![]() |
ჩვენთან მოდის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი - რას ნიშნავს ეს? |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო |
თარიღი: 2000 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 15 კითხვა და პასუხი პოლიციის თანამშრომლებისათვის : [ბროშურა] - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2000 - 23გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.], 1000ც. [MFN: 16752] 15 კითხვა და პასუხი პოლიციის თანამშრომლებისათვის ჟენევა, მაისი, 1999 წელი ბროშურა ქართულად ითარგმნა და გამოიცა დამოუკიდებელი საზოგადოების ,,ადამიანის უფლებები საქართველოში” მიერ ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. თბილისი, სექტემბერი, 2000 ქართული თარგმანის გამოცემაზე მუშაობდნენ: დავით ყიფიანი, ვლადიმერ იმნაიშვილი, გიორგი გარსევანიშვილი, გიორგი ჯანიაშვილი, უჩა ნანუაშვილი. გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ტირაჟი: 1000 |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
,,მომავლის პოლიციელმა უნდა ისწავლოს მის მიერ დაკავებული პიროვნების პატივისცემა”
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (წსკ) იდეალია სამართალდამცავ ორგანოებში ძალმომრეობის ელემენტების სრული აღმოფხვრა. ბევრი ქვეყანა შორსა ამ იდელისგან და პოლიცია იქ ადამიანის უფლებათა მთავარ დამრღვევად გვევლინება.
თუმცა ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემა ხელს არ უშლის პოლიციის ეფექტურ მუშაობას, პოლიციის მუშაკები ზოგჯერ წსკ-ს დელეგაციებს უნდობლობით უყურებენ. თუმცა წსკ-ს ერთ-ერთი ამოცანაა, დარწმუნდეს იმაში, რომ პოლიცია კომპეტენტურად და პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ამ ბროშურის მიზანია - გავაცნოთ პოლიციის თანამშრომლებს წსკ-ს მუშაობა.
წინამდებარე ბროშურა იბეჭდება ევროპის საბჭოს პროგრამის - ,,პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000” ფარგლებში. იგი შეიმუშავა წამების საწინააღმდეგო ასოციაციამ (წსა) ევროპის საბჭოსთან და ჟენევის პოლიციასთან ერთად. ბროშურა გამოიცა ევროპის საბჭოს ფინანსური დახმარებით.
მადლიერების გრძნობით მოვიხსენიებთ ყველა იმ პირს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ ბროშურის გამოცემაში:
ავტორი ლინ ბენდლანდი
ილუსტრატორი ქრისტინა შარვე ჟენევის საქალაქო პოლიციიდან
წამების საწინააღმდეგო ასოციაციის გენერალური მდივანი კლოდინ ჰენი
ევროსაბჭოს პროგრამის ,,პოლიია და ადამიანის უფლებები 1997-2000” პასუხისმგებელი ანიტა ჰაზენბერგი
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი
შვეიცარიის მართლმსაჯულებისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი
რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო და ჟენევის კანტონი.
ჟენევა, 1999 წლის მაისი
პოლიციის უფროსი
ლ. ვალპენი
![]() |
2 შესავალი |
▲back to top |
წარმოიდგინეთ, რომ ერთ საღამოს, თქვენ მორიგეობთ პოლიციის განყოფილებაში. ამ დროს თქვენთან მოდის პირთა ჯგუფი, რომელიც წარმოგიდგებათ, როგორც წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (წსკ) და გთხოვთ, დაათვალიერებინოთ თქვენი განყოფილება. როგორ იმოქმედებდით?
ზოგამ პოლიციელმა იცის, თუ როგორ იმოქმედოს. მათ სმენიათ ასეთი კომიტეტის არსებობის შესახებ. ზოგი მათგანი შეიძლება გაეფრთხილებინა ხელმძღვანელობას ან სამინისტროს წარმომადგენელს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა არც იცოდეს კომიტეტის არსებობის შესახებ და მისი წევრების მიმართ თავიანთი ვალდებულებების თაობაზე.
