![]() |
![]() ![]() |
|||||||
|
![]() |
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები სექტემბერი, 2008 (2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი |
წყარო: ISBN 978-99928-37-21-4 |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD სექტემბერი, 2008 ანალიტიკური ნაშრომი მოამზადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ინიცატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის, ბთკკ პოლიტიკის კვლევის ჯგუფის და დამოუკიდებელი ექსპერტები. © CIPDD, სექტემბერი 2008. ყველა უფლება დაცულია. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი მიესალმება გამოცემაში შესული მასალების გამოყენებას და გავრცელებას მხოლოდ მფლობელისგან წინასწარი წერილობითი ნებართვის მიღების შემთხვევაში. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ინსტიტუტების ფონდის (OSITTF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის თვალსაზრისს. © CIPDD, September 2008. All rights reserved. CIPDD welcomes the utilization and dissemination of the material included in this publication only with the prior permission in writing from the proprietor. The paper was published with the financial support of the Think Tank Fund of the Open Society Institute – Budapest. The opinions it contains are solely those of the authors and do not reflect the position of the OSI TTF. გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 ვებ-გვერდი: http://www.cipdd.org |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
2008 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელი უნდა ყოფილიყო: ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა საქართველოში, პრეზიდენტი აირჩიეს რუსეთში, შემოდგომაზე კი ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. „არჩევნების წლისაგან“ უფრო დიდი მასშტაბის პოლიტიკურ მოვლენებს ცოტა თუ ელოდა. საქართველოს ცაზე გამოჩენილმა ბომბდამშენებმა და „მშვიდობის იძულებითი წესით დამყარებისათვის“ შემოსულმა რუსმა ჯარისკაცებმა გაამართლეს პროგნოზი, რომელიც „არჩევნების წელს“ ახალი რუსული დერჟავის რეინკარნაციას წინასწარმეტყველებდა. მეზობელ სახელმწიფოში 21-ე საუკუნის რუსეთის მოქმედებამ ერთნაირად სახტად დატოვა როგორც რუსეთის საერთაშორისო სისტემაში ჩართულობის მოიმედენი, ისე ახალგაზრდა პოსტ საბჭოთა დემოკრატიებისათვის გულანთებული ადამიანები ევროპასა თუ ამერიკაში. ვითარების დაძაბვას ელოდნენ საქართველოშიც, თუმცა, კონფლიქტებს შეჩვეული მოსახლეობა ასეთი მასშტაბის ომს არ ელოდა. 8 აგვისტოს კი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ომის სამიზნე მხოლოდ ქართული ქალაქები არ იყო, არამედ - ავად თუ კარგად შემდგარი ქართული სახელმწიფო და მისი დემოკრატიული მომავალი, როგორც ავტრორიტარული მემკვიდრეობის მთავარი გამოწვევა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში.
ომის მიზეზებისა და შედეგების სისტემური ანალიზი ჯერაც ნაადრევია. მით უფრო, რომ პროცესიც არ დასრულებულა. ამის მიუხედავად, ევროპასა და ამერიკაში უკვე ცდილობენ პირველი კითხვები დასმას. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეიტანოს დაწყებულ დისკუსიაში. მით უფრო, რომ საკუთრივ საქართველოში ამ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენი მიზანი იყო რუსულ-ქართული ომის ანალიზის პირველი ქართული პროდუქტი შეგვექმნა, რაც დაეხმარება როგორც საერთაშორისო, ისე შიდაქართულ დისკუსიას. კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განსაზღვრა შესასწავლი საკითხები და კვლევის ფორმატი. დროის სიმცირის გამო კვლევის მთავარ მეთოდად სანფორმაციო დაიჯესტების გზით მოპოვებული პირველადი წყაროების ანალიზი გამოვიყენეთ, თუმცა, შეძლებისდაგვარად შევეცადეთ, ორიგინალური ინტერვიუები და აკადემიური კვლევის შედეგებიც გაგვეთვალისწინებინა.
ანალიზი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: პოლიტიკის ანალიზი, ეკონომიკის ანალიზი და გარემოსდაცვითი ანალიზი. პოლიტიკური ნაწილი მიმოიხილავს ომის წინა პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებულ მოვლენებსა და კონფლიქტში ჩართული ქვეყნების იმ შიდაპოლიტიკურ პროცესებს, რაც აგვისტოს ომის მთავარი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. გაანალიზებულია ომის შესაძლო შედეგები საქართველოსთვის, ასევე რეგიონის ქვეყნებისათვის (განსაკუთრებით, დსთ-ის ფარგლებში) და საერთაშორისო წესრიგისთვის. თავის ბოლოს მოცემულია მთავარი რეკომენდაციები.
ანალიზის ეკონომიკური ნაწილი მიმოიხილავს იმ ზარალს, რომელიც მიზანმიმართული მოქმედების შედეგად მიადგა როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ისე ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკურ სანდოობას. დარგების მიხედვით გაანალიზებულია შესაძლო პირდაპირი და ირიბი ზარალი. თავის ბოლოს მოცემულია მთავარი რეკომენდაციები.
გარემოსდაცვითი ნაწილი დაემატა კვლევას რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ეკოსისტებისათვის მიყენებული ზიანის მასშტაბების გამო. ტყეებში გაჩენილი ხანძარი, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი და სხვ. რუსეთის სამხედრო ძალების წინასწარგანზრახულ ქმედებათა შედეგია და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. სამართლებრივი ანალიზის გარდა, კვლევაში აღწერილია გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მისი შესაძლო შედეგები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოციალურ ეკონომიკური კუთხით. თავის ბოლოს მოცემულია მთავარი რეკომენდაციები.
კვლევას ბოლოს თან ერთვის მოვლენათა ქრონოლოგია, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იძაბებოდა ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2008 წლის თებერვლიდან, მას მერე, რაც მოსკოვმა კოსოვოს დამოუკიდებლობის თემით მანიპულირება დაიწყო. ამ ქრონოლოგიას ასეც დავარქვით „კოსოვოდან ომამდე“.
ანალიზს თან ერთვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრისა და ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანის ამსახველი რუკები.
![]() |
2 1. პოლიტიკის ანალიზი და შედეგები |
▲back to top |
2008 წლის აგვისტოს მოვლენებს კომპლექსური პროცესები უძღოდა წინ. ამ მოვლენებს სხვადასხვა გავლენა ექნება როგორც აგვისტოს ომში უშუალო მონაწილე, ისე დაინტერესებულ მხარეებზე. ქვემოთ გაანალიზებულია აგვისტოს პროცესების პოლიტიკური მიზეზები და შესაძლო შედეგები რუსეთის, საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის. ამასთან, რუსეთისა და საქართველოს შემთხვევაში ანალიზი წარმოებს საერთაშორისო, შიდაპოლიტიკურ და მმართველობით-პიროვნულ დონეებზე, ხოლო კონფლიქტის საერთაშორისო შედეგების ანალიზისას - შესაძლო გავლენებზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისათვის.
![]() |
2.1 1.1 რუსეთი |
▲back to top |
ქვემოთ რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენცია და მისი მიზეზები განხილულია საერთაშორისო სისტემის, შიდაპოლიტიკურ და პიროვნულ, გადაწყვეტილების მიმღების დონეზე; ამას მოსდევს შეფასება, თუ, სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა მოსკოვის ურთიერთობებზე დანარჩენ სამყაროსთან.
![]() |
2.1.1 1.1.1 საერთაშორისო დონე |
▲back to top |
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ქმედების ასახსნელად საჭიროა იმ პროცესების გააზრება, რომელიც მსოფლიოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარდა და, რაც უფრო მთავარია, ამ პროცესების აღქმა თავად რუსეთის მიერ. ამ თვალსაზრისით, რუსეთის გარშემო შექმნილ საერთაშორისო გარემოს ოთხი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავდა: (1) ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება, (2) რუსეთის გვერდის ავლით, კასპიისპირეთიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტის განვითარება (3) „ფერადი რევოლუციები” ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და (4) კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.
(1) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა ინერციით, დასავლურ ალიანსებში - ძირითადად, ნატო-სა და ევროკავშირში - ყოფილი სოციალისტური ქვეყნების გაწევრიანება, რუსეთის მიერ საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქმებოდა. განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმებოდა ნატო-სა და ევროკავშირთან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახლო თანამშრომლობა ან გაწევრიანება. 1999 წელს სამი ცენტრალური ევროპის ქვეყანა, ხოლო 2002 წელს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შვიდი სახელმწიფო გახდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. სამხედრო ალიანსის პარალელურად მიმდინარეობდა ევროკავშირის გაფართოებაც.
(2) 1994 წელს, დასავლეთის წამყვან ნავთობკომპანიებსა და აზერბაიჯანის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ნავთობის მოპოვების თაობაზე.1 ნავთობის ძირითადი ნაწილის ტრანსპორტირებისთვის კი დაიგეგმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ნავთობის დასავლურ ბაზრებზე გატანა დაიწყო. ნავთობსადენის მარშრუტის პარალელურად ამუშავდა შაჰ-დენიზის გაზსადენიც. 2006 წლის 27 ივნისს, ევროკომისია და თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ რუსეთის გვერდის ავლით ახალი გაზსადენის „ნაბუქოს“ მშენებლობაზე.2 აღნიშნული გაზსადენით, თურქმენული და აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპელ მომხმარებელს უნდა მიეწოდოს. თუმცა, მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა. რუსეთი თავად არის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე, განსაკუთრებით, ევროპაში. მოსკოვის ერთ-ერთ ძირითად მიზანს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ევრაზიაში ნებისმიერი ალტერნატიული ენერგოპროექტის ჩაშლა ან ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული სამარშრუტო გზის კონტროლი წარმოადგენს. რუსეთის ელიტის აზრით, ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების განვითარება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და ევროკავშირზე გავლენის შემცირების მთავარი წინაპირობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, სატრანზიტო შემოსავლების დაკარგვაზე.
(3) 2003 წლის ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ სახალხო პროტესტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა. „ვარდების რევოლუციად” მონათლულ მოვლენას სათავეში ედგა ამერიკაში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მხარს უჭერდნენ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა და, ზოგადად, ახლად ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების წევრები. საქართველოს წარმატებული მაგალითი გადამდები აღმოჩნდა უკრაინისთვის, სადაც 2004 წლის დეკემბერში, ასევე არჩევნების გაყალბების გამო, ქართული ანალოგიით, „ნარინჯისფერი რევოლუცია” მოხდა და სახელმწიფოს სათავეში ვიქტორ იუშჩენკოს პროდასავლური კოალიცია მოვიდა. იუშჩენკომ კრემლის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ, „ტიტების რევოლუციამ“ უკვე ცენტრალურ აზიაში, ყირგიზეთში შეცვალა არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლება. რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ექსპერტები ღიად ალაპარაკდნენ ვაშინგტონის ახალ შეთქმულებაზე, რომელიც რუსეთის მთლიანად ალყაში მოქცევას და შემდეგ უკვე დანაწევრებას ისახავდა მიზნად. მიღებულ იქნა დამატებით კანონები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური ფონდებიდან დაფინანსებას მკვეთრად ზღუდავს, რუსეთში მოქმედ უცხოურ ორგანიზაციებს კი მკაცრი კონტროლის ქვეშ აქცევს.3 შეიქმნა კრემლიდან მართული ახალგაზრდული ორგანიზაციები,4 ხოლო სახელმწიფო პროპაგანდა „ფერადოვანი რევოლუციების” კრიტიკით იქნა გაჯერებული.5 რუსეთი „დემოკრატიზაციის ახალ ტალღას” რუსეთის გავლენისა და თავად რუსული სახელმწიფოს არსებობისთვისაც კი დამღუპველად მიიჩნევდა.6
(4) რუსეთი საერთაშორისო პრესტიჟის განსაკუთრებულ შელახვად აღიქვამდა 1999 წელს სერბეთის დაბომბვას ნატო-ს შეიარაღებული ძალების მიერ, რათა კოსოვოს პროვინციაში მცხოვრები ეთნიკური ალბანელების უფლებები სერბი უმრავლესობისაგან დაეცვათ. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სერბეთი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა; მოძმე სლავი და მართლმადიდებელი ხალხის დაცვის საბაბით, რუსი იმპერატორები ბალკანეთის პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს იყო, ლამის, პირველი შემთხვევა, როდესაც ბალკანეთის ბედის განსაზღვრა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, მისდამი „მტრულად განწყობილი“ სამხედრო ბლოკის მიერ ერთპიროვნულად ხდებოდა. მას შემდეგ, კოსოვოს საერთაშორისო აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. პრესტიჟის გარდა, რუსეთის წინააღმდეგობის მიზეზს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის (ძირითადად, ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში) სეპარატისტული მოძრაობებისთვის პრეცედენტის არდაშვება წარმოადგენდა. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ფორმალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ კოსოვოს დაუყოვნებელი აღიარება მოჰყვა. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის საქციელს „უზნეო და არაკანონიერი“ უწოდა და გლობალური ცვლილებებით დაიმუქრა.7 კრემლი ღიად აცხადებდა, რომ კოსოვოს აღიარების პრეცედენტი გავრცელდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ „გაყინულ კონფლიქტებზე“, პირველ ყოვლისა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.
რუსეთს საკადრისი პასუხი უნდა მოემზადებინა, რათა მისი, როგორც დიდი სახელმწიფოს, სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო და მისი პრესტიჟი საბოლოოდ არ შელახულიყო. კოსოვოს აღიარების შემდეგ გაკეთებულმა მცირეხნიანმა პაუზამ, როდესაც მოსკოვი მხოლოდ მწვავე განცხადებებით შემოიფარგლა, ბევრი დააეჭვა, მათ შორის, არაღიარებულ სეპარატისტულ ერთეულებში, რუსეთის რეალურ შესაძლებლობებში.
პრესტიჟის დაცვის/გაზრდის მოტივაციის გარდა, რუსეთს „თამამი” ნაბიჯის გადასადგმელად დამატებით რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა: (1) ნავთობისა და გაზის ძალიან მაღალმა ფასებმა მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც მოსკოვს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჭარბი შემოსავალი და დიდი სავალუტო რეზერვი შეუქმნა,8 (2) ნავთობისა და, განსაკუთრებით, გაზის მიწოდებაზე ევროკავშირის მზარდმა დამოკიდებულებამ,9 (3) ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ომზე ყურადღების კონცენტრირებამ და (4) მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებმა შეერთებულ შტატებში.
საკუთარი პრესტიჟისა და „პრივილეგირებული ინტერესების” დასაცავად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე10 რუსეთმა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 16 აპრილიდან დაიწყო, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა სპეციალური ბრძანებულება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან სპეციალური ურთიერთობების დამყარების შესახებ,11 მანამდე კი ფორმალურად დატოვა დსთ-ის ეგიდით მიღებული რეზოლუცია,12 რომელიც დსთ-ის სახელმწიფოებს აფხაზეთში ეკონომიკურ და სხვა სახის საქმიანობას უკრძალავს, აგრეთვე, ზღუდავს შეიარაღების შეტანას ამ ტერიტორიაზე.13
საკანონმდებლო ინიციატივების შემდეგ, რუსეთმა 2008 წლის მაისიდან თითქმის უწყვეტი სამხედრო წვრთნები დაიწყო საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის, შავ ზღვაზე. უკანასკნელი ყველაზე მასშტაბური წვრთნა „კავკასია-2008“14 8000 სამხედროს მონაწილეობით, კასპიის და შავ ზღვებში მანევრების პარალელურად დასრულდა 3 აგვისტოს. 8 აგვისტოს მასშტაბური სამხედრო ქმედებების დაწყებით საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი შეეცადა, „დასავლური „შემოტევისათვის“ საბოლოო პასუხი გაეცა, რისი კულმინაციაც 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთისა15 და აფხაზეთის16 დამოუკიდებლობის აღიარება გახდა.
_____________________
1. აღნიშნულ გარიგებაშირუსული ნავთობკომპანია „ლუკოილიც“ მონაწილეობდა 10%-იანი წილით. დეტალებისათვის იხილეთ: Nasser Sagheb and MasoudJavadi „azerbaijan's“ „Contract of the Century“ finally signed with Westren oil consortium“, Azerbaijan International, Winter 1994, (2.4) http//www.arzec.com/aiweb/categoriec/24_folder/24_articles/24_aic.html (accessed September 15, 2008).
2. „Nabucco gas pipeline is approved“, BBC News, June 27, 2006?http//news.bbc.co.uk/I/hi/business/5121394.stm (accessed September 15, 2008).
3. „Russia: Amended Law Threatens NGOs“, Human Rights News, December 28, 2005, http://www.hrw.org/english/docs/2005/12/28/russia12349.htm (accessed September 9, 2008).
4. Leonid Ragozin, „Russian youth on political barricades“, BBC News, March 2, 2005. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/4308655.stm (accessed September 10, 2008).
5. Robert Coalson, „Russia: Why the Kremlin likes the CIA“, RFE/RL, October 1, 2007, http://www.rferl.org/content/Article/1078841.html (accessed September 10, 2008).
6. Ivan Krastev, „Russia's post-orange empire“, Open Democracy, October 20, 2005, http://www.opendemocracy.net/democ-racy-ukraine/postorange_2947.jsp (accessed September 5, 2008).
7. Fred Weir, „Kosovo independence: Russia warns of separatist storm“, The Christian Science Monitor, February. 20, 2008, http://www.csmonitor.com/2008/0220/p06s01-woeu.html (accessed September 9, 2008).
8. რუსეთის სავალუტო რეზერვების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებ-გვერდი:
9. Ariel Cohen, „Europe's Strategic Dependence on Russian Energy“, The Heritage Foundation, Backgrounder №2083, November 5, 2007, http://www.heritage.org/Research/Europe/bg2083.cfm (accessed September 11, 2008).
10. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოსთან ომის შემდეგ ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელთაგან ერთ-ერთია რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესები“. დეტალებისთვის იხილეთ: Paul Reynolds, „New Russian World Order“, BBC News, September 1, 2008, http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7591610.stm (accessed September 11, 2008).
11. „Russian Foreign Ministry's Statement on Putin's Instruction to Boost Ties with Abkhazia and South Ossetia“. Civil Georgia, April 16, 2008, http://www.civil.ge/eng/article.php?id=17593 (accessed September 11, 2008).
12. „Russian Deputy Foreign Minister on Lifting Abkhaz Sanctions“, Civil Georgia, March 17, 2008, http://www.civil.ge/eng/ article.php?id=17373&search= (accessed September 10, 2008).
13. რეზოლუციის სრული ტექსტისათვის იხილეთ: „1996 CIS Treaty on Abkhaz Sanctions“, Civil Georgia, March 7, 2008, http://www.civil.ge/eng/article.php?id=17293 (accessed September 10, 2008).
14. „Russia Holds Military Exercises in the North Caucasus“, North Caucasus Weekly, Volume 9, Issue 128, The Jamestown Foundation, July 17, 2008,?http://www.jamestown.org/chechnya_weekly/article.php?articleid=2374316 (accessed September 10, 2008).
15. „О ПРИЗНАНИИ РЕСПУБЛИКИ ЮЖНАЯ ОСЕТИЯ“ Указю Президента РФ № 1261, August 26, 2008, http://document.kremlin.ru/doc.asp?ID=047560 (accessed September 11, 2008).
16. „О ПРИЗНАНИИ РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ“ Указю Президента РФ N1260, August 26, 2008, http://document.kremlin.ru/doc.asp?ID=047559 (accessed September 11, 2008).
![]() |
2.1.2 1.1.2 შიდაპოლიტიკური დონე |
▲back to top |
2008 წლის მარტში რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რუსეთის პრეზიდენტი გახდა დიმიტრი მედვედევი, რომელიც თავის მემკვიდრედ ვლადიმირ პუტინმა დაასახელა. რუსეთშიც და მის ფარგლებს მიღმაც არ დამცხრალა ინტერესი, თუ ვინ მართავს რეალურად რუსეთს, როგორია პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობები, როგორაა მათ შორის პასუხისმგებლობები გადანაწილებული, ვის ემორჩილებიან ძალოვანი უწყებები და ვინ განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა რუსეთის სახელმწიფო მმართველობის მოკლე დახასიათება, რომელიც პუტინის დროს შეიქმნა. 1999 წელს საზოგადოებისათვის უცნობი ვლადიმირ პუტინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით დაიწყო ე.წ. „სილოვიკების“ ბატონობის პერიოდი რუსეთში. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე და ასევე სახელმწიფო კორპორაციების მმართველ საბჭოებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, სამხედრო უწყებისა და პოლიციის გადამდგარი თანამშრომლები დაინიშნენ.1
მოხდა მმართველობის სუპერცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ფაქტობრივი გაუქმება. ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პუტინი და მის გარშემო შემოკრებილი „კგბ”-ის რამდენიმე ვეტერანი იღებდა. ელცინის რუსეთის უგვირგვინო მმართველების, ე.წ. ოლიგარქების გავლენა მკვეთრად შემცირდა. ნავთობკომპანია „იუკოსის” მეპატრონე ხოდორკოვსკი და მსგავსი ურჩი ოლიგარქები დაიჭირეს ან ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო დანარჩენებმა ახალ ხელისუფლებასთან ყოველმხრივი თანამშრომლობა და უსიტყვო მორჩილება არჩიეს.2
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამძაფრდა კონკურენცია თავად „სილოვიკების“ შიგნით მომავალი მემკვიდრის თაობაზე. მართალია, პუტინი ამ დაჯგუფების უკონკურენტო ლიდერი იყო, მაგრამ თავად დაჯგუფების წევრებს შორის ერთიანობა არ არსებობდა. ამ დაპირისპირებაში არც თუ უკანასკნელ როლს მათი ურთიერთგადამკვეთი ბიზნეს-ინტერესები ასრულებდა.3 „სილოვიკების“ წევრთა დაპირისპირებას ამძაფრებდა არაერთი მწარე მაგალითი რუსეთის ისტორიიდან: როდესაც ძალაუფლებას კარგავ, თითქმის ყოველთვის კარგავ ქონებასაც.
არსებობდა სამი ძირითადი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავდა: პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტება (რაც შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობდა) და ორი პირველი ვიცე-პრემიერიდან - სერგეი ივანოვი და დიმიტრი მედვედევი - ერთ-ერთის მემკვიდრედ გამოცხადება. საბოლოო არჩევანი დიმიტრი მედვედევზე შეჩერდა, რომელსაც, განსხვავებით ივანოვისაგან, არანაირი შეხება არ ჰქონია ძალოვან უწყებებთან და, შესაბამისად, ნაკლებ საფრთხედ აღიქმებოდა პუტინისთვისაც და მისი გარემოცვისთვისაც. მედვედევი ვიცე-პრემიერობის პარალელურად ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარეც იყო.
2008 წლის მაისში, ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაიკავა. დაიწყო ე.წ. მედვედევის გუნდის ფორმირებაც. ორხელისუფლებიანობაზე ლაპარაკი მოსკოვსა და საზღვარგარეთ ჩვეულებად იქცა.4 გადაადგილებები დაიწყო რუსეთის ბიზნეს-ელიტაშიც, რომლებიც ახალ ვითარებაში გარკვევას და სასურველ მხარეს დადგომას ცდილობდნენ.
მრავალი ექსპერტი და მიმომხილველი გამოთქვამდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მედვედევი დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრე იყო და აქცენტს საერთაშორისო ასპარეზზე ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე აკეთებდა, ხოლო პუტინი და მისი ძველი გვარდია უფრო ძალისმიერ საგარეო პოლიტიკას და რუსეთის პრესტიჟის გაზრდას ანიჭებდნენ უპირატესობას.
ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ მედვედევსა და პუტინის გუნდებს შორის ბზარი გაჩნდა, გახდა 2008 წლის 24 ივლისს პრემიერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მეტალურგიული საწარმოების მფლობელებთან. ერთ-ერთი კომპანიის, „მეჩელის“ ხელმძღვანელს პრემიერი საჯაროდ დაემუქრა, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის პროდუქციის იაფად მიწოდება დაავალა და საგამოძიებო კომიტეტს საქმის შესწავლა „ურჩია“. 31 ივლისს პრეზიდენტი მედვედევი, ფაქტობრივად, საჯაროდ გამოეხმაურა პუტინის გამოწვევას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. „სამართალდამცველმაორგანოებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის კოშმარული პირობების შექმნა უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.5
პუტინის კიდევ ერთი სიმბოლური ჟესტი, რათა დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ეჩვენებინა, ვინ მართავს რეალურად რუსეთს და ვისთან უნდა დაიჭირონ საქმე, იყო მისი ვიზიტი ჩინეთში. სწორედ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დაესწრო სხვა სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად პეკინის ოლიმპიადის საზეიმო გახსნას, ხოლო მედვედევი შვებულებაში იყო და ნაკლებად ჩანდა სატელევიზიო ეკრანებზე.
საქართველოსთან ომის დაწყებისთანავე პუტინი პეკინიდან დაუყოვნებლივ ჩავიდა ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში, სადაც ის როგორც მთავარსარდალი ისე იქცეოდა და ბრძანებებს გასცემდა.6 საქართველოსთან რუსეთის ომის წარმართვით და ძალოვანი უწყებების პრესტიჟისა და რეიტინგის განუზომლად გაზრდით რუსეთში ვლადიმირ პუტინმა საბოლოო წერტილი დაუსვა არსებულ ორაზროვნებას, ვინ მართავს რუსეთს და რომელი დაჯგუფება გადაწყვეტს რუსეთის ბედს მომავალი წლების განმავლობაში: ეს ვლადიმირ პუტინი და მისი „სილოვიკი“ მეგობრები იქნებიან.7
__________________
1. „სილოვიკებისა“ და პუტინის მმართველობის შესახებ იხილეთ: Brian Whitmore, „Inside The Corporation: Russia's Power Elite“, RFE/RL, October 15, 2007, http://www.rferl.org/content/Article/1078958.html (accessed September 11, 2008).
2. Marshall I. Goldman, „Putin and the Oligarchs“, Foreign Affairs, November/December, 2004, http://www.foreignaffairs.org/ 20041101faessay83604/marshall-i-goldman/putin-and-the-oligarchs.html (accessed September 8, 2008).
3. Brian Whitmore, „Russia: as elections near, rivalries in Putin circle heat up“, RFE/RL, October 15, 2007, http://www.rferl.org/ content/article/1078960.html (accessed September 8, 2008).
4. „The odd couple“, The Economist, July 10, 2008,
http://www.economist.com/world/europe/displaystory.cfm?story_id=11708197 (accessed September 9, 2008).
5. Jonas Bernstein, „Prime-minister dominates economic, foreign and security policies“, Eurasia Daily Monitor, Volume 5, Number 150, The Jamestown Foundation, August 6, 2008, http://www.jamestown.org/edm/article.php?articleid=2373290 (accessed September 5, 2008).
6. „War shows that Putin is running things in Russia“, NPR, August 15, 2008, http://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=93616167 (accessed September 11, 2008).
7. Ivan Sukhov, „Russia: how the new `cold war' plays at home“, Open Democracy, August 29, 2008, http://www.opendemocracy.net/Russia/article/Russia-how-the-new-cold-war-plays-at-home (accessed September 10, 2008).
![]() |
2.1.3 1.1.3 მმართველობით-პიროვნული დონე |
▲back to top |
რუსეთის ქცევის გასაგებად საერთაშორისო ასპარეზზე ზოგადად და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში ზემოდასახელებულ ფაქტორებთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირის ვლადიმირ პუტინის პირადი შეხედულებებისა და ღირებულებების გაგებას.
პუტინის შეხედულებებზე პოლიტიკასა და, ზოგადად, სამყაროზე ყველაზე დიდი გავლენა, რასაკვირველია, უშიშროების სამსახურში მუშაობამ მოახდინა. ყველგან მტრის ძიება და სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედვა იქ მომუშავეთა პროფესიული ნიშანია.1 მან და მისმა მეგობრებმა „კგბ”-ში მოღვაწეობა ლეგენდარული იური ანდროპოვის დროს დაიწყეს. მათი აზრით, სწორედ ანდროპოვი იყო ის ადამიანი, ვინც საბჭოთა კავშირის ეკონომიკის რეფორმირებას და სახელმწიფოში უშიშროების ორგანოების წამყვანი როლის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. სწორედ პუტინის მმართველობის დროს, 2004 წელს დაუდგეს ძეგლი ანდროპოვს პეტროზავოდსკში.2 რა ტიპის სახელმწიფოდ მოიაზრებს პუტინი რუსეთს, კარგად მეტყველებს მისივე განცხადება, რომ მეოცე საუკუნის „ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.3
რაც შეეხება საქართველოსთან და მის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პუტინის დაპირისპირებას, ის ჯერ კიდევ 2004 წელს იღებს სათავეს. „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსული პრეზიდენტი, რომელსაც კრემლის მიერ მართული მედია ამერიკის აგენტს უწოდებდა, ცხადია, მისაღები ვერ იქნებოდა რუსეთის მმართველისთვის.4 სააკაშვილი გახდა „ფერადი რევოლუციების“ სიმბოლო პოსტ საბჭოთა სივრცეში. საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა უკრაინასა და ყირგიზეთში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებს ღიად დაუჭირა მხარი, რითაც კრემლის მმართველი კიდევ უფრო გაღიზიანდა.
2004 წლის შემოდგომაზე გაიმართა დსთ-ის სახელმწიფოთა სამიტი. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე სააკაშვილსა და პუტინს შორის ღია დაპირისპირება გაიმართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების შესახებ, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო ამ ორგანიზაციის ისტორიაში.5 სააკაშვილი გახდა პროამერიკული კურსის მთავარი გამტარებელი დსთ-ში, ტერიტორიაზე, რომელსაც პუტინი რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიიჩნევს.
პუტინის ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მას საჯაროდ ლილიპუტინი6 უწოდა და ხაზი გაუსვა მის ფიზიკურ მონაცემებს. ვლადიმირ პუტინი საშუალოზე დაბალი სიმაღლის კაცია. არაერთი ავტორიტეტული მიმომხილველი მიუთითებდა სააკაშვილი-პუტინის პოლიტიკის პირად ურთიერთობებში გადაზრდას. მათი აზრით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ხშირად სააკაშვილის მიმართ ვლადიმირ პუტინის პიროვნული ზიზღით იყო ნაკარნახევი.7
პირად ანტიპათიას და ანგარიშსწორების სურვილს დაემატა პირადი განდიდებისა და რუსეთში პირველობის დამტკიცების სურვილი. საქართველოსთან ომი სწორედ ის შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ვლადიმირ პუტინს შეეძლო თავისი ორივე მიზნისთვის მიეღწია.
__________________
1. დღევანდელი რუსეთის მმართველების აზროვნების სტილზე უშიშროების ორგანოებში მუშაობის გავლენაზე იხილეთ: Robert Coalson, „Russia: Why The Chekist Mind-Set Matters“, RFE/RL, October 15, 2007, http://www.rferl.org/content/article/ 1078954.html (accessed September 11, 2008).
2. Brian Whitmore, „Inside The Corporation: Russia's Power Elite“, RFE/RL, October 15, 2007, http://www.rferl.org/content/Article/1078958.html (accessed September 11, 2008).
3. В.В. Путин. Послание Федкральному Собранию Рассиисуой Федкрации, April 25, 2005,http://www.kremlin.ru/appears/2005/04/25/1223_type63372type63374type82634_87049.shtml (accessed September 11, 2008).
4. Owen Matthews, „Why puppetmaster Putin is more dangerous than ever“, The Daily Mail, August 12, 2008, http://www.dailymail.co.uk/news/article-1043684/Why-puppetmaster-Putin-dangerous-ever.html (accessed September 9, 2008).
5. CIS Summit reveals ruft in Russo-Georgian Relations, Civil Georgia, September 17, 2004, http://www.civil.ge/eng/article.php?id=7852&search= (accessed September 13, 2008).
6. Zygmunt Dzieciolowski, „Georgia's President Saakashvili, on the eve of war“, Open Democracy, August 11, 2008, http://www.opendemocracy.net/russia/article/georgias president-saakashvili-on-the-eve-of-war (accessed September 8, 2008).
7. Yulia Latinina, „Looking Into Saakashvili's Caucasus Soul“”, The Moscow Times, August 20, 2008, http://www.themoscowtimes.ru/article/1016/42/370026.htm (accessed September 8, 2008).
![]() |
2.1.4 1.1.4 შედეგები |
▲back to top |
რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში ფუნდამენტური გადაფასება მოჰყვა მსოფლიოში მოსკოვის საგარეო-პოლიტიკური მიზნებისა და, ზოგადად, რუსეთის ადგილის შესახებ საერთაშორისო სისტემაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში ზოგი მიიჩნევდა, რომ რუსეთი ნორმალური განვითარების გზას დაადგა და თუნდაც პუტინის რუსეთის ხისტი საგარეო პოლიტიკა ეკონომიკურად აღმავლობის გზაზე მყოფი ქვეყნის ქცევას მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა. რუსეთი მიიწვიეს ყველაზე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების არაფორმალურ გაერთიანებაში და „დიდი შვიდეული“ „დიდ რვიანად“ გადაიქცა, რუსული კომპანიები საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავიდნენ, ქვეყანა მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ევროკავშირის ნავთობითა და გაზით უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელი გახდა.
სამხედრო შემოჭრის შემდეგ პირველი დარტყმა სწორედ რუსეთის ეკონომიკამ მიიღო: სხვადასხვა მონაცემით, ქვეყნიდან რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გავიდა, საფონდო ბირჟის ინდექსი კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა, რამდენიმე გავლენიანმა ინვესტორმა ქვეყანა დატოვა. ცენტრალურ ბანკს ბაზარზე მსხვილი ინტერვენციები დასჭირდა, რათა რუბლის კურსი შეენარჩუნებინა.1
ეკონომიკური დანაკარგების გარდა, კრემლის საქციელს სამხედრო შედეგებიც მოჰყვება. ცენტრალური და ბალტიისპირა სახელმწიფოები უფრო მჭიდრო სამხედრო კავშირის დამყარებას ცდილობენ ვაშინგტონთან. საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ პოლონეთმა სასწრაფოდ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ქვეყანაში ამერიკული ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსებაზე.2 სავარაუდოდ, სხვადასხვა ფორმით ვარშავას სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიც მიბაძავენ. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ამერიკისა და ჩრდილო ალიანსის მოკავშირეების სამხედრო გემები მუდმივად მორიგეობენ შავ ზღვაში, რაც რუსეთის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.3 პენტაგონის განცხადებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მაქსიმალური დახმარება გაეწევა.4 არ არის გამორიცხული, საქართველო ამერიკასთან და ნატო-სთან უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის ფორმაზე გადავიდეს.
ევროკავშირის და ამერიკის შეერთე ბული შტატების ლიდერებმა დაიწყეს რუსეთის ღია კრიტიკა და საერთაშორიისო იზოლაციის შესაძლებლობის განხილვა.5 სავარაუდოდ, ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდება. ევროკავშირი, ალბათ, დააჩქარებს ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზების განვითარებას (იხ. ქვემოთ). ამჟამად შეჩერებულია რუსეთსა და ამერიკას შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობა. ასევე შეფერხდა რუსეთის მოლაპრაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.6 ეს კი რუსეთის მომავალ ეკონომიკურ განვითარებას სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის.
რუსეთმა ვერ მოიპოვა ვერც დსთ-ისა და შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერა. დსთ-ის, სადაც რუსეთის გავლენა შედარებით დიდია, კრემლის ზეწოლის მიუხედავად, ჯერჯერობით ყველა სახელმწიფომ თავი შეიკავა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისაგან,7 შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში კი, სადაც რუსეთსა და დსთ-ის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ჩინეთიცაა გაწევრიანებული, პეკინმა სეპარატიზმის მხარდამჭერი ყოველგვარი ინიციატივა დაბლოკა.8 საქართველოში შემოჭრის შემდეგ, დსთ-ის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთთან კიდევ უფრო ფრთხილი და მოზომილი გახდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში თითოეული მათგანი შეეცდება ალტერნატიული მოკავშირეების მოძებნას, განსაკუთრებით, ის სახელმწიფოები, რომლებსაც სეპარატიზმის საფრთხე თავად ემუქრებათ.
___________________
1. Отток капитала из России вынуждает банки сократить выдачу кредитов Liga Novosti, September 10, 2008, http://news.liga.net/smi/NP080736.html (accessed September 12, 2008); „международные резервы России сократились на девять милиардов долларов за неделью“, Vremya Novostei, September 11, 2008. http://vremya.ru/news/ 1021119.html (accessed September 11, 2008); Charles Clover and Peter Garnham, „Moscow forced to shore up rouble“, Financial Times, September 4, 2008, http://www.ft.com/cms/s/0/a56c6662-7ab7 11dd-adbe-000077b07658.html (accessed September 12, 2008).
2. Thom Shanker and Nicholas Kulish , „Poland-U.S. missile deal draws anger from Russia“, International Herald Tribune, August 15, 2008, http://www.iht.com/articles/2008/08/15/europe/missile.php (accessed September 12, 2008).
3. Andrew E. Kramer, „NATO Ships in Black Sea Raise Alarms in Russia“, The New York Times, August 27, 2008, http:// www.nytimes.com/2008/08/28/world/europe/28russia.html?_r=1&oref=slogin (accessed September 12, 2008).
4. „Pentagon set on mission to rebuild Georgian military“, Yahoo News, September 9, 2008, http://news.yahoo.com/s/afp/20080909/pl_afp/georgiarussiaconflictusmilitary_080909200602 (accessed September 12, 2008).
5. „Rice: U.S. and Europe must standt up to Russia together“, Speech at German Marshall Fund, September 18 http://www.gmfus.org/event/rice-russia.cfm (accessed September 21, 2008) „Miliband warns over Russia crisis“, BBC News, August 28, 2008, http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/politics/7585527.stm (accessed September 12, 2008); Omid Ghoreishi, „EU Criticizes Russia, Postpones Partnership Talks“, The Epoch Times, September 1, 2008, http://en.epochtimes.com/n2/world/eu-criticizes-russia-3680.html (accessed September 12, 2008).
6. „Russian deputy PM dismayed by lack of progress in WTO talks“, RIA Novosti, September 5, 2008, http://en.rian.ru/world/20080905/116572584.html (accessed September 5, 2008).
7. „Лидеры ОДКБ осудили Гркзию но Абхазию и ЮО НЕ признали и будут апределяться каждый самостоятельно“ Newsru.com, September 5, 2008, http://newsru.com/russia/05sep2008/sami.html (accessed September 12, 2008); „Молчание союзников“, Nezavisimaya Gazeta, September 4, 2008, http://www.ng.ru/politics/2008-09-04/1_silence.html (accessed Septem- ber 7, 2008).
8. RUSSIA: THE KREMLIN TRIES TO PUT ON BRAVE FACE FOLLOWING DIPLOMATIC SLAP OVER GEORGIA, EurasiaNet.Org, August 28, 2008, http://www.eurasianet.org/departments/insight/articles/eav082808b.shtml (accessed Septem- ber 12, 2008).
![]() |
2.2 1.2 რეგიონის ქვეყნები და წამყვანი სახელმწიფოები |
▲back to top |
ქვემოთ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის რეაქციის მიზეზები და ამ ქვეყნების მომავალ პოლიტიკაზე კონფლიქტის გავლენაა განხილული.
![]() |
2.2.1 1.2.1 დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა |
▲back to top |
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კრემლის ახალი საგარეო პოლიტიკური პრინციპების ჩამოყალიბებისას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების“ სფეროდ გამოაცხადა. ამით მოსკოვმა დასავლეთს ღიად მიანიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ რუსეთის სამეზობლოში, განსაკუთრებით კი, დსთ-ის წევრ ქვეყნებში, პოლიტიკის ერთადერთი განმსაზღვრელი კრემლი უნდა იყოს.1
დსთ-ის წევრი ქვეყნების უმრავლესობა კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში მკვეთრ რიტორიკას მოერიდა და ლოდინის პოლიტიკა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ამ ქვეყნებში გაჩნდა რეალური შიში, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად მოსკოვისადმი არალოიალური პოლიტიკის გატარებისა და პროდასავლური პოლიტიკით ზედმეტი გატაცების შემთხვევაში, მოსკოვი მათზე ზეწოლას გააძლიერებს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ შეიძინა:
(1) რუსეთმა საქართველოში ინტერვენციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად საკუთარი მოქალაქეების დაცვა დაასახელა. ამ საკითხმა რუსეთის ახალ საგარეო პოლიტიკურ პრინციპებშიც პოვა ასახვა, რაც მოსკოვს ნებისმიერ ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების დაცვას „ავალდებულებს“. საქართველოსთან ომის შემდეგ, რუსეთს აქვს პრეცედენტი, ინტერვენცია მსგავსი მოტივით ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა იმ რესპუბლიკაში განახორციელოს, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ.2
(2) საქართველოში ინტერვენციით რუსეთი კასპიური ენერგორესურსებისათვის ალტერნატიული მარშრუტების არასაიმედოების წარმოჩენასაც ისახავდა მიზნად. რუსეთმა, რომელიც საქართველოზე გამავალ მილსადენებს3 მოსკოვის წინააღმდეგ გადადგმულ მტრულ ნაბიჯად აფასებს, საქართველოში აგრესიის შემდეგ კასპიის აუზის ქვეყნების ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებს გაფრთხილება გაუგზავნა, თავი აარიდონ რუსეთისაგან ალტერნატიული მარშრუტების ძიებას და მათი ენერგორესურსები დასავლეთის მიმართულებით მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე გაატარონ.
კონფლიქტისადმი დამოკიდებულებაში ღიად გამოიკვეთა დსთ-ის წევრი ქვეყნების კრემლისადმი ლოიალურობის მასშტაბები. კრემლის აგრესია დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ მაინც გაამართლეს, მოსკოვში 5 სექტემბერს შეკრებილმა დსთ-ის ფარგლებში შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა: ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა, ბელორუსიამ და სომხეთმა. შეხვედრის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში მათ, მართალია, მხარი დაუჭირეს რუსეთს, მაგრამ არაფერი თქვეს სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებაზე,4 რაც მიუთითებს, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლის მასშტაბები უსასრულო არ არის.
________________
1. Paul Reynolds, „New Russian world order: the five principles“, BBC, September 1, 2008, http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7591610.stm (accessed September 8, 2008).
2. ყაზახეთის მოსახლეობის 29.9% ეთნიკურად რუსია, უკრაინის - 17.3%, ბელორუსიის - 11.4%, მოლდავეთის 5.9%. რუსული მოსახლეობა ცხოვრობს ლატვიაში - 28.0%, ესტონეთში - 25.6%, ლიტვაში - 5.2%. “Cold comfort”, The Economist, September 4, 2008, http://www.economist.com/world/europe/displayStory.cfm?source=hptextfeature&story_id 12052710 (accessed September 8, 2008).
3. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო თბილისი-ერზერუმის გაზსადენი.
4. „Партнёры РФ по ОДУБ отложили решение о статусе Абхазии и Южной Осетии“, известия, 5.09.08, http://www.izvestia.ru/news/news187394 (accessed September 5, 2008); Марина Перевозкина, Жесткость Москвы воодушевила союзников, Независимая Газкта, 09.09.08, http://www.ng.ru/cis/2008-09-06/100_odkb.html?mthree=1 (accessed September 9, 2008).
![]() |
2.2.1.1 1.2.1.1 ცენტრალური აზია |
▲back to top |
ცენტრალური აზიის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნებისათვის დასავლეთის მარშრუტით ენერგორესურსების ტრანზიტისათვის საქართველო რუსეთის მნიშვნელოვანი ალტერნატივაა. თუმცა, რეგიონში რუსეთის პოზიციისა და დასავლეთის ჯერ კიდევ სუსტი როლის გამო, რუსეთის მარშრუტი ძირითად როლს ასრულებს; ეს კი რეგიონის ქვეყნებს მოსკოვთან ლოიალური ურთიერთობების შენარჩუნებისაკენ უბიძგებს. რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოში დასავლეთის პოზიციების შესუსტების შემთხვევაში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების პრორუსული პოლიტიკა გაძლიერდება, რაც რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული:
(1) რუსეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებს საქართველოში აგრესიით იმაზე მიუთითა, რომ მისი ტერიტორიის გვერდის ავლით ენერგორესურსების ტრანზიტს მოსკოვი მტრულ ქმედებად შეაფასებს. მსგავს ვითარებაში, თუკი დასავლეთმა ვერ შეძლო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და ახალი ალტერნატიული მარშრუტების რეალიზაცია, ცენტრალური აზიის დამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება. საქართველოსთან ომის დასრულების შემდეგ, 2 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინი უკვე ეწვია უზბეკეთს და მისი ენერგორესურსების ევროპული ფასით შესყიდვის შესახებ განაცხადა. მსგავსი შეთანხმება არსებობს თურქმენეთთანაც.1
(2) საქართველოში კრიზისის გაღრმავება ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის დასავლეთის, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯს შეასუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის ავტოკრატიული რეჟიმები, მათ შორის უზბეკეთიც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა მასშტაბით ურთიერთობას ავითარებენ, საქართველოს დასუსტების შემთხვევაში, აშშ-ის მოკავშირე ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის დასავლეთთან გადაჭარბებული მეგობრობა სავალალო შეიძლება გამოდგეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთი მათ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ავტოკრატიული მმართველობისათვის აკრიტიკებს. ამ ვითარებაში ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომელთა ლიდერები პოლიტიკური პრაგმატიზმით გამოირჩევიან, დასავლეთთან რისკიანი ურთიერთობის სანაცვლოდ, რუსეთთან ურთიერთობას გააღრმავებენ, რაც მოსკოვზე მათ დამოკიდებულებას გაზრდის.
(3) რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ რუსეთი საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყანაში დასაცავად სამხედრო აგრესიის გამოყენებას არ მოერიდება. ეს შეტყობინება ყველაზე მწვავედ ყაზახეთმა აღიქვა, რომლის მოსახლეობის მესამედიც ეთნიკურად რუსია. გარდა ამისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტონომიური რესპუბლიკებისა და არასატიტულო ეთნიკური ჯგუფების კომპაქტური დასახლებების2 არსებობა მათთვის დამატებითი სიფრთხილის წყაროს წარმოადგენს. არალოიალურობის შემთხვევაში კრემლს უკვე აქვს დამუშავებული „ქართული“ სცენარი (პასპორტების დარიგება და საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით ინტერვენცია), რომელიც ეთნიკურად ჭრელ და მოწყვლად ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში, შეუძლია გამოიყენოს.
მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, თავს შეიკავებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისგან, მაგრამ მათი მხარდაჭერა ალტერნატიული მილსადენების მიმართ შესუსტდება მანამ, სანამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეძლებენ საქართველოში რუსეთის სამხედრო როლის შემცირებას და რუსეთის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მილსადენების პროექტების რეალიზაციას.
_________________
1. „Россия и Узбекистан договорились о переходе на „европеискую“ цену на газ“, РИА „Новости“, 2.09.08.
2. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში უზბეკების დიდი დასახლებაა, თავად უზბეკეთში ტაჯიკები ცხოვრობენ, უზბეკეთის დასავლეთში კი უზბეკებისაგან ეთნიკურად და ლინგვისტურად განსხვავებული - კარაკალპაკები.
![]() |
2.2.1.2 1.2.1.2 ბელორუსია |
▲back to top |
რუსეთს საქართველოში აგრესიის მხარდაჭერის ყველაზე დიდი იმედი ბელორუსიისგან ჰქონდა. თუმცა, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კონფლიქტის პირველ დღეებში დუმილი ამჯობინა, რაც მოსკოვში რუსეთის ღალატადაც კი შეაფასეს. ლუკაშენკომ სეპარატისტთა დამოუკიდებლობის აღიარება მოიწონა, მაგრამ ოფიციალური აღიარებისაგან თავი შეიკავა. ბელორუსიის ლიდერის გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში არ აღიაროს სეპარატისტული რესპუბლიკები, დასავლეთში პოზიტიურ სიგნალად აღიქვეს. მინსკთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირველი ტენდენციები უკვე შეინიშნება. დასავლეთმა ვიზების გაცემის პროცედურის გაუმჯობესების შესახებ განაცხადა, ევროკავშირი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრობს, ხოლო აშშ ბელორუსული კომპანიებისათვის ზოგიერთი სანქციის გაუქმებას აპირებს.1
პოსტკონფლიქტურ ვითარებაში, როდესაც რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებული აღმოჩნდა, ბელორუსიამ საგარეოპოლიტიკური მანევრირებისათვის ფართო შესაძლებლობები მიიღო. ლუკაშენკოს მმართველობის ავტორიტარული სტილის მიუხედავად, დასავლეთმა, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ მინსკის შემდგომი იზოლაცია ბელორუსიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევს. ბელორუსიამ სეპარატისტული რესპუბლიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღიაროს, თუკი დასავლეთი მის იზოლაციას გააღრმავებს, რუსეთი კი, თავის მხრივ, ზეწოლის ბერკეტებს აამოქმედებს.2
________________
1. David Marples, „Belarus responds cautiously to Georgian crisis“, Eurasia Daily Monitor, September 2, 2008, http://www.jamestown.org/edm/article.php?article_id=2373335 (accessd September 10, 2008).
2. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა მინსკს უკვე შესთავაზა გაზზე არსებული ფასის შენარჩუნება და ორი მილიარდ აშშ დოლარის კრედიტი.
![]() |
2.2.1.3 1.2.1.3 სომხეთი |
▲back to top |
რუსეთისადმი ლოილურად განწყობილი სახელმწიფოებიდან საქართველო-რუსეთის ომმა ყველაზე შესამჩნევი გავლენა სომხეთზე მოახდინა, რომელიც აზერბაიჯან-თურქეთის მხრიდან იზოლაციის პირობებში საქართველოს თავის სასიცოცხლო არტერიად მიიჩნევს.1 ამის დადასტურება იყო ის, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ სომხეთმა ხიდის სარეაბილიტაციოდზო აუცილებელი მასალები და სპეციალისტები სასწრაფოდ გამოგზავნა.2
სომხეთი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში საგარეო პოლიტიკური დილემის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა სომხეთს მოსკოვის აგრესიის მხარდაჭერას აიძულებდა, საქართველოს, როგორც ქვეყნისთვის სასიცოცხლო გზის არსებობა კი, ზომიერი პოზიციის გამოხატვას, რაც საქართველოს გაღიზიანებას არ გამოიწვევდა. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, მედვედევს მხოლოდ 13 აგვისტოს დაურეკა და მისი ქმედება რეგიონში სტაბილურობის დამყარების საქმეში დადებითად შეაფასა, მაგრამ უარი თქვა სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებაზე.3
საქართველო-რუსეთის ომი სომხეთის საგარეო პოლიტიკისათვის შესაძლოა წყალგამყოფი აღმოჩნდეს რამდენიმე მიმართულებით:
(1) სამხრეთ კავკასიაში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის რუსეთის მიერ აღიარება გავლენას მოახდენს მთიანი ყარაბაღის საკითხზეც. ერევანმა საქართველო-რუსეთის ომის ფონზე კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს გაუსვა ხაზი. ერევანის აზრით, საქართველოს მაგალითი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის სამხედრო გზით დაბრუნებას გადააფიქრებინებს, სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება კი მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხსაც შეუწყობს ხელს.
(2) კონფლიქტმა სომხეთი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ერევანმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა დაიწყოს და მოლაპარაკების დროს ისტორიულ წარსულზე აპელირება შეამციროს. სომხეთში ე.წ. „საფეხბურთო დიპლომატიამ“ ახალი განზომილება შეიძინა, როდესაც 6 სექტემბერს ფეხბურთში მსოფლიო შესარჩევ მატჩში თურქეთის ნაკრები სომხეთს შეხვდა.4 თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის ერევანში ჩასვლამ და სერჟ სარქისიანთან შეხვედრამ შესაძლოა ურთიერთობის გალღობას შეუწყოს ხელი, მაგრამ მათი ურთიერთობის სრულად განვითარებას დრო დასჭირდება.
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში, საქართველო რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება, რადგან სომხეთისათვის ალტერნატიული სატრანზიტო გზის არსებობის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტრანზიტული ტვირთის, მათ შორის, გაზის ტრანსპორტირება შეაჩეროს და საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს.
__________________
1. სომხეთის მთავრობის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ომმა სომხეთის ეკონომიკას 680 მლნ აშშ დოლარის ზარალი მიაყენა. სომხეთის საგარეო ვაჭრობის 70% საქართველოს რკინიგზის, პორტების, გზების გამოყენებით ხორციელდება. Hovannes Shoghikian, „Armenia claims huge losses from Georgian crisis“, Armenialiberty, September 3, 2008, http://www.armenialiberty.org/armeniareport/report/en/2008/09/78A3F6D5-0F3E-4908-911D B91CE3CD6312.ASP (accessed September 4, 2008).
2. Shakeh Avoyan, „Armenia scrambles to restore vital supplies via Georgia“, August 18, 2008, http://www.armenialiberty.org/armeniareport/report/en/2008/08/F3509195-D04E 4187-AA45-23B61ACF430F.asp, (accessed September 19, 2008).
3. Hovannes Shoghikian, „Russia seeks Armenian recognition of Georgian regions“, Armenialiberty, September 3, 2008, http://www.armenialiberty.org/armeniareport/report/en/2008/09/93D9ECA8-7301-4920-BF20 9056B6124D20.ASP (accessed September 4, 2008).
4. Emil Danielyan, „Armenia, Turkey ease tensions after historic Yerevan summit“, Armenialiberty, September 8, 2008, http://www.armenialiberty.org/armeniareport/report/en/2008/09/640B3F40-F23A-443D-8CB7 A8F24A7FD6E8.ASP (accessed September 9, 2008).
![]() |
2.2.1.4 1.2.1.4 აზერბაიჯანი |
▲back to top |
აზერბაიჯანმა კონფლიქტის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ იგი მიესალმება სეპარატისტული რეგიონების სამხედრო გზით დაბრუნებას, თუმცა კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ღია განცხადებები არ გაუკეთებია, რითაც რუსეთის გაღიზიანებას მოერიდა.
საქართველო-რუსეთის ომი ორი კუთხით იყო მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისათვის.
(1) საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში სამხედრო გზის გამოსაყენებლად დამატებით არგუმენტს მიიღებდა. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და პოლიტიკური ელიტა კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებაზე საუბრობს, მაგრამ არსებული შედეგების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სამხედრო გზით დაბრუნების საკითხს დროებით სამომავლოდ გადადებს, რადგან ბაქოსთვის აშკარა გახდა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მოკავშირესთან სამხედრო დაპირისპირებას. ამავე დროს, საქართველოს მიერ სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო გზით წარუმატებელი დაბრუნების მცდელობის ფონზე, ილჰამ ალიევს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური წნეხი მოეხსნება, რომელიც ომის მომხრე პოლიტიკური ჯგუფებიდან და ასეულ ათასობით დევნილისგან მოდიოდა.
(2) კონფლიქტმა შესაძლოა კორექტივი შეიტანოს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაშიც იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთმა და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის აგრესიისაგან საქართველოს დაცვა და შემდგომში მისი ეკონომიკური თუ სამხედრო მხარდაჭერა ვერ შეძლო. ამ შემთხვევაში ილჰამ ალიევი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ლავირებას ანიჭებს უპირატესობას, რუსეთის მხარეს უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. ბაქოს მხრიდან ლოდინის პოლიტიკის გამოხატულებაა ალიევის შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინთან, რასაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. შეხვედრის შემდეგ ალიევსა და მედვედევს შორის სატელეფონო საუბარიც კი შედგა.1
_______________
1. „Azerbaijan: Baku officials, US diplomats deny Cheney blow-up“, Eurasia Insight, September 10, 2008, http://www.eurasianet.org/departments/insight/articles/eav091008a.shtml (accessed September 11, 2008).
![]() |
2.2.1.5 1.2.1.5 მოლდავეთი |
▲back to top |
საქართველო-რუსეთის ომის ფონზე მოლდავეთი შეიძლება ის ქვეყანა აღმოჩნდეს, რომლის მაგალითზეც, რუსეთმა დასავლეთს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების „გაკვეთილები“ ჩაუტაროს. მოსკოვი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისთანავე შეხვდა მოლდავეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინსა და სეპარატისტთა ლიდერ იგორ სმირნოვს. მოსკოვმა ხელახლა წამოწია ე.წ. კოზაკის გეგმა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ვორონინმა, მათ შორის, დასავლეთის ზეწოლის გამო ჩააგდო. კრემლი მოლდავეთისგან კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ ითხოვს ქვეყნის ნეიტრალიტეტს და დნესტრისპირეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას, სადაც 20 წლით დაკანონდება რუსეთის არმიის ყოფნა.1 ვორონინის მიერ აღნიშნული გეგმის მიღება, ერთი მხრივ, კონფლიქტის მოგვარების ილუზიას შექმნის, მეორე მხრივ, მოლდავეთს შუაგულ ევროპაში რუსეთის დასაყრდენად გადააქცევს. ამასთან, რუსეთი მოგვევლინება როგორც მედიატორი, რომელიც მისადმი ლოიალურად განწყობილ ქვეყნებს გაყინულ კონფლიქტებს უგვარებს; ეს კი მოსკოვის დიპლომატიურ არსენალში ძლიერ კონტრარგუმენტად გადაიქცევა დასავლეთთან ურთიერთობაში.
_______________
1. Игорь Гланин, „Принуждение к перегавором“, Время Новостей, 4.09.08, http://www.vremya.ru/2008/162/4/211962.html (accessed September 4, 2008).
![]() |
2.2.1.6 1.2.1.6 უკრაინა |
▲back to top |
უკრაინა დსთ-ის წევრ ქვეყნებში ერთადერთი იყო, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში საქართველოს მხარდასაჭერად მოსკოვისადმი არამეგობრული ნაბიჯი გადადგა, როდესაც რუსეთს შავი ზღვის ფლოტის მიმოსვლის წესები გაუმკაცრა.1 პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო კი რუსეთის აგრესიის პერიოდში პირადად ეწვია საქართველოს, რაც მოსკოვმა ანტირუსულ ნაბიჯად შეაფასა.
უკრაინის პოზიცია განპირობებული იყო როგორც უკრაინის პროდასავლური კურსით, ისე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ახლო ურთიერთობით მიხეილ სააკაშვილთან. იუშჩენკოს პოლიტიკურ გუნდში და ასევე დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გაცნობიერებულია, რომ საქართველოში რუსული აგრესიის წარმატების შემთხვევაში, მოსკოვის შემდეგი მსხვერპლი უკრაინა იქნება, რომლის პრეზიდენტიც ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას ესწრაფვის, რაც კრემლის განსაკუთრებული გაღიზიანების მიზეზია.
პოსტკონფლიქტურ ვითარებაში უკრაინის პოზიციები სუსტია რამდენიმე ფაქტორის გამო:
(1) ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია და პრორუსულად არის განწყობილი.2 ქვეყანა პოლიტიკურად, სინამდვილეში, ორად არის გაყოფილი და რუსული პოლიტიკური ელიტა, რომელიც რუსეთისთვის ძველი დიდების დაბრუნებაზე ოცნებობს, უკრაინაში პროდასავლური პოლიტიკის გაძლიერების შემთხვევაში, ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ჩამოშორებით იმუქრება.3 ყირიმის რუსეთისათვის დაბრუნების მოთხოვნები ღიად გაისმის რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. ამ მხრივ გამოირჩევა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც სევასტოპოლს „მოსკოვის რეგიონი“ უწოდა.4 მსგავსი გამონათქვამების გამო ლუჟკოვს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს. საქართველოში დასავლეთის პოზიციების შესუსტების, იუშჩენკოს ანტირუსული რიტორიკისა და ნატოსკენ სწრაფვის შემთხვევაში, რუსეთი ხელს შეუწყობს უკრაინაში სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას, განსაკუთრებით, ყირიმში, სადაც რუსეთის ფლოტია დაბინავებული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმფეროპოლში, რუსეთის საკონსულო უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებს ურიგებს, რის შესახებაც უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.5 რუსეთის ახალი საგარეო პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, მოსკოვს კიევის არალოიალურობის შემთხვევაში უკრაინაში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებაც შეუძლია.
(2) საქართველოში რუსეთის შემდგომი აგრესიის შეჩერების შემთხვევაშიც, უკრაინის პროდასავლური პრეზიდენტი სერიოზული შიდაპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას. მისი ძველი მოკავშირე, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიციები აქვს, იუშჩენკოს გუნდის მხრიდან ქვეყნის პრორუსულ ოპოზიციასთან და რუსეთთან გარიგებაშია ეჭვმიტანილი.6 საქართველოში დასავლეთის პოზიციების შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, მოსკოვი მაქსიმალურად შეეცდება უკრაინის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ზიანი მიაყენოს და შიდაპოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყოს ხელი.
__________________
1. „Yushchenko decrees restrict Russian fleet“, Ukrainian Journal, August 13, 2008, http://www.ukrainianjournal.com/index.php?w=article&id=6989 (accessed 14 August, 2008).
2. Andreas Umland, „Ukraine, NATO, and German Foreign Policy: Berlin and Russian Interests in the Former USSR“, American Chronicle, April 20, 2008, http://www.americanchronicle.com/articles/59200 (accessed 10 May, 2008).
3. უკრაინა შემდგარ სახელმწიფოდ არ მიაჩნია ვლადიმერ პუტინსაც, რომელმაც ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს უკრაინაში მიღების შემთხვევაში უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, დაშლით დაიმუქრა. დიპლომატიური არხებიდან გამოსული ინფორმაციით, პუტინმა ჯორჯ ბუშს ისიც კი უთხრა, რომ „უკრაინა სახელმწიფოც კი არ არის“: „Putin Hints At Splitting Up Ukraine“, The Moscow Times, April 8, 2008, http://www.moscowtimes.ru/article/1010/42/361701.htm (accessed 6 September,2008).
4. Andrey Kurkov, „Is Ukraine next?“, New Statesman, September 4, 2008, http://www.newstatesman.com/europe/2008/09/russia-ukraine-georgia (accessed September 19, 2008).
5. Светлана Гамова, „В Криму будут бить по паспорту“, независимая газета 08.09.2008, http://www.ng.ru/week/2008-09-08/12_sng.html?mthree=2 (accessed September 9, 2008).
6. Graham Stack, „Ukraine in suspense over Tymoshenko`s Nato position“, Russia Profile, September 8, 2008, http://www.russiaprofile.org/page.php?pageid=Business+New+Europe&articleid=a1220858884 (accessed 9 September, 2008).
![]() |
2.2.2 1.2.2 ამერიკის შეერთებული შტატები |
▲back to top |
![]() |
2.2.2.1 1.2.2.1 საერთაშორისო დონე |
▲back to top |
საქართველო-რუსეთის კონფლიქტში მედიატორის როლი ამერიკის შეერთებულმა კავშირმა ევროკავშირს დაუთმო, თავად კი რუსეთის ქმედებების შეფასებისა და აქტიური ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციის განხორციელების პოლიტიკა აირჩია.1 მსგავსი მიდგომა განაპირობა რუსეთის პოზიციამაც, რომელიც საქართველოს მხარდაჭერაში და რუსეთთან კონფლიქტის წაქეზებაში ვაშინგტონს ღიად ადანაშაულებს.2 ამ ფონზე, აშშ-ის მედიატორობა რუსეთისათვის მიუღებელი იქნებოდა, რაც კონფლიქტის მოგვარებას გაართულებდა.
საერთაშორისო დონეზე ვაშინგტონის ქმედება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:
(1) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკა თანმიმდევრულად ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც რუსეთში აღქმულია, როგორც კრემლის გავლენის შესუსტების მცდელობა მის ყოფილ სატელიტებში. ამ მხრივ, ვაშინგტონი საქართველოს მსოფლიოში და, განსაკუთრებით, რეგიონში დემოკრატიის გავრცელების საქმეში განსაკუთრებულ მისიას აკისრებს, რის შესახებაც, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2005 წელს საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.3
(2) საქართველოს აშშ-ის ენერგეტიკულ პოლიტიკაში საკვანძო ადგილი უკავია. 1990 -იან წლებში ვაშინგტონის ძალისხმევის შედეგად მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი ერზერუმის მილსადენების პროექტების რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით განხორციელება. ეს მოსკოვმა რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებისა და რუსულ ენერგორესურსებზე დასავლეთის დამოკიდებულების შემცირების მცდელობად შეაფასა. საქართველოში რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის შეჩერება და დასავლეთის მიერ პოზიციების შენარჩუნება, სერიოზულ გავლენას მოახდენს დასავლეთის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, რაც ენერგორესურსების ტრანსპორტირების დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად. ვაშინგტონის პასიურობის შემთხვევაში, საეჭვოა, კასპიური ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა საქართველოს მარშრუტის განვითარებას დაუჭირონ მხარი და რუსეთს დაუპირისპირდნენ.
(3) აშშ-ის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ აღიარებული საქართველოს რუსეთის შემდგომი აგრესიისაგან დაცვა ვაშინგტონისთვის პრესტიჟის საკითხია. საქართველო აშშ-ის საიმედო მოკავშირედ ითვლება, რომლის სამხედრო კონტიგენტის რაოდენობაც ერაყში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მესამეა. საქართველოს პოლიტიკური ელიტა ცალსახად დასავლეთზე და, განსაკუთრებით, ამერიკაზეა ორიენტირებული. საქართველოში რუსეთის პოზიციების გაძლიერება კი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პრესტიჟს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ხოლო დსთ-ის წევრ ქვეყნებს აიძულებს, ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე ხელი აიღონ.
________________
1. საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე აშშ-მა ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად საქართველოს 38 მლნ აშშ დოლა-რის ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა. ამერიკულმა თვითმფრინავებმა 13 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით 62 ჰუმანიტარული ფრენა განახორციელეს, საქართველოს პორტებში კი ჰუმანიტარული მისიით სამი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა: Daniel Fried, „The Current Situation in Georgia and Implications for U.S. Policy“, Testimony before the Senate Committee on Armed Services, U.S. Department of State, September 9, 2008, http://www.state.gov/p/eur/rls/rm/109345.htm (accessed September 10, 2008).
2. Steven Lee Myers, „US to Announce $1 Billion Georgia Aid Package“, The New York Times, September 3, 2008, http://www.nytimes.com/2008/09/04/world/europe/04cheney.html?_r=1&hp&oref=slogin (accessed September 3, 2008)
3. Office of the Press Secretary, May 10, 2005, http://www.whitehouse.gov/news/releases/2005/05/20050510-2.html (accessed on May 11, 2005).
![]() |
2.2.2.2 1.2.2.2 შიდაპოლიტიკური დონე |
▲back to top |
საქართველო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში პირველად გახდა შიდაპოლიტიკური თემა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა - რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა და დემოკრატმა ბარაკ ობამამ ღიად დააფიქსირეს საქართველოს მხარდაჭერა. მაკკეინის მომხრეებმა ობამას რუსეთთან მიმართებაში სირბილეც კი დააბრალეს.1 საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან დაცვის საკითხი ამერიკის პოლიტიკური ელიტისათვის პრიორიტეტული საგარეოპოლიტიკური თემა გახდა, რაც თავის აქტუალობას პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებს. ასევე მოსალოდნელია, რომ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენის კუთხით, რაშიც რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის გარკვეული კონსენსუსიც არსებობს.2
______________
1. Ewen MacAskill, „US election: Republican catches fire as McCain`s ex-rivals delivers speeches critical of Obama“, Guardian, September 4, 2008, http://www.guardian.co.uk/world/2008/sep/04/uselections2008.republicans20086 (accessed September 4, 2008).
2. Heather Maher, „Congress questions Bush officials on Georgian aid, response to Russia“, RFE/RL, September 10, 2008, http://www.rferl.org/content/Congress_Questions_Bush_Officials_On_Georgian_Aid_Response_To_Russia_/11 7713.html (accessed September 10, 2008).
![]() |
2.2.2.3 1.2.2.3 მმართველობით-პიროვნული დონე |
▲back to top |
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამჟამინდელ ადმინისტრაციას საქართველოს საკითხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა საქართველოში ვარდების რევოლუცია და ვაშინგტონის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერის პირობებში გაატარა საქართველომ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ამიტომაც, საქართველოში ვაშინგტონის პოლიტიკის წარუმატებლობა, ჯორჯ ბუშის პოლიტიკურ კარიერის მიწურულს მის პოლიტიკურ მარცხად შეფასდება, რაც ზრდის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მოტივაციას ძლიერი მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მიმართ.
![]() |
2.2.2.4 1.2.2.4 შედეგები |
▲back to top |
ვაშინგტონის პოლიტიკის წარმატება, ანუ, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ე.წ. ბუფერული ზონებიდან გაყვანა, საქართველოში სახელმწიფო სისტემისა და ეკონომიკის ქმედუნარიანობის შენარჩუნება, დემოკრატიული პროცესების განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაზრდას, მოკავშირეების შეძენას და ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციას.
ვაშინგტონის პოლიტიკის წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ამერიკა დაკარგავს საიმედო პარტნიორის იმიჯს, პრესტიჟს საერთაშორისო პოლიტიკაში, გავლენას რეგიონში; შეიზღუდება ალტერნატიული მარშრუტების რეალიზების შესაძლებლობა, რის შედეგადაც გაიზრდება რუსეთის როლი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც.
![]() |
2.2.3 1.2.3 ევროკავშირი |
▲back to top |
![]() |
2.2.3.1 1.2.3.1 საერთაშორისო დონე |
▲back to top |
ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში მეტწილად ორგანიზაციის წამყვანი წევრი ქვეყნების რუსეთთან დამოკიდებულება განსაზღვრავს. ევროკავშირის მხარდაჭერა არასდროს სცილდებოდა იმ ზღვარს, რომელიც რუსეთს გააღიზიანებდა. ევროკავშირი პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან მიმართებაში ზომიერებას იჩენდა და ნატო-სგან განსხვავებით, რომლის ნებისმიერი უმნიშვნელო ქმედება საქართველოსთან მიმართებაში მტრულ ნაბიჯად ფასდებოდა, ნაკლებად პოლიტიზებულ სფეროში თანამშრომლობას ანიჭებდა უპირატესობას.
ევროკავშირის მსგავსი პოზიციის ფორმირებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.1 ევროკავშირი, განსაკუთრებით, მისი ძველი წევრები, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ხარჯზე მიზანშეუწონლად მიიჩნევდნენ. თუმცა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით, რუსი სამხედროების მიერ კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე რაიონების დაკავებამ და 26 აგვისტოს რუსეთის მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებამ ევროკავშირის რუსეთთან დამოკიდებულება შეცვალა. ევროკავშირისათვის ეს აღმოჩნდა ზღვარი, რომლის იქითაც, რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაუსვლელად, რუსეთთან ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა ძველებურად.2
საქართველოს ყველაზე ღიად მხარი დაუჭირეს ორგანიზაციის ახალმა წევრებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ეშინიათ რუსეთის აგრესიის - ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა. მათი პოზიცია გაიზიარა და რუსეთზე სანქციების დაწესება მოითხოვა შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. რუსეთის მხარდამჭერი განცხადება ყველაზე მკვეთრად იტალიაში გააკეთეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.3 სანქციების დაწესების ნაცვლად, საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერების მომხრედ გამოვიდნენ საფრანგეთი და გერმანია.4 ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ მოახდინა, რაც ბალანსირებული მიდგომის შემუშავებაში გამოიხატა: რუსეთს არ დაუწესეს სანქციები, რაც მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ტოვებს, საქართველოსთან ურთიერთობა კი გაღრმავდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ორგანიზაციის წევრად მიიღებენ.
______________
1. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე პროცენტებში 2006 წლის მონაცემების მიხედვით: საფრანგეთი: გაზი - 23%, ნავთობი - 15%, გერმანია: გაზი - 40%, ნავთობი - 34%, იტალია: გაზი - 32%, ნავთობი - 23%. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის რუსულ გაზე დამოკიდებულება კი 100%-ია: ბულგარეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. წყარო: Enoi Wogr, 2006, http://www.eni.it/; Eurostat, http://www.eurostat.com/.
2. „No more business as usual?“, The Economist, August 19, 2008, http://www.economist.com/world/europe/displayStory.cfm?story_id=11955660&source=fea ures_box_main (accessed 20 August, 2008).
3. „Italy's Frattini on South Ossetia Crisis: `Mistake To Keep Russia Out' of WTO,“ Official website of the Ministry of Foreign Affairs of Italy, http://www.esteri.it/MAE/EN/Home.htm.
4. „EU reaches out to Georgia but membership not on the cards“, EUbusiness, September 2, 2008, http://www.eubusiness.com/news-eu/1220359623.06 (accessed September 2, 2008).
![]() |
2.2.3.2 1.2.3.2 შიდაპოლიტიკური დონე |
▲back to top |
რუსეთის საქართველოში ინტერვენცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან აქტუალურ შიდა პოლიტიკურ საკითხად დიდ ბრიტანეთში გადაიქცა. ბრიტანელ პოლიტიკოსთაგან პირველი, ვინც საქართველოს ეწვია, იყო ოპოზიციის ლიდერი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი დევიდ კამერონი; ის 16 აგვისტოს ჩამოვიდა და არა მარტო ბრიტანეთის მთავრობის, არამედ, ბრიტანეთის ოპოზიციის სახელითაც გამოუცხადა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა.1 კამერონის ვიზიტმა შიდა პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა, რადგანაც მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო კრიზისის პერიოდში პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი შვებულებაში იმყოფებოდა,2 საგარეო საქმეთა მინისტრი კი მხოლოდ 19 აგვისტოს ეწვია საქართველოს.3 დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის ერთიანი პოზიცია საქართველო რუსეთის ომთან მიმართებაში მიუთითებს, რომ უახლოეს წლებში ლონდონის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მხარდაჭერის საკითხი აქტუალური თემა იქნება.
_______________
1. „British Conservative Leader in Tbilisi“, Civil Georgia, August 16, 2008, http://civil.ge/eng/article.php?id=19175&search=Cameron (accessed 13 September, 2008).
2. „Lost in the Caucasus“, The Economist, August 21, 2008,
http://www.economist.com/world/britain/displaystory.cfm?story_id=11965231 (accessed 13 September, 2008).
3. „British Foreign Secretary Visits Georgia“, Civil Georgia, August 19, 2008,
http://civil.ge/eng/article.php?id=19217&search=Miliband%20visit%20Georgia (accessed 13 September, 2008).
![]() |
2.2.3.3 1.2.3.3 მმართველობით-პიროვნული დონე |
▲back to top |
საქართველო-რუსეთის ომი იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა იყო, რომ ევროკავშირის პასიური ქმედება ამ ორგანიზაციის აშკარა სისუსტეზე მიუთითებს. დღეისათვის ევროკავშირი კონფლიქტში მთავარ მედიატორად მოგვევლინა, რაშიც პიროვნული ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ენერგიულად შეუდგა საერთაშორისო ასპარეზზე კრიზისების მოგვარებას. მან უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ტყვეების განთავისუფლებაში ლიბიასა და კოლუმბიაში. თუმცა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი მისთვის სულ სხვა გამოწვევა აღმოჩნდა. პირველივე დღეებიდან მოლაპარაკებებში საფრანგეთის ლიდერის აქტიური ჩართვა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის მოქმედი პრეზიდენტია, მიუთითებს, რომ მისთვის უკვე პრესტიჟის საკითხია შექმნილი კრიზისის მოგვარება.
![]() |
2.2.3.4 1.2.3.4 შედეგები |
▲back to top |
საქართველო-რუსეთის ომი ხელს შეუწყობს ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოში, რაც ევროპული ორგანიზაციის როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვნად გაზრდის.
საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება საქართველოს პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისათვის, რაც ევროკავშირის პრესტიჟს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანდ აამაღლებს.
ევროკავშირისათვის აქტუალობა შეიძინა დივერსიფიცირებული ენერგომარშრუტების არსებობამ, რაც პირველი სექტემბრის ევროკავშირის სამიტის დასკვნაშიც აისახა. დასავლეთის მიმართულებით ენერგოტრანზიტზე რუსეთის მონოპოლიის დაწესების საკითხმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა. შედეგად, მოსალოდნელია, რომ დასავლეთი ალტერნატიული მილსადენების პროექტების (მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ნაბუკოს პროექტის) ლობირებას გააქტიურებს.1
______________
1. „Nabucco pipeline `on track' despite Georgia-Russia conflict“, EUbusiness, September 5, 2008, http://www.eubusiness.com/news-eu/1220572922.8/ (accessed September 10, 2008).
![]() |
2.3 1.3 საქართველო |
▲back to top |
2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური სურათი საქართველოში: დღეს აღარ არსებობს განყენებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. ისინი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემადგენელ ნაწილად იქცა; საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სუვერენიტეტის საკითხად იქცა - საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებს უფრო ნაკლებ ტერიტორიებს, ვიდრე კონფლიქტის ესკალაციამდე, საქართველოს „ძლიერი სახელმწიფოს“ იმიჯი შერყეულია და გამორიცხული არაა შიდაპოლიტიკური კრიზისის განახლება; საქართველო, როგორც არასდროს, დამოკიდებულია უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომაზე.
![]() |
2.3.1 1.3.1 შედეგები კონფლიქტური რეგიონებისათვის |
▲back to top |
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ე.წ. კონფლიქტის მხარეებს (საქართველო-აფხაზეთი, საქართველო-სამხრეთ ოსეთი) შორის პირდაპირი დიალოგის შანსები საგრძნობლად შემცირდა. ეს დაკვირვება უფრო ზუსტია სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, სადაც მმართველი ჯგუფი პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის სამხედრო წრეებთან, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრების პერსპექტივა უფრო ხიბლავს, ვიდრე დამოუკიდებლობა. ამდენად, სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პარალელურად მოსალოდნელია ამ ფაქტის იურიდიული გაფორმებაც მოხდეს რუსეთის მხრიდან და მოსკოვმა სამხრეთი ოსეთი უბრალოდ შეიერთოს.1 ამასთან, პარადოქსულია ვითარება, როცა სამხრეთ ოსეთი ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთი ისევ რუსეთის შემადგენლობაში რჩება. საინტერესოა, როგორ გადაწყვეტს ამ დილემას მოსკოვი. რაც შეეხება აფხაზეთს, მმართველი ელიტის ერთი ნაწილს მართლაც აქვს საკუთარი ნაციონალისტური პროექტი და ამდენად, ისინი შეეცდებიან არ მოექცნენ მოსკოვის სრული გავლენის ქვეშ,2 რაც საქართველოს მთავრობისათვის მანევრის შეზღუდულ სივრცეს ტოვებს. ამასთან, თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა აფხაზეთში შეღწევა, მოსკოვი მარტივად ჩამოაშორებს ამ ელიტას მართვის სადავეებს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზები აფხაზეთში დღესაც უმცირესობას შეადგენენ.3
2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ასევე აჩვენა, რომ გადამეტებული იყო ყველა სახის იმედი მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებაზე. 2004 წლიდან სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა საკმაოდ ზომიერი პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში და, ფაქტობრივ, ფარულად მხარი დაუჭირა სერგეი ბაღაფშის მოსვლას ხელისუფლებაში. მოსკოვი კი აქტიურად ჩაერთო აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში, არ მოერიდა ეკონომიკური თუ სხვა სახის სანქციების გამოყენებას და, სინამდვილეში, თავად დასვა ბაღაფში-ხაჯიმბას დუეტი სოხუმის მთავრობის სათავეში.4 ასევე, სააკაშვილის მთავრობა შეეცადა სამხრეთ ოსეთის ყოფილი სეპარატისტების გადმობირებას და შექმნა ე.წ. „სანაკოევის ჯგუფი“, სადაც შედიოდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი სანაკოევი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი. „სანაკოევის ჯგუფს“ ადგილობრივი ოსების გული უნდა მოეგო. თუმცა, მოსკოვის ენერგიული მცდელობით, ცხინვალის ხელისუფლების რიგებიდან ქრებოდა ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კი საქართველოს მთავრობასთან კონტაქტზე გადიოდა (ააფეთქეს უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეგ ალბოროვი, დაპატიმრებული იყო ჯემალ ქარქუსოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ალან პარასტაევი). დაბოლოს, უშუალოდ აგვისტოს მოვლენების წინ, მოსკოვის დირიჟორობით აფხაზეთის ლიდერებმა, ფაქტობრივ, ჩაშალეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო ჩარევის კონკრეტული მცდელობა იყო. შტაინმაიერი აფხაზეთს ივლისში ეწვია და სექტემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია იგეგმებოდა.5
ამ მცდელობების ფონზე, წარუმატებელი იყო 2004 წლის ზაფხულის კამპანია, როცა სააკაშვილმა, 2004 წლის მაისში აჭარის პრობლემის შედარებით იოლად მოგვარების შემდეგ, „ჰუმანიტარული შტურმი“ მიიტანა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე, რომელიც შემდეგ სამხედრო ესკალაციაში გადაიზარდა.6 ამ ნაბიჯმა ვერ შეცვალა სტატუს კვო, ხოლო რუსეთს, რომელმაც ახალი მთავრობის ენერგიული პოლიტიკა გამოწვევად აღიქვა (იხ. ზემოთ), უბიძგა უფრო აქტიურად ჩარეულიყო კონფლიქტურ ზონებში. ასევე, მან გააღვიძა მიძინებული ანტიქართული განწყობები ადგილობრივ მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობის მოქმედებას კონფლიქტებთან მიმართებაში მუდმივად თან ახლდა საომარი რიტორიკაც. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს რიტორიკა ემსახურებოდა კონფლიქტის გაყინული მდგომრეობიდან გამოყვანას, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური ყურადღება გამოეჩინა. ეს მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ხოლო საქართველოს მოსახლეობაში გაჩნდა კონფლიქტების მოგვარების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები. ასევე, ამ რიტორიკის ფონზე არასარწმუნოდ ჩანდა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმები როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართებაში. არადა, ასეთი კონკრეტული გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით სულ ბოლოს 2008 წლის მარტში წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ.7
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რამდენიმე ათეული ათასი დევნილი დაემატა საქართველოს. ქართული მოსახლეობისაგან დაცლილი ტერიტორიები, მოსალოდნელია, შეივსოს რუსეთიდან გადმოსახლებულებით, რაც საბოლოდ დაასამარებს მითს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ამასთან, ყურადსაღებია, რომ ორივე რეგიონში ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდნენ, შესაბამისად, აფხაზური და ოსური თემები. იმ ფონზე, როცა რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიების დაშვებას არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში, იქმნება პირობები ამ საზოგადოებების ასიმილაციისთვის.
________________
1. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და პარლამენტის თავმჯდომარე ზნაურ გასიევი საუბრობდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან შერთების აუცილებლობაზე. თუმცა, მოგვიანებით, კოკოითიმ თქვა, რომ ცხინვალი დამოუკიდებლობაზე უარის თქმას არ აპირებს. Civil Georgia: Kokoity Reverses Remarks on S.Ossetia Joining Russia, http://www.civil.ge/eng/article.php?id=19467&search=South%20Ossetia (accessed September 12, 2008).
2. აფხაზეთის ლიდერი არ აპირებს დამოუკიდებლობის დათმობას. საუბარია მხოლოდ რუსეთისა და ბელორუსიის კავშირში შესვლაზე. Абхазия не рассматривает вопрос об ассоциированных отношениях с россией однако подаст зфявку на участие в Союзном государстве - Багапш, http://www.abkhaziagov.org/ru/president/press/news/detail.php?ID=13131 (accessed September 12, 2008).
3. აფხაზეთის დემოგრაფიული ვითარების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციაა. აფხაზური წყაროების ინფორმაციით, 2003 წელს მოსახლეობა შეადგენდა 215 ათას ადამიანს, საიდანაც 43,8% არიან აფხაზები, 21,3 % ქართველები, ხოლო 20,8% სომხები. http://www.ethno-kavkaz.narod.ru/rnabkhazia.html (accessed 12.September, 2009). ქართული წყაროებით კი აფხაზეთის მოსახ-ლეობა შეადგენს 145 ათას კაცს, აქედან მხოლოდ 37%-ია აფხაზი. http://www.abkhazia.gov.ge/geo/population.php (accessed 12.September, 2009).
4. 2004 წელს აფხაზეთში ჩატარდა არჩევნები. მოსკოვის ფავორიტი იყო სტანისლავ ხაჯიმბა - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი. არჩევნებში ბაღაფშის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს გალში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქართველებმაც, რომლებმაც ხმა ბაღაფშს მისცეს. არჩევნების დასრულების შემდეგ მოსკოვი არ შეეგუა შედეგებს და ეკონომიკური ემბარგო დაუწესა აფხაზეთს. საბოლოოდ, მოსკოვის შუამავლობით ჩამოყალიბდა ბაღაფშ ხაჯიმბას ორმაგი მმართველობა, სადაც ხაჯიმბას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ერგო.
5. Civil Georgia: Abkhaz leader says German plan unacceptable, 18 July, 2008. http://www.civil.ge/eng/article.php?id=18812&search=Steinmaier%20in%20Gali (accessed 12.September, 2009).
6. 2004 წლის მაისში „ვარდების რევოლუცია“ გაგრძელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რესპუბლიკის ავტორიტარი და პრორუსი მმართველი ასლან აბაშიძე თბილისიდან მხარდაჭერილი სახალხო გამოსვლების შემდეგ მოსკოვში გაიქცა. ამ წარმატებით შეგულიანებულმა მთავრობამ დაიწყო ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სურსათით მომარაგების აქციები, რასაც დე ფაქტო მთავრობა წინ აღუდგა. კონფლიქტი შეზღუდულ საომარ მოქმედებებში გადაიზარდა.
7. Civil Georgia: Saakashvili outlines Tbilisi's Abkhaz Initiatives, 28. March, 2008, http://www.civil.ge/eng/article.php?id=17473 (accessed 13. September, 2008).
![]() |
2.3.2 1.3.2 შიდაპოლიტიკური შედეგები |
▲back to top |
2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა იმას, რასაც სააკაშვილის მთავრობა მთავარ მიღწევად მიიჩნევდა - ეფექტიან სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებში საზოგადოებრივ რწმენას. 2003 წლის ნოემბრიდან საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და საზოგადოების მოდელის პრაქტიკაში რეალიზაცია. პროექტის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და მათ მიერ ტრადიციული ინსტიტუტების ჩანაცვლება წარმოადგენდა. გაძლიერებული სახელმწიფოს მთავარ გამოხატულებად აღიქმებოდა ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა (არმია, პოლიცია) და ამ სისტემის მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება.
2004-2008 წლებში მოსახლეობამ ირწმუნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს უკვე შეეძლო ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებთან გამკლავება: 2004 წელს საქართველომ აღადგინა კონტროლი აჭარაზე, 2006 წელს - ზემო აფხაზეთში კოდორის ხეობაზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა. სახელმწიფო რიტორიკა თესავდა იმედს, რომ სახელმწიფოს შეეძლო საკადრისი პასუხი გაეცა ყველასთვის, მათ შორის ისეთი ძლიერი მეზობლისათვის, როგორიცაა რუსეთი.1 აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი საქართველოს მთავრობა აკონტროლებს უფრო ნაკლებ ტერიტორიებს, ვიდრე კონფლიქტის ესკალაციამდე, საქართველოს მრავალათიათასიან დევნილთა არმიას დაემატნენ ახალი დევნილები. ყოველივე ამან შეიძლება ისევ დათესოს ნიჰილიზმი ქართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ყველაზე კრიზისულ დროსაც კი, რუსეთის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე წარმატებით ფუნქციობდა სახელმწიფოს ინსტიტუტები - პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო სამსახურები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი და ა.შ.
საქართველოს მთავრობას კონფლიქტების მიმართ გადამეტებული მოლოდინების გაჩენისკენ პოლიტიკური ოპონენტებიც უბიძგებდნენ: საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებდა და რადიკალიზმში ეჯიბრებოდა.2 საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი, უფრო ზომიერი პოზიცია კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებთან დაკავშირებით აუცილებლად გახდებოდა შიდაპოლიტიკური მანიპულაციების თემა. ოპოზიცია ვერ გათავისუფლდა რადიკალიზმის კომპლექსისგან და ხელისუფლების ერთბაშად მოპოვების სურვილისგან. ამასთან, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლებაც, რომელმაც „რეფორმების სწრაფად გატარების“ ლოზუნგით არ უზრუნველყო ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში. 2007 წლის ოქტომბერნოემბრის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი იყო კარგი წანამძღვრები თანამშრომლობით პოლიტიკურ პროცესზე გადასასვლელად, რასაც ასევე ხელი შეუწყო საპრეზიენტო არჩევნებში სააკაშვილის ხმების მინიმალური რაოდენობით გამარჯვებამ. სამწუხაროდ, საპარალემენტო არჩევნების დროს პროცესმა ისევ ნულჯამიანი თამაშის ფორმა მიიღო. ხელისუფლება ოპონენტებს მუდამ სთავაზობდა ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებას, თუმცა არ აძლევდა ბერკეტებს, თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ამ ინტერესების განსაზღვრაში.
საომარი მოქმედებების პერიოდში, მართალია, ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარდაჭერას უცხაცებდა მთავრობას, მაგრამ ომის დროს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე არ ჩანდნენ რადიკალური ოპოზიციის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები. 5 სექტემბერს პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი დათანხმდა პოლიტიკური ქარტიის გაფორმებას, რომელიც პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციის ფარგლებში წარმართვას და ანტიკრიზისული ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.3 ამასთან, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება ქარტიას. მათ მიაჩნიათ, რომ ქარტია ხელისუფლებას საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდება და არ სჯერათ, რომ ანტიკრიზისული ჯგუფს რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გავლენის საშუალება ექნება. ამ ჯგუფის საქმიანობა და მისი ფორმატი მართლაც გვაჩვენებს, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური ძალები თანამშრომლობის ფორმატზე გადასვლას. პოლიტიკური ელიტის შეთანხმება თამაშის წესე ბზე მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნი ფაქტორი იქნება როგორც რუსეთის პოლიტიკისთვის, ეცადოს თუ არა საქართველოში ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას, ისე დასავლელი პარტნიორებისათვის - რამდენად აქტიურად შეუწყონ ხელი ქართული დემოკრატიის განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას.
_________________
1. „ეს შევარდნაძის საქართველო აღარაა“, - ამბობდა ხშირად სააკაშვილი და ამით საქართველოს როგორც შემდგარი სახელმწიფოს ფაქტის ხაზგასმა სურდა.
2. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის რიგებში გადასვლის შემდეგ სააკაშვილს ბრალს სდებდა, რომ იგი შეშინდა მიეღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესახებ. Civil Georgia: Okruashvili Breaks Silence by Lashing Out at Saakashvili, 25 September, 2007, http://www.civil.ge/eng/article.php?id=15861&search=Okruashvili%20breaks (accessed 13. September, 2008).
3. Civil Georgia: Charter of Politicians of Georgia, 5 September, 2008, http://www.civil.ge/eng/article.php?id=19410&search=Anticrisis%20Charter (accessed 13. September, 2008).
![]() |
2.3.3 1.3.3 საგარეოპოლიტიკური შედეგები: მნიშვნელობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის |
▲back to top |
აგვისტოს მოვლენების შემდეგ დასავლური სამყარო პარადოქსულ ვითარებაშია: იგი მზადყოფნას აცხადებს ჩაერთოს კონფლიქტის მოწესრიგებაში, მაგრამ მნიშვნელოვნად შეზღუდულია ამ სურვილის განხორციელებაში, რადგან რუსეთი მთლიანად აკონტროლებს ორივე კონფლიქტურ ზონას და, დღევანდელი რიტორიკის ფონზე, ძნელი წარმოსადგენია, საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რეალური სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების საშუალება მისცეს.1 ამდენად, კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციის მხრივ ვითარება არ შეცვლილა: იგი კვლავ მიუღწეველი რჩება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ინტეგრაციის კუთხით, აგვისტოს მოვლენების მნიშვნელობა ამბივალენტურია. ერთი მხრივ, აშკაარაა, რომ რუსეთის მოქმედებამ საქართველოს საკითხი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხად აქცია. რუსეთის ყველა განცხადება, რომ არ დაუშვებს საქართველოსა (და უკრაინის) ინტეგრაციას ნატო-ში,2 კიდევ უფრო უნდა არწმუნებდეს ნატო-ს ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ინტეგრაციას და არ დაუშვან რუსეთის მხრიდან შანტაჟი. ამასთან, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე დგება სხვა ტიპის საკითხები, თუ რა სახით უნდა მოხდეს გაფართოება კონფლიქტური რეგიონების საკითხის მოგვარებამდე და როგორ უნდა შეძლოს დასავლეთმა კონფლიქტურ რეგიონებში შეღწევა.
საქართველოში დასავლეთის მოკლევადიანი რეალისტური მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის ეგიდით სადამკვირვებლო მისიის სწრაფი ამოქმედება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ყველაზე რეალისტური მიზანი იმდენად, რამდენადაც პირველ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია რუსი სამხედროების გასვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებიდან. ამასთან, ესაა აუცილებელი წინაპირობა, რათა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს საქართველოში და შესაძლებელი გახადოს საქართველოს რეკონსტრუქცია და შემდგომი დაახლოება ევროპულ სტრუქტურებთან.
____________
1. Diplomat: Russia stalling over Georgia observers, 12 September, 2008, http://edition.cnn.com/2008/WORLD/europe/09/12/russia.georgia.monitors.ap/index.html (accessed 13. September, 2008).
2. დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ იგი არ შეიკავებდა საქართველოში ინტერვენციისაგან თავს მაშინაც კი, საქართველო ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასული რომ ყოფილიყო. Civil Georgia: Medvedev warns NATO over Georgia Membership, 12. September, 2008 (accessed 13 September, 2008).
![]() |
2.4 1.4 რეკომენდაციები |
▲back to top |
პოლიტიკური მიზეზებისა და გავლენების ანალიზი შესაძლებელს ხდის, გამოიკვეთოს რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რათა მოხდეს უარყოფითი გავლენების მინიმიზაცია და არსებული სირთულეების გადაჭრის პირობების შექმნა.
საქართველოს მთავრობას
კონფლიქტებთან მიმართებაში
კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზას არ აქვს ალტერნატივა: საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა სწრაფი რეკონსტრუქცია და განვითარება, რაც ქვეყანას მიმზიდველს გახდის კონფლიქტური ზონებისათვის.
პირდაპირი კავშირების მნიშვნელობა აფხაზურ და ოსურ თემებთან შემცირდა, თუმცა, რუსეთის ასიმილაციური პოლიტიკის პარალელუარად, შეიძლება გაჩნდეს ახალი შანსები აფხაზებთან ურთიერთობებში.
შიდაპოლიტიკასთან მიმართებაში
დაიწყოს ღია დისკუსია ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალასთან როგორც კონფლიქტების, ისე სტრატეგიული განვითარების საკითხებზე. ამ მხრივ მისასალმებელია სააკაშვილის თანხმობა, პარლამენტში მოხდეს აგვისტოს მოვლენების განხილვა.
დაიწყოს პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმირება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედება, საარჩევნო სისტემების სრულყოფა. ამ მხრივ მისასალმებელია ხელისუფლების განცხადებები დემოკრატიზაციის ახალი ტალღის შესახებ.
ხელი შეეწყოს პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციის შესვლას. ანტიკრიზისულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები.
ხელი შეეწყოს საზოგადოებრივი ინსტიტუტების, განსაკუთრებით, მედიის განვითარებას.
ოპოზიციას
აიღოს პასუხისმგებლობა კონსტიტუციურ სტაბილურობაზე.
ჩაერთოს დიალოგის ფორმატების შემუშავებასა და განხორციელებაში.
არასამთავრობო სექტორს
ჩაერთოს დიალოგის ფორმატების შემუშავებაში და იკისროს საზოგადოებრივი განხილვის ფორუმის როლი.
შექმნას და განავრცოს ახალი იდეები და ჩამოყალიბდეს სანდო პარტნიორად პოლიტიკური ელიტისათვის.
ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ინსტიტუტების, განსაკუთრებით, მედიის განვითარებას.
საერთაშორისო თანამეგობრობას
ყოფილ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში
ცალსახად დაუჭიროს მხარი უკრაინის დემოკრატიულ მთავრობას და ღიად დააფიქსიროს კონკრეტული ზომები, რასაც მიმართავს რუსეთის მხირდან აგრესიის შემთხვევაში.
დაიწყოს პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერების მიმართ, რათა არ გაღრმავდეს მათი მოსკოვზე დამოკიდებულება.
დაიგეგმოს და გაცხადდეს ევროკავშირს კონკრეტული სამოქმედო გეგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და ამ გეგმაში რეგიონის ქვეყნების ადგილი.
კონფლიქტებთან მიმართებაში
არ დაუშვას ორი რეგიონის რუსეთის მხიდან ცალმხრივი აღიარების ლეგიტიმაცია.
მაქსიმალურიად ეცადოს არ შეანელოს ზემოქმედება რუსეთზე კონფლიქტურ ზონებში შესვლის უზრუნველსაყოფად.
დაიცვას ადგილობრივი თემები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ასიმილაციის წინაშე დგებიან.
გადაიდგას რეალური ნაბიჯები იძულებით გადაადგილებულ პირთა კონფლიქტურ რეგიონში ეტაპობრივი დაბრუნების მიმართულებით.
ხელი შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების გასხვისების ლეგალიზაციას.
საქართველოს შიდაპოლიტიკასთან მიმართებაში
ხელი შეუწყოს დაეხმაროს პოლიტიკურ დიალოგს და აიძულოს პოლიტიკური ელიტა თანამშრომლობის მოდელზე გადასვლაში.
უზრუნველყოს მთავრობის გახსნილობა და შემოიღოს საკუთარ მიდგომებში მეტი კონდიციონალობა.
ხელი შეუწყოს პოლიტიკურ ოპოზიციას, ასევე, არასამთავრობო სექტორის უნარებისა და ცოდნის გაძლიერებას.
![]() |
3 2. ეკონომიკის ანალიზი და შედეგები |
▲back to top |
საქართველოში აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკური პროფილი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ისე, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროში, ეკონომიკის უამრავ სექტორში და მიმართულებით საკმაოდ მკვეთრი წყალგამყოფი გაჩნდება ომამდელი და ომის შემდეგომი პერიოდების თვალსაზრისით.
თუ ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობათა პროცესს დინამიკაში შევხედავთ, დღეს აქ ახალი არაფერი ხდება. ხაზგასასმელი მხოლოდ მოულოდნელობის ეფექტია, რაც ომის დაწყებას ახლდა, თორემ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველაფერი აქეთ მიემართებოდა. სათავე ამ პროცესს ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, სავიზო რეჟიმის ამოქმედებით დაედო, რითაც რუსეთმა უხეშად დაარღვია ხელშეკრულება დსთ-ის სახელმწიფოთა მოქალაქეების შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ - პრაქტიკულად, ის ერთადერთი ხიბლი, რაც ამ ეფემერულ გაერთიანებას წლების განმავლობაში თან ახლდა. ამას ეტაპობრივად მოჰყვა ემბარგო ქართულ ციტრუსზე, მერე სხვა აგრარულ პროდუქციაზე, მოგვიანებით - ღვინოსა და მინერალურ წყლებზე და ქართულ წვენებზე; ანუ, ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ჯერი უკვე საქონლის თავისუფალი გადაადგილების აკრძალვაზე მიდგა, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც. 2006 წლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთი სრულფასოვან ეკონომიკურ ემბარგოს ახორციელებს, რაც ყველა ტიპის ურთიერთობის ხელოვნურ, ძალისმიერ წყვეტაში გამოიხატება. იმავე სავიზო რეჟიმის გარშემო სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი - ამ პროცესის ხან შეჩერება, ხან ისევ ამუშავება, ხან შეზღუდვა და ხანაც გაჭიანურება ამის ნათელი დასტურია. 2008 წლის დასაწყისიდან შეინიშნებოდა ამ მკაცრი რეჟიმის ერთგვარი შერბილება, რაც ვიზების გაცემის შედარებით მოწესრიგებასა და კომუნიკაციების (საავიაციო, საზღვაო მიმოსვლა, საფოსტო გზავნილების აღდგენა, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის შესაძლო გახსნა) აღდგენაში გამოიხატებოდა. თუმცა, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მთელი ეს მონაპოვარი მყისიერად ისტორიის კუთვნილებად იქცა.
საომარი მოქმედებების ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობის ტესტი, ავად თუ კარგად, ჩააბარა, მაგრამ სოლიდური ზარალიც განიცადა. პირდაპირ დანაკარგებს რომ თავი დავანებოთ (და მათ შორის, უპირველესად, ადამიანურ დანაკარგებს, რაც ყველაზე აუნაზღაურებელი დანაკლისია) უამრავი ოდენობის სახსრები იმ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება მისამართი, რასაც რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ჯერ კიდევ ანადგურებს და, ალბათ, კიდევ გაანადგურებს, სანამ საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში მისი ჯარი დგას. ეს არის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, უპირატესად, სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა - გზები, კომუნიკაციები, სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის სამრეწველო თუ საწარმოო ობიექტები, რომლებზეც რუსულმა ტანკებმა და ავიაგამანადგურებლებმა არაერთი იერიში მიიტანეს. გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს ეკონომიკას საფრთხე დაემუქრა არა მხოლოდ უშუალოდ სამხედრო აგრესიიდან, არამედ რუსული აგრესიის მყისიერი თუ მოგვიანებით თავჩენილი შედეგების მხრივაც.
![]() |
3.1 2.1 რეიტინგი, მიმზიდველობა, სანდოობა |
▲back to top |
ომის დაწყებისთანავე საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგები ჩამოაკლო ორივე წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings-მა და Standard & Poor's-მა. Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში BB- დონიდან B+ დონემდე დაწია1 და რეიტინგის შემდეგომი შეცვლის პროგნოზად, მანამდე არსებული „სტაბილურის“ ნაცვლად, „ნეგატიური“ დაადგინა. Standard & Poor's-მა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი ასევე B+-იდან B-მდე ჩამოწია.2 საგულისხმოა, რომ წელს ეს უკვე მეორე სერიოზული კლებაა - Standard & Poor's-მა მაისში საქართველოს რეიტინგის პროგნოზი ერთხელ უკვე შეამცირა „პოზიტიურიდან“ „სტაბილურამდე“. ჯერ კიდევ მაშინ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება ასეთი იყო: „პროგნოზის გადასინჯვა გამოწვეულია რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შეუქცევადობით, რადგან სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაცია იზრდება.“ სააგენტოს ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ „რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაზარდოს სამხედროების რაოდენობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, გამოიწევევს რეგიონული კონფლიქტების ესკალაციას და საქართველოს ნატო-ში შესვლას გაართულებს. ეს, მაღალი ალბათობით, უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს წლევანდელ საგადასახადო საბიუჯეტო მაჩვენებლებზე, რადგან შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური ნაკადების შემცირება საქართველოს მზარდ ეკონომიკაში“. საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის „ნეგატიური“ პროგნოზით დადგენა ასე აიხსნა: „სეპარატისტულ რეგიონებთან დაძაბულობის ზრდით გამოწვეულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის ზრდის იმაზე მეტად შეფერხება, ვიდრე მოველოდით.“
საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფერხება იწინასწარმეტყველა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).3
ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Global Insight-მა4, რომელიც დასავლურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოების რისკებთან დაკავშირებით უწევს კონსულტაციას, უსაფრთხოების რისკების რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი 3,75-იდან 4-ამდე გაზარდა (მაქსიმალური 5 ქულის პირობებში), ბიზნესის წარმოების რისკიანობის დონე კი - 3-იდან 3,5-ამდე, ანუ, საქართველოში ბიზნესის წარმოება ამ ცვლილებების შემდეგ უკიდურესად სარისკოდ შეფასდა.
ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნეგატიური შედეგისა, რაც გარდაუვლად უნდა მოჰყოლოდა რუსეთის საომარ ინტერვენციას და მოჰყვა კიდეც. ნათელია, რომ რუსული აგრესია მიზნად არა მარტო ტერიტორიების მიტაცებას, ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შერყევას და სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლას ისახავდა, არამედ - ეკონომიკურ დაუძლურებასაც.
_______________
1. Georgia violence hurts Russian, emerging markets, Reuters, Friday, August 8, 2008. სააგენტო Fitch Ratings ემიტენტს სანდოობის მიხედვით საფეხურებრივი სკალით აფასებს, რომელიც ასოებით აღინიშნება: AAA კატეგორია ენიჭება უმაღლესი სანდოობის კომპანიას ან ქვეყანას, D - მათ, ვისი გადამხდელუნარიანობის ალბათობა 50%-ზე ნაკლებია. საქართველოს რეიტინგის კლება BB- დონიდან B+-მდე ნიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკები არსებობს. ფინანსური ვალდებულებები სრულდება, თუმცა გადამხდელუნარიანობა დამოკიდებულია შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაზე (უფრო დეტალური ინფორმაცია იხილე www.fitchratings.com).
2. Georgia violence hurts Russian, emerging markets, Reuters, Friday, Aug 8, 2008. სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's ემიტენტს სანდოობის მიხედვით საფეხურობრივი სკალით აფასებს, რომელიც ასოებით აღინიშნება: AAA კატეგორია ენიჭება უმაღლესი სანდოობის კომპანიას ან ქვეყანას, D - მათ, ვინც დეფოლტი განიცადა. საქართველოს რეიტინგის კლება B+-დან B-მდე ნიშნავს, რომ ქვეყანა მიჩნეულია გადამხდელუნარიანად, მაგრამ არახელსაყრელი ეკონომიკური გარემოებები სავარაუდოდ უარყოფით გავლენას მოახდენენ მის მდგომარეობაზე და ვალების გადახდისთვის მზაობაზე (უფრო დეტალური ინფორმაცია იხილე www.standardandpoors.com).
3. EBRD sees Georgia economic fallout from war, Reuters, Monday, August 11, 2008.
4. Conflict Escalates Dangerously as Russia Advances into Central Georgia, Global Insight, Monday, August 11, 2008.
![]() |
3.2 2.2 საბიუჯეტო შემოსავლები და დარგობრივი ანალიზი |
▲back to top |
გასაგები მიზეზების გამო, საბიუჯეტო პროცესი რყევებს ვერ გადაურჩა. ომის და მის შემდეგომ პირველ დღეებში ამ მხრივ პრობლემა არ იყო. მაგალითისთვის, მარტო ერთ დღეს - 13 აგვისტოს - ქვეყნის ბიუჯეტმა 18 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ, როდესაც საშუალო დღიური მაჩვენებელი 15-16 მილიონი ლარია. მაგრამ მომდევნო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების შეზღუდვით ახსნა. უფრო კონკრეტულად, 18-22 აგვისტოს სამუშაო კვირის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლების საშუალო დღიური მაჩვენებელი 10,1 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 11-15 აგვისტოს სამუშაო კვირის მონაცემთან შედარებით 38%-ით ნაკლები, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო მაჩვენებელზე 29%-ით ნაკლები იყო.1
საბოლოოდ, ზარალის ზუსტად განსაზღვრა ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, რადგან აღდგენილი არაა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სრულად კონტროლდებოდა შვიდ აგვისტომდე. შესაბამისად, სადღეისოდ კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიების ფარგლებში არსებულ ზარალზე მხოლოდ წარმოსახვითი და მიახლოებული მონაცემები არსებობს.
რაც შეეხება უკვე დადგენილ და გამოვლენილ ზარალს, შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა სეგმენტმა როგორც საომარი მოქმედებების წარმოებისას, ისე მის შემდგომ ერთთვიან პერიოდში სერიოზული ზარალი განიცადა, რასაც დარგების მიხედვით გაკეთებული ანალიზიც ადასტურებს.
______________
1. The Georgian economy: Take Care of Business, Press Release, Government of Georgia, Friday, August 22, 2008.
![]() |
3.2.1 2.2.1 საბანკო სექტორი |
▲back to top |
საბანკო სექტორი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ლიდერია და მისი წარმატება დიდწილად განსაზღვრავს სხვა დარგების შეუქცევად ზრდას და ფუნქციობას.
მას შემდეგ, რაც Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, ქვეყნის წამყვან კომერციულ ბანკებსაც („საქართველოს ბანკი“, „თი-ბი-სი ბანკი“, „პროკრედიტბანკი“, „ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია“) რეიტინგი ავტომატურად ერთი საფეხურით დაეწიათ. ანუ, მოსალოდნელია როგორც მათი სანდოობის შემცირება, ისე მათთვის საერთაშორისო ბაზრებიდან მოსაზიდი რესურსის გაძვირება, ლიკვიდური სახსრების შემცირება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო მეტი ზრდა.
ომის შემდეგ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამ საბანკო სექტორის მომსახურების აგვისტომდელი პირობები ძალაში დატოვა, თუმცა, აშკარა ცვლილებებით. თითქმის ყველა სერვისი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კლიენტისთვის უფრო გართულებული სქემით განახლდა. ყველა შეზღუდვის მოხსნა სექტემბრის ბოლოსაც ვერ ხერხდება და კლიენტები ბანკებთან ურთიერთობისას შეფერხებებს კვლავ აწყდებიან. მაგალითად, განვადების სერვისი, რომელიც საბანკო პორტფელის სოლიდურ ნაწილს შეადგენდა, შეზღუდვებით განახლდა. ამის გამო სავაჭრო ქსელებში მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. ომამდელ პერიოდთან შედარებით, კლიენტების ოდენობა ზოგიერთ საცალო ქსელში განახევრებულია. აგვისტომდელ მდგომარეობასთან დაბრუნებას, ექსპერტების პროგნოზით, 2-3 თვე მაინც დასჭირდება.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა იპოთეკური და კრედიტების ნაწილში. ამ მხრივ ბაზარი, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თუ ახალმშენებარე სახლებში ბინების შესყიდვა აქამდე უპირატესად სწორედ ამ სქემით ხდებოდა, დღეს ეს რესურსი სრულიად ხელმიუწვდომელია.
ამასთან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რეკომენდაციას აძლევს კომერციულ ბანკებს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაამკაცრონ კონტროლი სესხების გაცემაზე. ეს კიდევ უფრო მეტად აიძულებს ბანკებს, თავი შეიკავონ კრედიტების გაცემისგან, რაც რეალურ ეკონომიკაში მისამართი ფულის მოცულობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.
ბანკების უკვე გამოკვეთილი დანაკარგებიც აშკარაა. საომარი მოქმედებების დროს მარტო სისტემის ორი ლიდერი ბანკიდან, რომლებიც სექტორის 60%-ამდე აკონტროლებენ, კლიენტებმა 265 მილიონი დოლარის დეპოზიტები გაიტანეს („საქართველოს ბანკი“ - 165 მილიონი ანუ მთელი დეპოზიტების 10%, „თი-ბი-სი ბანკი“ - 100 მილიონი); სულ მთელი სექტორიდან 300 მილიონი დოლარის დეპოზიტები გავიდა, რამაც ბანკებს ფულადი რესურსი ძალიან შეუმცირა.1
სექტემბრისთვის დაგეგმილი პრეზენტაცია გადადო კახი კალაძის „პროგრესბანკმა“. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება გადაავადა ლატვიურმა „პარექს ბანკმაც“.2
რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, განვლილ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა და 1,41 ნიშნულის გარშემო ირყეოდა. სერიოზული სავალუტო რყევები არც მომავალშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი, რათა სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს, მაგრამ ეს სტაბილურობა საკმაოდ ძვირი ჯდება: 8-იდან 31 აგვისტომდე საქართველოს სავალუტო რეზერვები მეოთხედით შემცირდა - 1,47 იდან 1,12 მილიარდ დოლარამდე.3
_______________
1. კომერციული ბანკებიდან 300 მილიონი დოლარი გაიტანეს, ახალი კომერსანტი, 8- 15 სექტემბერი.
2. საქართველოს საბანკო მიმოხილვა, აგვისტო, 2008 წელი.
3. საქართველოს საბანკო მიმოხილვა, აგვისტო, 2008 წელი.
![]() |
3.2.2 2.2.2 მშენებლობა |
▲back to top |
ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა იმ სფეროებსაც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დიდწილად განაპირობებდნენ. მაგალითად, ომის დღეებში წამყვან სამშენებლო კომპანიებს თბილისში ერთი ბინაც კი არ გაუყიდიათ. ეს კი ისედაც კრიზისში მყოფი სამშენებლო სექტორისთვის, კიდევ ერთი დამატებითი განსაცდელია. დადასტურებული ინფორმაციით, აგვისტოში სამშენებლო ბაზრის ორი ლიდერიდან ერთერთმა - „აქსისმა“ მხოლოდ 1 ბინის გაყიდვა მოახერხა, „იბერიამ“ - ვერც ერთის; დანარჩენ კონტრაქტებზე მყიდველებმა უარი განაცხადეს. იგივე „აქსისი“ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2 მილიონ დოლარზე მეტით დაზარალდა. კომპანიამ 1,5 მილიონი დოლარი იზარალა თბილისში, როცა სამხედრო ინტერვენციის გამო მშენებლობები შეჩერდა. გარდა ამისა, კომპანიას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 700 ათას ლარად ღირებული საოფისე ფართი ჰქონდა, რომელიც რუსმა აგრესორებმა ტანკებით დაანგრიეს.1
იმპორტის არხების დაკეტვის გამო ქვეყანაში შეფერხებით შემოდის სამშენებლო მასალებიც; ამის გამო ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების 75% გაჩერებულია. მშენებლობების „გაყინვა“ კი უდიდესი პრობლემების წინაშე აყენებს როგორც სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ვეღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს (როგორც კლიენტების, ისე მოიჯარეების და კომერციული ბანკების წინაშე) და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან სამშენებლო ჯაჭვში ჩართულ უამრავ სხვა დარგის კომპანისაც (ბანკები, გადამზიდავები, მომსახურე კომპანიები და ა.შ.).
სამშენებლო სექტორის ზარალი, მასში დამატებით გაჩენილი პრობლემები და დარგის კოლაფსის გაზრდილი რისკი დომინოს პრინციპით ყველა მის მომსახურე და მომიჯნავე სექტორსაც უქმნის საფრთხეს.
_______________
1. „აქსისი” უძრავი ქონების ბაზრის კრიზისს კატეგორიულად უარყოფს, რადიო „კომერსანტი”, 9 სექტემბერი.
![]() |
3.2.3 2.2.3 მრეწველობა |
▲back to top |
რუსული აგრესიის დროს არაერთგზის დაიბომბა ისეთი ობიექტები, რომელთა გამართულ მუშაობაზეც დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად ქართული ეკონომიკის მუშაობა. რუსული ჭურვები ჩამოიყარა, მაგალითად, თბილისის საავიაციო გაერთიანებაში, რომელიც წინა წლებში ქართული ექსპორტის დაახლოებით ათ პროცენტს უზრუნველყოფდა.1
ავიადაბომბვის მსხვერპლი გახდა კასპის ცემენტის ქარხანა - გერმანული „ჰაიდელბერგ ცემენტის“ კუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოო ობიექტი, რომლის პროდუქტიც როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იყო მიმართული.
რუსი სამხედროები და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები ჯერ კიდევ უმოწყალოდ ძარცავენ და ანადგურებენ მცირე და საშუალო საწარმოებს სამეგრელოსა და შიდა ქართლში - ამ რეგიონების ეკონომიკის ხერხემალს. გაძარცულია და გაჩერებული, მაგალითად, იურიდიულად თურქული „ეფესის“ კუთვნილი „ლომისის“ ახალგორის ლუდსახარში ქარხანა. ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა ყველა ეს კომპანია სასამართლოში ჩივილს და ამ გზით საკუთარი ქონების დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას.
ლუდის წარმოებაში ირკვევა, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ქართული ბაზრისადმი ინტერესი დაკარგეს, რაც მწარმოებლების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, ხოლო სასმელის ფასს მოსალოდნელზე მეტად გაზრდის. თურქულმა „ეფესმა“ კომპანია „ყაზბეგს“ უკვე ოფიციალურად აცნობა, რომ მათ შორის მოლაპარაკება, სულ მცირე, ექვსი თვით გადაიდო. გაურკვეველია „კასტელთან“ შეთანხმების ბედიც. მასთან მოლაპარაკებაც შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. როგორც ჩანს, ლუდის მწარმოებელთა ერთობლივი ჰოლდინგის შექმნის იდეა ამ ეტაპზე ჩაშლილია.
უკეთესი მდგომარეობა არც „ლომისშია“, რომელიც ორ ბრენდს - „ლომისსა“ და „ნატახტარს“ აერთიანებს. „ეფესმა“ ეს კომპანია თებერვალში იყიდა და 70 მილიონი დოლარი გადაიხადა.2 რუსული აგრესიის დროს ახალგორში გაძარცული თურქების საკუთრებაში არსებული ქარხნის ზარალი ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ. კომპანიის მენეჯმენტი ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, როგორ ამოიღებს დანაკარგს. რაც შეეხება ლუდის ფასს, ზაფხულში იგი უკვე ნახევარ ლიტრზე 10-15 თეთრით გაიზარდა. ეს ტენდენცია უახლოეს პერიოდში შეიძლება კვლავ გაგრძელდეს.
მრეწველობისთვის მოსალოდნელი უფრო გრძელვადიანი ზარალი ცალკე საუბრის თემაა. წინასწარი მონაცემებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრები გავლენას მოახდენს „ბორჯომის“ და ხეობის სხვა მინერალური წყლების თუ აგრარული პროუქციის ხარისხზე, რაც მოგვიანებით მათ საბაზრო პოზიციების დაკარგვაზე შეიძლება აისახოს.
_______________
1. საქართველოს საგარეო ვაჭრობა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2006 წელი, 2007წელი, სტატისტიკის დეპარტამენტი.
2. Turkey's Efes buys Georgia's top beer maker, Reuters, Friday, February 8, 2008.
![]() |
3.2.4 2.2.4 სოფლის მეურნეობა |
▲back to top |
რუსული აგრესია სოფლის მეურნეობის სექტორს როგორც ომის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდშიც მნიშვნელოვნად აზარალებს.
წინასწარი პროგნოზით, წლევანდელი ყურძნის მოსავალი, სავარაუდოდ, 130 ათასი ტონა იქნება, რაც შარშანდელზე 100 ათასი ტონით ნაკლებია.1 ამის მიზეზია არა მხოლოდ ცუდი კლიმატური პირობები, არამედ რუსული აგრესიაც, რომელმაც ქართლში ვენახების სოლიდური ნაწილი დააზიანა. სექტემბრის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ბიუჯეტში, რის შედეგადად კახეთში რთველის სუბსიდირებისთვის გამოიყო 27,5 მლნ ლარი. აქედან 9 მლნ მიეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო 18,5 მლნ გაიცემა იაფი სესხის სახით.2 საქმე კი ისაა, რომ საბიუჯეტო ცვლილებების აღსრულებას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი-ორი კვირა დასჭირდება; ეს კი ნიშნავს, რომ ეს თანხა უშუალოდ რთველის პერიოდში შეიძლება ადრესატებამდე ვერ მივიდეს.
საქართველოში ვაშლის კრეფის სეზონის დაწყებასაც ხელს რუსი ოკუპანტები უშლიან. სეზონი რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს, თუმცა გორში იმ ტერიტორიებს, სადაც ვაშლის პლანტაციებია განლაგებული, ჯერ კიდევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ და ქართული მხარე იმის დადგენასაც ვერ ახერხებს, წელს ვაშლის რა რაოდენობის მოსავალია მოსალოდნელი.
საქართველოდან ვაშლი ექსპორტზე ყაზახეთსა და უკრაინაში გადის და ეს ქვეყნები წელსაც მზად არიან ქართული ვაშლი მიიღონ, თუმცა, ვიდრე კომუნიკაციები შეზღუდულია, ვაშლის ექსპორტს შეიძლება პრობლემა შეექმნას. საქართველოს ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან ერთად გორში ვაშლის შესანახი მასშტაბური მაცივრის აშენებას აპირებდა; ომის გამო მაცივრის პროექტის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაიდო.
ცალკე განხილვის საგანია ის დანაკარგები, რაც აგრარულმა შინამეურნეობებმა იმ პერიოდში განიცადეს, როდესაც გადაკეტილი გზების გამო ვერ ხერხდებოდა მოწეული პროდუქციის დედაქალაქში და სხვა დიდ დასახლებულ პუნქტებში გადატანა და რეალიზაცია. ამ ზარალის ოდენობის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა, მისი არსებობა არანაირ ეჭვს არ იწვევს.
________________
1. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადება, საქართველოს მთავრობის სხდომა, 8 სექტემბერი, 2008.
2. Civil Georgia: MPs Discuss Budgetary Amendments, 26 September, 2008, http://www.civil.ge/eng/article.php?id=19609 (accessed 27. September, 2008).
![]() |
3.2.5 2.2.5 ტრანსპორტი |
▲back to top |
სერიოზულად იზარალა საქართველოს რკინიგზამ. კასპთან დაზიანებულმა სარკინიგზო ხიდმა ორმხრივი ზარალი გამოიწვია: ერთი მხრივ, პირდაპირი ხარჯები, რომელიც აღდგენაზე იქნება გაწეული და მეორე, ყოველდღიურად ტვირთების გაუტარებლობის შედეგად დაკარგული შემოსავალი. ეკონომიკური ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, ხოლო ფინანსური ზარალი 30 მილიონ ლარს აღწევს. ამასთან, „საქართველოს რკინიგზას“ მოუწევს სოფელ სკრასთან მომხდარი აფეთქების დროს განადგურებული აზერბაიჯანული ნავთობშემადგენლობის ღირებულების ანაზღურებაც. მეტეხი-გრაკალის სარკინიგ გადასარბენის აღდგენა კი მილიონი დოლარი დაჯდა1.
რაც შეეხება სატვირთო ოპერაციებს, ტვირთების მოძრაობა როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით აღდგა, მათ შორის, საქართველოს შავი ზღვის პორტებიდან. პირველი სექტემბრიდან ყველა მიმართულებით აღდგა შეწყვეტილი სამგზავრო რეისებიც. თუმცა, მათი წყვეტით გამოწვეული ზარალიც სოლიდური იყო, რაც ასევე უახლოეს ხანებში გამოითვლება. შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგ მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობაც განახლდა, რომელიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას შეჩერებული იყო.
დიდი ზარალი განიცადეს ქართულმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც რუსების მიერ დახურული ცის პირობებში სერიოზულად დაზარალდნენ. რუსული შეტევა ქართულ ეკონომიკაზე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდანაც გრძელდება. რუსეთის აერონავიგაციის სამსახურმა ავიაკომპანიებს მოუწოდა, არ გამოიყენონ საქართველოს საჰაერო სივრცე ფრენებისთვის ვითომდა მისი მაღალი რისკიანობის გამო და გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო საჰაერო ტრასებს დღე-ღამეში 200-ამდე ავიაკომპანია იყენებს და სატრანზიტო გადაფრენები ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
იზარალა საავტომობილო გადაზიდვების სეგმენტმაც. ქვეყნის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვისა და დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების ერთმანეთისგან მოწყვეტის გამო სატვირთო ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის სავსებით პარალიზებული აღმოჩნდა. შიდა გადაზიდვის გარდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა სატრანზიტო გადაზიდვების კონფიგურაციაც, ვინაიდან საერთაშიროსი გადამზიდავებმა ტვირთების გადატანა ან შეაჩერეს, ან საქართველოს გვერდის ავლით დაიწყეს სატრანსპორტო დერეფნების ძიება.
რაც შეეხება საზღვაო-საბორნე გადასასვლელს, ის საერთოდ პარალიზებული იყო. ფოთის პორტის ბლოკირების გამო შეჩერებული იყო (მაგალითად, საბორნე გადაზიდვები) ან - ძალიან შეფერხებული საზღვაო გადაზიდვები. იგივე ითქმის ბათუმისა და ყულევის ნავსადგურებზე, რომელთა მუშაობაც მისაწოდებელი ნავთობპროდუქტების ოდენობის შემცირების გამო ძალიან დაეცა.
____________
1. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას ბრიფინგი, 28 აგვისტო, 2008.
![]() |
3.2.6 2.2.6 ტურიზმი |
▲back to top |
ტურიზმის სექტორი აგვისტოში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ სფეროს წარმომადგენლები მომავალს მაინცდამაინც ოპტიმიზმით აღარ უყურებენ, რადგან უცხოელი ტურისტების მოზიდვა იმით, რომ წყნარი, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო დახვდებათ, სულ უფრო გაჭირდება.
საქართველოში მოზიდულ ინვესტიციათა რაოდენობის მიხედვით, ტურიზმის სექტორი ბოლო წლებში ლიდერთა შორის იყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარაში, რომელსაც ომი უშუალოდ არ შეხებია, საომარი მოქმედებების დაწყების წინ დაახლოებით 34 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა. ტურისტების უმრავლესობამ აჭარა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა.1
ტურისტული სეზონის ჩავარდნისგან მიყენებული ზარალი ამჟამად ითვლება. შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული უწყების ხელმძღვანელთა განცხადებით, ტურისტული საბიუჯეტო ზარალი 6 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.2 მაგრამ ძალიან მაღალია შინამეურნეობების ზარალი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ უმეტესობას ტურისტული ერთეული (სასტუმრო, საცხოვრებელი, რესტორანი, კაფე და ა.შ.) საბანკო სესხით ჰქონდა შეძენილი, რადგან იმედი ჰქონდათ მნიშვნელოვნად გაზრდილი ტურისტული ნაკადისა.
ამ დროს საომარმა ვითარებამ ტურისტების ნაკადზე უარყოფითად იმოქმედა. 31 ივლისის მონაცემებით, აჭარაში წელს ივლისში 136975 ტურისტი იყო ჩასული, რაც 38%-ით აღემატებოდა 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 31 აგვისტოს მდგომარეობით კი, ტურისტთა რაოდენობამ წლეულს აგვისტოში 182531 კაცი შეადგინა, რაც 28,6%-ით ჩამოუვარდება 2007 წლის დონეს.3
კომპანიებმა, რომლებიც შემომყვანი ტურების ორგანიზებით არიან დაკავებული, სერიოზული ფინანსური დარტყმა მიიღეს. ივლისში, გასულ წელთან შედარებით, უცხოეული ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უმეტესობას აგვისტოს მეორე ნახევარში ჰქონდა საქართველოში სტუმრობა გადაწყვეტილი. მათ შორის იყვნენ ისრაელის, უკრაინის, ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეები. ბევრ მათგანს თანხაც გადმორიცხული ჰქონდა, რაც, ბუნებრივია, უკან დაუბრუნდათ.
შემოდგომა, როგორც წესი, კახეთთან და ღვინის ტურებთან ასოცირდება. იმის მიუხედავად, რომ ვითარება სტაბილური გახდა და კახეთს, არსებითად, ომი არც შეხებია, უცხოელები საქართველოში ჩამოსვლაზე მაინც თავს იკავებენ. ამ ეტაპზე სასტუმროების მფლობელებისა და ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლა პრაქტიკულად შეწყვეტილია. დამსვენებლები არც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ჩასულან ზღვისპირეთში თუ მთიან ზოლში: ზოგს გადაადგილების შიში აქვს, ზოგი კი ნავთობპროდუქტების ჩაღვრისგან დაბინძურებულ ზღვას და ხანძრებით დაზარალებულ ხეობებს არიდებს თავს.
_____________
1. ყოველთვიური ანგარიში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აგვისტო, 2008.
2. ოფიციალური ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული სამსახური, სექტემბერი, 2008.
3. ყოველთვიური ანგარიში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აგვისტო, 2008.
![]() |
3.2.7 2.2.7 ინფრასტრუქტურა |
▲back to top |
არაერთგზის დაიბომბა ქვეყნის მთავარი საზღვაო ეკონომიკური კარიბჭე - არაბული „რაკ ინვესტმენტის“ მფლობელობაში გადასული ფოთის პორტი, რომელიც ჯერაც ვერ აღდგა ჩვეულ სამუშაო რეჟიმში და სერიოზული სარეაბილიტაციო თანხები და სამუშაოები ესაჭიროება. ტვირთნაკადების შემცირების ან შეფერხების გამო ფოთის პორტი სერიოზულ ზარალს განიცდის, მისი სამხედრო ნაწილი კი საფუძვლიანადაა დაზიანებული. ნელ-ნელა იწყება ამ ზარალის ცალკეული კომპონენტების დათვლაც. ფოთის ნავსადგურმა პორტის დაბომბვისას მიყენებული ზარალი დაითვალა. პორტის ცალკეული ელემენტების პარალიზების გამო, დღეისათვის დატვირთვით პორტის მხოლოდ ნაწილი მუშაობს. ტვირთნაკადის შემცირების გამო, ნავსადგურმა ომის პირველსავე დღეებში ორი მილიონი დოლარი იზარალა.1
დაბომბვის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 279 ათასი დოლარის ტექნიკა და ქონება. 100 ათასი დოლარით დაზარალდნენ პორტის მეიჯარე კომპანიები. 1,1 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა თურქულ-ქართულ ნავთობკომპანია „ჩენელ ენერჯის“. კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა მისი რეზერვუარები დააზიანა. ფოთის ნავსადგური რუსეთის წინააღმდეგ საერთაშიროსო სასამართლოს მიმართავს და სარჩელში ზარალის ამსახველი ყველა ფაქტი იქნება წარდგენილი.
ძალიან დიდი ზარალი მიადგა საგზაო ინფრასტრუქტურასაც. რუსული სამხედრო მანქანების საავტომობილო ტრასებზე ინტენსიურმა გადაადგილებამ საგრძნობლად დააზიანა გზის საფარი (ბევრ მონაკვეთზე ის სულ ახალი გამოცვლილი იყო) და დღის წესრიგში მათი შეკეთების ან თავიდან დაგების საჭიროება დააყენა.
____________________
1. ფოთის პორტის მფლობელი არაბული ჯგუფის „რაკ-ია საქართველოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჰატერ მასაატის განცხადება, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი, 10 სექტემბერი, 2008.
![]() |
3.2.8 2.2.8 ენერგეტიკა |
▲back to top |
რუსი სამხედროების თვითნებობის გამო პროტესტს რეგიონული გამანაწილებელი ქსელების მფლობელი ჩეხური კომპანია „ენერგოპრო“ გამოთქვამს. დასავლეთ საქართველოში მიმობნეულმა ოკუპანტებმა უკვე საკუთარი ყოფის მოწყობა დაიწყეს და ელექტროენერგიასაც იტაცებენ.
„ენერგო პრომ“ ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში უკვე რამდენჯერმე ჩაჭრა უკანონო მიერთებები, მაგრამ რუსები კვლავ განაგრძობენ დენის მოპარვას და „ენერგო პროს“ თანამშრომლებს უკანონო ხაზების ჩაჭრის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებიან. შედეგად, რუსული აგრესიის გამო „ენერგოპრომ” 6 მილიონი ლარით იზარალა.1 ზარალში შედის როგორც დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, ისე ქვესადგურები, რომლებსაც „ენერგო-პრო“ ამ დროისთვის ვერ აკონტროლებს ახალგორის რაიონსა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში.
_____________
1. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას” შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ლიბორ ოლეჰლას განცხადება, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი, 10 სექტემბერი, 2008.
![]() |
3.2.9 2.2.9 ვაჭრობა |
▲back to top |
საომარი მოქმედებების დროს ფოთის პორტის ბლოკირებისა და საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვის, ასევე სარკინიგ ინფრასტრუქტურის დაზიანების და საავიაციო მიმოსვლის შემცირების, ასევე საბანკო და სხვა სექტორებში ამუშავებული დროებითი შეზღუდვების გამო ქვეყანაში ტვირთების მოძრაობა და სავაჭრო ოპერაციების მოცულობა მნიშვნელოვანწილად შემცირდა.
ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ამ პერიოდში ბევრ იმპორტიორს ექმნებოდა პრობლემა, გადაეადგილებინა ტვირთი საქართველოს საზღვრიდან თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების მიმართულებით.
მეტიც: მთელი რიგი საიმპორტო ტვირთებისა, რომელთაც იმპორტის სტრუქტურაში სოლიდური წილი უკავიათ, ქვეყანაში, საერთოდ, ვერ შემოდიოდა; დღესაც ამ ტვირთების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ შემოდის. უპირველესად, ეს ითქმის საიმპორტო სიაში წილით მეორე ადგილზე მყოფ მუბუქ ავტომობილებზე, რომელთა შემოტანას საჭირო დროში და ოდენობით ვერ ახერხებენ ვერც საავტომობილო კომპანიების ოფიციალური დილერები და ვერც ინდივიდუალური იმპორტიორები.
უკეთეს დღეში არც ექსპორტიორები აღმოჩნდნენ, ვინაიდან მათ მიერ წარმოებული პროუქციის გატანაც ყველანაირად შეფერხებული იყო. ექსპორტის ძირითადი საზღვაო არხი, რომელიც ფოთის პორტზე გადის, პარალიზებული იყო, ტვირთების სხვა არხებისკენ გადამისამართება კი ძალიან ჭირდა დროისა და ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გამო. გარდა ამისა, მაღალი იყო საფრთხის რისკი.
ამ ეტაპზე რთულია ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ტენდენციების ზუსტი პროგნოზი. გაუარესებულია საინვესტიციო გარემოც. ამის საფუძველზე სავარაუდოა, რომ კაპიტალის შემოდინება წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად შენელდება.
ამასთან, გაზრდილი რისკების გამო სესხების ზრდის ტემპი შენელდება, რაც ასევე აისახება ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის მახასიათებლებსა და კონფიგურაციაზე. კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2008 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მილიარდი ლარით (56,9%-ით) გაიზარდა და 5,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.1
აქედან იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47% ვაჭრობის სფეროზე მოდიოდა. შედარებისთვის: ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 37,5%-ით გაიზარდა და ერთნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია.2
სესხების გაცემის გამკაცრება, უდავოდ, ნეგატიურ გავლებას მოახდენს ამ მაჩვენებელსა და დინამიკაზე; ეს კი საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემდგომი განვითარების კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოება იქნება.
_______________
1. კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, პრესრელიზი, საქართველოს ეროვნული ბანკი, 4 აგვისტო 2008.
2. კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, პრესრელიზი, საქართველოს ეროვნული ბანკი, 4 აგვისტო 2008.
![]() |
3.3 2.3 შედეგები და რეკომენდაციები |
▲back to top |
ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული სიტუაციებისთვის მზაობამ საომარი მოქმედებებით გამოწვეული ზარალი შეამცირა, თუმცა მისი სრული განეიტრალება ვერ მოხერხდა.
ცხადია, რომ ის ტენდენციები, რაც ეკონომიკის თითოეულ სეგმენტზე ომის შემდგომ პერიოდში გამოიკვეთება, ჯერ ბოლომდე არ ჩანს, მით უმეტეს, რომ რუსული სამხედრო ძალები დღესაც საქართველოს ტერიტორიაზე არიან და შეძლებისდაგვარად აფერხებენ მისი ეკონომიკის ფუნქციობას.
წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%-იდან უკვე 5-6%-ამდე დაეცა.1 თუ შარშან საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, წელს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის შემცირებას, საუკეთესო შემთხვევაში, 1,7 მილიარდ დოლარამდე ვარაუდობს.2 ეს კი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ჰაერივით საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს, უმძლავრესი დარტყმაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1,7 მილიარდი უცხოური ინვესტიციის პროგნოზიც საეჭვოა, საინვესტიციო დანაკარგების მოცულობა კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ერთიდან ორ მილიარდ დოლარამდე მერყეობს. საქართველოს ეკონომიკის აღდგენას და კალაპოტში ჩაყენებას, სენატორ რიჩარდ ლუგარის ოფისის შეფასებით, სამიდან ოთხ მილიარდამდე დოლარი დასჭირდება. ამასთან, თუ დახმარება დროულად არ იქნა გაწეული, საქართველოს მშპ-ს, 10%-იანი ზრდის ნაცვლად, ამავე მოცულობის დაცემა ემუქრება.3
ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ საომარ შოკს, ავად თუ კარგად, გაუძლო. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საომარი რეჟიმიდან მისი ნაკლები დანაკარგებით გამოყვანა. დღეს ქვეყანას საგანგებო ანტიკრიზისული ნაბიჯების მთელი წყება აქვს განსახორციელებელი. ამ თვალსაზრისით, ყველა განსახორციელებელი ღონისძიება, შესაძლოა, არ ჯდებოდეს წმინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში, მაგრამ მათი განხორციელება მაინც საჭიროა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ საგანგებო ეკონომიკურ ვითარებას.
ზოგადად:
საჭიროა უმოკლეს ვადაში ზარალის დამდგენი ყველა ჯგუფისა და მონაცემის კოორდინირება, მათი შეჯერება, საბოლოო სურათის გამოკვეთა, ეკონომიკის განსაკუთრებით მგრძნობიარე და გადაუდებელი უბნების წარმოჩენა, დიაგნოსტირება და სარეაბილიტაციო ღონისძიებების მომზადება.
უნდა მოხდეს უკვე მობილიზებული და მოსალოდნელი დახმარებების დარგობრივი განაწილება, მათი კონკრეტული გადამისამართება და ურთიერთინფორმირებული კონტროლი როგორც დახმარებათა გაბნევის, ასევე მათი გადაფარვების თავიდან ასაცილებლად; უნდა გაიმიჯნოს ის სფერობი და პასუხისმგებლობები, რომლებზეც მიიმართება ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან და დონორების მიერ გამოყოფილი თანხები.
საჭიროა საომარი მოქმედებების დროს დაგროვილი საგადასახადო და სხვა საბიუჯეტო ვალდებულებების იმ ფორმით რესტრუქტურირება, რაც არ დააზარალებს არც სახელმწიფო ინტერესს და არც ბიზნესს შეუქმნის ჩავარდნის ან გაკოტრების საფრთხეს.
ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესის დაწყებას ადმინისტრაციული ბარიერის მოშლით, ვადის შემცირებითა და გაიაფებით.
უნდა დაწესდეს უცხოური ინვესტიცების შემოსვლასა და დასაქმებაზე დამატებითი შეღავათები (საგადასახადო არდადეგები, გაზრდილი შეღავათიანი პერიოდი, ბიზნესის გამარტივებული დაწყება და ა.შ.)
დარგების მიხედვით:
საბანკო სექტორში ლიკვიდობის პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა მოხდეს საბანკო რეგულაციების ნაწილობრივი გადახედვა და ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკების დარეზერვებული ფულადი რესურებისადმი წვდომის გაიოლება. ამავდროულად, მიზანმიმართულად უნდა გამკაცრდეს საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების პრობლემურ ფაზაში გადასვლის თავიდან ასაცილებლად.
აღებული სესხების (როგორც კომერციული ბანკების, ისე „იაფი კრედიტის“) დაბრუნების და გადახდის პირობები იმგვარად უნდა გადაინჯოს (განსაკუთრებით, კონფლიქტის და მის მიმდებარე რეგიონებში), რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, ბიზნესის და ინდივიდუალური მხსესხებლების უსახსროდ დარჩენა, მეორე მხრივ კი, არ დაზარალდეს სახელმწიფო და კომერციული ბანკები.
სამშენებლო სექტორის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივი კომპანიები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და ამით მიიღონ დამატებითი დაკვეთები
უზრუნველყოფილ იქნეს სარეაბილიტაციო რეგიონებში აღდგენით სამუშაოებზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვებისას მაქსიმალური გამჭვირვალობა და კონკურსანტების დავალდებულება, მაქსიმალურად ჩაირთოს აღდგენით პროცესებში ადგილობრივი ბიზნესი და მუშახელი, მათ შორის, დევნილებიც.
სოფლის მეურნეობის სექტორის როგორც საწარმოების, ისე შინამეურნეობების მხარდასაჭერად საჭიროა, სახსრები გამოიყოს სამეურნეო ციკლის შეუქცევადი ფუნქციობის უზრუნველსაყოფად და სიღარიბის დონის გაზრდის თავიდან ასაცილებლად.
ხელი შეეწყოს სამრეწველო სექტორის პროდუქციის დაბრუნებას არსებულ სარეალიზაციო ბაზრებზე და ახალი ბაზრების მოძიებას.
საჭიროა ენერგეტიკული სექტორის შემდგომი მოდერნიზება, ალტერნატიული ენერგიის წყაროების წახალისება და ენერგიის წყაროების უფრო მეტად დივერსიფიცირება; როგორც სისტემური, ისე ფინანსური თვალსაზრისით, საჭიროა მზადყოფნა იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთი გააძვირებს ენერგიას ან სულაც გადაკეტავს მას.
აუცილებელია აღდგეს ტურისტული პოტენციალი. ამ მიზნით, საჭიროა უცხოელი ტურისტების მოსაზიდი ტურების განვითარება, მათი გამრავალფეროვნება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალში ტურისტული ნაკადის დაბრუნების მიზნით.
________________
1. ეკონომიკური განვითარების მინისტრ ეკატერინე შარაშიძის განცხადება, საქართველოს მთავრობის სხდომა, 3 სექტემბერი, 2008.
2. პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის განცხადება, საქართველოს მთავრობის სხდომა, 3 სექტემბერი, 2008.
3. Lugar Oversees Relief to Georgia, Press Release of Senator Lugar, August 25, 2008.
![]() |
4 3. გარემოსდაცვითი ანალიზი და შედეგები |
▲back to top |
მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო პერსონალის მსხვერპლის, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და განადგურების გარდა, 2008 აგვისტოს რუსულმა სამხედრო აგრესიამ საქართველოში ეკოლოგიური კატასტროფაც გამოიწვია. როგორც ოფიციალური, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო წყაროს, თვითმხილველთა ჩვენებებისა და ექსპერტების შეფასების მიხედვით, რუსულმა სამხედრო ინტერვენციამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კავკასიისა და შავი ზღვის ბუნებრივ ეკოსისტემებს.
კავკასიის ეკორეგიონი ერთი იმ 34 ეკორეგიონთაგანია, რომლებიც დედამიწის ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილებად“ მიიჩნევა. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი „ცხელი წერტილებიდან“, რომლებიც ტროპიკული სარტყლის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ. ამას განაპირობებს მცენარეებისა და ცხოველების ენდემური და რელიქტური სახეობების სიმრავლე. კავკასიის ყვავილოვანი მცენარეების, ძუძუმწოვრების, ამფიბიების, რეპტილიების, თევზებისა და უხერხემლოების ოციდან ოცდაათ პროცენტამდე არ გვხვდება რეგიონის პირობითი საზღვრების გარეთ.
გარემოზე და, შესაბამისად, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე შეიარაღებული კონფლიქტის ზემოქმედების შეფასება სცილდება გადამწვარი ტყეებისა თუ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ტრანსსასაზღვრო მდინარეების დაბინძურების ხარისხის მარტივ გამოთვლას.
სამხედრო ოპერაციამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს სამ დაცულ ტერიტორიას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონფლიქტის ზონებიდან საკმაოდ შორს მდებარეობენ. ესენია: ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის მთის ტყეები (IUCN-ის მე-2 კატეგორია); კოლხეთის ეროვნული პარკის სახმელეთო და საზღვაო ნაწილები (IUCN-ის მე-2 კატეგორია) შავი ზღვის სანაპიროზე და ლიახვის ნაკრძალის (IUCN-ის 1 კატეგორია) სანაპირო ტყეები. განსაკუთრებით დაზიანდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეები და მიმდებარე ტერიტორიები.
ანგარიშის პირველი თავი მოიცავს რუსული აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ნუსხას, რომელიც ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. შემდეგი თავი ეძღვნება გარემოზე მიყენებული ზიანის პირველად, ამ ეტაპისთვის არსებულ წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებულ, კომპლექსურ ანალიზს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. აქვე ერთგვარი მატრიცის სახით წარმოდგენილია გავლენების მასშტაბები რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მესამე თავში განხილულია რუსული აგრესიის და ამ აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის საკანონმდებლო ასპექტები. დასკვნით, მეოთხე თავში, რეკომენდაციების სახით, მოცემულია მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებლ ქმედებათა ჩამონათვალი.
![]() |
4.1 3.1 გარემოსდაცვითი ზიანის ქრონოლოგია |
▲back to top |
![]() |
4.1.1 3.1.1 ტყის ხანძრები |
▲back to top |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს მეორე ნახევარში, რუსული შეიარაღებული ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა.
ბორჯომის ხეობა (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი): ოფიციალური ინფორმაციით, ბორჯომის ხეობის ტყეებში ხანძარი 2008 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე გაჩნდა. თვითმხილველთა მტკიცებით, ცეცხლის გაჩენამდე ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე რუსული შვეულმფრენები დაფრინავდნენ და იქ ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიდნენ. შემდგომ დღეებში, 18 აგვისტოს ჩათვლით, არაერთი ახალი ხანძრის კერა დაფიქსირდა. ხანძრების ახალი კერის გაჩენა, თვითმხილველთა განცხადებით, დროში ემთხვეოდა რუსული შვეულმფრენების გამოჩენას. შვიდი სექტემბრისთვის ბორჯომის ხეობაში, როდესაც ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულად გამოცხადდა, ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის ფართობმა 950 ჰექტარს მიაღწია. ვიზუალური დათვალიერებით, მთლიანად განადგურებულია ტყის მასივის 250 ჰექტარი, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია შეუწყდა 150000 მ3 ზეზემდგომ ხეს; 70%-ით განადგურდა ტყის მასივის 700 ჰექტარი, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია შეუწყდა 140000 მ3 ხეს. ხანძრის შედეგად მცენარეულმა საფარმა დაკარგა ეკოლოგიური ფუნქცია და ღირებულება.
ატენის ხეობა (შიდა ქართლის რეგიონი): 20 აგვისტოს ცეცხლის კერები დაფიქსირდა ატენის ხეობის ტყეებში. ატენის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერის ლოკალიზება 24 აგვისტოს მოხერხდა. დამწვარი ტყის მასივმა 50 ჰექტარი შეადგინა.
სხვა ტერიტორიები: თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, 16 აგვისტოს 10:30 საათზე რუსული სამხედრო ავიაციის ქმედების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კასპის რაიონის (შიდა ქართლის რეგიონი) ტყეებს. 16:30 საათზე ამავე მიზეზით ცეცხლის კერები გაჩნდა დაბა სურამის (ხაშურის რაიონი, შიდა ქართლის რეგიონი) ტყეებში. ამავდროულად ხანძრები გაჩნდა ხარაგაულისა (იმერეთის რეგიონი) და კოჯრის ტყეებში (ქვემო ქართლის რეგიონი). ყველა ამ ადგილას მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს. 22 აგვისტოს ღამე ცეცხლი წაეკიდა მესტიის რაიონის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) სოფელ ხაიშის ტყეებსაც. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ღამით, ერთდროულად რამდენიმე ადგილას, მთვრალი რუსი სამხედროების მიერ ნასროლი მაშხალების შედეგად. დამწვარი ტყის ფართობმა სამი ჰექტარი შეადგინა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დახმარებისთვის მიმართა ჩინეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, თურქეთის, ჩეხეთის, ლატვიის, სომხეთის, ჰოლანდიის საელჩოებს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქარველოში. ასევე ოფიციალური წერილები დაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს: ეუთო-ს, UNDP-ს, მსოფლიო ბანკს, ნატო-ს, გაერო-ს, ინტერპოლს, ევროსაბჭოს, GTZ-ს, KFW-ს, OECD-ს, UNOSAT-ს, ასევე ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, გაუდაბნოების, შავი ზღვის დაცვისა და UNECE-ს ხუთივე კონვენციის სამდივნოებს.
![]() |
4.1.2 3.1.2 ნავთობის ჩაღვრა შავი ზღვის სანაპირო ზონაში |
▲back to top |
რუსეთის არმიამ ფოთის სანაპირო ბაზა 12 აგვისტოს დაიკავა. 13 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ფოთში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს და ჩაძირეს საქართველოს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი 12 მცურავი საშუალება, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, ზღვაში ჩაიღვარა 50 ტონამდე ნავთობპროდუქტი; ზღვაში ჩაიღვარა ძრავისა და ჰიდრავლიკური ზეთებიც.
გარდა ამისა, აფეთქდა გემებში არსებული ჭურვები. ეს ჭურვები ინახებოდა ზეთოვანი შემადგენლობის ხსნარებში. ასე რომ, ზღვაში მოხვდა ჭურვების შიგთავსიც, რომლის ტოქსიკური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ნავთობროდუქტების ლაქების ძირითადი ნაწილი რჩება ფოთის პორტის ტერიტორიაზე. მცირე რაოდენობით ლაქები უკვე გავიდა ღია ზღვაში.
22 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შავი ზღვის დაცვის კონვენციის კომისიას ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა კონვენციიდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვის შესახებ.
![]() |
4.1.3 3.1.3 ჰაერის და ნიადაგის დაბინძურება ნავთობით |
▲back to top |
24 აგვისტოს 10:15 საათზე გორის-ხაშურის სარკინიგზო მონაკვეთის სკრის უბანზე (შიდა ქართლის რეგიონი) აფეთქდა ნედლი ნავთობით დატვირთული მატარებელი. მატარებლის აფეთქება გამოიწვია რუსული სამხედრო ძალების მიერ დანაღმული სკრის ქართული სამხედრო ბაზის აფეთქებამ. 300 მეტრის მანძილიდან გამოსროლილი ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა ნედლი ნავთობით დატვირთულ ვაგონს; აფეთქების ტალღამ კი კიდევ 11 ვაგონის აფეთქება გამოიწვია. მთლიანად დაიწვა სამოცტონიანი 12 რეზერვუარი, დაბინძურების არეალმა კი ოთხი ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რომლის ნახევარზეც 100%-იანი დაბინძურება დაფიქსირდა. დაიწვა დაახლოებით 650 ტონა ნავთობი, ნაწილი კი დაიღვარა.
ნავთობის დაღვრის შედეგად დაბინძურებულია მიმდებარე ტერიტორია. დაბინძურების არეალი 4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ავარიის ადგილი სოფელი სკრიდან დაცილებულია 1.5-2.0 კმ-ით, მდინარე მტკვრიდან 1.2-1.4 კმ-ით. ავარიული დაღვრის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების გამოსავლები არ არის გამოვლენილი. უახლოესი წყალაღების პუნქტი დაღვრის ადგილიდან განთავსებულია 650-700 მეტრის დაცილებით.
სავარაუდოდ, ძლიერ დაბინძურებულია ლიანდაგის გასწვრივ ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს დაახლოებით 220 მეტრის სიგრძის და 20 მეტრის სიგანის ფართობი. აღნიშნულ ფართობზე დაღვრის ლიკვიდაციის სამუშაოებს აწარმოებს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. ამოთხრილია ორმოები ნედლი ნავთობის შესაგროვებლად და მათივე ინფორმაციით გადატანილია 70 ტონა ნედლი ნავთობი.
![]() |
4.2 3.2 წინასწარი შეფასება მოკლე და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით: |
▲back to top |
![]() |
4.2.1 3.2.1 შესაძლო ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე: ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებასა და დაცულ ტერიტორიებზე |
▲back to top |
![]() |
4.2.1.1 3.2.1.1 ბორჯომის ტყეებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრები |
▲back to top |
კავკასიის ეკორეგიონის ფარგლებში ბორჯომის რაიონი, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიად არის მიჩნეული. ბორჯომის რაიონი არის ნაწილი პრიორიტეტული კონსერვაციის ტერიტორიისა, რომელიც თრიალეთის სახელითაა ცნობილი (თრიალეთის ქედი). ეს სტატუსი ამ ტერიტორიას ეკორეგიონის ყველა ქვეყნის 150-ზე მეტი ექსპერტის აზრის გათვალისწინებით მიენიჭა; იგი ასახულია ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმაში (ECP).1 კონსერვაციის თვალსაზრისით, ამ ტერიტორიას პრიორიტეტულად მიიჩნევს Conservation International/გადაშენების ზღვარზე მყოფი ეკოსისტემების პარტნიორობის ფონდის (CEPF) კავკასიის პროგრამაც. იგი არის ნაწილი ე.წ. ორი საკონსერვაციო ობიექტისა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნეძვის აღკვეთილისა.2
ბორჯომის რაიონი გამოირჩევა მცენარეების, მწერების, ამფიბიების, რეპტილიებისა და მცირე ძუძუმწოვრების ენდემური სახეობების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით; ამას განაპირობებს მისი მდებარეობა სხვადასხვა ბიო-გეოგრაფიული რეგიონის (კოლხეთის, მცირე აზიის, სამხრეთ კავკასიის-ირანის და კაკასიის/აღმოსავლეთ კავკასიის) ბიოლოგიურ გზაჯვარედინზე. ბორჯომის რაიონში გვხვდება ისეთი სახეობების პოპულაციები, რომლებიც უკანასკნელი გენეტიკური კვლევების თანახმად, მეოთხეული პერიოდის რელიქტებს წარმოადგენენ. ეს სახეობები აქ ათზე მეტი მილიონი წელი ბინადრობენ. შესაბამისად, ბორჯომის რაიონი საკვანძო ტერიტორიაა კავკასიაში დაცული ტერიტორიების ქსელის დასაარსებლად.
ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტორი მეტ მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომელიც საერთაშორისო კრიტერიუმების შესაბამისად დაარსდა (1999-2002 წლებში). ეროვნული პარკის ცენტრალურ ნაწილში დაცვის რეჟიმი, ას წელზე მეტი ხანია, რაც არსებობს. თრიალეთის პრიორიტეტული კონსერვაციის ტერიტორია მოიცავს ხელუხლებელ ტყეებს და სუბალპურ მდელოებს და წარმოადგენს მრავალრიცხოვანი ენდემური, იშვიათი და რელიქტური სახეობების საბინადრო არეალს. ამიტომ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი შეიძლება ჩაითვალოს კავკასიის ეკორეგიონის სანიმუშო პარკად, რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ორი წლის წინ გაერთიანდა PAN Parks-ის ქსელში.3
თრიალეთის ქედის დასავლეთ ფერდობებზე (ბორჯომის ხეობა, ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ნაწილების ჩათვლით) დაახლოებით ათას ჰექტარზე დაიწვა წიწვოვანი და შერეული ტყეები, 50 ჰექტარი შერეული ტყე განადგურდა თრიალეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში (მდინარე ტანას ველი), ხოლო თრიალეთის ქედისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დანარჩენ ნაწილში ტყეები ადგილ-ადგილ განადგურდა. ტყის ხანძრების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა პრიორიტეტული კონსერვაციის ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება, რაც შეეხება მიმდებარე დასახლებებსა და კურორტებს, ისინი სერიოზული საფრთხის წინ აღმოჩნდნენ. (იხ. რუკა 1)
არაპირდაპირი ზემოქმედების ქვეშ მოექცა გაცილებით დიდი ტერიტორია, რაც ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე (მკაცრი დაცვის ნაკრძალი და ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი) გაჩნდა ხანძრის სამი კერა: ზორეთის, ქვაბლისწყლისა და ლიკანის უბნებზე (იხ. რუკა 2).
რაც შეეხება ტყის მრავალფეროვნებას, წიწვოვანი ტყეების (ნაძვის, სოჭის და ფიჭვის ტყეები აღმოსავლური წიფელისა და ზოგიერთი სხვა სახეობების მონაწილეობით) ყველაზე დიდი მასივები მცირე კავკასიონის (ვრცელი კონსერვაციული ლანდშაფტი) ფარგლებში სწორედ ამ რეგიონში - პრიორიტეტული კონსერვაციის ტერიტორიაზეა თავმოყრილი. აქვე გვხვდება აღმოსავლური თეთრი ნაძვის (Picea orientalis - კავკასიის ენდემური სახეობა) მსოფლიოში ყველაზე დიდფართობიანი მასივები. ეს ტერიტორია გამოირჩევა ზომიერი სარტყლისთვის ერთობ იშვიათი ხელუხლებელი ტყის კორომებით, რომელთაც ძალიან დიდი ბიოლოგიური და საკონსერვაციო ღირებულება აქვთ.
ტერიტორია, რომელიც უშუალოდ დაზიანდა ხანძრისგან (წაღვერი-დაბის მონაკვეთი), მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე უბანს წარმოადგენს;
1. ამ ტერიტორიაზე დაფიქსირებულია გლობალური, რეგიონული თუ ეროვნული ღირებულების (ენდემიზმი, გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობები) მქონე ბიომრავალფეროვნება;
2. ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია სასმელი წყლისა და ნიადაგის ეროზიისგან დაცვის თვალსაზრისით;
3. იგი ადგილობრივი მოსახლეობის არსებობისათვის მნიშვნელოვანი რესურსების ბაზას (მაგ., შეშა და ა.შ.) წარმოადგენს;
4. ტერიტორია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების საფუძველი (იგი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონას).4
ამასთან, ეს ტერიტორია ბუფერული ზონაა ნეძვის აღკვეთილისთვის, რომელიც ნაწილია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებისა.
ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლის, მაღალი ტემპერატურის, ცეცხლის და ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წარმოქმნილი ხმაურის გამო დაირღვა ცხოველების საბინადრო გარემო და რეჟიმი, ცხოველებმა განიცადეს მიგრაცია და სტრესი, რაც შეიძლება აისახოს ცხოველების სივრცულ განაწილებაზე, არეალების შემცირებასა და შობადობაზე.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საავიაციო დაბომბვებმა დიდად დააზიანა ლიახვის ნაკრძალი (IUCN-ის 1 კატეგორია), რომელიც რუსეთის არმიის მიერ კონტროლირებად კონფლიქტის ზონაში მდებარეობს. ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, ადგილზე შეაფასონ სიტუაცია.
_____________
1. კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმა, WWF, KfW, BMZ, CEPF, MacArthur Foundation, დაბეჭდილია Contour Ltd., თბილისი, 2006 წლის მაისი, 220 გვ..; ასევე იხ. http://www.wwf.de/fileadmin/fmwwf/pdf_neu/Kaukasus_OEkoregionaler__Naturschutzplan__May06.pdf
2. იხ.http://www.cepf.net/ImageCache/cepf/content/pdfs/caucasus_5foutcomemap_2epdf/v1/cauc sus_5foutcomemap.pdf
3. იხ. http://www.visitpanparks.org/ourparks/Borjomi-Kharagauli
4. დამატებითი ინფორმაცია მაღალი საკონსერვაციო ღირებულებების შესახებ იხ. http://www.hcvnetwork.org/
![]() |
4.2.1.2 3.2.1.2 ჰაერის დაბინძურება |
▲back to top |
სოფელ სკრასთან მომხდარი ნედლი ნავთობით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობის აფეთქებას, მოჰყვა 12 ცისტერნაში არსებული ნედლი ნავთობის წვა. ქვემოთ მოცემულია ხანძრის შედეგად წარმოქმნილ მავნე ნივთიერებათა ემისიაში ცალკეულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობრივი და თვისებრივი შემადგენლობა.1
მავნე ნივთიერებების |
ემისიის ხვედრითი |
სრული ემისია(ტ) |
ნახშირბადის ოქსიდი |
8.4 X 10-2 |
42.70 |
გოგირდწყალბადი |
1.0 X 10-3 |
0.510 |
აზოტის ოქსიდები |
6.9 X 10-3 |
3.505 |
გოგირდის ოქსიდები |
1.0 X 10-3 |
0.510 |
ჭვარტლი |
1.7 X 10-1 |
86.40 |
ცინწყალბადმჟავა |
1.0 X 10-3 |
0.510 |
ვანადიუმის ოქსიდი |
4.64 X 10-4 |
0.235 |
ენზ(ა)პირენი |
7.60 X 10-48 |
0.00004 |
ამ ემისიის შესაბამისი ზიანის ასანაზღაურებელი თანხა ცალკეული ნივთიერებების მიხედვით, ქვეყანაში დღეს არსებული მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების2 საფუძველზე, წინასწარი გაანგარიშებით 46628 ლარს შეადგენს.
________________
1. ავთანდილ ბუდაღაშვილი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სპეციალისტი, სამეცნიერო-საკონსულტაციო ფირმა გამა.
2. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ½ 94 14.07.2006. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის ბრძანება ½ 538 „გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“.
![]() |
4.2.1.3 3.2.1.3 შავი ზღვა |
▲back to top |
საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს საშუალება ქართულ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს ადგილზე შეეფასებინათ სიტუაცია და განესაზღვრათ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა. ექპერტთა შეფასებით, ზღვაში ჩაიღვარა დაახლოებით 50-70 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ამ რაოდენობის ნავთობპროდუქტის ჩაღვრა უპრეცედენტოა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.
რუსეთის სამხედრო ძალებმა საპორტო სტრუქტურებსა და შესაბამის უწყებებს არ მისცეს სკანერებისა და ბონური შეზღუდვების გამოყენების საშუალება; შესაბამისად, გარემოზე ზიანის მინიმიზირებისა და ნავთობის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ვერ მოხერხდა ჩაღვრაზე სათანადო რეაგირება.
ნავთობპროდუქტების ჩაღვრამ მნიშვნელოვნად დააბინძურა შავი ზღვის სანაპირო ზოლი და საფრთხე შეუქმნა კოლხეთის ეროვნულ პარკში შემავალ შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს და მის იქთიოფაუნას (მაგ: ზუთხები, კეფალი და ქაშაყი). ნავთობპროდუქტების ჩაღვრა უარყოფითად აისახება წყლის ბინადრებზე, როგორც მსხვილ ძუძუმწოვრებზე, ისე სხვა ჰიდრობიონტებზე. ნავთობპროდუქტები დაბალწონიან სითხეს წარმოადგენს; ის წყალს თხელ ფენად გადაეკვრის, რის შედეგადაც ჟანგბადი თითქმის ვერ აღწევს წყალში. ასეთი მდგომარეობა იწვევს არა მარტო ცხოველების მასობრივ განადგურებას, არამედ წყლის მცენარეულობის გადაშენებასაც.
შავი ზღვის დინებამ ჩაღვრილი ნავთობპროდუქტი ფოთის ჩრდილოეთით, კოლხეთის ეროვნული პარკისა და მისი დაცული საზღვაო სექტორის მიმართულებით გადააადგილა. კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც ჩაღვრის ადგილიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესულია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი (რამსარის) ტერიტორიების ჩამონათვალში.
აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩაღვრილმა ნავთობპროდუქტებმა შესაძლოა მასობრივი კატასტროფა და უამრავი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი (საქართველოს „წითელი ნუსხის“) ცხოველთა და მცენარეთა სახეობების განადგურება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებით წყლისა და ნიადაგის დაბინძურება უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს საერთაშორისო მნიშვნელობის კოლხეთის დაბლობის ტორფნარებზე.
ზღვისპირა ზოლში გრუნტის წყლებსა და ზღვის წყალს შორის ჰიდრავლიკური კავშირი არსებობს. სახელდობრ, გრუნტის წყლები ზღვის შელფის ზოლში განიტვირთება. განტვირთვა უფრო ინტენსიურია მიქცევის პერიოდში. ამის საპირისპიროდ, მოქცევის პერიოდებში ზღვა ერთგვარ ბარიერს ქმნის გრუნტის წყლების განტვირთვის გზაზე და მათ შეტბორვას იწვევს. ამ დროს, სანაპიროსთან მიმდებარე ზოლში არსებულ საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების ჭებში წყლის მარილიანობის მომატება შეინიშნება. ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმ ფაქტს, როდესაც ზღვის წყლის ზედაპირი ნედლი ნავთობის სქელი ფენით არის დაფარული. ნავთობი მიგრაციის მაღალი უნარით ხასიათდება, რის გამოც ზღვის მოქცევის პერიოდებში ის ადვილად შეაღწევს გრუნტის წყლის ჰორიზონტში და ამ ჰორიზონტში ცირკულირებად მიწისქვეშა წყალს დააბინძურებს. აღნიშნულის საფუძველზე დავასკვნით, რომ ფოთის სანაპიროსთან ახლომდებარე დასახლებული პუნქტების საყოფაცხოვრებო ჭებში სასმელად და სხვა მიზნებისათვის გათვალისწინებული გრუნტის წყლების ნახშირწყალბადებით დაბინძურება გარდაუვალი პროცესია.
![]() |
4.2.1.4 3.2.1.4 კლიმატის ცვლილება |
▲back to top |
ტყის ხანძრები
1990-იანი წლებისთვის ტყეებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 40% ეკავა. ბოლო 15 წლის მანძილზე ქვეყანაში გამეფებული ენერგეტიკული კრიზისისა და ხე-ტყის ექსპორტის ინტენსიფიკაციის შედეგად ამ სიდიდემ, შესაძლებელია, გარკვეული შემცირება განიცადა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა ამას არ ადასტურებს.
ტყის ხანძრების შედეგად მიღებული ეკოლოგიური ზარალის შეფასებისას გასათვალისწინებელია წვის შედეგად ატმოსფეროში სათბურის გაზების (CO2, CH4) გაფრქვევა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული CO2-ის შთანთქმის წყაროს შემცირება (გლობალური ეფექტი), მაშინ, როდესაც სათბურის გაზების შემცირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მთელი მსოფლიო სწორედ შთანთქმის წყაროების მაქსიმალურად გაზრდას განიხილავს. გარდა ამისა, ტყეების განადგურებით, სავარაუდოდ, ნიადაგში დაირღვევა მიწისქვეშა წყლების აღდგენისა და კვების რეჟიმი. კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე ამ მოვლენამ შეიძლება საკმაოდ სერიოზული გავლენა იქონიოს ბორჯომის რაიონში არსებულ წყლის რესურსებზე.
კლიმატის ცვლილების პრობლემასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს გარემოსათვის მიყენებულ ორმაგ ზარალს: პირველი, მოხდა ატმოსფეროში იმ ნახშირბადის ემისია, რომელიც მარაგის სახით იყო აკუმულირებული არსებულ ფართობზე, და მეორე, მოისპო არსებული სათბურის გაზების შთანთქმის წყარო, რაც მნიშვნელოვან ზარალს იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, ბორჯომის რაიონში ტყის ხანძრის შედეგად, აქ არსებული ხის სახეობების გათვალისწინებით, ატმოსფეროში აედინა 407 ათასი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი სათბურის გაზები. თუ გავითვალისწინებთ ერთი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტის შემცირების ამჟამად მომქმედ საშუალო საბაზრო ღირებულებას (15 ევრო), მაშინ დანაკარგი სულ მცირე 6,105,000 ევროს შეადგენს, რადგან 2012 წლისათვის შემცირებული ნახშირორჟანგის სერტიფიკატის ღირებულება ბევრად მაღალი იქნება.
რაც შეეხება ტყის მასივის, როგორც სათბურის გაზების მომავალი შთანთქმის წყაროს, დანაკარგს, აქ შეიძლება დავეყრდნოთ შემდეგ შეფასებებს. დამწვარი ტყის მასივი 30 წლის განმავლობაში საშუალოდ შთანთქავდა 70 ათას ტონა ნახშირორჟანგს, რაც საბაზრო ფასებზე გადაანგარიშებით იძლევა 1050000 ევროს. თუ არ გავითვალისწინებთ ტყის რეკრიაციულ, ბიომრავალფეროვნების, საავეჯე და საშეშე მასალის ღირებულებას და მას მხოლოდ კლიმატის ცვლილების კონვენციის კუთხით განვიხილავთ, საერთო ზარალი, ოცდაათწლიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, სულ მცირე, 7,2 მლნ ევროა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეებში არსებულ რთულ რელიეფურ პირობებში ერთი ჰექტარი ტყის მასივის ხელოვნური რეაბილიტაცია (გაშენება) დაახლოებით ათი ათასი ევრო ჯდება, მაშინ ზემოთ აღნიშნულ ზარალს დაემატება დაახლოებით 7,5 მილიონი ევრო, რაც საჭიროა აღნიშნული მასივების ხელოვნური რეაბილიტაციისათვის. ჯამში, ზარალი შეადგენს არანაკლებ 14,7 მლნ ევროს.
![]() |
4.2.1.5 3.2.1.5 ნიადაგი, ჰიდროლოგია და ბუნებრივი კატასტროფები |
▲back to top |
არსებული მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზით ტყის საფარი ათასამდე ჰექტარის ფართობზე განადგურდა. ხანძრებმა მთლიანად გაანადგურა ტყის მასივები და ქვეფენილი მცენარეულობა ნეშომპალასთან ერთად, მთლიანად დაიწვა მაღალნაყოფიერი ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენა. ძლიერ შეიცვალა არა მარტო ნიადაგური ფენის, არამედ ნიადაგწარმომქმნელი დედაქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და გეოქიმიურ-ბიოლოგიური მახასიათებლები. შეწყდა ნიადაგში მიმდინარე და მის საფუნქციოდ აუცილებელი მიკრობიოლოგიური პროცესები. ტყის და მდელოს შესანიშნავი, ხელსაყრელი ნიადაგი გამოფიტულ და გამომწვარ მასად იქცა, რომელშიც მცენარის ჩასახვა-განვითარების შესაძლებლობა პრაქტიკულად ნულის ტოლია და მისი აღდგენა ძალზე შორეული პერსპექტივაა. ასეთი ნიადაგი ზედაპირული ჩამონადენის წამრეცხ ზემოქმედებას იოლად ემორჩილება და, შესაბამისად, ეროზიის პროცესს სწრაფად პროგრესირებადი ხასიათი აქვს.
ცნობილია, რომ ტყის საფარის არსებობა-არარსებობა ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიურ და ნიადაგურ პირობებზე, გეოდინამიკური პროცესების განვითარებაზე უშუალოდ აისახება. ექსპერტული მონაცემებით, დასაბუთებულია, რომ მეწყრების ჩასახვისა და შემდგომი აქტივიზაციისათვის ხელსაყრელი გარემო ისეთ ტერიტორიებზე იქმნება, რომლებიც ღარიბია მცენარეული საფარით; მითუმეტეს, თუ საქმე ეხება მთაგორიან დანაწევრებულ რელიეფს, სადაც ეროზიული და მეწყრული პროცესების განვითარების რისკი განაკუთრებით მაღალია. ბორჯომის ხეობაში ტყის საფარმა ათასი ჰექტარის ფართობზე სასიცოცხლო ფუნქცია დაკარგა. ასეთ პირობებში ატმოსფერული ნალექების შედეგად წარმოქმნილ ზედაპირულ ჩამონადენსა და მიწის სიღრმეში წყლის ინფილტრაციას შორის არსებული ბუნებრივი ბალანსი მკვეთრად ირღვევა ზედაპირული ჩამონადენის სასარგებლოდ. თავის მხრივ, ჩამონადენის რაოდენობის ზრდას და მის გააქტიურებას თან სდევს ხაზობრივი ეროზიის, ხრამწარმოქმნის და მეწყრული პროცესების განვითარება, რასაც უცილობლად მოჰყვება დიდი წყალმოვარდნები, ღვარცოფული და თოვლის ზვავების მნიშვნელოვანი გააქტიურება. მით უმეტეს, რომ თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობზე გამავალი ყველა პატარა მდინარე და ხრამი ღვარცოფული მოვლენების ტრანსფორმირებადია. დღეისათვის დაფიქსირებულია ოთხ ათეულზე მეტი მეწყრული უბანი. თავის მხრივ, ამ პროცესების გააქტიურებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, წარმოდგენილი უკიდურესად სენსიტიური ქანებით. ყოველივე ეს უკიდურესად გაართულებს ნიადაგის საფარის აღდგენა რეგენერაციას, მით უმეტეს, რომ ამ პროცესს ოპტიმალურ ლანდშაფტურ-კლიმატურ პირობებშიც კი ისედაც საუკუნეები სჭირდება. აუცილებლად დაირღვევა მიწისქვეშა წყლების დამყარებული რეჟიმი, რამაც შესაძლოა მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მტკნარი წყლების დაკარგვა გამოიწვიოს.
განადგურებული ტყის საფარის პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენას ათეული, შესაძლოა ასეული წლები დასჭირდეს. ეს ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ზემოთ ნახსენები საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების ხელშემშლელი ბუნებრივი ფაქტორები აღარ იარსებებს.
![]() |
4.2.2 3.2.2 ზემოქმედება სოციალურ-ეკონომიკურ სფეროზე |
▲back to top |
გარდა ბუნებრივი გარემოსადმი მიყენებული ზარალისა, მნიშვნელოვანია იმ სოციალური და ეკონომიკური ზიანის გათვალისწინება, რომელიც ბუნებრივი გარემოს დაზიანების შედეგად მიადგა, როგორც უშუალოდ ადგილობრივ, რუსული აგრესიის პირდაპირი ობიექტების ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, ისე მთლიანად ქვეყანას.
![]() |
4.2.2.1 3.2.2.1 ტურიზმი |
▲back to top |
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია საომარი მოქმედებების შედეგად ტურისტულ პოტენციალზე მიყენებული ზარალი. რუსული აგრესიის პირდაპირი დარტყმის ობიექტების - ბორჯომის რეგიონის - ძირითად ეკონომიკურ პროფილს სწორედ ტურიზმი წარმოადგენდა. სვანეთისა და ფოთის (კოლხეთის ეროვნული პარკი) რეგიონების ბიუჯეტშიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები განუხრელად იზრდებოდა.
ტურისტულ პოტენციალზე მიყენებულ ზარალში ორი ტიპის ზეგავლენას გამოვყოფთ:
პირდაპირი - ზეგავლენა განიცადა იმ ძირითადმა ბუნებრივმა პირობებმა (ბიომრავალფეროვნება, ბალნეოლოგიურ-კლიმატური პირობები, ესთეტიკური ღირებულებები), რომელიც ძირითად ტურისტულ პოტენციალს წარმოადგენდა. ამავდროულად, საქართველოს ტურისტული რეგიონის დიდი ნაწილი ამჟამად უშუალოდ მოექცა კონფლიქტურ ზონაში (სვანეთი, კოლხეთის ეროვნული პარკი).
საომარი მოქმედებების სტიგმა - საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული შიში. ამ ფაქტორის მოქმედება გაცილებით მნიშვნელოვანია და სცილდება უშუალოდ აგრესიის კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვლინდება.
ბორჯომის ხეობა: ბორჯომის რაიონის მუნიციპალიტეტის მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული არასრული ზარალი, წინასწარი შეფასებით შემდეგია:
ტურიზმის სფეროში ბორჯომის მუნიციპალიტეტის დანაკარგები - 9060600 ლარი;
ეკონომიკა - 20670000 ლარი.
ძირითადი ზეგავლენა ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძრებმა უშუალოდ ქ. ბორჯომზე და მის მიმდებარე სოფლებზე მოახდინა. ამ დასახლებული პუნქტების ოჯახების 90%, ძირითადად, დამოკიდებული იყო ტურიზმზე. მაგალითად, CENN-ის მიერ 2008 წლის ივლისში ამ რაიონში ჩატარებული ტურისტული პოტენციალის კვლევმა ცხადყვეს, რომ მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს ტურიზმი წარმოადგენდა. გარდა დიდი სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროებისა, გავრცელებული იყო ოჯახებში თავისუფალი ოთახების გაქირავების პრაქტიკა. უხეში გამოთვლებით, ტურიზმიდან თითოეული ოჯახის წლიური შემოსავალი შეადგენდა 2500-3000 ლარს. ამასთან, განუხრელად იზრდებოდა მოსახლეობის მიერ ტურიზმში დაბანდებული ფულის რაოდენობა, რაც განაპირობებდა მომსახურების ხარისხის ზრდას. შესაბამისად, იზრდებოდა ბაზრის კონკურენტუნარიანობა, რაც აისახებოდა შემოსავლების ზრდაში.
ტურიზმის სწრაფი ტემპებით განვითარება და ტურისტების რაოდენობის ზრდა განაპირობებდა მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა მაღაზიები, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო, რაც ასევე მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავალის მნიშვნელოვანი წყაროა (ცნობილია, რომ მაპროფილირებელ დარგში ერთი სამუშაო ადგილის შექმნა, მომსახურების სფეროში საშუალოდ ოთხი დამატებითი სამუშაო ადგილის გაჩენის წინაპირობაა). ამ შემთხვევაში მიყენებული ზარალის კომპლექსური გაანგარიშება საკმაოდ რთულია და სპეციალურ კვლევას საჭიროებს.
სვანეთი: აგვისტო-სექტემბერში სვანეთში მიმავალ ძირითად კომუნიკაციებს საოკუპაციო ძალები აკონტროლებდნენ. ცხადია, ამან ტურიზმის განვითარებაზე ნეგატიური გავლენა იქონია.
კოლხეთის ეროვნული პარკი: კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიები ასევე მოექცა ე.წ. ბუფერულ ზონებში. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი საოკუპაციო ძალები აწარმოებდნენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას. ცხადია, ამის შედეგად სტუმართა ჩამოსვლა მთლიანად შეჩერდა.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მომავალში, სავარაუდოდ, მკვეთრად შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ცხადია, აქ გადამწყვეტ გავლენას ითამაშებს ერთგვარი სტიგმა - ბორჯომის ხეობა, სვანეთი, კოლხეთის ეროვნული პარკი და მთლიანად საქართველო, როგორც საომარი მოქმედებების ზონა. ეს ფაქტორი, ყველაზე მდგრადი და ხანგრძლივვადიანია და განსაკუთრებით აისახება უცხოელი ტურისტების რაოდენობის კლებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ასევე, სავარაუდოდ, მოკლევადიან (ორ-სამწლიან) პერსპექტივაში, საომარი მოქმედებებით გამოწვეული შიში ზეგავლენას მოახდენს ქართველ დამსვენებლებზეც, განსაკუთრებით, ბორჯომის ხეობაში. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ კონფლიქტი დაემთხვა ტურისტული სეზონის პიკს. ბორჯომის ხეობაში ამ პერიოდში უამრავი ოჯახი აღმოჩნდა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური გ გადაკეტილი იყო საოკუპაციო ნაწილების მიერ, რამაცზა ხელი შეუწყო პანიკის გავრცელებას და ბევრ ადამიანს მოუხდა შემოვლითი, სასოფლო გზებით სარგებლობა. ამან, ცხადია, გაამძაფრა შიში, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში მკვეთრად უარყოფითად აისახება ქართველი დამსვენებლების რაოდენობაზე ბორჯომის ხეობაში.
![]() |
4.2.2.2 3.2.2.2 სათბობი ხე-ტყე |
▲back to top |
ტყეებზე მიყენებული ზარალი აისახება მოსახლეობის სათბობი ხე-ტყით უზრუნველყოფაზე. იმ რეგიონების მოსახლეობა, სადაც მასობრივი ხასიათი ჰქონდა რუსული ძალების მიერ ტყის მიზანმიმართულ განადგურებას, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სათბობად ხე-ტყეს იყენებდა. ტყეებზე მიყენებულმა ზიანმა მრავალწლიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეამცირა სათბობი ხე-ტყის მარაგი, რაც აუცილებლად გამოიწვევს ფასების მნიშვნელოვან ზრდას. ხე-ტყის მარაგის შემცირება და ფასების მატება მწვავედ აისახება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბორჯომის ხეობის მცხოვრებლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
![]() |
4.2.2.3 3.2.2.3 მიგრაცია |
▲back to top |
მოსალოდნელია, რომ არსებულმა მდგომარეობამ გააქტიუროს მიგრაციული პროცესები ბორჯომის ხეობასა და სვანეთში. სვანეთში ამ პროცესის ხელშემწყობი შეიძლება გახდეს არსებული მდგომარეობა, როდესაც კომუნიკაციები ამ რეგიონში მთლიანად საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლდება. შესაბამისად, გართულებული იქნება ურთიერთობა ქვეყნის სხვა რეგიონებთან, რაც, ალბათ, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ დაქვეითებას და მიგრაციული ნაკადების ზრდას გამოიწვევს. ამ აზრით, მძიმე მდგომარეობაშია ბორჯომის ხეობაც, რადგან მნიშვნელოვნად დაზარალდა რეგიონის ძირითადი ეკონომიკური პროფილი - ტურიზმი. ბორჯომის ხეობა არახელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ტურიზმი წარმოადგენდა. ამ კომპონენტის შესუსტებას თან ერთვის სათბობის გაძვირება, სავარაუდოდ, მომსახურეობის სფეროს განვითარების შესუსტება და კლება, რომელიც ასევე ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა. სავარაუდოდ, ტყეების განადგურების ფონზე გაიზრდება ბუნების სტიქიური მოვლენები და მათ მიერ მიყენებული ზიანი (ეროზიული პროცესები, მეწყრული და ღვრაცოფული მოვლენები, სელური ნაკადები). ტყის ხანძრების შედეგად დაირღვევა გრუნტის წყლების რეჟიმი, რამაც შეიძლება პრობლემები გააჩინოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაში. შესაბამისად, მივიღებთ დეგრადირებულ საარსებო გარემოს, რომელიც აიძულებს მოსახლეობას ალტერნატიული შემოსავლების ძიებაში რეგიონი დატოვოს და სხვაგან გადავიდეს.
სქემა: ზემოქმედების მასშტაბები
გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედებების ჩამონათვალი
აღნიშვნა: ++= მნიშვნელოვანი საკითხი += |
საკითხი/ |
ბიომრავალ-
|
ნიად |
ბუნებრივი |
ჰაერ |
სოცი |
შავი |
კლიმა |
ადგილო |
++ |
++ |
++ |
+
|
++ |
++ |
++ |
რეგიონ |
++ |
+ |
+ |
- |
++ |
+ |
+ |
გლობალ |
+ |
- |
- |
- |
- |
+ |
+ |
![]() |
4.3 3.3 სამართლებრივი ანალიზი: რუსული აგრესიის შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებული სამართლებრივი დარღვევები |
▲back to top |
ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით, რომლებიც მიზნად ისახავენ ან რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი ან მძიმე დაზიანება, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. რუსეთი არის 1949 წლის ჟენევის კონვენციებისა და ამ კონვენციების 1977 წლის ორი დამატებითი პროტოკოლის მხარე. 1949 წლის ჟენევის კონვენციების (რუსეთის მიერ რატიფიცირებული 1954 წლის 10 მაისს) პარაგრაფი 18 განსაზღვრავს:
ყველა სახის შეიარაღებულმა ძალამ, იქნება ეს რეგულარული თუ არარეგულარული, უნდა გააგრძელოს იმ საერთაშორისო გარემოსდაცვითი და ჰუმანიტარული კანონმდებლობის პრინციპებისა და წესების დაცვა, რომელიც ვრცელდება კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე მშვიდობიანობის დროს. ბუნებრივი და კულტურული რესურსები არ უნდა გახდეს მაროდიორობის ობიექტი არანაირ შემთხვევაში.
I დამატებითი პროტოკოლის (რუსეთის მიერ რატიფიცირებული 1989 წლის 29 სექტემბერს) პუნქტი 35 - ძირითადი წესები - ამბობს:
დაუშვებელია ომის წარმოე ბის ისეთი მეთოდებისა და საშუალე ბების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავენ ან რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და მძიმე დაზიანება.
I დამატებითი პროტოკოლის პუნქტი 55 - ბუნებრივი გარემოს დაცვა - ასევე ამბობს:
1. საომარი ოპერაციების დროს აუცილებელია სიფრთხლის ზომების მიღება ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და მძიმე ზიანის თავიდან ასაცილებლად. სიფრთხილის ზომები გულისხმობს ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების აკრძალვას, რომლებიც მიზნად ისახავენ ან რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ბუნებრივი გარემოს ამგვარი დაზიანება და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა.
2. აკრძალულია, რეპრესალიის მიზნით, თავდასხმები ბუნებრივ გარემოზე.
ბორჯომის შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ასევე არის იარაღის ცალკეული ჩვეულებრივი სახეობების შესახებ კონვენციის III პროტოკოლის - ცეცხლგამჩენი ჭურვების გამოყენების აკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ (ჟენევა, 1980) - მხარე, რომელიც (სხვა საკითხებთან ერთად) ამბობს:
აკრძალულია ტყეებისა და სხვა სახის მცენარეული საფარის გადაქცევა ცეცხლგამჩენი ჭურვების სამიზნედ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ბუნებრივი ელემენტები გამოყენებულია საომარი ან სხვა სამხედრო ობიექტების დასაფარად, დასამალად ან შესანიღბად, ან თავად წარმოადგენენ სამხედრო ობიექტებს. 1998 წლის რომის წესდებით დაარსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის პირველ ივლისს, პუნქტში 8(2)(ბ)(IV) განსაზღვრავს, რომ სამხედრო დანაშაულად ითვლება შემდეგი მოქმედება:
წინასწარ განზრახული ისეთი თავდასხმის განხორციელება, როდესაც ცნობილია, რომ ამგვარი თავდასხმა დამატებით გამოიწვევს სამოქალაქო მოსახლეობის ფიზიკურ დაზიანებასა და განადგურებას, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიან, გრძელვადიან და მძიმე დაზიანებას, რომელთა მასშტაბები ბევრად აღემატება კონკრეტული და პირდაპირი სამხედრო უპირატესობის მოპოვე ბისთვის აუცილებელი ქმედებების მასშტაბებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის მისი ოფიციალური მხარე, ითვლება, რომ რომის წესდება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო წარმოადგენს ჩვეულებრივ საერთაშორისო სამართალს და სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის. პუქტი 8-ის თანახმად, კერძო პირებს, მათ შორის, სახელმწიფოების მეთაურებს, ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმა არის წინასწარ განზრახული, ზიანი - ფართომასშტაბიანი, გარემოზე მიყენებული ზიანი - გრძელვადიანი და მძიმე; და კიდევ იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელმა იცის, რომ ზიანი იქნება გადაჭარბებული. ეს ეხება ყველა იმ პირს, ვინც ახორციელებს, გასცემს ამგვარი თავდასხმების განხორციელების ბრძანებას ან ეხმარება განხორციელებაში.
ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის სხვა წესები, რომლებიც კრძალავენ საომარი მოქმედებების დროს გარემოს დაზიანებას და სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის (Bronkhorst and Koppe, 2007), განსაზღვრავენ შემდეგს:
პირველი, საერთაშორისო შეიარაღე ბული კონფლიქტის დროს გარემოზე ზრუნვის ან გარემოს მიმართ სათანადო დამოკიდებულების დემონსტრირების ვალდებულება; მეორე, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოს გაუმართლებელი განადგურების აკრძალვა; და მესამე, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოს არაპირდაპირი გადაჭარბებული დაზიანების აკრძალვა.
თავდაცვითი ომების დროსაც კი ქვეყნებს ეკრძალებათ ისეთი საომარი ოპერაციების წარმოება, რომლებიც არ არის აუცილებელი ან არაპროპორციული ხასიათისაა.
თუ უტყუარია ანგარიშები ბორჯომის ხეობაში რუსეთის არმიის მიერ ცეცხლგამჩენი ჭურვების გამოყენების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ზემოთ აღნიშნული დებულებები. ასეთ ბოროტმოქმედებას - გარემოს წინასწარ განზრახული მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი დაზიანების ომის იარაღად გამოყენებას - არა აქვს ადგილი ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებში და ეს ქმედება სათანადოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ.
საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ 2001 წლის ნოემბერში დამტკიცებული დებულებების პროექტი (Bronkhorst and Koppe, 2007) საერთაშორისო უკანონო ქმედებებზე სახელმწიფოების პასუხიმგებლობის შესახებ (Bronkhorst and Koppe, 2007), მოიცავს:
ვალდებულებას, საერთაშორისო უკანონო ქმედების არგამეორების პირობებისა და გარანტიების წარმოდგენაზე, საერთაშორისო უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას ან რესტიტუციის საშუალებით ან უკანონო ქმედების განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენით ანდაც კომპენსაციის ანაზღაურებით, თუ ზიანის გამოსწორება ვერ ხერხდება რესტიტუციის გზით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, მკაცრად დაგმონ რუსეთის ქმედებები ქართულ მიწაზე და იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციის წევრობა ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, როგორიცაა კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, კონვენცია შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ, რამსარის კონვენცია, კონვენცია გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ და ა.შ.
![]() |
4.4 3.4 რეკომენდაციები |
▲back to top |
ზემოთ მოყვანილი ანალიზის საფუძველზე აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება:
ჩატარდეს გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ზიანის სრული და მრავალმხრივი შეფასება; შესწავლილ იქნეს სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად გატარდეს ღონისძიებები კატასტროფების რისკის შესამცირებლად.
შემუშავდეს ბუნებრივ კატასტროფებზე (განსაკუთრებით, ტყის ხანძარზე) რეაგირების გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პასუხიმგებლობები, და მოხდეს შესაბამისი უწყებების ტრენინგი ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების ზომების შესახებ.
გაიზარდოს რეგიონებში ადგილობრივი შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებისა და შერბილების მიზნით.
შემუშავდეს ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის სტრატეგიული განვითარების გეგმა ახალი რეალიების გათვალისწინებით.
მოხდეს ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროებით რეგიონების უზრუნველყოფა; ხელი შეეწყოს ადგილობრივი ცოდნისა და შესაძლებლობების ზრდას ენერგოდაზოგვისა და ეფექტურობის მისაღწევად. განხორციელდეს პილოტური/სადემონსტრაციო პროექტები ენეგროეფექტურობისა (საჯარო შენობების თბოიზოლაცია, ენერგოეფექტური ქურები და ა.შ.) და ენერგიის განახლებადი წყაროების პოპულარიზაციის მიზნით.
შემოტანილ იქნეს ალტერნატიული შემოსავლებისა და ეფექტური და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპები და მეთოდები ბუნებრივი რესურსების (მიწა, წყალი, შეშა და ა.შ.) მოთხოვნაზე შესაძლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.
გააქტიურდეს მუშაობა ქვეყნის ტურისტული იმიჯის აღდგენა-გაძლიერებაზე და ინფრასტრუქტურის სრულყოფაზე.
1990 წლის შემდეგ გაჩეხილი და განადგურებული ტყეები კიოტოს პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად არ დაიშვება სუფთა განვითარების მექანიზმში მონაწილეობისათვის. რეკომენდირებულია, რომ საქართველოს მთავრობამ შეიტანოს წინადადება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და კიოტოს პროტოკოლის შესაბამის სტრუქტურებში, რათა საომარი მოქმედებების შედეგად დამწვარი და დაზიანებული ტყეების აღდგენა განხილულ იქნეს კიოტოს პროტოკოლის სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში, რასაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია.
მომზადდეს ანგარიშები შესაბამისი კონვენციებისა და ხელშეკრულებების სამდივნოების ინფორმირების მიზნით. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს და საერთაშორისო გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა მოუწოდონ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, მკაცრად დაგმონ რუსეთის ქმედებები საქართველოში და იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციის წევრობა ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, როგორიცაა კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, კონვენცია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის შესახებ, რამსარის კონვენცია, კონვენცია გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ და ა.შ. ასევე იმსჯელონ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის რუსეთის მხრიდან ანაზღაურების შესახებ.
![]() |
5 კოსოვოს აღიარებიდან რუსეთ-საქართველოს ომამდე |
▲back to top |
თებერვალი-აგვისტო 2008
წინამდებარე ჩამონათვალში მოცემულია იმ მოვლენების ქრონოლოგია*, რომელთაც ადგილი ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან აგვისტოს ჩათვლით. მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ომის და მისი გამომწვევი მიზეზების შესაფასებლად.
14 თებერვალი
ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე პუტინმა გააკრიტიკა ევროპა სეპარატისტულ რეგიონებთან მიდგომებში ორმაგი სტანდარტების გამო და აღნიშნა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება დაანგრევდა საერთაშორისო წესრიგს; იგი შექმნიდა პრეცედენტს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში.
17 თებერვალი
კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მომდევნო დღეებში კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა. დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებულია 47 სუვერენული სახელმწიფოს მიერ.
21 თებერვალი
მოსკოვში დსთ-ის სახელმწიფოების ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე შედგა სააკაშვილსა და პუტინს შორის შეხვდა. პრეზიდენტებმა ორმხრივ ურთიერთობებში დადებით ტენდენციებს გაუსვეს ხაზი.
22 თებერვალი
რუსეთმა მოუწოდა საქართველოს იმ კანონის მიღება, რომელიც აკრძალავდა უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას მის ტერიტორიაზე.
26 თებერვალი
აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია 1-5 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების შესახებ.
27 თებერვალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კონფლიქტურ ზონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, შეაფასა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად და საქართველოს სუვერენიტეტის იგნორირებად.
1 მარტი
საქართველო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებათა ფორმატის - შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) - რეფორმირების ინიციატივით გამოდის. შსკ-ის ნაცვლად, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ახალი ფორმულით 2+2+2, სადაც შევლენ: ქართული მხარე და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი.
5 მარტი
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იური ლევიტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა, რომ დაგეგმილია გამოიყენონ სოხუმის აეროპორტი 2014 წლის ზამთრის თამაშებისთვის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის ფარგლებში.
6 მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ცალმხრივად გამოდის 1996 წლის დსთ-ის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
11 მარტი
საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელიც აპროტესტებს რუსეთის გადაწყვეტილებას დსთ-ის 1996 წლის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის თაობაზე.
21 მარტი
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა კრემლს განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი.
28 მარტი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი სამშვიდობო წინადადება შესთავაზა სოხუმს, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას, აფხაზების წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის ახალ კონსტიტუციურ პოსტს, რომელსაც ექნებოდა აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ვეტოს უფლება, და ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას. აფხაზურმა მხარემ წინადადება მიუღებლად მიიჩნია.
3 აპრილი
ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება არ შეეეთავაზებინა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოსა და უკრაინისთვის. თუმცა იმის გარანტია მისცა, რომ ეს ქვეყნები მომავალში ნატო-ს წევრები გახდებოდნენ.
12 აპრილი
ქართულმა მხარემ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეექმნათ ერთობლივი პოლიციური დანაყოფები კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. აფხაზებმა წინადადება უარყვეს.
15 აპრილი
გაერო-ს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა რუსი სამშვიდობოების „მნიშვნელოვანი მასტაბილიზირებელი როლი“ კონფლიქტის ზონაში. ასევე ექვსი თვით გაუგრძელა მანდატი საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიას.
16 აპრილი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაავალა მთავრობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობების დამყარება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან.
29 აპრილი
რუსეთის თავდაცვის უწყებამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთში სამშვიდობოთა რაოდენობას გაზრდიდა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 15 დამატებითი საგუშაგოს გასხნას გეგმავდა.
20 აპრილი
აფხაზეთის თავზე რუსულმა მიგ-29-მ ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. წარმოდგენილი იქნა ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა.
30 აპრილი
ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძაბავდა ისედაც „მყიფე სიტუაციას“ აფხაზეთში.
1 მაისი
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შევიდნენ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დამატებითი ძალები. აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, გადაეხედა აფხაზეთთან დაკავშირებული ქმედებისათვის.
2 მაისი
ევროკავშირი გამოთქვამს „სერიოზულ შეშფოთებას“ რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდის გამო.
5 მაისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად შეატყობინა რუსეთს, რომ გამოდის ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის 1995 წელს დადებული შეთანხმებიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
7 მაისი
დამატებითმა რუსულმა ძალებმა აფხაზეთში ორი საბაზო ბანაკი ჩამოაყალიბეს ოჩამჩირის რაიონის სოფლებში აქამარასა და არასაძიხში (რია ნოვოსტი).
8 მაისი
UNOMIG-მა უარყო სამხედრო ძალების ზრდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, თუმცა განაცხადა, რომ სურდა რუსეთის სამშვიდობო ძალებისგან დამატებითი ინფორმაცია მიეღო იმაზე, თუ როგორ აფასებდნენ ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის საფრთხეებს და დსთ-ის სამშვიდობოთა (პერსონალის და შეიარაღების ზრდის) შესაბამისობას ამ საფრთხეებთან.
16 მაისი
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც აღიარებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა აფხაზეთში დაბრუნების უფლებას. მოსკოვმა აფხაზეთზე გაერო-ს გენასამბლეის რეზოლუციას „კონტრპროდუქტიული“ უწოდა.
21 მაისი
საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში აფეთქდა ორი ავტობუსი, რომელთაც ეთნიკური ქართული მოსახლეობა გადაჰყავდათ გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად.
31 მაისი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს სარკინიგ ძალები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონის რკინიგზოზის და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით.
4 ივნისი
ნატო-მ მოუწოდა რუსეთს, გაეყვანა სარკინიგზო ძალები აფხაზეთიდან.
6 ივნისი
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები, სააკაშვილი და მედვედევი სანკტ პეტერბურგში შეხვდნენ ერთმანეთს.
19 ივნისი
სოხუმში რკინიგზაზე ორი აფეთქება მოხდა.
23 ივნისი
თბილისში აკრედიტირებული ევროკავშირის ელჩები ცხინვალის რეგიონს ესტუმრნენ დაძაბული სიტუაციის ადგილზე შესაფასებლად.
25 ივნისი
ქართული მხარემ სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ორი წინაპირობის შესრულება მოითხოვა: რუსეთის მიერ აფხაზეთიდან დამატებით ძალების გაიყვანა და 16 აპრილის გადაწყვეტილების გააუქმება.
1 ივლისი
სოჭსა და გაგრას შორის საზღვაო მიმოსვლა აღდგა.
3 ივლისი
დიმიტრი სანაკოევის კორტეჟს თავს დაესხნენ. დაიღუპა დაცვის წევრი.
6 ივლისი
სააკაშვილი ასტანაში მედვედევს შეხვდა.
8 ივლისი
თბილისი გალსა და ოჩამჩირეში ერთობლივი პოლიციის შექმნის ინიციატივით გამოდის. აშშ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნისკენ მოუწოდებს. სოხუმი უარყოფს ამერიკელების წინადადებას.
9 ივლისი
თბილისში ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მასთან შეხვედრის წამყვანი თემა კონფლიქტების მოგვარება იყო. იმავე დღეს, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს.
10 ივლისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად აღიარა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის საჰაერო ძალების ხომალდების მიერ განხორციელებული ფრენები და ეს ნაბიჯი გაამართლა რეგიონში სიტუაციის ძალისმიერი გზით განვითარების „რეალური საფრთხი“ გამო.
11 ივლისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პასუხად საქართველომ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია. მოსკოვმა აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის წინაპირობები დაასახელა: თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე და გაიყვანოს თავისი ძალები კოდორის ხეობიდან.
17 ივლისი
გერმანია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში ერთვება. საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი ხვდება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შტაინმაიერი მოსკოვში თავის კოლეგას ხვდება. გერმანიის სამეტაპიან სამშვიდობო გეგმას რუსეთის სკეპტიკურად უყურებს.
19 ივლისი
ცხინვალმა უარყო ევროკავშირის წინადადება ბრიუსელში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
25 ივლისი
სოხუმმმა უარი განაცხადა ბერლინის შეხვედრაზე და გერმანიის გეგმას უარყო.
1 გვისტო
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში პოლიციის მანქანის აფეთქების შედეგად ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა. ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად შვიდი ქართველი დაშავდა. რუსეთი უარყოფს სამშვიდობოების მონაწილეობას ცხინვალის სროლებში. ჩრდილოეთ ოსეთი ცხინვალს აგრესიის მოგერიებაში დახმარებას პირდება. სამხრეთ ოსეთი აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და დახმარებისთვის ჩრდილოეთ კავკასიელ მოხალისეებს მიმართავს.
3 აგვისტო
ჩრდილოეთ ოსეთში ცხინვალიდან ბავშვებით და ქალებით სავსე თოთხმეტი ავტობუსი და ხუთი მიკროავტობუსი ჩავიდა.
4 აგვისტო
სოხუმმა გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფთან შეხვედრაზე უარი განაცხადა სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის მიზეზით.
5 აგვისტო
ესტონეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის სამშვიდობო როლს ემხრობა. შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლო განახლების გამო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ჩრდილოეთ ოსეთში 819 ადამიანი ჩავიდა.
6 აგვისტო
რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) დაადასტურა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა 7 აგვისტოს ცხინვალშია დაგეგმილი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსმა სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლები დაფიქსირდა. სამხრეთ ოსურმა მხარემ მოლაპარაკებებზე უარი გაცხადა.
7 აგვისტო
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, კონფლიქტის ზონაში შუაღამისას და გამთენიისას მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად თვრამეტი ადამიანი დაშავდა ოსური მხრიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 აგვისტოს საღამოდან ოსმა სეპარატისტებმა განახორციელეს სოფელ ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბომბვა. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაიჭრა ორი ქართველი სამშვიდობო. როკის გვირაბის გავლით დამატებითი ძალები შემოდიან რუსეთიდან. ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული სოფლებიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. საღამოსთვის ქართულმა მხარემ მიიიღო გადაწყვეტილება „ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი“. ქართული სოფელების წინააღმდეგ ცეცხლი არ ჩერდება. სროლები მიმდინარეობს ქალაქ ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული პოზიციების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე.
8 აგვისტო
მიმდინარეობს საომარი მოქმედებები ცხინვალის მისადგომებთან. საქართველოს მთავრობა როკის გვირაბის გავლით ასობით შეიარაღებული პირის გადმოსვლის შესახებ იუწყება. აფხაზეთმა საზღვარზე ძალები განათავსა. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კონსულტაციებს მართავს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე; პეკინში, ოლიმპიადის გახსნაზე მყოფი პუტინი საქართველოს აფრთხილებს. ნატო, ევროპის საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მხარეებს. აშშ მხარეებს 6 აგვისტომდე არსებული სტატუს კვოს აღდგენისაკენ მოუწოდებს. რუსულმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს ქარელში, გორში, ვაზიანისა და მარნეულის სამხედრო აეროპორტებში. რუსული მხარე ცხინვალში დაღუპულ ასეულობით ადამიანზე საუბრობს.
9 აგვისტო
რამდენჯერმე დაიბომბა გორი, ფოთი, სენაკი, კოდორის ხეობა. არის ათობით სამოქალაქო მსხვერპლი. აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გამოდევნის მიზნით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. საქართველოში შემოიღეს საომარი მდგომარეობა, გამოცხადდა სრული მობილიზაცია.
10 აგვისტო
ინტენსიურად იბომბება ზუგდიდის, სენაკის, გორის, ქარელის რაიონები, ზემო აფხაზეთი, თბილისის მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს ძალებმა ცხინვალი დატოვეს. საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ძალები გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან. შუადღისთვის ცხინვალის, გორის რაიონებიდან, ქ. გორიდან ათიათასობით დევნილი ჩამოვიდა თბილისში. მოსახლეობა ტოვებს ზუგდიდს. საქართველოში როკის გვირაბით 6 ათასი რუსი სამხედრო, 90 ტანკი, 150 ჯავშანმანქანა და 250 საარტილერიო სისტემა შემოვიდა. 4 ათასი სამხედრო აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში შევიდა სევასტოპოლის პორტიდან. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გემებს აგზავნის აფხაზეთის წყლებში. მოსკოვი საქართველოს გენოციდში ადანაშაულებს. ეუთო-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რუსეთის, როგორც შუამავლის, დღეები ამოიწურა, რადგან ის კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოში შეიჭრას.
11 აგვისტო
მთელი ღამე გრძელდება საავიაციო იერიშები: თბილისის ზღვა, დედოფლისწყაროს რაიონი, სენაკი, განმუხური, ხელვაჩაური. საქართველოში იმყოფებიან ეუთო-სა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნების, ფინეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სააკაშვილმა ხელი მოაწერა ევროპელი დიპლომატების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებულ შეთანხმებას. რუსეთის არმია ზუგდიდს, სენაკში და გორში შედის. არის საფრთხე, რომ რუსული არმია თბილისზე იერიშს განახორციელებს.
12 აგვისტო
ისევ დაიბომბა გორი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის სურს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საქართველოში წარმოებული სამხედრო ოპერაცია. თბილისმა უნდა შეასრულოს მოსკოვის ორი პირობა - მოახდინოს ქართული ჯარის დემილიტარიზაცია და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ძალის არგამოყენების შესახებ. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება დსთ-ის დატოვების შესახებ. ფოთში რუსული ძალები შევიდნენ. მედვედევმა და სარკოზიმ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა. სააკაშვილი ექვსპუნქტიან შეთანხმებას დათანხმდა. თბილისში საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. კოდორი აფხაზების კონტროლის ქვეშ გადავიდა.
13 აგვისტო
საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო და საჰაერო ძალები საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენდნენ.
15 აგვისტო
რუსეთის არმია აკონტროლებს სამეგრელოს, გორს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თბილისს ეწვია საფრანგეთში სტუმრობის შემდეგ. საქართველომ ხელი მოაწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას.
16 აგვისტო
რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში რკინიგზის ხიდი ააფეთქეს, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი სარკინიგზო მაგისტრალის პარალიზება. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას.
17 აგვისტო
მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი 18 აგვისტოდან დაიწყებდა რეგულარული ჯარების გაყვანას. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისში ჩამოვიდა. მანამდე იგი სოჭში შეხვდა მედვედევს.
19 აგვისტო
არ დაწყებულა რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის საქართველოდან გასვლა. ქართველებმა და რუსებმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ეუთო-ს მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაუყონებლივ გააგზავნოს 20 დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერის“ გასაკონტროლებლად.
20 აგვისტო
საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკლულთა საერთო რაოდენობამ 215 ადამიანი შეადგინა. რუსეთის პროკურატურის მონაცემებით საომარ მოქმედებებს ოსური მხარიდან 133 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთი თავის ჯარებს საქართველოს სიღრმიდან 22 აგვისტოსთვის გაიყვანდა.
22 აგვისტო
რუსული ძალები „ბუფერულ ზონებს“ აძლიერებენ. რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის მიდამოებში მდებარე „უსაფრთხოების ზონაში“ საგუშაგოების ორ წყების შექმნას იწყებენ. პირველ ხაზში შევა რვა საგუშაგო რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის ხაზის გასწვრივ. მეორე ხაზი კი, რომელშიც 10 საგუშაგო შევა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განთავსდება. ამ ორ წყებას შორის ბუფერული ზონა იქნება.
23 აგვისტო
პარლამენტმა საომარი მდგომარეობა 8 სექტემბრამდე გააგრძელა.
25 აგვისტო
საფრანგეთმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით პირველი სექტემბრისთვის ევროკავშირის სამიტი მოიწვია. რუსეთის ფედერაციის საბჭომ, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ მიიღო „მიმართვა“ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი, სადაც თხოვს თვითგმოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
26 აგვისტო
მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.