![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
სახელმძღვანელო გამოიცა პროექტის „ფინანსთა სამინისტროს მოხელეების ტრენინგები საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში” ჩარჩოებში. პროექტი ხორციელდება გაეროს მმართველობის რეფორმის პროგრამის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების ფონდის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა და განვითარებისა და რეფორმების ფონდის მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო წარმოადგენს 2005 წელს გამოცემული ამავე დასახელების პუბლიკაციის განახლებულ ვერსიას, რომელიც მომზადდა კავშირის „საქართველოს განვითარება ინტერნეტის მეშვეობით“ (GEDG) მიერ პროექტის - „სასწავლო კურსები სახელმწიფო მოხელეებისათვის“ ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფის (UNDPGeorgia, NCTeam (CIMS Consulting) www.cims.ge) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელოში მოკლედ არის განხილული ელექტრონული მთავრობის საფუძვლები. მისი მიზანია მკაფიო წარმოდგენა შეექმნას მკითხველს ელექტრონული მთავრობის, მისი დანიშნულების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. აღწერილია ელექტრონული მთავრობის ძირითადი კომპონენტები და მისი განხორციელების პრინციპები, მოყვანილია სადემონსტრაციო სქემები, მაგალითები და ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი მონაცემი.
გამოცემა განკუთვნილია საჯარო მოხელეებისათვის და შედგენილია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო - სასწავლო კურსის ,,ელექტრონული მთავრობის საფუძვლების” მსმენელთათვის.
სასწავლო კურსისა და ბროშურის შედგენისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა წყარო, მათ შორის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირისა და სხვა ოფიციალური მასალები.
პროექტის ჯგუფი მადლობას უხდის კავშირს ,,საქართველოს განვითარება ინტერნეტის მეშვეობით” და გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფს სახელმძღვანელოსა და სასწავლო კურსის მომზადებისას გაწეული რეკომენდაციებისა და მოწოდებული მასალებისათვის.
![]() |
2 შესავალი |
▲back to top |
საინფორმაციო საზოგადოების გაჩენამ განსაზღვრა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში თვისებრივად ახალი - ეფექტიანი, მოქნილი, გამჭვირვალე და საზოგადოებაზე ორიენტირებული მთავრობის შექმნის აუცილებლობა.
ელექტრონული მთავრობა, რომელიც საინფორმაციო საზოგადოების აუცილებელი ელემენტია, მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას და განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სახელმწიფო მართვის ეფექტიანი გაზრდას, მეორე მხრივ კი მოქალაქეზე/საზოგადოებაზე ორიენტირებულ, მაღალი დონის სამთავრობო მომსახურებას საინფორმაციო ტექნოლოგიების უტილიზაციის გზით.
ელექტრონული მთავრობის ფორმირების პროცესში მთავარი მამოძრავებელი ძალა თვითონ სახელმწიფოა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული მთავრობის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და გადაწყვიტოს მისი ძირითადი ამოცანები: პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებელი ორგანოების/ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ეროვნული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების განვითარება, საყოველთაოდ მისაწვდომი ინფორმაციული რესურსების შექმნა და მათი გაერთიანება ერთიან „ელექტრონული მთავრობის“ სისტემაში. ამავე დროს, მოქალაქის/საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა წარმატებული ელექტრონული მთავრობის აუცილებელი წინა პირობაა.
![]() |
3 1. ელექტრონული მთავრობის ხედვა, მიზეზები და ამოცენები |
▲back to top |
ერთი მხრივ, ინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების შექმნამ და, მეორე მხრივ, ეფექტიანი ადმინისტრაციული მენეჯმენტის, რაციონალური სტრატეგიული გადაწყვეტილებისა და მაღალი დონის ადმინისტრაციული სერვისების საჭიროებამ განაპირობა ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მართვის მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა. დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობამ კარგად გააცნობიერა ელმთავრობის საჭიროება და კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს ამ მიმართულების პრაქტიკაში რეალიზაციისათვის.
სურ. 1 ცვლილებები მთავრობაშიინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების ფონზე
![]() |
3.1 1.1. ელექტრონული მთავრობის კონცეფცია |
▲back to top |
ზოგადად, ელმთავრობის კონცეფცია მომდინარეობს მისი ვიწრო გაგებიდან, მაგალითად, „მთავრობის საქმიანობის ოპტიმიზაცია“, ან „სამთავრობო სერვისებით უზრუნველყოფა ინტერენტით“. ფართო გაგებით, ელექტრონული მთავრობა უზრუნველყოფს მთავრობის შიდა ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის გაზდას, სამთავრობო მომსახურების გაუმჯობესებას და მოქალაქის პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას (ელდემოკრატია). სხვაგვარად რომ ვთქვათ:
ელექტრონული მთავრობა არის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს სამთავრობო ორგანიზაციის შიგნით, სამთავრობო ორგანიზაციებს (ცენტრალურ, ადგილობრივ) შორის და მთავრობასა და მოქალაქეებს/ბიზნესს შორის არსებული ურთიერთობების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას და მოქალაქის როლის გაძლიერებას სახელმწიფოს მართვის პროცესში, საინფორმაციო და საკომუნიკაციაო ტექნოლოგიების უტილიზაციის გზით.
![]() |
3.2 1. 2. ელექტრონული მთავრობის განსაზღვრება, დეფინიცია და მნიშვნელობა |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის განსაზღვრების მრავალი ვარიანტი არსებობს. არ არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი არც აკადემიურ წრეებს, არც საკონსულტაციო ფირმებსა და არც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის. ეს განპირობებულია იმით, რომ ელმთავრობის დეფინიცია ხდება განსხვავებულად, სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა: პოლიტიკური პრიორიტეტები, მიზნები და კონკრეტული ამოცანები, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პირობები და ა.შ.
ელექტრონული მთავრობა ხშირად მოიხსენიება როგორც ელმთავრობა, ციფრული მთავრობა, მთავრობა ონლაინში და კიბერმთავრობა. ეს დეფინიციები ერთსა და იმავე აზრს გამოხატავენ. მას შემდეგ, რაც ეს ტერმინი პირველად გაჩნდა აშშ-ში, 1993 წელს, მისი კონცეფცია თანდათან მატერიალიზებულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ადმინისტრირებას შორის ურთიერთკავშირში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ელექტრონულ მთავრობაში“ სიტყვა „ელექტრონული“ გამოხატავს ციფრული ტექნოლოგიის კომპონენტს, ხოლო „მთავრობა“ სოციალურ ასპექტს ასახავს.
![]() |
3.3 1. 3. ელექტრონული მთავრობის მიზნები |
▲back to top |
ერთჯერადი უწყვეტი მომსახურება (one/non-stop service)
მოსახლეობის ერთჯერადი, უწყვეტი მომსახურება მისი საჭიროებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
ნაკლები ქაღალდები, ნაკლები ოფისები
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, რაც ელ-მთავრობის ხერხემალია. იგი უზრუნველყოფს დანახარჯების შემცირებას და ადმინისტრაციული პროდუქტიულობის გაზრდას.
მცოდნე მთავრობა
მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ოპტიმიზაცია სხვადასხვა უწყებაში, დეპარტამენტებსა და რგოლებში გაბნეული ცოდნისა და ინფორმაციის ინტეგრაციისა და მათ შორის ბარიერების მოხსნის გზით.
სუფთა გამჭვირვალე მთავრობა
ელექტრონულად შენახული და ქსელში განთავსებული დოკუმენტების ღიაობა და მათი მისაწვდომობა;
ელექტრონული მონიტორინგი და აუდიტი;
ბიუჯეტის საფინანსო პროცესის კომპიუტერიზაცია;
ელექტრონული სამთავრობო შესყიდვები/ელვაჭრობა და ა.შ.
![]() |
3.4 1.4. ელექტრონული მთავრობის ამოცანები |
▲back to top |
ელმთავრობის ამოცანების გადაწყვეტა 3 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:
ა) მთავრობის შიდასაქმიანობის მაქსიმალიზაცია
ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება;
გადაწყვეტილების მიღების რაციონალიზაცია;
სასარგებლო ინფორმაციით სისტემატური უზრუნველყოფა, რაც გონივრული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს.
ბ) მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის შექმნა
მოქალაქეების/ბიზნესის ერთჯერადი, უწყვეტი სამთავრობო მომსახურება 24 საათის განმავლობაში;
ელმთავრობის ერთიანი ფანჯარა - ბარიერების არარსებობა მთავრობის დეპარტამენტებს შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის და საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის და ა.შ. (სამთავრობო პორტალები);
გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები
მოქალაქეებისათვის (მთავრობა-მოქალაქე) და ოპტიმალური ბიზნესგარემო კომპანიებისათვის (მთავრობა-ბიზნესი)
გ) გამჭუვირვალე, პასუხისმგებელი და საიმედო მთავრობის შექმნა
სამთავრობო ინფორმაციის გამჭვირვალობა და მისაწვდომობა საზოგადოებისათვის; www.gateway.ge
შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა და აღსრულება;
მოქალაქის/საზოგადოების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და მართვის პროცესებში;
მოქალაქის პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა.
სურ. 2. ელექტრონული მთავრობის ხედვა (DGF-KTC [1])
![]() |
3.5 1.5. ინფორმაციის როლი ელექტრონულ მთავრობაში |
▲back to top |
წარმატებული ინფორმატიზაცია ელექტრონული მთავრობის აუცილებელი წინა პირობაა. მისი როლი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უშუალოდ სახელმწიფო მართვასთან (ელმთავრობის შიდაასპექტი), ასევე მოქალაქეზე/საზოგადოებაზე ორიენტირებულ სამთავრობო სერვისებთან მიმართებით (ელმთავრობის გარე ასპექტი).
ინფორმაციის ამოცანები
გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილების ტრანსფერის სისტემების, ზიარი საინფორმაციო/საკომუნიკაციო სისტემების შექმნა მთავრობის შიდასაქმიანობის მაქსიმალიზაციის მიზნით, მაგ., ლოკალური ქსელები (LAN), საქალაქო, რეგიონული უწყებათაშორისი ქსელები
(MAN,WAN) (სურ.3,4,5), ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემები, ადმინისტრაციული ინფორმაციის ერთიანი სისტემა/ინფორმაციის ზიარი სისტემა (კადრები, გადახდა, ფინანსები, ბუღალტერია, შესყიდვები, აუდიტი), ვიდეოკონფერენციები და ა.შ.;
ელმთავრობისათვის ერთიანი ფანჯრისა და სამოქალაქო და სამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის საკომუნიკაციო არხების უზრუნველყოფა მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის შექმნის მიზნით;
ინფორმაციის დაცულობისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის შექმნა, სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა გამჭვირვალე, პასუხისმგებელი და საიმედო მთავრობის შექმნის მიზნით;
ელმთავრობის ინფორმაციული სისტემების მართვის პროცესში ჩართულ მოხელეთა სისტემატური ტრენინგები;
მოსახლეობის ტრენინგები ელექტრონული მთავრობის პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობის სფეროში.
სურ. 3. იმერეთის რეგიონის კომპიუტერული ქსელი (WAN), UNDP [2])
სურ. 4. თბილისის უწყებათაშორისი კომუნიკაციური ქსელი (WAN), UNDP [3])
სურ. 5. სახელმწიფო კანცელარიის ლოკალური კომპიუტერული ქსელი (LAN) UNDP [3])
![]() |
4 2. ელექტრონული მთავრობის განვითარება |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის განხორციელების მრავალი არხი არსებობს (ელციფრული ტელევიზია, სატელეფონო მომსახურების ცენტრები, მობილური კომუნიკაციები და ა.შ.) მათ შორის ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მძლავრი საშუალებაა.
![]() |
4.1 2.1. ინტერნეტში ელექტრონული მთავრობის განხორციელების ძირითადი ეტაპები |
▲back to top |
ინტერნეტში ელექტრონული მთავრობის განხორციელების პროცესი შედგება სხვადასხვა ფუნქციური და ლოგიკური ეტაპისაგან. ამ ეტაპების დეფინიცია სხვადასხვა ავტორისა და ორგანიზაციების მიერ სხვადასხვანაირად ხდება (გაერო, გარტნერის ჯგუფი, დელოიტი და ა.შ). ამ მიდგომების გაერთიანებით ელექტრონული მთავრობის განვითარების ეტაპები შესაძლოა ასე ჩამოყალიბდეს:
პირველი ეტაპი - წარმოშობა და განვითარება
თანდათანობით იქმნება სახელმწიფო უწყებების ვებკვანძები, რომლებზე განთავსებული ინფორმაციაც დასაწყისში შეზღუდული და სტატიკურია, ხოლო მოგვიანებით კი იწყება მისი მუდმივად განახლების პროცესი. ასეთი სახის ინფორმაციას განეკუთვნება, მაგ., ზოგადი ინფორმაცია სამთავრობო დაწესებულების შესახებ, მომსახურების დღეები, საათები და პირობები, სხვადასხვა სახის ოფიციალური დოკუმენტაცია და ა.შ.
მეორე ეტაპი - ცალმხრივი ინტერაქტივი
მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ფორმა, ელექტრონული სახით შეავსონ და ამობეჭდონ ისინი, შეუძლიათ დაუკავშირდნენ თანამდებობის პირებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაგზავნონ კითხვები და მიიღონ პასუხები, აქვთ ძიების საშუალება და ა.შ.
მესამე ეტაპი - ორმხრივი ინტერაქტივი, ტრანზაქცია
მოქალაქეებს შეუძლიათ შეავსონ ფორმები ონლაინში გადაიხადონ მათთვის გაწეული მომსახურების ღირებულება და გადასახადები ელექტრონული გადახდების საშუალებების გამოყენებით. ამ ეტაპზე იგულისხმება, რომ უნდა ხდებოდეს მომსახურების მომთხოვნი პირის (ფიზიკური და იურიდიული) ავთენტიფიკაცია.
მეოთხე ეტაპი - ინტეგრაცია და სრული ელექტრონული პაკეტი
მთელი მთავრობის ფარგლებში არსებული ყველა სახის ელექტრონული ფუნქციებისა და მომსახურების სრული ინტეგრაცია, გამჭვირვალობა და მათი ერთ ფანჯარაში გამოტანა. ამ ეტაპზე სამთავრობო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მთლიანად ელექტრონული ფორმით, მოთხოვნიდან - მიწოდებამდე.
ონლაინ - განვითარება
სურ. 6. ინტერნეტში ელექტრონული მთავრობის განვითარების ძირითადი ეტაპები
![]() |
4.2 2.2. ახალი, თანამედროვე ელექტრონული მთავრობის მოდელი |
▲back to top |
დღეს უკვე შეიძლება საუბარი ელექტრონული მთავრობის განვითარების ახალ მოდელზე, რომელშიც ხდება მოქალაქის ელექტრონული მონაწილეობაზე დაფუძნებული ელექტრონული დემოკრატიის ელემენტების გათვალისწინება.
თანამედროვე ელმთავრობის ძირითადი მახასიათებლები: თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული (სუპერსიჩქარიანი ინტერნეტი, მესამე თაობის მობილური კომუნიკაციები და ა.შ) უფრო ინტელექტუალური საჯარო მომსახურების, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ელექტრონულ სისტემის შექმნა (e-CRM);
ინტეგრირებული ელმთავრობის ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მთავრობას საზოგადოებისათვის ერთიან ორგანიზმად აქცევს, როგორც ონლაინში, ასევე ოფლაინში;
ელდემოკრატიის განვითარება საზოგადოების მონაწილეობის ახალი მეთოდების დანერგვის გზით.
ახალი ელმთავრობის განვითარების ეტაპები
პირველი ეტაპი
ძალისხმევა მიმართულია ადმინისტრაციული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების ფორმირებაზე, მაშინ, როცა მომსახურებასა და საზოგადოების მონაწილეობაზე ნაკლები აქცენტი კეთდება.
მეორე ეტაპი
არსებული მონაცემთა ბაზების ურთიერთდაკავშირება და საქმიანი ინფორმაციის დამუშავების კომბინირება მომსახურების უზრუნველყოფასთან. ონლაინ მომსახურება ექცევა ელექტრონული მთავრობის ცენტრში.
მესამე ეტაპი
მთავრობის შიდასაქმიანობისა და სამთავრობო მომსახურების ინტეგრაცია და მოქალაქეთა ელმონაწილეობა.
მეოთხე ეტაპი
მთავრობისა და საზოგადოების როლის ურთიერთმორგება, ღირებულებების გადაფასებასა და სრულიად ახალი ტიპის მთავრობის ჩამოყალიბება - მთავრობა საზღვრების გარეშე.
![]() |
5 3. ელექტრონული მთავრობის ძირითადი პრინციპები და ამოცენები |
▲back to top |
![]() |
5.1 3.1. მთავრობის განხორციელების ძირითადი პრინციპები |
▲back to top |
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით არსებობს ელექტრონული მთავრობის განხორციელების 10 ძირითადი პრიციპი (OECD, [4]):
ხედვა/პოლიტიკური ნება
ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მართვის შეცვლასთან დაკავშირებით;
ელმთავრობის ინტეგრაცია ქვეყნის საერთო პოლიტიკას და მიზნებთან, სახელმწიფო მართვის რეფორმისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების პროცესებთან;
ერთიანი ჩარჩო/კოოპერაცია
უწყებათშორისი თანამშრომლობა მომხმარებელზე ფოკუსირებული ორგანიზაციების ჯგუფებს შორის;
დაფინანსება: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მიზნობრივი ინვესტირება.
მომხმარებელზე ფოკუსირება
მისაწვდომობა ონლაინ სერვისებზე;
მომხმარებლის არჩევანი მთავრობასთან ურთიერთობის მეთოდთან მიმართებით;
მაღალი დონის საინფორმაციო და ადმინისტრაციული მომსახურება მოქალაქეებისათვის და მოქალაქის აქტიური ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში;
კერძო ინტერესების დაცვა.
პასუხისმგებლობა
სამთავრობო პოლიტიკის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება;
ელმთავრობის მოთხოვნილებების, დანახარჯების, სარგებლისა და შედეგების მონიტორინგი და ევალუაცია.
![]() |
5.2 3.2. ელმთავრობის განხორციელებისსათვის საჭირო ელემენტები |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი ელემენტების არსებობა:
ინფორმაციული პოლიტიკის ელემენტები: ორგანიზაციის ინფორმაციული მართვის სტრატეგია, სამუშაო პროცესებისა და სუბკონტრაქტირების სტრატეგიის რეფორმირება, სამართლებრივი სისტემისა და აღმასრულებელი სისტემის რეფორმირება;
ინფორმაციული უზრუნველყოფის ელემენტები: ქსელის ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის სპეციალისტები.
ინფორმაციული მოთხოვნილების ელემენტები: ა) ინფორმაციის უტილიზაციის ელემენტები სახელმწიფო დაწესებულების შიგნით (მოხელეთა განათლება საინფორმაციო სფეროში - სახელმწიფო მოხელის შესაბამისი უნარ-ჩვევები და ორგანიზაციის კულტურის ელემენტები), ბ) ინფორმაციის უტილიზაცია მოქალაქის მიერ, მოქალაქის ინფორმაციული განათლება - ონლაინ სამთავრობო სერვისებით სარგებლობის უნარი.
სურ. 7. ელექტრონული მთავრობისათვის საჭირო ელემენტები (DGF-KTC [1])
![]() |
5.3 3.3. ელმთავრობის დაპროექტება |
▲back to top |
ელმთავრობა წარმატებულია იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებულია მოთხოვნისა და მიწოდების მხარე. ერთი მხრივ, იგი სისტემატურად უნდა ასახავდეს საზოგადოების საჭიროებებს - ე. წ. მოთხოვნის მხარე და, მეორე მხრივ, მუდმივად უნდა იზრდებოდეს ტექნოლოგიური და ორგანიზაციული შესაძლებლობები იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები და უზრუნველყოფილი იყოს ელმთავრობის სერვისები, ე.წ. მიწოდების მხარე. წარმატებული ქვეყნები სისტემატურად ახორციელებენ ელმთავრობის პროექტებს, საჭიროების შესწავლის, სხვადასხვა სერვისის დანერგვის, ტექნოლოგიური შესაძლებლობის გაძლიერებისა და მართვის ცვლილებების სფეროებში.
სურ.8. ელმთავრობის დაპროექტება
მოთხოვნა
საზოგადოების მოთხოვნის/საჭიროების შესწავლა: გამოკითხვები, კონსულტაციები, მიმოხილვები და ა.შ. საქართველოში ასეთი პროექტების მაგალითია: „ელმზადყოფნის შეფასება“ და „ელსაჭიროების შეფასება“, (GeDG[5]).
ცვლილებები
საკანონმდებლო აქტები და სტრატეგიული ნაბიჯები (ცხრილი 4, ცხრილი 5, დანართი 2.).
შესაძლებლობა
ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის გაძლიერება: საკომუნიკაციო ქსელები (LAN, MAN, WAN), ღია გასაღების ინფრასტრუქტურა - PKI, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, ღია სამთავრობო ინფორმაციის სტანდარტული და ინტეგრირებული მონაცემთა საძიებო სისტემები (AGLS, www.naa.gov.au - ავსტრალია, GILS, www.gils.net - აშშ), ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები (იხ. თავი 6.8)
საქართველო
საქართველოში არსებული რესურსები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელი, სახელმწიფო კანცელარიის ლოკალური კომპიუტერული ქსელი, სახელმწიფო უწყებათშორისი კომპიუტერული ქსელი - Tbilisi MAN, საფინანსო სისტემის უწყებათშორისი კომპიუტერული ქსელი (MAN), იმერეთის რეგიონის უწყებათშორისი ქსელი (WAN) და სხვა, (UNDP [2], [3]).
მოწოდება
ელმთავრობის სერვისები, დანერგვა/განვითარება სამთავრობო ვებ-კვანძები და პორტალები (იხ. ცხრილი 3)
საქართველო
ელმთავრობის ქართული ინტერნეტ-რესურსები განვითარების პირველ (წარმოშობის/განვითარების) და, უკეთეს შემთხვევაში, მეორე ეტაპზე (ინტერაქტივი) იმყოფება (დანართი 3).
![]() |
6 4. ურთიერთკავშირის სტრუქტურა ელექტრონულ მთავრობაში |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობა ითვალისწინებს მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მრავალნაირი ფორმის რეალიზაციას: მთავრობა-მოქალაქე, G2C, მთავრობ-მთავრობა, G2G, მთავრობა-ბიზნესი, G2B. ელექტრონული მთავრობის განვითარების გვიან ეტაპებზე ასეთი ურთიერთობები ორმხრივი მიმართულებებით ფუნქციონირებს და იდეალურ შემთხვევაში გამოყენებელია „ერთი ფანჯრის“ პრინციპი ყველა სახის სერვისისა და ტრანზაქციისათვის (სამთავრობო პორტალები).
სურ. 9. ურთიერთკავშირის სტრუქტურა ელმთავრობაში (DGF-KTC [1])
![]() |
6.1 4.1. მთავრობა - მოქალაქე (G2C2G) |
▲back to top |
ა) მთავრობა - მოქალაქე
სამთავრობო ადმინისტრაციული მაღალი დონის მომსახურების ფართო სპექტრი, მაგალითად:
სხვადასხვა სახის სამთავრობო ანკეტების, განაცხადის ფორმების მოძიება, შევსება და განაცხადის გაკეთება ონლაინში: პასპორტის, ქორწინების მოწმობის, დაბადების მოწმობის, მართვის მოწმობის ასაღებად და ა.შ. (www.forms.gov - aSS; www. direct.gov.uk - ბრიტანეთი);
ცნობების, სერტიფიკატების და მოქალაქის სოციალურფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტის ელექტრონიზაცია, მოძიება, კოპირება, დადასტურება და გაცემა: მართვის მოწმობის, მოქალაქეობის ცნობის, დაბადების მოწმობის, პასპორტის დადასტურებული ასლის გაცემა, განაცხადის გაკეთება მოქალაქეობის მიღებაზე/იმიგრაციაზე და ა.შ. (www.Firstgov.gov- aSS; www.canada.gc.ca -kanada));
ელექტრონული საფინანსო მომსახურება, სხვადასხვა სახის სამთავრობო მომსახურების ფინანსური აპლიკაციის ფორმების ჩამოტვირთვა, შევსება და ტრანზაქციების განხორციელება: მომსახურების ღირებულება, ჯარიმები, გადასახადები და ა.შ. (www.pay.gov - aSS; http://gov.mt - მალტა; http://www.emta.ee - ესტონეთი);
სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციის მოძიება: სახელმწიფო დოტაციები, გრანტები, სტიპენდიები და სხვა სახის სოციალური დახმარებები და ა.შ; http://www.studentsupportdirect.co.uk - გაერთიანებული სამეფო);
ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემა ყველა ძირითადი სახის დაზღვევაზე (www.egov.go.kr - korea);
კონსულტაციები სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ საკითხებზე www.consultingcanadians.gc.ca -კანადა);
ლატარეის შედეგები ონლაინში (www.Firstgov.gov - აშშ).
ქართული რესურსები
ფინანსთა სამინისტროს ვებ-კვანძი, www.mof.ge:
ბიუჯეტი, სახელმწიფო ვალები, პროგრამები და პროექტები და ა.შ. იმერეთის პორტალი www.imereti.ge
სხვადასხვა სამთავრობო უწყების სტანდარტული ფორმებისა და ანკეტების კატალოგი;
სამთავრობო პროექტები და პროგრამები;
სამთავრობო ვაკანსიების განცხადებების დაფა და ა.შ.
ბ) მოქალაქე - მთავრობა
მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში:
კომენტარები სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ინიციატივაზე, პროგრამაზე, პროექტზე, ონლაინ-დისკუსიებში მონაწილეობა, ელფოსტით შეტყობინების გაგზავნა შესაბამის მისამართზე, ფორუმები, ელდისკუსიები;
საზოგადოებრივი აზრის შესწავლა - ონლაინ გამოკითხვების ჩატარება;
საჩივრები სხვადასხვა სახის მომსახურებაზე (www.bristol-city. gov.uk);
საარჩევნო ხმის რეგისტრირება, ელექტრონული არჩევნები (ბრაზილია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, იაპონია).
![]() |
6.2 4.2. მთავრობა - ბიზნესი (G2B2G) |
▲back to top |
ა) მთავრობა - ბიზნესი
ონლაინ საინფორმაციო მომსახურება:
მარეგულირებელი პოლიტიკის აღსრულებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების და შეტყობინებების სისტემატური გამოქვეყნება და გავრცელება;
სუბკონტრაქტირების შესაძლებლობები;
ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები (სახელმწიფოსესხები, კრედიტები და ა.შ.);
პატენტების, ლიზენციებისა და სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურა;
სახელმწიფო პროექტები და პროგრამები და ა.შ.
ადმინისტრაციული და საფინანსო მომსახურება ონლაინში:
საგადასახადო ფორმების ელექტრონული შევსება, წარდგენა და ტრანზაქციები;
ელექტრონული შესყიდვები და აუქციონები;
სახელმწიფო ლიცენზიისა და საექსპორტო ლიცენზიის აღება (განაცხადის წარდგენიდან დადასტურების მიღების ჩათვლით);
კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრის რეგისტრაცია (განაცხადის წარდგენიდან დადასტურების მიღების ჩათვლით).
სურ. 10. dgMarket-Georgia-s მთავრობის გვერდი www.tenderebi.com
ქართული რესურსები
dgMarket-Georgia, www.tenderebi.com, ელშესყიდვების საერთაშორისო სისტემის (www.dgmarket.com) ეროვნული კომპონენტი:
ტენდერების ელექტრონული დაფა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სატენდერო განაცხადების მოძიებას, განთავსებას, შეტყობინების მიღებას (საქართველოს განვითარების პორტალი, GeDG) (სურ. 9).
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვებ-კვანძი, www.tax.ge: საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო ნორმატიული დოკუმენტები, კითხვა-პასუხები.
ბ) ბიზნესი - მთავრობა
კომენტარები სამთავრობო დადგენილებებზე;
სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპანიებისა და მათ საქმიანობის შესახებ.
![]() |
6.3 4.3.მთავრობა - მთავრობა (G2G) |
▲back to top |
ა) უწყებათაშორისი კავშირი
გაზრდილი ადმინისტრაციული ეფექტურობა, პროდუქტიულობა და შემცირებული დანახარჯები:
ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის ზიარი საინფორმაციო სისტემა, უნიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფა;
ფინანსური ინფორმაციის ზიარი სისტემა (ბიუჯეტი, ფონდები, აქტივების გამოყენება, დანახარჯები და ა.შ.);
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქაღალდების შემცირებასა და სწრაფ ანგარიშსწორებას ინტეგრირებული ქსელური სისტემის მეშვეობით.
ციფრული ანგარიშსწორება/ტრანზაქციები.
ბ) საინფორმაციო და ადმინისტრაციული მომსახურება სახელმწიფო მოხელეებისათვის. სამთავრობო პორტალები (4. 4.);
გრანტების შესაძლებლობები;
გამოყენებითი კვლევები;
ონლაინ ტრენინგები საჯარო მოხელეებისათვის;
ოფლაინ ტრენინგების შესაძლებლობები;
უწყებების ძიება საიტზე;
მუშათა სახელფასო ცვლილებები;
სახელმწიფო მოხელის ელავთენტიფიკაცია სხვადასხვა ონლაინ ტრანზაქციების განსახორციელებლად და ა.შ.
ქართული რესურსები
უწყებრივი კორპორაციული მართვის სისტემა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში INMIS (UNDP) (დანართი 1)
ფინანსთა სამინისტროს ვებ-კვანძი www.mof.ge: ფინანსთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი.
სურ 11. აშშ-ის ფედერალური მთავრობის პორტალის პირველი გვერდი www.fi rstgov.gov
|
|||
ონლაინ |
ონლაინ |
ონლაინ |
მთავრობა |
● საგადასახადო ფორმების შევსება
● მონაწილეობა სახელმწიფო აუქციონებში
● სახელმწიფო დახმარებების ძიება
● სახელმწიფო გრანტები
● სოციალური უზრუნველყოფა
● სესხები სტუდენტებისათვის
● განაცხადი მოქალაქეობის მიღებაზე
● იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახური
● მართვის მოწმობის განახლება
● განაცხადი პასპორტის აღებაზე,
● არჩეულ თანამდებობის პირთან დაკავშირება
● ლატარიის შედეგები და ა.შ.
|
● კომენტარები სამთავრობო დადგენილებებზე
● კანონები და დადგენილებები ბიზნესის სფეროში
● საკონტრაქტო მომსახურების რეგისტრაცია
● სამთავრობო აუქციონები და გაყიდვები
● საგადასახადო ფორმების ელექტრონული შევსება
● დამქირავებლი (კომპანიის) საიდენტიფიკაციო ნომრის რეგისტრაცია
● დაქირავებულის სოცუზრუნველყოფის ნომრის ვერიფიკაცია
● შესყიდვების რეგისტრი მცირე ბიზნესისათვის
● სუბკონტრაქტირების შესაძლებლობები
● პატენტები და სავაჭრო ნიშნები
● საექსპორტო ლიცენზიის აღება |
● ფედერალური გადახდების სია 2004 წლისათვის
● გრანტები
● გამოყენებითი კვლევები
● ტრენინგები
● ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება
● თანამშრომელთა სია
● სახელფასო ცვლილებები ფედერალური უწყებების მუშაკებისათვის
● სამივლინებო დღიური ანაზღაურების ტარიფები
● პერსონალური ინფორმაციის განახლება
|
● Safecom (Wirelessnetworks) უმავთულო ქსელები - საზოგადოებრივი უსაფხთხოების უზრუნველყოფის პროექტი.
● E-Vital (კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის მართვა)
● ელგრანტები
● ელავთენტიფიკაცია ონლაინ ტრანსაქციებისათვის
● დასვენება - სამთავრობო დახმარებები
|
![]() |
7 5. ელექტრონული მთავრობის წარმატებისა და მარცხის ფაქტორები |
▲back to top |
ელმთავრობის განხორციელებას სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, ქვეყნის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ხელმძღვანელობა და ხედვა, შესაბამისი საკანონმდებლო, სამართლებრივი სისტემის არსებობა, რევოლუციური სახელმწიფო მართვის სისტემა.
![]() |
7.1 5. 1. წარმატების ფაქტორები |
▲back to top |
წინა პირობები
ელექტრონული მთავრობის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინა პირობების არსებობა:
სახელმწიფოს ხელმძღვანელის მკაფიო ხედვა, ელმთავრობის საფუძვლიანი ცოდნა, არსებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვრული ელმთავრობის განხორციელების სტრატეგია და მიმართულებები, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვა სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემის რევოლუციური, რადიკალური შეცვლისაკენ.
მოქალაქის მხრიდან ნდობის ფაქტორის არსებობა, მხარდაჭერა და მონაწილეობა, რაც შესაძლოა მიღწეულ იქნეს სარეკლამო/ საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ღონისძიებების (სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და ა.შ.) ორგანიზებით. ამ თვალსაზრისით მოქალაქისათვის თვალსაჩინო, კონკრეტული შედეგების არსებობა გადამწყვეტ როლს ასრულებს: მაგ., პროცედურის გამარტივება მართვის მოწმობის, პასპორტის აღებისას და ა.შ.
ტექნიკური ფაქტორები
ინტეგრირებული ქსელის სისტემა და ინფორმაციული ნაკადების თავისუფალი მრავალმხრივი დინებები სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებასა და განყოფილებას შორის;
სტანდარტიზებული, მასშტაბირებადი, ადაპტირებადი საინფორმაციო ტექნოლოგიური არქიტექტურა;
უსაფრთხოებისა და ავთენტურობის ინფრასტრუქტურა სტაბილური სამოქალაქო მომსახურების უზრუნველსაყოფად;
შიდასახელმწიფო მართვის ფაქტორები
მთავრობის იმიჯის შეცვლა;
ბიუროკრატიული დაბრკოლებების ელიმინაცია;
სამუშაო პროცესების რეკონსტრუირება;
საინფორმაციო რესურსების მართვის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს: ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, შენახვა, გაცვლა და წაშლა;
სახელმწიფო მმართველობისა და ბიზნესპროცესის რეკონსტრუირება, ადმინისტრაციული სისტემის რეფორმირება;
საკანონმდებლო სისტემის მართვის რეფორმირება, კანონაღმასრულებელი სისტემის ქმედითობა;
მმართველობის კულტურის ადაპტირება მოქალაქეზე ორიენტირებულ მიდგომასთან;
კვალიფიციური კადრების არსებობა.
სოციალური ასპექტი
სხვადასხვა სოციალურ ფენა შორის ციფრული განხეთქილების შემცირება ელექტრონული მთავრობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მიმართულებით მთავრობას შეუძლია სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, მაგალითად:
უფასო კომპიუტერული სწავლება ახალგაზრდების და დაბალი შემოსავლის მქონე პირთათვის;
საინფორმაციო და კულტურული ცენტრების შექმნა;
სპეციალური საინფორმაცო მომსახურება ინვალიდებისა და შრომისუუნარო პირთათვის.
ელექტრონული მთავრობის განხორციელების პროცესი მასზე მოქმედი ამ და სხვა ფაქტორების ჭრილში შესაძლებელია სურ.12-ზე ნაჩვენები ფორმით გამოისახოს:
სურათი 12. ელმთავრობის განხორციელების პროცესი (DGF-KCT [1])
![]() |
7.2 5. 2. მარცხის ფაქტორები და დაბრკოლებები |
▲back to top |
ცხადია, ელექტრონული მთავრობის წარუმატებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმ საერთო ბარიერებთან რომლებიც საზოგადოდ საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე არსებობს.
ცხრილი 1. ბარიერები საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე, ნიშვნელობის მიხედვით (ITU [9]) .
სიღატაკე |
1 |
განათლების დაბალი დონე |
2 |
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა |
3 |
საინვესტიციო და საკომუნიკაციო სერვისების მაღალი ფასები |
4 |
ინვესტიციების არარსებობა |
5 |
განუვითარებელი ინსტიტუციური სტრუქტურები |
6 |
საერთაშორისო თანამშრომლობის არარსებობა |
7 |
უსაფრთხოების დაბალი დონე |
8 |
სხვა |
9 |
უშუალოდ ელექტრონული მთავრობის წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორებია:
ინსიტუტიციური: საინფორმაციო რესურსებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიური კომპლექსების სიმწირე, ტექნოლოგიების დაბალი დონე.
მმართველობითი: სახელმწიფო მართვის სისტემის ხარვეზები, ბიუროკრატიული ბარიერები, კორუფცია, საჭირო საკადრო რესურსების დეფიციტი.
პოლიტიკური: არაადეკვატური დაგეგმარება და სტრატეგია, საკანონმდებლო ბაზის, სტანდარტებისა და პროგრამების არარსებობა.
საკანონმდებლო ბაზის, სტანდარტებისა და პროგრამების არარსებობა.
![]() |
8 6. ელექტრონული მთავრობის სისტემაწარმომქმნელი ინფრასტრუქტურა |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის როგორც შიდა (საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა), ასევე გარეშე (სამთავრობო მომსახურების გაუმჯობესება) ფუნქციური მიზნების მისაღწევად აუცილებელია ელმთავრობის სისტემაწარმომქმნელი ინფრასტრუქტურის არსებობა (Опыт США [10]).
მისი ძირითადი კომპონენტებია:
მთავრობის არქიტექტურა,
ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა,
ელექტრონული ციფრული ხელმოწერა და ავთენტიფიკაცია,
უსაფრთხოება და კერძო ინტერესების დაცვა,
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა,
პროდუქციისა და მომსახურების სამთავრობო შესყიდვები/ელექტრონული ვაჭრობა,
გადახდების ელექტრონული სისტემები,
ელექტრონული საიდენტიფიკაცო ბარათები.
ელმთავრობის სისტემაწარმომქმნელი ინფრასტრუქტურის არსებობა თავისთავად აუცილებელია იმისათვის, რომ ელმთავრობამ დააკმაყოფილოს მისთვის წაყენებული მთავარი პირობა ამომწურავი ინფორმაციისა და მომსახურების მიღებისა ელმთავრობასთან ერთჯერადი (one-stop) მიმართვის შედეგად.
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა არის მთავრობის რეფორმირებისა და ელმთავრობის ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტის განხორციელების აუცილებელი პირობა (ცხრილი 4.).
![]() |
8.1 6.1. მთავრობის არქიტექტურა |
▲back to top |
მთავრობის ყველა ფუნქციური ნაწილის, ყველა უწყების მოწესრიგებული, კოორდინირებული, გამჭვირვალე საქმიანობა უზრუნველყოფს ინტეგრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, ინფორმაციული ნაკადების მოწესრიგებულ მოძრაობას და, შესაბამისად, ელექტრონული მთავრობის რეალიზაციას.
![]() |
8.2 6.2. ხელისუფლების ერთიანი საინფეორმაციო ინფრასტრუქტურა |
▲back to top |
ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის შექმნა სამთავრობო დაწესებულებებში, საინფორმაციო - საკომუნიკაციო ქსელები და კომპიუტერიზაცია;
ძირითადი ადმინისტრაციული ინფორმაციის ელექტრონიზაცია, ინტეგრირებული მონაცემთა ბაზებისა და ზიარი ინფორმაციული ქსელების შექმნა.
![]() |
8.3 6.3. ელექტრონული ხელმოწერა და ავთენტურობა |
▲back to top |
ელმთავრობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობის საქმიანობაში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და დაცულ ტრანზაქციებს, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის, ასევე მთავრობასა და მოქალაქეებს, მთავრობასა და კომერციულ სტრუქტურებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ელექტრონული ხელმოწერა ფართო გაგებით „ნიშნავს ელექტრონულ აღნიშვნას, სიმბოლოს, მეთოდს, რომელიც გამოიყენება კონტრაქტში ან ლოგიკურად ასოცირდება კონტრაქტთან ან სხვა დოკუმენტთან და სრულდება ან გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელიც ხელს აწერს დოკუმენტს“ (კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ საერთაშორისო და ნაციონალურ კომერციულ ურთიერთობებში, 2000, აშშ (ACT, USA [11]). ასეთ განმარტებაში ექცევა: პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრები (PIN) და პაროლები, საკუთარი ხელმოწერის გამოსახულების ციფრული ფორმით წარმოდგენა, პირობითი ნიშნები, ბიომეტრიული მონაცემები და ა.შ. აშშ-ის სხვა კანონი (ACT, USA [12]) იძლევა ელექტრონული ხელმოწერის დაზუსტებულ განმარტებას, რომელიც ზღუდავს ელექტრონული ციფრული ხელმოწერის ვარიაციებს და მკაცრად განსაზღვრავს სამთავრობო უწყებების საქმიანობას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თვალსაზრისით:
„ელექტრონული ხელმოწერა არის ელექტრონული შეტყობინების დადასტურების მეთოდი, რომელიც ა) ახდენს პირის, როგორც ელექტრონული შეტყობინების წყაროს იდენტიფიცირებას და ადგენს მის ნამდვილობას, ბ) აჩვენებს (შეიცავს) ელექტრონულ შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დადასტურებას ამ პირის მიერ“.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონები ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ეყრდნობა ევროკავშირის დირექტივას ელექტრონული ხელმოწერების შესახებ (EU [13]).
![]() |
8.4 6. 4. ინფორმაციის უსაფრთხოება და კერძო ინტერესების დაცვა |
▲back to top |
ა) ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის იდეოლოგიური საფუძვლებია:
ინფორმაციის თავისუფლება:
აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის
საჯაროობა, ინფორმაციის მიღების უფლება (right to know);
ინფორმაციის თანასწორობა:
უნივერსალური მიდგომა და ციფრული უთანასწორობის პრობლემის გადაწყვეტა;
პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა (Information privacy): ინფორმაციის მფლობელს უფლება აქვს აკონტროლოს თავისი ინფორმაცია და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ინფორმაციის განკარგვის შესახებ. ინფორმაციის მფლობელს უნდა შეეძლოს საკუთარ ინფორმაციაზე შეღწევადობის დაბლოკვა და მისი გარეშე პირებისაგან ჩარევა-გამოყენებისაგან დაცვა.
ბ) ელექტრონული მთავრობის ინფორმაციის დაცვის ძირითადი ამოცანები
ელმთავრობაში ინფორმაციის დაცვა სამი ძირითადი ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს:
კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მისთვის, ვისთვისაც არის განკუთვნილი.
ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობს მთავრობა (სამთავრობო დოკუმენტები, პირადი სახის ინფორმაციები) დაცული უნდა იყოს ყველანაირი სახის უკანონო ცვლილების, ფალსიფიცირებისა და მოდიფიცირებისაგან, განურჩევლად იმისა, ეს ინფორმაცია ინტერნეტში იქნება განთავსებული თუ ჩაკეტილ მონაცემთა ბაზებში.
ხელშეუხებლობის დაცვის ზომები: ქსელებში ჩართული ტერმინალებისა და სერვერების დაცვა, მონაცემებზე შეზღუდული დაშვება, ავთენტიფიკაციის მკაცრი პოლიტიკის განხორციელება, გარემოს მავნე ზეგავლენისაგან (სიცხე, ტენი, მტვერი, და ა.შ.) დაცვა.
ინფორმაციის მიწოდების უწყვეტობა. მოქალაქეებისათვის სამთავრობო სერვისების უწყვეტი და ხარისხიანი უზრუნველყოფა.
რისკ-ფაქტორები: ელექტრონული თავდასხმები, როგორიცაა ვირუსები და ჰაკერები;
გ) ღია გასაღების ინფრასტრუქტურა (PKI - Public Key Infrastructure)
კრიფტოგრაფიაზე დაფუძნებული ღია გასაღების ინფრასტრუქტურა (PKI - Public Key Infrastructure) არის ის ძირითადი რგოლი, რომელიც იძლევა საშუალებას: ა) ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერა სამთავრობო უწყებებს შორის და ბ) ნებისმიერმა მსურველმა (მოქალაქემ, კომპანიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ და ა.შ. მიიღოს მონაწილეობა სამთავრობო უწყებებთან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროცესში.
ღია გასაღების ინფრასტრუქტურა არის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის, სხვადასხვა პროდუქციის, მომსახურების, საშუალებების, პოლიტიკის, პროცედურების, შეთანხმებების და იმ ადამიანური რესურსების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს კავშირების საიმედოობას ისეთ ღია ქსელებში, როგორიც ინტერნეტია.
ღია გასაღები ინფრასტრუქტურის ძირითადი ამოცანები
ელექტრონული ხელმოწერისა და კრიფტოგრაფირების საშუალებების გამოყენებით ღია გასაღებების ინფრასტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი საბაზისო მომსახურება:
იდენტიფიკაცია
- გადაცემის, შეტყობინების და გადამცემის ავთენტურობის უზრუნველყოფა. ინფორმაციის გამგზავნი და ინფორმაციის მიმღები უნდა იქნეს იდენტიფიცირებული, ანუ თითოეულმა მხარემ უნდა იცოდეს, საიდან წამოვიდა ინფორმაცია და რომ ის სწორ მისამართზეა გაგზავნილი.
მონაცემების სისწორე/ხელშეუხებლობა
- იმის უზრუნველყოფა, რომ მიღებული მონაცემები არ განსხვავდება ორიგინალისაგან. მხარეები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გადაცემული ინფორმაცია არ არის დამახინჯებული.
მიღებისა და ავთენტურობის დადასტურება
- გამგზავნისათვის ინფორმაციის ადრესატამდე მისვლის დადასტურება, ხოლო მიმღებისათვის გამომგზავნის ავთენტურობის დადასტურება. ეს იძლევა საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარემ, მაგ., სასამართლომ ზუსტად განსაზღვროს, ვინ გაგზავნა და ვინ მიიღო ეს ინფორმაცია.
კონფიდენციალურობა
- იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაციას წაიკითხავს მხოლოდ ის, ვისაც ამის უფლება აქვს. გადაცემის პროცესში ინფორმაცია უნდა იყოს დაცული არასანქცირებული შეღწევისაგან.
![]() |
8.5 6.5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა |
▲back to top |
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ელექტრონული მთავრობის ღერძია. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნას, ორგანიზებას, კატალოგიზებას, შენახვას, მოძიებას, გამოყენებას, დაარქივებას, წაშლას, გადაგზავნას. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება:
ორგანიზაციის შიგნით და ორგანიზაციებს შორის (G2G).
ანგარიშები, სტატისტიკა, კორესპონდენცია, ბუღალტერია და ა.შ. მთავრობასა და მოქალაქეს/ბიზნესს შორის (G2C2G, G2B2G);
სხვადასხვა სამთავრობო ინფორმაციის - დოკუმენტების, საკანონმდებლო აქტების, პროცედურების და ა.შ. მოძიება, მიღება;
სხვადასხვა სამთავრობო ელექტრონული ფორმის მოძიება და შევსება, გადაგზავნა;
მოქალაქის/კომპანიის მიერ სხვადასხვა სახის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა მთავრობისათვის (განაცხადები, დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ა.შ) მთავრობის მიერ მისი პიროვნების/ორგანიზაციის, საქმიანობის, სტატუსის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი შემდგომი ქმედებების განხორციელების მიზნით.
საქართველო
1997 წლიდან საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება უწყებრივი კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემის (INMIC) მეშვეობით. სისტემა დაინერგა გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით. (UNDP Georgia, CIMs Consulting) (სურ. 13. დანართი 1.).
სურ 13. იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემა (INMIS)
2006 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და ზოგიერთ სხვა უწყებაში კორპორაციულ Web პორტალის ბაზაზე ფუნქციონირებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის, კერძოდ, საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემა. სურ. 14. (MOF [21]). სისტემა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების „კორპორაციული WEB-პორტალის“ ფარგლებში. აღნიშნული სისტემა ფინანსთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო სტრუქტურებს საერთო ქსელში ჩართვისა და ერთიანი რესურსების გამოყენების საშუალებას აძლევს.
სურ 14. ფინანსთა სამინისტროს საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემა
![]() |
8.6 6.6. ელექტრონული შესყიდვები, ელექტრონული ვაჭრობა |
▲back to top |
სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვების სისტემის აუცილებელი კომპონენტებია:
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
შესაბამისი საინფორმაციო რესურსების არსებობა: გამოცხადებული ტენდერების ონლაინ კატალოგები, შესრულებული კონტრაქტების არქივი, ტენდერების ელექტრონული შეტყობინებების დაგზავნა, ცალკეული პუბლიკაცია და ა.შ;
ელექტრონული გადახდების სისტემა;
გამყიდველისა და მყიდველის იდენტიფიკაციის სტანდარტიზებული სისტემა;
კონტრაქტების გაფორმების/ხელმოწერის სისტემა და სხვა.
![]() |
8.7 6.7. ელექტრონული გადახდები |
▲back to top |
ელექტრონულ მთავრობაში ელექტრონული გადახდების სისტემა ემსახურება რამდენიმე ძირითად სამთავრობო ფინანსურ ნაკადს, მაგალითად (Опыт США [10]):
საგადასახადო შემოსავლები ხაზინაში;
სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე გაცემული თანხები:
საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა სახის დახმარებები და ა.შ.;
სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციებზე (კომერციულსა და არაკომერციულზე) გაცემული თანხები სუბკონტრაქტირების, სხვადასხვა პროდუქციის თუ მომსახურების შესყიდვის შემთხვევებში. www.gateway.ge
ელექტრონული გადახდების სისტემის პოზიტიური მხარეები:
გადასახდელების გადამხდელებისათვის მოსახერხებელი გარემო, გადახდის პროცედურის გამარტივება;
გადახდების გატარების სიჩქარის გაზრდა და გადახდებისა და საბუღალტრო გატარებების ეფექტიანობისა და სიზუსტის გაზრდა;
საბიუჯეტო თანხებზე მთავრობის მიწვდომადობის გაზრდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს;
ქაღალდის დოკუმენტბრუნვის შემცირება და, ამავდროულად, დასამუშავებელი მონაცემების სიზუსტის გაზრდა;
საგადასახადო ინფორმაციის კლასიფიცირებული ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს ეხმარება ფისკალური პოლიტიკის გან ხორციელებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.
![]() |
8.8 6.8. საიდენტიფიკაციო ბარათი SMART CARDS,- ID CARDS |
▲back to top |
ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები ფართოდ გამოიყენება წამყვანი ქვეყნების ელექტრონულ მთავრობაში. ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება და შესაძლოა მოიცვას შედარებით ვიწრო სამიზნე ჯგუფი ან გამოყენებულ იქნეს ქვეყნის მასშტაბით, მაგ. ელექტრონული პირადობის მოწმობა.
გამოყენების სფეროები:
პირადობის დადასტურება, ხელმოწერა, გადაადგილება (მგზავრობა), მცირე სამთავრობო შესყიდვები, სამთავრობო გადახდები (ხელფასები, დახმარებები), მოქალაქეთა გადახდები (გადასახადები), ფიზიკური (შენობები, ტერიტორიები) და ლოგიკური (ინფორმაციულ რესურსებზე - კომპიუტერები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.) დაშვების კონტროლის უზრუნველყოფა, მართვის მოწმობა და სხვა.
ოფციები:
ვიზუალური იდენტიფიკაცია (ფოტოსურათის განთავსების საშუალება);
ფიზიკური და/ან ლოგიკური დაშვების კონტროლი (მიკროსქემაზე - ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაცია და ავტომატიზებული მოწყობილობა);
დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობები - მრავალფუნქციური ბარათები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული გადახდების განხორციელების, მფლობელის ბიომეტრიული მონაცემების განთავსებისა და სხვა საშუალებას იძლევა.
ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათის ტიპიური მაგალითი
აშშ SMART CARDS. Опыт США [10]):
პროექტი „მარსი“ („MARS“ - Multitechnology Atumated Reader Card“,1994). სამიზნე ჯგუფი - აშშ საზღვაო და სახმელეთო სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
ფუნქციები: - მოსამსახურის სამედიცინო და პერსონალური მონაცემების შენახვა საველე პირობებში; - ნებართვა განსაზღვრული ქმედებისათვის; - კმაყოფის გაცემა და სხვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტი, 2000. სამიზნე ჯგუფი - სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პასუხისმგებელი პირები. ფუნქციები - ფიზიკური და ლოგიკური დაშვება.
პროექტი „ჯანმრთელობის პასპორტი“, 1999. სამიზნე ჯგუფი - ფეხმძიმე ქალები, დედები და შვილები. ფუნქციები - სხვადასხვა უწყების ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა.
შეიცავს ფიზიკური მონაცემების ფართო სპექტრს (სისხლის შემადგენლობა, ალერგიული რეაქციები და ა.შ.), ინფორმაციას მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა პერსონალურ მონაცემებს. |
ეროვნული პირადობის მოწმობები - e-ID cards,
ჰონკონგი მრავალფუნქციური ელექტრონული ბარათი smart-ID cards, 2003. (HK [14]) 2007 წლისათვის დაგეგმილია დაახლოებით 7 მილიონი ასეთი ბარათის გაცემა. ფუნქციები: საიმიგრაციო კონტროლი, ონლაინ ტრანზაქციების განხორციელება, დაშვება საჯარო ბიბლიოთეკებში, მართვის მოწმობა (დაგეგმილია 2006 წლისათვის).
|
|
|
|
ზოგიერთი სიმბოლო |
აღწერა |
*** |
მფლობული 18 წლისაა (და მეტის), აქვს ჰონკონგში |
* |
ხელეხალი შესვლის ნებართვა მფლობელი 11-დან 18 წლამდეა და აქვს ჰონკონგში |
A |
მფლობელს აქვსჰონკონგში ცხოვრების ნებართვა |
C |
მფლობელის ქვეყანაში ყოფნა შეზღუდულია |
Z |
მფლობელის დაბადებულია ჰონკონგში |
O |
მფლობელის დაბადებულია სხვა ქვეყანაში |
ევროკავშირის ქვეყნები (EU [15])
ესტონეთი ეროვნული ელექტრონული პირადობის მოწმობა, 2002. (EST [16])
2004 წლის ივნისისათვის ესტონეთში გაცემული ბარათების რაოდენობაა - 516,843 და 2007 წლისათვის დაგეგმილია ერთი მილიონი ბარათის გაცემა.
ელექტრონული პირადობის მოწმობა სავალდებულოა როგორც ესტონეთის მოქალაქეებისათვის, ასევე ესტონეთში მუდმივად მცხოვრები ყველა უცხოელისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია ციფრული ხელმოწერა და პირადობის დადასტურება. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ ბარათში სხვა ფუნქციების შეთავსებაც (სამედიცინო დაზღვევა, საბანკო მომსახურება და სხვა).
ბარათი შეიცავს მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს. უცხოელი მოქალაქის შემთხვევაში ბარათი აგრეთვე შეიცავს მონაცემებს საცხოვრებელი ადგილისა და მუშაობის უფლების შესახებ.
|
იტალია ელექტრონული პირადობის მოწმობა, 2001, CIE.
2008 წლისათვის დაგეგმილია 50 მილიონი ბარათის გამოშვება, მათ შორის ბავშებისათვისაც. CIE არის ჰიბრიდული ბარათი, რომელიც შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, ჰოლოგრამას, ხელმოწერას და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ძალაშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების დროსაც. |
ჰონკონგი
არსებული ეროვნული პირადობის მოწმობის ელექტრონული ვერსია, 2004. მალტის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, შეუძლია ისარგებლოს მალტის მთავრობის ონლაინ-სერვისებით, სამთავრობო პორტალის მეშვეობით (www.gov.mt). |
ფინეთი
ეროვნული ელექტრონული პირადობის მოწმობა (FINEID), 1999.
2004 წლისათვის გაცემულია 26 000 ბარათი. ძალაშია ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების დროს. გამოიყენება ფინანსური ტრანზაქციებისათვის, დაზღვევისა და განათლების სფეროს სერვისებითა და საჯარო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობის დროს. |
სტანდარტიზაცია და საერთაშორისო პილოტ-პროექტები
ევროკავშირის ფარგლებში ხორციელდება პროგრამები, რომელთა მიზანია დაინერგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის სტანდარტული, საერთაშორისო ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები, მაგ., ევროპის საბჭოს ინიციატივა - ელ-ევროპა (eEurope) (EU [17]), ევროპის ელექტრონული ხელმოწერის სტანდარტიზაციის ინიციატივა (EESSI) (EU [18]) და სხვა.
საქართველო
საქართველოს რიგ სამთავრობო უწყებებში დანერგილია თანამშრომელთა დაშვებისა და გადაადგილების კონტროლის ელექტრონული სისტემა. მაგ. კონტროლის პალატაში. ჯანდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, პარლამენტში, და ა.შ.
საქართველოს კონტროლის პალატის სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ელექტრონული ბარათი |
![]() |
9 7. ელექტრონული მთავრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წამყვანი ქვეყნების ხედვა, მიზნები, სტატუსი |
▲back to top |
![]() |
9.1 7. 1. ელმთავრობის მზადყოფნის კველვის შედეგების მოკლე მიმოხილვა. გაერო 2005 (UN [19]) |
▲back to top |
2001 წლისათვის გაეროს 191 წევრი ქვეყნიდან 143 ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ხდებოდა ინტერნეტის გამოყენება. 2005 წლისათვის უკვე 179 ქვეყანა, ანუ 94%25 წარმოდგენილია ინტერნეტში ვებ-კვანძების სახით.
ონლაინში წარმოდგენილი ქვეყნების დაახლოებით 90%25 - ის ხელისუფლება აქვეყნებს ინტერნეტში სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას, მათ შორის, საკანონმდებლო აქტებს, დებულებებს და აშ. ამავე დროს, ქვეყნების მხოლოდ ერთი მესამედი უზრუნველყოფს საზოგადოების ონლაინმომსახურებას.
ონლაინ-ტრანზაქციების განხორციელება ჯერ მხოლოდ წამყვან ქვეყნებშია შესაძლებელი. 170 ქვეყანაში (დაახლოებით სამი მეოთხედი) შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის ჩამოტვირთვა, მაგ., მართვის მოწმობის და ა.შ., მაგრამ მხოლოდ 32 ქვეყანაშია შესაძლებელი საკრედიტო ბარათით ონლაინ-გადახდების განხორციელება. გაეროს მიხედვით, 2005 წლისათვის ელმთავრობის მზადყოფნის მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ (0.9062), შემდეგ დანია (0.9058), შვედეთი (0.8983) გაერთიანებული სამეფო (0.8777). განვითარებადი ქვეყნებიდან ლიდერთა ჯგუფში (პირველი 25) შედიან კორეის რესპუბლიკა, სინგაპური, ესტონეთი, მალტა და ჩილე. საქართველო 83-ე ადგილზეა, მისი ინდექსია 0.378; (გაეროს 2004 წლის მონაცემებით საქართველო 94-ე ადგილზე იმყოფებოდა).
ელმთავრობის |
|
ელმონაწილეობის ინდექსი. |
||
აშშ |
0.9062 |
|
გაერთ. სამეფო |
1.0000 |
დანია |
0.9058 |
|
სინგაპური |
0.9841 |
გაერთ. სამეფო |
0.8777 |
|
აშშ |
0.9048 |
შვედეთი |
0.8983 |
|
კანადა |
0.8730 |
კორეის რესპ. |
0.8727 |
|
კორეის რესპ. |
0.8730 |
ავსტრალია |
0.8679 |
|
ახალი ზელანდია |
0.7937 |
სინგაპური |
0.8503 |
|
დანია |
0.7619 6 |
კანადა |
0.8425 |
|
მექსიკა |
0.7619 |
ფინეთი |
0.8231 |
|
ავსტრალია |
0.7143 |
ნორვეგია |
0.8228 |
|
ნიდერლანდები |
0.6984 |
სურ. 12. ელმთავრობის წარმატებული ქვეყნების ათეული. გაერო (UN [19])
ელმთავრობის მზადყოფნის ინდექსით ხდება სამთავრობო ონლაინ-სერვისების, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების შეფასება. ელმონაწილეობის ინდექსით ხდება სამთავრობო ვებკვანძების ხარისხის, ადეკვატურობის, გამოყენებადობისა და ნების/მზადყოფნის შეფასება მოქალაქეთა მონაწილეობის ონლაინ სერვისების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. (დანართი 4.)
![]() |
9.2 7.2. ელექტრონული მთავრობის მაჩვენებლები ევროპაში (EU 19) |
▲back to top |
ელექტრონული ევროპის 2005 წლის სამოქმედო გეგმაში ელმთავრობის ინდიკატორად აღებული იყო „ძირითადი სამთავრობო სერვისების ონლაინში მიწვდომადობის პროცენტი”. 2005 წლის ელ ევროპის სამოქმედო გეგმაში კი გაჩნდა ახალი განსაზღვრება ,,იმ ძირითადი სამთავრობო სერვისების რიცხვი, რომლებიც მთლიანად, სრულად მიწვდომადია ონ-ლაინში”, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ იქნა 20 ძირითადი სამთავრობო სერვისი, რომელთაგან 12 სერვისის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მოქალაქე, ხოლო დანარჩენი 8 სერვისისათვის კი სამიზნე ჯგუფი ბიზნესია.
ევროკავშირის მიერ 2005 წელს გაკეთებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული სამთავრობო სერვისებით თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფო, ისლანდია და გერმანია ყველაზე უფრო სწრაფად პროგრესირებადი ქვეყნების რიგს განეკუთვნებიან.
ამავე გამოკვლევის მიხედვით, სამთავრობო ონლაინსერვისები ყველაზე უფრო კარგად არის განვითარებული შვედეთში (89%25). 7 ქვეყნის მაჩვენებელი სცილდება 80%25-ს. (შვედეთი, ავსტრია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ფინეთი, ნორვეგია და დანია). სრული სამთავრობო ელექტრონული სერვისების საერთო პროცენტულობის მიხედვით ქვეყნების განაწილება დაახლოებით მსგავსია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს შვეციას, (74%25), ავსტრიას (72%25) და ფინეთს (67%25).
ორი ძირითადისამთავრობო სერვისი ევროკავშირის მიერ განსაზღვრული |
|
მოქალაქეზე ორიენტირებული |
ბიზნესზე ორიენტირებული |
საშემოსავლო გადასახადები |
სოციალური გადასახადები დაქირავებული მუშაკებისათვის |
სამუშაოს მოძიება |
კორპორაციული გადასახადი |
სოციალური უზრუნველყოფა: პენსიები, დახმარებები უმუშევრებისათვის, ავშვებისათვის და ა.შ. |
დამატებითი ღირებულების გადასახადი |
პერსონალური დოკუმენტები: პასპორტი და მართვის მოწმობა |
ახალი კომპანიის რეგისტრირება |
მანქანის რეგისტრაცია |
სტატისტიკის დაპარტამენტში მონაცემების წარდგენა |
მშენებლობის ნებართვა |
საბაჟო დეკლარაცია |
დეკლარაცია პოლიციაში |
გარემოს დაცვითი ნებართვები |
საჯარო ბიბლიოთეკებით სარგებლობა |
სახელმწიფო შესყიდვები |
დაბადებისა და ქორწინების მოწმობები |
|
რეგისტრაცია უმაღლეს სასწავლებელში განცხადება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ |
|
ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები |
|
ცხრილი 2 - ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრონული სამთავრობო სერვისების შედარებითი ანალიზი - 2001-2004 წწ. (EU 19)
|
ოქტ 2004 |
ოქტ |
ოქტ |
ოქტ |
|
ოქტ |
ოქტ |
ოქტ |
ოქტ |
შვედეთი |
89%25 |
87%25 |
87%25 |
61%25 |
შვედეთი |
74%25 |
67%25 |
67%25 |
28%25 |
ავსტრია |
87%25 |
83%25 |
56%25 |
40%25 |
ავსტრია |
72%25 |
68%25 |
20%25 |
15%25 |
გაერთიანებული სამეფო |
84%25 |
71%25 |
62%25 |
50%25 |
ფინეთი |
67%25 |
61%25 |
50%25 |
33%25 |
|
|
|
|
|
გაერიანებული სამეფო |
59%25 |
50%25 |
33%25 |
24%25 |
ირლანდია |
84%25 |
86%25 |
85%25 |
68%25 |
დანია |
58%25 |
72%25 |
61%25 |
32%25 |
|
|
|
|
|
ნორვეგია |
56%25 |
47%25 |
35%25 |
35%25 |
ნორვეგია |
82%25 |
75%25 |
66%25 |
63%25 |
ესპანეთი |
55%25 |
50%25 |
40%25 |
30%25 |
დანია |
81%25 |
86%25 |
82%25 |
59%25 |
იტალია |
53%25 |
45%25 |
35%25 |
15%25 |
ისლანდია |
76%25 |
56%25 |
53%25 |
38%25 |
საფრანგეთი |
50%25 |
45%25 |
35%25 |
25%25 |
საფრანგეთი |
74%25 |
73%25 |
63%25 |
49%25 |
ისლანდია |
50%25 |
28%25 |
28%25 |
11%25 |
ესპანეთი |
73%25 |
68%25 |
64%25 |
50%25 |
ირლანდია |
50%25 |
56%25 |
50%25 |
22%25 |
ნიდერლანდები |
70%25 |
65%25 |
54%25 |
37%25 |
გერმანია |
47%25 |
40%25 |
35%25 |
20%25 |
პორტუგალია |
68%25 |
65%25 |
58%25 |
51%25 |
პორტუგალია |
40%25 |
37%25 |
32%25 |
32%25 |
ბელგია |
67%25 |
58%25 |
47%25 |
23%25 |
ბელგია |
35%25 |
35%25 |
25%25 |
0%25 |
გერმანია |
66%25 |
52%25 |
48%25 |
40%25 |
|
|
|
|
|
საბერძნეთი |
61%25 |
54%25 |
52%25 |
39%25 |
საბერძნეთი |
32%25 |
32%25 |
32%25 |
11%25 |
შვეიცარია |
60%25 |
55%25 |
49%25 |
- |
ნიდერლანდები |
32%25 |
26%25 |
21%25 |
5%25 |
|
|
|
|
|
ლუქსემბურგი |
20%25 |
15%25 |
5%25 |
5 |
ლუქსემბურგი |
53%25 |
47%25 |
32%25 |
15%25 |
შვეიცარია |
6%25 |
0%25 |
0%25 |
- |
![]() |
9.3 7.3. წამყვანი ქვეყნების სტრატეგია. პასუხისმგებელი ორგანოები |
▲back to top |
თითოეული ქვეყნის ელექტრონული მთავრობის განვითარების სტრატეგია განსხვავდება ერთმანეთისაგან, რამდენადაც იგი განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: პოლიტიკური იდეოლოგია, ეკონომიკური და სოციალური სისტემები, განვითარების დონე, რესურსების არსებობა, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციონალური მოწყობა, კულტურული ტრადიციები და სხვა. ასევე განსხვავებულია მიდგომები ელმთავრობაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან (ცხრილი 3):
ა) ცენტრალიზებული, უშუალოდ ქვეყნის პირველ პირზე დაქვემდებარებული. აშშ-ში, კორეასა და საფრანგეთში შექმნილია სპეციალური ორგანოები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს ან პრემიერმინისტრს.
ბ) ორგანიზაცია, რომელიც კურირებს ეროვნული ინფორმატიზაციის სფეროს. იაპონიაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში არ მოქმედებს ასეთი გამოყოფილი სტრუქტურები. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებას ინფორმაციის დარგში და, შესაბამისად, კურირებენ ელმთავრობის პროექტების განხორციელებას.
გ) სპეციფიკური დეპარტამენტები. კანადაში, გერმანიასა და იტალიაში არ არსებობს გამოყოფილი ელმთავრობის ორგანიზაცია, მაგრამ არსებობს სისტემა, სადაც ფუნქციონირებენ სპეციფიკური დეპარტამენტები, რომლებიც კურირებენ ელმთავრობის პროექტებს.
![]() |
9.4 7.4. ელმთავრობის საკანონმდებლო ბაზა |
▲back to top |
ელმთავრობის განვითარებისათვის, მისი დაფინანსებისა და პროექტების პრომოუშენისათვის საკანონმდებლო ბაზა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მოახერხა, რომ შეექმნა ინტეგრირებული კანონმდებლობა პირდაპირ ელექტრონულ მთავრობასთან დაკავშირებით. უმეტეს ქვეყნებში ელექტრონული მთავრობის განვითარება ეყრდნობა ინფორმატიზაციის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას (ცხრილი 4).
ცხრილი 3. წამყვანი ქვეყნების სტრატეგია, პასუხისმგებელი ორგანოები.
სტრატეგია |
პასუხისმგებელი ორგანო კორდინირება |
|
აშშ |
||
2001-2002 წლების სტრატეგიული გეგმა (2000), კლინტონის ადმინისტრაცია. ექვსი ძირითადი მიმართულება:
- კავშირი მოქალაქეებთან - ურთიერთქმედება და ინოვაცია - საიმედოობა და უსაფრთხოება - პროფესიული მომზადება და კად რები - ურთიერთქმედება და თანამშრომლობა (შიდასამთავრობო, ფედერალური მთავრობა სხვა ორგანოებთან) - ინვესტიციების მართვა. |
- ინფორმატიზაციის სამმართველოების ხელმძღვანელთა საბჭო (Chief Information Ofi ccers Council) |
|
|
- ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველო (Offi ce of Management andBudget, OMB) |
|
|
- ინფორმაციისა და რეგულირების საქმეების სამმართველო (Offi ce of Information and Regulatory affairs) |
|
სტრატეგიული გეგმა, 2002, ბუშის ადმინისტრაცია. 4 ძირითადი მიმართულება: მოქალაქე- (მთავრობა-მოქალაქე, G2C), ბიზნესი - (მთავრობა-ბიზნესი, G2B), უწყებათშორისი კავშირები - (G2G), უწყება - შიდა ეფექტიანობა და შედეგიანობა (Internal Effi ciency and Effectiveness, IEE). |
- ელმთავრობის სამმართველო (Offi ce of Electronic Government)
- ინფორმატიზაციის სამმართველოების ხელმძღვანელთა საბჭო (Chief Information Offi cers Council)
|
|
გაერთიანებული სამეფო |
||
2000-2005 ელმთავრობის სტრატეგია (2000), სამთავრობო გეგმა ,,Ukonline“ აქცენტები: სამთავრობო მომსახურების გაფართოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაზრდა. ინტეგრირებული და სტანდარტიზებული მომსახურება. |
- ელსააგენტო (e-Envoy) |
|
|
- ცენტრალური საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი Central IT Unit (CITU) |
|
ავსტრალია |
||
„მთავრობა ონლაინში“ სტრატეგიული გეგმა, 2000, GOL (Government ON-line); ელმთავრობის სტრატეგია ფედერალური მთავრობისათვის, 2002 (უკეთესი მომსახურება, უკეთესი მთავრობა); პრიორიტეტები: ელდემოკრატიის განვითარება, ანუ საზოგადოების ონაწილეობის გაზრდა ანონშემოქმედებით სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. |
- ექსპერტ-ორგანიზაცია (NOIE), |
|
|
- ეროვნული ფინანსური მართვის სააგენტო |
|
კორეა |
||
ინფორმაციაზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა, 2001 |
ელმთავრობის სპეციალური კომიტეტი. |
|
11 ძირითადი ამოცანა, მისი განახლებული ვერსია, 2003. |
- მთავრობის ინოვაციის და დეცენტრალიზაციის კომიტეტი |
|
გერმანია |
||
გერმანია გეგმავს დაახლოებით 400 სახის ონლაინ ადმინისტრაციული სერვისის შექმნას და 1.65 ინვესტირებას 2002-2005 წლებში |
||
იტალია |
||
იტალიის მთავრობამ წარმოადგინა თავისი ხედვა „მთავრობის როლი საინფორმაციო საზოგადოებაში“ 2002 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც შეიმუშავა ელმთავრობის სამოქმედო გეგმა |
ცხრილი 4. ელექტრონული მთავრობის საკანონმდებლო ბაზა წამყვან ქვეყნებში.
ქვეყნის დასახელება |
წელი |
აშშ |
|
ელმთავრობის კანონი E-Government Act |
2002 |
კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ საერთაშო რისო და ნაციონალურ კომერციულ ურთიერ- თობებში Electronic Signatures in Global and National Commerce Act |
2000 |
კლინჯერ კოენის კანონი აინფორმაციო ექნოლოგიების გამოყენების სფეროში რეფორმის შესახებ Clinger-Cohen Act |
1996 |
მემორანდუმი ელექტრონული მთავრობის შესახებ Memorandum from the White House ,,Electronic overnment“ |
1999 |
მემორანდუმი საზოგადოების საკეთილდღეოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ Memorandum from the White House „Use of nformation Technology to Improve Our society“ |
1999 |
კანონი სამთავრობო ორგანიზაციებში ქაღალდის დოკუმენტბრუნვის ამოღების შესახებ Government Paperwork Elimination Act |
1998 |
კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ Information Freedom Act |
1996-ის რედაქცია |
კორეა |
|
ელმთავრობის კანონები |
2001 |
იაპონია |
|
ელმთავრობის 3 კანონი ადმინისტრაციული პროცესის გაონლაინებასთან დაკავშირებით |
2002 |
ავსტრალია |
|
ელტრანზაქციის კანონი E-transaction law (ETA) |
მიღებული 1999, |
გაერთიანებული სამეფო |
|
ელკომუნიკაციების კანონები Electronic Communication Acts |
2000 გერმანია |
გერმანია |
|
ელექტრონული ხელმოწერის კანონი Electronic signing law |
2001 |
ესტონეთი |
|
კანონი ციფრული ხელმოწერის შესახებ |
2000 |
![]() |
10 დანართი 1 |
▲back to top |
სახელმწიფო დაწესებულებებში დანერგილი მამართვის საინმფორმაციო სისტება (MIS - Management Information System) საქართველოში
1997-2005 წლებში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სექტორში დემოკრატიული მმართველობის განვითარების მხარდაჭერის საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia, www.undp.org.ge) საქართველოს წარმომადგენლობის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფის (UNDP CO in Georgia - NCTeam, www.cims.ge) მიერ შეიქმნა და დაინერგა უწყებრივი კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემის (INMIS) სხვადასხვა ქვესისტემა და მოდული, მათ შორის: საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო კანცელარიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, კონტროლის პალატაში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქუთაისის მერიაში და იმერეთის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
UNDP-ის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის/ორგანიზაციებისათვის დაპროექტებული და სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირებული უწყებრივი ბიზნეს-პროცესების კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემა (INMIS) წარმოადგენს რთულ ქსელურ პროგრამულ კომპლექსს, აგებულს ერთიან პლატფორმაზე, 100%25-ით ქართულენოვანს და სავსებით მისადაგებულს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო პროცედურებთან. ეს სისტემა სხვადასხვა უწყების ან ორგანიზაციის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე კონფიგურირდება კომპონენტებით და შედგება ვესისტემებისაგან და მოდულებისაგან:
„მოხელის გრაფიკული ოპერაციული სამუშაო გარემო“ (INMIS-Launcher);
„მოხელის ორგანაიზერი“ (Organizer);
„დოკუმენტმოძრაობა“ (Document Flow - DocFlow);
„საკანონმდებლო პროცედურების სისტემა“ (LPM)
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემა“ (Civil Acts Registration System - PIROS).
მოქალაქეობის საკითხთა მასალების საინფორმაციო სისტემა“ (Matters About Citizenship - MACSYS);
სახელმწიფო აუდიტის მხარდაჭერის სისტემა“ (Audit Support System - SSAS);
„პერსონალის მართვის სისტემა“ (Personnel Management System - PEMSY);
„მოქალაქეებისა და ინტერესთა ჯგუფების მიმართვების მოდული“ (The Module of Appeals of Citizens and Interests“ Group - PREMO);
„პარლამენტისადმი მოქალაქეთა/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვების საინფორმაციო სისტემა“ (Infomational System for Applications of Citizens/CSOs to the Parliament - ACPA);
„საკონტროლო დავალებათა მონიტორინგის სისტემა“ (Monitoring the Proccess of Tasks Implementation - MOPTI);
„სასამართლო პროცესებში მონაწილეობა“ (Participation in Judicial Proccesses - PJP);
„სამართლებრივი აქტების პროექტთა რეესტრი“ (The Register of Draft Legal Acts - REDLAC);
„საარქივო მასალები“ (The Archive Data - ARDAT);
„ბიბლიოთეკის წიგნთა საძიებო სისტემა“ (The Library System - LIBSY);
„სათამაშო ბიზნესის მონიტორინგი“ (Monitoring of Gambling Industry - GINSY);
„ჰუმანიტარული დახმარებების იმპორტირებისა და განაწილების მონიტორინგი“ (The Monitoring of Imports and Distributes of Humanitarian Aides - MIDA);
„თვითშემსწავლელი კომპიუტერული სისტემა“ (Self teaching aid system - STAS).
![]() |
11 დანართი 2 |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის საკანონმდებლო ბაზა და პასუხისმგებელი ორგამოები საქართველოში
საკანონმდებლო ბაზა
კანონები (Parliament [6]):
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლები ინფორმაციის მი-ღებასა და გავრცელებაზე, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობასა და განკარგვაზე მოქალაქის უფლების შესახებ (1995 წ.);
საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (1999);
საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ (2004).
კანონპროექტები (ITD [7]):
საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ (2002);
საქართველოს კანონი ელექტრონულ-ციფრული დოკუმენტის, ელექტრონულ ციფრული ხელმოწერის, ელექტრონულ-ციფრული გარიგების, ელექტრონულციფრული კომერციის შესახებ (2002).
სტრატეგიული დოკუმენტი
„საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამა“, 2004 - სარეკომენდაციო დოკუმენტი. მომზადდა საქართველოს მთავრობის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობების ინიციატივით (UNDP [8]).
პასუხისმგებელი ორგანოები
რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ფუნქცია
აპარატი უზრუნველყოფს ეკონომიკური, სამართლებრივი, „ელექტრონული მთავრობის“, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობასა და კოორდინაციას.
(საქართველოს მთავრობის დადგენილება №55 16 მარტი, 2006 წ.)
პასუხისმგებელი პირი:
სახელმწიფო მინისტრი: კახა ბენდუქიძე
მთავარი სპეციალისტი: გიორგი ახალაია
მისამართი: თბილისი, 0134 ინგოროყვას 7.
ტელ: (995 32) 982249
ელ-ფოსტა: gio@reforms.ge
ვებ-კვანძი: www.reforms.ge
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ფუნქცია
- კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციოსატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი;
- კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციოსატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
- საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე.
პასუხისმგებელი პირი:
მინისტრის მოადგილე: დავით წიკლაური
დეპარტამენტის უფროსი: ვანო გოჩიტაშვილი
მისამართი: თბილისი 0108, ჭანტურიას ქ. 12
ტელ: 931024, 93 15 55, ფაქსი: 934545
ელ-ფოსტა: ICT@econom.ge
ვებ-კვანძი: http://www.economy.ge/
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“.
ფუნქცია
სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის, საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და ქვეყნის ხელმძღვანელობის გარანტირებული დახურული კავშირების, სახელმწიფო სპეციალური კავშირების სისტემის განვითარება და სრულყოფა.
პასუხისმგებელი პირი:
სააგენტოს უფროსი: ვასილ გოგოლაძე
მისამართი: თბილისი 0108, 9 აპრილის ქ. №2,
ტელ: 282000 ფაქსი 284212.
ელ-ფოსტა: info@gsc.gov.ge
![]() |
12 დანართი 3 |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის ძირითადი ქართული რესურსები ინტერნეტში
საქართველოს მთავრობა |
www.govenment.gov.ge |
საქართველოს პრეზიდენტი |
www.president.gov.ge |
საქართველოს პარლამენტი |
www.parliament.ge |
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში ახელმწიფო მინისტრის აპარატი |
www.eu-integration.gov.ge/geo/ |
რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი |
www.reforms.ge |
ეროვნული ბანკი |
www.nbg.gov.ge |
უზენაესი სასამართლო |
www.supremecourt.ge |
საკონსტიტუციო სასამართლო |
www.constcourt.gov.ge |
საქართველოს სახალხო დამცველი |
www.ombudsman.ge |
აფხაზეთის არ სახალხო დამცველი |
http://abkhazetipdo.iatp.org.ge |
საქართველოს კონტროლის პალატა |
www.control.ge |
სახელმწიფო დაწესებულებები |
|
საქართველოს უშიშროების საბჭო |
www.nsc.gov.ge |
ცენტრალური საარჩევნო კომისია |
www.gncc.ge |
ეროვნული კომუნიკაციების კომისია |
www.gncc.ge |
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო |
www.napr.gov.ge/ge.htm |
საწარმოთა მართვის სააგენტო |
www.ema.ge |
ნოტარიუსთა პალატა |
www.notary.ge |
სავაჭრო სამრეწველო პალატა |
www.gcci.ge |
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა |
www.ajcci.ge/ge/ |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
www.spa.ge |
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი |
www.tsu.ge |
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია |
www.acnet.ge |
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი |
www.gpb.ge |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი |
www.naec.ge |
ფონდები |
|
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი |
www.gnsf.ge |
განვითარებისა და რეფორმების ფონდი |
www.drf.org.ge |
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი |
www.mdf.org.ge |
სქამინისტროები და დეპარტამენტები |
|
სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
www.maf.ge |
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს იუსტიციის საბჭო |
|
საგარეო საქმეთა სამინისტრო |
www.mfa.gov.ge |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
www.mes.gov.ge |
იუსტიციის სამინისტრო |
www.justice.gov.ge |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
www.health.net.ge, |
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო |
www.economy.gov.ge |
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი |
www.statistics.ge |
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი |
www.customs.gov.ge |
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი |
www.tax.ge |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
www.moe.gov.ge |
ენერგეტიკის სამინისტრო |
www.minenergy.gov.ge |
თავდაცვის სამინისტრო |
www.mod.gov.ge |
შინაგან საქმეთა სამინისტრო |
www.police.ge |
აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტი |
www.tourismadjara.com |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
www.maf.ge |
სამხედრო ადმინისტრაციები |
|
თბილისი |
www.tbilisi.gov.ge |
აჭარის ა.რ. |
www.adjara.gov.ge/eng |
აფხაზეთის ა.რ |
www.abkhazeti.info |
იმერეთი |
www.imereti.ge |
შიდა ქართლი |
www.shidakartli.ge |
ქვემო ქართლი |
www.kvemokartli.gov.ge |
![]() |
13 დანართი 4 |
▲back to top |
ელექტრონული მთავრობის ინტერნეტ რესურსები - მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები UN [20]).
ქვეყანა |
აღწერილობა |
მისამართი |
აშშ |
ინტეგრირებული სამთვარობო პორტალი |
http://www.fi rstgov.gov |
აშშ |
განათლების დეპარტამენტის პორტალი |
http://www.ed.gov |
აშშ |
სამთავრობო ფორმები |
http://www.fedforms.gov |
აშშ |
დასაქმების პორტალი |
http://www.usajobs.opm.gov |
კანადა |
ინტეგრიებული მომსახურება |
http://canada.gc.ca |
კანადა |
სამთვორბო კონსულტაციები |
http://www.consultingcanadians.gc.ca |
დანია |
დიალოგი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის |
http://www.danmarksdebatten.dk |
დიდი ბრიტანეთი |
ინტეგრირებული პორტალი |
http://www.direct.gov.uk |
დიდი ბრიტანეთი |
ელკონსულტაციები
|
http://www.consultations.gov.uk |
სინგაპური |
ელკონსულტაციები |
http://www.ecitizen.gov.sg |
კორეის რესპ |
ელშესყიდვების პორტალი |
http://www.g2b.go.kr/ |
იაპონია |
ელექტრონული მთავრობა |
http://www.e-gov.go.jp |
ფილიპინები |
ინტეგრირებული ეროვნული პორტალი |
http://www.gov.ph |
ჩილე |
დასაქმების ცენტრი |
www.infoempleo.cl |
მექსიკა |
მოქალაქეების მომსახურების პორტალი |
www.tramitanet.gob.mx |
მექსიკა |
ელ მექსიკა |
www.e-mexico.gob.mx |
ბრაზილია |
ელმთავრობის პორტალი |
http://www.e.gov.br |
ემირატები |
ელ-სერვისები |
http://www.government.ae |
ეგვიპტე |
ელმთავრობის სერვისები |
http://www.egypt.gov.eg |
ისრაელი |
ელგადახდების პორტალი |
http://www.ecom.gov.il |
ავსტრალია |
განათლება |
http://www.education.gov.au/ |
ავსტრალია |
ელტენდერები |
https://www.tenders.gov.au |
ახალი ზელანდია |
ელმონაწილეობა |
http://www.govt.nz/ttkw |
![]() |
14 წყაროები |
▲back to top |
DGF-KTC [1]
Approaches to e-government. Development Gateway Foundation - Korea Training Center, http://www.dgfktc.org
UNDP [2]
იმერეთის მხარის დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა. UNDPGeorgia, www.undp.org.ge; NCTeam (CIMS Consulting), www.cims.ge
UNDP [3]
სახელმწიფო მართვის სისტემის მოდერნიზება დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის UNDP Georgia, www.undp.org.ge; NCTeam (CIMS Consulting), www.cims.ge
OECD [4]
The e-government imperative: main ndings. OECD, 2003, http://www.oecd.org/dataoecd/60/60/2502539.pdf
GeDG [5]
Georgia e-Readiness Assesstment. Georgia e-Needs Assesstment. GeDG, 2003, კავშირი „საქართველოს განვითარება ინტერნეტით“ http://www.georgia-gateway.org
Parliament [6]
საქართველოს პარლამენტის ვებ-კვანძი http://intranet.parliament.ge/legis-aqtiv.htm
ITD [7]
საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი www.it-department.gov.ge
UNDP [8]
ICT Development Framework for Georgia. UNDP Georgia, www.undp.org.ge; NCTeam (CIMS Consulting), www.cims.ge
ITU [9]
Results of the WSIS opinion survey, 2003, ITU http://www.itu.int/osg/spu/wsis-themes/survey/ index.html
ОПЫТ США [10]
ЕЛЕКТРОННОЕ ПРАВИТЕЛЬСТВО. ОПЫТ СШАЮ ЦЕНТР КОМПЕТЕИНЦИИ ПО ЕЛЕКТРОННОМУ ПРАВИТЕЛЬСТВУ ПРИ АМЕРИКАНСОЙ ТАРГОВОЙ ПАЛАТЕ В РОСИИ. МОСКВА. 20003
Act, USA [11]
Electronic Signatures in Global and National Commerce Act, http://whitehouse.gov/omb/ memoranda/m00-15.html.
Act, USA [12]
Government Paperwork Elimination Act, 1998, http://www.cio. gov/Documents/paperwork- elimination-act.html
EU [13]
EU Signature Directive 1999: Directive 1999/93/EC of the European Parliament and of the Council on a Community framework for electronic signatures. O. cial Journal L13/12, 1999.
HK [14]
ჰონკონგის სამთავრობო პორტალი, http://www.smartid.gov.hk/en/index.html
EU [15]
Survey on EU's electronic-ID Solutions, http://europa.eu.int/youreurope/index-en.html
EST [16]
Information Technology in Public Administration of Estonia. Estonian Informatics Center, Tallinn 2003
EU [17
eEurope, http://europa.eu.int/information-society/eeurope; http://www.eeurope-smartcards.org
EU [18
European Electronic Signature Standardisation Initiative (EESSI) http://www.ict.etsi.org/EESSI-home.htm
EU [19]
Report of the fi fth measurementm 2004 European Commission Directorate General for Information Society and Media Online Availability of Public Services: http://europa.eu.int/information-society/ eeurope;
UN [20]
UN Global E-government Readiness Report 2005 - From E-government to E-inclusion http://www.unpan.org
MoF [21]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ,,საქმის წარმოების ავტომატიზირებული სისტემა”, თბილისი, 2006..
შენიშვნა: დამხმარე სახელმძღვანელოში მოყვანილი ფაქტოლოგიური მასალა აღებულია 2006 წლის მაისის მდგომარეობით.