

პოზიცია ,,

ქრისტეფორე კოლუმბს შეიძლება ეწოდოს ეროვნული გმირი. მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ დედამიწა ბრტყელია, მან სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და დაამტკიცა, რომ ის მრგვალია. მისმა წარმატებულმა მოგზაურობამ მრავალ სხვა მოგზაურს გაუხსნა გზა ამერიკისკენ. მაგალიტად, კოლონისტებს, რომლებმაც დააარსეს აშშ. ამერიკის აღმოჩენამ დასაბამი დაუდო ურთიერთობის დამყარებას ადგილობრივ ამერიკელებსა და ევროპელებს შორის. ამ ურთიერთობას ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა: ადგილობრივი ამერიკელი ტომები კარგი ფერმერები იყვნენ და მათ მიერ მოყვანილი მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები (კარტოფილი, პომიდორი, სიმინდი) მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ევროპელებმა ამერიკაში შეიტანეს ცოდნა, მეცნიერება და ტექნოლოგიები. კოლუმბი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოება გააცნო მილიონობით ადგილობრივ ამერიკელს. კოლუმბმა დიდი გამბედაობა გამოიჩინა 1492 წლის მოგზაურობისას, რამაც პროგრესისაკენ გზა გაუკვალა ავროპასა და ამერიკას. ის იმსახურებს ეროვნული გმირის წოდებას.

პოზიცია ,,

ქრისტეფორე კოლუმბი არ იმსახურებს გმირის წოდებას, რადგან ის სასტიკად ექცეოდა ადგილობრივ მოსახლეობას. როდესაც აზიისკენ სავაჭრო გზის აღმოსაჩენად გაემგზავრა, კოლუმბმა თავისი ეკიპაჟის წევრები კარიბის კუნძულზე გადმოსხა. იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეცდომით ინდიელები უწოდეს. მათ გულთბილად მიიღეს სტუმრები და თანაბრად გაუნაწილეს, რაც გააჩნდათ. როდესაც კოლუმბმა მათი ოქროს სამკაულები ნახა, ოქროს მოტანა უბრძანა.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ხელის მოკვეთით დაემუქრა. მართლაც, ამგვარად ბევრს გაუსწორდნენ, ხოლო ორასი კაცი შეიპყრეს და მონებად წაიყვანეს ესპანეთში. კოლუმბი და მისი მეგობრები ისევ დაბრუნდნენ, რათა შეექმნათ კოლონია, ოქრო გაეტანათ და მონები წაეყვანათ. ესპანელების სისასტიკისა და მათ მიერ შემოტანილი ავადმყოფობების გავრცელების გამო, 40 წლის განმავლობაში არავოკების მთელი ტომი გაანადგურა. საბოლოო ჯამში ევროპელმა ერებმა, რომლებმაც ამერიკა დაიპყრეს, გაანადგურეს 50 მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დაიტაცეს მათი მიწები.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის შესვლას და დამკვიდრებას ამერიკის კონტინენტზე ჰქონდა გარკვეული პროგრესული მნიშვნელობა, ინდუსტრიის განვიტარებამ აქ მაინც გამოიწვია ჰაერის დაბინძურება და ტყეების გაჩანაგება.. ადგილობრივი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ ბუნებასთან ჰარმონიაში. ამერიკელებისა და ევროპელების ურთიერთობა ბევრად უკეთესად აეწყობოდა, რომ არ ყოფილიყო კოლუმბის მიმდევრების მიერ ორგანიზებული მკვლელობები და დატაცებები. კოლუმბი არ იმსახურებს, რომ იგი ეროვნულ გმირად აღიარონ.

7 გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. დ. ბეჭვაია, ე. ღვინერია. თანამედროვე პედაგოგიური ტეორიების ფილოსოფიური საფუძვლები. თბილისი, 2001

2. ივან ივიჩი, ანა პესიკანი, სლობოდანკა იანოვიჩი, სვეტლანა კიევკანინი, აქტიური სწავლების მეთოდების სახელმძღვანელო. გამოცემულია გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ,,ნეკერი“. თბილისი, 2000

3. ,,წიგნიერი“, პროფესიული საგანმანათლებლო ჟურნალი კითხვის, წერის და აზროვნების შესახებ. 2002, ნ.: 1, 2, 3, 4

4. J.Lynn McBrien, Ronald S. Brendt. The language of Learning. A guide to Education Terms. Association for Supervision and Curricculum Development. Alexandria. Virginia. 1998

5. И.В. Бородавская, А.А. Реан. Педагогика. Учебник для вузов. Изд-ство « Питер», 2000

6. Грейс Краиг. «Психология развития» 7-е международное изданние « Питер», 2000

7. Морри Ван Менте. Эффектиный тренинг с помощью ролевых игр. Изд-ство « Питер», 2001

8. Пелагогика. Педагогические теории, системы, технологии. Под редакцией С. А.Смирнова. из-ство Academia, 2000

9. Перемена. Международный журнал о развитии мышления через чтение и письмо. том 3 (2)б 2000

10. Ф. Рэйе, Б.смит. 600 лучших советов тренеру. Из-ство « Питер», 2001

11. К. Торн, Д. Маккей. Тренинг. Настольная книга тренера. Изд-ство « Питер», 2001

12. К. Фогель. Технология ведения тренинга. Из-ство «Генезис», Москва, 2003