![]() |
წამების აკრძალვა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: რეიდი აისლინგ |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელება : გზამკვლევი / [ავტ.: აისლინგ რეიდი ; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ. ; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005] : შპს "პეტიტი" - 117გვ. ; 16სმ. - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - : [ფ.ა.], 2000ც. [MFN: 24576] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განხორცილება გზამკვლევი გამოცემა დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ Guide to the Implementation of Article 3 of the European Convention on Human Rights (in Georgian), 2005 This book was published with the financial support of the Council of Europe წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ შეიძლება ჩაითვალოს მოხსენიებული სამართლებრივი დოკუმენტების ოფიციალურ განმარტებად, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს წევრი სახელმწიფოებისათვის, ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოებისა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი ორგანოსათვის. ავტორი - აისლინგ რეიდი თარგმანი და წინასიტყვაობა - ლაშა ჭელიძე, ბესო ბოხაშვილი, თამარ მამუკელაშვილი რედაქტირება- ლაშა ჭელიძე დაიბეჭდა - შპს ,,პეტიტი’‘ თარგმანი ქვეყნდება ევროპის საბჭოსთან შეთანხმებით და მასზე პასუხს აგებს მთარგმნელი ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ერეკლე II-ს შესახვევი 7, თბილისი, 0105 ტელ.: 988977/989560; ფაქსი: 989657 ელ-ფოსტა: information.office@coe.ge ვებ-გვერდი: www.coe.ge ევროპის საბჭო, 2005 წელი ტირაჟი 2000 დაიბეჭდა შპს ,,პეტიტში” თბილისი, 2005 წელი |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
,,საზოგადოებრივი აპლოდისმენტების ქვეშ წამება გადასროლილ იქნა აყროლებულ ჯურღმულში, სადაც მას მიჰყვა ინკვიზიცია და რომელ გზასაც სულ მალე გაუდგება სიკვდილით დასჯა“
ვიქტორ ჰიუგო 1851 წ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო აქტს, რომელიც იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ამავე დროს განსაზღვრავს უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ეფექტიან მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით. ევროპულ კონვენციას ხელი მოეწერა 1950 წლის 4 ნოემბერს ქ. რომში ევროპის საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოს მიერ და ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს. თავის მხრივ კონვენცია გამოირჩევა და უპრეცედენტოა რამდენიმე ფაქტორის გამო:
1. ევროპულმა კონვენციამ ერთერთმა პირველმა მოახდინა ადამიანის უფლებებზე ზოგადი იდეალების ტრანსფორმირება კონკრეტულ სამართლებრივ სისტემაში;
2. კონვენცია სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, თავიანთი იურისდიქციების ფარგლებში უზრუნველყონ იმ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, რომლებიც წარმოდგენილია კონვენციაში;
3. და ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ევროპულ კონვენციას გამოარჩევს სხვა ანალოგიური საერთაშორისო აქტებისაგან, არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც მოწოდებულია განიხილოს სახელმწიფოთაშორისო და ინდივიდუალური განაცხადები კონვენციითა და თანდართული ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებებთან მიმართებაში.
4. ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფოები კისრულობენ სამართლებრივ ვალდებულებას, რათა აღასრულონ ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
საქართველომ კონვენციას ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. კონვენცია ქვეყნისათვის ძალაში შევიდა მას შემდგომ, რაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება 1999 წლის 20 მაისს. სწორედ ამ დღის შემდგომ ჩადენილ დარღვევებთან მიმართებაში ეკისრება საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი პასუხიმსგებლობა.
![]() |
1.1 გზამკვლევის დანიშნულება |
▲back to top |
წინამდებარე გზამკვლევის უწინარეს დანიშნულებას წარმოადგენს გააცნოს ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ყველა შტოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკა, მიდგომები და პრეცედენტული სამართალი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებას (როგორადაც გვევლინება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) საქართველოს სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონებისა და კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა ორგანულ თუ მიმდინარე კანონებთან მიმართებაში. ამიტომაც ხელისუფლების ორგანოებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ საერთაშორისო ხელშეკრულება და ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტები იმ ურთიერთობათა რეგულირებისას, რომელსაც შიდა კანონმდებლობა ვერ ან არაჯეროვნად არეგულირებს. მაგრამ ისმის კითხვები: რა გზით არის შესაძლებელი ხსენებული სტანდარტების დადგენა, როგორ უნდა გახდეს ჩვენთვის ცნობილი, თუ რა სახის პოზიტურ თუ ნეგატიურ ვალდებულებებს აკისრებს კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, როგორია ევროპული საზოგადოებისა თუ საერთაშორისო უწყებების, კერძოდ, ევროპის სასამართლოს მიდგომა ამა თუ იმ უფლებისა თუ თავისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებით? ევროპული კონვენცია ხომ მხოლოდ ე.წ. ,,მშრალ ტექსტს“ მოიცავს, რომელიც მრავალნაირად შეიძლება აღქმულ იქნეს სხვადასხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ?1 სწორედ აღნიშნული საკითხის რეგულირებაში ასრულებს გადამწყვეტ როლს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართალი, რომელიც განმარტავს კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების ქვეტექსტსა და მოქმედების ფარგლებს, სახელმწიფოს მიმართ დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ყოველთვის ერთნაირი არ იყო და ვერც იქნება გამომდინარე თვით ევროპული კონვენციის ,,სიცოცხლისუნარიანობის პრინციპიდან“, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები და ცალკეულ უფლებებსა თუ თავისუფლებებში ჩარევა ან უბლებებისა თუ თავისუბლებების შეზღუდვა, რაც მისაღები იყო და დასაშვებად ან შედარებით მცირე ხარისხის დარღვევად მიიჩნეოდა ევროპული სასამართლოს მიერ სულ რა- ღაც 15-20 წლის წინ, შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს ევროპული საზოგადოებისა და სასამართლოსათვის დღევანდელ რეალობაში, რასაც განაპირობებს ადამიანის უფლებათა სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტები.2 ხსენებულიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ყველა შტოს წარმომადგენლებმა ჯეროვნად გაითვალისწინონ და ქმედებების განხორციელებისას მხედველობაში იქონიონ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის უახლესი მაგალითები, რათა თავიდან ავირიდოთ ეროვნულ დონეზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა შეუსაბამობა ევროპულ პრაქტიკასთან.
თუმცაღა გარკვეული ბარიერების არსებობა და აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოში მოქმედ იურისტებს შორის, რომელთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ორგანოები არ არიან ვალდებულნი გამოიყენონ ან მხედველობაში მიიღონ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რადგანაც საქართველო განეკუთვნება კონტინენტური და არა ანგლოსაქსური, სამართლის ქვეყნებათა რიცხვს და შიდასამართლებრივ სისტემაში მოქმედი არცერთი ნორმატიული აქტი არ ავალდებულებთ მათ ამის გაკეთებას.3 მაგრამუნდა გვახსოვდეს, რომ პრეცედენტული სამართალი განმარტავს, აზუსტებს და ნათელს ფენს ევროპულ კონვენციაში მოცემულ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაზღვრავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფარგლებს.
ამ კუთხით გარკვეული წინსვლა და პოზიტიური ნაბიჯები აღინიშნება განსაკუთრებით საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, რომელმაც რამდენიმე საქმეში გამოიყენა და დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში, რომელიც კრძალავს წამებას, უზენაესმა სასამართლომ თავის 2002 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ალიევის საქმეზე გაითვალისწინა კონვენციის მე-13 მუხლი და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე ქვეყნის პოზიტიური ვალდებულება და, მიუხედავად სისხლის სამართლის პროცესში არსებული გარკვეული ხარვეზებისა, რომელიც არაჯეროვნად არეგულირებდა პირის სხვა სახელმწიფოში ექსტრადიციის პროცედურას და სასამართლო დაცვის ვერანაირ გარანტიებს ვერ ანიჭებდა მას, გენერალური პროკურორის მიერ ალიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობისა და სამართლიანობის საკითხის განხილვა დაუქვემდებარა რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული საქმე შეიქმნა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს მისცემოდათ საშუალება, ესარგებლათ სასამართლო უფლებით.
წინამდებარე გზამკვლევის უმთავრეს მიზანს სწორედ ასეთი პრაქტიკის გაღრმავება და დახვეწა წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში მაინც ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლით დაცული უფლებების დარღვევას განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ამასვე მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენებები და კრიტიკული შენიშვნები. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ განაცხადებთან დაკავშირებით სამთავრობო კომენტარების გაკეთების მიზნით ევროპული სასამართლოდან გამოგზავნილი 20 განაცხადიდან 5 მათგანი4 სწორედ მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევას ეხება. საქართველოში წამების საყოველთაო აკრძალვა და არასათანადო პრაქტიკის დაგმობა ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრიორიტეტულ საკითხად უნდა იქცეს. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებისა და წარმომადგენლებისათვის, ისევე როგორც ადვოკატებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული სამართლის ჯეროვანი ცოდნა, რათა საკანონმდებლო ორგანომ გამოცემული ნორმატიული აქტებით, თუ მასში ცვლილებების შეტანით მაქსიმალურად და ეფექტიანად უზრუნველყოს მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვა არასათანადო მოპყრობისაგან, აღმასრულებელმა და სასამართლო ორგანოებმა აღკვეთონ წამების, არადაამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ხსენებული ქმედების ჩამდენი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კერძო პირები, ადვოკატებმა კი მაქსიმალურად უზრუნველყონ არასათანადო მოპყრობის ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩინება და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა თუ მსჯავრდებულთა დაცვა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობისაგან.
_________________________________
1. იხ. საქმეზე Golder v. the United Kingdom 1971 წლის 17 ივნისს გამოტანილი განაჩენი და საქმე Kudla v. Poland 2000 წლის 26 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი.
2. საქმეზე Ireland v. the United Kingdom 1978 წლის 18 იანვარს გამოტანილი განაჩენი.
3. კონსტანტინე კორკელია, ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში”, 2004 წლის თებერვალი, გვ.151.
4. 2005 წლის მაისის მდგომარეობით. აბსანძე საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი 57861/00); დანელია საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი 68622/01); დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი 73241/01); შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (განაცხადი 36378/02); ბეღელური და 98 სხვა საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი 2849/02).
![]() |
1.2 წამების აკრძალვა საერთაშორისო აქტებში |
▲back to top |
მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში ჩადენილ შემაძრწუნებელ ქმედებათა შემდგომ საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო საზოგადოებისათვის იმდენად დიდი იყო წამების აკრ- ძალვის მნიშვნელობა, რომ იგი მიჩნეულ იქნა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნაწილად და ითვლება jus cogens-ად1. წამების აკრძალვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ასევე მოწმობს ის მრავალი საერთაშორისო აქტი, რომლებიც გმობს არასათანადო მოპყრობასა და სასჯელს:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მე-5 მუხლი)
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (მე-3 მუხლი)
ჟენევის 4 კონვენცია;
1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურუფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, რომლის თანახმადაც, ,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს'`;
წამების და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის საწინააღმდეგო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის კონვენცია (CAT);
წამებისა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის 1987 წლის ევროპული კონვენცია;
სწორედ არასათანდო მოპყრობის აკრძალვის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობდა ლორდი თორნდონი თავის განსხვავებულ მოსაზრებაში საქმეზე Higgs v. Minister of National Security:
,,აშკარაა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ბუნებრივი უფლება არ დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას. უფლება, რომელიც ცივილიზაციის წიაღიდან მომდინარეობს, უფრო აღიარებულია, ვიდრე შექმნილი ადამიანის უფლებათა ისეთი საერთაშორისო აქტებით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებათა საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია...“
____________________________
1. jus cogens - ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმები.
![]() |
1.3 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენცია |
▲back to top |
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის საწინააღმდეგო კონვენცია (CAT) მიღებულ იქნა 1984 წლის 10 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1987 წლის 27 ივნისს. აღნიშნული კონვენციის უზრუნველყოფის მექანიზმსა და საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც შედგება 10 წევრისაგან. კომიტეტმა ფუნქციონირება დაიწყო 1988 წლის 1 იანვარს, ანუ კონვენციის ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდგომ. ზოგადად კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ ჟენევაში. კომიტეტის წევრებს ირჩევენ წევრი სახელმწიფოები გეოგრაფიული ბალანსის გათვალისწინებით და იმ კონკრეტული პირების კომიტეტში მონაწილეობის საჭიროებით, რომლებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა კომიტეტის მუშაობაში და გააჩნიათ პრაქტიკული სამართლებრივი გამოცდილება. კომიტეტის წევრთა არჩევნები იმართება წევრ სახელმწიფოთა შეკრებებზე, რომლებიც იმართება 2 წელიწადში ერთხელ და, რომელსაც იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. აღნიშნულ შეხვედრებზე, რომელსაც უნდა ესწრებოდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ორი მესამედი იმისათვის, რათა შედგეს ქვორუმი, კომიტეტის წევრებს ირჩევენ ხმათა უმრავლესობით, ანუ ყოველი სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეთა სიიდან წარდგენილ თითოეულ კანდიდატთაგან, რომელიც მიიღებს ხმათა უმეტესობას. კომიტეტის წევრების არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ამასთან, კომიტეტის წევრთა ნახევარის უფლებამოსილების ვადა გადის 2 წლის შემდგომ. აღნიშნული წევრების ვინაობა ირკვევა კენჭისყრის შედეგად მათი პირველად არჩევისთანავე.
კონვენციის ხელშემკვრელი წევრი სახელმწიფოები მოხსენებას წარუდგენენ შესაბამისი სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდგომ. შემდგომში კომიტეტს მოხსენება წარედგინება 4 წელიწადში ერთხელ. კომიტეტი იხილავს მოხსენებებს და გამოაქვს დასკვნები, კომენტარები, რომლებშიც იგი ასახავს უმნიშვნელოვანეს ფაქტებს, რომლებიც მან აღმოაჩინა და აძლევს რეკომენდაციებს შესაბამის წევრ სახელმწიფოებს.
კომიტეტისათვის მოხსენების წარდგენის პროცედურის გარდა, კონვენცია ადგენს კიდევ სამი სახის მექანიზმს, რომელთა საშუალებითაც კომიტეტი ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს: მოკვლევის პროცედურა, სახელმწიფოთაშორის საჩივართა განხილვა და ინდივიდუალურ განაცხადთა განხილვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად:
,,კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ტერმინი ,,წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, სულერთია ეს იქნება ფიზიკური თუ სულიერი ხასიათის, ისეთი მიზნით, როგორიცაა მისგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა მან ან მესამე პირმა, ან იმ მიზნით, რომელიც ეფუძვნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა პირს მიეყენება ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის ან თანამდებობის პირის მიერ, მისი წაქეზებით, ან მისი თანხმობით ან დუმილით გამოხატული მისი თანხმობით. აღნიშნული არ გულისხმობს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც თან სდევს კანონიერ სანქციებს.“
აღნიშნული განსაზღვრების თანახმად ,,წამება“ მოიცავს ძლიერ ტკივილსა და ტანჯვას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხსენებული ტანჯვა შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკიდან გამომდინარე ნათელია, რომ წამების დადგენისათვის საჭირო ზღვარი ძალიან მაღალია და ხსენებული ორგანოები გასაჩივრებულ ქმედებას წამების კვალიფიკაციას ანიჭებენ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს უტყუარი მტკიცებულებები ჩადენილი ქმედების განსაკუთრებულ სისასტიკესთან და ამ ქმედების შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. თუმცაღა, იბადება კითხვა: არის თუ არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ელ მუხლში სუბიექტური ელემენტების ჭარბი არსებობა? ასე მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს გააჩნია ცალკეული ქმედების შედეგად მიყენებული ტკივილის თმენის მომეტებული შესაძლებლობა, უნდა გამოირიცხოს თუ არა აღნიშნულ შემთხვევაში წამების არსებობა? განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანმა შესაძლოა განიცადოს განსაკუთრებული ტკივილი, ტრავმა და ზიანი შედარებით მსუბუქი ხასიათის ქმედების შედეგად. საინტერესოა, არის თუ არა შესაძლებელი წამების დადგენა?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, წამება განხორციელებულ უნდა იქნეს განზრახი ქმედებით. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: ხსენებული „გაზრახვა“ უკავშირდება და გულისხმობს განზრახვას ტკივილი და ტანჯვა მიადგეს პირს, თუ უკავშირდება და გულისხმობს თვით ქმედების განხორციელების განზრახვას? როგორც განსაზღვრებიდან ხდება ნათელი რადგანაც CAT-ის 1-ლი მუხლი ორჯერ მიუთითებს „ტკივილსა და ტანჯვაზე“ ხსენებული განზრახვა გულისხმობს ტკივილისა და ტანჯვის მიყენებას, ან სულ მცირე დანაშაულებრივ გულგრილობას ტკივილის ან ტანჯვის მიყენებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, „გაუფრთხილებლად“ ტკივილის ან ტანჯვის მიყენება, რომელიც მორალურად ისე გასაკიცხი არ არის როგორც იგივე ქმედების განზრახ განხორციელება, არ წარმოადგენს წამებას.1 ამასთანავე ქმედებები, რომლებიც არ იწვევს ძლიერ ტკივილსა და ტანჯვას ნორმალურ, ჩვეულებრივ ადამიანში, ზოგადად არ ხვდება კონვენციის 1-ლი მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში. ასეთ შემთხვევებში წამებისათვის საჭირო და აუცილებელი განზრახვა არ იარსებებს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედების განმახორციელებელმა პირმა თავიდანვე უწყოდა პირის განსაკუთრებული სისუსტეებისა და დაუცველობის შესახებ.
ძალიან საინტერესოა, ის საკითხი შესაძლებელია თუ არა წამების განხორციელება უმოქმედობით. მაგალითად, ჩაითვლება თუ არა წამებად საკვების ან სამედიცინო დანიშნულების პრეპარატების განზრახ არ მიცემა შესაბამისი პირისათვის? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა ცნობილმა იურისტმა ბოულესბაამ, რომლის მტკიცებითაც, იმ შემთხვევაში, თუკი წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლი არ გავრცელდებოდა უმოქმედობაზე, ,,სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა გარკვეული ხერხი, რაც დაეხმარებოდა სახელმწიფოებს თავი აერიდებინათ კონვენციის დებულებების ზედმიწევნითი შესრულებისათვის“ და შეუსაბამო იქნებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციის ობიექტსა და მიზან- თან.2 ამიტომაც, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სხვა საჭირო ელემენტები, როგორც მოქმედების შედეგად განხორციელებული აქტი, ასევე უმოქმედობა საკმარისია, რათა ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნეს წამებად. პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რამდენჯერმე დაადგინა, რომ უმოქმედობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-7 მუხლის დარღვევას (მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მე-7 მუხლი მხოლოდ წამებას არ მოიცავს, არამედ გულისხმობს არასათანადო მოპყრობის შედარებით მსუბუქ ფორმებს, როგორიცაა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა).
წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, წამება განხორციელებული უნდა იქნეს გარკვეული მიზნით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თვით განსაზღვრება მოიცავს რამდენიმე მიზანს, აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ჩნდება გარკვეული კითხვები, მაგალითად წარმოადგენს თუ არა წამებას სადისტის მიერ შემთხვევითი მსხვერპლის მიმართ განხორცილებული ქმედება თვითდაკმაყოფილების მიზნით? ანალოგიურ საკითხვებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ბოროტი განზრახვა მოხვდება კონვენციის 1-ლი მუხლის მოქმედების სფეროში. თუმცაღა, ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კეთილი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედება არ იყოს წამება. უფრო მეტიც, წამების ჩადენა ხშირად ხორციელდება ისეთი მიზნებიდან გამომდინარე, როგორიცაა დანაშაულის გახსნა ან მისი თავიდან არიდება.3 მაგრამ ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ თითოეული ადამიანის უფლება არ დაექვემდებაროს წამებას აღიარებულია როგორც აბსოლუტური უფლება და მასში ჩარევა არ შეიძლება გამართლებული იყოს თუნდაც ყველა მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოებრივი აუცილებლობით და ფორსმაჟორული სიტუაციით. თვით სავარაუდო მსხვერპლის ჯანმრთელობის სასარგებლოდ განხორციელებული ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს წამებად. ასეთ მაგალითს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როგორიცაა პირისათვის გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ნარკოზის გარეშე ამპუტაციის ჩატარება მისი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნებიდან გამომდინარე.
წამების საწინააღმდეგო კონვენცია განმარტავს, რომ ტკივილი და ტანჯვა მიყენებულ უნდა იქნეს საჯარო მოხელის ან ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მისი წაქეზებით, ან მისი თანხმობით, ან დუმილით გამოხატული მისი თანხმობით. წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-16 მუხლი კი აფართოებს სახელმწიფოების ნეგატიურ ვალდებულებას სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ ქმედებებთან მიმართებაში. მეორეს მხრივ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-7 მუხლი არ მოიცავს მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არასათანადო მოპყრობის განხორციელებაში აუცილებლად გარეული უნდა იყოს საჯარო მოხელე ან ხელისუფლების წარმომადგენელი. ზემოხსენებული საკმაოდ ნათლად გამომდინარეობს კონვენციის 1-ლი და მე-16 მუხლებიდან, მაგრამ გარკვეულ კითხვებს წამოჭრის ტერმინი ,,დუმილით გამოხატული თანხმობა“. ადგილი ექნება თუ არა დუმილით გამოხატულ თანხმობას, თუკი სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს წამებას? წარმოადგენს თუ არა დუმილით გამოხატულ თანხმობას წამების აკრძალვის არაჯეროვანი განხორციელება?4 საჯარო მოხელის 1-ელ მუხლში მოხსენიებით და ამ კრიტერიუმის დაწესების მიზანს წარმოადგენს, არ დააკისროს სახელმწიფო ვალდებულება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელებულ იქნა მისი კონტროლის მიღმა. თუმცაღა, სახელმწიფოებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა კერძო პირების მიერ განხორციელებულ წამებასთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ჯეროვნად არ პასუხობენ ასეთ ქმედებებს და არ ატარებენ საჭირო ღონისძიებებს ასეთ ქმედებათა აღმოსაფხვრელად.
ისევე როგორც ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, წამების საწინააღმდეგო კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, გარდა ნეგატიური ვალდებულებისა, რომელიც სახელმწიფოებს და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრძალავს წამების, სასტიკი და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის განხორციელებას, მრავალი სახის პოზიტიურ ვალდებულებებს აკისრებენ კონვენციის ხელშემკვრელ წევრ სახელმწიფოებს. წამების საწინააღმდეგო კონვენცია და პაქტის მე-7 მუხლი მოიაზრებენ ისეთი სახის პოზიტიურ ვალდებულებებსაც, რომლებიც ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ პრეცედენტულ სამართალში ჯერჯერობით არ შეგვხვედრია.
ქვემოთ მოცემული საქმეები გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის იურისპრუდენციიდან იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც ეხება სახელმწიფოს მიერ სწორედ დუმილითთანხმობის გამოხატვის საკითხს.
________________________
1. იხ. J. Herman Burgers and H. Danelius, The United Nations Convention Against Torture (Martinus Nijhoff, Dordrecht, 1988), გვ. 118.
2 იხ. A. Boulesbaa, The UN Convention on Torture and the Prospects for Enforcement (Martinus Nijhoff, The Hague, 1999), გვ. 15.
3 წამების აკრძლვის საწინააღმდეგო და დასჯის შესახებ ამერიკათაშორისი კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, წამება შესაძლებელია ჩადენილ იქნეს ნებისმიერი მიზნისათვის.
4 იხ. Boulesbaa, ტერმინის ამერიკული გაგების თანახმად, დუმილით გამოხატული თანხმობა მოითხოვს საჯარო მოხელეს, რომელმაც წამების აქტის განხორციელებამდე უწყის ასეთი ქმედების განხორციელების შესახებ და არღვევს თავის სამართლებრივ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც იგი უნდა ჩაერიოს და აღკვეთოს ასეთი ქმედება.
![]() |
1.4 საქმე DZEMAJL et al v. YOUGOSLAVIA (CAT 161/00) |
▲back to top |
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი იყო 65 ადამიანი, რომლებიც ბოშური წარმოშობისანი გახლდნენ და ითვლებოდნენ იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებად.
1995 წლის 14 აპრილს დანილოვგრადის პოლიციის განყოფილებამ მიიღო შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ბოშური წარმოშობის არასრულწლოვანმა ახალგაზრდებმა გააუპატიურეს მონტენეგრული უმცირესობის წარმომადგენელი ქალიშვილი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ პოლიცია შევიდა ბოშების დასახლებაში ბოზოვა გლავიცაში და დააპატიმრა ყველა ახლაგაზრდა მამაკაცი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც ორმა ბოშა არასრულწლოვანმა აღიარა ჩადენილი ქმედება, დაპატიმრებული ბოშები გათავისუფლებულ იქნენ (რა თქმა უნდა, იმ ორი პირის გარდა, რომლებმაც აღიარეს დანაშაულის ჩადენა), თუმცაღა პოლიციის წარმომადგენლებმა მათ ურჩიეს საცხოვრებელი ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება, რადგანაც ქალიშვილის გაუპატიურებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მონტენეგრულ უმცირესობათა წარმომადგენლებში, რომლებიც მრავლად ცხოვრობდნენ აღნიშნულ ადგილებში. პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ ბოშათა დასახლებაში და რამდენჯერმე გააფრთხილეს ბოშები, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები, რადგანაც მონტენეგრული უმცირესობის წარმომადგენლები აპირებდნენ მათ დარბევას.
ბოშების გარკვეულმა რაოდენობამ მიატოვა დასახლება, თუმცაღა ნაწილმა უარი თქვა ბინების მიტოვებაზე. ინციდენტის მეორე დღეს დასახლებაზე დაიწყო შტურმი, მონტენეგრული უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ. შტურმში მონაწილე პირებმა ჩაამტვრიეს სახლების ფანჯრები, ცეცხლი წაუკიდეს თივის ზვინებს და საქონლის სადგომებს, ჩამტვრეული ფანჯრებიდან სახლებში აგდებდნენ წინასწარ მომზადებულ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. დარბევა და სრული განუკითხაობა მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში.
აღნიშნულ მოვლენებს თვალს ადევნებდნენ პოლიციელები, რომლებსაც არანაირი სახის ქმედებები არ განუხორციელებიათ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ან შეეჩერებინათ დარბევა. ისინი მხოლოდ მოშორებული მანძილიდან აკვირდებოდნენ მიმდინარე მოვლენებს და ატყობინებდნენ ზემდგომ ოფიცრებს.
დარბევის შედეგად დაიწვა ან მიწასთან იქნა გასწორებული ბოშების დასახლება, საცხოვრებელი სახლები, შინაური ცხოველების სადგომები და დამხმარე სათავსოები. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, პოლიციას არ მიუღია რაიმე სახის ზომები რათა ჩაექრო ხანძარი ან შეეჩერებინა მიმდინარე მოვლენები, თუმცაღა პოლიციის წარმომადგენლებმა გულმოდგინედ იზრუნეს იმაზე, რომ ცეცხლი არ გადასულიყო იმ ახლომდებარე სახლებზე, რომლებიც არ ეკუთვნოდათ ბოშებს. რამდენიმე დღის შემდგომ ბოშათა დასახლება საერთოდ აღგვილ იქნა საყოფაცხოვრებო სამსახურების კუთვნილი მძიმე ტექნიკის საშუალებით.
მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იუგოსლავიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაარღვიეს წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი და მე-16 მუხლები. მომჩივნები მიუთითებდნენ ბოშათა განსაკუთრებულ დაუცველობასა და უსუსურობაზე და აცხადებდნენ, რომ ზემოხსენებული ქმედებები წარმოადგენდა ,,დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას“ და მოტივირებული იყო რასობრივი სიძულვილით. მომჩივნები უთითებდნენ ამერიკათაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქმეზე Velasquez Rodriguez v. Honduras, რომელშიც სასამართლომ განაცხადა:
,,არაკანონიერმა ქმედებამ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და მისი ჩადენა თავდაპირველ ეტაპზე არ შეიძლება ბრალად შეერაცხოთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს (მაგალითად იმიტომ, რომ ქმედება განხორციელებულ იქნა კერძო პირის ან პირების მიერ ან იმიტომ რომ ვერ იქნა გამოაშკარავებული ქმედების ჩამდენი პირი), შესაძლოა წარმოშვას სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არა თვით ჩადენილი ქმედებების გამო, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოებმა არ გამოიჩინეს სათანადო მზრუნველობა (due diigence), რათა აღკვეთილიყო დარღვევა ან სათანადო პასუხი ყოფილიყო გაცემული, როგორც ამას მოითხოვს კონვენცია.“
მსგავსი მიდგომა გამოამჟღავნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Osman v. The United kingdom.
განიხილა რა ბოშათა უმცირესობის წარმომადგენელთა საჩივრები წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა დაადგინა, რომ საჩივარში მოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე სახლების დაწვა და დანგრევა წარმოადგენს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. ხსენებული ქმედების დამამძიმებელ მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მომჩივანი ჯერ კიდევ იმალებოდა დასახლებაში, როდესაც სახლებს წაუკიდეს ცეცხლი, დაიწყეს მათი დანგრევა, ძალადობას საფუძვლად ედო რასობრივი სიძულვილი და ყოველივე ამას ემატებოდა მსხვერპლთა დაუცველობა და უსუსურობა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს (პოლიციის) წარმომადგენლებმა, რომლებმაც წინასწარ უწყოდნენ მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და ესწრებოდნენ კიდევაც ძალადობის განხორციელებას, არ გადადგეს რაიმე ქმედითი ნაბიჯი, რათა დაეცვათ მომჩივნები და ამით მათ დუმილითა და უმოქმედობით გამოხატეს თავიანთი თანხმობა განხორციელებულ ძალადობასთან მიმართებაში.
