The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები

ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: / კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2005 - 52გვ. ; 20სმ. - : [ფ. ა.] [MFN: 132451] კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი თბილისი 2005



1 ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


ქალის მიმართ ძალადობის საკითხი საერთაშრისო სამართალში ბოლო დრომდე გამოუკვეთელი თემა იყო.

ადამიანის უფლებების დაცვის და ძალადობის წინააღმდეგ თანამედროვე მსოფლიოს მიერ განხორციელებულ მიზანმიმართული ქმედებებისაგან განსხვავებით, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივების გარდა პრაქტიკულ ქმედებებშიც ხორციელდება.

ქალის მიმართ ძალადობაზე, როგორც კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, საერთაშორისო კანონმდებლობის ენით თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება მოგვიანებით ამოქმედდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრობლემა დასაბამს საუკუნეების წინ იღებს.

პრობლემის არსებობისა და მისი მასშტაბურობის გამოვლენის შემდეგ, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის აღიარების პროცესთან არის დაკავშირებული, მთელი რიგი ქვეყნები ეროვნული კანონმდებლობით, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება, ამ მხრივ საერთაშორისო კანონმდებლობის შემუშავების გზით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალის მიმართ ძალადობა უმძიმესი დანაშაული და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რომელიც მიმართულია ქალის მიმართ სიცოცხლის, თავისუფლების, წამების აკრძალვის, დამამცირებელი, არაადამიანური, ღირსებების შემლახავი, დისკრიმინაციული მოპყრობის და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ქალთა უფლებების დაცვაზე კონკრეტულად არ მიუთითებენ მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო და შეიმუშავა მთელი რიგი საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ეხება.

2 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემები

▲ზევით დაბრუნება


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დონეზე არსებობს უფლებათა დაცვის მრავალი მექანიზმი და პროცედურა. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ მექანიზმებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის დაკავშირებული ქალის უფლებათა დაცვასთან. ესენია:

* გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი;
* ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღკვეთის სალიკვიდაციო კომიტეტის (CEDAW) ანგარიშებისა და მონიტორინგის პროცედურა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ,,ქალთა კონვენციას“;
* შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საჩივრების პროცედურები;
* ქალის სტატუსის კომისია და
* სპეციფიკური გენდერული ანგარიშების მექანიზმები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში (UNHCR).

3 გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

▲ზევით დაბრუნება


კერძო პირებს ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლიათ საჩივრებით მიმართონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საჩივრების განხილვას აწარმოებს სამი კომიტეტი:

1) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ხელშეკრულების (ICCPR) არასავალდებულო ოქმის საფუძველზე შექმნილი ადამიანის უფლებათა კომიტეტი (დაარსებულია 1977 წელს);

2) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმისლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისი (მიღებულია 1982 წელს) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის სალიკვიდაციო კომიტეტი (CERD);

და

3) წამების და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის საწინააღმდეგო კონვენციის (მიღებულია 1988 წელს) 22-ე მუხლის შესაბამისი წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.

თითოეული ამ მექანიზმის გამოყენება დამოკიდებულია მონაწილე სახელმწიფოებზე, რომლებმაც უნდა აღიარონ საექსპერტო კომისიების კომპეტენცია - მოისმინონ კერძო საჩივრები. ქალის უფლებების დამცველებმა შეიძლება მოიძიონ და წარადგინონ კერძო პირთა პრეტენზიები ამისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ყველა ეს ორგანო უზრუნველყოფს პროცედურებისა და ზოგიერთი ტიპის სახელმწიფოთაშორისო საჩივრების მონიტორინგს. ამ ქვეთავში განხილულია ადამიანის უფლებების კომიტეტში ყველაზე გამოყენებადი და განვითარებული - ადამიანის უფლებების კომიტეტის წინაშე წარსადგენი პროცედურები.

კომიტეტში საჩივრით მიმართვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქვეყნის მიერ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ პაქტის რატიფიცირება. ინდივიდუალური საჩივრებისათვის ქვეყანამ უნდა მიმართოს ICCPR-ის ფაკულტატურ (არასავალდებულო) ოქმს, რომელიც ,,აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს ზემოქმედების მოსახდენი პროცედურები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ინდივიდებისაგან, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი ძალადობის მსხვერპლნი“.

აუცილებელია, რომ პირი უშუალოდ ICCPR-ით გარანტირებული უფლებების დარღვევის გამო იყოს დაზარალებული. ამასთან დაუშვებელია კერზო საჩივრის მოთხოვნას მხოლოდ დეკლარაციული გადაწყვეტილების მიღება ან ეროვნული კანონმდებლობის ცვლილება წარმოადგინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტი აბსტრაქტულად ვერ მიმოიხილავს, არღვევს თუ არა ეროვნული კანონმდებლობა ICCPR-ს როცა დარღვევის მსხვერპლს არ შეუძლია განაცხადის წარდგენა (მაგალითად, როცა სახელმწიფო პასუხისმგებელია მის გაუჩინარებაზე), განაცხადის წარდგენა შეუძლია ახლო ნათესავს.

კერძო პირისათვის აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს ის, რომ იგი იყოს უფლებების დამრღვევი სახელმწიფოს მოქალაქე მას შემდეგ, რაც იგი იყო სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ საჩივრის წარდგენის მომენტისათვის. კომიტეტს შეუძლია მოსთხოვოს მომჩივანს ან საქმესთან დაკავშირებულ სახელმწიფოს დამატებითი ინფორმაცია და განსაზღვროს მისი წარდგენის დრო. ამასთან არ არსებობს დროითი შეზღუდვა საჩივრების წარდგენისათვის. თუმცა საზოგადოდ, უკეთესია ,,ცხელ-ცხელი“ (ანუ ახალი, აქტუალური) საჩივრების შეტანა კომიტეტში.

კომიტეტის გადაწყვეტილებები სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს. იგი იძლევა რეკომენდაციებს (რომლებსაც „შეხედულებებს“ უწოდებენ). კომიტეტის ინდივიდუალურმა წევრებმა მათში შეიძლება ჩართონ საკუთარი შეხედულებების რეზიუმე. 1990 წელს მიღებული ახალი წესების თანახმად, კომიტეტის მიერ კონვენციის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სახელმწიფოს ეძლევა 180 დღე იმისათვის, რომ კომიტეტს შეატყობინოს, თუ რა ღონისძიებები განახორციელა ამ საქმესთან დაკავშირებით. კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში მოცემულია იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომლებმაც ვერ მოახერხეს სამართლებრივი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა.

კომიტეტის მიერ აგრეთვე შექმნილია სპეციალური საკონსულტაციო ორგანო იმ ქმედებათა სარეკომენდაციოდ, რომლებიც უნდა განხორციელდეს მაშინ, როცა დაზარალებულები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით უზრუნველყოფას. მომხსენებელს შეუძლია პირდაპირი ურთიერთობა მთავრობებთან და დაზარალებულებთან. იმისათვის, რომ განსახორციელებელი ღონისძიებები უფრო თვალსაჩინო გახადოს, თავის ყოველწლიურ ანგარიშს ადამიანის უფლებეთა კომიტეტი შესაბამის საქმიანობათა აღწერილობას ურთავს.

4 გაეროს ქალათა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (CEDAW)

▲ზევით დაბრუნება


1979 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CEDAW ან ,,ქალათა კონვენცია“). იგი ძალაში შევიდა 1981 წლის სექტემბერში. ქალთა კონვენციას ხელი მოაწერა 150-ზე მეტმა ქვეყანამ.

ქალთა კონვენციის მიზანია, აღკვეთოს ქალთა დისკრიმინაცია, რომელსაც იგი ფართოდ განსაზღვრავს. კერძოდ, როგორც:

,,ნებისმიერ განსხვავებას, გამორჩევას ან შეზღუდვას, რომელიც გაკეთდა სქესის საფუძველზე და რომლის მიზანი ან შედეგი არის ქალთა მიერ, მათი ოჯახური სტატუსის განურჩევლად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში ფუნდამენტური თავისუფლებების მიღების ან გამოყენების საფუძველზე აღიარების შესუსტება ან გაუქმება“.

ამ დიდებულების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ იგი ეხება როგორც წინასწარ განზრახულ დისკრიმინაციას, ასევე იმ ქმედებებს, რომელთაც დისკრიმინაციული შედეგი აქვთ.

სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ქალთა კონვენცია ითვალისწინებს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას და არა უბრალოდ ყველა ,,სქესობრივი დისკრიმინაციის“ ლიკვიდაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენდერული ნეიტრალიტეტის მოთხოვნის (ე.ი. მამაკაცისა და ქალის მიმართ ერთნაირი მოპყრობის) ნაცვლად, კონვენცია კრძალავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ქალთა მიმართ უთანასწორობას აკანონებს. მაგალითად, (მუხლი 3) სახელმწიფოებისაგან მოითხოვს:

ქალთა სრული განვითარებისა და წინსვლის უზრუნველყოფას იმ მიზნით, რათა მათ გარანტირებული ჰქონდეთ ადამიანის უფლებებისა და მამაკაცთან თანასწორობის საფუძველზე ძირითადი თავისუფლებების გამოყენება და მიღება.

,,საშუალებები“, რომლებიც მე-2 მუხლშია განსაზღვრული, სახელმწიფოსაგან მოითხოვს:

* ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპის განხორციელებას მათ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის კანონმდებლობებში, თუ იგი მათში ჯერ შეტანილი არ არის, და კანონის მეშვეობიტ და სხვა შესაბამისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფას;

* შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში იმ სანქციების ჩათვლლით, რომლებიც ხელს შეუშლის ქალთა დისკრიმინაციას;

* მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე ქალთა უფლებების კანონიერი დაცვის განმტკიცებას და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოსა და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ ნებისმიერი დისკრიმინაციული ქმედებისაგან ქალთა ეფექტური დაცვის უზრუნველყოფას;

* ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ ნებისმიერ ქმედებაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ და ინსტიტუტებმა თავიანთი ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედონ;

* ყველა შესაბამისი ზომის მიღებას, საკანონმდებლო საქმიანობის ჩათვლით, არსებული კანონების, დადგენილებების, ჩვევებისა და წეს-ჩვეულებების შესაცვლელეად ან გასაუქმებლად, რომლებისც ქალთა დისკრიმინაციისათვის საფუძველს ქმნის;

* ყველა ეროვნული დამსჯელი დებულების გაუქმებას, რომ ქალათა დისკრიმინაციისათვის.

ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი(CEDAW) ჩამოყალიბდა ქალთა კონვენციისადმი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე მონიტორინგის მიზნით. კომიტეტი შედგება 23 ექსპერტისაგან იმ სფეროებში, რომლებსაც კონვენცია ეხება. ექსპერტებს ირჩევენ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ოთხი წლის ვადით და ისინი მუშაობენ მათთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტისაგან განსხვავებით, CEDAW-ს არ შეუძლია ინდივიდუალური საჩივრების განხილვა. ზოგიერთი კომენტეტორი ამტკიცებს, რომ ეს ხარვეზი უმნიშვნელოა, რადგანაც სქესობრივი დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის შეტანა შეიძლება ICCPR-ის 26-ე მუხლის მიხედვით. თუმცა გრძელდება მცდელობები, რათა ქალთა კონვენციისათვის შეიქმნას ფაკულტატური (არასავალდებულო) ოქმი, რომელიც კერძო საჩივრის შეტანას დაუშვებს - როგორც ეს ხდება ICCPR-ის, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის, შიდა ამერიკული და ევროპული სისტემების მიხედვით. ოქმი შეიძლება მიემართოს მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება ან მიიღეს მისი პირობები. მთავარი პროექტი, რომელიც ,,მაასტრიხტის კანონპროექტის“ სახელით არის ცნობილი, მიანიჭებს კომიტეტს უფლებამოსილებას, რათა მან

ა) მიიღოს სარჩელი კერძო პირებისა და ჯგუფებისაგან, რომლებიც დაზარალებულნი აღმოჩნდნენ იმის შედეგად, რომ სახელმწიფომ ვერ შესძლო კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; და

ბ) საკუთარი ძალებით გამიოძიოს სახელმწიფოში შექმნილი ვითარება იმ მიღებული ინფორმაციის მეშვეობით, რომელიც მიუთითებს კონვენციის სერიოზული დარღვევის სისტემატურ შემთხვევებზე. დღეისათვის ერთადერთი მაიძულებელიპროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომია ქალთა კონვენციის მიხედვით, არის სახელმწიფო ანგარიშგებისა და მონიტორინგის პროცედურა.

მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც ქალთა კონვენციაში არიან მითითებულნი, არიან ვალდებულნი დაემორჩილონ მის დებულებებს. კერძო პირებისა და ჯგუფებისსათვის მონიტორინგის პროცესი ხელმისაწვდომი არ არის. მიიღოს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან არაოფიციალურ საფუძველზე. კომიტეტი ასევე საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს და გარკვეულ შემთხვევებში ითვალისწინებს კერძო პირებისა და ჯგუფების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას თავის ოფიციალურ დოკუმენტში. დამატებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გააკონტროლონ CEDAW-ს ბევრი ქმედება.

ინფორმაცია CEDAW-ის საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ასევე იმათთვის, რომელნიც გაეროს მიერ არიან აკრედიტირებული, ან მიღებული აქვთ სპეციალური ნებართვა.

კონვენცია ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, წარუდგინონ გენერალურ მდივანს ანგარიში საკანონმდებლო, იურიდიული, ადმინისტრაციული და სხვა ზომების შესახებ, რომლებიც მათ მიღებული აქვთ კონვენციის განსახორციელებლად მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ. ამის შემდგომ ანგარიშები წარდგენილ უნდა იქნეს სულ ცოტა ოთხ წელიწადში ერთხელ ან როცა ამას ქალთა წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი მოითხოვს. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ, რათა შეისწავლოს ეს ანგარიშები და იმსჯელოს ქალთა უფლებების განვითარებაზე კონვენციის შესაბამისად.

CEDAW-ს ერთ-ერთი მთავარი ნაკლია ის, რომ არ არსებობს გზა ინდივიდუალური პეტიციების წარსადგენად (ICCPR-ისაგან, რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციისა და წამების საწინააღმდეგო კონვენციისაგან განსხვავებით). გარდა ამისა, ქალთა კონვენციის მრავალმა მონაწილე ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიკაცია ან მიიღო მისი დებულებები იმ შესწორებებით, რომლებიც CEDAW-ის მთავარ მიზანსა და დანიშნულებას ეწინააღმდეგება.

დაბოლოს, CEDAW-ის ძალოვანი მექანიზმი უკიდურესად სუსტია. CEDAW თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული სახელმწიფოთა თვითანგარიშგებაზე. ბევრი სახელმწიფო ვერ ასრულებს თავიანთ საანგაიშმგებლო ვალდებულებებს, ან იმის გამო, რომ წარადგენენ არასრულ საბუთებს ან იმის გამო, რომ საერთოდ არ წარადგენენ არანაირ ანგარიშს. კომიტეტი იძულებული გახდა, შემოიფარგლოს ფორმალური რეკომენდაციებით ან კონვენციის ძირითადი დებულებები განმარტოს.

5 შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

▲ზევით დაბრუნება


შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს - ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება, ჰუავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.

ILO სამ იდეალზე დაფუძნებით შეიქმნა:

1. მშვიდობის დამყარება სოციალური სამართლიანობის გზით;

2. კოლექტიური სეთანხმებებისათვის უპირატესობის მინიჭება იზოლირებულ შეთანხმებებთან შედარებით;

3. იმ აზრის განვითარება, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვებზე მეტი უპირატესობა სამუშაო პირობებისათვის სტანდარტზე დაბალი დონის მომიზეზებით.

ILO-ს ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით, და იმის ზედამხედველობა, თუ როგორ ანხორციელებენ მათ მთავრობები ეროვნულ დონეზე. მართალია, ეს შრომითი სტანდარტები თავისი ხასიათით შეიძლება ტექნიკური იყოს, ისინი აგრეთვე შეიცავენ ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელიც კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებს უკავშირდება.

მაგალითად ILO-ს კონვენცია №111 განმარტავს, რომ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ თანასწორი შესაძლებლობებით დაქირავების, ანაზღაურების, სამუშაოზე დაწინაურების, სამუშაო დროისა და პირობების და სწავლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისათვის, რომელიც ტრადიციულად არ იღებენ თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი შრომისათვის და რომელთათვის ხელმისაწვდომი არ იყო უკეთესი, უფრო დაცული სამუშაო. ILO-ს კონვენციებში მოიპოვება ადამიანის უფლებათა სხვა კომპონენტები, რომლებიც შეიცავს გაერთიანებების თავისუფლებას, თავისუფლებას იძულებითი შრომისაგან, მშრომელთა დაცვას საფრთხის შემცველი ან ჯანმრთელობისათვის მავნე შრომითი პირობებისაგან.

