![]() |
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების კრებული №1 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი |
საავტორო უფლებები: ©საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი |
თარიღი: 1999 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: Collection of International Acts of Human Rughts №1 ოფიციალური გამოცემა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების კრებული, Collection of International Acts of Human Rughts 1999 გამომცემელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი მთავარი რედაქტორი: ზურაბ ჯიბლაძე შემდგენელი და პასუხისმგებელი გამოცემისათვის: ბესარიონ მარშანია კონსულტანტი: დავით ასათიანი რედაქტორი: ლიანა კაკულია ტექნიკური რედაქტორი: ნინო ჭიჭინაძე მხატვარი რედაქტორი: ქეთი გოგოლაშვილი სარედაქციო ჯგუფი: შორენა ფირანიშვილი, ნანა ჩაგუნავა |
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
1997 წლის 4 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება №284 „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“. ამ ბრძანებულების მე-8 პუნქტით საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულ სოციალური მართვის და ინფორმაციის ცენტრს დაევალა გამოეცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების კრებული, რომელშიც შევიდა ძირითადი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, მისი ფაკულტატური ოქმები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი, კონვენცია წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ).
კრებული მომზადდა და თქვენს წინაშეა. ყველა ამ კონვენციასთან საქართველო შეერთებულია და ტექსტი იმ სახით არის მოწოდებული, როგორც იგი გამოქვეყნდა პარლამენტის უწყებებში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი ხდება, ამასთან ინფორმაცია ამ საკითხებზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მწირო აქვთ, ასეთი სახის ლიტერატურის გამოცემა უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ დიდი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში ყოველი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ განათლება.
ვფიქრობ, ეს კრებული ამ სფეროში არსებული ხარვეზების ამოვსების ერთ-ერთი საშუალება იქნება და მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალა არ დაიშურა ამ კრებულის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
რუსუდან ბერიძე
![]() |
2 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია |
▲ზევით დაბრუნება |
პრეამბულა
ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; და
ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვებისაგან გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფებად; და
ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, როგორც უკანასკნელ საშუალებას და;
ვინაიდან აუცილებელია ხალხათა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის ხელის შეწყობა; და
ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მეტი თავისუფლების პირობებში; და
ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; და
ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის.
გენერალური ასამბლეა
აცხადებს ადამისანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, გამუდმებით გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე მათი იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
მუხლი 2
1. ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაცით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება
2. გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია - დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სევერენიტეტში.
მუხლი 3
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 4
არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობით მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.
მუხლი 5
არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.
მუხლი 6
ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს იგი, აქვს უფლება, რომ აღიარებულ იქნეს მისი სამართალსუბიექტობა.
მუხლი 7
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, აქვს უფლება, თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 8
ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების მიერ, კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 9
არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.
მუხლი 10
ყოველ ადამიანს მის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისათვის და მისთვის წაყენებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის დასადგენად, სრული თანასწორობის საფუძველზე აქვს უფლება, რომ მისი საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.
მუხლი 11
1. ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, აქვს უფლება, ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი წესისამებრ, საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.
2. არავის არ შეიძლება მსჯავრი დაედოს დანაშაულისათვის რაიმე ისეთი მოქმედების ჩადენის საფუძველზე, ან ისეთი უმოქმედობისათვის, რომელიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ეროვნული კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. აგრეთვე არ შეიძლება იმაზე უფრო მძიმე სასჯელის დადება, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის დროს.
მუხლი 12
არავის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, არ შეიძლება თვითნებური ჩარევა, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ან მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, კანონის მიერ დაცული იყოს ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.
მუხლი 13
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს და აირჩიოს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავს ქვეყანაში.
მუხლი 14
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში ეძიოს და ისარგებლოს ამ თავშესაფრით.
2. ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ან ქმედობისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 15
1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.
2. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან თავისი მოქალაქეობის შეცვლის უფლება.
მუხლი 16
1. სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ.
2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას.
3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 17
1. ყოველ ადამიანს აქვსქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად ფლობის უფლება.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას ქონება თვითნებურად.
მუხლი 18
ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლის თავისუფლებას და თავისუფლებას თავისი რელიგიისა თუ მრწამსის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით, მოძღვრებაში ღთვისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში
მუხლი 19
ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.
მუხლი 20
1. ყოველ ადამიანს აქვს მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლების უფლება.
2. არავის იძულება არ შეიძლება რაიმე ასოციაციაში შესასვლელად.
მუხლი 21
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.
3. ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ძალაუფლების საფუძველი; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.
მუხლი 22
ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნების თავისუფალი განვითარებისათვის.
მუხლი 23
1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
2. ყოველ ადამიანს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, აქვსთანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა უფლება.
3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება, იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
მუხლი 24
ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და თზვისუფალი დროის უფლება, სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.
მუხლი 25
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცობულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
2. დედობა და ჩვილობა იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.
მუხლი 26
1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი - ერთაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის უნარისამბერ.
2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადმიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაზრდისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
3. მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება, აირჩიონ რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.
მუხლი 27
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.
2. ყველა ადამიანს აქვს უფლება, დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, რომლებიც არის შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურულიდა მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორიცაა იგი.
მუხლი 28
ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ისეთი სოციალურ და საერთაშორისო წესრიგი, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილი უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.
მუხლი 29
1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.
2. თავისი უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მხოლოდ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არვითარ შემთხვეავში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 30
ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალკეული პიროვნებისათვის მინიჭება უფლებისა, ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას ან ჩაიდინონ ისეთი მოქმედება, რომლებიც მიმართულია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობისაკენ.
1948 წლის 10 დეკემბერი
![]() |
3 ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
1979 წლის 18 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია. იგი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1981 წლის 3 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მეოცე ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება. კონვენციის მეათე წლისთავისათვის, რომელიც 1989 წელს აღინიშნება, თითქმის ასმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა, დაეცვა მისი დებულებები.
კონვენციის შემუშავება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მდგომარეობის კომისიის 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის კულმინაციური მომენტია, - ორგანოსი, რომელიც დაარსდა 1946 წელს იმ მიზნით, რომ თვალყური ედევნებინა ქალთა მდგომარეობისათვის და ხელი შეეწყო ქალთა უფლებების განვითარებისათვის. კომისიის საქმიანობას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ სფეროს გამოვლინებისათვის, რომელშიც ქალები მოკლებულნი არიან მამაკაცებთან თანასწრობას. მისი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მიმართულია ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მიღებულ იქნა რიგი დეკლარაციებისა და კონვენციებისა, რომელთა შორის ცენტრალური და უფრო ყოვლისმომცველი დოკუმენტია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია.
კონვენციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიგში და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა იმ პრობლემებზე, რომლებსაც აწყდება კაცობრიობის მდედრობითი ნახევარი. კონვენცია თავის სულიერ საწყისს იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებიდან: განამტკიცოს რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებებისადმი, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა. ამ დოკუმენტშიი ახსნილია თანასწორობის მნიშვნელობა და მისი მიღწევის გზები. ამის გამო კონვენცია წარმოადგენს არა მარტო ქალთა უფლებების შესახებ საერთაშორისო ბილს“, არამედ, მონაწილე სახელმწიფოთა მოქმედების პროგრამას ამ უფლებათა განხორციელების გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით.
კონვენციის პრეამბულაში არაორაზროვნადაა აღიარებული, რომ „ძველებურად ხდება ქალთა მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია“, და ხაზგასმულია, რომ ასეთი დისკრიმინაცია „არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანის ღირსების პარტივისცემის პრინციპებს.“ პირველ მუხლში მოცემული განსაზღვრების თანახმად, დისკრიმინაციაში იგულისხმება „ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი ან შეზღუდვა სქესის ნიშნით (...) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან რაიმე სხვა სფეროში“. კონვენცია სრულიად გარკვევით ამტკიცებს თანასწორობის პრინციპს და შეიცავს მონაწილე სახელმწიფოებისადმი მიმართულ მოთხოვნას, მიიღონ „ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის, საკანონმდებლო, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, რომ მათ გარანტირებული ჰქონდეთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე“ (მუხლი 3).
მომდევნო 14 მუხში დაკონკრეტებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კონვენციის პოზიციით, გამოიყოფა ქალთა მდგომარეობის სამი ასპექტი, რომელთაც ის მოიცავს. გამახვილებულია ყურადღება ქალთა სამოქალაქო უფლებებსა და სამართლებრივ სტატუსზე. გარდა ამისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, კონვენცია ეხება აგრეთვე მოსახლეობის აღწარმოებისა და სქესთა შორის ურთიერთობაზე კულტურული ფაქტორის ზემოქმედების ასპექტს.
ფართო ყურადღება ეთმობა ქალთა უფლებრივ მდგომარეობას. ინტერესი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ძირითადი უფლებებისადმი არ ნელდება 1952 წელს ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ კონვენციის მიღების დროიდან. ამის გათვალისწინებით მისი დებულებები ასახულია განსახილველი დოკუმენტის მე-7 მუხლში, რომლის შესაბამისადაც ქალებს გარანტირებული აქვთ ხმის მიცემის, სახელმწიფო პოსტების დაკავებისა და სახელმწიფო ფუნქციების შესრულების უფლებები. ამავე სფეროს განეკუთვნება ქალისათვის მიცემული შესაძლებლობა, თანასწორობის საფუძველზე წარმოადგინოს თავისი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე (მუხლი 8). გათხოვილი ქალის მოქალაქეობის შესახებ 1957 წელს მიღებული კონვენციის დებულებები ასახულია მე-9 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს ქალების მიერ თავისი მოქალაქეობის შენარჩუნებას, მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა. ამით კონვენცია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ხშირად ქალის სამართლებრივი სტატუსი უკავშირდება მის ქორწინებაში ყოფნას, რის შედეგადაც იგი უფრო ქმრის მოქალაქეობაზე ხდება დამოკიდებული, ვიდრე სრულუფლებიან მოქალაქედ რჩება. მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებში შესაბამისად მტკიცდება ქალების უფლებები, დისკრიმინირებულნი არ იყვნენ განათლების, დასაქმებისა და ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სფეროებში. ამ მოთხოვნებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრებ ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთა განსაკუთრებული პრობლემები და სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წვლილი, როგორც აღნიშნულია მე-14 მუხლში, მოითხოვს დიდ ყურადღებას პოლიტიკის დაგეგმვისას. მე-15 მუხლში მტკიცდება ქალთა სრული თანასწორობა სამოქალაქო და კომერციულ საქმეებში. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას, „გაუქმებულად ჩაითვალოს“ ყველა დოკუმენტი, რომელიც მიმართულია ქალთა უფლებაუნარიანობის შეზღუდვისაკენ. ბოლოს, მე-16 მუხლში კონვანცია კვლავ ეხება ქორწინებისა და ოჯახური ურთიერთობების საკითხს, როდესაც ადასტურებს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს მეუღლის არჩევისას, შვილების მიმართ მშობელთა ფუნქციების შესრულებისას, პირად უფლებებს და ქონების განკარგვის უფლებებს.
