![]() |
სამართლიანად გამარჯვება. (შინაარსი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო გამომცემელი: გაეროს განვითარების პროგრამა რედაქტორი: აირინ პეტერს ონი გრაფიკული დიზაინი: Likovni studio (ww.list.hr) ეს სახელმძღვანელო დაიბეჭდა ISO:9001, ISO:14001, EMAS სტანდარტის შესაბამისად სერთიფიცირებულ ქაღალდზე ამ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მათ ავტორებს და არ გამოხატავს გაეროს ან გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო ამ პუბლიკაციის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას ვუხდით, ბატონებსა და ქალბატონებს: ტექსტის ადაპტირება აკაკი ხელაძე, MBA, PhD, ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი ადაპტირებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა: ემი დენმანი, აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ნიკოლ ჟორდანია, დამფუძნებელი და დირექტორი The Noй Group, LLC სოფიო ბალავძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისმენეჯერი, კორპორატიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთანურთიერთობა, საქართველოს ბანკი ირაკლი ბოქოლიშვილი, გენერალური დირექტორი, ნონა ძნელაძე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკორა ჯონ კარაჩიოლო, რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელი – სამხრეთ კავკასია TAM/BAS, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თეკლე გურიელიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პრო კრედიტ ბანკი რუსუდან კბილაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარკეტინგის დეპარტამენტი, Wissol Petroleum Georgia JS Ms. Lela Khoperia, CSR Project Manager, Centre for Strategic Research and Development of Georgia დავით ყიფიანი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, Marriott Hotel Tbilisi დევიდ ლი, გენერალური დირექტორი, Magticom რუსუდან მეძმარიაშვილი, კორპორატიული პასუხისმგებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბი-პი ექსპლორეიშენ ლიმიტედი |კასპიის ზღვა| საქართველო ბაიბა რუბესა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, Statoil თამარ შავდია, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ბანკი რესპუბლიკა ეს პროექტი დაფინანსებულია ბელგიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გვინდა მადლობა გადაუხადოთ Business in the Community-ს რადგან მოგვცა უფლება გამოგვეყენებინა მისი ტექსტი (ლოგო) United Nations Development Programme UN House, 9 Eristavi Street, Tbilisi 0179, Georgia www.undp.org.ge |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ცნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ზეგავლენას სამყაროზე და მის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. რას აწარმოებს ბიზნესი, როგორ ყიდულობს და ყიდის, როგორ ზემოქმედებს გარემოზე, როგორ ასაქმებს, ასწავლის და ანვითარებს თანამშრომლებს, როგორ ფინანსდება და იმართება, როგორ ახდენს ინვესტირებას თემში და სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, მისი სამუშაო ძალა და მომხმარებელი - ამ ყოველივეს ერთობლიობა განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს ზეგავლენას საზოგადოებაზე.
ბიზნეს სექტორის პოზიტიური და პროაქტიული ქმედება, ზემოთ აღნიშნული და კანონით ნაკარნახევი ყველა სხვა მიმართულებით ბუნებრივი მოვლენა გახდა განვითარებულ სამყაროში, რადგან არა ერთგზის დადასტურდა, რომ ეს სასარგებლოა ყველა მონაწილე მხარისათვის. ამ სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებში ილუსტრირებულია კერძო კომპანიების სარგებელი.
საქართველოში გაეროს საქმიანობის ფარგლებში, 2010 წლის მარტში შეიკრიბა საკოორდინაციო ჯგუფი, რათა მოემზადებინა მასალები რომლებიც დაეხმარებოდა ქართულ კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ და ყოველდღიურ საქმიანობაში გაეტარებინათ ბიზნესის პასუხისმგებლობის პრინციპები.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) სახელმძღვანელო მოამზადა ბრიტანულმა ორგანიზაციამ - ბიზნესი საზოგადოებაში - რომელიც უკვე 25 წელია უწევს ბიზნეს სექტორს კონსულტაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების გატარებაში. ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ამ ორაგნიზაციას, რადგან მან ნება დაგვრთო გამოგვეყენებინა მისი მოდელი. მკვლევარები ასევე ეყრდნობოდნენ ხორვატიის გაეროს ოფისის მიერ ადაპტირებულ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს.
საკოორდინაციო ჯგუფი შეეცადა წარმოედგინა ქართული კომპანიების საქმიანობა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. რამოდენიმე შემთხვევაში ნაჩვენებია არა ქართული მაგალითები - ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებული პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღავნელო წაახალისებს დაინტერესებულ მხარეებს აიმაღლონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, წამყვანი ქართული კომპანიების მხარდამხარ და განვითარებული საბაზრო ეკონომიკის სტანდარტების შესაბამისად. ამით ისინი უფრო კომპეტენტურნი გახდებიან, ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალური კაპიტალის ზრდას და დაეხმარებიან საქართველოს ერთ ერთი სტრატეგიული პრიორიტეტის მიღწევაში: ინტეგრაცია ევროკავშირის სტრუქტურებსა და ბაზრებში.
სქართველოში გაეროს გლობალური ინიციატივის ქსელი მოქმედებს როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობის პოპულარიზაციის პლათფორმა, შესაბამისად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მასში გაწევრიანება. ამასთან 2009 წლის მარტში საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები ოფიციალურად შეეცადნენ ერთობლივად გაევრცელებინათ და აემოქმედებინათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები საქართველოში და ხელი შეეწყოთ ეროვნული პროგრესისათვის ამ სფეროში.
ტექსტის შესახებ
ამ ტექსტის მომზადებისას ძალიან ვცდილობთით გამოგვეყენებინა ერთვგავროვანი, გასაგები ენა და თავი აგვერიდებინა უცხო, რთული ტერმინოლოგიისათვის. თუმცა ყოველი ახალი სფერო ითხოვს სპეციფიურ ლექსიკონს.
ტერმინი „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ ფართოდ გამოიყენება ბიზნეს სამყაროში. ევროპის კომისია განსაზღვრავს მას როგორც „ცნებას, სადაც კომპანიები ნებაყოფილობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგადად საქმიანობისას და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას“. ამგავრი პრაქტიკა სხვა სახელებითაც გვხვდება: კორპორატიული პასუხისმგებლობა, კორპორატიული მოქალაქეობა და კორპორატიული მდგრადობა.
კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სიტყვა გახლავთ „მონაწილე“ (დაინტერესებული მხარე). ჩვენი განმარტებით ეს გახლავთ „ნებისმიერი პირი რომელსაც წვლილი შეაქვს საწარმოს წარმატებაში და სარგებლობს ამით, მათ შორის მფლობელი, აქციონერი, დასაქმებული და ისინიც ვისზეც ზემოქმედებს საწარმოს საქმიანობა, მაგალითად: მომწოდებლები, მომხმარებლები და ადგილობრივი საზოგადოება“.
ტერმინი „მდგრადი ბიზნესი” გულისხმობს საწარმოს რომელიც იკმაყოფილებს საჭიროებებს ისე რომ პრობლემას არ უქმნის მომავალ თაობებს დაიკმაყოფილონ მათი საჭიროებები”. „მდგრად განვითარებას” სამი საყრდენი განაპირობებს: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობა.
“სოციალური ანგარიშგება”, რომელსაც ხანდახან მდგრადობის ანგარიშგებას, მოქალაქეობრივ ანგარიშგებას ან სამმაგ ანგარიშგებას უწოდებენ - ნიშნავს ანგარიშეგებას რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ და ეკონომიკურ არამედ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს და ზემოქმედებს ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე და ორგანიზაციის არსებულ და სამომავლო წვლილს ამ სფეროებზე.
სახელმძღვანელოს თავები
ეს სახელმძღვანელო საქართველოში პირველად წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს, იმგვარად რომ ეს პრაქტიკული და სასარგებლო იყოს ყველა ზომის საწარმოსათვის. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ქართული კომპანიების დასახმარებლად, თანმიმდევრულად და ეფექტურად მართონ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა სფერო. სახელმძღვანელო შედგება ხუთი ცალკეული თავისაგან. პირველი თავი - კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გვთავაზობს საკითხის ზოგად მიმოხილვას, ხოლო დანარჩენი ოთხი თავი დეტალურად განმარტავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ძირითად კომპონენტებს. ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით თითოეული თავი წაკითხული უნდა იქნეს ზოგად მიმოხილვასთან ერთად.
ეს თავებია: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმოხილვა | სამუშაო ადგილი | ბაზარი | გარემო | საზოგადოება (თემი)
![]() |
2 რა არის ეს? |
▲ზევით დაბრუნება |
როგორ შეიძლება კარგი საქმის კეთება სასარგებლო იყოს შენი ბიზნესისათვის? როგორ შეუძლიათ კომპანიებს მიიღონ მეტი სარგებელი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის წყალობით? არის თუ არა რეალურად შესაძლებელი ამის შერწყმა ბიზნესის ეფექტურობასა და კომპეტენტურობასთან?
სოციალურ პასუხისმგებლობას შეუძლია თქვნი ბიზნესის წარმატების ხელშეწყობა სამი მიმართულებით:
გაყიდვების ფორმირება
სამუშაო ძალის ფორმირება
მთლიანად კომპანიაში ნდობის ფორმირება
გარდა შესავლისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ზოგადი მიმოხილვისა ეს ანგარიში მოიცავს სოციალური პასუხისმგებლობების ოთხ სფეროს. ყოველ თავში განმარტებულია თითოეული სფეროს ზეგავლენა ბიზნესის შედეგებზე და პრაქტიკული რჩევები თითოეული საკითხის მოსაგვარებლად და საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად. ეს ოთხი სფეროა:
ბაზარი
საზოგადოება (თემი)
გარემო
სამუშაო ადგილი
არსებობს გარკვეული სფეროები რომლებზეც განსაკუთრებით მწვავედ აისახება სწორი თუ არასწორი ქმედებები. სოციალური პასუხისმგებლობა არა მარტო დიდ ბიზნესს ეხება - პატარა კომპანიებს და კომპანიებს რომლებსაც ძალიან მცირე ბიუჯეტი აქვთ ან თუნდაც სულ არ გააჩნიათ ბიუჯეტი ამ საქმიანობისთვის, ასევე სჭირდებათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე მუშაობის დაწყება და ამით რეალური ცვლილების ინიცირება.
ნებისმიერ სფეროში გვხვდება ყველა ტიპის კომპანია, თუმცა მაგალითად: გარემოზე ზემოქმედების მართვა უფრო მნიშვნელოვანია დიდი მანუფაქტურული კომპანიებისთვის ვიდრე პატარა სამომსახურებო კომპანიისთვის. უნდა ვაღიაროთ რომ, ამ სფეროებში ფუნქციონირების მიხედვით შესაძლებელია კომპანიაზე წარმოდგენის შექმნა.
როდესაც ვსაუბრობთ კორპორატიულ პასუხისმგებლობაზე, ან მდგრადობაზე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ვსაუბრობთ აქტივობებზე რომლებიც თანაბრად სარგებლიანია ბიზნესისთვის, გარემოსა და საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას სამმაგ საწყის ხაზს, ან მოგება-ხალხი-პლანეტას. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გათავისებით, კომპანიები აუმჯობესებენ რისკის მართვას და ამაღლებენ სტრატეგიულ მიზნებს. ეს პროგრამები უნდა ემსახურებოდეს ყველა მონაწილის ინტერესებს, მათ შორის ბიზნესის ინტერესს მოგების ზრდის მიმართ. ორმხრივი გამარჯვების გზის მოძიება, რაც ბიზნესისა და საზოგადოებისათვის თანაბრად სარგებლიანია წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების წარმატების საფუძველს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება მოქმედებისას არა მხოლოდ სწორი საქციელია, არამედ ქმნის კარგი ბიზნესის ცნებას როგორც დიდი ისე მცირე წარმოებისათვის.
ამგვარ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად კომპანიას სჭირდება საზოგადოების ინფორმირება მისი ბიზნესის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შესახებ; რადგან კომპანიის მიერ ინფორმაციის რეგულარული გავრცელება და ანგარიშების მომზადება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე, მისი წარმატების საწინდარია.
რა სარგებელი მოაქვს ამ ყოველივეს?
მნიშვნელოვანია თუ არა, რომ:
თქვენს კომპანიას ცუდი რეპუტაცია აქვს პატიოსნებისა და სანდოობის თვალსაზრისით?
თქვენს მომხმარებელს ცუდი წარმოდგენა აქვს გარემოზე თქვენი საქმიანობის ზემოქმედების შესახებ?
მომავალ თანამშრომლებს არ აქვთ თქვენთვის საჭირო უნარები?
რთულია კარგი ხალხის მოზიდვა და შენარჩუნება?
ბაზარი სადაც თქვენ ყიდით არ ვითარდება?
თქვენი ორგანიზაცია მიმზიდველი არ არის ბიზნეს
პარტნიორებისთვის?
ხელისუფლების უარყოფითი შეხედულებები ართულებს ბიზნესის გაფართოების დაგეგმვას?
კომპანიები გვერდს ვერ აუვლიან ამ კითხვებს, რადგან მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებისათვის. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესს დამატებით იარაღს აძლევს წარმატების მისაღწევად.
როდესაც ნათელი გახდა, რომ ბიზნესის სოციალური კონტექსტი იცვლებოდა და რომ ის გავლენას მოახდენდა ბიზნესის წარმოების ფორმაზე, დასავლეთში შეიქმნა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც კომპანიის რისკის მართვის მექანიზმი. ბიზნესმა გააცნობიერა რომ სოციალურ ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა დააყენონ მისი პასუხისმგებლობის საკითხი, იმოქმედონ კომპანიებზე როგორც მომხმარებლებმა და იმოქმედონ სამთავრობო რეგულაციებზე, ამდენად აღიქვა ეს ყოველივე რისკის ახალ წყაროდ და შეუდგა მისი პროაქტიული მართვის გზების ძიებას. კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას სხვა სარგებელიც აქვს, მაგალითად უკეთესი ურთიერთობები თანამშრომლებთან, მეტი ინოვაცია, უკეთესი წვდომა ფინანსებზე, გაუმჯობესებული გაყიდვებიც კი.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესის მოტივაცია ბიზნესის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების შესახებ რამდენადმე განსხვავებულია. ამ შემთხვევაში კომპანიების მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღების ძირითადი მიზეზები რეპუტაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრირების სურვილია.
ასეთ პირობებშიც კი, ყოველთვის დგება ბიზნესის წინაშე ისეთი პრობლემები რომლებსაც ვერ გაუმკლავდება მარტო, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. ბიზნესი კი მხოლოდ მაშინ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, თუ საზოგადოება მისი საქმიანობის მიმართ დადებითად იქნება განწყობილი. საქართველოში 20071 წელს ჩატარებულმა კვლევამ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ საზოგადოების მოლოდინისა და წარმოდგენის შესახებ უჩვენა, რომ რესპოდენტთა 93% თვლიდა რომ გარდა მოგების ზრდისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობისა, ბიზნესმა ნებაყოფილობით უნდა დააკმაყოფილოს სოციალური საჭიროებები და გაითვალისწინოს ისინი გადაწყვეტილების მიღების და ბიზნეს საქმიანობის პროცესში.
სწორად მოქმედებას მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს.
სოციალური პასუხისმგებლობის სამი ტიპი
დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში
ბიზნესის უპირველესი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ არის სამართლებრივი შესაბამისობა. ქართული ბიზნესების მინიმალური პასუხისმგებლობა არის შესაბამისობა საგადასახადო და შრომის კოდექსებთან და კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. როდესაც მეწარმე მოქმედებს კანონის შესაბამისად, არის კარგი დამსაქმებელი და იხდის გადასახადებს ის ხელს უწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანობას, რითაც სარგებელს მისი ბიზნესიც მიიღებს.
1. ბიზნესის კეთება
მომხმარებელს უნდა მაღალი ღირებულების პროდუქტები და მომსახურებები, მაგრამ არ უნდა კომპანიები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ.
მომხმარებლები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კოპანიების პასუხისმგებლობას. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა რომ დადებითად ახასიათებენ კოპანიებს რომლებსაც საზოგადოების აზრით პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება აქვთ. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის, რომელიც აჯილდოვებს „კარგ“ კომპანიებს მაღალი გაყიდვებით და სჯის „ცუდ“ კომპანიებს მათ პროდუქციასა და მომსახურეობებზე მოთხოვნის შემცირებით. საქართველოში არ არსებობს მომხმარებლის ამგვარი ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა, თუმცა ეპიზოდური მტკიცებულებები გვიჩვენებს რომ ამგვარ შემთხევებს მაინც ქონდა ადგილი განსაკუთრებით პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში. მიუხედავათ ამისა მომხმარებელი სულ უფრო მეტად გარკვეული ხდება თავის უფლებებსა და ზემოქმედების ძალაში, ამდენად მოითხოვს რომ, კომპანიებმა მომავალში მეტი ყურადღება დაუთმონ მის დამოკიდებულებას.2 ბილოდროინდელი საერთაშორისო კვლევების თანახმად, ბევრი კომპანიის დირექტორმა განაცხადა რომ, არსებულმა ვარდნამ გამოიწვია მომხმარებლის ქცევის მუდმივი ცვლილება, მათი 64%-ის თქმით, მომხმარებელი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანიის სოციალურ რეპუტაციას. მეორე ასეთ კვლევაში, დირექტორების 58% მომხმარებელს ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფად მიიჩნევს, სოციალური მოლოდინის მართვის თვალსაზრისით, ანუ მათ თანამშრომლებზე (45%) და მთავრობაზე (39%) მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.3
იგივე კვლევა უჩვენებს, რომ მთელს მსოფლიოში ბიზნესი კარგად ხვდება კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის მნიშვნელობას: დირექტორების 72% ამბობს რომ სამი ფაქტორი „ბრენდი ნდობა და რეპუტაცია“ განაპირობებს მათ ყურადღებას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ.
დირექტორების 44%-ის თქმით მეორე ამგვარი ფაქტორი არის შემოსავლის ზრდა და ხარჯის შემცირება. დაინტერესებული მხარეების (მომხმარებლები, კლიენტები, დასაქმებულები და სხვ.) შესახებ უკეთ ომფორმირებული კომპანიები, რომლებსაც მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობა ხშირად ქმნიან უფრო მიმზიდველ პროდუქტებს და მომსახურებებს ან პოულობენ ახალ ნიშებს ბაზრებზე, რითაც იმაღლებენ კონკურენტუნარიანობას. ამგვარი ცოდნის მისაღებად საუკეთესო გზა არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განხორციელებული პროექტები.
პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ბიზნესისა და მართვის სისტემების არსებობა მნიშვნელოვანია ღირებულების საერთაშორისო ჯაჭვებში მონაწილეობისათვის. ამის ნათელი მაგალითია ქართული კომპანიების წინაშე არსებული სირთულეები დასავლურ ბაზრებზე საქონლის ექსპორტირებისას. განვითარებულ ბაზრებზე მოქმედი კომპანიები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ პარტნიორის პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას, არამედ მის დამოკიდებულებას გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართ.
დანაზოგი ყველაზე ხშირად იმ კომპანიებს აქვთ რომლებიც ყურადღებას აქცევენ გარემოს დაცვას. ენერგო ეფექტურობის ზომები, ნედლეულის მოხმარების შემცირება და ნარჩენების წარმოება აშკარად აისახება საბოლოო შედეგზე. საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიამ თუ იცის გარემოსდაცვითი ზომების სარგებლიანობის შესახებ, მაგრამ ენერგო ეფექტურობის მიმართ ინტერესი გაიზარდა ენერგო მატარებლებზე ფასის ზრდასთან და ამ მიმართულებით ინვესტირებისათვის სესხების გაცემასთან ერთად.
უნდა აღინიშნოს რომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიების კაპიტალზე წვდომის ფაქტორი ხდება. საერთაშორისო დონეზე იზრდება ინსტიტუციონალური ინვესტორების რაოდენობა რომლებიც პასუხისმგებლობას მნიშვნელოვან კრიტერიუმად თვლიან ინვესტირებისას, განსაკუთრებით ეხლა როდესაც, პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ ეკონომიკური კრიზისის მიმართ. ასეთი კომპანიების საერთაშორისო საბირჟო ჩამონათვალიც არსებობს, როგორც დოუ ჯოუნსის მდგრადობის ინდექსი და FTSE4Good. საერთაშორისო ინვესტორები, ისეთი როგორიცაა მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გარემოს დაცვის და სოციალურ საკითხებს განიხილავენ როგორც რისკის მართვის ნაწილს, ხოლო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებას კომპანიაში როგორც ამ რისკის სათანადოდ მართვის შესაძლებლობას.
საყურადღებოა, რომ გლობალურ დონეზე დირექტორის პირადი მოტივირებულობა აღიქმება როგორც კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ეს ორ მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, პირველი: მაშინაც კი თუ კომპანიას არ აქვს მკვეთრად გამოხატული საქმიანი მიზეზი კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე მუშაობისათვის, ეს მაინც სწორია და ეთიკური. მეორე: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება დამოკიდებულია ლიდერებზე: ცოტა კომპანიას აქვს ბიზნესის და მისი გავლენის გლობალური ხედვა და სურვილი, რომ პირადად მიიღოს მონაწილეობა წინსვლის გზის ძიებაში.
პრაქტიკული მაგალითი - ოქროს ბრენდის
დაჯილდოება 2009
2010 წლის მარტში Global Idea -მ და გაზეთმა Financial საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გამართეს 2009 წლის ოქროს ბრენდის დაჯილდოების მე-5 ცერემონია, გასული წლის საუკეთესო ქართული ბრენდის გამოსავლენად. ოქროს ბრენდის ჯილდოს ძირითადი მიზანია ქართული და საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების მოტივირება. დაჯილდოვდა სხვადასხვა სექტორში მოქმედი 34 კომპანია. ბანკმა რესპუბლიკამ მიიღო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის ჯილდო, ხოლო ჯეოსელმა მიიღო პლატინის და საყვარელი ბრენდის ჯილდო. ქართული ბიზნესის ინტერესი იზრდება ამ ჯოლდოების მიმართ, რადგან მათ გავლენა აქვთ მომხმარებლის დამოკიდებულებაზე და ბრენდების შესახებ წარმოდგენაზე. აღნიშნული უჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი ვითარდება და მეტად პასუხობს საზოგადოების მოლოდინს.
პრაქტიკული მაგალითი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ქართული საწარმოების საბაზრო ეკონომიკის მოთხვნებთან ადაპტირების ხელშეწყობა
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საკონსულტაციო პროგრამები 1990 წლიდან ეხმარებიან ქართულ მცირე, საშუალო და დიდ საწარმოებს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებთან ადაპტირებაში. TAM (განსხვავებული მართვა) ორიენტირებულია კომპანიის შიგნით მართვისა და სტრუქტურულ ცვლილებებზე და მრჩევლებად იწვევს გამოცდილ ექსპერტებს, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან. bas (ბიზნეს კონსულტაციები) ხელს უწყობს მცირე, უფრო კონკრეტული პროექტების განხორციელებას. პროექტები კომპანიებს ურჩევენ, თუ როგორ დანერგონ მართვის ახალი მექანიზმები და გააუმჯობესონ ბრუნვა და პროდუქტიულობა, რითაც გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა. bas ასევე ორიენტირებულია ორმხრივ ინიციატივებზე, მათ შორის ენერგო ეფექტურობის პოპულარიზაცია, განახლებადი ენერგია და გარემოს დაცვა; ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა; სოფლების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეწარმეების განვითარება.
TAM აქტივობები
TAM პროგრამის პროექტები მრეწველობის სხვადასხვა სექტორებში განხორციელდა, უმეტესად საკვებისა და სასმელების წარმოებაში. TAM ძირითადად ორიენტირებულია ტურიზმზე, მანუფაქტურაზე, საკვების წარმოებაზე, ტრანსპორტსა და მომარაგებაზე, ასევე საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, ანუ ყველა იმ სექტორზე რომელსაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს ექსპორტისა და მთლიან შიდა პროდუქტში წილის საფუძველზე.
BAS აქტივობები
იმისთვის რომ უფრო კოკურენტული გახდეს, ქართულ ბიზნესს დამოკიდებულებების და ბიზნეს ორიენტაციის შეცვლა სჭირდება. ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებებით: ძირითადი ბიზნეს უნარები (ბიზნესის დაგეგმვა, ბუღალტერია და ფინანსური ანგარიშგება, სესხების მიღება), მართვის კულტურა (ადამიანური რესურსების მართვის საჭიროება, კონსულტაციები რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციის საკითხებზე, ზოგადი კორპორატიული მართვა და ინტეგრირებული მართვის სისტემები), პარტნიორების მოძიება, უცხოური ინვესტიციები, მარკეტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა. bas მხარდაჭერის შემდეგი ელემენტი არის ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს მხარდაჭერა ხორციელდება ბაზრის განვითარების ღონისძიებების მეშვეობით.
ადამიანების განვითარება
კომპანიებს სჭირდებათ საუკეთესო ხალხის მიზიდვა და შემდეგ შენარჩუნება.
მთელ მსოფლიოში ჩატარებული კომპანიების კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ კვალიფიციური თანამშრომლები ბიზნესის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მაგალითად ბოლოდროინდელმა კვლევის Accenture-Global Compact CEO რესპონდენტების 72 პროცენტმა განაცხადა, რომ განათლება და გლობალური განვითარება ყველაზე მნიშვენლოვანი საკითხია ბიზნესის სამომავლო წარმატებისთვის.
საქართველოში კომპანიები ასევე აღნიშნავენ სირთულეების შესახებ ამ სფეროში და აცხადებენ, რომ ადამიანური რესურსების კომპეტენტურობა ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მომავალში ამ სფეროში სისტემური ცვლილებებისთვის საჭირო გახდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის და მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს. ამასთან, უკვე არსებობს კომპანიები რომლებიც ახორციელებენ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს და პარტნიორობას ამ სფეროში: ზოგი მათგანი მოხსენიებული იქნება ამ სახელმძღვანელოს შესაბამის თავში.
კადრების შენარჩუნება არანაკლებ მწვავე პრობლემაა ქართული კომპანიებისთვის. ყოველთვის როდესაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას მას თან მიაქვს კომპანიის მიერ მის უნარებსა და ცოდნაში ინვესტირებული რესურსი და კომპანიას ხელახლა სჭირდება ინვესტიცია წასული თანამშრომლის ჩასანაცვლებლად.
კომპანიები რომლებსაც ადამიანური რესურსების მართვის უკეთესი სისტემა აქვთ და მინიმალურ სამართლებრივ მოთხოვნებზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ თანამშრომლებს, მეტი შანსი აქვთ კარგი კადრების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო და შეღავათი დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი ელემენტებია, ეს ყველაფერი არ არის. კარიერის განვითარება, ტრენინგებზე ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო ადგილი, დისკრიმინაციის და შეურაცხყოფის არ არსებობა, სამართლიანი მოპყრობა, ბალანსი შრომასა და ცხოვრებას შორის, თანამშრომლების კონსულტირება და ჩართულობა ის ფაქტორებია, რომლებიც განაპირობებენ თანამშრომლების კმაყოფილებას და ერთგულებას. ზოგი მათგანი ადამიანებში ინვესტირებას წარმოადგენს; სხვები შიდა პოლიტიკის და პროცედურების შემუშავების საკითხია და შესაძლოა უმნიშვნელო დანახარჯებით მოგვარდეს კომპანიაში. მეორეს მხრივ, დამტკიცებულია, რომ ამგვარი ფაქტორების არ არსებობა იწვევს დაბალ პროდუქტიულობას და ერთგულებას, თანამშრომლების დაბალ წინააღმდეგობას და საერთაშორისო დონეზე მავნე ქცევას.
პრაქტიკული მაგალითი: - BP და პარტნიორები მხარს უჭერენ მედიის შესაძლებლობის განვითარების ინიციატივას
ბიზნესს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ერთობლივად იმუშაონ დაინტერესებული მხარეების ეკონომიკური და საზოგადოებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რაც მათ უკეთესად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. მედია ერთ ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, რადგან ინფორმირებული და ობიექტური მედია წამყვანი პარტნიორია კანონიერი ბიზნესისათვის.
2003-2004 წლებში BP და ევრაზიის ფონდი ანხორციელებდნენ მედიის შესაძლებლობების გაუმჯობესების ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იყო ტრენინგსა და ცოდნის გადაცემაზე ბიზნეს და ეკონომიკურ ჟურნალისტიკაში. პროგრამაში მონაწილეობდა 49 ჟურნალისტი მათ შორის შორეული რეგიონებიდან. ერთ ერთ საკითხად განხილული იქნა ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი ზემოქმედება ბიზნესზე საქართველოში. ტრენინგის შემდეგ გამართულმა კონკურსმა მონაწილეებს ახლად შეძენილი უნარების გამოყენების მოტივაცია გაუჩინა. წინა წელებში ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე 2005 წელს BP-მ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით უზრუნველყო ინგლისური ენის სასწავლო კურსი. ტელევიზიის, რადიოს და პრესის 22 ჟურნალისტი ორწელიწადნახევრის განმავლობაში ხუთას სასწავლო საათს დაესწრო; შედეგად ყველა მათგანს თავისუფლად შეუძლია ინგლისურ ენაზე პრეზენტაციის, პრეს რელიზის ან ინტერვიუს მომზადება; რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია გლობალური ეკონომიკის პირობებში სადაც მთელი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზეა. პროექტი გაგრძელდა და ახლა მასში თბილისელ ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობენ ქუთაისის, ბათუმის და ახალციხის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე 100 ჟურნალისტზე მეტია ჩართული ინგლისური ენის ინტენსიურ ტრენინგში. პროექტი დააფინანსეს BP-მ, ფონდმა ევრაზია და HSBC ბანკმა. ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.
3. ნდობის ჩამოყალიბება
ტერმინი „საქმიანობის ლიცენზია“ გამოიყენება ბრიტანეთში და აღწერს კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო მხარდაჭერას. ეს ტერმინი არ აღნიშნავს ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ოფიციალურ მოთხოვნებს, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ადგენს მთავრობა და მარეგულირებელი ორგანოები.
ის რაც ამ ტერმინით იგულისხმება არის ურთიერთგაგება თავად კომპანიას, მის თანამშრომლებს, კლიენტებს, ბიზნეს პარტნიორებს და ფართო საზოგადოებას შორის, ეს ნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იღებს და მხარს უჭერს კომპანიას და მის გავლენას საზოგადოებაზე დადებითად აფასებს.
საქმიანობის ლიცენზიის კონცეფციის მთავარი საყრდენი ნდობაა. ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტია რომელიც ზემოქმედებს თანამშრომლების, კლიენტების, მომწოდებლების და ფართო საზოგადოების, კომპანიის შესახებ აზრის ჩამოყალიბებაზე. ამდენად საქმიანობის ლიცენზიის შექმნა, ანუ ნდობის და საიმედოობის ჩამოყალიბება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ნებისმიერი კომპანიისათვის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს:
თანამშრომლების აზრს, რომ ეს კარგი კომპანიაა სამუშაოდ
ბიზნეს პარტნიორების, კლიენტების და მომწოდებლების აზრს, რომ ეს კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა და მასთან ერთად შეიძლება ბიზნესის წარმოება, ის პატივს სცემს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მოვალეობებს
ინვესტორების და დამფინანსებლების აზრს, რომ ეს ღირებული კომპანიაა
საზოგადოების აზრს, რომ ამ კომპანიას აინტერესებს და რეაგირებს ადგილობრივ საკითხებზე
როგორ მივიღოთ ბიზნესისაგან
სარგებელი?
სოციალური პასუხისმგებლობით სარგებელს მხოლოდ მისი ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ. ეს არ ნიშნავს რესურსების ფლანგვას ან ცუდი ინვესტიციების განხორციელებას, მხოლოდ იმიტომ რომ ეს პოლიტიკურად გამართლებულია. ეს ნიშნავს კონკრეტულ კომპანიაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე მხარეების განსაზღვრას, მათ პროფესიონალურ დონეზე მართვას და ინფორმირებას საქმიანობის შესახებ.
კომუნიკაციის გარეშე, ვერავინ გაიგებს თქვენი საქმიანობის შესახებ. საზოგადოების ინფორმირების გარეშე, თქვენი ბიზნესის რეპუტაცია ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს.
არავითარი ბიზნესი, იქნება ეს დიდი თუ მცირე არ არის განცალკევებული საზოგადოებისაგან. ერთის წარმატება თუ მარცხი მეორეზეა დამოკიდებული. ადამიანებს გულწრფელად აინტერესებთ თქვენი კომპანიის მონაწილეობის ხარისხი. თუმცა მათ აეჭვებთ ცარიელი სიტყვები. თქვენ უნდა უჩვენოთ, რომ თქვენი მონაწილეობა რეალურია და რეალური შედეგები მოაქვს.
ამ ანგარიშის სხვა თავებში მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის გაზომვის და მის შესახებ ანგარიშგების სხვადასხვა პრაქტიკული მეთოდები; რომლებსაც საერთო პრინციპები და მიდგომები აერთიანებთ.
როგორ ანხორციელებთ ამას პრაქტიკაში?
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მართვა იგივეა რაც ბიზნესის ნებისმიერი სხვა ასპექტის მართვა. არ აქვს მნიშვნელობა კომპანია 50 კაცს ასაქმებს თუ მულტინაციონალური კონგლომერატია, მაინც არსებობს ზოგადი პრინციპები. მათი მიზანია კომპანიის სწორი პოლიტიკის, პროცესების და საქმიანობის უზუნველყოფა.
პრაქტიკული მაგალითი: ნორვეგიული StatOil - ინტეგრირებული მიდგომა კორპორატიული მმართველობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ StatOil
StatOil-ის ეთიკური ქცევის კოდექსი და ღირებულებები (მამაცი, გახსნილი, აქტიური და მზრუნველი) ქმნის ძირითად ჩარჩოს და მისი მოქმედების მეთოდებს. StatOil-ს სწამს, რომ მისი მიზანი - გრძელვადიან პერსპექტივაში აქციონერებითვის კონკურენტული შემოსავლების უზრუნველყოფა - საუკეთესოდ მიიღწევა „ღირებულებაზე დაფუძნებული მოქმედების კულტურით, მკაცრი ეთიკური მოთხოვნებით და ქცევის კოდექსით რომელიც ხელს უწყობს პიროვნულ დამოუკიდებლობას“. StatOil -ის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორატიული მმართველობის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას, ნორვეგიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქცევა, ღირებულებები და ეთიკა მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. StatOil-ს სჯერა, რომ ეს ამაღლებს ნდობას კომპანიაში და ხელს უწყობს უმაღლესი ღირებულებების შექმნას აქციონერების, თანამშრომლების და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების სასარგებლოდ. StatOil ყველა მისი პარტნიორისაგან მოითხოვს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვას და ჩართულია დიალოგში ეთიკის საკითხებზე. StatOil-ის ვალდებულება სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ გამყარებულია გამჭვირვალობის და ანტი კორუფციის პრინციპებით, ადამიანის უფლებების და შრომის სტანდარტებით და აისახება ბიზნესის დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპებზე. StatOil-ის საქმიანობა მისი - ფინანსური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება სისტემატურად იზომება და აისახება ანგარიშებში. მდგრადობის უზრუნველსაყოფად StatOil ბევრ პარტნიორთან და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს. საქართველოში StatOil არის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული და აქტიური პარტნიორი, ამ თანამშრომლობის წყალობით ქართული საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული მისი საქმიანობის შესახებ.
ზოგადი პრინციპები
ამ ყოველივეს მოქმედებაში მოსაყვანად არსებობს მარტივი ნაბიჯები.
დაწყება
1. უსაფრთხო ვალდებულება - ნებისმიერი წარმატების მისაღწევად ხელმძღვანელობამ პრიორიტეტი პასუხისმგებლობას უნდა მიანიჭოს და თუ შესაძლებელია გარკვეული რესურსები გამოყოს. დაწყება პატარა კომპანიასაც შეუძლია, თანაც არცთუ დიდი დანახარჯებით. ბიზნესის დაწყების მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საფუძველი მისი მიზნის, ღირებულებებეის, საქმიანობის პრინციპების და ხედვის განსაზღვრაა.
მიზნის და ღირებულებების განსაზღვრა
საქმიანობის დასაწყებად ხელმძღვანელობამ უნდა განსაზღვროს:
• რისთვის შეიქმნა კომპანია (მიზანი)
• რას ვამკვიდრებთ (ღირებულებები და საქმიანობის პრინციპები)
• რა გვინდა (ხედვა)
ამაში შესაძლოა თანამშრომლებიც ჩაერთონ, მიხვდნენ რას ნიშნავს წარმატება კომპანიისთვის და რა უნდა გააკეთონ წარმატების მისაღწევად. საბოლოო ეტაპი არის მთელ ორგანიზაციაში (მათ შორის ძირითად მომწოდებლებს და სხვა ძირითად პარტნიორებს შორის) ერთიანი მიზნის, ხედვის და ღირებულებების დანერგვა და თანამშრომლებისთვის მათ განხორციელბაში მონაწილეობის გზების ჩვენება.
სავარაუდო კითხვები
ყველა ეტაპზე ერთი და იგივე კითხვებია მნიშვნელოვანი მზარდი ჯგუფებისათვის:
რისთვის შეიქმნა კომპანია (მიზანი)
ამ კითხვაზე პასუხისას იფიქრე უფრო მეტზე ვიდრე უბრალოდ ფულის კეთებაა; ნუ შეგეშინდება პასუხში შთაგონების ან თუნდაც თავგადასავლის ელემენტების ჩართვის. ეს პირველი ეტაპია. ეს გამოგონების და ხელმძღვანელობის სტადიაა. შენი ამოცანაა სხვადახვა ადამიანების წარმოსახვების დაპყრობა შენი კომპანიის უნიკალურობის ამსახველი სურათებით.
რას ვამკვიდრებთ (ღირებულებები და საქმიანობის პრინციპები)
რა საქმიანობით გვიცნობენ, ან გვინდა რომ გვიცნობდნენ? ეს არის ტესტი იმ ღირებულებებისათვის რომლებიც მართავენ შენს ბიზნეს ურთიერთობებს.
რა გვინდა (ხედვა)
ბიზნესის მართვა მოგზაურობაა გზების, ჰორიზონტის თუ კლიმატის მუდმივი ცვლილებით. ხედვა არის მდგომარეობა რომელიც საბოლოოდ გინდა გქონდეს. ისევ და ისევ შენი ამოცანაა სხვა ადამიანების წარმოსახვების დაპყრობა ამბიციური მაგრამ მიღწევადი მომავლის სურათებით.
პრაქტიკული მაგალითი: მისიის განსაზღვრება - ქართული კომპანიები
მაგთიკომი
ჩვენი მიზანია თქვენთვის რაც შეიძლება მეტი კომფორტის შექმნა, თქვენი უსაფრთხოების და ოჯახთან, მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან კავშირის უზრუნველყოფა. ამიტომ გთავაზობთ მობილური და ფიქსირებული კომუნიკაციის მრავალფეროვან მომსახურებას მთელ საქართველოში.
ვისოლი
გვჯერა რომ სადაც კი ვმუშაობთ მთელ საქართველოში, ჩვენ საქმიანობას მოაქვს ეკონომიკური სარგებელი და შესაძლებლობები, აუმჯობესებს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას; ჩვენს საქმიანობას დადებითი გავლენა აქვს; ჩვენი ურთიერთობები გამჭვირვალე და პატიოსანია; და რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს საქციელზე. ვისოლის ჯგუფის ხუთი ძირითადი ღირებულება: ორიენტაცია ხარსხზე, მუდმივი განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, პატრიოტიზმი.
ბანკი რესპუბლიკა
ბანკის ღირებულებები:
პროფესიონალიზმი: ჩვენს მომხმარებლებს სჯერათ ჩვენი და ჩვენი პროფესიონალიზმის. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ამ რწმენას ექსპერტიზის და გამოცდილების ზრდით.
გუნდის სული: ჩვენ მგრძნობიარენი ვართ, სურვილი გვაქვს ვისწავლოთ ყველა კოლეგისაგან. ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ჯგუფის ნიჭი და კულტურა.
ინოვაცია: გარემოს ცვლილება ყოველდღიურად ახალ შესაძლებლობას გვაძლევს; მუდმივად ვსწავლობთ მომხმარებლის საჭიროებებს და ვთავაზობთ მათ ახალ პროდუქტებს და მომსახურებებს.
ნიკორა
ნიკორა ჰოლდინგის გრძელვადიანი მიზანი არის ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი პოზიციის შენარჩუნება და ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა. ხელმძღვანელობის კორპორატიული ხედვის პრიორიტეტი არის მომხმარებლის შეჩვევა, კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდა და კარგი კადრების მოზიდვა. ამასთან, წარმოების გაფართოებასა და მეტი სახეობის პროდუქტის შეთავაზებასთან ერთად კომპანიას სურს ექსპორტის განვითარება. კომპანია ცდილობს მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფიელბას, მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი სტრატეგიით.
პრო კრედიტ ბანკი
პრო კრედიტ ბანკი განვითარებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს სრულყოფილ მომსახურებას აწვდის. ჩვენ მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას და საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენს საკრედიტო ოპერაციებში ორიენტირებულნი ვართ სესხების გაცემაზე ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რადგან ვიცით რომ სწორედ ისინი ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში.
სხვა ბანკებისგან განსხვავებით არ ვართ დაინტერესებული სამომხმარებლო სესხებით; სამაგიეროდ ორიენტირებულნი ვართ პასუხისმგებლობის მქონე ბანკინგზე, ანაბრების კულტურის და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარების გზით.
ჩვენი აქციონერები ინვესტიციებიდან მდგრად შემოსავალს მოელიან, მაგრამ დაინტერესებულნი არ არიან მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღებით მოკლევადიან პერიოდში. ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ კადრების მომზადებაში, რათა სამუშაო ატმოსფერო სასიამოვნო და ეფექტური გახდეს და კლიენტებს რაც შეიძლება კომპეტენტურად მივაწოდოთ მომსახურება.
გარდა ზოგადი მისიისა ვცდილობთ ფინანსურ სექტორებში დავამკვიდროთ ჩეენი სტანდარტები. გვინდა განსხვავებულნი ვიყოთ არა მხოლოდ სამიზნე ჯგუფებით რომლებსაც მომსახურებას ვაწვდით და ფინანსური მომსახურებებით, არამედ ბიზნეს ეთიკის თვალსაზრსითაც. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ძლიერი კორპორატიული ღირებულებები. ჩვენ დავამკვიდრეთ ექვსი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლებიც ხელმძღვანელობენ პროკრედიტ ინსტიტუციების ფუნქციონირებას: გამჭვირვალობა; ღია კომუნიკაციის კულტურა; სოციალური პასუხისმგებლობა და ტოლერანტობა; მომსახურების ფოკუსი; მაღალი პროფესიული სტანდარტები; პერსონალური ვალდებულების მაღალი დონე.
სასტუმრო მერიოტი
ასოციაციებისთვის, მომხმარებლებისთვის და საზოგადოებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდება მერიოტის სასტუმროების ქსელის მთავარი მამოძრავებელი ღერძია, ეს ნათლად ჩანს მერიოტის “მომსახურების სულის” ფილოსოფიაში.
საქართველოს ბანკი
ჩვენი ხედვაა ვიყოთ აღიარებულნი როგორც საუკეთესო ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია საქართველოში.
ჩვენი მისია არის შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ურთიერთობების ხელშემწყობი, კლიენტზე ორიენტირებული ინტეგრირებული ფინანსური მომსახურებების უზრუნველმყოფი კომპანიის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება საუკეთესო შესრულების, ჯგუფური მუშაობის, ინტეგრირებულობისა და ნდობის ძირეულ ღირებულებებს.
2. განსაზღვრე შენი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ამ დროს გაითვალისწინე შემდეგი: როგორია შენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები? რომელი შიდა ან გარე დაინტერესებული მხარეების დახმარებაა მნიშვნელოვანი ამ მიზნების მისაღწევად? რომელი საკითხებია მნიშვნელოვანი ამ ჯგუფებისათვის? ამ ანგარიშში განხილული თემები შესაძლოა საწყის სახელმძღვანელოდ გამოგადგეს, მაგრამ დარწმუნდი რომ მუშაობ შენი კომპანიისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
3. განსაზღვრე ან მიმოიხილე არსებული ბიზნეს პრონციპები, პოლიტიკა, პროცესები და შესრულება - რომელ სფეროებში გაქვს პოლიტიკა და სად გაქვს ხარვეზები? შესრულების რა საზომები გაქვს, თუ არსებობს ასეთი? შეგიძლია დაიწყო მცირედით, მაგალითად ერთ მთავარ საკითხზე მუშაობით და შემდეგ ეტაპობრივად განავრცო გამოცდილება და დროთა განმავლობაში მეტი სფეროები მოიცვა.
საწყისი ფაზის გავლის შემდეგ, უნდა დაიწყოს პროცესის უწყვეტი გაუმჯობესება - ანუ იკვრება წრე. შემდგომი საფეხურები ისეთივე როგორც მართვის ნებისმიერ პროცესში:
შედეგების მიღება
4. განსაზღვრე სტრატეგია, გეგმები და მიზნები - და გამოყავი რესურსები - შექმენი გეგმები და უზრუნველყავი იდეების პრაქტიკაში განხორციელების შედეგები. ეს შესაბამისობაში უნდა იყოს ბიზნეს ინტერესებთან და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებთან. დასახე პრაგმატული და რეალისტური მიზნები.
5. განახორციელე პრაქტიკაში.
6. გაზომე შესრულება - საქმიანობას დაბალი ღირებულება აქვს გაზომვის გარეშე, რომელიც უჩვენებს რამდენად წარმატებულია განხორციელება, რაც დაგეგმვის და მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
7. ანგარიში და კომუნიკაცია - ეფექტური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის. დარწმუნდი რომ ადამიანებმა იციან შენი საქმიანობის შესახებ და რომ მათ შეუძლიათ გაიგონ და შეაფასონ შენი სტრატეგიები, ქმედებები და ზემოქმედება. გამოიყენე ყველასთვის გასაგები ენა.
8. ითანამშრომლე მთავარ შიდა და გარე პარტიებთან - გარკვეული ფორმის კონსულტაციები ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიმოხილვის პროგრესირებისთვის.
დაწმენდის პროცესი წრეზე მოძრაობს.
პრაქტიკული მაგალითი: - DIAGEO BREWERIES - მიწოდების ჯაჭვის ფორმირება
ორი ათწლეულის წინ, ნიგერიაში ლუდსახარშებისთვის საჭირო მთელი მარცვლეული იმპორტით შეჰქონდათ, რასაც დიდი ოდენობის უცხოური ვალუტა სჭირდებოდა და ძალიან ზღუდავდა ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობებს. Diageo გაერთიანდა ლუდისთვის საუკეთესო მარცვლეულის - სორგოს მოყვანის პროექტში. პროექტის ფარგლებში განისაზღვრა სორგოს საჭირო კულტურა და განხორციელდა ფერმერების სწავლება მარცვლეულის მოყვანის მიმართულებით. ფერმერების მოსავალი 35-50 პროცენტით გაიზარდა. დღეისათვის ნიგერიაში არსებული Diageo-ს ლუდსახარშების მიერ მოხმარებული მარცვლეულის 95 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა, ამასთან ისინი ქმნიან 27,000 სამუშაო ადგილს.4
შემადგენელი და არა განცალკევებით
მდგომი ნაწილი
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს რომ სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობაში ნიშნავს სხვებთან კოორდინირებულ და არა იზოლირებულ მუშაობას. კომპანიებს სჭირდებათ იცოდნენ რა ხდება მათ გარშემო, პროაქტიულად შეისწავლონ ბიზნეს გარემო და ჩაერთონ ღია კონსტრუქციულ დიალოგში:
მოეთათბირე ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა იცოდე მათი მოთხოვნები: მაგალითად საუბარი ინვესტორებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დასაქმებულებთან, მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ: ეკონომიკური, სოციალური და გერემოსდაცვითი პრიორიტეტების განსაზღვრა
პრიორიტეტულ სფეროებში ბიზნესის წარმოების მათეული შეფასების გაზომვა
მათი ჩართვა აქტიურ დაგეგმარებაში
მათი ინფორმირება ბიზნესის წარმოების შესახებ
კომპანიის პრიორიტეტების ჩამოყალიბება მათი შეხედულებების და მოთხოვნების ცვლილების შესაბამისად
საწყისი დონის განსაზღვრა
იდეალურია სოციალური პასუხისმგებლობის ჩართვა შენი კომპანიის ბიზნესის წარმოების ყველა პროცესში; მაგრამ ეს ყველაფერი ერთდროულად ყველა მიმართულებით განხორციელდება.
„მომავალი აქ არის, ჯერ მას უბრალოდ კარგად არ იცნობენ.“
უილიამ გიბსონი
ამერიკელი მწერალი
ამ წიგნის მომდევნო თავებში მოცემულია რეკომენდაციები სოციალური პასუხისმგებლობის ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობისათვის. ისინი იყენებენ ეტაპობრივ მიდგომას ჩართულობის და საქმიანობის სამი შესაძლო დონის საფუძველზე:
დონე 1 - კომპანიები მიზნად ისახავენ სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი დონის მიღწევას: ნაბიჯები ცოტაა და მარტივი.
დონე 2 - კომპანიებს სურთ უფრო დახვეწილ მიდგომაზე გადასვლა. საქართველოში ამან შეიძლება მოიცვას კომპანიები რომლებიც უკვე საქმიანობენ, მაგრამ დაინტერესულნი არიან გახდნენ უფრო სტრატეგიული და ორიენტირებულნი საკუთარ საქმიანობაზე.
დონე 3 - კომპანიები რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან ან მიზნად ისახავენ გახდნენ ლიდერები: უფრო ძლიერი, მაგრამ გაცილებით უფრო მომთხოვნი ხდებიან.
ზოგადად, ამ დონეებზე წინსვლა იწვევს ცვლილებას:
პირველი მარტივი ნაბიჯებიდან მომთხოვნი ლიდერული საქმიანობისაკენ
ნეგატიური გავლენის აღმოფხვრიდან პოზიტიურის გავრცელებამდე
კომპანიის შიგნით ცვლილებებიდან ბიზნეს პარტნიორებზე გავლენამდე
შიდა ფოკუსიდან გარემდე
მარტივი ინდიკატორიდან აღქმის გაზომვამდე
არაოფიციალური თვითშეფასებიდან ოფიციალურ სტანდარტებამდე, გარე შეფასებები, ეტალონთან შედარება და ჯილდოები
შესრულების გაზომვის დონეები შესაძლოა დანახული იქნეს როგორც მართვის მოდელის თანმიმდივრული გამეორება, რომელიც წინა ნაწილებშია განხილული. პირველად კომპანია ორიენტირებული იქნება პირველი დონის ინდიკატორებზე. დროთა განმავლობაში მესამედ გაივლის წრეს და აიწევს მესამე დონის ინდიკატორებამდე.
სპეციფიური ზემოქმედების
ინდიკატორები და საზომები
პოლიტიკა და პროცესები
ყველა კომპანიამ თავად უნდა განსაზღვროს მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები. კომპანიების უმეტესობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამუშაო ძალის და ბაზრის საკითხებს. ზოგისთვის პრიორიტეტული გარემოა ან თემთან დაკავშირებული საკითხები. მომდევნო თავებში მოცემულია თითოეული საკითხის მოგვარების ეტაპები.
როგორ უნდა განსაზღვრო შენი კომპანიისთვის მთავარი საკითხი, ის რომელზეც დააფუძნებ კორპორატიული პასუხისმგებლობის პროგრამას? ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი არის შენი ბიზნესის და მისი პოტენციური რისკის გულწრფელი და ამომწურავი ანალიზი. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების უმეტესობა იწყება ამ რისკების პროაქტიული შესწავლით, შემდეგ ხდება მათი ინტეგრირება ყველა ბიზნეს პროცესებში და ყველა სფეროში რომლებიც აღწერიალია ამ სახელმძღვანელოში.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ზემოქმედების ყველა სფერო შეჯამებული და დალაგებულია „სამ დონიანი“ მიდგომის მიხედვით. ამ წიგნის ცალკეული თავები დეტალურად განმარტავენ თითოეულ საკითხს და გვთავაზობენ მათზე მუშაობის გზებს სხვადასხვა დონეებზე; პროცესი თანმიმდევრულად მიყვება მართვის მოდელის ძირითად საფეხურებს მნიშვნელოვანი პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების მიზნით.
|
მიზანი, ღირებულებები |
ბაზარი |
1 |
ხელმძღვანელ გუნდში |
უზრუნველყავი |
|
მიზანი, ღირებულებები |
ბაზარი |
2 |
ჩართე თანამშრომლები |
შეიმუშავე პოლიტიკა |
|
მიზანი, ღირებულებები |
ბაზარი |
3 |
იმოქმედე ისე რომ მთელ |
გამოიყენე |
სამუშაო ადგილი |
თემი (საზოგადოება) |
გარემო |
ჩაატარე კომპანიების |
მიმოიხილე ნებისმიერი |
ჩაატარე პირველადი |
სამუშაო ადგილი |
თემი (საზოგადოება) |
გარემო |
მოახდინე ძირითადი |
შეიმუშავე |
შეიმუშავე |
სამუშაო ადგილი |
თემი (საზოგადოება) |
გარემო |
გამოიყენე გაზომვის |
უზრუნველყავი |
უზრუნველყავი უწყვეტი |
შესრულება
პროცესები ერთი საკითხია: შედეგები მეორე. რეალური შედეგების მისაღებად უნდა გაზომო მოქმედება დასახულ მიზნებთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანი გაზომვები შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც შენს კონტროლს ექვემდებარება. ბიზნესის სარგებლის მისაღებად იგივე ზომები უნდა უკავშირდებოდეს შენს ბიზნეს გეგმებს. ზომები რელევანტური უნდა იყოს შიდა და გარე აუდიტორიებისათვის და უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე სამართლებრივი შესაბამისობის ზომა.
გლობალური ანგარიშგების ინიციატივა (gri)
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და კომპანიების ანგარიშვალდებულების ზრდასთან ერთად დადგა გლობალურად მისაღები მიზნებისა და კომპანიების საქმიანობის გაზომვის შესადარისი მექანიზმების არსებობის საჭიროება. დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ამგვარი სისტემა არის გლობალური ანგარიშგების ინიციატივა, რომელიც წარმოადგენს ინდიკატორების ჩამონათვალს მდგრადობის ანუ პასუხისმგებელი ბიზნესის სამი მიმართულებით: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური შესრულება. სოციალური დაჯგუფება შემდგომში იშლება ინდიკატორების ექვს კატეგორიად - შრომითი საქმიანობა და ღირსეული სამუშაო, ადამიანის უფლებები, საზოგადოება და პროდუქციაზე პასუხისმგბლობა. ამასთან, გლობალური ანგარიშგების ინიციატივა გვთავაზობს სექტორების სპეციფიურ ინდიკატორებს, იმ კომპანიებისთვის რომლებსაც სურთ უფრო დეტალური ანგარიშგება, მათი ზემოქმედების შესახებ. ნებისმიერ კომპანიას რომელსაც სურს ანგარიშგება გლობალური ანგარიშგების ინიციატივის სახელმძღვანელოს მიხედვით, შეუძლია შეარჩიოს მისი ბიზნესისათვის ყველაზე რელევანტური ინდიკატორები და დეტალიზაციის სასურველი დონე სამივე მიმართულებით. გლობალური ანგარიშგების ინიციატივის ინდიკატორების ინტეგრირება კორპორატიული პასუხისმგებლობის ანგარიშგებაში, ზრდის მის საიმედოობას და საერთაშორისო აღიარებას, ამდენად კომპანიებისთვის რომლებსაც სურთ გაზომონ მათი საქმიანობა გლობალური ანგარიშგების ინიციატივის შესაბამისი ზომების შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ წლიური კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მარტივად გენერირების საშუალებას მისცემს. საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის წყალობით არსებობს გლობალური ანგარიშგების ინიციატივის უახლესი ვერსიის და მისი განხორციელების სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი. ცენტრმა ასევე თარგმნა GRI ანგარიშგების c-დონის ნიმუში კომპანიებისთვის რომლებიც იწყებენ ამ სფეროში საქმიანობას. პუბლიკაციის მოძიება შესაძლებელია მათ ვებ გვერდზე, პუბლიკაციების ნაწილში.
ოთხ ცალკეულ თავში განხილულია ზემოქმედების საზომები ყველა მიმართულებისათვის, რა თქმა უნდა ყველა დონოს კომპანიებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ზემოქმედების ინდიკატორების ჩამონათვალი განსხვავებულია კომპანიებს და ასევე სექტორებს შორის. ინდიკატორებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია კომპანიის ბუნება და მისი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის დაინტერესებულ მხარეებზე. მართვის ციკლებსა და ანგარიშებს შორის საინტერესოა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების შესწავლა, რადგან ეს დაეხმარება კომპანიას გადაწყვიტოს რომელი ინდიკატორია ყველაზე მნიშვნელოვანი.
როგორ ამცნობ ყველას შენი
საქმიანობის შესახებ?
რატომ ანგარიში?
ანგარიშგება და შენი საწარმოს საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება გეხმარება:
უჩვენო შენი საქმიანობის გახსნილობა და გამჭვირვალობა და შექმნა ნდობა
ხელი შეუწყო ცვლილებებს საწარმოში
დააკმაყოფილო დაინტერესებული მხარეების ინტერესი სათანადო ინფორმაციით
უჩვენო სერიოზული დამოკიდებულება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ
დააჯილდოვე თანამშრომლები ბიზნეს პროგრამებში სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისათვის
წაახალისე ცვლილება ბიზნეს სექტორსა და მთლიანად საზოგადოებაში
დღეისათვის არსებობს სამართლებრივად დადგენილი ანგარიშგების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერი კომპანიის არა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, გარემოსდაცვითი, სოციალური ან უფრო მრავალმხრივი მდგრადობის ანგარიშების (მათ შორის ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ) მომზადების პრაქტიკა გასული ათწლეულის განმავლობაში სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით დიდ და საერთაშორისო კომპანიებში. კომპანიები რომლებიც არ ამზადებენ ცალკეულ ანგარიშებს ხშირად დაურთავენ ხოლმე წლიურ ანგარიშს თავებს მათი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ ან აქვეყნებენ ინფორმაციას ვებ გვერდის სპაციალურ განყოფილებაში.
ყოველწლიური ანგარიშგება პროგრესის შესახებ სავალდებულოა Global Compact-ის კორპორატიული წევრებისთვის და წარმოადგენს მათი წევრობის გაგრძელების ძირითად პირობას. Global Compact-ის წევრებს შორის მოხსენება პროგრესის შესახებ (COP) გამოქვეყნებულია ინიციატივის ცენტრალურ ვებ გვერდზე.
იმისთვის რომ კორპორატიული ანგარიშები საიმედო და შესადარისი გახდეს, გლობალური ანგარიშგების ინიციატივამ შეიმუშავა ინდიკატორების და სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც ახლა წარმოადგენს ყველაზე გამოყენებად და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ანგარიშგების ჩარჩოს. გლობალური ანგარიშგების ინიციატივის მესამე ვერსია ითარგმნა საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ და განთავსებულია მის ვებ გვერდზე. კომპანიებისთვის რომლებსაც სურთ ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა, განსაკუთრებით რეკომენდებულია ონ ლაინ რეჟიმში ანგარიშგების მექანიზმი.
ანგარიშგების ელემენტები
ლიდერობის საუკეთესო ტესტი არის თანმიმდევრულობა, რომლითაც კომპანანიაში ერთი მესიჯი გადაიცემა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით. ეს უჩვენებს, რომ კომპანიას აინტერესებს მთლიანად სოციალური ზემოქმედება და არა ერთჯერადი ინიციატივები.
კომპანიებმა ანგარიშგებისას უნდა უჩვენონ თუ როგორ არის მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები დაკავშირებული მათ ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიასთან.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს გადამეტებულ მოთხოვნებს, რადგან შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება რომ შენი საქმიანობა მხოლოდ საჩვენებელია. კომერციული სპონსორის მიერ გაღებული თანხები არ უნდა იქნეს წარმოდგენილი როგორც სათემო ინვესტიციები. ასევე, მაგალითად თუ კანონი სთხოვს კომპანიებს ინვალიდების დასაქმებას და თქვენი კომპანია ემორჩილება ამ საკანონმდებლო მოთხოვნას, მართებული არ იქნება ამაზე როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ქცევაზე საუბარი.
კომპანიებმა უნდა სძლიონ ცდუნებას და რეკლამირებისას არ თქვან, რომ ყველა პრობლემა მოაგვარეს, უმჯობესია ისაუბრონ გაუმჯობესების უწყვეტ პროცესზე თუნდაც ეს პატარა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდეს.
ამასთან სრული კომუნიკაცია უნდა წავიდეს მარტივი და გასაგები ენით, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ანგარიშგების მიზანია პასუხი გასცეს დაინტერესებული მხარეების კითხვებს თქვენი კომპანიის შესახებ.
როგორ მივაღწიოთ მიზანს
ეფექტური ანგარიშგებისთვის კომპანიებმა უნდა:
განსაზღვრონ და პრიორიტეტულობის მიხედვით დაალაგონ სამიზნე აუდიტორიები კომუნიკაციისათვის
მოიფიქრონ მთავარი მესიჯები
უზრუნველყონ საკომუნიკაციო არხები სამიზნე აუდიტორიებისათვის
უზრუნველყონ პროგრამაში მონაწილე ყველა ადამიანის საკონტაქტო დეტალები
წარმოადგინონ ანგარიში ბიზნეს პროგრამაში მათი სოციალური პასუხისმგებლობის მოკლე და გრძელვადიანი მიღწევების ზემოქმედების შესახებ
გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმონ, რომ კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან ნამდვილ დიალოგს ემსახურება, სადაც ორმხრივად ხდება ნფორმაციისა და იდეების ნაკადების მოძრაობა.
კომუნიკაციის გზები
კომპანიის ანგარიშგების მაღალი დონე აისახება მის მიერ ინფორმაციის გამიზნულად მიწოდებასა და დამატებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ბიზნეს სიტუაციების უმრავლესობაში შესაძლებელია კომუნიკაციის ქვემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენება:
შიდა |
გარე |
გუნდის ბრიფინგები |
წლიური ანგარიშები |
პროცედურული ჩანაწერები, |
ვებ გვერდი |
ტრენინგები |
ცალკეული ანგარიშები |
შიდა ჟურნალები, |
ინტეგრირებული ანგარიშები, |
შიდა შესაბამისობა, |
|
ინტრანეტი |
მედია გამოშვებები |
საინფორმაციო დაფები, |
უფროსი მენეჯერების სასაუბრო |
თანამშრომლების შეხვედრები |
კორპორატიული ვიდეოები |
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას კომპანიებმა არ უნდა დაივიწყონ შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებსა და მენეჯერებთან. ეს ხელს უწყობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირებას საქმიანობაში, აუმჯობესებს ჰორიზონტალურ კომუნიკაციას კომპანიაში და ამაღლებს თანამშრომლების მოტივირებულობას და ერთგულებას.
ანგარიშების შენაარსი
შედარებით დიდი კომპანიები ანგარიშგებისას იყენებენ ამ მეთოდების კომბინაციას:
ბიზნესის საქმიანობის სფერო და ზემოქმედება
სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში ინტეგრირების მტკიცებულება
მართვის საკითხები (ძირითადი ზემოქმედებები, მართვის სტრუქტურები და პასუხისმგებლობები, მიზნები და ამოცანები)
შედარებითი მონაცემები და ტენდენციები (დროთა განმავლობაში და სექტორის შიგნით)
დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მომწოდებლებსა და კლიენტებთან ურთიერთობის დონე
ბიზნეს სფეროში სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები
დისკუსია მდგრადობასთან დაკავშირებული ვადების და კომპლექსური საკითხების შესახებ
გასათვალისწინებელი პრინციპები
როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას აუდიტორიისათვის ყველაზე შესაფერისი მეთოდების შესახებ, უნდა გაითვალისწინო პრინციპები რომლებიც ანგარიშების სტრუქტურირებაში დაგვეხმარება:
ასახე ყველა დაინტერესებული ჯგუფის მისწრაფებები და საჭიროებები
შეიტანე შენი კომპანიის საქმიანობის ყველა შესაბამისი სფერო
შეიტანე მთელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
უზრუნველავი ანგარიშგების რეგულარულობა, სისტემატურობა და დროულობა
გამოიყენე ხარისხის უზრუნველყოფის აუდიტორული მეთოდები და გახადე ანგარიშგება საიმედო
სათანადო და ეფექტური კომუნიკაცია დაამყარე ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან
გახადე ინფორმაცია შესადარისი, საიმედო, რელევანტური და გასაგები
მოახდინე ანგარიშგების ინტეგრირება სისტემებში, პოლიტიკის მომზადებასა და საქმიანობაში
განსაზღვრე მომავალში საქმიანობის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები
ნებისმიერი ტიპის ანგარიში უნდა ეყრდნობოდეს შენი ბიზნესის მიზნის და ღირებულებების ლოგიკას. დაიმახსოვრეთ: ანგარიშგება თავად არ არის დასასრული. ეს არის თანამშრომლებს, კლიენტებს, მომწოდებლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის ამაღლება. საქმიანობისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ erRiad საუბრის წყალობით თქვენი კომპანია გახდება სამაგალითო მომგებიანობის და სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
რას გვპირდება მომავალი?
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს მაკოორდინირებელმა ჯგუფმა იპოვნა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ბევრ ქართულ კომპანიას შეუძლია აიმაღლოს კონკურენტუნარიანობა საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების მართვითა და გაზომვით.
სახელმძღვანელოში მოცემული პრინციპების ფართოდ გამოყენებით მთლიანად ბიზნესი ისარგებლებს. მააკოორდინებელმა ჯგუფმა აღნიშნულის მხარდასაჭერად განსაზღვრა სხვადასხვა მექანიზმები
1. მხარდაჭერის რესურსები - ქაღალდზე
და ონ ლაინ რეჟიმში, ყველა ზომის
კომპანიისთვის
დამატებითი ინფორმაცია, ასევე მონაცემთა ბაზები ასობით სიტუაციური ანალიზით, შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ვებ გვერდებზე - მისამართები მოცემულია ყველა თავის ბოლოს დამატებითი ინფორმაციის ნაწილში.
ძალიან ბევრი მასალა არსებობს საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად. მცირე და საშუალო საწარმოები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან საქართველოსთვის და განსაკუთრებით მოტივირებულნი არიან პირველივე თუნდაც პატარა ნაბიჯების გადადგმისას იტვირთონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა. ქართული კომპანიები და სხვა ორგანიზაციები მხარს უჭერენ სიტუაციური ანალიზისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების პროცესის პოპულარიზაციას.
ორგანიზაციები როგორიცაა un Global Compact Network Georgia, მისი სამეთვალყურეო საბჭო, სამდივნო ამერიკის სავაჭრო პალატაში, სხვა სავაჭრო პალატები და ასოციაციები რომლებიც ერთობლივად უჭერენ მხარს საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას გეგმავენ უზრუნველყონ ინფორმაცია, ქსელები და მატერიალური ინსტრუმენტები მცირე და საშუალო საწარმოების მოთხოვნების შესაბამისად. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ამ სახელმძღვანელოს ქართულ ვერისიას ბიზნესი მიიღებს ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმატით.
ზოგ ორგანიზაციას მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს აქვს რესურსები ქართული კომპანიების მხარდასასჭრად საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების ადაპტორებისას.
2. შედეგების გაზომვა - თვითშეფასება
იმისთვის რომ იყვნენ ეფეტურნი კომპანიებმა უნდა გაზომონ და საზოგადოებას გააცნონ მათი საქმიანობის შედეგები. ამ სახელმძღვანელოში რეკომენდირებულია პრაგმატული ზომები და შეთავაზებულია ზემოქმედების ინდიკატორები რომლებსაც კომპანიები იყენებენ ზემოქმედების მთელ სფეროში ასევე ადგილებში სადაც მეტი ინდიკატორის მოძებნაა შესაძლებელი.
3. კომუნიკაცია და აღიარება
მათი ჯეროვნად აღიარებისათვის, ვინც ჩაერთო სოციალურ პასუხისმგებლობაში და საზოგადოების მოტივირებისათვის იმოქმედონ ამ სფეროში კომპანიებმა ხელი უნდა მოაწერონ აღიარებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ინიციატივებს, როგორიცაა Global Compact Network, Global Reporting Initiative მაგრამ ასევე სამრეწველო და სექტორულ ასოციაციებთან, ორგანიზაციებსა და სავაჭრო პალატებთან. კომპანიებს შეუძლიათ შექმნან და ვებ გვერდზე თვალსაჩინოდ დაამატონ სოციალური და გარემოსდაცვითი გვერდები, სადაც ვრცლად განათავსებენ ინფორმაციას ამ მიმართულებით საქმიანობის შესახებ. ოცდაოთხმა ქართულმა კომპანიამ და სამმა ბიზნეს ასოციაციამ უკვე მოაწერა ხელი Global Compact Network-ს და აიღო ვალდებულება კორპორატიული სოციალური პასხისმგებლობის მიმართულებით გაწეული სამქმიანობის შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურად გამოქვეყნების შესახებ.
4. სტანდარტები და ჯილდოები
ჯილდოს სქემა შესაძლოა უზრუნველყოფდეს ძლიერ წამახალისებელს კარგი შესრულებისთვის, იგივე ეფექტი აქვს სტანდარტების დაკმაყოფიელბას იქნება ეს ISO თუ სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი. რიგი სტანდარტები მოცემულია ამ სახელმძღვანელოში - კომპანიებისთვის რეკომენდებულია მათი გათვალისიწინება. თითოეულმა კომპანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს რა ჯილდოს და სტანდარტს გამოიყენებს მნიშვნელოვანი ძალისხმევის აღიარებისა და სათანადოდ დაფასებისათვის. თუმცა, კომპანიებმა უნდა იზრუნონ რომ აღიარება და სტანდარტი მნიშვნელოვანი იყოს ხარისხისათვის და არაერთჯერადად გადაიცეს ან აღინიშნოს საზეიმო ვითარებაში. ჯოლდოს სქემა საქართველოში, მაგალითად Georgian Brand Day Awards, ახალი რამ არის საქართველოსთვის და მისი მნიშვნელობა და აღნიშნვა რამდენადმე შეზღუდულია. გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი საქართველოში და ამერიკის სავაჭრო პალატა მხარს უჭერენ ამ სფეროს განვითარებას.
5. ის ვინც ხვალინდელ დღეს გეგმავს
ამ საკითხში განხილული საკითხები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესისათვის. სწორად მართული სოციალური პასუხისმგებლობა ზრდის ბიზნესის წარმატებისა და სექტორის წამყვან პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობას. ცუდად მართვის შემთხვევაში ის ნამდვილად ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება კომპანიის ადგილის შენარჩუნებისა და წინსვლისათვის. ამ ანგარიშში განხილული საკითხები ქმნიან ჩარჩოს რომელიც შესაძლოა გახდეს მენეჯმენტის ტრენინგის პროგრამის და ქცევის კოდექსების ნაწილი. საქართველოში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია რიგი ორგანიზაციების (საგანმანათლებლო) მიერ, მაგრამ ბიზნესის სფეროში მოქმედი ადამიანების და სტუდენტებისთვის მეტი ასეთი მასალაა საჭირო, როგორც კარგი მენეჯმენტის სტანდარტული სახელმძღვანელოს ნაწილი. სოციალური ზემოქმედება ასევე უნდა გახდეს ყველა ბიზნეს სკოლის და მართვის პროგრამების ნაწილი. ყველა ორგანიზაციამ რომელიც ჩართულია ასეთ საგანმანათლებლო კურსში უნდა გაითავისოს და თავის პროგრამაში შეიტანოს ამ ანგარიშში მოცემული პრონციპები. ამ სფეროში შექმნილი კურსების მასალების და მონაცემთა ბაზების მიმოხილვა და განახლება შესაძლოა თავის თავზე აიღოს Global Compact -ის სამდივნომ.
6. ერთმანეთისგან სწავლა
ბიზნესს სხვა ბიზნესისგან შეუძლია სწავლა, მაგრამ მას სწავლა არა სამთავრობო ორგანიზაციებისგანაც შეუძლია. ურთიერთობები რომლებიც ცალკეული მარტივი აქტივობით იწყება ეტაპობრივად აგებენ ნდობას და გამოცდილებას, ამის შედეგი კი უფრო სტრუქტურული და ხანგრძლივი პარტნიორობაა; არასამთავრობო ორგანიზაციებს დროთა განმავლობაში შეუძლიათ დაეხმარონ ბიზნესს გაიღრმავოს გამოცდილება და გამოიმუშაოს უნარები, რათა უფრო სტრატეგიულად და სისტემატურად განავითაროს და განახორციელოს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა.
7. ანგარიშგება
ყველა კომპანიას შეუძლია მიიღოს სარგებელი მისი სოციალური ზემოქმედების შესახებ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებით. დიდი კომპანიები სულ უფრო მეტად წარმოადგენენ ანგარიშებს. კითხვა რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში დაისვას არის - წარადგენ ანგარიშს სოციალური ზემოქმედების შესახებ თუ არა?
ამგვარი ანგარიშგების დროს სასურველია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის და Global Compact-ის კომუნიკაციის ჩარჩოს გამოყენება, რომელიც განსაზღვრულია ამ პუბლიკაციაში. ეს სახელმძღვანელოები ქართულ ენაზეც არსებობს. მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ ამ სახელმძღვანელოების გამოყენება მარტივი სოციალური ანგარიშების მოსამზადებლად, რომლებიც გამოქვეყნდება ან კომპანიის ან გლობალური ანგარიშგების ინიციატივის ან Global Compact-ის ვებ გვერდებზე. მნიშვნელოვანია, კომპანიის გარეთ ინფორმაციის მოპოვება შემდგომი დისკუსიისათვის და შემდეგ მისი გავრცელება ყველა შესაბამისი მედია საშუალებით. კომუნიკაცია სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ უნდა იყოს ნათელი, დამაჯერებელი და მომზადებული ყველასათვის გასაგები ენით. კომპანიები შეიძლება ამაყობდნენ მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიღწევებით, მაგრამ ამის შესახებ ანგარიშგება არ უნდა იქნეს აღრეული საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიასთან.
საით მივდივართ?
ამ ანგარიშის თავებში განხილულია სოციალური პასუხისმგებლობის ოთხი მიმართულება:
ბაზარი
სამუშაო ადგილი
თემი
გარემო
ამ სახელმძღვანელოს ყველა თავში არის სამოქმედო გეგმა რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენს საქმიანობაში.
დამატებითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებული ინიციატივების ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ვებ გვერდებზე ან დანარჩენ ოთხ თავში შეთავაზებულ site-seeing სექციებში, იმედია დაგაინტერესებთ.
შეთავაზებული Site-seeing
ამ ანგარიშში შეტანილია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო ძირითადი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილე ამ სფეროში გამოცდილი ორგანიზაციების ვებ გვერდები:
ბიზნესი და თემი: www.bitc.org.uk
CSR Europe: www.csreurope.org
EBRD TAM/BAS: www.ebrd.com/apply/tambas/georgia/index.htm
EU on CSR: ec.europa.eu/enterprise/policies/sustainable-business/corporate-social-responsibility/index_en.htm
გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოში: www.globalcompact.ge
გლობალური ანგარიშგების ინიციატივა: www.globalreporting.org
ბიზნეს ლიდერთა საერთაშორისო ფორუმი: www.iblf.org
საერთაშორისო სავაჭრო პალატა, CSR 9 საფეხური: www.iccwbo.org/corporate-responsibility/id14454/index.html
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი: www.ifc.org/sustainability/
ხვალინდელი დღის კომპანიის ცენტრი: www.tomorrowscompany.com
სოციალური და ეთიკური ანგარიშვალდებულების ინსტიტუტი: www.AccountAbility.org.uk
გაეროს გლობალური შეთანხმება (GC): www.unglobalcompact.org
ამგვარ ჩამონათვალს სახელმძღვანელოს დანარჩენი თავებიც მოიცავს, მრავალ კომპანიას აქვს სოციალურ პასუხისმგებლობის ან მდგრადი ბიზნესის განყოფილება ვებ გვერდზე. შეისწავლე შენს სექტორში მოქმედი მოწინავე კომპანიები, ეს მრავალი მიმართულებით გაამდიდრებს შენს გამოცდილებას.
_________________
1 gc/csrdg - un Global Compact Georgia საქართველოს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრი (2007). საზოგადოების აღქმა და მოლოდინი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ - თბილისი, საქართველო
2 13th Annual Global ceo Survey, PWC, 2010, www.pwc.com/ceosurvey
3 A New Era of Sustainability: UN Global Compact-Accenture CEO Study, 2010, http://unglobalcompact.org/docs/news_events/8.1/UNGC_Accenture_CEO_Study_2010.pdf
4 From icc, undp, and iblf World Business and Development Awards, at www.iccwbo.org/WBA/id23810/index.html