![]() |
1.5 საქმე G.R.B. ვ. Sweden |
▲back to top |
აღნიშნული განაცხადის ავტორი ამტკიცებდა, რომ პერუში მათი დაგეგმილი გაძევება გამოიწვევდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომლის თანახმადაც აკრძალულია პირის დეპორტაცია იმ სახელმწიფოში, სადაც იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს წამებას. განმცხადებლები აცხადებდნენ, რომ პერუში მათი დაბრუნების შემთხვევაში მათ ემუქრებოდათ გარდაუვალი საფრთხე ტერორისტული ჯგუფის ,,მანათობელი ბილიკის“ (Sendero Luminioso) წევრებისაგან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მთავრობამ განაცხადა, რომ ტერორისტული ჯგუფის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებაში არ შეიძლება ბრალი წაეყენოს პერუს ხელისუფლების ორგანოებს. მიუხედავად ამ ფაქტისა შვედეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ მართალია იგი აღიარებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში თავშესაფრის მიღების უფლება უნდა წარმოიშობოდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასათანადო მოპყრობის საფრთხე არ მომდინარეობს სხვა ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისაგან, მაგრამ წინამდებარე საქმეში თუნდაც არსებობდეს ტერორისტული ჯგუფის მიერ განმცხადებელთა დევნის საფრთხე, მათ შეუძლიათ იმოძრაონ პერუს შიგნით ტერიტორიებზე და მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი დაეთანხმა მოპასუხე მთავრობის მოსაზრებას და განაცხადა, რომ
,,ის საკითხი, აკისრია თუ არა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ვალდებულება თავი შეიკავოს იმ პირის გაძევებისაგან, რომელსაც შესაძლოა ემუქრებოდეს არასამთავრობო გაერთიანების მიერ ტკივილის ან ტანჯვის მიყენების საფრთხე ხელისუფლების ორგანოს მიერ დუმილით გამოხატული თანხმობის გარეშე, არ ხვდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში.“
![]() |
1.6 ინფორმაციის გავრცელება წამების აკრძალვასთან დაკავშირებით |
▲back to top |
ერთ-ერთი დამატებითი პოზიტიური ვალდებულება, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლში მოიაზრება და თავისებურებას წარმოადგენს, არის წამების აკრძალვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება, რომელიც აკისრიათ ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის მე-20 ზოგადი მოხსენების თანახმად, კომიტეტი ინფორმირებული უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავრცელებენ სახელმწიფო მხარეები მოსახლეობის ფართო მასებში შესაბამის ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია წამებისა და საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით დაგმობილი სხვა ქმედებების აკრძალვასთან. სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირადი შემადგენლობა, სამედიცინო პერსონალი, პოლიციის ოფიცრები და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც შეხება აქვს საპყრობილეებთან ან ციხესთან, ან იმ ადამიანებთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებთან, რომლებიც რაიმე ფორმით ექვემდებარები ან დაკავებას, წინასწარ პატიმრობას ან პატიმრობას, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ტრენინგები. სახელმწიფო მხარეებმა უნდა შეატყობინონ კომიტეტს, თუ რა ინსტრუქციები თუ ტრენინგები იქნა გამოცემული ან განხორციელებული იმისათვის, რათა მე-7 მუხლით დაგმობილი ქმედებების აკრძალვა მტკიცედ და განუხრელად იქნეს დაცული ასეთი პირების მიერ. ანალოგიურ პოზიტიურ ვალდებულებას ითვალისწინებს ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-10 მუხლი.
![]() |
1.7 პოზიტიური ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს პატიმრის სრული იზოლაციის თავიდან არიდებას |
▲back to top |
ზოგადი მოხსენების მე-11 პუნქტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის სრულ იზოლაციაში მოთავსება, როდესაც მას საშუალება არ აქვს შეხვდეს თავის ადვოკატს, მისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს, ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს, უნდა იქნეს აკრძალული, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლით აკრძალული არასათანადო მოპყრობა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლიც კრძალავს პატიმრის სრულ იზოლაციას, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, რომელიც დაკავშირებულია კონვენციის მე-3 მუხლთან, იგმობა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი პირის სრულ იზოლაციაში მოთავსება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როდესაც პირს არ აქვს რაიმე სოციალური კონტაქტი გარე სამყაროსთან და რამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგი გამოიწვია მის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაში. საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კი ამ ვალდებულებას ითვალისწინებს იმ მოტივით, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების საფრთხე.
![]() |
1.8 სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი |
▲back to top |
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად,
,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კერძოდ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს მისი თანხმობის გარეშე სამედიცინო ან სამეცნიერო გამოკვლევებს მისი თანხმობის გარეშე.“
საერთაშორისო პაქტი არ მოიცავს მე-7 მუხლით მოცული ტერმინების განმარტებას. ტერმინთა განმარტება არ გვხვდება არც საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანოს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის, იურისპრუდენციაში. განსხვავებები ტერმინებს შორის დამოკიდებულია გამოყენებული ქმედების ხასიათზე, მიზანსა და სიძლიერეზე. აღნიშნული მკვეთრად განსხვავდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისაგან, რომელშიც სტრასბურგის სასამართლო მე-3 მუხლთან დაკავშირებულ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განმარტავს, თუ მე-3 მუხლით დაცული რომელი დებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ადამიანის უფლებათა კომიტეტი კი მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს და აფიქსირებს მე-7 მუხლის დარღვევას და არ უთითებს ხსენებული მუხლით მოცული რომელი კონკრეტული დებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი ცალკეულ შემთხვევაში. ზოგად მოხსენებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გააკეთა ზოგადი განცხადება საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით აკრძალულ ქმედებებთან დაკავშირებით:
,,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის დებულებათა მიზანს წარმოადგენს დაცვა როგორც ინდივიდის ღირსებისა, ასევე მისი ფიზიკური და სულიერი ხელშეუხებლობისა. სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს, უზრუნველყოს ყოველი პირის დაცვა საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებათა საშუალებით, რომლებიც შესაძლოა აუცილებელი იყოს მე-7 მუხლით აკრძალული იმ ქმედებების აღმოსაფხვრელად და საწინააღმდეგოდ, რომლებიც განხორციელბულ იქნა როგორც თანამდებობის პირების მიერ, ასევე იმ პირების მიერ, რომლებიც არ ასრულებენ თანამდებობრივ მოვალეობებს და ასევე კერძო პირების მიერ. მე-7 მუხლით დადგენილი აკრძალვა ასევე გამყარებულია პაქტის მე-10 მუხლში წარმოდგენილი პოზიტიური მოთხოვნებით, რომელთა თანახმადაც „ყველა პირს, ვისაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, უნდა მოეპყრან ადამიანურად და ადამიანისათვის შესაფერისი ღირსებით“.
ადამიანის უფლებათა ზოგადი მოხსენების თანახმად, მე-7 მუხლი არ უშვებს რაიმე სახის გამონაკლისს არც ერთ შემთხვევაში. კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ისეთ სიტუაციებშიც კი, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა ან საომარი მოქმედებები არანაირი სახის გადახვევა არ არის ნებადართული მე-7 მუხლის დებულებებიდან. კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ დაუშვებელია მე-7 მუხლის დებულებათა დარღვევის გამართლება ისეთი მიზეზითაც კი, როგორიც არის ზემდგომი თანამდებობის პირის ან ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის მიერ მიღებული ბრძანება.
ანალოგიური დებულებები გვხვდება წამების საწინააღმდეგო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის მე-2 მუხლშიც, რომლის თანახმადაც:
,,არანაირი სახის გამონაკლისი გარემოებები, თუნდაც ეს იყოს საომარი მდგომარეობა ან ომის საშიშროება, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება იქნეს მოყვანილი წამების გასამართლებლად.“
ზემოხსენებულიდან ნათლად ჩანს, რომ არანაირი სახის პროპორციულობაზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც ვსაუბრობთ პაქტის მე-7 მუხლზე და წამების საწინააღმდეგო კონვენციაზე. მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი პრაქტიკა, რომელიც არათუ დაშვებულია სახელმწიფოში, არამედ საკანონმდებლო დონეზეც კი არის გამართლებული კონკრეტულ შემთხვევებში. მაგალითად, ისრაელში კანონმდებლობა ნებას რთავს ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოიყენონ ,,თანამედროვე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის პროცესში. 1997 წელს ისრაელმა განაცხადა, რომ ხსენებული მეთოდების გამოყენების შედეგად თავიდან იქნა აცილებული დაახლოებით 90-მდე ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც გადარჩენილ იქნა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.1 მიუხედავად ხსენებული სტატისტიკისა და ისრაელის მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მაინც დააკვალიფიცირა ზოგიერთი დაკითხვის მეთოდი, როგორც წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.2 დაკითხვის მეთოდები მიჩნეულ იქნა წამებად მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიმართული იყო მოსახლეობის დასაცავად სასიკვდილო ტერორისტული აქტებისაგან. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განცხადების თანახმად:
,,კომიტეტი აღიარებს და ითვალისწინებს იმ საშინელ დილემას, რომელსაც ისრაელი აწყდება ტერორისტული აქტების საშიშროებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფო მხარეს, ისრაელს არ შეუძლია კომიტეტის წინაშე თავი იმართლოს განსაკუთრებული გარე მოებებით და განაცხადოს, რომ ეს გარემოებები ამართლებს კონვენციის 1-ლი მუხლით აკრძალულ ქმედებებს. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად და ნათლად არის დაგმობილი კონვენციის მე-2 მუხლით“.3
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს დაკითხვის ისეთი მეთოდები, რომელთა კომბინაციაც ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აზრით წარმოადგენენ წამებას არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში, არამედ საქართველოშიც მრავლად გვხვდება. თუმცაღა, ისრაელის მაგალითისაგან განსხვავებით აღნიშნული მეთოდების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად არის აკრძალული როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე წარდგენილი პირველივე განაცხადი Domukovsky et al v. Georgia, რომელიც კომიტეტმა არსებით განხილვაზე დაუშვა და განიხილა, უმთავრესად სწორედ ეხებოდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის დარღვევას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნულ განაცხადში განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ისინი დაექვემდებარნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის სასტიკ ცემას, ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას, რომელმაც ბ-ნ დომუხოვსკის შემთხვევაში გამოიწვია კანტუზია, ბ-ნ წიკლაურის შემთხვევაში - კანტუზია, ძვლების მოტეხილობა, მრავალი ჭრილობები და დამწვრობითი ხასიათის იარები, ბ-ნ გელბახიანის შემთხვევაში - შრამები, ხოლო ბ-ნ დოკვაძის შემთხვევაში განხორციელებული ქმედებები მოიცავდა როგორც წამებას, ასევე მუქარებს მისი ოჯახის მიმართ. საქართველოს მთავრობამ ვერ წარუდგინა ადამიანის უფლებათა კომიტეტს რაიმე სახის დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც გააქარწყლებდა განმცხადებლების მიერ წარდგენილ ფაქტებს. შესაბამისად ,,ხსენებულ გარემოებებში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჩათვალა, რომ განმცხადებლების მიერ კომიტეტის წინაშე წარდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, განმცხადებლები დაექვემდებარნენ წამებასა და სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც არღვევს საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლსა და მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტს.“
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებულ განაცხადებთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტი ანალოგიურ მიდგომებს ახორციელებს, როგორც ეს ხდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებულ განაცხადებთან მიმართება- ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესოა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ განხილული განაცხადები, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის დამაბოლოვებელი დებულების - ,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს მისი თანხმობის გარეშე სამედიცინო ან სამეცნიერო გამოკვლევებს“ - სავარაუდო დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკაში ძალინ მწირია ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს გამოტანილი არც ერთი სერიოზული გადაწყვეტილება ადამიანთან მიმართებაში სამედიცინო ექსპერიმენტის განხორციელების ან სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით, როდესაც ეს აუცილებელი არ არის პირის ჯანმრთელობისათვის და მისი თანხმობის გარეშე იქნა განხორციელებული. ამიტომაც ძალიან საინტერესოა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამომჟღავნებული მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მე-7 მუხლის დამაბოლოვებელი დებულების განსაზღვრის მიზანს წარმოადგენდა პასუხის გაცემა იმ საშინელებებზე, რასაც ჩადიოდნენ გერმანელი ნაცისტი ექიმები საკონცენტრაციო ბანაკებში მე-2 მსოფლიო ომის დროს.4 ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მე-20 ზოგად მოხსენებაში ასახული განმარტების თანახმად:
,,მე-7 მუხლი ნათლად კრძალავს სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერიმენტებს შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე. კომიტეტი აღნიშნავს, რომ გა საკუთრებული დაცვა უნდა არსებობდეს ასეთი ექსპერიმენტებისაგან იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც არ შეუძლიათ თავისი ნებით გამოხატონ თანხმობა და, განსაკუთრებით, იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც იმყოფებიან რაიმე ფორმით პატიმრობაში ან დაკავების ქვეშ. ასეთი პირები არ უნდა დაექვემდებარონ არც ერთ შემთხვევაში სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტებს, რომელთაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას.“
ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ დასკვნით კომენტარებში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ ზოგიერთ შტატში არა თერაპიული კვლევები შესაძლებელია წარმოებდეს მცირეწლოვნებთან ან სულიერად დაავადებულ პირებთან მიმართებაში მათ მაგიერ სხვა ადამიანის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლს.5
სამედიცინო ექსპერიმენტის აკრძალვა უფრო ვიწრო გაგებით არის წარმოდგენილი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლში, ვიდრე სამედიცინო მოპყრობის აკრძალვა. არასაექსპერიმენტო სამედიცინო ჩარევამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი განხორციელებულია შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე, უნდა მიაღწიოს სისასტიკის კონკრეტულ ზღვარს იმისათვის, რათა ადგილი ჰქონდეს საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის დარღვევას. ერთ-ერთი სახის სამედიცინო ჩარევა, როგორიცაა ქალის სტერილიზაცია მისი თანხმობის გარეშე ერთმნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის დარღვევად. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა დააფიქსირა დასკვნით კომენტარებში იაპონიასთან6, პერუსა7 და სლოვაკეთთან8 მიმართებაში.
__________________________________
1. იხ. ისრაელის მე-2 პერიოდული მოხსენება, რომელიც წარედგინა წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, CAT/C/33/add. 2/Rev.1. პუნქტები 2-3 და 24.
2. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნითი კომენტარები ისრაელთან მიმართებაში, 1997 წ.
3. სხვათა შორის, თვით ისრაელის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც გვევლინება მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოდ ისრაელში, საქმეზე The Public Committeee Against Torture in Israel v. The Government of Israel გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მოპყრობის მეთოდები არაკონსტიტუციური იყო 1999 წლის 6 სექტემბერს.
4. იხ. Manfred Nowak, International Covenant on Civil and Political Rights, 1993 წ.
5. (1995) UN doc. CCPR/79/add, პუნქტი 50.
6. (1998) UN doc. CCPR/79/add, პუნქტი 31.
7. (2000) UN doc. CCPR/70/per, პუნქტი 21.
8. (2003) UN doc. CCPR/CO/78/SCK, პუნქტი 12.
![]() |
1.9 წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია და კომიტეტი |
▲back to top |
80-იანი წლების დასასრულს ადამიანის უფლებათა დაცვის მზარდმა სტანდარტებმა ხაზგასმით წარმოაჩინა ადამიანის განსაკუთრებით მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევის აღმოფხვრის საჭიროება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლმა, რომელიც კრძალავს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელს დასაბამი მისცა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ 1987 წლის კონვენციის პროექტის შემუშავებას.
აღნიშნული კონვენცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT), ხელმოსაწერად ღია გახდა 1987 წლის 26 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1989 წლის 1 თებერვალს. დღეისათვის ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო მიერთებულია კონვენციას.
წამების აღკვეთის ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმი, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 მარტს, უფლებამოსილებას ანიჭებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომ მოიწვიოს ევროპის საბჭოს არაწევრი ნებისმიერი სახელმწიფო კონვენციაზე მისაერთებლად.
![]() |
1.10 დამოუკიდებელი ექსპერტები და ვიზიტები |
▲back to top |
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) წევრებს წარმოადგენენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები. ისინი სხვადასხვა პროფესიების მქონე პირები არიან, როგორიცაა იურისტები, ექიმები და ექსპერტები. ისინი ირჩევიან მინისტრთა კომიტეტის მიერ 4 წლის ვადით და ხელახლა შესაძლოა არჩეულ იქნენ მხოლოდ ორჯერადი ვადით. თითოეული სახელმწიფოდან მხოლოდ ერთი წევრი ირჩევა. წამების საწინარმდეგო კომიტეტი ვიზიტებს აწარმოებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში (მაგალითად, ციხეებსა და არასრულწლოვანთა პატიმრობის ცენტრებში, პოლიციის დაწესებულებებში, საიმიგრაციო მიზნით დაკავებლთა ცენტრებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა მოინახულოს თუ როგორ ეპყრობიან იქ თავისუფლებააღკვეთილ პირებს და სათანადო რეკომენდაციები წარუდგინოს მოგვიანებით პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ვიზიტები ზოგადად ხორციელდება დელეგაციების მიერ, რომლებშიც შედის 2 ან მეტი კომიტეტის წევრი. მათ თან ახლავთ კომიტეტის სამდივნოს წარმომადგენლები, ექსპერტები და თარჯიმნები. კომიტეტის წევრი, რომელიც არჩეულია შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მხრივ მონაწილეობას არ იღებს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ვიზიტებში.
კომიტეტის დელეგაციები ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ვიზიტებს ახორციელებენ პერიოდულად, მაგრამ შესაძლებელია ე.წ. ad hoc (სპეციალური) ვიზიტების განხორციელებაც, თუკი ეს აუცილებელია. კომიტეტმა უნდა აცნობოს შესაბამის სახელმწიფოს ვიზიტის შესახებ, მაგრამ კომიტეტი არ არის ვალდებული დააკონკრეტოს პერიოდი შეტყობინებასა და ვიზიტს შორის, რომელიც გამონაკლისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს დაუყოვნებლივ შეტყობინების გაგზავნის შემდგომ. მთავრობის პრეტენზიები ვიზიტის დროსა და ადგილთან დაკავშირებით, შესაძლებელია გამართლებულ იქნეს მხოლოდ ისეთ საფუძველზე, როგორიცაა ეროვნული თავდაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სერიოზული არეულობა, პირის სამედიცინო მდგომარეობა ან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს კონკრეტული პირის მიმართ. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ყველა შესაძლებელი ღონისძიება, რათა მაქსიმალურად შესაძლებელ ვადებში მოხერხდეს კომიტეტის წევრების ვიზიტის განხორციელება.
![]() |
1.11 შეუზღუდავი დაშვება |
▲back to top |
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის კონვენციის თანახმად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციებს გააჩნიათ შეუზღუდავი ნებართვა და დაშვება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ასეთ ადგილებ- ში გადაადგილებაზე. ისინი ყოველგვარი მოწმეებისა და მეთვალყურეობის გარეშე აწარმოებენ პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა მონახულებას და მათთან გასაუბრებას.
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის კომიტეტი არ არის მართლმსაჯულების ორგანო, რაც მას არსებითად განასხვავებს ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპის საბჭოს სხვა საზედამხედველო ორგანოსაგან, როგორადაც გვევლინება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
ევროპული სასამართლოსაგან განსხვავებით წამების საწინააღმდეგო კომიტეტს არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს სამართლებრივი დავები, რომლებიც ეხება შესაბამისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების სავარაუდო დარღვევას, ანუ post faqtum საჩივრების განხილვის უფლებამოსილებას.
უწინარეს ყოვლისა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მთავარ დანიშნულებას შეადგენს არასათანადო მოპყრობის განხორციელების ხელის შეშლა, თუმცაღა, კომიტეტს უფლება აქვს ჩაერთოს ასეთი ფაქტის მოხდენის შემდგომაც.
შესაბამისად, მაშინ როდესაც სასამართლოს ქმედებები მიმართული ,,კონფლიქტის სამართლებრივ დონეზე რეგულირებისაკენ“, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ქმედებები მიმართულია ,,კონფლიქტის თავიდან აცილებისაკენ“ პრაქტიკულ დონეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს ,,მაქსიმალური დაცვა გაავრცელოს ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელებაზე იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი ხასიათის“.
.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) ქმედებები ეფუძვნება თანამშრომლობის კონცეფციას.1 წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ამოცანას არ წარმოადგენს სახელმწიფოების საჯაროდ გაკიცხვა, არამედ სახელმწიფოებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათ აღმართონ და გააძლიერონ ის გამყოფი კედელი, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავს და ყოფს დასაშვებ და დაუშვებელ მოპყრობას ან ქმედებას.2 ხსენებული ამოცანის განხორციელებისას წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
1. თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა აბსოლუტურ ხასიათს ატარებს;
2. არასათანადო მოპყრობა ეწინააღმდეგება ცივილიზებულ ქმედებათა კოდექსს, თუნდაც იგი განხორციელებულ იქნეს შედარებით მსუბუქი ფორმით;
3. არასათანადო მოპყრობა ზიანს აყენებს არა მარტო მსხვერპლს, არამედ დამამცირებელია თვით ხელისუფლების ორგანოს იმ წარმომადგენლისათვის, რომელიც მას ახორციელებს ან ნებართვას გასცემს მის განხორციელებაზე და ზიანს აყენებს ასევე ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს ზოგადად.
პირველ რიგში, CPT იკვლევს და აფასებს ფაქტობრივ სიტუაციას იმ ქვეყნებში, რომლებშიც იგი ახორციელებს ვიზიტებს. კერძოდ, CPT:
1. იხილავს ზოგად სიტუაციას იმ დაწესებულებებში, რომლებიც მან მოინახულა;
2. თვალყურს ადევნებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების წარმომადგენელთა მიდგომებს თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებაში;
3. აწარმოებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა გამოკითხვას მათ ყოფასთან დაკავშირებით და ისმენს საჩივრებს, რომლებიც მათ შესაძლოა ჰქონდეთ;
4. იხილავს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საფუძვლებს, რაზეც დაფუძნებულია თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულის შემდგომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოხსენებას წარუდგენს შესაბამის სახელმწიფოს, რომელშიც შეფასებას აძლევს შეგროვებულ ინფორმაციას და თან ურთავს კომენტარებს. ხსენებულთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ CPT-ს არ გააჩნია უფლებამოსილება ფიცის ქვეშ მოიპოვოს გარკვეული მტკიცებულებები ან წინააღმდეგობა გაუწიოს იმ პირებს, რომლებიც გამოხატავენ საწინააღმდეგო აზრს. აუცილებლობის შემთხვევაში კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომელთა დანიშნულებასაც წარმოადგენს ისეთ მოპყრობათა აღკვეთა და აკრძალვა, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებათა დასაშვებ სტანდარტებთან.
თავისი ფუნქციების განხორციელებისას CPT უფლებამოსილია დაეყრდნოს არამარტო იმ სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც მოცულია არამარტო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, არამედ ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი სხვა შესაბამისი აქტებითაც, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ორგანოების მიერ ამ უფლებებთან დაკავშირებულ ინტერპრეტაციებს. მაგრამ კომიტეტი არ არის შეზღუდული და შემოფარგლული მართლმსაჯულების ან კვაზი სასამართლო ორგანოების მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლით ადამიანის უფლებათა სფეროში, არამედ მას შეუძლია ამ პრეცედენტულ სამართალზე ან გამომჟღავნებულ მიდგომებზე დაყრდნობა, როდესაც აფასებს თავისუფლებააღკვეთილი პირების მოპყრობას კონკრეტულ ქვეყანაში.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ განსხვავებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და CPT-ს შორის შემდგოში მდგომარეობს:
1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გამოკვლევა ადგილი ჰქონდა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებათა დარღვევას. საპირისპიროდ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ამოცანას კი წარმოადგენს პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის, იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი ხასიათის, აღკვეთა, აღმოფხვრა, ანუ კომიტეტის მოქმედებები უფრო გათვლილია მომავალზე, ვიდრე წარსულზე;
2. ევროპულ სასამართლოს გააჩნია ხელშეკრულების დებულებები, რომლებსაც იგი იყენებს და განმარტავს. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შეზღუდული არ არის ხელშეკრულებათა არსებითი დებულებებით, თუმცაღა მას შეუძლია დაეყრდნოს მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, საერთაშორისო აქტებსა და საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალს.
3. მის წინაშე დასახული ამოცანების ხასიათიდან გამომდინარე ევროპული სასამართლო შედგება ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე იურისტებისაგან. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი კი შედგება არა მარტო ასეთი იურისტებისაგან, არამედ სამედიცინო პერსონალისაგან, პენიტენციალურ სფეროში მოღვაწე ექსპერტებისაგან, კრიმინოლოგიის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისაგან და სხვ.
4. საკითხის გადაჭრაში ევროპული სასამართლო მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც მას წარედგინება განაცხადი ინდივიდუალური პირისაგან თუ სახელმწიფოსაგან. CPT კი ex officio ახორციელებს თავის პერიოდულ ვიზიტებს.
5. სასამართლოს ქმედებები და კონკრეტულ განაცხადთან დაკავშირებული მისი საქმიანობა სრულდება სამართლებრივად სავალდებულო გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ნათელი ხდება, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი კი ამზადებს მოხსენებას და, თუ ეს აუცილებელია, რეკომენდაციებსა და რჩევებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია შემდგომი მოლაპარაკების განვითარება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ ასრულებს კომიტეტის რეკომენდაციებს, კომიტეტს შეუძლია გამოსცეს საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით.
CPT თავის მოხსენებას კონკრეტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით აქვეყნებს მხოლოდ ამ სახელმწიფოს მიერ თანხმობის გამოთქმის შემთხვევაში. მაგრამ კომიტეტი ყოველწლიურად იღებს ზოგად მოხსენებას გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელშიც ზოგადად აისახება განვლილი წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ განხორციელებული ვიზიტები კონკრეტულ სახელმწიფოებში.
_________________________
1. ,,წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის” მე-3 მუხლი.
2. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1-ლი ზოგადი მოხსენება.
![]() |
1.12 წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) და საქართველო |
▲back to top |
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია ეწვია საქართველოს 2001 წლის 6-18 მაისს. ეს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) პირველი ვიზიტი იყო საქართველოში, რომელიც განხორციელდა კომიტეტის 2001 წლის პერიოდული ვიზიტების პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტის დროს დელეგაციამ მოისმინა მრავალი განცხადება პოლიციის მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილების ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ზოგიერთი განცხადებით ფიზიკური შეურაცხყოფა იმდენად მძიმე იყო, რომ, კომიტეტის აზრით, ისინი წამების ტოლფასად შეიძლება ჩაითვალოს. თითქმის ყველა ეს განცხადება გაკეთდა იმ პირების მიერ, რომლებსაც დელეგაცია ესაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ან რომლებიც ცოტა ხნით ადრე პოლიციაში იყვნენ დაკავებული. კომიტეტმა აღნიშნა, რომ მონახულებულ პოლიციის დაწესებულებებში მხოლოდ რამდენიმე ეჭვმიტანილი იყო დაკავებული (24 ადამიანი 19 მონახულებულ პოლიციის დაწესებულებაში).1 რამდენიმე მათგანს აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნები, თუმცა ცხადი იყო, რომ შიშის გამო ისინი თავს არიდებდნენ ამის შესახებ დელეგაციასთან საუბარს და ასევე დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ ექიმების მიერ მათ გასინჯვას.
კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ, ზოგიერთის აზრით, მათ მიმართ უხეშ ფიზიკურ მოპყრობას არ ჰქონია ადგილი მხოლოდ იმის გამო, რომ მათ თავიდანვე აღიარეს დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ისინი იყვნენ ეჭვმიტანილი.
კომიტეტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც პოლიციის მიერ მათი დაკავების, ასევე პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი შემდგომი დაკითხვის დროს და ძირითადად ვლინდებოდა სახეში გარტყმის, მუშტით ცემის, წიხლების, პოლიციის ხელკეტების, იარაღის კონდახის და სხვა მაგარი საგნების გამოყენების ფაქტებში. ყველაზე მძიმე შემთხვევებში განცხადებები ეხებოდა ელექტროშოკის, აირწინაღების გამოყენებას, ფეხის გულებზე ცემასა და თავდაყირა მდგომარეობაში დაკავებულის იძულებით გაჩერებას.
თითქმის ყველა ინფორმაცია ეხებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებაზე პასუხისმგებელ პოლიციის ოპერატიულმუშაკებს (მოკვლევის ორგანოს). დელეგაციამ ასევე მოისმინა რამდენიმე განცხადება გამომძიებლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. თითქმის არ ყოფილა განცხადებები დროებითი დაკავების იზოლატორში მომუშავე პერსონალის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე.