ILO იღებს რეკომენდაციებს და კონვენციებს შრომის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებზე. იგი ზედმიწევნით აკვირდება, თუ რორგორ ახორციელებენ ქვეყნები რატიფიცირებულ კონვენციებს. ILO-ს კონვენციები არის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც არეგულირებენ შრომითი ადმინისტრირების ზოგიერთ ასპექტს, სოციალურ კეთილდღეობას და/ან ადამიანის უფლებებს. რატიფიკაცია იწვევს ორმაგ ვალდებულებებს წევრი სახელმწიფოებისათვის: ერთი მხრივ, ფორმალურ ვალდებულებას, განახორციელონ კონვენციის დებულებები, და, მეორე მხრივ, მათ ნებას, მიიღონ საერთაშორისო ზედამხედველობის ნორმები. რეკომენდაციები იძლევიან უფრო სპეციფიკურ ინსტრუქციებსა და რჩევებს, რომლებიც ქვეყნებს შეუძლიათ ამოირჩიონ და მიიღონ; განსხვავებით კონვენციებისაგან, ისინი სამართლებრივად დამავალდებულებელი არ არის. ვინაიდანსახელმწიფოებს შეუძლიათ აირჩიონ, თუ რომელ კონვენციას გაუკეთონ რატიფიკაცია, ისინი ვალდებულნი ხდებიან რეგულარული ანგარიშები წარადგინონ რატიფიცირებულ კონვენციასთან შესაბამისობის თაობაზე.

ILO-ს კონსტიტუციის პრეამბულა მოიცავს ქალების დაცვას დაუყოვნებლივ გასაუმჯობესებელი სამუშაო პირობების ჩამონათვალის მიხედვით, და ამკვიდრებს თანაბარი ანაზღაურების პრინციპს. ILO-ს მრავალი ცალკეული კონვენცია ეხება თანასწორობას. ამ კონვენციებს აქვთ სიღრმისეული გავლენა, როგორც ILO-ს სისტემის შიგნით ასევე მის გარეთ, რადგან მათი დებულებები გათვალისწინებულ იქნა მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში. ILO-ს ძირითადი კონვენცია, კონვენცია №111, რომელიც ეხება თანასწორობას სამუშაო ადგილზე, 1993 წლამდე 118 ქვეყანაში იყო უკვე რატიფიცირებული.

ILO-ს სტანდარტები, რომლებიც ეხება ქალებს, ზოგადად ორ ამოცანას:

1. დაიცვას მშრობელი ქალები ექსპლუატაციისაგან და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო შრომის პირობები;

2. გზა გაუხსნას ქალებისათვის სამსახურებრივ პერსპექტივას, ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის გზით. ILO-ს რამდენიმე კონვენცია და რეკომენდაცია ეხება სამუშაო ადგილზე ქალების თანასწორობას, თუმცა უმეტესწილად იგი არ არის ფართოდ გამოყენებული.

ჩვეულებრივ ILO-ს პროცედურები ხელმისაწვდომი არის არა ინდივიდუალური საჩივრის წარმდგენთათვის, არამედ მხოლოდ მთავრობისათვის, პროფესიული კავშირისათვის, მშრომელთა ასოციაციისა და ILO-სდელეგატისათვის. პროცედურა ყველაზე ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევებში, სადაც არსებობს ფართოდ გავრცელებული უფლებების დარღვევები.

წარდგინებები და საჩივრები უნდა წარედგინოს ILO-ს გენერალურ დირექტორს. ისინი შეიძლება დაწერილი იყოს ნებისმიერ ენაზე და ეყრდნობოდეს ILO-ს 24-ე მუხლს. წარდგინება უნდა ეხებოდეს სახელმწიფოს, რომელიც ILO-ს წევრია და უნდა ეყრდნობოდეს ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული ILO-ს კონვენციის დამამტკიცებელ დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ საამისო მოთხოვნა არ არსებობს, წაედგინებები და საჩივრები შეიძლება შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ დოკუმენტაციას, რომელიც შეძლებისდაგვარად უკეთ დაასაბუთებს მტკიცებულებებს. ამასთანავე, წარდგინების შემთხვევაში, წარმდგენმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს თავისი სტატუსი, როგორც მშრომელთა და მუშათა ასოციაციამ.

თუ მმართველი ორგანო გადაწყვეტს, რომ კონვენცია არ არის დარღვეული, საჩივარი აღარ განიხილება, პროცედურა შეწყდება და მტკიცებულებები და პასუხები გამოქვეყნდება. თუ მმართველი ორგანო გადაწყვიტავს, რომ მტკიცებულებების შესახებ მთავრობის განმარტებები არადამაკმაყოფილებელია, მან შეიძლება გადაწყვიტოს გამოაქვეყნოს წარდგინება და მთავრობის პასუხი, ისევე როგორც საქმის გარშემო საკუთარი მსჯელობა.

ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ინ გარემოება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი არ მიუწვდებათ ILO-ს პროცედურებისადმი იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი თანამშრომლობენ პროფესიულ კავშირებთან ან მშრომელთა ასოციაციებთან. ILO-ს პროცედურებით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად არ ხდება კერძო პირების კომპენსირება ან სხვა ანაზღაურები მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებით მიყენებული ზარალის გამო. ILO-ს გადაწყვეტილებების განხორციელდება ძირითადად ,,შერცხვენის ფაქტორის“ ზეგავლენით ხდება.

6 ქალის სტატუსის კომისია

▲ზევით დაბრუნება


1947 წელს დაფუძნებული გაერთიანებული ერების ქალის სტატუსის კომისია ამზადებს გამოკვლევებს, ანგარიშებს და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების თაობაზე და ქალებთან დაკავშირებულ სხვა მონათესავე საკითხებზე. იგი მონაწილეობდა ქალის უფლებებთან დაკავშირებული ისეთი თანამედროვე კონვენციების პროექტების მომზადებაში, როგორიცაა კონვენცია ქალის ყველა ფორმის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ, და გაეროს მიერ წამოწყებულ პროგრამაში ქალთა საკითხებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლებში კომისია გამოდიოდა როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო ორგანო და ფოკუსირებული იყო ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაზე.

ქალთა განვითარების განყოფილება (DAW) პასუხისმგებელია ქალის სტატუსის კომისიისა და ქალის ყველა ფორმის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტის (CEDAW) მომსახურებაზე. ამ როლში DAW კონცენტრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში გენდერული საკითხების კოორდინირებასა და ძირითად მიმართულებებში მათ ჩართვაზე. იგი სამდივნოს ფუნქციას ასრულებდა ქალთა საკითხებზე გაერთიანებული ერების ოთხი მსოფლიო კონფერენციისათვის: 1975 (მეხიკო), 1980 (კოპენჰაგენი), 1985 (ნაირობი) და 1995 (ბეიჯინგი/პეკინი).

ქალის სტატუსის კომისია იბრძოდა იმ რესურზებისა და სტატუსის მოსაპოვებლად, რომლებიც მას სჭირდებოდა ადამიანის უფლებების კონკრეტულ დარღვევათა წინააღმდეგ. კომისია იკრიბება წელიწადში ერთხელ მხოლოდ სამი კვირით. 1980-იან წლებამდე ეკოსოკომ ნება დართო კომისიას, ძალიან შეზღუდულად მიმოეხილა კომუნიკაციები ქალის უფლებათა დარღვევებზე. დღემდე კომისია კომუნიკაციებს უფრო იყენებდა როგორც ინფორმაციის წყაროს თავისი კვლევებისათვის, ვიდრე როგორც საშუალებას დარღვევათა სპეციფიკური შემთხვევების წარსადგენად. სულ ახლახან ადგილი ჰქონდა შეთანხმების მიღწევის მცდელობას კომისიის როლის გაფართოებისათვის მონიტორინგის ისეთ მექანიზმად ქცევისათვის, რომელსაც ძიების უფლება აქვს. კომისიას შეუძლია მიიღოს შეტყობინებები ნებისმიერი კერძო პირისა თუ ჯგუფისაგან, რომელიც უჩივის ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დარღვევას.

კომისიის სამუშაო ჯგუფი განიხილავს შეტყობინებებს, მაგრამ ჯგუფი არ აკეთებს რეკომენდირებას ინდივიდუალურ საქმეებზე რაიმე სპეციფიკური ქმედებების განსახორციელებლად. მთავრობებს უბრალოდ რეაგირებას სთხოვენ იმ შემოსული კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მათ ეხებათ.

სისტემა არ გვთავაზობს სამართლებრივი დაცვის მკაფიოდ განსაზღვრულ მექანიზმს კერძო პირებისათვის. კომისიას შეუძლია რეკომენდაციების მომზადება, მაგრამ მას გააჩნია მცირე ძალაუფლება რათა დააძალოს სახელმწიფოს დაემორჩილოს ამ რეკომენდაციებს.

