![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის მასწავლებლის წიგნი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, მიწიშვილი ნინო |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
წყარო: ISBN 978-9941-15-479-9 |
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc. |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია რედაქტორი: რუსუდან გორგაძე დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: მაკა ანთაძე ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმულიმოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობადემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის, ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები, შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის, დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები, შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge da www.initiatives.ge, ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.
წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომელიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი გამიზნულია პედაგოგებისათვის და შეიცავს ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. სახელმძღვანელოს მეშვეობით პედაგოგები შეძლებენ ხელი შეუწყონ მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოყენებაში, თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოძიებაში, ათა მოსწავლეებმა დაგეგმონ და განახორციელონ საზოგადოებისათვის სასარგებლო როექტები. კარგი მოქალაქეობის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.
მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე წიგნი არის მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო, რომელიც სასწავლო-მეთოდური კომპლექტის „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ შემადგენელი ნაწილია. მისი გამოყენება, მოსწავლის შესაბამის სახელმძღვანელოსთან ერთად, გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების სწავლების დამხმარე მასალად.
სახელმძღვანელოს მიზანია მოსწავლეებისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობის გაცნობა; ახალგაზრდების დაფიქრება მოყვასის თანაგრძნობასა და მხარდაჭერაზე; მათი აღჭურვა თანამშრომლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით; მოსწავლეთათვის პოტენციური პარტნიორების (სახელისუფლო და არასახელისუფლო სტრუქტურების) ფუნქციების გაცნობა; პროექტის შექმნის სწავლება და მათი მომზადება პროექტის პრაქტიკულად განხორციელებისათვის.
მასალა შეესაბამება სამოქალაქო განათლების მე-10 კლასის სასწავლო გეგმას (კერძოდ, მე-5 შედეგსა და მე-10 შედეგის ორ ინდიკატორს).
მოქ. X.5. მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საკუთარ დასახლებაში გამოყოფს სხვადასხვა სოციალურ უმცირესობას (მაგ.: მარტოხელა მოხუცები, ინვალიდები, მიუსაფარი ბავშვები, ემიგრანტები და ა.შ.); მსჯელობს ამ ადამიანებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე;
გამოყოფს საქართველოში, მისი აზრით, ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს და მსჯელობს საზოგადოების მხრიდან მათი დახმარების შესაძლებლობებზე; ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
თანაკლასელებთან ერთად განიხილავს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია მას დღის ჯანსაღი რეჟიმის იდეის პოპულარიზაციაში საკუთარ დასახლებაში; სახავს გეგმას და სკოლის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.
თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ირჩევს იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც, მისი აზრით, საზოგადოების თანადგომა სჭირდება; გამოავლენს ამ ჯგუფის საერთო მიზნებსა და ამოცანებს; თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ამ სოციალური ჯგუფის (ან კონკრეტული წარმომადგენლების) დასახმარებელ ღონისძიებებს და სკოლის თვითმმართველობის ხელშეწყობით თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შერჩეული ჯგუფის დასახმარებლად;
მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში „რა შეგვიძლია შევმატოთ სკოლას?“, რომლის მიზანია სკოლის საჭიროებებისა და თანაკლასელთა შესაბამისი შესაძლებლობების დაზუსტება; ითვალისწინებს წინა წელს გაწეული ანალოგიური სამუშაოს შედეგებს და შეიმუშავებს საკუთარ სამოქმედო გეგმას, რომელსაც შეათანხმებს თანაკლასელებთან; დაგეგმილ აქტივობებში (მაგ.: სკოლის ბიბლიოთეკის ან სპორტული დარბაზის შევსება, უმცროსკლასელთა ექსკურსიებში მასწავლებელთა დახმარება, სკოლისა თუ მისი გარემოს კეთილმოწყობა და ა.შ.). ასრულებს მისთვის გამოყოფილ როლს.
მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მონაწილეობს სკოლის განვითარებასთან (მაგ.: სწავლის ხარისხი, ტექნიკური აღჭურვილობა, შემოსავლების ზრდა, მონაწილეობა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში და ა.შ.) დაკავშირებულ საკლასო დისკუსიაში ან სკოლის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს განხილვაში, კონკრეტულად გამოთქვამს და იცავს საკუთარ პოზიციას.
ირჩევს მისთვის ან რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის აქტუალურ კონკრეტულ პრობლემას (მაგ.: განათლების მიღება, დასაქმება, ადამიანის უფლების დარღვევა, სამოქალაქო დავა, საგადასახადო კონფლიქტი, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური დისკრიმინაცია და ა.შ.); მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე წერს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას (შესაძლოა რამდენიმე ვარიანტს) მხარეთა უფლებების დაცვისა და კანონიერი მოქმედებების გათვალისწინებით; განსაზღვრავს საკუთარ როლს პრობლემის მოგვარებაში, იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად; აფასებს საკუთარი მონაწილეობის ეფექტიანობას და შედეგებს უზიარებს თანაკლასელებს.
მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას მე-9-მე-12 კლასებში.
მასალის სწავლების პედაგოგიური მიდგომა ითვალისწინებს მოსწავლეთა კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, პრობლემების გადაჭრისას წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
დასახული მიზნების განხორციელებაში მასწავლებელს დაეხმარება ინტერაქტიული სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია. სწავლების ხერხები ცალკეა აღწერილი მეთოდურ სახელმძღვანელოში.
მასალა ორიენტირებულია პროექტის შექმნასა და პრაქტიკულ განხორციელებაზე, ამიტომ პროექტი წარმოდგენილია, როგორც სწავლების მეთოდი, ისე სწავლების მისაღწევი შედეგი.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეფექტიანი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი პედაგოგიური მეთოდია, რომელიც მასწავლებლისგან მოითხოვს ხედვას, სტრუქტურის შემუშავებასა და სასწავლო პროცესის სრულად გააზრებას. კარგი პროექტი შემთხვევით ვერ შეიქმნება. იგი მხოლოდ სასურველი მიზნების წინასწარი გააზრებისა და პროცესის დაგეგმვის, ინიციატივისა და შთაგონებული შრომის შედეგი შეიძლება იყოს.
მოსწავლეების მიერ შერჩეული პროექტის განხორციელება მათ იმ უნარებს შესძენთ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოადგებათ: კომუნიკაცია და პრეზენტაცია, სამუშაოს ორგანიზება და დროის განაწილება, კვლევა და გამოკითხვის ჩატარება, თვითშეფასება და რეფლექსია, თანამშრომლობა და ჯგუფთან მუშაობა.
პროექტის მსვლელობისას, მოსწავლეებმა შეიძლება საკუთარ თავში ისეთი ძლიერი მხარეები აღმოაჩინონ, რომლებსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ (ლიდერობა, დაგეგმვის ნიჭი, დახმარების გაწევის შესაძლებლობა).
აღნიშნული თვისებები, თავის მხრივ, მოსწავლეების ემოციური და ეთიკური ფონის გაუმჯობესებას ან ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, საზოგადოების საკეთილდღეოდ შრომა მათი საქმიანობის ნაწილი შეიძლება გახდეს და ისინი აქტიურ და ზნეობრივ მოქალაქეებად იქცნენ. შესაძლებელია, ზოგიერთმა პროექტმა მოითხოვოს თანამშრომლობა სხვა საგნის (მაგალითად, ბიოლოგიის, ქიმიის...) მასწავლებელთან.
შესასწავლი მასალა 6 გაკვეთილზეა გადანაწილებული. გარდა ამისა, ნავარაუდევია, რომ მოსწავლეები არასაგაკვეთილო დროს დაუთმობენ პროექტის განხორციელებას. მე-3 თემის დავალებების შესრულება შედარებით დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ამ თემის გაკვეთილები, სულ ცოტა, ერთკვირიანი ინტერვალით უნდა ჩატარდეს.
![]() |
3 როგორ გამოვიყენოთ წიგნი |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნი მოიცავს სამ თემას, რომელიც წარმოდგენილია ექვსი გაკვეთილით. სამივე თემა მოცემული თანმიმდევრობით უნდა იქნას მიწოდებული. ყველა გაკვეთილი დაწვრილებითი სცენარის სახით არის წარმოდგენილი. ხშირ შემთხვევაში კითხვებს ფრჩხილებში ახლავს სწორი პასუხი. მოსწავლეთა პასუხების ან შექმნილი სიტუაციის წინასწარ სრულად პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ სავარაუდო პასუხები მასწავლებელს მიეწოდება. ყოველ თემას ახლავს დანართები. მოსწავლის წიგნში დანართებს საერთო ნუმერაცია აქვს. მასწავლებლის წიგნში თითოეულ დანართს აქვს ორი ნომერი. პირველი მიუთითებს ნომერს მასწავლებლის წიგნში, ფრჩხილებში მოთავსებული ციფრი კი მიუთითებს დანართის ნომერს მოსწავლის წიგნში. დავალებებსაც ორმაგი ნუმერაცია აქვს. პირველი განსაზღვრავს თემის ნომერს, მეორე კი - დავალების ნომერს თემის შიგნით. მასწავლებლის წიგნში მითითებულია, თუ რომელი დავალება უნდა შესრულდეს კლასში და რომელი - კლასის გარეთ. მოსწავლეთათვის შესაძლო უცნობი სიტყვები მოსწავლის წიგნში განმარტებულია ტექსტში და, აგრეთვე, თავმოყრილია ანბანურ ლექსიკონში. ანბანური ლექსიკონი ახლავს მასწავლებლის წიგნსაც. მოსწავლის წიგნი ავსებს მასწავლებლის წიგნს, ვინაიდან ზოგი ინფორმაცია მხოლოდ მოსწავლის წიგნშია შეტანილი. გაკვეთილის მომზადებისას მასწავლებელი ორივე წიგნს უნდა გაეცნოს. წინამდებარე წიგნის ბოლოს მითითებულია მასწავლებლისათვის სასარგებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა.
მეთოდები, რომლებიც გამოყენებულია შემოთავაზებულ გაკვეთილებზე სამუშაოდ, ემსახურება მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. გარდა ამისა, მათი მეშვეობით მოსწავლეებს უვითარდებათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას.
ქვემოთ მოყვანილია გამოყენებული ხერხების მოკლე აღწერა.
ა) ჯგუფებში მუშაობა. მისი მეშვეობით მოსწავლეებს უვითარდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები: აზრის გამოთქმისა და მისი დასაბუთების, ერთმანეთის მოსმენისა და სხვისი აზრის პატივისცემის, კრიტიკული შეფასების, თანამშრომლობის, საერთო დასკვნამდე მისვლის. ხშირ შემთხვევაში ჯგუფური მუშაობით ხერხდება მოსწავლეთა მორცხვობის დაძლევაც. ჯგუფის წევრთა შერჩევა შესაძლებელია მოსწავლეთა სურვილის მიხედვით ან შემთხვევითი შერჩევის გზით. ჯგუფურ მუშაობას თავისი წესები აქვს:
- ჯგუფი ისმენს ყველა მონაწილის აზრს;
- ერთი მონაწილე აკეთებს ჩანაწერს;
- ჯგუფი მუშაობს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს;
- ჯგუფი ირჩევს წარმომადგენელს, რომელიც დანარჩენ აუდიტორიას წარუდგენს ნამუშევარს.
- დავალება სრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროში.
ბ) წყვილებში მუშაობა. წყვილებში მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც ჯგუფებში. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებსა და შეხედულებებს და ცდილობენ საერთო პასუხამდე მისვლას. ზოგ შემთხვევაში, წყვილებისა და ჯგუფების ნამუშევრები შეიძლება გამოიკრას კედელზე.
გ) გონებრივი იერიში (ბრეინსტორმინგი). ეს ხერხი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:
პირველ ეტაპზე ის აძლევს მოსწავლეებს საშუალებას, თავისუფლად გამოთქვან მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. მასწავლებელს მოეთხოვება: გარკვევით ჩამოაყალიბოს კითხვა, მიიღოს ყველა პასუხი, მოუწოდოს მოსწავლეებს კამათის, შეფასებისა და დაცინვისაგან თავის შეკავებისაკენ.
მეორე ეტაპზე მოსწავლეები უფიქრდებიან მიღებულ პასუხებს, ან მსჯელობენ მათ შესახებ ჯგუფებში.
მესამე ეტაპზე ხდება პასუხების შეფასება მოსწავლეთა მიერ, პასუხების გარკვეულ სისტემაში მოყვანა.
ეს ხერხი განსაკუთრებით საინტერესოა ახალი იდეების მისაღებად.
დ) დისკუსია ინტერაქტიული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია. გარდა იმისა, რომ დისკუსიის დროს ვლინდება მოსწავლეთა დამოკიდებულება პრობლემისადმი, მათ უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: სხვისი აზრის აქტიური მოსმენა, პატივისცემა და გაზიარება, საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება. დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება. მასწავლებელმა უნდა მოახერხოს ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა. იგი სთავაზობს მოსწავლეებს გარკვეული წესების დაცვას: აცადონ ერთმანეთს საუბარი, არ დასცინონ ერთმანეთს, არ გადაუხვიონ თემას. დისკუსიის დროს, მთავარი თემის გარდა, შეიძლება სხვა თემებიც გამოიკვეთოს.
„შეწყობილი დისკუსიის“ ხერხის გამოყენება შეიძლება პროექტის დაგეგმვის ეტაპზე.
სასურველია, მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდეთ მოქმედებათა მიმდევრობის ამსახველი ფურცელი და შეწყობილი დისკუსიის განმავლობაში მასწავლებელმა არეგულიროს დროის ლიმიტის დაცვა.
მოქმედებათა მიმდევრობის ამსახველი ფურცელი
1. დისკუსიაში მონაწილეობს 4-5 მოსწავლისაგან შემდგარი ორი ჯგუფი. ჯგუფში ის მოსწავლეები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი, რომლებიც ერთად მუშაობენ პროექტზე ან მის რომელიმე ასპექტზე.
2. ჯგუფი ა წარმოადგენს პროექტის საკუთარ ხედვას, რა სამუშაოებია შესასრულებელი და რა შედეგებია მოსალოდნელი. ჯგუფი ბ უსმენს კომენტარებისა და შეკითხვების დასმის გარეშე. (7 წუთი)
3. ჯგუფი ბ სვამს დამატებით შეკითხვებს, რათა დააზუსტოს მოსმენილი ინფორმაცია, თუკი რაიმე ბუნდოვანი ან გაუგებარი იყო. (4 წუთი)
4. ჯგუფი ბ აყალიბებს „თბილ“ და „ცივ“ შეკითხვებს (თბილი არის დადებითი, ხოლო ცივი - კრიტიკული განწყობის ამსახველი შეკითხვები) ჯგუფ ა-სთვის. (2 წუთი)
5. ჯგუფი ბ-ს წევრები ერთმანეთში განიხილავენ მოსმენილს და წარმოადგენენ „თბილ“ კომენტარებს. ჯგუფი ა ინიშნავს ამ კომენტარებს, მაგრამ არ პასუხობს მათ. (4 წუთი)
6. ჯგუფი ბ-ს წევრები ერთმანეთში განიხილავენ მოსმენილს და წარმოადგენენ „ცივ“ (მაგრამ არა სასტიკ) კომენტარებს. ჯგუფი ა ინიშნავს ამ კომენტარებს, მაგრამ არ პასუხობს მათ. (4 წუთი)
7. ჯგუფი ა პასუხობს კომენტარებს და ერთვება ღია დისკუსიაში ბ ჯგუფთან. (4 წუთი)
შემდეგ როლები იცვლება და ახლა უკვე ჯგუფი ბ წარმოადგენს პროექტს. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სამ ჯგუფთან. ჯგუფების როლი იცვლება მანამდე, სანამ არ აღმოჩნდება, რომ სამივემ წარმოადგინა პროექტი და მიიღო კომენტარები. დროის განაწილების შეცვლა შეიძლება ჯგუფების საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ თითოეული საფეხურის გავლა აუცილებელია.
