The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თბილისში ათასწლეულის განვითარების მიზნები


თბილისში ათასწლეულის განვითარების მიზნები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი დემოკრატია|თვითმმართველობა
საავტორო უფლებები: © UNDP
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ათასწლეულის განვითარების მიზნები თბილისში თბილისი, საქართველო 2007 მომზადებულია თბილისის მერიის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით რედაქტორი: რუსუდან მარგიშვილი ყდის დიზაინი და დაკაბადონება: დანიელა კრისტოფორი, MaMaDesign დაბეჭდილია თბილისში, შპს “პოლიგრაფ +”



1 შესავალი

▲back to top


2000 წლის 8 სექტემბრის გაეროს მე-8 პლენარულ სხდომაზე, ნიუ-იორკში, 189 სახელმწიფოსა დამთავრობის მეთაურებმა მიიღეს „გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია“. დეკლარაციაში განსაზღვრულია ათასწლეულის განვითარების მიზნები, რაც 2015 წლამდე სიღარიბის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და გამოვლინებების დაძლევის ფართო მასშტაბიან პროგრამას წარმოადგენს. თითოეული მიზნისათვის შემუშავებულია კონკრეტული ამოცანები, ხოლო მონიტორინგის მიზნით შერჩეულია შესაბამისი ინდიკატორები.

საქართველომ, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერმა მხარემ, ვალდებულება აიღო, უზრუნველყოს ათასწლეულის განვითარების მიზნების ასახვა ეროვნული განვითარების სტრატეგიებში და აწარმოოს პერიოდული ანგარიშგება მიზნების განხორციელების სტატუსის შესახებ.

2004 წლის ივნისში, ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მომზადდა ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების ეროვნული ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად განხორციელდა მსოფლიოში აღიარებული მიზნებისა და ამოცანების ნაციონალიზაცია და საქართველოს რეალობასთან მისადაგება. ანგარიშზე მუშაობის პროცესში მიღწეულიშეთანხმების საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე დამატებითი ამოცანა, რომელზედაც ყურადღების გამახვილება საქართველოსათვის განსაკუთრებით აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ამოცანა №4, რომელიც ქვეყანაში მომხდარი კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და მათ სამოქალაქო საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას გულისხმობს. ათასწლეულის განვითარების მიზნების მონიტორინგის საბაზო წლად საქართველოში, განსხვავებით საყოველთაოდ აღიარებული 1990 წლისა, მიიჩნიეს 2000 წელი, რათა არ მომხდარიყო ზედმეტად პრეტენზიული და მიუღწევადი ამოცანების დასახვა და პოსტსაბჭოთა რეალობის უგულებელყოფა.

საბაზისო ანგარიშის შემუშავებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2004-2005 წლებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების ანგარიშის მომზადების შესახებ. გაეროს სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში, რომელიც შემდგომ, 2005 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული. ანგარიში მომზადდა 2005 წლის სექტემბრის ნიუ-იორკის მსოფლიო სამიტამდე (MDG+5), რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს მსოფლიოში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შეფასება წარმოადგენდა. სამიტის მსვლელობისას ხაზი გაესვა ადგილობრივი მმართველობის გადამწყვეტ როლს ათასწლეულის მიზნების მიღწევის საქმეში, რადგან მას შესწევს უნარი უკეთ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები. ეს, შესაბამისად, აისახა სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

ზემოხსენებულ ტენდენციებს ეხმაურება ქ.თბილისის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა, რომელიცმიზნად ისახავს ათასწლეულის განვითარებისმიზნების ანგარიშის მომზადებას მუნიციპალურდონეზე, რაც გულისხმობს საქართველოსთვის იდენტიფიცირებული ათასწლეულის განვითარების მიზნების კიდევ უფრო მეტ ლოკალიზაციას და თბილისის სპეციფიკასთან მისადაგებას. აღნიშნული ანგარიშის მომზადებისას განხორციელდა თბილისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, სხვადასხვა დარგში მიმდინარე ღონისძიებების მიმოხილვა. ამის საფუძველზეც გამოიკვეთა შესაბამისი მიზნები და ამოცანები გრძელვადიან პერსპექტივაში, აგრეთვე, მოკლევადიანი პრიორიტეტული მიმართულებები.

ათასწლულის განვითარების მიზნების ადაპტირება ქალაქის დონეზე მსოფლიოში ჯერ არმომხდარა. ქალაქ თბილისის მერია ამ მხრივნოვატორია. ამას შეიძლება გამოხმაურება მოჰყვეს მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

თბილისის ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ინსტიტუციური და საზოგადოებრივიმომსახურების გაუმჯობესებისათვის.

ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიშის მომზადებაზე უშუალო ზედამხედველობა განახორციელა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა. გარდა ამისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნულ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა ანგარიშის მომზადების დაწყებისთანავე. პროცესში ქ. თბილისისმერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების გარდა, მონაწილეობა მიიღეს შესაბამისმა სამინისტროებმა და სახელმწიფო უწყებებმა,გაეროს სააგენტოებმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არასამთავრობო სექტორმა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი მომზადებულია 2006 წლის დეკემბერში და მასში არ არის ასახული 2007 წლის1 იანვრიდან დედაქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებებით განპირობებული ახალი გარემოებები.

თბილისისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში ხელსშეუწყობს შემდეგი ფაქტორების მომზადებას: 1) ათასწლეულის განვითარების მიზნების დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მძლავრ ფაქტორად გადაქცევა; 2) ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ათასწლეულის განვითარების მიზნებთან შეთანხმების გაუმჯობესება; 3) საერთო-ეროვნული, რეგიონალური და ათასწლეულის განვითარების პრიორიტეტების ერთმანეთთან ჰარმონიული დაკავშირება და 4) რაც მთავარია, 2015 წლამდე საქართველოს მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

ანგარიშის მომზადებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ზუსტი და დროულიმონაცემების შეგროვებას, რადგან არსებული მდგომარეობის აღსაქმელად შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულად და დემოგრაფიულად დანაწევრებულ მონაცემებს. საქართველო, ისევეროგორც ბევრი სხვა ქვეყანა, განიცდის საერთოეროვნულიდა ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემების სიმწირეს. ამასთან ერთად, თბილისისათვის ანგარიშის მომზადება მოითხოვდა დანაწევრებულ მონაცემებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიხედვით, რათა მომავალში მათ მიმართ განხორციელებულიყო სწორი და მიზნობრივი პოლიტიკა.მონაცემების შეზღუდულობის პრობლემის დაძლევისათვის საჭირო გახდა დიდი ძალისხმევა, სიფრთხილე და შემოქმედებითი მიდგომა, რიგ შემთხვევებში კი სტატისტიკის საერთოდ იგნორირება მისი არარსებობის გამო.

აღსანიშნავია, რომ საბაზისო ანგარიშის მომზადება წინ უსწრებს თბილისის სოციალურ - ეკონომიკურიგანვითარების ყოველწლიური პროგრამის შედგენასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ანგარიში საფუძვლად დაედება ზემოაღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებას, რაც გაზრდის არა მარტო კონსენსუსსა და ურთიეთგაგებას ადგილობრივ დონეზე, არამედ უზრუნველყოფს ათასწლეულის მიზნების გადაქცევას სტრატეგიული განვითარების განუყოფელ ნაწილად თბილისში და ასევე ხელს შეუწყობს თბილისის განვითარების სტრატეგიის პრაქტიკულ ჩართვას საერთო ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოებში, მის დაკავშირებას საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის მიზნებსა და მსოფლიო განვითარების მოთხოვნებთან.

2 ქ. თბილისის ზოგადი მიმოხილვა

▲back to top


ისტორიული ექსკურსი,
ტერიტორია და მოსახლეობა

საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური დაკულტურული ცენტრია. იგი ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს დასაუკეთესო სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების, ევროპისადა აზიის, აგრეთვე, ისლამური და ქრისტიანულისამყაროს გადაკვეთაზე. თბილისი ახალიათასწლეულის დასაწყისში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლების, ინფორმაციის მიმოცვლისა და ვაჭრობისათვის.

ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელყო, რომ თანამედროვე თბილისის ისტორია არაერთ ასწლეულს ითვლის. ეს ტერიტორია ადამიანთა მიერ დასახლებული ყოფილა ძველი წელთაღრიცხვით მე-4 ათასწლეულიდან. აქ არსებული დასახლების ყველაზე ადრეული მინიშნება ძველ ხელნაწერებში მე-4 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოდის. მეფე ვარაზ-ბაკურის მმართველობის პერიოდში თბილისის ტერიტორიაზე აშენებულა ციხე-სიმაგრე. ამავე საუკუნის ბოლოს სიმაგრე სპარსელებს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი მას ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი იბრუნებს 458 წელს, რაც დღეს მიჩნეულიათბილისის დაარსების ოფიციალურ თარიღად.ქალაქი გაშენებულია მდ. მტკვრის გასწვრივ, 33 კილომეტრზე და მისი საერთო ფართობი 372კმშეადგენს. მდ. მტკვარი დედაქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს. ქალაქის მარცხენა მხარე ტერიტორიითა და მოსახლეობით აღემატება მდინარის მარჯვენა მხარის რაიონებს. დედაქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი ზღვის დონიდან 370 მეტრზეა განლაგებული, ხოლო მთაწმინდის ფერდობის განაშენიანებული უბნები - 550-600მეტრზე.

ქ. თბილისის მოსახლეობის რაოდენობამ 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით 1093.0 ათასი კაცი შეადგინა. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის საერთო ზრდამ მხოლოდ 0.2% შეადგინა. 2002 წელს კი ეს მაჩვენებელი საერთოდ უარყოფითი იყო (- 0.7%). მოსახლეობის რაოდენობისზრდის დაბალი დონე ორი მიზეზით შეიძლებააიხსნას: 1) შობადობის დაბალი მაჩვენებლებითითქმის უტოლდება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რაც არ ქმნის პირობებს თბილისის მოსახლეობის ბუნებრივი მატებით ზრდისათვის; 2) ქვეყნის სხვა ნაწილებიდან დედაქალაქისკენ მიგრაცია ხშირად ვერ აკომპენსირებს დედაქალაქიდან სხვა ქვეყნებში ემიგრაციის მაჩვენებლებს.

2005 წლის მონაცემებით, თბილისის მასშტაბითმოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1კმ -ზე2937 კაცს. დასახლების სიმჭიდროვის ყველაზემაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, სადაც 1კმ -ზე ცხოვრობს7855 ადამიანი. ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვე -2323 კაცი 1კმ -ზე ახასიათებს ისანი-სამგორისრაიონს.

2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერისმონაცემების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის15.6%-ს შეადგენს ეთნიკურად არაქართველიმოსახლეობა. ყველაზე მნიშვნელოვან არაქართველეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ სომხები,რუსები, აზერბაიჯანელები და ოსები. თბილისშიმაცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობამართლმადიდებლურ აღმსარებლობასმიეკუთვნება. ამავე აღწერის მონაცემებით,მოსახლეობის მხოლოდ 45.1%-ს შეადგენდნენკაცები, ხოლო დანარჩენ 54.8%-ს - ქალები.

90-იანი წლების დასაწყისიდან თბილისის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა მკვეთრი დაბერებისაკენ იცვლება. ეს არის პირდაპირი შედეგი 90-იანი წლების შუა პერიოდში შობადობის მკვეთრი შემცირების, ბავშვთა სიკვდილიანობის უკიდურესად მაღალი დონის და უპირატესად შრომისუნარიანი ახალგაზრდა მოსახლეობის ემიგრაციისა.

უკანასკნელ წლებში შეინიშნება დადებითისოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლებიც. 2003 წლიდან 38.4%-ითარის გაზრდილი ქორწინებათა რიცხვი,21%-ით - დაბადება, ხოლო ამავე პერიოდში3.5%-ით შემცირდა გარდაცვალება და 10.9%-ით განქორწინებათა რიცხვი. რაც შეეხება დედაქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფას, 2007 წლის 1 იანვრიდან თბილისის ტერიტორია შედგება გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისის, ისანი-სამგორისა და დიდგორის რაიონებისაგან.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში და მის დედაქალაქში დატრიალებულმა ცნობილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა თბილისის სამეურნეო და სოციალურ ეკონომიკური სისტემა თითქმის კოლაფსურ მდგომარეობამდე მიიყვანა. 2001 წლიდან გაუმჯობესდა მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები. ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების შედეგად, 2003 წლიდან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მაღალი ტემპით ხასიათდება. აღნიშნული ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობითაც შეიძლება აიხსნას. სამეწარმეო სფეროში პროდუქციის გამოშვება დედაქალაქში 2005 წელს 501.5 მილიონი ლარითგაიზარდა და 2731.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაცმთლიანად საქართველოს სამეწარმეო სფეროშიპროდუქციის გამოშვების 53.8%-ია.

თბილისში, საკუთრების ფორმების მიხედვით, საქონლისა და მომსახურების წარმოება განსხვავდება მთლიანად ქვეყანაში არსებული ტენდენციისაგან. აქ არასახელმწიფო სექტორის წილი დაახლოებით 10 პროცენტით მეტია და საერთო გამოშვების 84 პროცენტს შეადგენს. ეს აიხსნება საქართველოს დედაქალაქში პრივატიზაციაზე მოთხოვნისა და, შესაბამისად, გასხვისებული საკუთრების უფრო მკვეთრი ტემპებითა დამასშტაბებით საქართველოს დანარჩენ ნაწილთანშედარებით.

თბილისის ეკონომიკის საფუძველს მრეწველობის,ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობისდარგები შეადგენენ, რომლებზეც ერთობლივადდედაქალაქში გამოშვებული პროდუქციისნახევარზე მეტი მოდის.

სოციალური თვალსაზრისით, თბილისის ეკონომიკური განვითარების უფრო ნათელ სურათსიძლევა ქალაქში წარმოებული საქონლისა დამომსახურების გადაანგარიშება ერთ სულ მოსახლეზე. 2005 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 2732 ლარს, რაც დაახლოებით 170 ლარით, ანუ 6.5%-ით მეტია მთლიანად ქვეყნისათვის დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წლამდე ერთ სულზე მშპ-ის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში აჭარბებდა თბილისის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თბილისში ფასების ცვლილება საქართველოსსხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულერთეულებთან შედარებით ოდნავ განსხვავებულხასიათს ატარებდა. სამომხმარებლო ფასებისინდექსი 2005 წლის დეკემბერში 2003 წლისდეკემბერთან შედარებით გაიზარდა 13.7%-ით,ხოლო იმავე წლის ნოემბერთან შედარებით -2.0%-ით, მაშინ, როდესაც მთლიანად საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი 1.8%-ს შეადგენდა. ეკონომიკური ზრდის, განხორციელებული ინვესტიციებისა და მთლიანად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არანაკლები მნიშვნელობა აქვს სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, რომელმაც 2005 წლის დეკემბერში, 2004 წლის დეკემბერთან შედარებით, 108.6% შეადგინა.

0x01 graphic

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა თბილისის ცალკეულ რაიონებსა დაუბნებში განსხვავებულ ხასიათს ატარებს. თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობენ როგორც შეძლებული ოჯახები, ასევე სოციალურად დაუცველი ფენები. სტატისტიკის დეპარტამენტის გათვლებით, 2006 წლის იანვარში ქ. თბილისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა შეადგინა 98,5 ლარი, საშუალო მომხმარებლისათვის - 87,3 ლარი, საშუალო ოჯახისათვის - 165,3 ლარი. საარსებო მინიმუმის დონე 2005 წლის იანვართან შედარებით 0.8%25-ით შემცირდა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში უმუშევრობის დონე დედაქალაქში უმნიშვნელოდ იცვლებოდა და 2005 წელს 31%25-სმიაღწია. ინვესტიციური და ინოვაციური აქტიურობა საგრძნობლად ცვლის სამუშაო ძალაზე მოთხოვნას. უმუშევართა დახმარების სისტემის გაუმართაობისა და უმუშევართა შემწეობის მცირე განაკვეთის ფონზე ტრადიციულად მაღალია არარეგისტრირებული უმუშევრობა. თბილისის აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უმუშევარია, ან ნაკლებად კვალიფიციურ სამუშაოს ასრულებს. უახლოეს წლებში თბილისში უმუშევრობის შემცირების მძლავრ ფაქტორად შეიძლება იქცეს ის ცვლილებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლების სისტემაში.

მრეწველობა დედაქალაქის ეკონომიკის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია და თავისი მასშტაბით მხოლოდ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებს ჩამოუვარდება. გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის ფაქტიური ფასი 2001-დან 2005 წლამდე თითქმის გაორმაგდა და 757,2 მილიონ ლარს მიაღწია. ამ მხრივ თბილისის სამრეწველო სექტორისათვის ყველაზე წარმატებულად 2005 წელი უნდა მივიჩნიოთ, როდესაც დარგში გამოშვება 14.3%25-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა 2006 წელსაც - III კვარტალში წარმოებულ იქნა 274.4 მლნ. სამრეწველო პროდუქცია, რაც 13 მლნ. ლარით აღემატება II კვარტლის მაჩვენებელს.

მრეწველობის დარგის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განსხვავებული სიტუაცია აღინიშნებოდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში. ყველაზე შესამჩნევი სამრეწველო განვითარება დამახასიათებელი იყო ვაკე-საბურთალოს რაიონისთვის, სადაც პროდუქციის მოცულობა თითქმის გასამმაგდა. სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში თბილისის სამეურნეო სისტემის ზოგიერთი დარგისაგან განსხვავებით, შეინიშნება წარმოების მაღალი კონცენტრაცია მსხვილ საწარმოებში. 2005 წელს მსხვილი საწარმოები აწარმოებდნენ მთლიანად წარმოებული სამრეწველო პროდუქციის 82.0%25-ს,ხოლო საშუალო და მცირე საწარმოები, შესაბამისად- 10.3%25 და 7.6%25-ს.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შეინიშნება სამშენებლო სამუშაოების მკვეთრი ზრდაც. ამპერიოდში თბილისის სამშენებლო სექტორში 0,8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციები განხორციელდა. 2005 წელს თბილისის სამშენებლოსექტორში წარმოებული სამუშაოების მოცულობა მდედაქალაქში პროდუქციის საერთო გამოშვების12.7%25-ს მიაღწია. დასრულებული ობიექტების რაოდენობით გამოირჩევა ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონები. მშენებლობის სექტორში მოქმედ საწარმოთა უდიდესი ნაწილი არასახელმწიფო საკუთრებაა. ამავე პერიოდში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ორგანიზაციების შემოსავალმა 846764,3 ათასი ლარი შეადგინა.

ბოლო 5 წლის მანძილზე გაწეული მომსახურების მოცულობა თბილისში საკმაოდ მაღალიტემპით იზრდებოდა. განსაკუთრებით გამოსაყოფია უკანასკნელი ორი წელიწადი, როდესაც თბილისში წარმოებული მომსახურება თითქმის გაორმაგდა. სახელმწიფოს წილი მომსახურების საერთო მოცულობაში 34.8%25-ს შეადგენდა. ისევე, როგორც ეკონომიკური საქმიანობის სხვა დარგებში, სახელმწიფო სექტორის წილი მომსახურების წარმოების მოცულობაში თანდათანობით კლებულობს.მომსახურების სფეროს დარგებს შორის ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი მოდის უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და კომერციული საქმიანობის დარგზე. მომსახურების სფეროში მოუშავე საწარმოთა რაოდენობაში ჭარბობს მცირე საწარმოთა რიცხვი. მიუხედავად ამისა, ისინი უზრუნველყოფენ მოცემულ დარგში არსებული სამუშაო ადგილების მხოლოდ 16,3 პროცენტს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისში ყოველი მეხუთე დასაქმებული ვაჭრობის სფეროზე მოდიოდა. 2005 წელს სულ დასაქმებული იყო 56786, მათ შორის, საცალო ვაჭრობაში - 46599, ხოლო საბითუმო ვაჭრობაში - 5187 ადამიანი. ვაჭრობის საწარმოების ბრუნვის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 3214,0 მლნ. ლარი. ამავე წელს რესტორნების ვაჭრობა ფაქტობრივად 34,5%25-იანი ზრდის მაჩვენებლებით ხასიათდებოდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაოდენობაც. 2000/01 წლიდან მოყოლებული არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ყოველწლიურად იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობა., რაც მთლიანად სახელმწიფო საგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა შემცირების ხარჯზე ხდებოდა. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნებოდა სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში. სტუდენტთა რაოდენობა იზრდებოდა როგორც სახელმწიფო ასევე არასახელმწიფო სექტორში ზრდა გაცილებით უმნიშვნელო იყო. 2005 წელს თბილისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და და ინსტიტუტებში სტუდენტთა რაოდენობამ 78,3 ათასს მიაღწია. ამავდროულად მასობრივი და უნივარსალური ბიბლიოთეკების, მთლიანად მკითხველების, საშუალოდ ერთ ბიბლიოთეკაზე არსებული მკითხველებისა და ბიბლიოთეკარების დაცული წიგნების ფონდის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება.

3 მიზანი 1: უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა

▲back to top


თბილისი მდიდარი ქალაქი

ამოცანა 1: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რიცხვის განახევრება თბილისში.

ამოცანა 2: სამუშაო ადგილების გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით.

ამოცანა 3: უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისათვის უფასო კვების უზრუნველყოფა.

ამოცანა 4: იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა.

ქვეყნის დონეზე აღნიშნულ მიზანში იგულისხმება 2000-2015 წლებში სიღარი-ბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის და დაუბალანსებელი კვების რაციონის მქონე მოსახლეობის რიცხვის განახევრება, აგრეთვე, კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილებულია შესაბამისი ვითარების აღწერაზე თბილისის კონტექსტში.

2006 წლის 30 მაისის მონაცემებით, თბილისში მცხოვრებმა 33,349 ათასმა ოჯახმა (95,749 ათასი ადამიანი) თავი მიიჩნია უკიდურესად ღარიბად, თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, და გამოთქვა სოციალური დახმარების მიღების სურვილი. უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობა რეგისტრირებულია გლდანი-ნაძალადევის (32%25) და ისანი-სამგორის (23%25) რაიონებში, ყველაზე ნაკლები კი - ვაკე-საბურთალოს რაიონში (12.4%25).

საინტერესოა ის ტენდენციაც, რომლითაც ხასიათდება სიღარიბის მაჩვენებლები ქალაქებსა და სოფლებში. 2004 წლის მონაცემებით,ოფიციალური სიღარიბის დონის მაჩვენებელი სოფლად ზრდის ტენდენციას ატარებდა, ხოლო ქალაქად - პირიქით, შემცირების ტენდენციას. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. 2004 წელთან შედარებით, სიღარიბის დონის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება: ქალაქში - 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად - 4.6 პროცენტული პუნქტით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადღების გამახვილებაა საჭირო ერთი ზოგადი ხასიათის დაკვირვებაზე, რომელიც წითელ ხაზად გასდევს ანგარიშს და გულისხ-მობს შესაბამისი ადეკვატური საინფორმაციო ბაზის არსებობის აუცილებლობას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება როგორც კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორცილება, ისე მათი მიმდი-ნარეობის ეფექტიანი მონიტირინგი და შეფასება. სიღარიბის დონის ადეკვატური მაჩვენებლების არსებობისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია შინამეურნეობის კვლევის შერჩევის ზომის გაზრდა, რაც დამატებითი სახსრების მობილიზებას, ხოლო უპირველესად, ნების გამოხატვას საჭიროებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა

საქართველოს და მათ შორის ქ. თბილისისმოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სიღატაკის აღმოფხვრის გზით წარმოადგენს სოციალური დახმარებისსისტემის რეფორმის ქვაკუთხედს. რეფორმის ძირითადი პრინციპი სოციალური დახმარების სისტემის მონეტიზაცია და დახმარებების მიმარ-თულებათა მთლიანობაში გაუმჯობესებაა.

აღნიშნულის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, 2005 წლის 1 აგვისტოდან სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაჭირვებული ოჯახების აღრიცხვას. ოჯახის მიერ შევსებული და სპეციალურ საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარებული განაცხადის საფუძველზე, ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე მიდის სააგენტოს წარმომადგენელი. სოციალური აგენტი, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად, ავსებს „ოჯახის დეკლარაციას“, რომელშიც დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით სააგენტო ადგენს ოჯახის სარეიტინგო ქულას და ახდენს ოჯახის რეგისტრაციას მონაცემთა ბაზაში.

სარეიტინგო ქულის (ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებელი) გამოთვლისას გამოიყენება საგანგებოდ შემუშავებული მეთოდოლოგია და, შესაბამისად, ე.წ. „სიღატაკის ფორმულა“. სარეიტინგო ქულა შესაძლებელია შეიცვალოს მისი მინიჭებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ოჯახს სტიქიური უბედურებით მიადგა ზიანი). მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი ვალდებულია, სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი ცვლილებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. სარეიტინგო ქულა წარმოადგენს მყარ ერთეულს, რომელიც განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა ოჯახი რომელიმე კონკრეტული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას. ფულადი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღება შეეძლებათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულანაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „სიღატაკის ზღვრულ ქულაზე“.

2006 წლის მაისის მონაცემებით, სააგენტოში შემოსულია 330 ათასი ოჯახის განაცხადი, მათ შორის - 33,349 განაცხადი მოდის თბილისზე. აღნიშნული ოჯახების უდიდესი ნაწილი სააგენტოს მიერ უკვე შეფასებული და რეგისტრირებულია მონაცემთა ბაზაში. მაძიებელი ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და მისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭება საკმაოდ რთული, მრავალეტაპიანი პროცესია და საჭიროებს 3-თვიან ვადას.

ოჯახებმა, რომლებსაც მიღებული აქვთსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთაერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელიმოწმობა და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ოფიციალურად გამოცხადებულ ზღვრულ ქულაზე, სოციალური დახმარების დანიშვნისათვის უნდა მიმართონ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ადგილობრივ (რაიონულ/საქალაქო) განყოფილებას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. სოციალური დახმარების დასანიშნად სააგენტოს შესაბამის განყოფილებაში ოჯახის ნებისმიერმა სრულწლოვანმან და ქმედობაუნარიანმა წევრმა, ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს განცხადების სტანდარტული ფორმა. განცხადების მიღებიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების მიერ ხდება განცხადების განხილვა გადაწყვეტილების მისაღებად.

სოციალური დახმარება გაიცემა ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედობაუნარიან წევრზე, რომლის ვინაობაც მითითებული იქნება ოჯახისმიერ სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ მიმართვისას შევსებულ სტანდარტული ფორმის განცხადების შესაბამის გრაფაში. ამ წევრის სახელზე მომსახურე საბანკო დაწესებულებაში გაიხსნება ანგარიში, სადაც ყოველთვიურად ჩაირიცხება ოჯახისათვის დანიშნული ფულადი დახმარება. სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გაცემას იმ ოჯახებისათვის, რომელთა ყველასრულწლოვან, ქმედობაუნარიან წევრსშეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების
რაოდენობა თბილისის რაიონების მიხედვით
(2006 წლის 30 მაისის მდგომარეობით

რაიონი

ოჯახები

მოსახლეობა

გლდანი-ნაძალადევი

10188

30655

დიდუბე-ჩუღურეთი

5433

14440

ვაკე-საბურთალო

4457

11897

ისანი-სამგორი

7621

22062

მთაწმინდა-კრწანისი

5650

16695

სულ

33349

95749

წყარო: სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.

გენდერული თვალსაზრისით შეიძლება აღინიშნოს, რომ აღრიცხულთა 61.1%25-სქალები შეადგენენ. განსაკუთრებით დიდია მათი წილი 61-70 და 71-80 წლების ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც ქალთა რაოდენობა,შესაბამისად, 72.3%25 და 80.5%25-ია. ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც გენდერულ ჭრილში განასხვავებს დახმარების მიღების სურვილის მქონე აღრიცხულ მოსახლეობას. კერძოდ, ქალების შემთხვევაში ასაკობრივი ჯგუფების მატებასთან ერთად, შესამჩნევად იზრდება მათირაოდენობა, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში რაოდენობა მცირდება, ან თითქმის უცვლელი რჩება. მთლიანობაში, ორივე სქესის მიხედვით 15.3%25 და 14.8%25-ით უმსხვილეს ასაკობრივ ჯგუფს აღრიცხულ მოსახლეობაში შეადგენენ, შესაბამისად,10-დან 20 წლამდე მოზარდები და ახალგაზრდები და 61-დან 70 წლამდე ხანდაზმულები. ეს ორი ასაკობრივი კატეგორია ჩვეულებრივ მიჩნეულია მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენად. დახმარების მიღების მსურველთა შორის მაღალია ასევე შრომისუნარიანი ასაკის, განსაკუთრებით - 41-დან 50 წლამდე მოსახლეობის წილი, რაცზოგადად უმუშევრობის მაღალი დონით შეიძლება აიხსნას.

თბილისში აღრიცხული დახმარების მიღების სურვილის მქონე მოსახლეობის კატეგორიებადდაყოფის შემდეგ გამოვლინდა, რომ 59.0 პროცენტს სპეციალური სტატუსი არ გააჩნია, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ სპეციალური სტატუსის მქონე მოსახლეობის უმსხვილეს კატეგორიას. ამასთან, ბოლო მონაცემებით, ქ.თბილისში რეგისტრირებულია 93,852 ათასი დევნილი, თუმცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიან ბაზაში მხოლოდ 12.149 ათასია მოხვედრილი, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 12.9%25-ია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თბილისის მთლიანი მოსახლეობიდან ერთიან საინფორმაციო ბაზაში მოხვედრილი მოსახლეობის წილისაგან და ეს ფაქტი აღრიცხვის არსებული სისტემის შემდგომი სრულყოფის აუცილებლობაზე მეტყველებს. ამასთან, აღრიცხული იძულებით გადაადგილებული პირების 60.3%25 მთაწმინდა - კრწანისის რაიონზე მოდის, იქ არსებული კოლექტიური განსახლების გამო. სპეციალური სტატუსის მქონე შემდეგ უმსხვილეს კატეგორიებს მარტოხელა არამომუშავე პენსიონერები და მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებისაგან შემდგარი ოჯახის წევრები შეადგენენ, რომელთა საერთო რაოდენობა 20,000-ს უახლოვდება.

აღრიცხულთა შორის (8,5%25) ასევე გამოსაყოფია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (II ჯგუფის ინვალიდთა) და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (I ჯგუფის ინვალიდთა) კატეგორიები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა წინასწარ ერთიანი ბაზაში დაახლოებით თანაბარი პროპორციებით არიან მოხვედრილნი ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (1.3%25), მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები (3.6%25), ომის ვეტერანები (1.7%25), მარტოხელადედები (1.0%25), ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირები (1.0%25). შედარებით უმნიშვნელოა 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი ჯგუფის უსინათლოების, დედ-მამით ობოლი ბავშვების და 18 წლამდე ასაკის შვიდი ან მეტი შვილის მრავალშვილიანი მშობლების წილი. აღრიცხვის დროს გამოყოფილი 16 სპეციალური სტატუსის მქონე კატეგორიიდან 11 შემთხვევაში მათი დიდი ნაწილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეა.

აღრიცხულთა შორის 16 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობას 80.7%25 შეადგენს. მათ შორის, უმაღლესი განათლება აქვს 30.0%25-ს, საშუალო განათლება - 27.2%25-ს, საშუალო პროფესიული - 23.2%25-ს, არასრული საშუალო - 10.9%25 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განათლების შედარებით მაღალი დონისა, აღრიცხულ ფენაში შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის 77.6%25 უკანასკნელ სამი თვის განმავლობაში შემოსავლის მიღების მიზნით არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა, 9.8%25 მუშაობდა კერძო დასახელმწიფო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში ხელფასზე ან გამომუშავებაზე, 6.7%25 ინდივიდუალურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო 3.0%25 არასასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე იყო დაკავებული. ჩამოთვლილი ტენდენციებიდან აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული დასაქმებისა, ადამიანები მაინც ვერ ახერხებენ დაიკმაყოფილონ აუცილებელი მოთხოვნილებები. ამ შემთხვევაშიც ცალკეულ რაიონებს შორის შეინიშნება უთანასწორობა. გლდანი-ნაძალადევის რაიონში უმუშევართა რაოდენობა აღემატება დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონების ერთად აღებულ მაჩვენებლებს.

მიუხედავად უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონისა და ელემენტარული საარსებო სახსრების მიღების მკვეთრი შეზღუდულობისა, მათივე უბანში ტერიტორიის დასუფთავებისა და გამწვანების სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 84.4%25-მა, თანხმობა არ განაცხადა. ამასთან, მოსახლეობის ყველაზე მცირე წილი დათანხმდა ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ვაკე-საბურთალოს რაიონში, ხოლო ყველაზე დიდი წილი - მთაწმინდა-კრწანისისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში. შეთავაზებული სამუშაოების შესრულებაზე უარის მიზეზად 52.2%25-მა ფიზიკური მდგომარეობა,15.8%25-მა სხვა სამუშაოთი დაკავება, 10.7%25-მა ოჯახური პირობები, 7.8%25-მა დაბალი ანაზღაურება დაასახელა, ხოლო 4.3%25-მა განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნული შეთავაზება შეურაცხმყოფელი იყო.

მოქალაქეთა მიერ გაცხადებული მონაცემების მიხედვით, დახმარების მიღების სურვილის მქონე მოსახლეობის საერთო შემოსავალმა ბოლო ერთითვის განმავლობაში შეადგინა 3 082 604 ლარი,რაც აღრიცხული კატეგორიის მოსახლეობის ერთსულზე 32.1 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ახალი საარსებო მინიმუმის მხოლოდ 32.5%25-ია.

მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს, რომ აღრიცხული მოსახლეობის საერთო მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მთლიანობაში მიღებული ფულადი შემოსავლების წყაროების მიხედვით, ყველა სახის დანამატის გათვალისწინებით, პენსია 37.2%25-ით წარმოადგენს შემოსავლის მთავარწყაროს, ხელფასი უზრუნველყოფს შემოსავლების 27.1%25-ს, ხოლო კერძო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები - 20.1%25-ს. მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირების მცირე რაოდენობით წარმოდგენის გამო უმნიშვნელოა დევნილთა შემწეობიდან მიღებული შემოსავლები.

მიღებული შემოსავლების მიხედვით ამ შემთხვევაშიცგამოირჩევა გლდანი-ნაძალადევისა დაისანი-სამგორის რაიონები. აღნიშნულის მიუხედავად,ამ რაიონებში მიღებული შემოსავლები მეტადმცირეა მოსახლეობის დიდი რაოდენობიდანგამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ 2005 წლის განმავლობაში აღრიცხული ოჯახებისათვისშემოსავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა დამეგობრებისაგან მიღებული ფულადი დახმარება წარმოადგენდა, განსაკუთრებით - გლდანი-ნაძალადევის რაიონში.

გარკვეული შეუსაბამობა აღინიშნება აღრიცხული მოსახლეობის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის.2005 წლის განმავლობაში შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯები თითქმის 4,5 მილიონი ლარით აჭარბებდა ამავე პერიოდში მიღებულ შემოსავლებს. ამასთან, საერთო ხარჯების 64.8%25 სამედიცინო მომსახურებისა დამედიკამენტების შესაძენად იყო განკუთვნილი, ხოლო მეორე უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფს წარმოადგენდა განათლებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯები, როგორებიცაა ფასიანი სასწავლებლის გადასახადი, სასწავლო წიგნებისა და სხვა სასწავლო ინვენტარის შეძენა. არანაკლები მასშტაბებით გამოირჩეოდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენაზე გაწეული ხარჯები (საერთო ხარჯების 11.8%25). შედარებით უმნიშვნელო იყო საოჯახო ნივთების, ავეჯის, ელექტროსაქონლისა და დასვენების ხარჯები. აღრიცხული ოჯახის 26.5%25 საცხოვრებელს ფაქტობრივად არ ათბობდა, ხოლო 32.1%25 ამ მიზნისთვის ბუნებრივ გაზს იყენებდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო სოციალური აგენტის მიერ დამოუკიდებლად, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე, ოჯახების მდგომარეობის ზოგადი შეფასება. ამ მხრივ აღსანიშნავია ოჯახების რაოდენობრივი განაწილება მათი საცხოვრისის მდგომარეობის მიხედვით. ოჯახების 42.2%25 ამ თვალსაზრისით საშუალო მდგომარეობის საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, 27.6%25 - ცუდ, ხოლო 6.9%25 - ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამასთან, სოციალური აგენტის შეფასებით, აღრიცხული ოჯახების 18.8%25 ნორმალურ მდგომარეობაში,ხოლო 4.2%25 კარგ მდგომარეობაში მყოფ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს.

სოციალური აგენტის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ოჯახების რაოდენობრივი განაწილება ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტური შეფასების მიხედვით. ამ კრიტერიუმის თანახმად შემდეგი სიტუაცია აღინიშნა: აღრიცხული ოჯახების 43.0%25 შეფასდა როგორც ღარიბი ოჯახი,33.7%25 - როგორც ღატაკი ოჯახი, ხოლო 8.8%25 -როგორც უკიდურესად ღატაკი ოჯახი. ოჯახების14.3%25-მა საშუალო და საშუალოზე მაღალიშეძლების სტატუსი მიიღო.

ბუნებრივია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების მთელ თბილისზე განზოგადება არ შეიძლება დაბალი რეპრეზენტატულობის გამო, თუმცა, მეორე მხრივ, ეს საინფორმაციო ბაზა იძლევა მეტად საინტერესო ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ლოკალურ დონეზე კონკრეტული ღონისძიებების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. აღნიშნული საინფორმაციო ბაზა ფასეულია იმ მხრივადაც, რომ მუდმივ შევსებას და განახლება/გადამოწმებას გულისხმობს.

სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა

მოსახლეობის მიერ მოხმარებული საკვებიპროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების, ანუ კილოკალორიების შეფასება, აგრეთვე, დიეტისკომპოზიცია წარმოადგენს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაშესაბამისად, სიღარიბის განსაზღვრის ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სტატისტიკის დეპარტამენტთან არსებული სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორიის ყოველკვარტალური ბიულეტენის - „საქართველო. სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა. ტენდენციები ციფრებში“ - თანახმად, ქ. თბილისის მოსახლეობა საკვები ენერგიის მოხმარებით, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ქვემო ქართლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. 2005 წელს მოსახლეობის მიერ საშუალო „კალორიების მოხმარება“ მოხმარება ერთსულზე დღეში შეადგენდა 2270 კკალ-ს¹, რაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ საშუალო ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანისთვის დადგენილ 2100 კკალ-ზე2 მეტია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ 2005 წლის ეს მაჩვენებელი ნაკლებია შესწორებულ მინიმალურ დონეზე - 2300 კკალ-ზე, ხოლო 2004 წლის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ აღემატება მას.

თბილისში არსებული მდგომარეობა შეესაბამება იმ საერთო ტენდენციას, რომელიც ახასითებს საქართველოს ქალაქებს, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებს. სოფლად სიღარიბის ოფიციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფთა საშუალო „კალორიების მოხმარება“ (2004 წ. - 1550 კკალ., 2005 წ. - 1560 კკალ.) მნიშვნელოვნად ჩამორჩება თბილისისათვის არსებულ შესაბამის მაჩვენებლებს.

ცალკე აღსანიშნავია საკვები ენერგიის მოხმარების ხარისხობრივი დისბალანსი. ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, თბილისის შემთხვევაშიც შეინიშნება ცილების მოხმარების დაბალი დონე, ჭარბობს ნახშირწყლების რაოდენობა (ქვეყნის დონეზე არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებლები უარესდება ყველაზე ღარიბ ჯგუფებში - I და II კვინტილში). ეს, თავის მხრივ, იწვევს რაციონში ნაკლებად ნოყიერი და იაფი კალორიების შემცველობის ზრდას და შესაბამისად, ისეთი პროდუქტების წილის შემცირებას ან საერთოდ გაქრობას, როგორიცაა ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი

ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, განაპირობებს რაციონში ისეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ნაკლებობას, როგორიცაა ვიტამინი A, რკინა და იოდი. ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები უფრო ვლინდება შინამეურნეობის დონეზე ყველაზე დაუცველი ჯგუფების მიერ მოხმარებული საკვები ენერგიის ხარისხში და საკვების ხელმისაწვდომობაში, ვიდრე ქვეყნის დონეზე, ზოგადად საკვების დეფიციტში.

მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური ტენდენციისა, საკვებზე არაადეკვატური ხელმისაწვდომობა გამოიხატება შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურაშიც, სადაც ხარჯების დაახლოებით ნახევარი მოდის კვების პროდუქტებზე. 2005 წელს ამ მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით იკლო და 44%25 შეადგინა. ამ მაჩვენებელმა სიღარიბის ოფიციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფებს შორის 2004-2005 წლებში შესაბამისად შეადგინა 60%25 და 58%25, რაც ბუნებრივად ამცირებს მოსახლეობის დანახარჯებს სხვა საჭიროებებზე, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვაზე, გათბობაზე, ტრანსპორტირებაზე, განათლებასა და საცხოვრისზე. ყოველივეეს ზღუდავს ინვესტირებას ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ხელს უშლის პროდუქტიულობის ზრდას და აფერხებს სიღარიბიდან თავის დაღწევის შესაძლებლობებს.

0x01 graphic

წყარო: „სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა საქართველოში“ (№23, ივნისი, 2006), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

1. აღნიშნული მაჩვენებელი, რომელიც იანგარიშება შინამეურნეობის მიერ მოხმარებული სურსათის კალორიებში გადაყვანით, კალორიების ფაქტიური მოხმარების ნაცვლად ითვალისიწინებს შინამეურნეობაში შემავალი სურსათის ნაკადს (შესყიდვები, საკუთარი წარმოების სურსათი, გადარიცხვები, მარაგებიდან აღებული სურსათი). ამ გარემოების ხაზგასასმელად „კალორიების მოხმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული.

2. 2003 წლის 8 მაისის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის მინიმალური სასურსათო კალათის ახალი რეკომენდებული შემადგენლობა, რომელიც, ერთი მხრივ, ეყრდნობა დღეში 2300 კკალ. მიღებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შემადგენლობა უფრო ადეკვატურად ასახავს მოსახლეობის მიერ სურსათის გამოყენებას...

ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, განაპირობებს რაციონში ისეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ნაკლებობას, როგორიცაა ვიტამინი A, რკინა და იოდი. ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები უფრო ვლინდება შინამეურნეობის დონეზე ყველაზე დაუცველი ჯგუფების მიერ მოხმარებული საკვები ენერგიის ხარისხში და საკვების ხელმისაწვდომობაში, ვიდრე ქვეყნის დონეზე, ზოგადად საკვების დეფიციტში.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

0x01 graphic

წყარო: „სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა საქართველოში“ (№23, ივნისი, 2006წ.), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

როგორც უკვე აღინიშნა, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ზემოთ მყოფთა კვების რაციონი. მოსახლეობის განსაკუთრებულად გაჭირვებულ კატეგორიას არც საკუთარი მწირი შემოსავლები და არც ზემოხსენებული არაოფიციალური სოციალური დახმარების მექანიზმები არ აძლევს იმის საშუალებას, რომ სტაბილურად მიიღონ ადეკვატური საკვები.

ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით თბილისის თითოეულ რაიონში ხდება ოთხი სასადილოს დაფინანსება, სადაც ყოველდღიურად უფასოდ იკვებებიან რაიონში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვები, მარტოხელა მოხუცებულები, ინვალიდები და სოციალურად დაუცველი კატეგორიის სხვა მოქალაქეები.

იძულებით გადაადგილებული პირები

ქ. თბილისში, ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია 93852 დევნილი, აქედან ორგანიზებულად განსახლებულია 44564 დევნილი, ხოლო კერძო სექტორში - 49288. ძალიან დიდია დროებითი თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, მათ შორის მრავლად არიან ხანდაზმულები, ომის ინვალიდები, მარტოხელა და მრავალშვილიანი ოჯახები და სხვა. დედაქალაქში განსახლებულია მთლიანად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების (იგპ) საერთო რაოდენობის 38.4%25, ქ. თბილისის ყოველი მეთერთმეტე მოსახლე თავისი სტატუსით იძულებით გადაადგილებული პირია. ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა დედაქალაქში გადმოსახლების მცდელობამ მასიური ხასიათი მიიღო. საცხოვრებელი პირობების არარსებობის მიუხედავად, 1995 წელთან შედარებით, დევნილთა რაოდენობამ თითქმის 10 ათასით მოიმატა. თუ ქ. თბილისში 1997 წლის მონაცემებით რეგისტრირებული იყო 78 ათასამდე დევნილი, ბოლო მონაცემებით მათი რიცხვი, როგორც უკვე აღინიშნა, 93852-მდე გაიზარდა. 2004 წლის დეკემბრის თვიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად განახორციელა პროექტი „დევნილთა რეგისტრაციის მონაცემების გადამოწმება საქართველოში.“ პროექტის მიმდინარეობის დროს დაზუსტდა დევნილთა შესახებ დემოგრაფიული მონაცემები, როგორც კერძო, ისე ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილთათვის. შეიქმნა პირადი მონაცემების არქივი.

ქ. თბილისში რეგისტრირებული დევნილების 47%25 ჩასახლებულია სასტუმროებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და სხვა ობიექტებში, რომელთა შორის ბევრი აბსოლუტურად გამოუსა დეგარია საცხოვრებლად. ამ ობიექტების სანიტარული პირობები ხშირ შემთხვევაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შენობათა უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ მათი შესახლების მომენტისათვის იყო შესაკეთებელი, ხოლო განვლილ პერიოდში მუდმივმა ექსპლუატაციამ მათი უმრავლესობა მიიყვანა საცხოვრებლად უვარგის დონემდე. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში ხორციელდებოდა შეკეთებები ძნელად გამონახული საშუალებებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მაგრამ ეს სრულებით არ აღმოჩნდა საკმარისი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1999-2003 წლების ბიუჯეტებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, მთლიანად შეიკვეცა დევნილთა ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული სახსრები. სერიოზული ძვრები ამ მიმართულებით დაიწყო მხოლოდ უკანასკნელ წლებში. სამინისტროს 2006 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნა ქ. თბილისში არსებული 420 ობიექტიდან 33 ობიექტის რეაბილიტაცია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მარტო 2006 წელს ქ. თბილისში დევნილთა ჩასახლების კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის თაობაზე სამინისტროში შემოსულია 78 წერილი და განცხადება.

ცალკე აღსანიშნავია ორგანიზებულად განსახლების ობიექტებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი. ქ. თბილისში სასტუმრო „ივერიასა“ და სასტუმრო „აჭარაში“ განსახლებული დევნილები იქნენ გამოსახლებულნი. სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს შესთავაზეს გარკვეული რაოდენობის ფულადი კომპენსაცია (7 000 ა.შ.შ. დოლარი) მათ მიერ დაკავებული თვითოეული ოთახის სანაცვლოდ, რის საფუძველზეც, ერთი მხრივ - დევნილსა და მეორე მხრივ - ინვესტორს შორის ნოტარიული წესით გაფორმდა ხელშეკრულება. სხვადასხვა ოთახებზე, მაგალითად, სასტუმროში არსებულ ,,ლუქსებზე“ გაიცა დამატებითი თანხა, სულ 14 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. დევნილთა ორგანიზებული ცენტრებიდან გამოსახლებას ადგილი ჰქონდა „რესპუბლიკურ“ სავადმყოფოშიც, სადაც ოთახებიდან გამოსვლის სანაცვლოდ მათ სთავაზობდნენ 10 000 ა.შ.შ. დოლარს. მიუხედავად ამისა, დევნილების ერთი ნაწილი მაინც გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმ მოტივით, რომ ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი. დევნილთა ორგანიზებული ობიექტებიდან გამოსახლების პროცესის კანონიერად წარმართვის და დევნილთა უფლებების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, აღნიშნულ პროცესში ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

2006 წლის მდგომარეობით, ქ. თბილისში ცენტრალიზებული წესით ორგანიზებულად განსახლებულ ერთ სულ დევნილზე ყოველთვიურად ირიცხება ელექტროენერგიის შეღავათი - წლის I და III-კვარტალში 14 ლარი და 80 თეთრი, ხოლო II და IV კვარტალში - 10 ლარი. ირიცხება ასევე მოხმარებული წყლის შეღავათი 1 ლარი და 20 თეთრი და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისათვის - 30 თეთრი. მიუხედავად აღნიშნული შეღავათებისა, მაინც ხდება ლიმიტს ზემოთ გადახარჯვები დევნილთა კომპაქტური განსახლების მრავალ ობიექტში, რის გამოც ს/ს „თელასი“-ს მიერ ხდება ორგანიზებული ცენტრებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ან მისი შეზღუდულად მიწოდება არსებული დავალიანების გამო. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში.

გარდა აღნიშნულისა, კერძო იურიდიული პირების მიერ დროებით საცხოვრებელად გამოყოფილ საცხოვრებელ შენობებში განსახლებულ თითო სულ დევნილზე სამინისტროს მიერ ცენტრალიზებული წესით კომპაქტური ჩასახლების ადმინისტრაციას შრომის ანაზღაურებისათვის ერიცხება 2 ლარი, ხოლო დანარჩენი კომუნალური მომსახურებისათვის - 1.5 ლარი (წყლის გადასახადი - 1.2 ლარი და დასუფთავების ხარჯები - 0.3 ლარი). შენობათა იურიდიულ მეპატრონეებს ამ თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ, მათი შენობა-ნაგებობების წესრიგში მოყვანის მიზნით გამოყენება შეუძლიათ.

2006 წელს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, შემწეობა განისაზღვრება: არაორგანიზებულად (კერძო სექტორში) ჩასახლებულთათვის - 14 ლარი თვეში, ხოლო ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულთათვის - 11 ლარი თვეში.

გარდა ამისა, დევნილთათვის უფასო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაწესებულებები. 2005 წლის ზაფხულის პერიოდში წარმატებით განხორციელდა დევნილი ბავშვების დასვენება ზღვის კურორტებზე, სადაც 440 ბავშვმა გაატარა ზაფხულის არდადეგები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული და სხვა სოციალური სქემებისა, დღეისათვის ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე „ცხელ“ წერტილს მაინც სოციალური სფერო წარმოადგენს. განსაკუთრებით მძიმეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მარტოხელა ხანდაზმულთა, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა მდგომარეობა, რადგან, ერთი მხრივ, ისინი თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არაკონკურენტუნარიანნი არიან შრომის ბაზარზე და პრაქტიკულად დამოუკიდებლად ვერასოდეს დააღწევენ თავს სიღარიბეს, რის გამოც საჭიროებენ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან გარანტირებულ, მიზანმიმართულ დახმარებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეგრძნება იმისა, რომ „ისინი არავის სჭირდება“, უფრო მეტად აუტანელს ხდის მათ ყოფას.

დევნილთა უმრავლესობისათვის კვლავ ხელმიუწვდომელია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება (თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს მოხერხდა 17 სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 3500-მდე დევნილის ჩართვა მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში).

დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია მცირე ვაჭრობით ან არაკვალიფიციური დასაქმებით, რაც ზღუდავს მათი სტაბილური დასაქმების შესაძლებლობებს. ამასთან, მათ შორის უმუშევრობის დონე 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში.

აღსანიშნავია ქ. თბილისის მერიის ინიციატივით 2004 წელს განხორციელებული კომპაქტურად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) პროფესიული მიდრეკილებების გამოვლენისა და დასაქმების პროგრამა. პროგრამის შესაბამისად შემუშავდა ანკეტა-კითხვარი, რომელიც გავრცელდა კომპაქტურად განსახლებულ იგპ-თა შორის, რის საფუძველზეც შეირჩა ოთხი სამიზნე ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფებს წინასწარ შემუშავებული პროგრამისა და მეთოდიკის საფუძველზე ჩაუტარდათ სამკვირიანი ტრენინგები. ტრენინგების ჩატარების პროცესში ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც დააფუძნეს ოთხი ასოციაცია-კავშირი. ასოციაცია-კავშირებში პროფესიული მიდრეკილებების შესაბამისად გაწევრიანდნენ კომპაქტურად განსახლებული იგპ-ები. საინტერესო შედეგები დაფიქსირდა აღნიშნული ანკეტა-კითხვარებით ინფორმაციის შეგროვების პროცესში, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემა ყველაზე უფრო მწვავეა იგპ-ებს შორის. გამოკითხულთა 72%25 უმუშევარი იყო. 21%25-მა გამოთქვა ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი. დარიგებული 2200 ანკეტიდან პასუხი გასცა 1536 რესპოდენტმა, მათგან 60%25-ს ქალბატონები წარმოადგენდნენ.

0x01 graphic

გამოკითხულთაგან 22%25-მა გამოთქვა სურვილი ჰქონოდა საკუთარი ბიზნესი, 8%25-მა - ემუშავა სახელმწიფო დაწესებულებებში, ხოლო ნახევარზე მეტი მზად იყო ემუშავა დამქირავებელთან.

გამოკითხული იგპ-ების მესამედზე მეტი დასაქმებაში მხარდაჭერას ელოდა სახელმწიფოსაგან; 12%25 - საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან; 18%25 - არასამთავრობო სექტორისაგან, ხოლო 28%25-ს ნათესავებისა და მეგობრების (პირადი კავშირების) იმედი ჰქონდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ ძირითადად სურვილი გამოთქვა ემუშავა ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების, გართობის, კულტურის, მშენებლობისა და მედიცინის სფეროში, ხოლო შრომითი საქმიანობის დაწყების ძირითად მასტიმულირებელ ფაქტორად უმეტესობამ მაღალი ანაზღაურება და საქმიანობის პროფესიასთან შესაბამისობა მიიჩნია. რაც შეეხება გამოკითხულთა განაწილებას პროფესიების მიხედვით, ჭარბობდნენ ეკონომისტები (22.9%25), ინჟინერ-მექანიკოსები და ტრანსპორტის მუშაკები (18.0%25), მშენებლები (13.5%25), მედიკოსები და ბიოლოგები (13.0%25). დედაქალაქის ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ადამიანებს სჭირდებათ დახმარება საკუთარი ბიზნეს-იდეების განხორციელებასა თუ არსებული ბიზნესის განვითარებაში.

დედაქალაქის მასშტაბით მოქმედებს პროგრამა ,,დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა დახმარება ფინანსური რესურსების მიღებაში, ბიზნეს-კონსულტაციები, პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, თბილისის და ქალაქში მოქმედი ბიზნესისა და სხვა ორგანიზაციების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სხვა. დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის ხელშემწყობი სხვადასხვა სახის ეფექტური პროგრამების განხორციელებას.

4 მიზანი 2: ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი პირობების უზრუნველყოფა

▲back to top


თბილისი განათლების ქალაქი

ამოცანა 5: შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

ამოცანა 6: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

ამოცანა 7: ინკლუზიური განათლებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

საქართველოსათვის ათასწლეულის განვითარების მეორე მიზანი მოიცავს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას მთლიანად და გულისხმობს დაწყებითი, სასკოლო, უმაღლესი, პროფესიული და ინკლუზიური განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას 2015 წლამდე. ამ მიზნის ფარგლებში დასახული ამოცანები თავისი შინაარსით ხარისხობრივ ფორმას ატარებენ და დიდწილად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება. ქ. თბილისის მერიამ განათლებასთან დაკავშირებით ათასწლეულის განვითარების მიზნების ზემოჩამოთვლილი სამი ამოცანის ჩამოყალიბებისას გაითვალისწინა არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება. თბილისში შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალკონკურენტული პროფესიული განათლების სისტემის განვითარების სურვილი და ინკლუზიური განათლებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში შედის.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

არსებული ტენდენციები

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროს საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი სირთულეები.

ქ. თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობენ და მოზარდთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის საჭირო პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ.

საქართველოს დედაქალაქში ბოლო ათწლეულში მომხდარი ძირეული ცვლილებები სოციალური პოლიტიკის სფეროზეც აისახა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მიუსაფარ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, განათლებისა და საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირების, ახლებური ხედვის ფორმირებისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება.

ფრიად მნიშვნელოვანია დედაქალაქში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც მოიცავს როგორც საფასადო, ისე შიდა სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამ საშუალება მისცა ბავშვებს განახლებულ და გალამაზებულ გარემოში განეგრძოთ სწავლა 2006/2007 წელს.

პროფესიული განათლება

შრომის ბაზართან დაკავშირებით თბილისში უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ძალის არასწორი პროფესიული ორიენტაცია. საქართველოში დამკვიდრებული უმაღლესი განათლების მიღების ხშირ შემთხვევაში აუცილებლობის ტრადიცია ქმნის შეუსაბამობას ქალაქში სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მიწოდების კონიუნქტურებს შორის. სამუშაო ძალის მიწოდების (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) ერთ-ერთი თავისებურებაა მისი მისწრაფება მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამუშაო ადგილებისადმი, რომელთა რაოდენობა განუვითარებელი ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების პირობებში მეტად შეზღუდულია. ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ძალის ბაზარზე უმეტესად უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები გამოდიან, მაშინ როდესაც შედარებით დიდი მოთხოვნა არსებობს პროფესიულ და ტექნიკურ პერსონალზე. ყოველივე ეს, კიდევ უფრო ამწვავებს უმუშევრობის პრობლემას, რადგან ადამიანებისთვის არსებული ლემატურია ეფექტიანი დასაქმება, ანუ დასაქმება მიღებული პროფესიის მიხედვით და შესაბამისი ანაზღაურებით.

უახლოეს წლებში უმუშევრობის შემცირების მძლავრ ფაქტორად შეიძლება იქცეს ცვლილებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში. პროფესიული განათლების ახალი პოლიტიკა ეფუძნება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების პრინციპებს. მისი სამოქმედო ორიენტირია ევროკავშირის ტერიტორიაზე კვალიფიციური მუშახელის გადაადგილებისა და მობილურობის ამაღლების პრინციპები და საქართველოში ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდა, რომელთა პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში.

საქართველოს პროფესიული განათლება რადიკალური ცვლილებების ეტაპზეა. დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის, შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული სირთულეების ანალიზისა და აგრეთვე ევროპულ სივრცეში საქართველოს პროფესიული განათლების ინტეგრაციის პერსპექტივის გათვალისწინებით, შემუშავდა საქართველოს პროფესიული განათლების ახალი კონცეფცია.

ეკონომიკის, განათლებისა და დასაქმების სფეროებში მიმდინარე ცვლილებები განაპირობებენ პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში შრომის ბაზრის სტრუქტურებთან, დამსაქმებლებთან სოციალური დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2005 წელს შეიქმნა პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისია, რომელმაც განიხილა პროფესიული განათლების შესახებ კონცეფცია და შეიმუშავა მისი განხორციელების გეგმა.

2006 წლის მდგომარეობით თბილისში აღრიცხულია 15 დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 2 თვითდაფინანსებაზე. სახელმწიფო დაფინანსებაზე იმყოფება 8 საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას იმ სოციალურ დიალოგში, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხიანი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალის შექმნას დედაქალაქის შრომის ბაზარზე. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა კოორდინაცია უნდა გაუწიონ აღნიშნულ პროცესს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

2006 წლის იანვრიდან თბილისის სკოლამდელი დაწესებულებები (საბავშვო ბაღები) გადაეცა ადგილობრივ მმართველობას (გამგეობებს). ამდენად, ამ ეტაპზე მათი საქმიანობის მართვას ახორციელებს ზემოაღნიშნული სტრუქტურა.

თბილისის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ბავშვთა ბაგა-ბაღების შენობების უმრავლესობაში ჩასატარებელია კაპიტალური რემონტი, ხოლო ზოგიერთი მათგანი (მიწისძვრის შედეგად დაზიანებული) საჭიროებს სერიოზული სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას. სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღჭურვა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. დღეისათვის ბაგა-ბაღების უმრავლესობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გათბობისათვის იყენებს შეშას, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი - ნავთსა და დიზელის საწვავს, რაც არაეკონომიური და არაეფექტურია და აუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. არცთუ დიდი დანახარჯებით შესაძლებელია მათი აღჭურვა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტონომიური გათბობის სისტემით, რაც აამაღლებს გათბობის ხარისხს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს ხარჯებს. გარდა ამისა, საჭიროა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომარაგება კვების პროდუქტებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმების შესაბამისად. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კონტიგენტისათვის დღეს ქვეყანაში მოქმედი სანიტარული წესებითა და ნორმებით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2003 წლის 12 ნოემბრის №280/ნ ბრძანება) მისაწოდებელი საკვები ინგრედიენტების ღირებულება ერთ ბავშვზე აღწევს 2.5 ლარამდე, რაც აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს.

ინკლუზიური განათლების განვითარება

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს. ბოლო წლებში, როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა სპეციალური და ინკლუზიური განათლება, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურ ჩართვასა და ჩვეულებრივი განვითარების ბავშვებთან ერთობლივ სწავლებას გულისხმობს.

დღეს, როდესაც შეიცვალა სოციალური მაფორმირებელი პრინციპები, სხვანაირი დატვირთვა მიიღო სიტყვა „ინვალიდმაც“. საზოგადოებრივი აზრი აქცენტს აკეთებს პიროვნების არა გონებრივსა თუ ფიზიკურ ნაკლზე, არამედ მის სოციალურ აქტივობაზე საზოგადოებაში.

დღეისათვის არსებულ სფეროში, კერძოდ შეზღუდული უნარის მქონე ბავშვების სწავლა-აღზრდის საქმეში არსებული პრობლემები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

0x01 graphic

1. აღნიშნული კატეგორიის ბავშვების დიდი უმრავლესობა იზოლირებულია საზოგადოებისაგან (სახლში ან ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში).

2. მათ ხელი არ მიუწვდებათ განათლებაზე, რომლის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ ხორციელდება მათი მომზადება საჭიროებების მიხედვით სკოლამდელ ასაკში; ნაკლებობაა კვალიფიციური სპეციალისტების; არ არის საკმარისი ინფორმაცია ახალი, თანამედროვე მიდგომების, მეთოდებისა და ალტერნატიული გზების თაობაზე; არ არის ტექნიკური რესურსები; სრულებით მოუმზადებელია სკოლების ფიზიკური ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს და სხვა მრავალი პრობლემა ფაქტობრივად ზღუდავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის ჩართვას საგანმანათლებლო სისტემებში (სკოლა, საბავშვო ბაღი).

3. ინვალიდთა ოჯახებს არ აქვთ შესაბამისი მხარდაჭერა, მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია ადრეული ჩარევისა და ადრეული იდენტიფიკაციის შესახებ; არ ფლობენ საჭირო უნარ-ჩვევებს, რათა შეძლონ დაეხმარონ თავიანთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე; უმრავლეს შემთხვევებში სამედიცინო-პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე თუ ამ საქმეში ჩართული სხვა პირები არ ითვალისწინებენ მშობელთა შეხედულებებს; დაბალია მშობელთა თვითშეფასებაც, სწორედ ამიტომაც უმალავენ ისინი თავიანთ შვილებს საზოგადოებას. ასეთი ოჯახები იზოლირებულია გარემოსაგან და ხშირად მარტონი რჩებიან პრობლემების წინაშე.

4. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა ინვალიდ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი განათლების შესახებ, მისი სათანადოდ შესრულება და განხორციელება ჯერჯერობით არ ხდება.

5. საზოგადოებას არ აქვს სათანადო გამოცდილება და არ არის მზად აქტიურად ჩაერთოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განათლების უფლება დაცულია „ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით“, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1994 წელს. კონვენციის 23-ე მუხლით დაცულია გონებრივად და ფიზიკურად არასრულფასოვანი ბავშვის უფლება იცხოვროს სრულფასოვნად და ღირსეულად იმ პირობებში, რომელიც მას გაუძლიერებს საკუთარი თავის რწმენასა და გაუადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოს კანონით ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის. განათლების ორგანოები ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვების სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა, რათა შეექმნათ ხელსაყრელი შესაძლებლობები ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების მისაღებად. აგრეთვე, ინვალიდთათვის საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორცილებს ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას, რაც ხელს უწყობს სისტემის გადაყვანას დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამის ბაზაზე. თბილისის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების აღრიცხვა. ფუნქციონირებს ათი საპილოტო სკოლა, რომელშიც წარმატებულად მიმდინარეობს ინკლუზიური სწავლების პროცესი.

5 მიზანი 3: გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა

▲back to top


თბილისი თანასწორთაალაქი

ამოცანა 8: მერიისა და საკრებულოს სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა წარმოადგენს ათასწლეულის განვითარების მე-3 მიზანს, ხოლო ამოცანები მოიცავს მთლიანად საქართველოში, დასაქმების სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და პოლიტიკურ სფეროში და მმართველობის ყველა დონეზე ქალთა და მამაკაცთა მოღვაწეობის თანაბრად ხელმისაწვდომობას. თბილისისათვის ეს საკითხები მერიისა და საკრებულოს სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ამოცანად გარდაიქმნა.

თბილისში გენდერული საკითხების მოგვარების აუცილებელი პირობა საყოველთაო გენდერული პოლიტიკის გატარებაა. საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო გენდერული საკითხების სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანას, კერძოდ, შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები - გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს პარლამენტში (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 27 ოქტომბრის №105/3 ბრძანება) და გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისია (საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №109 დადგენილება).

როგორც საპარლამენტო საბჭოს, ასევე სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შედიან ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამთავრობო კომისიას საქმიანობაში დახმარებას უწევს გენდერული თანასწორობის დარგში მომუშავე მრჩეველთა საბჭო.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

როგორც საპარლამენტო საბჭოს, ასევე სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შედიან ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამთავრობო კომისიას საქმიანობაში დახმარებას უწევს გენდერული თანასწორობის დარგში მომუშავე მრჩეველთა საბჭო.

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საკონსულტაციო საბჭოსა და გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის წარმომადგენელთაგან შექმნილმა ერთობლივმა ჯგუფმა (ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კომისიისა და საბჭოს წევრები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორიდან) შეიმუშავა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგია.

სტრატეგია შედგება სამი დოკუმენტისაგან: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, გენდერული თანასწორობის სამთავრობო სამოქმედო გეგმა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მოდელის რეკომენდაციათა პროექტი. სტრატეგიის შემუშავებაში ჯგუფს დახმარება აღმოუჩინა გაეროს განვითარების პროგრამამ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა და გაეროს განვითარების ფონდმა ქალთათვის.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი, „ქალი და კაცი საქართველოში“.

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა. გენდერული თანასწორობის სამთავრობო სამოქმედო გეგმისა და ინსტიტუციური მოდელის რეკომენდაციათა პროექტის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სამინისტროებში, რის შემდეგაც იგეგმება საქართველოს მთავრობისათვის გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა.

სტრატეგია მიზნად ისახავს ქალთა და მამაკაცთა შორის თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მათ ეფექტურ გამოყენებას, გენდერული თანასწორობის პრინციპის გატარებას სახელმწიფო პოლიტიკის ყველა სფეროში. სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გენდერული თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებას ადგილობრივ დონეზე.

გენდერულ საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოკალურ დონეზე, რამდენადაც სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უშუალო შეხება მოსახლეობის ფართო ფენებთან. ათასწლეულის განვითარების მიზნების მე-8 ამოცანის (პოლიტიკურ სფეროში და მმართველობის ყველა დონეზე მოღვაწეობის თანაბარად მისაწვდომობის უზრუნველყოფა) ერთ-ერთ ინდიკატორს სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დაკავებულ ქალთა წილი წარმოადგენს.

0x01 graphic

წყარო: ქ. თბილისის მერიის კადრების სამსახური, თბილისის რაიონული გამგეობები.

ცხრილი ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონების მიხედვით თვითმმართველობის ორგანოებში ქალების წილობრივი მონაწილეობის მხრივ დედაქალაქს ბოლოდან მესამე ადგილი უკავია (10.2%25) და მას მხოლოდ ქვემო ქართლისა (7%25) და სამცხე-ჯავახეთის (8.4%25) რეგიონები ჩამორჩება.

რაც შეეხება გენდერულ ბალანსს ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ სამსახურებსა და საკრებულოს აპარატში, ქალების რაოდენობა მხოლოდ 4%25-ით ჩამორჩება კაცების წარმომადგენლობას. თუმცა, ამ მხრივ უფრო საინტერესოა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოღვაწე ქალთა რაოდენობა. 2006 წლისათვის მერიის საქალაქო სამსახურებში შემდეგი მდგომარეობა აღინიშნებოდა: ქალებს ეკავათ საქალაქო სამსახურების სხვადასხვა განყოფილებების უფროსის თანამდებობათა 28.3%25, სამსახურის უფროსების მოადგილის თანამდებობათა - 19.2%25, სამსახურის უფროსის თანამდებობათა - 7.6%25. რაც შეეხება თბილისის რაიონულ გამგეობებს, აქ ქალებს უკავიათ აპარატის უფროსის ორი, გამგებლის მოადგილის სამი, განყოფილების უფროსის ერთი და არც ერთი რაიონის გამგებლის თანმდებობა.

6 მიზანი 4: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

▲back to top


თბილისი ჯანმრთელი ქალაქი

ამოცანა 9: 2005-2015 .. პერიოდში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ორი მესამედით შემცირება.

ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასწლეულის განვითარების მიზნების რიგით პირველი მიზანია. ამ მიზნის ფარგლებში საქართველომ ამოცანად დაისახა 2015 წლამდე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2000 წელთან შედარებით ორი მესამედით შემცირება. აღნიშნული ამოცანა თბილისისთვისაც რჩება უცვლელი, თუმცა ათვლის წერტილად აღებულია 2005 წელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, თბილისში 2005 წელს დაიბადა 19464 ცოცხლადშობილი (17.99 - 1000 მოსახლეზე, რაც აღემატება შესაბამის მაჩვენებელს საქართველოსათვის - 10.76). ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, სადაც 2000 წლიდან მოყოლებული იყო გარკვეული ჩავარდნები, თბილისში ეს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელში დომინირებს ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა. ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი კი ძირითადად ნეონატალურ, მათ შორის, ადრეულ ნეონატალურ სიკვდილიანობაზე მოდის, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამშობიარო სახლებისა და ბავშვთა საავადმყოფოების საკადრო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სრულყოფის აუცილებლობას. ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ ახალშობილები, რომლებიც ავადმყოფი დაიბადნენ ან დაავადდნენ 0-6 დღის ასაკში, ყოველთვის ვერ იღებდნენ სპეციალიზებულ, საკმაოდ ძვირადღირებულ დახმარებას.

ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლების მანძილზე შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყანაში ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა რეფერალური სისტემის ამოქმედებამ და გარდაცვალების ყველა შემთხვევის საექსპერტო შესწავლამ. ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად გაუმჯობესდა ახალშობილთა სამედიცინო დახმარების მდგომარეობა, მოწესრიგდა მძიმე ახალშობილთა ჰოსპიტალიზაციის საკითხი და გარდაცვალების შემთხვევათა რეგისტრაციის საქმე.

0x01 graphic

წყარო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ქვეყანაში მოქმედებს უსაფრთხო დედობისა და 0-3 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამები, მაღალი რისკის ახალშობილთა სამედიცინო დახმარების რეფერალური სისტემა. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია თბილისში გახსნილი თანამედროვე სტანდარტების პერინატალური ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო კადრებით, რაც ხელს უწყობს პაციენტთა დროულ ჰოსპიტალიზაციასა და კვალიფიციური დახმარების გაწევას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს რეფერალური სისტემის სამსახურებში ჩართული სამედიცინო კადრების უწყვეტი განათლების პროგრამები.

სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეების გამო ჯერ კიდევ მაღალია მკვდარშობადობის მაჩვენებელი, რომელიც განპირობებულია, ერთი მხრივ, ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებითა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოუქნელი მუშაობით, ხოლო მეორე მხრივ - ქალთა სამედიცინო პროფილაქტიკური განათლების დაბალი დონით (ქალთა შრომის, დასვენების, საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობით) და ორსულობის პერიოდში სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობის უგულვებელყოფით.

0x01 graphic

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2000-2005 პერიოდში თბილისში აღინიშნებოდა მკვდარშობადობის მაჩვენებლის 1.4%25-იანი უმნიშვნელო შემცირება: 1000 დაბადებულზე - 23.73-დან 17.86-მდე.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის ოფიციალურად რეგისტრირებული მაჩვენებელი მაღალია ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით და მნიშვნელოვნად აჭარბებს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

7 მიზანი 5: დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

▲back to top


თბილისი ჯანმრთელი ქალაქი

ამოცანა 10: 2005-2015 წ.წ. პერიოდში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება სამი მეოთხედით.

ეს მიზანი წინა მიზნის ლოგიკურ გაგრძელებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოში არსებული რთული დემოგრაფიული სიტუაციის ფონზე უმნიშვნელოვანესია დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიკვდილიანობის შემცირება.

თბილისში 2005 წელს ჩატარდა 3718 საკეისრო კვეთის ოპერაცია, რაც 1000 ცოცხალშობილზე 191,02-ს შეადგენს (მშობიარობათა საერთო რაოდენობის 19.2%25). წინა წელთან შედარებით, როდესაც 1000 ცოცხალშობილზე საკეისრო კვეთების მაჩვენებელმა 162,98 შეადგინა, აღინიშნა 23.2%25-იანი ზრდა. უფრო ხანგრძლივ პერიოდს თუ ავიღებთ, კერძოდ - 2001-2005 წლებს, დროის ეს მონაკვეთი ამ მაჩვენებლის 105%25-იანი ზრდით გამოირჩეოდა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა ქვეყნის დონეზე, სადაც საკეისრო კვეთების რაოდენობა 90.4%25-ით გაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2001-2005 წ.წ. პერიოდში თბილისის მასშტაბით იზრდება საკეისრო კვეთის ოპერაციების ხვედრითი წილიც მშობიარობათა საერთო რაოდენობაში.

რაც შეეხება ორსულობის, მშობიარობის და აბორტის გართულებებთან დაკავშირებულ დედათა სიკვდილიანობას, იგი წარმოადგენს თავისებურ ინდიკატორს, რომელიც ასახავს არა მარტო ორსულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ქალთა ავადობას, ორსულთა მეთვალყურეობისა და ზოგადად, სამეანო დახმარების დონეს, ექიმთა კვალიფიკაციას.

ზემოთ მოყვანილი ცხრილი ცხადყოფს, რომ თბილისში 2005 წელს მშობიარობის დროს დაღუპულ ქალთა რიცხვი 7-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება 2001-2005 წლების პერიოდს, აღნიშნული მაჩვენებლის ტენდიცია არამდგრადობით გამოირჩეოდა და პირველ ნახევარში ზრდით ხასიათდებოდა. ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნევა ქვეყნის დონეზეც, სადაც დედათა სიკვდილიანობის შედარებით მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა.

ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით, თბილისის კონტექსტშიც ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის ხანის გართულებების გამომწვევი დაავადებები მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ძირითადად შემდეგნაირად ნაწილდება: პირველ ადგილზეა ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, მშობიარობამდე სისხლდენა. როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები მაღალ სიკვდილიანობას იწვევს ქალებში. ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების და საშვილოსნოს ყელის კიბო სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზებად გვევლინება. ამიტომ ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. 2006 წელს თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება ქ. თბილისის მოსახლეობაში ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლინებისა და მკურნალობის (პრევენციის) პროგრამა.

0x01 graphic

წყარო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

8 მიზანი 6: აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა

▲back to top


თბილისი ჯანმრთელი ქალაქი

ამოცანა 11: აივ/შიდსის გავრცელების შეჩერება და უკუპროცესის დაწყება 2015 წლისათვის.

ამოცანა 12: ძირითადი ინფექციური დაავადებების გავრცელების შეჩერება და უკუპროცესის დაწყება 2015 წლისათვის.

მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით აივ/შიდსის მაჩვენებლების ზრდისა, საქართველო კვლავ მიეკუთვნება აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნების რიცხვს. შიდსს საბედნიეროდ ჯერჯერობით არ უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყნის მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ინტრავენური ნარკომანიის და აივ/შიდსის გადაცემის მაღალი რისკის ქცევების გავრცელების დონე, საქართველოში და შესაბამისად, დედაქალაქში არსებობს აივ/შიდსის ეპიდემიის სწრაფი განვითარების საფრთხე.

2005 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 671 შემთხვევა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32.1%25-ით, ხოლო 2000 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 338.5%25-ით აღემატება.

აივ პოზიტიურ პაციენტთა შორის მაღალია ინტრავენური ნარკომანების წილი, რის გამოც ამ საშინელ სენთან ბრძოლა და მისი ლოკალიზაცია გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. გასულ წლებთან შედარებით ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, 2005 წლის განმავლობაში სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადიოდა 603 ადამიანი.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში დღეს დაახლოებით 200 ათასი მომხმარებელია, მათ შორის 80 ათასი ინტრავენური ნარკომანია. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ნარკოტიკების მომხმარებელთა კონტროლი და გადამოწმება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია წლის შეჯერებული მაჩვენებლები.

2004 წლის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 24 ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი და ნარკოტიკზე დამოკიდებული პირი. ძირითადი მომხმარებლების ასაკი 25-35 წლებს შორის მერყეობს. ექსპერტთა ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 30%25-ს გასინჯული აქვს მსუბუქი ნარკოტიკები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, ლანჩხუთისა და სხვა) მალარიული კერების აღმოცენების შედეგად წინა პლანზე წამოიწია ქ. თბილისში მალარიის გავრცელების პრობლემამ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს აგრეთვე ე.წ. მალარიული ქვეყნები დან ჩამოსული პირების მიგრაციული პროცესი (სასწავლებლად, სამუშაოდ, ტურისტულად და სხვადასხვა მიზნით), რომელთაგან დაავადების გავრცელება ადგილობრივ მოსახლეობაში მოსალოდნელია კოღოს მეშვეობით. ამ მიზნით აუცილებელია როგორც დაავადებული, ისე პარაზიტმატარებელი პირების დროული გამოვლინება - მკურნალობა და კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება. აღნიშნული საკითხების მოგვარება ხორციელდება პარაზიტულ დაავადებათა კომპლექსური პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პროგრამა.

იგივე პროგრამა ითვალისწინებს ვისცერული ლეიშმანიოზის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას და მის ლიკვიდაციას ან მინიმუმამდე დაყვანას. უკანასკნელ წლებში ქ. თბილისში პროგრესულად მატულობს ბავშვთა ასაკის ტროპიკული დაავადება ვ/ლეიშმანიოზი, რომელიც ქვეყანაში აღრიცხული შემთხვევების 2/3-ს შეადგენს. დაავადების გავრცელებამ მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რაიონებიდან მარცხენა სანაპიროს რაიონებიც მოიცვა.

0x01 graphic

ვ/ლეიშმანიოზით ყოველწლიურად ავადდება მოზრდილი ასაკის მოსახლეობაც. დაავადებების გავრცელებას განაპირობებს ქალაქში დაავადებული მაწანწალა ცხოველებისა და მღრნელების, გადამტანი მწერების არსებობა. მაწანწალა ცხოველებს უკავშირდება აგრეთვე ცოფის ფაქტები, რომელთა რაოდენობამაც იმატა.

მე-6, ისევე როგორც მე-4 და მე-5 მიზნებთან შესაბამისობაშია გადამდებ დაავადებათა კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევის, დეზდამუშავების, ლაბორატორიული კვლევისა და პრევენციული ღონისძიებების პროგრამა. იგი ითვალისწინებს დედაქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების ელიმინაციას და ერადიკაციას, პროფილაქტიკური აცრებით მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას და გადამდები და არაგადამდები დაავადებების დროულ გამოვლენას ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით.

ინფექციურ, არაინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა შემცირებისა და ლიკვიდაციის მიზნით ყოველწლიურად ტარდება დიაგნოსტიკური და პროფილაქტიკური გამოკვლევები ე.წ. რისკის ჯგუფის კონტინგენტში (სკოლამდელი ბავშვთა დაწესებულებები, სკოლები, დახურული ტიპის ბავშვთა დაწესებულებები, ლტოლვილები). ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით წარმოებს ეპიდკერებთან კონტაქტში მყოფი პირების ბაქტეოროლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევები, დადებითი პასუხის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ჰაერწვეთოვანი ინფექციებიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიფტერიისა და მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულ და ხარისხიან გატარებას (წელიწადში ორჯერ - I და IV კვარტლებში). რისკის ჯგუფის კონტინგენტში ნაწლავთა ჯგუფის ინფექციებზე გამოკვლევები ტარდება სეზონურად (ძირითადად II და III კვარტლებში).

დედაქალაქის მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში, ადგილი აქვს ნაწლავთა ზოგი პარაზიტოზის მატებას. ამ მხრივ საყურადღებოა ენტერობიოზისა და ლამბლიოზის მატება, რის გამოც აუცილებელია ბავშვთა ორგანიზებულ კოლექტივებში პროფილაქტიკური გამოკვლევა.

გათვალისწინებულია აგრეთვე ტუბერკულიოზის იმუნოფერმენტული დიაგნოსტიკა. ზოგადად აღსანიშნავია 2005 წელს ტუბერკულიოზის ახალი შემთხვევების 4.1%25-ით ზრდა.

ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, თბილისში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა ოდნავ მეტია. ჰოსპიტალების და კლინიკების დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება საშუალებას იძლევა დაავადების ადრეულ სტადიაზე ეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობისა. ეს ძირითადად განპირობებულია DOT-ის სტრატეგიის განხორციელებით. აღსანიშნავია, რომ DOT-ის ფარგლებში თბილისის მასშტაბით სხვადასხვა პოლიკლინკაში შეიქმნა ე.წ. 14 DOT-წერტილი, რითაც უზრუნველყოფილია ტერიტორიული ხელმისაწვდომობა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ წამლების მისაღებად.

უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობისათვის აქტუალური პრობლემაა ჰეპატიტი, მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობით. აქედან გამომდინარე, პროგრამა ითვალისწინებს ორსულ ქალთა გამოკვლევებს B, C ჰეპატიტზე, მოზარდთა გამოკვლევას A ჰეპატიტზე.

ბოლო წლებში მოიმატა იოდდეფიციტმა და მისით გამოწვეულმა დაავადებებმა. იოდდეფიციტი მძიმე შედეგებს იწვევს ახალშობილებში და პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია ორსულობის პერიოდში სისხლის გამოკვლევა თიროიდულ ჰორმონებზე, იოდის შემცველობის განსაზღვრა მოზარდებსა და ორსულებში.

ქ. თბილისის მერიის მიმდინარე პროგრამებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებს შორის ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ცხოვრების არაჯანსაღი წესი ერთგვარ მანკიერ წრეს წარმოადგენს, ანუ ახალგაზრდა იყენებს ნარკოტიკს/თამბაქოს და იმყოფება რა მათი ზემოქმედების ქვეშ, ცხოვრობს არააქტიურად და იკვებება არასწორად. დაუსაქმებლობა და „უმოძრაობა“ ახალგაზრდობას დამოკიდებულს ხდის თამბაქოსა თუ ნარკოტიკზე.

კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლის წყალობითაც საქართველოში კარგად არის განვითარებული აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პრევენციითა და მკურნალობით დაკავებული სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობის საკოორდინაციო მექანიზმი; მიმდინარეობს აივ/შიდსის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განხორციელება; გრძელდება DOTS-ის პროგრამა და ა.

3 ელიმინიცია - დაავადების აღმოფხვრა, როცა ჯერ კიდევ გრძელდება დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები. 4 ერადიკაცია - დაავადების აღმოფხვრა, როცა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები აღარ ხორციელდება.

9 მიზანი 7: მდგრადი გარემოს უზრუნველყოფა

▲back to top


თბილისი მწვანე ქალაქი

ამოცანა 13: მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება ქალაქის პოლიტიკასა და პროგრამებში (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შეჩერება, მყარი ნარჩენების ეფექტიანი მართვა, ურბანული გარემოს გაუმჯობესება).

ამოცანა 14: ქალაქის მთელი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა.

ამოცანა 15: კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით საბინაო ფონდის. განვითარება.

საქართველოსათვის ეს მიზანი მოიცავს მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას ქვეყნის პოლიტიკასა დაპროგრამებში, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების მხრივარსებული მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საბინაო სექტორის საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას. იქიდან გამომდინარე,რომ ყველა ჩამოთვლილი პრობლემა მეტნაკლებად აქტუალურია საქართველოს დედაქალაქისათვის, აღნიშნული მიზნის ფარგლებში თბილისის ამოცანებიც ძირითადად უცვლელი რჩება, თუმცა მათი შინაარსი უფრო ამბიციურია. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს თბილისის - ქვეყნის დედაქალაქის სტატუსიდან გამომდინარე და შესაბამისად, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით ინფრასტრუქტურის განვითარების უფრო მაღალი დონით. ზემოთ განსაზღვრული ამოცანების იდენტიფიცირებას წინ უსწრებდა არსებული მდგომარეობის სიტუაციური ანალიზი,რომლის საფუძველზე გამოიკვეთა ზოგადი ტენდენციები და ის პრობლემატური სფეროები,რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

ეკოლოგიური მდგომარეობა

გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემატური სფერო, რომელიც მოითხოვს ყურადღების გამახვილებას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ეს სფეროებია: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, მყარი ნარჩენების მართვა და ნაგავსაყრელების მდგომარეობა, წყლის რესურსების, კერძოდ, მდ. მტკვრის დაბინძურება.

ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ძირითად წყაროებს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო და სამრეწველო ობიექტები. მნიშვნელოვანი წილი ავტოტრანსპორტზე მოდის. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების თანახმად, მრეწველობის სექტორში ყოველწლიურად წარმოებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირებას დაქვემდებარებული სტაციონარული ობიექტების ინვენტარიზაცია და იდენტიფიცირება, ამ ობიექტებიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა სახელმწიფო აღრიცხვა და შემდგომი მათი რეგულირება (გაფრქვევების შეზღუდვა). დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში გაფრქვევების რეგულირებას უკვე დაქვემდებარებულია 100-მდე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტი.

2004 წლის მონაცემებით თბილისში არის 24 საწარმო, საიდანაც ხდება დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევა. სულ არსებული 316 გაფრქვევის წყაროდან 310 ორგანიზებულია, ხოლო გამწმენდი ნაგებობებით აღჭურვილი - 210. ამ პერიოდში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდა წლის განმავლობაში დაწესებულ ლიმიტს. თუმცა, სტატიტიკა მოწმობს, რომ ეს არ არის განპირობებული გამწმენდი ტექნოლოგიების არსებობით - პროცენტულად ძალიან დაბალია მავნე ნივთიერებათა დაჭერა გამოყოფილ მავნე ნივთიერებებთან შედარებით. აქვე აღსანიშნავია, რომ მავნე გაფრქვეულ ნივთიერებებში ძირითადი წილი, დაახლოებით 97%25, მოდის აირად და თხევად ნივთიერებებზე, ხოლო დანარჩენი - მყარ ნივთიერებებზე. გამწმენდ ნაგებობებში კი ძირითადად სწორედ მყარი ნივთიერებების დაჭერა ხდება.

რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, მისგან გამოფრქვეულ მავნე ნივთიერებათა მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან აღსანიშნავია: სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა; საწვავის ხარისხი; ავტომაგისტრალის გამტარუნარიანობა და ტექნიკური მდგომარეობა; მოძრაობის ორგანიზაცია; საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მდგომარეობა და მისი მნიშვნელობა/წილი გადაყვანაგადაზიდვების საერთო მოცულობაში; მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა ცნობიერების დონე და ა.შ.

მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღესდღეობით თბილისის მასშტაბით დაკვირვება ხორციელდება მხოლოდ ნახშირჟანგზე (CO), რომლის კონცენტრაციაც ჰაერში საშუალოდ ორჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს. ძირითად ხელშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დამდგენი თანამედროვე საზომ-საკონტროლო აპარატურის არარსებობა, დაკვირვების სადგურების არასაკმარისი რაოდენობა და არასახარბიელო მდგომარეობა, ტრანსპორტის გამონაბოლქვის და საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის უქონლობა, აღნიშნულ სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირე.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2005 წელი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს ჰოდრომეტეროლოგიის დეპარტამენტი. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო კვანძებსა და საწარმო ზონებში უნდა მოეწყოს საგუშაგოები, რომლებიც შეისწავლის ატმოსფერული ჰაერის ფონური დაბინძურების მდგომარეობას. ამას განსაზღვრავს შემდეგი მავნე ნივთიერებები: მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ჟანგეულები, ნახშირჟანგი და ნახშირწყალბადები.

ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესწავლის მიზნით, ქალაქის ტერიტორიაზე, საგანგებოდ შერჩეულ ადგილებში, 2005 წლის ოქტომბერში ჩატარდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები მტვერზე, გოგირდის ანჰიდრიდზე, აზოტის ორჟანგზე, ნახშირჟანგზე და ჭვარტლზე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგებით:

ალ. ყაზბეგისა და თამარაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მტვერი და აზოტის ორჟანგი 2-ჯერ აღემეტება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ), გოგირდის დიოქსიდი და ჭვარტლი - ზდკ-ის ფარგლებშია, ნახშირჟანგი 1.2-ჯერ აღემეტება ზდკ-ს.

მარჯანიშვილის მოედანზე მტვერი 1.2-ჯერ აღემეტება ზდკ-ს, გოგირდის დიოქსიდი და ჭვარტლი ზდკ-ის ფარგლებშია, აზოტის ორჟანგი და ნახშირჟანგი კი შესაბამისად, 1.5-ჯერ და 1.15-ჯერ აღემეტება ზდკ-ს.

ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის გადაკვეთაზე მტვერი 1.8-ჯერ აღემეტება ზდკ-ს, გოგირდის დიოქსიდი ზდკ-ის ფარგლებშია, აზოტის ორჟანგი, ნახშირჟანგი და ჭვარტლი, შესაბამისად, 1.6-ჯერ, 1.5-ჯერ და 2.8-ჯერ აღემეტება ზდკ-ს.

აკაკი წერეთლის გამზირიზე, სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიაზე მტვერი 1.2-ჯერ აღემეტება ზდკ-ს, გოგირდის დიოქსიდი ზდკ-ის ფარგლებშია, აზოტის ორჟანგი, ჭვარტლი და ნახშირჟანგი კი შესაბამისად, 2.2-ჯერ, 1.6-ჯერ და 1.4-ჯერ აღემატება ზდკ-ს.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება განპირობებულია ავტომობილების გამონაბოლქვით, რადგან ამ ტერიტორიებზე სამრეწველო საწარმოები არ არის განთავსებული. გამონაკლისია სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ოთხი ავტოგასამართი სადგურია განთავსებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტოტრანსპორტი წარმოადგენს სათბურის გაზის - ნახშირორჟანგის ძლიერ წყაროს. ბიოლოგიური წვის შედეგად არაკეთილმოწყობილი ნაგავსაყრელებიდან ხდება ძლიერი სათბურის გაზის - მეთანის ემისია, რაც გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით ნეგატიურ ეფექტს იძლევა.

1990 წლების დასაწყისიდან ქვეყანაში მთლიანობაში თითქმის 5-ჯერ შემცირდა სათბურის გაზების ემისია, რაც ძირითადად სამრეწველო საქმიანობის მკვეთრი შემცირებითა და მწვავე ენერგოკრიზისით იყო განპირობებული. ბოლო წლებში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საქართველოს ნეგატიური წვლილი გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესში არ არის სერიოზული, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ცვლილებები უკვე შესამჩნევია როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის მასშტაბით. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ამინდის ექსტრემალური მოვლენების გააქტიურება. თბილისში, ისევე როგორც პრაქტიკულად მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირებულია როგორც საშუალო დღიური ტემპერატურების, ასევე დღის მაქსიმალური ტემპერატურის ზრდის ტენდენცია. მაქსიმალური ტემპერატურის სიდიდისა და ცხელი დღეების ხანგრძლივობის ზრდა სერიოზულ და ტიპურ პრობლემას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებშიც. ტემპერატურული სტრესებისა და სითბოსთან დაკავშირებული ძირითადად დაავადებების (ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებების) მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოციალურად დაუცველი მოხუცები და ბავშვები.

უკვე აღინიშნა ქალაქის ნაგავსაყრელების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, რის გამოც საფრთხე ექმნება როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე უშუალოდ მოსახლეობის ჯანმრთელობას. აქვე უნდა ითქვას, რომ თბილისში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემა პრაქტიკულად არაეფექტურია და ის არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს. დარღვეულია ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და განთავსების სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები და ნორმები. არ ხდება ნარჩენების დახარისხება, ხელახალი გამოყენება და მეორადი გადამუშავება. დანაგვიანებულია გარემო, ძალზე დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე, შექმნილია ანტისანიტარიის კერები. დედაქალაქს ემსახურება ორი ღია ლეგალური ნაგავსაყრელი: ა) გლდანის ნაგავსაყრელი, რომელიც შეიქმნა 1972 წელს და დღიურად შედის 1,7 ათასი მ ნაგავი; ბ) ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც შეიქმნა 1989 წელს. მისი ფართობი არის 5 ჰა და დღიურად შედის 1,8 ათასი მ ნაგავი. ორივე ნაგავსაყრელი მოუწესრიგებელია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. კერძოდ, ნაგავსაყრელები არ არის შემოღობილი, არ ხდება შრეობრივად ნაგვის მიწით დაფარვა, ამიტომ მიმდინარეობს ნაგვის ბიოლოგიური წვა და შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. არ არის მოწყობილი არხები მოსული ატმოსფერული ნალექებისა და ნაგვიდან ჩამონაჟური წყლების შესაგროვებლად, რაც ხელს უწყობს ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების საწარმოების, ნავთობპროდუქტების საწყობების, ავტოსამრეცხაოების, ავტოგასამართი სადგურების, სპეციალური რეჟიმის სტაციონარების, საზკვების ობიექტების საწარმოო კანალიზაცია ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ჩართვამდე ექვემდებარება გაწმენდას. ქალაქისათვის პრობლემას წარმოადგენს საგანგებოდ მოწყობილი სალამე მოედნის არარსებობაც, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გამწმენდ ნაგებობაში დაგროვილი ლამის ორგანიზებული გატანა.

ათასწლეულის განვითარების მიზნების შესაბამისად, დაცული ტერიტორიების ქსელის გაზრდა ეკოლოგიური მდგრადობის ერთ-ერთი პრინციპია. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც გამოხატულია „თბილისის ეროვნული პარკის“ აღდგენასა და გაფართოებაში. მისი მიზანია ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაცია, ეკოლოგიური უსაფრთხოების და ბუნებრივ გარემოში რეკრეაციული, ეკოტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება.

თბილისის ეროვნული პარკი დაარსდა 1977 წელს. მისი თავდაპირველი ფართობი იყო 20 000 ჰა-მდე. 1997 წელს ეროვნულმა პარკმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 2004-2005 წლებში კვლავ დაიწყო ქმედებები ქ. თბილისის ეროვნული პარკის აღდგენისათვის. იგი გაფართოვდა და მისი საერთო ფართობია 25 024 ჰა. პარკი მოიცავს თიანეთის, მცხეთის და საგარეჯოს სატყეო მეურნეობის ტყის ფონდის მიწებს, საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიებს. უკვე შემუშავდა კანონპროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი დასამტკიცებლად.

ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობა, კერძოდ, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ისეთი ტექნოლოგიებისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დანერგვის ხელშეწყობა, რომელიც შეამცირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას. ამ მიზნით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ავტოგასამართი სადგურების მსხვილი ქსელების ხელმძღვანელებს გაეგზავნათ წერილი-რეკომენდაციები, სადაც სთხოვდნენ მათდამი დაქვემდებარებული ავტოგასამართი სადგურების მიწისქვეშა რეზერვუარებზე ბენზინის ორთქლის გამაუვნებელყოფელი ფილტრების დამონტაჟებას და ბენზინის ჩასასხმელი ავტომატური „პისტოლეტების“ გამოყენებას. ამ წერილების საფუძველზე რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე უკვე დამონტაჟდა აღნიშნული ფილტრები. პროცესი გრძელდება. გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არც ერთი ავტოგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის პროექტზე არ გაიცემა ჰიგიენური და ეკოლოგიური დასკვნა, თუ პროექტში არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფილტრებისა და ავტომატური „პისტოლეტების“ მონტაჟი.

აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ქალაქის ფარგლებში არსებული საწარმოების შესაბამისი გამწმენდი ტექნოლოგიებით აღჭურვის თვალსაზრისით, კერძოდ, ფონიჭალის ასფალტბეტონის ქარხანაში დამონტაჟდა დანადგარი, რომელიც თეორიული გათვლებით მინიმუმამდე ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას, ხოლო ავჭალის ასფალტბეტონის ქარხნაში გათვალისწინებულია მტვრის დამჭერი ფილტრების დამონტაჟება. ასევე დაგეგმილია მითითებული საწარმოების ტერიტორიასა და უახლოეს დასახლებულ პუნქტებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე გამონაფრქვევების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევების ჩატარება, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა. ამავდროულად ხაზი უნდა გაესვას ქალაქის მასშტაბით დამატებითი მწვანე მოედნების მოწყობის პროცესს, რომელიც ემსახურება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების ასიმილაციასა და ფილტრაციის გაძლიერებას.

ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ქ. თბილისის მერიის ინიციატივით 2006 წლის ზაფხულში განხორციელებული პროგრამა „საზაფხულო სამუშაოები სტუდენტებისათვის“. დასაქმებული სტუდენტების საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ამ კონტექსში აღსანიშნავია ბაღებისა და სკვერების გამწვანება, ეზოებისა და ქუჩების, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და ა.შ. როგორც აღინიშნა, გარდა გარკვეული სარგებელისა, ამ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვით საზოგადოების ეს მნიშვნელოვანი და ყველაზე აქტიური ნაწილი ამიერიდან სერიოზულ პროპაგანდას გაუწევს ქალაქის სისუფთავესა და გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

წყლის რესურსები და წყალმომარაგება

ათასწლეულის განვითარების ამოცანებს შორის ყველაზე ლოკალური ხასიათისაა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყლის სტაბილურად მიწოდება. მოსახლეობის ხარისხიანი წყლით უწყვეტი მომარაგება ნებისმიერი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია. მით უმეტეს, როცა ეს საქართველოს დედაქალაქს ეხება, სადაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს. საქართველოში, სადაც წყლის რესურსის სიმცირის პრობლემა არ არსებობს, დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება უწყვეტი წყალმომარაგება. თბილისი საქართველოს ერთადერთი ქალაქია, სადაც მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემა მეტნაკლებად შენარჩუნებულია და წარმატებით ფუნქციონირებს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის რესურსების დაბინძურება ძირითადად განპირობებულია წყლისა და კანალიზაციის სისტემის გაუმართაობით. აღსანიშნავია მდ. მტკვრის მდგომარეობა, რომლის წყალი ძირითადად გამოიყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, თბოენერგეტიკასა და ჰიდროენერგეტიკაში. მდინარე განისაზღვრება როგორც თევზსამეურნეო მე-2 კატეგორიის წყლის ობიექტი.

როგორც ქიმიური კვლევის შედეგებით დასტურდება, მდინარის წყალი არ განიცდის მკვეთრ ცვლილებებს. წყლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მაჩვენებლები კი აშკარად მიუთითებს საყოფაცხოვრებო ფეკალური დაბინძურების ზრდის ტენდენციაზე. საქართველოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის დაკვირვებების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ გახსნილი ჟანგბადის მაჩვენებელი მდინარის წყალში საკმაოდ მაღალია, აღინიშნება რიგი დამაბინძურებელი ნივთიერებებისა, განსაკუთრებით, ამონიუმის აზოტის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება. ამავე დროს წყლის ხარისხის სხვა პარამეტრები, მათ შორის, ნიტრატების კონცენტრაცია, აგრეთვე RH-ის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

მდ. მტკვრის ძირითადი დამაბინძურებელია კომუნალური კანალიზაცია. ქალაქის საწარმოო ობიექტების ძირითადი ნაწილის ჩამდინარე წყლები ჩართულია საკანალიზაციო ქსელში. ქალაქის ფარგლებში გაუწმენდავი წყლის გარკვეული რაოდენობა (57584 ათასი მ/წელ.) ჩაედინება მდ. მტკვარში და მდ. ვერეში საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორების მეშვეობით.

რაც შეეხება თბილისის წყალმომარაგების სფეროში არსებულ ვითარებას, სასმელი წყლის მიწოდების სიხშირის თვალსაზრისით ქალაქის 70%25-ს იგი უგრაფიკოდ მიეწოდება, ხოლო 30%25-ს - გრაფიკით. ქალაქში მიწოდებული წყალი შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტს „წყალი სასმელი“. წყლის ხარისხზე კონტროლის უზრუნველყოფასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ შპს. „თბილწყალკანალში“, რომელიც აღნიშნულ სფეროში ბუნებრივ მონოპოლისტად გვევლინება, მოქმედებს სამი ქიმიურ-ბაქტერელოგიური და ერთი ქიმიური ლაბორატორია, რომლებიც 100%25-ით აკონტროლებენ ქალაქში მოწოდებული წყლის ხარისხს.

დღეისთვის „არაგვის ხეობის წყალსადენში“ მუშაობს ლაბორატორია, სადაც დამონტაჟებულია თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქში მოწოდებული წყლის ანალიზების ჩატარებას ავტომატურ რეჟიმში და ინფორმაციის გადმოცემას ცენტრალურ ლაბორატორიაში. აღნიშნული ლაბორატორიით გაკონტროლდება ქალაქში მოწოდებული წყლის 50%25.

2006 წელს „ღრმაღელის საფილტრო სადგურში“ გადაიარაღდა არსებული ლაბორატორია (არაგვის ლაბორატორიის სტილში), რომელსაც დაემატება ქლორირების ავტომატური რეჟიმი. ეს ლაბორატორია გააკონტროლებს ქალაქში მოწოდებული წყლის 25%25-ს, ხოლო „სამგორის საფილტრო სადგურში“ ლაბორატორიის გადაიარაღების ჩატარება დაგეგმილია 2007 წელს.

2005-2006 წლების განმავლობაში თბილისის წყალსადენების ქსელში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიცვალა წყალსადენების მაგისტრალური ქსელების უმეტესი ნაწილი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ავარიების რაოდენობა სისტემაში და შესაბამისად, წყლის დანაკარგები. ერთი წლის განმავლობაში გამოცვლილია 59 კმ. სიგრძის ქსელი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ თბილისის სხვადასხვა უბნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სამუშაოები 15 წელია არ ჩატარებულა, ხოლო ადრეულ წლებშიც სამუშაოთა მაქსიმალური გეგმა შეადგენდა მხოლოდ 18 კმ-ს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დაახლოებით 150კმ.-ის სიგრძის ქსელის შეცვლა.

თბილწყალკანალში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც მუდმივად და ოპერატიულად მუშაობს მოსახლეობის პრობლემებზე და უმოკლეს დროში გადასცემს ინფორმაციას თანამედროვე ციფრულ სისტემებზე მომუშავე თბილწყალკანალის სადისპეჩერო სამსახურს. გეოსაინფორმაციო ბაზის საფუძველზე შექმნილ ახალ სადისპეჩეროს დაზიანებებზე უსწრაფესი რეაგირების საშუალება აქვს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას. 2006 წლის აპრილამდე სისტემის მართვა და მონიტორინგი მთლიანად დამოკიდებული იყო ტექნიკური პერსონალის გამოცდილებასა და ცოდნაზე, წყალმომარაგების ოპერატიულობა კი პრობლემად რჩებოდა. არ არსებობდა ქსელების ზუსტი რუკა, დაზუსტებული მონაცემები მილების წლოვანების, დიამეტრის და სხვა პარამეტრების შესახებ. ამის გამო ავარიები არაპროგნოზირებად ხასიათს ატარებდა, რაც თავისთავად არ იძლეოდა მათი პრევენციისა და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საშუალებას.

საბინაო სექტორი

როგორც მთელი ქვეყნის, ისე თბილისის მასშტაბით საბინაო სექტორის მდგომარეობა კვლავ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მიუხედავად, დღეს-დღეისობით არ არსებობს ერთიანი, ჩამოყალიბებული მიდგომა საბინაო და კომუნალური სექტორების მიმართ. მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა არც სტატისტიკური ინფორმაციის თვალსაზრისით - ჯერჯერობით არ შემუშავებულა ინდიკატორების შესაბამისი სისტემა, რომელიც იძლევა სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ქმედითი პრევეციული პოლიტიკის დაგეგმვის საშუალებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის საბინაო ფონდის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც განპირობებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამორტიზაციით. ეს, უშუალო შედეგია იმისა, რომ წლების მანძილზე ქალაქის საბინაო ფონდის პროფილაქტიკური, მიმდინარე თუ კაპიტალური რემონტი არ განხორციელებულა. ამას ემატება 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თბილისს - 21,5 ათასამდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობ ცენტრთან არსებული შენობების ავარიულობის ხარისხის დამდგენი კომისიის მიერ 2005 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით აღრიცხული ავარიული სახლების საერთო რაოდენობამ 3543 შეადგინა. ავარიული სახლების 41.0%25 მოდიოდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონზე, ხოლო ამ თვალსაზრისით ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონი (7.0%25). აგრეთვე აღსანიშნავია ავარიული სახლების განაწილება სართულებისა და ავარიულობის ხარისხის მიხედვით - ყველაზე დიდი წილი მოდის 1-, 2- და 3-სართულიან სახლებზე (76.0%25), ხოლო 4-, 5- და 6-სართულიან და 7- და მეტ სართულიან სახლებზე, შესაბამისად - 13.0%25 და 11.0%25.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კომისიის ანგარიშის ნუსხაში მოხვედრილი სახლების რაოდენობა ვერ ასახავს თბილისში ავარიული სახლების რეალურ რაოდენობას. სინამდვილეში, დედაქალაქში გაცილებით მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. რაიონული გამგეობების მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2005 წლის ბოლოსათვის შემდეგი სურათი იყო: გლდანი-ნაძალადევის რაიონში 3000 მეტი ავარიული სახლი; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - 2201, (აქედან 481 - პირველი, 1307 - მეორე და 557 - მესამე კატეგორიის); ვაკე-საბურთალოს რაიონში - 1240 (აქედან 705 - პირველი, 360 - მეორე და 175 - მესამე კატეგორიის); მთაწმინდა-კრწანის რაიონში - 2762 (აქედან 321 - პირველი, 2407 - მეორე და 241 - მესამე კატეგორიის). ისანი-სამგორის რაიონში - 4029 (აქედან 1059 - პირველი, 2484 - მეორე და 486 - მესამე კატეგორიის). აღრიცხვის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად უნდა შეუწყოს ხელი შენობების ავარიულობის ხარისხის დამდგენი კომისის საქმიანობის განახლებამ.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ფორმირების პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს სფეროს მაქსიმალურ ლიბერალიზიას და დერეგულირებას. აქვე უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა სტატისტიკური ინფორმაციის თვალსაზრისით 2010 წელს, როდესაც დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის და საცხოვრისების საყოველთაო აღწერის ჩატარება.

0x01 graphic

წყარო: ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობ ცენტრთან არსებული შენობების ავარიულობის ხარისხის დამდგენი კომისია.

რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ღონისძიებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია 2000-2005 წლებში ჩატარებული ავარიული შენობების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. სამუშაოების ჩატარების ძირითადი პრობლემაა ქალაქის შეზღუდული საფინანსო რესურსები. აღნიშნული პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს ზუსტი მონიტორინგი, გამოიკვეთოს პრიორიტეტები მწვავე ავარიული კატეგორიის კორპუსებს შორის, დაისახოს ღონისძიებები, რაც გამორიცხავს მათი უეცარი ჩამოშლის საშიშროებას. ფორსმაჟორულად გამოცხადებულ ობიექტებზე საპროექტო ტექდოკუმენტაციის დამუშავების პარალელურად დაიწყოს უშუალო სამუშაოები.

ბოლო პერიოდში სასიკეთო ტენდენციები შეიმჩნევა კაპიტალური მშენებლობის დარგში, მაგრამ სამშენებლო კომპლექსის სრულყოფილ ამუშავებას ხელს უშლის მემკვიდრეობით მიღებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში ფაქტობრივად შეჩერდა სამშენებლო პროცესები. ვერ მოხერხდა დაუმთავრებელ მშენებლობათა სათანადო კონსერვაცია, რის გამოც ასეთი ობიექტების დიდი ნაწილი გაიძარცვა და დაზიანდა ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად. ამასთან, ბოლო პერიოდში გახშირდა დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებში უნებართვო შეჭრის შემთხვევები.

2006 წლისათვის, კაპიტალური მშენებლობის ხაზით, ქ. თბილისის მერიის შესაბამისი დამკვეთი სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა სხვადასხვა დარგის დაუმთავრებელი მშენებლობის 470 ობიექტი, მათ შორის: სახელმწიფო ბინათმშენებლობის 50 საცხოვრებელი სახლი; კოოპერატიული ბინათმშენებლობის 45 საცხოვრებელი სახლი; საუწყებო ბინათმშენებლობის 18 საცხოვრებელი სახლი; 22 სკოლა; 8 საბავშვო ბაღი; 47 სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობა; 280 სხვადასხვა დარგის საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტი. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში აშენდა, განახლდა და საექპლუატაციოდ ჩაბარდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის - 40 საცხოვრებელი სახლი. 1995-2005 წლებში საქალაქო ბიუჯეტიდან კაპიტალური მშენებლობისათვის გამოყოფილი 100 მილიონ ლარზე მეტი კაპიტალდაბანდება ძირითადად ათვისებულია როგორც დაუმთავრებელი მშენებლობების რეაბილიტაციაზე, ასევე ახალი ობიექტების მშენებლობაზე. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თბილისში არსებულ სამშენებლო კომპანიებსა და ორგანიზაციებს უკვე აქვთ მატერიალურტექნიკური, შრომითი და ინტელექტუალური რესურსები და პოტენციალი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პროექტის განხორციელებას თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე.

ბინის მესაკუთრეთა უფლება-მოვალეობის შესახებ არა მარტო მათი ინფორმირების, არამედ მათ ცნობიერებაში კონკრეტული მოვალეობების შესრულების კულტურის დანერგვის მიზნით მერია 2004 წლიდან „თბილისის კორპუსის“ ინიციატივის ფარგლებში ხელს უწყობს მესაკუთრეთა ასოციაციების შექმნას. მსგავსი ასოციაციების შექმნა მიზნად ისახავს მესაკუთრეთა აქტიურ ჩართვას მათ საკუთრებაში არსებული ისეთი ერთობლივი ქონების მოვლა-პატრობონის პროცესში, როგორიცაა სადარბაზოები, სახურავი, ლიფტი, ეზო და ა. შ.

2006 წლისათვის თბილისის კორპუსში აღრიცხვაზე იდგა 1818 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა (თავმჯდომარეებს შორის 51%25 ქალბატონია, 49%25 - მამაკაცი). ამხანაგობის მიზნობრივ ხელშემწყობ პროგრამაში ჩართული იყო 80-მდე კომპანია, რომლებიც მერიის და ამხანაგობის თანადაფინანსების პრინციპით ემსახურებიან ამხანაგობებს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველია.

0x01 graphic

წყარო: ქ. თბილისის საფინანსო საქალაქო სამსახური.

0x01 graphic

10 მიზანი 8: განვითარებისთვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება

▲back to top


თბილისი თანამშრომლობისალაქი”

ამოცანა 16: დაძმობილებულ ქალაქებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორულ ურთიერთობებზე გადასვლა.

ამოცანა 17: ერთიანი საინფორმაციო სისტემების განვითარება და კომუნიკაციების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ათასწლეულის განვითარების ბოლო მიზანია განვითარებისთვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ქვეყნის დონეზე მოცემული მიზანი მოიცავს თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური და საფინანსო სისტემების შემდგომ განვითარებას, საგარეო დავალიანების პრობლემის გადაჭრასა და კომუნიკაციური სისტემების განვითარებას. თბილისისათვის მსოფლიო თანამშრომლობის ფარგლებში გრძელვადიანი ამოცანების დასახვის დროს გათვალისწინებული იქნა მსოფლიოს მრავალ რეგიონში თბილისის დაძმობილებულ ქალაქებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მრავალწლიანი გამოცდილება და მათი თვისობრივად ახალ ფორმატში გადაყვანის აუცილებლობა. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობის ანალიზის დროს გამოიკვეთა განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის საინფორმაციო კომუნიკაციების და ეკონომიკის ინფორმაციული სექტორის როლი, როგორც ქალაქის მენეჯმენტის გაუმჯობესების, ასევე მთლიანად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

დაძმობილებული ქალაქები და საერთაშორისო თანამშრომლობა

ქალაქის დონეზე საერთაშორისო თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს თბილისისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიშის მომზადება, რაც შესაძლებელი გახდა ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების მჭიდრო თანამშრომლობით. იმავდროულად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა მაქსიმალურად მოხდეს არსებული გამოცდილებისა და პოტენციალის გამოყენება ქალაქის დონეზე დასახული ამოცანების შესასრულებლად. კერძოდ, სასურველი იქნება, თუ უახლოეს მომავალში აღნიშნული თანამშრომლობა მიმართული იქნება იმ სფეროებში საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადებაზე, რომელიც ძირითად გავლენას ახდენს თბილისისათვის განსაზღვრულ ათასწლეულის განვითარების მიზნებსა და ამოცანებზე.

ათასწლეულის განვითარების მე-8 მიზანი დღევანდელ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თბილისში ათასწლეულის განვითარების სხვა მიზნების რეალიზაციის თვალსაზრისით. საქართველო და, განსაკუთრებით, მისი დედაქალაქი თანდათანობით უნდა ჩამოყალიბდეს მაღალტექნოლოგიურ, სტუმართმოყვარე, ღია და თავისუფალ ტურისტულ და ეკონომიკურ ცენტრად. სხვა ქალაქებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა თბილისში განვითარების წარმატებული მოდელის განხორციელებითვის.

2006 წლისათვის ქ. თბილისს ჰყავს 11 დაძმობილებული ქალაქი, რომელთანაც აკავშირებს ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში. გარდა ისტორიულად დამკვიდრებული კულტურული თანამშრომლობისა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ათეულობით წელს ითვლის, თბილისს არაერთხელ ჰქონია მხარდაჭერა ქვემოჩამოთვლილი ქალაქებიდან, მათ შორის - ჰუმანიტარული დახმარება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაძმობილებული ქალაქებისა, თბილისს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი პარიზთან (1997 წ.) და სხვა ქალაქებთან. თბილისი აგრეთვე გაწევრიანებულია ქალაქების ხელმძღვანელთა და მერების საერთაშორისო ფრანკოფონურ ასოციაციაში. ამ ასოციაციის კომპეტენციის ფარგლებშია ქალაქების მდგრადი განვითარებისათვის საჭირო პერსპექტიული საკითხების განხილვა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს დემოკრატიის განვითარება/სრულყოფა და ამ მიზნით ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

მიუხედავად ბევრი წარმატებული პროექტისა, რომელიც მიმართულია კონკრეტულ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე, ზოგიერთ შემთხვევებში ურთიერთობა დაძმობილებულ ქალაქებთან მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს (ბოლო წლების მანძილზე ფაქტობრივად არანაირი კონტაქტები არ შემდგარა), ზოგიერთ შემთხვევაში კი, კონკრეტული დახმარების მოძიებით შემოიფარგლება, რასაც ერთჯერადი და ფრაგმენტული ხასიათი აქვს.

აღსანიშნავია მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GTZ). 1996 წლიდან მიმდინარეობს პროექტი მიწის კადასტრისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომელშიც დასაქმებულნი არიან დაძმობილებული ქალაქის საარბრიუკენის წარმომადგენლები. ამავე ორგანიზაციის ხელშეწყობით 2002 წლიდან მიმდინარეობს პროექტი „კავკასიის ქალაქთა ქსელი“, რომელიც სამ თემას მოიცავს: მმართველობის რეფორმას, დასუფთავების მეურნეობას (მომზადდა ქალაქის დაგვა-დასუფთავებისთვის საჭირო ხარჯების კალკულაცია) და ბავშვთა სოციალურ საკითხებს (იგეგმება დედათა ცენტრის გახსნა, გათვალისწინებულია გლდანინაძალადევის რაიონისათვის სოციალური ატლასისა და ბროშურის გამოცემა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ).

გლობალური პარტნიორობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია თბილისის გონებადაქვეითებულ ბავშვთა 198-ე სკოლასა და ქ. ნანტის შესაბამის სკოლას შორის თანამშრომლობა, რაც მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივას წარმოადგენს. 2006 წლის მაისში 198-ე სკოლაში ნანტის სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარები პედაგოგებისთვის ურთიერთდახმარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გონებადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. დაძმობილებული ქალაქების მხრიდან ამგვარი გამოცდილებების გაზიარება მომავალშიც გაგრძელდება.

ხაზგასასმელია ასევე ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში 2006 წლის ივნისში ქ. თბილისის მერიაში გამართული სემინარი/დისკუსია, რომელიც მიეძღვნა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხების განხილვას. გამართული ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების დროს. ამავდროულად, შეკრებილ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მერიის შენობაში გახსნილი ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ქალაქის დონეზე ეკონომიკის ხელშეწყობის კონკრეტული მაგალითები და გამოცდილება წარმოადგინა ქ. საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

ქალაქის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე საუბრისას აღსანიშნავია დაგეგმილი ერთობლივი პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის (მსოფლიო ბანკი) ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. პროექტში

0x01 graphic

წყარო: ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.

ჩართულნი იქნებიან გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა (აღნიშნული სამსახური კოორდინაციას გაუწევს პროექტის განხორციელებას) და სხვა შესაბამის სამსახურებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას.

11 ქ. თბილისის მერიის განაცხადი

▲back to top


0x01 graphic

ათასწლეულის განვითარების მიზნების წინამდებარე ანგარიშის მომზადებით ქ. თბილისის მერია გამოხატავს თავის მზაობას ლოკალურ დონეზე განსაზღვრული ამოცანების განხორციელებით ხელი შეუწყოს ეროვნული ათასწლეულის მიზნების მიღწევას და შესაბამისად, თავისი წვლილი შეიტანოს ადგილობრივ დონეზე შეთანხმებული მიზნების მიღწევის

საქმეში.

ქ. თბილისის მერია კარგად აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ანგარიში თავისი ხასიათით უფრო დეკლარაციული ხასიათისაა და მიუხედავად კონკრეტული საკითხებისა, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭიროა გააზრებული და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების შემუშავება ცალკეული მიმართულებების მიხედვით.

უფრო მეტიც, ათასწლეულის განვითარების მიზნების გრძელვადიანი სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშუალოვადიან დაგეგმარებაზე გადასვლას, რომელსაც საფუძველს შეუქმნის შესაბამისი საბიუჯეტო პროცესი. მხოლოდ კოორდინირებული მოქმედების შედეგად იქნება შესაძლებელი დაგეგმილ რეფორმებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, რაც რეალურად აქცევს ცალკეულ ღონისძიებებს.

სტრატეგიულ დაგეგმვაზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ უკვე დაწყებულია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი. აღნიშნული პროექტები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და მათში დედაქალაქის განვითარება კომპლექსურად, ერთიან სისტემაში არის განხილული.

მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანი მექანიზმის შექმნისათვის მნიშვნელოვანია მერიის სტრუქტურის შემადგენლობაში შესაბამისი პასუხისმგებელი რგოლის გამოყოფა, რომელიც თანამონაწილეობის პრინციპების დაცვით უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას ზოგადად ამოცანებისა თუ ცალკეული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგში. გარკვეული პერიოდულობით მომზადდება თბილისისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის ამსახველი ანგარიშები. წინამდებარე, ასევე სამომავლო ანგარიშები, შესაბამის მასალებთან ერთად, ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის.

იმავდროულად, ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს პროცესის ზოგად კოორდინაციას და ქალაქის ხელისუფლების მჭიდრო კავშირს, როგორც შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, ისე - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან.

რაც შეეხება ქ. თბილისისათვის განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს, ისინი საბოლოო ჯამში ემსახურება დედაქალაქის ჰარმონიულ განვითარებას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მდგრადი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

0x01 graphic

მიზანი 1: უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა

სიღარიბის შემცირება და საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოხდეს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობით.

დედაქალაქის ხელმძღვანელობა სიღარიბის დაძლევისა და უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთ წინაპირობად განიხილავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული მიმართულებით გაგრძელდება სხვადასხვა სახის ბიზნესპროექტების ხელშეწყობა, გამოფენებისა და ბაზრობების ორგანიზება, ბიზნესის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ქალაქის თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფა, ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება და სხვა. ასევე იგეგმება არსებული შრომითი რესურსების დასაქმების ხელშეწყობა მათი კვალიფიკაციის ამაღლებითა და კონკრეტული ეკონომიკური პროექტების განხორციელებით.

სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ეფექტურობის გაზრდის მიზნით 2007 წლიდან პრიორიტეტულია სოციალური დაცვის პროგრამების ოპტიმიზაცია და დედაქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ეფექტური ღონისძიებების განხორციელება. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელდება ქმედითუუნარო პირთა ზედამხედველობის, ყრუ და უსინათლო ინვალიდთა თანადგომის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სერვისების მიწოდების დაფინანსებისა და სხვა სახის პროგრამები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში განსაზღვრულია არსებული უფასო სასადილოების ქსელის ხარისხობრივი გაუმჯობესება-გაფართოება და უმწეოთა თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის სრულად მოცვის მიზნით. ამასთან, ხელი შეეწყობა ქალაქის მასშტაბით ეფექტური სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირებას და მოხდება კერძო საპენსიო სისტემის მხარდაჭერა. სხვადასხვა სქემების

შემუშავება/განხორციელებით სათანადო ყურადღება დაეთმობა განსახლების კომპაქტურ ცენტრებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნასა და მათ საერთო სოციალურეკონომიკურ რეაბილიტაციას.

0x01 graphic

მიზანი 2: ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი პირობების უზრუნველყოფა

განათლების სისტემის განვითარებას ქ. თბილისის მერია უზრუნველყოფს ლოკალური შრომის მოთხოვნის შესაბამისი პროფილის პროფესიული სასწავლებლების ფორმირების ხელშეწყობით, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის/დასაქმების ცენტრების შექმნით, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების კერებს შორის ურთიერთობის კოორდინაციითა და სოციალური პარტნიორობის პრინციპების დანერგვით.

ბაგა-ბაღებში მოხდება ბავშვებისთვის მოქმედი სანიტარული წესებითა და ნორმებით განსაზღვრული შესაბამისი ინგრედიენტების საკვების მიწოდება. განხორციელდება თბილისში მოქმედი ყველა ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, ეკოლოგიური და ეკონომიური გათბობის ავტონომიური სისტემებით აღჭურვა. გაგრძელდება არსებული სკოლების კაპიტალური რემონტი, მათი მატერიალურტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

ასევე ხელი შეეწყობა შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებას თბილისის მრავალ სკოლაში და მოხდება აუცილებელი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შესაბამისად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების შეძენით. ამასთან, შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისთვის დედაქალაქში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სათანადოდ აღჭურვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩებში და გადასასვლელებში პანდუსები.

კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეეწყობა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მენეჯმენტის გაუმჯობესებას.

0x01 graphic

მიზანი 3: გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა

ქ. თბილისის მერია აქტიურად ითანამშრომლებს გენდერულ პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ დონეზე შემუშავებული გენდერული თანასწორობის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის რეალიზაციაში.

დიდი ყურადღება დაეთმობა გენდერული თანასწორობისათვის აუცილებელი სოციალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობას.

გარდა ამისა, გენდერულ საკითხებზე არსებული საერთო სახელმწიფოებრივი დოკუმენტების საფუძველზე შემუშავდება გენდერული თანასწორობის ადგილობრივი კონცეფცია.

0x01 graphic

მიზანი 4: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად მოხდება ეროვნულ დონეზე დაგეგმილი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია ადგილობრივ დონეზე.

მნიშვნელოვანი იქნება დედაქალაქში ჯანდაცვის სისტემის დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმის კოორდინაცია და ოჯახის ექიმზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და კონკრეტული საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა.

პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ბავშვებში ონკოლოგიური პათოლოგიებით ავადობისა და სიკვდილიანობის პრობლემა, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ბავშვთა სრული იუმუნიზაციის უზრუნველყოფა, კონკრეტული დაავადებების პრევენცია/პროფილაქტიკაზე, რეაბილიტაციასა და სოციალურ ინტეგრაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

0x01 graphic

მიზანი 5: დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ამ მიზნის მისაღწევად ხელი შეეწყობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიმართულ სათანადო პროგრამებს, სადაც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სწორი რეპროდუქციული ქცევის ჩამოყალიბება მოზარდების მიზანმიმართული ინფორმირებისა და განათლების გზით.

მერია უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას დედაქალაქის მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი - ღარიბი ფენებისათვის, რომელთაც არ ძალუძთ საკუთარი სახსრებით გამოიყენონ სხვადასხვა მომსახურება. შესაძლებლობების ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებიც.

0x01 graphic

მიზანი 6: აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა

ძირითადი ინფექციური დაავადებების გავრცელების შეჩერება და უკუპროცესის დაწყება უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ზოგადი კეთილდღეობისათვის. დედაქალაქის მერია მხარს დაუჭერს აივ/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო სპეციალურ ღონისძიებებს.

აივ/შიდსით დაავადებულთა შორის მეტი წილი მოდის პირებში ინტრავენური ნარკომანებზე დიდი წილის გათვალისწინებით, რაც ქმნის აღნიშნული დაავადების დედაქალაქში სწრაფი გავრცელების საშიშროებას, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეუყობს ლოკალურ დონეზე ნარკომანიასთან ბრძოლის პროგრამების განხორციელებას. ამ კუთხით იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება, რაც მიზნადმ ისახავს აღნიშნული სენის გავრცელების ხელშეშლას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აქტიური ღონისძიებები გატარდება ძირითადი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ. მოხდება ინფექციური დაავადებების გავრცელებისათვის ხელშემწყობი კერების ლიკვიდაცია, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პროექტების ეტაპობრივი განხორციელება და იმუნიზაციის მასშტაბების გაფართოება.

0x01 graphic

მიზანი 7: ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა

ეკოლოგიური მდგრადობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ტენდენციის შეჩერებას. ქ. თბილისის მერია ქალაქგარეთ გაიტანს იმ საწარმოებს, რომელთა ტექნოლოგიური პროცესები მავნე საწარმოო ფაქტორების ფორმირების წყაროს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებისათვის ეფექტურად უნდა დარეგულირდეს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა.

მყარი ნარჩენების მართვის კომპლექსური და სრულყოფილი მექანიზმის ამოქმედების მიზნით ეტაპობრივად მოხდება ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სისტემის ამოქმედება, მისი შემდგომი დახვეწა, ნაგავსაყრელების მდგომარეობის გაუმჯობესება, ნარჩენების რეციკლირებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

მტკვრის და ვერეს შემდგომი დაბინძურების შესაჩერებლად შემუშავდება საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორების სისტემის მართვის სტრატეგია (საკანალიზაციო ქსელის ჩართვა თბილისი-გარდაბანის მთავარ კოლექტორში და ჩამდინარე წყლების გატანა თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე ქ. გარდაბანში).

ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას ხელი უნდა შეუწყოს თბილისის ეროვნული პარკის შექმნამ, რომელიც მიზნად ისახავს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციას. ამასთან, სათანადო ყურადღება დაეთმობა ქალაქის მწვანე ზოლის დაცვას, გაფართოვდება ქალაქის გამწვანებაგანაშენიანების მასშტაბები.

დედაქალაქის წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად ეტაპობრივად განხორცილდება თბილისის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციის პროექტი. მოხდება მაგისტრალური ქსელების შეცვლა, სათავე და სატუმბი ნაგებობებისა და სანიაღვრე ქსელების შემდგომი რეაბილიტაცია, რაიონების მიხედვით პრობლემატური კერების შემდგომი იდენტიფიკაცია და კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, ამორტიზებული ტუმბოდანადგარების ახლით შეცვლის გზით მაღალ სართულებზე მაცხოვრებელთა წყალმომარაგების გაუმჯობესება, მოხმარებული წყლის აღრიცხვის სრულყოფა, წყლის მიწოდებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემდგომი სრულყოფა.

მდგრადი გარემოს არსებობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის საბინაო ფონდის განვითარებას. ქ. თბილისის მერია კოორდინაციას გაუწევს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, რასაც პარალელურად უნდა სდევდეს შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა და ინდიკატორების შემუშავება. გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში მყოფი გაჭირვებული მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით ეტაპობრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა მოხდება კერძო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებით. ამასთან, განხორციელდება გადაუდებელი ავარიული საბინაო ფონდის კაპიტალური შეკეთების და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისების პროგრამები.

0x01 graphic

მიზანი 8: განვითარებისთვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება

განვითარებისთვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა გაეროს სააგენტოებთან და საქართველოში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე მნიშვნელოვანია თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობის არსებული პოტენციალისა და რესურსის მაქსიმალურად გამოყენება, გამოცდილების აქტიური გაზიარება სოციალურეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტებსა და ქალაქის სწორ მენეჯმენტთან დაკავშირებით. იგეგმება ადგილობრივი განვითარების საკითხებზე ფორუმების მოწვევა სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დედაქალაქის სახის პოპულარიზაციას.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის განვითარების სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პირობად აღიარა საინფორმაციო საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიური ინტეგრირება. აქედან გამომდინარე, ქალაქის მერია მიზნად ისახავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობასა და ეტაპობრივად უნივერსალური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით ძალზე აქტუალურია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა მუდმივად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნის პროცესში. აუცილებელია ქალაქის დონეზე საინფორმაციო-სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის შექმნა და ელექტრონული მმართველობის დანერგვა, რასაც წინ უნდა უსწრებდეს მერიის სისტემის ინტერნეტიზაცია, შიდა ქსელის შექმნა.

გარდა ამისა, კერძო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების გზით მოხდება სოციალური პროექტების დაგეგმვა/განხორციელების ხელშეწყობა, რაც მიმართული იქნება, რომ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საყოველთაოდ გახდეს ხელმისაწვდომი მაღალი ტექნოლოგიების მიღწევები.