7 გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი

▲ზევით დაბრუნება


ლტოლვილთა 80% ქალები და ბავშვები არიან. დღეს მთელ მსოფლიოში 18 მილიონზე მეტი ლტოლვილი და 20 მილიონზე მეტი ,,იძულებით გადაადგილებული პირია“ (ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახლები დატოვეს, მაგრამ არ გადაუკვეთიათ სახელმწიფოს საზღვრები) და მათი რიცხვი კვლავ იზრდება. ლტოლვილი ქალები ადამიანის უფლებატა დარღვევებს აწყდებიან თავიანთი დევნის ყველა ეტაპზე. გაქცევის დროს ქალები არიან გაუპატიურების ან სხვა ძალადობის რისკის ქვეშ, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც საომარი ,,იარაღი“. ლტოლვილთა ბანაკებში ქალები ხშირად არიან სექსუალური ძალადობის და სხვა დაშინების ქვეშ ადგილობრივი დაცვის პერსონალისა და თვით ლტოლვილ მამაკაცთა მხრიდანაც კი. უფრო მეტიც, ქალები იტანჯებიან არასათანადო სანიტარულიპირობებისა და სამედიცინო დახმარების გამო. მათ ხშირად არ ყოფნით საჭმელი და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები. ამასთანავე, იმის გამო, რომ მოსამსახურე პერსონალში ქალები ძალიან მცირერიცხოვანნი არიან, ლტოლვილ ქალებისათვის უფრო რთულია სამედიცინი დახმარების, განათლებისა და ტრენინგისათვის მიღება და ბანაკის ხელმძღვანელობისათვის სექსუალური ძალადობის მსგავსი ინციდენტების შეტყობინება.

ყოველივე ამის გამო 1991 წელს UNHCR-მა შეიმუშავა ,,ლტოლვილ ქალთა დაცვის ინსტრუქციები” და ,,ინსტრუქციები ლტოლვილთა წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის აცილებისა და რეაგირებისათვის“ (1995 წლის მარტი). ეს ინსტრუქციები ადასტურებს UNHCR-ისა და ცალკეული სახელმწიფოებისათვის გენდერულ ნიადაგზე წარმოშობილი დევნის მოწესრიგების საჭიროებას. UNHCR-ის ინსტრუქციების ორი პაკეტი მოიცავს ქალის უფლებების - ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებელ საქმიანობას და ზომებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ლტოლვილთაბანაკის მომსახურე პერსონალის, მასპინძელი ქვეყნისა და UNHCR-ის მიერ ამ ტიპის დარღვევებზე რეაგირებისათვის. უფრო მეტიც, ეს ინსტრუქციები შეიცავს დებულებებს თანამშრომლობაზე ლტოლვილთა მომსახურე პერსონალსა და ლტოლვილ ქალებს შორის.

ლტოლვოლმა ქალებმა უნდა შეატყობინონ გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ინციდენტის შესახებ UNHCR-ის პერსონალს, ან თუ მათ სურთ, განავითარონ ეს სარჩელი სპეციალურად ამისატვის მოსამზადებელ UNHCR-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. UNHCR აპირებს უფრო მეტიპროცედურის ამოქმედებას. თუმცა, ვინაიდან ინსტრუქციებში გატარებულია ის აზრი, რომ UNHCR არ უნდა ჩაერიოს საქმეში, თუ თვითონბ ლტოლვილი ქალი სპეციალურად არ ითხოვს მის ჩარევას, მრავლისმომცველი საჩივრის პროცედურა ალბათ ვერ განხორციელდება, თუ თვით ლტოლვილი ქალი და აქტივისტი არ იღებენ თავიანთ თავზე გადამწყვეტ ინიციატივას.

ნებისმიერ ლტოლვილ ქალს, რომელიც UNHCR-ის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, შეუძლია კომისრისთვის საჩივრის წარდგენა. ლტოლვილ ქალს გენდერზე დაფუძნებული ძალადობის შესახებ საჩივარი შეუძლია მიიტანოს UNHCR-ის პერსონალთან. აგრეთვე, თუ UNHCR მომსახურე პერსონალის წევრმა იცის გენდერის საფუძვლის მქონე დარღვევის ინციდენტის შესახებ, ინსტრუქციაში მითითებულია, რომ მომსახურე პერსონალი უნდა ეცადოს ლტოლვილი ქალის ინტერვიურებას, მაგრამ არ ეცადოს მეტი ინფორმაციის მიღება, ვიდრე ეს აუცილებელია, არამედ მხოლოდ იმისა, რაც მას (ქალს) სურს რომ განაცხადოს.

UNHCR იწყებს სამართლებრივი განათლებისა და უფლებათა სწავლების პროგრამებს ლტოლვილთა ბანაკებში. ქალის უფლებების დამცველებს შეუძლიათ მონაწილეობა, მიიღონ ამგვარ პროგრამებში და გავლენა მოახდინონ ლტოლვილი ქალის უფლებების დაცვის ინსტრუქციებისა და და პოლიტიკის შემდგომ განვითარებასა და იმპლემენტაციაზე. რადგან UNHCR-ს გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული ვალდებულებები ქალის ადამიანის უფლებების ნორმების დასაცავად, დამცველებმა შეიძლება ეს გამოიყენონ იმისთვის, რათა გააძლიერონ ამ ინსტრუქციებით დაწყებული მუშაობა. დამცველებს შეუძლიათ ესტუმრონ უშუალოდ ლტოლვილთა ბანაკებს და შეეცადონ დაეხმარონ ლტოლვილ ქალებს გენდერზე დაფუძნებული ძალადობის თაობაზე და ბანკში ქალის ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების თაობაზე საჩივრების გადაგზავნაში, ისეთების, როგორიცაა საკვები რესურსების განაწილების დროს არსებული უსამართლობა. შესაძლებელია UNHCR-ის ლობირება, რათა მან იმოქმედოს სიტუაციის გამოსასწორებლად.

UNHCR-ის ინსტრუქციები, მიუხედავად თავიანთი პრობლემატურობისა, წარმოადგენენ ყველაზე განვითარებული ინსტრუქციებისა და მექანიზმების ერთობლიობას, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება გაეროს მიერ ლტოლვილთა უფლებების დასაცავად, თუნდაც უკიდურესად არასახარბიელო პირობების არსებობისას.

8 ქალთა უფლებების დაცვა და საქართველოს კანონმდებლობა

▲ზევით დაბრუნება


8.1 საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებს და იცავს მას როგორც წარუვალ უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.

საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წაემოშობისა, ქონებრივი და წოდებული მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ყველას აქვს უფლება დამოუკიდებლად, თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება.

ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, რაც იმას გულისხმობს, რომ დაუშვებელია სხვათა მიერ ამ ღირებულებების ხელყოფა ნებისმიერი ფორმით. პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ. ღირსება საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების თვითშეფასებაა.

საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობის მიღების საყოველთაო უფლებების გაუქმება. კანონით დაუშვებელია სქესობრივი ნიშნით ამ მხრივ რაიმე უპირატესობის მინიჭება - დისკრიმინაცია.

სოციალურ უფლებათა რიცხვს განეკუთვნება შრომის თავისუფლების უფლება, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსახი პირობები. ქალთა შრომის პირობები განისაზღვრება შრომის კანონთა კოდექსით.

ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, დაუშვებელია ამ მხრივ დისკრიმინაცია და გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭება.

8.2 ქორწინება - კონსტიტუციური უფლება

▲ზევით დაბრუნება


ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ეს კონსტიტუციური პრინციპი აღიარებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, რომლის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების წარმატებული განვითარება. ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეუღლეთა თანასწორობას, რაც გულისხმობს მათ თანასწორობას როგორც უფლებრივ, ასევე სოციალური მდგომარეობისა და სახოგადოებრივი კუთვნილების მხრივ. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას და მიიჩნევს, რომ ქორწინება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მეუღლეთა თავისუფალ ნებას შექმნან ოჯახი. კანონით დაუშვებელია ამ მხრივ რაიმე იძულების განხორციელება. იგი ქორწინების ბათილობის საფუძველია. დედათა და ბავშვთა უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

8.3 ქალთა უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში

▲ზევით დაბრუნება


სამოქალაქო კანონმდებლობა მთლიანად დამყარებული და აგებულია პირთა თანასწორობის პრინციპზე.

სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

8.4 მხარეთა იურიდიული თანასწორობის პრინციპი

▲ზევით დაბრუნება


კანონით კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობა მხარეთა უფლებრივ თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს იურიდიულ თანასწორობას სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტებს შორის, მათ ქონებრივ დამოუკიდებლობას, სამოქალაქო ურთიერტობებში პირის ინდივიდუალური ნების თავისუფალ გამოვლინებასა და სხვა გარეშე პირთა ზემოქმედებას, ჩარევას მათ საქმიანობაში.

