![]() |
ინფორმაციის მიწოდება გლობალური შეთანხმების პრინციპების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბროუნლი მარკ |
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება, საერთაშორისო ორგანიზაციები |
საავტორო უფლებები: © UNDP |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: წინამდებარე პრაქტიკული სახელმძღვანელო მოამზადა საერთაშორისო ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კოორდინატორი: მანუელ ესკუდერო (Institute de Impresa - ბიზნეს სკოლა) ავტორი: მარკ ბროუნლი (ანგარიშგების გლობალური ინციციატივა) ასევე, საკუთარი წვლილი შეიტანეს: ალბერტო ანდრეუ (Telefonica); ბირგიტ ერასი (გლობალური შეთანხმების ოფისი); ჯერომ ლავინ-დელვილი (გლობალური შეთანხების ოფისი); ხესუს დიას დე ლა ჰოზი (PricewaterhouseCoopers, ესპანეთი); ხავიერ გარილეტი (PricewaterhouseCoopers ესპანეთი); მარინილკა ბაროს კიმბრო (Institute de Impresa -ბიზნეს სკოლა); ალისონ სლეიტერი (ანგარიშგების გლობალური ინიციატივა); Tarcila Reis uUsini (UniEtos) სპონსორები: Telefonica და PricewaterhouseCoopers, ესპანეთი. |
![]() |
1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერა |
▲ზევით დაბრუნება |
ნებაყოფლობითი ინიციატივა, მონაცემთა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის და სანდოობის გარანტიის მიზნით, უნდა უნდა ფლობდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს და, ამასთანავე, ახდენდეს პროგრესის დემონსტრაციას.
2004 წლის ივნისში გამართულ, გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრაზე მონაწილე მხარეები შეთანხმდენენ, რომ გლობალურმა შეთანხმებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ხარისხის უზრუნვეყოფასა და ბრენდის მენეჯმენტს. შედეგად, გლობალური შეთანხმების პოლიტიკამ, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეთა მხრიდან შეთანხმების პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროგრესზე ანგარიშის წარმოდგენას, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიიღო.
ათი პრინციპის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშგება - ვალდებულება, რომელსაც იღებს ნებისმიერი მხარე, რომელიც ხდება გლობალურ შეთანხმების მონაწილე - არ მზადდება უბრალოდ ანგარიშგების მიზნით. ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს შიდა სტრატეგიულ კურსს და თვალსაჩინოს ხდის განხორციელებული საქმიანობის ზეგავლენის და შედეგების მაჩვენებლებს და იმას, თუ რამდენად არის პროგრესი მიღწეული. ხსენებული პროგრესის შესახებ ანგარიშგება, პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარისათვის, მხოლოდ ერთი ეტაპი გახლავთ იმ უწყვეტ ციკლში, რომელიც გულისხმობს ზემოაღნიშნული ათი საყოველთაო პრონციპის იდეების და ღირებულებების ქმედებაში გარდაქმნას.
გლობალურმა შეთანხმებამ ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ამ დღიდან შეთანხმების მონაწილეთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა. დღეისათვის ის მსოფლიოს უდიდესი ბიზნეს-ინიციატივაა, რომელშიც გაერთიანებულია 80 ქვეყნის 2000-ზე მეტი ბიზნესის, მუშათა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, მთავრობები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოები. მონაწილე კომპანიები წარმოების სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. მათ რიგებში არიან როგორც განვითარებული მსოფლიოს მსხვილი და მულტინაციონალური კომპანიები, ისე განვითარებადი ქვეყნების მცირე საწარმოები.
წინამდებარე პრაქტიკული სახელმძღვანელო მოამზადა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა. იგი მიზნად ისახავს მარტივი რეკომენდაციების და რჩევების მიწოდებას ყველა ზომის, წარმოების ტიპის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის კომპანიებისათვის იმაზე, თუ როგორ უნდა მომზადდეს ანგარიში პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროგრესზე. რასაკვირველია, არ არსებობს „ერთი და ყველაზე მორგებული უნივერსალური” მოდელი და სახელმძღვანელოც იმ ფორმით მომზადდა, რომ მან დახმარება გაუწიოს ყველა ზომის და ანგარიშის მომზადებაში განსხვავებული გამოცდილების მქონე კომპანიებს - მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და იმ ბიზნესების ჩათვლით, რომლებიც პირველად ადგენენ ანგარიშს.
პრაქტიკული სახელმძღვანელო განმარტავს, თუ რა ფორმით უნდა იქნას მომზადებული ანგარიში პროგრესის შესახებ და ასევე, იძლევა მაგალითებს, თუ როგორ გააკეთეს ეს სხვადასხვა კომპანიებმა. მე იმედს ვიტოვებ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, მიაწოდოთ ზუსტი, კომპაქტური და ინფორმატიული ანგარიში თქვენს პარტნიორებს. მე, ასევე, იმედი მაქვს თქვენი უწყვეტი მხარდაჭერის და იმის, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ წარმოადგინოთ სამაგალითო ანგარიში პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროგრესზე.
შენიშვნა
პროგრესის შესახებ საინფორმაციო ანგარიში შესაძლოა გამოყენებული იქნეს
შენიშვნა
გლობალური შეთანხმების მონაწილე მხარეებს მოეთხოვებათ ყოველწლიურა |
გეორგ კელი
გლობალური შეთანხმების
აღმასრულებელი დირექტორი
![]() |
2 როგორია მოთხოვნები |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალური შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა წარუდგინონ დაინტერესებულ მხარეებს ყოველწლიური ანგარიში იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც მათ მიაღწიეს გლობალური შეთანხმების ათი ძირითადი პრონციპის განხორციელების სფეროში. ინფორმაცია პროგრესის შესახებ შესაძლოა გაკეთდეს წლიური ფინანსური, სტაბილური განვითარების ან სხვა სახის საჯარო ანგარიშების, ვებ-გვერდების და/ან კომუნიკაციის სხვა არხების გზით.
I ეტაპი. ანგარიშგება პროგრესის შესახებ
ანგარიში პროგრესის შესახებ შედგება სამი ელემენტისაგან:
ა) აღმასრულებელი დირექტორის ან სხვა მაღალი რანგის აღმასრულებელი მუშაკების მოწოდება გლობალური შეთანხმების უწყვეტი მხარდაჭერის შესახებ.
განცხადება მხარდაჭერის შესახებ უნდა მოდიოდეს ხელმძღვანელობის წარმომადგენლისაგან, რაც გახლავთ იმის დადასტურება, რომ გლობალური შეთანხმება მიჩნეულია იმ ვალდებულებად, რომელიც იმსახურებს უმაღლესი მენეჯმენტის ყურადღებას.
ბ) გლობალური შეთანხმების პრინციპების გატარებისკენ მიმართული იმ პრაქტიკული საქმიანობების აღწერა, რომლებიც ანგარიშვალდებულმა მხარემ განახორციელა წინა წლის განმავლობაში.
აღწერილი პრაქტიკული საქმიანობები განხორციელებული უნდა იყოს წინა წლის განმავლობაში. მართალია, მიმდინარე საქმიანობანი ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველწლიური საქმიანობები ხაზს უსვამს უწყვეტი განვითრება-გაუმჯობესებისაკენ აღებულ ვალდებულებას.
გ) შედეგების გაზომვა, რისთვისაც შეძლებისდაგვარად, გამოყენებული უნდა იქნას ის სტანდარტული ინდიკატორები და მაჩვენებლები, რომლებიც დადგენილი იქნა ანგარიშგების გლობალურის ინიციატივის სტაბილურობის შესახებ ანგარიშგების სახელმძღვანელო მითითებებში.
უპირატესობა ენიჭება შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ გაზომვას. მიუხედავად ამისა, შედეგების თუნდაც არასრული ხარისხობრივი აღწერა უმჯობესია, ვიდრე სტრატეგიისა და პროგრამის მშრალი ხსენება. მოსალოდნელი შედეგები ასახვას პოულობს კონკრეტულ მიზნებში.
შედეგების მაჩვენებლები საშუალებას აძლევს პროგრესის შესახებ ინფორმაციის მკითხველს, გაიგოს განხორციელებული საქმიანობების მნიშვნელობა და შედეგი. თუ კომპანია თავის თავზე იღებს ინფორმაციის საიმედოობის გარანტიას, იგი ვალდებულია დეტალურად აღწეროს, როგორ იქნა პროგრესი მიღწეული.
წინამდებარე პრაქტიკული სახელმძღვანელო მოწოდებულია, დაეხმაროს კომპანიებს პროგრესის შესახებ წლიური ანგარიშების მომზადებაში. იგი იძლევა პრაქტიკულ ინფორმაციას და რჩევებს ზემოაღნიშნულ სამ ელემენტთან დაკავშირებით.
ყურადღება:
წინამდებარე პრაქტიკული სახელმძღვანელო კიდევ უფრო ავსებს გლობალური შეთანხმების მიერ პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადებისათვის უკვე შემუშავებულ სტრატეგიებს და ინსტრუქციებს, როგორებიცაა:
პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები;
პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადების საორიენტაციო პაკეტი;
ორივე ზემოაღნიშნული დოკუმენტის მოძიება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: www.unglobalcompact.org
II ეტაპი. პროგრესის შესახებ ანგარიშის გაცნობა
დაინტერესებული მხარეებისათვის
პროგრესის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით გლობალური შეთანხმების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი დაინტერესებული მხარეების ჩაბმა და ინფორმირებაა. გლობალური შეთანხმების მონაწილე მხარეებმა პირდაპირ უნდა აცნობონ დაინტერესებულ მხარეებს პრინციპების გატარებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისი შესახებ. ეს ხდება პროგრესის შესახებ ანგარიშის მედია საშუალებებში გავრცელებით, რომლებიც უკვე გამოყენებული იყო დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მიზნით. არსებობს პროგრესის შესახებ ანგარიშის გავრცელების ორი ძირითადი მოდელი: არსებული საფინანსო ან სტაბილური განვითრების ნაგარიშში მისი ჩართვა, ან სხვა საინფორმაციო არხების გამოყენება.
ა) კომპანიები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან დაინტერესებულ პირებს სტაბილური განვითრების ან სხვა ყოველწლიური ანგარიშების საშუალებით. თუკი კომპანია აქვეყნებს წლიურ საფინანსო ან სტაბილური განვითრების ანგარიშს, ინფორმაცია პროგრესის შესახებ აუცილებლად უნდა შევიდეს დოკუმენტში. მხარდაჭერის შესახებ განცხადება აუცილებლად უნდა შევიდეს აღმასრულებელი დირექტორის ან სხვა მაღალი რანგის აღმასრულებელი პირის წერილში. აქტივობების აღწერა და შედეგების მაჩვენებლების შეფასება უნდა ჩამოყალიბდეს მოკლე, შემაჯამებელ ნაწილად და მითითებული უნდა იქნას, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ანგარიშში. მითითებები თუ როგორ უნდა მოხდეს პროგრესის შესახებ ანგარიშის ინტეგრირება კომპანიის ერთიან ანგარიშში, იხილეთ დანართი „ბ“ - პროგრესის შესახებ საინფორმაციო ანგარიშის მოდელი 1.
ბ) კომპანიები, რომლებიც კომუნიკაციას დაინტერესებულ პირებთან აწარმოებენ წლიური ან სტაბილური განვითრების შესახებ ანგარიშებისაგან განსხვავებული ფორმით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ აქვეყნებს ყოველწლიურ ან სტაბილური განვითრების შესახებ ანგარიშებს, პროგრესის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გავრცელდეს სხვა ისეთი არხების საშუალებებით, როგორებიცაა: ვებ-გვერდი, პრესრელიზები, ოფიციალური განცხადებები, კომპანიის მიერ გაკეთებული შეტყობინება. ასეთი დოკუმენტებიდან კომპანიის თანამშრომლები, დაინტერესებული პირები, მომხმარებლები და პროცესში მონაწილე სხვა პირები იღებენ ინფორმაციას ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებზე, რომლებშიც ჩართულია კომპანია. დამატებითი სახელმძღვანელო მითითებების მოსაძიებლად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომზადდეს ინფორმაცია პროგრესის შესახებ, როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტი გთხოვთ, იხილოთ დანართი „ბ“ - პროგრესის შესახებ საინფორმაციო ანგარიშის მოდელი 2.
III ეტაპი. პროგრესის შესახებ ანგარიშის დაკავშირება გლობალური შეთანხმების საინფორმაციო ბაზაში
მონაწილე მხარეებმა პროგრესის შესახებ ანგარიში უნდა განათავსონ გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე და, შეძლებისდაგვარად ყველგან, დააკავშირონ ვებ-გვერდის URL ბმულთან, რომელზეც განთავსებულია დოკუმენტი. ასევე, მონაწილეებმა მოკლე ანოტაცია უნდა დაურთონ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ დაინტერესებულმა პირებმა პროგრესის შესახებ ანგარიში.
ბმულის რესურსი ნუშნავს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდში შესვლას და ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებას, რისთვისაც საჭირო იქნება შემდეგი საფეხურის გავლა:
1) მიუთითეთ, შეიცავს თუ არა ანგარიში პროგრესის შესახებ ყველა საჭირო სამ ელემენტს: უწყვეტი მხარდაჭერის განცხადება; პრაქტიკული აქტივობების აღწერა და შედეგების ან მოსალოდნელი შედეგების იდიკატორები.
2) აღნიშნეთ, რა საშუალებები იქნა გამოყენებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების მიზნით: სტაბილური განვითარების ან სხვა მსგავსი ანგარიშები (ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში, ანგარიში გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების შესახებ და სხვა), კომპანიის ვებ-გვერდი თუ სხვა საშუალებები. როდესაც კომპანიები ინფორმაციის მიწოდებისათვის იყენებენ სხვა საშუალებებს, მათ უნდა აღწერონ ეს „სხვა საშუალებები“ სათაურით: „დამატებითი ინფორმაცია“;
3) მონაწილეებმა უნდა განათავსონ პროგრესის შესახებ ანგარიშის ელექტრონული ვერსია (PDF ან Word-ის ფაილის სახით), მიუხედავად იმისა, იქნება ეს ანგარიში სტაბილური განვითარების ან საფინანსო ანგარიშის შემადგენელი ნაწილი, თუ დამოუკიდებელი, ცალკე დოკუმენტი;
4) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებმა უნდა მიუთითონ ის URL ბმული, სადაც შესაძლებელი იქნება პროგრესის შესახებ ანგარიშის მოძიება.
ქვემოთ მოცემულია მცირე და საშუალო საწარმოების და იმ ბიზნესების მაგალითები, რომლებიც რომლებიც პირველად ადგენენ ანგარიშს და რომლებმაც პროგრესის ანგარიშის გავრცელების მიზნით გამოიყენეს წლიური ანგარიშებისა და ვებ-გვერდებისაგან განსხვავებული მექანიზმები.
Banco internacional de Mocambique
ჩვენ რეგულარულად ვაწვდით დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციას საბჭოს შეხვედრებზე კვარტალურად, ხოლო გენერალურ ასამბლეაზე - ყოველწლიურად.
Nebico Private Ltd
გლობალური შეთანხმების პრინციპები გავაცანით ორგანიზაციის ყველა დონის თანამშრომელს ოფიციალური თუ არაოფიციალური ჯგუფური დისკუსიების დროს.
Treves
იმისთვის, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ ვქმნით ჩვენს შიდა ქსელში სპეციალურ გვერდს „Com.Treves“, რომლის განახლებაც რეგულარულად მოხდება.
![]() |
3 რჩევები და მინიშნებანი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ანგარიშის პირველად წარმომდეგნი კომპანიებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
მულტინაციონალურმა კორპორაციებმა ერთ-ერთმა პირველებმა აიღეს ვალდებულება გლობალური შეთანხმების წინაშე. ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის რიცხვი, რომლებიც ასევე შეუერთდნენ ამ ვალდებულებას. მცირე და საშუალო ბიზნესი დღეისათვის წარმოადგენს გლობალური შეთანხმების მონაწილე 2000 კომპანიის 38 პროცენტს.
მსხვილ კომპანიებს სტაბილური განვითარების ანგარიშის მომზდების დიდი გამოცდილება აქვთ. მათ ასევე აქვთ სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადების დიდი ისტორია, რათა გამოხატონ თუ როგორ ახორციელებენ იმ საქმიანობებს, რომლებიც უკავშირდება სოციალურ თუ გარემოს დაცვის ვალდებულებებს. მცირე ზომის კომპანიებს სტაბილური განვითრების ანგარიშის მომზადების ნაკლები გამოცდილება აქვთ და სწორედ ამიტომაც, ჩვენ მოგვყავს რამდენიმე მაგალითი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და იმ კომპანიებისათვის, რომლებიც პირველად ამზადბენ ანგარიშს პროგრესის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მოძიებისათვის იმაზე, თუ როგორ უნდა შეადგინონ მცირე და საშუალო საწარმოებმა ანგარიში პროგრესის შესახებ, გთხოვთ იხილოთ დანართი „ბ“ - პროგრესის შესახებ საინფორმაციო ანგარიშის მოდელი 2.
მსხვილი კომპანიების მსგავსად მცირე და საშუალო ბიზნესებსაც შეუძლიათ წარადგინონ ანგარიში
არავინ ფიქრობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები ისეთივე დეტალურ და ყოვლისმომცველ ანგარიშებს მოამზადებენ, როგორც ამას მულტინაციონალური კომპანიები აკეთებენ.
თქვენ არ მოგეთხოვებათ დამოუკიდებელი და ამომწურავი სტაბილური განვითრების ანგარიშის მომზადება იმისათვის, რომ დააკმაყოფილოთ პროგრესის შესახებ ანგარიშის მოთხოვნები. პროგრესის ორ-სამ გვერდიანი აღწერა საკმარისი იქნება.
არ არის აუცილებელი ანგარიშში თანაბრად იქნას ასახული ყველა პრინციპი. თუ თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ანგარიში პრინციპების მხოლოდ ნაწილზე, გააკეთეთ შენიშვნა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებთ დანარჩენი პრინციპების განხორციელებას მომავალში.
თუ თქვენ რომელიმე კონკრეტულ პრინციპთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებთ კომპანიის მხოლოდ ნაწილზე (ერთ განყოფილებაზე ან სათაო ოფისის შიდა ოპერაციებზე), რაც მაინც კარგი დასაწყისი იქნებოდა, გააკეთეთ კვალიფიციური შენიშვნა პროგრესის შესახებ ანგარიშში, სადაც აღნიშნული იქნება ეს საკითხი. ნუ დაიცდით, სანამ გექნებათ ინფორმაცია მთელ კომპანიაზე. დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანია.
უნდა არსებობდეს კავშირები
დეტალურად განიხილეთ ათი პრინციპი, რომ გაიგოთ თუ რა ტიპის ქმედების გამოწვევისკენ არიან ისინი მიმართული. შემდეგ კი განიხილეთ ის ეტაპები, რომლებიც გაიარეთ თქვენს კომპანიაში ამ პრონციპების გასატარებლად.
ანგარიშვალდებულნი უნდა ცდილობდნენ, დაუკავშირონ ინდიკატორი ანუ შედეგი სტრატგიას, პროგრამას ან აქტივობას. შეეცადეთ, ტექსტში მუდამ იყოს კავშირი ინდიკატორსა და აქტივობას შორის და შეძლებისდაგვარად ეს ინფორმაცია მოათავსეთ ერთ გვერდზე.
წინამდებარე სახელმძღვანელო გამიზნულია როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა ანგარიშის წარმომდგენთათვის. სტაბილურობის ანგარიშების წყაროები შემუშავებული იქნა მთავრობების, ბიზნეს-ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დანართ „ა“-ში გამოიყენეთ უკვე არსებული მონაცემები
ნუ შეეცდებით ველოსიპედის გამოგონებას. გამოიყენეთ უკვე ინდიკატორების და ანგარიშგების უკვე დამკვიდრებული სისტემები. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლება ან ბიზნეს ასოციაცები ითხოვენ კომპანიებისაგან გაზომონ და ანგარიში მოამზადონ შემდეგ საკითხებზე: სათბურების მიერ ნამწვავის გამოფრქვევა, უსაფრთხოების სტატისტიკა და ა.შ. სხვა შემთხვევებში თქვენს კომპანიას შესაძლოა მომზადებული ქონდეს პასუხები სოციალურად პასუხუსმგებელი საინვესტიციო კომპანიების კითხვარებზე და ეს ინფორმაცია შესაძლოა დაგეხმაროთ პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადებაში.
შეგიძლიათ მოიძიოთ მონაცემები, რომლებიც გადმოცემენ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპთან დაკავშირებულ პროგრესს ინდიკატორების საშუალებით, რომლებიც შიდა ანგარიშებში უკვე არსებობს, მაგრამ რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ გარე ანგარიშგების მიზნით.
დასაწყისისათვის დაუკავშირდით თქვენს კოლეგებს
თქვენს კომპანიებში ალბათ არსებობს უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება იმ ეკოლოგიური და სოციალური საკითხების დარეგულირება და მართვა, რომლებიც აღწერილია გლობალური შეთანხმების პრინციპებში. უპირველეს ყოვლისა, დაუკავშირდით თქვენს კოლეგებს კადრების, ეკოლოგიის, მომწოდებლების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებიდან და მიიღეთ მათგან ინფორმაცია.
როდესაც დაიწყებთ მუშაობას პროგრესის ანგარიშის ელემენტზე „პრაქტიკული აქტივობების აღწერა“, მოიძიეთ დამამტკიცებელი საბუთები ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა: წლიური სამუშაო გეგმა; კადრების, ეკოლოგიის განყოფილებების, ფილიალების ანგარიშები და ინიციატივები; შიდა რეკლამები და პრესრელიზები.
როდესაც დაიწყებთ მუშაობას პროგრესის შესახებ ანგარიშის ელემენტზე „შედეგების გაზომვა“, მოიძიეთ დამატკიცებელი საბუთები ისეთ წყაროებში, როგორებიცაა: გამონაფრქვევების რეგულირების შესახებ ანგარიშები, მესამე მხარის შეფასებები (მაგალითად: შრომით პრაქტიკაზე), შიდა აუდიტის ან მონიტორინგის შედეგები, სერტიფიკატების გაცემა, კადრების განყოფილების ჩანაწერები (ტრენინგები, თანამშრომელთა მრავალფეროვნება, კოლექტიური შრომითი შეთანხმებები).
არ არის საკმარისი მხოლოდ:
...სტრატეგიული კურსის ჩამოყალიბება: მონაწილე მხარეებს თხოვენ აღწერონ „პრაქტიკული აქტივობები“. პრინციპებთან დაკავშირებული სტრატეგიის კიდევ ერთხელ გამეორება არ არის საკმარისი. სხვა პრინციპებზე და კოდექსებზე მიერთება და მათი აღიარება არ ითვლება პრაქტიკულ აქტივობად. მაგალითად: მშრალი განცხადება, რომ თქვენი კომპანიის პოლიტიკაა არ შეეგუოთ ადამიანთა უფლებების დარღვევას არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოახდინოთ იმის დემონსტრირება, თუ როგორ ცდილობს თქვენი კომპანია, არ დაირღვას ადამიანის უფლებები. ნაცვლად პოლიტიკაზე უბრალოდ მინიშნებისა, უმჯობესია აღწეროთ მონიტორინგის პროგრამები და მონიტორინგის შედეგები, რომლებიც ადასტურებს დამიანთა უფლებების დაცვის თქვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას.
...წარმატებულ და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ კომპანიად ყოფნა: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბიზნესის სახე და ხარისხი მნიშვნელოვანია, მაინც არ არის საკმარისი განაცხადოთ, რომ თქვენი არსებობა უკვე ნიშნავს პროგრესის დემონსტრირებას დამოუკიდებლად იმისაგან, თუ რამდენად „კარგი“ ბიზნესი გაქვთ (მაგალითად ბინების მშენებლობა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის და სანიტარული ნორმების დაცვა წყალმომარაგებაში).
...ტრივიალურ საკითხებზე ანგარიშის წარმოდგენა: თუ არ გვინდა უფრო მნიშვნელოვანი აქტივობების გაფერმკრთალება, ნუ ჩავრთავთ ტრივიალურ მაგალითებს.
....ძველი პროგრამების შესახებ ანგარიშის წარმოდგენა: ანაგრიშში წარმოდგენილი აქტივობები უნდა ეხებოდეს გასულ წელს და არ უნდა იყოს რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს. წარმოადგინეთ მიმდინარე პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებთ რა ახალი ელემენტი შეემატა მას წინა წელს და რა პროგრესის დემონსტრირებას ახდენს იგი გლობალური შეთანხმების პრონციპებთან მიმართებაში. თუ არ არის ახალი პროგრამები და თქვენ ანგარიშს აკეთებთ წინა ან არამოქმედ პროგრამაზე, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რატომ უნდა შევიდეს აღნიშნული ინფორმაცია პროგრესის შესახებ ანგარიშში და როდის განხორციელდა იგი.
ყურადღება მიაქციეთ ფორმულირებას:
მოკლედ აღწერეთ თქვენი ბიზნესი და მისი ისტორია;
ყურადღება მიაქციეთ ენას. ნუ გამოიყენებთ ისეთ ფრაზებს, რომლებიც შესაძლოა ატარებდნენ იმ მნიშვნელობას, რომელსაც არ გულისხმობთ. მაგალითად: „ფაქტობრივად, ჩვენმა კომპანიამ სიამოვნებით უზრუნველყო სამუშაო ადგილებით ბევრი უნარშეზღუდული პირი, რომლებიც დღეს დამოუკიდებლად ახერხებენ თავის რჩენას“;
ის, რაც თქვენ გეჩვენებათ გაზვიადებულად, ასევე მოეჩვენება თქვენი ანგარიშის მკითხველსაც.
გამოყავით საკითხები და იყავით კონკრეტულები:
ნუ შეეცდებით ათივე პრონციპის გაანალიზებას ერთი, ყოვლისმომცველი გზავნილით. თითოეული პრინციპი განიხილეთ ცალკ-ცალკე.
თავი აარიდეთ ზოგად ფრაზებს (მაგალითად: შევიმუშავეთ ტრენინგები მომწოდებლებისათვის) და გამოიყენეთ კონკრეტული აღწერა (მაგალითად: ტრენინგი ჩაუტარდა 50 მომწოდებელს თემაზე: როგორ ვიმუშაოთ ისე, რომ ნაკლებად დავაზარალოთ გარემო).
![]() |
4 წლიური ანგარიშის მომზადება პროგრესის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
გზავნილი მუდმივი მხარდაჭერის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ პროგრესის შესახებ ანგარიში მზადდება, როგორც სტაბილური განვითარების ან წლიური ანგარიშის შემადგენელი ნაწილი, გლობალური შეთანხმებისადმი მუდმივი მხარდაჭერის გზავნილი უნდა იყოს მაღალი რანგის აღმასრულებლის თანმდევ წერილში. თუ პროგრესის შესახებ ანგარიში მზადდება, როგორც ცალკე დოკუმენტი, ყოვლისმომცველი და სტაბილური განვითარების ან წლიური ანგარიშისაგან განცალკევებული დოკუმენტი, მუდმივი მხარდაჭერის გზავნილი აღმასრულებელი დირექტორის, თავმჯდომარის ან სხვა რომელიმე მაღალი რანგის აღმასრულებლისაგან უნდა იყოს, როგორც პროგრესის შესახებ ანგარიშის შესავალი ნაწილი.
მაღალი ეშელონების მხრიდან მხარდაჭერის და პროგრესის შესახებ ანგარიშის მოთხოვნებისადმი თანხვედრის განმტკიცების მიზნით, გზავნილი მუდმივი მხარდაჭერის შესახებ უნდა იყოს იმ დოკუმენტის ნაწილი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას აქტივობებსა და ინდიკატორებზე. ეს გზავნილი მუდმივი დოკუმენტში უნდა ფიგურირებდეს ყოველ წელს.
მაღალი რანგის აღმასრულებლის წერილი ნათლად უნდა გამოხატავდეს გლობალური შეთანხმების მიმართ მხარდაჭერას და არ უნდა წარმოადგენდეს მშრალ განცხადებას იმის შესახებ, რომ ანგარიში ასახავს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებულ საქმიანობას. მხარდაჭერის შესახებ პირდაპირი განცხადება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, რომელსაც გარკვეული ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს ბიზნეს პარტნიორებზე.
მაგალითები
წლიური ანგარიში, 2003
Kjaer group
მენეჯმენტის მოხსენება
ოქტომბერში ჯგუფი შეუერთდა გაერო-ს გლობალური შეთანხმების საერთაშორისო ქსელს, რითიც აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს და გაატაროს მისი 9 პრინციპი, რომლებიც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დაცვას, შრომის პირობებს და გარემოს დაცვის სტანდარტებს.
სოციალური და ბუნების დაცვის
საკითხების მიმოხილვა, 2003
Rio Trinto
პოლ სქინერი
თავმჯდომარე
როგორც გლობალური შეთანხმების ხელმომწერი და მონაწილე მხარე, ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ მიმოხილვაში წარმოვადგენთ ანგარიშს ჩვენს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და იმაზე, თუ როგორ ვანხორციელებთ ჩვენს პროგრამებს იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ცხრა პრონციპს, რომელშიც შედის ადამიანის უფლებების დაცვა, ორგანიზაციებში ასოციაციების შექმნის თავისუფლება და გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა
სტაბილური განვითარების ანგარიში,
2003
Skanska
სტიუარტ ე. გრაჰამი
პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი
იმ მხარაჭერით, რომელსაც გამოვხატავთ გაეროს გლობალური შეთანხმების მიმართ, ჩვენ იმავდროულად მიზნად ვისახავთ, დღის წესრიგში დავაყენოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობა, შრომითი უფლებები და გარემოს დაცვა.
![]() |
5 საქმიანობების აღწერა და შედეგების გაზომვა |
▲ზევით დაბრუნება |
მომდევნო გვერდებზე თქვენ წაიკითხავთ ყველა ათ პრინციპთან დაკავშირებულ პრაქტიკულ მითითებებს, თუ როგორ უნდა აღწეროთ თქვენი აქტივობები და გაზომოთ შედეგები ისე, როგორც ამას ითვალისწინებს:
ანგარიში პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროგრესზე.
თითოეული პრონციპის განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ ოთხი კომპონენტი:
ვალდებულება - განცხადება კონკრეტული ვალდებულებების შესახებ. მაგალითად, რომ დაიცავთ ადამიანის უფლებებს. ასეთი განცხადებისათვის გამოიყენებული ფორმულირება უნდა იქნას თქვენს მიერ უკვე განსაზღვრული პოლიტიკის ფორმულირების მსგავსი, ან უნდა გააკეთოთ მინიშნება ბიზნესის ან საერთაშორისო სტანდარტებზე (მაგალითად: ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაცია). ასევე, მიუთითეთ, რომ აღნიშნული პოლიტიკა გამოიყენება ყოველთვის, დამოუკიდებლად ადგილობრივი კანონმდებლობის დებულებებისა.
სისტემები - აღწერეთ ა). პოლიტიკის, ბ) პროგრამების, გ). მენეჯმენტის სისტემები, რომლებიც გამოიყენება თითოეული პრინციპის გატარების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მიგვანიშნებს, რომ თქვენი კომპანია მუდმივად აუმჯობესებს საქმიანობას.
აქტივობა - წინა წელს განხორციელებული პრაქტიკული აქტივობის აღწერა გვიჩვენებს, რომ დგამთ ნაბიჯებს აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. ეს შესაძლოა იყოს: განხორციელებული პროგრამები ან საქმიანობები; ტრენინგები, კომუნიკაციის მაგალითები, აუდიტი, განხილვები ან მონიტორინგის სხვა აქტივობები; ასევე, ერთობლივი პროგრამები.
შესრულებული სამუშაოს აღწერა - სისტემების ზეგავლენა და აქტივობების შედეგების აღწერა, რომელიც გამოხატული იქნება რეალურად აღქმად ფორმაში, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გადმოცემას და აქტივობების განხორციელებისაკენ აღებული ვალდებულებების კავშირს გაუმჯობესებულ პირობებთან. პრაქტიკული აქტივობები მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგებია.
შეეცადეთ მიუსადაგოთ საბაზისო/საწყისი ინდიკატორები თითოეულ პროგრამას და აქტივობას, რათა აჩვენოთ თქვენი კომპანიის თანმიმდევრული და არა კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე დამოკიდებულება მიმართული პრინციპების განხორციელების გაუმჯობესებისაკენ.
შენიშვნა: სად მოვიძიოთ ფაქტები
ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და მათთვის, ვინც პირველად წარადგენს ანგარიშს, გლობალური შეთანხმების პრონციპების განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულების მონიტორინგი და მასზე ანგარიშის შედგენა ახალი სფეროა. იმისათვის, რომ დაიწყოთ და განსაზღვროთ სათანადო აქტივობები და შედეგების მაჩვენებლები გთავაზობთ ტიპიურ და ზოგჯერ არატიპიურ ადგილებს, სადაც უნდა მოიძიოთ მონაცემები და პრინციპებთან დაკავშირებული პროგრესის მაჩვენებლები.
ანგარიშგების გლობალურის ინიციატივის შესატყვისი და სხვა წყაროებიდან შერჩეული ინდიკატორები
შესატყვისი ინდიკატორები გლობალური ანგარიშგების ინიციატივიდან: თუ თქვენ ანგარიშს ანგარიშგების გლობალური ინიციატივით განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით ამზადებთ, თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ და აკმაყოფილებთ პროგრესის შესახებ ანგარიშის შედგენისათვის დადგენილ მოთხოვნებს. გარდა ანგარიშგების გლობალური ინიციატივით დადგენილი ინდიკატორებისა, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ინდიკატორებიც, რომელთა ნახვაც შესაძლებელია ანგარიშგების გლობალური ინიციატივის სახელმძღვანელო მითითებებში - ანგარიშის შინაარსი, ნაწილი 3 (მმართველობის და მენეჯმენტის სისტემები), რაც საშუალებას მოგცემთ აღწეროთ გლობალური შეთანხმების პრინციპების გატარების ზოგადი პროცესი. გლობალური შეთანხმების თანახმად, ანგარიშგების გლობალური ინიციატივის ინდიკატორები დაგეხმარებათ 10 პრინციპის განხორციელების მონიტორინგის პროცესში.
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
Telefonica-მ და Instituto დე Empresa-მ, იმისათვის რომ ეჩვენებინათ თუ როგორ არის შესაძლებელი ერთმანეთს დაემთხვას მონაცემთა შეგროვების და ანგარიშგების კომპონენტები, გამოყვეს მაჩვენებლები, რომელიც ჩადებული იყო სოციალური პასუხისმგებლობის ინვესტიციების ინდექსებში (FTSE4GOOD ინდექსების სერია, JSE ფასიანი ქაღალდების ბირჟა, სამხრეთ აფრიკა-სოციალური პასუხისმგებლობის ინვესტიციციების ინდექსი და Dow Jone-ის სტაბილური განვითარების ინდექსი) და კითხვარებში, რომლებსაც იყენებდნენ სოციალური პასუხისმგბელობის საინვესტიციო კომპანიები (SiRi Company და Oekom Research). აქვე შედის Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები გლობალური შეთანხმების პრინციპებისათვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ კვლევების და მექანიზმების რაღაც ნაწილი მიესადაგება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს და შესაძლოა არ გამოდგეს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, ან საერთოდ არ იყოს გლობალურად გამოსაყენებელი.
მაგალითები
ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები მოყვანილია თვალსაჩინოების მიზნით უკვე წარმოდგენილი ანგარიშების მიმოხილვიდან პროგრესის შესახებ. სელექციის პროცესის და იმ კომპანიების ჩამონათვალის გაცნობის მიზნით, რომელთა მიერ წარმოდეგნილი ინფორმაცია პროგრესის შესახებ განხილული იქნა წინამდებარე სახელმძღვანელოს მომზადების მიზნებისათვის, მოცემულია დანართი „გ“-ში. მცირე და საშუალო საწარმოები შედარებით ახალი ერთეულებია, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ პროგრესის და სტაბილური განვითარების ანგარიშები. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით არ არის საკმარისი მასალა მათი საქმიანობიდან მაგალითების მოსაყვანად.
შენიშვნა
თუ თქვენ მოამზადეთ ფინანსური ან სტაბილური განვითარების ანგარიში, სადაც ინფორმაცია პრინციპების განხორციელების შესახებ მთლიან ანგარიშში არის გაფანტული, გამოიყენეთ სარჩევის ინდექსები, რაც თქვენს მკითხველებს დაეხმარება სწაფად მოიძიონ ინფორმაცია თითოეული პრინციპის გატარების შესახებ.
შენიშვნა
ანგარიშგების გლობალურის ინიციატივის წარმომადგენლებს აქტივობების და შედეგების გაზომვა შეუძლიათ აღწერონ ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვის ინდიკატორებზე და ანგარიშში შესაბამის ნაწილებზე მითითებით.
![]() |
5.1 პრინციპი 1: ბიზნესი მხარს უნდა უჭერდეს და პატივს ცემდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებებს |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს ვალდებულება, მაგალითად:
ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება. ამ ვალდებულების ფორმულირება თქვენს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ კურსში ან საერთაშორისო სტანდარტებში (ადამიანთა უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაცია) და/ან ბიზნესის სტანდარტები ).
სისტემები: მოკლედ აღწერეთ პოლიტიკა, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
კომპანიის ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკა და სტრატეგია;
ადამიანის უფლებების დაცვის მენეჯმენტის სისტემა;
ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების სისტემა;
კომპანიის ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფის მონიტორინგის სისტემა;
აქტივობები: აღწერეთ აღნიშნული პრინციპის გატარების მიზნით წინა წელს განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებები, მაგალითად:
როგორ უზრუნველყავით უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობები;
როგორ უზრუნველყავით თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახებისათვის პირველადი ჯანდაცვის, განათლების და საცხოვრებელის ხელმისაწვდომობა, თუ ეს ხვაგან არ იყო გათვალსწინებული;
როგორ უზრუნველყავით ინდივიდების, ჯგუფების ან თემების იძულებითი გადაადგილების პრევენცია;
როგორ უზრუნველყავით ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების შენარჩუნება;
თუ კომპანია საკუთარი ფუნქციონირების დაცვის მიზნით სარგებლობდა უსაფრთხოების სამსახურით, როგორ უზრუნველყავით არსებული საერთაშორისო პრინციპების და სტანდარტების დაცვა ძალის გამოყენების შემთხვევაში;
შესრულებული სამუშაოს აღწერა: აღწერეთ სისტემების ზეგავლენა და აქტივობების შედეგები, მაგალითად:
დისკრიმინაციის ისტორიულად ჩამოყალიბებული ნიმუშების გამოსწორებასთან დაკავშირებული პროგრესი;
ცვლილებები სამუშაო ძალის დემოგრაფიაში;
ქვემოთ იხილეთ შესრულებული სამუშაოს კონკრეტული ინდიკატორები, რომლებსაც გთავაზობთ ანგარიშგების გლობალურის ინიციატივა და სხვა წყაროები.
სად ვეძებოთ:
კადრების ან თანამშრომლებთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაამოწმეთ შემდეგი ინფორმაცია:
პოლიტიკის და პროგრამების კომპლექსი, რომლებიც არეგულირებს ადამიანის უფლებების დაცვის და სამუშაო ადგილის სტანდარტებს;
ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ტრენინგ-პროგრამები (ინტერნეტით ან პირისპირ);
ეთიკის და პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების ცხელი ხაზი, რომელიც აღრიცხავს და პასუხებს გაცემს თანამშრომლებს და დაინტერესებულ პირებს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
შესყიდვების ან მიწოდების სამსახურში გადაამოწმეთ შემდეგი ინფორმაცია:
მომწოდებლის/კონტრაქტორის მიმართ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები;
ნებისმიერი მომწოდებლის აუდიტი ან ტრენინგ-პროგრამები და ამ პროგრამების შედეგები;
საზოგადოებასთან, მედიასთან, მთავრობასთან და ბიზნესებთან ურთიერთობის სამსახურში გადაამოწმეთ აქვთ თუ არა მათ:
ქვეყნისათვის დამახასიათებელი რისკ-შეფასებები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების ჩათვლით;
სახელისუფლებო ან არაკომერციულ ჯგუფებთან ერთობლივი საგანმანათლებლო ან გასათვითცნობიერებელი პროგრამები;
მიღებული ჯილდოები, პრიზები;
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
ადამიანთა უფლებების დაცვა (HR1) პოლიტიკის, სახელმძღვანელო პრინციპების, ბიზნეს სტრუქტურის და პროცედურების აღწერა, რომლებიც გამოიყენება ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში - მონიტორინგის მექანიზმების და შედეგების ჩათვლით.
ადამიანთა უფლებების დაცვა (HR2) საინვესტიციო და შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადამიანთა უფლებების დაცვის გათვალისწინების ფაქტები მომწოდებლების/კონტრაქტორების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების ჩათვლით.
ადამიანთა უფლებების დაცვა (HR3) იმ პოლიტიკის და პროცედურების აღწერა მონიტორინგის სისტემების და მონიტორინგის შედეგების ჩათვლით, რომლებიც გამიზნულია მოწოდების არხების და კონტრაქტორების შერჩევის პროცესში ადამიანთა უფლებების დაცვის ღონისძებების შეფასებასა და დარეგულირებაზე.
ადამიანთა უფლებების დაცვა (HR4) იმ გლობალური პოლიტიკის და პროცედურების/პროგრამების აღწერა მონიტორინგის სისტემების და მონიტორინგის შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბიზნესის ფუნქციონირებისას, გამიზნულია ყველა სახის დისკრიმინიციის პრევენციისაკენ.
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
FTSE4 GOOD ინდექსების სერია - ინკლუზიის კრიტერიუმები
გამოქვეყნებული პოლიტიკა, რომელიც ეხება ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებს და რომლებზეც ინფორმაცია გლობალურად არის გავრცელებული (სადაც შესაძლებელია - ადგილობრივ ენებზე).
ადამიანთა უფლებების დაცვის პოლიტიკის სტრატეგიული პასუხისმგებლობა საბჭოს ერთ ან ორ წევრს ან მაღალი რანგის მენეჯერს აკისრია, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან აღმასრულებელი დირექტორის მიმართ.
ადამიანთა უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიმართ მხარადჭერის ერთმნიშვნელოვანი განცხადება.
ვალდებულებები პატივი ვცეთ ადგილობრივი, აბორიგენი მოსახლეობის უფლებებს.
სახელმძღვანელო პრინციპები, დაკავშირებული შეიარაღებული დაცვის სამსახურის გამოყენების წესებთან, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად პრინციპებზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის ან იარაღის გამოყენების შესახებ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქცევის კოდექსები.
Oekom Research
ბიზნეს-პასუხისმგებლობის რეიტინგი
პროცესი ევროპის თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში - ადამიანთა უფლებების დაცვის და საზოგადოების/ხალხების კულტურული თვითგამორკვევის პოლიტიკა, რომელზეც ზემოქმედებს კომპანიის საქმიანობა.
გლობალური შეთანხმების პრინციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
კომპანია მენეჯმენტის პრაქტიკულ საქმიანობაში ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპებს და აგრძელებს და/ან ხელს უწყობს ინიციატივებს, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების პატივისცემას კომპანიის პარტნიორების მხრიდან.
ეთიკის კოდქსში (დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სფეროში) კომპანია აცხადებს და რეგულარულად იმეორებს ადამიანთა უფლებების დაცვიის საკითხების მიმართ თავისი მხარდამჭერას.
Rio Tinto
ადამიანთა უფლებების დაცვის სახელმძღვანელო დოკუმენტი (სახელმძღვანელო მენეჯერებისათვის და მათთვის, ვინც რეალურად ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას, რომელიც შედის დოკუმენტში „ჩვენი მუშაობის სტილი“) დაბეჭდილი და გავრცელებული იქნა 2003 წლის ოქტომბერში [განხორციელებულია]
HP
HP-მ სპონსორება გაუწია პასუხისმგებელი ბიზნესის ცენტრს, აშშ, კალიფორნიის შტატი, სიტუაციური მაგალითის მომზადებაში, სადაც გაანალიზებული იქნა, თუ როგორ მართავს აღნიშნული ორგანიზაცია ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებს და შეიმუშავებული იქნა რეკომენდაციები გაუმჯობესების მიზნით [განხორციელებულია].
Iberdrola
პროფესიული ქცევის კოდექსის პრაქტიკული განხორციელებით, კომპანიამ თავის დოკუმენტში გააძლიერა საკუთარი ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური შეთანხმების პრინციპების მიმართ, ხოლო თავის სახელმძღვანელო პრინციპებში მულტინაციონალური კომპანიების მიმართ კი ჩადო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროპის თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციები [განხორციელებულია]
შენიშვნა
გლობალურმა შეთანხმებამ და გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარიატმა ერთობლივად გამოაქვეყნეს ახალი პუბლიკაცია: „ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპების ჩართვა ბიზნესში“. დოკუმენტი დეტალურად აანალიზებს გლობალური შეთანხმების ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპებს ბიზნესის, სამეცნიერო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების და გაეროს თვალთახედვით.
![]() |
5.2 პრინციპი 2: ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანთა უფლებების დარღვევის თანამონაწილე |
▲ზევით დაბრუნება |
საინფორმაციო ანგარიში გლობალური შეთანხმების პრინციპების გატარების შესახებ
ვალდებულება: განაცხადეთ თქვენი ბიზნეს ვალდებულება, მაგალითად:
ადამიანთა უფლებების დაცვის ვალდებულება. ამ ვალდებულების ფორმულირება თქვენს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ კურსში ან საერთაშორისო სტანდარტებში გამოყენებული ფორმულირების მსგავსი უნდა იყოს (მაგ., ადამიანთა უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაცია) და/ან ბიზნესის სტანდარტები.
სისტემები: მოკლედ აღწერეთ პოლიტიკა, პროგრამებო და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
საწარმოო და მომწოდებლების ქსელის ფუნქციონირების პროცესში თანამშრომელთა ადამიანის უფლებების დაცვის ნათლად გაცხადებული პრინციპები;
ნათლად გაცხადებული პრონციპები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის უსაფრთხოების ზომების გატარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე;
თანამშრომლების ტრენინგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და რა ზემოქმედებას ახდენს ამ პრინციპებზე კონკრეტული ბიზნესი;
თანამრომელთა ტრენინგი კომპანიის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შიდა პოლიტიკაზე;
ბიზნესის საქმიანობის ადამიანის უფლებების დაცვის ზეგავლენის შეფასება;
აქტივობები: აღწერეთ პრინციპების გატარებისაკენ მიმართული პრაქტიკული საქმიანობა გასული წლის განმავლობაში, მაგალითად:
ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შეფასება იმ ქვეყნებში, სადაც კომპანია უკვე ფუნქციონირებს ან აპირებს ფუნქციონირებას, რათა მომხდარიყო იმ რისკების განსაზღვრა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის პროცესთან და სიტუაციაზე კომპანიის ზემოქმედების პოტენიალი.
შემდგარი გახსნილი დიალოგი ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან;
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების და შესრულებული სამუშაოს შედეგების ზეგავლენა, მაგალითად:
წინსვლა ადამიანთა უფლებების დარღვევბის შემთხვევბის აღრიცხვის და დარეგულირების სფეროში;
მეორადი (ცივ კვალზე) გამოძიების რაოდენობა;
ქვემოთ იხილეთ ანგარიშგების გლობალური ინიციატივის და სხვა წყაროების მიერ დადგენილი სპეციალური ინდიკატორები.
სად ვეძებოთ:
კადრების ან თანამშრომლებთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაამოწმეთ აქვთ თუ არა:
ადამიანთა უფლებების დაცვის და სამუშაო პირობების სტანდარტების დამარეგულირებელი პოლიტიკის და პროგრამების პაკეტი;
ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგ - პროგრამები (ინტერნეტით ან პირისპირ);
ეთიკის და საჩივრების თემებთან დაკავშირებული ცხელი ხაზი, რომელიც აღრიცხავს და პასუხს გაცემს თანამშრომლების და სხვა პირების შეკითხვებს ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით;
დისკრიმინაციის ტრადიციული ფორმების გამოსწორებაზე ორიენტირებული, თანაბარი პირობების უზრუნველყოფის პროგრამები;
შესყიდვების ან მომწოდებლების განყოფილებაში გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა ჩამოყალიბებული ადამიანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მომწოდებლების/კონტრაქტორების წინა-საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
ჩატარებულია თუ არა ნებისმიერი მომწოდებლის აუდიტი და ტრენინგის პროგრამები და არსებობს თუ არა ამ პროგრამების შედეგები.
საზოგადოებასთან, მედიასთან, ხელისუფლებასთან და ბიზნეს ურთიერთობების განყოფილებაში გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა ქვეყანასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხების ჩათვლით;
აქვთ თუ არა არამომგებიანი ჯგუფების და ხელისუფლებების ერთობლივი საგანმანათლებლო და გასათვითცნობიერებელი პროგრამები;
აქვთ თუ არა მიღებული ჯილდოები/პრიზები;
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
ადამიანთა უფლებების დაცვა (HR2) საინვესტიციო და შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მომწოდებლების/კონტრაქტორების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების ჩათვლით, ადამიანთა უფლებების დაცვის გათვალისწინების ფაქტები.
ადამიანთა უფლებების დაცვა (HR3) იმ პოლიტიკის და პროცედურების აღწერა, რომლებიც მომწოდებლების არხების და კონტრაქტორების შერჩევისას, გამიზნულია ადამიანთა უფლებების დაცვის ღონისძებების შეფასებასა და დარეგულირებაზე, მონიტორინგის სისტემების და მონიტორინგის შედეგების ჩათვლით.
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
FTSE4 GOOD ინდექსების სერია - ინკლუზიის კრიტერიუმი
ადამიანის უფლებების დაცვის საკუთარი პოლიტიკის განხორციელება იმ პროცედურების ჩათვლით, რომლებიც მიმართულია ნებისმიერი შეუთავსებლობის აღმოსაფხვრელად.
ტრენინგები თანამშრომლებისათვის ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში;
განხილვის ქვეშ არსებული ქვეყნების ადგილობრივ, დამოუკიდებელ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები;
ადამიანის უფელებების დაცვის ზემოქმედების შეფასების ფაქტები, რომელიც შეიცავს კომპანიის მიერ ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში განსაზღვრულ ძირითად საკითხებს და ამ საკითხების ინტეგრირებას რისკის შეფასების პროცედურებში.
გლობალური შეთანხმების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი კერძო დაცვის სამსახურის ფუნქციონირებას იმგვარად, რომ დაცული იქნას კანონმდებლობა იარაღის და ძალის გამოყენების და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუქციები.
კომპანია Dow Jone-ის კვლევა სტაბილურობის ინდექსი
ძირითადი მომწოდებლების და მომსახურების გამწევი კომპანიების შერჩევის და მუდმივი შეფასების ბიზნეს-მოთხოვნების/ პრინციპების აღწერა ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროსთან მიმართებაში (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები);
ევროპის თანამშრომლობის და განვითრების არაწევრ ქვეყნებში კომპანიების საქმიანობის პოტენციურად ნეგატიური სოციალური ზეგავლენის ანალიზის და ასეთი ზეგავლენის შემცირების ინდიკატორები და მეთოდები (რეკომენდაციები არასამათვრობო ორგანიზაციებისაგან, ომბუდსმენის ინფორმაცია, სოციალური შედეგების ანალიზი);
SiRi კომპანიის სტაბილური განვითარების შეფასების კრიტერიუმები
სტრატეგიული კურსის განაცხადი/ქცევის კოდექსი, რომელიც ორიენტირებულია კონტრაქტორებსა და მომწოდებელებზე და რომელიც არეგულირებს ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროს.
საბჭოს/მენეჯმენტის პასუხისმგბელობა კონტრაქტორების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
Unilever
მთელი ბიზნესის მოცვის მიზნით, ჩვენ ვაფართოვებთ „ეთიკის ცხელ ხაზს“ და მის ფუნქციონირებას. .
Carrefour
Carrefour-ის მიდგომა სოციალური საკითხების აუდიტისადმი ეხება რისკის მენეჯმენტის და სოციალური პასუხისმგებლობის ბალანსს. სოციალური რისკის ანალიზის მიზნებისათვის, 30 ქვეყნიდან, საიდანაც ჩვენ საქონლის იმპორტს ვაწარმოებთ, გადავწყვიტეთ, შევჩერდეთ 8 აზიურ ქვეყანაზე. 2003 წელს ჩატარდა 140 სოციალური აუდიტი, აქედან 106 სოციალური და 34 - განმეორებითი აუდიტი. (განხორციელებულია+შედეგის ინდიკატორი);
Statoil
ჩვენი თანამშრომლებისათვის შევიმუშავეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ტრენინგების კურსი Amnesty International-ის ნორვეგიის ფილიალთან ერთად, რომელიც გახდა 2003 წლის ტრენინგ-პაკეტის შერჩევითი ნაწილის კომპონენტი. ამ წლის განმავლობაში 4000 ადამიანს მიეცა საშუალება დასწრებოდა ტრენინგს. ამოცანა, რომელიც მდგომარეობდა ამ პროგრამის, როგორც მენეჯმენტის ტრენინგების ნაწილის დამტკიცებაში, ვერ შესრულდა. (განხორციელებულია+შედეგის ინდიკატორი);
Rio Tinto
Rio Tinto-ს პროგრამა - „გამოვთქვათ ჩვენი აზრი“ გახლავთ პრეტენზიების განხილვის დამოუკიდებელი, შიდა და კონფიდენციალური სისტემა, რომელიც ორიენტირებულია გაიგოს, გაანალიზოს და გამოძიოს თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი შეუსაბამობის პრობლემები. იგი აგრძელებდა მუშაობას და უნდა მომხდარიყო მისი 100%25-იანი განხორციელება 2003 წლისათვის. გამოხმაურების დონე კვლავ დაბალი, მაგრამ იმედისმომცემია. გამოხმაურების დიდი ნაწილი (34%25) ეხება კადრების საკითხებს და 24%25 - პროცედურალს. (განხორციელებულია+შედეგების გაზომვა);
![]() |
5.3 პრინციპი 3: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიური შრომითი შეთანხმების უფლების ღიარებას |
▲ზევით დაბრუნება |
საინფორმაციო ანგარიში გლობალური შეთანხმების პრინციპების გატარების შესახებ
ვალდებულება: განაცხადეთ თქვენი ბიზნეს ვალდებულება, მაგალითად:
დაიცვათ თავისუფალი გაერთიანების უფლება. ამ ვალდებულების ფორმულირება თქვენს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ კურსში გამოყენებული ფორმულირების მსგავსი უნდა იყოს. იქვე მიუთითეთ, რომ ეს განცხადება ეხება ბიზნეს-პარტნიორებსაც და ადგილობრივი კანონების დებულებების მიუხედავად საყოველთაოდ იქნება გამოყენებული.
სისტემები: მოკლედ აღწერეთ პოლიტიკა, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
ნეიტრალური პოლიტიკა გაერთიანების მიმართ და პროცედურები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაოზე აყვანის შესახებ განაცხადები და საქმის წარმოება; გადაწყვეტილებები დაწინაურების, გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ;
საშუალებები, რომლებიც ეხმარება მუშაკთა წარმომადგენლებს შეასრულონ ფუნქციები კომპანიის საჭიროებებიდან, სიდიდიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. ასეთი საშულებები მოიცავს კომპანიაში გაერთიანების საწევროების აგროვებას, პროფესიული კავშირების შეტობინების განთავსებას და კავშირის დოკუმენტების გავრცელებას პროფესიული კავშირების ჩვეულებრივი საქმიანობის შესახებ. ასევე, ის ანაზღარებადი საათები, რომლებიც დაიხარჯა კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით.
აქტივობები: აღწერეთ პრაქტიკული საქმიანობანი, რომლებიც ამ პრინციპის გასატარებლად განახორციელეთ გასულ წელს, მაგალითად:
როგორ უზრუნველყავით თითოეული თანამშრომლის უფლება ჩამოაყალიბოს და შეუერთდეს პროფესიულ კავშირს - თავისი გადაწყვეტილებით - ყოველგვარი შიშის და რეპრესიების გარეშე;
მოხდა თუ არა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აღიარება კოლექტიური შრომითი შეთანხმების მიზნებისათვის;
მოხდა თუ არა კოლექტიური შრომითი შეთანხმების, როგორც კონსტრუქციული ფორუმის, გამოყენება სამუშაო პირობების და დამქირავებელსა და დაქირავებულს ან მათ შესაბამის ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების და შესრულებული სამუშაოს შედეგების ზეგავლენა, მაგალითად:
(სად ვეძებოთ:)
თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ კოლექტიურ შრომით შეთანხმებაში;
წარმატებული კოლექტიური შრომითი შეთანხმების დეტალები (თუ ასეთი არსებობს);
პროფესიული კავშირების ჩამონათვალი, რომელთანაც კომპანიას აქვს კოლექტიური შრომითი შეთანხმება ან სხვა ურთიერთობა;
ქვემოთ იხილეთ ანგარიშგების გლობალურის ინიციატივის და სხვა წყაროების მიერ დადგენილი სამუშაოს შესრულების სპეციალური კადრების ან თანამშრომლებთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაამოწმეთ აქვთ თუ არა:
ასოციაციაციაში გაერთიანების თავისუფლების პოლიტიკის სტატისტიკა და იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პროფესიული ან შრომითი კავშირებით;
მესამე მხარის მიერ ჩატარებული აუდიტის რაოდენობა თანამშრომელთა უფლებების დაცვის შესახებ და ასეთი აუდიტის შედეგები;
დამოუკიდებელი მონიტორინგის პროგრამა სამუშაო პირობების და მასთან დაკავშირებული შედეგების შესახებ;
პროცედურები კავშირების ჩავარდნის ან თანამშრომელთა არასწორი, პროფკავშირების საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის გამო, დათხოვნის საკითხების შესწავლის შესახებ. იურიდიულ განყოფილებაში გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა წლის პერიოდში კოლექტიური სამუშაო შეთანხმებების შედეგები, კომპანიის წინააღმდეგ ტრიბუნალში აღძრული საქმეების რაოდენობა და დასრულებული საქმეების შედეგები.
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
ადამიანის უფლებების დაცვა (HR5) გაერთიანების თავისუფლების შესახებ პოლიტიკის აღწერა და ის, თუ რა დონეზე მოქმედებს პოლიტიკა მიუხედავად ადგილობრივი კანონების დებულებებისა. ასევე, იმ პრგრამების/პროცედურების აღწერა, რომლებიც ორიენტირებულია ამ თემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე.
შრომითი პრაქტიკა. (LA3) დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციების ან სხვა კეთილსინდიდიერი გაერთიანების მიერ წარმოდეგენილი მუშაკების პროცენტული რაოდენობა, დაყოფილი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, ან რეგიონების/ ქვეყნების მიხედვით დაყოფილი მუშაკთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთობლივ შრომით ხელშეკრულებაში.
შრომითი ასოციაციები (LA4) პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც არეგულირებებნ ორგანიზაციის სტრუქტურის ცვლილებების დროს თანამშრომლებთან მოლაპარაკებას, კონსულტაციებს და ინფორმაციის მიწოდებას (მაგალითად, რესტრუქტურიზაციის დროს).
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
SAM კვლევა Dow Jones-ისთვის სტაბილური განვითარების ინდექსი
ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების და მოლაპარაკებების არსებობის მტკიცებულებები პროფესიულ კავშირებთან;
თანამშრომელთა უკმაყოფილების და პრეტენზიების თავმომყრელი სისტემის აღწერა, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით;
შრომით სტანდარტებთან/შომით პრაქტიკასთან მიმართებაში ბიზნესის მოთხოვნების/სახელმძღვანელო პრინციპების აღწერა ძირითადი მომწოდებლების და მომსახურების გამწევების შერჩევასთან და უწყვეტ მონიტორინგთან დაკავშირებით.
სტაბილური განვითარების შეფასების კრიტერიუმი SiRi კომპანია
ოფიციალური პოლიტიკა ასოციაციაში გაერთიანების თავისუფლების და კოლექტიური შრომითი შეთაანხმების შესახებ;
ბიზნესის პასუხისმგებლობის რეიტინგი Oekom Research
ასოციაციაში გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებანი.
FTSE4 GOOD ინდექსების ჩამონათვალი - ინკლუზიის კრიტერიუმები
თანამშრომელთა ურთიერთობების არსებობის ფაქტები, კავშირებში გაერთიანების თავისუფლების აღიარებაზე შეთანხმებების ან სხვა საკონსულტაციო საქმიანობების ჩათვლით (თანამშრომელთა 25%25-ზე მეტის აზრის გათვალსიწინებით, სადაც ციფრების მიღება შესაძლებელია);
შენიშვნა:
ნუ იფიქრებთ, რომ რადგან თქვენ მხოლოდ განვითრებულ სახელმწიფოებში ფუნქციონირებთ, მშრალი მინიშნება კავშირებში გაერთიანების თავისუფლების შესახებ კანონზე საკმარისი იქნება. აჩვენეთ, როგორ უჭერს მხარს ამ უფლებას თქვენი კომპანია და/ან უზრუნევლყავით ასეთი კანონის დაცვა.
Telefonica
კომპანიამ და პროფესიული კავშირების უმეტესობამ 2003 წლის 21 ივლისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სადაც მათ განაცხადეს სოციალური დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკების ღირებულების შესახებ, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მართვის და მენეჯმენტის და კომპანიებში პროგრესული ცვლილებების მიღწევის მიზნით კოლექტიური შეთანხმების გამოყენების უცვლელ ინსტრუმენტს წარმოადგენს [განხორციელებულია].
Nebiko
კომპანიის პროფესიულმა კავშირმა 2003 წლის იანვრის დასაწყისში წარადგინა კოლექტიური მოთხოვნა. კოლექტიური შეთანხმება მენეჯმენტსა და პროფესიულ კავშირს შორის სამ კვირაში შედგა. მიღწეული იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ყველა თანამშრომელი მიიღებდა ფულად დამატებას (პენსიაზე გასვლის დროს არსებული თვიური ხელფასის ოდენობა), რაც გამოხატული იქნებოდა ერთი თვის ხელფასით ყოველ ნამუშევარ წელზე [შედეგების ინდიკატორი].
Telefonika
ჩილეში CTC CHile, T. Empresas, T. Equipos da T-Gestonia-სა და ოთხ პროფესიულ კავშირს შორის ხელმოწერილი იქნა ათი კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც დაახლოებით 2000 ადამიანი მონაწილეობდა. T. Moviles-ს უკვე აქვს შეთანხმება პროფესიულ კავშირთან, სადაც მისი თანამშრომლების 97%25 მონაწილეობს. ასოციაციაში გაერთიანება თანამშრომელთა უფლებაა, რასაც ადასტურებს 42 000 მუშაკის გაწევრიანება პროფესიულ კავშირში [შედეგების ინდიკატორი].
![]() |
5.4 პრინციპი 4. ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს ყველა ფორმის იძულებითი და სავალდებულო შრომის აღმოფხვრას |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალური შეთაანხმების პრინციპებთან დაკავშირებული ანგარიშის მომზადება
ვალდებულება: განაცხადეთ ბიზნესის ვალდებულება, მაგალითად: ვალდებულება მხარი დაუჭიროს ყველა ფორმის იძულებითი და სავალდებულო შრომის აღმოფხვრას. ამ ვალდებულების ფორმულირება თქვენს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ კურსში ან საერთაშორისო სტანდარტებში გამოყენებული ფორმულირების მსგავსი უნდა იყოს. მაგალითად, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენცია, №29)
სისტემები: მოკლედ აღწერეთ პოლიტიკა, პრგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
შრომითი პრაქტიკის მენეჯმენტის სიტემა და როგორ არეგულირებს იგი იძულებითი შრომის საკითხებს;
პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც კრძალავს თანამშრომლების მიერ ფინანსური დეპოზიტის კომპანიაში გახსნის მოთხოვნას;
ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის და მენეჯმენტის დროს უზრუნველყოფა, რომ არ არიან თანამშრომლები იმის გამო, რომ დამოკიდებულნი არიან კომპანიაზე ვალის ან სხვა იძულებითი გარემოს გამო და ასეთი შემთხვევის აღმოჩენისას, უზრუნველყავით თანამშრომლების გადაყვანა სათანადო მომსახურების გაწევის და ალტერნატიული სამუშაო ვარიანტების შეთავაზების საფუძველზე.
აქტივობები: აღწერეთ აღნიშნული პრინციპის განხორციელებასთან დაკავშირებული, წინა წელში განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობა.
უზრუნველყოფილი იყო თუ არა ყველა თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულებით, სადაც განსაზღვრულია კონტრაქტის პირობები და ვადები, შრომის ნებაყოფლობითი ხასიათი, სამსახურის დატოვების თავისუფალი არჩევანი (სათანადო პროცედურების ჩათვლით) და ჯარიმა, რომელიც დადგება სამსახურის დატოვების ან შეჩერების შემთხვევაში.
ჩატარდა თუ არა განათლების, პროფესიული ტრენინგის და საკონსულტაციო პროგრამები ბავშვებისათვის, რომლებიც ჩამოაშორეს იძულებით სამუშაო პროცესს.
გაეწიათ თუ არა იძულებით სამუშაო საქმიანობას ჩამოცილებულ ადამიანებს დახმარება შეიძინონ ალტერნატიული შემოსავლის მიღების უნარები ტრენინგების და მიკრო-საფინანსო კრედიტების ჩათვლით;
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების ზემოქმედება და საქმიანობების შედეგები. მაგალითად:
როცა მიზანი არის არარსებული პირობები, როგორიც არის იძულებითი შრომა, უფრო მისაღებია სამუშაოს შესრულება აღწეროთ ხარისხობრივ გამოხატულებაში (საქმე იმაშია, რომ ვერ გაზომავთ იმას. რაც არ არსებობს);
ანგარიშის მიზნებისათვის შესატყვისი ინდიკატორი იქნება აუდიტის შედეგები;
ქვემოთ იხილეთ ანგარიშგების გლობალურის ინციატივის და სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული შესრულებული სამუშაოს ინდიკატორები.
სად ვეძებოთ:
კადრების და თანამშრომლებთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაამოწმეთ:
ჩატარდა თუ არა საინფორმაციო/გათვითცნობიერების ტრენინგები თანამშრომლების და საზოგადოების წევრებისათვის;
დადგენილ ოდენობასთან შედარებით ყველაზე დაბალი ხელფასის გადახდის შემოწმების ჩანაწერები;
ჩატარდა თუ არა თქვენი და მომწოდებლების სამუშაო პირობების აუდიტი მესამე მხარის მიერ და ამ აუდიტის შედეგები (მაგალითად, იმ მომწოდებლების ოდენობა, რომლებთანაც შეწყვიტეთ თანამშრომლობა რადგან ისინი იყენებდნენ იძულებით შრომას);
ჩატარდა თუ არა დამოუკიდებელი მონიტორინგის პროგრამა სამუშაო პირობების შემოწმების და შედეგების წარმოდგენის მიზნით;
ჩატარდა თუ არა შიდა სოციალური აუდიტი (აუდიტის და შემოწმებული საკითხების რაოდენობა და ჩამონათვალი)
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
ადამიანის უფლებათა დაცვა (HR) 7 იძულებითი და სავალდებულო შრომის პრევენციის კურსის აღწერილობა - რამდენად ცალსახად არის აღწერილი ხსენებული კურსი და როგორ ხდება მისი გამოყენება. აგრეთვე, იმ პროცედურების/პროგრამების აღწერილობა, რომელიც მოწოდებულია ამ საკითხის მოსაგვარებლად მონიტორინგის სისტემებისა და მისი შედეგების ჩათვლით.
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
გლობალური შეთანხმების პრინიციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
კომპანიას შემუშავებული აქვს იძულებითი და მონური შრომის აღსაკვეთი კონკრეტული პოლიტიკა და სისტემატურად აცნობს იგი მას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს.
კომპანია მხარს უჭერს იძულებითი და მონური შრომის გამოვლენას თავის საქმიანობის ან მიწოდების ქსელში ერთობლივი მონიტორინგის ჩატარების გზით.
Oekom კვლევა - ბიზნესვალდებულებების რეიტინგი
ქვე-კონტრაქტორთა და მომწოდებელთა სტანდარტები სოციალურ/ეთიკური საკითხების (მაგ., ბავშვების შრომის, სამუშაო პირობების) კუთხით.
FTSE4GOOD ინდექსთა სერია - ინკლუზიის კრიტერიუმები
კომპანიის გზავნილია გლობალურად პატივსცეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმთავრეს სტანდარტებს. უმთავრესი კონვენციები ეხება შემდეგ საკითხებს: შესაძლებლობების თანასწორობა, ასოციაციების/კოლექტიური შეთანხმების თავისუფლება და იძულებითი შრომისა და ბავშვების შრომის დაუშვებლობა.
შიღი კომპანიის სტაბილურობის შეფასების კრიტერიუმები
კომპანიის პროგრამული განაცხადი ბავშვის/იძულებითი შრომის შესახებ.
შენიშვნა
იძულებითი და სავალდებულო შრომის ცნება განსაზღვრულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში №29, სახელწოდებით კონვენცია იძულებითი შრომის დაუშვებლობის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა 1930. კონვენციის მიხედვით „იძულებითი შრომა არის ნებისმიერი სახის სამუშაო ან მომსახურება, რომელსაც ადამიანი დასჯის შიშით და არა ნებაყოფლობით ასრულებს“.
იძულებითი შრომის უკიდურესი გამოვლინებაა მონური შრომა და იძულებითი/სავალდებულო შრომა, თუმცა ვალის სანცვლოდ შრომა, პირადობის დამადასტურებელი საბუთების წართმევა და ბანკში სავალდებულო დეპოზიტის გახსნაც იძულებითი შრომად კვალიფიცირდება.
იძულებითი შრომის მეორე ფორმა არის, როდესაც იმის შიშით რომ სამსახურიდან არ დაითხოვონ, პიროვნება იძულებულია დამატებითი საათები იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ შეთანხმება წინასწარი მოლაპარაკების დროს არ ყოფილა.
Gap
საბუღალტრო აღრიცხვის ცუდი წარმოება, ხელფასების არასრულად გადახდა ან საერთოდ გადაუხდელობა და საზეგანაკვეთო სამუშაოს შესრულება ყველაზე გავრცელებული დარღვევებია. ჩვენ სისტემატურად ვამოწმებთ ტაბელის ბარათებს, სახელფასო უწყისებს, წარმოების აღრიცხვას და მუშების გამოკითხვის გზით ვამოწმებთ მათ სისწორეს. დარღვევის აღმოჩენისთანავე ჩვენ, როგორც წესი, ვითხოვთ დარღვევის გამოსწორებას და ანაზღაურების მუშაკებისათვის მიცემას [განხორციელებულია].
BHP Billiton
კომპანიის ყველა მუშაკი კონკრეტულ ქვეყანაში განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასზე მეტს იღებდა. [შედეგის ინდიკატორი]
Rio Tinto
ღიო თინტო მოითხოვს, რომ კომპანიის ყველა ერთეულმა შეატყობინოს კორპორატიულ ცენტრს თუ რამდენია მინიმალური ხელფასი. ყველა შემთხვევაში ხელფასის დონე 2003 წლის მინიმალურ ხელფასზე მეტი იყო. [შედეგის ინდიკატორი]
Mabuhay Vinyl Corporation
კადრების პოლიტიკის ინსტრუქცია განსაზღვრავს სამუშაო საათების რაოდენობას. თუ საზეგანაკვეთო სამუშაოა შესასრულებელი, ეს ინსტრუქცია ითვალისწინებს პირობას, რომლის თანახმად მუშაკი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ იგი თანახმაა 8 საათზე მეტ ხანს იმუშაოს. იმ ადამიანებს, რომელთაც თანხმობა განაცხადეს საზეგანაკვეთო სამუშაო უსასყიდლოდ შეასრულონ, ემსახურებათ სატრანსპორტო საშუალება სამსახურიდან სახლში და პირიქით. [განხორციელებულია]
![]() |
5.5 პრინციპი 5: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს ბავშვის შრომის რეალურ გაუქმებას |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს-ვალდებულება, მაგალითად:
ვალდებულება მხარი დაუჭიროთ ბავშვთა შრომის რეალურ გაუქმებას. ამ ვალდებულების ფორმულირება თქვენს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ კურსში ან საერთაშორისო სტანდარტებში (მაგ., შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები №138 და 182) გამოყენებული ფორმულირების მსგავსი უნდა იყოს. იქვე მიუთითეთ, რომ ეს განცხადება ადგილობრივი კანონების დებულებების მიუხედავად საყოველთაოდ იქნება გამოყენებული.
სისტემები: მოკლედ დაახასიათეთ თქვენი პოლიტიკა, პროგრამა და მენეჯმენტის სისტემები. მაგალითად:
ქვეყნის ეროვნული შრომითი კანონმდებლობითა და წესებით განსაზღვრული მინიმალური ასაკის მოთხოვნის დაცვა. თუ ეროვნული კანონდებლობა საკმარისი არ არის, მიღებული უნდა იქნეს საერთაშორისო სტანდარტები.
დასაქმების პროცედურებში ასაკის დადგენის შესაბამისი და შემოწმებადი მექანიზმების არსებობა.
ისეთი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ბავშვთა შრომის ფაქტების გამოვლენა.
ზრდასრული ადამიანების დასაქმება, მათი ნორმალური ხელფასითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა, რათა მათ არ დასჭირდეთ ბავშვების სამუშაოდ გაგზავნა.
აქტივობები: დაახასიათეთ ის პრაქტიკული ზომები, რომელიც ამ პრინციპის განხორციელების მიზნით გასულ წელს იქნა გამოყენებული. მაგალითად:
თუ სამუშაო ადგილას გამოვლენილი იქნა არასრულწლოვანის დასაქმების ფაქტი, ხდებოდა მისი დაუყონებლივი დათხოვნა, შესაბამისი სამსახურების ჩაბმა და როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი ოჯახებისათვის მისაღები ალტერნატივის შეთავაზება.
განხორციელდა გარკვეული ზემოქმედება ქვეკონტრაქტორებზე, მიმწოდებლებსა და თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესებზე რათა აღმოფხვრილიყო ბავშვების შრომა.
მომუშავე ბავშვებს გაეწიათ დახმარება, რაც გამოიხატა მათთვის საგანმანათლებლო, პროფესიული მომზადებისა და იურიდიული დახმარების პროგრამების შედგენაში; აგრეთვე მომუშავე ბავშვების მშობლებს ჩაუტარდათ უნარ-ჩვევების სწავლება.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ რა შედეგი გამოიღო სისტემის დანერგვამ და ღონისძიებების გატარებამ. მაგალითად:
რა რაოდენობის ბავშვი მუშაობს კომპანიაში.
საშუალოდ კვირაში რამდენ საათს მუშაობს და რამდენ საათს ატარებს ბავშვი სკოლაში.
როდესაც ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აღმოიფხვრას ისეთი პრაქტიკა, როგორიც არის ბავშვთა შრომა, ზოგჯერ უპრიანია სამუშაოს შესრულება ხარისხობრივ ჭრილში მოხდეს (ანუ იმას რაც არ არსებობს ვერ გავზომავთ).
აუდიტის შედეგები წარმოადგენს ანგარიშგებისათვის შესატყვის
სად ვეძებოთ:
გადაამოწმეთ კადრების ან თანამშრომლებთან ურთიერთობის განყოფილებაში:
რამდენად ცნობილია მათთვის ჩაუტარდათ თუ არა მუშაკებს ან თემის წევრებს ტრენინგი
იციან თუ არა მათ რა ასაკის არის ყველაზე ახალგაზრდა მუშაკი და არის თუ არა ეს ასაკი დადგენილ წესებთან შესაბამისობაში
ხდება თუ არა სამუშაო პირობების შემოწმება მესამე მხარის აუდიტის ან დამოუკიდებელი მონიტორინგის პროგრამის მეშვეობით და ცნობილია თუ არა მათთვის აუდიტის შედეგები
ცნობილია თუ არა მათთვის შიდა სოციალური აუდიტის შედეგები (რამდენი შემთხვევა იქნა განხილული და რამდენჯერ ჩატარდა აუდიტი)
შეამოწმეთ შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯმენტის განყოფილებაში შემდეგი:
რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მიმწოდებელს/კონტრაქტორს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
ჩატარდა თუ არა მომწოდებელი კომპანიის აუდიტი ან ჩაუტარდათ თუ არა ტრენინგ-პროგრამები და რა შედეგი გამოიღო ხსენებულმა ტრენინგებმა (მაგ., რამდენი მიმწოდებელი იქნა დათხოვნილი იმის გამო რომ ისინი იყენებდნენ ბავშვთა შრომას)
შეამოწმეთ თემთან ურთიერთობის განყოფილებასთან ან კორპორატიულ ფონდთან:
მოხდა თუ არა მათ მიერ თემის ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება ან სხვა ღონისძიებების ჩატარება (მაგ., კვების სუბსიდია) იმისათვის, რომ ბავშვები დროზე ადრე არ შეურთდნენ სამუშაო ძალას
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
ადამიანის უფლებათა დაცვა (HR) 6 დაახასიათეთ სტრატეგიული კურსი, დაგმობილია თუ არა მასში ბავშვთა შრომა, როგორც ამას მოითხოვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია 138; განმარტეთ რამდენად ცალსახად არის აღწერილი ხსენებული კურსი და როგორ ხდება მისი გამოყენება. გარდა ამისა, აღწერეთ ის პროცედურები/პროგრამები, ასევე მონიტორინგის სისტემები და მისი შედეგები, რომელიც მოწოდებულია ამ საკითხის მოსაგვარებლად. კადრების მართვა 4
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
გლობალური შეთანხმების პრინციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, კომპანია მოწოდებულია შეატყობინოს თავის კადრებს ინფორმაცია ბრაზილიაში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობასა და წესების შესახებ, აგრეთვე იმ საერთაშორისო წესების შესახებ რომელიც რატიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნის მიერ და რომელიც ეხება ბავშვთა შრომის აღმოფხვრას, ასევე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების შესახებ.
კომპანია მონაწილეობას იღებს ბავშვისა და მოზარდების უფლებათა დებულების სისტემატიურ პროპაგანდაში და ხელს უწყობს მის დანერგვას როგორც საკუთარი ბიზნესის ქსელში, ასევე მიწოდების ქსელში.
Oekom kvleva
ბიზნეს-ვალდებულებების რეიტინგი
სოციალურ/ეთიკური საკითხების (მაგ., ბავშვების შრომის, სამუშაო პირობების) კუთხით ქვე-კონტრაქტორთა და მომწოდებელთა სტანდარტები.
FTSE4GOOD ინდექსთა სერია - ინკლუზიის კრიტერიუმები
კომპანიის გზავნილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია მომხრეა გლობალურად პატივი სცეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმთავრეს სტანდარტებს. უმთავრესი კონვენციები ეხება შემდეგ საკითხებს: თანაბარი შესაძლებლობები, ასოციაციების/კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადების თავისუფლება და იძულებითი შრომისა და ბავშვების შრომის დაუშვებლობა.
SiRi კომპანიის სტაბილური განვითარების შეფასების კრიტერიუმები
კომპანიას შემუშავებული აქვს პროგრამული განცხადება ბავშვის/იძულებითი შრომის დაუშვებლობის შესახებ.
Banco do Brasil
მიმწოდებლებთან ურთიერთობის დროს Banco do Brasil იცავს კანონს ტენდერების შესახებ., რომელიც მიმწოდებლებისაგან მოითხოვს, რომ მათ ოფიციალურად განაცხადონ რომ არ სარგებლობენ ბავშვის შრომით. [განხორციელებულია]
Gap
2003 წელს გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც ხდებოდა არასრულწოლვანთა შრომის გამოყენება. ერთ შემთხვევაში მუშაკი სრულწლოვანი (16 წლის) რამდენიმე კვირაში ხდებოდა. ამ ქვეყნის კანონმდებლობით ახალგაზრდა 16 წლის შემდეგ სრულწლოვანად ითვლება. მეორე შემთხვევაში კი არ მოხდა მისი დარეგისტრირება „ახალგაზრდა მუშაკის“ სტატუსით. ჩვენ შევწყვიტეთ თანამშრომლობა ორივე ქარხანასთან. [განხორციელებულია+შედეგის ინდიკატორი]
Formation Carpets
18 წლამდე ახალგაზრდა ვერ გახდება მქსოველი. მქსოველები ვალდებული არიან სასკოლო ასაკის ბავშვები სკოლაში ატარონ. შესაბამისად, ამ ბავშვებს არ აქვთ დრო რათა ჩაებან შრომით საქმიანობაში. ხოლო ვინაიდან მქსოველთა შვილების მიმართ მოქმედებს დაფინანსებისა და სტიპენდიით უზრუნველყოფის პროგრამა, მშობლებს ურჩევნიათ შვილები სკოლაში ატარონ და არ ჩააბან ისინი ადრეულ შრომით საქმიანობაში. [განხორციელებულია]
BHP Billiton
ყველა ორგანიზაცია ვალდებულია ოფიციალურად განაცხადოს თუ რა ასაკისაა მისი ყველაზე ახალგაზრდა მუშაკი და შესაბამისად, რა ასაკიდან აქვთ ახალგაზრდებს მუშაობის უფლება მოქმედი კანონმდებლობით. ავსტრალიაში საქმიანობის დროს საანგარიშო პერიოდში ყველაზე ახალგაზრდა მუშაკის ასაკი იყო 16 წელი. ისინი მუშაობდნენ შეგირდებად ან ადმინისტრაციაში სტაჟიორებად. [შედეგის ინდიკატორი]
![]() |
5.6 პრინციპი 6: ბიზნესი მხარს უნდა უჭერდეს დასაქმებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის აღმოფხვრას |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს-ვალდებულება, მაგალითად:
ვალდებულება აღმოიფხვრას დისკრიმინაცია. ისარგებლეთ პოლიტიკურ კურსში მოცემული ფორმულირებით, მიუთითეთ, რომ შემუშავებული პოლიტიკა ეხება ზოგადად დასაქმებას, დასაქმების შესაძლებლობებსა და დაწინაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
სისტემები: მოკლედ აღწერეთ თქვენი კომპანიის სტრატეგიული კურსი, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
კომპანიას გათავისებული აქვს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობა, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების დანერგვის მიზნით კომპანიის მასშტაბით შემუშავებულია ცალსახა სტრატეგიული კურსი და პროცედურები; აგრეთვე ამ სფეროში დაწინაურება სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულების შედეგია.
კომპანიას შემუშავებული უნდა ჰქონდეს სტრატეგიული კურსი და პროცედურები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დასაქმება, განაწილება, ტრენინგი და დაწინაურება პერსონალის ნებისმიერ დონეზე კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევისა და გამოცდილების საფუძველზე მოხდეს.
დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენისას კონფლიქტის მოგვარების მიზნით უნდა მოხდეს შესაბამისი წესების შემუშავება. პრეტენზიების მოგვარება და გამოსავალის მოძებნა მხოლოდ ამ წესების დაცვით უნდა ხდებოდეს.
აქტივობები: აღწერეთ რა პრაქტიკული ღონისძიებები იქნა გამოყენებული გასულ წელს აღნიშნული პრინციპის დანერგვის უზრუნველსაყოფად. მაგალითად:
თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე იხილებოდა იმის დასადგენად თუ რამდენად არსებითია ესა თუ ის განსხვავება ამ კონკრეტული სამუშაოსათვის; ვერიდებოდით ისეთი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც შეეძლო ადამიანთა გარკვეული ჯგუფი არახელსაყრელ პირობებში ჩაეყენებინა.
უცხოეთში წარმომადგენლობებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ხორციელდებოდა მუშაობა, რათა ქალებსა და უმცირესობათა წარმომადგენლებს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა ქონოდათ.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების ზეგავლენა და გატარებული აქტივობების შედეგები. მაგალითად:
რა რაოდენობის მუშაკია დასაქმებული საზოგადოების იმ ჯგუფებიდან, რომელთა დისკრიმინაციაც ტრადიციულად ხდებოდა.
იხილეთ მომდევნო გვერდზე გლობალური ანგარიშგების ინდიკატორები, ასევეა სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესრულების კონკრეტული ინდიკატორები.
სად ვეძებოთ:
გადაამოწმეთ კადრების ან თანამშრომლებთან ურთიერთობების განყოფილებაში შემდეგი საკითხები:
აქვთ თუ არა მათ პროგრამები, რომლებიც საზოგადოების ყველა ფენას უზრუნველყოფს თანაბარი შესაძლებლობებით (მაგ., სამუშაო ადგილზე განაწილება, მუშაკებისა ან საზოგადოების წევრებისათვის უნარ-ჩვევების განსავითარებელი ან საგანმანათლებლო ტრენინგები) და რომლებიც მოწოდებული არიან გამოასწორონ დისკრიმინაციის დამკვიდრებული ფორმები
ატარებენ თუ არა ისინი შიდა სოციალური საკითხების აუდიტს (რა საკითხები შევიდა ამ აუდიტში და რამდენჯერ ჩატარდა ის)
ჰყავთ თუ არა მუშაკები დაყოფილი კონკრეტულ უმცირესობათა ჯგუფებად, რაც პოტენციურად წარმოადგენს მარეგულირებელი ანგარიშების მოთხოვნას
გადაამოწმეთ მიწოდების მენეჯმენტის განყოფილებასთან:
აქვთ თუ არა მათ პროგრამა ან თანამშრომლობა უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენელთა დასახმარებლად
შენიშვნა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია №111, რომელიც მიღებული იყო 1958 წელს დისკრიმინაციას განსაზღვრავს, როგორც „რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის შესაბამისად ნებისმიერი სახის გამიჯვნა, გამორიცხვა ან უპირატესობის მინიჭება, რაც აუქმებს ან ზიანს აყენებს შესაძლებლობათა თანასწორობას ან დასაქმებას ან საქმიანობას“.
მას შემდეგ რიგ კანონმდებლობას დაემატა რამდენიმე პუნქტი (მაგ., სექსუალური ორიენტაცია, ოჯახური მდგომარეობა, ფიზიკური შესაძლებლობა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე).
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
ადამიანის უფლებათა დაცვა (HR)4 გლობალური სტრატეგიული კურსის აღწერილობა აგრეთვე, იმ პროცედურების/პროგრამების აღწერილობა, მონიტორინგის სისტემებისა და მისი შედეგების ჩათვლით, რომელიც მოწოდებულია საქმიანობის შესრულებისას არ დაუშვას არანაირი სახის დისკრიმინაცია.
შრომითი პრაქტიკა (LA)10 თანასწორი შესაძლებლობების ან პროგრამებისა და მონიტორინგის სისტმების აღწერილობა რათა უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისობა და მონიტორინგის შედეგები.
შრომითი პრაქტიკა (LA)11 მენეჯმენტის ზედა ეშელონებისა და ბიზნესის მენეჯმენტის ორგანოების შემადგენლობა (დირექტორთა საბჭოს ჩათვლით), ქალთა და მამაკცთა თანაფარდობისა და კონკრეტული ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე სხვა მრავალფეროვნებათა ინდიკატორების ჩათვლით.
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
SAM Dow Jones კვლევა
სტაბილური განვითარების ინდექსი
სამუშაოს შესრულების/ მენეჯმენტის ინდიკატორები: მთლიან სამუშაო ძალაში ქალების პროცენტული რაოდენობა; სამუშაო ძალის რაოდენობა ან პროცენტული მაჩვენებელი უმცირესობათა, კულტურული ან ეთნიკური წარმომავლობისა და სხვათა ჭრილში; აღმასრულებელ დონეზე ქალებისა და მამაკაცების საშუალო ხელფასი; მენეჯმენტის დონეზე ქალებისა და მამაკაცების საშუალო ხელფასი; არა მენეჯმენტის დონეზე ქალებისა და მამაკაცების საშუალო ხელფასი; სამხრეთ აფრიკის JSE საფონდო ბირჟა - სოციალური პასუხისმგებლობის ინდექსთა კრიტერიუმები
კომპანიამ ცალკე მიზნებად ჩამოაყალიბა თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა (გენდერული თანასწორობის ჩათვლით), დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ქალთა უფლებების გაფართოება, მაგალითად, შავკანიანებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური საქმიანობის და პოზიტიური შესყიდვების პირობების შექმნა, რითაც კომპანიამ დაადასტურა, რომ იგი აღებული ვალდებულების ერთგულია.
კომპანიას წერილობით აქვს დაფიქსირებული მიზნები, ინიციატივები ან პროგრამები, რომლებიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს შესაძლებლობათა თანასწორობას (გენედერული თანასწორობის ჩათვლით), დისკრიმინაციის დაუშვებლობას და ქალთა უფლებამოსილებათა გაფართოებას.
კომპანია იზიარებს, რომ მან ხელი უნდა შეუწყოს შავკანიანებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური საქმიანობისათვის პირობების შექმნას, დასაქმების თანასწორობას, შესყიდვებისა და უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობას ან დასახული მიზნებისაკენ ლტოლვას.
Telefonica
2003 წელს ATAM თავის სათაო ოფისში ჩაატარა კონფერენციები, რომლებიც შეეხებოდა უნარშეზღუდულთა ჩაბმას შრომით საქმიანობაში. კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ კადრების განყოფილების 23 კომპანიის მენეჯერი, რომლებიც მიეკუთვნებიან Telefonica-ს ჯგუფს. [განხორციელებულია]
HP
შეიქმნა მრავალკუტურული შესყიდვების პროგრამის მომწოდებელთა რეგისტრაციის ვებ-გვერდი. [განხორციელებულია]
Westpac
მმართველობით თანამდებობებზე ქალთა რაოდენობის ზრდა გრძელდება. 30 სექტემბრისათვის მათი წილი შრომით რესურსებში 39.2%25 შეადგინა, მაშინ როდესაც 2002 წელს იგი 35.7%25 ტოლი იყო. [შედეგის ინდიკატორი]
Unilever
2003 წელს შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო მითითებები, რომელიც დაეხმარებოდა მუშაკებს აღექვათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და როგორ ემოქმედათ შესაბამისად. იგი მსოფლიოს მასშტაბით 2004 წლის დასაწყისში გავრცელდა. მასში შედის თვით-შეფასების ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ხდება პიროვნული გათვითცნობიერების დონის შეფასება, ასევე პრაქტიკული დაგეგმვის მეგზური, რომელიც საჭიროა ურთიერთმონიტორინგის ჩასატარებლად.
HP
განვითარების დაჩქარებული პროგრამა (ADP). ჩვენი პროგრამის თანახმად ვგეგმავთ მაღალი რანგის მომავალი ლიდერების მომზადებას, მენეჯერთა კონტიგენტის შევსებას ქალებითა და უმცირესობათა წარმომადგენლებით. 2003 წელს განვითარების დაჩქარებული პროგრამა ქალთა 40%25 გაიარა, ხოლო ორ წელიწადში ამ პროგრამის გავლის შემდეგ თანამშრომელთა 80%25 დააწინაურეს.
Eskom
შავკანინათა რაოდენობამ მმართველობით, პროფესიულ და საზედამხედველო კონტიგენტში 2003 წელს 56.3%25 შეადგინა. Eskom-ი კვლავ რჩებოდა განვითარებისა და გარდაქმნის ფლაგმანად, რაზეც მიუთითებს 2003 წელს განათლებისა და ტრენინგის სფეროში განხორციელებული 505 მილიონიანი (აშშ დოლარი) ინვესტიცია. ეს ინვესტიცია მოხმარდა როგორც უშუალოდ Eskom-ის შიდა, ასევე გარე კონტიგენტს. 2003 წლის მანძილზე მსმენელთა რაოდენობა 1850 შეადგინა, რომელთაგან 87.0%25 შავკანიანებზე მოდიოდა. [განხორციელებულია+შედეგის ინდიკატორი]
![]() |
5.7 პრინციპი 7: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს გარემოს მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს- ვალდებულება, მაგალითად:
ვალდებულება ფრთხილად მოვეპყრათ გარემოს. გამოიყენეთ პოლიტიკურ კურსში მოცემული ფორმულირება, ან მიუთითეთ საერთაშორისო სტანდარტები (მაგ., რიოს დეკლარაციის მუხლი15; გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის საერთაშორისო დეკლარაცია „წარმოება დაბინძურების გარეშე“).
სისტემები: მოკლედ აღწერეთ სტრატეგიული კურსი, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
გარემოს დაბინძურების საფრთხის შეფასება - სხვა რისკებთან ერთად იგი ითვალისწინებს გარემოს უნებლიე დაზიანების შესაძლებლობას.
ვარგისიანობის პერიოდის შეფასება - შეისწავლის თუ როგორ უნდა მოხდეს იმ მასალისა და პროდუქტის გამოყენება, რომლის წარმოებაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.
გარემოზე ზეგავლენის შეფასება - უზრუნველყოფს რომ განვითარების პროექტები მისაღები ნორმის ფარგლებში იყოს.
გარემოს სტრატეგიული შეფასება - უზრუნველყოფს, რომ ყურადღება მიექცეს და შერბილდეს კურსისა და გეგმების ზეგავლენა.
აქტივობები: აღწერეთ რა პრაქტიკული ღონისძიებები იქნა გამოყენებული გასულ წელს აღნიშნული პრინციპის დანერგვის უზრუნველსაყოფად. მაგალითად:
შეიქმნა მმართველობით კომიტეტი ან სახელმძღვანელო ჯგუფი რათა ზედამხედველობა გაუწიონ იმას თუ რამდენად ხდება ამ პრინციპის გამოყენება.
ჩამოყალიბდა დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის ორმხრივი გაცვლის სისტემა (მაგ., სემინარული დისკუსიები, ფოკუს ჯგუფები, საზოგადოების გამოკითხვა) იმასთან დაკავშირებით თუ რა პოტენციური რისკები და გაურკველობაა მოსალოდნელი.
საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა როგორც დამოუკიდებელი, ასევე სახელმწიფო მეცნიერული კვლევების წახალისება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოებში ჩაბმულ ადამიანებთან, ხდებოდა ცოდნის გაზიარება და პრობლემის მოგვარების გზების განხილვა, კერძოდ, დგინდებოდა წარმოების რომელ პროცესს ან პროდუქციას შეეძლო გარემოსათვის პოტენციური ზიანის მიყენება, ან ზიანის მიყენების მაღალი ალბათობა არსებობდა.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების ზეგავლენა და გატარებული ღონისძიებების შედეგები. მაგალითად:
გაეცანით გლობალური ანგარიშგების ინდიკატორებს, ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ქვემოთ მოცემულ სამუშაოს შესრულების კონკრეტულ ინდიკატორებს.
სად ვეძებოთ:
გარემოს დაცვის ან სტაბილური განვითარების განყოფილებაში გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სასათბურე გაზის შემცირებას ან იცნობენ თუ არა ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ პროგრამებს
გააჩნიათ თუ არა მათ გარემოს დაცვის აუდიტის პროგრამები და იცნობენ თუ არა ამ პროგრამების განხორციელებით მიღებულ შედეგებს
საინჟინრო-ტექნიკურ განყოფილებაში გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ სათანადო კვალიფიკაცია რათა დანერგონ არატესტირებული მასალები, ქიმიკატები ან შემუშავებული აქვთ თუ არა მუშაობის პროცედურები და შემოწმებების შედეგები
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
3.13 მოცემულია განმარტება იმის თაობაზე აქვს თუ არა ორგანიზაციას შემუშავებული გარემოსთან ფრთხილი მოპყრობის მიდგომა ან პრინციპი და როგორ ხდება მისი გამოყენება
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
გლობალური შეთანხმების პრინციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
კომპანიამ ძალა არ უნდა დაიშუროს, რათა კომპანიის/მიწოდების ქსელის თანამშრომლებმა მეტი რამ გაიგონ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმ კუთხით რა კუთხითაც ეს საკითხები კომპანიისათვის არსებითია. ამისათვის კომპანიამ ხელი უნდა შეუწყოს გარემოს მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების მიდგომის დანერგვასა და მუდმივად გააკონტროლოს თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეთ მის მიმწოდებლებსა და კლიენტებს
შენიშვნა
გარემოს მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება შემდეგნაირად განისაზღვრება: „როდესაც სახეზეა სერიოზული ან გამოუსწორებელი ზარალის საფრთხე, ის ფაქტი რომ არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული ასპროცენტიანი მტკიცებულება, ვერ იქნება იმის მიზეზი, რომ არ გამოვიყენით რენტაბელური ღონისძიებები რათა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაზიანება“.
Iberdrola
ენერგეტიკის სექტორისათვის ყველაზე პრობლემატურია კლიმატის ცვლილების საკითხი. მართალია, არ არსებობს იმის ასპროცენტიანი მტკიცებულება, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს ამ მოვლენას და ამ უკანასკნელით გამოწვეულ ზემოქმედებას, კომპანიამ მაინც უნდა შეიმუშაოს გარემოს დაცვის მიმართ ფრხილი დამოკიდებულების სტრატეგია. კომპანიის სტრატეგიულ გეგმაში ნათქვამია, რომ 2008 წლისათვის, ესპანეთში დაამონტაჟებენ 4,500 MW განახლებადი ენერგიის გენერაციის მოწყობილობებსა და 6,000 MW მეტ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ინფრასტრუქტურას. [განხორციელებულია+მოსალოდნელი შედეგის ინდიკატორი]
Pfizer
ამ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ 2007 წლისათვის გასაღების ყოველ ერთმილიონ დოლარზე (ათვლის წერტილად 2000 წლის მონაცემია აღებული), იგი 35%25 შეამცირებს ნახშიროჟანგის ატმოსფეროში გამოყოფას, ხოლო 2010 წლისათვის მსოფლიო ენერგიის 35%25 მიაწოდებს მომხმარებელს ენერგიის უფრო სუფთა წყაროს გამოყენებით. [განხორციელებულია]
Carrefour
კომპანიის გზავნილია ,,უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი საეჭვო ნივთიერების მიმართ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ყველა პროდუქტში. საეჭვო ნივთიერებად მივიჩნევთ იმ ნივთიერებებს, რომელთა მიმართ არ არსებობს მეცნიერულად ცალსახა მტკიცებულება მათი საეჭვოობის ან არასაეჭვოობის შესახებ. [განხორციელებულია]
Rio Tinto
გრძელვადიანი სტრატეგიული რისკის გამოსავლენად, ღიო თინტო ოთხ წელიწადში ერთხელ კომპანიის ყველა სფეროში ახორციელებს ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და საზოგადოების შესწავლას (HEC). 2003 წელს სულ ჩატარდა ცხრა ამგვარი კვლევა. [განხორციელებულია+შედეგის ინდიკატორი]
![]() |
5.8 პრინციპი 8: ბიზნესი ვალდებულია პროპაგანდა გაუწიოს გარემოს დაცვის მიმართ მეტ პასუხიმგებლობას |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს-ვალდებულება, მაგალითად:
ვალდებულება პროპაგანდა გაუწიოს გარემოს დაცვის მიმართ მეტი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. გამოიყენეთ პოლიტიკურ კურსში მოცემული ფორმულირება, ან მიუთითეთ საერთაშორისო ან ბიზნეს-სტანდარტები (მაგ., გაეროს ეკოლოგიური პროგრამების საერთაშორისო დეკლარაცია სუფთა წარმოების თაობაზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესდება, განათლებისა და ეკოლოგიის სფეროში კვლევების წარმოების სტრატეგიული ცენტრის (CERES) პრინციპები, გაცნობიერებული ზრუნვა).
სისტემები: მოკლედ აღწერეთ სტრატეგიული კურსი, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
მოხალისეთა ორგანიზაციების წესდებების, ქცევის კოდექსის, გლობალურ სამყაროში პრაქტიკული საქმიანობის კოდექსისა და სექტორული ინიციატივების მომზადება.
სტრატეგიებსა და პოლიტიკურ კურსში უნდა აისახოს სტაბილური განვითარების სამი ასპექტი - ეკონომიკური აღმავლობა, გარემოს დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური თანასწორობა.
შესაბამისად განისაზღვროს რაოდენობრივი ამოცანები და მიზნები და პროგრესის მაჩვენებლები.
აქტივობები: აღწერეთ რა პრაქტიკული ღონისძიებები იქნა გამოყენებული გასულ წელს აღნიშნული პრინციპის დანერგვის უზრუნველსაყოფად. მაგალითად:
დაინერგა, სერტიფიცირება გაუკეთდა და მუდმივად იხვეწებოდა გარემოს მენეჯმენტის სისტემები (მაგ., ISO14000).
ჩატარდა მუშაობა მიმწოდებლებთან რათა გაუმჯობესებულიყო გარემოს ქმედითუნარიანი დაცვა (მიწოდების ქსელის მენეჯმენტი).
მიმწოდებლებთან ან სხვა კერძო და სახელმწიფო ჯგუფებთან ერთად შემუშავდა მიწოდების ქსელის მენეჯმენტის ერთობლივი პროექტები და განხორციელდა პარტნიორობა.
შემუშავდა ტრენინგ-აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც მოწოდებულია გაათვითცნობიეროს გარემოს დაცვის საკითხებზე ის ადგილობრივი თემების წარმომადგენლები, რომლებიც კომპანიის მახლობელად ცხოვრობენ, ასევე სხვა კონკრეტულ დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის წარმოება.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების ზეგავლენა და გატარებული ღონისძიებების შედეგები. მაგალითად:
გარემოს დაცვის დამოუკიდებელი აუდიტის შედეგები.
გაეცანით გლობალური ანგარიშგების ინდიკატორებს, ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ქვემოთ მოცემულ სამუშაოს შესრულების კონკრეტულ ინდიკატორებს.
მყარი ნაგვის, ენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირების პროგრამების ზეგავლენა.
სად ვეძებოთ:
გარემოს დაცვის ან სტაბილური განვითარების განყოფილებასთან გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა თავისი პროგრამებით, პროცედურებით, დახვეწის გეგმებით, შემოწმება/აუდიტებითა და რეზულტატებით
აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია ზოგადად გარემო (მაგ., ნაგვის, გამონაბოლქვის, ენერგიისა და წყლის მოხმარების, გაჟონვის, მიწის მენეჯმენტისა და ჯარიმების კუთხით)
ხდება თუ არა დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება ან იცნობენ თუ არა ხელმეორედ გამოყენების/გადამუშავების პროგრამებსა და მათთან დაკავშირებულ შედეგებს
ექსპლუატაციისა და ტექნიკური რესურსების მენეჯმენტის განყოფილებასთან გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ ენერგიის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და წყლის მოხმარების შემცირების პროგრამები
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან ან კორპორატიულ ფონდთან გადაამოწმეთ:
აფინანსებენ თუ არა ისინი გარემოს პირობების გაუმჯობესების და გათვითცნობიერების პროგრამებს
მიწოდების მენეჯმენტის განყოფილებასთან გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ თანამშრომლობა მიმწოდებლებთან გარემოს დაცვის კუთხით (მაგ., დასაბრუნებელ შესაფუთ მასალასთან, ქიმიკატების გამოყენების შემცირებასთან დაკავშირებით)
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
გარემოს დაცვა (EN)1 წყლის გარდა სხვა მასალების გამოყენება ტიპების მიხედვით
გარემოს დაცვა (EN) 2 გამოყენებული მასალის რაოდენობა (%25), რომელიც არის მყარი ნარჩენი (დამუშავებული ან დაუმუშავებელი) და რომლის წყარო არ არის ანგარიშვალდებული ორგანიზაცია
გარემოს დაცვა (EN)3 ენერგიის პირდაპირი გამოყენება პირველადი წყაროს მიხედვით
გარემოს დაცვა (EN)4 ენერგიის არაპირდაპირი გამოყენება
გარემოს დაცვა (EN)5 წყლის მოხმარება სულ
გარემოს დაცვა (EN)6 ბიომრავალფეროვნებით მდიდარ გარემოში საკუთარი, არენდით ან მენეჯმენტის უფლებით აღებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და ფართობი
გარემოს დაცვა (EN)7 ბიომრავალფეროვან გარემოზე ხმელეთზე, მტკნარ წყალსა და ზღვის წყალში საქმიანობით და/ან პროდუქტითა და მომსახურებით გამოწვეული ზემოქმედების აღწერა
გარემოს დაცვა (EN)8 სასათბურე გაზის გამონაბოლქვი
გარემოს დაცვა (EN)9 ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერების მოხმარება და გამონაბოლქვი
გარემოს დაცვა (EN)10 NOx, Sox და სხვა ტიპის გამონაბოლქვი სახეების მიხედვით
გარემოს დაცვა (EN)11 მყარი ნარჩენების მოცულობა სულ ტიპების და ნაგავსაყრელის მდებარეობის მიხედვით
გარემოს დაცვა (EN)12 წყალში დაბინძურების წყაროს ჩადინება ტიპების მიხედვით
გარემოს დაცვა (EN)13 ქიმიკატების, ნავთობისა და საწვავის სერიოზული დაღვრა, ამ შემთხვევბის რაოდენობა სულ ან მოცულობა სულ
გარემოს დაცვა (EN)14 ძირითადი პროდუქციის წარმოებისაგან და მომსახურების გაწევისაგან გარემოზე მიყენებული სერიოზული ზემოქმედება
გარემოს დაცვა (EN)15 გაყიდული პროდუქტის წონის პროცენტი, რომელიც ექვემდებარება უტილიზაციას ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ; ასევე, რეალურად უტილიზირებული პროდუქტის პროცენტი
გარემოს დაცვა (EN)16 გარემოს დაცვის კონტექსტში, საერთაშორისო დეკლარაციები/კონვენციების/ ხელშეკრულებების და ნაციონალური, ქვე-ნაციონალური, რეგიონული და ადგილობრივი წესების დარღვევის შემთხვევები და ამასთან დაკავშირებული ჯარიმების რაოდენობა
1.1 ორგანიზაციის ხედვის გზავნილი და სტრატეგია იმის თაობაზე თუ რამდენად უწყობს კომპანია ხელს სტაბილურ განვითარებას
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
FTSE4GOOD ინდექსთა სერია - ინკლუზიის კრიტერიუმები
გარემოს დაცვის ინდიკატორები
ამ სფეროში წერილობით დაფიქსირებული მიზნები და ამოცანები
პროცესები და ვალდებულებები, სახელმძღვანელოები, სამოქმედო გეგმა, პროცედურები
სისტემის მოთხოვნილებების შესაბამისობის (არა მხოლოდ კანონთან შესაბამისობის) შესამოწმებელი შიდა აუდიტი
შიდა ანგარიშგება და მენეჯმენტის შემოწმება
Allianz
Allianz-ის ჯგუფის გერმანიის კომპანიების მიერ მყარი ნარჩენების მუდმივად დახარისხების შედეგად მყარი ნარჩენების მოცულობა 90 კგ-დან (1997წ) 51.5 კგ-მდე (2003) შემცირდა. [შედეგის ინდიკატორი]
Unilever
გამოიცა სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის მითითებები წამყვანი მიმართულებებისათვის [განხორციელებულია]
Statoil
ჩვენ... 1997 წლიდან აქტიურად ვიღწვით შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენს შენობებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქონების მენეჯმენტის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას, შუქისა და გათბობის რაციონალურ გამოყენებას, ღამით გათბობის სიმძლავრის შემცირებასა და სითბური ტუმბოს დამონტაჟებას. 1997 წლიდან 2003 წლამდე პროექტის ფარგლებში ენერგიის მოხმარება 18-ვე შენობაში მოხერხდა 19 პროცენტიანი შემცირება. ხსნებულმა ღონისძიებამ ასევე დაგვაზოგინა 8 მილიონ ნორვეგიული კრონი 2003 წელს. [განხორციელებულია+შეფასება]
Unilever
2003 წელს 2002 წელთან შედარებით, წყლის მოხმარება 13%25-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად უსწრებს ჩვენს მიერ დასახულ მიზანს და მთლიანობაში, მას შემდეგ რაც 1995 წელს დავიწყეთ მოხმარების აღნუსხვა, იგი 53%25 შემცირდა. [შედეგის ინდიკატორი]
754 ადგილობრივი მომწოდებლიდან 407 წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი არ იყენებენ ქლორის შემცველ ორგანულ გამხსნელებს.... განმეორებითი გამოყენების სათადარიგო ნაწილების გამოყენება 2000 ფისკალურ წელთან შედარებით 2.3 ჯერ გაიზარდა. [შედეგის ინდიკატორი]
2003 წელს ჩვენს მიერ განხორციელებულია 100 მილიონ ფუნტზე მეტი ელექტრონული პროდუქციისა და მარაგების გადამუშავება. [შედეგის ინდიკატორი]
![]() |
5.9 პრინციპი 9: ბიზნესმა ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, რომელიც არ აზიანებს გარემოს |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს-ვალდებულება, მაგალითად:
ვალდებულება ხელი შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებასა და გავრცელებას, რომელიც არ აზიანებს გარემოს. გამოიყენეთ პოლიტიკურ კურსში მოცემული ფორმულირება, ან მიუთითეთ საერთაშორისო ან სამრეწველო სტანდარტები.
სისტემები: მოკლედ აღწერეთ სტრატეგიული კურსი, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
კომპანიას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ბიზნეს ან ინდივიდუალური კურსი ისეთი ტექნოლოგიების განვითარებასა და გავრცელებაზე, რომელიც არ აზიანებს გარემოს.
ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შემუშავებისათვის სიცოცხლიუნრიანობის ციკლის შეფასება (LCA), რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას პროდუქტის წარმოებზე, მის გამოყენებასა და უტილიზაციაზე.
ტექნოლოგიების შეფასება, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიურ ფაქტორებს (EnTA) - ეს არის ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მოწოდებულია, რომ ტექნოლოგიების ადაპტაციას, დანერგვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებას მიღებას სტაბილური ხასიათი ჰქონდეს.
აქტივობები: აღწერეთ რა პრაქტიკული ღონისძიებები იქნა გამოყენებული წარსულში აღნიშნული პრინციპის დანერგვის უზრუნველსაყოფად. მაგალითად:
დაინტერესებულ მხარეებთან ხდებოდა ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ თუ რა სარგებლობა მოაქვს გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების გამოყენებას.
სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების განხორციელება „სტაბილურობის მიღწევის“ მიზნით.
შემუშავდა საინვესტიციო კრიტერიუმები, ხოლო მიმწოდებელთა და კონტრაქტორებთან მიმართებაში დაინერგა პირველწყაროს პოლიტიკა, რომელიც მოწოდებულია სატენდერო წინადადებებში შეიტანოს მოთხოვნა გარემოს დაცვის მინიმალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
განხორციელდა პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლის მიზანი იყო ინფორმაცია საუკეთესო ტექნოლოგიების შესახებ ცნობილი გამხდარიყო სხვა ორგანიზაციებისთვისაც.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების ზეგავლენა და გატარებული ღონისძიებების შედეგები. მაგალითად:
ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად შემცირდება ენერგიის მოხმარება და მყარი ნარჩენების დიდი მოცულობის დაგროვება (სასურველია, გამოიხატოს რაოდენობრივად, თუ ეს შესაძლებელია).
რაოდენობრივი მაჩვენებლებით უნდა დადგინდეს თუ რამდენ ადამიანზე შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ და როგორ ხდება მათი საშუალებით გარემოსა და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
სად ვეძებოთ:
გარემოს დაცვის, სტაბილური განვითარებისა ან მომარაგების მენეჯმენტის განყოფილებებში გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ საპილოტე პროექტების მაგალითი განათლების ადგილობრივი ინსტიტუტებიდან, ან მოხდა თუ არა თქვენი კომპანიის მიერ უნივერსიტეტში სპეციალური პროგრამის დაფინანსება
თანამშრომლობენ თუ არა ისინი არაკომერციულ ჯგუფთან ან მთავრობასთან კომპანიის მიერ დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად (მაგ., იმ ტექნოლოგიების თაობაზე, რომელთა დანერგვით მოხერხდა მყარი ნარჩენების მოცულობის შემცირება, გაუმჯობესდა ენერგიის მოხმარების ეფექტიანობა, დაბინძურებულ ადგილებში მდგომარეობის გამოსწორდა)
თანამშრომლობენ თუ არა ისინი მიმწოდებლებთან გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების შემუშავებასა და გამოყენებაში
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან ან კორპორატიულ ფონდთან გადაამოწმეთ:
ხდება თუ არა ტექნოლოგიების (მაგ., წყლის სანიტარული მდგომარეობა, ენერგიის ეფექტიანობის ზრდა) პროგრამების გაზიარების დაფინანსება იმ ქვეყნებში სადაც თქვენ საქმიანობთ
პროდუქტის მარკეტინგის ან სამრეწველო განყოფილებასთან გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები, რომლის მიზანია შექმნას გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი პროდუქტი ან მომსახურება
ექსპლუატაციისა და ტექნიკის მენეჯმენტის განყოფილებასთან გადაამოწმეთ:
მუშაობს თუ არა მათთან პროგრამები, რომლებიც მოწოდებულია გაზარდოს ენერგიის შიდა მოხმარების ეფექტიანობა ან შეამციროს წყლის მოხმარება
ახალი პროდუქტის შემუშავების, მარკეტინგის ან საინჟინრო-ტექნიკურ განყოფილებასთან გადაამოწმეთ:
აქვთ თუ არა მათ პროდუქტის/მომსახურების შემუშავების ზომები, რომლებიც მოიცავენ ან ითვალისწინებენ გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების კომპონენტის არსებობას
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
გარემოს დაცვა (EN)17
ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებისა და ენერგიის ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივები
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
JSE საფონდო ბირჟა სამხრეთ აფრიკა -
SRI ინდექსის კრიტერიუმები
ვალდებულება ხელი შეუწყოს ახალი კვლევების, ტრენინგების ჩატარებასა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობას, რომლის მიზანია გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი გადაწყვეტილებების მიღება.
გლობალური შეთანხმების პრინციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
კომპანია როგორც კონკურენტებს, ასევე ადგილობრივ კომპანიებს უზიარებს ინფორმაციას გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების შესახებ
რა ოდენობის ინვესტიცია (მთლიანი შემოსავლის რა პროცენტი) განხორციელდა მიმდინარე წელს, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების შემუშავებასა და გავრცელებას
შენიშვნა
გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი ტექნოლოგიები უშუალო კავშირშია კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციასა და მის მიერ გაწეულ მომსახურებასთან, შიდა ოპერაციებთან ან გარე სამყაროსთან გაზიარებასთან.
Oekom კვლევა - ბიზნეს-ვალდებულებების რატინგი
პოლიტიკა/აქტივობები, რომლებიც მოწოდებულნი არიან შეამცირონ გარემოზე მივლინებებით გამოწვეული ზემოქმედება (მაგ., ვიდეოკონფერენციები, მგზავრობისას უნახშირბადო ენერგომატარებლის გამოყენება).
SAM კვლევა Dow Jones სტაბილური განვითარების ინდექსისათვის
გარემოს დაცვის კრიტერიუმები უნდა ვრცელდებოდეს სამრეწველო წარმოებაზე, ნედლეულის წარმოებაზე, მოდერნიზაციასა და მოდულების შექმნაზე; ახალი პროდუქტის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ პროდუქტი ადვილად იშლებოდეს, მისი ხელახალი გამოყენება და გადამუშავება შეიძლებოდეს.
ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან რომელია გათვალისწინებული ახალი პროდუქტის შემუშავებასა და დიზაინში:
- პროდუქტის წარმოების გარემოზე ზემოქმედება;
- ნედლეულის წარმოების გარემოზე ზემოქმედება.
- პროდუქტი ექვემდებარება მოდერნიზაციას და მოდულებად წარმოჩენას.
- პროდუქტი და მისი შემადგენელი ნაწილები შეიძლება დაიშალოს, ხელმეორედ იქნეს გამოყენებული და გადამუშავდეს.
Rio Tinto
Rio Tinto Energy ახორციელებს ინვესტიციებს პროგრამაში სახელწოდებით „ქვანახშირის გამოყენება სტაბილურ ქვეყნებში (CISS)“; ეს გახლდათ 3 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების სიცოცხლისუნარიანობის ციკლის ანალიზისა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროგრამის განხორიციელება. ამ პროგრამაში ერთმანეთს ადარებენ ქვანახშირის გამოყენების ახალ და არსებულ ტექნოლოგიებს და მის ალტერნატივებს - წიაღისეულს და არაწიაღისეულს და დგინდება თუ რომელი უფრო მისაღებია. [განხორციელებულია]
HP
2003 წელს 2002 წელთან შედარებით HP-ის მაღალი დონის სერვერის ენერგიის გამოყენების ეფექტიანობა 35%25 გაიზარდა. [შედეგის ინდიკატორი]
Statoil
მომარაგების მრეწველობასთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რომლის საშუალებით ხდება მილსადენებში ნავთობისა და წყლის განცალკევება, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას. აღნიშნული მეთოდი 2005 წლის შემოდგომაზე გამოიცადა სლეიპნერის ნავთობის საბადოში, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში მდებარეობს. [განხორციელებულია+ შედეგის ინდიკატორი]
Telefonica
Telefonica I+D დანერგა პროცედურა, რომლის საშუალებით ხდება ახალი ტექნოლოგიების გარემოზე ზემოქმედების რეგულარული შეფასება. 2003 წელს, გაანალიზდა 335 პროექტი. აღმოჩნდა, რომ პროექტების 20%25-ზე მეტმა სერიოზულად შეამცირა ენერგიის მოხმარება, ხოლო 30%25-ზე მეტმა შეამცირა მივლინებების აუცილებლობა, გააუმჯობესა განათლებაზე, ჯანდაცვასა და დისტანციური მენეჯმენტის მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობა. [განხორციელებულია+შედეგის ინდიკატორი]
![]() |
5.10 პრინციპი 10: ბიზნესის ბრძოლა კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის მიმართ გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში პრინციპების გატარებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ
ვალდებულება: ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ბიზნეს-ვალდებულება, მაგალითად:
ვალდებულება აღმოიფხვრას კორუფცია. გამოიყენეთ პოლიტიკურ კურსში მოცემული ფორმულირება, ან მიუთითეთ საერთაშორისო ან სამრეწველო სტანდარტები (მაგ., გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, თანამშრომლობის და განვითარების შესახებ ევროპის ორგანიზაციის კონვენცია მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ).
სისტემები: მოკლედ აღწერეთ სტრატეგიული კურსი, პროგრამები და მენეჯმენტის სისტემები, მაგალითად:
ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კომპანიის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მომზადებული პროგრამის დანერგვა.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომელთა ეთიკური ქცევის უზრუნველყოფას.
მონიტორინგისა და სანქციათა სისტემა და სამოქალაქო ინიციატივის პროგრამები.
ანგარიშგების პროცედურები და დახვეწის მუდმივმოქმედი პროცესები.
კანონებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი იურისტის ფუნქციები.
აქტივობები: აღწერეთ რა პრაქტიკული ღონისძიებები იქნა გამოყენებული წარსულში აღნიშნული პრინციპის დანერგვის უზრუნველსაყოფად. მაგალითად:
შიდა და გარე არხებით ინფორმაციის გავრცელება
თანამშრომელთა ტრენინგი.
აგენტებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობა.
ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება.
კოლექტიურ საქმიანობასა და დაინტერესებულ მხარეთა ვალდებულებების განსაზღვრაში მონაწილეობა.
შესრულებული სამუშაო: აღწერეთ სისტემების ზეგავლენა და გატარებული ღონისძიებების შედეგები. მაგალითად:
რამდენი საქმე იქნა შესწავლილი და შესაბამისი ზომები მიღებული.
რამდენჯერ გადამოწმდა თუ რა მოყვა განხორციელებულ გამოძიებას.
რამდენმა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ბიზნეს-ეთიკაში ინტერნეტის მეშვეობით.
სად ვეძებოთ:
გადაამოწმეთ კადრების და მსგავს განყოფილებასთან აქვთ თუ არა მათ
შემუშავებული ტრენინგ-პროგრამები, რომლებიც დაეხმარებათ ყველა ან ზოგიერთ თანამშრომელს აღმოაჩინოს მექრთამეობისა და კორუფციის შემთხვევები
კომპანიაში ქცევისა და ეთიკის კოდექსი, რომლის თანახმად ყველა მუშაკი ვალდებულია რეგულარულად გაეცნოს მას და ხელმოწერით დაადასტუროს ეს
ეთიკის ნორმების დარღვევის «ცხელი ხაზი», სადაც შესაძლებელი იქნება დაფიქსირდეს დარღვევების შემთხვევები და ხდება თუ არა სტატისტიკის წარმოება
გამოძიების პროცედურები, რომლის მეშვეობით უნდა განხორციელდეს დარღვევების შესწავლა და აწარმოებენ თუ არა ინფორმაციას თუ რა შედეგი გამოიღო გამოძიებამ
მთავრობასთან ურთიერთობის, მომწოდებელთან ურთიერთობისა და მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებებთან გადაამოწმეთ აქვთ თუ არა მათ
შექმნილი ამხანაგობები, რომელთა მეშვეობით ხდება აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
გადაამოწმეთ იურიდიულ განყოფილებასთან აქვთ თუ არა მათ მექრთამეობისა და კორუფციის ისეთი შემთხვევები, რომელზედაც გადაწყვეტილება მიღებულია და შეიძლება თუ არა მათი სააშკარაოზე გამოტანა
შენიშვნა
გაერთიანებული ერების პრგანიზაციის გლობალური შეთანხმების ვებგვერდს www.unglobalcompact.org-ს აქვს ბმული ანტი-კორუფციის შესახებ არსებულ სხვადასხვა რესურსებთან.
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის შესატყვისი ინდიკატორები
მექრთამეობა და კორუფცია SO2 პოლიტიკის, პროცედურული და მენეჯმენტის სისტემებისა და ორგანიზაციებისა და მუშაკთა სტანდარტებთან შესაბამისობის მექანიზმების აღწერილობა მექრთამეობასა და კორუფციის კუთხით.
სხვა წყაროებიდან მოძიებული ინდიკატორები
JSE საფონდო ბირჟა სამხრეთ აფრიკა - SRI ინდექსის კრიტერიუმები
დანერგილია პროცედურები და სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს დისციპლინასთან და პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. მათი საშუალებით შესაძლებელია მოგვარდეს ნებისმიერი საკითხი მუშაკთა ან სხვა ადამიანთა, რომელთანაც კომპანია თანამშრომლობს უპატიოსნობასთან, კორუფციასთან ან არაეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით.
SAM კვლევა Dow Jones სტაბილურობის ინდექსისათვის
კორუფციისა და მექრთამეობის კუთხით შემუშავებულია პოლიტიკა და ბიზნეს-ქცევის კოდექსი ჯგუფის დონეზე (ფილიალების ჩათვლით).
ხდება კორუფციისა და მექრთამეობის მხრივ დაშვებული დარღვევების ხალხის სამსჯავროზე გამოტანა.
Oekom კვლევა ბიზნეს პასუხისმგებლობის კოეფიციენტი
ქცევის კოდექსი სამართლიანი ბიზნესის დამკვიდრებისათვის (მაგ., კორუფციის, ანტიტრესტის, შიდა გარიგებების, ფინანსური ინფორმაციის სანდოობის კუთხით).
კომპანიის მიერ ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის დამკვიდრებას (მაგ., ტრენინგი, აუდიტი, სტანდარტებთან შესაბამისობის იურისტები, ცხელი ხაზი).
კომპანიის მიერ ჯარიმების გადახდა ანტიტრესტის, ფასების ხელოვნური ზრდის, კორუფციის, შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული ღონისძიებების, საბუღალტრო მაქინაციების და ა.შ. შემთხვევების დროს.
SiRi kompania სტაბილური განვითარების შეფასების კრიტერიუმები
კომპანიის ოფიციალური გზავნილი მექრთამეობასა და კორუფციასთან დაკავშირებით
ბიზნესის ეთიკის პროგრამა, რომელიც ეხება მექრთამეობასა და კორუფციას.
გლობალური შეთანხმების პრინციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
კომპანიას შემუსავებული აქვს პროცესები, რომლებიც ითვალისწინებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელმძღვანელი პირების საქციელის დაგმობას, რაც გარკვეულ როლს თამაშობს კორუფციისა და მექრთამეობის აღმოფხვრაში.
Eskom
2003 წელს წარმატებით შემუშავდა და დაინერგა Eskom-ის მაქინაციების პროფილაქტიკის სემინარი სახელწოდებით CURE. [განხორციელებულია]
Pfizer
ეს არის ერთადერთი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც იყო საერთაშორისო გამჭვირვალობის კომიტეტის წევრი, რომელსაც ეხებოდა მექრთამეობის ხელისშემშლელი ბიზნეს პრინციპების საკითხები. [განხორციელებულია]
Rio Tinto
2003 წლის აპრილში გამოქვეყნდა ბიზნესის ერთიანობის სახელმძღვანელო, რომელიც ეხებოდა მექრთამეობას, კორუფციასა და პოლიტიკური ჩარევის დაუშვებლობას. [განხორციელებულია]
Statoil
Statoil ეკუთვნის საერთაშორისო გამჭვირბალობის ორგანიზაციის (ეს არის კორუფციასთან ბრძოლის წამყვანი ორგანიზაცია) ნორვეგიის შტოს და ვალდებულია გადაიხადოს 250,000 ნორვეგიული კრონი ყოველწლიურად მიმდინარე ხარჯების დასაფარად 2002-2004 წწ. [განხორციელებულია]
BP
2003 წელს ჩვენ შემოვიღეთ ინიციატივა „გულწრფელი საუბრები“. ამ ინიციატივის მეშვეობით, მუშაკებსა და კონტრაქტორებს შეუძლიათ საკუთარი შეშფოთება გაგვიზიარონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიზნესში არაეთიკური ქცევა, როგორიც არის მაქინაციები და ინტერსეთა კონფლიქტი; მექრთამეობა და ანაზღაურება დახმარების სანაცვლოდ... 2003 წლის ბოლოსათვის გამოვლინდა 258 შემთხვევა [განხორციელებულია+შედეგისინდიკატორი]
![]() |
6 დანართი ა |
▲ზევით დაბრუნება |
დამატებითი რესურსები
სტაბილური განვითარების ანგარიშგების 2002 წლის სახელმძღვანელო მითითებები
ანგარიშგების გლობალური ინიციატივა
(http://www.globalreporting.org/guidelines)
ბიზნესის საქმიანობაში ადამიანის უფლებათა დაცვის გათვალისწინება
გლობალური შეთანხმება და გაეროს უმაღლესი კომისარიატი ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში
(http://www.unglobalcompact.org/NewsDoc/EKADREBIS MARTVABP.pdf)
2004 წლის გლობალური შეთანხმების პრინციპების Ethos ინსტიტუტის ინდიკატორები
(http://www.ethos.org/-Uniethos/Documents/Ind-EthosGlobal-ING.pdf)
მითითებების პაკეტი პროგრესის ანგარშის გავრცელებისთვის
(http://www.unglobalcompact.org/content/Companies/gp-cop.pdf anhttp://www.unglobalcompact.org/content/cops/gp-full.htm
გლობალური შეთანხმების მეგზური
ხედვის პრაქტიკული აღქმა და ცხრა პრინციპი
(http://www. unglobalcompact.org/content/Public-Documents/gcguide.pdf )
ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის წარმატების თაობაზე მუდმივი ანგარიშგების საშუალებით - მცირე და არცთუ ძალიან მცირე ბიზნესის მეგზური. გლობალური ანგარიშგების ინიციატივა, 2004.
(http://www.globalreporting.orgsme/)
კორუფციასთან ბრძოლის ახალი ღონისძიებები
ინფორმაცია გლობალური შეთანხმების მე-10 პრინციპის შესახებ
(http://www.unglobalcompact.org/content/NewsEvents/corr-day.htm)
გისოსებს მიღმა - გაეროს გლობალური შეთანხმების მნიშვნელობა. კლოდ ფასლერი, არონ კრამერი და შებასტიან ვან დერ ვეგტი, გრინლიფ პაბლიშერი, 2004 წ.
(http://www.greenleaf-publishing.com/catalogue/rtbar.htm)
დაბალანსება-სტაბილური განვითარების ანგარიშგება.
ეემსკერკი, პისტორიო, შიკლუნა, 2002 წ.
(http://www.qpub.wbcsd.org/web/sdportal/publication/20030106-sdreport.pdf)
წარმატებული მეწარმის კალენდარი და მეგზური
UNEP-ისა და Wuppertal-ის ინსტიტუტი
(http://www.uneptie.org/outreach/business/business.htm)
![]() |
7 დანართი ბ პროგრესის შესახებ ანგარიშების მოდელები |
▲ზევით დაბრუნება |
მოდელი 1
გლობალური შეთანხმების პროგრესის შესახებ ანგარიშის არსებულ ანგარიშებში ინტეგრირება
ვინ უნდა გამოიყენოს ეს მოდელი? - მათ, რომლებიც აქვეყნებენ ერთ ან მეტ ქვემოთ მოცემულ საჯარო წლიურ ანგარიშებს (ვებ-გვერდზე დადებული ანგარიშის ჩათვლით)
ანგარიში სტაბილური გნვითარების შესახებ, ანგარიშგების გლობალური ინიციატივის ინდიკატორებზე დაფუძნებული სტაბილური განვითარების ანგარიშის ჩათვლით
ფინანსური ანგარიში
ფინანსური და სტაბილური განვითარების ანგარიში ერთად
როგორ უნდა გაავრცელონ მონაწილეებმა ინფორმაცია პროგრესის შესახებ? - მონაწილეებმა საჯარო წლიურ ანაგარიშში უნდა შეიტანონ პროგრესის შესახებ ანგარიშისთვის დამახასიათებელი სამი ელემენტი:
დებულება იმის თაობაზე, რომ კომპანია მუდმივად მხარს დაუჭერს გლობალურ შეთანხმებას უნდა დაფიქსირდეს თანმხლებ წერილში, აღმასრულებელი დირექტორის, თავმჯდომარის ან სხვა მაღალი რანგის მუშაკის განაცხადში. საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ დებულებაში ასევე ნახსენები იქნება, რომ ანგარიშში ასევე შევიდა ინფორმაცია პროგრესის შესახებ.
პრაქტიკული ღონისძიებებისა და დანერგილი პროცესების აღწერას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წლიურ ანგარიშში; მას თან ახლავს მოკლე ანოტაცია, რომელშიც მითითებულია, თუ სად შეიძლება ანგარიშის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება და კომპანიის შესახებ სხვა ინფორმაციის გაცნობა.
მაგალითად, ეს ნაწილი შეიძლება ცხრილის სახით მომზადდეს, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება გლობალური შეთანხმების პრინციპები და მათი შესაბამისი თავი ანგარიშში. იგი ასევე შეიძლება მომზადდეს აქტივობების აღწერის რეზიუმეს ფორმით, სადაც ყოველი პრინციპის ქვეშ მინიშნებული იქნება ანგარიშის რომელ თავში შეიძლება დაინეტერესებული ადამიანი გაეცნოს მეტ დეტალს, მაგალითად სამუშაოს შესრულების ინდიკატორებს.
შედეგების ან მოსალოდნელი შედეგების შეფასება (გაზომვა). ანგარიშში გამოყენებული სამუშაოს შესრულების ინდიკატორები და მათი შესაბამისი გლობალური შეთანხმების პრინციპები განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რისთვისაც უნდა მოხდეს მინიშნება ინდიკატორებსა და პრინციპებზე ან იმ ინდიკატორებზე მინიშნება, რომლებიც მოცემულია აქტივობებისა და პროცესების დახასიათებაში. გარდა ამისა, შეიძლება აქტივობების დახასიათებას დაემატოს მინიშნება შესაბამის ინდიკატორზე.
იმ შემთხვევაში თუ ანგარიშში შევა ინფორმაცია პროგრესის შესახებ, სასურველია, რომ კომპანიამ დეტალურად აღწეროს თუ როგორ მოხერხდა ამის მიღწევა.
მოდელი 2
გლობალური შეთანხმების საინფორმაციო ანაგარიში პროგრესის შესახებ, როგორც დამოუკიდებელი, ყოვლისმომცველი დოკუმენტი
ვინ უნდა ისარგებლოს ამ მოდელით?
ეს გახლავთ „თვალის დახუჭვის“ მოდელი, რომელიც გამოადგება ყველას ვისაც ყოველწლიურად საჯაროდ არ გამოაქვს თავისი ან სტაბილური განვითარების ან ფინანსური ანგარიში.
როგორ უნდა მოხდეს მონაწილეებს შორის ინფორმაციის გავრცელება წინსვლის შესახებ?
ეს გახლავთ დამოუკიდებელი ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელშიდაც შევიდა საინფორმაციო ნგარიშის პროგრესის შესახებ სამი ელემენტი:
დამოუკიდებელ, ყოვლისმომცველ დოკუმენტში ანგარიში პროგრესის შესახებ შესავალშივე აღნიშნული უნდა იყოს, რომ აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარე ან სხვა მაღალი რანგის აღმასრულებელი მუდამ გლობალურ ხელშეკრულების პრინციპების ერთგული იქნება.
პრაქტიკული აქტივობებისა და დანერგვის პროცესის აღწერილობა. გლობალური შეთანხმების თითოეული პრინციპის ან პრინციპთა კატეგორიის ქვეშ, მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს გატარებული ღონისძიებისა თუ პროცესის სრული აღწერილობა, რომლებიც კომპანიის საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
შედეგებისა და მოსალოდნელი რეზულტატების ინდიკატორები. მონაწილეები ვალდებულნი არიან ანგარიშში პროგრესის შესახებ შეიტანონ სამუშაოს შესრულების ინდიკატორები, დაასაბუთონ გატარებული პრაქტიკული ღონისძიებებისა და პროცესების მართებულობა გლობალური შეთანხმების პრინციპების დანერგვის კუთხით. მონაწილეები ასევე ვალდებულნი არიან მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა კავშირია გლობალური შეთანხმების პრინციპებსა და სამუშაოს შესრულების ინდიკატორებს შორის.
თუ პროგრესის შესახებ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია დადასტურდა, სასურველია რომ კომპანიამ ასევე მიუთითოს თუ როგორ მოხდა ამის განხორციელება.
სად უნდა გამოქვეყნდეს საინფორმაციო ანგარიშები?
I ეტაპი. თუ კომპანიას აქვს საკუთარი ვებგვერდი, მაშინ ეს ანგარიში სწორედ აქ უნდა გამოქვეყნდეს. თუ არა, გადადით მეორე ეტაპზე.
II ეტაპი. თუ კომპანიას არ აქვს თავისი ვებგვერდი, უნდა გამოიყენოთ სხვა დაინტერესებული მხარეების კომუნიკაციის არხები. გარდა ამისა, ანგარიშის ელექტრონული ვარიანტი უნდა ჩამოიკიდოს გლობალური შეთანხმების ვებგვერდზე, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს სხვა დამატებითი ხერხები, რომლის მეშვეობით ხდება პროგრესის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
____________________
* შენიშვნა: ანგარშგების გლობალური ინიციატივის (GRI) ანგარიშვალდებულთა საყურადღებოდ - სასურველია მოხდეს გლობალური ანგარიშგების ინდიკატორების გლობალური შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირება უშუალოდ იმ თავში, სადაც საუბარია გლობალური შეთანხმების შესახებ, ან ანგარიშის ნებისმიერ თავში. კარგი იქნება თუ გლობალური ანგარიშგების ინიციატივის ფარგლებში ანგარიშების წარმომდგენები აღწერენ პრინციპების დანერგვის პროცესს, როდესაც ისინი შეეხებიან ანგარიშის შემდეგ პარაგრაფებს 3.4,.3.6,3.7,3.11,3.12,3.16 და 3.19. ეს ინფორმაცია ანოტაციის სახით უნდა მომზადდეს, სადაც მინიშნებული იქნება, რომ ანგარიშის იმ თავში, სადაც საუბარია პრინციპების განხორციელების პროგრესზე, შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება.
![]() |
8 დანართი გ |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელოში განხილულ პროგრესის შესახებ ანგარიშთა ჩამონათვალი
წინამდებარე დოკუმენტის მომზადებისას გამოყენებული იქნა შემდეგი კომპანიების ანგარიშები პროგრესის შესახებ
* FT 500 - შემოსავლების მიხედვით 500 მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიის ნუსხა
Reg./Nat. - რეგიონული და ქვეყნის მნიშნვნელობის მქონე კომპანია
SME - მცირე და საშუალო ზომის საწარმო
2004 წლის ნოემბრისათვის დაახლოებით 160 ანგარიში პროგრესის შესახებ იქნა წარმოდგენილი. ჩვენ გადავწყვიტეთ მათგან წარმომადგენლობითი შერჩევა გაგვეკეთებინა. რისთვისაც მთელი რაოდენობიდან 15%25 შეირჩა. ქვემოთ აღწერილია ნიმუშის შერჩევის მეთოდიკა:
შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა გეოგრაფიული მდბარეობა. ვინაიდან ამ მომენტისათვის 300-ზე მეტი კომპანია, რომელმაც ოფიციალური თანხმობა განაცხადა აღნიშნული ანგარიშის წარმოდგენაზე საფრანგეთშია, შერჩევაშიც ამ ქვეყნიდან უფრო მეტი ორგანიზაცია მოხვდა ვიდრე სხვა ქვეყნიდან.
ასევე შევეცადეთ კომპანიის ზომის გათვალისწინებას. ვინაიდან 60%25-ზე მეტი მულტინაციონალურ ცომპანიაზე მოდის, ამ ჯგუფიდანაც უფრო მეტი კომპანია მოხვდა.
ვეცადეთ მრეწველობის მრავალფეროვნებაც გაგვეთვალისწინებინა. აქაც ამოსავალი კომპანიების ნუსხა იყო. ვინაიდან 25 ფინანსური ორგანიზაცია უკვე წარმოადგენს ამ ანგარიშს, ამიტომ ჩვენს ანალიზში უფრო მეტი ბანკი, საინვესტიციო და სადაზღვეო კომპანია მოხვდა.
![]() |
9 დანართი დ |
▲ზევით დაბრუნება |
მადლობა დახმარებისთვის
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა და თავისი წვლილი შეიტანა ამ დოკუმენტის მომზადებაში
ჰანს ჰოფმაიერ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
ლინ უენდლენდი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
კასპერ სონესონი, გაეროს განვითარების პროგრამა
კორნის ვან დერ ლუტი, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა
ჯილიან მიურეი, გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის პროგრამა
ვალერი ლებო, გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის პროგრამა
ჯენიფერ ჯონსტონი, JSE სამხრეთ აფრიკის საფონდო ბირჟა
დავიდ ე.ჰარისი, FTSE ჯგუფი
ფილლიპ სპიჩერი, SiRi კომპანია
კატრინ ფუელმანი, SAN Indexes GmbH
მატიას ბონინგი, Oekom-Research AG
ვიქტორ მანუელ არიას ალვარესი, AGBAR
პოლ ტოინი, Article 13
ანტონი სემპსონი, Aviva plc
ლორა ლე დუარესი, BP plc
ხესუს აბადია, ENDESA
მაიკლ ჰუგარდ პედერსენი, Novozymes
იოშიაკი მასუდა, Ricoh Company Ltd
კარენ ტერბლანში, Sasol Ltd.
ანანტ ჯ.ნადკარნი, Tata Steel
ლუი ერნესტო სალინასი, Global Compact Colombia
კონრად ეკენსუილერი, Global Compact France
იზაბელ გუიოტი, Global Compact France
პოლ-მარი ჰილდებრანდტი, Global Compact Germany
ნიკოლა ვერმერი, Global Compact Germany
ნანი ალბონიცკ პესტალოზი, Global Compact Peru
ფლავიო ფუერტესი, Global Compact Agentina
ჯემი ბონჰამი, Canadian Business for Social Responsibility
კარესა გიი, Global Reporting Initiative
კლოდ ფუსლერი