![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში (კვლევა) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევები |
საავტორო უფლებები: © სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კვლევა ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა სალამაძე - კვლევის ხელმძღვანელი ლალი შალვაშვილი – კვლევის კოორდინატორი ლევან ფანიაშვილი, გურანდა რომანაძე - კონსულტანტები მკვლევარები: მაკა კარტოზია – სამართლებრივი კვლევა, ფოკუს ჯგუფი მაია მესხი –სამართლებრივი კვლევა, ფოკუს ჯგუფები ლაშა ბოკუჩავა – ერის კვლევა ნატალია კვიწინაშვილი – ერის კვლევა ლალი შალვაშვილი – დონორების კვლევა ლევან ფანიაშვილი – რეფერატი, დასკვნები კვლევაში მონაწილეობდნენ: ია გაბუნია ელისო მიქაბერიძე ნათია აფხაზავა ირაკლი ანანიძე მალხაზ მინდიაშვილი გოჩა შანიძე გიორგი ბოკერია რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები: ასმათ დიასამიძე - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება თინათინ ბოლქვაძე - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ დავით ლოსაბერიძე - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი დავით მელუა - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია - ეკონომიკური და სოციალური კვლევის კავკასიის ინსტიტუტი გურანდა რომანაძე - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ვაჟა სალამაძე - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ალექსანდრე სვანიშვილი - რეგიონული განვითარების კომისიის რეგიონული მენეჯმენტის, ინსტიტუციონალური მოწყობისა და ადამიანური მართვის სამუშაო ჯგუფის მდივანი ლევან ფანიაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი დავით ჭიჭინაძე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ოთარ ხინიკაძე - საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე თბილისის, ქედის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ქუთაისის, სამტრედიის, ლაგოდეხის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, ამბროლაურის, ონის, ზუგდიდის, ფოთის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, გარდაბნის, გორის, კასპის თვითმმართველი ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის |
![]() |
1 რეფერატი |
▲ზევით დაბრუნება |
წინათქმა
მოცემული კვლევა ეძღვნება მოქალაქეთა მონაწილეობას საქართველოს თვითმმართველობების საქმიანობაში.
მოქალაქეთა მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის თეორიის და პრაქტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს კომპონენტი იძენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ კი თვითმმართველობებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის ქვაკუთხედია. მსოფლიო პრაქტიკაში მონაწილეობის და ჩართულობის ბევრი განსხვავებული მექანიზმი არსებობს, როგორც საკანონმდებლო ასევე ტრადიციებისა და სამოქალაქო კულტურის დონეზე. ამ მექანიზმების გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტურობა. ბუნებრივია, ეს საკითხი აქტუალურია საქართველოსთვისაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგად 2006 წლის ბოლოდან საქართველოში ჩამოყალიბდა გამსხვილებული ტიპის თვითმმართველი ერთეულები. თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებამ გამოიწვია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და მოსახლეობას შორის დისტანციის გაზრდა, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ისეთი მექანიზმების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას, თვითმმართველობის ორგანოების საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ზოგად პრინციპებს თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ, ხოლო დეტალური სამართლებრივი მექანიზმები ამ მიმართულებით არ არის შექმნილი. საკანონმდებლო ვაკუუმის ერთგვარი შევსების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა შეიმუშავა საკრებულოებისა და გამგეობების სარეკომენდაციო დებულებები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს თვითმმართველობის ორგანოების საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და მათ საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმებს.
არსებულ ვითარებაში ძალზედ მნიშვნელოვანია დეტალურად გაანალიზდეს მოქმედი ნორმატული გარემო და შესწავლილ იქნეს ქვეყანაში არსებული ჩართულობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების არსებული პრაქტიკა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სფეროში არსებული ძირითადი აქტორების - მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების შესწავლა. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული დასკვნები სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და შევიმუშავოთ სათანადო რეკომენდაციები. კვლევის მასალები გამოადგება როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობის ფორმირების შემდგომ პროცესში, ასევე სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და დონორებს.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა და განახორციელა თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების მონაწილეობის სამართლებრივი რეგულაციების და პრაქტიკის დეტალური კვლევა. ქვემოთ მოცემულია, კვლევის შესახებ მოკლე ინფორმაცია და ძირითადი მიგნებები.
მიზანი
კვლევის ძირითადი მიზანია შეისწავლოს საქართველოს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი და შეიმუშაოს მისი ამაღლების რეკომენდაციები.
ამოცანები
კვლევის ძირითადი ამოცანებია:
შეისწავლოს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო გარემო, რომელიც არეგულირებს ჩართულობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების საკითხებს თვითმმართველობებთან მიმართებაში;
შეისწავლოს ქვეყანაში თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის და საზოგადოების წინაშე თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების ხარისხი;
შეისწავლოს თვითმმართველობის სფეროში დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები, რათა დაადგინოს რა სახის ინტერვენცია განხორციელდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით და რა შედეგები გამოიღო ამ საქმიანობებმა;
შეიმუშაოს რეკომენდაციები თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის და საზოგადოების წინაშე თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების ხარისხის ასამაღლებლად.
დიზაინი
ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, სფეროში არსებული სრული სურათის მისაღებად შემუშავდა კვლევის ხუთკომპონენტიანი დიზაინი. პირველ კომპონენტში შესწავლილ იქნა სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო; მეორე და მესამე კომპონენტებში შესწავლილ იქნა თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, მათი ინფორმირებულობის, აქტივობისა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის საჯაროობის ხარისხი ყველა მონაწილე ინტერესთა ჯგუფის მიხედვით (მოსახლეობა, თვითმმართველობის მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები); მეოთხე კომპონენტში შესწავლილ იქნა დონორების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები. ხოლო კვლევის მეხუთე კომპონენტში ყველა წინა კომპონენტის საფუძველზე ჩამოყალიბდა ძირითადი დასკვნები და შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები სფეროს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით.
პირველი კომპონენტი - კანონმდებლობა
კვლევის პირველ კომპონენტში შესწავლილ იქნა სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო, რათა დადგენილიყო ჩართულობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების ინსტიტუციონალური მექანიზმები.
თვითმმართველი ერთეულები თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, ხოლო თბილისი აგრეთვე - „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით. ზემოხსენებულ კანონებში არის მუხლები, რომლებიც ეხება საჯაროობას, საზოგადოების ჩართულობას და თანამდებობის პირთა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, კერძოდ:
საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ;
მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან და თანამდებობის პირებისაგან;
საკრებულოს სხდომის ოქმი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, მოქალაქეებს უფლება აქვთ წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს;
მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში;
მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ს უფლება აქვს მოითხოვოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა; ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით მოწვეულ უნდა იქნეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა;
საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიცირების უფლება აქვს ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერით;
საკრებულოს წევრი ვალდებულია შეხვდეს მოქალაქეებს და არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში საჯაროობის, საზოგადოების მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ზემოაღნიშნული კანონებისგან განსხავავებით, საკმაოდ სრულყოფილად არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის მიერ შემუშავებულ გამგეობის\\მერიის და საკრებულოს სარეკომენდაციო დებულებებში. სარეკომენდაციო დებულებები გამგეობის\\მერიის დებულებების ნაწილში, შეიცავს 12 მუხლს მოსახლეობის ჩართულობის, საჯაროობის და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით, ხოლო საკრებულოს დებულებები კი - 49 მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დებულებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით, ისინი გაცილებით უფრო მეტ და ეფექტურ მექანიზმებს გვთავაზობენ. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, აღნიშნული დებულებები დაგვედო კვლევისთვის საფუძვლად და მათთვის შეგვედარებინა საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ორგანოების მოქმედი დებულებები.
კვლევის პროცესში, შესწავლილ იქნა 64 გამგეობის (მერიის) დებულება, 64 საკრებულოს დებულება, 59 გამგეობის (მერიის) აპარატის დებულება, გამგეობის (მერიის) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების 61 დებულება, 63 საკრებულოს აპარატის დებულება.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მოქმედი დებულებების სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის დასადგენად გამგეობის\\მერიის და საკრებულოს სარეკომენდაციო დებულებებში მოცემული ნორმები დაიყო საჯაროობის, ჩართულობის და ანგარიშვალდებულების კრიტერიუმების მიხედვით.
თვითმმართველი ერთეულების ორგანოების მოქმედი დებულებების მუხლები შედარდა სარეკომენდაციო დებულებების მუხლებთან და მიღებულმა შედეგებმა საშუალება მოგვცა ჩართულობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით დაგვენახა როგორც ცალ-ცალკე საკრებულოსა და გამგეობის მოქმედ დებულებებში არსებული სურათი, ასევე მთლიანად თვითმმართველ ერთეულებში შექმნილი მდგომარეობა. შესწავლილი თვითმმართველი ერთეულების ორგანოების დებულებების საფუძველზე მივიღეთ შემდეგი სურათი:
სარეკომენდაციო დებულებებთან სრულ შესაბამისობაში არის 16 თვითმმართველი ერთეულის დებულებები.
სარეკომენდაციო დებულებებთან მაღალი ხარისხის შესაბამისობაში არის 13 თვითმმართველი ერთეულის დებულებები.
სარეკომენდაციო დებულებებთან ნაწილობრივ შესაბამისობაში არის 23 თვითმმართველი ერთეულის დებულებები.
სარეკომენდაციო დებულებებთან დაბალი ხარისხის შესაბამისობაში არის 11 თვითმმართველი ერთეულის დებულებები.
სარეკომენდაციო დებულებებთან შეუსაბამობაშია მხოლოდ 1 თვითმმართველი ერთეულის დებულებები.
დიაგრამა N1. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით თვითმმართველი ერთეულების რაოდენობრივი განაწილება
შესწავლილი თვითმმართველი ერთეულებიდან, სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა ყაზბეგის, ონის, ხარაგაულის, ბაღდათის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ქალაქ ფოთის თვითმმართველი ერთეული.
მეორე კომპონენტი - ერის კვლევა
კვლევის მეორე კომპონენტის ძირითადი მიზანია თვითმმართველი ერთეულების ორგანოების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, მათი ინფორმირებულობის, აქტივობისა და თვითმმართველი ერთეულების ორგანოების საქმიანობის საჯაროობის ხარისხის შესწავლა.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს სრულწლოვან მოსახლეობაში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა. კვლევის არეალად განისაზღვრა საქართველოს 10 რეგიონის 20 თვითმმართველი ერთეული და ქ. თბილისი. საქართველოს მასშტაბით სულ გამოიკითხა 1449 რესპონდენტი. ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი, ხოლო მონაცემთა შეგროვების ტექნიკად გამოყენებულ იქნა პირისპირ ინტერვიუები. კვლევის შედეგები განისაზღვრა სამ ჭრილში: რეგიონების ჯამური მონაცემები (ნაკვლევი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით), თბილისისა და საქართველოს თითოეული რეგიონის მონაცემები.
მოსახლეობის ინფორმირებულობა. როგორც კვლევის მონაცემებმა აჩვენა, ნაკვლევი თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია თვითმმართველობის განხორციელებაში მათი უფლებებისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის ინფორმირებულობის მკვეთრად განსხვავებული დონეა. გამოიკვეთა რეგიონები სადაც შედარებით მაღალია მოსახლეობის ინფორმირებულობა, მაგალითად, გურია, რაჭა და მცხეთამთიანეთი ის სამი რეგიონია, სადაც ინფორმირებულობის თვალსაზრისით ყველაზე უკეთესი შედეგები დაფიქსირდა. მაშინ როცა შიდა ქართლისა და კახეთის მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, თბილისში მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებლები გამოვლინდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზოგადი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
საკრებულოს სხდომები რომ ღიაა და ნებისმიერ მაცხოვრებელს აქვს მასზე დასწრების უფლება, რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 42%25-სთვის არის ცნობილი. ხოლო თბილისში ეს რიცხვი 25.6%25-ს შეადგენს.
რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 21.5%25 არის ინფორმირებული, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ნაწილს უფლება აქვს მოიწვიოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. თბილისში ამის შესახებ რესპონდენტთა მხოლოდ 8.1%25-მა იცის.
რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 39.5%25-მა იცის, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. თბილისის მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ საკითხში უფრო მაღალია, კერძოდ 45.7%25.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტი გარკვეულ ინფორმაციას იღებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მათმა 31.2%25-მა თუ იცის, რომ უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარადგინოს საკუთარი შენიშვნები და წინადადებები. თბილისში ეს ციფრი უფრო დაბალია, კერძოდ თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 15.8%25-მა იცის, რომ უფლება აქვს წარადგინოს თავისი წინადადებები და შენიშვნები ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
სოფლის მოსახლეობა უკეთ არის ინფორმირებული, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებლები. მაგალითად: სოფლის თითქმის ყოველმა მეორე მოსახლემიცის, რომ უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს (44%25), მაშინ, როდესაც, ეს მაჩვენებელი ქალაქში მხოლოდ 34%25-ს შეადგენს.
მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე, დამოკიდებულია მათ განათლებასა და დასაქმების სტატუსზე. პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობა უფრო ინფორმირებულია, ვიდრე საშუალო განათლების მქონე მოსახლეობა. რაც შეეხება დასაქმების სტატუსს, მათი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე, დასაქმებულები ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულები საკუთარი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ.
ინფორმირებულობის დონე განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაშიც. ყველაზე ინფორმირებულია 45-64 წლის მოსახლეობა. ხოლო ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ხანდაზმულებში გამოიკვეთა (65+წელი).
მოსახლეობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ინფორმაციას ძირითადად, ტელევიზიით ან ნაცნობ-მეგობრებისაგან იღებს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროს როგორც რეგიონების, ასევე თბილისის მოსახლეობისათვის აგრეთვე წარმოადგენს ბეჭდური მედია.
მოსახლეობის ჩართულობა. როგორც კვლევის მონაცემებმა აჩვენა, მოსახლეობის ნაწილი აქტიურობას იჩენს საკრებულოს სხდომებზე დასწრების, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ წინადადებების/შენიშვნების წარდგენის საკითხებში. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა რაჭისა და გურიის მოსახლეობა, ხოლო შედარებით პასიურია შიდა ქართლისა და სამცხეჯავახეთის მოსახლეობა. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ მოსახლეობა კარგად არ არის გათვითცნობიერებული ჩართულობის მექანიზმების სამართლებრივ პროცედურებში. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის მონაცემები შემდეგია:
საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 5.1%25-ს აქვს, თუმცა ამავე დროს გამოკითხულთა 81.5%25-ს საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილი საერთოდ არ ჰქონია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენა რაჭამ და გურიამ, ხოლო ყველაზე დაბალი შედეგები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში აღინიშნა. თბილისში გამოკითხულთა 2.2%25 დასწრებია საკრებულოს სხდომებს, ხოლო 87.4%25-ს სურვილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი სასოფლო ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია ვიდრე ქალაქებში. ამავე დროს საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე, აგრეთვე დასაქმებულ ადამიანებში უფრო მაღალია. იმ რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დასწრებიან საკრებულოს სხდომებს აცხადებს, რომ ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ შექმნიათ.
რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 2.7%25-ს სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა აქვს მიღებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში, მაშინ როცა თბილისის არც ერთ მოსახლეს არ მიუღია მონაწილეობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში.
რესპონდენტთა 4.3%25-ს წარდგენილი აქვს საკუთარი წინადადებები/შენიშვნები თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, თუმცა მათგან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა გააკეთა ეს წერილობითი ფორმით. ღოგორც კვლევამ ცხადყო ასეთი წინადადებების/შენიშვნების წარდგენა ზეპირი ფორმით ხდება ხოლმე, ისიც ძირითადად რწმუნებულისათვის ან თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის. თბილისში გამოკითხულთაგან არავის წარუდგენია თავისი წინადადებები/შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
რესპონდენტთა დაახლოებით ერთი მეოთხედი ამა თუ იმ წყაროდან იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, მაგრამ, მათგან მხოლოდ 2.5%25-ს აქვს ოფიციალური წესით ინფორმაცია გამოთხოვილი. რესპონდენტთა 87.4%25-ის განცხადებით თვითმმართველობის ორგანოები არასრულ ინფორმაციას იძლევიან, ხოლო რიგ შემხვევებში გამოთხოვილ ინფორმაციას საერთოდ არ გასცემენ.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოსახლეობასთან.
გამგეობის/მერიის რწმუნებულების მოსახლეობასთან კომუნიკაციის ყველაზე მაღალი ხარისხი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში, რაჭასა და გურიაში, ხოლო ყველაზე დაბალი ხარისხი - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. როგორც კვლევამ ცხადყო რწმუნებული მოსახლეობასა და თვითმმართველ ორგანოებს შორის კომუნიკაციის მეტნაკლებად ქმედით რგოლს წარმოადგენს. მოსახლეობასთან საკრებულოს წევრებისა და გამგეობის/მერიის წარმომადგენლების პერიოდული შეხვედრები რიგ თვითმმართველ ერთეულებში საერთოდ არ ტარდება, ხოლო იქ, სადაც მსგავსი პრაქტიკა არსებობს, შეხვედრები ძირითადად წელიწადში ერთხელ იმართება. თვითმმართველობის ორგანოებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის შესახებ ზოგადი მონაცემები შემდეგია:
რესპონდენტთა 46.5%25-მა აღნიშნა, რომ გამგეობის/მერიის რწმუნებული ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ამასთან, რესპონდენტთა 15.9%25-ის განცხადებით, შეხვედრები ყოველკვარტალურ ხასიათს ატარებს, ხოლო ყოველთვიური შეხვედრების შესახებ რესპონდენტთა 8.7%25 აღნიშნავს.
მოსახლეობის 38%25-მა განაცხადა, რომ გამგეობის/მერიის რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. ხოლო რესპონდენტთა 32.1%25-ის ინფორმაციით რწმუნებული ახდენს მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების პრიორიტეტიზაციას.
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს უფრო აქტიური შეხვედრები აქვთ მოსახლეობასთან, ვიდრე საკრებულოს წევრებს. რეგიონების მოსახლეობის 51.6%25 აღნიშნავს, რომ გამგეობის/მერიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან აწყობენ პერიოდულ შეხვედრებს, ხოლო საკრებულოს წევრების მიერ შეხვედრების მოწყობაზე რესპონდენტთა 31.9%25-მა განაცხადა. თბილისში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 17.2%25 ამბობს, რომ მერიის/გამგეობის წარმომადგენლები მართავენ მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს, ხოლო საკრებულოს წევრების მოსახლეობის მხოლოდ 15.5%25 მიუთითებს.
მოსახლეობასთან პერიოდული შეხვედრების ჩატარების კუთხით, საკრებულოს წევრები და გამგეობის/მერიის წარმომადგენლები სოფლად უფრო აქტიური არიან ვიდრე ქალაქად. სოფლის მოსახლეობის 38%25, ხოლო ქალაქის მოსახლეობის 25%25 აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები მათთან წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც აწყობენ შეხვედრებს. გამგეობისთვის/მერიისათვის კი იგივე მაჩვენებლები როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში მაღალია და, შესაბამისად, სოფლებისთვის 60%25-ს, ხოლო
ქალაქებში 42%25-ს შეადგენს.
გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციაში დახმარების მიზნით რწმუნებულისადმი მიმართვის შემთხვევები 13.5%25-ს შეადგენს, ხოლო რესპონდენტთა 72.9%25 აღნიშნავს, რომ ამის საჭიროება საერთოდ არ ჰქონიათ. რესპონდენტების (ვისაც მიუმართავს ამ მოთხოვნით) 66,5%25-ს განცხადებით, რწმუნებულს მათთვის გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციის კუთხით დახმარება აღმოუჩენია.
მესამე კომპონენტი - თვითმმართველობის მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოება
კვლევის მესამე კომპონენტის ძირითადი მიზანი იგივეა, რაც მეორე კომპონენტის - თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, მათი ინფორმირებულობის, აქტივობისა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის საჯაროობის ხარისხის შესწავლა. ოღონდ ამ შემთხვევაში ინფორმაცია მოვიპოვეთ თვითმმართველობის მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან.
კვლევის არეალად ამ შემთხვევაშიც განისაზღვრა საქართველოს 10 რეგიონის 20 თვითმმართველი ერთეული და ქ. თბილისი. ინფორმაციის შეგროვების ტექნიკად თვითმმართველობის მოხელეებთან გამოყენებული იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან - ფოკუს ჯგუფები. სულ შედგა 21 ფოკუს ჯგუფი და 40 ინტერვიუ, თბილისის მერიიდან და საკრებულოდან ინფორმაცია მივიღეთ წერილობით. კვლევის შედეგები განისაზღვრა სამ ჭრილში: რეგიონების ჯამური მონაცემები, თბილისისა და ყველა შერჩეული თვითმმართველი ერთეულის მონაცემები.
კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო, აჩვენა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთაგან მიღებული ინფორმაცია, რიგ შემთხვევებში რადიკალურად განსხვავდებოდა თვითმმართველობის მოხელეთაგან მიღებული ინფორმაციისაგან. თუმცა იყო თანხვედრაც და დაახლოებული პოზიციებიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევის ამ კომპონენტში მიღებული ინფორმაცია ძირითადად ადასტურებს ერის კვლევით მიღებულ ინფორმაციას, თუმცა რიგ შემთხვევებში ზომიერად ან რადიკალურად განსხვავდება მისგან.
მოსახლეობის ინფორმირებულობა. კვლევამ აჩვენა, რომ თვითმმართველობის ორგანოები მეტ-ნაკლები ხარისხით უზრუნველყოფენ მოსახლეობის ინფორმირებულობას საკუთარი საქმიანობის შესახებ. საკრებულოთა უმეტესობა ინფორმაციას სხდომათა ჩატარების შესახებ მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აქვეყნებს. მედიისათვის მხოლოდ ზოგიერთი საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას სხდომების შესახებ (გურია, კახეთი, გორი, ახალციხე). რიგ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი ტელევიზიები ფუნქციონირებს და გამოიცემა ადგილობრივი გაზეთები (აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი), ინფორმაცია ვრცელდება სატელევიზიო სიუჟეტის ან საგაზეთო სტატიის სახით უკვე ჩატარებული სხდომებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ასე რომ, დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია სხდომების ჩატარების თარიღებისა და დღის წესრიგის შესახებ ხელმისაწვდომია, თუმცა ამ მხრივ ინტერესი ძალიან დაბალია.
დაბალია მოსახლეობის ინტერესი საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც. რამდენიმე თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქალაქეებს არასოდეს მიუმართავთ ასეთი ინფორმაციის მოთხოვნით (მაგალითად, ქედა), ინფორმაციის გამოთხოვით დაინტერესებულნი უმეტესად არასამთავრობო ორგანიზაციების ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას კანონით დადგენილი ვადების დარღვევას თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან იშვიათად აქვს ადგილი, თუმცა 7 თვითმმართველ ერთეულში (მცხეთა, ქედა, ფოთი, დუშეთი, ქუთაისი, ახალციხე, თბილისი) იქნა დასახელებული მინფორმაციის გაცემის დაგვიანების ცალკეული შემთხვევები.
გამოკითხულ მოხელეთა უმეტესობა აცხადებს, რომ მზადდება და ვრცელდება ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ, თუმცა მხოლოდ ხუთმა დააკონკრეტა, თუ რა ფორმით და ინტენსივობით ხორციელდება ყოველივე ეს - ლანჩხუთსა და თელავში წლიური ანგარიშის სახით, სამტრედიასა და ლაგოდეხში - ყოველკვირეული ბიულეტენის სახით, ხოლო რუსთავის თვითმმართველ ერთეულში - საინფორმაციო ბროშურების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვითმმართველ ერთეულებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (გარდა რუსთავისა, სადაც ინფორმაციის გავრცელება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხდება) აცხადებენ, რომ საკრებულო თავისი ინიციატივით არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს.
რაც შეეხება საკრებულოს სხდომებზე მედიის დასწრებას, თვითმმართველი ერთეულების დიდ უმრავლესობაში მედიის წარმომადგენლები სხდომებს ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის იშვიათად არის დარბაზში სპეციალურად გამოყოფილი ადგილები.
გამგეობების/მერიების უმეტესობა ბიუჯეტის პროექტს შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აქვეყნებს. ადგილობრივ პრესაში ბიუჯეტის გამოქვეყნების თაობაზე განცხადებას 13 თვითმმართველი ერთეულის (ხელვაჩაური, ამბროლაური, რუსთავი, ქედა, ზუგდიდი, ფოთი, ლანჩხუთი, დუშეთი, გორი, სამტრედია, ახალციხე, თელავი, ქუთაისი) გამგეობის/მერიის წარმომადგენელი აკეთებს, მათგან ერთი (ამბროლაური) ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ გარკვეულ ასპექტებს აქვეყნებს ადგილობრივ გაზეთში, ვებ-გვერდს/ინტერნეტს ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისათვის მხოლოდ 6 თვითმმართველი ერთეულის ორგანო (ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სამტრედია, ქუთაისი, თბილისი) იყენებს. ბიუჯეტის პროექტს ბიულეტენის მეშვეობით ავრცელებს ორი გამგეობა (სამტრედია, ლაგოდეხი). ბიუჯეტის პროექტს არ აქვეყნებს სამი გამგეობა (მცხეთა, კასპი, ახალქალაქი), მათგან ერთი (ახალქალაქი) ბიუჯეტის პროექტის ცალკეულ ასპექტებს აშუქებს ადგილობრივი ტელევიზიით, ხოლო ერთი (მცხეთა) მხოლოდ დამტკიცებულ ბიუჯეტს აქვეყნებს.
გამგეობათა/მერიათა უმეტესობა აწარმოებს საჯარო ინფორმაციის რეესტრს, ხოლო მათ მიერ ინფორმაციის გაცემისას კანონით დადგენილი ვადები ძირითადად არ ირღვევა - ხშირად ინფორმაციას უმოკლეს ვადებში/დაუყოვნებლივაც კი გასცემს. ინფორმაციის გაცემის ვადებთან დაკავშირებით მხოლოდ 6 გამგეობასთან/მერიასთან დასახელდა პრობლემა, ძირითადად ვადებთან დაკავშირებით.
გამგეობათა/მერიათა უმეტესობაში გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გავრცელება არ ხორციელდება - მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება საჯარო შეხვედრებისას ან ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მეშვეობით ხდება. ანგარიშის სახით ინფორმაცია ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული აქვს ამბროლაურის გამგეობას. ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს ახალქალაქი. რუსთავი და ლაგოდეხი აქვეყნებენ ბიულეტინებს. ინტერნეტის/ვებ-გვერდის მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებს 4 რაიონის გამგეობა/მერია (ფოთი, კასპი, სამტრედია, ქუთაისი). ნაწილი გამგეობებისა (დუშეთი, ახალციხე) ასეთ ინფორმაციას საინფორმაციო დაფაზე აქვეყნებს. მხოლოდ სამი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის წარმომადგენელმა (გარდაბანი, ქედა, ზუგდიდი) განაცხადა, რომ გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება უზრუნველყოფილი არ არის, თუმცა მოთხოვნის საფუძველზე მისი მიღება შესაძლებელია.
მოსახლეობის ჩართულობა. საკრებულოთა უმეტესობაში ბიუროსა და კომისიის სხდომებზე დასწრების მხრივ მოქალაქეთა მონაწილეობა მცირეა მათი დაბალი ინტერესისა და პასიურობის გამო. გამოკითხული თვითმმართველობის მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თუ მოსახლეობა სხდომებზე დასწრების ინტერესს გამოიჩენს, მათ საამისოდ დაბრკოლებებს არავინ შეუქმნის. აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეები განცხადებით მხოლოდ მაშინ მიმართავენ საკრებულოს, როცა მათთვის საინტერესო პრობლემები განიხილება. მსგავსი შემთხვევები 8 თვითმმართველ ერთეულში დადასტურდა (ამბროლაური, გარდაბანი, მცხეთა, ფოთი, ლანჩხუთი, დუშეთი, ქუთაისი, ლაგოდეხი), ხოლო სამი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებმა (ახალციხე, გორი, ახალქალაქი) შენიშნეს, რომ სხდომები ისედაც ღიაა და მიმართვა სულაც არ არის საჭირო.
თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა უმეტესობა აცხადებს, რომ საკრებულოთა კომისიებთან შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენლებს იწვევენ. თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ ფაქტებს იშვიათად ადასტურებენ.
გამოკითხული თვითმმართველი ერთეულებიდან, მხოლოდ ოთხის (რუსთავი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, დუშეთი) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საკრებულოში „ღია კარის სხდომები“ ტარდება, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიერ მხოლოდ 2 მათგანის (ოზურგეთი, ლანჩხუთი - სადაც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება „ღია კარის სხდომები“) განცხადება დადასტურდა. ერთ თვითმმართველ ერთეულში (ქუთაისი) არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა კონკრეტული საკითხის შესახებ ასეთი სხდომის ჩატარების ინიციატივით, თუმცა იგი არ გაითვალისწინეს.
გამოკითხული თვითმმართველი ერთეულებიდან მხოლოდ ოთხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოს გამსვლელი სხდომები ჩატარდა (ხელვაჩაური, მცხეთა, ახალქალაქი, თბილისი). მათი თქმით, მცხეთაში ამომრჩეველთა მოთხოვნით ასეთი სხდომა მეორეჯერაც ჩატარდა, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მცხეთაში და თბილისში ასეთი სხდომის ჩატარების თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ, ხოლო ახალქალაქში გამსვლელი სხდომების ჩატარების ფაქტს თავადაც აღნიშნავენ.
ამოკითხული თვითმმართველი ერთეულებიდან მხოლოდ ოთხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომები ტარდება (ხელვაჩაური, ქედა, დუშეთი, ლაგოდეხი), თუმცა არა მოქალაქეთა მოთხოვნის, არამედ საკრებულოს ინიციატივით. 8 თვითმმართველი ერთეულის (მცხეთა, რუსთავი, ქედა, ფოთი, კასპი, სამტრედია, ახალციხე, ლაგოდეხი) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოეწყო საკითხის საჯარო განხილვები, ორი მათგანის (მცხეთა, რუსთავი) შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, ერთგან (ქედა) ასეთი სხდომა მოეწყო საკრებულოს ინიციატივით, ერთგან (კასპი) მოსახლეობის ზეპირი მოთხოვნის შედეგად, ხოლო ერთგან (ახალციხე) არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. ორ თვითმმართველ ერთეულში (ლაგოდეხი, ფოთი) მოეწყოსაჯარო განხილვა ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.
არც ერთ გამოკითხულ თვითმმართველ ერთეულში მოსახლეობის მიერ სამართლებრივი აქტის პროექტის პეტიციის წესით წარდგენა არ განხორციელებულა. როგორც თვითმმართველობის მოხელეები აცხადებენ და ამას ხშირად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, საკრებულო მზად არის უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა - „ღია კარის“, გამსვლელი და რიგგარეშე სხდომების, საჯარო განხილვისა თუ პეტიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების გზით, თუმცა მოსახლეობა არ აქტიურობს.
12 თვითმმართველი ერთეულის გამგეობის/მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები ეწყობა როგორც გამგეობის სხდომათა დარბაზში, ასევე სოფლებში გასვლითი შეხვედრების გზითაც და მასში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი მაღალი არ არის - საზოგადოება ნაკლებად აქტიურია. ერთი რაიონის (ლაგოდეხი) გამგეობა ყოველთვის ატარებს ბიუჯეტის მიღებამდე მის საჯარო განხილვებს, ამის შესახებ ატყობინებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, რადიოს მეშვეობით ავრცელებს ცნობას საჯარო განხილვების დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
8 თვითმმართველ ერთეულში (ამბროლაური, გარდაბანი, მცხეთა, კასპი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ახალქალაქი) ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები არ ეწყობა, თუმცა მოხელეები აღნიშნავენ, რომ განხილვები იმართება შესაბამის სამსახურებში/კომისიებში და მოქალაქეთათვის, დაინტერესების შემთხვევაში, დასწრება თავისუფალია.
ბიუჯეტის პროექტის თაობაზე წინადადებები/შენიშვნები საზოგადოებისაგან 13 თვითმმართველი ერთეულის (ხელვაჩაური, მცხეთა, რუსთავი, ქედა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სამტრედია, ქუთაისი, ახალციხე, ახალქალაქი, ლაგოდეხი, თბილისი) გამგეობას/მერიას აქვს მიღებული, მათგან ერთს (რუსთავი) მხოლოდ ერთხელ - სოციალურ საკითხებზე. ზემოხსენებულთაგან 4 გამგეობაში/მერიაში (ზუგდიდი, სამტრედია, ქუთაისი, ლაგოდეხი) მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საკრებულოთა უმეტესობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც პერიოდულად ატარებენ - გადიან სოფლებში და ესაუბრებიან მოსახლეობას. სწორედ ასეთშეხვედრებზე ახორციელებენ ისინი მოსახლეობისათვის თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას - თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრების დროს, მათ პრობლემებზე საუბრისას, ბუნებრივად ხდება განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. მხოლოდ 8 თვითმმართველ ერთეულში (გარდაბანი, ონი, ქედა, ფოთი, კასპი, ლანჩხუთი, ახალქალაქი, ამბროლაური) დასახელდა საკრებულოს მიერ მოსახლეობისთვის ოფიციალური სახით ანგარიშის წარდგენა გარკვეული პერიოდულობით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთში ასეთი ფაქტები არ დაადასტურეს.
საკრებულოსთან ურთიერთობისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკრებულოს აპარატს იშვიათად მიმართავენ - უმეტესობა პირად კონტაქტებს იყენებს შეხვედრების ორგანიზებისა თუ მასალების მომზადებისათვის. მხოლოდ ორ თვითმმართველ ერთეულში (რუსთავი, ფოთი) გამოიკვეთა აპარატის მიერ მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში აპარატს ხან მიმართავენ, ხან - არა.
მოსახლეობასთან საკრებულოს წევრების შეხვედრების საკითხები უმეტეს თვითმმართველ ერთეულში ერთმანეთის მსგავსად არის გადაწყვეტილი - მიუხედავად იმისა, ოფიციალურად დაწესებულია თუ არა მოქალაქეთა მიღების დრო, თითქმის ყველა მათგანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრები მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იღებენ. 11 თვითმმართველ ერთეულს ასეთი დრო ოფიციალურადაც აქვს დადგენილი. რაც შეეხება გამგეობებს/მერიებს, თითქმის ყველა შესწავლილ თვითმმართველ ერთეულში თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრის დღეები ოფიციალურად დაწესებული აქვთ. თუმცა მათი უმეტესობა მოსახლეობას მაინც ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად ხვდება. გამგებელი/მერი მხოლოდ დადგენილ დღეებში იღებს მოქალაქეებს 8 გამგეობაში/მერიაში (ზუგდიდი, ფოთი, კასპი, გორი, სამტრედია, ქუთაისი, ახალქალაქი, ლაგოდეხი), ასეთ შემთხვევებში მასთან შეხვედრისათვის მოქალაქეები აპარატს მიმართავენ, ხოლო სამსახურების უფროსები მოქალაქეებს შეზღუდვებისა და გრაფიკის გარეშე ხვდებიან. მხოლოდ ერთგან (თბილისში) გამოიკვეთა მოსახლეობასთან მერიის თანამდებობის პირთა შეხვედრა საკითხის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე - თბილისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მერსა და მერიის სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზებას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და საკითხის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური, ხოლო რიგ შემთხვევებში მოქალაქეთა პრობლემების გაცნობა ხდება ადგილზე, მათსავე საცხოვრებელ უბანში. გარდა მოქალაქეთა მიღებისა, გამგებლები/მერები და გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებსაც ატარებენ. რეგულარულად ხვდებიან მოსახლეობას გამგეობის/მერიის რწმუნებულებიც - თითქმის ყოველდღიურად, თუმცა ამ შეხვედრებს ფორმალური ხასიათი არა აქვს, რწმუნებულები ამავე სოფლების მაცხოვრებლები არიან და გარკვეული ფორმატით შეხვედრებს არ ახორციელებენ თანამოქალაქეებთან. რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში (ონი, ფოთი, გორი) რწუნებულები დადგენილი პერიოდულობით - ყოველკვირეულად წარუდგენენ გამგებელს/მერს სოფლის მაცხოვრებელთა პრობლემებს. მხოლოდ ოთხ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ზუგდიდი, ლაგოდეხი, ახალქალაქი) დაასახელეს გამგეობის წარმომადგენლებმარწმუნებულთა მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დადგენილი რეგულარულობა - ოზურგეთში ყოველ ორშაბათს, ზუგდიდში თვეში ერთხელ მაინც, ახალქალაქსა და ლაგოდეხში ყოველთვიურად. დუშეთში რწმუნებულების მოსახლეობასთან შეხვედრა საჭიროების მიხედვით ხორციელდება, სამტრედიის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით კი, რწმუნებულები მოსახლეობას ხვდებიან, თუმცა მათი შეზღუდული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქე მაინც გამგეობას აკითხავს.
გამგებლების/მერების მიერ მოსახლეობისათვის ანგარიშის წარდგენა დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით არ ხდება. უმეტეს თვითმმართველ ერთეულში მათ მიერ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება გასვლითი შეხვედრებისას, არაფორმალურ ფორმატში ხორციელდება სხვადასხვა პერიოდულობით - წელიწადში ერთხელ (ხელვაჩაური), კვირაში ერთხელ (ამბროლაური, ქედა), კვირაში ორჯერ (დუშეთი). რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში (მცხეთა, რუსთავი, ონი, ქედა) გამგებელს/მერს მოსახლეობისათვის ანგარიში არ წარუდგენია, რადგან თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებიდან ჯერ წელიწადი არ გასულა (მასალის მოპოვების დროისთვის საანგარიშო პერიოდი ჯერ არ იყო დამდგარი), აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვითმმართველი ერთეულების გამგებლები/მერები მოქალაქეებს ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ მათ თავიანთ საქმიანობაზე. საკრებულოსათვის წარდგენილ ანგარიშს ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებენ ზუგდიდის, ლანჩხუთის გამგეობები. სატელევიზიო ეთერში მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის და მათ ზარებს პასუხობს ფოთისა და ქუთაისის მერი. წელიწადში ერთხელ ანგარიშს აბარებს და საანგარიშო ბროშურას ამზადებს კასპის გამგებელი, წელიწადში ორჯერ საანგარიშო სხდომას მართავს ლაგოდეხის გამგებელი, ხოლო ახალქალაქის გამგეობის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათთან თვეში ორჯერ იმართება საანგარიშო სხდომა, რასაც არ ადასტურებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. რესპოდენტთა აზრით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ“ საკმაოდ წარმატებით იმუშავა და აქტიურად ჩართო მოსახლეობა ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიკაცია/პრიორიტეტიზაციის პროცესში. პროგრამა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №35 დადგენილებით. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრები მოსახლეობასთან - ყველა სოფელში გამგეობის რწმუნებული აწყობდა შეხვედრებს მოქალაქეებთან საჭიროებების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. რიგ შემთხვევებში ფიქსირდება შეხვედრების ოქმების წარმოება და მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების წერილობითი ოქმის ფორმით წარდგენა გამგეობაში. თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ პროგრამამ (მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა - სოფლების შერჩევის კრიტერიუმები, თანხების უკმარისობა, პროცედურები) პრობლემების იდენტიფიკაცია/პრიორიტეტიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაღალი ხარისხი უზრუნველყო.
მეოთხე კომპონენტი - დონორების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინტერვენცია
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ თვითმმართველობის სფეროში მომუშავე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბოლოორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები (2009 წლის თებერვლამდე)1. კვლევამ აჩვენა, რომ თვითმმართველობის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული პროექტების უმეტესობის ერთ-ერთი კომპონენტია გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა, შესაბამისად მოგვიწია ყველა აღნიშნული პროექტის შესწავლა. ერთად თავმოყრილი მასალა ხელს შეუწყობს დონორი ორგანიზაციების მიერ პროექტების დაგეგმვის თანმიმდევრულობას, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების, მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა და სტაბილური პარტნიორის სახის წარმოჩენას.
სულ მოვიძიეთ 109 პროექტის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი ვარაუდით, პროექტების ერთობლიობა, ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების 90-95%25-ს უნდა წარმოადგენდეს. მათი ნაწილი 2004, 2005, 2006 წლებშია დაწყებული, თუმცა აქტივობები 2007, 2008 წლებამდე გრძელდებოდა, ან დღემდე გრძელდება. პროექტების უმეტესობის აქტივობა 2007, 2008 წლებში იწყება და სრულდება. ნაწილის აქტივობა 2009, 2010 წლამდე გრძელდება.
პროექტები პირობითად რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დავყოთ: პროექტები, რომლებიც საქართველოს ყველა ან ცალკეული რეგიონის, თვითმმართველი ერთეულის ინსტიტუციონალური, ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული, ასეთი პროექტები მოიცავს ეკონომიკური განვითარების გეგმებს, მომსახურების, მართვის სტრუქტურის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობას, ასევე გვხვდება ადმინისტრაციული რეფორმის ან ადგილობრივი რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი პროექტები. ნაწილი მოიცავს ადგილობრივი თემის განვითარების, ან ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას. მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და თანამონაწილეობის კომპონენტებსაც მოიცავს. მოკვლეულ მასალებში გვხვდება უშუალოდ ინფორმირების, ჩართულობის, თანამონაწილეობის პროცესის გაუმჯობესების ხელშემწყობი, ასევე უნარების, კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული პროექტები.
თვითმმართველობის კუთხით განხორციელებულ პროექტებს საკმაოდ ბევრი დონორი ორგანიზაცია აფინანსებს (საერთაშორისო დონორი - 33, ადგილობრივი - 5). ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ დონორთა ერთი ნაწილი რაოდენობრივად ბევრ პროექტს აფინანსებს. მეორე ნაწილი ხანგრძლივ 3, 4, 5 წლიან პროექტებს, არიან ისეთებიც, ვინც ერთი პროექტი დააფინანსა. მნიშვნელოვანია ასევე პროექტის განხორციელების არეალი - მოძიებულ პროექტებს შორის არის ისეთი აქტივობა, რომელიც საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს, ყველა რეგიონს ეხება. ასეთია მოძიებული პროექტების ნახევარზე ნაკლები (40). რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს (69), მათი ნაწილი ერთ თვითმმართველ ერთეულს, რეგიონს მოიცავს, პროექტების ნაწილი კი რამდენიმე თვითმმართველ ერთეულს.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოს თითოეულ რეგიონში რამდენიმე პროექტი ან პროექტის ცალკეული აქტივობა მაინც არის განხორციელებული, ვგულისხმობთ როგორც რეგიონალურ, ასევე თვითმმართველი ერთეულის მასშტაბს. მოძიებულ მასალებს შორის გვხვდებაპროექტები, რომელთა განხორციელების ადგილად მითითებულია კონკრეტული რეგიონი ან რეგიონები, ნაწილში მითითებულია თვითმმართველი ერთეული ან აქტივობების „დაშლა“ თვითმმართველი ერთეულის დონეზე ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ გთავაზობთ პროექტების ან პროექტების ცალკეული აქტივობების რეგიონალურ სურათს, რაც შეეხება თბილისს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი წლის მანძილზე აქ სამი პროექტი განხორციელდა.
ქვემო ქართლი - 20;
შიდა ქართლი - 14;
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 9;
იმერეთი - 23;
კახეთი - 21;
მცხეთა-მთიანეთი - 4;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3;
აჭარა - 14;
გურია - 23;
სამცხე-ჯავახეთი - 25.
_________________________
1. პროექტების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ მასალებს.
![]() |
2 ნაწილი I. თვითმმართველ ერთეულებში ჩართულობის, ანგარიშვალდებულების და საჯაროობის მარეგულირებელი ნორმატული ბაზის ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევის პირველი კომპონენტია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი დებულებების კვლევა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში საზოგადოების ჩართულობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების კუთხით.
ამ კომპონენტის ძირითადი მიზანია დავადგინოთ, რამდენად არის უზრუნველყოფილი მოქმედი ნორმატული აქტებით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და თვითმმართველობების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, კვლევის ამ კომპონენტის შედეგები საფუძვლად დაედო იმ სამიზნე თვითმმართველი ერთეულების შერჩევას, სადაც ჩატარდა კვლევა თვითმმართველობის ორგანოების პასუხისმგებელ პირებთან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში საჯაროობის, საზოგადოების მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების შესადარებელ ბაზად აღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ გამგეობის (მერიის) და საკრებულოს სარეკომენდაციო დებულებებში გაწერილი მექანიზმები, რომლებიც ჩვენი აზრით, არსებულ რეალობაში ყველაზე ეფექტურია (დეტალურად იხილეთ ამ თავის მეორე ნაწილი).
კვლევის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა საქართველოში რეგისტრირებული ყველა თვითმმართველი ერთეული (გარდა კონფლიქტის ზონაში მდებარე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თვითმმართველი ერთეულებისა). სულ ჯამში შესწავლილ იქნა 64 თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების დებულებები. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სარეკომენდაციო დებულებებში გარკვეულწილად წარმოდგენილია გამგეობის (მერიის) და საკრებულოს აპარატის, ასევე გამგეობის (მერიის) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებიც, აუცილებელი გახდა დამატებით ამ სამსახურების დებულებების შედარება სარეკომენდაციო დებულებებთან.
საბოლოოდ, შესწავლილ იქნა 64 გამგეობის (მერიის) დებულება, 64 საკრებულოს დებულება, 59 გამგეობის (მერიის) აპარატის დებულება, გამგეობის (მერიის) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების 61 დებულება, 63 საკრებულოს აპარატის დებულება1. ისიც უნდა აღინიშნოს, რომსარეკომენდაციო დებულებების მიხედვით, გამგეობების ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალური ქონების მართვის და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურებს ევალებათ თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტების საჯარო განხილვის მოწყობა და მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების საკრებულოსთვის წარდგენა. აღნიშნული ვალდებულება ჩამოთვლილი სამსახურებიდან შეიძლება გათვალისწინებული ჰქონდეს მხოლოდ ერთს. ამდენად, დამატებით საჭირო გახდა ყველა ამ სამსახურის დებულებების მოძიება და შესწავლა, რისი პრაქტიკული განხორციელებაც ჩვენს პირობებში შეუძლებელი იყო. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ აღნიშნული სარეკომენდაციო მუხლის შეფასების კრიტერიუმებიდან ამოღება.
შესასწავლი დებულებები გამოთხოვილ იქნა იუსტიციის სამინისტროდან, რადგან თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების, ასევე მათი სამსახურების დებულებები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეგისტრაციას გადის ამ ორგანოში.
კვლევის მოცემული კომპონენტი 3 ნაწილისაგან შედგება:
ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მარეგულირებელი კანონების ანალიზი;
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი (მერია/გამგეობა) და წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების სარეკომენდაციო დებულებების ანალიზი2;
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი (მერია/გამგეობა) და წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების მოქმედი დებულებების შესაბამისობის დადგენა სარეკომენდაციო დებულებებთან.
_______________________
1. ზუგდიდის, მესტიის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამგეობის აპარატის დებულების, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების, წალკის, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საფინანსო-საბიუჯეტო პროფილის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი საკრებულოების დადგენილებები ნორმატული აქტების სახელმწიფო რეესტრში 2009 წლის თებერვლის მდგომარეობით რეგისტრირებული არ არის. ამას გარდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის აპარატის შეერთების შემდგომ ძალადაკარგულად გამოცხადდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულება.
2. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=913 შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის მიერ.
![]() |
2.1 1.1. ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ვინაიდან თვითმმართველი ერთეულები თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, ხოლო თბილისი - „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, კონკრეტული დებულებების შესწავლამდე გავაანალიზეთ ზემოაღნიშნული კანონების მოთხოვნები ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, მათ საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით დაადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“. გარდა ამ საკანონმდებლო განაცხადისა, რომელიც აწესებს მოსახლეობის უფლებას წარმართოს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის პროცესი, ზემოხსენებულ კანონებში არის მუხლები, რომლებიც ეხება საჯაროობას, საზოგადოების ჩართულობას და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ფორმას და მეთოდებს.
საჯაროობა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია საჯაროობა. მისი განხორციელების საკანონმდებლო მექანიზმებია:
მოქალაქეთა უფლება, მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან და თანამდებობის პირებისაგან (მუხლი 5);
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და მოსახლეობის ინფორმირება (მუხლი 16);
საკრებულოს სხდომების ღიაობა (მუხლი 25);
საკრებულოს სხდომის ოქმის შესაბამისობა ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებთან (მუხლი 27).
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თბილისშიც თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთი პრინციპია - ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა, რაც იმავე კანონში განმტკიცებულია შემდეგი ნორმებით:
საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ (მუხლი 15);
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში არის საჯარო (მუხლი231).
მოსახლეობის ჩართულობა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:
წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა (მუხლი 2);
მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს (მუხლი 2);
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-მა მოითხოვოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა (მუხლი 24).
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით (მუხლი 14);
საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიცირების უფლება აქვთ საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს, ქალაქ თბილისის მერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერით (მუხლი 16).
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკრებულოში დასაშვებია ლობისტური საქმიანობა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ანგარიშვალდებულება
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირთა მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების ელემენტები მოცემულია გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ფუნქციებში. კერძოდ, რწმუნებული ვალდებულია:
უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობა;
უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირი;
ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას.
ანგარიშვალდებულების კომპონენტები მოცემულია ასევე „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, საკრებულოს წევრი ვალდებულია:
საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს (მუხლი 16);
ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ და არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ (მუხლი 16).
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით, რომლის თანახმად:
საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა (მუხლი 28);
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა (მუხლი 38);
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდვით ორგანოში (მუხლი 56);
თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს საჯაროდ (მუხლი 56);
საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას, აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას (მუხლი 57);
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკითხის საჯაროდ განხილვა, თუ ამას ითვალისწინებს კანონი, რაც ნიშნავსადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნებას (მუხლი 116);
ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინსიტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისთვის წარდგენის დღიდან (მუხლი 118);
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს (მუხლი 121).
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებიდან 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ახალი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ (მუხლი 13).
![]() |
2.2 1.2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი (მერია/გამგეობა) და წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების სარეკომენდაციო დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში საჯაროობის, საზოგადოების მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები საკმაოდ კარგად არის გაწერილი გამგეობის (მერიის) და საკრებულოს სარეკომენდაციო დებულებებში, რომელიც, შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დებულებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, კვლევისთვის სწორედ აღნიშნული დებულებები დაგვედო საფუძვლად და მათთვის შეგვედარებინა საქართველოს თვითმმართველი ერთეულების გამგეობის (მერიის) და საკრებულოს მოქმედი დებულებები1.
სარეკომენდაციო დებულებები გამგეობის (მერიის) დებულების ნაწილში, შეიცავს 12 მუხლს მოსახლეობის ჩართულობის, საჯაროობის და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით, ხოლო საკრებულოს დებულების ნაწილში - 49 მუხლს.
სარეკომენდაციო დებულებების მიხედვით:
გამგეობის (მერიის) შესაბამისი სამსახურების ფუნქციაა, უზრუნველყონ თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტების საჯარო განხილვები, წარდგენილიშენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა-ანალიზი და საკრებულოსთვის მიწოდება;
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ღია სხდომების რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით ტრანსლაციას;
საჯაროა, არა მარტო საკრებულოს, არამედ საკრებულოს ბიუროს და კომისიის სხდომები;
საკრებულოს სხდომის საჯაროობიდან გამომდინარე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები საკრებულოში აკრედიტებული ჟურნალისტებისა და მოწვეული პირებისათვის;
საკრებულოს საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, მოქალაქეები ინფორმირებული უნდა იყვენენ საკრებულოს საქმიანობის შესახებ. ინფორმირება უნდა განხორციელდეს საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის, საკრებულოს ინტერნეტ-პორტალის და ბეჭვდითი, ასევე ელექტრონული მასმედიის მეშვეობით;
საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხებზე, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 3%25-ის მოთხოვნით, შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვა, რომლის დროსაც თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები პროექტთან დაკავშირებით და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. სარეკომენდაციო დებულებები საკრებულოს სხდომის სხვადასხვა ფორმას ადგენს:
საკრებულოს მორიგი სხდომა;
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომლის მოწვევის უფლება აქვს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ს;
საკრებულოს გამსვლელი სხდომა, რომლის მოწვევის უფლება აქვს თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%25-ს;
„ღია კარის სხდომა“, რომელიც უნდა გაიმართოს ყოველი მორიგი სხდომების ბოლო დღის პირველ ნახევარში და სადაც საკრებულოს წევრები ისმენენ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოსვლებს.
საზოგადოების ჩართულობის კუთხით საინტერესოა, სარეკომენდაციო დებულების შემდეგი მუხლი:
საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად გამგეობის (მერიის) შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ საკითხთა მოსამზადებლად შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფი.
სარეკომენდაციო დებულებების მიხედვით, საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%25-სპეტიციის წესით. სარეკომენდაციო დებულებების აღნიშნული მუხლები ძალზე კონკრეტულად აღწერენ ამომრჩეველთა მიერ სამართლებრივი აქტის ინიცირების წესის დეტალებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობას და საზოგადოების ჩართულობას ორგანიზებას უწევს და ტექნიკურად უზრუნველყოფს გამგეობის და საკრებულოს აპარატები, შესაბამისად, აღნიშნულ დებულებებში ძალზე კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული აპარატების ფუნქციები.
გამგეობის (მერიის) აპარატის ფუნქციაა:
უზრუნველყოს გამგეობის (მერიის) საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა:
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან (მერიასთან), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
უზრუნველყოს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენა, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება, გამოქვეყნება და დაგზავნა;
უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომის“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას;
შეადგინოს საკრებულოს სხდომაზე მოწვეულ პირთა სია და უზრუნველყოს ამ პირთა გაფრთხილება;
უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. სარეკომენდაციო დებულებების თანახმად, გამგებლები (მერები) და საკრებულოს წევრები ანგარიშვალდებულები არიან მოსახლეობის წინაშე, კერძოდ:
გამგებელი (მერი) წელიწადში ორჯერ - არა უგვიანეს ივნისისა და დეკემბრის ბოლო შაბათისა, საჯარო ანგარიშს ამზადებს და წარადგენს ამომრჩეველთა წინაშე;
გამგებელი (მერი) ყოველწლიურად, აგრეთვე საკრებულოს დავალებით, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ამზადებს და წარადგენს საკრებულოში;
საკრებულოს წევრი ვალდებულია არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
_____________________
1. ჩვენი აზრით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სწორედ ამ დებულებებშია მოცემული ანგარიშვალდებულების, ჩართულობის და საჯაროობის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მექანიზმები.
![]() |
2.3 1.3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი (მერია/გამგეობა) და წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების მოქმედი დებულებების შესაბამისობა სარეკომენდაციო დებულებებთან |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მოქმედი დებულებების სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის დასადგენად გამგეობის (მერიის) და საკრებულოს სარეკომენდაციო დებულებებში მოცემული ნორმები დაიყო საჯაროობის, ჩართულობის და ანგარიშვალდებულების კრიტერიუმების მიხედვით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაყოფა საჯაროობის, ჩართულობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმებად, გარკვეულწილად პირობითია. რიგი მექანიზმებისა ორმაგი დატვირთვის მატარებელია, ამდენად მათი მიკუთვნება ამა თუ იმ ჯგუფთან პირობითობის ელემენტებს შეიცავს.
კლასიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ გამგეობის (მერიის) სარეკომენდაციო დებულება შეიცავს: საჯაროობის შესახებ 6 მუხლს, ჩართულობის შესახებ 3 მუხლს, ხოლო ანგარიშვალდებულების შესახებ 3 მუხლს (იხ. დანართი 1). საკრებულოს სარეკომენდაციო დებულება შეიცავს: საჯაროობის შესახებ 19 მუხლს, ჩართულობის შესახებ 24 მუხლს, ხოლო ანგარიშვალდებულების შესახებ 6 მუხლს (იხ. დანართი 2). თვითმმართველობის ორგანოების მოქმედი დებულებების მუხლები შედარდა სარეკომენდაციო დებულებების მუხლებთან. ერთი ქულით შეფასდა ის მუხლები, რომლებიც შეესაბამებოდნენ სარეკომენდაციო დებულებების მსგავს მუხლებს, ხოლო ნული ქულით - ის მუხლები, რომლებიც თვითმმართველობის ორგანოების მოქმედ დებულებებში არ იყო გათვალისწინებული (იხ. დანართები 1, 2). მიღებული შედეგების საფუძველზე ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის გამოითვალა შესაბამისობის პროცენტული მაჩვენებელი თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. გამოთვლა მოხდა ცალკე საკრებულოსა და ცალკე გამგეობის/მერიისათვის. თვითმმართველი ერთეულის შესაბამისობის საბოლოო რეიტინგი დადგინდა ამ ორი მონაცემის საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით.
მიღებულმა შედეგებმა საშუალება მოგვცა ჩართულობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების სპექტრში, დაგვენახა როგორც ცალ-ცალკე საკრებულოსა და გამგეობის მოქმედ დებულებებში არსებული სურათი (თითოეული კომპონენტის მიხედვით), ასევე საკვლევი თემიდან გამომდინარე, მთლიანად თვითმმართველ ერთეულებში არსებული მდგომარეობა (იხ. დანართი 3).
გარდა ამისა თვითმმართველობის ორგანოების დებულებები საბოლოო რეიტინგების მიხედვით დაჯგუფდა შემდეგ კატეგორიებად:
სრული შესაბამისობა (ნორმების 95-100 %25);
მაღალი ხარისხის შესაბამისობა (ნორმების 80-94%25);
ნაწილობრივი შესაბამისობა (ნორმების 50-79%25);
დაბალი ხარისხის შესაბამისობა (ნორმების 10-49%25);
შეუსაბამობა (ნორმების 10%25 ქვემოთ).
სარეკომენდაციო დებულებებთან სრულ შესაბამისობაში არის 16 თვითმმართველი ერთეულის დებულებები;
სარეკომენდაციო დებულებებთან მაღალი ხარისხის შესაბამისობაში არის 13 თვითმმართველი ერთეულის დებულებები;
სარეკომენდაციო დებულებებთან ნაწილობრივ შესაბამისობაში არის 23 თვითმმართველი ერთეულის დებულებები;
სარეკომენდაციო დებულებებთან დაბალი ხარისხის შესაბამისობაში არის 11 თვითმმართველი ერთეულის დებულებები;
სარეკომენდაციო დებულებებთან შეუსაბამობაშია მხოლოდ 1 თვითმმართველი ერთეულის დებულებები.
დიაგრამა №2. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით თვითმმართველი ერთეულების რაოდენობრივი განაწილება
რაც შეეხება თბილისს, როგორც თვითმმართველ ქალაქს, მერიის და საკრებულოს დებულებების სარეკომენდაციო დებულებებთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ სარეკომედაციო დებულებებში გაწერილი მუხლები დაბალი ხარისხით მოხვდნენ მერიის და საკრებულოს მოქმედ დებულებებში.
დიაგრამა №3. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით ქალაქ თბილისის მონაცემები
აჭარის ა/რ შესწავლილი ექვსი თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან, ერთი (ხელვაჩაური) ნაწილობრივ შეესაბამება სარეკომენდაციო დებულებებს, ხოლო ხუთი (ბათუმი, ქობულეთი, ხულო, ქედა, შუახევი) - დაბალი ხარისხით.
დიაგრამა №4. სარეკომედაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით აჭარის ა/რ თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
გურიის რეგიონის სამი თვითმმართველი ერთეულიდან, ორი (ლანჩხუთი, ოზურგეთი) სრულად შეესაბამებიან სარეკომენდაციო დებულებებს, ხოლო ერთი (ჩოხატაური) - მაღალი ხარისხით.
დიაგრამა №5. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით გურიის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
იმერეთის რეგიონში შესწავლილი თორმეტი თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან ხუთი თვითმმართველი ერთეულის (ხარაგაული, ბაღდათი, ჭიათურა, წყალტუბო, ზესტაფონი) დებულებები სრულ შესაბამისობაშია სარეკომენდაციო დებულებებთან, სამი თვითმმართველი ერთეულის (ვანი, თერჯოლა, საჩხერე) - მაღალი ხარისხის შესაბამისობაში, სამი თვითმმართველი ერთეულის (ტყიბული, სამტრედია, ქუთაისი) - ნაწილობრივ შესაბამისობაში, ამასთან სამტრედიის ამ ჯგუფში მოხვედრა განპირობებულია გამგეობის დებულების უპირატესობით საკრებულოს დებულებასთან შედარებით. ერთი (ხონი) თვითმმართველი ერთეულის დებულებები დაბალი ხარისხის შესაბამისობაშია სარეკომენდაციო დებულებებთან.
დიაგრამა №6. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით კახეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
კვლევის შედეგების მიხედვით, კახეთის რეგიონის თვითმმართველ ერთეულებში შემდეგი სურათი მივიღეთ: რვა თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან პროცენტული მაჩვენებლებით ერთი (ლაგოდეხი) სრულ შესაბამისობაშია სარეკომენდაციო დებულებებთან, ექვსი (სიღნაღი, დედოფლისწყარო, ყვარელი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) - მაღალი ხარისხის შესაბამისობაშია, ხოლო ერთი (საგარეჯო) - ნაწილობრივ შესაბამისობაში. ამასთან საგარეჯოში მიღებული შედეგი გამოწვეულია გამგეობის დებულების უპირატესობით საკრებულოს დებულებასთან შედარებით.
დიაგრამა №7 სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით კახეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წარმოდგენილი ოთხი თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან, ორი (ყაზბეგი, დუშეთი) სრულ შესაბამისობაშია სარეკომენდაციო დებულებებთან, ხოლო ორი (მცხეთა, თიანეთი) - ნაწილობრივ შესაბამისობაში.
დიაგრამა №8 სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ოთხი შესწავლილი თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან ერთი (ონი) თვითმმართველი ერთეულის, როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს დებულებები სრულ შესაბამისობაშია სარეკომენდაციო დებულებებთან, ხოლო დანარჩენი სამის (ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური) - მაღალი ხარისხის შესაბამისობაში.
დიაგრამა №9. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან, სამი (ხობი, მარტვილი, აბაშა) ნაწილობრივ შეესაბამება სარეკომენდაციო დებულებებს, ხუთი (მესტია, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი) - დაბალი ხარისხით, ხოლო ერთი (ფოთი) შეუსაბამოა.
დიაგრამა №10 სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ორი თვითმმართველი ერთეულის (ნინოწმინდა, ბორჯომი) დებულებები სრულად შეესაბამება სარეკომენდაციო დებულებებს, ხოლო ოთხის (ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი) - დაბალი ხარისხით.
დიაგრამა №11. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
ქვემო ქართლის რეგიონში შესწავლილ იქნა შვიდი თვითმმართველი ერთეულის დებულებები და გამოიკვეთა შემდეგი სურათი: ექვსი თვითმმართველი ერთეულის (წალკა, თეთრიწყარო, დმანისი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი) დებულებები ნაწილობრივ შესაბამისობაშია სარეკომენდაციო დებულებებთან, ხოლო ერთის (რუსთავი) - დაბალი ხარისხის შესაბამისობაში.
დიაგრამა №12. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
შიდა ქართლის ოთხი თვითმმართველი ერთეულის დებულებებიდან სამი (ქარელი, კასპი, გორი) ნაწილობრივ შეესაბამება სარეკომედაციო დებულებებს, ხოლო ერთი (ხაშური) - დაბალი ხარისხით.
დიაგრამა №12. სარეკომენდაციო დებულებებთან შესაბამისობის კუთხით შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მონაცემები
![]() |
3 ნაწილი II. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობისა და საჯაროობის ხარისხის კვლევა (მოსახლეობა) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 2.1. მოკლე ანოტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის მეორე კომპონენტია საქართველოს თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობისა და საჯაროობის ხარისხის დადგენა ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის გზით.
ამ კომპონენტის ძირითადი მიზანია თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, მათი ინფორმირებულობის, აქტივობისა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის საჯაროობის ხარისხის შესწავლა. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა კვლევის ოპტიმალური დიზაინი, რომელიც გულისხმობდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეების რაოდენობრივ კვლევას. შესაბამისად, რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შერჩეული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიებზე მცხოვრები ზრდასრული მოსახლეობა.
კვლევის არეალს წარმოადგენდა მთელი საქართველო (რიგი თვითმმართველი ერთეულების გარდა) კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2009 წლის მაისში.
კვლევის ამოცანები, მეთოდოლოგია, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და ძირითადი მიგნებები ქვემოთ არის წარმოდგენილი შესაბამის ქვეთავებში.
![]() |
3.2 2.2. კვლევის ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის ძირითადი მიზნის შესაბამისად კონკრეტული ამოცანებიც ამ მიმართულებების მიხედვით დაიყო:
1. მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა:
საკრებულოს სხდომების ღიაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დადგენა და ინფორმაციის წყაროების გამოვლენა;
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დადგენა და ინფორმაციის წყაროების გამოვლენა;
გამგეობის/მერიის რწმუნებულების ცნობადობის ხარისხის განსაზღვრა;
მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დადგენა და ინფორმაციის წყაროების გამოვლენა.
2. მოქალაქეთა აქტივობის ხარისხის განსაზღვრა:
საკრებულოს სხდომებზე მოსახლეობის დასწრების პრაქტიკის დადგენა;
საკრებულოს სხდომების მოწვევის ინიცირების პრაქტიკის გამოვლენა;
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ წინადადებების მომზადების პრაქტიკის შესწავლა;
გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის პრაქტიკის დადგენა;
საკრებულოს/გამგეობის/მერიის აპარატისადმი მიმართვის პრაქტიკის დადგენა.
3. თვითმმართველობის ორგანოების მოქალაქეებთან კომუნიკაციის ხარისხის დონის დადგენა:
გამგეობის/მერიის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხარისხის დონის დადგენა;
გამგეობის/მერიისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხარისხის დადგენა.
ბუნებრივია, რომ მცნებები „აქტივობის ხარისხი“ და „კომუნიკაციის ხარისხი“ მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული, რადგან მოსახლეობის აქტივობის შედეგია თვითმმართველობებთან კომუნიკაცია. მათი გამიჯვნა მოხდა კომუნიკაციის ინიციატორი სუბიექტის მიხედვით. მოსახლეობის აქტივობაში შესწავლილ იქნა საზოგადოების სამოქალაქო აქტივობა, ანუ მათ მიერ თვითმმართველობასთან მიმართებაში არსებული უფლებების რეალიზაციის ხარისხი. ხოლო თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში - მოსახლეობასთან მათი ურთიერთობის ვალდებულებითი მხარე.
![]() |
3.3 2.3. კვლევის მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა კვლევის ოპტიმალური დიზაინი, რომელიც გულისხმობს რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობასთან. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების ტექნიკად გამოყენებულ იქნა პირისპირ ინტერვიუები.
2.3.1. მეთოდი
რაოდენობრივი (დესკრიპტული) კვლევა - ეს არის კვლევითი მეთოდი, რომელიც სტატისტიკურად სანდო ინფორმაციას იძლევა. ამ მეთოდით, შესაძლებელი იქნება საკვლევი ინდიკატორების სტატისტიკური გაზომვა და ანალიზი (ცვლადები, პარამეტრები, კავშირები, კორელაციები).
2.3.2. ტექნიკა და ინსტრუმენტი
რაოდენობრივი კვლევისათვის შემუშავებულ იქნა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი. თვითმმართველობის მოწყობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კითხვარები განსხვავდებოდა თბილისსა და რეგიონებში.
კვლევაში გამოყენებულ იქნა პირისპირ ინტერვიუირების ტექნიკა. ინტერვიუ მიმდინარეობდა სპეციალური სტრუქტურირებული და ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. ინტერვიუს ხანგრძლივობა დაახლოებით 15-20 წუთს შეადგენდა. კითხვარები შედგენილი იყო როგორც დახურული ტიპის, ისე ღია კითხვებისაგან, მოგვიანებით განხორციელდა ღია კითხვების კოდირება.
საველე სამუშაოების დამთავრების შემდგომ მიღებული შედეგები შეტანილ და დამუშავებულ იქნა სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამაში (შPშშ.13.0). შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომზადდა კვლევის საბოლოო ანგარიში.
კითხვარის საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით ჩატარდა საპილოტაჟო კვლევა. იგი ჩატარდა ორივე ტიპის კითხვარისთვის: 5 კითხვარი დედაქალაქში, ხოლო 5 - რეგიონში, კერძოდ, მცხეთის რაიონში. აღნიშნული კვლევა განახორციელეს თბილისისა და მცხეთის რაიონის სუპერვაიზორებმა, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგი კვლევის სპეციფიკასთან და ინსტრუმენტთან დაკავშირებით.
საპილოტაჟო მკვლევარებმა ინტერვიუირების პროცესში აქცენტი გააკეთეს კითხვარის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა:
- ესმის თუ არა კითხვის შინაარსი ერთნაირად ყველა რესპონდენტს;
- არის თუ არა კითხვარში რთულად გასაგები შეკითხვები (რომელიმე ფრაზა ან ტერმინი ბუნდოვანი ხომ არ არის რესპონდენტისთვის);
- არის თუ არა ამა თუ იმ კითხვის დახურვა ურთიერთგამომრიცხავი;
- არის თუ არა კითხვა ტექნიკურად მოწესრიგებული;
- არის თუ არა გადასვლები ზუსტად მითითებული;
- არის თუ არა ინსტრუქციები გასაგები და საკმარისი და სხვ.
საპილოტაჟო კვლევის დასრულების შემდეგ შედგა ჩატარებული ინტერვიუების დეტალური განხილვა, სადაც სუპერვაიზორებმა წარმოადგინეს საპილოტაჟო კვლევის შედეგად გამოვლენილი შენიშვნები. მათი შენიშვნებისა და კომენტარების საფუძველზე კითხვარში შევიდა მცირედი ცვლილებები. ამ ეტაპის შემდეგ ჩამოყალიბდა კვლევის საბოლოო ინსტრუმენტი. მოცემული კვლევის ფარგლებში განხორციელდა ინტერვიუერთა ორ ეტაპიანი ტრენინგი. პირველ ეტაპზე „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ცენტრალურ ოფისში ტრენინგი ჩაუტარდათ თბილისისა და რეგიონალურ სუპერვაიზორებს, მეორე ეტაპზე კი თითოეულ რეგიონში უშუალოდ ინტერვიუერთა ტრენინგი ჩატარდა.
როგორც სუპერვაიზორები, ასევე ინტერვიუერები ტრენინგზე დეტალურად გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
კონკრეტული კვლევის თემატიკას (მიზნებსა და ამოცანებს);
კვლევის ინსტრუმენტს;
შერჩევის დიზაინს.
გარდა აღნიშნულისა, საველე სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა უკვე შევსებული კითხვარების რევიზია და ღია კითხვების კოდირება. რევიზიის დროს აქცენტი გაკეთდა კითხვარის შევსების სიზუსტეზე.
საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდა ველის ხარისხის სატელეფონო კონტროლი. მოცემული კვლევის ფარგლებში კონტროლს მიენიჭა ორი ფუნქცია: 1.კითხვარში ასახული პასუხების სისწორის დადგენა; 2.რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შესწორება.
2.3.4. სამიზნე ჯგუფი და შერჩევის დიზაინი
კვლევის არეალი - 21 თვითმმართველი ერთეული;
შერჩევის ბაზა - 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები;
შერჩევის დიზაინი - ორსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა;
შერჩევის მოცულობა - 1449 დასრულებული ინტერვიუ;
შერჩევის მეთოდი - ალბათური შერჩევა.
კვლევის არეალი - კვლევის არეალად განისაზღვრა საქართველოს 21 თვითმმართველი ერთეული. მათ შორის არის თბილისი და ყოველ მხარეში/რეგიონში ორი თვითმმართველი ერთეული. რეგიონებში თვითმმართველი ერთეულები შეირჩა ამ კვლევის პირველ ნაწილში დადგენილი რეიტინგების მიხედვით. კერძოდ, 8 თვითმმართველი ერთეული 4 რეგიონში (გურია, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) შეირჩა მაღალი რეიტინგით, 6 თვითმმართველი ერთეული 3 რეგიონში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, იმერეთი და შიდა ქართლი) საშუალო რეიტინგით და 4 თვითმმართველი ერთეული 2 რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი) დაბალი რეიტინგით.
შერჩეული თვითმმართველი ერთეულების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში:
შემდგომში, მონაცემთა რეგიონალურ ჭრილში ანალიზისას, რეგიონის ან მხარის ქვეშ ნაგულისხმები იქნება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი თვითმმართველი ერთეულები.
შერჩევის ბაზა
შერჩევის ბაზად გამოყენებულ იქნა 2002 წლის საყოველთაო აღწერის დროს ფორმირებული სააღწერო უბნების სია.
პირველადი შერჩევის ერთეული
პირველადი შერჩევის ერთეულს (PSU) წარმოადგენს სააღწერო უბანი.
მეორადი შერჩევის ერთეული
მეორადი შერჩევის ერთეულს (SSU) წარმოადგენს შინამეურნეობა.
საბოლოო შერჩევის ერთეული
საბოლოო შერჩევის ერთეულს (FSU) წარმოადგენს შინამეურნეობის ზრდასრული წევრი (18 წლის და უფროსი ასაკის). საბოლოო რესპონდენტის შერჩევა განხორციელდა ბოლო დაბადების დღის პრინციპით.
შერჩევის მოცულობა კლასტერში
ქალაქში, თითოეულ კლასტერში გამოიკითხა 10 რესპონდენტი (ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს ქედა, სადაც შერჩევის ზომის პროპორციული გადანაწილებისას იმდენად მცირე იყო შერჩევის ზომა, რომ 5-მდე დავამრგვალეთ). ხოლო სოფლის კლასტერებში გამოიკითხა 15 რესპონდენტი.
შერჩვის ზომის გადანაწილება სტრატებში
სტრატიფიკაცია განხორციელდა მხარეებისა და ქალაქ/სოფლის მიხედვით. თითოეული რეგიონისათვის განსაზღვრული ჯამური შერჩევის ზომა თვითმმართველ ერთეულზე გადანაწილდა მათში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. თითოეული თვითმმართველი ერთეულისათვის განსაზღვრული შერჩევის ზომა ქალაქსა და სოფელზე გადანაწილდა მათში არსებული მოსახლეობის პროპორციულად. თითოეული სტრატისათვის პირველადად მიღებული შერჩევის ზომები დაკორექტირდა ისე, რომ ქალაქში ყოფილიყო 10-ის ჯერადი, ხოლო სოფელში 15-ის ჯერადი. თითოეულ თვითმმართველ ერთეულში ქალაქ/სოფლის მიხედვით შერჩევის მოცულობები მოცემულია ქვემოთ მდებარე ცხრილში:
რეგიონი |
რაიონი |
სულ |
ინტერვიუების |
შესარჩევი |
||
|
|
|
ქალაქი |
სოფელი |
ქალაქი |
სოფელი |
თბილისი |
თბილისი |
149 |
149 |
0 |
15 |
0 |
აჭარა |
ქედა |
35 |
5 |
30 |
1 |
2 |
აჭარა |
ხელვაჩაური |
100 |
10 |
90 |
1 |
6 |
გურია |
ლანჩხუთი |
40 |
10 |
30 |
1 |
2 |
გურია |
ოზურგეთი |
90 |
30 |
60 |
3 |
4 |
იმერეთი |
ქ.ქუთაისი |
100 |
100 |
0 |
10 |
0 |
იმერეთი |
სამტრედია |
35 |
20 |
15 |
2 |
1 |
კახეთი |
თელავი |
75 |
30 |
45 |
3 |
3 |
კახეთი |
ლაგოდეხი |
55 |
10 |
45 |
1 |
3 |
მცხეთა |
დუშეთი |
50 |
20 |
30 |
2 |
2 |
მცხეთა |
მცხეთა |
80 |
20 |
60 |
2 |
4 |
რაჭა-ქვემო |
ამბრო- |
70 |
10 |
60 |
1 |
4 |
რაჭა- |
ონი |
50 |
20 |
30 |
2 |
2 |
სამეგრელო |
ზუგდიდი |
100 |
40 |
60 |
4 |
4 |
სამეგრელო |
ქ. ფოთი |
30 |
30 |
0 |
3 |
0 |
სამცხე |
ახალქალაქი |
70 |
10 |
60 |
1 |
4 |
სამცხე |
ახალციხე |
60 |
30 |
30 |
3 |
2 |
ქვ. ქართლი |
ქ.რუსთავი |
60 |
60 |
0 |
6 |
0 |
ქვ. ქართლი |
გარდაბანი |
70 |
10 |
60 |
1 |
4 |
შიდა |
გორი |
90 |
30 |
60 |
3 |
4 |
შიდა |
კასპი |
40 |
10 |
30 |
1 |
2 |
რეგიონების მიხედვით შერჩვის ჯამური ზომა მოცემულია ქვემოთ მდებარე ცხრილში:
რეგიონი |
სულ გამოსაკითხი |
თბილისი |
149 |
აჭარა |
135 |
გურია |
130 |
იმერეთი |
135 |
კახეთი |
130 |
მცხეთა-მთიანეთი |
130 |
რაჭა-ქვემო სვანეთი |
120 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი |
130 |
სამცხე-ჯავახეთი |
130 |
ქვ. ქართლი |
130 |
შიდა ქართლი |
130 |
შერჩევის ფორმირება
პირველადი შერჩევის ერთეულების (კლასტერები) ფორმირება მოხდა მარტივი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. მეორადი შერჩევის ერთეულის ფორმირება კი განხორციელდა შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით (პირველ ეტაპზე მოხდება საწყისი წერტილის შერჩევა, ხოლო ყოველი მომდევნო რესპონდენტი შეირჩევა პირველისაგან ბიჯის დაშორებით). ინტერვიუერებს ჩაუტარდა ტრენინგი შემთხვევითი ხეტიალის პრინციპზე და დაურიგდათ დეტალური ინსტრუქციები საბოლოო რესპონდენტის შერჩევაზე. საბოლოო შერჩევის ერთეულს წარმოადგენს ოჯახის ზრდასრული წევრი (18 წლის და უფროსი ასაკის), რომლის შერჩევაც განხორციელდა ბოლო დაბადების დღის პრინციპით. სულ საველე სამუშაოებში ჩართული იყო:
საველე პერსონალი |
რაოდენობა |
საველე კოორდინატორი |
1 |
სამხარეო სუპერვაიზორი |
7 |
ინტერვიუერი |
25 |
სულ |
33 |
მონაცემთა სტატისტიკური შეწონვა
მონაცემთა სტატისტიკური განზოგადების მიზნით განხორციელდა შეწონვა. შეწონვისათვის გამოყენებულ იქნა 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები. კერძოდ, ჯამური ანალიზისთვის დათვლილი იქნა წონები, რომლებიც აღადგენს გენერალური ერთობლიობის პროპორციებს მხარის, სქესისა და ასაკობრივი შუალედების მიხედვით. ასევე გაანგარიშებულ იქნა ნორმირებული წონა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სტატისტიკური ტესტების შემოწმებისას დავიჭიროთ სანდო სხვაობები.
2.3.5. კვლევის გამოცდილება
წინამდებარე კვლევის მონაცემთა ანალიზის ეტაპზე საკრებულოების სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი გადაჭარბებულად მიიჩნიეს, რის გამოც სამ ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე რეგიონში დამატებით განხორციელდა კონტროლი. ეს რეგიონებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი და რაჭა. განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რაჭის რეგიონში, რის გამოც აღნიშნულ რეგიონში ხელახალი ინტერვიუ შედგა ყველა იმ რესპონდენტთან, რომელთაც საკრებულოს სხდომაზე დასწრების გამოცდილება დააფიქსირეს (38 ინტერვიუ). სხვა რეგიონებისთვის კონტროლი განხორციელდა შერჩევითი გზით, კითხვართა მხოლოდ ნაწილზე, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის შემთხვევაში, სატელეფონო კონტროლის საფუძველზე გადამოწმა 4 კითხვარი, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 8. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ორივე რეგიონში იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა დააფიქსირეს თანაბარი იყო და თითოეული რეგიონისათვის 12 კითხვარს შეადგენდა.
კონტროლის შედეგებმა ცხადყო, რომ კითხვა - დასწრებიხართ თუ არა როდესმე საკრებულოს სხდომას? - რესპონდენტთა მიერ არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. აღმოჩნდა, რომ ისინი ხშირად ერთმანეთში ურევდნენ საკრებულოსა და სხვა სახის (მაგ. სოფლის, ვეტერანთა და სხვ.) სხდომებს. სწორედ ამ ფაქტის გამო, საკრებულოს სხდომაზე დასწრების პრაქტიკის საკითხთან დაკავშირებით კონტროლის შედეგად, ადგილი ჰქონდა უზუსტობებს. სამივე რეგიონის კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით გათვლილ იქნა შესწორების კოეფიციენტი, რომელიც მოცემული კითხვისათვის - დასწრებიხართ თუ არა როდესმე საკრებულოს სხდომას? - შეადგენს 0,46. რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკის მქონეთა მაჩვენებლები ცალკეული რეგიონისათვის მნიშვნელოვნად დაბალია. უფრო ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად, რომელიც ითვალისწინებს და გამორიცხავს შეცდომისალბათობას, საჭიროა თითოეული რეგიონისათვის მოცემული მაჩვენებელი გამრავლდეს შესწორების კოეფიციენტზე - 0,46-ზე.
2.3.6. გამოყენებული სტატისტიკური ტესტები
საკვლევი ცვლადის მაჩვენებლების სიხშირეთა განაწილების სანდოობის დასადგენად გამოყენებულ იქნა პირსონის ხი-კვადრატი (Pearson Chi-Square). მონაცემთა სანდოობა შეფასებულია 0,05-იანი ასიმპტოტური მნიშვნელოვნების დონით - ანუ, მონაცემთა განაწილებებს შორის არსებული სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, თუ მონაცემთა შორის სხვაობის მნიშვნელობა 0,05-ზე ნაკლებია (P <0,05).
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა ნიშნავს იმას, რომ მოცემული კვლევის მონაცემებში მაჩვენებლებს შორის არსებული განსხვავებები 95%25-იანი სანდოობით შეიძლება განზოგადდეს გენერალურ ერთობლიობაზე (შერჩევის ცდომილებისა და ვარიაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით), ხოლო სტატისტიკურად უმნიშვნელო სხვაობა გულისხმობს იმას, რომ კვლევაში მიღებული ტენდენციები - სიხშირეთა განაწილება, ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მოდა, მედიანა) და სხვ. - კონკრეტულ შერჩევას ახასიათებს (შემთხვევითია) და რეალობაში ასეთ განაწილებას შეიძლება ადგილი არ ჰქონდეს.
![]() |
3.4 2.4. შედეგები, ანალიზი და ინტერპრეტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
მოცემულ თავში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. ქვემოთ მოყვანილი თითოეული დასკვნა ეფუძნება კვლევის შედეგად მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებს.
2.4.1. რეგიონების ჯამური მონაცემები
ანგარიშის წინამდებარე თავში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის მასშტაბით ნაკვლევი თვითმმართველი ერთეულების ჯამური მონაცემები, გარდა თბილისისა.
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვლევ საგანს თვითმმართველი ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის შესწავლა წარმოადგენდა.
შესწავლილ იქნა საკრებულოს საქმიანობის, ბიუჯეტის პროექტის, რწმუნებულისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა.
ის ფაქტი, რომ საკრებულოს სხდომები არის ღია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათზე დასწრება, ხუთი მოსახლიდან მხოლოდ ორისთვის არის ცნობილი (42%25). ამ თვალსაზრისით, ტენდენციები განსხვავებულია როგორც ქალაქ-სოფლის მაცხოვრებლების, ასევე სქესისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ სოფლებთან შედარებით ქალაქური ტიპის დასახლებების მკვიდრთა გაცილებით მცირე ნაწილმა იცის საკრებულოს სხდომების ღიაობის შესახებ (სოფელი - 50.5%25, ქალაქი - 32%25). ამ თვალსაზრისით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა აღმოჩნდა ქალებსა და მამაკაცებს შორისაც. ქალების 39%25-მა, ხოლო მამაკაცთა 45%25-მა იცის რომ სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, საკრებულოს სხდომის ღიაობის შესახებ ყველაზე ინფორმირებული 45-64 წლის ასაკში მყოფი მოსახლეობა აღმოჩნდა. (იხ. დიაგრამა №14)
დიაგრამა №14. საზოგადოების ინფორმირებულობის დონე საკრებულოს სხდომების ღიაობასთან დაკავშირებით
მართალია, ნაკვლევი თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობის ორმა მეხუთედმა იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 8.5%25-მა თუ იცის, კონკრეტულად როდის ტარდება სხდომები. აღნიშნული თვალსაზრისით, სტატისტიკური მონაცემები სქესის, ასაკობრივი ჯგუფებისა და ქალაქ/სოფლის მიხედვით არ აღმოჩნდა მკვეთრად განსხვავებული და ზოგად ტენდენციებს იმეორებს. რაც შეეხება საკრებულოს სხდომების ღიაობის შესახებ ინფორმაციის წყაროებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული, როგორც მოსალოდნელი იყო, ტელევიზია აღმოჩნდა. მათ შორის, ვინც სხდომების ჩატარების თარიღი იცის, 40.7%25 ინფორმაციას სწორედ ტელევიზიის საშუალებით იღებს, 32.7%25 - ნაცნობ/მეგობრებისგან, ხოლო 30%25 - საკრებულოს/გამგეობის/მერიის თანამშრომლებისგან. მონაცემთა სიმცირის გამო აღნიშნული მაჩვენებლის სხვადასხვა ჭრილში გაანალიზება სტატისტიკურად არამართებულია. (იხ. დიაგრამა №15)
დიაგრამა №15. საკრებულოს სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაციის წყაროები
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა მოსახლეობის ინფორმირებულობა თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ. ვეკითხებოდით, რამდენად იყო ეს ფაქტი საზოგადოებისათვის ცნობილი. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედი ფლობს ამ ინფორმაციას (21.5%25). უნდა ითქვას, რომ ამის შესახებ ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წილისთვის არის ცნობილი. რაც შეეხება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებს, ამ ჭრილშიც მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა. მოსახლეობის მიერ საკრებულოს სხდომის მოწვევის შესაძლებლობის შესახებ ყველაზე ინფორმირებული უფროსი ასაკის წარმომადგენლები არიან (45-64 წლის), მათი ერთი მეოთხედი (24.9%25) ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას, მაშინ, როდესაც ხანდაზმულთა შორის ეს მაჩვენებელი 13.2%25-ს არ აღემატება.
