![]() |
ბავშვის უფლებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2000 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ. : საია, 2000 - 132გვ. ; 20სმ. - (ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებში საქ-ში, 5). - : [4ლ.] [MFN: 15097] კრებული გამოიცა ბავშვის უფლებათა კონვენციის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური დახმარებით თბილისი სექტემბერი 2000 კრებული თარგმნეს და მოამზადეს: სვეტლანა ლოგუამ, არჩილ ხუხუტაშვილმა, ლევან შანიძემ. ნინო ბაქაქურმა გამოცემაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი თარგმნაძე საავტორო უფლება ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას |
![]() |
1 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიღებული და გამოცხადებულია გენერალური ასამბლეის 217 A. (III) რეზოლუციით, 1948 წლის 10 დეკემბერს |
▲ზევით დაბრუნება |
პრეამბულა
ვინაიდან, ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს,
ვინაიდან, ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის რწმენას, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება, და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია ადამიანთა მაღალ მისწრაფებად,
ვინაიდან, აუცილებელია ადამიანის უფლებებს იცავდეს კანონი იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ უკანასკნელ საშუალებას,
ვინაიდან, აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის,
ვინაიდან, გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და მამაკაცისა და ქალის თანასწორ უფლებიანობისადმი და გადაწყვეტს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში,
ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას,
ვინაიდან, ასეთ უფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის,
ამიტომ, გენერალური ასამბლეა
აცხადებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის შესრულებას უნდა ესწრაფვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, მხედველობაში მიიღებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტური აღიარება განხორციელების უზრუნველყოფას ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მომადლებული აქვთ გონება, სინდისი და ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ.
მუხლი 2
წინამდებარე დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე.
უფრო მეტიც, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა ეს ტერიტორია დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდულია თავის სუვერენიტეტში.
მუხლი 3
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 4
არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.
მუხლი 5
არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.
მუხლი 6
ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს, უფლება აქვს ცნონ მისი სამართალსუბიექტობა.
მუხლი 7
ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 8
ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეფექტურად აღადგინოს თავისი უფლებები კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისი კონსტიტუციური თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
მუხლი 9
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაპატიმრებას, დაჭერას ან გაძევებას.
მუხლი 10
ყოველ ადამიანს, მის უფლება-მოვალეობათა და მისთვის წაყენებულ სისხლის სამართლებრივ ბრალდებათა განსაზღვრისათვის, სრული თანასწორობის საფუძველზე, უფლება აქვს, მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.
მუხლი 11
1. ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით.
2. არავის შეიძლება მსჯავრი დაედოს ისეთი მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც ჩადენის მომენტში არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. აგრეთვე დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე გამოყენებული იქნებოდა, დანაშაულის ჩადენის დროს.
მუხლი 12
არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.
მუხლი 13
1. ყოველ ადამიანს აქვს ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
მუხლი 14
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დევნის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყნებში ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.
2. ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არაპოლიტიკური დანაშაულის, ან ისეთი ქმედობის ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 15
1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.
2. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან თავისი მოქალაქეობის შეცვლის უფლება.
მუხლი 16
1. ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით შეუღლების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს.
2. ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მეუღლის თავისუფალი და სრული თანხმობის საფუძველზე.
3. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 17
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად.
2. არავის უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
მუხლი 18
ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს საკუთარი რელიგიის ან რწმენის შეცვლის, საკუთარი რელიგიის ან აღმსარებლობის, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვებთან ერთად საჯაროდ ან კერძოდ, მოძღვრების, ღვთის მსახურების და რელიგიურ ან რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულების თავისუფლებას.
მუხლი 19
ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, დაუბრკოლებლად მისდევდეს თავის მრწამსს და მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.
მუხლი 20
1. ყოველი ადამიანი სარგებლობს მშვიდობიანი შეკრებებისა და ასოციაციების თავისუფლებით.
2. არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე ასოციაციაში.
მუხლი 21
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის საჯარო სამსახურში.
3. სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველია ხალხის ნება; ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.
მუხლი 22
ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური დაცვის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგში ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.
მუხლი 23
1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
2. ყოველ ადამიანს აქვს, დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების უფლება.
3. ყოველ ადამიანს, რომელიც შრომობს, უფლება აქვს იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4. ყოველ ადამიანს უფლება აქვს შექმნას პროფესიული კავშირები და თავისი ინტერესების დასაცავად შევიდეს პროფესიულ გაერთიანებებში.
მუხლი 24
ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და პერიოდული ანაზღაურებული შვებულების ჩათვლით.
მუხლი 25
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ასევე უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
2. დედობა და ჩვილი ბავშვის ყოლა იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობის და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.
მუხლი 26
1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება უფასო უნდა იყოს სულ მცირე, დაწყებით და ზოგად დონეზე. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის მათი უნარის შესაბამისად.
2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაძლიერებისაკენ. განათლება ხელს უნდა უწყობდეს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი და რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას, მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
3. მშობლებს აქვთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის განათლების არჩევის პრიორიტეტი.
მუხლი 27
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს სამეცნიერო პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორიც ის არის.
მუხლი 28
ყოველ ადამიანს აქვს ისეთი სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.
მუხლი 29
1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.
2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მხოლოდ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა, და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 30
ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირებისათვის ისეთი უფლების მინიჭება რომელიც მათი საქმიანობის ან მოქმედებათა შედეგად გამოიწვევს ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობას.
![]() |
2 ბავშვის უფლებების დეკლარაცია გამოცხადებულია გენერალური ასამბლეის 1959 წლის 20 ნოემბრის 1386 (XIV) რეზოლუციით |
▲ზევით დაბრუნება |
პრეამბულა
ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებების, პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთესი დონის მიღწევას მეტი თავისუფლების პირობებში,
ვინაიდან გაერთიანებულმა ერებმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გამოაცხადა, რომ მასში მოხსენიებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით სარგებლობს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად განსხვავებისა, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე,
ვინაიდან ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდგომ,
ვინაიდან განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გამოცხადებულ იქნა ბავშვის უფლებების ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და იმ სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებით, რომელთა მიზანია ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვა,
ვინაიდან, კაცობრიობა ბავშვს აძლევს ყოველივე საუკეთესოს, რაც გააჩნია,
ამიტომ, გენერალური ასამბლეა
აცხადებს ბავშვის უფლებათა ამ დეკლარაციას, რათა მას ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის გამოიყენოს აქ გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება, და მოუწოდებს მშობლებს, ორივე სქესის ადამიანებს, ორგანიზაციებს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და ეროვნულ მთავრობებს აღიარონ და დაიცვან ეს უფლებები საკანონმდებლო და სხვა საშუალებების თანდათანობითი მიღებით ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების შესაბამისად:
პრინციპი 1
ბავშვს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება. თითოეული ბავშვი აღჭურვილია ამ უფლებებით მისი ან მისი ოჯახის წევრების კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე რაიმე განსხვავების ან დისკრიმინაციის ან რაიმე გამონაკლისის გარეშე.
პრინციპი 2
ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. საჭიროა საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი გზების მოძიება, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში.
პრინციპი 3
ბავშვი დაბადებიდანვე აღჭურვილია სახელისა და ეროვნების ქონის უფლებით.
პრინციპი 4
ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; ამ მიზნით, როგორც ბავშვი, ისე დედა უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და დაცვით როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მისი დაბადების შემდგომ პერიოდში. ბავშვს აქვს სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.
პრინციპი 5
ფიზიკურად, გონებრივად ან სოციალურად არასრულფასოვანი ბავშვი აღჭურვილია მისი მდგომარეობის შესაფერისი განსაკუთრებული მოპყრობის, განათლებისა და მზრუნველობის მიღების უფლებით.
პრინციპი 6
ბავშვი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის საჭიროებს სიყვარულსა და გაგებას. იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა იზრდებოდეს მშობლების ყურადღებისა და პასუხისმგებლობის ქვეშ და ნებისმიერ შემთხვევაში სიყვარულისა და მორალური და მატერიალური დაცვის ატმოსფეროში; მცირეწლოვანი ბავშვი, განსაკუთრებული გარემოებების გარდა, არ უნდა იქნას დედისაგან დაშორებული. საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ ოჯახისა და საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე ზრუნვა. სახელმწიფოს მხრიდან სასურველია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფინანსური და სხვაგვარი დახმარების აღმოჩენა.
პრინციპი 7
ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რომელიც დაწყებით დონეზე მაინც უფასო და სავალდებულო უნდა იყოს. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ზოგადი კულტურის დონის ამაღლებას, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში მისი უნარის, მასში დამოუკიდებელი აზროვნებისა და მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, რათა იგი აქციოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია; ეს პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.
ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმავე მიზნის განხორციელებისაკენ, რასაც ისახავს მისი განათლება; საზოგადოებამ და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ამ უფლების განხორციელებისაკენ უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა.
პრინციპი 8
ბავშვი ნებისმიერ გარემოებაში პირველი იღებს დაცვასა და დახმარებას.
პრინციპი 9
ბავშვი დაცული უნდა იყოს უგულებელყოფის, სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგან. იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ფორმის იძულებით დაქირავებულ შრომას.
არ შეიძლება ბავშვის შრომის გამოყენება, სანამ იგი შესაბამის მინიმალურ ასაკს არ მიაღწევს; არ შეიძლება ბავშვის იძულება ან მისთვის ნების დართვა დაიკავოს ადგილი ან ეწეოდეს შრომით საქმიანობას, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ან განათლებაზე უარყოფითად მოქმედებს ან ხელს უშლის მის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას.
პრინციპი 10
ბავშვი დაცული უნდა იყოს ისეთი ჩვეულებების გავლენისაგან, რომლებიც აღვივებს რასობრივ, რელიგიურ და სხვა ფორმის დისკრიმინაციას. იგი უნდა იზრდებოდეს ურთიერთგაგების, შემწყნარებლობის, ხალხთა შორის მშვიდობისა და საყოველთაო ძმობის სულისკვეთებით, სრული გაცნობიერებით, რომ მისი ენერგია და ნიჭი ეძღვნება თანამედროვეობის სამსახურს.
![]() |
3 ბავშვის უფლებების კონვენცია მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად, სარატიფიკაციოდ და მისაერთებლად გენერალური ასამბლეის 1989 წლის 20 ნოემბრის 44/25 რეზოლუციით |
▲ზევით დაბრუნება |
ძალაშია 1990 წლის 2 სექტემბრიდან, 49-ე მუხლის
შესაბამისად
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები
მიიჩნევენ რა, რომ გაერთიანებული ერების წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, კაცობრიობის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსებისა და თანაბარი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარების საფუძველია,
მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ადამიანის ძირითადი უფლებების, მისი პატივისა და ღირსებისადმი და მიზნად დაისახეს სოციალური პროგრესისა და ცხოვრების უკეთესი სტანდარტების შექმნისათვის ხელის შეწყობა საყოველთაო თავისუფლების პირობებში,
აღიარებენ რა, რომ გაერთიანებულმა ერებმა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციითა და საერთაშორისო პაქტებით გამოაცხადა და დაადასტურა, რომ ყველა ადამიანს აქვს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, საკუთრების, დაბადების ან სხვა სტატუსისა,
შეახსენებენ რა, რომ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გაერთიანებულმა ერებმა აღიარა ბავშვის უფლება სარგებლობდეს განსაკუთრებული ზრუნვითა და დახმარებით,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი, და მისი თითოეული წევრის, განსაკუთრებით ბავშვების, აღზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო უნდა სარგებლობდეს აუცილებელი დაცვითა და დახმარებით, რათა სრულად იკისროს თავისი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე,
აღიარებენ რა, რომ ბავშვი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის უნდა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში,
მიიჩნევენ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების წესდებით აღიარებული იდეალების, განსაკუთრებით მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით,
მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვისადმი განსაკუთრებული ზრუნვის გაფართოების აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებების ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებების დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალურ და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი მე-10 მუხლით), აგრეთვე, ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზირებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით,
მხედველობაში იღებენ რა ბავშვის უფლებების დეკლარაციის მითითებას, რომ ,,ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ,,,
შეახსენებენ რა დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის დაცვასა და კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვთა აღსაზრდელად გადაცემისა და შვილად აყვანისას; გაერთიანებული ერების მიერ დაწესებულ არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების სტანდარტულ მინიმალურ წესებს (,,პეკინის წესები“); დეკლარაციას საგანგებო მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ,
აღიარებენ რა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ განსაკუთრებით რთულ პირობებში და რომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას,
სათანადოდ ითვალისწინებენ რა ყველა ხალხის ტრადიციებსა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობას ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის,
აღიარებენ რა ყველა, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, ბავშვთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
ამ კონვენციის მიზნებისათვის, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი, თუ იმ კანონით, რომელიც ბავშვზე ვრცელდება, სრულწლოვანების უფრო ადრეული ასაკი არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2
1. მონაწილე სახელმწიფოები, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ თითოეული ბავშვის ამ კონვენციით აღიარებულ უფლებებს, ბავშვის, მისი მშობლების ან მეურვის რასობრივი კუთვნილების, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, საკუთრების, შრომისუუნარობის, დაბადების ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ბავშვის დაცვა დისკრიმინაციისა და სასჯელის ნებისმიერი ფორმისაგან, რომელიც უკავშირდება ბავშვის, მისი მშობლების, ან კანონიერი მეურვის, ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, გამოთქმულ აზრებს ან რწმენას.
მუხლი 3
1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის - განმხორციელებელი - სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება, სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანო - უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს.
2. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ ბავშვი მისი კეთილდღეობისათვის აუცილებელი დაცვითა და მზრუნველობით, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებით და ამ მიზნით გაატარონ შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომები.
3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ბავშვზე ზრუნვისა და მისი დაცვისათვის განკუთვნილი დაწესებულებების, მომსახურებისა და საშუალებების შესაბამისობას უფლებამოსილი ორგანოების მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, განსაკუთრებით უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი მომსახურე პერსონალის რიცხვისა და შესაბამისობის ისევე, როგორც კომპეტენტური ზედამხედველობის ნიშნით.
მუხლი 4
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ამ კონვენციით აღიარებული უფლებების განსახორციელებლად. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის მონაწილე სახელმწიფოები ასეთ ზომებს იღებენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების ან შესაბამისად ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით დიდი ოჯახის ან თემის წევრების, კანონიერი მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, ბავშვის განვითარების შესაბამისად უხელმძღვანელონ მის მიერ ამ კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებას.
მუხლი 6
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება.
2. მონაწილე სახელმწიფოები, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.
მუხლი 7
1. ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია - უფლება იცნობდეს მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.
2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებების განხორციელებას საკუთარი კანონმდებლობისა და ამ სფეროში არსებული საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სხვაგვარად რჩება მოქალაქეობის გარეშე.
მუხლი 8
1. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ ბავშვის უფლებას კანონის შესაბამისად, შეინარჩუნოს თავისი პიროვნულობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, უკანონო ჩარევის გარეშე.
2. თუ ბავშვს უკანონოდ ერთმევა მისი პიროვნების დამადასტურებელი ყველა ან ცალკეული ელემენტი, მონაწილე სახელმწიფოებმა, მისი პიროვნულობის ხელახლა აღდგენის მიზნით, უნდა უზრუნველყონ იგი შესაბამისი დახმარებითა და დაცვით.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მისი სურვილის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უფლებამოსილი ორგანოები, შესაბამისი კანონისა და პროცედურული ნორმების საფუძველზე გადაწყვეტენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია ბავშვის ინტერესებისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლო წესით გასაჩივრებას. მისი მიღება შეიძლება აუცილებელი გახდეს ისეთ შემთხვევებში, როცა მშობლები სასტიკად ეპყრობიან ბავშვს, ან არ ზრუნავენ მასზე, ან, როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვის მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიეცეთ მასში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაშორებული ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს პირადი ურთიერთობები და ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დაშორება გამოწვეულია მონაწილე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ისეთი ქმედებით, როგორიცაა, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაკავება, დაპატიმრება, გასახლება, დეპორტაცია ან სიკვდილი (სიკვდილის მიზეზის მიუხედავად, როცა პირი დაკავებულია), მონაწილე სახელმწიფომ ასეთ მშობლებს, ბავშვს ან შესაბამის შემთხვევაში - ოჯახის სხვა წევრს, მათი თხოვნის საფუძველზე, უნდა მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია ოჯახიდან წასული წევრის/წევრების ადგილსამყოფელის შესახებ, თუ ასეთი ინფორმაციის გაცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. მონაწილე სახელმწიფოებმა შემდგომში უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთმა მოთხოვნამ, თავის მხრივ, არ გამოიწვიოს შესაბამისი პირისათვის (პირებისათვის) არასასურველი შედეგები.
მუხლი 10
1. მონაწილე სახელმწიფოებმა, მათ მიერ მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ბავშვის ან მისი მშობლების განცხადება ოჯახის გამთლიანების მიზნით მათ ტერიტორიაზე შესვლის ან იქიდან გასვლის თაობაზე უნდა განიხილონ პოზიტიურად, ჰუმანურად და ოპერატიულად. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ აღნიშნული თხოვნის წარდგენას განმცხადებლის ან მისი ოჯახის წევრებისათვის არ მოჰყვეს არასასურველი შედეგი.
2. ბავშვს, რომლის მშობლებიც სხვადასხვა სახელმწიფოთა რეზიდენტები არიან, უფლება აქვს შეინარჩუნოს რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან. ამ მიზნით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფლებას დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის ჩათვლით, და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და შეთავსებადია ამ კონვენციით აღიარებულ სხვა უფლებებთან.
მუხლი 11
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ზომებს ბავშვთა უკანონოდ გადაადგილების ან საზღვარგარეთ მათი უკანონოდ დატოვების წინააღმდეგ საბრძოლველად.
2. ამ მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დადებას ან მოქმედ შეთანხმებებთან მიერთებას.
მუხლი 12
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის მქონე ბავშვის უფლებას თავისუფლად გამოთქვას ეს აზრი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება. ამასთან, ბავშვის აზრი ფასდება მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.
2. ამ მიზნით, ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა მოუსმინონ სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის განხილვისას როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით და ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13
1. ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეების ძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, როგორც ზეპირად, ისე წერილობით ან ბეჭდვით, ხელოვნების ნაწარმოების ან რაიმე სხვა საშუალებით, ბავშვის არჩევანის შესაბამისად.
2. ამ უფლების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს განსაზღვრულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია:
(a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემის; ან
(b) სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი წესრიგის, ან მოსახლეობის ჯანმრთელობის, ან ზნეობის დაცვისათვის.
მუხლი 14
1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში - კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვის განვითარების უნარის გათვალისწინებით უხელმძღვანელონ მის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებას.
3. რელიგიური აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
მუხლი 15
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას სარგებლობდეს ასოციაციების შექმნისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებით.
2. მოცემული უფლების განხორციელების მიმართ არ შეიძლება დაწესდეს რაიმე შეზღუდვა იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის.
მუხლი 16
1. არც ერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა.
2. ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს კანონით ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.
მუხლი 17
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალების, რომლებიც მიმართულია მისი სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობის, აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისაკენ. ამ მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები:
(a) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელების წახალისებას, რომლებიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით და შეესაბამება 29-ე მუხლის სულისკვეთებას;
(b) ახდენენ საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას სხვადასხვა კულტურული, ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ასეთი ინფორმაციისა და მასალების მომზადების, გაცვლისა და გავრცელების მიზნით;
(c) ახდენენ საბავშვო ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების წახალისებას;
(d) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წახალისებას, რათა მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ ბავშვის ენობრივ მოთხოვნილებებს, რომელიც მიეკუთვნება უმცირესობის რომელიმე ჯგუფს ან მკვიდრ მოსახლეობას;
(e) ახდენენ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისაგან ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავების წახალისებას, რომლებიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის, მე-13 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ბავშვის აღზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებით მიმართავენ ყოველგვარ ძალისხმევას ორივე მშობლის საერთო პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარების უზრუნველყოფისათვის. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევაში - კანონიერ მეურვეებს,ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს მათი ძირითადი ზრუნვის საგანს.
2. ამ კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელების სათანადო გარანტიის შექმნისა და წახალისებისათვის მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დახმარებას უწევენ მშობლებს და კანონიერ მეურვეებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მოვალეობების განხორციელებაში და უზრუნველყოფენ იმ დაწესებულებების, საშუალებებისა და მომსახურების განვითარებას, რომელთა მიზანია ბავშვზე ზრუნვა.
3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ, უფლება ჰქონდეთ ისარგებლონ შესაბამისი აღმზრდელობითი დაწესებულებების მომსახურებითა და საშუალებებით.
მუხლი 19
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის, ზიანის მიყენების ან შეურაცხყოფის, მათ შორის სქესობრივი ძალადობის, უყურადღებო, დაუდევარი და ცუდი მოპყრობის ან ექსპლუატაციისაგან ბავშვის დასაცავად.
2. დაცვის ასეთი ღონისძიებები აუცილებლობის შემთხვევაში მოიცავს ეფექტურ პროცედურებს სოციალური პროგრამების შემუშავებისათვის იმ მიზნით, რათა აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს და იმ პირებს, ვინც მასზე ზრუნავს, აგრეთვე ხელი შეუწყონ ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ზემოაღნიშნული გამოვლინებების თავიდან აცილების, წინასწარი გამომჟღავნების, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი - სასამართლო პროცესის აღძვრას.
მუხლი 20
1. ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს ანდა მისივე საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სარგებლობდეს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით.
2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვისთვის მზრუნველობის ალტერნატიული ფორმის გამოძებნას.
3. ასეთი მზრუნველობა შეიძლება გულისხმობდეს, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას, ,,კაფალაჰს“ ისლამური სამართლის მიხედვით, შვილად აყვანას ან აუცილებლობის შემთხვევაში, აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსებას. ბავშვის აღზრდის ალტერნატიული ფორმის შერჩევისას აუცილებელია სათანადო ყურადღება მიექცეს ბავშვის აღზრდის პროცესის უწყვეტობას და ბავშვის ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ლინგვისტურ წარმომავლობას.
მუხლი 21
მონაწილე სახელმწიფოები, სადაც აღიარებულია და/ან ნებადართულია შვილად აყვანის ინსტიტუტის არსებობა, უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს უპირატესი მნიშვნელობა. ამ მიზნით, ისინი:
(a) უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის შვილად აყვანის ნებართვას იძლეოდნენ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოები, რომლებიც ამ სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად და საქმესთან დაკავშირებული სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას შვილად აყვანის დასაშვებობის თაობაზე მშობლებთან, ნათესავებსა და კანონიერ მეურვეებთან მიმართებაში, ბავშვის სტატუსის გათვალისწინებით და სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში განსაზღვრავენ დაინტერესებული პირების მიერ სათანადო რჩევის მიღების საფუძველზე გაცემული თანხმობის ინფორმირებულობას.
(b) აღიარებენ, რომ ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილება შეიძლება მიჩნეულ იქნას ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული საშუალებად, თუ მის მშობლიურ ქვეყანაში ვერ მოხერხდა მისი აღსაზრდელად მიბარება, გაშვილება ან მასზე ზრუნვის სხვა ალტერნატიული საშუალების გამონახვა.
(c) უზრუნველყოფენ, რომ სხვა სახელმწიფოში გაშვილებისას ბავშვი სარგებლობდეს ისეთი გარანტიებითა და სტანდარტებით, რომლებიც შეესაბამება მის მშობლიურ ქვეყანაში არსებულს.
(d) იღებენ ყველა შესაბამის ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა სახელმწიფოში ბავშვის გაშვილებისას ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებს არ მიეცეთ გაუმართლებელი ფულადი მოგების მიღების საშუალება;
(e) შესაბამის შემთხვევაში ხელს უწყობენ ამ მუხლის მიზნების განხორციელებას ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების გზით და ცდილობენ ამ საფუძველზე უზრუნველყონ, რომ ბავშვის განთავსება სხვა სახელმწიფოში ხორციელდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ხელისუფლების ან სხვა ორგანოების მიერ.
მუხლი 22
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვმა, რომელიც ეძებს ლტოლვილის სტატუსს ან, რომელიც, შესაბამისი საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურის თანახმად, მიჩნეულია ლტოლვილად, მიუხედავად იმისა, თან ახლავს თუ არა მშობლები ან სხვა პირი, ისარგებლოს შესაბამისი დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით იმ უფლებების განხორციელებისას, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციითა და იმ საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული დოკუმენტებით, რომელთა მონაწილეებიც არიან ზემოხსენებული სახელმწიფოები.
2. ამ მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები აუცილებლობის შემთხვევაში, ხელს უწყობენ გაერთიანებული ერებისა და სხვა უფლებამოსილი სამთავრობათშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას, რომლებიც თანამშრომლობენ გაერთიანებულ ერებთან, დაიცვან და დაეხმარონ ასეთი ბავშვს და მოძებნონ ლტოლვილი ბავშვის მშობლები თუ ოჯახის სხვა წევრები ოჯახის გამთლიანებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების მოძებნა ვერ მოხერხდა, ბავშვი უნდა უზრუნველყოფილ იქნას ისეთივე დაცვით, როგორც რაიმე მიზეზის გამო საკუთარ ოჯახურ გარემოს მუდმივად ან დროებით მოწყვეტილი ნებისმიერი სხვა ბავშვი, ამ კონვენციის შესაბამისად.
მუხლი 23
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი ბავშვის უფლებას ცხოვრობდეს სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრებით, იმგვარ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ღირსების დაცვა, მასში საკუთარი თავისადმი რწმენის განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი აქტიური მონაწილეობა.
2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ არასრულფასოვანი ბავშვის უფლებას სარგებლობდეს განსაკუთრებული მზრუნველობით და მათთვის ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ უფლების მქონე ბავშვისა და მასზე მზრუნველი პირებისათვის დახმარების გაწევას მათი მოთხოვნისა და იმ მდგომარეობის შესაბამისად, რომელშიც იმყოფებიან ბავშვი და მისი მშობლები, ან ის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვზე მზრუნველობას.
3. არასრულფასოვანი ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებათა აღიარების ნიშნად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაწეული დახმარება, მშობლებისა და ბავშვზე მზრუნავი სხვა პირების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად უფასოა და მიზნად ისახავს არასრულფასოვანი ბავშვისათვის საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის, სარეაბილიტაციო, პროფესიული და შრომითი მომზადებისათვის საჭირო მომსახურებითა და დასვენების საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემას, რაც უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ სოციალურ ინტეგრაციას და ხელს უწყობს მისი პიროვნების განვითარებას, კულტურული და სულიერი განვითარების ჩათვლით.
4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას არასრულფასოვანი ბავშვების პროფილაქტიკური ჯანდაცვისა და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური მკურნალობის დარგში, რეაბილიტაციის, განათლებისა და პროფესიული მომზადების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რათა მონაწილე სახელმწიფოებმა გააფართოვონ ამ დარგში თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. ამ მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს.
მუხლი 24
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ისწრაფვიან უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს ჩამოერთვას უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით.
2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ მიაღწიონ მოცემული უფლების სრულ განხორციელებას და იღებენ შესაბამის ზომებს:
(a) ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად;
(b) ყველა ბავშვისათვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების, განსაკუთრებით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად;
(c) დაავადებებსა და არასწორ კვებასთან საბრძოლველად, მათ შორის პირველადი სამედიცინო დახმარების ფარგლებში ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის გამოყენებისა და საკვებად ვარგისი პროდუქტითა და სუფთა სასმელი წყლით მომარაგების გზით, გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით;
(d) დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურების გასაწევად;
(e) საზოგადოების ყველა ფენის, კერძოდ, მშობლებისა და ბავშვებისათვის, ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, ძუძუთი კვების უპირატესობის, ჰიგიენისა და საცხოვრებელი გარემოს სანიტარული დაცვისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების, განათლების ხელმისაწვდომობისა და მიღებული ცოდნის გამოყენებაში დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად;
(f) პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარებისა და ოჯახის დაგეგმვის სფეროში საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვისა და მომსახურების განვითარებისათვის.
3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.
4. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და განავითარონ იგი მოცემულ მუხლში აღიარებული უფლების სრული განხორციელების თანდათანობით მიღწევისათვის. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს.
მუხლი 25
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ უფლებამოსილი ორგანოების მიერ მზრუნველობისა და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მკურნალობის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსებული ბავშვის უფლებას პერიოდულად ხდებოდეს მისთვის გაწეული მკურნალობის მეთოდებისა და ასეთ დაწესებულებაში მის ყოფნასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების გადასინჯვა.
მუხლი 26
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის სოციალური დაცვის უფლებას, სოციალური დაზღვევის ჩათვლით, და თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის.
2. ეს შეღავათები ბავშვებზე ვრცელდება აუცილებლობისამებრ, მისი და მის რჩენაზე პასუხისმგებელ პირთა რესურსებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე ბავშვის მიერ ან მისი სახელით ამ შეღავათების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოსაზრების გათვალისწინებით.
მუხლი 27
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყველა ბავშვის უფლებას უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
2. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
3. მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, იღებენ ზომებს მშობლების ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისათვის ამ უფლების განხორციელებაში დახმარების გასაწევად, და აუცილებლობის შემთხვევაში, შეიმუშავებენ მატერიალური დახმარების პროგრამებს, განსაკუთრებით საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხში.
4. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს რათა უზრუნველყონ მშობლების ან ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელი სხვა პირების მხრიდან ბავშვის რჩენის მოვალეობის შესრულება როგორც სახელმწიფოს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, თუ ბავშვი და მასზე ფინანსურად პასუხისმგებელი პირი ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფოში, აღნიშნული სახელმწიფოები ამ საკითხის გადასაწყვეტად ხელს უწყობენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთებას ან ასეთი ხელშეკრულებების დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევას.
მუხლი 28
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზეб ამ უფლებით თანდათანობით სარგებლობის მიზნით, ისინი:
(a) აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას;
(b) ხელს უწყობენ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ მის ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის და იღებენ ისეთ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა უფასო განათლების შემოღება და საჭიროების შემთხვევაში - ფინანსური დახმარების გაწევა;
(c) ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფენ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, თითოეულის უნარის შესაბამისად;
(d) უზრუნველყოფენ განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის;
(e) იღებენ შესაბამის ზომებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეთა რიცხვის შესამცირებლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინის დაცვა ისეთი მეთოდებით, რომლებიც შეესაბამება ბავშვის ღირსებასა და ამ კონვენციის პრინციპებს.
3. მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით მსოფლიოში უმეცრებისა და წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის, აგრეთვე სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს.
მუხლი 29
1. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ბავშვის განათლება მიზნად უნდა ისახავდეს:
(a) მისი პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების სრულყოფილ განვითარებას;
(b) მასში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი, აგრეთვე გაერთიანებული ერების წესდებით გამოცხადებული პრინციპებისადმი პატივისცემის გაღვივებას;
(c) მშობლების, მისი კულტურული თვითმყოფადობის, ენისა და სხვა ფასეულობებისადმი პატივისცემის ჩანერგვას; ბავშვის აღზრდას იმ ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, სადაც ის ცხოვრობს ან საიდანაც არის წარმოშობით; ბავშვისათვის მისი საკუთარი ცივილიზაციისაგან განსხვავებული ცივილიზაციებისადმი პატივისცემის გაღვივებას;
(d) ბავშვის მომზადებას თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის, სადაც დამკვიდრებულია ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, სქესთა თანასწორობის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფის, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთება;
(e) ბავშვის აღზრდას გარემოსადმი პატივისცემის სულისკვეთებით.
2. წინამდებარე ან 28-ე მუხლის ნებისმიერი ნაწილი არ უნდა განიმარტოს როგორც ცალკეული პირებისა და ორგანოების თავისუფლების შეზღუდვა, შექმნან სასწავლო დაწესებულებები და უხელმძღვანელონ მათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პრინციპების დაცვით და იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ასეთ სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ ნორმებს.
მუხლი 30
იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები ან პირები, რომლებიც მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნებიან, ბავშვს, რომელიც ასეთ უმცირესობას ან მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნება, არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, რომ თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეზიაროს საკუთარ კულტურას, ღიად აღიაროს თავისი რელიგია და აღასრულოს რელიგიური წესები ან ისაუბროს მშობლიური ენაზე.
მუხლი 31
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის, მისი ასაკისათვის შესაფერის თამაშებსა და გასართობ, აგრეთვე კულტურულ და ხელოვნების ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და ხელს უწყობენ ბავშვის უფლებას სრულად იყოს ჩართული კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში; ხელს უწყობენ კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის, თავისუფალი დროით სარგებლობისა და დასვენებისათვის სათანადო და თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
მუხლი 32
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლების მიღებაში ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს ამ მუხლის დებულებათა განსახორციელებლად. ამ მიზნითა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების მხედველობაში მიღებით, მონაწილე სახელმწიფოები:
(a) ადგენენ სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს ან მინიმალურ ასაკებს;
(b) განსაზღვრავენ სამუშაო დღის ხანგრძლივობასა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ აუცილებელ მოთხოვნებს;
(c) ითვალისწინებენ სასჯელის შესაბამის სახეობებს ან სხვა სანქციებს წინამდებარე მუხლის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 33
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სოციალური ზომების ჩათვლით, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მოხმარებისაგან და არ დაუშვან ბავშვების გამოყენება ამ ნივთიერებათა კანონსაწინააღმდეგო წარმოებაში ან ვაჭრობაში.
მუხლი 34
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას დაიცვან ბავშვი სქესობრივი ექსპლუატაციისა და ძალადობის ყველა ფორმისაგან. ამ მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე იღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ:
(a) ბავშვის ჩაბმა ან იძულება მონაწილეობდეს ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაში;
(b) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ საქმიანობაში;
(c) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში.
მუხლი 35
მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე იღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ ბავშვის მოტაცება, ბავშვებით ვაჭრობა ან მათი იძულებითი შრომის გამოყენება ნებისმიერი მიზნით ან ფორმით.
მუხლი 36
მონაწილე სახელმწიფოები ბავშვს იცავენ ექსპლუატაციის ყველა სხვა ფორმისაგან, რომელიც ზიანს აყენებს მის კეთილდღეობას.
მუხლი 37
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
(a) არც ერთი ბავშვი არ იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. სიკვდილით დასჯა ან პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს გათავისუფლების შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
(b) არც ერთ ბავშვს არ აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება უნდა ხორციელდებოდეს კანონის თანახმად და განიხილებოდეს როგორც უკიდურესი ზომა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში;
(c) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ეპყრობოდნენ ჰუმანურად და მისი პიროვნული ღირსების პატივისცემით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ასაკისათვის შესაბამისი მოთხოვნილებები. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან, თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; ბავშვს უნდა ჰქონდეს თავის ოჯახთან კავშირის უფლება მიმოწერის ან შეხვედრების ფორმით, განსაკუთრებულ გარემოებათა გარდა;
(d) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება დაუყონებლივ მიიღოს იურიდიული და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება - გაასაჩივროს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე.
მუხლი 38
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს მათ მიმართ მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, რომლებიც ეხება ბავშვებს და უზრუნველყონ მათი დაცვა.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა უზრუნველყონ, რომ 15 წელს მიუღწეველი პირები პირდაპირ არ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში.
3. მონაწილე სახელმწიფოები თავს იკავებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ყველა იმ პირის გაწვევისაგან, რომელსაც არ მიუღწევია 15 წლის ასაკისათვის. 15 წელს გადაცილებულ იმ პირთა გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, მონაწილე სახელმწიფოები უპირატესობას ანიჭებენ ასაკით უფროსებს.
4. შეიარაღებული კონფლიქტების დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას შეიარაღებულ კონფლიქტებში მოხვედრილ ბავშვთა დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.
მუხლი 39
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომლებიც ნებისმიერი სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციის ან ბოროტად გამოყენების, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, სასჯელის ან შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლი არიან. ასეთი გაჯანსაღება და რეინტეგრაცია უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და ღირსების გრძნობის შენარჩუნების პირობებში.
მუხლი 40
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყველა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან დამნაშავე ბავშვის უფლებას მოეპყრონ ისეთი ფორმით, რომელიც ხელს უწყობს მასში საკუთარი ღირსების გრძნობის განვითარებას, აძლიერებს სხვათა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს და ხელს უწყობს მის რეინტეგრაციასა და საზოგადოებაში საკუთარი კონსტრუქციული როლის გააზრებას.
2. ამ მიზნით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
(a) არც ერთი ბავშვი ჩაითვალოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, ბრალად არ დაედოს მისი დარღვევა და არ იქნას აღიარებული დამნაშავედ იმ ქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით არ იყო აკრძალული;
(b) ყველა ბავშვი, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალი ედება მის დარღვევაში უნდა სარგებლობდეს, სულ მცირე, შემდეგი გარანტიებით:
I) ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული არ იქნება დამტკიცებული კანონის შესაბამისად;
II) დაუყოვნებლივ და უშუალოდ, ან შესაბამის შემთხვევაში, მშობლების ან კანონიერი მეურვის მეშვეობით, მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ და გაეწიოს სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარება დაცვის მომზადებისა და განხორციელებისათვის;
III) კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სახელმწიფო ან სასამართლო ორგანომ მისი საქმის სამართლიანი განხილვის შედეგად, დაყოვნების გარეშე და კანონის შესაბამისად, გამოიტანოს გადაწყვეტილება სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარების პირობებში და თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, მისი ასაკის, აგრეთვე მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით;
IV) არ აიძულონ მისცეს ჩვენება ან აღიაროს დანაშაული; მიეცეს ბრალდების მოწმეთა დამოუკიდებლად ან სხვა პირთა დახმარებით დაკითხვისა და დაცვის მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება თანაბარ საწყისებზე;
V) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მიეცეს განაჩენისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების გასაჩივრების უფლება ზემდგომ კომპეტენტურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლო ორგანოში;
VI) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ ბავშვს არ ესმის სამართალწარმოების ენა ან ვერ ლაპარაკობს ამ ენაზე;
VII) სარგებლობდეს მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემით საქმის გარჩევის ყველა სტადიაზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ ხელი შეუწყონ ისეთი კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და დაწესებულებების შექმნას, რომლებიც სპეციალურად დაკავშირებული არიან ბავშვებთან, რომლებმაც, როგორც ითვლება, დაარღვიეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან აღიარებული არიან დამნაშავეებად და, კერძოდ:
(a) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის მიღწევამდეც ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი;
(b) როცა ეს შესაფერისი და სასურველია, ასეთი ბავშვების მიმართ ზომების მიღებას ხელახალი სასამართლო განხილვის გარეშე, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვით.
4. ისეთი სხვადასხვაგვარი ღონისძიებები, როგორებიცაა: მზრუნველობა, მეურვეობა და მეთვალყურეობა; საკონსულტაციო მომსახურება; გამოსაცდელი ვადის დანიშვნა; აღზრდა; სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამები და ინსტიტუციური მზრუნველობის სხვა ალტერნატიული საშუალებები, მიმართული უნდა იყოს ბავშვის კეთილდღეობისათვის შესაფერისი გარემოს შექმნისაკენ და შეესაბამებოდეს მის მდგომარეობასა და დანაშაულის ხასიათს.
მუხლი 41
ამ კონვენციაში არაფერი ახდენს გავლენას რაიმე დებულებაზე, რომელიც უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ბავშვის უფლების რეალიზებას და რომელსაც შეიძლება შეიცავდეს:
(a) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა; ან
(b) ამ სახელმწიფოსათვის მოქმედი საერთაშორისო სამართალი.
ნაწილი II
მუხლი 42
მონაწილე სახელმწიფოები თავის თავზე იღებენ ვალდებულებას შექმნან პრინციპები და პირობები, რათა ხელშეკრულება ფართოდ იქნეს ცნობილი მოზარდებისა და ბავშვებისათვის შესაბამისი და ქმედითი საშუალებებით.
მუხლი 43
1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ამ კონვენციის შესრულების მიმდინარეობის განსახილველად იქმნება ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც ასრულებს ქვემოთ მოცემულ ფუნქციებს.
2. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მორალური თვისებებითა და კომპეტენტურობით იმ სფეროში, რომელსაც ეს კონვენცია მოიცავს. ექსპერტებს მონაწილე სახელმწიფოები ირჩევენ საკუთარი მოქალაქეებისაგან და ისინი მოქმედებენ პირადი პასუხისმგებლობით. ექსპერტების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და სხვადასხვა ცივილიზაციების, აგრეთვე სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობის პრინციპები.
3. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით სიაში შეტანილ იმ პირთაგან, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა დაასახელეს. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი პირი თავის მოქალაქეთაგან.
4. პირველი არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, ხოლო ამის შემდგომ - ყოველ მეორე წელს. ყოველი არჩევნების მოწყობის თარიღამდე სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, რომელიც შეიცავს წინადადებას წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები ორი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეაქვს ყველა წარმოდგენილი, პირის გვარი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
5. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა შეხვედრაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში. სხდომაზე, რომლის ქვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი შეადგენს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.
6. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით. მათ უფლება აქვთ ხელახლა იყვნენ არჩეული. პირველ არჩევნებში არჩეულ ხუთ წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის ორი წლის შემდეგ; პირველი არჩევნების მოწყობისთანავე ამ ხუთი წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.
7. კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში ან, თუ მას რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია შეასრულოს კომიტეტის წევრის მოვალეობები, სახელმწიფო, რომელმაც ეს წევრი დაასახელა თავისი მოქალაქეებიდან დარჩენილი ვადით ნიშნავს სხვა ექსპერტს კომიტეტის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში.
8. კომიტეტი ამტკიცებს პროცედურის საკუთარ წესებს.
9. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლით ვადით.
10. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში ან სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტი ჩვეულებრივ იკრიბება ყოველწლიურად. კომიტეტის შეხვედრათა ხანგრძლივობა განისაზღვრება და აუცილებლობის შემთხვევაში, იცვლება ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა შეხვედრაზე გენერალური ასამბლეის თანხმობით.
11. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი კომიტეტს უზრუნველყოფს ამ კონვენციის შესაბამისად მისი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალითა და საშუალებებით.
12. გენერალური ასამბლეის თანხმობით, ამ კონვენციის შესაბამისად შექმნილი კომიტეტის წევრებს გაერთიანებული ერების სახსრებიდან ენიშნებათ ანაზღაურება, რომლის მიღების წესსა და პირობებს ასამბლეა განსაზღვრავს.
მუხლი 44
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ კონვენციით განმტკიცებულ უფლებათა დამკვიდრებისა და ამ სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით:
(a) მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში;
(b) ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში.
2. წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილ მოხსენებებში მითითებულია ფაქტორები და სირთულეები, თუკი ასეთი არსებობს, რომლებიც ზემოქმედებს ამ კონვენციის ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე. მოხსენებები აგრეთვე შეიცავს საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რათა კომიტეტისთვის სრულიად გასაგები გახდეს კონვენციის მოცემულ ქვეყანაში მოქმედების ფარგლები.
3. მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც კომიტეტს წარუდგენს ყოვლისმომცველ პირველად მოხსენებას, არ სჭირდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით წარდგენილ შემდგომ მოხსენებებში გაიმეოროს ადრე გადმოცემული ძირითადი ინფორმაცია.
4. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება ამ კონვენციის განხორციელებას.
5. მოხსენებები კომიტეტის საქმიანობის შესახებ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით წარედგინება გენერალურ ასამბლეას ორ წელიწადში ერთხელ.
6. მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ქვეყნებში უზრუნველყოფენ თავიანთი მოხსენებების საჯაროობას.
მუხლი 45
კონვენციის განხორციელებისათვის ეფექტური ხელშეწყობისა და მოცემულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:
(a) სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს, გაერთიანებული ერების სხვა ორგანოებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის დებულებების განხორციელების საკითხთა განხილვაში მათი მანდატის შესაბამისად. შესაბამის შემთხვევაში კომიტეტი უფლებამოსილია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს, წარმოადგინონ ექსპერტთა დასკვნა კონვენციის განხორციელების თაობაზე იმ სფეროებში, რომლებიც მათ უფლებამოსილებას განეკუთვნება. კომიტეტს ასევე შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და გაერთიანებული ერების სხვა ორგანოებს სთხოვოს წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის;
(b) შესაბამის შემთხვევაში კომიტეტი სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უგზავნის მონაწილე სახელმწიფოს მოხსენებას, რომელიც შეიცავს თხოვნას ტექნიკური კონსულტაციის ან დახმარების შესახებ, ან მიუთითებს მის საჭიროებაზე, აგრეთვე კომიტეტის შენიშვნებსა და წინადადებებს მსგავსი თხოვნისა და მითითების თაობაზე.
(c) კომიტეტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გენერალურ ასამბლეას, წინადადება მისცეს გენერალურ მდივანს, რათა მან ასამბლეის სახელით ჩაატაროს კვლევა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე.
(d)ამ კონვენციის 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომიტეტი შეიმუშავებს ზოგადი ხასიათის წინადადებებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს და ეცნობება გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოთა შენიშვნებთან ერთად, თუკი ასეთი არსებობს.
ნაწილი III
მუხლი 46
ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის.
მუხლი 47
ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
მუხლი 48
წინამდებარე კონვენცია ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. მიერთების დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
მუხლი 49
1. ეს კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების გენერალური მდივანთან მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების ოცდამეათე დღეს.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოახდენს ან მიუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების ოცდამეათე დღეს.
მუხლი 50
1. ამ პაქტის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია შესწორებათა შეთავაზება გენერალური მდივნისათვის. გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებებს უგზავნის ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს შეატყობინონ ეთანხმებიან თუ არა მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას, წინადადებათა განხილვას და მზად არიან თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ორი მესამედის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, გენერალური მდივანი მოიწვევს ასეთ კონფერენციას გაერთიანებული ერების ეგიდით. ამ კონფერენციასა და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული შესწორება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას.
2. შესწორებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა და მიიღებს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი.
3. ძალაში შესვლის შემდეგ, შესწორებები სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება ამ კონვენციის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორება.
მუხლი 51
1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში სახელმწიფოთა მიერ გაკეთებულ დათქმათა ტექსტს.
2. დათქმა, რომელიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან, არ მიიღება.
3. დათქმები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით, რომელსაც გენერალური მდივანი აცნობებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 52
მონაწილე სახელმწიფო ამ კონვენციის დენონსაციას ახდენს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დენონსაცია ძალაში შედის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 53
გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ამ კონვენციის დეპოზიტარია.
მუხლი 54
ამ კონვენციის დედანი, რომლის არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.
![]() |
4 ა, ბ, გ ადამიანის უფლებათა სწავლებაზე (დაწყებითი და საშუალო სკოლების) დახმარება პრაქტიკული სახელმძღვანელო |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნამ კიდევ ერთხელ განამტკიცა რწმენა ადამიანის უფლებებისადმი. წესდებაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ორგანიზაციას, ადამიანის უფლებები მისი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად მოიხსენიებოდა. ასეთად განიხილება იგი დღესაც.
ადამიანის უფლებათა დაცვის იდეა ჯერ კიდევ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებამდე გაჩნდა. თუმცა მხოლოდ ამ ორგანიზაციის შექმნით მოიპოვა მან ოფიციალური და საყოველთაო აღიარება.
ადამიანის უფლებების საკითხს საინტერესო ისტორია აქვს. მისი ფესვები ყველა დიდ მსოფლიო მოვლენაში ძევს, ადამიანის უფლებათა იდეა ძალას მატებდა მსოფლიოში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის ბრძოლას.
XX საუკუნის განმავლობაში მსოფლიო თანამეგობრობა მომწიფდა და ძლიერ შეიცვალა. განსაკუთრებით მტკივნეულმა დარტყმამ - მეორე მსოფლიო ომმა - გამარჯვებული ქვეყნები აიძულა შეექმნათ ისეთი ფორუმი, რომელიც, პირველ რიგში, საჭირო იყო ომის მძიმე შედეგების დასაძლევად, მაგრამ, იმავდროულად, ხელს შეუწყობდა მომავალში ასეთი საშინელი მოვლენების აღკვეთას. ასე დაიბადა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
ამ ამოცანის მასშტაბურობა ნათლად იყო გაცნობიერებული წარსულში და გაცნობიერებულია დღესაც. ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა საყოველთაო დეკლარაციების შემუშავება არსებითად რჩება გაერთიანებული ერების საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ამოცანად. ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ გაეროს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა უ. ტანმა ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ადამიანის უფლებები” საკითხის მიმოხილვისას, განაცხადა, რომ: ,,ადამიანის უფლებათა განმტკიცება წარმოადგენს საძირკველს, რომელსაც ეფუძნება ადამიანური თავისუფლების პოლიტიკური სტრუქტურა; ადამიანის თავისუფლება კი წარმოშობს ნებასა და შესაძლებლობას ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესთან მიმართებაში; ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიღწევა ქმნის საფუძველს ჭეშმარიტი მშვიდობისათვის.” იგი ადამიანის უფლებების განვითარებასა და დაცვაში, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანური თავისუფლებისა და პროგრესის ჭრილში ხედავდა აყვავებასა და მშვიდობას და შესაბამისად გაერთიანებული ერების ,,ჭეშმარიტ დედაარსს”, მის ,,ღრმა მნიშვნელობასა და მამოძრავებელ ძალას”.
თხუთმეტი წლის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა ხავიერ პერეს დე კუელერმა ,,გაეროს საქმიანობა ადამიანის უფლებათა სფეროში” გამოცემის წინასიტყვაობაში დაადასტურა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ,,საპატიო ადგილი”, როგორც ,,ქცევის ძირითადი საერთაშორისო კოდექსის, რომლის შესაბამისადაც უნდა განისაზღვროს მიღწევები ადამიანის უფლებათა წახალისებისა და დაცვის სფეროში”. გამოხატავდა რა სინანულს, იმის გამო, რომ მსოფლიოში კვლავაც გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, მან იმავდროულად გამოხატა საერთო უკმაყოფილება ადამიანის უფლებათა მდგომარეობით და გამოკვეთა სწავლების, განათლებისა და ინფორმაციის ეფექტური პროგრამების მეშვეობით ადამიანის უფლებათა სტიმულირებისა და გაძლიერების აუცილებლობა.
მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისათვის არის ცნობილი, რამდენად მასშტაბური იყო 1945 წლიდან მიღებული ზომები, რათა მიეღწიათ საერთო თანხმობისათვის და რამდენად ბევრი იქნა მიღწეული. ამოსავალ წერტილად კვლავინდებურად რჩება ზემოხსენებული და 1948 წელს აღიარებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მასში ჩამოთვლილია ძირითადი უფლებები ,,ამოცანის..” სახით ,,..რომლის შესრულებისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ” მთელს მსოფლიოში. თვით დეკლარაციის სიტყვებით რომ ვთქვათ, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვაგვარი მდგომარეობისა.
ხანგრძლივი განსჯისა და კამათის შემდეგ მიღებული იქნა კიდევ ორი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლებიც ითვალისწინებენ წევრ-სახელმწიფოთა სამართლებრივ მოვალეობებს - ,,საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ” და ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.” ორივე მიღებულ იქნა 1966 წელს და ძალაში შევიდნენ 10 წლის შემდეგ. მეორე პაქტის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებულია, ცალკეულ პირთა საჩივრების განხილვის მექანიზმი.
ეს სამი დოკუმენტი ერთად ქმნის საერთაშორისო ბილს ადამიანის უფლებათა შესახებ. ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ სიცოცხლისუნარიანად აქცევენ და ავსებენ კონკრეტულ პრობლემებზე მიღებულ დოკუმენტთა ფართო წრეს: თვითგამორკვევა და კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება; დისკრიმინაციის აღკვეთა რასის და სქესის ნიშნის მიხედვით, შრომის და დასაქმების სფეროში, რელიგიური შეხედულებების თუ განათლების სფეროში (არსებობს სპეციალური კონვენცია აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთის შესახებ); სამხედრო დანაშაულობანი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობანი (გენოციდის ჩათვლით); მონობა; იძულებითი შრომა და მათი მსგავსი ინსტიტუტები და ჩვეულებები; დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვა (არსებობს პატიმართა მოპყრობის მინიმალური წესები, განიხილება წამება და სხვა მისი მსგავსი მოპყრობის ან სასჯელის სახეები); მოქალაქეობა, მოქალაქეობის არქონა, თავშესაფარის მიღების უფლება და ლტოლვილები; ინფორმაციის თავისუფლება (საერთაშორისო უფლება შეცდომაში შემყვანი საინფორმაციო შეტყობინებების უარყოფის შესახებ); გაერთიანების თავისუფლება (პროფკავშირების უფლება); პოლიტიკა დასაქმების სფეროში; ქალთა პოლიტიკური უფლებები; ქორწინება და ოჯახი, ბავშვები და ახალგაზრდობა; სოციალური უზრუნველყოფა, პროგრესი და განვითარება (შიმშილისა და საკვების უკმარისობის ლიკვიდაცია, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გამოყენება მშვიდობისა და ყველას საკეთილდღეოდ, გონებრივად ჩამორჩენილ პირთა და ინვალიდთა უფლებები); საერთაშორისო კულტურული განვითარება და თანამშრომლობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და მათი წვლილი მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების განმტკიცებაში, რასიზმის, აპარტეიდისა და ომის წამქეზებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ადამიანის უფლებათა განვითარებაში და სხვა.
ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რამდენადაც აქ არ არის ჩამოთვლილი მთელი რიგი ის სპეციალური მუშა ჯგუფები, სპეციალური კომიტეტები და სპეციალური ღონისძიებები, მოხსენებები, გამოკვლევები, განცხადებები, კონფერენციები, გეგმები და პროგრამები, ათწლეულით განსაზღვრული მოქმედებები, კვლევითი საქმიანობები და მზადებები, ნებაყოფლობითი და მიზნობრივი ფონდები, გლობალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა სახის დახმარებები, მიღებული ზომები, ჩატარებული გამოძიებები და მრავალი პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და განვითარების მიზნით. ასევე დაწვრილებით არ არის განხილული ისეთი სპეციალური დაწესებულებების, როგორიცაა, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მრავალი სამთავრობო და არასამთავრობო საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაკავებული არიან ადამიანის უფლებათა დაცვით.
საქმიანობის ამ სახეებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა სწავლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 1968 წელს თეირანში გაიმართა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ გაწეული სამუშაოს მიმოხილვის, და სამომავლო პროგრამების შემუშავების მიზნით, გადაწყდა ყველა სახელმწიფოსათვის მოეწოდებინათ, ,,ყველა აღმზრდელობითი საშუალების” გამოყენება ისე, რომ ახალგაზრდობა აღზრდილიყო და განვითარებულიყო ადამიანური ღირსებისა და თანასწორუფლებიანობის პატივისცემის სულისკვეთებით. კონფერენციამ ,,ობიექტური ინფორმაცია და თავისუფალი მსჯელობა” ჩათვალა ასეთი განათლების საფუძვლად, მან მოუწოდა მხარეებს გამოიყენონ ,,ყველა აუცილებელი ზომა”, იმისათვის, რომ ახალგაზრდებში გააღვიძონ აქტიური ინტერესი ცვალებადი მსოფლიო პრობლემებისადმი და ახალგაზრდობა მომაზადონ სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ იმავე წელს მიიღო გადაწყვეტილება ეთხოვა წევრი ქვეყნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში და ყოველი სახელმწიფოს სასკოლო სისტემიდან გამომდინარე, მიეღოთ ზომები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სხვა დეკლარაციებში აღიარებული პრინციპების სწავლების შემოღების ან წახალისებისათვის. მან მოუწოდა დაწყებითი და საშუალო სკოლების სასწავლო პროცესებში ამ საგნის აქტიურად ჩართვისაკენ, შესთავაზა რა მასწავლებლებს გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა, რათა მოსწავლეების ყურადღება მიეპყროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის მუდმივ მზარდ როლზე მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში და ერთობლივ ძალისხმევაზე მსოფლიოში სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური და სოციალური პროგრესის დამკვიდრებისათვის. მაგალითად, 1978 წელს იუნესკომ ვენაში ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო კონგრესს ადამიანის უფლებათა სფეროში სწავლების საკითხებზე, რომელზეც პირველად შეიკრიბა განათლების სფეროს სპეციალისტთა საკმაოდ ფართო წრე, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დაწესებულებებიდან. ანალოგიური კონგრესი გაიმართა მალტაში 1987 წელს. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ცენტრის საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1987 წლის ოქტომბერში ბანგკოკში (ტაილანდი) ესკატო-ს (ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანისათვის) შტაბ-ბინაში, მთავრობებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა სპეციალიზირებული დაწესებულებების დამკვირვებლების მონაწილეობით ორგანიზებული იქნა ადამიანის უფლებათა სწავლების კურსი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებისათვის. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორმოცე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ორმოცზე მეტი ქვეყნის, სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ საკითხით დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჟენევაში (1988 წლის დასასრულს) გამართა საერთაშორისო სემინარი ადამიანის უფლებათა სწავლების პრობლემებზე.
უკვე მრავალჯერ აღინიშნა, რომ, მიუხედავად საყოველთაო პრინციპული თანხმობისა ამგვარი განათლების მიღების აუცილებლობის თაობაზე, კვლავაც არსებობს ამ მიზნისათვის საჭირო პრაქტიკული მასალების აშკარა უკმარისობის პრობლემა. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ბროშურა დაეხმარება ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, გახდება რა საფუძველი, რომელზეც შეიძლება აიგოს შემდგომი კვლევები და ძიებები. გარდა ამისა, მოცემული ბროშურა შეიძლება დაემატოს ეროვნულ სახელმძღვანელოებს მასწავლებელთათვის, ასევე აუდიო-ვიზუალურ მასალებს, რომლებიც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა პრობლემებზე ბავშვებისა და ახალგაზრდების ყურადღების შემდგომი მიქცევის მიზნით.
ხაზი უნდა გაესვას იუნესკოს განსაკუთრებულ როლს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ შესაძლებელია ასევე დავეყრდნოთ იუნესკოს ლიტერატურას ამ საკითხებთან დაკავშირებით. (იხ. დანართი.)
![]() |
4.2 თავი I. რას ეხება ეს ბროშურა? |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებები ერთიანობაში შეიძლება განისაზღვროს, როგორც უფლება, რომელიც დამახასიათებელია ჩვენთვის დაბადებიდან და რომლის გარეშე არ შეგვიძლია ვიცხოვროთ, როგორც ცოცხალმა არსებებმა.
ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები შესაძლებლობას გვაძლევს სრულად განვავითაროთ და გამოვიყენოთ ადამიანისათვის დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა გონიერება, ტალანტი, ცნობიერება და დავიკმაყოფილოთ ჩვენი სულიერი და სხვა მოთხოვნილებები. ისინი დაფუძნებულია კაცობრიობის მზარდ ლტოლვაზე იმ ცხოვრებისაკენ, სადაც ყოველი ადამიანის დაბადებით წარმოშობილი ღირსება და ფასეულობა ისარგებლებს პატივისცემითა და დაცვით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უარყოფა წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალურ და პირად ტრაგედიას, არამედ წარმოშობს სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებს, თესავს რა ძალადობასა და კონფლიქტს, როგორც საზოგადოებისა და ქვეყნების შიგნით, ასევე მათ შორისაც. როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი წინადადება აღიარებს, ადამიანის უფლებებისა და ადამიანური ღირსების პატივისცემა ,,წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს.”
ეს ბროშურა ძირითად ინფორმაციას აძლევს დაწყებითი და საშუალო სკოლების მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ გაამყარონ ადამიანის უფლებათა გაგება და ცოდნა, ურთიერთდამოკიდებულებისა და უნივერსალურობის გრძნობა, რის შედეგადაც ისინი წარმოიშობიან, და ასევე გვთავაზობს საქმიანობის ზოგიერთ პრაქტიკულ ფორმებსა და მიმართულებებს. იგი წარმოადგენს დასაწყისს მოცემული საგნის შემდგომი კვლევისა და შესწავლისათვის და უკვე არსებული ეროვნული სახელმძღვანელოებისა და აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებაზე გადასვლისათვის. ვიმედოვნებთ, რომ იგი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მსოფლიოში სხვადასხვა კულტურულ ურთიერთობებში დაიწყოს, ადამიანის უფლებათა სწავლების ყველა დონეზე ათვისებისა და განვითარების მუდმივი პროცესი.
ეს პროცესი დამოკიდებული იქნება ადგილობრივი განათლების სისტემაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, და, არა ნაკლებ, სწავლების საკუთარი მიზნებისა და მიღწევების დადგენაში მასწავლებელთა მოქმედების თავისუფლების ხარისხზე. მაგრამ, მასწავლებელი ახალი წამოწყებების განხორციელებაში ყოველთვის დარჩება საკვანძო ფიგურად. ამიტომ მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანის უფლებათა აზრისა და შინაარსის გადაცემისათვის. ბროშურის პირველი კარი ძირითადად განკუთვნილია მასწავლებლებისათვის, რომლებიც ასწავლიან სკოლამდელებს, და დაწყებითი სკოლების უმცროს კლასებს. საქმიანობის სახეები დაეხმარება ადამიანური ღირებულებების ცნების გაგებაში, რომლებიც აზრს აძლევენ ადამიანის უფლებათა კონკრეტულ პრინციპებს. დაწყებითი სკოლისა და საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისათვის III თავში მოცემული მაგალითები თავისი ხასიათით უფრო რთულია და შეეხება თანამედროვე პრობლემებს. ამ მაგალითების მიზანია მოსწავლეების მიერ ამ პრობლემების უფრო ღრმა აღქმისა და გაგების მიღწევა, რის საფუძველზეც შემდგომში შესაძლებელია გაკეთდეს ანალიზი და შესწავლა.
დადგენილია, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები ხანდახან არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში და რომ ამის შედეგად, მათ უძნელდებათ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. ძნელია იზრუნო სხვის უფლებებზე, როცა ვერ აცნობიერებ შენი საკუთარი უფლებების არსებობას. იქ, სადაც ამას ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სწავლებამ თავდაპირველად შეიძლება მოითხოვოს უკან დაბრუნება და პირველ რიგში საკუთარ თავში რწმენისა და მოთმინების ჩამოყალიბება.
მაგალითები ნდობის განვითარებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი ფორმით - ისინი ხელს უწყობენ კლასში კარგი ატმოსფეროს დამყარებას. მაგალითები შეიძლება განმეორდეს (შესაბამისი ცვლილებებით) საქმიანობის სხვადასხვა სახეებში მოსწავლეთა ჩართვის მიზნით, რაც მოითხოვს ჯგუფურ მონაწილეობას. ისინი აგრეთვე აღიქვამენ ადამიანის თანაგრძნობის შესაძლებლობას, რომელიც წარმოადგენს მოქნილს და გარემოებაზე დამოკიდებულს, რაც არა ნაკლებ რეალურია და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყოველი ადამიანი წარმოადგენს პიროვნებას. პირველ რიგში ჩვენ - ადამიანები, და მხოლოდ შემდეგ უკვე - გოგონები და ვაჟები, სახელმწიფოს მოქალაქეები ან ლტოლვილები, მივეკუთვნებით ამა თუ იმ რასას ან სოციალურ ჯგუფს.
სწავლება და ათვისება
ზემოთ უკვე ითქვა, რომ აუცილებელია მასწავლებელმა დაიწყოს ადამიანის უფლებათა სწავლებით, მაგრამ ამით არასოდეს არ უნდა შემოიფარგლოს. მოსწავლეებმა უბრალოდ კი არ უნდა გაიგონ ადამიანის უფლებათა შესახებ, არამედ გაითავისონ ისინი იმისათვის, რომ ის, რასაც აკეთებენ, იყოს მათთვის მაქსიმალურად პრაქტიკული სარგებლის მომტანი. სწორედ ამიტომ, ბროშურის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ საქმიანობას ეძღვნება. ასეთი საქმიანობის მიზანია - უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ისეთ ძირითად პრინციპებთან მიმართებაში, როგორიცაა სიცოცხლე, სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა, და აღკვეთის, ტანჯვისა და ტკივილის დამანგრეველი ხასიათი, განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ მსოფლიოში არსებული პრობლემების ფართო წრესთან მიმართებით.
თამაში როლების განაწილებით (განხილულია ქვემოთ) ითვლება ადამიანის უფლებათა ძირითადი არსისა და შინაარსის გადმოცემის ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
საჭიროა ხშირად დავეყრდნოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, იმისათვის რათა შევაფასოთ ის, რაც ხდება იმ პრინციპებისა და იდეების სამყაროში, რომლებიც ჩამოთვლილია მასში. აღსანიშნავია, რომ მათ მიიღეს საყოველთაო აღიარება და მოიაზრება, როგორც კაცობრიობის მონაპოვარი.
სწავლება და ქადაგება: სიტყვებზე მეტად ქცევები მეტყველებენ
ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მოქმედებს და გამოიყენება მთელს მსოფლიოში, ძალზე მნიშვნელოვანია. განათლების სისტემები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. იქ, სადაც ადამიანის უფლებათა სწავლება უკვე ხორციელდება, მასწავლებლებს აქვთ სტიმული: ასწავლონ ისე, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს როგორც კლასში ასევე სკოლაში.
ეს ნიშნავს, რომ უნდა გავექცეთ ნებისმიერ თვალთმაქცობას. ყველაზე უბრალო სახის თვალთმაქცობაც კი ვლინდება სიტუაციებში, როცა ის, რასაც ასწავლის მასწავლებელი, აშკარად იმყოფება წინააღმდეგობაში იმასთან, თუ როგორ აკეთებს ამას. მაგალითად: ,,დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გამოხატვის თვისუფლების შესახებ - გაჩუმდით იქ, უკანა რიგში!” ასე მონაწილეები გაიგებენ უფრო მეტს ძალაუფლების შესახებ და გაცილებით ნაკლებს ადამიანის უფლებების შესახებ. რამდენადაც მონაწილენი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობენ თავიანთ მასწავლებლებს და შეუძლიათ კარგად გაერკვნენ მათ შეხედულებებში, ასეთი სახის ქცევა გააძნელებს მასწავლებლის მიერ რეალური, დამაჯერებელი ზემოქმედების მიღწევას. ამოცნობის სურვილით მათ, მაგალითად, შეიძლება გადაიღონ მასწავლებლის პირადი თვისებები და არ ეცადონ იფიქრონ დამოუკიდებლად. ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ, უკიდურეს შემთხვევაში დასაწყისში, ისინი არ გამოხატავენ თავიანთ საკუთარ აზრებს. თვალთმაქცობა თავის ყველაზე რთულ გამოვლინებაში წარმოშობს სერიოზულ პრობლემას იმისა, თუ როგორ დავიცვათ და განვავითაროთ კლასში, სკოლაში და საზოგადოებაში მასწავლებლისა და მოსწავლეების ადამიანური ღირსება. ეს მასწავლებლებისგან მოითხოვს დაინტერესების კონკრეტული გზებისა და საშუალებების ძიებას საკითხის გადაწყვეტის პროცესში იმის შესახებ, თუ რა აკეთოს, როგორ და რატომ აკეთოს და არა მხოლოდ მოსწავლეებმა, არამედ სკოლის ადმინისტრაციამ, განათლების ორგანოებმა და მშობლებმაც, აუცილებლობის შემთხვევაში ასევე იმ საზოგადოების სხვა წევრებმაც, რომლებშიც მოსწავლეები ცხოვრობენ და მუშაობენ.
ასე, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება შეიძლება კლასიდან გავრცელდეს თემზე, რაც ორივეს მოუტანს სარგებელს. ამ პროცესის ყველა მონაწილე შეძლებს განიხილოს საყოველთაო ფასეულობები და მათი კავშირი სინამდვილესთან და, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეძლებენ დარწმუნდნენ, რომ სკოლას ნამდვილად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაში და რომ მასწავლებლები შეძლებენ გააკეთონ ეს უანგაროდ, რაც უზრუნველყოფს პრობლემების უკეთეს გააზრებას ყველა მონაწილის მიერ.
მიზანი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული პატივისცემა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია წარმოადგენს ცივილიზაციის უდიდეს მონაპოვარს.
ბროშურაში ადამიანის უფლებათა კულტურა განიხილება, როგორც განუწყვეტელი ძალისხმევა ადამიანის პიროვნების, ადამიანური ღირსებისა და ფასეულობების განმტკიცებისათვის.
როგორ განვსაზღვროთ ძირითადი ეტაპები?
ადამიანის უფლებათა ისტორია თავის თავში მოიცავს დაწვრილებით თხრობას მცდელობების შესახებ, რომლებიც გამოიყენება პიროვნების ღირსებისა და ფასეულობის და მისი ძირითადი უფლებების არსის განსაზღვრის მიზნით. ეს მცდელობები გრძელდება ყოველდღიურად. ამისათვის მასწავლებელმა, საჭიროა ჩართოს ყოველდღიური ცხოვრების ისტორიის შინაარსი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამაში. თანდათან შეიძლება მისი უფრო და უფრო გართულება. ადამიანების ბრძოლამ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, კამპანიამ მონობის გაუქმებისა და ბრძოლამ ეკონომიკური და სოციალური უფლებებისათვის მიგვიყვანა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებასთან მასთან დაკავშირებული ორი პაქტით და ყველა კონვენციითა და დეკლარაციით, რომლებიც მათ მოჰყვათ.
თუკი შევეცდებით ადამიანის უფლებათა სფეროში კანონმდებლობის ისტორიის (საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით) მსმენელებისათვის ღრმად და საფუძვლიანად გადაცემას, მივხვდებით, რომ ძნელია მისი მოსწავლეებთან ცოცხლად მიტანა. იგივე ეხება ადამიანის უფლებათა სწავლებას ნორმების სახით, რომლებსაც, როგორც ასეთი, უპირატესობა ენიჭება - მაგალითად, საყოველთაო დეკლარაციის ტექსტთან მუშაობისას, რომელსაც თან ახლავს თითოეული მუხლის განმარტება, ,,ფაქტები” და ,,საფუძვლები”, რაგინდ გულდასმით იყოს ისინი შერჩეული. მონაწილეებმა უნდა იგრძნონ ეს პრინციპები და ასევე რეალური ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა მათთან მჭიდრო კავშირში, იმისათვის რომ ამ პრინციპების სწავლა არ იყოს მოსაბეზრებელი. აქედან გამომდინარეობს მონაწილეების პრაქტიკაში მათი საკუთარი სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობის გრძნობის გამოვლინების შესაძლებლობის მთავარი მნიშვნელობა.
რა საშუალებით შეიძლება ამის მიღწევა? მაგალითად, შეიძლება ვთხოვოთ მონაწილეს: ,,წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა შეიმუშაოთ ძირითადი პრინციპები საზოგადოებისათვის. ამ საზოგადოებაში შედიხართ თქვენც, თუმცა შენ არც კი იცი, ვინ იქნები ამ საზოგადოებაში. შენ შეიძლება იყო მამაკაცი ან ქალი, ახალგაზრდა ან მოხუცი, მდიდარი ან ღარიბი, არასრულფასოვანი რომელიმე ურთიერთობაში, მცხოვრები რომელიმე ქვეყანაში, ეკუთვნოდე რომელიმე რასას, ეთნიკურ ჯგუფს, რელიგიას ან კულტურას, რომელიც არ წარმოადგენს შენს საკუთარს. შენ უბრალოდ არ იცი. როგორ მოიქცეოდი ასეთ შემთხვევაში”?
შეასრულო ასეთი კლასიკური სააზროვნო ექსპერიმენტი ნიშნავს მიხვიდე თქვენს საკუთარ ადამიანის უფლებათა დეკლარაციასთან. ამის გაკეთება საჭიროა პატიოსნად, სხვაგვარად მონაწილეებს შეუძლიათ უბრალოდ გაიმეორონ გააზრების გარეშე ის, რაც მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, უკვე ,,იციან”. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თავის სხვის ადგილზე დაყენების მეტი ცოდნა და გააზრება. მაგრამ ყოველივე ამის აზრი ნათელია. ასე შეიძლება მოხდეს სერიოზული გააზრების სტიმულირება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ცნება ,,საკაცობრიო.” ადამიანის უფლებათა ისტორია პიროვნების ღირსებისა და ფასეულობის ყველა ხალხების მიერ თანდათანობითი აღიარების ისტორიაა. ადამიანთან მიმართება როგორც ნივთთან, და არა როგორც არსებასთან; ადამიანების გამოყენება საშუალებად რაიმე მიზნის მისაღწევად - ნიშნავს თვით ადამიანის ძირითად უფლებათა სულის უარყოფას. ამან შეიძლება გვიბიძგოს სერიოზული განსჯისაკენ სწორ და არასწორ ურთიერთობას, კარგ და ცუდ ქცევას შორის.
გააზრება
ადამიანის უფლებათა კულტურის ძირითადმა პრინციპებმა შეიძლება იარსებონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები კვლავაც ჩათვლიან, რომ ეს აუცილებელია. ეს კულტურა საჭიროებს მუდმივ დაცვას. ,,მე მაქვს ამის უფლება. საქმე იმაში კი არ არის, რომ მე მინდა ეს ან ეს მჭირდება. ეს - ჩემი უფლებაა. ამასთანავე არსებობს ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს”. მაგრამ უფლებები მოქმედებს მხოლოდ შესაბამისი პირობების ძალით და ეს პირობები უნდა იყოს მოქნილი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა - მაგრამ სად შეიძლება უკეთ ამის გაკეთება, თუ არა სკოლაში - დავადგინოთ ეს პირობები ჩვენთვის, სხვაგვარად ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, როცა ჩვენ მას შეგვიზღუდავენ, ან ვერ შევიგრძნობთ მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობას, რომელიც დაყენებულია ჩვენს მიმართ უფლებათა განხორციელებისათვის. უნდა გავარკვიოთ ჩვენთვის, რატომაა უფლება ასე მნიშვნელოვანი, ეს, თავის მხრივ, აყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობასაც.
რა თქმა უნდა შესაძლებელია წასვლა სხვა გზითაც: ვასწავლოთ ადამიანის უფლებები მოვალეობებისა და ვალდებულებების კუთხიდან. მაგრამ იმისათვის რომ ცოცხლად გადმოსცენ ეს იდეები, მასწავლებლებს, შესაძლოა, სჭირდებათ გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოითხოვონ თანასწორობა. მათ სჭირდებათ შექმნან პირობები, რომლებშიც თვითონ ისინიც და მათი მოსწავლეებიც გაიგებენ და გაიაზრებენ განსჯის საგანს. შემდეგ მასწავლებლებს და მონაწილეებს შეუძლიათ პრაქტიკაში გამოიყენონ ეს პრინციპები, და არ ისწავლონ მხოლოდ მათი წარმოთქმა და გამეორება; მათ შეუძლიათ შეიმუშავონ პრობლემათა გადაწყვეტისათვის საჭირო პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც ხანდახან წარმოიშობა მოვალეობათა, ვალდებულებათა და უფლებათა შეჯახებისას.
ასეთი კონფლიქტური სიტუაციები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საგნების არსის გარკვევისათვის. მას უნდა მივესალმოთ, იმიტომ რომ მის გარეშე ადამიანის უფლებათა შესწავლა არ იქნება დინამიური. იგი გახდება სტატიკური და სტერეოტიპული. ასეთი სიტუაციები წარმოადგენენ სწავლების შესაძლებლობის ისეთ სახეს, რომელიც მონაწილეებს სურვილს აღუძრავს წინააღმდეგობებს მიუდგნენ შემოქმედებითად, შიშის გარეშე.
ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა საკითხებში
მეთოდები უნდა იყოს აქტიური და ინტერაქტიული. როგორც ყველა სხვა ადამიანი, სკოლის მოსწავლეებიც უფრო ადვილად და უკეთ ითვისებენ პრაქტიკული საქმიანობის პროცესში საინტერესო და მრავალფეროვანი საქმიანობით. ამიტომაც იქნა არჩეული გამოცდილებაზე აქცენტირებული მიდგომა. ისინი, ვინც უპირატესობას შემეცნებით მეთოდებს ანიჭებენ, ადვილად დაინახავენ, რომ ასეთი მიდგომა ავსებს ამგვარ მეთოდიკას. არსებობს აზრი, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ინტელექტუალურ ძალისხმევას. ადამიანის უფლებათა სწავლება ხელს უწყობს ცოდნის მიღებას, რამდენადაც აღზრდა და საპასუხისმგებლო და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება აღიარებულია ჩვენი გადარჩენისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. სკოლაში შეძენილ გამოცდილებას შეუძლია დაეხმაროს ამ შესაძლებლობათა განვითარებას (მას ასევე შეუძლია კითხვის, წერის და ლოგიკური აზროვნების შესწავლის პროცესი უფრო ეფექტური გახადოს).
პრაქტიკაში...
ეს ბროშურა წარმოადგენს თავისებურ მრავალფეროვან ქოლგას, რომელიც გაშლილია მთელ რიგ ფუძემდებლურ პრობლემურ დარგებზე. იგი მოიაზრება არა როგორც დამატებითი დატვირთვა, ისედაც გადატვირთულ სასწავლო პროგრამაზე, არამედ როგორც საგნების კომპლექსური შესწავლის საშუალება, რომლებიც, შესაძლოა, უკვე ისწავლება სკოლებში.
ყოველი პრობლემური დარგი განისაზღვრა კონკრეტული საკითხების თვალსაზრისით, რომლებთანაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესი. ამ პროცესის მსვლელობისას ისმება შესაბამისი შეკითხვები, განიხილება პასუხები, ხოლო ეს თავის მხრივ შეეხება რომელიმე კონკრეტულ პრობლემურ დარგს.
იდეალურ ვითარებაში ადამიანის უფლებათა კულტურამ უნდა შეაღწიოს მთელ სასწავლო პროგრამაში, მაგრამ, პრაქტიკაში, განსაკუთრებით საშუალო სკოლის დონეზე, იგი ისწავლება მხოლოდ ცალკეულ ნაწილებად სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული დისციპლინების საშუალებით. თუმცა, ადამიანის უფლებების ამგვარად გაცნობა უკეთესია, ვიდრე საერთოდ მისი არარსებობა.
ჩატარებულ იქნა მრავალი გამოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ავითარებენ ბავშვები თავიანთ შეხედულებებს ზრდის პროცესში. ბუნებრივია, კლასის ყოველი წევრი ვერ შეძლებს მიაღწიოს გაგების იმ დონეს, რასაც მოითხოვს ადამიანის უფლებათა პრინციპები. უფრო მეტიც მოსწავლეებისგან თავიდანვე გაგების მოთხოვნამ შეიძლება ხელიც კი შეუშალოს იმის მართებულ გამოხატვას, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ, და ასევე შეიძლება წინ აღუდგეს შემდგომ პროგრესს.
ამ ბროშურის ამოსავალი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ყოველ ადამიანს მოუტანს სიკეთეს, შეუქმნის შესაძლებლობას შეისწავლოს პრობლემები, რომელიც შეეხება უფლებებს, და, რომ მონაწილენი ათი წლის ასაკიდან ასეთი შესაძლებლობის არსებობისას ავლენენ ცოცხალი და ღრმა აზროვნების უნარს. დამატებითი მასალების აუცილებლობა დაყვანილია მაქსიმალურად მარტივამდე და სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ უმდიდრეს წყაროს, რომლებთანაც უნდა იმუშაოს მასწავლებელმა, წარმოადგენენ მოსწავლეები და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება.
უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლეებს მოსწონდეთ ასეთი საქმიანობა. უმჯობესია უარი ითქვას რომელიმე სახის საქმიანობაზე ან შეწყდეს მისი განხორციელება, თუკი ბავშვები არ გამოთქვამენ მასში მონაწილეობის სურვილს.
ა) თამაში როლების განაწილებით.
საქმიანობის ზოგიერთი სახე მდგომარეობს როლების განაწილებით თამაშში. იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც არ იცნობენ ამ მეთოდს, შეიძლება შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოს რეკომენდირება.
მოკლედ რომ ვთქვათ, თამაში როლების განაწილებით - ეს არის პატარა პიესა, გათამაშებული კლასის წინაშე. უმეტესწილად ეს არის იმპროვიზაცია. სცენარის შინაარსისა და ძირითადი იდეების განსაზღვრის შემდეგ, მასწავლებელმა დრო უნდა მისცეს მონაწილეებს გაიაზრონ ის, რასაც ისინი იტყვიან (ცალ-ცალკე ან ერთად) ან რა პოზიციასაც დაიკავებენ. ეს შეიძლება გაკეთდეს მოთხრობის (მთხრობელისა და ძირითადი პერსონაჟების) ან სიტუაციების (სადაც ძირითადი პერსონაჟები ურთიერთზემოქმედებენ დიალოგის მსვლელობაზე, მასწავლებლისა და კლასის დანარჩენი მოსწავლეების დახმარებით) სახით.
როგორიც არ უნდა იყოს არჩეული მეთოდი, იგი ყველაზე უკეთ იმუშავებს მაშინ, თუკი ღონისძიება არ გრძელდება დიდხანს და რჩება დრო შემდგომი მსჯელობისათვის. მასწავლებელს, შესაძლოა, მოუწიოს მოსწავლეთა შეჩერება და მათი როლისაგან არიდება. მონაწილეებმა უნდა შეძლონ იმისათვის თავის არიდება, რასაც ისინი აკეთებენ ან რაიმეს კომენტირება ან კითხვებზე პასუხის გაცემა და ა.შ. კლასიდან სხვა მონაწილეებმა ასევე უნდა შეძლონ შენიშვნების გაკეთება და შეკითხვების დასმა, ხანდახან საჭიროა თამაშში ჩაბმაც კი, თუ ეს ეხმარება საქმეს.
ბ) ,,გონებრივი შტურმი” (პრობლემების კოლექტიური განხილვა გადაწყვეტილების პროექტების წამოყენების სრული თავისუფლებით)
ამ მეთოდის მიზანია მოვიფიქროთ რაღაც და ჩავიწეროთ ყველაფერი ის, რაც შემოთავაზებულია, როგორი არაჩვეულებრივი და არაორდინალურიც არ უნდა მოგვეჩვენოს. არსებობს განხილვის გამართვის სამი ძირითადი წესი: თემის ახსნა; ყველა გამოთქმული იდეის გაზიარება; პროცესის მსვლელობისას უარი კრიტიკაზე. მაშინაც კი, როცა მონაწილეები ამბობენ, რომ მათ დაამთავრეს მოფიქრება, საჭიროა მათი წახალისება რათა გააგრძელონ ფიქრი მათი ფანტაზიის შესაძლებლობის სრულ ამოწურვამდე.
შეფასება
მოსწავლეთა ინფორმირება და გაგების დონე შეიძლება შემოწმდეს სტანდარტული საშუალებებით. მაგრამ ურთიერთობის შეფასება და შეცვლა გაცილებით უფრო რთულია შეფასების სუბიექტური ხასიათის გამო, რომლის შესახებაც მიმდინარეობს საუბარი. არ არსებობს შეთანხმებული, ერთი მეთოდი, რომლის შეთავაზებაც აქ შეიძლებოდა. ყველაზე უბრალო - ესაა თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში პერიოდულად შეთავაზებული კითხვარები, თუმცა ეს უკანასკნელი ძალზე ზედაპირულ სურათს ქმნის.
შეიძლება ასევე შემუშავდეს საკონტროლო ფურცლები ადამიანის უფლებათა სფეროში კლასის საქმიანობის შეფასებისათვის, და შესაძლებელია მისი მოსწავლეთა საქმიანობის დამოუკიდებელ, სასარგებლო სახედ ქცევა.
![]() |
4.3 თავი II. საიდან დავიწყოთ? |
▲ზევით დაბრუნება |
საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა კოლექტივში
(უმთავრესად სკოლამდელ დაწესებულებებსა და დაწყებითი სკოლების უმცროს კლასებში გამოსაყენებლად)
სკოლამდელ დაწესებულებებსა და დაწყებითი სასკოლო განათლების დაბალ საფეხურებზე ადამიანის უფლებების სწავლება მიზნად ისახავს საკუთარ თავში რწმენისა და სოციალური მოთმინების ჩამოყალიბებას. ეს თვისებები ქმნიან ადამიანის უფლებათა კულტურის საფუძველს. ამიტომ ,,მასწავლებლის პიროვნება” გვევლინება გადამწყვეტ ფაქტორად. ნებისმიერი სახის საქმიანობისათვის მხარდაჭერა, რომელსაც შეიძლება არც კი გააჩნდეს პირდაპირი კავშირი ადამიანის უფლებების სწავლებასთან, ყოველთვის აამაღლებს მის მნიშვნელობას.
სკოლამდელ დონეზე და დაწყებითი სკოლის დაბალ საფეხურებზე მოსწავლეები იძენენ საკუთარი თავის გამოხატვის, ერთმანეთთან ურთიერთობების დამყარებისა და ერთმანეთზე ზრუნვის ჩვევებს.
ძნელია შევაფასოთ მონათხრობის მნიშვნელობა. პატარა ბავშვებს შეუძლიათ ამოიღონ მონათხრობიდან გაკვეთილები, გააკეთონ თავისთვის დასკვნები და ძალიან კარგად დაიმახსოვრონ, თუ ისინი ასოცირდებიან კარგად მოთხრობილი ზღაპრის პერსონაჟთან. ასეთი მოთხრობები შეიძლება ავიღოთ გამოქვეყნებული საბავშვო ლიტერატურიდან, გავიგოთ მშობლებისაგან, ბაბუებისა და ბებიებისაგან, ბუნებრივია შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი წარმოსახვაც.
იქ, სადაც არის შესაბამისი რესურსები, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საკლასო ბიბლიოთეკა. მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ და შევიძინოთ გასართობი წიგნები, რომლებშიც გამოხატული არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები სხვადასხვა კულტურებიდან აქტიური და არასტერეოტიპული მოქმედი პირების სახით. კლასში კითხვის ან სურათებიანი წიგნების ჩვენების დროს, აუცილებელია ბავშვების ყურადღების მიქცევა იმ კარგ საქმეებზე და ქცევებზე, რომელთა შესახებაც მათში არის მოთხრობილი.
იქ, სადაც არის ამის შესაძლებლობა, მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კულინარული ნაწარმის მომზადებაში, სადურგლო საქმეში, მცენარეთა გამოყვანაში და ხელსაქმეში. შეიძლება ასევე ამგვარი საქმიანობების ორგანიზება თამაშების სახით, რომლებიც გამიზნულია ფანტაზიის განვითარებისათვის. იდეაში მათში მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც ბიჭებმა, ისე გოგონებმა. ასეთი საქმიანობის გამო აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, შესაძლებელია, საჭირო გახდეს წესების შემოღება სიტუაციის გაწონასწორებისათვის და დისკრიმინაციული ქმედებების გადალახვისათვის. რეგულარული გამოყენებისას წესები ძველდება. ასევე ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არიან განლაგებული მოსწავლეები კლასში. დასმა და რიგში მოწყობა - აი მოსწავლეთა ორგანიზების ორი ჩვეულებრივი საშუალება. მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ბავშვების დაჯგუფებას ისე, თუ ეს აძლიერებს არსებულ აზრთა სხვადასხვაობას. საჭიროა ხელი შევუწყოთ მონაწილეთა დამეგობრებას, და ასევე იმის გაგებას, რომ აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელი და ჩვეულებრივია.
საქმიანობის შემდეგი სახე განკუთვნილია იმისათვის, რომ მოხდეს მონაწილეთა შორის განსხვავებებისა და მსგავსების დემონსტრირება.
ნიშნები
ბავშვები ჯდებიან წრეში. ერთი მათგანი დგება წრის შუაში. იგი ასახელებს რომელიმე ნიშანს. მაგალითად: ,,ისინი, ვინც ატარებენ ქამარს.” იმათ, ვისაც შეესაბამება ეს განსაზღვრება, უნდა შეცვალონ ადგილები ვინმესთან, ვისაც ამ მომენტში ასევე უკეთია ქამარი. იმან, ვინც შუაშია, ასევე უნდა მონახოს ადგილი. ის, ვინც რჩება უადგილოდ, დგება შუაში და ირჩევს შემდეგ ნიშანს. ბავშვები ჩქარა იწყებენ გაგებას, რომ მათ შეუძლიათ ბევრ რამეში იყვნენ მსგავსი და განსხვავებული. საინტერესო შეიძლება იყოს დასასრული, როცა ირჩევა რომელიმე ნაკლებად შესამჩნევი ნიშანი, მაგალითად: ,,ისინი ვინც ბედნიერია/კეთილია.” თამაში ამ ეტაპზე ჩვეულებრივ წყდება, იმიტომ რომ ძნელი ხდება თვალით ასეთი ნიშნების განსაზღვრა. მასწავლებლებს შეუძლიათ ასევე იმსჯელონ, როგორ განვსაზღვროთ ეს ნიშნები.
აუცილებელია მოხდეს იმ თანმიმდევრული ხაზის გამომუშავება, თუ როგორ მოვიქცეთ კლასში წინააღმდეგობების წარმოშობის შემთხვევაში, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს რიგი საშუალებები, რომლებიც ეხმარება მათ წინააღმდეგობების გადალახვაში. გარკვეული დროის განმავლობაში კლასში ასეთი საშუალებების მიზანმიმართული გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს ხასიათის ახალი თვისებების გამომუშავება, რომელიც გამოადგებათ მთელი სიცოცხლის მანძილზე.
აუცილებელია, მასწავლებელი ყოველთვის იყოს მზად განსაჯოს წინააღმდეგობები და კონფლიქტები. ხაზი გაუსვით აზრს იმის შესახებ, რომ ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. სასარგებლო იქნებოდა, თუ ბავშვები იფიქრებდნენ რომელიმე პრობლემის შესახებ, იმისათვის, რომ მოძებნონ გადაჭრის გზები. ქვემოთ მოყვანილია პრობლემების გადაჭრისადმი შედარებით სისტემატური მიდგომის რამდენიმე ფორმა:
1. განსაზღვრეთ პრობლემა და აღიარეთ მისი არსებობა. თქვენით არაფერი გააკეთოთ, თხოვეთ ბავშვებს, რომლებსაც ეს შეეხებათ, ერთად განიხილონ თავიანთი ქცევა.
2. აღწერეთ ის, რაც მოხდა. შეეკითხეთ მონაწილე ბავშვებს და თვითმხილველებისგან ვინმეს მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდა. მიეცით ყველას შესაძლებლობა გამოთქვან აზრი რიგრიგობით, შეუწყვეტლად. იქ, სადაც ეს საჭირო იქნება, შეიძლება ბავშვის წახალისება, მასზე მოფერებით ან მოხვევით -ამას ასევე შეუძლია შეამსუბუქოს ბოღმის ან ბრალის გრძნობა. მაგრამ მნიშვნელოვანია ყოველთვის ნეიტრალურად დარჩენა.
3. მოიფიქრეთ რიგი გადაწყვეტილებები. ჰკითხეთ უშუალო მონაწილეებს, როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა. თუ ბავშვები ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას, მასწავლებლებს შეუძლიათ შესთავაზონ რამდენიმე გადაწყვეტილება.
4. დაასაბუთეთ ეს გადაწყვეტილებები. მიუთითეთ, რომ შეიძლება არსებობდეს ერთზე მეტი სამართლიანი გადაწყვეტილება. წაახალისეთ ბავშვები ამ გადაწყვეტილებათა ფიზიკური და ემოციური შედეგების მოსაფიქრებლად და შეახსენეთ წარსული ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
5. შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა. მოძებნეთ საერთო თანხმობა შეთავაზებული გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთზე.
6. შეასრულეთ ეს გადაწყვეტილება.
დისკრიმინაციული ქცევის შემთხვევაში გამოსავლის პოვნა არ არის ადვილი. როგორც შეურაცხყოფილ, ისე შეურაცხმყოფელ ბავშვს არ გააჩნიათ ნათელი წარმოდგენა დისკრიმინაციის შესახებ. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მასწავლებლის მოქმედებები. რეკომენდირებულია, რომ მასწავლებლებმა უპირველეს ყოვლისა მტკიცედ დაგმონ რასისტული ქცევა და ნათლად გააგებინონ, რომ ის სრულიად მიუღებელია. მათ ასევე შეუძლიათ გამოხატონ აშკარა მხარდაჭერა ბავშვზე, რომელიც შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ამასთან ბოღმის, შიშისა და ჩარევისათვის მისი კრიტიკის გარეშე, მაგრამ სიმტკიცისა და გაგების გამოვლენით იმ ბავშვთან მიმართებაში, რომელმაც ჩაიდინა რასისტული ქმედება. საჭიროა მასწავლებლები დაეხმარონ ბავშვებს, რომლებიც აღმოჩნდნენ მსხვერპლი, იმის გაგებაში, რომ ნეგატიური რეაქცია მათ გარეგნობაზე, ენაზე ან რასაზე გამოწვეულია რასისტული დამოკიდებულებით. ასეთი შემთხვევების განხილვა საჭიროა ასევე მშობლებთან, სხვა მასწავლებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად.
ზემოაღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას არა მარტო სასკოლო დონეზე, არამედ კრიტიკულ სიტუაციებში სკოლის გარეთაც. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქცევის მიმართ. შესაძლებლობის მიხედვით, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში საჭიროა ბავშვების ყურადღების მიქცევა კლასში არსებულ ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე, რაც დაეხმარებათ მათ გააცნობიერონ და დადებითად აღიქვან იგი. საჭიროა გვახსოვდეს, რომ წინასწარ უარყოფითად განწყობილი დამოკიდებულება რასობრივი ან სქესობრივი ნიშნით ბავშვებში ჩვეულებრივ ვლინდება ძალზე ადრეულ ასაკში, და ამიტომ შეიძლება მისი გამოსწორება.
ასევე საჭიროა ყურადღება მიექცეს იმას, რომ წავახალისოთ კლასი იზრუნონ ყველა იმ ბავშვზე, რომლებსაც აქვთ რაიმე ფიზიკური ნაკლი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალურობა.
1. ვინ ვარ მე და როგორი ვარ მე?
ა) წიგნი - ,,ვინ ვარ მე“
ბავშვები იწყებენ წიგნის შექმნას საკუთარი თავის შესახებ, გარეკანზე ავტოპორტრეტით. ამ წიგნში შეიძლება შეგროვდეს მათი ნახატები, მოთხრობები და ლექსები. იმის გამო, რომ ბავშვები სწავლობენ წერას, მათ ასევე შეუძლიათ შეიტანონ შიგ ცნობები და კითხვები მათ შესახებ, და ასევე მათზე პასუხები. თუ საშუალებები შეზღუდულია, მაშინ შეიძლება ერთი წიგნის შემოღება მთელი კლასისათვის, რომელშიც თითოეულ ბავშვს გამოეყოფა ერთი ან ორი გვერდი.
ბ) მრგვალი მაგიდა
ბავშვები სხდებიან წრეზე, რომელშიც ჩართულია მასწავლებელი და ვინმე სტუმარი. მასწავლებელი ამბობს შემდეგ ფრაზებს:
ყველაზე მეტად საკუთარ თავში მე მომწონს...
მე მინდა ვიყო...
ჩემი საყვარელი თამაში...
მე ვფიქრობ, რომ ჩემი სახელი ნიშნავს...
მე მინდა გავიგო... ...შესახებ
მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა...
მე ვგრძნობ მოწყენილობას, როცა...
მე მინდა გავხდე უფრო...
ოდესმე მე ვიმედოვნებ...
ყოველ ფრაზას ბავშვები ამატებენ რიგ-რიგობით. ყოველ მათგანს ეძლევა ერთიდაიგივე დრო; ძალზე მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ყველას ბოლომდე (ამიტომ სიტყვის გაწყვეტინება აკრძალულია). ბავშვებს შეუძლიათ ,,გაუშვან” თავისი რიგი, თუ მოისურვებენ; ყოველი მათგანი რჩება თავის ადგილზე ბოლომდე. შემდეგ შეიძლება პასუხების შეტანა წიგნში (წიგნებში) ,,ვინ ვარ მე.”
გ) სიცოცხლის ძაფი
ყოველი ბავშვი შლის ძაფს. ის განასახიერებს თავის თავში მის ცხოვრებას. შემდეგ ბავშვები ამაგრებენ მასზე ნახატებსა და მოთხრობებს, რომლებშიც დაწვრილებითაა გადმოცემული ის მნიშვნელოვანი ამბები, რაც გადახდათ მათ ცხოვრებაში. ამის გაკეთება შეიძლება ქრონოლოგიური წესით ან ნებისმიერი სხვა წესით, რომლითაც მოისურვებენ ბავშვები. ძაფი შეიძლება ასევე გაგრძელდეს მომავალ დროშიც.
დ) ჩემი სილუეტი კედელზე
გააკეთეთ თითოეული ბავშვის სილუეტი ქაღალდის დიდ ფურცელზე (უკეთესია მწოლიარე მდგომარეობაში). თითოეულმა მონაწილემ უნდა აღწეროს თავისი პიროვნული და ფიზიკური თვისებები (სახელი, სიმაღლე, წონა, რაც ბავშვს ყველაზე მეტად უნდა ისწავლოს ან აკეთოს სკოლაში) ეტიკეტზე, რომელიც შემდეგ ემაგრება ქაღალდს. მიამაგრეთ ქაღალდის ეს ფურცლები კლასის კედლებს - ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა მოსწავლეს უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, და ასევე უფრო მეტი გაიგონ საკუთარ თავზეც.
ე) მე და ჩემი გრძნობები
საშუალება მიეცით ბავშვებს იმსჯელონ, წრეში ჩადგომით ან როლების განაწილებით თამაშის მიმდინარეობისას შემდეგ საკითხებზე:
სმენა მე მეხმარება...
მხედველობა მე მეხმარება...
ყნოსვა მე მეხმარება...
შეხება მე მეხმარება...
საკვების გემოს გასინჯვით, მე შემიძლია...
გადააკეთეთ საკითხები, სადაც ეს საჭიროა - შეუწყვეთ ისინი ნაკლის მქონე ბავშვების მოთხოვნებს (მაგალითად, ,,ვერ ვხედავ (კარგად? სრულიად?), მაგრამ მაინც ეს მე ვარ, და მე შემიძლია...”). დაე ყველა ბავშვმა მოიფიქროს რაიმე საშუალება იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს ყნოსვა და შეხების გრძნობა. დაე მათ აღწერონ, დახატონ და გამოხატონ ეს სცენაზე.
ვ) სურვილების ჩაფიქრება
დასვით მოსწავლეები წრეზე. უთხარით, რომ ეს არის სურვილების ჩაფიქრების წრე. შესთავაზეთ, რომ ყოველმა ბავშვმა რიგრიგობით ჩაიფიქრონ შემდეგი სურვილები (ამის გაკეთება შეიძლება აგრეთვე პატარა ჯგუფებად ან წყვილებად):
მე რომ შემეძლოს ვიყო რომელიმე ცხოველი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ფრინველი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო მწერი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ყვავილი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ხე, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ავეჯის ერთ-ერთი ნაწილი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო მუსიკალური ინსტრუმენტი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ავტომობილი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ქუჩა, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო სახელმწიფო, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ ვიყო სხვა ქვეყანა, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო თამაში, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო ფირფიტა, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო სატელევიზიო გადაცემა, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო კინოფილმი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო საკვები, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვიყო რომელიმე ფერი, მაშინ მე - - - იმიტომ, რომ...
2. როგორი ურთიერთობა მაქვს მე სხვა ადამიანებთან
ა) ჩემი თოჯინების ოჯახი
ყველა ბავშვი ქმნის თოჯინებისგან ოჯახს, თოჯინებიდან ერთ-ერთი თვითონაა. თოჯინები შეიძლება იყოს ძალიან უბრალო. მაგალითად, მათი გაკეთება შეიძლება შეღებილი და ჯოხზე მიმაგრებული მუყაოს ნაჭრებისაგან, ან თიხისაგან. ფიგურებს ეძლევა სახელები, და ხდება მათი ურთიერთობის აღწერა და ახსნა. შემდეგ თითოეულმა ბავშვმა უნდა მოიფიქროს რაიმე წეს-ჩვეულება (მაგალითად, ქორწილი) ან დღესასწაული, რომელსაც უჩვენებენ სხვა მონაწილეებს. შესაძლებელია თოჯინების ოჯახის გაფართოება, მასში მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანების ჩართვით. ბავშვებს შეუძლიათ გაითამაშონ სცენები იმის შესახებ, რასაც ისინი ჩვეულებრივ აკეთებენ ამ ადამიანებთან იმისათვის, რომ შეკრიბონ ისინი ერთად. გააფართოვეთ საქმიანობის ეს სახე ისე, რომ მასში ჩაერთოს ადამიანები მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან.
ბ) წარმოდგენილი მეგობარი
ბავშვები თვალდახუჭული დასხდნენ ან დაწვნენ და დამშვიდდნენ. უთხარით, რომ ღრმად ჩაისუნთქონ, ხოლო შემდეგ ნელა ამოისუნთქონ. გაიმეორეთ იგივე ორჯერ. შემდეგ უთხარით, რომ თავი წარმოიდგინონ რომელიმე განსაკუთრებულ ადგილას, ნებისმიერ ადგილას - სადმე მსოფლიოში (თუნდაც თვით კოსმოსში). უთხარით, რომ ისინი სეირნობენ ამ ადგილას, - თავიანთ წარმოდგენაში - გრძნობენ, ესმით და ხედავენ რაც იქ ხდება. შეიყვანეთ ისინი სახლში, შენობაში, რომელიც მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ. იქ უნდა იპოვონ განსაკუთრებული ოთახი. ოთახს ერთ-ერთ კედელზე აქვს მოძრავი კარი, რომელიც იღება ზემოთ აწევით. კარი ნელა იწევა, და ჩნდება განსაკუთრებული მეგობარი, რომელსაც ისინი ადრე არასდროს შეხვედრიან - ჯერ მისი ფეხები და, ბოლოს, მისი სახე. ეს მეგობარი შეიძლება იყოს მოხუცი ან ახალგაზრდა - როგორიც გნებავთ. ეს მეგობარი ყოველთვის იქაა და ყოველთვის, როდესაც ბავშვს ვინმე სჭირდება, რომ დაელაპარაკოს, ვინმეს მიმართოს, მას შეუძლია ისევ მასთან მივიდეს, თუკი მოისურვებს. დახურეთ კარი, წადით ამ სახლიდან და დაბრუნდით კლასში. წაახალისეთ ბავშვები ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები იმის შესახებ, რაც მათ წარმოიდგინეს - [წრიულ] საუბარში, წყვილებად ან ჯგუფებად.
გ) წერილები და მეგობრები
ორგანიზება გაუკეთეთ სხვა სკოლის ან სხვა ქვეყნის კლასთან მიმოწერას, კლასისაგან ლექსების ან საჩუქრების გაგზავნით. მოგვიანებით ამან შეიძლება მიგიყვანოთ ერთდღიან მოგზაურობამდე, თუკი მანძილი იძლევა საშუალებას, რათა მოგეცეთ შესაძლებლობა გაეცნოთ ბავშვებს სხვა რაიონიდან. დაათვალიერეთ მეგობრების სკოლა მიმოწერის მიხედვით: როგორია ის სიდიდით? რა თამაშებს თამაშობენ იქ? რას აკეთებენ მშობლები? რა განსხვავება და რა მსგავსებაა?
დ) მეგობარი
მასწავლებლებმა უნდა ეცადონ ისე გააკეთონ, რომ მათ მოსწავლეებს ჰყავდეთ მეგობრები უფროსი კლასიდან. აუცილებელია საქმიანობის ორგანიზება ისე, რომ წაახალისოთ ბავშვები დახმარება ეძებონ მეგობართან, თუ მათ წარმოეშვათ პრობლემები. საჭიროა უფროსი მეგობრის დაინტერესების საშუალების გამოძებნა მის უმცროს მეგობარზე, თამაშში ჩაბმით და დახმარების გაწევით.
ე) ისევ წრიული საუბარი
დასვით შემდეგი კითხვები:
ყველაზე უფრო მეგობრებში მე მომწონს...
თანამშრომლობა და სხვებზე დახმარება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ...
მე რომ შემეძლოს ვასწავლო ყველას მსოფლიოში ერთი საგანი, ეს იქნებოდა...
მე განვსხვავდები სხვებისაგან იმიტომ, რომ...
მე - ისეთივე ვარ, როგორიც სხვები იმიტომ, რომ...
ვ) ,,მთვარის ადამიანები”
ისაუბრეთ ,,მთვარის ადამიანების” შესახებ. როგორ ატარებენ ,,მთვარის ადამიანები” ,,მთვარის შარვალს” (,,მთვარის მოსასხამს” და ა.შ.), როგორი ,,მთვარის შინაური ცხოველები” ჰყავთ და ა.შ. ბავშვები დაწვრილებით განსაზღვრავენ მსგავსებებს და ჩვეულებრივ ამას აკეთებენ სიამოვნებით. ეს პროცესი შეიძლება გაკეთდეს მეტი დამაჯერებლობით და ბევრ საშუალებასთან მეტი დაახლოებით: სცენების გათამაშებით და ნაკეთობების ან კიდევ რაღაც მსგავსის დამზადებით. გადაიტანეთ სიტუაცია დედამიწაზე, ,,დედამიწის ადამიანებთან”, ,,ზღვის ადამიანებთან”, ,,ზეციური ადამიანებთან” დაკავშირებით ყველაფრის გამეორებით. შემდეგ ეს გააკეთეთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხის მიმართ.
ზ) ,,სარეცხი მანქანა”
დააყენეთ ბავშვები ორ პარალელურ რიგში მცირე ინტერვალით ერთმანეთის პირისპირ. ერთმა ბავშვმა გაიაროს ამ რიგებს შორის ერთი ბოლოდან (სამრეცხაოს გავლით). ყველამ, სადაც ეს დასაშვებია ადგილობრივი კულტურის პირობებში, მეგობრულად ხელი დაარტყას მას ზურგზე ან ჩამოართვას ხელი ქების, სიმპატიისა და წამახალისებელი სიტყვების წარმოთქმასთან ერთად. ამის შედეგად ასეთი ,,სამრეცხაოდან” გამოდის ბედნიერი, გაბრწყინებული სახის მქონე პიროვნება. შემდეგ ის უერთდება რიგს და ეს პროცედურა შემდეგ ისევ მეორდება (ყოველდღიურად ერთი ან ორი ადამიანის გატარება ასეთ ,,მანქანაში” უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს, ვიდრე ყველა ადამიანის ერთდროულად).
კლასში კარგი კლიმატის არსებობა, მონაწილეობის და თანამშრომლობის აუცილებლობა ძნელია გადაფასდეს. ბავშვების წინადადებები და შეფასებები ასევე ძალზე სასარგებლოა კლასში უკეთესი გარემოს შექმნისათვის. მიიღეთ მათი დახმარება და მოახდინეთ აუცილებელი ცვლილებები.
ნდობა
შემდეგი სახის სამუშაოები შეიძლება გამოყენებული იქნას ყოველ ასაკობრივ ჯგუფთან. ისინი მოსწავლეთა უმრავლესობას შორის დაამკვიდრებს არაჩვეულებრივ დამოკიდებულებას. დავალების შესასრულებლად აუცილებელია ნდობა და ჯგუფის მზადყოფნა ითანამშრომლონ და იმუშაონ ერთად.
ნდობა იწყება მასწავლებელი მოსწავლის ურთიერთობიდან. იმისათვის, რომ მოსწავლემ იგრძნოს თავი თავისუფლად, საჭიროა:
- მოსწავლეებს გავაგებინოთ, რომ მასწავლებელი ისეთივე ადამიანია, როგორც ისინი;
- დაწვრილებით ავუხსნათ სამუშაოს ყოველი სახე;
- ავუხსნათ უცნობი სიტყვები და ცნებები;
- მივაწოდოთ ინფორმაცია (არა მარტო სამუშაოს კონკრეტული სახის, არამედ მომიჯნავე პრობლემების შესახებაც, რომელიც მოსწავლეთა ცხოვრებას უკავშირდება).
მასწავლებელმა იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ყოველდღიურად უნდა დაუთმოს რამდენიმე წუთი კლასთან ერთად გაზეთებიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან ან ადგილობრივი ცნობებიდან ახალი ამბების განხილვას. ეს მისცემს მეტ შესაძლებლობას შეხედოს ადამიანის უფლებათა პრობლემას მარტივად და ნაკლებ ფორმალურად. ეს თავის მხრივ შეიძლება იქცეს განათლების თავისებურ სახედ.
ბრმა ნდობა
დაყავით კლასი წყვილებად. ერთ-ერთმა მოსწავლემ აუხვიოს თვალები მეორეს. იგი რომელსაც თვალები არ აქვს ახვეული უყურებს ,,ბრმას” რამდენიმე წუთის განმავლობაში. დააკვირდით, რომ წამყვანმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები წაიყვანოს თვალახვეული რადგანაც ჩანაფიქრიც იმაში მდგომარეობს, რომ გამოვიმუშაოთ ნდობა და არა გავაქროთ იგი. წამყვანმა უნდა მისცეს ,,ბრმას”, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ შეეხოს საგნებს ხელებით ან ფეხებით, წაიყვანოს ხმის მიმართულებით ან ჩართოს რაღაც თამაშში.
რამდენიმე წუთის შემდეგ მონაწილეები შეცვლიან როლებს და გაიმეორებენ იგივეს.
როგორც კი თამაშის ეს სახეობა დამთავრდება მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა ილაპარაკონ იმაზე თუ რას აკეთებდნენ ისინი. იმსჯელეთ იმაზე რას გრძნობდნენ ბრმა პარტნიორის როლში, აგრეთვე მათი გრძნობები ,,წამყვანის” როლში.
ამის შედეგად, შეიძლება გაიგოთ არა მარტო იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ცხოვრება ბრმა ან ყრუ ადამიანისათვის, არამედ მოგეცემათ საშუალება იმსჯელოთ ნდობაზე საერთო ჯამში. ამან, თავის მხრივ შესაძლოა მიგიყვანოთ საერთაშორისო ურთიერთშეთანხმების პრობლემებზე მსჯელობამდე.
კლასში გამოსაყენებელი რამდენიმე წესის გამომუშავება
რამდენადაც შემდეგი სახის საქმიანობა დიდ გავლენას ახდენს კლასში საერთო ატმოსფეროზე, ამდენად იგი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მასწავლებლის სურვილის ნათელი გამომჟღავნება, ჩააბას მოსწავლეები კლასის მართვაში და განამტკიცოს პირადი ნდობა მოსწავლეებისადმი. ეს ასევე აიძულებს მოსწავლეებს იფიქროს იმაზე, რომელი წესებია სასურველი და რომელი შესაძლებელია კლასში, როგორ შეიძლება შესრულდეს ისინი, ასევე როგორია მასწავლებლის როლი ხელმძღვანელობაში, რომ დაიცვას ისინი ზედმეტი ჩარევებისაგან.
პრაქტიკულად ეს შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ხერხებით: პრობლემების კოლექტიური განხილვითა და გადაწყვეტილებათა პროექტების სრულიად თავისუფალი წამოყენების გზით. მცირე ჯგუფებით, რომლებიც თავიანთ დასკვნებს შემდეგ წარუდგენენ მთელი კლასის საერთო შეკრებაზე; ან ინდივიდუალური დავალებების სახით, რომლებსაც მასწავლებელი შემდეგ მთელ კლასს წარუდგენს.
რა მეთოდიც არ უნდა იქნას გამოყენებული, აუცილებელია მათი განხორციელება უფლებებთან და მოვალეობებთან კავშირში. განსაზღვრეთ ის თუ რას ცვლიან მოსწავლეები და კითხეთ მათ იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ თითოეული უფლება პრაქტიკაში განხორციელებული იქნეს. (მაგალითად ,,ყველამ უნდა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ ამ ოთახში - ამიტომ არავინ არ უნდა იჩხუბოს ან აწყენინოს ვინმეს”).
კარგი იქნებოდა დაგეწყოთ იქიდან, რომ გეკითხათ მოსწავლეთათვის რა ,,სურთ” მათ. (ამ სურვილების სია საკმაოდ გრძელი შეიძლება გამოდგეს) სთხოვეთ მათ ამ სიიდან ამოირჩიონ ის, რაც მათი აზრით ყველაზე უფრო აუცილებელია. ისინი უნდა მივიდნენ შედარებით მოკლე და ზუსტ ჩამონათვალამდე. დასასრულს კი სთხოვეთ ამოირჩიონ მათი ,,მოთხოვნილებებიდან” ის რაზეც მათ, როგორც საზოგადოების წევრებს გააჩნიათ მოლოდინის ,,უფლება”. კითხეთ მათ თუ რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი. ასეთი მსჯელობა გამოავლენს მოსწავლის წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რას თვლის ის მართლად და რას არა.
ძირითად წესებზე შეთანხმების შემდეგ საჭიროა ამ წესების კლასში გაკვრა.
პრობლემები შესაძლოა შეიქმნას ორ შემთხვევაში: შესაძლოა თვითონ მოსწავლემ ან მასწავლებელმა დაარღვიოს წესი, და/ან შესაძლოა ეს წესები არ დაემთხვეს სხვა მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის წესებს. პირველ შემთხვევაში იქმნება ამ წესების ხელახალი განხილვის აუცილებლობა. ეს გამოიწვევს აუცილებლობას კარგად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა და რატომ მოხდა. საერთო შეთანხმების გზით მიღებული წესრიგის დაცვა ყოველთვის ძნელია. ასეთი შეთანხმების მიღწევის პროცესი მოითხოვს კომპრომისებსა და დეტალურ განხილვას. ამ პროცესში არსებობს აღმზრდელობითი ელემენტი. მეორე შემთხვევაში კი იქმნება აუცილებლობა იმისა, რომ მთელმა სკოლამ მიიღოს ყველა თუ არა ზოგიერთი წესი მაინც.
მოსწავლეების მიერ ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება
მას შემდეგ, რაც ურთიერთშეთანხმებულია კლასში გამოსაყენებელი წესები, შესაძლებელია მსგავს საკითხებზე გლობალურად მსჯელობა.
ა) დაგეგმვა მსოფლიო საზოგადოებისათვის
სთხოვეთ კლასს, (როგორც ეს აღწერილია პირველ თავში) წარმოადგინონ თითქოს მათ დაავალეს შეიმუშაონ და დაადგინონ წესები მთელი მსოფლიოსათვის. გეგმის შედგენით დაკავებულთ არ ეცოდინებათ, ვინ გახდებიან ისინი, როდესაც შეუერთდებიან ამ საზოგადოებას, რომლისთვისაც ადგენენ წესებს: მამაკაცები თუ ქალები, მდიდრები თუ ღარიბები, ახალგაზრდები თუ მოხუცები. არ ეცოდინებათ რომელ რასაში შევლენ, რომელ ეთნიკურ ჯგუფში, რომელ კულტურასა და რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან.
ეს შეიძლება გაკეთდეს მთელი კლასით, პატარა ჯგუფებით ან ცალკეული მოსწავლეების მეშვეობით, რომლებიც შემდეგ მოგახსენებენ შესრულებული დავალების თაობაზე. ზემოთ მითითებული დაკვირვებები ,,სურვილებიდან - მოთხოვნილებამდე”, ,,უფლებებიდან - ვალდებულებებამდე” დაგეხმარებათ ადამიანის უფლებათა მინიმალური ნორმების განსაზღვრაში.
ბ) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ზემოაღნიშნული საქმიანობის შედეგი შეიძლება შედარებული იქნას, გაეროს 1948 წელს მიღებულ საყოველთაო დეკლარაციის ტექსტთან. ამგვარი მიდგომის მაგალითი მოცემულია ქვემოთ ნამდვილ ტექსტთან მისი შედარებით მარტივი ენით გადმოცემული ტექსტის პარალელური მოყვანით, ისე რომ მოსწავლეებმა შეძლონ გაეცნონ იმას თუ რა იყო დაწერილი მთელი თაობების უკან, ვინ ცდილობდა შეექმნა ასეთი სახის საყოველთაო და კონკრეტული ჩამონათვალი.
მარტივი ვარიანტი
მუხლი 1
როდესაც ბავშვები იბადებიან, ისინი თავისუფლები არიან, და ყოველ მათგანს უნდა მოეპყრონ ერთნაირად. მათ გააჩნიათ გონება და სინდისი და მეგობრულ დამოკიდებულებაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან.
მუხლი 2
ყველას შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია შემდეგ უფლებებზე, მიუხედავად
- განსხვავებული სქესისა;
- განსხვავებული კანის ფერისა;
- განსხვავებული ენისა, რომლითაც ის ლაპარაკობს;
- განსხვავებული აზრისა;
- რელიგიური რწმენისა;
- ბევრის ან ცოტას ფლობისა;
- სხვა სოციალურ ჯგუფში დაბადებისა;
- სხვა ქვეყნიდან წარმომავლობისა.
არ აქვს მნიშვნელობა ასევე იმ ფაქტს, არის თქვენი ქვეყანა თავისუფალი თუ არა.
მუხლი 3
თქვენ გაქვთ უფლება იცოცხლოთ, და იცხოვროთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების პირობებში.
მუხლი 4
არავის არა აქვს უფლება მოგექცეთ თქვენ, როგორც მონას და თქვენც არ უნდა აქციოთ ვინმე მონად.
მუხლი 5
არავის არა აქვს თქვენი წამების უფლება.
მუხლი 6
თქვენ, როგორც ყველა დანარჩენი, თანაბრად უნდა იყოთ დაცული კანონის მიერ ყველგან.
მუხლი 7
კანონი - ერთია ყველასათვის; ის გამოყენებული უნდა იქნას ყველას მიმართ ერთნაირად.
მუხლი 8
თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა მიმართოთ იურიდიული დახმარებისათვის, როდესაც უფლებებს, რომელსაც განიჭებთ თქვენი ქვეყანა, არ ექცევიან პატივისცემით.
მუხლი 9
არავის არა აქვს უფლება მოგათავსონ ციხეში, ჰყავდეთ იქ ან გაგასახლონ თქვენი ქვეყნიდან უსამართლოდ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
მუხლი 10
თუ თქვენ უნდა გაგასამართლონ, მაშინ ეს უნდა მოხდეს საჯაროდ. ადამიანებმა, რომლებიც გასამართლებენ თქვენ, არ უნდა მისცენ თავს უფლება იმყოფებოდნენ სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ.
მუხლი 11
უდანაშაულოდ უნდა გთვლიდნენ მანამ, სანამ თქვენი დანაშაული არ იქნება დამტკიცებული. თუ თქვენ ბრალს გდებენ დანაშაულში, თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ დაცვის უფლება. არავის არა აქვს უფლება გაგკიცხოთ ან დაგსაჯოთ იმისათვის, რაც არ ჩაგიდენიათ.
მუხლი 12
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დამცველი, თუ ვინმე ცდილობს თქვენი კეთილი სახელის ხელყოფას, თქვენს სახლში შემოსვლას, თქვენი წერილების გახსნას ან თქვენი ან თქვენი ოჯახის უმიზეზოდ შეწუხებას.
მუხლი 13
თქვენ გაქვთ უფლება თავისუფლად გადაადგილდეთ თქვენი ქვეყნის შიგნით. გაქვთ უფლება წახვიდეთ თქვენი ქვეყნიდან და გაემგზავროთ სხვა ქვეყანაში; და თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაში, სურვილისამებრ.
მუხლი 14
თუ ვინმე გჩაგრავთ და შეურაცხყოფას გაყენებთ, უფლება გაქვთ წახვიდეთ სხვა ქვეყანაში და იქ ითხოვოთ დაცვა.
თქვენ კარგავთ ამ უფლებას, თუ თქვენ ვინმე მოკალით და თუ თქვენ თვითონ არ სცემთ პატივს იმას, რაც აქ არის დაწერილი.
მუხლი 15
თქვენ გაქვთ უფლება ეკუთვნოდეთ რომელიმე ქვეყანას, და არავის არ შეუძლია საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელი შეგიშალოთ თქვენ ეკუთვნოდეთ სხვა ქვეყანას, თუ თქვენ ამას მოისურვებთ.
მუხლი 16
სრულწლოვანების მიღწევისას ადამიანს გააჩნია ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება. შესაბამისად, არც თქვენი კანის ფერი, არც თქვენი წარმოშობის ქვეყანა, არც თქვენი რელიგია არ უნდა გახდეს დაბრკოლება. მამაკაცებსა და ქალებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები, როდესაც ისინი ქორწინდებიან და ასევე, როდესაც შორდებიან.
არავის არ აქვს უფლება ადამიანს აიძულოს ქორწინება.
თქვენი ქვეყნის მთავრობამ უნდა დაიცვას თქვენი ოჯახი და მისი წევრები.
მუხლი 17
თქვენ გაქვთ უფლება ფლობდეთ ნივთებს, და არავის არ გააჩნია უფლება მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე ჩამოგართვათ ისინი.
მუხლი 18
თქვენ გაგაჩნიათ უფლება თავისუფლად აღიაროთ ნებისმიერი რელიგია, შეიცვალოთ იგი და შეასრულოთ მისი წესები დამოუკიდებლად ან სხვა ადამიანებთან ერთად
მუხლი 19
თქვენ გაქვთ უფლება იფიქროთ, რაც გსურთ, თქვათ, რაც გსურთ, და არავინ არ უნდა აგიკრძალოთ ამის გაკეთება.
თქვენ უნდა გაგაჩნდეთ თქვენი აზრების გაზიარების შესაძლებლობა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ადამიანებისათვის.
მუხლი 20
თქვენ გაქვთ უფლება ორგანიზება გაუკეთოთ მშვიდობიან შეკრებებს ან მონაწილეობა მიიღოთ შეკრებებში მშვიდობიანი გზით. არასწორია ვინმეს იძულება ეკუთვნოდეს რომელიმე ჯგუფს.
მუხლი 21
თქვენ გაქვთ უფლება მონაწილეობა მიიღოთ თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თვითონვე მონაწილეობდეთ მმართველობაში, ან სხვა პოლიტიკური მოღვაწეების არჩევის გზით, რომლებიც იზიარებენ იგივე იდეებს, რასაც თქვენ. მთავრობა ირჩევა რეგულარულად და კენჭისყრა უნდა იყოს ფარული. თქვენ უნდა გქონდეთ ხმის უფლება, და ყველა ხმა უნდა იყოს თანაბარი. ასევე თქვენ გაქვთ უფლება, ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვას, შეხვიდეთ სახელმწიფო სამსახურში.
მუხლი 22
საზოგადოება, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, მაქსიმალურად უნდა დაგეხმაროთ, რათა განვითარდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა მისი უპირატესობა (კულტურა, სამუშაო, სოციალური უზრუნველყოფა), რომლებიც გეძლევათ თქვენ და ყველა მამაკაცს და ქალს თქვენს ქვეყანაში.
მუხლი 23
თქვენ გაქვთ მუშაობის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, ხელფასის მიღების უფლება, რომელიც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას იცხოვროთ და არჩინოთ ოჯახი. თუ მამაკაცი და ქალი აკეთებს ერთგვარ სამუშაოს, მათ უნდა მიიღონ თანაბარი ხელფასი. ყველას, ვინც მუშაობს, უფლება აქვთ გაერთიანდნენ თავიანთი ინტერესებისათვის.
მუხლი 24
სამუშაო დღე არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, რადგან ყველას აქვს დასვენების უფლება და უნდა გააჩნდეს პერიოდული ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
მუხლი 25
თქვენ გაგაჩნიათ უფლება გქონდეთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, იმისათვის რათა თქვენ და თქვენი ოჯახი არ ავადმყოფობდეთ, არ შიმშილობდეთ, გქონდეთ ტანსაცმელი და საცხოვრებელი და ასევე უფლება რომ გეხმარებოდნენ, როდესაც თქვენ არ მუშაობთ, ავად ხართ ან მოხუცი ხართ, ან თუ გარდაიცვალა თქვენი მეუღლე, ან თუ თქვენ ვერ შოულობთ სარჩენ ფულს თქვენგან დამოუკიდებელი რაიმე სხვა მიზეზით.
ქალი, რომელიც ელოდება ბავშვს, და მისი ბავშვი უნდა ღებულობდეს განსაკუთრებულ დახმარებას. ყველა ბავშვს გააჩნია თანაბარი უფლება, იმისგან დამოუკიდებლად, გათხოვილია ბავშვის დედა თუ არა.
მუხლი 26
თქვენ გაქვთ უფლება იაროთ სკოლაში, ყველა უნდა დადიოდეს სკოლაში. დაწყებითი განათლება უნდა იყოს უფასო. თქვენ უნდა გაგაჩნდეთ შესაძლებლობა მიიღოთ პროფესია ან ისწავლოთ იმდენი, რამდენსაც მოისურვებთ. სკოლაში თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება განავითაროთ ყველა თქვენი უნარი, და თქვენ უნდა გასწავლონ სხვებთან შეგუება მათი რასის, რელიგიისა და წარმოშობის ქვეყნისაგან დამოუკიდებლად. თქვენს მშობლებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ და რა უნდა გასწავლონ სკოლაში.
მუხლი 27
თქვენ გაქვთ უფლება მონაწილეობდეთ თქვენი საზოგადოების ცხოვრებაში, რაც შეეხება ხელოვნებასა და მეცნიერებას, და მიიღოთ ამისგან სარგებელი. თქვენი მხატვრული, მწერლობის ან მეცნიერული ნაშრომები დაცული უნდა იყოს, და უნდა გქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლოთ თქვენი შრომის შედეგებით.
მუხლი 28
იმისათვის, რომ პატივი სცენ თქვენს უფლებებს, უნდა არსებობდეს მათი დამცავი ,,წესრიგი”. ეს ,,წესრიგი” უნდა არსებობდეს იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მთელ მსოფლიოში.
მუხლი 29
თქვენ გაგაჩნიათ მოვალეობანი საზოგადოების წინაშე და მხოლოდ ასეთი პირობით არის შესაძლებელი თქვენი პიროვნების სრული განვითარება. კანონი უნდა იძლეოდეს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას. მან უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულმა პატივი სცეს სხვებს და რომ სხვებმა პატივი სცეს მას.
მუხლი 30
მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში არც ერთმა საზოგადოებამ, არც ერთმა ადამიანმა არ უნდა დაუშვას მოქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებენ ზემოჩამოთვლილ უფლებებს.
ორიგინალი
მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მომადლებული აქვთ გონება, სინდისი და ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ.
მუხლი 2
წინამდებარე დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე.
უფრო მეტიც, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც
ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა ეს ტერიტორია დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდულია თავის სუვერენიტეტში.
მუხლი 3
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 4
არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.
მუხლი 5
არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.
მუხლი 6
ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს, უფლება აქვს ცნონ მისი სამართალსუბიექტობა.
მუხლი 7
ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 8
ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეფექტურად აღადგინოს თავისი უფლებები კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისი კონსტიტუციური თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
მუხლი 9
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაპატიმრებას, დაჭერას ან გაძევებას.
მუხლი 10
ყოველ ადამიანს, მის უფლება-მოვალეობათა და მისთვის წაყენებულ სისხლის სამართლებრივ ბრალდებათა განსაზღვრისათვის, სრული თანასწორობის საფუძველზე, უფლება აქვს, მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.
მუხლი 11
1. ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით.
2. არავის შეიძლება მსჯავრი დაედოს ისეთი მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც ჩადენის მომენტში არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. აგრეთვე დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე გამოყენებული იქნებოდა, დანაშაულის ჩადენის დროს.
მუხლი 12
არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.
მუხლი 13
1. ყოველ ადამიანს აქვს ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
მუხლი 14
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დევნის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყნებში ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.
2. ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არაპოლიტიკური დანაშაულის, ან ისეთი ქმედობის ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 15
1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.
2. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან თავისი მოქალაქეობის შეცვლის უფლება.
მუხლი 16
1. ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით შეუღლების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს.
2. ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მეუღლის თავისუფალი და სრული თანხმობის საფუძველზე.
3. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 17
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად.
2. არავის უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
მუხლი 18
ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს საკუთარი რელიგიის ან რწმენის შეცვლის, საკუთარი რელიგიის ან აღმსარებლობის, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვებთან ერთად საჯაროდ ან კერძოდ, მოძღვრების, ღვთის მსახურების და რელიგიურ ან რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულების თავისუფლებას.
მუხლი 19
ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, დაუბრკოლებლად მისდევდეს თავის მრწამსს და მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.
მუხლი 20
1. ყოველი ადამიანი სარგებლობს მშვიდობიანი შეკრებებისა და ასოციაციების თავისუფლებით.
2. არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე ასოციაციაში.
მუხლი 21
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის საჯარო სამსახურში.
3. სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველია ხალხის ნება; ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.
მუხლი 22
ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური დაცვის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგში ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.
მუხლი 23
1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
2. ყოველ ადამიანს აქვს, დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების უფლება.
3. ყოველ ადამიანს, რომელიც შრომობს, უფლება აქვს იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4. ყოველ ადამიანს უფლება აქვს შექმნას პროფესიული კავშირები და თავისი ინტერესების დასაცავად შევიდეს პროფესიულ გაერთიანებებში.
მუხლი 24
ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და პერიოდული ანაზღაურებული შვებულების ჩათვლით.
მუხლი 25
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ასევე უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
2. დედობა და ჩვილი ბავშვის ყოლა იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობის და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.
მუხლი 26
1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება უფასო უნდა იყოს სულ მცირე, დაწყებით და ზოგად დონეზე. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის მათი უნარის შესაბამისად.
2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაძლიერებისაკენ. განათლება ხელს უნდა უწყობდეს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი და რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას, მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
3. მშობლებს აქვთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის განათლების არჩევის პრიორიტეტი.
მუხლი 27
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს სამეცნიერო პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორიც ის არის.
მუხლი 28
ყოველ ადამიანს აქვს ისეთი სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.
მუხლი 29
1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.
2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მხოლოდ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა, და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 30
ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირებისათვის ისეთი უფლების მინიჭება რომელიც მათი საქმიანობის ან მოქმედებათა შედეგად გამოიწვევს ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობას.
მოსწავლეებს შეუძლიათ მოახდინონ ასეთივე შედარება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ტექსტების გამოყენებით. ამის გაკეთება შეიძლება წარმოდგენით, რომ მაგალითად, ისინი განუმარტავენ ყოველ მუხლს უმცროს მოსწავლეებს.
გ) ბავშვთა უფლებები
მოსწავლეებს, შესაძლებელია, მოესურვოთ იმის გაგება, არსებობს თუ არა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც უფრო კონკრეტულად შეეხება მათ, არა უბრალოდ როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ახალგაზრდა ადამიანებს - როგორც ბავშვებს. რისი გაკეთება (ან არგაკეთება) არასწორია ვიღაცისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ამ დროისათვის ის ,,ბავშვია”? გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა დეკლარაცია (1959 წელი) ამ მიმართებით ადგენს ზოგიერთ ძირითად ნორმას.
როგორც საყოველთაო დეკლარაციის შემთხვევაში, ქვემოთ ბავშვთა უფლებების დეკლარაციის ორიგინალის ტექსტის პარალელურად მოყვანილია უფრო უბრალო ენით გადმოცემული რეზიუმე.
მარტივი ვარიანტი
პრინციპი 1
ყოველ ბავშვს აქვს უფლება იმაზე, რაც მითითებულია ქვემოთ, მათი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი მრწამსისაგან და დაბადების ადგილისაგან დამოუკიდებლად.
პრინციპი 2
თქვენ გაქვთ უფლება გაიზარდოთ და განვითარდეთ ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი და ნორმალური, თავისუფლებისა და ღირსების დაცვის პირობებში.
პრინციპი 3
თქვენ გაქვთ სახელის უფლება და უფლება იყოთ რომელიმე ქვეყნის მოქალაქე.
პრინციპი 4
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დაცვის, კარგი კვების, საცხოვრებლისა და სამედიცინო მომსახურების უფლება.
პრინციპი 5
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ზრუნვის უფლება, თუ თქვენ გაქვთ ფიზიკური ან სხვა ნაკლი.
პრინციპი 6
თქვენ გაქვთ სიყვარულისა და გაგების უფლება უპირველეს ყოვლისა მშობლებისა და ოჯახის მხრიდან, მაგრამ მათი არყოფნისას ასევე მთავრობის მხრიდან.
პრინციპი 7
თქვენ გაქვთ უფლება იაროთ სკოლაში უფასოდ, ითამაშოთ და გქონდეთ განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, და ასევე ისწავლოთ, იყოთ პასუხისმგებელი და სასარგებლო.
თქვენს მშობლებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თქვენი განათლებისა და სწავლებისათვის.
პრინციპი 8
თქვენ გაქვთ უფლება ყოველთვის იყოთ მათ შორის, ვინც პირველი ღებულობს დახმარებას.
პრინციპი 9
თქვენ გაქვთ ყველა სასტიკი მოქმედებისა და ექსპლუატაციისაგან დაცვის უფლება, მაგალითად, თქვენ არ უნდა დაგავალდებულონ აკეთოთ სამუშაო, რომელიც ხელს უშლის თქვენს, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებას.
თქვენ არ უნდა იმუშაოთ სანამ ძალიან პატარა ასაკის ხართ და არავითარ შემთხვევაში, თუ ეს ზიანს მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას ან ხელს შეუშლის თქვენს ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებას.
პრინციპი 10
თქვენ უნდა გასწავლონ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრება, გაგებისა და მოთმინების გამოვლენა.
ო რ ი გ ი ნ ა ლ ი
პრინციპი 1
ბავშვს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება. თითოეული ბავშვი აღჭურვილია ამ უფლებებით მისი ან მისი ოჯახის წევრების კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე რაიმე განსხვავების ან დისკრიმინაციის ან რაიმე გამონაკლისის გარეშე.
პრინციპი 2
ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. საჭიროა საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი გზების მოძიება, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში.
პრინციპი 3
ბავშვი დაბადებიდანვე აღჭურვილია სახელისა და ეროვნების ქონის უფლებით.
პრინციპი 4
ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; ამ მიზნით, როგორც ბავშვი, ისე დედა უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და დაცვით როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მისი დაბადების შემდგომ პერიოდში. ბავშვს აქვს სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.
პრინციპი 5
ფიზიკურად, გონებრივად ან სოციალურად არასრულფასოვანი ბავშვი აღჭურვილია მისი მდგომარეობის შესაფერისი განსაკუთრებული მოპყრობის, განათლებისა და მზრუნველობის მიღების უფლებით.
პრინციპი 6
ბავშვი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის საჭიროებს სიყვარულსა და გაგებას. იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა იზრდებოდეს მშობლების ყურადღებისა და პასუხისმგებლობის ქვეშ და ნებისმიერ შემთხვევაში სიყვარულისა და მორალური და მატერიალური დაცვის ატმოსფეროში; მცირეწლოვანი ბავშვი, განსაკუთრებული გარემოებების გარდა, არ უნდა იქნას დედისაგან დაშორებული. საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ ოჯახისა და საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე ზრუნვა. სახელმწიფოს მხრიდან სასურველია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფინანსური და სხვაგვარი დახმარების აღმოჩენა.
პრინციპი 7
ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რომელიც დაწყებით დონეზე მაინც უფასო და სავალდებულო უნდა იყოს. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ზოგადი კულტურის დონის ამაღლებას, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში მისი უნარის, მასში დამოუკიდებელი აზროვნებისა და მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, რათა იგი აქციოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია; ეს პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.
ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმავე მიზნის განხორციელებისაკენ, რასაც ისახავს მისი განათლება; საზოგადოებამ და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ამ უფლების განხორციელებისაკენ უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა.
პრინციპი 8
ბავშვი ნებისმიერ გარემოებაში პირველი იღებს დაცვასა და დახმარებას.
პრინციპი 9
ბავშვი დაცული უნდა იყოს უგულებელყოფის, სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგან. იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ფორმის იძულებით დაქირავებულ შრომას.
არ შეიძლება ბავშვის შრომის გამოყენება, სანამ იგი შესაბამის მინიმალურ ასაკს არ მიაღწევს; არ შეიძლება ბავშვის იძულება ან მისთვის ნების დართვა დაიკავოს ადგილი ან ეწეოდეს შრომით საქმიანობას, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ან განათლებაზე უარყოფითად მოქმედებს ან ხელს უშლის მის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას.
პრინციპი 10
ბავშვი დაცული უნდა იყოს ისეთი ჩვეულებების გავლენისაგან, რომლებიც აღვივებს რასობრივ, რელიგიურ და სხვა ფორმის დისკრიმინაციას. იგი უნდა იზრდებოდეს ურთიერთგაგების, შემწყნარებლობის, ხალხთა შორის მშვიდობისა და საყოველთაო ძმობის სულისკვეთებით, სრული გაცნობიერებით, რომ მისი ენერგია და ნიჭი ეძღვნება თანამედროვეობის სამსახურს.
ზოგიერთ ქვეყანაში გათვალისწინებულია ბავშვთა უფლებების შესახებ სატელევიზიო გადაცემებიც კი. მოსწავლეებმა, შესაძლებელია, თვითონ მოინდომონ ზოგიერთი მსგავსი პროგრამის მომზადება. პატარა ჯგუფებს შეუძლიათ გააკეთონ მათი ინსცენირება თავიანთი კლასისათვის.
[იუნისეფ-ის] რეგიონალურ განყოფილებებში მოიპოვება პლაკატები და სხვა მასალები, რომლებიც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. უნდა მივმართოთ შემდეგ მისამართზე: Development Education Unit 7 Unites Nations Childrens Fund (UNICEF), Palais des Nations, CH-1211, Geneva 10, Switzerland; an 866 United Nations Plaza, 6th Floor, New York, New York 10017, United States of America.
დ) კავშირები
განხილვის დროს, რომელზეც საუბარი იყო ზემოთ, სცადეთ კლასის (ან იმ პატარა ჯგუფების, რომლებადაც თქვენ, შესაძლებელია, უკვე დაანაწილეთ იგი) დაყოფა პატარა წრეებად. ყოველ ჯგუფს მიეცით ძაფის გორგალი. მოსწავლეები ლაპარაკობენ რიგრიგობით, და როდესაც ამას აკეთებენ, მათ უნდა გადასცენ ეს გორგალი ერთმანეთს, ამავე დროს მისი დაშლით. ყველას უკიდია ხელი ამ ძაფზე, ყოველთვის, როდესაც იგი გაივლის მის ხელში.
საბოლოოდ, მთელი ჯგუფი ხდება ძაფით დაკავშირებული, რაც ნათლად უჩვენებს ურთიერთობის სქემას, რომელიც მიმდინარეობდა ამ წრის შიგნით. ამ წრის უფრო აქტიურ წევრებს ხელში ეჭირებათ უფრო მეტი ძაფი, ვიდრე სხვებს.
![]() |
4.4 თავი III. ადამიანის ძირითად უფლებათა ზოგიერთი პრობლემა |
▲ზევით დაბრუნება |
(დაწყებითი სკოლის უფროსი კლასი, საშუალო სკოლის უმცროსი და უფროსი კლასები)
ადამიანის უფლებათა კულტურის ფარგლებში მიმდინარეობს კაცობრიობისათვის პოზიტიური პრინციპების განსაზღვრის მცდელობა. აქედან გამომდინარეობს ძირითადი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პრინციპების რეალიზაციასთან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ამ პრობლემათაგანი შეიძლება აღმოჩნდეს წინააღმდეგობრივი, და ამიტომ რეკომენდირებულია, რომ მასწავლებელმა გამოიჩინოს წინდახედულება.
თუ მასწავლებელს სურს შემოიფარგლოს ერთი ან რამდენიმე პრობლემით - მაგალითად, მშვიდობა და განიარაღება, მსოფლიო განვითარება, სინდისის პატიმარი, ეროვნული უმცირესობა, ანტირასიზმი ან ანტისექსიზმი - ასეთ შემთხვევაში სასარგებლო იქნებოდა მათი მთლიანად ადამიანის უფლებათა კონტექსტში განხილვა. მაშინ მონაწილეები შეძლებენ გაიგონ, რომ, რაც მათ განიხილეს, წარმოადგენს მხოლოდ ზოგადი მიდგომის ნაწილს, რომელიც აერთიანებს ბევრ სხვა უფლებას. ზოგადი გაგება უზრუნველყოფს თვალსაწიერის სიფართოვეს, თუმცა, იმავდროულად კონკრეტული პრობლემა ასეთ მიდგომას მატებს სიღრმეს. მასწავლებლები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სფეროებში, პრაქტიკაში მუშაობენ გვერდიგვერდ იმისათვის, რომ უზრუნველყონ პრობლემის ფართო გაგება.
სიცოცხლის დაცვა - პიროვნება საზოგადოებაში
იმისათვის, რომ მისცეს კაცობრიობის, როგორც ინდივიდების ერთობლიობის შესახებ, ნათელი წარმოდგენა, მასწავლებელს შეუძლია იმუშაოს მონაწილეებთან ცნების - ადამიანური - მნიშვნელობაზე. ეს - სამუშაოს უფრო რთული სახეა, რომელიც ადრე გაკეთდა საკუთარ თავში დარწმუნებასთან და პატივისცემასთან მიმართებაში. ინდივიდები - საზოგადოებრივი არსებებია; ჩვენ ვფლობთ ინდივიდუალურობას, მაგრამ ყოველივე დანარჩენს ჩვენ ვსწავლობთ სხვა ადამიანებთან თანაცხოვრებით. ამიტომ საუბარი ინდივიდუალურობაზე - არის ამავე დროს საუბარი საზოგადოებაზეც.
ა) რას ნიშნავს ვიყოთ ,,ადამიანები”.
მოათავსეთ რომელიმე შესაფერისი საგანი (მაგალითად, გადაბრუნებული საქაღალდე) კლასის წინაშე. უთხარით, რომ ეს არის სტუმარი სხვა სამყაროდან. სტუმარს სურს გაიგოს იმ არსებების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ,,ადამიანებს”. სთხოვეთ კლასს გამოთქვან აზრები, რომლებიც დაეხმარებოდა სტუმარს განესაზღვრა ჩვენი თავი, როგორც ,,ადამიანები”.
ბ) წერილი ბოთლით
სთხოვეთ მოსწავლეებს მოიფიქრონ, რა საგნებს ჩადებდნენ კაფსულაში, რომელიც გაიგზავნება კოსმოსში და მოუთხრობს მათ კაცობრიობის შესახებ. შესთავაზეთ მონაწილეებს წარმოიდგინონ, რომ ისინი ცხოვრობენ ისეთ დროში (ათი წლის შემდეგ?), როდესაც ,,იქედან” მიღებული იქნა სიგნალი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აპირებს გაგზავნოს ინფორმაცია სპეციალური ხომალდით. მონაწილეთა ამოცანაა - ამოარჩიოს თუ რას გააგზავნის: მუსიკას, ადამიანთა ფიგურებს, ტანსაცმელს, ლიტერატურას და ა.შ. აქტიურად იმუშავეთ მთელ კლასთან, პატარა ჯგუფს ან ცალკეულ მონაწილეს მიეცით პროექტის შედგენის დავალება.
საკითხები, რომელთა გამოკვლევაც ხდება: ,,რა ვარ მე”? ,,ვინ ვარ მე”? - ღრმა შეკითხვებია. საქმიანობის ზემოთ აღნიშნული სახეები მონაწილეებს უნდა დაეხმაროს შეიცნონ საკუთარი თავი ადამიანებად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდგომში მათ შეძლონ იგრძნონ თავი კაცობრიობის ნაწილად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინაშე მთელი მისი მრავალსახეობითა და ნაირსახეობით. იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს კაცობრიობას მთლიანობაში, დაგვეხმარება გავიგოთ, რა შეიძლება იყოს არა ადამიანური.
გ) დასაწყისი და დასასრული
საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანი ძალიან რთული ფენომენია. მასწავლებლის შეხედულებისამებრ კლასს შეუძლია შეხედოს სიცოცხლის უფლებას ინდივიდის ცხოვრების დასაწყისისა და დასასრულის თვალსაზრისით.
სად იწყება სიცოცხლე?
შეიძლება კი იგი წართმეულ იქნას?
დ) ,,მარია გაუჩინარდა!”
როლების განაწილებით შემდეგი თამაშის მიმდინარეობისას მასწავლებელს მოეთხოვება წინდახედულება.
გააცანით კლასს შემდეგი წვრილმანები:
,,თქვენი სახელი არის მარია. თქვენ ხართ ჟურნალისტი. თქვენ დაწერეთ სტატია გაზეთში, რომელმაც გამოიწვია იმ ადამიანის ზიზღი, რომელსაც მაღალი მდგომარეობა უჭირავს. მეორე დღეს უცნობი პირები შემოიჭრნენ თქვენს სახლში და წაგიყვანეს. გცემეს და მოგათავსეს ერთკაციან საკანში. არავინ იცის, სად ხართ. არავინ არ შემოგთავაზათ რაიმე ზომების მიღება. თქვენ იქ იმყოფებით უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში”.
მარიას შეუზღუდეს მისი რამდენიმე უფლება. სთხოვეთ კლასს, საყოველთაო დეკლარაციის გამოყენებით, დაადგინოს ზუსტად, თუ რა უფლებებია ეს (მუხლები 3, 5, შესაძლებელია 8, ადგილობრივი კანონებიდან გამომდინარე, 9, 11 (1) და 12.
სთხოვეთ თითოეულ მონაწილეს შეადგინოს წერილი იუსტიციის მინისტრის სახელზე ან სთხოვეთ თვით მარიას დაწეროს ღია წერილი.
უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ გამოარკვიონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევებში ადგილობრივი კანონების შესაბამისად ან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი განყოფილებების მეშვეობით, ან თვით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომისიის მეშვეობით. უკანასკნელ შემთხვევაში შეტყობინება შეიძლება გაგზავნილი (ან ტელექსით გადაცემული) იქნას პირთა ძალადობით ან არანებაყოფლობით დაკარგვის სამუშაო ჯგუფის მდივანის სახელზე: Center for Human Rights, Palais des Nations, CH-1211 Geneva 10, Switzerland. მასში მითითებული უნდა იყოს გატაცებული პირის სრული სახელი, თარიღი, ადგილი და გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებები (ვის თვლიან პასუხისმგებლად და რა კეთდება ადგილზე დაცვის საშუალებების ძებნისათვის).
მშვიდობა და სიცოცხლის უფლება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გაჩნდა, როგორც რეაქცია მეორე მსოფლიო ომის უსაშინლეს მოვლენებზე. ამასთან დაკავშირებით მესამე მუხლში ნათლადაა ნათქვამი, რომ ,,ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება...”. საყოველთაო გათვითცნობიერებამ ფასეულობების შესახებ, რომელთა პროპაგანდასაც ცდილობს ეს ბროშურა, უნდა გაართულოს ომის წარმოშობა და აღმოფხვრას ისეთი გენოციდის გამეორების შესაძლებლობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს. გენოციდი არ არის ახალი. თუმცა ჩვენი ატომური საუკუნის პირობებში იგი შესაძლებელი გახადა გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ყველას გვემუქრება ატომური ომის ყოველდღიური საშიშროება, ვინაიდან ახლა დედამიწაზე ყოველ მამაკაცზე, ქალზე და ბავშვზე მოდის დამანგრეველი პოტენციალი, რომელიც ჩვეულებრივი სახის ასაფეთქებელ ნივთიერებათა სამი ტონის ექვივალენტურია. ამიტომ შეიძინა სიცოცხლის უფლებამ ისეთი მნიშვნელობა, როგორიც მას ადრე არასდროს ჰქონია.
მშვიდობა, განიარაღება, განვითარება და ადამიანის უფლებები წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პრობლემებს. ადამიანის უფლებების სწავლებისადმი კომპლექსური მიდგომა მიმართულია მშვიდობისა და განიარაღებისაკენ მისწრაფების გაღვიძებისა, გარე სამყაროს განვითარებისა და გაფრთხილებით მოპყრობისაკენ.
თუ კლასის დონე შესაძლებლობას იძლევა, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შესწავლა გააღრმავებდნენ მონაწილეთა მიერ იმის გაგებას, თუ რატომ არის მშვიდობის შენარჩუნება ასეთი ძნელი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 150 ომი მოხდა, და ეს გვიჩვენებს, რომ მსოფლიო აგრძელებს შეიარაღებული ძალადობის გამოყენებას. გრძელდება არაბალანსირებული განვითარება და ეკოლოგიური პრობლემები. უკანასკნელნი თავიანთი ბუნებით წარმოადგენენ არა უბრალოდ მწვავეს, არამედ თავადაც შეუძლიათ დათესონ ომის თესლი. ატომურმა ურთიერთდარტყმებმა შეიძლება მიგვიყვანოს ეკოლოგიურ კატასტროფამდეც.
არსებობს მრავალი გამოკვლევა მშვიდობის, განვითარებისა და გარე სამყაროს პრობლემებზე. ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომლებიც არა მარტო გამართლებულია, არამედ უკიდურესობამდე გადაუდებელია, თუმცა შესაბამისი მასალების ხელმისაწვდომობა ბევრი მასწავლებლისთვის ისევ დიდ პრობლემად რჩება. იქ, სადაც ასეთი გამოკვლევები არ იშოვება, საქმიანობის შემდეგმა სახემ შეიძლება მოგვცეს შესაძლებლობა განვიხილოთ თანამედროვეობის ზოგიერთი პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს.
ა) კრიზისი
დაწერეთ საერთაშორისო კრიზისის სცენარი. თუ მოსწავლეები მის დაწერაში არ მონაწილეობდნენ, მაშინ გააცანით დაწვრილებით. შემდეგ ისინი დაყავით გუნდებად, რომლებიც წარმოადგენენ მონაწილე ქვეყნებს და მათ უმთავრეს პოლიტიკურ მოღვაწეებს. მონაწილეებმა უნდა გამოიკვლიონ ,,მათი” ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მოდელი. სამუშაოს ეს სახე დაიწყეთ კრიზისის კრიტიკული წერტილიდან. მონაწილეებმა უნდა დაიწყონ დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმართვა, რათა შეეცადონ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევას კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. ისინი ძალიან სწრაფად შეძლებენ იმის გაგებას, თუ რა ძნელია ასეთ სიტუაციაში, დაძაბულობისა და საშიშროების ვითარებაში მიხვიდე შეთანხმებამდე.
მასწავლებელი გამუდმებით ადევნებს თვალყურს სიტუაციის განვითარებას, საჭიროებისამებრ საინფორმაციო შეტყობინებებით კლასის მომარაგებაზე. შედეგები შეადარეთ რომელიმე დიდ კრიზისს იმათგან, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ბოლო 2 ან 3 ათეული წლის განმავლობაში და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას მისი გადაჭრისათვის.
ბ) მშვიდობა
მშვიდობის პრობლემის განხილვისას მასწავლებლებს შეუძლიათ ასევე დაეყრდნონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წყაროებს და მიუსადაგონ მათი უნივერსალური შინაარსი და იდეები კლასის მოთხოვნებს. ამ სამუშაოს ფარგლებში შეიძლება მსოფლიოში არსებულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განყოფილებებთან ან საინფორმაციო ცენტრებთან დაკავშირება, იმისათვის რომ მიიღოთ აუცილებელი ინფორმაცია და/ან აუდიო-ვიზუალური მასალები.
თუ შესაძლებელია, შეარჩიეთ მზიანი დღე. დასვით კითხვა: ,,როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა ამ ლოკალური კონფლიქტებით და ომის საშიშროებით მოცულ სამყაროში?”
შეიძლება კლასის წაყვანა სასეირნოდ რომელიმე სასიამოვნო ადგილას. ყველამ უნდა დახუჭოს თვალები დაახლოებით 3 წუთით და დაწვეს ზურგზე, ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე.
შეკრიბეთ კლასი, განიხილეთ მშვიდობის ფუძემდებლური ფასეულობა.
გ) უმაღლესი დონის შეხვედრა
ჩაატარეთ თამაში როლების განაწილებით - ორი ან სამი ზესახელმწიფოს ხელმძღვანელებს შორის უმაღლესი დონის შეხვედრის მიმდინარეობისას საკითხის განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ, მაგალითად, პროგრესს შეიარაღებაზე კონტროლისა და ატომური შეიარაღების დონის შემცირების საქმეში. ამ საკითხზე კლასში ორგანიზება გაუკეთეთ კამათს, რომელშიც ჯგუფები უნდა მუშაობდნენ ერთად შესაბამისი ქვეყნების სახით, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ სტრატეგიული შეიარაღების უფრო ეფექტურ შეზღუდვას. სადაც შესაძლებელია, შეადარეთ მსჯელობებს, რომლებმაც მიგვიყვანეს გამოცდების ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების (1963 წელი) ან ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (1970 წელი) დადებასთან. ხაზი გაუსვით, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და ხალხებს ნამდვილად შეუძლიათ ერთად იმუშაონ ისე, რომ ჩვენ ყველას შესაძლებლობა მოგვცენ ვიცხოვროთ ერთად მშვიდობიანად.
განვითარება და გარე სამყარო
სად ცხოვრობთ თქვენ? მოსწავლეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ ან განვითარებად ნაწილებში, გარე სამყაროსთან დაკავშირებული განვითარების პრობლემები და მათი ასპექტები, პრინციპში ჰგავს იმას, რომელთაც ხვდებიან სხვებიც, მსოფლიოს უკვე განვითარებული ნაწილები, მაგრამ პრაქტიკაში განსხვავდებიან მათგან.
მასწავლებლებმა, რომლებიც მუშაობენ მუდმივად მატერიალური ხელმოკლეობის პირობებში მცხოვრებ მოსწავლეებთან, შესაძლებელია, მართებული იყოს, რომ თავიანთი საქმიანობას საფუძვლად დაუდონ კონკრეტული სიტუაციები და რაც შეიძლება მჭიდროდ დაუკავშირონ ისინი მსოფლიო რეალობებს. ასევე მათ უნდა განიხილონ პროგრესული განვითარების პერსპექტივები და ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მისი მიღწევისათვის.
მასწავლებლებმა, რომლებიც მუშაობენ პრივილეგირებულ მატერიალურ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეებთან, საჭიროა გამოუმუშავონ მათი განვითარებისა და თვითგამორკვევის მოთხოვნილებების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენის უნარი და მისცენ პრაქტიკული მაგალითები იმისა, თუ როგორ შეუწყონ ხელი ამას. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მოქმედებების საკითხის განმარტება, რომელიც მიმართულია გარე სამყაროს განვითარებისა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობისაკენ, შეიძლება გადმოცემულ იქნას მაგალითებით შესაბამისი მასალების საფუძველზე.
ა) კვება
მოსწავლეებს შეიძლება სთხოვოთ ჩაიწერონ ყველაფერი, რასაც ისინი დღის განმავლობაში ჭამენ და სვამენ. გააანალიზეთ, თუ რა არის ცნობილი გადარჩენისა და ზრდისათვის მათი ორგანიზმის მოთხოვნილებების შესახებ (მაგალითად, ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები და წყალი).
განიხილეთ, რომელი კომპონენტების მოხმარება ხდება საკვების ერთხელ მიღებისას.
ამოირჩიეთ რაიმე ყოველდღიური რაციონიდან - უმჯობესია რაღაც არაჩვეულებრივი - რაც იზრდება მახლობლად. ყოველ ორ მონაწილეს მიეცით დავალება გაზარდონ ამ მცენარის ეგზემპლარი კონსერვის ქილაში, ქოთანში ან სკოლის ბაღში. გაარკვიეთ, რატომ აღწევს ზოგიერთი მონაწილე უფრო დიდ წარმატებას მცენარეთა გაზრდაში, ვიდრე სხვები. მოიწვიეთ ვინმე, ვინც კარგად ერკვევა მებაღეობაში ან სათესლე კულტურის გამოყვანაში, რათა მან კლასს ესაუბროს მცენარეთა მოვლის შესახებ. კლასისათვის მოაწყვეთ ბაღი, სადაც ყველა მონაწილე შეძლებდა მუშაობას და გაყავით მოყვანილი „მოსავალი”. ჩაატარეთ შესაძლო გაუმჯობესების შესახებ ფართო მსჯელობა. მაგალითად, არის თუ არა კულტივაციის მეთოდი ყველაზე ხელსაყრელი? არსებობს თუ არა სასოფლო სამეურნეო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა საშუალებები? როგორ შეიძლება მუშაობის ეფექტურობის ამაღლება და შრომის ასეთი განაწილებისას თანამშრომლობის გაუმჯობესება.
შეიძლება გავავლოთ პარალელები კლასის მუშაობასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში არსებულ მდგომარეობას შორის. ქალაქის სკოლას შეუძლია სცადოს შეხვედრის მოწყობა სოფლის სკოლასთან და გაცვალოს მათთან კონკრეტული გამოცდილება (მოცემულ შემთხვევაში კვების პროდუქტების წარმოებასა და განაწილებაზე ორივეს დამოკიდებულების საკითხები).
ბ) წყალი
მსოფლიოში სასმელი წყალი საკმაოდ ცოტაა და თანდათანობით სულ უფრო ნაკლები ხდება. მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრობენ გვალვიან ზონაში, უეჭველად, კარგად იცნობენ ამ პრობლემას. მონაწილეებს მიეცით დავალება გამოითვალონ, თუ რა რაოდენობის წყალს იყენებენ ისინი დღეში და შესაბამისად გააკეთონ ცხრილი სასმელად, გასარეცხად და ა.შ. დახარჯული რაოდენობის მითითებით.
წყალს გადააქვს ნარჩენები და დამაავადებელი ორგანიზმები. წყლის სანიტარული დამუშავება (მიწოდების ან შეწყვეტის დროს) აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისათვის. მოსწავლეებს მიეცით დავალება - ინდივიდუალურად ან პატარა ჯგუფებად - გამოიკვლიონ სკოლაში წყლის მიწოდებისა და შეწყვეტის სისტემა და შესთავაზონ, თუ როგორ შეიძლებოდა მისი გაუმჯობესება. ეს შეიძლება გაკეთდეს ასევე მთელი თემის კონტექსტშიც.
სრულყოფილი საკვები და წყალი წარმოადგენს განვითარების ძირითად პრიორიტეტებს. საყოველთაო დეკლარაცია სპეციალურად მოიხსენიებს საკვებს, როგორც ისეთი ცხოვრების დონის უფლების ნაწილს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი შემდგომში აცხადებს შიმშილისაგან თავისუფლებას, როგორც ძირითად უფლებას და მოუწოდებს კვების პროდუქტების წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდების გაუმჯობესებისაკენ კაცობრიობის ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ეს, თავისთავად, წარმოადგენს ისეთი ორგანოების ზრუნვის საგანს, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო სააგენტო, და ზეგავლენას ახდენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე მთელ მსოფლიოში.
გ) საცხოვრებელი
საცხოვრებელი წარმოადგენს ისეთი ფაქტორების უშუალო გამოხატულებას, როგორიცაა: ადგილობრივი კლიმატი და გეოგრაფიული მდებარეობა, ოჯახის სტრუქტურა და სოციალური მდგომარეობა, კულტურული და რელიგიური თავისებურებები და სამშენებლო მასალების არსებობა. აქტიურად დაამუშავეთ კლასთან ერთად ყველაფერი იმის ნუსხა, რაც უნდა იყოს სახლში, ხოლო შემდეგ მიეცით დავალება დახაზონ სახლი, სადაც ყოველივე ეს იქნებოდა. მონაწილეებმა უნდა აღწერონ და ახსნან თავიანთი ნახაზის დეტალები, ან შემოგთავაზონ ადგილობრივი საცხოვრებლების კონსტრუქციის შეცვლის და გაუმჯობესების გზები ისეთი რესურსების შენარჩუნების მიზნით, როგორიცაა წყალი და ენერგია, გარე სამყაროს დაბინძურების შემცირების გზით.
დ) მოსახლეობა
მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობის რიცხობრივი ზრდის შედეგები აშკარაა. სხვებში - ის ნაკლებადაა შესამჩნევი. ამ მოვლენების შედეგი, ასე თუ ისე, ყველგან იგრძნობა. სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ როგორი მჭიდრო გახდება ჩვენი მსოფლიო უახლოეს 30 წელიწადში და როგორ იმოქმედებს ეს გარე სამყაროზე და რესურსებისათვის ბრძოლაზე. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა იფიქრონ მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზე და მის უკან მდგარ პრობლემებზე.
მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრობენ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, უთუოდ, კარგად ხვდებიან და აანალიზებენ გადამეტებული დასახლებით გამოწვეულ პრობლემებს. მათი წინადადებები და გადაწყვეტილებები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მსჯელობისათვის.
ე) სამუშაო
იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მსოფლიოს ეკონომიკა, იცვლება მსოფლიოში დასაქმების ფორმები და ხასიათი. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად მოხდა ურბანიზაციაც და შესაბამისად უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს სოფელში და ეწევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. დიდ ქალაქებში ადამიანთა დიდი რაოდენობა დაკავებულია მომსახურების სფეროში. იქედან, სადაც არ არის საკმარისი სამუშაო ახალგაზრდობისათვის, ადამიანები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან მსოფლიოს ირგვლივ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა წარსულშიც, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობების საძიებლად. მიგრაციის მოდელები, როგორც ერთი ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორისაც ძალიან ხშირად დაკავშირებულია სამუშაოსთან. ამდენად ქვეყნები უნდა ცდილობდნენ გამოიმუშაონ ერთიანი სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული, ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკა, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მოსახლეობის შრომითი პოტენციალი.
სამუშაოს სხვადასხვა სახეების შესწავლა - არის ის, რასაც ბევრი მოსწავლე გააკეთებს, როცა გაიზრდება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსწავლეებთან სასაუბროდ კლასში მოწვევა - კარგი საშუალებაა მათი თვალთახედვის გაფართოებისათვის. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საწარმოების ნახვის ორგანიზება, რათა მათ უშუალოდ დაინახონ, რას წარმოადგენს ესა თუ ის სამუშაო. გაარკვიეთ მოსწავლეებთან, თუ ვისთან უნდათ შეხვედრა და სად ისურვებდნენ წასვლას, და ორგანიზება გაუკეთეთ ასეთ შეხვედრებს.
სასარგებლო და შემეცნებითია მოსწავლეებისათვის დასაქმების მოდელირება ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, იმის განხილვა, თუ ,,სამუშაო” როგორ იცვლება აქედან ერთ-ერთ ან ყველა დონეზე, როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამან განათლებაზე, და ,,მომუშავეები” როგორ აკეთებენ ორგანიზებას თავიანთი უფლებების დაცვისათვის. რაც შეეხება უკანასკნელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებზე და რეკომენდაციებზე მიმართვა მოგვცემს ამ თემაზე საჭირო ინფორმაციას.
ვ) ენერგია
ყოველი მოქმედება მოითხოვს ენერგიას. თქვენ რაც უფრო მეტს აკეთებთ, მით უფრო ბევრი გჭირდებათ იგი. აქტიურად განიხილეთ კლასთან ერთად ენერგიის ყველა შესაძლო წყარო. (ისეთი, როგორიცაა მზის ენერგია, საკვები, ნახშირი, გაზი, ელექტროენერგია და ა.შ.). მოიკვლიეთ, საიდან მოდის იგი და როგორ ხვდება იმათთან, ვინც იყენებს მას. წარმოადგენს თუ არა ენერგიის ეს წყაროები ,,განახლებადს?” განიხილეთ ასევე მათი ზემოქმედება გარე სამყაროზე.
იგივე სახის სამუშაო შეიძლება გაკეთდეს სახლის, დაბის, რაიონის და მთელი მსოფლიოს მიმართაც.
ჩამოაყალიბეთ პროექტირების ჯგუფები ისეთი მოწყობილობის შექმნის მიზნით, რომელიც შეძლებს თემის ენერგიით მომარაგებას. რა შეიძლება ამ მიზნისათვის გამოყენებული იქნას თქვენთან: ქარი, წყალი, მთამადნეული, ნარჩენები?
ზ) ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის უფლება - ეს არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, ხოლო ჯანმრთელობა - მსოფლიო განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მრავალრიცხოვანი რეზოლუციები ადასტურებენ ამ მიზანს, და ასევე დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით სერიოზული უთანასწორობის შემცირების აუცილებლობას. პირველადი მედიკო-სანიტარული დახმარების დაგეგმვა და განხორციელება მოითხოვს, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ მოქმედებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ აუცილებელი საშუალებები პირველ რიგში გამოეყოთ მათ, ვინც ამას სხვებზე მეტად საჭიროებს, და რომ ამავე დროს დაცული იქნას ყველას ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი, ეროვნული და მსოფლიო სისტემების შესწავლამ უნდა გვიკარნახოს საინტერესო პროექტების თემები მოსწავლეთა ფართო წრისათვის. უმრავლეს ქვეყანაში სანიტარული განათლება ჩართულია სკოლის პროგრამებში. მან მოსწავლეებს უნდა მისცეს ძირითადი მონაცემები კვების, ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების, დაავადებების გადამტანების და იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ ისინი. ადგილობრივი ექიმი ან რომელიმე სამედიცინო დაწესებულების მუშაკი შეიძლება ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ მათ მოვიწვევთ სასაუბროდ ან შესაბამის თემაზე ინფორმაციის მოწოდებისათვის.
მთავრობა და კანონიერება
ადამიანის უფლება - ესაა ყოველი პირის განუყოფელი უფლება. ჩვენ შეგვიძლია წამოვაყენოთ მორალური მოთხოვნები, დამოუკიდებლად იმისა, დადგენილია ისინი კანონით თუ არა. მაგალითად, ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება დამოუკიდებლად იმისა, მიღებულია თუ არა კანონი, რომელიც განამტკიცებს ამ უფლებას.
თუმცა კანონები მორალურ მოთხოვნებს ანიჭებს იურიდიულ ძალას. მორალური მოთხოვნების კანონიერ უფლებებად გაფორმება წარმოადგენს - მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს მათი დაცვისაკენ
კანონებს შეუძლიათ ასევე გასწიონ მნიშვნელოვანი აღმზრდელობითი ზემოქმედება. ისინი განსაზღვრავენ, თუ ოფიციალური აზრით, რა წარმოადგენს მართებულს, და ასეთი მართებული პრინციპები კონკრეტულ გამოხატულებას პოულობენ ნორმებში, რომლებიც, როგორც საზოგადოება თვლის, დაცული უნდა იქნას. ისინი არსებობენ ყველასათვის, და ყოველ შემთხვევაში დგანან როგორც მმართველებზე, ისე მართულებზე მაღლა.
ა) საბჭოები და სასამართლოები
კანონები გამოიცემა ეროვნული საკანონმდებლო ორგანოების მიერ. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ნათლად და კონკრეტულად გაიგონ, რა არის ,,კანონი”? ვინ ღებულობს მას? და რატომ? მათ სჭირდებათ გაიგონ საკანონმდებლო პროცესი.
ორგანიზება გაუკეთეთ კლასთან ერთად ქვეყნის პარლამენტის რეგიონალურ ან ცენტრალურ პალატაში დასწრებას სესიის დროს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მისი წევრების მუშაობაზე თვალყურის დევნება და გარკვეული წარმოდგენის შექმნა. განიხილეთ სამი ზემოაღნიშნული კითხვა.
ზუსტად ასევე გააკეთეთ სასამართლოში დასწრების ორგანიზება იმისათვის, რომ გაიგონ არა მარტო ის, როგორ გამოიყენება კანონები, არამედ ისიც, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, დგინდება სასამართლო პრეცედენტები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა იქონიონ შემდგომ გადაწყვეტილებებზე. განიხილეთ ზემოაღნიშნული კითხვები.
თუ ერთიც და მეორეც შეუძლებელია, მაშინ კლასში გააკეთეთ პარლამენტის მოდელის ორგანიზება და მოაწყვეთ კამათი მიმდინარე პრობლემებზე (თუმცა, ეს უკანასკნელი შეიძლება განხორციელდეს ვიზიტების შემდეგაც. ასევე გარდაქმენით კლასი სასამართლოდ და მიეცით მას დავალება გამოიტანოს სასამართლო გადაწყვეტილება რომელიმე ადგილობრივ ან საერთოეროვნულ საკითხზე. წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თვითონ მათ მოძებნონ შესაფერისი მაგალითები.
იმისათვის, რომ საქმეში შევიტანოთ საერთაშორისო ასპექტი, მასწავლებლებს შეუძლიათ მისცენ კლასს დავალება, გამოიკვლიონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, და ასევე განიხილონ პრობლემები, რომლებიც იქ განიხილება. მათ ასევე შეუძლიათ განიხილონ ზოგიერთი საქმე, რომლებიც განიხილება საერთაშორისო კომისიებსა და სასამართლოებში და რითაც შეიძლება საკუთარი პრეცედენტების შექმნა.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოიწვიოთ ვინმე ადგილობრივ პოლიტიკურ მოღვაწეთაგან, რომელიც კლასის წინაშე გამოვა იმ სამ კითხვასთან დაკავშირებით, რომლებზედაც საუბარი იყო მოცემული ქვეთავის დასაწყისში, და ასევე კიდევ სამ სხვა საკითხზე: რატომ იცავენ კანონებს? როგორ ხორციელდება მართლმსაჯულება? და როგორ მიიღწევა სამართლიანობა ხელისუფლებასა და სასამართლოში?
ბ) სასამართლოს სახეები
სამართალწარმოების პროცესი შეიძლება შესწავლილი იქნას კლასის არაოფიციალურ სასამართლოდ გადაქცევის გზით. მოდავე მხარეები შეიძლება მოთავსებული იქნენ შუაში, მათი ,,მეგობრები” და ,,ოჯახები” - მახლობლად, ხოლო კლასის დანარჩენი მონაწილეები მათ გარშემო, როგორც ,,დასახლება”. ,,მოსამართლედ” დანიშნეთ ამ წრის გარეთ მყოფთაგან ვინმე, რომელსაც მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუნდებათ გაიგონ გარეშე პირის აზრი. მხარეებმა დავაში რიგრიგობით უნდა გადმოსცენ თავიანთი არგუმენტები, უფლება მიეცით სრულად და დეტალურად განავითარონ თავიანთი მოსაზრებები. განხილვა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ გახდება შესაძლებელი შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე მისვლა.
მასწავლებლის მიერ პრობლემა შეიძლება არჩეული იქნას მოსწავლეთა დახმარებით. შემდგომ განიხილეთ, როგორ მოქმედებდა ,,კანონი”, - როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ შემთხვევებში. აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ შეუძლებელია დამნაშავის პოვნა, განსაკუთრებით თუკი თითოეული მხარე წარადგენს გონივრულ დასაბუთებას.
გ) თანასწორობა კანონის წინაშე
საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლი იწყება სიტყვებით: ,,ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე...”. ეს არის ადამიანების მიერ აღიარებული პრინციპის შესახებ განცხადება. თუმცა, ის ყოველთვის არ გამოხატავს იმას, რასაც ადამიანები ჩადიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცნობილი ისტორია ფერმის შესახებ, სადაც ყველა ცხოველი იყო თანასწორი, მაგრამ ზოგიერთები იყვნენ უფრო თანასწორნი, ვიდრე სხვები, გამომხატველად აპაროდიებს ამ ფაქტს. კარგი იქნებოდა მასწავლებლებს ეს საკითხი განეხილათ შესაფერისი მაგალითების მოყვანით, იმისათვის, რომ განამტკიცონ იდეა იმის შესახებ, რომ ყველას აქვს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანასწორი დაცვის უფლება.
აზრის, სინდისის, რელიგიის, მრწამსისა და გამოხატვის თავისუფლება
აზრის, სინდისის, რელიგიის, მრწამსისა და გამოხატვის თავისუფლება - უმთავრესია ადამიანის უფლებათა კულტურაში. ეს თავისუფლებები განსაზღვრულია საყოველთაო დეკლარაციის 18-ე და 19-ე მუხლებში და უფრო დაწვრილებით - სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტში. ისინი ხაზს უსვამენ რელიგიისა და მრწამსის შეცვლის თავისუფლებას, ყველას უფლებას შეუფერხებლად მისდიონ თავიანთ მრწამსს და ყველგან ეძებონ, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.
ა) შეფასებათა სუბიექტურობა
აზრი შეიძლება იყოს განსხვავებული იმის მიხედვით, მოგვწონს ჩვენ ის, რასაც ვხედავთ თუ არა. ეს გამოიხატება ჩვენს მიერ სიტყვათა შერჩევაში. მაგალითად, ადამიანი შეიძლება დავახასიათოთ შემდეგნაირად: მღელვარე იმის გამო, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე ან მის შესახებ, ან გაუბედავი და მერყევი; ძალზე პატივმოყვარე ან ძალიან მებრძოლი; მორჩილი ან თანამშრომლობისათვის მზადმყოფი; უსამართლო და არასწორხაზოვანი ან გულისხმიერი სხვა ადამიანის გრძნობების მიმართ; რაიმე ცვლილებისათვის ნაკლებად მზად მყოფი ან უფრო მომთმენი; ნაკლებად გაცნობიერებული პირადი უფლებების არსებობაში ან უფრო ეგოისტური.
მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ სხვა მსგავსი წყვილები (მაგალითად: უფრო სენტიმენტალური - უფრო ნაზი; უფრო მიამიტი - უფრო სიცოცხლით სავსე; უფრო გამგონი - მძიმე სამუშაოს ნაკლებ მოშიში).
მათ უნდა ჩამოთვალონ ხუთი ყველაზე დადებითი თვისება, რომლებიც თვითონ ყველაზე მეტად მოსწონთ. მოათავსეთ ეს თვისებები უარყოფით კონტექსტში ისე, რომ იგივე თვისებები ღირსეული ქების ნაცვლად გახდეს გასაკიცხი. შემდეგ გააკეთეთ პირიქით - მათ უნდა ჩამოთვალონ შესაძლო უარყოფითი თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით არ მოსწონთ თავიანთ თავში, და შემდეგ გამოიყენეთ სარკისებური სიტყვები, რომლებიც ამ ჩამონათვალს გახდიან ნაკლებად არასასიამოვნოს.
ბ) საწყენი სიტყვები
რა საზღვრები უნდა დაედოს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენი აზრებისა და მრწამსის შესახებ? ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა რომ არ ვთქვათ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ?
როლების განაწილებით თამაშის დროს, რეკომენდირებულია მასწავლებელი იყოს წინდახედული.
კლასმა აქტიურად უნდა შეიმუშაოს იმ შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებსაც, მათი აზრით, შეუძლია ტკივილის მიყენება. შემდეგ შეარჩიეთ რამდენიმე ყველაზე უარყოფითი. რამდენადაც კონტექსტის შეცვლა შეიძლება აღმოჩნდეს არასაკმარისი, საჭიროა ყოველი ფრაზის განხილვა.
დაყავით კლასი შესაძლებლობის მიხედვით 5 ან 6 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში ვინმემ უნდა წაიკითხოს პირველი ფრაზა. ჯგუფმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ ამ შენიშვნამ ვინმე გაანაწყენა. მოსწავლეებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასვან შეკითხვები იმის მიუხედავად, თვლიან ისინი ამ ფრაზას საწყენად თუ არა. მათ უნდა განსაჯონ, რატომ უნდა იგრძნოს განაწყენებულმა პიროვნებამ წყენა, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება ადამიანებს გამოხატონ თავიანთი აზრები შედეგის გაუთვალისწინებლად. იგივე გაიმეორეთ ყოველ ფრაზასთან მიმართებაში.
შეკრებებისა და საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის თავისუფლება
როგორ აღწევს თემი თავის შენარჩუნებასა და განვითარებას? ნაწილობრივ იმის გამო, რომ მისი წევრები ერთმანეთს ხვდებიან და ორგანიზებას უკეთებენ სხვადასხვა საქმეებს. ეს თავისუფლებები თემის საქმეებში მონაწილეობას ძალიან მნიშვნელოვანს ხდის, ძირითადი პრინციპები განსაზღვრულია საყოველთაო დეკლარაციის მე-20 და 21-ე მუხლებში, უფრო დაწვრილებით კი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტში. ამ უფლებათა უარყოფა ხელს შეუშლიდა საზოგადოებას ესარგებლა მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრით - თავისი ხალხის შესაძლებლობებითა და ტალანტით.
საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის გამოცდილება შეიძლება ჩაინერგოს სკოლაში სწავლის დროს. სკოლის გარეთ თემის საკეთილდღეოდ მუშაობის შესაძლებლობამ შეიძლება ასევე შექმნას საფუძველი მთელი სიცოცხლის მანძილზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმეებში შემდგომი მონაწილეობისათვის.
ბევრ სკოლას გააჩნია მოსწავლეთა საბჭოები, რაც აძლევს მათ სასკოლო საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუმცა უფროსების იერარქია ჩვეულებრივ ზღუდავს იმას, რაც შეიძლება გაკეთდეს პრაქტიკაში. უფრო უშუალო შეგრძნება იმისა, თუ რას წარმოადგენს ერთობლივი მუშაობა რაღაც მნიშვნელოვანისათვის, შეიძლება გამოტანილი იქნას კლასში ადამიანის უფლებათა დაცვის გარემოს შექმნიდან.
ადამიანის უფლებათა საზოგადოება
კლასისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის გარემოს შექმნის შეთავაზებით, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს რიგი სხდომები, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს:
- უფრო ზუსტად განსაზღვრონ მიზნები;
- ჩაატარონ კონკურსი საზოგადოების საუკეთესო ემბლემისათვის;
- გააკეთონ პირადი საწევრო ბარათები ამ ემბლემით;
- გაანაწილონ მოვალეობები;
- გააკრან სპეციალური დაფა თავიანთი საზოგადოების საქმიანობის შესახებ განცხადებებისათვის;
- გაარკვიონ, არსებობს თუ არა მათ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ადამიანის უფლებათა სხვა საზოგადოებები, რომლებთანაც კლასი შეძლებდა კავშირის დამყარებას; სთხოვდა მათ პუბლიკაციების გამოგზავნას;
- განალაგონ ეს პუბლიკაციები ისე, რომ მონაწილეებმა შეძლონ სარგებლობა;
- დაიწყონ შეკრებების გამართვა - პირველად შეიძლებოდა განხილულიყო თვით უფლება ასოციაციის თავისუფლებაზე: ,,რა საჭიროა ორგანიზება? რა საჭიროა საკუთარი მოსაზრების გამოხატვისაკენ მისწრაფება იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება მართვა”? შეიძლება გამოსვლისათვის ვინმეს მოწვევა.
- მოიწვიონ ადგილობრივი პოლიტიკური მოღვაწეები, კონკრეტული საკითხებისა და საერთო პრობლემების სპეციალისტები ხანმოკლე საუბრებისა და დისკუსიების გასამართავად;
- მოაწყონ ბალი ან ფესტივალი ადამიანის უფლებათა საზოგადოების ორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით;
- დააფუძნონ ქვეკომიტეტები შეხვედრების ორგანიზებისა და კონკრეტული დავალებების შესრულებისათვის, მაგალითად:
ჯგუფს შეუძლია შესთავაზოს სხვა კლასებს მოუთხრონ ადამიანის უფლებათა კონკრეტული პრობლემური სფეროების შესახებ; აუხსნან, რატომ შეიქმნა საზოგადოება, რას საქმიანობს იგი და შესთავაზოს ასოცირებული წევრების სახით შეერთება; იქ, სადაც სახსრები შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოებას შეეძლება ასევე რეგულარულად გამოსცეს საინფორმაციო ბიულეტენი.
ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა
საყოველთაო დეკლარაცია შეიცავს რიგ მუხლებს, რომლებიც განამტკიცებენ ადამიანის უფლებებს ცხოვრების მინიმალურ დონეზე. ასეთივე დებულებები მოცემულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტშიც. სრულდება ეს დებულებები თუ არა - რთული კითხვაა და დამოკიდებულია ეროვნულ რესურსებზე, ეკონომიკურ პრიორიტეტებზე და პოლიტიკურ ნებაზე. ეკონომიკური განვითარების შესაბამისი დონის მიღწევა, რომელსაც გააჩნია, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო შედეგებიც, უეჭველად, ახდენს გავლენას აღნიშნული უფლებების განხორციელებაზე.
მსოფლიოს ისეთი რესურსები, როგორიცაა მატერიალური ბუნებრივი რესურსები და ძირითადი სამრეწველო საშუალებები, ასევე არსებული ეროვნული სიმდიდრე, სამწუხაროდ, განაწილებულია არათანაბრად. რატომ ხდება ასე? ნებისმიერმა სრულმა შეკითხვამ თავის თავში უნდა მოიცვას მსოფლიო გაერთიანების გეოგრაფიისა და ისტორიის და მთლიანობაში პოლიტიკური ეკონომიკის აღწერა და ახსნა.
საქონლის მასიური ავტომატური წარმოება დაახლოებით 200 წლის წინ დაიწყო. მან თან მოიტანა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ქცევის ახალი მოდელები, რომლებმაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ყველგან მოახდინეს გავლენა სახელმწიფოებზე და ხალხებზე.
ა) მდიდრები და ღარიბები
გააკეთეთ შემდეგი სიტუაციის ინსცენირება: ,,სამი ადამიანი ზის თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდიგვერდ. ერთი მუშაობს ღარიბ ქვეყანაში განვითარების სააგენტოში და მიემგზავრება „მსოფლიოში სურსათის მარაგის პრობლემებთან დაკავშირებულ” კონფერენციაზე. მეორე მუშაობს კომპანიაში შედარებით მდიდარ ქვეყანაში და მიფრინავს საერთაშორისო ფინანსისტებთან შესახვედრად სესხის მიღების მიზნით. მესამე - მასწავლებელია, რომელსაც აინტერესებს მსოფლიო განვითარების პრობლემა მთლიანობაში. მან ახლახან მოისმინა მოკლე კურსი თემაზე: ,,დახმარება, ვაჭრობა, იარაღის წარმოება და სამართლიანობა მსოფლიოში”, რომელიც წაკითხული იქნა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში. ისინი იწყებენ მსჯელობას, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, ისევე როგორც ცალკეულმა პირებმა, კაცობრიობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად”.
ბ) მშრომელთა ცხოვრება
აღწერეთ სამუშაო ვითარება - მაგალითად ფაბრიკა, პლანტაცია ან ფერმა, - სადაც იქ მომუშავე ადამიანებმა გადაწყვიტეს წაუყენონ მოთხოვნები მფლობელებს ან მმართველს. მათ სურთ ჰქონდეთ უფრო მეტი ხმის უფლება მართვაში. ასევე ისინი მოითხოვენ უფრო მაღალ ანაზღაურებას, ავადმყოფობის ან ტრამვის შემთხვევაში უკეთეს უზრუნველყოფას, უსაფრთხოების პრობლემაზე უფრო მეტ ყურადღებას, სასწავლო პროგრამების შექმნის შესაძლებლობას კვალიფიკაციის ამაღლებისათვის და უფრო ხანგრძლივ შვებულებას.
გაყავით კლასი ორ - მშრომელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჯგუფებად. მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება ორივე მხარის მიერ თავიანთი დელეგატების გაგზავნით, რომლებიც შემდეგ მოახსენებენ მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ, ან მონაწილეებს მიუთითეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებზე მშრომელთა უფლებების შესახებ.
გაიმეორეთ სამუშაოს ეს სახე, ჯგუფების როლის შეცვლით.
გ) გამოსვლა
მოიწვიეთ ვინმე, ვინც დაკავებულია განვითარების პრობლემებით, რათა გამოვიდეს კლასის წინაშე, შესაძლებელია, ადამიანის უფლებათა საზოგადოების ეგიდით. ამის შემდგომ მიეცით დავალება ჯგუფებს კლასში შეისწავლონ იმის ასპექტები, თუ რა თემებზე იმსჯელონ, მაგალითად, მოდერნიზაცია, ბიუროკრატიზაცია, ურბანიზაცია და ცვლილებები კულტურულ ფასეულობებში.
დ) სამსახური მთელი მსოფლიოსათვის
მონაწილეებს მიაწოდეთ იდეა, დაუკავშირდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისეთი ორგანოების ადგილობრივ ან საერთაშორისო განყოფილებებს, როგორიცაა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი, გაერთიანებული ერების სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა - პლაკატებისა და მასალების მიღების მიზნით, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლებოდათ. არსებობს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც შეძლებდნენ დახმარების გაწევას მასალების მოწოდებაში. ისინი კმაყოფილდებიან მოსწავლეთა წერილებით სკოლებიდანაც. შეიძლება ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების ორგანიზაციაზე მიმართვაც.
დაყავით კლასი ექვს ჯგუფად. თითოეული ჯგუფი წერს დახმარების პროექტის შესახებ ერთ წინადადებას. პროექტები წარედგინება მთელ კლასს. დაყავით კლასი ახალ ჯგუფებად, რომელთაგან თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს - დახმარების გაწევის კომიტეტი რომ იყოს, რომელი პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფდა სახსრებს. ახსენით განსხვავება მდგომარეობის შემსუბუქებისათვის დახმარებასა და განვითარების მიზნებისათვის დახმარებას შორის. შეადარეთ მიღებული გადაწყვეტილებები, განიხილეთ ისინი.
სოციალური და კულტურული კეთილდღეობა
საყოველთაო დეკლარაცია, უფრო ვრცლად კი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ადამიანებისათვის უზრუნველყოფს დასვენების, სწავლის, მათ მიერ არჩეული რწმენის, აღმსარებლობის, თემის კულტურულ ცხოვრებაში თავისუფალი მონაწილეობის და საკუთარი პიროვნების მაქსიმალური განვითარების უფლებასა და შესაძლებლობას. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებს მათი რეგიონის და მთელი მსოფლიოს ხელოვნებისა და მეცნიერების აღქმის შესაძლებლობა. ასევე უნდა შეისწავლონ ადამიანის უფლებათა პრობლემები სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის მაგალითზე.
პირადი და სოციალური კეთილდღეობის შეგრძნება გამომდინარეობს ოჯახიდან. ოჯახი თავისი ფორმით ყველაზე უფრო შეესაბამება იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობენ მისი წევრები, და იმ განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ძალებს, რომლებიც მასში მოქმედებენ. თავის მხრივ. ოჯახებს შეუძლიათ ჰქონდეთ განსხვავებული ფორმები, დაწყებული ცალკეული ჯგუფებიდან ერთი უფროსით და ძალიან გაზრდილი ნათესაური სისტემით, რომელიც მოიცავს მთელ თემებს. ყველა ფორმა წარმოადგენს ,,ბუნებრივს” და ,,ძირითადს” რადგან ისინი მონაწილეობენ ადამიანების აღზრდაში. ისინი, ვისაც არ გააჩნიათ ოჯახი, აღზრდას ღებულობენ შესაბამის დაწესებულებებში ან ერთმანეთთან ურთიერთობის შედეგად.
ამ დარგს ძალზე ზოგადი ხასიათი აქვს და საქმიანობის ყველა სახეს, რომლებიც გათვალისწინებულია სასკოლო პროგრამით, გააჩნია მასთან კავშირი. მსჯელობა შეიძლება დაიწყოს თვით განათლების პროცესით. განათლება (სასკოლო სწავლებისაგან განსხვავებით) - მთელი ცხოვრების საქმეა, და ნამდვილად ყოვლისმომცველია, ყოველი თაობის კულტურა უნდა ისწავლებოდეს თავიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი გაქრობა.
ა) ოდესღაც
მასწავლებლებს სტუმრების სახით შეუძლიათ მოიწვიონ რამდენიმე ბაბუა და ბებია, რათა მათ მოუთხრონ მოსწავლეებს იმაზე, თუ რას ასწავლიდნენ სკოლაში და გამოადგათ თუ არა შემდგომ ცხოვრებაში.
ჰკითხეთ მათ, როგორ შეუწყობდნენ ხელს პიროვნების სრულ განვითარებას, რა გაიგეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცების შესახებ, როგორ განავითარებდნენ შემდგომში ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს და ხალხებს შორის გაგებასა და ურთიერთპატივისცემას და რა არის საჭირო სამართლიანობისა და მშვიდობის მისაღწევად.
ბ) ოჯახის სქემა
მიეცით მოსწავლეებს დავალება, დახაზონ თავიანთი ოჯახის სქემა ამ მომენტისათვის. შეადარეთ და განიხილეთ საბოლოო ჯამში წარმოშობილი განსხვავებანი.
დისკრიმინაცია
არცერთი ადამიანი, ზუსტად არ გავს მეორეს. არსით ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და თანაბრად შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი ადამიანის უფლებებით. ჩვენ თანასწორნი ვართ, მაგრამ განსხვავებულნი. ამ ფაქტს, მივყავართ იქამდე, რომ ადამიანებს გაჰყავთ საზღვარი კაცობრიობის რუკაზე და ყურადღებას აქცევენ მათ შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებას. როდესაც ხდება ხაზგასმა ერთი ჯგუფის მეორეზე უპირატესობაზე მხოლოდ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეროვნული და სოციალური წარმომავლობის გამო, ეს წარმოადგენს დისკრიმინაციას.
ყველაზე უფრო ხშირად გამყოფი ხაზი ააშკარავებს სქესებს შორის განსხვავებას. რამდენადაც იგი ემთხვევა ბიოლოგიურ დიხოტომიას, რომელიც ჩადებულია თვით ჩვენს ბიოლოგიურ სახეში, ხშირად ბევრ ადამიანს უძნელდება ამ საზღვრის იქით ჩვენი უფრო ღრმა მსგავსების დანახვა. ის, რომ ჩვენ ზოგიერთ ურთიერთობაში განსხვავებული ვართ, არ გვხდის ჩვენ სხვადასხვას ყველა ურთიერთობებში. ის, რომ სხეული ერთმანეთისაგან განსხვავდება და ახორციელებს განსხვავებულ ფუნქციებს, არ ნიშნავს, რომ ცხოვრება როგორც ასეთი ასევე განსხვავებული უნდა იყოს.
დისკრიმინაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კანის ფერთან ან რასასთან. ამ განსხვავებას მუდმივად გაძლიერებულად ესმება ხაზი იმისათვის, რომ დამალული იქნას ჩვენი საერთო კუთვნილება ადამიანის მოდგმისადმი.
მასწავლებელი არ უნდა გაექცეს ამ პრობლემებს. ადამიანთა თანასწორობა, ცხოვრებისეული შესაძლებლობები და ცხოვრებისეული არჩევანი, არ წარმოიშობა თავისთავად. საჭიროა ამის სწავლება, და არა - სტერეოტიპული მიდგომებისა და ქვენაგრძნობების კვლევის გზით, მოსწავლეებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ამ განსხვავებულობაზე.
ეს შეკითხვების დასმის დაუსრულებელი პროცესია. მნიშვნელოვანია იყო გათვითცნობიერებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისა და მათი მოქმედების მექანიზმების შესახებ. მნიშვნელოვანია მოსწავლეების წინადადებების წამოყენებაზე წაქეზება, რადგანაც ისინი ადვილად ეთანხმებიან მასწავლებლის აზრს.
დისკრიმინაციას გააჩნია როგორც პირადი, ისე სოციალური მხარე. მასწავლებლებმა, შესაძლებელია, მოისურვონ ამ საკითხების კლასთან ერთად უფრო კონკრეტულად განხილვა.
კარგი მაგალითები შეიძლება საბოლოოდ გათამაშდეს სცენების სახით. გააკეთეთ ისეთი შემთხვევის ინსცენირება, როცა, მაგალითად, დამწუხრებული მსუქანი ადამიანი ხვდება სუსტს და მხიარულს.
სტერეოტიპების განხილვისას მიუთითეთ მათი ანტიპოდების მხარდაჭერის საშიშროებაზე. დაჟინებით ამტკიცეთ, რომ ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც შეიძლება არსებობდეს სტერეოტიპში - მხოლოდ და მხოლოდ მარცვალია. ალტერნატიული ვარიანტის სახით ჰკითხეთ კლასს იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბავშვებს, შესაძლებელია, სმენიათ ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: ,,ისინი ყველა ერთნაირია” ან ,,მათგან სხვაგვარს არც შეიძლება მოელოდე”.
მიეცით თითოეულ მონაწილეს პატარა ქვა ან რაიმე სხვა ჩვეულებრივი ნივთი და სთხოვეთ დაუმეგობრდეს მას - სინამდვილეში გაიცნოს იგი. სთხოვეთ რამდენიმე მოსწავლეს თავისი მეგობარი წარუდგინოს კლასს, მოუყვეს ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენი წლის არის, მოწყენილია თუ ბედნიერი და როგორ გახდა ისეთი, როგორიც არის. მათ შეუძლიათ ამ საგნის შესახებ დაწერონ პატარა თემა ან სიმღერა, ან ლექსი, რომლებშიც სითბოთი მოიხსენიებენ მას.
შემდეგ ყველა ეს საგანი ჩააწყვეთ უკან ყუთში ან ტომარაში და შეუცვალეთ ადგილები. ამოაწყვეთ ისინი და თითოეულ მოსწავლეს შესთავაზეთ მონახოს მათ შორის თავისი ,,მეგობარი”.
მიუთითეთ გამოკითხულთა შედარებას: ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი თავდაპირველად ერთგვაროვნად გვეჩვენება, მაგრამ როგორც კი თქვენ მათ გაიცნობთ ახლოს, ისინი ყველა განსხვავებულნი აღმოჩნდება, მათ შორის ყველას აქვს ცხოვრების თავისი ისტორია, და ყველა ისინი პოტენციური მეგობრები არიან. თუმცა, ეს გულისხმობს დროებით ნებისმიერი სტერეოტიპის უარყოფას (ისეთის, როგორიცაა: ,,ქვები - ცივი, მყარი და უღიმღამო”), რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ უკეთესად გავიცნოთ ეს საგნები. ეს ნიშნავს, რომ არ არის საჭირო გამოვიტანოთ წინასწარი დასკვნები.
განსხვავებათა გამოვლენა
გამოთქვით შემდეგი აზრები:
1. მე მიყვარს მასწავლებლები, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის კეთილები არიან.
2. მე მომწონს ის, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ჩემს მიმართ კეთილია.
3. მასწავლებლები - კეთილი ადამიანებია.
განსაჯეთ, რომელია ამ აზრებიდან სტერეოტიპი (№3), რომელი - წინასწარ აკვიატებული (№1) და რომელი - უბრალოდ აზრის გამოთქმა (№2), და ყველა ისინი როგორ (კონტექსტუალურ ჩარჩოებში აზრობრივად განლაგებისას) ართულებენ მასწავლებელთა შეფასებას არა მარტო, როგორც კეთილ და მზრუნველ ადამიანებად. ყველა ისინი წინასწარ განსაზღვრავენ ფაქტებს.
დისკრიმინაცია კანის ფერისა და რასობრივი კუთვნილების მიხედვით
რასიზმი - ესაა რწმენა იმაში, რომ არსებობს ორივე სქესის ადამიანთა რაღაც ჯგუფები განსაკუთრებული (ჩვეულებრივ ფიზიკური) მახასიათებელი თვისებებით, რომლებიც აქცევენ მათ პრივილეგიურ ან არასრულფასოვან ადამიანებად სხვებთან მიმართებაში. რასიზმის გამოვლინება შეიძლება იყოს არა მხოლოდ აშკარა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობა მათი რასის ან კანის ფერის მიხედვით, არამედ ფარულიც, - როცა საზოგადოება რომელიმე თავის ჯგუფთან მიმართებაში სისტემატიურად ხელმძღვანელობს რაიმე დისკრიმინაციული აზრით.
რასისტული ქცევა წარმოშობს რასობრივ დისკრიმინაციას მისი აშკარა ნეგატიური შედეგებით - იმ პირთა უბრალო უგულვებელყოფიდან ან იგნორირებიდან, ვინც ითვლება სხვაგვარ ან უმდაბლეს არსებად, უფრო ნათლად გამოხატულ ფორმებამდე, რაც ვლინდება დაშინებაში, ექსპლუატაციაში ან შეზღუდვაში.
ამ ეტაპზე კარგია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციაზე მითითება. ასევე სასარგებლო იქნებოდა გენერალურ ასამბლეაზე რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის მოხსენებების მითითება.
კანის ფერი - ეს ადამიანებს შორის განსხვავების იდენტიფიცირებისათვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო (და ნაკლებად გონივრული) საშუალებაა, რომელიც ოდესმე მოუფიქრებია კაცობრიობას. თუ მოსწავლეები ცხოვრობენ ისეთ გარემოცვაში, სადაც ადამიანებს შორის განსხვავებას აკეთებენ კანის ფერის გამო, სთხოვეთ მათ მრავალრასობრივი საზოგადოების პროექტის შედგენა, რომელშიც მათ უნდა იცხოვრონ, ისე, რომ წინასწარ არ იცოდნენ, როგორი იქნება მათი კანის ფერი. მიუთითეთ იმაზე, რომ ისინი უკვე ცხოვრობენ ასეთ საზოგადოებაში.
არარასისტული კლასი
ბევრი საშუალება არსებობს გადავაქციოთ კლასი ისეთ ადგილად, სადაც მისაღებია და მისასალმებელია მრავალრასობრიობა. მოსწავლეთა რეაქციაზე გავლენას ახდენს კულტურული ფაქტორები: რამდენად ადვილად მიდიან ისინი კონტაქტზე, რამდენად შეუძლიათ მათ ჯგუფური სწავლების მეთოდებთან შეგუება, შეუძლიათ თუ არა გაითამაშონ სცენები ან მოყვენ ისტორიები. თუ კლასში წარმოიშობა კონფლიქტი რასობრივ ნიადაგზე, განიხილეთ იგი და არ დატოვოთ ყურადღების გარეშე. მოუყევით ბავშვებს, როგორ გამოიცნონ ქცევა, რომელსაც შეუძლია რასიზმის გაძლიერება. შეისწავლეთ ცნობილი ადამიანების გამოცდილება, რომლებიც იბრძოდნენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ, და ხალხთა წვლილი კაცობრიობის ცოდნისა და გამოცდილების საერთო საგანძურში. შეადგინეთ სასწავლო პროგრამა კულტურების მრავალსახეობის მაქსიმალურად შესაძლო გათვალისწინებით. სთხოვეთ მშობლებს, ნათესავებს ან მეგობრებს დახმარება ამ საქმეში. მოიწვიეთ სხვა რასის ან კანის ფერის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ თემის ცხოვრებაში, რათა მოუთხრონ კლასს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ისინი.
დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით
საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად განხორციელებისათვის. ერთ-ერთი მათგანი - ესაა სქესი, და არსებობს მნიშვნელოვანი საფუძვლები იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ამის შესახებ განსაკუთრებულად, რადგანაც დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით (,,სექსიზმი”) ზოგიერთ შემთხვევაში რჩება სოციალური უსამართლობის ფართოდ გავრცელებულ ფორმად.
დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით, როგორც რასიზმი, შეიძლება არსებობდეს საზოგადოების კულტურისა და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. ასეთი დისკრიმინაცია შეიძლება გამოიხატოს ასევე ადამიანთა ურთიერთობებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას. აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთი სქესის ადამიანი შეიძლება გამოყენებული იქნას სამუშაოზე ან კიდევ სხვა რამეში გამორჩევის ან უპირატესობის მინიჭებისათვის, უდავოა, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა პრინციპებს.
ა) ყოფილი მოსწავლეების შეხვედრა
ორგანიზება გაუკეთეთ სამუშაოს შემდეგ სახეს: წარმოიდგინეთ, რომ უკვე გავიდა 30 წელი, და კლასი კვლავ იკრიბება ერთად. ,,ყოფილმა” მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ იმის შესახებ, რას აკეთებდნენ ისინი სკოლის დამთავრების შემდეგ. თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ასეთ მსჯელობაში.
არის თუ არა განსხვავება (შერეულ კლასებში) იმას შორის, თუ რას მიაღწიეს ბიჭებმა და გოგონებმა? კლასში, სადაც სწავლობენ ერთი სქესის მოსწავლეები, მიმართული იყო თუ არა ბიჭების ყურადღება მხოლოდ მათ სამსახურებრივ დაწინაურებაზე თუ საუბრობდნენ ძირითადად პოლიტიკური და ტექნიკური ცვლილებების შესახებ? ხოლო გოგონები ლაპარაკობდნენ ძირითადად თავიანთი საოჯახო და საშინაო ზრუნვის შესახებ?
მოიწვიეთ რამდენიმე ბაბუა და ბებია, რათა მათ ისაუბრონ მამაკაცის/ქალის როლის შესახებ, რომელიც, მათ დროს მათ უნდა ეთამაშათ.
ბ) რა არის ,,ბიჭი”? რა არის ,,გოგო”?
სთხოვეთ კლასს იფიქროს ადამიანის ხასიათის ნიშნების მაქსიმალურად გრძელი ჩამონათვალის შესახებ (მაგალითად, სისუსტე, ამპარტავნობა, იუმორის გრძნობა, სირბილე, ერთგულების მოთხოვნილება, თავგადასავლების სიყვარული).
განიხილეთ თითოეული რიგითობის მიხედვით და სთხოვეთ კლასს გადაწყვიტოს - უფრო მეტად რა არის მახასიათებელი ნიშანი ბიჭებისათვის ან გოგონებისათვის, თუ იგი მახასიათებელია თანაბრად.
თუ გამოვლინდება სტერეოტიპები, განიხილეთ ისინი კლასთან ერთად და განსაზღვრეთ, ასეთი სტერეოტიპები როგორ აისახება იმაზე, რასაც, მოსწავლეთა აზრით, შეძლებენ მიაღწიონ ცხოვრებაში ბიჭებმა და გოგონებმა.
გ) ვინ ვინაა?
მოსწავლეებმა უნდა შეამოწმონ სკოლაში არსებულ წიგნებში (ან ინფორმაციის ნებისმიერ წყაროში, რომლითაც ისინი სახლში სარგებლობენ), შემდეგი:
1. ერთნაირია თუ არა მამაკაცებისა და ქალების მოხსენიება რაოდენობის მიხედვით?
2. ნაჩვენებია თუ არა ქალი პერსონაჟები გაბედულები გადაწყვეტილების მიღებისას, ფიზიკურად ძლიერები და თავგადასავლების მოყვარულნი, შემოქმედებითები, უფრო მეტად მუყაითები იმაზე, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, და დაინტერესებულნი პროფესიის ფართო წრით?
3. ნაჩვენებია თუ არა მამაკაცის პერსონაჟები ჰუმანურებად, მზრუნველ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ მივიდნენ დასახმარებლად, გამოავლინონ თავიანთი გრძნობები, მზად არიან ისწავლონ საშინაო მეურნეობის წარმართვა და ბავშვების მოვლა და არ ეშინიათ, რომ სხვებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ ისინი არ არიან ,,მამაკაცური”, და ასევე თავისუფალი არიან ქალის სქესთან შემწყნარებლური დამოკიდებულებისაგან”?
4. სცემენ თუ არა პატივს მამაკაცები და ქალები ერთმანეთს, როგორც თანასწორნი?
5. თამაშობენ თუ არა მამაკაცები უფრო აქტიურ როლს სახლში?
6. თამაშობენ თუ არა ქალები აქტიურ როლს სახლის გარეთ და, თუ ეს ასეა, ხომ არა სხვა სახით, ვიდრე მასწავლებლები, მედდები, მდივნები, ან აუნაზღაურებადი და მცირედ ანაზღაურებადი მუშაკები?
დ) კლასი, რომელშიც არ არის წინასწარ უარყოფითი განწყობა სქესის ნიშნით განსხვავებულობის გამო
წინადადებათა უმრავლესობა, რომელიც შეეხება არარასისტული კლასის შექმნას, შეიძლება გამოყენებული იქნას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კლასში არ მოხდეს განსხვავება სქესთა შორის. ეძებეთ დახმარება, სადაც შესაძლებელია, სტერეოტიპების მსხვრევისათვის. არასდროს არ დაუშვათ სქესის ნიშნით გამორიცხვა და პატივი ეცით ტრადიციულ შეხედულებებს, მათი ნათლად და დამაჯერებლად გამოხატვით. ყოველთვის დასვით შეკითხვა: რა არის სამართლიანი? გააცანით მოსწავლეებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია.
ინფორმაციის სხვადასხვა საშუალების შესწავლა (კერძოდ, რეკლამების) იძლევა კარგ მასალას. ასევე რეკომენდირებულია სკოლის პროგრამისა და თანამედროვე ტექსტების დაწვრილებითი შესწავლა. უთმობს თუ არა ,,ისტორია” სერიოზულ ყურადღებას არა მარტო მამაკაცების, არამედ ქალების როლსაც? განიხილება თუ არა ,,ეკონომიკის” კურსში სამუშაო ძალის ბაზარზე ქალის როლი (სახლის მეურნეობაში ან სახლის გარეთ)? განიხილავს თუ არა ,,სამართალი” საკითხს ქალების და საკუთრების შესახებ? განიხილება თუ არა ,,სახელმწიფო მართვის” კურსში საკითხი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის შესახებ? ეთმობა თუ არა საკმარისი ყურადღება ,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების” შესწავლისას იმას, თუ რა გააკეთეს ქალებმა? ახალისებენ თუ არა გოგონებს მიაღწიონ წარმატებებს მათემატიკაში? რამდენად აისახება მამაკაცისა და ქალის სქესად დაყოფა ,,ლიტერატურის”, ,,ენის” და ,,ჰუმანიტარული მეცნიერებების” შესწავლისას.
დისკრიმინაცია და უმცირესობათა ჯგუფების სტატუსი
ცნებას ,,უმცირესობათა ჯგუფი” ხშირად ურევენ ცნებაში ,,ეთნიკური ჯგუფი” და ცნებაში ,,რასა”. ასეთ შემთხვევებში საქმიანობის უფრო ადრეული სახეებიც ასევე შეეხება მოცემულ საკითხს. ეს ტერმინი - საკმაოდ ფართოა, იგი გამოიყენება ასევე მკვიდრ მოსახლეთა, გადაადგილებულ პირთა, მშრომელ-მიგრანტთა, ლტოლვილთა და თვით შევიწროვებული უმრავლესობის (როგორც სამხრეთ აფრიკაში) მიმართ. ხშირად ამ ჯგუფებისათვის საერთოს წარმოადგენს სიღარიბე. უმცირესობის ჯგუფი შეიძლება აღარ იყოს ,,უმცირესობა”, როგორც კი იგი საკმარისად ძლიერი გახდება.
უმცირესობათა ჯგუფის წევრები ფლობენ ადამიანის ყველა უფლებას, მაგრამ ჩვეულებრივ ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ განსაზღვრულ და განსაკუთრებულ უფლებებზე. ჯგუფის შემადგენლობიდან გამომდინარე ამ უფლებებში შეიძლება ჩაერთოს თვითგამორკვევის მოთხოვნის (კულტურული და პოლიტიკური), მიწის, კომპენსაციის (მფლობელობის უფლების ჩამორთმევისათვის), ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის, რელიგიური აღმსარებლობის ადგილებზე ყოფნის უფლება.
ა) ,,უმცირესობათა” ჯგუფის აღმოჩენა.
კლასთან ერთად აქტიურად შეიმუშავეთ არსებულ ,,უმცირესობათა ჯგუფების” სიები. (უმცირესობათა დისკრიმინაციის აკრძალვისა და დაცვის ქვეკომიტეტის მოხსენებებში ან ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მასალებში, შეიძლება მოინახოს კონკრეტული მაგალითები და ინფორმაცია.)
უფროსი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მოამზადონ მათემატიკური კვლევები, ადგილმდებარეობის, ისტორიის, კულტურის, ცხოვრების თანამედროვე პირობების შესახებ და კონკრეტული ,,ჯგუფების” ძირითადი მოთხოვნების შესახებ.
ბ) გამოსვლა
მოიწვიეთ რომელიმე ,,უმცირესობათა ჯგუფის” წევრები, რათა გამოვიდნენ კლასის წინაშე. გამოარკვიეთ, ყველაზე უკეთ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ განსახილველ შემთხვევაში სამართლიანობის, თავისუფლების და თანასწორობის მიღწევაში.
დისკრიმინაცია არასრულფასოვანებასთან დაკავშირებით
სკოლის გარეთ, თემში პრაქტიკული მუშაობა ფიზიკურად და გონებრივად არასრულფასოვან ადამიანებთან საქმიანობის საუკეთესო სახეა იმისათვის, რომ მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა გააცნობიერონ ამასთან დაკავშირებული პრობლემები.
ა) გამოსვლა
მოიწვიეთ ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონე ადამიანები, რათა გამოვიდნენ კლასის წინაშე. მათ შეუძლიათ მოყვენ სიძნელეების შესახებ, რომლებსაც ისინი ხვდებიან და იმის შესახებ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი კონკრეტული უფლებები. ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ ადამიანები გონებრივად - პირველ რიგში, ადამიანური არსებებია, და მხოლოდ ამის შემდეგ არასრულფასოვნები.
ბ) ერთი სკოლა ყველასათვის
კლასმა უნდა გამოიკვლიოს სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია და გამოარკვიოს, სრულად არის თუ არა იგი მისაწვდომი ფიზიკურად არასრულფასოვანი ადამიანებისთვის. როგორი ცვლილებების რეკომენდირება შეეძლებოდათ მათ? რისი გაკეთება შეეძლებოდა თქვენს სკოლას იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ინვალიდების უფლებების შესახებ დეკლარაციისა და გონებრივად ჩამორჩენილი პირების უფლებების შესახებ დეკლარაციის განხორციელებას?
![]() |
4.5 თავი IV. რას ვაკეთებთ შემდეგ? |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ბროშურა - არათუ დასასრული, არამედ მხოლოდ დასაწყისია. იგი შეიცავს წინადადებებს, და არა მზა რეცეპტებს. მისი მიზანია - სტიმულირება გაუკეთოს იდეების განხილვასა და გაჩენას და ამგვარად უფლებათა და მოვალეობათა საფუძვლების ობიექტურ გაგებამდე ბავშვების მიყვანას ადამიანის საზოგადოების ცხოვრებაში ადამიანის უფლებათა პრინციპების მაქსიმალური გამოყენებისათვის.
აწარმოეთ შედეგების ჩანაწერი, ისე რომ შესაძლებელი იყოს დანახვა, თუ როგორ ჩაიარა თქვენმა ექსპერიმენტმა. დაფიქრდით შედეგების შესახებ და იმის შესახებ, რა შეიძლება იქნას შეცვლილი.
შეადგინეთ თვით თქვენი თავის, თქვენი კლასის და სკოლის აღწერა და, თუ შესაძლებელია, ჩართეთ ინფორმაცია თქვენი მოსწავლეების შესახებ და სხვადასხვა მონაცემები მათზე.
პირადი მონაყოლი საქმიანობის ამ სახეებიდან რომელიმეზე - იმის შესახებ, რა იყო მიზნად, და რა არა, დაწერილი იმისათვის, თუ რა იყო მოსალოდნელი და შედეგად რა გამოვიდა, მოგცემთ მარცვალს მოსაფიქრებლად - ყველაფერი ეს შეიძლება ადვილად იქნას გაგებული და გათვალისწინებული სხვების მიერ, ვინც ასრულებენ იმავე სამუშაოს.
ადამიანის უფლებათა სწავლების მნიშვნელობა შეუძლებელია გადაფასდეს. ეს პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საქმეა. საშუალებები და მიზნები ემთხვევა ერთმანეთს.
და უკანასკნელი რიგის, და არა მნიშვნელობის მიხედვით: შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ადამიანის უფლება - ეს არ არის ის, რაც შეეხება მხოლოდ სხვა ადამიანებს სადღაც სხვა ადგილზე. ისინი ეხება თითოეულ ჩვენგანს, რადგან ჩვენ - მთელი ჩვენი მრავალფეროვნებით - ვცხოვრობთ ერთსადაიმავე სამყაროში, დამოუკიდებლად იმისა, ვინ ვართ - ,,ჩვენ”. წაახალისეთ მოსწავლეები იფიქრონ იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი ყველაზე უკეთესად იმის გამოყენებას, რაც გაიგეს, თავიანთ შესაბამის საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა განვითარებისა და დაცვისათვის. ამის საფუძვლად წარმოგვიდგება ბევრი ზემოთ აღწერილი საქმიანობის სახე, რომლებიც ითვალისწინებენ მთლიანად საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას. ეს განამტკიცებდა მოსწავლეების მიერ ცოდნის მიღებას და ხელს შეუწყობდა მათ მიერ თავიანთი წვლილის შეტანას კლასის და სკოლის გარეთ და თავიანთ ზრდასრულ ცხოვრებაში.
ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებათა სწავლების დროს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
2. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, მე-13 მუხლის პირველი პუნქტი
3. ადამიანის უფლებათა კომისია, 11 c (XXVII) 1971 წლის 22 მარტის და 17 (XXIX) 1973 წლის 3 აპრილის.
4. დისკრიმინაციის [თავიდან აცილებისა] და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისია, 1988 წლის 1 სექტემბრის 1988/35 რეზოლუცია.
იუნესკო
ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობის განვითარების მიზნებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ევროპის საბჭო
წევრი-სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია № (85)7 სკოლებში ადამიანის უფლებათა სფეროში სწავლებისა და სწავლის საკითხებზე. 1985 წლის 14 მაისი, სტრასბურგი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კინოფილმები ადამიანის უფლებათა შესახებ
განუხორციელებელი ოცნება (8 წუთი) - [ბნელი შეხედულება] ქალების წინაშე ყველგან მდგარ პრობლემაზე: ორმაგი დატვირთვა - მუშაობა სრულ სამუშაო დღეს და [დიასახლისის] მოვალეობების შესრულება. მულტიპლიკაციური ფილმი დიქტორის ტექსტის გარეშე. ერთობლივი ნაწარმოები დაგრამ დუკოვთან [ერთად], კინოსტუდია ,,მოკლე ფილმები”, ჩეხოსლოვაკია. ტიტრები ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე, 1983 წელი.
რა უფლება გააჩნია ბავშვს (15 წუთი) - ბავშვები ფანქრებითა და საღებავით გამოხატავენ, რას ნიშნავს მათთვის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. კინოფილმი არსებობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე, 1968 წელი.
ბავშვის თვალით (29 წუთი) - იმ წელს, როდესაც აღინიშნა ბავშვის საერთაშორისო წელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიაწოდა ბავშვებს კინოკამერები მთელ მსოფლიოში და სთხოვა მათ გადაეღოთ კინოფილმები იმის შესახებ, რა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანს მათთვის. კინოფილმი არსებობს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე, 1979 წელი.
![]() |
5 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთო ხასიათის საცნობარო მასალები ადამიანის უფლებათა შესახებ
გაეროს ძირითადი ბროშურები და მასალები ადამიანის უფლებათა შესახებ
1.Human Rights: A Compilation of International Instruments (ST/HR 1/Rev. 3; в продаже под 1988.XIV.1)
2.Деятельность Организации Объединённых Наций в области прав человека ( в продаже под No.R. 83.XIV.2)
3.Human Rights, Status of International Instruments(d ghjlf;t gjl No. E. 87. XIV.2)
4.Human Rights Instruments (ST/HR/4/rev. 5)
5.Устав Организации Объединённых Наций (DPI/511)
6.Всеобщая декларация прав человека (DPI/15)
7.Междунаодный билль о правах человека (DPI/925 )
8.Human Rights: Questions and answers (DPI/919)
9.Изложение фактов № 1 Механизм в области прав человека
10. Изложение фактов № 2 Междунаодный билль о правах человека
11. Изложение фактов № 3 консультативное обслуживание и техническая помощь в области прав человека
12. News letter on Human Rights
13. Bulletin on Human Rights
14. Human Rights Yearbooks
ძირითად წყაროთა არჩევითი ბიბლიოგრაფია
1. Adrahams, H. World Problems in the classromm. Educational Sdudies and Documents No. 41 UNESCO, 1981.
2. Accion Educativo-Cultural, El Campesino. Derechos Humanos, Reflexion y Accion, Una Guia para Educador. Bogota . 31.p.
3. Aga Kkan, sadruddin. Les bases ethique pour le droit et la societe: perspectives de la Commission independante sur les questions humanitaires internationales. Recueil des cours, Hague Academy of International Law, 193(4)1985, pp.389-403.
4. Agranovskaya, E.V. The legal culture and implementation of the rights of the individual. Moscow, Nauka, 1988. 8 p.
5. Amnesty International. Teaching and Learning About Human Rights. London.
6. Association de Consultants internatationaux en drits de l'homme. Bulletin francophone de liasion et de documentation sur les droits de l'homme. Geneva, 1984, 151 p.
7. Association mondiale pour l`ecole instrument de paix. Ecole de paix, bulletin trimestriel. Geneva.
8. Ba, abdoul; koffi, Bruno; Sahli, Fethi (eds.) L'organization de l'unite africaine: de la charte d'addis- Abeba a la Convention des droits de l'homme et de peuple. Paris. Sirex editions, 1984.
9. Bandres Sanchez-Crzat, Jose Manuel, institue par le Pacte international relatif aux droits civils et politiques. Geneve, A. Bojii, 1985.
10. Cassin Rene. La Pensee et l'action . Boulogne-sur Seine, F, Lalou 1972
11. Centre International de formation a l'enseignement des droit de l'homme et de la paix. Recueil des document de la quatrieme session iternationale de formation a l'enseignement des droits de l'homme et de la paix pour les professeur des ecoles primaires, secondaire et professinelles. Geneva. 1988. 203 p
12. Centre National de documentation pedagogique. Pour une education aux droit de l'homme. ,, Rereferen Documantaires”, No. 30.Paris, 1985. 88.p.
13. Chechot, D.M How to protect yuor rights: legal advice to citizens, Moscow, Yuridicheskaya literatura , 1988 11 p.
14. Comite permemente des ONG UNESCO. Education pour la promotion et la defense des droits de l'homme, contre le racisme et l'aparheid. Paris. 1987. 59. P.
15. Commission des droits de la personne du Quebec. Le droit ca s'apprend. 508 p.
16. Defense des enfant, Section suisse. Nos droits d'enfants. Ed.Syros, Paris. 72p.
17. Department of Education. A Primer on Human Rights. Manila, the Philippines.
18. EDUPAZ. El Derecho a Ser un Joven. Buenos Aires. 48 p.
19. Ermacora, Felix. The Protection of Minorities before The United Nasions. Hague Academy of International Law, vol. 182 (1982-IV), pp. 247-370.
20. Escuela de Derechos Humanos. Cursos Basicos en Derechos Humanos.Lima.
21. Faculte de Pedagogie et de sciances de l' education, Universite de Geneva. ,,Elle est ou votre maitresse?''. Reflexion a parti d'une experience d'enseignement des droits de l'homme a l'ecole primaire. Martine Paulin. Memoire de Licence.1986.142p.
22. Facolte de Pedagogie et de sciances de l' education, Universite de Geneva. Une approche des droits de l'homme a l'ecole primaire a travers un materiel pedagogique. Fabienne Theytaz, Memoire de Licence.198p.
23. Gravees, N., et al. Teaching for international understanding, peace and human rights . UNESCO,1984.
24. Guyana Human Rights Association. Guyana Handbook on the Universal Declaration of Human Rights. Georgtown. 31.
25. Human Rights Internet Reporter. Harvard Law Scool . Boston. Massachussets.
26. Human Rights Teaching (occasional bulletin). UNESCO. PARIS.
27. Humphrey, John p. Human rights and the Peace of Nations. Review. (International Commission of Jurists) No. 31 December 1983, pp. 71-71.
28. Humphrey John P. Human Rights and the United Nations: A Great Adventure. Dobbs Ferry, NY. Transnational Publishers.INC.,1983.
29. Humphrey , John P. Les Condition Necessaires a la paix. Etudes internationales. Le Centre quebecois de relationns internationales, 18 (3) septembre 1987, pp. 601-608
30. Kidd.S. Some Suggestions on Teaching about Human Rights. UNESCO, 1968.
31. Lister I. Teaching and Learning about Human Rights. Strasbourg, Council of Europe 1984.
32. Los Derechos Humanos. Ilkusager Ediciones, Vitoria, 68p.
33. Malik, Charles. Man in the Struggle for peace. New-York, N.Y. Harper and Row.1963.
34. Malik Charles. The Challenge of Human Rights. Toronto , Canadian Association for Adult Education, 1949
35. Mediateque de la Communaute francaise de Belgique. Droits de l'homme , Droits de Peuples, Brussels.1986. 187p.
36. Pettmam, Ralph. Teaching for Human rights. Human rights Commission, Victoria Elementary School Teachers, 176 p; pre-school and Grades.1-4.121p
37. Education Civique. Editions hachette, Nathan, hatier, magnard Bordas, Delagrave et Belin Paris.1988.]
38. Ramcharan, B.G. (ed). Human rights: Thirty Years After the U niversal Declaration. The Hague,Nijhoph 1979.Roosevelt, Eleanor. On MY Own. New-Youk, Harper's 1958.
39. Servicio de Publicaciones de la EXMA, Diputacion Provincial de Almwria.
40. Derechos Humanos, Guoion Didactico. 1987.
41. Servicio Paz y Justicia. Derechis Humanos. Montevideo.
42. Skvirsky, Yu. R . Human Rights-Real and Imaginary. Moscow, Znanye. 1988.
43. UNESCO. Apartheid, A Teacher's Guide. Paris 1981. 105 p.
44. UNESCO. Human Rights: Comments and Interpretations. A Symposium edited by UNESCO. Westport., Connecticut, Greenwood, 1973.
45. UNESCO. Human Rights , Questiones and Answers. Leah Levin Paris 1981. 86p.
46. Wolsk D. An Experience- Ceteed Curriculum: Exercises in Perception, Communication and Action. Educational Studiesw and Documents . No. 17, UNESCO 1975.
47. World Association for the School as an Instruments of Peace. A New Methodology for Human Rights Teaching . The Universal Declaration of Human Rights in Plain English Vocabulary. Geneva , 1978.
ადამიანის უფლებათა სწავლების დროს გამოსაყენებელი ძირითადი დოკუმენტები
Организация Объединённых Наций
Всеобщая декларация прав человекаб пункт 2 статьи 26.
Междунардный пакт об экономических, социальных и культурных правах, пункт 1 статьи 13ю
Комисиия по правам человека резолюций 11 с (XXVII) от 22 марта 1971 гю и 17 (XXIX) от апреля 1973 года.
Юнеско
Рекомендация в отношении образования в целях развития взаимопонимания, сотрудничества и международного мира и образования в области прав человека и основных свобод. Генеральная конференция, 19 ноября 1974 года, Париж.
Европейский Совет
Рекомендация № (85) 7 комитета министров государств-членов по вопросам преподавания и обучения в области прав человека в школах. 14 мая 1985 года Страсбург.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კინოფილმები ადამიანის უფლებათა შესახებ
Неосуществимая мечта (8 минут) - Мрачный взгл\\д на проблему. Повсюду
Стоящую перед женщинами: двойная нагрузка - работа полный рабочий день и выполнение обязанностей домохозяйки. Мультипликационный фильм без дикторского текста. Совместное производство с Дагмарой Дубковой, киностудия «краткие фильмы» Чехословакия. Титры на анлийском, арабском, испанском и французском языках, 1983 год.
Какое право имеет ребёнок (15 минут) - Дети изображают карандашами и
Красками, что значит для них Всеобщая декларация прав человека. Кинофильм имеется на английском, испанском и французском языках 1968 год.
Глазами ребёнка (29 минут) - В год, когда отмечался международный год
Ребёека, Организация Объединённых Наций предоставила детям во всём мире кинокамеры и попросила их снять кинофильмы о том, что является самым важным для них. Кинофильмы имеются на английском, арабском, испанском и французском языках, 1979.