თანასწორობის პრინციპზეა აგებული საოჯახო პირადი და პირადი არაქონებრივი ურთიერთობანი, რომელთაც ხშირად აქვთ მატერიალური შინაარსი და გულისხმობენ პირის პატივისა და ღირსების პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის დაცვას.

8.5 ქორწინება და განქორწინება - მეუღლეთა უფლებები

▲ზევით დაბრუნება


ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში.

ქორწინების ცნება რამდენიმე პირობას მოიცავს. სამოქალაქო კოდექსით ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ისეთ ნებაყოფილობით კავშირს, რომლის პირდაპირი მიზანია ოჯახის შექმნა. სხვა სახის ნებაყოფილობითი კავშირი არ მოიცავს ქორწინებას ამ კოდექსიდან გამომდინარე პირობების შესაბამისად.

ნების თავისუფალი გამოვლინება ქორწინების ძირითადი პირობაა. რაიმე სახის იძულება ამ მხრივ რეგისტრირებული ქორწინების ბათილობის საფუძველია.

ქორწინების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს აგრეთვე მისი რეგისტრაცია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში. მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა შორის სამართლებრივ, იურიდიულ საფუძველს.

სამოქალაქო კანონმდებლობით ქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი (საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი. გამონაკლის შემთხვევაში, მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე უარის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე თანხმობა შეიძლება გასცეს სასამართლომ) და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობა. დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში დაუშვებელია ამ უფლებათა პირდაპირი და/ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი და არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა გამო.

დაქორწინების დროს მეუღლეები სარგებლობენ პირადი უფლებებით, რაც მოიცავს გვარის არჩევის უფლებას, საოჯახო საკითხების ერთობლივ გადაწყვეტას, საქმიანობის არჩევის თავისუფლებას და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებას.

გვარის არჩევის უფლება გულისხმობს მეუღლეთა უფლებას, დაქორწინების დროს სურვილისამებრ აირჩიონ ერთ-ერთი მეუღლის გავრი თავიანთ გვარად, ან თითოეულმა დაიტოვოს თავისი ქორწინებამდელი გვარი. მეუღლეებს უფლება აქვთ თავიანთი გვარი შეუერთონ მეუღლის გვარს.

საოჯახო საკითხების ერთობლივი გადაწყვეტა მოიცავს შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხების გადაწყვეტაში მეუღლეების ერთობლივ მონაწილეობას.

სამოქალაქო კანონმდებლობით თითოეულ მეუღლეს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს საქმიანობა და პროფესია, აგრეთვე საცხოვრებელი ადგილი თუ ეს არ ეწინააღმდეგება ოჯახის ინტერესებს.

პირადი უფლებების გარდა მეუღლეებს აქვთ აგრეთვე კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული მოიცავს ქონებას, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა ინდივიდუალურ და მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას.

მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. ასეთ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც თუ ერთ-ერთი უვლიდა შვილებს და ეწეოდა საოჯახო საქმიანობას და ამის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობდა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ერთ-ერთი მეუღლის მიერ, თანასაკუთრებაში არსებულ, ქონების განკარგვასთან დადებული გარიგება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მეუღლის მოთხოვნით, თუ ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა აღნიშნული ქონების განკარგვის უფლება.

მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და/ან ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებული აქვს ერთ-ერთ მათგანს ჩუქებით ან მემკვიდრეობით.

მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს აგრეთვე ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები (ძვირფასეულობის გარდა), რომელიც თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთით.

მეუღლეებს, ნებაყოფილობით შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში ასევე მის შემდეგ განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ასევე მის შემდეგაც ნებისმიერ დროს. ხელშეკრულების დადებისას მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.

განქორწინება რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. მეუღლეთა შორის ურთიერთთანაცხოვრების შეუძლებლობის შემთხვევაში თუ არსებობს ქორწინების შეწყვეტის ნება, ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხწდვით, მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, შეაქვთ განცხადება განქორწინების შესახებ. განქორწინების შესახებ განცხადება შეიძლება განხილულ იქნას ერთ-ერთის დაუსწრებლად, მაგრამ განქორწინებაზე მისი წერილობითი თანხმობით.

განქორწინება, ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, ხდება აგრეთვე იმ პირთან, რომელიც კანონით დადგენილი წეით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, სულით ავადმყოფად ან ჭკუასუსტობის გამო აღიარებულია ქმედუუნაროდ, მსჯავრდებულია სასამართლოს მიერ დანაშაულისათვის და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა.

სხვა შემთხვევებში განქორწინება ხდება სასამართლო წესით, რომელიც განქორწინების საქმეებს განიხილავს სასარჩელო წარმოების ფორმით ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე. დავის განხილვის წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ეფუძნება თანასწორობის მიუკერძოებლობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს.

მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. დაუხმარებლობის შემთხვევაში სარჩოს სასამართლო წესით მოთხოვნის უფლება აქვს მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს. მეუღლე სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ ის შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე ან განქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში.

8.6 შრომის კანონმდებლობით რეგულირებადი ურთიერთობები

▲ზევით დაბრუნება


განსხვავებით სხვა შიდასაკანონმდებლო აქტებისა, რომლებშიცქალის უფლებები დეკლარირებული ხასიათისაა და პირდაპირ არ არის განმარტებული, შრომის კანონთა კოდექსში ცალკე თავი აქვს დათმობილი, როგორც ქალთა შრომას, ასევე ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში მის სოციალურ დაცვას და შეღავათებს.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას, სამუშაო პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. იგი ასევე განსაზღვრავს ქალთა შრომის პირობებს და თავისებურებებს.

საქართველოს კონსტიტუციის ასევე შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით ,,შრომა თავისუფალია“, თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს საქმიანობის სფერო და პროფესია. ამასთან, თითოეულ მუშაკს მიუხედავად მისი სქესისა, უფლება აქვს ,,ყოველგვარ დისკრიმინაციის“ გარეშე მიიღოს თანაბარი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს რაოდენობის და ხარისხის შესაბამისად, ისარგებლოს დასვენების და უქმე დღეებით, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით და შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი სხვა შეღავათებით.

8.7 სამუშაოზე მიღება, შრომითი კონტრაქტი და კონტრაქტის შეწყვეტის პირობები

▲ზევით დაბრუნება


შრომის კანონთა კოდექსი განსაზღვრავს არა მარტო ამა თუ იმ ორაგანიზაციულ წარმონაქმნთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მუშაკის უფლებებს, არამედ იგი არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც, როგორიცაა: მუშაკის სამუშაოზე მიღება, მასთან შრომითი ხელშეკრულების კონტრაქტის გაფორმება, მუშაკის საგამოცდო ვადა სხვა. კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად სამუშაოზე მიღებისას დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო. ამგვარად სხვა ასპექტებთან ერთად ზემოაღნიშნული მუხლი გამორიცხავს სქესობრივი ნიშნით მოქალაქეთა დისკრიმინაციის შესაძლებლობას მათი სამუშაოზე მიღებისას. სამუშაოზე მიღებისას ყველა მუშასა და მოსამსახურეს, რომლებიც დაწესებულებაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს, ეძლევათ შრომის წიგნაკი, რომელშიც აღინიშნება ცნობები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

დაუშვებელია შრომის ხელშეკრულებით კონტრაქტით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების მოთხოვნა ხოლო მუშაკის სხვა სამუშაოზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, კანონით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კანონით განსაზღვრული ვადით და შრომის კანონთა კოდექსით მკაცრად განსაზღვრულ სემთხვევებში.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დასაშვებია როგორც განსაზღვრული ვადით, ისე უვადო შრომის ხელსეკრულების კონტრაქტის შეწყვეტა ადმინისტრაციისა და/ან მუშაკის ინიციატივით. კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად კი ადმონისტრაციასა და არასრულწლოვან მუშაკს შორის დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებით არასრულწლოვანის მშობლები, მშვილებლები და მზრუნველი სარგებლობენ. ამასთან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ორი თვით ადრე მაინც და აღნიშნული სეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს საწარმოს ადმინისტრაცია ან სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია ორი თვით ადრე მაინც აცნობოს შრომითი მოწყობის ორგანოს მუშაკთა მოსალოდნელი მასობრივი განთავისუფლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ იმ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, სადაც არსებობს პროფკავშირი დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირების თანხმობის გარეშე; ამგვარი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კონტრაქტის მოშლა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრული უკიდურესი აუცილებლობისას. ამასთან კოდექსის 34-ე მუხლის 1. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველი ვერ გახდება მუშაკისათვის ,,ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით მიცემული შვებულების“ პერიოდში მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი თანაბარი პირობების არსებობისასსამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით სარგებლობენ მარტოხელა დედები და ქალები, რომლებსაც ყავთ სამ წლამდე ასაკის ბავშვი.