დელეგაციაში შემავალმა ექიმებმა გასინჯეს ზოგიერთი იმ პირთაანი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას ა გამოავლინეს, რომ მათ აღენიშნებოდათ ამგვარი ზემოქმედების რეალური ფიზიკური ნიშნები. დელეგაციის წევრებმა მიუთითეს შემდეგ კონკრეტულ მაგალითებზე:
- ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც დელეგაცია ესაუბრა თბილისის 5 საპყრობილეში განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტამდე ექვსი დღის წინ, იგი დააკავეს და მიიყვანეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, სადაც პოლიციელთა ჯგუფმა იგი მუშტით სცემა და ხელკეტები ურტყა მთელ სხეულზე და თავში. სამედიცინო შემოწმებამ გამოავლინა, რომ ზურგზე მხრის მიდამოში მას აღენიშნებოდა მოიისფრო-მწვანე ფერის 6X5 სმ ჰემატომა; მარჯვენა მხარეს იღლიის ქვეშ 7X8 სმ და 3X4 სმ სისხლჩაქცევები; მარჯვენა ზედა მხარის არეში 2X1 სმ ჰემატომა; მარჯვენა მხარის უკან 2X1 სმ მოიისფრო-მწვანე ფერის ჰემატომა;
- მეორე პატიმარმა, რომელსაც დელეგაცია ესაუბრა თბილისის 5 საპყრობილეში, განაცხადა, რომ ექვსიდღის წინ, იგი დააკავეს და მიიყვანეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, სადაც სცემეს და აწამეს ელექტროშოკით ძველებური ტელეფონის მსგავსი აპარატით. მეორე დღეს იგი გადაიყვანეს პოლიციის სხვა განყოფილებაში, სადაც, მისი განცხადებით, იგი კვლავ სცემეს, სახეზე გაუკეთეს აირწინაღი და ცერი თითი კარებში მოუყოლეს. სამედიცინო შემოწმებამ გამოავლინა, რომ მას სამ ადგილას ორივე ფეხის წინა არეში აღენიშნებოდა 2X1 სმ მოყავისფრო გამხმარი ნაიარევი; მარცხენა ცერის ფრჩხილის ძირში ახალი სისხლჩაქცევა, რომელიც ფრჩხილის ზედაპირის ნახევარს ფარავდა;
- მესამე პირმა, რომელსაც დელეგაცია ესაუბრა თბილისის 5 საპყრობილეში, განაცხადა, რომ დაახლოებით 9 თვის წინ იგი დააკავეს და დაკითხეს ტრანსპორტის პოლიციის დეპარტამენტში. მისი განცხადებით, დაკითხვის დროს მას გამუდმებით სცემდნენ ხელკეტებით მთელ სხეულზე და განსაკუთრებით ფეხის გულებზე. მან ასევე განაცხადა, რომ იგი აწამეს ელექტროშოკით, კერძოდ, ხელებზე მიადეს ორი ელექტროდის შემაერთებელი სადენი. სამედიცინო შემოწმებამ გამოავლინა, რომ მარჯვენა ცერის ძირში მას ჰქონდა დაახლოებით 2 სმ სიგრძის მოვარდისფრო-ყავისფერი გრძივი ჭრილობა, რომელიც შეესაბამებოდა მის ჩვენებას ელექტროშოკით წამებასთან დაკავშირებით;
- ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელსაც დელეგაცია შეხვდა ქუთაისის 2 საპყრობილეში განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, იგი პოლიციამ დააკავა, გონების დაკარგვამდე სცემა და მხოლოდ დროებითი დაკავების იზოლატორში მოვიდა გონზე. სამედიცინო შემოწმებამ გამოავლინა შუბლის მარცხენა არეში 1X0,5 სმ ჭრილობა; მარცხენა პარიეტალურ არეში 1,5 სმ გრძივი ჭრილობა; კეფის არეში 1,5 სმ ჭრილობა; მარცხენა ფეხის წვივის ქვედა ნაწილში 2 სმ ჭრილობა. ყველა ეს ჭრილობა დაახლოებით სამი-ოთხი კვირის იყო და მოვარდისფრო-რუხი ფერი ჰქონდა.
ამასთან ერთად დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის (პატიმრის ციხეში მოყვანის მომენტში აღნიშნული ტრავმული დაზიანებების ჟურნალის და ასევე პატიმართა პირადი სამედიცინო ისტორიის) გაცნობისას დელეგაციამ აღმოაჩინა სამედიცინო შემოწმების დასკვნები, რომლებიც შეესაბამებოდა გამოკითხული პირების განცხადებებს პოლიციის მუშაკთა მიერ მათ მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) ხელთ არსებული ინფორმაციისსაფუძველზე კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში ეჭვმიტანილ პირებს პოლიციის მიერ დაკავებისას და/ან პოლიციაში მათი ყოფნის პერიოდში (განსაკუთრებით დაკითხვის დროს) ემუქრებათ სერიოზული საფრთხე იმისა, მათ მიმართ შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასათანადო მოპყრობას და ზოგიერთ შემთხვევაში უხეშ ფიზიკურ მოპყრობას/წამებასაც კი.
კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ სამართლებრივი გარანტიები, მიუხედავად მათი უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, საკმარისი არ არის; ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს ერთმნიშვნელოვნად უარის თქმა მის გამოყენებაზე თვით პოლიციის თანამშრომელთა მიერ. ეს გულისხმობს სამუშაოზე მიღების დროს შერჩევის მკაცრი კრიტერიუმების გამოყენებას და სათანადო პროფესიულ მომზადებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა ისწრაფვოდეს პოლიციელთა პრაქტიკული პროფესიული მომზადება წარმართოს ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიციელთა სათანადო ქცევა მაღალი რისკის მქონე სიტუაციებში, როგორიცაა ეჭვმიტანილთა დაკავება და დაკითხვა. ეს გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ადამიანის უფლებათა საკითხებზე ცალკე თეორიული კურსების მოსმენა. პოლიციის მუშაკთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხორციელდებოდეს ამ სისტემის ყველა დონეზე და ამ პროცესს უწყვეტი ხასიათი უნდა ჰქონდეს. სხვა მიზნებთან ერთად იგი უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად პრინციპს: პირველი, ნებისმიერი ფორმით ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანის ღირსების შემლახავია და აქედან გამომდინარე შეუთავსებელია იმ ფასეულობებთან, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. მეორე, ფიზიკური იძულების გამოყენება თავიდანვე მცდარი მეთოდია სანდო მტკიცებულებების მოსაპოვებლად. დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს დაკითხვისა და გამოძიების უფრო მოწინავე მეთოდიკის დანერგვა. ამასთან ერთად, დელეგაციის აზრით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა პოლიციაში დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, კერძოდ კი მათთან საუბრის სწორად წარმართვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ეს ხშირ შემთხვევებში დაეხმარება პოლიციის თანამშრომლებს განმუხტონ პოტენციურად საშიში სიტუაციები. აქედან გამომდინარე, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, რომ:
- განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭოს პოლიციის ყველა რანგისა და კატეგორიის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას, მათ შორის, თანამედროვე საგამოძიებო მეთოდებსა და პრაქტიკაში. პროფესიონალი პოლიციელების გარდა სწავლებაში მონაწილეობა ასევე უნდა მიიღონ სხვა სფეროს სპეციალისტებმა;
- პოლიციელთა სამსახურში მიღების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი უნდა იყოს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, ხოლო მათი პროფესიული მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებას.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა და პოლიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა განუმარტონ პოლიციის თანამშრომლებს, რომ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება დაუშვებელია და მკაცრად ისჯება.
რაც შეეხება უშუალოდ დაკავების დროს არამართებული მოპყრობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) სრულად ითვალისწინებს იმას, რომ ეჭვმიტანილის დაკავება ხშირად ძალზედ სახიფათო შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს და/ან პოლიციას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ იგი შეიარაღებულია და, ამდენად, საშიშროებას წარმოადგენს. ზოგჯერ როგორც დაკავებული პირი, ასევე პოლიციის მუშაკები შეიძლება შემთხვევით დაშავდნენ. ეჭვმიტანილის დაკავებისას აუცილებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენება უნდა ხდებოდეს მკაცრად იმ ფარგლებში, რასაც კონკრეტული ვითარება მოითხოვს. ხოლო მას შემდეგ, რაც დაკავებული პირი კონტროლს დაექვემდებარება, არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს პოლიციის მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას.
კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, პოლიციის მუშაკთა მხრიდან არამართებული მოპყრობის აღსაკვეთად კიდევ ერთი ქმედითი საშუალებაა სასამართლოს მიერ ამგვარ ფაქტებთან დაკავშირებით მიღებული ყველა საჩივრის ზედმიწევნით შესწავლა და სათანადო რეაგირება. ამას უაღრესად დიდი პრევენციული მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირებით CPT-იმ ხაზგასმით მიუთითა, რომ ყველა პირი, ვის მიმართაც გამოიყენება დაპატიმრება, როგორც აღკვეთის ზომა, პირადად უნდა წარსდგეს იმ მოსამართლის წინაშე, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. ეს საშუალებას მისცემს პირს, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დროულად შეიტანოს საჩივარი ამგვარ ქმედებაზე. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი არ ჩივის, თავად ის ფაქტი, რომ იგი შეხვდება მოსამართლეს, ამ უკანასკნელს მისცემს საშუალებას დროულად იმოქმედოს, თუ ის შეამჩნევს დაკავებულ პირზე ფიზიკური ზემოქმედების ნიშნებს (მაგალითად, სხეულის დაზიანებებს, მის ზოგად ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობასა და ა.შ.)
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, დაკავების ბოლო ეტაპზე სასამართლოში მიყვანილი ბრალდებულის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება პოლიციის მიერ მისდამი არასათანადო მოპყრობის თაობაზე მოსამართლემ უნდა წერილობით დააფიქსიროს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ბრალდებულის განცხადებაში აღნიშნული ფაქტების გამოძიების მიზნით. ამგვარი მიდგომა განხორციელდეს მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა ბრალდებულს სხეულის ხილული დაზიანებები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს არ გაუკეთებია განცხადება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე, მოსამართლემ უნდა მოითხოვოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, თუკი არსებობს სხვა საფუძველი, რაც მას აფიქრებინებს, რომ აღნიშნული პირი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიზიტის შედეგად გამოითქვა მრავალი შენიშვნა და უკმაყოფილება იქნა გამოთქმული. საქართველოს მთავრობის მიერ ხსენებული ხარვეზების აღმოფხვრის გადამოწმების საშუალება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციას გააჩნდა პერიოდული ვიზიტების დროს, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 2 ეტაპად 2003 წლის ნოემბერსა და 2004 წლის მაისში. აღნიშნული ვიზიტი დაგეგმილი იყო რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ 2003 წლის ნოემბერში ქვეყანა არეულობამ მოიცვა და თითქმის პერმანენტულად მიმდინარეობდა დემონსტრაციები. მიუხედავად ამისა კომიტეტმა გადაწყვიტა დარჩენა და ვიზიტის გაგრძელება, რადგანაც თვლიდა, რომ კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე მისი ქვეყანაში ყოფნა განსაკუთრებულად საჭირო და შესაფერისი იყო. თუმცაღა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დელეგა ციას მოუხდა პროგრამის შეცვლა, კერძოდ თბილისის გარეთ განსახორციელებელ ვიზიტებთან დაკავშირებით. შესაბამისად შემდგომი ვიზიტი დაიგეგმა 2004 წლის მაისისათვის. ამ ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართება- ში განხორცელებულ მოპყრობათა განხილვა. 2004 წლის მაისში კომიტეტის ვიზიტი ისევ დაემთხვა საქართველოს, კერძოდ აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, ხიდების აფეთქებას, დემონსტრაციებსა და აჭარის ყოფილი ლიდერის გადადგომას. ვიზიტი მაინც იქნა გაგრძელებული და დელეგაცია ბათუმს ესტუმრა პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის გამოცხადებიდან მე-2 დღეს. აღნიშნული ვიზიტების შედეგები, კომიტეტის მოსაზრებები და რეკომენდაციები ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა საჯაროდ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა, ითვალისწინებს და მომავალშიც გაითვალისწინებს კომიტეტის რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ისეთი მძიმე და მოდებული სენის აღმოფხვრას, როგორიც არის ადამიანთა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ წამების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო აქტები (მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აკისრებთ არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის), არამედ პოზიტიურ ვალდებულებებსაც. არასათანდო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მხედველობაში ვიქონიოთ, რომ:
საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანო ვალდებულია წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთა ასახოს კონსტიტუციურ დონეზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთ აკრძალულ ქმედებას ადგილი არ ჰქონდეს წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარ გლებში. საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ისეთი ნორმატიული აქტის მიღება ან მასში ცვლილებების შეტანა, რომლებიც უზრუნველყოფს:
დაპატიმრებული პირის უფლებას შეატყობინოს, თავისი არჩევანისამებრ, მე-3 მხარეს მისი დაპატიმრების შესახებ (ოჯახის წევრი, მეგობარი, საკონსულო);
ადვოკატზე ხელმისაწვდომობას;
დაპატიმრებული პირის უფლებას უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო შემოწმებით სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელსაც იგი ენდობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი ამტკიცებს, რომ დაექვემდებარა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობას.
აღმასრულებელმა ორგანოებმა (სამართალდამცავმა და ძალოვანმა უწყებებმა) უნდა უზრუნველყონ, რომ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი არასათანადო მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით, აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დამრღვევი პირის გამოსავლენად. აღნიშნულს ითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი, რომლის თანახმადაც:
,,ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, აქვს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს დარღვევა ჩადენილია პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას“
მე-13 მუხლის მოთხოვნები არაერთგვაროვანია კონვენციით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებებთან მიმართებაში. საქმეებში, რომლებიც ეხება კონვენციის მე-3 მუხლს, ევროპული სასამართლო ეფექტიან საშუალებებში მოიაზრებს და ავალდებულებს სახელმწიფოებს, წარმართონ წამების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ჯეროვანი გამოძიება. საქმეში Egmez v. Cyprus:
,,სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც პირს აქვს დასაბუთებული საჩივარი მის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისა, სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაში მოიაზრება სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვანი და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა, რომელიც მიმართული იქნება წამების ან არაჰუმანური ქმედების ჩამდენი პირების გამოაშკარავებისა და დასჯისაკე“.2
როგორც ეს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაა დადგენილი, მე-13 მუხლი უზრუნველყოფს მოქალაქეთა შესაძლებლობას შიდასახელმწიფოებრივ კომპეტენტურ ორგანოში გაასაჩივრონ მათ მიმართ კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმითაა ესა თუ ის უფლება დაცული და ასახული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობაში. ამგვარად, აღნიშნული შიდასამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტურობაში იგულისხმება კომპეტენტური ეროვნული ორგანოს მიერ კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების არა მარტო განხილვა, არამედ - შესაძლებლობაც განმცხადებლის საჩივრის დადასტურების შემთხვევაში განესაზღვროს მას შესაბამისი ანაზღაურება დარღვეული უფლებისათვის (იხ. Inter alia, საქმეზეSmith and Grady v. The United kingdom 1999 წლის 27 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი). მე-13 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოებს რაიმე განსაზღვრული ტიპის დაცვის საშუალების შექმნაში. ამ საკითხში სახელმწიფოებს გააჩნიათ გარკვეული თავისუფლება, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-13 მუხლით ნასსკისრ ვალდებულებებს.3 სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან გადაწყვიტონ, თუ რა ფორმებით შეუსაბამონ სამართლებრივი დაცვის საშუალებები მათ მიერ მე-13 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს.4
სასამართლო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, როდესაც მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მოსთხოვონ იმ ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგინონ მოსარჩელის მტკიცების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი რაიმე დაზიანება ან სამედიცინო მდგომარეობა არ იქნა განცდილი პატიმრობის პერიოდში ან განხორციელებული კანონიერი ქმედების შედეგად, რაც შესაძლოა განმტკიცებულ იქნეს შესაბამისი დოკუმენტებით. სასამართლო
ორგანოებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯონ მე-3 მუხლის დამრღვევი პირები, იქნება იგი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი თუ კერძო პირი.
________________________
1. სარეგისტრაციო ჟურნალების შემოწმებამ გამოავლინა, რომ პოლიციაში დაკავებულთა რაოდენობა შემცირდა დელეგაციის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე და უშუალოდ ვიზიტის განმავლობაში. მაგალითად, შსს თბილისის ქალაქის მთავარი სამმართველოს იზოლატორში, სადაც ამ დაწესებულების დირექტორის თქმით გადმოჰყავთ დაკავებული პირები თბილისის ყველა რაიონული სამმართველოდან, მხოლოდ ორი დანაშაულში ეჭვმიტანილი იმყოფებოდა. სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით, 2001 წლის 7 მაისამდე დაწესებულებაში ჩვეულებრივ იმყოფებოდა 12-17 დაკავებული.
2. იხ. საქმეზე Aksoy v. Turkey 1996 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი და საქმეზე Selmouni v. France 1999 წლის 28 ივლისს გამოტანილი განაჩენი, პუნქტი 79).
3. იხ. inter alia, Vilvarajah v. the United Kingdom (1991 წლის 30 ოქტომბერი ), პუნქტი 122.
4. იხ. mutatis mutandis, Chahal v. the United Kingdom (1996 წლის 15 ნოემბერი), პუნქტი 145.
![]() |
2 კონვენციის შესავალი ნაწილი |
▲back to top |
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (შემდგომში ,,კონვენცია“) ხელი მოეწერა რომში 1950 წლის 4 ნოემბერს. კონვენცია ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს. დღეისათვის1 46-მა სახელმწიფომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება.
ფაქტობრივად, ყველა ამ სახელმწიფოსათვის კონვენცია, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის თანახმად წარმოქმნილი ვალდებულებები, წარმოადგენს შიდა სამართლის ნაწილს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია წარმოადგენს საკანონმდებლო სისტემის ნაწილს და შიდა სასამართლოები, ისევე როგორც საჯარო ხელისუფლების ორგანოები, ვალდებულნი არიან გამოიყენონ მისი დებულებები. შიდა სამართალწარმოებისას პირებს შეუძლიათ პირდაპირ დაეყრდნონ კონვენციის ტექსტსა და მასთან დაკავშირებულ პრეცედენტულ სამართალს, რომლებიც შიდა სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ. უფრო მეტიც, ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა, მათ შორის სასამართლოებმა, უპირატესობა უნდა მიანიჭონ კონვენციას ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, როდესაც ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის კონვენციასთან.
ხსენებული შესაბამისობაშია კონვენციასთან, რომლის თანახმადაც, კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებების დაცვის თავდაპირველი და უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. კონვენციის 1-ლი მუხლი ავალდებულებს ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს თავისი იურისდიქციის ფარგლებში, ყველასათვის უზრუნველყოს ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აკონტროლებს სახელმწიფოთა ქმედებებს, ახორციელებს რა სასამართლო გადაწყვეტილებათა გადახედვის უფლებამოსილებას.
ხელშემკვრელი სახელმწიფოებისა და ევროპული სასამართლოს საკანონმდებლო სისტემების ურთიერთობამ - დამხმარე პრინციპი - რომლის საშუალებითაც ხელისუფლების ეროვნული ორგანოების მიერ კონვენციის განხორციელება პარალელურად ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას, დასაბამი მისცა ე.წ. ,,შეფასების ზღვრის'` პრინციპის არსებობას. შეფასების ზღვრის დოქტრინა აღიარებს, რომ მრავალ შემთხვევაში ხელისუფლების ეროვნული ორგანოები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ ცალკეულ საქმესა თუ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული განსაკუთრებით თავს იჩენს მაშინ, როდესაც არსებობს არჩევანის სხვადასხვა საშუალება, თუ როგორ შეიძლება საკითხი იქნეს გადაჭრილი. თუმცაღა, შეფასების ზღვრის გამოყენება განსხვავდება და დამოკიდებულია შესაბამის ღირებულებასა და მრავალ წევრ სახელმწიფოში არსებულ საერთო სტანდარტებზე. შესაბამისად, სახელმწიფოებისათვის მინიჭებული დისკრეციის დონეც ცვალებადობს.
მე-3 მუხლის კონტექსტში - მუხლი, რომელიც კრძალავს წამებას და წარმოადგენს წინამდებარე სახელმძღვანელოს განხილვის საგანს - სადავოა ის საკითხი, საერთოდ არსებობს თუ არა შეფასების ზღვარი.
ეროვნული საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემების მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დაცვის მიზნით საჭიროა, რომ კონვენციით მინიჭებული დაცვა და გარანტიები ინკორპორირებულ იქნეს ხსენებული სისტემების ყველა დონეზე. კერძოდ, მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან კანონებისა და მარეგულირებელი ნორმების შემუშავებაზე, იმპლემენტაციასა და განხორციელებაზე, უნდა შეეძლოთ კონვენციის დებულებათა შერწყმა თავიანთ ფუნქციებთან. ხსენებულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონვენციის ჯეროვანი ცოდნით.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტი. კონვენციის არსებობის მანძილზე მიღებულ იქნა დამატებითი ოქმები, რომლებიც აფართოებს მისი მოქმედების სფეროს. ასობით საქმეზე იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანოების, სახელდობრ, ადრემოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა (შემდგომში ,,კომისია“) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში ,,სასამართლო“) მიერ.2
უმთავრესად, სწორედ ხსენებული სასამართლოსა და კომისიის მიერ განხორციელებული პრაქტიკის საფუძველზე ჰპოვა განვითარება კონვენციის მოქმედების სფეროს შეცნობამ და შეფასებამ. იმ პირთა მიერ ათასობით წარმოდგენილი განაცხადების განხილვისას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მათ მიმართ კონვენციით დაცული უფლებების დარღვევას,კომისიამ და სასამართლომ განავი- თარეს კონვენციის დებულებების განმარტებასთან დაკავშირებული მთელი რიგი სახელმძღვანელო პრინციპები. მათ დეტალური კვლევა წარმართეს კონვენციით უზრუნველყოფილი დაცვის სფეროსთან მიმართებაში, ისევე როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედონ სახელმწიფოებმა იმ მიზნით, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაში მოდიოდეს კონვენციით მინიჭებული ძირითადი უფლებებიდან გამომდინარე გარანტიებთან.
ხსენებული სასამართლო პრაქტიკა თუ კონვენციის ორგანოების პრეცედენტული სამართალი წარმოადგენს კონვენციის მაცოცხლებელ ძალას, და თითოეული საქმე ადგენს სტანდარტებსა და წესებს, რომლებიც თანაბრად ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმწიფო იყო მოპასუხე კონკრეტულ საქმეში. ამასთან დაკავშირებით ყველამ უნდა შეიცნოს, რომ თვით ტრადიციული სამოქალაქო სამართლებრივი სისტემებიც კი ახორციელებს შერეულ სამოქალაქო და საერთო სამართლებრივ სისტემას, რომლის დროსაც სასამართლო პრაქტიკას ენიჭება იგივე ღირებულება, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს.
კონვენცია ასევე შეცნობილ უნდა იქნეს მისი ,,ობიექტისა და მიზნის“ თვალსაზრისით, როგორც ეს სასამართლომ აღნიშნა, დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებათა შორის ადამიანის დაცვის მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ კონვენციის დებულებები განმარტებულ და გამოყენებულ უნდა იქნეს ისე, რომ გარანტიები პრაქტიკული და ეფექტიანი იყოს. ეფექტიანობის ხსენებულ პრინციპს კონკრეტული მნიშვნელობა გააჩნია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენებისათვის.
კონვენციის ტექსტის შემდგომ მახასიათებელს მისი ინტერპრეტაციის დინამიურობა წარმოადგენს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი ასახავს სოციალურ მოთხოვნილებათა, სტანდარტებისა და შეხედულებათა ცვალებადობას. კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საქმეში სასამართლომ ისარგებლა შემთხვევით და აღნიშნა, რომ კონვენცია წარმოადგენს ცოცხალ სამართლებრივ აქტს, რომელიც განმარტებულ უნდა იქნეს დღევანდელობის ჭრილში. ხსენებულ საქმეში სასამართლომ განსაზღვრა, რომ მცირეწლოვან წესრიგის დამრღვევთა სხეულებრივი სასჯელის გამოყენება, რაც დასაშვები იყო 1956 წელს, კონვენციის სტანდარტების შესაბამისად აღარ იქნა მიჩნეული დასაშვებად 1978 წელს.3
კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის განსაზღვრისას, არღვევდა თუ არა ქმედება კონვენციას, მასზე ,,არ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ამ სფეროში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა სისხლის სამართლებრივ პოლიტიკაში განვითარებულმა და ერთობლივად აღიარებულმა სტანდარტებმა“.4
შესაბამისად, სასამართლო ექცევა (და უნდა მოექცეს) იმ ცვლილებებისა და შეთანხმებული სტანდარტების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც აღიარებულია ყველა წევრ სახელმწიფოში. წინამდებარე ბუკლეტის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის დახმარების გაწევა ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვის სრულად დაცვა კონვენციის მე-3 მუხლით დაკისრებულ ვალდებულებათა შესაბამისად. ხსენებულის განხორციელების მიზნით საჭიროა, ჩავუღრმავდეთ თითქოსდა, ერთი შეხედვით, მარტივ, ნათელ დებულებას და ზემოხსენებულ პრეცედენტულ სამართალსა და განმარტებით პრინციპებთან ერთობლიობაში განვსაზღვროთ პრაქტიკული თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რას ნიშნავს გარანტიების იმპლემენტაცია სასამართლო სისტემაში მომუშავე პირებისათვის.
___________________________
1. 2005 წლის მაისის მდგომარეობით
2. მე-11 ოქმმა, რომელიც ძალაში 1998 წლის 1 ნოემბერს შევიდა, გააუქმა ადრემოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია და დააფუძნა მუდმივმოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
3. Tyrer v. the United Kingdom, 1978 წლის 25 აპრილის განაჩენი, სერია № 26.
4. იქვე, 31-ე პუნქტი.
![]() |
3 მე-3 მუხლთან დაკავშირებული წინასიტყვაობა |
▲back to top |
როგორც არაერთხელ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ,
,,მე-3 მუხლი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულება“.
მე-3 მუხლის თანახმად:
,,არავინ შეიძლება დაექვემდებროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელ“.
8 სიტყვით ფორმულირებული მე-3 მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთერთ ყველაზე მოკლე დებულებას.1 თუმცაღა, მუხლის მოცულობა არ მოქმედებს მის სიღრმესა და მნიშვნელობაზე. ხელისუფლების ეროვნული ორგანოები არ შეიძლება იყვნენ მშვიდად, აცნობიერებენ რა ამ დებულების პატივისცემისა და განხორციელების მნიშვნელობას.
მიუხედავად შემაშფოთებელი ინფორმაციებისა, რომელთა თანახმადაც სარწმუნო მოხსენებები იუწყება, რომ მსოფლიოში კვლავ ადგილი აქვს წამების ფაქტებს, წამების აკრძალვა არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ აკრძალვას, რომელმაც ადგილი ჰპოვა კონვენციაში, არამედ იგი ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულები- თი სამართლის ნაწილს და მიჩნეულია Jus cogens-ად.2
მიღებულ იქნა საერთაშორისო ნორმათა ფართო სპექტრი წამებით დასჯის აღმოსაფხვრელად: დაწყებული 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლიდან, რომლის თანახმადაც, ,,არავინ შეიძლება დაექვემდებროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს“, დამთავრებული 1998 წლის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს რომის სტატუტამდე, რომლის თანახმადაც, წამება, რომელიც არის მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი და გავრცელებული ან სისტემატურ ქმედებათა ნაწილი, წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
კონვენციასთან ერთად ევროპის საბჭოს უმეტესი სახელმწიფოები არიან ასევე შემდეგ ხელშეკრულებათა მხარეები, რომლებიც კრძალავს წამებას:3
ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენცია;
1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, რომლის მე-7 მუხლის თანახმად, ,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს'`;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის საწინააღმდეგო კონვენცია (CAT);
1987 წლის ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ.
წამება ასევე აკრძალულია უმეტესი შიდასამართლებრივი სისტემებით.
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ასახვა კონსტიტუციურ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარ აკრძალულ ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში. თუმცაღა, მარტოოდენ აკრძალვის არსებობა არ წარმოადგენს თავისთავად კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საფუძველს. არაერთხელ დადგინდა მე-3 მუხლის დარღვევა, მიუხედავად წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებში ასეთ დებულებათა არსებობისა.
ასევე შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ მე-3 მუხლის განხორციელება დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ წამების აღმოფხვრის საჭიროებაზე. წამების შემთხვევები, რაღა თქმა უნდა, წარმოადგენს მე-3 მუხლის დარღვევის ყველაზე უფრო სასტიკ და საშინელ ფორმებს, მაგრამ მე-3 მუხლით გარანტირებული დაცვა მიმართულია ადამიანის ღირსებასა და ფიზიკურ შეუვალობაზე განხორციელებული მრავალი სახის თავდასხმის საწინააღმდეგოდ. როგორც ეს ზემოთ იქნა განხილული, პრეცედენტული სამართალი და კონვენციის გამოყენება წარმოადგენს კონვენციის მასაზრდოებელ ძალას, ამასთანავე პრეცედენტული სამართლის განხილვა წარმოგვიჩენს, თუ რამდენად ფართოა მე-3 მუხლით გარანტირებული დაცვა და როგორ უნდა მისი გამოყენება პრაქტიკაში.
ფაქტობრივი სიტუაციები, რომლებმაც დასაბამი მისცა მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებული განაცხადების შეტანას, იწყება საჩივრებით, რომლებიც ეხება პოლიციაში პირის არასათანადოდ მოპყრობას, პატიმრობის პირობების არაჰუმანურ და დამამცირებელ ხასიათს, საჩივრებით, რომელთა თანახმადაც დეპორტაცია დეპორტირებულ პირს დააყენებდა არაადამიანური მოპყრობის საფრთხის წინაშე მიმღებ, მესამე სახელმწიფოში, და მთავრდება საჩივრებით, რომელთა თანახმადაც, სასამართლოებმა ვერ შეძლეს მსხვერპლთა დაცვა სხვა კერძო პირთა მიერ ჩადენილი არაკანონიერი ქმედებებისაგან.
