The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ოჯახური ძალადობა (ინსტრუქტორის სახელმძღვანელო)


ოჯახური ძალადობა (ინსტრუქტორის სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობისგარეშე.



1 1. პროგრამის გამოყენება

▲back to top


1.1 1.1 შესავალი

▲back to top


სახელმძღვანელოში მოცემულია:

  • პროგრამის გამოყენების ინსტრუქცია;

  • პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით ინსტრუქტორის რეკომენდაციები.

პირველ თავში მოცემულია პროგრამის მიმოხილვა, დანართებთან მუშაობის მეთოდები. მეორე, მესამე და მეოთხე თავებში დეტალურადაა განხილული თითოეული ქვემენიუ.

1.2 1.2 პროგრამაზე მუშაობის მეთოდები

▲back to top


პროგრამა ისეთი სახით არის შემუშავებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ორი გზით:

  • როგორც ცალკეული პროგრამა;

  • პოლიციის აკადემიის სასწავლო გეგმის ფარგლებში.

პროგრამის თითოეული ნაწილი ადვილად გამოსაყენებელია, რაც მსმენელებსა და მასწავლებელს საშუალებას აძლევს პროგრამასთან მუშაობისას გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები.

პოლიციის აკადემიის თითოეული სპეციალისტი, ინსტრუქტორი და სასწავლო ნაწილის თანამშრომელი ყურადღებით უნდა გაეცნოს პროგრამას და გადაწყვიტოს:

  • დანართებთან მუშაობის რომელი მეთოდი იქნება უფრო ეფექტური და შესაფერისი მსმენელთა კონკრეტული ჯგუფისთვის;

  • პროგრამის რომელი ნაწილია საინტერესო და საჭირო მსმენელთა კონკრეტული ჯგუფისთვის.

შემდეგ თავში განხილულია დანართების გამოყენების ერთი კონკრეტული მაგალითი, თუმცა სპეციალისტები და მასწავლებლები არ არიან ვალდებულნი პროგრამა სწორედ ამ სახით გამოიყენონ, მათ შეუძლიათ მსმენელთა კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის შესაფერის ნებისმიერ გზას მიმართონ.

1.3 1.3 მთავარი მენიუ

▲back to top


პროგრამის მთავარი მენიუ შედგება სამი ღილაკისგან:

ოჯახური ძალადობა

მთავარი მენიუ I დისკი

შესავალი

ფსიქოლოგიური სისტემა

ინსტრუქცია ამ ნაწილისთვის

ჩართეთ მეორე დისკი

დააჭირეთ ღილაკს „შესავალი“ და დაინახავთ შემდეგ ღილაკებს:

ოჯახური ძალადობა

მთავარი მენიუ I დისკი

შესავალი - განმარტება
ფსიქოლოგიური სისტემა
ინსტრუქცია ამ ნაწილისთვის
ჩართეთ მეორე დისკი

ღილაკზე „ფსიქოლოგიური სისტემა“ დაჭერის შემთხვევაში დაინახავთ შემდეგ დამატებით ღილაკებს:

ოჯახური ძალადობა

მთავარი მენიუ I დისკი

შესავალი

ფსიქოლოგიური სისტემა------------- ტრადიციული შეხედულებები

------------------------------------ მოძალადეები

------------------------------------ დაზარალებულები

ინსტრუქცია ამ ნაწილისთვის

ჩართეთ მეორე დისკი

1.4 1.4 ქვემენიუ და ღილაკები

▲back to top


მთავარი მენიუს ღილაკების არჩევის შემთხვევაში, გადადიხართ ქვემენიუში (მაგალითად: ფსიქოლოგიური სისტემა › დაზარალებულები), რომელიც შედგება რამდენიმე ღილაკისგან. ქვემენიუში ხშირად გვხვდება შემდეგი ღილაკები:

  • ღილაკი „თეორია“. მარჯვენა მხარეს განლაგებულ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შეგიძლიათ, აირჩიოთ სლაიდები გამოსახულებით, ტექსტით ან გახმოვანებით, რომელშიც კონკრეტულ საკითხზე თხრობითი სახით არის გადმოცემული თეორიული მასალა.

  • ღილაკი „განხილვა”. მარცხენა მხარეს არის განლაგებული, ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, თქვენ ირჩევთ მოკლე ვიდეოსიუჟეტს ან ოჯახური ძალადობის ან ასეთ საქმეებზე პოლიციის მუშაობის თაობაზე გამოთქმული გარკვეული შეხედულების შესახებ. ეს ვიდეოსიუჟეტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს განმარტებისა ან დისკუსიისთვის.

  • ღილაკი „გაშვება“. სლაიდის ან ვიდეოსიუჟეტის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახეთ შესაბამისი სლაიდი ან ვიდეოსიუჟეტი.

  • ღილაკი „გაჩერება“. სლაიდის ან ვიდეოსიუჟეტის ჩვენების გაჩერებისთვის დააჭირეთ ამ ღილაკს.

  • ღილაკი „ზომა“. ეკრანზე ვიდეოსიუჟეტის ან სლაიდის ზომის შესამცირებლად ან გასაზრდელად დააჭირეთ ამ ღილაკს.

  • ღილაკი „წინ“. ეს ღილაკი გვხვდება ორჯერ, იმ შემთხვევაში, როდესაც ეკრანზე ჩნდება ტექსტი გახმოვანების გარეშე. შემდეგ ტექსტურ ეკრანზე გადასასვლელად დააჭირეთ ამ ღილაკს.

  • ღილაკი „უკან“. ეს ღილაკი გვხვდება ორჯერ, მაშინ როდესაც ეკრანზე ჩნდება ტექსტი გახმოვანების გარეშე. წინა ტექსტურ ეკრანზე გადასასვლელად დააჭირეთ ამ ღილაკს.

  • ღილაკი „მენიუ“. ამ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ დაბრუნდეთ მთავარ მენიუში.

  • ღილაკი „გამოსვლა“. ამ ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ გამოხვიდეთ პროგრამიდან.

2 2. შესავალი

▲back to top


2.1 2.1 განმარტება

▲back to top


მთავარ მენიუში აირჩიეთ ღილაკი „შესავალი“.

ოჯახური ძალადობა

მთავარი მენიუ I დისკი

შესავალი------------------ განმარტება

ფსიქოლოგიური სისტემა

ინსტრუქცია ამ ნაწილისთვის

ჩართეთ მეორე დისკი

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „განმარტება“.

სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

ოჯახში ძალადობა ყოველთვის ინტიმური ურთიერთობის კონტექსტში ხდება.

აგრესიული ქცევით და სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე.

მოძალადის მხრიდან ძირითადი სამიზნე მისი პარტნიორია, თუმცა ხშირად აგრესია მიმართულია ასევე შვილებზე, ხანდახან კი, ასევე, ოჯახის სხვა წევრებსა და დაზარალებულის მეგობრებზეც.

ამ პროგრამაში ძირითადი ყურადღება ეთმობა პარტნიორებს შორის არსებულ ძალადობას. ოჯახური ძალადობა ხშირად გრძელდება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იმდენად, რამდენადაც ქალი დამოკიდებულია მის პარტნიორზე. გარდა ამისა, მიუხედავად აგრესიის არაერთხელ გამოვლინებისა, ქალი კვლავ რჩება ერთგულ და მოსიყვარულე პარტნიორად.

აგრესიისა და ძალადობის არაერთჯერადი გამოვლინების ამ სქემას ეწოდება განმეორებითი ვიქტიმიზაცია

ოჯახური ძალადობა არის ფიზიკური, სქესობრივი ძალადობისა და უხეში ფსიქოლოგიური და სიტყვიერი აგრესიის, მატერიალური ზეწოლის ერთობლიობა და კომბინაცია.

ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებითა და შენიშვნებით. მამაკაცი უყვირის ცოლს.

მოძალადის შემდგომი მოქმედებები შეიძლება მოიცავდეს:

  • შეშინებასა და მანიპულირებას;

  • იზოლაციასა და თავისუფლების აღკვეთას;

  • ფულის ან საკვების მიწოდებაზე უარის თქმას;

  • ბავშვებზე ძალადობას;

პოლიცია ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი ადამიანი ფიზიკური ძალადობისგან, ოჯახურ გარემოში ჩადენილი ძალადობის ჩათვლით.

თუმცა ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე მუშაობის დროს პოლიციის სამართლებრივი უფლებამოსილება შეზღუდულია, რაც იწვევს პოლიციელთა მიერ ამგვარ საქმეებზე უხეირო და არაეფექტურ მუშაობას

ამ პროგრამაში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია პოლიციელს ქალის წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური ძალადობის ვითარების გაუმჯობესება.

3 3. ფსიქოლოგიური სისტემა

▲back to top


მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს «ფსიქოლოგიური სისტემა». შემდეგ აირჩიეთ სამი თემიდან ერთ-ერთი:

ოჯახური ძალადობა

მთავარი მენიუ I დისკი

შესავალი

ფსიქოლოგიური სისტემა

-ტრადიციული შეხედულებები
- მოძალადეები
- დაზარალებულები

ინსტრუქცია ამ ნაწილისთვის
ჩართეთ მეორე დისკი

3.1 3.1 ტრადიციული შეხედულება

▲back to top


ამ ქვემენიუში შესვლისას შეგიძლიათ დააჭიროთ ორ ღილაკს:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

3.1.1 შესავალი

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, ხშირად პოლიციის ჩარევა არაეფექტურია. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ოჯახურ ძალადობაზე მცდარი შეხედულებაა, რომელსაც პოლიციელებიც იზიარებენ. თითქმის ყველა საზოგადოებასა და ქვეყანაში არის წარმოდგენა იმაზე, რომ ქალი ემოციური და დამოკიდებული არსებაა, მაშინ როდესაც მამაკაცი ძლიერ სქესს განეკუთვნება. თითქოსდა ეს უპირატესობა აძლევთ მამაკაცებს უფლებას მართონ ქალი, თუნდაც ძალის გამოყენებით. ასეთ წარმოდგენას მივყავართ იქამდე, რომ ქალის მიმართ ძალადობა არ აღიქმება სერიოზულად და ხანდახან თვლიან, რომ ამაში თავად ქალია დამნაშავე.

მამაკაცი პოლიციელები საზოგადოების წევრები არიან და შესაძლოა ისინიც იზიარებდნენ ამ შეხედულებას. შესაბამისად, მათ მიზანშეწონილად და საჭიროდ არ მიაჩნიათ ოჯახურ ძალადობაში ჩარევა.

ამიტომ, პოლიციის ეფექტური მუშაობისთვის, მათ უნდა გააცნობიერონ ამ შეხედულების მცდარობა და არ მოექცნენ გავლენის ქვეშ. ოჯახურ ძალადობაში პოლიციის ეფექტური ჩარევის კიდევ ერთ წინაღობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ჩარევისა და დასჯის შეზღუდულ შესაძლებლობებს იძლევა.

თუმცა, საერთაშორისო სამართალი ადგენს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში აქტიური ჩარევის მოთხოვნებს.

შემდეგ ნაწილში მოცემულია ოჯახურ ძალადობაზე მცდარი შეხედულებები, რაც აფერხებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ჩარევის განხორციელებას.

ამ სლაიდში განმარტებულია:

  • როგორ გავლენას ახდენს ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება იმ პოლიციელების დამოკიდებულებაზე, რომლებიც არაეფექტურად მუშაობენ ასეთ საქმეებზე;

  • რა გავლენას ახდენს მამაკაცისა და ქალის როლზე ტრადიციული შეხედულებები მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებაზე;

  • ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობის დროს როგორ უნდა დააღწიოს პოლიციელმა თავი მცდარ შეხედულებებს.

3.1.2 ტრადიციული შეხედულებები

ამ ღილაკის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ღილაკები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

აირჩიეთ ერთ-ერთი ღილაკი და ნახეთ ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც მოცემულია ოჯახურ ძალადობაზე პოლიციელის ან რიგითი მოქალაქის შეხედულებები. მასწავლებელს ამ ვიდეოფრაგმენტების გამოყენება შეუძლია მსმენელებთან ერთად იმსჯელოს ოჯახურ ძალადობის მიმართ პოლიციის დამოკიდებულების საკითხზე.

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ, შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი „თეორია“.

ამ ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე გამოჩნდება ტექსტი, რომელიც არ არის გახმოვანებული. ეკრანზე მოცემულ ტექსტში შედარებულია მცდარი და რაციონალური შეხედულებები. ამ ტექსტების გამოყენებით შესაძლებელია ოჯახური ძალადობის მიზეზებზე აუდიტორიაში დისკუსიის წამოწყება. რამდენიმე ტექსტში ჩართულია ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც გადმოცემულია დაზარალებულის შეხედულებები.

3.1.2.1 ტრადიციული შეხედულება 1 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება” . თქვენ მოისმენთ პოლიციელის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას.

თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

ჩემი აზრით, თუ ძალადობა მართლაც სასტიკი და სერიოზული იყო, ქალი ამის შესახებ განაცხადებს. თუმცა, ძირითად შემთხვევებში ისინი ასე არ იქცევიან, შესაბამისად, ჩვენ რატომ უნდა ჩავერიოთ?

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

მიზეზები, რის გამოც ქალები უარს აცხადებენ განცხადების შეტანაზე

შურისძიების შიში

წარმოდგენა იმაზე, რომ პოლიციელები არ დაუჯერებენ

წარმოდგენა იმაზე, რომ პოლიციელები ვერ შეაფასებენ დანაშაულის სიმძიმეს

ტრადიციული შეხედულება

3.1.2.2 ტრადიციული შეხედულება 2 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“. თქვენ მოისმენთ პოლიციელის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას.

თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

გასაგებია, რომ თუ ძალადობის შედეგად მიყენებულ იქნა სხეულის მძიმე დაზიანება, დაზარალებული წავა სახლიდან. მაგრამ ჩვენი, პოლიციელების პრობლემა ისაა, რომ ხშირად ქალები ისევ ბრუნდებიან შინ - ქმართან და ძალადობასთან. ყოველთვის ასე ხდება.

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

მიზეზები, რომელთა გამოც, ქალები არ ტოვებენ მოძალადეებს

აგრესიის შიში

შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვა

მოძალადეზე მატერიალური დამოკიდებულება

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

პოლიციელებს მოველაპარაკე, რომ ერთად შევამოწმებდით, წასული იყო თუ არა ჩემი ქმარი . . . . მაგრამ პოლიციელები არ მოვიდნენ. ამიტომ მე მარტო წავედი, საბედნიეროდ ჩემი ქმარი არ დამხვდა და ბავშვებთან ერთად დავბრუნდი.

მოგვიანებით მაღაზიაში გავედი, შინ რომ დავბრუნდი, ტახტზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ძალიან შეშინებული ვიყავი და ვერ გავაგდე.

3.1.2.3 ტრადიციული შეხედულება 3 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“. თქვენ მოისმენთ მოქალაქის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას. თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

ყველა კაცი, რომელიც ცოლს სცემს, ერთნაირია. ისინი ან ნარკომანები, ან ლოთები ან უმუშევრები არიან ... ან კი ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილნი, სადაც ხშირი იყო ძალადობა. ასეთი კაცები ყოველთვის მზად არიან საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის.

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ალკოჰოლიზმი არ არის ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზი.

ბევრი მოძალადე ოჯახურ ძალადობას ახორციელებს ფხიზელ მდგომარეობაში

მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მოძალადეები არ ავლენენ აგრესიას სხვა პირების მიმართ

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

თუ ადამიანი გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობას ჰქონდა ადგილი, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ისიც მოძალადე გახდება.

ტრადიციული შეხედულება

3.1.2.4 ტრადიციული შეხედულება 4 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“. თქვენ მოისმენთ პოლიციელის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას.

თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

ჩემი აზრით, მხოლოდ მუშათა კლასის ქალებს სცემენ. თქვენ ოდესმე გსმენიათ, ვინმეს ადვოკატის ცოლი ეცემოს? ხშირად სწორედ ქალებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა.

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს.

ოჯახურ ძალადობას ადგილი აქვს საზოგადოების ყველა ფენაში.

საკუთარ თავში დარწმუნებული ქალებიც შეიძლება გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

მე მეგონა, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩემი დამოკიდებულების შეცვლა იქნებოდა. ამიტომ, პირველ თვეში თავს ვიკავებდი და უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ არ მომწონდა, რასაც აკეთებდა. მეორე თვეში საერთოდ არაფერს ვამბობდი და ისე იქცეოდა, როგორც უნდოდა. მესამე თვეში უკვე წინააღმდეგობა გავუწიე, პოლიციის გამოძახებითაც კი დავემუქრე. მაგრამ არცერთმა მეთოდმა არ გაამართლა. ის ისევ აგრძელებდა ჩემს ცემას.

3.1.2.5 ტრადიციული შეხედულება 5 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ . თქვენ მოისმენთ მოქალაქის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას.

თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

ჩემი აზრით, ძალადობა ისეთი კამათის შედეგია, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება. ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, და შეიძლება სტრესის გამო კამათი ისე გამწვავდეს, რომ ერთ-ერთმა ცხელ გულზე ჩხუბი და ცემა დაიწყოს. როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ცხოვრება ისევ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ერთი გამწვავებული კამათი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ოჯახურ ძალადობას

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ოჯახური ძალადობა არის სისტემატური და განგრძობადი ძალადობა

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ოჯახური ძალადობა დიდი ხნის ისტორიის მქონე პრობლემაა.

ტრადიციული შეხედულება

3.1.2.6 ტრადიციული შეხედულება 6 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“. თქვენ მოისმენთ პოლიციელის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას.

თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

არა მგონია, პოლიციას რაიმეს გაკეთება შეეძლოს. წყვილების უმრავლესობა თვითონვე უმკლავდება საკუთარ პრობლემებს.

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

მსხვერპლსა და მოძალადეს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.

როგორც წესი, ძალადობა გრძელდება და უფრო სასტიკი ხდება.

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ამიტომ, პოლიცია უნდა დაეხმაროს დაზარალებულს ან გააგზავნოს შესაბამის სამსახურში ან ორგანიზაციაში.

ტრადიციული შეხედულება

3.1.2.7 ტრადიციული შეხედულება 7 ვიდეოფრაგმენტი

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“. თქვენ მოისმენთ პოლიციელის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმულ შეხედულებას.

თქვენ მოისმენთ შემდეგ ტექსტს:

პოლიცია პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ საზოგადოებრივ სექტორში უნდა ვმუშაობდეთ, ვიღაცის სახლში თუ რამე პრობლემაა, თვითონ მიხედოს.

თეორია

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“.

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

ტრადიციული შეხედულება

ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა
ტრადიციული შეხედულება

1---2---3---4---5---6---7

შესავალი

მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და წინაპირობისა, პოლიცია ვალდებულია იბრძოლოს დანაშაულის წინააღმდეგ.

ტრადიციული შეხედულება

ღილაკზე „წინ“ დაჭერის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

3.2 3.2 მოძალადეები

▲back to top


პროგრამის ამ ნაწილში საუბარია მოძალადის მოტივებზე, როდესაც ის პარტნიორის მიმართ ახორციელებს ძალადობას. ეს ნაწილი შედგება სლაიდებისგან, რომლებზეც განხილულია ძალადობის მოტივები და ვედეოსიუჟეტებისგან, რომლებშიც მოძალადე გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს. ვიდეოსიუჟეტებისა და სლაიდების ნახვის შემდეგ, მასწავლებელს შეუძლია სტუდენტებთან ერთად განიხილოს სლაიდებზე მოცემული ძალადობის მიზეზებსა და მოძალადის ახსნებს შორის განსხვავება.

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ღილაკი:

ოჯახური ძალადობა

მოძალადეები

მოძალადის მახასიათებლები

მოძალადის გამონათქვამები

  • სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „მოძალადის მახასიათებლები“.

  • ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „მოძალადის გამონათქვამები“.

3.2.1 მოძალადის მახასიათებლები

სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ . თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობა

მოძალადეები

მოძალადის მახასიათებლები

მოძალადის გამონათქვამები

3.2.2 მოძალადის შეხედულებები

ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“. თქვენ ნახავთ სიუჟეტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ყველა ადამიანი კამათობს არა? ამან არაფრის გაკეთება არ იცის, რასაც სიგიჟემდე მივყავარ. თითქოს სპეციალურად მიკეთებს პროვოცირებას.

პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახა, მე მადანაშაულებდა. თუმცა განცხადება არ შეუტანია. იცოდა, რომ სჯობდა ეს არ გაეკეთებინა.

როგორც შემეძლო, ვცდილობდი. მართლა მიყვარდა, მაგრამ ის ადგა და ბავშვებთან ერთად მიმატოვა. ასე რატომ მოიქცა? ხომ იცის, რომ ამას ასე არ დავტოვებ.

რამდენიმე წელი დავსდევდი. უბრალოდ მასთან ლაპარაკი და ბავშვების ნახვა მინდოდა.

როცა ვიპოვე, მის სახლში შესვლა ვცადე, მაგრამ არ შემიშვა. სახლში შესვლას ვცდილობდი, ის გადამეღობა და ჩხუბი დავიწყეთ. ის ტიროდა და კიოდა, მის გასაჩუმებლად ძალის გამოყენება დამჭირდა. მე მხოლოდ მასთან საუბარი და ყველაფრის გარკვევა მინდოდა.

ჩემთან საუბარი რომ არ უნდოდა, ამან გამაგიჟა. ჩვენი ოჯახური ცხოვრება დაანგრია და ბავშვებს დამაშორა. სწორედ მაშინ, მართლაც, დავიწყე მისი ცემა. თავის შეკავება ვერ შევძელი. მთელი ჩემი სატკივარი გადმოვანთხიე. შეჩერება ვეღარ შევძელი.

3.3 3.3 დაზარალებულები

▲back to top


პროგრამის ამ ნაწილში მოცემულია მსხვერპლის მიერ ოჯახურ ძალადობაზე გამოთქმული შეხედულებები, რომლებშიც განხილულია შემდეგი საკითხები:

  • დაზარალებულისთვის ოჯახური ძალადობის შედეგები;

  • დაზარალებულის მიერ ოჯახური ძალადობის შედეგებთან გამკლავება;

  • ძალადობის „სპირალი“ და რეაქცია: ახსნილია ის პროცესები, რომელსაც გადიან ქალები ოჯახური ძალადობის შედეგების დაძლევისას;

  • პოლიციის მხრიდან რა სახის მოქმედებას საჭიროებენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები.

ქვემენიუში შესვლისას შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ღილაკიდან ერთ-ერთი:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

3.3.1 შესავალი

შესავალში განხილულია ოჯახური ძალადობის შედეგები დაზარალებულისთვის, ასევე ძალადობის შედეგების დაძლევის საშუალებები. ამ ნაწილში შემოდის ისეთი ცნება, როგორიცაა ძალადობის „სპირალი“ და მასთან დაკავშირებული პროცესები. თითოეულზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ღილაკი „პროცესები“-ს მეშვეობით.

„შესავალი“ ღილაკის არჩევის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს „თეორია“, სლაიდების ნახვა კი შესაძლებელია ღილაკი „გაშვების“ მეშვეობით. სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახურ ძალადობას დაზარალებულსთვის მძიმე შედეგები მოაქვს:

  • სხეულის დაზიანებები, განმეორებითი და ხანდახან მუდმივი;

  • ფსიქიური აშლილობა და ხანდახან თვითმკვლელობის მცდელობა;

  • ძილისა და კვების რეჟიმის არევა ან სურვილის დაკარგვა;

  • უსახლკარობა;

  • სამსახურის, შვილებისა და მეგობრების დაკარგვა.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ძალადობის შედეგებს წლების განმავლობაში, ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეში მოქცეულნი, წინააღმდეგობის გარეშე პასიურად იტანენ.

თუმცა ეს ასე არ არის. დაზარალებულნი ძალადობისა და მისი შედეგების წინააღმდეგ გარკვეულ სტრატეგიას შეიმუშავებენ.

ყოველი ქალი თავისებურად უმკლავდება ძალადობას, თუმცა არსებობს ყველა დაზარალებულისთვის დამახასიათებელი საერთო მოქმედებათა სქემა.

შესაძლებელია შედარება გაკეთდეს სპირალთანაც - ყოველი მორიგი ძალადობის შემთხვევის შემდეგ, სულ უფრო მცირე იმედი რჩება იმისა, რომ დამოკიდებულება შეიცვლება. ქალი ყოველთვის მიდის დასკვნამდე, რომ ეს ურთიერთობა უნდა შეწყდეს.

როგორც წესი, „სპირალი“ ვითარდება შემდეგი გზით:

თავდაპირველად, მსხვერპლი ცდილობს მართოს სიტუაცია და მინიმუმამდე დაიყვანოს ძალადობის განმეორების ალბათობა.

დროის განმავლობაში მსხვერპლს შექმნილ მდგომარეობაზე უყალიბდება დამახინჯებული წარმოდგენა. ის საკუთარ თავს ადანაშაულებს და აკეთებს ყველაფერს, რათა ძალადობის განმეორება თავიდან აიცილოს.

ქალი მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ აცნობიერებს, რომ ძალადობა არის შეურაცხყოფა და დანაშაული. ის მიდის იმ დასკვნამდე, რომ ძალადობაში დამნაშავე მისი პატრნიორია, და არა - თვითონ.

ამ წუთიდან ქალი იწყებს ქმრის დროებით ან სამუდამოდ მიტოვებაზე ან კი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირებაზე ფიქრს.

მოძალადესთან საბოლოოდ ურთიერთობის გაწყვეტამდე, მსხვერპლი რამდენიმე მცდელობას მიმართავს. მაგრამ ურთიერთობის გაწყვეტა არ ნიშნავს ძალადობის შეწყვეტას. პირიქით, ძალადობა შეიძლება უფრო სასტიკი გახდეს, რადგან მოძალადე საკუთარი თავის კონტროლის უნარს კარგავს. ხშირად ძალადობის აღკვეთისთვის აუცილებელი ხდება ფორმალური დასჯის მეთოდების გამოყენება.

3.3.2 პროცესები

პროგრამის ამ ნაწილში დეტალურადაა ახსნილი თითოეული პროცესი, რომელიც ხორციელდება ძალადობის „სპირალზე“, ასევე ლაპარაკია მისი მოგვარების გზებზე.

ღილაკის „პროცესები“ არჩევის შემდეგ, ეკრანის მარცხენა მხარეს დაინახავთ 6 ღილაკს:

ოჯახური ძალადობა

მსხვერპლნი

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

თითოეულ პუნქტში მოცემულია ინფორმაცია ძალადობის „სპირალში“ მიმდინარე პროცესებისა და მათზე რეაქციის შესახებ. „სპირალი“ მოძრაობს ქვემოდან ზემოთ, ამიტომ პირველი პროცესის სანახავად დააჭირეთ ქვედა ღილაკს. შემდეგი პროცესების ნახვისთვის კი თანდათანობით გადადით ზედა ღილაკებზე.

ერთი-ერთი პროცესის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „თეორია“ ან „განხილვა“.

  • ღილაკის „თეორია“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა. სტუდენტის სახელმძღვანელოში თითოეული სტადიის შესახებ მოცემულია უფრო დეტალური ინფორმაცია. ეკრანზე არსებული ტექსტები კი დაგეხმარებათ მსმენელებისთვის იმის განმარტებაში, თუ რა ქმედებებს ახორციელებს ქალი თითოეულ ეტაპზე და როგორ შეუძლია პოლიციელს მათი დადგენა.

  • ღილაკის „განხილვა“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები, რომლებზეც ქალები კონკრეტულ ეტაპზე მათი მოქმედებების შესახებ საუბრობენ.

3.3.2.1 სიტუაციის მართვა

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

ღილაკის „თეორია“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკის „განხილვა“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება

რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

მხოლოდ ქალთა უმცირესობა ტოვებს მოძალადეს ძალადობის პირველივე შემთხვევის შემდეგ.

ქალების უმრავლესობა იღებენ მოძალადის მიერ ძალის გამოყენების მიზეზების ახსნას.

დააჭირეთ ღილაკს „წინ“ და ეკრანზე ნახავთ მეორე ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

მსხვერპლი სტრატეგიას შეიმუშავებს:

სიტუაციის მართვისთვის

მორიგი ინციდენტის მიზეზების მინიმუმანდე შემცირებისთვის


ვიდეოსიუჟეტი

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველად როცა დამარტყა, მაშინ უნდა წამოვსულიყავი. მაგრამ შემდეგ შეიცვალა - ძალიან გულახდილი იყო, მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი, რომ ეს არასდროს განმეორდებოდა. მაგრამ ეს შემდეგშიც მოხდა და ასე გრძელდებოდა. ყოველ ჯერზე მეგონა, რომ მე ვიყავი დამნაშავე, რომ ეს ჩემი ბრალი იყო.

3.3.2.2 რეალობის დამახინჯებული აღქმა

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ღილაკის „თეორია“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკის „განხილვა“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

მსხვერპლი რეალურად ვეღარ აფასებს სიტუაციას და ახდენს ფაქტების დამახინჯებას

ის საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ (მიზეზად) ძალადობაში

ცდილობს ისე მოიქცეს, რომ თავიდან აიცილოს ძალადობის განმეორება

ვიდეოსიუჟეტი

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ისეთი მომენტიც დადგა, როცა ვფიქრობდი, რომ მე არაფრის კეთება არ შემეძლო და ყველაფერი რასაც ის ამბობდა, მართალი იყო. საკუთარ თავში რწმენა ისე დავკარგე, რომ წამოსვლა აღარ შემეძლო. ვერ წარმომედგინა, მარტოს როგორ უნდა მეცხოვრა.

3.3.2.3 ძალადობის განმარტება

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ღილაკის „თეორია“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკის „განხილვა“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება! და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

დაზარალებული ძალადობას აღიქვამს, როგორც სისტემატურ მოვლენას.

დაზარალებული თანდათან აცნობიერებს, რომ ძალადობაში დამნაშავე თვითონ კი არა, არამედ მისი პარტნიორია


ვიდეოსიუჟეტი

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ჩემმა ერთმა მეგობარმა მამაკაცმა მითხრა, რომ ძალადობა არანორმალურია და მირჩია დახმარების ჯგუფების შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მამაკაცისგან ამის მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი სამი წლის განმავლობაში მცემდა, არასდროს მიფიქრია რომ ეს ოჯახური ძალადობა იყო.

3.3.2.3 ურთიერთობის გადაფასება

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ღილაკის „თეორია“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკის „განხილვა“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

დაზარალებული იწყებს ფიქრს მოძალადისგან წასვლის გზებზე.

დაზარალებული ფიქრს იწყებს ბრალდების წაყენებაზე.

ვიდეოსიუჟეტი

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

როცა გავაცნობიერე, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, დავიწყე ფიქრი მისგან წასვლაზე. ის ჩემს ცემას აგრძელებდა, და ამით ეს აზრი უფრო გამიმყარდა. მეგობრებისგან დახმარებას ველოდი. იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, რომ მარტო ცხოვრების დასაწყებად ფული უნდა შემეგროვებინა და იმაზეც კი, თუ რომელი კარიდან უნდა გავსულიყავი.

3.3.2.5 ურთიერთობის შეწყვეტა

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ღილაკი „თეორიის“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკი „განხილვის“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

ხშირად ადგილი აქვს დაზარალებულის მხრიდან ურთიერთობის შეწყვეტის რამდენიმე მცდელობას.

ვიდეოსიუჟეტი

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ერთ საღამოს როცა გაგიჟდა, შვილს ხელი დავავლე და წამოვედი . . . მოგვიანებით დამირეკა, მომიბოდიშა და მასთან შეხვედრაზე დამითანხმა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიბრაზის მეშინოდა, ჩემზე მაინც ისეთ ძალაუფლებას და გავლენას ინარჩუნებდა, რომ დავბრუნდი.

შემდეგ წლებში კიდევ რამდენჯერმე წამოვედი მისგან, ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ მის გარეშე ცხოვრება შემეძლო.

ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მასთან აღარ დავბრუნებულიყავი. ეს ალბათ ყველაზე ძნელი რამ იყო, რისი გაკეთებაც ცხოვრებაში მომიხდა.

3.3.2.6 ძალადობის შეწყვეტა

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ღილაკის „თეორია“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკის „განხილვა“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

ურთიერთობის შეწყვეტა არ არის ძალადობის შეწყვეტის გარანტი

ძალადობა შეიძლება უფრო სასტიკი გახდეს, ვინაიდან მოძალადეს აღარ აქვს აგრესიული ქცევისგან თავშეკავების საფუძველი

დააჭირეთ ღილაკს „წინ“ და ეკრანზე ნახავთ მეორე ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის გადაფასება
ძალადობის განმარტება
რეალობის დამახინჯებული აღქმა
სიტუაციის მართვა

ძალადობა წყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი ორგანოები მოძალადის მიმართ გამოიყენებენ დამსჯელ ზომებს

ვიდეოსიუჟეტი

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

მაშინაც კი, როცა მივატოვე, ეს კოშმარი გრძელდებოდა. ის დამდევდა, ჩემს სახლში შემოჭრას ცდილობდა . . რამდენჯერმე მცემა კიდეც. . . . პოლიციას ორი წელი დასჭირდა ჩასარევად. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი, ისევ ნორმალური ცხოვრება. . .

3.3.3 პოლიციის როლი

ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ღილაკი „თეორიის“ მეშვეობით შესაძლებელია ეკრანზე გახმოვანების გარეშე ტექსტის ხილვა.

  • ღილაკი „განხილვის“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები.

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

თეორია

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე დაინახავთ ტექსტს გახმოვანების გარეშე. ტექსტში მოცემული ინფორმაციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქალის წარმოდგენა პოლიციის მიერ ჩარევის აუცილებლობასა და ამ ჩარევის ფორმაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეტაპსა და პროცესში იმყოფება ქალი. ეს პროცესები კი შეიძლება იყოს: სიტუაციის მართვა, რეალობის დამახინჯებული აღქმა, ძალადობის განმარტება, ურთიერთობის გადაფასება, ურთიერთობის შეწყვეტა თუ ძალადობის შეწყვეტა. ტექსტური მასალის გამოყენებით, მსმენელებთან ერთად განიხილეთ, დაზარალებულთათვის კონკრეტულ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რა სახის მოქმედებებია შესასრულებელი.

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ეკრანზე ნახავთ შემდეგ ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ზოგიერთი ქალი ამ ეტაპებს სწრაფად გადის, ზოგი კი - ნელა.

დააჭირეთ ღილაკს „წინ“ და ეკრანზე ნახავთ მეორე ტექსტს:

ოჯახური ძალადობა

დაზარალებულები

შესავალი

პროცესები

პოლიციელის როლი

ქალის მოლოდინი პოლიციის ქცევისადმი დამოკიდებულია იმ ეტაპზე, რომელზეც ქალი იმყოფება.

ძალადობის შეწყვეტის მცდელობა

ქალს აუცილებელად აუხსენით, რომ ის მსხვერპლია

მხარი დაუჭირეთ ქალს, მოძალადისთვის ბრალდების წაყენებაში

  • მოძალადეს განუმარტეთ, რომ მისი ასეთი ქცევა დაუშვებელია

ვიდეოსიუჟეტი

ღილაკის „განხილვა“ არჩევის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“, თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მსხვერპლი მოგვითხრობს მის მიერ სიტუაციის აღქმაზე. ამ ვიდეოსიუჟეტზე დაყრდნობით მსმენელებთან ერთად იმსჯელეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებზე.

4 4. ინსტრუქცია

▲back to top


მთავარ მენიუში აირჩიეთ ღილაკი „ინსტრუქცია“.

მოცემულ ქვემენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება განცხადების შეტანა ჩარევის შემდგომი მოქმედებები

  • დააჭირეთ ღილაკს „გამოძახებაზე რეაგირება“.

  • დააჭირეთ ღილაკს „განცხადების შეტანა“.

  • დააჭირეთ ღილაკს „ჩარევის შემდგომი მოქმედებები“.

4.1 4.1 გამოძახებაზე რეაგირება

▲back to top


ამ ნაწილში განმარტებულია, ოჯახური ძალადობის დროს როგორ უნდა განახორციელონ ჩარევა პოლიციელებმა.

ქვემენიუში მოცემულია შემდეგი ოპციები: „შესავალი“, „ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“, „ბავშვები“.

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება განცხადების შეტანა ჩარევის შემდგომი მოქმედებები

შესავალი

ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის

ბავშვები

შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  • დააჭირეთ ღილაკს „შესავალი“,

  • დააჭირეთ ღილაკს „ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“,

  • დააჭირეთ ღილაკს „ბავშვები“.

4.1.1 შესავალი

შესავალში მოკლედ არის აღწერილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროს პოლიციის მიერ ჩარევის განხორციელების პროცედურები და ამ პროცესის თითოეული ფაზა, ამ ნაწილში უფრო დეტალურადაა გადმოცემული „ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“.

დააჭირეთ ღილაკს „თეორია“ და ნახეთ სლაიდები.

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება განცხადების შეტანა ჩარევის შემდგომი მოქმედებები

შესავალი

ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის

ბავშვები

დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების მიღებისთანავე აუცილებელია დაუყოვნებლივ რეაგირება. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების საკითხს.

ბოლოს და ბოლოს, მოძალადე მამაკაცი საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ პოლიციელისთვისაც.

ამიტომ უნდა გამოიყოს პოლიციელთა მოქმედების ეფექტურობისთვის 4 ძირითადი პრინციპი:

  • მსხვერპლისა და დაზარალებულების უსაფრთხოება;

  • ბავშვების უსაფრთხოება;

  • პოლიციელების უსაფრთხოება;

  • მოძალადის წინააღმდეგ მიმართული სანქცია.

ოჯახური ძალადობის სიტუაციაში ჩარევისას პოლიცია მესამე მხარეს წარმოადგენს. ამიტომ მესამე მხარის კონფლიქტში მონაწილეობა ეფექტური იქნება, თუკი ეს მეთოდი


გამოიყენება კონკრეტულად ოჯახური ძალადობის შემთხვევებისთვის შემუშავებული ადაპტირებული ვერსიის სახით.

ეს მეთოდი შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

I ეტაპი: შემთხვევის ადგილთან მიახლოება;

II ეტაპი: ორივე მხარესთან ურთიერთობის დამყარება.

III ეტაპი: მომხდარის შესახებ ინფორმაციის მოპოვება/შეგროვება;

IV ეტაპი: პრობლემის გადაჭრა.

ერთობლივი მუშაობა - ეს მეხუთე ელემენტია, რომელიც აუცილებელია ყოველი ეტაპის დროს.

4.1.2 ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის

პროგრამის ამ ნაწილში აღწერილია ოჯახური ძალადობის შემთხვევებში პოლიციის ჩარევის თითოეული ეტაპი.

დააჭირეთ ღილაკს „ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“ და ნახავთ ახალ ეკრანს:

ოჯახური ძალადობა
ჩარევის განხორციელება

მოახლოება
ურთიერთობის დამყარება
ინფორმაციის შეგროვება
პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა

ეკრანის ზედა მხარეზე განლაგებულია ნაცრისფერი და ცისფერი ღილაკები: ღილაკები „სლაიდების ჩვენება“ მარცხნიდან მარჯვნივ განლაგებულია „სლაიდების ჩვენების“ოთხი ღილაკი:

  • მიახლოვება

  • ურთიერთობის დამყარება

  • ინფორმაციის შეგროვება

  • პრობლემის გადაჭრა

დააჭირეთ „სლაიდების ჩვენების“ ერთ-ერთ ღილაკს და იხილავთ სლაიდს, რომელშიც მოცემულია ჩარევის ყოველი ეტაპის პროცედურები.

ღილაკივიდეო

ძირითადი ღილაკების თავზე მოცემულია ღილაკების „ვიდეო“ ორი რიგი. ერთ-ერთი ღილაკის არჩევის შემთხვევაში, ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია პოლიციის ჩარევის ცალკეული ეტაპი.

  • ძირითადი ღილაკების თავზე განლაგებული ღილაკების ორი რიგი მიეკუთვნება „სწორ მიდგომას“. მოცემულია სწორი მიდგომის ორი ვარიანტი:

1. ძალისმიერი შეღწევის გარეშე. ყველაზე ზემოთ მდებარე რიგში განლაგებულ სამ ღილაკში მოცემულია სცენარები, მათში მოცემულია ის პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები და გარემოებები, რომლებიც პოლიციელებს არ აძლევს სახლში ძალისმიერი შეღწევის საშუალებას. თითოეული ღილაკის საშუალებით ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც მიესადაგება პროცედურის კონკრეტულ ეტაპს, ან „მოახლოებას“ ან „ურთიერთობის დამყარებას“ ან „ინფორმაციის შეგროვებას“.

მოახლოვება
ურთიერთობის დამყარება
ინფორმაციის შეგროვება
პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა

მასწავლებელს შეუძლია ვიდეოსიუჟეტებზე დაყრდნობით განიხილოს შემდეგი საკითხები:

- პირველი კონტაქტი;

- პირველი რეაქცია და გამოძიების დაწყება;

- მეზობლებისგან ინფორმაციის მიღება;

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არ გვაქვს ძალისმიერი შეღწევის უფლება;

- მოძალადის გაფრთხილება;

- ურთიერთობის დამყარება დაზარალებულთან (საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება შესაძლებელია მეზობელთან);

- მეზობლებთან გასაუბრება (გადაუდებელი ვითარების წარმოქმნის შემთხვევისთვის მეზობლებს შეიძლება დაუტოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია, მეზობლებს სთხოვეთ, ყურადღებით იყვნენ).

1. ძალისმიერი შეღწევა. „სლაიდების ჩვენების“ ზემოთ განთავსებულ ოთხ ღილაკში მოცემულია სცენარები და მათში მოცემულია ის პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები და გარემოებები, რომლებიც პოლიციელებს აძლევს სახლში ძალით შეღწევის საშუალებას. ღილაკის „ვიდეო“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები, რომლებიც მიესადაგება პროცედურის კონკრეტულ ეტაპს, ან „მოახლოვებას“ ან „ურთიერთობის დამყარებას“ ან „ინფორმაციის შეგროვებას“.

მოახლოვება
ურთიერთობის დამყარება
ინფორმაციის შეგროვება
პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა

მასწავლებელს შეუძლია ვიდეოსიუჟეტებზე დაყრდნობით განიხილოს შემდეგი საკითხები:

  • პირველი კონტაქტი;

  • მიზანშეწონილია თუ არა ძალისმიერი შეღწევა;

  • მოძალადის დამშვიდების მიზნით მასზე ზემოქმედება;

  • მხარეების განცალკევება;

  • ინფორმაციის მოპოვება დაზარალებულთან გასაუბრებით;

  • ინფორმაციის მოპოვება მოძალადესთან გასაუბრებით;

  • დაზარალებულისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დახმარების მიღების შესაძლებლობაზე, გაგზავნა ასეთი დახმარების მისაღებად ან მისთვის დახმარების აღმოჩენა;

  • მოძალადის დაკავება და პოლიციის განყოფილებაში მიყვანა.


  • ძირითადი ღილაკების ქვეშ განლაგებული ღილაკები აღწერს იმ შეცდომებს, რომელთა გათვალისწინებაც პოლიციელისთვის აუცილებელია ოჯახური ძალადობის დროს ჩარევისას. ღილაკის „ვიდეო“ საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოსიუჟეტები, რომლებიც მიესადაგება პროცედურის კონკრეტულ ეტაპს, ან „მოახლოვებას“ ან „ურთიერთობის დამყარებას“ ან „ინფორმაციის შეგროვებას“.

მოახლოვება
ურთიერთობის დამყარება
ინფორმაციის შეგროვება
პრობლემის გადაჭრა

ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა
ერთობლივი მუშაობა

მასწავლებელს შეუძლია ვიდეოსიუჟეტებზე დაყრდნობით განიხილოს შემდეგი საკითხები:

- ცუდი მომზადება;

- პოლიციელის მანქანა მიდის ჩართული სირენით;

- პოლიციელების სუსტი ურთიერთქმედება;

- პოლიციელებს დაავიწყდათ წარდგენა, ამიტომ მათ ძმა, რომელმაც კარი გააღო, მიიჩნიეს სახლის მეპატრონედ;

- პოლიციელები სახლში შეიჭრნენ ძალისმიერი შეღწევისთვის არასაკმარისი მიზეზის საფუძველზე;

- პოლიციელებმა ვერ შეძლეს მხარეების განცალკევება;

- პოლიციელებს დაავიწყდათ იარაღის ან სხვა ნივთების შემოწმება, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული (მოძალადე განაგრძობდა ფეხსაცმლის ქნევას);

- შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მამაკაცი-პოლიციელი მოექცა მოძალადის გავლენის ქვეშ, რომელიც ცდილობდა ეთამაშა მამაკაცურ სოლიდარობაზე;

- პოლიციელები საუბრით ცდილობდნენ მამაკაცისა და ქალის დამშვიდებას, ნაცვლად იმისა, რომ გაეფრთხილებინათ მოძალადე მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ.

4.1.2.1 მიახლოვება

სლაიდი

ღილაკი „მიახლოვება“ არჩევის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, გზაში, პოლიციელებს აქვთ გარკვეული დრო, ჩვეულებრივი დაპირისპირების შემთხვევას მომზადებული შეხვდეს.

ინფორმაციის შეგროვება:

  • შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ

  • მოძალადის შესახებ

  • დაზარალებულის შესახებ

კოლეგებთან ერთად განიხილეთ, რომელ სტრატეგიას მიმართავთ და ჩარევის მოქმედებათა რა გეგმას გამოიყენებთ შემთხვევვის ადგილზე მისვლისას. მოქმედებათა კოორდინირების მიზნით გაინაწილეთ როლები/ფუნქციები.

ვიდეოსიუჟეტი

4.1.2.1.1 მიახლოვება - ძალისმიერი შეღწევის გარეშე

დააჭირეთ ღილაკის „მიახლოვება“ ზემოთ არსებულ პირველ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება ორი პოლიციელის მანქანით მგზავრობით. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

მორიგე: ანა პერტაია
6124, ვიძახებ 6124-ს...
II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, გისმენთ . . . . გისმენთ

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №1-ის სცენარში.

4.1.2.1.2 მიახლოვება - ძალისმიერი შეღწევა

დააჭირეთ ღილაკს, რომელიც უშუალოდ ღილაკის „მოახლოება“ თავზეა განლაგებული და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს (ეს ფრაგმენტი ზუსტად ისეთივეა, როგორც №4.1.2.1.1 „მიახლოვება - ძალისმიერი შეღწევის გარეშე“) და იწყება ორი პოლიციელის მანქანით მგზავრობით.

ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

მორიგე: ანა პერტაია
6124, ვიძახებ 6124-ს...
II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, გისმენთ ... გისმენთ
ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის№2-ის სცენარში.

4.1.2.1.3 მიახლოვება - შეცდომა

დააჭირეთ ღილაკს, რომელიც განლაგებულია ღილაკის „მიახლოვება“ ქვეშ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება ორი პოლიციელის მანქანით მგზავრობით.

ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

მორიგე: ანა პერტაია
6124, ვიძახებ 6124-ს...
II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, გისმენთ ... გისმენთ
ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №3-ის სცენარში.

4.1.2.2 ურთიერთობის დამყარება

სლაიდი

„ურთიერთობის დამყარება“ ღილაკზე დაჭერისას ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით:

შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, გზაში, პოლიციელებს აქვთ გარკვეული დრო, ჩვეულებრივი დაპირისპირების შემთხვევას მომზადებული შეხვდეს.

ინფორმაციის შეგროვება:

  • შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ

  • მოძალადის შესახებ

  • დაზარალებულის შესახებ

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეაფასეთ სიტუაცია.

კოლეგებთან ერთად განიხილეთ, რომელ სტრატეგიას მიმართავთ და ჩარევის მოქმედებათა რა გეგმას გამოიყენებთ შემთხვევის ადგილზე მისვლისას. მოქმედებათა კოორდინირების მიზნით გაინაწილეთ როლები/ფუნქციები.

ვიდეოსიუჟეტი

4.1.2.2.1 ურთიერთობის დამყარება - ძალისმიერი შეღწევის გარეშე

დააჭირეთ ღილაკის „ურთიერთობის დამყარება“ ზემოთ არსებულ პირველ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება ქუჩაში სირენაჩართული პოლიციის მანქანის მისვლით.

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №1-ის სცენარში.

4.1.2.2.2 ურთიერთობის დამყარება - ძალისმიერი შეღწევა

დააჭირეთ უშუალოდ ღილაკის „ურთიერთობის დამყარება“ ზემოთ არსებულ პირველ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება ქუჩაში სირენაჩართული პოლიციის მანქანის მისვლით.

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №2-ის სცენარში.

4.1.2.2.3 ურთიერთობის დამყარება - შეცდომა

დააჭირეთ ღილაკის „ურთიერთობის დამყარება“ ქვეშ არსებულ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება ქუჩაში სირენაჩართული პოლიციის მანქანის მისვლით. ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №3-ის სცენარში.


4.1.2.3 ინფორმაციის შეგროვება/მოპოვება

სლაიდი

„ინფორმაციის შეგროვება“ ღილაკზე დაჭერისას ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით:

შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, გზაში, პოლიციელებს აქვთ გარკვეული დრო, ჩვეულებრივი დაპირისპირების შემთხვევას მომზადებული შეხვდეს.

ინფორმაციის შეგროვება:

  • შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ

  • მოძალადის შესახებ

  • დაზარალებულის შესახებ

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეაფასეთ სიტუაცია.

კოლეგებთან ერთად განიხილეთ, რომელ სტრატეგიას მიმართავთ და ჩარევის მოქმედებათა რა გეგმას გამოიყენებთ შემთხვევვის ადგილზე მისვლისას. მოქმედებათა კოორდინირების მიზნით გაინაწილეთ როლები/ფუნქციები.

ვიდეოსიუჟეტი

4.1.2.3.1 ინფორმაციის შეგროვება - ძალისმიერი შეღწევის გარეშე

დააჭირეთ ღილაკის „ინფორმაციის შეგროვება“ ზემოთ არსებულ პირველ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება შემდეგი ტექსტით:

პეტრიაშვილი (მიმართავს პოლიციელებს): აბა, კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

I პატრული (ცდილობს გიორგი პეტრიაშვილისგან მეტი ინფორმაცია მოიპოვოს): ბატონო გიორგი, ცოლთან რაიმე პრობლემები გაქვთ?

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №1-ის სცენარში.

4.1.2.3.2 ინფორმაციის შეგროვება - ძალისმიერი შეღწევა

დააჭირეთ უშუალოდ ღილაკის „ინფორმაციის შეგროვება“ ზემოთ არსებულ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება შემდეგი ტექსტით: გიორგი პეტრიაშვილი: (უეცრად, საკმაოდ სანდო მანერით საუბრობს) ხომ იცით, ქალები როგორები არიან . . . სულ რაღაცაზე წუწუნებენ. ხანდახან ჩვენც ვჩხუბობთ, თუმცა ძირითადად მე მის წუწუნზე არ ვრეაგირებ. II პატრული (ლადო კურტანიძე):

კარგით, ესე იგი, ჩხუბი გქონდათ, ეს ფეხსაცმელი რისთვის გინდოდათ?

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის№2-ის სცენარში.

4.1.2.3.3 ინფორმაციის შეგროვება - შეცდომა

დააჭირეთ ღილაკის „ინფორმაციის შეგროვება“ ქვეშ განლაგებულ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება შემდეგი ტექსტით:

II პატრული (ლადო კურტანიძე)

კარგით, ბატონო გიორგი, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვაინტერესებს აქ რა მოხდა. . . გიორგი პეტრიაშვილი (ფეხსაცმელი ისევ ხელში უჭირავს):

მას გინდათ, მოუსმინოთ არა?

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №3-ის სცენარში.

4.1.2.4 პრობლემის გადაჭრა

სლაიდი

დააჭირეთ ღილაკს „პრობლემის გადაჭრა“ და ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, გზაში, პოლიციელებს აქვთ გარკვეული დრო, ჩვეულებრივი დაპირისპირების შემთხვევას მომზადებული შეხვდეს.

ინფორმაციის შეგროვება:

  • შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ

  • მოძალადის შესახებ

  • დაზარალებულის შესახებ

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეაფასეთ სიტუაცია.

კოლეგებთან ერთად განიხილეთ, რომელ სტრატეგიას მიმართავთ და ჩარევის მოქმედებათა რა გეგმას გამოიყენებთ შემთხვევვის ადგილზე მისვლისას. მოქმედებათა კოორდინირების მიზნით გაინაწილეთ როლები/ფუნქციები.

ვიდეოსიუჟეტი

4.1.2.4.1 პრობლემის გადაჭრა - ძალისმიერი შეღწევა

დააჭირეთ უშუალოდ ღილაკის „პრობლემის გადაჭრა“ თავზე განლაგებულ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც შემდეგი ტექსტით იწყება:

I პატრული (ნათია ბაქრაძე):

როცა თქვენი ქმარი თქვენ და თქვენს ქალიშვილს სცემს, ის დანაშაულის სჩადის. თქვენ შეგიძლიათ მის წინააღმეგ ჩვენება მისცეთ, ეს საკმარისი იქნება გამოძიების დასაწყებად.

ვიცი, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ თქვენ უნდა დაფიქრდეთ ამაზე. საფიქრალი კი ბევრია, განსაკუთრებით თქვენი უსაფრთხოება.

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №2-ის სცენარში.

4.1.2.4.2 პრობლემის გადაჭრა - შეცდომა

დააჭირეთ ღილაკის „პრობლემის გადაჭრა“ ქვეშ არსებულ ღილაკს და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც შემდეგი ტექსტით იწყება:

I პატრული (ნათია ბაქრაძე)

თავს როგორ გრძნობთ, ქალბატონო ირინა? შუბლზე ჭრილობა გაქვთ. გინდათ, ექიმი გამოვიძახოთ?

გიორგი პეტრიაშვილი:

აა, ეს? ეს გუშინდელია. ეს სულელი გუშინ ისევ დათვრა. სულ რაღაცას ეჯახება, გუშინ კი კიბიდან დაგორდა. მეც ვეუბნებოდი, რომ შუბლი ექიმისთვის უნდა ეჩვენებინა, მაგრამ არ უნდა. მოსწონს, როცა ეცოდებათ.

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №3-ის სცენარში.

4.1.2.5 შეხედულება

ეკრანზე „ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“ არის სამი ღილაკი „შეხედულება“, ერთ-ერთ ღილაკზე დაჭერისას, ნახავთ პოლიციელსა და მსხვერპლს, რომლებიც ვიდეოსიუჟეტის სცენარში მოცემულ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამენ.

მასწავლებელს შეუძლია მათი გამოყენება პოლიციის მოქმედებებსა და სიტუაციაში მონაწილე პირების მიერ ამ მოქმედებათა აღქმას შორის კავშირის განსახილველად.

ეკრანის მარჯვენა ნაწილში განლაგებულია „შეხედულებების“ სამი ღილაკი, თითოეული მათგანი წარმოგვიდგენს ვიდეოსიუჟეტში მოცემული სიტუაციის შესახებ პოლიციელის ან მსხვერპლის შეხედულებას.

  • ზედა ღილაკზე დაჭერისას გაეცნობით ქალი-პოლიციელის შეხედულებას;

  • შუა ღილაკზე დაჭერისას გაეცნობით მამაკაცი-პოლიციელის შეხედულებას;

  • ქვედა ღილაკზე დაჭერისას გაეცნობით დაზარალებულის შეხედულებას.

„შეხედულების“ შუა და ქვედა ღილაკი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც დააჭერთ „ძალისმიერი შეღწევის გამოუყენებლობის“ ერთ-ერთ ვიდეო-ღილაკს.

4.1.2.5.1 მამაკაცი-პოლიციელი

დააჭირეთ შუა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

მართალი რომ გითხრათ, ქალის ასეთ მდგომარეობაში მიტოვება არ შემიძლია. ქმარს ის მაინც ვაგრძნობინეთ, რომ ვიცით, რასაც აკეთებს. იმედია, ეს საკმარისი იქნება, ცოლმა რომ გააცნობიეროს ამ პრობლემის სერიოზულობა. იმედი მაქვს, ქმარი შეჩერდება.

4.1.2.5.2 დაზარალებული

დააჭირეთ ქვედა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

როცა ქმარმა პოლიციელები არ შემოუშვა, თავს უმწეოდ ვგრძნობდი. შემდეგ კი, როცა ისინი კითხვებს მისვამდნენ, ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ ვერაფერი ვუთხარი.


მეორე დღეს მეზობელი შემხვდა და მან მითხრა, რომ პოლიციელებმა ჩემთვის ინფორმაცია დაუტოვეს. ძალიან მესიამოვნა, რომ ვინმეს ჩემი დაცვა შეუძლია . . .

ღილაკებიშეხედულებასცენარშიძალისმიერი შეღწევა

„შეხედულების“ შუა და ქვედა ღილაკი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც დააჭერთ „ძალისმიერი შეღწევის“ ერთ-ერთ ვიდეო-ღილაკს.

4.1.2.5.3 ქალი-პოლიციელი

დააჭირეთ ზედა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

მიხარია, რომ ცოლთან პირისპირ საუბარი შევძელი. მაგრამ მაინც ძალიან ძნელია. ერთი მხრივ, გინდა მასზე იზრუნო, მეორე მხრივ, ის ადვილად შეიძლება იქცეს უსუსურ მსხვერპლად.

4.1.2.5.4 მამაკაცი-პოლიციელი

დააჭირეთ შუალა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

თუ ჩვენ სახლში შესვლის კანონიერი უფლება გვაქვს, ჩვენ ვალდებულნი ვართ შევიდეთ. მშვენიერია. ყველაზე რთული ისაა, რომ სულ უნდა აბალანსო სიტუაცია, ერთი მხრივ, ქმარი უნდა დაამშვიდო, მეორე მხრივ, მას არ უნდა შეექმნას წარმოდგენა, რომ ჩვენ მის მხარეს ვართ.

4.1.2.5.5 დაზარალებული

დააჭირეთ ქვედა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

პოლიციელები რომ მოვიდნენ, ისეთი შვება ვიგრძენი... თავიდან მეგონა, რომ ჩემი ქმარი რაღაცეებს მოუყვებოდა და ყველაფერი ამით დასრულდებოდა. რადგან ქალ-პოლიციელთან პირისპირ საუბრის საშუალება მომეცა, ვინმეს მაინც მოვუყევი ყველაფერი. პოლიციელი მეხმარებოდა იმის გაცნობიერებაში, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის.

კარგია როცა იცი, რომ ვინმეს შენი დაცვა შეუძლია.

ღილაკებიშეხედულებასცენარშიარ გამოიყენოთ ძალისმიერი შეღწევა

„შეხედულების“ შუა და ქვედა ღილაკი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც დააჭერთ „შეცდომის“ ერთ-ერთ ვიდეო-ღილაკს.

4.1.2.5.6 ქალი-პოლიციელი

დააჭირეთ ზედა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

სახლში შესვლისთვის საკმარისი საფუძველი გვქონდა, მაგრამ ბევრის გაკეთება ვერ შევძელით. ცოლმა არაფერი თქვა, ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა. ყველაზე


კარგი, რისი გაკეთებაც შეიძლება - ყველას დამშვიდებაა და იმედი იმისა, რომ შემდგომში ეს აღარ განმეორდება.

4.1.2.5.7 დაზარალებული

დააჭირეთ ქვედა ღილაკს, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით.

ვერ დამიჯერებია, რომ პოლიციელები მოვიდნენ და ჩემმა ქმარმა მათი გაცურება მოახერხა. მათ ჩემთვის არც კი უკითხავთ, რა მოხდაო . . .

ადრე მეგონა, რომ პოლიციას მართლა შეეძლო ჩემი დახმარება, ახლა კი მესმის, რომ ეს დროის ფუჭად ხარჯვაა.

შედეგად რა მივიღე? ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ჩემი ქმარი უფრო აგრესიული გახდა.

4.1.3 ბავშვები

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება განცხადების შეტანა ჩარევის შემდგომი მოქმედებები

შესავალი

ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის

ბავშვები

ღილაკი „გამოძახებაზე რეაგირება“ არჩევის შემდეგ, ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩნდება სამი ღილაკი: „შესავალი“, „ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“ და „ბავშვები“.

სლაიდების ღილაკი აქტიურდება ღილაკზე „ბავშვები“ დაჭერის შემდეგ. დააჭირეთ ღილაკს „სლაიდი“, შემდეგ კი ღილაკს „გაშვება“, თქვენ ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით:

ოჯახური ძალადობის დროს ხშირად პოლიციელები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ბავშვებს. ბავშვებიც იტანჯებიან მოძალადის მოქმედებებისგან. ხანდახან მამაკაცი ქალს შვილების მოკვლითაც ემუქრება, თუკი ქალი მის მიტოვებას აპირებს. ზოგჯერ მუქარას ასრულებენ კიდეც.

როცა იმ სახლში შედიხართ, სადაც ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ყოველთვის შეამოწმეთ, არიან თუ არა ბავშვები სახლში. დარწმუნდით, რომ ისინი დაჭრილები არ არიან და საფრთხე არ ემუქრებათ.

ძალადობის საქმეზე მოწმედ ყოფნა, ისევე როგორც პოლიციის განყოფილებაში ყოფნა, ბავშვებისთვის მძიმე გამოცდაა. ბავშვებს მოეპყარით წყნარად და პატივისცემით.

4.2 4.2 განცხადების შეტანა

▲back to top


პროგრამის ეს ნაწილი შედგება სლაიდებისა და ვიდეოსიუჟეტებისგან.

  • სლაიდებში განმარტებულია, რა მდგომარეობაში არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, როდესაც ისინი პოლიციის განყოფილებაში მიდიან. მსმენელის სახელმძღვანელოში მოცემულია უფრო დეტალური ინფორმაცია პოლიციელის მოქმედებებზე. მასწავლებელს შეუძლია ვიდეოსიუჟეტების განხილვამდე, სლაიდებზე დაყრდნობით ზოგადი ინფორმაცია მიაწოდოს მსმენელებს.

  • ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია ქალი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში ოჯახური ძალადობის შესახებ განცხადების შესატანად მიდის. სცენარში ნაჩვენებია ის შეცდომები, რომლებსაც პოლიციელებმა თავი უნდა აარიდონ დაზარალებულისგან ოჯახური ძალადობის განცხადების მიღებისას. მასწავლებელს შეუძლია მსმენელებთან ერთად განიხილოს პოლიციელთა მიერ დაშვებული შეცდომები, ასევე მას შეუძლია ისარგებლოს მსმენელის სახელმძღვანელოს #4.2.1 ნაწილში მოცემული ინსტრუქციით.

  • „შეხედულებაში“ პოლიციელი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ვიდეოსიუჟეტში მოცემული სიტუაციის შესახებ.

„ინსტრუქციის“ ეკრანზე დააჭირეთ ღილაკს „განცხადების შეტანა“.

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება

განცხადების შეტანა

ჩარევის შემდგომი მოქმედებები

4.2.1 სლაიდები

თავდაპირველად დააჭირეთ ღილაკს „თეორია“, სლაიდების ჩვენებისთვის კი დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“, სლაიდს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

ხანდახან ძალადობის მსხვერპლი თავად მიდის პოლიციის განყოფილებაში განცხადების შესატანად, მაგალითად გამოძახებაზე მისული პოლიციელის თხოვნით.

ქალისთვის ეს მძიმე ნაბიჯია, ქალებს ხშირად რცხვენიათ და განიცდიან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას.

ამიტომ მოგვინებით ქალმა შეიძლება უარი განაცხადოს განცხადების შეტანაზე.

ასეთ სიტუაციებში პოლიციელებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ, მაგალითად, დახმარების შეთავაზება.

გარდა ამისა, პოლიციელს შეუძლია ქალზე გავლენის მოხდენა, თუკი ქალი გრძნობს თქვენი მხრიდან მხარდაჭერას, პატივისცემასა და დახმარებას, მან შესაძლოა უფრო თამამად გადადგას ნაბიჯი საქმის აღძვრისაკენ.

4.2.2 ვიდეოსიუჟეტი

თავდაპირველად დააჭირეთ ღილაკს „განხილვა“. ეკრანზე გამოჩნდება ორი ღილაკი „ქალი მიდის პოლიციაში“ და „პოლიციელის შეხედულება“.

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება

განცხადების შეტანა

ჩარევის შემდგომი მოქმედებები

ქალი მიდის პოლიციაში

პოლიციელის შეხედულება

თქვენ შეგიძლიათ ორი ვარიანტიდან აირჩიოთ ერთ-ერთი:

  • ვიდეოსიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „ქალი მიდის პოლიციაში“;

  • იმ ნაწყვეტის სანახავად, რომელშიც პოლიციელი გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, დააჭირეთ ღილაკს „პოლიციელის შეხედულება“.

4.2.2.1 ქალი მიდის პოლიციაში

ღილაკს „ქალი მიდის პოლიციაში“ არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“, თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც იწყება შემდეგი ტექსტით.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
შემიძლია დაგეხმაროთ?
ვერონიკა უბილავა:
დიახ. ჩვენთან სახლში პოლიციელი იყო, რომელმაც მითხრა რომ მე განცხადების შემოტანა შემიძლია.

ვიდეოსიუჟეტის სრული ტექსტი მოცემულია დანართის №4-ის სცენარში.

ამ ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია ქალი, რომელიც ოჯახური ძალადობის შესახებ განცხადების შესატანად მიდის პოლიციის განყოფილებაში. მას გამოძახებაზე მისულმა პოლიციელება ურჩიეს ამის გაკეთება. ვიდეოსიუჟეტში წარმოდგენილია რამდენიმე შეცდომა, რომელთა დაშვებასაც თავი უნდა აარიდონ პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში მსხვერპლის დაკითხვისას: შეცდომები:

  • გამოკითხვას აწარმოებს მამაკაცი - პოლიციელი; მას დაავიწყდა ქალისთვის შეეთავაზებინა ქალ-პოლიციელთან გასაუბრება, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრების დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება ქალი-პოლიციელი.

  • პოლიციელი არ უზრუნველყოფს დაზარალებულთან საუბრის კონფიდენციალურობას: ქალის საქმის შესახებ ჭორაობს კოლეგასთან, ავიწყდება კარის დაკეტვა, საუბრის დროს ოთახში შემოდიან სხვა პოლიციელები;

  • პოლიციელი ქალს არ უთმობს სათანადო დროს იმისთვის, რომ მსხვერპლმა მისთვის მოსახერხებელი ფორმით მოუთხროს მომხდარის შესახებ, პოლიციელი ქალს ხშირად აწყვეტინებს საუბარს უტაქტოტექნიკური კითხვებით“;

  • პოლიციელი ყურადღებით არ უსმენს მსხვერპლს (მას საუბარს აწყვეტინებს ისეთი შენიშვნებით, როგორიცაადიახ, ეს უკვე ვიცი“);

  • პოლიციელი დაზარალებულს არ უყურებს თვალებში;

  • პოლიციელი თავს უფლებას აძლევს განსაჯოს დაზარალებულის მოქმედება, აკეთებს ისეთ კომენტარებს როგორიცაა: „რატომ მიეცით ამის უფლება? რატომ არ შეეწინააღმდეგეთ?“

  • პოლიციელის ქცევიდან ჩანს, რომ მისი მიზანი არ არის მსხვერპლის დახმარება, პოლიციელი ქალს ეუბნება, რომ წინა შემთხვევის დროს, როცა პოლიცია მივიდა გამოძახებაზე, ქალმა არ შეიტანა განცხადება, რის გამოც პოლიციის მხრიდან რაიმეს გაკეთების იმედი ამჯერადაც არ უნდა ჰქონდეს.

4.2.2.2 პოლიციელის შეხედულება

ვიდეოსიუჟეტის დანახვისთვის ღილაკს „პოლიციელის შეხედულება“ არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.

თქვენ ნახავთ პოლიციელს, რომელიც ოჯახური ძალადობის შესახებ შეხედულებას გამოთქვამს, ის ამბობს შემდეგს:

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა დახმარებისთვის ყოველგვარი იმედის გარეშე მოგვმართავენ. ხშირად მათ ეშინიათ და ჰგონიათ, რომ ამაში თვითონ არიან დამნაშავენი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის დამოკიდებულება: დრო უნდა დაუთმოთ, უნდა გამოხატოთ პატივისცემა, მზრუნველობა და ნდობა.

ამ სიუჟეტში იგივე ქალია ნაჩვენები, რომელიც სიუჟეტის დროსმიდის პოლიციაში“. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ეს სიუჟეტი ქალის მიერ პოლიციელის ქცევის აღქმის გადმოსაცემად.

4.3 4.3 ჩარევის შემდგომი მოქმედებები

▲back to top


„ინსტრუქციის“ ეკრანზე დააჭირეთ ღილაკს „ჩარევის შემდგომი მოქმედებები“.

ოჯახური ძალადობა

ინსტრუქცია

გამოძახებაზე რეაგირება

განცხადების შეტანა

ჩარევის შემდგომი მოქმედებები

აღნიშნულ ქვემენიუში შესაძლებელია აირჩიოთ ორი ვარიანტი:

  • სლაიდის ჩვენებისთვის დააჭირეთ ღილაკს «თეორია». სლაიდში მოცემულია მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მოქმედებებს შეიძლება მიმართოს პოლიციელმა ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ჩარევის მომდევნო დღეს ან რამდენიმე დღის შემდეგ.

  • ვიდეოსიუჟეტის ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „განხილვა“. ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია ქალის („ინსტრუქცია ჩარევის განხორციელებისთვის“ ვიდეოსიუჟეტის მონაწილე) მოსაზრება ჩარევის შემდეგ პოლიციელის დამატებითი ვიზიტის შესახებ.

ინსტრუქტორს სლაიდისა და ვიდეოსიუჟეტის საშუალებით შეუძლია მსმენელებთან ერთად განიხილოს ის მოქმედებები, რომელიც პოლიციელმა შეიძლება განახორციელოს ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ჩარევიდან რამდენიმე დღეში. დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე ასევე მოცემულია სტუდენტის სახელმძღვანელოში.

სლაიდი: ჩარევის შემდგომი მოქმედება

დააჭირეთ ჯერ ღილაკს „თეორია“, შემდეგ კი ღილაკს „გაშვება“, თქვენ საშუალება მოგეცემათ ნახოთ სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ინციდენტის შემდგომ უმალვე მსხვერპლს არ შეუძლია თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულად აღქმა და პოლიციაში განცხადების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ამას ის, ცოტა მოგვიანებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უფრო ახერხებს. ამიტომ, სასურველია მასთან სახლში განმეორებითი ვიზიტის განხორციელება ან მისი პოლიციის განყოფილებაში მოწვევა. თქვენ შეგიძლიათ:

განუმარტოთ დაზარალებულს, რომ ოჯახური ძალადობა დანაშაულია. და რომ მოძალადე მომხდარის გამო პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

შეამოწმოთ დაზარალებულისა და ბავშვების მდგომარეობა - თუ მათ აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები, უნდა გააგზავნოთ საავადმყოფოში.

ჰკითხოთ დაზარალებულს, აპირებს თუ არა ის მომხდართან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში განცხადების შეტანას, და მის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროთ.

დაზარალებულთან ერთად განსაზღვრეთ, აუცილებელია თუ არა მისი უსაფრთხო ადგილას გადასვლა, თუკი მას საშიშროება ემუქრება.

აუხსენით დაზარალებულს, რა გზებს შეიძლება მიმართოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ის შეიძლება სახლიდან წავიდეს, პარტნიორს მოსთხოვოს სახლის დატოვება, დახმარებისთვის მიმართოს მეგობრებს, ნათესავებს ან შესაბამის პროფესიულ დაწესებულებებს.

ვიდეოსიუჟეტი: ქალის შეხედულება სხვა ორგანზიაციაში გაგზავნის თაობაზე

ჯერ დააჭირეთ ღილაკს „განხილვა“, შემდეგ კი ღილაკს „გაშვება“. თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ქალმა-პოლიციელმა უბრალოდ კი არ ჩაიწერა ჩემი ჩვენება, არამედ საავადმყოფოში გამაგზავნა და მირჩია, საჭიროების შემთხვევაში ვისთვის მიმემართა. იცით, ჩემით ამას ვერასდროს გავაკეთებდი.

5 დანართი - დიალოგები ვიდეოსიუჟეტებიდან

▲back to top


5.1 №1 სცენარი: არ მიმართოთ ძალისმიერ ჩარევას

▲back to top


მიახლოება

მორიგე: ანა პერტაია
6124, ვიძახებ 6124-ს...

II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, გისმენთ . . . . გისმენთ

მორიგე: ანა პერტაია

გამოძახებაა მაჩაბლის 13-ში, მაჩაბლის 15-ში მცხოვრებმა მოქალაქე თამარ რომაშვილმა დარეკა, 13 ნომრიდან მან ჩხუბისა და ყვირილის ხმა გაიგო. შეიძლება ოჯახური ძალადობის შემთხვევა იყოს. გაემგზავრეთ ამ მისამართზე და უზრუნველყავით ყველა იქ მყოფის უსაფრთხოება.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
13 ნომრის მაცხოვრებლები რა გვარის არიან?

მორიგე: ანა პერტაია

პეტრიაშვილები. სამნი არიან: მამა, დედა და მათი 14 წლის გოგონა. გაურკვეველია შვილი სახლშია თუ არა.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
გვაქვს რაიმე მონაცემები ამ ოჯახზე?

მორიგე: ანა პერტაია
არა, არანაირი ნასამართლობა და ამ სახლიდან არც არასდროს ყოფილა გამოძახება.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მეზობლებმა ზუსტად რა გაიგეს?

მორიგე: ანა პერტაია
მათ ესმოდათ, როგორ უყვიროდა ეს წყვილი ერთმანეთს, ქალი ტიროდა. ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს მძიმე საგნებს ისროდნენ. მეზობლებს ადრეც სმენიათ ჩხუბის ხმა. მათი აზრით, ქმარი ცოლს სცემს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მანამდე ცოლს პოლიციაში არ დაურეკავს?

მორიგე: ანა პერტაია
არა, გამოძახება არ ყოფილა, მონაცემები არ გვაქვს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
კარგით, შევამოწმებთ . . .

მორიგე: ანა პერტაია
კარგით,

II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, კავშირს ვწყვეტ

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მგონი აქეთ უნდა შევუხვიოთ . . .
აბა, როგორ ვიმოქმედოთ?

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ დედა-შვილი კარგად არიან. მეზობლების ნათქვამიდან თუ ვიმსჯელებთ, არა მგონია სახლში შეგვიპატიჟონ.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
ვუთხრათ, რომ უნდა შევამოწმოთ ყველაფერი რიგზეა თუ არა, მაშინ შევძლებთ სახლში შესვლას და ვნახავთ ცოლი როგორ არის. . . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
კარგი, მე შევეცდები დავარწმუნო, რომ სახლში შეგვიშვას . . შენ ზურგი გამიმაგრე, თუ აგრესიული გახდა.

დააკვირდით იარაღს

II პატრული (ლადო კურტანიძე)
იქ რომ მივალთ, მე ქმარს დაველაპარაკები, შენ კი ნახე ცოლს რა სჭირს.

I პატრული (ნათია ბაქრაძე)

კარგი...

ურთიერთობის დამყარება
II პატრული (ლადო კურტანიძე) თავს უქნევს I პატრულს (ნათია ბაქრაძე): კარზე ზარს რეკავს. ხმაური წყდება და გიორგი პეტრიაშვილი აღებს კარს.

გიორგი პეტრიაშვილი:
გამარჯობათ . . . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
გამარჯობათ, თქვენ სახლის პატრონი, ბატონი გიორგი პეტრიაშვილი ხართ?

გიორგი პეტრიაშვილი:
დიახ...

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
გამარჯობათ, მე პატრულ-ინსპექტორი ნათია ბაქრაძე ვარ, ეს კი პატრულ-ინსპექტორი კურტანიძეა. შეიძლება ერთი წუთით შემოვიდეთ? თქვენთან გვსურს საუბარი . . .

გიორგი პეტრიაშვილი (დგას ნახევრად გაღებულ კარებში, მოჩვენებითად გაიკვირვა): რატომ გინდათ შემოსვლა? რამე მოხდა?

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ჩვენ შეტყობინება მივიღეთ, რომ ამ სახლში რაღაც ხდება. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. თქვენი ოჯახის წევრები სახლში არიან?

გიორგი პეტრიაშვილი:
ჩვენ ყველანი კარგად ვართ, დიდი მადლობა.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
კარგით . . . ბატონო გიორგი, თქვენ ალბათ გესმით, რომ გამოძახების შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველაფერი შევამოწმოთ. რატომ არ გინდათ სახლში სულ ერთი წუთით შემოგვიშვათ?

გიორგი პეტრიაშვილი:
ჰმ, ნებართვა გაქვთ?

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
არა, არ გვაქვს, ჩვენ უბრალოდ გვინდა სახლში შემოსვლა და თქვენთან საუბარი - სულ ეს არის.

გიორგი პეტრიაშვილი:
ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
შეიძლება თქვენს მეუღლესა და ქალიშვილს გავესაუბროთ? როგორც კი ვნახავთ, რომ ისინი კარგად არიან, წავალთ.

გიორგი პეტრიაშვილი:
ჩემი ცოლი? ის სახლშია. კარგად არის. შეგიძლიათ ნახოთ!

(გიორგი პეტრიაშვილი შედარებით ფართოდ აღებს კარს, დერეფანში, კარიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას ირინა პეტრიაშვილი, მის უკან კი მისი ქალიშვილი. ქალს სახე და თვალი ჩალურჯებული აქვს და თავდახრილი უყურებს ქმარსა და პატრულს, აშკარაა, რომ ხმის ამოღების ეშინია.)

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ქალბატონო ირინა, გამარჯობა (ბავშვს). ჩვენ აქ იმის შესამოწმებლად მოვედით, ყველაფერი წესრიგშია თუ არა. თავს კარგად გრძნობთ?
ირინა პეტრიაშვილი ნელა აქნევს თავს, უყურებს ქმარს.

II პარტული (ლადო კურტანიძე):
სახეზე რა მოგივიდათ?

გიორგი პეტრიაშვილი: (უცებ დგება ცოლსა და პოლიციელებს შორის, ოდნავ ხურავს კარს).
კიბიდან ჩამოვარდა, გუშინ ბევრი დალია. ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე . . . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე): (კიდევ ერთი მცდელობა)
ქალბატონო ირინა, თავს კარგად გრძნობთ?

გიორგი პეტრიაშვილი (მიმართავს ცოლს):
წადი, დაჯექი, ნუ მანერვიულებ.

ინფორმაციის შეგროვება

გიორგი პეტრიაშვილი (მიმართავს პოლიციელებს):
აბა, კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

I პატრული (ცდილობს გიორგი პეტრიაშვილისგან მეტი ინფორმაცია მოიპოვოს): ბატონო გიორგი - ცოლთან რაიმე პრობლემები გაქვთ?

გიორგი პეტრიაშვილი:
ჩემსა და ჩემს ცოლს შორის რაც ხდება - მხოლოდ ჩვენი საქმეა. ჩემი აზრით, დროა წახვიდეთ, ასე არ არის?

I პატრული (ნათია ბაქრაძე) უყურებს II პატრულს და ხმამაღლა მიმართავს გიორგი პეტრიაშვილს, ისე რომ მისმა ცოლმაც გაიგოს

ახლა წავალთ, მაგრამ თუ ერთ-ერთს დაგჭირდით, დავბრუნდებით. (რამდენიმე წამის განმავლობაში თვალებში უყურებს გიორგი პეტრიაშვილს, შემდეგ კი II პარტულს მიმართავს) კარგი, წავედით.

გიორგი პეტრიაშვილი კარს ხურავს. პოლიციელები მიდიან და ფანჯარაში ხედავენ ირინა პეტრიაშვილს, რომელიც ფარდის ამოფარებული იყურება.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
წამოდი, იმ მეზობელს გავესაუბროთ, რომელმაც დაგვირეკა. შეიძლება მისგან პეტრიაშვილებზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ვიდრე თვითონ პეტრიაშვილებისგან. მე-15 ნომერია არა?

II პატრული (ლადო კურტანიძე):

კი.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):


წავიდეთ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
გამარჯობათ . . . რომაშვილი თქვენ ბრძანდებით?

რომაშვილი:
დიახ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
მე პატრულ-ინსპექტორი ბაქრაძე ვარ, ეს კი პატრულ-ინსპექტორი კურტანიძეა. თქვენ გამოიძახეთ პოლიცია თქვენი მეზობლების, პეტრიაშვილების თაობაზე?

რომაშვილი:
დიახ, ასეა.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
შეიძლება ერთი წუთით შემოვიდეთ და გაგესაუბროთ?

რომაშვილი:
კი, რა თქმა უნდა.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
მადლობთ.

[სცენის დასასრული]

სხედან და ესაუბრებიან თამარ რომაშვილს).

II პატრული (ლადო კურტანიძე):
ჩვენ შევეცადეთ ბატონ პეტრიაშვილს გავსაუბრებოდით, მაგრამ გახსნილი მოსაუბრე არ არის. შეგიძლიათ გვიამბოთ, კონკრეტულად რა მოხდა?

რომაშვილი:
კი ბატონო.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
ალბათ პირველი შემთხვევა არ არის, როცა თქვენ ისმენთ პეტრიაშვილების ოჯახში მომხდარ სკანდალს, ასეა?

რომაშვილი:
კი, ადრეც რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ ამჯერად ეს მართლაც საშინელება იყო. მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
რატომ გადაწყვიტეთ პოლიციის გამოძახება?

რომაშვილი:

დაახლოებით ორი კვირის წინ ძალიან იჩხუბეს. სულ უყვირიან ერთმანეთს, იმ დღეს კი ირინა ტიროდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქმარი სცემდა. საშინელი მოსასმენი იყო. ამის შემდეგ ერთი კვირა სახლიდან არ გამოსულა. . .

პოლიციელები თავს აქნევენ.

რომაშვილი:
მე და ჩემი ქმარი ვამბობდით, ალბათ ისეა ნაცემი, რომ სახლიდან ვერ გამოდის თქო. და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ეს თუ კიდევ განმეორდებოდა პოლიციას გამოვიძახებდით.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ამასთან დაკავშირებით, ოდესმე ირინა პეტრიაშვილთან ხომ არ გისაუბრიათ?

რომაშვილი:
არა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ მათი ქალიშვილის ჩალურჯებული ხელები დავინახე და ამაზე ირინას ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ეს მისმა ქმარმა გააკეთა . . . როცა ბრაზობს, მათ სცემს. შოკირებული ვიყავი. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ თუ დახმარება დასჭირდებოდა, ყოველთვის შეეძლო ჩემთვის მოემართა. . . .

II პატრული (ლადო კურტანიძე):
გასაგებია, გარწმუნებთ, რომ მათ ყურადღებით დავაკვირდებით.

რომაშვილი:
ძალიან კარგი.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
კიდევ ერთი საკითხი. ინფორმაციას დაგიტოვებთ და იქნებ ირინა პეტრიაშვილს გადასცეთ. აქ ტელეფონი და მისამართია იმ ორგანიზაციას, რომელსაც დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს. მირჩევნია ეს ინფორმაცია თქვენ დაგიტოვოთ, ვიდრე მათ კართან, გიორგი პეტრიაშვილმა ეს რომ იპოვოს, შეიძლება ცუდი რეაქცია ჰქონდეს.

რომაშვილი:
დიახ, რა თქმა უნდა...

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ჩვენს ტელეფონის ნომერსაც დაგიტოვებთ.
(აწვდის ბარათს).
იქნებ ირინა პეტრიაშვილს სთხოვოთ დაგვირეკოს, მასთან პოლიციის განყოფილებაში გვსურს შეხვედრა.

რომაშვილი:
დიახ, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით...

I პატრული (ნათია ბაქრაძე):


ძალიან დიდი მადლობა და ასევე დიდი მადლობა ზარისთვის. ძალიან გთხოვთ, კიდევ რამე თუ მოხდება, იმ წუთშივე დაგვირეკეთ.

რომაშვილი:
კი, კი, აუცილებლად.

I და II პატრული (ხელს უწვდიან რომაშვილს):
კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო თამარ

რომაშვილი:
ნახვამდის.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
ნახვამდის და დიდი მადლობა.

5.2 №2 სცენარი: ძალისმიერი ჩარევა

▲back to top


მიახლოება

მორიგე: ანა პერტაია
6124, ვიძახებ 6124-ს...

II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, გისმენთ . . . . გისმენთ

მორიგე: ანა პერტაია
გამოძახებაა მაჩაბელის 13-ში, მაჩაბლის 15-ში მცხოვრებმა მოქალაქე თამარ რომაშვილმა დარეკა, 13 ნომრიდან მან ჩხუბისა და ყვირილის ხმა გაიგო. შეიძლება ოჯახური ძალადობის შემთხვევა იყოს. გაემგზავრეთ ამ მისამართზე და უზრუნველყავით ყველა იქ მყოფის უსაფრთხოება.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
13 ნომრის მაცხოვრებლები რა გვარის არიან?

მორიგე: ანა პერტაია

პეტრიაშვილები. სამნი არიან: მამა, დედა და მათი 14 წლის გოგონა. გაურკვეველია შვილი სახლშია თუ არა.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
გვაქვს რაიმე მონაცემები ამ ოჯახზე?

მორიგე: ანა პერტაია
არა, არანაირი ნასამართლობა და ამ სახლიდან არც არასდროს ყოფილა გამოძახება.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მეზობლებმა ზუსტად რა გაიგეს?

მორიგე: ანა პერტაია
მათ ესმოდათ, როგორ უყვიროდა ეს წყვილი ერთმანეთს, ქალი ტიროდა. ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს მძიმე საგნებს ისროდნენ. მეზობლებს ადრეც სმენიათ ჩხუბის ხმა. მათი აზრით, ქმარი ცოლს სცემს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მანამდე ცოლს პოლიციაში არ დაურეკავს?

მორიგე: ანა პერტაია
არა, გამოძახება არ ყოფილა, მონაცემები არ გვაქვს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
კარგით, შევამოწმებთ . . .

მორიგე: ანა პერტაია
კარგით,

II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, კავშირს ვწყვეტ

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მგონი აქეთ უნდა შევუხვიოთ . . .
აბა, როგორ ვიმოქმედოთ?

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ დედა-შვილი კარგად არიან. არა მგონია კარის შემტვრევის საფუძველი გვქონდეს, მაგრამ თუ საქმე ცუდად არის, შეიძლება მოგვიწიოს კიდეც. მეზობლების ნათქვამიდან თუ ვიმსჯელებთ, არა მგონია სახლში შეგვიპატიჟონ. .

II პატრული (ლადო კურტანიძე)
ვუთხრათ, რომ უნდა შევამოწმოთ ყველაფერი რიგზეა თუ არა, მაშინ შევძლებთ სახლში შესვლას და ვნახავთ ცოლი როგორ არის. . . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
კარგი, მე შევეცდები დავარწმუნო, რომ სახლში შეგვიშვას . . შენ ზურგი გამიმაგრე, თუ აგრესიული გახდა.

დააკვირდით იარაღს

II პატრული (ლადო კურტანიძე)
იქ რომ მივალთ, მე ქმარს დაველაპარაკები, შენ კი ნახე ცოლს რა სჭირს.

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
კარგი...

ურთიერთობის დამყარება

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
გამარჯობათ, მე პატრულ-ინსპექტირი ბაქრაძე ვარ, ეს კი პატრულ-ინსპექტორი კურტანიძეა. თქვენ სახლის პატრონი ბატონი გიორგი პეტრიაშვილი ხართ?

ძმა:
არა, ეს ჩემი ძმის სახლია.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ჩვენ შეტყობინება მივიღეთ, რომ ამ სახლში რაღაც ხდება, ახლახან ჩვენ თვითონვე მოვისმინეთ ყვირილის ხმა. გვინდა შევამოწმოთ, აქ ყველაფერი რიგზეა თუ არა.

ძმა: (ოდნავ ხურავს კარს).
არ ვიცი, რაზე საუბრობთ . . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ჩვენ გვესმოდა, რომ აქ ვიღაც ყვიროდა, შემოგვიშვით, თუ შეიძლება.

ძმა:
როგორც უკვე გითხარით, არაფერი ხდება . . .

(პოლიციელებს ესმით დარტყმის ხმა და ტკივილისგან ქალის წამოყვირება).

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
შემოგვიშვით!

(პოლიციელები გვერდზე სწევენ ძმას და შერბიან სახლში).

პოლიციელები:
ეი, ეი!

გიორგი პეტრიაშვილი:
აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!

I პატრული (ნათია ბაქრაძე):

როცა გავარკვევთ აქ რა ხდება, მაშინ წავალთ.

გიორგი პეტრიაშვილი: (მუქარით უახლოვდება I პატრულს)
რას ნიშნავს აქ რა ხდება? არაფერიც არ ხდება.
(„ალერსიანი“ ხმით)
ასე არ არის, ირინა?

ირინა პეტრიაშვილი:
ა-არა

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ამ ხმაურით თუ ვიმსჯელებთ, რაღაც ხდება. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ . .

გიორგი პეტრიაშვილი:
უკვე გითხარით, გაეთრიეთ! ახლავე!

II პატრული (ლადო კურტანიძე):
ბატონო გიორგი, ჩვენ ვალდებულნი ვართ რეაგირება მოახდინოთ ნებისმიერ გამოძახებაზე. მაგრამ გვინდა თითოეული თქვენგანისგან მოვისმინოთ მომხდარის შესახებ.

გიორგი პეტრიაშვილი:
გაინტერესებთ ეს რას იტყვის . . არა?

II პატრული (ლადო კურტანიძე):
არა - ყველა რას იტყვის. აბა, თქვენ გვითხარით, რა მოხდა? იქნებ, პირველ რიგში ფეხსაცმელი დადოთ?

გიორგი პეტრიაშვილი (ხელიდან უშვებს ფეხსაცმელს):
მომისმინეთ, აქ არაფერიც არ ხდება, ჩვენ უბრალოდ ფულის გამო წავიჩხუბეთ, სულ ეს არის, ყველაფერი რიგზეა!

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ქალბატონო, ჩემთან ერთად წამოდით.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
კარგით, ბატონო, მოდით აქ დავსხდეთ და ვისაუბროთ.

ინფორმაციის შეგროვება

გიორგი პეტრიაშვილი: (უეცრად, საკმაოდ სანდომიანად საუბრობს)
ხომ იცით, ქალები როგორები არიან . . . სულ რაღაცაზე წუწუნებენ. ხანდახან ჩვენც ვჩხუბობთ, თუმცა ძირითადად მე მის წუწუნზე არ ვრეაგირებ.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
კარგით, ესე იგი, ჩხუბობდით, ეს ფეხსაცმელთან რისთვის გინდოდათ?

გიორგი პეტრიაშვილი: (ცოტა შეშინებული და დაბნეული ჩანს)
ა-ა, არაფერი განსაკუთრებული, ძირითადად ჩვენ უბრალოდ ვკამათობთ და ესაა. მაგრამ ხანდახან ისტერიკაში ვარდება, ტირის. ისე ყვირის, რომ ყველაფერი ისმის ქუჩაში. ფეხსაცმელი მის გასაჩუმებლად ავიღე ხელში. მის გამოყენებას არ ვაპირებდი.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
თქვენი ცოლი სულ დალურჯებულია, საიდან აქვს ეს ჩალურჯებები, რა მოხდა?

გიორგი პეტრიაშვილი:
ა, ეს გუშინ, ბევრი დალია და კიბიდან ჩამოვარდა. ვაფრთხილებდი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჩემი არ ესმის.

ამ დროს I პატრული სამზარეულოში ირინა პეტრიაშვილს ესაუბრება

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
წყალი დალიეთ, ქალბატონო ირინა.

ირინა სკამზე ჯდება. I პატრული ირინას აწვდის პირსახოცს, რათა მან სახეზე ჭრილობები მოიწმინდოს და ასევე აწვდის ჭიქით წყალს. I პატრულიც ჯდება.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
დიდი ჭრილობაა. რა მოხდა?

ირინა პეტრიაშვილი:
(სლუკუნებს) მან . . .ფეხსაცმელი ჩამარტყა.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
გასაგებია, ირინა, მე რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, მაგრამ, იქნებ ჯერ ექიმთან წავსულიყავით?

ირინა პეტრიაშვილი:
არა, არა, ყველაფერი რიგზეა.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
შეგიძლიათ მიამბოთ რა მოხდა?

ირინა პეტრიაშვილი:
ამ ბოლო ხანს ჩემს მეუღლეს უსიამოვნებები აქვს . . ხანდახან მავიწყდება . . ამ ბოლო დროს ადვილად ბრაზდება . . . ჩვენ კამათი დავიწყეთ . . .და

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
და აგრესიული ხდება?

ირინა პეტრიაშვილი:
კი, ხანდახან. . . ხშირად ჩვენ უბრალოდ ვკამათობთ და სულ ეს არის. სულ ასე არ იქცევა, უბრალოდ ახლა სამსახურში უსიამოვნებები აქვს და ნერვიულობს. უფრო მეტად უნდა დავუდგე მხარში . . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ ეს ძალიან . . .

პრობლემის გადაჭრა

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
როცა თქვენი ქმარი თქვენ და თქვენს ქალიშვილს გცემთ, ის დანაშაულის სჩადის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. თქვენ მომხდართან დაკავშირებით შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ მის წინააღმდეგ და ჩვენება დააფიქსიროთ.

ვიცი, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ თქვენ უნდა დაფიქრდეთ ამაზე. საფიქრალი კი ბევრია, განსაკუთრებით თქვენი უსაფრთხოება.

ირინა პეტრიაშვილი:
პოლიციაში განცხადება რომ შევიტანო რა მოხდება? სასამართლოში მომიწევს გამოცხადება?

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
თქვენს მიერ ჩვენების მიცემა უთუოდ გაზრდის იმის ალბათობას, რომ მას პასუხისგებაში მისცემენ.

(ირინა ფიქრობს...).

ირინა პეტრიაშვილი:
ჰო... მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა არ ღირს ამის გაკეთება . .

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
კარგით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ დაგიცვათ, ეს თუ კი ისევ განმეორდება. იქნებ გარკვეული დრო უფრო უსაფრთხო ადგილას გაატაროთ - მეგობრებთან ან ნათესავებთან?

ირინა პეტრიაშვილი:
კი . . ჩემს დას დავურეკავ, იქნებ გარკვეული დროით მასთან გადავიდე.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
თქვენი და ახლოს ცხოვრობს?

ირინა პეტრიაშვილი:
არა, არც ისე . . . მაგრამ მე მგონი ფეხით მივაღწევ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
არა მგონია თქვენს მდგომარეობაში ეს შესძლოთ, ჩვენ მიგიყვანთ. (უყურებს ირინას ჭრილობას). მაგრამ მანამდე ექიმმა უნდა გნახოთ - თქვენი ჭრილობა მადარდებს.

ირინა პეტრიაშვილი:
კარგით.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პოლიციაში მოხვიდეთ და განცხადება დატოვოთ. უნდა გაიგოთ, რომ ქმართან დარჩენის შემთხვევაში, ხელახალი ცემისა და შეურაცხყოფის რისკის ქვეშ ხართ. იფიქრეთ თქვენს უსაფრთხოებაზე. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ეს გააკეთოთ, იქნებ, მეგობრებმა შესძლონ თქვენი დახმარება. თქვენ და თქვენს ქალიშვილს, ორივეს შეგიძლიათ დაგვირეკოთ, თუ კი დაგჭირდებით. აი ჩემი ტელეფონის ნომერი.

I პატრული (ნათია ბაქრაძე): (ირინას აწვდის სავიზიტო ბარათს)
ჩვენ გვაქვს იმ ორგანიზაციების ტელეფონის ნომრები, რომელთაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. კარგით?

ირინა პეტრიაშვილი:
მადლობთ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
ერთი წუთით ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო, მარტოს დაგტოვებთ, კარგად ხართ?

ირინა პეტრიაშვილი
კი, კარგად ვიქნები, მადლობა.

ორი პოლიციელი განიხილავს შემდგომ მოქმედებათა გეგმას.

II პატრული (ლადო კურტანიძე): მიმართავს I პატრულს
კარგი, და მერე პოლიციის განყოფილებაში წავიყვანოთ.

II პატრული (ლადო კურტანიძე):
ბატონო გიორგი, თქვენ ჩვენთან ერთად პოლიციის განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ, ჩვენება უნდა ავიღოთ. თქვენს ძმასაც უნდა გავესაუბროთ.

გიორგი პეტრიაშვილი (გაბრაზებული):
რაა? დაპატიმრებას მიპირებთ?

II პატრული (ლადო კურტანიძე):
არა, ოქმი უნდა შევადგინოთ და ობიექტურობისთვის თქვენი ჩვენება გვინდა. ჩვენ შეგვიძლია გაიძულოთ წამოხვიდეთ განყოფილებაში, მაგრამ არ გვინდა ამის გაკეთება, აბა, წავიდეთ?

გიორგი პეტრიაშვილი (დამცინავად):
კარგით, კარგით, თუ ასე მნიშვნელოვანია . . .

5.3 №3 სცენარი: შეცდომები

▲back to top


მიახლოება

მორიგე: ანა პერტაია
6124, ვიძახებ 6124-ს...

II პატრული (ლადო კურტანიძე)
6124, გისმენთ . . .

მორიგე: ანა პერტაია
გამოძახებაა მაჩაბელის 13-ში, მაჩაბლის 15-ში მცხოვრებმა მოქალაქემ დარეკა, 13 ნომრიდან მან ჩხუბისა და ყვირილის ხმა გაიგო.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
13 ნომრის მაცხოვრებლები რა გვარის არიან?

მორიგე: ანა პერტაია
პეტრიაშვილები. სამნი არიან: მამა, დედა და მათი 9 წლის გოგონა. მეზობლების თქმით, მგონი პეტრიაშვილი თავის ცოლს სცემს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
კარგით, შევამოწმებთ . . .6124 კავშირს ვწყვეტ

მორიგე: ანა პერტაია:
კავშირს ვწყვეტ.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
მგონი აქ უნდა შევუხვიოთ...

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
კარგი.

პოლიციელები რთავენ სირენას. .

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
შვებულებაზე რას ამბობდი?

II პატრული (ლადო კურტანიძე)
ჩემს ცოლს უნდა, რომ თურქეთში წავიდეთ. ცოტა ხნის წინ მანქანა ვიყიდე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასასტუმრებელი. ასე რომ შვებულებაზე ნაკლებად ვფიქრობ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე):
წარმომიდგენია.

ურთიერთობის დამყარება

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
გამარჯობათ ბატონო . . პეტრიაშვილო?

ამ დროს II პატრული (ლადო კურტანიძე) უახლოვდება შესასვლელ კარს.

ძმა:
რა გნებავთ?

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
თქვენი სახლიდან ხმაური და ყვირილი მოგვესმა.

ძმა არ იძვრის.

II პარტული (ლადო კურტანიძე) ხელით სწევს ძმას და კედელთან აყუდებს. გვერდზე რომ გაწეულიყავით...

I პატრული (ნათია ბაქრაძე) შედის მისაღებ ოთახში.

მისაღებ ოთახში სავარძელზე ირინა პეტრიაშვილია დავარდნილი, ტირის და სახეზე ხელს იფარებს. ოთახის შუაგულში გიორგი პეტრიაშვილი დგას და ხელში ფეხსაცმელი აქვს მოღერებული.

მისაღებ ოთახში მყოფი I პატრულ-ინსპექტორი უყვირის მყოფ II პატრულს

აქეთ მოდი, აქ არის!

II პატრულ-ინსპექტორი (ლადო კურტანიძე) ოთახში შედის.

გიორგი პეტრიაშვილი:
აქ რა ჯანდაბა გინდათ? გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
ბატონო გიორგი, დამშვიდდით. ჩვენ თქვენთან სალაპარაკოდ მოვედით.

გიორგი პეტრიაშვილი (მუქარით უახლოვდება I პატრულს):
აქ არაფერი ხდება! ირინა, უთხარი მათ. ხომ არაფერი მომხდარა?

ირინა პეტრიაშვილი:
ა - არა.

II პატრული (ლადო კურტანიძე): დგება პირველ პატრულსა და გიორგი პეტრიაშვილს შორის
კარგით, დამშვიდდით, ბატონო გიორგი. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ უბრალოდ თქვენთან სასაუბროდ მოვედით. ჩვენ არავის დაკავებას არ ვაპირებთ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
მოდით, დავსხდეთ, კარგით?

ინფორმაციის შეგროვება

II პატრული (ლადო კურტანიძე):
კარგით, ბატონო გიორგი, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვაინტერესებს აქ რა მოხდა . . .

გიორგი პეტრიაშვილი (ფეხსაცმელი ისევ ხელში უჭირავს):
მას გინდათ მოუსმინოთ არა?

II პატრული (ლადო კურტანიძე)
არა, ჩვენ გვინდა, რომ თქვენც მოგისმინოთ, შეგიძლიათ დაიწყოთ.

გიორგი პეტრიაშვილი:
უკვე გითხარით, აქ არაფერიც არ ხდება. ჩვენ უბრალოდ წავიჩხუბეთ. ამას სულ ფული უნდა, ასჯერ მაინც ავუხსენი (უფრო ცოლის გასაგონად ამბობს ამას, ვიდრე პოლიციელების), რომ ფული არ გვაქვს!

(მიმართავს II პატრულს)

ყველა ცოლი ასეთია. ახალი კაბა, ახალი ვარცხნილობა.

(II პატრული თავს აქნევს, თითქოს ეთანხმება).

გიორგი პეტრიაშვილი: (ხმას უწევს):
სულ მიყვირის, ისტერიკებს მიწყობს, აი ეხლა კი თქვენც აქ ხართ, და კიდევ მე მადანაშაულებენ არა? რა ჯანდაბაა.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
ბატონო გიორგი, თქვენ არავინ გადანაშაულებთ. განაგრძეთ, გისმენთ.

გიორგი პეტრიაშვილი: (ისევ მეგობრულად):
ე-ე... სულ წუწუნებს და წუწუნებს, ფეხსაცმლით დავემუქრე . . და ყვირილი დაიწყო, თითქოს მართლა დავარტყი. არა მგონია დამიჯეროთ.

პრობლემის გადაჭრა

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
თავს როგორ გრძნობთ, ქალბატონო ირინა? შუბლზე ჭრილობა გაქვთ. გინდათ ექიმი გამოვიძახოთ?

ირინა ქმარს უყურებს და უარყოფის ნიშნად თავს იქნევს.

გიორგი პეტრიაშვილი:
ა, ეს? ეს გუშინდელია. ეს სულელი გუშინ ისევ დათვრა. სულ რაღაცას ეჯახება, გუშინ კი კიბიდან დაგორდა. მეც ვეუბნებოდი, რომ შუბლი ექიმისთვის უნდა ეჩვენებინა, მაგრამ არ უნდა. მოსწონს, როცა ეცოდებათ.

I პატრული (ნათია ბაქრაძე)
დარწმუნებული ხართ, რომ ექიმის დახმარება არ გჭირდებათ?

ირინა თავს აქნევს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
აბა, ახლა ყველაფერი ნორმალურადაა, ყველა დამშვიდდა . . . მე მგონი ჩვენი წასვლის დროა.

პოლიციელები ფეხზე დგებიან.

გიორგი პეტრიაშვილი:
სასიამოვნო იყო, თქვენი მხრიდან ყურადღების გამოჩენა, ბატონო...?

II პატრული გიორგი პეტრიაშვილს ხელს უწვდის (და არა ირინა პეტრიაშვილს). ლადო კურტანიძე.

გიორგი პეტრიაშვილი:
ასე არ არის, ირინა?

ირინა არ პასუხობს.

II პატრული (ლადო კურტანიძე)
ნახვამდის.

5.4 №4 სცენარი: ქალის გამოცხადება პოლიციის განყოფილებაში

▲back to top


I პატრული (ლადო კურტანიძე):
შემიძლია დაგეხმაროთ?

ვერონიკა უბილავა:
დიახ. ჩვენთან სახლში პოლიციელი იყო, რომელმაც მითხრა რომ მე განცხადების შემოტანა შემიძლია.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
რის შესახებ?

ვერონიკა უბილავა: ჩემს ქმარზე... იმაზე, რომ ქმარი მცემს.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
კარგით. მე გამომყევით, აი აქეთ.

I პატრული (ლადო კურტანიძე) კარს უღებს უბილავას.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
ქალბატონო, აქეთ მობრძანდით.
დაბრძანდით, თუ შეიძლება, ერთ წუთით და დავბრუნდები.

II პატრული(ანა პერტაია):
ლადო, შეგიძლია ქარდავას დაურეკო?

I პატრული (ლადო კურტანიძე):
დრო არ მაქვს. უბილავა მოვიდა. გახსოვს, ჩვენი ძველი ნაცნობი? ოჯახური ძალადობის საქმე?

II პატრული(ანა პერტაია):
უი, ჰო. ძველი საქმეა თუ ახალი?

I პატრული (ლადო კურტანიძე):
არ ვიცი. ალბათ, დროს ტყუილად ვკარგავთ. წავალ და გავარკვევ.

II პატრული (ანა პერტაია) :
წარმატებას გისურვებ.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
აბა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ვერონიკა უბილავა:
დიახ... როგორც იცით, ჩემი ქმარი მცემს. ეს ადრეც მომხდარა, მაგრამ ... ახლა მდგომარეობა გართულდა. შემდეგში რას იზამს, არ ვიცი ...

I პატრული (ლადო კურტანიძე): აწყვეტინებს:
კარგით. ამას დავუბრუნდებით. მოდით, ჯერ თქვენს სახელს ჩავიწერ.

ვერონიკა უბილავა:
ვერონიკა უბილავა.

I პატრული (ლადო კურტანიძე): იწერს სახელს

I პატრული (ლადო კურტანიძე):
მისამართი?

ვერონიკა არკანოვა:
პუშკინის ქ. №22.

I პატრული (ლადო კურტანიძე) წერს მისამართს.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
თქვენს ქმარს რა ჰქვია...?

ვერონიკა არკანოვა:
ლერი უბილავა.

I პატრული (ლადო კურტანიძე): იწერს
ლერი...

ვერონიკა არკანოვა:
დიახ, ლერი

II პატრული(ანა პერტაია):
(მიმართავს I პატრულს). მე ვარ.
(მიმართავს უბილავას): გამარჯობათ
(I პატრულს): ლადო, ქარდავას ტელეფონის ნომერი გაქვს? ჩემს ქაღალდებში ვერ ვპოულობ.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
კი, მე მგონი ბლოკნოტში მიწერია, აი, აიღე ... ა, არა, ჩემი მაგიდის მარცხენა უჯრაში დევს. ჰო, ეგრეა!

II პატრული(ანა პერტაია):
კარგი, ვნახავ, მადლობა

I პატრული (ლადო კურტანიძე): (მიმართავს უბილავასვას):
აბა, მომიყევით, რა მოხდა?

ვერონიკა უბილავა: (საუბრის დროს უფრო აღელვებულია):
როგორც უკვე გითხარით, ჩემი ქმარი მცემს, ეს დიდი ხანია გრძელდება ... უკვე რამდენიმე წელია. ადრეც მცემდა, მაგრამ ყოველთვის არა - ხან მშვიდად იყო, შემდეგ კი უფრო აგრესიული გახდა. ბოლო დროს კი ... სულ აგრესიულია. . .

I პატრული (ლადო კურტანიძე):
მე მგონი ადრეც მიყვებოდით ამის შესახებ, არა?

უბილავამ იუხერხულა. .

I პატრული (ლადო კურტანიძე):
აბა, მომიყევით ამჯერად რა მოხდა?

ვერონიკა უბილავა:
ჩვენ უაზროდ ვიჩხუბეთ. უეცრად, მოულოდნელად, აფეთქდა და ცემა დამიწყო, საშინელება იყო. . .

I პატრული (ლადო კურტანიძე):
თქვენ მიეცით აგრესიის საბაბი?

ვერონიკა არკანოვა:
საბაბი? საბაბი? ხომ გითხარით, არაფრის გამო ვკამათობდით ... წუწუნი დაიწყო, რომ სადილი არ ვარგოდა, შემდეგ კი მოულოდნელად მაგიდიდან ნივთების სროლა დამიწყო - მესროდა თეფშებს, ჭიქებს, ყველაფერს. გონს რომ მოვედი, იატაკზე ვიწექი, ალბათ გონება დავკარგე

I პატრული (ლადო კურტანიძე):
კარგით, კარგით, დამშვიდდით, ქალბატონო ვერონიკა.

შემდეგ რა მოხდა?

ვერონიკა უბილავა:
გონს რომ მოვედი, ისევ საჭმელზე ჩხუბობდა, პირში საჭმელს მიტენიდა, კინაღამ დამახრჩო.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
თავის დაცვა არ სცადეთ?

მსხვერპლის მოსაზრებები (მხოლოდ ხმა ისმის)
რაზე ფიქრობს? ეტყობა, ამას ჰგონია, რომ ეს ჩემი ბრალია.

ვერონიკა უბილავა:
არა - მე უბრალოდ - უბრალოდ არ შემეძლო.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
ქალბატონო ვერონიკა, თუ არ ვცდები, ასეთივე შემთხვევის გამო, ჩვენ ადრე თქვენთან სახლში ვიყავით, ასეა?

უბილავა თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

I პატრული (ლადო კურტანიძე):
ჩვენ მზად ვიყავით, თქვენი საქმე სასამართლოსთვის გადაგვეცა, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ განცხადების გატანა. მინდა ვიცოდე, იქნებ ისევ ტყუილად ვხარჯავთ დროს?

მსხვერპლის მოსაზრებები (მხოლოდ ხმა ისმის)
უნდა მცოდნოდა. აქ ტყუილად მოვედი. უმჯობესია, სახლში წავიდე და მე თვითონ მივხედო ამ საქმეს.

ვერონიკა უბილავავა:
არ ვიცი ... არ ვიცი ...

I პატრული (ლადო კურტანიძე):
მომისმინეთ, მზად ხართ თუ არა, განცხადება შემოიტანოთ? უნდა გესმოდეთ, რომ თუ განცხადებას არ შემოიტანთ, ჩვენ ვერაფრის გაკეთებას შევძლებთ!

ვერონიკა უბილავავა:
არ ვიცი... უბრალოდ არ ვიცი .. (ტირილს იწყებს).

I პატრული (ლადო კურტანიძე):
თქვენთვის ეს ბროშურა წამოვიღე, ეს ხალხი დაგეხმარებათ, თუ დაგჭირდათ, უბრალოდ დაურეკეთ, და დაგეხმარებიან, კარგით? ...

I პატრული (ლადო კურტანიძე) აწვდის ბროშურას. უბილავამ თვალიც ვერ შეავლო ბროშურას.

I პატრული (ლადო კურტანიძე): (ხელს უწვდის უბილავას):
კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო ვერონიკა.