წინამდებარე ბროშურის მიზანი ამ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებაა. ის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთათვის. ჩვენ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოებს კომიტეტის წევრთა ვიზიტი პოლიციის განყოფილებაში.
გარდა ამისა, მოგითხრობთ, თავად კომიტეტის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ის პოლიციელებს პატიმრებთან ურთიერთობის დროს.
1. რა არის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი?
წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი (წსკ) - არის ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც შექმნილია ევროსაბჭოს 41 წევრი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე. ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროსაბჭოს წევრები, შეძლებენ მომავალში შეუერთდნენ ამ კონვენციას (კონვენციის მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ პირველ დანართში).
კონვენცია უფლებას აძლევს წსკ-ს მოინახულოს ნებისმიერი მონაწილე ქვეყანა და დაათვალიეროს სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკავებულ პირთა თავისუფლების აღკვეთის ადგილები - მათ შორის, რაღა თქმა უნდა, პოლიციის განყოფილებები და პოლიციის დაქვემდებარებაში მყოფი მოკლევადიანი დაკავების სხვა დაწესებულებანი.
ასეთი ვიზიტების მიზანია დაკავებულ პირთა სასტიკი მოპყრობისა და წამებისაგან დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. წსკ არ ისახავს მიზნად სახელმწიფოს ან პოლიციის კრიტიკასა და ცილისწამებას, მისი მიზანია დაეხმაროს სახელმწიფოს იმის მიღწევაში, რომ არ დაუშვას დაკავებულთა წამება ან არაადამიანური მოპყრობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წსკ-ს მუშაობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სასტიკი მოპყრობისა და წამების აღკვეთა და უკანონო მოპყრობის შესახებ შემოსული საჩივრების გადამოწმება.
სახელმწიფო ორგანოებმა აიღეს ვალდებულება აღოუჩინონ წსკ-ს ყოველგვარი დახმარება მთელი ვიზიტის განმავლობაში. შესაბამისად, პოლიცია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილი, აგრეთვე მოვალეა, დაიცვას ეს შეთანხმება. თავის მხრივ, წსკ ვალდებულია დაიცვას ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციის სრული კონფედენციანობა.
2. როგორია წსკ-ს სახელმძღვანელო პრინციპები?
წსკ თავისი მიზნების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ოთხი პრინციპით:
თავისუფლებააღკვეთილ პირთა წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობის და წამების დაუშვებლობა ხელშეუვალია;
სასტიკი მოპყრობა და წამება, თუნდაც შედარებით მსუბუქ ფორმებში, შეუთავსებელია ცივილიზებული ქცევის პრინციპებთან;
სასტიკი მოპყრობა და წამება ზიანს აყენებს არა მარტო მსხვერპლს, არამედ ამცირებს იმ პოლიციელსაც, რომელიც გასცემს ამგვარ ბრძანებას ან ასრულებს მას;
სასტიკი მოპყრობა და წამება საერთო ჯამში ზიანს აყენებს მთლიანად სახელმწიფოს.
3. ვინ შედის წსკ-ს შემადგენლობაში?
სწკ-ს შემადგენლობაში უნდა შედიდნენ ,,მაღალი მორალური პრინციპების მქონე ადამიანები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები ან კონვენციით გათვალისწინებულ სფეროებში პროფესიული მუშაობის გამოცდილებით”. კომიტეტის წევრობის კანდიდატურებს წარადგენენ კონვენციის მონაწილე ქვეყნები და ამტკიცებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. წსკ-ს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სხვადასხვა პროფესიული მომზადების მქონე ადამიანები, თუმცა უმეტესობა იურისტები და ექიმები არიან.
4. რატომ უნდა ითანამშრომლოს პოლიციელმა წსკ-სთან?
წსკ-სთან ურთიერთობის დროს საჭიროა გვახსოვდეს, რომ კონვენციის მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ დართო კომიტეტს იმის ნება, რომ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, უმეტეს ქვეყნებში, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები ასრულებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, პოლიციელს არა აქვს უფლება იხელმძღვანელოს საკუთარი შეხედულებებით, თუ რას წარმოადგენს ,,ჩვეულებრივი” პრაქტიკა, სხვა სიტყვებით, თქვენ, მკითხველო, არა გაქვთ უფლება გვერდზე გადადოთ ჩვენი ბროშურა იმ მიზეზით, რომ ეს თქვენს ქვეყანას ,,არ ეხება”. თუ პოლიციელი მუშაობს კონვენციის მონაწილე ქვეყანაში, მაშინ კონვენციის მიხედვით ის ვალდებულია წსკ-ს მისცეს საშუალება განახორციელოს კონვენციით მინიჭებული სპეციალური უფლებები.
5. ნუთუ ევროპაში არსბობს სასტიკი მოპრობისა და წამების ფაქტები?
დიახ, სამწუხაროდ, არსებობს. ბევრი სახელმწიფოს სასამართლოებმა სცნეს არაერთი პოლიციელი დამნაშავედ დაკავებული პირების მიმართ გამოჩენილი სისასტიკისა და წამების ფაქტების გამო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს სასტიკი მოპყრობისა და წამების ფაქტები. ასევე წსკ-ც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ დაკავებული პირების მიმართ გამოყენებული იქნას სასტიკი მოპყრობა ან წამება პოლიციის განყოფილებაში.
თუმცა უმეტეს შემთხვევაში, წსკ-ს საქმე აქვს დაკავებულთა მიმართ შედარებით ნაკლები სისასტიკით მოპყრობის ფაქტებთან. მაგალითად, დაკავების დროს დაკავებულთა სიტყვიერი შეურაცყოფა, მუშტით ან ფეხით ცემა, გასილაქება და ა.შ.
წსკ აგრეთვე მოწმეა სამედიცინო დასკვნებით დასაბუთებული შემდეგი ფაქტებისა:
ფეხებით ჩამოკიდება იმ მდგომარეობაში, როდესაც თავი სულ რამდენიმე სანტიმეტრითაა დაცილებული იატაკისაგან;
ელექტროშოკის გამოყენება ცალკეულ ორგანოებზე (მათ შორის პენისზეც);
თავზე ლითონის კასრის დაფარება და ხის ხელკეტებით ცემა;
,,ფალაკა” - ქუსლებში ცემა.
6. როგორია წსკ-ს სტანდარტები პოლიციაში დაკავებულთა მიმართ?
წსკ-მ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა გარკვეული სტანდარტები და პრინციპები. მათში ნაგულისხმევია კონკრეტული წესების ის ჩამონათვალი, რომელიც მიმართულია დაკავებულთა წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობისა და წამების ფაქტების აღმოფხვრისაკენ.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ წსკ-ს რეკომენდაციები არ შეეხება მხოლოდ პოლიციელებს. ზოგერთი მათგანი წამოჭრის სტრატეგიული ხასიათის საკითხებს და პოლიტიკოსთა ან სამინისტროების დონეზე განხილვის საგანს წარმოადგენს.
ა. პროცედურული გარანტიები
წსკ სასტიკი მოპყრობის საწინააღმდეგო სამი ფუნდამენტალური გარანტიის შესრულებას მოითხოვს. ეს გარანტიები პირის დაკავებისთანავე შედის ძალაში - ანუ იმ მომენტიდან, როცა მოქალაქე ვალდებულია ჩაბარდეს პოლიციელს. ეს გარანტიები შემდეგია:
დაკავების შესახებ ახლო ნათესავის ან მეგობრის ინფორმირების უფლება;
ექიმის მომსახურეობით სარგებლობის უფლება;
ადვოკატის მომსახურეობით სარგებლობის უფლება;
ამ გარანტიების შესასრულებლად აუცილებელია დაკავებულ პირს განემარტოს მისი უფლებები გასაგებ ენაზე.
გარდა ამისა წსკ რეკომენდაციას უწევს შემდეგ გარანტიებს:
დაკითხვების ჩაწერა ელექტრო მოწყობილობების საშუალებებით;
დაკითხვების წარმოების განსაზღვრული წესებისა და მითითებების შემუშავება;
დაკავების სრული და ერთიანი აღრიცხვა;
პოლიციაში დაკავების პერიოდში სასტიკი მოპყრობისა და წამების შესახებ არსებული საჩივრების განხილვის დამოუკიდებელი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის შექმნა;
ბ. მატერიალური პირობები
მიუხედავად იმისა, რომ დაკავება დიდხანს არ გრძელდება, წსკ თვლის, რომ დაკავებულთა მატერიალური პირობები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
საკანი ,,ნორმალური” ფართობით;
შესაბამისი განათება და ვენტილაცია;
დასვენებისათვის საჭირო ნივთები (საწოლი, ქვეშაგი, საბანი);
ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ჰიგიენისა და წესიერების დაცვით;
ყოველდღიული საკვებით უზრუნველყოფა, მათ შორის ცხელი კერძით დღეში ერთხელ.
გ. უცხოელთა შესახებ კანონის შესაბამისად დაკავებული უცხოელი მოქალაქეები
საზღვარზე - აეროპორტში ან სხვა ადგილებში დაკავებული უცხოელებისათვის წსკ მოითხოვს შემდეგი პირობების დაცვას:
ძილისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;
საკუთარი ბარგის ხელმისაწვდომობა;
შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა;
ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე გასეირნება;
საჭროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
წსკ რეკომენდაციას უწევს პოლიციის განყოფილებებში იმიგრანტების რაც შეიძლება მცირე ხნით დაკავებას.
7. რა სახის საქმიანობას ანხორციელებს წსკ პოლიციის განყოფილებაში?
პოლიციის განყოფილებაში წსკ ძირითადად ანხორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ამოწმებს და გულდასმით ათვალიერებს დაკავებულთა დროებით ადგილსამყოფელს (საკნების ფართს, განათებას და ა.შ.);
აკვირდებიან იმას, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები დაკავებულებს;
ამოწმებენ დაკავებულთა შესახებ არსებულ ჟურნალებსა და სხვა დოკუმენტებს;
ესაუბრებიან მორიგე პოლიციელებს;
პირისპირ ესაუბრებიან დაკავებულებს იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან მათ პოლიციელები და აქვს თუ არა ადგილი მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისა და წამების ფაქტებს.
კონვენციის შესაბამისად, წსკ უფლებამოსილია შეუზღუდავად მოინახულოს განყოფილების ყველა ოთახი და დაუბრკოლებლად იმოძრაოს შენობაში.
8. აფრთხილებენ თუ არა პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს წსკ-ს ვიზიტის შესახებ?
არ არის აუცილებელი. წსკ-ს ვიზიტამდე დაახლოებით 3 დღით ადრე სამთავრობო ორგანიზაციებს აფრთხილებენ, თუ რომელ დაწესებულებებს წსკ, თუმცა არ ზუსტდება ვიზიტის კონკრეტული თარიღი. როგორც წესი სამთავრობო ორგანოები ნიშნავენ სპეციალურ პასუხისმგებელ პირს ვიზიტის მომზადებისა და წსკ-სთან ურთიერთობისათვის. ეს პირი ატყობინებს პოლიციის განყოფილებას, რომ უახლოეს მომავალში მათ შეიძლება წსკ ეწვიოს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შეტყობინებები ყოველთვის არ კეთდება, ან კეთდება ვიზიტამდე ძალიან მცირე ხნით ადრე.
ამას გარდა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წსკ არაა ვალდებული შემოიფარგლის მხოლოდ იმ საწესებულებათა მონახულებით, რომელთა შესახებაც მან წინასწარ შეატყობინა ქვეყნის მთავრობას. ამგვარად, ზოგიერთი აწესებულება წსკ-მ შეიძლება მოულოდნელად მოინახულოს.
9. როგორ უნდა ამოიცნოს პოლიციელმა წსკ-ს თანამშრომელი?
უსაფრთხოების დაცვის მიზნით მორიგე პოლიციელი უფლებამოსილია და მოვალეცაა შეამოწმოს განყოფილებაში მისული ნებისმიერი პირის საბუთები. წსკ-ს დელეგაციის წევრებს თან აქვთ ორი ან სამი საბუთი, რომელიც ადასტურებს მათ ვინაობას და განმარტავს ვიზიტის მიზნებს:
პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
ევრო საბჭოს შესაბამის ენაზე თარგმნილი წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია დელეგაციის შემადგენლობა და განმარტებულია მათი მიზნები და უფლებები;
ზოგჯერ დელეგაციის წევრებმა შეიძლება შეილება წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, სადაც ჩამოთვლილია დელეგაციის შემადგენლობა და განმარტებულია მათი უფლება მოინახულონ დაკავების ყველა ადგილი.
თითოეული ვიზიტის წინ წსკ ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას დელეგაციის შემადგენლობის შესახბ. ზოგ შემთხვევაში კი ამგვარ სიას ვიზიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი ავრცელებს.
10. აქვს თუ არა უფლება მორიგე პოლიციელს შეუშვას წსკ დაკავების ადგილებში არა დაუყოვნებლივ, არამედ გარკვეული დროის შემდეგ?
იმისდა მიუხედავად, გაფრთხილებულია თუ არა პოლიციელი წსკ-ს ვიზიტის შესახებ, საბუთების შემოწმებას უნდა დასჭირდეს მხოლოდ რამოდენიმე წუთი. საბუთების შემოწმების შემდეგ დელეგაცია დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაშვებული განყოფილებაში.
11. აქვს თუ არა წსკ-ს დაკავების იზოლატორში მონახულების უფლება?
განყოფილების მონახულების დროს დელეგაციას შეუძლია დაუსვას ზოგიერთი შეკითხვა განყოფილების უფროსს. როგორც წესი, წსკ-ს აინტერესებს თუ რამდენ ადამიანზეა განყოფილება გათვლილი, რამდენი ადამიანია დაკავებული განყოფილებაში და არიან თუ არა ისეთი პატიმრები, რომელთა დაკითხვაც სხვა ადგილას მიმდინარეობს.
ამის შემდეგ დელეგაცია იყოფა მცირე ჯგუფებად, რომელთაგან ერთი ან რამდენიმე დაკავებულია იზოლატორის მატერიალური მდგომარეობის შესწავლით, ხოლო სხვები ათვალიერებენ დაკავების რეგისტრაციის ჟურნალებსა და სხვა დოკუმენტებს.
იზოლატორის მატერიალური მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი მაშინვე სთხოვს პოლიციელს წაიყვანოს კამერების მოსანახულებლად.
12. ვის გაესაუბრებიან წსკ-ს წევრები?
დელეგაცია ითხოვს იმ პირთა სრულ სიას, რომლებიც მოცემული დროისათვის დაკავებულნი არიან პოლიციის განყოფილებაში. ისინი აგრეთვე ითხოვენ ზოგიერთ დაკავებულთან პირისირ გასაუბრებას. ეს თხოვნა განიხილება ისეთ ადგილას, სადაც დაკავებულებზე პასუხისმგებელი პოლიციელები ვერ შეიტყობენ საუბრის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პირი თანახმაა დელეგაციასთან გასაუბრებაზე, დელეგაციის წევრები მათ ეკითხებიან დაკავების პირობების, მოპყრობის, მათი უფლებების ცოდნის, ადვოკატთან ან ექიმთან ურთიერთობის შესახებ. დელეგაციის ანგარიშში დაკავებულთა ვინაობა არ მოიხსენიება. აუცილებლობის შემთხვევაში დაკავებული პირები გადიან სამედიცინო შემოწმებას.
დაკავებულთა ზოგიერთ კატეგორიასთან მიმართებაში წსკ-ს შეუძლია შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) ნასვამ მდგომარეობაში დაკავება
თუ პოლიციელი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი დაკავებული იმდენად ნასვამია, რომ არ შეუძლია დელეგაციასთან გასაუბრება, წსკ პირადად უნდა დარწმუნდეს ამაში.
ბ) მძინარე დაკავებულები
წსკ-ს უფლება აქვს გააღვიძოს დაკავებული პირი და გაესაუბროს მას, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.
გ) საშიში დაკავებულები
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულთან გასაუბრება სახიფათოა, წსკ ითვალისწინებს პოლიციელთა აზრს უსაფრთხოების აუცილებელი ღონისძიებების შესახებ. თუმცა საბოლოოს პირისპირ გასაუბრების მიზანსეწონილობას ადგენს წსკ. მაგალითად: წსკ შეიძლება არ დაეთანხმოს პოლიციელების აზრს იმის შესახებ, რომ გასაუბრებისას დაკავებულს დადებული უნდა ჰქონდეს ხელბორკილი.
დ) დაკითხვაზე მყოფი დაკავებულები
თუკი წსკ-ს ვიზიტის დროს მიმდინარეობს დაკავებული პირის დაკითხვა, დელეგაცია არ წყვეტს დაკითხვის პროცესს; თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაკითხვის დროს ადგილი აქვს სასტიკ მოპყრობას ან დაკითხვის მიზანია კონფედენციალური გასაუბრების ჩაშლა, წსკ-ს უფლება აქვს შეწყვიტოს დაკითხვა და გაესაუბროს დაკავებულს.
ე) დაკავებულთა დაუცველი კატეგორიები
წსკ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაკავებულთა დაუცველ კატეგორიებს - მაგალითად: მოზარდებს და გონებრივად ჩამორჩენილ პირებს.
13. აინტერესებს თუ არა წსკ-ს პოლიციელთა აზრი?
რა თქმა უნდა. წსკ არა მხოლოს დაკავებულებთან და დაკავებულებზე საუბრით არის დაინტერესებული. დელეგაციას აგრეთვე აინტერესებს პოლიციელთა აზრი დაკავებულთა პირობების გაუმჯობესების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წსკ-ს შეუძლია პირისპირ გაესაუბროს პოლიციელს. ამასთანავე პოლიციის (პოლიციელების) ვინაობა, მისი თანხმობის გარეშე, არ გამჟღავნდება.
14. აქვს თუ არა წსკ-ს დაკავებულ პირთა საქმეების გაცნობის უფლება?
აქვს. დელეგაციის ევრები ესაუბრებიან მორიგე პოლიციელებს და ეცნობიან დაკავებულ პირთა შესახებ არსებულ დოლუმენტაციას. როგორც წესი, ისინი დეტალურად ეკითხებიან პოლიციელებს დაკავებულებისა და მათთან მოპყრობის წესების შესახებ.
ა) დაკავებულთა საქმეები
დელეგაცია დეტალურად სწავლობს დაკავებულთა საქმეებს. დაკავებილ შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ დელეგაცია შეიძლება დაინტერესდეს ძიების მასალებითაც. როგორც წესი, ამგვარ მასალებში მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ადვოკათტან ურთიერთობის საშუალება და განემარტა თუ არა მას საკუთარი უფლებები.
ბ) ჩანაწერები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
წსკ-ს უფლება აქვს შეამოწმოს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ჩანაწერები. თუ წსკ-ს ვიზიტის დროს განყოფილებაში იმყოფება მორიგე ექიმი, დელეგაცია ესაუბრება მას. ექიმს შეუძლია ზოგადად ისაუბროს განყოფილებაში არსებული სამედიცინო პირობების შესახებ. კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებულ შეკითხვებს სვამს სამედიცინო კვალიფილაციის მქონე დელეგაციის წევრი.
დელეგაციას შეუძლია შეამოწმოს შემთხვევით სერჩეული სამედიცინო ჩანაწერები, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობენ თავს დაკავებულები.
15. ვიზიტი დასრულებულია - რა ხდება შემდეგ?
ვიზიტის დროს გაკეთებული დასკვნების საფუძველზე წსკ ამზადებს მოხსენებას, რომელიც იგზავნება სამთავრობო ორგანოებში. მოხსენებაში მოცემულია რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან პოლიციაში სასტიკი მოპყრობისა და წამების პრეცენდენტები. ეს რკომენდაციები ეხება დაკავების ფიზიკურ პირობებს (საკნის ზომა, განათება და ა. შ.), რეჟიმს (დაკავებულთა საქმიანობა, გარე სამყაროსთან ურთიერთობა) და დაკავებულთა პროცესიალურ უფლებებს (დაკავების მომენტიდან ადვოკატის ხელმისაწვდომობა და ა. შ.). მოხსენებაში აგრეთვე მოცემულია წ.ს.კ-ს მიერ დაკავების სხვადასხვა ადგილებში მოპოვებული ინფორმაცია კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით.
წსკ-ს მოხსენების შემდეგ ხელისუფლებას რჩება დრო რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე რეაგირებისათვის. ამის შემდეგ ხელისუფლებას შეუძლია უპასუხოს დასმულ შეკითხვებს და დაისახოს ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია წსკ-ს რეკომენდაციების შესასრულებლად.
წსკ-სა და ხელისუფლების მიერ მომზადებული მოხსენებების გაცვლა მიმდინარეობს ურთიერთნდობისა და დიალოგის ფონზე. წსკ-ს მიზანია იმ პირთა დაცვა, რომლებიც განიცდიან სასტიკ მოპყრობასა და წამებას. კონვენციის სესაბამისად წსკ-ს მოხსენების გამოქვეყნების უფლება მხოლოდ მოცემული ქვეყნის ხელისუფლებას აქვს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებმა წსკ-ს ნება დართეს გამოაქვეყნოს მის მიერ მომზადებული მოხსენებები.
წსკ სთხოვს სახელმწიფოებს აცნობოს მათი შენიშვნები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაკავების კონკრეტულ ადგილებზე. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მიიღებს წსკ-ს მოხსენებას.
გამონაკლის შემთხვევებში თუ წსკ აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებენ. კომიტეტს შეუძლია შეატყობინოს ხელისუფლებას ამის შესახებ ვიზიტის დამთავრებისთანავე.
დასკვნითი შენიშვნები
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (წსკ) - არის მექანიზმი, რომელიც შექმნილია პიროვნებების მიმართ უღირსი მოპყრობის აღსაკვეთად. წსკ თავის მიზნებს აღწევს არა პოლიციელებთან დაპირისპირებით, არამედ მათთან თანამშრომლობით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები აღიქვამდნენ წსკ-ს არა როგორც მათ მტერს, არამედ იმ პროფესიულ ორგანოს, რომლის მიზანიცაა წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების აღკვეთა. წსკ-ს შესაძლებლობანი შეზღუდულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვიზიტის დროს მას მხოლოდ ზოგიერთის დაწესებულების მონახულების საშუალება აქვს. დაკავებულ პირთა და ეჭვმიტანილთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიციის თითოეული განყოფილების მიერ. დაკავებულ პირთა და ეჭვმიტანილთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა შეესაბამება ყველას, მათ შორის პოლიციელების ინტერესებს.
![]() |
3 I დანართი |
▲back to top |
წამების აცილების კონვენციაში მონაწილე ქვეყნების სია:
(2000 წლის მონაცემებით)
ავსტრია, ალბანეთი, ანდორა, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ინგლისი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსენბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლინეთი, პორტუგალია, რუსეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, შვეიცარია, შვეცია, ჩეხეთი, ხორვატია.
![]() |
4 II დანართი |
▲back to top |
ევროსაბჭოსა და მისი მუშაობის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი
The Human Rights Information Centre
ევროპის საბჭო
Council of Europe
F-67075 Strasburg Cedex
France
ტელ: +33 (0) 3 88 41 20 24
ფაქხი: +33 (0) 3 88 41 27 04
ელ. ფოსტა: HumanRights@Coe.Fr
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შესახებ მოგვმართეთ წსკ-ს სამდივნოში:
ტელ: +33 (0)3 88 41 23 88
ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 72
ინტერნეტი: http//www.ctp.coe.fr
ელ. ფოსტა: cptdoc@coe.fr
ევროსაბჭოს შესახებ
ევროსაბჭო შეიქმნა 1949 წელს. მასში გაერთიანებულია 41 სახელმწიფო. ორგანიზაციის მიზანია - დაიცვას დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონიერება წევრ-სახელმწიფოებში. ადამიანის უფლებათა დირექტორატმა 1997 წლიდან დაიწყო პროგრამის განხორციელება ,,პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-200”. პროგრამა ითვალისწინებდა საერთაშორისო დოკუმენტაციის შემუშავებასა და კავშირურთიერთობის დამყარებას ისეთ საკითხებში, რომელიც შეეხება პოლიციას და ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ქვეყნებში.
წამების საწინაარმდეგო ასოციაციის შეასხებ (წსა)
წსა - არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში. მის მანდატში შედის სასტიკი მოპყრობისა და არაადამიანური წამების აღკვეთა. წსა-ს ერთერთი უმთავრესი მიზანია მხარი დაუჭიროს სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებებში ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ტიპის დაწესებულებებში თავისუფალი შესვლის განხორციელებას.
წსა-მ ევრო კონვენციებზე დაყრდნობით შეიმუშავა პროექტი ,,წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის შესახებ” და აქტიურად ადევნებს თვალყურს წსკ-ს მუშაობას.
ტელ: (+4122) 734-20-88
ფაქსი: (+4122) 734-56-49
ელ. ფოსტა: apt@apt.hc
ინტერნეტი: htpp//www.apt.ch
ბროშურა ქართულად ითარგმნა და გამოიცა დამოუკიდბელი საზოგადოების ,,ადამიანის უფლებები საქართველოში” მიერ.
დამოუიდებელი საზოგადოება ,,ადამიანის უფლებები საქართველოში” დაფუძნდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში. ორგანიზაცია რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 მარტის №4/9-77 გადაწყვეტილებით.
საზოგადოების ძირითადი მიზნებია:
მხარი დაუჭიროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში გამოხატულ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს;
ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, სახალხო განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში;
აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო-სადოკუმენტაციო საქმიანობა და მონიტორინგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე;
გამოსცეს და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო და სხვა სახის მასალები და ინფორმაცია.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
საქართველოში ადამიანის მონიტორინგი;
ადამიანის უფლებების დარღვევათა კონკრეტული ფაქტების შესწავლა, მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება;
უფლებაშელახულ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევა;
წამების, სხვა სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის, ეროვნული, რელიგიური, რასობრივი და სხვა სახის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა;
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო განათლების განვითარება;
მიგრაციული პროცესების მონიტორინგი;
სემინარების, კონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზება ადამიანის უფლებათა საკითხებზე;
ოფისის მისამართი:
თბილისი, 380002, მარჯანიშვილის ქ. 5,
III სართული, ოთახი 321-325.
ტელ: (+995 32) 95 48 35;
ფაქსი: (+995 32) 95 48 35;
მობილური: +995 99) 50 80 36
ელ. ფოსტა: isrg@caucasus.net
ucha@altern.org
hridc@ip.osgf.ge
Web: www.ishrg.org