რიგი საქმეები წარმოაჩენს გარკვეულ მინიშნებებს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ.
პირველ რიგში, არსებობს ქცევათა მთელი რიგი, ისევე როგორც ცალკეული ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მე-3 მუხლს.
ამიტომაც მე-3 მუხლის დამრღვევი პოტენციური დამნაშავენიც შესაბამისად მრავალნაირი არიან;
ობიექტური და სუბიექტური ტესტის საფუძველზე განსაზღვრულ უნდა იქნეს, არ ღვევს თუ არა ქცევა ან ქმედება მე-3 მუხლს.
მე-3 მუხლი მოიცავს როგორც არსებით, ასევე პროცედურულ ასპექტებს, როგორიც არის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული prima facie პრეტენზია.
მე-3 მუხლი შესაძლოა დაირღვეს როგორც განზრახ არასათანადო მოპყრობით, ასევე კონკრეტული ქმედების განხორციელების ან დაცვის ადეკვატური სტანდარტების უგულებელყოფით ან განუხორციელებლობით.
მე-3 მუხლი აწესებს ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს: რაც მოიაზრებს ცალკეულ ქმედებათა განხორციელებისაგან თავის შეკავების ვალდებულებასა და ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა და პირის აკრძალული მოპყრობისაგან დაცვა.
______________________
1. კონვენციის მე-2 ოქმის მე-4 მუხლის თანახმად, ,,აკრძალულია უცხოელთა კოლექტიური გაძევება.'` ეს დებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და თანდართული ოქმების ყველაზე მოკლე მუხლს.
2. იხ. Prosecutor v. Furundzija-ს საქმე, 1998 წლის 10 დეკემბერი, საქმის IT-95-17/I-T; Prosecutor v. Delacic and Others-ის საქმე, 1998 წლის 16 ნოემბერი, საქმის № IT-96- 21-T, 454-ე პუნქტი და Prosecutor v. Kunarac-ის საქმე, 2001 წლის 22 თებერვალი, საქმის № IT 96-23-T და IT-96-23/1, 466-ე პუნქტი.
3. ევროპის საბჭოს კონვენციების ხელმოწერისა და რატიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის იხ. http://conventions.coe.int/. გაერთიანებული ერების ხელშეკრულებები იხ. შემდეგ მისამართზე: http://untreaty.un.org/.
![]() |
3.1 მე-3 მუხლის მოქმედების სფერო |
▲back to top |
DE MINIMIS-ის წესი ყველა ტიპის უხეში მოპყრობა არ ხვდება მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. სტრასბურგის სასამართლომ თავიდანვე განმარტა, რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რათა მოხვდეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. თუმცაღა, ასევე აღიარებულ იქნა, რომ, ერთის მხრივ, უხეშ მოპყრობასა და, მეორეს მხრივ, მე-3 მუხლის დარღვევას შორის გამავალი გამყოფი ზღვრის დადგენა შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ძნელი აღმოჩნდეს.1
მე-3 მუხლთან დაკავშირებულ ცნობილ საქმეში Irland v. the United kingdom2 სასამართლომ განმარტა, რომ სისასტიკის მინიმალური ზღვრის შეფასება შეფარდებითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა: მოპყრობის ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი შედეგები, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.3 ხსენებული სიტყვები არაერთხელ იქნა გამეორებული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.4 Soering-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენში, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სისასტიკე ,,დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა: მოპყრობისა თუ დასჯის ხასიათი და კონტექსტი, მისი აღსრულების ხერხი და მეთოდი“, ისევე როგორც ზემოხსენებული ფაქტორები.5
სტრასბურგის სისტემის მიერ ასევე აღიარებულ იქნა, რომ ის, რაც მიჩნეულია დაუშვებელ არასათანადო მოპყრობად, შესაძლოა ასევე ცვალებადი იყოს სხვადასხვა ადგილებში. კომისიამ აღნიშნა:
,,ცალკეულ მოწმეთა ჩვენებებიდან ნათლად ჩანს, რომ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ როგორც პოლიციის, ასევე სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მოპყრობის გარკვეული უხეშობა შეწყნარებულია (დაშვებულია) უმეტესი პატიმრების მიერ და ზოგჯერ ჩვეულებრივ მოვლენადაც კი აღიქმება. ხსენებული ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ზღვარი, რომლის ქვემოთაც პატიმრებსა და საზოგადოებას შეუძლიათ შეიწყნარონ ფიზიკური ძალადობა, როგორც არა სასტიკი და ზღვარგადალახული, ცვალებადობს სხვადასხვა საზოგადოებებს და თვით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორისაც კი“.6
მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საზოგადოებებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს შესაძლოა გააჩნდეთ განსხვავებული წარმოდგენა არასათანადო მოპყრობის ცნებასთან დაკავშირებით. კონკრეტული მოპყრობა, რომელიც მიმართულია, მაგალითად, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ რელიგიურ და კულტურულ დოგმათა გათვალისწინებით, შესაძლოა გარკვეული ჯგუფის მიერ განხილულ იქნეს როგორც უფრო სასტიკი, სხვა ჯგუფისაგან განსხვავებით. ფსიქოლოგიური შედეგების ხარისხი, რომელიც ინდივიდს მიადგა კონკრეტული მოპყრობის შედეგად, ყოველთვის დამოკიდებულია პირის კულტურაზე.
თუმცაღა, არასათანადო მოპყრობის სფეროსა და მე-3 მუხლით გარანტირებულ დაცვაში, ნათელია, რომ ადგილი აქვს იმ სტანდარტებისა და პრაქტიკის დაახლოებას, რომელსაც მივყავართ შედარებით დიდ ობიექტურობამდე მინიმალური ზღვრის შეფასებისას.7 წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) საქმიანობამ, რომელსაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მოგვიანებით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ზემოხსენებულს პატიმართა მოპყრობის სფეროში.
განსაზღვრება
მე-3 მუხლში არსებული აკრძალვის სამი ფართო სფერო მიჩნეულ იქნა როგორც განსხვავებულად, მაგრამ ამავდროულად ურთიერთდაკავშირებულად. Greek-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ გამოთქმული მოსაზრების თანახმად:
„აშკარაა, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპყრობას, რომელსაც ყველა ხსენებული აღწერა მიესადაგება, რადგან ყველა წამება უნდა იყოს არადაამიანური და დამამცირებელი, ხოლო არაადამიანური მოპყრობა - დამამცირებელი“.
იმის დასადგენად, თუ რა სახის ქმედებაა აკრძალული და, თუ როგორ უნდა იქნეს კლასიფიცირებული, აუცილებელია შევიცნოთ, თუ რა იგულისხმება მე-3 მუხლით განსაზღვრული თითოეული სიტყვის ქვეშ. მე-3 მუხლი შესაძლოა დაიყოს 5 შემადგენელ ნაწილად:
წამება
არაადამიანური
დამამცირებელი
მოპყრობა
დასჯა
წამება
წამებას, როგორც იურიდიულ ტერმინს, გააჩნია საკუთარი განცალკევებული სამართლებრივი მნიშვნელობა. სასამართლოს აზრით, ორივე ტერმინის - ,,წამების'` და ,,არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ - გამოყენებისას, კონვენციის ავტორთა მიზანს წარმოადგენდა მათი ცალსახა გამიჯვნა.8 უფრო კონკრეტულად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა განსაკუთრებული სტიგმის მინიჭება განზრახ არაადამიანური მოპყრობის დროს, რომელიც იწვევს სერიოზულ და სასტიკ ტანჯვას.9 სასამართლომ მიუთითა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1975 წლის 9 დეკემბრის №3452 რეზოლუციის 1-ელ მუხლზე, რომლის თანახმადაც:
,,წამება წარმოადგენს სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამწვავებულ და განზრახ ფორმა“.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა ის ელემენტები, რომლებიც ახასიათებს მოპყრობას ან სასჯელს, როგორც წამებას, მას არ განუსაზღვრავს ზუსტად ეს ტერმინი. თუმცაღა, სასამართლომ ნაწილობრივ მოიწონა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციაში მოცემული განსაზღვრება. ეს კონვენცია ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს.10 ხსენებული კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად:
,,განსაზღვრება ,,წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს და ზნეობრივს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ცნობები ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი ან ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (ხაზგასმა დამატებულია)“.
ზემოხსენებულიდან შესაძლებელია სამი უმთავრესი ელემენტის განსაზღვრა, რომლებიც წარმოადგენს წამებას:
სასტიკი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება,
ტკივილის მიზანმიმართულად და განზრახ მიყენება,
ცალკეული მიზნის განხორცილება, როგორიცაა: ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება.
ინტენსიურობა
სასამართლომ განაცხადა, რომ წამებასა და ყველა სხვა სახის არაადამიანურ მოპყრობას შორის განსხვავება უნდა გაკეთებულიყო „მიყენებული ტანჯვის სხვადასხვაობის საფუძველზე“. მიყენებული ტანჯვის სისასტიკე ან ინტენსიურობა შესაძლოა შეფასებულ იქნეს ზემოხსენებულ ფაქტორებზე მითითებით:
ხანგრძლივობა
ფიზიკური და სულიერი შედეგები
მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა
აღსრულების ხასიათი და მეთოდი.
ხსენებული კრიტერიუმების სუბიექტური ელემენტები - მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა - გამოიყენება ცალკეული ქმედების ინტენსიურობის შეფასებისათვის. თუმცაღა, შემამსუბუქებელი ძალა, რომ ასეთი ფარდობითი ფაქტორებია წარმოდგენილი იმის შეფასებისას, წარმოადგენს თუ არა ქმედება წამებას, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. ქმედებები, რომლებიც ობიექტური ნიშნის თანახმად აყენებს პირს ტკივილს საკმარისი სისასტიკით, ჩაითვლება წამებად, მიუხედავად იმისა, ეს პირი მდედრობითი თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელია, ძლიერი აგებულებისაა თუ არა. ხსენებული სასამართლომ განმარტა Selmouni-ს11 საქმეში, რომელშიც აღნიშნა, რომ ამ საქმეში განხორციელებული მოპყრობა არა მარტო ძალადობრივი ხასიათის იყო, არამედ ისინი ნებისმიერი პირისათვის, მისი მდგომარეობის მიუხედავად, იქნებოდა შემზარავი და დამამცირებელი.12
პირველი საქმე, რომელშიც კონვენციის ორგანოებს უნდა განეხილათ წამებასთან დაკავშირებული საჩივარი, იყო სახელმწიფოთაშორისო საქმე საბერძნეთის წინააღმდეგ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ახორციელებდა იმ დროისათვის საბერძნეთის სათავეში მყოფი სამხედრო ხუნტა. კომისია იყო ერთადერთი ორგანო, რომელმაც განიხილა საჩივრები, რადგანაც საბერძნეთის მაშინდელმა მთავრობამ მოახდინა კონვენციის დენონსირება, გამოძიების წარმართვიდან მოკლე ხანში. თუმცაღა, კომისიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა Falanga-ს პრაქტიკას (ფეხის გულებზე ცემა მყარი საგნით), სასტიკი ცემა, ელექტროშოკის გამოყენება, სიკვდილით დასჯის სცენის გათამაშება და მსხვერპლთათვის სროლისა და მათი მოკვლის მუქარა.13 კომისიამ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის აქტებს.
მეორე სახელმწიფოთაშორის საქმეში, Ireland v. the United Kingdom, კომისიამ ერთხმად დაასკვნა, რომ წინამდებარე საქმეში ე.წ. 5 მეთოდის ერთობლივად გამოყენება ე.წ. ,,დეზორიენტაცია“ თუ ,,მგრძნობელობის წართმევისკენ მიმართული“ მეთოდები წარმოადგენდა არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას, რაც არღვევდა მე-3 მუხლს. ე.წ. 5 მეთოდს წარმოადგენდა:
კედელთან დგომა: პატიმრების იძულება რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფილიყვნენ „სტრესულ მდგომარეობაში“, რასაც ისინი, ვინც დაექვემდებარნენ ამგვარ ქმედებას, აღწერდნენ შემდეგნაირად: ,,კედელთან გამართული დგომა, ხელები თავს ზემოთ აწეული გამართულ მდგომარეობაში, მუხლებში გაჭიმული და ტერფები შებრუნებული, რაც აიძულებდა მათ ცერებზე დგომას, რის გამოც სხეულის მთელი სიმძიმე ფეხის თითებზე გადადიოდა“;
თავსაფარი: შავი ან მუქი ლურჯი ფერის ტომარის ჩამოცმევა პატიმართა თავზე და, სულ მცირე პირველ ხანებში, ასეთ მდგომარეობაში დატოვება დაკითხვის მთელი პერიოდის განმავლობაში;
ხმაურისადმი დაქვემდებარება: დაკითხვის განმავლობაში პატიმართა ისეთ ოთახში მოთავსება, რომელშიც ადგილი ჰქონდა განგრძობად, ხმამაღალ, სისინის მაგვარ ხმაურს;
ძილის აღკვეთა: დაკითხვის გამო პატიმრებისათვის ძილის აღკვეთა;
საჭმელისა და სასმელის აღკვეთა: პატიმართა დაქვემდებარება შემცირებული დიეტისადმი მათი ცენტრში ყოფნისა და დაკითხვების განმავლობაში.
თუმცაღა, სასამართლო არ დაეთანხმა კომისიას და ხმათა უმრავლესობით მოპყრობა დააკვალიფიცირა როგორც არაადამიანური მოპყრობა და არა - წამება. სასამართლომ დაადგინა, რომ, რადგან ხუთი მეთოდი გამოყენებული იყო ერთობლიობაში განზრახ და ოთხი საათის განმავლობაში, ქმედებამ სულ მცირე გამოიწვია მათდამი დაქვემდებარებული პირების ინტენსიური ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, დაკითხვის დროს ასევე გამოიწვია მწვავე ფსიქიკური მოშლილობა. ამიტომაც ისინი ექცევა არაადამიანური მოპყრობის კატეგორიაში მე-3 მუხლის გაგებით. მეთოდები ასევე იყო დამამცირებელი, რადგანაც ისინი მსხვერპლ- ში წარმოშობდნენ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდას, რომელსაც შეეძლო მათი დამცირება და დაკნინება. ამასთან, შესაძლებელი იყო მათი ფიზიკური თუ მორალური შეუვალობის დარღვევა. თუმცაღა, მათ არ გამოუწვევია კონკრეტული ინტენსივობისა და სისასტიკის ტანჯვა, რასაც გულისხმობს სიტყვა ,,წამება“.
განზრახვა
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებულ წამების განსაზღვრებაში წამება აღწერილია როგორც არაადამიანური მოპყრობის განზრახი ფორმა. საქმეში Aksoy v. Turkey, პირველ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა პირის წამებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ხსენებული მოპყრობა მხოლოდ და მხოლოდ განზრახ შეიძლებოდა ყოფილიყო მიყენებული“. სასამართლომ განავითარა თავისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ „გარკვეული მომზადება და ძალისხმევა იყო საჭირო ქმედების განსახორციელებლად“. ქმედება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, წარმოადგენდა ე.წ. „პალესტინურ დაკიდებას“, რომლის დროსაც მსხვერპლი დაკიდებულია ხელებით, რომელიც მას ზურგს უკან აქვს შეკრული.14
სულ ახლახანს საქმეში Dikme v. Turkey სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მსხვერპლის წინააღმდეგ განხორციელებული მოპყრობა მოიცავდა „სულ მცირე მრავალ დარტყმას და წამების სხვა ანალოგიურ ფორმებს“. სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთი მოპყრობა განზრახ მიაყენეს ბ-ნ დიკმეს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებმა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში.
მიზანსწრაფული
სიტყვა ,,წამება'` უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება იმ არაადამიანური მოპყრობის გამოსახატავად, რომელსაც გააჩნია გარკვეული მიზანი, როგორიცაა ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, აგრეთვე პირის დასჯა. სასამართლომ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მიზანსწრაფულობის ელემენტი აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1987 წლის კონვენციაში მოცემულ წამების განსაზღვრებაში და, რომ განსაზღვრება მიუთითებს წამებაზე, რომელიც გულისხმობს განზრახ ძლიერი ტკივილის ან ტანჯვის მიყენებას, inter alia, ინფორმაციის მოპოვების, პირის დასჯის ან დაშინების მიზნით. Dikme-ს საქმეზე გამოტანილ განაჩენში სასამართლომ განსაზღვრა, რომ არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა აღიარების ან ინფორმაციის მოპოვების მიზნით იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომელთა ჩადენაშიც ბ-ნი დიკმე იყო ეჭვმიტანილი.15 სხვა საქმეებში, რომლებშიც ადგილი ჰქონდა პატიმართა წამებას, სასამართლომ ანალოგიურად დაადგინა, რომ მოპყრობა განხორციელებულ იქნა დაკითხვის დროს ინფორმაციის ან აღიარების მოპოვების მიზნით.16
ACTUS REUS
პირველ საქმეში - Aksoy v. Turkey - რომელშიც სასამართლომ დაადგინა წამება, მსხვერპლი დაექვემდებარა „პალესტინურ დაკიდებას,“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი გააშიშვლეს, ხელები შეუკრეს ზურგს უკან და მკლავებით დაკიდეს, რამაც გამოიწვია ორივე მკლავის პარალიზება, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდებოდა. ხსენებული მოპყრობის სერიოზულობა და სისასტიკე სასამართლომ დააკვალიფიცირა როგორც წამება.
საქმეში Aydin v. Turkey განმცხადებელი, Inter alia, ამტკიცებდა, რომ იგი გააუპატიურეს პოლიციაში დაკავების დროს. სასამართლომ, მოიპოვა რა მტკიცებულებები, რომ გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი, განაცხადა:
,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის მიერ პატიმრის გაუპატიურება უნდა ჩაითვალოს არაადამიანური მოპყრობის განსაკუთრებით მძიმე და დასაგმობ ფორმად, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დამნაშავეს ადვილად შეუძლია მსხვერპლის უსუსურობისა და სუსტი წინააღმდეგობის გამოყენება. გარდა ამისა, გაუპატიურება ტოვებს ღრმა ფსიქოლოგიურ იარებს, რომელთა აღმოფხვრაც ისე სწრაფად არ ექვემდებარება დროის გასვლას, როგორც ფიზიკური და სულიერი დარღვევების სხვა ფორმების დროს. განმცხადებელმა ასევე განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი ძალადობრივი გაუპატიურებისაგან, რომელსაც მასში უნდა დაეტოვებინა დაკნინების გრძნობა და ზიანი მიაყენა მას როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თვალსაზრისი“.
სასამართლომ დაადგინა, რომ გაუპატიურება წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ წამებას. საქმეში Selmouni v. France განმცხადებელი იყო ნიდერლანდების სამეფოსა და მაროკოს მოქალაქე, რომელიც დააპატიმრეს საფრანგეთში. განმცხადებელი დაექვემდებარა მრავალ ინტენსიურ დარტყმას სხეულის ყველა ნაწილში. განმცხადებელს თმებით ითრევდნენ; არბენინებდენ დერეფანში, ხოლო ორივე მხარეს განლაგებული პოლიციელები ფეხს უდებნენ; იგი დააჩოქეს ახალგაზრდა ქალის წინ, რომელსაც ვიღაცამ მიმართა შემდეგი სიტყვებით: ,,ნახე, შენ ახლა სიმღერას გაიგონებ'`; მას ზედ დააშარდეს; ამასთან, დაემუქრნენ სარჩილავი ლამპითა და ნემსით.17
როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული სასამართლომ განმარტა, რომ ეს ქმედებები არამარტო ძალადობრივი იყო, არამედ ისინი შემზარავი და დამამცირებელი იქნებოდა ყველასათვის. მოპყრობის ხანგრძლივობის ელემენტი ასევე იქნა გათვალისწინებული ამ საქმეში. და ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული მოვლენები არ მომხდარა პატიმრობის მხოლოდ ერთ განსაზღვრულ მონაკვეთში, არამედ ხორ ციელდებოდა მუდმივად და წარმოადგენდა თავდასხმის ჩვეულებრივ ფორ მას დაკითხვის რამდენიმე დღის განმავლობაში, ამძიმებდა სიტუაციას.
,,სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ საკმარისი იყო ის ფაქტი, რომ ერთად აღებულმა ფიზიკურმა და სულიერმა ძალადობამ, რომელიც ჩადენილ იქნა განმცხადებლის წინააღმდეგ, გამოიწვია ,,ძლიერი'` ტკივილი და ტანჯვა, რაც ატარებდა განსაკუთრებით სერიოზულ და სასტიკ ხასიათს. ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს წამებად კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის”18
საქმეში Akkoç v. turkey მსხვერპლი სხვადასხვაგვარ მოპყრობასთან ერთად დაექვემდებარა ელექტროშოკს, ცხელი და ცივი წყლის პროცედურებს, დარტყმებს თავში და მუქარას მისი შვილების არაადამიანურად მოპყრობასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა ქმედებამ განმცხადებელს დაუტოვა შიშისა და დაუცველობის ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც, დიაგნოზის თანახმად, წარმოადგენდა პოსტ-ტრავმატულ სტრესულ მოშლილობას და მოითხოვდა მკურნალობას სამედიცინო პრეპარატებით. ისევე როგორც Selmouni-ს საქმეში, წამების დადგენისას სასამართლომ გაითვალისწინა განმცხადებლის მიერ განცდილი არასათანადო მოპყრობის სისასტიკე და არსებული გარემოებები.
საქმეში Dikme v. Turkey ბ-ნ დიკმესათვის მიყენებული დარტყმები ატარებდა ისეთ ხასიათს, რომ გამოეწვია როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტკივილი თუ ტანჯვა, რომელიც დამძიმებულ შეიძლება იქნეს იმ ფაქტით, რომ იგი სრულიად იზოლირებული იყო და თვალები ჰქონდა ახვეული. ამიტომაც სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნ დიკმეს მოეპყრნენ იმგვარად, რომ მასში გამოეწვიათ შიშის, დაუცველობისა და უსუსურობის გრძნობა, რომელიც დაამცირებდა და დააბეჩავებდა მას და შეასუსტებდა მისი წინააღმდეგობის გაწევის უნარსა და ნება-სურვილს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე მოპყრობის ხანგრძლივობა და აღნიშნა, რომ ქმედება ხორციელდებოდა ხანგრძლივი დაკითხვის პროცედურების პროცესში, რომელსაც იგი ექვემდებარებოდა პოლიციაში პატიმრობის დროს. ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოპყრობის განზრახ განხორციელების პარალელურად, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ განხორციელებული მოპყრობა აღებული მთლიანობაში და ასევე მისი მიზნისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იყო განსაკუთრებით სერიოზული და სასტიკი და შეეძლო გამოეწვია ,,ძლიერი“ ტკივილი და ტანჯვა. ამიტომ, ქმედება წარმოადგენდა წამებას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
არაადამიანური ან დამამცირებელი
არასათანადო მოპყრობა, რომელიც არ წარმოადგენს წამებას, რადგანაც მას არ გააჩნია საკმარისი ინტენსივობა ან მიზანი, კვალიფიცირებული იქნება როგორც არაადამიანური ან დამამცირებელი. ისევე როგორც მე-3 მუხლთან დაკავშირებული ყველა შეფასება, ხსენებულის შეფასებაც წარმოებს ფარდობითობის საფუძველზე.19
Greek-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში კომისიამ განაცხადა, რომ
,,არაადამიანური მოპყრობის ცნება სულ მცირე მოიცავს ისეთ მოპყრობას, რომელიც განზრახ იწვევს ძლიერ სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას, რაც ცალკეულ გარემოებებში გაუმართლებელია”.
სასამართლომ მოპყრობა ,,არაადამიანურად“ მიიჩნია, რადგანაც inter alia იგი წინასწარ იყო ჩაფიქრებული და დაგეგმილი, ხორციელდებოდა ოთხი საათის განმავლობაში და გამოიწვია როგორც სხეულის რეალური დაზიანება, ასევე ინტენსიური ფიზიკური და სულიერი ტანჯვა. არაადამიანური მოპყრობის ბევრი მაგალითი წამოიჭრება პატიმრობის პერიოდში, რა დროსაც პატიმრები დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, რომელიც სასტიკ ხასიათს ატარებდა, მაგრამ არ იყო ისეთი ინტენსივობის, რაც მოითხოვება მოპყრობის წამებად დაკვალიფიცირებისათვის.
ხსენებული ასევე შესაძლებელია გამოიყენებოდეს პატიმრობის გარეთ მომხდარ მთელ რიგ ქმედებათა მიმართ, როდესაც მსხვერპლი ექვემდებარება განზრახ სასტიკ ქმედებებს, რომლებიც მას აყენებს განსაკუთრებულ ტკივილს. ბ-ნ ასკერის, ქ-ნ სელჩუკის, ქ-ნ დულასისა და ბ-ნ ბილგინის საქმეებში განმცხადებელთა სახლები დანგრეულ და განადგურებულ იქნა უშიშროების ძალების მიერ, რომლებიც ახორციელებდნენ ოპერაციას იმ მიდამოებში, რომლებშიც განმცხადებლები ცხოვრობდნენ. როგორც კომისიამ, ისე სასამართლომ დაადგინა, რომ სახლების განადგურება წარმოადგენდა ძალადობრივ ქმედებასა და განზრახ განადგურებას, რომელიც განხორციელდა განმცხადებლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სრული ნიველირების ფონზე, რომლებიც დატოვებულ იქნენ თავშესაფრის გარეშე იმ გარემოში, რომელმაც გამოიწვია მათში ტკივილი და ტანჯვა.20 ხსენებული წარმოადგენდა არაადამიანურ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
დამამცირებელია ქმედება, რომელიც, როგორც ამბობენ, წარმოშობს მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდას, რომელსაც შეუძლია მისი დამცირება და დაკნინება. განმარტების თანახმად, დამამცირებელი მოპყრობა ასევე მოიცავს მოპყრობას, რომელიც არღვევს მსხვერპლის ფიზიკურ თუ სულიერ ხელშეუვალობას,21 ან აიძულებს მსხვერპლს, იმოქმედოს თავისი სურვილის ან სინდისის საწინააღმდეგოდ.22
იმის განხილვისას, არის თუ არა სასჯელი ან მოპყრობა ,,დამამცირებელი“ მე-3 მუხლის მნიშვნელობით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, წარმოადგენს თუ არა სასჯელის ან მოპყრობის მიზანს შესაბამისი პირის დამცირება ან დაკნინება, ხოლო, რაც შეეხება შედეგებს, იქონია თუ არა მან უარყოფითი ზეგავლენა მის პიროვნებაზე იმ სახით, რომელიც არ შეესაბამება მე-3 მუხლს.23 თუმცაღა, ასეთი მიზნის არქონას არ შეუძლია გამორიცხოს მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა.
ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის მსხვერპლის ასაკი და სქესი, შეუძლიათ დიდი ზეგავლენა მოახდინოს იმის შეფასებისას, მოპყრობა დამამცირე ბელია თუ არა. ამის საპირისპიროდ, იმის ანალიზი, რომ მოპყრობა არაადამიანურია, თუ იგი წამებას წარმოადგენს, უფრო სუბიექტურია. ამ კონტექსტში სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი დამცირებულ იქნა საკუთარ თვალში, თუნდაც სხვის თვალში არ იყოს დამცირებული.
სასამართლოს მიერ განხილულ ერთერთ საქმეში24 15 წლის ბიჭს მიესაჯა სხეულებრივი სასჯელი, კერძოდ, სამი დარტყმა ტირიფის როზგით. განმცხადებელს უნდა ჩაეხადა შარვალი და ტრუსები, გადახრილიყო მაგიდაზე, რომლის მეორე მხრიდანაც მას ორი პოლიციელი დაიჭერდა, მესამე კი აღასრულებდა სასჯელს, ტირიფის როზგი ტყდებოდა პირველივე დარტყმაზე. განმცხადებლის მამამ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და ,,გაიწია“ ერთ-ერთ პოლიციელზე, ამიტომაც საჭირო გახდა მისი შეკავება. გაროზგვამგაუწითლა, მაგრამ არ გაუჭრა განმცხადებელს კანი, რომელსაც ტკივილები ჰქონდა ამის შემდგომ კვირანახევრის განმავლობაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული სასჯელი მოიცავდა შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტს და მიაღწია იმ ზღვარს, რომელსაც გულისხმობს ცნება ,,დამამცირებელი სასჯელი“.
მაშინ, როდესაც ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საჯაროობა, რომელიც თან ახლავს კონკრეტულ მოპყრობას, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს იმის შეფასებისას, იყო თუ არა სასჯელი ,,დამამცირებელი“ მე-3 მუხლის მნიშვნელობით, საჯაროობის არარსებობა არ გამორიცხავს აუცილებლად მოცემული სასჯელის ამ კატეგორიაში მოხვედრას.
მოპყრობა სასჯელის წინააღმდეგ
ქცევებისა და ქმედებათა უმეტესობა, რომლებიც ეწინააღმდეგება მე-3 მუხლს, შესაძლოა დაკვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ,,მოპყრობა“. თუმცაღა, ცალკეულ გარემოებებში იგი აშკარად წარმოადგენს სასჯელის ფორმას, რომელიც მისჯილი აქვს მსხვერპლს და უნდა განისაზღვროს ეს სასჯელი არაადამიანურია თუ დამამცირებელი.