8.8 მუშაკის უფლებები და დახმარება კონტრაქტის შეწყვეტისას

▲ზევით დაბრუნება


შრომის კანონთა კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს საწარმოდან, დაწესებულებიდან განთავისუფლებული მუშაკის უფლებებს, ასევე იმ დახმარების ოდენობას, რომელიც მას მიეცემა ადმინისტრაციის მიერ კონტრაქტის მოშლის შემთხვევაში. შრომითი ხელშეკრულების, ამ კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილის ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში ასევე 34-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ” და ,,დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, ან ადმინისტრაციის მიერ კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების დარღვევის შედეგად, მუშა-მოსამსახურეებს ეძლევათ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით. რაც შეეხება ზოგადად ორგანიზაციიდან კუთვნილ თანხას (ხელფასი),იგი მოსამსახურეს მიეცემა დათხოვნის დღეს.

შრომის კანონთა კოდექსის 42(3) მუხლის მიხედვით საწარმოს ლიკვიდაციის, შტატების შემცირების ან საწარმოს რეორგანიზაციის მიზეზით განთავისუფლებულ მუშაკებს ეძლევათ შემდეგი კომპენსაცია-შეღავათები: ა) გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით; ბ) უნარჩუნდებათ საშუალოხელფასი, შრომით მოწყობამდე, მაგრამ არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში მათი დათხოვნიდან; გ) უნარჩუნდებათ უწყვეტი შრომის სტაჟი თუ წყვეტილი მუშაობის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება.

ის მუშაკები, რომლებიც სამსახურისგან მოწყვეტით იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღელებლად ინარჩუნებენ სამუშაო ადგილს; სამედიცინო დაწესებულებებში გამოსაკვლევად მყოფ მუშა-მოსამსახურეებს დამატებით უნარჩუნდებათ ხელფასი, ხოლო იმ მუშაკებს, რომლებიც სამუშაოდან დროებით განთავისუფლდნენ არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო რწმუნების ვადის დამთავრების შემდეგ ეძლევათ წინანდელი სამუშაო (თანამდებობა) ხოლო თუ ასეთი არ არის - სხვა ტოლფასი სამუშაო.

8.9 სამუშაო დრო

▲ზევით დაბრუნება


შრომის კანონთა კოდექსით განისაზღვრება სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ასევე ის გარემოებები, როდესაც სავალდებულოა სამუშაო დროის შემცირებული ხანგრძლივობის დაწესება. კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ,,სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 41 საათს კვირაში“ და ამ პირობის შეცვლა დაუშვებელია ორგანიზაციის ადმინისტრაციის, პროფკავშირის და/ან მუშაკთა შორის მიღწეული შეთანხმების გარეშე. რაც შეეხება სამუშაო დროის შემცირებულ ხანგრძლივობას, იგი წესდება 16-დან 18 წლამდე და 15-დან 16 წლამდე ასაკის პირების ასევე მავნე შრომის პირობებში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებისათვის, რომელთა შრომის დროის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 36 საათს კვირაში. შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით მუშა-მოსამსახურეებისათვის დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორი დასვენების დღით. ხოლო იმ საწარმოებში, სადაც შრომის პირობების სპეციფიკის გათვალისწინებით სავალდებულოა ექვსდღიანი სამუშაო კვირის შემოღება ,,ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა არ უნდა არემატებოდეს 7 საათს“ გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა ადმინისტრაციის ინიციატივით დაწესებულ იქნას მუშაკთა ზეგანაკვეთური მუშაობა, რომელიც ფორმდება შესაბამისი საწარმოს ბრძანებით და პროფკავშირის თანხმობით.

ზეგანაკვეთურ სამუშაოზე არ დაიშვებიან: ,,ორსული ქალები, მეძუძური დედები, ქალები, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები ერთ წლამდე ასაკისა“. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ქალები არ დაიშვებიან სამუშაოზე, რომლებიც ღამით შრომას ითვალისწინებენ.

შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით შესაძლებელია საწარმოს ადმინისტრაციასა და მუშა-მოსამსახურეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე დაწესდეს არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა. აღნიშნული შრომის გრაფიკის დაწესება შესაძლებელია ორსული ქალისა და იმ ქალის თხოვნით, რომელსაც თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, ან რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უვლის ავადმყოფ ოჯახის წევრს. აღნიშნულ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება ხდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

მუშებსა და მოსამსახურეებს კვებისა და დასვენებისათვის ეძლევათ შესვენება არაუმეტეს ოთხი საათისა. შესვენება არ შედის სამუშაო დროში. მუშა და მოსამსახურე შესვენებას იყენებს საკუთარი შეხედულებისამებრ, მას უფლება აქვს დროებით დატოვოს სამუშაოს შესრულების ადგილი. იმ საწარმოებში, სადაც წარმოების პირობების გამო შესვენების დაწესება დაუშვებელია მუშა-მოსამსახურეებს მიეცემათ კვების შესაძლებლობა სამუშაო დროის განმავლობაში.

8.10 დასვენების დღეები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით საწარმოები და დაწესებულებები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებსი: 1 იანვარს - ახალ წელს, 7 იანვარს - შობის დღეს, 19 იანვარს - ნათლისღების დღეს, 3 მარტს - დედის დღეს, აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია), მიცვალებულთა მოხსენიების დღეს - აღდგომის მეორე დღე (თარიღი გარდამავალია), 9 აპრილს - სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს, 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 28 აგვისტოს - ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას), 14 ოქტომბერს - მცხეთობას, 23 ნოემბერს - გიორგობის დღეს.

8.11 შვებულება

▲ზევით დაბრუნება


გარდა უქმე და დასვენების დღეებისა, ყოველ მუშა-მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და საშუალო ხელფასის შენარჩუნებით, მუშაკის ყოველწლიური შვებულება უნდა მოიცავდეს არანაკებ 24 სამუშაო დღეს თუ შრომის კონტაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან არანორმირებული სამუშაო დღის და მავნე შრომის პირობების მქონე მუშაკებს ეძლევათ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება.

გათვალისწინებულია, რომ დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დროს აღებული შვებულება ყოველწლიურ შვებულებაში არ ჩაითვლება. მუშა-მოსამსახურეებს შვებულება ეძლევათ ორგანიზაციაში მათი თერთმეტი თვის უწყვეტი მუშაობის ვადის გასვლის შემდეგ. თერთმეტთვიანი ვადის გასვლამდე მუშაკის თხოვნით შვებულება შეიძლება მიეცათ ,,ქალებს - ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში წასვლის წინ ან უშუალოდ მის შემდეგ“ ... აღსანიშნავია, რომ შვებულების მოსაპოვებელ სტაჟში არ ჩაითვლება მუშაკის მიერ ბავშვის მოვლის გამო აღებული ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება.

გამონაკლის შემთხვევებში თუკი მუშაკისათვის მიმდინარე წელს შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საწარმოს მუშაობაზე დასაშვებია მუშაკის თანხმობით, შვებულების გადატანა მომდევნო წელს. გადატანილი შვებულება დაემატა შემდეგი სამუშაო წლის შვებულების დროს.

8.12 შრომის ანაზღაურების წესი

▲ზევით დაბრუნება


ამავე შრომის კოდექსით განისაზღვრება მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები. ,,მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით“. შრომის ანაზღაურებისას აკრძალულია რაიმე შეზღუდვის დაწესება მუშაკის რასის, კანოს ფერის, სქესის და სახვა რაიმე შეხედულებების მიხედვით; შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მისაკსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების - კონტრაქტის პირობების შესაბამისად. შრომის კანონმდებლობით დაწესებულია ხელფასის მინიმალური ოდენობა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ,,სოციალურ - ეკონომიკურ ნორმატივს“ და მუსაკის თვიური ანაზღაურება არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. აღნიშნული წესის დაცვა სავალდებულოა ყვალა დაწესებულების თუ ორგანიზაციის მიერ მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. საყურადღებოა, რომ მძიმე სამუშაოზე, შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე, ასევე სადავ მძიმე კლიმატური პირობებია, წესდება შრომის გადიდებული ანაზღაურება. მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს კი უწესდებათ 50% სახელფასო დანამატი. შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლა ან ახალი პირობების შემოღება დაწესებულების ადმინისტრაციამ მუშა-მოსამსახურეებს უნდა აცნობოს ,,არა უგვიანეს ერთი თვისა მათ შემოღებამდე“. ზეგანაკვეთური, უქმე დღეებში ასევე ღამით მუშაობისას მუშა-მოსამსახურეებს მიეცემათ სათანადო კომპენსაციები კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით და წესით.

