![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ბუნება, მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. ქვეყნის მდგრადი განვითარება შეუძლებელია ამ სიმდიდრის რაციონალური გამოყენებისა და შენარჩუნების გარეშე. 1994 წელს საქართველო შეუერთდა კონვენციას ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ” და ამით აიღო საერთაშორისო ვალდებულება დაიცვას და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, რომელიც ამასთანავე წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს.
ამის შემდეგ მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგა ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რისი დასტურიც იყო ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და შეფასების ეროვნული პროგრამა (1996). ეს იყო სამმხრივი თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს - NACRES (ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია) შორის. ამ პროგრამის მიზანი იყო ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეების, საქართველოში გავრცელებული სახეობებისა და მათი ჰაბიტატების მდგომარეობის შეფასება; არსებული, გარკვეულწილად სპორადული, ინფორმაციის შეგროვება და შეჯერება; თეთრი ლაქების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შესწავლის მასალები გამოიცა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
მომდევნო ეტაპზე განისაზღვრა ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავება, როგორც ამას ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია გვავალებს.
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავება დაიწყო 1998 წელს მსოფლიო ბანკისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით - შესაბამისად, მისი შემუშავების პროცესი წარმოადგენდა საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონვენციის დანერგვის მეორე ეტაპს.
აღნიშნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებას საერთო კოორდინაციას უწევდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. პირველი ეტაპის სამუშაო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად გაინაწილეს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, საქართველოს დაცული ტერიტორიების პროგრამამ და მეტყევე სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა. ისინი ერთობლივად ატარებდნენ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, აგრეთვე აგროვებდნენ და აანალიზებდნენ არსებულ მასალებს. დოკუმენტის მომზადებში ასევე ჩართული იყვნენ ექსპერტები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კოორდინაციით პერიოდულად ხდებოდა დაგროვილი მასალების შეჯამება, კომპილაცია, ანალიზი, ტარდებოდა შეხვედრები და სემინარები პროცესში ჩართულ ჯგუფების მონაწილეობით.
სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მომზადების პროცესი დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა.
2002 წელს ნათელი გახდა, რომ გარემოსდაცვითი და სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი ცვლილების გამო საჭირო იყო არსებული დოკუმენტის განახლება. ამის გამო, საქართველოს მთავრობის სახელით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თხოვნით მიმართა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსშეემუშავებინა დოკუმენტის დასრულების ახალი სწრაფი გეგმა. ამავე დროს, სამინისტრომდახმარება სთხოვა ფაუნისა და ფლორის დაცვის საერთაშორისო საზოგადოებას (Fauna and Flora International UK) დოკუმენტის ინგლისური ვერსიის მომზადებაში.
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, თავის მხრივ, თხოვნით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოსდაცვის გლობალური ფონდს (GEF) ნება დაერთოთ მათ მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,არიდული და სემიარიდულიეკოსისტემების კონსერვაცია სამხრეთ კავკასიაში” - ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო შესაბამისი თანხები დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად.
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა, ფაუნისა და ფლორის დაცვის საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და სხვადასხვა ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავა განახლებული დოკუმენტი, რომელიც განსახილველად დაეგზავნა ყველა შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიურ სტრუქტურას. ამ უკანასკნელთა მიერ მოწოდებული შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინების შემდეგ ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც დასამტკიცებლად გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
დოკუმენტის ძალაში შესასვლელად სამინისტროს მიერ მომზადდა მთავრობის დადგენილება. ამ დადგენილებით (საქართველოს მთავრობის დადგენილება № 27, 2005 წლის 19 თებერვალი) დამტკიცდა ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა.
ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა შედგება პრეამბულისა და ორი თავისაგან. პრეამბულაში ჩამოთვლილია ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიული კომპონენტები და მათთან დაკავშირებული პრობლემები; ამ პრობლემების ანალიზი მოცემულია დანართებში.
პირველ თავში წარმოდგენილია ზოგადი მიზანი და სამომავლო ხედვა. ასევე მოცემულია სტრატეგიული პრინციპები, რომლებსაც დოკუმენტი ეფუძნება და კონკრეტული მიზნები და ამოცანები ზემოთ ჩამოთვლილი თითეული კომპონენტის მიხედვით.
მეორე თავი წარმოადგენს მოქმედებათა გეგმას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად კომპონენტების მიხედვით. ასევე მითითებულია ამ ქმედებების განხორციელების სავარაუდო ვადები და ბიუჯეტი.
ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმას დანართის სახით ახლავს საქართველოს ბიომრავალფეროვნების ძირითადი საკითხები, სადაც განხილული და გაანალიზებულია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა, პრობლემების ანალიზი და და საფრთხეები. ეს დანართი დაყოფილია ქვეთავებად, რომლებიც შეესაბამება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შემდეგ თემატურ კომპონენტებს: დაცული ტერიტორიები; სახეობები და ჰაბიტატები; აგრობიომრავალფეროვნება; ნადირობა და მეთევზეობა; მონიტორინგი; ბიოუსაფრთხოება; გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოებრივი ცნობიერება და საზოგადოების მონაწილეობა; ფინანსურ-ეკონომიკური პროგრამა; საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ასპექტები; მდგრადი სატყეო მეურნეობა.
ამ თავზე დაყრნობით არის შემუშავებული დადგენილებაში მოცემული პრობლემების ჩამონათვალი (იხ. პრეამბულა), რომელთა გადაჭრის გზები დასახულია სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმის 1 და 2 თავში.
სიტუაციის ანალიზში მოცემულმა ზოგიერთმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა საკითხმა დღეისათვის ცვლილება განიცადა. დღევანდელი მდგომარეობით, მოქმედებათა გეგმით გათვალისწინებული ქმედებების ნაწილის განხორციელებაც დაწყებულია. აღნიშნული ასახვას ჰპოვებს ბიორავალფეროვნების ეროვნულ მოხსენებაში.
![]() |
2 საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №27
2005 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნათა შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“.
2. „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიითა და მოქმედებათა გეგმით“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი....................ზ. ნოღაიდელი
![]() |
3 საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (პრეამბულა) |
▲ზევით დაბრუნება |
1994 წელს საქართველომ ხელი მოაწერა საერთაშორისო კონვენციას ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და ამგვარად იკისრა პასუხისმგებლობა - დაიცვას ქვეყნის მდიდარი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო; დაიწყოს ბიოლოგიური რესურსების გონივრული გამოყენება და უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
ამჟამად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენოს სხვა ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილება და თავიდან აიცილოს შეუქცევადი ცვლილებები იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამის საფუძველს ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სფეროში მიღებული კანონმდებლობა ქმნის; თუმცა აუცილებელია არსებული კანონების აღსრულების უზრუნველყოფა და ზოგადად კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა. ასევე შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას მოითხოვს ინსტიტუციური მოწყობა. გაზრდილი პასუხისმგებლობითა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტრუქტურით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმთავრესი ფუნქცია ენიჭება ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში. ბუნების კონსერვაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ თითოეულ მხარე ქვეყანას ავალებს შესაბამისი ეროვნული დოკუმენტის შემუშავებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს სახელმწიფოში ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკა და კონკრეტული გეგმა. ამგვარი დოკუმენტის არსებობა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გონივრული გამოყენებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად არის მიჩნეული. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცება საქართველოს მიერ კონვენციით განაზღვრულ ვალდებულებათა განხორციელების უმნიშვნელოვანეს ეტაპად უნდა მივიჩნიოთ; მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეებისა, საქართველო მზადაა რეალური ნაბიჯები გადადგას თავისი ბიოლოგიური სიმდიდრის შენარჩუნების გზაზე.
ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმაქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისი განხორციელება მოითხოვს ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის მობილიზებას და მჭიდრო თანამშრომლობას სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესის სექტორებს შორის. წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე. ასევე აუცილებელი იქნება აქტიური თანამშრომლობა ისეთ სექტორებთან, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ურბანიზაცია და სხვ. საერთაშორისო გაერთიანებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას კვლავაც უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება ქვეყნის მიერ დასახული მიზნების მიღწევასა და ამოცანების გადაწყვეტაში.
დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის (შავი ზღვის აკვატორიის გარდა) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გონივრული გამოყენების სტრატეგიას მომავალი 10 წლისათვის და კონკრეტულ მოქმედებებს ხუთწლიანი პერიოდისათვის. იგი არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა წარიმართოს კოორდინირებული საქმიანობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში.
საქართველოს ბიომრავალფეროვნების ამჟამინდელი მდგომარეობის, პრობლემებისა და მასზე მოქმედი საფრთხეების გათვალისწინებით გამოიყო ცხრა ძირითადი საკითხი, რომლებიც მოიცავენ ბიოლოგიური რესურსების დაცვისა და გონივრული გამოყენების პრაქტიკულად ყველა ასპექტს. თუმცა მხედველობაში იქნა მიღებული ისიც, რომ თითოეული მათგანი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და, შესაბამისად, არსებობს გარკვეული გადაფარვები შედარებით უფრო კომპლექსურ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ზემოხსენებული ძირითადი საკითხებია:
- დაცული ტერიტორიები;
- სახეობები და ჰაბიტატები;
- აგრობიომრავალფეროვნება;
- ნადირობა და მეთევზეობა;
- ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი;
- ბიოუსაფრთხოება;
- გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოებრივი ცნობიერება და საზოგადოების მონაწილეობა;
- ფინანსურ-ეკონომიკური პროგრამა;
- მდგრადი სატყეო მეურნეობა;
- საკანონმდებლო ასპექტები.
ისტორიული ასპექტებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზის შედეგად თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გამოიყო შემდეგი ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც დასახულია სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმაში:
დაცული ტერიტორიები
1. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ჰაბიტატების მოდი-ფიკაცია და დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების გაღარიბება;
2. არ არსებობს დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელი;
3. ეროვნული დაცული ტერიტორიების არასაკმარისობა - არ არის დაარსებული დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის მნიშვნელოვან რეგიონებში (ცენტრალური კავკასიონი, ჯავახეთის ზეგანი);
4. დაცული ტერიტორიების გლობალური კატეგორიების ნაკლებობა;
5. უკიდურესად არასაკმარისი დაფინანსება, ფინანსური მექანიზმის მოუხერხებლობა, ინსტიტუციური სისუსტე;
6. საერთაშორისო თანამშრომლობის ნაკლებობა;
7. ზოგიერთი ნაკრძალის არაეფექტიანობა მცირე ზომის გამო;
8. დაცულ ტერიტორიებში მონიტორინგის სისტემის არარსებობა;
9. ადგილობრივი მოსახლეობის გაუცნობიერებლობა გარემოსდაცვით საკითხებსა და მიმდინარე პროექტებში;
10. ზოგიერთ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისა და დაცული ტერიტორიების ინტერესთა კონფლიქტი;
11. ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვება;
12. დაცული ტერიტორიების კანონქვემდებარე რეგულირების ნაკლებობა
სახეობები და ჰაბიტატები
1. უცნობია საქართველოს სახეობათა უმეტესობის თანამედროვე მდგომარეობა, რაც ართულებს კონსერვაციული პრიორიტეტებისა და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვის პროცესსა და სახეობების გონივრული გამოყენების უზრუნველყოფას;
2. განახლებას საჭიროებს საქართველოს წითელი ნუსხა;
3. ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა;
4. კრიტიკული საფრთხის წინაშეა მცენარეთა მრავალი სახეობა (მათ შორის ენდემური/პალეოენდემური, რელიქტური, იშვიათი);
5. ბოტანიკური ბაღები სრულად ვერ ასრულებენ კონსერვაციულ ფუნქციებს, ცხოველთა ex-situ კონსერვაციის ცენტრების არარსებობა კი მნიშვნელოვნად აფერხებს ზოგიერთი სახეობის კონსერვაციას;
6. ეკონომიკური მნიშვნელობის ცხოველთა არასანადირო სახეობებისა და მცენარეებისათვის (მცირე გამონაკლისის გარდა) დაუდგენელია მოპოვების კვოტები, რაც ბიოლოგიური რესურსების ჭარბი და უკონტროლო გამოყენების წინაპირობას ქმნის;
7. საფრთხის წინაშეა მცენარეთა მრავალი იშვიათი და რელიქტური თანასაზოგადოება;
8. საქართველოს უმნიშვნელოვანესი ჰაბიტატები (ნახევარუდაბნო, სტეპი, წყალჭარბი ტერიტორიები, ჭალის ტყეები, კოლხური ტყე და სხვ.) კრიტიკული საფრთხის წინაშეა;
9. გამოსავლენია საფრთხის წინაშე მყოფი:
ა) პირველადი და მასთან ახლომდგომი ბიოტოპები;
ბ) გლობალური მნიშვნელობის ბიოტოპები;
გ) განსაკუთრებით სენსიტური ბიოტოპები.
10. განსახორციელებელია საძოვრების ხელახალი პასპორტიზაცია მათი რაციონალური დატვირთვის დონის განსაზღვრის მიზნით, ვინაიდან ზამთრისა და ალპური საძოვრების ზეჭარბი გამოყენების გამო თითქმის ყველგან ხდება მცენარეული საფარის დეგრადაცია;
11. არ არის ამომწურავი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ არსებული ბიომრავალფეროვნების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ, რის გამოც მათი მართვა არ ხორციელდება კონსერვაციული პრინციპების გათვალისწინებით;
12. არ არის შეფასებული ინვაზიური სახეობების ზეგავლენა ადგილობრივ ეკოსისტემებსა და თანასაზოგადოებებზე.
აგრობიომრავალფეროვნება
1. აგრობიომრავალფეროვნების დაცვა არ არის აღიარებული პრიორიტეტად სახელმწიფოებრივ დონეზე;
2. ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნების, მისი დღევანდელი მდგომარეობის, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და ხელმიუწვდომლობა;
3. აგრობიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა;
4. გენეტიკური რესურსების უკონტროლო იმპორტი და ექსპორტი;
5. არსებობს თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების უკონტროლო შემოტანისა და დანერგვის საფრთხე;
6. თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნისა და შესაბამისი გამოცდილების არასაკმარისობა აგრობიო-მრავალფეროვნების ex-situ და in-situ კონსერვაციის სფეროში;
7. ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ნაკლებობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სხვა ქვეყნებთან;
8. აგრობიომრავალფეროვნების კვლევის პროგრამების ნაკლებობა;
9. კოლექციების, სასელექციო სადგურებისა და სათესლე მეურნეობების უმოქმედობა;
10. აგრობიომრავალფეროვნების გენეტიკური რესურსების ხელმიუწვდომლობა ფერმერთათვის და კვლევითი პროგრამებისთვის;
11. აგრობიომრავალფეროვნების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნისა და გამოცდილების დაკარგვა;
12. არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ტექნიკური აღჭურვისა და ბაზების არასრულფასოვნება;
13. აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ფერმერთა დახმარების პროგრამების არარსებობა;
14. არ არსებობს ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და გონივრული გამოყენებისათვის;
15. არსებული საგანმანათლებლო პროგრამების არასრულყოფილება აგრობიომრავალფეროვნებასთან მიმართებაში;
16. საქართველოს აგრობიომრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მექანიზმების არარსებობა.
ნადირობა და მეთევზეობა
1. ზოგიერთი საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება ან საჭიროებს შესწორებას;
2. კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ სრულფასოვნად არ მოქმედებს, ვინაიდან არ არის ძალაში ყველა კანონქვემდებარე აქტი და არ არსებობს კანონის აღსრულების ფინანსური და ეკონომიკური მექანიზმები;
3. არაეფექტიანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის ახლანდელი სისტემა;
4. მწირია კერძო სამონადირეო მეურნეობების შექმნის გამოცდილება;
5. არ არის დიფერენცირებული სატროფეო და არასატროფეო ინდივიდების მოპოვების ტარიფები, რის გამოც გამოიხშირება პოპულაციებისათვის მნიშვნელოვანი ინდივიდები;
6. ბაზიერების მიერ მტაცებელი ფრინველების მოპოვება წარმოებს უკანონოდ;
7. საქართველოში არ არსებობს ბაზა, სადაც სახელმწიფო მოხელეები და სამონადირეო მეურნეობებში მომსახურე პერსონალი გარკვეულ ცოდნას მიიღებდნენ ამ სფეროში;
8. მონადირეთა უმრავლესობა არ იცნობს ნადირობის მარეგულირებელ პროცედურებსა და წესებს (რომელ ცხოველებზეა ნადირობა დაშვებული, როდის, რა რაოდენობით და რა სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე შეიძლება მათი მოპოვება და სხვ.);
9. არ არის შემუშავებელი ტრადიციული ნადირობის კონცეფცია;
10. ზოგიერთი ადგილობრივი სარეწაო თევზის მარაგი იმდენად შემცირდა, რომ მისი აღდგენა სპეციალურ ღონისძიებებს საჭიროებს;
11. არ არსებობს ფინანსური მექანიზმები სარეწაო თევზის მარაგის აღწარმოებისა და დაცვითი ღონისძიებებისათვის.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი
1. საკანონმდებლო ბაზა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სფეროში მეტად მწირი და დაუხვეწავია - არსებობს მხოლოდ ზოგადი დებულებები;
2. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ფუნქციები არ არის მკაცრად გამიჯნული სხვადასხვა უწყებებს შორის;
3. არ არსებობს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოების უნიფიცირებული მეთოდოლოგია, რის გამოც დიდი სხვაობაა სტატისტიკურ მონაცემებში;
4. არ არსებობს ბიომრავალფეროვნების აღრიცხვის საერთო უნიფიცირებულ სისტემა, რის გამოც მონაცემების შეგროვების პროცესი დანაწევრებულ ხასიათს ატარებს და ინსტიტუციურ-დარგობრივად ხორციელდება;
5. არ ხდება ინფორმაციის გაცვლა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის პასუხისმგებელ ორგანოებს შორის;
6. არ არსებობს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა კომპიუტერულ ბაზა;
7. შესაბამის უწყებებს არ გააჩნიათ მონიტორინგის თანამედროვე მეთოდების, მაგალითად, გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების შესაძლებლობა;
ბიოუსაფრთხოება
1. არსებული კანონმდებლობა არ არეგულირებს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზების ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისა და გარემოში გამოთავისუფლების, აგრეთვე თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენების საკითხებს;
2. არ ხდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისა და მისი ქვეყნის შიგნით გამოყენების კონტროლი;
3. არ არის შესწავლილი და შეფასებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების პოზიტიური და ნეგატიური ეფექტები (ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური) მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში;
4. არ არის შესწავლილი და შეფასებული საქართველოში არსებული რესურსები გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ალტერნატივების კონტექსტში;
5. რისკების მართვის შესაძლებლობები უკიდურესად სუსტია, არასათანადოა სამეცნიერო კადრებისა და პერსონალის პროფესიული მომზადების დონე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
6. არ არის შემუშავებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არაკონტროლირებადი გავრცელების პრევენციის სათანადო მეთოდები;
7. უკიდურესად მცირეა არაკონტროლირებადი გავრცელების შედეგების ლიკვიდაციისათვის საჭირო რესურსები (ფინანსურ, ტექნიკური, ადამიანური);
8. არასისტემატიზებულია ინფორმაცია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით (იმპორტი, გამოყენება, კვლევა და სხვ.); დაბალია ფართო საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონე;
9. არ არსებობს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიმოქცევის რეგულირების სფეროში საზოგადოების უფლებებისა და მოვალეობების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზა;
10. დაბალია ბიოუსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ მოხელეთა და კერძო სტრუქტურების მუშაკთა (ნებართვის გამცემი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და სხვ.) კვალიფიკაციის დონე.
გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოებრივი ცნობიერება და საზოგადოების მონაწილეობა
1. მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და განათლების დაბალი დონე (თუმცა რაოდენობრივი შეფასება არასოდეს არ მომხდარა და არ არსებობს პარამეტრები ტენდენციების გამოსავლენად);
2. მოქალაქისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების არცოდნა და, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების სრული პასიურობა;
3. არაფორმალური განათლების სფეროში მოქმედებების ფრაგმენტული ხასიათი;
4. მასმედიის საშუალებების დაბალი ინტერესი და არაპროფესიონალიზმი გარემოსდაცვით საკითხებში;
5. რეგიონებში ბიომრავალფეროვნების სფეროში მოღვაწე პროფესიული არასამთავრობო ორგანიზაციების სიმცირე;
6. გარემოს დაცვის სამართლის პროფესიონალი კადრების ნაკლებობა;
7. სახელმწიფო, ბიზნეს- და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ბიომრავალფეროვნების სფეროში საერთო ინტერესების გაუცნობიერებლობა;
8. ბიომრავალფეროვნების სფეროში ერთიანი საინფორმაციო ბანკის არარსებობა;
9. სოციალური რეკლამისათვის კანონით გათვალისწინებული 5 პროცენტიანი ლიმიტის არსებობა, რაც აფერხებს ეფექტიანი ეკოლოგიური სარეკლამო კამპანიის წარმოებას.
ფინანსურ-ეკონომიკური პროგრამა
1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ხსენებული ეკონომიკური მექანიზმები რეალურად არ შექმნილა. ამ კანონში მოხსენიებული განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევის, გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირებისა და ეკომარკირების საკითხები არ წყდება;
2. არ არსებობს გარემოსდაცვითი საკითხების მენეჯმენტის მეთოდი და გამოცდილება;
3. საქართველოს საწარმოებში არ არის გარემოსდაცვითი სამსახურები;
4. საქართველოში არ მოქმედებს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტები;
5. არ არის გაანგარიშებული ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური ღირებულება, რის გამოც შეუძლებელია კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრა და, ასევე არ არის გათვლილი განაკვეთები დაინტერესებული ჯგუფებისათვის;
6. ბიომრავალფეროვნების დაცვის ერთიანი საინფორმაციო ქსელის არარსებობის გამო ინფორმაციის მოპოვება გართულებულია, რაც იწვევს ამ ინფორმაციის მნიშვნელოვან გაძვირებას;
7. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობის დადგენისას არ ხდება ბიომრავალფეროვნების სრული ეკონომიკური ღირებულების გათვალისწინება, რაც იწვევს ბუნებრივი რესურსების არამართებულ გამოყენებას (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გამოთვლისას არ ხდება ბიომრავალფეროვნებისათვის შესაძლო ზიანის გათვალისწინება);
8. გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის განაკვეთი არ ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების ღირებულებას;
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს საჯარიმო სანქციებს უნებართვო საქმიანობის შემთხვევაში, III და IV კატეგორიის საქმიანობისათვის განსაზღვრული ჯარიმის განაკვეთები მცირეა, საბაზრო ეკონომიკისა და დროის მოთხოვნების მიუხედავად; ამიტომაც ისინი საჭიროებენ გადასინჯვას.
საკანონმდებლო ასპექტები
1. არ არსებობს კანონი მცენარეთა სამყაროს შესახებ;
2. არ არსებობს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, აგრეთვე ბიოუსაფრთხოებისა და გენეტიკური რესურსების სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა;
3. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სფერო რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებისა და განსხვავებული უწყებრივი მიდგომების საფუძველზე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მცენარეული საფარის გამოყენების მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობის პირობებში;
4. არ არსებობს სამართლებრივი ბაზა ბიომრავალფეროვნების გონივრული გამოყენების ეკონომიკური საფუძვლების უზრუნველსაყოფად;
5. არსებული კანონმდებლობა მოითხოვს მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების შემუშავებას;
6. მოქმედი კანონმდებლობის ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს;
7. ზოგიერთი ნორმატიული აქტი არ შეესაბმება საქართველოში არსებულ რეალურ სიტუაციას (რიგ შემთხვევებში ეს აქტები მომზადებულია სხვა ქვეყნების მსგავსი კანონმდებლობის მიხედვით, და, აქედან გამომდინარე, ისინი საჭიროებენ ადაპტაციას საქართველოს რეალობასთან. გარდა ამისა, ახალი კანონის მიღების მომენტში ხშირად არ ხდება მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველსაყოფად);
8. არ არსებობს სამართლებრივი ბაზა ისეთი სტრუქტურისათვის, რომელიც ტაქსონების დონეზე შეაფასებს ბიომრავალფეროვნების სტატუსს (ტაქსონთა შემფასებელი მუდმივმოქმედი ჯგუფი).
მდგრადი სატყეო მეურნეობა
1. საქართველოს ტყეები წარმოადგენენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივ რესურსს, რომლის შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები იწვევს აუნაზღაურებელ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზიანს;
2. არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები ტყის რესურსების გონივრული მართვის უზრუნველსაყოფად;
3. ტყეების უკანონო და არამართებული ექსპლუატაცია იწვევს მათ შეუქცევად დეგრადაციას;
4. არაადეკვატური ინსტიტუციური მოწყობა, გაურკვეველი ვალდებულებები და არასაკმარისი დაფინანსება აფერხებენ არა მარტო უკანონო ჭრის ეფექტიანი კონტროლის დაწესებას, არამედ ტყის რესურსების ეფექტიან მართვასაც;
5. ტყის, როგორც ბუნებრივი რესურსის, ფასი არ შეესაბამება საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურას (რასაც, თავის მხრივ, ხელს უშლის დაბალი გადახდისუნარიანი მოთხოვნის დონის მქონე ბაზრის არსებობა), რაც იწვევს ტყის რესურსების არამართებულ მოხმარებას და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნიდან იაფი ნედლეულის გადინებას;
6. მნიშვნელოვნად შემცირდა ტყის რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებული დარგის (სატყეო მეურნეობის) საბიუჯეტო ასიგნებანი, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ამ დარგის განვითარების ტემპის შენელება;
7. საქართველოს ტყის რესურსების მართვის პრაქტიკა არ შეესატყვისება მდგრადი განვითარების პრინციპებს და იგი ძირითადად ორიენტირებულია ტყეების საექსპლუატაციო მიზნით მოხმარებაზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ტყის ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას;
8. მაღალი ეკოლოგიური ღირებულების გადაბერებული ტყის კორომები მიჩნეულია მერქნული რესურსის მიღების ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ წყაროდ, მაშინ, როდესაც ეს კორომები უმნიშვნელოვანესია ტყის ტიპური ლანდშაფტებისა და ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით;
9. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ტყის ტიპების მეცნიერული კლასიფიკაციის სისტემა (რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ბიოგეოცენოლოგიურ მიდგომაზე), ტყის რესურსების მართვის პრაქტიკა, რეალურად, მხედველობაში არ იღებს ტყის ტიპების ცვალებადობის ანალიზისა და სრულყოფილი აღრიცხვის აუცილებლობას. შესაბამისად, მწირია ინფორმაცია საქართველოს ტყის ტიპების ცვლილებისა და დინამიკის შესახებ;
10. მდგრადი განვითარების პრინციპებს არ შეესატყვისება ტყის რესურსების დღეს არსებული ინვენტარიზაციის, კადასტრის, დაგეგმვისა და განსაკუთრებით ტყის ჭრის მეთოდები და წესები; პრაქტიკულად არ არის ტყის ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობის ინდიკატორები;
11. მოქმედი კანონმდებლობა სატყეო მეურნეობის სფეროში არ მოითხოვს კომპლექსური სახის სატყეო სამენეჯმენტო გეგმების შემუშავებას და დანერგვას -კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს მხოლოდ ტყეთმოწყობის (ტყეების ინვენტარიზაციის) პროექტების არსებობას;
![]() |
4 თავი I. ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიის ხანგრძლივობა
საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია გათვლილია ათწლიან, ხოლო მოქმედებები - ხუთწლიან პერიოდზე. ნაგულისხმებია, რომ ხუთი წლის შემდეგ საჭირო იქნება ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება კონკრეტული სიტუაციისა და იმ დროისათვის მიღწეული შედეგების გათვალისწინებით.
1.2. სტრატეგიული პრინციპები
საქართველოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სტრატეგია ეფუძნება პანევროპული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების სტრატეგიის პრინციპებს:
- გადაწყვეტილების სიფრთხილით მიღების პრინციპი: გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნეს არსებული საუკეთესო მონაცემების საფუძველზე; უნდა განხორციელდეს ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიოლოგიურ და ლანდშაფტურ კონსერვაციას.
- გაუქმების (თავიდან აცილების) პრინციპი: იმ პროექტებისათვის, რომელთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ბიოლოგიურ და ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს გარემოზე ზეგავლენის შეფასება.
- პროფილაქტიკური პრინციპები: ბიოლოგიურ და ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებელი მოქმედება არ უნდა გადაიდოს იმის გამო, რომ მიზეზობრივი კავშირი მათ შორის არ არის ბოლომდე დადასტურებული.
- ტრანსლოკაციის პრინციპი: მოქმედებები, რომლებიც განსაკუთრებით საზიანოა ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებისათვის და მათი თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა წარიმართოს იმ არეალში, სადაც ისინი ნაკლებსაზიანოა.
- ეკოლოგიური კომპენსაციის პრინციპი: თუ მაღალი ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების ღირებულების არეალში ფიზიკური ცვლილებების საზიანო გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელია, მათ დასაბალანსებლად უნდა განხორციელდეს საკომპენსაციო კონსერვაციული ღონისძიებები.
- ეკოლოგიური მთლიანობის პრინციპი: ეკოლოგიური პროცესები, რომლებზეც დამოკიდებულია სახეობის გადარჩენა, უნდა იქნეს დაცული, ხოლო ჰაბიტატი, რომელზეც დამოკიდებულია მისი გადარჩენა - შენარჩუნებული.
- აღდგენისა და რესტიტუციის პრინციპი: ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს აღდგენილი და/ან ხელახლა შექმნილი. იგი მოიცავს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რეაბილიტაციასა და რეინტროდუქციას.
- საუკეთესო არსებული ტექნოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეთოდების გამოყენების პრინციპი: ტექნოლოგიის მისაწვდომობა და გადაცემა კონსერვაციის არსებითი ელემენტებია.
- გადახდის პრინციპი: ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების პროფილაქტიკის, კონტროლისა და მიყენებული ზიანის შემცირების ხარჯები ეკისრება პასუხისმგებელ მხარეს.
- საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმაციის მისაწვდომობის პრინციპი: ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების დაცვაში საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიწის კერძო მესაკუთრეების, სამეცნიერო საზოგადოების, სხვა პირებისა და სამოქალაქო ჯგუფების ჩაბმა.
გარდა ამისა, ამ დოკუმენტის შემუშავებისას განისაზღვრა შემდეგი დამატებითი პრინციპები:
1. ყოველ ცოცხალ ორგანიზმს უნიკალური ღირებულება აქვს.
2. საქართველოს მთავრობას ყველა დონეზე გაცნობიერებული აქვს სრული პასუხისმგებლობა ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდროების ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნების გამო.
3. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კონსერვაციის ჯგუფებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნების მისაღწევად.
4. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეაქვს წვლილი ბიომრავალფეროვნების დაცვაში.
5. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების უტილიზაცია ეკოლოგიურად გამართლებული, გულდასმით დაგეგმილი, სარგებლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს.
6. განვითარება უნდა იყოს ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრადი.
7. in-situ კონსერვაცია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საუკეთესო გზაა.
8. ex-situ კონსერვაცია შეიძლება ერთადერთი გზა იყოს კრიტიკული საფრთხის წინაშე და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადასარჩენად.
9. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული მხოლოდ in-situ და ex-situ კონსერვაციის ღონისძიებების სინქრონიზების შედეგად.
10. კვლევა და მონიტორინგი არსებითია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის.
11. აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ტრადიციული აგროსამეურნეო მეთოდები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენაა მიმართული.
12. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მკაცრი კონტროლი.
13. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნისათვის, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.
14. საერთაშორისო თანამშრომლობა არსებითია ბიომრავალფეროვნების დასაცავად.
1.3. სამომავლო ხედვა
10 წლის შემდეგ საქართველო იქნება ქვეყანა მდგრადი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით; შეიქმნება ისეთი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობები, რომ უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივი რესურსების მართებულად გამოყენებას და მიღებული სარგებლის შესაბამისად განაწილებას, რაც ითვალისწინებს:
- ყოვლისმომცველ (მრავალმხრივ) კონსერვაციულ კანონმდებლობას, რატიფიცირებულ გლობალურ, რეგიონალურ, ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს კარგად განვითარებული აღმასრულებელი ინსტიტუციებით;
- რესურსების ჰარმონიზებულ მფლობელობას, მართვასა და მოხმარებას, შემოსავლების სამართლიან განაწილებას, ღირებულების ზრდას, გადასახადების, პროგრესული სახელფასო სისტემისა და ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას;
- ეფექტიანად დაცული ტერიტორიების ქსელის შექმნას, რომელიც იცავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და იმართება კარგად აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური კადრების მიერ, რომელთაც მხარს უჭერს საზოგადოება, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მოსახლეობა;
- სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემური სახეობების, ადგილობრივი სახეცვლილებებისა და ჯიშების, ეკოლოგიური სისტემებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას და in-situ და ex-situ მოქმედებების სინქრონიზაციის შედეგად სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების დაცვას;
- მდგრადი მეტყევეობის განვითარებას, კანონის საფუძველზე მეცნიერულად და ეკონომიკურად დასაბუთებულ გარემოსდაცვით მოქმედებებს, რაც მინიმალურ გავლენას იქონიებს ველურ ბუნებაზე, ტყის ბიომრავალფეროვნებაზე და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნებს ტყის ეკოსისტემის მთლიანობას (ხელშეუხებლობას);
- საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდას, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა სრულად დააფასებს ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდროებისა და მომავალი თაობებისათვის მისი შენარჩუნების მნიშვნელობას;
- სოფლის მეურნეობაში უპირატესად მდგრადი მეთოდების გამოყენებას, რაც შეამცირებს ბიომრავალფეროვნებაზე გავლენას, დაიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწების (სავარგულების) ბიომრავალფეროვნებას, უზრუნველყოფს აგრობიომრავალფეროვნების გამდიდრებას, რითაც წვლილს შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში.
4.1. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
სტრატეგიული მიზნები
|
ამოცანები
|
A. დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება ბიომრავალფეროვნების დაცვის, აღდგენისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების მიზნით |
• დაცული ტერიტორიების სრულფასოვანი ქსელის ჩამოყალიბება; • დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და მართვის სრულყოფა; • მდგრადი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება; • დაცული ტერიტორიების ფინანსური მექანიზმის სრულყოფა; • დაცული ტერიტორიების მონაცემთა ბაზის შექმნა; • პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება და ტრანსინსტიტუციური და ტრანსსექტორული კოოპერაციისა და პარტნიორობის განვითარება; • საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება; • დაცული ტერიტორიების შესახებ განათლებისა და ინტერპრეტაციის სრულფასოვანი სისტემის დანერგვა; • დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის პოტენციალის ამოქმედება; • დაცულ ტერიტორიებთან (-ში) მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და დაარსების დროს მათი გათვალისწინების მიზნით. |
B. საქართველოს ჰაბიტატების, სახეობებისა და მათი გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება და აღდგენა in-situ, ex-situ და inter-situ კონსერვაციული საქმიანობისა და ბიოლოგიური რესურსების გონივრული გამოყენების გზით
|
• სახეობებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის შეფასება და სტატუსების მინიჭება; • კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაცია და გადაშენებული სახეობების აღდგენა; • დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებული მნიშვნელოვანი ტერიტორიების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება; • ex-situ და inter-situ კონსერვაციის პროვოცირება. |
C. საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაცია მისი გონივრული გამოყენებისათვის ჩარჩო-პირობების შექმნისა და exsitu და in-situ ღონისძიებების ხელშეწყობის საშუალებით
|
• საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების აღდგენის, დაცვისა და შესწავლის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნა/დახვეწა; • საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების ინვენ ტარიზაცია და წითელი ნუსხის შედგენა; • ადგილობრივი ჯიშებისა და მათი ველური მონათესავე სახეობების აღდგენა, შენარჩუნება და შესწავლა; • აგრობიომრავალფეროვნების გამოყენების ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გავრცელება; • საქართველოს აგრობიომრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაცია; • აგრობიომრავალფეროვნების რესურსების შეფასება და საქართველოს აგრობიომრავალფეროვნებისათვის კულტურული მემკვიდროების სტატუსის მინიჭება. |
D. ნადირობისა და მეთევზეობის დაგეგმვა ცხოველური რესურსების დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენების მიმართულებით
|
• გარეული ნადირ-ფრინველის სახეობრივი და გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება; • თითოეული სახეობისათვის რიცხოვნობის ოპტიმალური დონის შენარჩუნება; • ცხოველთა სამყაროს რესურსების დაცვისა და ბრაკონიერობასთან ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება. |
E. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის შექმნა, მონაცემთა დინამიური ბაზის ჩამოყალიბება საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენებისათვის
|
• არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ნორმატიული აქტების შემუშავების გზით; • ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სფეროში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაკოორდინირებელი როლის გაძლიერება; • ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა;
• საზოგადოების ინფორმირება; ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ; • დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც მოახდენს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგად მიღებული მასალების მეცნიერულ ანალიზს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მთავრობისათვის. |
F. საქართველოს მოსახლოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით (ბიოუსაფრთხოება) გამოწვეული შესაძლო საფრთხისაგან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების ჩაბმის გზით
|
• ბიოუსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა; • სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შემუშავება, ინსტიტუციური უზრუნველყოფა და განხორციელება; • ბიოუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრა. |
G. საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მისი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით და, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა
|
• სასწავლო პროგრამებში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გონივრული გამოყენების პრინციპების ინტეგრირება; • საქართველოს რეგიონებში ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის ცირკულირების ხელშეწყობა; • გარემოსდაცვითი განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების როლის გაფართოება; • ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ბუნებისდაცვითი იდეების პროპაგანდის გაძლიერება მედიის საშუალებით; • ბიომრავალფეროვნების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და არსებულის გაძლიერება-მომზადება რეგიონებში. |
H. შესაბამისი ფინანსური და ეკონომიკური პროგრამების დანერგვა ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი კონსერვაციის მხარდასაჭერად
|
• საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ეკონომიკურ-ინდიკატორული გეგმის შედგენა: • გეგმის ინდიკატორების დადგენა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; • ლოკალური და რეგიონალური ინდიკატორული გეგმების შედგენა; • ლოკალური და რეგიონალური გეგმების ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო პროგრამებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; • ბიომრავალფეროვნების დაცვის ლოკალური და რეგიონალური გეგმების განხორციელება; • ეკონომიკურ-ინდიკატორული გეგმების შესრულების მონიტორინგი. • ბიუჯეტის შესახებ კანონისა და საგადასახადო • კანონმდებლობის საქართველოს გარემოსდაცვით კანონებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა: • გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში მოხსენიებული ეკონომიკური მექანიზმების რეალურად ამოქმედება; • კანონპროექტის შექმნა გარემოსდაცვითი საქმიანობის სტიმულირების შესახებ; • ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის დამატებითი ფინანსური მექანიზმების შექმნა: • რისკების კლასიფიკაცია დაცული ტერიტორიების მიხედვით; • ფინანსური რისკების ანაზღაურების სადაზღვევო მექანიზმების შექმნა; • მრავალმხრივი შეხვედრის მოწყობა სახელმწიფო კრედიტორებსა და სამინისტროებს შორის; • ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში ბიომრავალფეროვნების დაცვის მთავარი ასპექტების უცილობელი გათვალისწინება; • დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონეტარული შეფასება თანამედროვე მეთოდებით; • ბიომრავალფეროვნების დაცვისა და განვითარების მდგრადი ეკონომიკური მექანიზმების შექმნა; უნარჩენო წარმოებისა დანარჩენების მექანიზმების ეკონომიკური სტიმულირება ბუნებრივი რესურსების ყაირათიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად. |
I. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის (კერძოდ, ინსტიტუციური მოწყობის მარეგულირებელი ნორმების) დახვეწა ახალი ნორმატიული აქტების შექმნის, არსებული კანონმდებლობის სრულყოფისა და მათი საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით |
• შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება და მიღება; • არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; • არსებული ინსტიტუციური სისტემის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა კანონმდებლობის დახვეწის გზით.
|
J. ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ტყის რესურების გონივრული მართ ვის (მდგრადი სატყეო მეურნეობის მეთოდების) დანერგვის გზით
|
• სატყეო პოლიტიკისა და ეკოსისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული ტყის რესურსების მართვისა და მდგრადი სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; • ტყის რესურსების ინვენტარიზაციის, კადასტრის, დაგეგმვისა და ტყითსარგებლობის (მათ შორის ტყის ჭრის), მდგრადი განვითარების პრინციპების შესატყვისი და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ორიენტირებული მეთოდებისა და წესების შემუშავება; • ტყის ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობის ინდიკატორების შემუშავება საქართველოს პირობებისათვის; • სატყეო სერტიფიცირების სისტემის სქემის შემუშავება; • სატყეო სამენეჯმენტო გეგმების შემუშავებისა და დანერგვისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიური და ნორმატიულ-ტექნიკური ოკუმენტაციის შექმნა; • ტყითსარგებლობის გადასახადების დარეგულირება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს შემოსავლების გენერაცია, რათა ხელი შეეწყოს ტყის დაცვისა და მართვის განვითარებას, აგრეთვე საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას სატყეო სექტორში; • ხე-ტყის დამზადებაზე მორატორიუმის უზრუნველყოფა გადაბერებული ტყის კორომებსა და მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ტყეებში და ამ კორომების დაცვის პრიორიტეტულობის პრინციპის გამოყენება; • ტყის რესურსების მართვაში მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების მეთოდების გამოყენება; • ტყის მასივების აღდგენისა და გაშენების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რათა გაიზარდოს ტყით დაფარული ფართობები და აღდგეს ტყის ტიპები, რომლებმაც მნიშვნელოვანი დეგრადაცია განიცადეს ან სრულიად განადგურდნენ; • სატყეო პლანტაციების შექმნა აბორიგენული მერქნული სახეობების გამოყენებითა და კულტივირებით; ინტროდუცირებული სახეობების გაშენების აკრძალვა. |
![]() |
5 თავი II. მოქმედებათა გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |
კონკრეტული მოქმედებები სტრატეგიული კომპონენტების მიხედვით1 წარმოდგენილია ცხრილების სახით.
ცხრილებში მოცემულია:
მოქმედების ნომერი და კოდი - თითოეულ კომპონენტში მოქმედებები დანომრილია, კოდი კი მიუთითებს შესაბამის კომპონენტს;
შესაბამისი პრობლემა - ამ გრაფაში მითითებულია შესაბამის სტრატეგიულ კომპონენტში იდენტიფიცირებული (მე-2 თავი) პრობლემა (ან პრობლემები), რომლის გადაჭრასაც მოცემული მოქმედება ემსახურება;
განხორციელების წლები - მითითებულია მოქმედების განხორციელების რეკომენდებული ვადა სამოქმედო გეგმის 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში;
ბიუჯეტი - თითოეული მოქმედებისათვის მოცემულია სავარაუდო ბიუჯეტი (აშშ დოლარობით) შემდეგი სქემის მიხედვით: მცირე: < 50.000; საშუალო: 50.000 - 500.000;
მაღალი: > 500.000;
კონვენციის მუხლი - ბიომრავალფეროვნების კონვენციის მუხლი, რომლის განხორციელებასაც ემსახურება მოცემული მოქმედება;
ინდიკატორი - თითოეულ მოქმედებას აქვს ინდიკატორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეფასდეს მოცემული მოქმედების განხორციელების
2.1. მოქმედებათა გეგმა: დაცული ტერიტორიები
სტრატეგიული მიზანი A: |
||||||
N |
მოქმედება |
შესაბამისი |
განხორცი ელების |
ბიუჯეტი |
კონვენციის |
ინდიკატორი |
A1 |
საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელის სისტემური |
1, 2, 3 |
2005-2006 |
მცირე |
8 |
მთავრობის |
A2 |
დაცული ტერიტორიების დაარსება ცენტრალურ კავკასიონზე |
1, 3 |
2005-2010 |
2005-2010 |
8 |
მიღებულია კანონი ცენტრალურ კავკასიონზე დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ; შემუშავებულია მენეჯმენტის გეგმა |
A3 |
დაცული ტერიტორიების დაარსება ჯავახეთის ზეგანზე |
1, 3 |
2005-2006 |
მცირე |
8 |
მიღებულია კანონი ჯავახეთის ზეგანზ დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ; შემუშავებული და დამტკიცებულია მენეჯმენტის გეგმები |
A4 |
ხანჩალის, მადატაფისა და ბუღდაშენის ტბების წარდგენა საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების ნუსხაში შესატანად |
3, 4, 6 |
2005 |
მცირე |
8 |
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ნუსხაში შეტანილია ჯავახეთის ტბები
|
A5 |
არსებული ნაკრძალებისა და აღკვეთილების რეორგანიზაცია მათი ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად |
1, 3, 5, 7 |
2005-2010 |
მაღალი |
8 |
რეორგანიზებულია მინიმუმ სამი ნაკრძალი |
A6 |
დაცული ტერიტორიებისადმი დახმარება მათი ფუნქციონირებისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით (კვალიფიკაციის ამაღლება, აღჭურვა და სხვ.) |
1, 7 |
2005-2010 |
მაღალი |
8 |
არსებობს სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასება დაცულ ტერიტორიების ეფექტიანი მუშაობის შესახებ |
A7 |
საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების ნუსხაში შესატანი პრიორიტეტული ტერიტორიების განსაზღვრა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება |
4, 6 |
2009-2010 |
მცირე |
8 |
საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების ნუსხაში შესატანად წარდგენილია მინიმუმ ერთი ტერიტორია |
A8 |
ბუნების ძეგლის კატეგორიის კანდიდატ ობიექტთა ნუსხის შედგენა, შესაბამისი კანონპროექტების მომზადება და მიღება, მათი მენეჯმენტის გეგმების შემუშავება |
1,3 |
2005-2010 |
მაღალი |
8 |
შედგენილია ბუნების ძეგლის კატეგორიის კანდიდატ ობიექტთა ნუსხა; მიღებულია შესაბამისი კანონპროექტები და შემუშავებულია მენეჯმენტის გეგმები |
A9 |
ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის კანდიდატ დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება UNESCO -თვის წარსადგენად |
4,6 |
2009-2010 |
მცირე |
8 |
წარდგენილი დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მიერ აღიარებულია ბიოსფერულ რეზერვატად |
A10 |
მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კანდიდატი უბნების სახელმწიფო სიის შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება UNESCO-სთვის წარსადგენად |
4,6 |
2005-2008 |
მცირე |
8 |
UNESCO-ში წარდგენილი დოკუმენტაცია |
A11 |
პოტენციური ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიების განსაზღვრა და ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიების დაარსების ინიციირება |
1,2,3,6 |
2005-2010 |
საშუალო |
5,8,17,18 |
ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ოფიციალური შეთანხმებები შესაბამის მეზობელ სახელმწიფოსთან |
A12 |
დაცული ტერიტორიების ფარგლებში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება
|
8 |
2005-2008 |
მაღალი |
12, 7 |
ჩამოყალიბებულია დაცული ტერიტორიების მონიტორინგის სისტემა, რომელიც ჩართულია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საერთო სისტემაში |
A13 |
საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა სრულფასოვანი ბაზის შექმნა დაცული ტერიტორიების ცენტრალურ სამსახურში |
1, 2, 5 |
2005-2008 |
მცირე |
17 |
შექმნილია მონაცემთა ბაზა და გამოცემულია შესაბამისი პუბლიკაციები |
A14 |
მსხვილი ძუძუმწოვრებისა და გადამფრენი ფრინველების სამიგრაციო გზების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავება |
1, 2, 3 |
2005-2010 |
მაღალი |
7 |
იდენტიფიცირებუ-ლი სამიგრაციო დერეფნებისათვის მინიჭებულია შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსი |
A15 |
დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ზონებში ბიოლოგიური რესურსების გონივრული გამოყენების პილოტ-პროექტების განხორციელება |
10, 11 |
2005-2008 |
საშუალო |
13 |
განხორციელებულია მინიმუმ თითო პილოტ-პროექტი ყოველ ეროვნულ პარკთან |
A16 |
დაცულ ტერიტორიებთან (-ში) მცხოვრები მოსახლეობისათვის კომპენსაციის მექანიზმის შემუშავება |
10, 11, 12 |
2005-2006 |
მაღალი |
|
მიღებულია შესაბამისი ნორმატიული აქტი |
A17 |
სამართლებრივი საფუძვლის შექმნა დაცული ტერიტორიების ბიუჯეტში მიყენებული ზარალის ანაზღაურებიდან შემოსული თანხების რეინვესტირებისათვის. ამ გზით თანამშრომელთა სტიმულირება |
5, 11, 12 |
2005-2006 |
მცირე |
8 |
საკუთარი შემოსავლების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაძლიერებულია დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა |
A18 |
სამართლებრივი საფუძვლის შექმნა დაცული ტერიტორიების ბიუჯეტში ტურისტული, რეკრეაციული და სხვა საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლების რეინვესტირებისთვის
|
5, 12 |
2005-2006 |
მცირე |
20 |
საკუთარი შემოსავლების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაძლიერებულია დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა |
A19 |
დმანისის, ტარიბანის, ახალქალაქის, ძეგვთახევის, უდაბნოსა და იაღლუჯის პალეონტოოგიური ადგილსაპოვებლების ინვენტარიზაცია |
1,3 |
2005-2007 |
მცირე |
8 |
პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებლების მონაცემთა ბაზა |
A20 |
პერსპექტიული დაცული ტერიტორიების გარეთ მდებარე პალეონტოლოგიური ობიექტების დაცვისა და მოვლა-პატრონობის გეგმების შემუშავება და ადეკვატური დაცვითი რეჟიმების დაკანონება |
1,3 |
2006-2007 |
მცირე |
8 |
შესაბამისი სტრუქტურის მიერ დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმა |
2.2. მოქმედებათა გეგმა: სახეობები და ჰაბიტატები
სტრატეგიული მიზანი B: |
||||||
N |
მოქმედება |
შესაბამისი პრობლემა (იხ. თავი |
განხორციელების წლები |
ბიუჯეტი |
კონვენციისმუხლი |
ინდიკატორი მოსალოდნელი შედეგები |
B1 |
მცენარეთა და ცხოველთა სახეობების ინვენტარიზაცია და მათი სტატუსების განსაზღვრა IUCN-ის კატეგორიების მიხედვით
|
1 |
2005-2010 |
მაღალი |
7 |
წინასწარი |
B2 |
საქართველოს ახალი წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შექმნა |
2 |
2005-2008 |
საშუალო |
7 |
განახლებული |
B3 |
გაქრობის/დეგრადაციის საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული (მათ შორის იშვიათი, რელიქტური, პირველადი და მასთან ახლო მდგომი, გლობალური მნიშვნელობის მქონე, განსაკუთრებით სენსიტიური) თანასაზოგადოებების დადგენა |
5, 6, 7, 8
|
2005-2009
|
საშუალო
|
8 |
გამოვლენილია
საფრთხის წინაშე |
B4 |
კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობებისათვის კონსერვაციის პროგრამების შემუშავება და დანერგვის ინიციირება |
3 |
2005-2006 |
საშუალო |
8 |
დაწყებულია
კონსერვაციული 20%-სათვის |
B5 |
ჯეირნის (Gazella subgutturosa) აღდგენის სახელმწიფო პროგრამის შექმნა და მისი განხორციელების პროვოცირება |
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი და
განხორციელების |
B6 |
ზოლებიანი აფთრის (Hyaena hyaena) კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა და მისი განხორციელების დაწყება
|
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი
კონსერვაციის შეძლებისდაგვარად
დაწყებულია ამ
მოქმედებების |
B7 |
Cervidae-ს (ირმისებრნი) კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა და მისი განხორციელებისდაწყება |
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი და |
B8 |
ქვეოჯახ Caprinae-ს (ორივე სახეობის ჯიხვი, ნიამორი, არჩვი) კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა და მისი განხორციელებისდაწყება |
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი და |
B9 |
ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა და მისი განხორციელების დაწყება |
2 |
2005-2010 |
მცირე |
8 |
შექმნილი და |
B10 |
ლეშიჭამია ფრინველების კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა და მისი განხორციელებისდაწყება
|
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი და |
B11 |
წყალმცურავი და მენაპირე ფრინველების კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა |
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი და |
B12 |
ხელფრთიანთა სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა |
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
დაზუსტებულია |
B13 |
ზღვის ძუძუმწოვრების კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა |
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმილი
და |
B14 |
მგლის, როგორც ქვაკუთხედი სახეობის, კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმის შექმნა |
3 |
2005-2010 |
მცირე |
8 |
შექმნილი |
B15 |
ზემოხსენებული სახეობებისა და ჯგუფების გარდა, სხვა (კონსერვაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი) საკვანძო სახეობების
|
3 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შექმნილი |
B16 |
მიგრირებადი ფრინველების დარგოლვის ცენტრების შექმნა
|
1,3 |
2005-2008 |
საშუალო |
8 |
შექმნილია |
B17 |
ინვაზიური სახეობების ზეგავლენის შეფასება და მათი მართვის სტრატეგიის განსაზღვრა |
12
|
2005-2010 |
საშუალო |
8 |
შეფასებულია სტრატეგია |
B18 |
დაცულ ტერიტორიებს გარეთ არსებული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ადგილების იდენტიფიცირება და მათი კონსერვაციის გზების განსაზღვრა
|
6, 7 |
2005-2010 |
საშუალო |
7,8 |
შექმნილია
ბიომრავალფეროვნების
მნიშვნელოვანი |
B19 |
ფრინველებისათვის მნიშვნელოვანი (მათ შორის ტრანსსასაზღვრო) ტერიტორიების იდენტიფიკაციის დასრულება და მათი გონივრული მართვის პრინციპების განსაზღვრა; შესაბამისი მოქმედებების განხორციელების დაწყება
|
8, 9, 11 |
2005-2010 |
მაღალი |
7, 8, 10, 12 |
საქართველოში |
B20 |
წყალჭარბი ტერიტორიების ინვენტარიზაცია |
6 |
2005-2010 |
მაღალი |
7,8 |
შექმნილია
ინფორმაციას |
B21 |
წყალჭარბი ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება |
6, 7 |
2005-2006 |
მცირე |
8 |
შექმნილი |
B22 |
ჯავახეთის ზეგნის ტბების, როგორც უნიკალური წყალჭარბი ტერიტორიების, მენეჯმენტის გეგმის დანერგვა
|
6 |
2005-2010 |
მაღალი |
8 |
არსებობს
დაწყებულია |
B23 |
ჭალის ტყეების დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება |
6 |
2005-2010 |
მცირე |
8 |
შექმნილი
და |
B24 |
საძოვრების ინვენტარიზაცია (ხელახალი პასპორტიზაცია) და მათი ზონირება დასაშვები ნორმების მიხედვით; დეგრადირებული საძოვრების აღდგენის პროვოცირება |
6 |
2005-2010 |
მაღალი |
8 |
შესრულებულია
ზონირება, |
B25 |
სურამის ქედის, როგორც ბიოლოგიური დერეფნის, შეფასება და მენეჯმენტის გეგმის შემუშავება მისი გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად |
6, 7 |
2005-2010 |
მცირე |
8 |
შექმნილია |
B26 |
გომბორის ქედის, როგორც ბიოოლოგიური დერეფნის, შეფასება და მენეჯმენტის გეგმის შემუშავება ამ ეკოსისტემის გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად |
6, 7 |
2005-2010 |
მცირე |
8 |
შექმნილია |
B27 |
არიდული და სემიარიდული ზონის მენეჯმენტის გეგმის დანერგვა |
6, 7 |
2005-2010 |
მაღალი |
8 |
განხორციელებულია |
B28 |
ex-situ კონსერვაციის ცენტრის შექმნა და არსებულების გაძლიერება |
4 |
2005-2008 |
მაღალი |
9 |
შექმნილი |
B29 |
იმ მცენარეთა ბიოლოგიური და სამეურნეო რესურსების შეფასება და მოპოვებისა თუ საექსპორტო კვოტების დადგენა, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ობიექტებს წარმოადგენენ |
1 |
2005-2010 |
მაღალი |
10 |
დადგენილია |
B30 |
არასანადირო სახეობებისათვის მოპოვების კვოტების განსაზღვრა |
1 |
2006-2007 |
საშუალო |
10 |
დადგენილია |
2.3. მოქმედებათა გეგმა: აგრობიომრავალფეროვნება
სტრატეგიული მიზანი C: |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისიპრობლემა(იხ. თავი |
განხორცი |
ბიუჯეტი |
კონვენციის მუხლი |
ინდიკატორიმოსალოდნელი შედეგები |
C1 |
საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების აღდგენის, დაცვისა და გონივრული გამოყენების სახელმწიფო პროგრამის მომზადება საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით |
1 |
2005-2006 |
მცირე |
6 |
სოფლის
შემუშავებულია |
C2 |
საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და გონივრული გამოყენებისათვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება შესაბამისი პრობლემების გადასაჭრელად |
1, 4, 5, 6, |
2005-2007 |
მცირე |
4 |
საქართველოს |
C3 |
სახელმწიფო კადრების მომზადება და ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და გონივრული გამოყენებისათვის |
1, 7, 9, 13 |
2005-2009 |
საშუალო |
12 |
მომზადებული |
C4 |
საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია და წითელი ნუსხის შედგენა GIS-ის გამოყენებით; გადაშენების პირას მყოფი ჯიშების აღდგენის კონკრეტული პროგრამების შემუშავება |
2, 9 |
2005-2008 |
მაღალი |
7 |
შედგენილია |
C5 |
საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების მონაცემთა მუდმივგანახლებადი კომპიუტერული ბაზის შექმნა |
2 |
2006-2010 |
საშუალო |
7 |
შექმნილი |
C6 |
გენეტიკური რესურსების ექსპორტ-იმპორტის კონტროლის მექანიზმების დახვეწა, სათანადო კადრების მომზადება და ტექნოლოგიური აღჭურვა |
5, 6 |
2005-2010 |
მაღალი |
6 |
საქართველოს |
C7 |
კადრების მომზადება ex-situ და insitu კონსერვაციის მართვისა და განხორციელებისათვის |
2, 7 |
2005-2010 |
მაღალი |
12 |
ქვეყანაში |
C8 |
შესაბამისი სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების პოტენციალის გაზრდა |
7, 8, 9, 10, |
2005-2010 |
მაღალი |
12 |
გაუმჯობესებულია
ტექნიკური |
C9 |
არსებული კოლექციების, სასელექციო სადგურებისა და სათესლე მეურნეობების რეაბილიტაცია/განახლება/სრულყოფა |
9, 10, 11 |
2005-2010 |
მაღალი |
9, 15 |
გაუმჯობესებულია |
C10 |
სახელმწიფო გენბანკის ჩამოყალიბების წინაპირობების მომზადება |
1, 2, 11 |
2008-2010 |
საშუალო |
9 |
შექმნილია |
C11 |
ენდემური სახეობებისა და |
1, 4, 5 |
2005-2006 |
საშუალ
|
19 |
საქართველოს |
C12 |
მინირეზერვების შექმნა და შენარჩუნება კულტურული სახეობების ველური წინაპრებისა და სამკურნალო მცენარეების დაცვის მიზნით |
11 |
2008-2010 |
საშუალო |
8, 15 |
შექმნილია |
C13 |
ქვეყანაში ტრადიციული და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა განსაკუთრებით ბუფერულ ზონებში, მაღალმთიან რეგიონებში |
12, 14 |
12, 14 |
მაღალი |
11 |
გაზრდილია |
C14 |
საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების დაცვის ფონდის დაარსება, აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციის, კერძოდ, ტრადიციული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და კვლევის ხელშეწყობის მიზნით |
2, 9, 10, 12 |
2006-2010 |
მაღალი |
12,16 |
შექმნილია |
C15 |
აგრობიომრავალფეროვნების გლეხთა მეურნეობებში (on farm კონსერვაციის სტიმულირება |
14 |
2006-2010 |
საშუალო |
11 |
გადაშენების |
C16 |
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა აგრობიომრავალფეროვნების გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და კონვენციასთან ჰარმონიცაიის მიზნით |
1, 4, 15 |
2005-2006 |
მცირე |
15 |
არსებული
რესურსების |
C17 |
ფერმერული სათესლე მეურნეობების შექმნისა და ფერმერთა შორის სათესლე მასალის გაცვლის ხელშეწყობა |
4, 11, 15 |
2005-2010 |
საშუალო |
15 |
სათანადო |
C18 |
ინფორმაციის, ტრადიციული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სხვა ქვეყნებთან ინფორმაციული ქსელების საშუალებით |
8, 12, 18 |
2005-2010 |
საშუალო |
16, 17 |
ხელმისაწვდომია |
C19 |
აგრობიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების შეტანა საგანმანათლებლო პროგრამებში |
2 |
2005-2010 |
მცირე |
13 |
გამოცემულია |
C20 |
სასემინარო კურსებისა და სემინარების გამართვა სხვადასხვა მიზნობრივ ჯუგფებზე ორიენტაციით |
2, 16, 18 |
2005-2010 |
საშუალო |
13 |
სხვადასხვა
აგრობიომრავალფეროვნების |
C21 |
სამეცნიერო და პოპულარული პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება |
16, 18 |
2005-2010 |
საშუალო |
13 |
გამოცემულია |
C22 |
სატელევიზიო და რადიოგადაცემების, საგაზეთო პუბლიკაციების, პოპულარული ფილმების მომზადება
|
16, 18 |
2005-2010 |
საშუალო |
13 |
მომზადებულია |
2.4. მოქმედებათა გეგმა: ნადირობა და მეთევზეობა (თევზჭერა)
სტრატეგიული მიზანი D: |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისი |
განხორცი |
ბიუჯეტი |
კონვენციის მუხლი |
ინდიკატორი |
D1 |
გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზიების გაცემის პროცედურის დახვეწა |
1, 2 |
2005-2006 |
- |
8 |
შეტანილია |
D2 |
მიგრირებად ფრინველებზე ნადირობის კვოტის დადგენისათვის მეთოდიკის შემუშავება; იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც მკაცრად აკრძალულია ან დაშვებულია ნადირობა; ამ ტერიტორიებზე აღრიცხვის მოწყობა |
1 |
2005-2010 |
საშუალო |
8 |
დადგენილია |
D3 |
სპეციალური ტარიფების განსაზღვრა სატროფეო ინდივიდებისათვის (რომელთა ფასიც მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმავე სახეობის არასატროფეო ინდივიდების ფასს) |
5 |
2006-2007 |
- |
8, 11 |
შეტანილია |
D4 |
განისაზღვროს მტაცებელ ფრინველთა სახეობები, რომელთა დაჭერა და ტყვეობაში ყოლა (ლიცენზირების საფუძველზე) ბაზიერებისათვის ნებადართული იქნება, განისაზღვროს კვოტები ასეთ სახეობებზე |
6 |
2005-2010 |
- |
8, 10 |
შეტანილია |
D5 |
აღდგენილ იქნეს ბრაკონიერობის მაკონტროლებელი სამსახური და შეიქმნას საზოგადოებრივი ინსპექცია |
3 |
2005-2006 |
საშუალო |
8, 12 |
არსებობს |
D6 |
ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო მოხელეებისა და სანადირო მეურნეობებში მომსახურე პერსონალისათვის
|
7 |
2005-2010 |
მცირე |
12,13 |
ტრენინგები
სანადირო |
D7 |
მეგზურების, ლიფლეტებისა და ბროშურების გამოცემა, საიდანაც მონადირეები მიიღებენ ინფორმაციას სანადირო და იშვიათ სახეობებზე, ნადირობის ვადებზე, კვოტებზე და სხვ. |
8 |
2005-2010 |
მცირე |
13 |
გამოცემული |
D8 |
გამოცემული და გავრცელებულია შესაბამისი ლიტერატურა |
9 |
2005-2008 |
- |
8, 10, 11 |
კანონმდებლობაში
შეტანილია ცვლილებები |
D9 |
საინკუბაციო საამქროების აგება და არსებულის რეკონსტრუქცია და თევზის მოშენების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ბუნებრივ წყალსატევებში თევზის ადგილობრივი სახეობების აღდგენის მიზნით |
10 |
2005-2010 |
მაღალი |
9 |
დაწყებულია |
D10 |
ველური ცხოველებით სარგებლობის შედეგად ბიუჯეტში შესული გადასახადების გამოყენების უზრუნველყოფა ამ რესურსების აღწარმოებისა და დაცვის ღონისძიებათა დასაფინანსებლად |
11 |
2005-2010 |
- |
11, 20 |
შეტანილია |
2.5. მოქმედებათა გეგმა: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი
სტრატეგიული მიზანი E: |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისი პრობლემა (იხ. თავი |
განხორცი |
ბიუჯეტი |
კონვენციის შესაბამისი მუხლი |
ინდიკატორი
მოსალოდნელი |
E1 |
არსებული კანონმდებლობის დახვეწა, უწყებათა შორის ფუნქციათა გადანაწილება |
1, 2, 8. |
2005 |
- |
|
მიღებულია |
E2 |
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის პასუხისმგებელი და განმახორციელებელი სამთავრობო და არასამთავრობოორგანიზაციების განსაზღვრა |
2, 8. |
2005 |
- |
|
|
E3 |
სათანადო სტრუქტურის შექმნა და ამუშავება, სადაც აკუმულირდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისშესახებ ინფორმაცია |
5, 6, 8. |
2005 |
საშუალო |
24, 25 |
შექმნილია |
E4 |
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისწარმოების უნიფიცირებული მეთოდოლოგი ს შემუშავება და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისსამიზნე ობიექტების განსაზღვრა
|
3, 4, 7, 8. |
2005 |
მცირე |
6, 7 |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისსამინისტროს მიერ გამოცემუია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოების უნიფიცირებული მეთოდო ლოგია (მეთოდიკები); ექსპერტების მიერ განსაზღვრულია ბიომრავალფეროვნების კომპონენტების -კონკრეტული სახეობებისა და თანასაზოგადოებების ჩამონათვალი |
E5 |
ორგანიზაციების შერჩევა, რომელთაც აქვთ ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები და ხელეწიფებათ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისშედეგად მიღებული მონაცემების მეცნიერული ანალიზი
|
4, 5, 8.
|
2005-2006
|
მცირე
|
25 |
გაიმართა ტენდერი; გამოვლენილია ორგანიზაციები; არსებობს პერიოდული ანგარიშები, სადაც გაანალიზებულია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგად მიღებული მასალები და მოცემულია რეკომენდაციები კონკრეტულმოქმედებებთან დაკავშირებით |
E6 |
ბიომრავალფეროვნების მონიტო რინგისათვის პასუხისმგებელი და მონიტორინგისგანმახორციელებელი უწყებების ტექნიკური გაძ ლიერება, კერძოდ, ბიომრავალფე როვნებისათვისპასუხისმგებელი პირების კვალიფიკაციისამაღლება
|
1, 2, 7, 8.
|
2005-2006
|
მაღალი
|
12 |
მოეწყო ტრენინგების სერია, შეძენილია ტექნიკური აღჭურვილობა, მომზადებულია სპეციალურიკადრები |
E7 |
ბიომრავალფეროვნების შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დღემდე დაგროვილი მონაცემების ინვენტარიზაცია და მონაცემთა ბანკში შეტანა
|
5 |
2005-2006 |
მაღალი |
7 |
სპეციალური პროგრამული უზრუნველ |
E8 |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი |
5,6 |
2008-2010 |
საშუალო |
13, 14, 17 |
|
E9 |
ბიომრავალფეროვნების სამიზნე |
3, 7. |
2007-2010 |
საშუალო |
7 |
|
2.6. მოქმედებათა გეგმა: ბიოუსაფრთხოება
სტრატეგიული მიზანი F: |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისიპრობლემა (იხ. თავი |
განხორცი |
ბიუჯეტი |
კონვენციის შესაბამისი მუხლი |
ინდიკატორი მოსალოდნელი შედეგები |
F1 |
ბიოუსაფრთხოების ოქმის მომზადება რატიფიცირებისათვის |
1 |
2005 |
მცირე |
8, 19 |
რატიფიცირებულია ბიოუსაფრთხოების ოქმი |
F2 |
ბიოუსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ კანონპროექტთა პაკეტის მომზადება, მისი საზოგადოებრივ განხილვა და საბოლოო ტექსტის შეთანხმება (კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან) |
1, 2, 3, 4, |
2005 |
საშუალო |
8, 19 |
ქვეყანაში არსებობს საკანონმდებლობაზა ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის |
F3 |
სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის შემუშავება და შესატყვისი მაკონტროლებელი სტრუქტურის ჩამოყალიბება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით |
2, 3, 8, 9. |
2006-2007 |
2006-2007 |
8 |
ქვეყანაში შექმნილია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანასთან, გამოყენებასა და გამოთავისუფლებასთან დაკავშირებული |
F4 |
სათანადო პოტენციალის შექმნა -ლაბორატორიების მოწყობა და პერსონალის კვალიფიკაცია |
2, 3, 5. |
2006-2010 |
მაღალი |
8 |
ქვეყანაში არის მინიმუმ ერთი ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლამოახდინოს ანალიზი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე როგორც ნედლ მასალაში, ისე პროდუქტებშიც |
F5 |
საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და რეგულარული სემინარების გამართვა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისათვის |
3, 4, 5, 6, |
2006-2010 |
საშუალო
|
8 |
მოეწყო წელიწადში მინიმუმ 2 სემინარი სულ ცოტა 3 მიზნობრივი ჯგუფისათვის |
F6 |
რეგულარული სატელევიზიო და რადიოგადაცემებისა და პრეს-კონფერენციებისმოწყობა |
3, 4, 9. |
2005-2010 |
მცირე |
8 |
მომზადებულია წელიწადში მინიმუმ 3 სატელევიზიო და 4 რადიოგადაცემა, გაიმართა 2 პრესკონფერენცია |
F7 |
ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შეტანა საგანმანათლებლო პროგრამებში |
6, 7. |
2008-2010 |
მცირე |
8 |
გამოცემულია ბიოლოგიის კურსის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც განათლებისა და მეცნიერებისმ სამინისტროს მიერ შეტანილია სავალდებულო სახელმძღვანელების ნუსხაში |
F8 |
პუბლიკაციების მომზადება, გამოცემა, გავრცელება |
3, 4, 5, 7. |
2005-2010 |
მცირე |
8 |
გამოცემულია მინიმუმ 3 პუბლიკაცია 5 წელიწადში |
F9 |
ინფორმაციულიგაცვლის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სხვა ქვეყნებთან ინფორმაციულიქსელების საშუალებით |
5, 8. |
2005-2010 |
მცირე |
8, 19 |
შექმნილია ინფორმაციის გაცვლის ქსელი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; ფუნქციონირებსბიოუსაფრთხოების ვებგვერდი |
F10 |
საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება |
2, 3, 5, 9. |
2007-2008 |
მცირე |
8 |
მონიტორინგისათვის შემუშავებულია შესაბამისი ინდიკატორები და სამუშაო პროგრამა, ბიოუსაფრთხოების პრობლემებზე მუშაობს მინიმუმ 2 საზოგადოებრივი ორგანიზაცია |
2.7. მოქმედებათა გეგმა: გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მონაწილეობა
სტრატეგიული მიზანი G: |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისი პრობლემა (იხ. თავი |
განხორცი |
ბიუჯეტი |
კონვენციის მუხლი |
ინდიკატორი მოსალოდნელი შედეგები |
G1 |
სოციოლოგიური კვლევის მოწყობა (მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით) ბიომრავალფეროვნების კუთხით საზოგადოების ცნობიერების დონის შეფასების მიზნით |
1, 7. |
2005 |
საშუალო |
13 |
რეგიონების მიხედვითშესწავლილი და გაანალიზებულია, თუ რა მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი ბიომრავალფეროვნების საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით |
G2 |
საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობით |
1, 3, 5, 7. |
2005-2008 |
საშუალო |
- |
მომზადებულია ბროშურები, საინფორმაციო ფურცლები და სხვა მასალები;რეგიონების მიხედვითმოეწყო წელიწადში მინიმუმ ორი კამპანია მოხალისეების აქტიური მონაწილეობით |
G3 |
საინფორმაციო და სამეცნიერო-პოპულარული მასალების, პუბლიკაციების, ვიდეოფილმების მომზადება ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო და სამეცნიერო-პოპულარული მასალების, პუბლი კაციების, ვიდეოფილმების მომზადება ბიომრავალფეროვნების |
1, 2, 3, 7. |
2005-2010 |
საშუალო |
- |
მოძიებული და მომზადებულია საინფორმაციო მასალები და პუბლიკაციები; მომზადებული და ცენტრალური და რეგიონალური ტელეარხების საშუალებით ნაჩვენებიაათი ვიდეო ფილმი
|
G4 |
მედიატურების ორგანიზება ადგილებზე ჟურნალისტების ინფორმირებისა და დაინტერესების მიზნით |
4 |
2005-2008 |
მცირე |
- |
თითოეულ რეგიონში წელიწადში მინიმუმ ორჯერ ცენტრალური და რეგიონალური მასმედიისწარმომადგენლებისათვის მოეწყო მედიატურები |
G5 |
სახელმწიფო და საზოგადოებრივ სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება ადგილობრივ დონეებზე |
1, 7, 8. |
2005-2010 |
მცირე |
- |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ბაზაზე შექმნილიამუდმივმოქმედი კლუბები, რომლებიცრეგულარულ შეხვედრებს მართავენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან |
G6 |
საქართველოში ბუნებისადმი ტრადიციული დამოკიდებულების შესწავლა და პოპულარულ ენაზე გამოცემის მომზადება |
|
2006-2009 |
საშუალო |
- |
გამოცემულია სამეცნიეროპოპულარული ლიტერატურა |
G7 |
სპეციალური გამოცემის მომზადება დაცული ტერიტორიებისა და პერსპექტივების შესახებ |
1,7 |
2006-2007 |
მცირე |
|
გამოცემული და გავრცელებულია შესაბამისიპუბლიკაცია |
G8 |
ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული ლიტერატურის, მცირე ბიბლიოთეკებისა და ვიდეოთეკების ქსელის შექმნა |
1, 2, 7, 9 |
2005-2008 |
მაღალი |
- |
შექმნილიამინიმუმ 4 სრულად აღჭურვილი ბიბლიოთეკა გარემოს დაცვის რეგიონალურ სამმართველოებთან |
G9 |
სანახაობრივი ღონისძიებების (ვიქტორინები, სპორტული |
|
2005-2010 |
მაღალი |
- |
მომზადებული და განხორციელებულია სანახაობრივი ღონისძიებების სპეციალური პროგრამები როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში |
G10 |
საქართველოს რეგიონებში სამეცნიერო-პოპულარული სემინარების ორგანიზება |
1, 3, 4, 7, 8 |
2005-2006 |
საშუალო |
- |
ყველა რეგიონში გაიმართა წელიწადში მინიმუმ ერთი სემინარი |
G11 |
სახელმწიფო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზება საერთო ინტერესების გამოვლენისა და ურთიერთობების დამყარების მიზნით |
8 |
2005-2010 |
მცირე |
- |
ყოველ წელს მომზადებული და ჩატარებულია მინიმუმ ერთი შეხვედრა |
G12 |
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მენეჯმენტის სასწავლო (მოსამზადებელი) ცენტრის (კურსების) შექმნა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის |
1, 7, 9 |
2005-2009 |
მაღალი |
- |
შექმნილიაშესაბამისიტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი; შემუშავებულია სპეციალური ტრენინგ-პროგრამები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის |
G13 |
სკოლის მასწავლებლებისათვის მუდმივმოქმედი გარემოსდაცვითი კურსების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში |
1, 7 |
2005-2010 |
საშუალო |
|
საქართველოს ყველა რეგიონში გადამზადებულია პედაგოგთა 35% |
G14 |
სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სასწავლო პროგრამებში ბიომრავალფეროვნების საკითხების ინტეგრირება |
1, 2, 7 |
2005-2006 |
2005-2006 |
- |
ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპები ინტეგრირებულია სასწავლო პროგრმებში |
G15 |
სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციის კუთხით |
1, 2, 7 |
2005-2006 |
საშუალო |
|
გამოცემული და აპრობირებულია მინიმუმ თითო დამხმარე სახელმძღვანელო სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესისასწავლებლებისათვის |
G16 |
სკოლებში ბიომრავალფეროვნების შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება |
1 |
2006-2007 |
2005-2006 |
- |
რამდენიმესკოლაში ჩამოყალიბებულია ბიომრავალფეროვნების შემსწავლელი წრეები, რომელთაცაქვთ სათანადოდ აღჭურვილი კაბინეტები(პილოტ-პროექტი) |
G17 |
ეკობანაკების მოწყობა უფროსკლასელებისა და სტუდენტების მონაწილეობით |
1, 7. |
2006-2010 |
საშუალო |
- |
მოწყობილია მინიმუმ 4 ეკობანაკი
|
G18 |
,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რაც უკეთეს პირობებს შექმნის გარემოსდაცვითი რეკლამების განთავსებისათვის |
10 |
2005 |
მცირე |
- |
მომზადებული და პარლამენტში შეტანილიაშესაბამისიწინადადებები |
G19 |
ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, როგორც სპეციალური კურსი, დაემატოს ,,ზოგადი ეკოლოგია და ეკოლოგიური სამართალი“ |
4 |
2008-2010 |
საშუალო |
|
რომელიმეუმაღლეს სასწავლებელში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე |
G20 |
გარემოს დაცვის სამართლის სფეროში სახელმწიფო სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება |
6 |
2005-2010 |
საშუალო |
|
შერჩევით რომელიმეუმაღლესისასწავებლის მაგისტრატურაში შემოღებულია გარემოს დაცვის სამართლის (ეკოლოგიური სამართლის) სპეციალობა |
G21 |
ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის განხორციელების შედეგობრივი ვებგვერდის ინტერნეტში განთავსება |
1 |
2010 |
მცირე |
- |
ვებგვერდიგანთავსებულია ინტერნეტში |
2.8. მოქმედებათა გეგმა: ფინანსურ-ეკონომიკური პროგრამა
სტრატეგიული მიზანი H: შესაბამისი ფინანსური და ეკონომიკური პროგრამების დანერგვა ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი კონსერვაციის მხარდასაჭერად |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისი |
განხორცი |
ბიუჯეტი |
კონვენციის |
ინდიკატორი |
H1 |
საჭირო მონაცემების შეგროვება და ბიომრავალფეროვნების სრული ეკონომიკური ღირებულების გამოანგარიშება |
5, 6, 7, 8, 9 |
2005-2006 |
მცირე |
1,6 |
სარწმუნო, აქტუალურიდა ხელმისაწვომი ინფორმაციის საფუძველზე შეფასებულია ბიომრავალფეროვნების სრული ეკონომიკური ღირებულება |
H2 |
ეკონომიკის სტრუქტურის |
5, 6, 7, 8, 9 |
2005 |
მცირე |
6, 8, 10, 12, |
არსებობს მაკროეკონომიკური შეფასების შედეგები |
H3 |
ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური საქმიანობის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის გამოკვლევა |
3, 5, 6, 7
|
2006 |
მცირე |
7 |
დადგენილიაეკონომიკური პოლიტიკისადა საქმიანობისზეგავლენისხარისხი |
H4 |
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ეკონომიკური ეფექტის (პოტენციური მოგების) შეფასება |
1, 4, 5, 6 |
2006 |
მცირე |
8, 9, 14, 16, |
გამოთვლილია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პოტენციურიეკონომიკური ეფექტი |
H5 |
ბიომრავალფეროვნების განადგურებისაგან მიყენებული ზარალის გამოვლენა და შეფასება |
1, 3, 4, 5, 6, |
2006 |
მცირე |
7 |
შეფასებულია ბიომრავალფეროვნების განადგურებით მიყენებულიზარალი |
H6 |
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის საჭირო ფინანსების გამოვლენა და ეკონომიკური ბერკეტების მოძიება მათი ამოქმედებისათვის |
7, 8, 9 |
2007 |
მცირე |
8, 9, 20, 21 |
გამოვლენილია ბიომრავალფეროვნების გადარჩენისათვის საჭირო ფინანსების შექმნის ეკონომიკური ბერკეტები |
H7 |
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესის მართვის ეკონომიკურ-ინდიკატორული დაგეგმვა |
5, 6, 7, 8 |
2010 |
საშუალო |
6, 7, 8, 9,
|
შედგენილიაბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ეკონომიკური გეგმა |
2.9. საკანონმდებლო ასპექტები
სტრატეგიულიმიზანი I: |
||||||
N
|
მოქმედება |
შესაბამისი პრობლემა |
განხორციელების |
ბიუჯეტი |
ბიომრავალფეროვნების |
ინდიკატორი მოსალოდნელი შედეგები |
I1 |
,,მცენარეული საფარის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავება და მიღება |
1, 3 |
2005-2006 |
მცირე
|
6, 7, 8 |
შემუშავებულია კანონის პროექტი მიღებულია კანონი |
I2 |
,,აგრობიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავება და მიღება |
2 |
2006-2007 |
მცირე |
5, 6, 7, 8 |
|
I3 |
,,ეკოლოგიური დაზღვევის“ შესახებ საქართველოს კანონის შემუშავება და მიღება |
4 |
2006-2007 |
მცირე |
14 |
|
I4 |
,,ბუნებისდაცვითი აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონის შემუშავება და მიღება |
4 |
2006-2007 |
მცირე |
6 |
|
I5 |
,,ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავება და მიღება |
3 |
2005-2006 |
მცირე |
7 |
|
I6 |
ბიოუსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა |
|
2005-2006 |
|
8 (გ), 19.4 |
|
I7 |
ბიომრავალფეროვნების გონივრული გამოყენების ეკონომიკური საფუძვლების სამართლებრივი მექმნიზმების შექმნა და დანერგვა |
1, 3, 4 |
III-V |
მაღალი |
20 |
მიღებულია ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სახელმწიფო ფონდი |
I8 |
ტაქსონთა შემფასებელი მუდმივმოქმედი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად სამართლებრივი საფუძვლის მომზადება |
8 |
2005 |
მცირე |
8, 9 |
მიღებულია ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ტაქსონთა შემფასებელი მუდმივმოქმედი ჯგუფი |
I9 |
ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო ვალდებულებებთან ჰარმონიზაციის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა |
6 |
2005-2010 |
- |
10 |
პრეზიდენტის ბრძანებულების არსებობა, რომლის საფუძველზე შეიქმნება ინტერდისციპლინური ჯგუფი იუსტიციის სამინისტროსთან |
I10 |
სხვადასხვა კატეგორიის სამენეჯმენტო გეგმების სტატუსისა და შედგენის მეთოდიკის განმსაზღვრელი კანონის მომზადება |
6, 7 |
2005-2006 |
მაღალი |
8, 9 |
შემუშავებულია ნორმატიული აქტის პროექტი |
I11 |
ბიომრავალფეროვნების სფეროში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და არსებული კანონების დახვეწა |
2, 3, 5, 7 |
2005-2006 |
მაღალი |
8, 9 |
მომზადებულია ნორმატიული აქტების პროექტები; შეტანილიაშესაბამისიცვლილებები კანონმდებლობაში. |
______________________________
1. ამ დოკუმენტის მოქმედებათა გეგმა არ შეიცავს მოქმედებებს მდგრადი სატყეო მეურნეობის კომპონენტისათვის. სატყეო სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა ამ დოკუმენტში (თავი 3.4) განსაზღვრულ შესაბამის მიზნებსა და ამოცანებზე დაყრდნობით შემუშავდება ცალკე დოკუმენტის სახით
![]() |
6 დანართი 1 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მოკლე მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
1.1. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს. მისი ტერიტორია 69,5 ათასი კვ. კმ-ია. იგი განლაგებულია ევრაზიის ალპური დანაოჭების სარტყელში, სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე და ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5068,8 მ-მდე (მწვერვალი შხარა). საქართველოს რელიეფს ქმნის მთების, ზეგნებისა და ვაკეების ერთობლიობა. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ჩრდილოეთით - კავკასიონის მთიანი სისტემა, სამხრეთით - მცირე კავკასიონის მთიანი ნაწილი და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. მთების ამ ორ სისტემას შორის მოქცეულია მთათაშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით ორ ნაწილად იყოფა (კოლხეთის ბარი და ივერიის ბარი).
საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის მდებარეობასთან სუბტროპიკული ზონის, არალ-კასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების შესაყარზე. ლიხის ქედი განაპირობებს საქართველოს სხვადასხვა ნაწილების კლიმატის კონტრასტულობას. დასავლეთ საქართველოს კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოში - მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული, ხოლო სამხრეთ საქართველოში - კონტინენტური.
საქართველო მდიდარია ჰიდროლოგიური რესურსებით, თუმცა ისინი არათანაბრადაა განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში. ჰიდრორესურსებით გაცილებით მდიდარია დასავლეთ საქართველო, მდინარეთა უმრავლესობა უშუალოდ ერთვის შავ ზღვას.
საქართველოში 850-ზე მეტი ტბაა. მათი საერთო ფართობი არ დაახლოებით 170 კმ2-ია.
საქართველოს ნიადაგები მეტად მრავალფეროვანია. ძირითადად გამოიყოფა დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის ნიადაგური ოლქები. დასავლეთის ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები. აღმოსავლეთ ოლქისათვის დამახასიათებელია წაბლა დაშავმიწა ნიადაგები (სტეპების ზონაში) და მურა ნიადაგები (ელდარის ნახევარუდაბნოსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილის ზოგიერთ ადგილებში).
1.2. საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა
ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 ,,ცხელ წერტილს”(Hot spots). მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი ჯიში. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ,,ცოცხალი ძეგლია”, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.
ასევე თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.
1.3. ძირითადი ეკოსისტემები და ბიომები
არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი, ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღ. დ.-დან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ა ლპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (>3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (>3700 მ).
ქვემოთ მოცემულია საქართველოში არსებული ძირითადი ბიომების მოკლე აღწერა. სხვადასხვა ბიომებისთვის დამახასიათებელი მცენარეთა სახეობების უფრო დეტალური ნუსხა იხილეთ დანართში (დანართი 2: მცენარეთა მნიშვნელოვანი სახეობების სია ბიომების მიხედვით).
ჭალის ტყის ბიომი
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყეების ბიომები განვითარებულია მდინარეების - მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა Quercus pedunculiflora, აგრეთვე ვერხვი Populus canescens, Populus hybrida, ქაცვი HHyppophae rhamnoides და სხვ. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით.
დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს. ამ ტყეებისთვის დამახასიათებელია გვიმრა (Mateucia struthiopteris) და ლიანები (Hedera colchica, Smilax exscelsa, Vitis sylvestris). თითქმის გაუვალ რაყებს ჰქმნის მაყვალი (Rubus anatolicus).
ნახევრადუდაბნოს ბიომი
ნახევრადუდაბნოს ბიომები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში. ამ ბიომის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია ავშანი (Artemisia fragrans). შიდა ქართლში გავრცელებული ავშნიანები მდიდარია ეფემერებით.
ნახევრადუდანოს ბიომებში ზოგ ადგილას ჩართულია დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები დამახასიათებელი სახეობრივი შემადგენლობით.
სტეპის ბიომი
ნამდვილი სტეპის ეკოსისტემები საქართველოში მხოლოდ ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი და არაიშვიათად განვითარებულია ნატყევარი და ბუჩქნარი მცენარეულობის ადგილებზე.
აღმოსავლეთ საქართველოში სტეპის ბიომები განვითარებულია 300-700 მეტრზე ზღვის დონიდან. ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად სტეპის ბიომში შესულია ტყის და ბუჩქნარი მცენარეულობის ეკოსისტემები. სტეპის ბიომის ფარგლებში კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია, კონტინენტურობის ნიშნებით, შედარებით მშრალი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. თოვლის საფარი მცირეა და არამყარი.
სტეპის ბიომის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემას წარმოადგენს უროიანი (Botriochloa ischaemum) ველი (ანუ სტეპი). ტიპიური სტეპის მცენარეულობის კომპონენტებია: Stipa tirsa, St. lessingiana, St.pulcherrima, St.capillata. ნაირბალახოვანი სტეპები მხოლოდ გარეჯისათვის არის დამახასიათებელი და საკმაოდ მდიდარი სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
მთის სტეპები მხოლოდ სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული 1800-2500 მეტრზე
ზღვის დონიდან.
არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ბიომი
აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნოებისა და სტეპების სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ნათელი ტყის მცენარეულობა. ეს ბიომი შედგება ტყის ქსეროფილური მცენარეებისაგან და საკმაოდ გვალვაგამძლე ბალახოვანი საფარისაგან. იგი ყველაზე კარგად არის გამოხატული ვაშლოვანის ნაკრძალში და უკავია 5000 ჰა ფართობი.
საკმლის ხის (Pistacia mutica) ნათელი ტყე მიეკუთვნება დასავლეთ-ირანულ ტიპს, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბუჩქები (Paliurus spina-christi, Rhamnus pallasii, otinus coggygria და სხვ.). გვხვდება აგრეთვე საკმლის ხის სუფთა რაყები, რომელსაც ცალკეული ხე ან ბუჩქები თუ შეერევა ხოლმე.
ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ მცხეთისა და ვაშლოვანის მთისწინების ჩრდილო ფერდობები. ამ ტყეების დომინანტებია Juniperus foetidissima (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთის სახეობა) და J. polycarpus (წინა აზიური სახეობა). ვაშლოვანში ეს სახეობები საკმლის ხის ტყის კომპონენტებია. გარდა ამ სახეობებისა, ამ ეკოსისტემაში გავრცელებულია კავკასიური Juniperus oblonga და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვური J. rufescens. ხშირად ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ ტყის შემდეგ განვითარებული მცენარეულობის ადგილი.
ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები განვითარებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინების სამხრეთ ფერდობებზე, ძირითადად ქართული მუხის ტყის დეგრადაციის შედეგად (600-800 მ.) განთავისუფლებულ ადგილებში.
ტყის ბიომი
საქართველოში ტყეს სხვა მცენარეულ ტიპებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 36,7%). ტყის ეკოსისტემები დამახასიათებელია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონისთვის, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და მთიანი თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია. სხვადასხვა ტიპის ტყეების წილი ქვეყნის ტყეების საერთო ფართობში შემდეგნაირია:
წიფლნარები - 51%,
სოჭის ტყეები - 10%,
მუხნარები - 3,3%
ნაძვნარები - 6,3%,
ფიჭვნარები - 3,6%,
მურყნარები - 3%,
წაბლის ტყეები - 2,1%,
არყნარები - 2%.
საქართველოს ტყეების დანარჩენ ფართობს ხემცენარეთა სხვადასხვა სახეობები ქმნის
(Carpinus caucasica, Tilia caucasica, Acer platanoides, A. trantvetteri, Fraxinus exscelsior და სხვ.).
დასავლეთ საქართველოში ტყე უკვე ზღვისპირიდანაა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600-700 მეტრიდან იწყება.
მუხნარები (Quercus iberica): გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში (600-700 მეტრიდან). სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა ვარიანტები გამოიყოფა.
წიფლნარები (Fagus orientalis): გავრცელებულია ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილში. ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica).
ფიჭვნარები (Pinus spp.) გვხვდება ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის ფარგლებში. ეს ეკოსისტემები მდიდარი ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევიან. დამახასიათებელი სახეობებია: არყი, წიფელი, სოჭი და სხვ.
მუხნარ-ფიჭვნარი: ფიჭვთან ერთად ამ ეკოსისტემას ქმნის მაღალი მთის მუხა. ამ ტყეებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში 800-1100 მ. სიმაღლის ფარგლებში, ხოლო აჭარაში მისი გავრცელების ზონა გაცილებით დაბალი სიმაღლეებიდან იწყება (300 მ-დან 1100-1200 მ-მდე).
უთხოვრის (Taxus baccata) ტყეები: შემონახულია რელიქტური ტყის სახით ბაწარას ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში.
ძელქვიანები (Zelkova carpinifolia): ბაბანეურის ძელქვიანები თავისი რელიქტური ბუნებით და იშვიათი გავრცელებით დიდ ყურადღებას იქცევს. ის ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, როგორც თხელ, ისე კარგად განვითარებულ ნიადაგებზე (დასავლეთ საქართველოში ძელქვიანები განვითარებულია ალუვიალურ-ჩონჩხიან ქვიშნარ ნიადაგებზე).
ნეკერჩხლიანები (Acer velutinum): ეს ტყეები მხოლოდ ალაზნის ველზეა გავრცელებული. მისი ზედა ზღვარი 1000 მ-ს არ აღემატება.
კოლხური ტყეები: დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები (Alnus barbata), ლაფნარები (Petocarya pterocarpa), ნაკლებ ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები (Quercus iberica, Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus caucasica), წაბლნარები (Castanea sativa). ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (Hedera colchica, Smilax excelsa, Vitis sylvestris).
ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ტყე: ბიჭვინთის ფიჭვი რელიქტური სახეობაა. ამ ტყისთვის დამახასითებელია ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის წარმომადგენლები.
დასავლეთ საქართველოს ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტური გართხმული ბუჩქების, მათ შორის, მარადმწვანეების ქვეტყე. ზოგიერთ რაიონში (აფხაზეთსა და სამეგრელოს კირქვიან მთებში) გვხვდება ბზა (Buxus colchica). დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (იმერეთში) ტყის ქვედა და შუა სარტყელში გაბატონებულია იმერეთის მუხა (Quercus ime etina), რომელიც ძელქვასთან (Zelcova carpinifolia) ერთად ქმნის აჯამეთის ნაკრძალის ძელქვნარ-მუხნარ ტყეებს.
სუბალპური ბიომი
მაღალმთის მცენარეულობა მეტად მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია, პირველ რიგში, კავკასიის მთების ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობით, კლიმატის კონტრასტულობით, რელიეფის ძლიერი დანაწევრებით და სხვ.
კავკასიის მთებში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სუბალპური სარტყლის (2400-2750 მეტრი ზღვის დონიდან) ტყის ზედა საზღვრის მცენარეულობა, რომელიც გამოირჩევა როგორც დიდი მრავალფეროვნებით, ისე იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. სუბალპური სარტყლის მცენარეულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ფორმაციები:
მეჩხერი ტყეები
ტანბრეცილი ტყეები
გართხმული ბუჩქნარები
მაღალბალახეულობა
ფართოფოთლიანი მდელოები.
მეჩხერი ტყეები: მეჩხერი, ანუ ,,პარკისებური ტყეები” გვხვდება 1800-1900 მ-ის ზემოთ. მეჩხერ ტყეს წარმოქმნიან ძირითადად მაღალმთის ბოკვი და მაღალმთის მუხა. გარდა ამისა, ,,პარკისებურ ტყეს” ქმნიან (უფრო ხშირად ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად) წიფელი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.
ტანბრეცილი ტყეები: კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი, არყის სხვადასხვა სახეობები, მაღალმთის ბოკვი, კოლხური თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვები. განსაკუთრებით საყურადღებოა კოლხეთის ტანბრეცილი ტყეები, სადაც კლიმატი არა მარტო ძალიან ტენიანი, შედარებით რბილიცაა. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით (მაგ. პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი და სხვ.)
გართხმულ ბუჩქნარები: ამ ფორმაციების ძირითადი კომპონენტებია დეკა, უნგერნის შქერი, გართხმული ღვია, კავრა, მელიქაური და სხვ.
სუბალპური ზონის ბალახოვანი ფლორა გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და კავკასიის ენდემების სიმდიდრით. აღსანიშნავია მაგალითად, მონოტიპური გვარი Gadellia, ასევე Grosshemia, Dolychorrisa და სხვ.
ალპური სარტყლის ბიომი
ალპური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 2400-2500 მ-დან - 2900-3000 მ-მდე ზღვის დონიდან. აქ გავრცელებულია შემდეგი ძირითადი ეკოსისტემები: ალპური მდელოები (მკვრივკორდიანი, მეჩხერკორდიანი, მარცვლოვანი და ნაირბალახოვანი), ალპური ხალები, ბუჩქნარი და კლდისა და ნაშლების მიკროეკოსისტემები.
ალპური მდელოები: ძიგვიანი (Nardus glabriculmis) ეკოსისტემები ძირითადად გავრცელებულია ცივი და ტენიანი (ხშირად ძლიერ ტენიანი) ნიადაგის გარემოში მცირედ დაქანებულ ფერდობებზე ან გავაკებულ რელიეფზე. ამ ეკოსისტემების ფლორისტული შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი (25-30 სახეობა თითოეულ ცენოზში). ჭრელი წივანას მდელოები ალპურ სარტყელში ძირითადად სამხრეთ ექსპოზიციის ძლიერ დაქანებულ ფერდობებზეა წარმოდგენილი და 3000 მ-მდე აღწევს. ამ ეკოსისტემის ფლორისტული შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. თოვლით ხანგრძლივად დაფარულ ჩრდილოეთ ფერდობებზე, უმთავრესად დასავლეთ კავკასიონზე, ფართოდაა გავრცელებული Geranium gymnocaulon-ის მდელოები. მისი ფლორისტული შემადგენლობა შედარებით ღარიბია.
ალპური ხალები: ეს ეკოსისტემები განვითარებულია ე.წ. ,,ცირკების” ფორმის რელიეფის პირობებში, სადაც თოვლის საფარი ხანგრძლივი დროის მანძილზეა შენარჩუნებული. ამ ეკოსისტემის სახეობრივი შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი და მოიცავს 20-25 სახეობას.
ალპური ბუჩქნარები: დეკიანები გვხვდება ალპური სარტყლის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობებზე. დეკიანი სახეობრივი შემადგენლობის თვალსაზრისით არ არის მდიდარი (10-15 სახეობა ცალკეულ ცენოზში). ქონდარა ბუჩქის Drias caucasica-ს ფორმაციები კი ფლორისტული შემადგენლობით საკმაოდ მდიდარია.
აღსანიშნავია, რომ კავკასიონის ალპურ სარტყელს აღწევს ღვიას ორი სახეობა: Juniperus hemispaerica (=J. depressa) და J. sabina.
სუბნივალური და ნივალური ბიომი
სუბნივალური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 3000 დან 3600 მ.- მდე ზღვის დონიდან. ეს სარტყელი ყველაზე კარგად არის გამოხატული ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე. ამ ზონისთვის დამახასითებელ ექსტრემალურ გარემოსთან შეგუებულია მცენარეთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფი (კავკასიის სუბნივალურ სარტყელში სულ დაახლოებით 250 სახეობაა გავრცელებული).
აღსანიშნავია სუბნივალური სარტყლის ფლორაში ენდემურ სახეობათა მაღალი წილი - 60-70%. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ენდემური გვარები, როგორიცაა: Pseudovesicaria, Gymphyloma, Pseudobetckea, Coluteocarpus, Didimophysa, Eunomia, Vavilovia.
ჭაობისა და წყლის ბიომები
ჭაობები საქართველოს ლანდშაფტების ტიპიური კომპონენტია. ის განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული კოლხეთის დაბლობსა და სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. ჭაობები გავრცელებულია, როგორც დაბლობ ზონაში, ისე სუბალპურ და ალპურ სარტყელში. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი ეუტროფული ჭაობები, ხოლო მეზოტროფულს და ოლიგოტროფულს შედარებით შეზღუდული არეალი უკავია.
სფაგნუმიანი ჭაობები: დასავლეთ საქართველოში სფაგნუმიანი ჭაობები ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყელამდეა გავრცელებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი მშრალი კლიმატის გამო 2000 მ-ზე უფრო მაღლა აღარ გვხვდება.
აღსანიშნავია, რომ კოლხეთის სფაგნუმიანი ჭაობებისათვის დამახასიათებელია ბორეალური (სფაგნუმის ხავსები, დროზერა (Drosera rotundifolia), რინხოსპორა (Rhinhospora alba) და მაღალი მთის იელი (Rhododendron luteum, შქერი Rhododendron ponticum) სახეობების თანაარსებობა. აგრეთვე, რელიქტური სახეობები: Osmunda regalis, Soligado turfosa, Drosera rotundifolia, Trapa colchica.
ჰიდროფილური მაღალბალახეულობის მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა ძირითადად სამხრეთ საქართველოს დაბლობსა და ვულკანურ პლატოზე გვხვდება. მისი გავრცელების ზედა საზღვარია 2 000 მ. ზღ. დ. ამ ეკოსისტემის დომინანტი სახეობებია: Phragmite australis, Typha latifolia, T. angustifolia და სხვ.
ჰიდროფილური დაბალბალახოვანი მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა გავრცელებულია 2300 მ-ზე ზღ. დ. და უფრო მაღლა, მაგრამ მას უმნიშვნელო ფართობები უკავია.
1.4. საქართველოს ცხოველთა სამყარო
1.4.1. უხერხემლოები
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განაპირობებენ უხერხემლოთა ფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებას. მათ შორის მრავალი ენდემია.
უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავდებიან შესწავლის სისრულის მიხედვით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ტაქსონი საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული. ეს პირველ რიგში ითქმის პეპლებზე (Lepidoptera: Geometridae), ხოჭოებზე (Coleoptera: Curculionidae, Carabidae), ბრტყელ ჭიებზე (Nemathelmintes); სიფრიფანაფრთიანებზე (Hymenop era), თანაბარფრთიანებზე (Hemiptera Psylloidea).
ენდემური და საფრთხეში მყოფი უხერხემლოთა სახეობების სიმრავლით გამოირჩევა საქართველოს შემდეგი რაიონები: დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთი, კოლხეთი, ბორჯომის ხეობა, ივრის ზეგანი, მესხეთის ქედის სამხრეთ მთისწინები.
1.4.2. ხერხემლიანები
თევზები
საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacer a), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენს; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).
ამფიბიები
საქართველოში გავრცელებულია ამფიბიების 12 სახეობა. მათგან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა (Mertensialla caucasica), სირიული მყვარი (Pelobates syriacus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და სხვ.
ამფიბიათა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს მთიანი კოლხეთის ტყეები. გარდაბნის ველი მნიშვნელოვანია, როგორც სირიული მყვარის არეალი.
ქვეწარმავლები
საქართველოში გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. მათ შორისაა: 3 სახეობის კუ; 27 სახეობის ხვლიკი და 23 სახეობის გველი. ამათგან Pelias-ს გვარის წარმომადგენელი სამი სახეობის გველი და Archaeolacerta-ს წარმომადგენელი 12 სახეობის ხვლიკი კავკასიის ენდემია. კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ აგრეთვე ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), კავკასიური გველგესლა (Pelias kaznakovi) და სხვ. მრავალი სახეობა მოწყვლადია მსოფლიო არეალის ფარგლებში.
ფრინველები
საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius ) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi). ძუძუმწოვრები
წვრილი ძუძუმწოვრები
საქართველოში გავრცელებულია წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობები, როგორიცაა: Sorex caucasica, Sorex volnuchini, Talpa caucasica, Neomis schelkovnikovi, Sicista caucasica, Sicista khlukhorica, Sicista kazbegica, Prometheomys schaposchnikovi Chionomys gud და სხვა. არაენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია Suncus etruscus, Sciurus anomalu, Allactaga elate, Rhinolopus euriale, Rhinolopus mehelyi, Myo is emarginatus და სხვა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოში გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები (Sciurus vulga is, Myocastor coypus, Ondatra zibethicus.
მსხვილი ძუძუმწოვრები
საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების 30 სახეობა.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილ ძუძუმწოვართა არეალებისა და რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება. ამჟამად მრავალი მათგანი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჯიქისა და ზოლიანი აფთრის მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. მთლიანად გაქრა ქურციკი და ნიამორის სამხრეთი (თრიალეთის ქედის) პოპულაცია.
მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია ორი სხეობის ჯიხვი: Capra cylindricornis და C. caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ.
![]() |
7 დანართი 2 ბიომრავალფეროვნების დაცვის ძირითადი საკითხები: არსებული სიტუაციის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
2.1 დაცული ტერიტორიები
საქართველოში პირველი ნაკრძალი დაარსდა 1912 წელს ლაგოდეხის ხეობაში. სულ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შეიქმნა 14 ნაკრძალი და 5 სატყეო-სამონადირეო მეურნეობა. მკაცრად დაცული ტერიტორიები წარმოადგენდა საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 2,4 %-ს, ხოლო სატყეო-სამონადირეო მეურნეობები - 0.8 %-ს.
ნაკრძალებში კანონით აკრძალული იყო ნებისმიერი სახის ჩარევა. მიუხედავად ამისა, ეს პრინციპი დარღვეული იყო თითქმის ყველა ნაკრძალში. ამასთანავე, ნაკრძალების დაარსებისას არ გამოიყენებოდა კომპლექსური მიდგომა. აქცენტი კეთდებოდა რომელიმე ერთი სახეობის დაცვაზე, ყურადღება არ ექცეოდა სხვა სახეობებსა თუ მთლიანად ეკოსისტემას. არასწორად იყო იდენტიფიცირებული ნაკრძალების ჩამოყალიბების მიზნები, ამასთანავე არ არსებობდა დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებული სამართლებრივი ბაზა. აღნიშნულის გამო საქართველოს ნაკრძალების უმეტესობა დაბალი ეკოლოგიური ეფექტურობით ხასიათდებოდა.
1990 წლიდან საქართველოში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით დაიწყო დაცული ტერიტორიების თანამედროვე სისტემის დაგეგმვა და ჩამოყალიბება, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი. თანამედროვე მიდგომა გულისხმობს ბუნების სრულფასოვანი დაცვისა და სოციალ-ეკონომიკური განვითარების ჰარმონიზებას, რაც პირველ რიგში, სხვადასხვა რეჟიმის დაცული ტერიტორიებით აგებული დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოყალიბებაში გამოიხატება.
1990-1991 წლებში დამუშავდა საქართველოს დაცული ტერიტორიების სივრცითი სტრუქტურის განვითარების პირველი სქემა, რაც საფუძვლად დაედო შემდგომ გეგმარებით სამუშაოებს. 1995 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დაარსდა აღმოსავლეთ კავკასიონის, ივრის, კოლხეთის, აჭარა-იმერეთის, ცენტრალური კავკასიონისა და ერუშეთის, შავშეთისა და აფხაზეთის დაცული ტერიტორიების გეგმარებითი რეგიონები.
დაცული ტერიტორიების სისტემის ფორმირებისთვის საჭირო რეფორმის სამართლებრივი ბაზის შექმნას ემსახურებოდა 1996 წელს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მიღება, რომლითაც დაკანონდა საერთაშორისო კრიტერიუმების შესატყვისი დაცული ტერიტორიების კატეგორიები და მათი ჩამოყალიბების პროცედურა, რომელიც ემყარებოდა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) რეკომენდაციებს.
ამ კანონის მიხედვით, საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემა უნდა აიგოს
შემდეგი კატეგორიების გამოყენებით:
დაცული ტერიტორიის |
მართვის მექანიზმები |
კატეგორია |
სახელმწიფო ნაკრძალი |
მკაცრი დაცვა |
I |
ეროვნული პარკი |
ეკოსისტემის კონსერვაცია და რეკრიაცია |
II |
ბუნების ძეგლი |
ბუნების თავისებურებების კონსერვაცია |
III |
აღკვეთილი |
შენარჩუნება აქტიური მართვის გზით |
I V |
დაცული ლანდშაფტი |
ლანდშაფტების და/ან ზღვის აკვატორიის კონსერვაცია და რეკრიაცია |
V |
მრავალმხრივი |
ბუნებრივი ეკოსისტემის მდგრადი გამოყენება |
VI |
ასევე შესაძლებელია შეიქმნას ბიოსფერული რეზერვატი და მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი. ორივე კატეგორიის დამტკიცება UNESCO-ს აღიარების შემდეგ ხდება. დაცული ტერიტორიის ეს სისტემები შეიძლება წარმოადგენდნენ სხვადასხვა დაცული ტერიტორიების კრებულს, რომელსაც ენიჭებათ მსოფლიო მნიშვნელობის სტატუსი. კანონით გათვალისწინებულია, აგრეთვე, გარკვეული ტერიტორიების საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების ნუსხაში ჩართვის შესაძლებლობასაც.
1995 წელს ბორჯომის ნაკრძალის ბაზაზე დაარსდა საერთაშორისო კრიტერიუმების შესატყვისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ეს იყო დაცული ტერიტორიების სისტემის რეფორმის პირველი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
1996 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობების ბაზაზე შეიქმნა აღკვეთილები.
1997 წელს კოლხეთის წყალჭარბი ტერიტორიები შეტანილი იქნა საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების ნუსხაში (ცენტრალური კოლხეთი - 33 700 ჰა და ჭაობი ისპანი 2 - 550 ჰა). ხოლო 1999 წელს კანონით ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” დაარსდა კოლხეთის დაცული ტერიტორიები (კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი, ქობულეთის აღკვეთილი, კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები). ამჟამად მსოფლიო ბანკისა და GEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კოლხეთის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება.
2003 წელს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მნიშვნელოვნად გაფართოვდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ნაკრძალები, ამასთანავე, შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები.
საქართველოს დაცული ტერიტორიები
№ |
ნაკრძალები |
ფართობი (ჰა.) |
დაარსების წელი |
1. |
ლაგოდეხი1 |
22358 |
1912 |
2. |
თუშეთი2 |
10694 |
1980 |
3. |
ბაბანეური |
770 |
1960 |
4. |
ბაწარა |
3042 |
1935 |
5. |
ვაშლოვანი |
8480 |
1935 |
6. |
ალგეთი |
6400 |
1965 |
7. |
ლიახვი |
6388 |
1977 |
8 |
საგურამო |
5241 |
1946 |
9 |
მარიამჯვარი |
1040 |
1935 |
10 |
ყაზბეგი |
8707 |
1976 |
11 |
აჯამეთი |
4848 |
1935 |
12 |
სათაფლია |
300 |
1935 |
13 |
ბორჯომი |
17948 |
1935 |
14 |
ბიჭვინთა |
1461 |
1935 |
15 |
მიუსერა |
2300 |
1934 |
16 |
რიწა |
17200 |
1930 |
17 |
ფსხუ |
27333 |
1978 |
18 |
გუმისთა |
13400 |
1976 |
19 |
სკურჩა |
85 |
1971 |
20 |
კინტრიში |
13893 |
1959 |
21 |
ქობულეთი |
331,25 |
1999 |
№ |
ეროვნული პარკები |
ფართობები (ჰა.) |
დაარსების წელი |
1. |
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი |
57 964,44 |
1995 |
2. |
კოლხეთის ეროვნული პარკი |
44313 |
1999 |
3. |
თუშეთის ეროვნული პარკი |
83453,04 |
2003 |
4. |
ვაშლოვანის ეროვნული პარკი |
25114 |
2003 |
№ |
ბუნების ძეგლები |
ფართობები (ჰა.) |
დაარსების წელი |
1. |
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი |
138 |
2003 |
2. |
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი |
0,5 |
2003 |
3. |
არწივის ხეობის ბუნების ძეგლი |
|
2003 |
№ |
აღკვეთილები |
ფართობები (ჰა.) |
დაარსების წელი3 |
1. |
გარდაბანი |
3315 |
1957 |
2. |
ყორუღი |
2068 |
195 |
3. |
იორი |
1336 |
1965 |
4. |
ჭაჭუნა |
5200 |
1965 |
5. |
კაცობური |
295 |
1964 |
6. |
ქცია-ტაბაწყური |
|
1995 |
7. |
ნეძვი |
|
1995 |
8. |
თეთრობი |
|
1995 |
9. |
ქობულეთი |
438,7 |
1999 |
10. |
ილტო |
5273 |
2003 |
11. |
ლაგოდეხი |
1998 |
2003 |
№ |
დაცული ლანდშაფტი |
ფართობი (ჰა.) |
დაარსების წელი |
1. |
თუშეთის დაცული ლანდშაფტი |
27903 |
2003 |
2002 წელს მსოფლიო ბანკი/GEF-ს მხარდაჭერით დაიწყო ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი”. პროექტის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ეკოლოგიურად და სოციალურად მდგრადი, დაცული ტერიტორიების შექმნის მეშვეობით და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის კურსის გატარებით ამ დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელ სამეურნეო ლანდშაფტებში. პროექტის საშუალებით მოხდება დაცული ტერიტორიების დაგეგმარების ხელშეწყობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე (1), დაცული ტერიტორიების განვითარება და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აღმოსავლეთ კავკასიონის სამ რეგიონში (2), დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ინსტიტუციური გაძლიერება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მართვის მიზნით (3).
უნდა აღინიშნოს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივით განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელთა მიზანია კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის პრიორიტეტული ტერიტორიების გამოვლენა. WWF-ის კავკასიის ოფისის მიერ დაცული ტერიტორიების დაგეგმვის საკითხი განიხილება ეკორეგიონულ ჭრილში. უკვე იდენტიფიცირებულია კონსერვაციისათვის პრიორიტეტული ტერიტორიები და დერეფნები. ერთერთ ასეთ ტერიტორიას წარმოადგენს ჯავახეთის ზეგანი, სადაც გათვალისწინებულია ეროვნული პარკისა და 4 აღკვეთილის დაარსება. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ხანჩალის, მადატაფისა და ბუღდაშენის ტბები, რომლებზედაც იქმნება აღკვეთილები, იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები და უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს მათი წარდგენა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების (ე.წ. რამსარ საიტები) სიაში ჩართვისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი დაცული ტერიტორიაა შექმნილი, იგეგმება მათი მოდიფიკაცია და ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაც. მაგრამ დაცულ ტერიტორიებს შორის კოორდინირებული მუშაობა და საერთო სამოქმედო გეგმა არ არსებობს. მათ ქმედებებში და მიზნებში არ არის ყურადღება გამახვილებული დაცულ ტერიტორიებს შორის სამიგრაციო დერეფნებზე, ხელთ არსებული ინფორმაციის მიმოცვლაზე, მათ შორის მდებარე ტერიტორიების მდგრად გამოყენებაზე.
ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების პრაქტიკამ ცხადყო, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებისას საქმე გვაქვს ძირითადად შემდეგ პრობლემებთან:
- სხვადასხვა უწყებას ან დაინტერესებულ მხარის განსხვავებული მოსაზრებების (ხედვის) არსებობა ერთი და იმავე ტერიტორიული ერთეულის განვითარების მომავალზე. ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა შორის სუსტი კოორდინაციის პირობებში, უწყებათაშორისო ან მხარეთაშორისო დაპირისპირების მიზეზი ხდება.
- დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებისას განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს მიწათსარგებლობის და მიწის საკუთრების შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის საკითხი. მიწის რეფორმის პირველ ეტაპზე ჩატარებული მიწის სპონტანური პრივატიზაციის და სრულყოფილი საკადასტრო სისტემების არარსებობის შედეგად, დაცული ტერიტორიის დაარსებისას ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც დაცული ტერიტორიის ფარგლებში აღმოჩნდება კერძო საკუთრებაში მყოფი ან იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთები, ამგვარი სიტუაციები ხშირად იზრდება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტებში.
- დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვება, რასაც სხვადასხვამიზეზი აქვს: უპირველესად ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი, ვინაიდან დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებისას მწვავედ დგება დაცული ტერიტორიების ფარგლებში საქმიანობათა განხორციელების შეზღუდული რეჟიმის დაწესების სანაცვლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ალტერნატიული რესურსებით და დასაქმებით უზრუნველყოფის საკითხი.
- დაცული ტერიტორიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება და არასაკმარისი ინფორმირებულობა დაცული ტერიტორიების არსის და მათი სარგებლიანობის შესახებ. შედეგად მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დაცული ტერიტორიების მიმართ აქვს ანტაგონისტური დამოკიდებულება. განსაკუთრებით მწვავდება სიტუაცია, როდესაც ესა თუ ის დაცული ტერიტორია იწყებს გაფართოებას და შესაბამისად იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. არასაკმარისად ეფექტურია ქმედებები საზოგადოების ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და მონაწილეობის მიმართულებით, რის გამოც ხშირია კონფლიქტები დაცულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებთა შორის.
ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება ხშირად იწვევს დაცულ ტერიტორიებში ბრაკონიერობის ინიცირებას. ბრაკონიერობა, როგორც დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ასევე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება/დაცვის საკითხში. ბრაკონიერობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: მოსახლეობის სპორტული ინტერესი, ეკონომიკური ინტერესი და სხვა. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნაკრძალების გარეთ სანადირო სახეობების რიცხოვნობის შემცირებასთან, ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და დაცული ტერიტორიებისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან. მხოლოდ ამ მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ იქნება შესაძლებელი პრობლემის მოგვარება, რაც საკმაოდ გრძელვადიანი და შრომატევადი სამუშაოა, რის გამოც, შესაძლებელია, გადაშენდეს საქართველოს რიგი სახეობები. ამიტომ მიზეზებთან ბრძოლის პარალელურად აუცილებელია დაცული სისტემების დაცვა საკმარისი ინტენსიობითა და ხარისხით. დაცული ტერიტორიები ინსტიტუციურად იმდენად უნდა იყვნენ განვითარებული, რომ შეძლონ არსებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. დაუსჯელობის სინდრომის მოხსნა, მართალია, ბრაკონიერობას არ შეაჩერებს, მაგრამ მნიშვნელოვნად დასწევს მის ინტენსივობას.
დაცული ტერიტორიების ფუნქციონირება და მართვის ეფექტურობა დამოკიდებულია ინფორმაციაზე ტერიტორიის ფარგლებში არსებული სიტუაციის შესახებ. დაცულ ტერიტორიებზე საჭიროა საბაზისო გამოყენებითი კვლევებისა ჩატარება და მუდმივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა. შესაბამისი მეთოდიკების გამოყენებით აუცილებელია ყოველ წელიწადს შეფასდეს დაცული ეკოსისტემისა თუ ბიომების მდგომარეობა, რის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ნაკრძალისა თუ სხვა სახის დაცული ტერიტორიის ეფექტური ფუნქციონირება.
2.2 სახეობები და ჰაბიტატები
სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაცია კომპლექსური საკითხია და ამ დოკუმენტის თითოეული თავი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მათ დაცვას ემსახურება. თუმცა, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების ისაღწევად დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზების დახვეწის, თუ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების პარალელურად აუცილებელია ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც გარკვეული სახეობების (ან ჯგუფების), განსაზღვრული ტიპის ჰაბიტატების, ან უშუალოდ კონკრეტული ადგილების კონსერვაციაზეა ორიენტირებული. ამის აუცილებლობა ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ მრავალი სახეობა და ჰაბიტატი დღეისათვის იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ მათი სტატუსის გაუმჯობესება მხოლოდ სპეციფიკური კონსერვაციული ქმედებებით იქნება შესაძლებელი.
ერთის მხრივ საბჭოთა პერიოდის ბუნებისდაცვითი მექანიზმების დაბალეფექტურობამ და მეორეს მხრივ, ბოლო დროის ეკონომიკურმა კრიზისმა და კანონების არაქმედითუნარიანობამ ზემოქმედება მოახდინა ზოგადად მთელ ბიომრავალფეროვნებაზე. ამის გამო, აქამდე ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად რჩება იმის გარკვევა, თუ რა ბიომრავალფეროვნებას ფლობს საქართველო დღესდღეობით და რა მდგომარეობაშია სხვადასხვა სახეობები. მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია პრიორიტეტების ადექვატური განსაზღვრა და კონსერვაციული ქმედებების შემდგომი დაგეგმვა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი წითელი ნუსხა ბევრად წინგადადგმული ნაბიჯია 1982 წელს გამოცემულ წითელ წიგნთან შედარებით, ის სერიოზულ რევიზიას მოითხოვს. შესაბამისად (როგორც ფლორის, ისე ფაუნის თვალსაზრისით) საჭიროა ახალი წითელი ნუსხის შექმნა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) საფრთხის კატეგორიებზე, არსებულ ინფორმაციასა და სპეციალური გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს.
მეცხოველეობა და მიწათმოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ნეოლითში დამკვიდრდა. ადამიანის ხანგრძლივმა სამეურნეო საქმიანობამ საქართველოს ცოცხალ ბუნებას სახე უცვალა: დიდ ფართობზე გაჩეხილია ტყეები (მათ ადგილას განვითარებულია მეორადი მცენარეულობა ან ნატყევარი მიწები გადაქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად), ამოშრობილია ჭაობები. გადაშენების ან სერიოზული გენეტიკური ეროზიის საფრთხე ემუქრება მცენარეების ასობით სახეობას, მათ შორის ენდემურ-რელიქტურ და საკვანძო სახეობებს, მცირერიცხოვან პოპულაციებს. სრული დეგრადაციის საფრთხის წინაშეა იშვიათი მცენარეული თანასაზოგადოებები, პირველადი და გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიოტოპები.
ჰაბიტატების განადგურების, განსაკუთრებით კი ტყეების უსისტემო ჩეხვის, ცხოველთა სამიგრაციო გზების მოშლისა და უშუალო მოპოვების გამო, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ტყის ეკოსისტემაში მცხოვრები სახეობები და სანადირო სახეობები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მსხვილი ძუძუმწოვრები, რომლებიც თავიანთი ბიოლოგიური თავისებურებების გამო (დაბალი ნაყოფიერება, ბუნებრივად დაბალი სიმჭიდროვე, განვითარების ხანგრძლივი ციკლი, და ა. შ.), ადვილად მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. შექმნილი სიტუაციის გამო, ზოგიერთი სახეობა, მათ შორის ჩლიქოსნების უმეტესობა, გადაშენების პირას აღმოჩნდა. ამ კატეგორიის სახეობები სასწრაფო და სპეციფიკურ ღონისძიებებს საჭიროებენ, მათი შენარჩუნება საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მეთოდებით უნდა მოხდეს. ეს განსაკუთრებით მცირერიცხოვანი პოპულაციების, ან ერთეული ინდივიდების სახით შემორჩენილ ისეთ სახეობებს შეეხება, როგორიცაა ზოლებიანი აფთარი და ჯიქი. ასევე გადაუდებელი ღონისძიებებია საჭირო იმ სახეობების აღსადგენად, რომლებიც უახლოეს წარსულში გადაშენდნენ, მაგრამ მათი აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ კატეგორიას, უპირველეს ყოვლისა, განეკუთვნება ჯეირანი, ანუ ქურციკი.
წყლის ეკოსისტემების დეგრადაცია და ნადირობა საფრთხეს უქმნის წყალმცურავ ფრინველებს, რომელთაგან მრავალი იშვიათია არა მარტო ქვეყნის, არამედ გლობალურ დონეზე.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ზღვის ძუძუმწოვრები, რომელთა მდგომარეობაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ძირითადად დაბინძურებისა და გადაჭარბებული თევზჭერის გამო მეტად მძიმეა.
ბუნებრივი ეკოსისტემების დეგრადაცია ყველაზე მძიმედ აისახა ეკოლოგიური პირამიდის წვეროში მყოფ სახეობებზე, რომლებიც ასევე შეიძლება წარმოადგენდნენ ე.წ. ქვაკუთხედ სახეობებს და, თავის მხრივ, მათი შემცირება, როგორც წესი, მთელი ეკოსისტემის სტრუქტურის რღვევასა და მდგრადობის შემცირებას იწვევს. ამიტომ ამ სახეობების კონსერვაცია პრაქტიკულად მთელი ეკოსისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს. ქვაკუთხედ სახეობებს საქართველოს ეკოსისტემებში, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნება მგელი და, აგრეთვე, მტაცებელი ფრინველები (გარდა ამისა, მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი სახეობა მეტად იშვიათია და დამატებით ყურადღებას საჭიროებს).
,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის (1996) მიღებამდე საქართველოში უკონტროლოდ ხორციელდებოდა უცხო სახეობების მიზანმიმართული ინტროდუქცია. ძირითადად შემოყვანილი იქნა თევზის სამეურნეო სახეობები და ბეწვის მომცემი, ან სანადირო ძუძუმწოვრები. მრავალი მათგანი საკმაოდ ინვაზიური აღმოჩნდა და ფართოდ გავცელდა. უცხო სახეობებმა გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივ ეკოსისტემებსა და თანასაზოგადოებბებზე, თუმცა მისი მასშტაბები არ შეფასებულა. კანონმდებლობა დღესდღეობით არ არეგულირებს მცენარეთა უცხო სახეობების ინტროდუცირებას გარემოში.
სახეობათა შენარჩუნება/აღდგენისთვის საჭიროა სხვადასხვა კონსერვაციული მიდგომების სინქრონიზაცია. In-situ კონსერვაციის თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული საბჭოთა პერიოდშივე, ძირითადად სახელმწიფო ნაკრძალების დაარსების სახით. Ex-situ კონსერვაცია კი ძირითადად ფლორაზე იყო ორიენტირებული, რასაც კარგად ორგანიზებული ბოტანიკური ბაღები მოწმობს. საქართველოს ფაუნა კი ამ მხრივ ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი.
საქართველოში არსებობს რამდენიმე ბოტანიკური ბაღი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღი თბილისში, მისი ფილიალი ქუთაისში, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკური ბაღები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი. კერძო ბოტანიკური ბაღები საქართველოში არ არის.
,,ბოტანიკური ბაღების კონსერვაციული სტრატეგიიდან” (1994) გამომდინარე, საქართველოს ბოტანიკურმა ბაღებმა შემდეგი ფუნქციები უნდა შეასრულონ: კონსერვაციული, მცენარეთა გამრავლებისა და საექსპოზიციო-საგანმანათლებლო. მუშაობის პრიორიტეტი უნდა იყოს მცენარეთა ადგილობრივი სახეობებისა და მცენარეული თანასაზოგადოებების დაცვა და აღდგენა. ყურადღება უნდა გამახვილდეს იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ (მათ შორის, კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფ), ენდემურ-რელიქტურ (მათ შორის, პალეორელიქტურ), ტაქსონომიურად იზოლირებულ, საკვანძო (რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ეკოსისტემების სტაბილურობის შენარჩუნებისათვის) და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეებზე (სამკურნალო, საკვები, ბოჭკოვანი, ზეთოვანი, ეთერზეთოვანი, სანელებელი, ცვილოვანი, ტანინოვანი, ინტოქსიკანტები, მერქნის მომცემი, კულტურულ მცენარეთა ველური წინაპრები, დეკორატიული). საქართველოს ბოტანიკური ბაღები, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირის გამო, სრულად ჯერ ვერ ახორციელებენ კონსერვაციულ ქმედებებს და ძირითადად საექსპოზიციო-საგანმანათლებლო ფუნქციით შემოიფარგლებიან. თუმცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთებზე (თბილისი, ბაკურიანი) დაწყებულია საქართველოს ფლორის ზოგიერთი იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის კონსერვაციული სამუშაოები. გარდა ტრადიციული ბოტანიკური ბაღების ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიზანშეწონილია: (ა) მცირე (როგორც კერძო მფლობელობაში მყოფი, ასევე სახელმწიფო) აგრო-ბოტანიკური ბაღების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; (ბ) გლეხურ/ფერმერულ მეურნეობებში საკოლექციო ნაკვეთების შექმნა და (გ) სასკოლო ნაკვეთების ტრადიციის აღდგენა. ყოველივე ამას, გარდა საგანმანათლებლო და სტუმართა მიზიდვის ფუნქციებისა, გარკვეული კონსერვაციული მნიშვნელობაც ექნება.
თესლის ბანკები მცენარეთა ex-situ კონსერვაციის ერთ-ერთი ეფექტური და შედარებით ხელმისაწვდომი ხერხია. კარგად ორგანიზებულ თესლის ბანკებში თესლები აღმოცენების უნარს ხანგრძლივი დროით (შესაძლოა 100 წლამდეც კი) ინარჩუნებენ. არსებობს ბევრი, მათ შორის ტექნიკური სიძნელეები, რომელთა გათვალისწინება, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, აუცილებელია. კერძოდ: (ა) ხანგრძლივი, სტაბილური და გარანტირებული დაფინანსება; (ბ) სტაბილური ელექტრომომარაგება; გ) თესლების შენახვის პირობების დაცვა (კულტურული მცენარეებისაგან განსხვავებით, მწირია ინფორმაცია ველურ მცენარეთა თესლების შენახვის პირობების შესახებ); (დ) თესლების რეგენერაციის უნარის პერიოდული გადამოწმება; ე) თვით რეგენერაციისთვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდი; (ვ) სახეობათა შერჩევა თესლების რეკალცინტრანტულობის (ანუ შენახვის პირობებში აღმოცენების უნარის დაკარგვის) გათვალისწინებით.
იშვიათად თესლმსხმოიარე სახეობების, აგრეთვე რეკალცინტრატული თესლის მქონე მცენარეებისა და იმ სახეობების ex-situ კონსერვაცია, რომლებიც ვეგეტატიური გზით მრავლდებიან, უმჯობესია განხორციელდეს საველე გენობანკში. (გენობანკი წარმოადგენს მიწის ნაკვეთს, სადაც ხელოვნურად გაშენებულია ცოცხალ მცენარეთა კოლექციები. საველე გენობანკები შესაძლებელია მოეწყოს, როგორც ბოტანიკურ ბაღებთან, ასევე დამოუკიდებლად. მთავარია, რომ ედაფური და კლიმატური პირობები უახლოვდებოდეს ბუნებრივს.
ნერგების ბანკი მცენარეთა ex-situ კონსერვაციის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა. აქ, დაბალი განათებულობის პირობებში, მერისტემალური სვენების ხარჯზე მცენარეთა შენახვა რამდენიმე წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
მცენარეთა ზოგიერთი იშვიათი სახეობის ex si u კონსერვაციისათვის აუცილებელი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების - მცენარეთა გამრავლების მიზნით ქსოვილური და უჯრედული კულტურების გამოყენება, რაც მრავალ ბოტანიკურ ბაღს უკვე აქვს პრაქტიკაში დანერგილი.
ცხოველთა ex-situ კონსერვაციის ცენტრებად საქართველოში პირობითად მხოლოდ თბილისის ზოოპარკსა და ბათუმის დელფინარიუმს4 თუ დავასახელებთ. თუმცა არცერთ მათგანში არ განხორციელებულა კონსერვაციული საქმიანობა: არ ხდებოდა ადგილობრივი სახეობების გამრავლება ტყვეობაში არსებული პოპულაციის შენარჩუნების, ან ბუნებრივი პოპულაციების აღდგენის მიზნით. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ზოგიერთი სახეობის პოპულაცია იმდენად მცირერიცხოვანია, რომ მათი შენარჩუნება ან აღდგენა შეუძლებელი იქნება მხოლოდ in-situ ღონისძიებების გატარებით, აუცილებელია კოორდინირებული ex-situ ქმედებების ჩატარებაც. შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ex-situ ღონისძიებების თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე ჩატარებასთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ერთიანი ex-situ კონსერვაციის ცენტრების დაარსებას.
სპორტული და სატროფეო ნადირობის გარდა, მიმდინარეობს ცხოველური რესურსების მოპოვება შიდა თუ საერთაშორისო ვაჭრობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, რაც საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს პოპულაციებს. სავარაუდოა, რომ მისი მასშტაბები საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკური პირობების გათვალისწინებითა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ახალი კონტაქტების დამყარების ფონზე. არასანადირო, ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სახეობების მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მეცნიერულად დასაბუთებული მოპოვების ქვოტების განსაზღვრა.5
დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების პარალელურად, საქართევლოს ბუნებრივი თუ ნახევრად ბუნებრივი მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვა საჭიროა განხორციელდეს მათი მდგრადი მართვის გზით. ამ მხრივ აუცილებელია ბიომრავალფეროვნების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილების იდენტიფიცირება და, ასევე, ცხოველთა სამიგრაციო დერეფნების შეფასება, რათა შემდგომში მოხდეს თითოეული მათგანის მდგრადი მენეჯმენტისა და გამოყენების ინტეგრირება მართვის ადგილობრივ სისტემებში. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს სურამის ქედი, როგორც დიდი და მცირე კავკასიონის ქედების შემაერთებელი ბიოლოგიური დერეფანი და გომბორის ქედი, რომელიც წინასწარი მონაცემებით უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი დერეფანია დიდ კავკასიონსა და ივრის ზეგანს შორის.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მცენარეული რესურსების გამოყენება. მიმდინარეობს საკვები, სამკურნალო, დეკორატიული და სხვა სახეობების ინტენსიური მოპოვება. ჭარბი გამოყენების შედეგად მეტად სავალალო მდგომარეობაშია საქართველოს საძოვრები. ძლიერი ეროზიული პროცესები, ზამთრის საძოვრებზე კი, ასევე, გაუდაბნოება, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს როგორც ბიომრავალფეროვნებას, ისე ადგილობრივ სოფლის მეურნეობას. ამის გამო, საძოვრების მდგრადი გამოყენება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, როგორც ბიომრავალფეროვნების, ისე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კუთხით.
სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფ ჰაბიტატთა რიცხვს მიეკუთვნება ტუგაის ტიპის ჭალის ტყეები. ჯერ კიდევ შემორჩენილი ჭალის ტყეების, როგორც ბიომრავალფეროვნების რეფუგიუმებისა და საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება ასევე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, წლების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ეკოსისტემების მოდიფიცირება: წყალჭარბი ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათის ხელოვნური ცვლილება, ჭაობების ამოშრობა, ტბების მოცულობისა და წყლის დონის ხელოვნური რეგულირება. წყალჭარბი ტერიტორიების ეკოლოგიური და ეკონომიკური როლისა და მათი, როგორც უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნების მქონე ჰაბიტატების, კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საქართველოს წყლის ეკოსისტემების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი წყალჭარბი ტერიტორიები, რომლებზეც გადის ფრინველთა სამიგრაციო გზები და შესაბამისად საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნიათ.
2.3 აგრობიომრავალფეროვნება
საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც აგრარული ქვეყანა. ის კულტურულ მცენარეთა წარმოშობის წინააზიური ცენტრის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ითვლება. სოფლის მეურნეობის განვითარება აქ ჯერ კიდევ მე-6-5 ათასწლეულში დაიწო ჩვენს ერამდე, როდესაც ქართულმა ტომებმა ძირითადი საკვები მცენარეების გაკულტურება და ცხოველების მოშინაურება დაიწყეს.
საქართველოს კულტურული ფლორა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც შემდეგი მიზეზებითაა განპირობებული:
ა) ნიადაგობრივ-კლიმატური მრავალფეროვნება (საქართველოში 23 ნიადაგობრივ- კლიმატური ზონაა);
ბ) გეოგრაფიული მდებარეობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია.
საქართველოში თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურაა გავრცელებული - მარცვლოვნები, ხეხილი, ბოსტნეული კულტურები, ვაზი. მარტო მარცვლოვნებიდან საქართველოში 100-მდე ოჯახი და 350 ადგილობრივი სახეობაა აღრიცხული. ბევრია ენდემური სახეობა. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული ხორბლის 15 სახეობიდან 5 ენდემურია. მინდვრის კულტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, ღომი, ქვრიმა, ფეტვი და სხვა. ასევე პარკოსნები - ოსპი, ცერცვი, მუხუდო, ძაძა, ცერცველა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სიმინდის, ლობიოს, სოიოს და სხვა ინტროდუცირებული სახეობები ფართოდ გავრცელდნენ საქართველოში და მრავალი ადგილობრივი ფორმა და ჯიში წარმოშვეს, რომლებიც შესაძლებელია უკვე ადგილობრივ აგრობიომრავალფეროვნებას მივაკუთვნოთ. მაგალითად, ლობიოს 50-მდე ქართული ჯიშია ცნობილია.
ხეხილოვანი კულტურებიდან გავრცელებულია როგორც კონტინენტური მცენარეები, ასევე ციტრუსებიც. აქ თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი მცენარეების 100-მდე სახეობაა გავრცელებული. იშვიათი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ალუბლისა და კომშის ჯიშები.
საქართველო ვაზის სამშობლოა. ლიტერატურულ წყაროებში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია აღწერილი, რომელთაგანაც, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 300-მდე თუ შემორჩა.
ასევე მრავალფეროვანია ბოსტნეული, ეთერ-ზეთოვანი და არომატული მცენარეები, რომ არაფერი ვთქვათ სამედიცინო მცენარეებსა და კულტურული ფლორის ველურ წინაპრებზე.
რაც შეეხება მეცხოველეობას, საქართველოში XX საუკუნის დასაწყისამდე ხალხური სელექციით მიღებული შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშები იყო გავრცელებული, რომლებიც კარგად იყვნენ შეგუებული აქაურ პირობებს. მათგან აღსანიშნავია მეგრული ძროხა, ხევსურული ძროხა, კავკასიური კამეჩი, იმერული ცხვარი და სხვა. უძველესი დროიდან ცნობილია ღორის ადგილობრივი პოპულაციები, რომლებიც კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე გავრცელებული გარეული ღორის მოშინაურებით და ხალხური სელექციით შეიქმნა. მათი პროდუქტიულობა კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალია, მაგრამ სამაგიეროდ ისინი მწირი კვების პირობებშიც კი კარგად ვითარდებიან და მრავლდებიან.
ამჟამად საქართველოს აგრობიომრავალფეროვნება მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა დაიკარგა ან დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. გენური ეროზიის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიდის და მის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების გატარებაა საჭირო სახელმწიფოებრივ დონეზე.
განსაკუთრებული საფრთხის წინაშე საქართველოს აგრობიომრავალფეროვნება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დადგა, რისი ძირითადი მიზეზებიც იყო:
მაღალ პროდუქციულობაზე ორიენტირებული გეგმიური ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მაღალმოსავლიან, ჰომოგენური ჯიშებით იყო დაინტერესებული და ამასთან, მხოლოდ იმ კულტურებს ანვითარებდა, რომელიც დიდ საბჭოთა ბაზარს სჭირდებოდა (მაგალითად ჩაი, ციტრუსი). მთავარი იყო რაოდენობა, ხარისხს კი ყურადღება არ ექცეოდა.
ტრადიციული ფერმერული მეურნეობების დაკარგვა, რომლის მიზეზიც კოლექტივიზაციის გარდა ძალდატანებითი მიგრაციაც იყო (განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლებიდან). გლეხური მეურნეობები ფაქტიურად გაქრა, რადგან ის საკარმიდამო მიწა, რომელიც გლეხებს დარჩათ სამეურნეო საქმიანობისათვის, არასაკმარისი იყო; კოლექტიურ ფერმებში კი ისინი უბრალო მუშებად გადაიქცნენ რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მხოლოდ ,,ზემოდან” მოსული ინსტრუქციები შეესრულებინათ - ახალი კულტურების შემოტანა და დანერგვა, რასაც ხშირად ,,გეგმიური” და ძალდატანებითი ხასიათი ჰქონდა.
პოსტსაბჭოურ პერიოდში აგრობიომრავალფეროვნების მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა. კოლმეურნეობებისა და მიწოდების ცენტრალიზებული სისტემის მოშლის შედეგად სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ხშირად მოსახლეობა იძულებული იყო საკვებად საკუთარი სათესლე მასალა გამოეყენებინა. 1992 წელს გატარებული მიწის რეფორმის შემდეგ სოფლის მაცხოვრებლებს 1 ჰა-მდე მიწა დაურიგდათ, რამაც მოსახლეობის მდგომარეობა შედარებით გააუმჯობესა, მაგრამ სოფლის მეურნეობის განვითარების მყარი საფუძველი ვერ შექმნა, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომელშიც ადგილობრივ აგრობიომრავალფეროვნებასაც უნდა დაეკავებინა თავისი ადგილი.
ცენტრალიზებული ფინანსირების შეწყვეტის შემდეგ თანდათანობით მუშაობა შეწყვიტა თითქმის ყველა სასელექციო სადგურმა, ფერმამ თუ სათესლე მეურნეობამ. მათი ქონება მთლიანად გაიფლანგა ან გაპარტახდა. საქართველოს სოფლის მეურნეობა მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული აღმოჩნდა. ჰუმანიტარული დახმარებითა და სახელმწიფო კრედიტებით შემოტანილმა დაბალი ხარისხის (ხშირ შემთხვევაში ჰიბრიდულმა) სათესლე მასალამ თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
იგივე ბედი ეწია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კოლექციებსა და საცდელ სადგურებს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების ნიმუშები. დაფინანსების გარეშე დარჩენილმა ინსტიტუტებმა ვერ შესძლეს კოლექციების, სასელექციო სადგურებისა და საცდელი ნაკვეთების მოვლა და შენარჩუნება. განადგურდა თესლოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები, გაპარტახდა ხეხილისა და ვაზის ცოცხალი კოლექციები. ბევრი ჯიში თუ სახეობა სამუდამოდ დაიკარგა, ან მხოლოდ უცხოეთის გენბანკებშია შემორჩენილი. არ არსებობს სახსრები ჯერ კიდევ შემორჩენილი ნიმუშების მოსაძიებლად და შესანარჩუნებლად. ასეთ პირობებში თანდთან იკარგება: უნიკალური სასელექციო მასალა; ადგილობრივ გარემო-პირობებს შეგუებული ჯიშები და სახეობები; უნიკალური პროდუქტები, რომელიც მათგან მიიღება; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი; აგრარული სექტორისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების მრავალფეროვნება.
2.4 ნადირობა და მეთევზეობა
ნადირობა და თევზჭერა წარმოადგენს სახეობათა მრავალფეროვნების შემცირების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს.6 კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სახეობების გადაშენების 23% სწორედ ამ მიზეზით მოხდა. სანადირო სახეობების უმეტესობას ჩვეულებრივ აქვთ გამრავლების ნელი ტემპი და ამიტომ მათი რიცხოვნობის აღდგენა მეტად რთულია (განსაკუთრებით ეს ეხება მსხვილ ძუძუმწოვრებს, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ ნადირობის ყველაზე პოპულარულ ობიექტებს). ამის გამო ისინი ეკოსისტემის ყველაზე მოწყვლად ნაწილს წარმოადგენენ. მეორეს მხრივ, ნადირობა შეიძლება შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. სწორი სტრატეგიის, მდგრადი მართვისა და შემოსავლების სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნადირობამ შეიძლება ხელიც კი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.
ნადირობა ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და ძირითადად სპორტულ-გასართობ ხასიათს ატარებდა. გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი მაღალმთიანი რაიონი, სადაც ნადირობა დღემდე ერთ-ერთი საარსებო წყაროა და ამასთან საკულტო მნიშვნელობაც აქვს (მაგ. ჯიხვზე ნადირობა). არასწორმა და არაეფექტურმა მართვამ გასულ საუკუნეში სანადირო სახეობების უმრავლესობის რიცხოვნობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია. ზოგირთი მათგანი საერთოდ ამოწყდა საქართველოს ტერიტორიაზე (მაგ. ჯეირანი), სხვები კი ძალზე მცირე რაოდენობით შემორჩა (ირემი, ნიამორი ა.შ.). ე.წ. პრემიალური სისტემის8 შედეგად, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუქმდა, ზოგიერთი მტაცებლის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუთი სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობა არსებობდა. ისინი ამჟამად გადაკეთებულია სახელმწიფო აღკვეთილებად. გარდა ამისა, არსებობდა ე.წ. მიწერილი სამონადირეო მეურნეობები, რომელთა ძირითადი ნაწილი ეკუთვნოდა მონადირეთა კავშირს. 1990 წლამდე ამ ორგანიზაციაზე მიწერილი იყო 54 სამონადირეო მეურნეობა, რომელთა საერთო ფართობი შეადგენდა 2 644 667 ჰექტარს. ამას გარდა, მიწერილი სამონადირეო მეურნეობები გააჩნდათ სამხედრო მონკავშირს და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს (მაგ. წყალმშენს). საბჭოთა პერიოდში ნადირობაზე კონტროლს აწარმოებდა ნადირობის სახელმწიფო ინსპექცია.
საქართველოში თევზის რეწვისთვის ტრადიციულად გამოიყენება ისეთი შიდა თევზსამეურნეო წყალსატევები, რომელთა თევზის სარეწი სახეობების მარაგები იძლევა ამის საშუალებას, მიუხედავად იმისა, ეს მარაგები ბუნებრივია, თუ ხელოვნური აღწარმოების გზით არის შექმნილი.ასეთ წყალსატევებს განეკუთვნება: მდინარეები მტკვარი და ალაზანი, ჟინვალის, ალგეთის, ტყიბულის, თბილისის, სიონის, წალკის, ნადარბაზევის, ლიპის და ენერგეტიკული თუ სამელიორაციო დანიშნულების ზოგიერთი სხვა წყალსაცავები, აგრეთვე, საღამოს, კარწახის, ფარავნის, ტაბაწყურის, ჯანდარის ტბები.
აღნიშნული წყალსატევების უმეტესობის ბაზაზე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, შექმნილია თევზის მეურნეობები და ფუნქციონირებენ თევზსაშენი საამქროები. ამ წყალსატევებზე თევზის რეწვა რეგულირდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უშუალო მონაწილეობით.
თევზის მეურნეობები მოწყობილია აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების შემდეგ შექმნილ შიგა წყალსატევებზე, ასეთებია: საკალმახე მეურნეობები, თევზსაშენი მეურნეობები და სატბორე მეურნეობები (მათ შორის სრულსისტემიანიც). ტბებზე და წყალსაცავებზე არსებული თევზის მეურნეობების, აგრეთვე საკალმახე, თევზსაშენი და სატბორე თევზის მეურნეობების ფუნქციონალურ ხელმძღვანელობას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტი ,,საქთევზი“. ამავე დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს აგრეთვე სასაქონლო თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს შიგა წყალსატევებში სარეწაო მნიშვნელობა აქვს თევზის შემდეგ სახეობებს: კარჩხანა, კავკასიური ქაშაპი, ჩვეულებრივი ხრამული, მტკვრის წვერა, ჭერეხი, კობრი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური, მცირე ვიმბა, თრისა (შამაია), ევროპული ჭაფალა.
საქართველოს კანონით ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ”, ნადირობა და თევზჭერა მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის სახეებს და მათზე ვრცელდება ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი. ნადირობა და თევზჭერა დაშვებულია მხოლოდ სათანადო ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიები არსებობს ორი სახის: გენერალური და ერთჯერადი სახელობითი. ამ კანონის თანახმად საქართველოში დაშვებულია მხოლოდ სამოყვარულო ნადირობა, ხოლო თევზჭერა - როგორც სამოყვარულო, ისე სარეწაო. ამასთან სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ლიცენზიის გარეშე.
ნადირობისა და თევზჭერის ლიცენზირება წარმოებს ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რისთვისაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შექმნილია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო. საბჭო აწესებს კვოტებს თითოეული სანადირო ობიექტის მოპოვებაზე და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საბაზრო ფასთან დაკავშირებით, რასაც დასამტკიცებლად გადასცემს ეკონომიკის სამინისტროს. (რედ. შენიშვნა: კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების შედეგად - იხ. საკანონმდებლო მაცნე №28, 2004 წ. 7 ოქტომბერი სამინისტროსთან შექმნილია საუწყებათშორის საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო; 2005 წლის იანვრიდან კი ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ”.)
გადამფრენი ფრინველების გარდა, ნადირობა ნებადართულია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში, რომლებიც, შესაძლებელია, წარმოადგენდნენ კერძო ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებას. გენერალურ ლიცენზიებს ამგვარი ტიპის სამონადირეო მეურნობების შექმნაზე კონკურსის შედეგად გასცემს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. კონკურსის გამოცხადებისათვის საჭიროა: ა) მიწის, წყლისა და ტყის ფონდის მესაკუთრის თანხმობა სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფის თაობაზე; ბ) წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევა, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვა და მდგომარეობის დაფიქსირება, ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენა. ეს გამოკვლევა ფორმდება სამინისტროს დასკვნის სახით და წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობის შექმნის განხილვის საფუძველს.9 ამგვარი შესწავლისთვის საჭირო თანხების სიმწირის გამო სამონადირეო მეურნეობების შექმნის პროცესი შეფერხებულია. ხოლო ამისათვის კერძო ინვესტიციების გამოყენების მექანიზმი არ არსებობს.
საკმაოდ მოუხერხებელია გადამფრენ ფრინველებზე ერთჯერადი ლიცენზიების გაცემის მექანიზმი. დაბალი ფასის მიუხედავად, მონადირეები თავს არიდებენ ამ ლიცენზიის აღებას, რთული ბიუროკრატიული პროცედურის გამო.
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში არაფერია ნათქვამი ბაზიერობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში) საკმაოდ პოპულარულია. არის ცნება პრიორიტეტული რეჟიმის რაიონებისა, თუმცა არ არის დაზუსტებული, რა ტიპის შეღავათები უნდა ვრცელდებოდეს ამ რეგიონებზე, ანუ არ არის შემუშავებული ტრადიციული ნადირობის კონცეფცია (არ არის გათვალისწინებული ის მომენტები, როცა ნადირობა დაკავშირებულია საკულტო, სათემო, კულტურულ ტრადიციებთან). საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“, რომელიც მთავარი იურიდიული მექანიზმია ნადირობისა და თევზჭერის სფეროში, არ მოქმედებს სრულფასოვნად, ვინაიდან არ არის ძალაში ყველა კანონქვემდებარე აქტი და არ არსებობს აღსრულების ფინანსური და ეკონომიკური მექანიზმები.
1991 წლიდან თევზის მარაგის აღწარმოებითი სამუშაოები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, განადგურებულია ზოგიერთი აღწარმოებითი ობიექტი. დღეისათვის შიდა წყალსატევებში თევზჭერისას ქიმიური საშუალებებისა და ელექტროშოკის აპარატების გამოყენებამ უკანასკნელ პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო, როგორც სარეწაო მარაგების შემცველ, ისე ასეთი მარაგების არმქონე შიდა სათევზმეურნეო წყალსატევებში.
ანადრომული სახეობების (მაგ. ზუთხისებრნი) საქვირითე სამიგრაციო გზებზე ბრაკონიერული თევზჭერა (მაგ. ე.წ. ჩანგლების გამოყენება), კაშხლებთან ერთად, გადაულახავ ბარიერს ქმნის საქვირითე ადგილებისკენ მიმავალი მწარმოებლებისათვის.
ბრაკონიერობის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება მეტად შრომატევადი საქმეა. ის მოითხოვს სპეციალიზირებული ინსტიტუტებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ მრავალწლიანი მონიტორინგის განხორციელებას, ძვირადღირებული საველე და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებას.
დღეისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვლენილი ბრაკონიერობის ფაქტების მოკვლევისას სამართალდამცავი და გარემოსდაცვითი ორგანოების მიერ ზარალის შეფასებისათვის გამოიყენება ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საბაზრო ფასები.
ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაუარესდა ქვეყნის წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობა. მნიშვნელოვნად შეაცირდა ძვირფასი სარეწაო სახეობების მარაგი, გადაშენების საშიშროების წინაშე დადგა ატლანტური ზუთხის პოპულაცია, შავი ზღვის ორაგული და სხვა.
რაც შეეხება სარეწაო დანიშნულების თევზებს, მათი მარაგები, წყალსატევების პოტენციურ შესაძლებლობებთან შედარებით, ბევრად დაბალი. ისეთ უნიკალურ წყალსატევებში, როგორიცაა ჯანდარის, ტაბაწყურის, ნადარბაზევის, ფარავნის, წალკისა და სხვა წყალსატევები, სარეწაო თევზის მარაგის მკვეთრი ზრდა ინტენსიური ხელოვნური აღწარმოების გარეშე შეუძლებელია.
2.5 ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი 9
XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ მონაცემთა შეგროვება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში. თუმცა ამ საქმიანობას არ შეიძლება ეწოდოს მონიტორინგი, რადგან მონაცემთა შეფროვება სპონტანურად მიმდინარეობდა და არ ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მართალია, ყოველ წელს დგებოდა „ბუნების მატიანე“, სადაც აღწერილი იყო ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა ნაკრძალებში, რეგულარულად ივსებოდა აღრიცხვის სხვადასხვა ფორმები (2ТП охота; форма 1 заповедник), სისტემატურად ხდებოდა ტყის რესურსების შეფასება (მერქნიან მცენარეთა რაოდენობა, სახეობრივი განაწილება და სხვ.) ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მონაცემთა შეგროვება სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიმდინარეობდა, ამიტომ მათი ანალიზი დიდ ცდომილებებს გვაძლევს.
1990-იანი წლებიდან ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა შეგროვება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაიწყეს. საქართველოს ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაციის პირველი ეტაპი ძირითადად დასრულდა 1996 წელს, როდესაც გამოქვეყნდა ანგარიში „საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლის პროგრამის მასალები“, სადაც წარმოდგენილია მეტ-ნაკლები სიზუსტით შეგროვილი ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.
ბოლო დროს საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა ძლიერ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა გარემოზე. ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია სახელმწიფო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. ამის გამო იზრდება ბიოლოგიური რესურსების უკონტროლო მოხმარება.
ზემოაღნიშნული პრობლემების გამო, სრულიად მოშლილია კანონის შესრულებისა და მასზე ზედამხედველობის სისტემა. პასუხისმგებელ ორგანიზაციებს, ფინანსებისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, უჭირთ კანონდარღვევების აღმოფხვრა. ამ ფონზე კატასტროფულად ღრმავდება ზეწოლა ბიომრავალფეროვნებაზე. საქართველოში არ არსებობს გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა შეგროვების, შენახვის და ანალიზის თანამედროვე და ოპერატიული სისტემა, რაც ართულებს რეალური მდგომარეობის შეფასებას და მომავალი ტენდენციების პროგნოზირებას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას.
ძირითადი კანონი, რომელიც შეიცავს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შესახებ ზოგად დებულებებს, არის საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ” (1996 წელი). კერძოდ, აღნიშნული კანონის VII თავის მიხედვით, გარემოს შესახებ ინფორმაციული სისტემა შედგება სახელმწიფო აღრიცხვისა (მუხლი 26) და გარემოს მონიტორინგის სისტემებისაგან (მუხლი 27). გარემოს მონიტორინგის სისტემა განმარტებულია, როგორც მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და ანალიზის სისტემა, რომლის საერთო კოორდინაციასაც ახდენს გარემოს დაცვის სამინისტრო. გარემოს მონიტორინგის სამართლებრივი რეჟიმი, აღნიშნული კანონის მიხედვით, უნდა დარეგულირდეს სპეციალური კანონით გარემოს მონიტორინგის შესახებ. კანონები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და „საქართველოს ტყის კოდექსი“ მოიცავენ ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და ანალიზის სისტემის ზოგად დებულებებს. კერძოდ, ამ კანონების მიხედვით, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და აღრიცხვის ფუნქციები გადანაწილებულია შემდეგ უწყებებს შორის: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ასრულებს მაკოორდინირებელ როლს გარემოს, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სფეროში (მუხლი 27, გარემოს დაცვის კანონი; პუნქტი 2, მუხლი 18, კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ). ამავე დროს სამინისტრო კოორდინაციას უწევს ცხოველთა სამყაროს კადასტრის წარმოებას (პუნქტი 1,2, მუხლი 59).
დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტი (რედ. შენიშვნა: 2004 წლიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი) ორგანიზებას უწევს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს დაცული ტერიტორიების ფარგლებში და აწარმოებს დაცული ტერიტორიების კადასტრს (პუნქტი 2, მუხლი 17, კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ).
სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი (რედ. შენიშვნა: 2004 წლიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი) და მისი ტერიტორიული ორგანოები აწარმოებენ სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგსა და კადასტრს სამეურნეო ტყის ფონდის ფარგლებში (ტყის კოდექსი, VIII თავი, მუხლი 24, 25). მაგრამ ეს ქმედებები ითვალისწინებს ტყის რესურსების ყველა შესაძლო ეკონომიკურ შეფასებას და ამ შეფასების ყოველწლიურ კორექტირებას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონები შეიცავს დებულებებს თვით მონიტორინგის შესახებ. კერძოდ, გენერალური ლიცენზიების მფლობელი ბიომრავალფეროვნების ობიექტებით მოსარგებლეები, ვალდებულნი არიან, სისტემატური დაკვირვებები აწარმოონ გამოყენებული ობიექტების რაოდენობაზე, მდგომარეობაზე და ა.შ. და მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. გარდა ამისა, „ტყის კოდექსის“ მიხედვით, კერძო და იურიდიულმა პირებმა, შესაბამის უწყებებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება აწარმოონ ტყის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს მონიტორინგი დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობებისა და სამეურნეო ტყის ფონდის ფარგლებში. დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო.
ზემოაღნიშნული კანონებით მეტნაკლებად გარკვეულია პასუხისმგებელი ორგანოების ფუნქციები. მაგრამ უმეტესწილად ეს ფუნქციები არ არის მკაცრად გამიჯნული, მეტად ზოგადი და ბუნდოვანია. ასე მაგალითად, ,,გარემოს დაცვის შესახებ” კანონის მიხედვით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ევალება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საერთო კოორდინაცია, ხოლო მონიტორინგს თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი უწყება აწარმოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მაგრამ ამ კომპეტენციის ფარგლებიც არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული. კანონმდებლობაში, აგრეთვე, არ არის განსაზღვრული მონიტორინგის წარმოების წესი, მეთოდოლოგია, ანგარიშგების ფორმა, უწყებათა ურთიერთვალდებულებები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში. ამ დეტალების ჩართვა უნდა მომხდარიყო კანონში გარემოს მონიტორინგის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით არ შემუშავებულა. ამ კანონმა უნდა ჩამოაყალიბოს გარემოს მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩარჩო და მკვეთრად გამიჯნოს უწყებათა უფლება- მოვალეობები და ურთიერთვალდებულებები მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში.
2.6 ბიოუსაფრთხოება
როგორც მდიდარი ბიომრავალფეროვნების ქვეყანა, საქართველო განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, როდესაც საქმე ეხება თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციას.
2003 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს UNEP/GEF-ის პროექტი „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარება“, რომლის მიზანია საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის პროექტის შექმნა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია ზოგადად ვიმსჯელოთ საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქციის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ:
ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან დადასტურებულია გმო-ის იმპორტისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში (სათესლე მასალის სახით) გავრცელების რამდენიმე ფაქტი.10 მართალია ნაწილობრივ არსებობს ინფორმაცია იმ ფერმერთა შესახებ, რომლებმაც მიიღეს ეს სათესლე მასალა და სად იქნა იგი გამოყენებული, მაგრამ, იმის გამო, რომ შემდგომი მონიტორინგი არ ჩატარებულა, უცნობია გავრცელდა თუ არა ეს მასალა სხვა ტერიტორიებზეც. ასევე უცნობია იყო თუ არა დაცული გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენების წესები. ამდენად, შესაძლებელი იყო მოდიფიცირებული გენის გავრცელება გარემოში. არც ერთ ცნობილ შემთხვევაში არ ჩატარებულა ტესტები ამ გენის გამოსავლენად სხვა მცენარეებში. აქედან გამომდინარე უცნობია გავრცელების ტერიტორია, ზემოქმედების დონე და ხარისხი.
არ არსებობს მონაცემები უშუალოდ სურსათად, ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი ან გადასამუშავებელი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის შესახებ.
საქართველოს სამეცნიერო და საექსპერტო პოტენციალის მიმოხილვამ აჩვენა, რომ მიზანმიმართული კვლევები თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენების, პროდუქტების წარმოების, ბუნებაში ინტროდუქციის, ინვაზიის პრევენციის, მიმოქცევის კონტროლისა და რისკების მართვის თვალსაზრისით არ მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ სამეცნიერო და არასამთავრობო ჯგუფებს ან მოკლევადიან პროექტებს. სამეცნიერო თვალსაზრისით საკითხის სუსტად და ფრაგმენტულად შესწავლის გამო არ არსებობს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო მიმოქცევის რეგულირების მეთოდოლოგიები. არსებობს შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს ადგილობრივი ექსპერიმენტების (მათ შორის საველე ცდების) დაფინანსება უცხოური კომპანიების მიერ, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში კანონით ეკრძალებათ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება.
არ არსებობს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების, შექმნის, გამოყენებისა და ბუნებაში გამონთავისუფლების პირდაპირი რეგულირების განმსაზღვრელი კანონმდებლობა. ბიოუსაფრთხოებისა და ბიოტექნოლოგიის საკითხები პრაქტიკულად უგულვებელყოფილია იმ კანონებშიც კი, სადაც ლოგიკურად ეს ასპექტები ჩართული უნდა იყოს. მიუხედავად ამისა არსებული კანონმდებლობის საფუძველზე არსებობს ინსტიტუციონალური სტრუქტურის ელემენტები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისათვის.
არ არსებობს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების მიმოქცევის (გადაცემა, მოპყრობა, გამოყენება) სფეროში საზოგადოების უფლებებისა და მოვალეობების დეტალურად განმსაზღვრელი ლეგალური ბაზა. მომხმარებლები და ბიზნეს სექტორი არა არის ინფორმირებული ამ სფეროში თავისი უფლებებისა და ვალდებულებების, აგრეთვე პასუხისმგებლობის შესახებ.
2.7 გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოებრივი ცნობიერება და საზოგადოების მონაწილეობა
საბჭოთა პერიოდში, საქართველოში საერთოდ იგნორირებული იყო გარემოს მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლების საკითხები. გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა უნიფიცირებული კანონმდებლობის, ნორმატივებისა და სტანდარტების საფუძველზე, საბჭოთა კავშირის ერთიანი მიზნებიდან გამომდინარე და არა რეალური ლოკალური სიტუაციის, რესპუბლიკების ინტერესების და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. მოსახლეობის გარემოსდაცვით ცნობიერებაზე ,,ზრუნვა” შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ საკითხების პროპაგანდით, რაც ერთიანი საბჭოთა პოლიტიკით იყო განპირობებული. რაც შეეხება გარემოსდაცვით განათლებას, ეს პროცესი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში აისახებოდა და ვერ უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
ბოლო წლებში მიღებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობით საზოგადოებას მიენიჭა გარემოს მდგომარეობის შესახებ დროული, სანდო ინფორმაციის და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების უფლება.
1999 წელს მიღებული იქნა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, რომლის III თავში - „ინფორმაციის თავისუფლება“ დეტალურად არის მოცემული სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობები საზოგადოების, მისთვის საინტერესო ინფორმაციით უზრუნველყოფის საქმეში და მოქალაქეების უფლებები ამ ინფორმაციის მოთხოვნის და მიღების შესახებ.
2000 წლის 10 თებერვალს რატიფიცირებული იქნა „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია (ე.წ. „ორჰუსის კონვენცია“). აღნიშნული კონვენცია ძალაში შევიდა 2001 წლის 30 ოქტომბერს.
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უფლებებს განაპირობებს შემდეგი კანონები:
,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” - მუხლი 22: მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ:
- დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების მიღებაში;
- მენეჯმენტის გეგმების, დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვაში;
- ბუფერული ზონების მართვის საქმიანობაში;
- საკონსულტაციო საბჭოების მუშაობაში;
- არასაბიუჯეტო ფინანსების ხარჯვის რეგულირებაში და სხვა;
„გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ“ - თავი III; მუხლი 15, 16, 17: მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლებს უფლება აქვთ:
- მონაწილეობა მიიღონ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვაში;
- წარმოადგინონ შენიშვნები და წინადადებები პირველი კატეგორიის საქმიანობაზე;
- ჩაატარონ დამოუკიდებელი შეფასება პირველი კატეგორიის საქმიანობაზე (რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისას);
- მოითხოვონ სრული ინფორმაცია პირველი და მეორე კატეგორიის საქმიანობის დაგეგმვისა და გზშ-ს ჩატარების პროცესში (გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა);
- დაიცვან საკუთარი უფლებები სასამართლოს წესით და სხვა;
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“, რომელიც ეფუძნება „გარემოსდაცვითი ნებართვის“ შესახებ საქართველოს კანონს და განაპირობებს სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ პროცედურაში საზოგადოების მონაწილეობასა და მის ინფორმირებას;
„ტყის კოდექსი“ - თავი X: მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლება აქვთ:
- მონაწილეობა მიიღონ ტყის ფონდის მართვის დაგეგმვის ღონისძიებებში;
- გამოთქვან შენიშვნები და წარადგინონ წინადადებები ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებში;
- მიიღონ დროული და სრული ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ და სხვა.
რაც შეეხება გარემოსდაცვით განათლებას, მისი როლი, მნიშვნელობა და სტატუსი განსაზღვრულია ჩარჩო კანონით „გარემოს დაცვის შესახებ“ (1996 წ.). ამ კანონის III თავის მე-8 და მე-9 მუხლებში მითითებულია, რომ აუცილებელია შეიქმნას გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც „მოიცავს საგანმანათლებლო სასწავლებლების, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს“, აგრეთვე „სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებს“ - ანუ დაცული უნდა იქნას სწავლების უწყვეტობის პრინციპი.
აღსანიშნავია, რომ „მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამაში“11 დიდი ადგილი აქვს დათმობილი არაფორმალურ განათლებას (პიროვნების გარემოსდაცვითი ცოდნის და უნარის მუდმივი განახლება და დახვეწა ფორმალური სასწავლო სისტემის გარეთ არსებული ორგანიზაციების მეშვეობით, მაგ: ტრეინინგისა და გადამზადების ცენტრები, სკოლის გარეშე დაწესებულებები, ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებრივი გაერთიანებები, ეკოლოგიური ბანაკები, ეროვნული პარკები და სხვ.). ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნების სფეროში მომუშავე პროფესიული საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობას. ასეთი ორგანიზაციები რეგიონებში ძალიან ცოტაა, ბევრგან საერთოდ არ არის.
საქართველოში მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც თავისი მოღვაწეობით დამატებით საფრთხეს არ შეუქმნის საარსებო გარემოს. მიუხედავად ამისა, ურთულესი ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, მთავრობაც და საზოგადოებაც ხშირად იგნორირებას უკეთებს გარემოს ხელყოფის ფაქტებს, რის გამოც ყველაზე უფრო ზარალდება ადგილობრივი ფლორა, ფაუნა და ბუნებრივი ლანდშაფტები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან გარემოს დაზიანება და ბუნებრივი რესურსების არამართებული გამოყენება განპირობებულია: ა) არასაკმარისი გარემოსდაცვითი ცნობიერებით; ბ) საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის არცოდნით; გ) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორებს შორის არასაკმარისი კოორდინაციით. გარდა ამისა, გარკვეულ პრობლემებს ქმნის აღსრულების მექანიზმების უქონლობა.
დაბალია ჟურნალისტების დაინტერესება გარემოსდაცვითი თემატიკით. ჟურნალისტიკის ფაკულტეტები (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინსტიტუტებში) არ ამზადებენ კადრებს ეკო-ჟურნალისტიკის განხრით. ამდენად, საზოგადოების ინფორმირების ჯაჭვის ყველაზე მძლავრი რგოლი - მას-მედია ამ კუთხით პრაქტიკულად არაეფექტურია.
დღეისათვის საქართველოში ეკოლოგიური ინფორმაციის არაპოპულარულობას მისი არაკომერციული მხარე განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ტელევიზიითა და პრესის საშუალებით გარემოსდაცითი ინფორმაციის გავრცელება ფრაგმენტულია. რაც შეეხება ანალიტიკურ გადაცემებს, ისინი მხოლოდ დამკვეთის გადამხდელუნარიანობაზეა დამოკიდებული, ხოლო ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი ბიომრავალფეროვნების პრობლემების გადაწყვეტასთან, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, პრაქტიკულად არაგადამხდელუნარიანნი არიან.
მსგავსი სიტუაციაა შექმნილი გარემოსდაცვითი სამართლის სფეროშიც. არცერთ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებს არ გააჩნიათ გარემოს დაცვის კათედრა, არ არსებობს გარემოს დაცვის (ეკოლოგიური) სამართლის სახელმწიფო სასწავლო პროგრამა, შესაბამისად - არ არის დამტკიცებული კონკრეტული სასწავლო პროგრამები და არ არსებობს სახელმძღვანელო (ბიბლიოგრაფიული) ბაზაც. მართალია, სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე იკითხება გარემოსდაცვითი სამართლის კურსი, მაგრამ ეს მხოლოდ ცალკეული ლექტორების ინიციატივაზე და ფაკულტეტის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ხელმძღვანელობის ცვლასთან ერთად პრაქტიკულად ყოველწლიურად იცვლება. სწორედ აქედან გამომდინარე, პრობლემებია გარემოსდაცვით სამართალწარმოებაში (გარემოსდაცვითი სამართლის სპეციალისტების მწვავე დეფიციტი), რაც ორჰუსის კონვენციის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დიდ სირთულეებს შექმნის.
ასევე სირთულეებია გარემოსდაცვით სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, სარეკლამო საქმიანობისათვის არ გააჩნიათ შესაბამისი თანხები (მცირე გამონაკლისს წარმოადგენს საერთაშორისო პროგრამების ბიუჯეტიდან დაფინანსებული რეკლამები და ვიდეო კლიპები);
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით (კანონი „რეკლამის შესახებ“, მუხლი 12 - „სოციალური რეკლამა“), სოციალური რეკლამის უფასო განთავსება თავისი წლიური სარეკლამო დროის არანაკლებ 5 პროცენტის ფარგლებში, ევალება რეკლამის გამავრცელებელ იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა ნაწილობრივ ან მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მაგ. სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობა). კანონის ეს მოთხოვნა, ცხადია, არ ვრცელდება კერძო კომპანიებზე და სოციალური რეკლამის განთავსება მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული;
სოციალური რეკლამა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა „მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების, აგრეთვე გარემოს დაცვა“ (კანონი „რეკლამის შესახებ“, მუხლი 12 - სოციალური რეკლამა“). აქედან გამომდინარე 5%-იანი ლიმიტი საკმაოდ ზღუდავს სარეკლამო კამპანიის წარმოებას და ხშირ შემთხვევაში რეკლამის გამავრცელებელი ორგანიზაციებიდან უარის თქმის საბაბია იმ მოტივით, რომ სოციალური რეკლამისათვის განკუთვნილი დროის ლიმიტი ამოწურულია.
2.8 ფინანსურ-ეკონომიკური პროგრამა
1990 წლამდე საქართველოს ბუნების დაცვის ეკონომიკა განეკუთვნებოდა საქართველოს საგეგმო კომიტეტში შექმნილი ერთწლიანი და ხუთწლიანი გეგმების ნაწილს. ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ღონისძიებებისათვის 1976-1980 წლებში საქართველოს რესპუბლიკაში დახარჯულია სახელმწიფოს კაპდაბანდების ხარჯზე 250,1 მილიონი მანეთი, ხოლო 1981-1984 წლებში 194,1 მილიონი მანეთი. შესაბამისად, ბუნების დაცვის დაფინანსება ხორციელდებოდა ცენტრალიზებულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა:
ა) დაცული ტერიტორიების ფართობი;
ბ) საჭირო კადრების ოდენობა;
გ) კადრების განათლება.
შესაბამისად, მსგავსი სისტემა დაფუძნებული იყო სახელმწიფო საკანონმდებლო სფეროზე და კანონების აკრძალვით მოტივაციაზე. ნაკლები იყო მოსახლეობის დაინტერესება გარემოს დაცვის საქმეში. ქარხნები და ფაბრიკები გარემოს დამაბინძურებელ საქმიანობას ახორციელებდნენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. არ არსებობდა გარემოს დაბინძურებისათვის დაჯარიმების მკაფიო სისტემა.
მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, დამოუკიდებელი საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ცდილობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დანერგვას; კერძოდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატორულ გეგმაში ჩამოყალიბებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის არსი, რომელიც შემდეგ აისახა საქართველოს კანონში გარემოს დაცვის შესახებ. აღსანიშნავია ამ კანონის მთავარი პრინციპები:
1) რისკის შემცირების პრინციპი;
2) მდგრადობის პრინციპი;
3) პრიორიტეტულობის პრინციპი;
4) ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი;
5) პრინციპი - დამბინძურებელი იხდის;
6) ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი;
7) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი.
სამწუხაროდ, საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ” მოკლებულია მყარ ფინანსურ მექანიზმს. დღემდე ვერ ხორციელდება ამ კანონის მე-17 მუხლში მოხსენიებული განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევა, რომლის საშუალებითაც შემოსული თანხები გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიური ავარიისა და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისა და მათი პროფილაქტიკისათვის. გამომდინარე საქართველოს თავისებურებებიდან და ბოლო წლების სადაზღვევო გამოცდილებიდან, შესაბამისი დაზღვევის განხორციელებისათვის უმჯობესია შეიქმნას სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევის სახელმწიფო კომპანია, რომელიც რეალურად განახორციელებს გარემოს ზარალის გაუვნებელყოფისა და პრევენციულ ღონისძიებებს. ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური ფასეულობის დადგენას. იმისათვის, რომ განვახორციელოთ ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა განვსაზღვროთ ფინანსურ მაჩვენებლებში გამოხატული ბიომრავალფეროვნების ფასეულობა ანუ სარგებლიანობა. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისას გამოიყო შემდეგი პრობლემები:
2.9 საკანონმდებლო ასპექტები
ბიომრავალფეროვნების დაცვის საკანონმდებლო ასპექტები ამ დოკუმენტის სხვა თავებშიც გვხვდება. მხოლოდ პრაქტიკულობისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაწყდა საკანონმდებლო პრობლემები ცალკე თავშიც განხილულიყო. ამიტომ ეს თავი ზოგ შემთხვევაში იმეორებს სხვა კომპონენტების შინაარს.
ბუნების დაცვის საკითხები საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს არსებობის მთელი ისტორიული პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად აქტუალური იყო. ეს გამოიხატებოდა, როგორც ხალხურ ტრადიციებში, ასევე, გარკვეულ სახელმწიფო აქტებში. ასე მაგალითად, ტყის და ბუნების დაცვის აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დოკუმენტებშია მოხსენიებული.
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოს გააჩნდა კანონმდებლობა, რომლის საშუალებითაც რეგულირდებოდა ბუნებისდაცვითი და ბუნებრივი რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნული კანონმდებლობიდან აღსანიშნავია: 1958 წლის საქართველოს სსრ კანონი „ბუნების დაცვის შესახებ“; 1981 წლის საქართველოს სსრ კანონი „ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“, 1978 წლის საქართველოს სსრ ტყის კოდექსი, 1974 წლის საქრთველოს სსრ წყლის კოდექსი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 31 ივლისის №546 დადგენილება „საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ სახეობათა გარეული ცხოველებისა და მცენარეების წიგნის „საქართველოს სსრ წითელი წიგნის შექმნის შესახებ“ (აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 1982 წელს გამოცემული იქნა „საქართველოს წითელი წიგნი“) და სხვა. ამ პერიოდში საქართველოში (ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში) ბუნებრივი რესურსები და მათი მოხმარება სახელმწიფოს ხელში იყო. არსებული სისტემა ითვალისწინებდა უფასო ბუნებათსარგებლობის პრინციპს და არ ითვალისწინებდა მდგრადი განვითარების ელემენტებს. საბჭოთა კანონმდებლობისთვის, ერთი მხრივ, დამახასიათებელი იყო ბუნებისდაცვითი საქმიანობის საკმაოდ მკაცრი და ეფექტური ზომები, ხოლო მეორეს მხრივ, დაშვებული იყო და, უფრო მეტიც, სტიმულირდებოდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა უცხო სახეობების ინტროდუქცია და ველური სახეობების რიცხოვნობის ხელოვნური რეგულირება ეკოლოგიური შედეგების გათვალისწინების გარეშე (არსებობდა პრემიალური სისტემა ე.წ. „მავნე სახეობების“ გამოხშირვისათვის).
საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდში მოხდა საბჭოთა კანონმდებლობის თანდათანობითი ჩანაცვლება ახალი ნორმატიული აქტებით. ჩამოყალიბდა გარკვეული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციის მიერ მიღებული „გარემოს დაცვისა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური განვითარების პროგრამის“ - „დღის წესრიგი 21“-ის დასკვნითი დოკუმენტის საფუძველზე. მარტო 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში მიღებულ იქნა 22 საკანონმდებლო ნორმატიული აქტი.
საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობის საფუძველს შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 37-ე მუხლის თანახმად: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“ (პუნქტი 3); „ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას“ (პუნქტი 4).
საქართველოს კონსტიტუციის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საერთაშორისო შეთანხმებებს, მემორანდუმებს და კონვენციებს, ენიჭებათ პრიორიტეტი ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას.
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებები აკისრია. საქართველო არის მთელი რიგი კონვენციების მხარე (იხ. ცხრილი).
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციები, რომლებსაც მიერთებულია საქართველო
კონვენციის სახელწოდება |
მიერთების თარიღი |
კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ |
1994 წლის 31 აგვისტო |
კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ (რამსარის კონვენცია) |
1996 წლის 30 აპრილი |
კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის ველური სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES) |
1996 წლის 12 აგვისტო |
კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ (ბონის კონვენცია) |
2000 წლის 6 იანვარი |
კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია) |
2000 წლის 11 |
აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ (AEWA) |
2001 წლის მარტი |
შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ (ACCOBAMS) |
2001 წლის მარტი |
შეთანხმება ხელფრთიანთა შესახებ |
2002 წლის იანვარი |
აღნიშნული კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები დღემდე არ არის სათანადოდ ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში. რის გამოც კონვენციების რიგი დებულებები მხოლოდ დეკლარირებულია და არ ხდება მათი რეალური განხორციელება.
1996 წელს საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ აღნიშნული დებულებების განხორციელების მიზნით მიღებული იქნა კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან; გარემოს ხარისხის გაუმჯობესება; მდგრადი განვითარება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; უნიკალური ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა; გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად გარკვეული ძალისხმევის წარმართვა; გარემოს დაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა; გარემოსდაცვითი განათლება.
საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში მიღებულია შემდეგი კანონები „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „საქართველოს წყლის კოდექსი“. ეს კანონები და მათი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები წარმოადგენენ, როგორც ველური ბუნების შენარჩუნების, ისე საერთაშორისო კანონებისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების ქვეყანაში დანერგვის მექანიზმს.
ახალი კანონმდებლობის საფუძვლებში ჩადებულია ახალი პრინციპი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველგვარი ბუნებათსარგებლობა ფასიანია; აქედან გამომდინარე, შემოღებულია სხვადასხვა გადასახადები, რომლებიც რეგულირდება ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემით. ამგვარი სისტემის შემოღებას მინიმუმამდე დაჰყავს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვება და ექსპლუატაცია.
საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ” ქმნის სამართლებრივ საფუძველს მთელი რიგი გარემოსდაცვითი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებისა და ამოქმედებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონს არ გააჩნია ორგანული კანონის სტატუსი. ამის შედეგად, ამ ნორმატიული აქტის უმნიშვნელოვანესი მუხლები ძალას კარგავენ, მოდიან რა წინააღმდეგობაში სხვა შემდგომ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებთან.
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით მეორე უმნიშვნელოვანეს კანონს წარმოადგენს კანონი ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”, რომელიც ქმნის ძირითად საკანონმდებლო ბაზას საქართველოში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. კანონი განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარებისა და ფუნქციონირების ასპექტებს; აყალიბებს მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოების სისტემას სხვადასხვა დონეზე და განსაზღვრავს სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიის ფარგლებში დასაშვებ საქმიანობებს.
როგორც აღვნიშნეთ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონი ქმნის თანამედროვე დაცული სისტემების ჩამოყალიბების წინაპირობას, თუმცა არსებობს სერიოზული ნაკლოვანებებიც. ფაქტიურად, კანონი არ ადგენს ქცევის კონკრეტულ ნორმებს - ძირითადად იგი მოიცავს ზოგადი ხასიათის ნორმა-პრინციპებს, რომელთაგან ზოგიერთი ურთიერთსაწინააღმდეგოა.
საქართველოში ამჟამად არსებული დაცული ტერიტორიების უმრავლესობა დაარსებულია 1991 წლამდე, საქართველოს სსრ მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც, თავის მხრივ, გამომდინარეობენ სსრკ მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებებიდან, რომელთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონით დადგენილ ზოგად ნორმებს. 1991 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით, დაცული ტერიტორიის დაარსება, ერთსა და იმავე დროს, ნიშნავდა, ერთი მხრივ, გარკვეული ფართობისათვის დაცული ტერიტორიის მიწის კატეგორიის მინიჭებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ფართობზე მართვის ერთეულის (იურიდიული პირის) შექმნას. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონს გარკვეულობა არ შეუტანია აღნიშნულ საკითხში, რის გამოც მასში ერთმანეთშია არეული დაცული ტერიტორიის, როგორც მიწის კატეგორიისა და დაცული ტერიტორიის, როგორც მართვის ერთეულის (იურიდიული პირის) სტატუსი.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ეკონომიკური და საფინანსო ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობასთან. არ მომხდარა აგრეთვე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონით დადგენილი ზოგადი ნორმების ასახვა ამ კანონის ამოქმედების შემდგომ მიღებულ კანონმდებლობაში (განსაკუთრებით ეს ეხება კანონმდებლობას მიწათსარგებლობის სფეროში). ამ უკანასკნელმა გარემოებამ, თავის მხრივ, განაპირობა ის, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონი სამართლებრივი თვალსაზრისით აშკარად მოითხოვს ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.
საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზონაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის საქმე რეალურად სრულყოფილი სამართლებრივი რეგულირების მიღმა რჩება. საქართველოს ,,სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის ის დებულებები, რომლებიც სასაზღვრო ზონაში არეგულირებენ გარემოს დაცვას, ძალზე ზოგად და ბუნდოვან ფორმულირებებს შეიცავენ, ან საერთოდ წინააღმდეგობაში მოდიან ამავე სფეროში მოქმედ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ზღვის აკვატორიაში შემავალ სასაზღვრო ზონასთან მიმართებაში.
ცხოველთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” (1996). კანონი, მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და სარგებლობის მიმართულებით. ნორმატიული აქტის თანახმად, ცხოველთა სამყაროს ობიექტები საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. კანონი, უშუალოდ ველური ფაუნის სახეობების დაცვის გარდა, ითვალისწინებს მათი ჰაბიტატების, სამიგრაციო გზების, გამრავლების ადგილების დაცვას, უზრუნველყოფს ველური ფაუნის მდგრად გამოყენებას და ქმნის სამართლებრივ საფუძველს მისი in-situ და ex-situ კონსერვაციისთვის.
აღნიშნული კანონი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და შენარჩუნების საქმეში. თუმცა უნდა აღინიშნოს გარკვეული ნაკლოვანებები. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირებას კანონი ითვალისწინებს კანონქვემდებარე აქტების შემუშავების საფუძველზე, რომელთა რაოდენობა 33-ს აღწევს (მუხლი 69.2). შესაძლებელია ეს მიდგომა აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს მეტ მოქნილობას, მაგრამ არსებული მწირი საბიუჯეტო დაფინანსებისა და დაურეგულირებელი უწყებრივი ურთიერთობების პირობებში, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა სამართლებრივი რეგულირების სფეროს გარეთ აღმოჩნდეს. ასევე სერიოზულ ნაკლად შეიძლება იქნას განხილული ის გარემოება, რომ კანონი არ იძლევა კერძო ინიციატივის საფუძველზე გარკვეული ქმედებების ფინანსირების საშუალებას, რაც არსებულისაბიუჯეტო კრიზისის პირობებში ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს.
1999 წელს მიღებული იქნა „საქართველოს ტყის კოდექსი“. იგი არეგულირებს საქართველოს ტყის ფონდისა და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ტყის კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია სახელმწიფო ტყის ფონდის ცნება, რომლის ქვეშაც იგულისხმება კანონმდებლობის საფუძველზე მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების (ტყეები) ერთობლიობა. კოდექსი ასევე არეგულირებს ტყის ფონდზე საკუთრების უფლებას. აღსანიშნავია, რომ დაშვებულია კერძო საკუთრებაში ტყის გადაცემა. კოდექსის მიღების მომენტში ტყის ფონდი მთლიანად გამოცხადებულია სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო განსახელმწიფოებრიობის პროცესი უნდა დარეგულირებულიყო შესაბამისი კანონმდებლობით, რომლის შექმნის აუცილებლობასაც ითვალისწინებს კოდექსის მე-9.2 მუხლი. თუმცა ტყეების განსახელმწიფოების საკითხი ქვეყანაში დღემდე ღიად არის დარჩენილი და წარმოადგენს მწვავე დისკუსიის საგანს. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კოდექსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ტყის ფონდის დაცვა, ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნება, მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა ძვირფასი სახეობების დაცვა. სამწუხაროდ ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, კოდექსის 46-ე მუხლი შეიცავს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დებულებას. უფრო მეტიც, რიგი დებულებებისა წინააღმდეგობაში მოდის ბიომრავალფეროვნების კონვენციის დებულებებთან.
გარდა ზემოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტებისა, სახეობათა და მათი ჰაბიტატების დაცვა დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უზრუნველყოფილია კანონით „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ (ამოქმედდა 1997 წლის 1 იანვრიდან) და კანონით „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ (ამოქმედდა 1997 წლის 1 იანვრიდან). ამ კანონთა მიხედვით, ნებართვა ნებისმიერ საქმიანობაზე გაიცემა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. თუ საექსპერტო შეფასებით ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებით ვლინდება განსახორციელებელი საქმიანობის რაიმე შესაძლო ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, ეს შეიძლება გახდეს: ა) საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, თუ ხდება შეუქცევადი ნეგატიური ზემოქმედება ან ბ) თუ საქმიანობა არ გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას და საქმიანობის განხორციელების პროცესში შესაძლებელია გატარდეს ნეგატიური ზემოქმედების შერბილების ღონისძიებები, შესაძლებელია ნებართვა გაიცეს იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები განხორციელდება კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი მასშტაბით.
ზემოქმედების შერბილების ღონისძიებებია: სახეობების საარსებო არეალის დაცვა, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების კონსერვაცია, სამიგრაციო გზების დაცვა, ცხოველების დაცვა შეშფოთებისაგან და ამ მიზნით საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება, რამაც უნდა უზრუნველყოს, მაგალითად, გამრავლების პერიოდში ცხოველთა მინიმალური შეშფოთება, ბიოტექნიკური ღონისძიებები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში გამორიცხული უნდა იყოს ბიოლოგიური ინვაზიის ნებისმიერი შესაძლებლობა, სხვა ნებისმიერი ადექვატური ღონისძიება. მათი განხორციელება ეკისრება საქმიანობის ინიციატორს. კონტროლსა და მონიტორინგს მათ შესრულებაზე ახორციელებს სახელმწიფო გარემოსდაცვითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2003 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“. კანონით სამართლებრივად განისაზღვრა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობების საქართველოს „წითელი ნუსხისა“ ასევე, „წითელი წიგნის“ (რომელსაც ენიჭება სარეკომენდაციო და მეთოდური ხასიათის მნიშვნელობა) იურიდიული დეფინიციები. კანონით ასევე განისაზღვრა, „წითელი ნუსხის“ სტრუქტურა, ნუსხაში შესატანი სახეობების განსაზღვრის, ნუსხის პროექტის შემუშავების, მიღებისა და განახლების (გადასინჯვის) პროცედურები. აღნიშნული კანონი ასევე არეგულირებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების „წითელ წიგნთან“, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვასთან, მოპოვებასთან, მათი აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა დაგეგმვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2.10. მდგრადი სატყეო მეურნეობა
საქართველოში ტყეები ისტორიულად წარმოადგენდნენ სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს, რაც ტყითსარგებლობის გონივრულ რეგულირებაში გამოიხატებოდა. ასეთი რეგულირების საფუძველს, თავის მხრივ, წარმოადგენდა ტყეებზე სახელმწიფო (სახაზინო), საეკლესიო, კერძო და კოლექტიურ საკუთრებათა ინსტიტუტის არსებობა. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც გაუქმებული იქნა ქართული სახელმწიფოებრიობა, თუმცა ზემოაღნიშნული საკუთრებათა ინსტიტუტი (მართალია სახეშეცვლილი სახით) მაინც განაგრძობდა არსებობას. 1921 წელს ტყეები საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო შემდგომ პერიოდში სსრკ-ის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოცხადდა. ამრიგად, მოისპო სატყეო მეურნეობის წარმოების ძველი სისტემა და შეიქმნა ახალი ე.წ. სოციალისტური სატყეო მეურნეობის სისტემა. ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს ტყეების, უმეტესწილად არარაციონალური მეთოდების გამოყენებით, ფართომასშტაბიანი ექსპლუატაციის პროცესი.
განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა საქართველოს ტყეებს გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და 50-60-იან წლებში. ამ პერიოდში ტყის ფონდის მთელ ფართობზე დიდი ინტენსივობის უსისტემო ჭრები მიმდინარეობდა, რასაც შედეგად მოყვა ტყის ეკოსისტემების მდგრადობის რღვევა და მათი საერთო ფუნქციონალური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. არსებულმა ვითარებამ მაშინდელი ადგილობრივი და საკავშირო ხელისუფლება აიძულა მნიშვნელოვნად შეემცირებინათ საქართველოში ხე-ტყის დამზადების გეგმები. სატყეო პოლიტიკა შეიცვალა ძირითადად ტყეების დაცვისა და მათი რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენების მიმართულებით. ხოლო ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობა რუსეთიდან იმპორტირებული ნედლეულის ხარჯზე ვითარდებოდა. ახალი „საქართველოს ტყის კოდექსის“ (1999 წ.) ამოქმედებამდე არსებული კლასიფიკაციით ტყეები დაყოფილი იყო ორ ძირითად ჯგუფად: დაცვითი ფუნქციების მატარებელი ტყეები (ტყეების 98%) - ე.წ. „მთის ტყეები“ და დაცვითი და საექსპლუატაციო ტყეები - ე.წ. „ბარის ტყეები“ (ტყეების 2%).
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მდგომარეობა კვლავ მკვეთრად შეიცვალა. სიღარიბის ზრდისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე თითქმის შეწყდა ხე-ტყის ნედლეულის იმპორტი რუსეთიდან. აღნიშნულმა გარემოებებმა გამოიწვია ბუნებრივი ტყეების მერქნითი რესურსების მასიური გამოყენება საწვავად. მნიშვნელოვნად გაიზარდა მორების ექსპორტი, მეტწილად დაბალ ფასად. მნიშვნელოვნად შესუსტდა ტყის რესურსების სათანადო მართვა სახელმწიფოს მიერ, რამაც გამოიწვია ხე-ტყის უკონტროლო და უკანონო ჭრების სერიოზული გაზრდა. ტყის რესურსებით არალეგალური სარგებლობისა და ტყეების დაცვისა და შენარჩუნების ღონისძიებათა არასაკმარისობის გამო ადგილი აქვს ტყეების მოცულობისა და ხარისხის შემცირებას.
არაადექვატური ინსტიტუციური მოწყობა, გაურკვეველი ვალდებულებები და არასაკმარისი ფინანსური სახსრები ხელს უშლიან არა მარტო ეფექტური კონტროლის დაწესებას უკანონო ჭრებზე, არამედ ტყის რესურსების მართვისთვის ადექვატური საქმიანობების განხორციელებას (მაგ. ინვენტარიზაცია და დაგეგმვა, ტყეების გაშენება, აღდგენა, ტყის მოვლა და დაცვა, ტყის რესურსების გამოყოფა სარგებლობის მიზნით და მასზე სათანადო ფასების დაწესება). ტყითსარგებლობის სფეროში სანებართვო, გადასახადებისა და გაყიდვის სისტემა მოუქნელი და არაგამჭვირვალეა. არ არის უზრუნველყოფილი საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში. თუმცა საზოგადოებრიობის დიდ ნაწილს გაცნობიერებული აქვს ადამიანისა და ტყის ურთიერთდამოკიდებულებისა და გავლენის დიდი მნიშვნელობა საქართველოში და ის გარემოება რომ, საქართველოს ტყეები წარმოადგენენ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერული და რეკრეაციული მნიშვნელობის თვალსაზრისით უდიდესი ღირებულების რესურსს, რომლის დაკარგვას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოყვეს.
საქართველოს გააჩნია ტყიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, რომლის მიხედვით განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს, მაგრამ ამჟამად ტყის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა მისული და შეადგენს 0,52-ს. ამასთან კრიტიკულ ზღვარზე (0,5) დაბალი სიხშირის კორომები ტყით დაფარული საერთო ფართობის ნახევარზე მეტს (55%) შეადგენს. ასეთ ტყეებს მკვეთრადა აქვთ დაქვეითებული დაცვითი ფუნქციები (ნიადაგდაცვითი, წყალშენახვითი, წყალმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვა.) და ამასთან მნიშვნელოვანწილად დაკარგული აქვთ თვითაღდგენა-თვითგანახლების უნარი, რაც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს საერთო ეკოლოგიურ ვითარებაზე საქართველოში.
ქვეყნის ტყეების უმეტესი ნაწილი მდებარეობს დიდი დახრილობის ფერდობებზე. 3,8% ტყით დაფარული ფართობებისა მდებარეობს 0-100, 16,4% - 11-200, 17,0% - 21-250, 18,6% - 26-300, 20,1% - 31-350, ხოლო 24,1% მდებარეობს 350 და უფრო მაღალი დახრილობის ფერდობებზე.
საქართველოს ტყეებში მრავალფეროვანი მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს ერთობლიობის, ასევე, მთლიანობაში ტყის ლანდშაფტების შენარჩუნება მოითხოვს ტყის რესურსების მართვისა და შესაბამისად მდგრადი სატყეო მეურნეობის გაძღოლის ინტეგრირებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორცილების პროცესში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება რომ, ტყის კონკრეტული უბნები და სახეობათა გავრცელების არეალები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას.
ტყის ეკოსისტემების როლისა და ფუნქციების მნიშვნელობის გათვალისწინებაზე (ე.წ. „ეკოსისტემურ მიდგომაზე“) დაფუძნებული ტყის რესურსების მართვა წარმოადგენს ბუნებრივი ლანდშაფტებისა და წყალშემკრები აუზების, ეკოლოგიური პროცესების, მცენარეებისა და ცხოველთა სახეობებისა და ადამიანის სამეურნეო ქმედებათა ინტეგრირებული მართვის სისტემას. ამგვარი სისტემის ფუნქციონირება საჭიროებს ტყის რესურსების მართვის სისტემის ყველა სუბიექტის თანამშრომლობას ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ტყეების ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ფასეულობათა დაცვა და მდგრადი გამოყენება. ამგვარი სისტემა, ასევე, მოითხოვს ტყეების მრავალმხრივი ფუქნციების უკეთ ცოდნას და იმგვარი ფორმალიზებული სახის ინფორმაციას, რომელიც სცილდება ძირითადად ზეზემდგომი ტყის მარაგების მოცულობათა განსაზღვრაზე ორიენტირებულ ამჟამად არსებული ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობისა და ნაწილობრივ სატყეო კადასტრის) სისტემის ფარგლებს. მეტად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მეცნიერული კვლევისა და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების შედეგად დაგროვილი პოტენციალის გამოყენებისა და სრულყოფის საშუალებით განისაზღვროს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ერთი მხრივ, ტყის ეკოსისტემების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მეორე მხრივ, არსებულ სატყეო-სამეურნეო პრაქტიკას, ბუნებრივი ხასიათის კატასტროფებსა და პათოლოგიებს და ზოგადად ანთროპოგენულ ზემოქმედებას შორის. ამასთან ერთად საჭიროა ტყის რესურსების დაცვისა და გამოყენების ღონისძიებათა (სატყეო მეურნეობის) დაგეგმვის მეშვეობით ნათლად და ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს მდგრადი სატყეო მეურნეობის მიზნები და ჩამოყალიბდეს დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემა მათ განხორციელებაზე.
საქართველოს სატყეო მეურნეობის უახლოეს ამოცანას უნდა შეადგენდეს განვითარების ისეთი სტრატეგიული გეზის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ტყეების დაცვითი ფუნქციების შენარჩუნებას და გარდამავალ პერიოდში მერქანზე მოთხოვნილების მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. ამასთან, სატყეო პოლიტიკა საბოლოოდ ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოში მერქნის მძლავრი სანედლეულო ბაზის შექმნაზე, რომელიც არა მარტო დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას, არამედ შეძლებს გადაიქცეს მნიშვნელოვან საექსპორტო შემოსავლის წყაროდ. ეკონომიკის განვითარებისა და შესაბამისად გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზრდის კვალობაზე მერქნის რესურსებით ქვეყნის უზრუნველყოფა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად გადაიქცევა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი საფრთხე შეუქმნას ტყეებს. აღნიშნულ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 1980-90 წლებში საქართველო მერქანზე მოთხოვნილების მხოლოდ 8-10%-ს აკმაყოფილებდა საკუთარი რესურსების ხარჯზე.
ზემოთ აღნიშნული ორი ძირითადი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საჭიროა საქართველოში პლანტაციური მეტყევეობის განვითარება. პლანტაციური მეტყევეობა, როგორც მერქნის ნედლეულის მიღების სტაბილური წყარო ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული გზით სატყეო მეურნეობის განვითარება საშუალებას იძლევა სატყეო მეურნეობაში რეალურად განხორციელდეს კვლავწარმოების ხანგრძლივი ციკლის მნიშვნელოვნად შემცირება, პროდუქტიულობის გადიდება, მოწინავე ტექნოლოგიების, კომპლექსური მექანიზაციისა და სხვა მრავალი ღონისძიების დანერგვის ღონისძიებები. ამასთან, პლანტაციური მეტყევეობის წარმოება საშუალებას იძლევა „დავასვენოთ“ ბუნებრივი წარმოშობის ტყის კორომები. ამისათვის კი საჭიროა ფართობების შერჩევა, პერსპექტიული ტყის სახეობებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია საჭირო მატერიალური, ფინანსური და შრომითი რესურსები, რათა დაუყოვნებლივ შეუდგეს სატყეო მეურნეობის პლანტაციური მეტყევეობის გზით განვითარებას. ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე საჭიროა დაიწყოს შესაბამისი მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოები და გამოიძებნოს დაფინანსების წყაროები.
დღესდღეობით სატყეო მეურნეობის წინაშე დგას მეტად რთული და აქტუალური ამოცანა, რომელიც დაკავშირებულია ხე-ტყის დამზადების მოცულობათა სტაბილიზაციის პირობებში საკუთარი შემოსავლების ზრდასთან და საბოლოო ჯამში დარგის დაფინანსებასა და ნორმალურ ფუნქციონირებასთან. ამ თვალსაზრისით საჭიროა პირველ რიგში დამზადებული ხე-ტყის რაციონალური გამოყენება. რაც შეეხება საკუთარი შემოსავლების ზრდას - აქ უპირატესი ყურადღება უნდა მიექცეს ხე-ტყის ექსპორტ-იმპორტის მოწესრიგებას და არამერქნული რესურსების რაციონალურ ათვისებას. აღნიშნული რესურსების გამოყენება არ მოითხოვს შედარებით მნიშვნელოვან კაპიტალურ დაბანდებებს, ხოლო მათი რაციონალური ათვისება და გამოყენება საშუალებას მოგვცემს მოკლე პერიოდში სატყეო მეურნეობა გადავაქციოთ რენტაბელურ დარგად.
ამჟამად, როდესაც საქართველოს სატყეო სექტორში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება დარგის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, საჭიროა დაისახოს და განხორციელდეს ერთიანი სატყეო პოლიტიკა, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ საშუალებას მოგვცემს ნაწილობრივ დავაკმაყოფილოთ ქვეყნის მოთხოვნილება მერქნის ნედლეულ რესურსებზე, მოვახდინოთ ტყეების დაცვითი ფუნქციების სტაბილიზაცია (შემდგომში მათი მნიშვნელოვანი გაძლიერებით) და შესაბამისად ეტაპობრივად დავნერგოთ მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ტყეების მართვის სისტემა.
ტყის რესურსების მდგრადი მართვის პრობლემების გადასაჭრელად შემდეგი სტრატეგიული პრინციპები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული:
ხელუხლებელი ტყის ეკოსისტემები არსებითია ტყეების საერთო ფუნქციონალური
მდგომარეობის შენარჩუნებისათვის;
ტყის ეკოსისტემების მდგრადმა გამოყენებამ და მართვამ შესაძლებელი უნდა გახადოს მათი უმთავრესი ეკოლოგიური პროცესების, ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ნაყოფიერებისა და განახლების უნარის შენარჩუნება;
ტყის რესურსების სრული ინვენტარიზაცია არსებითია ტყის რესურსების მდგრადი მართვისათვის;
საქართველოს ტყეების მდგრადმა გამოყენებამ და მართვამ თავისი წვლილი უნდა
შეიტანოს ადგილობრივი და გლობალური ეკოსისტემების შენარჩუნებაში;
გათვალისწინებული უნდა იყოს ის პირობები, რომლებიც აუარესებდნენ ან ახლაც
აუარესებენ საქართველოს ტყეების საერთო ფუნქციონალურ მდგომარეობას;
გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს მთის ტყეების ძირეული ეკოლოგიურიფუნქციები;
საქართველოს მთის ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ-ნაკლებად ხელუხლებლად არის შენარჩუნებული და შესაბამისად ისინი უნდა განიხილებოდნენ, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რესურსები;
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ტყის რესურსებისა და მათი ფლორისა და ფაუნის მდგრადი გამოყენება და შენარჩუნება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას
შორსგამიზნული ეროვნული პოლიტიკისა და საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინირებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სატყეო მეურნეობის განვითარების ძირითადი მიზნები და ამოცანები უნდა იყოს:
- ტყის რესურსების მართვის ახალი და ტრადიციული ფორმების შეფასებისათვის სადემონსტრაციო პროექტების შემუშავება, განხორციელება და ანალიზი;
- ხე-ტყის დამზადებაზე მორატორიუმის უზრუნველყოფა გადაბერებული ტყის კორომებსა და მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ტყეებშიზე და შესაბამისად ამ სახის ტყის კორომების დაცვის პრიორიტეტულობის პრინციპის გამოყენება.
- ტყის რესურსების მართვაში მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების მეთოდების გამოყენება;
- ეკოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით ადექვატური ტყის მასივების აღდგენისა და გაშენების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რათა გაიზარდოს ტყით დაფარული ფართობები და აღდგეს ტყის ტიპები, რომლებმაც მნიშვნელოვანი დეგრადაცია განიცადეს ან სრულიად განადგურდნენ;
- არ უნდა შეიქმნას სატყეო პლანტაციები ბუნებრივი ტყეების ან სხვა ბუნებრივი ეკოსისტემების ჩანაცვლების ხარჯზე;
- ხელი უნდა შეეწყოს აბორიგენული მერქნული სახეობების გამოყენებასა და კულტივირებას; უნდა აიკრძალოს ინტროდუცირებული სახეობების გაშენება. ტყის კულტურების გაშენების პროგრამები არ უნდა ითვალისწინებდნენ გენეტიკურად იდენტური სახეობების დიდი მასივების შექმნას;
- უნდა დადგინდეს ის არეალები და ტყის ტიპები, სადაც ბუნებრივი წარმოშობის ტყე გაქრა და სადაც საჭიროა ტყის კორომების აღდგენა და რეკონსტრუქცია; შესაბამისად შემუშავებული უნდა იქნეს ოპტიმალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ტყის კორომების აღდგენისა და რეკონსტრუქციისათვის;
- უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ექსპლუატაციას დაქვემდებარებული ტყის რესურსების უნარჩენო მოხმარება. საჭიროა ასევე, იმ ფაქტორების შეფასება, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალონ ზემოთ აღნიშნული მიზნების განხორციელებას. ამგვარ ფაქტორებს შესაძლოა მივაკუთვნოთ:
- გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური და სოციალური ასპექტების თავისებურებანი;
- დიდი ზიანი, რომელიც ტყის რესურსებს მიადგა სამოქალაქო კონფლიქტების დროს;
- საქართველოს საზოგადოებრიობა არ არის ადექვატურად ინფორმირებული ტყის რესურსების მნიშვნელობისა და მდგომარეობის შესახებ, და ასევე, იმ საშიშროებაზე, რომელიც ემუქრება ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოს ტყეების დეგრადაციისა და ტყეების მიერ დაცვითი ფუნქციების დაკარგვის შემთხვევაში;
- არაფორმალური (ჩრდილოვანი) ეკონომიკის სექტორის დიდი ხვედრითი წილი;
- ფინანსური რესურსების ნაკლებობა (ხშირ შემთხვევაში არარსებობა) ეკონომიკის ყველა სექტორში (სატყეო მეურნეობის ჩათვლით);
- ტექნიკური და ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა.
_______________________________
1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი მითითებული ფართობით შეიქმნა არსებული ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე (17,818 ჰა) 2003 წელს ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მცენარეული რესურსების გამოყენება. მიმდინარეობს საკვები, სამკურნალო, დეკორატიული და სხვა სახეობების ინტენსიური მოპოვება. ჭარბი გამოყენების შედეგად მეტად სავალალო მდგომარეობაშია საქართველოს საძოვრები. ძლიერი ეროზიული პროცესები, ზამთრის საძოვრებზე კი, ასევე, გაუდაბნოება, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს როგორც ბიომრავალფეროვნებას, ისე ადგილობრივ სოფლის მეურნეობას. ამის გამო, საძოვრების მდგრადი გამოყენება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, როგორც ბიომრავალფეროვნების, ისე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კუთხით. სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფ ჰაბიტატთა რიცხვს მიეკუთვნება ტუგაის ტიპის ჭალის ტყეები. ჯერ კიდევ შემორჩენილი ჭალის ტყეების, როგორც ბიომრავალფეროვნების რეფუგიუმებისა და საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება ასევე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, წლების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ეკოსისტემების მოდიფიცირება: წყალჭარბი ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათის ხელოვნური ცვლილება, ჭაობების ამოშრობა, ტბების მოცულობისა და წყლის დონის ხელოვნური რეგულირება. წყალჭარბი ტერიტორიების ეკოლოგიური და ეკონომიკური როლისა და მათი, როგორც უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნების მქონე ჰაბიტატების, კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საქართველოს წყლის ეკოსისტემების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი წყალჭარბი ტერიტორიები, რომლებზეც გადის ფრინველთა სამიგრაციო გზები და შესაბამისად საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნიათ.
2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მითითებული ფართობით შეიქმნა 2003 წელს
3. მითითებულია გარდაბნის, ყორუღის, იორის, ჭაჭუნას, კაცობურის სამინადირეო მეურნეობების შექმნის წლები, აღკვეთილებად გადაკეთდნენ 1996 წელს.
4. ამჟამად ბათუმის დელფინარიუმი აღარ ფუნქციონირებს.
5. სანადირო სახეობების შესახებ იხილეთ თავი: ნადირობა და მეთევზეობა
6. ბიომრავალფეროვნების ოთხი ძირითადი საფრთხიდან (The Evil Quartet) ერთ-ერთს ჭარბი მოპოვება წარმოადგენს.
7. პრემიალური სისტემა ითვალისწინებდა პრემიების გაცემას მტაცებლების მოკვლისთვის.
8. ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1996 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 18 სამონადირეო მეურნეობა, საერთო ფართობით 228 837 ჰექტარი
9. ინსტიტუციური საკითხები განხილულია 2003 წლის დეკემბრის მდგომარეობის მიხედვით.
10. 1996 წელს დათესეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ე.წ. მონსანტოს კარტოფილი. მის მიმართ არ გატარებულა საკარანტინო ზომები და ჟიშთა გამოცდის სამწლიანი წესი. კულტურამ არ გაამართლა - იგი არ აღმოჩნდა ადგილობრივ პირობებთან შეგუებული და ძლიერ დაზიანდა სოკოვანი დაავადებებით. მოსავალიც საშუალოზე დაბალი აღმოჩნდა და გარეგნული ფორმაც არ იყო მიმზიდველი, რის გამოც საბოლოოდ ამ კარტოფილმა ვერ მიიღო სახელმწიფო ნებართვა შემდგომ კომერციულ თესვაზე. ამ ინიციატივას მოჰყვა საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება და რეზონანსი საერთაშორისო დონეზეც, რის შედეგადაც მისი ფინანსირება საწყის ეტაპზევე შეწყდა.
11. დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 18.12.02 №538 ბრძანებულებით.
![]() |
8 დანართი 3 - შემოკლებათა ახსნა |
▲ზევით დაბრუნება |
CITES |
კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ |
GEF |
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი |
ISO |
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია |
IUCN |
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი |
UNEP |
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამა |
![]() |
9 დანართი 4 - ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
დაცული ტერიტორიები - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES); ანა რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
სახეობები და ჰაბიტატები (ფლორა) -გიორგი არაბული, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბოტანიკის განყოფილების გამგე; ოთარ აბდალაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე
სახეობები და ჰაბიტატები (ფაუნა) - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES)
აგრობიომრავალფეროვნება - მაკა ჯორჯაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი
ბიოტექნოლოგია და ბიოუსფრთხოება - მაკა ჯორჯაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი ანა რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ნადირობა - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES)
თევზჭერა - გიორგი ბითაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
მონიტორინგი - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES)
განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა - მაია კაპანაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
საკანონმდებლო და ინსტიტუციური ასპექტები - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES)
ფინანსურ ეკონომიკური პროგრამა - კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და დაზღვევის საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის გენერალური დირექტორი
მდგრადი სატყეო მეურნეობა - მალხაზ ძნელაძე, WWF კავკასიის ოფისი