მაშინ როდესაც შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ ბუნებრივი შეურაცხყოფა თან ახლავს სასჯელს პერ სე აღიარებულია, რომ აბსურდი იქნებოდა დაგვედგინა თითქოს სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, იმ მიზეზის გამო, რომ მას თან ახლავს დამცირების ელემენტი, წარმოადგენს ,,დამამცირებელს“ მე-3 მუხლის მნიშვნელობით. სასამართლო სამართლიანად ითხოვს, რომ რაიმე სხვა კრიტერიუმი მოიაზრებოდეს ტექსტში. სინამდვილეში მე-3 მუხლი, რომელიც აშკარად კრძალავს ,,არაადამიანურ“ და „დამამცირებელ“ სასჯელს, გულისხმობს, რომ არსებობს განსხვავება ასეთ სასჯელსა და ზოგად სასჯელს შორის.
ამიტომაც არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას აუცილებლად არა აქვს რაიმე შეხება სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელთან, თუნდაც ეს სასჯელი მკაცრი იყოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არის შესაძლებელი, სასამართლოს მიერ შეფარდებულმა მძიმე სასჯელმა წამოჭრას საკითხი მე-3 მუხლთან მიმართებაში. სწორედ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სახელმწიფო სარგებლობს გარკვეული დისკრეციით ან მას გააჩნია შეფასების ზღვარი, თუ რა ,,სასჯელი“ უნდა დააკისროს მსჯავრდებულს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩვენ ზემოთ დავინახეთ, 1978 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ მცირეწლოვან დამნაშავეთა სხეულებრივი დასჯის სისტემა, რომელიც მოქმედებდა გაერ თიანებულ სამეფოში, არღვევდა მე-3 მუხლს.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხსენებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სასამართლო სხეულებრივი სასჯელი ხასიათდება იმით, რომ იგი მოიაზრებს ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ განიხილა ხსენებული, როგორც ინსტიტუციონალიზებული ძალადობა, რომელიც ნებადართულია კანონით, ნაბრძანებია სახელმწიფო სასამართლო ხელისუფლების მიერ და განხორციელებულია სახელმწიფოს საპოლიციო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ძალადობის ინსტიტუციონალიზებული ხასიათი შემდგომში უფრო რთულდებოდა ოფიციალური პროცედურით, რომელიც თან ახლდა სასჯელს და ასევე იმ ფაქტით, რომ ისინი, რომლებიც ახორციელებდნენ მას, იყვნენ აბსოლუტურად უცხოები სამართალდამრღვევისათვის.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს არ განუცდია მძიმე ან ხანგრძლივი ფიზიკური შედეგები, მისი სასჯელი - რომლის დროსაც იგი წარმოადგენდა ობიექტს, რომლისკენაც ხელისუფლების ძალაუფლება იყო მიმართული - წარმოადგენდა თავდასხმას მის ღირსებასა და ფიზიკურ შეუვალობაზე. სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ხსენებულ სასჯელს შესაძლოა მოჰყოლოდა არასასურველი ფსიქოლოგიური შედეგები.
სასჯელის ანალოგიური გამოყენება სკოლებში ასევე მიჩნეულ იქნა დამამცირებლად. კომისიის აზრით, მოცემულ საქმეში განხორციელებულმა სასჯელმა, მას მიაყენა მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანება და შეურაცხყოფა, რომელმაც სერიოზულობის ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელს კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. კომისიამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო არასათანადო მოპყრობისათვის, რადგანაც ინგლისის სამართლებრივი სისტემა ითვალისწინებდა ამის უფლებას და არ იძლეოდა ხსენებულის გამოსწორების ეფექტიან საშუალებას.25
ინსტიტუციონალიზებული მოპყრობის მეორე სფერო, რომელიც განხილულ უნდა იქნეს მე-3 მუხლის ქოლგის ქვეშ, არის იძულებითი სამედიცინო მკურნალობა. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მედიცინის არსებულ პრაქტიკას“ გააჩნია უპირატესი ძალა იმის შეფასებისა, ასეთი მოპყრობა ნებადართულია თუ არა, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზოგადი წესის თანახმად, ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს თერაპევტულ აუცილებლობას, არ შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურად ან დამამცირებლად.26
სრულიად გასაგებია, რომ სასამართლო, რომელიც კონკრეტულად ახორციელებს საზედამხედველო ფუნქციას განსაკუთრებულ სურვილს არ გამოთქვამს, ჩაერიოს სამედიცინო ექსპერტიზის სფეროში, სადაც მას არ გააჩნია კონკრეტული კომპეტენცია. ეროვნული სასამართლოები ასევე ძალიან ფრთხილობენ ამ სფეროში ჩარევასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა, ეროვნულ მოსამართლეებსა და პროკურორებს გაეთვალისწინებინათ რჩევა, რათა ყურადღება დაეთმოთ ამ სფეროსათვის, მასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის განვითარებისა და ნებისმიერი მიდგომის შეჯერებისათვის იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება ამ სფეროში. შეიმჩნევა იმნორმათამზარდირაოდენობა, რომლებიც დადგენილია და მიღებულია მინიმალური სტანდარტების მქონე რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საშუალებით, რომლებიც ეხება პაციენტების მოპყრობას, კერძოდ, ფსიქიატრიულ პაციენტებსა და პატიმრობაში მყოფ პაციენტებს.27
ამჟამად მიმდინარე დებატებში, რომლებსაც შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგიური თვალთახედვა სამედიცინო მკურნალობასა და ევთანაზიასთან დაკავშირებით, წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, პირის ღირსების აბსოლუტური უფლება ირღვევა თუ არა იმ დროს, როდესაც პირს აიძულებენ დაექვემდებაროს ცალკეულ სამედიცინო მკურნალობას. ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით შედარებით ფართო კონსესუსის განვითარება ასევე დაგვეხმარება იმის დადგენაში, იძულებითი სამედიცინო მკურნალობა იქნება თუ არა პირის ღირსებაზე თავდასხმა.
______________________
1. McCallum v. the United Kingdom, 1989 წლის 4 მაისის მოხსენება, სერია A № 183, gv. 29.
2. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, სერია A № 25.
3. იქვე, 162-ე პუნქტი.
4. სხვა მაგალითებთან ერთად იხ. Ireland v. the United Kingdom, გვ. 65; და უახლესი საქმე Tekin v. Turkey, 1998 წლის 9 ივნისის განაჩენი, ECHR 1998-IV, 52-ე პუნქტი; Keenan v. the United Kingdom, 2001 წლის 3 აპრილის განაჩენი, მე-20 პუნქტი; Valašinas v. Lithuania, 2001 წლის 24 ივლისის განაჩენი, 120-ე პუნქტი; და განსაკუთრებით, წამებასთან დაკავშირებული საქმე Labita v. Italy, 2000 წლის 6 აპრილის განაჩენი, ECHR 2000-IV, 120-ე პუნქტი.
5. Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, სერია A №161, მე-100 პუნქტი.
6. Greek-ის საქმე, 1969 წლის 5 ნოემბერი, წელიწდეული XII, გვ. 501.
7. მიღებული სტანდარტების გამოვლენა, კერძოდ, იმ სტანდარტებისა, რომლებიც გამოიყენება ყველა სახის პატიმრებთან მოპყრობისას, საუკეთესოდ არის ასახული წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) მოხსენებებში და ასევე მის მოხსენებებსა და რეკომენდაციებში საუკეთესო პრაქტიკებთან დაკავშირებით. CPT-ს მოხსენებების მოსაძიებლად მიმართეთ ვებ გვერდს http://www.CPT.coe.int/, და კერ- ძოდ, მის მოხსენებას: წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ზოგადი მოხსენებების ,,განცალკევებულ'` (,,Substantive”) თავები.
8. იქვე, გვ. 186. იხ. უახლესი საქმე Dikme v.Turkey, 2000 წლის 11 ივლისის განაჩენი, 93-ე პუნქტი.
9. იქვე, 167-ე პუნქტი.
10. იხ. განსაკუთრებით, საქმე Akkoç v. Turkey, 2000 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, 115-ე პუნქტი; საქმე Salman v. Turkey, 2000 წლის 27 ივნისის განაჩენი, 114-ე პუნქტი.
11. Selmouni v. France, 1998 წლის 28 ივლისის განაჩენი, ECHR 1999-V.
12. იქვე, 103-ე პუნქტი.
13. Greek-ის საქმე, კომისიის 1969 წლის 5 ნოემბრის მოხსენება, წელიწდეული 12.
14. საქმეზე Aksoy v. Turkey1996 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, ECHR 1996-VI, 26-ე ტომი, 64-ე პუნქტი.
15. იხ. Akkoç-ის საქმე, 64-ე პუნქტი; Dikme-ს საქმე, 95-ე პუნქტი.
16. იხ. საქმე Aksoy v. Turkey, 1996 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, ECHR 1996-VI; და Akkoç-ისა და Salman-ის საქმეები.
17. იხ. 103-ე პუნქტი.
18. იქვე, 105-ე პუნქტი.
19. სხვა მაგალითებთან ერთად იხ. საქმეზე Tekin v. Turkey 1998 წლის 9 იანვარს გამოტანილი განაჩენი, ECHR 1998-IV, 52-ე პუნქტი.
20. Selçuk and Asker v. Turkey, 1998 წლის 24 აპრილის განაჩენი, ECHR 1998-II, გვ. 19, 78-ეპუნქტი; Dulas v. Turkey, 2001 წლის 30 იანვრის განაჩენი, 55-ე პუნქტი; Bilgin v. Turkey, 2000 წლის 16 ნოემბერი, 103-ე პუნქტი.
21. Ireland v. the United Kingdom, გვ. 66, 167-ე პუნქტი.
22. Greek-ის საქმეზე არსებული კომისიის დასკვნა, IV თავი, გვ. 186.
23. საქმეზე Ranninen v. Finland 1997 წლის 16 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, ECHR 1997-VIII, გვ. 2821-22, 55-ე პუნქტი.
24. Costello-Roberts v. the United Kingdom, სერია A № 247-C, გვ. 59, 30-ე პუნქტი.
25. Y v. the United Kingdom, 1991 წლის 8 ოქტომბერი, სერია A № 247-A; 17 EHRR 233.
26. Herczegfalvy v. Austria, 1992 წლის 24 სექტემბერი, სერია A № 24, 82-ე პუნქტი.
27. საპარლამენტო ასამბლეის 1235 (1994) რეკომენდაცია ფსიქიატრიისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
![]() |
3.2 მე-3 მუხლი კონვენციის კონტექსტში |
▲back to top |
სასამართლომ თანმიმდევრულად და არაერთხელ დააყენა მე-3 მუხლი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების - გვერდით როგორც კონვენციით დაცული ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პირის ღირსებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვა.
კონვენციის სხვა ზოგიერთი მუხლისაგან განსხვავებით, მე-3 მუხლი ჩამოყალიბებულია აბსოლუტური და შეუზღუდავი დებულებებით. მაგალითად, მე-8 - მე-11 მუხლების საპირისპიროდ არ არის წარმოდგენილი მეორე პუნქტი, რომელიც ადგენს გარემოებებს, როდესაც ნებადართულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის განხორციელება. ამიტომ, კანონით არ არის დადგენილი ამ დებულების რაიმე სახით შეზღუდვა.
მე-3 მუხლის შეუზღუდავი დებულებები ასევე ნიშნავს, რომ კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ შეიძლება რაიმე გამართლება მოეძებნოს ქმედებებს, რომლებიც არღვევს ამ მუხლს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის ფაქტორები, რომლებიც შიდა კანონმდებლობის თანახმად აღიქმება, როგორც აკრძალული ქცევის განხორციელების გამართლება, ან მსხვერპლის ქცევა, დამნაშავეზე ზეწოლა გამოძიების წინ წაწევის ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ან ნებისმიერი გარეშე გარემოება თუ სხვა ფაქტორი.
სასამართლო თანმიმდევრულად ჩქარობს შეახსენოს სახელმწიფოებს, რომ მსხვერპლის ქცევა არ შეიძლება ამართლებდეს აკრძალული ქცევის გამოყენებას. სასამართლომ რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ თვით ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია აბსოლუტური დებულებებით კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. ჩაიდინა თუ არა პირმა ტერორისტული აქტი თუ სხვა სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაული, ან ეჭვმიტანილია მის ჩადენაში, ყოვლად შეუსაბამოა იმის განსაზღვრისათვის, ამ პირისადმი განხორციელებული მოპყრობა არღვევს თუ არა არასათანადო მოპყრობის აკრძალვას.
სასამართლო უშვებს, რომ არსებობს აშკარა სიძნელეები, რომლებიც ახასიათებს დანაშაულთან ბრძოლას, კერძოდ, ისეთ დანაშაულებთან ბრძოლას, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული და ტერორიზმი. სასამართლო ასევე აღიარებს, ასეთ დანაშაულთა გამოძიების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო უშვებს, რომ ასეთ დანაშაულთა გამოძიებისას ცალკეული გამონაკლისები მტკიცებულებებთან დაკავშირებულ წესებსა და პროცესუალურ უფლებებთან მიმართებაში შესაძლოა დაშვებულ იქნეს. თუმცაღა, სწორედ იმავე სიძნელეებს არ შეუძლია რაიმე სახით გამოიწვიოს შეზღუდვების დაწესება პირთა ფიზიკური შეუვალობის დაცვასთან მიმართებაში. დაკითხვისა და ინტერვიუების დროს არასათანადო მოპყრობის გამოყენების აკრძალვა, ასეთი მოპყრობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების აკრძალვასთან ერთად, რჩება აბსოლუტურად.1
ანალოგიურად, მიუხედავად განსახილველი დანაშაულებისა, სახელმწიფოებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, პირს შეუფარდონ ან დაუწესონ სასჯელები იმის საფუძველზე, რომ მათ ექნებათ განსხვავებული შედეგები, როდესაც სასჯელი წინააღმდეგობაში მოვა მე-3 მუხლთან.2 ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ჩარევისაგან თავს იკავებდა მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მკაცრია შეფარდებული პატიმრობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. თუმცაღა, იმ შემთხვევაში, თუკი პატიმრობა მოიცავს მკაცრ პირობებს ან სასჯელი გულისხმობს ელემენტებს, რომლებიც სცდება პატიმრობას, ეს პირობები უნდა შეფასდეს მე-3 მუხლთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
მე-3 მუხლში მოხსენიებული აბსოლუტური შეზღუდვა ასევე ნიშნავს, რომ მისგან გადახვევა დაუშვებელია საომარი მდგომარეობის დროსაც კი. მაშინ, როდესაც კონვენციის მე-15 მუხლი უფლებას აძლევს სახელმწიფოებს საომარი ან სხვა სახის საგანგებო მდგომარეობისას გადაუხვიონ აუცილებელი მოცულობით დაცვის იმ ნორმალური სტანდარტებიდან, რომლებიც უზრუნველყოფილია კონვენციისა და მისი ოქმების უმეტესი მუხლებით, არ არსებობს დებულება, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა მე-3 მუხლიდან გადახვევა. უფრო კონკრეტულად, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ნათლად განსაზღვრავს, რომ საგანგებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაშიც კი, რომელიც ემუქრება ერის სიცოცხლეს, სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას, უფლება არა აქვს მე-3 მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგო რაიმე სახით არასათანადოდ მოეპყრას პირს.3 კონფლიქტის ან ტერორისტული ძალადობის არანაირი დონე არ ამცირებს პირის უფლებას, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისაგან.
პირობების არარსებობას ზეტერიტორიული გავლენა გააჩნია. იგი იცავს პირს არასათანადო მოპყრობისაგან წევრი სახელმწიფოს ტერიტორიების გარეთაც კი და იმ პირების მიერ, რომელთა ქმედებაზეც წევრი სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი. გარკვეული რაოდენობის საქმეები ეხება პირთა გაძევებისა და დეპორტაციის საკითხებს. იმ საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია არსებობდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადრემიღებული ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, იმის საჭიროება, რომ სამართალ- ში მიეცეს ტერორიზმის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომელმაც თავი აარიდა მართლმსაჯულებას ან საფრთხეს უქმნის დეპორტაციის განმხორციელებელი სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არაფერი გაათავისუფლებდა სახელმწიფოს მისი პასუხისმგებლობისაგან, არ გადასცეს პირი მეორე სახელმწიფოს, სადაც მას ემუქრება არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე.
დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტური აკრძალვა თანაბრად ეხება სამედიცინო საფუძველზე დაპატიმრებულ პირთა შემთხვევებს და/ან მათ დაქვემდებარებას სამედიცინო მკურნალობისათვის. საქმეში, რომელშიც ადგილი ჰქონდა ამგვარ მოპყრობასთან დაკავშირებულ საჩივარს, სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა:
,,მართალია, სამედიცინო პერსონალზეა დამოკიდებული, მიიღოს გადაწყვეტილება, აღიარებული სამედიცინო ნორმების საფუძველზე, იმ თერაპიული მეთოდების შესახებ, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს, საჭიროების შემთხვევაში იძულებითაც კი, რომ დაცულ იქნეს იმ პაციენტის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა, რომელსაც აბსოლუტურად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და, ამიტომაც, მათზე სამედიცინო პერსონალია პასუხისმგებელი, მიუხედავად ამისა, ასეთი პაციენტები რჩებიან და იმყოფებიან მე-3 მუხლის დაცვის ქვეშ, რომლის მოთხოვნებიც არ იძლევა გადახვევის არანაირ საშუალებას“4 (ხაზგასმა დამატებულია).
________________________
1. Tomasi v. France, 1992 წლის 27 აგვისტოს განაჩენი, სერია A № 241-A, 115-ე პუნქტი.
2. იხ. Tyrer-ის საქმე, გვ. 15. ასევე ქვემოთ იხ. წამების აკრძალვის გადაწყვეტილება.
3. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვრის განაჩენი, სერია A №25, 163-ე პუნქტი; Selmouni v. France, ECHR 1999-V, 95-ე პუნქტი.
4. Herczegfalvy v. Austria, 1992 წლის 24 სექტემბერი, სერია A № 24, 82-ე პუნქტი.
![]() |
4 მე-3 მუხლის ცხოვრებაში გამოყენება |
▲back to top |
![]() |
4.1 პატიმრობა |
▲back to top |
სიტუაცია, რომლის დროსაც ადგილი აქვს მე-3 მუხლის ყველაზე ხშირ დარღვევას, ხდება პატიმართა მოპყრობასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში მე-3 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები ნათელი და ცალსახად შესაბამისია. ამიტომაც სწორედ პოლიციის, შეიარაღებული და უშიშროების ძალებისა და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ქმედებებთან მიმათებაში ხდება იმის გამოძიება, არღვევს თუ არა ხსენებული ქმედებები მე-3 მუხლს. თუმცა აქ შეიძლება აგრეთვე მოიაზრებოდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ,,სამოქალაქო პატიმრობაში“, ისინი, ვისაც შეხება აქვთ სამედიცინო, კერძოდ კი ფსიქიატრიულ პაციენტებთან.
ისინი, ვისაც აღუკვეთეს თავისუფლება, რის გამოც იმყოფებიან ხელისუფლების ორგანოების სრული კონტროლის ქვეშ, არიან ყველაზე უსუსურები და იმყოფებიან იმ საფრთხის ქვეშ, რომ მათ წინააღმდეგ ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებენ. ამიტომაც ხსენებული კონტროლის განხორციელება უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ გამოკვლევას კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ცოტაოდენ გაკვირვებას იწვევს, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტს (CPT) ცალსახად გააჩნია იმის უფლება, რომ მოინახულოს პატიმრობაში მყოფი პირები, რათა გამოიკვლიოს მათ მიმართ განხორციელებული მოპყრობა იმ მიზნით, რომ გააძლიეროს, თუკი არსებობს ამის აუცილებლობა, ასეთ პირთა დაცვა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან.1
იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც აღკვეთილი აქვთ თავისუფლება, საწყისი წერტილი იმის შეფასებისას, ადგილი ჰქონდა თუ არა არასა თანადო მოპყრობას, პირველ რიგში, წარმოადგენს იმის დადგენა საერთოდ გამოყენებულ იქნა თუ არა ფიზიკური ძალა პატიმართან მიმართებაში. სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკულ მეთოდს წარმოადგენს ის, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არ ყოფილა მკაცრად აუცილებელი და გამოწვეული პატიმრის ქცევით, პრინციპში წარმოადგენს მე-3 მუხლში წარმოდგენილი უფლების დარღვევას.2 ხსენებული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მე-3 მუხლის მიზანს წარმოადგენს პირის ღირსებისა და ფიზიკური შეუვალობის დაცვა და ამიტომაც ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება ამცირებს პირის ღირსებას.3
ფიზიკური ძალის გამოყენების ერთერთი ყველაზე უფრო ნათელი მინიშნება იქნება დაზიანებების ხილვადი ნიშნები ან შესამჩნევი ფსიქოლოგიური ტრავმა. როდესაც პატიმარი ამჟღავნებს დაზიანებების ნიშნებს ან მას აღენიშნება ჯანმრთელობის შერყევა გათავისუფლების შემდგომ ან პატიმრობის ნებისმიერ ეტაპზე, პატიმრობის განმხორციელებელ ხელისუფლების ორგანოებს დაეკისრებათ მტკიცების ტვირთი, რომ ნიშნები და/ან სიმპტომები არ არის დაკავშირებული პატიმრობის ფაქტთან ან პერიოდთან.
თუკი დაზიანებები დაკავშირებულია პატიმრობის პერიოდთან ან ფაქტთან და გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ძალის შედეგად, მაშინ პატიმრობის განმხორციელებელმა ხელისუფლების ორგანოებმა უნდა შეძლონ დაამტკიცონ, რომ ეს გამოწვეული იყო პატიმრის პირადი ქცევით და გამოყენებული იქნა მხოლოდ ის ძალა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელი იყო. მტკიცების ტვირთი მყარად აწევთ პატიმრობის განმხორციელებელ ხელისუფლების ორგანოებს, რათა წარმოადგინონ ჯეროვანი ახსნა-განმარტება, თუ საიდან გაჩნდა დაზიანებები. წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასებულ უნდა იქნეს მათი სარწმუნოობის მიხედვით, ხოლო გარემოებები - მათი მე-3 მუხლთან შესაბამისობიდან გამომდინარე.4
_____________________
1. წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლი.
2. Ribitsch v. Austria, 1995 წლის 4 დეკემბრის განაჩენი, მოხსენებები განაჩენებსა და გადაწყვეტილებებზე (1996 წ.), გვ. 26, 34-ე პუნქტი; Tekin-ის საქმე, გვ. 1517-18, 52-ე და 53-ე პუნქტები; და Assenov and Others v. Bulgaria, 1998 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, მოხსენებები 1998-VIII, 94-ე პუნქტი.
3. იქვე.
4. საქმეზე Tomasi v. France 1992 წლის 27 იანვარს გამოტანილი განაჩენი, სერია A № 241-A, გვ. 40-41, 108-ე-111-ე პუნქტები; საქმეზე Ribitsch v. Austria 1995 წლის 4 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები განაჩენებსა და გადაწყვეტილებებზე (1996 წ.), გვ. 26, 34-ე პუნქტი; საქმეზე Aksoy v. Turkey 1996 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, გვ. 17, 61-ე პუნქტი.
![]() |
4.2 დაკავება და დაკითხვა |
▲back to top |
მე-3 მუხლის დარღვევის შესაძლებლობა პატიმრობის კონტექსტში წარმოიშვება პატიმრობის ყოველ ეტაპზე - იმ მომენტიდან, როდესაც პირი მოთავსებულია პატიმრობაში, ყველაზე ხშირად ეს ხორციელდება პოლიციის ან სამხედრო ოფიცრის მიერ განხორციელებული დაკავებით ან თავისუფლების აღკვეთით, იმ დრომდე, როდესაც პირი გათავისუფლებულია პატიმრობიდან.
საქმეში Ilhan v. Turkey განმცხადებელი სასტიკად იქნა ნაცემი მისი დაკავების დროს. დარტყმები, მათ შორის თავში, ხორციელდებოდა, inter alia, ქამრის ბალთებით, როდესაც უშიშროების ძალებმა ,,შეიპყრეს“ განმცხადებელი, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა. დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავიდა, სანამ განმცხადებელს ექნებოდა ექიმთან შეხვედრის საშუალება. სასამართლოს აზრით, მოპყრობა წარმოადგენდა წამებას.
საქმეში Assenov v. Bulgaria მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ვერ დადგინდა დაზიანებების წარმომავლობა და მათზე პასუხისმგებელი პირი, განცდილი დაზიანებები მიყენებული იქნა დაკავების დროს. საქმეში Rehbock v. Slovenia განმცხადებელმა განიცადა სახის დაზიანებები მისი დაკავების დროს. პოლიციის მტკიცებით დაზიანებები გამოწვეული იყო დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის შედეგად. თუმცაღა, ძალის გამოყენება გადაჭარბებული და გაუმართლებელი იყო და ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ რაიმე საფუძველი იმის ასახსნელად, თუ რატომ იყო მიყენებული დაზიანებები ასეთი სერიოზული: დაკავება დაგეგმილი იყო და ამიტომაც რისკი თავიდანვე იყო შეფასებული, პოლიცია ბევრად აღემატებოდა ეჭვმიტანილებს, და მსხვერპლს არ გამოუყენებია იარაღი პოლიციელთა წინააღმდეგ.1
წამების საქმეებში, როდესაც არასათანადო მოპყრობა ხორციელდება ინფორმაციის ან აღიარების მოპოვების მიზნით, დარღვევა ყველაზე ხშირად ხდება დაკავების პირველ ეტაპზე, როდესაც ადგილი აქვს ინტერვიუს ან დაკითხვას. სავარაუდოდ, ეს უფრო პოლიციის დაწესებულებაში ხდება, ვიდრე ციხეში. ეს ასევე ასახულია იმ საქმეებში, რომლებიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოს წინაშე და CPT-ის გამოცდილებაში, რომელმაც აღნიშნა:
,,CPT-ს სურს ხაზი გაუსვას, რომ მისი გამოცდილებით, პერიოდი, რომელიც დაუყოვნებლივ მოსდევს თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს დროის ისეთ მონაკვეთს, როდესაც დაშინებისა და ფიზიკურად არასათანდო მოპყრობის რისკი ყველაზე დიდია“.2
CPT-იმ ასევე აღნიშნა, რომ როგორც სრულწლოვნებისთვის, ისე არასრულწლოვნებისთვის განზრახ არასათანადო მოპყრობის რისკი უფრო დიდია პოლიციის დაწესებულებებში, ვიდრე პატიმრობის სხვა ადგილებში.3
მე-3 მუხლის განმარტება და გამოყენება იმ პრინციპთან შესაბამისობაში, რომლის თანახმადაც კონვენცია წარმოადგენს „ცოცხალ ინსტრუმენტს, რომელიც განმარტებულ უნდა იქნეს დღევანდელ გარემოებათა ჭრილში“ ნიშნავს იმას, რომ ცალკეული ქმედებები, რომლებიც წინათ კვალიფიცირებული იყო „არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად“ „წამების“ საპირისპიროდ, შესაძლოა მომავალში კვალიფიცირებულ იქნეს სხვაგვარად. საქმეში Selmouni v. France სასამართლომ აღნიშნა, რომ
„...ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში აუცილებელი მნიშვნელოვნად მაღალი სტანდარტის არსებობა შესაბამისად და გარდუვალად მოითხოვს უფრო მეტ სიმტკიცეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევების შეფასებისას“.4
სასამართლომ აღნიშნული დაადასტურა Dikme-ს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.5
1990-იანი წლების შუალედიდან სასამართლო ისევ წააწყდა მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირები წარმოადგენდნენ წამების მსხვერპლს წევრი სახელმწიფოების პატიმრობის ადგილებში. ქვემოთ იხილეთ რამდენიმე საქმე, სადაც გარკვეული ქცევა ჩაითვალა წამებად კონვენციის გაგებით. ხსენებული მოიცავს:
პალესტინურ დაკიდებას: უკან შეკრული ხელებით ჩამოკიდება (Aksiy v. Turkey 6);
ცემის სასტიკ ფორმებს (Selmouni v. France, Dikme v. Turkey);
სასტიკ ცემას სამედიცინო მკურნალობის აღმოუჩენლობასთან ერთობლიობაში (Ilhan v. Turkey);
ელექტროშოკს (Akkoç v. Turkey);
გაუპატიურებას (Aydin v. Turkey);
ფალანგას (falaka/falanga): ფეხის გულებზე ცემა (Salman v. Turkey, Greek-ის საქმე7).
Tomasi-ს, Ribitsch-ისა და Tekin-ის საქმეებში სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრები დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობას ცემის გამო.
ყველა ხსენებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პატიმრობის პერიოდში. აღნიშნული კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ პატიმრობის მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს ფუნდამენტურ გარანტიებს არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგოდ. სამ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს:
დაპატიმრებული პირის უფლება, შეატყობინოს, თავისი არჩევანისამებრ, მე-3 მხარეს მისი დაპატიმრების შესახებ (ოჯახის წევრი, მეგობარი, საკონსულო);
ადვოკატზე ხელმისაწვდომობა;
დაპატიმრებული პირის უფლება,მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება თავისივე არჩეული ექიმის მიერ.
ხსენებული უნდა ხორციელდებოდეს თავისუფლების აღკვეთის მომენტიდანვე.8
განსაკუთრებით პატიმრობის პირველ პერიოდში ხელისუფლების ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ პირისათვის თავისუფლების აღკვეთას, უნდა შეეძლოთ დაწვრილებით აღრიცხონ პირის გადაადგილება, თუ ვის შეიძლება დაერთოს ნება მოინახულოს იგი და, თუ სად იმყოფებიან პატიმრები ნებისმიერ მოცემულ მომენტში.
იმ შემთხვევებში, როდესაც მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მოსამართლეებმა უნდა მოსთხოვონ თავისუფლების აღკვეთის განმახორციელებელ ორგანოებს, რათა მათ წარმოადგინონ მოსარჩელის მტკიცების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი რაიმე დაზიანება ან სამედიცინო მდგომარეობა არ იქნა განცდილი პატიმრობის პერიოდში ან განხორციელებული კანონიერი ქმედების შედეგი, რაც შესაძლოა განმტკიცებულ იქნეს შესაბამისი დოკუმენტებით. სასამართლომ განაცხადა:
,,როდესაც ადგილი აქვს ციხეში სიკვდილს, რომელიც უკავშირდება თუნდაც მცირე მნიშვნელობის დაზიანებებს, მთავრობას ეკისრება მომეტებული ტვირთი, რათა წარმოადგინოს ჯეროვანი ახსნა-განმარტება. ამ კონტექსტში ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ მათ გააჩნიათ დეტალური და ზუსტი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პირის პატიმრობას და შეუძლიათ წარმოადგინონ ჯეროვანი ახსნა-განმარტება ნებისმიერი დაზიანებისათვის“ 9(ხაზგასმა დამატებულია).
CPT-იმ ასევე ადრე გაამახვილა ყურადღება ამ მოვალეობასთან მიმართებაში. კომიტეტმა დაასკვნა, რომ
,,დაცვის ფუნდამენტური მექანიზმები, რომლებიც პირს ენიჭება ციხეში, განხორციელებულ იქნება (და პოლიციის ოფიცერთა მუშაობაც შესაძლებელია საკმაოდ გაადვილდეს), თუკი იარსებებდა ერთი ამომწურავი ციხის ჩანაწერი ყოველი დაპატიმრებული პირის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მისი პატიმრობის ყველა ასპექტისა და მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა ღონისძიების შესახებ (როდის აღეკვეთა თავისუფლება, თავისუფლების აღკვეთის მიზეზები; როდის განემარტა მას უფლებები; დაზიანებათა ნიშნები, სულიერი ავადმყოფობა და სხვ.; როდის დაუკავშირდნენ და შეხვდნენ მას ნათესავები, წარმომადგენელი და ადვოკატი; როდის შესთავაზეს მას საკვები; როდის იქნა იგი დაკითხული; როდის იქნა გადაყვანილი ან გათავისუფლებული და სხვა)“.10
____________________
1. საქმეზე Assenov v. Bulgaria 1998 წლის 28 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1998-VIII.
2. CPT-ის მე-6 ზოგადი მოხსენება (1996 წ.), მე-15 პუნქტი და CPT-ის მე-9 ზოგადი მოხსენების (1999 წ.) ანალოგიური კომენტარები, 23-ე პუნქტი.
3. CPT-ის მე-9 ზოგადი მოხსენება (1999 წ.), 23-ე პუნქტი.
4. იხ. Selmouni-ს საქმე.
5. იხ., 92-ე პუნქტი.
6. საქმეზე Aksoy v. Turkey 1996 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1996-VI.
7. Greek-ის საქმე, კომისიის 1969 წლის 5 ნოემბრის მოხსენება, წელიწდეული 12.
8. CPT-ის მე-2 ზოგადი მოხსენება (1992 წ.), 36-ე პუნქტი.
9. საქმე Salman v. Turkey.
10. CPT-ის მე-2 ზოგადი მოხსენება, მე-40 პუნქტი.
![]() |
4.3 პატიმრობის პირობები |
▲back to top |
პატიმრობის პირობები ზოგჯერ შეიძლება წარმოადგენდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. აღნიშნული სფერო ასევე ექვემდებარება საზოგადოებებს შორის მისაღები სტანდარტების განგრძობად ევოლუციას.1 CPT-ის საქმიანობა ამ სფეროში დიდი მნიშვნელობის მქონე და ძალიან სასარგებლოა.
პატიმრობის პირობები მიუთითებს როგორც ზოგად გარემოზე, რომელშიც პატიმრები იმყოფებიან, ასევე ციხის რეჟიმსა და კონკრეტულ პირობებზე, რომლებშიც იქ შესახლებული პირები იმყოფებიან. იმის შეფასებისას, შეესაბამება თუ არა კონვენციას გარემო ან პირობები, რომლებშიც პატიმარი იმყოფება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პატიმრის მდგომარეობა - მისი ასაკი და სქესი, პატიმრის საშიშროება - ისევე როგორც ის ფაქტორი, პატიმარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში თუ არა.
პირი, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ყოფილა დადგენილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით, რომელიც ეხება არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცედურას, არამედ ასევე იმ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც არეგულირებს ასეთი პატიმრის უფლებებს პატიმრობის ადგილებში.
ანალოგიურად, ზოგიერთ პატიმარს შესაძლოა გააჩნდეს სპეციალური მოთხოვნილება და აღნიშნულის აღმოუჩენლობა შესაძლოა წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას.Price-ს საქმეში მსხვერპლს ფეხმძიმობის პერიოდში სამედიცინო პრობლემების შედეგად ოთხივე კიდურზე გააჩნდა დეფექტები. ხსენებული პირი, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა, მათ შორის, დაავადებული თირკმელები, პატიმრობაში იქნა აყვანილი შვიდი დღით სამოქალაქო სამართლწარმოების მიმდინარეობისას სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამომჟღავნების გამო. მსხვერპლის დაუყოვნებლივი დაპატიმრების წინ - სასჯელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განსაკუთრებით მკაცრად და შეუსაბამოდ ჩათვალა - მოსამართლეს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რათა გამოერკვია, თუ სად იქნებოდა ეს ქალბატონი მოთავსებული პატიმრობაში ან უზრუნველეყო, რომ შესაძლებელი იქნებოდა ისეთი საშუალებებით უზრუნველყოფა, რომლებიც ადეკვატური იქნებოდა მის სერიოზულ უუნარობასთან გამკლავებისათვის. პირობები, რომლებშიც ხსენებული ქალბატონი იქნა მოთავსებული პატიმრობის განმავლობაში აბსოლუტურად არაადეკვატური იყო მისი სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა განმცხადებლის დამცირებისა თუ დაკნინების რაიმე პოზიტიური მისწრაფება, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სერიოზულად უუნარო პირის დაპატიმრება ისეთ პირობებში, სადაც ძალიან ცივა, და არსებობს ავადმყოფობის გამძაფრების რისკი, რადგანაც მისი საწოლი ძალიან უხეშია ან გამოუყენებალი, და შესაბამის პირს არ შეუძლია ტუალეტში გასვლა ან სისუფთავის შენარჩუნება უდიდესი ძალისხმევის გარეშე, წარმოადგენს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო დამამცირებელ მოპყრობას.
პატიმრობასთან დაკავშირებული განვითარებადი ნორმები მოითხოვს, რომ ციხის სისტემისათვის ჩვეული მიმდინარე მოპყრობის პრაქტიკა რეგულარულად ექვემდებარებოდეს გადახედვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაბამისობა მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან. ამასთანავე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს, რომ კონკრეტული მოპყრობა, რომელიც, თავისმხრივ, შესაძლოა არ იყოს დამამცირებელი, ისეთი მეთოდით არ იქნეს აღსრულებული, რომ გამოიწვიოს დამამცირებელი მოპყრობა.
განმარტოებითი პატიმრობა ან განცალკევება ხშირად გამხდარა არაადამიანურ თუ დამამცირებელ პირობებთან დაკავშირებული საჩივრების საფუძველი,2 მაგრამ არც სასამართლოს და არც CPT-ს არ ჩაუთვლიათ განმარტოებითი პატიმრობა per se მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, გარკვეული სიფხიზლე უნდა იქნეს გამოჩენილი იმ პირების მიმართ, რომლებიც, რა მიზეზითაც არ უნდა იქნეს ეს განხორციელებული (დისციპლინარული მიზნები, მათი ,,პრობლემების შემქმნელი“ ყოფაქცევის შედეგად წარმოქმნილი ,,საშიშროების“ საფუძველზე; სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე; მათივე მოთხოვნით), იმყოფებიან განმარტოებითი პატიმრობის მსგავს პირობებში. ასე მაგალითად, როდესაც ადგილი აქვს განმარტოებითი პატიმრობის გაგრძელებას ან წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირისათვის ან არასრულწლოვანისათვის ხსენებულის შეფარდებას, შესაძლოა საქმე სხვაგვარად იყოს.
CPT-იმ დაადგინა, რომ განმარტოებითი პატიმრობა შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში წარმოადგენდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.3 კონკრეტული ღონისძიების სიმკაცრე, მისი ხანგრძლივობა, მიზანი, რომელსაც იგი ემსახურება, ნებისმიერი დამატებით დაწესებული პირობების საერთო შედეგები, ისევე როგორც პირის ფიზიკურ თუ სულიერ კეთილდღეობასთან მიმართებაში გამოწვეული შედეგები, გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმის შეფასებისას, განმარტოებითი პატიმრობის კონკრეტული შემთხვევა ან განცალკევება წარმოადგენს თუ არა მე-3 მუხლის დარღვევას.4
სხეულის (შიშველი) ჩხრეკა მეორე სახის მოპყრობაა, რომელსაც პატიმრები შესაძლოა დაექვემდებარონ, მაგრამ კონკრეტულ გარემოებებში ისიც შეიძლება წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია სხეულის (შიშველი) ჩხრეკა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი იყოს ციხის უსაფრთხოებისათვის ან არეულობის ან დანაშაულის აღკვეთისათვის, ისინი წარმართულ უნდა იქნეს შესაბამისი მეთოდით. მამაკაცი პატიმრის იძულება, გაშიშვლდეს ქალის წინაშე და ამის შემდგომ შიშველი ხელებით შეეხოს მის სასქესო ორგანოებსა და საკვებს, აშკარად წარმოადგენს პატიმრის უპატივცემულობას და, შედეგად, ამცირებს მის პიროვნულ ღირსებას. სასამართლომ დაადგინა, რომ რადგანაც აღნიშნულს უნდა წარმოეშვა შესაბამის პირში ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, რომელსაც შეეძლო მისი დამცირება და დაკნინება, ჩხრეკა წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.5
სხვა პრაქტიკა და მეთოდები, როგორიცაა პატიმრისათვის ხელბორკილების დადება ან სხვა შემბოჭავი თუ დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენება, მაგალითად, ციხის შენობის გარეთ (ეზოში) გასეირნებისა თუ პატიმრის მონახულების უფლების ჩამორთმევა, ასევე უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას და გამოკვლევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ განხორციელების მეთოდი არ იყოს უკანონო და ასევე წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას.
Greek-ის საქმეში6 კომისიამ დაადგინა, რომ პატიმრობის პირობები, როდესაც პატიმრები გადატვირთულ საკანში ცხოვრობდნენ და არ გააჩნდათ გათბობისათვის სათანადო საშუალებები, სანიტარია, საწოლები, საკვები, ჯანმრთელობის გაჯანსაღების საშუალებები და კავშირი გარე სამყაროსთან, წარმოადგენდა დამამცირებელს. ამგვარი პირობები, განსაკუთრებით გადატვირთვა, დღესაც პრობლემატურია და არღვევს კონვენციით მოთხოვნილ სტანდარტებს.
ერთ-ერთ საქმეში პატიმარს სულ მცირე 2 თვის განმავლობაში უხდებოდა 24 საათიანი პერიოდის უმეტესი ნაწილის გატარება პრაქტიკულად თავის საწოლზე მიჯაჭვულს ისეთ საკანში, რომელსაც არ გააჩნდა ვენტილაცია და ფანჯრები და ზოგჯერ აუტანლად ცხელოდა. მას ასევე უხდებოდა ტუალეტის გამოყენება თანამესაკნის თანდასწრებით და ისიც, თავის მხრივ, ესწრებოდა თანამესაკნის მიერ ტუალეტით სარგებლობის პროცესს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ციხის გასაჩივრებული პირობები ამცირებდა პატიმრის პიროვნულ ღირსებას და წარმოშობდა მასში ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდას, რომელსაც შეეძლო მისი დამცირება და დაკნინება, ასევე მისი ფიზიკური თუ მორალური შეუვალობის დარღვევა. უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ პირობების გასაუმჯობესებლად მცდელობის გამოუმჟღავნებლობა, როდესაც ადგილი ჰქონდა სტანდარტებთან დაკავშირებულ საჩივრებს, წარმოადგენდა პატიმრისადმი უპატივისმცემლობას. ჯამში სასამართლომ ჩათვალა, რომ ციხის განცალკევებულ ნაწილში განმცხადებლის პატიმრობის პირობები წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას კონვენცი ის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.7
სხვა საქმეში პატიმარი მოთავსებულ იქნა გადატენილ და ჭუჭყიან საკანში, რომელშიც არ იყო დამაკმაყოფილებელი სანიტარია და საკმარისი საწოლები, ძალიან იშვიათად მოდიოდა ცხელი წყალი, არანაირი სუფთა ჰაერი ან ბუნებრივი დღის სინათლე არ არსებობდა, არც ეზო იყო, სადაც პატიმრებს შეეძლებოდათ გასეირნება. CPT-ის მოხსენებები ამყარებდა პატიმრის მტკიცებას. თავის მოხსენებაში CPT-იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებულ ადგილას ციხის საცხოვრებელი პირობები და პატიმრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეუსაბამო იყო ხუთ დღეზე მეტი ხნის პერიოდისათვის, პატიმრისათვის მოცულობითი ფართი მნიშვნელოვნად შეუსაბამო იყო, ხოლო სანიტარული პირობები - ამაზრზენი.
ბოლოს სასამართლომ დაასკვნა, რომ თავისულფებააღკვეთილი პირის პატიმრობის პირობები და საწოლების უკმარისობა ერთად აღებული იმ პატიმრობის პერიოდის შეუსაბამო ხანგრძლივობასთან, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა პატიმრობაში ამგვარ პირობებში, წარმოადგენდა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო დამამცირებელ მოპყრობას.8
ხსენებული საქმეების შედეგი მიგვანიშნებს, რომ დღევანდელ ეტაპზე - კერძოდ CPT-ის დაარსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ციხის პირობების მონიტორინგის ზრდის შედეგად - ნაკლებ მისაღებად ჩაითვლება ციხის ისეთი პირობები, რომლებიც არ აკმაყოფილებს საერთა- შორისო სტანდარტებს. მოსალოდნელია, რომ სასამართლო უფრო მაღალ დონეზე აწარმოებს გამოძიებას და უფრო მეტი სიფხიზლით განახორციელებს მეთვალყურეობას და ასეთივე მოთხოვნები წაეყენებათ ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს.
რადგანაც მე-3 მუხლი არ იძლევა ნებართვას, რათა მოხდეს კვალიფიკაცია, ახსნა-განმარტება იმ მიზნით, რომ არაადეკვატური პირობები, როგორიცაა გადატვირთვა ან არასაკმარისი საწოლები ან სანიტარია გამოწვეული იყოს ეკონომიკური ან სხვა თანმდევი ორგანიზაციული ან არსებული ფაქტორებით, ვერ გაამართლებს ზემოხსენებული ხარვეზების არსებობას.9 CPT-იმ ასევე აღნიშნა, რომ არასათანადო მოპყრობა შესაძლოა განხორციელებულ იქნეს მრავალი ფორმით, რომელთაგან უმეტესობა შესაძლოა არ იყოს განხორციელებული განზრახ, არამედ გამოწვეული იყოს ორგანიზაციული დეფექტით ან არაადეკვატური დაფინანსებით.10
სპეციფიკური სიტუაციები და პრაქტიკა, რომლებიც შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც დამამცირებელი მე-3 მუხლის თანახმად, ცალკე აღებული თუ სხვა პირობასთან ერთად, არის გადატვირთვა,11 გარესამყაროსთან კავშირის არ ქონა, ჰიგიენისა და ტუალეტის არაადეკვატური სტანდარტები,12 ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის ან პირის ღრუს დაავადების პროფილაქტიკის არარსებობა.13 ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანმრთელობა.14 შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის არარსებობა შესაძლოა წარმოადგენდეს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.15
_____________________
1. წინა საქმეებში სასამართლო და ადრემოქმედი კომისია თავს იკავებდნენ დაედგინათ, რომ პატიმრობის პირობები არღვევდა მე-3 მუხლს. ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, რომლებშიც აღიარებული იყო პატიმრობის საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ არ დადგინდა კონვენციის დარღვევა. იხ. 1976 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, წელიწდეული 20; 1977 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება , DR 10; იხ. კომისიის 1982 წლის 16 დეკემბრის მოხსენება საქმეზე Krocher and Moller v. Switzerland, DR 34.
2. 1976 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, წელიწდეული 20; 1977 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, DR 10; კომისიის 1982 წლის 16 დეკემბრის მოხსენება საქმეზე Krocher and Moller v. Switzerland, DR 34.
3. CPT-ის მე-2 ზოგადი მოხსენება, 56-ე პუნქტი.
4. 1973 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებები, კრებული 44; 1978 წლის 8 ივლისი, DR 14; და 1981 წლის 9 ივლისი.
5. იხ. საქმეზე Valašinas v. Lithuania 2001 წლის 24 ივლისს გამოტანილი განაჩენი.
6. წელიწდეული 12, 1969 წ.
7. იხ. საქმეზე Peers v. Greece 2001 წლის 19 აპრილს გამოტანილი განაჩენი.
8. საქმეზე Dougoz v. Greece 2001 წლის 6 მარტს გამოტანილი განაჩენი.
9. საქმეთა იმ წყებაში, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან, სასამართლომ რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება იმგვარად მოაწყონ საკუთარი მართლმსაჯულების სისტემა, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისობაში იყოს სამართლიანი განხილვის მოთხოვნებთან (მე-6 მუხლი). იხ. მაგალითად საქმე Multi v. Italy, სერია A № 281-C; საქმეზე Susmann v. Germany 1996 წლის 16 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1996-IV. მე-3 მუხლის შემთხვევაში სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება ისე მოაწყონ პატიმრობის სისტემა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირების არყოფნა დამამცირებელ პირობებში, რაც უფრო დაამძიმებდა მათ მდგომარეობას.
10 CPT-ის მე-2 ზოგადი მოხსენება, 44-ე პუნქტი.
11. CPT-ის მე-7 ზოგადი მოხსენების (1997 წ.), მე-13 პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,CPT-ი რამდენიმეჯერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადატვირთვის სახიფათო ზეგავლენამ პატიმრობის პირობები გადააქცია არაადამიანურად და დამამცირებლად“.
12. CPT-იმ ხაზგასმით აღნიშნა ეს განსაკუთრებით ქალებისათვის ჰიგიენის საჭიროების კუთხით. CPT-ის მე-10 ზოგადი მოხსენების 31-ე პუნქტის თანახმად: ,,ქალებისათვის სპეციალური ჰიგიენის საჭიროება უნდა დაკმაყოფილდეს ადეკვატური გზით. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ და პირად მფლობელობაში უნდა გააჩნდეთ სანიტარული და დასაბანი საშუალებები ... ისევე როგორც ისინი უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ ჰიგიენური საშუალებებით, როგორიცაა სანიტარული პირსახოცები და ტამპონები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მათთვის. ხსენებული ნივთებით ქალის უზრუნველყოფის განუხორციელებლობა თავის-თავად შესაძლოა წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას“.
13. CPT-ის მე-3 ზოგადი მოხსენების (1993 წ.) 30-ე პუნქტის თანახმად: ,,ჯანმრთელობის დაცვის არაადეკვატურმა დონემ შესაძლოა სწრაფად მიგვიყვანოს ისეთ სიტუაციამდე, რომელიც ხვდება ,,არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ ტერმინის ფარგლებში”.
14. კომისიის 1993 წლის 8 ივლისის მოხსენება საქმეზე Hurtado v. Switzerland, სერია A № 280, გვ. 16, 79-ე პუნქტი.
15. იხ. საქმე Ilhan v. Turkey, ECHR 2000-VII.
![]() |
4.4 პატიმრობა სამედიცინო საფუძველზე |
▲back to top |
კერძოდ, იმის შეფასება წინააღმდეგობაში მოდის თუ არა კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისი მოპყრობა ან სასჯელი სულიერად დაავადებულ პირთა საქმეებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი უსუსურობა და უუნარობა, ზოგიერთ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ საჩივრის ჯეროვნად წარმოდგენასთან. მოპყრობის ან სასჯელის სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს ასევე მიღებული, თუ რა შედეგებს იწვევს რაიმე კონკრეტული მოპყრობა.1
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მსხვერპლის მდგომარეობის ეფექტიანი მონიტორინგის, ისევე როგორც მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის შეფასების შედეგად არსებული ინფორმაციის არარსებობა და განხორციელებული მოპყრობა წარმოადგენდა იმ სამედიცინო მკურნალობის მნიშვნელოვან დეფექტს, რომელიც აღმოჩენილ იქნა თვითმკვლელობისაკენ მისწრაფების მქონე სულიერად დაავადებული პირისადმი.
მოგვიანებით მასზე დაკისრებულ სერიოზულ დისციპლინარულ სასჯელს - რომელიც ითვალისწინებდა შვიდ დღიან განცალკევებას სასჯელ ფლიგელში და მის სასჯელზე დამატებითი 28 დღის დამატებას, მოვლენიდან ორი კვირის შემდგომ და მხოლოდ მის გათავისუფლებამდე ცხრა დღით ადრე - შესაძლოა მართლაც შეექმნა საფრთხე მისი ფიზიკური თუ სულიერი შეუვალობისათვის და შეუსაბამო ყოფილიყო მოპყრობის იმ საჭირო სტანდარტებთან, რომლებიც მოითხოვება სულიერად დაავადებულ პირებთან მიმართებაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ ქმედება წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელს კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.2
ფსიქიატრიული პატიმრობის კონტექსტში, ავსტრიის წინააღმდეგ საქმეში (1983 წ.), ბ-ნი ჰერცეგფალვი ასაჩივრებდა, რომ მისი სამედიცინო მკურნალობა არღვევდა მე-3 მუხლს, რადგანაც მას იძულებით აჭმევდნენ საკვებს და უქვემდებარებდნენ წამლებს, იგი იყო განცალკევებით მოთავსებული და მიბმული ხელბორკილებით დამცავ საწოლზე. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ჩათვალა ხსენებული მოპყრობის მეთოდის შეუსაბამობა მე-3 მუხლის მოთხოვნებთან, ვინაიდან განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენდა დარღვევას და შეუსაბამოდ იქნა გახანგრძლივებული, სასამართლო მას არ დაეთანხმა.
მთავრობის მტკიცებით, inter alia, სამედიცინო მკურნალობა აუცილებელი იყო განმცხადებლის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე და სწორედ პაციენტის ყველა სახის მკურნალობასთან დაკავშირებულმა წინააღმდეგობამ, საავადმყოფოს პერსონალისადმი გამომჟღავნებულ უკიდურეს აგრესიასთან ერთად, განაპირობა პერსონალის მიერ იძულებითი ღონისძიებების, მათ შორის, ხელბორკილებისა და დამცავი საწოლის გამოყენება. სასამართლოს მტკიცებით, ხსენებული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ თერაპევტული მიზნით განხორციელდა და ღონისძიებებიც შეწყდა მას შემდეგ, რაც პაციენტის მდგომარეობამ მისცა მთავრობას ამის საშუალება.
თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ უსუსურობა და შესაძლებლობის არქონა, რომელიც ტიპიურია ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებისათვის, მოითხოვდა მზარდ სიფხიზლეს იმის გადამოწმებისას, შესრულებულ იქნა თუ არა კონვენციის მოთხოვნები, იგი მაინც არ დაეთანხმა კომისიის შეფასებას. სასამართლომ გამოხატა შეშფოთება დროის იმ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც გამოყენებულ იქნა ხელბორკილები და დამცავი საწოლი; თუმცაღა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი არგუმენტაცია არ იყო საკმარისი მთავრობის არგუმენტაციის გასაქარწყლებად, რომ, იმ დროისათვის ზოგადად აღიარებული ფსიქიატრიული პრინციპების შებამისად, სამედიცინო საჭიროება ამართლებდა შესაბამის მოპყრობას.
თუმცაღა, ვითარდება ფსიქიატრიული პაციენტების დასაშვები მოპყრობის სტანდარტებიც. სპეციალური სიფხიზლე უნდა იქნეს გამოჩენილი, როდესაც ხორციელდება ფიზიკური შეზღუდვა, როგორიცაა: ზემოხსენებული ხელბორკილები, ღვედები, შემბოჭავი ხალათი და სხვ. ხსენებული მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამართლებული. ის სამართლებრივი სისტემა, რომელიც იძლევა ასეთი მეთოდების რეგულარული გამოყენების ნებართვას, ან სადაც ასეთი ღონისძიებების გამოყენება ნათლად არ არის ნაბრძანები ექიმის მიერ ან დაუყოვნებლივ არ არის წარმოდგენილი ექიმის წინაშე მისგან შემდგომი ნებართვის მიღების თვალსაზრისით, სავარაუდოდ, გამოიწვევს პრობლემებს კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
თუკი გამონაკლისის სახით მიმართვა განხორციელდა ფიზიკური შებოჭვის საშუალებებისადმი, ისინი გაუქმებულ უნდა იქნეს პირველივე შესაძლებლობისას. ასეთი ღონისძიების გაგრძელება გამოიწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. უფრო მეტიც, ასეთი საშუალებები არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული ან არ უნდა მოხდეს მათი გამოყ ენების გაგრძელება, როგორც სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებების გამოყენების მიზანი ან ობიექტი წარმოადგენს სასჯელს, ეს სავარაუდოდ გაუთანაბრდება მე-3 მუხლის დარღვევას.
CPT-იმ საჯაროდ განაცხადა, რომ იმ ადგილებში, სადაც მან მოინახულა ფსიქიატრიული პაციენტები, რომელთა მიმართაც ფიზიკური შებოჭვის ინსტრუმენტები იქნა გამოყენებული რამდენიმე დღის განმავლობაში, ხსენებული ღონისძიებები არ იყო გამართლებული თერაპევტული თვალსაზრისით, რაც წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას.3
განაწესის დამრღვევი ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,უმართავი“ პაციენტების განცალკევების (ე.ი საკანში მარტო მოთავსების) პრაქტიკა ასევე წარმოადგენს საკითხს, რომელიც წარმოშობს პრობლემებს მე-3 მუხლთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ფსიქიატრიულ პაციენტებთან დაკავშირებულ საქმეში CPT-იმ დაადგინა, რომ პატიმრის განმარტოებით მოთავსება არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული როგორც სასჯელი.4
როდესაც განმარტოებით მოთავსება გამოყენებულია არა როგორც სასჯელი, CPT იძლევა რეკომენდაციას, რომ ხსენებული უნდა დაექვემდებაროს ქცევის დეტალურ პოლიტიკას, რომელიც განმარტავს, კერძოდ, თუ რა სახის შემთხვევებში არის შესაძლებელი ხსენებული ღონისძიების გამოყენება; თუ რა მიზანს ემსახურება იგი; ღონისძიების ხანგრძლივობასა და რეგულარული გადამოწმების საჭიროებას; შესაბამისი ადამიანური კონტაქტების არსებობას; და აღნიშნული საკითხისადმი პერსონალის განსაკუთრებით ყურადღებით მოპყრობას. თანამედროვე ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პაციენტების განმარტოებით მოთავსების მზარდი ტენდენციის, აგრეთვე განცალკევების თერაპევტულ შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების მხედველობაში მიღებით, შესაბამისი პირობების არარსებობა წამოჭრის პრაქტიკის მე-3 მუხლთან შესაბამისობის საკითხს.
ფსიქიური პაციენტების მოპყრობასთან მიმართებაში არსებობს ასევე რამდენიმე სფერო, რომლებშიც კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ისინი დამამცირებელ ქმედებას, მზარდ ტენდენციას განიცდის. ერთ-ერთ ასეთ სფეროს წარმოადგენს თერაპია ელექტროშოკის გამოყენებით (ECT). თუმცა, ზოგადად დაშვებული ფსიქიატრიული პრინციპების თანახმად, ხსენებული თერაპია ჯერ კიდევ წარმოადგენს მკურნალობის აღიარებულ მეთოდს, CPT-იმ გამოთქვა კონკრეტული შეშფოთება ხსენებული მკურნალობის არამოდიფიცირებული ფორმით განხორციელებასთან დაკავშირებით (ე.ი. ანესთეზიისა და კუნთების რელაქსაციის გარეშე). კომიტეტმა გამოთქვა აზრი, რომ ხსენებული მეთოდი აღარ შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად თანამედროვე ფსიქიატრიულ პრაქტიკაში. კერძოდ, კომიტეტმა მკურნალობის ხსენებული პროცესი, როგორც ასეთი, ჩათვალა დამამცირებლად როგორც პაციენტებისათვის, ასევე შესაბამისი პერსონალისათვის.5
რადგანაც ზემოხსენებული თერაპიის განხორციელება, თუნდაც მოდიფიცირებული ფორმით, შესაძლოა ჩაითვალოს დამამცირებლად, თუ მის მიზანს წარმოადგენს პაციენტის სხვების თვალში დამცირება, CPT-იმ დაასკვნა, რომ თერაპია ელექტროშოკის გამოყენებით განხორციელებულ უნდა იქნეს სხვა პაციენტებისაგან განცალკევებით (უმჯობესია ოთახში, რომელიც იზოლირებულია და აღჭურვილია ამ მიზნისათვის) იმ პერსონალის მიერ, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება ასეთი მკურნალობის განხორციელებისათვის.
_____________________
1. იხ. საქმეზე Herczegfalvy v. Austria 1992 წლის 24 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი, სერია A №244, 82-ე პუნქტი; საქმეზე Aerts v. Belgium 1998 წლის 30 ივლისს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1998-V, გვ. 1966, 66-ე პუნქტი.