შრომის კანონთა კოდექსი განსაზღვრავს მუშაკის პასუხისმგებლობის პირობებსა და ფარგლებს მის მიერ საწარმო-დაწესებულებისთვის მიყენებული ზიანის გამო. მუშა-მოსამსახურეს მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ,,ზიანი გამოწვეული იყო მისი ბრალით“. ამასთან ზიანის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პირდაპირი, უშუალო ზიანი და არა ის შესაძლო შემოსავალი, რომელიც ვერ იქნა მიღებული მუშაკის ბრალეული ქმედების გამო. ,,დაუშვებელია მუშას ან მოსამსახურეს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნორმალურ საწარმო-სამეურნეო რისკის კატეგორიას“. რაც შეეხება მუშაკის სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას მისი წარმოშობის პირობებს ითვალისწინებს შრომის კანონთა კოდექსის 121-ე მუხლი და მხოლოდ მასში აღნიშნული გარემოებების არსებობისას მუშაკს სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანისათვის. ზემოაღნიშნული მუხლის პირობების არსებობისას ნუშაკისათვის გასაცემი ხელფასის დაქვითვის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აწარბებდეს 20%, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში 50%.

8.13 შრომითი განაწესი, მუშაკის წახალისებისა და დასჯის ფორმები

▲ზევით დაბრუნება


ორგანიზაციებში შრომის განაწესს განსაზღვრავენ,,შრომის განაწესით“, რომელიც მტკიცდება შრომითი კოლექტივის, ადმინისტრაციისა და პროფკავშირების წარდგენით, ტიპობრივი წესდების საფუძველზე. აღნიშნული შინაგანაწესი განსაზღვრავს მუშაკის მიმართ წახალისების და/ან დისციპლინური სასჯელის გამოყენების საფუძველს. მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის გამოყენება წახალისების შემდეგი სახეობები: ა) მადლობის გამოცხადება, ბ) პრემიის გაცემა, გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება. შრომის შინაგანაწესის და დისციპლინის დარღვევისათვის ადმინისტრაცია უფლებამოსილია გჰამოიყენოს შემდეგი სასჯელები: ა) შენიშვნა, ბ) საყვედური, გ) სასტიკი საყვედური, დ) დათხოვნა. მუშაკის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების უფლება აქვს იმ ორგანოს ,,რომელსაც უფლება აქვს მიიღოს (აირჩიოს, დაამტკიცოს და დანიშნოს თანამდებობაზე) ეს მუშაკი“. ამასთან დისციპლინური სასჯელის დადება დაუშვებელია გადაცდომის ჩადენიდან ექვსი თვის შემდეგ. შესაძლებელია დისციპლინური სასჯელის განჩინება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თუკი მუშა-მოსამსახურეს სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაედება ახალი დისციპლინური სასჯელი, ,,იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სასჯელი არ ჰქონია დადებული“. მუსაკის სანიმუშო შრომისა და ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია დისციპლინური სასჯელის მოხსნა ერთი წლის გასვლამდეც.

ყველა საწარმოს, დაწესებულებას თუ ორგანიზაციას მიუხედავად მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა ევალებათ უზრუნველყონ მუშაკთა შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები. ამგვარი ვალდებულება დაწესებულების ადმინისტრაციას აკისრია. მეტიც არც ერთი საწარმო, საამქრო, უბანი, წარმოება არ შეიძლება გადაცემულ იქნეს საექსპლუატაციოდ თუ ,,არ არის იმ ორგანოების ნებართვა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო, სანიტარულ და ტექნიკურ ზედამხედველობას“. თავის მხრივ მუშა-მოსამსახურეებიც ვალდებულნი არიან შეასრულონ შრომის დაცვის ინსრუქციები, რომელთა შესრულებაზე მუდმივი კონტროლი საწარმოს ადმინისტრაციას ევალება. საწარმოს ადმინისტრაცია გარდა ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა ვალდებულია მუშა-მოსამსახურეები უფასოდ უზრუნველყოს სპეციალური ტანსაცმლით, საპნითა და სხვა გამწმენდი საშუალებებით ასევე რძისა და სხვა სამკურნალო-პროფილაკტიკური პროდუქტებით ისეთ სამუსაოზე, სადაც შრომის განსაკუთრებით მავნე პირობებია. კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოები ვალდებულნი არიან მუშა-მოსამსახურეებს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, მათი დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნებით.

8.14 ქალთა შრომა

▲ზევით დაბრუნება


შრომის კანონთა კოდექსის XII თავი მთლიანად ეძღვნება ქალის სრომას და მასში მრავალი სპეციფიკური საკითხია განხილული. ა.მ. 156-ე მუხლის შესაბამისად აკრძალულია ქალის შრომის გამოყენება მზიმე სამუშაოებზე და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოზე აგრეთვე მიწისქვეშა სამუშაოებზე. აკრძალულია ქალების მიერ ისეთი სიმძიმეების გადატანა, რომელიც მათთვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას აღემატება. დაუშვებელია ქალის შრომის გამოყენება ღამის სამუშაოებზე გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. ამავე კოდექსის 157-ე მუხლის შესბამისად კი დაუშვებელია ორსული ქალებისა და ქალებისა, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ყავთ, შრომის გამოყენება ღამის და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით კი არ შეიძება სამიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვების მქონე ქალების ზეგანაკვეთურ სამუშაოში ჩაბმა ან გაგზავნა მივლინებაში მათი თანხმობის გარეშე. განსაზღვრულია ორსული და წლინახევრის ასაკამდე ბავშვიანი ქალების უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა მათთვის საშუალო ხელფასის სენარჩუნებით.

8.15 შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო

▲ზევით დაბრუნება


ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევათ შვებულება სამოცდაათი კალენდარული დღის ხანგრძლივობით, ხოლო მშობიარობის შემდეგ ორმოცდათექვსმეტი (გართულებული მშობიარობის ან ორი ან მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში-სამოცდაათი) კალენდარული დღის ხანგრძლივობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება ქალს მიეცემა მთლიანად, იმისდა მიუხედავად მშობიარობამდე ფაქტიურად რამდენი დღე აქვს გამოყენებული. სამ წლამდე ასაკის მშობელ ქალს მიეცემა ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ ბავშვი წლინახევრის გახდება, აღნიშნული შვებულება ჩაითვლება მუშაობის სტაჟში. ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გარდა ქალს ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება, ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის სამი წლის ასაკს მიაღწევს და შვებულების განმავლობაში ენახება სამუშაო ადგილი.

ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავსვი იშვილეს ეძლევათ შვებულება ბავშვის შვილად აყვანის დღიდან იმ დრომდე, ვიდრე ბავსვის დაბადებიდან გავა ორმოცდათექვსმეტი დღე. ხოლო საწარმოში მუშაობის ერთწლიანი სტაჟის შემთხვევაში ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი წლინახევრის გახდება. შესაძლოა ქალს საკუთარი განცხადებით მიეცეს დამატებითი უხელფასო შვებულება, ვიდრე ბავშვს სამი წელი შეუსრულდება.

სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ქალებს, რომლებსაც წლინახევრის ასაკამდე ბავსვები ჰყავთ, სართო შესვენების გარდა დამატებით ეძლევათ შესვენება ბავშვთა კვებისათვის, რომლის ხანგრძლივობაა ოცი წუთი.

აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა ან მათთვის ხელფასის შემცირება ორსულობის ან სამ წლამდე ასაკის ბავშვების ყოლის გამო, ხოლო მარტოხელა დედებისათვის თოთხმეტწლამდე ასაკის ბავშვის ყოლის გამო. დაუშვებელია ორსული ქალების და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავთ (მარტოხელა დედების 14 წლამდე ასაკის ბავსვის ან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავსვის ყოლისას) სამუშაოდან დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით გარდა საწარმოს სრული ლიკვიდაციისა, როდესაც დათხოვნა დაშვებულია შრომითი მოწყობით. შრომითი მოწყობის პერიოდში აღნიშნული კატეგორიის ქალებს უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.

იმ საწარმოებში, სადაც მასიურად გამოიყენება ქალის შრომა, აუცილებლად უნდა მოეწყოს საბავშვო ბაგები და ბაღები, ასევე ოთახები ძუძუთა კვებისათვის, აგრეთვე ოთახები ქალთა პირადი ჰიგიენისათვის.

მუშა-მოსამსახურეები გარდა უსაფრთხო შრომის პირობებისა, უზრუნველყოფილნი არიან სახელმწიფო სოციალური დაზღვევით. კერძოდ ,,დახმარებას ორსულობისა და მშობიარობის გამო გასცემენ ორსულობისა და მშობიარობისათვის აღებული მთელი შვებულების განმავლობაში სრული ხელფასის ოდენობით“. გარდა ზემოარნიშნულისა განსხვავებულია ქალთა საპენსიო ასაკი, რომელიც შეადგენს 60 წელს იმ პირებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ 20 წლის მუშაობის სტაჟი.

საწარმოს, დაწესებულების ადმინისტრაციასა და მუშა-მოსამსახურეთა შორის წარმოქმნილ სადავო სამართლებრივ საკითხებს განსჯადობის წესების დაცვით, სასამართლო განიხილავს. სასამართლოები შრომის დავას განიხილავენ შემდეგ შემთხვევებში: ა) მუშაკი არ ეთანხმება შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებას; ბ) მუშაკი არ ეთანხმება ადმინისტრაციის და/ან პროფკავშირის გადაწყვეტილებას; გ) მუშისა და მოსამსახურის განცხადებით სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ასევე შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. მუშებსა და მოსამსახურეებს დათხოვნის გამო სამუშაოზე აღდგენის საკითხებზე სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარებიდან ორი თვის ვადაში უნდა მიმართონ; ხოლო მუშაკის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხებზე საწარმოს ადმინისტრაციამ სასამართლოს უნდა მიმართოს ,,ერთი წლის განმავლობაში მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამომჟღავნების დღიდან“. აღსანიშნავია, რომ მუშა-მოსამსახურეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან შრომით სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენისას.

კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილი მუშა-მოსამსახურე აღდგენილ უნდა იქნეს უწინდელ სამუშაო ადგილას, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აუნაზღაურდება ,,იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა“.

8.16 სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით საქართველოს სისხლის სამარტლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესრიგებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.

საქართველოს კანონმდებლობით ძალადობა ქალის მიმართ და ოჯახური ძალადობა ცალკე დანაშაულის სახედ არ მიიჩნევა, მაგრამ კოდექსის შესაბამისი მუხლები და მასში აღწერილი ქმედებები დანაშაულად მიიჩნევა მიუხედავად იმისა, ვის მიერ ან ვის მიმართ არის კონკრეტული ქმედება ჩადენილი.

ქმედების დანაშაულებრიებობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა დანაშაულებანი გამოხატული ფიზიკური ძალადობის ნიშნებით.

დანაშაული სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობისათვის დამახასიათებელ, ყველაზე გავრცელებულ ქმედებათა ჯგუფს მოიცავს.

ცემა (სსკ მ. 125) კანონმდებელი ცემას განმარტავს როგორც ფიზიკური ზემოქმედებით გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც ვლინდება ძალადობით და იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

წამება (სსკ მ. 126) გამოიხატება დაზარალებულის სისტემატიურ ცემასა და ან სხვაგვარ ძალადობაში, რასაც შედეგად მოსდევს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.

იგივე ქმედება ჩადენილი დამნაშავის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ამძიმებს ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მოიცავს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ე.ი. სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება, ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია შრომისუნარიანობის დაკარგვასთან. იგივე ქმედება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ან იგივე ქმედება გამოხატული დისკრიმინაციის ფორმით, ამძიმებს დანაშაულის ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

თითქმის ანალოგიური განმარტება აქვს ქმდებას გამოხატულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფორმით (სსკ მ.118), მაგრამ ამ შემთხვევაში სედეგი არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ იწვევს შრომისუუნარობის დაკარგვას, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. სასჯელი მნიშვნელოვნად მძიმდება თუ ქმედებას მოჰყვა სასიკვდილო შედეგი (სსკ მ.119).

შედარებით მსუბუქ სანქციას აწესებს კანონმდებელი ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან შრომისუუნარობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგა გამოიწვია.

სისხლის სამართლის კანონი აწესებს სასჯელს დანასაულისათვის, გამოხატული ფსიქიკური ძალადობის ნიშნით - იძულება (სსკ, მ.150) ე.ი. ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური ან ფიზიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

მუქარა (სსკ, მუხლი 151) სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ, მუხლი 115) თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (სსკ,მუხლი116).

8.17 სექსუალური ხასიათის დანაშაულები

▲ზევით დაბრუნება


სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს სასჯელს ისეთი ქმედებისათვის როგორიცაა დანაშაულებანი გამოხატული სექსუალური ძალადობის ნიშნით.

დანაშაულის ობიექტი ამ მხრივ არის პიროვნების სექსუალური თავისუფლება. გაუპატიურება მიმართულია ქალის სექსუალური იზულებისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ. (სსკ, მუხლი117) სქესობრივი კავსირი ზალადობით, ზალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. იგივე ქმედება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ ან მისი უმწეობის გამოყენებით ამძიმებს დანაშაულის ჩადენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სექსუალური ხასიატის ძალმომრეობითი მოქმედება (სსკ, მუხლი 138) ქმედება განხორციელებული გაუკუღმართებული ფორმით ჩადენილი ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით აგრეთვე ისჯება სისხლის სამართლის წესით.

სისხლის სამართლის კოდექსით საკმაოდ მკაცრად ისჯება ქმედება, რომელიც მიმართულია სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებისკენ. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა ჳფლებების დაცვის კუთხით. სსკ-ის 139-ე მუხლის შესაბამისად ,,სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელისგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით“ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შედარებით მკაცრია სანქცია იგივე ქმედებისათვის, როდესაც იგი ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ - თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით ორ წლამდე.

8.18 დანაშაული პიროვნული ხელშეუხებლობის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით პიროვნული ხელშეუზებლობის წინაარმდეგ მიმართულ დანასაულად ითვლება ისეთი ქმედებები როგორიცაა: პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, კერზო საუბრის საიდუმლოების დარღვევა, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა.

პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფაში იგულისხმება - პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, მისი უკანონოდ გამოყენება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას. შესაბამისად ზემოაღნიშნული ქმედებები ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით; ანდა ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოებით და/ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

თუკი ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილში აღნიშნული ქმედებები ჩადენილია ანგარებით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან თუ ამ ქმედებებს მნიშვნელოვანი ზიანი მოყვა დამნაშავეს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა სამ წლამდე, ტუსაღობა სამ თვემდე, თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

რაც შეეხება კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევას, იგი გულისხმობს კერძო საუბრის უკანონოდ ჩაწერას ან მიყურადებას ტექნიკური საშუალებებით; ხოლო ამ მუხლის მეორა ნაწილი ითვალისწინებს ამ მუხლში აღნიშნული გზით მიღებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას. თუკი ამ (სსკ-ის 158-ე მუხლი) მუხლის I და II ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილია ანგარებით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან თუ ქმედებას მოყვა მნიშვნელოვანი ზიანი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა, ხოლო ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ამ მუხლის II ნაწილის მიხედვით განსასჯელს შესაძლოა შეეფარდოს ჯარიმა ან თავიუფლების აღკვეთა სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით თუ ნორმის I ნაწილში აღნიშნული ქმედება ჩადენილია ანგარებით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან თუ ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი მოყვა.

8.19 თანასწორუფლებიანობის დარღვევა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა

▲ზევით დაბრუნება


სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დაცვა ,,მათი რასის, კანის ფერის, ენის სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმიკუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო“. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენისთვის დადგენილია შემდეგი სასჯელი - ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე. ამუხლის მეორე ნაწილი ამკაცრებს სანქციას იგივე ქმედების ჩადენისათვის, რომელსაც მოყვა მძიმე შედეგი და/ან ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

კოდექსის 143-ე მუხლით დაუშვებელია ადამიანის ,,თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, რომელიც სიჯება ,,თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“. ამ მუხლის მეორე ნაწილით თუკი იგივე ქმედება ჩადენილია წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარ შეცნობით ორსული ქალის არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ, სხვა დანაშაულის დაფარვის ან ჩადენის გაადვილების მიზნით ან სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით - ,,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე“. თუკი წინა მუხლებში აღნიშნული ქმედებები ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ და/ან შედეგად დადგა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, დამნაშავეს ხუთიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეფარდოს.