The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გაეროს განვითარების პროგრამა


გაეროს განვითარების პროგრამა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები
საავტორო უფლებები: © UNDP
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphics Studio UNDP Georgia რ. ერისთავის ქ. №9, თბილისი 0179 საქართველო ტელ: (995 32) 251126/28/29/31 ფაქსი: (995 32) 250271/72 registry.ge@undp.org www.undp.org.ge



1 გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში

▲back to top


0x01 graphic

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში ბავშვთა ნახატის კონკურსიდავიცვათ ჩვენი გარემო!“ გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დახმარებითატარდა. ივნისი 2007

UNDP /დავით ხიზანიშვილი

2 UNDP - გაეროს განვითარების პროგრამა

▲back to top


გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არის გაეროს საერთაშორისო ქსელი, რომელიც განვითარების მიზნებს ემსახურება. მსოფლიოს 166 ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობამ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ნდობა დაიმსახურა.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა 1993 წლიდან მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში იგი ოთხ ძირითად სფეროში ეხმარება საქართველოს:

  • დემოკრატიული მმართველობა;

  • ეკონომიკური განვითარება;

  • გარემოს დაცვა და ენერგეტიკა;

  • კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია.

ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, აივ/შიდსის პრევენცია და ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა UNDP-ის ყველა პროგრამის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.

3 დემოკრატიული მმართველობა

▲back to top


UNDP ხელს უწყობს რეფორმების გატარებას ისეთი საკვანძო სამთავრობო სტრუქტურების მიერ, როგორიცაა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რეფორმების კოორდინაციის დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო.

მმართველობის დეცენტრალიზაცია

ეფექტური მმართველობისა და ტერიტორიული ადმინისტრაციული რეფორმის ცენტრმა, რომელიც UNDP-ისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა. 2007 წლის იანვარში სტრატეგია შესაბამის სამთავრობო კომისიაში იქნა წარდგენილი.

სამოქალაქო რეესტრის რეფორმა

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტთან (DfID) თანამშრომლობით UNDP დახმარებას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის მეორე ფაზის განხორციელებაში. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხელს შეუწყობს ახალი კანონმდებლობის შექმნას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს არქივების ციფრულ ფორმატში გადაყვანასა და სააგენტოში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას. პროექტის ფარგლებში განახლდება სამოქალაქო რეესტრის 14 ოფისი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

0x01 graphic

UNDP/ალექსანდრე კლიმჩუკი

სურათზე: გაეროს კეთილი ნების ელჩი პაატა ბურჭულაძე (მარცხნივ) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში რობერტ უოთკინსი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზა UNDP-ის დაახლოებით 100 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საინფორმაციო სისტემა ათასობით მოძრავი და უძრავი კულტურული ძეგლის, მუზეუმისა და დაცული ზონის შესახებ ინფორმაციას მოუყრის თავს. გარდა ამისა, სისტემაში ათასობით ფოტოსურათი, გრაფიკული, ტექსტური და სხვა სახის დოკუმენტი განთავსდება.

საინფორმაციო სისტემის წარდგენა 2007 წლის აპრილში გაიმართა. საპატიო სტუმრის სახით მასზე მიწვეული იყო გამოჩენილი ქართველი მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩს წარმოადგენს.

საპარლამენტო განვითარება

UNDP სტრუქტურულ რეორგანიზაციაში ეხმარება საქართველოს პარლამენტს. გარდა ამისა, მან ხელი შეუწყო პარლამენტში თანამედროვე მედია ცენტრის გახსნას, რომელიც აკრედიტებულ ჟურნალისტებს მოემსახურება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მხარდაჭერა

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრთან (ECMI) თანამშრომლობით UNDP დაეხმარა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს ევროსაბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ” ჩარჩო კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებაში.

2007 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფო სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, რომლის შემუშავებასაც UNDP-მ შეუწყო ხელი.

0x01 graphic

UNDP/დავით ხიზანიშვილი

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ევროსაბჭოსეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებჩარჩო კონვენციის განხორციელებას. მაისი 2007

სასამართლო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა

UNDP ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმას. უზენაეს სასამართლოში იგი სპიკერ მოსამართლეების ინსტიტუტის განვითარებას უწყობს ხელს. იგი აგრეთვე ეხმარება უზენაეს სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემის განახლებაში. სასამართლოს ახალი ვებ გვერდი, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა, 2008 წელს გაიხსნება.

0x01 graphic

UNDP/დავით ხიზანიშვილი

სურათზე: აშშ ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი (მარცხნივ), საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი ქავთარაძე (ცენტრში) და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი რობერტ უოთკინსი პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს რეფორმას, რის შედეგადაც ის უფრო ეფექტურად მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტო ონლაინ რეჟიმში „ერთი ფანჯრის” პრინციპით შეძლებს მუშაობას და საგრძნობლად გაამარტივებს სამოქალაქო რეგისტრაციის - დაბადების, ბინადრობის, ქორწინებისა თუ შვილად აყვანის, აგრეთვე პასპორტისა და პირადობის მოწმობის გაცემის პროცედურას.

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და სამოქალაქო რეესტრის რეფორმის მეორე ფაზის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

პროექტის ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ძირითად დონორს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წარმოადგენს, ხოლო თანადამფინანსებლებს - დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID) და გაეროს განვითარების პროგრამა.

ივლისი 2007

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელშეწყობა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადებაში

UNDP ხელს უწყობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის პროფესიული ტრენინგის ჩატარებაში. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, 16 თვის მანძილზე გაგრძელდება. ტრენინგი საქართველოს 76 ოლქსა და 3 500 საარჩევნო უბანში ჩატარდება. ეს საოლქო საარჩევნო კომისიების 380 მუდმივ წევრსა და საუბნო კომისიების 40 ათასზე მეტ დროებით წევრს მოიცავს.

0x01 graphic

UNDP/ბერდია ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჯილდოს გადასცემს გენდერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებულს. კონკურსის ორგანიზატორია UNDP-ის პროექტიგენდერი და პოლიტიკა”.

დეკემბერი 2006

4 ეკონომიკური განვითარება

▲back to top


საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2007 წელს UNDP-მ საგრძნობლად გააფართოვა თავისი ეკონომიკური განვითარების პროგრამა. UNDP ხელს უწყობს ისეთი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რომელიც მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. იგი აგრეთვე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან თანამშრომლობას.

ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა

ამ მიმართულებით UNDP თანამშრომლობს სახელმწიფო მინისტრთან რეფორმების კოორდინირების დარგში, ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა საკვანძო სახელმწიფო უწყებებთან. UNDP-ის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა წარმოადგენს, რომელნიც საქართველოს მთავრობას რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით უწევენ კონსულტაციას.

UNDP დაეხმარა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სავარაუდო შედეგების შეფასებაში.

UNDP-ის ახალი პროექტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური დეპარტამენტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

UNDP ეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე რეფორმების გატარებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში.

პროფესიული განათლების ხელშეწყობა

UNDP-მ თავისი წვლილი შეიტანა კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრებში გადამზადების კურსების გახსნაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, UNDP-ის დახმარების სფერო სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგში პროფესიულ განათლებას მოიცავს.

0x01 graphic

UNDP/დავით ხიზანიშვილი

სურათზე: გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი რობერტ უოთკინსი (მარცხნივ) და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია სერთიფიკატებს გადასცემენ კაჭრეთის სასწავლო ცენტრის პირველ კურსდამთავრებულებს.

კაჭრეთის სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას წარმოადგენს, მრავალპროფილიან პროფესიულ სწავლებას ახორციელებს. გაეროს განვითარების პროგრამის დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროს ეხება.

გაეროს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორთვიანი სასწავლო კურსები სოფლის მეურნეობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მევენახეობა, მებაღეობა და მეცხოველეობა. სასწავლო პროგრამებს წინ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა უძღოდა. კვლევის შედეგად დადგენილი პრიორიტეტული პროფესიებისათვის გაეროს განვითარების პროგრამამ პროფესიული სტანდარტები და სასწავლო მოდულები შეიმუშავა და ტრენერთა მომზადება განახორციელა.

სექტემბერი 2007

რეგიონული განვითარების ინიციატივები

კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტები ამ რეგიონების წარმატებულ განვითარებას ემსახურება. კახეთში UNDP თანამშრომლობს ადგილობრივ მმართველობასთან რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს უარყოფითი შედეგების დაძლევის მიზნით. ხოლო სამცხე-ჯავახეთში, ორწლიანი პროექტის ფარგლებში UNDP-მ შეისწავლა საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის გაფართოვების პერსპექტივები.

შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა

UNDP მონაწილეობას იღებს შავი ზღვის ვაჭრობისა და ინვესტირების მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამას თურქეთისა და საბერძნეთის მთავრობები, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა (BSEC) და გაერო აფინანსებს.

გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივა

ინიციატივის მთავარ მიზანს განვითარების საკითხებში ბიზნესთან თანამშრომლობა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა წარმოადგენს. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2006 წლის დეკემბრიდან არსებობს და 32 კომპანიას, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციას მოიცავს.

0x01 graphic

UNDP/დავით ხიზანიშვილი

სურათზე: UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი რობერტ უოთკინსი (მარცხნივ), ბანკისრესპუბლიკა”/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი გენერალური დირექტორი ჟილბერი (ცენტრში) და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.

„გაეროს მიზანია მსოფლიოში მშვიდობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა და ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება. გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივა იმის აღიარებას წარმოადგენს, რომ კერძო სექტორს სერიოზული წვლილის შეტანა ძალუძს ამ მიზნების განხორციელებაში” - თქვა რობერტ უოთკინსმა 2007 წლის ოქტომბერში გამართულ ბიზნეს ფორუმზე, რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკასა და პერსპექტივებს მიეძღვნა.

ფორუმს, რომლის ორგანიზატორიც გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივა იყო, საქართველოს წამყვანი ბიზნესმენები, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც გაერომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით ჩაატარა. კვლევა საზოგადოების მიერ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულებასა და მოლოდინს ეხება.

5 გარემოს დაცვა და ენერგეტიკა

▲back to top


UNDP ეხმარება საქართველოს მთავრობას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების დაცვაში. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებასა და წყლის რესურსების საკითხებში რეგიონულ თანამშრომლობას.

საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტები და ვალდებულებები

UNDP დაეხმარა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ნარჩენების ინვენტარიზაციაში.

იგი აგრეთვე ხელს უწყობს ეროვნული ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში.

პროექტი, რომელსაც UNDP 2008 წლიდან განახორციელებს, საქართველოს მიერ 2009 წლისათვის ოზონ დამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსები და საქართველოს ბიო მრავალფეროვნება

მაღალმთიან რაჭაში UNDP მცირე ჰესების, გეოთერმული და ჰელიო დანადგარების, ბიოგაზისა და შეშის ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებას უწყობს ხელს.

0x01 graphic

UNDP/ალექს ტურძილაძე

სურათზე: ბიოგაზის დანადგარის მონტაჟი სოფელ ნაკიეთში. მაისი 2007

მაღალმთიან რაჭაში გაეროს განვითარების პროგრამის დახმარება 200-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. ჰელიო და ბიოგაზის დანადგარები და შეშის ენერგოეფექტური ღუმელები ონისა და ამბროლაურის რაიონების მაცხოვრებლებს უფასოდ დაურიგდა.

0x01 graphic

UNDP/ანდრეი ნესტერენკო

სურათზე: მურად გოგოლაძე „ელკანას” სადემონსტრაციო მეურნეობაში. ივნისი 2007

სამცხე-ჯავახეთის ამ სადემონსტრაციო მეურნეობაში მიმდინარეობს ისეთი ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღდგენა და კონსერვაცია, როგორიცაა ხორბლის, ფეტვის, ღომის, ცერცვისა და ბარდის ადგილობრივი ჯიშები.

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი საქართველოს აგრარული მრავალფეროვნების აღდგენას, კონსერვაციასა და მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნავს. პროექტს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა” ახორციელებს, ხოლო განხორციელების რეგიონად შეირჩა სამცხე-ჯავახეთი, როგორც მიწათმოქმედების ისტორიული კერა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იგი ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღდგენასა და კონსერვაციას ახორციელებს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელშეწყობა

სამწლიანი პროექტი, რომელიც 2007 წლის აგვისტოში დაიწყო, მიზნად ისახავს კორპორაციის შინაგანი სტრუქტურების გაუმჯობესებას, ხარისხისა და გარემოსდაცვითი მართვის სისტემების დანერგვას და კორპორაციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების ხელშეწყობას. პროექტის ღირებულება 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

6 კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია

▲back to top


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთში (საქართველო) UNDP ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნავს. UNDP აგრეთვე ეხმარება საქართველოს მთავრობას კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების გაძლიერებაში.

აფხაზეთსა და მიმდებარე ზუგდიდის რაიონში

ევროკავშირისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით UNDP ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს. 2007 წლის მანძილზე იგი შვიდასზე მეტ ოჯახს დაეხმარა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებაში.

UNDP-მ აგრეთვე ხელი შეუწყო გალის, ოჩამჩირესა და ტყვარჩელის რაიონებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რამაც სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა 15 ათასი ადგილობრივი მაცხოვრებლისათვის გადაწყვიტა.

სოხუმში UNDP-მ გახსნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც განვითარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირებას განახორციელებს.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში

UNDP მონაწილეობას იღებდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში, რომელიც სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენას ისახავს მიზნად. კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, 2007 წლის ივლისისათვის UNDP-მ წარმატებით დაასრულა 20 პროექტი.

0x01 graphic

UNDP/რობერტ უოთკინსი

გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გაეროს განვითარების პროგრამა 700-ზე მეტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაეხმარა.

ივლისი 2007

7 სხვა ინიციატივები

▲back to top


ათასწლეულის განვითარების მიზნები

თბილისი მსოფლიოს პირველი დედაქალაქია, რომელმაც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საკუთარი გეგმა შეიმუშავა. 2007 წლის ივნისში თბილისის მერიამ UNDP-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც დედაქალაქის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და პრიორიტეტებს ასახავს.

აივ/შიდსის პრევენცია

2007 წლის იანვრიდან UNDP ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობას აივ/შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწაში ეხმარება.

0x01 graphic

UNDP/ნინო თავაძე

გაეროს მედია კლუბის შეხვედრა. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები უყვებიან ჟურნალისტებს ჰუმანური განვითარების ანგარიშის შესახებ, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ეხება.

სექტემბერი 2007

ჰუმანური განვითარების ანგარიში

მიმდინარე რეფორმები და ხალხი - ეს თემა შეირჩა 2007 წლის ჰუმანური განვითარების საქართველოს ანგარიშისათვის, რომელიც რეფორმების ხუთ ძირითად სფეროს მოიცავს: ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, და სამართალდაცვა. სამუშაო ჯგუფი თორმეტი ქართველი და ოთხი საერთაშორისო ექსპერტისაგან შედგება.

გაეროს განვითარების პროგრამა თავმჯდომარეობს საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც ანგარიშის შედგენას მეთვალყურეობას გაუწევს. საბჭოში შედიან მეცნიერები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანგარიშზე მუშაობა 2007 წლის სექტემბერში დაიწყო, ხოლო მისი გამოცემა 2008 წელს არის დაგეგმილი.

8 გაეროს სახლი თბილისში

▲back to top


0x01 graphic

UNDP/დავით ხიზანიშვილი