2. საქმეზე Keenan v. the United Kingdom 2001 წლის 3 აპრილს გამოტანილი განაჩენი.
3. CPT-ის მე-8 ზოგადი მოხსენების 48-ე პუნქტი.
4. CPT-ის მე-8 ზოგადი მოხსენების 49-ე პუნქტი.
5. იქვე, 39-ე პუნქტი.
![]() |
4.5 პატიმრობის სხვა ასპექტები |
▲back to top |
პატიმრობა არ იფარგლება ციხეებითა თუ პოლიციის საკნებით. სადაც არ უნდა იქნეს პირი მოთავსებული თავისუფლების აღკვეთის შედეგად, პატიმრობის თანმდევი სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს მე-3 მუხლის მოთხოვნებს. ციხეების მრავალნაირი შენობები, რომლებშიც იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაპატიმრებული პირები შესაძლოა იმყოფებოდნენ, მათ შორის, საზღვრის გადაკვეთის ტეროტორიაზე, აეროპორტში, პორტში არსებული დაკავების ადგილები, ტიპიური უნდა იყოს.
CPT-იმ მრავალჯერ აღმოაჩინა საზღვრის გადაკვეთის ტერიტორიაზე არსებული დაკავების ადგილების არაადეკვატურობა, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. უფრო ზუსტად CPT-ის დელეგაციები რამდენჯერმე შეხვდნენ პირებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები იმპროვიზირებულ პირობებში აეროპორტის ჰოლში. აქსიომას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ასეთი პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ძილისათვის შესაბამისი საშუალებებით, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ თავიანთ ბარგზე, ასევე შესაბამის სანიტარულ და დასაბან საშუალებებზე, მათ უნდა შეეძლოთ ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე გასეირნება. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფილ უნდა იქნენ საკვებით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - სამედიცინო დახმარებით.1
დეპორტაცია
ამ ეტაპზე ადგილი აქვს მნიშვნელოვანი პრეცედენტული სამართლის მზარდ ოდენობას, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ პირის გაძევება ან დეპორტაცია იმ ქვეყანაში, სადაც იგი შესაძლოა დაექვემდებაროს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას, კონვენციის თანახმად, პასუხისმგებლობას აკისრებს დეპორტაციის განმხორციელებელ სახელმწიფოს.
აღნიშნული პრინციპი პირველად გაცხადებულ იქნა Soering-ის საქმეში, რომელშიც შეერთებული შტატები გაერთიანებული სამეფოსაგან მოითხოვდა მიმალვაში მყოფი პირის ექსტრადიციას, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობის ჩადენა ვირჯინიის შტატში. განმცხადებელი მოითხოვდა ექსტრადიციის შეჩერებას იმის საფუძველზე, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მას მსჯავრს დასდებდნენ შეერთებულ შტატებში მკვლელობის ჩადენაში, მას მოელოდა სასიკვდილო განაჩენი და ე.წ. ,,სიკვდილმისჯილთა საკნის ფენომენი“, რომელიც, მისი მტკიცებით, წარმოადგენდა არაადამიანურ მოპყრობას. სიკვდილმისჯილთა საკნის ფენომენი წარმოადგენს პატიმრობის პირობების ერთობლიობას (სახელდობრ, ძალიან მკაცრი და სასტიკი, მაღალი უსაფრთხოების ციხეს, რომელშიც პატიმარი შესაძლოა იმყოფებოდეს წლების განმავლობაში სააპელაციო პროცესის ხანგრძლივობის გათვალისწინებით) სიკვდილის ყველგან თანმდევი სულიერი ტკივილის ქვეშ. Soering-ის საქმეში დანაშაულის ჩადენის დროს მისმა ასაკმა (იგი 18 წლამდე ასაკის იყო) და შემდგომმა სულიერმა მდგომარეობა ასევე შეუწყო ხელი სასამართლოს იმის დადგენაში, რომ ხსენებული პირობები წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. სასამართლომ შემდგომად დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული სამეფო არსებულ პირობებში მოახდენდა ექსტრადირებას, ადგილი ექნებოდა მე-3 მუხლის დარღვევას.
საქმეების მთელმა წყებამ, რომელიც მოჰყვა Soering-ის საქმეს, გაამყარა ის პრინციპი, რომლის თანახმადაც, როდესაც არსებობს იმის საფუძველი, რომ, გაძევების შემთხვევაში პირი აღმოჩნდება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის რისკის ქვეშ მიმღებ სახელმწიფოში, მაშინ დგება ზემოხსენებული ქმედების განმხორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი იმის საფუძველზე, რომ თუკი სახელმწიფო გააძევებდა პირს, მაშინ პირის დაქვემდებარება აკრძალული არასათანადო მოპყრობისადმი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედების პირდაპირი შედეგი.2
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მკაცრი მოძიება იქნეს ჩატარებული პირის საჩივართან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მე-3 სახელმწიფოში დეპორტაცია მას დააყენებდა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რისკის წინაშე. ისეთი ავტომატური ან მექანიკური დებულებების გამოყენება, როგორიცაა მცირეხნიანი ვადა თავშესაფრის თხოვნასთან დაკავშირებული განაცხადის წარმოდგენისათვის, წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებიც გაცხადებულია კონვენციის მე-3 მუხლში.
საკითხი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთლიანობაში ანიჭებს თუ არა შესაბამის გარანტიებს იმ პირებისაგან განსხვავებით, რომლებიც გაგზავნილ იქნენ ქვეყნებში, სადაც მათ ემუქრებათ წამება ან არასათანადო მოპყრობის საფრთხე, ასევე წარმოადგენს CPT-ის ფოკუსირების საგანს, რადგანაც ხსენებული საუკეთესოდ ემსახურება მათ აღმკვეთ როლს. CPT-იმ გამოთქვა სურვილი, განესაზღვრა, ანიჭებდა თუ არა ძალაში მყოფი პროცედურა შესაბამის პირებს რეალურ შანსს, რათა წარმოადგინონ თავიანთი საქმეები, და იმ პირებმა, რომლებმაც უნდა განიხილონ ასეთი საქმეები, უზრუნველყოფილ იქნენ შესაბამისი ტრენინგებით და ხელი მიუწვდებოდეთ ობიექტურ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სიტუაციას სხვა ქვეყნებში. CPT ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ, არსებული უმნიშვნელოვანესი ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ტერიტორიიდან პირის გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მის აღსრულებამდე დაექვემდებაროს აპელაციის წესით გასაჩივრებას სხვა დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე.3
საქმეები, რომლებშიც სასამართლომ დაადგინა, რომ დეპორტაცია წარმოშობს საკითხს მე-3 მუხლის შესაბამისად, მოიცავს ასევე საქმეს, რომელიც ეხება ინდური ეროვნების მქონე პირის, რომელიც მხარს უჭერდა სიკჰიზმის მიმდევრების სეპარატისტულ მოძრაობას პუნჯაბის პროვინციაში, დეპორტაციას უკან ინდოეთში; ირანელი ქალბატონის დეპორტაციას უკან ირანში, სადაც მას ემუქრებოდა გარკვეული სახით სიკვდილი, როგორც მეუღლის სავარაუდო მოღალატეს; და ასევე პოლიტიკური ოპონენტის დეპორტაციას უკან ზანზიბარში, რომელიც მანამდე დაექვემდებარა წამებას.4
გაუჩინარება
გაუჩინარების ფენომენი საინტერესო საკითხია მე-3 მუხლის პოტენციური დარღვევის კონტექსტში. გაუჩინარებები ხდება, როდესაც ადგილი აქვს პირის არაღიარებულ პატიმრობაში აყვანას სახელმწიფოს წარმომადგენლების ან იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით ან ხელისუფლების ოფიციალური ორგანოების მიერ დუმილით გამოხატული თანხმობით. არაღიარებული პატიმრობები ხშირად იწვევს გაუჩინარებული პირის საბოლოოდ დადასტურებულ სიკვდილს ან აბსოლუტურ სიჩუმეს „გაუჩინარებული“ პირის ბედის შესახებ, რაც ნათესავებსა და მეგობრებს აფიქრებინებს, რომ პირი გარდაიცვალა. აღნიშნული სიტუაცია წარმოშობს ორ საკითხს: რა გზით ხდება არაღიარებული პირის ღირსებაზე ზეგავლენის მოხდენა? და რა ზეგავლენა ადგება გაუჩინარებული პირის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს?
სასამართლომ აირჩია, რომ არ დაეკვალიფიცირებინა პირის გაუჩინარება par se დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად, არამედ განეხილა იგი მე-5 მუხლის კონტექსტში (თავისუფლების აღკვეთა). სასამართლო აღიარებს, რომ ზოგიერთ საქმეში შესა- ძლოა არსებობდეს იმის მტკიცებულება, რომ პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას „გაუჩინარებამდე“.5 თუმცაღა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ის მოპყრობა, რომელიც განიცადა გაუჩინარებულმა პირმა „გაუჩინარების“ პერიოდში, შესაძლოა იყოს მხოლოდ სპეკულირების საგანი. სასამართლოს პოზიცია არის ის, რომ მწვავე შეშფოთება, რომელიც გამოწვეულ უნდა იქნეს იმ პირების მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლებიც აშკარად იმყოფებიან პატიმრობაში ოფიციალური ჩანაწერების გარეშე და მათ არ ეხებათ შესაბამისი სასამართლო გარანტიები, წარმოადგენს დამატებით და დამამძიმებელ მხარეს, უფრო მე-5 მუხლის (თავისუფლების აღკვეთა), ვიდრე მე-3 მუხლის კონტექსტში.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღიარა ვალდებულება, რომელიც გულისხმობს გაუჩინარების ფაქტის ზეგავლენის დადგენას გაუჩინარებული პირის ნათესავებზე. საქმეში Kurt v. Turjey, რომელშიც განმცხადებელი ჩიოდა მისი შვილის გაუჩინარებასთან დაკავ- შირებით თურქეთის არმიისა და ადგილობრივი „სოფლის მცველების“ ხელში, განმცხადებელმა მიმართა პროკურორს მისი შვილის გაუჩინარების მომდევნო დღეებში იმ რწმენით, რომ იგი წაყვანილ იქნა ციხეში. იგი ესწრებოდა შვილის დაპატიმრებას სოფელში, დაინახა დაპატიმრება საკუთარი თვალით და შვილის ბოლო ნახვის შემდგომ მისმა გაუჩინარებამ მასში აღძრა შიში შვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუმცაღა, პროკურორმა არ განიხილა სერიოზულად მისი საჩივარი. შედეგად, იგი იტანჯებოდა იმ ფაქტის გამო, რომ, იცოდა რა მისი შვილის დაპატიმრების შესახებ, ამავე დროს არ არსებობდა რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია მისი შემდგომი ბედის შესახებ. აღნიშნული ტანჯვა გრძელდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამ გარემოებებში, ისევე როგორც იმ ფაქტის დადგენის შემდგომ, რომ მომჩივანი იყო მსხვერპლის დედა და თავადაც ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობის მსხვერპლი, რაც გამოიხატა დედის ტანჯვასა და მიყენებულ ტკივილში, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა განმცხადებელთან მიმართებაში. თუმცაღა, სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ Kurt-ის საქმე არ ადგენს რაიმე სახით ზოგად პრინციპს, რომ „გაუჩინარებული პირის“ ოჯახის წევრი ამავე დროს არის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლი.
არის თუ არა ოჯახის წევრი ასეთი მსხვერპლი, დამოკიდებულია სპეციალური ფაქტორების არსებობაზე, რომლებიც განმცხადებლის ტანჯვას გარკვეულწილად ანიჭებს სერიოზულ ხასიათს. ეს უკანასკნელი განსხვავდება ემოციური სტრესისაგან, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც გარდაუვალად იმ მსხვერპლის ნათესავებთან მიმართებაში, რომელიც დაექვემდებარა ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას. შესაბამისი ელემენტები მოიცავს ოჯახური კავშირების სიმჭიდროვეს - ამ კონტექსტში გარკვეული მნიშვნელობა აქვს მშობლისა და შვილის კავშირებს - ურთიერთობის კონკრეტულ გარემოებებს, თუ რა დონით შეიქმნა ოჯახის წევრი შესაბამისი მოვლენების მოწმე, ოჯახის წევრის მიერ მცდელობების განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა გაუჩინარებული პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასთან და ასევე ხელისუფლების ორგანოების მიერ პასუხის გაცემა ხსენებულ მოკვლევაზე.
საქმეში Taş v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის შეშფოთებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ორგანოების ინდიფერენტულობისა და უგულებელყოფის გათვალისწინებით და, ამავე დროს, იმ ტკივილისა და გაურკვევლობის მხედველობაში მიღებით, რომელიც განიცადა განმცხადებელმა ხელისუფლების ორგანოების ქმედებების შედეგად, განმცხადებელი იყო ხელისუფლების ორგანოების ქმედებათა მსხვერპლი იმ დონით, რომელიც არღვევდა მე-3 მუხლს. ანალოგიურად, Timurtas-ს-ისა და Ciek-ის საქმეებში განმცხადებლები იყვნენ გაუჩინარებული პირების მშობლები, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა ხელისუფლების ორგანოების ინდიფერენტულობისა და განმცხადებელთა შეშფოთების უგულებელყოფის გამო.
სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი დარღვევის არსებითი წილი იმდენად ოჯახის წევრის „გაუჩინარების“ ფაქტში კი არ დევს, არამედ უფრო მეტად ეხება ხელისუფლების ორგანოების მიერ გამომჟღავნებულ რეაქციასა. და მიდგომას სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც მათ წარედგინებათ საჩივარი გაუჩინარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ უკანასკნელთან მიმართებაში შეუძლია გაუჩინარებული პირის ნათესავს განაცხადოს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არის ხელისუფლების ორგანოების ქმედების პირდაპირი მსხვერპლი.6
დისკრიმინაცია
საქმეში Adbulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom კომისიამ დაადგინა, რომ ინსტიტუციონალური რასიზმი წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. საქმეში არსებული ფაქტებიდან გამომდინარე სასამართლო არ დაეთანხმა კომისიას; თუმცაღა, სასამართლომ დაუშვა ის პრინციპი, რომლის შესაბამისად, ასეთი დისკრიმინაცია შესაძლოა წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას. აღნიშნული მიდგომა დადასტურებულ იქნა ამჟამინდელი მუდმივმოქმედი სასამართლოს მიერ. სექსუალური ორიენტაციის გამო ბრიტანეთის არმიიდან გათავისუფლებულ პირთა ჯგუფის მიერ შეტანილი განაცხადის განხილვისას, სასამართლომ განაცხადა, რომ იგი
„არ გამორიცხავს, რომ მოპყრობა, რომელიც ეფუძვნება გადახრას უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის საწინააღმდეგოდ შესაძლოა მოხვდეს მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში“.7
თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ გატარებული პოლიტიკა, გამოძიებასა და დამდგარ შედეგებთან ერთობლიობაში, უეჭველად ტკივილს აყენებდა და ამცირებდა ყოველ განმცხადებელს, მაგრამ საქმის ყველა გარემოებიდან გამომდინარე მოპყრობას არ მიუღწევია სისასტიკის იმ მინიმალურ ზღვრამდე, რომელიც მას მოახვედრებდა კონვენციის მე-3 მუხლის განხილვის სფეროში.8
___________________
1. CPT-ის მე-7 ზოგადი მოხსენების 26-ე პუნქტი.
2. საქმეზე Soering v. the United Kingdom 1989 წლის 7 ივლისს გამოტანილი განაჩენი, სერია A № 161, გვ.35, 90-ე-91-ე პუნქტები.
3. CPT-ის მე-7 ზოგადი მოხსენების 34-ე პუნქტი.
4. საქმეზე Jabari v. Turkey 2001 წლის 11 ივლისს გამოტანილი განაჩენი.
5. იხ. საქმეები Kurt v. Turkey da Kaya v. Turkey.
6. იხ. საქმეზე Cakici v. Turkey 1999 წლის 8 ივლისს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1999, 98-ე-99-ე პუნქტები.
7. იხ. საქმეზე Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom1985 წლის 28 მაისს გამოტანილი განაჩენი, სერია A № 94, გვ. 42, 90-ე-91-ე პუნქტები
8. იხ. საქმეზე Smith and Grady v. the United Kingdom 1999 წლის 27 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი.
![]() |
5 მე-3 მუხლით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულებანი |
▲back to top |
ევროპული კონვენციით გაცხადებული უფლებები, მისი სრულყოფილად განხორციელების მიზნით, დაცულ უნდა იქნეს პრაქტიკული და ეფექტიანი თვალსაზრისით. არასათანადო მოპყრობის კონტექსტში არასათანადო მოპყრობის აღმკვეთი და დამცავი მექანიზმები ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. ხსენებულ გარანტიათა მოძიება უმეტესწილად შესაძლებელია ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში, რომელთა თანახმადაც პირები დაცულ არიან ყველა სახის თავდასხმისაგან, ისევე როგორც მათ მინიჭებული აქვთ თავდამსხმელებისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ხსენებული პოზიტიური ვალდებულებები შესაძლოა დაიყოს ორ კატეგორიად: მოთხოვნა, რომ სამართლებრივმა სისტემამ უზრუნველყოს პირთა დაცვა თავდასხმისაგან და არა მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან, ე.წ. Drittwirkung-ის ეფექტი; და პროცედურული ვალდებულება, რომელიც გულისხმობს არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გამოძიებას.
![]() |
5.1 მე-3 მუხლით განსაზღვრული პროცედურული უფლებები |
▲back to top |
კონვენციის 1-ლი და მე-3 მუხლები აკისრებს სახელმწიფოებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს, რომელთა დანიშნულებაა წამებისა და სხვა არასათანდო მოპყრობის ფორმების აღკვეთა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფა. საქმეში Assenov and Othres v. Bulgaria სასამართლომ დაადგინა, რომ, როდესაც პირი წარმოადგენს საფუძვლიან საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე უკანონოდ და მე-3 მუხლის დარღვევით სერიოზულად განხორციელდა არასათანადო მოპყრობა პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების მიერ, ხსენებული დებულება, სახელმწიფოებზე კონვენციის 1-ლი მუხლით დაკისრებულ ზოგად ვალდებულებასთან ერთად, რომლის შესაბამისად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, ყველასათვის უზრუნველყონ [კონვენციაში] განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ წარიმართოს ოფიციალური გამოძიება. გამოძიების შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს პასუხისმგებელ პირთა დადგენა და დასჯა. თუმცაღა, ყოველ საქმეში სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ წარმოიშობა იმ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მის იურისდიქციაში.
საქმეში Labita v. Italy სასამართლომ დაადასტურა ხსენებული ვალდებულება, რადგანაც სხვაგვარად წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ზოგადი აკრძალვა მისი ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეეძლებოდათ იმ პირთა უფლებების დარღვევა, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშ იქნებოდნენ ვირტუალური დაუსჯელობით.
![]() |
5.2 DRITTWIRKUNG-ის ეფექტი |
▲back to top |
ახლო წარსულში სასამართლომ განიხილა რამდენიმე საქმე, რომლებიც მოიცავდა პირთა მიმართ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ხსენებული მოპყრობა უფრო მეტად განხორციელებულ იქნა კერძო პირების, ვიდრე სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ.
აღნიშნული საქმეების განხილვისას სასამართლომ დაადგინა, თუ რაოდენ ფართოა მე-3 მუხლის მოქმედების არეალი და ასევე ნათელი მოჰფინა ერთ-ერთ სფეროს, სადაც მე-3 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები ძალზე მნიშვნელოვანია. ხსენებული ტიპის სიტუაციები ნათელს ჰფენს სახელმწიფოებზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, რომელთა თანახმადაც, მათ უნდა აამოქმედონ ის აღმკვეთი ღონისძიებები და მექანიზმები, რომლებიც იცავენ პირებს არაადამიანური მოპყრობისაგან, რომელი წყაროდანაც არ უნდა მომდინარეობდეს აღნიშნული არასათანადო მოპყრობა.
როგორც ეს ზემოთ იქნა ნახსენები, კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულება, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ კონვენციაში განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მე-3 მუხლთან ერთად აღებული, მოითხოვს სახელმწიფოებისაგან, რათა მათ განახორციელონ ღონისძიებები, რომელთა დანიშნულებაა, უზრუნველყონ, რომ მათ იურისდიქციაში ინდივიდუალური პირები არ დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მაშინაც კი, როდესაც ასეთი არასათანადო მოპყრობა ხორციელდება კერძო პირების მიერ.
გაერთიანებული სამეფოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს საქმეში ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად სცემა მამინაცვალმა, რომელიც შემდგომში წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე თავდასხმისათვის; თუმცაღა, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა ნებას რთავდა მშობელს განეცხადებინა და არგუმენტად მოეყვანა „მშობლის მიერ დისციპლინარული სასჯელის გამოყენება“, როდესაც ადგილი ჰქონდა მშობლის მიერ შვილზე თავდასხმის ბრალდებას.1 ბავშვმა და მისმა მამამ გაასაჩივრეს ხსენებული კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, აღნიშნეს რა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა სამართლებრივ სისტემაში ხარვეზის არსებობას, რომელიც იცავდა ინდივიდუალურ პირებს აკრძალული ქმედებებისაგან. სასამართლომ გაიზიარა მსხვერპლის მოსაზრება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ცალკეულ ღონისძიებათა განხორციელება, რათა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ინდივიდუალური პირები არ დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.2
ანალოგიურად, უახლეს საქმეებში სასამართლომ ნათელი გახადა, რომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ღონისძიებათა განხორციელება, რომელთა დანიშნულებაა იმის უზრუნველყოფა, რომ მათი იურისდიქციის ფარგლებში ინდივიდუალური პირები არ დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის კერძო პირების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასაც. ხსენებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდეს განსაკუთრებით ბავშვებისა და დაუცველი პირების ეფექტიან დაცვას და უნდა მოიცავდეს გონივრულ ნაბიჯებს, რათა აღკვეთილ იქნეს ის არასათანადო მოპყრობა, რომლის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. იგივე ცალსახად ეხება იმ სიტუაციებს, როდესაც ინდივიდუალური პირები იმყოფებიან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების პირდაპირი პასუხისმგებლობის ან მეთვალყურეობის ქვეშ, მაგალითად, მათი მზრუნველობისა და ზედამხედველობის ქვეშ.
დადგენილ იქნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში სოციალური სამსახურების მიერ უგულებელყოფასთან დაკავშირებულ სხვა სარჩელებში ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას. ერთ-ერთ საქმეში ოთხმა განმცხადებელმა ბავშვმა განიცადა ძალადობა კერძო პირებისაგან. უდავო იყო, რომ აღნიშნულმა ქმედებამ გადალახა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ზღვარი. ამ მოპყრობის შესახებ ეცნობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს. კანონმდებლობის შესაბამისად, ხელისუფლების ორგანო ვალდებული იყო, დაეცვა ბავშვები, რისთვისაც მას გააჩნდა სათანადო უფლებამოსილება, მათ შორის, ბავშვების საცხოვრებელი ადგილებიდან გადაყვანაც კი. თუმცაღა, ბავშვები აყვანილ იქნენ საგანგებო მზრუნველობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ დედის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად საკმაოდ მოგვიანებით. ოთხნახევარი წლის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს თავიანთ სახლში „საშინელი გამოცდილება“, როგორც ეს დაადასტურა მკურნალმა ფსიქიატრმა. გაერთიანებული სამეფოს სისხლის სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების კოლეგიამ ასევე დაადგინა, რომ ბავშვები ექვემდებარებოდნენ საშინელ უგულებელყოფას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და განიცადეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაზიანებები, რომლებიც პირდაპირ იქნა გამოწვეული ძალადობრივი დანაშაულისაგან.
ევროპულმა სასამართლომ, აღიარა რა სოციალური სამსახურების მიერ რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტორი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და დაცვის თანაფარდობის მნიშვნელოვანი პრინციპი, დაადგინა, რომ წინამდებარე საქმე უეჭველს ხდიდა სისტემის ხარვეზს, დაეცვა განმცხადებელი ბავშვები სერიოზული ხანგრძლივი უგულებელყოფისა და ძალადობისაგან.3
_____________________
1. 1998 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, 1998-VI.
2. იხ. საქმეზე A v. the United Kingdom 1998 წლის 23 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი, 1998-VI, 22-ე პუნქტი.
3. იხ. საქმეზე Z and Others v. the United Kingdom 2001 წლის 10 მაისს გამოტანილი განაჩენი.
![]() |
6 რეაგირება არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ განაცხადებაზე |
▲back to top |
წამების აკრძალვა მოითხოვს სიფხიზლის მაღალ დონეს სასამართლო ორგანოების მხრიდან და სასამართლო ორგანოებს აყენებს რისკის წინაშე, რომ შეურიგდნენ მე-3 მუხლის დარღვევას, ისევე როგორც საკუთარი ქმედებებით განაპირობონ დისკრეციული დარღვევები.
prima facie ვალდებულების გარდა, რომლის თანახმადაც სასამართლო ორგანოები არ უნდა ჩაერთონ აკრძალულ ქმედებებში, როგორიცაა უკანონო სასჯელის დაწესება, სასამართლო ორგანოებს ეკისრებათ უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, გამოიძიონ მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები. რადგანაც წინამდებარე მუხლის დარღვევა წარმოადგენს ადამიანის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური უფლებების გარანტიების დარღვევას, ხსენებულ პრეტენზიებთან დაკავშირებული გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალ დონეზე - გამოძიება უნდა იყოს სრულყოფილი და ეფექტიანი, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დამნაშავის აღმოჩენა და დასჯა.
აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად სასამართლო ორგანოებს უნდა შეეძლოთ გამოავლინონ და სწორედ გაანალიზონ, როდესაც ქმედება ხელყოფს მე-3 მუხლში მოხსენიებულ აკრძალვას, ხოლო, დარღვევის შემთხვევაში, უნდა შეძლონ შესაბამისი ანაზღაურების მინიჭება.
პრეტენზიებთან დაკავშირებით ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გაუტარებლობამ შესაძლოა წამოჭრას მე-3 მუხლის ცალკეული და დისკრეციული დარღვევა სასამართლო ორგანოების მხრიდან. მას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როდესაც მე-3 მუხლის პროცესუალური ასპექტები არ ყოფილა შესრულებული, ან რადგანაც სასამართლო ორგანოების მხრიდან მოქმედებამ თუ უმოქმედობამ თავად გამოიწვია ასეთი ტანჯვა იმ პირებში, რომლებიც ცდილობდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის საშუალებების მოპოვებას.
სასამართლო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ საშუალებები, რათა პირებს შესთავაზონ და განახორციელონ ეფექტიანი დაცვა აკრძალული ქმედებებისაგან. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო სისტემა ადეკვატურად უნდა იყოს მოწყობილი და გამოყენებული ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად. საკანონმდებლო სისტემაში არსებული ხარვეზები განაპირობებს სასამართლო ორგანოების მიერ მე-3 მუხლის პოტენციურ დარღვევას.
![]() |
6.1 წამებასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამოძიება |
▲back to top |
სტანდარტი, რომელსაც სასამართლო ადგენს მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში მდგომარეობს „გონივრული ეჭვის მიღმა“. ასეთი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მინიშნებების თანაარსებობის ან ფაქტის ანალოგიური გაუქარწყლებელი პრეზუმფციიდან.1
როდესაც ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს ევალებათ წამების, ან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება, მტკიცების ტვირთი ზოგადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სფეროს - სისხლის სამართლებრივსა თუ სამოქალაქოს - განეკუთვნება გამოძიება.
თუმცა, არსებობს მტკიცების ტვირთის ასპექტები, რომლებიც ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ გამოძიების წარმართვის დროს, რათა მათი ქმედებები შესაბამისობაში იყოს მე-3 მუხლის მოთხოვნებთან. ასე მაგალითად, სასამართლომ ნათელი გახადა, რომ როდესაც პირი აყვანილია პოლიციის მიერ პატიმრობაში სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ მას აღენიშნება დაზიანებები გათავისუფლებისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება ხელისუფლების ორგანოებს, რათა მათ წარმოადგინონ ჯეროვანი ახსნა-განმარტება დაზიანებების წარმოშობასთან დაკავშირებით.2
ეროვნულ კონტექსტში ზემოხსენებული მოითხოვს, რომ გამოძიების ორგანოებმა ასევე უნდა აღძრან გამოძიება და მოკვლევა იმის საფუძველზე, რომ, თუ მსხვერპლი წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლების მომენტში მას მიღებული აქვს დაზიანება, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში აყვანისას ის სრულიად ჯანმრთელი იყო, მტკიცების ტვირთი, თუ რა გზით წარმოიშვა დაზიანებები, ეკისრებათ პატიმრობის განმახორციელებელ ხელისუფლების ორგანოებს.
ისევე როგორც მე-2 მუხლის შესაბამისად წარმართული გამოძიებისას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით წარმართული გამოძიების შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს ქმედების ჩამდენ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის ვირტუალური დაუსჯელობით დაერღვიათ იმ პირთა უფლებები, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
გამოძიება სრულყოფილი და ეფექტიანი უნდა იყოს, რათა დააკმაყოფილოს მე-3 მუხლის ზემოხსენებული მოთხოვნები. მოსამართლეები და გამოძიებაზე ზედამხედველი პირები განსაკუთრებული სიფხიზლით უნდა ეკიდებოდნენ გამოძიების პროცესში ჩადენილ ისეთ დარღვევებს, რომელთა არსებობაც კომისიამ და სასამართლომ დაადგინეს სხვა სამართლებრივ სისტემებში. მათ, ვინც თვალყურს ადევნებენ გამოძიებას, უნდა უზრუნველყონ, რომ
პროკურორებმა ან გამომძიებლებმა არ უგულებელყონ ან წინააღმდეგობა გაუწიონ უშიშროების ძალების ან პოლიციის მუშაკთა დაკითხვას ან ჩვენების ჩამორთმევას მათ მიერ არასათანადო ქმედების ჩადენის მტკიცებასთან დაკავშირებით.
პროკურორებმა ან გამომძიებლებმა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები იმ დოკუმენტური მასალების გადასამოწმებლად, რომლებსაც შეუძლია გამოამჟღავნონ სიმართლე ან არასათანადო მოპყრობის სხვა მხარეები, მაგალითად, ციხის ჟურნალი, ან მოიპოვონ ნებისმიერი შეუთავსებლობა, შეუსაბამობა ან ხარვეზი პოლიციისა თუ უშიშროების ძალების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში.
პროკურორებმა მიიღონ ზომები დამოუკიდებელი გამამყარებელი მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო მტკიცებულებების მოძიების მიზნით, რომლებიც დაკავშირებული იქნება სავარაუდო წამების განაცხადთან. საქმეში Aydin v. Turkey, მიუხედავად განმცხადებლის მიერ წარდგენილი საჩივრისა, რომლის თანახმადაც, იგი გააუპატიურეს პატიმრობაში ყოფნის დროს, პროკურორმა არ მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარება და მსხვერპლი გააგზავნა ქალწულობის შემოწმებაზე, იმის მაგივრად, რომ მოეპოვებინა მტკიცებულება ძალადობრივ სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებით.
პროკურორებმა არ დააყოვნონ მტკიცებულებათა ან განმცხადებლებისა თუ მოწმეებისაგან ჩვენებების მოპოვება.
პროკურორებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ არასათანადო მოპყრობის ხილვადი ნიშნების ან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების არსებობისას. საქმეში Aksoy v.Turkey, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორს უნდა დაენახა ის მრავალი დაზიანება, რომლებიც განიცადა განმცხადებელმა, მან არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ანალოგიური სიტუაცია განვითარდა Tekin-ისა და Akkoç-ის საქმეებში.
პროკურორებმა წარმართონ გამოძიება აქტიურად და მკაცრად იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. ზოგიერთ საქმეში წამებაში მონაწილე დამნაშავეთა დევნის ნაცვლად, პროკურორები ირჩევდნენ აშკარა მსხვერპ ლის მიმართ აღეძრათ გამოძიება არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, საქმეში Ilhan v. Turkey, რომელ- შიც განმცხადებელმა მიიღო დაზიანება დაკავების პერიოდში, მის წინააღმდეგ აღძრულ იქნა გამოძიება იმ ფაქტზე, რომ იგი არ დაემორჩილა უშიშროების ძალების მიერ გაცემულ გაჩერების ბრძანებას, მაშინ როდესაც რაიმე ქმედება არ ყოფილა განხორციელებული უშიშროების ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მას სასტიკად მოეპყრნენ.
პროკურორებმა არ უნდა განახორციელონ განსხვავებული ან შეზღუდული მიდგომა სამართალდამცავი თუ უშიშროები ძალების თანამშრომელთა მიმართ, მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზიების იგნორირების ან უგულებელყოფის მიზნით. კერძოდ, პროკურორებმა არ უნდა მიიჩნიონ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მართლები არიან და არასათანადო მოპყრობის რაიმე ნიშანი კანონიერი ქმედების შედეგია, ან გამოწვეულია მომჩივანის საკუთარი ქცევით. აღნიშნულს ხშირად აქვს ადგილი, მაშინ როდესაც საქმე ეხება წამებასთან დაკავშირებულ პრეტენზიას.3
სხვა სფერო, რომელშიც საჭიროა გამოძიებასთან დაკავშირებული სტანდარტების მოკვლევა, მაღალ დონეზე უნდა იდგეს სამედიცინო და სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის სფერო. რადგანაც სარწმუნო სამედიცინო ისტორიის წარმოდგენა შესაძლოა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ორ საპირისპირო ჩვენებას შორის, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულება არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ ასევე დამოუკიდებელი და ჯეროვანი იყოს. სასამართლომ წინათ დაადგინა პრობლემების არსებობა, რომლებიც დაკავშირებული იყო მე-3 მუხლით დადგენილ პროცედურულ უფლებებთან იმ საქმეებში, რომლებშიც ადგილი ჰქონდა:
პატიმრების არაადეკვატურ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, მათ შორის ისეთ ექსპერტიზას, რომელიც წარმართული არ იყო შესაბამისად კვალიფიცირებული სამედიცინო მუშაკის მიერ;4
მოკლე, არადეტალური სამედიცინო ისტორიისა და ცნობების გამოყენებას, რომლებიც არ მოიცავს განმცხადებლის პრეტენზიებთან დაკავშირებულ აღწერას ან სხვა სახის დასკვნას;
პოლიციის წარმომადგენლებისათვის სამედიცინო ისტორიის ღიად გადაცემას;
გარდაცვლილ პირთა არაადეკვატურ სასამართლო სამედიცინო გამოკვლევას, მათ შორის ისეთ სამედიცინო ისტორიებს, რომლებიც არ მოიცავს დაზიანებების ჯეროვან აღწერას;
სხეულზე არსებული ნიშნებისათვის ფოტოსურათების არგადაღებას და მათი შეუმოწმებლად დატოვება ან არასაკმარისი საექსპერტო ცოდნის მქონე ექიმის მიერ განხორციელებულ შემოწმებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაიმე სამართლებრივი დაბრკოლება არ შეექმნათ პროკურორების უფლებამოსილებას, რათა გამოიძიონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, როგორიცაა პროკურორის დამოუკიდებლობა, რომელიც ეხება მის გადაწყვეტილებას აწარმოოს გამოძიება წამების ჩამდენთა მიმართ.
გამოძიების მეორე პრობლემატური ასპექტი შესაძლოა იყოს განმცხადებლის ან სავარაუდო მსხვერპლის ნათესავის მიერ დაცვის საშუალებაზე ხელმისაწვდომობის არქონა, მათ შორის, მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ან გამოძიების შედეგების გაუცემლობა; და ინფორმაციის არარსებობა ან ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება ინციდენტში მონაწილე პირის ნათესავებისათვის.
ყველა ზემოაღნიშნული ხარვეზი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამწვავებს არსებულ დანაშაულებს, თუ ადგილი აქვს გავრცელებული დარღვევების არსებობას.5 ქვემოთ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმობა ხსენებულში.
____________________
1. Ireland-ის საქმე, 161-ე პუნქტი.
2. იხ. საქმეზე Tomasi v. France 1992 წლის 27 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი, სერია A № 241-A, გვ. 40-41, 108-ე-111-ე პუნქტები; საქმეზე Ribitsch v. Austria 1995 წლის 4 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1996 წ., გვ. 26, 34-ე პუნქტი ; საქმეზე Aksoy v. Turkey 1996 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, გვ. 17, 61-ე პუნქტი.
3. იხ. საქმეზე Aydin v. Turkey გამოტანილი განაჩენი 106-ე პუნქტი; საქმეზე Aksoy v. Turkey გამოტანილი განაჩენი, კომისიის მოხსენება, 189-ე პუნქტი; საქმეზე Cakici v. Turkey გამოტანილი განაჩენი, კომისიის მოხსენება, 284-ე პუნქტი.
4. იხ. კომისიის მოხსენება საქმეზე Cakici v. Turkey. ix. saqmeze Aydin v. Turkey გამოტანილი განაჩენი, 107-ე პუნქტი.
5. იხ. საქმე Labita v. Italy, განაცხადი № 26772/95, 121-ე პუნქტი, ECHR 2000-IV, იხ. საქმე Dikme v. Turkey, განაცხადი № 20869/92, 2000 წლის 11 ივლისი.
![]() |
6.2 გამოძიების არასრულყოფილად წარმართვა |
▲back to top |
მაშინ, როდესაც პრეტენზიებთან დაკავშირებით არ ხდება სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების წარმართვა, სამართალდამცავი ორგანოები ამით წარმოქმნიან არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი დამნაშავეების დაუსჯელობის სინდრომის დანერგვის საფრთხეს. როდესაც არსებობს ასეთი დაუსჯელობა, შესაძლებელია ითქვას, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციულ პრაქტიკას ან მე-3 მუხლის დარღვევის პოლიტიკის შეწყნარებას.
1970-იან წლებში ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით შეტანილ საქმეებში, უპირველესად, ინდივიდუალური პირები ჩიოდნენ, რომ ისინი არა მარტო წამების, არამედ კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის მსხვერპლნიც იყვნენ.1
პრაქტიკის შემადგენელ ელემენტებს წარმოადგენს ქმედების განმეორადობა და ოფიციალური შეწყნარება. ქმედების განმეორადობა ნიშნავს ქმედებათა მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც გამოხატავს ზოგად მდგომარეობას. ოფიციალური შეწყნარება ნიშნავს, რომ, მართალია, ქმედებები მიჩნეულია არაკანონიერად, ისინი შეწყნარებულია იმგვარად, რომ მათ აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირები, იმის მიუხედავად, რომ იციან ასეთ ქმედებათა ჩადენის შესახებ, არ იღებენ რაიმე ღონისძიებას მათი ჩამდენი პირების დასჯის ან მათი განმეორების აღკვეთის მიზნით; ან ხელისუფლების უფრო მაღალი ორგანო, მრავალი პრეტენზიის მიუხედავად, გამოხატავს ინდიფერენტულობას პრეტენზიების დასაბუთებულობისა თუ მათი უსაფუძვლობისათვის საჭირო გამოძიების წარმართვაზე უარით, ან სასამართლო სამართალწარმოების დროს არ წარმოებს ასეთი პრეტენზიების სამართლიანი განხილვა.2
ამიტომაც, ოფიციალური შემწყნარებლობის კონცეფცია ასახავს გაცილებით მეტს, ვიდრე ცალკეული პრაქტიკის მხარდაჭერა. უფრო ზუსტად იგი ასახავს ხელისუფლების ორგანოების მიდგომასა და რეაგირებას ასეთი პრაქტიკის არსებობისადმი ან იმ მტკიცებულებებისადმი, რომელთა თანახმადაც ასეთი პრაქტიკა არსებობს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური შემწყნარებლობის საკითხი ფოკუსირებას ახდენს ხელისუფლების ორგანოების ქმედებაზე, ბოლო მოუღონ ქმედებათა განმეორებას, და ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯთა ეფექტიანობაზე. კომისიამ დაადგინა, რომ
,,ადმინისტრაციული პრაქტიკა შესაძლოა არსებობდეს კონკრეტული კანონმდებლობის არარსებობის შემთხვევაში და თვით ამ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდაც კი ... საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, არის ის, ეფექტიანად მოქმედებდნენ თუ არა ხელისუფლების მაღალი ორგანოები ქმედებათა განმეორებისათვის ბოლოს მოღების მიზნით“ 3
კონვენციის თანახმად, აღებული ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა არ დაარღვიონ კონვენცია, ნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქმედებათა განმეორების აღკვეთისაკენ, არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული ოფიციალური შემწყნარებლობის დაცვად. აქედან გამომდინარე მთავრობებს უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ წარმოადგინონ გამოძიების ცალკეული მაგალითები (განსაკუთრებით ის საქმეები, რომლებმაც მიიპყრეს საზოგადოებისა და მედიის ყურადღება), არამედ წარმოაჩინონ, რომ სავარაუდო დამნაშავეთა მიმართ მოკვლევა და გამოძიება პერმანენტულად მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ კომპენსაცია, კონვენციის დამრღვევთა მიმართ ქმედებების განხორციელების გარეშე, ფაქტიურად ნებას აძლევს სახელმწიფოს, მაგალითად, წამების საქმეში, გადაიხადოს წამების უფლების მოპოვებისათვის.
გამოძიების არწარმართვა არამხოლოდ პროცესუალურ ასპექტებს არღვევს, არამედ უპასუხოდ დატოვების სისტემამ შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს სახელმწიფოს სუბსიდიარული პასუხისმგებლობა მსხვერპლის ოჯახის წევრებთან მიმართებაში: ისევ და ისევ Kurt-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე განმცხადებელმა განიცადა მე-3 მუხლის დარღვევა. სასამართლომ, კერძოდ, მიუთითა იმ ფაქტზე, რომ განმცხადებელი იყო ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის მსხვერპლის დედა და თვითონაც ხელისუფლების ორგანოების უგულებელყოფის მსხვერპლი მის მიერ განცდილი ტკივილისა და მიღებული სტრესის გამო.
_____________________
1. იხ. საქმე Donnelly and Others v. the United Kingdom, 4 DR 4
2. იხ. Greek-ის საქმეზე არსებული მოხსენება, გვ. 195-196.
3. იხ. 1983 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, 35 DR 143, 164.
![]() |
7 სხვა საერთაშორისო სტანდარტები |
▲back to top |
![]() |
7.1 რეკომენდაციები |
▲back to top |
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა არსებობს ასევე რიგი სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც სრულად ახორციელებენ წამების საწინააღმდეგო ბრძოლის გარანტიებს, მათ შორისაა:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1957 წლისა და 1977 წლის სტანდარტები პატიმართა მოპყრობის მინიმალური წესების შესახებ;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის № R(73)5 რეკომენდაცია ევროპის საბჭოს სტანდარტები პატიმართა მოპყრობის მინიმალური წესების შესახებ;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R(87)3 რეკომენდაცია ევროპული პენიტენციალური წესების შესახებ;
პოლიციასთან დაკავშირებული 1979 წლის დეკლარაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 690-ე რეზოლუცია;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1979 წლის ქცევის კოდექსი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის პრინციპების ერთობლიობა პირის ნებისმიერი სახით დაპატიმრებასა და ციხეში მოთავსებასთან დაკავშირებით;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1990 წლის წესები თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1985 წლის სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით (,,პეკინის წესები“).
![]() |
7.2 CPT-თან თანამშრომლობა და მისი რეკომენდაციების მიმოხილვა |
▲back to top |
ევროპის საბჭომ ასევე მიიღო 1994 წელს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის კონვენცია. ევროპის საბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა კონვენციის რატიფიცირება.1
კონვენციის თანახმად შეიქმნა კომიტეტი (CPT), რომელიც შედგება იმდენივე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, სხვადასხვა პროფესიების მქონე ექსპერტისაგან, რამდენი სახელმწიფო მხარეც არსებობს. ამასთან, კომიტეტი ახორციელებს პერიოდულ და ად ჰოც ვიზიტებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების იურისდიქციაში მყოფ ყველა იმ ადგილას, სადაც პირებს აღკვეთილი აქვთ თავისუფლება ხელისუფლების ორგანოების მიერ (როგორიცაა: ციხეები, პოლიციისა და ჟანდარმერიის დაწესებულებები, საჯარო თუ კერძო საავადმყოფოები, სადაც იმყოფებიან პაციენტები, უცხოელთა ადმინისტრაციული დაკავების ცენტრები და დისციპლინარული შენობები, სადაც ხორციელდება სამხედრო პირთა პატიმრობა).
ასეთ ადგილებში ექსპერტებს უფლება აქვთ თავისუფლად დაუკავშირდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ყოველგვარი მოწმის გარეშე, ანუ ისეთივე მოდელით, როგორც ამას ახორციელებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC). კონვენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს CPT-სა და წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა. სახელმწიფოს ვალდებულების, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას, თანმდევ შედეგს წარმოადგენს მთლიანი პროცედურული კონფიდენციალურობა. ვიზიტთან დაკავშირებული მოხსენება და მთავრობისადმი გაგზავნილი რეკომენდაციები კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მთავრობა გადაწყვეტს მათ გამოქვეყნებას. პირველი ოქმი, რომელმაც ცვლილებები შეიტანა კონვენციაში, ღიას ხდის კონვენციას ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოებისათვისაც, რომელთაც მინისტრთა კომიტეტი მოიწვევს მისაღებად.
CPT ყოველი ვიზიტის განხორციელებისას იძლევა რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზებით არის შესაძლებელი გარანტიების (სამართლებრივი და პრაქტიკული) გაუმჯობესება. როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული, ის პირები, რომლებსაც აღკვეთილი აქვთ თავისუფლება განსაკუთრებით უსუსურნი არიან მათ წინააღმდეგ პოტენციური წამების ან არაადამიანური მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს ასევე შესაძლოა ზოგადი მაგალითის ნაწილიც იყოს, რომელშიც პატიმრობის პირობები თვით ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პატიმრების სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას და შესაძლოა წარმოადგენდეს არასათანადო მოპყრობას და თვით წამებასაც კი.
ხელისუფლების ყველა იმ ორგანომ, რომელსაც კავშირი აქვს პატიმრებთან, კონკრეტული ყურადღება უნდა მიაქციოს CPT-ის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით არის შესაძლებელი პირობებისა და გარანტიების გაუმჯობესება.
მაგალითად, როდესაც სახეზეა მეტისმეტი სიმჭიდროვის პრობლემები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს პატიმრობის აუტანელი პირობები, ეს ხშირად ნაწილობრივ გამომდინარეობს კანონმდებლობისა და დამკვიდრებული პრაქტიკიდან, რომელიც ნებას რთავს ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობაზე, რომელიც გაუმართლებელია პირის გაქცევის საფრთხით ან ეჭვმიტანილის მიერ განხორციელებული შეთქმულებით. იქ სადაც ასეთი კანონმდებლობა და პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს, ისინი უნდა შეიცვალოს რათა აღკვეთილ იქნეს გადატენვის სიტუაციები. განსაკუთრებული შეშფოთება ამ მხრივ იკვეთება ბავშვების წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან ბავშვები ყველაზე უფრო უსუსურები არიან არასათანადო მოპყრობასთან მიმართებაში.
CPT-იმ წინა მოხსენებებში ასევე აღნიშნა, რომ უფრო ზევით მდგომი ეკონომიური გარემოებები აძნელებს კომიტეტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიუხედავად ხელისუფლების ორგანოების კეთილი ნებისა. ასერომ კომიტეტმა დაიწყო იმის ასახვა თუ რა გზით არის შესაძლებელი საკითხისადმი უფრო აქტიური მიდგომის შემუშავება მისი რეკომენდაციების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და მიანიშნა, რომ შესაფერის შემთხვევებში პოზიტიურმა ღონისძიებებმა, რომლებიც მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დახმარება აღმოუჩნდეთ სახელმწიფოებს კომიტეტის რეკომენდაციების იმპლემენტაციაში, შესაძლოა ხელი შეუწყოს პრობლემის გადაჭრას.
სასამართლო სამედიცინო მტკიცებულება
CPT-იმ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ თუკი დაკმაყოფილებული არ იქნება დამოუკიდებლობის, სპეციალიზირებული ტრენინგისა და ფართო მანდატის კრიტერიუმები სასამართლო სამედიცინო პერსონალის მიერ, მაშინ სისტემა იქონიებს საწინააღმდეგო გავლენას წამებასა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლასთან მიმართებაში.2
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა სამართლებრივმა სისტემამ უზრუნველყოს დამოუკიდელი ინსტიტუტის არსებობა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტებისაგან და ფართო მანდატი, რომელიც იმოქმედებს, როგორც გარანტია მათ წინააღმდეგ, ვინც აპირებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის განხორციელებას.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზასთან ერთად, რომელიც საჭიროა წამებასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამოსაძიებლად, მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული ექსპერტიზა გამოყენებულ იქნეს როგორც დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული იარაღი. ხშირ შემთხვევაში არაადამიანური მოპყრობა ან წამება ხორციელდება იმისათვის, რათა მოპოვებულ იქნეს აღიარება ან ინფორმაცია, რაც გამოსადეგი იქნება დანაშაულის გახსნისათვის. მაშინ როდესაც სახეზეა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მცირე რესურსები, რათა დახმარება იქნეს აღმოჩენილი დანაშაულთან ბრძოლაში, ხორციელდება შედარებით დიდი მოცულობით ზეწოლა ინფორმაციის მოპოვებაზე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საშუალებით.
ხსენებულის დამხმარედ შესაძლოა წარმოვიდგინოთ მოთხოვნა ყველა მოსამართლისა და პროკურორის მიმართ, რომლის თანახმადაც ეს უკა ნასკნელნი აბსოლუტურად შეუწყნარებელნი უნდა იყვნენ პატიმრის ან ეჭვმიტანილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შედეგად უკანონო გზით მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებაში. ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია ასეთი მეთოდების გამოყენებით, ავტომატურად უნდა წარმოადგენდეს დაუშვებელ მტკიცებულებას და უარყოფილ უნდა იქნეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს იმ ინფორმაციის უსაფუძვლობა, რომელიც მოპოვებულ იქნა ისეთ გარემოებებში, სადაც ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ან წამებას.
პრობლემა წამოიჭრება მაშინ, როდესაც პატიმარი მიმართავს პროკურორს იმასთან დაკავშირებით, რომ დაექვემდებარა არაკანონიერ მოპყრობას, მაგრამ პროკურორი რაიმე ინტერესს არ იჩენს შემთხვევისადმი. უნდა განხორციელდეს მცდელობები, რათა ჩახშობილ იქნეს ნებისმიერი ტენდენცია, რომელიც მიმართული იქნება პოლიციის დაცვისაკენ და არა განსახილველი შემთხვევის ობიექტურად განსჯისაკენ.
წარმოადგენს თუ არა ოჯახის წევრი მე-3 მუხლის პროცედურული მხარის დარღვევის მსხვერპლს სასამართლო ორგანოების უმოქმედობის შედეგად, დამოკიდებული იქნება სპეციალური ფაქტორების არსებობაზე, რომელიც განმცხადებლის ტანჯვას განსაკუთრებულ მოცულობასა და სხვაობას ანიჭებს ემოციური სტრესისაგან განსხვავებით, რომელიც ბუნებრივად წარმოეშობათ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის მსხვერპლის ნათესავებს.
ხსენებულ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პატიმრების გათავისუფლების შემდგომ სამედიცინო შემოწმების დამოუკიდებელი და ჯეროვანი სისტემა. წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯეროვანი სამედიცინო შემოწმება უმნიშვნელოვანესი გარანტიაა ციხეში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოყენების საწინააღმდეგოდ.
ასეთი სამედიცინო შემოწმებები უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ და მას არ უნდა ესწრებოდეს პოლიციის წარმომადგენელი. სამედიცინო დასკვნა უნდა მოიცავდეს არამარტო აღმოჩენილი ჭრილობების დეტალებს, არამედ ასევე პაციენტის მიერ წარმოდგენილ ახსნაგანმარტებას, თუ როგორ გაჩნდა ისინი და ასევე ექიმის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით შეესაბამება თუ არა აღმოჩენილი ჭრილობები წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას.
ზედაპირული და კოლექტიური სამედიცინო შემოწმებები, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე შემთხვევაში, ხელყოფს ხსენებული გარანტიის საფუძვლიანობასა და ეფექტიანობას. ადრემოქმედამ კომისიამ და სასამართლომ დაადასტურეს ხსენებული პოზიცია.3
სამართალდამცავი ორგანოების ქმედებათა ხასიათი
ფაქტობრივად, არასათანადო მოპყრობის უმეტეს შემთხვევებს ადგილი აქვს პოლიცის დაწესებულებაში პატიმრობის დროს, დაკავების პირველ საათებში, როდესაც აკრძალულია ადვოკატზე ან ექიმზე ხელმისაწვდომობა და დაუშვებელია ოჯახის წევრებთან რაიმე კონტაქტი. მიზანს ზოგადად წარმოადგენს აღიარების მოპოვება.
ხსენებულის აღმოსაფხვრელად სასამართლო ორგანოებმა უნდა განახორციელონ ნებისმიერი მცდელობა რათა უზრუნველყონ, რომ პატიმრების უფლებები დაცულია კანონით და ხორციელდება პრაქტიკაში. ასეთი უფლებები მოიცავს პროცედურულ უფლებებსაც, როგორიცაა პატიმრების შესაბამისი საქმეები და რეგისტრაცია, იმის მითითება, თუ როდის იქნა პირი დაპატიმრებული, ვის მიერ, სად უნდა იქნეს პირი განთავსებული და მისი ნებისმიერი გადაადგილება ან გადაყვანა.
სხვა გარანტიები მოიცავს ადვოკატსა და ექიმზე ხელმისაწვდომობას პატიმრობის პირველივე ეტაპზე. პატიმრობის ყველა შემთხვევა უნდა ექვემდებარებოდეს კანონის უზენაესობასა და შესაბამისი სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე უფლებამოსილი მოხელის გადასინჯვას.
სხვა ყველა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო თუ სხვა ღონისძიება, რომელიც მიმართულია წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვისაკენ უნდა განხორციელდეს და გატარებულ იქნეს სასამართლო ორგანოების მიერ. ხსენებული ღონისძიებები მოიცავს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების პატივისცემას, დაკითხვის წესების გადასინჯვას, კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც წამების შედეგად მიღებული მტკიცებულება, მათ შორის აღიარება, გამოირიცხება სასამართლო სამართალწარმოებიდან, პატიმრობის ადგილების დამოუკიდებელი და რეგულარული შემოწმება, non-refoulement პრინციპის პატივისცემა, წამების აკრძალვასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ტრენინგების ორგანიზება, განსაკუთრებით პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის, სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციისა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებისათვის.
თვალყურის დევნების მკაცრი რეჟიმი ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ წამების საწინააღმდეგო გარანტიები მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.
დაბოლოს, უნდა განხორციელდეს აღიარებაზე, როგორც მტკიცებულებაზე დაყრდნობის უარყოფა, რათა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ იმისკენ მისწრაფება, რომ გაუმართლებელი ძალადობის შედეგად მოიპოვონ აღიარება.
დაძაბულობისა და კონფლიქტური სიტუაციები
მართალია, შესაძლოა დასაშვებად მივიჩნიოთ, რომ წამების აკრძალვა აბსოლუტურ ხასიათს ატარებს, უშიშროების საფუძველზე მაინც ხშირად ხდება არასათანადო მოპყრობის ყველაზე უფრო სასტიკი და გავრცელებული პრაქტიკის გამოყენება.
ნებისმიერი მცდელობა, რომლის თანახმადაც უგულებელყოფილ უნდა იქნეს წამების საწინააღმდეგო გარანტიები მიმდინარე კონფლიქტის საფუძველზე, აღკვეთილ უნდა იქნეს. მოთხოვნა, რომლის თანახმადაც გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ წამების საწინააღმდეგო გარანტიების აბსოლუტურ ხასიათს, იმპერატიულ ხასიათს ატარებს. ამასთან, ხსენებულმა ორგანოებმა თავიანთი საქმიანობის გან ხორციელებისას უნდა უზრუნველყონ, რომ აკრძალული ქმედების განხორციელებისაკენ მისწრაფება არ იქნეს შეწყნარებული კონფლიქტის დროს. ანალოგიური მცდელობა უნდა განხორციელდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ კონფლიქტის დროს პირებმა, რომლებმაც განახორციელეს წამება ან არაადამიანური მოპყრობა კონფლიქტის პერიოდში, პასუხი აგონ.
ჯგუფები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ
სასამართლო და გამოძიების ორგანოები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ არსებობენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ხშირად იმყოფებიან წამების ან არასათანადო მოპყრობის საფრთხის ქვეშ. ეს ხშირად ეხებათ უმცირესობათა წარმომადგენლებს, ისევე როგორც ლტოლვილებსა და სხვა უცხოელებს.
მეორე ჯგუფი, რომელსაც საფრთხე ემუქრება, შედგება პირებისაგან, რომლებიც აქტიურად იყენებენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებას, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების უფლებას (პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველნი), ისევე როგორც ადვოკატები, რომლებიც პრეტენზიებს აცხადებენ მათი კლიენტების მიმართ განხორციელებული მოპყრობის შესახებ. თუმცაღა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელი ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ზოგიერთ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაამახვილონ მათთან დაკავშირებულ საქმეებთან მიმართებაში, მაგალითად ცემის - რომელიც ფართოდაა გავრცელებული - ჩვეულებრივი მსხვერპლნი, ხშირად ვერც კი ბედავენ პრეტენზიის გაცხადებას.
გამოძიება და დევნა
დაუყოვნებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაში ჩართვა, როდესაც არსებობს იმის ვარაუდის გონივრული საფუძველი, რომ წამება იქნა ჩადენილი, დამნაშავის დევნა და, თუკი ბრალეულად იქნა ცნობილი, მასზე ადეკვატური სასჯელის დაკისრება, მნიშვნელოვანია კონვენციის 1-ლი, მე-3 და მე-13 მუხლებით დაკისრებულ ვალდებულებათა შესასრულებლად. მნიშვნელოვანია ასევე აღმკვეთი მექანიზმების შემუშავება მათ მიმართ, ვინც სხვაგვარად ჩაებმებოდა აკრძალულ ქმედებათა განხორციელებაში.
ანაზღაურება
მსხვერპლი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ანაზღაურებით, მათ შორის, რეაბილიტაციით. ხსენებული ვალდებულება ნათლად არის წარმოჩენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კონვენციაში, რომელსაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოების უმეტესი ნაწილი მიერთებულია.
_______________________
1. გამოქვეყნების დროისათვის (2005 წლის ივნისი) ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მონაკო, რომელიც სულ ახლახანს გახდა ევროპის საბჭოს წევრი.
2. CPT-ის საჯარო განცხადება თურქეთთან დაკავშირებით, 1996 წ.
3. იხ. საქმეზე Aydin v. Turkey 2000 წლის 10 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი.