![]() |
1 პირველი დღე |
▲back to top |
![]() |
1.1 მონაწილეთა სია |
▲back to top |
1. რევაზ ადამია, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.
2. ბესო ალადაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭო.
3. ირაკლი ალადაშვილი, გაზეთი ,,7 დღე“.
4. ლევან ალაფიშვილი, საქართველოს ატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია.
5. ზაალ ანჯაფარიძე, კავკასიური ინსტიტუტი.
6. ნუგზარ ბაბუციძე, ეროვნული უშიშროების საბჭო.
7. ალექსანდრე ბაიჩაროვი, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია საქართველოში.
8. იურგენ ბაიხე, გერმანიის საელცჩო საქართველოში.
9. იოსებ ბარნაბიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
10. მამუკა ბიჭაშვილი, ეკონომიკური და პოლიტიკური საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრი.
11. ელჩი დიტერ ბოდენი, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი.
12. ქენეთ ბრაუერი, ასოციაცია სპექტრუმი, აშშ.
13. რევაზ გაჩეჩილაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
14. პაატა გიორგიძე, ეროვნული უშიშროების საბჭო.
15. დიტერ გლიცა, ჯორჯ მარშალის ცენტრი, გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია.
16. დავით დარჩიაშვილი, კავკასიური ინსტიტუტი.
17. ალი რეზა ეიჰლიმ, ირანის საელჩო საქართველოში.
18. ფილ ვასილევსკი, აშშ საელჩო საქართველოში.
19. ნიკო ვაშაკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
20. პოლკოვნიკი ვან დერ ვეიდენი, ნატო-ს შტაბ-ბინა, ბრიუსელი, ბელგია.
21. ელჩი ჰანს გეორგ ვიკი, მიუნხენი, გერმანია.
22. ია თიკანაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
23. ჯანრი კაშია, ქართულ-ევროპული ინსტიტუტი.
24. კახა კაციტაძე, ეკონომიკური და პოლიტიკური საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრი.
25. ლოურენს კერი, აშშ საელჩო საქართველოში.
26. ომი კერი, აშშ საელჩო საქართველოში.
27. უილიამ კორტნი, აშშ საელჩო საქართველოში.
28. პოლკოვნიკი ფრიდრიხ კრიეზელი, ნატო-ს შტაბ-ბინა, ბრიუსელი, ბელგია.
29. ივანე ლანჩარიჩი, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია საქართველოში.
30. მამუკა კუდავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
31. ომარ ლეკვეიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭო.
32. ინა ლეპელი, გერმანიის საელჩო საქართველოში.
33. დიმიტრი ლეჟავა, ეროვნული უშიშროების საბჭო.
34. ვიცე-პოლკოვნიკი ლინცი, თავდაცვის ფედერალური სამინისტრო, ბონი, გერმანია.
35. დავით ლოსაბერიძე, კავკასიური ინსტიტუტი.
36. ვახტანგ მაისაია, საქართველოს პარლამენტი.
37. ირაკლი მელაშვილი, საქართველოს ატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია.
38. ვასილი მელნიკი, უკრაინის საელჩო საქართველოში.
39. ვოლფანგ მანიგი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საქმეთა მრჩევლის მოადგილე, ნატო-ს შტაბ-ბინა, ბრიუსელი, ბელგია.
40. გურამ მანჯგალაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი.
41. გიორგი მანჯგალაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი.
42. ირაკლი მჭედლიშვილი, კავკასიური ინსტიტუტი.
43. ნინო ნანავა, საქართველოს პარლამენტი.
44. თემურ ნერგაძე, რესპუბლიკური პარტია.
45. გია ნოდია, კავკასიური ინსტიტუტი.
46. თამარ პატარაია, კავკასიური ინსტიტუტი.
47. ზაზა პატარიძე, საქართველოს ატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია.
48. ჯონ რაიტი, ტასის-ის პროგრამის კოორდინატორი.
49. ალექსანდრე როდნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
50. კაპიტანი ედვარდ როჯერსი, ამიერკავკასიის რეგიონული კოორდინატორი, ნატო-ს შტაბ-ბინა, ბრიუსელი, ბელგია.
51. დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური თანამშრომლობის აოციაცია.
52. ანდრეას ფარნერი, გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალების უნივერსიტეტი, მიუნხენი, გერმანია.
53. პროფესორი ჩარლზ ფერბენქსი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ.
54. ლორის ჩესქვაიერი, ნატო-ს შტაბ-ბინა, ბრიუსელი, ბელგია.
55.კახა ჩიტაია, საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.
56. გენერალ-მაიორი ვალერი ჩხაიძე, საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
57. დავით ცინცაძე, საქართველოს უშიშროების სამინისტრო.
58. ბესო წილოსანი, პარლამენტის კვლევითი სამსახური.
59. მამუკა წურწუმია, ჟურნალ ,,მხედარის“ რედაქტორი.
60. ივლიანე ხაინდრავა, რესპუბლიკური პარტია.
61. ირაკლი ხართიშვილი, პარლამენტის კვლევითი სამსახური.
62. გელა ხუციშვილი, სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტი.
63. გიორგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთაშორისო ცენტრი.
64. ვიცე-პოლკოვნიკი ფრეიზერ ჰადოუ, თავდაცვის სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი.
65. ჯეიმს ჰაუკროფტი, აშშ საელჩო საქართველოში.
![]() |
1.2 პლენარული სხდომა |
▲back to top |
კონფერენცია გახსნა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ გია ნოდიამ. იგი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, ჩამოსულ სტუმრებს, აღნიშნა ნატოს-ს, კერძოდ კი ბატონი კრის დონელის, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩევლის და მისი ოფისის დიდი დამსახურება კონფერენციის მომზადების საქმეში. კავკასიური ინსტიტუტი ბატონ დონელისთან ერთად ჯერ კიდევ სამი წლის წინ გეგმავდა ამ კონფერენციის ჩატარებას, მაგრამ მაშინ, საქართველოში არასტაბილური სიტუაციის გამო, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. დღეს მდგომარეობა შეიცვალა, ამიტომ რიგი ექსპერტებისა ნატოს ქვეყნებიდან ჩამოვიდა, რათა ქართველ სპეციალისტებთან ერთად ემსჯელა იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვაროს საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების საკვანძო პრობლემები, კონფერენციის დაფინანსება მოხდა ნატოს ინფორმაციისა და პრესის ოფისის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, რომელმაც უშუალოდ მოახდინა კონფერენციის ორგანიზება, არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ინსტიტუტი თავის ძირითად მისიად საზოგადოებაში დემოკრატიული იდეების გავრცელებას მიიჩნევს. დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში საზოგადოებამ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემებიც ახლებურად უნდა გაიზარდოს. სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემები საკმაოდ პოპულარული თემაა საქართველოში, და ქვეყნის პარლამენტიც საკმაოდ დიდ დროს ახმარდა მასზე მსჯელობას, მაგრამ აქამდე ეს პრობლემები ძირითადად დაიყვანებოდა ერთ საკითხზე - ვისი გავლენის სფეროში უნდა იყოს ან არ იყოს საქართველო და, შესაბამისად, რომელმა საგარეო ძალამ უნდა იზრუნოს მის უსაფრთხოებაზე. ჩვენი აზრით კი, დემოკრატიული საზოგადოების შესაფერისი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ თვითონ ჩვენ, და ეს ,,თვითონ ჩვენ“ ნიშნავს არა მარტო ერთ უწყებას, რომელსაც ეს ევალება და შესაბამისი სახელი ჰქვია, აგრეთვე ჯარს, პოლიციას და ა.შ., არამედ მთელ საზოგადოებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ჩვენი, ანუ საზოგადოების უფლებაა ვიცოდეთ, თუ როგორ სურს ჩვენს მთავრობას დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, როგორც აპირებს იგი ააგოს ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, როგორ ხარჯავს იგი იმ ფულს, რომელიც გამოყოფილია ამ ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენი მოვალეობაა, ვიფიქროთ ამაზე და სხვას არ გადავაბაროთ ეს ამოცანა. ამ კონფერენციის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობაა.
ჩვენი კონფერენცია დაემთხვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ბატონი გრაჩოვის ვიზიტს საქართველოში. ამის გამო, ზოგო სამთავრობო უწყების წარმომადგენელი, რომელთანაც უნდოდათ ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ემზადებოდნენ ამისთვის, მეტისმეტად დაკავებულები აღმოჩნდნენ და სამწუხაროდ ვერ მოვიდნენ. კერძოდ, ამ და სხვა მიზეზების გამო ვერ შედგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დაგეგმილი გამოსვლა პლენარულ სხდომაზე. ამ შემთხვევაში თეორია წინააღმდეგობაში მოვიდა პრაქტიკასთან: ჩვენ ვმსჯელობთ საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაზე, ისინი კი ქმნიან საქართველოს უსაფრთხოებას, როგორც რეალობას.
ამის შემდეგ თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს, ქალბატონ ინა ლეპელს. მან გამოხატა გერმანიის საელჩოს მხარდაჭერა კონფერენციის მიზნებისადმი და მიულოცა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს ეს ინიციატივა. ეს სემინარი პირველია, სადაც საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის განხილვა შეიძლება მოხდეს. შთამბეჭდავია ამდენი სტუმრის მონაწილეობა და ის, რომ ასე კარგადაა წარმოდგენილი ქართული მხარე. გერმანიის საელჩო, როგორც ნატოს წამყვანი საელჩო, მუშაობს ნატოს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინდივიდუალური თანამშრომლობის პროექტზე. ქ-მა ლეპელმა აღნიშნა საქართველოს წარმატებები დემოკრატიული განვითარების გზაზე. შეიქმნა მომგებიანი საგარეო პირობები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ამ მიზნის მიღწევაში დახმარებისთვის მზადაა ეუთო-ს მისიაც. საქართველოს დემოკრატია, ეკონომიკური რეფორმები და ფინანსური უსაფრთხოება ჩრდილოეთ ატლანტიკური გაერთიანებული საბჭოს წევრი მთავრობების და ეუთო-ს მუდმივი ყურადღების ქვეშაა. ჩვენ არც გვინდა, რომ ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება წარიმართოს მეორის ხარჯზე და არც ის, რომ შეიქმნას ახალი განცალკევებული სამხედრო ბლოკები.
დოქტორმა ვოლფგანგ მანიგმა, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩევლის თანაშემწემ, აღნიშნა, რომ ნატო-ს შტაბ-ბინაში მუშაობამდე იგი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კურირებდა საქართველოს პრობლემებს. იგი 1992 წლიდან იცნობს საქართველოს და მას შემდეგ დიდ პროგრესს ამჩნევს, ამჩნევს, თუმცა პოლიტიკური გარემო კვლავ რთულია და კონფლიქტები არ შეწყვეტილა.
ეს სემინარი ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარებას. საუბარი ძირითადად თეორიაზე იქნება, მაგრამ პრაქტიკულ მაგალითებსაც მოვიშველიებთ იმისა, თუ როგორ ვწყვეტთ ნატო-ში ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს, თუ შევადარებთ ნატო-ს და ყოფილი ვარშავის პაქტის გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფო თავად ავითარებს საკუთარ კონცეფციას და შემდგომ ეძებს ბალანსს პარტნიორებთან. ვარშავის ბლოკში კი ყველა ქვეყანა საერთო დიქტატს ემორჩილებოდა.
საბოლოო ჯამში ქართველებმა თავად უნდა იპოვონ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების განვითარების გზა. ექსპერტები ამას ვერ იზამენ მათ მაგივრად.
უსაფრთხოების კონცეფცია ვერ შეიქმნება ექსპერტთა ვიწრო წრეში. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სტრატეგიული საზოგადოებრივობის (strategic community) ჩამოყალიბებას. სემინარიც ამას ემსახურება. შემდგომში სწორედ ეს საზოგადოებრიობა შექმნის უსაფრთხოების კონცეფციას.
პირველი კითხვაა - რა არის სტრატეგიული საზოგადოებრიობა? საბჭოთა საზოგადოება სხვაგვარად იყო აწყობილი. საბჭოთა სამხედრო დოქტრინის თანახმად გენერალური შტაბი იყო არმიის ტვინი და მონოპოლისტი სამხედრო საკითხების გადაწყვეტაში. სამხედროები ავითარებდნენ თავდაცვის პოლიტიკას, კომუნისტური პარტია კი აკონტროლებდა არმიას, რათა იგი პარტიის მორჩილი ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყო ნამდვილი სამოქალაქო კონტროლი, რადგან პარტიას არ შესწევდა ნამდვილი სამხედრო ექსპერტიზის ჩატარების უნარი. პოლიტბიუროს ჰქონდა პრივილეგიები, მაგრამ არ ჰქონდა სათანადო ცოდნა. უსაფრთხოების საკითხების ანალიზი ხდებოდა თავად სამხედროებისა და სუკ-ის მიერ. თეორია ამბობს, რომ კომუნისტური პარტია ქმნიდა სამხედრო პოლიტიკას, მაგრამ ამბობს, რომ კომუნისტური პარტია ქმნიდა სამხედრო პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში გენერალური შტაბი იყო მთავარი.
ღია საზოგადოებაში კი არმია აღმასრულებელია. პასუხისმგებელი სამოქალაქო მთავრობაა. ღია საზოგადოებაში თავდაცვის მინისტრმა უნდა დაასაბუთოს, თუ რისთვის ითხოვს გაფინანსებას. ღია საზოგადოებაში სამხედრომ უნდა დაამტკიცოს თავისი მოთხოვნების მართებულობა. მას თავად სჭირდება სამოქალაქო ინსტიტუტების - მთავრობის, ჟურნალისტების, მეცნიერების - პარტნიორობა. თავის მხრივ, სამოქალაქო პირებს მოეთხოვებათ ცოდნა, რათა ღირსეული პარტნიორობა გაუწიონ სამხედროებს და მათი კონტროლიც შესძლონ. პარლამენტის სათანადო კომიტეტის წევრებმა უნდა იცოდნენ, რა ღირს ტანკი და რამდენად და რისთვის სჭირდება ის ქვეყანას. ეგებ სხვა ტექნიკის შეძენა ჯობია - ეს კითხვა პოლიტიკოსმა უნდა დასვას და არა სამხედრო შტაბმა.
სტრატეგიული საზოგადოების ფორმირება აუცილებელია, რათა სამოქალაქო პირები გაერკვნენ სამხედრო საქმეში. ეს არაა ექსპერტების უბრალო ჯამი. სტრატეგიულ საზოგადოებრიობაში უნდა შედიოდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მეცნიერები. მისასალმებელია, რომ დღეს ყველა ამ წრის წარმომადგენელი გვესწრება.
სემინარის მეორე საკითხია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის რაობა. ეს რაა სამხედრო დოქტრინა. დღეს უსაფრთხოება ბევრად მეტია, ვიდრე წმინდა სამხედრო საკითხი. უსაფრთხოების სისტემა არაა შემოსაზღვრული მხოლოდ არმიით. აქ იგულისხმება სოციალური დაცვა, ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება, შინაგანი სტაბილურობა. მოკლედ, საჭიროა საკითხისადმი ყოველმხრივი მიდგომა. ამასთან, უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველი არის რისკის, მოსალოდნელი საფრთხის ფაქტორთა შეფასება. არმია სწორედ ამ რისკის შეფასებებს ეყრდნობა.
ეს სემინარი ეძღვნება არმიის ადგილის შეფასებასაც სამოქალაქო საზოგადოებაში. სამუშაო ჯგუფებში ვისაუბრებთ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებზე, საპარლამენტო კონტროლზე, პოლიტიკური საფრთხეების შეფასებაზე.
მაგრამ სემინარი ვერ გასცემს ამომწურავ პასუხს ყველა კითხვაზე. ქართველი მონაწილენი თავად ხართ ექსპერტები. ჩვენ შეიძლება მხოლოდ პრობლემათა იდენტიფიკაციაში დაგეხმაროთ. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეხვედრის მიზანი ქართული სტრატეგიული საზოგადოებრიობის - სამხედროებისა და სამოქალაქო პირების თავმოყრაა. უცხოელი ექსპერტები უბრალოდ შესავალ განცხადებებს გააკეთებენ, წარმოაჩენენ ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ, ხშირად განსხვავებულ მიდგომებს უსაფრთხოების საკითხებისადმი. თქვენ კი შეაფასეთ, რა შეიძლება პასუხობდეს თქვენს მოთხოვნებს. ბოლოს ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. დებატები ამ საკითხებზე არ უნდა შეწყდეს. უნდა შემუშავდეს თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები.
ბატონმა ლოურენს კერმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში, წაიკითხა ელჩის, უოლიამ კორტნის სიტყვა (ბ-ნი კორტნი კონფერენციის დღეს თბილისში არ იმყოფებოდა).
სახელმწიფოს ,,ეროვნული უსაფრთხოება“ ფართო ცნებაადა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური რეფორმა, კანონის უზენაესობამ, თავდაცვა და რეგიონული ურთიერთობანი. შეერთებული შტატების თვალთახედვით საქართველომ მრავალ სფეროში მიაღწია გარკვეულ წარმატებებს. ეს დადებითი ტენდენციები განსაკუთრებით შესამჩნევია იმ სიტუაციის ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პირველ წლებში. მაშინ საქართველო ორად იყო გახლეჩილი სამოქალაქო კონფლიქტის გამო. ამ პროცესმა გამოიწვია იმფრასტრუქტურის განადგურება და რეფორმების დაგვიანება. მას შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კვლავაც ღარიბ და დაუცველ ქვეყნად რჩება. მისი ტერიტორიის ნაწილები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი - სეპარატისტული კონტროლის ქვეშაა. აჭარის მხარე ჩამორჩება რეფორმების განხორციელების პროცესში. აზერბაიჯანელთა და სომეხთა კომპაქტური განსახლების რაიონებში დაძაბულობის ნიშნები შეიმჩნევა.
გადავხედოთ ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ასპექტებს და ვნახოთ, თუ რა არის მიღწეული საქართველოში თითოეული კატეგორიის მიხედვით.
პირველი დემოკრატიის განვითარებაა. გასულ ნოემბერს პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნები უმეტეს რაიონებში შედარებით სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდა. მათ განამტკიცეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის ლეგიტიმურობა. საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე რეფორმისტულია ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის. ღია დისკუსიებისა და ახალი კანონმდებლობის მიღების გზით პარლამენტი საფუძველს უყრის რეფორმების გაღრმავებას და უფრო პატიოსანი მთავრობის ჩამოყალიბებას. შიდა დაძაბულობა ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ოდესმე დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს არ ემუქრება ცალმხრივი და უკომპრომისო პოლიტიკის მომხრე კომუნისტური თუ ნაციონალისტური უმცირესობა.
ქართველები კამათობენ, დაამკვიდრონ თუ არა ფედერალიზმი. დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოები გადაწყვეტილებათა მიღების დეცენტრალიზაციას უწყობენ ხელს და უფრო უშუალოდ ეხმაურებიან ამომრჩეველთა მოთხოვნებს. ამასთან, ადგილობრივი არჩევნები ეხმარებიან სეპარატისტული ტენდენციების შემცირებას, ვინაიდან აჩვენებენ, რომ ადგილობრივი კონტროლი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე შეიძლება რეალობად იქცეს. მრავალნი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თვლიან, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა შეიძლება რეგიონებში არასტაბილურობა გამოიწვიოს და სეპარატისტული ტენდენციები გააღრმავოს. ჩვენი ქვეყნის გამოცდილება საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამ საუკუნის სამოციანი წლების სამოქალაქო უფლებათა მოძრაობამ აშშ-ში შეახსენა ამერიკელებს, რომ უმცირესობათა საკითხებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირება ყველაზე კარგად შეიძლება საზოგადოების დარწმუნებით, რომ თითოეულ მოქალაქეს თანაბარი შანსი აქვს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისა.
ეროვნული უსაფრთხოების მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იმას უკავშირდება, თუ როგორ განამტკიცებს ეკონომიკურ შესაძლებლობათა რეალიზაცია სახელმწიფოს სტაბილურობას და მოსახლეობის კეთილდღეობას. საქართველო კვლავ სუსტია: ის კიდევ ერთი-ორი წელიწადი იქნება დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 1994 წლის პირველ 9 თვეს ინფლაციის საშუალო თვიური მაჩვენებელი 60 პროცენტს აღემატებოდა - ჰიპერინფლაციაა. მაგრამ საქართველოს ეყო ვაჟკაცობა დაეძლია ეს სენი. ახალი ფულადი ერთეული - ლარი მყარია, რაც მტკიცე ფულადი და საბიუჯეტო პოლიტიკითაა განპირობებული. ეკონომიკა გამოცოცხლებას იწყებს. მცირე ბიზნესი ძირითადად კერძო მფლობელობაშია.
საქართველოს აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს. რაკი მრეწველობის უმეტესი ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ეკონომიკის 80 პროცენტი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად ხელსაყრელი იქნება, თუ მიწა თავისუფლად გაიყიდება, იჯარით გაიცემა და დაგირავდება. ეს საწინდარია მნიშვნელოვანი კერძო ინვესტიციებისა და ქვეყნის პოტენციურად მდიდარ სასოფლო-სამეურნეო სექტორში. ამას გარდა, მიწის კერძო საკუთრებაში გადასვლა დაეხმარება ეროვნულ უმცირესობებს დაიცვან თავიანთი ინტერესები, როგორც მოხდა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის შემდეგ. არაეფექტური და კორუმპირებული სახელმწიფო მონოპოლიები მძიმე ტვირთად აწევს ეკონომიკას. სახელმწიფო მონოპოლიების დანაწევრებასა და პრივატიზაციას, რაც ახლა საქართველოს პურის კორპორაციის მიმართ ხდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომავალი ეკონომიკური აღმავლობისათვის. საგადასახადო რეფორმა, რომელიც დააწესებს ზომიერ და წინასწარმეტყველებად საგადასახადო განაკვეთებს და გააფართოვებს საგადასახადო ბაზას, გააფართოვებს ეკონომიკურ შესაძლებლობათა სფეროსაც ის წაახალისებს ინვესტიციებს და გაზრდის აქტივობას მეურნეობის ლეგალიზებულ ნაწილში. საგადასახადო რეფორმა განამტკიცებს სტაბილურობას იმით, რომ უფრო სამართლიანად ანაწილებს საგადასახადო ტვირთს და ზრდის სახელმწიფო შემოსავლებს გამართლებული სამთავრობო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მნიშვნელოვანია აგრეთვე კომერციული კანონმდებლობა და საბანკო რეფორმები. ეს ნაბიჯებიც გააქტიურებს კერძო ინვესტიციებს დინამიური და პროდუქტიული ეკონომიკის ასაშენებლად. მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის საერთაშორისო განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, გერმანია და ევროგაერთიანება სხვებთან ერთად თანამშრომლობენ საქართველოსთან ამ სფეროში.
საქართველოს გააჩნია იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვაო პორტები მთელი კონტინენტის ფარგლებში ტვირთების გადასაზიდად. ახალი ,,ევრაზიის დერეფანი“ გადაჭიმულია შავი ზღვიდან ამიერკავკასიის, კასპიის ზღვის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთამდე. გასულ წელს თურქეთიდან მომავალმა ათი ათასობით სატვირთო მანქანამ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ბევრმა მათგანმა აღმოსავლეთისკენ გააგრძელა გზა ,,ევრაზიის დერეფნის“ გავლით. ეს განმაცვიფრებელი ცვლილებაა სატრანსპორტო გადაზიდვების სტრუქტურაში, რაც სულ რამოდენიმე წელიწადში მოხდა. ჩეჩნეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების გამო სარკინიგზო და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რუსეთიდან საქართველოში და პირიქით გამეჩხერდა. დასავლეთის ნავთობსადენი, რომელიც საქართველოზე გაივლის და რომელსაც ამერიკა დაბეჯითებით უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთს სხვა მარშრუტთა შორის, გააძლიერებს ,,ევრაზიის დერეფანს“ კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების კონკურენტუნარიანი საექსპორტო მარშრუტების შექმნით.
ეროვნული უსაფრთხოების მესამე ასპექტი კანონის უზენაესობაა. ამ მხრივ სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა დამოუკიდებლობის პირველ წლებთან შედარებით. გასულ აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე თერორისტული თავდასხმის მცდელობის შემდეგ მხედრიონი - ოფიციალური, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო დაჯგუფება - საბოლოოდ იქნა უვნებელყოფილი. ქუჩებსაც და მცირე ბიზნესსაც სიცოცხლე დაეტყო, მოსახლეობა კი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. თუმცა, კანონდამცავი ორგანოების რეფორმა კვლავ დღის წესრიგში დგას. ადამიანთა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს პატიმართა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში ასრულებდეს თავის ფუნქციებს. უაღრესად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლოების ჩამოყალიბება.
მეოთხე ასპექტი ეროვნული უსაფრთხოებისა არის თავდაცვა. აფხაზეთში დამარცხებამ ლახვარი ჩასცა საქართველოს ჩამოუყალიბებელ შეიარაღებულ ძალებს. მას შემდეგ სამხედრო მშენებლობის პროცესში წინსვლა იქნა მიღწეული. თავიანთი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ პროფესიული მომზადება და დისციპლინა, ისინი ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ სამოქალაქო ხელისუფლების წინაშე. საქართველოს დახმარებას იღებს რუსეთისგან სამხედრო ტექნიკასა და წვრთნაში. მცირე მასშტაბით საქართველომ სხვა ქვეყნებთანაც დაიწყო თანამშრომლობა. ჩვენ პერსპექტიულად მიგვაჩნია სამხედრო თანამშრომლობა სანაპირო დაცვასა და სხვა სფეროებში. ის მოიცავსსამხედრო ხომალდების ვიზიტებს, რომელთაგან პირველს შარშან აგვისტოში ჰქონდა დაგილი. ჩვენი მიზანია არა შევცვალოთ, არამედ შევავსოთ არსებულიკავშირები, რომელიც საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან აქვს. ნებისმიერი ხელშეკრულება სამხედრო ბაზების განლაგებასა თუ სხვა საკითხებზე ნებაყოფილობითი და ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს.
საქართველო უფრო აქტიურად ებმება ნატოს პროგრამაში ,,თანამშრომლობა მშვიდობისათვის“. დეკემბერში ხელი მოეწერა პარტნიორობის ინდივიდუალურ პროგამას. გზა ხსნილია მეტი ერთობლივი საქმიანობისთვისაც. სამხედრო დაგეგმარებისა და თავდაცვის სტრატეგიის შემუშავების გარდა პროგრამა ,,თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები და სამოქალაქო ზედამხედველობა შეიარაღებულ ძალებზე. ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას შეუძლია გააძლიეროს საზოგადოების მხარდაჭერა ჯანსაღი პროგრამებისადმი თავდაცვის სფეროში.
ეროვნული უსაფრთხოების მეხუთე ასპექტს შეადგენს რეგიონული ურთიერთობები, რაც გადამწყვეტი ფაქტორია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. უნარიანი დიპლომატიის მეშვეობით საქართველომ შეძლო კარგი და გაწონასწორებული ურთიერთობები დაემყარებინა თავის მეზობლებთან - რუსეთსა და თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მიუხედავად რუსეთის დუმაში გაკეთებული ზოგიერთი გამონათქვამისა, რუსეთის ლიდერები ეძებენ გზებს აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისათვის. რუსეთს სურს აღადგინოს სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები საქართველოსა და სომხეთთან, რომლებიც დაიხშო აფხაზეთის ომის გამო. ჯერ-ჯერობით, რუსეთმა ვერ შეძლო სეპარატისტთა ლიდერების დარწმუნება იმაში, რომ ისინი უფრო რეალისტურად მიდგომოდნენ მოლაპარაკების პროცესს.
საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ქმნიან ,,საქართველოს მეგობრების“ ჯდუფს აფხაზეთის საკითხში. სხვა ,,მეგობრებთან“ ერთად ამერიკა ეძებს გზებს, რათა ახალი იმპულსი მიანიჭოს არსებულ მოლაპარაკებებს, სადაც გაერო რუსეთთან ერთად წამყვან როლს თამაშობს. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ხელს უწყობს მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის საკითხებზე. რუსეთსა და საქართველოს ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება კონფლიქტის გადაჭრის გზების პოვნაზე, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებმაც კეთილი ნება უნდა გამოიჩინონ, თუ შეთანხმება მიიღწევა, გაადვილდება საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩაბმა მათ რეალიზაციაში. არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არ უნდა არღვევდეს. ლტოლვილთა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ ადგილებში დაბრუნება ჰუმანიტარულ პრიორიტეტად გვევლინება. მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებები ამ პრობლემათა გადაჭრის ყველაზე დიდ იმედს იძლევა.
დასკვნის სახით, თუმცა საქართველოს კვლავ გადასაჭრელი აქვს სეპარატიზმისა და სხვა პრობლემები, ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია. დემოკრატიული წინსვლა, ეკონომიკური რეფორმები, ცხოვრების უფრო უსაფრთხო პირობები, პარლამენტის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და რეგიონული თანამშრომლობა ხელს უწყობს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მიღწეულ პროგრესს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საუკეთესო გარანტიაა.
ელჩმა დიტერ ბოდენმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის მეთაურმა საქართველოში, დამსწრეთ გაუზიარა თავისი მოსაზრებები ეთნოკონფლიქტებზე საქართველოში და მათ მიმართებაზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან, ეუთო საქართველოში მუშაობს უკვე 1992 წლის დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის მოწვევით. მისი მთავარი საქმეა დახმარება ეთნო-კონფლიქტებით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტაში. იგი ძირითადად მუშაობს სამხრეთ ოსეთში, სადაც ერთ-ერთია მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ხუთი მხრიდან. ამ ხუთ მხარეში შედის საქართველოს ორი კონკრეტული მხარე: საქართველო და სამხრეთ ოსეთი, შემდეგ რუსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და ეუთო-ს ფასილიტატორები. გაეროს მისიასთან ერთად ეუთო მონაწილეობს აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეშიც. ამ სემინარზე ბატონმა ბოდენმა წარმოადგინა თავისი პირადი მოსაზრებები, როგორც სიტუაციის აკადემიური ანალიზის ნიმუში.
ორი მოუგვარებელი კონფლიქტი დღევანდელ დღეს საქართველოს პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს, და მათი გადაწყვეტილების გზები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებულნი ისეთ დოკუმენტში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ძალიან მარტივია იმის გაგება, რომ ეს კონფლიქტები საფრთხეს უქმნის საქართველოს ყოვლისმომცველი უშიშროების ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, მისი არსებობის შესაძლებლობას. კონფლიქტის არსებობა მოქმედებს პოლიტიკური ცხოვრების ყველა მხარეზე, სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე არა მარტო კონფლიქტის ზონაში, არამედ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე-მაგალითად, ლტოლვილთათვის. კონფლიქტები ზღუდავს საქართველოს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობებს. დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი.
რა სჭირდება ოპერატიულ პოლიტიკას? ჩემი აზრით, ორი რამ: საქართველოს სურს სასწრაფოდ გადაწყვიტოს ორივე კონფლიქტი, და მეორე - საქართველოს სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია მომავალში ასეთი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება პირველ საკითხს, თუ თქვენ ჩვენგან ელოდებით კონფლიქტების გადაწყვეტის მზა კონცეფციას, მე იმედი უნდა გაგიცრუოთ. როდესაც ორივე კონფლიქტი შეჩერებულია, სამხედრო მხარე აუცილებლად კონტროლის ქვეშ უნდა იყოს მანამ, სანამ არ მოიძებნება კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა. კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გაჩაღდეს. მაგალითისათვის მინდა მოვიყვანო შემთხვევა, რომელიც გვქონდა ცხინვალში თებერვლის შუა რიცხვებში, როცა იქ მცირე ხნით ვიყავით. აუცილებელია, რომ ორივე კონფლიქტის ზონაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დაჩქარდეს პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესი. დღესდღეობით კი ორივე შემთხვევაში საწყის სტადიაზე ვართ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით - ჩვენ დავიწყეთ ახალი მოლაპარაკების პროცესი. დღესდღეობით კი ორივე შემთხვევაში საწყის სტადიაზე ვართ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით - ჩვენ დავიწტეთ ახალი მოლაპარაკების პროცესი 1995 წლის ოქტომბერში. იგი დაიწყო ჯერ ნდობის ატმოსფეროს შექმნით და შემდგომ ეკონომიკური საკითხების განხლივით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლოსდაბოლოს დღის წესრიგში დადგა სტატუსის საკითხიც.
აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ შექმნილა პოლიტიკური მოწყობის შეთანხმებული დოკუმენტი - იგი მოსკოვში განიხილება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მე არა მაქვს მზა პასუხი, მაგრამ საჭიროა ძლიერი და კონტრასტული პოლიტიკური სვლები საქართველოს მხრიდან, რომელსაც წამყვანი როლი აქვს ორივე ამ კონფლიქტში. მე მეჩვენება, რომ აქ სწორედ ის ადგილია, სადაც შესაძლებელია შემოქმედებითი, კონსტრუქციული მიდგომების გამომუშავება ძირითადი პოლიტიკური პრობლემებისადმი, განსაკუთრებით კონფლიქტებისადმი.
სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოწესრიგება ჯერ არ მომხდარა. მისი გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის მეგობრული შეხვედრების მოწყობა, ადმინისტრაციული ზედამხედველობის დაწესება საზღვაო ზონის მოსახლეობაზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. დამატებითი მოთხოვნა არის სამხრეთ ოსეთის მომავალ სტატუსზე ფიქრი საქართველოს კანონების ფარგლებში. ჩვენ ყველანი იმის მომხრე ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი ფორმა ასეთი წესით მოხდეს. მე მეშინია, რომ ასეთი გამოსავალი მაინც ვერ დაგვაბრუნებს იმ ჰარმონიულ ურთიერთობათა დროში, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებობდა 1989 წლამდე. დღევანდელი სიტუაციის დასაძლევად კი დიდ შემოქმედებითი ძალისხმევაა საჭირო.
მე ვიცი, რომ რუსეთი არ არის დიდად დაინტერესებული ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ეს არგუმენტი ყურადღებით მოითხოვს შესწავლას, რაც ნიშნავს იმ როლის გათვალისწინებას, რასაც რუსეთი კვლავ ასრულებს კავკასიაში. ჩვენი აზრია, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობა რუსეთის გარეშე.
ზოგიერთი პიროვნება აზვიადებს რუსეთის გავლენას, ისინი რუსეთის ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა გამართლებული იქნება იმდენად, რამდენადაც საქართველოს ექნება საკუთარი მოსაზრებები უსაფრთხოების პოლიტიკა გამართლებული იქნება იმდენად, რამდენადაც საქართველოს ექნება საკუთარი მოსაზრებები უსაფრთხოების შესახე და რუსეთი არ იქნება ყოველი ცალკეული დეტალის განმსაზღვრელი. მეორეს მხრივ, არსებობს ინტერესების მრავალი ფაქტორი, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიზლება. რაც უფრო დაინტერესებულნი იქნებიან საქართველო და რუსეთი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით, მით უფრო შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი განვითარება. უსაფრთხოების პოლიტიკის დონეზე არსებული ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია ქართველის ხელისუფლების მხრიდან.
მეორე ოპერატიული საკითხია, თუ რა არის გრძელვადიანი სტრატეგია. ის გულისხმობს მომავალში ეთნო-კონფლიქტების თავიდან აცილებას. ჩემი აზრით, და მე ვეთანხმები ჩვენი ამერიკელი კოლეგის აზრს, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მრავალ-ეთნიკური სახელმწიფო, როგორც იცით, ოთხმოცი ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მათ შორის აღსანიშნავია ისეთი მსხვილი ერთობები, როგორიცაა სომხური და აზერბაიჯანული. ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს ეროვნული უმცირესობები, რომლებიც თავისთავად წარმოადგენს საქართველოს სიმდიდრეს, უნდა შენარჩუნდეს. როგორ უნდა მოხდეს ეს? პასუხი ერთდროულად მარტივია და რთული. სამართლებრივი სახლმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, ყველას მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში, ეროვნული უმცირესობების უფლებების მკაცრი დაცვა კერძოდ და ადამიანის უფლებათა დაცვა ზოგადად საქართველოს წარმოაჩენს ეროვნებებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის და კონსტიტუციური წყობის მოდელად. ყველაფერი ეს სტაბილური დემოკრატიის პირობებში გახდება შესაძლებელი. ეს არის ჩემი აზრი ყველაზე გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებ, და ეს არ არის ადვილი ამოცანა.
დღესდღეობით დემოკრატიული განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ამ მიმართულებით შთამბეჭდავია. მე მხედველობაში მაქვს ახალი პროექტი ომბუდსმენის არჩევის შესახებ, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის წარმოდგენა შემდეგი საფეხური იქნება. პროცესი გრძელდება და თავის დროზე დღის წესრიგში უნდა დადგეს კანონი საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ, რომლის მიღებაც ვერ მოხედრხდა კონსტიტუციასთან ერთად და გადაიდო. ამ კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს საქართველოს მოწყობის საკითხი სეპარატისტული რაიონების ჩათვლით. მე მივესალმები ამ მივესალმები ამ საკითხის საერთო-სახალხო განხილვას. მას არ უნდა ჰქონდეს ტაბუ დადებული.
როგორც უკვე იცით, ეუთო და გაერო ჩაბმულები არიან კონფლიქტების გადაწყვეტაში. შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ საშინაო საქმეებში ჩარევაა. მოდით სხვანაირად დავსვათ კითხვა. არსებობს კი დღეს ვიწროდ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა? მე ვფიქრობ რომ არა. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა - ეს არის ურთიერთდამოკიდებულება და კონფლიქტების მოგვარებაზე კოლექტიური ზრუნვა. უსაფრთხოება ყველას საქმეა და კონფლიქტი საქართველოში არა მხოლოდ საქართველოს ან რეგიონის პრობლემაა, არამედ ეხება მთელს კონტინენტს, ევროპასა და აზიას. მე ვთვლი, რომ სამართლიანია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულად თვლიან თავს, ხელის შეუწყონ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტას. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს თავად არის ეუთოს წევრი.
საქართველოს სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენელთაგან პლენარულ სხდომაზე გამოვიდა გენერალი ვალერი ჩხეიძე საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი. სახელმწიფო უშიშროების კონცეფციისა და სისტემის ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანი ატრიბურია, როგორც კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვა ამ სისტემაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო უშიშროების კონცეფცია და სისტემა. მათ ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მოსახლეობის ეროვნული და სოციალური მდგომარეობა, ეროვნული, რელიგიური, სოციალური და სხვა ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები. აქ ბევრი იყო ნათქვამი ეთნოკონფლიქტებზე და ეს არის ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჯაჭვურ რეაქციას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იმ პერიოდისთვის არ იყო შემუშავებული დამცველი მექანიზმები, რომლებიც შეაჩერებდა ეთნოკომფლიქტებს. ჩვენ ხშირად ვხმარობთ სიტყვა ,,სეპარატიზმს“. ეს პრობლემა საერთაშორისო მნიშვნელობისა გახდა. ამიტომ მისასალმებელია, რომ ამ საკითხების განხილვა ასეთ მაღალ დონეზე ტარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა დიდად შეუწყობს ხელს ყველა სეპარატისტული მოძრაობის განეიტრალებას და საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებას ყველა კონტინენტზე. სეპარატიზმი, როგორც მოვლენა, ყოველთივს ქმნის ვიწრო პოლიტიკურ ხედვებს, ხელს უწყობს პოლიტიკურ ამოცანებსა და ნიადაგს უქმნის ტერორიზმს. საერთაშრისო ტერორიზმი გახდა სეროზული პრობლემა, რომელიც აწუხებს მსოფლიო საზოგადოებას. პოლიტიკური და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება მოითხოვს მეცნიერულ გათვლას და გაანგარიშებას, საერთაშორისო ტრადიციების და სხვა ასპექტების გათვალისწინებას. საჭიროა შეიქმნას ისეთი ეროვნული უშიშროების კონცეფცია, რომელიც გაითვალისწინებს ყველა ამ საკითხს. ჩემი აზრით, ამ კონცეფციაში მთავარია ადამიანის უფლების დაცვა. დღეს ეს ძირითადი ბირთვია, საიდანაც იწყება ყველა საკითხის გადაჭრა - იქნება ეს საგარეო - თუ შიდა - პოლიტიკური, თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, კონტრდაზვერვის საკითხები თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.
ძირითადი პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, ეს არის ახალი სისტემების ჩამოყალიბება. რაც შეეხება, სახელდობრ, სახელმწიფო ინტერესების დაცვას სახელმწიფო საზღვარზე, მინდა მოკლედ ვთქვა, რომ სახელმწიფო იწყება საზღვრიდან და ერთ-ერთი ძირითადი პრინციპები საზღვრის დაცვისა არის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა.
ეროვნული უშიშროების კონცეფციაზე მუშაობის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სისტემა, რომელიც სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ წინასწარ იქნას თავიდან აცილებული მომავალში შესაძლებელი კონფლიქტები, დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ, საგარეო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სახის პრობლემებთან. უნდა განისაზღვროს ქვეყნისა და ერის რეალური პოტენციალი, რაზედაც შეიძლება დაყრდნობა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან მუშაობისას განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული, რეალური მიმართულება ურთიერთთანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესისა. მე ვიზიარებ აქ გამომსვლელის სიტყვას, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს ძველი სტერეოტიპები, რომ ზოგიერთები ვართ რუსეთის სიძლიერის ჰიპნოზის ქვეშ.დემოკრატიული პროცესები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, და ცვენც ნელ-ნელა ვთავისუფლდებით ამ ჰიპნოზისგან. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება; ალბათ ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგიული კვლევითი ცენტრი, რომელიც ხელისუფლებას მიაწოდებს თავის ხედვას, წინადადებებსა და პროგნოზებს.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არა გვაქვს არ გავითვალისწინოთ რეგიონული საკითხები. მე რამოდენიმე კონფლიქტის მონაწილე ვარ: ავღანეთი, ცხინვალი, აფხაზეთი. მათი სერიოზული ანალიზი და პოლიტიკური შეფასება დღემდე არ გაკეთებულა. ალბათ, ამაზეცაა საფიქრალი და ამაზეც უნდა ვიმუშაოთ. 5 წელი პატარა დროა, რომ სრულყოფილი სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, ამიტომ ასეთი სემინარები რეგულარული უნდა იყოს და მისასალმებელი იქნებოდააქვე მოგვესმინა კონფლიქტური მხარის აზრი და წინადადებები. გარკვეული მოსაზრებები საზღვრის დაცვის დეპარტამნტსაც აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არა გვაქვს პრეტენზია, რომ ეს სრულყოფილი და იდეალური ვარიანტია. დიდად მადლობელი ვიქნებოდი, რომ ექსპერტებს ენეხათ ეს საბუთი. მათი შენიშვნების და წინადადებები მისაღები იქნებოდა.
დასასრულ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პლენარულ სხდომაზე ყველა გამომსვლელს და მოაწილეს და იმედი გამოთქვა, რომ ბატონ ვალერი ჩხეიძის მონაწილეობა კონფერენციაში ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში.
![]() |
1.3 ,,თავდაცვა და საზოგადოება“ |
▲back to top |
პირველი სამუშაო ჯგუფი:
თავმჯდომარე - ალექსანდრე რონდელი
პირველი სიტყვა გადაეცა ჰანს გეორგ ვიკს. ბოლო ათასწლების მანძილზე საუბარი თავდაცვისა და საზოგადოების შესახებ უცხო იყო საქართველოსთვის, რადგან თავდაცვას განაგებდა პარტია და ყოველივე ხალხისაგან საიდუმლოდ ინახებოდა. საბჭოთა საზოგადოება თავდაცვის საკითხებში მხოლოდ მისი დაფინანსებისა და ჯარისკაცებით უზრუნველწოფის მხრივ იყო ჩარეული. ხალხს არავინ უხსნიდა, თუ რისთვის იყო განკუთვნილი ყოველივე ეს. ტავდაცვაზე მზრუნველ საზოგადოებას სჭირდება დიალოგი, მაგრამ არა ისეთი, როცა ერთი მხარე არსებობს, რისი გაკეთებაა საჭირო, მეორე კი მორჩილად უსმენს და ასრულებს.
დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებით პარლამენტია ის ადგილი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს ხვდება. სწორედ აქ ხდება თავდაცვის საკითხების განხილვა. აქედან ჩამოყალიბდა ე.წ. ,,თეთრი წიგნის“ ტრადიცია. ამ წიგნში განსაზღვრულია ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და შეიარაღებულ ძალთა განვითარების ძირითადი მიმართულებები. ამგვარი კონცეფცია მუშავდება მთავრობის მიერ, შემდეგ კი გადაეცემა განსახილველად პარლამენტს. მასში აღწერილია ქვეყნის უსაფრთხოების ვითარება, მოცემულია მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხოების ანალიზი. ეს დოკუმენტი ხსნის რეგიონში არსებულ ძალტა მდგომარეობას, მათთან დამოკიდებულებას, აღწერს საპასუხო ქმედებებს რეგიონული სიტუაციის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. დაფინანსების, სტრუქტურის, ქცევისა და მოქმედების აღწერა. ეს დოკუმენტი განიხილება პარლამენტში, მას ეცნობა საზოგადოება. მისით ხელმძღვანელობს მთავრობა, და ამავე დროს იგი გადაისინჯება ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ. ,,თეთრი წიგნის“ ინსტიტუტის მეშვეობით იქმნება ცნობარი როგორც პარლამენტართათვის, ისე აკადემიური თუ ჟურნალისტური წრეებისათვის, მისი მეშვეობით თქვენ აცნობთ საზოგადოებას თუ რას წარმოადგენს არმია, რომელშიც მისი წევრები უნდა გაიწვიონ.
საქართველოში შეიარაღებული ძალები, მათი დაფინანსება თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები ჯერ კიდევ ნაკლებადაა საჯარო დისკუსიების საგანი. ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მასში საერთაშორისო ძალთა მონაწილეობაზე. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება სახალხო მხარდაჭერა თავდაცვითი ხარჯებისათვის. ეს კი მხოლოდ ანგარიშგებით და საჯაროობითა შესაძლებელი. შესაძლოა, დასაწყისისათვის ქართული ,,თეთრი წიგნი“ იყოს არასამთავრობო - რადგანაც არსებობს რიგი პრობლემებიუსა, რომელზედაც დღეს გაამახვილა ყურადღება საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალმა. დასაწყისისთვის ეს შეიძლება იყოს სადისკუსიო წერილი, რომელსაც შექმნის თუნდაც ის არასამთავრობო ინსტიტუტი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ მოგვიწვია. თანდათან ამ დისკუსიაში შეიძლება ჩაებას პარლამენტი, საზოგადოება, პოლიტიკური თუ აკადემიური ინსტიტუტები. ამით გაიხსნება გზა საზოგადოებასა და თავდაცვაზე მსჯელობისათვის.
თავმჯდომარე: დისკუსია დაწყებულია, ყოველ თქვენთაგანს მოვუწოდებ საკუთარი აზრის გამოთქმისაკენ.
ჯანრი კაშია: მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ საკითხი საზოგადოების შესახებ. საბჭოთა კავშირში საზოგადოება არ არსებობდა. მეორე საკითხი უნდა იყოს უსაფრთხოების სტრუქტურა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტი და მათი ურთიერთობა. უსაფრთხოების სტრუქტურა ძალიან რთული წარმონაქმნია. იგი გულისხმობს პიროვნების უფლებას, სოციალურ და კულტურულ უსაფრთხოებას, სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოებას. ამავე დროს, საჭიროა გააზრება, თუ როგორ უნდა იქნას დაცული დღევანდელ გახსნილ მსოფლიოში ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოება. ევროპა კარგ მაგალითს იძლევა იმის გასააზრებლად, თუ რა პრობლემებს წარმოშობს თანამედროვე ეტაპზე საზღვრების გამჭვირვალება.
დავით ლოსაბერიძე: ნებისმიერ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემისა და კერძოდ არმიის მშენებლობა დაკავშირებულია საზოგადოების საერთო მდგომარეობასთან. ამ მხრივ სიტუაცია პოსტკომუნისტურ სივრცეში მეტად რთულია, ვარშავის ყოფილი სამხედრო ბლოკის ქვეყნების გადასვლა ახალ, დემოკრატიულ სისტემაზე გაძნელებულია ძველი მენტალობის არსებობის პირობებში. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა შექმნილი ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენებულ ქვეყნებში. ეს უკანასკნელნი, რუსეთის გარდა, ფაქტობრივად მოკლებულნი იყვნენ სახელმწიფოებრივობას და დღეს დიდ სირთულეებს აწყდებიან უსაფრთხოების სტრუქტურების მნიშვნელობის გზაზე. ასეთ პირობებში, როდესაც ძველიიდეოლოგიური საყრდენი მოშლილია, ხოლო საზოგადოება სუსტად იცნობს ლიბერალურ ღირებულებებს, წამყვან იდეოლოგიურ ფაქტორად ნაციონალიზმი იქცა. აღნიშნულმა პროცესმა მონონაციონალური სახელმწიფოების შექმნაში პოვა რეალიზაცია. ბევრ რეგიონშიიგი მეტად მტკივნეულად წარიმართა.
ამ მხრივ კავკასია ერთ-ერთ უმწვავეს რეგიონს წარმოადგენს. ნაციონალური იდეა აქ, გარკვეულწილად, დემოკრატიზმის იდეის შემცვლელად გვევლინება და უმთავრესი შემკვრელი ძალის როლს თამაშობს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სახელმწიფოებრივი, მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურების მშენებლობის პროცესში. ის ქვეყნები დაწინაურდნენ, ვინც ეს პროცესი ნაციონალიზმის დროშითწარმართა (ბალტიისპირეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ჩეჩნეთი). იმ ქვეყნებში კი, სადაც ნაციონალიზმის ფაქტორი, სხვადასხვა მიზეზთა გამო უარყოფილი იყო (საქართველო, რუსეთი, შუა აზიის ქვეყნები) უსაფრთხოების სისტემის შექმნა ჭიანურდება. ეს ქვეყნები, როგორც წესი, პერმანენტულ მარცხს განიცდიან საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში.
უსაფრთხოების სისტემათა მშენებლობა ახლადწარმოქმნილ ქვეყნებში გარკვეულწილად სწორედ ნაციონალიზმის ფაქტორის გამოყენებაზეა დამოკიდებული.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არსებულ პირობებში უსაფრთხოების სისტემათა მშენებლობაში ნაციონალიზმის ფაქტორის უარყოფა შეუძლებელია. უსაფრთხოების სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეროვნულ სახელმწიფოთა ძალაზე უნდა იყოს ორიენტირებული. კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნის მცდელობა მანამ, სანამ არსებობს სერიოზული წინააღმდეგობები მის პოტენციურ წევრთა შორის, არარეალურად უნდა ჩაითვალოს.
ნათია თევზაძე: დამოუკიდებელი სახელმწიფო მოითხოვს სხვადასხვა ინსტიტუტების, კერძოდ შეიარაღებული ძალების არსებობას. საქართველოში, ისევე, როგორც მთელს პოსტ-საბჭოურ სივრცეში ეს პრობლემა მტკივნეულად წყდება. დამოუკიდებელი სახელმწიფოს თითქმის ყველა მახასიათებელმა მოითხოვა გადაფასება, ასევე მოხდა შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში.
საბჭოთა კავშირში არსებობდა ერთიანი საბჭოთა ჯარი, სადაც ეროვნული მოტივი არასოდეს დომინირებდა. აქ უმნიშვნელოვანესი იყო კომუნისტური, ინტერნაციონალური იდეოლოგია. მაგრამ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი ცნობიერება ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ცნობიერებას, რადგან საბჭოეთი არასოდეს ტოფილა ერთეროვნული. ეს წინააღმდეგობა დისკომფორტს უქმნიდა პიროვნებას, მოქალაქეს და ხელს უწყობდა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების პროცესის განვითარებას.
საბჭოთა დაშლის შემდეგ დაიწყო ეროვნულ შეიარაღებულ ძალთა ფორმირების ეტაპი. საქართველოშიეს პროცესი წარიმართა შინაომების, კონფლიქტების ფონზე. ამ კონფლიქტებში საქართველო ჩაება მოუმზადებელი ჯარით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის არარსებობის პირობებსჰი. ფაქტობრივად არ იყო შექმნილი საქართველოს მოქალაქეობის ინსტიტუტი და კანონი სამხედრო ვალდებულებაზე სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ვითარებას ამწვავებდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ახალი ფაქტორები ახალ სირთულეებს ქმნიდა ეროვნული, ქართული ჯარის ფორმირების გზაზე. თუმცა იყო ხელშემწყობი მომენტიც - მოსახლეობა ერის წინაშე დამდგარი პრობლემების ფონზე.
მინდა გამოვყო შეიარაღებული ძალების ფორმირებაში არსებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ესაა ჯარის ავტორიტეტი, პრესტიჟი. ჯარისკაცობა კარგია, როცა სახელმწიფო ზრუნავს თავის ჯარისკაცებზე. კარგია ჯარისკაცობა, როცა იგი საკუთარი სამსობლოს ინტერესთა დაცვას ემსახურება, მაგრამ ჯარისკაცობა ხდება ცუდი, როცა სახელმწიფოსათვის სამხედრო პოლიტიკა უმნიშვნელო რამაა, როცა ეკონომიკური ვითარება მძიმეა.
ქართული ჯარის ჩანასახმა ვერ შეძლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. ამ მარცხმა ქართველებში შეცვალა სამხედრო საქმისადმი ისტორიული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ბევრმა ახალგაზრდამ აირჩია ჯარისაგან თავის არიდების გზა - ახლა უკვე ახალი მოტივაციით. სახელმწიფომ არ მისცა შეფასება ჩვენს თავს გადამხდარ ეთნო-ტერიტორიულ თუ სამოქალაქო ომებს. საზოგადოებაც დაბნეული იყო - მან არ იცოდა, გმირები ეწოდებინა მეომართათვის თუ კრიმინალები.
საქართველოში არ ყოფილა ზრუნვა კონფლიქტის არიდან დაბრუნებულ მოხალისე მეომართა რეაბილიტაციაზე. არასაკმარისი ყურადღება დაეთმო დაღუპულთა ხსოვნას. ყოველივე ამის გამო საქართველოში სამხედრო სამსახური კვლავ არაპერსპექტიულ საქმედ რჩება.
სამხედრო სამსახურისადმი საზოგადოების დამოკიდებულებების გასაუმჯობესებლად საჭიროა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, ძლიერი საკანონმდებლო და ეკონომიკური ბაზა. ვთვლი, რომ ნაციონალიზმი მხოლოდ ხელსს შეუწყობს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას, თუმცა იგი უნდა აიგოს მოქალაქეობრივ და არა ეთნიკურ პრინციპზე.
ჩარლზ ფერბენქსი: სამხედრო სამსახურის პრესტიჟი მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე ქვეყნებში. დედამიწაზე აღარაა სპარტას მსგავსი სახელმწიფო, ისრაელიც კი არაა სპარტას მსგავსი. თანამედროვე ქვეყნებში ადამიანთა უმრავლესობა აღარ ცხოვრობს სამხედრო ცხოვრებით. ამგვარად, სამხედრო საქმე სულ უფრო განცალკევებული ხდება სამოქალაქო ცხოვრებისაგან. ცივი ომის დასრულებამ ასეთი ვითარება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დასავლეთის ქვეყნებში. მაგრამ პრობლემა უფრო მწვავეა ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოებში, კერძოდ საქართველოში, სადაც დიდი ნაკლებობაა რესურსებისა, რომლებიც შეიძლება შეიარაღებულ ძალებს მოხმარდეს. ამასთან, საბჭოთა პერიოდში ამ ქვეყნებში სამხედრო საქმე არ ყოფილა ტრადიციულად პრესტიჟული პროფესია და ადამიანთა წარმოდგენებში არმია გარკვეულწილად ისევ საბჭოთა პერიოდის სამსახურთანაა ასოცირებული. ამასთან, ცოტა ხნის წინ მიმდინარე მოვლენებმა იმავე საქართველოში სამხედრო საქმე კრიმინალურ საქმიანობასთან გააიგივა.
თუ პრობლემებზე საუბრიდან შესაძლო გამოსავალზე საუბრისაკენ წავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური გამოცდილება, სადაც სამხედრო საქმე სრულიად განცალკევებულია სამოქალაქოსაგან, ნაკლებშესაფერისია საქართველოსთვის. იგი შეუწყობს ხელს სამხედრო სამსახურის პრესტიჟულობას ამ ქვეყანაში. ამის მიზეზთა შორისაა უფულობაც - საქართველოში არაა საკმარისი სახსრები, რათა ოფიცერს ადექვატური ხელფასი მიეცეს. არა მგონია, რომ ქართველმა, რომელსაც შეუძლია საქმოსანი ან მეცნიერი გახდეს, ოფიცრობა აირჩიოს. ეს დიდი პრობლემაა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის. საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის პირობებში სამხედრო კარიერას, მცირერიცხოვან პატრიოტთა გარდა, არავინ აირჩევს. ამიტომ საჭიროა ფიქრი არა მხოლოდ პროფესიული სამხედრო სამსახურის მოწყობაზე, რასაც ხშირად ურჩევენ დასავლეთის ექსპერტები პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, არამედ ისეთ არმიაზე, რომელიც მიიზიდავს საშუალო კლასის ადამიანებს შეთავსების პრინციპზე, როდესაც პიროვნება სამხედროცაა და ერთდროულად თავის სამოქალაქო საქმესაც აგრძელებს. ასეთი პრინციპი ნაკლებად ძვირია და მისი დამკვიდრების პირობებში მეტი ადამიანის გაწრთვნა შეიძლება. პოსტსაბჭოურმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ასეთ ალტერნატივას.
პაატა გიორგიძე: მე მინდა დავუბრუნდე ბ-ნი ლოსაბერიძის ნათქვამს, რომ სახელმწიფოს და მისი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი ნაციონალიზმი უნდა იყოს. ჩემთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. დემოკრატიული სახელმწიფო უნდა იყოს გახსნილი, ამასვე გვირჩევენ უცხოელი კოლეგები. ჩვენ უნდა გამოვიდეთ მოქალაქის და არა სახელმწიფოს ინტერესებიდან. ჩემი აზრით ყველა სტრუქტურა, რომელსაც საქმე უსაფრთხოებასთან აქვს, ნებაყოფილობით საფუძველზე უნდა აშენდეს.
თემურ ნერგაძე: დღეს საქართველოში თავდაცვა და არმია პირდაპირ დაეკისრა სახელმწიფოს, რომელიც თავადაა ჩამოყალიბების პროცესში. საზოგადოების ზემოქმედება არმიის შექმნის პროცესზე სუსტია. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოებაც არაა ჩამოყალიბებული. მითუმეტეს გასარკვევია სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთმიმართება. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ჩანს, არა გვაქვს გაცნობიერებული მისი არსი. საზოგადოებისა და თავდაცვის საკითხს საქართველოში ართულებს ისიც, რომ ჩვენმა არმიამ მარცხი განიცადა. ჯარი და საზოგადოება გაუცხოებულნი არიან. მეომართა ნაწილი ჯერ დაჯილდოვდა, შემდეგ კი ციხეში მოხვდა. ამან გამოიწვია საზოგადოების ინდიფერენტიზმი ჯარისადმი და ჯარი გახდა ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ჯარის მშენებლობაში პიროვნების ინტერესებიდან გამოსვლა - ეს დაუშვებელი ფუფუნებაა. საბჭოთა სახელმწიფო და პიროვნული ინტერესების თანხვედრა.
ვიკი: აქ ბევრმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებს არსებული გაუცხოების გამო აჯობებდა მოხალისეთა პროფესიული არმიის შექმნა, რაც გამორიცხავდა გაწვევებს. ჩემი აზრით ესაა ზედმეტად მარტივი გამოსავალი იმ რთული ვითარებიდან, რომელშიაც საქართველოა. ქვეყანა დგას საკუთარი თვითგანსაზღვრის ამოცანის წინაშე, ნაციონალური იდენტობის გარკვევის წინაშე და ასეთ დროს საშიშია ერის, საზოგადოებისა და არმიის განცალკევება. თუმცა საზოგადოების მცდელობამ, კერძოდ ჩემს მიერ ადრე ნახსენები ,,თეთრი წიგნის“ ტრადიციის დანგრევამ, შეიძლება განმუხტოს ურთიერთგაუცხოება.
პროფესიული არმია საშიშია იქ, სადაც სიღარიბეა, სადაც შეიარაღებულ ძალებს დაფინანსება აკლიათ. ჩნდება იმის საფრთხე, რომ არმიამ მოინდომოს ქვეყანაზე საკუთარი კონტროლის დაწესება. ამგვარად, მე ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ საზოგადოებაში და სახელმწიფოში არსებული სირთულეების გაწვევის სისტემა უარსაყოფია. თუმცა სასურველია განვასხვავოთ შეიარაღებულ ძალთა ბირთვი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სამშვიდობო აქციებში, და ეროვნული თავდაცვის ძალები, რომელთა მიზანი ტერიტორიული დაცვის ორგანიზებაა. ასეთი შერეული სისტემა შეკრავდა გაწვევის და პროფესიული არმიის პრინციპებს.
ფრიდრიხ კრიზელი: მე მინდა მხარი დავუჭირო ელჩი ვიკის შენიშვნებს. ჩვენ გერმანიაში გვაქვს სავალდებულო სამსახური, მისი შენარჩუნება საჭიროა, რათა არ დაიკარგოს კონტრაქტი არმიასა და მთელ საზოგადოებას შორის. სავალდებულო სამსახურის პირობებში არმიის აზრი, სამხედროთა შეხედულებანი ასახავს მთელი საზოგადოების აზროვნებას. თქვენს ქვეყანაში სავალდებულო სამსახურს დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ აწყდებით მრავალ ეთნიკურ პრობლემას. თქვენ გამოსცადეთ სამოქალაქო ომი. გყავთ ეთნიკური უმცირესობანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო გაწვევის წყალობით არმიაში შეიყვანოთ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები. დაქირავებული, მოხალისეობის პრინციპზე აგებული ჯარის პირობებში ამას ვერ მოახერხებთ. არმიას თქვენს ქვეყანაში შეუძლია იყოს მაგალითი, სკოლა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა თანამშრომლობისა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ არმიას დიდი როლი ჰქონდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის მოსახლეობის აზროვნების, შეხედულებების დაახლოებაში. იგივე როლი აქვს ნათამაშევი ამერიკულ არმიას. იგი იძლეოდა სხვადასხვა რასების, ეთნიკური ჯგუფების შეკავშირების საშუალებას, აძლევდა მათ წარმომადგენლებს კარიერის გაკეთების შანსს.
ედვარდ როჯერსი: სავსებით ვეთანხმები ბატონი კრიზელის და ელჩი ვიკის თვალსაზრისს, თქვენ ახალა გზაჯვარედინზე ხართ. საქართველოში დღეს არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს. სავალდებულო სამსახურის შენარჩუნების პირობებში უნდა იზრუნოთ ჯარისკაცთა ყოფის გაუმჯობესებაზე, მათი ოჯახების მოვლაზე. მოსახლეობის პრინციპის შემოღების შემთხვევაში გეყოლებათ უფრო მცირერიცხოვანი არმია. მაგრამ ჯარისკაცებისთვის კარგი გასამრჯელო გექნებათ მისაცემი. იდეალურ შემთხვევაში გექნებათ გერმანული მაგალითი, სადაც მოქალაქე-ჯარისკაცის პრინციპია. ამერიკაში ვიეტნამის ომის შემდეგ ჩვენ წავაწყდით ჯარის დისკრედიტაციის პრობლემას და გადავედით მოხალისეობის პრინციპზე. ამავე დროს არმიამ მისცა საზოგადოების რიგ ფენებს, დაბალი კლასების წარმომადგენლებს გაწრთვნის, განათლების მიღების საშუალება. არმიული სკოლის გავლის შემდეგ ისისნი უკეთ მომზადებულნი და ნასწავლნი უბრუნდებიან საზოგადოებას. საქართველოში საჭიროა საჯარო დისკუსია არმიის განვითარების მიმართულებებზე.
ლორენს კერი: მე მინდა შევეხო ომის დამფინანსებელ ორგანიზაციებს და მათ მიმართებას საზოგადოებასა და კულტურასთან. ევროპაში დღეს საუბრობენ ომების და საერთოდ ისტორიის დასასრულზე, იმაზე, რომ დემოკრატიული ქვეყნები არასოდეს გამოუცხადებენ ომს ერთმანეთს. წინა სიტყვაში გერმანელმა კოლეგამაღნიშნა, რომ თუ გეყოლებათ თანამედროვე არმია, მას შეეძლება იმოქმედოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. ესაა გზა, რომლისკენაც მიდის მსოფლიო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონში ჩვენ საქმე გვაქვს არა ისტორიის დასასრულთან, არამედ მის შუა პერიოდთან. ამ რეგიონმა გამოტოვა განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი - მოყოლებული 18-ე საუკუნის ბოლოდან. საქართველო დღეს განვითარების იმ ეტაპზეა, რომელიც ანალოგიურია დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სისხლიან წარსულთან. ესაა სახიფათო დრო, ამ დროს ჯარი ეროვნული გადარჩენისათვის მეტად საჭირო ინსტიტუტად ითვლება.
ცოტა ხნის წინ საქართველოში კლანობრივი და სოფლური არმიები იყო. ესაა არმიები, რომლებიც იქმნება რომელიმე კლანის, ეთნიკური ჯგუფის ან სოფლისა თუ სოფლების ან კონკრეტული პიროვნებებისირგვლივ. მსოფლიოს ისტორიაში არის მაგალითები იმისა, რომ ამგვარ ჯარსაც წარმატებით უომია. ასე იყო ამერიკაში სამოქალაქო ომის დროს. მაშინ კონფედერანტთა მხარეზე რამდენიმე არმია იბრძოდა. მათ არ აერთიანებდათ საერთო მითი, იდეა, რომელიც ცენტრიდან მოდიოდა. ყოველ მათგანს ჰქონდა თავისი მითი, რისთვისაც იგი იბრძოდა. მაგრამ იაპონელებთან ომში ამერიკელებმა რეგიონული განსხვავებები გვერდზე გადადეს და ცენტრალური მითი გაიზიარეს.
რა არის ქართული მითი, რომლის ირგვლივაც შეიკვრება და იბრძოლებს ქართული არმია? საჭიროა ახალი, მრავალ-ეთნიკური გმირების გალერეა. ეს არმიას სჭირდება. ქართული არმიის ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის შეკვრა, გაერთიანება. მე არმიაში ვიეტნამის ომის წინ წავედი. იქ ვნახე არმიის მაინტეგრირებლი როლი. ადამიანები აიოვადან, რომეთაც არასოდეს ენახათ ზანგი, ხვდებოდნენ ფილადელფიელებს, რომელთაც მეტად ცოტა თეთრკანიანი ჰყავდათ ნანახი, ახალგაზრდები, რომლებიც ებრაელებს მხოლოდ დაუსწრებლად იცნობდნენ, ახლა შეხვდნენ მათ და მათთან ერთად დრო გაატარეს.
მოკლედ, საქართველოს არმიის მშენებლობას სჭირდება ცენტრალურიმითი იმაზე, თუ რა არის დღეს საქართველო. ამ მითში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ეთნიკური, კულტურული, რეგიონული მრავალფეროვნება.
კაშია: მე ვფიქრობ, რომ შეცდომაა, როდესაც საქართველოს განსაკუთრებით მრავალეთნიკურ ქვეყნად მიიჩნევენ. მისი მრავალეთნიკურობის აფიშირება დასავლეთის შეცდომაა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და მისი შექმნის პროცესში უსაფრთხოების საკითხთა გადაწყვეტაზე. თუ ცვენ დავბრუნდით სტალინის ეთნოცენტრისტულ კონცეფციას, ჩვენ ვერ გამოვალთ ჩიხიდან, მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველო მოქალაქეთა ერთობაა. ყველა ეროვნების ადამიანი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეა. უსაფრთხოების კონცეფციაც უნდა დამუშავდეს სამოქალაქო საზოგადოების პრიციპითა გათვალისწინებით, თუ ჩვენ საქართველოს გავიაზრებთ მრავალეთნიკურ წარმონაქმნად, არც ჯარს ექნება აზრი და არც საერთოდ ცხოვრებას.
კერი: მემრავალეთნიკური, მრავალკულტურული საზოგადოებიდან, ამერიკიდან ვარ და როდესაც მე აღვწერე კულტურა, როგორც მრავალეთნიკური წარმონაქმნი, ამით კომპლიმენტის თქმა მინდოდა, თუ ჩვენ გვაქვს ეროვნული ხასიათი, იგი მრავალ ერთა ურთიერთგავლენით ჩამოყალიბდა. ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვისაუბრე როგორც დაინტერესებულმა პიროვნებამ და მეცნიერმა და არა როგორც მთავრობის წარმომადგენელმა.
გიორგი ხუციშვილი: საქართველოს უშიშროება არის სახელმწიფო და საზოგადოებრივიგარანტიების სისტემა, საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაცული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყოველი ადამიანი, სახელმწიფოს სულიერი და მატერიალური ფასეულობა, ტერიტორიული მთლიანობა, კონსტიტუციური წყობა და სუვერენიტეტი. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას იქ მცხოვრები ხალხების ინტერესები. ვფიქრობ, უნდა დავივიწყოთ პრაქტიკული გამოცდილება, როდესაც ჯარისკაცს ვეუბნებოდით, რომ იგი ქართული ეროვნული არმიის ჯარისკაცია. ეროვნებით არაქართველზე ეს სხვანაირ გავლენას ახდენს. როცა მას ეუბნები, რომ იგი სახელმწიფოს მოქალაქეა, რომ არმია სახელმწიფოსია და არა რომელიმე ერის, მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი იცვლება.
აქ იყო საუბარი სამოქალაქო კონტროლზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. დღევანდელ პირობებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება გაუმართლებელი იქნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ არმიაში ნებაყოფილობის პრინციც დაცულია; დღეს მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელიც არაა სამხედრო სპეციალისტი, დიდი ენთუზიაზმით მიდის ჯარში. სამწუხაროდ ეს ადამიანები არ პასუხობენ თავიანთი მონაცემებით ოფიცრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და შეიარაღებული ძალების ერთი უმწვავესი პრობლემა პროფესიონალთა ნაკლებობაა. მათი დეფიციტი დიდია, რომ ჯარის მშენებლობაზე საუბარიც კი გვიჭირს.
საზოგადოების კავშირი არმიასთან საკმაოდ დიდია, ვინაიდან თითოეული ჩვენთაგანის ახლობელი თუ შვილი ჯარშია, ამდენად ინტერესი არმიისადმი არაა ზერელე, თუმცა სამეცნიერო წრეების ინტერესი არმიისადმი სუსტია.
სამოქალაქო კონტროლის შესანიშნავ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს პარლამენტის თანამშრომლობა სამხედრო სტრუქტურებთან. ყველა კანონი თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ თანამშრომლობით მიიღება.
განსაკუთრებით რთულია საუბარი ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმზე. ეგებ ნაცინალიზმის გაგებაც არაერთგვაროვანია ჩვენში. ჩემი აზრით ნაციონალიზმი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი. რთულია კონფესიურ ურთიერთობათა საკითხიც. იმ გარემოებამ, რომ ქრისტიანობა არ გამოცხადებულა სახელმწიფო რელიგიად, გარკვეულწილად თანაბარ პირობებში ჩააყენა არმიაში მყოფი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. საქართველოში 50-ზე მეტი სხვადასხვა კონფესიაა, ამიტომ სერიოზული რეკომენდაციებია საჭირო, თუ რა სამუშაოა ჩასატარებელი ამ მხრივ არმიაში.
ჩვენი არმიის ერთი მთავარი პრობლემათაგანია პოლიტიკური კულტურის დაბალი სონე. უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბებისას უნდა ვიფიქროთ ისეთ სტრუქტურაზე, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი იქნება არმიაში.
ნინო ნანავა: ბატონმა ლორენს კერმა განაცხადა, რომ ჩვენ დავკარგეთ გმირის ხატი, მითოლოგიური წარმოდგენა, რომელიც აერთიანებდა ერს. ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო სემუელ ჰანტინგტონის სიტყვები: იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ძლიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, უნდა არსებობდეს ქარიზმატული ლიდერი. ასე იყო საქართველოში თამარ მეფის დროს. დღეს ჩვენ არ გვყავს ასეთი ლიდერი და არც იდეა, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებდა. ამ სიტუაციიდან ხალხმა თავი თავად უნდა გამოიყვანოს. საჭიროა საზოგადოებრივი ძალისხმევა, არავითარი ლიდერი ჩვენ არ გვიშველის, თუ არ მოხდა საზოგადოების მიერ ეროვნული იდეის აღქმა.
ვიკი: კვლავ მინდა დავუბრუნდე შეიარაღებულ ძალთა კონტროლის საკითხს, ავიღოთ საპრეზიდენტო კონტროლი. პრეზიდენტი თქვენთან არის უმაღლესი მთავარსარდალი. იგი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელია. ამასთან კონსტიტუცია ზღუდავს და უნდა ზღუდავდეს კიდეც ამ ძალაუფლებას.
საპრეზიდენტო სისტემაში მთავარი მაკონტროლებელი საშუალება პარლამენტია. პარლამენტი იძლევა დასტურს მაღალ სამხედრო თანამდებობაზე პიროვნებათა დანიშვნისას. პარლამენტი ამტკიცებს თავდაცვის ბიუჯეტს, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა, თუ ბიუჯეტი დეტალურია და თუ წინასწარაა განხილული თავდაცვის და საბიუჯეტო კომიტეტებში, მაგრამ თუ ბიუჯეტი მეტად ზოგადია, თუ მასში მხოლოდ ის წერია, ტუ რამდენი თანხა გამოიყოფა და რამდენი ჯარისკაცია არმიაში, მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებას, თავდაცვის სამინისტროს ეძლევა ამა თუ იმ მიზნისათვის ფულის ხარჯვის შეუზღუდავი საშუალება.
ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო კონტროლს პოლიტიკურ კონტროლს ეძახიან. პოლიტიკური კონტროლი კი მოიცავს სამ ვრცელ არეს. პირველია ფული, რომელიც გამოიყოფა შეიარაღებისათვის. მეორეა კანონმდებელთა უფლება, დაამტკიცონ ან უარყონ სამხედრო თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურა. მესამე - ესაა სამხედრო ძალის გამოყენება ომისა თუ მშვიდობის დროს, კრიზისულ ვითარებაში.
ფერბექსი: რაც მე უნდა ვთქვა, შეიძლება მიუღებელია, მაგრამ თუ თანამედროვე რუსეთის ისტორიას შევხედავთ, შეიძლება დავინახოთ პოტენციური საფრთხე სამოქალაქო კონტროლის ცნებაში. ასე ფიქრობს რუსეთის ინტელიგენცია, რომელსაც მიაჩნია, რომ არმიის გამოყენება 1993 წლის ოქტომბერსა თუ დღეს - ჩეჩნეთში, ემსახურებოდა და ემსახურება კერძო და არა ეროვნულ ინტერესებს. ამგვარად საჭიროა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე არ გამოიწვევს პოლიტიკოსთა მიერ ჯარების თვითნებურ გამოყენებას.
გურამ მანჯგალაზე: ამა წლის იანვრის ბოლოს, სპეციალურ თათბირზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 1995 წლის გაწვევა წარმატებით ჩატარდა, მაგრამ ისიც აღინიშნა, რომ დაგეგმილი 80 000-დან მხოლოდ მცირე ნაწილი გაიწვიეს. ითქვა ისიც, რომ ჩვენი კომისარიატები, სამხედრო-სამედიცინო სამსახურები შეცვლას საჭიროებს. მათი დიდი ნაწილი წარმოშობით და მუშაობის მეთოდებით საბჭოთა წყობის დროინდელია. არმიაში მუშაობას დღეს ძალზე ართულებს მისი მრავალეროვანი და მრავალკონფესიური შემადგენლობა. ამასთან, რიგითი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი მუშათა და გლეხობის ნაკლებშეძლებული ოჯახებიდანაა. ამიტომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში გავრცელებულია გამოთქმა, რომ არმია მუშურ-გლეხურია. დიდ დაღს გვასვამს ოფიცერთა კადრების ნაკლებობა, მორალზე და იდეოლოგიაზე მომუშავე ოფიცერთა არარსებობა. მსოფლიოს ყველა არმიაში დიდი სახსრები ხმარდება მორალურ-იდეოლოგიურ მუშაობას, ჩვენთან კი ამგვარი იდეოლოგიური სამსახურის თანამდებობები დაუკავებელია ან არაკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული.
აქ იყო საუბარი გაწვევისაგან თავის არიდებაზე. ჩვენ მას თვითდათხოვნას ვუწოდებთ. ეს პრობლემა ქართული არმიისათვის ერთ-ერთი უმწვავესია. მას მრავალი მიზეზი გააჩნია, მაგრამ ერთ-ერთია დისციპლინის დაბალი დონე ჯარში.
დავით დარჩიაშვილი: მე მინდოდა სემეჩერებინა ყურადღება სამოქალაქო კონტროლის იმ ასპექტზე, რომელზედაც ბატონმა ვიკმა ისაუბრა. ესაა თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცების მექანიზმი. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ბევრად ჩამორჩება სხვა ქვეყნების ანალოგიურ ხარჯებს, მაგრამ იგი მაინც 50 მილიონი დოლარია და მის ეფექტურად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თავდაცვის ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო, მაგრამ მისიმიღების წესი და თავად ამ ბიუჯეტის სტრუქტურა ვერ ჩაითვლება სამოქალაქო კონტროლის ნიმუშად. ამ ბიუჯეტში იყო სულ რამოდენიმე პუნქტი. მასში ეწერა, რომ რაღაც ნაწილი იხარჯება ზოგადად ხელფასებზე, რაღაც - ტექნიკაზე. იყო ერთი პუნქტი, რომელსაც ერქვა ,,სხვა ხარჯები“ და რომელიც რამოდენიმე მილიონს შეიცავდა. არავინ იცის თუ რას ნიშნავს ეს ,,სხვა ხარჯები“. კარგი იქნებოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მეტი განმარტება მოეთხოვა. ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ბიუჯეტის დეტალიზაცია და ეფექტურობა ხელს შეუწყობდა უსაფრთხოებასაც და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ჰარმონიზაციასაც.
ნერგაზე: ახალ სახელმწიფოებში წინა პლანზე იწვევს უსაფრთხოების საკითხი. მაგრამ უსაფრთხოების კონცეფცია და სისტემა ვერ შეიქმნება, თუ არ არსებობს ამ სახელმწიფოს გლობალურ ამოცანათა გაგება, გაგება იმისა, თუ რა ურთიერთობაშია ეს სახელმწიფო გარე სამყაროსთან. როცა ასეთი დოკუმენტი შეიქმნება, მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება საუბარი პარლამენტისაგან თუ საზოგადოებისაგან თავდაცვის ორგანოების რაიმე კონტროლზე. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია განვსაზღვროთ საკმარისია თუ არა თავდაცვისათვის გამოყოფილი თანხა და იხარჯება თუ არა იგი დანიშნულებისამებრ. ამგვარად, შეუძლებელია კონტროლი, თუ ჩვენი სახელმწიფოს გლობალური და კონკრეტული ამოცანები არ განვსაზღვრეთ.
ჰერმან ვან დერ ვეიდენი: მეც მგონია, რომ ჯერ უნდა ჩამოაყალიბოთ მიმართვა საზოგადოებისადმი და სემდეგ აამოქმედოთ მას-მედია და გამართოთ საჯარო დისკუსია. დემოკრატიულ ქვეყანაში მას-მედიის განცხადებებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბებისას საჭიროა დისკუსია ყველა პოლიტიკური პარტიის ან მათი უმრავლესობის მონაწილეობით. ამის შემდგომ უკვე ყალიბდება პოლიტიკური განცხადება საზოგადოებისადმი და ხდება მთელი საზოგადოების ჩაბმა დისკუსიაში უსაფრთხოების საკითხებზე. გახსოვდეთ, რომ საინფორმაციო განცხადებებს პოლიტიკური დატვირთვა აქვთ.
როჯერსი: ეს კონცეფცია მეტად კრიტიკულია საქართველოს მთავრობის მიმართ, მთავარი კრიტიკა თავად ქართველთაგან მოდის. მე მინდა შეგახსენოთ რიგი მიღწევებისა. დემოკრატიისათვის ბრძოლა მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. შეიძლება არც მთლად კარგად, მაგრამ საქართველოში მაინც ჩატარდა არჩევნები. ეკონომიკაში აშკარად იგრძნობა წინსვლა. მოხერხდა სამუშაო ურთიერთობების განვითარება ყველანაირ ძალასთან, რომელიც წარმომადგენელია რეგიონში - იქნება ეს თურქეთი, ირანი, რუსეთი, სხვა მეზობლები თუ ნატო. თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან და თქვენს დიპლომატებთან შეხვედრების დროს მე დავინახე, რომ საქართველოში დიდი სურვილია საკუთარი უსაფრთხოების კონცეფციის შექმნისა, ქვეყნის თავისუფალი განვითარებისა გარედან დაწოლის გარეშე. მართალია, ეს ყოველთვის წერილობითი სახით არ ფიქსირდება, მაგრამ თქვენი დიპლომატები დღენიადაგ ფიქრობენ ამაზე. და ბოლოს ჩემი კითხვაა, განა არ შეიძლება შეიქმნას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი გარეგანი ზეგავლენისაგან?
კრიზელი: ერთ-ერთი ქართველი კოლეგა შეეხო არმიაში თვითდათხოვნის საკითხს. სამწუხაროდ მან არ განავითარა ეს იდეა. მე ვფიქრობ, რომ თუ არ არსებობს ეროვნული კონცეფცია, როლიდანაც შემდგომში უსაფრთხოების კონცეფცია განვითარდებოდა, მაშინ უნდა განვიხილოთ თვითდათხოვნის გამომწვევი მიზეზები. ეს იქნება საფუძველი იმის განსახილველად, თუ რა უნდათ ბოლოს და ბოლოს ქართველებს, როგორი უსაფრთხოების კონცეფციაა მისთვის შესაფერისი.
გელა ხუციშვილი: უნდა განვაცხადო, ჯარის თვითნებურად მიტოვების პრობლემა თანდათან შენელებულია. ნუ დაგავიწყდებათ ის ხუთი წელი, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ჯარი ყალიბდებოდა ეთნოკონფლიქტების და საზოგადოების ნაწილთა ურთიერთდაპირისპირების პირობებში. ხდებოდა ძველი ღირებულებების გადაფასება, ახლები კი ჩამოყალიბებული არ იყო. ახალი თაობა მოუმზადებელი აღმოჩნდა არმიისათვის. რაც შეეხება არმიაში არსებულ სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას, იგი დიდდად არ განსხვავდება საქართველოში არსებული საერთო მდგომარეობისაგან.
უნდა შეიქმნას მტკიცე საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფოებრივი სამხედრო სისტემა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქართული მენტალიტეტი. სამწუხაროდ დილეტანტიზმი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროში შეინიშნება.
![]() |
1.4 ,,არმიის მშენებლობა ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში“ |
▲back to top |
მეორე სამუშაო ჯგუფი:
თავმჯდომარე - გია ნოდია
დისკუსია დაიწყო ქენეტ ბრაუერის გამოსვლით. პატარა ქვეყანა, განაცხადა მან, სავსებით შეიძლება გახდეს ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს არა აქვს სამხედრო საქმეში ინვესტირებისათვის საჭირო თანხები. ქვეყნის რესურსები არ იძლევა თავდაცვის საშუალებათა წარმოების ან ყიდვის შესაძლებლობას.
რესურსები, რასაც ქვეყანა საკუთარი თავდაცვისათვის გამოყოფს, ხალხი და კაპიტალი. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10%-ს. ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვეცია, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებს იმავე ასაკის მამაკაცების 100%-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ., მაგრამ რეალურად 5 მილიონ კაცზე შესაძლებელია 550 ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა. ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით. ნატოს ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 2-2,5%-ს. აშშ კი ხარჯავს 5-6%-ს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საბჭოთა კავშირში, თავად ქვეყანა ემსახურებოდა არმიას და არა პირიქით, მაგრამ საერთოდ, მრავალ სხვა ქვეყნებში თავდაცვაზე საერთო ეროვნული პროდუქტის 5%-ზე მეტს ხარჯავენ და მაინც აქვთ კარგი ეკონომიკური შედეგები. მაგალითად, ავიღოთ ისრაელი. იგი თავდაცვაზე საერთო ეროვნული პროდუქტის 9%-ს ხარჯავს, მაგრამ ასეთ ქვეყნებში ცხოვრების დონე დიდი შვიდეულის ქვეყნების ცხოვრების დონის 50% მაინც არის. ეს კი საქართველოსათვის ჯერ-ჯერობით არარეალურია. რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს არა აქვს ფინანსური რესურსები, მაგრამ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი.
არსებობს პროპორცია ქვეყანაში არსებული იარაღის საერთო ღირებულებისა და თავდაცვის ბიუჯეტს შორის. ნატოში ის ერთი ორზეა. თუ ბიუჯეტი 1 მილიარდია, კუთვნილი იარაღის ღირებულება 2 მილიარდი უნდა იყოს. ისრაელში სხვაგვარადაა, რადგან ამ ქვეყანამ ბევრი იარაღი ფაქტობრივად უფასოდ მიიღო. იქ აქვთ 6 მილიარდის იარაღი, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდია. ასე რომ, თუ ვიცით ბიუჯეტის მოცულობა, დავადგენთ, თუ რამდენი ტანკი ან გემი შეუძლია ჰყავდეს ამ ქვეყანას.
მაგრამ აქ ჩნდება მეორე პრობლემა, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. ცუდი ტანკი მკვდარი ტანკია, ძველი თვითმფრინავი - უბრალო სამიზნე. აშშ-მ საბჭოთა კავშირს ავიაციაში შეჯიბრი მოუგო ანგარიშით 165-ით ერთი; ერთ ჩამოგდებულ ამერიკულ თვითმფრინავზე მოდის საბჭოთა წარმოების სირიული, ერაყული და სხვა თვითმფრინავი. ამდენად, ბევრის და ცუდის კეთებას არა აქვს აზრი. ერაყს სიდიდით მეოთხე არმია ჰყავდა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთვის იგი უბრალო სამიზნე აღმოჩნდა, თუ გინდათ არლუმები, იყიდეთ ჯართი, რომელიც არავის აშინებს, მაგრამ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი რეალისტია და მათ ილუზიებით ვერ იყიდით.
რას ნიშნავს ყოველივე ეს საქართველოს? მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი გამოსავალი. ბალტიისპირეთში ყოფნისას მე ვთქვი, რომ მათ ქვეყნებში თავდაცვის პრობლემა უნდა გადაწყდეს პროფესიული კადრების და გაწვევაზე დამყარებული სარეზერვო სისტემის წყალობით. ასეა შვეციაში, შვეიცარიაში, ისრაელსა და სინგაპურში. გაწვევას უნდა დაექვემდებაროს ყველა, მაგრამ მიზანი არა დიდი ჯარია, არამედ ინდივიდთა გაწრთვნა, შეკავშირებული, შეკრული ნაწილების სექმნა, რომელთა წევრები ერთ სარეზერვო ნაწილებში იმსახურებენ შემდგომი 20 წლის მანძილზე. ამის შედეგად მივიღებთ ფენოვანი ნამცხვრის მაგვარ სტრუქტურას. ზედა შრე იქნება დაუქორწინებელი ახალგაზრდობა - კომანდოსები. შემდეგი შრე ასევე ახალგაზრდებია, მაგრამ ოჯახებიანი. მათგან შედგება ბრძოლისუნარიანი სახაზო ნაწილები. და ბოლოს, ასაკოვნები, რომელთაც სეუძლიათ შენობების დაცვა, როგორც ადამიანები დავყავით, ასევე შეგვიძლია დავყოთ მათი აღჭურვილობის ტიპებიც. ყველაზე კარგი იარაღი საუკეთესოებს უნდა მივცეთ. ფინეთში ასეა. საუკეთესო ნაწილებს აქვთ შაშხანა, რომელიც 700 დოლარი ღირს. ხანშიშესულებს კი აქვთ 35-დოლარიანი ჩინური იარაღი. ლიტველებმა არჩიეს ერთი ახალი შაშხანის ყიდვა ოცი ძველისას, მაგრამ ეს სისულელეა.
როდესაც არ კმარა ფული საჰაერო ძალებისა თუ საჰაერო თავდაცვისათვის, არაა ფული ჯავშანტექნიკისა თუ ფლოტისათვის, მაგრამ მაინც ცდილობთ ჯარის ამ სახეობათა შექმნას, გექნებათ მხოლოდ დაბალი ტექნოლოგიები. თქვენს ჯარებს სამიზნეებად აქცევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალაა. მას არ სჭირდება დიდი ფინანსები, მაგრამ ქვეითი ჯარი მაღალი დონისა უნდა იყოს. რუსეთის მაგალითი თქვენ არ გამოგადგებათ. რუსეთის ქვეით ჯარს მხოლოდ ოცეულების დონეზე შეუძლია ბრძოლა. თქვენ კი გჭირდებათ ბრძილა გუნდების დონეზე, როგორც ნატო-ს პრაქტიკაშია მიღებული და როგორც იბრძვიან ფინელები ტყეებში. თქვენ ღმერთმა მთები გიბრძოდათ - ტანკი მთაში ვერ ავა.
ჩემი არგუმენტი მარტივია. ჩემი იდეაა პროფესიონალიზმი, გაწვევა, რეზერვი, ქვეითი ჯარი, მოქალაქე-ჯარისკაცი.
ივლიანე ხაინდრავა: მაინტერესებს, იგივე იქნებოდა თუ არა ჩამოგდებული ამერიკული და საბჭოთა თვითმფრინავების შეფარდება, ამ უკანასკნელებშიც ამერიკული პილოტები რომ მსხდარიყვნენ?
ბრაუვერი: 20 წლის წინ მეც ვფიქრობდი, რომ მთავარი მფრინავია. მიგ-23 ბრწყინვალე თვითმფრინავია, მაგრამ მეტისმეტად ბევრი ღილაკი აქვს. დღეს მთავარი ელექტრონიკაა და თუ გამარჯვება გინდა, ის უნდა გქონდეს მაღალ დონეზე, მაგრამ ეს ძალიან ძვირია. საჭიროა გავითვალისწინოთ რეალური ფასები. ფ-16 20 მილიონი დოლარი ღირდა. კარგმა პოლოტმა წელიწადში 180 საათი უნდა იფრინოს. 1 საათში თვითმფრინავი 1000 გალონ საწვავს ხარჯავს. ევროპული ფასებით ეს 5000 დოლარია. თუ პილოტი ნაკლებს იფრენს - იგი განწირულია. მაგრამ საწვავის ფასი არაფერია თავად იარაღის ფასთან შედარებით. პატარა ქვეყანას შეუძლია იყიდოს შაშხანები, რადიოგადაცემები, ნაღმმტყორცნები და ანტისატანკო იარაღი. პტარა ქვეყნისათვის გამარჯვება ნიშნავს დამარცხების თავიდან აცილებას. საჭიროა მტერთან გადამწყვეტი ბრძოლისაგან თავის არიდება და კომუნიკაციების შენარჩუნება.
სამხედრო სამსახურში უდიდესი ძალა არის სიმართლე, კარგი დამოკიდებულება ოფიცერსა და ჯარისკაცს შორის.
შეკითხვა ადგილიდან: გასაგებია, რომ პატარა ქვეყანამ აქცენტი ქვეით ჯარზე უნდა აიღოს, მაგრამ როგორი უნდა იყოს დაკომპლექტების წესი? ჯობია მცირე ნაწილები პროფესიულ პრინციპზე, თუ საყოველთაოდ გაწვეული 30-40 ათასიანი არმია?
ბრაუერი: მე არ მჯერა მუდმივი არმიის, პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს, მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალა. ამისათვის საკმარისია 18 თვიანი გაწვევა; ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წრთვნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადების ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს, შემდეგ ჯარისკაცი გადავა რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და 5-6 წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია.
ზაზა პატარიძე: ჩვენთვის საინტერესოა ამ ქვეყნის მაგალითი, სადაც არმიის მშენებლობა საწყის სტადიაზეა. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის არმია გვინდა, ამისათვის უნდა შევქმნათ ნორმატიული ბაზა; უსაფრთხოების კონცეფცია, სამხედრო დოქტრინა. სწორედ ამ დოკუმენტებს უნდა მოერგოს შემდგომ თავდაცვის ბიუჯეტი, თუ სახელმწიფოს არა აქვს სათანადო ფინანსები, უნდა გამოინახოს ალტერნატიული საშუალებები. ჩვენი სამხედრო კომისარიატები საბჭოური გადმონაშთია, სადაც კორუფცია მეფობს. საჭიროა ალტერნატიული სამსახურის დანერგვა. ასევე აუცილებელია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნა. ფაქტია, რომ რუსეთმა არაფერი მოგვცა. მისი შემყურე უიარაღო ჯარი გვეყოლება.
ბრაუერი: არმიის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო მაგალითებია ისრაელი და სინგაპური. სინგაპურმა არმიის მშენებლობა დაიწყო 1963 წელს, უცხოური დაფინანსების გარეშე. რაც შეეხება ისრაელს, 1956 წელს მას მხოლოდ 100 თვითმფრინავი და 300-400 ტანკი ჰყავდა. ამასთან, ტექნიკის დიდი ნაწილი მოძველებული იყო. მაგრამ მთავარია არა შეიარაღება, არამედ სისტემა.
სინგაპურის მაგალითს გაჰყვა ბალტიისპირეთი. აქ შეიქმნა თავდაცვის სამინისტროები, საკანონმდებლო ბაზა. საქართველოს ამ დოკუმენტთა ქსეროასლების გარდა არაფერი სჭირდება. არმია შედგება გადაბრუნებული პირამიდის პრინციპით: იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500 000 - კაციანი რეზერვი, იმედია იმ დროისათვის ფულიც გექნებათ.
კახა კაციტაძე: ჩვენმა ინსტიტუტმა შეიმუშავა საქართველოს სამხედრო დოქტრინის პროექტი. ჩვენ ვეთანხმებით ბატონ ბრაუერს. საქართველო სეუერთდა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებას. მას არ შეიძლება ჰყავდეს 220 ტანკზე, ამდენივე ჯავშანმანქანაზე, 50 შვეულმფრენსა და 100 საბრძოლო თვითმფრინავზე მეტი. ეს რაოდენობა არ ღირს იმად, რომ ძველი ტექნიკა შევიძინოთ. ჯობია კარგ ტექნიკაზე ვიზრუნოთ, თუნდაც რომ პროცესი გაიწელოს.
ბრაუერი: თუ ეს იაფი დაგიჯდებათ - მისაღებია. დასავლეთში ერთი ტანკი 5-7 მილიონი დოლარი ღირს, ამ ქვოტების ფარგლებში, თქვენს შეიარაღებას სამ მილიარდზე მეტი დასჭირდება, ეს კი საქართველოს სამი წლის სრული შემოსავალია!
კაციტაზე: მაგრამ ესაა 10-15 წელზე გათვლილი პროგრამა.
ბრაუერი: 10-15 წლიწადში შესაძლოა ტანკი აღარც კი იყოს საჭირო. მოძველებული ტექნიკა შესაძლოა გადასაყრელი გახდეს.
კაციტაძე: ჩვენ შეიძლება ვიყიდოთ ახალი იარაღი პატარა პარტიებად.
ბრაუერი: თუ პარტიები ძალზე მცირეა, შესყიდვას აზრი ეკარგება.
კაციტაძე: მეორე საკითხი პოლიტიკურია. ესაა ოფიცერთა კადრების საკითხი. არ ხდება კადრების საკითხის საჯარო განხილვა. ოფიცერთა დიდი ნაწილი საბჭოთა ჯარიდანაა და მათი ხარისხი დაბალია. ოფიცერთა მომზადებას სჭირდება დრო. პრობლემაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარდამავალ პერიოდში.
ბრაუერი: თქვენი სიტუაცია განსხვავებულია იმისგან, რაც მოხდა სინგაპურში. იქ ოფიცრობა ინგლისიდან იყო კონტრაქტების საფუძველზე. ამასთან ცნობილია, რომ მოხალისე, ჭკვიან პატრიოტს ხშირად მეტი შეუძლია, ვიდრე პროფესიონალ უცხოელს. ასეთ მაგალითებს იძლევა აზიის ექვსი ქვეყანა. ამერიკელ ოფიცრებს უჭირთ იმის გაგება, რომ რაღაც შეიძლება პროფესიონალზე მნიშვნელოვანი იყოს.
იოსებ ბარნაბიშვილი: სამწუხაროდ, ჩვენ ვაშენებთ დაბალი ხარისხის რუსული ტიპის არმიას. მე მაქვს ქართული არმიის მშენებლობის საკუთარი კონცეფცია, რასაც მოკლედ მოგახსენებთ.
დღეისთვის საქართველოში მოქმედებს კანონი საყოველთაო სამხედრო სამსახურის შესახებ. საქართველოში 300 ათასი წვევამდელია, საჭიროა კი მხოლოდ 30 ათასი. ამდენად, შეგვიძლია გავიწვიოთ მხოლოდ ყოველი მეათე, დანარჩენები კი დავასაქმოთ ალტერნატიულ სამსახურში. ისინი გადაიხდიან სამხედრო ბეგარას, ოღონდ სარგებელს ნახავს არა კონკრეტული კომისარი, არამედ სახელმწიფო. ვისაც აქვს ფული, ის თანხას შემოიტანს, ვისაც არა და ფიზიკური შრომით გადაიხდის ბეგარას. შემდგომში ყველა ჩაირიცხება რეზერვის რიგითად, რჩეულნი კი პროფესიულ არმიას შექმნიან, თუ სამასი ათასი წვევამდელი შემოიტანს 1000-1000 დოლარს, სახელმწიფოს ექნება სამასი მილიონი დოლარი. ეს თანხა ამჟამად კორუფციას ხმარდება. ჩემი კონცეფციის განხორციელების შემთხვევაში კი გაწვეული ჯარისკაცები დაფინანსდებიან და თითოეულ მათგანზე წელიწადსჰი 3500 დოლარი გამოიძებნება. გაწვეული ჯარისკაცი მოხვდება სასწავლო ცენტრში. იქ ყოველი ათეული ჩაბარდება ინსტრუქტორს. სამმა შეიძლება ვერ გაუძლოს და უარი თქვას სამსახურის გაგრძელებაზე, შვიდი კი დაამთავრებს კურსს. ყოველი კურსდამთავრებული გააგრძელებს სამსახურს სამხედრო ნაწილში, ხოლო შემდეგ თავად მოამზადებს რეზერვისტებს. ამგავარად, საქართველო თავად შექმნის თავის შეიარაღებულ ძალებს.
გესკვაიერი: თითქმის ყველა ქვეყანაში გაწვევა იძულებითია. სამხედრო ბეგარა, ანუ რეკრუტირების პრინციპი არასამართლიანია. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ღარიბებმა უნდა იბრძოლონ, მდიდრებმა კი - არა. თანასწორობა აუციელებელია. მაგალითად, შვეიცარიაში ჯარში არწაყვანა შეირაცხყოფაა.
ბრაუერი: ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ჯარიდან თავის გამოსყიდვის პრაქტიკამ კინაღამ აჯანყება გამოიწვია. სამხედრო ბეგარის შემოღება არადემოკრატიულია. იგი მდიდარს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. მე სოციოლოგი არა ვარ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეროვნული სამხედრო სამსახური აყალიბებს და შეაკავშირებს ერს. ფინელები და სჰვეიცარიელები ამაყობენ ჯარისკაცობით. ისრაელში არმიიდან თავდახსნილები ქვეყანას ტოვებენ სირცხვილის გამო.
გესკვაიერი: მე ვისაუბრებ სამხედრო ბიუჯეტის აგების პრინციპებზე. იგი დაკავშირებულია ხარჯების განსაზღვრასთან. ბიუჯეტს ვერ განსაზღვრავთ, თუ არ იცით რა გინდათ. ჯერ უნდა გადაწყდეს, თუ რა სახის შეიარაღებული ძალები გესაჭიროებათ და ეს უნდა გათვალოთ 10 წელიწადზე. შემდეგ უნდა გადაიყვანოთ ფულზე. აქ შედის ინფრასტრუქტურა, მომსახურება, გადაადგილება და სხვა ყველაფერი, რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე. თავდაცვის ბიუჯეტი საოჯახო ბიუჯეტივით უნდა განისაზღვროს. უნდა დადგინდეს მუდმივი ხარჯები, სასურველი საქონლის ფასი, ყოველივე უნდა შეუხამდეს შემოსავალს და აიგოს პრიორიტეტები. თავდაცვის ბიუჯეტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. როგორ მოვახერხებთ ამას - ეს სხვა საკითხია. ყოველივე უნდა გაითვალოს ხანგრძლივ პეროდზე და უნდა ვიცოდეთ, ტუ რა ეროვნული შემოსავალი გვექნება 10-15-20 წლის შემდეგ.
მოკლედ, მთავარია ზოგადი პრიორიტეტების დადგენა, რაც საკმაოდ ძნელია. ბიუჯეტი სხვა არაფერია, თუ არა პრიორიტეტების დადგენა და სწორი დაგეგმვა. ასეთია ბიუჯეტის შედგენის ტექნიკა.
ბესო ალადაშვილი: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს საქართველოსგანსხვავება სინგაპურისა და ისრაელისაგან. ჩვენ მათგან განსხვავებით ეკონომიკურად ძალზე სუსტნი ვართ, ხოლო თავდაცვითი მრეწველობა ეკონომიკური ბაზისის გარეშე წარმოუდგენელია. ამასთან, არმიის გარეშე ეკონომიკურ პრობლემებსაც ვერ გადავწყვეტთ. ვგულისხმობ, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მოკლედ, შექმნილია ჯადოსნური წრე. ჩვენ უნდა გადავწყიტოთ თუ რა ჯობია; ძველი და ნაჩუქარი იარაღი, ნაყიდი თუ საკუთარის წარმოება.
ბრაუერი: როცა ისრაელის მოდელზე ვსაუბრობთ, სულაც არ ვგულისხმობ, რომ გეყოლებათ 500 თანამედროვე თვითმფრინავი, 4000 ტანკი და ასე შემდეგ. აქ მთავარია ფილოსოფია: პრინციპი, რომ ოფლი ფული არ ღირს. სხვა ქვეყნებს თქვენ შეიძლება ქვეით ჯარში მიბაძოთ. კარგი ჯარისკაცის მომზადებას მხოლოდ 800 ტყვია სჭირდება. ისრაელში გაწვეული ჯარისკაცი 25 დოლარს იღებს. საქართველოს არ სჭირდება 2-3 ათას პროფესიონალზე მეტი. გაწვეულის და პროფესიონალის ხელფასები უნდა განსხვავდებოდეს.
ირაკლი მელაშვილი: საქართველოს შეცდომაა თავდაცვის მშენებლობაში მხოლოდ ზემოთნახსენები სამი გზით შემოიფარგლა. ჩვენ ზუსტად არ განგვისაზღვრავს ჩვენი პოტენციალი. იყო სფეროები, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენს თავზე აგვეღო. საბჭოთა კავშირში ნებისმიერი ქარხანა იოლად გადადიოდა სამხედრო წარმოებაზე. ჩვენც შეგვეძლო ინდივიდუალური იარაღის უპრობლემოდ გამოშვება. ქარხნებში არსებობდა სათანადო დოკუმენტაცია.
საქართველომ დაკარგა ოთხი წელი. აქცენტი ავიღეთ რუსეთიდან ფაქტობრივად ჩამოწერილი იარაღის მიღებაზე. ბატონი ბაუერი მართალია - ჩვენ ჯართი შევიძინეთ, ახლა მაინც უნდა შეფასდეს ჩვენი შესაძლებლობები. დანაშაულია რუსეთში სამხედრო ფორმების შეძენა ძვირად, როდესაც მისი წარმოება ჩვენვე შეგვიძლია უფრო იაფად. უნდა დადგინდეს თუ რა შეგვიძლია ვიყიდოთ, რა - ვაწარმოოთ და რა - ვიჩუქოთ. სამხედრო ბეგარის შემოღება მართლაც საინტერესო იქნებოდა. ახალგაზრდების ნაწილი იმსახურებდა, ნაწილი კი შრომით შექმნიდა მატერიალურ ბაზას.
მამუკა წურწუმია: მართალია, ერაყის ცუდი იარაღი ამერიკისათვის სამიზნე იყო, მაგრამ რამდენად იქნება ჩვენი ცუდი იარაღი ასეთივე სამიზნე ჩვენი მეზობლობისათვის? ადრე თუ გვიან ომი მოგვიწევს. ვერ დავეთანხმები ბატონ ბრაუერს - ჩვენ ასეთი იარაღიც გამოგვადგება. 30-იან წლებში გერმანელი ოფიცრები ტანკების მაკეტებზე გაიზარდნენ. ისრაელი კი დღესაც იყენებს საბჭოთა ტ-55-ებს.
ბრაუერი: ისრაელი ტ-55-ს ჯავშნოსნებად იყენებს და არა ტანკებად. თუ თქვენ ახლა გაჩუქებენ თანკებს, ვინ შეაკეთებს მათ სამ წელიწადში? უკრაინას აქვს 4500 ტანკი, მათი მოვლა ნულზე დასვამს ბიუჯეტს. ამიტომ როცა იარაღს შოულობთ უფასოდ, იფიქრეთ - რა შეგეძლებათ ხუთ წელიწადში. ისე კი გეთანხმებით, რომ მცირე ომისათვის ცუდი იარაღიც გამოდგება.
წურწუმია: ჩვენ გამოგვადგება ისიც, რასაც ძლიერი ქვეყნები არ კადრულობენ. მაგალითად, თვითმფრინავი ,,სკაიჰოუკი“, რომელსაც ,,სტრელა“ ვერ აფეთქებს. აფხაზეთის ომში იგი უფრო გამოგვადგებოდა, ვიდრე სუ-25.
![]() |
2 მეორე დღე |
▲back to top |
![]() |
2.1 ,,მართვისა და კონტროლის ეროვნული სტრუქტურები“ |
▲back to top |
მესამე სამუშაო ჯგუფი:
თავმჯდომარე - გია ნოდია
ამ ჯგუფშიც დისკუსია ქენეტ ბრაუერის გამოსავლით დაიწყო. მან წარმოადგინა სამხედრო სფეროს მართვისა და კონტროლის სისტემათა რამდენიმე სქემა თუ მოდელი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა. პირველ მოდელს მან უწოდა ძალაუფლების შინაგანი ბალანსი. მისი მაგალითია საუდის არაბეთი, აქ მეფე მთავარსარდალია, მეფის ძმებს კი თავიანთი ცალკე არმიები აქვთ და არც ერთ მათგანს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მეორეს. მეორეა დიქტორული კონტროლი. ეს სისტემა არსებობს სირიასა და ერაყში. აქ მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი ერთი კლანიდან ან ქალაქიდან არიან. შემდეგი ტიპია კონსტიტუციური მონარქია. მასში მეფე ან დედოფალია მთავარსარდალი. მშვიდობიან დროს არსებობს გაერთიანებული შტაბი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რომლის პოლიტიკას ასრულებს ეროვნული თავდაცვის მინისტრი. მეოთხე მოდელია კონსტიტუციური დიქტატურა. მისი მაგალითია სინგაპური. აქ პრემიერ-მინისტრი სიცოცხლის ბოლომდეა არჩეული და იგი განაგებს შეიარაღებულ ძალებს. მეხუთე ტიპი ყველაზე რთულია. მასში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელობის და კონტროლის სისტემა შედგება არჩეული პრეზიდენტისაგან და პარლამენტის დანიშნულ მთავრობისაგან. პრეზიდენტი აქ უმაღლესი მთავარსარდალია. ამ სისტემის წარმატებული მაგალითია ფინეთი. ამ შემთხვევაში მოქმედებს მრავალი და არაფორმალური კავშირი.
ბევრ შემთხვევაში მთავარსარდლის თანამდებობა უფრო საპატიო ხასიათისაა და მასზე მყოფ პიროვნებას არ გააჩნია რეალური ადმინისტრაციული თუ ოპერეტიული ძალაუფლება. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი მთავარსარდალი ყოველთვის სამოქალაქო პირია. ფინეთში ესაა პრეზიდენტი, ისრაელში - პრემიერ-მინისტრი. თუ პრეზიდენტი უზენაესი მთავარსარდალია, მაშინ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სამხედრო ხელმძღვანელთა და სამხედრო საბჭოს პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. მშვიდობიან დროს ქვეყნების უმრავლესობაში საპოლიციო ფუნქციებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს. იგი მოიცავს სასაზღვრო ძალებსაც, მაგრამ საგანგებო ვითარებაში საერთო ხელმძღვანელობა თავდაცვის სამინისტროს ხელში გადადის.
უმრავლეს ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო პირდაპირაა ჩასმული ხელმძღვანელობის ჯაჭვში უმაღლეს მთავარსარდალსა და გენერალურ შტაბს შორის. როგორც წესი, უმეტეს ქვეყნებში რეზერვი - იქნება ეს ეროვნული გვარდია, ტერიტორიული ჯარი თუ სხვა - იმავე საერთო ხელმძღვანელობას ექვემდებარება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა, თუმცა, მაგალითად, ბალტიისპირეთში იყო ტენდენცია ეროვნულიგვარდიის ცალკე გამოყოფისა საკუთარი დამოუკიდებელი ხელმძღვანელობით. უმეტეს სახელმწიფებში მმართველობა, გაწვევა, წრთვნა და მობილიზაცია ცენტრალიზებულია და არ ექვემდებარება სამხედრო ოლქებს, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. ჩემი აზრით, არ უნდა განაცალკევოთ მოვალეობები, ფუნქციები ერთის მხრივ მშვიდობიანობის, ხოლო მეორეს მხრივ - საომარი პერიოდების მიხედვით, რადგან საომარი სიტუაცია წინასწარ ვერ დაიგეგმება. აგრეთვე უაზრობაა, თუ ვინმეს ეძლევა ძალაუფლება სათანადო პასუხისმგებლობის, კონტროლის მექანიზმთა შემუშავების გარეშე. პასუხისმგებლობა კი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს საბიუჯეტო კონტროლს.
ჩემი აზრით, პატარა და ღარიბი ქვეყნისათვის საჭიროა პატარა და ერთიანი გენერალური შტაბი, რომელსაც საომარი მოქმედების ხელმძღვანელობა დაეკისრება. ყველა სხვა ფუნქცია, რომელიც სამოქალაქო საქმეებთანაა დაკავშირებული, მათ შორის მომარაგება, უნდა მიენდოს თავდაცვის სამოქალაქო სამინისტროს. თავდაცვის უწყებები უშუალოდ უნდა აბარებდნენ ანგარიშს უზენაეს მთავარსარდალს. უზენაეს მთავარსარდალს სჭირდება დამოუკიდებელი საინფორმაციო ქსელი, რომელსაც ვერ შებოჭავს ბიუროკრატიული სისტემა.
უზენაესმა სარდლობამ უნდა აკონტროლოს საბიუჯეტო პროცესი. როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის პერიოდის საკომანდო ჯაჭვი იდენტური უნდა იყოს. თავდაცვის მინისტრი უნდა იდგეს უზენაეს მთავარსარდალსა და გენერალურ შტაბს შორის.
სისტემის დაგეგმვისას უნდა განვასხვავოთ სამხედრო, ადმინისტრაციული და სამოქმედო-ოპერატიული ფუნქციები. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში არსებობს ქვეითი ჯარების სარდალი, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო ნაწილთა ორგანიზებაზე, წვრთნაზე, ტექნიკის შერჩევაზე, მაგრამარა აქვს მათზე ოპერატიული კონტროლი. ეროვნული უშიშროების საბჭო ანგარიშს აბარებს უზენაეს მთავარსარდალს. საბჭოს აქვს სამი ფუნქცია: იგი რჩევებს იძლევა პოლიტიკური, საბიუჯეტო და სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რაც შეეხება შეფასებებს - ეს უზენაესი მთავარსარდლის ფუნქციაა.
პატარა ქვეყნებში საჰაერო ძალებს და ფლოტს უნდა შევხედოთ, როგორც საბრძოლოერთეულებს - ქვეითთა და არტილერისტთა მსგავსად. მაგრამ ერთი განსხვავებით - ომის დროს მათი შტაბ-ბინა სამოქმედო - ოპერაციული ცენტრი ხდება. ეს სრულიად განსხვავებულია შეერთებული შტატების სისტემისაგან.
საკომანდო შემადგენლობა მცირე უნდა იყოს. თქვენ ვერ მისცემთ თავს უფლებას, რომ გყავდეთ მრავალრიცხოვანი პროფესიული კადრები. ნებისმიერი ოფიცერი, რომელიც სამხედრო სასწავლებელში მუშაობს, ომის დროს საბრძოლო მეთაური შეიძლება იყოს. შესაძლებელია თანამდებობათა სხვადასხვაგვარი შეთავსება. მაგალითად, ისრაელის საჰაერო ძალებში პირადი შემადგენლობის მეთაური, რომელიც ბრიგადის გენერალია, ომის დროს თავადაა ფ-15-ის პილოტი. სამეთაურო სტრუქტურა უნდა ასახავდეს სახმელეთო ჯარების უპირატესობას. პატარა ქვეყანაში, რომელიც დიდი საფრთხის წინაშეა, ტაქტიკური კონტროლი დეცენტრალიზებული უნდა იყოს.
ადგილიდან: მე მსურს დავამატო, რომ ახალგაზრდა დემოკრატიისათვის აუცილებელია სპეციალური კავშირი და კონტროლი საპარლამენტო კომიტეტის მეშვეობით. საჭიროა ორი კომიტეტი; თავდაცვის და ბიუჯეტის. თუ ბიუჯეტს განიხილავთ, მთელ შეიარაღებულ ძალებზე იქონიებთ გავლენას. კომიტეტებში ყველა საპარლამენტო პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებები უფრო ეფექტური იქნება.
ჰანს გეორგ ვიკი: ექვსი თვეა, რაც საქართველოს ქვს კონსტიტუცია, რომელმაც უკვე განსაზღვრა რიგი საკითხებისა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ასე რომ, ალტერნატივების სფერო შეზღუდულია. მე ველოდი, რომ ქართველი კოლეგები ისაუბრებდნენ ვარიანტებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში არსებობს. ძალთა ბალანსი უნდა ნაწილდებოდეს პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. ყველა სხვა ინსტიტუტი მათზე უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ მე ვიცი, რომ აქ საპარლამენტო კონტროლი სუსტია. მე ვსვამ შეკითხვას, რით უნდა აკონტროლოს პარლამენტმა პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში? შედის მის კომპეტენციაში გადაწყვეტილების მიღება ომისა და მშვიდობის გამოცხადებაზე თუ სამხედრო თანამდებობებზე კანდიდატთა დამტკიცება? საქართველოში კონტროლის ეს მექანიზმები ჯერ არ არსებობს. მესამე საკითხია ბიუჯეტი. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი მეტად დაწვრილებითი უნდა იყოს. მოსკოვის მიერ მართული ქვეყნების გამოცდილება ამ საკითხში ძალზე განსხვავდება დასავლური პრაქტიკისაგან. საბჭოთა კავშირში თავდაცვის ბიუჯეტის კონტროლი შესუსტებული იყო.
რაც შეეხება სადაზვერვო ორგანოების საპარლამენტო კონტროლს, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყოყმანობენ, გაკონტროლდეს თუ არა ეს სფერო, მაგრამ თუ საზოგადოება ეგუება დაზვერვის უკონტროლობას, მხოლოდ სახელის შეცვლით არაფერი შეიცვლება. საპარლამენტო კონტროლი სამინისტროს საქმიანობაზეც უნდა ვრცელდებოდეს. საშინაო და საგარეო დაზვერვას ორი დამოუკიდებელი უწყება უნდა კურირებდეს. ამ სფეროში საპარლამენტო კონტროლი უპირველეს ყოვლისა ნიშნავს უფლებას, გაკონტროლდეს დაზვერვის ის ნაბიჯები, რომლებიც მოქალაქეთა ზედამხედველობას გულისხმობს.
ფილ ვასილევსკი: უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებსჰი შეიარაღებულ ძალთა მართვა და კონტროლი ნაწილდება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას სჰორის, ფედერალურ სისტემაში ფუნქციები მკაცრადაა გამიჯნული პრეზიდენტსა და კონგრესს შორის. საპარლამენტო სისტემის პირობებში ფუნქციების გამიჯვნა ნაკლებად მკაფიოა, მაგრამ როგორც წესი, გამარჯვებული პარტიისაგან არჩეული

პრემიერ-მინისტრი ასრულებს აღმასრულებელ ფუნქციას, საპარლამენტო უმრავლესობა კი - მართვისა და კონტროლის საკანონმდებლო ნაწილს.
როგორც წესი, ძირითადი პასუხისმგებლობა მართვასა და კონტროლზე აკისრია მთავარსარდალს. იგი ნიშნავს თავდაცვის მინისტრს, მთავარ სამოქალაქო მრჩევლებს, შეიარაღებული ძალების ყველა ოფიცერს. იგი პასუხისმგებელია სამხედრო და უსაფრთხოების სტრატეგიის მიღებაზე, სამხედროთათვის გეზის მიცემაზე. იგია პასუხისმგებელი შესაბამისი ბიუჯეტის შექმნაზეც. და ბოლოს, აღმასრულებელი ხელისუფალი, როგორც წესი, აცხადებს ომს ან საგანგებო მდგომარეობას. იგი იძლევა განკარგულებას შეიარაღებულ ძალთა ამოქმედებაზე.
საკანონმდებლო ხელისუფლების მართვისა და კონტროლის ფუნქციები ზესამხედველობითი და ფინანსურია. პარლამენტი ადგენს სამხედრო ხარჯებს. იგი აკონტროლებს იმასაც, თუ როგორ იხარჯება თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა. იგი იძიებს კორუფციის შემთხვევებს არმიაში. ბევრ ქვეყანაში პარლამენტი აგრეთვე ამტკიცებს სამხედრო თანამდებობებზე დანიშნულ კანდიდატებს. პარლამენტი იღებს კანონებს და წესებს შეიარაღებულ ძალთა მართვასა თუ დისციპლინაზე. დაბოლოს, პარლამენტს მოეთხოვება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული ომის გამოცხადების აქტის დამტკიცება.
როგორც წესი, ხელისუფლების ორივე რგოლის ფუნქცია კონსტიტუციაშია ახსნილი.
შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის უფრო კონკრეტული, ყოველდღიური ფუნქციები აკისრია თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტრო აძლევს რჩჱვებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ეროვნული სამხედრო სტრატეგიის თაობაზე. იგი უგზავნის პარლამენტს ფინანსურ მოთხოვნებს ამ სტრატეგიის შესასრულებლად. შემდეგ იგი იღებს სტრატეგიასაც და ფონდებსაც თავად ხელისუფალთაგან და ზრუნავს მათს განხორციელება-ათვისებაზე. თავდაცვის სამინისტრო ზედამხედველობას უწევს შეიარაღებულ ძალთა სხვადასხვა სამსახურს. იგი განსაზღვრავს გაწვევის, ანაზღაურების, წრთვნის, მომარაგების, კომუნიკაციის, სამედიცინო მომსახურების, იარაღის შეძენის, დისციპლინის შენარჩუნების პერსონალის დათხოვნის საერთო პროცედურებს. იგი შეიძლება თავად აკონტროლებდეს საწვავის, საკვებისა და სამხედრო ტანსაცმლის შეძენას.
ცალკეული სამხედრო სამსახურები, როგორიცაა არმია, ფლოტი, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა ასრულებენ მართვისა და კონტროლის იმ ფუნქციებს, რომელნიც უშაუალოდ საბრძოლო ამოცანებს უკავშირდება. ისინი ამ ფუნქციებს ახორციელებენ როგორც ადმინისტრაციულ, ისე საოპერაციო მართვის ჯაჭვთა მეშვეობით.
მართვის სისტემა ომის დროს
ქვეყანა X
დიაგრამა II

ცალკეულ რაზმთა დონეზე მართვა და კონტროლი გამარტივებულია და ნაწილდება უფროს და უმცროს ოფიცრებს, ხოლო შემდეგ სერჟანტებსა და ჯარისკაცებს შორის.
ასეთია სქემატური სურათი მართვისა და კონტროლის სისტემისა და უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში.
სამხედრო ძირითადად მშვიდობიან დროში ცხოვრობენ და ზემოთაღწერილი სტრუქტურაც მშვიდობის პერიოდს შეესაბამება. როგორც წესი, ეს სტრუქტურა ცალმხრივია, ვერტიკალურია. გადაწყვეტილება მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან რიგით ჯარისკაცამდე.
აქ მოტანილ დიაგრამათაგან პირველი ასახავს მართვის სტრუქტურას მშვიდობიანობის დროს. იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დღეს საქართველოში არსებობს. თუმცა ეს სქემა არაა კონკრეტული ქვეყნის რეალობის ამსახველი.
მაგრამ ომის დროს უფრო განსხვავებული, საპასუხისმგებლო და მობილური მართვის სტრუქტურაა საჭირო. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სეიძლება მშვიდობიანობის პერიოდის მართვის სტრუქტურის გადმოტანა ომის პერიოდში, არის ის, რომ საველე მართვა მიახლოებული უნდა იყოს ბრძოლის ველთან. იგი მობილური უნდა იყოს. მან უნდა შეძლოს სხვადასხვა აღჭურვილობის, რაზმის, ჯარის სხვადასხვა სახეობათა თანამოქმედების უზრუნველყოფა. ამ სტრუქურას მეტად სწრაფი მოქმედება უნდა შეეძლოს, და მაინც, იგი უნდა ინარჩუნებდეს მართვის ვერტიკალურ სტრუქტურას და უზრუნველყოფდეს სამოქალაქო ხელისუფლების პირველობას. სამოქალაქო ხელმძღვანელობამ უნდა დაისახოს ომის მიზნები და სტრატეგია, ხოლო შემდეგ გადასცეს ძალაუფლება საველე მეთაურებს ამ სტრატეგიის განსახორციელებლად. საველე მეთაურებს სჭირდებათ განსხვავებული მართვისა და კონტროლის სტრუქტურა. მათ არ შეუძლიათ მოქმედება ცალკეულ სამსახურთა და თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით.
მშვიდობის დროს ძირითადი მმართველი ორგანოები დედაქალაქშია და დაცილებულია ბრძოლის ველს. ამასთან, ომის დროს ჩნდება ახალი მოთხოვნილებები, რასაც ვერ დააკამყოფილებს მშვიდობის დროის სტრუქტურა, მაგრამ მშვიდობისდროინდელმა სტრუქტურებმა, კერძოდ თავდაცვის სამინისტრომ, ომის დროსაც უნდა გააგრძელონ მოქმედება. ხალხიკვლავ გაწვეული, გაწვრთნილი უნდა იქნას. მათ კვლავ უნდა გადაეხადოს ჯამაგირი - თუნდაც ომი მიმდინარეობდეს.
ამგვარად, ომის დროს ორი განცალკევებული, მაგრამ ერთდროულად მოქმედი მართვის სისტემაა საჭირო. ერთი ზრუნავს ბრძოლაზე და მეორე - სამხედრო უზრუნველყოფაზე. სამშვიდობო სტრუქტურას უნდა შეეძლოს ხელი შეუწყოს საომარი დროის სტრუქტურას.
დიაგრამა III
საგანგებო ვითარებათა მართვის ეროვნული ჯგუფი

საველე მეთაურებს ცალკე შტაბები სჭირდებათ, რათა დაგეგმონ თავისი მოქმედება და დაუკავშირდნენ როგორც საკუთარ რაზმებს, ისე დედაქალაქში განლაგებულ სამშვიდობო დროის სტრუქტურებს.
როგორც ითქვა, ომის დროს საჭიროა კონტროლის რაიმე მექანიზმი - იქნება ეს გენერალური შტაბი თუ საველე სარდლობა. ის, რაც მეორე სქემაზეა გამოსახული, არის მართვსი სტრუქტურა ომის დროს. იგი უფრო წააგავს ამერიკულ მოდელს, სადაც საოპერაციო ძალები სხვადასხვა საველე სარდლობას ემორჩილება. საველე სარდლობას გადაეცემა ტაქტიკური შენაერთები ამა თუ იმ ჯარის სახეობებიდან. მათზე სრულ საოპერაციო კონტროლს ომის დროს ახორციელებს საველე სარდალი - მის შტაბში მყოფი საჯარისო სახეობათა წარმომადგენლების მეშვეობით. ეს შტაბი ეხმარება მას მშვიდობისდროინდელ სტრუქტურებთან (თავდაცვის სამინისტროსთან) ურთიერთობაში.
ამ საომარ თუ სამშვიდობო დროის სტრუქტურათა დაკომპლექტება დიდი ქვეყნებისთვისაც პრობლემაა. ზოგიერთ ქვეყანაში საომარ საკომანდო სტრუქტურათა ბირთვს მშვიდობის დროსაც ინარჩუნებენ, ხოლო ომის შემთხვევაში მათ სამშვიდობო სტრუქტურებსა და რეზერვიდან ავსებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები პროფესიონალებით კომპლექტდება. ომის დროს რიგი ადამიანებისა ორ საქმეს ერთად აკეთებს - ითავსებს საქმეს, რომელსაც არ აკეთებდნენ მშვიდობიანობის დროს. ზოგ ქვეყანაში კი საომარ შტატებს ავსებენ სარეზერვო ოფიცრებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, მართვის ომისდროინდელ სტრუქტურას ორი თავისებურება უნდა ჰქონდეს. ჯერ ერთი, იგი უნდა ექვემდებარებოდეს სამოქალაქო კონტროლს, ასრულებდეს მხოლოდ მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებებს. მეორე - იგი მზად უნდა იყოს სამოქალაქო პირებთან თანამშრომლობისათვის. სულერთია, გენერალური შტაბის თუ საველე სარდლობის სისტემას იყენებთ, ეს ორი მოთხოვნა ძალაში რჩება.
და ბოლოს, განვიხილოთ კრიზისის მენეჯმენტისა და კონტროლის სტრუქტურა. იგი ემსახურება ტერორიზმთან ბრძოლას. ტერორიზმის პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ეს სტრუქტურა მთავრობის უმაღლეს დონეებს უნდა მოიცავდეს. მისი მოქმედება წინასწარ და სინამდვილესთან მიახლოებულ ვითარებაში უნდა იყოს გამოცდილი.
კრიზისების მენეჯმენტის ეროვნულ გუნდში უნდა შედიოდნენ პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პოლიციისა და დაზვერვის წარმომადგენლები. ამ გუნდს ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო პერსონალის მცირე შტატი უნდა ჰყავდეს. როგორც ხედავთ, მართვის ეს ჯაჭვი რამდენადმე განსხვავდება ომის პერიოდის მართვის სტრუქტურისაგან. მასში მრავალი სამოქალაქო სტრუქტურაცაა ჩართული.
დიაგრამა IV

კრიზის დროს მართვის ეს ცენტრი ინციდენტების მართვის მუდმივმოქმედ გუნდთან ერთად იმუშავებს. ამ უკანასკნელს უშუალოდ აქვს საქმე ტერიტორიულ აქტთან. ინციდენტთა მართვის გუნდს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც გააკონტროლებს ადგილობრივ პოლიციას, სახანძრო სამსახურებს, სამედიცინო სამსახურებს, ანტიტერორისტულ ეროვნულ სამსახურს და მძევალტა საქმეების ეროვნულ სამსახურს. მესამე სქემაზე გამოსახულია არნიშნული სტრუქტურა.
ინციდენტების მართვის გუნდი მართვისა და კონტროლის სტანდარტულ პროცედურებს უნდა ემორჩილებოდეს. ისინი შეიძლება მეტად რთულიც იყოს. შეხედეთ მეოთხე სქემას. მასში მუდმივად უნდა იყოს ჩართული ყველა მონაწილე უწყება. როცა ტერორისტული აქტი ხდება, დაგეგმვის დრო მეტად მცირეა. მოსამზადებელი სამუშაოების 90%25 წინასწარ უნდა იყოს შესრულებული.
ახლადწარმოქმნილ დემოკრატებს მრავალი პრობლემა აქვს. განსაკუთრებით ეს ეხება იმას, თუ როგორ წარიმართება მთავრობის მიერ ძალის გამოყენება. თუ არსებობს მართვისა და კონტროლის მუდმივი და ჩამოყალიბებული სისტემა, სამოქალაქო ხელისუფლებას შეეძლება გააკონტროლოს შეიარაღებულ ზალთა გამოყენება, თუ არადა, ომი და ტერორიზმი იქნება მთავრობის მაკონტროლებელი.
დავით ცინცაძემ გამოხატა საქართველოს უშიშროების სამინისტროს თვალსაზრისი. სამინისტრო აერთიანებს როგორც დაზვერვას, ისე კონტრდაზვერვას. იგი ჯერ შორსაა მსოფლიო სტანდარტებისაგან, რომლებიც ბატონმა ვიკმა დაახასიათა. ამ ეტაპზე პრეზიდენტის დავალებით სამინისტრო ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულსაც, რაც უშიშროების სამსახურისათვის არასპეციფიკურია.
რაც შეეხება სამოქალაქო კონტროლს, მას ახორციელებენ პრეზიდენტი და პარლამენტი. გარდა ამისა, არსებობს უშიშროების საბჭო, პროკურატურა, სასამართლო. თავის ოპერატიულ საქმიანობაში, მაგალითად, სატელეფონო საუბრების მოსმენისას, უშიშროების სამსახური ადამიანის უფლებების დამცველი კანონებით ხელმძღვანელობს.
ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოთან ერთად ვმუშაობთ ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ვითვალისწინებთ დასავლეთის გამოცდილებას. მომავალში სრულად დავუბრუნდებით სადაზვერვო ფუნქციის შესრულებას. სამინისტრო კვლავ გარდაიქმნება ,,საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურად“, როგორც ეს 1992-93 წლებში იყო. ახლანდელი სტრუქტურა კი ოპტიმალურია დემოკრატიისაკენ მიმავალი ქვეყნისათვის.
თავმჯდომარე: რამდენად რეალურია საპარლამენტო კონტროლი უშიშროების სამინისტროზე?
ცინცაძე: პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა განიხილა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული კანონი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ. ასეთი რამ პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში. ყველა დებულება პარლამენტსა და უშიშროების საბჭოში გადის ექსპერტიზას. ერთადერთი, რაზეც პარლამენტს ხელი არ მიუწვდება, აგენტურასთან დაკავშირებული საკითხებია. დაჟინებით მოთხოვნის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ამ საკითხზეც მიიღონ ჩვენგან ინფორმაცია, მაგრამ მეტად მწირი.
ვიკი: მე ვერ გავერკვიე თქვენი სამსახურის ფუნქციებში. თქვენ მარტო საშინაო საქმეებით ხართ დაკავებული თუ საგარეო დაზვერვაც გევალებათ? როგორ თანამშრომლობთ არმიის დაზვერვასთან? რაც შეეხება ტერორიზმს, თქვენ მარტო ინფორმაციას აგროვებთ, თუ აღკვეთაც თქვენ გევალებათ? ეს ხომ პოლიციის და შინაგანი ჯარის ფუნქციაა.
ცინცაძე: დამოუკიდებელი სადაზვერვო სამსახური არ არსებობს. არის უშიშროების სამინისტრო. მასში შედის დაზვერვაც და კონტრდაზვერვაც. დაზვერვის მიმართულებებზე საუბარი ჩემი მხრიდან უხერხული იქნებოდა. რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, კანონი ამ საქმეს ჩვენ გვავალებს. ეს ძნელი გასაგებია, რადგან ჩვენი სამართლებრივი სისტემა განსხვავებულია. ტერორიზმთან საბრძოლველად გვყავს საკმაოდ ძლიერი ქვედანაყოფები. ისინი არავის ჩამოუვარდება დსთ-ს მასშტაბით. ამაში შეერთებულმა შტატებმაც დიდი როლი ითამაშა.
არმიის დაზვერვისგან ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ. მას უკეთდება ანალიზი და მიეწოდება პრეზიდენტს.
ვიკი: ვინ იძლევა კერძო საუბრების მოსმენის უფლებას?
ცინცაძე: ეს ხდება პროკურორის სანქციით. არის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სამძებრო საქმიანობას. თუ მოსმენის პროცესში ირკვევა, რომ საუბარს არა აქვს კავშირი გამოსაკვლევ საქმესთან, ჩაწერა წყდება. პირადი ცხოვრების დეტალების გამომჟღავნებას არასოდეს ჰქონია ადგილი. ეს დაფიქსირებულია კანონში.
კანონის თანახმად დიდი დახმარება ეწევა იმ ადამიანებს, ვინც თავის მხრივ დახმარებას აღმოუჩენენ უშიშროების სისტემას, მაგრამ საზოგადოების შეგნება არაადექვატურია. ადამიანებმა არ იციან, რომ სუკ-ის დახმარება მოქალაქის ვალია. რა თქმა უნდა, მე აქ არ ვგულისხმობ მთვრალი მეზობლის დაბეზღებას.
ირაკლი ხართიშვილი: რამდენად ეფექტურია უშიშროების სისტემის დაყოფა კონტრდაზვერვად და დაზვერვად?
ცინცაძე: ასეთი დაყოფა დღეს ვერ გაამართლებს.მაგალითი რუსეთია, სადაც ამ ორი სფეროს დაცილებით დაირღვა ცენტრალიზაცია.
თავმჯდომარე: დაყოფა ძვირია და ამიტომ არ ვარგა, თუ საერთოდ მიზანშეუწონელია?
ცინცაძე: ძვირიცაა და კადრების პრობლემასაც წარმოშობს. პატარა ქვეყანაში ორი სამსახურის შექმნა-დაკომპლექტება ძნელია.
ვიკი: თუ უსიშროების სამსახურის საბჭოურ სტრუქტურებს შეინარცუნებთ, ხალხს თქვენი ნდობა ვერ ექნება, თუ გინდათ ნდობა - ყველაფერი ღია უნდა იყოს. ამასთან, უშიშროების სამსახურს არ უნდა ჰქონდეს სადამსჯელო ფუნქცია. ეს ყველაზე მთავარია. დასავლეთ ევროპული მიდგომა ნაკლებად განსხვავდება ამერიკულისგან. ოპერატიული დაზვერვა სამხედრო სტრუქტურის, გენერალური შტაბის პრეროგატივაა, თუმცა გერმანიაში გენერალური შტაბი არ არსებობს, ომის გამოცხადება კი პარლამენტის საქმეა.
ხართიშვილი: შეერთებული შტატების სისტემაში თავდაცვის სამინისტროს ეკისრება ადმინისტრაციული ფუნქციები - წრთვნა, მომარაგება და ა.შ. აშშ-მ უარი თქვა გენშტაბზე, რაც შეეხება შტაბების უფროსთა გაერთიანებას, ის მართვას კი არ ახორციელებს, არამედ რეკომენდაციებს აძლევს პრეზიდენტს. სამოქალაქო კონტროლი ამგვარადაც ხორციელდება, მაგრამ ეს სისტემა ხარჯიანია, ამიტომ ჩვენთვის გენერალური შტაბი ჯობია. რა დამცავი მექანიზმები უნდა არსებობდეს გენშტაბისაგან?
მეორე საკითხავია ომის გამოცხადება. აშშ-ში პრეზიდენტს 60 დღე-ღამის მანძილზე აქვს ომის წარმოების უფლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში კიდევ 30 დღე ემატება. ამის შემდეგ კონგრესის სანქციაა აუცილებელი. ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. ისრაელში ომის გამოცხადების უფლება აქვს არა პრეზიდენტს, არამედ თავდაცვის საბჭოს. როგორი იქნება თქვენი აზრი?
ბატონმა ბაუერმა თქვა, რომ აქცენტი ქვეით ჯარზე უნდა გაკეთდეს. ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად ეფექტურია ასეთი ღამ? კორეის ომმა აჩვენა, თუ როგორ გაანადგურეს ჩრთილოეთ კორეის ტანკებმა სამხრეთელთა ქვეითები სამი დღის მანძილზე. ტანკების ეფექტურობა აშკარაა, თუმცა დღეს შეიძლება ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა უკეთესი იყოს.
ბრაუერი: სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიდგომაა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბისადმი. ზოგან ორივე ერთად არსებობს. ერთ დეპარტამენტში სამოქალაქო ხელმძღვანელია, მეორეში - სამხედრო. ზოგან შტაბის უფროსი და სამინისტროს გენერალური დირექტორი უპატაკებენ თავდაცვის მინისტრს. ფართო განზოგადება შეუძლებელია. ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო კონტროლს ანიჭებს პრიორიტეტს, ეს სტრუქტურები ინტეგრირებულია. ზოგ ქვეყანაში ორივე სტრუქტურა ინაწილებს ტავდაცვაზე პასუხისმგებლობას. მეომარ ქვეყნებში გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტრო ცალ-ცალკეა. ორივე სისტემა მუსაობს.
რაც შეეხება აქ დასმულ შეკითხვას ტანკების როლზე, ორი ერთსიტყვიანი არგუმენტით ვუპასუხებ. ეს არგუმენტებია: ა) მთები, ბ) სიძვირე.
თავმჯდომარე: ჩვენ შემოგვიერთდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი რევაზ ადამია. მისი მონაწილეობა ორმაგად საინტერესოა; როგორც უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, თავდაცვის კომიტეტი რეალურად აკონტროლებს უშიშროებას. ამასთან, კომიტეტს ეხება კანონმდებლობის შემუშავება თავდაცვის სფეროში.
რევაზ ადამია: გუშინ ჩვენ სამოქალაქო კონტროლის მშვენიერი სენდვიჩი გავაკეთეთ. მხედველობაში მაქვს ის, რომპირველ სართულზე მიმდინარეობდა ჩვენი სემინარი, მეორე სართულზე გრაჩოვი და ნადიბაიძე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ხოლო მესამეზე - ისევ სემინარი! ასე რომ კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები არსებობს.
ახლა კი სერიოზულად. გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩვენი კომიტეტი აკონტროლებს ძლისმიერ სტრუქტურებს, თუმცა ჩვენ ამას ვცდილობთ. ამ ბოლო დროს კოორდინაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან სულ უფრო უმჯობესდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები არა გვაქვს. რაც შეეხება კანონმდებლობას, აქ უზარმაზარი სამუშაო გვიდევს წინ. დასაწერია კანონები, ჩასატარებელია ინსტიტუციონალური სამუშაო. საბჭოური მემკვიდრეობა აბსოლუტურადაა შესაცვლელი. აქ საუბარი იყო დაზვერვაზე. მე ვიზიარებ ელჩი ვიკის პათოსს; თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, არ შეიზლება დაზვერვა ერთიანი სტრუქტურა იყოს, მაგრამ აქ გააზრებული მუშაობაა საჭირო. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება: 1991 წელს სუკ-ი დაიშალა და დანაწილდა, მაგრამ ამან უშიშროების პარალიზება გამოიწვია. შეიქმნა მრავალი სპეცსამსახური, რომელთაც ერთმანეთში არავითარი თანამშრომლობა არ ჰქონდათ. მათი ხელახალი გაერთიანება კონტროლის გაუმჯობესების სურვილითაც იყო ნაკარნახევი. სეიძლება ასეთი კონტროლი ცუდია, არასრულყოფილი, მაგრამ მაინც კონტროლია.
რეალურად ჩვენთან წყვეტენ არა ინსტიტუტები, არამედ პიროვნებები. ეს სახელმწიფო სტრუქტურის ამორფულობის ბრალია. აქ თავის როლს თამაშობს საბჭოური მემკვიდრეობა, ადამიანები ძველებურად არიან აღზრდილნი. დაზვერვის გამიჯვნაზე დაზვერვად და კონტრდაზვერვად კი პრეზიდენტის დავალებით რეალური მუშაობაა დაწყებული. რაკი ჩვენ ამერიკული ტიპის კონსტიტუცია გვაქვს, შესაბამისად ეს სტრუქტურებიც ალბატ ამერიკულ ყაიდაზე იქნება აგებული.
რაც შეეხება მართვის სტრუქტურას თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში: მინდა დავეთანხმო პატივცემულ კოლეგას, ვინც ორი სიტყვით გამოთქვა ის განმაპირობებელი ფაქტორები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს სამხედრო კონცეფციას. სამწუხაროდ, სიტუაცია ისეთია, რომ ამ ორი ფაქტორიდან ერთი გვაქვს, მეორე კი არა. მთები გვაქვს, ფული-არა. ეს ორი გარემოებაც არასაკამრისადააგააზრებული. რა თქმა უნდა, ფულის არქონას ბევრი ფიქრი არ სჭირდება, მაგრამ მთების მნიშვნელობა კი ნამდვილად გასააზრებელია. ჩვენ კი ჯერჯერობით ვაშენებთ ტიპიურ საბჭოურ არმიას. მახსენდება ძველი ანეკდოტი; ჩინეთის გენერალურ შტაბში საბრძოლო მოქმედებას ამზადებენ. უმაღლესი მხედართმთავარი გეგმას აწყობს და ამბობს, რომ მარჯვენა ფლანგზე იდგება პირველი არმია 30 მილიონი კაცით. მარცხენაზე - მეორე არმია 45 მილიონი კაცით, ცენტრში - მესამე არმია 70 მილიონი კაცით, მათ უკან კი ტანკები წამოვლენ. ვიღაც კითხულობს - ყველა ტანკი ერთად? არა, - პასუხობს მთავარსარდალი, - ჯერ ერთი და მერე მეორე. ჩვენ ჩინელებივით დიდი ადამიანური რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი სატანკო რესურსი ამ ანეკდოტში ასახულ ვითარებას ჰგავს.
![]() |
2.2 ,,ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში. ეთნიკუტ-ტერიტორიული კონფლიქტები და უსაფრთხოების რეჟიმები საქართველოში“ |
▲back to top |
მეოთხე ჯგუფი:
თავმჯდომარე - რევაზ გაჩეჩილაძე.
დისკუსია დაიწყო ივლიანე ხაინდრავას გამოსვლით. მან ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებში ორი ძირითადი ასპექტი გამოყო: 1) საკუთრივ სახელმწიფოსა და მისი სეიარაღებული ზალების თავდაცვისუნარიანობა, 2) სახელმწიფო უშიშროების საერთაშორისო გარანტიები. დღევანდელ მსოფლიოში მეორე ასპექტს ხშირად უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, თუმცა არც პირველის უგულებელყოფა შეიძლება. საერთაშორისო მექანიზმები ჯერ კიდევ საკმაოდ ინერციულია, მათ ამოქმედებას დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში ქვეყანას უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება.
რაც შეეხება პირველ ასპექტს, კანონი საქართველოს თავდაცვის შესახებ (მუხლი 2) ამბობს: ,,საქართველო თავის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მთელ თავის მიწა-წყალზეიცავს საკუთარი ძალებით; საქართველო თავისი სამხედრო ძალებით არ უნდა ჩამორჩებოდეს ტერიტორიითა და ადამიანთა რესურსებით დაახლოებით მის ტოლ არც ერთ ქვეყანას; საქართველოს სამხედრო ძალებს უნდა შეეძლოთ მტრის წინსვლის შეჩერება საქართველოს საზღვრებთან, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტზე მტრის სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის მოგერიება; საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი აგრესორისათვის სამაგიერო დარტყმის მიყენება“. ამ ციტატიდან ჩანს, რომ გარკვეული, თუმცა არასრული მონახაზი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა მის პირველ ასპექტთან დაკავშირებით არსებობს. არსებობს და იმავე დროს არც არსებობს - და არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენმა შეიარარებულმა ძალებმა ეს ამოცანა ვერ გადაჭრეს. იმავე კანონის პირველ მუხლში წერია, რომ საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, არ აწარმოოს, არ შეინახოს და არ გაატაროს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი და მასობრივი განადგურების საშუალებები, ხოლო მეორე მუხლის ა) პუნქტში დაფიქსირებულია, რომ საქართველოს აქტიური ნეიტრალიტეტის ქვეყანაა, მაგრამ განა შეიძლება ლაპარაკი ქვეყნის ნეიტრალიტეტზე, როდესაც პრეზიდენტი ხელს აწერს ხელშეკრულებას საქართველოს ტერიტორიაზე სხვა, არცთუ ნეიტრალური ქვეყნის სამხედრო ბაზების 25 წლით განლაგების შესახებ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვერ ვფლობთ ამ ბაზებზე სხვადასხვა სახის იარაღის, მათ შორის მასობრივი განადგურების საშუალებების განლაგებასა და შენახვაზე კონტროლის ქმედით მექანიზმებს.
საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, ნატო-სთან, ურთიერთობების განვითარება და საბოლოოდ ამ კავშირში ინტეგრაცია საქართველოს სტრატეგიულმიზნად ესახება, მაგრამ ამ პერიოდში საერთაშორისო ვითარებიდან და საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიური ნეიტრალიტეტის გამოცხადება შესაძლოა პირველი და აუცილებელი ნაბიჯი იყოს რუსეთის სამხედრო პოლიტიკური სივრციდან თავის დაღწევის გზაზე. ასეთი პოზიცია თავსდებოდა ბატონი ზბიგნევ ბჟეზინსკის უსაფრთხოების სარტყლის კონცეფციაშიც. ამ კურსს ხორცშესხმა ესაჭიროებოდა, რაც სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ არ ან ვერ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა რამდენეჯერმე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანის ტაობაზე. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა დღესაც უკეთ ვერაა გადაწყვეტილი, ვიდრე 1992 წელს. გავიხსენოთ, თუ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები.
1993 წელს სახელმწიფოს მეთაურმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დსთ-ში შესვლის თაობაზე. შემდეგ რუსეთის სამხედრო ფორმირებებს მიენიჭათ აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების სტატუსი. საბოლოოდ კი თავდაცვის მინისტრთა დონეზე პარაფირება გაუკეთდა ხელშეკრულებას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების ოცდახუთი წლით განლაგების შესახებ. მოგვიანებით ხელსჰეკრულებას სახელმწიფოს მეთაურმაც მოაწერა ხელი. ამდენად საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ვექტორმა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ სივრცეში რეინტეგრაციის მიმართულება მიიღო, რაც ჩვენი აზრით საქართველოს სტრატეგიული ინტერესების საზიანო იყო. ყოველი სჰემხვედრი არგუმენტაცია ბათილდება გამოცდილებით, რომელიც ადასტურებს, რომ იმედი რუსეთის მეშვეობით მის მიერვე შექმნილი ან ინსპირირებული პრობლემების მოგვარებისა ფუჭია. ასეთ პოლიტიკას უძლურების ან თავის მოტყუების პოლიტიკას თუ ვუწოდებთ.
თუ როგორ განხორციელდება დსთ-ში ე.წ. კოლექტიური უშიშროება, კარგად ჩანს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთისა და თუ გნებავთ, თავად რუსეთის მაგალითზე. რაც მთავარია, არ არსებობს უკეთესობის პერსპექტივაც, რადგან ინტერესთა სხვაობა ზოგადად და ტოველ კონკრეტულ სემთხვევაში გაცილებით სჭარბობს ინტერესთა თანხვედრას.
საქართველოსი სამხედრო ბაზების დაკანონობას უკანასკნელი ნაბიჯიღა აკლია - პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაცია. ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ნაბიჯი მაინც აღარ გადაიდგმება, რადგან თითქოს გამოჩნდა კონტურები სასიკეთო ცვლილებებისა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში.
ამ ოთხი მეზობლიდან, ვისთანაც საქართველოს უსუალო საზღვარი აქვს, ორთან ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრა ნათელია, თურქეტისა და აზერბაიჯანის არაფუნადმენტალისტური ისლამური სახელმწიფოების ეკონომიკურ ინტერესთა ვექტორი დასავლეთისკენაა მიმართული. თურქეთის, საქარტველოს, აზერბაიჯანისა და შემდეგ შუა აზიის ქვეყნებზე გადის ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის რეგიონების დამაკავშირებელი ერთ-ერთი პერსპექტიული გეოსტრატეგიული ხაზი. კავკასიაში მას კვეთს ყველა თვალსაზრისით ნაკლებპერსპექტიული, მაგრამ ანგარიშგასაწევი ხაზი - რუსეთი, სომხეთი, ირანი, გასაგებია, რომ სწორედ საქართველოს პოზიცია განსაზღვრავს, თუ რომელი ან ხაზთაგანი იქნება ამ ეტაპზე უფრო მტკიცე. ჩვენი ხელშეკრულებები ნავთობსადენის გარშემო გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთთან კავშირი ქართული პოლიტიკის პრიორიტეტად იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი მრავალმხრივი ინტერესების ჯამი საქართველოს მიმართ კრიტიკულ მასას მიაღწევს, საფუძველი ჩაეყრება საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებსაც.
ალექსანდრე რონდელი: ბატონო ივლიანე, რაც თქვენ ბრძანეთ ყველაფერს ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ რომ ,,დიდი ძმის“ საშინელ მაგნიტურ ველში ვართ?! ის, რასაც თქვენ ამბობთ - იდეალია. რეალობა ცოტათი სხვაა და თქვენ კარგად იცით ეს.
ხაინდრავა: მე არა მგონია, რომ ჩემი ნათქვამი იდეალიზმია. გუშინ ჩვენმა სტუმრებმაც აღნიშნეს, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. ჩეჩნეთის მოვლენები ადასტურებს, რომ ჩვენი მხრიდან გადაჭარბებული იყო საფრთხის შეფასება. ჩეჩნეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა აჩვენებენ, რომ ბევრი რამ სინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. ალბათ ჰიპნოზის ქვეშ ვიმყოფებით. ვფიქრობ, ჩვენ თვითონ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს თავს, უნდოდა ნათლად ჩამოვაყალიბოთ, თუ რა გვინდა. ბუნებრივია, რომ მინიმუმ - სხვა თავდაცვის მინისტრი უნდა გვტავდეს.
რონდელი: მე ჰიპნოზის ქვეშ ვარ. ბისმარკმა ბრძანა, რომ რუსეთი ყოველთვის მოჩანს უფრო ძლერი ან უფრო სუსტი, ვიდრე ის სინამდვილეშია. როცა გოლიათზე და დავიღზე ვლაპარაკობთ, დავითი უნდა ვიყოთ. პატარა ქვეყანა, რომელიც არაა შიგნიდან შეკრული, ვერაფერს გაბედავს - ესაა ჩვენი უბედურება. ჩვენ რომ ბალტიისპირელებივით შეკრულნი ვიყოთ...
ჯანრი კაშია: თქვენ ისაუბრეთ აზერბაიჯან- საქართველო - თურქეთის და რუსეთ - ირანის გადამკვეთ ღერძებზე. როგორია ჩვენი პერსპექტივა?
ხაინდრავა: მე მიმაჩნია, რომ ეს ორი ხაზი კონკურენტულია ერთმანეთის მიმართ. ჩვენთვის მომგებიანი დასავლეთ აღმოსავლეთის ხაზში ინტეგრირებაა, მაგრამ თუ საქართველომ სწორი არჩევანი არ გააკეთა და დასავლეთის პოზიციაც მტკიცე არ იქნება, ჩვენ სეიზლება ჩრდილოეთ - სამხრეთის ხაზში ჩავერთოთ. ეს არ შედის არც საქართველოს და არც დასავლეთის ინტერესებში.
ირაკლი მელაშვილი: როდესაც იდეალიზმზე და პრაგმატიზმზეა ლაპარაკი, მოდით დავუკვირდეთ იმას, თუ რამდენად არის საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსი რეალისტური და პრაგმატული. საქართველოში მომხდარი კატაკლიზმების შემდეგ, განსაკუთრებით აფხაზეთის კონფილქტის სემდგომ პერიოდში, საქართველომ აირჩია კურსი, რომელსაც პირობითად ასე დავარქმევდით: ტერიტორიის დაბრუნება სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. რამდენად პერსპექტიული და პრაქტიკულად განხორციელებადია ეს კურსი? ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობამ უარი თქვა იმ უმთავრეს პრინციპზე, რომლის შესახებაც საზოგადოებაში კონსენსუსი თითქმის მიღწეული იყო: რომ საქართველო თავისუფალი უნდა ყოფილიყო რუსეთის სამხედრო ბაზებისგან. საქართველო არცერთი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის ნაწილი არ უნდა ყოფილიყო. კურსის შეცვლის შედეგად, არცერთი კონფლიქტი გადაწყვეტილი არ არის, სამშვიდობო ძალების მოქმედების პერიოდში მათი კონტროლის ზონაში დახოცილია 1, 200-მდე საქართველოს მოქალაქე, ორიოდე დღის წინ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ზუგდიდის რაიონის ტერიტორიიდან. გუშინ შედგა რუსეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა. რა უნდა ნიშნავდეს ეს მაშინ, როდესაც არ არის მიღებული არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება? მე ვლაპარაკობ იმ ეკონომიკურ სიტუაციაზე, რომელიცაა შექმნილი საქართველოში, როდესაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 53%25 თურქეთზე მოდის, რუსეთზე კი - მხოლოდ 17-18%25. ხელისუფლების დაპირება, რომ ჩრდილოეთთან ინტეგრაცია ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანდა, ფიქცია აღმოჩნდა. რეალურად შეიძლება დაისვას კითხვა: სად არის რეალიზმი და სად არის იდეალიზმი?
ჩარლზ ფერბენქსი: ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ მოსაზრება, თუ როგორ ჩანს ეს საკითხი გარედან. როგორც ბატონ ხაინდარავას საკამოდ ღრმა განხილვაში იყო აღნიშნული, რუსეთის ძლიერება შეიძლება მინიმუმამდე შესუსტდეს ამიერკავკასიის რესპუბლიკების გაერთიანებული მოქმედებით, როგორც ამერიკელ დამკვირვებელს, შემიძლია ავღნიშნო, რომ კონფერენციაზე ძირითადი განხილვის საგანია რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები და ძალიან მცირეოდენი ყურადღება ეთმობა კავკასიურ სახელმწიფოებს. მე არა მგონია, რომ ეს სწორი იყოს, რადგანაც კავკასიური ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან საქართველოს უსაფრთხოებისათვის. საეჭვოა რომელიმე დასავლეთის სახელმწიფომ ოდესმე შეძლოს, იყოლიოს ისეთი სამხედრო ძალა ამიერკავკასიაში, რაც მთიან ყარაბახს აქვს. მეორეს მხრივ, მე არა მჯერა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა უფრო დიდი იყოს, ვიდრე სომხეთისა, რომელიც კავკასიონის სამხრეთით არის განლაგებული. ჩემში შეშფოთებას იწვევს, რომ ბობლო სამი წლის განმავლობაში ბევრი ქართველისგან მოვისმინე, თითქოს საქართველო ვერ იარსებებს რუსეთისგან დამოუკიდებლად, რადგანაც რუსეთი ძლიერია. ამაში არის აბსოლუტური სიმართლე და არა კონკრეტული. ჩემი აზრით, ასევე სწორია მოსაზრება, რომ რუსეთისგან მომდინარე ხიფათი საქართველოსათვის არის აბსტრაქტული გრძნობა, რომელიც შეიძლება რეალურ საშიშროებად გადაიქცეს.
რუსეთის პოლიტიკა და რუსეთის ძალა ძალიან რთული ცნებებია. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მართლაც არის რამდენიმე პიროვნება, რომელთაც სურთ აღადგინონ საბჭოთა კავშირი. ზოგიერთი მხოლოდ სპეკულირებს ამ საკითხით პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად; არსებობს მესამე ჯგუფიც, რომლიც იყენებს რუსეთის გაერთიანების და საზღვარგარეთ დარჩენილი რუსების საკითხს თავისი კრიმინალური მოქმედების შესანიღბად, თუ ვერ შევძლებთ ასეთ დაყოფას, და თუ ვერ შევძლებთ განვასხვავოთ რუსეთის პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულებისაგან, ვერ შევძლებთ რუსული მოტივების გაგებასა და მათზე ეფექტურ მოქმედებას. მოკლედ, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონულ ძალებს, ამიერკავკასიის ქვეყნებს და ჩეჩნეთს და ნაკლები - დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს. ისე ჩანს, რომ 1991 წლის შემდეგ არარუსულ რესპუბლიკებს შორის კავშირები დაირღვა და ორიენტირება მოხდა მოსკოვის, ბონის, ლონდონის მიმართულებით. ჯერ კიდევ ბევრ ქართველს აქვს მყარი პირადი ურთიერთობები სხვა რესპუბლიკების მნიშვნელოვან პიროვნებებთან. შეიძლება მათი გამოყენება შიდაკავკასიური კონტაქტების გასაცხოველებლად.
ნიკოლოზ ვაშაკიძე: იმპერიოდში, როცა საქართველო შევიდა დსთ-ში, არჩევანი არც არსებობდა, ვინაიდან აფხაზეთში დამარცხების შემდგომ იყო სავსებით რეალური საფრთხე აგრესიის საქართველოს სიღრმეში გავრცელებისა. ეს შეიძლებოდა სულ რამდენიმე დღეში მომხდარიყო.
დავით დარჩიაშვილი: ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ უსაფრთხოების სტრუქტურა - ეს არის საშიანო და საგარეო ფაქტორების გარკვეული ნაზავი. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლების ეშელონებში, წლების მანძილზე არაერთხელ გასმია ხაზი იმას, რომ საგარეო ფაქტორს და კერძოდ რუსეთთან ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ქვეყნის საშინაო სტაბილურობისათვის. ქართული პოლიტიკური ცნობიერება ამოდის იქიდან, რომ ძირითადი საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან, ხოლო უსაფრთხოების სისტემა გულისხმობს ამ წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხის წინააღმდეგ ღონისძიებების შემუშავებას. საქართველოს პოლიტიკური არჩევანი ამ საფრთხესთან მიმართებაში ისაზღვრებოდა. ზოგჯერ ქართული პოლიტიკა იძენდა საფრთხისაგან გაქცევის მიზნით ამავე საფრთხისათვის კარის გაღების, ,,დაყვავების“ სახეს, მაგრამ ზოგჯერ ხდებოდა რუსეთის გავლენის გამანეიტრალებელი საშუალებების ძიებაც. შეიძლება გავიხსენოთ დსთ-ში შესვლა, ქართულ-რუსული ჯარის ფორმირებისაკენ გადადგმული ნაბიჯები, მცდელობა იმისა, რომ აფხაზეთი დაბრუნებული იქნას რუსული ხიშტებით. მაგრამ პარალელურად იდგმებოდა რუსეთისაგან რაღაც ალტერნატიული გარანტიების ძიების ნაბიჯებიც. ქართული პოლიტიკური ელიტა დღესაც რჩება გზის გასაყართან და დღესაც ვერ აურჩევია, თუ რა მეთოდით შეიძლება მის მიერ მთავარ საფრთხედ დანახული პრობლემების გადაჭრა. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღესაც არ არსებობს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია.
კაშია: ბატონმა ფერბენქსმა განიხილა სიტუაცია კავკასიაში. ჩემი აზრით, ჩვენ ვერ ავცდებით რუსეთის პრობლემას, ღადგან კავკასიის პრობლემა საზოგადოდ რუსეთის პრობლემაა. დღეს ცხადია, რომ ჩეჩნეთის პრობლემა არ არის მხოლოდ კავკასიის პრობლემა, ისიც რუსეთის პრობლემაა. რუსეთის ფაქტორის გარეშე კავკასიაში პრობლემების გადაჭრა ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში რუსეთს საკუთარი ინტერესები გააჩნია კავკასიაში. საერთო კავკასიური ინტერესები კი არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს. ამიტომაა, რომ ვმსჯელობთ რუსეთზე და არა კავკასიაში ჩვენს მეზობლების პრობლემებზე. თეორიულად შეიძლება განვიხილოთ სიტუაცია რუსეთის გარეშე, მაგრამ ასეთი მსჯელობა არ იქნება რეალობიდან გამომდინარე და მოწყდება კავკასიის უსისროების საკითხებს. საფრთხე მოდის ჩრდილოეთიდან და აგრეთვე იმ დამოკიდებულებიდან, რაც დასავლეთს აქვს რუსეთისა და კავკასიის მიმართ.
ფერბენქსი: ჩეჩნეთის პრობლემა ისევეა კავკასიის პრობლემა, როგორც რუსეთისა. გარკევულმა ძალებმა ძალაუფლება მისცეს დუდაევის რეჟიმს, რათა მას საქართველოსთვის აფხაზეთი წაერთმია. იყო ბევრი სხვა მიზეზიც, მაგრამ ეს მოხდა რუსეტის ერთიანობის მოსაზრებებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. ამგვარად, ჩეჩნეთი და აფხაზეთი ურთიერთდაკავშირებული პრობლემებია. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩნეთში ომის დაწყება დაკავშირებული იყო აზერბაიჯანის ნავთობის კონსორციუმის ხელშეკრულებასთან. მისი ძირითადი დანიშნულებაა ნავთობის ჩრდილოეთის გზის საკითხის გადაწყვეტა. ჩემი მოსაზრება სწორად არ იქნა გაგებული. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ რუსეთი უდიდესი პოტენციის მქონე პრობლემაა, მაგრამ მე ვიცი იმავე მნიშვნელობისა და ხარისხის პრობლემები სხვა კავკასიური ქვეყნებისათვის. რუსეთის და ოსეთის სეპარატიზმის საშუალებით. უსაფრთხოების პრობლემები და ამ პრობლემის მოგვარება სხვადასხვა რამეა. რუსეთი უდიდესი პრობლემაა, ის მეტად რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამიერკავკასიისა და კავკასიის როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისათვის.
მელაშვილი: მინდა დავეთანხმო ბატონ ფერბენქსს, რომ კავკასიის პრობლემის განხილვის გარეშე ძალიან რთულია ვილაპარაკოთ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ქართველები ამ საკითხს საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევდით, მაგრამ ჩვენი შეცდომების შედეგად 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა შეძლო ეროვნულად განწყობილი ძალები კავკასიაში მიემართა არა თავის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ. ამის შემდეგ საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა. კარგადაა ცნობილი, რომ იმავე ბასავის რაზმები მზადდებოდა გუდაუთის მახლობლად რუსი სამხედროების მიერ. მეორე მხრივ, ჩეჩნეთის პრობლემა უშუალოდაა დაკავშირებული ნავთობსადენთან. როდესაც კონფლიქტი იწყებოდა, საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც უნდა მომხდარიყო საქართველოს ნავთობსარეწთა და გაზსადენთა პრივატიზაცია და მისი საკონტროლო პაკეტი ხელში უნდა აეღო რუსეთის ,,გაზპრომს“. დუდაევთან ომით რუსეთი ცდოლობდა მოეხსნა ჩეჩნეთის საკითხი, ამით გაეადვილებინა თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ნავთობსადენის მარშრუტის თაობაზე და ამავე დროს საქართველოსათვის წაერთმია ანალოგიური შანსი.
ჩვენთვის პრიერიტეტულია, დავარეგულიროთ ურთიერთობა ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მეგობრებთან, ამის გარეშე საქართველოს უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა ძალიან რთული იქნება, რადგანაც რუსეთს ყოველთვის ექნება საშუალება საქართველოში შექმნას მუდმივი დაძაბულობის სინდრომი, სადაც თვითონ გამოვა არა როგორც დაინტერესებული მხარე, არამედ როგორც უზენაესი მოსამართლე. 1921 წელს ლოიდ ჯორჯმა განაცხადა, რომ კავკასიაში მუდმივ არეულობას რეგიონში რუსეთის დომინანტობასთან შეგუება ჯობია. ჩვენ დრეს ვართ იმის მსხვერპლნი, რომ არ გვეყო კავკასიური პრობლემის მოგვარების ჭკუა და იმისი მსხვერპლნიც, რომ მავანისა და მავანისათვის უმჯობესია ნახოს მნიშვნელოვანი კავკასია, ვიდრე აქ კიდევ ერთი არეულობის კერა შეიქმნას.
ალექსანდრ ბოიჩაროვი: ჩემი შეხვედრებიდან როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებთან თვით არძინბას ჩათვლით ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველა მხარეს სურს გადაჭრას არსებული დილემები. ამასთან, ისინი ყველანი ოჯახური ტიპის არგუმენტებით ესაუბრებიან ერთმანეთს. ჩემი აზრიტ ეს არ ნიშნავს ამ ლიდერების გამოუცდელობას, ამ ფაქტის ახსნა ჩვენი წარსულის ისტორიიდან შეიძლება. ეს ეხება დსთ-ს ყველა დანარჩენ ქვეყანას. მე არ ვიცი, რამდენი წლისაა თქვენი თავდაცვის სამინისტრო - ორი, სამი წლის? რას უნდა მოველოდეთ სამი წლის სამინისტროსაგან, ის სამი წლის ბავშვის მსგავსია, სწორად სიარული უჭჲრს. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა სამინისტროზე. მას არასოდეს გადაუჭრია უშიშროებასთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერს მოსკოვი წყვეტდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხალხს არ უნდა აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემების განხილვა გეოპოლიტიკურ ან მეცნიერულ დონეზე, მაგრამ მათ ამის გამოცდილება არა აქვთ.
საქართველოს მთავრობის მიერ წამოყენებული ინიციატივა მშვიდობიანი კავკასიის შესახებ ნიშანია იმისა, რომ ქვეყანა სცდება ამ ,,ოჯახური“ მიდგომის დონეს. მან საქართველოს პრობლემები უფრო ფართე კონტექსტში წარმოადგინა. ქვეყანას სურს, მათი გადაწყვეტის პროცესში ჩართოს არა მარტო თავისი მეზობლები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც გარანტია კავკასიის რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ახლახანს საქართველოს დელეგაცია წარსდგა ეუთო-ს მმართველი საბჭოს წინაშე პრაღაში. მუშავდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივა განიხილებოდეს როგორც ნაწილი, რეგიონული ასპექტი ევროპული უშიშროების მოდელისა ოცდამეერთე საუკუნეში, რომელზედაც უნდა იმსჯელონ ევროპის სახელმწიფოების ლიდერების ამა წლის დეკემბრის შეხვედრაზე ლისაბონში.
მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივა შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულბა იყოს, მაგრამ ის ფორმულირებული უნდა იქნას არა როგორც მოსაზრება, არამედ როგორც სამოქმედო გეგმა, რომელიც გასაგები იქნება სტრატეგიული და სამხედრო ანალიტიკოსებისათვის, თუ ეს გეგმა მოწონებული იქნება თქვენი მეზობლების მიერ, ეს იქნება ყველაზე კარგი წვლილი თქვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.
თავმჯდომარე: თქვენ საშუალება გქონდათ გაცნობოდით საქართველოში ეთნიკურ პრობლემებს. მე მაინტერესებს, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ქართულ-ოსური კონფლიქტის თავიდან აცილება ამ კონფლიქტში მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე?
ბოიჩაროვი: ეს საკმაოდ რთული კითხვაა. მე არა ვარ ამ კონფლიქტების წარმოშობის ექსპერტი. ჩვენ ვხედავთ ამ კონფლიქტებს იმ ფორმით, როგორებადაც ისისნი ამჟამად გვევლინება.
გაჩეჩილაძე: შეიძლება მათი მოგვარება საქართველოს ძალებით?
ბოიჩაროვი: არა.
ხაინდრავა: ხაინდრავა ვეთანხმები ყველა იმ გამომსვლელს, ვინც ხაზი გაუსვა ამიერკავკასიურ და ზოგადად კავკასიურ თანამშრომლობას. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბალკანეთის პრობლემის მოგვარების შემდეგ დასავლეთის ინტერესი ლოგიკურად გადაინაცვლებს კავკასიისაკენ, თუ გნებავთ, იმავე ნავთობსადენის გამო. უნდა გითხრათ, რომ რუსეთიც თადარიგს იჭერს: ფაქტობრივად, ხელშეკრულება ბელარუსი-რუსეთი-ყაზახეთი-ყირგიზეთის გაღრმავებული ინტეგრაციის შესახებ არის მცდელობა ამ დასავლეთ-აღმოსავლეთის კონტინენტური ხაზის ჩრდილოეთით გადატანისა. შემდეგ, რუსეთი ამ ხაზს ან გახსნის, ან ჩაკეტავს. ან რაც უფრო სახიფათოა, ჯერ გახსნის, შემდეგ ჩაკეტავს. ეს აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. არ შემიძლია, უპასუხოდ დავტოვო ბატონ ვაშაკიძის მოსაზრება, თითქოს დსთ-ში საქართველოს შესვლა უალტერნატივო იყო. რა თქმა უნდა, აფხაზეთში წმინდა სახით აგრესიას ჰქონდა ადგილი, მაგრამ საკითხავია, თბილისის დაკავებას ვინ აპირებდა, აფხაზიბოევიკები? სავსებით გასაგებია, რომ ეს იყო ქართველთა შორის კონფლიქტი და აქ იდგა არა თბილისის დაკავების პრობლემა, არამედ ხელისუფლების პრობლემა საქართველოში. მე მეჩვენება, რომ ერთ-ერთი მთავარი მანკი ქართველ ხელისუფალთა აზროვნებისა არის ის, რომ საკითხის ცენტრში დგება რუსეთის ინტერესები საქართველოში და ამიერკავკასიაში. სემდეგ ცდილობენ ამას შეუსაბამონ საქართველოს ინტერესები. ბუნებრივია, რომ რუსეთის ინტერესებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ მთავარი უნდა იყოს ქართული ინტერესები საქართველოში. ამ ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევეცადოთ დავაბალანსოთ რუსეთის, თურქეთის, ლონდონის, ბონის თუ სხვა ქვეყნის ინტერესები. სანამ ეს შემოტრიალება არ მოხდება ქართულ ხელისუფლებაში, საუბარი თანამიმდევრულ პოლიტიკურ კურსზე ზედმეტი იქნება. მესმის, რომ თავდაცვის სამინისტროც და საგარეო საქმეთა სამინისტროც ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამა.
მამუკა კუდავა: ჩვენი უსაფრთხოების პრობლემებიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ამას ვეცადეთ ნეიტრალიტეტით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რიგ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებებით - ყველაფერი ილუზია გამოდგა. საქართველოს ისტორიამ აჩვენა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თავის დაცვა დამოუკიდებლად. სამხედრო ძალა აუცილებელია, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ არმიის შენებით.
საჭიროა ა) რეგიონული პოლიტიკის შემუშავება, კავშირებისა და ინსტიტუციური კოოპერაციის განვითარება არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელს კავკასიაში. ბ) ჩვენ უნდა დავაბალანსოთ რუსეთის პოლიტიკა დასავლეთის და სხვა ქვეყნების პოლიტიკით. უფრო სწორად, ჩვენ მხოლოდ რუსეთის პოლიტიკა კი არ უნდა დავაბალანსოთ, არამედ რუსეთისა და დასავლეთისა ერთად. ჩემი აზრით, ესაა საქარტველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ორი მთავარი იდეა.
შევეცდები ნათქვამის დამტკიცებას. ახლა კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურის ნაკლებობაა. ჩვენი უსაფრთხოების საწინდარი ისაა, რომ ვაცნობიერებთ თავს, როგორც კავკასიის ინტეგრაციულ ნაწილს. მსოფლიო იმდენად მოგვაქცევს ყურადღებას, რამდენადაც შევიძენთ წონას რეგიონული მასშტაბით. ,,მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივა“ ითამაშებს დიდ როლს რეგიონის უსაფრთხოებაში.
ბოლო დროს დასავლეთი მეტ ყურადღებას უთმობს ევროპის სამხრეთ ფლანგს - არა მხოლოდ ფუნდამენტალიზმის საფრთხის ასაცილებლად, არამედ პერსპექტიული ბუნებრივი რესურსების კონტროლის მიზნით. ესაა უსაფრთხოების დასავლური მოდელი. აშშ -ის საგარეო პოლიტიკაში გაჩნდა ტერმინი ,,საკვანზო სახელმწიფო“ (pivotal state). არის აშშ-ისმიერ ჩვენს მიმართ ყურადღების გაზრდის ტენდენცია. ეს ტენდენცია გამოიწვევსიმას, რომ ნატო და აშშ ჩვენი უსაფრთხოების გარანტად იქცევიან. საქართველოს შეუძლია იყოს ლიდერი და ,,საკვანძო სახელმწიფო“ ამ რეგიონში.
ჩვენი უსაფრთხოების შემდგომი ქვაკუთხედი დემოკრატიული რეფორმა და ეკონომიკური კეთილდღეობაა. მსოფლიო სავაჭრო გზებმა შესაძლოა საქართველოზე გაიარონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ გვჭირდება რეგიონული კოოპერაცია.
ნეოიმპერიალიზმი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ამიტომ უნდა დავაბალანსოთ რუსეთის გავლენა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ გამწვავდა ბრძოლა კასპიის ნავთობისათვის. საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ქცევის პერსპექტივა აქვს. ამის გამო გაიზარდა რიგი ქვეყნების სურვილი აქ გავლენის მოპოვებაზე. თურქეთი მზადაა დააფინანსოს ნავთობსადენის ქართული მონაკვეთი. ამავე დროს, რუსეთი ცდილობს არ დაკარგოს გავლენა ამ საკითხის გადაწყვეტაზე.
საქართველომ მოაწერა ხელი დსთ-ის კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებას. დსთ-ის მონაწილე ქვეყნების ინტერესთა დაპირისპირების გამო ეს ხელშეკრულება კარგავს ღირებულებას. მეორეს მხრივ, თუ რუსეთში არადემოკრატიული პროცესები გაგრძელდა, ეს კოლექტიური სისტემა შესაძლოა დასავლეთის საწინააღმდეგოდ ამუშავდეს. ეს გააცოცხლებს ცივ ომს. ამიტომ საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკა სწორია და ემთხვევა დასავლეთის მიდგომას.
საქართველოს უსაფრთხოების შემდგომი კომპონენტია თანხმობა უკრაინის ინიციატივაზე ნდობისა და უსაფრთხოების შენების შესახებ შავი ზღვის რეგიონში. ეს ინიციატივა მომავალში სეიძლება შავი და ბალტიის ზღვების რეგიონთაშორისი კოოპერაციის ხელშემწყობი გახდეს. არსებობს ბალტიის ქვეყნების კოოპერაცია და ამ ორ რეგიონულ ინიციატივას შეუძლია რუსეთის ნეგატიური გავლენის განეიტრალება.
შემდეგი საკითხია თანამშრომლობა ნატო-ს ინიციატივა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნატო-ს გაფართოების გარკვეული სახე. ეს ინიციატივა მხარს უჭერს მასში მონაწილეთა არმიების განვითარებას. ჩვენ იგი შეიძლება დაგვეხმაროს რუსეთის სამხედრო დახმარებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ასევე უნდა განვიხილოთ, როგორც ბალანსის ფაქტორი ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკაში. საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ უნდა იყოს მიმართული დასავლეთის წინააღმდეგ. მომავალში უნდა ვეცადოთ ნატო-ში, ევროგაერთიანებაში შესვლას. ეს იქნება მთავარი გარანტი ჩვენი სამომავლო უსაფრთხოებისა.
და ბოლოს, ჩვენი უსაფრთხოება მარტო ჩვენი პრობლემა არაა. იგი შეიძლება ყველას პრობლემად იქცეს.
ედვარდ როჯერსი: იმ რვა ქვეყნიდან, რომელთანაც საქმე მქონია ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, საქართველომ ჩემი აზრით ყველაზე დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიისაკენ, მაგრამ ამაში საფრთხეც არის, რადგან დემოკრატიის პირობებში ხდება ყოველ საკითხზე დისკუსიების, ღია დებატების წახალისება. დებატები საქართველოში ხშირად ხდება აზრთა სხვაობის მიზეზი. ჩემი პირადი აზრია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმატებას მიაღწიეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ადრევე ჩამოაყალიბეს ეროვნული ხედვა. მათ ჰქონდათ დებატები, მაგრამ მივიდნენ ეროვნულ კონსენსუსამდე. მათ შექმნეს ეროვნული ხედვა საკუთარი ქვეყნებისა, მითი, რომლებზედაც გუშინ საუბრობდა ბატონი ლორენს კერი. ზოგ დსთ-ის ქვეყნებში ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამჟამად მიმდინარეობს. ამგვარ ხედვაში ერთმანეთს ერწყმის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ელემენტები. მე მგონია, რომ სწორედ ამგვარ ხედვაზე დამყარებული ქმედების შედეგად მიაღწევენ ქვეყნები წარმატებას საკუთარი მიზნების განხორციელებაში. საქართველოს წინაშე არჩევანის მრავალი შესაძლებლობაა, მაგრამ არჩევა იმისა, თუ რა გზით ივლით, სწრაფად უნდა მოხდეს.
ვასილ სიხარულიძე: ხელშეკრულება რუსეთის ბაზების თაობაზე მრავალ უარყოფით მომენტს შეიცავს. რუსული ბაზები განლაგებულია ეთნიკურად რთულ რეგიონებში და რუსეთი თავისი სამხედრო ძალით მართავს იქ პროცესებს, ვაზიანის ბაზა კი რუსეთს თბილისში აძლევს წყლის ამღვრევის საშუალებას. ასე იყო 1991-1992 წლის თბილისის ომის დროს. ასე იყო 1995 წლის აგვისტოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. ამავე დროს, რუსეთის ჯარი საქართველოში რაოდენობით აღემატება თავად ქართულ არმიას, რაც იწვევს ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვას. ჩვეულებრივი (conventiona) სეიარაღების საქართველოსთვის გამოყოფილიქვოტის გადასინჯვით რუსეთი ამცირებს საქართველოსათვის კუთვნილი ტექნიკის წილს და გვისუსტებს თავდაცვისუნარიანობას. საყურადღებოა ისიც, რომ რუსული ბაზების არსებობამ საქართველო შესაძლოა ჩაითრიოს დსთ-ის უშიშროების ერთიან სისტემაში, რაც ხვალ შჱიძლება ევროატლანტიკური უშიშროების ქვეყნებთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს. დსთ-ის უშიშროების სისტემაში აშკარად ჩანს რუსეთის მადომინირებელი როლი. ეს სისტემა რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ამით განსხვავდება ნატოს უშიშროების სისტემისგან. ყოველივე ზემოთქმულის გამო საქართველოში მყოფი სამშვიდობო ძალები მხოლოდ რუსებისგან შედგება. პრაქტიკამ აჩვენა მათი არაეფექტურობა. თანაც აშკარაა, რომ რუსეთისათვის სამშვიდობო ძალები საკუთარი ინტერესების დამცავი მექანიზმებია.
თავმჯდომარე: ჩვენ სულ რუსეთის ინტერესებზე ვსაუბრობთ და გვავიწყდება, რომ საქართველოსადმი სხვა ქვეყნებსაც აქვთ ინტერესები, სხვა ქვეყნებიც ერევიან აქაურ საქმეებში.
რონდელი: სახელმწიფო არის უსაფრთხოების მთავარი ღერძი. პოსტსაბჭოურ სივრცეზე სახელმწიფოებრიობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. რუსეთის გამოკლებით ყველა პოსტ-საბჭოური ქვეყანა არსებითად ქვაზისახელმწიფოა. სახელმწიფოს მშენებლობა არსებითად საშინაო საქმეა და საერთაშორისო თანამეგობრობას ამ პროცესში მხოლოდ დახმარება შეუძლია. სახელმწიფომ თავიდანვე უნდა განსაზღვროს საკუთარი ეროვნული ინტერესების კონცეფცია, უსაფრთხოების ამოცანები და პრიორიტეტები. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა პატარა და სუსტი ქვეყნებისათვის.
ახლადგაჩენილი ქვაზისახელმწიფოსათვის ეროვნული უსაფრთხოება ხშირად გაიგება, როგორც საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. პატარა ქვეყნისათვის უსაფრთხოებას არსებითად რეგიონული ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი საზრუნავი მათთვის შინაგანი უსაფრთხოებაა. შინაგანი დაუცველობაა სისუსტის მთავარი წყარო. არასტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები განაპირობებენ შინაგან არეულობას და გარეშე ძალთა ჩარევას.
შიანაგანი სისუსტე შეიძლება მომდინარეობდეს მრავალეთნიკურობისაგან, რეგიონალიზმისაგან, არასაკმარისი სოციალურ-პოლიტიკური შეკავშირებულობისაგან. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ეს სისუსტეები საფრთხეს უქმნიან მის ტერიტორიაზე აღმოცენებული სახელმწიფოების თავად არსებობასაც კი.
საბედნიეროდ, თანამედროვე საერთაშორისო სისტემა იცავს ქვაზისახელმწიფოებს სრული გაქრობისაგან. შეუძლებელია, რომ მათ ჩამოერთვას სუვერენიტეტი ომის შედეგად. ამავე დროს, ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოების ქცევა მათი ნაციონალური ინტერესებით და ძალის ფაქტორითაა განსაზღვრული. იუგოსლავიის და ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოცდილბა გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყნები უნდა იყვნენ მხოლოდ საერთაშორისო ნორმების იმედზე. მათ უნდა ეძებონ საკუთარი უსაფრთხოება ალიანსებსა და კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში.
ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა განსხვავდება გეოგრაფიული, დემოგრაფიული, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებით. ამდენად, მათი უსაფრთხოების ინტერესებიც განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ როგორც სუსტ ქვაზისახელმწიფოებს, მათ მრავალი საერთოც აქვთ. სამივემ უნდა განსაზღვროს საკუთარი საშინაო და საგარეო სისუსტის წყაროები და საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები. მათ წინაშე დგას უსაფრთხოების ინსტიტუტთა განვითარების ამოცანა. დამოუკიდებლობის ოთხი წელი არ იყო საკმარისი ამ ამოცანათა შესასრულებლად.
ვინ უნდა განსაზღვროს ამიერკავკასიის რესპუბლიკათა უსფრთხოების ინტერესები და ამოცანები? განვითარებულ სახელმწიფოებში ამას აკეთებს მმართველი ელიტა, რომელიც წარმოდგენილია მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების სახით. საზოგადოებრივი აზრიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში. საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია ხელისუფლებაში გამოუცდელი და არაკომპეტენტური ხალხის მოზღვავება. ამან გაამწვავა არსებული პრობლემები, განსაკუთრებით ეთნიკური ურთიერთობების სფეროში. უპასუხისმგებლო ელიტებმა მოიმარჯვეს პოპულიზმი, ნაციონალისტური ლოზუნგები და გააცაღეს (გარეშე ძალთა ,,დახმარებით“) სისხლიანი კონფლიქტები.
ამიერკავკასია იქცევს სამი რეგიონალური ძალის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის სპეციალურ ყურადღებას. მათი მეტოქეობა ძლიერდება ისტორიული დაპირისპირებულობის გამოც. რუსეთს ამიერკავკასია ,,მახლობელ საზღვარგარეთად“ მიაჩნია და ცდილობს აქ საკუთარი გავლენის სფეროს ჩამოყალიბებას. იგი იყენებს ,,დაჰყავი და იბატონეს“ პოლიტიკას და ამძაფრებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დავას. რუსეთს ეშინია ისეთი რეგიონული ალიანსის შექმნის, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე ჩამოყალიბდება. მას ეშინია ამიერკავკასიაში ბუფერული სახელმწიფოების ფორმირების და უსფრთხოების ვაკუუმის გაჩენის, რომელიც შეიძლება სხვა დიდმა სახელმწიფომ შეავსოს. რუსეთის მმართველი ელიტა ამიერკავკასიას საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ განიხილავს.
ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოქმედებენ რუსეთის მაგნიტურ ველში. სომხეთი რუსეთის ღია მოკავშირეა და იყენებს მის ძალას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ორი დანარჩენი ამიერკავკასიული რესპუბლიკა კი საკუთარ ინტერესს რუსეთისაგან გამიჯვნაში ხედავდნენ და ამით შეუწყვეს ხელი საკუთარივე ტერიტორიების დეზინტეგრაციას.
ამიერკავკასიის სამი სუსტი სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემები შეიძლება ოთხ კომპონენტად დაიყოს; ა) სამხედრო-პოლიტიკური; ბ) ეკონომიკური; გ) ეთნოკულტურული; დ) ეკოლოგიური. ეს კომპონენტები იწვევენ შიდასახელმწიფოებრივ თუ სახელმწიფოტაშორის კონფლიქტებს. ეს კონფლიქტები კი შესაძლოა გასცდეს რეგიონის ფარგლებს.
ამიერკავკასიისათვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ეთნო-კულტურული კომპონენტი. რეგიონის ეთნო-კულტურული მოზაიკიდან მრავალი კონფლიქტი არმოცენდა. ეს პრობლემები სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევს. ამავე დროს, არსებითია ეკონომიკური კომპონენტიც; არც ერთი ამიერკავკასიული სახელმწიფო არაა ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ყოველი მათგანი განიცდის ეკონომიკურ კრიზისს, კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს ასევე შეაქვს წვლილი რეგიონულ პოლიტიკაში.
ამიერკავკასიის უსაფრთხოების პრობლემები რეგიონული ხასიათისაა. ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი კავკასია, როგორც ერთიანი უსაფრთხოების კომპლექსი, რადგან რეგიონის ერთი ნაწილი კვლავ რუსეთის შემადგენლობაშია, მაგრამ მარტო ამიერკავკასიის ერთიან უსაფრთხოებით ველზე საუბარიც შეიძლება ზედმეტი გამარტივება იყოს საქმის ვითარებისა; არ შეიძლება ეწოდოს ,,კომპლექსი“ იმას, რაც ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ჯერჯერობით სამი ამიერკავკასიული ქვეყნის უსაფრთხოების ხედვა შიდა პრობლემებზეა ორიენტირებული. ისინი არ თანამშრომლობენ უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.
ძლიერი მეზობელი დიდ გავლენას ახდენენ ამიერკავკასიის უსაფრთხობის დინამიკაზე. კასპიის ნავთის მნიშვნელობის ზრდას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს ძლიერ მეზობელთა როლი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. ყოველ მათგანს საკუთარი ინტერესი აქვს. ერთ-ერთმა მათგანმა - რუსეთმა - მოახერხა ნაწილობრივ მაინც დაემორჩილებინა რეგიონის უსაფრთხოების სფერო საკუთარი ორიენტირებისათვის. მან შეძლო თავისი გავლენის გაზრდა სამხედრო ზალის რეგიონში განლაგების მეშვეობით. ამგვარად, ძალა უფრო დიდ როლს თამაშობს რეგიონული უსაფრთხოების დინამიკაში, ვიდრე თავად რეგიონის ქვეყნები.
თუ რუსეთმა მოახერხა დსთ-ის ფარგლებში კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩოების და სამხედრო ალიანსის ფორმირება, ამიერკავკასიის რეგიონული უსაფრთხოების კომპლექსის მშენებლობა გაურკვეველი დროით გადაიდება. ამიერკავკასიის ჩანასახოვანი უსაფრთხოების კომპლექსი კი შესაძლოა გარდაიქმნას კავკასიურ კომპლექსად, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღმოცენდა.
მელაშვილი: კონფლიქტების მოგვარებაში გამოსავალი იქნება ის, რომ სამშვიდობო ძალები გაეროს დაემორჩილოს.
კახა ჩიტაია: ეროვნული უსაფრთხოება დემოკრატიულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მარტო სამხედრო ძალაზე დაყრდნობა, თუ არ იარსებებს უსაფრთხოების მწყობრი სისტემა, უარესს მოიტანს. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული უსაფრთხოების გაღრმავებას უახლოეს მეზობლებთან. ამ საქმეში პარლამენტს უნიკალური როლის შესრულება შეუძლია. ჩვენ დავიწყეთ კიდეც ჩვენი კავშირების გამოყენება, თუმცა ბევრ სირთულეს წავაწყდით. ნავთობსადენი ამ თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საფუძველია. ჩვენ უნდა დავაინტერესოთ ჩვენი მეზობლები. ჩვენი უსაფრთხოება მეზობელთა უსაფრთხოებითაა განპირობებული. საინტერესო იქნებოდა, რომ მომავალსი ამგვარი სემინარი რეგიონული მასშტაბით ჩატარდეს და მასში მონაწილეობა მიიღონ რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა.
კუდავა: ნატო-ს მიერ ბოსნიის ამბებში ჩაბმიდან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა, რომ დასავლეთმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს კავკასიას და ეს ასეც ხდება. მე უკვე ავღნიშნე, რომ დასავლეთს არ შეუძლია აქტიურად ჩაერიოს კავკასიის საქმეებში. ამასთან, დასავლეთს არ შეუზლია ყურადღება არ მიაქციოს რუსეთის ნეოიმპერიალიზმს, რადგან რეგიონული კონფლიქტები შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს. გამოსავალი, ჩემი აზრით, იმაშია, რომ დასავლეთმა მეტი ყურადღება მიაქციოს რუსეთის მოქმედებას კავკასიასა და მთელს დსთ-ში.
ფრიდრიხ კეიზელი: დემოკრატია არის ადამიანთათვის პიროვნული თავისუფლების მინიჭება და ეკონომიკური კეთლისდღეობისათვის პირობების უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწიოთ, უცხოელი ინვესტორები გჭირდებათ, მაგრამ უცხოელი ინვესტორი არ წავა რისკზე და არ დააბანდებს კაპიტალს, სანამ სტაბილური პირობები არ იქნბა სექმნილი. თქვენ ყველა საშუალებით უნდა შეწყვიტოთ კონფრონტაცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მაგრამ არა ძალის გამოყენებით. უნდა შეწყდეს დისკუსია იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი და ვის რა ისტორიული უფლება ეკუთვნის. ყოველივე ეს არ უწყობს ხელს არსებული ვითარების გაუმჯობესებას. თქვენ უნდა მიმართოთ მთელი ენერგია იმაზე, რომ მიაღწიოთ ეკონომიკის გარკვეულ დონეს, მოახდინოთ სტაბილიზაცია და გახადოთ საქართველო მიმზიდველი იმავე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის. მე გარწმუნებთ და ეს ჩემი ბოლო განცხადებაა, რომ ყოველივე ეს თქვენ მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შეძლოთ, ამაში ვერ დაგეხმარებით ვერც დასავლეთი და ვერც აღმოსავლეთი. ეს თქვენი და საქართველოს მოსახლეობის გასაკეთებელია.
![]() |
3 ბერეინსტორმინგის შეჯამენა და დასკვნითი პლენარული სხდომა |
▲back to top |
თავმჯდომარე ვოლფგანგ მანიგი
თავმჯდომარემ გადასცა სიტყვა მომხსენებლებს ბრეინსტორმინგში მონაწილე ჯგუფებიდან.
გია ნოდია: დისკუსიის შედეგად შევქმნათ საქართველოს უსაფრთხოების ძირითადი საპრობლემო არეების სია. ამასთანავე შევთანხმდით, რომ საქართველოს უსაფრთხოებისათვის საშინაო პრობლემები საგარეო ფაქტორებზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ძირითადი საპრობლემო არეები შემდეგია:
1) სოციალურ-ჰუმანური ფაქტორები. საქართველო, როგორც მრავალეთნიკური ქვეყანა განიცდის მოქალაქეობრიობის გრძნობის ნაკლებობას, ჩამოუყალიბებელია საზოგადოების ეროვნული რეობის და სამოქალაქო საზოგადოების განცდა. ერთადერთი გზა ქართული ერთობის შექმნისა მოქალაქეობრივი გრძნობის განვითარებაზე გადის.
2) საჯარო დისკუსიების ნაკლებობა უსაფრთხოების პრობლემებზე. იგულისხმება, რომ უსაფრთხოების საკითხებს უნდა განიხილავდნენ მთავრობის სპეციალური ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს საქმეა და არ აინტერესებს, თუ როგორ და რა გზით იქნება იგი უზრუნველყოფილი .
3) სოცილაური ფსიქოლოგიის სფერო. ბოლო წლები განცდილი სამხედრო მარცხისა და შინაარეულობის შედეგად საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაკარგა საკუთარი ერის რწმენა. გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს და მთლიანად უნდა დაეყრდნოს ამ საკითხსი გარეშე ძალას: ზოგისთვის ეს ძალა რუსეთია, სხვისთვის შეიძლება ნატო იყოს. რწმენის აღდგენა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, საქართველოს უნიშვნელოვანესი ამოცანაა.
4) მმართველობის სტილი, არ არსებობს თანმიმდევრული და საჯაროდ განცხადებული პოლიტიკური კურსი. შენარჩუნებულია ლიდერობის ისეთი სტილი, რომელიც გულისხმობს, რომ პოლიტიკური კონცეფციები საიდუმლო უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ მთავრობამაც არ უნდა იცოდეს, თუ რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მართვის ერთიანი კონცეფცია. აქედან, ყოველ მინისტრს თუ სახელმწიფო დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური კურსი, ნათქვამი უსაფრთხობის სფეროსაც მოიცავს.
5) სახელმწიფო ინსტიტუტთა მშენებლობა. პრობლემათა ეს ჯგუფი გულისხმობს ჯერაც დაუმთავრებელი კონსტიტუციის მიღებას, არმიის მშენებლობასა და პასუხისმგბლობათა ნათელი სისტემის შექმნას, რომელშიც ყველა უწყებამ იცის, თუ რა მოეთხოვება. ამჟამინდელი სისტემის ფარგლებში ყველა ყველაფერზე აგებს პასუხს და ამავე დროს არავინ იცის, თუ ვის რა მოეთხოვება კონკრეტულად.
ესაა მთავარი პრობლემები, მაგრამ არსებობს ნაკლები მნიშვნელობის, თუმცა მაინც ყურადსაღები საკითხები. ერთი მათგანია ის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებული პოლიტიკა. არ არსებობს საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებაზე ზრუნვის ერთიანი კურსი. აქ არ იგულისხმენა მხოლოდ დასავლეთი - საჭიროა მეზობელ რეგიონბეში, მაგალითად სამხრეთ რუსეთში, საქართველოს იმიჯზე მუშაობაც. პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის განათლების შედარებით მაღალი დონისა, არასაკმარისია კომპეტენტური კადრები სამხედრო, ეკონომიკურ, საკანონმდებლო სფეროებში. არ არსებობს ამ მდგომარეობის გაუმჯობესების ნათელი სამთავრობო პოლიტიკა.
ქენეტ ბრაუერი: მსჯელობა დაიწყო იმის გარკვევით, თუ რა არის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი და რა ელემენტებისაგან შედგება უსაფრთხოების მექანიზმი. გამოვყავით შვიდი ელემენტი: შესაძლო საფრთხეთა განსაზღვრა, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანდება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალის შეფასება, საზოგადოებრივი განათლების წარმართვა, დაგეგმვის სისტემის და მისი კონტროლის მექანიზმთა შემუშავება, ქვეყნის სამხედრო და სამეცნიერო პოტენციალის გადახალისება.
ამის სემდეგ გამოიყო ორი მთავარი საკითხი - ეროვნული უსაფრთხოების საკანონმდებლო უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამები ეროვნული დაცვის სფეროში. პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს თავდაცვის სამინისტროს საგარეო საფრთხისა და საკუთარი სამხედრო პოტენციალის შეფასება, სამხედრო ძალის კონცეფციის ჩამოყალიბება, მოკლე და გრძელვადიანი საფინანსო დაგეგმვა. აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საერთო-ეროვნული დებატების გამართვა და კონსენსუსის პოვნა, რადგან ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მყარი უნდა იყოს და არ იცვლებოდეს მთავრობების თუ პოლიტიკური კურსების ცვლასთან ერთად.
საქართველო უნდა გაჰყვეს სხვა ქვეყნების მაგალითს და შექმნას მცირე ზომის ელიტური ნაწილი, რომელიც მზად იქნება სამშვიდობო ოპერაციებისათვის. აქედან მოხდება უცხოური ტექნიკის, კონცეფციებისა და კვალიფიკაციის გავრცელება. აგრეთვე აღინიშნა, რომ შესაძლებელია რასამთავრობო სექტორის გამოყენება უსაფრთხოების სისტემის განვითარბისათვის.
ირაკლი მჭედლიშვილი: ჩვენ განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1) რა არის უსაფრთხოების კონცეფცია, ვის მიერ უნდა იყოს იგი მომზადებული და რა პროცედურები უნდა გაიაროს.
2) როგორი უნდა იყოს საქართველოს საერთაშორისო და შიდა სტრატეგია, საქართველოში რუსეთის ჯარის როლი და მომავალი.
დისკუსიის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემცველი დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობას უნდა იღებდნენ როგორც სახელმწიფო სტუქტურები აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის ჩათვლით, ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები. მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქცია, სადაც სხვადასხვა იდეები და წინადადებები თავს მოიყრის და დოკუმენტს მთლიანი სახე მიეცემა, შეიძლება შეასრულოს პრეზიდენტთან არსებულმა უსაფრთხოების საბჭომ. ამის შემდეგ მოხდება მიღებული დოკუმენტის შეფასება, რომელშიც კვლავ მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურები, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მიეცემა პარლამენტს და მის კომიტეტებს. ამის შემდეგ დოკუმენტი გადის საბოლოო ექსპერტიზას უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის მრჩეველების მიერ და მას ხელს აწერს პრეზიდენტი. ჯგუფში დისკუსია გამოიწვია იმ საკითხმა, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ: დაამტკიცოს დოკუმენტი თუ ცნობად მიიღოს. გაიმარჯვა ამ უკანასკნელმა აზრმა. კონცეფციის დამუშავებას დასჭირდება 6-12 თვე და იგი გათვლილი უნდა იყოს ხუთწლიან პერსპექტივაზე. ეს ვადა აღებულია, რადგან 5 წელი საჭიროა სტაბილური შეიარაღებული სტრუქტურების შესაქმნელად.
მთავარი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დოკუმენტს, არის საქართველოს სუვერენიტეტი. აქედან გამომდინარე საჭიროა მოხდეს იმ ფაქორთა და ძალთა იდენტიფიკაცია, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის სუვერენიტეტს და დაისახოს ამ საფრთხეთა განეიტრალების გზები.
კამათი გამოიწვია იმან, ტერიტორიული თუ ცენტრალიზებული წესით უნდა აიგოს საქართველოში შეიარაღებული ძალები. ტერიტორიული თუ ცენტრალიზებული წესით უნდა აიგოს საქართველოში შეიარაღებული ძალები. ტერიტორიული პრინციპის უპირატესობაა სიიაფე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ღარიბი ქვეყნისთვის. არმიის ცენტრალიზებულად მოწყობის მომხრეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგ რაგიონში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, რომელზეც გავლენა აქვს რუსეთს, მათმა შეიარაღებამ და ტერიტორიული სტრუქტურით გაერთიანებამ შეიზლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სტაბილურობას. განხილულ იქნა იმგვარი ტერიტორიული მოწყობა, რომელიც გამორიცხავს ამ საშიშროებას. ქვეყნის ერთიანობაზე ლაპარაკისას არ შეიძლება ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეთნიკური ჯგუფები, ჯარში ყველამ ერთად უნდა იმსახუროს და ჯარის ტერიტორიული პრინციპით მოწყობა სრულიადაც არ გულისხმობს ეთნიკური არმიების შექმნას.
რაც შეეხება საქართველოში რუსეთის ჯარის ყოფნას, დისკუსიის შედეგები შეიძლება სემდეგნაირად შეჯამდეს: განვითარების ამ ეტაპზე ის მისაღებია, პერსპექტივაში კი მან უნდა დატოვოს საქართველო.
ედვარდ როჯერსი: პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დიტერ გლიცას, რომელმაც პრობლმისადმი სისტემური მიდგომა შემოგვთავაზა. შევთანხმდით, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამჟამინდელი პოლიტიკა გარდამავალი ხასიათისა უნდა იყოს და ხანგრზლივ ვადაზე გათვლილი ვერ იქნება, ამიტომ ორწლიან პერიოდზე შევჩერდით. სისტემური მიდგომა გულისხმობს ხუთ ნაბიჯს, პირველ რიგში საჭიროა საქართველოს ინტერესთა განსაზღვრა. ჩვენ ოცი ასეთი ინტერესი გამოვყავით. შემდეგ მოვახდინეთ ინტერესთა კლასიფიკაცია. პირველი კატეგორია შეიცავს ფართო ინტერესებს, ანუ ისეთ ინტერესებს, რომელთა გამოც საქართველოს სეუძლია ომში ჩაბმა. მეორე კატეგორიაა ძალზე მნიშვნელოვანი ინტერესები, შემდეგ მნიშვნელოვანნი და ბოლოს - უბრალოდ ინტერესები.
შევთანხმდით სამ ფართო ინტერესზე, ესენია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერნიტეტის დაცვა, საქარტველოს ეროვნული თავდაცვა და დაკარგული ტერიტორიების დბრუნბა. ამის შემდეგ გადავდგით მესამე ნაბიჯი, ანუ შევეცადეთ განგვესაზღვრა თუ რაა საჭირო ამ მთავარ მიზანთა მისაღწევად. ძირითადი ყურადღება პირველ ინტერესს - სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას დავუთმეთ. სუვერენიტეტის პირველ საფრთხედ განისაზღვრა უცხოური სამხედრო ბაზები. მეორე საფრთხედ გაგებულ იქნა ეროვნული კონსენსუსისა და თვითშეგნების ნაკლებობა. ეროვნულ თავდაცვაზე დიდხანს არ გვისაუბრია, რადგან გასაგებია, რომ საკუთარ საზღვრებს უნდა იცავდე. ამდენად, ჩვენ სწრაფად გადავედით მესამე ფართო ინტერესებზე - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე. აღინიშნა, რომ ეს პროცესი ალბათ ორ წელიწადზე მეტს გასტანს, ჩვენ შევთანხმდით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს არმიის ორგანიზება და გაძლიერება.
მთავარი დასკვნა ისაა, რომ თუ მთავრობა ან არასამთავრობო ორგანიზაციები სისტემატურად მიუდგებიან უსაფრთხოების პრობლემატიკას, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შემუშავებული იქნება.
დავით ლოსაბერიძე: ჩვენი საუბარი ძირითადად შეეხებოდა ორ ასპექტს: ზოგად პრობლემებს და კონკრეტულ ღონისძიებათა სქემებს. ზოგადი პრობლემების დონეზე გამოვტავით საგარეო და საშინაო ფაქტორებეი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებებიდან საქართველოსათვის პრიორიტეტულად ჩავთვალეთ ევრაზიის კორიდორის მშენებლობა, რითაც საქართველო დამაკავშირებელ რგოლად იქცევა რესურსებით მდიდარ ცენტრალურ აზიასა და განვითარებულ ევროპას შორის. მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს ერთიანი კავკასიური კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნა. დასავლეთი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს, თუ არ იქნა კავკასიაში სტაბილურობის ერთიანი სისტემის აშენების მცდელობა, მაგრამ აქვე ითქვა, რომ დღევანდელ ეტეპზე, როცა არსებობს მკვეთრი დაპირისპირება კავკასიის ხალხებს შორის, რომელიც ემყარება არა მხოლოდ ეთნიკურ, არამედ გეო-პოლიტიკურ თუ სტრატეგიულ ინტერესთა დაპირისპირებას, ამ საკითხს სწრაფი გადაწყვეტა არარეალურია. გამოსავალი არის ის, რომ საქართველომ გააძლიეროს სახელმწიფო სტრუქტურები და მიაღწიოს სახელმწიფო სისტემის მაქსიმალურ სტაბილიზაციას, სწორედ სტაბილური საქართველოს ფაქტორი უნდა იქცეს იმ შემომკრებ ძალად, რომელიც შეძლებს კავკასიის განვითარებას. კავკასიის ერთიანობა უნდა იყოს იდეალი და არა ხვალინდელი დღის მოკლევადიანი გეგმა.
საშინაო ფაქტორებიდან ყველაზე მეტი ყურადღება მიექცა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის გაუცხოების პრობლემას. მოსახლეობის ერთი ნაწილი პოლიტიკური მოსაზრებებით მტრულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, მეორე და უფრო დიდმა ფენამ კი ეკონომიკური მდგომარეობის გამო საერთოდ დაკარგა ინტერესი სახელმწიფო პოლიტიკისადმი. ამ პრობლემის დასაძლევად აუცილებელია რეფორმების დაჩქარება. შეიძლება ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის ინტერესი შეეჯახოს ეკონომიკურ რეფორმებს. ამ შემთხვევაში, ეკონომიკის განვითარებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. ძლიერი ეკონომიკის შექმნა მომავალში შჱსაძლებელს გახდის ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას, ამჟამად ეს სტრუქტურები მაქსიმალურად მობილური და იაფი უნდა იყოს.
ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში იმედგაცრუებისა და საკუთარი თავისადმი უნდობლობის განწყობილებაა გავრცელებული. სახელმწიფოს, ერის, მათი ლიდერების პოლიტიკური ნება მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას მოახდენს მრავალი პრობლემის გადაწყვეტაზე.
დასავლეთის დახმარების პერსპექტივებთან დაკავშირებით ითქვა, რომ ეს დახმარება ვერ იქნება სამხედრო სახისა, მაგრამ დასავლეთს შეუძლია აქტიურად დაეხმაროს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და პროფესიული კადრების მომზადებაში, ეს შეეხება არმიის მშენებლობასაც.
არმიის მშენებლობის კონკრეტული საკითხების განხილვისას მოხალისეობისა და საყოველთაო სამხედრო გაწვევის მომხრეები მივიდნენ საერთო აზრამდე: ჯარის მცირერიცხოვანი ელიტარული ნაწილი უნდა იქმნებოდეს მოსახლეობის პრინციპზე და ასრულებდეს სწრაფი რეაგირების კორპუსის ფუნქციებს, არმიის მრავალრიცხოვნების პრობლემა კი უნდა გადაწყდეს საყოველთაო სამხედრო სამსახურით. ამაში სამსახურის ვადა უნდა შემცირდეს და არმია ტერიტორიულ პრინციპზე უნდა მოეწყოს, ოღონდ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეთნიკურ-რეგიონული გამიჯვნა.
დაზვერვა საჭიროებს ღრმა რეფორმებს. სამხედრო დაზვერვის მიზანი უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების სამხედრო მდგომარეობის შესწავლა. კონტრდაზვერვის პრიორიტეტული სამოქმედო არე უნდა იყოს ეთნოკონფლიქტები, რომელიც ხშირად გარედან იმართება. კონტრდაზვერვა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ძალისმიერ სტრუქტურად, რომელიც მოსახლეობაში გაღიზიანებას გამოიწვევს.
დავით დარჩიაშვილი: ჯგუფში დიდი ადგილი დაიკავა დისკუსიამ იმაზე, ყუ როგორ უნდა იქნას გაგებული უსაფრთხოების კონცეფციის სამართლებრივი სტატუსი. ამ მხრივ ერთმანეთს შეეჯახა ორი პოზიცია: მონაწილეთა უმრავლესობა მივიდა შეთანხმებამდე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა იყოს პოლიტიკური დეკლარაცია, მიღებული ფართო განსჯის შედეგად, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალებისა თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ისე ფართო საზოგადოებრიობის მონაწილეობით. ეს არის საერთო პოლიტიკური ნების გამოხატულება, რომლის დარღვევა დაუშვებელია, მაგრამ დარღვევისათვის რაიმე სასჯელი არ იგულისხმება, რადგან ამგვარ კონცეფციას არ შეიძლება ჰქონდეს კანონის ძალა. ზოგი ქართველი მონაწილის მხრიდან გამოითქვა ეჭვი, რომ შეიძლება დემოკრატიის დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებში ამგვარი პოლიტიკური დეკლარაცია მართლაც არ დაირღვეს, მაგრამ საქართველოში, სადაც სამართლებრივი ცნობიერება დაბალია და ხშირად კანონებსა და კონსტიტუციასაც კი სცემენ პატივს, იქნებ უმჯობესი იყოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემადგენელი მხარეები კანონების პაკეტის სახით იყოს დაფიქსირებული.
აზრთა ამ დაპირისპირებამ დისკუსია წაიყვანა უფრო ზოგადი საკითხისკენ იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხომ არ არის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მიუხედავად ზოგადი პრო-დასავლური ორიენტაციისა, გაუცნობიერებლად ორიენტირებული ტოტარიტარული სახელმწიფოს მოდელზე. თავდაპირველად მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ რა ტიპის სახელმწიფოს აშენებს საქართველო. მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ ლაპარაკია სტაბილურ, შორს გამიზნულ სტრატეგიაზე, სამოქალაქო, ღია საზოგადოება უფრო კარგი გარანტიაა ეროვნული უსაფრთხოებისათვის. მოქალაქეების დარაზმვა ქვეყნის დასაცავად ისეთ საზოგადოებაშია უფრო ადვილი, რომელიც მოქალაქეებს ცხოვრების თავისუფალ პირობებს სთავაზობს.
დისკუსიის მეორე ნაწილში გამოიყო კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც აამაღლებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას. ამ ფაქტორებიდან აღინიშნა: პოლიტიკური და სამხედრო განათლება; რეალური და ეფექტური ბიუჯეტის შედგენა; უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული რეფორმა, რაც კერძოდ გულისხმობს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის გამოყოფას ძალისმიერი ბერკეტებისაგან; უფრო პრინციპული საგარეო პოლიტიკის გატარება; უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების უკეთესი ინფორმაციული უზრუნველყოფა.
ნინო ნანავა: ჯგუფი შეთანხმდა საწყის პრინციპზე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია პიროვნების ინტერესებს უნდა დაეფუძნოს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია ყოფილი საბჭოთა იმპერიის დოქტრინისაგან, რომელიც ყველაფერს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საზღვრავდა. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ეროვნულ მენტალიტეტს და ტრადიციებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ეთნიკური და კონფესიური ჯგუფებისადმი ტოლერანტობის და მათ შორის თანასწორობის პრინციპთა დამკვიდრებას, რაც მიღწეული უნდა იყოს განათლების მეშვეობით.
რაც შეეხება საქართველოში შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრინციპს, დღევანდელ პირობებში საქართველომ უპირატესობა გაწვევის სისტემას და არა პროფესიული არმიის შექმნას უნდა მიანიჭოს.
უსაფრთხოების სისტემის შემუშავებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ განვითარებას და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას. საქართველოში არიან სპეციალისტები, ვისაც შეეძლება უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება, მათ სჭირდებათ უფრო მეტად ინტელექტუალური, ვიდრე ფინანსური დახმარება.
თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბრეინსტორმინგის შედეგად მოხდა არა მარტო უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებულ პრობლემათა განსაზღვრა, არამედ საფუძველი დაედო დასმულ პრობლემებზე პასუხების ძიებას, ეროვნული უსაფრთხოების ჩამოყალიბებას.
ხანმოკლე შესვენების შემდეგ ვოლფგანგ მანიგმა შეაჯამა სემინარის შედეგები, ქართველი მონაწილეების აზრით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბებისას გათვალისწინებულია სამი საბაზო მოთხოვნილება. პირველი მათგანი, როგორც რამდენიმეჯერ იქნა აღნიშნული, არის სამთავრობო ქმედებებში და გეგმებში საჯაროობის ნაკლებობა. აქედან მომდინარეობს ძალისმიერ სტრუქტურათა მიერ სამოქალაქო, კერძოდ საპარლამენტო კონტროლის უგულებელყოფა, მეორე პრობლემაა ლოიალობის ნაკლებობა. სახელმწიფო ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია და მოქალაქეობრივი შეგნების განვითარებაში ლოიალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ლოიალობის ნაკლებობა კერძოდ ჩანს იმაში, რომ ახლაგაზრდები თავს არიდებენ გაწვევას და ჯარისკაცები საკმარის მონდომებას არ იჩენენ სამსახურისადმი, მესამე, საქართველოში დიდი სიხარულით არ ხვდებიან საზოგადოების მონაწილეობას უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ხშირად მაღალ თანამდებობებს იკავებენ დაუმსახურებლად, რაც მეტყველებს მაკონტროლებელ მექანიზმთა ნაკლებობაზე.
გარდა ამ სამი მთავარი პრობლემისა, ბრეინსტორმინგის შედეგად გამოიკვეთა სამი მთავარი იდეაც. პირველი გულისხმობს მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლებას, რაც შეანელებს ეთნიკურ სეპარატიზმს, განავითარებს ლოიალობის გრძნობას. ლაპარაკი არაა მხოლოდ სამხედროთა ლოიალობაზე, არამედ სამოქალაქო მომსახურეთა ერთგულებაზეც. სახელმწიფოსადმი ერთგულება ნიშნავს საკუთარ პოსტზე დარჩენას ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად. შემდეგ, აღინიშნა რეგიონული კოოპერაციის მნიშვნელობა. საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შეიძლება გაძლიერდეს რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით. ყოველივე ეს საბოლოოდ სამოქალაქო კონტროლის დამკვიდრების საწინდარიც გახდება.
როგორ უნდა მოხდეს ამ იდეათაგანხორციელება? მე მინდა მოვუწოდო ქართველ მონაწილეებს გააგრძელონ მუშაობა სხვადასხვა ფორმით: პარლამენტში, სამთავრობო სტრუქტურებში, სტატიების გამოყენებით. ამ კონცეფციაში გამოჩნდა მონაწილეთა სრული გახსნილობა, რითაც ხელი შეეწყო ჩემ მიერ სემინარის დასაწყისში ნახსენებ ,,სტრატეგიული საზოგადოებრიობის“ ჩამოყალიბებას. აქ ჩამოყალიბებულ იდეათა განხორციელების კიდევ ერთი საშუალებაა არასამთავრობო ორგანიზაციათა გააქტიურება. მათ შეუძლიათ შემდგომი შეხვედრების ორგანიზება, მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობა. ამით ხელი შეეწყობა ნდობის ატმოსფეროს განვითარებას და საზოგადოებასაც გაუჩნდება მეტი ინტერესიუსაფრთხოების პრობლემატიკის მიმართ.
ია თიკანაძემ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა, ისაუბრა ფონდის ამოცანებსა და სამომავლო გეგმბზე ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებული მუშაობის მიმართულებით.