სამოქალაქო უფლებების საკითხებთან ერთად კონვენციაში სერიოზული ყურადღება ეთმობა ქალებისათვის ისეთ უაღრესად მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიც არის მათი უფლებები აღწარმოების სფეროში. ამასთან დაკავშირებით გეზს იძლევა პრეამბულა რომელშიც მითითებულია რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზი“. კონვენცია არაერთგზის უბრუნდება დისკრიმინაციასა და ქალის რეპროდუქციულ ქცევას შორის კავშირის თემას. მაგალითად, მე-5 მუხლში მითითებულია აუცილებლობა, „უზრუნველყონ... დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის, სწორი გაგება“. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას, რომ ორივე სქესს შორის სრულად იყოს განაწილებული პასუხისმგებლობა შვილების აღზრდისათვის. ამის შესაბამისად აღიარებულია დედობის დაცვისა და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული უფლებები, როგორც ძირითადი, და კონვენციის ყველა ნაწილში, რაზედაც უნდა იყოს მასში საუბარი, - დაქირავებაზე, ოჯხურ უფლებებზე, ჯანმრთელობის დაცვასა თუ განათლებაზე, აღნიშნულია მათ შესახებ. საზოგადოების ვალდებულებებში ჩართულია სოციალური მომსახურების გაწევა, კერძოდ, ბავშვთა მოვლის დაწესებულებების შექმნა, რომლებიც საშუალებას მისცემენ მამაკაცებსა და ქალებს, შეუთავსონ ოჯახუი მოვალეობები შრომით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. რეკომენდირებულია და „არ ითვლება დისკრიმინაციულად“ სპეციალური ზომები, რომელთა მიზანია დედობის დაცვა (მუხლი 4). კონვენცია ამტკიცებს აგრეთვე ქალის უფლებას, გააკეთოს არჩევანი ბავშვის დაბადების საკითხში. უნდა აღინიშნოს, რომ კონვენცია ერთადერთია ადამიანის უფლებათა შესახებ ხელშეკრულებებს შორის, რომელშიც მოიხსენიება ოჯახის დაგეგმვის საკითხი. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ოჯახის სიდიდის დაგეგმვის შესახებ კონსულტაციები შეიტანონ სწავლების პროცესში (მუხლი 10 h) და შეიმუშაონ ოჯახის კოდექსები, რომლებიც გარანტიას მისცემენ ქალებს, ჰქონდეთ უფლება „თავისუფლად და პასუხისმგებლობით წყვეტდნენ შვილბის რაოდენობის და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხს და ჰქონდეთ ინფორმაციის, განათლების მიღების, აგრეთვე იმ საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებიც ხელს უწყობს მათ ამ უფლების განხორციელებაში“ (მუხლი 16 ე).
მესამე ზოგადი მითითება, რომელზედეაც ორიენტირებულია კონვენცია, არის ადამიანის უფლებათა გაფართოებული გაგება. მასში ოფიციალურად აღიარებულია კულტურული გარემოსა და ტრადიციების როლი ქალთა მიერ თავიანთი ძირითადი უფლებების სრულად გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეს ძალები თავს იჩენს ისეთი ფორმებით, როგორიცაა სტერეოტიპული წარმოადგენები, ჩვეულებები და ნორმები, რომლებიც მრავალრიცხოვან სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაბრკოლებებს ქმნიან ქალთა მდგომარეობის გზაზე. როდესაც აღინიშნა ამ ურთიერთკავშირს, კონვენციის პრეამბულა ხაზს უსვამს, „რომ მამაკაცთა და ქალთა სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგრც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა. ამასთან დაკავშირებით მონაწილე სახელმწიფოებს ევალებათ, ეცადონ შეცვალონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები „იმ ცრურწმენრბის აღმოფხვრისა და იმ ადათ-წესებისა და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებიც ეფუძნება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა როლის სტერეოტიპულობის იდეას“ (მუხლი 5). შემდეგ, მე-10 მუხლის გ) პუნქტში ევალებათ გადასინჯონ სახელმძღვანელოები, სკოლის პროგრამები და სწავლების მეთოდები განათლების დარგში სტარეოტიპული კონცეფციების თავიდან აცილების მიზნით. ბოლოს კონვენციის ყველა დებულება, რომელშიც მტკიცდება ორივე სქესის თანასწორი მოვალეობანი ოჯახურ ცხოვრებაში და მათი თანაბარი უფლებები განათლებისა და დაქირავების სფეროში, სერიოზულად არის მიმართული კულტურის დარგში არსებული შაბლონების წინაარმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროს მამაკაცის პრეროგატივად მიიჩნევს, ხოლო სახლს - ქალის საქმიანობის ასპარეზად. მთლიანად კონვენცია წარმოადგენს ყოვლისმომცველ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას იძლევა ბრძოლა გამოეცხადოს სხვადასხვა ძალებს, რომლებიც ეწევიან და მხარს უჭერენ დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.
კონვენციის შესრულების კონტროლს ახორციელებს ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი. კომიტეტის მანდატსა და ხელშეუხებლობის შესრულების წესს განსაზღვრავს კონვენციის მე-17-30-ე მუხლები. კომიტეტი შედგება მთავრობების მიერ წამოყენებული და მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული 23 ექსპერტისგან, რომლებსაც „აქვთ მაღალი მორალური თვისებები და კომპეტენტურნი არიან სფეროში, რომელსაც ეს კონვენცია მოიცავს“.
გათვალისწინებულია, რომ მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტს სულ ცოტა ყოველ ოთხი წლის შემდეგ წარუდგენენ მოხსენებებს ქვეყნების შესახებ, რომლებშიც აცნობებენ მათ მიერ მიღებულ ზომებს კონვენციის დებულებათა შესასრულებლად. ყოველწლიურად სესიებზე კომიტეტის წევრები განიხილავენ ამ მოხსენებებს მთავრობათა წარმომადგენლებთან ერთად და მათთან ერთად სწავლობენ კონკრეტულ ქვეყნების მიერ შემდგომი მოქმედების გზებს. გარდა ამისა, კომიტეტს გამოაქვს საერთო რეკომენდაციები მონაწილე სახელმწიფოებისათვის, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით.
ქვმოთ მოყვანილია კონვენციის სრული ტექსტი.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც
ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებამ კვლავ განამტკიცა რწმენის ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცისა და ქალთა თანასწორუფლებიანობისადმი,
ითვალისწინებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ადასტურებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანაბარი თავისი მათ შორის, სქესის განუსხვავებლად,
ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მამაკაცთა და ქალთათვის თანაბარი უფლება ყველა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას,
მხედველობაში იღებენ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც მამაკაცთა და ქალთა თანასწორყფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით დაიდო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სპაციალიზიებული დაწესებულებების ეგიდით,
ითვალისწინებენ, აგრეთვე, რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სპეციალიზირებულმა დაწესებულებებმა,
ამავე დროს შეშფოთებულნი არიან, რომ ამ სხვადასხვა დოკუმენტების მიუხედავად, წინანდებურად ხდება ქალთა მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია.
შეახსენებენ, რომ ქალის დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს, აბრკოლებს მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას თავისი ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ხელს უშლის საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდას და კაცობრიობის საკეთილდღეოდ ქალთა შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
შეშფოთებულნი არიან, რომ სიღარიბის პირობებში ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სურსათზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, განათლებაზე, პროფესიულ მომზადებასა და შრომითი მოწყობის შესაძლებლობებზე, აგრეთვე სხვა მოთხოვნილებებზე.
დარწმუნებული არიან, რომ თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დადგენა საგრძნობლად შეუწყობს ხელს მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფას,
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აპარტეიდის, რასიზმის ყველა ფორმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხოეთის ოკუპაციისა და ბატონობის და სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცთა და ქალითა უფლებებიის სრულად განხორციელებისთვის,
ადასტურებენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის შენელება, ყველა სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობა, მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება, განსაკუთრებით - ბირთვული განიარაღება მკაცრი და ეფექტიანი საერთაშორისო კონტროლით, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების დამკვიდრება და უცხოეთისა და კოლონიური ბატონობისა და უცხოეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების განხორციელება, აგრეთვე, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ხელს შეუწყობს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც თავის მხრივ დაეხმარება მამაკაცსა და ქალებს შორის სრული თანასწორობის მიღწევას, დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მთელი მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობის საქმე მოითხოვს ყველა სფეროში მამაკაცთა თანაბრად ქალთა მაქსიმალურ მონაწილეობას,
ითვალისწინებენ ოჯახის კეთილდღეობაში და საზოგადოების განვითარებაში ქალთა წვლილის მნიშვნელობას, რომელსაც დღემდე არ მოუპოვებია სრული აღიარება, დედობისა და ოჯახში და ბავშვთა აღზრდაში ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას, და შეგნებული აქვთ, რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზი, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცთა და ქალთა და მთლიანად საზოგადოების ერთობლივ პასუხისმგებლობას,
აღიარებენ, რომ მამაკაცთა და ქალთა სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,
განზრახული აქვთ განახორციელონ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაციაში გამოცხადებული პრინციპები და ამ მიზნით, მიიღონ ზომები, რომლების საჭიროა დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების აღმისაფხვრელად,
ნაწილი I
მუხლი 1
ამ კონვენციის მიზნებისათვის ცნება „ქალთა დისკრიმინაცია“ ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისს ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელმაც ასუსტებს ან არარად აქცევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან სხვა რომელიმე სფეროში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, მათით სარგებლობის და მათ განხორცილებას.
მუხლი 2
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმას, შეთანხმდნენ, ყველა საჭირო საშუალებებით განუხრელად განახორციელონ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა, და ამ მიზნით კისრულობენ ვალდებულებას, რომ:
ა) მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს შეიტანენ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, და კანონის და შესაბამისი საშუალებების მეშვეობით უზრუნველყოფენ ამ პრინციპის პრაქტიკულად განხორციელება;
ბ) მიიღებენ, საკანონმდებლო და სხვა ზომებს, მათ შორის, სანქციებს, იქ, სადაც ეს საჭიროა, რომლებიც აკრძალავს ქალთა ყოველგვარ დისკრიმინაციას;
გ) დააწესებენ ქალთა უფლებების იურიდიულ დაცვას მამაკაცთან თანაბარ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყონ ქალთა ეფექტიან დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან;
დ) თავის შეიკავებენ ქალთა მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა ან მოქმედების ჩადენისგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად;
ე) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომას რომელიმე პირის, ორგანიზაციისა ან საწარმოს მხრივ ქალთა დისკრიმინაციის აღმისაფხვრელად;
ვ) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის, საკანონმდებლოს, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ადათ-წესებისა და პრაქტიკის შასაცვლელად ან გასაუქმებლად, რომლებითაც დასაშვებია ქალთა დისკრიმინაცია;
ზ) გააუქმებნ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულებას, რომლებიც უშვებენ ქალთა დისკრიმინაციას.
მუხლი 3
მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის, საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხოციელება და გამოყენება მამაკაცთან თანასწორობის საფუძველზე.
მუხლი 4
1. მონაწილე სახელმწიფოს მიერ, დროებითი სპეციალური ზომების მიღება, რომელთა მიზანია მამაკაცთა და ქალთა ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დაჩქარება, არ ითვლება, როგორც ეს განსაზღვრულია ამ კონვენციით, დისკრიმინაციულად, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევასი არ უნდა იწვევდეს არათანაწორუფლებიანი ან დიფერენცირებული სტანდარტების შენარჩუნებას; ეს ზომები უნდა გაუქმდეს, როცა მიღწეული იქნება შესაძლებლობათა თანასწორობისა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის მიზნები.
2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ სპეციალური ზომების მიღება, რომელთა მიზანია დედობის დაცვა, მათ შორის, იმ ზომებისა, რომლებსაც ეს კონვენცია შეიცავს, არ ითვლება დისკრიმინაციულად.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა:
ა) შეცვალონ მამაკაცითა და ქალტა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ადათ-წესებისა და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უდევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა როლის სტერეოტიპული იდეა;
ბ) უზრუნველყონ, რომ ოჯახური აღზრდა შეიცავდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორად გაგებას და მამაკაცთა და ქალთა საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას თავიანთი შვილების აღზრდისა და განვითარებისათვის, იმ პირობით, რომ ყველა შემთხვევაში უმთავრესია ბავშვთა ინტერესები.
მუხლი 6
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის, საკანონმდებლოს, ქალებით ვაჭრობისა და ქალტა პროსტიტუციის ექსპლუატაციის ყოველგვარ სახეობათა აღსაკვეთად.
ნაწილი II
მუხლი 7
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და, სახელდობრ, ქალისათვის, მამაკაცის თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფენ უფლებას, რომ:
ა) ხმა მისცენ ყველა არჩევნებსა და საჯარო რეფერენდუმებში და არჩეულ იქნენ ყვალა საჯაროდ ასარჩევ ორგანოში;
ბ) მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებზე მუშაობენ.
მუხლი 8
მონაწილე სახელმწიფოები იღებენყველა საჭირო ზომას, რათა ქალისათვის, მამაკაცებთან თანაბარ პირობებში და რაიმე დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყონ იმის შესაძლებლობა, რომ წარმოადგენდნენ თავიანთ მთავრობებს საერთაშორისო დონეზე და მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცთა თანაბარ უფლებას, მიიღონ, შეიცვალონ ან შეინარჩუნონ თავიანთი მოქალაქეობა. ისინი, კერძოდ უზრუნველყოფენ, რომ არც უცხოელთან ქორწინება, არც ქმრის მოქალაქეობის შეცვლა ქორწინების დროს არ იწვევს ცოლის მოქალაქეობის ავტომატურად შეცვლას, არ აქცევს მას მოქალაქეობის არმქონე პირად და არ შეიძლება აიძულონ იგი მიიღოს ქმრის მოქალაქეობა.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცთა თანაბარ უფლებას მათი შვილების მოქალაქეობის მიმართ.
ნაწილი III
მუხლი 10
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რომ აღმოფხვრან ქალთა დისკრიმინაცია, რათა მათთვის უზრუნველყონ მამაკაცთა თანაბარი უფლება განათლების სფეროში, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ:
ა) პროფესიის ან სპეციალობის არჩევაში ორიენტაციის და როგორც სასოფლო, ისე ქალაქის რაიონებში ყველა კატეგორიის სასწავლებლებში განათლებისა და დიპლომების მიღების ერთნაირი პირობები; იმ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება სკოლამდელი, ზოგადი, სპეციალური და უმაღლესი ტექნიკური განათლების სფეროში, აგრეთვე პროფესიული მმზადების ყველა სახეობაში;
ბ) ერთნაირი სასწავლო პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, ერთნაირი მასწავლებელთა შემადგენლობის თანაბარი ხარისხის სასკოლო შენობებისა და მოწყობილობების ხელმისაწვდომობა;
გ) სწავლების ყველა დონეზე და ფორმაში მამაკაცთა და ქალთა როლის ნებისმიერი სტერეოტიპული კონცეფციის აღმოფხვრა ერთობლივი სწავლებისა და სწავლების სხვა სახეობათა წახალისების გზით, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას, და, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვის და სწავლების მეთოდების ადაპტაციის გზით;
დ) სტიპენდიების და განათლებისათვის სხვა სასწავლო დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობა;
ე) განათლების მიღების გაგრძელების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობანი, უფროსი ასაკის ადამიანთა შორის წერა-კითხვის გავრცელების პროგრამებისა და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების ჩათვლით, რომელთა მიზანია, კერძოდ მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში ნებისმიერი განსხვავების რაც შეიძლება მალე შემცირება;
ვ) სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და იმ გოგნებისა და ქალებისათვის პროგრამების შემუშავება, რომლებმაც ნაადრევად დაანებეს თავი სკოლას;
ზ) სპორტულ მეცადინეობებსა და ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
თ) საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის, მათ შორის, ოჯახის სიდიდის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ხელმისაწვდომობა, ოჯახთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელმისაწვდომობის მიზნით.
მუხლი 11
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას დასაქმების სფეროში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:
ა) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება;
ბ) სამუშაოზე დაქირავების თანაბარი შესაძლებლობების უფლება, მათ შორის, დაქირავებისას შერჩევის თერთნაირი კრიტერიუმების გამოყენება;
გ) პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, სამუშაოს ყველა შეღავათითა და პირობებით სარგებლობის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, მათ შორის, მოწაფეობის, მაღალი დონის პროფესიული მომზადების და რეგულარული გადამზადების უფლება;
დ) თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის, შეღავათების, თანაბარი ღირებულების შრომის მიმართ თანაბარი პირობების, აგრეთვე, მუშაობის ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლება;
ე) სოციალური უზრუნველყოფის უფლება, კერძოდ, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, აგრეთვე, ანაზღაურებადი შვებულების უფლება;
ვ) ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის, შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციის შენარჩუნების უფლება;
2. გათხოვების ან დედობის გამო ქალთა დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მათთვის შრომის ეფექტიანი უფლების გარანტიების მიზნით მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საჭირო ზომებს, რათა:
ა) სანქციების გამოყენების მუქარით აიკრძალოს სამუშაოდან დათხოვნა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე ან დისკრიმინაცია დათხოვნის დროს ოჯახური მდგომარეობის გამო;
ბ) შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულებები ან შვებულებები ორსულობისა და მშობიარობის გამო, შეპირისპირებადისოციალური დახმარების ადრინდელი სამუშაო ადგილის, უმცროს-უფროსობის ან სოციალური დახმარების დაუკარგავად;
გ) წაახალისონ საჭირო დამატებითი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს მიეცეთ ოჯახური მოვალეობების შესრულების შრომით საქმიანობასთან შეთავსების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას საშუალება, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებების ქსელის შექმნისა და გაფართოების გზით;
დ) უზრუნველყონ ქალთა განსაკუთრებული დაცვა ორსულობის პერიოდში იმ სახეობის სამუშაოზე, რომელთა მავნეობა მათი ჯანმრთელობისათვის დამტკიცებულია.
3. კანონმდებლობა, რომელიც ამ მუხლში აღნიშნული უფლებათა დაცვას ეხება, პერიოდულად განიხილება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის ფონზე, აგრეთვე, გადაისინჯება, უქმდება ან ფართოვდება, რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს.
მუხლი 12
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცტა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ სამედიცინო მიმსახურების ხელმისაწვდომობა, კერძოდ, ოჯახის სიდიდის დაგეგმვის საკითხში.
2. ამ მუხლის I პუნქტის დებულებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები ქალებისათვის უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როცა ეს საჭიროა, უწევენ უფასო მომსახურებას, აგრეთვე, უზრუნველყოფენ შესაბამის კვებას ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში.
მუხლი 13
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საჭირო ზომებს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე, უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:
ა) საოჯახო დახმარების უფლება;
ბ) ფულადი სესხების, უძრავი ქონების გირავნობით სესხის და სხვა ფორმით საფინანსო კრედიტების მიღების უფლება;
გ) დასვენებასთან, სპორტულ მეცნიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 14
1. მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ განსაკუთრებულ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან სოფლად მცხოვრები ქალები, და მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი ასრულებენ თავიანთი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ შორის, მათ საქმიანობას მეურნეობის უსაქონლო დარგებში, და იღებენ საჭირო ზომებს, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოსაყენებლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას სასოფლო რაიონებში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ მათ მონაწილეობა სასოფლო რაიონების განვითარებაში და ასეთი განვითარებისაგან სარგებლის მიღებაში, და, კერძოდ, ასეთ ქალებს აუზრულველყოფენ იმის უფლებით, რომ:
ა) მონაწილეობდნენ ყველა დონეზე განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) სარგებლობდნენ შესაბამის სამედიცინო მომსახურეობის, მათ შორის, ოჯახის სიდიდის დაგეგმვის საკითხებზე ინფორმაციით, კონსულტაციითა და მომსახურებით;
გ) უშუალოდ სარგებლობდნენ სოციალური დაზღვევის პროგრამების საკითხით;
დ) იღებდნენ ყველა სახეობის მომზადებას და ფორმალურ და არაფორმალურ განთლებას, მათ შორის, ეუფლებოდნენ ფუნქციურ წიგნიერებას, აგრეთვე, სარგებლობდნენ სათემო მომსახურების ყველა საშუალებით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკონსულტაციო სამსახურით, კერძოდ, მათი ტექნიკური დონის ასამაღლებლად;
ე) აყალიბებდნენ თვითდახმარების ჯგუფებს და კოოპერატივებს, რათა უზრუნველყონ ეკონომიკურ შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობა დაქირავებული მუშაობით ან დამოუკიდებელი შრომითი საქმიანობით;
ვ) მონაწილეობდნენ ყველა სახის კოლექტიურ საქმიანობაში;
ზ) საერგებლობდნენ სასოფლო-სამეურნეო კრედიტებით და სესხებით, გასაღების სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიით და თანაბარი სტატუსით მიწის და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე მიწებზე დასახლების გეგმებში;
თ) სარგებლობდნენ ცხოვრების ჯეროვანი პირობებით, განსაკუთრებით - საცხოვრებელი პორობებით, სანიტარული მომსახურებით, ელექტრო და წყალმომარაგებით, აგრეთვე ტრანსპორტით და კავშირგაბმულობის საშუალებებით.
ნაწილი IV
მუხლი 15
1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ კანონის წინაში ქალების თანასწორობას მამაკაცთან.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცთა თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისით განხორციელების თანაბარ შესაძლებლობებს. ისინი მათთვის კერძოდ, უზრუნველყოფენ თანაბარ უფლებებს ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვის საკითხში, აგრეთვე, თანაბარ დამოკიდებულებას სასამართლოებსა და ტრიბუნალებში გარჩევის ყველა ეტაპზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ძალადაკარგულად ითვლება ყველა ხელშეკრულება და ყველა სახის კერძო საბუთი, რომელთა სამართლებრივი შედეგი არის ქალთა უფლებაუნარიანობის შეზღუდვა.
4. მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცებსა და ქალებს თანაბარ უფლებებს ანიჭებენ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეხება პირთა გადაადგილებასა და საცხოვრებელი ადგილის არჩევას.
მუხლი 16
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:
ა) ქორწინებისას ერთნაირ უფლებებს;
ბ) მეუღლის თავისუფლად არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს;
გ) თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ქორწინების პერიოდში და ქორწინების შეწყვეტისას;
დ) მამაკაცებისა და ქალების, როგორც მშობლების, თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა საკითხში, რომლებიც მათ შვილებს ეხება; ყველა შემთხვევაში უმთავრესია შვილთა ინტერესები;
ე) თანაბარ უფლებებს, რომ თავისუფლად და პასუხისმგებლობით წყვეტდნენ შვილების რაოდენობის და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხს და ჰქონდეთ ინფორმაციის, განათლების მიღების, აგრთვე იმ საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებიც ხელს უწყობენ მათ ამ უფლების განხორციელებაში;
ვ) თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, რომ იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, მწრმუნებლები, მშვილებლები ან ახორციელებდნენ ანალოგიურ ფუნქციებს, როცა ისინი გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდბლობით; ყველა შემთხვევაში უმთავრესია შვილთა ინტერესები;
ზ) ცოლისა და ქმრის თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევასის უფლებას;
თ) მეუღლეთა თანაბარ უფლებას ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, გამოყენების და მისი უფასო და ფასიანი განკარგვის მიმართ.
2. ბავშვის ნიშნობასა და ქორწინებას იურიდიული ძალა არა აქვს და მიიღება ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, საკანონმდებლო, ქორწინების მინიმალური ასაკის განისაზღვრისა და სამოქალაქო მდგომარეობის ჩაწერის აქტში ქორწინების სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით.
ნაწილი V
მუხლი 17
1. ამ კონვენციის შესრულების მიმდინარეობის განსახილველად ფუძნდება ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი). იგი კონვენციის ძალაში შესვლის მომენტში შედგება 18, ხოლო ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან მასთან შეერთების შემდეგ - 23 ექსპერტისაგან, რომლებსაც აქვთ მაღალი მორალური თვისებები და კომპეტენტურნი არიან სფეროში, რომელსაც ეს კონვენცია მოიცავს. ამ ექსპერტებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები ტავიანთი მოქალაქეთაგან და ისინი მოქმედებენ პირადად, ამასთან, გაითვალისწინება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და ცივილიზაციის სხვადასხვა ფორმის, აგრეთვე ძირითად სამართლებრივ სისტემათა წარმომადგენლობა.
2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით, სიაში შეტანილი იმ პირთაგან, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა დაასახელეს. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს 1 პირი თავის მოქალაქეთაგან.
3. თავდაპირველად არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 6 თვის შემდეგ. ყოველი არჩევნების მოწყობის თარიღამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, რომელიც შეიცავს წინადადებას, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები 2 თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ამზადებს სიას, რომელშიც ანბანური თანმიმდევრობით შეაქვს ყველა დასახელებული პირის გვარი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებაში. ამ სხდომაზე, რომლის ქვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა 2/3 შეადგენს, კომიტეტში არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.
5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ 4 წლის ვადით, ოღონდ I-ლ არჩევნებში არჩეულ 9 წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის 2 წლის შემდეგ; I არჩევნების მოწყობისთანავე, ამ 9 წევრის გვარებს არჩევს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.
5. კომიტეტის დამატებით 5 წევრის არჩევა ხდება ამ მუხლის II, III და IV პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის და მასთან მიერთების შემდეგ. ამგვარად, არჩეულ 2 დამატებით წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის 2 წლის შემდეგ; ამ 2 წევრის გვარებს ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.
გაუთვალისწინებელი ვაკანსიების შესავსებად, მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმა, შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც კომიტეტის წევრმა, ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს კომიტეტი.
8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან იმ წესითა და პირობით, რომლებსაც ადგენს ასამბლეა კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული, და სხვა ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მათ განახორციელეს ამ კონვენციის დებულებათა შესასრულებლად, და პროგრესის შესახებ, რომელსაც ამასთან დაკავშირებით მიაღწიეს:
ა) დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 1 წლის განმავლობაში; და
ბ) ამის შემდგომ სულ ცოტა ყოველ 4 წელის შემდეგ და შემდგომ,როცა ამას კომიტეტი მოითხოვს.
2. მოხსენებაში შეიძლება აღინიშნოს ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე.
მუხლი 19
1. კომიტეტი პროცედურის საკუთარ წესებს ამტკიცებს.
2. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს2 წლის ვადით ირჩევს.
მუხლი 20
1. კომიტეტი ყოველწლიურად მართავს სხდომებს, როგორც წესი, არა უმეტეს 2 კვირიანს, რათა განიხილოს ამ კონვენციის XVIII მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი მოხსენებები.
2. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალუს დაწესებულებებში ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს.
მუხლი 21
1. კომიტეტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით, წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ და შეუძლია შეიტანოს მონაწილე სახელმწიფოებისაგან მიღებული მოხსენებებისა და ინფორმაციის შესწავლაზე დაფუძნებული ზოგადი წინადადებები და რეკომენდაციები. ასეთი ზოგადი წინადადებები და რეკომენდაციები კომიტეტის მოხსენებაში შეაქვთ მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, თუ ასეთი რამ არსებობის.
2. გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის ქალთა მდგომარეობის კომისიას.
მუხლი 22
სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის ისეთ დებულებათა განხორციელების საკითხთა განხილვაში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს შესთავაზოს, წარმოადგინონ კონვენციის განხორციელების შესახებ მოხსენებები ისეთ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის.
ნაწილი VI
მუხლი 23
ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ეხება ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიღწევის უფრო ხელშემწყობ დებულებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:
ა) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა; ან
ბ) რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელსაც ძალა აქვს ასეთი სახელმწიფოსათვის.
მუხლი 24
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებულებას კისრულობენ, ყველაფერი იღონონ ეროვნულ დონეზე, რათა მიაღწიონ ამ კონვენციით აღიარებული უფლებების სრულად განხორციელებას.
მუხლი 25
1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დანიშნულია ამ კონვენციის დეპოზიტორად.
3. ეს კონვენცია სარატიფიკაციოა, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
4. ეს კონვენცია ღიაა შესაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის. რისთვისაც საჭიროა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად ჩაბარდეს შეერთების დოკუმენტი.
მუხლი 26
1. ამ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე თხოვნის შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფოს, რისთვისაც წერილობითი შეტყობინებინება უნდა გაეგზავნოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, თუ საჭიროდ ცნობს რაიმე ღონისძიებების განსახორციელებას, მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ, სახელდობრ, რომელი ზომების მიღებაა საჭირო ასეთ თხოვნასთან დაკავშირებით.
მუხლი 27
1. ეს კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად ჩაბარდება მეოცე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან მეოცე სარატიფიკაციო სიგელს ან შეერთების დოკუმენტს ჩააბარებს შესანახად, ეს კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესანახად ჩააბარებს სარატიფიკაციო სიგელს ან შეერთების დოკუმენტ.
მუხლი 28
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის შენიშვნების ტექსტს, რომლებიც სახელმწიფოებმა შემოიტანეს რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში.
2. დაუშვებელია ისეთი შენიშვნების შეტანა, რომლებიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან.
3. შენიშვნების უკან წაღება შეიძლება ნებისმიერ დროს, რისთვისაც შეტყობინებას უგზავნიან გენერალურ მდივანს, რომელიც შემდეგ ამას ამცნობს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 29
1. თუ ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე ორი ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს დავა მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდა, იგი ერთ-ერთი მხარის თხოვნით საარბიტრაჟო განხილვის გადაცემა. თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის მოწყობის თაობაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია აღნიშნულ სადავო საკითხზე შეიტანოს განცხადება საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.
2. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს განაცხადოს, რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს დებულებებს, რომლებსაც ამ მუხლის პირველი პუნქტი დანარჩენი მონაწილე სახელმწიფოები არ ასრულებენ მოცემული მუხლის არნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს იმ მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც ასეთი შენიშვნა შეიტანეს.
3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც შენიშვნა შეიტანა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უკან წაიღოს თავისი შენიშვნა, რისთვისაც შეტყობინება უნდა გაუგზავნოს გაერტიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 30
ეს კონვენცია, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტუია, შესანახად ბადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რის დასტურადაც სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ ამ კონვენციას.
1979 წლის 18 დეკემბერი
ძალაში შევიდა 1981 წლის 3 სექტემბერს
![]() |
4 კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც
ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა ოჯახის ყველა წევრს თანაბარი და განუყოფელი უფლებების აღიარება თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველია,
აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათის დამახასიათებელი ღირსებიდან,
ითვალისწინებენ სახელმწიფოთა ვალდებულებას წესდების, სახელდობრ, 55-ე მუხლის, შესაბამისად ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემას და დაცვას,
ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლს და მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლს, რომელთა მიხედვით, არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯას, ითვალისწინებენ აგრეთვე წამებისაგან და სხვა სასატიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯისაგან ყველა პირის დაცვის დეკლარაციას, რომელიც მიიღო გენერალურმა ასამბლეამ 1975 წლის 9 დეკემბერს, და რომლებსაც სურთ მთელ მსოფლიოში აამაღლონ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, განსაზღვრება „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს ან ზნეობრივს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ცნობები ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას აყენებს სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან აყენებენ მათ წაქეზებით, ნებართვით ან მდუმარე თანხმობით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება ტკივილი ან ტანჯვა, რომელიც წარმოიშობა მხოლოდ კანონიერ სანქციათა შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი ნაწილია ან შემთხვევით არის მათგან გამოწვეული.
2. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავსა ან შეიძლებდა შეიცავდეს უფრო ფართოდ გამოყენების დებულებებს.
მუხლი 2
1. ყველა მონაწილე სახელმწიფო იღებს ეფექტიან საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა ზომებს თავის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე წამების აქტების თავიდან ასაცილებლად.
2. არავითარი განსაკუთრებული გარემოებებით, როგორიც უნდა იყონ ისინი, იქნება ეს საომარი მდგომარეობა თუ ომის საფრთხე, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა საგანგებო მდგომარეობა, არ შეიძლება წამების გამართლება.
3. ზემდგომი უფროსის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანებით არ შეიძლება წამების გამართლება.
მუხლი 3
1. არც ერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გაასახლოს, დააბრუნოს (refouler) ან გადასცეს რომელიმე პირი სხვა სახელმწიფოს, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი ეჭვებისათის, რომ მას იქ დაემუქრება წამების საფრთხე.
2. ასეთი საფუძვლის არსებობის დასადგენად კომპეტენტური ხელისუფალნი ითვალისწინებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში, მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა უხეში, აღმაშფოთებელი და მასობრივი დარღვევის მუდმივ პრაქტიკას.
მუხლი 4
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი, მისი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილებოდეს, როგორც დანაშაული. იგი ეხება წამების მცდელობას და ნებისმიერი პირის მოქმედებას, რომელიც არის წამებაში თანამონაწილეობა ან მონაწილეობა.
2. ყველა მონაწილე სახელმწიფო განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს ასეთი დანაშაულებისათვის, მათი სიმძიმის გათვალისწინებით.
მუხლი 5
1. ყოველი სახელმწიფო იღებს ისეთ ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მე-4 მუხლში აღნიშნულ დანაშაულთა მიმართ მისი იურისდიქციის დასადგენად, შემდეგ შემთხვევებში:
ა) როცა დანაშაული ჩადენილია მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, ან მოცემულ სახელმწიფოში რეგისტრირებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე;
ბ) როცა სავარაუდო დამნაშავე მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა;
გ) როცა მსხვერპლი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა ან თუ მოცემულ სახელმწიფოს ეს მიზანშეწონილად მიაჩნია.
2. ყოველი მონაწილე სახელმწიფო ანალოგიურად იღებს ისეთ ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა დაადგინოს თავისი იურისდიქცია ასეთ დანაშაულთა მიმართ, იმ შემთხვევებში, როცა სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე და იგი მე-8 მუხლის შესაბამისად არ გადასცემს მას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.
3. ეს. კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერი სისხლის სამართლის იურისდიქციის განხორციელებას შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6
1. როცა ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მე-4 მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, თავისი ხელით არსებული ინფორმაციის განხილვის შემდეგ დარწმუნდება, რომ ამას გარემოება მოითხოვს, ამ პირს აპატიმრებს ან იღებს სხვა იურდიულ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის დასწრებას. დაპატიმრება და სხვა ასეთი ზომები ხორციელდება მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ შეიძლება გაგრძელდს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სისხლისსამართლებრივი საპროცესო მოქმედებისათვის ან გადასაცემად მოქმედებისათვის.
2. ასეთი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ახდენს ფაქტების წინასწარ გამოძიებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაპატიმრებულ ნებისმიერ პირს უნდა შეეწყოს ხელი, რათა დაუყოვნებლივ დაამყაროს კონტაქტი იმ სახელმწიფოს უახლოეს შესაბამის წარმომადგენელთან, რომლის მოქალაქეც ის არის, ან, თუ ის მოქალაქეობის არმქონე პირია, - იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, სადაც ის, ჩვეულებრივ, ცხოვრობს.
4. როცა სახლმწიფო ამ მუხლის შესაბამისად რომელიმე პირს აპატიმრებს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფოებს ასეთი პირის დაპატიმრების ფაქტს და გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მის დაკავებას. სახელმწიფო, რომელიც აწყობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინასწარ გამოძიებას, მიღებულ მონაცემებს დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებს და მიუთითებს, აპირებს თუ არა იგი თავისი იურისდიქციის განხორციელებას.
მუხლი 7
1. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომლის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიაზეც აღმოჩენილია მე-4 მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამნაშავეს არ გადასცემს, მოცემულ საქმეს გადასცემს თავის კომპეტენტურ ხელისუფალთ სასამართლო დევნისათვის.
2. ეს ხელისუფლები იღებენ ისეთივე გადაწყვეტილებას, როგორსაც ნებისმიერი ჩვეულებრივი სერიოზული დანაშაულის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში, სასამართლო დევნისათვის და მსჯავრდადებისათვის საჭირო მტკიცებებისადმი წაყენებული მოთხოვნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმათზე ნაკლებად მკაცრი, რომლებიც გამოიყენება მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.
3. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება გარჩევა მე-4 მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დანაშაულის გამო, გარანტირებული აქვს სამართლიანი მოპყრობა გარჩევის ყველა სტადიაზე.
მუხლი 8
1. მე-4 მუხლში აღნიშნული დანაშაულები მონაწილე სახელმწიფოთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში გადაცემის თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს როგორც დანაშაულები, რომლებიც იწვევს დამნაშავის გადაცემას. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, ასეთი დანაშაულები შეიტანონ გადაცემის თაობაზე ერთმანეთთან დადებულ ხელშეკრულებებში, როგორც დანაშაულები, რომლებიც იწვევს გადაცემას.
2. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომელიც გადცემას განაპირობებს ხელშეკრულების არსებობით, გადაცემის თაობაზე იღებს თხოვნას სხა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას ასეთი ხელშეკრულება არ აქვს დადებული, მას შეუძლია ეს კონვენცია ასეთ დანაშაულთა მიმართ განიხილოს, როგორც სამართლებრივი საფუძველი გადაცემისათვის. გადაცემა ხდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შესაბამისად, რომელსაც მიმართეს თხოვნით გადაცემის თაობაზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც გადაცემას არ განაპირობებენ ხელშეკრულების არსებობით, ერთმანეთთან ურთიეთობაში ასეთ დანაშაულებს განიხილავენ, როგორც დანაშაულებს, რომლებიც იწვევს გადაცემას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომელსაც მიმართეს თხოვნით გადაცემის თაობაზე.
4. ასეთი დანაშაულები გადაცემის მიზნებისათვის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის განიხილება ისევე, როგორც ისინი ჩადენილი რომ ყოფილიყო არა მარტო მათი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც ვალდებულნი არიან დააწესონ თავიანთი იურისდიქცია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები ყველაზე უფრო სრულ დახმარებას უწევენ ერთმანეთს მე-4 მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი დანაშაულის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლებრივი საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის, გადასცემენ მათ ხელთ არსებულ ყველა მტკიცებას, რომლებიც საჭიროა სასამართლო განაჩენისათვის.
2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ ვალდებულებებს ასრულებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და სამართლებრივი ურთიერთდახმარების ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეიძლება დაიდოს მათ შორის.
მუხლი 10
ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სასწავლო მასალები და ინფორმაციები, რომლებიც ეხება წამების აკრძალვას, სრულად იქნეს შეტანილი სამართალდამცავი ორგანოების პერსონალის, სამოქალაქო ან სამხედრო, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და სხვა პირთა მომზადების პროგრამებში, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ იმ პირთა პატიმრობაში ყოლასთან და დაკითხვასთან, რომლებიც მებისმიერი ფორმით დააპატიმრეს, დააკავეს ან საპატიმროში მოათავსეს, ან მათდამი მოპყრობასთან.
2. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ასეთი აკრძალვა შეაქვს წესებში ან ისნტრუქციებში, რომლებიც ეხება ნებისმიერი ასეთი პირის მოვალეობებსა და ფუნქციებს.
მუხლი 11
ყოველი მონაწილე სახელმწიფო სისტემატურად განიხილავს წესებს, ინსტრუქციებს, მეთოდებს და პრაქტიკას, რომლებიც ეხება იმ პირთა დაკითხვას, აგრეთვე პატიმრობაში ყოლისა და მოპყრობის პირობებს, რომლებიც ნებისმიერი ფორმით დააპატიმრეს, დააკავეს ან საპატიმროში მოათავსეს მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, რათა არ დაუშვან წამების რაიმე შემთხვევა.
მუხლი 12
ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოვებლად მოაწყონ გამოძიება, როცა საკმარისი საფუძველი არსებობს ეჭვისათვის, რომ მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენებული იყო წამება.
მუხლი 13
ყოველი მონაწილე სახელმწიფო ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი აწამეს ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთათვის საჩივრის წარდგენის და მათ მიერ ასეთი საჩივრის სწრაფად და მიუკერძოებლად განხილვის უფლებას. მიიღეება ზომები მომჩივნისა და მოწმეთა დასაცავად საჩივრის ან მოწმის ნებისმიერ ჩვენებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფორმის უხეში მოპყრობისაგან ან დაშინებისაგან.
მუხლი 14
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო თავის სამართლებრივ სისტემაში უზრუნველყოფს, ჰქონდეს სამართლებრივი სანქციით განმტკიცებული უფლება სამართლიანი და ადეკვეტური კომპეტენციისა, რომ წამების მსხვერპლი იღებდეს ანაზღაურებას, და, მათ შორის, რაც შეიძლება სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო სახსრების მიღების უფლება. წამების შემდეგ მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის უფლება ეძლევა მის კმაყოფაზე მყოფთ.
2. ამ მუხლში არაფერი არ ეხება მსხვერპლის ან სხვა პირის მიერ კომპენსაციის მიღების ნებისმიერ უფლებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 15
ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც, როგორც დადგინდა, გარკვეული იყო წამების შემდგე, არ იქნეს გამოყენებული მტკიცებად ნებისმიერი სასამართლო გარჩევის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი გამოიყენება იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება წამება, როგორც იმის მტკიცება, რომ ეს განცხადება გაკეთდა.
მუხლი 16
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, თავის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე თავიდან აიცილოს სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯის სხვა აქტები, რომლებსაც არ მოცავს პირვლ მუხლში აღნისნული წამების განსაზღვრება, როცა ასეთ ფაქტებს სჩადის სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან სჩადიან მათი წაქეზებით, ნებართვით ან მდუმარე თანხმობით. სახელდობრ, ვალდებულებები, რომლებსაც შეიცავს მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები, გამოიყენება ისე, რომ მათში ნახსენები განსაზღვრება „წამება“ შეიცველა განსაზღვრებით „სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის სხვა სახეობანი“.
2. ამ კონვენციის დებულებები ზიანს არ აყენებს ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ეროვნული კანონმდებლობის დებულებებს, რომლებიც კრძალავს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯას, ან ეხება დამნაშავის გადაცემას ან გასახლებას.
ნაწილი II
მუხლი 17
1. იქმნება წამების საწინაარმდეგო კომიტეტი (შემდგომ - „კომიტეტი“). რომელიც ახორციელებს ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს, კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებსაც მაღალი მორალური თვისებები აქვთ და რომლებიც თავიანთი კომპეტენტურობით აღიარებულნი არიან ადამიანის უფლებათა სფეროში და მოქმედებენ პირადად, ექსპერტებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები, ამასთან, ყურადღება ექცევა სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას და იურიდიული გამოცდილების მქონე რამდენიმე პირის მონაწილეობის მიზანშეწონილობას.
2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარულაი კენჭისყრით, მონაწილე სახელმწიფოების მიერ დასახელებულ პირთაგან. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი კანდიდატურა თავის მოქალაქეთაგან. მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ ისეთ პირთა დასახელების მიზანშეწონილობას, რომლებიც აგრეთვე მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესაბამისად დაარსებული ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები არიან და რომლებიც გამოთქვამენ წამების საწინააღმდეგო კომიტეტში მუშაობის სურვილს.
3. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა თათბირებზე, რომლებსაც ორ წელიწადში ერთხელ იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ თათბირზე, რომელთა კვორუმი შეადგენს მონაწილე სახელლმწიფოთა ორ მესამედს, კომიტეტის წევრებად არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა და თათბირზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტური რაოდენობა.
4. თავდაპირველად არჩევნები ეწყობა არა უგვიანეს ექვსი თვისა ამ კონვენციის ამოქმედების დღიდან. მორიგი არჩევნების თარიღამდე სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწფოებს უგზავნის წერილს, რომელიც შეიცავს წინადადებას, რომ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები. გენერალური მდივანი ამზადებს სიას, რომელშიც ანბანური თანმიმდებრობით შეაქს ამგვარად დასახელებული ყველა პირი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით. მათ აქვთ ხელახლა არჩევის უფლება, თუ განმეორებით იქნებიან დასახელებულნი. პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება ორწლიანი პერიოდის დასასრულს. პირველი არჩევნებისთანავე განისაზღვრება ამ ხუთი წევრის ვინაობა წილისყრით, რომელსაც აწყობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული თათბირის თავმჯდომარე.
6. კომიტეტის წევრის სიკვდილის, თანამდებობიდან გადადგომის ან მის მიერ რაიმე სხვა მიზეზით კომიტეტში ფუნქციონირებს შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი კანდიდატურის შემთავაზებელი მონაწილე სახელმწიფო დარჩენილი ვადით ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან, რომელსაც იწონებს მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა. კანდიდატურა მოწონებულად ითვლება, თუ მონაწილე სახელმწიფოთა ნახევარმა ან უფრო მეტმა უარყოფითად არ უპასუხა შეთავაზებული დანიშვნის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისაგან ინფორმაციის მიღებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.
7. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ კომიტეტის წევრთა ხარჯების დაფარვას მათ მიერ კომიტეტში მოვალეობათა შესრულების პერიოდში.
მუხლი 18
1. კომიტეტი ირჩევს თავის თანამდებობის პირთ ორი წლის ვადით. დასაშვებია მათი ხელახლა არჩევა.
2. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს, მაგრამ ამ წესებში, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:
ა) ექვსი წევრი ქმნის ქვორუმს;
ბ) კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევთა ხმების უმრავლესობით.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს საჭირო პერსონალისა და პირობებს კომიტეტის ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის ამ კონვენციის შესაბამისად.
4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ თათბირს. კომიტეტი თავისი პირველი თათბირის შემდეგ იკრიბება მისი პროცედურის წესებით გათვალისწინებული პერიოდულობით.
5. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ მონაწილე სახელმწიფოთა დ კომიტეტის თათბირების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ნებისმიერი ხარჯების ანაზღაურებას, როგორიცაა პერსონალის გასამრჯელო და პირობების ხარჯები, რომლებსაც უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 19
1. მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით წარუდგენენ მოხსენებებს, ამ კონვენციის თანახმად, მოცემული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში თავიანთ ვალდებულებათა განსახორციელებლად მიღებული ზომების თაობაზე. შემდგომში მონაწილე სახელმწიფოები ოთხ წელიწადში ერთხელ წარუდგენენ დამატებით მოხსენებებს ნებისმიერ ახალ მიღებულ ზომათა თაობაზე, აგრეთვე სხვა მოხსენებებს, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს კომიტეტმა.
2. გაერთიანეული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ მოხსენებებს უგზავნის ყველა მონაწილე სახელმწიფოს.
3. თითოეულ მოხსენებას განიხილავს კომიტეტი, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ზოგადი შენიშვნები, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს, და უგზავნის მათ შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოს შეუძლია კომიტეტს პასუხად წარუდგინოს ნებისმიერი შენიშვნა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
4. კომიტეტს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია მის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი შენიშვნები, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოსაგან მიღებულ მათზე შენიშვნებთან ერთად, შეიტანოს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელსაც ამზადებს 24-ე მუხლის თანახმად. შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს თხოვნით კომიტეტს შეუძლია აგრეთვე თავის მოხსენებაში შეიტანოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მოხსენების ეგზემპლარი.
მუხლი 20
1. თუ კომიტეტი იღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც, მისი აზრით, შეიცავს სრულიად დასაბუთებულ მონაცემებს რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამების სისტემატურად გამოყენების თაობაზე, იგი ამ მონაწილე სახელმწიფოს სთავაზობს თანამშრომლობას ასეთი ინფორმაციის განხილვაში და ამ მიზნით თავისი შენიშვნების წარდგენას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2. შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარმოადგენილი ნებისმიერი შენიშვნის, აგრეთვე მის ხელთ არსებული საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, კომიტეტს შეუძლია, თუ მიზანშეწონილად ჩათვლის, თავის ერთ ან რამდენიმე წევრს დაავალოს კომფიდენციალური გამოძიება და კომიტეტისათვის შესაბამისი მოხსენების სასწრაფოდ წარდგენა.
3. თუ ამ მიხლის მე-2 პუნქტის თანახმად ტარდება გამოძიება, კომიტეტი ესწრაფვის თანამშრომლობის დამყარებას შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსთან. ამ მონაწილე სახელმწიფოს თანხმობით ასეთი გამოძიება შეიძლება ითვალისწინებდეს მის ტერიტორიაზე ჩასვლას.
4. ამ წევრის ან წევრთა მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების განხილვის შემდეგ, რომლებიც წარედგინება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტი ამ შედეგებს ნებისმიერ შენიშვნებთან და წინადადებებთან ერთად, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში მიზანშეწონილად მიაჩნია, უგზავნის შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს.
5. ამ მუხლის პირველ - მე-4 პუნქტში აღნიშნული კომიტეტის მთელი მუშაობა კომფიდენციალური ხასიათისაა და ამ სამუშაოს ყველა ეტაპზე უნდა ესწრაფოდნენ მონაწილე სახელმწიფოსთან თანამშრომლობას. მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების თაობაზე ასეთი სამუშაოს დამთავრების შემდეგ კომიტეტს, შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოს შედეგების შესახებ მოკლე ანგარიშები შეიტანოს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელსაც 24-ე მუხლის შესაბამისად ამზადებს.
მუხლი 21
1. ამ მუხლის შესაბამისად ამ კონვენციის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს ცნობები, რომლებიც ეხება ერთი მონაწილე სახელმწიფოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. ასეთი ცნობები ამ მუხლში ჩამოყალიბებული პროცედურების შესაბამისად მიიღება და განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგინა მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა განცხადება თავის მიმართ კომიტეტის კომპეტენციის ცნობის თაობაზე. კომიტეტი ამ მუხლის თანახმად არ განიხილავს ცნობებს, თუ ისინი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ამ მუხლის თანახმად მიღებული ცნობები განიხილება შემდეგი პროცედურით:
ა) თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს ამ კონვენციის დებულებებს, მას შეუძლია წერილობით აცნობოს ეს საკითხი აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ ცნობის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში მისი მიმღები სახელმწიფო ცნობის გამომგზავნ სახელმწიფოს წერილობით წარუდგენსახსნა-განმარტებას ან ნებისმიერ სხვა განცხადებას ამ საკითხზე ახსნა-განმარტებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი და მიზანშეწონილია, შიდა პროცედურები და ზომები, რომლებიც მიიღეს, უნდა მიიღონ ან შეიძლბა მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით;
ბ) თუ საკითხი ვერ გადაწყდა დამაკმაყოფილებლად ორივე მონაწილე სახელმწიფოსათვის, სახელმწიფოს მიერ თავდაპირველად ცნობის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში ნაბისმიერ მათგანს უფლება აქვს ეს საკითხი გადასცეს კომიტეტს და ამის თაობაზე აცნობოს კომიტეტსა და მეორე სახელმწიფოს;
გ) კომიტეტი ამ მუხლის თანახმად მისთვის გადაცემულ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ მოცემულ შემთხვევაში მიღებული იყო ყველა შიდა ხელმისაწვდომი ზომა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრნციპების შესაბამისად. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ზომების მიღება გაუმართლებლად ჭიანურდება ან საეჭვოა, რომ ეფექტიან დახმარებას გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია;
დ) ამ მუხლის თანახმად ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომებს;
ე) კომიტეტი c ქვეპუნქტის დებულებათა დაცვით კეთილ მომსახურბას უწევს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე საკითხის მეგობრულად გადაწყვეტის მიზნით. ამისათვის კომიტეტს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შექმნას სპეციალური შემთანხმებელი კომისია;
ვ) კომიტეტს ამ მუხლის შესაბამისად მისთვის გააცემული ნებისმიერი საკითხის გამო შეუძლია მოუწოდოს b ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოებს, წარმოადგინონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ზ) შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებიც აღნიშნულნი არიან b ქვეპუნქტში, აქვთ კომიტეტში საკითხის განხილვის წარმომადგენლობის და წერილობით და/ან ზეპირად წარდგენის უფლება;
თ) კომიტეტი b ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინების მიღების დრიდან თორმეტი თვის განმავლობაში წარადგენს ცნობებს:
ი) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება e ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტი თავის ცნობაში კმაყოფილდება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებით;
კ) თუ გადაწყვეტილება e ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში მიღწეული არ არის, კომიტეტი თავის ცნობაში კმაყოფილდება ფაქტების მოკლე ჩამოყალიბებით; ცნობას თან ერთვის შესაბამის მონაწილე სახელმწიფოთა წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ განცხადებათა ჩანაწერი.
ყოველ საკითხზე ცნობა ეგზავნება შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს.
2. ამ მუხლის დებულებანი ძალაში შედის, როცა ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო გააკეთებს განხცადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ასეთ განცხადებებს მონაწილე სახელმწიფოები შესანახად აბარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათ ცალებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადების უკან გატანა შეიძლება ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნით. განცხადების უკან გატანამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელსაც შეიცავს ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული ცნობა. ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს არავითარი შემდგომი ცნობა ამ მუხლის შესაბამისად არ მიიღება გენერალური მდივნის მიერ განცხადების უკან გატანის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია.
მუხლი 22
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ამ მუხლის შესაბამისად შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ იმ პირთა ცნობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი მონაწილე სახელმწიფოს მიე კონვენციის დებულებათა დარღვევის მსხვერპლნი არიან, ან მათი სახელით შემოსული ამგვარი ცნობები. კომიტეტი არავითარ ცნობებს არ იღებს, თუ ისინი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.
2. კომიტეტი ამ მუხლის თანახმად მიუღებლად თვლის ნებისმიერ ცნობას, რომელიც ანონიმურია, ან, მისი აზრით, არის ასეთი ცნობები წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენება ან შეუთავსებელია ამ კონვენციის დებულებებთან.
3. მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით კომიტეტი ამ მუხლის შესაბამისად მისთვის წარდგენილ ყველა ცნობას ატყობინებს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა განცხადება პირველი პუნქტის თანახმად და რომელიც თითქოს არღვევს კონვენციის ამა თუ იმ დებულებას. ცნობის მიმღები სახელმწიფო კომიტეტს ექვსი თვის განმავლობაში წარუდგენს წერილობით ახსნა-განცხადებებს, რომლებიც აზუსტებს საკითხს ან ნებისმიერ ზომებს, რომლებიც შეეძლო მიეღო ამ სახელმწიფოს.
4. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ცნობებს კომიტეტი განიხილავს მთელ იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მას წარუდგენენ მოცემული პირი ან მისი სახელით და შესაბამისი მონაწილე სახელმწიფო.
5. კომიტეტი ამ მუხლის თანახმად არ განიხილავს არავითარ ცნობას რომელიმე პირისაგან, თუ იგი არ დარწმუნდება, რომ:
ა) იგივე საკითხი არ განხილულა ან არ განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან რეგულირების რომელიმე სხვა პროცედურით;
ბ) მოცემულმა პირმა ამოწურა სამართლებრივი დაცვის ყველა შიდა ზომა; ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, როცა ამ ზომების გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება ან საეჭვოა, რომ ეფექტიან დახმარებას გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსვერპლია.
6. ამ მუხლის მიხედვით ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომებს.
7. კომიტეტი თავის აზრს აცნობებს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს და მოცემულ პირს.
8. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის როცა ამ კონვენციის ხუთი მონაწილე სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ასეთ განცხადებებს მონაწილე სახელმწიფოები შესანახად აბარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათ ცალებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადების უკან გატანა შეიძლება ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნით. განცხადების უკან გატანამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელსაც შეიცავს ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული ცნობა; ნებისმიერი პირის მიერ ან ამ მუხლის შესაბამისად არ მიიღება გენერალური მდივნის მიერ განცხადების უკან გატანის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია.
მუხლი 23
კომიტეტის და სპეციალური შემთანხმებელი კომისიის წევრებს, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის e ქვეპუნქტის თანახმად, აქვთ იმ ექსპერტთა შეღავათების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტის უფლება, რომლებიც მოქმედებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დავალებით, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ კონვენციის შესაბამისი კარებით.
მუხლი 24
კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას ამ კონვენციის შესაბამისად წარუდგენს თავისი მუშაობის თაობაზე ყოველწლიურ მოხსენებას.
ნაწილი III
მუხლი 25
1. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის ხელმოსაწერად.
2. ეს კონვენცია სარატიფიკაციოა. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენრალურ მდივანს.
მუხლი 26
ეს კონვანცია ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის შესაერთებლად. შეერთება ხდება შეერთების თაობაზე საბუთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად ჩაბარებით.
მუხლი 27
1. ეს კონვანცია ძალაში შედის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების თაობაზე საბუთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად ჩაბარებიდან მეოცე დღეს.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის რომელიც ამ კონვენციის რატიფიცირებას მიიღებს ან შეუერთდება მას მეოცე საატიფიკაციო სოგელის ან შეერთების თაობაზე საბუთის შესანახად ჩაბარების შემდეგ, ეს კონვანცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების თაობაზე საბუთის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 28
1. ნებისმიერ სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ ცნობს მე-20 მუხლით განსაზღვრულ კომიტეტის კომპეტენციას.
2. ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც გააკეთებს შენიშვნას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უკან წაიღოს იგი, რაც უნდა შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდიავნს.
მუხლი 29
ამ კონვენციის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებას უგზავნის მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით, რომ აცნობონ, უჭერენ თუ არა მხარს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას ამ წინადადების განხილვისა და მასზე კენჭისყრის მოწყობის მიზნით. თუ ასეთი წერილის გაგზავნის დღიდან ოთხი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მესამედი მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გენერალური მდივანი იწვევს მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ნებისმიერ შესწორებას, რომელსაც მიიღებს კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, გენერალური მდივანი წარუდგენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს დასამტკიცებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ამ კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეატყობინებს, რომ მიიღო ეს შესწორება თავისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად.
3. როცა შესწორება ძალაში შედის, ისინი სავალდებულოა მათი მიმღები ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოა ამ კონვენციის ის დებულებანი და ნებისმიერი წინა შენიშვნები, რომლებიც მათ მიიღეს.
მუხლი 30
1. ორი ან მეტი მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერი დავა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების გამო, რომელიც ვერ რეგულირდება მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაეცემა არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟში თხოვნის შეტანის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას არბიტრაჟის ორგანიზების თაობაზე, ნებისმიერი მხარის თხოვნით დავა შეიძლება გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.
2. ყოველ სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს შეუძლია განახცადოს,რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები სავალდებულო არ იქნება იმ ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა.
3. ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც გააკეთებს შენიშვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უკან წაიღოს თავისი შენიშვნა, რაც უნდა შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 31
1. ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობით შეტყობინებით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
2. ასეთი დენონსაცია მონაწილე სახელმწიფოს არ ათავიუფლებს ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ნებისმიერი მოქმედებისათვის ან დაუდევრობისათვის, რომელიც ჩადენილია დენონსაციის ძალაში შესვლამდე, და დენონსაცია არანაირ ზიანს არ აყენებს ნებისმიერი საკითხის განხილვის განგრძობას, რომელსაც კომიტეტი განიხილავს დენონსაციის ძალაში შესვლამდე.
3. დენონსაციის ძალაში შესვლის შემდეგ კომიტეტი რომელიმე მონაწილე სახელმწიფოსათვის არ იწყებს ახალი საკითხების განხილვას, რომლებიც მოცემულ სახელმწიფოს ეხება.
მუხლი 32
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს და ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კონვენციას ან შეუერთდა მას, აცნობებს:
ა) ხელმოწერას, რატიფიკაციასა და შეერთებას 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად;
ბ) ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს 27-ე მუხლის შესაბამისად და ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს 29-ე მუხლის შესაბამისად;
დ) დენონსაციებს 31-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 33
1. ეს კონვენცია, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
2.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ კონვენციის დამოწმებულ ეგზემპლარს უგზავნის ყველა სახელმწიფოს.
1984 წლის 10 დეკემბერი
ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს
![]() |
5 საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
პრეამბულა
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები,
რომლებიც ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპები შესაბამისად ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება არის თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველი,
აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან,
აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, თავისუფალი, შიშისა და გაჭირვებისაგან თავისუფალი ადამიანის პიროვნების იდეალის განხორციელება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ შეიქმნა ისეთი პირობები, როცა თითოეული შეძლებს ისარგებლოს თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, ისევე როგორც თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით,
ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებით სახელმწიფოები ველდებულნი არიან წაახალისონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემა და დაცვა,
ითვალისწინებენ, რომ თითოეული ადამიანი, აქვს რა ვალდებულებანი სხვა ადამიანებისა და იმ კოლექტივის მიმართ, რომელსაც ეკუთვნის, უნდა იღწვოდეს ამ პაქტით აღიარებულ უფლებათა წახალისებისა და დაცვისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგი მუხლების გამო:
ნაწილი I
მუხლი 1
1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკევევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
2. ყველა ხალხს თავისი მიზნების მისაღწევად შეუძლია თავისუფლად მოიხმაროს თავისი ბუნებრივი სიმდიდრენი და რესურსები ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობიდან და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულებებს. არც ერთ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წაერთვას საარსებო სახსრები, რომლებიც მას ეკუთვნის.
3. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფო, მათ შორის, ის სახელმწიფოები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად ხელს უნდა უწყობდნენ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებასა და პატივს სცემდნენ ამ უფლებას.
ნაწილი II
მუხლი 2
1. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, ინდივიდუალური წესით და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის წესით, კერძოდ, ეკონომიკურ და ტექნიკურ დარგებში, არსებული რესურსების მაქსიმალურ ფარგლებში მიიღოს ზომები, რათა თანდათან უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებების სრული განხორციელება ყველა მართებული საშუალებეით, მათ შორის, კერძოდ, საკანონმდებლო ღონისძიებათა მიღებით.
2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ, რომ ამ პაქტით გამოცხადებული უფლებები განხორციელდება რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, როგორიცაა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო.
3. განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ ადამიანის უფლებებისა და თავიანთი სახალხო მეურნეობების სათანადოდ გათვალისწინებით განსაზღვრონ, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ამ პაქტით აღიარებულ უფლებებს იმ პირთათვის, რომლებიც მათი მოქალაქენი არ არიან.
მუხლი 3
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებლებას, უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალის თანაბარი უფლება - ისარგებლონ ამ პაქტით გათვალისწინებული ყველა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებით.
მუხლი 4
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, იმ უფლებათა გამოყენების მხრივ, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს შეუძლია შემოიღოს ამ უფლებათა მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც განსაზღვრავს კანონი, და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეეთავსება აღნიშნულ უფლებათა ბუნებას, და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საერთო კეთილდღეობას დემოკრატიულ სახელმწიფოში.
მუხლი 5
1. ამ პაქტში არ შეიძლება არაფრის განმარტება ისე, თითქოს ნიშნავდეს, რომ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე ჯგუფს ან რომელიმე პირს ჰქონდეს უფლება ეწეოდეს რაიმე საქმიანობას ან სჩადიოდეს რაიმე მოქმედებას, რომელთა მიზანია ამ პაქტით აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ თავისუფლების მოსპობა ან მათი შეზღუდვა უფრო მეტად, ვიდრე ეს პაქტი ითვალისწინებს.
2. ადამიანის რაიმე ძირითადი უფლებები, რომლებიც აღიარებულია ამ კანონის, კონვენციების, წესების, ზნე-ჩვეულებების ძალით ან არსებობს რომელიმე ქვეყანაში, არ შეიძლება შეიზღუდოს ან დაკნინდეს იმ საბაბით, რომ ამ პაქტში ასეთი უფლებები აღიარებული არ არის ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.
ნაწილი III
მუხლი 6
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზედაც თავისუფლად დათანხმდება, და განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლებების უზრუნველყოფისათვის.
2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მისაღები ზომები ამ უფლების სრული განხორციელების მიზნით მოიცავენ პროფესიულ-ტექნიკური სწავლებისა და მომზადების პროგრამებს, განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისა და სრული საწარმოო დასაქმების გზებს და მეთოდებს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფნ ადამიანის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს.
მუხლი 7
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, კერძოდ:
ა) ანაზღაურება, რომლითაც, როგორც მინიმუმით, ყველა მშრომელი იქნება უზრუნველყოფილი;
ბ) სამართლიანი ხელფასი და თანაბარი ანაზღაურება ტოლფასოვანი შრომისათვის რაიმე განსხვავების გარეშე, ამასთან, კერძოდ, ქალებისათვის გარანტირებული უნდა იყოს შრომის ისეთი პირობები, რომლებიც მამაკაცთა შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და იქნება თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათის.
გ) მათი და მათი ოჯახების დამაკმაყოფილებელი არსებობა ან პაქტის დებულებათა შესაბამისად;
ბ) უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოთხოვნების შესაბამისი შრომის პირობები;
გ) ყველასათვის ერთნაირი შესაძლებლობა, სამუშაოზე დაწინაურდეს შრომის უფრო მაღალ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ შრომის სტაჟისა და კვალიფიკაციის საფუძველზე;
დ) დასვენება, თავისუფალი დრო და სამუშაო დროის გონივრული შეზღუდვა და პერიოდული ანაზღაურებადი შვებულება ისევე, როგორც ანაზღაურდება უქმე დღეებისათვის.
მუხლი 8
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ:
ა) თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების განხორციელებისა და დაცვისათვის შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ კავშირებში თავისი არჩევანით და ერთადერთი პირობით, რომ შეასრულებს შესაბამისი ორგანიზაციის წესებს. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვებს, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რმლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა სახელმწიფო უშიშროებისა თუ საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
ბ) პროფესიული კავშირების უფლება, შექმნან ეროვნული ფედერაციების ან კონფერენციები, და ამ უკანასკნელთა უფლება, შექმნან საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათ;
გ) პროფესიული კავშირების უფლება, იმუშაონ შეუფერხებლად რაიმე შეზღუდვების გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა სახელმწიფო უშიშროებისა თუ საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
დ) გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უფლება ხორციელდებოდეს თითოეული ქვეყნის კანონების შესაბამისად.
2. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ ამ უფლებების გამოყენებაზე იმ პირთათვის, რომლებიც შედიან სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების, პოლიციისა თუ ადმინისტრაციის შემადგენლობაში.
3. ეს მუხლი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობენ შრომის საერთაშორისოო ორგანიზაციის ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დავცის 1948 წლის კონვენციაში, უფლებას არ აძლევს, მიიღონ საკანონმდებლო აქტები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ ან გამოიყენონ კანონი ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ გარანტიებს.
მუხლი 9
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
მუხლი 10
ამ მუხლის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ:
1. ოჯახს, რომელიც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია, უნდა ჰქონდეს შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება, განსაკუთრებით - მისი შექმნის დროს და სანამ მას ეკისრება პასუხისმგებლობა და ზრუნვა ბავშვებისა და მათი აღზრდისათვის, ვიდრე ისინი დამოუკიდებელნი გახდებიან. ქორწინება უნდა ხედებოდეს მექორწინეთა თავისუფალი თანხმობით.
2. განსაკუთრებული დაცვა უნდა ჰქონდეთ დედებს მშობიარობამდე და მას შემდგომ გონივრული პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე მომუშავე დედებს უნდა ეძლეოდეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება, რომლის დროსაც მისცემენ საკმარის დახმარებას სოციალური უზრუნველყოფის ხაზით.
3. დაცვისა და დახმარების განსაკუთრებული ღონისძიებანი უნდა ხორციელდებოდეს ყველა ბავშვისა და მოზარდის მიმართ ოჯახური წარმოშობის ნიშნისა თუ რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვები და მოზარდები დაცული უნდა იყვნენ ეკონომიკური და სოციალური ექსპლუატაციისაგან. მათი შრომის გამოყენება მათი ზნეობისა და ჯანმრთელობისათვის მავნე ან სიცოცხლისათვის საშიშ ან სხვა იმ დარგში, რომელსაც შეუძლია ავნოს მათ ნორმალურ განვითარებას, კანონით უნდა ისჯებოდეს, გარდა ამისა, სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ასაკობრივი საზღვრები, რომელთა ქვემოთ ბავშვთა ფასიანი შრომის გამოყენება აკრძალულია და კანონით ისჯება.
მუხლი 11
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, თავისთვის და თავისი ოჯახისათვის ჰქონდეს ცხოვრების საკმარისი დონე, რომელიც მოიცავს საკმარის კვებას, ტანსაცმელსა და ბინას, აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდნეს ცხოვრების პირობებს. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.
2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ თითოეული ადამიანის ძირითად უფლებას - თავისუფალი იყოს შიმშილისაგან, ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამშრომლობის წესით უნდ ახორციელებდნენ საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის, ასრულებდნენ კონკრეტულ პროგრამას, რათა:
ა) გააუმჯობესონ საკვები პროდუქტების წარმოშობის, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის ფართოდ გამოყენების კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გავრცელბისა და აგრარული სისტემის ისეთი სრულყოფისა და რეფორმის გზით, რომ მიაღწიონ ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტიან ათვისებასა და გამოყენებას; და
ბ) უზრუნველყონ საურსათის მსოფლიო მარაგის სამართლიანი განაწილება როგორც სურსათის იმპორტიორი, ისე ექსპორტიორი ქვეყნების მოთხოვნილებათა შესაბამისად და მათი პრობლემების გათვალისწინებით.
მუხლი 12
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი დონე.
ბ) გარემოს ჰიგიენისა და მრეწველობაში შრომის ჰიგიენის ყველა ასპექტის გაუმჯობესებისათვის;
გ) ეპიდემიური, ენდემური, პროფესიული და სხვა დაავადებების თავიდან აცილებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის;
დ) ისეთი პირობების შექმნისათის, რომლებიც ყველასათვის უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებასა და სამედიცინო მოვლას ავადმყოფობის შემთხვევაში.
მუხლი 13
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას განათლებაზე. ისინი თანახმანი არიან, რომ განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრული განვითარებისაკენ და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. ისინი თანახმანი არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა - იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმაებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ამ უფლების სრულად განხორციელებისათვის:
ა) დაწყებითი განათლება უნდა იყოს ყველასათვის სავალდებულო და უფასო;
ბ) საშუალო განათლება და მისი სხვადასხვა ფორმა, პროფესიულ-ტექნიკური საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა იყოს ღია და ყველასათვის მისაწვდომი ყველა საჭირო ზომის მიღების და, კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით;
გ) უმაღლესი განათლება ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, თითოეულის უნარის გათვალისწინებით და ყველა ზომის მიღების და, კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით;
დ) შეძლებისდაგვარად უნდა ხდებოდეს ელემენტალური განათლების წახალისება ან ინტენსიფიკაცია იმატთვის, ვისაც არ გაუვლია ან არ დაუმთავრებია დაწყებითი განათლების სრული კურსი;
ე) აქტიურად უნდა ხორციელდებოდეს ყველა საფეხურის სკოლების ქსელის განვითარება, უნდა დაწესდეს სტიპენდიების დამაკმაყოფილებელი სისტემა და განუწყვეტლივ უნდა უმჯობესდებოდეს მასწავლებელთა პერსონალის მატერიალური პირობები.
3. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრუობენ ვალდებულებას, პატივი სცენ მშობლებისა და, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერი მეურვეობის თვაისუფლებას, თავიანთი ბავშვებისათვის აირჩიონ არა მარტო სახელმწიფო ხელისუფალთა მიერ დაარსებული სკოლები, არამედ აგრეთვე სხვა სკოლები, რომლებიც შეესაბამება განათლების მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს ან დაამტკიცოს სახელმწიფომ, და უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაბამისად.
4. ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება, შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ უცვლელი პირობებით, რომ დაიცავენ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნებს, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
მუხლი 14
ამ პუნქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, რომელმაც პაქტის მონაწილედ შესვლის დროისათვის თავისი მეტროპოლიის ტერიტორიასა თუ თავის იურისდიქციაში მყოფ სხვა ტერიტორიებზე ვერ დააწესა სავალდებულო უფასო დაწყებითი განათლება, კისრულობენ ვალდებულებას, ორი წლის მანძილზე შეიმუშაოს და მიიღოს ღონისძიებათა ვრცელი გეგმა, რათა თანდათან, გარკვეული წლების მანძილზე, რომლებიც აღნიშნული უნდა იყოს ამ გეგმაში, განახორციელოს სავალდებულო უფასო საყოველთაო განათლების პრინციპი.
მუხლი 15
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას:
ა) მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში;
ბ) სარგებლობდეს მეცნიერული პროგრესის შედეგებით და პრაქტიკულად იყენებდეს მათ;
გ) სარგებლობდეს იმ მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვით, რომლებიც ჩნდება ყველა იმ მეცნიერულ, ლიტერატურულ თუ მხატვრულ ნაშრომებთან დაკავშირებით, რომელთა ავტორიც ის არის.
2. ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ამ უფლების სრულად განხორციელებისათვის, მოიცავენ იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც საჭიროა მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა დაცვის, განვითარებისა და გავრცელებისათვის.
3. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პატივი სცენ თავისუფლებას, რომელიც უთუოდ აუცილებელია მეცნიერული გამოკვლევებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მეცნიერებისა და კულტურის დარგებში საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის წახალისებისა და განვითარების სარგებლობას.
ნაწილი IV
მუხლი 16
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პაქტის ამ ნაწილის შესაბამისად წარადგინონ მოხსენებანი, თუ რა ზომებს იღებენ და რა პროგრესს მიაღწიეს ამ პაქტით აღიარებული უფლებების დაცვის გზაზე.
2. ა) ყველა მოხსენება წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათ ეგზემპლარებს განსახილველად უგზავნის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად;
ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სპეციალიზებულ დაწესებულებებს უგზავნის აგრეთვე ამ პაქტის მონაწილე იმ სახელმწიფოთა მოხსენებებს ან მოხსენებათა რომელიმე შესაბამის ნაწილებს, რომლებიც ამ სპეციალიზებულ დაწესებულებათა წევრები არიან, რამდენადაც ასეთი მოხსენებები ან მოხსენებათა ნაწილები, მატი კონსტიტუციური აქტების შესაბამისად, ეხება ზემოხსენებულ დაწესებულებათა მოვალეობების ფარგლებში რომელიმე საკითხს.
მუხლი 17
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოხსენებებს წარადგენენ ეტაპობრივად, იმ პროგრამის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ ამ პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაადგინოს მონაწილე სახელმწიფოებთან და დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებთან კონსულტაციით.
2. მოხსენებებში შეიძლება აღინიშნოს ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ პაქტით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების ხარისხზე.
3. თუ შესაბამისი ცნობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან რომელიმე სპეციალიზებულ დაწესებულებას ადრე შეატყობინა ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ, საჭირო აღარ არის ამ ცნობების განმეორება და საკმარისი იქნება ამგვარად შეტყობინებული ცნობების ზუსტი დამოწმება.
მუხლი 18
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარგში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია შეუთანხმდეს სპეციალიზებულ დაწესებულებებს იმის თაობაზე, რომ მათ მას წარუდგინონ მოხსენებანი ამ პაქტის იმ დებულებათა შესრულებისას მიღწეული პროგრესის შესახებ, რომლებიც განეკუთვნება მათი საქმიანობის სფეროს. ეს მოხსენებები შეიძლება შეიცავდნენ ასეთი განხორციელების შესახებ მათი კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა დაწვრილებით ცნობებს.
მუხლი 19
ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია ადამიანის უფლებათა კომისიას განსახილველად და ზოგადი რეკომენდაციების მისაცემად ან, შესაბამის შემთხვევებში, ცნობად გადასცეს მოხსენებები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და რომლებსაც სახელმწიფოები წარადგენენ მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, აგრეთვე მოხსენებები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და რომლებიც სპეციალიზებული დაწესებულებანი წარადგენენ მე-18 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 20
ამ პაქტის მონაწილე დაინტერესებულ სახელმწიფოებს და სპეციალიზებულ დაწესებულებებს, მე-19 მუხლის თანახმად, შეუძლიათ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს წარუდგინონ შენიშვნები ნებისმიერი ზოგადი რეკომენდაციის გამო ან ადამიანის უფლებათა კომისიის რომელიმე მოხსენებასა თუ რომელიმე სხვა დოკუმენტში მითითებული ასეთი ზოგადი რეკომენდაციის გამო.
მუხლი 21
ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია დროდადრო წარუდგინოს გენერალურ ასამბლეას მოხსენებები, რომლებშიც იქნება ზოგადი რეკომენდაციები და ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისა და სპეციალიზებული დაწესებულებებისაგან მიღებული იმ ცნობების მოკლე შინაარსი, რომლებიც ეხება ამ პაქტით აღიარებული უფლებების საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფისათვის მიღებულ ზომებს და მიღწეულ შედეგებს.
მუხლი 22
ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოების, მათი დამხმარე ორგანოებისა და ტექნიკური დახმარების გამწევ სპეციალიზებულ დაწესებულებათა ყურადღება მიაქციოს პაქტის ამ ნაწილში აღნიშნულ მოხსენებებთან დაკასირებით წამოჭრილ ყველა საკითხს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს ამ ორგანოებისათვის როცა თითოეულ მათგანს კომპეტენციის ფარგლებში გამოაქვს გადაწყვეტილებანი, თუ რამდენად მიზანშეწონილია საერთაშორისო ზომები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ პაქტის თანდათან და ეფექტიან განხორციელებას.
მუხლი 23
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები თანახმანი არიან, რომ ამ პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელების ხელშემწყობ საერთაშორისო ღონისძიებებს განეკუთვნება ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა კონვენციათა დადება, რეკომენდაციათა მიღება, ტქნიკური დახმაების გაწევა და კონსულტაციების მიზნით რეგიონალური თათბირებისა და ტექნიკური თათბირების მოწვევა, აგრეთვე დაინტერესებულ მთავრობებთან ერთად ორგანიზებული გამოკვლევები.
მუხლი 24
ამ პაქტში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც გაერთანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და გაერთიანებული ორგანიზაციის და სპეციალიზებული დაწესებულებების სხვადასხვა ორგანოს შესაბამის მოვალეობათა განმსაზღვრელ სპეციალიზებულ დაწესებულებათა წესდებების დებულებათა მნიშვნელობის დაკნინება იმ საკითხებში, რომლებსაც ეს პაქტი ეხება.
მუხლი 25
ამ პაქტში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც დაკნინება ყველა ხალხის განუყოფელი უფლებებისა - მთლიანად და თავისუფლად ფლობდნენ თავიანთ ბუნებრივ სიმდიდრეებსა და რესურსებს და სარგებლობდნენ მათით.
ნაწილი V
მუხლი 26
1. ამ პაქტს შეუძლია ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ყველა სახელმწიფომ ან ყველა მისი სპეციალიზებული დაწესებულებების წევრმა, საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის მონაწილე ყველა სახელმწიფომ და ყველასხვა სახელმწიფომ, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა შესთავაზებს ამ პაქტში მონაწილეობას.
2. ეს პაქტი რატიფიცირებულ უნდა იქნეს. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
3. ამ პაქტთან შეერთება შეუძლია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.
4. შეერთებისათვის საჭიროა შეერთების დოკუმენტის დეპონირებნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ პაქტს ან რომლებიც შეუერთდნენ მას, თითოეული სარატიფიკაციო სიგელისა თუ შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.
მუხლი 27
1. ეს პაქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებული იქნება ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ პაქტის რატიფიკაციას ახდენს ან უერთდება მას ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელისა თუ შეერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს პაქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დრიდან, როცა დეპონირებული იქნება მისი სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.
მუხლი 28
ამ პაქტის დებულებანი ვრცელდება ფედერაციულ სახელმწიფოთა ყველა ნაწილზე, რაიმე შეზღუდვისა თუ გამოკლების გარეშე.
მუხლი 29
1. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორებანი და წარუდგინოს ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი ნებისმიერ შეთავაზებულ შესწორებებს უგზავნის ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს მათ შეატყობინონ მას, მომხრე არიან თუ არა, რომ მოიწვიონ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია ამ წინადადებათა განსახილველად და მათზე კენჭის საყრელად. თუ მონაწილე სახელმწიფოთა მესამედი მაინც დაუჭერს მხარს ასეთ კონფერენციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ყველა შესწორება, რომელსაც მიიღებს ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, დასამტკიცებლად წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
2. შესწორებანი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გენერალური ასამბლეა და თავიანთი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიიღებს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა - ორი მესამედი.
3. მას შემდეგ, რაც შესწორებანი ძალაში შევა, ისინი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება ამ პაქტის დებულებანი და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორება.
მუხლი 30
26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გაკეთებული შეტყობინებისაგან დამოუკიდებლად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს ატყობინებს შემდეგს:
ა) ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთების შესახებ 26-ე მუხლის თანახმად;
ბ) ამ პნქტის ძალაში შესვლის თარიღს 26-ე მუხლის თანახმად და ყოველგვარი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს 27-ე მუხლის თანახმად.
მუხლი 31
1. ეს პაქტი, რომლის ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფარანგული ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შესანახად უნდა გადაეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ პაქტის დამოწმებულ ასლებს უგზავნის 26-ე მუხლში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.
1966 წლის 16 დეკემბერი
ძალაში შევიდა 1976 წლის 3 იანვარს