„მრგვალი აკვარიუმი“ საკლასო დისკუსიის ერთ-ერთი სახეობაა. ის შეფასებისა და რეფლექსიისთვის გამოიყენება. „მრგვალი აკვარიუმის“ უპირატესობა ის არის, რომ დისკუსია მოსწავლეთა პატარა ჯგუფში მიმდინარეობს, დანარჩენი კლასი აუდიტორიას წარმოადგენს, რომელსაც დროდადრო შეუძლია დისკუსიაში ჩართვა.
მოსწავლეები უნდა დასხდნენ ისე, რომ დიდი წრე გამოვიდეს.
დიდი წრის შიგნით 5-7 მოსწავლისაგან შემდგარი მცირე წრე უნდა მოთავსდეს.
მცირე წრისათვის შერჩეულ მოსწავლეებს შორის ერთი ადგილი თავისუფალი უნდა დარჩეს.
შიდა წრეში მჯდომი მოსწავლეები პროექტის შედეგებს განიხილავენ. გარე წრის მოსწავლეები უსმენენ. შიდა წრეში თავისუფალი სკამის დაკავება შეუძლია გარე წრის იმ წარმომადგენელს, რომელსაც შეკითხვა ან კომენტარი აქვს. შეკითხვის დასმის ან კომენტარის გაკეთების შემდეგ მოსწავლე გარე წრეში ბრუნდება და სხვას უთმობს ადგილს.
ე) პროექტი არის ბავშვების მიერ სხვადასხვა თემაზე ჩატარებული კვლევა. ეს არის ორგანიზებული ქმედება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მას აქვს რიგი ფუნქციები:
მოტივაციური - მოსწავლე ხედავს თავისი ქმედების აზრს.
დიდაქტიკური - მოსწავლის ცოდნა და უნარები გამოიყენება პროექტის განხორციელებაში.
ეკონომიკური - მოსწავლე სწავლობს წინააღმდეგობების პროგნოზირებას, დროისა და რესურსების სწორ განაწილებას.
სოციალური - პროექტი მიმდინარეობს სხვებთან თანამშრომლობით.
პოლიტიკური - კოლექტიურ საქმიანობაში მონაწილეობა სძენს მოსწავლეს საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ გამოცდილებას.
პროექტს მოსწავლეთა ჯგუფი ახორციელებს. ამისათვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მათ თემის შერჩევაში, მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს შესრულების ვადები და მიუთითოს მოსწავლეებს საინფორმაციო წყაროები. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს: მიზანი, ამოცანები, ვინ ასრულებს, რა ვადებში, რა არის საჭირო.
ვ) კითხვების დასმა და პასუხზე რეაგირება. მასწავლებელი ხშირად უსვამს მოსწავლეებს ამა თუ იმ შეკითხვას. ძირითადად არსებობს ორი ტიპის შეკითხვა - დახურული და ღია:
დახურული შეკითხვა მოითხოვს ზუსტ და ერთადერთ სწორ პასუხს;
ღია შეკითხვა მოითხოვს გავრცობილ პასუხს. შეიძლება რამდენიმე პასუხი იყოს სწორი ან სადავო.
კითხვის დასმის დროს აუცილებელია:
კითხვა გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული;
კითხვა არ შეიცავდეს პასუხს;
ინტონაციაში არ იკითხებოდეს სასურველი პასუხი.
სასურველია თავის არიდება ისეთი კითხვების დასმისაგან, რომლებიც ითხოვენ პასუხს „დიახ“ ან „არა“. კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება ყველა მსურველს უნდა მიეცეს. სასურველია, მასწავლებელმა არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება (დადებითი ან უარყოფითი) პასუხის მიმართ, სანამ არ მოისმენს ყველა პასუხს. დაუშვებელია მძაფრი რეაგირება არასწორი პასუხის შემთხვევაში. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მისცემს მოსწავლეებს საშუალებას, ერთმანეთს დაუსაბუთონ თავიანთი პასუხის სისწორე და ბოლოს თვითონ გამოთქვამს აზრს.
![]() |
4 თემა 1. პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე თემაზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გაამახვილონ ყურადღება საზოგადოებრივ პრობლემებზე, გაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემის მიმართ. თემას ეთმობა ერთი გაკვეთილი. ამ გაკვეთილის ჩატარებამდე, მასწავლებელი ატარებს ხუთწუთიან საუბარს მოსწავლეებთან. აცნობს მათ მასალას და ეუბნება, რომ ის დაეხმარება მათ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. მოსწავლეებს შინ შესასრულებლად ეძლევათ დავალებები 1.1 და 1.2.
დავალება 1.1 ითხოვს ტექსტის წაკითხვას, საკუთარ ემოციებსა და პერსონაჟების პრობლემებზე დაფიქრებას. დავალება 1.2 კი - საზოგადოებაში არსებული პრობლემების ჩამოთვლას, რაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ძნელი არ არის. ეს არის მაპროვოცირებელი დავალებები და სახლში მიეცემათ დროის მოგების მიზნით, რომ გაკვეთილზე უკვე ამ თემაზე სამუშაოდ განწყობილნი მოვიდნენ.
დავალება 1.1
ა) წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები და ორივე ტექსტი - „კაცი რომ კაცს მისდევს“ და „ჩემი ოქროს აკვარიუმი“. გაიაზრეთ ისინი. დააკვირდით საკუთარ ემოციებს. ერთი ან ორი სიტყვით ჩამოაყალიბეთ, რაზეა მათში საუბარი.
ბ) ამოიწერეთ წაკითხული ნაწარმოებებიდან პერსონაჟების პირადი და საზოგადოებაში არსებული პრობლემები.
ვაჟა-ფშაველა
(1861-1915) -
ქართველი მწერალი
„ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის“.
ვაჟა-ფშაველა
„კეთილი განზრახვა არაფერია, თუ კეთილ საქმეში არ გადაიზრდება“. პეტრუს იაკობუს ჟუბერი
პეტრუს იაკობუს ჟუბერი (1834-1900) -
ტრანსვაალის ბურების
რესპუბლიკის ჯარის
მხედართმთავარი 1880-
1900; ტრანსვაალის ვიცეპრეზიდენტი
1898 წლიდან
„არც ერთ ჩვენგანს არა აქვს უფლება, დაინახოს ტანჯვა, რომელზედაც, სინამდვილეში, არ არის პასუხისმგებელი და არ აღკვეთოს იგი.“
ალბერტ შვაიცერი (1875-
1965) - გერმანულ-ფრანგული
სააზროვნო სკოლის
წარმომადგენელი, ექიმი,
მუსიკათმცოდნე, ორგანისტი
„მტრედის სიკეთე არ არის სათნოება. მტრედი არაფრითაა მგელზე უფრო სათნო. სათნოება მხოლოდ ძალისხმევასთან ერთად იწყება.“
ლევ ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი
(1828-1910) -
რუსული მწერლობის
კლასიკოსი,
განმანათლებელი,
რელიგიური მოაზროვნე,
პუბლიცისტი
კაცი რომ კაცს მისდევს
როცა ღამით ქუჩაში მისეირნობ და ხედავ, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვიღაც გამორბის, შენ ამ უცნობს ხელს არ სტაცებ, არ შეაჩერებ, თუნდაც სუსტი იყოს და ჩამოფლეთილიც, თუნდაც ვინმე მისდევდეს და ყვიროდეს, დააკავეთო... შენ უცნობს სირბილში ხელს არ შეუშლი... რადგან ღამეა და შენი ბრალი არაა, რომ ქუჩა მთვარის შუქითაა განათებული; ამას გარდა, იქნებ ისინი თავს იქცევენ ურთიერთდევნით, იქნებ ორივე ვიღაც მესამეს მისდევს; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოედევნენ; იქნებ მეორეს პირველის მოკვლა უნდა და შენ მკვლელობის თანამონაწილე ხომ არ გახდები?! იქნებ ამ ორმა ერთმანეთის არა იცის რა და ორივე თავისთვის გარბის საკუთარი სახლისაკენ; იქნებ ესენი მთვარეულები არიან; იქნებ პირველს იარაღიც აქვს თან... და ბოლოს, ნუთუ უფლება არ გვაქვს, გადაღლილნი ვიყოთ? განა ცოტა ღვინო არ დაგვილევია? ა შენ გიხარია, რომ ორივე თვალს მიეფარა...
ფრანც კაფკა
ფრანც კაფკა (1883-1924) -
ებრაული წარმოშობის გერმანელი
მწერალი, რომელიც მე-20 საუკუნის მწერლობის ერთ-ერთ
ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიან
წარმომადგენლად არისაღიარებული.
ჩემი ოქროს აკვარიუმი
- ვერ გავყვები, ვერ გავყვები, შუა ზღვაში გამიყვანს.
- ჩემო ნინიკო, ჩემო ნ...
- ანა, გეყოფა, გადასასვლელზე გადავდივართ.
- ანა, ანა! მე ვიმღერებ შენ მაგივრად, არც დედა გაგიბრაზდება და შენ მაინც იცეკვებ, - შემომთავაზა ჭიამაიას ქურქში გამოკრულმა ნინიკომ და კბილები დამიკრიჭა.
გადასასვლელი მშვიდობიანად გადავკვეთეთ.
- დედა, დედა, მუცელი მტკივა.
- არა უშავს, სახლში მალე მივალთ და ძილის წინ წამალს დაგალევინებ - მიპასუხა დედამ.
ნაბიჯს ავუჩქარეთ. ახლა უკვე გარკვევით ვხედავდი ჩვენს ეზოს. უჩვეულოდ დაცარიელებულს, თითქოს ყველა ერთდროულად გახიზნულიყო. მალე ჩვენი სადარბაზოც გამოჩნდა, ჩაბნელებული და მიტოვებული. მე ათასჯერ წაკითხული, „მოჩუქურთმებული“ ნაწერების კითხვა დავიწყე: გიოს + ლიზა = გულს! ძირს შევარდნაძე! კმარა ვარდნა! დედა ჩანთაში გასაღებს ეძებდა, ნინოს პირი ჰქონდა ღია და თმებს იხვევდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ უკვე ძალიან ეძინებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო. დედას გასაღები უნდა მოეძებნა, სადარბაზოს კარი გაეღო, ჩვენ ამაოდ უნდა გვქონოდა ლიფტის მოსვლის იმედი. სახლში კიბით უნდა ავსულიყავით; დედა კარს გაგვიღებდა, თბილ, შოკოლადიან და ცოტა თხილიან ნამცხვარს გვაჭმევდა. შემდეგ წამალს დამალევინებდა. ძილის წინ მამაც მოვიდოდა, ყვითელ ფულს სკოლისთვის მომცემდა და მეც ტკბილად დამეძინებოდა, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. დედა ისევ გასაღებს ეძებდა.
ქარმა ისე დაუბერა, რომ ჩემს თბილ ქურქშიც ვიგრძენი სიცივე, ერთი შევიშმუშნე და კარს ზემოთ მბჟუტავ ნათურას დავაკვირდი, რომელიც დიდი წვალების შემდეგ დანებდა და ჩაქრა. კატის კნავილი გავიგონე, ხმას მზერა გავაყოლე და სიბნელიდან მომავალი სილუეტი შევნიშნე. ის ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. დედამ გასაღები იპოვა და ის-ის იყო, კარი უნდა გაეღო, რომ უცნობი მას დაეჯახა. ვერაფერს მივხვდი, ველოდებოდი მობოდიშებას, მაგრამ სანაცვლოდ ნამდვილი ბრძოლის ველი მივიღე: სილუეტი დედას ჩანთას ართმევდა, დედა კი არ ნებდებოდა. კატა კნაოდა, უცნობი იგინებოდა, მე ვყვიროდი, ნინო ტიროდა, დედა კი მამას ეძახდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სცენა, ალბათ რამდენიმე წამს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექა. ის ოქროს აკვარიუმი დაიმსხვრა, რომელშიც იქამდე ვცხოვრობდი, უდარდელობის შეგრძნება სადღაც გაქრა. რასაკვირველია, ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემი სახლის გარეთ, მაგრამ ყველაფერი ეს ადრე არასდროს შემხებია; მე ჩემი დაცული სამყარო მქონდა, სიმღერებით, შოკოლადიანი ნამცხვრებითა და ყვითელი ფულით სავსე. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ტელევიზორის რეალობა ჩემი რეალობაც იყო. საბოლოოდ დედა დაეცა და უცნობი ჩანთით გაიქცა, მე მას გავეკიდე. არ მახსოვს, რას ვფიქრობდი, რომ დავწეოდი, რას ვიზამდი, მაგრამ რომ დავბრუნდი, საზეიმოდ გამოვაცხადე: დავეწეოდი ცხადია, მაგრამ ცოტა შორს იყო მეთქი. სწორედ მაშინ, რვა წლის ასაკში მივხვდი, რომ საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია „თავის ქურდს“ გაეკიდოს, რათა საზოგადოება უკეთესი გახდეს. ადამიანის ვალდებულებაა, მხოლოდ სახლში კი არ შეიქმნას სიმყუდროვე, არამედ მის გარეთაც და არასდროს იყოს გულგრილი, რადგან ერთხელ ისიც შეიძლება აღმოჩნდეს მარტო ჩაბნელებულ სადარბაზოში და გასაღები ვერ იპოვოს.
ანა გვალია
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე
დავალება 1.2
ა) დაფიქრდით და ჩამოწერეთ საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებსაც ხედავთ სკოლაში, ოჯახში, უბანში, ქალაქში, ქვეყანაში.
ბ) უყურეთ საინფორმაციო გადაცემებს და ჩაინიშნეთ, რა საზოგადოებრივ პრობლემებზე იყო საუბარი. ეს პრობლემები უკვე შედგენილ სიას დაუმატეთ.
გ) წაიკითხეთ გაზეთები და ამოიწერეთ გაზეთებში განხილული საზოგადოებრივი პრობლემები. მოიძიეთ საზოგადოებრივი პრობლემები ინტერნეტში. ისინიც დაუმატეთ სიას.
პირველი გაკვეთილი
გაკვეთილზე მოსწავლეთა ინტერესის პროვოცირებას ემსახურება შინ შესრულებული დავალებების შემოწმება, რასაც დასჭირდება არაუმეტეს 10 წუთისა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააცნონ კლასს საშინაო დავალება 1.1-ის მე-2 ნაწილი და დავალება 1.2 (პრობლემათა ჩამონათვალი). ის ხაზავს დიდ ფურცელზე სქემას (ნახ. 1) და ითხოვს მოსწავლეთაგან თითოეული პრობლემის ადგილის განსაზღვრას სქემაში. სქემა პირობითად ასახავს მოსწავლის გარემოს, რომელიც იწყება მისი ოჯახიდან და თანდათან ფართოვდება. პრობლემები პირობითად შეიძლება ასე დანაწილდეს: პრობლემები ოჯახში, სკოლაში, სოფელში/ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში, გლობალური პრობლემები.
ზოგი პრობლემა შეიძლება რამდენიმე რგოლშიც (სხვადასხვა დონეზე) კი აღმოჩნდეს. სქემაში პრობლემათა მოქცევა ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერებაში პრობლემების დიფერენცირებას. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადაიტანონ რვეულებში სქემა და მასში ასახული პრობლემები.
შემდგომ მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ყველა ეს პრობლემა ეხება ადამიანს ან აისახება მასზე. ამ პრობლემების გადაჭრის მცდელობა შესაძლოა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის დახმარებისაკენ იყოს მიმართული ან სასარგებლო იყოს უფრო ფართო საზოგადოებისათვის. ამ პრობლემებზე მრავალი დაწესებულება მუშაობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. იქნებ საჭიროა მათი დახმარება ამ საქმეში?
ნახ. 1
საკითხში წვდომის მიზნით, მასწავლებელი წარმართავს მოსწავლეთა დისკუსიას (არაუმეტეს 10 წუთისა) საკითხის გარშემო: რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრს პრობლემებისადმი?
სავარაუდოდ გამოიკვეთება შემდეგი:
პიროვნება ვერ ხედავს პრობლემას;
პიროვნებას არ ანაღვლებს ადამიანთა ბედი და თვლის, რომ ეს პრობლემა მას არ ეხება და არც შეეხება (აქ უნდა დაკონკრეტდეს - რა ჰქვია ასეთ ადამიანს? - გულგრილი. ცხოვრობს პრინციპით: სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი);
პიროვნება თანაუგრძნობს ადამიანებს და ცდილობს მათ დახმარებას (ქმედითი თანაგრძნობა);
პიროვნება თვითონ ქმნის ან ამწვავებს პრობლემებს;
პიროვნებას უნდა დახმარება, მაგრამ არ შეუძლია (ან არ იცის, როგორ დაეხმაროს);
პიროვნებას მიაჩნია, რომ ეს მისი პრობლემაცაა და ცდილობს მის სრულ ან ნაწილობრივ გადაჭრას;
პიროვნებას მიაჩნია, რომ ეს პრობლემა მას ეხება, მაგრამ თვითონ მისი გადაწყვეტა არ შეუძლია და სხვისგან ელის შველას.
მსჯელობა გრძელდება შემდეგი მიმართულებით: ჩამოთვლილი დამოკიდებულებების მიხედვით, ადამიანები, პირობითად, შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად - პასიურები და აქტიურები.
რა იძლევა პოზიტიურ შედეგს, აქტიურობა თუ პასიურობა?
რით შეიძლება იყოს გამოწვეული პასიურობა? (გულგრილობით, მორიდებულობით, სიზარმაცით).
როგორ ფიქრობთ, რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ დაძლიოს გულგრილობა?
ბოლო შეკითხვაზე სავარაუდო პასუხია:
დაინახოს პრობლემა;
წარმოიდგინოს თავი იმ ადამიანების ადგილას, ვისაც ეს პრობლემა ეხება;
გამოძებნოს დრო და დაფიქრდეს პრობლემის გადაჭრის გზებზე;
დაიწყოს ქმედება.
მასწავლებელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ ადამიანს ზოგჯერ ეჩვენება, თითქოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია რომელიღაც პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. შესაძლოა მცირეოდენი წვლილის შეტანა მაინც შეძლოს მის გადაწყვეტაში. პრობლემის ნაწილის მოგვარებაც წინ გადადგმული ნაბიჯია. შესაძლოა, მოიძებნოს პრობლემის სრულიად მოულოდნელი, არატრივიალური გადაწყვეტა. ზოგიერთი პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა კონკრეტულ მომენტში მართლაც შეუძლებელია.
მასწავლებელი უბრუნდება მოსწავლეთა მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს და სვამს კითხვას:
- ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელი მიგაჩნიათ გადაუჭრელ პრობლემად?
შენიშვნა: შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა პრობლემებს დაასახელებენ მოსწავლეები. დანართ 1-ში გთავაზობთ რამდენიმე სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებულ პრობლემათა ჩამონათვალს. მასში ვარსკვლავით არის აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად რეკომენდებული პრობლემები.
პრობლემებისადმი ადამიანთა შესაძლო დამოკიდებულებების განხილვის შემდეგ, მოსწავლეებს კლასში შესასრულებლად ეძლევათ დავალება 1.2. ეს დავალება მათ საშუალებას მისცემს, გასცდნენ მათ გარშემო არსებულ პრობლემებს და დაფიქრდნენ სხვადასხვა დროისა და ხალხის სხვადასხვა პრობლემაზე (რეფლექსიის ფაზა).
დავალება სრულდება ჯგუფებში. მოსწავლეები სამუშაოდ ინაწილებენ 2 ტექსტს: „ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან“ და „პაკისტანელი ბიჭის ამბავი“.
ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან
1904 წლის შემოდგომაზე, პარიზის მისიონერთა საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა სტატია „მისიის გასაჭირი კონგოში“. მასში ეწერა იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღმოჩნდნენ მისიონერები, რომლებიც ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ათასგვარი ავადმყოფობით გატანჯულ გაბონის პროვინციის მცხოვრებლებს: „პატარა არმიას, რომელიც იბრძვის ოგოვეს სანაპიროზე, სჭირდება ძალა, ენერგია. იქნებ ამ მოწოდებამ მიაღწიოს მკითხველისგულამდე...“
ამ დროს 29 წლის ელზასელი ალბერტ შვაიცერი უკვე იყო ფილოსოფიის დოქტორი, თეოლოგიის ლიცენციანტი, სემინარიის ხელმძღვანელი, ცნობილი ორგანისტი და მუსიკათმცოდნე, მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და მუსიკაში. ჰყავდა მშობლები და და-ძმა. ის ძალიან უყვარდათ სტუდენტებს, მის გვერდით იყო მშვენიერი ელენ, რომელსაც ის უყვარდა და ესმოდა მისი. შვაიცერი მეტად ააღელვა წაკითხულმა შეტყობინებამ, მაგრამ ... გადაწყვეტილება მიიღო და დამშვიდდა.
ლექსიკონი
მისიონერი - (ფრ. მისსიონაირე) ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად.
გაბონი - დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ელზასი - რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. ტექსტში აღნიშნულ დროს ის გერმანიას ეკუთვნოდა.
თეოლოგია - ღვთისმეტყველება; რელიგიური დოქტრინებისა და სწავლებების ერთობლიობაა.
პაკისტანელი ბიჭის ამბავი
1995 წლის ერთ დილას, 12 წლის კანადელმა კრეგ კიელბიურგერმა სკოლაში წასვლის წინ, ჩვეულებისამებრ, გაზეთი „ტორონტოს ვარსკვლავი“ აიღო კომიქსის მოსაძებნად. პირველ გვერდზე მან დაინახა ფოტო, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება. ფოტოზე მისი თანატოლი, პაკისტანელი იქბალ მარიჰი იყო აღბეჭდილი. სტატიაში ეწერა, რომ ბავშვი მონად გაყიდეს 4 წლის ასაკში და მას შემდეგ 6 წელი იძულებული იყო მქსოველად ემუშავა ფაბრიკაში. 10 წლის რომ გახდა, გაქცევით უშველა თავს და ცდილობდა, ყველგან ემხილა ბავშვთა შრომის ფაქტები. მას უნდოდა, მიეწვდინა ხმა სხვადასხვა ქვეყნისათვის და ეჩვენებინა, რა მძიმე დღეში იმყოფება უამრავი ბავშვი. იყო ხალხი, ვისაც არ მოსწონდა მისი პროტესტი და ამიტომ ის მოკლეს.
მასწავლებელი სთავაზობს კლასს, დაიყონ 4 ჯგუფად და ახსენებს ჯგუფში მუშაობის წესებს:
ჯგუფი ისმენს ყველა მონაწილის აზრს;
ერთი მონაწილე აკეთებს ჩანაწერს;
ჯგუფი ირჩევს წარმომადგენელს, რომელიც დანარჩენ აუდიტორიას წარუდგენს ნამუშევარს;
ჯგუფი მუშაობს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს.
დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ 15 წუთი, ხოლო პრეზენტაციისათვის - ორ-ორი წუთი. პრეზენტაციის წინ კლასში ორივე ტექსტის თითოჯერ ხმამაღლა წაკითხვა აუცილებელია.
ლექსიკონი
ლიცენციანტი - 1) პირველი სამეცნიერო ხარისხი დასავლეთ ევროპის და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში, აკუთვნებენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მე-3 ან მე-4 წელს, უფლებას აძლევს შეითავსოს საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობა; 2) სამეცნიერო ხარისხია ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბაკალავრისა და დოქტორის ხარისხებს შორის.
დავალება 1.3 პირველი ჯგუფისათვის
წაიკითხეთ „ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან“ და გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:
ა) რაში მდგომარეობდა სტატიაში აღწერილი პრობლემა?
ბ) ამ სტატიას, ალბათ, რამდენიმე ათეული ადამიანი წაიკითხავდა. რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა მკითხველს?
გ) როდის უფრო ძნელი იქნებოდა დახმარების აღმოჩენა, 1904 წელს თუ დღეს?
დავალება 1.3 მეორე ჯგუფისათვის
წაიკითხეთ „პაკისტანელი ბიჭის ამბავი“ და გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:
ა) რა არის მცირეწლოვან ბავშვთა გაყიდვისა და მათი სამუშაოდ გაშვების მიზეზი?
ბ) რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა მკითხველს სტატიაზე?
გ) რისი დანახვა შეიძლება ამ სტატიაში?
დ) რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა სტატიის დაბეჭდვას, როცა ბიჭი უკვე მოკლული იყო?
დავალება 1.3 მესამე ჯგუფისათვის
წაიკითხეთ „ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან“.
ა) მოძებნეთ მასში ნახსენები ყველა გეოგრაფიული ადგილი რუკებზე;
ბ) პრობლემების სქემაში ჩაწერეთ პრობლემები შესაბამის რგოლში (ალბერტ შვაიცერის პოზიციიდან).
გ) მოიფიქრეთ, ეპოქის გათვალისწინებით, რომელ კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას შეეძლო ზრუნვა სტატიაში აღწერილი პრობლემების გადაჭრაზე.
დავალება 1.3 მეოთხე ჯგუფისათვის
წაიკითხეთ „პაკისტანელი ბიჭის ამბავი“. ა) მოძებნეთ მასში ნახსენები ყველა გეოგრაფიული ადგილი რუკებზე;
ბ) პრობლემების სქემაში ჩაწერეთ პრობლემები შესაბამის რგოლში (კრეგ კიელბიურგერის პოზიციიდან);
გ) მოიფიქრეთ, რომელ კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას შეეძლო ზრუნვა სტატიაში აღწერილი პრობლემების გადაჭრაზე.
პრეზენტაციების ბოლოს მასწავლებელმა უნდა მიაქციოს მოსწავლეთა ყურადღება თითო წინადადებას ორივე ტექსტიდან: „შვაიცერი მეტად ააღელვა წაკითხულმა შეტყობინებამ” და „პირველ გვერდზე მან დაინახა ფოტო, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება”. მან უნდა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ორივე შემთხვევაში ადამიანები შორეულ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხთა მდგომარეობამ შეაწუხა; რომ დღეს სიმრავლე საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც დახმარებას უწევენ ხალხს სხვადასხვა ქვეყანაში, გამოწვეულია ზოგადად ადამიანის დახმარების სურვილით.
მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, რომ თანაგრძნობა ან რაიმეს შეცვლის სურვილი, ხშირ შემთხვევაში, საკმარის შედეგს არ იძლევა, საჭიროა ინიციატივის გამოჩენა. მან უნდა დასვას კითხვები:
- როგორ გესმით სიტყვა „ინიციატივა“?
- რა განსხვავებაა ინიციატივასა და ქმედებას შორის?
საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ინიციატივა არის პირველი ნაბიჯი რაიმე საქმეში, შინაგანი ბიძგი მოქმედების დაწყებისათვის. ადამიანი შეიძლება ამოქმედდეს, მაგრამ ეს ქმედება სხვის მიერ გამოჩენილმა ინიციატივამ გამოიწვიოს.
პრეზენტაციების ირგვლივ მსჯელობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაოდ დავალება 1.4-ს. დავალება ცალ-ცალკე ეძლევათ ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიის ნაწყვეტზე მომუშავე და პაკისტანელი ბიჭის ამბავზე მომუშავე მოსწავლეებს. დავალება 1.4 აცნობს მათ გაჭირვებულთა დასახმარებლად მიღებულ მოულოდნელ გადაწყვეტილებებს და თანმიმდევრულ ქმედებათა პოზიტიურ შედეგს. გარდა ამისა, ის ითხოვს მოსწავლეებისაგან ქმედებათა ანალიზს. დავალებაზე სამუშაოდ მოსწავლეებს ეძლევათ 2 ტექსტი - „ალბერტ შვაიცერის გადაწყვეტილება“ და „კრეგ კიელბიურგერის გადაწყვეტილება“.
მოულოდნელი გადაწყვეტილებები
ალბერტ შვაიცერის გადაწყვეტილება
1905 წელს შვაიცერმა მეგობრებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, მიიღოს სამედიცინო განათლება და ექიმად წავიდეს აფრიკაში. მან დაიწყო თანხის შეგროვება ლამბარენეს საავადმყოფოსათვის. ფულის ძირითად წყაროს მის მიერ ფილოსოფიასა და მუსიკათმცოდნეობაში დაწერილ წიგნთა გამოცემა წარმოადგენდა. ის დაუკავშირდა საფრანგეთის წითელი ჯვრის მისიას, რომელმაც ითავა საავადმყოფოს აშენება.
1913 წლის გაზაფხულზე შვაიცერი, უკვე მედიცინის დოქტორი, მეუღლესთან (მას მედდების კურსები ჰქონდა გავლილი) ერთად გაემგზავრა გაბონში. საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ იყო. ექიმი იღებდა ავადმყოფებს და პარალელურად აშენებდა საავადმყოფოს. წელიწადში ერთხელ ჩადიოდა ევროპაში და კითხულობდა ლექციებს მუსიკათმცოდნეობაში და თავისი საავადმყოფოს შესახებ. ამით მიღებულ შემოსავალს ახმარდა საავადმყოფოს და აცნობდა მას მსოფლიოს. ამის შედეგად ბევრმა გაუწია დახმარება ლამბარენეს საავადმყოფოს. 1924 წლიდან შვაიცერს მუდმივად ეხმარებოდნენ ევროპიდან მორიგეობით ჩამოსული ექიმები.
კრეგ კიელბიურგერის გადაწყვეტილება
კრეგი მიხვდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ბავშვსაც კი შეუძლია. მან, თავის 11 თანაკლასელთან ერთად, ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომლის ფრანგული სახელწოდება „Enfants Entraide“ სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „ბავშვების ურთიერთდახმარება“,ხოლო ინგლისური „Free The Children“ კი - როგორც „გაათავისუფლეთ ბავშვები“. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გაათავისუფლოს ბავშვები სიღარიბისა და ექსპლუატაციისაგან. კრეგის იდეა თოვლის გუნდასავით აგორდა. კრეგმა ბევრი ქვეყანა მოიარა, სადაც საშინელ პირობებში მყოფი ბავშვები ინახულა და მათი ამბავი ანარჩენ მსოფლიოს გააცნო. მას მსოფლიოში ბევრი პარტნიორი და ულშემატკივარი ჰყავს. ზოგი ფინანსურ დახმარებას უწევს, ზოგი - როფესიულს. ბევრი ადამიანი ცდილობს ორგანიზაციის გზავნილის ავრცელებას და მისი მიზნების ახსნას. „გაათავისუფლეთ ბავშვები“ ახორციელებს პროგრამებს ერთ მილიონზე მეტი ბავშვისათვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში. პროგრამები ამ ბავშვებს აძლევენ საშუალებას, მიიღონ განათლება, ხოლო მათ ოჯახებს ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში (გაჰყავთ სასმელი წყალი იმ სოფლებში, სადაც წყალი არ არის და ბავშვები შორიდან ეზიდებიან), დახმარებას უწევენ საავადმყოფოებს. უკიდურესი გაჭირვებიდან თავის დაღწევა და სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა აძლევს ოჯახებს საშუალებას, არ დაუშვან შვილების მუშაობა მცირეწლოვან ასაკში.
„გაათავისუფლეთ
ბავშვები“ ორგანიზაციის
ლოგო
დავალება 1.4 პირველი და მესამე ჯგუფებისათვის
წაიკითხეთ „ალბერტ შვაიცერის გადაწყვეტილება“ და უპასუხეთ შეკითხვებზე:
ა) რა შედეგი გამოიღო შვაიცერის ქმედებამ?
ბ) ყველას შეუძლია თუ არა ასე მოქცევა?
გ) პირობითად ჩამოწერეთ შვაიცერის მოქმედებათა გეგმა (მიმდევრობა) სტატიის წაკითხვის შემდეგ.
დავალება 1.4 მეორე და მეოთხე ჯგუფებისათვის
წაიკითხეთ „კრეგ კიელბიურგერის გადაწყვეტილება“ და უპასუხეთ შეკითხვებზე:
ა) რა შედეგი მოაქვს „გაათავისუფლეთ ბავშვები“ ორგანიზაციის მუშაობას?
ბ) შეუძლია თუ არა ამ ორგანიზაციას ყველა ბავშვის პრობლემის გადაწყვეტა?
გ) ჩამოწერეთ კრეგის მოქმედებათა გეგმა (მიმდევრობა) სტატიის წაკითხვის შემდეგ.
![]() |
4.1 დანართი 1 |
▲ზევით დაბრუნება |
მოსწავლეთა მიერ ჩამოთვლილი პრობლემები:
1. მშობლებთან ურთიერთობა
2. მასწავლებლებთან ურთიერთობა
3. დაბინძურებული ქუჩა*
4. ბავშვების მიერ ერთმანეთის დამცირება (სოციალურ ნიადაგზე, გარეგნული ნიშნების გამო) - ცინიზმი
5. ალკოჰოლზე დამოკიდებულება*
6. ჩხუბები, ქუჩური გარჩევები
7. დასაქმების პრობლემა - უმუშევრობა
8. წიგნი და კომპიუტერი*
9. მათხოვრები ქუჩაში
10. ნარკომანია*
11. ბილწსიტყვაობა
12. სოციალური უსამართლობა
13. მოზარდთა ფიზიკური შრომა (ოჯახის დასახმარებლად ან სარჩენად)*
14. სიგარეტზე დამოკიდებულება*
15. აგრესია გოგონებს შორის
16. მანდატურებთან ურთიერთობა
17. ტელეგადაცემების ხარისხი
18. წიგნების ტარება (მძიმეა)*
19. თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის შეზღუდვა
20. ადრეული ოჯახი
21. მასწავლებლის ხელფასი
22. ჰიგიენა ზოგადად*
23. ეკონომიკური პრობლემები
24. უნდობლობა საზოგადოებაში
25. მაწანწალა ძაღლები
26. უპატრონო ბავშვები*
27. ხელისუფლება არ ეხმარება გაჭირვებულებს
28. არ არის თანაგრძნობა საზოგადოებაში
29. ურთიერთგაგების პრობლემა
30. შიდსი*
31. ხალხი გაღიზიანებულია
32. უადგილო ხუმრობები
33. ციხის შეგრძნება სკოლაში
34. ძალადობრივი სასწავლო გარემო
35. მე-11 კლასელები იძულებულები არიან, 15:30 სთ-მდე იყვნენ სკოლაში
36. არ გვაწევინებენ სკოლაში სიგარეტს
37. გვაძალებენ ფორმის ტარებას (შავი შარვალი)
38. გამოსაშვები გამოცდები
39. სისუფთავე სკოლაში*
40. ოჯახური კონფლიქტები
41. რასობრივი დისკრიმინაცია*
42. გენდერული დისკრიმინაცია*
43. არაჯანსაღი დამოკიდებულება ავტორიტეტებისადმი
44. რელიგიური შეუწყნარებლობა*
________________
* პროექტის განსახორციელებლად რეკომენდებული თემები
![]() |
5 თემა 2. თანამშრომლობა. პარტნიორთა შერჩევის პრინციპები. თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე თემაზე მუშაობისას მასწავლებელი და მოსწავლეები განიხილავენ წარმატებული და წარუმატებელი თანამშრომლობის მაგალითებს, განიხილავენ წარუმატებლობის მიზეზებს, შეიმუშავებენ წესებს წარმატებული თანამშრომლობისათვის. დამოუკიდებლად გაეცნობიან სხვადასხვა შესაძლო პარტნიორის ფუნქციებს.
პირველი გაკვეთილი
წინა და მიმდინარე გაკვეთილებს შორის ხიდის ასაგებად ხდება საშინაო დავალების განხილვა. განხილვას წინ უძღვის მოსწავლეების ორ ჯგუფად (დავალების ტექსტის მიხედვით პირველი და მესამე, მეორე და მეოთხე) დაყოფა. ისინი 10 წუთის განმავლობაში ჯგუფში შეაჯერებენ საშინაო დავალების (1.4) ინდივიდუალურად გაცემულ პასუხებს და ალბერტ შვაიცერისა და კრეგ კიელბიურგერის მოქმედებათა თანმიმდევრობის შეჯერებულ ვარიანტებს წარუდგენენ მასწავლებელს და კლასის მეორე ნაწილს.
მოქმედებათა თანამიმდევრობას სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება:
I. შვაიცერმა დაინახა პრობლემა და გაუჩნდა სურვილი, დახმარებოდა აფრიკელებს.
- დასახა სამოქმედო გეგმა:
სამედიცინო განათლების მიღება;
კავშირის დამყარება საფრანგეთის მისიასთან;
თანხების შეგროვება წიგნების გამოცემის გზით;
ლამბარენეში წასვლა და ადგილობრივთა მკურნალობა.
- ლამბარენეში წასვლამდე განახორციელა გეგმის პირველი სამი პუნქტი.
- დაიწყო ლექციების კითხვა, აცნობდა საავადმყოფოს მსოფლიოს, რითაც ბევრი მხარდამჭერი გაიჩინა, რომლებიც მატერიალურ დახმარებას უწევდნენ საავადმყოფოს.
- მიაღწია ევროპელ ექიმთა მორიგეობით ჩასვლას ლამბარენეში.
II. კრეგმა დაინახა პრობლემა და გაუჩნდა სურვილი, დახმარებოდა ბავშვებს.
- შემოიკრიბა თანამოაზრეები.
- დასახა სამოქმედო გეგმა:
დაიწყო ბავშვების მდგომარეობის შესწავლა;
მათი მდგომარეობის დანარჩენი მსოფლიოსთვის გაცნობა;
ფონდების მოძიება;
პროექტების ამოქმედება.
წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა გაიკრას დაფაზე.
ამ ნამუშევრების საფუძველზე წარიმართება მსჯელობა ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვების ირგვლივ. ეს კითხვები მისცემს მოსწავლეებს საშუალებას, ჩასწვდნენ თანამშრომლობის არსს, გააცნობიერონ წარმატებული თანამშრომლობის ხელშემწყობი პირობები და წარუმატებელი თანამშრომლობის მიზეზები, გაეცნონ მოხალისეობისა და ინიციატივის ცნებებს.
- რა არის საერთო ამ ორ ამბავს შორის? (ორივემ დაინახა პრობლემა; გადაწყვიტა დახმარება; ორივე შეეცადა თანამშრომლობას ვიღაცასთან; ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს თანამგრძნობ და აქტიურ ადამიანებთან და ა.შ.).
- რატომ იფიქრა ორივემ თანამშრომლობაზე?
- როგორ დასრულდა შვაიცერის თანამშრომლობა საფრანგეთის წითელი ჯვრის საზოგადოებასთან? (წარუმატებლად)
- რამდენად წარმატებული იყო მისი თანამშრომლობა სხვებთან?
- რის მიხედვით შეარჩია თანამშრომლები კრეგმა? (საერთო ინტერესების)
- რა შეიძლება იყოს წარუმატებელი თანამშრომლობის მიზეზი? (თანამშრომელთა არასწორი შერჩევა, მათი უპასუხისმგებლობა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზები და ა.შ.)
- რა არის მნიშვნელოვანი წარმატებული თანამშრომლობისთვის?
- რას გეუბნებათ სიტყვა „თანამშრომლობა“?
- რომელიმე სხვა ენაზე ხომ არ იცით მისი შესატყვისი? (ინგლისურად - cooperation, collaboration, ფრანგულად - collaboration, coopération, რუსულად - сотрудничество)
თანამშრომლობისათვის პარტნიორს ირჩევ:
ინტერესების მიხედვით;
უნარის მიხედვით;
უფლებამოსილების მიხედვით;
პიროვნული თვისებების მიხედვით და ა.შ.
თანამშრომლობა სერიოზული ურთიერთობაა და გარკვეული წესების დაცვას ითხოვს.
- რა წესებს უნდა იცავდე თანამშრომლობის დროს?
მოსწავლეთა მიერ თანამშრომლობის შემოთავაზებული წესები შეჯერდება და დაიწერება დაფაზე. მაგალითად:
ერთმანეთის მოსმენა;
ერთმანეთის პატივისცემა;
გეგმის ერთობლივად შედგენა;
დათქმული ვადების დაცვა და ა.შ.
თანამშრომლობა შეიძლება სხვადასხვა დონეზე განხორციელდეს.
I. თავიდანვე ირჩევ პარტნიორებს ინტერესების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის შეიძლება დაარსდეს კლუბი.
კლუბი არის საერთო ინტერესების ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბები სხვადასხვა მიმართულების შეიძლება იყოს: სპორტული, მუსიკალური, რელიგიური, სამოქალაქო, საზოგადოებრივი საქმიანობის, საქველმოქმედო საქმიანობის და სხვა.
II. თანამშრომლობა ადამიანებთან ან ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ ან უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში.
ასეთი შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლის თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა.
პროექტის განხორციელების დროს შესაძლოა მოხდეს კონფლიქტი პარტნიორებს შორის. ეს შემთხვევაც უნდა იქნას განხილული გაკვეთილზე.
- შეიძლება თუ არა მოხდეს კონფლიქტი თანამშრომლობისას?
- როგორ შეიძლება მისი მოგვარება?
კონფლიქტის მოგვარების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია:
- გაირკვეს კონფლიქტის მიზეზი. ამისათვის საჭიროა მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინონ.
- მხარეებმა უნდა სცადონ, იპოვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
- თუ გამოსავალი არ მოიძებნა, დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოძებნოს სხვა პარტნიორი თანამშრომლობისათვის.
მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, გაიხსენონ საკუთარი კლასის გამოცდილებიდან ვერშემდგარი თანამშრომლობის მაგალითი და წარმოდგენილი შეკითხვების ფონზე სცადონ, გააანალიზონ ეს შემთხვევა. კონკრეტული მაგალითი დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის უკეთ გააზრებაში.
თანამშრომლობის გარდა, მასწავლებელს შეუძლია განიხილოს ინიციატივისა და მოხალისეობის თემები. მას შეუძლია შეახსენოს „ინიციატივის“ განმარტება.
1 განმარტება
ინიციატივა არის თაოსნობა რაიმე საქმეში. საჭირო მომენტში დამოუკიდებელი აქტიური მოქმედების უნარი.
- როგორ გესმით სიტყვა „მოხალისეობა“?
- დაინახეთ თუ არა მოხალისეობის მაგალითები ალბერტ შვაიცერისა და კრეგ კიელბიურგერის შესახებ მოცემულ ტექსტებში?
განმარტება
მოხალისეობა არის ნებაყოფლობითი მუშაობა სხვის სასარგებლოდ, ანაზღაურების გარეშე.
- რა განსხვავებაა ინიციატივასა და მოხალისეობას შორის?
დასასრულს, მასწავლებელი მოსწავლეებს შინ შესასრულებლად აძლევს დავალება 2.1-ს. საშინაო დავალების ახსნისას მასწავლებელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ პრობლემის გარკვეული ნაწილის მოგვარებაც საქმეა. მაგალითად, ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ხელს შეუწყობს მის პრევენციას.
მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, რომ მოსწავლის წიგნში არის ინფორმაცია ორგანიზაციათა ფუნქციების შესახებ და დავალების შესასრულებლად, მოსწავლეები ამ ინფორმაციას უნდა გაეცნონ. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, რომ დავალების შესრულების გაადვილების მიზნით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ცხრილი.
ლექსიკონი
გენდერული დისკრიმინაცია - მოქალაქეთა უფლებების შელახვა მათი სქესის მოტივით.
ა) დაკვირვებით შეისწავლეთ თქვენ მიერ პირველ გაკვეთილზე შევსებული პრობლემათა სქემა.
ბ) დაამატეთ გამოტოვებული პრობლემები (თუ ასეთად მიგაჩნიათ რომელიმე).
გ) გადახედეთ დანართებში (1-4) მოცემულ ინფორმაციას და გაარკვიეთ, რა სახისაა იგი.ეს თქვენ პროექტზე მუშაობისას დაგეხმარებათ.
დ) ჩამოთვლილი პრობლემებიდან თითოეულისათვის მოიფიქრეთ, რომელ ორგანიზაციას
შეუძლია მის გადაჭრაში მონაწილეობის მიღება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი.
ე) გამოყავით ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაში (ან მისი ნაწილის გადაწყვეტაში) შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. ეს შეიძლება იყოს არა მთლიანად პრობლემის, არამედ მისი ნაწილის მოგვარება (პრობლემა შეიძლება გადაიჭრას სკოლის დონეზე, მაგრამ გადაუჭრელი დარჩეს ქვეყნის დონეზე).
ინფორმაცია თვითმმართველობის სისტემასა და ფუნქციებზე
თვითმმართველობა არის საზოგადოებრივი მმართველობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც გარკვეული ტერიტორიის მცხოვრებლები ქმნიან თემს, რომელსაც სცნობს და იურიდიულ სტატუსსაც ანიჭებს ცენტრალური ხელისუფლება.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა/მერია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსახლეობის საჭიროებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოაგვაროს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად უნდა იზრუნოს რეგიონში ეკონომიკის განვითარებაზე და სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ასევე შექმნას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ისეთი პირობები, რომ მათ მიეცეთ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალება.
უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მოცემულია დანართში 2 (1).
თვითმმართველობის განხორციელება, კანონით, სკოლებშიც არის გათვალისწინებული. სკოლის სამეურვეო საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის თვითმმართველობის ორგანოებია. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს და აკონტროლებს ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, აკონტროლებს შრომითი ხელშეკრულებების პირობების შესრულებას. მოსწავლეთა თვითმმართველობას შეუძლია განიხილოს სკოლისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს. შეიტანოს მასში წინადადებები სკოლის შინაგანაწესთან დაკავშირებით, შექმნას სასკოლო კლუბი. სრულყოფილი ინფორმაცია იხილეთ დანართებში 3 (2), 4 (3) და 5 (4).
ინფორმაცია არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მასში გაერთიანებულები არიან საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე ადამიანები. ეს არის მთავრობისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ზოგჯერ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნის მთავრობების მიერ. სულ მსოფლიოში 40000-მდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ადგილობრივი მნიშვნელობის არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი კი უფრო მაღალია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები შეიძლება განვასხვაოთ მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით.
მიმართულების მიხედვით არსებობენ: საქველმოქმედო, მომსახურებითი, საზოგადო ორგანიზაციები.
თანამშრომლობის დონეების მიხედვით კი - თემზე დაფუძნებული, საქალაქო, ეროვნული, საერთაშორისო.
გავეცნოთ რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობას:
1. გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF FE (United Nations Children's Fund). მისი წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროგრამებს ბავშვთა უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში. http://www.unicef.org/georgia
2. გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP (United Nations Development Programme) არის გაეროს განვითარების ქსელი, რომელიც სხვადასხვა ერის მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. http://www.undp.org.ge
მოსწავლეთათვის საინტერესო შეიძლება იყოს ამ ორგანიზაციის შემდეგი მიმართულებები:
Environment & Energy - გაეროს განვითარების პროგრამა „გარემო და ენერგია“ მოწოდებულია იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას წყლის რესურსები და გარემო დაბინძურებისაგან; აგრეთვე ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
Economic Development - გაეროს განვითარების პროგრამა „ეკონომიკური განვითარება” საქართველოს ეხმარება სტაბილური ეკონომიკური განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მასში დაბალშემოსავლიან ადამიანთა ჯგუფების ჩართვას.
3. Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დაუცველ ნაწილს - ქუჩის ბავშვებს, ქალებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს. მისი მუშაობა მიმართულია ჯანმრთელობის, განათლების და ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისაკენ. http://www.savethechildren.org
4. PH International საერთაშორისო ორგანიზაციაა. მისი მიზანია, შექმნას ძლიერი საზოგადოებები სამოქალაქო ლიდერობის განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის გზით. http://www.ph-int.org
5. USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო). მრავალი წლის განმავლობაში USAID ეხმარება ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სიღარიბეს და გაატარონ დემოკრატიული რეფორმები. იგი ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას ეკონომიკის ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და მმართველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების მიმართულებებით. http://www.usaid.gov
6. CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (Caucasus Environmental NGO Network) http://www.cenn.org
მოსწავლეები შეიძლება დაინტერესდნენ CENN-ის შემდეგი მიმართულებებით:
გენდერი და გარემო - ეს პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და იკვლევს, რამდენად წარმატებული და ეფექტიანია გენდერზე დაფუძნებული პროექტები და რა როლი აქვთ ქალებს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მოხმარების საქმეში.
კლიმატის ცვლილება - ეს პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს სამხრეთ კავკასიის ხალხების ინფორმირებულობა ამ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე, რომელიც დღეს ამ რეგიონისა და კაცობრიობის წინაშე დგას.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და მოხმარება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსთვის, ისე საზოგადოებისათვის. ორგანიზაცია ცდილობს, კონსულტაცია გაუწიოს ამ საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს.
7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მნიშვნელოვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომლის მრავალმხრივ საქმიანობაში სერიოზული ადგილი უკავია საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, დაცვის მექანიზმების განვითარებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. http://www.gyla.ge
8. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში; ასევე, დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ რეფორმებს და ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიულ განვითარებას. http://www.economists.ge
ქვემოთ მოცემულია ინტერნეტ-მისამართები, სადაც შეიძლება ინფორმაციის მოძიება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ვებგვერდზე http://www.afba.ge. მენიუში ჯერ უნდა მოიძებნოს ბმულები და შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები.
საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები: http://www.yell.ge
ინფორმაცია კლუბების
დანიშნულებასა და აქტივობებზე
კლუბი არის საერთო ინტერესებისა ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბები სხვადასხვა მიმართულების შეიძლება იყოს: სპორტული, მუსიკალური, სამოქალაქო, რელიგიური, საზოგადოებრივი საქმიანობის, საქველმოქმედო საქმიანობის და სხვა. კლუბები უძველესი დროიდან ყველა ქვეყანაში არსებობდა. სასკოლო კლუბების დაარსების პრაქტიკა მეტად გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კლუბს უნდა ჰქონდეს სახელი, წესდება, სამოქმედო გეგმა, ჰყავდეს მეურვე. მეურვე უმეტესად მასწავლებელია, რომელიც დახმარებას უწევს კლუბის წევრებს მუშაობაში. ევროპის ბევრ სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის ევროპული კლუბი. ასეთი კლუბი არის ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც. ეს არის ერთად მომუშავე მოსწავლეების გუნდი, რომლის წევრებიც იღრმავებენ ცოდნას ევროპის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ტრადიციებსა და კულტურაში, პოპულარიზაციას უწევენ ამ ცოდნას სკოლასა და ადგილობრივ თემში. მაგალითისთვის გაეცანით ერთ-ერთი ასეთი კლუბის წესდებას (დანართი 5 (4)).
პროექტისგან განსხვავებით, კლუბები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობენ. კლუბი გრძელვადიანი გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მუშაობის ძირითადი მიმართულებები უცვლელი დარჩეს. მაგალითად, საქველმოქმედო კლუბის არსებობა წლების მანძილზეა შესაძლებელი, რადგან ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
აქვე გთავაზობთ საზოგადოებრივი სარგებლობის მომტანი რამდენიმე ხანგრძლივი პროექტის იდეასა და უკვე არსებული კლუბების აქტივობების აღწერას.
სასკოლო სამოქალაქო კლუბი - სსიპ რუსთავის №2 სკოლის სამოქალაქო კლუბი დაარსდა 2010 წელს სიქა-ს (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ხელშეწყობით. მას ხელმძღვანელობენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. კლუბის წევრია მეცხრე და მეათე კლასების 40-მდე მოსწავლე. კლუბი გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებსა და აქტივობებს. მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კლუბმა მოაწყო საღამო, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლაში გურამ გუგენიშვილი. კლუბის წევრები ამჟამად ჩართული არიან სიქას მცირე გრანტების კონკურსში და ამზადებენ პროექტებს.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკულ აკადემიაში 2001 წლიდან არსებობს საქველმოქმედო კლუბი. ამ კლუბის მეურვეა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დღესდღეობით საქველმოქმედო კლუბში 40-მდე წევრია გაერთიანებული. თავიდან სულ რამდენიმე მოსწავლე დადიოდა ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებში, მონასტრებში და მათ ბინადრებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებოდა. მასწავლებელი ფოტოებს იღებდა და მათ ყოველ ორშაბათს სკოლის დერეფანში გამოფენდა. თანდათანობით მეტი მოსწავლე დაინტერესდა და კლუბიც გაიზარდა.
მწვანე კლუბი - ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ მოძებნონ მიწის თავისუფალი ნაკვეთები, შეუთანხმდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და გაამწვანონ ნაკვეთი; ითანამშრომლონ ქალაქის/ სოფლის დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებთან (პარკების, ბაღების დაგეგმვა), გაწმინდონ გზები (აირჩიონ გზა ან გზის ნაწილი და მოაწესრიგონ) და ა. შ.
კულტურული მემკვიდრეობის კლუბი - ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ მოიძიონ მათ სოფელში/ქალაქში/უბანში/მხარეში ისტორიული ძეგლი(ებ)ი, დაასუფთაონ (სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ), მოიძიონ მასზე ინფორმაცია, შექმნან ბუკლეტი ან საიტი; შემოიკრიბონ თანამოაზრეები და ორგანიზაციები, ითანამშრომლონ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიების, გავრცელების და ამ ძეგლებზე ზრუნვის მიზნით. ასეთი კლუბი შექმნილია თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში.
ბავშვთა უფლებების დაცვის კლუბი - ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ აუხსნან ბავშვებს საკუთარი უფლებები, გამოიკვლიონ ის არასამთავრობო ან სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე. უფლებათა დარღვევის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ბავშვებს, რათა მათ ხმა მიაწვდინონ შესაბამის ორგანიზაციებს. მოახდინონ ადამიანური და ორგანიზაციული რესურსების მობილიზება ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად; შესაძლებლობა მისცენ ბავშვებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი უფლებების დაცვაში.
სკოლის რადიოხაზი/ცხელი ხაზი - ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ სკოლის რადიოხაზის ორგანიზება და წარმართვა. რადიოგადაცემებში შესაძლებელია საუბარი მოსწავლეებისთვის აქტუალურ პრობლემებზე და მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით.
ვზრუნავთ სკოლაზე - სპორტული აღჭურვილობის მოძიება და სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის გაკეთება; ბიბლიოთეკის გამდიდრება და დალაგება; ეზოს მოვლა - პატრონობა; სისუფთავის დაცვა და ა. შ. ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთჯერადი პროექტის, ისე მუდმივმოქმედი კლუბის შექმნის საშუალებით.
წიგნიერების გავრცელება აქტუალური საკითხია დღეს საქართველოში. აქაც შესაძლებელია როგორც ერთჯერადი აქციის გამართვა, ისე გრძელვადიანი პროექტის განხორციელება ან კლუბური მუშაობა რამდენიმე წლით ადრე განსაზღვრული გეგმითა და მიზნებით.
ამ იდეას ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „წიგნის მეგობარი“. პროექტის მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციას. პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ, რის შემდეგაც იმართება დისკუსია წაკითხული მასალის ირგვლივ. ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული.
კერძების საქველმოქმედო ბაზრობა - ამ იდეის განსახორციელებლად, შეგიძლიათ შემდეგი აქტივობები დაგეგმოთ: ეთნიკური სამზარეულოების ნაწარმის კონკურსი და გაყიდვა შერეული ეთნიკური შემადგენლობის სკოლებში, საუკეთესო რეცეპტების გამოვლენა და გაცვლა და ა. შ. ბაზრობიდან შემოსული თანხა შეიძლება მოხმარდეს სკოლებს ან სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.
გავიცნოთ ვინ გვიცავს - მოსწავლეთათვის პოლიციისა და სახანძრო სამსახურის საქმიანობის გაცნობა, პატარებისთვის უსაფრთხოების წესების შესახებ პრეზენტაციების ორგანიზება, სკოლებში საევაკუაციო გეგმების შედგენა და ა. შ. ამგვარი იდეების განხორციელება ერთჯერად პროექტებად არის შესაძლებელი.
გრაფიტი - კედლების შეთეთრება ან წარწერების ჩამორეცხვა, სკოლის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვა.
პრობლემა - პარტნიორი
სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობის შემდეგ, პარტნიორის შერჩევისათვის წინასწარ უნდა განსაზღვროთ, თუ რა დონის პრობლემის გადაჭრას ცდილობთ.
პრობლემები პირობითად შეიძლება შემდეგ სქემაში გადანაწილდეს: პრობლემები ოჯახში, სკოლაში, სოფელში, ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში, გლობალური პრობლემები.…
![]() |
5.1 დანართი 2(1) |
▲ზევით დაბრუნება |
კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (ამონარიდი)
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან რთიერთობას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა
განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი ვითმმართველობის ორგანოების ეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ დგილობრივი მნიშვნელობის საკითხები აკუთარი პასუხისმგებლობით და დგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ესაბამისად;
ბ) თვითმმართველი ერთეული - დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები;
დ) დასახლება - მოსახლეობის განსახლების პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, აქვს ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახლება შედის თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში ან თვითმმართველი ერთეულია.
მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელება
1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:
ა) აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისგან;
დ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;
ე) მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს;
ვ) განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში.
მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;
გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;
ვ) საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;
ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;
კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
თავი II
მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი
1. თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.
2. დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეულის სტატუსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
თავი IV
მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მერია).
მუხლი 20. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
ბ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
გ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; გამგებლის (მერის) მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);
ე) გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);
ვ) გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერიის) რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
![]() |
5.2 დანართი 3(2) |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (ამონარიდი)
თავი VII
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო
მუხლი 37. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. (16.07.2010. №3442)
2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ამინისტროს და ადგილობრივი ვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი ამეურვეო საბჭოდან.
5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს აბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს ა წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს კოლას დირექტორთან ურთიერთობებში. აბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით ირჩევა საბჭოს შემადგენლობაში შობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან რჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ღმასრულებელი ორგანოს არმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი ფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს ევრი - მოსწავლეთა თვითმმართველობის არმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ ქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. 19.03.2008. №5951)
51. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. (11.07.2009. №1385)
6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები
1. სამეურვეო საბჭო:
ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას; (4.05.2010 №3068)
ბ. სკოლისა დიორექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო; (4.05.2010 №3068)
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე; (11.07.2009. №1385)
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება; (28.03.2007. №4530)
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას. (4.05.2010 №3068)
თავი X
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა
მუხლი 47. მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
![]() |
5.3 დანართი 4(3) |
▲ზევით დაბრუნება |
საჯარო სკოლების წესდება
(ამონარიდი)
მუხლი 4. სამეურვეო საბჭო
1. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლების და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენელისგან. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 12-ზე მეტი. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს და სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
5. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
6. სამეურვეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3.
7. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები: სკოლის სამეურვეო საბჭო:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის წესს;
დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; დანართი 4 (3)
ზ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
თ) უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
ი) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
კ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს;
ლ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;
მ) ქმნის სააპელაციო კომიტეტს;
ნ) განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ო) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა 1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;
დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.
ვ) სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.
ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორთან.
თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ხოლო საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრები იმავე წესით ირჩევენ აგრეთვე სამეურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს.
5. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
6. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში;
დ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
![]() |
5.4 დანართი 5(4) |
▲ზევით დაბრუნება |
„ახალგაზრდა ევროპელთა“
კლუბის წესდება {2}
ნაწილი 1
კლუბის მოღვაწეობის მიზნები
§1
„ახალგაზრდა ევროპელთა“ კლუბის მოღვაწეობის მიზნებია:
ა) ევროპის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავება
ბ) დისკუსიები საქართველოს ადგილის შესახებ ევროპაში
გ) მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
§2
კლუბი თავის მიზნებს ახორციელებს სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ.
§3
კლუბი ახორციელებს თავის მიზნებს (რომლებზეც ლაპარაკი იყო 1-ლ პარაგრაფში) შემდეგი მეთოდებით:
ა) სამეცნიერო, საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება: შეხვედრები, მეცადინეობები, სემინარები, წარმოდგენები, საღამოები.
ბ) ევროპის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ მასალების დამოუკიდებლად მოძიება.
გ) დისკუსიები ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და მასში საქართველოს ადგილის შესახებ.
ნაწილი 2
კლუბის წევრობა
§ 4
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე.
§ 5
კლუბის წევრის სტატუსს ანიჭებს კლუბის გამგეობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
§ 6
თუკი კლუბის გამგეობას გააჩნია რამე ეჭვები კლუბის წევრობის მოცემული კანდიდატის შესაბამისობაზე, მაშინ გამგეობას მიღების საკითხი გააქვს საერთო კრებაზე.
§ 7
გამგეობის მიმართვის საფუძველზე საერთო კრებას შეუძლია უარი უთხრას კანდიდატს მიღებაზე, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი, რომლის გამოც მოცემული პიროვნების წევრობა შეიძლება დესტრუქციული აღმოჩნდეს კლუბისათვის.
ნაწილი 3
წევრების უფლებები და მოვალეობები
§ 8
კლუბის ყოველი წევრის უფლებებია: ა) მონაწილეობის მიღება საერთო კრებაში. ბ) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება კლუბის ხელმძღვანელობის არჩევნებში. გ) კლუბის საქმიანობის შესახებ საკუთარი წინადადებების წარდგენა, აქტიური მონაწილეობა დისკუსიებში ამ თემაზე. კლუბის თითოეული წევრის მოვალეობებში შედის:
ა) წესდების დაცვა.
ბ) აქტიური მონაწილეობა კლუბის ინიციატივებში, დახმარება მათ განხორციელებაში, კლუბის ხელმძღვანელობასა და სხვა წევრებთან შეთანხმებული მოქმედება.
გ) კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილება
ნაწილი 4
კლუბის ხელმძღვანელობა
§ 9
კლუბის ხელმძღვანელობას შეადგენენ:
ა) საერთო კრება
ბ) კლუბის გამგეობა
§ 10
საერთო კრებაში შედის კლუბის ყველა წევრი.
§ 11
საერთო კრება არის კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო და უფლებამოსილია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კლუბის მოღვაწეობას შეეხება.
§ 12
საერთო კრების მოწვევა უნდა მოხდეს მინიმუმ თვეში ერთხელ კლუბის გამგეობის მიერ ან კლუბის წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის სურვილის შემთხვევაში.
§ 13
საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კლუბის წევრთა მინიმუმ ერთი მესამედი.
§ 14
საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს უდიდესი უმრავლესობით (ანუ თანახმათა ხმები უნდა აღემატებოდეს ერთად აღებულ წინააღმდეგთა და ნეიტრალურთა ხმებს).
§ 15
კლუბის სამკაციანი გამგეობა ირჩევა ერთი წლით საერთო კრების მიერ სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს თვე-ნახევრისა:
ა) წინა სასწავლო წელს არჩეული გამგეობა იწვევს საერთო კრებას არა უგვიანეს სამი კვირისა სასწავლო წლის დაწყებიდან.
ბ) საერთო კრება თავისი რიგებიდან ირჩევს სამკაციან საარჩევნო კომისიას.
გ) საარჩევნო კომისიაში არ შეიძლება შედიოდნენ გამგეობის ამჟამინდელი წევრები და მომავალი გამგეობის წევრობის ანდიდატები.
დ) საარჩევნო კომისია ადგენს არჩევნების როცედურას, რომელსაც შემდეგ იწონებს საერთო კრება.
ე) საარჩევნო კომისიას მიმართავენ ის კლუბის წევრები, რომლებსაც სურთ, დარეგისტრირდნენ გამგეობის წევრობის კანდიდატებად, კომისია არეგისტრირებს მათ.
ვ) საერთო კრება ირჩევს გამგეობას ფარული ენჭისყრით.
ზ) საერთო კრების თითოეულმა წევრმა ხმა ეიძლება მიცეს მაქსიმუმ სამ კანდიდატს.
თ) გამგეობის წევრი ხდება სამი ადამიანი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა და ამავდროულად მოიპოვა საერთო კრების წევრთა მთლიანი რაოდენობის მინიმუმ ერთი მეოთხედის მხარდაჭერა.
ი) თუ არჩევნებმა არ გამოავლინა გამგეობის სამივე წევრი, ამ შემთხვევაში ტარდება დამატებითი არჩევნები.
§ 16
კლუბის გამგეობა:
ა) ხელმძღვანელობს კლუბის მიმდინარე საქმიანობას.
ბ) არის კლუბის წარმომადგენელი მის გარეთ.
გ) თავისი წევრებიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას.
დ) იღებს გადაწყვეტილებებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გამგეობის მინიმუმ ორი წევრის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.
§ 17
საერთო კრებამ შეიძლება დაითხოვოს კლუბის გამგეობა ან მისი ცალკეული წევრები კადენციის გასვლამდე ხმათა მინიმუმ ორი მესამედით, ასეთ შემთხვევაში ტარდება ახალი არჩევნები.
ნაწილი 5
კლუბის მეურვე
§ 18
კლუბის მეურვე მხარს უჭერს და ეხმარება მას კლუბის საქმიანობაში. იგი შუამავლის როლს ასრულებს, ერთი მხრივ, კლუბსა და, მეორე მხრივ, სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს შორის.
§ 19
კლუბის მეურვე ირჩევა კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც ურთიერთშორის აწარმოებენ კლუბი, დირექცია და პედკოლექტივი.
ნაწილი 6
საბოლოო გადაწყვეტილებები
§ 20
მოცემული წესდება ძალაშია მას მერე, რაც მის სასარგებლოდ ხმას მისცემს კლუბის წევრთა ორი მესამედი მეურვესთან და სკოლის დირექციასთან კონსულტაციების შემდეგ.
§ 21
ცვლილებები წესდებაში შეიძლება შეიტანოს საერთო კრებამ ხმათა ორი მესამედით, კლუბის მეურვესთან და დირექციასთან კონსულტაციების შემდეგ.
![]() |
6 თემა 3. საზოგადოებრივი საქმიანობა. საზოგადოებრივი სარგებელი. პრობლემები და მათი გადაჭრის ალგორითმი |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდები ხშირად უამრავ პრობლემას ხედავენ საზოგადოებაში, აქვთ მათი გადაჭრის სურვილი, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ თვითონ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მათ გადაწყვეტაში, ან არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. წინამდებარე თემაზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან პრობლემის გადაჭრის ზოგად ალგორითმს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აითვისებენ იმ ქმედებათა ზუსტ თანმიმდევრობას, რომელიც პრობლემის გადაჭრისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, გზადაგზა დაიწყებენ კონკრეტული საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრისათვის პროექტის განხორციელებას.
პირველი გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეთა მიერ
საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობის გააზრება;
საზოგადოებრივი სარგებლის არსის გარკვევა;
პრობლემის შერჩევა პრაქტიკული სამუშაოსათვის;
პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი თანმიმდევრული ქმედების მნიშვნელობის გათავისება.
საშინაო დავალების (2.1) განხილვისას ხდება ყველა იმ პრობლემის დაფიქსირება, რომელთა გადაწყვეტა მთლიანად ან ნაწილობრივ შესაძლებელია მოსწავლეთა მონაწილეობით. ამ დავალების შესრულებით მოსწავლეები უფიქრდებიან, რისი გაკეთება შეუძლიათ რეალურად. ხდება პირების ან ორგანიზაციების განსაზღვრა, რომლებთანაც თანამშრომლობა სასარგებლო იქნებოდა საქმისათვის. საშინაო დავალების შინაარსი და ქვემოთ მოყვანილი შეკითხვები საშუალებას აძლევს მასწავლებელს, წარმართოს საუბარი „საზოგადოებრივი საქმიანობის“ შესახებ.
- როგორ გესმით „საზოგადოებრივი საქმიანობა“?
- თქვენ მიერ წარმოდგენილი პრობლემებიდან რომელზე მუშაობას შეიძლება ეწოდოს „საზოგადოებრივი საქმიანობა“?
- როგორ გესმით „საზოგადოებრივი სარგებელი“? (საზოგადოებრივი სარგებლის ქვეშ იგულისხმება დადებითი, კეთილისმყოფელი გავლენა და კარგი შედეგი საზოგადოებისათვის.)
- თქვენი აზრით, რა საზოგადოებრივი სარგებელი მოიტანა ალბერტ შვაიცერის და კრეგ კიელბიურგერის საქმიანობამ?
ამის შემდეგ მასწავლებელი კლასში შესასრულებლად აძლევს მოსწავლეებს დავალება 3.1-ს, რომლითაც ჯამდება „საზოგადოებრივი სარგებლის“ თემის განხილვა.
დავალება 3.1
(ინდივიდუალური მუშაობისათვის)
გაიხსენეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ალბერტ შვაიცერისა და კრეგ კიელბიურგერის მოღვაწეობისას. გადაიხაზეთ ქვემოთ მოცემული სქემა და შეავსეთ ცარიელი გრაფები ორივე შემთხვევისათვის.
შესრულებული დავალება, სავარაუდოდ, ასე გამოიყურება:
დავალება 3.1-ის შესრულების შემდეგ ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა.
პრობლემის გადაჭრის ალგორითმზე მუშაობის დასაწყებად მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გონებრივ იერიშს დავალება 3.2-ის სახით. დავალების პუნქტი „ა“ წარმოადგენს გონებრივი იერიშის პირველ ეტაპს. მასწავლებელი წერს დაფაზე კითხვას: რომელი საფეხურებია გასავლელი (ზოგადად) პრობლემის გადასაჭრელად? მოსწავლეებისაგან მიღებული ყველა პასუხი მიიღება კომენტარისა და შეფასებების გარეშე და მოკლედ იწერება დაფაზე. პუნქტი „ბ“ არის გონებრივი იერიშის მეორე ეტაპი - დავალება ინდივიდუალური მუშაობისათვის, რაც დააფიქრებს მოსწავლეებს პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო მოქმედებათა თანმიმდევრობაზე. ეს, თავის მხრივ, დაეხმარება მოსწავლეებს, თავი შეიკავონ სპონტანური მოქმედებებისაგან პროექტების განხორციელების დროს. შესაძლოა, ზოგიერთი საფეხური მოსწავლეთათვის გაუგებარი იყოს, ან ზედმეტად მოეჩვენოთ. მასწავლებელს შეუძლია (თუ საჭიროდ მიაჩნია) იქვე აუხსნას ან შემდგომი მუშაობისას დაანახოს ამა თუ იმ საფეხურის აუცილებლობა. პუნქტი „გ“ გულისხმობს შეჯერებული ვარიანტის შემუშავებას (გონებრივი იერიშის მესამე ეტაპი).
ლექსიკონი
ალგორითმი - მოქმედებათა ერთობლიობა, იწარმოება მკაცრი წესებით, რომლებსაც მათი თანმიმდევრული შესრულების შემდეგ ამოცანის ამოხსნამდე მივყავართ.
ასპექტი - (ლათ. Aspectus შეხედულება, სახეობა) 1) თვალსაზრისი, რომლიდან გამომდინარე განიხილება საგანი, მოვლენა, ცნება; 2) მოცემული მოვლენის ერთ-ერთი მხარე ან კავშირი.
ინდიკატორი - (ლათ. indicator) - მაჩვენებელი.
შედეგი იწერება დაფაზე, სავარაუდოდ, შემდეგი სახით:
დავალება 3.2
ა) უპასუხეთ კითხვას: - რა საფეხურებია გასავლელი ზოგადად პრობლემის გადასაჭრელად? (მასწავლებელი დააფიქსირებს თქვენს აზრებს დაფაზე).
ბ) ქვემოთ გთავაზობთ პრობლემის გადასაჭრელად გასავლელი საფეხურების ჩამონათვალს. ამ ჩამონათვალისა და დაფაზე დაწერილი თქვენი პასუხების გამოყენებით ინდივიდუალურად შეადგინეთ საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრის ზოგადი ალგორითმი (ჩამოწერეთ საფეხურები სწორი თანმიმდევრობით). თუ რომელიმე საფეხური ზედმეტად მიგაჩნიათ, ნუ ჩაწერთ.
პრობლემის შესწავლა. პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
პრობლემის დაშლა ასპექტებად;
პრობლემის ასპექტის შერჩევა;
მოქმედებათა გეგმის შედგენა;
პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა;
გადასაჭრელი საკითხების პრეზენტაციის მომზადება;
პრობლემის დანახვა;
ჯგუფის ჩამოყალიბება;
მოქმედებათა წარმართვა;
შეფასება.
გ) ინდივიდუალური ნამუშევრების საერთო განხილვის შემდეგ შეიმუშავეთ ალგორითმის შეჯერებული ვარიანტი.
1. პრობლემის დანახვა;
2. ჯგუფის შეკრება;
3. პრობლემის შესწავლა - პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (წყარო: ოჯახი, მეგობრები, ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, მასწავლებლები, ტელევიზია, ინტერნეტი, ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ);
4. პრობლემის დაშლა ასპექტებად (შესაძლოა, კონკრეტული თემა არ იყოს დასაშლელი ასპექტებად);
5. პრობლემის ასპექტის შერჩევა. მიზნის ჩამოყალიბება;
6. მოქმედებათა გეგმის შედგენა;
7. პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა;
8. გადასაჭრელი საკითხების პრეზენტაციის მომზადება;
9. პრობლემის პრეზენტაცია პარტნიორებთან და თანამშრომლობის დაწყება;
10. მოქმედებათა წარმართვა;
11. შეფასება.
შესრულებული საშინაო დავალებიდან (2.1) გამომდინარე, კლასი ირჩევს მაქსიმუმ 3-4 პრობლემას, რომლებზეც თითო ჯგუფი იმუშავებს.
მასწავლებელმა კარგად უნდა გაიაზროს მოსწავლეების მიერ არჩეული პრობლემა (ვინაიდან საწყის ეტაპზე შესაძლოა მოსწავლეებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეთ საკუთარი პროექტის იდეის შესახებ).
იფიქროს ისეთ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივ ან ეროვნულ მოვლენებს უკავშირდება; დაფიქრდეს, რამდენად განხორციელებადია მოსწავლეების მიერ არჩეული პროექტები სკოლის, რაიონის დონეზე; გამოიყენოს საგნობრივი სტანდარტები, რადგან ისინი შეიცავს ამ საგნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს როგორც ცოდნის, ისე უნარ-ჩვევების მხრივ; გაამახვილოს ყურადღება საქველმოქმედო სამუშაოებზე. განსაზღვროს პროექტის მოცულობა.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების სპეციფიკა მასწავლებლისგან ითხოვს არა ინფორმაციის გადაცემას, არამედ სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას. ეს საკმაოდ რთული და მრავალმხრივი როლია და მასწავლებლისაგან მოითხოვს როგორც ლიდერის, ისე დამხმარეს უნარის გამოვლენას. მასზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწორი მიმართულებით განვითარდება პროექტი.
წარმატების საწინდარი კი მაინც მასწავლებლისა და მოსწავლეების თანამშრომლობაშია. უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დამყარებული ოპტიმალური სასწავლო გარემო.
შინ შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს კლასს დავალება 3.3-ს. ამ დავალებით იწყება მოსწავლეთა მიერ პროექტის პრაქტიკული განხორციელება. 71-ე გვერდზე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რომელი დავალება ემსახურება კონკრეტული პროექტის განხორციელებას და ალგორითმის რომელ საფეხურს შეესაბამება იგი. კლასში არჩეული 3-4 პრობლემიდან მოსწავლეები წყვეტენ, რომელ პრობლემაზე იმუშავებს თითოეული მათგანი. ეს მეტად მნიშვნელოვანია. მასწავლებელმა ხაზი უნდა გაუსვას იმ გარემოებას, რომ ჯგუფში ყველას თავისი ფუნქცია ექნება და ამიტომ განსხვავებული უნარების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება სარგებლობას მოუტანს პროექტს. გარდა ამისა, უნდა დაბალანსდეს გოგონებისა და ვაჟების რაოდენობა და ჯგუფის ეთნიკური შემადგენლობა. აუცილებელი არ არის, რომ ყველას მოუნდეს არჩეულ პროექტებში მონაწილეობა მოცემულ ეტაპზე. მოსწავლე, შესაძლოა, მოგვიანებით შეუერთდეს რომელიმე ჯგუფს ან პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვა დროს გაუჩნდეს, როცა სხვა პრობლემა დააინტერესებს.
დავალება 3.3
მოიფიქრეთ, რომელ პრობლემაზე გსურთ მუშაობა. აირჩიეთ თანაკლასელები ან თანასკოლელები, ვისთან ერთადაც აპირებთ განახორციელოთ პროექტი და შეუთანხმდით მათ. გაითვალისწინეთ თანამონაწილეთა არჩევის პრინციპები. დაასაბუთეთ არჩევანი.
მეორე გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი: პრობლემის გადაჭრის ალგორითმის საფეხურების გააზრება მოსწავლეთა მიერ
დავალების (3.3) შემოწმებით მასწავლებელი არკვევს, ფორმირებულია თუ არა ჯგუფები. ზოგადი ალგორითმის პირველი პუნქტი „პრობლემის დანახვა“ განხორციელდა დავალება 1.2-ის შესრულებით. საშინაო დავალება 3.3 კი „ჯგუფების შეკრებას“ ემსახურება.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წყვილებში შესასრულებლად საკლასო დავალება 3.4-ს. დავალების მიზანია, ალგორითმის თითო საფეხურის გააზრება და მისი გაცნობა თანაკლასელებისათვის.
მასწავლებელი უნაწილებს მოსწავლეთა წყვილებს გასაცნობად ალგორითმის თითო საფეხურს და საკითხს „როდის და როგორ უნდა მოეწყოს ჯგუფის შეკრება? რა საკითხები უნდა იქნას განხილული?“ მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ თითოეული წყვილი პასუხისმგებელია, თუ როგორ გაიგებს კლასი მის მიერ წარმოდგენილ საფეხურს.
დავალება 3.4
გაეცანით პრობლემის გადაჭრის ზოგად ალგორითმს და მოიფიქრეთ, რას ნიშნავს ამა თუ იმ საფეხურის შესრულება (თითო წყვილმა - თითო საფეხური უნდა განიხილოს).
პრობლემის გადაჭრის ზოგადი ალგორითმი:
1. პრობლემის დანახვა;
2. ჯგუფის შეკრება;
3. პრობლემის შესწავლა. პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (წყარო: ოჯახი, მეგობრები, ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, მასწავლებლები, ტელევიზია, ინტერნეტი, ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ);
4. პრობლემის დაშლა ასპექტებად (შესაძლოა, კონკრეტული თემა არ იყოს დასაშლელი ასპექტებად);
5. პრობლემის ასპექტის შერჩევა, მიზნის ჩამოყალიბება;
6. მოქმედებათა გეგმის შედგენა;
7. პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა;
8. გადასაჭრელი საკითხების პრეზენტაციის მომზადება;
9. პრობლემის პრეზენტაცია პარტნიორებთან და თანამშრომლობის დაწყება;
10. მოქმედებათა წარმართვა;
11. შეფასება.
გაკვეთილის დარჩენილი ნაწილი დაეთმობა მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვას და მასწავლებლის მიერ მათ კორექტირებას. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ყურადღებით მოუსმინონ ერთმანეთს, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მოსწავლეებისა ან მასწავლებლისაგან. სასურველია, მოესწროს განხილვა „პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრის“ ჩათვლით. დანარჩენი საკითხების განხილვა დასრულდება მომდევნო გაკვეთილზე.
ჯგუფის შეკრება
ჯგუფის წევრები იკრიბებიან მაშინ, როცა ამის აუცილებლობას მოითხოვს სამუშაოს მსვლელობა, მაგრამ პირველი შეკრება აუცილებლად უნდა შედგეს მაშინვე, როცა მოხდება ჯგუფის ფორმირება, რათა განისაზღვროს წევრთა ფუნქციები პრობლემის შესწავლისას. მეორე შეხვედრა კი უნდა შედგეს წევრების მიერ პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ. შეკრებისათვის აუცილებელია განისაზღვროს: დრო, ადგილი, დღის წესრიგი. მოსწავლეებს უნდა განემარტოს, რომ დღის წესრიგი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დროში განსაზღვრული განსახილველ საკითხთა ნუსხა. მეორე შეკრებისას წევრებმა უნდა გააცნონ ერთმანეთს პრობლემის შესწავლის შედეგები და შეასრულონ ალგორითმის შემდეგი პუნქტები: პრობ ლემის დაშლა ასპექტებად, პრობლემის ასპექტის შერჩევა - მიზნის ჩამოყალიბება, მოქმედებათა გეგმის შედგენა და პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა, დათქვან მომდევნო შეხვედრის თარიღი. ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას ჩაწერილი. შეხვედრისდროს აუცილებელია, ჯგუფის წევრებმა მოისმინონ ყველას აზრი, პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს, მოახერხონ შეთანხმება განსახილველ საკითხებზე.
პრობლემის შესწავლა
პრობლემის შესწავლა გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას პრობლემის შესახებ და მის შემდგომ ანალიზს. ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს ოჯახი, მეგობრები, ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, მასწავლებლები, ტელევიზია, ინტერნეტი, ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ. ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია. აუცილებელია ჩანაწერების გაკეთება ან ნაბეჭდი ინფორმაციის შეგროვება. შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ არაფერი გამორჩეთ და შემდგომში მოქმედებათა გეგმის შედგენა გაუადვილდეთ, გამოიყენონ პროექტისათვის საჭირო რესურსების აღრიცხვის ფურცელი (დანართი 6(5)). დანართებში მოცემული ფორმები არა მარტო გაუადვილებს მუშაობას მოსწავლეებს, არამედ შეახსენებს, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე.
კვლევის ჩატარებისათვის ჯგუფს ან ცალკეულ წევრებს შეიძლება გამოადგეთ ჩასატარებელი კვლევის მოკლე გეგმა (დანართი 7(6)), ხოლო კვლევის ჩატარების შემდეგ კი - ჩატარებული კვლევის ანგარიშის ფორმა (დანართი 8(7)).
მოსწავლის წიგნში მოცემულია აგრეთვე ინტერვიუს წარმართვისა და რესპონდენტთან ქცევის წესები.
პრობლემის დაშლა ასპექტებად
პრობლემა შეიძლება მრავალ ასპექტს მოიცავდეს. ასპექტი არის განსახილველი ობიექტის მხარე, თვალსაზრისი. რთული პრობლემის ყველა ასპექტის ერთდროულად გადაჭრა თითქმის შეუძლებელია. (მაგალითად, ტუბერკულოზის პრობლემას აქვს შემდეგი ასპექტები: სამკურნალო, საგანმანათლებლო, პრევენციული, დამოკიდებულებითი, სოციალური). ამიტომ პრობლემის გადაჭრის მცდელობისას, კარგად უნდა იქნას გაანალიზებული ყველა მისი ასპექტი. შესაძლოა კონკრეტული პრობლემა არც იყოს დასაშლელი ასპექტებად.
ლექსიკონი
რესპონდენტი - პირი, რომელიც პასუხობს კითხვარის ან ინტერვიუს დროს დასმულ კითხვებს და წარმოადგენს ზეპირი ან წერილობითი ინფორმაციის წყაროს.
პრევენციული - პრევენციის ხასიათისა; თავიდან ასაცილებელი, დაცვითი.
პრევენცია (ლათ. praevencio ) - წინაწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაცილებლად.
პრობლემის ასპექტის შერჩევა
აუცილებელია, განისაზღვროს, რომელ ასპექტზე აპირებს ჯგუფი მუშაობას. ეს მას დაეხმარება მიზნის ჩამოყალიბებაში. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. გარდა ამისა, აუცილებელია მოსალოდნელი შედეგების ჩამოყალიბება. ეს დაეხმარება ჯგუფს შესრულების ინდიკატორების შემუშავებაში.
სამოქმედო გეგმის შედგენა
ჯგუფებმა მიზნის ჩამოყალიბებისთანავე უნდა განსაზღვრონ პარტნიორები თანამშრომლობისათვის. უნდა განაწილდეს ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის. უნდა განისაზღვროს შესრულების რეალური ვადები, დაიგეგმოს მოქმედებები, განისაზღვროს მოსალოდნელი წინააღმდეგობანი. აუცილებელია საჭირო რესურსების განსაზღვრაც. ეს ეხება როგორც ადამიანურ, ისე მატერიალურ რესურსს. თუ პროექტს სჭირდება მატერიალური რესურსი, უნდა მოიძებნოს წყარო (იხ. ვებგვერდი: http://www.initiatives.ge). პროექტის საფეხურების შესრულების განრიგი მოსწავლეებმა შეიძლება დანართ 9(8)-ში მოცემული ფორმით დაწერონ, ხოლო პროექტის მოკლე გეგმისშესადგენად გამოსადეგია დანართ 12(11)-ში მოცემული ფორმა. მოსწავლეებს, ალბათ, დასჭირდებათ სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერა და დახმარება. ამისათვის მათ შესაბამის ორგანიზაციას პროექტის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინონ და კონკრეტული მხარდაჭერა სთხოვონ. გთავაზობთ სპეციალურად შექმნილ საპროექტო განაცხადის ფორმას, რომლის შედგენაში, სავარაუდოდ, მასწავლებლის დახმარება დასჭირდებათ.
საპროექტო განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:
თავფურცელი
ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (პროექტის ძირითადი განმახორციელებლები, პარტნიორები და მათი კონკრეტული როლები) პროექტის მოკლე შეჯამება (პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების პროცესის მოკლე აღწერა)
პრობლემის/საჭიროებების აღწერა (დეტალურად უნდა იქნას აღწერილი ის პრობლემა, რომლის მოგვარებაც არის კონკრეტული პროექტის მიზანი)
პროექტის დეტალური აღწერა (რა აქტივობები განხორციელდება პროექტის ფარგლებში, რა ღონისძიებები გატარდება პროექტის განმახორციელებლებისა და მათი პარტნიორების მიერ აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ)
პროექტის განხორციელების გრაფიკი (ცხრილის სახით წარმოდგენილი პროექტის განხორციელების გეგმა კვირებისა და თვეების მიხედვით, რომელიც გვიჩვენებს, თუ დროის რა პერიოდში რა საქმიანობა განხორციელდება)
პროექტის ბენეფიციარები (ვინ არიან ის ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს აღნიშნული პროექტი)
პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით (მაგ., 30 პედაგოგი, 35 მშობელი, სკოლის ადმინისტრაციის 10 წარმომადგენელი, თემის 100 წარმომადგენელი და ა.შ.)
პროექტის შეფასება (როგორ შეაფასებს განმახორციელებელი პროექტის საქმიანობის ეფექტურობას)
პროექტის ბიუჯეტი (აქვე უნდა მიეთითოს, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვს განმახორციელებელი დონორი ორგანიზაციისაგან, ხოლო რა ოდენობის თანამონაწილეობას განახორციელებს განმცხადებელი ადამიანური და მატერიალურტექნიკური რესურსების სახით, მაგ., პროექტის განმახორციელებლების მხრიდან უსასყიდლოდ შრომა, საკონფერენციო დარბაზისა თუ ტექნიკის უფასოდ დათმობა და სხვა.)
რისკის ფაქტორების აღწერა (ჩამოთვლილი უნდა იყოს ის შესაძლო ისკის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს როექტის განხორციელებას და მისი მიზნების მიღწევას)
პროექტის სიცოცხლისუნარიანობის გეგმა (აღწერილი უნდა იყოს თუ როგორ გაგრძელდება პროექტი დაფინანსების დასრულების შემდეგ).
პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა
ინდიკატორი ლათინური სიტყვაა და მაჩვენებელს ნიშნავს. შედეგების შეფასებისათვის წინასწარ უნდა განისაზღვროს შესრულების ინდიკატორები (შეძლებისდაგვარად რაოდენობრივი), ანუ მაჩვენებლები, რომლებიც პროექტის შესრულება-არშესრულებაზე მიგვითითებენ. ინდიკატორები მოსალოდნელი შედეგების შესაბამისად განისაზღვრება. დაწვრილებით ასახსნელად მასწავლებელს შეუძლია ქვას შემდეგი: ინდიკატორი (ამ შემთხვევაში) არის გაზომვადი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ იქნა მიღწეული ესა თუ ის მიზანი, გარკვეული დაგეგმილი ქმედების დროს. მაგალითად, დაგეგმილია კულინარიული ნაწარმის გაყიდვა, მოხუცებულთა თავშესაფრისთვის თბილი საბნების შეძენის მიზნით. განმახორციელებელმა უნდა გაიგოს რა ღირს თითოეული საბანი და დაიანგარიშოს, სულ რამდენი საბანი სჭირდება თავშესაფარს. კულინარიული ბაზრობიდან შემოსული თანხით ნაყიდი საბნების რაოდენობა იქნება იმის ინდიკატორი, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდა პროექტი.
გადასაჭრელი საკითხების პრეზენტაციის ომზადება
პრეზენტაციის მომზადება აუცილებელია თანამშრომლობისათვის შერჩეული პარტნიორის დასარწმუნებლად. პარტნიორმა ნათლად უნდა დაინახოს პრობლემა და საკუთარი როლი მის გადაჭრაში. პარტნიორის როლი არ უნდა სცდებოდეს მის შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი მას უნდა წარედგინოს მოკლედ, გასაგებად და დამაჯერებლად. პრეზენტაციას უნდა ჰქონდეს შესავალი, რომლითაც პრეზენტატორი მიიპყრობს აუდიტორიის ყურადღებას და რომელშიც მოცემული იქნება მისი მიზანი. პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი თანმიმდევრულად უნდა იყოს დალაგებული და გამყარებული ფაქტებით. დასკვნაში მოკლედ უნდა იყოს მოცემული ყველა ძირითადი საკითხი.
მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს პრეზენტაციისთვის მზადებისას გაიარონ რამდენიმე რეპეტიცია (მარტო, ამხანაგების წინაშე, მასწავლებლის წინაშე). ისაუბრონ ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველა უცნობი სიტყვა განმარტონ. თემას არ გადაუხვიონ. გამოყენებული თვალსაჩინოებები პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს თემას და უადვილებდეს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (დანართი 10(9)). პრეზენტაციის ხანგრძლივობა პირობითია, მაგრამ მსმენელი არ უნდა დაიღალოს. თუ აუცილებელია, იფიქრონ რეკლამის შესაძლებლობაზე.
პრობლემის პრეზენტაცია პარტნიორებთან და თანამშრომლობის დაწყება
პრეზენტაციის გარდა, შესაძლოა, საჭირო გახდეს პარტნიორთან ურთიერთობის ფორმების მოძებნა (განცხადებით მიმართვა, ელექტრონული გზავნილის გაგზავნა და ა.შ.).
მოქმედებათა წარმართვა
მოქმედებათა წარმართვა უნდა ხდებოდეს გეგმის მიხედვით. ჯგუფის წევრები უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს შედეგებს. თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელია გეგმის კორექტირება.
შეფასება
გასაგები რომ გახდეს, გადაიჭრა თუ არა პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, განხორციელებული პროექტი უნდა შეფასდეს შესრულების ინდიკატორების საშუალებით. გარდა ამისა, ჯგუფმა პასუხი უნდა გასცეს რამდენიმე შეკითხვას: რა იყო პროექტის დადებითი ასპექტი და რა - უარყოფითი? რა წინააღმდეგობებს წააწყდა ჯგუფი? რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად? რისი გაუმჯობესება შეუძლია თითოეულ წევრს? რა ისწავლა ჯგუფის თითოეულმა წევრმა? გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, შეფასდეს პროექტის საზოგადოებრივი სარგებელი. გაეცეს პასუხი კითხვას: რა სარგებელი მოუტანა ამ პროექტმა საზოგადოებას? კარგი იქნება, თუ მოსწავლეები დაფიქრდებიან საკუთარ განცდაზე პროექტის განხორციელებისას და დასრულების შემდეგ. წარმოიდგინონ, რომ მათ მიერ წარმოებული საზოგადოებრივი საქმიანობა არის წარწერა ბუმერანგზე „აქტიური დახმარება“. მათ ეს ბუმერანგი გაუშვეს და რა დაუბრუნდებათ ბუმერანგთან ერთად. მიღებული შედეგების ანალიზი და დისკუსია მათ შესახებ ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნისა და უნარების დიდი ხნით შენარჩუნებაში. ამ პროცესში მოსწავლეებს გამოადგებათ დანართები 12(11)-14(13). გარდა ამისა, სასარგებლო იქნება, თუ მოსწავლეები მოისმენენ მასწავლებლის შეფასებასაც.
შენიშვნა: დანართებში შეთავაზებული ფორმების გარდა, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს, ერთად შეადგინონ შეფასების რუბრიკები.
მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს (არჩეული პრობლემების მიხედვით) საშინაო დავალებას. დავალება 3.5 გულისხმობს სკოლის გარეთ ჯგუფების მიერ მთელი რიგი სამუშაოების დამოუკიდებელ პრაქტიკულ განხორციელებას და შედეგების გაცნობას მომდევნო გაკვეთილზე.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი საქმიანობის დროს მოსწავლეებმა გაითვალისწინონ იმ ინდივიდთა განცდა, რომელთა დასახმარებლად არის მიმართული საქმიანობა. დახმარება ტაქტით უნდა განხორციელდეს. ამისათვის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პრობლემასა და გარემოზე. ზოგ შემთხვევაში, არ არის საჭირო საქმის ზედმეტად გახმაურება. არ უნდა გაესვას ხაზი ინდივიდთა განსაკუთრებულობას (მაგალითად, მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს). თუ პრობლემა ეთნიკურ უმცირესობებს ეხება, კარგი იქნება პროექტში ამ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართვა და პრობლემის კულტურული მრავალფეროვნების ფონზე განხილვა. პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობამ არ უნდა შექმნას ახალი პრობლემა არც ერთ დონეზე.
დავალება 3.5
ა) ჩაატარეთ ჯგუფის პირველი შეკრება და დაინაწილეთ ფუნქციები არჩეული პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისათვის.
ბ) ჩაატარეთ ჯგუფის მეორე შეკრება, რომელზეც წარმოადგენთ მოპოვებულ ინფორმაციას და გაივლით ალგორითმის შემდეგ საფეხურებს:
- პრობლემის დაშლა ასპექტებად (შესაძლოა კონკრეტული პრობლემა არ იყოს დასაშლელი ასპექტებად)
- პრობლემის ასპექტის შერჩევა, მიზნის ჩამოყალიბება
- მოქმედებათა გეგმის შედგენა.
- პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა
გ) წარმოადგინეთ შედეგები კლასში.
მესამე გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეთა მიერ პრობლემის გადაჭრის ალგორითმის საფეხურების გააზრება და პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობის დაფიქსირება.
გაკვეთილის პირველი ნაწილი დაეთმობა საშინაო დავალების (3.5) შემოწმებას. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს არჩეული პროექტის მიმდინარე მდგომარეობას. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააკონტროლოს მოსწავლეთა ნამუშევარი შემუშავებული ალგორითმის მიხედვით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პრობლემიდან გამომდინარე, საფეხურების წილი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
საშინაო დავალების დაკვირვებით შემოწმებისას მასწავლებელი შეძლებს დაინახოს პროექტის მიმდინარეობის სუსტი ადგილები და დროული დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს. სამოქმედო გეგმის განხილვისას რეკომენდებულია “შეწყობილი დისკუსიის” ხერხის გამოყენება.
გაკვეთილის დარჩენილი ნაწილი დაეთმობა ალგორითმის იმ პუნქტების განხილვას, რომლებიც არ მოესწრო წინა გაკვეთილზე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პროექტის მიმდინარეობაზე და, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი გახდეს ზოგიერთ საფეხურთან მიბრუნება. ეს გარკვეულ მოქნილობას მოითხოვს მოსწავლეებისაგან.
შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 3.6. ის გულისხმობს პროექტზე ჯგუფების მუშაობის გაგრძელებას.
მეოთხე გაკვეთილი
გაკვეთილის ძირითადი დრო ეთმობა მომზადებული პრეზენტაციების განხილვას და კორექტირებას. ამაში მთელი კლასი მონაწილეობს. ჯგუფს, სურვილისამებრ, შეუძლია მიიღოს და გაითვალისწინოს შენიშვნები.
დავალება 3.6
მოამზადეთ პროექტის პრეზენტაცია შესაძლო პარტნიორებისათვის
მასწავლებლის რეკომენდაციები
ამ გაკვეთილზე მასწავლებელს ეძლევა საშუალება, აარიდოს მოსწავლეები თვალშისაცემი შეცდომების დაშვებას და მისცეს მათ რჩევა შემდგომი მუშაობისათვის. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელს ექმნება სურათი პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები უკავშირდებიან პარტნიორებს და იწყებენ მოქმედებას.
აუცილებელია, მასწავლებელმა შეახსენოს მოსწავლეებს, რომ პროექტის დასრულებისას უნდა მოხდეს შეფასება და შემდეგ შედეგების საჯაროდ (კლასში, სკოლაში...) წარდგენა.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შეფასებაში მასწავლებელმაც მიიღოს მონაწილეობა.
ეს ყველაფერი თავმოყრილია საშინაო დავალება 3.7-ში
დავალება 3.7
ა) წარუდგინეთ პროექტი შესაძლო პარტნიორებს;
ბ) იმოქმედეთ დასახული გეგმის მიხედვით;
გ) შეაფასეთ შესრულებული სამუშაო;
დ) გააცანით პროექტის შედეგები საზოგადოებას.
მომდევნო გვერდზე მოცემულია ცხრილი, რომელიც ასახავს კონკრეტული პროექტის განხორციელებისათვის მიცემულ დავალებებსა და პრობლემის გადაჭრის ალგორითმის შესაბამის საფეხურებს.
პრობლემის გადაჭრის ზოგადი |
დავალებები კონკრეტული |
1. პრობლემის დანახვა |
დავალება 1.2 |
2. ჯგუფის შეკრება |
დავალება 3.3 |
3. პრობლემის შესწავლა.პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება |
დავალება 3.5 |
4. პრობლემის დაშლა ასპექტებად (შესაძლოა, კონკრეტული თემა არ იყოს დასაშლელი ასპექტებად) |
დავალება 3.5 |
5. პრობლემის ასპექტის შერჩევა. მიზნის ჩამოყალიბება. |
დავალება 3.5 |
6. მოქმედებათა გეგმის შედგენა |
დავალება 3.5 |
7. პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა |
დავალება 3.5 |
8. გადასაჭრელი საკითხების პრეზენტაციის მომზადება |
დავალება 3.6 |
9. პრობლემის პრეზენტაცია პარტნიორებთან და თანამშრომლობის დაწყება |
დავალება 3.7 |
10. მოქმედებათა წარმართვა |
დავალება 3.7 |
11. შეფასება |
დავალება 3.7 |
მოსწავლეთა მიმდინარე აქტივობები და პროექტი არ ფასდება ნიშნებით, მაგრამ მასწავლებელმა უნდა შეაფასოს (უნიშნოდ) აქტივობებიც და პროექტიც, რათა კვალიფიციურად და დროულად მისცეს რჩევები მოსწავლეებს. ეს აისახება როგორც მიმდინარე პროექტების განხორციელების ხარისხზე, ისე შემდგომ პროექტებზე. დანართში იხილეთ ეროვნულ სასწავლო გეგმებში შემოთავაზებული შეფასების რუბრიკები (დანართები 16-18), რომლებიც შეგიძლიათ მიუსადაგოთ კონკრეტულ შემთხვევებს.
![]() |
6.1 დანართი 6(5) |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტისათვის საჭირო რესურსების აღრიცხვის ფურცელი
![]() |
6.2 დანართი 7(6) |
▲ზევით დაბრუნება |
ჩატარებული კვლევის ანგარიში მოსწავლისთვის
პროექტის სახელწოდება: თარიღი:
![]() |
6.3 დანართი 8(7) |
▲ზევით დაბრუნება |
ჩატარებული კვლევის ანგარიში მოსწავლისთვის
![]() |
6.4 დანართი 9(8) |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის საფეხურების შესრულების განრიგი
![]() |
6.5 დანართი 10(9) |
▲ზევით დაბრუნება |
პრეზენტაციის მოკლე გეგმა მოსწავლისათვის
![]() |
6.6 დანართი 11(10) |
▲ზევით დაბრუნება |
პრეზენტაციის შეფასების ფურცელი
![]() |
6.7 დანართი 12(11) |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის ზოგადი მოკლე გეგმა
![]() |
6.8 დანართი 13(12) |
▲ზევით დაბრუნება |
რა ისწავლა ჯგუფმა პროექტის განხორციელებისას
![]() |
6.9 დანართი 14(13) |
▲ზევით დაბრუნება |
ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოში შეტანილი წვლილი
(მოსწავლის თვითშეფასება)
![]() |
6.10 დანართი 15(14) |
▲ზევით დაბრუნება |
თვითშეფასება პროექტის დასრულების შემდეგ
![]() |
6.11 დანართი 16 |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ ენიჭება შესაბამისი ქულა, ჯამდება ყველა კრიტერიუმში მიღებული ქულები და იყოფა ექვსზე (გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული)
მოსმენა |
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს |
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს |
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს |
საუბარი |
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს |
მეტყველება ძირითადად გასაგებია, უყურებს მსმენელებს |
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება |
არავერბალური კომუნიკაცია |
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით) |
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი |
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს |
მონაწილეობა |
ავლენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით |
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო |
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას |
კოოპერაცია |
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს |
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს |
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს. |
მოსაზრების არგუმენტირება |
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან |
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები |
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით |
![]() |
6.12 დანართი 17 |
▲ზევით დაბრუნება |
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.
![]() |
6.13 დანართი 18 |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა
მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა.
|
ელემენტარული 1 ქულა |
მისაღები 2 ქულა |
ოსტატური 3 ქულა |
1. მიზანი |
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია |
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება |
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი |
2. ორგანიზება |
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/ მსმენელს |
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი - გაუგებარი |
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას |
3. შინაარსის კორექტულობა |
გვხვდება ხშირი შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია, შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი |
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით |
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო |
4. ენობრივი გამართულობა |
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით |
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით |
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები |
5. კვლევა |
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყარო არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია |
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია |
კვლევა სწორად არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო (ავტორიტეტული კვლევები და მოპოვებული მასალები საველე კვლევიდან) და ანალიზი სიღრმისეულია |
6. თვალსაჩინოებები |
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი |
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან არის, მაგრამ ერთფეროვანია, გამოიყენება მოძიებული და ჯგუფის მიერ შექმნილი |
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული |
7. შემოქმედებითობა |
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან |
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები და ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში |
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის |
8. კავშირები საგნებთან |
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება |
არის მოსაზრებების კავშირი ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან |
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს მრავალი მიმართულებით ჯგუფის კომპეტენტურობაზე |
9. დასკვნები |
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები |
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო |
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებულია მკაფიოდ |
10. პრეზენტაცია |
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები |
პროექტის არსი ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას |
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას |
![]() |
6.14 ანბანური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ალგორითმი მოქმედებათა ერთობლიობა, იწარმოება მკაცრი წესებით, რომლებსაც მათი თანმიმდევრული შესრულების შემდეგ ამოცანის ამოხსნამდე მივყავართ.
ასპექტი (ლათ. ასპეცტუს შეხედულება, სახეობა) 1) თვალსაზრისი, რომლიდან გამომდინარე განიხილება საგანი, მოვლენა, ცნება; 2) მოცემული მოვლენის ერთ-ერთი მხარე ან კავშირი.
ბენეფიციარი პირი, რომელიც იღებს ქონებას, უფლებას ან სხვა სახის სარგებელს განსაზღვრული დოკუმენტის საფუძველზე.
გაბონი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა აფრიკაში.
გენდერული დისკრიმინაცია მოქალაქეთა უფლებების შელახვა მათი სქესის მოტივით.
ელზასი რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. 1871-1918 წლებში ის გერმანიას ეკუთვნოდა.
თეოლოგია ღვთისმეტყველება; რელიგიური დოქტრინებისა და სწავლებების ერთობლიობა.
თვითმმართველობა საზოგადოებრივი მმართველობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც გარკვეული ტერიტორიის მაცხოვრებლები ქმნიან თემს, რომელსაც სცნობს და იურიდიულ სტატუსსაც ანიჭებს ცენტრალური ხელისუფლება.
ინდიკატორი (ლათ. indicator) მაჩვენებელი.
კომპრომისი (ლათ. compromissum) ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთანხმება.
ლიცენციანტი 1) პირველი სამეცნიერო ხარისხი დასავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში. აკუთვნებენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მე-3 ან მე-4 წელს. უფლებას აძლევს შეითავსოს საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობა; 2) სამეცნიერო ხარისხი ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბაკალავრისა და დოქტორის ხარისხებს შორის.
მისიონერი (ფრ. missionaire) ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად.
პრევენციული პრევენციის ხასიათისა; თავიდან ასაცილებელი, დაცვითი. პრევენცია (ლათ. praevencio) - წინაწარი ზომების მიღება ისამე თავიდან ასაცილებლად.
რესპონდენტი პირი, რომელიც პასუხობს კითხვარის ან ინტერვიუს დროს ასმულ შეკითხვებს და წარმოადგენს ზეპირი ან წერილობითი ინფორმაციის წყაროს.
![]() |
6.15 სასარგებლო რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
1. „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა სფეროში ბავშვებისათვის. ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში. 2009
2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ვებ-გვერდი http://www.nplg.gov.ge/ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის კოლექცია და სამოქალაქო განათლების ციფრული ბიბლიოთეკა.
3. www.fpp.org.pl
4. www.freethechildren.com
5. www.pbl-online.org
![]() |
6.16 გამოყენებული ლიტერატურა და ფოტოები |
▲ზევით დაბრუნება |
1. ბრანდერი პ., ოლივეირა ბ., გომესი რ., ონდრაჩკოვა ი., კინი ე., სურიანი ა., ლემინერი მ-ლ., სუსლოვა ა., კომპასი, სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. Counsil of Europe, დაბეჭდილია საქართველოში, 2004.
2. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის. თბილისი, 2007
3. გვარამაძე ნ., ხუროშვილი ა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლება საქართველოს სკოლებში. წჯსკ, თბილისი 2005
4. გვ. 37, გვ. 39 ლოგო, © Free the Children (ორგანიზაციის მოწოდებული ფოტოები)
5. დიმეკი რაფალ, ევროპული კლუბი სკოლაში, რისთვის? როგორ? რატომ? მასწავლებლების და მოსწავლეების სახელმძღვანელო. ვარშავა, 2010
6. ერემაშვილი ნ., ფერაძე მ., მაკალათია ე., გახელაძე გ., სამართლებრივი კულტურა. PH International, თბილისი, 2009
7. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (პროექტი)
8. ვაჟა-ფშაველა, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, 1905
9. ვებსტერი ქ., გადახედე თქვი უარი შეამცირე..., REC Caucasus, თბილისი, 2007
10. ინსტრუქცია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩვნებისათვის. თბილისი, 2010
11. კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
12. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ
13. საჯარო სკოლების წესდება
14. უცხო სიტყვათა ლექსიკონი (შემდგენელი მ. ჭაბაშვილი), „განათლება“, თბილისი, 1973
15. უცხო სიტყვათა ლექსიკონი (შემდგენელი ს. თეზელიშვილი), თბილისი, 2005 16. ჩვენ, ხალხი... პროექტი - მოქალაქე, CIVITAS International, თბილისი, 2002
17. Носик Б. Альберт Швейцер. Белый Доктор из Джунглей. ЖЗЛ, Москва, 1973 18. Bundesarchiv, Bild 183-D0116-0041-019 / Unknown / CC-BY-SA
19. http://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა-ფშაველა
20. http://ru.wikipedia.org/wiki/Жубер-Петрус-Якобус
21. http://ru.wikipedia.org/wiki/Файл:L.N.Tolstoy-Prokudin-Gorsky.jpg
22. http://ru.wikipedia.org/wiki/Файл:Kafka-portrait.jpg
23. http://www.enfantsentraide.org/quinoussommes/histoire