კვლევის შედეგების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული უფლების შესახებ, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით სოფლის მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილია ინფორმირებული (შესაბამისად სოფელი - 26.9%25, ქალაქი - 15.5%25).
დიაგრამა №16. საკრებულოს სხდომის მოწვევის შესაძლებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე
საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი შესწავლილ იქნა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც. ნაკვლევი რეგიონების მოსახლეობის 39.5%25-მა იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს ბიუჯეტის პროექტს. ამ თვალსაზრისით სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები თანაბრად არიან ინფორმირებულები, თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა ასაკობრივ სეგმენტებს შორის. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა თაობა (18-24 წლის) მეტადაა ინფორმირებული (47%25), ყველაზე ნაკლებად კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ხანდაზმულები (65+ წლის) ფლობენ (27%25).
ისევე როგორც საკრებულოს სხდომებთან, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც სოფლის მოსახლეობა მეტად არის ინფორმირებული, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებლები. სოფლის თითქმის ყოველმა მეორე მოსახლემ (44%25) იცის, რომ უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს, ქალაქში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34%25-ს შეადგენს. (იხ. დიაგრამა №17)
დიაგრამა №17. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის ღიაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე
მართალია, გამოკითხულთა მხოლოდ 39.5%25-მა იცის, რომ უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს, თუმცა პროექტის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის ნახევარზე მეტი (53%25) იღებს, როგორც სოფელში, ისე ქალაქში მონაცემები თანაბარია.
რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, აქ ქალაქ-სოფლის მიხედვით განსხვავებული ტენდენციები გამოვლინდა. თუ ქალაქში ინფორმაციის წყაროებს ძირითადად ტელევიზია (41%25) და ბეჭდური მედია (20%25) წარმოადგენს, სოფელში ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები საკმაოდ მრავალფეროვანია: ტელევიზია (27%25), ნაცნობ/ახლობლები (21%25), ბეჭდური მედია (12%25), საკრებულოს თანამშრომლები (10%25) და სხვ. (იხ. დიაგრამა №18)
დიაგრამა №18. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტი გარკვეულ ინფორმაციას იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, მათმა ერთ მესამედმა (31.2%25) თუ იცის, რომ უფლება აქვს აღნიშნულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები წარადგინოს საკრებულოში. რაც შეეხება რწმუნებულებს, როგორც კვლევამ ცხადყო, მათი ცნობადობის დონე საკმაოდ მაღალია (87.7%25). სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (96%25) იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს/უბანს ჰყავს რწმუნებული. ეს მაჩვენებელი ქალაქების მიხედვით შედარებით დაბალია და 79%25-ს არ აღემატება.
მიუხედავად ზემოთქმულისა, უნდა აღინიშნოს, რომ რწმუნებულებისაგან საზოგადოების ინფორმირების დონე საკმაოდ დაბალია. მოსახლეობის 81.2%25 აცხადებს, რომ რწმუნებული არ აწვდის მათ ინფორმაციას მერიის/გამგეობის/საკრებულოს საქმიანობის შესახებ. რწმუნებულებისაგან მოსახლეობის ინფორმირების დონე ქალაქებში ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე სოფლებში (სოფელი - 20%25, ქალაქი - 9%25).
ნაკვლევი რეგიონების მოსახლეობის მცირე ნაწილია ინფორმირებული ზოგადად თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებაც. მათი დაახლოებით ერთი მეოთხედი (22.9%25) აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დანარჩენი 77.1%25-სათვის ასეთი საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 29.4%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო ყოველი მეორე მოსახლე (47.7%25) ინდიფერენტულია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მიმართ.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის დონე ქალაქში უფრო მაღალია, ვიდრე სოფელში (ქალაქი - 28%25, სოფელი - 19%25). მათი წილი კი, ვინც განაცხადა, რომ არ აინტერესებს თვითმმართველი ორგანოების საქმიანობა, სოფლებშიც და ქალაქებშიც თითქმის თანაბარია (სოფელი - 47%25, ქალაქი - 49%25). მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც.
კერძოდ, ახალგაზრდები (18-24 წლის - 18%25) და ხანდაზმულები (65+წლის - 15%25) ამ თვალსაზრისით ნაკლებ ინტერესს იჩენენ, საშუალო ასაკის მოსახლეობა კი შედარებით მეტად არის ინფორმირებული (25-44 წლის - 27%25, ხოლო 45-64 წლის - 25%25).
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა, როგორც მოსალოდნელი იყო, დამოკიდებული აღმოჩნდა მოსახლეობის განათლების დონესა და მათ დასაქმების სტატუსზეც. პროფესიული (27%25) და უმაღლესი (23%25) განათლების მქონე მოსახლეობის გაცილებით დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ იღებს ინფორმაციას თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაზე, მაშინ როდესაც განათლების დაბალი დონის მქონე მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 20.6%25-ს შეადგენს. რაც შეეხება დასაქმების სტატუსს, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე, დასაქმებულები ყველაზე მეტად არიან ინფორმირებულები საკუთარი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ (35%25). (იხ. დიაგრამა №19)
დიაგრამა №19. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ (22.9%25). მათი უმრავლესობისთვის მიღებული ინფორმაციის წყაროს ტელევიზიაწარმოადგენს (61.3%25). საკმაოდ ტიპიური აღმოჩნდა ინფორმაციის გავრცელება სოციალიზებული მოსაზრებების საშუალებითაც, 30.7%25 სწორედ ახლობლებისგან იგებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის თაობაზე. რაც შეეხება სხვა წყაროებს, მათ შორის დასახელდა: ბეჭდური მედია (22.6%25), საკრებულოს/გამგეობის/მერიის თანამშრომლები (15.8%25), გამგეობის/მერიის რწმუნებული (8.9%25) და სხვ. (იხ. დიაგრამა №20)
დიაგრამა №20. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მოქალაქეთა აქტივობა
ისევე როგორც მოსახლეობის ინფორმირებულობა, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასთან მიმართებაში მისი აქტივობაც სხვადასხვა მიმართულებებით იქნა შესწავლილი. კერძოდ, მათი აქტივობის დონე განისაზღვრა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების მომზადებისა და თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური ურთიერთობის გამოცდილების კუთხით.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ დაბალია. მაგალითად, საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება აქვს რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ 5.1%25-ს (თუ ამ მაჩვენებელს კვლევის 2.3.5. ქვეთავში გამოყვანილი კოეფიციენტით დავაკორექტირებთ, იგი კიდევ უფრო შემცირდება და 2.4%25-ს შეადგენს). ეს მაჩვენებელი ოდნავ მაღალია სოფლებში (სოფელი - 6.1%25, ქალაქი - 4.1%25). საზოგადოების აქტივობა მათ სქესსა და ასაკზე დამოკიდებული არ აღმოჩნდა, მაგრამ განათლების დონისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა. კერძოდ, საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება აქვს განათლების დაბალი დონის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 4%25-ს, მაშინ, როდესაც, იგივე მაჩვენებელი უმაღლესი განათლების მქონეთა შორის 8%25-ს აღწევს. მოსახლეობის აქტივობა განსხვავებულია მოქალაქეთა დასაქმების სტატუსის მიხედვითაც: დასაქმებული მოსახლეობის 8%25 ერთხელ მაინც დასწრებია საკრებულოს სხდომას, ხოლო უმუშევრებში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 4%25-ს შეადგენს.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის დაბალ დონესა და პასიურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მათ უმრავლესობას (81.5%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მოსახლეობაზე უფრო პასიურია (ქალაქი - 88.4%25, სოფელი - 75.4%25). (იხ. დიაგრამა №21)
დიაგრამა №21. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
მათი წილი, ვისაც საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა, 13.3%25-ს შეადგენს. ხელისშემშლელ ფაქტორებად კი შემდეგი დასახელდა:
ვერ გავიგე როდის იყო დანიშნული სხდომა (54.3%25);
დრო არ მქონდა (26.9%25);
საკრებულოს სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა (5.1%25);
საშვი არ მომცეს (2.4%25);
სხვა (11%25).
რაც შეეხება იმათ, ვინც საკრებულოს სხდომას დასწრებია, უმრავლესობას აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად წინასწარ არავისთვის მიუმართავს (79.3%25). ხოლო 9.1%25-მა დასახმარებლად წინასწარ გამგეობის/მერიის რწმუნებულს, 2.1%25-მა საკრებულოს/გამგეობის/მერიის თანამშრომელს მიმართა.
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა მათ მიერ საკრებულოს სხდომის მოწვევის ინიცირებაში მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავს აქტივობაში მოსახლეობის 2.7%25-ს აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის 53%25 იღებს, მათგან მხოლოდ 4.3%25-ს წარუდგენია საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტის შესახებ. შენიშვნების წარდგენა კი, ძირითადად, ზეპირი ფორმით ხდებოდა გამგეობის/მერიის რწმუნებულთან ან საკრებულოს რომელიმე თანამშრომელთან. მართალია, გამგეობის/მერიის რწმუნებულის ინსტიტუტის ცნობადობა საკმაოდმაღალია, მაგრამ საზოგადოების აქტივობა - გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციაში დახმარების მიზნით რწმუნებულისადმი მიმართვის თავლსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ არ არის მაღალი. ნაკვლევი რეგიონების მოსახლეობის 13.5%25 აცხადებს, რომ მსგავსი გამოცდილება აქვს.
რწმუნებულისადმი მიმართვის პრაქტიკა განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობაშია (16%25), ქალაქის მოსახლეობა კი ამ მხრივ შედარებით პასიურია (11%25).
გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისით, განსხვავებული ტენდენციები გამოვლინდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. განსაკუთრებით მაღალი აქტივობით გამოირჩევა 25-44 წლის ასაკში მყოფი მოსახლეობა (18%25), ახალგაზრდა თაობა კი (18-24 წლის) ყველაზე პასიურია (2.3%25) (იხ. დიაგრამა №22)
დიაგრამა №22. გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის პრაქტიკა
გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის დაბალი მაჩვენებელი ძირითადად ორი ფაქტორით არის გამოწვეული. იმათი დიდი ნაწილი, ვისაც მსგავსი პრაქტიკა არა აქვს, ამას იმით ხსნის, რომ უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (72.9%25), ხოლო 25.7%25 მიიჩნევს, რომ რწმუნებულის ინსტიტუტი არ არის იმდენად ძლიერი, რომ მისი დახმარება შეძლოს. როგორც კვლევამ ცხადყო, თვითმმართველობის ორგანოებიდან გარკვეული სახის ინფორმაცია მოსახლეობის მხოლოდ 2.5%25-ს აქვს გამოთხოვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ქალები მამკაცებთან შედარებით უფრო მეტად აქტიურობენ (ქალები - 4.5%25, მამაკაცები - 0%25). რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა: ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა ახალგაზრდების უფრო დიდ ნაწილს აქვს, ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობას. 18-24 წლის მოსახლეობის 5.8%25-ს მუნიციპალიტეტიდან გამოუთხოვია ინფორმაცია, ხოლო 45-64 წლის სეგმენტში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.4%25-ს შეადგენს, ხანდაზმულთა შორის კი ინფორმაციის გამოთხოვის გამოცდილება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა №23).
დიაგრამა №23. თვითმმართველობის ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინფორმაციის არასრულად გაცემის ფაქტებს. მათგან, ვისაც თვითმმართველობის ორგანოებიდან ინფორმაცია გამოუთხოვია, უმრავლესობა აცხადებს, რომ, მართალია, ინფორმაციის გამოთხოვაზე განაცხადს იტოვებენ, მაგრამ რიგ შემთხვევებში მას საერთოდ არ გასცემენ (7.4%25), ხშირად კი არასრულ ინფორმაციას (87.4%25) იძლევიან.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის/მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. ნაკვლევი რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ 3.3%25-მა განაცხადა, რომ გამგეობის/მერიის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია გამგეობის/მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის ორგანიზება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულთაგან მხოლოდ 50%25-ის შემთხვევაში მოხდა შეხვედრის ორგანიზება.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ დაბალია, თუმცა ამ მხრივ ქალაქთან შედარებით, სოფელი უფრო აქტიურია. მოსახლეობის პასიურობას ძირითადად ის ფაქტი განაპირობებს, რომ მათ არა აქვთ თვითმმართველი ორგანოების მხრიდან პრობლემების მოგვარების მოლოდინი.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეეებთან თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოსახლეობასთან შესწავლილ იქნა გამგეობის/მერიის რწმუნებულთან, საკრებულოს წევრებთან, გამგეობასთან/ მერიასთან კომუნიკაციის გამოცდილების კუთხით. გამოკითხული მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს (35.9%25). დაახლოებით ერთი მეხუთედი არ არის ინფორმირებული საერთოდ ტარდება თუ არა ასეთი შეხვედრები (17.6%25). დანარჩენმა 46.5%25-მა კი განაცხადა, რომ რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს. (იხ. დიაგრამა №24)
დიაგრამა №24. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით იკვლევს თუ არა რწმუნებული თავისი ინიციატივით საზოგადოების საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ რწმუნებულები არც თუ საკმარისად აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მხოლოდ 38%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მოსახლეობის პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №25)
დიაგრამა №25. იკვლევს თუ არა გამგეობის/მერიის რწმუნებული ადგილობრივ საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა 32.1%25-ის თქმით, გამგეობის/მერიის რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და მოსახლეობას ეკითხება, თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე პრიორიტეტული. 58.9%25-მა კი აღნიშნა, რომ რწმუნებულის მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №26)
დიაგრამა №26. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
წინამდებარე ანგარიშის 2.4.3. ქვეთავში - მოქალაქეთა აქტივობა - აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობის 13.5%25-ს ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციაში დახმარების მიზნით. მათგან დიდ ნაწილს (66.5%25) რწმუნებულმა დახმარება გაუწია. ამ თვალსაზრისით, სოფლებში უკეთესი მდგომარეობაა: სოფლის მოსახლეობის აქტიური ნაწილის 69%25, ხოლო ქალაქის - 62%25 აცხადებს, რომ მიმართვის საფუძველზე რწმუნებულმა მათ დახმარება აღმოუჩინა.
კვლევაში ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრების, გამგეობის/მერიის წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გამგეობას/მერიას უკეთესი კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან, ვიდრე საკრებულოს. მოსახლეობის 16%25-მა განაცხადა, რომ გამგეობა/მერია არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან, ხოლო 31.3%25-ს გაუჭირდა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. იგივე მაჩვენებლები კი საკრებულოს წევრების საზოგადოებასთან შეხვედრების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მაღალია: 51%25-ს თქმით, საკრებულოს წევრები არასდროს აწყობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ხოლო 17%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.
საკრებულოს და გამგეობის აქტივობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხი სოფლებსა და ქალაქებში განსხვავებულია. ზოგადი ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ გამგეობაც და საკრებულოც სოფლად უფრო აქტიურია, ვიდრე ქალაქებში. სოფლის მოსახლეობის 38.3%25, ხოლო ქალაქის მოსახლეობის 24.8%25 აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები მათთან წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ მაინც აწყობენ შეხვედრებს. გამგეობისთვის კი იგივე მაჩვენებლები, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში მაღალია (სოფლები - 60.3%25, ხოლო ქალაქები - 41.8%25). (იხ. ცხრილი №1)
ცხრილი №1. საკრებულოს და გამგეობის/მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის/მერიის მიერ |
||||
|
ქალაქი |
სოფელი |
ზოგადი |
ქალაქი |
სოფელი |
ზოგადი |
დიახ, ყოველთვე |
0.7%25 |
6.3%25 |
3.7%25 |
1.1%25 |
6.2%25 |
3.8%25 |
დიახ, |
4.2%25 |
9.2%25 |
6.8%25 |
3.8%25 |
7.5%25 |
5.8%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
3.7%25 |
6.9%25 |
5.4%25 |
5.9%25 |
11.8%25 |
9.0%25 |
დიახ, წელიწადში |
16.2%25 |
15.9%25 |
16.0%25 |
31.0%25 |
34.8%25 |
33.0%25 |
არა |
55.4%25 |
46.8%25 |
50.9%25 |
17.2%25 |
14.5%25 |
15.8%25 |
პასუხზე უარი |
0%25 |
0.4%25 |
0.2%25 |
0.7%25 |
1.9%25 |
1.3%25 |
არ ვიცი/მიჭირს |
19.8%25 |
14.5%25 |
17.0%25 |
40.2%25 |
23.3%25 |
31.3%25 |
შესწავლილ იქნა საკრებულოებთან, გამგეობებთან/მერიებთან საზოგადოების კომუნიკაციის პრობლემები. გამოკითხულთა 60.2%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ არის, ხოლო 17.4%25-მა საკრებულოსთან, გამგეობასთან/ მერიასთან კომუნიკაციის პრობლემები ვერ დაასახელა იმის გამო, რომ მათთან შეხება არ ჰქონია. კომუნიკაციის თვალსაზირისით, თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის დაბალი აქტივობა გვაფიქრებინებს, რომ მოსახლეობის ზემოაღნიშნული 60.2%25 ურთიერთობაში პრობლემას ვერ ხედავს კომუნიკაციის არარსებობის გამო.
კომუნიკაციის პრობლემებად კი შემდეგი დასახელდა:
მომსახურების მიღების პრობლემა (9.9%25);
ინფორმაციის მოპოვების პრობლემა (6.7%25);
შეხვედრის პრობლემა (6.6%25) და სხვ. (იხ. დიაგრამა №27)
დიაგრამა №27. საკრებულოსთან/გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციის პრობლემები
![]() |
3.5 2.5. თბილისის მონაცემთა ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
თბილისის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა (25.6%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები არის ღია და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა ამ სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი მხოლოდ 8.3%25-სთვის გახლავთ ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო წყაროს კი ძირითადად ტელევიზია და ნაცნობები წარმოადგენენ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თბილისის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ საკრებულოს სხდომის მოწვევის უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ თბილისში ამ უფლების შესახებ ძალიან ცოტამ (მხოლოდ 8.1%25-მა) თუ იცის. თბილისში მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა (45.7%25) იცის, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს ქალაქის ბიუჯეტის პროექტს. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით (79.6%25). ინფორმაციის ძირითად წყაროებად კი დასახელდა ტელევიზია და ბეჭდური მედია. (იხ. დიაგრამა №28)
დიაგრამა №28. თბილისის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი გარკვეულ ინფორმაციას იღებს თბილისის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, მათმა მხოლოდ 15.8%25-მა იცის, რომ უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარადგინოს საკუთარი შენიშვნები/წინადადებები.
ქალაქში საკმაოდ მაღალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე თბილისის მერიის/საკრებულოს საქმიანობის შესახებ. მოქალაქეთა 66.1%25 აცხადებს, რომ ეცნობა მერიის/საკრებულოს საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 33.9%25-სთვის ასეთი საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 8.7%25 ამბობს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, 25.2%25 კი ინდიფერენტული აღმოჩნდა თბილისის მერიის/საკრებულოს საქმიანობის მიმართ. (იხ. დიაგრამა №29)
დიაგრამა №29. თბილისის მერიის/საკრებულოს საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
მათთვის კი, ვინც ეცნობა თბილისის მერიის/საკრებულოს საქმიანობას, ინფორმაციის წყაროს ძირითადად ტელევიზია წარმოადგენს (97.5%25). კანონმდებლობის თანახმად, თბილისის ამომრჩეველთა განსაზღვრულ რაოდენობას აქვს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლება. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თუ რამდენად იცის მოსახლეობამ ზემოთ აღნიშნული უფლების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მის შესახებ თბილისის მოსახლეობის 8.1%25-ს სმენია. შესაბამისად, ეს არ იცის 91.9%25- მა.
მოქალაქეთა აქტივობა
ზოგადად შეიძლება ითქვას რომ, რეგიონების მსგავსად, თბილისის მოსახლეობაც საკმაოდ პასიურია საკრებულოსა და მერიასთან მიმართებაში. მაგ: საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 2.2%25-ს აქვს. მოსახლეობის ჩართულობის დაბალ დონესა და მათ პასიურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თბილისის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (87.4%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 10.4%25-მა, სურვილის მიუხედავად, ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება დროის უქონლობის გამო ან იმიტომ, რომ არ იცოდა სხდომაზე დასწრების უფლების შესახებ. (იხ. დიაგრამა №30)
დიაგრამა №30. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა, რომლებსაც სხდომაზე დასწრების გამოცდილება აქვთ, ისე შევიდნენ სხდომათა დარბაზში, რომ არც ერთ მათგანს წინასწარ არავისთვის მიუმართავს.
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა მოსახლეობის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ თბილისის არც ერთ მოსახლეს არ მიუღია მონაწილეობა საკრებულოს სხდომის მოწვევის ინიცირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (79.6%25) გარკვეულ ინფორმაციას იღებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, არც ერთ მათგანს არ წარუდგენია საკუთარი წინადადებები/შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
ქალაქის მაცხოვრებლები არც მერიიდან/საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვაში არიან აქტიურები. გამოკითხულთაგან მსგავსი აქტივობა არავის განუხორციელებია.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს მერიის/საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. მოსახლეობის მხოლოდ 2.9%25-მა განაცხდა, რომ მერიის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის ორგანიზება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მოთხოვნათაგან არც ერთი არ დაკმაყოფილებულა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად, კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოებთან მათი კომუნიკაციის დონეც.
კვლევაში შესწავლილ იქნა მოსახლეობასთან საკრებულოს წევრების, მერიისა და თბილისის გამგეობის წარმომადგენელთა შეხვედრების სიხშირე. თბილისის მოსახლეობის 64.2%25 აცხადებს, რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დაახლოებით იგივე ნაწილის თქმით, არც მერია და თბილისის გამგეობებია ამ მხრივ აქტიური (62.4%25). მოსახლეობის ერთი მეხუთედი კი არ არის ინფორმირებული არც საკრებულოს (20.4%25) და არც მერიის/გამგეობების (20.4%25) მიერ მსგავსი ქმედების განხორციელების შესახებ. (იხ. ცხრილი №2)
ცხრილი №2. საზოგადოებასთან საკრებულოს, მერიისა და თბილისის გამგეობების კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
მერიის/გამგეობების მიერ |
დიახ, ყოველთვე |
0%25 |
0%25 |
დიახ, ყოველკვარტალურად |
0.5%25 |
0.5%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
1.9%25 |
3.6%25 |
დიახ, წელიწადში |
13.1%25 |
13.1%25 |
არა |
64.2%25 |
64.2%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
20.4%25 |
20.4%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან, მერიასთან და თბილისის გამგეობებთან კომუნიკაციის პრობლემები. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 16.6%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონია. საგულისხმოა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას საკრებულოსთან, მერიასთან და გამგეობებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია (72.2%25), შესაბამისად, მათთან კომუნიკაციის პრობლემები არ გამოკვეთილა.
![]() |
3.6 2.6. ცალკეული რეგიონების ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთ აღინიშნა, კვლევა მიმდინარეობდა საქართველოს ყველა რეგიონში/მხარეში. ქვემოთ წარმოგიდგენთ მონაცემთა ანალიზს ცალკეული რეგიონების მიხედვით.
![]() |
3.7 2.7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
მოსახლეობის ერთმა მესამედმა (35%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა ამ სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი მხოლოდ 1.6%25-სთვის არის ცნობილი. აჭარაში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღის შესახებ ინფორმაციას ძირითადად სამი წყაროდან იღებენ: 1. საკრებულოს/გამგეობის თანამშრომელი; 2. გამგეობის რწმუნებული; 3. ნაცნობები.
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა მოსახლეობის ინფორმირებულობა თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ აჭარაში მოსახლეობის 28.9%25 ფლობს ამ ინფორმაციას. აჭარაში მნიშვნელოვნად მაღალია საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. აქ მოსახლეობის სამმა მეოთხედმა იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს (74.5%25), რაც თითქმის ორჯერ მაღალია საშუალო რეგიონალურ მაჩვენებელზე (39.5%25). უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტის შესახებ - ეს მაჩვენებელი 72.6%25-ს აღწევს. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, მოსახლეობა ძირითადად ტელევიზიიდან (42%25) ნაცნობებისგან (35.6%25), საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლებისგან (30.8%25) და გამგეობის რწმუნებულისგან (24%25) იღებს ინფორმაციას. (იხ. დიაგრამა №31)
დიაგრამა №31. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (53.2%25) იცის, რომ უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები/წინადადებები წარადგინოს. ამ მაჩვენებლით აჭარა მხოლოდ მცხეთა-მთიანეთს ჩამორჩება. აჭარაში ათი მოსახლიდან მხოლოდ ერთმა არ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული (9.6%25). აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის 28.8%25 აცხადებს, რომ მათ თავიანთი რწმუნებული აწვდის ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ მაჩვენებლით აჭარა თითქმის ორჯერ უსწრებს საშუალო რეგიონალურ მაჩვენებელს და მხოლოდ მცხეთა-მთიანეთს და რაჭას ჩამორჩება. მოსახლეობის მხოლოდ 3.6%25 აცხადებს, რომ ეცნობა ზოგადად თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას. დარჩენილი 96.4%25-სთვის ეს საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 19.8%25 ამბობს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო ოთხიდან სამი მოსახლე (76.7%25) ინდიფერენტულია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მიმართ. (იხ. დიაგრამა №32)
დიაგრამა №32. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის მხოლოდ 3.6%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათთვის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძირითად წყაროებს საკრებულოს/გამგეობის თანამშრომელი, გამგეობის რწმუნებული და ნაცნობები წარმოადგენენ.
მოქალაქეთა აქტივობა
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აჭარის მოსახლეობა, საკრებულოებთან კომუნიკაციის მხრივ, პასიურია. საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება ნაკვლევი მოსახლეობის 3.5%25-ს აქვს. თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის დაბალ დონესა და მათ პასიურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მათ დიდ უმრავლესობას (93.8%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 2.7%25-მა სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება, რადგან ვერ გაიგო როდის იყო დანიშნული სხდომა. (იხ. დიაგრამა №33)
დიაგრამა №33. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავს ინიციატივაში აჭარის არც ერთ მოსახლეს არ მიუღია მონაწილეობა შესწავლილ იქნა ასევე მოსახლეობის გამგეობის რწმუნებულთან მიმართვის სიხშირე გამგეობასთან კომუნიკაციაში დასახამარებლად. საზოგადოების აქტივობა ამ თვალსაზრისით საკმაოდ დაბალია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით დამახასიათებელი აღმოჩნდა აჭარისთვის, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 2.9%25 აცხადებს, რომ მსგავსი გამოცდილება აქვს.
გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ძირითადად ორი ფაქტორით არის გამოწვეული: მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (79.1%25), ხოლო 20.9%25 მიიჩნევდა, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა.
უნდა ითქვას, რომ აჭარის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვითმმართველობის ორგანოებიდან გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკის თვალსაზრისითაც პასიურია და მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს ასევე გამგეობის/საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისით. მოსახლეობის მხოლოდ 0.7%25-მა განაცხდა, რომ გამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის ორგანიზება (საშუალო რეგიონული მაჩვენებელია 3.3%25). საგულისხმოა, რომ ყველა აღნიშნული შემთხვევა დაკმაყოფილდა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. აჭარის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (28.7%25). დანარჩენმა 71.3%25-მა კი გვითხრა, რომ რწმუნებული ასეთ შეხვედრებს ატარებს (იხ. დიაგრამა №34)
დიაგრამა №34. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა თავისი ინიციატივით გამგეობის რწმუნებული ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ აჭარის რეგიონში რწმუნებულები საკმაოდ აქტიურები აღმოჩნდნენ. Mოსახლეობის
ნახევარზე ოდნავ მეტმა (53.3%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №35)
დიაგრამა №35. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ გამგეობის რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას, თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აჭარის რეგიონში მაცხოვრებელთა 34.8%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში (65.2%25) მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №36)
დიაგრამა №36. გამგეობის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ აჭარის მოსახლეობის 2.9%25-ს რწმუნებულისთვის მიუმართავს გამგეობასთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის. მათ ერთ ნაწილს რწმუნებულმა დახმარება გაუწია, ზოგ შემთხვევაში კი ეს ვერ მოხერხდა. მონაცემთა სიმცირის გამო რაოდენობრივი მაჩვენებლების წარმოდგენა არამიზანშეწონილია.
ასევე შესწავლილ იქნა მოსახლეობასთან საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენელთა შეხვედრების სიხშირე. მოსახლეობის 43.9%25 აცხადებს, რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. მაშინ როცა გამგეობა უფრო აქტიურია, ყველა მოსახლე აღნიშნავს, რომ იგი წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ მაინც აწყობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. როგორც ირკვევა, საკრებულოც და გამგეობაც მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად წელიწადში ერთხელ აწყობენ. (იხ. ცხრილი №2)
ცხრილი №3. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
2%25 |
0%25 |
დიახ, |
7%25 |
1%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
21%25 |
20%25 |
დიახ, წელიწადში |
26%25 |
73%25 |
არა |
44%25 |
0%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
0%25 |
0%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. მოსახლეობის 85.7%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონია.
კომუნიკაციის პრობლემებად კი შემდეგი დასახელდა:
მომსახურების მიღების პრობლემა (9.4%25);
ინფორმაციის მოპოვების პრობლემა (7.4%25);
შეხვედრის პრობლემა (1.8%25).
![]() |
3.8 2.8. გურია |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
გურიის რეგიონის მოსახლეობის უმრავლსობამ (61.4%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია. სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი მოსახლეობის 12%25-სთვის არის ცნობილი, რაც საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე 3.5 პროცენტული ერთეულით მაღალია. გურიის რეგიონში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად ბეჭდური მედიიიდან, ტელევიზიიდან,
ნაცნობებისაგან და გამგეობის რწმუნებულისაგან იღებენ. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ გურიის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ფაქტიც ცნობილია (64%25). ამ მაჩვენებლით გურია ყველა სხვა რეგიონს უსწრებს.
გურიის მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. მათმა ნახევარმა იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს (52.2%25) და მხარის თითქმის ყველა მოსახლე (98.4%25) იღებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მხოლოდ 1.6%25 რჩება ამ ინფორმაციის გარეშე. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, მოსახლეობა ძირითადად ბეჭდური მედიის (85.8%25), ნაცნობებისა (70.8%25) და ტელევიზიის (39.2%25) საშუალებით იღებს ინფორმაციას. (იხ. დიაგრამა №37)
დიაგრამა №37. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ გურიის მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მათმა მხოლოდ ნახევარმა (53.2%25) იცის, რომ უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები/შენიშვნები წარადგინოს. ამ მაჩვენებლით გურიას მხოლოდ მცხეთა-მთიანეთი უსწრებს.
გურიაში მაღალია გამგეობის რწმუნებულის ინსტიტუტის ცნობადობა. აქ თითქმის ყველა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული (98.3%25). მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, გურიის მოსახლეობის 78.4%25 აცხადებს, რომ მათი რწმუნებული მოსახლეობას არ აწვდის ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე.
გურიის რეგიონის მოსახლეობის ორი მეხუთედია ინფორმირებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 38%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 62%25-სთვის ეს საქმიანობა სხვადასხვა მიზეზების გამო უცნობია. კერძოდ, 53%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 9%25 ამ კუთხით ინდიფერენტული აღმოჩნდა. (იხ. დიაგრამა №38)
დიაგრამა №38. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის 38%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათთვის ამ კუთხით ინფორმაციის წყაროებს ტელევიზია (87.5%25) და ბეჭდური მედია (76.9%25) წარმოადგენს.
მოქალაქეთა აქტივობა
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გურიის მოსახლეობა ბევრ სხვა რეგიონთან შედარებით აქტიურია საკრებულოებთან ურთიერთობაში. საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება რეგიონის მოსახლეობის 8.1%25-ს აქვს. თუმცა, რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (91.4%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 0.5%25-მა, სურვილის მიუხედავად, დროის უქონლობის გამო სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა. (იხ. დიაგრამა №39)
დიაგრამა №39. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის, ვისაც სხდომაზე დასწრების გამოცდილება აქვს, ნახევარი ისე შევიდა სხდომათა დარბაზში, რომ წინასწარ არავისთვის მიუმართავს. ნაწილმა კი ან გამგეობის რწმუნებულს, ან საკრებულოს წევრს მიმართა სხდომაზე დასასწრებად.
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა მიღებული აქვს მოსახლეობის 3.9%25-ს. გურიაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია მოსახლეობის მიერ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების/შენიშვნების წარდგენის პრაქტიკა. გამოკითხულთა 15.3%25 ადასტურებს, რომ მათ აქვთ ასეთი გამოცდილება. ამ მაჩვენებლით გურია მხოლოდ რაჭას ჩამორჩება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ წინადადებები/შენიშვნები აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ზეპირად იყო წარმოდგენილი.
გურიის რეგიონის მოსახლეობა გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც საკმაო აქტივობას იჩენს, ამ რეგიონის მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტი (27.2%25) აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავსრწმუნებულისთვის გამგეობასთან ან საკრებულოსთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით, ხოლო 72.8%25-ს მსგავსი გამოცდილება არა აქვს, რის მიზეზადაც ძირითადად ორი ფაქტორი სახელდება. კერძოდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (71.6%25), ხოლო 28.4%25 მიიჩნევდა, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის მოსახლეობის 2.1%25-ს აქვს. მათ ისიც აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის ორგანოების გამოთხოვილ ინფორმაციას სრულად არ იძლევიან.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისით. რეგიონის მოსახლეობის 3.0%25-მა განაცხადა, რომ გამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია ასეთი შეხვედრის ორგანიზება. საგულისხმოა, რომ ყველა აღნიშნული შემთხვევა დაკმაყოფილდა.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, გურიის მოსახლეობა სხვა რეგიონებთან შედარებით აქტიურია, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი წილი ზოგადად მაინც დაბალია.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. გურიის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტმა განაცხადა, რომ გამგეობის რწმუნებული არ ატარებს მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს (28.8%25). 69.9%25-მა კი აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული ამ მხრივ აქტიურია. (იხ. დიაგრამა №40)
დიაგრამა №40. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ, გურიის რეგიონში რწმუნებულები საკმაოდ აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის უმრავლესობამ (64.1%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №41)
დიაგრამა №41. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. გურიის რეგიონში მაცხოვრებელთა უმრავლესობამ (71.7%25-მა) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო 27.5%25-ის თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №42)
დიაგრამა №42. გამგეობის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ გურიის რეგიონის მოსახლეობის 27.2%25-ს გამგეობის რწმუნებულისთვის მიუმართავს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისათვის. მათ დიდ ნაწილს რწმუნებულმა დახმარება გაუწია (82.7%25), დანარჩენის დახმარება კი ვერ მოხერხდა (17.3%25). ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. გურიის რეგიონის მოსახლეობის 50.6%25 აცხადებს რომ საკრებულო მოსახლეობასთან შეხვედრებს არ აწყობს. მაშინ როცა გამგეობა უფრო აქტიურია, ყველა მოსახლე აღნიშნავს, რომ იგი წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ მაინც აწყობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. როგორც ირკვევა, საკრებულოც და გამგეობაც მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად წელიწადში ერთხელ აწყობენ. (იხ. ცხრილი №4)
ცხრილი №4. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
15.3%25 |
11.1%25 |
დიახ, |
16.9%25 |
20.5%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
6.3%25 |
25.4%25 |
დიახ, წელიწადში |
10.9%25 |
41.0%25 |
არა |
50.6%25 |
0%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0.9%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
0%25 |
1.2%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. გურიის მოსახლეობის 86%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია.
კომუნიკაციის პრობლემებად კი შემდეგი დასახელდა:
შეხვედრის პრობლემა (8.4%25);
მომსახურების მიღების პრობლემა (3.4%25);
სხვა სახის პრობლემები (2.3%25).
![]() |
3.9 2.9. იმერეთი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
იმერეთის მოსახლეობის ორმა მეხუთედმა (38.1%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველა მოსახლეს შეუძლია, ხოლო ამ სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი 12.9%25-სთვის არის ცნობილი. იმერეთის რეგიონში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად შემდეგი წყაროებიდან იღებენ: ბეჭდური მედია, ტელევიზია, ნაცნობები.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშეE სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ იმერეთის მოსახლეობის მხოლოდ 9.9%25-სთვის არის ეს ცნობილი.
იმერეთის რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით ერთმა მესამედმა (31.3%25) იცის, რომ ყველას აქვს უფლება გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, ამ მხარის მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტი იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით (56.6%25). რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, აქ ისინი ძირითადად ტელევიზიისა (51.3%25) და ბეჭდური მედიის (16.5%25) სახით არის წარმოდგენილი. (იხ. დიაგრამა №43)
დიაგრამა №43. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გარკვეულ ინფორმაციას იღებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ამ მხარის მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეოთხედმა (31.3%25) თუ იცის, რომ უფლება აქვს აღნიშნულ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები/შენიშვნები წარადგინოს, ხოლო დარჩენილი 68.7%25-სთვის ეს ფაქტი უცნობია.
იმერეთში ათიდან ცხრა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს/უბანს ჰყავს რწმუნებული (89.4%25). თუმცა მოსახლეობის 81%25 აცხადებს, რომ მათი რწმუნებული არ აწვდის მათ ინფორმაციას გამგეობის/მერიის საქმიანობაზე. იმერეთის მოსახლეობის ერთი მეოთხედია ინფორმირებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 25.3%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 74.7%25-სთვის ასეთი საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 25.3%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 49.5%25 ამ კუთხით ინდიფერენტულია. (იხ. დიაგრამა №44)
დიაგრამა №44. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის მხოლოდ 25.3%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათთვის ამ საკითხზე ინფორმაციის წყაროებს ტელევიზია, ბეჭდური მედია, რადიო და ახლობლები წარმოადგენენ (მონაცემთა სიმცირის გამო პროცენტული მაჩვენებლების წარმოადგენა არ არის სტატისტიკურად მართებული).
მოქალაქეთა აქტივობა
იმერეთში საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება აქვს რეგიონის მოსახლეობის 4.9%25-ს. რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (85.8%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 9.3%25-მა, სურვილის მიუხედავად, დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება ან არ იცოდა როდის იყო სხდომა დანიშნული. (იხ. დიაგრამა №45)
დიაგრამა №45. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. იმერეთის მოსახლეობის 5.3%25-ს ასეთ ინიციატივაში მონაწილეობა მიუღია.
მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტი (56.6%25) ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას იღებს, მხოლოდ 2.7%25-ს აქვს წარდგენილი საკუთარი წინადადებები/შენიშვნები აღნიშნული საკითხის შესახებ. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც შენიშვნები ზეპირად იყო გადმოცემული.
იმერეთის მოსახლეობა არც გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისით გამოირჩევა აქტიურობით. ამ რეგიონის მოსახლეობის 16.1%25 აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის გამგეობასთან/მერიასთან ან საკრებულოსთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით, ხოლო დიდ უმრავლესობას 83.9%25-ს მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია, ამის მიზეზად აქაც ძირითადად ორი ფაქტორი სახელდება: მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (73.4%25), ხოლო 26%25 მიიჩნევდა, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა იმერეთის მოსახლეობის 3.4%25-ს აქვს. აქაც აღინიშნა, რომ თვითმმართველობის ორგანოების გამოთხოვილ ინფორმაციას სრულად არ იძლევიან.
მოსახლეობა სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მაღალ აქტივობას იჩენს გამგეობის/მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისით.
მოსახლეობის 5.7%25-მა განაცხდა, რომ გამგეობის/მერიის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება საშუალო რეგიონულ მაჩვენებლს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შემთხვევათაგან მხოლოდ ნახევარი დაკმაყოფილდა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. იმერეთის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ერთმა მესამედმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (33.5%25), ხოლო 41.7%25-ის თქმით კი, რწმუნებული ამ მხრივ აქტიურია. (იხ. დიაგრამა №46)
დიაგრამა №46. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ იმერეთის რეგიონში რწმუნებულები არც თუ საკმარისად აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეოთხედმა (26.1%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №47)
დიაგრამა №47. იკვლევს თუ არა გამგეობის./მერიის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმერეთის რეგიონში მაცხოვრებელთა 20.7%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო 53.8%25-ის თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №48)
დიაგრამა №48. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ იმერეთის რეგიონის მოსახლეობის 16.1%25-ს მიუმართავს გამგეობის/მერიის რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისათვის. მათგან დიდ ნაწილს (75.5%25) რწმუნებულმა დახმარება გაუწია, ხოლო დანარჩენის დახმარება ვერ მოხერხდა. ასევე შესწავლილ იქნა მოსახლეობასთან საკრებულოს წევრებისა და გამგეობის/მერიის წარმომადგენელთა შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის 52.3%25 აცხადებს რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. მაშინ როცა გამგეობა/მერია უფრო აქტიურია. გამოკითხულთა მხოლოდ 4.4%25 აღნიშნავს, რომ გამგეობა/მერია არ აწყობს მოსახლეობასთან შეხვედრებს როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის/მერიის შეხვედრები მოსახლეობასთან ძირითადად წელიწადში ერთხელ ხდება. (იხ. ცხრილი №5)
ცხრილი №5. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობების/მერიის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
0%25 |
0%25 |
დიახ, |
2.1%25 |
1.7 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
4.4%25 |
4.0%25 |
დიახ, წელიწადში |
19.9%25 |
23.0%25 |
არა |
52.3%25 |
4.4%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
1.4%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
21.2%25 |
65.5%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციის პრობლემები. იმერეთის მოსახლეობის მხოლოდ 33.5%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, 37%25-ის თქმით, მათ საერთოდ არა აქვთ შეხება საკრებულოს, მერიასა და გამგეობასთან, შესაბამისად, თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის პრობლემები არ გამოკვეთილა.
![]() |
3.10 2.10. კახეთი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
კახეთის რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მესამედმა (34.9%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია. სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი კი მხოლოდ 2.8%25-სთვის არის ცნობილი, რაც საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე 3-ჯერ დაბალია. კახეთის რეგიონში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლისგან ან ტელევიზიიდან იღებენ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ ეს მოსახლეობის მხოლოდ 7.5%25- სთვის არის ცნობილი (საშუალო რეგიონული - 21.5%25).
კახეთის რეგიონში მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეოთხედმა იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს (27.8%25). დაბალია მოსახლეობის მიერ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცნობის პრაქტიკაც. მოსახლეობის 77.5%25 საერთოდ არ იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტზე, ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია (საშუალო რეგიონული - 47.1%25). ხოლო მათთვის, ვინც ბიუჯეტის პროექტს ეცნობა, ინფორმაციის წყაროებს ძირითადად ტელევიზია ან ბეჭდური მედია წარმოადგენს. (იხ. დიაგრამა №49)
დიაგრამა №49. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
კახეთის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე მათ მიერ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებების/შენიშვნების წარდგენის უფლების შესახებ ძალზე დაბალია. კახეთის მოსახლეობის მხოლოდ 18.1%25-მა იცის, რომ შეუძლია თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარადგინოს წინადადებები/შენიშვნები.
კახეთის რეგიონში მოსახლეობის 88.2%25-მა იცის, რომ მის თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92%25) აცხადებს, რომმათი რწმუნებული მოსახლეობას არ აწვდის ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე.
წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეათედია ინფორმირებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 8.3%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, რაც თითქმის სამჯერ დაბალია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. დარჩენილი 91.7%25-სთვის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 19.5%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 72.2%25 ამ კუთხით ინდიფერენტულია. (იხ. დიაგრამა №50)
დიაგრამა №50. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
მათთვის, ვინც იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, ინფორმაციის წყაროებს ტელევიზია, რადიო და საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლები წარმოადგენენ.
მოქალაქეთა აქტივობა
კახეთში საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება აქვს ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 4.5%25-ს. რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (88.2%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 7.3%25-მა სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება, რადგან ვერ გაიგო როდის იყო დანიშნული სხდომა. (იხ. დიაგრამა №51)
დიაგრამა №51. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის, ვისაც სხდომაზე დასწრების გამოცდილება აქვს, უმეტესობას წინასწარ არავისთვის მიუმართავს, ნაწილმა კი (15.8%25) საკრებულოს/გამგეობის თანამშრომელს მიმართა. საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავსი აქტივობა განხორციელებული აქვს კახეთის რეგიონის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს - 15.9%25-ს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კახეთის რეგიონის მოსახლეობის 22.5%25 გარკვეულ ინფორმაციას იღებს ბიუჯეტის პროექტის შესახებ, მათგან 5.9%25-ს ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკუთარი წინადადებები/შენიშვნები აქვს წარდგენილი, რაც თითქმის 2 პროცენტული ერთეულით მეტია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ყველა დასახელებულ შემთხვევაში შენიშვნები წერილობითი ფორმით იყო წარმოდგენილი.
კახეთის რეგიონის მოსახლეობა შედარებით აქტიურია გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც, ამ რეგიონის მოსახლეობის ერთი მეხუთედი (20.9%25) აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით, ხოლო 79.1%25-ს მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია. ამის მიზეზად კვლავ ორი ძირითადი ფაქტორი სახელდება. კერძოდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (92.6%25), 5.8%25-ს მიაჩნდა, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა კახეთის რეგიონის არც ერთ მოსახლეს არ გააჩნია. მოსახლეობა შედარებით მაღალ აქტივობას იჩენს გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. რეგიონის მოსახლეობის 6.5%25-მა განაცხდა, რომ გამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება, რაც ორჯერ აღემატება საშუალო რეგიონულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნათა მხოლოდ ნახევარი დაკმაყოფილდა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. კახეთის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ერთ მეხუთედზე ოდნავ მეტმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებულიარ ატარებს მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს (22%25), ხოლო 49.1%25-ის თქმით კი რწმუნებული ამ მხრივ აქტიურია. (იხ. დიაგრამა №52)
დიაგრამა №52. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ კახეთის რეგიონში რწმუნებულები საკმაოდ პასიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეოთხედმა (27%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №53)
დიაგრამა №53. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. კახეთის რეგიონში მაცხოვრებელთა 26.8%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო უმეტეს შემთხვევებში (69.7%25), მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №54)
დიაგრამა №54. გამგეობის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ კახეთის რეგიონის მოსახლეობის 20.9%25-ს რწმუნებულისთვის მიუმართავს თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის. მათგან დიდ ნაწილს რწმუნებულმა დახმარება გაუწია.
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 8.9%25 აცხადებს რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. მაშინ როცა გამგეობა უფრო აქტიურია, რეგიონის არც ერთ მაცხოვრებელს არ აღუნიშნავს, რომ გამგეობა მოსახლეობასთან შეხვედრებს არ აწყობს. როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის შეხვედრები მოსახლეობასთან ძირითადად წელიწადში ორჯერ ეწყობა. (იხ. ცხრილი №6)
ცხრილი №6. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
4.0%25 |
4.0%25 |
დიახ, |
6.3%25 |
5.6%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
13.3%25 |
19.5%25 |
დიახ, წელიწადში |
8.2%25 |
9.4%25 |
არა |
8.9%25 |
0%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0.5%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
59.3%25 |
61.1%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. კახეთის მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არის (95.9%25). კომუნიკაციის ერთადერთ პრობლემად აქ მომსახურების მიღების პრობლემა დასახელდა.
![]() |
3.11 2.11. მცხეთა-მთიანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ (75.4%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია. ამ პარამეტრით მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს სხვა რეგიონებთან მიმართებაში. სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი 12.4%25-სთვის არის ცნობილი - ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას რეგიონის მოსახლეობა ძირითადად შემდეგი წყაროებიდან იღებს: ნაცნობები/ახლობლები, საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლები, გამგეობის რწმუნებული.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა გურიის შემდეგ ამ კუთხით ყველაზე ინფორმირებულია. ამ უფლების შესახებ მოსახლობის ნახევარზე ოდნავ მეტისათვის (58%25) არის ცნობილი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობის უმეტესობამ იცის, რომ მათ უფლება აქვთ გაეცნონ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს (72.2%25). რეგიონის მოსახლეობა ამ მხრივაც ყველაზე ინფორმირებულია. ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეგიონის მოსახლეობის 66.1%25 იღებს. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, მოსახლეობა ძირითადად ნაცნობებისგან, რწმუნებულისაგან და საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლებისგან იღებს ინფორმაციას. (იხ. დიაგრამა №55)
დიაგრამა №55. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ (68.6%25) იცის, რომ უფლება აქვს აღნიშნულ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები/შენიშვნები წარადგინოს, ამ პარამეტრითაც მცხეთა-მთიანეთის პირველ ადგილზეა.
რეგიონში მაღალია ასევე გამგეობის რწმუნებულის ინსტიტუტის ცნობადობა. აქ თითქმის ყველა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული (98.7%25) და ნახევარზე მეტი (52.3%25) ადასტურებს, რომ რწმუნებული აწვდის მათ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე.
მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის ერთი მესამედი ინფორმირებულია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 30.7%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 69.3%25 სთვის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 19.6%25 ამბობს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 49.7%25 ამ კუთხით ინდიფერენტულია. (იხ. დიაგრამა №56)
დიაგრამა №56. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის 30.7%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათთვის ამ საკითხზე ინფორმაციის წყაროებს წარმოადგენენ: რწმუნებული, საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლები, ახლობლები და ტელევიზია.
მოქალაქეთა აქტივობა
საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 4%25-ს აქვს. რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას (82.5%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 13.5%25-მა, სურვილის მიუხედავად, ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება დროის უქონლობის გამო, ან იმ მიზეზით, რომ ვერ გაიგო როდის იყო სხდომა დანიშნული. (იხ. დიაგრამა №57)
დიაგრამა №57. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. ასეთ ინიციატივებში მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის 1.1%25-ს აქვს მიღებული მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი (69%25) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას იღებს, მათგან მხოლოდ 3.6%25-ს აქვს წარდგენილი საკუთარი წინადადებები და შენიშვნები აღნიშნული პროექტის შესახებ. შენიშვნები უმეტეს შემთხვევაში ზეპირად იყო ნათქვამი გამგებელთან ან საკრებულოს წევრთან. მათი მხოლოდ მეხუთედი იყო წერილობით წარდგენილი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც უფრო აქტიურია. ამ რეგიონის მოსახლეობის ერთ მეხუთედი (21%25) აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის გამგეობასთან ან საკრებულოსთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით, ხოლო 79%25-ს მსგავსი გამოცდილება არ აქვს, რის მიზეზადაც ძირითადად ორი ფაქტორი სახელდება. კერძოდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს, უბრალოდ, არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (78%25), ხოლო 21.2%25 მიაჩნია, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის მოსახლეობის 2.1%25-ს აქვს. მათ აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის ორგანოები გამოთხოვილ ინფორმაციას სრულად არ იძლევიან.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისით. ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის 1.8%25-მა განაცხდა, რომ გამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. საგულისხმოა, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა განაცხადა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (24.2%25). 72.3%25-მა კი აღნიშნა, რომ რწმუნებული ამ მხრივ აქტიურია. (იხ. დიაგრამა №58)
დიაგრამა №58. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით იკვლევს თუ არა რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ მცხეთამთიანეთის რეგიონში რწმუნებულები საკმაოდ აქტიურები აღმოჩნდნენ მოსახლეობის უმრავლესობამ (71.3%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №59)
დიაგრამა №59. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაცხოვრებელთა ნახევარმა - 54.2%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო 33.1%25-ის თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №60)
დიაგრამა №60. გამგეობის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის 21%25-ს მიუმართავს რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის. მათგან დიდ ნაწილს რწმუნებულმა დახმარება გაუწია, დანარჩენის დახმარება კი ვერ მოხერხდა.
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. ამ თვალსაზრისით, წარმოდგენილ რეგიონში საკრებულო და გამგეობა საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა. მოსახლეობის მხოლოდ 25.2%25-მა აღნიშნა, რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან, ხოლო იგივე მაჩვენებელი გამგეობისათვის მხოლოდ 3%25-ს უდრის. როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის მხრიდან მოსახლეობასთან შეხვედრები, უმეტეს შემთხვევაში, მინიმუმ, ყოველკვარტალურია. (იხ. ცხრილი №7)
ცხრილი №7. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
23.5%25 |
24.2%25 |
დიახ, |
27.7%25 |
24.3%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
3.3 %25 |
6.9%25 |
დიახ, წელიწადში |
18.4%25 |
22.0%25 |
არა |
25.2%25 |
3.0%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0.6%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
1.9%25 |
18.8%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. უნდა აღინიშნოს, რომ, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის თქმით, მათ არავითარი პრობლემა არა აქვთ გამგეობასთან/საკრებულოსთან კომუნიკაციისას (97%25).
![]() |
3.12 2.12. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
რაჭაში მოსახლეობის უმრავლესობამ (66.8%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, მოსახლეობის ერთი მესამედი (31%25) აცხადებს, რომ იცის საკრებულოს სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციის წყაროებად კი ისინი საკრებულოს თანამშრომლებსა და გამგეობას ასახელებენ. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ რაჭის მოსახლეობის ერთი მეხუთედისათვის (20.7%25) ეს ცნობილია. შესაბამისად, 79.3%25-მა არ იცის ამ უფლების შესახებ.
წარმოდგენილ რეგიონში მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტმა (54%25) იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, ამ მხარის მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი (35%25) იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად 65%25 საერთოდ არ იღებს ამგვარ ინფორმაციას. ინფორმაციის წყაროებად კი მოსახლეობა ძირითადად გამგეობის რწმუნებულსა და საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლებს ასახელებს. (იხ. დიაგრამა №61)
დიაგრამა №61. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
რაჭის რეგიონის ხუთი მაცხოვრებლიდან ორმა იცის, რომ უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარადგინოს საკუტარი წინადადებები/შენიშვნები (43.3%25).
რაჭაში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, მაღალია გამგეობის რწმუნებულის ინსტიტუტის ცნობადობა. აქ ათიდან ცხრა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული (93.3%25). მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, მოსახლეობის 46.1%25 აცხადებს, რომ მათი რწმუნებული არ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის ერთი მესამედი ინფორმირებულია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებაც. მათი 33.1%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 67.9%25-სთვის ინფორმაცია საქმიანობის შესახებ არ არის ცნობილი სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 26.7%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 40.1%25 ინდიფერენტული აღმოჩნდა საკუთარი მუნიციპალიტეტის საქმიანობის მიმართ. (იხ. დიაგრამა №62)
დიაგრამა №62. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის 33.1%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათთვის ამ ინფორმაციის წყაროებს ახლობლები, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები წარმოადგენენ (მონაცემთა სიმცირის გამო პროცენტული მაჩვენებლების წარმოდგენა არ არის სტატისტიკურად მართებული).
მოქალაქეთა აქტივობა
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რაჭის მოსახლეობა, სხვა რეგიონებთან შედარებით, საკმაოდ აქტიურია საკრებულოსთან/გამგეობასთან კომუნიკაციაში. საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება მოსახლეობის 20.5%25-ს აქვს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ნახევარს (52,2%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 27.3%25-მა სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება დროის უქონლობის გამო ან არ იცოდა როდის იყო სხდომა დანიშნული. (იხ. დიაგრამა №63)
დიაგრამა №63. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ ასეთ აქტივობაში რაჭის მოსახლეობის 9.0%25-ს აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებლია. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების მომზადებისა და წარდგენის თვალსაზრისითაც, რაჭა სხვა რეგიონებთან შედარებით საკმაოდ აქტიურია. მათ შორის, ვინც აღნიშნულ ბიუჯეტთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას იღებს, 22.5%25 აცხადებს, რომ წარუდგენია საკუთარი წინადადებები/შენიშვნები აღნიშნული პროექტის შესახებ. ეს შენიშვნები კი როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმისა იყო. რაჭის რეგიონის მოსახლეობა გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც, შედარებით მაღალი აქტივობით გამოირჩევა. ამ რეგიონის მოსახლეობის 27.8%25 აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით. მათი დიდი ნაწილი კი, ვისაც მსგავსი ქმედება არასდროს განუხორციელებია, მიიჩნევს, რომ რწმუნებულის დახმარების საჭიროება არ არსებობს (91.8%25).
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის მოსახლეობის 4.8%25-ს აქვს. მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვისას არავითარი პრობლემა არ შეჰქმნიათ.
რაჭის რეგიონში დაბალია მოსახლეობის აქტივობა
გამგეობასთან/საკრებულოსთან კომუნიკაციის მხრივ. მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 3.5%25-მა განაცხდა, რომ გამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება. საგულისხმოა, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად რაჭის მოსახლეობა, სხვა რეგიონის მაცხოვრებლებთან შედარებით, საკმაო აქტივობას იჩენს თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის თვალსაზირსით. თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. რაჭის რეგიონში ათიდან მხოლოდ ერთმა მოსახლემ განაცხადა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (14.4%25). 9.4%25-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა, ხოლო დანარჩენმა 76.2%25-მა კი აღნიშნა, რომ რწმუნებული ამ მხრივ აქტიურია. (იხ. დიაგრამა №64)
დიაგრამა №64. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
ოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ რაჭის რეგიონში რწმუნებულები საკმაოდ აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის დიდმა ინტერესდება რაიონის მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №65)
დიაგრამა №65. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას, თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაჭის რეგიონში მაცხოვრებელთა უმრავლესობამ (77.4%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო 18.3%25-ის თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №66)
დიაგრამა №66. გამგეობის რწმუნებულის მხრიდან პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ რაჭის რეგიონის მოსახლეობის 27.8%25-ს მიუმართავს რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის. მათგან დიდ ნაწილს რწმუნებულმა დახმარება გაუწია.
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის 30%25 აცხადებს რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. მაშინ როცა გამგეობა უფრო აქტიურია. აქ არც ერთ მოსახლეს არ განუცხადებია, რომ გამგეობა არ აწყობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. (იხ. ცხრილი №9)
ცხრილი №9. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
6.7%25 |
13.7%25 |
დიახ, |
23.30.5%25 |
21.7%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
19.7%25 |
16.6%25 |
დიახ, წელიწადში |
17.7%25 |
34.4%25 |
არა |
30.0%25 |
0.0%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0.0%25 |
0.0%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
2.5%25 |
13.7%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. რაჭის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (89.1%25) აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არის. გამგეობასთან/საკრებულოსთან კომუნიკაციის პრობლემებად კი მომსახურების მიღებასა და ინფორმაციის მოპოვებაში არსებული წინააღმდეგობები დასახელდა.
![]() |
3.13 2.13. სამეგრელო-ზემო სვანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის 45.2%25-მა იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა ამ სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი მხოლოდ 6.6%25-სთვის არის ცნობილი. სამეგრელოს რეგიონში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან ან საკრებულოს/გამგეობის/მერიის თანამშორმლებისგან იღებენ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ სამეგრელოს მოსახლეობის ერთი მეოთხედისთვის არის ეს ფაქტი ცნობილი (27.3%25).
წარმოდგენილ რეგიონში მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს (51%25). მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, ამ მხარის მოსახლეობის უმრავლესობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით (66.8%25). ინფორმაციის წყაროდ კი მოსახლეობა, ძირითადად, ტელევიზიას ასახელებს. (იხ. დიაგრამა №67)
დიაგრამა №67. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მათმა მხოლოდ ერთმა მესამედმა (33.2%25) იცის, რომ უფლება აქვს აღნიშნული ბიუჯეტის შესახებ წარადგინოს საკუთარი წინადადებები/შენიშვნები.
სამეგრელოში, სხვა რეგიონებთან შედარებით, დაბალია გამგეობის/მერიის რწმუნებულის ინსტიტუტის ცნობადობა. რეგიონის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა არ იცის რომ მათ თემს/დაბას/სოფელს/უბანს ჰყავს რწმუნებული (25.1%25).
ასევე დაბალია გამგეობის/მერიის რწმუნებულისაგან მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი. მოსახლეობის უმრავლესობა - 91.2%25 აცხადებს, რომ მათი რწმუნებული მოსახლეობას საერთოდ არ აწვდის ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე.
წარმოდგენილი რეგიონის ათი მოსახლიდან მხოლოდ ერთია ინფორმირებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 14.1%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 85.9%25-სთვის ინფორმაცია საქმიანობის შესახებ უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 53.7%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 32.2%25 ინდიფერენტულია ამ საკითხის მიმართ. (იხ. დიაგრამა №68)
დიაგრამა №68. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
მათთვის, ვინც გარკევულ ინფორმაციას იღებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე, ამ ინფორმაციის წყაროს, ძირითადად, ტელევიზია ან ნაცნობ/ახლობლები წარმოადგენენ.
მოქალაქეთა აქტიობა
სხვა რეგიონებთან შედარებით, საკრებულოს სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მაღალია და 6.9%25-ს შეადგენს, თუმცა რეგიონის მოსახლეობის ნახევარს (49.7%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 43.4%25-მა სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება დროის უქონლობის ან სხდომის გამართვის კონკრეტული თარიღის არცოდნის გამო. (იხ. დიაგრამა №70)
დიაგრამა №70. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ შორის, ვისაც სხდომაზე დასწრების გამოცდილება აქვს, უმეტესობა ისე შევიდა სხდომათა დარბაზში, რომ წინასწარ არავისთვის მიუმართავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ სამსახურიდან იყო მიწვეული.
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. ასეთ ინიციატივებში სამეგრელოს მოსახლეობის 2.8%25-ს აქვს მონაწილეობა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა (66.8%25) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ, გარკვეულ ინფორმაციას იღებს, მათ მხოლოდ 2.7%25-ს აქვს წარდგენილი აღნიშნულიპროექტის შესახებ საკუთარი წინადადებები/შენიშვნები. აღსანიშნავია, რომ შენიშვნებიდან 28.7%25 წერილობით იქნა წარდგენილი, ხოლო 28.7%25 შემთხვევაში უშუალო მონაწილეობა დაფიქსირდა.
შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა, გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისით, არცთუ იმდენად პასიურია. ამ რეგიონის მოსახლეობის ერთ მეხუთედზე მეტი (22.1%25) აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით, ხოლო 77.9%25-ს მსგავსი გამოცდილება არ აქვს, ამის მიზეზად აქაც იგივე ფაქტორები სახელდება, თუმცა, უნდობლობის მომენტი აქ უფრო გამოკვეთილია - 38.7%25 მიიჩნევს, რომ რწმუნებული მას ვერაფრით დაეხმარება, ხოლო გამოკითხულთა დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (60.4%25). თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის მოსახლეობის 9.6%25-ს აქვს. თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის ორგანოები გამოთხოვილ ინფორმაციას არასრულად იძლევიან.
გამგეობის/მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისით, მოსახლეობა საშუალო რეგიონულზე უფრო აქტიურია. 4.8%25 აცხადებს, რომ გამგეობის/მერიის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შემთხვევათაგან 31%25 არ დაკმაყოფილდა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან სამეგრელოს რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ნახევარმა განაცხადა, რომ გამგეობის/მერიის რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (48.7%25), რაც 13 პროცენტული ერთეულით უფრო მაღალია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. (იხ. დიაგრამა №71)
დიაგრამა №71. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა გამგეობის/მერიის რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის 44.4%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით, ხოლო დარჩენილი 55.6%25-ის თქმით, რწმუნებულის მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №72)
დიაგრამა №72. იკვლევს თუ არა გამგეობის/მერიის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამეგრელოს რეგიონში მაცხოვრებელთა 40.8%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო 58.5%25-ის შემთხვევაში მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №73)
დიაგრამა №73. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის 22.1%25-ს მიუმართავს გამგეობის/მერიის რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის. მათგან ნახევარზე მეტს (56.4%25) რწმუნებულმა დახმარება გაუწია, ხოლო დანარჩენების დახმარება ვერ მოხერხდა (43.6%25).
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრების და გამგეობის/მერიის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა - 71.8%25 აცხადებს, რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. გამგეობა/მერია კი უფრო აქტიურია, მოსახლეობის მხოლოდ 14.1%25 აცხადებს, რომ იგი არ ხვდება მოსახლეობას
როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის/მერიის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრები ძირითადად წელიწადში ერთხელ ეწყობა. (იხ. ცხრილი №10)
ცხრილი №10. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობების/მერიის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
0%25 |
1.0%25 |
დიახ, |
3.2%25 |
1.5%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
2.4%25 |
5.6%25 |
დიახ, წელიწადში |
22.6%25 |
77.0%25 |
არა |
71.8%25 |
14.1%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
0%25 |
0.8%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან, მერიასა და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. სამეგრელოს მოსახლეობის 66%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ.
კომუნიკაციის პრობლემებად კი შემდეგი დასახელდა:
ინფორმაციის მოპოვების (16.2%25);
მომსახურების მიღების პრობლემა (21%25);
შეხვედრის პრობლემა (11%25).
![]() |
3.14 2.14. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის ორმა მეხუთედმა (43.5%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი მხოლოდ 7.8%25-სთვის არის ცნობილი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად შემდეგი წყაროებიდან იღებენ: ნაცნობები/ახლობლები, საინფორმაციო დაფა და ტელევიზია. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მხოლოდ 3.6%25-სთვის არის ცნობილი, რაც 5-ჯერ დაბალია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე.
წარმოდგენილ რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით ერთმა მეოთხედმა (26.3%25) იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. ამ მაჩვენებელთან შედარებით, ოდნავ მეტი მოსახლე იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით (39.8%25). შესაბამისად 60.2%25 ასეთ ინფორმაციას არ იღებს, რაც საკმაოდ მაღალია საშუალო რეგიონულ მაჩვენებლზე (47.1%25). ინფორმაციის წყაროდ აქ ძირითადად ტელევიზია სახელდება. (იხ. დიაგრამა №74)
დიაგრამა №74. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ორი მეხუთედი გარკვეულ ინფორმაციას იღებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, ამ მხარის მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეხუთედმა (20.4%25) იცის, რომ უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტზე წარადგინოს წინადადებები/შენიშვნები.
წარმოდგენილ რეგიონში მაღალია რწმუნებულების ცნობადობა. ათიდან ცხრა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული (92%25). მაგრამ მოსახლეობის 85%25 მაინც აცხადებს, რომ მათი რწმუნებული საერთოდ არ აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე.
სამცხე-ჯავხეთის რეგიონის მოსახლეობის ერთი მეოთხედია ინფორმირებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 25.5%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 74.5%25-სთვის ეს საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 21.6%25 ამბობს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო მოსახლეობის ნახევარი - 52.8%25 ინდიფერენტულია ამ კუთხით. (იხ. დიაგრამა №75)
დიაგრამა №75. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის 25.5%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათთვის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წყაროებს, ძირითადად, ტელევიზია და ახლობლები წარმოადგენენ (მონაცემთა სიმცირის გამო პროცენტული მაჩვენებლების წარმოადგენა არ არის სტატისტიკურად მართებული).
მოქალაქეთა აქტივობა
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ძალიან პასიურია საკრებულოსთან/გამგეობასთან კომუნიკაციაში. საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 0.8%25-ს აქვს. თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის დაბალ დონესა და მათ პასიურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (88.7%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი ჰქონია, ხოლო 10.6%25-მა, სურვილის მიუხედავად, ეს მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მოახერხა, რომ სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. (იხ. დიაგრამა №76)
დიაგრამა №76. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავსი გამოცდილება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არც ერთ მოსახლეს არა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ორი მეხუთედი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას იღებს, არც ერთ მათგანს არ წარუდგენია საკუთარი წინადადებები/შენიშვნები ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობა გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც არ გამოირჩევა აქტიურობით. ამ რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 1.6%25 აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით (საშუალო რეგიონული მაჩვენებელი - 13.5%25), ხოლო დიდ უმრავლესობას 98.4%25-ს მსგავსი გამოცდილება არა აქვს. ამის მიზეზად, სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც ორი ძირითადი ფაქტორი სახელდება. 38.9%25 მიიჩნევს, რომ რწმუნებულს მისი დახმარება არ შეეძლო, ხოლო 59.6%25-ს დახმარება არ დასჭირვებია.
საგულისხმოა, ისიც, რომ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის არც ერთ მოსახლეს არა აქვს.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 0.7%25-მა განაცხდა, რომგამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება, რაც 5-ჯერ ნაკლებია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შემთხვევებიდან ყველა დაკმაყოფილდა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ორმა მეხუთედმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (42.6%25). 30.8%25-ს არ სმენია მსგავსი ფაქტის შესახებ, შესაბამისად კითხვაზე პასუხი გაუჭირდა. მოსახლეობის მხოლოდ 26.6%25-მა განაცხადა, რომ მათი რწმუნებული ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან. (იხ. დიაგრამა №77)
დიაგრამა №77. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ სამცხეჯავახეთის რეგიონში რწმუნებულები არცთუ ისე აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეხუთედმა (21%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №78)
დიაგრამა №78. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით.
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას, თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაცხოვრებელთა 19%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო 80.1%25-ის თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №79)
დიაგრამა №79. გამგეობის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის 36.4%25 აცხადებს რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან, თითქმის ამდენივე (38.4%25) კი არ არის ინფორმირებული მსგავსი ფაქტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სამცხეჯავახეთის არც ერთ მაცხოვრებელს არ უთქვამს, რომ გამგეობა არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან, თუმცა საკმაოდ დიდმა ნაწილმა კითხვაზე - აწყობს თუ არა გამგეობა პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან - პასუხი ვერ გასცა (68.2%25). (იხ. ცხრილი №11)
ცხრილი №11. საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
3.7%25 |
2.9%25 |
დიახ, |
13.6%25 |
2.7%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
0.7%25 |
0%25 |
დიახ, წელიწადში |
7.3%25 |
15.4%25 |
არა |
36.4%25 |
0%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
10.8%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
38.4%25 |
68.2%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის თქმით, თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში არავითარი პრობლემები არ ჰქონიათ (63.9%25). დასახელებულ პრობლემებს შორის კი მომსახურებისა და ინფორმაციის მიღების პრობლემები გამოიკვეთა.
![]() |
3.15 2.15. ქვემო ქართლი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის ერთმა მესამედმა (32.1%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა ამ სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი მხოლოდ 2.5%25-სთვის არის ცნობილი. რაც 3-ჯერ ნაკლებია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. ქვემო ქართლის რეგიონში საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ძირითადად რწმუნებულისაგან და ნაცნობებისაგან იღებენ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ ეს ქვემო ქართლის მოსახლეობის მხოლოდ 12.1%25-სთვის არის ცნობილი.
წარმოდგენილ რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით ერთმა მესამედმა (33.7%25) იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. ქვემო ქართლის მოსახლეობის დაახლოებით იგივე რაოდენობა - ერთი მესამედი (36.5%25) ინფორმაციას იღებს ბიუჯეტის პროექტის შესახებ. შესაბამისად, 63.5%25-მა საერთოდ არაფერი იცის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რაც 16 პროცენტული ერთეულით მეტია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის წყაროს კი ძირითადად ტელევიზია წარმოადგენს. (იხ. დიაგრამა №80) დიაგრამა
№80. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
ქვემო ქართლის მოსახლეობის დაახლოებით ერთმა მეოთხედმა (22.7%25) იცის, რომ უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარადგინოს წინადადებები/შენიშვნები, ხოლო დარჩენილი 77.3%25- თვის ამ უფლების შესახებ არ არის ცნობილი.
ქვემო ქართლის რეგიონში ათიდან რვა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს/უბანს ჰყავს რწმუნებული (81.5%25). მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, მოსახლეობის 88%25 აცხადებს, რომ მათი რწმუნებული მოსახლეობას საერთოდ არ აწვდის ინფორმაციას გამგეობის/მერიის საქმიანობაზე.
წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის ერთი მესამედი ინფორმირებულია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მათი 32.6%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 67.4%25-სათვის საქმიანობა უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 24.3%25 აცხადებს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება, ხოლო 43.1%25 ინდიფერენტულია ამ საკითხთან მიმართებაში. (იხ. დიაგრამა №81)
დიაგრამა №81. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის 32.6%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, ხოლო ინფორმაციის წყაროებს ტელევიზია და ნაცნობები წარმოადგენენ.
მოქალაქეთა აქტივობა
საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის 7.5%25-ს აქვს, რაც 2.3 პროცენტული ერთეულით მეტია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე. თუმცა რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას (78.1%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, რაც საერთო ტენდენციას ადასტურებს. რეგიონის მოსახლეობის 14.4%25-მა სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება დროის უქონლობის გამო ან იმ მიზეზით, რომ ვერ გაიგო როდის იყო სხდომა დანიშნული. ნაწილმა კი აღნიშნა, რომ სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. (იხ. დიაგრამა №82)
დიაგრამა №82. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის, ვისაც სხდომაზე დასწრების გამოცდილება აქვს, უმეტესობა ისე შევიდა სხდომათა დარბაზში, რომ წინასწარ არავისთვის მიუმართავს, ნაწილმა კი სხდომაზე დასასწრებად გამგეობის/მერიის რწმუნებულს მიმართა.
საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავი გამოცდილება რეგიონის არც ერთ მოსახლეს არა აქვს. როგორც აღინიშნა, ქვემო ქართლის რეგიონში დაბალია თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის გაცნობის პრაქტიკა. კიდევ უფრო იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა საკუთარ წინადადებებს/შენიშვნებს წარადგენს აღნიშნულ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის რეგიონში მათ შორის, ვინც ეცნობა ბიუჯეტის პროექტს, არც ერთს არ წარუდგენია საკუთარი მოსაზრებები მის შესახებ.
ქვემო ქართლის მოსახლეობა პასიურობას იჩენს გამგეობის/მერიის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც. ამ რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 2.6%25 აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით (საშუალო რეგიონული - 13.5%25), ხოლო დიდ უმრავლესობას 97.4%25-ს მსგავსი გამოცდილება არა აქვს, რის მიზეზადაც ძირითადად სამი ფაქტორი სახელდება. კერძოდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება (91%25), გარკვეულ ნაწილს (3.1%25) მიაჩნია, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა, გამოკითხულთა 3.2%25-მა კი არ იცოდა ამ უფლების შესახებ. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს - 1.9%25-ს აქვს. მათ აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის ორგანოები გამოთხოვილ ინფორმაციას არასრულად იძლევა.
მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის/მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გამგეობის/ მერიის/საკრებულოს აპარატისთვის არ მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება. თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან მოსახლეობის ინფორმირებულობასა და აქტივობასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის ორგანოებისმოსახლეობასთან კომუნიკაციის დონეც. ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის დაახლოვებით ერთმა მესამედმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (28.8%25). საგულისხმოა, რომ მოსახლეობის ნახევარი რწმუნებულისა და მოსახლეობის კომუნიკაციის თაობაზე ნაკლებად არის ინფორმირებული და არ იცის ატარებს თუ არა რწმუნებული მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს. (იხ. დიაგრამა №83)
დიაგრამა №83. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა გამგეობის/მერიის რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულები არცთუ საკმარისად აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მეხუთედმა (19.9%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება რაიონის მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №84)
დიაგრამა №84. იკვლევს თუ არა გამგეობის/მერიის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახდენს მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას და საზოგადოებას ეკითხება თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელთა მხოლოდ 12.5%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული იკვლევს პრიორიტეტებს. (იხ. დიაგრამა №85)
დიაგრამა №85. გამგეობის/მერიის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
როგორც აღინიშნა, ქვემო ქართლში რწმუნებულისადმი მიმართვის პრაქტიკა საკმაოდ დაბალია. ასვე საგულისხმოა, რომ მათგან, ვინც რწმუნებულისაგან თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარება ითხოვა, მხოლოდ ნახევარი დაკმაყოფილდა.
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის/მერიის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის 42.0%25 აცხადებს, რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან, ხოლო გამგეობა/მერია უფრო აქტიურია. მოსახლეობის 26.3%25 აღნიშნავს, რომ მერია/გამგეობა არ ხვდება მოსახლეობას. როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის/მერიის მხრიდან მოსახლეობასთან შეხვედრები ძირითადად წელიწადში ერთხელ ეწყობა. (იხ. ცხრილი №12)
ცხრილი №12. საკრებულოს და გამგეობის/მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
0%25 |
2.3%25 |
დიახ, |
0.6%25 |
1.4%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
3.5%25 |
6.2%25 |
დიახ, წელიწადში |
17.2%25 |
22.4%25 |
არა |
42.0%25 |
26.3%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
1.3%25 |
1.3%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
35.4%25 |
40.2%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან/მერიასთან კომუნიკაციის პრობლემები. ქვემო ქართლის მოსახლეობის მხოლოდ 30.3%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონია, ხოლო 49.9%25-ის თქმით, მათ საერთოდ არ აქვთ შეხება საკრებულოსა და გამგეობასთან/ მერიასთან, შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონში თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის პრობლემები არ გამოვლენილა.
![]() |
3.16 2.16. შიდა ქართლი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეთა ინფორმირებულობა
შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტმა (29.5%25) იცის, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება ყველას შეუძლია, საგულისხმოა, რომ ამ სხდომების გამართვის კონკრეტული თარიღი 11.6%25-სთვის არის ცნობილი. საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან, საკრებულოს/გამგეობის თანამშრომლებისა და ნაცნობებისგან იღებენ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ნაწილის მიერ (3%25) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების უფლების შესახებ, აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი შიდა ქართლის მოსახლეობის 10.4%25-სთვის არის ცნობილი. რაც, შესაბამისად, საშუალო რეგიონული მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარია.
წარმოდგენილ რეგიონში მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილმა - ათიდან ერთმა მოსახლემ (13.8%25) იცის, რომ ნებისმიერ მოსახლეს უფლება აქვს გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, ამ მხარის მოსახლეობის ერთი მესამედი იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტის შესახებ (34.2%25). შესაბამისად, 65.8%25 საერთოდ არ იღებს ინფორმაციას ბიუჯეტის შესახებ (საშუალო რეგიონული - 47.1%25). ინფორმაციის წყაროებს კი ძირითადად ტელევიზია და ნაცნობები წარმოადგენენ. (იხ. დიაგრამა №86) დიაგრამა
№86. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის წყაროები
შიდა ქართლის რეგიონის ათი მაცხოვრებლიდან ერთმა იცის, რომ უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარადგინოს საკუთარი წინადადებები/შენიშვნები (12.2%25), რაც 2.5-ჯერ ნაკლებია საშუალო რეგიონულ მაჩვენებელზე.
შიდა ქართლში მაღალია რწმუნებულების ცნობადობა. აქ ათიდან ცხრა მოსახლემ იცის, რომ მათ თემს/დაბას/სოფელს ჰყავს რწმუნებული (90.1%25). მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, მოსახლეობის 87.3%25 აცხადებს, რომ მათი რწმუნებული საერთოდ არ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე.
წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის ერთი მეხუთედია ინფორმირებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მოსახლეობის 21.7%25 აცხადებს, რომ ეცნობა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ხოლო დარჩენილი 78.3%25-სთვის უცნობია სხვადასხვა მიზეზების გამო. კერძოდ, 19.7%25 ამბობს, რომ არ იცის სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება,
ხოლო უმრავლესობა - 58.6%25, ინდიფერენტული აღმოჩნდა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მიმართ. (იხ. დიაგრამა №87)
დიაგრამა №87. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსახლეობის მხოლოდ 21.7%25 იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, ხოლო ინფორმაციის წყაროებს ტელევიზია და ახლობლები წარმოადგენენ (მონაცემთა სიმცირის გამო პროცენტული მაჩვენებლების წარმოდგენა არ არის სტატისტიკურად მართებული).
მოქალაქეთა აქტივობა
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ შიდა ქართლის მოსახლეობა ძალიან პასიურია საკრებულოებთან/გამგეობებთან კომუნიკაციაში. საკრებულოს სხდომებზე დასწრების გამოცდილება მოსახლეობის მხოლოდ 0.9%25-ს აქვს. თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის დაბალ დონესა და მათ პასიურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (98.3%25) საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონია, ხოლო 0.9%25-მა სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება დროის უქონლობის გამო ან არ იცოდა როდის იყო სხდომა დანიშნული. (იხ. დიაგრამა №88)
დიაგრამა №88. საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკა
უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ მათ შორის, ვისაც სხდომაზე დასწრების გამოცდილება აქვს, უმეტესობა ისე შევიდა სხდომათა დარბაზში, რომ წინასწარ არავისთვის მიუმართავს. საზოგადოების აქტივობა შესწავლილ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მათი მონაწილეობის პრაქტიკის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მსგავს აქტივობაში შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის რეგიონის ერთი მესამედი (34.2%25) გარკვეულ ინფორმაციას იღებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მათ მხოლოდ 1.2%25-ს აქვს წარდგენილი აღნიშნული პროექტის შესახებ საკუთარი წინადადებები/შენიშვნები (საშუალო რეგიონული 4.3%25). შენიშვნები ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ზეპირად იყო გადმოცემული.
შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობა გამგეობის რწმუნებულისადმი მიმართვის თვალსაზრისითაც არ გამოირჩევა აქტიურობით. მოსახლეობის მხოლოდ 5.8%25 აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც მიუმართავს რწმუნებულისთვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით, ხოლო დიდ უმრავლესობას (94.2%25) მსგავსი გამოცდილება არა აქვს. მიზეზი აქაც ძირითადად ორია: მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ დასჭირვებია რწმუნებულის დახმარება ამ საკითხში (52.9%25), გამოკითხულთა 47.1%25 მიიჩნევს, რომ რწმუნებული მას ვერ დაეხმარებოდა.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა რეგიონის არც ერთ მოსახლეს არა აქვს. მოსახლეობა დაბალ აქტივობას იჩენს გამგეობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრის მოთხოვნის თვალსაზრისითაც. ნაკვლევი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 3.5%25-მა განაცხდა, რომ გამგეობის/საკრებულოს აპარატისთვის მოუთხოვია შეხვედრის ორგანიზება.
საგულისხმოა, რომ არც ერთი აღნიშნული შემთხვევა გამგეობის/ საკრებულოს მიერ არ დაკმაყოფილებულა.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოქალაქეებთან შიდა ქართლის რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული არ ატარებს პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან (56.7%25). 39.9%25-ს თქმით, კი რწმუნებული ამ მხრივ აქტიურია. (იხ. დიაგრამა №89)
დიაგრამა №89. გამგეობის რწმუნებულის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკა
მოსახლეობას ვეკითხებოდით, იკვლევს თუ არა რწმუნებული თავისი ინიციატივით ადგილობრივ საჭიროებებსა და პრობლემებს. ამ მხრივ შიდა ქართლის რეგიონში გამგეობის რწმუნებულები არცთუ საკმარისად აქტიურები აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მხოლოდ ერთმა მესამედმა (31.6%25) აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება რაიონის მაცხოვრებელთა პრობლემებით. (იხ. დიაგრამა №90)
დიაგრამა №90. იკვლევს თუ არა გამგეობის რწმუნებული საზოგადოების საჭიროებებს თავისი ინიციატივით
საგულისხმოა, რომ რწმუნებულთა ნაწილი მოსახლეობაში წამოჭრილი პრობლემების პრიორიტეტიზაციას ახდენს და ეკითხება საზოგადოებას, თუ რომელი საჭიროებაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. შიდა ქართლის რეგიონში მაცხოვრებელთა 21.8%25-მა აღნიშნა, რომ მათი რწმუნებული სწორედ ასე იქცევა, ხოლო დანარჩენი 78.2%25-ის თქმით მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. (იხ. დიაგრამა №91)
დიაგრამა №91. გამგეობის რწმუნებულის მიერ პრობლემების პრიორიტეტიზაციის პრაქტიკა
ზემოთ აღნიშნული იყო, რომ შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის 5.8%25-ს მიუმართავს გამგეობის რწმუნებულისთვის თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის. მათგან დიდ ნაწილს რწმუნებულმა დახმარება ვერ გაუწია (68.6%25).
ასევე შესწავლილ იქნა საკრებულოს წევრებისა და გამგეობის წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირე. წარმოდგენილი რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა - 87.9%25 აცხადებს რომ საკრებულო არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. გამგეობა ამ თვალსაზრისით ოდნავ უფრო აქტიურია, მოსახლეობის 64.3%25 აღნიშნავს, რომ გამგეობა არ ხვდება მოსახლეობას. როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრები ძირითადად წელიწადში ერთხელ ეწყობა. (იხ. ცხრილი №12)
ცხრილი №12.საკრებულოს და გამგეობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირე
|
საკრებულოს მიერ |
გამგეობების/მერიის მიერ |
დიახ, ყოველთვე |
0%25 |
0%25 |
დიახ, |
1.5%25 |
4.0%25 |
დიახ, წელიწადში ორჯერ |
0%25 |
4.5%25 |
დიახ, წელიწადში |
8.3%25 |
12.5%25 |
არა |
87.9%25 |
64.3%25 |
პასუხზე უარი განაცხადა |
0%25 |
0%25 |
არ ვიცი/მიჭირს პასუხი |
2.3%25 |
14.7%25 |
შესწავლილ იქნა საზოგადოების საკრებულოსთან და გამგეობასთან კომუნიკაციის პრობლემები. შიდა ქართლის მოსახლეობის მხოლოდ 46.3%25 აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონია, გამოკითხულთა 16.8%25-ის საფუძველზე გამოვლენილ პრობლემათაგან კი ყველაზე აქტუალურია საკრებულოს წევრებთან და გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მომსახურების მიღების პრობლემები.
![]() |
4 ნაწილი III. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობისა და საჯაროობის ხარისხის კვლევა (თვითმმართველობის მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოება) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 3.1. კვლევის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის მესამე კომპონენტია საქართველოს თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობისა და საჯაროობის ხარისხის კვლევა ქვეყნის თვითმმართველობის მოხელეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოკითხვის გზით.
მსგავსად მეორე კომპონენტისა, ამ კომპონენტის ძირითადი მიზანიც თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, მათი ინფორმირებულობის, აქტივობისა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის საჯაროობის ხარისხის შესწავლაა. თუმცა ამ შემთხვევაში ინფორმაციას ვიღებდით უშუალოდ საკრებულოების და გამგეობების/მერიების თანამშრომლებისაგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. ყოველივე ეს მეორე კომპონენტთან ერთად სრულ სურათს იძლევა საკვლევ თვითმმართველ ერთეულებში ჩართულობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების მხრივ არსებული რეალობის შესახებ. ბუნებრივია, კვლევისათვის შეირჩა იგივე თვითმმართველი ერთეულები, სადაც ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა. გამოყენებულ იქნა პირისპირ ჩაღრმავებული ინტერვიუები თვითმმართველობის ორგანოების პასუხისმგებელ პირებთან (მერი, მერიის აპარატის უფროსი, გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის მოადგილე, გამგეობის აპარატის უფროსი, გამგეობის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე). სულ ჩატარდა 40 ინტერვიუ. თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მივიღეთ წერილობით შევსებული კითხვარები, რამაც არ მოგვცა საშუალება დაგვეზუსტებინა ან მეტად ჩავღრმავებოდით რიგ საკითხებს. ყველა შერჩეულ თვითმმართველ ერთეულში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, რომლებზედაც მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები. თითოეულ შეხვედრას ესწრებოდა საშუალოდ 5 ადამიანი. სულ ჩატარდა 21 ფოკუს ჯგუფი, რომლებსაც დაესწრო 96 წარმომადგენელი.
კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო, აჩვენა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთაგან მიღებული ინფორმაცია, რიგ შემთხვევებში რადიკალურად განსხვავდებოდა თვითმმართველობის მოხელეთაგან მიღებული ინფორმაციისაგან, თუმცა იყო თანხვედრაც და დაახლოებული პოზიციებიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ამ კომპონენტში მიღებული ინფორმაცია ძირითადად ადასტურებს ერის კვლევით მიღებულ ინფორმაციას, თუმცა რიგ შემთხვევებში ზომიერად ან რადიკალურად განსხვავდება მისგან.
![]() |
4.2 3.2. კვლევის ჯამური ანგარიში |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიშის წინამდებარე თავში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით ნაკვლევი თვითმმართველი ერთეულების ჯამური მონაცემები. მოსახლეობის ინფორმირებულობა. საკრებულოთა უმეტესობა ინფორმაციას სხდომათა ჩატარების შესახებ მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აქვეყნებს, ხოლო მედიის წარმომადგენელთათვის მხოლოდ ზოგიერთი საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას სხდომების შესახებ (გურია, კახეთი, გორი, ახალციხე). მხოლოდ ორ თვითმმართველ ერთეულში დასახელდა სხდომის ჩატარების თარიღის შესახებ სატელევიზიო ეთერით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევა, ერთი თელავში - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველი სხდომის ჩატარების შესახებ, ხოლო ერთი ქუთაისში - ისიც სხდომამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე. რიგ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი ტელევიზიები ფუნქციონირებს და გამოიცემა ადგილობრივი გაზეთები (აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი), ინფორმაცია ვრცელდება სატელევიზიო სიუჟეტის ან საგაზეთო სტატიის სახით უკვე ჩატარებული სხდომებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა გამოკითხვების შედეგებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაცია სხდომების ჩატარების თარიღებისა და დღის წესრიგის შესახებ ხელმისაწვდომია და მისი მიღება შესაძლებელია თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობაში. თუმცა აღნიშნულ საკითხზე თბილისში ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა გარკვეული პრობლემა - ამ შემთხვევაში აუცილებელია საშვი, თანაც მეტად რთულია იმის კონტროლი და გარკვევა, სინამდვილეში იყო თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაცია.
მიუხედავად საკრებულოთა ერთი ნაწილის რეგულაციებში შესაბამისი ჩანაწერების არსებობისა, მიმდინარე სხდომების სატელევიზიო/რადიო ეთერით და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირება არც ერთ გამოკითხულ თვითმმართველ ერთეულში არ ხორციელდება. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, სხდომათა ტრანსლირება ხდება საჭიროებისამებრ, თუმცა ინფორმაცია სხდომათა პირდაპირი ეთერით გადაცემის შესახებ ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ არ დასტურდება.
დაბალია მოსახლეობის ინტერესი საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც. ინფორმაციის გამოთხოვას შედარებით აქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახორციელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას კანონით დადგენილი ვადების დარღვევას თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან იშვიათად აქვს ადგილი, განსაკუთრებით კი თუ ინფორმაციას ორგანიზაცია ითხოვს. მათ მიერ მხოლოდ 7 თვითმმართველ ერთეულში (მცხეთა, ქედა, ფოთი, დუშეთი, ქუთაისი, ახალციხე, თბილისი) იქნა დასახელებული ინფორმაციის გაცემის დაგვიანების ცალკეული შემთხვევები, უმეტეს თვითმმართველ ერთეულებში მოთხოვნილი ინფორმაციის უმოკლეს ვადებში მიღებაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა ინტერესი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე დაბალია - ჩვენ მიერ გამოკითხული საზოგადოების წარმომადგენელთა არცთუ მცირე ნაწილს ინფორმაცია არასოდეს გამოუთხოვია, ხოლო რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის მოხელეები აცხადებენ, რომ მოქალაქეებს არასოდეს მიუმართავთ ასეთი ინფორმაციის მოთხოვნით (ქედა), ინფორმაციის გამოთხოვით დაინტერესებულნი უმეტესად არასამთავრობო ორგანიზაციების ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან. თვითმმართველობის ორგანოთა უმეტესობა საჯარო ინფორმაციების რეესტრს აწარმოებს, შეუძლიათ კონკრეტული სტატისტიკური ინფორმაციის გაცემაც.
გამოკითხული თვითმმართველობის მოხელეთა უმეტესობა აცხადებს, რომ მზადდება და ვრცელდება ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ, მათგან მხოლოდ 4-მა დააკონკრეტა რა ფორმით და ინტენსივობით ხორციელდება ყოველივე ეს - ლანჩხუთში და თელავში წლიური ანგარიშის სახით, ხოლო სამტრედიასა და ლაგოდეხში - ყოველკვირეული ბიულეტენის სახით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულო თავისი ინიციატივით არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს. მხოლოდ ერთ თვითმმართველ ერთეულს (რუსთავი) აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში თანხა საინფორმაციო ბროშურების გასავრცელებლად და თანამშრომლობენ კიდეც არასამთავრობო ორგანიზაციასთან თავიანთ საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით.
რაც შეეხება საკრებულოს სხდომებზე მედიის დასწრებას, საკრებულოების დიდ უმეტესობაში მედიის წარმომადგენლები სხდომებს ესწრებიან. მხოლოდ რამდენიმე საკრებულოს აქვს დარბაზში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, მიუხედავად ამისა, დასწრებას ეს გარემოება ხელს არ უშლის. მხოლოდ სამ საკრებულოში (ხელვაჩაური, ქედა, ფოთი) დასახელდა მედიისათვის საინტერესო საკითხების განხილვა მათი წარმომადგენლის სხდომაზე დასწრების მიზეზად. თბილისის ფოკუს ჯგუფმაც მედიის წარმომადგენლების სხდომებზე რეგულარული დაუსწრებლობის მიზეზად მათი დაუინტერესებლობა დაასახელა - ისინი აცხადებენ, რომ ერთპარტიული საკრებულო გასაშუქებლად საინტერესო არ არის.
გამგეობათა/მერიათა უმეტესობა ბიუჯეტის პროექტს გამგეობის შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აქვეყნებს. ადგილობრივ პრესაში ბიუჯეტის გამოქვეყნების თაობაზე განცხადებას 13 თვითმმართველი ერთეულის (ხელვაჩაური, ამბროლაური, რუსთავი, ქედა, ზუგდიდი, ფოთი, ლანჩხუთი, დუშეთი, გორი, სამტრედია, ახალციხე, თელავი, ქუთაისი) გამგეობის/მერიის წარმომადგენელი აკეთებს, მათგან ერთი (ამბროლაური) ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ გარკვეულ ასპექტებს აქვეყნებს ადგილობრივ გაზეთში, ვებ- გვერდს/ინტერნეტს ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისათვის მხოლოდ 6 გამგეობა/მერია (ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სამტრედია, ქუთაისი, თბილისი) იყენებს, თუმცა თბილისის ფოკუს ჯგუფი ბიუჯეტის პროექტის განხილვებამდე საჯარო გამოქვეყნებას არ ადასტურებს. ბიუჯეტის პროექტს ბიულეტენის მეშვეობით ავრცელებს ორი გამგეობა (სამტრედია, ლაგოდეხი). ბიუჯეტის პროექტს არ აქვეყნებს სამი გამგეობა (მცხეთა, კასპი, ახალქალაქი), მათგან ერთი (ახალქალაქი) ბიუჯეტის პროექტის ცალკეულ ასპექტებს აშუქებს ადგილობრივი ტელევიზიით, ხოლო ერთი (მცხეთა) მხოლოდ დამტკიცებულ ბიუჯეტს აქვეყნებს.
გამგეობათა/მერიათა უმეტესობა აწარმოებს საჯარო ინფორმაციის რეესტრს, ამასთან მათ მიერ ინფორმაციის გაცემისას კანონით დადგენილი ვადები არ ირღვევა - უმეტესობა ინფორმაციას უმოკლეს ვადებში/დაუყოვნებლივაც კი გასცემს. ინფორმაციის გაცემის ვადებთან დაკავშირებით მხოლოდ 6 გამგეობასთან გამოიკვეთა პრობლემა: ორ მათგანში (ქედა, ახალციხე) სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, არის ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევის შემთხვევები, ერთგან (დუშეთი) აღინიშნა, რომ ვადები არ ირღვევა ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ერთგან (ზუგდიდი) დაგვიანების მიზეზად დასახელდა ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე მოქალაქეთა მიერ წარდგენილი განცხადებების გაუგებარი შინაარსი, ხოლო ერთგან თვითმმართველობის მოხელემ (ქუთაისი) აღნიშნა, რომ ინფორმაციის გაცემის დადგენილი ვადების დარღვევის მიზეზით ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო თბილისის ფოკუს ჯგუფმა ინფორმაციის გაცემის სპეციფიკის შესახებ გვითხრა, რომ თუ განცხადება მერის სახელზეა, უფრო სწრაფად შეიძლება მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება.
გამგეობათა/მერიათა უმეტესობაში თავიანთი საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გავრცელება არ ხორციელდება - მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება საჯარო შეხვედრებისას ან ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მეშვეობით ხდება. ანგარიშის სახით ინფორმაცია ადგილობრივი გაზეთის იანვრის ნომერში გამოაქვეყნა ერთმა (ამბროლაური) გამგეობამ, ყოველწლიური ანგარიშის სახით აქვეყნებს ახალქალაქიც. ერთს (რუსთავი) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სისტემატურად უმზადებს ბიულეტენს მერიისავე ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრებით, ინტერნეტის/ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას 4 რაიონის გამგეობა/მერია (ფოთი, კასპი, სამტრედია, ქუთაისი), ხოლო ბიულეტენებითავრცელებს ერთი გამგეობა (ლაგოდეხი). ნაწილი გამგეობებისა (დუშეთი, ახალციხე) ასეთ ინფორმაციას საინფორმაციო დაფაზე აქვეყნებს. მხოლოდ სამი გამგეობის წარმომადგენელმა (გარდაბანი, ქედა, ზუგდიდი) განაცხადა, რომ გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება უზრუნველყოფილი არ არის, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე.
მოსახლეობის ჩართულობა. საკრებულოთა უმეტესობაში ბიუროსა და კომისიის სხდომებს მოსახლეობა ნაკლებად ესწრება მათ მიმართ დაბალი ინტერესისა და პასიურობის გამო. გამოკითხული თვითმმართველობის მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ინტერესის არსებობისას მოქალაქეთა სხდომებზე დასწრება გარანტირებულია. როგორც ირკვევა, საკრებულოს სხდომაზე დასწრების განცხადებით მოქალაქეთა მიმართვა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მათთვის საინტერესო საკითხების განხილვისას ხდება, 8 თვითმმართველ ერთეულში აღინიშნა მსგავსი შემთხვევები (ამბროლაური, გარდაბანი, მცხეთა, ფოთი, ლანჩხუთი, დუშეთი, ქუთაისი, ლაგოდეხი), ხოლო სამი საკრებულოს წარმომადგენელმა (ახალციხე, გორი, ახალქალაქი) გვითხრა, რომ სხდომები ისედაც ღიაა და მიმართვა სულაც არ არის საჭირო. ზოგიერთ თვითმმართველ ერთეულში მოხელეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ საკრებულოები მზად არიან უზრუნველყონ მოქალაქეთა დასწრება სხდომებზე, თუმცა მოსახლეობა ინტერესს არ ამჟღავნებს.
თვითმმართველობის წარმომადგენელთა უმეტესობა აცხადებს, რომ საკრებულოების კომისიებთან შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენლები მოწვეულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ორი მათგანის (გარდაბანი, ზუგდიდი) რეგლამენტში ეს საკითხი გათვალისწინებული არც არის. სამოქალაქო სექტორისათვის სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის ფაქტების შესახებ ზოგჯერ ცნობილი არ არის. მხოლოდ ერთი საკრებულოში (ონი) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომისიებთან დროებითი სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებს, თუმცა მასში მოქალაქეები მოწვეულნი არ არიან. ორ საკრებულოში (ქედა, ლაგოდეხი) კომისიებთან სამუშაო ჯგუფები საერთოდ არ არის შექმნილი.
გამოკითხული თვითმმართველი ერთეულებიდან, მხოლოდ 4 მათგანის (რუსთავი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, დუშეთი) წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ საკრებულოში „ღია კარის სხდომები“ ტარდება, თუმცა გამოკითხული მოსახლეობის მიერ მხოლოდ 2 მათგანის (ოზურგეთი, ლანჩხუთი - სადაც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება „ღია კარის სხდომები“) განცხადება დადასტურდა. ქუთაისის საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა კონკრეტული საკითხის შესახებ ასეთი სხდომის ჩატარების ინიციატივით, მაგრამ მისი გათვალისწინება არ მოხდა.
გამოკითხული თვითმმართველი ერთეულებიდან მხოლოდ ოთხი მათგანის (ხელვაჩაური, მცხეთა, ახალქალაქი, თბილისი) წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს გამსვლელი სხდომები ჩატარდა, ამასთან მცხეთაში, ამომრჩეველთა მოთხოვნით, ორჯერაც კი, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მცხეთაში და თბილისში ასეთი სხდომის ჩატარების თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. ახალქალაქში გამსვლელი სხდომების ჩატარება კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
გამოკითხული თვითმმართველი ერთეულებიდან მხოლოდ 4 მათგანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომები ტარდება (ხელვაჩაური, ქედა, დუშეთი, ლაგოდეხი), თუმცა არა მოქალაქეთა მოთხოვნის, არამედ საკრებულოს ინიციატივის საფუძველზე. 8 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს (მცხეთა, რუსთავი, ქედა, ფოთი, კასპი, სამტრედია, ახალციხე, ლაგოდეხი) წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოეწყო საკითხის საჯარო განხილვები, ორ მათგანს (მცხეთა, რუსთავი) არ ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, ერთგან (ქედა) სხდომა მოეწყო საკრებულოს ინიციატივით, ერთგან (კასპი) მოსახლეობის ზეპირი მოთხოვნის, ხოლო ერთგან (ახალციხე) არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. ორ საკრებულოში მოეწყო (ლაგოდეხი, ფოთი) საჯარო განხილვა ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.
არც ერთ გამოკითხულ საკრებულოში მოსახლეობის მიერ სამართლებრივი აქტის პროექტის პეტიციის წესით წარდგენა არ განხორციელებულა. როგორც თვითმმართველობის მოხელეები აცხადებენ, ხშირად კი ამას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, საკრებულო მზადაა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა - ღია კარის, გამსვლელი და რიგგარეშე სხდომების, საჯარო განხილვისა თუ პეტიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების გზით, თუმცა მოსახლეობა არ აქტიურობს.
მოსახლეობასთან საკრებულოს წევრების შეხვედრების საკითხები უმეტეს თვითმმართველ ერთეულში ანალოგიურად არის გადაწყვეტილი - მიუხედავად მისა, დაწესებულია თუ არა ოფიციალურად მოქალაქეთა მიღების დრო, თითქმის ყველა მათგანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებს თანამდებობის პირები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იღებენ. 12 თვითმმართველ ერთეულს (ხელვაჩაური, მცხეთა, რუსთავი, ონი, ზუგდიდი, კასპი, ოზურგეთი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი) ასეთი დრო ოფიციალურადაც აქვს დადგენილი. რამდენიმე საკრებულოში (ამბროლაური, გარდაბანი, ლაგოდეხი) საკრებულოს წევრების საკონტაქტო ტელეფონები ყველასათვის ხელმისაწვდომია.
12 თვითმმართველი ერთეულის გამგეობის/მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები ეწყობა როგორც გამგეობის/მერიის სხდომათა დარბაზში, ასევე სოფლებში გასვლისას მოსახლეობასთან შეხვედრების საშუალებით და მასში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი მაღალი არ არის - საზოგადოება ნაკლებად აქტიურია. ლაგოდეხის გამგეობა ყოველთვის ატარებს ბიუჯეტის საჯარო განხილვებს მის მიღებამდე, ამის შესახებ ატყობინებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, რადიოს მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას საჯარო განხილვების თარიღის შესახებ.
8 თვითმმართველ ერთეულში (ამბროლაური, გარდაბანი, მცხეთა, კასპი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ახალქალაქი) ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები არ ეწყობა, თუმცა მოხელეები აღნიშნავენ, რომ განხილვები მიმდინარეობს შესაბამის სამსახურებში/კომისიებში და მოქალაქეთათვის დაინტერესების შემთხვევაში მათზე დასწრება პრობლემას არ წარმოადგენს. ქუთაისის მერიის წარმომადგენელი საჯარო განხილვებს მოსახერხებელ ფორმად არ მიიჩნევს, უპირატესობას ანიჭებს წინასწარ შეხვედრებს, რათა მოსახლეობის პრობლემების გათვალისწინებით მოხდეს ბიუჯეტის ფორმირება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განხილვები არ ეწყობა, კომისიათა დასკვნები აგებულია სწორედ მოქალაქეთა წინადადებებზე. ბიუჯეტის პროექტის თაობაზე წინადადებები/შენიშვნები საზოგადოებისაგან 13 თვითმმართველი ერთეულის (ხელვაჩაური, მცხეთა, რუსთავი, ქედა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სამტრედია, ქუთაისი, ახალციხე, ახალქალაქი, ლაგოდეხი, თბილისი) გამგეობას/მერიას აქვს მიღებული, მათგან ერთს (რუსთავი) მხოლოდ ერთხელ, აქვს მიღებული ამგვარი შენიშვნები სოციალურ საკითხებზე. ზემოხსენებულთაგან 4 გამგეობაში/მერიაში (ზუგდიდი, სამტრედია, ქუთაისი, ლაგოდეხი) მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს შენიშვნები. როგორც ამ რაიონების ადგილობრივი მოხელეები აღნიშნავენ, ყოველთვის ხდება შენიშვნების გათვალისწინება. ქუთაისის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი შენიშვნები მიუღიათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განხილვის პროცესში მათი ჩართულობა, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.
თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საკრებულოთა უმეტესობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს პერიოდულად ატარებენ - გადიან სოფლებში და ესაუბრებიან მოსახლეობას. სწორედ ასეთ შეხვედრებზე აწვდიან ისინი მოსახლეობას ინფორმაციას განხორციელებული საქმიანობის შესახებ. თვითმმართველობათა გარკვეული ნაწილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრების დროს, მათ პრობლემებზე საუბრისას, ბუნებრივად ხდება განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. მხოლოდ 8 თვითმმართველ ერთეულში (გარდაბანი, ონი, ქედა, ფოთი, კასპი, ლანჩხუთი, ახალქალაქი, ამბროლაური) დასახელდა მოსახლეობისთვის ანგარიშის ოფიციალური სახით პერიოდულად წარდგენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ყველა მათგანში საკრებულოს მიერ მოსახლეობისადმი ანგარიშის ჩაბარება არ დაადასტურეს.
საკრებულოსთან ურთიერთობისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკრებულოს აპარატს იშვიათად მიმართავენ - უმეტესობა პირად კონტაქტებს იყენებს შეხვედრების ორგანიზებისა თუ მასალების მომზადებისათვის. მხოლოდ რუსთავსა და ფოთში გამოიკვეთა აპარატის მიერ შეხვედრების ორგანიზებაში საზოგადოების მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში საკრებულოების აპარატებს ზოგჯერ მიმართავენ, ზოგჯერ - არა.
თითქმის ყველა შესწავლილ თვითმმართველ ერთეულში გამგებელსა/მერსა და გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრის დღეები ოფიციალურად აქვთ დადგენილი, თუმცა მათი უმეტესობა მოქალაქეებს მაინც ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად ხვდება. 8 გამგეობაში/მერიაში გამგებელი/მერი მხოლოდ დადგენილ დღეებში იღებს მოქალაქეებს (ზუგდიდი, ფოთი, კასპი, გორი, სამტრედია, ქუთაისი, ახალქალაქი, ლაგოდეხი), ასეთ შემთხვევებში მასთან შეხვედრისათვის მოქალაქეები აპარატს მიმართავენ, სამსახურების უფროსები მოქალაქეებს შეზღუდვებისა და გრაფიკის გარეშე ხვდებიან. მხოლოდ თბილისში გამოიკვეთა განსხვავებულად მოსახლეობასთან მერიის თანამდებობის პირთა შეხვედრის საკითხი. თბილისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მერსა და მერიის სხვა თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა შეხვედრის ორგანიზებას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და საკითხის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური, ხოლო რიგ შემთხვევებში მოქალაქეთა პრობლემების გაცნობა ხდება ადგილზე, მათსავე საცხოვრებელ უბანში.
გარდა მოქალაქეთა მიღებისა, გამგებელი/მერი და გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებსაც ატარებენ. რეგულარულად ხვდებიან მოსახლეობას გამგეობის/მერიის რწმუნებულებიც - თითქმის ყოველდღიურად, თუმცა ამშეხვედრებს ფორმალური ხასიათი არა აქვს, რწმუნებულები ამავე სოფლების მაცხოვრებლები არიან და გარკვეული ფორმატით შეხვედრებს არ ახორციელებენ თანამოქალაქეებთან. რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში (ონი, ფოთი, გორი) რწუნებულები დადგენილი პერიოდულობით - ყოველკვირეულად გამგებელს/მერს წარუდგენენ ინფორმაციას მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ. მხოლოდ ოთხ თვითმმართველ ერთეულში (ოზურგეთი, ზუგდიდი, ლაგოდეხი, ახალქალაქი) დაასახელეს გამგეობის წარმომადგენლებმა რწმუნებულთა მიერ მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრისთვის განსაზღვრული დრო - ოზურგეთში ყოველ ორშაბათს, ზუგდიდში თვეში ერთხელ მაინც, ახალქალაქსა და ლაგოდეხში ყოველთვიურად. დუშეთში რწმუნებულის მოსახლეობასთან შეხვედრა საჭიროების მიხედვით ხორციელდება, სამტრედიის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით კი, რწმუნებული მოსახლეობას ხვდება, თუმცა მისი შეზღუდული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პრობლემის არსებობისას მოქალაქე მაინც გამგეობას აკითხავს.
გამგებლები/მერები მოსახლეობას დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ანგარიშს არ წარუდგენენ. უმეტეს თვითმმართველ ერთეულში მათ მიერ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება გასვლითი შეხვედრებისას, არაოფიციალურ ფორმატში ხორციელდება სხვადასხვა პერიოდულობით - წელიწადში ერთხელ (ხელვაჩაური), კვირაში ერთხელ (ამბროლაური, ქედა), კვირაში ორჯერ (დუშეთი). რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში (მცხეთა, რუსთავი, ონი, ქედა) გამგებლებს/მერს ანგარიში არ წარუდგენიათ იმ მიზეზით, რომ ამ თანამდებობაზე ერთი წელიც არ არის რაც მუშაობენ, თუმცა ისინი ხვდებიან მოსახლეობას და ესაუბრებიან განხორციელებულ საქმიანობაზე. საკრებულოსათვის წარდგენილ ანგარიშს ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებენ ზუგდიდის და ლანჩხუთის გამგეობები. ტელევიზიის საშუალებით მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის და მათ ზარებს პირდაპირ ეთერში პასუხობს ფოთისა და ქუთაისის მერი. წელიწადში ერთხელ ანგარიშს აბარებს და საანგარიშო ბროშურას ამზადებს კასპის გამგებელი, წელიწადში ორჯერ საანგარიშო სხდომას მართავს ლაგოდეხის გამგებელი, ხოლო ახალქალაქის გამგეობის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათთან თვეში ორჯერ იმართება საანგარიშო სხდომა, რასაც არ ადასტურებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები - ეს არ არის საანგარიშო ფორმატი, მათი განცხადებით, ანგარიშის ჩაბარება არ ხდება იმის გამო, რომ მოსახლეობა ამას არ ითხოვს.
იდენტიფიცირებული პრობლემები. საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელის შემშლელ პრობლემებად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიერ დასახელდა:
საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებისადმი არასათანადო ყურადღების მიქცევა;
საკრებულოსა და მოსახლეობის პასიურობა ;
მოსახლეობის მიერ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება;
მოსახლეობისათვის ინფორმაციის (სხდომების, საქმიანობის შესახებ) არასაკმარისად მიწოდება და ინფორმაციის გავრცელების საშუალებების ნაკლებობა, განსაკუთრებით სოფლებში;
საკრებულოს არასაკმარისი დაინტერესება მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების არასაკმარისი მონაწილეობა;
მოქალაქეთა ნეგატიური განწყობა საკრებულოს მიმართ; საკრებულოს საქმიანობისადმი უნდობლობა და არაინფრომირებულობა;
საკრებულოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული არასაკმარისად მყარი ფუნქციები - საკრებულოს წარმომადგენლები პრობლემებს მხოლოდ კი არ უნდა ეცნობოდნენ, არამედ მათი გადაწყვეტაც უნდა შეეძლოთ;
არასაკმარისი რაოდენობით ჩატარებული შეხვედრები და დისკუსიები;
საკრებულოს წევრთა უმეტესობის პასიურობა და პროცესში
ჩაურთველობა - მათი უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს და რასაც ეტყვიან იმას აძლევენ ხმას, ისე რომ შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, რას უყარეს კენჭი; საკრებულოსა და საზოგადოების თანამშრომლობის მექანიზმის შეუმუშავებლობა, რაც იწვევს საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას და შესაბამისად, საკრებულოს მუშაობის ნაკლებ გამჭვირვალობას;
გადაწყვეტილებების ნაჩქარევი მიღება;
საკრებულოთა არასათანადო საკადრო პოლიტიკა;
თვითმმართველობის მოწყობის არსებული სისტემის არაეფექტურობა
(თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებამ გეოგრაფიულად დააშორა მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრს, მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არა აქვს საშუალება ჩამოვიდეს რაიონულ ცენტრამდე. ასე რომ, სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობა ჩართული იყოს თვითმმართველობის პროცესებში);
არამემკვიდრეობითობა (ხშირია სტრუქტურული და კადრების ცვლილება, ახლები თავს არ თვლიან წინამორბედების მემკვიდრეებად და მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ);
კომუნიკაციის პრობლემა (სრულად არ არის გამოყენებული ადმინისტრაციული კოდექსი);
საკრებულოთა ერთპარტიულობა.
გამგეობის/მერიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელის შემშლელ პრობლემებად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიერ დასახელდა:
გამგეობის/მერიის წარმომადგენელთა არასაკმარისი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
თანამშრომლობის ფორმების არარსებობა, ცუდი კომუნიკაცია მოსახლეობასა და გამგეობას/მერიას შორის;
მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდება, საჯაროობის დაბალი ხარისხი;
მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პასიურობა, მოსახლეობის უნდობლობა თვითმმართველობის ორგანოების მიმართ;
გამგეობისა და, საერთოდ, თვითმმართველი ერთეულის ფინანსური დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი (არსებული ფინანსების პირობებშიც კი არა აქვთ პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება - უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფო პოლიტიკა და ზედა დონის ინტერესი); თვითმმართველობაში რეალურად არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება; გამგეობის ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება;
მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ (გამგეობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობაზე უკეთ იცის მათი საჭიროებები და ნაკლებად უწევს ანგარიშს მათ აზრს);
ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის არასაკმარისი ხარისხი;
არაეფექტური თვითმმართველობის სისტემა (თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებამ გეოგრაფიულად დააშორა მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრს, მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არა აქვს საშუალება ჩამოვიდეს რაიონულ ცენტრამდე, ასე რომ, სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობა ჩართული იყოს თვითმმართველობის პროცესებში);
გამგეობის წარმომადგენელთა ნაკლები კონტაქტი ხალხთან (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შიშით, რომ რასაც ხალხი მათგან მოითხოვს, ვერ გააკეთებენ); თვითმმართველობის ორგანოების მიერ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის რესურსების არასათანადო შეფასება;
სტრუქტურული ცვლილებების კონკრეტულ ადამიანებზე მორგება; ხელოვნურად გაზრდილი შტატები; არასათანადო საკადრო პოლიტიკა, მოხელეთა კვალიფიკაციის ნაკლებობა; თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების, ანგარიშგების ფორმების არარსებობა, რაც ამცირებს მათ ანგარიშვალდებულებას; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არაპროფესიონალი კადრების ყოლა და მედიის წარმომადგენლებისათვის გამგეობის მიერ მათთვის არასასურველი ინფორმაციის დამალვის ფაქტები;
შტატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების მუდმივი და უპროპორციო ზრდა;
ბიუჯეტის მოკლევადიანი და არასწორი დაგეგმვა; ბიუჯეტის მოსახლეობისთვის გაუგებარი ფორმით შედგენა;
მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და გასაგები პროცედურების არარსებობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ყველა თვითმმართველ ერთეულში, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №35 დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შედგა შეხვედრები მოსახლეობასთან - ყველა სოფელში გამგეობის რწმუნებული უზრუნველყოფდა შეხვედრებს მოქალაქეებთან პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ზოგიერთ მათგანში (გორი, ახალციხე) მოხდა ამ შეხვედრების ოქმების წარმოება და ამგვარი ფორმით იქნა წარდგენილი გამგეობაში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტები.
![]() |
4.3 3.3. ცალკეული რეგიონების ანგარიშები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.3.1 3.3.1. თბილისი |
▲ზევით დაბრუნება |
საკრებულო
საჯაროობა. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით - პრესით, სააგენტოებით და ტელევიზიით. საჯარო გაცნობისათვის ინფორმაცია სხდომის შესახებ თავსდება საკრებულოს შენობის საინფორმაციო დაფაზე. თბილისში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის ინფორმაცია საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ იშვიათად არის წინასწარ ცნობილი და ისიც მხოლოდ იმ პროექტების წყალობით, რომლებსაც ორგანიზაციები ახორციელებენ. მათი თქმით, ჩვეულებრივი მოქალაქისათვის თითქმის შეუძლებელია შემთხვევით მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული სხდომის ჩატარების შესახებ.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, საკრებულოს ვებ-გვერდზე ყოველთვის არ არის განთავსებული ინფორმაცია მომავალი სხდომის შესახებ, თავად საკრებულო კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ავრცელებს ინფორმაციას. მისი აზრით, მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რა ითვლება გამოქვეყნებად. საერთაშორისო პრაქტიკით, გამოქვეყნებად ითვლება მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში გამოქვეყნება, რომელსაც ეცნობა ამ ტერიტორიის მოსახლეობის 2-5%25. თუ კანონმდებლობა ასეთ საკითხს გაითვალისწინებდა, მაშინ საკრებულოსათვისაც სავალდებულო იქნებოდა ინფორმაციის სათანადო წესით გამოქვეყნება. იგი პრობლემად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ დღესდღეობით საკრებულო და მერია უკვე სხვადასხვა შენობაშია განთავსებული, ხშირად მოსახლეობა შეცდომით საკრებულოს ნაცვლად მერიას აკითხავს, მისი ვარაუდით, 100 გამოკითხულიდან 2-3 ადამიანს ეცოდინება მერია ტერიტორიულად სად მდებარეობს. მისი აზრით, საკრებულო და მერია ერთი ერთეულია, ამიტომ ერთშენობაში უნდა იყვნენ, ერთი ადმინისტრაცია ჰყავდეთ.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, იგი წინასწარ არ არის ინფორმირებული საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღის შესახებ, გაზეთში შეიძლება მხოლოდ უკვე ჩატარებული სხდომების შესახებ ნახოს ინფორმაცია. იგი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სხვა მოქალაქეც ანალოგიურ სიტუაციაშია, არანაირი ფორმა არ არსებობს იმისათვის, რომ მოსახლეობა წინასწარ იყოს ინფორმირებული. მას მიაჩნია, რომ საჭიროა საკრებულომ რეგლამენტით განსაზღვროს სხდომათა ის სავალდებულო რიცხვი, რომელთა შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გამოაქვეყნებს.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ ინფორმაცია სხდომების შესახებ მოქალაქისათვის მაშინ არის ხელმისაწვდომი, როდესაც თავად არის დაინტერესებული, იყენებს პირად კონტაქტებს და ამგვარად იგებს სხდომების ჩატარების თარიღის შესახებ. იგი ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში არავინ მალავს ინფორმაციას. გარდა ამისა, როცა ორგანიზაცია რაიმე საკითხზე თანამშრომლობს საკრებულოსთან და ხშირად უწევს მათთან შეხება, შესაძლოა უთხრან, რომ ამა თუ იმ საკითხზე სხდომა ტარდება. სხვაგვარად სხდომების ჩატარების შესახებ ინფორმაციას წინასწარ თითქმის ვერსად მოვიპოვებთ. რაც შეეხება საინფორმაციო დაფაზე ინფორმაციის განთავსებას, დაფა კი არის, მაგრამ მასთან მისვლა ფიზიკურად ყოველთვის ვერ ხერხდება, თანაც ასეთ შემთხვევაში საშვია აუცილებელი. გარდა ამისა რთულია გაარკვიო და ამტკიცო, ნამდვილად იყო თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაცია. მისი აზრით, მედიაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, ალბათ არც ჩატარებული სხდომების შესახებ ექნებოდა მოსახლეობას ინფორმაცია.
ფოკუს ჯგუფის კიდევ ერთ მონაწილეს არა აქვს ინფორმაცია სხდომების შესახებ, იგი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია საერთოდ ტარდება თუ არა საკრებულოს სხდომები. ფოკუს ჯგუფის სხვა მონაწილე სხდომაზე დასწრების საჭიროების შემთხვევაში პირად კონტაქტებს იყენებს. საკრებულოს ევალება გამოაქვეყნოს ინფორმაცია, მოსახლეობა წინასწარ იყოს ინფორმირებული, საკრებულოს შენობაში ინფორმაციის გამოკვრა ეთვლებათ გამოქვეყნებად, მაგრამ ამის გადასამოწმებლად ყოველთვის არავინ მივა საკრებულოს შენობაში. ყოველივე ამის გამო, იგი საჭიროდ მიიჩნევს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებას, რათა ვალდებულები გახდნენ საჯაროდ გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია ინტერნეტით, ან უფრო ხელმისაწვდომი ფორმით და სხვ. მისი აზრით, არის კანონის პრობლემაც და მოქალაქეთა არასაკმარისი აქტიურობაც. მედიის წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც ახალი ამბების რედაქტორია, მისთვის დღემდე არ იყო ცნობილი იმ სხდომის შესახებ, რომელზედაც საკრებულომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა განიხილა და დაამტკიცა. იგი ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვის შესახებ ინფორმაცია მედიისათვის მაინც უნდა იყოს წინასწარ ხელმისაწვდომი. საკრებულოს წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკრებულოს კომისიის სხდომები საჯაროა და მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო გაცნობისათვის თავსდება საკრებულოს შენობის საინფორმაციო დაფაზე. საკრებულოს სხდომების ოქმების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენლების ინფორმაციით, მოქალაქეებს უფლება აქვთ მიმართონ საკრებულოს განცხადებით სხდომის ოქმების გამოთხოვის თაობაზე. მოცოდებული ინფორმაციის თანახმად, ასეთ შემთხვევებში საკითხი ყოველთვის დადებითად წყდებოდა, ჰქონიათ მიმართვა არა მარტო სხდომის ოქმების, არამედ ოქმებიდან ამონაწერის მოთხოვნით, რაც ასევე დაუკმაყოფილებიათ. საკრებულოს სხდომის ოქმების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მხოლოდ ორი მონაწილე საუბრობს, რომლებსაც ინფორმაცია მოთხოვნის შემდეგ მიუღიათ. ერთს მართალია არ მოუთხოვია, თუმცა იცის, რომ შესაძლებელია მისი გამოთხოვა. დანარჩენებს კი ამგვარი რამ არ დასჭირვებიათ.
საკრებულოს აპარატის მიერ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასეთი ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, პრესით, რადიოთი და ტელევიზიით, ინფორმაცია საკრებულოს ვებ-გვერდზეც თავსდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ ასეთ ქმედებას ადგილი აქვს წინასაარჩევნო პერიოდში. ჟურნალიც კი გამოდიოდა, რომელიც თბილისის საკრებულოს კონკრეტულ საქმიანობებს შეეხებოდა. დღეს ინფორმაციის მოწოდება არ ხდება, თუ არ ჩავთვლით გამოთხოვილ ინფორმაციას. მათი აზრით, კარგი იქნებოდა არსებობდეს პერიოდული გამოცემა, რომელიც საკრებულოს საქმიანობას რეგულარულად გააშუქებს, ან თუნდაც ბუკლეტი, ვებ-გვერდიც მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. საკრებულოს ინფორმაციით, მოქალაქეები საკრებულოს მიმართავენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მათ ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ პერსონალური მონაცემების გარდა. 2008 წელს 134 განცხადება იქნა საკრებულოში შეტანილი, ხოლო მიმდინარე წელს - 93, აწარმოებენ საჯარო ინფორმაციის რეესტრსაც. საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით გამოთხოვის შემთხვევაში ვადების დაცვასთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის სამი მონაწილე აცხადებს, რომ გამოუთხოვიათ ინფორმაცია და კანონით დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევებიც ყოფილა. ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესითაც კი ვერ გახდა შესაძლებელი იმ ინფორმაციის მიღება, რასაც დადგენილი წესით სთხოვდნენ საკრებულოს. სხვა მონაწილის თქმით, გააჩნია რა ინფორმაციას ითხოვ, შეიძლება განცხადება უბრალოდ „დაიკარგოს“. ფოკუს ჯგუფის ოთხ მონაწილეს ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ გამოუთხოვია.
სხდომების ტრანსლირების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს ინფორმაციით, სხდომები სისტემატურად შუქდება ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით, ყველა სხდომას ესწრებიან ჟურნალისტები და აშუქებენ. სხდომათა ტრანსლირება კი ხდება საჭიროებისამებრ.
ჩართულობა. საკრებულოს იყფორმაციით, მოქალაქეებს არაერთხელ მიუმართავთ საკრებულოსათვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით და მათი მოთხოვნა ყოველთვის დაკმაყოფილებულა.
საკრებულოს ღია სხდომებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების დასწრების საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები საუბრობენ, რომ ადრე ესწრებოდნენ სხდომებს, დღესდღეობით კი მედიამ მათი გაშუქების ინტერესი დაკარგა, რადგან, ერთი მონაწილის აზრით, საკრებულომ დაკარგა თავისი ფუნქცია - ადრე მწვავედ იხილებოდა ესა თუ ის საკითხი, საკრებულო მერიას ზოგჯერ რიგი ქმედებების განხორციელებისსაშუალებას არ აძლევდა, ახლა კი მერია იქით აძლევს მითითებებს საკრებულოს.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მედიის ყურადღება უფრო იმ საკითხებისკენაა მიმართული, რომლებიც პოლიტიზირებულია და, ამდენად, საინტერესოა. ეს იციან ჟურნალისტებმაც, ამ საკითხებზე წერა უფრო ადვილიც არის, რადგან ერთი ფორმატი აქვს. მიმდინარე საკითხებზე წერა კი გაცილებით რთულია. მისი აზრით, ქართულ ჟურნალისტიკას აკლია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გაშუქების ნორმალური ფორმატი. სატელევიზიო ფორმატისთვის პოლიტიზირებული საკითხები უფრო საინტერესოა. და საერთოდ, ბევრი რამეა შესაცვლელი სამოქალაქო საზოგადოებაშიც და მედიაშიც.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, ერთპარტიული საკრებულოს სხდომების გაშუქება ჟურნალისტებისთვის საინტერესო არ არის, მისი მოსაზრებით, ჟურნალისტების მიზანი ისეთი საკითხის გაშუქებაა, რომელზედაც საზოგადოების მხრიდან არის მოთხოვნა. დღეს საზოგადოება მეტად პოლიტიზირებულია. ისეთი საკითხების განხილვა, რაც ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის ჟურნალისტის სიუჟეტს, მის ინტერესებში არ შედის, ამიტომ იძულებულია სხვაგვარ, უფრო სკანდალურ ინფორმაციაზე გააკეთოს არჩევანი. დღეს, როდესაც საკრებულო ერთპარტიულია და საკითხები ყოველგვარი კამათის გარეშე განიხილება, საკრებულოს სხდომა სანოტარო ბიუროს ჰგავს. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთ სხდომებს ჟურნალისტები არ დაესწრებიან.
მედიის წარმომადგენლის განცხადებით, წინა საკრებულოს დროს მიმდინარეობდა კამათი, წარმოდგენილი იყო რამდენიმე პარტია, სხდომა საინტერესო იყო, დღეს კი ასე არ არის. სხდომებს უფრო მეტად საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტები ესწრებიან. დაინტერესების შემთხვევაში ხდება მისი გაშუქება როგორც პრესაში, ასევე ტელევიზიით. რა თქმა უნდა, ჟურნალისტს პრობლემას არავინ უქმნის, მას აკრედიტაციაც კი არ სჭირდება, მხოლოდ საშვით შეუძლია სხდომას დაესწროს.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, დარბაზში მედიის წარმომადგენლებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები არ არის. საკრებულოს სხდომაზე საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ არიან ორგანიზაციები, რომლებიც სხდომებს ესწრებიან, თავად მისი ორგანიზაციაც 2005-2006 წლებში სოციალურ საკითხებზე მუშაობდა და აქტიურად ესწრებოდა სხდომებს. მისი განცხადებით, როცა ორგანიზაციებითავად იჩენენ ინტერესს, შეუძლიათ დაესწრონ სხდომებს, საკრებულოს მიერ კი მათი მიწვევა არ ხდება.
ფოკუს ჯგუფის სხვა მონაწილის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით ბევრჯერ დასწრებია სხდომას, საკრებულოსაც მიუწვევია იმ საკითხების განხილვისას, რომლებზედაც მისი ორგანიზაცია მუშაობდა, ასევე დიდი რეზონანსის მქონე საკითხების განხილვისას. საკრებულოს ინტერესშიც შედიოდა, ეცნობებინათ ორგანიზაციებისთვის ამ საკითხების განხილვის შესახებ, რათა მათ შემდეგ პროტესტი არ გამოეთქვათ იმის გამო, რომ საკითხის განხილვა ამ თემაზე აქტიურად მომუშავე ორგანიზაციების მიწვევის გარეშე მოხდა.
საკრებულოს კომისიებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელის ინფორმაციით, საკრებულოს კომისიებში შემოსული საკითხების სირთულიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის წევრების, კომისიის თანამშრომლების და საზოგადოების წარმომადგენელთაგან (საკითხისადმი მათი ინტერესისა და სურვილისამებრ) კომისიის თავმჯდომარის დავალებით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მოცემულ საკითხს. ამ ჯგუფში საზოგადოების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის ინფორმაციით, საკრებულოსთან შექმნილია საზოგადოებრივი საბჭო და ისინი გარკვეულ საკითხებზე მსჯელობენ, თავად მას კი არ მიუღია ამაში მონაწილეობა. მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ როცა ის ესწრებოდა სხდომებს, იქ ნაკლებად ხედავდა საზოგადოების წარმომადგენლებს. მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის მიერ საკრებულოს გამსვლელი ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირების და პეტიციის წესით სამართლებრივი აქტის შეტანის შემთხვევები ფოკუს ჯგუფის მონაწილეთათვის ცნობილი არ არის. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებითაც, ამომრჩევლებს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. მოთხოვნის შემთხვევაში, სხდომების საჯაროობიდან და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მათი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. გამსვლელ სხდომებთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს შეუძლია გამართოს ასეთი სხდომები და ისინი სისტემატურად მიმდინარეობს კიდევაც ამომრჩევლებთან შეხვედრების სახით. საკრებულოს ინფორმაციით, სამართლებრივი აქტის პროექტი ინიცირების წესით, კერძოდ, პეტიციაზე ხელმოწერის გზით დადგენილი რაოდენობის ამომრჩეველთა მიერ საკრებულოში არ შეტანილა.
„ღია კარის სხდომებთან“ დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლები, მათი ინტერესიდან გამომდინარე, ესწრებიან სხდომებს, რომლებიც ღია და საჯაროა (გარდა დახურული სხდომებისა, რომლებზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს მიერ). ამომრჩეველს, თავისი სურვილისამებრ, საშუალება ეძლევა სიტყვით გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე. მისი განცხადებით, ამომრჩევლებს არაერთხელ მიუმართავთ დედაქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნით, რის შემდეგაც საკრებულოს წევრები ამომრჩევლებთან აწყობდნენ გასვლით შეხვედრებს. ასეთ საკითხთა განხილვა ხდება საკრებულოს როგორც მუდმივმოქმედ, ასევე დროებით კომისიებში.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრა ხორციელდება წევრების მიერვე დაწესებული მიღების საათების და პერიოდული გასვლების საშუალებით. შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილება (საკრებულოს მისაღები). საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრები არასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებს არ ახორციელებენ. ისინი წინასაარჩევნოდ უფრო აქტიურობენ. იხსენებენ კონკრეტულ შემთხვევებსაც, მათი განცხადებით, როცა ადამიანებს რაიმეს პირდებიან, მაშინ შეხვედრებზე მერი დადის, რადგან არაცნობადი სახეების მოსახლეობასთან შეხვედრა მომგებიანი არ არის. ერთი მონაწილე ამბობს, რომ არც კი იცის, ვინ არის მისი წარმომადგენელი საკრებულოში. სხვა მონაწილის განცხადებით, მოსახლეობას მაშინ ხვდებიან, როდესაც ბიუჯეტიდან დაფინანსებული ამა თუ იმ საქმიანობის დასრულების შემდგომ ხდება ობიექტის გახსნა.
საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრები ამომრჩევლებს ანგარიშს აბარებენ გასვლით შეხვედრებზე და მიღების საათებში, ამომრჩევლების მოთხოვნიდან გამომდინარე. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, მოსახლეობისათვის არავითარი ანგარიშის ჩაბარება არ ხდება, ამ მიზნით არც შეხვედრები ტარდება.
საკრებულოსთან ურთიერთობაში (საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეების მიღების ორგანიზება, მასალების მომზადება) საკრებულოს აპარატის მიერ დახმარების გაწევის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილე პირად კონტაქტებს ამჯობინებს. ერთი აცხადებს, რომ თუ პირადი კონტაქტებით ვერ მიაღწევ შედეგს, მაშინ დახმარებას მათ ვერანაირი აპარატი ვერ აიძულებს. მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას მერიის აპარატი ეხმარება, მათთან არკვევს კონკრეტული საკითხების თაობაზე ვის უნდა დაუკავშირდეს. მისივე თქმით, არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფორმაციას ვერ იღებ - თუ არ უნდათ, არ გეტყვიან.
შეკითხვაზე - რა პრობლემები არსებობხ საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მხრივ, ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სასურველია, საკრებულო მეტად ცდილობდეს თავისი საქმიანობის პოპულარიზაციას. ამა თუ იმ საკითხის დამტკიცებამდე, მის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას. მისი მოსაზრებით, საკრებულო არ ცდილობს, რომ მოსახლეობა ჩართული იყოს მის საქმიანობაში, არც ბუკლეტებს ავრცელებს. საკრებულოს წევრები საჭიროდ არ მიიჩნევენ მოსახლეობასთან შეხვედრას, რადგან იციან, რომ ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს საკრებულოში მათ მომავალ არჩევაზე. ამ მონაწილის აზრით, საკრებულო მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური დანამატია. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის აზრით, საკრებულოს წევრები ახლოს უნდა იყვნენ მოსახლეობასთან და შეხვედრების გზით ამომრჩეველთა საჭიროებებს უნდა იკვლევდნენ. დღესდღეობით საკრებულო ამას არ აკეთებს. მისი თქმით პრობლემა ისიც არის, რომ საკრებულო ყველაფერს ეთანხმება, შეუძლებელია მერიას ყოველთვის იდეალურად მომზადებული საკითხები შეჰქონდეს საკრებულოში, ყველაფერზე ხელის აწევა ხომ არ შეიძლება? მსჯელობაა საჭირო.
ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, საარჩევნო კანონი, რომლის საფუძველზეც თბილისის საკრებულო ირჩევა, თითქოს იმაზეა ორიენტირებული, რომ საკრებულოს წევრებსა და მოსახლეობას შორის კავშირი არ არსებობდეს. მონაწილე მიიჩნევს, რომ ეს კანონი არ არის სრულყოფილი და არ იძლევა რეალური და ნაყოფიერი მუშაობის საშუალებას. გარდა ამისა, საკრებულო უნდა იყოს ყოველგვარი სიახლის დამნერგავი, მან უნდა შეიმუშაოს ისეთი რეგლამენტი, რომ საზოგადოება ჩააბას თავის საქმიანობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი თავადაც არ არის ამით დაინტერესებული - საკრებულო მაკონტროლებელი ორგანოა, სინამდვილეში კი, არავითარ მაკონტროლებელ ფუნქციას არ ასრულებს.
ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილის აზრით, პრობლემა ის არის, რომ საკრებულო დღეს სკოლის თვითმმართველობას ჰგავს, მას ფუნქცია არა აქვს, არ ჰყავს მრავალფეროვანი წარმომადგენლობა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მერიისადმი მისი უსიტყვო მორჩილების მიზეზი.
მერია
საჯაროობა. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანამდე, ერთი თვით ადრე მაინც ქვეყნდება საჯარო განხილვებისათვის. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტისა და კომისიების დასკვნების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ინფორმაცია არა აქვთ ხდება თუ არა წინასწარ მათი გამოქვეყნება. ერთი მონაწილე ამბობს, რომ კანონით დაწესებულია პროექტის გამოქვეყნება, მაგრამ რადგან რეგლამენტში ზუსტად არ არის მითითებული, თუ რა წესით უნდა გამოაქვეყნონ, წინა დღითაც რომ მოათავსონ ვებ-გვერდზე, მაინც გამოქვეყნებად ჩაეთვლებათ, თანაც პროექტს როგორც კი დაამტკიცებენ, ვებ-გვერდიდან მაშინვე ხსნიან.
ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, თვით საკრებულოს წევრებიც კი, ხშირად 2 საათით ადრე იღებენ პროექტს. რეგიონებში ამ მხრივ უფრო კარგი სიტუაციაა (მან გაიხსენა თელავის შემთხვევა, როცა საკრებულოს თავჯდომარე ბიუჯეტის პროექტის თაობაზე ტელევიზიითაც გამოვიდა, გაზეთშიც დაბეჭდა, შენობაშიც გამოაკრა, მაგრამ მოქალაქეები მაინც არ მივიდნენ). ერთი მონაწილის მოსაზრებით, ბიუჯეტის პროექტი რა ფორმითაც არის დაწერილი, რომც გამოქვეყნდეს, მას ძნელად თუ ვინმე წაიკითხავს და გაიგებს, რადგან ბიუჯეტი სპეფიციკურია და მისი ნიუანსები ზოგჯერ ექსპერტებისთვისაც გაუგებარია. სანამ პროექტი პროგრამული არ იქნება, მანამ მისი გამოქვეყნება ინტერესს ვერ გამოიწვევს. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყოველწლიურად მუშავდება პროგრამა, ხოლო მისი პრიორიტეტებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისას ხდება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. პროგრამა თავსდება მერიის ვებ-გვერდზე. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ თბილისში აქამდე ეს დოკუმენტი არ შემუშავებულა. არსებობს გენერალური გეგმა - ეს არის ურბანული ანუ სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა, მაგრამ არა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ზოგან არის ასეთი პროგრამა შემუშავებული. ფოკუს ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებს ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.
მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები საჯარო ინფორმაციას აქტიურად ითხოვენ - 2008 წელს 1909 განცხადება იქნა შეტანილი ინფორმაციის მოთხოვნით, ხოლო მიმდინარე წელს - 1450. მერიაში ფუნქციონირებს საჯარო ინფორმაციის რეესტრიც. ინფორმაციის გაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად ხდება. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ვებ-გვერდზე თავსდება ინფორმაცია მერიის საქმიანობის შესახებ, ასევე ის ინფორმაცია, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი მაღალია.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი ვადების დაცვის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ზოგჯერ პრობლემები იქმნება ინფორმაციის გამოთხოვისას, მისი მოსაზრებით, ეს იმის ბრალია, რომ ბევრ ისეთ საკითხზე, რაც კანონით ევალებათ და უფლებამოსილი არიან, არ მუშაობენ, ან თუ მუშაობენ, ისე ქაოტურად, რომ შენახულ დოკუმენტებს ვერ აგნებენ.
ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, შეიძლება უნდოდეთ კიდეც ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ინფორმაციის შენახვის პროცედურები არა აქვთ წესიერად გაწერილი, მაგალითად, რა ფორმით უნდა ინახებოდეს ინფორმაცია კონკრეტული საკითხის შესახებ. არასათანადოდ აწარმოებენ საჯარო ინფორმაციის რეესტრს, ამიტომ ძნელია მოძებნო მოხელე, რომელმაც ზუსტად იცის სად რა ინახება.
ინფორმაციის გამოთხოვის საკითხთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა ერთი სპეციფიკის შესახებ გვითხრეს - თუ განცხადება მერის სახელზეა დაწერილი, უფრო სწრაფად შეიძლება მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება.
საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი არ განეკუთვნება ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას.
ჩართულობა. მერიის მიერ მოცოდებული ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული სუბიექტები, ხოლო მათგან მიღებული წინადადებებისა და შენიშვნების მიზანშეწონილობას განიხილავს საკრებულო. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში საზოგადოების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ რიგითი მოქალაქეებისათვის ბიუჯეტი გაუგებარი დოკუმენტია, ჩვეულებრივმა მოქალაქემ რომ ეს ცხრილები ნახოს, ალბათ, ძალზე გაუჭირდება მასში გარკვევა. ხშირად სპეციალისტებსაც კი უძნელდებათ ამ დოკუმენტის გაგება. საკრებულო ბიუჯეტს გასაგები ფორმით არ აქვეყნებს და ამიტომ მოქალაქე როგორც გადაშლის, ისევე დახურავს მას.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები წარდგენილი აქვს ფოკუს ჯგუფის სამ მონაწილეს. ერთი მათგანის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ მისი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ორი რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა. მისი აზრით, ძალიან ბევრი სამუშაო უნდა გასწიო, რომ რეკომენდაცია დაასაბუთო, შეიძლება ისეთი სტატისტიკა დაგჭირდეს, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომაც რთულია მათი გათვალისწინება. სხვა მონაწილის თქმით, თბილისში, რიგი მიზეზების გამო, ძალზე ძნელია მიაღწიო შენი რეკომენდაციის გათვალისწინებას, რეგიონებში კი ეს უფრო შესაძლებელია. ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ თუ გინდა ბიუჯეტში შენთვის საინტერესო საკითხი მოხვდეს, ამაზე მუშაობა დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყო. როგორც უკვე აღინიშნა, მერიის ინფორმაციით, ყოველწლიურად მუშავდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა (რაც არ დასტურდება ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ), ეწყობა მისი საჯარო განხილვები, დაინტერესებული პირებისგან გამოითქმება შენიშვნები და წინადადებები, რომელთაგან რაციონალური შენიშვნების პროგრამაში გათვალისწინება ხდება. საბოლოოდ მას იხილავს და ამტკიცებს საკრებულო.
მერიასთან ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს არაქართულენოვან მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხის შესახებ მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წარმოების ენა ქართულია, ამიტომ არაქართულენოვან მოქალაქეებს შეუძლიათ დაინიშნონ ქართული ენის მცოდნე წარმომადგენელი. თარჯიმნის მომსახურების საკითხი კი, მისი განცხადებით, კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის.
ანგარიშვალდებულება. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მერთან და მერიის სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზებას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და საკითხის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური. რიგ შემთხვევებში, მოქალაქეთა პრობლემების გაცნობა ხდება ადგილზე, მათივე საცხოვრებელ უბანში. მერის მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მერი ხვდება მოსახლეობას, მაგრამ მხოლოდ მედიის თანხლებით. კამერის გარეშე მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დადის, როცა წინასაარჩევნო პროპაგანდას ეწევა, რაც კანონით დაუშვებელია. ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები ანგარიშის ჩაბარების მიზნით არ ეწყობა. ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მერი საკრებულოს წინაშე წელიწადში ერთხელ წარადგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ხოლო საკრებულოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით, მერი ვალდებულია რიგგარეშე ანგარიშითაც წარსდგეს. მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგომასთან დაკავშირებით კი იგი აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მერის ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
შეკითხვაზე - რა პრობლემები არსებობს მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მხრივ, ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ასახელებს მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი გაწერილი პროცედურების არარსებობას. მაგალითად, ბანკში შესვლისას მოქალაქე შესაბამისი ბუკლეტით იღებს ინფორმაციას, ვთქვათ, იპოთეკური სესხის შესახებ. მონაწილის მოსაზრებით, მსგავსი ბუკლეტებით განმარტებული უნდა იყოს თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო და რა პროცედურებია გასავლელი ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე. მან დაასახელა კონკრეტული შემთხვევა, როცა მიმართვიდან 2 წლის გასვლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არ იცოდა რა სტადიაზე იყო საკითხი.
ამ მოსაზრებას ეთანხმება ჯგუფის კიდევ ერთ მონაწილე. მისი განცხადებით, სასურველია არსებობდეს რაიმე გამოცემა, თუნდაც იმის შესახებ, თუ რა პროცედურებია გასავლელი ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობისათვის, რათა მოქალაქემ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია და ჩაერთოს ამ პროცესში. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ მოქალაქეს არა აქვს საშუალება დაელაპარაკოს იმ თანმდებობის პირს, რომელსაც მისი საკითხი ეხება და კომპეტენტურია. ჯგუფის ერთი მონაწილე პრობლემად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოქალაქეები თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით რეკავენ, ინიშნავენ ყველა ზარს და პირდებიან, რომ მოუგვარებენ პრობლემას, თუმცა მერე ვეღარ აქცევენ მათ სათანადო ყურადღებას. მართალია, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ცხელი ხაზის შესახებ, მერიაში ვეღარ აუდიან ზარებს, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნეს შემუშავებული რაიმე მექანიზმი, რომ ადამიანები უშედეგოდ არ ელოდებოდნენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას. ამ გარემოებას პრობლემად ჯგუფის მეორე მონაწილეც ასახელებს. მისი განცხადებით, ხშირად ისეთ ნომერს გეუბნებიან, რომელიც არ მუშაობს და თავიდან გიშორებენ. ცხელ ხაზს უნდა ჰქონდეს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ გადაგამისამართონ უფლებამოსილ პირთან. ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე პრობლემად ასახელებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობები, სადაც გარკვევით იქნება მითითებული, რომელ კონკრეტულ მოხელეს, თუ განყოფილებას რა ფუნქცია აკისრია. თბილისში პრობლემად არის ქცეული ფუნქციების გამიჯნვა - გარკვეული არ არის, რომელი საკითხების მოგვარება ეხება რაიონის გამგეობას და რომელი საკითხებისა - მერიას.
![]() |
4.3.2 3.3.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ქედის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ქედის საკრებულოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთ „აჭარაში“, ამავე გაზეთში ქვეყნდება საკრებულოს მიერ მიღებული ყველა ნორმატიული აქტიც. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით ბიუჯეტის შექმნის პროცესში უფრო მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვის მიზნით, იგი ქვეყნდება გაზეთ „აჭარაში“, რომელიც მთელი აჭარის მასშტაბით ვრცელდება. რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იშვიათად ესწრებიან სხდომებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ ტელეფონით იგებენ - ზოგიერთი მათგანი უშუალოდ საკრებულოს თანამშრომელს უკავშირდება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, არ შეუნიშნავს საკრებულოს შენობაში გამოკრული განცხადება სხდომის ჩატარების შესახებ, რადგან უმეტეს შემთხვევებში სხდომის დაგეგმვაც და ჩატარებაც სპონტანურად ხდება. მონაწილის თქმით, ამიტომაც ვერ უზრუნველყოფენ აქ სხდომის შესახებ ინფორმაციის ვადების დაცვით გამოქვეყნებას.
საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს საკრებულოს სხდომათა ტრანსლირებას. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, პირდაპირი ეთერით სხდომათა ტრანსლირება პრაქტიკულად არ ხორციელდება, მაგრამ როდესაც სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხი იხილება, როგორიცაა ბიუჯეტის დამტკიცება ან გამგებლის არჩევა, ამის შესახებ გადაიცემა სიუჟეტი. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს კომისიისა და ბიუროს სხდომები საჯაროა და მათი ჩატარების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე თავსდება, მაგრამ არ ქვეყნდება გაზეთში. მოქალაქეებს შენობაში ამ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ შეუზღუდავად, რამდენადაც შენობაში შესვლა თავისუფალია.
მისი თქმით, საკრებულოს სხდომის ოქმებიც საჯაროა და ხელმისაწვდომი, თუმცა არავის მიუმართავს საკრებულოსთვის მათი გამოთხოვის თაობაზე. სხდომის ოქმის გამოთხოვის ერთადერთ შემთხვევად მან დაასახელა მიწების საკითხების კომისიის სხდომის ოქმის გამოთხოვა დაინტერესებული პირის მიერ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს სხდომის ოქმი არასოდეს დასჭირვებიათ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა მისი მიღება, ვინაიდან ის საჯარო ინფორმაციაა.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ არ გამოქვეყნებულა. ის საქმიანობის შესახებ ინფორმაციაში იმ აქტებსაც მოიაზრებს, რომლებსაც საკრებულო იღებს, რომლებიც ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, ამდენად, მისი აზრით, მათი ხელმისაწვდომობა საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ტოლფასია. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, საკრებულო თავისი ინიციატივით მოქალაქეებს ინფორმაციას არ აწვდის, ისინი მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში იღებენ ინფორმაციას. ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, მას ძირითადად ბიუჯეტის საკითხები აინტერესებდა, ამიტომ არაერთხელ გამოუთხოვია ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მიუღია კიდეც.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემის საკითხს, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საერთოდ არ მიუმართავთ საკრებულოსათვის, ერთადერთი მიწის აღიარების კომისიას მიმართავენ მიწის დაკანონების საკითხთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებები არ ყოფილა, საჯარო ინფორმაციის რეესტრიც არ იწარმოება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ყოველთვის დადგენილ ვადებში იღებს მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო სხვა მონაწილე ამბობს, რომ ყოველთვის ასე არ ხდება, ყოფილა შემთხვევები, როცა ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებაც კი დაკარგულა. უმეტესად ტელეფონით ატყობინებენ ხოლმე დაყოვნების მიზეზს. სასამართლომდე საქმე ჯერ არასოდეს მისულა, რადგან საბოლოო ჯამში მაინც აწვდიან ინფორმაციას. საკრებულოს დებულებით არ არის გათვალისწინებული „ღია კარის“ სხდომის ჩატარების საკითხი. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს რეგლამენტი 2006 წელს, ხოლო პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის რეკომენდაციები უფრო მოგივიანებით შემუშავდა და შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში არ შესულა. ამდენად, არც ასეთი სხდომა ჩატარებულა. ქედის საკრებულოს რეგლამენტში არც სხვა მექანიზმია გათვალისწინებული, რადგან ამის საჭიროება არ არის - საზოგადოებისგანმოთხოვნა რომ ყოფილიყო, საკრებულო გაითვალისწინებდა და რეგლამენტში შესაბამის ნორმას ჩადებდა. მიუხედავად ამისა, ამ წარმომადგენლის თქმით, მათ ახლაც შეუძლიათ ანალოგიური სხდომის ჩატარება.
ჩართულობა. საკრებულოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრების განცხადებით მოქალაქეებს არ მიუმართავთ, იყო შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა მოითხოვა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა კიდეც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, ყველას აქვს უფლება დაესწროს საკრებულოს სხდომას, ამიტომ ვისაც სურს, შეუძლიათ დაესწრონ. ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ, მისი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „თემთა მობილიზაციის ინიციატივა“, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საკრებულოს სხდომა და მასში მონაწილეობა მიიღო ყველა თემის წარმომადგენელმა, არჩეულ იქნა საინიციატივო ჯგუფი (ორი-სამი ადამიანი), რომელიც ესწრებოდა საკრებულოს სხდომას და ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენდა თემის პრობლემას. მონაწილემ აღნიშნა, რომ საკრებულოს წარმომადგენლებს ინიციატივის დონეზე შეუთავაზებიათ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, მაგარამ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ ამისათვის. ძირითადად რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიანთი ინიციატივით ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, მოქალაქეები კი - ძალიან იშვიათად, განსახილველი საკითხის არაქტუალურობიდან გამომდინარე.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილისათვის ცნობილია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების დასწრება სხდომებზე, ძირითადად იმ სხდომებზე, სადაც განიხილება ბიუჯეტის პროექტი ან სხვა აქტუალური საკითხები. საკრებულოს დარბაზში მათთვის სპეციალური ადგილები გამოყოფილი არ არის, რადგან დარბაზი საკმარისად დიდია და მედიის წარმომადგენლებს ამ მხრივ პრობლემა არ ექმნებათ. რეგლამენტი არ ითვალისწინებს კომისიათა მიერ კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფებში საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მოწვევას. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დროებითი სამუშაო ჯგუფები საკრებულოს კომისიებთან შექმნილი არ არის, მხოლოდ 2007 წელს დროებითი სამუშაო ჯგუფი 3 თვის მანძილზე ახორციელებდა თემებში არსებული თვითმმართველობების ლიკვიდაციას. ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საკრებულოს წევრებისა და გამგეობის შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან.
რეგლამენტი ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამომრჩევლებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. მისივე განცხადებით, საკრებულოს რეგლამენტი ამომრჩეველთა 3%25-ის მოთხოვნით გამსვლელი სხდომის ჩატარების საკითხს ითვალისწინებს (თუმცა ჩვენი გადამოწმებით, მსგავსი ჩანაწერი რეგლამენტში არ არის), ჩაატარეს კიდევაც ასეთი სხდომა 2008 წელს ერთ-ერთ თემში მიწის აღიარების საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს ანგარიში და განიხილეს სადავო საკითხები. ამ სხდომას სოფლის რწმუნებულები და მოდავე მხარეები ესწრებოდნენ.
ფოკუს ჯგუფის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ გამსვლელი და რიგგარეშე სხდომები არ ჩატარებულა. ერთი მონაწილის მოსაზრებით, ამის მიზეზია მოსახლეობის არაინფორმირებულობა - არ იციან, რომ ამის უფლება აქვთ,მიუხედავად ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა. მონაწილის მოსაზრებით, ან ვერ ახერხებენ ორგანიზებას, ან საერთოდ უშედეგოდ მიიჩევენ აქტივობას.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას არც საკითხის საჯარო განხილვის მოთხოვნით მიუმართავს საკრებულოსათვის, მაგრამ საკრებულომ მაინც მოაწყო საჯარო განხილვა „სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების შესახებ“ აქტის პროექტზე. აქტი მიღებულია და მალე გამოქვეყნდება. ამომრჩევლებს არც პეტიციის წესით საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის უფლება გამოუყენებიათ.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირადად მას მოქალაქეთა მიღებისთვის კონკრეტული დღე არა აქვს გამოყოფილი, თუ სამსახურშია, ნებისმიერ დროს იღებს მოქალაქეებს. ანალოგიურად ხვდებიან მოქალაქეებს საკრებულოს სხვა წევრებიც. მისივე განცხადებით, საკრებულოს წევრებს ამომრჩეველთა წინაშე ანგარიშის ჩაბარების პერიოდულობა განსაზღვრული აქვთ შემდეგნაირად: ძირითადად ანგარიშს აბარებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მაჟორიტარები აბარებენ 3 თვეში ერთხელ - სოფლებში გასვლისა და მოსახლეობასთან შეხვედრების გზით, საუბარი შეეხება განხორციელებულ და სამომავლო საქმიანობას. წერილობითი ანგარიში ყოველივე ამის შესახებ არ გამოქვეყნებულა.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის ინფორმაციით, საკრებულოს წევრები ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, ასეთი შეხვედრები ფაქტობრივად არ ხდება. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს ამ საკითხში საკრებულოს წევრების გაუთვითცნობიერებლობით, ასევე იმითაც, რომ საკრებულოს წევრები ყველა შეხვედრას - მეზობელთან შეხვედრასაც კი, მიიჩნევენ მოსახლეობასთან შეხვედრად, ორგანიზებული შეხვედრები კი არ ეწყობა. ადრე ეს მათი გადაადგილების დაფინანსების საკითხის მოუგვარებლობას ბრალდებოდა. წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამივლინებო ხარჯები ასეთი შეხვედრებისათვის, თუმცა ამან მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, საკრებულოს თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზებისა და მასალების მომზადების თხოვნით საკრებულოს აპარატისთვის მიმართვის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საჩქაროა ამ საკითხის გადაწყვეტა. სხვა მონაწილე კი აცხადებს, რომ შეხვედრებისთვის უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარეს ან სხვა თანამდებობის პირს უკავშირდება. იგი ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა შეხვედრის ორგანიზება ან საჭირო მასალების მიღება გაუძნელდა. აპარატის დახმარებას იშვიათად იყენებს, რადგან ბიუროკრატიული პროცედურები უფრო მეტ დროს მოითხოვს. მისი განცხადებით, ყოფილა შემთხვევა, როცა შეხვედრის შემდეგ საკრებულოს თანამდებობის პირებს დაუვალებიათ აპარატისათვის ამა თუ იმ საკითხის ორგანიზება.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები პრობლემად საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხში, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ პრობლემა არასაკმარისი რაოდენობის შეხვედრები და დისკუსიებია, მეორე თვლის, რომ საკრებულოს წარმომადგენლები პრობლემებს მხოლოდ კი არ უნდა ეცნობოდნენ, არამედ უნდა შეეძლოთ კიდეც მათი გადაწყვეტა, დღეს ეს შეუძლებელია ბიუჯეტის სიმცირის გამო. ერთი მონაწილე თვლის, რომ სამოქალაქო ცნობიერება ძალიან დაბალია და ამ პრობლემის ერთბაშად გადაჭრა ვერ მოხერხდება, მისი მოსაზრებით, სამოქალაქო ცნობიერება თუ ამაღლდა, ადამიანებს ცხოვრება უფრო გაუადვილდებათ და ეცოდინებათ პრობლემების მოგვარების გზები.
ფოკუს ჯგუფის მონაწილის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საკრებულოს საქმიანობისადმი უნდობლობა და არაინფრომირებულობაა. მას მიაჩნია, რომ საკრებულოს წევრი პერიოდულად უნდა ხვდებოდეს მოსახლეობას და ანგარიშს აბარებდეს მათ, ამით თავადაც უკეთ იქნება ინფორმირებული მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ და მეორეც, საჯარო მოხელეთა მოვალეობაა იზრუნონ ხალხის კეთილდღეობაზე, მუდმივი კონტაქტი იქონიონ საზოგადოებასთან, არ დაკარგონ მათი ნდობა და არ დაშორდნენ საზოგადოებას. იგივე მონაწილე ხაზს უსვამს სხვა სახის პრობლემასაც და ბიუჯეტზე მუშაობის საკითხთან დაკავშირებით ამბობს: „მე ჯერ არ მახსოვს საკრებულოს არ მიეღოს, ან შენიშვნებით გამგეობისათვის უკან დაებრუნებინოს ბიუჯეტის პროექტი, ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს: ან გამგეობას ყოველთვის იდეალური ბიუჯეტის პროექტი (ინიციატივა) შემოაქვს ან, უბრლოდ, საკრებულოს წევრები მუდამ მხარს უჭერენ მას. “ვფიქრობ, ეს საკითხი დასაფიქრებელია, რამდენად ძლიერია საკრებულო?!“
გამგეობა
საჯაროობა. ქედის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის შენობაში საინფორმაციო დაფაზე თავსდება და რა თქმა უნდა, გაზეთებშიც იბეჭდება, კერძოდ, გაზეთ „აჭარაში“ და „მთიანეთში“. მისი განცხადებით, პროექტის საჯარო განხილვაც ეწყობა - როგორც საკრებულოს დარბაზში, ასევე სოფლებში ჩასვლით და ინფორმაციის მიწოდებით. ფოკუს ჯგუფის ერთერთ მონაწილეს მხოლოდ გაზეთში გამოქვეყნებული უკვე მიღებული ბიუჯეტი აქვს ნანახი. პროექტი ქვეყნდება თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, ხოლო სხვა მონაწილეს, მართალია, გამოქვეყნებული პროექტი არ უნახავს, მაგრამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მიუღია.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, რაიონში შემუშავებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა 2013 წლამდე, რომლის განახლება და შესწორება ყოველწლიურად ხდება.
მისი განცხადებით, გამგეობაში სისტემატურად იცვლებოდა გამგებელი, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვა არ მომხდარა. რაც შეეხება დამტკიცებულ პროგრამებს, საჯარო შეხვედრებზე მათ შესახებ ყოველთვის არის საუბარი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რომ პროგრამები მუშავდება, მაგრამ საჯარო შეხვედრები და განხილვები მათთან დაკავშირებით არ ყოფილა, ისინი არც გამოქვეყნებული უნახავთ. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნების შესახებ გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ისინი არ გამოუქვეყნებიათ, რადგან ამას თავად საკრებულო აკეთებს.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და მის დადგენილ ვადებში გაცემის საკითხს, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაციის გაცემა დამოკიდებულია მის მოცულობაზე, ყოველთვის ცდილობენ დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი ვადები. მისი თქმით, გამგეობაში აწარმოებენ საჯარო ინფორმაციების რეესტრს, რასაც გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი ზედამხედველობს, თუმცა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არა აქვს. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება, მას უფრო არასამთავრობო ორგანიზაციები და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ. მისი მოსაზრებით, რაც მეტი ინფორმაცია იქნება გატანილი გამგეობიდან, შემდგომ მას მით უფრო კარგი დაგეგმვის საშუალება მიეცემა, რადგან მოსახლეობა ინფორმირებული იქნება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთისათვის ინფორმაცია ყოველთვის დადგენილ ვადებში მიუწოდებიათ, მეორე კი აცხადებს, რომ ვადებს ყოველთვის ვერ იცავენ და ინფორმაციის გაცემას ხშირად აგვიანებენ.
გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებისა და გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ძალიან მწირი საშუალებები აქვთ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, რადგან რაიონში არ არის ტელევიზია დაადგილობრივი გაზეთი, ვრცელდება მხოლოდ ბათუმში გამოცემული გაზეთი „აჭარა“ და შუახევის რაიონში გამოცემული გაზეთი „მთიანეთი“. იგი თვლის, რომ საინფორმაციო საშუალებების მხრივ დიდ დეფიციტს განიცდიან და ამიტომ გამგეობის საქმიანობა საკმარისად გამჭვირვალე არ არის. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას მხოლოდ საჯარო შეხვედრების გზით ახორციელებენ.
ჩართულობა. ქედის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობენ გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ ხშირად ხდება მოსახლეობის ჩართვაც. მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მხრიდან შენიშვნები და წინადადებები არაერთხელ შემოსულა და დისკუსიის შედეგად მათი ნაწილობრივ გათვალისწინება მომხდარა კიდეც. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების საკრებულოსთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგეობის მიერ ხდება შენიშვნების გათვალისწინება, საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს დამტკიცებამდე წარუდგენენ, მათი თანამშრომლობა საკრებულოსთან ნაყოფიერია, არ ყოფილა შემთხვევა გამგეობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საკრებულოს არ დაემტკიცებინოს.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს მონაწილეობა აქვს მიღებული ბიუჯეტის საჯარო განხილვებშიც და წინასწარ განხილვებშიც, ამასთან, მას პირადი შეხვედრებიც ჰქონია ბიუჯეტთან დაკავშირებით. იმავე მონაწილეს შენიშვნები და რეკომენდაციებიც აქვს წარდგენილი და ამბობს, რომ ყველა არ გაუთვალისწინიათ, მაგრამ მათზე მუშაობენ. ფოკუს ჯგუფის სხვა მონაწილეების თქმით, თუ საზოგადოებას ესა თუ ის საკითხი აინტერესებს, ასევე თუ გამგეობის მხრიდან ინიციატივა იქნება, მაშინ მიიღებენ სხდომებში მონაწილეობას, თუმცა მათ კონკრეტული შემთხვევის გახსნება გაუჭირდათ.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების საჯარო განხილვებში მონაწილეობას, როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო განხილვები არ ჩატარებულა, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, არც შენიშვნები და წინადადებები შესულა გამგეობაში ამ დოკუმენტის თაობაზე.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილესაც აქვს ამ პროგრამაზე შენიშვნები წარდგენილი, თუმცა არ იცის, გაითვალისწინეს თუ არა. მან აღნიშნა, რომ ეს არ იყო საჯარო განხილვის ფორმატი, უბრალოდ, ხელში ჩაუვარდა აღნიშნული პროგრამა და შემდეგ თავისი ინიციატივით მიაწოდა მათ შენიშვნები. ჯგუფის ამ მონაწილემ იქვე დასძინა, რომ მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული პროგრამის შესახებ
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი საჭიროებების გამოკვლევის მიზნით თითოეულ სოფელში შედგა საჯარო შეხვედრები, ამ შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ არამარტო რწმუნებულები, არამედ გამგეობის სხვა თანამშრომლებიც. შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები და შერჩეულ იქნა ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლებისათვის და რომელთა დაფინანსებაც შესაძლებელია მოცემული თანხებით. გარდა ამ შეხვედრებისა, წინასწარ შემუშავებული ფორმების მიხედვით გამგეობის რწმუნებულებმაც წარადგინეს სოფლის პრიორიტეტები, რომლებიც სოფლის მოსახლეობის ხელმოწერებით იყო დადასტურებული. გამგეობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს არის სოფლის პრობლემების გადაწყვეტის პროგრამა, თუმცა პრობლემათა გადაჭრის მხოლოდ დასაწყისი.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. ერთ-ერთი მათგანი კი აღნიშნავს, რომ ბევრ მოქალაქეს და ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ პროგრამის თაობაზე და მან მიაწოდა. ჯგუფის მონაწილეები იმასაც ადასტურებენ, რომ რწმუნებულები ამ პროგრამის ფარგლებში ხვდებოდნენ მოსახლეობას პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით. ერთი მონაწილის თქმით, რწმუნებული თავად მივიდა იმ ოჯახებში, რომლებიც შეხვედრას ვერ დაესწრნენ და სოფლის მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნაში მათი აზრის გათვალისწინებასაც შეეცადა. რაც შეეხება თავად მონაწილეებს, პირადად მათ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია იმ მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი, რომლებიც სახელმწიფო ენას არ ფლობენ. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ასეთ მოქალაქეებს გამგეობისათვის ჯერ-ჯერობით არ მიუმართავთ, თუმცა გამგეობას ჰყავს ინგლისური ენის სპეციალისტი და თუ თარჯიმნის მომსახურება გახდება საჭირო, ამ ხარჯებს გამგეობა დაფარავას.
ანგარიშვალდებულება. ქედის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის დრო გამოყოფილი აქვთ, მაგრამ ისინი ყოველდღიურადაც ხდებიან მოქალაქეებს. ასევე გამოყოფილია დღეები, როცა გამგებელი მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად ახორციელებს მოქალაქეებთან შეხვედრებს. მისი განცხადებით, მოსახლეობას სისტემატურად ხვდებიან რწმუნებულებიც, ახლა კი მათ მითითება მიიღეს, რომ ყოველდღიურად შეხვდნენ მოსახლეობას. რწმუნებულები მოქალაქეთა პრობლემებს წარმოადგენენ გამგეობაში, ხშირად ასეთი პრობლემებია მიწის საზღვრების დადგენა, სამეზობლო დავები, წყლის და საყოფაცხოვრებო პრობლემები.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ გამგებლის მიერ მოსახლეობასთან ხშირ შეხვედრებს, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, ხდება პრობლემების გამოვლენა, იციან გამგებლის მიერ მოქალაქეთა მისაღებად დადგენილი დღეების, ასევე რწმუნებულების მიერ მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრების შესახებ. ჯგუფის ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად ასეთი შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში იმართება.
რაც შეეხება ანგარიშის ჩაბარების საკითხს, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი ანგარიშს წარადგენს ამომრჩეველთა და საკრებულოს წინაშე. საკრებულოსათვის ანგარიშის ჩაბარება (მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შესახებ) უახლოეს მომავალში მოხდება, ხოლო ამომრჩეველთა წინაშე ანგარიშგებას იგი საჯარო შეხვედრებზე ახდენს - თითქმის ყოველკვირეულად ხვდება მათ და აწვდის გამგეობის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას. ასეთ შეხვედრებს ხშირად ესწრებიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საამისოდ არჩევენ ისეთ ტერიტორიას, სადაც „მოსახლეობას საქმიანობაში ხელი არ შეეშლება“. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ გამგებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებიდან ერთი წელი ჯერ არ შესრულებია, ამდენად, მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების დრო ჯერ არ დამდგარა.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ პრობლემად ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის საკითხში, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ პრობლემაა გამგეობისა და, საერთოდ, მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა; მათ არსებული ფინანსების პირობებშიც კი არა აქვთ პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება - უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფო პოლიტიკა და ზედა დონის ინტერესი. მონაწილეს მიაჩნია, რომ ის თანხა, რაც ქედის ცენტრის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა, უკეთესი იქნებოდა სკოლის, ამბულატორიის ან გზის რეაბილიტაცია/შეკეთებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ზედა სტრუქტურების დაკვეთა სხვაგვარი იყო.
იგივე მონაწილე პრობლემად ასახელებს ბიუჯეტის პროგნოზირების შეუძლებლობას. მისი განცხადებით, გამგეობა რამდენიმე დღით ადრე იგებს რა ტრანსფერი იქნება გამოყოფილი მუნიციპალიტეტზე და მისთვის რთულია ერთი თვით ადრე რაიმე პროექტის დაგეგმვა, ეს კი ამცირებს მოსახლეობის ჩართულობას და მიზნობრიობას. იგი აღნიშნავს, რომ საკმაოდ გაუმჯობესდა გამგეობის საქმიანობა საჯაროობისა და გამჭვირვალობის კუთხით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ხელვაჩაურის საკრებულოში აცხადებენ, რომ სხდომების შესახებ ინფორმაცია (გარდა რიგგარეშე სხდომებისა) ადგილობრივ პრესაში შუქდება, იგი ასევე ქვეყნდება საკრებულოს საინფორმაციო დაფაზეც. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია და მას შეუძლია გაეცნოს საკრებულოს შენობაში. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ ჩატარებული სხდომების შესახებ, სატელევიზიო სიუჟეტების სახით, სხდომების ჩატარებამდე კი მათ არაფერი იციან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორგანიზაცია სხდომის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას ახდენს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპერტთა ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას სურს იცოდეს, როდის რა საკითხი განიხილება საკრებულოში, მაგრამ მათი ჯეროვანი ინფორმირება არ ხდება, გარდა ამისა, არც საკრებულოს შენობაშია განთავსებული შესაბამისი ინფორმაცია. საკრებულოს სხდომათა ტრანსლირება რეგულაციით გათვალისწინებული არ არის და არც პრაქტიკულად ხორციელდება, მაგრამ, როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, ყველა სხდომა (ბიუროს, კომისიის) საჯაროა და მათი ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე ქვეყნდება.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება პრესაში და ტელევიზიაში, რადიოს პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა ინფორმაცია კონკრეტული აქტივობების შესახებ. კვლევის პერიოდში საკრებულო საინფორმაციო ბროშურას ამზადებდა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხს, საკრებულოში აცხადებენ, რომ იწარმოება საჯარო ინფორმაციის რეესტრი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოთხოვის შემთხვევაში ყოველთვის იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას - ეს შეეხება როგორც სხდომის ოქმებს, ასევე სხვადასხვა სახის ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება ინფორმაციის გაცემის ვადებს, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, ინფორმაციას საკრებულოდან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და დროულად იღებენ და ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ.
ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი არასოდეს დაინტერესებულა საკრებულოს სხდომის ოქმით და მათგან არც ინფორმაცია გამოუთხოვია. საკრებულოში აცხადებენ, რომ მოქალაქეები საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ საკრებულოს, ძირითადად ბიუჯეტთან და მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გასულ წელს საკრებულოში შეტანილ იქნა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 60-მდე განცხადება. რაც შეეხება კონკრეტულად საკრებულოს სხდომის ოქმების გამოთხოვას, მოსახლეობისაგან ინტერესი არ ყოფილა, ამ ინფორმაციას მხოლოდ ამა თუ იმ პარტიის წევრები ითხოვენ.
ჩართულობა. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრებისათვის განცხადებით არ მიუმართავთ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისათვის ცნობილი არ არის შემთხვევები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებში საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ. მათ იციან, რომ სხდომებს ესწრებიან რწმუნებულები, ხოლო ტელევიზიები სხდომებს მხოლოდ მაშინ ესწრებიან, როცა მთავრობისთვის ხელსაყრელი საკითხები აქვთ გასაშუქებელი. როგორც ირკვევა, ინიციატივას უფრო მეტად საკრებულო იჩენს - საკრებულოს ხელმძღვანელობის ინიციატივით, მაჟორიტარებს შესთავაზეს სხდომაზე მოეწვიათ მოქალაქეები, რომლებსაც სურდათ რაიმე საკითხის დაყენება. საკრებულოს წარმომადგენელმა გაიხსენა მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები დაესწრნენ სხდომას და დააყენეს მათთვის საჭირო საკითხები.
მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით „ღია კარის“ სხდომის ჩატარება გათვალისწინებულია, საკრებულოს წარმომადგენელი და რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა გამოყენებული. მოსახლეობას საკრებულოსათვის ასევე არც რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიუმართავს.
საკრებულოს გამსვლელ სხდომას რაც შეეხება, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გასულ წელს სისტემატურად ტარდებოდა ასეთი სხდომები რაიონის 5 სოფელში, მაგრამ არა ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე, არამედ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით საკრებულოს გამსვლელი სხდომები არ ჩატარებულა, ხოლო ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ სხდომები ოფიციალური სახით არ ტარდება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ხალხი შეკრებილა და საკრებულოს წევრებთან ერთად უსაუბრიათ სოფლის პრობლემებზე. მონაწილეები ამბობენ, რომ არ იციან ოფიციალურად მიმართა თუ არა მოსახლეობამ საკრებულოს, მაგრამ როცა მოქალაქეები ამა თუ იმ საკითხის დაყენებას ითხოვენ, საკრებულო მათ თხოვნას ყოველთვის ითვალისწინებს და იხილავს საკითხს.
საკრებულოში აცხადებენ, რომ მოსახლეობას პეტიციის წესით არასოდეს შეუტანია სამართლებრივი აქტის პროექტი და არც რაიმე საკითხის საჯაროდ განხილვის მოწყობის მოთხოვნით მიუმართავს საკრებულოსათვის. ამას ადასტურებენ რაიონში მოქმედი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
რეგლამენტი არ ითვალისწინებს კომისიათა მიერ კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფებში საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მოწვევას. მიუხედავად ამისა, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოში ფუნქციონირებს სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც გამგეობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად, მოწვეულნი არიან საზოგადოების წარმომადგენლებიც, მაგალითად, ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის ჯგუფი, სოფლის განვითარების და მუნიციპალიტეტის სიმბოლიკაზე მომუშავე ჯგუფი.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ განსაზღვრული აქვთ მოქალაქეთა მიღების საათები და ხშირად ხვდებიან მოქალაქეებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი ადასტურებს ამ განცხადებას, თუმცა ამბობს, რომ ამ შეხვედრის მიზანი არ არის მოსახლებისთვის ანგარიშის ჩაბარება, ისინი ძირითადად სამომავლო საქმიანობაზე საუბარს ეთმობა და 3-4 თვეში ერთხელ მაინც ეწყობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან სამი აცხადებს, რომ გარდა წინასაარჩევნო პერიოდისა, საკრებულოს წევრები მოსახლეობას არ ხვდებიან. სხვა შემთხვევებში (არჩევნებს შორის პერიოდში) მოსახლეობას რწმუნებული ხვდება. საკრებულოს წარმომადგენელიც აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები პერიოდულად აწყობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანგარიშის ჩაბარება არ ხდება ამგვარი ტრადიციის არარსებობის გამო.
საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოსთან ურთიერთობაში მოქალაქეთა მიერ აპარატისათვის მიმართვის საკითხს რაც შეეხება, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა არ მიმართავს აპარატს თანამდებობის პირთან მიღების ორგანიზების, მასალების მომზადების ან სხვა რაიმე თხოვნით - საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებიან თავად თანამდებობის პირს. ჯგუფის მხოლოდ ერთი მონაწილე აბარებს სათანადო განაცხადს საკრებულოს კანცელარიაში.
სწორედ საკრებულოს თანამდებობის პირთა მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებისადმი არასათანადო ყურადღების მიქცევა დაასახელეს ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა იმ პრობლემათა შორის, რომლებიც ხელს უშლის საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.
გამგეობა
საჯაროობა. ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში - გაზეთ „აჭარაში“, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში“. ამას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები ეწყობა სოფლებში - ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების გზით და საკრებულოს სხდომათა დარბაზში - დეპუტატების, გამგეობის თანამშრომლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო პირდაპირი სატელევიზიო ეთერითაც - აჭარის ტელევიზიისა და ტელეარხ 25-ე არხის პირდაპირ ეთერში.
ანალოგიურად ქვეყნდება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტიც. ასეთი დოკუმენტი 2008 წელს შემუშავდა და გაწერილია 2013 წლამდე. პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც და მისი გადახედვა, პრობლემების აქტუალობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხორციელდება. პროექტის ყოველი განახლებისა და კონკრეტულ მიზნობრივ პროგრამაში ცვლილების შემთხვევაშიც იგი ქვეყნდება, ეგზავნება ყველა ტერიტორიულ ერთეულს და შემდეგ საჯარო განხილვები ეწყობა რწმუნებულებთან ერთად. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობას ასეთ დოკუმენტზე ინფორმაცია არა აქვს, ერთმა მათგანმა კი გვითხრა, რომ არ დაინტერესებულა ამ საკითხით.
გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დადგენილი წესით აწარმოებენ საჯარო ინფორმაციების რეესტრს და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ პრეზიდენტს შესაბამის ინფორმაციას. მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაცია გამგეობიდან გაიცემა 5-6 დღეში, ხოლო თუ დამუშავებას არ საჭიროებს - 2-3 დღეში, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მოქალაქეების მხრიდან ინფორმაციაზე მოთხოვნა აქტიურად არ ხორციელდება, გასული წლის სტატისტიკური მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მხოლოდ 25 განაცხადი იქნა შეტანილი გამგეობაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიდან ერთს ინფორმაცია გამგეობიდან არ გამოუთხოვია, ერთი აცხადებს, რომ ხშირად ითხოვს და ყოველთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იღებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნილი ინფორმაცია ძალიან დიდი მოცულობისაა. ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია მესამე მონაწილესაც.
გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებისა და გამოქვეყნების საკითხი გათვალისწინებული არ არის გამგეობის დებულებაში. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცალკე ასეთი ინფორმაციის მომზადება არ ხდება, ინფორმაციის მიწოდება ძირითადად ხორციელდება გამგებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის სახით.
ჩართულობა. ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ბიუჯეტის პროექტის განხილვაში. განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, უმრავლესობა აცხადებს, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვა არ ყოფილა, მის შემუშავებაში საზოგადოება არ მონაწილეობს. საჭიროა, რომ საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდეს და მოსახლეობას საშუალება მიეცეს ჩაერთოს ბიუჯეტის შედგენის პროცესში. ფოკუს ჯგუფის ერთმა მონაწილემ კი გვითხრა: „მგონი იყო საჯარო განხილვა, მაგრამ მე არ მიმიღია მონაწილეობა“.
გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები და წინადადებები მიუღიათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, ასევე მოსახლეობისაგან, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ყველა ერთეული წარმოადგენს წინადადებებს. პროექტში მათი ნაწილის გათვალისწინება ხდება. მაგალითად, მოსახლეობამ და არასამათავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს გზების, ხიდების და კანალიზაციის რეაბილიტაციის საკითხი, რომელიც მალე გადაწყდება, - აცხადებს გამგეობის წარმომადგენელი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ შენიშვნები ბიუჯეტის პროექტზე წარდგენილი აქვთ, თუმცა მათთვის უცნობია რამდენად ითვალისწინებენ მათ. ისინი აღნიშნავენ, რომ შენიშვნები და წინადადებები, ბიუჯეტის პროექტისაგან განსხვავებით, არ ქვეყნდება საჯარო განხილვებისათვის.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტზე შენიშვნების წარდგენას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მონაწილეები ასეთ დოკუმენტს არ იცნობენ.
მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების საკრებულოსათვის გადაცემის შესახებ გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ბიუჯეტის პროექტზე საკრებულო და გამგეობა ფაქტობრივად ერთად მუშაობენ“, გროვდება ყველა შენიშვნა, ხდება მათი გაანალიზება და ამის შემდეგ განისაზღვრება პრიორიტეტები.
გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა უზრუნველყოფა თარჯიმნის მომსახურებით, გამგეობის წარმომადგენელი ასეთი მოქალაქეებისაგან გამგეობისადმი მიმართვის ფაქტებს ვერ იხსენებს, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხის გათვალისწინებას დებულებაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 78-სავე სოფელში რწმუნებულებისა და გამგეობის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა შეხვედრები მოსახლეობასთან, მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს ამ პროგრამის შესახებ, ასევე მათი მონაწილეობით მოხდა პრიორიტეტების დასახვა.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. ერთ-ერთი მათგანი ადასტურებს, რომ რწმუნებულები ხვდებიან მოსახლეობას ამ პროგრამასთან დაკავშირებით, სხვა კი აცხადებს, რომ პროგრამიდან თანხა მისი სოფლისთვისაც გამოიყო. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა ამ პროგრამისათვის პრიორიტეტების განსაზღვრაში, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ რწმუნებულთან ამ მიზნით მოწყობილ შეხვედრას.
ანგარიშვალდებულება. ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გარდა იმისა, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს დაწესებული აქვთ მოქალაქეთა მიღების დრო, ისინი მოსახლეობას მაინც თითქმის ყოველდღიურად ხდებიან, რადგან ცენტრიდან ტერიტორიულად მოშორებით მდებარე სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობისათვის მიღებაზე უარის თქმა შეუძლებელია. მისი თქმით, მოსახლეობას რეგულარულად - ყოველდღიურად ხვდებიან რწმუნებულებიც, რომლებიც კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს იმის შესახებ, თუ საჭიროების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. სწორედ რწმუნებულის საშუალებით ხდება გამგეობის მიერ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ რწმუნებულები პერიოდულად ხვდებიან მოსახლეობას და ცდილობენ სოფლის პრობლემების მოგვარებას. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ეს ბუნებრივიც არის, რადგან რწმუნებულებიც იმავე სოფლის მაცხოვრებლები არიან და ყოველდღიურად უწევთ ხალხთან შეხვედრა. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ რწმუნებულთან შეხვედრებში მონაწილეობას მოუცლელობის გამო ვერ ახერხებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ასეთ შეხვედრებს ესწრებიან.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებელი წელიწადში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს მოსახლეობასაც და საკრებულოსაც, ასეთ დროს სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მოსახლეობა და მედიაც ესწრება. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე ადასტურებს ამ ფაქტს, მეორე შენიშნავს, რომ გამგებელი მოსახლეობას ხვდება არა ანგარიშის წარდგენის, არამედ მათი პრობლემების მოსმენის მიზნით, მესამეს კი მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია.
მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი დასახელდა ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ, როგორც პრობლემა გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობაში.
![]() |
4.3.3 3.3.3. გურია |
▲ზევით დაბრუნება |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ლანჩხუთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე და ადგილობრივ გაზეთებში. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ინფორმაცია წინასწარ ვრცელდება, მისი მიღება კი შესაძლებელია ადგილობრივი გაზეთებიდან, პრესსამსახურიდან, ასევე პირადი კონტაქტების მეშვეობით.
საკრებულოს წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ვრცელდება, მხოლოდ მედიას აყენებენ საქმის კურსში. მისი განცხადებით, ხელმისაწვდომია ასევე საკრებულოს სხდომის ოქმი და როცა მოქალაქეები მის მიღებას ითხოვენ, მათი მოთხოვნა კმაყოფილდება - მასალები სხდომის შესახებ სხდომის ჩატარებიდან მეორე დღესვე იბეჭდება პრესაში. ამ ინფორმაციას ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ - ერთ მონაწილეს გამოუთხოვია ასეთი ოქმი და მიუღია კიდეც დადგენილი წესით, ორი მონაწილე კი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომის ოქმები ინტერნეტშიც არის გამოქვეყნებული. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ვრცელდება ადგილობრივ გაზეთებსა და ინტერნეტში. ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ საკრებულოს ინიციატივით, მათ ისიც აღნიშნეს, რომ საკრებულომ თავისი მუშაობის ერთი წლის ანგარიშიც დაბეჭდა და გაავრცელა/დაარიგა.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, მოქალაქეები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ საკრებულოს, სადაც იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ კანონით დადგენილი ვადების დარღვევას საჯარო ინფორმაციის გაცემისას აქ ადგილი არა აქვს.
მიუხედავად რეგლამენტში შესაბამისი ჩანაწერის არსებობისა, საკრებულოს სხდომების ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირება არ ხორციელდება
ჩართულობა. ლანჩხუთის საკრებულოს წარმომადგენელი აღნიშნავს, მოქალაქეები განცხადებით მიმართავენ საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით. მისი აზრით, ეს ფორმალყრი ბარიერია, ასეთი სახით მიმართვის შემდეგ სხდომაზე დასწრების მსურველს არანაირი პრობლემა აღარ ექმნება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისათვის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებში საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ ასევე აცხადებენ, რომ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ესწრებიან სხდომებს. ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ჟურნალისტებისთვის დარბაზში სპეციალური ადგილებიც არის გამოყოფილი. არასამთავრობო ორგანიზაციები ნაკლებად ესწრებიან სხდომებს, ხოლო რიგით მოქალაქეებს 2 წლის წინ შესაბამისი განცხადებების დაწერა მოსთხოვეს.
საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რამდენიმე პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისაგან. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ასეთ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არც ერთს არ მიუღია, მათგან მხოლოდ ერთს აქვს ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების გამოცდილება - წინასწარ მიიღო შეტყობინება და დასწრების პრობლემა არ შექმნია.
საკრებულოს „ღია კარის სხდომის“ ჩატარების შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ იყო ასეთი შემთხვევები, მაგალითად, ბიუჯეტის ფორმირებისას, საძოვრებთან და წყლის დაბინძურების საკითხებთან დაკავშირებით. „ღია კარის სხდომები“ ხშირი არ არის - შეიძლება კვარტალში ერთხელ მოეწყოს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ ასეთი სხდომები იშვიათად ტარდება, ისინი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ. უნდა აღინიშნოს მონაწილეთა განცხადება, რომ „ღია კარის სხდომების” ჩატარების შემთხვევაში, პრეს-რელიზს და დღის წესრიგს წინასწარ იღებენ, ჩატარებული სხდომის შესახებ ინფორმაციას კი - მოთხოვნის საფუძველზე. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები გაზეთებში ქვეყნდება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას საკრებულოს რიგგარეშე და გამსვლელი სხდომების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავს - ასეთი ინიციატივა არც მოსახლეობისაგან და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არასოდეს ყოფილა, თუმცა, მისი აზრით, ასეთი პრეცედენტი ძალიან საინტერესო იქნებოდა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით დასტურდება, რომ მოსახლეობას არ მოუთხოვია საკრებულოს გამსვლელი ან რიგგარეშე სხდომის ჩატარება, მათი განცხადებით, გამსვლელი სხდომები თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთოდ არ ტარდება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს საკრებულოს მიერ მისაღები საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნით არ მიუმართავთ. ამას ფოკუს ჯგუფის მონაწილენიც აღნიშნავენ. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას არც სამართლებრივი აქტის პროექტი შეუტანია პეტიციის წესით, თუმცა ამბობს, რომ ასეთ ფაქტს უთუოდ მიესალმებოდა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები კი მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა, სავარაუდოდ, ამ უფლების შესახებ ინფორმირებული არ არის და პეტიციის შეტანის შემთხვევებიც ამიტომ არ ყოფილა.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მისაღებად დრო დაწესებული არ არის, მაგრამ ყოველდღიურად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და საკრებულოს თანამდებობის პირებს შეხვდეს. თუ საკრებულოს რომელიმე კონკრეტულ წევრთან შეხვედრის ორგანიზება არის საჭირო, ამას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ საკრებულოს წევრები ინტენსიურად ხვდებიან მოსახლეობას.
საკრებულოს წევრთა მიერ მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა მაჟორიტარი დეპუტატი აბარებს ანგარიშს თავის სოფელს კვარტალში ერთხელ. რაც შეეხება საკრებულოს ანგარიშს, პრესაში სისტემატურად იბეჭდება საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიის თავმჯდომარეების ინტერვიუები, რომლებშიც ასახულია საკრებულოსა და პირადად მათი საქმიანობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების თქმით კი, საკრებულოს წევრები ანგარიშს „ნაწილობრივ აბარებენ - განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ“. როგორც მათ უკვე აღნიშნეს, საკრებულომ ერთი წლის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში უკვე დაბეჭდა და გაავრცელა.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოს აპარატი მას ეხმარება საკრებულოსთან ურთიერთობის ორგანიზებასა და შესაბამისი მასალების მომზადებაში. სხვა მონაწილე კი აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებთან ურთიერთობას ახორციელებს როგორც პირადად, ასევე პრესსამსახურისა და აპარატის დახმარებით.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა: ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელება; გადაწყვეტილებათა ნაჩქარევად მიღება; საზოგადოების პასიურობა - ხალხს ამ პროცესში (თუნდაც ბიუჯეტის შედგენაში) მონაწილეობის დიდი სურვილი არა აქვს; მოქალაქეთა ინდიფერენტულობა - თუ საკითხი პირადად მათ არ ეხებათ, პროცესში მონაწილეობის სურვილი ნაკლებად აქვთ.
გამგეობა
საჯაროობა. ლანჩხუთის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში, ვებ-გვერდზე და გამგეობის შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, განხილვამდე ქვეყნდება როგორც ბიუჯეტის პროექტი, ასევე კომისიების დასკვნები. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაც ეწყობა, პირველად გადიან სოფლებში, შემდეგ ხდება სამსახურების ანგარიშების მოსმენა ანუ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა, შემდეგ კი იგეგმება რა უნდა გაკეთდეს და რა სიახლეები შეიძლება დაინერგოს.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დოკუმენტი შემუშვებულია 2012 წლამდე, ამასთან ხდება მისი განახლება. მისი თქმით, პროგრამა წიგნად არის გამოცემული, ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ამდენად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს და მის შესახებ შენიშვნები და წინადადებებიც შემოიტანოს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი არ აქვეყნებენ საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტებს, რადგანაც ამას თავად საკრებულო აკეთებს, გამგეობა კი მხოლოდ ბრძანებებს აქვეყნებს..
საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის საკითხის შესახებ, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეებს მოთხოვნილ ინფორმაციას რაც შეიძლება სწრაფად აწვდიან, თუკი მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარებას დიდი დრო არ დასჭირდა. ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობა ინფორმაციას ხშირად ითხოვს, იწარმოება საჯარო ინფორმაციის რეესტრი.
გამგეობის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება უზრუნველყოფილია, რაც ადგილობრივი გაზეთების საშუალებით ხორციელდება.
ჩართულობა. ლანჩხუთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში რწმუნებულებთან და დეპუტატებთან ერთად მოსახლეობაც მონაწილეობს. მისი თქმით, მათგან წერილობით შენიშვნებსა და წინადადებებსაც იღებენ, რომლებსაც საკრებულოს გადასცემენ პროექტის განხილვამდე, საკრებულო კი ითვალისწინებს ამ შენიშვნებს.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოება ნაკლებად იღებს მონაწილეობას ბიუჯეტის პროექტის განხილვებში, შენიშვნებსა და წინადადებსაც ძირითადად საკრებულოს წევრები ან ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები წარადგენენ, მოსახლეობას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს კი ისინი ფაქტობრივად არ წარუდგენიათ.
როგორც გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა ღია და ხელმისაწვდომი დოკუმენტია, იგი განთავსებულია ინტერნეტში და გამგეობისათვის მის თაობაზე წინადადებების მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის საჯარო განხილვებისას ძირითადად ტერიტორიული რწმუნებულებისაგან იღებენ შენიშვნებს, რომლებსაც საკრებულოს წარუდგენენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი აცხადებს, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა შედგა, პირადადაც მონაწილეობდა მასში და მისი შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნა. დანარჩენებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივ საჭიროებებს იკვლევენ რწმუნებულები. მანაც და სოფლის მოსახლეობამაც იცის, რომ თუ ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდება, მომავალში უფრო მეტ თანხას მიიღებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ რწმუნებული იქაური მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა ანკეტების საშუალებით, რომლებიც მოსახლეობაში დარიგდა. იმისდა მიხედვით, თუ რომელმა სოფელმა რა მოთხოვნა წამოაყენა, შეირჩა კონკრეტული პროექტები, გამგეობის წარმომადგენლის თქმით, პროგრამაში მონაწილეობა ყველა სოფელს ეკუთვნის.
პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, მათი განცხადებით, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილსაც აქვს ინფორმაცია. ისინი ადასტურებენ რწმუნებულების მიერ ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით შეხვედრებისა და გამოკვლევის ჩატარებას. ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, პრობლემათა გამოვლენა ქულების მინიჭების გზით მოხდა. მეორემ კი გვითხრა, რომ სინამდვილეში სოფლებს შერჩეულთაგან სრულიად განსხვავებული პრობლემები აქვთ. პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით რწმუნებულთან შეხვედრებში მონაწილეობა ფოკუს ჯგუფიდან არავის მიუღია.
ანგარიშვალდებულება. ლანჩხუთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო დაწესებული აქვთ - გამგებელი ყოველ ორშაბათს რწმუნებულებს ხვდება, ყოველ სამშაბათს კი მოქალაქეებს იღებს. ყოველთვე დგება სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, გამგებელი და მისი მოადგილე თვეში ორჯერ მაინც გადიან თითოეულ სოფელში, ამ შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს აპარატი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ გამგებელი მოსახლეობას საკმაოდ ხშირად ხვდება, შეხვედრების მიზანი კი იქაურ მაცხოვრებელთა პრობლემების გამოვლენაა.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას ხვდება რწმუნებულიც. იგი გამგეობაში წარმოადგენს სოფლის პრობლემებს, ხშირად აქ შედის მოქალაქეთა პირადი საკითხებიც, რომელთა გადაჭრასაც ასევე მთავრობისაგან ითხოვენ, გამგეობის წარმომადგენლის თქმით, როგორც შეუძლიათ, ეხმარებიან მოსახლეობას. ადგილობრივ მაცხოვრებლებთან რწმუნებულის პერიოდულ შეხვედრებს ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ.
გამგებლის მიერ მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშის ჩაბარებასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს არჩეულია და, შესაბამისად, მასვე აბარებს ანგარიშს წელიწადში ერთხელ - წლის დასაწყისში. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, გამგებელი ანგარიშს გაზეთებში აქვეყნებს, ხოლო შეხვედრების დროს ხაზგასმით საუბრობს მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა: საზოგადოების ნაკლებად ჩართულობა; გამჭვირვალობის არასაკმარისი ხარისხი (მათი მოსაზრებით, გამგეობა უფრო გამჭვირვალედ უნდა საქმიანობდეს); მოსახლეობის პასიურობა (მათი ჩართულობა მხოლოდ გამგეობაზე არ არის დამოკიდებული, მოსახლეობასაც უნდა ჰქონდეს ამ პროცესებში მონაწილეობის სურვილი, ის კი თითქმის არ იჩენს ამისადმი ინტერესს); გამგეობის არასაკმარისი აქტიურობა (თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა არასაკმარისად ჩართულობის თავიდან ასაცილებლად არც გამგეობას გამოუჩენია საკმარისი აქტიურობა).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე, ასევე ვრცელდება ადგილობრივი გაზეთებით. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვით შევიტყვეთ, რომ ერთი მათგანი სხდომების შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახურიდან იღებს, მეორე მხოლოდ უკვე ჩატარებული სხდომების შესახებ იტყობს, სხვას პრესსამსახური ურეკავს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, ხოლო ერთს წერილობით უგზავნიან, თუ რა საკითხები უნდა გავიდეს საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომაზე, ხოლო თუ გაგზავნა ვერ მოხერხდა - ტელეფონით ურეკავენ.
საკრებულოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით დღის წესრიგს ყოველთვის ათავსებენ ხოლმე საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. მისი თქმით, საჯარო და ხელმისაწვდომია საკრებულოს სხდომის ოქმებიც, მოსახლეობის მიმართვა ამ ოქმების მოთხოვნით - ნაკლებია, აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს უფრო არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. ოქმის ხელმისაწვდომობის შესახებ საკრებულოს წარმომადგენლის განცხადება დასტურდება ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილის მიერ, თითოეულ მათგანს გამოთხოვილი და მიწოდებული აქვს ოქმი დადგენილი წესით.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ვრცელდება პერიოდულად განახლებადი ვებ-გვერდისა და ადგილობრივი სამი გაზეთის მეშვეობით, ასევე ტელევიზიით, თუმცა ამ უკანასკნელს შედარებით უფრო ნაკლებად მიმართავენ. როცა ღია ეთერია და მიწვეულია საკრებულოს წარმომადგენელიც, საუბრობენ საკრებულოს საქმიანობაზე. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულო გაწეული საქმიანობის შესახებ მათ ინფორმაციას აწვდის მოთხოვნის საფუძველზე.
საკრებულოსაგან საჯარო ინფორმაციას მოქალაქეები ძალიან ხშირად ითხოვენ. როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, სტატისტიკური მონაცემები ასეთია: გასულ წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე 36 განაცხადი იქნა შეტანილი, მიმდინარე წელს - 13. იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც. ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ საკრებულოში ინფორმაციას გასცემენ, კანონით დადგენილ დროს კი მაქსიმალურად იყენებენ. ერთი მონაწილის თქმით, ზოგიერთ ინფორმაციას ასლის გადაღება სჭირდება, ან ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი და შეიძლება ამის გამო ორი დღის ვადა დაგითქვან, შესაძლოა დაელოდო და რამდენიმე წუთშიც მოგაწოდონ. ჯგუფის მონაწილეს გამოუთხოვია ერთ-ერთი სოფლის მშენებარე სტადიონის პროექტის ასლი. მისი განცხადებით, პროექტი უკვე გამზადებული იყო, მაგრამ ერთი კვირის ლოდინი მაინც მოუწია. სხვა მონაწილე აღნიშნავს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, არ გაეცეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა ხშირად სარგებლობენ კანონში მითითებული 10-დღიანი ვადით. ამ მონაწილის განცხადებით, არის დოკუმენტები, რომლებიც დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს მაინც 10 დღის შემდეგ იძლევიან. იგი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მის ორგანიზაციას სასამართლოში სარჩელიც ჰქონდა შეტანილი.
მიუხედავად რეგლამენტში შესაბამისი ჩანაწერის არსებობისა, საკრებულოს სხდომების ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირება არ ხორციელდება.
ჩართულობა. ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს მოქალაქეები სხდომებზე დასწრების მოთხოვნით ძირითადად ზეპირად მიმართავენ, ამის თაობაზე წერილობითი მოთხოვნები ნაკლებად არის შეტანილი. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომელიმე კონკრეტული პროექტის ფარგლებში თავიანთი ინიციატივით ესწრებიან სხდომებს, ხოლო მოსახლეობის ინტერესის შესახებ მან არაფერი იცის. ორ მონაწილეს კი მოჰყავს მაგალითები, როდესაც კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე, მოსახლეობამ სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა, მათ დახმარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, რაც არც ერთი პროექტის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული და დაესწრნენ სხდომას, წარმოაყენეს პრობლემები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე. მონაწილეთა განცხადებით, მოსახლეობის ამგვარ ინიციატივას ყოველთვის მოჰყვება შედეგი. გარდა მოსახლეობისა, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, სხდომებს ესწრებიან მასმედიის წარმომადგენლები. დასწრებასთან დაკავშირებით მათ პრობლემები არ ექმნებათ, თუმცა ადგილები მათთვის სპეციალურად გამოყოფილი არ არის, ისინი ძირითადად დარბაზის ბოლო რიგებში სხდებიან. რეგლამენტით ადგილები მხოლოდ საკრებულოს წევრებისთვის არის გამოყოფილი.
საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოში რამდენიმე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და კონკრეტულ საკითხებზე სპეციალისტები არიან მოწვეული, მაგალითად, სტიქიური მოვლენების ან წყალუხვობის დროს ასეთ ჯგუფებში ჩართულია მოსახლეობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ხშირად ყოფილან მიწვეული საკრებულოს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში. ისინი კომისიის სხდომებშიც მონაწილეობდნენ, მაგალითად, ასეთი სამუშაო ჯგუფები შექმნილი იყო საბავშვო ბაღების სამართლებრივი ფორმებისა და საბიუჯეტო განაცხადების შემუშავების თაობაზე, მიწის განაწილების საკითხებზე და სხვ.
საკრებულოს „ღია კარის სხდომის“ ჩატარებასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასეთი სხდომები ეწყობა. საკრებულოს ნებისმიერი სხდომა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასზე დასწრება. იგი იხსენებს ერთადერთ შემთხვევას, როდესაც სხდომა დაიხურა შვილად აყვანის საკითხის განხილვის გამო. ფოკუს ჯგუფის სამი მონაწილე ადასტურებს, რომ „ღია კარის სხდომები“ წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, ხოლო სხდომაზე დასმული საკითხის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პრესიდან იგებენ. ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ ინფორმაციის გასავრცელებლად პრესსამსახური იშვიათად იყენებს ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა პრესრელიზი, ალბათ იმიტომ, რომ ჟურნალისტები აშუქებენ საკითხებს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას საკრებულოს რიგგარეშე და გამსვლელი სხდომების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავს. თუმცა იხსენებს შემთხვევას, როდესაც გასულ წელს ურეკში ადგილობრივი პრობლემების (მოსაკრებელი, სანიტარული ნორმების გაუმჯობესება, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული საკითხები) განსახილველად გამსვლელი სხდომა დაიგეგმა, მოსახლეობა გაფრთხილებული იყო ამ სხდომის შესახებ, თუმცა იგი აგვისტოს მოვლენების გამო გადაიდო და აღარც ჩატარებულა. ზემოხსენებული საკითხები მოგვიანებით ოზურგეთში იქნა განხილული. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ მოსახლეობას გამსვლელი და რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არ დაუყენებია. მათი ინფორმაციით, საკრებულოს გამსვლელი სხდომები თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში არ ტარდება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს არ მიუმართავთ საკრებულოს მიერ მისაღები საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნით. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, მოსახლეობისაგან ასეთი ინიციატივა რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად დააკმაყოფილებდნენ, სხვა მონაწილემ კი გაიხსენა, რომ ურეკის მიწების საკითხის ირგვლივ საზოგადოებამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ ხელისუფლებამ შეიტყო ამის შესახებ და დაიწყო საკითხის მოგვარება. ეს წინა მოწვევის საკრებულოს დროს მოხდა, მაგრამ ხელმოწერები ამომრჩეველთა 3%25-ის მიერ მაინც არ შეგროვილა - დაახლოებით 1500 ხელმოწერა იყო.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობას სამართლებრივი აქტის პროექტი პეტიციის წესით არ შეუტანია. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს ბიუჯეტის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით ვადების დარღვევას ედავებოდნენ, რაც გაასაჩივრეს კიდეც. საკრებულოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სასამართლო პროცესი საკრებულომ მოიგო. ამ საკითხის შესახებ ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე განმარტავს, რომ საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2007 წელს არაერთხელ მიმართა საკრებულოს, რათა მას მოეწესრიგებინა თავისი დებულების მიღებისა და გამოქვეყნების პროცედურა, ასევე კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი. საკრებულომ თავდაპირველად ეს არ გაითვალისწინა, 2007 წლის ზაფხულში ორგანიზაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სასამართლომ იმსჯელა სარჩელის დაშვებულობაზე და მიიღო გადაწყვეტილება საკითხი არ განეხილა. მოგვიანებით საკრებულომ აღნიშნული საკითხი თავად მოაწესრიგა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ამომრჩეველთა მიერ პეტიციის წესით პროექტის საკრებულოში შეტანის შემთხვევები არ ყოფილა.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის თავმჯდომარეებს დაწესებული აქვთ მოქალაქეთა მიღების დრო, მათთან შეხვედრებს უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მოსახლეობას ხვდება ასევე საკრებულოს ყველა წევრი - მაჟორიტარები თვეში ერთხელ მაინც და ამ შეხვედრებს თავად უზრუნველყოფენ. საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრებს ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც, ადგილობრივი გაზეთის წარმომადგენლის განცხადებით, ამა თუ იმ სოფელში საკმაოდ ხშირად ჩადიან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის გასაშუქებლად და ხედავენ, რომ მაჟორიტარები და ტერიტორიული რწმუნებულები ყოველდღიურად თუ არა, საკმაოდ ხშირად ხვდებიან მოსახლეობას. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრების დროს საკრებულოს წევრები მოსახლეობას ანგარიშსაც აბარებენ, თუმცა ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, მას ასეთი პრეცედენტი არ ახსენდება.
ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოს აპარატი ეხმარება მათ საკრებულოსთან ურთიერთობაში - საკრებულოს წევრებთან მიღებასა და შესაბამისი მასალების მომზადებაში.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის მიერ დასახელდა საკრებულოს წევრთა უმრავლესობის პასიურობა, ხოლო ერთი მონაწილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებში არ მონაწილეობენ, შესაბამისად, საკრებულო ერთპარტიულია.
გამგეობა
საჯაროობა. ოზურგეთის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება ბეჭდვით მედიაში და თავსდება საინფორმაციო დაფებზე. ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით პროექტი არ გამოქვეყნებულა. მისივე თქმით, ეწყობა ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაც - ჯერ ქვეყნდება მედია საშუალებებით, შემდეგ შემოდის წინადადებები, შემდეგ ხდება მისი განხილვა კომისიაში, ბოლოს კი ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი და კომისიის დასკვნები მათ განხილვამდე ქვეყნდება. არსებობს საკრებულოს ვებ-გვერდი, რომელზეც ძირითადად განთავსებულია ინფორმაცია საკრებულოს შესახებ, ამ ვებ-გვერდზეა ასევე განთავსებული ბიუჯეტიც. რამდენჯერმე სატელევიზიო დებატებიც გაიმართა საბიუჯეტო საკითხებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ გამგეობის საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები და სხვ.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს წლის ბოლომდე - ბიუჯეტის პროექტის ფორმირებამდე, მასში შესული პრიორიტეტები და მიმართულებები მაქსიმალურად არის ასახული ბიუჯეტში. მისი თქმით, გასულ წელს ამ პროგრამის გამოქვეყნება და მისი საჯარო განხილვა არ მომხდარა, წინა წლების შესახებ კი ინფორმაცია არა აქვს, რადგან ამ საკითხებში არ მონაწილეობდა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალურ- ეკონომიკური განვითარების პროგრამა შემუშავებულია CHF-ის ხელშეწყობით, იგი წიგნის სახით არის გამოქვეყნებული ინტერნეტში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას მის განახლებაზე არ უმუშავია.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი არ აქვეყნებენ საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტებს, რადგანაც ამას თავად საკრებულო აკეთებს. გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის გამოქვეყნებას რაც შეეხება, გამგეობის წარმომადგენლის თქმით, გამგეობის სამსახურები სისტემატურად ამზადებენ ანგარიშებს, საკრებულო წყვეტს გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში გამოაქვეყნოს თუ არა. გამგეობა ამ ინფორმაციას ყოველთვის აქვეყნებს თავის საინფორმაციო დაფაზე, გამგეობის შესახებ ინფორმაცია იბეჭდება გაზეთებშიც. კულტურის, საორგანიზაციო და ინფრასტრუქტურის სამსახურების ანგარიშები ქვეყნდება მასმედიის საშუალებებით.
საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად ზოგჯერ გარკვეული დროა საჭირო და 2-3 დღე საკმარისი არ არის, თუმცა ინფორმაცია გაიცემა კანონით დადგენილ ვადებში - მაქსიმუმ 10 დღეში. დადგენილი პრაქტიკით, გამგეობა აცნობებს დაინტერესებულ პირს, თუ რამდენ დღეში იქნება შესაძლებელი შესაბამისი ინფორმაციის მიღება. აწარმოებენ საჯარო ინფორმაციების რეესტრსაც, ყველა გაცემული ინფორმაცია აღნუსხულია და თითოეული მათგანის მიღებაზე შესაბამისი ხელმოწერაა გაკეთებული. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები ინფორმაციას სისტემატურად ითხოვენ. მართალია, მას ამის შესახებ ზუსტი მონაცემები არ გააჩნია, მაგრამ განაცხადა, რომ საჯარო ინფორმაციის ათასობით ფურცელი გავიდა გამგეობიდან.
გამგეობის მიერ ინფორმაციის დროულ გაცემასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა შეფასებები ემთხვევა საკრებულოს შეფასებებს - ერთი ვერსიით, ინფორმაცია გაიცემა, თუმცა მაქსიმალურად გამოიყენება კანონით დადგენილი დრო, ხოლო მეორე ვერსიით, ინფორმაციას გასცემენ დათქმულ დროში.
ჩართულობა. ოზურგეთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, იურიდიული სამსახურების თანამშრომლები, ასევე საკრებულოს შესაბამისი კომისიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების მიხედვით, საზოგადოება მონაწილეობს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში. ერთი მონაწილე იხსენებს საინტერესო ფაქტს - წელს არც გამგებელს ჰქონდა ბიუჯეტის პროექტი და არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამსწრეებს ზეპირად აუხსნეს საკითხები, სხვა მონაწილე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა რამდენჯერმე მოეწყო - პირველად, როდესაც გამგეობამ ბიუჯეტი საკრებულოს წარუდგინა, ამ ბიუჯეტს იცნობდა მხოლოდ გამგეობა, ხოლო განმეორებით წარდგენის შემდგომ ბიუჯეტის პროექტი უკვე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე შემოდის მოქალაქეთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნები და წინადადებები, რომელთაგან ბევრი გაითვალისწინეს. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტი ჯერ ქვეყნდება მედია საშუალებებით, შემდეგ შემოდის წინადადებები, შემდეგ განიხილება კომისიაში, ბოლოს კი - ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ყველას აქვს წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა.
როგორც გამგეობის წარმომადგენელი ამბობს, ბიუჯეტის პროექტის შესახებ შემოსული შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს განხილვამდე გადაეცემა, სხვაგვარად შენიშვნებსა და წინადადებებს, მისი თქმით, აზრიც არ ექნებოდა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე წარდგენილი ყველა შენიშვნა საკრებულომ გაითვალისწინა.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვა, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ხდება საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც ზოგჯერ კომისიის მოწვევით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. შენიშვნები ძირითადად საკრებულოსაგან მოდის. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები პროგრამის განხილვებში მონაწილეობდნენ, მათ წარადგინეს შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა.
როგორც გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტებს თავად საკრებულო აქვეყნებს, ხოლო ზოგჯერ საკრებულოსთან შეთანხმებით გამგეობაც. ასეთი პროექტების გამოქვეყნების შემდეგ შენიშვნებიც მიუღიათ, შედგა კამათიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან. მოქალაქეებმა (მუზეუმიდან, თეატრიდან, საბავშვო-ბაღებიდან) შემოიტანეს წინადადებები, მათთვის ბიუჯეტში შესაბამისი დაფინანსების გაზრდის თაობაზე, ბევრი მათგანი გათვალისწინებულია - გაიხსნა ორი ახალი ბიბლიოთეკა, ჩამოყალიბდა ურეკის კულტურის სახლი. ანსამბლ იმედის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა არგუმენტები, რომ სასარგებლო იქნებოდა მათთვის დაფინანსების გაზრდა და გამგეობამ დააკმაყოფილა კიდეც მათი მოთხოვნა.
გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამგეობას ხშირად მიმართავენ რუსულენოვანი მოქალაქეები, თუმცა თარჯიმანი არ დასაჭირვებიათ, შესაბამისად, თარჯიმნის მომსახურების საკითხიც არ დამდგარა, თუმცა, გამგეობის წარმომადგენლის თქმით, თუ საჭირო გახდება, მოიწვევენ თარჯიმანს და ხარჯებსაც გამგეობა აანაზღაურებს.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, დადგენილებით მათ და სოფლის რწმუნებულებს იქაურ მაცხოვრებლებთან შეხვედრების ორგანიზება დაევალათ, მოეწყო კიდეც ასეთი შეხვედრები ყველა სოფელში, პირადად გამგებელიც ბევრ მათგანს ესწრებოდა. პროგრამის შესახებ მოსახლეობა ზუსტად არის ინფორმირებული, თუმცა ზოგჯერ ისეთი საკითხების მოგვარებას ითხოვდნენ (სოფლის გაზიფიცირება), რომ მათ გადასაწყვეტად საკმარისი ფინანსური სახსრები არ იყო, ამიტომაც სხვა პრიორიტეტები იქნა დასახული (ხიდები, გზა და სოფლის ცენტრში სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა). ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე ფლობს ინფორმაციას ამ პროგრამის შესახებ, მათ იციან რომელი საქმიანობის შესასრულებლად რა თანხებია გამოყოფილი და მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილსაც აქვს ინფორმაცია ზემოაღნიშნული პროგრამის თაობაზე.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლების პრობლემებს გამგეობაში რწმუნებულები წარმოადგენენ, მათ საამისოდ სპეციალური კვლევის ჩატარება არ სჭირდებათ. მან აღნიშნა, რომ რწმუნებული, რომელსაც კვლევის ჩატარება სჭირდება ადგილობრივი პრობლემების გამოსავლენად, ამ თანამდებობაზე არ უნდა მუშობდეს. რწმუნებულები ხომ იმავე სოფლის მაცხოვრებლები არიან, ყველა უბანში თანაშემწეები ჰყავთ და პრობლემებიც მათთვის ნაცნობია. თუმცა იქვე დასძინა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემის გამოსავლენად, რაც შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩა, ან მასზე განსხვავებული აზრიც არსებობს - რწმუნებულსა და მოსახლეობას შეიძლება სხვადასხვა პრობლემა მიაჩნდეთ პრიორიტეტულად, ამიტომაც შეხვედრები აუცილებელია. რაც შეეხება იმ ადმინისტრაციული ერთეულების შერჩევის კრიტერიუმებს, სადაც ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კრიტერიუმი დადგენილია მთავრობის მიერ და ეს არის მოსახლეობისა და ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა.
რწმუნებულების მიერ ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით შეხვედრების განხორციელებას ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ. ისინი თავად დასწრებიან ასეთ შეხვედრებს. ერთი მათგანი აცხადებს, რომ ბევრ სოფელში მოხდა ადგილობრივი საჭიროებების გამოკვლევა, ხოლო ზოგ სოფელში მოსახლეობისთვის არავის არაფერი უკითხავს და არც ხალხს ჰქონდა რაიმე ინფორმაცია. ერთი მონაწილის თქმით, მოსახლეობის გამოკითხვა კი ჩატარდა, მაგრამ სოფლის დონეზე შეხვედრა არ ჩატარებულა. ერთი მონაწილის განცხადებით, მისმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, შესწავლილ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, შედგა შეხვედრები რწმუნებულებთან და მაჟორიტარებთან ერთად და შეირჩა პრიორიტეტები, რომლებიც უნდა დაფინანსებულიყო. სხვა მონაწილის ორგანიზაცია კი რწმუნებულს ეხმარებოდა კვლევის განხორციელებაში - ანკეტების მომზადებასა და სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულებაში, გაკეთდა 5 სოფლის მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ რწმუნებულები მართლაც ნამყოფნი იყვნენ და შეხვედრებიც გაემართათ. გუბერნატორმა მოითხოვა, რომ ჩატარებულიყო მოსახლეობის სახელობითი გამოკითხვა, რათა შემდეგ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა მისცემოდათ.
ანგარიშვალდებულება. ოზურგეთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო დაწესებული აქვთ - ყოველი ორშაბათი, თუმცა თავს ვალდებულად თვლიან, რომ სხვა დღეებშიც მიიღონ ისინი. მოქალაქეების მიღებას ესწრებიან შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები. მიმდინარე წელს გამგეობაში 400 მოქალაქის მიღება განხორციელდა. მოქალაქეთა მიღებას უზრუნველყოფს საორგანიზაციო სამსახური, გამგეობაში მოსული მოსახლეობის სიას ადგენს მდივანი, ხოლო შემოსულ მოთხოვნებსა და განცხადებებს აღრიცხავს საორგანიზაციო სამსახური. განცხადება ბარდება კანცელარიაში, მაგრამ თუ იგი ზეპირი ფორმით არის წარმოდგენილი, ჩანაწერი კეთდება სპეციალურ რეესტრში. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრებს სისტემატურადატარებენ რწმუნებულებიც - ეს მათ ევალებათ დებულებით, რადგან მოსახლეობის პრობლემების შესახებ გამგეობისათვის სხვა გზით ვერ გახდებაცნობილი. რწმუნებული არსებულ პრობლემებს სისტემატურად წარადგენს გამგეობაში. მაგალითად, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ პრობლემათაგან პირველ ადგილზე გავიდა გაზიფიცირების პრობლემა, ხოლო შემდეგ გზისა და წყლის საკითხები.
გამგებლისა და რწმუნებულების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრებს ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. მათი ინფორმაციით, გამგებელი ყოველ ორშაბათს, ხოლო რწმუნებული ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას, ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით რწმუნებული საჯარო შეხვედრებს კვირაში ორჯერ ან სამჯერ აწყობს, სხვა კი ამბობს, რომ პროექტებთან დაკავშირებით იგი მთელ სოფელს თუ არა, მოსახლეობის ნახევარს მაინც ხვდება.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებელმა საკრებულოს 2008 წლის ანგარიში უკვე ჩააბარა, ასევე ამზადებს მიმდინარე წლის კვარტლის ანგარიშს. იგი აღნიშნავს, რომ გამგებელს საკრებულო ირჩევს, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს საკრებულოსთვის ანგარიშის ჩაბარებას. უკვე გაკეთდა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის შესახებ ანგარიში. მომზადდება და საკრებულოს წარედგინება ასევე საქმიანობის საერთო ანგარიშიც.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად მონაწილეთა მიერ დასახელებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების ძალზე დაბალი ხარისხი.
![]() |
4.3.4 3.3.4. იმერეთი |
▲ზევით დაბრუნება |
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. სამტრედიის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, ასევე თავსდება საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ზოგი არ ფლობს ინფორმაციას, ხოლო ზოგი პირადი კონტაქტების მეშვეობით იგებს სხდომების შესახებ. ადგილობრივი გაზეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათთან რედაქციაში მიდის საკრებულოს წარმომადგენელი, რომელიც ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს, ხან კი ტელეფონით აგებინებენ მომავალი სხდომების შესახებ.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯაროა საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები. მისი თქმით, კომისიის სხდომებს უფრო მეტი ადამიანი ესწრება, ვიდრე ბიუროს სხდომებს, განსაკუთრებით, თუკი მათთვის საინტერესო საკითხი იხილება კომისიაზე. განხილული საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია პრესითა და ტელევიზიით გადაიცემა. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯაროა საკრებულოს სხდომის ოქმებიც, თუმცა მოქალაქეებს ოქმი არასოდეს მოუთხოვიათ. ფოკუს ჯგუფის მონაწილებმა გვითხრეს, რომ სხდომის ოქმები ხელმისაწვდომია, განცხადება ჩვეულებრივი წესით იწერება კანცელარიაში, ერთ-ერთ მონაწილეს მოთხოვნილი და მიღებული აქვს ოქმის დედანთან დამოწმებული ასლი.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება კვირაში ერთხელ საინფორმაციო ბიულეტენით, რომელიც ასახავს საკრებულოს მუშაობას. ინფორმაცია გადაიცემა ასევე სატელევიზიო სიუჟეტების საშუალებით. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ ტელევიზიით იღებს, ხოლო ორი მონაწილე - მოთხოვნის საფუძველზე. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ისინი საჯარო ინფორმაციების რეესტრს აწარმოებენ, მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით განაცხადების შეტანის ხშირი შემთხვევა არ ყოფილა. მისი განცხადებით, ქალაქში განთავსებულია ყუთები, რომლებშიც მოქალაქეებს შეუძლიათ მოათავსონ თავიანთი წინადადებები, ინიციატივები და საჩივრები, ყუთი კვირის ბოლოს იხსნება და შეძლებისდაგვარად ხდება მათზე რეაგირება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, მისი გაცემის კანონით დადგენილი ვადები არ ირღვევა.
სამტრედიის საკრებულოს რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი, თუმცა საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცემა, ასევე იბეჭდება ჟურნალში, ბუკლეტში და ადგილობრივ პრესაშიც.
ჩართულობა. სამტრედიის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათთვის არ მიუმართავთ, დასწრების სურვილს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები გამოთქვამენ და ესწრებიან კიდეც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ საკრებულოს სხდომებზე განსახილველ საკითხებზე საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის შემთხვევები ძალზე იშვიათია - ერთის განცხადებით, მოსახლეობა სხვა პრობლემებზეა გადართული, ხოლო მეორე თვლის - ისეთი განწყობაა, რომ საკრებულო და საზოგადოება დაშორებულია ერთმანეთს, საზოგადოება ნაკლებად არის დაინტერესებული საკრებულოს საქმიანობით, რადგან ის რეალურად ვერ ასახავს ხალხის საჭიროებებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთათვის ცნობილია საკრებულოს ღია სხდომებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების დასწრების შესახებ, მათი განცხადებით, მათთვის და სხვა მოწვეული პირებისათვის დარბაზში სპეციალური ადგილებია გამოყოფილი და დასწრების მხრივაც არავითარი პრობლემები არ ექმნებათ.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს კომისიებთან სამუშაო ჯგუფები მხოლოდ კონკრეტული საჭიროებების შემთხვევაში იქმნება, ძირითადად საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით.
ასეთ ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენლებს პროფესიული ნიშნით იწვევენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი არ ყოფილი მიწვეული ასეთ ჯგუფებში სამუშაოდ, მეორე მხოლოდ ერთ სხდომაზე მიიწვიეს, ხოლო სხვა აცხადებს, რომ წინა საკრებულოს მუშაობისას მას ასეთი შემთხვევა ჰქონდა. მისი განცხადებით, სურვილის შემთხვევაში კომისიის სხდომებზე დასწრება პრობლემა არ არის.
საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს „ღია კარის“ სხდომების ჩატარების საკითხს. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს: „ეს საკითხი დებულებაში დარეგულირებული არ არის, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის ხელმძღვანელები შეუზღუდავად იღებენ მოქალაქეებს.“
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს საკრებულოს რიგგარეშე და გამსვლელი სხდომის ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე. საკრებულოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ, მართალია, ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე გამსვლელი სხდომის ჩატარების საკითხი რეგლამენტში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არსებობს სხვა მექანიზმები - თითოეული დეპუტატი კვირაში ერთხელ მაინც ხვდება ამომრჩევლებს. მისი განცხადებით, მოსახლეობას არც საკრებულოს მიერ მისაღები საკითხის საჯარო განხილვის მოწყობა მოუთხოვია, თუმცა საკრებულოს ყველა სხდომა საჯაროა, დახურული სხდომა არც ჩატარებულა.
სამტრედიის საკრებულოს რეგლამენტში ამომრჩეველთა მიერ პეტიციის წესით ნორმატიული აქტის პროექტის შეტანის შესახებ საკითხი არ არის გათვალისწინებული, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ რეგლამენტში.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირების მოქალაქეებთან შეხვედრების უზრუნველყოფას საკრებულოს აპარატი ახორციელებს. მათთან მიღების საათები დადგენილი არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს საკრებულოში. გარდა ამისა, საკრებულოს წარმომადგენელმა უკვე აღნიშნა, რომ არსებობს მოქალაქეთა მიერ თავიანთი წინადადებებისა და საჩივრების საკრებულოსათვის მიწოდების სხვა ფორმაც - ქალაქში განთავსებულია სპეციალური ყუთები, რომლებსაც ყოველი კვირის ბოლოს ხსნიან და მათში არსებულ მასალას განიხილავენ, რათა შემდგომში რეაგირება მოახდინონ.
მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები ამომრჩევლებს კვირაში ერთხელ ხვდებიან, თუმცა ყოველი მათგანისთვის მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხი ინდივიდუალურად არის გადაწყვეტილი. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას ანგარიშს არ აბარებენ, ხოლო მეორის თქმით, ასეთი რამ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, რომ საკრებულოს აპარატი მას გარკვეულ დახმარებას უწევს საკრებულოსთან ურთიერთობაში, თანამდებობის პირებთან შეხვედრების ორგანიზებასა და მასალების მომზადებაში, ხოლო ჯგუფის ორი მონაწილე საკრებულოსთან ურთიერთობისას მხოლოდ პირად კონტაქტებს იყენებს, მათ აპარატისათვის არასოდეს მიუმართავთ.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად მონაწილეთა მიერ დასახელდა საჯარო ინფორმაციის გაცემა. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ პროექტს ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა, ინფორმაციის მოთხოვნისასპრობლემა მხოლოდ მაშინ არ ექმნებოდათ, თუკი საკრებულოს წარმომადგენლებს კანონის შესაბამის მუხლს აჩვენებდნენ. მონაწილე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო მოხელეებს ტრენინგები ჩაუტარდეთ, რათა ამ კუთხით კანონის აღსრულება დაბრკოლებების გარეშე ხდებოდეს.
გამგეობა
საჯაროობა. სამტრედიის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება გაზეთის, საინფორმაციო ცენტრის ბუკლეტისა და ინტერნეტის საშუალებით, ეწყობა მისი საჯარო განხილვებიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამგეობა არ აქვეყნებს არც ბიუჯეტის პროექტს და არც კომისიის დასკვნებს, მათ მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში აწვდიან დაინტერესებულ პირებს.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დოკუმენტი ყოველწლიურად მუშავდება. გარდა ამისა, არსებობს გრძელვადიანი პროგრამაც - სტრატეგიული განვითარების გეგმა ჩHF-თან თანამშრომლობით მომზადდა, ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო პრესაში, მის შესახებ ტელევიზიით ინტერვიუც გადაიცა.
ფოკუს ჯგუფის მხოლოდ ერთი მონაწილისათვის არის ცნობილი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ამუშავებს პროგრამას და მასზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, ხოლო დანარჩენმა მონაწილეებმა ასეთი პროგრამის შესახებ არაფერი იციან.
გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები გამგეობას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართვენ. ინფორმაციის დროულად გაცემას რაც შეეხება, ყველაფერი კანონით გათვალისწინებულ ვადებში ხდება, გამგეობას ჰყავს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის მიერ იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც.
კითხვაზე - აქვეყნებს თუ არა გამგეობა საკრბეულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ბუკლეტში ყველა ინფორმაცია თავსდება, ძირითადად კი დადგენილებები. მისი განცხადებით, მოსახლეობა მათ შესახებ წინადადებებს ქალაქში განთავსებული ყუთების საშუალებით აწვდის გამგეობას.
რაც შეეხება გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მისი გამოქვეყნება ხდება თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდზე და პრესაში.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობა, გამგეობა საკრებულოსათვის პროექტის გადაცემამდე აწყობს საჯარო განხილვებს, სადაც ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები წარმოადგენენ ისეთ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ხდება მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინება. ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში საზოგადოება არ მონაწილეობს, თუმცა კი მისი ჩართულობა სასურველი იქნებოდა.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, შენიშვნები ბიუჯეტის პროექტზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა გამგეობისათვის მიწოდებული. ისინი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე გადაეცა საკრებულოს და, რა თქმა უნდა, მოხდა მათი გათვალისწინება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, ბიუჯეტის პროექტზე არსებობს შენიშვნები, მაგრამ არა საზოგადოების მიერ მიწოდებული. არც მის ორგანიზაციას წარუდგენია რეკომენდაციები ბიუჯეტის პროექტის შესახებ გამგეობისთვის. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია სათემო მობილიზების პროექტს ახორციელებს. ისინი მუშაობენ პრობლემების გამოკვეთასა და გადაწყვეტაზე. ამ პროექტის ფარგლებში წარდგენილი აქვთ შენიშვნები, ოღონდ დაგვიანებით - უკვე დამტკიცებულ პროექტზე (დაგვიანების მიზეზი იყო მათი პროექტის განხორციელების დაწყების ვადა), თუმცა გამგეობაში დაპირდნენ, რომ მომავალში მათ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ მოსახლეობას წინადადებები და შენიშვნები წარდგენილი აქვს, რომლებიც ასევე გადაეცა საკრებულოს და მოხდა მათი გათვალისწინება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროგრამის შემუშავების შესახებ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ინფორმაციას არ ფლობენ.
სამტრედიის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, რაიონში თურქი მესხები ცხოვრობენ და რუსულად ლაპარაკობენ, გამგეობას ჰყავს სპეციალისტი, რომელიც მათთან ურთიერთობის საკითხს აგვარებს. რაც შეეხება თარჯიმნის მომსახურების ხარჯებს, იგი ამბობს, რომ საინფორმაციო ცენტრს ჰყავს ასეთი თანამშრომელი, საინფორმაციო ცენტრი კი გამგეობის მიერ ფინანსდება გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შედგა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და მათთან შეთანხმებით ჩატარდა საჭირო სამუშაოები - გაკეთდა ყველაფერი რაც მოსახლეობის მიერ იყო დაგეგმილი. ადგილობრივი საჭიროებები რწმუნებულების მიერ მოწყობილი შეხვედრების შედეგად იქნა შესწავლილი.
პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები - ერთმა მათგანმა ბუკლეტით მიიღო ინფორმაცია, მეორემ სკოლაში განთავსებული ინფორმაცია წაიკითხა, ხოლო ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, პრიორიტეტებს ირჩევს მოსახლეობა, რწმუნებული და დეპუტატი, შემდეგ კი ხდება მათ დასაფინანსებლად თანხის მიმართვა.
ანგარიშვალდებულება. სამტრედიის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს დაწესებული აქვს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო - ეს არის ოთხშაბათი. შეხვედრებს აპარატი უზრუნველყოფს. მისი თქმით, მოსახლეობას კვირაში ერთხელ ხვდება რწმუნებულიც, ყოველ ორშაბათს კი გამგეობაში წარმოადგენენ იმ საკითხებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს (ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემები).
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი აცხადებს, რომ გამგეობის რწმუნებული მოსახლეობას არ ხვდება, მეორის თქმით, შეიძლება კიდეც დადიან, მოსახლეობის ნაწილს შეხვედრების მოწყობის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, სხვა მონაწილე კი ფიქრობს, რომ რწმუნებულების უფლებები შეზღუდულია, მათ უფლება არა აქვთ რაიმე საკითხი გადაწყვიტონ, თუ მოქალაქეებს გარკვეული პრობლემები აქვთ, მათ მოსაგვარებლად პირდაპირ გამგეობაში მიდიან. მისი აზრით, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის გარდა გამგეობის შენობას არავინ აკითხავს.
ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს ყოველწლიურ ანგარიშს აბარებს, ახლა მზადდება 6 თვის ანგარიში. რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე ანგარიშის ჩაბარებას, გამგებელს თითქმის ყოველთვე აქვს სოფლებში გასვლები, ამ შეხვედრების დროს. ერთი მხრივ, მოსახლეობა იგებს რა გაკეთდა, ხოლო მეორე მხრივ, გამგებელი ისმენს მოსახლეობის მოსაზრებებს. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ გამგებელი მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხვდება და ანგარიშს აბარებს მოსახლეობას, მეორის ინფორმაციით, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ხოლო მესამის განცხადებით, თუ ხალხმა გზა არ გადაკეტა, გამგეობის წარმომადგენლები მათთან არ მიდიან.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად მონაწილეთა მიერ დასახელდა: ინფორმაციის ნაკლებობა (გაზეთი კი გამოდის, მაგრამ მოსახლეობას საშუალება არა აქვს იყიდოს იგი), გამგეობის წარმომადგენელთა ნაკლები კონტაქტი ხალხთან (ამის მიზეზი შიშიც შეიძლება იყოს - რასაც ხალხი მოითხოვს, შეიძლება ვერ შეასრულონ), საქმის არასრულფასოვნად კეთება და გამგეობისადმი საზოგადოების ნაკლები ნდობა.
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
საკრებულო
საჯაროობა. ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულო აქვეყნებს სხდომების შესახებ ინფორმაციას - სხდომის დანიშვნის შესახებ ატყობინებენ ტელეკომპანია „რიონს“ და ადგილობრივ საინფორმაციო სამსახურებს. ქუთაისში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ერთი სხდომათა შესახებ პირადი კონტაქტებით იგებს, მეორე კი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას მეტ-ნაკლებად იღებს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, ასევე ტელევიზიისა და პირადი კონტაქტების მეშვეობითაც. ერთი მათგანი იხსენებს, რომ მიუწვევიათ ბიუჯეტის განხილვაზე, თუმცა ეს არ ყოფილა საკრებულოს სხდომა - ბიუჯეტი უკვე განხილული იყო. იგი მიიჩნევს, რომ ეს იყო ფორმალური მონაწილეობა. სხვა კიდევ ამბობს, რომ ინფორმაცია სხდომების შესახებ წინასწარ არ ქვეყნდება, მხოლოდ ტელეკომპანია ”რიონი“ აცხადებს მათ შესახებ და ისიც სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯაროა საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები. მისი თქმით, ინფორმაცია სხდომების შესახებ საინფორმაციო დაფაზე თავსდება, თუმცა საზოგადოების დასწრება სხვადასხვაგვარია - როცა ბიუჯეტის პროექტი იხილება, ბევრი მოქალაქე ესწრება, მაგრამ არის სხდომები, რომლებსაც არ ესწრებიან. მისი განცხადებით, ხელმისაწვდომია საკრებულოს სხდომის ოქმებიც, მოქალაქეებს ისინი მოუთხოვიათ და მიუღიათ კიდეც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომის ოქმების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მათი ოფიციალურად გამოთხოვის შემთხვევაში.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება პრესით, რადიოთი და ტელევიზიით, ამავე საშუალებებით გადაიცემა ინტერვიუები გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით, ყოველკვირეულად საკრებულოს წარმომადგენელი მონაწილეობს რომელიმე ტელე ან რადიო გადაცემაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები კი ამბობენ, რომ საკრებულო მათ ინფორმაციას მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე აწვდით.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებთ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ არის მოქალაქეთა მიმართვები ამ მოთხოვნით, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 23 განაცხადი იქნა შეტანილი საკრებულოში და ყველა მათგანი დაკმაყოფილდა. აწარმოებენ საჯარო ინფორმაციის რეესტრსაც, ინფორმაციას დადგენილი წესით წარადგენენ პარლამენტსა და პრეზიდენტის აპარატში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეების მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევის ფაქტები უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის გამოთხოვისას. ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, გაცემის ვადა შეიძლება არ დაარღვიონ, მაგრამ ხანდახან მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება მოქალაქის მიერ დაყენებულ მოთხოვნას და ის იძულებულია კიდევ ერთხელ მიმართოს მათ.
ქუთაისის საკრებულოს რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი. ამასთან სხდომათა პირდაპირი ეთერით გადაცემა პრაქტიკულად ვერც ხორციელდება. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომები ჩანაწერების სახით გადის ეთერში, გარდა ამისა, სხდომებს აშუქებს პრესაც.
ჩართულობა. ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მათთვის მიუმართავთ. ყველა ასეთი მოთხოვნა კმაყოფილდება და სხდომებზე დასწრების მხრივ რაიმე შეზღუდვას ადგილი არა აქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხდომა დახურული ფორმატისაა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა აზრით, საზოგადოების წარმომადგენლები საკითხების განხილვაში ჩართულნი არ არიან, ერთი მონაწილის განცხადებით, ქუთაისში ადმინისტრაციული წარმოება არც მმართველობის და არც თვითმმართველობის დონეზე არ არსებობს, საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის რა საკითხები უნდა განიხილონ საკრებულოს სხდომაზე. ერთი მონაწილე ამბობს, რომ ერთადერთი საკითხი, სადაც თვითმმართველობამ საზოგადოების აზრი მოიშველია, არის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი. სამი წელია მიმდინარეობს პროექტი „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“, რომელიც, მისი შეფასებით, არაკომპეტენტურ კვლევას წარმოადგენს, რადგან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მოსახლეობის გამოსაკითხად ანკეტებს ურიგებენ და საკმაოდ ძნელია იმის გარკვევა, მართლა გამოიკითხა თუ არა ხალხი, ასევე უცნობია კვლევის მეთოდოლოგია. მიმდინარე წელს გამოკითხეს 600-ზე მეტი ადამიანი და ამის მიხედვით განსაზღვრეს ქუთაისის პრიორიტეტები.
რაც შეეხება ღია სხდომებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრებას, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ დასწრების მხრივ პრობლემა არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსახილველი საკითხი აქტუალურია, თუმცა საკრებულოში ახალი წესები იქნა შემოღებული - სხდომაზე დასწრების ან ინტერვიუს ჩაწერის მსურველები „პრესსამსახურის ჩინოსანს“ უნდა შეუთანხმდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვებენ სხდომაზე.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს კომისიებთან სამუშაო ჯგუფები შექმნილია გარკვეულ საკითხებზე სამუშაოდ, მაგალითად, სარევიზიო და კულტურის კომისიებთან მუშაობაში, საკრებულოს წევრების გარდა, ჩართულნი არიან საზოგადოების წარმომადგენლებიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან მხოლოდ ერთი ყოფილა მიწვეული ასეთ სამუშაო ჯგუფში. იგივე მონაწილე რამდენჯერმე დაესწრო ბიუროსა და კომისიის სხდომებსაც. არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო აქვთ შექმნილი და არაერთგზის დასწრებიან ბიუროსა და გაფართოებული კომისიის სხდომებს. თუმცა გასულ წელს ივლისში ჩატარდა სხდომა, რომელზედაც ერთ-ერთ კომისიას დაევალა კონკრეტული ინფორმაციის წარმოდგენა, მაგრამ საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრებს აღნიშნული ინფორმაცია დღესაც არ მიუღიათ.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ მოწვევის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა არ ჩატარებულა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმეტესობას არა აქვს ინფორმაცია ტარდება თუ არა ასეთი სხდომები, ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ არ ტარდება, მათ რეკომენდაციით მიმართეს საკრებულოს, რომ ქუთაისის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხზე ჩატარებულიყო „ღია კარის“ სხდომა, თუმცა ეს წინადადება არ იქნა გათვალისწინებული.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს საკრებულოს რიგგარეშე და გამსვლელი სხდომის ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავთ, რასაც ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ. ერთი მონაწილე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით მოსახლეობაში შეგროვდა ხელმოწერები და გადაეცა ქუთაისის ყოფილ მაჟორიტარს (პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს), მას შეეძლო ხელახლა დაებრუნებინა ეს საკითხი და მოწყობილიყო სხდომა, მაგრამ ამ პრობლემის შესახებ რეაგირება არც თვითმმართველობის და არც ზემდგომი ორგანოებისგან არ ყოფილა. ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, საკრებულოს გამსვლელი სხდომები თვითმმართველ ერთეულებში საერთოდაც არ ტარდება, საკრებულოს ბიუროს წევრები მიდიან ხოლმე ზოგჯერ მოსახლეობასთან შესახვედრად. მონაწილეები აცხადებენ, რომ იმასაც კი ვერ იხსენებენ, თუ როდის ჩატარდა ბოლოს პრესკონფერენცია.
საკრებულოს მიერ მისაღები რომელიმე საკითხის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ არსებობს კანონის მოთხოვნა, თუ რომელი საკითხი უნდა იქნეს საჯაროდ განხილული, ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კიდეც, მაგალითად, მოხდა ბიუჯეტის პროექტის, ასევე წლიური ანგარიშის საჯარო განხილვა და დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მასში მონაწილეობის მიღება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ნაწილს საკითხის საჯარო განხილვის მოთხოვნა არ დაუყენებია, მოქალაქეებმა არც იციან ამ უფლების შესახებ, ეს კი ძალიან ცუდია. საჭიროა მათი გააქტიურება.
საკრებულოს წარმომადგენელი და ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ სამართლებირივი აქტის პროექტის პეტიციის წესით საკრებულოში შეტანის შემთხვევა არ ყოფილა.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო ოფიციალურად აქვთ დაწესებული - ყოველ ორშაბათს საამისოდ გამოყოფილია საათები, თუმცა, მათი მიღება სხვა დღეებშიც ხდება და ამ მხრივ საკრებულოში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, საკრებულოს წევრები მოსახლეობას მხოლოდ საბიუჯეტო და საარჩევნო პერიოდში ხვდებიან.
ამომრჩევლებისთვის ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი ამბობს, რომ საკითხი ინდივიდუალურად არის გადაწყვეტილი - მაჟორიტარები აქტიურად აბარებენ ანგარიშს, განსაკუთრებით ბიუჯეტის განხილვის პერიოდში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, საკრებულოს წევრები მოსახლეობას ანგარიშს არ აბარებენ.
საკრებულოს აპარატის მიერ თანამდებობის პირებთან შეხვედრების ორგანიზებისა და მასალების მომზადების საქმეში დახმარების საკითხთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ამბობს, რომ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს რამდენჯერმე მიმართა თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, მაგრამ ამაოდ, შემდეგ კი ისევ პირადი კონტაქტების მეშვეობით მოახერხა მათთან შეხვედრა. ერთი მონაწილე შეკითხვაზე - ეხმარება თუ არა აპარატი საკრებულოსთან ურთიერთობაში - პასუხობს: „ჩემს შემთხვევაში კინაღამ ხელი შეგვიშალა საკრებულომ, და ლამის პროექტი ჩაიშალა, მხოლოდ მერის მხარდაჭერის შემდეგ მოგვარდა ყველაფერი“.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა: სხდომებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა; ადრე მომუშავეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება (ხშირია სტრუქტურული და კადრების ცვლილება, ახლები თავს არ თვლიან წინამორბედების მემკვიდრეებად და მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ); კომუნიკაციის პრობლემა - ერთი მონაწილე აცხადებს, რომ არავითარი ახალი რეგულაცია საჭირო არ არის, სრულად არ არის გამოყენებული ადმინისტრაციული კოდექსი. ნაწილმა კარგად იცის კანონი და არ ასრულებს მას, ხოლო ნაწილი ახალბედაა და არ იცის კანონმდებლობა.
მერია
საჯაროობა. ქუთაისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება ბეჭდურ მედიაში და ინტერნეტის საშუალებით, ვებ-გვერდზე. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მაინცადამაინც მოსახერხებელი არ არის, თვითმმართველობის წარმომადგენლები წინასწარ ხვდებიან მოსახლეობას, განსაზღვრავენ საჭიროებებს და შემდეგ ხდება ბიუჯეტის ფორმირება. თვითონ დოკუმენტი ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის არის და მასზე ექსპერტები უფრო უნდა მუშობდნენ. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მერია ვალდებულია 15 ოქტომბერს გამოაქვეყნოს ბიუჯეტის პროექტი და საზოგადოებას შესაძლებლობა მისცეს გაეცნოს პარამეტრებს, გამოთქვას შენიშვნები, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა არ არსებობს. მისი აზრით, ხალხის მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტები სრულიად განსხვავდება იმ პრიორიტეტებისაგან, რაც ბიუჯეტშია ჩადებული.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ორი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტი და კომისიის დასკვნები ქვეყნდება მერიის მიერ დაფინანსებულ გაზეთში, რომლის ეგზემპლარებიც პრესსამსახურში უწყვიათ. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა მოთხოვნის საფუძველზე მიიღო ბიუჯეტის პროექტი, ხოლო განხილვაზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ მათ სხვა რედაქცია ჰქონდათ, იხილებოდა სხვა. ერთი მონაწილე ბიუჯეტის პროექტზე კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით იხსენებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გასულ წელს მოითხოვეს, რომ მათთვის კომისიის დასკვნები გაეცნოთ, მაგრამ დასკვნები არ იყო წარმოდგენილი. ამის გამო სხდომა ერთი კვირით გადაიდო და შემდეგ წარმოადგინეს დასკვნები.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასეთი დოკუმენტი არ შემუშავებულა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს მრავალწლიანი განვითარების პროგრამა, შემდეგ კი რამდენჯერმე მოხდა მისი გადამუშავება. ახალ თვითმმართველობას ეცნობა აღნიშნული პროგრამის შესახებ. მათ გადაწყვიტეს, რომ მერიაში ჩამოეყალიბებინათ მუშა-ჯგუფი, რომელიც ასეთ პროგრამის შექმნიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი გარკვეულა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვაზე, თუ რატომ არ იქმნება ჯგუფი, მერიაში უპასუხეს, რომ ჯგუფი უკვე მუშაობს, მაგრამ ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რა ჯგუფს გულისხმობდა მერია. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, თვითმმართველობას არც გენერალური გეგმა გააჩნია და არც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.
კითხვაზე - აქვეყნებს თუ არა მერია საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, მერიის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ყველა დადგენილება და ბრძანება მერიის შენობაში არსებულ ოფიციალურ უწყებაში ქვეყნდება, ისინი ასევე მოთავსებულია ვებ-გვერდზეც. მათ შესახებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ შენიშვნებსაც წარადგენენ ხოლმე მერიაში.
როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, მოქალაქეები მათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართვენ, მის თქმით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ყველა უწყებაშია. გასულ წელს ინფორმაციის მოთხოვნით 1000-ზე მეტი განცხადება იქნა მერიაში შეტანილი. იწარმოება საჯარო ინფორმაციის რეესტრიც, ინფორმაცია მოქალაქეებს კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემათ. იყო ვადების დარღვევის შემთხვევებიც და ამის გამო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურიდან დაითხოვეს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონით დადგენილი ვადები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ირღვევა, როცა ინფორმაციას ორგანიზაციები ითხოვენ.
რაც შეეხება მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ხორციელდება ოფიციალური ვებ-გვერდით და მედია საშუალებებით (ყოველკვირეული გაზეთი და ტელევიზია).
ჩართულობა. მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ძირითადად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი ჩართულობა მაღალია, თუმცა, მისი მოსაზრებით, რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო განვითარებულნი იყვნენ, ვიდრე დღეს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, მოსახლეობამ არ იცის რაში იხარჯება ბიუჯეტის სახსრები, რა პროგრამები ფინანსდება. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტების შესახებ. მათი ვარაუდით, ბიუჯეტის პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ მოსახლეობის მხოლოდ 20%25-მა იცის.
მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე შენიშვნების წარდგენა ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ - ექსპერტული ძალები ამ სექტორშია თავმოყრილი. შენიშვნების საკრებულოსათვის ბიუჯეტის განხილვამდე გადაცემის შესახებ იგი ამბობს, რომ საკრებულო თავად იჩენს მოქალაქეებთან შეხვედრის ინიციატივას, მათ შორის, „ბიუჯეტი მოსახლეობასთან ერთად“ პროექტის ფარგლებში. ქუთაისი 12 ტერიტორიულ ერთეულად არის დაყოფილი და ყველა მათგანში მოეწყო შეხვედრები მოსახლეობასთან ბიუჯეტის საკითხებზე. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულო მოქალაქეების მიერ წარდგენილ შენიშვნებს ითვალისწინებს, ინიციატივების შესახებ კი იმართება მსჯელობა და ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ შენიშვნები წარუდგენიათ არა მხოლოდ ბიუჯეტის პროექტის შესახებ, არამედ მერიის მუშაობაში არსებული ხარვეზების თაობაზეც. მათ უპასუხეს, რომ მოხდა ამ შენიშვნების გათვალისწინება, რაც რეალობას არ შეესაბამება.
მერიის დებულება არ ითვალისწინებს არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხს. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი მოქალაქეებისაგან მიმართვის შემთხვევები მერიის პრაქტიკაში არც ყოფილა.
ანგარიშვალდებულება. ქუთაისის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მერს, ვიცე მერსა და სამსახურის უფროსებს დაწესებული აქვთ მოქალაქეებთან შეხვედრების დრო. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის შენობაში საინფორმაციო დაფაზეა გამოკრული. შეხვედრების ორგანიზებას ახდენს შესაბამისი სამსახური. მერიის პირველ სართულზე მოწყობილია საზოგადოებრივი მისაღები, სადაც ნებისმიერი ინიციატივა, მოთხოვნა თუ წინადადება შედის და გადაეცემა შესაბამის სამსახურებს, მოთხოვნის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია გაიგოს, თუ რომელ სამსახურშია გადაგზავნილი მისი წერილი და განხილვის რა სტადიაშია იგი.
გარდა ამისა, მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობას მუდმივად ხვდებიან რწმუნებულები. ისინი წარმოადგენენ მერიაში მოსახლეობის პრობლემებს (ძირითადად კომუნალური და სოციალური ხასიათის). მან აქვე აღნიშნა, რომ მერია მატერიალურ დახმარებას არ გასცემს ტერიტორიული ორგანოს სარეკომენდაციო წერილის გარეშე.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ მერი მოსახლეობას ხვდება, ასევე რწმუნებულები. მერია მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას სწორედ რწმუნებულებისგან იღებს.
ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს ანგარიშს აბარებს მერიის ყველა სამსახური, ყოველი წლის ბოლოს კი - მერი. რაც შეეხება საზოგადოებისათვის ანგარიშის ჩაბარებას, მისი თქმით, საზოგადოებასთან ანგარიშგების სპეციალური ფორმები არ არის შემუშავებული, მაგრამ მერი (ასევე საკრებულოს თავმჯდომარე) ყოველკვირეულად პირდაპირი ეთერით პასუხობს მოქალაქეთა კითხვებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ მერი მოსახლეობას ანგარიშს არ აბარებს.
მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა დაასახელეს შემდეგი გარემოებები: თვითმმართველობა არ ხედავს საზოგადოებაში/არასამთავრობო ორგანიზაციებში რესურსს; სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება კონკრეტულ ადამიანებზე მორგებით; ხელოვნურად არის გაზრდილი შტატები; არ არსებობს თანამშრომლების სამუშაო აღწერილობები, ანგარიშგების ფორმები, რაც ამცირებს მათ ანგარიშვალდებულებას; საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის მერია არ აცხადებს ტენდერს, ინფორმაციას ათავსებს მხოლოდ მის მიერვე დაფინანსებულ გაზეთში, რომელიც არ ვრცელდება, შესაბამისად, არ მიიღწეევა მოქალაქეთა ჩართულობა და საჯაროობა.
![]() |
4.3.5 3.3.5. კახეთი |
▲ზევით დაბრუნება |
თელავის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. თელავის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე. თუ სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხი იხილება (მაგალითად, ბიუჯეტის პროექტი), ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთშიც. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სხდომების შესახებ ინფორმაციას საკრებულო საინფორმაციო დაფაზე ათავსებს, იგი გამოკრულია აგრეთვე გამგეობის შენობაში. ერთი მონაწილის თქმით, ამ ინფორმაციას დაფაზე სხდომის გამართვის წინა დღეს ათავსებენ, ხოლო სხვა მონაწილის განცხადებით, როცა სხდომა მნიშვნელოვან საკითხს ეხება (მაგალთად, ბიუჯეტი), მისი თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ მოსახლეობას ტელევიზიის საშუალებით ატყობინებენ.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები საჯაროა, მოქალაქეები ინფორმირებულები არიან ამ სხდომათა შესახებ, თუმცა არ მონაწილოებენ, სხდომებს ესწრებიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები ბიუჯეტის საჯარო განხილვაშიც არ მონაწილეობენ, კომისიის სხდომებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მისი თქმით, ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია სხდომების ოქმებიც, თუმცა ისინი ამას ნაკლებად ითხოვენ, ოქმებით ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ინტერესდებიან. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ოქმის მიღება გამოთხოვის საფუძველზე შესაძლებელია და თავადაც გამოუთხოვიათ.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაციის გაცემის მხრივ საკრებულოში პრობლემები არ ჰქონიათ, აქ იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც. სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: 2008 წელს იყო ინფორმაციის გაცემის 64 შემთხვევა, ხოლო 2009 წელს - 24.
საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკითხი მოწესრიგდა და ბოლო წლებში, წინა წლებისაგან განსხვავებით, პრობლემები აღარ იქმნება. ზოგჯერ ორგანიზაციებს მოქალაქის სახელით შეაქვთ განცხადება - აინტერესებთ მოქალაქისათვის რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, რადგან ჯგუფის მონაწილეთა მოსაზრებით, საკრებულო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში მეტ პასუხიმგებლობას გრძნობს და ამას ორგანიზაციებიც აღნიშნავენ. რაც შეეხება ვადებს, ბოლო პერიოდში ვადების დარღვევის შემთხვევები თითქმის აღარ ყოფილა.
საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში მზადდება, რომელსაც საზოგადოებას აცნობენ. ანგარიში წარედგინება საკრებულოს სხდომას, რომლის შესახებაც ტელევიზიით გადაიცემა სიუჟეტი, სხდომა საჯაროა და ყველას შეუძლია მასზე დასწრება, თუმცა ბოლო ანგარიშს საზოგადოების წარმომადგენლები არ დასწრებიან. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციას მათ საკრებულო აწვდის, მეორე შენიშნავს, რომ საკრებულო საკუთარი ინიციატივით არასოდეს აწვდით ინფორმაციას, სხვა კი ამბობს, რომ არც საკრებულოს მოუწოდებია მისთვის ინფორმაცია და არც მას გამოუთხოვია.
საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულია სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომების პირდაპირი ეთერით გადაცემა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება, თუმცა ადგილობრივი ტელევიზიის ახალი ამბების გადაცემაში ისინი ყოველთვის შუქდება, სხდომებს რეგულარულად ესწრებიან ტელევიზიის წარმომადგენლები. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე იხსენებს საკრებულოს სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის რამდენიმე შემთხვევას, მეორე მონაწილის განცხადებით, გაზეთში ქვეყნდება საკრებულოს დადგენილებები, ხოლო მესამის თქმით ერთ-ერთი შეხვედრისას დაისვა საკითხი, რომ მეორე არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) მეშვეობით გადაიცეს სხდომები ან მოხდეს მათი პირდაპირი ტრანსლაცია. არხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია რეგიონების საკრებულოების სხდომებს გარკვეული დრო დაეთმოს.
ჩართულობა. თელავის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნის შესახებ განცხადებებით საკრებულოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, სურვილის შემთხვევაში კი მათ პრობლემები არ შეექმნებათ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ საკრებულოს სხდომებს მოსახლეობა ნაკლებად ესწრება, მათი ვარაუდით, მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონე არასაკმარისია. ერთი მონაწილის განცხადებით, ქალაქში საზოგადოება შედარებით ინფორმირებულია, თუკი ვინმე მოინდომებს, სხდომას თავისუფლად დაესწრება, სოფლების მაცხოვრებლები კი ამის შესახებ თითქმის არ ფლობენ ინფორმაციას და ალბათ არც იციან, რომ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ. ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მოსახლეობა არ დასწრებია, განხილვას მხოლოდ ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რაც შეეხება საკრებულოს სხდომებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების დასწრებას, ფოკუს ჯგუფის ერთ მონაწილეს ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, მაგრამ ვარაუდობს, რომ მედიას სხდომებზე დასწრების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. მეორის განცხადებით, მედიის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს. ერთ მონაწილე იხსენებს, რომ მან ორი წლის წინ სხდომაზე დასწრება ადგილების სიმცირის გამო ვერ მოახერხა, მაგრამ შემდეგ ეს პრობლემა გამოსწორდა. მედიისა და მოწვეული პირებისათვის დარბაზში ადგილები ცალკე გამოყოფილი არ არის.
საკრებულოს კომისიებში საზოგადოების წარმომადგენელთა მოწვევის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომისიებში სპეციალისტები არიან მოწვეულნი, მოსახლეობა ჩართული არ არის. ფოკუს ჯგუფის ერთ მონაწილეს აქვს ასეთი გამოცდილება - რამდენიმე წლის წინ იგი კომისიაში იყო მიწვეული. სხვა მონაწილე კი აცხადებს, რომ 5 წლის წინათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოფიციალური მიმართვა გააკეთეს ერთ-ერთი კომისიის წევრობის მოთხოვნით, მაგრამ საკრებულომ ისინი უარით გამოისტუმრა.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოში „ღია კარის“ სხდომები არ ტარდება. ამ ინფორმაციას ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ. საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამომრჩევლებს საკრებულოსათვის რიგგარეშე და გამსვლელი სხდომის მოწვევის განცხადებით არ მიუმართავთ, მისი თქმით, გასულ წელს გამსვლელი სხდომების ჩატარება დაგეგმილი იყო, მაგრამ ვერ განხორციელდა აგვისტოს მოვლენების გამო. როცა ყველაფერმა ჩაიარა, თელავის რაიონმა დევნილები მიიღო, მაგრამ უკვე სხვა პრობლემები გახდა მოსაგვარებელი. მიმდინარე წელს საკრებულო გეგმავს ერთი გამსვლელი სხდომის ჩატარებას, რომელიც არა მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, არამედ საკრებულოს ინიციატივით გაიმართება.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ მოსახლეობას საკრებულოსათვის რიგგარეშე და გამსვლელი სხდომების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავს, მათი ინფორმაციით, გამსვლელი სხდომები თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთოდაც არ ტარდება, მხოლოდ საკრებულოს წევრები ხვდებიან მოსახლეობას ადგილებზე.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, ამომრჩეველთაგან საკრებულოსათვის საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნის პრეცედენტი არ ყოფილა, მათ ასევე არ შეუტანიათ სამართლებრივი აქტის პროექტი პეტიციის წესით. ამ ინფორმაციებს ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მოქალაქეებთან შეხვედრისათვის კვირაში ერთი დღე აქვს გამოყოფილი, თუმცა იგი კვირის სხვა დღეებშიც იღებს მოქალაქეებს და ცდილობს საკითხების მოგვარებას, იგივე უნდა ითქვას საკრებულოს წევრებზეც. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას არ ხვდებიან. იქაურმა მაცხოვრებლებმა ზოგჯერ მათი წარმომადგენლის სახელი და გვარიც არ იციან. ერთი მონაწილის განცხადებით, შეიძლება მაჟორიტარი ყოველდღე ხვდებოდეს მოსახლეობას და ისინი ალბათ, ამას თვლიან შეხვედრებად.
ამომრჩეველთა წინაშე ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მაჟორიტარები ყოველდღე ხვდებიან მოქალაქეებს, მათ შემთხვევაში მიღების დღეების დაწესება არ ამართლებს, ანგარიშგებაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, საკრებულოსთან ურთიერთობისას საკრებულოს აპარატისაგან გარკვეული დახმარება მიიღო მიმდინარე პროექტის ორგანიზაციულ საკითხებში. ერთი მონაწილე უპირატესობას პირდაპირ კავშირებს ანიჭებს და აცხადებს, რომ მისთვის საკრებულოს თანამდებობის პირებთან შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, შესაბამისად, მათთან ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად საკრებულოს აპარატისადმი მიმართვის საჭიროება არ ყოფილა.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად მონაწილეთა მიერ დასახელდა: ინფორმაციის გავრცელების საშუალებების ნაკლებობა (მონაწილის აზრით, ინფორმაციის მხოლოდ დაფაზე გაკვრა არ კმარა, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. საკრებულო თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ინიციატივით არასდროს ავრცელებს, იგი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე აკეთებს ამას); მოსახლეობასთან ჩატარებული შეხვედრების სიმცირე (არასამთავრობო ორგანიზაციები მიმდინარე პროექტების ფარგლებში ხვდებიან მოსახლეობას, მსგავსი გასვლები საკრებულომაც უნდა გააკეთოს. კარგი იქნებოდა ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრების მოწყობა, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებდა ხელისუფლებაც, მედიაც და მოსახლეობაც. მონაწილეთა აზრით, პირველ ორ შეხვედრაზე შეიძლება მოსახლეობა არც მივიდეს, მაგრამ შემდეგ უფრო გაიხსნებიან); აქტიურობის ნაკლებობა (მონაწილეთა აზრით, ის, რომ ქალაქის მოსახლეობა ასე თუ ისე ინფორმირებულია, სულაც არ ნიშნავს რომ მუნიციპალიტეტის მთელ მოსახლეობას აქვს ინფორმაცია. უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი აზრიც აინტერესებთ და ჩაერთოს პროცესებში).
გამგეობა
საჯაროობა. თელავის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში „ჩვენი გაზეთი“, რომელიც ყველა სხვა განხილულ საკითხსაც აშუქებს. ამ გაზეთში გამოქვეყნდა 2008 და 2009 წლების ბიუჯეტის პროექტები. მისი თქმით, ეწყობა ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები, რომლებზე დასწრებაც ყველა ჟურნალისტსა და დაინტერესებულ პირს შეუძლია. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება, თუმცა ერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ კანონით ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება საკრებულოს ევალება და არა გამგეობას.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასეთი პროგრამა შემუშვებული არ არის. ფოკუს ჯგუფის ერთ მონაწილეს, პროგრამის ოფიციალური წესით გამოთხოვის შემდეგ უპასუხეს, რომ პროგრამა შემუშავებული არ არის, მეორე მონაწილე კი აცხადებს, რომ პროგრამის შემუშავების შესახებ არ სმენია, მაგრამ ფიქრობს, რომ მისი შემუშავება ბიუჯეტის დაგეგმვას წინ უნდა უსწრებდეს.
კითხვაზე - აქვეყნებს თუ არა გამგეობა საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ გაზეთის საშუალებით ქვეყნდება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაგრამ მათზე შენიშვნები მოსახლეობისაგან არ მიუღიათ.
მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები ძირითადად სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითხოვენ (მაგ. ქონების პრივატიზება, ქუჩების ნუმერაცია და სხვ.). მისი თქმით, გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობისაგან ინფორმაციის მოთხოვნით გამგეობაში 600 განცხადება იქნა შემოსული (დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ მათ რიცხვში გამგეობის წარმომადგენელი მოქალაქეთა მიერ დახმარების მიღების შესახებ შეტანილ განცხადებებსაც გულისხმობდა), გამგეობაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. იგი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაყენებული მოთხოვნები პროფესიონალურად არის დაწერილი და მათ სიამოვნებით ემსახურებიან, ზოგიერთი განცხადება კი გაუგებარია. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცდილობენ მოთხოვნილი ინფორმაცია სამ დღეში გასცენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთის თქმით, თელავის გამგეობა ინფორმაციის გაცემისას იყენებს კანონით დადგენილ 10 დღიან ვადას.
რაც შეეხება გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გასულ წელს გუბერნია და საკრებულო ყოველკვირეულად ითხოვდა ანგარიშს შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამჟამად კი ასეთი მოთხოვნა მხოლოდ ერთ-ერთი გაზეთიდან არის.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ესწრებიან ჟურნალისტები. მისი განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა დაინტერესებული პირები მოინდომებენ, არც მათ შეექნებათ რაიმე პრობლემა. განხილვებისას კონკრეტული შენიშვნები პროექტის შესახებ გამგეობას არ მიუღია.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები შედგა, თუმცა მოსახლეობა მასში არ მონაწილეობდა, სხდომებს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ, გარკვეული ინიციატივები ბიუჯეტთან დაკავშირებით კი მხოლოდ ერთი მოქალაქის მიერ იქნა წარდგენილი. ჯგუფის ერთ მონაწილეს ჰქონია შენიშვნები (ვადებთან დაკავშირებით), რომლებიც ნაწილობრივ გაუთვალისწინებიათ კიდეც, სხვა მონაწილეებს კი არავითარი შენიშვნები არ წარუდგენიათ.
თელავის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ასეთ მოქალაქეთა მიერ გამგეობისათვის მიმართვის შემთხვევები არ ყოფილა, სხვა ეროვნების წარმომადგენლები რაიონში კი ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ფლობენ ქართულ ენას.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ხსენებული პროგრამისათვის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ სოფლის მაცხოვრებლებთან. მათთან შეხვედრები უბნების მიხედვით განხორციელდა შეხვედრებში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურებიც, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, ამის თაობაზე გამგებელთანაც ჰქონდათ საუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს პირადად ატარებს და რწმუნებულები მხოლოდ ეხმარებიან ამ საქმეში. ერთი მონაწილის განცხადებით, იყო შემთხვევები, როცა რწმუნებულებმა სოფლებში ყრილობებიც კი მოიწვიეს, მათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებათა ჩამონათვალი შეადგინეს და იაქტიურეს. ერთი მონაწილის განცხადებით, რწმუნებულები ჩართულნი არიან ადგილობრივი საჭიროებების კვლევაში. თავად ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს კი რწმუნებულებთან საჭიროებების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ანგარიშვალდებულება. თელავის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს მოქალაქეების მიღების დღე დაწესებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გამგებელი ადგილზე არ იმყოფება, მოქალაქეთა მიღებას მისი მოადგილე ახორციელებს. მიღების საკითხების მოგვარებას გამგეობის აპარატი უზუნველყოფს და ამ საქმეში მთელი გამგეობაა ჩართული. მისი თქმით, მოსახლეობას ხვდებიან რწმუნებულებიც, ხოლო თავად რწმუნებულებთან შეხვედრა გამგეობაში კვირაში ერთხელ იმართება - მათ უნდა წარმოადგინონ მოსახლეობის პრობლემები. გამგებელი, მისი თანაშემწე და გუბერნიის წარმომადგენელი მიმდინარე პროექტების ფარგლებში ხშირად გადიან სოფლებში და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ მოსახლეობის მოთხოვნებს.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, რწმუნებულების ნაწილი აქტიურია, ცდილობენ იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე კანონი ავალდებულებს. მედიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ უჭირს რწმუნებულებთან ურთიერთობა, რადგან ისინი კომენტარებზე უარს ამბობენ.
გამგეობის მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს 6 თვეში ერთხელ აბარებს ანგარიშს. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას, მისი თქმით, გამგებელი მოსახლეობას სოფლებში ხვდება და ანგარიშსაც იქ აბარებს.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, გამგებელმა მას შესთავაზა ერთად შეხვედროდნენ მოსახლეობას. მეორემ კი აღნიშნა, რომ გამგებლის თქმით, იგი მოსახლეობას ხვდება, თუმცა თავად მონაწილე ასეთ შეხვედრებს არასოდეს დასწრებია. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ რამდენიმე სოფელში გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და მოსახლეობამ დაუდასტურა გამგებლის ამ სოფლებში ვიზიტები.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად მონაწილეთა მიერ დასახელდა: მოსახლეობის ჩართულობის, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე საკრებულოს ზრუნვისა და თვითმმართველობის წარმომადგენელთა მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულების არასაკმარისი ხარისხი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ლაგოდეხის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია თავსდება საინფორმაციო დაფაზე და გამოკრულია რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას - ქალაქის ცენტრში, გამგეობის შენობაში. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური აწვდით, სხდომამდე ერთი ან ორი დღით ადრე კი ინფორმაციას განათავსებენ ხოლმე საკრებულოსა და გამგეობის შენობებში, თუმცა ისინი არ ადასტურებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხდომათა შესახებ განცხადებების გამოკვრის ფაქტებს, ერთი მონაწილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია რამდენჯერმე დაინტერესდა, იყო თუ არ სხდომების შესახებ ინფორმაცია განთავსებული ქალაქში ან რომელიმე სოფელში, მაგრამ ასეთი ვერსად ვერაფერი ნახეს. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სტენდები და საკრებულოს შესთავაზეს, ამ სტენდებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რაც არ იქნა გაზიარებული. საკრებულოს სხდომების შესახებ 7 დღით ადრე განცხადებების გამოკვრა, როგორც წესი არ ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მორიგი (გეგმური) სხდომების გამართვისას ახერხებენ ვადების დაცვას. სხდომათა შესახებ ინფორმაციის (მისი გამართვის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ) განთავსება ძირითადად სხდომამდე 3-5 დღით ადრე ხდება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯაროა საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები, განსახილველი საკითხით დაინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას წინასწარ აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს. იგი აქვე აზუსტებს, რომ ლაპარაკია კომისიის სხდომებზე და არა ბიუროს სხდომებზე, რადგან ბიუროს სხდომების შესახებ მოსახლეობის წინასწარ ინფორმირების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა აღნიშნავს, რომ ბიუროს სხდომები საჯაროა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია მასზე დასწრება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომია სხდომის ოქმებიც. იგი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდეგ მოთხოვნილ იქნა ამ სხდომის ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ გაიცა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ სხდომის ოქმი ხელმისაწვდომია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ოფიციალური მიმართვა და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა, შემდეგ კი ოქმს დადგენილ ვადებში მიიღებ.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები განცხადებით მიმართავენ შესაბამის სამსახურს, რომელსაც შესაბამისი საკითხების ორგანიზება ევალება, თუმცა აღნიშნავს, რომ მოქალაქეები ინფორმაციას ძირითადად შეხვედრების დროს კონკრეტული კითხვების დასმის გზით იღებენ. მისი თქმით, იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. რაც შეეხება სტატისტიკას, 2008 წელს საკრებულოს მიერ რეგისტრირებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის 58 მოთხოვნა, ხოლო მიმდინარე წლის ივნისამდე - 32.
საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ინფორმაცია ვადების დაცვით გაიცემა. ისინი აცხადებენ, რომ 2007 წელს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს მიაწოდა საკუთარი რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რის შედეგადაც სიტუაცია ამ მხრივ საგრძნობლად გამოსწორდა.
საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულია სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომები პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, ტელევიზიით ძირითადად მხოლოდ ჩანაწერებს უჩვენებენ გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციის სახით. ასევე ხდება მათი გაშუქება რადიო ეთერშიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ სხდომების პირდაპირი ტრანსლირება არ ხდება, თუმცა საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე განსახილველ მთავარ საკითხებზე მზადდება სიუჟეტები. საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გაზეთში, თუმცა იგი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. საკრებულოს სხდომებს ასევე აქტიურად აშუქებს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბიულეტენი. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულო მათ ამგვარ ინფორმაციას თავისი ინიციატივით არ აწვდით, მაგრამ მოთხოვნის საფუძველზე იგი ხელმისაწვდომია. ორი მონაწილე კი აცხადებს, რომ არსებობს გამონაკლისებიც - მზადდება 6 თვიანი და წლიური ანგარიშები, რომელთაც საკრებულოს სხდომებზე წარადგენენ ხოლმე, ამ ანგარიშების გარდა, მოსახლეობის საქმის კურსში ჩაყენება იშვიათად ხდება.
ჩართულობა. ლაგოდეხის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ზოგჯერ მოქალაქეები მიმართავენ მათ საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით (იგი იხსენებს ერთი სტუდენტის მიერ გამოჩენილ ინიციატივას), მაგრამ სხდომებს ძირითადად ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. მისი განცხადებით, მოქალაქეს, რომელსაც სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს, პრობლემა არ შეექმნება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საზოგადოების წარმომადგენლები იშვიათად ესწრებიან სხდომებს, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად, საზოგადოების მცირე ნაწილი ბიუჯეტის განხილვაში იყო ჩართული. მონაწილე იხსენებს პრეცედენტს, როცა ერთ-ერთი სოფლის კონკრეტული პრობლემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოების წარმომადგენლებმა. მისი განხილვის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. იმავე შემთხვევას იხსენებს ფოკუს ჯგუფის სხვა მონაწილეც, მისი განცხადებით, საკითხის დაყენებას დადებითი შედეგი მოჰყვა (საქმე ეხებოდა არხის გაჭრას, გაიჭრა არხი და სათემო ცენტრმა ამ საკითხის მონიტორინგიც ჩაატარა), საზოგადოებაში გაჩნდა ნდობა და პროცესებში ჩართვის ინტერესი.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ თავად ხელისუფლება მზად არის უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა სხდომებზე დასწრება. თუკი ამას არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, ხელს არც მაშინ უშლის, თუმცა მოსახლეობა მაინც ინერტულია.
ჯგუფის ერთი მონაწილის მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ მათ შეხვედრები ჰქონდათ მოსახლეობასთან და საკრებულოს სხდომებზე სწორედ მათგან შემოსული წინადადებების საფუძველზე მიმდინარეობს მსჯელობა. მოსახლეობა ძალიან იშვიათად, ან თითქმის საერთოდ არ ესწრება საკრებულოს სხდომებს, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ილაპარაკოს მოსახლეობის სახელით. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მოსახლეობამ არ იცის როდის იმართება სხდომა, მისთვის ასევე უცნობია სხდომათა დღის წესრიგი. კანონით დადგენილია, რომ დღის წესრიგი უნდა გამოიკრას, მაგრამ მის სანახავად საკრებულოსა და გამგეობის შენობაში მოსახლეობა მოშორებული სოფლებიდან ვერ მივა. მონაწილის აზრით, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ეფექტურად მოახდინოს ხალხის ინფორმირება და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას თვითმმართველობის პროცესში.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე რიგითი მოქალაქეების დასწრების შემთხვევები ცოტაა, ეს პრობლემა იმასაც უკავშირდება, რომ საკრებულოს კანონი არ ავალდებულებს სხდომის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გამოაქვეყნოს.
რაც შეეხება საკრებულოს ღია სხდომებზე მედიის წარმომადგენლების დასწრების საკითხს, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი თითქმის ყოველთვის ესწრებიან სხდომებს და ამის პრობლემა არასოდეს შექმნიათ, მათთვის სპეციალურად ადგილებიც არის გამოყოფილი და ოპერატორთა გადაადგილებაც თავისუფალია. ორი მონაწილის აზრით, პრობლემა ისაა რომ მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ დღის წესრიგს ურიგებენ, ხოლო სხვა მასალების მიღება მხოლოდ სპეციალური მიმართვისა და მოსაკრებლის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი, რაც გარკვეულწილად მოქმედებს ოპერატიულობის ხარისხზე.
საკრებულოს კომისიებში საზოგადოების წარმომადგენელთა მოწვევის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები კომისიებთან არ არის შექმნილი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მიწვეულები არ ყოფილან სამუშაო ჯგუფში, თუმცა კომისიის სხდომებზე დასწრების თვალსაზრისით, პრობლემები არ შეინიშნება, მათ შორის, არც მედიის წარმომადგენლებისათვის - თავისუფლად ხდება სხდომათა გაშუქება და გადაღება. ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე საკრებულოს კომისიების მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არ არიან, მისი ინფორმაციით, ასეთი რამ ხდებოდა თვითმმართველობის რეფორმამდე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისიაში იყვნენ წარმოდგენილნი.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოში „ღია კარის“ სხდომები არ ტარდება. მათი ჩატარების შესახებ არც ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისათვის არის ცნობილი, როგორც ისინი აღნიშნავენ, იმართება მხოლოდ მორიგი და რიგგარეშე სხდომები. რაც ახალი „გამსხვილებული“ მუნიციპალიტეტები შეიქმნა, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომები არ იმართება. ძირითადად ტარდება მორიგი და რიგგარეშე სხდომები. საკრებულოს დებულებით განსაზღვრულია მორიგი სხდომების ჩატარება ყოველი თვის მეორე კვირის ოთხშაბათს, დანარჩენ დღეებში ჩატარებული ყველა სხდომა კი ითვლება, როგორც რიგგარეშე და მისი მოწვევა განსხვავებული პროცედურებით ხორციელდება.
საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამომრჩევლებს საკრებულოსათვის რიგგარეშე და გამსვლელი სხდომის ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. მისი თქმით, საკრებულოს სისტემატური შეხვედრები აქვს მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მაგრამ ამას გამსვლელი სხდომის სახე არა აქვს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამსვლელი სხდომების ჩატარების შესახებ ინფორმაციას არა ფლობენ, ისინი ადასტურებენ, რომ მოსახლეობას რიგგარეშე ან გამსვლელი სხდომის ჩატარების მოთხოვნა არ დაუყენებია, რადგან არ იციან, რისი მოთხოვნის უფლება აქვთ.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, ამომრჩეველთა მიერ საკრებულოსათვის საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნის პრეცედენტი იყო - ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით სხდომის მოწვევის შესახებ მიმართვა წარადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მას მოქალაქეებიც დაესწრნენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამომრჩეველთა მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების ფაქტებს არ იცნობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე კი საჯარო განხილვები ეწყობა. ბიუჯეტის პროექტი 45 დღით ადრე გამოქვეყნდა გაზეთში. 2008 წლის დეკემბერში 10 სათემო ჯგუფის 50-მდე წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, შეხვდა ხელისუფლებას და მათ მიერ დაყენებული პრიორიტეტული პრობლემებიდან 60-70%25 აისახა ბიუჯეტში. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საკრებულო ითვალისწინებს, ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგიც.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამომრჩევლებს სამართლებრივი აქტის პროექტი პეტიციის წესით საკრებულოში არ შეუტანიათ. ინფორმაციას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც, ერთი მათგანი კი აცხადებს, რომ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრისას საკრებულო ძალიან ხშირად აპელირებს სწორედ იმაზე, რომ მოსახლეობისაგან რაიმე პრობლემის მოგვარების თხოვნით წერილობითი მიმართვა არ ყოფილა
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირებსა და წევრებს მოქალაქეებთან შეხვედრის დრო ადრე ჰქონდათ განსაზღვრული, ახლა კი ასეთი დრო დაწესებული არ არის, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია მიმართოს საკრებულოს. გარდა ამისა, საკრებულოში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა საკონტაქტო ინფორმაცია და მათთან დაკავშირება ყოველთვის არის შესაძლებელი. ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიშის ჩაბარების საკითხი საკრებულოს თავის სამუშაო გეგმაში აქვს ჩადებული. მიმდინარე წელს კომისიებმა ანგარიში ჩააბარეს საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ მოქალაქეები ამ სხდომას არ დასწრებიან. საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და პირადი შეხვედრების დროს ანგარიშის წარდგენაც ხდება.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრები ხორციელდება. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ შეხვედრების მიუხედავად, ძნელი სათქმელია, ხდება თუ არა ანგარიშის ჩაბარება. ერთი მონაწილის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის დროს საკრებულო ვალდებულებას იღებს, რომ თითოეულ თემში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეხვდეს და მიიღოს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ანგარიშის ჩაბარების თაობაზე ვერც ეს მონაწილე საუბრობს, იგი აცხადებს, რომ თავადაც მიმართა საკრებულოს ამ შეკითხვით და უპასუხეს, რომ არსებობს გამოცემა, რომლითაც საკრებულო ანგარიშს აბარებს თავისი საქმიანობის შესახებ - ამ გამოცემაში იბეჭდება სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები. ერთი მონაწილის კომენტარით, ეს მასალა მოქალაქეთათვის ხშირად ძნელი გასაგებია, რადგან ხან ცხრილის სახითაა, ხან გაუგებრად არის მიწოდებული და ამდენად, იურისტებისა და ეკონომისტების დახმარების გარეშე ხშირად ვერაფერს გახდებიან. რაც შეეხება საკრებულოს მიერ ექვსთვიანი და წლიური ანგარიშის ჩაბარებას, მას პრეზენტაციის სახე აქვს, რომელსაც ესწრებიან რეგიონის პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, საკრებულოს აპარატი გარკვეულ დახმარებას უწევს მათ საკრებულოსთან ურთიერთობაში - შეხვედრების ორგანიზებას აპარატის დახმარებით ახერხებენ, თუმცა ზოგჯერ თანამდებობის პირებს პირდაპირ უკავშირდებიან, რადგან კომუნიკაციის პრობლემა არ არის. საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად მონაწილეთა მიერ დასახელდა: საკრებულოს სხდომების შესახებ მოსახლეობის არაინფორმირებულობა (ინფორმაცია მხოლოდ საკრებულოს შენობაში ქვეყნდება, სოფლის მოსახლეობისთვის კი მიუწვდომელია); თვითმმართველობის ორგანოს არასაკმარისი აქტიურობა მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად (საზოგადოება საკუთარი სურვილით ყოველთვის ვერ ჩაერთვება, თუ ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი არ იქნა გამოხატული. თავად საკრებულო არ ცდილობს საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერას, ინიციატივა უფრო მეტად სათემო ორგანიზაციებიდან მოდის, თუმცა საკრებულო უსმენს საზოგადოებას); საზოგადოების ინერტულობა (ხალხი საგრძნობლად გააქტიურდა იმ სოფლებში, სადაც ჩამოყალიბებულია სათემო კავშირები, სადაც ასეთი კავშირები არ არის საზოგადოება კვლავაც ინერტულია).
გამგეობა
საჯაროობა. ლაგოდეხის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება საინფორმაციო ბიულეტენში, ადრე კი იგი იბეჭდებოდა ადგილობრივ გაზეთში, რომელიც შემდეგ დაიხურა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის მიღებამდე მისი საჯარო განხილვა ყოველთვის ტარდება - საკრებულო აცხადებს განხილვების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა დაინტერესებული პირი. ლაგოდეხის მუნიციპალიტიტის საკრებულო საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციულ შენობაში აქვეყნებს, გარდა ამისა, ტელეფონით უკავშირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რადიო „ჰერეთის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა საჯარო განხილვების შესახებ. ფოკუს ჯგუფის წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება არ ხდება, მეორე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ფიქრობს, რომ ცხრილების სახით გამოქვეყნება მოსახლეობისათვის მაინც არაფრისმთქმელი და უინტერესო იქნება. მისი აზრით, უნდა ქვეყნდებოდეს ძირითადი პრიორიტეტები, მაგრამ ასე არ ხდება. ერთი მონაწილე ოფიციალურად გამოთხოვის საფუძველზე იღებს ბიუჯეტის პროექტს.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ან წლის დასაწყისში ხდება პროგრამის შემუშავება, შემუშავების პროცესში კი მონაწილეობას იღებენ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები. მისი განცხადებით, პროექტი ქვეყნდება და მისი საჯარო განხილვებიც ეწყობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ინფორმაციას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავების თაობაზე არ ფლობენ, გაგონილი აქვთ, რომ იგი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შემუშავდა, თუმცა თავად დოკუმენტს არ იცნობენ.
კითხვაზე - აქვეყნებს თუ არა გამგეობა საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ აქვეყნებენ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებით მოსახლეობისაგან წინადადებებსა და შენიშვნებსაც იღებენ.
მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები საჯარო ინფორმაციას ითხოვენ, მისი გაცემა კი კანონით დადგენილი წესითა და ვადებით ხდება, აწარმოებენ საჯარო ინფორმაციების რეესტრსაც. რაც შეეხება სტატისტიკას, 2008 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 14 განცხადება დაკმაყოფილდა, მიმდინარე წელს კი - 17.
რაც შეეხება გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ინფორმაციის გავრცელება ხდება საინფორმაციო ბიულეტენით.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საბიუჯეტო საკითხებზე ისინი მუდმივად აწვდიან თავიანთ რეკომენდაციებს, რომელთა შესახებაც მსჯელობა და ანალიზი მიმდინარეობს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე. მოსახლეობა განხილვებზე მცირე ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი, ფართო საზოგადოება პროცესში ჩართული არ არის.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე შენიშვნები და წინადადებები მოქალაქეებისაგან არ შემოსულა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისინი უხვად წარმოადგინეს. იგი აღნიშნავს, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა. შენიშვნებს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე გადასცემენ საკრებულოს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს თავად არ გადაუციათ ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები და წინადადებები, თუმცა მათთვის ცნობილია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეკომენდაციათა წარდგენის შემთხვევები, ხოლო საკრებულო და გამგეობა ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს და მოსახლეობა რეალურად იღებს შედეგებს - თანადაფინანსებით ხორციელდება რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით საკრებულომ დაიწყო კონკურსების გამოცხადება სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივების დასაფინანსებლად. 2007 წელს დაფინანსდა 4 საინიციატივო ჯგუფის პროექტი, ხოლო 2008 წელს - 10 საინიციატივო ჯგუფის პროექტი, 2009 წელს გათვალისწინებულია გაცილებით მეტი თანხის გაცემა. სამოქალაქო ჯგუფების პროექტები შეეხება თემში არსებული პრობლემების მოგვარებას.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვების დროს მოსახლეობისაგან შენიშვნები შემოდის. მას მაგალითად მოჰყავს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის მიღების პროცესში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში მოსახლეობის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლი. განხილვის დროს წარმოდგენილი შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს, რომელიც შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ლაგოდეხის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობასთან ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს ასეთ მოქალაქეთა ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენლი აცხადებს, რომ მათ კანონით უფლება არა აქვთ მიიღონ რუსულ, აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილი განცხადება, ამ საკითხს კანონი არეგულირებს. კითხვაზე - ვის ევალება თარჯიმნის ხარჯების ანაზღაურება, აცხადებს, რომ ამ ხარჯებს თვითონ დაინტერესებული მხარე გაიღებს.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებლის დავალებით რწმუნებულებმა ადგილებზე შეისწავლეს პრიორიტეტები და განსაზღვრეს რაში უნდა დახარჯულიყო გამოყოფილი თანხები. რწმუნებულებმა ამ მიზნით ზოგან გამოკითხვები, ზოგან კი შეხვედრები ჩაატარეს.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს აქვთ ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, იცნობენ პრობლემათა ნუსხას, მათ მოსაგვარებლად გამოყოფილ თანხებს და ამ პროგრამის განხორციელებასა და ფულადი სახსრების ხარჯვის მიმდინარეობას ერთგვარ მონიტორინგსაც უწევენ. რაც შეეხება პრიორიტეტების განსაზღვრას, მონაწილეთა განცხადებით, რწმუნებულები იყვნენ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობის ერთ- ერთი ორგანიზატორები, რომლებსაც ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები. შეხვედრები თითქმის ყველა სოფელში ჩატარდა, მაგრამ იქაური მაცხოვრებლები სრულად არ იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ, შეხვედრებში არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა.
ანგარიშვალდებულება. ლაგოდეხის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს მოქალაქეების მიღების დღეები დაწესებული აქვს - ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი. შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგებლის მდივანი. მისი განცხადებით, მოსახლეობას პრაქტიკულად ყოველდღიურად ხვდებიან რწმუნებულები, იკვლევენ და გამგეობაში წარმოადგენენ მათ პრობლემებს (ძირითადად სოციალური), გამგებელი რწმუნებულებთან შეხვედრებს მართავს, სადაც ხდება მისთვის ამ საკითხების წარდგენა.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას მხოლოდ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ხვდებიან, როცა ცდილობენ მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს შორის პრიორიტეტები გამოკვეთონ. მათი განცხადებით, რწმუნებულები ხვდებიან მოსახლეობას, თუმცა მათი დიდი ნაწილი მოსახლეობასთან მაშინ მიდის, როცა გამგებლისაგან რაიმე კონკრეტული დავალება აქვს მიღებული. ერთი მონაწილის განცხადებით, ზოგჯერ სოფელში არსებული პრობლემები რწმუნებულისათვის უცნობია, ამის გამო საჭიროა მათი მუშაობის გააქტიურება.
ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს მიერ არის არჩეული, ამიტომ მას კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს აბარებს. მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ კი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში აბარებს ანგარიშს მოსახლეობას წელიწადში ორჯერ - 6 თვეში ერთხელ და ყოველწლიურს.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად მონაწილეთა მიერ დასახელდა არასაკმარისი კვალიფიკაცია. მართალია, გამგეობა კანონის მოთხოვნებს ფორმალურად იცავს: ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ვადების დაცვით აწვდიან, აბარებენ მას ყოველკვარტალურ ანგარიშებს, საჯარო ინფორმაციას გასცემენ ასევე ვადების დაცვით. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებსაც ითვალისწინებენ, თუმცა პრობლემაა: გამგეობის ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების ხარისხი; შტატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების მუდმივი და უპროპორციო ზრდა; მოხელეთა არასათანადო კვალიფიკაცია; ბიუჯეტის მოკლევადიანი და არასწორი დაგეგმვა; ბიუჯეტის მოსახლეობისთვის გაუგებარი ფორმით შედგენა.
![]() |
4.3.6 3.3.6. მცხეთა-მთიანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
დუშეთის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. დუშეთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე და საკრებულოს მაცნეში. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ერთი ადასტურებს, რომ სხდომების თაობაზე ინფორმაციას საინფორმაციო დაფაზე გამოკრული განცხადებიდან იღებს, მეორე მონაწილე კი აცხადებს, რომ ხშირად ინფორმაცია დაფაზე არ არის განთავსებული, თუმცა ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთ „დუშეთში“, რომელიც უფასოდ ვრცელდება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე პირადი კონტაქტების მეშვეობით იღებს ინფორმაციას საკრებულოს წევრებისაგან.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების ტრანსლირება დამოკიდებულია საკითხის მნიშვნელოვნებაზე, მაგალითად, ბიუჯეტის დამტკიცების ტრანსლირება ხდება ადგილობრივი ტელევიზიით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ დუშეთის ტელევიზიით სხდომათა ტრანსლირებას.
საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომების საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი სხდომების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება საინფორმაციო დაფაზე და საკრებულოს მაცნეში. მისი განცხადებით, ხელმისაწვდომია სხდომთა ოქმები - არის ორგანიზაციების მიერ მისი გამოთხოვის შემთხვევები, მოქალაქეები კი არ ითხოვენ ოქმებს. ოქმის გამოთხოვის განცხადება მეტწილად იმავე დღეს კმაყოფილდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ოქმის მიღება შესაძლებელია წერილობითი გამოთხოვის გზით.
რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობის შესახებ სხვა ინფორმაციის გავრცელებას, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე, პრესაში, გადაიცემა დუშეთის ტელევიზიით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები კი აღნიშნავენ, რომ საკრებულო ინფორმაციას მათ მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე აწვდით, საკუთარი ინიციატივით კი არა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები წელს შედარებით ნაკლებად მიმართავენ საკრებულოს ინფორმაციის მოთხოვნით, გასულ წელს 84 განცხადება იქნა შეტანილი, ხოლო მიმდინარე წელს ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5- 6 შემთხვევაა. საჯარო ინფორმაციას უფრო მეტად ორგანიზაციები ითხოვენ. საკრებულოში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას კანონით დადგენილი ვადები საკრებულოს მიერ არ ირღვევა.
ჩართულობა. დუშეთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მათ მიმართავენ ხოლმე საკრებულოს სხდომებზე დასწრების შესახებ განცხადებით და მათი მოთხოვნა კმაყოფილდება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ თავადაც ხშირად ესწრება სხდომებს, ხოლო მეორე მონაწილის ინფორმაციით, ცალკეული საკითხების აქტუალობის მიხედვით, საზოგადოების წარმომადგენლები წერილობით მიმართავენ საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით. ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში სხდომებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებიც ესწრებიან, თუმცა მათთვის ადგილები სპეციალურად გამოყოფილი არ არის.
საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის საკითხის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დროებით კომისიებში მუშაობენ საზოგადოების წარმომადგენლები, მაგალითად ასახელებს წყლის პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილ კომისიას. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები თავად არ ყოფილან მიწვეულნი ასეთ კომისიებში, თუმცა ინფორმაციას ფლობენ ერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც ინვალიდთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საკრებულოს მიმართა სამუშაო ჯგუფში ჩართვის განცხადებით, მისი მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილდა.
საკრებულოს „ღია კარის“ სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასეთი სხდომა ჩატარდა და მასზე მოწვეულნი იყვნენ ომის ვეტერანები. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ღია კარის“ სხდომები არ ტარდება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავთ, რიგგარეშე სხდომაც მხოლოდ ორჯერ ჩატარდა და ისიც არა ამომრჩეველთა, არამედ საკრებულოს წევრთა მოთხოვნით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, გამსვლელი სხდომები ტარდება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, თუმცა ამომრჩევლებს მოთხოვნა გამსვლელი ან რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ არ წამოუყენებიათ.
საკრებულოს წარმომადგენლისა და ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებებით, ამომრჩეველთა დადგენილ რაოდენობას არ მოუთხოვია საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ რომელიმე საკითხზე საჯარო განხილვის მოწყობა და არც პეტიციის წესით სამართლებრივი აქტის პროექტის შეტანის ინიციატივა გამოუჩენიათ.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრებსა და სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრის დრო დაწესებული აქვთ - ოფიციალურად ეს დღე ორშაბათია, მაგრამ მოქალაქეებს პრაქტიკულად ყოველ სამუშაო დღეს აქვთ საშუალება შეხვდნენ საკრებულოს თანამდებობის პირებს. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთად ხვდებიან მოსახლეობას, ერთი მონაწილის აზრით, ისინი ამ მხრივ მხოლოდ არჩევნების წინ აქტიურობენ, ხოლო მეორის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხვდებიან „მოწვევის შემთხვევაში“, ანუ რომელიმე პროექტის ფარგლებში ხდება საკრებულოს წევრების მიწვევა და მოსახლეობასთან შეხვედრა.
ამომრჩეველთა წინაშე ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა ინტენსიურად ხვდება მოსახლეობას და აბარებს ანგარიშს.
რაც შეეხება საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოსთან ურთიერთობისათვის მოქალაქეთა მიერ აპარატისათვის მიმართვის საკითხს, ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ აპარატი ეხმარება მას საკრებულოს წევრებთან შეხვედრის ორგანიზებასა და შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფაში, ხოლო მეორეს თქმით, მას აპარატის დახმარება არ დასჭირვებია.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა: გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი და საკადრო პოლიტიკა - საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა არასათანადო კვალიფიკაცია.
გამგეობა
საჯაროობა. დუშეთის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს აქვეყნებენ ადგილობრივ გაზეთში „დუშეთი“, პროექტის საჯარო განხილვებთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ დაინტერესებული მოქალაქეები და ჟურნალისტები ესწრებიან კომისიებში პროექტის განხილვას. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, ბიუჯეტი მხოლოდ დამტკიცების შემდეგ ქვეყნდება, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში გამოთხოვის წესით შესაძლებელია პროექტისა და კომისიების დასკვნების მიღება
გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა ამჟამად მუშავდება მთელი რეგიონისათვის და მასში გათვალისწინებულია დუშეთის მუნიციპალიტეტიც. დოკუმენტის საჯარო განხილვების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კი აღნიშნავსს, რომ საკრებულო განხილვებში მონაწილეობისთვის იწვევს საზოგადოების წარმომადგენლებსაც. ამ დოკუმენტის შემუშავებისა და მისი საჯარო განხილვების შესახებ ცნობილი არ არის ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისათვის.
საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი ქვეყნდება ადგილობრივ მაცნეში, მაგალითად, მიწის ნორმატიულ ფასში ცვლილებები, მიწის ნაკვეთების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება უზრუნველყოფილია, ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე და ადგილობრივ პრესაში. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას მოქალაქეთა მხრიდან, მისი განმარტებით, ძალიან ხშირია ასეთი მიმართვები, მათზე დროულად პასუხის გაცემა მკაცრად კონტროლდება და ხორციელდება კანონით გათვალისწინებულ ვადებში. გასულ წელს ინფორმაციის დაგვიანებით გაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. გამგეობაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. სტატისტიკის მიხედვით, 2007 წელს 20 მომართვა იყო, ხოლო 2008 წელს - 32, მიმდინარე წელს შემოტანილ განცხადებათა რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც გასული წლის მიმიდნარე პერიოდში.
საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გამოთხოვის შემთხვევაში ვადების დაცვის საკითხთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ვადები არ ირღვევა, ხოლო ერთი მონაწილის თქმით, ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ვადები არ ირღვევა, ცალკეული მოქალაქეების მიერ ასეთი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში კი არის დაგვიანების შემთხვევები.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს ესწრებიან ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიხედვით, საზოგადოება ნაკლებად აქტიურია და მან არ იცის, რომ მთელი რიგი პრობლემების მოგვარება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც შეიძლება.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობისაგან წერილობითი შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არ შესულა გამგეობაში, ისინი ზეპირი ფორმით გამოთქვამენ წინადადებებს კომისიაში განხილვების დროს. მისი განცხადებით, შენიშვნების გადაცემა საკრებულოსათვის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ხდება, საკრებულო ხშირად ითვალისწინებს გამგეობის მიერ მიწოდებულ შენიშვნებს და ეს აისახება კიდეც ბიუჯეტში. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის ინფორმაციით, ახლანდელი გამგებლის მუშაობის პერიოდში შენიშვნები ბიუჯეტის პროექტზე არ წარდგენილა, წინა გამგებლის მუშობისას კი იყო წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები, თუმცა ისინი არ გაუთვალისწინებიათ.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ შენიშვნებით ძირითადად დეპუტატები გამოდიან. ეს შენიშნები გადაეცემა საკრებულოს და ხდება მათი გათვალისწინება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან არც ერთს არ წარუდგენია თავისი შენიშვნები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით.
დუშეთის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულ კითხვაზე გამგეობის თანამშრომელი პასუხობს, რომ ასეთი საკითხი მათ წინაშე ჯერ არ დამდგარა.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, განკარგულების გამოქვეყნებისთანავე ყველა რწმუნებულმა მიიღო დავალება - შეხვედროდნენ მოსახლეობას. ჩატარდა შეხვედრები, სადაც მოსახლეობამ წამოაყენა პრობლემები და სოფლის საჭირობების მიხედვით განისაზღვრა პრიორიტეტები.
აღნიშნულ პროგრამაზე ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც, მათი განცხადებით, რწმუნებულები მოსახლეობასთან ერთად იკვლევენ ადგილობრივ საჭიროებებს. პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით რწმუნებულთან შეხვედრებს ჯგუფის მონაწილეებიც ესწრებოდნენ.
ანგარიშვალდებულება. დუშეთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს მოქალაქეებთან შეხვედრების მიზნით კვირაში ორი დღე (ორშაბათი და სამშაბათი) აქვს გამოყოფილი, რაც საკმარისი არ არის და ამიტომ მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებში თავად დადის ოთხშაბათობით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ გამგებელი აქტიურად ხვდება მოსახლეობას და ცდილობს დაეხმაროს მათ.
გამგეობის წარმომადგენლის თქმით, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები მოსახლეობას ხვდებიან და მათ პრობლემებს გამგეობას წარუდგენენ (უმეტესობა სოციალური ხასიათისაა). ინფორმაცია დასტურდება ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ.
გამგებლის მიერ საკრებულოსათვის ანგარიშის ჩაბარების პერიოდულობაზე გამგეობის წარმომადგენელს უჭირს ზუსტი ვადების დასახელება, თუმცა აცხადებს რომ გამგებელი და მისი მოადგილე საკრებულოს ანგარიშს აბარებენ. რაც შეეხება ანაგრიშის მოსახლეობისათვის ჩაბარებას, გამგებელი კვირაში ორჯერ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში ატარებს მოსახლეობასთან შეხვედრებს და ანგარიშსაც კვირის განმავლობაში აბარებს ორი ტერიტორიული ერთეულის მაცხოვრებლებს. სულ კი მუნიციპალიტეტში 18 თემია.
შეკითხვაზე - თუ რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, ფოკუს ჯგუფის მონაწილეების მიერ პრობლემა არ დასახელებულა. მათ აღნიშნეს, რომ წინა გამგეობისაგან განსხვავებით, მოსახლეობა ამ გამგეობის მუშაობით კმაყოფილია, რაც ძირითადად განპირობებულია ისეთი საკითხების მოგვარებით, როგორიცაა სასმელი წყალი და დასუფთავება.
მცხეთის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. მცხეთის საკრებულოში აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საკრებულოს შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე, რიგ შემთხვევებში მოსახლეობას ეცნობება რწმუნებულების საშუალებით ან ქვეყნდება სამხარეო ვებ-გვერდზე. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფის ორი წევრი ადასტურებს ამ ინფორმაციას. ერთი ვარაუდობს, რომ ალბათ მიიღებს ინფორმაციას სხდომების შესახებ, თუ საკრებულოს შენობაში მივა, სხვა კი აცხადებს, რომ სხდომების ჩატარების შესახებ მას ატყობინებს საკრებულოს აპარატი. ერთი მათგანის ინფორმაციით, იგი იცნობს რეგლამენტს, სადაც საკრებულოს სხდომების ჩატარების დღე და წესი გაწერილია.
მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტში გათვალისწინებულია საკრებულოს სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი, საკრებულოს წარმომადგენელი და ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ სხდომები არ გადაიცემა.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ არ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სიმწირის გამო, თუმცა გარკვეული პერიოდულობით - თვეში ერთხელ, როცა გაზეთი გამოდის, მისი საშუალებით მოსახლეობას მიეწოდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ადასტურებს გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნებას, ხოლო სხვა მონაწილეების განცხადებით, მათ ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ არ მიეწოდებათ.
სხდომის ოქმების საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ოქმი საჯაროა და ყველა მოქალაქეს შეუძლია მას გაეცნოს. მისი თქმით, მოქალაქეებს იშვიათად მოუმართავთ სხდომის ოქმის გამოთხოვით. მოსახლეობა ძირითადად საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებს ითხოვს. ფოკუს ჯგუფის სამი მონაწილის განცხადებით, ოქმი ხელმისაწვდომია წერილობითი განცხადების საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ორ მონაწილეს ოქმი არასოდეს გამოუთხოვია.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას, მაგრამ ზუსტი სტატისტიკური მაჩვენებელი არა აქვს, რადგან საკრებულოში არ იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი, მხოლოდ წლის ბოლოს აჯამებენ, თუ რამდენი განცხადება შევიდა და მათგან რამდენი დაკმაყოფილდა, რატომ არ მოხდა განცხადებების ნაწილის დაკმაყოფილება. რაც შეეხება ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში გაცემის საკითხს, ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი აცხადებს, რომ კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით მან საკრებულოს 2008 წელს მიმართა და პასუხი ჯერაც არ მიუღია. ფოკუს ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებს ინფორმაცია არ გამოუთხოვია და, ამდენად, დადგენილი ვადების დაცვის შესახებ რაიმეს თქმა არ შეუძლიათ
სხდომების ღიაობის საკითხის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკრებულოს ბიუროს და კომისიის სხდომები ღიაა, თუმცა ინფორმაცია ბიუროს და კომისიის სხდომების ჩატარების დღის შესახებ არ ქვეყნდება. მოქალაქეები მათ შესახებ პირადი კონტაქტების საშუალებით იგებენ. თუმცა, მისი თქმით, სხდომებზე დასწრების სურვილი არავის გამოუთქვამს.
ჩართულობა. საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მოქალაქეებს მათთვის საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით მიუმართავთ, თუმცა არცთუ ისე ხშირად - მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მათთვის საინტერესო საკითხი იხილება (მიწის, წყლის და სხვ.). ბიუჯეტის პროექტის განხილვაშიც მათ არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა. საკრებულოს სხდომებს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. მოქალაქეთა მიერ დასწრების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებში საკითხი ყოველთვის დადებითად წყდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა არაფერი იციან მასობრივი საინფორმაცო საშუალებების წარმომადგენელთა სხდომებზე დასწრების შესახებ. რაც შეეხება საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობას საკრებულოს სხდომებში, მონაწილეთაგან ორის განცხადებით, ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია, ორს ინფორმაცია არ გააჩნია, ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს სხდომებს საზოგადოების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად ესწრებოდნენ, მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ხშირად იღებდნენ მათში მონაწილეობას, მაგრამ ახლანდელი საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს კომისიებთან შექმნილია სამუშაო ჯგუფები, სადაც, საკითხების გადაწყვეტის დროს, ხდება კონკრეტული დარგის სპეციალისტების მოწვევა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ თვითონ არ ყოფილან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში და კომისიის სხდომაზე დასწრების სურვილიც არ ჰქონიათ, მაგრამ ორი მათგანისათვის ცნობილია ასეთ სამუშაო ჯგუფში სხვა პირთა მიწვევის შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ „ღია კარის“ სხდომის ჩატარება რეგლამენტით გათვალისწინებულია, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი რამ არასოდეს ჩატარებულა. იგივე შევიტყვეთ რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც. საკრებულოში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის პასიურობაა. მათ საკრებულოსათვის არ მიუმართავთ ასევე არც რიგგარეშე სხდომის ჩატარების განცხადებით. ამგვარ ინფორმაციას არ ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები.
რაც შეეხება საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებას, საკრებულოს წარმომადგენელის განცხადებით, დაახლოებით ერთი წლის წინ ამომრჩეველთა ინიციატივით იგი ორჯერ ჩატარდა - როდესაც მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლებოდა და როდესაც მიწის ნაკვეთების განაწილების საკითხები წყდებოდა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს გამსვლელი სხდომების ჩატარების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ, ხოლო კითხვაზე - მოუთხოვია თუ არა მოსახლეობას ასეთი სხდომის ჩატარება, პასუხი უარყოფითია.
საკრებულოს მიერ მისაღები რომელიმე საკითხის საჯარო განხილვის მოწყობასთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეებს მათთვის მიუმართავთ ასეთი მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა წერილობითი მოთხოვნა, ზოგიერთი საკითხი ზეპირი განცხადების საფუძველზეც განხილულა, მაგალითად, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხი. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა ამ საკითხის საჯარო განხილვის შესახებ არაფერი იციან.
საკრებულოში აცხადებენ, რომ მოსახლეობას პეტიციის წესით სამართლებრივი აქტის პროექტი არ შეუტანია. ამას ადასტურებენ რაიონში მოქმედი არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თანამდებობის პირებს შეხვედრების დღედ დაწესებული აქვთ ორშაბათი, მაგრამ სხვა დღეებშიც შეუზღუდავად ხვდებიან მოქალაქეებს. ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე ადასტურებს საკრებულოს წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრებს, თუმცა ვერ ასახელებენ რა პერიოდულობით. თავად მონაწილეები ასეთ შეხვედრებს არ დასწრებიან. შეკითხვაზე - უწევთ თუ არა საკრებულოს აპარატი დახმარებას საკრებულოსთან ურთიერთობაში - თანამდებობის პირების მიერ მათი მიღების ორგანიზებასა და მასალების მომზადებაში, მონაწილეთა პასუხი უარყოფითია.
რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის წინაშე, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობისათვის ოფიციალური ანგარიშის ჩაბარება არ ხდება, მაგრამ მათთან სისტემატური შეხვედრები ტარდება, ისმება შეკითხვები (როგორ შესრულდა წინა შეხვედრის დროს დასმული საკითხები და მოგვარდა თუ არა წარმოჭრილი პრობლემები) რომლებზედაც პასუხს იღებენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს ინფორმაცია არა აქვთ საკრებულოს მიერ მოქალაქეთათვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემად ერთხმად ასახელებენ მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდებას. მათი მოსაზრებით, საჭიროა საკრებულოს საქმიანობის შესახებ გავრცელდეს მეტი ინფორმაცია, აგრეთვე უფრო ხშირად შეხვდნენ ამომრჩევლებს, რადგან მცხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სახეზეც კი ვერ ცნობს საკრებულოს წევრებს. მოსახლეობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ, ამდენად, მათი აქტიურობაც ნაკლებია. საკრებულოს მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე - მისი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას არათუ მოსახლეობა, ხშირად თვით საკრებულოს თანამშრომლებიც არ ფლობენ.
გამგეობა
საჯაროობა. მცხეთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მცხეთის რაიონის ბიუჯეტის პროექტი არ ქვეყნდება. ბიუჯეტს მხოლოდ დამტკიცების შემდეგ აქვეყნებენ. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის თქმით, წლების მიხედვით გაწერილი ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, საჭიროებების მიხედვით ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ფოკუს ჯგუფის სამი მონაწილე ამბობს, რომ მუშავდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, მაგრამ არ იციან რა პერიოდულობით. 2007 წელს ასეთი პროგრამა განსახილველადაც იყო გამოქვეყნებული და მის განხილვაში მონაწილეობდნენ საზოგადოების წარმომადგენლები.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მათგან ითხოვენ საჯარო ინფორმაციას, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არა აქვს. გამგეობაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი, გამოთხოვის შემთხვევაში მოქალაქეებს ინფორმაციას დადგენილ ვადებში აწვდიან. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა ამასთან დაკავშირებით არაფერი იციან, რადგან მსგავსი მოთხოვნით გამგეობისათვის არ მიუმართავთ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მზადდება და ქვეყდნება ადგილობრივ გაზეთში. რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებას, ყოფილა შემთხვევები, როცა გამგეობას მისაღები გადაწყვეტილებები გამოუქვეყნებია.
ჩართულობა. ბიუჯეტის პროექტის განხილვაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობასთან დაკავშირებით, მცხეთის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტის თაობაზე შენიშვნები არა, მაგრამ წინადადებები შემოსულა და მათი გათვალისწინებაც მომხდარა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისათვის ცნობილი არ არის ბიუჯეტის პროექტის განხილვებში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ, ისინი ასევე არ ფლობენ ინფორმაციას პროექტის თაობაზე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენის შესახებ.
როგორც უკვე აღინიშნა, ფოკუს ჯგუფის სამი მონაწილისათვის ცნობილია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების შემუშავების შესახებ, ისინი აცხადებენ, რომ 2007 წელს ამ პროგრამის განხილვაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ და შენიშვნები და რეკომენდაციებიც წარადგინეს, თუმცა არ იციან, მოხდა თუ არა მათი გათვალისწინება.
გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თარჯიმნის მომსახურეობა საჭირო არ გამხდარა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ გამგეობის წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ პროგრამისათვის საჭიროებებს რწმუნებულები იკვლევენ მოსახლეობასთან შეხვედრების გზით, ისინი ატარებენ კრებებს, სადაც მოქალაქეების მიერ ხდება პრობლემათა დასახელება.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების შესახებ. მათი განცხადებით, რწმუნებულებმა ამ პროგრამასთან დაკავშირებით ჩაატარეს კრებები სოფლის საჭიროებათა გამოსავლენად, თუმცა თავად ჯგუფის მონაწილეებს პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ანგარიშვალდებულება. მცხეთის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებელსა და გამგეობის თანამდებობის პირებს დაწესებული აქვთ მოქალაქეების მიღების დრო, მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთან შეხვედრა. მისი განცხადებით, რწმუნებულიც რეგულარულად ხვდება მოსახლეობას. მართალია, მას გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს, მაგრამ პრობლემებს წარმოადგენს გამგეობაში. ისინი ძირითადად მიწის განაწილებას, წყლით უზრუნველყოფას, გზების რეაბილიტაციას, სამედიცინო და სოციალურ საკითხებს შეეხება. გამგებლისა და რწმუნებულების მიერ მოსახლეობასთან სისტემატური შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც.
გამგებლის მიერ საკრებულოსათვის ანგარიშის ჩაბარებასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს ანგარიშს ყოველკვარტალურად წარუდგენს, ხოლო წლის ბოლოს - საბოლოო ანგარიშს.
რაც შეეხება გამგებლის მიერ ანგარიშის მოსახლეობისთვის წარდგენის საკითხს, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო ხანებში იმდენი არჩევნები ჩატარდა, რომ გამგებლები ვერ ასწრებდნენ მოსახლეობისთვის ოფიციალურად ანგარიშის ჩაბარებას, თუმცა აქვთ მათთან რეგულარული შეხვედრები, სადაც არამარტო გადასაწყვეტი პრობლემები განიხილება, არამედ გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობაც. ამ საკითხთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამგებლის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი პრობლემების მოსმენაა, ანგარიში კი არასოდეს ჩაუბარებია.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემად მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდებას ასახელებენ - მოსახლეობის ინფორმირებულობა მათ აქტიურობას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობას.
![]() |
4.3.7 3.3.7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ამბროლაურის მყნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ამბროლაურის საკრებულოს წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ, მათ ჩატარებამდე 7 დღით ადრე, ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე საინფორმაციო დაფაზე. მას თან ერთვის სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ინფორმაციას კონკრეტულ თემებში ავრცელებენ ასევე მაჟორიტარი დეპუტატები და რწმუნებულები. ასევე ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში, რომელიც თვეში ერთხელ გამოიცემა. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე და ამ გზას მიმართავენ კიდეც, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ზოგჯერ პირად კონტაქტებსაც იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი ითვალისწინებს საკრებულოს სხდომების ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლაციას, საკრებულოს წარმომადგენლები და ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს არ ხორციელდება, რადგან რაიონში ადგილობრივი ტელევიზია და რადიო არ ფუნქციონირებს და ინფორმაციის გავრცელების ერთადერთ საშუალებას გაზეთი წარმოადგენს.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაცია საკრებულოში ყველასათვის ხელმისაწვდომია, რადგან საკრებულოს სხდომები საჯაროა. ისინი კი, ვინც ვერ ახერხებეს მათზე დასწრებას, ინტერესის შემთხვევაში, დადგენილი წესით მიიღებენ სხდომის ოქმებს. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა, თუმცა ვერ იხსენებს ამ სხდომებზე მოქალაქეთა დასწრების შემთხვევებს. მისი თქმით, საკრებულოს სხდომის ოქმებიც საჯაროა, თუმცა მოქალაქეებს არც ამ დოკუმენტის გაცნობის მოთხოვნით მოუმართავთ. მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ოქმის გაცნობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ორს არასოდეს გამოუყენებია ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმი, თუმცა იციან მისი არსებობის შესახებ.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოში იწარმოება საჯარო ინფორმაციის რეესტრი. მისი თქმით, ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს საშუალოდ 50-მდე მოქალაქე მიმართავს, თუმცა ეს რიცხვი ცვალებადია - დამოკიდებულია ბიუჯეტის განხილვაზე, მასში შესატან ცვლილებებზე, სოფლებში მიმდინარე პროექტებზე და სხვ. რაც შეეხება ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემის საკითხს, როგორც უკვე აღინიშნა, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან არც ერთს არ გამოუთხოვია ინფორმაცია დადგენილი წესით, ამდენად, ვერაფერი გვითხრეს საკრებულოს მიერ ინფორმაციის გაცემისას დადგენილი ვადების დაცვის შესახებ.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი წლიურ ანგარიშსაც ამზადებს და ამავე გაზეთის საშუალებით ავრცელებს. მაგალითად, გასული წლის 6 გვერდიანი საანგარიშო გაზეთი რწმუნებულებმა ამბროლაურის 7500 ოჯახს/კომლს მიაწოდეს. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე ადასტურებს საკრებულოს აპარატის მიერ საკუთარი ინიციატივით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებს, თუმცა მონაწილეთა უმეტესობის თქმით, უფრო ხშირად ინიტიაცივა მათგან მოდის და მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში იღებენ ინფორმაციას.
ჩართულობა. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები მათ მიმართავენ საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით, თუმცა არა სისტემატურად. მოთხოვნის შემთხვევაში ისინი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ესწრებიან სხდომებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი მოსვლას ვერ ახერხებენ, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი მოთხოვნის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფს წერილობითი ინფორმაციით.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან, მხოლოდ ერთი დასწრებია საკრებულოს სხდომას, თუმცა დანარჩენებმა იციან ამგვარი შესაძლებლობის შესახებ. რაც შეეხება დამსწრე პირთა დარბაზში სათანადო ადგილებით უზრუნველყოფას, მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაიონში მხოლოდ ერთი გაზეთი გამოდის და ამდენად, ჟურნალისტებისათვის დარბაზში სპეციალური ადგილები გათვალისწინებული არ არის, მაგრამ სტუმართა მოწვევის, ასევე დაინტერესებულ პირთა დასწრების შემთხვევაში, მათი ადგილები ყოველთვის მითითებულია ხოლმე.
გარდა იმისა, რომ ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმეტესობას თავად არ მიუღია მონაწილეობა საკრებულოს სხდომებში, მათთვის ცნობილი არ არის შემთხვევები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებში საზოგადოებრიობის წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ. ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევას ასახელებენ, როდესაც საკითხის ინიციატორი იყო საზოგადოების წარმომადგენელი და, შესაბამისად, მონაწილეობდა კიდეც განხილვაში. ამდენად, მონაწილეობის პერიოდულობაზე ლაპარაკი ძნელია. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს კომისიებთან დროებითი სამუშაო ჯგუფები ბოლო სამი წლის განმავლობაში ორ-სამჯერ შეიქმნა და მასში საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც. ასეთი იყო, მაგალითად, ინვენტარიზაციის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ამ ეტაპზე კომისიებთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი საკრებულოში არ ფუნქციონირებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან, მხოლოდ ერთი იყო მიწვეული ერთ-ერთი ჯგუფის სხდომაზე, რომელიც სოციალურ საკითხებზე იყო შექმნილი, ხოლო დანარჩენებს საერთოდ არა აქვთ ინფორმაცია მათი სამუშაო ჯგუფების შესახებ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჯგუფების შექმნის შემთხვევაში, მათაც მიიწვევდნენ.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ღია კარის“ სხდომა არ ჩატარებულა, რადგან მასზე მოსახლეობის მოთხოვნა არ ყოფილა. ასეთი სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არც ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს გააჩნიათ. მოქალაქეებს საკრებულოსთვის ასევე არ მიუმართავთ რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები მეტად უნდა იყვნენ ამით დაინტერესებულნი - თუმცა ისინი სხვადასხვა გზით ინფორმაციას იღებენ, მაგრამ სხდომის მოწვევის მოთხოვნით საკრებულოს მაინც არ მიმართავენ. ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო არ ჩატარებულა გამსვლელი სხდომები, არც რაიმე საკითხის საჯარო განხილვის მოწყობაზე ყოფილა მოთხოვნა. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, საკრებულოს წევრები ხშირად ხვდებიან მოსახლეობას და თავად მოსახლეობა არ ითხოვს გამსვლელ ან რიგგარეშე სხდომებს. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულო თემებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სასაუბროდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში გეგმავს გამსვლელი სხდომის ჩატარებას გამგეობისა და საკრებულოს წევრების მონაწილეობით. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე გავრცელებულია. ფოკუს ჯგუფის წევრები გამსვლელი სხდომის ჩატარების შესახებ არ ფლობენ ინფორმაცია.
რაც შეეხება პეტიციის წესით საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტის შეტანას, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, ასეთი შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, მათი აზრით, ეს მოსახლეობის პასიურობაზე მიუთითებს, ან შესაძლოა მათ არ იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ, ამიტომ საკრებულოს საქმიანობა უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს. საკრებულოს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მოქალაქეებს პროექტი შესაძლოა იმ მიზეზით არ შეუტანიათ, რომ საკრებულოს მიერ მიღებული აქტებით კმაყოფილნი არიან.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს მოქალაქეთა მიღების დღეები დაწესებული არა აქვს, მაგრამ ყოველთვიურად ხვდება სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს. რაც შეეხება საკრებულოს წევრთა მიერ მოქალაქეების მიღებას, ისინი მათ ყოველდღიურად ხვდებიან, გარდა ამისა, ტელეფონითაც პასუხობენ მათ შეკითხვებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხშირად ხვდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ რაიონი პატარაა, შესაძლოა ისინი კვირაში რამდენჯერმეც კი მივიდნენ ერთსა და იმავე სოფელში. მოსახლეობასთან შეხვედრები განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ჯგუფის მონაწილეებს სხვა მოქალაქეებისგანაც გაუგიათ, რომ მათთან ჩადიან საკრებულოს წევრები, თუმცა რა გრაფიკით და პერიოდულობით, ამას ვერ აკონკრეტებენ.
რაც შეეხება მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში ადგილობრივ გაზეთში 6 თვეში ერთხელ ქვეყნდება და რწმუნებულების მეშვეობით ყოველ ოჯახამდე აღწევს. გარდა ამისა, ყოველ თემს თავისი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რომელიც ეტაპობრივად წარუდგენს მათ ანგარიშს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მაჟორიტარები ყოველდღიურ ინფორმაციას ფლობენ კონკრეტულ საკითხებზე იმ თემის შესახებ, რომლებსაც წარმოადგენენ. ფოკუს ჯგუფის წევრებიც ადასტურებენ საკრებულოს წევრთა მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას. ისინი ასევე აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრებთან შეხვედრების ორგანიზებასა და სხვადასხვა მასალების მომზადებაში საკრებულოს აპარატი მათ გარკვეულ დახმარებას უწევს.
შეკითხვაზე - რა პრობლემებს ხედავენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მხრივ, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ საკრებულოს საქმიანობა გამჭვირვალეა, საზოგადოებაც ინფორმირებულია და ჩართული. ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა ორივე მხარეს მაინც მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს, მათი აზრით, განსაკუთრებით საკრებულომ უნდა იაქტიუროს და სისტემატურად მოიწვიოს ორგანიზაციები საჯარო განხილვებისათვის, ასევე მათთვის თავიანთი მუშაობის გაცნობის მიზნით.
გამგეობა
საჯაროობა. ამბროლაურის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტი სრული სახით მუნიციპალიტეტის შენობაში საინფორმაციო დაფაზე თავსდება, ხოლო ადგილობრივ გაზეთში ქვეყნდება მისი ძირითადი ნაწილი. გაზეთი, როგორც უკვე აღინიშნა, თვეში ერთხელ გამოდის, ამასთან მისი მოცულობაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პროექტი მთლიანად იქნეს გამოქვეყნებული. ამ ინფორმაციას ადასტურებს ფოკუს ჯგუფიც. ერთ-ერთი მათგანის თქმით, გაზეთში კომისიების დასკვნებიც ქვეყნდება. საინფორმაციო დაფაზე კი სხვა გადაწყვეტილებების პროექტებსაც ათავსებენ.
გამგეობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში საზოგადოების წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. საკრებულოსათვის ამ პროექტის გადაცემამდე გამგეობაში, მისი ყველა სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით, ეწყობა განხილვა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკრებულოში გამართულ საჯარო სხდომებზე მსჯელობენ. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, რაიონში ყოველწლიურად მუშავდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაც, არსებობს ასევე გრძელვადიანი პროგრამა 2009-2012 წლებისათვის, სადაც ასახულია გეგმები და პრიორიტეტები. ფოკუს ჯგუფის ნაწილისათვის ცნობილია ასეთი პროგრამების არსებობის შესახებ, თუმცა არ იციან რა პერიოდულობით მუშავდება იგი, ნაწილს კი ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნია. ჯგუფის მონაწილეთა თქმით, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის განხილვას ესწრებიან მხოლოდ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოსახლეობას ამაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. რაც შეეხება მის გამოქვეყნებას, ქვეყნდება მხოლოდ მისი ინფორმაციული ნაწილი.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგეობაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. ისინი მოსახლეობას გამოთხოვილ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან, იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემა გარკვეულ დროს არ მოითხოვს. გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს წერილობით მიმართვებზე პასუხის გაცემას. დადგენილი წესით ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტსაც. გასულ წელს ინფორმაცია 30-მა მოქალაქემ გამოითხოვა, ხოლო მიმდინარე წელს მხოლოდ 5 განაცხადია შესული.
რაც შეეხება გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებისა და გამოქვეყნების საკითხს, გამგეობა ანგარიშს აქვეყნებს გაზეთის იანვრის ნომერში, ამასთან გაზეთს აქვს რუბრიკა „რწმუნებულის ტრიბუნა“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები იგებენ, თუ რა გაკეთდა გამგეობის მიერ. ფოკუს ჯგუფის წევრებიც ადასტურებენ, რომ გაზეთში რამდენიმე რუბრიკა არსებობს გამგეობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
ჩართულობა. ამბროლაურის გამგეობის წარმომადგენელის განცხადებით, რაიონის მოსახლეობა ბიუჯეტის პროექტის განხილვებში ჩართული არ არის. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან, მხოლოდ მედიის წარმომადგენელი დასწრებია ბიუჯეტის პროექტის განხილვას. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარდგენას, გამგეობის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოქალაქეებისაგან შენიშვნები არ შემოსულა, თუმცა გამგეობის ცალკეული სამსახურებისა და რწმუნებულების შენიშვნები და წინადადებები მოქალაქეთა მოთხოვნებსა და ინიციატივებს ეყრდნობა. მისი თქმით, შემოსული შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს გადაეცემა პროექტის განხილვის დაწყებამდე და უმეტეს შემთხვევაში მათ ითვალისწინებენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიდან ერთს თავად წარუდგენია წინადადება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჯანმრთელობის სფეროს ეხებოდა, მაგრამ იგი არ გაუთვალისწინებიათ. სხვა მონაწილეებს თავიანთი მოსაზრებებით არ მიუმართავთ საკრებულოსათვის, თუმცა ზოგიერთი მათგანისათვის ცნობილია რომ განათლებისა და მედიცინის მუშაკებმა წარადგინეს რეკომენდაციები, რომლებიც გაითვალისწინეს.
მოქალაქეები არ მონაწილეობენ ასევე სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების საჯარო განხილვებში. მას ესწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენელი. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე მომავალში აპირებს მოითხოვოს განხილვაში მონაწილეობა. გამგეობის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და საკრებულოს გადაწყვეტილებათა სხვა პროექტების შესახებ მოქალაქეთა შენიშვნებსა და წინადადებებს ძალზე იშვიათად იღებენ, ძირითადად ცალკეული დარგის სპეციალისტები აქტიურობენ და მათ შენიშვნებს საკრებულო კიდეც ითვალისწინებს.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლების ყველა მოსახლემ მიიღო ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, შედგა მოსახლეობასთან შეხვედრები რწმუნებულების, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ შეხვედრებზე მათ დეტალურად განუმარტეს საკითხები, რის საფუძველზეც მოქალაქეებმა თავად მოახდინეს ადგილობრივი საჭიროებების მოსაგვარებლად პრიორიტეტების ჩამოყალიბება. პროგრამა 18-ვე თემის 69 სოფელში განხორციელდა. პრიორიტეტების გამოკვეთა მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების მიხედვით ხდება, ამის კვლევას კი რწმუნებულები სოფლებში ყოველდღიურად აწარმოებენ.
პროგრამის შესახებ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჩატარდა საჯარო განხილვები და მის შესახებ სოფლის ყველა მაცხოვრებელმა იცის, გაზეთში იბეჭდება ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხა გამოეყო სოფელს. მონაწილეები აცხადებენ, რომ პროექტის დაწყებას წინ უძღოდა რწმუნებულების მიერ მოსახლეობის წინადადებების შესწავლა-დაზუსტება. ფოკუს ჯგუფის სამი წევრი თავად ესწრებოდა ასეთ სხდომას და რწმუნებულთან ერთად მონაწილეობას იღებდა პრიორიტეტების განსაზღვრაში.
გამგეობას თავის დებულებაში გათვალისწინებული აქვს არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა, თუმცა მათ ასეთი მოქალაქისაგან მიმართვის შემთხვევა ჯერ არ ჰქონიათ.
ანგარიშვალდებულება. ამბროლაურის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეთა მისაღებად დრო დაწესებული აქვთ, თუმცა აქ მოქალაქეთა მიღება მხოლოდ დადგენილი საათების მიხედვით არ ხდება, რადგან მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსულ მოსახლეობას არ აყოვნებენ. გამგებელთან და მის მოადგილეებთან მოსახლეობის შეხვედრას უზრუნველყოფს სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ფოკუს ჯფუგის მონაწილეთა განცხადებით, რწმუნებულები პერიოდულად ხვდებიან მოსახლეობას ყველა სოფელში, მედიის წარმომადგენელი აშუქებს კიდეც ასეთ შეხვედრებს. ზოგჯერ ეს შეხვედრები ოფიციალური ხასიათს არ ატარებენ, რადგან რწმუნებულები თავადაც იმ თემის მაცხოვრებლები არიან, ყოველდღე აქვთ კონტაქტი თანასოფლელებთან და ადგილობრივი საკითხების შესახებ მუდამ საქმის კურსში არიან. ამასვე აცხადებს გამგეობის წარმომადგენელი - მისი თქმით, რწმუნებულს სპეციალური გრაფიკი არა აქვს შედგენილი მოსახლეობასთან შესახვედრად, მაგრამ ის მუდამ ხალხშია და გამგეობის საქმიანობის ყველა დეტალს აცნობს მოსახლეობას. სწორედ რწმუნებულები წარმოადგენენ გამგეობაში მოსახლეობის პრობლემებს - იქნება ეს წყლის, გაზის, სოფლის კეთილმოწყობის, კომუნალური მრიცხველების, შეშის თუ სხვა საკითხები.
გამგებლის ანგარიშვალდებულების საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს წელიწადში ერთხელ აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო ცალკე ანგარიშს წარადგენს ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებას, იგი კვირაში რამდენჯერმე ხვდება სოფლის მაცხოვრებლებს, ესაუბრება მათ განხორციელებულ საქმეებსა და სამომავლო გეგმებზე. დიალოგს სისტემატური ხასიათი აქვს, მაგრამ ეს არ არის დაგეგმილი „ორგანიზებული პერიოდული შეხვედრები“. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, გამგებელი ხშირად ატარებს შეხვედრებს - სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით, იგი არკვევს მომავალში რისი გაკეთებაა შესაძლებელი და შემდეგ ამაზე ანგარიშსაც წარადგენს. შეხვედრები ხშირია, რადგან ბევრი პროგრამა მუშაობს. გაზეთმა სპეციალური ნომერიც კი გამოუშვა, რომელშიც გამგებლის მიერ მოსახლეობისთვის წარდგენილი ანგარიში გამოქვეყნდა.
შეკითხვაზე - რა პრობლემებს ხედავენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს, სამი მათგანი კი მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტური უნდა იყოს საკითხთა განხილვები, თანამშრომლობის ახალი ფორმებია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის საქმიანობა მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა, გაზეთშიც იბეჭდება, რწმუნებულიც აწვდის და საინფორმაციო დაფაზეც არის გამოკრული მასალები, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. მხოლოდ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საჭიროა მოსახლეობის გააქტიურება, მოქალაქეები ინტერესით უნდა ჩაერთონ პროცესებში და მოთხოვნაც მათგან უნდა მოდიოდეს.
ონის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ონის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივ გაზეთში (გამოდის თვეში ერთხელ) და თავსდება საინფორმაციო დაფაზე. მისი განცხადებით, გაზეთს ნაწილობრივ საკრებულო აფინანსებს, ინფორმაცია პირველ და მეორე გვერდებზე თავსდება. ამ გაზეთშივე ქვეყნდება საკრებულოს დადგენილებები და განკარგულებები. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღება შეიძლება ადგილობრივი გაზეთით, საინფორმაციო დაფის საშუალებით, საკრებულოს წევრებთან კონტაქტით, ხოლო ჟურნალისტი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიდის საკრებულოს აპარატში და ამ გზით მოიპოვებს სასურველ ინფორმაციას.
მიუხედავად რეგლამენტში შესაბამისი ჩანაწერის არსებობისა, საკრებულოს სხდომების ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირება არ ხორციელდება, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი მიიჩნევს, რომ ამის პირობები არ არის, ხოლო ჟურნალისტი აცხადებს, რომ ცდილობს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს გაზეთის საშუალებით, პირველ გვერდებს საკრებულოს სხდომებს და გადაწყვეტილებებს უთმობენ.
რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობის შესახებ სხვა ინფორმაციის გავრცელებას, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს ყოველდღიურ საქმიანობაზე ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ გაზეთის მეშვეობით, მართალია იგი თვეში ერთხელ გამოდის, მაგრამ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ყველა ნომერში იბეჭდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი ინფორმაციას გაზეთის საშუალებით იღებს, მეორე აცხადებს, რომ მას მოთხოვნის შემთხვევაში მიიღებს, რადგან საკრებულოს აპარატი თავისი ინიციატივით არ აწვდის მათ ინფორმაციას, ერთი კი აღნიშნავს, რომ ხან თავად ითხოვს საჭირო ინფორმაციას, ხანაც საკრებულო აწვდის.
საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომები საჯაროა, თუმცა მოსახლეობა მათ არ ესწრება. ინფორმაცია ბიუროსა და კომისიის სხდომების შესახებ გაზეთით ვრცელდება, რადგან ეს არის ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი საშუალება, თუმცა ამ გაზეთს ოპერატიულობა აკლია (პერიოდულობიდან გამომდინარე).
სხდომის ოქმების ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ოქმი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია მისი ნახვა მოთხოვნის საფუძველზე. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ორს საკრებულოს სხდომის ოქმი არ მოუთხოვია, თუმცა იციან, რომ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მიიღებენ მას, სხდომა საჯაროა და, შესაბამისად, საჯაროა ოქმიც. მედიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისთვის მასალა ხელმისაწვდომია, რადგან პირდაპირ სხდომიდან მიაქვს იგი და ოქმიც აღარ სჭირდება.
საკრებულოს წარმომადგენელს ზუსტი ინფორმაცია არა აქვს იწარმოება თუ არა საჯარო ინფორმაციების რეეესტრი. თუმცა იხსენებს, რომ სხვა რაიონიდან ერთი მოქალაქე დაინტერესდა, გასცემდა თუ არა საკრებულო ინფორმაციას და იყო თუ არა აღრიცხული ყოველივე, მან კი შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ყველაფერი აღნუსხულია“. მისი თქმით, მოქალაქეები მიმართავენ საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით და ამ მხრივ შეფერხებები არ ყოფილა, თუმცა მიმართვები ხშირი არ არის - მიმდინარე წელს დაახლოებით ორი შემთხვევა იქნებოდა. საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის არც ერთ მონაწილეს არ გამოუთხოვია ინფორმაცია და, შესაბამისად, არაფერი იციან ამის შესახებ.
ჩართულობა. ონის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მათ საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით ოფიციალურად არ მიმართავენ. მხოლოდ ერთხელ იყო მოთხოვნის შემთხვევა (როცა ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა) და ისიც სიტყვიერი, თუმცა მსურველი პირადი პრობლემის გამო მაინც ვერ დაესწრო სხდომას. საკრებულოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ყველას აგებინებენ სხდომებზე დასწრების უფლების შესახებ და ეუბნებიან, რომ მათთვის კარი მუდამ ღიაა. ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილე აღნიშნავს, რომ კარგად იციან მოქალაქეების ამ უფლების შესახებ, თუმცა თავად არ დასწრებიან სხდომებს და, შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ფლობენ საზოგადოების ან მედიის წარმომადგენლების საკრებულოს სხდომებზე დასწრების თაობაზე. ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან ყოველი შეხვედრის დროს ეუბნებოდნენ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და შეუძლიათ დაესწრონ. მედიის წარმომადგენელი ერთადერთხელ დასწრებია სხდომას, მისი თქმით, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ მას აპარატიდან მიაქვს მასალები და სხდომაზე დასწრების საჭიროებას ამიტომაც ვერ ხედავს. რაც შეეხება მედიის წარმომადგენელთათვის დარბაზში სპეციალური ადგილების გამოყოფას, ერთ მონაწილეს ინფორმაცია არა აქვს, ხოლო ორი მონაწილის ვარაუდით, არ უნდა იყოს, რადგან დარბაზი არც ისე დიდია. ამჟამად კი საკრებულოს სხდომები თავმჯდომარის ოთახში ტარდება.
რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრიობის წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხს, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ორისათვის ასეთი ფაქტი ცნობილი არ არის. ერთი მონაწილისათვის ცნობილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი უბნის წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს წყალ-გაყვანილობის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არ იცის, ნამდვილად დაესწრნენ თუ არა.
საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის საკითხის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები იქმნება პერიოდულად - მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ 25 სახლის მშენებლობა განხორციელდა და მათ შესამოწმებლად შეიქმნა ჯგუფი, თუმცა მასში საზოგადოების წარმომადგენელი არ შედიოდა. მისი გაცხადებით, საკრებულო გამოსულა ინიციატივით და საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიებისათვის მოუწოდებია, ერთად ენახათ რა გაკეთდა, მაგრამ საზოგადოების ჩართვა ვერ ხერხდება. ასეთივე მდგომარეობაა წყლის საკითხზეც - ყოველი წვიმის შემდეგ ამღვრეული წყალი მოდის. საკრებულო მოსახლეობას სთავაზობს, ერთად დაგეგმონ რა არის გასაკეთებელი, რადგან ამ პრობლემის მოგვარებისათვის თანხა უკვე გამოყოფილია. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან არც ერთი არ ყოფილა მიწვეული კომისიის სამუშაო ჯგუფებში, ერთმა კი საერთოდაც არ იცოდა ასეთი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ვერ იხსენებს სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის ვერც ერთ შემთხვევას. სხვა კი აცხადებს, რომ მიწვეული არ ყოფილა, თუმცა მუდმივმოქმედი კომისიების არსებობის შესახებ ინფორმაცია აქვს, დასწრებია კიდეც რამდენიმე საკითხის განხილვას და არავითარი პრობლემა არ შეჰქმნია.
საკრებულოში „ღია კარის“ სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც და საკრებულოს წარმომადგენელიც ერთხმად აცხადებენ, რომ იგი არ ტარდება. საკრებულოს წარმომადგენლის მოსაზრებით, საზოგადოება არ აქტიურობს. მოსახლეობას მათთვის ასევე არ მიუმართავს არც რიგგარეშე და არც გამსვლელი სხდომების ჩატარების მოთხოვნით. როგორც მან აღნიშნა, რამდენჯერმე გადაწყვიტეს კიდეც გამსვლელი სხდომის ჩატარება, მაგრამ იმის გამო, რომ სოფლები თითქმის დაცლილია, აღარ ჩაატარეს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ გამსვლელი სხდომა არ ჩატარებულა, ერთმა თქვა, რომ გაგონილი აქვს რომელიღაც სოფელში გამგეობის წარმომადგენელთა მიერ ასეთი სხდომის ჩატარების შესახებ.
მათ ინფორმაცია არა აქვთ არც მოსახლეობის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ. მონაწილეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თუკი მოსახლეობა ამ ინიციატივით გამოვიდოდა, საკრებულო დააკმაყოფილებდა მას. ორი მონაწილის განცხადებით, მოქალაქეთა აქტივობა დაბალია, მოსახლეობამ შესაძლოა არც კი იცოდეს ამ უფლების შესახებ. როგორც საკრებულოს წარმომადგენელი, ასევე ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოსახლეობას საკრებულოსათვის არ მიუმართავს საკრებულოს მიერ მისაღები რომელიმე საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნით. მათ არც სამართლებრივი აქტის პროექტი შეუტანია პეტიციის წესით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების თქმით, ასეთი ფაქტის შესახებ, თუკი მას ადგილი ექნებოდა, ნამდვილად ეცოდინებოდათ.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრებსა და სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრის დრო დაწესებული აქვთ, მაგრამ ისინი ნებისმიერ მოქალაქეს მისვლისთანავე იღებენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ საკრებულოს წევრები ხვდებიან და ესაუბრებიან მოსახლეობას, მაგრამ რა პერიოდულობით, უჭირთ დაკონკრეტება. თავად ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ არ იცის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრის კონკრეტული შემთხვევები, მაგრამ გაგონილი აქვს ამის თაობაზე.
რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხს, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ხდება ანგარიშის ჩაბარება, თითოეული მაჟორიტარი თავის ამომრჩეველს სამ თვეში ერთხელ მაინც ხვდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ყველა სოფელში იყვნენ. საკრებულოს წევრთა მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს.
საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოსთან ურთიერთობაში მოქალაქეთა მიერ აპარატისათვის მიმართვის საკითხის შესახებ, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხშირად არ მიმართავენ აპარატს - ისინი პირდაპირ შედიან კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, ხოლო როცა რაიმე მასალა სჭირდებათ - კანცელარიას მიმართავენ. ერთი მონაწილის მოსაზრებით, მოქალაქეებმა უბრალოდ არ იციან, რომ შეხვედრის ორგანიზებისათვის აპარატს უნდა მიმართონ.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, ერთი მონაწილე პასუხობს, რომ ასეთი პრობლემაა მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა საკრებულოს საქმიანობის შესახებ - თუ მათ წინასწარ ეცოდინებათ კონკრეტული საკითხის განხილვის შესახებ, მიიღებენ კიდეც მონაწილეობას მის გადაჭრაში. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ტელევიზიის ცენტრალურ არხებზე იყოს გადაცემები თვითმმართველობისა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ. ერთი მონაწილის განცხადებით, დაბალია ანგარიშის ჩაბარების ხარისხიც, ამიტომ აუცილებელია შენარჩუნდეს ისეთივე კავშირები, რაც არჩევნების დროს არის ხოლმე.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმეტესობა პრობლემად მიიჩნევს მოსახლეობის არასაკმარის ჩართულობას, ამის მიზეზად კი თავად მოსახლეობის პასიურობას ასახელებს. მათი აზრით, მოქალაქეებმა საკრებულოს საქმიანობაში ჩართვა რომ მოინდომონ, მათ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს, მაგრამ მოქალაქეთა განწყობა საკრებულოს მიმართ პოზიტიური არ არის, რადგან მას კანონმდებლობით მყარი ფუნქციები არ გააჩნია. ერთი მონაწილის მოსაზრებით, ეს პასიურობა ორივე მხარის ბრალია, რადგან თუკი ვინმეს სურვილი და ინტერესი გამოუჩენია, კიდეც ჩართულა ამ პროცესში. მონაწილე იხსენებს, რომ მის საცხოვრებელ ადგილას ქუჩის განათება არ იყო. მან იმ უბნის მაცხოვრებელთა ხელმოწერები შეაგროვა, მაგრამ მოთხოვნის წაყენების მიზნით შესაბამის ორგანოებში მოსახლეობა არ გაჰყვა.
გამგეობა
საჯაროობა. ონის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს აქვეყნებენ საკრებულოს შენობაში - საკრებულოსა და გამგეობის შესაბამის სართულებზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე. აქვე თავსდება დამტკიცებული ბიუჯეტიც. ინფორმაციას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები - ყველა მათგანს თავად უნახავს საკრებულოს შენობის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ბიუჯეტის პროექტი, თუმცა არ ქვეყნდება კომისიის დასკვნები. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სხვადასხვა ფორმით ეწყობა ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებიც - უბნებში საჯარო შეხვედრების, ხოლო ქუჩაში მოსახლეობასთან შეხვედრის გზით. იგი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები თავადაც მიდიან გამგეობაში და მიაქვთ წინადადებები. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, გამგეობა აქვეყნებს საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებსაც - მაგალითად, ასეთი იყო დადგენილება, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ეხებოდა.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაიონში მუშავდება ერთწლიანი პროგრამა, თუმცა მისი საჯარო განხილვა არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობას ამისი სურვილი აქვს. მისი განცხადებით, მრავალწლიანი გეგმა რთული შესამუშვებელია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვენ დახმარება გაუწიონ მხარის განვითარების გეგმის მომზადებაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს გამგეობის მიერ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.
საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას დამატებითი დრო არ სჭირდება, მოქალაქეებს მას, მოთხოვნის შესაბამისად, წერილობითაც და სიტყვიერადაც, დაუყოვნებლივ აწვდიან. მისი თქმით, გამგეობაში საჯარო ინფორმაციების რეესტრი იწარმოება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან მხოლოდ ერთს გამოუთხოვია ინფორმაცია გამგეობიდან და ვადების დაცვით მიუღია იგი - ეს იყო გასული წლის ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია. მან განაცხადა, რომ გამგებელთან შეთანხმებით, გაზეთის წარმომადგენელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად გეგმავენ ამ თანხით შესრულებული სამუშაოების შემოწმებას.
გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებისა და გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი გუბერნიაში გზავნიან საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ ყოველკვირეულ ინფორმაციას (მაგ.: რა მოხდა კვირის მანძილზე მუნიციპალიტეტში, რამდენი ბავშვი დაიბადა და ა.შ.) და შეუძლიათ ანალოგიური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებსაც მიაწოდონ, თუ გაზეთი დაინტერესდება, არც მას ეტყვიან უარს.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ ეკონომიკის სამსახური და გამგებელი მოადგილეებთან ერთად, სხვა სამსახურის უფროსები, დეპუტატები, ხოლო მოსახლეობიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიმე საკითხით დაინტერესებული პირი. ფოკუს ჯგუფის არც ერთ მონაწილეს არ სმენია საჯარო განხილვებში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, შენიშვნებს უფრო ხშირად საკრებულოს დეპუტატები წარადგენენ. წელს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა და ისინი ჯერ არ არიან ჩართულნი პროცესში. განხილვებისას შემოსულ შენიშვნებს საკრებულო ითვალისწინებს - იხსენებს შემთხვევას, როცა შეიძინეს ახალი ნაგავშემგროვებელი მანქანა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან მხოლოდ ერთს აქვს წარდგენილი საკუთარი შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ არა ამჟამად - არა არასამთავრობო ორგანიაციაში მოღვაწეობისას, არამედ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში. მისი განცხადებით, სკოლის დირექტორმა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა წელსაც წარადგინეს თავიანთი შენიშვნები და წინადადებები.
კითხვაზე - გადაუციათ თუ არა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემოსული შენიშვნები და წინადადებები საკრებულოსთვის - გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს: „პირიქით, საკრებულოდან მოსულა შენიშვნები ჩვენთან. საკრებულოს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტი უკან დაგვიბრუნოს“. როგორც აღვნიშნეთ, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვა არ ხდება. გარდა ამისა, მასზე გამგეობას არც შენიშვნები და წინადადებები მიუღია.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მათგან საჯარო ინფორმაციას ითხოვენ - ზოგი განცხადებით ითხოვს, ზოგიც სიტყვიერად. მისი თქმით, წელს პროექტების სიმრავლეა, ამიტომ შეკითხვების რაოდენობაც მეტია იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდება და რა თანხებით. თვეში ასეთი 4-5 მოთხოვნა მაინც არის. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ასეთი ინფორმაცია მხოლოდ ერთს გამოუთხოვია, ისიც გასული წლის პროექტების შესახებ და, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გამგებელთან ერთად მათ შემოწმებასაც აპირებს.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ამ პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელს გამოეყო თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ყველა სოფელში ჩატარდა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. თითოეულმა სოფელმა თავად განსაზღვრა ის საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლის მოგვარებასაც მოხმარდება ან უკვე მოხმარდა თანხა. შეხვედრებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი რწმუნებულები, რომლებიც საჭიროებების გამოკვეთისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო შეხვედრებს აწყობდნენ.
ზემოთ აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. ერთი მათგანი აცხადებს, რომ გაზეთის საშუალებითაც გავრცელდა ინფორმაცია, თუ რომელ სოფელს რა თანხა გამოეყო, ასევე იმ შეხვედრების შესახებ, სადაც პრიორიტეტები განისაზღვრა. მათი განცხადებით, ადგილობრივ საჭიროებებს რწმუნებულები იკვლევენ, მათ შორის, ამ პროგრამის ფარგლებშიც. პროცესში მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული. ერთი მონაწილე აცხადებს: როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სოფელს თანხა გამოეყო და მათი სურვილის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო მისი ათვისება, მოსახლეობამ „შესაშური აქტივობა გამოიჩინა და მათი გადაწყვეტილებით შეირჩა კიდეც პრიორიტეტები“. ეს მაგალითი კი იმაზე მიუთითებს, რომ თუ მოსახლეობის ჩართულობით საკრებულო და გამგეობა დაინტერესდებიან, ისინი ამას აუცილებლად მიაღწევენ, „თუ ინფორმაციას მიაწვდიან - იაქტიურებენ, თუ არა და, საკუთარი ინიციატივით ხალხი არ აქტიურობს“, - აცხადებს მონაწილე.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, ისინი თავადაც ესწრებოდნენ რწმუნებულთან შეხვედრებს პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ერთი მათგანის განცხადებით, რწმუნებულებს დავალებული ჰქონდათ მოეწყოთ ასეთი შეხვედრები. რამდენადაც რწმუნებულიც ამ სოფლის შვილია, პრობლემები მათთვისაც კარგად არის ცნობილი.
ანგარიშვალდებულება. ონის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო ოფიციალურად დადგენილი აქვთ - გამოკრულია მიღების საათები. ონის მოსახლეობას შეუძლია გამგეობაში მისვლა ყოველდღე გარდა ორშაბათისა და ხუთშაბათისა. ხუთშაბათი დღე ეთმობა ონის რაიონის სოფლების მოსახლეობას, რადგან სოფლებში ტრანსპორტი ამ დღეებში დადის. მისი თქმით, დებულებით განსაზღვრული აქვთ მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხიც. გამგებელი თავად ხვდება მოსახლეობას - თუ მთელი რაიონის მოსახლეობასთან არის შეხვედრა, ის კულტურის სახლში ეწყობა, ხოლო თუ სოფლებში უნდა მოეწყოს - დეპუტატს აფრთხილებენ. შეხვედრებს ესწრებიან გამგებელი და გამგეობის სამსახურების უფროსები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, პერიოდულ შეხვედრებს მოსახლეობასთან რწმუნებულებიც ატარებენ, ისინი 2 კვირაში ერთხელ წარადგენენ გამგეობაში სოფლის პრობლემებს, გამგებელი ხვდება რწმუნებულს და ერთად მსჯელობენ თითოეულ საკითხზე - უმეტესად ეს არის სოციალური, ასევე გზის, წყლის, სტიქიის შედეგების შესახებ საკითხები.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ გამგებლის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის თაობაზე გამგეობის წარმომადგენლის განცხადებას. მათი თქმით, გამგებელი სოფლებში დადის და ხალხთან ერთად განიხილავს პრობლემებს. იგი მოსახლეობას ხშირად ხვდება ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც. მონაწილეები ადასტურებენ რწმუნებულების მოსახლეობასთან შეხვედრასაც - პერიოდულობა მათთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ერთი აცხადებს, რომ თავადაც დასწრებია ასეთ შეხვედრას.
გამგებლის მიერ ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იგი წელიწადში ორჯერ აბარებს ანგარიშს საკრებულოს. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას, ასეთ ინფორმაციას ფოკუს ჯგუფის მონაწილეები არ ფლობენ - ერთი მონაწილის განცხადებით, ახლა სრულდება ერთი წელი, რაც გამგებელი ამ თანამდებობაზე მუშაობს, ამიტომ საჯარო ანგარიში ჯერ არ წარუდგენია, ხოლო მეორე აცხადებს, რომ გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ბუნებრივია, განხორციელებული საქმიანობის შესახებაც საუბრობს.
შეკითხვაზე - თუ რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ პრობლემა მოსახლეობის პასიურობაა, თუმცა გამგეობამაც უფრო უნდა იაქტიუროს, ხშირად მოაწყოს შეხვედრები და მიაწოდოს მათ ინფორმაცია. მეორე მონაწილის აზრით, მოსახლეობის ნაწილს აქვს პრობლემა, მაგრამ ზოგი „წაუყრუებს“ ხოლმე მას, ზოგმა კი არ იცის როგორ დააყენოს საკითხი. ყველა მონაწილე თვლის, რომ შეხვედრები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს. ერთერთი მონაწილე იმაზე ამახვილებს ყურადღებას რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა, ჩაბმული იყო, მათ პრობლემა განსაზღვრეს და იაქტიურეს კიდეც, მაგრამ არის სხვა მაგალითები, როცა ისინი პასიურობენ. ჯგუფის სხვა მონაწილე აცხადებს, რომ გუბერნატორი შეხვდა მოსახლეობას და შესთავაზა ჩართულიყვნენ წყალგაყვანილობის როგორც დაგეგმვის, ასევე თანხების მონიტორინგის პროცესში, თუმცა მას არ გაუგია იმის შესახებ, რომ ვინმე შეიკრიბა და ეს საკითხი გაგრძელდა. მონაწილე დასძენს, რომ ხელმეორე შეხვედრას შეიძლება უფრო აქტიურები გაეხადა ისინი.
![]() |
4.3.8 3.3.8. სამეგრელო-ზემო სვანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულო ავრცელებს სხდომების შესახებ ინფორმაციას - საკრებულოს, ბიუროსა და დარგობრივი კომისიების სხდომების განრიგი თავსდება საინფორმაციო დაფაზე, ხოლო მნიშვნელოვანი საკითხების (ბიუჯეტის დამტკიცება, გამგებლის არჩევნები) განხილვისას ინფორმაცია მიეწოდება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ადგილობრივი პრესის - გაზეთ „ზუგდიდელების“ მეშვეობით და პირადი კონტაქტებით, ერთ-ერთი მათგანი კი უმეტესად პირადი კონტაქტებით იღებს ინფორმაციას.
საკრებულოს რეგლამენტში სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი გათვალისწინებული არ არის. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ბეჭდვითი მედია სუსტად არის წარმოდგენილი რაიონში, არსებობს ადგილობრივი ტელევიზია „ოდიში“, მაგრამ მედია ნაკლებადაა დაინტერესებული და ჩართული საკრებულოს მუშაობაში. იგი სხდომათა ტრანსლირების სულ ორ-სამ შემთხვევას იხსენებს - როდესაც მიმდინარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და დარგობრივი კომისიების არჩევნები, სხვა შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საქმის კურსში არიან, საკრებულოს საქმიანობას თითქმის არ აშუქებენ. საკრებულოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აპირებენ ადგილობრივ რადიო „ათინათთან“ შეათანხმონ თანამშრომლობის ფორმატი და იმედოვნებს, რომ ამ გზით მოხერხდება საკრებულოს მუშაობის გაშუქება.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა, რაც ორგანული კანონით არის დადგენილი, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა სხდომა დაიხუროს. ზუგდიდის საკრებულოს სხდომები არასოდეს დაუხურავს, ასეთი შემთხვევა მათ პრაქტიკაში არ ყოფილა. რაც შეეხება სხდომების შესახებ ინფორმაციას, აცხადებს, რომ რეგლამენტს ათავსებენ საინფორმაციო დაფაზე, ყველა დაინტერესებული პირი იღებს ინფორმაციას, ხშირად პირადი კონტაქტითაც/დარეკვითაც ატყობინებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საკრებულოს სხდომის ოქმების საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ოქმი ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის. კანონით დადგენილი წესით გამოთხოვის შემთხვევაში, სხდომის ოქმი იმავე დღეს გაიცემა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისთვის ოქმი ხელმისაწვდომია, ერთმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე საკრებულოსათვის არ მიუმართავს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ოქმზე ხელმისაწვდომობა მასში მოცემულ საკითხებზე იქნება დამოკიდებული. ერთს არ გამოუთხოვია, მაგრამ ფიქრობს, რომ იგი ხელმისაწვდომია, ხოლო ერთის ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია.
საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თითქმის ვრცელდება. მისი თქმით, ქვეყნდება მხოლოდ ნორმატიული აქტები, რომელთა გამოქვეყნებაც კანონით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, მას ძალზე იშვიათად აშუქებენ ადგილობრივ გაზეთში „ზუგდიდელები“. გარკვეულ ინფორმაციას ათავსებენ საკრებულოს ვებ-გვერდზეც, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის. იგი ზოგადად აღნიშნავს, რომ სხვა სახის ინფორმაცია ნაკლებად ქვეყნდება. ფოკუს ჯგუფის ორმა მონაწილემ გაცხადა, რომ საკრებულოს აპარატი საკრებულოს საქმიანობის შესახებ მათ ინფორმაციას არ აწვდის, ხოლო სხვების აზრით, თუ მოითხოვენ, მიაწვდიან კიდეც.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მათ განცხადებით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. სტატისტიკის შესახებ თავად არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას. საკრებულოში ასევე იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. რომლის საფუძველზეც შესაბამის ინფორმაციას აწვდიან პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გამოთხოვისას მის დროულად გაცემის საკითხს, ფოკუს ჯგუფის სამ მონაწილეს გამოცდილება ინფორმაციის გამოთხოვისა არ გააჩნია, მათგან ერთის ვარაუდით, ვადები არ ირღვევა, მეორეს ჰგონია, რომ ვადები ირღვევა, ხოლო მესამე თვლის, რომ გააჩნია ინფორმაციას ვინ ითხოვს - იურიდული პირი თუ მოქალაქე, მისი მოსაზრებით, იურიდიულ პირს უფრო უკეთ ემსახურებიან. ამავე მონაწილის თქმით, პირადი კონტაქტების გამოყენებით შეიძლება მოსაკრებლის გადახდის გარეშეც მიიღო ინფორმაცია. ერთი მონაწილე ფიქრობს, რომ ვადები ხშირად იმის გამო ირღვევა, რომ განცხადების შინაარსს ვერ იგებენ და განმარტებისათვის მიმართავენ ავტორს, ამ პროცესში კი დრო გადის.
საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს „ღია კარის“ სხდომის ჩატარების საკითხს. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი ჩატარების აუცილებლობა არ ყოფილა. ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა ისეთი საკითხი, რომელიც მოითხოვდა „ღია კარის“ სხდომის ჩატარებას. მისი განცხადებით, თუ საქმე ეხება ინფორმაციის ღიაობას, მაშინ ყოველი საკრებულოს სხდომა ასეთად შეიძლება ჩაითვალოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სარეკომენდაციო დებულებების არსებობა საკრებულოს წარმომადგენლისათვის ცნობილი არ არის.
ჩართულობა. საკრებულოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრებისათვის განცხადებით არ მიუმართავთ, რადგან საკრებულოს სხდომები ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს წინასწარი შეთანხმების გარეშეც შეუძლია დაესწროს. მისი თქმით, საკრებულოს სხდომებს ძირითადად არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, რიგითი მოქალაქეები კი სხდომაზე პრაქტიკულად არ მისულან, ეს ალბათ მათი კომპეტენციის ნაკლებობითაც არის განპირობებული - ყველა მოქალაქე ვერ ერკვევა ბიუჯეტის ფორმირების, პრობლემების პრიორიტეტების მიხედვით რანჟირებისა და სხვა საკითხებში.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლები ესწრებიან სხდომებს, ერთ მონაწილეს ინფორმაცია არ გააჩნია მედიის დასწრებასთან დაკავშირებით. თავად მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ესწრება, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არა აქვს - ესწრებიან და აშუქებენ მხოლოდ იმ სხდომებს, რომლებზედაც, მათი აზრით, საინტერესო საკითხი განიხილება. რაც შეეხება მათ სპეციალური ადგილებით უზრუნველყოფას, ერთი მონაწილის განცხადებით, ასეთი ადგილები გამოყოფილი არ არის, თუმცა ეს არ ქმნის პრობლემას. ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე სხდომას პირადად არ დასწრებია.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოქალაქეები საკრებულოს ძირითადად კონკრეტული თხოვნებით მიმართავენ, ხოლო სხდომებთან დაკავშირებით მათი ინტერესი და ჩართულობა ნაკლებია, საზოგადოება თვლის, რომ მათ აზრს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ერთი მონაწილის თქმით, მოსახლეობა არ ინტერესდება საკრებულოს მუშაობით და არ ესწრება სხდომებს, თუმცა დასწრება თავისუფალია. იგი ამას აფასებს, როგორც საზოგადოების ჩართულობის დაბალ ხარისხს. ერთი მონაწილის აზრით, საზოგადოების სხდომებზე დასწრების სურვილი განპირობებულია განსახილველი საკითხის აქტუალურობით - მაგალითად, ბიუჯეტის ან სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას საზოგადოება უფრო მეტად არის ჩართული. ერთი მონაწილის განცხადებით, საკრებულო არასოდეს ავრცელებს ინფორაციას სხდომების შესახებ. ეს ინფორმაცია საჯარო რომ იყოს, იქნებ მოქალაქეებმა მოინდომონ კიდეც სხდომებზე დასწრება.
კითხვაზე, თუ ვისი ინიციატივით ხდება საზოგადოების წარმომადგენელთა დასწრება საკრებულოს სხდომებზე, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა პასუხები ორგვარია - ერთნი ფიქრობენ, რომ ინიციატივა უფრო საზოგადოებისაგან მოდის, ხოლო ზოგიერთების აზრით, ინიციატორი თავად საკრებულოა, რადგან მათ ხშირად უგზავნის მოსაწვევებს და ყოველთვის ავრცელებს ინფორმაციას სხდომის შესახებ.
საკრებულოს რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის საკრებულოს კომისიების სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მოწვევის საკითხი. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენლები მაინც არიან ჩართულნი, რადგან სამუშაო ჯგუფების შექმნა სწორედ მაშინ ხდება საჭირო, როცა საკრებულოში არ მოიძებნება შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე კადრები და აუცილებელია მათი მოწვევა, სხვა შემთხვევაში საკითხს თავად დარგობრივი კომისია განიხილავს. მაგალითად, ახლა აქ ორი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი ჰერალდიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, ხოლო მეორე - ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ზუგდიდის საკრებულოს რეგლამენტში გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას ასეთი მოთხოვნით საკრებულოსათვის არ მიუმართავს. ასევე არ მოუთხოვიათ ამა თუ იმ საკითხის საჯარო განხილვის მოწყობა. რეგლამენტში არ არის გამსვლელი სხდომის ჩატარების საკითხი რეგულირებული. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ეს დოკუმენტი გადახედვას საჭიროებს, რადგან მასში ბევრი საკითხი არ არის გათვალისწინებული, ეს კი შესაბამისი გამოცდილების უქონლობით იყო გამოწვეული. ამჟამად დებულების განახლებაზე მუშაობენ და დაახლოებით 2-3 თვეში ახალ რედაქციას დაამტკიცებენ. გამსვლელი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით აპირებენ ამგვარი პრაქტიკის შემოღებას.
საკრებულოს რიგგარეშე და გამსვლელი სხდომების ჩატარების შემთხვევების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები - სამი მათგანის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა მოსახლეობას არასოდეს დაუყენებია.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მართალია, რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა მიერ პეტიციის წესით საკრებულოში ნორმატიული აქტის პროექტის ინიცირების საკითხს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ საკანონმდებლო ვაკუუმია. მისი განცხადებით, მთავარია ორგანული კანონი არ დაირღვეს. ასე რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა მომართვის შემთხვევაში, ავტომატურად ისარგებლებდნენ ორგანული კანონით. წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობას ამგვარი ინიციატივა არასოდეს გამოუჩენია.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ მოქალაქეების მიღების დრო ოფიციალურად აქვთ დაწესებული. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხვდებიან მათთვის თავიანთი საქმიანობის გაცნობისა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის მიზნით, მაგრამ გასარკვევია, რამდენად ხდება ამ შეხვედრებზე მოქალაქეთა აზრის გათვალისწინება, ამასთან შეხვედრების პერიოდულობა საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ანგარიშის ჩაბარების საკითხს, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიშსაც აბარებენ - მაგალითად მოჰყავს გახარჯული ბიუჯეტის შესახებ ანგარიში, სადაც დეტალურად გაიწერა რა გაკეთდა წლის განმავლობაში. როგორც უკვე აღინიშნა, საკრებულო გეგმავს გასვლითი სხდომების ჩატარებას, რაც კარგი საშუალება იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი საკრებულოს წევრების მიერ ანგარიშის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ერთი აცხადებს, რომ ისინი ანგარიშს არ აბარებენ, ხოლო ორი მათგანი გარკვეულ პასუხს ვერ იძლევა, მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ასეთი რამ არ ხდება.
რაც შეეხება საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოსთან ურთიერთობისათვის საკრებულოს აპარატისადმი მოქალაქეთა მიმართვას და მათ მიერ ამ საკითხის მოგვარებაში დახმარების გაწევას, ფოკუს ჯგუფის ერთერთი მონაწილე, რომელიც ამავე დროს მედიის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ აპარატი მას ეხმარება, რადგან საკრებულო უფრო დაინტერესებულია მედიასთან ურთიერთობით - მათი მუშაობა ხომ მედიამ უნდა გააშუქოს. ერთი მათგანი აცხადებს, რომ აპარატი გარკვეულ დახმარებას უწევს, ხოლო ჯგუფის ორ მონაწილეს საკრებულოს აპარატთან საქმე არასოდეს ჰქონია.
შეკითხვაზე - რა პრობლემურ საკითხებს დაასახელებენ საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მხრივ, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა პასუხები შემდეგია: ერთ-ერთი მონაწილე პრობლემად მიიჩნევს საკრებულოს წევრთა უმეტესობის პასიურობას, მისი მოსაზრებით, მათი უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს და რასაც ეტყვიან, იმას აძლევენ ხმას, მათ შეიძლება წარმოდგენაც არა აქვთ რას უყარეს კენჭი. მონაწილის აზრით, ცუდი მდგომარეობაა საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისითაც, ძალიან დაბალია ნდობის ფაქტორი. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ინფორმაციას არასაკმარისად აწვდიან - ზუგდიდში ტელევიზია მუშაობს და უნდა ცხადდებოდეს სხდომების შესახებ, ეს ხელს შეუწყობდა მოქალაქეთა აქტიურობას. ჯგუფის ორი მონაწილე პრობლემად ასახელებს იმ გარემოებას, რომ შემუშავებული არ არის საკრებულოსა და საზოგადოების თანამშრომლობის მექანიზმი, რაც იწვევს საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას და, შესაბამისად, საკრებულოს მუშაობის ნაკლებ გამჭვირვალობას.
გამგეობა
საჯაროობა. ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთ „ზუგდიდში“ და საკრებულოს ვებ- გვერდზე. ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე ადასტურებს ბიუჯეტის პროექტისა და მის თაობაზე კომისიების დასკვნების გამოქვეყნებას. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საჯარო განხილვებიც ეწყობა, რომლებშიც ძირითადად გამგეობაში მომუშავე საჯარო მოხელეები მონაწილეობენ, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში - საზოგადოების წარმომადგენლებიც.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა ყოველწლიურად მუშავდება და ეს დამოკიდებულია გამგეობის ხელთ არსებულ სახსრებზე. როგორც გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, ძირითადად სოციალური პროექტები ფინანსდება - წელს, მაგალითად, ადგილობრივ სკოლაში ინკლუზიური სწავლების პროგრამა ფინანსდება. აღნიშნული დოკუმენტი ადგილობრივ გაზეთ „ზუგდიდში“ ქვეყნდება, ეწყობა საჯარო განხილვებიც, სადაც მოქალაქეებს იწვევენ განსახორციელებელი პროგრამის სფეროს შესაბამისად, მაგალითად, გზის რეაბილიტაციის პროექტის განხილვისას მოწვეული იყო მოსახლეობა, რომელიც ამ გზით სარგებლობს, მათთან ერთად შემუშავდა სამოქმედო გეგმა და ვადები. ფოკუს ჯგუფის ერთერთი მონაწილე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ორი მათგანისათვის ცნობილია, რომ ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა“ მუშაობდა დოკუმენტის შემუშავებაზე, რის შესახებაც ადგილობრივ პრესაშიც დაიბეჭდა. ერთ მათგანს კი მხოლოდ გაგონილი აქვს პროექტის არსებობის შესახებ.
გამგეობის წარმომადგენელი შეკითხვაზე - ქვეყნდება თუ არა საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტები, პასუხობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთ „ზუგდიდში“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულებაა გაფორმებული.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგეობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნება ძირითადად გაზეთ „ზუგდიდში“. აქ აწარმოებენ საჯარო ინფორმაციების რეესტრსაც. მოთხოვნის შემთხვევაში მოქალაქეები მაქსიმუმ 5 დღეში იღებენ ინფორმაციას, თუმცა ცდილობენ, რომ ეს ვადა 2-3 დღეს არ გადააცილონ. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები თითქმის ყოველდღე მიმართავენ მათ საჭირო ინფორმაციისათვის. ფოკუს ჯგუფის ერთერთ მონაწილეს გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, ხოლო ერთი აცხადებს, რომ ვადები ხშირად იმის გამო ირღვევა, რომ ზოგიერთი განცხადების შინაარსი გაუგებარია, მისი გარკვევა კი დამატებით დროს მოითხოვს.
ჩართულობა. ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი არიან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან, მხოლოდ ერთი საუბრობს საზოგადოების მონაწილეობაზე - ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს, ბიუჯეტის მონიტორინგის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში 6 თემატური ჯგუფია შექმნილი, ყოველი ჯგუფი თვეში ერთხელ იკრიბება, ხოლო ორ თვეში ერთხელ ჯგუფების გაერთიანებული სხდომა იმართება. ამ შეხვედრებზე იხილება დასამტკიცებელი ბიუჯეტი, ისევე როგორც დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვის საკითხები. ფოკუს ჯგუფის ორ მონაწილეს ზუსტი ინფორმაცია არა აქვს ბიუჯეტის პროექტის განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ, ამბობს,რომ ალბათ მონაწილეობენ, თუმცა უცნობია რამდენად ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ერთი მათგანი კი თვლის, რომ საზოგადოება ასეთ სხდომებში არ მონაწილეობს.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტზე საზოგადოების შენიშვნები და წინადადებები მიუღიათ, ძირითადად იმ ორგანიზაციებისაგან, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ისინი სხდომებზე წარმოადგენენ ხოლმე საკუთარ პროექტებს და განხილვისას მათ გათვალისწინებას ითხოვენ. ფოკუს ჯგუფის ორ მონაწილეს შენიშვნები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არ წარუდგენია, ხოლო ორ მათგანს ეს გამოცდილება აქვს თავიანთი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში. ერთი მათგანი პერიოდულად აწვდის მათ მონიტორინგის შედეგებს, ხოლო მეორემ წინადადებებით მიმართა გამგეობას ბიუჯეტში სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხების კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე გაწერის შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტზე შემოსულ შენიშვნებს საკრებულოს გადასცემენ ბიუჯეტის დამტკიცებამდე, რის შემდეგაც იმართება განმეორებითი განხილვები და ხდება საკითხების ბიუჯეტში გათვალისწინება. მისი თქმით, საკრებულო უმეტესწილად ითვალისწინებს მათ შენიშვნებსა და წინადადებებს.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი იყო ჩართული რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხილვაში. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობიდან ამ დოკუმენტზე შენიშვნები და წინადადებები შემოდის - როცა ერთ ქუჩაზე კეთდება განათება ან გზა, მეზობელი ქუჩის მაცხოვრებლებიც შემოდიან მსგავსი წინადადებით. პროგრამის საჯარო განხილვების დროს მოსახლეობისაგან შემოსული წინადადებები საკრებულოს გადაეცემა, რომელიც შემდეგ პრიორიტეტების მიხედვით განიხილავს თითოეულ მათგანს და, თუკი ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას, მათ ითვალისწინებენ.
ზუგდიდის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ თარჯიმნის მომსახურება არ სჭირდებათ, რადგან შიდა რესურსებით (უცხო ენების მცოდნე თანამშრომლების მეშვეობით) აგვარებენ ამ პრობლემას.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, რწმუნებულებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაევალათ შეესწავლათ მათ ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პრობლემები. ამ მიზნით ისინი ატარებდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მიუხედავად იმისა, რომ რწმუნებული კარგად იცნობს მოსახლეობის საჭიროებებს, იგი პრიორიტეტებს მაინც ადგილზე გასვლით, მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების საფუძველზე იკვლევს. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაიონის 30-ვე სოფლისათვის არის თანხები გათვალისწინებული და პროგრამა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობს ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე, ერთმა მათგანმა კი პროგრამის შესახებ გამართული დისკუსიის შესახებაც იცის. რწმუნებულების მიერ პროგრამის ფარგლებში საჭიროებათა გამოვლენასა და ამ მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია, მეორის აზრით, რწმუნებულები საჭიროებებს არ იკვლევენ და არ იცის რამდენად აქვთ რწმუნებულებს ამის განხორციელების მექანიზმი. ერთმა მონაწილემ შენიშნა, რომ რწმუნებულის უფლებები შეზღუდულია, მას მხოლოდ ინფორმაცია მიაქვს გამგეობამდე, მაგრამ არ იცის იქნება თუ არა ის გათვალისწინებული, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ფოკუს ჯგუფის მხოლოდ ერთ მონაწილეს აქვს მონაწილეობა მიღებული რწმუნებულებთან პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ჩატარებულ შეხვედრებში. ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც რწმუნებული და მოსახლეობა მონაწილეობდა, 11 სოფლისათვის განისაზღვრა განვითარების პრიორიტეტები, თუმცა, როგორც მონაწილე აცხადებს, პროცესის ბოლომდე მიყოლა ვერ მოხერხა და ზოგან გეგმები მხოლოდ გეგმებად დარჩა.
ანგარიშვალდებულება. ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შესახვედრად დრო დაწესებული აქვთ. რაც შეეხება დანარჩენი სამსახურის უფროსებს, მათთვის მოქალაქეებთან შეხვედრის დრო შეზღუდული არ არის. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ადასტურებს გამგეობის თანამდებობის პირთა მოსახლოებასთან შეხვედრებს - ისინი სოფლებშიც გადიან და ადგილზე ხვდებიან მოსახლეობას. ორი მონაწილე ვარაუდობს, რომ შეიძლება ხვდებიან მოქალაქეთა ინიციატივით, ერთი მონაწილე კი ფიქრობს, რომ ხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ მათ სჭირდებათ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას ხვდება რწმუნებულიც. იგი, თვეში ერთხელ მაინც, იკვლევს მათ პრობლემებს და მათთან ერთად ადგენს პრიორიტეტებს, შემდეგ კი, განხორციელების მიზნით, გამგეობაში დასამტკიცებლად შეაქვს პროექტები. რწმუნებული ასევე შუამდგომლობას უწევს მოსახლეობას გამგებელთან და მის მოადგილეებთან შესახვედრად.
რაც შეეხება ანგარიშის ჩაბარების საკითხს, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებელი საკრებულოს ანგარიშს 6 თვეში ერთხელ აბარებს, რომელიც შემდეგ ადგილობრივ გაზეთშიც ქვეყნდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან სამი აცხადებს, რომ გამგებელი მოსახლეობას მხოლოდ მაშინ ხვდება, თუ პრობლემაა გადასჭრელი, ხოლო ერთი ფიქრობს, რომ ეს ხდება მხოლოდ არჩევნების პერიოდში. ანგარიშს აქვეყნებენ თუ არა, მონაწილეებს ინფორმაცია არა აქვთ, ერთი კი აცხადებს - ანგარიში ალბათ ქვეყნდება პრესაში, ისევე როგორც ბიუჯეტი.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ კარგი იქნებოდა ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოების აზრს ითვალისწინებდეს. მეორე კი აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსახლეობა არ ენდობა სამთავრობო სტრუქტურებს, რადგან მათი აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასოდეს ხდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საზოგადოების პასიურობის ბრალიც არის. ერთი მონაწილე ფიქრობს, რომ საზოგადოებამ მეტად უნდა იაქტიუროს. მისი თქმით, ზუგდიდში არასამთავრობო სექტორი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი.
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
საკრებულო
საჯაროობა. ფოთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ თავსდება საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. ფოთში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ამ ინფორმაციას პირადი კონტაქტების მეშვეობით იღებს, ისიც შემთხვევით - თუ თვითონ დარეკავენ. როცა მოქალაქეები საკრებულოს ინფორმაციისთვის მიმართავენ, საკრებულოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ იგი განთავსებულია საინფორმაციო დაფაზე. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, ადრე საკრებულო ატყობინებდა მას არამარტო საკრებულოს, არამედ კომისიის სხდომების თაობაზეც, ახლა კი საკრებულოს სხდომების შესახებ ძლივს იღებს ინფორმაციას. მეორე მონაწილე ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებებიდან იღებს, ერთი - დიდი ხანია არ დაინტერესებულა ამ საკითხით და ინფორმაცია არა აქვს, სხვა მონაწილე კი აღნიშნავს, რომ საკრებულო თვეში ერთხელ აწვდის რეგლამენტს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია სხდომები, მაგრამ ზოგჯერ ეს თარიღები იცვლება და ინფორმაციის გადამოწმება ჭირს, ამ რეგლამენტში რიგგარეშე სხდომების შესახებ არ არის მითითებული, ამიტომაც ასეთ სხდომებს ვერ ესწრებიან. ერთ- ერთი მონაწილის ორგანიზაციის გამგეობის წევრი საკრებულოს წევრიც არის და მისი მეშვეობით მოგვარებული აქვს კომუნიკაციის საკითხი, თუმცა აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრებს ხშირად თავადაც არა აქვთ წინასწარ ინფორმაცია, თუ როდის უნდა ჩატარდეს სხდომები რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის საკრებულოს სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობით ან ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომები შუქდება ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ მიერ, აქედანვე გადაიცემა ინფორმაცია სხდომების ჩატარების შესახებაც, ამ ტელევიზიის წარმომადგენლები ყველა სხდომას ესწრებიან.
საკრებულოს წარმომადგენლის მიხედვით, საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა, მათი ჩატარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება საინფორმაციო დაფის მეშვეობით - სამუშაო რეგლამენტი თავსდება თვალსაჩინო ადგილას და ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. დაფაზე ყოველთვის გამოკრულია საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომების დღის წესრიგი.
რაც შეეხება საკრებულოს სხდომების ოქმების ხელმისაწვდომობის საკითხს, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი გაცნობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მაგრამ ამისათვის ჯერ განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდათ. საკრებულოს სხდომის ოქმების ხელმისაწვდომობის ფაქტს ადასტურებს ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე - მათი განცხადებით, ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად არ არის, ოფიციალური განცხადების საფუძველზე ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობის შესახებ სხვა ინფორმაციის გავრცელებას, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი ინფორმაცია საკრებულოსა და ქალაქის ვებ-გვერდებზე ქვეყნდება და საკრებულო ცდილობს ეტაპობრივად/პერიოდულად, მიმდინარე საქმიანობების მიხედვით, განათავსოს ხოლმე ინფორმაცია. მისი განცხადებით, ხშირად მათ საქმიანობას პრესა და ტელევიზიაც აშუქებს, მაგრამ ისინი ამას (განსაკუთრებით პრესა) თავიანთი ინტერესების შესაბამისად აკეთებენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების მოსაზრებით, დადგენილი წესით - განცხადებით გამოთხოვის შემთხვევაში, არც ამგვარი ინფორმაციის მიღება წარმოადგენს პრობლემას - საკრებულოს აპარატი მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერ მოქალაქეს აწვდის ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეები საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადებით მიმართავენ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ასეთმა მიმართვებმა იკლო, ეს კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გასულ წელს სოციალური თემები უფრო აქტუალური იყო. მისი განცხადებით, საკრებულოში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი, რომელიც 4 წელს მოიცავს. რაც შეეხება სტატისტიკას, გასულ წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის 14 განაცხადი იყო შესული საკრებულოში, ხოლო წინა მოწვევის საკრებულოს ასეთი განცხადებით 39-მა მოქალაქემ მიმართა.
საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ხუთი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას კანონით დადგენილი ვადები არ ირღვევა, ორი აცხადებს, რომ არ გაუგია საკრებულოს მიერ ინფორმაციის გაცემისას ვადების დარღვევის ფაქტების შესახებ, ერთს ინფორმაცია არა აქვს, ხოლო ერთი აცხადებს, რომ შეიძლება ვადები არ დაირღვეს, მაგრამ მოთხოვნილ ინფორმაციას საკრებულო არასოდეს გზავნის, დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიაკითხოს, საკრებულოში არ არის საკურიერო მომსახურება. ამავე მონაწილის თქმით, ერთ-ერთმა პარტიამ ოფიციალურად გამოითხოვა საკრებულოს ბიუჯეტი, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
ჩართულობა. ფოთის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებს მათთვის მიუმართავთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, უმეტესად ახალგაზრდები მიმართავენ ხოლმე. ყველა ამგვარი მიმართვა კმაყოფილდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მედია საკრებულოს სხდომებს მხოლოდ მაშინ ესწრება, თუ მათთვის სხდომის შესახებ წინასწარ ცნობილია, რაც იშვიათად ხდება. თუკი სხდომის შესახებ შეიტყობენ, ჟურნალისტები ერთმანეთს აცნობებენ ხოლმე. დარბაზში პრესისთვის სპეციალური ადგილები გამოყოფილი არ არის, თუმცა დასწრების მხრივ არც სხვა პრობლემა ყოფილა.
შეკითხვაზე - ცნობილია თუ არა ფოკუს ჯგუფის მონაწილეთათვის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ, ისინი პასუხობენ, რომ ასეთი ფაქტები მათთვის ცნობილი არ არის. მათი თქმით, დამსწრეებს სხდომაზე აზრის გამოთქმის, შეკითხვის დასმისა და მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. ადრე დამსწრეთათვის თავიანთი აზრის გამოსახატავად გარკვეული დრო იყო გამოყოფილი, ახლა კი, მოქალაქე თუ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, ხელის შეშლის საბაბით შეიძლება დარბაზიდანაც გააძევონ. ერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ საზოგადოების წარმომადგენლის სხდომაზე მისვლას არავითარი აზრი არა აქვს, რადგან გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დებატები არ მიმდინარეობს, სხდომაზე გამზადებული გადაწყვეტილებებით მოდიან და მხოლოდ კენჭს უყრიან, ამბობენ, რომ ყველაფერი ბიუროზე იქნა შეთანხმებულიო. ერთი მონაწილე არ ეთანხმება სხვათა გამოთქმულ აზრს და აცხადებს, რომ მისთვის ერთი ფაქტიც არ არის ცნობილი, რომ საზოგადოების წარმომადგენელს საკრებულოს საქმიანობაში აქტიურად ჩართვა სურდა და ამის საშუალება არ მისცეს, დასწრების უფლება შეზღუდული არ არის, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სხდომას დაესწროს და საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.
ფოთის საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხს. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ. საკრებულოს გამსვლელი სხდომის საკითხთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ ასეთი სხდომის ჩატარება, მისთვის უცნობი მიზეზების გამო, რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის, თუმცა ამომრჩევლებს ჯერ-ჯერობით არც ასეთი მოთხოვნით მიუმართავთ. ფოკუს ჯგუფის რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, გამსვლელი და რიგგარეშე სხდომების ჩატარების ფაქტები არ ყოფილა.
საკრებულოს მიერ კონკრეტული საკითხის შესახებ საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნით ამომრჩევლებმა საკრებულოს ერთხელ - ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით მიმართა და საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კითხვაზე, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს მოქალაქემ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი პასუხობს, რომ პროცედურა მარტივია - მოქალაქე საინფორმაციო დაფაზე გამოკრული რეგლამენტიდან იღებს ინფორმაციას, დაინტერესების შემთხვევაში წერს განცხადებას და წერილობითვე უგზავნიან პასუხს - შეტყობინებას სხდომის ან ბიუროს თარიღზე და სხვ. შესაძლებელია ინფორმაცია ტელეფონითაც მიაწოდონ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ასეთ შემთხვევას იხსენებენ - მათი თქმით, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ბიუჯეტის საჯარო განხილვის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უარიც არ დაუსაბუთებიათ.
„ღია კარის“ სხდომებს რეგლამენტი არ ითვალისწინებს და საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, პრაქტიკულად, ასეთი სხდომები საკრებულოში არ იმართება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საკრებულოს კომისიებთან არც დროებითი სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა. რეგლამენტი არ ითვალისწინებს აგრეთვე ამომრჩეველთა მიერ ნორმატიული აქტის პროექტის პეტიცის წესით ინიცირების საკითხს, თუმცა მოსახლეობისაგან მსგავსი ინიციატივა არც ყოფილა, საკრებულოს წარმომადგენელი აქვე დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში მას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრებსა და სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრის დრო დაწესებული არა აქვთ - ნებისმიერ სამუშო დღეს შეუძლიათ მათი მიღება. რაც შეეხება შეხვედრების ორგანიზებას, ამ საკითხზე პასუხისმგებელია სამდივნო, სწორედ მათ უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა საკრებულოს თანამდებობის პირთან შეხვედრის საკითხის მოსაგვარებლად.
ფოჯუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთ-ერთი საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ორი მონაწილე ფიქრობს, რომ ისინი მოსახლეობას არ ხვდებიან, და მოჰყავთ მაგალითი, როცა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების ჯგუფი მივიდა საკრებულოში და ითხოვდა შეხვედრას, მაგრამ ამ მოქალაქეებს ანგარიში არ გაუწიეს და შეხვედრის ნაცვლად იმ მაჟორიტარ დეპუტატთან გაგზავნეს, რომელიც მაშინ ქალაქში არ იმყოფებოდა. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მოქალაქეებთან შეხვედრა კონკრეტულად საკრებულოს წევრზეა დამოკიდებული, მისი ერთი ნაცნობი საკრებულოს წევრია და მუდმივად აქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ფოკუს ჯგუფის ოთხი მონაწილე აცხადებს, რომ მოქალაქეები თვითონ აკითხავენ საკრებულოს წევრებს და შეხვედრაც მხოლოდ მათი ინიციატივით იმართება. ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრები ხალხში მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გადიან, ასეთ დროს ისინი თითქმის ყოველდღე აწყობენ შეხვედრებს.
საკრებულოს აპარატის მიერ საკრებულოსთან ურთიერთობის საკითხში მოსახლეობისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აპარატისათვის მიმართვის შემთხვევაში, მათგან შეფერხება არ ხდება, უფრო მეტიც, ზოგი აღნიშნავს, რომ საკრებულოსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში აპარატი ხშირად მათ საქმესაც აკეთებს და, საერთოდ, საკრებულოსაგან მათ სრული მხარდაჭერა აქვთ.
რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხს, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრები, თავიანთი სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, ანგარიშს ეტაპობრივად აბარებენ - სხვადასხვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გადიან უბნებზე და დეტალურად აწვდიან ინფორმაციას მოსახლეობას. გარდა ამისა, ამომრჩევლებიც ხშირად რეკავენ და მათგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, ერთი მონაწილე ამბობს, რომ ინფორმაცია საკრებულოს სხდომებისა და, ზოგადად, საქმიანობის შესახებ არ ვრცელდება. ადრე საკრებულოს პრესსამსახური ჰქონდა და ის ავრცელებდა ინფორმაციას, საზოგადოების ჩართულობაც უფრო მაღალი იყო - იმდენი ხალხი ესწრებოდა სხდომებს, რომ საკმარისი ადგილები აღარ იყო და ფეხზე დგომა უწევდათ.
ერთი მონაწილის აზრით, პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ მოქალაქეები არ არიან ჩართული პროცესში, არამედ ის, რომ საკრებულოს წევრებიც კი არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში. მისი განცხადებით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი არ იცნობს საკრებულოს წევრებს, ინფორმაცია არა აქვს ბიუჯეტზე. მოსახლეობას არ აინტერესებს ეს საკითხები, რადგან ფიქრობენ, რომ მათ აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს.
ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობისათვის საკმარისი მექანიზმები არ არსებობს, მისი თქმით, 2001-2002 წლებში საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო არსებობდა, რომელიც კვირაში ერთხელ ხვდებოდა საკრებულოს წევრებს და იხილავდა მიმდინარე საკითხებს. მონაწილის აზრით, ეს საკრებულოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის კარგი მექანიზმი იყო, რადგან კვალიფიციური მედიატორის საშუალებით ხდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხალხსაც არასამთავრობოების მიმართ მეტი ნდობა ჰქონდა და შედეგიც ორივე მხარეს აკმაყოფილებდა. იგი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა ამ მექანიზმის კვლავ ამუშავება.
მერია
საჯაროობა. ფოთის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე, ასევე ბეჭდური მედიის დახმარებით - მაცნესა და ადგილობრივ გაზეთში „ნიკოლაძის გზა“. იგი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებიც იმართება და მასში საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ განხილვის შემდეგ ქვეყნდება, ორი მონაწილე აცხადებს, რომ პროექტიც უნახავთ გამოქვეყნებული, ერთი კი ზუსტად ვერ იხსენებს, იყო თუ არა გამოქვეყნებული, თუმცა როცა პროექტი დასჭირდა, მას ნაცნობმა ჟურნალისტმა მიაწოდა.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასეთი დოკუმენტი მუშავდება, თუმცა ზუსტად არ იცის რა პერიოდულობით, სავარაუდოდ, ყოველწლიურად. იგი ასახელებს გასული წლისა და მიმდინარე წლის გარემოს დაცვითი ხასიათის პროექტებს. მისი თქმით, პროექტების განხორციელებაში, რაც წელს არის დაგეგმილი, აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო სექტორი და მედია. არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, ხდება თუ არა ამ დოკუმენტის გამოქვეყნება და იმართება თუ არა საჯარო განხილვები.
ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილისათვის ცნობილია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავების შესახებ, ერთის ინფორმაციით, იგი 6 თვეში ერთხელ მუშავდება, და მას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან ერთად აქვეყნებენ, თუმცა იგი სასარგებლო ინფორმაციას თითქმის არ შეიცავს, რადგან მხოლოდ ბიუჯეტის მუხლებისაგან არის შედგენილი. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ დოკუმენტის გამოთხოვისა და გაცნობის შემდეგ მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მხოლოდ რაღაც შაბლონია და მეტად აღარ დაინტერესებულა. მისი აზრით, საზოგადოების ინტერესი ნაკლებია და საჯარო განხილვებიც ამიტომ არ ეწყობა. ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, 2005 წელს ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტიტუტის ხელშეწყობითა და ადგილობრივი რესურსების ჩართვის შედეგად შემუშავდა ფოთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 5 წლიანი გეგმა. ამ დოკუმენტის შექმნაში ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან რამდენიმე ამჟამად საკრებულოსა და მერიაში მუშაობს. აღნიშნულ დოკუმენტს რეკომენდაციის სახე ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფოთში ალტერნატიული აზრი მიუღებელია.
საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი არ გამოუქვეყნებიათ, რადგან ამას თავად საკრებულო აკეთებს - საინფორმაციო დაფაზე ათავსებენ ბრძანებულებებსა და დადგენილებებს.
მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ძირითადად ადგილობრივ გაზეთ „ნიკოლაძის გზაში“ ქვეყნდება, ასევე შუქდება ადგილობრივი ტელევიზიითაც, ინფორმაცია გადის მორბენალი სტრიქონის მეშვეობით, თავსდება ბანერები. სრული ინფორმაცია მერიის საქმიანობისა და ქალაქში მიმდინარე აქტივობების შესახებ მერიის ვებ- გვერდზეა განთავსებული.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გამოთხოვას, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ძირითადად მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები შემოდის. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფორმაციის მოთხოვნის 20 განცხადება იქნა შეტანილი მერიაში. იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც. მერიის წარმომადგენელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ინფორმაციის გაცემისას 10 დღიან ვადას ითვალისწინებს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ პროცედურას 2-3 დღეზე მეტი არ მოანდომონ. ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილე ეთანხმება მერიის წარმომადგენლის ამ განცხადებას, ისინი საკუთარი გამოცდილებით ადასტურებენ, რომ ყოველთვის დროზე ხდება ინფორმაციის გაცემა.
ჩართულობა. ფოთის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ზოგჯერ კი შეიძლება მოსახლეობაც ჩაერთოს. სხდომებზე დასწრების მსურველები განცხადებით მიმართავენ მერიას. იგი აღნიშნავს, რომ ჩართულობა გასულ წელს უფრო მაღალი იყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემჭიდროებულ ვადებში დამტკიცდა და შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ სეკვესტრირებულია, გასული წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად, შემცირებულია ტვირთბრუნვა და, აქედან გამომდინარე, ქალაქის შემოსავლებიც. ასე რომ, ბიუჯეტში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება მოხერხდა, შესაბამისად, შენიშვნები და წინადადებები მერიაში არ შემოსულა. რაც შეეხება გასულ წლებში მოსახლეობის მიერ ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნების წარდგენის შემთხვევებს, ინფორმაცია არა აქვს, რადგან თანამდებობაზე ახალი დანიშნულია. მერიის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ თუკი შენიშვნები და რეკომენდაციები შემოტანილი იქნებოდა, განხილვებამდე გადაეცემოდა საკრებულოს და დარწმუნებულია, რომ საკრებულო მათ გაითვალისწინებდა.
ფოჯუს ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები არ გამართულა. მათი თქმით, იმაში მონაწილეობას ვერ მიიღებ, რაც რეალურად არ ხორციელდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაწილეებმა გაიხსენეს, რომ ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლმა ბიუჯეტის საჯარო განხილვების მოწყობის მოხოვნით ოფიციალურად მიმართა საკრებულოს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ არაფერი გაუგიათ იმის შესახებ, რომ ვინმეს შენიშვნები და რეკომენდაციები წარედგინა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ შენიშვნების წარდგენას აზრიც არა აქვს, რადგან ცნობილია, რომ ფოთში ბიუჯეტს არ ადგენენ, აქ მხოლოდ გამზადებულ დოკუმენტზე აწერენ ხელს.
მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ არა აქვს ინფორმაცია სოციალურეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებისგან შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენის შესახებ. როგორც ითქვა, ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისთვის არც სოციალურეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვების მოწყობისა და არც საზოგადოების წარმომადგენლებისგან ამ დოკუმენტის თაობაზე შენიშვნების წარდგენის შესახებ ცნობილი არ არის. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მერია და საკრებულო ერთობლივად მუშაობენ მერიის მიერ წარდგენილ შენიშვნებზე და, როგორც წესი, საკრებულო მათ ითვალისწინებს.
როგორც უკვე აღინიშნა, მერიაში მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით 20 განაცხადია შეტანილი, ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მიერ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან, ინფორმაცია მხოლოდ ორს გამოუთხოვია.
მერიის დებულებაში გათვალისწინებული არ არის ჩართულობის საკითხები, მათ შორის არც არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების საკითხი. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი შიდა რესურსების გამოყენებით აგვარებენ ამ პრობლემას და თარჯიმნის დაქირავება არ სჭირდებათ.
ანგარიშვალდებულება. ფოთის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს, ისევე როგორც მერსა და ვიცე მერს, მოქალაქეებთან შეხვედრების დრო დაწესებული აქვთ, ამის შესახებ გამოქვეყნებულია მერიის ვებ-გვერდზეც. მერი და ვიცე მერი მოქალაქეებს განსაზღვრული საათების მიხედვით იღებენ, სხვა თანამდებობის პირები კი შეუზღუდავად ხვდებიან მათ. მისი თქმით, შეხვედრებს მოსახლეობასთან რწმუნებულიც ატარებს, ქალაქი დაყოფილია 7 ზონად/უბნად, თითოეულზე გამოყოფილია თითო თანამშრომელი. მთელი კვირის განმავლობაში ისინი ხვდებიან მოსახლეობას და ინფორმაციას წარადგენენ მერიაში.
ორშაბათის თათბირზე იხილავენ არსებულ პრობლემებს, პარასკევის თათბირზე კი - შესრულებული სამუშაოსა და პრობლემათა გადაჭრის შესახებ ანგარიშს. რწმუნებული წარმოადგენს მოსახლეობის პრობლემებს მერიაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, მერი მოქალაქეებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხვდება, ან იმ პერიოდში, როცა რაიმე საპროტესტო ტალღა აგორდება - ასეთი შეხვედრები სპონტანურად ეწყობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილები ადასტურებენ, რომ მერს ყოველ ორშაბათს აქვს მოქალაქეთა მიღების საათები. რწმუნებულის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრებს ორი მონაწილე ადასტურებს, ერთი მათგანი უშუალოდ დასწრებია ასეთ შეხვედრას, მეორის აზრით, შეხვედრები მაშინ ტარდება, როდესაც რაიმე პრობლემაა ან დაძაბულობის კერა ჩნდება სადმე, გეგმური შეხვედრები არ ეწყობა. ერთი მონაწილის აზრით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ჩამოყალიბებული მექანიზმი არ არსებობს, შეხვედრებს სპონტანური ხასიათი აქვს და არა სისტემატური. მეორე კი აღნიშნავს, რომ რწმუნებულებიც მხოლოდ არჩევნების დროს ხვდებიან მოქალაქეებს.
მერის ანგარიშვალდებულების საკითხთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მერი ყოველკვარტალურად ახორციელებს ანგარიშგებას საკრებულოს წინაშე, ხოლო მოსახელობას ტელევიზიით აბარებს ანგარიშს - პირდაპირ ეთერში პასუხობს შემოსულ ზარებს და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მოქალაქეებს.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, მონაწილეთაგან ერთი პასუხობს, რომ საჯაროობა არ არის სათანდო დონეზე. ჟურნალისტები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში არიან, რადგან პრესსამსახურის ხელმძღვანელი, როგორც კოლეგა, აწვდის მათ საჭირო ინფორმაციას. მაგრამ ზოგადად, მოქალაქეებს ინფორმაცია ნაკლებად აქვთ. მეორე მონაწილე პრობლემად ასახელებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებს თვითმმართველობაში არ იღებენ, აქ საერთოდ არ მიმდინარეობს ეს პროცესი და, შესაბამისად, საჯაროობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
![]() |
4.3.9 3.3.9. სამცხე-ჯავახეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ახალქალაქის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ინფორმაციას საკრებულოდან იღებს, მეორე - სხვადასხვა წყაროდან, ხოლო ერთი კი აცხადებს, რომ სხდომის შესახებ ხშირად მისი დასრულების შემდეგ იგებს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯაროა საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს. ინფორმაცია სხდომების შესახებ ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია სხდომების ოქმებიც, თუმცა მისი მოთხოვნის შესახებ განცხადებები მოქალაქეთა მხრიდან არ შემოსულა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ოქმის მიღება შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში, ერთი მონაწილე კი აღნიშნავს, რომ ოქმის გამოთხოვისას მნიშვნელოვანია ადმინისტრაციას მიუთითონ კანონის შესაბამისი მუხლები, რათა ყოველგვარი წინააღმდეგობა თავიდან იქნეს აცილებული.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გადაიცემა ადგილობრივი ტელევიზიით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ საკრებულო თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას საკუთარი ინიციატივით არ აწვდის.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მოქალაქეები მათ იშვიათად მიმართავენ, სტატისტიკა გასულ წელთან შედარებით თითქმის უცვლელია. მისი თქმით, ყველა შემოსული განცხადება რეგისტრაციას გადის. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდების ვადები არ ირღვევა, ხოლო ერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ ადამიანებს შერჩევით ექცევიან - იციან, ვისთან გაუვათ ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება და ვინ არ მოითმენს ვადების დარღვევას.
საკრებულოს რეგლამენტი სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირებას არ ითვალისწინებს. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ხდება სხდომათა ტრანსლირება ადგილობრივი ტელევიზიით.
ჩართულობა. ახალქალაქის საკრებულოს წარმომადგენლი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომეზე დასწრება ყველა მოქალაქეს შეუძლია. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლების შესახებ ტელევიზიითაც გადაიცა, მოსახლეობა მაინც პასიურია. მეორეს თქმით, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის სხდომებზე დასწრება და საკითხების განხილვაში მონაწილეობა შესაძლებელია. მედიის წარმომადგენლების დასწრებასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ ისინი ესწრებიან საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ერთი კი შენიშნავს, რომ ხანდახან პრესისთვისაც სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებისა და მოწვეული პირებისათვის დარბაზში სპეციალური ადგილები გამოყოფილი არ არის.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, საჭიროებისამებრ, ხდება სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევა. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილისათვის სამუშაოს ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის ფაქტები ცნობილი არ არის, ხოლო მეორე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მერსი კორპის პროექტების ფარგლებში საკრებულოსთან ერთად მუშაობდნენ სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი საკრებულოც და ორგანიზაციებიც პასიურობენ.
საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს „ღია კარის“ სხდომების ჩატარებას. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა სხდომა ღიაა და დახურული სხდომების ჩატარება ჯერ არ დასჭირვებიათ.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობას მათთვის არც რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და არც საკრებულოს მიერ მისაღები რაიმე საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის მოთხოვნით არ მიუმართავს. ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე გამსვლელი სხდომების ჩატარების შესახებ კი აცხადებს, რომ გასული წლის ნოემბერში 62 სოფელში ჩატარდა გამსვლელი სხდომები. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების თქმით, მოსახლეობას გამსვლელი და რიგგარეშე სხდომების ჩატარება არ მოუთხოვია, გამსვლელი სხდომები კი ჩატარდა, მაგრამ ეს საკრებულოს ინიციატივა იყო.
პეტიციის წესით სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობას პროექტი არ შეუტანია, თუმცა მათ მონაწილეობა მიიღეს ბიუჯეტის განხილვაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს მოსახლეობის ასეთი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ, მათი მოსაზრებით, მოსახლეობამ ამ მექანიზმის შესახებ არაფერი იცის.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირების მოქალაქეებთან შეხვედრების დრო დაწესებული არა აქვთ - ნებისმიერ მოქალაქეს ყოველ სამუშაო დღეს შეუძლია შეხვდეს საკრებულოს თანამდებობის პირებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას არ ხვდებიან, ასეთ შეხვედრებს მხოლოდ რწმუნებულები ატარებენ. ფოკუს ჯგუფის არც ერთ მონაწილეს საკრებულოს აპარატისათვის თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზებისა და მასალების მიწოდებაში დახმარებისთვის არ მიუმართავს, ისინი მხოლოდ პირადი კონტაქტების საშუალებით ახორციელებენ საკრებულოსთან ურთიერთობას.
მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ხვდებიან თავიანთი ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას და აბარებენ ანგარიშს დაახლოებით 6 თვეში ერთხელ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ მაჟორიტარები მოსახლეობას ხვდებიან, თუმცა ანგარიშის ჩაბარების შესახებ არაფერი იციან.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად მონაწილეებმა დაასახელეს: ჩართულობის კუთხით - მოსახლეობის პასიურობა, ხოლო გამჭვირვალობის კუთხით - მოსახლეობასთან ანგარიშგება, ასევე მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობები.
გამგეობა
საჯაროობა. ახალქალაქის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის გარკვეული ასპექტები გადაიცემა ადგილობრივი ტელევიზიით. იქიდან გამომდინარე, რომ გამგეობას საკუთარი გაზეთი არა აქვს, საკითხების უფრო ფართოდ გაშუქება ვერ ხერხდება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, იგი აცხადებს, რომ პროექტის განხილვა ხდება ეკონომიკურ სამსახურში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების თქმით, ბიუჯეტის პროექტი და კომისიების დასკვნები ქვეყნდება და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შემუშავებულია ერთწლიანი პროგრამა. მისივე თქმით, პროგამის პროექტი თითქმის ყველა სხდომაზე რწმუნებულებთან ერთად განიხილება. სხდომებს ასევე ესწრებიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ აშუქებენ ამ საკითხს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა 2008 წელს შემუშავდა მერსი კორპის ინიციატივით, შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
კითხვაზე - აქვეყნებს თუ არა გამგეობა საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ტელევიზით გადაიცემა.
მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეები იშვიათად, მაგრამ მაინც ითხოვენ ინფორმაციას, ამ მხრივ მათი აქტივობა წელს უფრო მაღალია, ვიდრე შარშან, რაც გამოწვეულია კონკრეტული პროგრამებით მოსახლეობის დაინტერესებით. ინფორმაციის გაცემის ვადებთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გაცემა ხორციელდება 15 დღიდან 1 თვემდე ვადაში. იწარმოება და კონტროლდება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების ცნობით, ინფორმაციის გაცემისას ვადები არ ირღვევა, მაგრამ ხშირად არასრულ ინფორმაციას იძლევიან.
რაც შეეხება გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ანგარიში ყოველ წელს მზადდება და ნაწილობრივ გადაიცემა ტელევიზიით.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ესწრებიან სპეციალისტები და მოქალაქეები, ხოლო მათგან შემოსული კონკრეტული წინადადებები და შენიშვნები მიეწოდება საბიუჯეტო სამსახურს, რომლის სხდომაზეც მსჯელობენ მათ შესახებ. მოქალაქეთა წინადადებებს განიხილავს საკრებულოს საფინანსო კომისიაც და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მისი განცხადებით, გამგეობა საკრებულოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. და საკრებულო ითვალისწინებს მათ შენიშვნებს.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ბიუჯეტის პროექტის განხილვებში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ აცხადებენ, რომ მოსახლეობა ამაში მონაწილეობას არ იღებს, რადგან საზოგადოება პასიურია. ჯგუფის არც ერთი წევრი არ ფლობს ინფორმაციას მოქალაქეების მიერ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენის შესახებ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის თაობაზე შენიშვნები და წინადადებები პროგრამის ყოველი განხილვის შემდეგ შემოდის. ისინი ჯერ გამგეობაში განიხილება, ხოლო შემდეგ გადაეცემა საკრებულოს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პროგრამის პროექტის განხილვებში მონაწილეობა მიღებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
როგორც გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, გამგეობა აქვეყნებს საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებსაც. იგი აცხადებს, რომ შენიშვნები და წინადადებები ამ პროექტების შესახებაც მიუღიათ და შესაბამისი რეაგირებაც მოუხდენიათ.
ახალქალაქის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგეობას დაქირავებული ჰყავს თარჯიმანი, რომლის მომსახურების ხარჯებსაც გამგეობა ბიუჯეტიდან ანაზღაურებს.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ ყველა სოფელი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში რწმუნებულებმა ჩაატარეს საჭიროებათა კვლევა ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრების გზით. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი არჩევს ადმინისტრაციულ ერთეულებს, სადაც პროგრამა უნდა განხორციელდეს, გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველ რიგში გათვალისწინებულ იქნა, თუ მოსახლეობის რა რაოდენობა მიიღებდა ამით სარგებელს. იყო გამონაკლისებიც - მოსახლეობის მცირე რაოდენობისათვის გაკეთდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტები, რათა სოფლები არ დაცლილიყო.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. ისინი ადასტურებენ, რომ რწმუნებულებმა ჩაატარეს შეხვედრები, სადაც განისაზღვრა პრიორიტეტები. თვითონ ჯგუფის მონაწილეებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს, ისევე როგორც ჟურნალისტები, მაგრამ მათ პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ანგარიშვალდებულება. ახალქალაქის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს მოქალაქეებთან შეხვედრების დღედ დაწესებული აქვს ორშაბათი, გამგებლის მოადგილეები კი მათ სამუშაო დღეებში, გრაფიკის შესაბამისად, იღებენ. მოსახლეობას ყოველთვიურად ხვდებიან რწმუნებულებიც ყოველ ტერიტორიულ ერთეულში და მოსახლეობის პრობლემებს გადასაჭრელად წარმოადგენენ გამგეობაში. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რწმუნებულის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ კი აცხადებენ, რომ რწმუნებულები მოსახლეობას ხვდებიან შემთხვევიდან შემთხვევამდე, არ იცავენ პერიოდულობას, ხოლო ერთი მონაწილის თქმით, რწმუნებულები მოსახლეობასთან შეხვედრებს მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ.
ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავაშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს ანგარიშს აბარებს როგორც გამგებელი, ასევე სამსახურების უფროსები. მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების თაობაზე კი აღნიშნავს, რომ თვეში ორჯერ ტარდება საანგარიშო სხდომა, რომელზეც გამგებელი მოხსენებას აკეთებს ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ გამგებლის მოსახლეობასთან შეხვედრებს ანგარიშის ჩაბარებას ვერ დაარქმევს, ხოლო მეორე შენიშნავს, რომ მოსახლეობა თვითონ არ ითხოვს ანგარიშის ჩაბარებას.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში ფოკუს ჯგუფის მონაწილეები პრობლემურ საკითხად საკადრო პოლიტიკას ასახელებენ. მათი აზრით, ამ მხრივ ცვლილებებია საჭირო.
ახალციხის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. ახალციხის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომის ჩატარების თარიღისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი ამ ინფორმაციას პირადი კონტაქტების საშუალებით იღებს, ან საკრებულოში რეკავს. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი ჟურნალისტებს ხშირად ტელეფონით ატყობინებს ამ ინფორმაციას, ხოლო მეორე აცხადებს, რომ არის შემთხვევები როცა სხდომის შესახებ ჟურნალისტებს არ ატყობინებენ, რადგან ისეთ საკითხს იხილავენ, რომლის მიმართ საზოგადოების მიდგომა არაერთგვაროვანია.
საკრებულოს წარმომადგენელის განცხადებით, საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები საჯაროა და მათ შესახებ ინფორმაცია ასევე თავსდება საინფორმაციო დაფაზე, მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომია საკრებულოს სხდომის ოქმებიც. ძირითადად ოქმებს ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ან მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციების დავალებით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ საკრებულოს სხდომის ოქმები ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დადგენილი წესით - წერილობით მიმართვის გზით.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით კი საკრებულო ასეთ ინფორმაციას არ გასცემს. ერთი მონაწილის თქმით, საკრებულო ინფორმაციას მხოლოდ მაშინ აწვდით, როცა რაიმე კონკრეტული საქმის განხორციელებას საკუთარი რეკლამისათვის იყენებს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მოქალაქეები მათ წელს უფრო აქტიურად მიმართავენ, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მოსაკრებლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებია. საკრებულოში მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით, ძირითადად მათ ინტერესს წარმოადგენს მიწის გადასახადთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან ტერიტორია ზონებად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანში განსხვავებული გადასახადია დაწესებული. სტატისტიკა დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი.
საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადაში გაცემასთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონით გათვალისწინებული ვადები ხშირად ირღვევა - როცა საქმე ეხება ბიუჯეტს ან სხვა ფინანსურ საკითხებს, არცთუ იშვიათად, ინფორმაციის მიღებას 20 დღეც კი დასჭირვებია.
საკრებულოს რეგლამენტი სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირებას არ ითვალისწინებს. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომათა ტრანსლირება ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი იხილება, ისინი ყოველთვის ესწრებიან და აშუქებენ. მაგალითად ასახელებს გაზეთს „სამხრეთის კარიბჭე“.
ჩართულობა. ახალციხის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად ოფიციალურად მიმართვა არ სჭირდებათ, სხდომები ყოველთვის ღიაა და თავისუფლად შეუძლიათ დაესწრონ. სხდომებზე ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან ხოლმე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა მას სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის აზრით, საზოგადოება ინერტულია, მეორე აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოების წარმომადგენელი არასოდეს უნახავს, ხოლო ერთის ინფორმაციით, საზოგადოების წარმომადგენლებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი წინადადებები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინეს, რათა მათ მიეტანათ ისინი საკრებულომდე. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მონაწილეები აცხადებენ, რომ სხდომებს ესწრებიან ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, ჟურნალისტებისათვის დარბაზში სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, თუმცა რეგლამენტში შესაბამისი საკითხი გათვალისწინებული არ არის.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, რამდენიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებისათვის საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მიწვეულნი იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების თქმით, თავად ასეთ ჯგუფებში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ, ისინი აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიწვევა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კონკრეტულ პროექტს თანადამფინანსებელი ჰყავს რომელიმე დონორი ორგანიზაციის სახით.
საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს „ღია კარის“ სხდომების ჩატარებას. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობის დაინტერესება ნაკლებია, სხდომაზე დასწრება ნებისმიერს შეუძლია. მოქალაქეებს საკრებულოსათვის არ მიუმართავთ არც რიგგარეშე და არც გამსვლელი სხდომების ჩატარების მოთხოვნით. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მართალია გამსვლელი სხდომები არ ჩატარებულა, მაგრამ საკრებულოსა და გამგეობის წევრები ერთობლივად გადიან ადგილებზე და აწყობენ შეხვედრებს მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ მოქალაქეებს არ მოუთხოვიათ გამსვლელი და რიგგარეშე სხდომების ჩატარება, რადგან მათ არ იციან ამ უფლების შესახებ.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოსთვის ამა თუ იმ საკითხის საჯარო განხილვის მოთხოვნა მოქალაქეებისაგან არ ყოფილა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ ასეთი განცხადებით მიმართეს - საკითხი ეხებოდა სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფი მოქალაქებისათვის სახელმწიფო დახმარების პროგრამას. მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც ამ პროგრამაში ვერ მოხვდა, ადგილობრივ ორგანოში შემუშავდა დახმარების პროგრამა და სწორედ მისი საჯარო განხილვა მოითხოვა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. საკრებულოს წარმომადგენელი და ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ, რომ მოსახლეობას პეტიციის წესით სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოში არ შეუტანია.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო ოფიციალურად დადგენილი არა აქვთ, მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვდეს თანამდებობის პირებს. შეხვედრების ორგანიზება საკრებულოს აპარატის მიერ ხორციელდება.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები მოსახლეობას ხვდებიან რომელიმე კონკრეტული პროგრამის განხორციელებისას, ხოლო მეორე აღნიშნავს, რომ ისინი ხშირად ხვდებოდნენ მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება საკრებულოს აპარატის მიერ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევას საკრებულოს თანამდებობის პირებთან მიღების ორგანიზებასა და საკრებულოსთან ურთიერთობაში, ერთი მონაწილე აცხადებს, რომ აპარატი მას დახმარებას უწევს, ხოლო სხვა მონაწილე პირად კონტაქტებს ამჯობინებს.
მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე ანგარიშს აბარებენ საკრებულოს კომისიები. პრაქტიკულად ყოველი სხდომის დღის წესრიგშია რომელიმე კომისიის ანგარიში. თავმჯდომარე კი საკრებულოს აბარებს ანგარიშს. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს საუბარი იმაზეც მიმდინარეობს, თუ რა გაკეთდა.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა: მოსახლეობის დაბალი ნდობა საკრებულოსადმი და საკრებულოს მიერ მოსახლეობის ინფორმირებისათვის ნაკლები ზრუნვა (საინფორმაციო საშუალებების არასაკმარისად გამოყენება).
გამგეობა
საჯაროობა. ახალციხის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება გაზეთის, ტელევიზიისა და ახალციხეში არსებული ყველა საინფორმაციო საშუალებით. მისივე განცხადებით, პროექტის საჯარო განხილვაც ეწყობა ახლადშექმნილ ახალგაზრდულ თვითმმართველობასთან და სხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ, მართალია ბიუჯეტის პროექტი და მის შესახებ კომისიათა დასკვნები გაზეთში ქვეყნდება, მაგრამ ეს გაზეთი თვეში ერთხელ გამოდის, ამიტომ ხშირად ხელმისაწვდომი არ არის.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროგრამა შემუშვებულია საერთაშორისო ორგანიზაციის (CARE) დახმარებით და მოიცავს 2013 წლამდე პერიოდს. იგი წიგნად არის დაბეჭდილი, რომლის ტირაჟი რამდენიმე ათეულია.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა მუნიციპალიტეტში მუშავდება, თუმცა იგი არც გაზეთში გამოქვეყნებული უნახავთ და არც საინფორმაციო დაფაზე.
კითხვაზე - აქვეყნებს თუ არა გამგეობა საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ გადაწყვეტილებებს აქვეყნებენ. უახლოეს მომავალში მუშაობა დასრულდება გამგეობის ვებგვერდზე, სადაც ყველა გადაწყვეტილება იქნება მოთავსებული.
მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შენობის შემოსასვლელში მოქალაქეთათვის გამოყოფილია ოთახი - ბიურო, სადაც განთავსებულია საინფორმაციო დაფა. მოქალაქეებს აქვე შეუძლიათ მოითხოვონ სხვა ინფორმაციაც. მისი განცხადებით, ამჟამად ინფორმაციის გამოთხოვა აქტიურად არ ხდება, გასული წლების სტატისტიკას კი არ იცნობს, რადგან ადრე არ მუშაობდა გამგეობაში. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გაცემა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ ხორციელდება, მაქსიმუმ, 3 დღეში. გამგეობაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ კანონით გათვალისწინებული ვადები ხშირად ირღვევა - როცა საქმე ეხება ბიუჯეტს ან სხვა ფინანსურ საკითხებს, ზოგჯერ ინფორმაციის მიღებას 20 დღეც კი დასჭირვებია.
რაც შეეხება გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მისი გამოქვეყნება ხდება საინფორმაციო დაფაზე და ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში, შემდგომში გამოყენებული იქნება ინტერნეტ სივრცეც.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ ახალგაზრდული თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის 10 დღიანი განხილვა ხდება საკრებულოში მისი გადაცემის შემდეგ, ბიუჯეტის შესახებ შემოსული წინადადებები და შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს და, ზოგ შემთხვევაში, საკრებულო მათ ითვალისწინებს.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოსახლეობა საერთოდ არ არის ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში. მათ შენიშვნები და წინადადებები პროექტის თაობაზე არ წარუდგენიათ. ერთი მონაწილე კი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ გაზეთში ქვეყნდება სტატიები ბიუჯეტის პროექტის შესახებ, სადაც მოსახლეობის შენიშვნები და წინადადებებია ასახული. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ მოსახლეობამ წარადგინა თავისი შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც გადაეცა საკრებულოს, იქ კი შეძლებისდაგვარად მოხდა მათი გათვალისწინება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხილვაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.
ახალციხის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თარჯიმნის მომსახურების აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან გამგეობის თანამშრომელთა დაახლოებით 30%25 ეროვნებით სომეხია და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობა მათი მეშვეობით ხდება.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რწმუნებულებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. შედგენილია კრების ოქმები. ამ შეხვედრებზე განისაზღვრა პრიორიტეტები. საერთოდაც, რწმუნებულები ადგილობრივ საჭიროებებს მოსახლეობასთან შეხვედრების მეშვეობით იკვლევენ.
ფოკუს-ჯგუფის წევრები აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ჟურნალისტები თავად დადიოდნენ სოფლებში, სადაც მოსახლეობის ნაწილმა არც იცოდა რა კეთდებოდა. ისინი ადასტურებენ, რომ რწმუნებულები პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვლევენ, ხშირად იმართება კამათი, რადგან მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხების გადასაწყვეტად თანხები საკმარისი არ არის. თავად ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით რწმუნებულთან შეხვედრებში მონაწილება არ მიუღიათ.
ანგარიშვალდებულება. ახალციხის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს მოქალაქეებთან შეხვედრის დღეები დაწესებული აქვს - სამშაბათი და ხუთშაბათი. მოსახლეობასთან მუდმივ კავშირშია გამგეობის რწმუნებულიც, რადგან თავადაც უშუალოდ ამ ტერიტორტიული ერთეულების მაცხოვრებლები არიან. ისინი მოსახლეობის პრობლემებს გამგეობაში წარმოადგენენ, ძირითადად ეს არის ჯანდაცვისა და დასაქმების პრობლემები.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ახლანდელი გამგებელი მოსახლეობას ხშირად ხვდება და ცდილობს მათ დახმარებას. მონაწილეთა განცხადებით, მოსახლეობას ხვდებიან რწმუნებულებიც.
ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს თვეში ერთხელ აბარებს ანგარიშს. რაც შეეხება მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარებას, გამგებელი პერიოდულად ხვდება მოსახლეობას, ჩადის სოფლებში, ესაუბრება ხალხს და სოფლის თავკაცებს, სწორედ ასეთი შეხვედრებისას ხდება მიმდინარე საკითხების განხილვა.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად მონაწილეთა მიერ დასახელდა: გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მომუშავე კადრების არაპროფესიონალიზმი (ერთი მონაწილის განცხადებით, ხშირად ფერხდება შეხვედრები თანამდებობის პირებთან) და მედიის წარმომადგენლებისათვის გამგეობის მიერ მათთვის არასასურველი ინფორმაციის დამალვა.
![]() |
4.3.10 3.3.10. ქვემო ქართლი |
▲ზევით დაბრუნება |
გარდაბანის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. გარდაბნის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ ქვეყნდება საკრებულოს შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილე ადასტურებს ამ ინფორმაციას, ერთი მათგანის განცხადებით, ინფორმაციის მიწოდების სხვა გზა არ არსებობს - გარდაბანში არ არის ტელევიზია და არც გაზეთი გამოდის, საკრებულოს ასევე არა აქვს ვებ-გვერდი. ერთი მონაწილე აცხადებს, რომ პირადი კონტაქტების მეშვეობით იღებს ინფორმაციას, ხოლო მეორე სხდომების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს.
საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიის სხდომები საჯაროა. ბიუროს და კომისიის სხდომების შესახებ განცხადებები თავსდება საინფორმაციო დაფაზე. დაინტერესებულ პირთათვის ასევე ხელმისაწვდომია საკრებულოს სხდომის ოქმი. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ადასტურებს ამ განცხადებას, იგი ოქმს იღებს წერილობითი განცხადების საფუძველზე. დანარჩენ მონაწილეებს ოქმები არ გამოუთხოვიათ. საკრებულოს წარმომადგენელს ინფორმაცია არა აქვს მოქალაქეთა მიერ სხდომის ოქმების გამოთხოვის შესახებ. საკრებულოს საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გარდაბნის საკრებულოს შესახებ ინფორმაციას აშუქებს ქვემო ქართლის ტელევიზია. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საკრებულო იღებს, ისინი ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, რომ საკრებულოს აპარატი ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ საკუთარი ინიციატივით არ აწვდით, თუმცა ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში პრობლემები არ ჰქონიათ.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილე აცხადებს, რომ არაერთხელ გამოუთხოვია ინფორმაცია და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიუღია. რაც შეეხება ინფორმაციის გაცემისას კანონით დადგენილ ვადებს, ჯგუფის ორ მონაწილეს ინფორმაცია დადგენილ ვადებში აქვს მიღებული, ხოლო ორ მათგანს ინფორმაცია არ გამოუთხოვია. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვით მათ ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. რაც შეეხება სტატისტიკას, ამის შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობს, ასევე არ იცის იწარმოება თუ არა საკრებულოში საჯარო ინფორმაციების რეესტრი.
საკრებულოს რეგლამენტში არ არის გათვალისწინებული საკრებულოს „ღია კარის“ სხდომის ჩატარება. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, „საკრებულოში ყველა თანამდებობის პირის სამუშაო ოთახის კარი ღიაა და მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვით მოგვმართონ“.
ჩართულობა. გარდაბნის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მიმართავენ საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, თუ მათთვის საინტერესო საკითხი (ძირითადად მიწისა და სარწყავი არხის შესახებ) იხილება, იგი ამბობს, რომ ოფიციალური მიმართვის შემდეგ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ სხდომას დაესწრონ. ფოკუს ჯგუფის ორი მონაწილე ადასტურებს ამ ინფორმაციას, ორმა მათგანმა ამის შესახებ არაფერი იცის, ერთმა გვითხრა, რომ მხოლოდ მისთვის საინტერესო საკითხის განხილვას ესწრება, თუმცა იშვიათად, რადგან ქართული ენის არცოდნის გამო უჭირს სხდომის შინაარსის გაგება. იმის შესახებ, ცნობილია თუ არა ფოკუს ჯგუფის მონაწილეთათვის საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვაში საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ, ერთი მათგანი აცხადებს, რომ საზოგადოების წარმომადგენლები მხოლოდ მათთვის საინტერესო საკითხის განხილვას ესწრებიან. დანარჩენ მონაწილეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვთ.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრეთა შესაბამისი ადგილებით უზრუნველყოფას, ერთი მონაწილის ინფორმაციით, სპეციალური ადგილები გამოყოფილი არ არის. სხდომაზე მოწვეულ პირთა დასწრების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები გარდაბნის საკრებულოს რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნის საკითხი საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულია. საკრებულოს წარმომადგენელი და ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ, რომ ასეთი მოთხოვნით ამომრჩევლებს საკრებულოსათვის არ მიუმართავთ და, სავარაუდოდ, მათთვის ამ უფლების შესახებ ცნობილი არ არის. საკრებულოს ასევე არ ჩაუტარებია გამსვლელი სხდომა და არც საკითხის საჯარო განხილვაზე ყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა.
მუნიციპალიტეტის რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის მოსახლეობის მიერ სამართლებრივი აქტის პროექტის პეტიციის წესით დაყენების საკითხი. როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, ეს მექანიზმი პრაქტიკულად არც ყოფილა მოქალაქეთა მიერ გამოყენებული.
საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს საკრებულოს კომისიათა მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მოწვევას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკრებულოს კომისიებში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მოწვეულნი არიან სპეციალისტები - იურისტები, ეკონომისტები, ექიმები და ა.შ. იმის მიხედვით, თუ რომელ სფეროს ეხება კომისიის საქმიანობა. საკრებულოს წარმომადგენლის ეს განცხადება დაადასტურა ფოკუს ჯგუფის ერთმა წევრმა, დანარჩენებს ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეხვედრის დრო ოფიციალურად არ არის გამოყოფილი, მაგრამ მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვდნენ საკრებულოს თანამდებობის პირებს. აღნიშნულ საკითხზე ფოკუს ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას ინტენსიურად ხვდებიან, ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ასეთი შეხვედრები ეწყობა მისი ორგანიზაციის ოფისშიც. სხვა მონაწილის თქმით, საკრებულოს წევრების ტელეფონის ნომრები გამოკრულია საკრებულოს შენობაში და ისინი ვალდებულნი არიან უპასუხონ ყველა სატელეფონო ზარს. მათი განცხადებით, საკრებულოს წევრებთან ურთიერთობისას, ან მიღების/შეხვედრის ორგანიზებისათვის საკრებულოს აპარატისადმი მიმართვა საჭირო აღარ არის, რადგან საკრებულოს წევრებთან ურთიერთობა სირთულეს არ წარმოადგენს. ხოლო გამოთხოვილი ინფორმაციის მომზადებას და გაცემას სწორედ აპარატი უზრუნველყოფს.
საკრებულოს წევრთა მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს თითქმის ყოველთვიურად აბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში ფოკუს ჯგუფის მონაწილეები პრობლემურ საკითხად იმას ასახელებენ, რომ მოსახლეობამ არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ. მათი მოსაზრებით, კარგი იქნება თუ საკრებულო უზრუნველყოფს მოსახლეობის მეტად ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, სისტემატურად დაბეჭდავს და გაავრცელებს ადგილობრივ გაზეთს, განსაკუთრებით კი სოფლებში.
გამგეობა
საჯაროობა. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია სარეკომენდაციო დებულებით შემოთავაზებული საკითხების უმეტესობა, ისინი პრაქტიკულად არ ხორციელდება. გარდაბნის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საკრებულოს შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ქვეყნდება. გამგეობას აქვს სურვილი საკუთარი ვებ-გვერდი იქონიოს, თუმცა ამის ფინანსური რესურსები არ გააჩნია. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე ადასტურებს საინფორმაციო დაფაზე ბიუჯეტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას, ხოლო დანარჩენებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები არ ეწყობა.
გამგეობის წარმომადგენელი, ისევე როგორც ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ინფორმაციას არ ფლობენ, მუშავდება თუ არა თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით ინფორმაცია გამგეობის საქმიანობის შესახებ თავსდება საინფორმაციო დაფაზე. რაც შეეხება საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტებს, მისი თქმით, გამგეობას ისინი არ გამოუქვეყნებია.
რაც შეეხება მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს, გამგეობის წარმომადგენელი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ორს დადგენილი წესით გამოუთხოვია ინფორმაცია და გამგეობას ვადები არ დაურღვევია. დანარჩენებს ინფორმაცია არ გამოუთხოვიათ.
ჩართულობა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ინფორმაციით, საზოგადოება ბიუჯეტის პროექტის განხილვებში ალბათ ჩართული არ არის. მათი აზრით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ მოსახლეობას ინფორმაცია არა აქვს. შესაბამისად, მათ ვერაფერი გვითხრეს, შეტანილი აქვთ თუ არა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები. თავად შენიშვნები წარდგენილი არ აქვთ.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტზე შენიშვნების წარდგენას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მონაწილეები ასეთ დოკუმენტს არ იცნობენ.
გამგეობის დებულებაში გათვალისწინებულია არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თარჯიმანი გამგეობაში არ ჰყავთ, მოსახლეობა ძირითადად რუსულ ენაზე ლაპარაკობს, ხოლო თუ აზერბაიჯანული ენის მცოდნე მოქალაქე მიდის, მას გამგეობის თანამშრომელი ეხმარება.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაბანში რწმუნებულები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხვდებიან მოსახლეობას, ადგილზე იკვლევენ საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძირითადი პრობლემები ცნობილია, ისინი პერიოდულად მაინც ატარებენ კრებებს, იწერენ მოსახლეობის საჭიროებებს და მიაქვთ გამგეობაში. რაც შეეხება კრიტერიუმს, რის მიხედვითაც ირჩევა ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც პროექტები უნდა განხორციელდეს, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის გარდაბნის რაიონის ყველა სოფელში პროექტით გამოყოფილი თანხის თანაბრად განაწილება - ყველა სოფელს აქვს პრობლემები და რწმუნებულებიც განსაზღვრული თანხის ფარგლებში მოსახლეობასთან ერთად ირჩევენ პრიორიტეტებს. ფოკუს-ჯგუფის წევრებისთვის ცნობილია ამ პროგრამის არსებობის შესახებ, მაგრამ მისი განხორციელების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ.
ანგარიშვალდებულება. გარდაბნის გამგეობის დებულებაში სრულად არის გათვალისწინებული სარეკომენდაციო დებულებაში მოცემული ანგარიშვალდებულების საკითხები. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგებელთან და გამგეობის თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების დრო ოფიციალურად დაწესებულია, თუმცა მათთან შეხვედრა მოსახლეობას მაინც ნებისმიერ დროს შეუძლია. რაც შეეხება რწმუნებულების მოსახლეობასთან შეხვედრებს, მისი განცხადებით, რწმუნებულები ყოველდღიურად ესაუბრებიან მოსახლეობას და სრული ინფორმაცია აქვთ არსებული პრობლემების შესახებ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სწორედ რწმუნებულებს აცნობს ხალხი თავის პრობლემებს. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თავად რწმუნებულები უფლებამოსილნი არ არიან რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღონ, მათ მოსახლეობის პრობლემები გამგეობაში მიაქვთ გადასაჭრელად. პრობლემათა უმეტესობა მოიცავს მიწის ნაკვეთების გამოყოფის, წყლით უზრუნველყოფის, სამედიცინო და სოციალურ, გზის რეაბილიტაციის, სკოლების რემონტის საკითხებს.
ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილის განცხადებით, მოსახლეობას არა მხოლოდ რწმუნებული, არამედ გამგებელიც სისტემატურად ხვდება, თანაც გამგეობის სამსახურების უფროსებთან ერთად, რათა ადგილზევე მიაწოდოს მოსახლეობას მათთვის საინტერესო ინფორმაცია. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას, მონაწილეებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, გამგეობის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ გამგებელი მოსახლეობას ხშირად ხვდება მაგრამ ანგარიშს არ აბარებს. ანგარიშს გამგებელი 6 თვეში ერთხელ წარუდგენს საკრებულოს.
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა, პრობლემურ საკითხად დაასახელეს მოსახლეობის არაინფორმირებულობა. მათი აზრით, ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო - რაც უფრო მეტი ეცოდინება მოსახლეობას საკუთარი უფლებებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, მით უფრო აქტიურად ჩაერთვება თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
საკრებულო
საჯაროობა. რუსთავის საკრებულოში აცხადებენ, რომ სხდომათა შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე, ხოლო სხდომამდე 2 დღით ადრე, ამავე დაფაზე თავსდება საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, სხდომებისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ადგილობრივ გაზეთშიც ქვეყნდება, მაგრამ რადგან გაზეთის გამოსვლა, მისი პერიოდულობიდან გამომდინარე, სხდომების ჩატარების თარიღს ყოველთვის არ ემთხვევა, ინფორმაციას შესაბამის დაფაზე ათავსებენ და რწმუნებულების მეშვეობით ატყობინებენ მოსახლეობას.
რაიონში მოქმედი მედიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაციას მათ მერიის პრესსამსახური აწვდის. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, პირადად მას, ისე როგორც რუსთავის მთელ მოსახლეობას, საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღთან და დღის წესრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიეწოდება. ფოკუს ჯგუფის ერთმა მონაწილემ შენიშნა, რომ რუსთავის საკრებულოს ვებ-გვერდზე ასეთი ინფორმაცია არ თავსდება, მათ არც პირადად უკავშირებიან ამის თაობაზე. დაინტერესებული პირი ინფორმაციის გასაგებად აუცილებლად საკრებულოში უნდა მივიდეს. მისი განცხადებით, ერთხელ ჰქონდათ სურვილი სხდომას ახალგაზრდები დასწრებოდნენ და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა შესაბამისი ინფორმაცია მოეპოვებინა. ერთი მონაწილე კი ადასტურებს, რომ საკრებულოს სხდომების შესახებ გაზეთშიც ქვეყნდება (თუკი გაზეთის გამოსვლა სხდომის თარიღს დაემთხვევა), საინფორმაციო დაფაზეც ხდება ინფორმაციის განთავსება და პირადი კავშირების საშუალებითაც იგებს.
სხდომების ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მათი პირდაპირი ტრანსლაცია არ ხდება, მაგრამ რუსთავის ტელეკომპანიის მეშვეობით რეგულარულად შუქდება ინფორმაცია საკრებულოს სხდომების მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, საამისოდ ტელევიზიას რუსთავის ბიუჯეტიდან თანხა აქვს გამოყოფილი.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა და მათ შესახებაც ისევე ვრცელდება ინფორმაცია, როგორც საკრებულოს სხდომების შესახებ. რაც შეეხება სხდომის ოქმების საჯაროობას, მისი განცხადებით, ოქმი საჯაროა და ყველას შეუძლია გაეცნოს, მოქალაქეები ძალიან ხშირად ითხოვენ სხდომის ოქმებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სასამართლოში თავიანთ უფლებებს იცავენ და საკრებულოს მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. ოქმების ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთ-ერთი ადასტურებს, რომ გამოთხოვის შემთხვევაში მას ყოველგვარი წინააღმდეგობისა და დაყოვნების გარეშე მიიღებ, რის გამოცდილებაც თავად აქვს - ოქმი მიუღია წერილობითი მოთხოვნის ან პირადი კონტაქტის საფუძველზე. ერთ მათგანს, მართალია, არ გამოუთხოვია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ პრობლემა არ შეექმნებოდა, ერთ მონაწილეს სხდომის ოქმები გამოთხოვილი და მიღებული აქვს სასამართლო დავის დროს, ხოლო ერთს არასოდეს გამოუთხოვია.
საჯარო ინფორმაციის მისაღებად, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მათ ხშირად მიმართავენ. მას ზუსტი სტატისტიკა არა აქვს, მაგრამ ასეთი განცხადებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რუსთავის საკრებულოდან მოქალაქეთათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების მხრივ არავითარი შეფერხება არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით ისეთ განცხადებებს, რომელთა ავტორებიც ვერ ახერხებენ მოთხოვნის ზუსტად ჩამოყალიბებას. მისი თქმით, საკრებულო აწარმოებს საჯარო ინფორმაციების რეესტრს. საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადებში გაცემის თაობაზე საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, მათი განცხადებით, ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს შექმნიათ, უფრო მეტიც, ხშირად ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიუღიათ. მონაწილეთაგან ერთი აღნიშნავს, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ინფორმაციის მიღება ნამდვილად პრობლემას წარმოადგენდა და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა - ინფორმაციის გამოთხოვისას მათ ეკითხებოდნენ, რატომ სჭირდებოდათ ესა თუ ის დოკუმენტი, ასევე აფერხებდნენ იმ მიზეზით, რომ განცხადება ბლანკზე არ იყო დაბეჭდილი და ა.შ. მისი განცხადებით, ახლა ეს საკითხი მოწესრიგებულია. რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხს, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო დაფისა და ტელევიზიის საშუალებით. ასევე სისტემატურად მზადდება და ვრცელდება ბროშურები, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხა. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ საქმეში მათ აქტიურად ეხმარებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის საკრებულოს ჰყავს საკმაოდ კარგი აპარატი, რომლისთვისაც საინფორმაციო ბიულეტენების დაბეჭდვა და გავრცელება ძნელი სულაც არ იქნებოდა, საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობის მიზნით, საკრებულო აღნიშნული ბროშურების და ბიულეტენების დამზადებას არასამთავრობო ორგანიზაციას უკვეთავს.
საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხზე ფოკუს ჯგუფის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ საკრებულო ამ ინფორმაციას თავისი ინიციატივით არ ავრცელებს, მაგრამ მოთხოვნის შემთხვევაში, დაბრკოლებას არავის შეუქმნის მის მისაღებად.
ჩართულობა. რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით არ მიუმართავთ - ამ კუთხით მოსახლეობა პასიურია. ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საკრებულოს ღია სხდომებს ყოველთვის ესწრებიან ადგილობრივი ტელეკომპანიის წარმომადგენლები და მათ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს სხდომებზე მედიის წარმომადგენელთა დასწრების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. რაც შეეხება მედიისათვის სხდომათა დარბაზში სპეციალური ადგილებით უზრუნველყოფას, ორი მონაწილე ამბობს, რომ ასეთი ადგილები გამოყოფილი არ არის, რადგან სხდომათა დარბაზის ფართობი არ იძლევა ამის საშუალებას.
რაც შეეხება სხდომებზე საკითხების განხილვაში საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, ფოკუს ჯგუფიდან ამის გამოცდილება არავის აქვს, ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქეები სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში ესწრებიან, თუ საკრებულოში მათთვის საინტერესო საკითხი იხილება, მაგრამ ამას ხშირი ხასიათი არ აქვს. ასეთ დროს ინიციატივას დამსწრე პირები იჩენენ.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხს საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებს. თუმცა, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას ამ საკითხზე მათთვის არ მიუმართავს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ მოსახლეობას საკრებულოსათვის არც რიგგარეშე და არც გამსვლელი სხდომების ჩატარება არ მოუთხოვია. გამსვლელი სხდომების მოწყობას საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, თუმცა ამაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს საკრებულოს წარმომადგენელი: რეგლამენტში ეს საკითხი იმიტომ არ არის გათვალისწინებული, რომ საკრებულოს არ სურს ამ სხდომის ჩატარების მოთხოვნისას, პროცენტული მონაცემებით შეზღუდოს ამომრჩეველი და დაუწესოს ბარიერი. იგი ფიქრობს, რომ ამომრჩეველთა 3 %25-ზე ნაკლებსაც უნდა ჰქონდეს გამსვლელი სხდომის ჩატარების მოთხოვნის უფლება და, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ასეთი განცხადებით ჯერ არ მიუმართავს, საკრებულო მზად არის მოაწყოს იგი.
საკრებულოს წარმომადგენელის განცხადებით, საკითხის საჯარო განხილვის მოთხოვნით მოქალაქეებს, თავიანთი ინტერესის სფეროდან გამომდინარე, საკრებულოსათვის მიუმართავთ, რასაც საკრებულოს მყისიერი თანხმობა მოჰყვა და მათთვის სასურველი საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო. ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მართალია „ღია კარის“ სხდომაარ არის რეგლამენტით გათვალისწინებული - ისევ და ისევ ფორმალობებისგან თავის არიდების მიზნით - მაგრამ აღნიშნული მექანიზმი საკრებულოში დანერგილია და წარმატებითაც ხორციელდება. ქვემო ქართლის ტელევიზიაში არსებობს რუბრიკა „ღია ეთერი“, სადაც მონაწილეობენ საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები და პირდაპირ ეთერში პასუხობენ მოქალაქეთა შეკითხვებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ამას ადასტურებენ, ხოლო „ღია კარის“ სხდომებია ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
რაც შეეხება საკრებულოს კომისიებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის საკითხს, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი სამუშაო ჯგუფები ყველა კომისიასთან არსებობს და მათში, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ჩართული არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები - ექიმები, პედაგოგები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, მსახიობები, სასულიერო პირები და ა.შ. საკრებულოს წარმომადგენლის ამ განცხადებას ადასტურებენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც.
რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა დადგენილი რაოდენობის მიერ ნორმატიული აქტის პროექტის ინიცირებას პეტიცის წესით. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სწორედ ახლა იხილება საკრებულოში და მალე გამოქვეყნდება საჯარო განხილვებისთვისაც, თუმცა, ამომრჩევლებს დღესაც რომ მიემართათ მსგავსი ინიციატივით, საკრებულო მათ პრობლემას არ შეუქმნიდა.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ მოქალაქეებთან შეხვედრის დრო დაწესებული აქვთ, თუმცა მოქალაქეებს მათთან შეხვედრა ნებისმიერ დროს შეუძლიათ (შენობაში არ არსებობს საშვთა სისტემა). გარდა ამისა, საკრებულოს წევრები, სამსახურის უფროსებთან ერთად, თვეში ერთხელ მაინც გადიან სხვადასხვა უბნებზე, ესაუბრებიან მოსახლეობას და იქვე პასუხობენ, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს მათ მიერ დასმული პრობლემები.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან ერთი ადასტურებს, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას ინტენსიურად ხვდებიან და ისმენენ მათ პრობლემებს. ერთ მონაწილეს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ერთი აცხადებს, რომ რუსთავის მოსახლეობისათვის საკრებულოს წევრთა პირადი ტელეფონები ცნობილია და შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათ. ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრთა მიდგომა ასეთია - საზოგადოება მოვიდეს, მოითხოვოს და ისინი უპასუხებენ. ისინი მოსახლეობას ადგილებზე მხოლოდ არჩევნების დროს ხვდებიან.
რაც შეეხება საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოსთან ურთიერთობაში დახმარებისათვის აპარატისადმი მოქალაქეთა მიმართვის საკითხს, ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ აპარატი მაქსიმალურად ეხმარება მათ საკრებულოს წევრებთან ურთიერთობაში, საჭირო მასალების მოპოვებასა და ინფორმაციის მოძიებაში.
რაც შეეხება საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობისათვის ანგარიშის მომზადებასა და ჩაბარებას, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ეს პრაქტიკა ახლა ინერგება და მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს. ამჟამადაც საკრებულოს წევრები სისტემატურად ხვდებიან ამომრჩევლებს და არაოფიციალურად აბარებენ კიდეც ანგარიშს თავიანთი საქმიანობის შესახებ. მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ერთხმად ასახელებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების არასაკმარის მონაწილეობას. მათი მოსაზრებით, საკრებულომ თავისი ინიციატივით უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა. მართალია, საკრებულოსთან ურთიერთობისას მოსახლეობას პრობლემები არ ექმნება, მაგრამ ისინი მოქალაქეებისაგან ელოდებიან ინიციატივას. მონაწილეებს ამის კონკრეტული მაგალითიც მოჰყავთ - რუსთავში მიმდინარეობს ძეგლების დემონტაჟი და მათი სხვა ადგილებზე გადატანა, რაც რუსთავის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდება. მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ სანამ ამ საქმიანობას დაიწყებდნენ, უნდა ეკითხათ რუსთავის მოსახლეობისათვის, ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს მათთვის რა უფრო პრიორიტეტულია - ძეგლების გადატანა თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარება.
მერია
საჯაროობა. რუსთავის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში და მერიის შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე. ბიუჯეტის პროექტის გავრცელებაში საკრებულოს დახმარებას უწევს ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საკრებულოს შეკვეთით ბეჭდავს და მოსახლეობას ურიგებს საინფორმაციო ბიულეტენებს. ამავე ორგანიზაციის ოფისში გასულ წელს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაც კი მოეწყო. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ერთი მათგანის განცხადებით, დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება.
მერიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა შემუშავებულია 2009 - 2013 წლებისათვის, ამ საქმეში ფინანსური დახმარება გაეროს განვითარების ფონდმა გაიღო. ფოკუს ჯგუფის მხოლოდ ორ მონაწილეს აქვს ეს ინფორმაცია - მათი თქმით, უცხოური დონორების მონაწილეობით შემუშავდა პროგრამა 2009-2013 წლებისათვის და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მისი საჯარო განხილვაც მოეწყო. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ პროგრამის საჯარო განხილვას. სწორედ მათი მოთხოვნა იყო, რომ ეს პროგრამა შემუშავებულიყო საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. თავდაპირველად პროგრამა ცალ-ცალკე იქნა განხილული საზოგადოების სხვადასხვა სექტორში (ბიზნესმენებთან, პედაგოგებთან, მეცნიერებთან, ექიმებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან), ხოლო შემდეგ საჯარო განხილვა მოეწყო ყველა მათგანის მონაწილეობით.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები საკმაოდ ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას, ზუსტი სტატისტიკა არა აქვს, მაგრამ მერიაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი და მას ერთ-ერთი თანამშრომელი კურირებს, მოქალაქეებს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდებათ, ამას კი ის ადასტურებს, რომ ვადებთან დაკავშირებით საჩივრები არ შემოსულა. მის ნათქვამს ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ეთანხმებიან, მათ არაერთხელ მიუმართავთ მერიისათვის ინფორმაციის მოთხოვნით და საჭირო ინფორმაცია ყოველთვის კანონით დადგენილ ვადებში, ზოგჯერ კი დაუყოვნებლივაც მიუღიათ.
რაც შეეხება მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაცია მზადდება და ვრცელდება სისტემატურად, ამ საქმეშიც მათ დახმარებას უწევს ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბეჭდავს და მოსახლეობას ურიგებს ბუკლეტებს და ბიულეტენებს, ინფორმაცია იბეჭდება ასევე ადგილობრივ გაზეთში.
საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენელი იმ პროექტის გამოქვეყნების შესახებ იხსენებს, რომელიც ეხებოდა რუსთავის ერთ-ერთი უბნის სავაჭრო-ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას.
ჩართულობა. რუსთავის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩართულია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები - ექიმები, პედაგოგები, მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნულ საკითხზე ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს ინფორმაცია არა აქვთ. მათ არ წარუდგენიათ შენიშვნები ბიუჯეტის პროექტის შესახებ და არც ის იციან, სხვა დაინტერესებულმა პირებმა წარადგინეს თუ არა თავიანთი შენიშვნები და წინადადებები. მერიის წარმომადგენელი მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს მრავალშვილიანი დედებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისაგან შემოვიდა წინადადება - ბიუჯეტის ფორმირებისას ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების კუთხით, ოპერაციებისა და მედიკამენტებისათვის მეტი თანხა გამოყოფილიყო, რასაც დაზღვევის პროგრამა არ ითვალისწინებს. ეს წინადადება ბიუჯეტის დამტკიცებამდე გადაეცა საკრებულოს, რომელმაც გაითვალისწინა იგი და რუსთავის 2009 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების თანხა გაიზარდა.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვებისას ასევე მიღებულ იქნა შენიშვნები საზოგადოების თითქმის ყველა სექტორიდან. გამოთქმული შენიშვნები მიეწოდა საკრებულოს და, ამგვარად, ეს პროგრამა უფრო კარგი და მისაღები გახდა რუსთავის მოსახლეობისათვის. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთაგან მხოლოდ ორი ესწრებოდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საჯარო განხილვას, მაგრამ შენიშვნები არ წარუდგენიათ, რადგან პროგრამა კარგად იყო შედგენილი. თუმცა იმავე შეხვედრაზე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა შენიშვნები წარადგინეს.
რაც შეეხება მოსახლეობისაგან წინადადებებისა და შენიშვნების მიღებას საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტებზე, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობა პასიური იყო და მათგან არავითარი შენიშვნა და წინადადება არ შემოსულა, იგი ფიქრობს, რომ მოსახლეობის პასიურობა ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდებამ გამოიწვია.
მერიის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, თარჯიმნის მოწვევა პრაქტიკულად არ დასჭირვებიათ.
ანგარიშვალდებულება. მერისა და მერიის სხვა თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ მოქალაქეების მიღების დრო დაწესებული აქვთ, თუმცა მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოსახლეობასთან შეხვედრა, უფრო მეტიც - მერია გასვლით შეხვედრებსაც სისტემატურად აწყობს. მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი აქვთ რწმუნებულებსაც, რეგულარულად ხვდებიან ხალხს და ისმენენ მათ პრობლემებს, შემდეგ კი ამ საკითხებს მერიაში წარმოადგენენ. პრობლემათა დიდი ნაწილი საყოფაცხოვრებო/მატერიალური დახმარების ხასიათისაა.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ერთხმად ადასტურებენ, რომ მერი მოსახლეობას სისტემატურად ხვდება, მუდმივი კონტაქტი აქვს მასთან. მათი თქმით, ხშირად ნახავთ, როცა მერი ქალაქის სხვადასხვა უბანში მოსახლეობას ესაუბრება. რაც შეეხება რწმუნებულების მოსახლეობასთან შეხვედრებს, ორ მონაწილეს ამაზე ინფორმაცია არა აქვს, ერთი მათგანი ადასტურებს მათ რეგულარულ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ხოლო მედიის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ხშირად უკავშირდებიან რწმუნებულებს, რადგან მათ თითქმის ყველა ოჯახის პრობლემა იციან.
რაც შეეხება მერის მიერ ანგარიშის წარდგენის საკითხს, მერიის წარმომადგენლისა და ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, მერს ჯერ არ შესრულებია ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან ერთი წელი და ამიტომ ანგარიში არ ჩაუბარებია მოსახლეობისათვის. საკრებულოს წინაშე კი, მერი 6 თვეში ერთხელ წარადგენს ანგარიშს.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, მონაწილეები პასუხობენ, რომ საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებისათვის მერიამ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს, რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას.
![]() |
4.3.11 3.3.11. შიდა ქართლი |
▲ზევით დაბრუნება |
გორის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. გორის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე. რაიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საინფორმაციო დაფის საშუალებით, ხოლო ერთი მონაწილე სხდომის თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდანაც იღებს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საჯაროა საკრებულოს ბიუროსა და კომისიების სხდომები. მათი ჩატარების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე თავსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს მათ. სხდომის ოქმების ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები ოქმის მიღებას გასულ წელს უფრო ითხოვდნენ, მიმდინარე წელს კი ამ მხრივ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურობენ. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ითხოვენ ინფორმაციას და მათი მოთხოვნები ყოველთვის კმაყოფილდება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების დადგენილი წესით გამოთხოვის შემთხვევაში სხდომის ოქმების მიღება შესაძლებელია.
გორის საკრებულოს რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის სხდომათა ტელევიზიით, რადიომაუწყებლობითა და ინტერნეტ საშუალებებით ტრანსლირების საკითხი, მაგრამ საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებას იყენებენ და ინფორმაციას გაზეთისა და ვებ-გვერდის მეშვეობითაც ავრცელებენ. მისი თქმით, საკრებულოს საქმიანობის შესახებაც ანალოგიურად ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ცნობით, საკრებულოდან ინფორმაციას ძირითადად გამოთხოვის საფუძველზე იღებენ, საკუთარი ინიციატივით კი საკრებულო იშვიათად აწვდის მათ ინფორმაციას, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ყოფილა.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეები მათ ხშირად მიმართავენ საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. საკრებულოში საჯარო ინფორმაციების რეესტრი იწარმოება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ინფორმაციის გამოთხოვის 28 განაცხადი იქნა შეტანილი, ხოლო წელს მათი რაოდენობა მეტია. გაცემის ვადებთან დაკავშირებით იგი ამბობს, რომ ინფორმაციას შეუფერხებლად გასცემენ და ამას ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ.
ჩართულობა. გორის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომებზე დასწრების მოთხოვნით მოქალაქეებს წერილობით არ მიუმართავთ. იგი აღნიშნავს, რომ სხდომები ისედაც ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათზე დასწრება. საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ ფოკუს ჯგუფს ძალზე მწირი ინფორმაცია აქვს, ხოლო დასწრებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ საინფორმაციო დაფაზე დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში, მოქალაქეები სხდომას ესწრებიან. მათი თქმით, სხდომას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებიც ესწრებიან, თუმცა დარბაზში მათთვის სპეციალური ადგილები გამოყოფილი არ არის.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა აღნიშნა, საკრებულოს კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენლებიც არიან მიწვეული. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიღებული აქვთ გორის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
„ღია კარის“ სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიუროს, კომისიის და საკრებულოს სხდომები საჯაროა, ამიტომ ყველა მსურველს შეუძლია მათზე დასწრება. ხშირად, მნიშვნელოვანი საკითხის განხვილვისას, საკრებულოს აპარატი თვითონ იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩევლებს საკრებულოსათვის რიგგარეშე და გამსვლელი სხდომების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში ამომრჩეველთა მიერ გამსვლელი სხდომის მოთხოვნის საკითხი გათვალისწინებული არ არის, საკრებულოში დაისვა საკითხი ასეთი სხდომის ჩატარების შესახებ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ადასტურებენ, რომ მოსახლეობისაგან გამსვლელი და რიგგარეშე სხდომების მოთხოვნის პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობას არც საკრებულოს მიერ მისაღები საკითხის საჯარო განხილვის მოწყობა მოუთხოვია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიურო მას განიხილავდა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოში ნორმატიული აქტის პეტიციის წესით ინიცირების საკითხთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია დააყენოს ეს საკითხი კომისიის სხდომაზე.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მოქალაქეების მიღების დრო ოფიციალურად აქვს დაწესებული, ხოლო დანარჩენი თანამდებობის პირები ყოველდღე ხვდებიან მოქალაქეებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხვდებიან, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და ამდენად, რაიმე პერიოდულობაზე ლაპარაკი რთულია.
მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, სადაც საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, ანგარიშის ჩაბარების მიზნით სპეციალური შეხვედრები არ ჩატარებულა.
მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს აპარატი მათ გარკვეულ დახმარებას უწევს საკრებულოს თანამდებობის პირებთან შეხვედრების ორგანიზებასა და მასალების მომზადებაში, ერთი მათგანი კი აზუსტებს, რომ საკრებულოსთან ურთიერთობას ძირითადად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხებად ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მიერ დასახელდა: მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა საკრებულოში განსახილველ საკითხებზე, საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საკუთარი ინიციატივით შეხვედრების ნაკლებობა, და ხალხის მიერ წამოყენებული პრობლემების საკრებულოს სხდომებზე დაყენებისა და მათ საქმიანობაში ასახვის აუცილებლობა.
გამგეობა
საჯაროობა. გორის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს ადგილობრივ პრესაში, კერძოდ, მუნიციპალურ გაზეთში აქვეყნებენ. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი და მის შესახებ კომისიების დასკვნები განხილვებამდე ქვეყნდება. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვები ხდება კომისიებში, რომლის სხდომები ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათზე დასწრება.
გამგეობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტიც არის გათვალისწინებული. 5 წლიანი პროგრამის შემუშავება, სავარაუდოდ, 4 თვეში დასრულდება. აღნიშნული პროგრამის გეგმაზე მუშაობა ახლა იწყება და შესაბამისად, მისი საჯარო განხილვა ჯერ ვერ მოეწყობა. პროგრამის შემუშავებაზე მათ დახმარებას უწევთ გაეროს განვითარების პროგრამა და ურბანული ინსტიტუტი. მის დამტკიცებამდე მოეწყობა საჯარო განხილვა.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროექტი არსებობდა, თუმცა მასში ბევრი ხარვეზი იყო, ამიტომაც დადგა ახალი პროგრამის შემუშავების საკითხი. მათი ინფორმაციით, გორის შემთხვევაში ევროკომისიამ განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება საკუთარ თავზე აიღო, ურბანული ინსტიტუტი არსებული გეგმების გადამუშავებას აპირებს, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა შიდა ქართლის ეკონომიკური პროგრამის შემუშავებას გეგმავს.
საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეებს გამოთხოვილ ინფორმაციას კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდიან, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში მას წერილობით თან ერთვის დაგვიანების მიზეზების სათანადო განმარტებები. როგორც იგი აღნიშნავს, ინფორმაციას უმეტესად სახალხო დამცველისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, მოქალაქეების აქტიურობა კი ამ მხრივ ძალიან დაბალია. მისი თქმით, საკრებულოში საჯარო ინფორმაციების რეესტრი იწარმოება, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია აპარატის უფროსი. რაც შეეხება სტატისტიკას, იგი წლის ბოლოს ჯამდება. 2008 წელს ინფორმაციის მოთხოვნის 28 განცხადება იყო შემოსული, წელს კი აქტივობა გაზრდილია. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისას საკრებულოს მიერ დადგენილი ვადები არ ირღვევა.
გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, რეგიონული რადიოს, ტელევიზიისა და პრესის, ასევე ცენტრალური სააგენტოების საშუალებით ხორციელდება.
საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებების პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამგეობა მათ არ აქვეყნებს, რადგან ამ საკითხს თავად საკრებულო აგვარებს.
ჩართულობა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს ესწრებიან ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები. ფოკუს ჯგუფის ინფორმაციით, საზოგადოება მეტ-ნაკლებად მონაწილეობს ბიუჯეტის პროექტის განხილვებში. სხდომებს ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ თავადაც აქვთ ამ სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება, თუმცა აღნიშნავენ, რომ „ფართო გაგებით საჯარო განხილვები არ ეწყობა“. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომისიის სხდომებსაც ესწრებიან.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტის შესახებ წერილობითი შენიშვნები და წინადადებები არ წარუდგენიათ. მისი თქმით, ურბანული ინსტიტუტის ინიციატივა იყო, რომ დაენერგა პროგრამული ბიუჯეტის ფორმა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამჟამად მიმდინარეობს ფორმატის შემუშავება, რომელიც გამგეობას საშუალებას მისცემს მომავალ წელს პროგრამული ბიუჯეტი წარმოადგინოს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები წერილობით არ შეუტანიათ, მაგრამ განხილვებისას მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინეს. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტზე შემოსული შენიშვნების, მის დამტკიცებამდე, საკრებულოსათვის გადაცემა ჩვეული პრაქტიკაა და სათანადო არგუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საკრებულო მათ ითვალისწინებს, რაც ასახულია კიდეც დამტკიცებულ ბიუჯეტში.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ადრე მომზადებული პროგრამის შემუშავებაში არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მონაწილეობდა, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ ახალი პროგრამის შემუშავებაშიც, დანარჩენ მონაწილეებს კი ანალოგიური გამოცდილება არ გააჩნიათ.
გორის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი მოქალაქეების მიმართვის შემთხვევაში, მათ ეხმარებიან კანცელარიის თანამშრომლები - ქართულად აწერინებენ განცხადებას და თარჯიმნობასაც უწევენ.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში სოფლებზე თანხები განაწილებულია ოჯახების რაოდენობის მიხედვით. რწმუნებულების მიერ ტერიტორიულ ერთეულებში ტარდება საჯარო შეხვედრები, სადაც მოსახლეობასთან ერთად, გამოყოფილი თანხის შესაბამისად, განისაზღვრება მოსაგვარებელი პრობლემების პრიორიტეტები. შეხვედრებისას შედგენილ იქნა ოქმები, რომლებსაც 50 - 150 მოქალაქე აწერს ხელს. სწორედ ამ ოქმების მიხედვით იღებს გამგეობა გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსებაზე.
პროგრამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც. ერთი მათგანი აცხადებს, რომ პროგრამის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ ჯერ არ მიუღია, ხოლო მეორეს მიაჩნია, რომ საეჭვოა მუნიციპალიტეტში იცოდნენ, თუ როგორ წარმართონ თანხები. მონაწილეთა განცხადებით, რწმუნებულები სოფლებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ესაუბრებიან, მოსახლეობის უმეტესობამ კი არ იცის რა თანხაზე და რის გაკეთებაზეა ლაპარაკი. ერთი მონაწილე ფიქრობს, რომ მოსახლეობას ხვდებიან, მაგრამ ეს ორგანიზებულად კი არ ხდება, არამედ სპონტანურად. თავად ფოკუს ჯგუფიდან რწმუნებულებთან პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შეხვედრებში მონაწილეობა არავის მიუღია, ერთი მათგანი კი აცხადებს, რომ ამის სურვილი არც აქვს, რადგან რწმუნებულები არაკომპეტენტურები არიან.
ანგარიშვალდებულება. გორის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელს მოქალაქეების მიღების დრო დაწესებული აქვს - ეს არის სამშაბათი. მასთან შესახვედრად მოქალაქემ წინასწარ უნდა მიმართოს აპარატს - რა საკითხზე სურს შეხვედრა, გაიაროს რეგისტრაცია. რაოდენობრივი შეზღუდვები მიღების დღეს არ არის. გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრების დრო ოფიციალურად დადგენილი არა აქვთ, ისინი მათ ყოველი სამუშაო დღის სამუშაო საათებში იღებენ. მისი განცხადებით, რწმუნებულები მოსახლეობას საჭიროების მიხედვით ხვდებიან, ხოლო მოსახლეობის პრობლემებს რეგულარულად (ყოველ ორშაბათს) წარადგენენ გამგეობაში, სადაც მათზე ხდება ოპერატიული რეაგირება.
ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განცხადებით, რწმუნებული მოსახლეობას საკუთარი ინიციატივით ხვდება, მეორე აღნიშნავს, რომ, მართალია ამ შეხვედრებს საჯარო ხასიათი არა აქვს, მაგრამ რწმუნებულები მოსახლეობას ხვდებიან, მაგალითად, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა პირველ რიგში რწმუნებულს აკითხავს.
გამგებლის მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი ანგარიშს მხოლოდ საკრებულოს აბარებს კანონით გათვალისწინებულ ვადებში. რადგან საკრებულო მოსახლეობის არჩეულია, მისი მოსაზრებით, საკრებულოსათვის ანგარიშის ჩაბარება მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარების ტოლფასია. ამ საკითხზე ცალკე მოსახლეობასთან შეხვედრა არ ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ. მათი თქმით, გამგებელი საანგარიშო შეხვედრებს მოსახლეობასთან არ ატარებს.
შეკითხვაზე - რას მიიჩნევენ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად, მონაწილეები პასუხობენ: თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებამ გეოგრაფიულად დააშორა მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ისიც კი არ შეუძლია, რომ ცენტრამდე ჩამოვიდეს. გამოდის, რომ სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობა ჩართული იყოს. მონაწილეთა მოსაზრებით, ეს სისტემაში არსებული პრობლემაა, თორემ თავად გამგეობის მუშაობა გამჭვირვალეა.
კასპის მუნიციპალიტეტი
საკრებულო
საჯაროობა. კასპის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ თავსდება საკრვბულოს შენობაში მდებარე საინფორმაციო დაფაზე, ამასთან იგი ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში „ახალი განთიადი“, რაიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ინფორმაციას პრესიდანაც იღებენ და უშუალოდ დეპუტატებისგანაც.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა - მათი დღის წესრიგის შესახებ განცხადება საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე თავსდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია სხდომებს დაესწროს. იგი აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომია საკრებულოს სხდომის ოქმებიც. მათი გამოთხოვის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებს საკრებულო დადგენილ ვადებში აკმაყოფილებს. ამ ინფორმაციას ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, მათი თქმით, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად სხდომის ოქმების მიღება თავისუფლად შესაძლებელია.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელი ამბობს, ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში, ასევე საინფორმაციო დაფაზე, გარდა ამისა, მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომია საკრებულოს თითოეული დადგენილება და ოქმი (თავსდება საინფორმაციო დაფაზე). ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა თქმით, საკრებულო ინფორმაციის მიწოდების მხრივ დიდ ინიციატივას არ იჩენს, მაგრამ დადგენილი წესით მოთხოვნისას, კანონით დადგენილი ვადები არ ირღვევა. როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, მოქალაქეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ხშირად მიმართავენ მათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით. გასულ წელს ინფორმაციის გამოთხოვის 36 განცხადება იქნა საკრებულოში შეტანილი. საკრებულოში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრიც.
რეგლამენტი არ ითვალისწინებს ტელევიზიით, რადიომაუწყებლობით ან ინტერნეტ საშუალებებით საკრებულოს სხდომების ტრანსლირებას, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, სხდომების პირდაპირ ეთერში ჩვენება პრაქტიკულადაც ვერ ხორციელდება, მაგრამ განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია რეგიონალური ტელეკომპანიის „თრიალეთის“ საშუალებით გადაიცემა, ასევე ქვეყნდება გაზეთებშიც.
ჩართულობა. კასპის საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით მოქალაქეთა მიმართვის შემთხვევაში, მათი განცხადებები ყოველთვის კმაყოფილდება - საკრებულოს სხდომა ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს მას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გამოთქვეს ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა - მათი თქმით, მოქალაქეები საკმაოდ პასიურობენ, თუმცა იყო შემთხვევა, როცა საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით კასპის ერთ-ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევის მიზნით განხილვა მოეწყო. რაც შეეხება მედიის წარმომადგენელთა დასწრებას, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი გაზეთის წარმომადგენელი ყველა სხდომას ესწრება, ჟურნალისტებისთვის დარბაზში სპეციალური ადგილებიც არის გამოყოფილი. მონაწილეთა ინფორმაციით, საკრებულოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.
საკრებულოს კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენელთა მიწვევის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები, საჭიროებისამებრ, განსაზღვრული ვადით იქმნება რაიმე კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და მათ შემადგენლობაში საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს ასეთ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ, თუმცა იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ სოფელში სასმელი წყლის სათავო ნაგეობობის მოწერიგების თაობაზე ადგილობრივი ჟურნალისტი და ექსპერტი მიიწვიეს.
საკრებულოში „ღია კარის“ სხდომის ჩატარებას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საჭიროდ არ მიაჩნია ამ საკითხის რეგლამენტში დარეგულირება, რადგან ორგანული კანონის თანახმად საკრებულოს სხდომა ღიაა და თითოეულ მოქალაქეს ისედაც აქვს მასზე დასწრების საშუალება.
რეგლამენტში გათვალისწინებულია ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის მოთხოვნით რიგგარეშე და გამსვლელი სხდომების ჩატარების საკითხები. საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასეთი სხდომების ჩატარების მოთხოვნით საზოგადოებას მათთვის არ მიუმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულო ასეთ მოთხოვნას აუცილებლად დააკმაყოფილებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ადასტურებენ, რომ მოსახლეობას გამსვლელი ან რიგგარეშე სხდომის ჩატარება საკრებულოსათვის არ მოუთხოვია, მათი ინფორმაციით, გამსვლელი სხდომები საერთოდაც არ ტარდება, მხოლოდ ერთი შემთხვევა შეიძლება დასახელდეს, როდესაც სარწყავი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით საკრებულოში შექმნილი ჯგუფი ადგილზე იყო გასული, თუმცა ეს არ იყო სხდომის ფორმატი.
საკრებულოს მიერ მოქალაქეთა მოთხოვნით კონკრეტული საკითხის საჯარო განხილვის მოწყობასთან დაკავშირებით, საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობამ საკრებულოს სიტყვიერი მოთხოვნით მიმართა ცემენტის ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურების აღკვეთის შესახებ, მოეწყო საჯარო განხილვა, შეიქმნა სამუშო ჯგუფი, რის შედეგადაც ქარხანაში უკვე მთავრდება ახალი ფილტრების დაყენების სამუშაოები. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების აზრით, მოსახლეობის მოთხოვნით საკითხის საჯარო განხილვის მოწყობის შედეგი იყო ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით კასპის ერთ-ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევა.
კასპის საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა განსაზღვრული რაოდენობის მიერ პეტიციის წესით საკრებულოში ნორმატიული აქტის პროექტის ინიცირების საკითხს. საკრებულოს წარმომადგენელი საჭიროდ არ მიიჩნევს აღნიშნული საკითხის რეგლამენტში გათვალისწინებას, რადგან იგი კანონმდებლობით ისედაც რეგულირებულია.
ანგარიშვალდებულება. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრებსა და სხვა თანამდებობის პირებს მოქალაქეებთან შეხვედრის დრო განსაზღვრული აქვთ. მისივე თქმით, საკრებულოს წევრები ამომრჩევლებს ანგარიშს წელიწადში ერთხელ აუცილებლად აბარებენ, ანგარიშის ჩაბარება არაპერიოდულ შეხვედრებზეც ხდება.
ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, საკრებულოს წევრები მოსახლეობას საჭიროებიდან გამომდინარე ხვდებიან, ხოლო მონაწილეთა უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი მოქალაქეებს პერიოდულად ხვდებიან, მაგალითად, ასეთი შეხვედრები შედგა სკოლაში პედაგოგებთან, აგრეთვე დევნილებთან, შეხვედრა მოეწყო კონკრეტულ საკითხზეც - სარწყავი არხის გაყვანასთან დაკავშირებით. გარკვეულ საკითხებზე შეხვედრების დროს ანგარიშის ჩაბარებაც ხდება. ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საკრებულოს აპარატი მოსახლეობას ეხმარება საკრებულოსთან ურთიერთობაში, საჭირო შეხვედრების ორგანიზებისა და მასალების მომზადების საქმეში.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში ფოკუს ჯგუფის მონაწილეები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ საკრებულოს საქმიანობის შესახებ მოსახლეობის არაინფორმირებულობას. მათი მოსაზრებით, მხოლოდ გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნება საკმარისი არ არის, საჭიროა სხვა უფრო ეფექტური საშუალების გამონახვაც, რათა მოსახლეობამ პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, ხალხმა ბევრად უფრო მეტი უნდა იცოდეს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ.
გამგეობა
საჯაროობა. კასპის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი, აგრეთვე ბიუჯეტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ქვეყნდება მუნიციპალურ გაზეთში „ახალი განთიადი“. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი და კომისიების დასკვნები განხილვებამდე არ ქვეყნდება. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ეწყობა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელიც საჯაროა და ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელია მასზე დასწრება.
თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტი, გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, არ არის შემუშავებული, რადგან ამ ეტაპზე გამგეობის მთელი ყურადღება და ფინანსები მიმართულია დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად. მისივე განცხადებით, როგორც კი დოკუმენტის პროექტი შემუშავდება, იგი აუცილებლად გამოქვეყნდება ადგილობრივ პრესაში. როგორც ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, „პროგრამა შეიმუშვა ერთერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. იგი გამიცა კიდეც და წიგნი ბიბლიოთეკაშიც დევს“.
საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკრებულოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივი გაზეთის საშუალებით.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაცია გამგეობის საქმიანობის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში და სამხარეო ადმინისტრაციის დახმარებით თავსდება ვებ-გვერდზე. მისი თქმით, გამგეობაში იწარმოება საჯარო ინფორმაციების რეესტრი. მოქალაქეები ინფორმაციას დადგენილი წესით, განცხადების საფუძველზე ითხოვენ, და მას განსაზღვრულ ვადაშიც იღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა გამგეობას მსგავსი მოთხოვნით გასულ წელს შედარებით აქტიურად მიმართავდა. ფოკუს ჯგუფის ერთი მონაწილის განმარტებით, დადგენილი ვადები ინფორმაციის გამოთხოვისას არასოდეს ირღვევა, ხოლო მეორე ამბობს, რომ ვადები არ ირღვევა, მაგრამ დაგვიანების შემთხვევაში, გამგეობა იძლევა წერილობით განმარტებებს.
ჩართულობა. კასპის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში, საკრებულოს წევრების გარდა, მონაწილეობენ გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. რაც შეეხება მოქალაქეთა მონაწილეობას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სხდომაზე დასწრება, რადგან არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ჩართული ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში და გამონაკლისი შემთხვევების გარდა (მაგალითად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა), სხდომებში მონაწილეობას არ იღებს.
საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებს შენიშვნები წერილობით არ წარუდგენიათ. განხილვისას როგორც საჯარო მოხელეები, ასევე მოქალაქეები ზეპირად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს, წერილობითი წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამგეობაში არ შესულა. მიუხედავად ამისა, ზეპირად გამოთქმული შენიშვნებიც გადაეცემა საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე და მათი ადეკვატურობის შემთხვევაში საკრებულო მათ ითვალისწინებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები და წინადადებები არ წარუდგენიათ.
გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა არ შემუშავებულა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები კი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტის შემუშავებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშვებულ პროექტში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.
კითხვაზე - საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლებს შეუტანიათ თუ არა მათთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები, გამგეობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ასეთი შენიშვნები და წინადადებები არ შემოსულა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე წელს მოსახლეობა ნაკლებად აქტიურია - 2008 წელს გამგეობაში შესული იყო დაახლოებით 30-35 ასეთი მოთხოვნა.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რწმუნებულებმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს ყველა სოფელში, მოისმინეს მათი პრობლემები და შემდეგ მათ შესახებ აცნობეს გამგეობას. კასპის გაზეთის ყველა ნომერში ქვეყნდება მასალები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ. რწმუნებული ადგილობრივ საჭიროებებს მოსახლეობასთან შეხვედრების გზით იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ რწმუნებული ადგილობრივი მაცხოვრებელია და თვითონაც კარგად იცნობს მოსახლეობის პრობლემებს, საბოლოო დასკვნის გამოტანამდე შეხვედრებს მაინც ატარებს. მუნიციპალიტეტი პროგრამას ახორციელებს ყველა ტერიტორიულ ერთეულში, შერჩევის გარეშე.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა განცხადებით, მოსახლეობას ამ პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს - მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სხვ. მოსახლეობასთან შეხვედრები პროგრამის ფარგლებში ყველა რწმუნებულმა გამართა და მათთან ერთად შეირჩა პრიორიტეტები. თავად ფოკუს ჯგუფის მონაწილეებიც ესწრებოდნენ რწმუნებულთან პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოწყობილ შეხვედრებს.
კასპის გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული არ არის არაქართულენოვან მოქალაქეთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხი. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, არაქართველი მოსახლეობა კარგად ფლობს სახელმწიფო ენას და თარჯიმნის მომსახურებას არ საჭიროებენ.
ანგარიშვალდებულება. კასპის გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებლისა და მისი მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების დღეები და საათები ოფიციალურად დადგენილია, ხოლო სამსახურების უფროსები მოსახლეობას ყოველდღე შეუზღუდავად იღებენ. მისი თქმით, მოსახლეობას რწმუნებულებიც ხვდებიან და მათ პრობლემებს გამგეობაში გადასაჭრელად წარმოადგენენ. პრობლემები ძირითადად სოციალური ხასიათისაა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გამგებელი მოსახლეობას მხოლოდ არჩევნების წინ ხვდება, ხოლო რწმუნებულები ხალხს სისტემატურად ხვდებიან და რითაც შეუძლიათ ეხმარებიან მათ.
რაც შეეხება გამგებლის მიერ ანგარიშის ჩაბარების საკითხს, გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგებელი საკრებულოს, ისევე როგორც მოსახლეობას, ანგარიშს აბარებს წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის ბოლოს. მათთვის, ვინც მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას ვერ ესწრება, გამგებლის გადაწყვეტილებით გამგეობის საქმიანობის შესახებ მზადდება ვიზუალური მასალა ლიფლეტის სახით.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საქმეში პრობლემურ საკითხად ასახელებენ გამგეობის მიერ საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობას - გამგეობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობაზე უკეთ იცის მათი პრობლემები. ასეთი დამოკიდებულება კი განსაკუთრებით ბიუჯეტზე მუშაობისას ვლინდება.
![]() |
5 ნაწილი IV. დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველობის გაუჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობა (ბოლო ორი წლის მონაცემები) |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის მეოთხე კომპონენტში შესწავლილ იქნა თვითმმართველობის სფეროში მომუშავე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, რათა დაგვედგინა რა სახის ინტერვენცია განხორციელდა ბოლო ორი წლის მანძილზე საკვლევ სფეროში.
თავდაპირველად ვგეგმავდით თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის კუთხით განხორციელებული პროექტების შესწავლას, მაგრამ როგორც მოძიებულმა მასალამ ცხადყო, ამ სფეროს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტების უმეტესობის ერთ-ერთი კომპონენტია გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა. შესაბამისად, შესწავლის კუთხე გაფართოვდა და მოიცვა ბოლო ორი წლის მანძილზე თვითმმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები.
განხორციელებული/მიმდინარე პროექტების აღწერილობების მოძიების მიზნით სხვადასხვა წყაროს საშუალებით გავავრცელეთ ინფორმაცია. ჩატარდა ინტერვიუები როგორც დონორ, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ინფორმაციის ნაწილი თავად დონორმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს. ინფორმაცია მოვიპოვეთ სულ 109 პროექტის შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, მოვიძიეთ ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები, მათი ნაწილი 2004, 2005, 2006 წლებშია დაწყებული, თუმცა აქტივობები 2007, 2008 წლებამდე გრძელდებოდა, ან დღემდე გრძელდება. პროექტების უმეტესობის აქტივობა 2007, 2008 წლებში იწყება და სრულდება. ნაწილის აქტივობა 2009, 2010 წლამდე გრძელდება. ქვემოთ შეხვდებით ისეთებსაც, რომელთა აქტივობა დაიწყო 2009 წელს, რის გამოც ეს პროექტები შესწავლის არეალს სცილდება. მათი რაოდენობა მცირეა და გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა. ერთად თავმოყრილი მასალა უკეთ წარმოაჩენს დონორი ორგანიზაციების მხრიდან პროექტების დაგეგმვის თანმიმდევრულობას და ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს - მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს.
ჩვენი ვარაუდით, ქვემოთ მოყვანილი პროექტების ერთობლიობა, ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების 90-95%25-ს უნდა წარმოადგენდეს5.
პროექტების ერთობლიობამ გამოკვეთა:
თვითმმართველობის კუთხით ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების თემატიკა;
თვითმმართველობის კუთხით ბოლო ორი წლის მანძილზე მომუშავე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები;
თვითმმართველობის კუთხით ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების რეგიონალური სურათი.
ჩვენ ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, პროექტები პირობითად რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დავყოთ: პროექტები, რომლებიც საქართველოს ყველა, ან ცალკეული რეგიონის, თვითმმართველი ერთეულის ინსტიტიციონალური, ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული (ასეთი პროექტები მოიცავს ეკონომიკური განვითარების გეგმების, მომსახურების, მართვის სტრუქტურის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობას), ასევე გვხვდება ადმინისტრაციული რეფორმის ან ადგილობრივი რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი პროექტები. ნაწილი მოიცავს ადგილობრივი თემის განვითარების, ან ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას. მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, თანამონაწილეობის კომპონენტებსაც შეიცავს.
მოკვლეულ მასალებში გვხვდება უშუალოდ ინფორმირების, ჩართულობის, თანამონაწილეობის პროცესის გაუმჯობესების, ხელშემწყობი. ასევე უნარების, კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული პროექტები, რაც გულისხმობს როგორც სატრენინგო კურსს, ასევე გაცნობითი, საინფორმაციო, სასწავლო ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალურ სამსახურებში. დაბოლოს, გამოცემები და კვლევითი ხასიათის პროექტები, რომლებიც სწავლობენ როგორც რეგიონის საჭიროებებს, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის, საჯაროობის ხარისხს და სხვ.
როგორც კვლევამ აჩვენა ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითმმართველობის სფეროში მუშაობდნენ და კვლავაც აგრძელებენ მუშაობას ისეთი დონორი ორგანიზაციები როგორებიცაა:
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში (1) 6;
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) (2);
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC) (1):
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ასოციაცია (1);
ბრიტანეთის საბჭო (British Counsil) (1):
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) (22);
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) (3);
ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (1);
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID) (2);
Adam Smith international (1);
ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი (1):
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია - ოქსფამი (OXFAM) (1);
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში (1);
ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი (3);
ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია (3);
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (12);
ევროკომისია (EC) (11);
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) (5);
ფონდი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) (2);
ლატვიის ტექნიკური უნივერსიტეტი (1);
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (1);
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო (1):
მარშალის ფონდი (German Marshall Fund) (1);
ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარებისათვის (novib) (1);
ეკლესიის განვითარების სააგენტო (EED) (2);
ნიდერლანდების ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია (1);
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (7);
ფონდი „რიტა“ (2);
ურბანული ინსტიტუტი (4);
ფრიდრიხ ებერტის ფონდი (1) ;
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (16);
შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) (2);
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) (3).
კვლევამ გამოავლინა ადგილობრივი დონორებიც - ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები - რომლებმაც თვითმმართველობის კუთხით განხორციელებული პროექტები თუ ღონისძიებები დააფინანსეს, მაგალითად (ფრჩხილებში მითითებულია პროექტების რაოდენობა):
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო (1);
ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები (1);
ასოციაცია კივიტას-გეორგიკა (1);
რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა (2);
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (1).
როგორც ვხედავთ, თვითმმართველობის კუთხით განხორციელებულ პროექტებს საკმაოდ ბევრი დონორი ორგანიზაცია აფინანსებს. დონორთა სიმრავლე და პროექტების რაოდენობა თითქოს ქმნის ისეთ სურათს, რომ დონორთა მხოლოდ მცირე ნაწილია ამ სფეროზე მუდმივად ორიენტირებული. ქვემოთმოყვანილი პროექტების აღწერისას ჩანს, რომ ბევრ დონორ ორგანიზაციას თითო პროექტი აქვს დაფინანსებული. ამავე მონაცემების მიხედვით, მათი ნაწილი სტაბილურად მუშაობს თვითმმართველობის სფეროს გაუმჯობესებისთვის. ამ სფეროში ყველაზე მეტი პროექტი დააფინანსეს: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ, ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა. ევროკომისიამ. ამ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები იმის ნახევარზე მეტია, რისი მოძიებაც ჩვენ შევძელით. თუმცა, რაოდენობრივი მონაცემის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის ხანგრძლივობას. არის პროექტები, რომელებიც 3, 4, 5 წლის განმავლობაში ხორციელდება. მაგალითად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მონაცემების მიხედვით, უშუალოდ ორი პროექტი აქვს დაფინანსებული, რომელთა ხანგრძლივობა 4-5 წელია. გრძელვადიანი პროექტები აქვს დაფინანსებული ავსტრიის განვითარების, თანამშრომლობის და აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის ორგანიზაციას, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტს, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს. ასევე მნიშვნელოვანია, რა არეალს მოიცავს პროექტი - მთლიანად საქართველოს, რამდენიმე რეგიონს, თუ რამდენიმე თვითმმართველ ერთეულს.
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ნაწილი იშვიათად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში თავად გვევლინება პროექტის ერთადერთ ან პროექტების განმახორციელებელ ერთადერთ ან ერთ-ერთ ორგანიზაციად. მაგალითად ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოება, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, ურბანული ინსტიტუტი, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვ.
მოძიებული მონაცემები ცხადყოფს, რომ საკმაოდ მრავალფეროვანია იმ ორგანიზაციათა ნუსხაც, რომლებიც თვითმმართველობის კუთხით პროექტებს ახორციელებენ (ფრჩხილებში მითითებულია განხორციელებული პროექტების რაოდენობა) 7. ესენია;
ახალი თაობა - ახალი ინიციატივა (1);
ურბანული ინსტიტუტი (1);
CHF -საერთაშორისო-საქართველო (1);
ასოციაცია კივიტას-გეორგიკა (8);
ქეა-ავსტრია (1);
ქეა-კავკასია (3)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (1);
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო (3);
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია (9);
ქუთაისის საკრებულო (1);
სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ (2);
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) (9);
ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (5);
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) (2);
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (4 );
საქართველოს მედია ინიციატივების ინსტიტუტი (1);
დინამიკური ფსიქოლოგია დემოკრატიისა და განვითარებისათვის (1);
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (2);
კავშირი სიღნაღი -2002 (1);
ლაგოდეხის საინფორმაციო ცენტრი (1);
თერჯოლის სამოქალაქო კულტურის ცენტრი (1);
რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (2);
ახალციხის მუნიციპალიტეტი (1);
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (1);
სიღნაღის მუნიციპალიტეტი (1);
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (1);
თერჯოლის მუნიციპალიტეტი (1);
სოციოლოგები - ანა ჭელიძე, თამარ ჩარკვიანი (1);
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (3);
საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია (1);
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (1);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (4);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (1);
ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი (3);
გაზეთი „რეზონანსი“ (1);
ფონდი კონსტანტა (1);
საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია (1);
დავების გადაწყვეტის კავკასიური ინსტიტუტი (1);
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა (1);
გაზეთი „კახეთის ხმა“ (1);
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (1);
გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ (1);
ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (3);
გურიის სამაუწყებლო კომპანია „გურია“ (1);
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (1);
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (2 );
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა (1);
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (6);
დემოკრატიულ მესხთა კავშირი (1);
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის განვითარების ასოციაცია (3);
საერთაშორისო გამჭვირვალობა - ლატვია (1);
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (4);
გარდაბნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდი (1);
მარნეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდი (1);
ევროკომისია (EC) (2);
ქვემო ქართლის გუბერნატორის ოფისი (1);
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) (2);
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) (4);
ასოციაცია „ღია საზოგადოება - ახალი ქუთაისი“ (2);
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (4);
გურიის აგრობიზნეს ცენტრი (2);
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (2);
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“(1);
სათემო კავშირი „ქედლები” (1);
სათემო კავშირი „გვანცა“(1);
სათემო კავშირი მაჭახელა“(1);
სათემო კავშირი „ჩაისუბანი“(1);
ახალგაზრდული ცენტრი „სპექტრი“ (1);
საერთაშორისო ინიციატივების ბიურო (კრაკოვი, პოლონეთი) (1);
ფონდი „სხვა განზომილება“ (პოლონეთი) (1);
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (2);
ჩეხურ-სლოვაკურ-პოლონური სოლიდარობის ფონდი (1);
ქალაქ კრაშნიკის მერია (1);
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ფონდი (ლუბლიანა) (1);
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (1);
პოლონეთის ქალაქ გოსტინის მუნიციპალიტეტი (1);
არასამთავრობო ორგანიზაცია „პალგა“ (პოლონეთი) (1);
არასამთავრობო ორგანიზაცია „ედუკატორი“ (პოლონეთი) (1);
რუსთავის საინფორმაციო ცენტრი (1);
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (1);
ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია „ასა (1);
ახალი სამოქალაქო აზროვნება პლუსი (1);
გაზეთი „სარკმელი საქართველოსი“ (1);
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (1);
საქართველოს გაეროს ასოციაცია (1);
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (4);
საჯარო სამსახურში სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების იმერეთის რეგიონული ცენტრი (1);
ზესტაფონის საინფორმაციო ცენტრი (1);
გორის საინფორმაციო ცენტრი (1);
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება(1);
ფონდი - აფხაზინტერკონტი (1);
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (1);
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (1);
საქართველოს ტურისტული სააგენტოების ასოციაცია (1).
მოძიებულ პროექტებს შორის არის ისეთი აქტივობა, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა რეგიონს ეხება, ლაპარაკია იმ პროექტებზე, რომლებიც რეფორმების, ინსტიტუციონალური ან ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, კვლევებს, გამოცემებს ითვალისწინებს. ასეთია მოძიებული პროექტების ნახევარზე ნაკლები (40). რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს (69), ზოგი ერთ მუნიციპალიტეტს, რეგიონს მოიცავს, ზოგი კი რამდენიმე თვითმმართველ ერთეულს, რეგიონს. ასეთ შემთხვევაში ერთი პროექტის აქტივობები სხვადასხვა თვითმმართველ ერთეულში და რეგიონებში ხორციელდება.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოს თითოეულ რეგიონში რამდენიმე პროექტი ან პროექტის ცალკეული აქტივობა მაინც არის განხორციელებული, ვგულისხმობთ როგორც რეგიონალურ, ასევე თვითმმართველი ერთეულის მასშტაბს. მოძიებულ მასალებს შორის გვხვდება პროექტები, რომელთა განხორციელების ადგილად მითითებულია კონკრეტული რეგიონი ან რეგიონები, ნაწილში მითითებულია თვითმმართველი ერთეული ან თვითმმართველი ერთეულები. ყველა პროექტის და მათი ცალკეული აქტივობების „დაშლა“ თვითმმართველი ერთეულის დონეზე ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ გთავაზობთ პროექტების და მათი ცალკეული აქტივობების რეგიონალურ სურათს:
ქვემო ქართლი - 20;
შიდა ქართლი - 14;
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 9;
იმერეთი - 23;
კახეთი - 21;
მცხეთა-მთიანეთი - 4;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3;
აჭარა - 14;
გურია - 23;
სამცხე-ჯავახეთი - 25.
რაც შეეხება თბილისს, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე სამი პროექტი განხორციელდა.
დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდული საკრებულო
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ახალი თაობა - ახალი ინიციატივა
პროექტის მიზანი: ახალციხეში, თელავსა და მარნეულში საკრებულოების მოდელის „ახალგაზრდული საკრებულოების“ შექმნა. ისინი იმუშავებენ რაიონის საკრებულოს საქმიანობის პარალელურად, მოახდენენ რაიონში არსებული პრობლემატიკის ანალიზს, წამოაყენებენ ახალ იდეებს, ინიციატივებს, დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს. ასევე ჩაერთვებიან რაიონის საკრებულოს პროგრამებში და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას რაიონის საკრებულოს და საკუთარი საქმიანობის შესახებ.
პროექტის შედეგი: ამ ეტაპისთვის შეირჩნენ პროექტის მონაწილეები. მოსალოდნელი შედეგი - ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი ჩაერთონ საკუთარი რაიონის მართვაში; წარმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, წამოაყენონ საკუთარი იდეები, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის სახელწოდება: საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში (CELD)
პროექტის განხორციელების ვადა: 2004-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ურბანული ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: საზოგადოებაზე დამყარებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, ფინანსური მენეჯმენტის, მომსახურების გაუმჯობესების, სამოქალაქო განათლების, ახალგაზრდობის, ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ შეიცვალა პროექტის პრიორიტეტები და გაგრძელდა იმ თვითმმართველ ერთეყლებში, რომლებსაც კონფლიქტი შეეხო.
პროექტის შედეგი: ფინანსური მენეჯმენტის ხელშემწყობი პროგრამა განხორციელდა 57 მუნიციპალიტეტში, დაინერგა პროგრამული ბიუჯეტები, საბიუჯეტო განხილვებში (საჯარო მოსმენები, კომენტარების მიწოდება, მათი გათვალისწინება) ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა. პროგრამაში მონაწილე მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები აღიჭურვა ტექნიკით, შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღნიშნული პროგრამა გრძელდება 14 მუნიციპალიტეტში. მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა 54 მუნიციპალიტეტში განხორციელდა - ამჟამად 12 მუნიციპალიტეტში გრძელდება. აღნიშნულმა პროგრამამ ხელი შეუწყო მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას, ამ მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივ მუშაობას. საზოგადოებაზე დამყარებული ეკონომიკური განვითარების პროგრამა განხორციელდა 30 მუნიციპალიტეტში (2008 წლის სექტემბრიდან გრძელდება 11 მუნიციპალიტეტში). ეკონომიკური გეგმების შემუშავებაში უშუალოდ ჩართული იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები. სამი ძირითადი პროგრამის გარდა პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო, მენეჯმენტის, თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები. შეიქმნა შემდეგი სახელმძღვანელოები: საერთაშორისო ფონდები (გზამკვლევი), ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო სისტემა (ბროშურა), თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ (ბროშურა), მოქალაქეთა ინფორმირება (ბროშურა), მოქალაქეთა საკონსულტაციო საბჭოს ფორმირება (ბუკლეტი), როგორ მოვაწყოთ სამოქალაქო განხილვები (ბუკლეტი), ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები (ბუკლეტი), ლობირება (გზამკვლევი), მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება (გზამკვლევი), პროგრამული ბიუჯეტი (გზამკვლევი), თანამედროვე ქალაქის ურბანული განვითარება.
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის სახელწოდება: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2004-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: CHF-საერთაშორისო-საქართველო, პარტნიორი ასოციაცია კივიტას-გეორგიკა
პროექტის მიზანი: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის მონაწილეობითი პრინციპით ჩამოყალიბებას, რათა გაძლიერდეს დიალოგი სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, გაუმჯობესდეს ინსტიტუციური შესაძლებლობა და ხელი შეეწყოს სიცოცხილისუნარიან ეკონომიკურ განვითარებას მუნიციპალიტეტის დონეზე. მრჩეველთა ჯგუფებისა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
პროექტის შედეგი: მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა მრჩეველთა ჯგუფები, ასევე სამუშაო ჯგუფები. პროექტი ეკონომიკური განვითარების გეგმების შედგენაში დაეხმარა 20 მუნიციპალიტეტს - გურიის (ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი), იმერეთის (თერჯოლა, ხონი, ზესტაფონი, ხარაგაული, ბაღდათი, წყალტუბო, ვანი, სამტრედია), სამცხე-ჯავახეთის (ნინოწმინდა), შიდა ქართლისა (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) და მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ახალგორი). ზემოთ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების გეგმები იხილეთ ვებ-გვერდზე: www.chf.ge.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC)
დონორი: ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC)
პროექტის სახელწოდება: სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქეა-ავსტრია, ქეა-კავკასია, პარტნიორები - სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ასოციაცია კივიტას-გეორგიკა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პროექტის მიზანი: ქვემო ქართლსა (გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა) და სამცხე-ჯავახეთში (ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ადიგენი) სოფლის ასოციაციების გაძლიერება. მათი (სამიზნე 16 სოფლის ასოციაცია) შესაძლებლობის გაზრდა ასოციაციის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისა და მართვის სტრუქტურის გაუმჯობესების გზით. რაიონული თვითმმართველობის, ცენტრალური სახელისუფლო ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმირების გზით სოფლის მოსახლეობის უფლებების და საჭიროებების, საქმიანობაში მათი ჩართვის აუცილებლობის წარმოჩენა.
პროექტის შედეგი: ჩატარდა ტრენინგები: 1. სოფლის ასოციაციის წარმომადგენლებისათვის (თვითმმართველობის კომპეტენციები; ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირება; მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესებში; თანხების მოძიება; კანონმდებლობა; ქართული ენის კურსები; საბუღალტრო კურსები), 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის (თვითმმართველობის კომპეტენციები; ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირება; მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესებში; კანონმდებლობა). სოფლის ასოციაციების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა სხვადასხვა პიარ-კამპანიების გზით. პროექტის ფარგლებში თვითმმართველობისა და სოფლის ასოციაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ბიუჯეტის პროექტის ერთობლივად შემუშავებისთვის. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროექტის ვებ-გვერდი - www.ruralassociation.ge, გამოიცა სხვადასხვა ბროშურები უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე ჩატარდა და გამოიცა ანალიტიკური კვლევა: ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკა სამცხე-ჯათახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში (www.ruralassociation.ge,)
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო
დონორი: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო
პროექტის სახელწოდება: ევროპული ადგილობრივი დემოკრატიის კვირეული
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ქუთაისის საკრებულო
პროექტის მიზანი: კვირეული ევროპული ღონისძიებაა და ხელს უწყობს დემოკრატიული თანამონაწილეობის იდეის განვითარებას. მასში მონაწილეობენ ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის შედეგი: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქუთაისის სკოლის მოსწავლეთა სტუმრობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ასოციაცია
დონორი: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლები პროექტის
განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო
პროექტის მიზანი: იმერეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისათვის სწავლებების ჩატარება საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ურთიერთობას საზოგადოებასთან.
პროექტის შედეგი: სემინარები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, მედიის წარმომადგენლებისთვის, ახლადარჩეული სკოლის დირექტორებისათვის.
ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები
დონორი: ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები
პროექტის სახელწოდება: პროექტის განაცხადის წერა, ფინანსების მოძიება პროექტის
განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური
განვითარების სააგენტო პროექტის მიზანი: პროექტის შედგენისა და ფინანსების მოძიების უნარების განვითარება.
პროექტის შედეგი: ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტრენინგები პროექტების წერისა და ფინანსების მოძიების საკითხებზე. მომზადდა პროექტის განაცხადები დონორ ორგანიზაციებში წარსადგენად.
Adam Smith international,
დონორი: დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), Adam Smith international, ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი
პროექტის სახელწოდება: რეგიონული ბიუჯეტი.
(დეტალები იხ. დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ქვეთავში).
ბრიტანეთის საბჭო (British Counsil)
დონორი: ბრიტანეთის საბჭო (British Counsil)
პროექტის სახელწოდება: ცხელი ხაზი პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“
პროექტის მიზანი: კახეთის რეგიონის თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობა, თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის ხელშეწყობა ინფორმირების გზით. ამ მიზნით ეთერში გადაიცემა თოქ-შოუ „ცხელი ხაზი“ (კვირაში ერთხელ).
პროექტის შედეგი: ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ამ ეტაპისთვის მომზადდა 24 რადიო-გადაცემა.
ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი
დონორი: დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), Adam Smith international, ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი
პროექტის სახელწოდება: რეგიონული ბიუჯეტი.
(დეტალები იხ. დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ქვეთავში).
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ახლადმიღებული კანონის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ტრენინგები
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის კანონის მიღების შემდგომ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის და თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგები/ახალი კანონის გაცნობა.
პროექტის შედეგი: აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლეს თვითმმართველი ყველა ერთეულის და სამხარეო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა. გამოიცა და გავრცელდა აღნიშნული კანონის კომენტარები.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: საინფორმაციო ვიზიტი პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (გტზ)
პროექტის მიზანი: ზედამხედველობის სამსახურების მუშაობის გამოცდილების გაცნობის მიზნით საინფორმაციო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
პროექტის შედეგი: საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის გამოცდილებას გაეცნენ ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: ტრენინგების ციკლი - საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე, გზამკვლევი - ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენა, განხორციელება, მონიტორინგი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის მიზანი: საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა ტრენინგი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლებისათვის.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობის მიმართულებით მომუშავე სასწავლებლებისა და სასწავლო პროგრამების კვლევა
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
პროექტის მიზანი: თვითმმართველობის განხრით მომუშავე სასწავლო დაწესებულებების შესწავლა/შეფასება. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, სასწავლო ტრენინგ-ცენტრების შესაბამისი კურიკულუმების ადეკვატურობა ადგილობრივ საჭიროებებთან.
პროექტის შედეგი: შესწავლილ იქნა საქართველოში თვითმმართველობის განხრით მომუშავე სასწავლო დაწესებულებებისა და სასწავლო-ცენტრების კურიკულუმები.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციები
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
პროექტის მიზანი: ტრენინგი სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ამ უწყებების კომპეტენციებისა და ფუნქციების გამიჯვნის შესახებ.
პროექტის შედეგი: ჩატარდა ტრენინგი სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესახებ ამავე უწყებების წარმომადგენლებისათვის.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: სოციალური ვიდეო-რგოლი ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრი
პროექტის მიზანი: სარეკლამო რგოლის საშუალებით მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ბიუჯეტების მნიშვნელობის, დაგეგმვის და დაგეგმვაში მონაწილეობის შესახებ.
პროექტის შედეგი: პირველი არხის ეთერით 5 თვის განმავლობაში გადიოდა სარეკლამო რგოლი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობისა და მონაწილეობის გზების შესახებ.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: გაზეთ „24 საათის“ ჩანართი - რეგიონის დროით, რადიოგადაცემა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს მედია ინიციატივების ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: გაზეთ „24 საათის“ ჩანართისა და რადიოგადაცემების საშუალებით საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესების, სიახლეების შესახებ.
პროექტის შედეგი: გაზეთ „24 საათის“ ყოველთვიური ჩანართისა და რადიოგადაცემების საშუალებით მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (gtz)
პროექტის მიზანი: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების თანამონაწილეობის ინტერნაციონალური გამოცდილებისა და თანამონაწილეობის აპრობირებული პროცედურების დანერგვა.
პროექტის შედეგი: ჩატარდა მოქალაქეთა თანამონაწილეობის სამი სამოდელო პროცედურა და დაგროვდა შესაბამისი გამოცდილება, რომელიც აისახება სახელმძღვანელოში - „თანამონაწილეობიდან სამოქალაქო საზოგადოებამდე“. წიგნში თეორიული მასალის გარდა მოცემულია თანამონაწილეობის რამდენიმე მოდიფიცირებული პროცედურის ჩატარების მეთოდიკა.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: საზოგადოების მონაწილეობის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებებში
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: დინამიკური ფსიქოლოგია დემოკრატიისა და განვითარებისათვის
პროექტის მიზანი: საკრებულოებისა და გამგეობების დებულებებში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხების გაწერის ხელშეწყობა არსებული დებულებების შესწავლისა და საჭირო რეკომენდაციების შემუშავების გზით.
პროექტის შედეგი: ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგების, შესაბამისი რეკომენდაციების გასაცნობად გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც მიწვეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს აქტორები.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან უკუკავშირის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონთან დაკავშირებით
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების გამოკითხვის საფუძველზე კანონის ნორმების პრაქტიკაში გამოყენების სიძნელეებისა და დადებითი მხარეების დადგენა.
პროექტის შედეგი: კვლევის შედეგების გასაცნობად გაიმართა მრგვალი მაგიდა, მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს აქტორები.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზამკვლევი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: კავშირი სიღნაღი-2002
პროექტის მიზანი: მოსახლეობისათვის მუნიციპალური ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის შედეგი: გამოიცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზამკვლევი, მისი გაცნობა/მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში, გზამკვლევი ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას მუნიციპალიტეტის სტრუქტურის, მისი არსისა და ფუნქციების შესახებ. გარდა ამისა, მოსახლეობას აქვს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად ვის და სად მიმართოს.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გზამკვლევი, ლაგოდეხის საინფორმაციო ბიულეტენი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ლაგოდეხის საინფორმაციო ცენტრი
პროექტის მიზანი: მოსახლეობისათვის მუნიციპალური ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის შედეგი: გამოიცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გზამკვლევი, მისი მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სტრუქტურის, მისი არსისა და ფუნქციების შესახებ. გარდა ამისა, მოსახლეობას აქვს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად ვის და სად უნდა მიმართოს. საინფორმაციო ბიულეტენი ვრცელდებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მან ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) პროექტის სახელწოდება: თერჯოლის მუნიციპალიტეტის გზამკვლევი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: თერჯოლის სამოქალაქო კულტურის ცენტრი
პროექტის მიზანი: მოსახლეობისათვის მუნიციპალური ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის შედეგი: გამოიცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გზამკვლევი, მისი გაცნობა/მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სტრუქტურის, მისი არსისა და ფუნქციების შესახებ. გარდა ამისა, მოსახლეობას აქვს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად ვის და სად მიმართოს.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) პროექტის სახელწოდება: საინფორმაციო ბიულეტენი
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი
პროექტის მიზანი: მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირება სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ.
პროექტის შედეგი: ბიულეტენი გავრცელდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: საინფორმაციო ბიულეტენი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
პროექტის მიზანი: კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
პროექტის შედეგი: ბიულეტენი ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მისი მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ფლობენ კვალიფიციურ ინფორმაციას თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე სიახლეების, საკანონმდებლო ცვლილებების, ინტიციატივების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიღწევების და გამოცდილების შესახებ.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის მენეჯმენტის განვითარება - საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროების შექმნა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), პარტნიორი მუნიციპალიტეტები - ახალციხე, ხელვაჩაური, სიღნაღი, ლაგოდეხი, თერჯოლა
პროექტის მიზანი: მოსახლეობისათვის ადმინისტრაციული მომსახურების დაუბრკოლებლად და გამჭვირვალედ მიღების, მუნიციპალიტეტებში შიდა მენეჯმენტის განვითარების მიზნით მომსახურების ბიუროების შექმნა შერჩეულ ერთმანეთისგან განსხვავებულ მუნიციპალიტეტებში (ახალციხის, ხელვაჩაურის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თერჯოლის).
პროექტის შედეგი: შემუშავდა კონცეფცია, რომელიც განხილულ იქნა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მის საფუძველზე შეიქმნა მომსახურების ბიუროები ხუთ მუნიციპალიტეტში. ბიუროები „ერთი სარკმლის“ პრინციპით ემსახურება მოსახლეობას. მომსახურების ბიუროს წარმომადგენლებმა ცოდნისა და გამოცდილების ამაღლების მიზნით გაიარეს ტრენინგების კურსი.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (gtz) პროექტის სახელწოდება: ტრენინგები
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი
პროექტის მიზანი: თვითმმართველი ერთეულების ხელშეწყობა საზოგადოებრივი მომსახურების სისტემატიზაციასა და რეგულირებაში.
პროექტის შედეგი: გადამზადდა თვითმმართველი ერთეულების 150 თანამშრომელი.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობებში გენდერული კუთხით არსებული სურათის შესწავლა
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), სოციოლოგები - ანა ჭელიძე, თამარ ჩარკვიანი
პროექტის მიზანი: სიღნაღის, ლაგოდეხის, თერჯოლის საკრებულოებისა და გამგეობების წარმომადგენლების, ასევე მოსახლეობის გამოკითხვა გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
კვლევის შედეგების ანალიზი/საჭიროებების გამოკვეთა.
პროექტის შედეგი: კვლევის შედეგების მიხედვით ქალი ნაკლებად არის წარმოდგენილი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში. გენდერული მგრძნობელობის ასამაღლებლად ტარდება ტრენინგების ციკლი 10 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის. შეიქმნა მუნიციპალიტეტთაშორისი გენდერული ქსელი.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება ადგილობრივ ფინანსებთან მიმართებაში.
პროექტის შედეგი: ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მარეგულირებელი ფინანსური კანონმდებლობის/წესების სისტემატიზაცია/ანალიზი. ახალი გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის დამუშავება, რომლის საფუძველზეც მომზადდა და გამოიცა გზამკვლევი - მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობის სკოლა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია
პროექტის მიზანი: თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა ინფორმაციის მიწოდების გზით.
პროექტის შედეგი: შეიქმნა და ფუნქციონირებს თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა ქსელი, მუშაობს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ყოველთვიურად გამოდის სამენოვანი „თვითმმართველობის მეგზური“, ტარდება შეხვედრები მუნიციპალიტეტებში და კონკურსები.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის თანამშრომელთა გადამზადება
პროექტის განხორციელების ვადა: 2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
პროექტის მიზანი: სამართლებრივ საკითხებში მერიის თანამშრომელთა გადამზადება.
ტრენინგების თემატიკა: ადმინისტრაციული სამართალი ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საჯარო სამსახურისა და საქმისწარმოების წესები სახელმწიფო სტრუქტურებში.
პროექტის შედეგი: გადამზადდა 240 თანამშრომელი.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პროექტის სახელწოდება: ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული ადმინისტრაციული რეფორმის ცენტრის ვებ-გვერდის შექმნა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული ადმინისტრაციული რეფორმის ცენტრი
პროექტის მიზანი: საზოგადოებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება ვებ-გვერდის საშუალებით.
პროექტის შედეგი: თვითმმართველობების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ პირებს ვებ-გვერდის საშუალებით (www.cegstar.ge) შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე მოვლენებს, სიახლეებს, ანალიტიკურ მასალებს.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამოქალაქო თანამონაწილეობის გზით
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პარტნიორი - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
პროექტის მიზანი: რეგიონის მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საადვოკაციო ტრენინგებისა და საქმიანობის გზით.
პროექტის შედეგი: საქართველოს რეგიონებში შეიქმნა აქტიურ წევრთა ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების წარმოჩენა-მოგვარების საკითხებზე იმუშავებენ. რაც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების განსაზღვრასა და მოგვარებას, მეორე მხრივ, საფუძველს ჩაუყრის თემს, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ბროშურა - „აქტიური მოქალაქის მეგზური - მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“. გამოცემა შეიცავს მოქალაქეებისათვის სასარგებლო რჩევებს - ადვოკატირების მეშვეობით ადგილობრივი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ.
დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (gtz), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პროექტის სახელწოდება: ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული ადმინისტრაციული რეფორმის ცენტრის ვებ-გვერდის შექმნა (დეტალები იხ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ქვეთავში)
დონორი: შვედეთი საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა), გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში( UNDP)
პროექტის სახელწოდება: საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა (დეტალები იხ. შვედეთი საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ქვეთავში)
ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“
დონორი: ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“
პროექტის სახელწოდება: ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება პროექტის
განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
პროექტის მიზანი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებების კვლევა. ადვოკატირება, საჭირობებების ლობირება თვითმმართველობაში.
პროექტის შედეგი: ლობირების/ადვოკატირების შედეგად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან დააფინანსა: 1.ფენილკეტონურიით დაავადებული 4 ბავშვის კვების პროგრამა, 2. სასწავლო წიგნების პროგრამა, 3. ფსიქიატრის მოწვევისა და მისი ჰონორარი გონებრივად შეზღუდული ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭების მიზნით.
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID)
დონორი: დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), Adam Smith international, ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი
პროექტის სახელწოდება: რეგიონული ბიუჯეტი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გაზეთი „რეზონანსი“
პროექტის მიზანი: გაზეთის საშუალებით სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვისა და აღსრულების საკითხებზე.
პროექტის შედეგი: დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით გაზეთ „რეზონანსის“ ყოველკვირეული ჩანართი სახელწოდებით „რეგიონული ბიუჯეტი“ მკითხველს ინფორმაციას აწვდიდა 8 თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ. აღნიშნული პუბლიკაციები პარალელურად დაიბეჭდა ადგილობრივ პრესაში.
დონორი: დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID)
პროექტის სახელწოდება: მდგრადი განვითარებისა და რეგიონალური დაგეგმარების პროექტი
პროექტის განხორციელების ვადა: 2005-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქეა-კავკასია. პარტნიორები - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ასოციაცია კივიტას- გეორგიკა, ფონდი კონსტანტა, საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია, დავების გადაწყვეტის კავკასიური ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: სამცხე-ჯავახეთის ექვს რაიონში (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, სამუშაო ადგილების შექმნის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. რეგიონალური დაგეგმარების თანამედროვე მოდელების შემუშავება/განხორციელება - პროექტი დაეხმარება რეგიონის ხელმძღვანელობას დაამკვიდროს დაგეგმვის ახალი, უფრო ეფექტური სისტემა, რომელიც მონაწილეობრივ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ეს სისტემა ითვალისწინებს რეგიონის განვითარების დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის, რეგიონალური მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას.
პროექტის შედეგი: რეგიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მოსახლეობის, მუნიციპალური და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტები, შეიქმნა პროექტები, მათ შორის გამარჯვებული პროექტების განხორციელებისთვის გაიცა გრანტები (თანამონაწილეობითი გრანტები - 80%25-ს აფინანსებდა ქეა, დანარჩენს ადგილობრივი ბიუჯეტები). შეიქმნა რეგიონალური განვითარების სააგენტო, ასევე მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც შედიან არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები. მათი მუშაობით განისაზღვრა პრიორიტეტები, მომზადდა მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარების სტრატეგია. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის, ადგილობრივი მეწარმეებისათვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი სხვადასხვა საკითხებში. გამოიცა ბუკლეტი - მომსახურების ბარათი, რომელიც დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტებში შეუძლიათ მიიღონ. შემუშავდა მუნიციპალური აქტების ნიმუშები. პროექტის ფარგლებში მომზადდა წიგნი „თვითმმართველობის მეგზური“, რომელშიც კითხვა-პასუხის ფორმით (485 კითხვა-პასუხი) არის განხილული ადგილობრივი თვითმმართველობის აქტუალური საკითხები (იხ. www.ruralassociation.ge.). ასევე მომზადდა წიგნი - „დეცენტრალიზაცია საქართველოში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“.
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია - ოქსფამი (OXFAM)
დონორი: დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია - ოქსფამი (OXFAM)
პროექტის სახელწოდება: 1. თემი და ბიუჯეტის მონიტორინგი; 2.საზოგადოება და ბიუჯეტის მონიტორინგი
პროექტის განხორციელების ვადა: 2004-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა
პროექტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია ადგილობრივ დონეზე. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მუნიციპალური ბიუჯეტის და ადგილობრივი ხელისუფლების, საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა. საზოგადოებასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ინიცირება და დიალოგის ფასილიტაცია.
პროექტის შედეგი: ზუგდიდის რაიონის 30 თემსა და ქ. ზუგდიდში შეიქმნა ადგილობრივი ბიუჯეტების მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფები, საზოგადოებრივი კომიტეტები, რომლებმაც განახორციელეს თემებისა და რაიონული ბიუჯეტების მონიტორინგი, ხოლო თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისა და თვითმმართველი ერთეულების გამსხვილების შემდეგ მუნიციპალური ბიუჯეტის მონიტორინგი. კომიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან, მონაწილეობენ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება/წარდგენაში. პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა, რომელშიც მოცემულია მრავალწლიანი გამოცდილების ანალიზი. 2004 წლიდან გამოდის ყოველკვარტალური ბიულეტენი „საზოგადოება და ბიუჯეტი“, ასევე გაზეთი „საზოგადოება და ბიუჯეტი“, 2004-2008 წლებში რადიოკომპანია „ათინათის“ ეთერით გადაიცემოდა გადაცემათა ციკლი „საზოგადოება და ბიუჯეტი“. ჩატარდა კვლევები პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადგილობრივ ბიუჯეტში მათი ასახვის ხარისხის შესასწავლად. გამგეობის შენობაში გაიხსნა საინფორმაციო რესურს-ცენტრი, რომელიც საბიუჯეტო პროცესებთან და თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ პირებს ემსახურება.
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
დონორი: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
პროექტის სახელწოდება: ინფორმირებული მოქალაქე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება
პროექტის განხორციელების ვადა: 2005-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
პროექტის მიზანი: პარლამენტის წევრებსა და მათ ამომრჩევლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, კანონშემოქმედებითი პროცესის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება. ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ახლადმიღებული კანონების გაცნობა-ტრენინგები.
პროექტის შედეგი: მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს რაიონებში შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი ინფორმირება მიღებული მნიშვნელოვანი კანონების შესახებ. მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი პრობლემატიკის წარდგენა მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომელთათვის ხელშეწყობა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგებს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურები: „ხშირად დასმული კითხვები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (იხ. ვებ-გვერდზე: http://www.transparency.ge), საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მოკლე ანალიზი (იხ. ვებ-გვერდზე: http://www.transparency.ge). ასევე მომზადდა გზამკვლევი მოქალაქეებისთვის (იხ. ვებ- გვერდზე: http://www.transparency.ge)
ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი
დონორი: ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი. ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: მუნიციპალიტეტებისთვის სოციალურ-ეკონომიკური გავნითარების გეგმების შემუშავების ხელშეწყობა
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
პროექტის მიზანი: გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების ხელშეწყობა მუნიციპალური სამსახურების, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მიერ პრობლემების გამოკვეთისა და პრიორიტეტების შერჩევის გზით. პროექტის განსახორციელებლად შეირჩა თვითმმართველი ქალაქი რუსთავი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
პროექტის შედეგი: პრობლემების გამოკვეთისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა სტრუქტურების, ბიზნესის არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლების შემადგენლობით. მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით ორივე მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმა.
დონორი: ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი, ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
პროექტის მიზანი: მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენელთათვის საბიუჯეტო მექანიზმების ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა, ტრენინგ- მოდულების შექმნის გზით.
პროექტის შედეგი: ევროპელი პარტნიორების, ტრენერთა ჯგუფის და ექსპერტების მიერ შეიქმნა ტრენინგ-მასალები შემდეგი მიმართულებით: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა; 2. ზოგადი მენეჯმენტი ადგილობრივ თვითმმართველობაში; 3. ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სფერო. პროექტის მეორე ეტაპზე ზემოხსენებული სამი მიმართულების შესაბამისად მომზადდა 9 ტრენერი. პილოტური ტრენინგებისთვის შეირჩა 4 მუნიციპალიტეტი, რამაც ხელი შეუწყო ტრენინგ-მოდულების დახვეწას.
დონორი: ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი
პროექტის სახელწოდება: მუნიციპალურ დონეზე ადამიანური რესურსების მართვა
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
პროექტის მიზანი: ადგილობრივ დონეზე ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: მომზადდა ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეთათვის ძირითადი სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სამუშაო აღწერის ტიპობრივ ფორმულარებს და ადამიანური რესურსების მართვის პროცედურებს. პროექტის მეორე ეტაპზე ამ საკითხებზე 8 ტრენერს ჩაუტარდა ტრენინგი, შეირჩა 8 პილოტური მუნიციპალიტეტი, სადაც მოეწყო ორდღიანი სამუშაო შეხვედრები საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და დეტალურად იქნა განხილული ასოციაციის მიერ მომზადებული მასალები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 160-მა ადამიანმა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: სამოქალაქო სექტორში სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებას ბათუმში, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში სამოქალაქო მონიტორინგის მდგრადი მექანიზმების შექმნის გზით. არასამთავრობო სექტორის 60 წარმომადგენელი გაივლის ტრენინგს სამოქალაქო მონიტორიგში.
პროექტის შედეგი: არასამთავრობო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, მონიტორინგის განხორციელებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ცენტრალური ბიუჯეტიდან რთველი-2008 პროგრამისათვის გადარიცხული თანხების მონიტორინგი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გაზეთი „კახეთის ხმა“
პროექტის მიზანი: გაზეთის მეშვეობით ცენტრალური ბიუჯეტიდან რთველი- 2008-ის განხორციელებისთვის გამოყოფილი ტრანსფერებისა და სუბსიდიების საკითხებში სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: გაზეთის მეშვეობით საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია რთველი 2008-ისა და ზოგადად ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი ბიუჯეტი ხალხის სამსახურში პროექტის
განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 ტერიტორიული თემის მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ საჯარო დისკუსიისა და სამოქალაქო კონტროლისა და ადგილობრივი მედიის ჩართვის გზით.
პროექტის შედეგი: სამოქალაქო აქტივობის ამაღლება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდა, დიალოგი თვითმმართველობასა და ადგილობრივ თემებს შორის.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა დამოუკიდებელი გაზეთის მეშვეობით
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს დიალოგს ხარაგაულის თვითმმართველობასა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის გაზეთის „ჩემი ხარაგაულის“ მეშვეობით. ყოველივე ეს დაეხმარება საზოგადოებას უკეთ იყოს ინფორმირებული ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტის შედეგი: გაზეთში გამოქვეყნებული მასალები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას საკუთარი უფლებების, საბიუჯეტო სახსრებისა და თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობის სარკე
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“
პროექტის მიზანი: კახეთის სამ რაიონში (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი) თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა და მოსახლეობის ინფორმირება თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე მოვლენებისა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ.
პროექტის შედეგი: სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ეთერში გადაიცემა ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „მთელი კვირა“, რომელიც მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას ადგილომრივი საბიუჯეტო პროცესების შესახებ.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: რატომ ავირჩიეთ ისინი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამაუწყებლო კომპანია „გურია“
პროექტის მიზანი: გურიის მხარეში სხვადასხვა სფეროში სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება/დამუშავება, აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება. ამ მიზნით ტელეკომპანია „გურიის“ ეთერით სატელევიზიო დებატების ორგანიზება - ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროექტის შედეგი: პროექტის ფარგლებში შეიქმნა რვა სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მოიძიეს და დაამუშავეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ინფორმაციები, თითოეულ მათგანზე მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი, აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა და ტელეკომპანია „გურიის“ ეთერით გადაიცა დებატები. მასში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ქუთაისში დასუფთავების სამსახურის მონიტორინგი და სერვისის გაუმჯობესება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების გზით
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ქალაქ ქუთაისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციას და აამაღლოს ეკოლოგიური უსაფრთხოება ქალაქის დასუფთავების სამსახურის სამოქალაქო მონიტორინგის გზით.
პროექტის შედეგი: ხელს შეუწყობს ქალაქში კომუნალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ამასთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის კულტურის ჩამოყალიბებას.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ჩვენი ქალაქი - ჩემი ფული
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი
პროექტის მიზანი: ქალაქ ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა ჩართულობისა და ხარჯვის პროცესში გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა ბინის მესაკუთრეთა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრების, საბიუჯეტო სფეროს შესახებ მედიის წარმომადგენელთა ცოდნის ამაღლებისა და საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობის საკითხებით მათი დაინტერესების ხელშეწყობის გზით. რაც გაზრდის საზოგადოების ჩართულობას ქალაქის ბიუჯეტის სწორ დაგეგმვასა და ხარჯვის მონიტორინგის პროცესებში.
პროექტის შედეგი: ამაღლდება მოქალაქეთა მონაწილეობა, ინფორმირებულობა ბიუჯეტის საკითხებზე, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურებისა და მოსახლეობის დიალოგს.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის საზოგადოებრივი მონიტორინგი
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (იმერეთის ფილიალი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (იმერეთის ფილიალი)
პროექტის მიზანი: ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგი, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების ზრდა, ადგილობრივი პრობლემების გამოკვეთასა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.
პროექტის შედეგი: 90-მდე მოქალაქემ ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით მიიღო ცოდნა საზოგადოებრივი მონიტორინგის და საბიუჯეტო პროცესის საკითხებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის 60-მდე მოხელემ ტრენინგების საშუალებით შეიძინა დამატებითი ცოდნა საბიუჯეტო მართვის სფეროში. ჩატარდა აქტიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის მიზნით - გამოიცა საინფორმაციო ბიულეტენი, ადგილობრივ გაზეთებში მომზადდა ჩანართები, დაიბეჭდა და გავრცელდა ლიფლეტები ბიუჯეტის ფორმირების პროცესის შესახებ, ქუთაისის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა საინფორმაციო დაფა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ბიუჯეტის ფორმირების პროცესისა და ბიუჯეტის მონიტორინგის შესახებ. შემუშავდა საბიუჯეტო რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი აისახა 2008 წლის ქუთაისის ბიუჯეტში, შემუშავდა ანტიკორუფციული გეგმა.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება სატყეო სექტორის დეცენტრალიზაციის პროცესისა და ადგილობრივი ტყეების მართვის მონიტორინგის საკითხებში
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
პროექტის მიზანი: ადგილობრივი მოსახლეობისა და ჯგუფების შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე სახელმწიფო ტყის ფონდის გადაცემის პროცესისა და მართვის მონიტორინგი, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ რეალური გავლენა ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია მათ სასიცოცხლო ინტერესებთან; თანამშრომლობის გაძლიერება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის; ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა, სატყეო სექტორთან დაკავშირებული კანონდარღვევების კვლევა და მათი შემცირების გზების ძიება; გამოცდილების გაზიარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შორის აღნიშნულ საკითხებში. პროექტის სამიზნე რეგიონები: რაჭა (ამბროლაურისა და ონის რაიონები) და ქვემო სვანეთი (ლენტეხის რაიონი).
პროექტის შედეგი: გამოიცა წიგნები: 1. ი. მაჭარაშვილი, 2008. სატყეო სექტორის დეცენტრალიზაცია, სახელმძღანელო, 2. ი. მაჭარაშვილი, 2009. სატყეო სექტორის მონიტორინგი (2007-2008).
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული რეფორმა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ამაღლება საჭიროებების გამოვლენის, მერიის თანამშრომელთა ტრენინგების, სამართლებრივი აქტების შესწავლის, რეკომენდაციების, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამსახურების დებულებებისა და ერთი სარკმლის სისტემის კონცეფციის შექმნის გზით.
პროექტის შედეგი: ბათუმის მერიის ადმინისტრაციული სისტემის შესწავლის მიზნით ჩატარდა: 1. სოციოლოგიური კვლევა - გამოიკითხა ბათუმის მოსახლეობა, ბათუმის მერიის თანამშრომლები. 2. შესწავლილ იქნა ბათუმის მერიის ადმინისტრაციული სისტემის და საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. სოციოლოგიური კვლევისა და მერიის ადმინისტრაციული სისტემის მარეგულირებელი აქტების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები. შემუშავდა ბათუმის მერიის ახალი დებულების პროექტი, მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, თანამდებობრივი ინსტრუქციები. ბათუმის მერიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩაუტარდათ ტრენინგების ციკლი. შემუშავდა ერთი სარკმლის სისტემის კონცეფცია.
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის სახელწოდება: ერთი სარკმლის სისტემა ადგილობრივ თვითმმართველობაში
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: ბათუმის მერიაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსახლეობის მომსახურების მოქნილი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა ერთი საკრმლის სისტემის დანერგვის გზით. მიზნის მისაღწევად შემუშავდება და დაინერგება ერთი სარკმლის სისტემა, რისთვისაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, იმპლემენტაციის პროცესში თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები.
პროექტის შედეგი: შეიქმნება მოქალაქეთა მომსახურების მოქნილი და ეფექტური სისტემა, თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგების ციკლი. ევროკომისია (EC)
დონორი: ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი მმართველობა ხალხისთვის და ხალხთან ერთად
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის მიზანი: თბილისში ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულების ზრდა და მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების რეალიზების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: თბილისში შეირჩა სამი სათემო ცენტრი, რომლის წარმომადგენლებმა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მეთოდოლოგიის საფუძველზე და მისი დახმარებით ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა, ასევე ჩაატარეს თბილისის ბიუჯეტიდან იმ რაიონებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა ხარჯების მონიტორინგი, სადაც აღნიშნული სათემო ცენტრები ფუნქციონირებდნენ (მაგალითად, ამ რაიონებში გზების სარეკონსტრუქციოდ, კორპუსების შესაკეთებლად და ა.შ. გამოყოფილი თანხების მონიტორინგი). შერჩეული სათემო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქალაქო და რაიონული ხელისუფლების ორგანოებთან შეხვედრებში, რომლებიც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
დონორი: ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: უმცირესობათა ხმები ცვლილებებისათვის პროექტის
განხორციელების ვადა: 2006-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია კივიტას-გეორგიკა
პროექტის მიზანი: შერჩეულ თემებში ეთნიკურ უმცირესობათა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება მათი გააქტიურების და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით. პროექტი მოიცავდა 4 რეგიონის (კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) 10 მუნიციპალიტეტში შემავალ 39 სოფელს.
პროექტის შედეგი: ადგილობრივი მოსახლეობისათვის ადვოკატირებისა და ინტერესთა დაცვის მექანიზმების შესახებ ჩატარდა ტრენინგები, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. შერჩეული სოფლების მაცხოვრებლებმა გამოკვეთეს საჭირბოროტო საკითხები და წერილობითი სახით გაუგზავნეს ადგილობრივ ხელისუფლებას. საკითხების ნაწილი მოგვარდა.
დონორი: ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: საკუთარი უფლებები ქმედებაში პროექტის
განხორციელების ვადა: 2009-2010
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გურიის აგრობიზნეს ცენტრი
პროექტის მიზანი: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საკუთრების უფლების მარეგულირებელი კანონების პრაქტიკაში სწორად გატარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლებების დასაცავად მყარი სამართლებირვი გარანტიების შექმნა და მათი რეალურად უზრუნველყოფა ეკონომიკური განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი: გურიის რეგიონის 6 თემში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და მათ მფლობელობაში არსებული საკუთრების სამართლებრივი ბაზის მოწესრიგების მხარდაჭერა. მოსახლეობა გაეცნობა საქართველოში საკუთრების უფლებების მარეგულირებელ კანონებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საკუთრების დაკანონებისათვის საჭირო პროცედურებს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თითოეულ თემში საინფორმაციო სესიების მოწყობა, სამუშაო შეხვედრები და მრგვალი მაგიდები, ამ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენელებსა და მოსახლეობას შორის აზრთა გაზიარება და ურთიერთშეთანხმების შესაძლებლობები ხელს შეუწყობს დემოკრატიული ფორმების შემოღებას თითოეულ თემში. პროექტი გურიის რეგიონის მასშტაბით უზრუნველყოფს ისეთი პრაქტიკის დანერგვას, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და გამჭვირვალე საქმიანობა, ეს კი სტიმულს მისცემს მოსახლეობას გაეცნონ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს საკუთრების განკარგვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.
დონორი: ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: თემთა მობილიზაციის ინიციატივა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, სათემო კავშირები - „ქედლები, „გვანცა“. .მაჭახელა“. „ჩაისუბანი“
პროექტის მიზანი: პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთ მუნიციპალიტეტში - ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. მისი მიზანია მოსახლეობის გააქტიურება და მათი ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესში. თვითმმართველობის ორგანოებსა და თემების მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმების და მეთოდების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: შერჩეული მუნიციპალიტეტების 63 თემში ჩატარდა მოსახლეობის შეხვედრები მათ წინაშე არსებული პრობლემების გამოკვეთისა და პრიორიტეტიზაციის მიზნით, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები. პროგრამები შეტანილ იქნა გამგეობაში განსახილველად. ტერიტორიულ რწმუნებულებს ჩაუტარდათ ტრენინგები - მოსახლეობის საერთო კრებების ჩატარების მეთოდოლოგიასა და საბიუჯეტო კვლევების განხორციელების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გამოიცა ბუკლეტები, საგაზეთო ჩანართები.
დონორი: ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდა ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურში
პროექტის განხორციელების ვადა: 2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პროექტის მიზანი: პროექტი ხორციელდება 5 რეგიონში - გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ლიდერების გამოვლენა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა თვითმმართველობის საქმიანობაში.
პროექტის შედეგი: შეიქმნება ახალგაზრდა ლიდერთა კლუბები, ტრენინგების კურსი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა სამართალშეგნების ზრდას, ასევე ადგილობრივი პრობლემების მოგვარების საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას.
დონორი: ევროკომისია (EC) პროექტის სახელწოდება: საზოგადოებრივი ლობი
პროექტის განხორციელების ვადა: 2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: დემოკრატიულ მესხთა კავშირი, სამცხე- ჯავახეთის თვითმმართველობის განვითარების ასოციაცია
პროექტის მიზანი: ახალციხის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომელთა საშუალებით მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას ქვეყნის კანონმდებლობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ.
პროექტის შედეგი: სამ მუნიციპალიტეტში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსახლეობის ინფორმირებას
დონორი: ევროკომისია (EC) პროექტის სახელწოდება: თანამშრომლობა შავი ზღვის გარემოს დაცვისათვის - წყალწმინდის ჯანმრთელი მომავალი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
პროექტის მიზანი: შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის სამაგალითო მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება კონკრეტული ადგილის მაგალითზე (შერჩეული იყო ლანჩხუთის რაიონის სოფელი წყალწმინდა). რაც ითვალისწინებს ადგილობრივი თემის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას, არსებული ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას, სოფელ წყალწმინდის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავებას.
პროექტის შედეგი: წყალწმინდის მდგრადი განვითარების გეგმა, წყალწმინდის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (იხ. ვებ-გვერდზე: www.lanchkhuti.org.ge).
დონორი: ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის განხორციელების ვადა: 2009-2011
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, პარტნიორები გორის საინფორმაციო ცენტრი, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი)
პროექტის მიზანი: თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა საზოგადოების ჩართულობის ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების, მოსახლეობის ინფორმირებულობის და მისი სამოქალაქო აქტივობის დონის ამაღლების, მუნიციპალური ბიუჯეტების ეფექტურად დაგეგმვის ხელშეწყობის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სისტემის სრულყოფის გზით. ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოსამსახურეებისთვის. პროექტი ხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი. ჩოხატაური, გორი, კასპი, გურჯაანი, ყვარელი).
პროექტის მოსალოდნელი შედეგი: პროექტი საწყის სტადიაშია. შეიქმნება თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობის ეფექტური მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტური და გამჭვირვალე თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, გაუმჯობესდება თვითმმართველობის სერვისები, მიზნობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებისა და შიდა სამართლებრივი რეგულაციების სრულყოფის გზით.
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების გეგმის მხარდაჭერა (დეტალები იხ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეთავში)
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: ფისკალური დეცენტრალიზაციის შეფასება (დეტალები იხ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეთავში)
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამოქალაქო თანამონაწილეობის გზით (დეტალები იხ. გაეროს განვითარების პროგრამის ქვეთავში) ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
პროექტის სახელწოდება: ხელისუფლების მიერ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
პროექტის მიზანი: ეკონომიკური თანამშროლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგი.
პროექტის შედეგი: სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებების კვლევა, რომელიც მოიცავდა შემდეგი კომპონენტების ანალიზს: ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა; საკრებულოების მიერ ინფორმაციის საჯაროობის წესებისა და შესყიდვების განხორციელების პროცედურების დაცვა; ქონების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისთვის; ადგილობრივი ანტიკორუფციული ინიციატივები. მომზადდა ანგარიში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგისა და ანალიზის შედეგების შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გარდაბნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდი
პროექტის მიზანი: ხელმისაწვდომი და კომპეტენტური სტრუქტურის შექმნა, რომელიც კანონმდებლობასა და რეგულაციებში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გააუმჯობესებას.
პროექტის შედეგი: მუნიციპალური სტრუქტურების შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის გაუმჯობესდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული (ქართულ და რუსულ ენებზე) სიახლეების ხელმისაწვდომობა; ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება ბიუჯეტის შედგენის პროცესსა და გამჭვირვალობის საკითხებში ტრენინგების გზით.
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა
პროექტის განხორციელების ვადა: 2006 წლიდან
განმახორციელებელი ორგანიზაცია: მარნეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდი
პროექტის მიზანი: ხელმისაწვდომი და კომპეტენტური სტრუქტურის შექმნა, რომელიც კანონმდებლობასა და რეგულაციებში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დაამგვარად მოსახლეობისთვის მუნიციპალური მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
პროექტის შედეგი: მუნიციპალური სტრუქტურების შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული (ქართულ და რუსულ ენებზე) ინფორმაციის თავისუფალი და მარტივი ხელმისაწვდომობა; ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება ბიუჯეტის შედგენის პროცესსა და გამჭვირვალობის საკითხებში ტრენინგების გზით.
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების გეგმის მხარდაჭერა
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ევროკომისია (EC), ქვემო ქართლის გუბერნატორის ოფისი, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
პროექტის მიზანი: ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების გეგმის განვითარების მხარდაჭერა.
პროექტის შედეგი: ანგარიში, რომელიც მოიცავს სიტუაციურ ანალიზსა და ქვემო ქართლის მონაცემთა ანალიზს. იგი საფუძვლად დაედება რეგიონალური განვითარების სტრატეგიისა და პროგრამის შემუშავებას.
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია (EC)
პროექტის სახელწოდება: ფისკალური დეცენტრალიზაციის შეფასება პროექტის
განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ევროკომისია (EC), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
პროექტის მიზანი: მიმდინარე ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხებისა და არსებული პრობლემების გამოკვეთა/შესწავლა.
პროექტის შედეგი: საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ ანგარიში. ფონდი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED)
დონორი: ფონდი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED)
პროექტის სახელწოდება: კონტროლი ადგილობრივ ბიუჯეტზე
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია „ღია საზოგადოება - ახალი ქუთაისი“
პროექტის მიზანი: ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების და ცოდნის ამაღლება ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის საკითხებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესში. პროექტი მოიცავს საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულს, ფოთს.
პროექტის შედეგი: პროექტი შედგებოდა 4 ძირითადი კომპონენტისგან - საბიუჯეტო პროცესის ექსპერტიზა; საჯარო მოსმენები; საგანმანათლებლო მოდელი - ტრენინგ-სემინარები (მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები); საინფორმაციო მოდელი - გამოიცა წიგნი სახელწოდებით „ადგილობრივი ბიუჯეტების გამჭვირვალობა“, ქუთაისი, 2007. წიგნში განხილულია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ისტორია, მისი მოდელები, საბიუჯეტო პოლიტიკა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ადგილობრივი ბიუჯეტის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში, გამოყენებითი საბიუჯეტო ანალიზი (იხ. ვებ-გვერდზე: www.transparentbudget.ge)
დონორი: ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) პროექტის სახელწოდება: კონტროლი ადგილობრივ ბიუჯეტზე
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია „ღია საზოგადოება - ახალი ქუთაისი“
პროექტის მიზანი: ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების და ცოდნის ამაღლება ადგილობრივი საბიუჯეტო საკითხებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესში. პროექტი მოიცავს იმერეთის რეგიონს.
პროექტის შედეგი: პროექტი შედგებოდა 4 ძირითადი კომპონენტისგან - საბიუჯეტო პროცესის ექსპერტიზა; საჯარო მოსმენები; საგანმანათლებლო მოდელი - ტრენინგ-სემინარები (მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები); საინფორმაციო მოდელი - გამოიცა წიგნები: 1. „ადგილობრივი ბიუჯეტების ანალიზი და მონიტორინგი“, ქუთაისი, 2007. წიგნში განხილულია ადგილობრივი ბიუჯეტის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში, საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესში, ადგილობრივ საბიუჯეტო სფეროში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა. 2. მუნიციპალური მართვა განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა“, ქუთაისი, 2008. წიგნში განხილულია მუნიციპალური მართვის თანამედროვე სისტემები და მათი გაუმჯობესების გზები (იხ. ვებ- გვერდზე: www.transparentbudget.ge). პროექტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია - „გამჭვირვალე ადგილობრივი ბიუჯეტი“.
დონორი: ეკლესიის განვითარების სააგენტო (EED)
პროექტის სახელწოდება: შევიცვალოთ ჩვენ და შევცვალოთ ჩვენი შვილები უკეთესი მომავლისათვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
პროექტის მიზანი: დემოკრატიული და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ქმედითი მექანიზმების დანერგვით გურიის რეგიონის (ბავშვთა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და მოზარდთა შემოქმედებით-ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება. მოსწავლეების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია/ლობირება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.
პროექტის შედეგი: მომზადდა და ლობირება გაეწია პროექტებს (8 პროექტი). 2 პროექტის დაფინანსება გაითვალისწინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2009 წლის ბიუჯეტში.
დონორი: ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარებისათვის (ნ(ო)ვიბ), ეკლესიის განვითარების სააგენტო (EED)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება (დეტალები იხ. ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარებისათვის - ქვეთავში) ასოციაცია კივიტას-გეორგიკა
პროექტის მიზანი: ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გააქტიურებას, ევროპის 17 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა. მას 2005 წლიდან კოორდინაციას უწევს CEECN ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო ქსელი. რომელიც ყოველწლიური აქციებით ხელს უწყობს, რომ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღება მიაპყროს მოქალაქეთა ჩართულობას მართვის საკითხებში.
პროექტის შედეგი: ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სახის აქციები - დასუფთავების, სხვადასხვა აღდგენითი თუ საქველმოქმედო ხასიათის, ადგილობრივი პრობლემების გამოკვეთის და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებისათვის მათი გაცნობის და ა.შ. აქციის ხასიათი დამოკიდებულია პარტნიორების ინიციატივებზე. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
დონორი: ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: სასწავლო ტური
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საერთაშორისო გამჭვირვალობა - ლატვია, პარტნიორი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პროექტის მიზანი: გამოცდილების გაზიარების მიზნით სასწავლო ტური ლატვიაში თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისათვის.
პროექტის შედეგი: გამოცდილების გაცნობის მიზნით სასწავლო ტური ლატვიაში. ლატვიის ტექნიკური უნივერსიტეტი
დონორი: ლატვიის ტექნიკური უნივერსიტეტი
პროექტის სახელწოდება: საბაზო კომპიუტერული განათლება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
პროექტის მიზანი: მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ხარისხის ამაღლება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს საქმიანობის გაუმჯობესებას.
პროექტის შედეგი: ტრენინგი გაიარა და სერთიფიკატი მიიღო მუნიციპალიტეტის 32-მა თანამშრომელმა. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონორი: ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: გურიის რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ახალგაზრდული ცენტრი „სპექტრი“
პროექტის მიზანი: გურიის რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა.
პროექტის შედეგი: ლიტვაში პრაქტიკული სტაჟირება გაიარა გურიის მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის 25-მა თანამშრომელმა, 25-მა მეწარმემ. შეიქმნა 2 ერთობლივი საწარმო, დამყარდა ბიზნეს კავშირები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა და ლიტვის კუპიშკისის მუნიციპალიტეტმა შექმნეს წინაპირობა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. მარშალის ფონდი (German Marshall Fund)
დონორი: მარშალის ფონდი (German Marshall Fund)
პროექტის სახელწოდება: ადმინისტრაციული სისტემის სრულყოფა ქობულეთის მუნიციპალიტეტში
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სისტემის სრულყოფა, მისი საქმიანობის ეფეტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა. ადმინისტრაციული სისტემის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა-ანალიზი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების დებულებების სრულყოფა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კადრების მართვის ეფექტური და გამჭვირვალე პროცედურების შემუშავება, ტრენინგები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
პროექტის შედეგი: ქობულეთის ადმინისტრაციული სისტემის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების დებულებების სრულყოფა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება, ტრენინგები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისათვის. ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
დონორი: ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი. ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: მუნიციპალიტეტებისთვის სოციალურ-ეკონომიკური გავნითარების გეგმების შემუშავების ხელშეწყობა (დეტალები იხ. ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრის ქვეთავში).
დონორი: ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრი. ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა (დეტალები იხ. ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ექსპერტიზის ცენტრის ქვეთავში).
დონორი: ურბანული ინსტიტუტი, ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: ინსტიტუციონალური განვითარება (დეტალები იხ. ურბანული ინსტიტუტის ქვეთავში).
ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარებისათვის (n(o)vib)
დონორი: ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარებისათვის (ნ(ო)ვიბ), ეკლესიის განვითარების სააგენტო (EED)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2010
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის მიზანი: ხუთ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლაგოდეხი, თელავი, სიღნაღი) საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდობის გაზრდის ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: პროექტი განხორციელების სტადიაშია.
2009 წლამდე მიღწეული შედეგები: პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში სრულყოფილად აწარმოებენ საჯარო რეესტრებს. ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ ვადების დაცვით ქვეყნდება მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსებულ სტენდზე (ერთი კვირით ან მინიმუმ 3 დღით ადრე), გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის შეხვედრების რაოდენობა და ხარისხი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაინერგა ნორმატიულ აქტებზე ადმინისტრაციული წარმოების წესი. ამ გამოცდილების გათვალისწინებით მუშავდება სამიზნე მუნიციპალიტეტების რეგლამენტებში ცვლილებების პროექტი ნორმატიული აქტების მიღების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების წესის შესახებ. სამიზნე მუნიციპალიტეტებში მომზადდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშები, რომლებიც გაეგზავნა პრეზიდენტსა და პარლამენტს. სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარდა კვლევა მოსახლეობის პრობლემების გამოვლენის მიზნით, შედეგები გადაეცათ მუნიციპალიტეტებს, რომლის ნაწილი აისახა ბიუჯეტებში.
ნიდერლანდების ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
დონორი: ნიდერლანდების ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: ლობიზმი და ინტერესთა დაცვა
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
პროექტის მიზანი: ლობირების კუთხით ეროვნული ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტის შედეგი: ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრთათვის ჩატარდა ტრენინგი ლობირების, ინტერესების დაცვის კუთხით. შემუშავდა სტრატეგიული გეგმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: აქტიური საქართველო - ქალთა აკადემია
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საერთაშორისო ინიციატივების ბიურო (კრაკოვი, პოლონეთი), პარტნიორი; ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო
პროექტის მიზანი: ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, ქალთა რესურსის გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
პროექტის შედეგი: თბილისის და ქუთაისის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი პოლონეთში, მონაწილეობა აკადემიურ კურსში „თვითმმართველობის როლი და ფუნქცია, პოლიტიკური მარკენტიგი და კამპანიის წარმართვა, ევროპული ფონდები და რესურსები“.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროექტის სახელწოდება: პარტნიორობების მშენებლობა საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ფონდი „სხვა განზომილება“ (პოლონეთი), სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
პროექტის მიზანი: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობდნენ 5 რეგიონის (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტის შედეგი: საქართველოს რეგიონების წარმომადგენლების შეხვედრები პოლონეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელი შეეწყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების პარტნიორულ ურთიერთობებს.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: სასწავლო ტური
პროექტის განხორციელების ვადა: 2007 განმახორციელებელი ორგანიზაცია: ჩეხურ-სლოვაკურ-პოლონური სოლიდარობის ფონდი, პარტნიორი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
პროექტის მიზანი: თვითმმართველობის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით სასწავლო ტური თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისათვის.
პროექტის შედეგი: გამოცდილების გაცნობის მიზნით სასწავლო ტური.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: მართვის თანამედროვე მეთოდების შეთავაზება საქართველოს საჯარო ადმინისტრაციისთვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქალაქ კრაშნიკის მერია (პოლონეთი), ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ფონდი (ლუბლიანა), სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბირო
პროექტის მიზანი: პოლონეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის გამოცდილებისა და პროექტის - „გამჭვირვალე პოლონეთის“ შედეგების გაცნობა.
პროექტის შედეგი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტი პოლონეთის ქალაქ კრაშნიკში. პოლონელების ვიზიტი ოზურგეთში - სემინარები მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის, ოზურგეთისა და ქალაქ კრაშნიკის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა „თანამშრომლობის მემორანდუმი“, პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი - „მართვის თანამედროვე მეთოდების შეთავაზება საქართველოს საჯარო ადმინისტრაციისთვის“.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: თვითმმართველობა, როგორც სტიმული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო, პოლონეთის ქალაქ გოსტინის მუნიციპალიტეტი
პროექტის მიზანი: პოლონური გამოცდილების გაზიარება, საინვესტიციო პროექტების მომზადება, პოლონეთის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობითი კავშირის დამყარება.
პროექტის შედეგი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა დაამყარეს პარტნიორული ურთიერთობები პოლონეთის მუნიციპალიტეტებთან. სასწავლო ვიზიტის დროს გაეცნენ პოლონურ გამოცდილებას, მოამზადეს საინვესტიციო გეგმები და გაეცნენ შესაბამის გამოცდილებას.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ტრენინგი
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ორგანიზაცია „პალგა“ (პოლონეთი)
პროექტის მიზანი: სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მიერ პოლონური გამოცდილების შესწავლა და ტრენინგები.
პროექტის შედეგი: ცხრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გაეცნო პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის, მმართველობისა და მუნიციპალური გეგმების შემუშავების პრინციპებსა და მეთოდოლოგიას. მათ გაიარეს ტრენინგები ამ საკითხებზე.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონური ფონდი „რიტა“
პროექტის სახელწოდება: სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო ტერიტორიების განვითარებისთვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია კივიტას-გეორგიკა, პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“
პროექტის მიზანი: სკოლამდელი განათლების ცენტრების განვითარებისა და ადგილობრივი პარტნიორობების ჩამოყალიბების გზით ხელი შეუწყოს სოფლებში მოსახლეობის მობილიზაციას და თემის განვითარებისთვის ძალისხმევის გაერთიანებას.
პროექტის შედეგი: გაიხსნა სკოლამდელი განათლების 10 ცენტრი 4-6 წლის 150-200 ბავშვისთვის, მომზადება გაიარა 20-მა პედაგოგმა. პროექტის დასრულების შემდგომ მუნიციპალიტეტების ნაწილმა გააგრძელა სკოლამდელი ცენტრების შენახვა - გამოყო თანხები პედაგოგების ხელფასებისთვის. ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ იქნა გათვალისწინებული პედაგოგთა ხელფასი, მშობლები აქტიურად ლობირებენ ამ საკითხს, რათა ბავშვებმა გააგრძელონ სკოლამდელი განათლების მიღება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსახლეობის ჩართვას ადგილობრივი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პოლონური ფონდი „რიტა“
დონორი: პოლონური ფონდი „რიტა“
პროექტის სახელწოდება: ინტეგრაცია პროექტის
განხორციელების ვადა: 2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია კივიტას-გეორგიკა
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოფლების ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევის გაერთიანებას სკოლამდელი განათლების ცენტრების, ახალგაზრდებისათვის კლუბების დაარსება-განვითარებისა და საჭირობოროტო საკითხების გამოკვეთა/გადაწყვეტის საშუალებების ძიების გზით.
პროექტის შედეგი: ხელს შეუწყობს ადგილობრივი და იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივ ძალისხმევას და მათ ჩართვას ადგილობრივი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
დონორი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონური ფონდი „რიტა“ პროექტის სახელწოდება: სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო ტერიტორიების განვითარებისთვის (დეტალები იხ. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეთავში)
რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა
დონორი: რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა
პროექტის სახელწოდება: პარტნიორობა განვითარებისთვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: კავშირი „რუსთავის საინფორმაციო ცენტრი“
პროექტის მიზანი: დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის უკუკავშირის დამყარება. ასევე: სხვადასხვა საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მისი შედეგების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წარდგენა; ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდის (www.rustavi,.ge) შექმნა და მუდმივი განახლება; ადგილობრივი თვითმმართველობის ფოტოარქივის შექმნა; ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების პოპულარიზაციისა და მათი მუშაობის უკეთ გაცნობის მიზნით საშუალო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეთათვის ექსკურსიების მოწყობა ამ სტრუქტურებში.
პროექტის შედეგი: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის უკუკავშირის დამყარების ხელშეწყობა.
დონორი: რუსთავის მერია
პროექტის სახელწოდება: ცოცხალი ჯაჭვი სისუფთავისა და ერთიანობისათვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
პროექტის მიზანი: საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ტერიტორიების დასუფთავება, ფოტოების გადაღება (რა მდგომარეობა იყო დასუფთავებამდე და რა შედეგი მიიღეს დასუფთავების შემდგომ), ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება პლაკატებითა და სლოგანებით.
პროექტის შედეგი: საქალაქო ეკო-აქცია/ფოტოკონკურსი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე მოსწავლეთა ინიციატივებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის სახელწოდება: ფისკალური დეცენტრალიზაცია საქართველოში - კვლევა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის მიზანი: ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხის აქტუალიზაცია.
პროექტის შედეგი: ჩატარდა კვლევა სახელწოდებით - ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში (იხ. ვებ-გვერდზე: www.csrdg.ge), რომელმაც აჩვენა თვითმმართველობის ერთეულების ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხი და შემაფერხებელი ფაქტორები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხებზე.
ურბანული ინსტიტუტი
დონორი: ურბანული ინსტიტუტი
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი მმართველობის პროგრამის განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2002-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
პროექტის მიზანი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში თვითმმართველობის პროგრამის გაძლიერების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: პროგრამამ ხელი შეუწყო ინსტიტუტში თვითმმართველობის კურსის დაარსება-გაძლიერებას, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.
დონორი: ურბანული ინსტიტუტი, ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია
პროექტის სახელწოდება: ინსტიტუციონალური განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2005-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია
მიზანი: საოპერაციო ხარჯების დაფინანსების გზით თვითმმართველობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციის ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: ხელი შეუწყო თვითმმართველობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციის გაძლიერებას.
დონორი: ურბანული ინსტიტუტი
პროექტის სახელწოდება: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის საინფორმაციო ბიულეტენი
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი
პროექტის მიზანი: ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნება და მოსახლეობის ინფორმირება, მოსახლეობისთვის აქტუალური და საინტერესო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის შედეგი: ბიულეტენის მეშვეობით მოსახლეობის ინფორმირება.
დონორი: ურბანული ინსტიტუტი
პროექტის სახელწოდება: ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინსტიტუციონალური განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
პროექტის მიზანი: ადმინისტრირების სკოლის ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა/საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.
პროექტის შედეგი: ხელი შეუწყო ადმინისტრირების სკოლის ინსტიტუციონალურ განვითარებას. ფრიდრიხ ებერტის ფონდი
დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
პროექტის სახელწოდება: 1. საზოგადოების ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; 2. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წყალმომარაგებისა და დასუფთავების პროგრამებში
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია „ასა“, პარტნიორები - ახალი სამოქალაქო აზროვნება პლუსი, გაზეთი „სარკმელი საქართველოსი“
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა წყალმომარაგების პროექტების სწორად განხორციელების საქმეში, ასევე დასუფთავების საკითხების გაუმჯობესება. ყოველივე ამის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათი მხრიდან ზემოთ აღნიშნული საკითხების დაგეგმვაში ჩართვა და მონიტორინგი.
პროექტის შედეგი: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის გააუქტირებისა და ამ საქმეში ადგილობრივი საზოგადოების ჩართვის მიზნით ჩატარდა რამდენიმე კვლევა. გამოიცემა საინფორმაციო ბიულეტენები/ბუკლეტები.
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს თვითმმართველობის მარეგულირებელი ახლადმიღებული და პერიოდულად ცვალებადი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ დანერგვაში.
პროექტის შედეგი: ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემატიზაცია/კოდიფიკაცია და ანალიზი. რის საფუძველზეც მომზადდა ელექტრონული სახელმძღვანელო - „ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის“. შეიქმნა საქართველოს ელექტრონული რუკა, სადაც მოცემულია ყველა თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, მათი ადმინისტრაციული საზღვრები, მსხვილი დასახლებული პუნქტები, მდინარეები, გზები, მოსახლეობის რაოდენობა და სხვა სტატისტიკური ინფორმაცია.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ძველი ბათუმი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი
პროექტის მიზანი: ბათუმის განაშენიანების, დაგეგმარებისა და განვითარების სპეციფიკის დადგენა; ძველი ბათუმის ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული ღირებულებების, იერ-სახის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა; ქალაქის რეაბილიტაცია/განვითარების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა, სამშენებლო პროექტების საზოგადოებრივი მონიტორინგის წარმოება.
პროექტის შედეგი: ქალაქის რეაბილიტაცია/განვითარების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა. საზოგადოებრივი მონიტორინგი.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: მოსწავლეთა თვითმმართველობები - სკოლის დემოკრატიის გარანტი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა თვითმმართველობების სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა და მათი ჩართულობა სასწავლო სასკოლო სისტემაში. შერჩეული საჯარო სკოლებიდან დაკომპლექტებული ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სკოლის პრობლემების ლობირების მიზნით.
პროექტის შედეგი: ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და ლობირების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოზურგეთის რამდენიმე საჯარო სკოლის საჭიროებები.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „ელექტრონული მთავრობის” გამოყენებით ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის ამაღლება, მომსახურების გაუმჯობესება, „ელექტრონული მთავრობის“ გამოყენებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა.
პროექტის შედეგი: შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი საინფორმაციო ბაზა და დოკუმენტაციის მართვისა და კონტროლის ელექტრონული სისტემა - „დოკმენეჯერი”, გაუმჯობესდა ვებ-გვერდის (www.lanchkhuti.org.ge), ხარისხი ინფორმაციის მოცულობის გაზრდის თვალსაზრისით, ამაღლდა საჯარო ინფორმაციით მოქალაქეთა უზრუნველყოფის ხარისხი.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: გამჭვირვალე თვითმმართველობა: ნაბიჯი პირველი
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების გაზრდა, რეგიონის მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროექტის შედეგი: მომზადდა და გამოიცა „მომსახურების ბარათი“ (10 სხვადასხვა ვარიანტი), რომლის საშუალებით მოსახლეობა იღებს ინფორმაციას თუ სად და როგორ აიღოს ესა თუ ის დოკუმენტი, ან ისარგებლოს მომსახურებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდი. ჩატარდა ტრენინგები მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფის მართვის პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებისათვის, ასევე მოსახლეობისათვის ინტერნეტ-რესურსებით სარგებლობის სფეროში. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა, რათა გამოკვეთილიყო სოფლის (თემის) პრობლემები.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ქალაქ თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების სისტემის განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს გაეროს ასოციაცია
პროექტის მიზანი: თბილისის მერიის მიერ მოქალაქეთათვის ეფექტური მომსახურების განხორციელება, ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა განვითარება.
პროექტის შედეგი: ქ. თბილისის მერიის ახლადშექმნილ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი სპეციალობასა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში, მათ აგრეთვე გაიარეს ტრენინგი ისეთი უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რაც ხელს უწყობს მოქალაქეებთან მათ ურთიერთობასა და ეფექტური და მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში - 2007
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ პროექტის მიზანი: თვითმმართველობის განვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, 2007 წლის მანძილზე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში არსებული ტენდენციების ასახვა.
პროექტის შედეგი: ანგარიში დეცენტრალიზაციის სფეროში მიმდინარე რეფორმის აღწერის პირველი მცდელობაა, მასში აისახა რეფორმის მსვლელობისას გამოკვეთილი ტენდენციები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობის სფეროს გაუმჯობესებისკენ. ანგარიშს თან ერთვის რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც ასახავენ თვითმმართველობის რეფორმისადმი ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას.
დონორი: ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ერთად - უკეთესი მომავლისკენ
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
პროექტის მიზანი: კახეთის რეგიონის - თელავის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ახალგაზრდობას შორის დიალოგის ორგანიზება, საუკეთესო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და მათი განხორციელებისთვის ფინანსური ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: გაიმართა შეხვედრები არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, შედგა დიალოგი, თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები თავიანთი საქმიანობის პროცესში ითვალისწინებენ ახალგაზრდების აზრს და მხარს უჭერენ მათი ინიციატივების განხორციელებას. მოხდა ახალგაზრდების მიერ წამოყენებული საინტერესო იდეების გენერაცია და შეიქმნა მათი განხორციელების დადებითი პრეცედენტები.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში - 2008
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”
პროექტის მიზანი: თვითმმართველობის განვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, 2008 წლის მანძილზე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში არსებული ტენდენციების ასახვა.
პროექტის შედეგი: ანგარიშში აისახა 2008 წლის განმავლობაში თვითმმართველობის სფეროში გამოკვეთილი ტენდენციები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც თვითმმართველობის სფეროს გაუმჯობესებაზეა მიმართული. ანგარიშს თან ერთვის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, რომლებიც ასახავენ თვითმმართველობის რეფორმისადმი ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ადმინისტრაციული საქმისწარმოება და მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საჯარო სამსახურში სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების იმერეთის რეგიონული ცენტრი
პროექტის მიზანი: თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და დოკუმენტების შედგენის სამართლებრივი ბაზის გაცნობა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტის შედეგი: ტრენინგი გაირეს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსებმა და იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებმა. ტრენინგის შედეგად თვითმმართველობის ორგანოებში ამაღლდა ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და დოკუმენტების შედგენის ხარისხი.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობების „ელექტრონული მზადყოფნა”
პროექტის განხორციელების ვადა: 2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო”
პროექტის მიზანი: საქართველოს თვითმმართველი ერთეულების „ელექტრონული მზადყოფნის” მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება.
პროექტის შედეგი: გამოკითხვები ჩატარდა საქართველოს 64 თვითმმართველ ერთეულში, მუნიციპალიტეტების მიხედვით შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები: ქსელური დაფარვა და ინტერნეტ-მომსახურების ხელმისაწვდომობა; ინფორაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების არსებობა; ვებ-გვერდის არსებობა; შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა; პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვის სტატისტიკა. აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა და დაიბეჭდა ანგარიში.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: ფორუმი - ეფექტური თანამშრომლობისათვის
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ზესტაფონის საინფორმაციო ცენტრი
პროექტის მიზანი: ამხანაგობათა შორის თანამშრომლობის განვითარება, ამხანაგობების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, გამგეობასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: ამხანაგობათა შორის თანამშრომლობის განვითარება; ამხანაგობების მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან თანამშრომლობა, თანადაფინანსების მექანიზმის შექმნა და ამოქმედება; გადაწყვეტილების მიღებისა და საბიუჯეტო პროცესში ამხანაგობათა წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა, საბიუჯეტო მონიტორინგის განხორციელება.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: გადაცემების ციკლი ადგილობრივ ტელევიზიაში, საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტის განხორციელების ვადა: 2008 განმახორციელებელი ორგანიზაცია: „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“.
პროექტის მიზანი: ტექნიკური საშუალებებს შექმნა საზოგადოებრივი დისკუსიების ჩასაწერად ადგილობრივ ტელევიზიაში („მარნეული TV”). ადგილობრივ ტელევიზიის ეთერში გადაცემების ციკლის მომზადება.
პროექტის შედეგი: საჯარო დისკუსიები, მოსახლეობის მონაწილეობის შესაძლებლობის ზრდა გადაწყვეტილებათა განხილვაში. ტელევიზიის საშუალებით საზოგადოების ინფორმირება. მომზადდა გადაცემათა ციკლი სახელწოდებით „პოზიცია“ შემდეგ თემატიკაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში; მოსახლეობის სოციალური დაცვა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვ.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: თანამონაწილეობის და გამჭვირვალობის ამაღლება სოფლად
პროექტის განხორციელების ვადა: 2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ასოციაცია კივიტას გეორგიკა
პროექტის მიზანი: საქართველოს სოფლებში სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, რეფორმის მიმდინარეობის გამჭვირვალობის ამაღლება.
პროექტის შედეგი: სოფლის რწმუნებულებისთვის (900 რწმუნებული) ინტენსიური ტრენინგის ჩატარება პრიორიტეტიზაციის და თანამონაწილეობის საკითხებზე; სოფლის რწმუნებულების უნარ-ჩვევების გაძლიერება მოსახლეობის თანამონაწილეობისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში; 20 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მომზადება სოფლების განვითარების პროგრამის მონიტორინგისთვის.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ პროექტის სახელწოდება: სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობა კახეთის რეგიონში
პროექტის განხორციელების ვადა: 2007
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი პრობლემატიკის გამოკვეთა და მათი ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრა.
პროექტის შედეგი: გამოიკვეთა წლების განმავლობაში დაგროვილი გადაუჭრელი პრობლემები, მომზადდა ბეჭდვითი და ვიზუალური მასალა კახეთის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ; გაიმართა დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა; ჩატარდა საგრანტო კონკურსი კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისთვის; გაიმართა ტრენინგები კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის; მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტები სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის.
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის სახელწოდება: კვლევა - მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში
პროექტის განხორციელების ვადა: 2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ფორმირებას მასში საზოგადოების ჩართულობის და საჯაროობის ხარისხის ზრდის გზით. მიზნის მისაღწევად შესწავლილ უნდა იქნეს საქართველოს თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის და საჯაროობის ხარისხი, შემუშავდეს რეკომენდაციები. პროექტის შედეგი: საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულის რეგულაციებში საზოგადოების მონაწილეობისა და საჯაროობის არსებული ნორმების შესწავლა/ანალიზი; ამ საკითხებზე მულტიკომპონენტური სოციოლოგიური კვლევა, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სფეროს გაუმჯობესების მიზნით ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს - განხორციელებული პროექტების - შესწავლა; მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი/რეკომენდაციები.
შვედეთი საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)
დონორი: შვედეთი საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)
პროექტის სახელწოდება: საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა
პროექტის განხორციელების ვადა: 2006-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP). ეფექტური მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო კომისია
პროექტის მიზანი: საქართველოში დეცენტრალიზაციის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა - ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციების გამიჯვნა, ინსტიტუციურად განვითარებული და ძლიერი თვითმმართველი ორგანოების ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა. მიზნის განსახორციელებლად პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა; თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლებისა და საინფორმაციო მხარდაჭერის ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: სტრატეგიის პროექტის სამოქმედო გეგმა - გაწერილი ღონისძიებები. ცვლილებების პროექტებისა და კანონის პროექტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა, საინფორმაციო მხარდაჭერა.
დონორი: შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში
პროექტის განხორციელების ვადა: 2007-2009
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).
პროექტის მიზანი: მოსახლეობას ეფექტური მომსახურების გასაწევად მმართველობის ადგილობრივი და რეგიონული სტრუქტურების გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში.
პროექტის შედეგი: პროექტის განხორციელებით მიიღწევა: რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება. მოსახლეობისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა.
შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)
დონორი: შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)
პროექტის სახელწოდება: სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში
პროექტის განხორციელების ვადა: 2009-2011
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქეა-კავკასია, პარტნიორები - აფხაზინტერკონტი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, საქართველოს ტურისტული სააგენტოების ასოციაცია
პროექტის მიზანი: ფერმერების მიერ რესურსებისა და საბაზრო არხების ეფექტურად გამოყენების საშუალებით შემოსავლების გაზრდა. ფერმერების მონაწილეობა ადგილობრივი პრიორიტეტების გამოკვეთაში. პროექტი მოიცავს ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს. იგი ფოკუსირებული იქნება შემდეგ კომპონენტებზე: ბაზრების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ბუნებრივი კატასტროფების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობა.
პროექტის შედეგი: ჩატარდება საბაზისო კვლევები, შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, ტრენინეგებს გაივლიან ადგილობრივი ფერმერები, ჩატარდება საგრანტო კონკურსები. პროექტი აქტიურად ჩაერთვება რეგიონალური, მუნიციპალური და თემთა განვითარების პროცესებში. შეიქმნება რეგიონის განვითარების გეგმა.
დონორი: შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)
პროექტის სახელწოდება: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ოფისი პარლამენტში
პროექტის განხორციელების ვადა: 2005-2008
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
პროექტის მიზანი: დამოუკიდებელი სპეციალისტების, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში - კანონპროექტებისა და ახალი ინიციატივების განხილვის გზით, ფოკუს-ჯგუფებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება. აღნიშნულ საკითხებზე ბროშურების მომზადება/დარიგება.
პროექტის შედეგი: სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის, მათ შორის, ახლადმიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნულ თემაზე ბროშურის მომზადება - დარიგება, შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
____________________________
1. პროექტების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების
2. მიერ მოწოდებულ მასალებსორგანიზაციათა რაოდენობა პროექტების რაოდენობაზე გაცილებით მეტია, რადგან გარკვეულ პროექტებს კოალიციები ახორციელებენ.
![]() |
6 ძირითადი დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
1. მოსახლეობის თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის ხარისხი დაბალია. საკითხის ცნობილი მკვლევარის შერი არნსტეინის სკალას თუ გამოვიყენებთ, ჩვენ ახლა „არმონაწილეობის“ (nonparticipation) ფაზიდან „სიმბოლური მონაწილეობის“ (tokenizm) ფაზის პირველ საფეხურებზე გადავდივართ1. მონაწილეობის აღნიშნული დაბალი დონე განპირობებულია რიგი ფაქტორებით, კერძოდ:
ქვეყნის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის დონე დაბალია. რაც ძირითადად ორი ფაქტორით არის განპირობებული: პირველი მოსახლეობის უნდობლობაა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ინსტიტუტს არ შეუძლია მისი პრობლემების მოგვარება, ხოლო მეორე იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია ზოგადად ამ ინსტიტუტის და მასთან ურთიერთობის კონკრეტული მექანიზმების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა არ ფლობს თვითმმართველობებთან ურთიერთობის სათანადო ცოდნასა და უნარჩვევებს;
არსებული საკანონმდებლო გარემო არ ქმნის ჩართულობის ეფექტურ მექანიზმებს;
თვითმმართველობები არ არიან პროაქტიურები მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ისინი ხედავენ, რომ მოსახლეობა პასიურია, თუმცა ამის გამოსასწორებლად ადეკვატურ ღონისძიებებს არ ახორციელებენ. კომუნიკაციისა და ჩართულობის არსებული მექანიზმებიც არაეფექტურად არის გამოყენებული.
2. არსებული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ეფექტურ ჩართვას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულია მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელების ზოგადი პრინციპები, თუმცა ზოგიერთ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, განსაზღვრული არ არის ამ პრინციპების რეალიზაციისათვის აუცილებელი კონკრეტული მექანიზმები და პროცედურები. გარდა ამისა, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გაბნეულია საჯაროობისა და მონაწილეობის საკითხები (ინფორმაციის თავისუფლება, ნორმატიული აქტის პროექტზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება), რომლებიც არ ეხება მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებს და სავალდებულოა ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. შეიძლება ითქვას, რომ არსებული მექანიზმები სრულად და ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობაში განმტკიცებული პრინციპების და, შესაბამისად, მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას თვითმმართველობის განხორციელებაში.
3. სარეკომენდაციო დებულებები გვთავაზობს მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით უფრო ეფექტურ მექანიზმებს. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, სარეკომენდაციო დებულებებში მეტ-ნაკლებად დეტალურად არის გაწერილი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. სამწუხაროდ, ეს დებულებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მათი გამოყენება თვითმმართველობის ორგანოების მიერ არ არის სავალდებულო. სარეკომენდაციო დებულებების არასავალდებულო ხასიათის გამო შესწავლილ თვითმმართველობების დებულებებში განსხვავებულია რეკომენდაციების ინკორპორირების ხარისხი. ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ერთ თვითმმართველ ერთეულში მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს აქტიურად ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, მაშინ როცა სხვა თვითმმართველ ერთეულში შესაბამისი რეგულაციის არარსებობის შედეგად მოსახლეობას ამის სრულყოფილი შესაძლებლობა არ გააჩნია.
4. ქვეყნის მოსახლეობა პასიურია თვითმმართველობებთან ურთიერთობაში. კვლევამ გვაჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი თვითმმართველობების მიმართ მკვეთრად დაბალია. რეგიონების მოსახლეობის 81.5%25-ს და თბილისის მოსახლეობის 87.4%25-ს სურვილიც კი არ ჰქონია დასწრებოდა საკრებულოს თუნდაც ერთ სხდომას; რეგიონების მოსახლეობის ნახევარს და თბილისის მოსახლეობის მეოთხედს საერთოდ არ აინტერესებს მუნიციპალიტეტის საქმიანობა; ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 3%25-ს მიუმართავს თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი აპარატებისათვის თვითმმართველობის ორგანოების პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის მოთხოვნით2; რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ 4.3%25 აცხადებს რომ წარუდგენია შენიშვნები თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თუმცა წარდგენის ფორმა 80%25-ზე მეტ შემთხვევაში სიტყვიერი იყო. მოქალაქეთა პასიურობის ძირითად მიზეზად დასახელებულია თვითმმართველობის ორგანოების მიმართ უნდობლობა და მათი უუნარობა გადაწყვიტონ პრობლემები. პასიურობას იწვევს ასევე სპეციფიკური საკითხების შესახებ არაინფორმირებულობა, მაგალითად, იმ მოქალაქეთა ნახევარზე მეტი, ვისაც საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ვერ დაესწრო, ამის მიზეზად სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის არცოდნას მიიჩნევს.
5. თვითმმართველობები არც ხელს უწყობენ და არც ბარიერებს უქმნიან მოსახლეობის ჩართულობას. თვითმმართველობის ორგანოები პრაქტიკულად არ უქმნიან ბარიერებს მოსახლეობის თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობას, თუმცა არც აქტიურები არიან ამ მიმართულებით. თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მოსახლეობის პასიურობას აბრალებენ თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობის მექანიზმების პრაქტიკაში გამოუყენებლობას, თუმცა მხოლოდ მოსახლეობის პასიურობაზე აპელირება მართებული არ არის. თვითმმართველობის ორგანოები არც თავად არიან პროაქტიურები, რადგან პრაქტიკულად არ იყენებენ მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმებს (საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, საკრებულოს გასვლითი სხდომა, საკრებულოში საკითხის საჯარო განხილვა). ასევე დაბალია მოსახლეობასთან მათი პროაქტიური კომუნიკაციის დონე. თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 64%25-მა განაცხადა, რომ საკრებულო და მერია არ აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. რეგიონების მოსახლეობის 15.8%25-მა აღნიშნა, რომ გამგეობის/მერიის წარმომადგენლები არ ხვდებიან მოსახლეობას, ხოლო 50.9%25-ს თქმით, საკრებულოს წევრები არასდროს ატარებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 46.5%25 ამბობს, რომ მათი რწმუნებული სხვადასხვა პერიოდულობით ხვდება მოსახლეობას, მხოლოდ 38%25-მა აღნიშნა, რომ რწმუნებული საკუთარი ინიციატივით ინტერესდება მათი პრობლემებით, ხოლო 32.1%25 მიუთითებს, რომ რწმუნებული საჭიროებათა პრიორიტეტიზაციას ახდენს.
6. ჩართულობის არსებული მექანიზმების ნაწილი პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. როგორც კვლევამ გამოავლინა, არსებობს თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება და მოსახლეობაც ამ მხრივ გარკვეულ აქტიურობას იჩენს. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხება საკრებულოს სხდომებზე დასწრებას, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ წინადადებების/შენიშვნების წარდგენას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მექანიზმები ძალიან დაბალი ინტენსივობით არის გამოყენებული. მაგალითად, საკრებულოს სხდომებზე დასწრების პრაქტიკას ადასტურებს რეგიონის მოსახლეობის 5.1%25 და თბილისის 2.2%25; ბიუჯეტზე წინადადებები/შენიშვნები წარუდგენია რეგიონის მოსახლეობის 4.3%25-ს (თბილისში ასეთი პრაქტიკა არ გამოვლინდა); საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირებაში მონაწილეობა მიღებული აქვს 2.7%25-ს3. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებული მექანიზმების გამოყენება ხშირ შემთხვევაში არ ხდება იმ ფორმითა და პროცედურების დაცვით, რასაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, იმ მოქალაქეთაგან, რომლებსაც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი აქვთ წინადადებები, მხოლოდ 10.1%25-მა განახორციელა ეს წერილობითი ფორმით (ისიც მხოლოდ რამდენიმე რეგიონში), ხოლო 81.2%25-მა ეს გააკეთა სიტყვიერად. მნიშვნელოვანია, თვითმმართველი ერთეულების მხრიდან ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიცაა საკრებულოების კომისიებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მოსახლეობის ჩართვა. თვითმმართველობის წარმომადგენელთა უმეტესობა აცხადებს, რომ საკრებულოების კომისიებთან შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში საზოგადოების წარმომადგენლებს იწვევენ, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ ფაქტებს იშვიათად ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა პროფესიული პრინციპისა, ნათლად არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ხდება მოსახლეობის მიწვევა სამუშაო ჯგუფებში.
7. ჩართულობის არსებული მექანიზმების მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება. მიუხედავად იმისა რომ თვითმმართველი ერთეულების დებულებების უმრავლესობაში სხვადასხვა ხარისხით არის გათვალისწინებული მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკაში არ გამოიყენება. ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა პეტიცია, საკრებულოს «ღია კარის» სხდომა, საკრებულოს გასვლითი სხდომა, საკრებულოში საკითხის საჯარო განხილვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, პრაქტიკულად არ მუშაობს, ან, უკეთეს შემთხვევაში, მათი გამოყენება არ ხდება სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფორმისა და პროცედურების შესაბამისად. ამის გამომწვევ მიზეზებად ძირითადად მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა, აგრეთვე ამ კუთხით თვითმმართველი ერთეულებისა და მოსახლეობის არასაკმარისი აქტიურობა უნდა დავასახელოთ. როგორც კვლევამ გამოავლინა, მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით მეტ-ნაკლებად იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, თუმცა თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის კონკრეტული მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ მათი ინფორმირებულობის დონე დაბალია.
8. სათანადო ნების არსებობის პირობებში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია გაზარდოს მოსახლოების ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამ დასკვნის საფუძველია ე.წ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. კვლევა ადასტურებს, რომ მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, ამ პროგრამამ უზრუნველყო მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირების და პრიორიტეტიზაციის პროცესში.
9. ქვეყნის მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია თვითმმართველობების საქმიანობისა და მასთან მიმართებაში საკუთარი უფლებების შესახებ, თუმცა ეს დონე არ არის საკმარისი თანამონაწილეობითი დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ინფორმირებულობის თვალსაზრისით, სხვა საკითხებთან შედარებით, ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობაა. ეს დაადასტურა როგორც მოსახლეობის გამოკითხვამ, ისე ფოკუს ჯგუფების მეშვეობით მიღებულმა შედეგებმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა ძირითადად ზოგად საკითხებზეა ინფორმირებული, ხოლო უფრო სპეციფიკურ საკითხებზე მათი ინფორმირებულობის დონე მკვეთრად კლებულობს. მაგალითად, საკრებულოს სხდომების ღიაობის შესახებ რეგიონებში მოსახლეობის 42%25-მა, ხოლო თბილისში 25,6%25-მა იცის, მაგრამ მოსახლეობის დაახლოებით 8%25-მა თუ იცის, კონკრეტულად როდის ტარდება სხდომები. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იღებს ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, თუმცა რეგიონებში მხოლოდ მესამედზე ცოტა მეტს გაუგია, რომ უფლება აქვს აღნიშნულ ბიუჯეტთან დაკავშირებით წარადგინოს წინადადებები/შენიშვნები, თბილისში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია - 15.8%25. ამდენად, ინფორმირებულობის დონე სერიოზულ ცვლილებას მოითხოვს. ამაზე დამატებით მიუთითებენ ის ფაქტებიც, რომ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არა აქვს რეგიონების მოსახლეობის 77.1%25-ს, ხოლო თბილისში - 33.9%25-ს; რეგიონების მოსახლეობის მესამედმა არ იცის საიდან მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ.
10. ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე ქმედითი ტელევიზიაა. ტელევიზიის საშუალებით იღებენ ინფორმაციას ზოგადად თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის (61.3%25), საკრებულოს სხდომების (40.7%25), ბიუჯეტის პროექტის (33.8%25) შესახებ. რეგიონებში ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა ასევე სოციალური ურთიერთობები. ნაცნობმეგობრებისაგან იღებენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ (30.7%25), ბიუჯეტის პროექტის შესახებ (15.9%25), საკრებულოს სხდომების შესახებ (32.7%25). თბილისში ძირითადად ტელევიზია დომინირებს. ტელევიზიიდან იღებენ ინფორმაციას ზოგადად მერიის/საკრებულოს საქმიანობის (97.5%25), ბიუჯეტის პროექტის (58%25) შესახებ. ბეჭდური მედია ინფორმირებულობის თვალსაზრისით რეგიონებში მესამე, ხოლო თბილისში მეორე ადგილზეა.
11. ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე დაბალეფექტური ამ ეტაპზე ვებგვერდია. მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების ყველაზე გამოუყენებად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოების ვებ-გვერდები. მიუხედავად იმისა, რომ იმ თვითმმართველი ერთეულების უმრავლესობა, რომლებსაც ვებ-გვერდები აქვთ, პერიოდულად განათავსებენ ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ, მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი იღებს ამ ინფორმაციას ამ წყაროდან. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობა თითქმის არ სარგებლობს ვებ-გვერდით. ამ მხრივ დედაქალაქში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რაც ადვილად აიხსნება, თუ შევადარებთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს თბილისსა და რეგიონებში.
12. დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერვენციის მოცულობა სფეროში საკმაოდ მაღალია. ბოლო ორი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს ეხებოდა. თითქმის ყველა პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით პროექტებს 30-ზე მეტი დონორი აფინანსებს და 100-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.
13. განხორციელებული პროექტების გეოგრაფია რეგიონების მიხედვით არათანაბარია. არასამთავრობო აქტორების აქტივობა არათანაბარია ქვეყნის რეგიონების მიხედვით. იგი ყველაზე მაღალია სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, იმერეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში (თითოეულ რეგიონში 20-ზე მეტი პროექტი, ან პროექტის ცალკეული აქტივობაა განხორციელებული); ყველაზე დაბალი კი - სამეგრელო-ზემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში (3-4).
14. დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერვენცია გავლენას ახდენს არსებულ მდგომარეობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მეტად რთულია განხორციელებული პროექტების ჯამური ეფექტურობის შეფასება და კიდევ უფრო რთული მათი ჯამური გავლენის დადგენა არსებულ სიტუაციაზე. პროექტების შედეგების შეაფასების კულტურა ჩვენს რეალობაში საკმაოდ დაბალია. ასეთი შეფასებები ან საერთოდ არ ხორციელდება, ან ფორმალურ ხასიათს ატარებს, ამდენად, გაკეთებული დასკვნა ზოგადია და ჩვენს ემპირიულ დაკვირვებებს და კვლევით მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება. კვლევის მასალებზე დაყრდნობით რიგ რეგიონებში იკვეთება კორელაცია მესამე სექტორის აქტივობებსა და არსებულ ზოგად შედეგებს შორის. მაგალითად, გურიაში სხვა რეგიონებთან შედარებით ჯამურად უკეთესი მდგომარეობაა და აშკარად იკვეთება ამ შედეგების ბმა სექტორის აქტივობასთან და განხორციელებულ პროექტებთან (23). თუმცა საპირისპირო შედეგები გვაქვს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, სადაც დონორების აქტივობა მაღალია, ხოლო მიღებული საერთო შედეგები - დაბალი. რაჭა-ლეჩხუმში და მცხეთა-მთიანეთში კი, სადაც სექტორის აქტივობა აშკარად დაბალია, მიღებული ჯამური შედეგები სხვა რეგიონებთან შედარებით გაცილებით მაღალია. უფრო ხშირია ცალკეული პარამეტრების ბმა კონკრეტულ აქტივობებთან. მაგალითად, სამეგრელოში, სადაც 2004 წლიდან გამოდის ყოველკვარტალური ბიულეტენი „საზოგადოება და ბიუჯეტი“, ასევე გაზეთი „საზოგადოება და ბიუჯეტი“, ხოლო რადიოკომპანია „ათინათის“ ეთერით გადაიცემოდა გადაცემათა ციკლი „საზოგადოება და ბიუჯეტი“, მოსახლეობის ინფორმირებულობა ბიუჯეტის საკითხების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
15. დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერვენციის შედეგები საკმარისი არ არის. ქვეყანაში მონაწილეობითი დემოკრატიის არსებული საერთო მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების, დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების განხორციელებული აქტივობები საკმარისი არ არის, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ძალიან რთული, ზოგჯერ კი პრაქტიკულად შეუძლებელია, არსებულ სიტუაციაზე არასამთავრობო აქტორების გავლენის ხარისხის დადგენა. ძვირადღირებული, დეტალური შეფასებითი კვლევების გარეშე, შეუძლებელია დადგენილ იქნეს აქამდე განხორციელებული აქტივობების პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა მიმდინარე პროცესებზე. თუმცა კვლევის ყველა კომპონენტიდან ჩანს, რომ პრობლემები თვითმმართველობების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზულია და, შესაბამისად, სამუშაოც ძალიან ბევრია. 16. დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებულობის და თანამშრომლობის ხარისხი დაბალია. განხორციელებული პროექტების ანალიზი და ემპირიული დაკვირვებები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ინტერვენციის პროცესში ადგილი აქვს გადაფარვებს, დაბალია გამოცდილების გაზიარების ხარისხი, რაც იწვევს რესურსების არაეფექტურ გამოყენებას.
_______________________
1. Arnstein Sherry R. “A Ladder of Citizen Participation”. JAIP, Vol. 35, No. 4, July 1969, pp. 216-224.
2. თუმცა, ფოკუს ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაციით, რეგიონებში თვითმმართველობის მოხელეებთან შეხვედრები გაცილებით უფრო ხშირად ხორციელდება მათთან უშუალო კონტაქტით.
3. ინიცირების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა ფოკუს ჯგუფების მიერ.
![]() |
7 რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
1. თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხის პოლიტიკური აქტივიზაციის ხელშეწყობა. ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ასამაღლებლად მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხის პოლიტიკური აქტივიზაციის ხელშეწყობა. აუცილებელია საკითხი კვლავ დადგეს ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამისათვის საჭიროა აქტიური თანამშრომლობა ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ შტოსთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება საზოგადოების მონაწილეობის სფეროში. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია საზოგადოებრივი მონაწილეობის უზრუნველყოფის ნაწილში. მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში საზოგადოების ჩართვის სხვადასხვა ფორმებსა და პროცედურებს, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მონაწილეობის ფორმების ალტერნატიულობის პრინციპს. საზოგადოების მონაწილეობის ფორმები და პროცედურები, შეიძლება გაიწეროს ერთიან სისტემატიზირებულ კანონში (ეს პირობა გათვალისწინებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გარდამავალ დებულებებში), ან მოხდეს მათი გათვალისწინება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში. თუმცა ერთიანი სისტემატიზირებული კანონის მიღება უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გაიწეროს როგორც ნორმატიული, ასევე პროცედურული რეგულაციები და უფრო ეფექტური იქნება.
3. პარლამენტის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო დებულებების დახვეწა. როგორც განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო, რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის ორგანოების საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და მათ საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის საკითხებს შეეხება დასახვეწია. თუ გავითვალისწინებთ თვითმმართველობის მხრიდან პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გამოყენების პრაქტიკას (სარეკომენდაციო დებულებები გამოიყენა თვითმმართველობის ორგანოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა), მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს მუშაობა მათი შემდგომი სრულყოფის მიმართულებით. მონაწილეობის შესახებ ახალი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების შემთხვევაში, დებულებები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მასთან და საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელოვან პრინციპებთან.
4. თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა მოხელეთა მომზადება-გადამზადების სფეროში. მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა თვითმმართველობის მოხელეთა მომზადება-გადამზადების სფეროში, განისაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, აგრეთვე არასახელმწიფო ინსტიტუტების როლი მოხელეთა მომზადებაგადამზადების სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის მოხელეთა მომზადება-გადამზადების პოლიტიკა განხილულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ჭრილში და განისაზღვროს უმაღლესი სასწავლებლების როლი ამ მიმართულებით, შეიქმნას თვითმმართველობის მოხელეთა მომზადება-გადამზადების გრძელვადიანი გეგმები და მოკლევადიანი საპილოტე პროგრამები, უზრუნველყოფილი/ინიცირებული იქნას შესაბამისი თემატური პუბლიკაციებისა და ლიტერატურის მომზადება-გამოცემა-გავრცელება.
5. ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ცალსახაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროცესის გასააქტიურებლად აუცილებელია მათ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია, უნარ-ჩვევები და ცოდნა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მომავალში მათი სამოქალაქო აქტივობის ზრდას, რაც აუცილებლად იქცევა ადგილებზე დემოკრატიის განვითარებისა და თვითმმართველობის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ერთ-ერთ წინაპირობად. ამდენად, აუცილებელია ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლება ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, ფუნქციებისა და მის განხორციელებაში მოსახლეობის უფლებებისა და როლის შესახებ. განსაკუთრებითმნიშვნელოვანია სკოლების გააქტიურება ამ მიმართულებით. ამდენად, ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ასევე სფეროთი დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა.
6. სამოქალაქო საბჭოების შექმნა სხვადასხვა დონეზე. მნიშვნელოვანია დამკვიდრდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან (საკრებულო, გამგეობა/მერია) საკონსულტაციო სამოქალაქო საბჭოების შექმნის პრაქტიკა: შეიძლება შეიქმნას თემატური ანუ სპეციალიზებული საბჭოები, რომელთაც ექნებათ რეკომენდაციების შემუშავებისა და სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების ფუნქცია/უფლება.
ვფიქრობთ, ამგვარი სამოქალაქო საბჭოების შექმნის გზით შესაძლებელი გახდება საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართვა თვითმმარველობის განხორციელების პროცესში (ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში). გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში (საკრებულოსთან ან გამგეობასთან/მერიასთან) მოქალაქეების თანამონაწილეობაზე პასუხისმგებელი ინტეგრირებული პირის ან ჯგუფის გათვალისწინება (მსგავსად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისა), რომლის ფუნქცია იქნება თვითმმართველობის ორგანოების საქმინობაში საზოგადოების მონაწილეობის საკითხის კოორდინირება.
7. სადემონსტრაციო წარმატებული მაგალითების შექმნის ხელშეწყობა ადგილებზე არასამთავრობო ორგანიზაციების, დონორების და ხელისუფლების თანამშრომლობის საფუძველზე. კონკრეტულ ვითარებაში მოქალაქეთა აქტივობის დონის ამაღლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საშუალებით ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული პრეცედენტების შექმნა. ეს იქნება მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი სხვებისათვის და წაახალისებს მათ ანალოგიური აქტივობების განხორციელების კუთხით. ამ საკითხის გადაწყვეტაში წამყვანი როლი უნდა ითამაშონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული პოლიტიკური ნება და პარტნიორული პოზიცია.
8. ამ სფეროში მომუშავე დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია. დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაცია ხელს შეუწყობს არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებას. კერძოდ, უზრუნველყოფს ქვეყნის თანაბარ გეოგრაფიულ დაფარვას, არსებული რესურსებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, ასევე გადაფარვების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ უფრო ეფექტურს გახდის დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერვენციას ამ სფეროში.
9. საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ამ კამპანიაში. თვითმმართველობის და მის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისათვის აუცილებელია მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმართვა როგორც ეროვნული მასშტაბით, ასევე ცალკეული მხარეების (რეგიონების) და მუნიციპალიტეტების დონეზე. მოსახლეობის საკმაოდ მაღალი ინდიფერენტულობის დასაძლევად მეტად მნიშვნელოვანია მსგავს კამპანიებში ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი (ამჟამინდელი) მდგომაროებით ვებ-გვერდები ყველაზე ნაკლებად გამოყენებადი წყაროა, აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით, რადგან ამ წყაროზე ხელი მიუწვდება სამოქალაქო საზოგადოების სწორედ იმ აქტიურ ნაწილს, რომელიც მოიაზრება როგორც მოსახლეობამდე ამ ინფორმაციის გამტარი.
10. ზოგადად თვითმმართველობის და კერძოდ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხის პოპულარიზაცია საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით. უდავოა, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიებში მედია საშუალებების ჩართულობის ხარისხის გაზრდა. ამ თვალსაზრისით სერიოზულ რესურსს წარმოადგენს საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო, რომელთა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ საზოგადოების სამოქალაქო განათლებაა. მეტად მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ უწყებების პარტნიორული თანამშრომლობა თვითმმართველობის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების საკითხზე.
11. ჟურნალისტების განათლების დონის ამაღლება თვითმმართველობის სფეროში. აუცილებელია ყურადღება დაეთმოს ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას თვითმმართველობის სფეროში, რათა საზოგადოებამ მიიღოს მაღალ კვალიფიციურ დონეზე მომზადებული ინფორმაცია. ამ კუთხით აუცილებელი იქნება როგორც მოქმედი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე მიზანმიმართული მუშაობა მედია-სკოლებთან.
12. „თვითმმართველობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში საქმიანობის გააქტიურება. თვითმმართველობის საკითხების პოპულარიზაციის მიზნით მიზანშეწონილი იქნება „თვითმმართველობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საპოპულარიზაციო ღონისძიებების მასშტაბების გაზრდა და მისი ტრადიციის დამკვიდრება.
![]() |
8 დანართები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 დანართი №1 |
▲ზევით დაბრუნება |
ჩართულობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები გამგეობების დებულებებში
1.საკითხების ჩამონათვალი იხ. შემდეგ გვერდზე
ჩართულობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები თვითმმართველი ერთეულის გამგეობის სარეკომენდაციო დებულებაში
ჩართულობა
1. მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს და გამგეობასთან სხვა ურთიერთობებისას გამგეობის მიერ უზრუნველყოფილნი არიან თარჯიმნის მომსახურეობით (მუხლი 4, გამგეობის სამუშაო ენა, პუნქტი 2);
2. გამგეობის აპარატის ფუნქცია: ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან (მუხლი 13, გამგეობის აპარატი, პუნქტი 2);
3. გამგეობის რწმუნებული: ბ) უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან (მუხლი 25, გამგეობის რწმუნებული, პუნქტი 3);
საჯაროობა
4. გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება: თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ბიუჯეტის პროექტის, აგრეთვე საკრებულოს დავალებით საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების საჯარო განხილვების ორგანიზება (მუხლი 7, გამგებლის უფლებამოსილება, პუნქტი 1);
5. გამგეობის აპარატის ფუნქციაა: ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული მართვის ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება (მუხლი 13, გამგეობის აპარატი, პუნქტი 2);
6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციაა: მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში (მუხლი 14, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, პუნქტი 2);
7. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციაა: ... საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და წინადადებების, აღრიცხავა, მათი ანალიზი და შესაბამის დასკვანის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე (მუხლი 14, საფინანსოსაბიუჯეტო სამსახური, პუნქტი 2);
8. ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალური ქონების მართვისა და მონიციპალური შესყიდვების სამსახურის ფუნქციაა: მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში (მუხლი 15, ეკონ პოლიტ სამსახური, პუნქტი 2);
9. ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალური ქონების მართვისა და მონიციპალური შესყიდვების სამსახურის ფუნქციაა: ... საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და წინადადებების, აღრიცხავა, მათი ანალიზი და შესაბამის დასკვანის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე (მუხლი 15, ეკონ. პოლიტ. სამსახური, პუნქტი 2);
ანგარიშვალდებულება
10. გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება: წელიწადში ორჯერ - არა უგვიანეს ივნისისა და დეკემბრის ბოლო ორშაბათისა, საჯარო ანგარიშის მომზადება და ამომრჩეველთა წინაშე წარდგენა (მუხლი 7, გამგებლის უფლებამოსილებანი, პუნქტი 1);
11. გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ყოველწლიური, აგრეთვე საკრებულოს დავალებით, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და საკრებულოში წარდგენა (მუხლი 7, გამგებლის უფლებამოსილებანი, პუნქტი 1);
12. გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ამომრჩეველთა მიერ პეტიციის წესით ინიციირებულ საკრებულოს დადგენილებების პროექტებზე წინას-წარი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება (მუხლი 7, გამგებლის უფლებამოსილებანი, პუნქტი 1).
![]() |
8.2 დანართი №2 |
▲ზევით დაბრუნება |
ჩართულობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების საკითხები საკრებულოების რეგლამენტებში
1. საკითხების ჩამონათვალი იხ. შემდეგ გვერდზე
ჩართულობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს სარეკომენდაციო დებულებაში (რეგლამენტში)
ჩართულობა
1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ გამგებელს (მერს), გამგეობის (მერიის) სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს; საკრებულოს აპარატის და საკრებულოს ფრაქციათა თანამშრომლებს, საკრებულოში აკრედიტირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს (მუხლი 9, საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი, პუნქტი 1);
2. პირები, რომლებიც მოწვეულნი არიან საკრებულოს სხდომაზე განსახილველსაკითხზე მონაწილეობის მისაღებად, საკრებულოს დარბაზში შემოდიან საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მოწვევით და ტოვებენ დარბაზს შესაბამისი საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე (მუხლი 9, საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი, პუნქტი 2);
3. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომაზე საკრებულოს წევრები ისმენენ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოსვლებს (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 2);
4. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს ღია სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც (მუხლი 11, საკრებულის „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 3);
5. საკრებულოს აპარატის რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის“ სხდომაში გამომსვლელთა სიას (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 4);
6. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგის მიხედვით (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა პუნქტი 5);
7. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილე ყველა პირს ეძლევა გამოსვლისათვის არა უმეტეს 5 წუთი (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 6);
8. „ღია კარის“ სხდომაზე დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ღია კარის“ სხდომაზე გამომსვლელი ამომრჩევლისათვის დაზუსტებისათვის კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 7);
9. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად გამგეობის (მერიის) შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ საკითხთა მოსამზადებელად შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები. (მუხლი 30, კომისიის მუშაობის წესი, პუნქტი 7);
10. საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში: გ) თვითმმართველი ერთეულში შემავალადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%25-ის მოთხოვნით (მუხლი 47, საკრებულოს გამსვლელი სხდომა, პუნქტი 2);
11. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოს აპარატი: ბ) ადგენენ მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ ამ პირთა გაფრთხილებას (მუხლი 48 საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, პუნქტი 2);
12. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნით (მუხლი 50, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, პუნქტი 1);
13. საკრებულოს მორიგი სხდომის ბოლო დღის პირველ ნახევარში გამგებლის (მერის) და გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირებთან ერთად იმართება საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონაწილეობით. ხოლო დღის მეორე ნახევარში საკრებულო ისმენს გამგებლის (მერის) და გამგეობის (მერიის) სამსახურების ინფორმაციებს მათი საქმიანობის შესახებ (მუხლი 53, საკრებულოს სხდომის განრიგი, პუნქტი 4);
14. საჯარო განხილვის მოწყობის საფუძველია: გ) თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%25-ის მოთხოვნა (მუხლი 56, საკითხის საჯარო განხილვა, პუნქტი 2);
15. საჯარო განხილვის სხდომაზე გასატან საკითხზე გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად (მუხლი 56, საკითხის საჯარო განხილვა, პუნქტი 4);
16. საკრებულოს საჯარო განხილვის სხდომა იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად (მუხლი 56, საკითხის საჯარო განხილვა, პუნქტი 5);
17. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს: ე) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%25-ს პეტიციის წესი (მუხლი 67, საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიცირების წესი, პუნქტი 1);
18. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული არა ნაკლებ 1000 ამომრჩეველი და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ (მუხლი 74, პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა, პუნქტი 1);
19. პეტიციის წესით დაყენებული საკითხები საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანება შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არა არის მითითებული. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს ერთი კვირით ადრე მაინც აცნობებს. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოჰყოს მომხსენებელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის საკითხის განხილვაში, საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე. წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის მიხედვით გადაწყვეტილების გამოტანა ხდება საერთო წესით (მუხლი 74, პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა, პუნქტი 2);
20. აპარატის ძირითადი ფუნქციებია: გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან (მუხლი 106, საკრებულოს აპარატის ფუნქციები, პუნქტი 3);
21. მოქალაქეები ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად თავისუფლად შეიძლება დაესწრონ საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებს (მუხლი 108, მოქალაქეთა მონაწილეობა საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში);
22. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ ---- ამომრჩეველს უფლება აქვს პეტიციის წესით საკრებულოში შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი (მუხლი 110, ნორმატიული აქტის ინიცირება პეტიციის წესით, პუნქტი 1);
23. პეტიციის წესით ნორმატიული აქტის ინიციირებისათვის საჭიროა: ა) პეტიცია ხელმოწერილი იყოს არანაკლებ --- ამომრჩევლის მიერ (მუხლი 110, ნორმატიული აქტის ინიცირება პეტიციის წესით, პუნქტი 2);
24. ლობისტური საქმიანობა საკრებულოში დაიშვება „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (მუხლი 111, ლობისტური საქმიანობა საკრებულოში);
საჯაროობა
25. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისა და საკრებულოში მოწვეული პირებისათვის (მუხლი 8, საკრებულოს სხდომათა დარბაზი, პუნქტი 3);
26. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელე ტრანსლიაცია, აგრეთვე ტრანსლიაციინტერნეტის მეშვეობით (მუხლი 10, საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია, პუნქტი 1);
27. საკრებულოს სხდომის ტრანსლიაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი (მუხლი 10, საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია, პუნქტი 2);
28. ყოველი მორიგი სხდომების ბოლო დღის პირველ ნახევარში ტარდება საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 1);
29. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის“ სხდომის ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმულ საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ საკითხების შესაბამის კომისიისათვის ან/და გამგებლისათვის (მერისათვის) განსახილველად გადაცემის შესახებ (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 8);
30. საკრებულოს ბიუროს სხდომები საჯაროა (მუხლი 22, ბიუროს მუშაობის წესი, პუნქტი 1); 31. კომისიის სხდომა საჯაროა (მუხლი 30, კომისიის მუშაობის წესი, პუნქტი 1);
32. განცხადება საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ან სხვა წესით ეცნობებათ საკრებულოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც (მუხლი 39, საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა, პუნქტი 2);
33. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოს აპარატი: ე) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას (მუხლი 48, საკრებულოსსხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, პუნქტი 2);
34. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში ამ დებულებით დადგენილი წესით აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს (მუხლი 50, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, პუნქტი 3);
35. საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხზე შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვა (მუხლი 56, საკითხის საჯარო განხილვა, პუნქტი 1);
36. საჯარო განხილვის დროს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი და ყველა ალტერნატიული პროექტი თუ წინადადება უნდა იქნეს გამოქვეყნებული ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს მიერ სხდომის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც (მუხლი 56, საკითხის საჯარო განხილვა, პუნქტი 3);
37. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს სხვა კომისიების, აგრეთვე საკრებულოს წევრების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მათ გამოქვეყნებას საჯარო განხილვისათვის (მუხლი 70, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და მიღების წესი, პუნქტი 6);
38. საკრებულო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს იხილავს საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვით ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნის, ფრაქციებისა და საკრებულოს წევრთა წინადადებების გამოქვეყნებიდან, არაუადრეს ერთი კვირისა (მუხლი 70, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და მიღების წესი, პუნქტი 5)
39. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილული იქნა დახურულ სხდომაზე) (მუხლი 102, საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი, პუნქტი 2);
40. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსთან (მუხლი 106, საკრებულოს აპარატის ფუნქციები, პუნქტი 2);
41. აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება (მუხლი 106, საკრებულოს აპარატის ფუნქციები, პუნქტი 3);
42. აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ლ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან საკრებულოს მუშაობის ორგანიზება (მუხლი 106, საკრებულოს აპარატის ფუნქციები, პუნქტი 3);
43. მოქალაქეთა ინფორმირებას საკრებულოს საქმიანობის შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი. ინფორმირება ხორციელდება საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის, საკრებულოს ინტერნეტ-პორტალის და ბეჭვდითი, ასევე ელექტრონული მასმედიის მეშვეობით (მუხლი 109, მოქალაქეთა ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ);
ანგარიშვალდებულება
44. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის“ სხდომაზე მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას (მუხლი 11, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, პუნქტი 9);
45. საკრებულოს წევრი ვალდებულია: გ) ამ დებულებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს (მუხლი 15, საკრებულოს წევრის მოვალეობები, პუნქტი 1, გ);
46. საკრებულოს წევრი ვალდებულია: თ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ (მუხლი 15, საკრებულოს წევრის მოვალეობები, პუნქტი 1, თ);
47. საკრებულოს წევრის უფლებები: საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ დებულებით დადგენილი წესით: დ) გააცნოს საკრებულოს (საკრებულოს კომისიას) მოქალაქეთა წერილები და მიმართვები (მუხლი 16 საკრებულოს წევრის უფლებები, პუნქტი 1, დ);
48. საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების გათვალისწინებით, საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები: დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის (მუხლი 17 საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, პუნქტი 1, დ);
49. საკრებულოს აპარატის ფუნქციებია: უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე (მუხლი 106 საკრებულოს აპარატის ფუნქციები, პუნქტი 13, მ).
![]() |
8.3 დანართი №3 |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი
აჭარა
გურია
იმერეთი
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი