![]() |
![]() ![]() |
|||||||
|
![]() |
პოლიცია და ადამიანის უფლებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები |
წყარო:
პოლიცია და ადამიანის უფლებები : სახელმძღვ. მასწავლებლის ადამიანური რესურსების სპეციალისტებისა და ადამიანის უფლებათა პროგრამების მონაწილეთათვის / [თარგმანი: ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე] ; შემდგ.: რალფ კროუშოუ ; [რედ.: გიორგი ჯოხაძე] - თბ., [2006] : შპს "სეზანი" - 271გვ. ; 27სმ. - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-58-92-4 : [ფ.ა.] [MFN: 29251] UDC: 351.74 + 341.231.14](075) K 24.567/4 - საერთო ფონდი K 25.353/4 - საერთო ფონდი 351.74/პ-569 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 7.402/4 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმძღვანელო მასწავლებლების ადამიანური რესურსების სპეციალისტებისა და ადამიანის უფლებათა პროგრამების მონაწილეთათვის შედგენილია რალფ კროუშოუს მიერ © Kluwer Law International and Raoul Wallenberg Institute of Human Rights and Humanitarian Law All rights reserved. No part of the material protected by this copyright notice may be reproduced or utilized in any form or by any means, electronic or mechanical, including photocopying, recording or by any other information storage and retrieval system, without written permission from the copyright owners. This translation is the result of a joint project between the the Raoul Wallenberg Institute of Human Rights and Humanitarian Law, the Public Defender’s Office of Georgia and the United Nations Development Programme (UNDP) with financial support from the Swedish International Development Cooperation Agency (Sida). აკრძალულია ამ გამოცემის ნებისმიერი ნაწილის ასლის გადაღება (გამრავლების მიზნით), თარგმნა, შენახვა კომპიუტერულ სისტემაში შემდგომი გამოყენების მიზნით ან გადაცემული ნებისმიერი სხვა საშუალებით, საავტორო უფლების მფლობელის წერილობითი ნებართვის გარეშე. წინამდებარე წიგნის თარგმნა განხორციელდა რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. თარგმანი: ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე რედაქტორი: გიორგი ჯოხაძე დიზაინი: ბესიკ დანელია დაიბეჭდა შპს ,,სეზანში” |
![]() |
1 შესავალი და მითითებები სახელმძღვანელოთი სარგებლობისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
I. სახელმძღვანელო
სახელმძღვანელოს ფორმატი და შინაარსი, და მასში მოცემული პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა პროგრამების განხორციელება, იმ მოწინავე გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტმა ამ პროგრამების განხორციელებით დააგროვა.
რაულ ვალენბერგის სახელობის ინსტიტუტის მიერ პოლიციელთათვის ორგანიზებული ადამიანის უფლებათა პროგრამების ძირითადი ამოცანაა იმგვარი გავლენა მოახდინოს პოლიციელთა დამოკიდებულებასა და აქედან გამომდინარე, მათ ქცევაზე, რომ მათ ეფექტურად განახორციელონ პოლიციის სამსახური და იმავდროულად ეს საქმიანობა იყოს კანონიერი და ჰუმანური.
თუმცა, ცნობილია, რომ ამ მიზნის მიღწევა, საგანმანათლებლო და წვრთნის პროგრამების გარდა სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. ამ სხვა ფაქტორებში იგულისხმება, მაგალითად - საჭირო პოლიტიკური ნება, გატარდეს ცვლილებები პოლიციის დაწესებულებებში; განხორციელდეს კულტურული და ორგანიზაციული ცვლილებები პოლიციის დაწესებულებებში; მიღებულ იქნეს ზომები კანონის წინაშე პოლიციის
პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.
ამავე მიზნებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ პოლიციისათვის ადამიანის უფლებათა პროგრამების სხვა მიზნებს წარმოადგენს:
● პოლიციის მუშაკებს შორის ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
● პოლიციის მუშაკებისათვის ფორუმების ორგანიზება, სადაც განხილულ იქნება ადამიანის უფლებები და საპოლიციო საკითხები;
● პოლიციის მუშაკებისათვის ხელშეწყობა და მათთვის მოთხოვნის წაყენება, საპოლიციო ფუნქცია განახორციელონ ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან გამომდინარე; და
● პოლიციის დაწესებულებებისათვის სათანადო ბაზის შექმნა, რათა მათ ეფექტურად, კანონიერად და ჰუმანური გზით განახორციელონ პოლიციის სამსახური
II. შესავალი და მითითებები სახელმძღვანელოთი სარგებლობისათვის
ამ შესავალსა და მითითებებში მოცემულია შემდეგი საკითხები:
სასწავლო სახელმძღვანელოს ფორმატი;
სახელმძღვანელოში მოცემული თავების ფორმატი;
სახელმძღვანელოზე დაფუძნებული პროგრამების სწავლების მეთოდები;
პროგრამების ხანგრძლივობა.
III. სასწავლო სახელმძღვანელოს ფორმატი
სახელმძღვანელო შედგება ხუთი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: კონტექსტი
ამ ნაწილში ძირითადი შესავალი საკითხებისადმი მიძღვნილი სამი განოყოფილებაა - ძირითადი იმ თვალსაზრისით, რომ მათში გადმოცემულია თავისთავად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მინიშნებები, და ძირითადი იმიტომაც, რომ ისინი იძლევიან კონცეპტუალურ სქემას, რომელიც სახელმძღვანელოს შემდგომი თავებისა და მასზე დაფუძნებული პროგრამების აღქმისთვისაა აუცილებელი.
განყოფილება 1. პროფესიული კონტექსტი
პროფესიული კონტექსტის ჩამოყალიბება ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან პოლიციის მუშაკებს უნდა ესმოდეთ, თუ რატომ მოითხოვენ მათგან საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან გამომდინარე; და რათა მათ გაიაზრონ ძალაუფლებისა და პროფესიული კომპეტენციის კანონიერ და ჰუმანურ განხორციელებას შორის არსებული კავშირი.
სწორედ ამიტომ „გამოწვევებისა და პროფესიონალიზმის“ სავარჯიშო პირველ თავშია მოცემული, აქვეა ახსნილი თუ რატომ არის იგი განთავსებული შესავალი ფორმალობების შემდეგ ნებისმიერი პროგრამის პირველ არსებით განხილვაში.
სავარჯიშო გამოყენებადი უნდა იყოს პოლიციელთა აუდიტორიის უმრავლესობისათვის, ხოლო მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, სჭირდება თუ არა მას ადაპტირება ან შესწორება კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე.
ამავე განყოფილებაშია მოცემული მეორე თავი, რომელიც პოლიციის პროფესიულ ეთიკას ეხება და ხაზს უსვამს პოლიციის სამსახურის კანონიერ და ჰუმანურ განხორციელებას შორის არსებულ ზემოაღნიშნულ კავშირს. მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალსიტებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი პირველი თავის სავარჯიშოდან გამომდინარე საკითხებზე დისკუსიისათვის, ან მათ შეუძლიათ ამ თავის განხილვას ცალკე სხდომა მიუძღვნან.
განყოფილება 2: საერთაშორისო კონტექსტი
თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში პოლიციის სამსახურის ძირითად სამართლებრივ საფუძველს ეროვნული კონსტიტუციები და კანონები წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, პოლიციის მუშაკებმა უნდა აღიარონ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა, რამეთუ პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო ასრულებს ან ვერ ასრულებს საერთაშორისო სამართლის წინაშე მის მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის თვალსაზრისით.
პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკებისათვის მათ საქმიანობაში საერთაშორისო კონტექსტის მნიშვნელობის გაცნობა ხელს შეუწყობს მათდამი დაქვემდებარებული მუშაკების ხელმძღვანელობას, მენეჯმენტსა და ზედამხედველობას იმგვარად, რომ მათ თავიანთი ფუნქციები განახორციელონ კანონის შესაბამისად და ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვით. უდაოა, რომ ადამიანის უფლებათა ზოგიერთი საერთაშორისო დოკუმენტის დებულებები პირდაპირაა მიმართული პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკებისადმი. უფრო მეტიც, ადამიანის საერთაშორისო უფლებები და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები:
● აძლიერებენ ეროვნულ კონსტიტუციებსა და სამართლებრივ დებულებებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ; და
● უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ბაზას საპოლიციო სამსახურსა და ადამიანის უფლებათა შორის არსებული ურთიერთკავშირის განსახილველად
რაც შეეხება ქვედა საფეხურის პოლიციის მუშაკებს, ადამიანის საერთაშორისო უფლებები და ჰუმანიტარული სტანდარტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სასწავლო რესურსი, რითაც ხელს შევუწყობთ მათ მიერ ადამიანის უფლებათა დაცვას და პატივისცემას მათი მოვალეობის განხორციელებისას. ასეთი მუშაკებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის ან ამ დოკუმენტების მოქმედი დებულებების სწავლება აუცილებელი არ არის.
ასეთი სწავლების ფარგლები მათი მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების გადასაწყვეტია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო დოკუმენტი პოლიციის ყველა დონის მუშაკს ეხება. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს გაეროს მიერ შემუშავებული სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსი. გარდა ამისა, ამ კოდექსის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები მოითხოვს, რომ კოდექსი ყველა სამართალდამცავი მუშაკისათვის მის მშობლიურ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი. ამ განყოფილების სამივე თავში მოცემული მასალა მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს საუშუალებას მისცემს საკმარისი ინფორმაცია მიიღონ:
● ადამიანის უფლებათა ბუნებისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მათი დაცვის მიზეზების შესახებ
● ამ სტანდარტების შემცველი სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტების ბუნებისა და სტატუსის შესახებ; და
● იმ გზების შესახებ, რომლებიც იძლევიან ამ სტანდარტების დაცვის საშუალებას, რათა ადვილად გასაგები გახდეს სახელმძღვანელოს შემდგომ განყოფილებებში მოცემული არსებითი საკითხების განხილვა
განყოფილება 3: დემოკრატიული კონტექსტი
ეს განყოფილება, სადაც მხოლოდ ერთი თავია, იძლევა მასალას, რომლის საფუძველზეც ნათელი ხდება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ურთიერთდამოკიდებულება, და აგრეთვე ის კარგი ან ცუდი ზეგავლენა, რაც პოლიციის სამსახურს შეუძლია მათზე მოახდინოს.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი საწყისი საკითხებია, რაც საშუალებას იძლევა ავხსნათ და განვიხილოთ პრინციპები, რომელზედაც დაფუძნებულია ამ სახელმძღვანელოდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა პროგრამები. ეს პრინციპებია:
● კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის სამსახური ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხორციელდება საზოგადოების თანხმობით და მასთან თანამშრომლობით;
● საზოგადოების თანხმობა და თანამშრომლობა მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც პოლიციის სამსახური ხორციელდება ეფექტურად, კანონიერად და ჰუმანური გზით, და ადამიანის უფლებათა სრული დაცვით; და
● კანონის განმტკიცების მცდელობისას პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკებისათვის დაუშვებელია კანონის დარღვევა, ადამიანის უფლებათა სამართლის ჩათვლით
ნაწილი მეორე: სტანდარტები
ამ ნაწილში მოცემულია სამი განყოფილება, რომელიც მოიცავს პოლიციის სამსახურთან დაკავშირებულ ადამიანის საერთაშორისო უფლებებსა და ჰუმანიტარულ სტანდარტებს, და იგი შეიძლება ჩაითვალოს ამ სახელმძღვანელოს და მისგან გამომდინარე პროგრამების მნიშვნელოვან ღერძად.
განყოფილება 4: პოლიციის უფლებამოსილებანი და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
ამ ნაწილის ოთხივე განყოფილება პოლიციის სამსახურის მნიშვნელოვან ძალაუფლებას ეხება.
ეს ძალაუფლება - ძალის გამოყენება, დაკავება, დაპატიმრება და ჩხრეკა შეზღუდულია შიდასახელმწიფო კანონების დებულებებით, რომელთა დაცვა პოლიციის მუშაკებისათვის სავალდებულოა. შიდასახელმწიფო კანონები სხვადასხვა ხარისხით ასახავენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტების სტანდარტებს, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს განხილვის საგანს წარმოადგენენ.
პოლიციის უფლებამოსილებათა შემზღუდველ და შემაკავებელ ფაქტორს უდაოდ წარმოადგენენ კანონით დაცული ადამიანის უფლებები. პოლიციამ, მისი ძალაუფლების განხორციელებისას უნდა დაიცვას კანონი და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
განყოფილება 5: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
ამ განყოფილებაში ექვსი თავია, რომელიც ეძღვნება ადამიანის უფლებებს პოლიციის ფუნქციონირებაში. ამ ფუნქციების განხორციელებისას პოლიცია იყენებს ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებებს და მე-4 თავში განხილული საერთაშორისო სტანდარტები ასევე რელევანტურია ამ თავის განხილვის საგანთან.
თუმცა, პოლიციის სამსახურის ძირითადი ფუნქციების განხილვისას სხვა სტანდარტებიცაა რელევანტური. მაგალითად, „დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენის“ განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაზარალებულის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ზოგიერთი პრინციპი ჩართული უნდა იქნეს ნებისმიერ მასალაში, რომელიც ეხება „პოლიციის სამსახურს არეულობისა და დაძაბულობის დროს“.
თავი - „ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები“ ჩართულია იმ მიზნით, რომ იგი დამატებით მასალად იქნეს გამოყენებული თავებთან: „დახმარება საგანგებო მდგომარეობების დროს“ და „პოლიციის სამსახური არეულობისა და დაძაბულობის დროს“. ამით ხდება იმ ფაქტის აღიარება, რომ ადამიანთა მასობრივ გადაადგლებას ამ თავებში განხილული სიტუაციები იწვევს.
დანაშაულის აღკვეთის, გადაუდებელი დახმარებისა და სოციალური არეულობის ან დაძაბულობის დროს (განხილულია მე-11 და მე-13 თავებში) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, პოლიციას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ პოლიცია, თავისი ფუნქციის შესრულებისას არა მხოლოდ იცავს ადამიანის უფლებებს, მას აქვს კონკრეტული მოვალეობა დაიცვას ადამიანის უფლებები ზოგადად და მე-15 თავი პოლიციის სამსახურის სწორედ ამ ფუნქციას ეძღვნება. მე-16 თავი ეხება „დისკრიმინაციის აღმოფხვრას“, რაც აგრეთვე პოლიციის სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს.
განყოფილება 6: ადამიანის უფლებათა განხორციელება ხელმძღვანელობისა და განათლების მეშვეობით.
ამ განყოფილების ორი თავი ეხება ადამიანის უფლებათა განხორციელებას. მე-17 თავი განიხილავს პოლიციის ხელმძღვანელობას, ხოლო მე-18 თავში მოცემულია პოლიციის საგანმანათლებლო და წვრთნის საკითხები. ეს თავები საფუძველს ქმნიან პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებთან და აგრეთვე პოლიციის მასწავლებლებთან და ინსტრუქტორებთან პროგრამებით გათვალისწინებული სესიების ჩასატარებლად.
მესამე ნაწილი: როლების გათამაშების სავარჯიშო
ამ ნაწილის ორი განყოფილება ფართო მასშტაბით მოიცავს როლების გათამაშების სავარჯიშოს (რასაც ნახევარი დღე სჭირდება), რაც რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნეს პროგრამის შემდგომ სესიებზე და იგი დაფუძნებულია სახელმძღვანელოს წინა ნაწილებში განხილულ მასალაზე.
მათი მიზანია ადამიანის უფლებათა პროგრამებში პოლიციის მონაწილეობის ელემენტის გაძლიერება და მასწავლებლებისა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკითხებს, რომლებსაც ისინი პროგრამის მსვლელობისას იხილავდნენ. სავარჯიშო უნდა შეესაბამებოდეს პოლიციის აუდიტორიის დიდ ნაწილს, მაგრამ მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა მოახდიონ მათი ადაპტირება და შესწორება. მათ აგრეთვე შეუძლიათ მსმენელებს შესთავაზონ საფუძვლები სხვა როლების სავარჯიშოს შესამუშავებლად.
მეოთხე ნაწილი: ჯგუფური მუშაობა
პოლიციისათვის ადამიანის უფლებათა ზემოაღნიშნული პროგრამების ერთ-ერთი მიზანია:
„პოლიციის დაწესებულებებში ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურის განხორციელების მიზნით უწყვეტი ძალისხმევის საფუძვლების უზრუნველყოფა“
სასემინარო მუშაობა, რომელიც სახელმძღვანელოდან გამომდინარე პროგრამების ელემენტს წარმოადგენს, ძირითადად იმ მიზნითაა შექმნილი, რომ დასაბამი მისცეს გრძელვადიანი უწყვეტი ძალისხმევის განხორციელებას, რაც აუცილებელია პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვისათვის, რომელიც ამ მიზანშია ასახული.
ამ ნაწილის ოთხ თავში მოცემულია იდეები სემინარის ელენეტებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ სახელმძღვანელოდან გამომდინარე პროგრამებში. რა თქმა უნდა, მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს შეუძლიათ შეიმუშავონ თავიანთი თემები ჯგუფური მუშაობისათვის პროგრამაში მონაწილე პოლიციის დაწესებულების ინტერესების შესაბამისად.
რეკომენდირებულია, რომ პროგრამის სასემინარო ნაწილი გამომდინარეობდეს საერთო სემინარის ელემენტიდან, იმგვარად, რომ სემინარის შედეგები ავსებდეს ამ სახელმძღვანელოს წინა ნაწილების სესიებს. ასევე რეკომენდირებულია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნეს (სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსების სპეციალისტთა მეშვეობით) სათანადო ინსტრუქტაჟი და დახმარება, რათა მოხდეს სემინარის შედეგების შემდგომი განვითარება და იმპლემენტაცია მოცემული პოლიციის დაწესებულების ფარგლებში.
სემინარის შედეგისა და დაწესებულების გათვალისწინებით, ზოგ შემთხვევაში ამას შესაძლოა მოჰყვეს დაწესებულებისადმი ტექნიკური დახმარების გაწევის გრძელვადიანი და ინტენსიური პროგრამა, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან დაფინანსებას და ამ ამოცანის განხორციელების უნარისა და სურვილის მქონე ადამიანების, ინსტიტუტების ან პოლიციის სხვა დაწესებულებების გულდასმით შერჩევას.
დანართები
სახელმძღვანელოს ახლავს სამი დანართი:
დანართი 1 შეიცავს სახელმძღვანელოზე დაფუძნებული ხუთდღიანი პროგრამის პროექტს.
დანართი 2 შეიცავს დამხმარე სასწავლო ტექსტებს, რომლებიც შეიძლება სლაიდების სახით იქნეს წარმოდგენილი; და
დანართი 3 შეიცავს რეკომენდირებულ საკითხავ ლიტერატურას. მე-3 დანართში მოცემული ზოგიერთი მასალა სახელმძღვანელოშია გამოყენებული და ამის შესახებ დანართში მითითებაა გაკეთებული.
ხაზგასმულია, რომ სასწავლო სახელმძღვანელო არ წარმოადგენს ,,ლექციათა“ კრებულს, არამედ იგი არის წყარო, რომლის საფუძველზეც მასწავლებელსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტს შეუძლია მოამზადოს საკუთარი სასწავლო მასალა.
IV. ფორმატი და თავები
თავები იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ იგი მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს დაეხმარება მოამზადონ და შეიმუშავონ:
● სასწავლო ჩანაწერები;
● სადისკუსიო თემები; და
● მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო მასალა
თითოეული თავი მოიცავს ჩანაწერებს, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილი ქვესათაურების მიხედვით არის დალაგებული:
1. შესავალი;
2. ძირითადი საკითხები;
3. განმარტებითი კომენტარები;
4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის;
5. დისკუსიის წახალისებისათვის საჭირო საკითხები; და
6. მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო მითითებები
შესავალი
იგი მასწავლებელსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტს ეხმარება მოკლე წინასიტყვაობა მოამზადოს შემდეგი ქვესათაურების შინაარსისათვის:
● ქვესათაური 3 - „განმარტებითი კომენტარები“; და
● ქვესათაური 4 - „პრეზენტაციის ძირითადი ინფორმაცია“.
ძირითადი საკითხები
ეს არის მოცემულ თავში განხილული თემის ძირითადი საკითხები ან პრინციპები, რომლებიც გამოკვეთილია იმ მიზნით, რომ:
● ყურადღება გამახვილდეს მათზე; და
● დაეხმაროს მე-4 ქვესათაურის ძირითადი ინფორმაციის აღქმაში
განმარტებითი კომენტარი
იგი მასწავლებელს ან ადამიანური რესურსების სპეციალისტს აწვდის ინფორმაციას თავში განხილული საკითხის ბუნებისა და მნიშვნელობის შესახებ; მასში ჩამოთვლილია სამართალდაცვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მასალასთანაა დაკავშირებული.
ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში მოცემული მასალა მოიცავს არსებით ინფორმაციას, რომელიც მსმენელებს უნდა მიეწოდოს შემდეგი ფორმით:
● მოკლე რეზიუმე საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ; და
● კომენტარები დოკუმენტებში მოცემულ დებულებებზე.
ეს მასალა ძირითად ინფორმაციად იმიტომ იწოდება, რომ საერთაშორისო სტანდარტები ამ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული ყველა პროგრამის წარმმართველ საკითხს წარმოადგენს.
თუმცა, ქვემოთ მოცემული ყველა სასწავლო მიზნის მისაღწევად, მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა სრულად უნდა გამოიყენონ და განავითარონ სხვა ქვესათაურებში შემოთავაზებული მასალა და მეთოდები.
შენიშვნა: დოკუმენტთა შესაბამის მუხლებზე იმგვარადაა მითითებული, რომ მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა სრულად ახსნან ტექსტები, რომლებიც სტანდარტებს ასახავენ. (ეს შეგიძლიათ იხილოთ რაულ ვოლენბერგის სახელობის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებულში, სასწავლო სახელმძღვანელოს დანართი 3).
დისკუსიის წახალისებისათვის საჭირო საკითხები
ეს საკითხები ძირითადი ინფორმაციიდან გამომდინარეობს, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს მონაწილეებთან ერთად.
საუკეთესო შემთხვევაში, პრეზენტაციის დროს ან მის შემდეგ, მონაწილენი თავად წამოჭრიან ხოლმე საკითხებს განმარტების მიღების მიზნით ან დისკუსიისათვის, ხოლო მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა მათზე ამომწურავი განმარტება უნდა მისცეს.
სადისკუსიო საკითხები ამ ქვესათაურში მოცემულია დისკუსიისა და მონაწილეთა წასახალისებლად.
მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო მითითებები
ამ ქვესათაურში მოცემული მითითებები ემსახურება:
კაზუსების შესწავლას;
სამუშაო ჯგუფების სავარჯიშოებს;
და როლების გათამაშების სავარჯიშოებს.
მონაწილეთა კულტურისა და პროფესიული ორიენტაციის გათვალისწინებით ადაპტირებული ამ სახის საქმიანობა უნდა შემუშავდეს მასწავლებლების ან ადამიანური რესურსების სპეციალისტების მიერ.
შენიშვნა: იმისათვის, რომ მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს ერთი თავის განხილვისას ხშირად არ მოუხდეთ სხვა თავებზე მითითება, ზოგიერთი მასალა სხვადასხვა თავებში განმეორებითაა მოცემული.
V. სასწავლო მეთოდები
მონაწილეები, მასწავლებლები და ადამიანური რესურსების სპეციალისტები
ამ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული პროგრამების სასწავლო მეთოდები დამყარებულია შემდეგ მოსაზრებებზე:
● პროგრამათა მონაწილეებს აქვთ პოლიციის სამსახურის გამოცდილება, განსაკუთრებით თავიანთ საკუთარ საზოგადოებებში; და
● მასწავლებელებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს აქვთ პოლიციის სამსახურის გამოცდილება; პოლიციის მუშაკთა სწავლების ან წვრთნის გამოცდილება; და პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების სწავლების გამოცდილება.
შენიშვნა: სასწავლო სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც პოლიციის სამსახურის გამოცდილების მქონე მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დახელოვდნენ პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული საერთაშორისო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სტანდარტების სფეროში.
მონაწილეობა და ურთიერთქმედება
მოზრდილთა სწავლების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გახლავთ ის, რომ მოზრდილთა განათლებისა და წვრთნის პროგრამები უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც ისინი აგებულია მონაწილეობასა და ურთიერთქმედებაზე. პოლიციისათვის გამიზნული პროგრამები გამონაკლისს არ წარმოადგენენ.
ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სეპციალისტებმა უნდა შეიმუშავონ კონკრეტული გარემოებებისათვის შესაფერისი მიდგომები, მთელი რიგი საკითხების პრეზენტაცია რეკომენდირებულია მომზადდეს შემდეგი ფორმატის შესაბამისად:
● მასწავლებლის ან ადამიანური რესურსების სპეციალისტის პრეზენტაცია სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის საფუძველზე;
● მონაწილეთა და მასწავლებელს ან ადამიანური რესურსების სპეციალისტს შორის დისკუსია პრეზენტაციის შედეგად წამოჭრილ საკითხებზე; და
● მონაწილეთა ჯგუფური მუშაობა
მსმენელებისათვის პრეზენტაციის მიწოდება
პრეზენტაციის მიწოდებისას რეკომენდირებულია, რომ მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა:
● მაქსიმალურად გამოიყენონ ნებისმიერი სახის დამხმარე სასწავლო საშუალებები - ამ მიზნით მომზადებულია ტექსტები ამ სახელმძღვანელოს №2 დანართში;
● პრეზენტაციის განმავლობაში წაახალისონ მონაწილეები, მითითებები გააკეთონ იმ საერთაშორისო დოკუმენტების დებულებათა ტექსტებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს;
● წაახალისონ მსმენელები, რათა მათ პრეზენტაციის მსვლელობისას და ასევე მის შემდგომ გამართული დისკუსიის დროს დასვან შეკითხვები და წამოჭრან საკითხები; და
● მოიყვანონ პოლიციის კარგი და ცუდი სამსახურის მაგალითები კონკრეტული პოლიციის სამსახურის/ადამიანის უფლებათა საკითხების ილუსტრირების მიზნით
შენიშვნა: ასეთი მაგალითები შეიძლება აღებულ იქნეს დამსწრეთა პირადი გამოცდილებიდან; მასმედიაში პოლიციის/ადამიანის უფლებათა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალებიდან; და პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული მეცნიერული კვლევებიდან ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიციის სამსახურის შედარებითი ანალიზი და პოლიციის სამსახურის სოციოლოგია.
მონაწილეთა ჯგუფური მუშაობა
მონაწილეთა ჯგუფური მუშაობის ჩატარებისას რეკომენდირებულია, რომ მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა:
● უზრუნველყონ ამ სახის სამუშაოსათვის პროგრამაში სათანადო დროის დათმობა;
● უზრუნველყონ ყველა მონაწილის აქტიური ჩართვა ამ სახის საქმიანობაში;
● შეიმუშავონ მონაწილეთა კულტურისა და პროფესიული ორიენტაციის შესაბამისი საქმიანობა.
შენიშვნა: თითოეული თავის განსახილველი საკითხის შესაბამისი ჯგუფური მუშაობისათვის რეკომენდირებული საქმიანობა მოცემულია ყოველი თავის მე-6 ქვესათაურში.
VI. პროგრამის ტიპები
საბაზო პროგრამა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავინახოთ, რომ სასწავლო სახელმძღვანელო შემუშავებულია როგორც სასწავლო წყარო პოლიციისათვის გამიზნული ადამიანის უფლებათა პროგრამებისათვის, რომელიც მოიცავს:
● კონფერენციის ელემენტს, სადაც წარმოდგენილი და განხილულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები; და
● სემინარის ელემენტს, რომელიც შექმნილია როგორც ბაზა პოლიციის დაწესებულებებში უწყვეტი ძალისხმევისათვის მათ მიერ საპოლიციო სამსახურის ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური გზით განხორციელების მიზნით
ასეთი პროგრამები შეიძლება შეიცავდეს სესიებს:
● რომელიც დაფუძნებული იქნება სასწავლო სახელმძღვანელოს სხვადასხვა თავების განსახილველ საკითხზე;
● რომელიც დაფუძნებული იქნება მსმენელებისათვის განსაკუთრებით საინტერესო და პოლიციისათვის ადამიანის უფლებათა პროგრამის შესაფერ თემებზე;
● რომელიც მიეძღვნება სემინარის თემებს, რომლებიც შემოთავაზებულია ამ სახელმძღვანელოს მეოთხე ნაწილში, ან სხვა შესაბამის თემებს
ამ სახელმძღვანელოს პირველ დანართში მოცემულია ხუთდღიანი ძირითადი პროგრამის პროექტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მონაწილეთა ტიპების მოთხოვნათა მიხედვით.
ძირითადი პროგრამის ვარიანტები
ძირითადი პროგრამის როგორც ხანგრძლივობა, ისე მისი შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა ტიპის მონაწილეთა მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამა შესაძლოა იმგვარად გაფართოვდეს, რომ კონკრეტული თემა ან თემები უფრო დეტალურად იქნეს განხილული, და შეიძლება შემცირდეს - განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭიროა მხოლოდ განსაზღვრული სახის თემებით შემოფარგვლა. ასეთ მიდგომას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მონაწილენი კონკრეტული სახის პოლიციურ ფუნქციას ახორციელებენ, სადაც პროგრამის ორიენტირი შეიძლება შეიზღუდოს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებებით.
პროგრამაში ასევე შეიძლება დომინირებდეს სემინარის ელემენტი. ამას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პოლიციის დაწესებულებათა ხელმძღვანელი თანამშრომლები პოლიციის სამსახურის რომელიმე კონკრეტული ასპექტის სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობენ და ამ პროცესში ადამიანის უფლებათა გათვალისწინება სურთ.
ასეთ შემთხვევაში სემინარმა შეიძლება შეასრულოს ფორუმის როლი პოლიტიკის ან სტრატეგიის შესამუშავებლად და მას შესაძლოა წინ უსწრებდეს ბრიფინგი ადამიანის უფლებათა შესაბამის საკითხებზე. სემინარის საქმიანობას ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების სპეციალისტი, რომელიც ბრიფინგს ჩაატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში სასწავლო სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც წყარო პროგრამის ორგანიზატორებისა და მონაწილეთათვის.
ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამების შინაარსი და ხანგრძლივობა დაფუძნებული იყოს პროგრამაში ჩართული კონკრეტული დაწესებულების ან მონაწილეთა მოთხოვნების სათანადო შეფასებაზე.
VII. პროგრამათა ხანგრძლივობა
რაც შეეხება პროგრამის ხანგრძლივობას, იგი ზუსტად უნდა ჩაეტიოს იმ დროში, რომელიც საჭიროა პროგრამის გადასაცემად, რადგან:
● პროგრამის საქმიანობა, რომელიც არ არის ნათლად გააზრებული, ზიანს მიაყენებს პროგრამის დანარჩენი ნაწილის საიმედობას; და
● პროგრამათა ორგანიზატორებმა ნათლად უნდა გაითვალისწინონ პოლიციის სამსახურის ძირითადი ბუნება და პოლიციის მუშაკები თავიანთი ამოცანების განხორციელებას უნდა მოწყვიტონ მხოლოდ იმ მინიმალური დროით, რომელიც პროგრამის მიზნებისთვისაა აუცილებელი.
ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნათა შეფასების შესაბამისად, პროგრამის ხანგრძლივობისათვის მითითებული დრო უნდა წარმოადგენდეს პროგრამის ფაქტიურ ხანგრძლივობას, იქნება ეს ორი დღე, სამდღენახევარი, ხუთი თუ ა.შ.
![]() |
2 ნაწილი I: კონტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 პირველი განყოფილება: პროფესიული კონტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1.1 თავი 1: სავარჯიშო - ,,გამოწვევები და პროფესიონალიზმი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გამოწვევები და პროფესიონალიზმი - სადისკუსიო თემა
თემის შესავალი
ამ სავარჯიშოს მიზანია პროფესიული კონტექსტის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციისათვის განკუთვნილი პროგრამები. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პოლიციის მუშაკებს უნდა ესმოდეთ, თუ რატომ მოითხოვენ მათგან, პოლიციის სამსახური გააზრებულ იქნეს ადამიანის უფლებათა პერსპქეტივიდან გამომდინარე; და რათა გაითავისონ კავშირი მათი ძალაუფლების კანონიერ და ჰუმანურ განხორციელებასა და პროფესიულ კომპეტენციას შორის.
ეს სავარჯიშო საშუალებას აძლევს მასწავლებლებს ან ადამიანური რესურსების სპეციალისტებს ნათლად გამოკვეთონ, რომ პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საქმიანობაა, სადაც მიზნები არ შეიძლება გამოვყოთ საშუალებებისაგან. პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციები ან საქმიანობა არ შეიძლება შეფასდეს მათ განსახორციელებლად გამოყენებული საშუალებებისაგან დამოუკიდებლად. უკანონოდ, არაეთიკურად ან არაჰუმანურად განხორციელებული პოლიციის სამსახური ამ სამსახურის მარცხს წარმოადგენს - იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგები იქნა მიღწეული.
ეს საკითხი, რომელიც სწორ ქცევას მაღალ პროფესიულ სტანდარტთან და პოლიციის სამსახურის კარგ ტექნიკურ შესაძლებლობებთან აკავშირებს, მთელი პროგრამის განმავლობაში უნდა იქნეს განმტკიცებული.
სავარჯიშოს ჩატარება
რეკომენდირებულია, რომ პროგრამის პირველი არსებითი სესია ამ სავარჯიშოს მიეძღვნას და იგი განიხილონ „პლენარულ სესიაზე“, რომელშიც ყველა მონაწილე იქნება ჩართული (ეს უმჯობესია, ვიდრე მათი მცირე ჯგუფებად დაყოფა, რაც სახელმძღვნელოს სხვა თემების განხილვისთვისაა შემოთავაზებული).
თითოეულ მონაწილეს უნდა დაურიგდეს „ა“ დოკუმენტის ეგზემპლარი, სადაც მოცემულია სავარჯიშოს სცენარი და ეთხოვოს მათ, წაიკითხონ და განიხილონ ტექსტის შესაბამისად დასმული ორი შეკითხვა.
ამის შემდეგ ეკრანზე უნდა უჩვენონ ან დაფაზე უნდა დაიწეროს „ბ“ დოკუმენტის ტექსტი, რომელშიც შეჯამებულია „ა“ დოკუმენტში აღწერილი პრობლემები, რითაც მსმენელებს შეახსენებენ სცენარის მნიშვნელოვან ელემენტებს.
ამის შემდგომ მონაწილეებს უნდა სთხოვონ განმარტონ ტერმინი - „პროფესიული“, როგორც ეს პირველი შეკითხვითაა მოთხოვნილი. ზოგიერთმა პირმა შეიძლება სრულად განმარტოს იგი, ხოლო სხვებმა შეიძლება წამოაყენონ სხვადასხვა მახასიათებლები ან ნიშან-თვისებები, როგორიცაა მაგალითად „ტექნიკური უნარი“ ან „პატიოსნება“, ან „ობიექტურობა“. განმარტებები და ტერმინები დაფაზე უნდა იქნეს მითითებული, სანამ პედაგოგი ან ადამიანური რესურსების სპეციალისტი მიღებულ პასუხებს დამაკმაყოფილებლად არ ჩათვლის.
ამის შემდეგ ეკრანზე უნდა გამოჩნდეს „გ“ დოკუმენტის ტექსტი, ან იგი დაფაზე უნდა დაიწეროს და უნდა გაიმართოს დისკუსია მონაწილეთა მიერ პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გამოყენებული ტერმინებისა და „გ“ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინების შესახებ.
მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ტერმინებზე, რომლებიც მიუთითებენ „ქცევაზე“ ან „პირად თვისებებზე“ და მონაწილეებს უნდა განუმარტონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური უნარი „პროფესიონალურის“ ნებისმიერი განმარტების ძირითად ელემენტს წარმოადგენს, ქცევის ასპექტები განმარტების განუყოფელი ნაწილია. ჩვეულებრივ, მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული ,,ქცევითი“ ტერმინები მნიშვნელოვნად აღემატება „ტექნიკური უნარის“ ტერმინებს.
ამის შემდეგ შეიძლება „ა“ დოკუმენტის მე-2 საკითხის განხილვა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკთა პასუხისმგებლობაზე ისეთ სიტუაციებში, რომლებიც სცენარში აღწერილ სიტუაციებთანაა დაკავშირებული.
ნათელია, რომ საჭიროების შემთხვევაში სცენარი უნდა შესწორდეს კონკრეტული პროგრამის მონაწილეთა მოთხოვნების გათვალისწინებით.
შემდგომი დისკუსიის საკითხები
ქვემოთ მოცემულია დამატებითი საკითხები და შეკითხვები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოს მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სეპციალისტმა სავარჯიშოს სცენარის გარშემო დისკუსიის ხელშესაწყობად:
პოლიციის სამსახურის წინაშე მდგარმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიციის მუშაკებს შორის საღი აზრის დაკარგვა და თვით სისასტიკეც კი. ეს ცუდია საზოგადოებისათვის, პოლიციის სამსახურისათვის და თვით პოლიციის მუშაკებისათვის. ეს არ არის გარდაუვალი პროცესი. რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?
როგორ უმკლავდებიან პოლიციის მუშაკები სტრესს? რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს (ფორმალურად და არაფორმალურად) პოლიციელების გაუხეშების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ტრავმულ მოვლენათა შემდეგ?
პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებს შეუძლიათ მოითხოვონ და დაეხმარონ პოლიციის მუშაკებს, განავითარონ ჭეშმარიტად პროფესიული თვისებები, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ცუდი ქცევისა და დამოკიდებულების დაგმობით და კარგი ქცევისა და დამოკიდებულების წახალისებით.
დოკუმენტი „ა“
პრობლემები და პროფესიონალიზმი - სადისკუსიო თემა
თქვენ ბრძანდებით პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკი და თქვენ პასუხისმგებელი ხართ პოლიციის სამსახურზე იმ ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციური სამსახურის თვალსაზრისით პრობლემატურადაა მიჩნეული. აქ მაღალია დანაშაულის მაჩვენებელი და საზოგადოებაში არსებული ძალადობის დონე. გარდა ამისა, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელები უჩივიან დატვირთულ სამუშაოს, ხოლო ზოგი მათგანი სერიოზული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
თქვენი განყოფილების ერთ-ერთ დანაყოფს, სადაც 12 თანამშრომელია, უხეშად მოქმედი ჯგუფის რეპუტაცია აქვს და ამასთან მიაჩნიათ, რომ მისი წევრები, თავიანთი მიზნის მიღწევისათვის მზად არიან გამოიყენონ უკანონო მეთოდები, ძალის გადაჭარბებული გამოყენების ჩათვლით. საზოგადოების მხრიდან ამ დანაყოფის თანამშრომლებზე შემოსული საჩივრების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა დანაყოფების თანამშრომლებზე შემოსულ საჩივართა რაოდენობას. თქვენთვისაც ცნობილია, რომ დანაყოფის წევრებს საზოგადოებისადმი ზოგადად ცინიკური და აგრესიული დამოკიდებულება აქვთ.
თქვენ გაწუხებთ ამ გარემოების ზემოქმედება თქვენს ტერიტორიაზე პოლიციასა და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობაზე. თქვენ ასევე გაწუხებთ თვით პოლიციელთა საკითხი და ის გავლენა, რასაც მათი შრომა და დამოკიდებულება ახდენს მათ პიროვნებაზე. გარდა ამისა, თქვენ თვლით, რომ თუ სიტუაციასთან მიმართებით ღონისძიებებს არ გაატარებთ, ზოგიერთი პოლიციელი შესაძლოა დისციპლინარული სასჯელის ობიექტი გახდეს ან სულაც ბრალდება წაუყენონ მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
თქვენ ღებულობთ გადაწყვეტილებას, შექმნილი პრობლემა განიხილოთ დანაყოფის ზედამხედველთან და იგი გეუბნებათ, რომ მისი დანაყოფის წევრებს უხდებათ რთული სამუშაოს შესრულება რთულ გარემოში, და რომ შეუძლებელია ისინი არ იყვნენ აგრესიულნი. იგი აცხადებს, რომ თქვენ არ უნდა ელოდეთ მათი მხრიდან წესების დამორჩილებას, თუ თვით კრიმინალები არ ემორჩილებიან წესებს.
თქვენ პასუხობთ, რომ იგი და მისი დანაყოფის წევრები პროფესიულად არ უდგებიან სამუშაოს, ხოლო ზედამხედველი გეუბნებათ, რომ პროფესიონალი სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ შედეგს მიაღწიოს და საზოგადოებას დაანახოს, ვინ მართავს სიტუაციას.
კითხვა 1
როგორ განმარტავთ თქვენ ტერმინს „პროფესიონალი“ პოლიციის სამსახურთან დამოკიდებულებაში?
კითხვა 2
რამდენად მართლზომიერია ზედამხედველის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მისი დანაყოფის წევრები საპოლიციო სამსახურს ახორციელებენ რთულ გარემოში, გარდაუვალი და დასაშვებიცაა მისი ხელქვეითების მხრიდან აგრესიული და უკანონო ქმედებებიც კი?
დოკუმენტი ,,ბ“
პროფესიონალიზმი და პრობლემები
პრობლემები
დანაშაულის დონე
საზოგადოებრივ არეულობათა დონეები
საზოგადოებაში ძალადობის დონეები
საფრთხე პოლიციელთა სიცოცხლისადმი და მათი უსაფრთხოება
დოკუმენტი „გ“
პრობლემები და პროფესიონალიზმი
პროფესიონალიზმი
პოლიციის სამსახურის ხელოვნების ცოდნისა და უნარის მაღალი დონე
პირველი განყოფილება პროფესიული კონტექსტი
კანონის ცოდნა და მისი პატივისცემა
ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისა და სიტუაციებში ემოციების მინიმუმამდე დაყვანის უნარი
დასკვნა:
ცოდნა
უნარი და
ემოციური მზადყოფნა
![]() |
2.1.2 თავი 2: პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკა |
▲ზევით დაბრუნება |
2.1. შესავალი
ამ სასწავლო სახელმძღვანელოზე დაფუძნებული კურსების პირველადი მიზანია ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური საპოლიციო სამსახურის ხელშეწყობა.
სახელმძღვანელოს თითოეული თავის განსახილველი საგანი ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. წინამდებარე თავის თემა პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკის საკითხებს ეხება. იგი ხაზს უსვამს უპირობო მოთხოვნას პოლიციისაგან, პატივი სცენ:
● კანონის უზენაესობას;
● ადამიანის ღირსებას, და
● ადამიანის უფლებებს
როგორც შემდგომი თავების შესავალს, სადაც იგივე აქცენტებია გაკეთებული პოლიციის ძალაუფლებაზე, მის ფუნქციებზე და ხელმძღვანელობაზე.
პოლიციის ქმედებას უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს კანონი - იმ სახელმწიფოთა კანონი სადაც იგი ფუნქციონირებს, და საერთაშორისო სამართალი. თუმცა, ისევე როგორც სხვა პროფესიათა მიმართებით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს პოლიციის მუშაკთა როგორც სამართლებრივ ვალდებულებებს, ასევე მათ ეთიკურ ვალდებულებებს. ასეთი აუცილებლობის ზოგიერთი საფუძველი ამ თავშია განხილული და იგი დაკავშირებულია „პროფესიონალიზმის“ ცნებასთან, რომელიც ნახსენებია წინა თავის სავარჯიშოში - „პრობლემები და პროფესიონალიზმი“.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში მითითებულია თემის ბუნებასა და მნიშვნელობაზე, სადაც განხილულია:
● პოლიციის მოვალეობა - დაიცვას კანონი და დაემორჩილოს მას; და
● პოლიციის სამსახურის ეთიკის საფუძვლები.
განსაზღვრულია თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის საკითხები.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციის შესახებ
ამ ქვესათაურში გამოკვეთილია და ერთმანეთთანაა შედარებული პოლიციის ორ კოდექსში მოცემული სტანდარტები.
2.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
1. უპირობო მოთხოვნები ყველა პოლიციელისადმი:
● პატივი სცეს და დაემორჩილოს კანონს;
● პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ღირსება და უფლებები; და
● იშრომოს მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით;
2. პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკთა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პოლიციის ორგანიზაციაში კულტურის ამაღლებას, რაც ნიშნავს:
● მხარი დაუჭიროს პოლიციელთა ჯეროვან ქცევას; და
● შეურიგებელი იყოს არასათანადო ქცევისადმი.
2.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
პოლიციის მოვალეობა, პატივი სცეს და დაემორჩილოს კანონს
დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, არცერთი ადამიანი ან დაწესებულება არ დგას კანონზე მაღლა და თითოეულ ადამიანსა და დაწესებულებას ეკისრება კანონის წინაშე პასუხისმგებლობა.
პოლიციის მუშაკებისათვის, როგორც სამართალდამცავისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდამ კანონის ფარგლებში მოქმედებდეს.
ვინაიდან ადამიანის უფლებები კანონითაა დაცული, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი პოლიციის სამსახურის ნებისმიერ საქმიანობაში უნდა დაიცვან და დაემორჩილონ მას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით საზოგადოებას განსაზღვრული აქვს ძალაუფლება, რომელსაც იგი პოლიციას ანიჭებს და ამ ძალაუფლების შეზღუდვები.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეიძლება ხელს უწყობდეს დებატებს ამ უფლებამოსილებათა ფარგლებთან და ბუნებასთან დაკავშირებით, დაუშვებელია რაიმე გამართლება ჰქონდეს პოლიციის რომელიმე დაწესებულების ან რომელიმე პოლიციელის ამ უფლებამოსილებათა ფარგლებს გარეთ მოქმედებას.
პოლიციელთა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ან გამართლებულია კანონის დარღვევა ან ,,კანონიდან გადახვევა“ დანაშაულის აღკვეთის ან მისი გამოვლენის მიზნით, ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა თუ აღდგენის მიზნით, დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
1. თუ პოლიცია სამართალდაცვის მიზნით არღვევს კანონს, იგი არ ამცირებს დანაშაულს - იგი ზრდის მას.
2. პოლიციის შეხედულება პოლიციის ძალაუფლების ბუნებასა და ფარგლებზე ერთ-ერთი ასპექტია, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ ძალაუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
3. პოლიციის ძალაუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და კანონში მისი ასახვის შემდეგ პოლიციის მუშაკებს არ შეუძლიათ მოითხოვონ კანონის უგულვებელყოფით მათი მოსაზრებისათვის უპირატესობის მინიჭება.
4. თუ კონკრეტული პოლიციის მუშაკები თავად გადაწყვეტენ კონკრეტულ შემთხვევებში, რომელი კანონი არ დაიცვან ან ადამიანის რომელი უფლება შელახონ, მაშინ სამართალდაცვის პროცესი გახდება თვითნებური და ბუნდოვანი, რამეთუ მრავალი ადამიანი საკუთარი სტანდარტებით მიიღებს გადაწყვეტილებებს.
5. სამართალდაცვის პროცესში პოლიციის მიერ ზოგიერთი სამართალდარღვევის შემთხვევა სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს იწვევს. მაგალითად, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ზოგიერთი ფორმა სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებაა.
6. პოლიციის მიერ კანონის დარღვევის ზემოქმედება კონკრეტულ დაზარალებულზე შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს პიროვნული თვალსაზრისით. მან შეიძლება გამოიწვიოს უდანაშაულო ადამიანისათვის მსჯავრის წაყენება და მისი დასჯა. (ასეთი შემთხვევების შედეგად დამნაშავე არ არის გამოვლენილი და არ ხდება მისი დასჯა).
7. სამართალდაცვის პროცესში პოლიციის მიერ კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას. ასეთი დარღვევების გამოვლენა ნდობას უკარგავს პოლიციას, კანონს, სასამართლოებსა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას.
8. ადამიანის უფლებები თითოეული პირის ბუნებრივ საკუთრებას წარმოადგენს და განუყოფელია პიროვნებისაგან. არ შეიძლება მათი ჩამორთმევა რომელიმე ადამიანისაგან - განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან.
ეთიკური პოლიციის სამსახურის ცნების განხილვის მიზეზები
პოლიციის სამსახურის ხელოვნება და პროფესია განსაკუთრებული მომთხოვნელობით გამოირჩევა ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური თვალისაზრისით. პოლიციის მუშაკებზე გავლენას ახდენს:
● დაზარალებულებზე დანაშაულის სერიოზული შედეგები;
● შემთხვევები, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ სერიოზულ დამნაშავეთა დაკავებას და მათ წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე;
● მათ მიმართ არსებული საფრთხე და არაკომფორტული მდგომარეობა; და
● საზოგადოების, მასმედიისა და პოლიტიკოსთა მხრიდან არსებული ზეწოლა, ზოგჯერ უკიდურესი სახით, რომლებსაც შედეგების მოპოვება სურთ განსაკუთრებით სისასტიკით ჩადენილ დანაშაულთა მიმართ, ან როდესაც „კანონი და წესრიგი“ პოლიტიკის ნაწილი ხდება.
ამ და სხვა ფაქტორთა ერთობლივი შედეგის წინაშე დგანან პოლიციის მუშაკები, რაც სხვადასხვა სახის ეთიკურ და მორალურ დილემას იწვევს. მაგალითად:
● მათ იციან თავიანთი ძალაუფლების და ამ ძალაუფლების შეზღუდვების შესახებ და გრძნობენ, რომ მათი დაცვით რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ან ზოგადად დამნაშავე პირი თავისუფალი დარჩება;
● მათ იციან, რომ უნდა მოახსენონ შემთხვევები, როდესაც მათი კოლეგები არღვევენ კანონს ან ადგილი აქვს „კანონიდან გადახვევას“, მაგრამ ადგილი აქვს მთელ რიგ საწინააღმდეგო ფაქტორებს, თანაგრძნობის ჩათვლით; კოლეგების ჯგუფის წინააღმდეგობა მოხსენებასთან დაკავშირებით; წუხილი იმის გამო, რომ ასეთი ფაქტის გამოვლენა იმოქმედებს დაწესებულების ,,მორალზე“ ან საზოგადოების შეხედულებაზე ამ დაწესებულების მიმართ.
● ისინი თვლიან, რომ კონკრეტული საქმის გამონაკლისი გარემოებები ამართლებს კანონიდან და ჩვეულებრივ მართებული პრაქტიკიდან გადახვევას - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილი აქვს დაწესებულებაზე გარედან ზეწოლას წარმატებული შედეგის მოთხოვნით;
● მათ იციან, რომ უნდა შეინარჩუნონ პროფესიული მიდგომა მათ წარმოებაში არსებული საქმისადმი, მაგრამ მრავალი ამ საქმეთაგან მუშაკებისაგან მოითხოვს ისეთი ხარისხის პირად ერთგულებას, რომ ძალზე რთულია ობიექტურობისა და მონდომების შენარჩუნება;
● თითქმის უდაოა, რომ დაწესებულების ქვე-კულტურა მხარს უჭერს კანონის დარღვევის ან „კანონიდან გადახვევის“ გარკვეულ ფორმებს და ნაკლებად უჭერს მხარს ადამიანის უფლებათა ცნებას.
ზემოაღნიშნული წარმოადგენს ეთიკური პოლიციის სამსახურის ცნების განხილვის მიზეზებს, აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებში მაღალი ეთიკური სტანდარტების განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობის საფუძვლებს.
პოლიციის მუშაკებს მხარდაჭერა ესაჭიროებათ, რათა დაძლიონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის კონფლიქტური ზეწოლა.
ეჭვგარეშეა, მათ აგრეთვე უნდა ესმოდეთ, რომ:
● არც საზოგადოება;
● არც კოლეგები;
● არც მათი ზემდგომი მუშაკები;
● არც პოლიტიკური ლიდერები
არ ელოდებიან მათგან კანონის ან ადამიანის უფლებათა დარღვევას მათი სამუშაოს შესრულების მიზნით. კანონიერი და ეთიკური პოლიციის სამსახურის მხარდაჭერისა და მოთხოვნის საჭიროება ამ ყველა მიზეზიდან გამომდინარეობს. ამ მიმართებით განაკუთრებით მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებს, რომლებმაც პოლიციის ორგანოებში უნდა დააფუძნონ და შეინარჩუნონ მაღალი ეთიკური სტანდარტები და მათ უნდა გაითვალისწინონ:
● მაგალითი, რომელსაც ისინი საკუთარი ქცევით იძლევიან;
● გზები, რომლითაც ისინი რეაგირებენ თავიანთი კოლეგების ან ხელქვეითების უკანონო და არაეთიკურ ქცევაზე;
● გზები, რომლითაც ისინი იცავენ თავიანთ ხელქვეითებს პოლიციის დაწესებულების გარედან მომავალი ზეწოლისაგან მათგან უკანონო ან არაეთიკური ქცევის მოთხოვნით; და
● ღონისძიებები, რომელთა გატარებაც მათ შეუძლიათ პოლიციის დაწესებულებაში და ზოგადად პოლიციის სამსახურში მაღალი ეთიკური სტანდარტების შესანარჩუნებლად
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს პოლიციის ეთიკის კოდექსის ან ქცევის კოდექსის შემუშავება. ქვემოთ მოცემულ ქვესათაურში განხილულია ორი ასეთი საერთაშორისო დოკუმენტი.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს პოლიციის ზოგიერთ მუშაკთა შორის არსებულ რწმენას:
● რომ ვინაიდან ტერორისტები, კრიმინალები და დამნაშავენი არ ემორჩილებიან კანონს, ეს არც პოლიციას უნდა მოეთხოვებოდეს;
● რომ ადამიანის უფლებები ზედმეტად არის ორიენტირებული კრიმინალების დაცვაზე და ნაკლებად დაზარალებულთა დაცვაზე;
● რომ შეუძლებელია ეფექტური პოლიციური სამსახურის განხორციელება და იმავდროულად ადამიანის უფლებების პატივისცემა;
● რომ მხოლოდ პოლიციას აქვს რეალური პერსპექტივა, გავლენა იქონიოს დამნაშავეზე, დანაშაულსა და კრიმინოგენულ სიტუაციაზე და განსაზღვროს, თუ რა არის დასაშვები და საჭირო მათზე რეაგირებისათვის;
● რომ ადამიანის უფლებები წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორებს პოლიციის სამსახურის განხორციელებისას და არა ადამიანის ღირსების დამახასიათებელ და განუყოფელ ასპექტს.
2.4. არსებითი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
საპოლიციო საქმიანობის ორი კოდექსი - პრეზენტაცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული ქცევის კოდექსი სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისათვის
ეს კოდექსი მიიღებულია 1979 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 34/169 რეზოლუციით. ქცევის კოდექსის მიღებით გენერალურმა ასამბლეამ აღიარა, რომ ასეთი კოდექსი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან ღონსიძიებათაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების
დაცვას სამართალდამცავი მუშაკებისაგან, რომლებიც მათ ემსახურებიან.
ქცევის კოდექსი რვა მუხლს შეიცავს და თითეულ მათგანს ახლავს განმარტებითი კომენტარი:
მუხლი 1 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისაგან მოითხოვს შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა. ტერმინი - სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები - კომენტარშია განმარტებული და იგი მოიცავს ყველა მუშაკს, ვინც პოლიციის უფლებამოსილებას ახორციელებს - განსაკუთრებით ისინი, ვის უფლებამოსილებაშიც შედის ადამიანთა დაკავება და დაპატიმრება.
მუხლი 2 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისაგან მოითხოვს, პატივი სცენ და დაიცვან ადამიანის ღირსება და მხარი დაუჭირონ ადამიანის უფლებებს. კომენტარში ჩამოთვლილია სამართალდაცვის სისტემასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები.
მუხლი 3 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისაგან მოითხოვს, ძალა იხმარონ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და იმ ფარგლებში, რასაც მათი მოვალეობის განხორციელება მოითხოვს. კომენტარში მითითებულია ძალის გამოყენებისას პროპორციულობის პრინციპზე და იგი ადგენს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურეს ღონისძიებად ითვლება.
მუხლი 4 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისაგან მოითხოვს მათ წარმოებაში არსებული კონფიდენციალური ხასიათის საქმეების საიდუმლოდ დაცვას, თუ მათი მოვალეობის შესრულება ან მართლმსაჯულების განხორციელება სხვაგვარად არ მოითხოვს.
მუხლი 5 კიდევ ერთხელ ადასტურებს წამებისა და არაადამინური მოპყრობის აბსოლუტურ აკრძალვას. იგი ასევე აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს არცერთ მუშაკს არა აქვს უფლება წამება გაამართლოს ზემდგომის ბრძანებაზე ან განსაკუთრებულ გარემოებებზე მითითებით, როგორიცაა ომის მდგომარეობა ან ეროვნული უსაფრთხოება.
მუხლი 6 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისაგან მოითხოვს, უზრუნველყონ პატიმრობაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის სრული დაცვა.
მუხლი 7 სამართალდამცავო ორგანოების მუშაკებს უკრძალავს კორუფციულ ქმედებებს.
მუხლი 8 სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისაგან მოითხოვს, პატივი სცენ კანონს და ქცევის კოდექსს, აღკვეთონ და აქტიური წინააღმდეგობა გაუწიონ მათ დარღვევებს.
ევროპის საბჭოს დეკლარაცია პოლიციის შესახებ
დეკლარაცია მიღებულ იქნა 1979 წლის 8 მაისს ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის 690(1979) რეზოლუციით.
დეკლარაციის „A“ ნაწილს ეწოდება „ეთიკა“ და მასში 16 მუხლია:
მუხლი 1 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, თავისი თანამოქალაქეები დაიცვას ძალადობრივი და ზიანის მომტანი სხვა ქმედებებისაგან.
მუხლი 2 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს იმოქმედოს პატიოსნად, მიუკერძოებლად და ღირსეულად, და თავი შეიკავოს და წინ აღუდგეს ნებისმიერ კორუფციულ ქმედებას.
მუხლი 3 ყველა გარემოებაში კრძალავს სასიკვდილო ძალის ნაჩქარევ გამოყენებას, წამებას და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკს ეკისრება ვალდებულება, არ დაემორჩილოს რაიმე ბრძანებას ან ინსტრუქციას, რომელიც ასეთი სახის ღონისძიებას მოითხოვს.
მუხლი 4 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს დაემორჩილოს მისი იერარქიული ზემდგომისაგან სათანადო სახით მიღებულ ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მან იცის, ან უნდა იცოდეს რომ ბრძანება უკანონოა.
მუხლი 5 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს წინ აღუდგეს კანონის დარღვევას და საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს დაუყოვნებელი ზომები, თუ სამართალდარღვევას შესაძლოა გამოუსწორებელი და სერიოზული ზიანი მოჰყვეს.
მუხლი 6 აცხადებს, რომ თუ არ არსებობს დაუყოვნებელი ან სერიოზული ზიანის საფრთხე, პოლიციის მუშაკი უნდა შეეცადოს შემთხვევათა შესახებ მოხსენების საშუალებით აღკვეთოს დარღვევის შედეგები ან მისი განმეორება.
მუხლი 7 აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკის წინააღმდეგ, რომელმაც არ შეასრულა უკანონო ბრძანება, არ უნდა აღიძრას სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინარული დევნა.
მუხლი 8 აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს პირთა დადგენაში, დაკავებაში, ბადრაგირებასა და გადაყვანაში, თუ ისინი ეჭვმიტანილნი არ არიან უკანონო ქმედების ჩადენაში და მათი ჩხრეკა, დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება მათი რასის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე.
მუხლი 9 აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკი პირადად არის პასუხისმგებელი მის ქმედებაზე და მის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების შედეგად განხორციელებულ ქმედებებზე.
მუხლი 10 მოითხოვს ხელმძღვანელობის მკაფიო ჯაჭვის დადგენას, რათა ყოველთვის შესაძლებელი იყოს დადგენა, თუ რომელი ზემდგომი მუშაკია პასუხისმგებელი პოლიციის მუშაკის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე ან გადაცდომაზე.
მუხლი 11 აცხადებს, რომ კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს სამართლებრივი გარანტიებისა და სასამართლო განხილვის საშუალებათა სისტემას პოლიციის საქმიანობით გამოწვეული ზარალის შემთხვევაში.
მუხლი 12 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს გადამწყვეტ ქმედებებს, რათა მათ მიაღწიონ მიზანს, რომელიც კანონით მოითხოვება ან დასაშვებია მათი მოვალეობების შესრულებისას. მან არ უნდა გამოიყენოს ძალა, რომელიც გონივრულობის ფარგლებს აღემატება.
მუხლი 13 მოითხოვს, რომ პოლიციის მუშაკმა უნდა მიიღოს მკაფიო და ზუსტი ინსტრუქციები, თუ როგორ და რა გარემოებებში შეუძლია მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
მუხლი 14 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს, უზრუნველყოს მის მიერ პატიმრობაში აყვანილი პირისადმი სამედიცინო პერსონალისაგან დახმარების გაწევა, თუ იგი ამას საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს ზომები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
მუხლი 15 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს დაიცვას საქმესთან დაკავშირებული ყველა სახის საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მოვალეობის შესრულება ან სამართლებრივი დებულებები სხვაგვარად მოითხოვენ.
მუხლი 16 აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკი, რომელიც ასრულებს დეკლარაციის დებულებებს, უნდა ღებულობდეს აქტიურ მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას იმ საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ემსახურება.
საპოლიციო საქმიანობის ორი კოდექსის შედარება
ორივე კოდექსი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიციისადმი მოთხოვნა, განახორციელონ მათი კანონიერი მოვალეობები; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, ძალის გამოყენება; და დაპატიმრებულთა სამედიცინო მომსახურება.
თუმცა, ამ შედარების მიზანს წარმოადგენს არა დეტალური ანალიზი, არამედ ამ თავის თემასთან დაკავშირებით რამოდენიმე მინიშნების გაკეთება.
ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები - გაეროს კოდექსი ზოგადად მოითხოვს მათ პატივისცემასა და დაცვას (მუხლი 2).
ევროპული დეკლარაციის „A“ ნაწილში მითითებულია ადამიანის უფლებათა მთელ რიგ მნიშვნელოვან დებულებებზე (მაგ. მე-3 მუხლში სიცოცხლის უკანონო მოსპობისა და წამების აკრძალვა), მაგრამ მასში არ არის ზოგადი მოთხოვნა ადამიანის უფლებათა დაცვაზე.
კორუფციული ქმედებები - ორივე კოდექსი კრძალავს მათ და მოითხოვს მათ მიმართ ენერგიულ წინააღმდეგობას.
ზემდგომის ბრძანებები - ეს საკითხი ორივე კოდექსშია ნახსენები წამებისა და არაადამინური მოპყრობის აკრძალვის კონტექსტში.
გაეროს კოდექსი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს მუშაკმა არ შეიძლება წამება და არაადამიანური მოპყრობა გაამართლოს ზემდგომის ბრძანებაზე მითითებით, ვინაიდან ევროპული დოკუმენტი აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება არ დაემორჩილოს ან არ გაითვალისწინოს ბრძანებები, რომლებიც ასეთ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული.
ევროპული დოკუმენტი ორ დამატებით მითითებას აკეთებს ზემდგომის ბრძანებებთან დაკავშირებით:
● მუხლი 4 პოლიციის მუშაკისაგან მოითხოვს შეარულოს მისი იერარქიული ზემდგომი მუშაკისაგან სწორად გაცემული ბრძანება, მაგრამ თავი შეიკავოს ისეთი ბრძანების შესრულებისაგან, რომელიც იცის, ან უნდა იცოდეს რომ უკანონოა; და
● მუხლი 7 აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკის მიმართ, რომელიც უარს აცხადებს უკანონო ბრძანების შესრულებაზე, არ უნდა განხორციელდეს დისციპლინარული ღონისძიებები.
პოლიციის ქმედება რასის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე - ევროპულ დოკუმენტში აკრძალულია პოლიციის მუშაკის მონაწილეობა პირთა დადგენაში, დაკავებაში, ბადრაგირებასა და გადაყვანაში, რომლებიც ეჭვმიტანილნი არ არიან უკანონო ქმედების ჩადენაში, მაგრამ მათ მიმართ აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება მათი რასის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის ნიადაგზე, ხოლო გაეროს კოდექსში ეს ჩართული არ არის.
საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა - ორივე კოდექსი აცხადებს, რომ პოლიციის მუშაკები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის დებულებებს, უნდა ღებულობდნენ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან (გაეროს კოდექსის მე-8 მუხლის კომენტარის ,,ე” პუნქტი; ევროპული დოკუმენტის მე-16 მუხლი).
2.5. სადისკუსიო საკითხები
1. რა გზებით შეუძლიათ პოლიციის მუშაკებს წვლილი შეიტანონ პოლიციის ძალაუფლების ბუნებასთან და ფარგლებთან დაკავშირებით სხვადასხვა საზოგადოებებში მიმდინარე დებატებზე?
2. პოლიციის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებათა შეზღუდვები კანონითაა განსაზღვრული. ვინაიდან პოლიციას, ისევე როგორც ყველა ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს, მოეთხოვება კანონს დაემორჩილოს - რატომ ითვლება საჭიროდ პოლიციის ეთიკური ქცევის კოდექსის შემუშავება?
3. როგორც გაეროს მიერ მიღებული სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკთა ქცევის კოდექსი, ისე პოლიციის შესახებ ევროპული დეკლარაცია კრძალავს პოლიციის მუშაკთა მიერ კორუფციული ქმედებების განხორციელებას. პოლიციის სამსახურის რომელ სფეროებშია განსაკუთრებით მაღალი კორუფციის მოსალოდნელობა? რა გზებით შეიძლება იქნეს დაკავშირებული „კორუფციული ქმედებები“ პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან?
4. რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას მაღალი რანგის პოლიციის თანამშრომელს პოლიციის ორგანიზაციებში მაღალი ეთიკური სტანდარტების შესანარჩუნებლად?
5. რა მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს თქვენი აზრით პოლიციის დაწესებულება, სადაც მაღალი ეთიკური სტანდარტები დომინირებს?
2.6. წინადადებები მონაწილეთა მიერ ჯგუფური მუშაობის განსახორციელებლად
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშოები
1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები კრძალავს „ზემდგომის ბრძანებათა“ გამოყენებას იმ პირთა დასაცავად, რომლებსაც ამ დოკუმენტების დარღვევით განხორციელებული მათი ქმედებების ან გადაცდომების შედეგად დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.
(ა) დაწვრილებით განიხილეთ გაეროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა ქცევის კოდექსი და მიუთითეთ იმ დებულებებზე, რომლებიც სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენენ პოლიციის მუშაკისათვის, რომელმაც უკანონო ბრძანება მიიღო მისი ზემდგომი ოფიციალური პირისაგან.
(ბ) ჩამოაყალიბეთ დამატებითი მუხლი გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსისათვის, სადაც კონკრეტულად იქნება მითითებული „უკანონო ბრძანებათა“ შესახებ და უზრუნველყოფს სახელმძღვანელო პრინციპებს პოლიციის მუშაკებისათვის უკანონო ბრძანებათა მიღების შემთხვევაში.
2. დაყავით მონაწილენი ჯგუფებად. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს ჩამოაყალიბოს პროგრამების პროექტი, სადაც ნაჩვენები იქნება პოლიციელთათვის მოკლე კურსები საკითხზე - „ეთიკური და კანონიერი პოლიციის სამსახური“. შეადარეთ შედეგები და შეუთავსეთ პროგრამა ყველა ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
3. დაყავით მონაწილენი ჯგუფებად და სთხოვეთ მათ განიხილონ შემდეგი საკითხები: „რა ზომები უნდა მიიღონ პოლიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა, რათა დაამკვიდრონ და განამტკიცონ კულტურა პოლიციის ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერს პოლიციელთა კარგ ქცევას და შეუწყნარებელია ცუდი ქცევის მიმართ“.
წარმართეთ დისკუსია სადაც მოხდება ჯგუფების მიერ გაკეთებული დასკვნების შედარება და კონტრასტების გამოვლენა.
![]() |
2.2 მეორე განყოფილება: საერთაშორისო კონტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.2.1 თავი 3: ადამიანის უფლებათა ბუნება და რატომ იცავს მათ საერთაშორისო სამართალი |
▲ზევით დაბრუნება |
3.1. შესავალი
ადამიანის უფლებები ის უფლებებია, რომლებიც ჩვენი, როგორც ადამიანის, ბუნებისთვისაა დამახასიათებელი.
იგი პიროვნული განვითარების საშუალებასა და ჩვენი, როგორც ადამიანის, მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს. უფრო ძირითად დონეზე ადამიანის უფლებები იცავს ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას.
ადამიანის უფლებები დაფუძნებულია ადამიანისათვის დამახასიათებელ ღირსებაზე და როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველი წინადადება აცხადებს, ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა „წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“.
პოლიციის სამსახური ადამიანის უფლებათა და ადამიანის ღირსების პატივისცემისა და თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
საკითხის ბუნება და მნიშვნელობა ქვესათაურში შემდეგი სახითაა განხილული:
● ადამიანის უფლებების განსაზღვრა, დახასიათება და ადამიანის უფლებათა ზოგიერთი განსხვავებული კატეგორიები; და
● საერთაშორისო სამართლით მათი დაცვის ისტორია და ამ დაცვის ძირითადი მიზეზები.
განხილულია კავშირი ადამიანის უფლებებს, მშვიდობასა და სოციალურ წესრიგს შორის და ჩამოყალიბებულია სამართალდაცვის ზოგიერთი ძირითადი საკითხი.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციის შესახებ
ამ ქვესათაურში განხილული და შეჯამებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისი დებულებები.
გამოკვეთილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად სახელმწიფოთა ზოგიერთი ზოგადი ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რომლებიც პოლიციის სამსახურთანაა დაკავშირებული.
3.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითად საკითხებს წარმოადგენს:
● ადამიანის უფლებები გამომდინარეობს ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან;
● ადამიანის უფლებები არის საყოველთაო, თანასწორი და წარუვალი;
● სხვადასხვა კატეგორიის უფლებები არის განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული; და
● პოლიციის პირველად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა.
3.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
ადამიანის უფლებების განმარტება და მისი მახასიათებლები
ადამიანის უფლებები საუკეთესო გზით შეიძლება აღქმული იქნეს როგორც უფლებები, რომლებიც ფუნდამენტურია ადამიანის მდგომარეობისათვის და ფუნდამენტურია სამართლიანობის პრინციპებისათვის.
ეს პრინციპები და მათი ძირეული ღირებულებები მსოფლიოს წამყვან რელიგიებში და ეთიკურ სისტემებში მრავლად მოიძებნება, ისევე როგორც ადგილობრივ კულტურებსა და რწმენის სისტემებში.
ეს ადამიანის უფლებათა საყოველთაობის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ. ადამიანის უფლებათა დაცვაში მის საყოველთაობას ცენტრალური ადგილი უკავია.
ადამიანის უფლებები აგრეთვე არის ,,დამახასიათებელი“, ,,თანასწორი“ და „წარუვალი“ - რაც ნიშნავს:
● თოთოეულ ადამიანს იგი ენიჭება იმიტომ, რომ იგი ადამიანია;
● იგი ენიჭება ყოველ ადამიანს რაიმე განსხვავების გარეშე;
● არ შეიძლება მათი ჩამორთმევა ან წართმევა.
ადამიანის უფლებათა კატეგორიები
ადამიანის უფლებათა თეორიული აღქმის ფორმებიდან გამომდინარე მათი სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ხშირად მათ ადამიანის უფლებათა ,,თაობებს“ უწოდებენ.
თავდაპირველად ადამიანის უფლებები განიხილებოდა როგორც მოქალაქეთა ცხოვრებაში მთავრობათა ჩაურევლობის მოთხოვნა. უფლებათა ეს პირველი კატეგორია ერთობლიობაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა სახელითაა ცნობილი.
შემდგომში ადამიანის უფლებებში გათვალისწინებულ იქნა მთავრობათა პოზიტიური ჩარევის მოთხოვნა სოციალური უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით. უფლებათა ეს მეორე კატეგორია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა სახელითაა ცნობილი.
უფლებათა ეს ორი კატეგორია მოიაზრება როგორც „განუყოფელი“ და ,,ურთიერთდამოკიდებული“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი კატეგორიის უფლებების დაცვა მეორე კატეგორიის უფლებათა დაცვაზეა დამოკიდებული.
ეს კონცეფცია ჩართულია ორი საერთაშორისო პაქტის პრეამბულაში - ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. მაგალითად, ამ უკანასკნელის პრეამბულის მესამე აბზაცი ადგენს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად:
,,თავისუფალი, შიშისა და გაჭირვებისაგან თავისუფალი ადამიანის იდეალის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ პირობებში, როცა თითოეული შეძლებს ისარგებლოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ისევე, როგორც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით“.
უფლებათა ამ კატეგორიათა უფლებები წარმოადგენენ „ინდივიდუალურ უფლებებს“, ანუ ისინი დამახასიათებელია ინდივიდებისათვის. ამჟამად აგრეთვე აღიარებულია უფლებათა მესამე კატეგორია - „კოლექტიური უფლებები“ (მაგალითად - განვითარების უფლება).
საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის ისტორია და მიზეზები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, როგორც საერთაშორისო სამართლის დარგი, ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა, თუმცა მისი განვითარების ნიშნები უფრო ადრეული ისტორიული პერიოდიდან მოდის.
მაგალითად, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში გათვალისწინებული იყო დებულებები, რომლებიც დღევანდელი აღქმით ადამიანის უფლებებს წარმოადგენენ.
მეცხრამეტე საუკუნეში მიღებულ იქნა საერთაშორისო ღონისძიებები მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისში განვითარდა მშრომელთა უფლებების დაცვის ღონისძიებები, რამაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას დაუდო საფუძველი.
თუმცა, სწორედ მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, რამაც:
● დააჩქარა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარება; და
● შექმნა კონცეპტუალური კავშირი ადმიანის უფლებათა დაცვასა და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას შორის.
კავშირი ადამიანის უფლებებს, მშვიდობასა და სოციალურ წესრიგს შორის
მეორე მსოფლიო ომის კატალიზატორულმა მოვლენებმა საფუძველი დაუდო ღრმა რწმენას, რომ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევა შეიძლება იყოს და ხშირად წარმოადგენდეს ომის გამომწვევ მიზეზს.
1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიღებისას მასში აისახა ახლადშექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფუძნების ორი მიზანი:
● საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, და
● ადამიანის უფლებების წახალისება და ხელშეწყობა.
მეორე მიზნის მიღწევისათვის ნათლად გამოიკვეთა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებისა და ამ ნორმების დაცვის მექანიზამების შემუშავების აუცილებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის პირველადი ვალდებულება ეროვნულ დონეს შეიძლება ეკისრებოდეს, მრავალი ტრაგიკული და სასტიკი ფორმით იქნა ნაჩვენები, რომ არ შეიძლება მთავრობათა ნდობა მათი სახელმწიფოების იურისდიქციაში ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის თვალსაზრისით.
საჭირო იყო ამ სახელმწიფოზე უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი სისტემის არსებობა, რომელიც:
● განსჯიდა ეროვნულ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ღონისძიებებს;
● შეამოწმებდა სახელმწიფოთა საზღვრებში მათ ქმედებებს ინდივიდთა მიმართ; და
● უფლებების დაუცველობის შემთხვევაში ინდივიდები დაცულნი იქნებოდნენ, ან უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ ეფექტური სასამართლო დაცვითა და კომპენსაციით.
ასეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალსა და მექანიზმებს მოიცავს, ნელა, მაგრამ ურყევად განვითარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიღების შემდეგ.
წესდებაში ნახსენებმა ადამიანის უფლებებმა და ძირითადმა თავისუფლებებმა პირველად ასახვა ჰპოვეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წელს მიიღო (გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 217 A (III ), 1948 წლის 10 დეკემბერი).
როგორც წინამდებარე თავის შესავალშია მითითებული, საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველი აბზაცი აცხადებს, რომ
,,ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“.
საყოველთაო მშვიდობასა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირი ხსენებულ ტექსტში, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში პირველ დოკუმენტს წარმოადგენს, მეორდება და ძლიერდება.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● პოლიციის გადამწყვეტ როლს ადამიანის უფლებათა დაცვაში - ადამიანის უფლებებს იცავს კანონი, ხოლო პოლიცია წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოს;
● პოლიცია, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი ან პოტენციური დამრღვევი - ადამიანის უფლებებს არ არღვევს რაიმე აბსტრაქტული ერთეული, მაგალითად, სახელმწიფო; მას არღვევენ ინდივიდუალური ადამიანები, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებებს სახელმწიფოს სახელით ახორციელებენ.
● პოლიციის ზოგიერთ მუშაკთა გაუგებარი მიდგომა ადამიანის უფლებებისადმი - ადამიანის უფლებები აღიქმება როგორც პოლიციის ეფექტური სამსახურის ხელშემშლელი; და
● პოლიციის ეფექტური სამსახურის განმარტებები - პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევა ხშირად სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართალდაცვის მიზნით იგი კანონს არღვევს. არის ეს ეფექტურობა?
3.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციის შესახებ
გაეროს წესდების რელევანტური დებულებები
წინამდებარე თავის თემასთან დაკავშირებული გაეროს წესდების შესაბამისი დებულებები შეიძლება მოვიძიოთ:
1. პრეამბულის შესავალ აბზაცებში, რომელიც აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალი ხალხების სწრაფვას:
„დაიცვან მომავალი თაობები ომის უბედურებებისაგან, რომელმაც კაცობრიობას ორჯერ მოუტანა ენით აღუწერელი მწუხარება; და კვლავ დააფუძნონ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ღირსებისადმი და ადამიანის პიროვნების ღირებულებისადმი, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობისადმი“.
2. წესდების პირველ მუხლში ჩამოყალიბებულია გაეროს მიზნები, რომელიც შეიცავს შემდეგს:
● საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება;
● ერთა შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე; და
● საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრისა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის წახალისებისა და განვითარების მიზნით ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და რელიგიისა.
3. მუხლი 55, რომელიც გაეროს შემდგომ მიზნებს აყალიბებს და იგი აგრეთვე მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემისა და დაცვის ხელშეწყობას განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა ან რელიგიისა.
სახელმწიფოთა ვალდებულებები და პოლიციის სამსახურის მონაწილეობა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულებაა და მის დებულებებს ემორჩილება გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო. წესდების 56-ე მუხლი კონკრეტულ ვალდებულებას აკისრებს ყველა წევრ სახელმწიფოს, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ერთობლივად და ინდივიდუალურად განახორციელოს ქმედებები 55-ე მუხლში ჩამოყალიბებული მიზნების მისაღწევად.
ზოგიერთი ამ მიზანთაგანი უკვე ნახსენები იყო ზემოთ - თითოეული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემისა და დაცვის ხელშეწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ წესდებაში კონკრეტულად არ არის აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები, რომელთა პატივისცემა და დაცვა უნდა განხორციელდეს, მასში ნათლადაა გამოხატული სახელმწიფოთა ზოგადი ვალდებულებები თავიანთ საზღვრებში უზრუნველყონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა. მათ ევალებათ თავიანთ კონსტიტუციებსა და სამართლებრივ სისტემებში გაითვალისწინონ ღონისძიებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფენ.
თუმცა, ამ ღონისძიებების მიზნების შესრულებისათვის აუცილებელია კანონის აღსრულება და ადამიანის უფლებათა დაცვა. ეს პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა მთავრობებს ეკისრება და იგი მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებათა მთელ წყებას. კანონშემოქმედებისა და რესურსების განაწილების ძირითადი ფუნქციის გარდა აგრეთვე ჩართულია:
● სტრატეგიებისა და პრაქტიკის ფორმირება; და
● მთავრობის მთელ სპექტრში და მისდამი დაქვემდებარებულ ორგანზიაციებსა და დაწესებულებებში სტრუქტურებისა და სისტემების ჩამოყალიბება.
მაგალითად, პოლიციის სამსახურთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს გარე სტრუქტურები და სისტემები, რომლებიც, პოლიციის სამსახურის პროცესში ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის მიზნით უზრუნველყოფენ პოლიციის დაწესებულებებისა და პოლიციის მუშაკების პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებასა და სამართლებრივ ზედამხედველობას. თავის მხრივ ეს მოითხოვს პოლიციის ორგანიზაციების მართვის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების დეტალური ასპექტების შემუშავებას.
ზემოაღნიშნული დასკვნები შეიძლება გაკეთდეს გაეროს წესდებით სახელმწიფოებზე დაკისრებული ზოგადი ვალდებულებების თვალსაზრისით, რომლის მიზანიცაა ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის ხელშეწყობა.
თუმცა, ვინაიდან წესდებაში ადამიანის კონკრეტული უფლებები და მისი პატივისცემისა და დაცვის კონკრეტული საშუალებები განსაზღვრული არ არის, სახელმწიფოზე დაკისრებული ფაქტიური ვალდებულებები ცვალებადობას განიცდის ადამიანის უფლებების იმ ხელშეკრულებათა რაოდენობისა და ტიპის მიხედვით, რომლის მონაწილე მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.
ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების ის დებულებები, რომლებიც პოლიციის სამსახურთანაა დაკავშირებული, ადამიანის უფლებებისა და სამართალდამცავი სფეროს სხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტების დებულებებთან ერთად ამ სახლემძღვანელოს მომდევნო თავებშია განხილული.
3.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი კავშირი ერთის მხრივ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ ადამიანის უფლებათა პატივისცემას შორის?
2. პოლიციის სამსახურსა და ადამიანის უფლებებს შორის არსებული კავშირი აშკარაა. არის რაიმე კავშირი პოლიციის სამსახურსა და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას შორის?
3. ადამიანის უფლებათა დაცვისთვის პოლიციის გადამწყვეტი მნიშვნელობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანის უფლებები კანონითაა დაცული, ხოლო კანონს სამართალდამცავი მუშაკები იცავენ. კიდევ რა მიზეზები არსებობს ამ კუთხით?
4. პოლიციის სამსახურის რომელ სფეროებშია უფრო მოსალოდნელი ადამიანის უფლებათა დარღვევა და რა გზებით ხდება ეს დარღვევები?
5. რატომ ვარაუდობენ, რომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვა (მაგ. შრომის უფლება, ცხოვრების სათანადო პირობების უფლება) დამოკიდებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვაზე (მაგ. პიროვნების თავისუფლების უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება) და პირიქით?
3.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სავარჯიშო გადაწყვეტილების მიღებისათვის
დასვით საკითხი - „ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციის ძირითადი ფუნქციაა - რა გზებით ახორციელებს პოლიცია ამ ფუნქციას“.
ჩაატარეთ სავარჯიშო მონაწილეებთან ერთად, რათა ჩამოაყალიბონ სხვადასხვა გზები, რომლითაც პოლიციას პრაქტიკულად შეუძლია დაიცვას ადამიანის უფლებები.
![]() |
2.2.2 თავი 4: ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილს ქმნიან და სხვა ტექსტებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სახელმძღვანელოს განსახილველ საკითხთან, 1945 წლიდან, გაეროს შექმნის შემდეგ, მთელი რიგი დოკუმენტები იქნა მიღებული.
გაეროს მიერ მომდევნო წლებში მიღებული ეს დოკუმენტები საერთაშორისო საზოგადოების წუხილზე მიუთითებს. მაგლითად:
მონობასთან, ყმობასთან, იძულებით შრომასთან და მონობის მსგავს ინსტიტუტებთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით კონვენცია მონობის შესახებ.
ომის დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებით კონვენცია გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ.
გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით კონვენცია გაერთიანების თავისუფლებისა და ორგანიზების უფლების დაცვის შესახებ.
ქორწინებისა და ოჯახის, ბავშვებისა და ახალაზრდების შესახებ კონვენცია ქორწინების, ქორწინების მინიმალური ასაკის განსაზღვრისა და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ
და კიდევ მრავალი სხვა.
შესავალი მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში საკითხის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია სხვადასხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტების სტატუსის ახსნის მეშვეობით, რომელიც მე-4 ქვესათაურშია მოცემული.
განმარტებულია სამართალდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ზოგიერთი ძირითადი საკითხი.
შესავალი მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში ჩამოთვლილი და აღწერილია ადამიანის უფლებათა დოკუმენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალდაცვისა და ზოგადად პოლიციის სამსახურისათვის.
პირველ რიგში განხილულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი, შემდეგ ადამიანის უფლებათა რეგიონალური ხელშეკრულებები, და ბოლოს პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები - იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ისინი დეტალურად არის განხილული სახელმძღვანელოს მომდევნო თავებში.
მე-4 ქვესათაურში მითითებული ეს ყველა საერთაშორისო დოკუმენტი მოცემულია რაულ ვოლენბერგის სახელობის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებულში - იხ. სასწავლო სახელმძღვანელოს დანართი 3.
4.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ყველა სახელმწიფო, სხვადასხვა ხარისხით, ვალდებულია დაიცვას და წაახალისოს ადამიანის უფლებები;
● ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები სავალდებულოა მისი მონაწილე სახელმწიფოებისათვის;
● ადამიანის უფლებათა დოკუმენტები, რომლებიც ხელშეკრულებებს არ წარმოადგენენ, სამართლებრივად სავალდებულო არ არიან, მაგრამ ისინი ძირითადად იმეორებენ ხელშეკრულებათა სამართლებრივად სავალდებულო დებულებებს, და ისინი აყალიბებენ სტანდარტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან და ეხმარებიან სახელშეკრულებო დებულებათა შესრულებაში; და
● პოლიციის სამსახური მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სფეროში სახელმწიფოს მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ან შეუსრულებლობის თვალსაზრისით.
4.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
ქარტიები, პაქტები და კონვენციები სუვერენულ სახელმწიფოთა შორის დადებული სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებებია. მათ აგრეთვე ხელშეკრულებებსაც უწოდებენ.
ხელშეკრულებები შეიძლება იყოს:
● ორმხრივი - ხელშეკრულება ორ სახელმწიფოს შორის; ან
● მრავალმხრივი - რომლის დებულებებიც რამოდენიმე სახელმწიფოს მიერ არის მიღებული.
ამ სასწავლო სახელმძღვანელოში მითითებული ხელშეკრულებები მრავალმხრივ ხელშეკრულებებს წარმოადგენს.
ხელშეკრულების საბოლოო მიღებამდე მის დებულებებსა და პირობებს იხილავენ საერთაშორისო ფორუმზე, როგორიცაა გაერთიანებულ ერების ორგანიზაცია ან რეგიონალური ფორუმი.
ტექსტის პროექტის შეთანხმების შემდეგ მას ფორუმზე ღებულობენ. ხელშეკრულების დებულებები სახელმწიფოებისათვის სავალდებულო ხდება მათ მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ. რატიფიცირება ერთ-ერთი გზაა, რომლითაც სახელმწიფო გამოხატავს თანხმობას, დაემორჩილოს ხელშეკრულების პირობებს - ეს არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს კომპეტენტური სახელისუფლო ორგანოები ოფიციალურად ღებულობენ ხელშეკრულებას.
სახელმწიფოთა მიერ ხელშეკრულებაზე თანხმობის დადასტურების სხვა გზებია:
● ხელმოწერა - როდესაც არსებობს შეთანხმება, რომ ხელმოწერას ასეთი ძალა ექნება; და
● მიერთება - ჩვეულებრივი მეთოდია, რომლითაც სახელმწიფო ხდება იმ ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელზედაც მას ხელი არა აქვს მოწერილი.
მრავალმხრივი ხელშეკრულებები თითქმის ყოველთვის შეიცავენ მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ძალაში შევა მხოლოდ სახელმწიფოთა გარკვეული რაოდენობის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი მიიღეს და ხელმოსაწერად, რატიფიცირებისა და შეერთებისათვის გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის 1966 წლის 16 დეკემბერს 2200 A (XX) რეზოლუციის საფუძველზე. თუმცა, იგი ძალაში არ შესულა 1976 წლის 23 მარტამდე, სანამ მისი რატიფიცირება არ მოახდინა ან მას არ შეუერთდა 35 სახელმწიფო, როგორც ამას აღნიშნული დოკუმენტის 49-ე მუხლი მოითხოვდა.
დეკლარაციები და რეზოლუციები - ხელშეკრულებებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტებს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათი მომზადება ისევე ხდება, როგორც ხელშეკრულებების, ანუ, საერთაშორისო ფორუმზე განხილვისა და ამ ფორუმზე მიღების გზით.
მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1948 წლის 10 დეკემბრის რეზოლუციით 217 A (III ).
ზოგიერთი დეკლარაცია ან რეზოლუცია, ან მათი ნაწილი, შესაძლოა დროთა განმავლობაში სავალდებულო გახდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, თუ მათი დებულებები ზოგადად დაფუძნდება სახელმწიფოთა პრაქტიკაში.
თუ დებულებები ასეთ სტატუსს მოიპოვებენ, ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ისინი გახდნენ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილი.
ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლი მოიცავს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან სტანდარტებს, რომლებიც სახელმწიფო პრაქტიკის საფუძველზე განვითარდა. იგი სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების მუხედავად, რომელსაც მოცემული სახელმწიფო მიუერთდა თუ არა. წამების აკრძალვა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმის მაგალითს, რომელიც ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილი გახდა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ხელშეკრულება არ არის და 1948 წელს, მისი მიღებისას, მის საფუძველზე სამართლებრივი ვალდებულებების დაკისრება გათვალისწინებული არ ყოფილა.
თუმცა, დღეისათვის
● სახელმწიფო პრაქტიკის;
● სამართლის დარგის მეცნიერთა შეხედულებებისა; და
● ზოგიერთი სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადებების
გამო დეკლარაცია ან მისი ნაწილები ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილი გახდა და აქედან გამომდინარე, იგი ყველა სახელმწიფოსათვის სავალდებულოა.
კოდექსები და პრინციპები - სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტებს არ წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა მათ საერთაშორისო ორგანოები ღებულობენ, როგორიცაა გაეროს გენერალური ასამბლეა, რათა:
● გაიმეორონ და გააძლიერონ ხელშეკრულებათა სამართლებრივად სავალდებულო დებულებები;
● ჩამოაყალიბონ დეტალური და კონკრეტული სტანდარტები ამ დებულებათა შესრულების დახმარებისა და ხელშეწყობის მიზნით;
● შეიმუშავონ საქმიანობის კონკრეტულ სფეროში კარგი პრაქტიკის ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც გავლენას ახდენენ, ან რომლებზედაც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა სტანდარტები.
მაგალითად, ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის გაეროს ძირითადი პრინციპები გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბერის 43/173 რეზოლუციით იქნა მიღებული.
ეს დოკუმენტი სრულადაა განხილული ამ სასაწავლო სახელმძღვანელოს მე-8 და მე-9 თავში. ამ მომენტისათვის შემოვიფარგლებით იმის აღნიშვნით, რომ ძირითადი პრინციპები:
● განმეორებით ხაზს უსვამს წამების აკრძალვასა და პატიმრობაში მყოფ პირთა უფლებას ადამიანურ მოპყრობაზე;
● აფუძნებს პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ მოპყრობის დეტალურ სტანდარტებს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მათ მიმართ ადამიანური მოპყრობა; და
● აყალიბებს პოლიციის ტექნიკური საქმიანობის სტანდარტებს (მაგ. ეჭვმიტანილის დაკითხვა, რომელიც 21-ე პრინციპშია მოცემული).
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს შემდეგს:
● ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებში პოლიციის მუშაკთა გათვითცნობიერების ფარგლები, რომლებიც მათ საქმიანობას არეგულირებენ;
● უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც პოლიცია ასრულებს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაკისრებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაში;
● კონკრეტული სამართალდამცავი დაწესებულებების მიერ შეტანილი წვლილი პოლიციის ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური საქმიანობის გავრცელებაში პოლიციის სხვადასხვა ფუნქციებთან დაკავშირებით.
4.4. არსებითი ინფორმაცია პრეზენტაციის შესახებ
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი
იგი მოიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და ორ საერთაშორისო პაქტს - ეკონომიკურ,
სოციალურ და კუტურულ უფლებათა შესახებ და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
1945 წელს მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება:
● აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ადამიანის უფლებათა და
● ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობა და წახალისება; და მის წევრებს ავალდებულებს მიიღონ ზომები ამ მიზნის მისაღწევად (მუხლი 55 და 56).
იმის გამო, რომ ქარტიაში მოცემული არ იყო ადამიანის უფლებათა მთელი სპექტრი რომელიც დაცვას საჭიროებს, ახლადშექმნილი ორგანოს ერთ-ერთ პირველ ამოცანას წარმოადგენდა დოკუმენტის შექმნა, რომლშიც ეს უფლებები იქნებოდა განსაზღვრული. ეს ამოცანა განხორციელდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბრის 217 (III ) რეზოლუციით მიიღო.
დეკლარაციაში 30 მუხლია და იგი მოიცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებსაც იგი პრეამბულაში განმარტავს როგორც „საერთო სტანდარტებს, რომლის შესრულებას უნდა ესრაფვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო“.
პრეამბულაში აგრეთვე გაცხადებულია, რომ ,,ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო“ უნდა მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას.
დეკლარაცია შეიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.
პირველ მუხლში ხაზგასმულია, რომ:
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. ხოლო მეორე მუხლი აცხადებს, რომ:
ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე.
მასში აგრეთვე მითითებულია მოვალეობებზე. მუხლი 29 აცხადებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობა საზოგადოების წინაშე, რადგან „მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება“.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს. მას უდიდესი მორალური და პოლიტიკური ძალა აქვს და მიჩნეულია, რომ მისი ზოგიერთი - თუ არა ყველა - დებულება ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილი გახდა.
ორი საერთაშორისო პაქტი
ვინაიდან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირვანდელი სტატუსი იგივე იყო, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხვა რეზოლუციების, ანუ იგი სამართლებრივად არასავალდებულო რეკომენდაციას წარმოადგენდა, ნათელი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების საფუძველზე.
ასეთმა მიდგომამ საფუძველი დაუდო ორი პაქტის მიღებას; ესენია - საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.
ეს ხელშეკრულებები მიღებულ იქნა 1966 წლის 16 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 2200 A (XXI) რეზოლუციით. თუმცა ისინი ძალაში არ შესულა შესაბამისად 1976 წლის 3 იანვრამდე და 23 მარტამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ მათი რატიფიცირება არ მოახდინა მოთხოვნილი რაოდენობის სახელმწიფომ.
ისინი წარმოადგენენ სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტებს იმ სახელმწიფოთათვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიცირება ან შეურთდნენ აღნიშნულ დოკუმენტებს.
განუყოფლობა და ურთიერთდამოკიდებულება - მიუხედავად იმისა, რომ ორი პაქტი სხვადასხვა კატეგორიის უფლებებს იცავს, მათ ერთიანობაში განიხილავენ. თითოეულის პრეამბულაში მითითებულია მეორე დოკუმენტზე და აღნიშნულია, რომ ერთი კატეგორიის უფლებებით სარგებლობა დამოკიდებულია მეორე კატეგორიის უფლებებით სარგებლობაზე.
ეს გახლავთ გაეროს ადამიანის უფლებათა ძირითადი დოქტრინის ასახვა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მრავალი რეზოლუციითაა დადასტურებული და რომლის საფუძველზეც ადამიანის ყველა უფლება არის ,,განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული“.
ვალდებულებათა სხვადასხვა ფორმები - უფლებათა განსხვავებული კატეგორიების გარდა, რომლებსაც თითოეული პაქტი იცავს, მნიშვნელოვანი სხვაობაა ვალდებულების ფორმებს შორის, რომელსაც თითოეული დოკუმენტი მის მონაწილე სახელმწიფოს აკისრებს.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-2.1 მუხლი აცხადებს, რომ პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:
„პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით“, მაშინ როდესაც ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-2.1 მუხლი აცხადებს, რომ თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
„მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით გადადგას ნაბიჯები ამ პაქტით აღიარებულ უფლებათა თანდათანობითი, სრული განხორციელებისათვის“.
ვალდებულებათა ეს განსხვავებული ფორმები, რომლებიც გამოხატულია როგორც:
● აბსოლუტური და დაუყოვნებელი - სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტში; და
● ფარდობითი და თანდათანობითი - ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტში,
განსხვავებულ ფარდობით ხარჯებს ასახავენ, რომელიც სჭირდება თითოეული ხელშეკრულებით დაცული უფლებების უზრუნველყოფას ან განხორციელებას.
იდენტური სტრუქტურა - თითოეული პაქტი იდენტურადაა სტრუქტურირებული; ისინი შეიცავენ პრეამბულას და ექვს ნაწილს:
პირველი ნაწილი - თითოეულ დოკუმენტში იდენტური ტერმინებით განიხილავს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას.
მეორე ნაწილი - მოიცავს ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილისათვის ზოგადი გამოყენების მუხლებს, მაგალითად:
● ვალდებულების ფორმა, რომელსაც ხელშეკრულება მონაწილე სახელმწიფოებს აკისრებს; და
● დისკრიმინაციის დაუშვებლობის დებულება.
დისკრიმინაციის დაუშვებლობის ცნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების მთავარ კონცეფციას წარმოადგენს. ორივე საერთაშორისო პაქტი მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ მათში აღიარებული უფლებებით სარგებლობა უნდა განხორციელდეს:
,,“ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“.
მესამე ნაწილი - აყალიბებს ხელშეკრულებით დაცულ კონკრეტულ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტი იცავს ისეთ უფლებებს, როგორიცაა:
● შრომის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება და ცხოვრების სათანადო დონის უფლება;
ხოლო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი იცავს ისეთ უფლებებს, როგორიცაა:
● სიცოცხლის უფლება, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, და სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის უფლება.
ნაწილი მეოთხე - აფუძნებს შესაბამის საერთაშორისო ორგანოს, რომელიც ხელშეკრულების შესრულებას უზრუნველყოფს. განსაზღვრულია ორგანოს ფუნქციები და პროცედურები.
ნაწილი მეხუთე და მეექვსე ეხება პროცედურულ საკითხებს, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს თემასთან დაკავშირებული არ არის.
რეგიონალური ხელშეკრულებები
ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია
ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია მიღებულია 1981 წელს აფრიკის ერთობის ორგანიზაციის
სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მეთვრამეტე ასამბლეაზე.
ქარტია ძალაში შევიდა 1986 წლის 21 ოქტომბერს. იგი იცავს:
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს
● ზოგიერთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებას;
● „მესამე თაობის“ ზოგიერთ უფლებას - მშვიდობის, სოლიდარობის, ჯანსაღი გარემოს და განვითარების უფლებებს
და იგი აყალიბებს ინდივიდუალური პირის მოვალეობებს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
აფრიკის ერთობის ორგანიზაციის იმ წევრებს, რომლებიც ქარტიის მონაწილე მხარეს წარმოადგენენ, ქარტიის დებულებათა შესაბამისად მოეთხოვებათ მიიღონ საკანონმდებლო და სხვა ზომები ქარტიის დებულებათა შესრულების მიზნით.
ადამიანისა და ხალხთა უფლებათა უზრუნველყოფასა და წახალისებაზე ორი ორგანოა პასუხისმგებელი:
● ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია; და
● აფრიკის ერთიანობის ორგანიზაციის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა ასამბლეა.
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია ძალაში შევიდა 1969 წლის 22 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მას თორმეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი სან ჰოსეში (პუერტო რიკო) გამართულ ადამიანის უფლებათა ამერიკის კონტინენტის ქვეყნების საგანგებო კონფერენციაზე.
იგი იცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. ეკონომიკური და სოციალური უფლებები ჩამოყალიბებულია ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წესდებაში, ხოლო კონვენციის 26-ე მუხლი მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს გადადგან ნაბიჯები წესდებაში ჩამოყალიბებულ უფლებათა განხორციელებისათვის. კონვენციის მონაწილე სახელმწიფობს ეკისრებათ ვალდებულება:
● პატივი სცენ კონვენციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; და
● უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის მიერ ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სრული და თავისუფალი სარგებლობა.
სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენენ ამერიკული კომისია და ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლო.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია
ამ დოკუმენტს ჩვეულებრივ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას უწოდებენ. მას ხელი მოაწერეს რომში, 1950 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს.
კონვენცია იცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს იცავს ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც 1961 წელს შევიდა ძალაში. ამ ქარტიის საფუძველზე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ძალისხმევა მიმართონ ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ და ხელი შეუწყონ თავიანთი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
კონვენციით დადგენილი უფლებები და პროცედურები გავრცელდა და განვითარდა კონვენციის ოქმებით. მაგალითად, კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი ადგენს უფლებას, რომელიც კონვენციაში გათვალისწინებული არ არის. ეს გახლავთ საკუთრების მშვიდობიანი განკარგვის უფლება.
კონვენციის მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანი უზრუნველყონ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით. მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა ევროპული კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. თუმცა, 1998 წელს, არასრული განაკვეთით მომუშავე ეს ორგანოები შეცვალა მუდმივმოქმედმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კონვენციის ორგანოები ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტურია ხელშეკრულებათა საზედამხედველო და აღმასრულებელ ორგანოებს შორის.
შენიშვნა: როდესაც პროგრამები მზადდება იმ ქვეყნის პოლიციის მუშაკებისათვის, სადაც ძალაშია რეგიონალური ხელშეკრულება, მითითება უნდა გაკეთდეს ხელშეკრულების დებულებებზე, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ თემებთანაა დაკავშირებული.
პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო დოკუმენტები
ზოგიერთი დოკუმენტი ამ სასწავლო სახელმძღვანელოს ერთზე მეტ თავშია მოხსენიებული.
აქ ისინი დაჯგუფებული და დეტალურად განხილულია მოცემული თავის პირველ განყოფილებაში.
განყოფილება 1 - პროფესიული კონტექსტი
სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსი - მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის 34/169 რეზოლუციით.
გენერალური ასამბლეის რეზოლუცია აღიარებს, რომ სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსის მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ მრავალ ღონისძიებათა შორის, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას სამართალდამცავი მუშაკებისაგან, რომლებიც მათ ემსახურებიან.
გენერალური ასამბლეა სახელმწიფოებს ურჩევს კოდექსის მიღებისას გულდასმით გაითვალისწინონ მისი გამოყენება ეროვნული კანონმდებლობის ან პრაქტიკის სტრუქტურაში, როგორც პრინციპების ერთობლიობა, რომლითაც სამართალდამცავ მუშაკებზე ზედამხედველობა ხორციელდება.
ქცევის კოდექსი რვა მუხლს შეიცავს. თითოეულ მათგანს თან ახლავს განმარტებითი კომენტარი და იგი აყალიბებს პირობებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
● ადამიანის ღირსების პატივისცემა და ადამიანის უფლებათა დაცვა;
● ძალის გამოყენება;
● წამების აკრძალვა; და
● კორუფციული ქმედებები.
გენერალური ასამბლეა თავის რეზოლუციაში - რომლითაც კოდექსი იქნა მიღებული - აცხადებს, რომ იგი წარმოადგენს სამართალდამცავთა იმ მნიშვნელოვანი ამოცანის არსს, რომელსაც სამართალდამცავები ახორციელებენ გულმოდგინედ და ღირსებით, ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად.
განყოფილება 4 - პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები - მიიღეს 1990 წლის 7 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მერვე კონგრესზე, რომელიც დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობის საკითხებს მიეძღვნა.
ძირითადი პრინციპების მიღებით კონგრესი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს:
● თავიანთი კანონმდებლობის სისტემასა და პრაქტიკაში გაითვალისწინონ და პატივი სცენ აღნიშნულ პრინციპებს; და
● უზრუნველყონ მათი პატივისცემა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების, მთავრობის აღმასრულებელი შტოს წევრების, მოსამართლეების, იურისტების, კანონმდებელთა და ზოგადად საზოგადოების მხრიდან.
დოკუმენტი 26 ძირითად პრინციპს შეიცავს, რომლებიც ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ეროვნული წესებისა და დებულებების მიღება;
● ძალის დიფერენცირებული გამოყენებისათვის საჭირო აღჭურვილობა;
● შემთხვევები, როდესაც პირის წინააღმდეგ შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება;
● ძალის გამოყენება უკანონო შეკრებების დროს;
● კვალიფიკაცია და წვრთნა; და
● სამართალდამაცავი მუშაკების პირადი პასუხისმგებლობა მათ საკუთარ ან მათდამი დაქვემდებარებულ პირთა ქმედებებზე.
დოკუმენტის პრეამბულაში აღიარებულია, რომ:
● სამართალდამცავ მუშაკთა შრომა უდიდესი მნიშვნელობის მქონე სოციალური სამსახურია, და რომ საჭიროა ასეთ მუშაკთა შრომის პირობებისა და მდგომარეობის შენარჩუნება ან გაუმჯობესება; და
● სამართალდამცავი მუშაკების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისადმი არსებული საფრთხე მთელი საზოგადოების სტაბილურობისადმი საფრთხეს წარმოადგენს.
უკანონო, თვითნებური ან დაუფიქრებელი სიცოცხლის მოსპობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები - მიღებულია გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1989 წლის 24 მაისის 1989/65 რეზოლუციით.
რეზოლუცია, რომლითაც პრინციპებია მიღებული, მიუთითებს:
● სიცოცხლის უფლებაზე, როგორც იგი აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლში; და
● გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებზე, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ძალადობით ან არანებაყოფლობით გაუჩინარებასთან და სიცოცხლის უკანონო მოსპობასთან დაგმობასთან დაკავშირებით.
დოკუმენტში მოცემულია ოცი პრინციპი, რომელიც ეხება:
● სიცოცხლის უკანონო მოსპობის აღკვეთას;
● ასეთი სახის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების გამოძიებას; და
● გამოძიების შემდგომ სამართალწარმოებას.
სიცოცხლის უკანონო მოსპობის აღკვეთის პრინციპები შეიცავს შემდეგ მოთხოვნებს:
● ასეთი სახის სიცოცხლის მოსპობა კანონით უნდა იქნეს აკრძალული; და
● უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი იმ მუშაკებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაკავებასა და დაპატიმრებაზე; და მათზე, რომლებსაც აქვთ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება.
სიცოცხლის უკანონო მოსპობის შემთხვევების გამოძიების პრინციპები:
● მოითხოვს სიცოცხლის უკანონო მოსპობის ყველა საეჭვო შემთხვევის დეტალურ, დაუყოვნებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას; და
● გამოძიების პროცესის დახმარების მიზნით სხვა მოთხოვნების ჩამოყალიბებას.
დეკლარაცია ყველა ადამიანის დაცვის შესახებ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასაჯელისაგან - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1975 წლის 9 დეკემბრის 3452(XXX) რეზოლუციით.
დეკლარაციაში 12 მუხლია და იგი მოითხოვს, რომ:
● სამართალდამცავ მუშაკთა ტრეინინგი სრულად ითვალისწინებდეს წამების აკრძალვას;
● ეს აკრძალვა ჩართული იყოს ზოგად წესებსა და ინსტრუქციებში, რომლებსაც გამოსცემენ პატიმრებსა და დაკავებულებზე პასუხისმგებელი პირები;
● სახელმწიფოები სისტემატურად ამოწმებდნენ დაკითხვის მეთოდებსა და პრაქტიკას; და
● ხდებოდეს წამების სავარაუდო ფაქტების გამოძიება.
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ - მიღებულ იქნა და ხელმოსაწერად, რატიფიცირებისა და შეერთებისათვის გაიხსნა 1984 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 29/46 რეზოლუციის თანახმად. იგი ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს და სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს მისი მონაწილე სახელმწიფოებისათვის.
კონვენცია დეკლარაციაზეა დაფუძნებული და იგი მის მრავალ დებულებას იმეორებს და ავრცობს. კონვენცია აგრეთვე:
● შეიცავს დებულებებს, რომელთა თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ წამებაში დადანაშაულებულ პირებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, ან თუ სად ჰქონდა ადგილი დანაშაულის ფაქტს; და
● აფუძნებს კომიტეტს, რომელიც დახმარებას უწევს კონვენციის დებულებების განხორციელებას.
ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები - მიღებულია გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის 43/173 რეზოლუციით.
გენერალური ასამბლეა რეზოლუციის საშუალებით ითხოვს, რომ ყველა ძალისხმევა მიმართონ ძირითადი პრინციპების საყოველთაო აღიარებისა და პატივისცემისათვის.
იგი ძალზე პრაქტიკული დოკუმენტია, სადაც გათვალისწინებულია პოლიციის მუშაკთა შრომის მნიშვნელობა. პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ მოპყრობის სტანდარტებთან ერთად მასში მოცემულია დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სტანდარტების დაცვა.
დოკუმენტი შეიცავს 39 პრინციპს. პირველ პრინციპში ჩამოყალიბებულია ყველა დაკავებულის ან პატიმრის მიმართ ადამიანური მოპყრობის ძირითადი მოთხოვნა. მეექვსე პრინციპში კვლავ გამეორებულია წამების აკრძალვა.
პრინციპები მოიცავს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა:
● დაკავებასა და დაპატიმრებაზე სასამართლო კონტროლი;
● ადვოკატზე და ოჯახზე მისაწვდომობა;
● დაპატიმრებულთა დაკითხვა;
● დაკავებულ და დაპატიმრებულ პირებზე სათანადო ჩანაწერების უზრუნველყოფა; და
● პრინციპის მოთხოვნებთან შეუთავსებელი გზით მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობა.
პატიმართა მიმართ მოპყრობის სტნდარტული მინიმალური წესები - მიღებულ იქნა 1955 წელს გაეროს პირველ კონგრესზე, რომელიც მიეძღვნა დანაშაულისა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობის საკითხებს, ხოლო შემდგომში იგი დამტკიცდა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1957 წლის 13 ივლისის 663 C(XXIV) და 1977 წლის 13 მაისის 2076 (LXII) რეზოლუციებით.
დოკუმნეტში 96 მუხლია და მასში მოცემულია პატიმართა მიმართ მოპყრობისა და საპატიმრო დაწესებულებათა მართვის ზოგადად აღიარებული კარგი პრაქტიკის დებულებები.
წესები ძირითადად ეხება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მიმართ მოპყრობას, ამასთან ნაკლებად ითვალისწინებს პოლიციის მიერ დაკავებულ პირებს. თუმცა, 84-93 წესები ეხება „პირებს, რომლებიც დაკავებულნი არიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან“ და ამდენად ისინი პირდაპირ კავშირში არიან სამართალდამცავ მუშაკებთან.
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასარულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის - მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 19 დეკემბრის 40/33 რეზოლუციით.
დოკუმენტი შეიცავს 30 წესს. თითოეულ მათგანს ახლავს განმარტებითი კომენტარი და იგი 6 ნაწილადაა დაყოფილი.
მეორე ნაწილი, სადაც 30 წესია, „გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება” და მოიცავს წესებს შემდეგ საკითხებზე:
● მშობლების ან მეურვეთა შეტყობინება არასრულწოლოვანის დაკავების დროს;
● მოსამართლის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დაყოვნების გარეშე განთავისუფლების საკითხის განხილვა; და
● არასრულწოლოვან დამნაშავეთათვის სისხლის სამართლის პროცესის აცილება.
გაეროს თავისუფლებააღკვეთილ არასრულწოლოვანთა დაცვის წესები - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1991 წლის 2 აპრილის 45/113 რეზოლუციით. დოკუმენტი შეიცავს პრეამბულასა და 87 წესს და იგი ხუთ ნაწილადაა დაყოფილი.
მესამე ნაწილი - „დაკავებული ან წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანები“ - ყველაზე უფრო უშუალო კავშირშია პოლიციის მუშაკებთან. ამ ნაწილის ორ მუხლში აქცენტი გაკეთებულია უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და საგანგებო მოპყრობაზე, რომელსაც ეს სტატუსი ითვალისწინებს.
მუხლები აყალიბებენ ძირითად წესებს, რომლებიც განსაზღვრავენ პირობებს ადრე ნასამართლეობის არმქონე არასრულწლოვანთა დაპატიმრებისათვის.
ბავშვის უფლებათა კონვენცია - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1989 წლის 20 ნოემბრის 44/25 რეზოლუციით. იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტია ბავშვთა დაცვის თვალსაზრისით და სამართლებრივად სავალდებულოა მისი მონაწილე სახელმწიფოებისათვის.
კონვენციაში 54 მუხლია. პოლიციის მუშაკებთან დაკავშირებულია ის მუხლები, რომლებიც მოითხოვენ, დაცული იქნეს:
● ბავშვთა უფლებები, პატიმრობაში მყოფ ბავშვთა უფლებების ჩათვლით;
● ბავშვები ექსპლუატაციისაგან;
● ბავშვები საგანგებო გარემოებებში, მაგალითად, როდესაც ისინი არიან ლტოლვილები, ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
განყოფილება 5 - პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებები
დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად დაზარალებულთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1995 წლის 29 ნოემბრის 40/43 რეზოლუციით.
დეკლარაციაში 21 პრინციპია. დანაშაულის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებული პრინციპები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - მართლმსაჯულებაზე და სამართლიან მოპყრობაზე ხელმისაწვდომობა, რესტიტუცია, კომპენსაცია და დახმარება.
ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენცია და მათი 1977 წლის დამატებითი ოქმები შეიცავენ:
ჟენევის I კონვენციას - მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა დაცვის შესახებ;
ჟენევის II კონვენცია - სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და საზღვაო კატასტროფების დროს დაზარალებულთა დაცვის შესახებ;
ჟენევის III კონვენცია - სამხედრო ტყვეთა დაცვის შესახებ;
ჟენევის IV კონვენცია - ომიანობის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ;
ჟენევის 1949 წლის კონვენციის I დამატებითი ოქმი - საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ; და
ჟენევის 1949 წლის კონვენციის II დამატებითი ოქმი - არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი და დეტალური ხელშეკრულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნაწილს წარმოადგენენ. ისინი გამოიყენებიან მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტების დროს, მაგრამ ზოგიერთი დებულება რელევანტურია პოლიციის სამსახურთან საერთაშორისო ხასიათის არეულობის და დაძაბულობის დროს.
დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ - მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 1963 წლის 20 ნოემბრის 1940(XVIII) რეზოლუციით.
დეკლარაცია შეიცავს 11 მუხლს. იგი კრძალავს სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით და მოითხოვს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას მათი აღმოფხვრის მიზნით.
საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ - მიღებულ იქნა და ხელმოსაწერად გაიხსნა 1965 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 2106A(XX) რეზოლუციის საფუძველზე.
კონვენციაში 25 მუხლია და რასის, კანის ფერის, ეროვნების ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მოთხოვნის დებულებების გარდა იგი აყალიბებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს, რომლის მიზანიცაა ამ დებულებათა დაცვა.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაცია - გამოცხადებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1967 წლის 7 ნოემბერს, 2263 (XXII) რეზოლუციით. მასში 11 მუხლია, რომელშიც ჩამოყალიბებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული დებულებები და უზრუნველყოფს მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის პრინციპის დაკმაყოფილებას.
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ - მიღებულ იქნა და ხელმოსაწერად, რატიფიცირებისა და შეერთებისათვის გაიხსნა 1979 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 34/180 რეზოლუციის საფუძველზე.
კონვენცია 30 მუხლს შეიცავს და იგი გარდა იმ დებულებებისა, რომლებიც აყალიბებენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის და გამოვლინების აღკვეთას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტსაც აფუძნებს, რომელიც კონვენციის განხორციელების მიმდინარეობას განიხილავს.
დეკლარაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე ყველა ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ - იგი გამოცხდებულ იქნა 1981 წლის 25 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 36/55 რეზოლუციით. მასში 8 მუხლია, რომლებიც იცავენ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას და მოითხოვენ რელიგიის ან რწმენის საფუძველზე დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.
4.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ალბათ ყველაზე უფრო ცნობილი დოკუმენტია. არის იგი სათანადოდ ცნობილი? რა გზით შეიძლება იგი და მასში მოცემული დებულებები უფრო მეტი ადამიანისათვის გახდეს ცნობილი?
2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში „საზოგადოების წინაშე მოვალეობები” 29-ე მუხლშია მოცემული. რა გზებით შეიძლება სახელმწიფოს კონკრეტულმა მოქალაქემ დააკმაყოფილოს ამ მუხლით მოთხოვნილი ვალდებულებები?
3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში არის საკუთრების უფლება. ორი საერთაშორისო პაქტიდან არცერთში არ არის დაცული ეს უფლება. არის ეს სერიოზული ხარვეზი?
4. ადამიანის უფლებათა სამი რეგიონალური ხელშეკრულება ძირითადად იმავე უფლებებს იცავს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. რა უპირატესობა აქვს რეგიონალური ხელშეკრულებების არსებობას?
5. არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო დოკუმენტებისა, რომლებიც დაკავშირებული არის სამართალდამცავ სისტემასთან და ზოგადად პოლიციის სამსახურთან. უნდა იცოდნენ თუ არა პოლიციის მუშაკებმა მათ შესახებ, თუ მათთვის საკმარისია თავიანთი ეროვნული კანონმდებლობისა და წესების ცოდნა?
4.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილეები ჯგუფებად და დაურიგეთ მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ეგზემპლარები. სთხოვეთ მათ:
1. შეარჩიონ თითოეული პაქტიდან მათი აზრით ხუთი უმნიშვნელოვანესი უფლება.
2. შეარჩიონ ხუთი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლება, რომლებიც მათი აზრით ყველაზე უკეთ მიუთითებენ ქვეყანაში „ცხოვრების დონეზე“.
3. განიხილონ „ურთიერთდამოკიდებულებისა და განუყოფლობის“ ცნების მნიშვნელობა ორივე პაქტში გამოხატულ უფლებათა სხვადასხვა კატეგორიებისათვის.
4. განიხილონ „ეფექტური სამართლებრივი დაცვის“ უფლების მნიშვნელობა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 2.3. მუხლითაა აღიარებული.
სთხოვეთ ჯგუფებს პლენარულ სხდომაზე განიხილონ მათ მიერ ცალ-ცალკე შემუშავებული შედეგები.
![]() |
2.2.3 თავი 5: ზედამხედველობა და აღსრულება |
▲ზევით დაბრუნება |
5.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბება ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის პირველი ნაბიჯია.
სტანდარტების შეთანხმების შემდეგ საჭიროა ამ სტანდარტების ზედამხედველობისა და აღსრულების საერთაშორისო საშუალებების შექმნა.
ამ თავში განხილული „ზედამხედველობისა და აღსრულების საშუალებები“ ის საერთაშორისო მექანიზმებია, რომლებიც ჩამოყალიბდა სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის სფეროში მათი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
ამ სახელმძღვანელოს მე-3 და მე-4 თავში უკვე იყო მითითებული ზოგიერთ ვალდებულებასა და მათგან გამომდინარე ღონისძიებებზე:
● სახელმწიფოს კონსტიტუციური და სამართლებრივი მოწყობა; და
● მთავრობის პოლიტიკა, პრაქტიკა, სტრუქტურა და სისტემა.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ სათაურით თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და სახელმწიფოთა ეროვნულ კანონმდებლობას შორის ურთიერთდამოკიდებულების უფრო დეტალური ახსნის მეშვეობით.
განხილულია უფლებათა დარღვევისას ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება და განსაზღვრულია სამართალდაცვის ზოგიერთი ძირითადი საკითხი.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში აღწერილი და ჩამოთვლილია გაეროს სისტემაში და აგრეთვე ზოგიერთი ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული სხვადასხვა ორგანოები და პროცედურები.
5.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ადამიანის უფლებათა სტანდარტების პატივისცემის უზრუნველყოფის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებებს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე შიდასახელმწიფო კანონმდებლობით შექმნილი საშაულებები;
● სტანდარტების ზედამხედველობისა და აღსრულების ზოგიერთი საერთაშორისო პროცედურა საკითხის განხილვამდე ეროვნული სამართლებრივი საშუალებების ამოწურვას მოითხოვს;
● საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საერთაშორისო ღონისძიებები ზოგადად ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ეროვნული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, რამეთუ აღსრულების საშუალებები და შეუსრულებლობის საწინააღმდეგო სანქციები უფრო ნაკლები და იმავდროულად პრიმიტიულია;
● მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სტანდარტები და აღსრულების საერთაშორისო საშუალებები საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისებისათვის; ორივეს ეფექტურობა აშკარაა; და საერთაშორისო სისტემები კვლავ ვითარდება.
5.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
საერთაშორისო სამართალსა და შიდასახელმწიფო სამართალს შორის ურთიერთდამოკიდებულება - სახელმწიფოს შიდა სამართლის სისტემის ტიპზეა დამოკიდებული.
სახელმწიფოში, სადაც შიდა სამართლებრივი სისტემა არის -
,,მონისტური” - სადაც მხოლოდ ერთი სამართლებრივი სისტემაა აღიარებული, რომელიც მოიცავს როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე შიდასახელმწიფო სამართალს,
საერთაშორისო სამართალი შეიძლება იყოს ,,თვითაღსრულებადი” - რომელიც პირდაპირ გამოიყენება მოსამართლეთა მიერ ეროვნულ სასამართლოებში თუ იგი სათანადოდ ნათელია და მისი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია.
სახელმწიფოში, სადაც შიდა სისტემა არის -
„დუალისტური“ - სადაც მიჩნეულია, რომ საერთაშორისო სამართალი და შიდასახელმწიფო სამართალი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,
ეროვნულ სასამართლოებში საერთაშორისო სამართალი ვერ იქნება გამოყენებული, სანამ იგი არ გაივლის ეროვნული სამართლის სისტემაში „ტრანსფორმაციის“ ან „ჩართვის“ პროცესს.
მონისტური სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებაზე მიერთებით შეიძლება ჩამოყალიბდეს უფლებები, რომელთა დაცვა ინდივიდუალურ პირებს ამ ქვეყნის სასამართლოების საშუალებით დაუყოვნებლივ შეუძლიათ.
დუალისტური სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოებში ასეთი ხელშეკრულებით აღიარებული უფლებების დაცვა სასამართლოს მეშვეობით ვერ განხორციელდება, სანამ კანონით არ მოხდება ხელშეკრულების დებულებათა ჩართვა შიდასახელმწიფო სამართალში.
ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება - ეს არის უფლება, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა სხვა უფლების დასაცავად. იგი გათვალისწინებულია:
● ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში - რომელიც უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას ეფექტურ სასამართლო დაცვაზე კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში, როდესაც დარღვეულია მისი კონსტიტუციური თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები; (მუხლი 8)
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში - რომელიც ყველა მონაწილე სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით უზრუნველყოს ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც დაირღვა ამ პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები; (მუხლი 2.3.)
● ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ ქარტიაში - სადაც დადგენილია, რომ ინდივიდის უფლება, მოისმინონ მისი საჩივარი, მოიცავს უფლებას, მიმართოს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს მისი ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რომლებიც აღიარებულია კონვენციებში, კანონებში, დებულებებსა და მოქმედ ჩვეულებით სამართალში; (მუხლი 7.1)
● ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში - სადაც დადგენილია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება სახელმწიფოს კონსტიტუციით ან კანონებით, ან კონვენციით აღიარებული მისი ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს კომპეტენტურ სასამართლოს ან ტრიბუნალს (მუხლი 25.1), და
● ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში - სადაც აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს, ვისაც დაერღვა კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, აქვს ეფექტური ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე.
საერთაშორისო პაქტში და ამერიკულ და ევროპულ კონვენციაში აგრეთვე მითითებულია, რომ ეს უფლება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მაშინაც კი, როდესაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნა იმ პირთა მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ოფიციალური უფლებამოსილებით ან მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას.
როგორც ზემოაღნიშნული დასკვნებიდან ჩანს:
● საყოველთაო დეკლარაცია აყალიბებს სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლებას კონსტიტუციით ან კანონით გარანტირებულ უფლებათა დარღვევებისათვის;
● საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონვენცია აყალიბებს სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლებას იმ უფლებათა დარღვევებისათვის, რომლებიც ამ დოკუმენტებითაა აღიარებული;
● აფრიკული ქარტია აყალიბებს სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლებას იმ უფლებათა დარღვევებისათვის, რომლებიც გარანტირებულია კონვენციებით და აგრეთვე კანონებით, დებულებებითა და ჩვეულებითი სამართლით; და
● ამერიკული კონვენცია აყალიბებს სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლებას მასში აღიარებული უფლებების და აგრეთვე ეროვნული კონსტიტუციებითა და კანონებით გარანტირებული უფლებების დარღვევებისათვის.
ეფექტური სასამართლო დაცვის საშუალების უფლება უმნიშვნელოვანესია უფლებათა აღსრულების ან ზედამხედველობის ნებისმიერ სისტემაში. როდესაც ეფექტური საშუალებები არ არსებობს:
● ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიება არ ხდება, არავინ ისჯება და დაზარალებული ვერ ღებულობს კომპენსაციას;
● ადამიანის უფლებების დამრღვევთა იმუნიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს შემდგომ დარღვევებს; და
● საფრთხის წინაშე დგება კანონის უზენაესობა.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● პოლიციის მუშაკთა ქმედებები შეიძლება განხილულ იქნეს და მოწონებული ან დაგმობილი საერთაშორისო ფორუმების ან ტრიბუნალების მიერ;
● ეფექტური ეროვნული სისტემებისა და პროცედურების საჭიროება, რათა გამოძიებულ იქნეს პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები - (ეს თემა აგრეთვე აყალიბებს ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-17 თავის განსახილველ საკითხს - „პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკთა მიერ ადამიანის უფლებათა განხორციელება“);
● პოლიციის სამსახურის ყველა სფეროში სათანადო ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობა, სადაც ეს კანონითაა მოთხოვნილი; პოლიციის მუშაკთა მიერ პოლიციის ოპერატიულ საქმიანობასთან დაკავშირებით სრული და ზუსტი მოხსენებების მომზადება; და ამ ჩანაწერთა და მოხსენებათა სათანადო დაცვა - რათა ხელი შეუწყონ პოლიციის ქმედებებზე შემდგომი მოკვლევის პროცესს.
5.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში არსებული ორგანოები და პროცედურები
უშიშროების საბჭო - არა აქვს რაიმე კონკრეტული უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მაგრამ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მის იურისდიქციაში შედის გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე.
გენერალური ასამბლეა - აქვს უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა საკითხებზე წესდების მთელი რიგი მუხლების შესაბამისად. მაგალითად მე-13 მუხლი გენერალური ასამბლეისაგან მოითხოვს შეისწავლოს და რეკომენდაციები შეიმუშავოს, რათა „ყველას დაეხმაროს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელებაში, მიუხედავად რასის, სქესის, ენის ან რელიგიური კუთვნილებისა“.
ეკონომიკური და სოციალური საბჭო - გაეროს წესდების 62-ე მუხლის საფუძველზე მას შეუძლია შეიმუშავოს რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
64-ე მუხლის შესაბამისად მას შეუძლია გაეროს წევრ ქვეყნებსა და სპეციალიზებულ დაწესებულებებს მოსთხოვოს მოხსენებების წარმოდგენა მისი რეკომენდაციების განხორციელების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
საბჭო შექმნილია გაეროს წესდების X თავის საფუძველზე და მასში გაერთიანებულია გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული 27 წევრი.
1946 წელს მან ჩამოაყალიბა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია - აყალიბებს ადამიანის უფლებათა სტანდარტების პროექტებს და განიხილავს ამ სტანდარტების განხორციელებას.
მისი საქმიანობის ამ უკანასკნელ ასპექტთან დაკავშირებით კომისიას აკისრია სამი ძირითადი ფუნქცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევებზე შემოსულ საჩივრებთანაა დაკავშირებული:
1. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1235 რეზოლუციის თანახმად კომისია უფლებამოსილია შეისწავლოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეში დარღვევების შესახებ მიღებული ინფორმაცია და განახორციელოს სიტუაციის დეტალური შესწავლა, რომელიც გამოავლენს ადამიანის უფლებათა დარღვევების მაგალითებს. ამ რეზოლუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოყენებულ იქნა ადამიანის უფლებათა იმ უხეში დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებული იყო ზოგად პოლიტიკურ სიტუაციასთან, რომელიც გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობას აღელვებდა.
2. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1503 რეზოლუციის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია მიიღოს და განიხილოს ინფორმაცია (საჩივრები) ინდივიდუალური პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც სავარაუდოდ ავლენენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეში, სანდოდ შემოწმებული დარღვევის მაგალითებს.
3. კონკრეტულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შემსწავლელი ოპერატიული საქმიანობის განხორციელება.
კომისიაში გაეროს წევრი ქვეყნების 53 წარმომადგენელია, რომლებსაც კომისიაში ირჩევს ეკონომიკური და სოციალური საბჭო.
გაეროს უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთისა და დაცვის ქვეკომისია - ახორციელებს შესწავლას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შუქზე; შეიმუშავებს რეკომენდაციებს კომისიისათვის; და ამზადებს მოხსენებებს კომისიისათვის.
მისი სახელწოდების მიუხედავად, ქვეკომისია ამჟამად განიხილავს ადამიანის უფლებათა საკითხებს, რომლებიც სცდება „დისკრიმინაციის აღკვეთისა“ და „უმცირესობათა დაცვის“ ფარგლებს.
მასში კომისიის მიერ არჩეული 26 წევრია და ისინი მოქმედებენ როგორც ინდივიდუალური პირები და არა როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენლები.
თემატური პროცედურები - მოიცავს მთელ რიგ მექანიზმებს, რომლებიც შექმნილია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისათვის კონკრეტული სახის დარღვევათა კუთხით. მაგალითად:
1980 წელს ადამიანის უფლებათა კომისიამ შექმნა სამუშაო ჯგუფი იძულებით ან არანებაყოფლობით გაუჩინარების საკითხზე, რომელსაც მიანიჭა იძულებით გაუჩინარების შემთხვევების შესწავლისა და კომისიისათვის მოხსენების მანდატი.
სამუშაო ჯგუფი ღებულობს ინფორმაციას გაუჩინარების შემთხვევების შესახებ; გადასცემს მათ შესაბამის მთავრობას კომენტარის გასაკეთებლად; ხოლო შემდგომ აკეთებს საჯარო მოხსენებას მოხსენებათა და კომენტარების გაცვლის შესახებ.
იგი იხილავს ინდივიდუალურ საქმეებს და ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას, რათა მიიღოს ინფორმაცია - ხომ არ არის პირი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაპატიმრებული, რის აღიარებაზეც მთავრობა უარს აცხადებს.
დღეისათვის იქ დანიშნულია:
● სპეციალური მომხსენებელი სიცოცხლის უკანონო მოსპობის საკითხებზე (1982 წ.);
● სპეციალური მომხსენებელი წამებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (1985);
● სპეციალური მომხსენებელი რელიგიური შეუწყნარებლობის საკითხებზე (1986 წ.), და
● სამუშაო ჯგუფი თვითნებური დაპატიმრების საკითხებზე (1991 წ.).
თითოეულ მათგანს აქვს სამუშაო ჯგუფის იდენტური მანდატი.
ხელშეკრულებაზე დაფუძნებული პროცედურები
ადამიანის უფლებათა კომიტეტი - დაფუძნებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის IV ნაწილის შესაბამისად. კომიტეტი შედგება 18 არჩეული წევრისაგან; თითოეული მათგანი მოქმედებს პირადი უფლებამოსილებით.
მას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს - „ზედამხედველობა“ და „გამოყენება“.
ზედამხედველობა ხორციელდება მოხსენების პროცედურის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც პაქტის მონაწილე სახელმწიფოები წარმოადგენენ პერიოდულ მოხსენებებს „ზომების შესახებ, რომლებიც მათ მიიღეს პაქტით აღიარებულ უფლებათა განხორციელების მიზნით“ და „ამ უფლებებით სარგებლობის კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ“.
კომიტეტი იწვევს ოფიციალურ წარმომადგენლებს, რათა მათ უპასუხონ მისი წევრების მიერ მოხსენების გარშემო დასმულ კითხვებზე. ეს შეკითხვები ხშირად დაფუძნებულია კომიტეტის წევრთა საკუთარი ინფორმაციის წყაროებზე, მაგალითად - არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა „ზოგადი კომენტარები“ პაქტის სხვადასხვა მუხლებზე, სადაც მოცემულია ავტორიტეტული სახელმძღვანელო პრინციპები სახელმწიფოთა მიერ პაქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებთან დაკავშირებით.
გამოყენება გულისხმობს სახელმწიფოებისა და ინდივიდუალური პირებისაგან მიღებული ინფორმაციების (საჩივრების) განხილვას:
საერთაშორისო პაქტის 41-ე მუხლის საფუძველზე მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს სხვა სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
ასეთი საჩივრის შემთხვევაში (დღემდე ასეთი საჩივარი არ შემოსულა) კომიტეტი ცდილობს „კეთილი სამსახური“ გაუწიოს მხარეებს და მიაღწიოს საკითხის მეგობრულ გადაწყვეტას.
პაქტის ფაკულტატური ოქმის საფუძველზე კომიტეტს შეუძლია განიხილოს ინდივიდუალური პირებისაგან შემოსული ინფორმაცია, რომლებიც თვლიან, რომ ადგილი აქვს პაქტით აღიარებული მათი უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც პაქტის და მისი ფაკულტატური ოქმის მხარეს წარმოადგენს.
ასეთი საჩივრის მიღების შემთხვევაში (ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება) კომიტეტი ინდივიდუალურ საჩივარს ატყობინებს შესაბამის სახელმწიფოს. შემდეგ იგი იხილავს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებას და თავის მოსაზრებას აცნობებს სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ მომჩივანს.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი - დაფუძნებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მე-17 მუხლის საფუძველზე.
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს მოეთხოვებათ პერიოდული მოხსენებები წარუდგინონ კომიტეტს კონვენციის ამოქმედების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა შესახებ.
კონვენციის შესაბამისად არსებობს პროცედურა, რომლის საფუძველზეც კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს სთხოვოს ითანამშრომლოს ინფორმაციის შესწავლის პროცესში, სადაც სათანადოდ არის მინიშნებული, რომ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამებას სისტემატური ხასიათი აქვს.
სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ასეთი შესწავლის პროცესში თანამშრომლობაზე თუ კონვენციის ხელმოწერისას, მისი რატიფიცირებისას ან მასზე მიერთებისას მას გაკეთებული აქვს განცხადება, რომ არ აღიარებს კომიტეტის უფლებამოსილებას და შესაბამისად არ ასრულებს მის პროცედურას.
ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია - დაფუძნდა აფრიკის ერთიანობის ორგანიზაციის ფარგლებში ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტიის 30-ე მუხლის საფუძველზე.
ქარტიის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ საჩივრებით მიმართონ კომისიას იმ შემთხვევაში, თუ სხვა მონაწილე სახელმწიფო ქარტიის მოთხოვნებს არღვევს.
კომისიისათვის პეტიციების წარდგენა შეუძლიათ ინდივიდუალურ პირებსაც. ასეთ შემთხვევაში არსებობს დათქმა, რომ პეტიციის განხილვის საკითხი წყდება კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
თუ კომისია თვლის, რომ „ერთი ან რამოდენიმე ინფორმაცია აშკარადაა დაკავშირებული კონკრეტულ საქმეებთან, რომლებიც ავლენენ ადამიანის ან ხალხთა უფლებების სერიოზული ან მასიური ხასიათის დარღვევებს“, კომისია ვალდებულია საკითხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა ასამბლეას.
ასამბლეამ შესაძლოა კომისიას მოსთხოვოს საქმეთა დეტალური შესწავლა და მოხსენების მომზადება, რომელსაც დართული ექნება ინფორმაცია მოძიებული ფაქტების შესახებ და რეკომენდაციები.
ამ დებულებათაგან არცერთი არ ექვემდებარება ფაკულტატურ მუხლს.
ქარტიის საფუძველზე არ არის შექმნილი ადამიანის უფლებათა სასამართლო.
ადამიანის უფლებათა ამერიკული კომისია და ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლო - ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 33-ე მუხლი აცხადებს, რომ კომისიას და სასამართლოს აქვს უფლებამოსილება განიხილოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.
კომისია უფლებამოსილია განიხილოს არა მხოლოდ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საკითხიც.
კონვენციის საფუძველზე ნებისმიერ:
● პირს;
● პირთა ჯგუფს; ან
● არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კანონიერადაა აღიარებული ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ერთი ან მეტი სახელმწიფოს მიერ,
შეუძლია განცხადებით მიმართოს კომისიას მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
აქ აგრეთვე არსებობს სახელმწიფოთაშორისი საჩივრის უფლება, მაგრამ იგი ექვემდებარება კომისიის კომპეტენციის წინასწარ აღიარებას.
ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალური საჩივრის უფლება ავტომატურადაა მინიჭებული, ხოლო სახელმწიფოთაშორისი - არა. ევროპული კონვენციის საფუძველზე სიტუაცია პირიქითაა.
როდესაც კომისია ვერ ახერხებს საჩივრის მეგობრული გადაწყვეტის მიღწევას, მოხსენება, თანდართული წინადადებებითა და რეკომენდაციებით გადაეცემა საქმის მონაწილე მხარეებს. მომდევნო სამი თვის განმავლობაში კომისიას ან მოცემულ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ამერიკულ სასამართლოს.
სასამართლოს უფლებამოსილება ექვემდებარება მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მისი აღიარების განცხადებას. პაქტის განმარტებისა და გამოყენების საკითხებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელსაც ასეთი განცხადება აქვს გაკეთებული.
კომისიაც და სასამართლოც შვიდი წევრისაგან შედგება, რომლებიც ადამიანის უფლებათა სფეროში მაღალი მორალისა და აღიარებული კომეპტენციის მქონენი არიან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 ოქმით დაფუძნდა მუდმივმოქმედი ერთიანი სასამართლო, რომელმაც 1998 წელს შეცვალა მანამადე არსებული მონიტორინგის ინსტიტუტები (სახელდობრ, ადამიანის უფლებათა კომისია და სასამართლო).
ამ სისტემაში ყველა ინდივიდუალურ განმცხადებელს პირდაპირი ხელმისაწვდომობა აქვს სასამართლოზე, ხოლო ნებისმიერი საქმე, რომელიც ნათლად არ არის დასაბუთებული, ადრეულ ეტაპზე იხსნება განხილვიდან სასამართლოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, რომელსაც სამი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგია წარმოადგენს. ამის შემდეგ პალატა იხილავს ყველა საქმის დაშვებადობის საკითხს - როგორც ინდივიდუალური პირების, ისე სახელმწიფოთაშორისი განცხადებების.
იმ საქმეებზე, რომლებსაც დასაშვებად მიჩნევენ, სასამართლო პალატა ახდენს ფაქტების დადგენას და ცდილობს მიღწეულ იქნეს მხარეთა შორის მორიგება.
თუ მორიგების მიღწევა ვერ მოხერხდა, სასამართლო პალატას გამოაქვს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან მხარეებს აქვთ სამთვიანი ვადა დიდ პალატას მიმართვისათვის. თუმცა, ეს პროცედურა გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ საქმეებზე - მაგალითად, როდესაც საქმის გამო წამოიჭრება კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენების სერიოზული საკითხი, ან როდესაც საქმე საყოველთაო ინტერესს ეხება.
ასეთ გამონაკლის შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს დიდი პალატის მეშვეობით, რომელიც 17 მოსამართლისაგან შედგება. სასამართლოს თავმჯდომარე და პალატების თავმჯდომარეები ყოველთვის მონაწილეობენ დიდი პალატის სხდომებში (რათა უზრუნველყოფილ იქნეს ძირითადი პრეცედენტული სამართლის შესაბამისობა და ერთგვაროვნება), ასევე მოცემული სახელმწიფოს მხრიდან არჩეული მოსამართლეც (რათა უზრუნველყოფილ იქნეს განსახილველი სამართლებრივი სისტემის ჯეროვანი აღქმა).
სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს მინისტრთა საბჭო.
შენიშვნა: საერთაშორისო პაქტი, აფრიკული ქარტია და ამერიკული და ევროპული კონვენციები შეიცავენ დებულებებს (შესაბამისად: 1-ლი ოქმის მე-2 მუხლი; მუხლი 56, მუხლი 46 და მუხლი 35), რომლებიც სახელშეკრულებო მექანიზმის გამოყენებამდე მოითხოვენ ინდივიდუალური განმცხადებლების მიერ შიდასახელმწიფო სასამართლო დაცვის საშუალებათა ამოწურვას.
5.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რათა გაიზარდოს სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის ეფექტურობა, რომელსაც საერთაშორისო მექანიზმები ახორციელებენ?
2. სამართლებრივი სისტემა, რომელშიც თქვენ მოქმედებთ, „მონისტურია“ თუ „დუალისტური“? რომელი უფრო მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისებისათვის?
3. რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ზოგიერთ ხელშეკრულებაში არსებული დებულება, რომ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მაშინაც კი, როდესაც ადამიანის უფლებათა დარღვევა ჩადენილია იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური უფლებამოსილებით?
4. ზოგიერთი საერთაშორისო საზედამხედველო და აღმასრულებელი მექანიზმის ეფექტურობა დამოკიდებულია არასამთავრობო ორგანზიაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
5. სახელმწიფოთა მიერ მათი საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებათა შესრულების გაძლიერების საერთაშორისო მექანიზმების საქმიანობა წარმოადგენს თუ არა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში არასანქცირებულ ჩარევას?
5.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სავარჯიშოები აზროვნებისა და განსჯისათვის
დააყენეთ პრობლემა - „განიხილეთ გზები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ეფექტური საერთაშორისო პოლიციის სააგენტოს შექმნა სახელმწიფოთა შიგნით ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების უფლებამოსილებით“.
სთხოვეთ მონაწილეებს შეასრულონ სავარჯიშო და წარმოადგინონ ამ პრობლემის გადაჭრის ვარიანტები.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
როდესაც დაწყებულია გამოძიება პოლიციის მხრიდან სერიოზულ დარღვევაზე, პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ჩათვლით, გაუჩინარდა ინციდენტთან ან ინციდენტებთან დაკავშირებული ყველა ადრე არსებული ჩანაწერი, ან მოხდა მათი შეცვლა ან სხვაგვარი გზით ისინი გამოუყენებელი გახდა გამოძიებისათვის.
სთხოვეთ მონაწილეებს სამუშაო ჯგუფებში შეიმუშავონ რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ან სასამართლოსათვის, რაც მათ ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.
![]() |
2.3 მესამე განყოფილება: დემოკრატიული კონტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.3.1 თავი 6: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა |
▲ზევით დაბრუნება |
6.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
ადამიანის უფლებათა და პოლიციის სამსახურის სფეროს ნებისმიერი პროგრამის, განსაკუთრებით კი ამ სასწავლო სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ქვეთემაა „პოლიციის კარგი სამსახური დემოკრატიულ გარემოში“. პოლიციის კარგი სამსახური დემოკრატიულ გარემოში ისეთი სამსახურია, რომელიც:
● პატივს სცემს კანონს;
● პატივს სცემს ადამიანის უფლებებს;
● პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს;
● არის ჰუმანური; და
● ეფექტური.
ვინაიდან დემოკრატია სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახით ფუნქციონირებს, მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა სასურველია მონწილეებს აუხსნან, რომ „დემოკრატიული სახელმწიფოს“ განმარტება, რომელიც აქ არის შემოთავაზებული, საკმაოდ ვრცელი განმარტებაა, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა დოკუმენტებს, რომლებიც გამოხატავენ პოლიტიკურ უფლებებს ან უფლებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისათვის.
შემოთავაზებული მნიშვნელობა მტკიცედ ეფუძნება პროგრამების კონტექსტს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული.
შესავალი მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში თემის ბუნება და მნიშვნელობა ხაზგასმულია შემდეგი საკითხების განხილვით:
● მნიშვნელობა ტერმინების - „დემოკრატიული სახელმწიფო“, „ადამიანის უფლებები“ და „კანონის უზენაესობა“, რომელიც შეესაბამება ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მიზნებს; და
● ამ ცნებათა ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება.
იდენტიფიცირებულია სამართალდაცვის ძირითადი საკითხები.
შესავალი მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში მოცემულია ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ის დებულებები, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ამ დებულებების შუქზე განხილულია ცნება - „პოლიციის კარგი სამსახური დემოკრატიულ გარემოში“.
6.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ერთმანეთზეა დამოკიდებული; და
● პოლიციის სამსახურს შეუძლია განამტკიცოს ან გაანადგუროს ისინი.
6.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
ადამიანის უფლებები წარუვალი და განუყოფელია თითეული ადამიანისათვის და იგი აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მიღებულ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში.
ისინი ეფუძნებიან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებას და მათ სხვადასხვა ხარისხით იცავენ სახელმწიფოთა შიდა კანონები.
სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლით ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან და წაახალისონ მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირის ადამიანის უფლებები.
შენიშვნა: „ადამიანის უფლებების“ უფრო სრული განმარტებისათვის და ადამიანის უფლებების მახასიათებლებისა და კატეგორიების განსაზღვრისათვის მითითება შეიძლება გაკეთდეს ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-3 თავზე.
დემოკრატიულია სახელმწიფო, სადაც:
● მთავრობა ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე ხელისუფლების ორგანოების თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით;
● სრულწლოვან ადამიანებს აქვთ თანასწორი უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურა;
● პატივს სცემენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს; და
● სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია იმოქმედოს იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებები.
კანონის უზენაესობა ძალაშია იმ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინდივიდი და დაწესებულება კანონს ექვემდებარება და არცერთი პირი ან დაწესებულება არ დგას კანონზე ზემოთ.
ადამიანის უფლებათა ურთიერთკავშირი და ურთიერდამოკიდებულება და კანონის უზენაესობა - გამოხატულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცში, სადაც ნათქვამია:
„/ვინაიდან/ აუცილებელია ადამიანის უფლებებს იცავდეს კანონის უზენაესობა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ უკანასკნელ საშუალებას“
ეს განცხადება მიუთითებს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას შორის არსებულ მნიშვნელოვან კავშირზე და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამოკიდებულებას კანონის უზენაესობაზე. სიტყვა „მნიშვნელოვანი“ ძალზე მტკიცეა - ადამიანის უფლებები არა მხოლოდ უბრალოდ კეთილ განზრახვას უნდა გამოხატავდნენ, არამედ ისინი კანონით უნდა იქნენ გათვალისწინებულნი, რომლის აღსრულებაც სავალდებულოა.
თუმცა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებით დაცული მთელი რიგი უფლებები თავისთავად განამტკიცებს კანონის უზენაესობას და მის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ეს უფლებები ჩამოყალიბებულია ამ თავის შემდგომ ქვესათაურში, სადაც განხილულია თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები.
ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას შორის არსებული ურთიერთკავშირი და მათი ურთიერთდამოკიდებულება - შეიძლება ნათლად იქნეს დანახული იმ ფაქტით, რომ ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ და არ იცავენ იმ ქვეყნებში, სადაც არ არის მმართველობის დემოკრატიული ფორმები.
მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებული არ არის ხალხის წინაშე და სუსტი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, ზიანს აყენებს ადამიანის უფლებათა დაცვას.
თუმცა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებით დაცული მთელი რიგი უფლებები თავისთავად განამტკიცებს მმართველობის დემოკრატიულ ფორმას და მის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ეს უფლებებიც განხილულია ამ თავის შემდგომ ქვესათაურში.
ასევე აშკარაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება - მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებული არ არის, არც კანონის უზენაესობისათვის საჭირო პირობების დამკვიდრების სურვილი აქვს და არც თავად სურს კანონმორჩილი გახდეს.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● კანონის უზენაესობის დაცვასა და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის ბალანსის დამყარებას. მაგალითად, უნდა გაგრძელდეს თუ არა ჯერ კიდევ მშვიდობიანი შეკრება ამ უფლების აღიარების საფუძველზე, თუ იგი უნდა დაიშალოს კანონის უზენაესობის აღიარების საფუძველზე;
● ფარგლებს, რომელშიც პოლიციის მოპყრობა იმ მოსახლეობის მიმართ, რომელსაც იგი ემსახურება, ხალხში აყალიბებს შეხედულებას და მოსაზრებას მთავრობის მიმართ, რომელიც მას მართავს.
● იმ შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოში დემოკრატიული პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის დამამკვიდრებელი კონსტიტუციური და სამართლებრივი სტრუქტურის არსებობის მიუხედავად, პოლიციის ქმედებას შეუძლია ისე შეცვალოს რეჟიმის ბუნება, რომ იგი ნაკლებ დემოკრატიული გახდეს და ნაკლებად ითვალისწინებდეს კანონის უზენაესობას;
● ბალანსის დამყარებას დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მეშვეობით პოლიციის სამსახურის სათანადო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასა და პოლიციის ოპერატიულ საქმიანობაზე არასათანადო პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილებას შორის;
● საკითხი, რომ პოლიცია, როგორც სამართალდამცავი, აბსოლუტურად უნდა იცავდეს კანონის უზენაესობას - პოლიციის მიერ კანონის დარღვევა სრულიად შეუფერებელია პოლიციის ფუნქციისათვის.
6.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ადამიანის უფლებები, როგორც კანონის უზენაესობის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ასპექტი
ეს უფლებებია:
● ყველა პირის უფლება, ცნონ მისი სამართალსუბიექტობა;
● ყველა პირის თანასწორობა კანონის წინაშე და კანონით თანაბრად დაცვის უფლება; და
● სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება - რომელიც ითვალისწინებს სამართლიან და საჯარო განხილვას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის აუცილებელია სასამართლოებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
ზემოაღნიშნული უფლებები ჩართულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-6, მე-7 და მე-10 მუხლებში.
დემოკრატიის მხარდამჭერი და მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებები
ეს უფლებებია:
● პირის უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში;
● თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას და წარმოადგენს მთავრობის უფლებამოსილების საფუძველს;
● აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
● აზრისა და გამოხატვის თავისუფლება; და
● მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლება.
ზემოაღნიშნული უფლებები ჩართულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21.1, მე-3, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებში და აგრეთვე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტსა და რეგიონალურ ხელშეკრულებებში.
პოლიციის კარგი სამსახური დემოკრატიულ გარემოში
დემოკრატიულ გარემოში პოლიციის კარგ სამსახურს წარმოადგენს ისეთი სამსახური, რომელიც პატივს სცემს კანონს; პატივს სცემს ადამიანის უფლებებს; პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს; არის ჰუმანური; და ეფექტური.
ეს ელემენტები ახლა მიმდევრობით იქნება განხილული.
კანონის პატივისცემა
პოლიციის მოვალეობა - პატივი სცეს და დაემორჩილოს კანონს - განხილულია „განმარტებით კომენტარში“, ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-2 თავში - „პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკა“.
გარდა იმისა, რომ კანონის პატივისცემა და მისდამი მორჩილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციისათვის, როგორც სამართალდამცავისათვის, პოლიციის მხრიდან კანონის უზენაესობის პატივისცემა აუცილებელია იმიტომ, რომ სოციალური წესრიგი მთელ რიგ პირობებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი სწორედ კანონის უზენაესობის დამკვიდრება გახლავთ.
უკანონო და თვითნებური პოლიციის სამსახური საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და იგი თავად წარმოადგენს საზოგადოებრივი უწესრიგობის სერიოზულ ფორმას. ასეთ პირობებში ვერ ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ვერც მომსახურება და ვერც დაცვა.
ადამიანის უფლებათა პატივისცემა
პოლიციის სამსახურის როლი სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის ვალდებულებების უზრუნველყოფაში დეტალურადაა განხილული ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-3 თავის (ადამიანის უფლებათა ბუნება და რატომ არიან ისინი დაცულნი საერთაშორისო სამართლით) ქვეთავში - „ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადამიანის უფლებათა მიზანია ინდვიდუალურ პირთა და პირთა ჯგუფის დაცვა სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოხელეები, რომლებიც სახელმწიფოს უფლებამოსილებით მოქმედებენ, სრულყოფილად აცნობიერებდნენ, რომ ადამიანის უფლებები არის ადამიანის უფლებამოსილება და არა მთავრობის მიერ მინიჭებული პრივილეგია.
პოლიციამ უნდა გაითავისოს, რომ ადამიანის უფლებები არის წარუვალი (არ შეიძლება მათი წართმევა) ყოველი ადამიანისათვის, და რომ ისინი არ წარმოადგენენ დაბრკოლებათა წყებას, რომლებიც პოლიციის სამსახურის პროცესში უნდა დაიძლიოს, ხელყოფილ იქნეს ან მოხდეს მათი უგულვებელყოფა.
დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა
ამ თავში დემოკრატიის ფართო მნიშვნელობით გაგების გათვალისწინებით (რომელიც მტკიცედაა დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე), ძირითად პრინციპებს შეიძლება მივაკუთვნოთ:
მთავრობის ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე
ხალხის მონაწილეობა ქვეყნის მართვა-გამგეობაში.
პოლიციისათვის მნიშვნელოვანია ესმოდეს დემოკრატიის ეს ძირითადი პრინციპები და განამტკიცოს ისინი მისი მოვალეობების შესრულებისას. ასეთი მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზებით, მაგალითად:
● დემოკრატიისადმი მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფით;
● ამ უფლებათა განხორციელებასა და საზოგადოებრივი წესრიგისათვის სასურველ სხვა მიზნებს შორის ბალანსის უზრუნველყოფისაკენ სწრაფვით;
● საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებით იმგვარად, რომ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და კანონიერად, და შესაძლებელი იყოს ამ მიზნებისათვის საჭირო პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა; და
● მცდელობით, განახორციელონ მიუკერძოებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიციის სამსახური.
თუ პოლიციას უნარი აქვს მიაღწიოს ამ მიზნებს, მაშინ იგი:
● პოზიტიური ფაქტორი იქნება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობის განხორციელებაში; და
● ხელს შეუწყობს მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების კონსტიტუციურ, კანონიერ და მშვიდობიან განხორციელებას.
შენიშვნა: სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის 34/169 რეზოლუციითა მიღებული, თითოეული სამართალდამცავი დაწესებულებისაგან მოითხოვს ,,იყოს საზოგადოების წარმომადგენელი, მის წინაშე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული.
ამ მოთხოვნით გენერალური ასამბლეა აფუძნებს ძირითად სტანდარტებს:
● სამართალდამცავი დაწესებულებების ბუნებასთან მიმართებით; და
● მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან, რომელსაც ემსახურებიან.
მაგალითად:
● იმისათვის, რომ სამართალდამცავი დაწესებულება მთელ საზოგადოებას წარმოადგენდეს, მისი წევრები უნდა იყვნენ ამ საზოგადოების წარმომადგენლები ისეთი კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა და რელიგია; და
● სამართალდამცავი დაწესებულება პასუხისმგებელი რომ იყოს საზოგადოების წინაშე, პოლიციამ უნდა იცოდეს საზოგადოების პრობლემები და მოთხოვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა მოგვარებაც პოლიციას შეუძლია; და ისინი უნდა რეაგირებდნენ ამ პრობლემებსა და მოთხოვნებზე.
ანგარიშვალდებულება დემოკრატიის ძირითადი პრინციპია, რომელიც ყველა სახელმწიფო დაწესებულებას ეხება, ისევე როგორც არჩეულ მთავრობას.
ჰუმანური
ჰუმანურობა დემოკრატიულ გარემოში კარგი პოლიციის სამსახურის ძირითადი ელემენტია, რადგან:
● განსაცდელში მყოფი საზოგადოების წევრებისათვის დაუყოვნებელი დახმარების აღმოჩენა ჰუმანიტარული მომსახურებაა და იგი პოლიციის სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს;
● დემოკრატიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მუშაკები, რომლებსაც აქვთ ძალის გამოყენებისა და მათი თანამოქალაქეებისათვის თავისუფლების აღკვეთის უფლებამოსილება, ჰუმანური გზით მოქმედებდნენ; და
● ჰუმანური პოლიციის სამსახური აუცილებელია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მოსაპოვებლად, რაც თავის მხრივ ეფექტური პოლიციის სამსახურისთვისაა მნიშვნელოვანი.
ეფექტური
ეფექტური პოლიციის სამსახური მნიშვნელოვანია:
● როგორც თავად მიზანი - მთავრობის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ადამიანთა უსაფრთხოება;
● კანონის უზენაესობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად - იმგვარად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სამართლებრივი პროცესისა და სასამართლო სისტემისადმი რწმენა და არა, მაგალითად, შეეცადონ მოიპოვონ დაცვის საშუალებები ან შური იძიონ უკანონო გზებით;
● ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად - პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც მთავრობა მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირთა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს ასრულებს, რომელიც მას საერთაშორისო სამართლით აქვს დაკისრებული.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ:
1. პოლიციის ეფექტური სამსახური დამოკიდებულია პოლიციის მუშაკთა კარგ ქცევაზე, რომლის გარეშეც:
● საზოგადოებას არ ექნება მასთან თანამშრომლობისა და მისი დახმარების სურვილი; და
● თუ პოლიცია გამოიყენებს უკანონო და არაჰუმანურ მეთოდებს, ისინი ვერ შეიმუშავებენ ეფექტურობისათვის აუცილებელ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
2. პოლიციის სამსახურის განხორციელებისას მიზნები არ შეიძლება განვაცალკავოთ საშუალებებისაგან - პოლიციის სამსახურის შედეგები არ შეიძლება გამოვყოთ ამ შედეგების მისაღწევად გამოყენებული მეთოდებისაგან.
პოლიციის ქმედება ან ოპერაცია, რომელიც უკანონოდ და არაჰუმანურად ხორციელდება, პოლიციის საქმიანობის მარცხს წარმოადგენს - რა შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ამ ქმედებას ან ოპერაციას.
6.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა დაცვა კანონის უზენაესობის საფუძველზე?
2. სამართალდაცვასა და უფლებით სარგებლობას შორის ბალანსის უზრუნველყოფისას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის, ჩაითვლება თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციის კარგ სამსახურად მშვიდობიანი, მაგრამ უკანონო შეკრების ჩატარებისათვის საშუალების მიცემა? გადაწყვეტილების მიღების დროს რა ფაქტორებს გაითვალისწინებდით?
3. საზოგადოებრივ წესრიგსა და უფლებით სარგებლობას შორის ბალანსის უზრუნველყოფისას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის, ჩაითვლება თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციის კარგ სამსახურად საშუალება მისცეთ ინდივიდუალურ პირს ან პირთა ჯგუფს ისარგებლოს აზრის გამოხატვის თავისუფლებით, თუ ამან შეიძლება საზოგადოებრივი არეულობა გამოიწვიოს? გადაწყვეტილების მიღების დროს რა ფაქტორებს გაითვალისწინებდით?
4. რა გზებით შეიძლება პოლიციამ იცოდეს საზოგადოების მოთხოვნები და მოლოდინი რათა მან რეაგირება მოახდინოს საზოგადოებისათვის, რომელსაც იგი ემსახურება?
5. რა სხვადასხვა გზები არსებობს იმისთვის, რომ პოლიციამ დაიცვას აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; აზრისა და გამოხატვის თავისუფლება; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება?
6.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი ჯგუფებად და სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს განიხილოს რა კონსტიტუციური და საკანონმდებლო ღონისძიებები უნდა არსებობდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ პოლიცია:
● დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მეშვეობით ანგარიშვალდებული იყოს საზოგადოების წინაშე, რომელსაც ემსახურება; მაგრამ, იმავდროულად,
● შეინარჩუნოს მის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევისაგან დამოუკიდებლობა.
სთხოვეთ ჯგუფებს პლენარულ სხდომაზე განიხილონ მათ მიერ ცალ-ცალკე შემუშავებული შედეგები.
როლების გათამაშების სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი ორ ჯგუფად, სადაც ერთი წარმოადგენს პოლიციას, ხოლო მეორე - საზოგადოებაში არსებულ რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს.
უმცირესობათა ჯგუფი დისკრიმინაციას განიცდის ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და დასაქმება და მათ მიაჩნიათ, რომ პოლიცია დისკრიმინაციულად იქცევა მათ მიმართ. ისინი ჩივიან, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა პოლიციელი ქუჩაში მათ შეურცხყოფას აყენებს, და რომ მათ უფრო ხშირად აკავებენ, ვიდრე საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლებს.
პოლიცია დათანხმდა შეხვედროდა ამ ჯგუფის წარმომადგენლებს და განეხილათ პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული მათი უკმაყოფილების მიზეზები.
ადამიანური რესურსების სპეციალისტმა ჯგუფს უნდა შეატყობინოს უკმაყოფილების რამოდენიმე მიზეზი, რომელიც მათ შეიძლება წამოჭრან მონაწილეთა სიტუაციიდან გამომდინარე.
როლების შემსრულებელი ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე უნდა შეიკრიბონ და განიხილონ მათი მიდგომა და სტრატეგია. ხოლო შემდეგ ისინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და აწარმოონ დისკუსია.
![]() |
3 ნაწილი II: სტანდარტები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1.1 თავი 7: ძალის გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
7.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
ამ თავში ხაზგასმულია ეთიკური, კანონიერი და ჰუმანური ფორმით განხორციელებული პოლიციის სამსახური იმ სიტუაციებში, სადაც პოლიციის მუშაკები იყენებენ თავიანთ კანონიერ უფლებამოსილებას ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ სათაურში განხილულია თემის ბუნება და მნიშვნელობა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია შემდეგ საკითხებზე:
● ძალის გამოყენება უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიციას; და
● მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს პოლიციასა და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობაზე.
ხაზგასმულია ინდივიდუალურ პოლიციის მუშაკებსა და პოლიციის დაწესებულებებზე სათანადო კონტროლისა და დაბალანსების საჭიროება. განხილულია ძალის გამოყენებისას აუცილებლობისა და პროპორციულობის ზოგიერთი პრინციპი.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ სათაურში პოლიციის მუშაკთა მიერ ძალისა და იარაღის გამოყენების საკითხი განხილულია შემდეგ კონტექსტში:
● პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების საყოველთაო და რეგიონალური სახელშეკრულებო დებულებები; და
● სიცოცხლის უკანონო მოსპობის აღკვეთის პრინციპები, და სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრინციპები.
7.2. ძირითადი საკითხები
იმისათვის რომ მიღწეულ იქნეს სიტუაცია, სადაც პოლიციის მუშაკები:
● პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის ღირსებას; და
● იცავენ და ითვალისწინებენ ადამიანის უფლებებს,
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ შემდეგ ძირითად საკითხებს:
● პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ნებისმიერ დროს უნდა იქნეს დაცული;
● ძალის გამოყენებამდე ჯერ მშვიდობიანი საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული;
● ძალა გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც ბოლო საშუალება და იმ ფარგლებში, რაც პოლიციის მოვალეობის განსახორციელებლადაა საჭირო;
● პოლიციის მუშაკები თავშეკავებულად უნდა მოიქცნენ და იმოქმედონ დანაშაულის სერიოზულობისა და კანონიერი მიზნის მიღწევის პროპორციულად; და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ბოლო საშუალებად ითვლება.
7.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
ძალის გამოყენების უფლება პოლიციის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა. თუმცა, ეს ძალაუფლება - საჭიროების შემთხვევაში კანონიერი სამართალდამცავი მიზნებისათვის ძალის გამოყენება - პოლიციას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს.
როდესაც პოლიცია იძულებულია ძალა გამოიყენოს, პოლიცია და საზოგადოების წევრები ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რის შედეგადაც პოლიციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ხარისხი შეიძლება გაუარესდეს.
ნათელია, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უარესდება, როდესაც ასეთი ქმედება უკანონოა, ანუ ძალის გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს ან დისპროპორციულია. უფრო მეტიც, ფორმა, რომლითაც პოლიცია ძალას იყენებს, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ხალხის შეხედულებაზე იმ რეჟიმთან მიმართებით, რომელიც მას მართავს.
პოლიციის მუშაკებმა უნდა დაიცვან დისციპლინისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტები, სადაც გათვალისწინებული იქნება:
● იმ ამოცანათა მნიშვნელობა და მგრძნობელობა, რომლის განხორციელებასაც მათ ავალებენ; და
● ამ ამოცანათა შესასრულებლად მათდამი მინიჭებული ძალაუფლება.
საჭიროა სათანადო მონიტორინგი და გადასინჯვის პროცედურები, რათა გარანტირებულ იქნეს, რომ:
● პოლიციის ინდივიდუალური მუშაკები სათანადოდ იყვნენ ანგარიშვალდებულნი თავიანთ ქმედებებზე ან გადაცდომებზე; და
● პოლიციის დაწესებულებებში მიღებული სისტემები და პროცედურები საკმარისი იყოს პოლიციის კანონიერი, ეთიკური და ჰუმანური საქმინობისათვის.
ძალზედ მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ ძალის გამოყენებისას ხაზი გაესვას აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შესაბამისობის მნიშვნელობას.
პოლიციის მუშაკებს ძალის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:
● ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნაცადია ყველა მშვიდობიანი საშუალება და მათ შედეგი ვერ მოიტანეს; და
● ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებულ იქნეს, როდესაც ხდება მისი შედარება მისაღწევი კანონიერი მიზნის მნიშვნელობასთან.
ეს საკითხები პოლიციის მუშაკებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა იმ გარემოებაში, სადაც ძალის გამოყენების საკითხი დგება. როდესაც ეს გაკეთდება, პოლიციას შეუძლია დაასკვნას, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ძალის გამოყენების შედეგები არ არის გამართლებული, როდესაც მათ მისაღწევ კანონიერ მიზანთან კავშირში განიხილავენ.
ასეთ შემთხვევაში პოლიციამ უნდა აღიაროს, რომ მათ თავი უნდა შეეკავებინათ ძალის გამოყენებისაგან და რომ მათი „კარგი პრაქტიკა“ ფაქტიურად შეიძლება არ წარმოადგენდა პოზიტიურ ქმედებას. ეს პოლიციის სამსახურისათვის მნიშვნელოვანი და საკამათო საკითხია, ვინაიდან:
● „მოქმედების შეწყვეტა“ და „უკანდახევა“ შეიძლება ძნელად მისაღები იყოს პოლიციის ზოგიერთი მუშაკისათვის; და
● სამართლადაცვასა და წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული დისკრეციის ფარგლები და ამ ორს შორის ბალანსის უზრუნველყოფა ჩვეულებრივ პრობლემატურ და საკამათო საკითხს წარმოადგენს.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● პოლიციის ინდივიდუალურ მუშაკთა პირად უსაფრთხოებას;
● გარემოებებს, რომლის დროსაც პოლიციას შეუძლია პირის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება;
● სხვადასხვა საშუალებების შემუშავება და არსებობა, რომელიც ძალის დიფერენცირებული, და აქედან გამომდინარე - პროპორციული გამოყენების საშუალებას იძლევა;
● ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული პოლიციის ქმედებებისა და ოპერაციების ჯეროვანი მართვა და კონტროლი;
● ხელმძღვანელ მუშაკთა პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ მუშაკთა ქმედებებზე;
● პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენების ფაქტების ჯეროვანი გამოძიება;
● პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენების დაუყოვნებელი და გრძელვადიანი შედეგები.
7.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
სიცოცხლის უფლება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ხელშეკრულებათა დებულებები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლი იცავს სიცოცხლის უფლებას, აგრეთვე პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ კიდევ ორ უფლებას - პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-6(1) მუხლი აცხადებს, რომ:
● სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა;
● სიცოცხლის უფლებას იცავს კანონი; და
● არავის შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.
სიცოცხლის უფლება დაცულია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც, როგორიცაა: ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია (მუხლი 4); ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (მუხლი 4); და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (მუხლი 2).
სიცოცხლის თვითნებური წართმევა განსაკუთრებითაა აღნიშნული და აკრძალული აფრიკული ქარტიითა და ამერიკული კონვენციით, აგრეთვე საერთაშორისო პაქტით. სიცოცხლის თვითნებურ წართმევაში იგულისხმება:
● გენოციდი;
● ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები;
● სიკვდილით დასჯა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გარეშე;
● წამებით ან არასათანადო მოპყრობით გამოწვეული სიკვდილი; და
● პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებით გამოწვეული სიკვდილი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტს (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლზე მომზადებულ ზოგად კომენტარებში ჩამოყალიბებული აქვს შენიშვნები, რომლებიც წინამდებარე თავის თემასთანაა დაკავშირებული:
სიცოცხლის უფლება „არის უზენაესი უფლება, რომლიდანაც გადახვევა დაუშვებელია საზოგადოებრივი აუცილებლობის დროსაც, როდესაც ერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“.
,,უდიდესი მნიშვნელობა აქვს 6(1) მუხლის მესამე წინადადებას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სიცოცხლის თვითნებურად წართმევისაგან დაცვას. კომიტეტს მიაჩნია, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები არა მარტო სიცოცხლის ხელყოფის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად დანაშაულებრივი ქმედებების დროს, არამედ აგრეთვე უნდა აღკვეთონ მათი უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული თვითნებური მკვლელობები. სახელმწიფო ორგანოების მიერ სიცოცხლის ხელყოფა ძალზედ მძიმე საკითხია. აქედან გამომდინარე, კანონი მკაცრად უნდა აკონტროლებდეს და ზღუდავდეს იმ გარემოებებს, როდესაც პირს შესაძლოა წაერთვას სიცოცხლე ასეთი სახელმწიფო ორგანოების ქმედებების შედეგად”.
„მონაწილე სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა მიიღონ კონკრეტული და ეფექტური ზომები ინდივიდუალურ პირთა გაუჩინარების აღკვეთის მიზნით, რაც სამწუხაროდ საყოველთაოდ გახშირდა და ხშირად სიცოცხლის თვითნებური მოსპობით მთავრდება“.
შენიშვნა: სიცოცხლის კანონით დაცვისათვის საჭიროა, რომ გარკვეული სახის მკვლელობები არაკანონიერად გამოცხადდეს. უკანონო მკვლელობების აღკვეთა და გამოვლენა პოლიციის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და ამ კუთხით პოლიცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რათა სახელმწიფომ შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულება - კანონით დაიცვას სიცოცხლის უფლება.
სიცოცხლის უფლება და უკანონო მკვლელობები
უკანონო და თვითნებური მკვლელობის ეფექტური აღკვეთისა და გამოძიების პრინციპები მიღებულ იქნა სიცოცხლის მოსპობის ერთ კონკრეტულ ფორმაზე რეაგირების მიზნით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოების მუშაკთა (რომლებსაც წარმოადგენენ სამხედრო და სამართალდაცავი პირები) მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობები.
ამ დოკუმენტის დებულებები 20 პრინციპშია ჩამოყალიბებული, სადაც მოცემულია ქვეთავები: „აღკვეთა“, „გამოძიება“ და „სისხლის სამართლებრივი დევნა“. მისი დებულებებით მოითხოვება:
● მკაცრი კონტროლი იმ ოფიციალურ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია დაკავებასა და დაპატიმრებაზე, და იმ სახელმწიფო დაწესებულებებზე, რომელთა მუშაკებსაც ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება აქვთ, ბრძანებათა მკაფიო თანმიმდევრობის ჩათვლით; (პრინციპი 2)
● მთავრობის მიერ ზემდგომი მუშაკების ან სახელმწიფო ორგანოების იმ ბრძანებების აკრძალვა, რომელიც სხვა პირს უფლებამოსილებას ანიჭებს ან სტიმულს აძლევს განახორციელოს უკანონო ან თვითნებური მკვლელობა;
● არავინ არ დაემორჩილოს ასეთ ბრძანებებს;
● სამართალდამცავი მუშაკებისათვის ტრეინინგის ჩატარება ამ დებულებებისათვის განსაკუთრებული ყურადღების მინიჭების მიზნით; (მე-3 პრინციპი)
● უკანონო და თვითნებური მკვლელობის ყველა შემთხვევის დეტალური, დაუყოვნებელი და მიუკერძოებელი გამოძიება; (პრინციპი 9)
● მთავრობამ მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ყველა პირი, რომლის მიმართაც გამოძიება დაადგენს, რომ ასეთ მკვლელობაში ღებულობდა მონაწილეობას. (პრინციპი 18)
პოლიციის მიერ ძალის გამოყენება
სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსი
პოლიციის მუშაკთა კოდექსის მე-2 მუხლის ძირითადი მოთხოვნაა პატივი სცენ და დაიცვან ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები და იგი მკაფიოდ მოითხოვს ძალის გამოყენებისას კანონიერ და ჰუმანურ ქმედებას.
თუმცა, კოდექსში არის კონკრეტული დებულება, რომ პოლიციას შეუძლია ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს და იმ ფარგლებში, რომელსაც მისი მოვალეობის შესრულება მოითხოვს. (მუხლი 3)
მუხლთან დაკავშირებული კომენტარის ძირითადი საკითხები ეხება შემდეგს:
● მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად პოლიციას შეუძლია გამოიყენოს ძალა გონივრული საჭიროების შემთხვევაში იმ გარემოებების დროს, როდესაც ხდება დანაშაულის აღკვეთა ან დამნაშავის ან დანაშაულში ეჭვმიტანილის კანონიერი დაკავება ან დაკავების პროცესისათვის ხელშეწყობა, ამ შემთხვევების გარდა ძალის გამოყენება არ შეიძლება; და
● ცეცხლსასროლი იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ან სხვაგვარად უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, ხოლო ნაკლებ ექსტრემალური ღონისძიებები დანაშაულში ეჭვმიტანილის შესაჩერებლად ან დასაკავებლად საკმარისი არ არის.
სამართალდამცავ მუშაკთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები
ამ კონკრეტული დოკუმენტის პრეამბულაში აღიარებულია:
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ გაწეული საზოგადოებრივი სამსახურის მნიშვნელობა; და
● სამართალდამცავ მუშაკთა უდიდესი როლი, რომელსაც ისინი ასრულებენ პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვაში.
პრეამბულაში აგრეთვე მითითებულია, რომ სამართალდამცავი მუშაკების როლთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხებს:
● მართლმსაჯულების განხორციელებას;
● პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვას;
● მათ პასუხისმგებლობას საზოგადოების უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში;
● კვალიფიკაციის, ტრეინინგისა და ქცევის მნიშვნელობას.
სამართალდამცავი მუშაკების პირად უსაფრთხოებაზე პრეამბულაში ორი მითითებაა გაკეთებული და მასში ხაზგასმულია, რომ პოლიციის მუშაკთა სიცოცხლისა და უსაფრთხოებისადმი საფრთხე მთლიანად საზოგადოების სტაბილურობისადმი საფრთხედ უნდა იქნეს განხილული.
დოკუმენტი სახელმწიფოებისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან მოითხოვს:
● მიიღონ და განახორციელონ წესები და დებულებები სამართალდამცავი მუშაკების მიერ პირთა წინააღმდეგ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ; და
● მუდმივი კონტროლის ქვეშ დააყენონ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები. (პრინციპი 1)
წესები და სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შეიცავდნენ შემდეგ დებულებებს:
● გარემოებები, როდესაც პოლიციელს შეუძლია ატაროს იარაღი, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების დასაშვები ტიპები;
● ცეხლსასროლი იარაღის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და იმგვარი სახით გამოყენების უზრუნველყოფა, რომ შემცირდეს არასასურველი ზიანის მიყენების რისკი;
● ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების კონტროლის, შენახვისა და გაცემის რეგულირება, იმ პროცედურების ჩათვლით, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება მუშაკთა პასუხისმგებლობა მათ მიერ გამოყენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებზე;
● გასროლის წინ გაფრთხილების მიცემის მოთხოვნა; და
● მოვალეობის შესრულებისას პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაზე
● მოხსენების წარდგენის სისტემის დაფუძნება. (პრინციპი 11)
დოკუმენტი სახელმწიფოებისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან აგრეთვე მოითხოვს შემდეგს:
● მაქსიმალურად ფართო საშუალებების შემუშავება და მუშაკთა აღჭურვა სხვადასხვა ტიპის ირაღითა და ვაზნებით, რათა მათ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიფერენცირებულად გამოყენების საშუალება ჰქონდეთ;
● არამომაკვდინებელი, მწყობრიდან გამომყვანი იარაღის დანერგვა, რათა შეიზღუდოს საშუალებები, რომლებსაც ადამიანის სიკვდილის ან დასახიჩრების გამოწვევა შეუძლიათ;
● მუშაკთა აღჭურვა თავდაცვის საშუალებებით, როგორიცაა - ფარები, ჩაფხუტები, ბრონირებული ჟილეტები და ბრონირებული სატრანსპორტო საშუალებები, რათა შემცირდეს ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენების აუცილებლობა; (პრინციპი 2) და
● არამომაკვდინებელი, მწყობრიდან გამომყვანი იარაღის დანერგვისა და განაწილების გულდასმით შეფასების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მონაწილეთა მიმართ რისკი და დაწესდეს ასეთი ტიპის იარაღის გამოყენების ზუსტი კონტროლი. (პრინციპი 3)
შერჩევა და ტრეინინგი - სახელმწიფოებსა და სამართალდამცავ ორგანოებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ, რომ პოლიციის მუშაკები:
● შერჩეულნი არიან შემოწმების სათანადო პროცედურების საფუძველზე;
● აქვთ სათანადო მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მახასიათებლები;
● გადიან მუდმივ და მასშტაბურ პროფესიულ წვრთნას;
● გადიან პერიოდულ შემოწმებას მათი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო მომზადების ვარგისიანობაზე; (პრინციპი 18)
● არიან სათანადოდ გაწვრთნილი და შემოწმებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების სტანდარტების შესაბამისად; და
● თუ მოეთხოვებათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, ასეთი უფლება მიეცეთ მხოლოდ სათანადო წვრთნის გავლის შემდეგ. (პრინციპი 19)
პოლიციის მუშაკთა წვრთნისას სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:
● პოლიციის ეთიკისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს;
● ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ალტერნატიულ საშუალებებს, კონფქლიტის მშვიდობიანი მოგვარების ჩათვლით; ბრბოს ქცევის ცოდნასა და დარწმუნების, მოლაპარაკებისა და მედიატორობის მეთოდებს, რაც ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვის საშუალებას იძლევა.
ტრეინინგის პროგრამებისა და ოპერატიული პროცედურების გადასინჯვა უნდა მოხდეს კონკრეტული ინციდენტების გათვალისწინებით. (პრინციპი 20)
ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის არასწორი გამოყენება - სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პოლიციის მუშაკთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის თვითნებური და არასწორი გამოყენება კანონით ისჯებოდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. (პრინციპი 7)
გამონაკლისი გარემოებები, როგორიცაა შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია ან საგანგებო მდგომარეობა, არ შეიძლება ძირითადი პრინციპებიდან გადახვევის გამამართლებელ საფუძვლად ჩაითვალოს. (პრინციპი 8)
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება - ითვლება უკიდურეს ზომად და იგი მკაცრად არის რეგულირებული. დოკუმენტი მოითხოვს, რომ პოლიციის მუშაკებმა იარაღი არ უნდა გამოიყენონ, გარდა ქვემოაღნიშნული შემთხვევებისა:
● თავდაცვის ან სხვა პირთა დაცვის მიზნით, როდესაც მათ სიკვდილის ან სერიოზული დაზიანების საფრთხე ემუქრებათ;
● განსაკუთრებით სერიოზული დანაშაულის აღკვეთისას, როდესაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; ან
● პირის დაკავებისას, რომელიც ასეთ საფრთხეს ქმნის და წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცავ პირებს, ან მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად; და
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი საშუალებები ეფექტური არ არის ამ მიზნების მისაღწევად.
ცეცხლსასროლი იარაღის სასიკვდილო შედეგით მიზანმიმართული გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება. (პრინციპი 9)
ზემოაღნიშნული გარემოებების დროს პოლიციამ უნდა:
● განსაზღვროს რომ იგი ასეთ მდგომარეობაშია;
და
● მკაფიო გაფრთხილება უნდა მისცეს რომ ცეცხლსაროლი იარაღის გამოყენებას აპირებს, სადაც გათვალისწინებული იქნება სათანადო დრო გაფრთხილების შესასრულებლად
თუ
● ამგვარი ქცევით პოლიციის მუშაკები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არ დგებიან;
ან
● სასიკვდილო ან სერიოზული დაზიანების საფრთხის წინაშე არ აყენებენ სხვა პირებს;
ან
აშკარად შეუსაბამო ან უშედეგოა ინციდენტის გარემოებებიდან გამომდინარე (პრინციპი 10)
პოლიციის სამსახური უკანონო შეკრებების დროს - დოკუმენტი იმეორებს თითოეული ადამიანის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებას, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში და აცხადებს, რომ სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აღიარონ, რომ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მე-13 და მე-14 პრინციპების შესაბამისად. (პრინციპი 12):
● უკანონო მაგრამ მშვიდობიანი შეკრების დაშლისას პოლიციის მუშაკებმა თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისაგან, ან, სადაც ეს ვერ ხერხდება, ძალა საჭიროების მინიმალურ ფარგლებში უნდა გამოიყენონ; (პრინციპი 13)
● ძალადობრივი შეკრების დროს პოლიციას შეუძლია იხმაროს ცეცხლსასროლი იარაღი, როდესაც ნაკლებ საშიში საშულებების გამოყენება პრაქტიკულად ვერ ხერხდება;
და
● მხოლოდ საჭიროების მინიმალურ ფარგლებში;
და
● მხოლოდ მე-9 პრინციპის პირობების დაცვით. (პრინციპი 14)
მე-9 პრინციპზე გაკეთებული მითითება მე-14 პრინციპის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. იგი პოლიციის მუშაკებს შეახსენებს, რომ შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამართლებული, როდესაც ინდივიდუალური პირები, რომელთა წინააღმდეგაც იარაღი იქნა გამოყენებული, წარმოადგენენ მე-9 პრინციპში აღნიშნული საშიშროების წყაროს. შეკრებილ ხალხში უმიზნო სროლა სრულიად დაუშვებელია.
პოლიციის სამსახური დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა მიმართ - დაპატიმრებულ პირებთან ურთიერთობისას პოლიციამ არ უნდა:
● გამოიყენოს ძალა, გარდა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებისა, დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ან როდესაც საფრთხე ემუქრება მათ პირად უსაფრთხოებას; (პრინციპი 15)
● გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა თავდაცვის ან სხვა პირთა დაცვის მიზნით, როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის ან სერიოზული დაზიანების უშუალო საფრთხე, ან როდესაც არსებობს უკიდურესი აუცილებლობა აღკვეთილ იქნეს დაკავებული პირის გაქცევა, რომელიც მე-9 პრინციპში მითითებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს. (პრინციპი 16)
კონსულტაციები სტრესის მოსახსნელად - სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სტრესის მოხსნის კონსულტაციები პოლიციის იმ მუშაკებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ სიტუაციებში, სადაც ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას აქვს ადგილი. (პრინციპი 21)
მოხსენებისა და განხილვის პროცედურები - სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შექმნან მოხსენებისა და განხილვის ეფექტური პროცედურები იმ ინციდენტებისათვის, სადაც:
● პოლიციის მუშაკთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იწვევს პირის დაღუპვას ან დაზიანებას;
ან
● პოლიციის მუშაკები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.
ამ პროცედურების შესაბამისად ინციდენტის შესახებ მოხსენების წარმოდგენისას, სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ:
● განხილვის ეფექტური პროცესი; და
● დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი დევნის სტრუქტურების არსებობა, რომლებიც სათანადოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.
პირის სიკვდილის, სერიოზული დაზიანების ან სხვა მძიმე შედეგების შემთხვევაში, დეტალური მოხსენება დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს კომპეტენტურ ხელისუფლების ორგანოს, რომელსაც ადმინისტრაციული განხილვა ან სასამართლო კონტროლი ევალება. (პრინციპი 22)
ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ დამოუკიდებელ პროცესზე, სასამართლო პროცესის ჩათვლით.
ასეთ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში ეს დებულება ვრცელდება მათ კმაყოფაზე მყოფ პირებზე. (პრინციპი 23)
სამართალდამცავ მუშაკთა პასუხისმგებლობა - სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუ:
● მათ იციან ან ევალებათ იცოდნენ, რომ მათი ბრძანებისადმი დაქვემდებარებული პირები უკანონოდ იყენებენ ან გამოიყენეს ძალა ან ცეცხლსასროლი იარაღი;
და
● არ მიიღეს ყველა საჭირო ზომა ასეთი გამოყენების თავიდან აცილების, შეწყვეტის ან მოხსენების მიზნით. (პრინციპი 24)
სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სისხლის სამართლის ან დისციპლინარული სასჯელი არ დაეკისროთ პოლიციის მუშაკებს, რომლებიც სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსის და ამ პრინციპების შესაბამისად:
● უარს აცხადებენ შეასრულონ ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება, ან
● აკეთებს მოხსენებას სხვა მუშაკთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების შესახებ. (პრინციპი 25)
ზემდგომის ბრძანებისადმი მორჩილება გამამართლებელ არგუმენტად არ ითვლება, თუ პოლიციის მუშაკებმა:
● იციან, რომ ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელმაც ადამიანის სიკვდილი ან სერიოზული დაზიანება გამოიწვია, აშკარად უკანონო იყო; და
● გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა უარი ეთქვა ბრძანების შესრულებაზე.
ასეთი გარემოებების დროს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზემდგომ მუშაკს, რომელმაც უკანონო ბრძანება გასცა. (პრინციპი 26)
შენიშვნა: ამ თავის თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
● ვიცოდეთ ადგილობრივი კანონი და პროცედურა, რომელიც ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას არეგულირებს;
● შევადაროთ და დავუპირისპიროთ ისინი საერთაშორისო სტანდარტებს; და
● მონაწილეებთან ერთად განვიხილოთ კარგი პრაქტიკა პოლიციის სამსახურისა და მისი ძალაუფლების სფეროს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში.
7.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რა კავშირი აქვს წინამდებარე თავს პოლიციის პრაქტიკასთან, განათლებასა და წვრთნასთან?
2. როგორ შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული პოლიციის მუშაკთა მიერ ძალის არასწორი გამოყენება?
3. ჩამოთვალეთ არაძალადობრივი საშულებები, რომლებიც პოლიციას გააჩნია; განიხილეთ რა შემთხვევაში აყენებს ზიანს პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობას ძალის გამოყენება.
4. თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ საჭიროებისა და პროპორციულობის პრინციპები.
5. რატომ უნდა მოხდეს ძალის გამოყენების ყველა შემთხვევაზე მოხსენების წარდგენა, და როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ პოლიცია სათანადოდაა გაწვრთნილი?
7.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
მონაწილეები იყოფიან სამუშაო ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 6 ადამიანი უნდა გაერთიანდეს. ყოველ ჯგუფს ურიგდება სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსისა და სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების ეგზემპლარები - და ეძლევათ დრო მათ შესასწავლად.
მათთვის დარიგებული დოკუმენტების საფუძველზე თითოეული ჯგუფი შეიმუშავებს ოპერატიულ სახელმძღვანელო პრინციპებს მათი პოლიციის სამსახურში ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ სახელმძღვანელო პრინციპებში, სულ ცოტა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
● ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება;
● მოხსენებისა და განხილვის პროცედურები;
● პოლიციის მუშაკთა კვალიფიკაცია და ტრეინინგი; და
● ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის არასწორი გამოყენება.
პლენარულ სხდომაზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.
ამის შემდეგ სხვა ჯგუფის წევრებს საშუალება ეძლევათ კომენტარები გააკეთონ თითოეულ პრეზენტაციაზე.
შეჯამებისას მასწავლებელი ცდილობს წარმოდგენილი სხვადასხვა პრეზენტაციები ერთიან სახელმძღვანელო პრინციპებში მოაქციოს, რაც შემდგომში განიხილება როგორც ამ კონკრეტული სავარჯიშოს შედეგი.
შენიშვნა: სრულიად ახალი სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბების ნაცვლად, მონაწილეებს შეიძლება სთხოვოთ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ არსებული ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები საერთაშორისო დოკუმენტების დებულებებთან შეაჯერონ.
სავარჯიშოს საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს იმ ნაბიჯების განსაზღვრა, რომელთა გადადგმაც საჭიროა ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
როლების გათამაშების სავარჯიშო
1. სავარჯიშოს მიზანი
ადამიანის უფლებათა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესწავლისა და ანალიზის ხელშეწყობა.
მონაწილეთა მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობიერება.
უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას შეუწყობს ხელს.
2. აღწერა
წითელი ქალაქის პოლიციელები გაგზავნეს დანაშაულის ადგილზე, სადაც ბანკის შეიარაღებული ძარცვის მცდელობას აქვს ადგილი. თავდამსხმელებმა დატოვეს დანაშაულის ადგილი მას შემდეგ, რაც ბანკის მენეჯერმა განგაშის ღილაკი ჩართო. ისინი დანაშაულის ადგილიდან მოპარული ავტომანქანით გაიქცნენ.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, წითელი ქალაქის საპატრულო პოლიციის ოფიცრებმა, ბლუმ და გრინმა შეამჩნიეს მოპარული მანქანა, რომელიც ქალაქში დასაშვებ სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობდა. ისინი გამოედევნენ მანქანას და სიგნალი მისცეს მძღოლს, რათა მას მანქანა გაეჩერებინა. მძღოლი ნიშანს არ ემორჩილება. საპატრულო პოლიციის ოფიცერი გრინი, რომელიც ბლუს გვერდით ზის (ბლუს მანქანა მიჰყავს), ეუბნება მას, რომ იგი აპირებს ესროლოს მანქანის ერთ-ერთ საბურავს და გაჩერება აიძულოს.
საპატრულო ოფიცერი გრინი ორ გასროლას აკეთებს ეჭვმიტანილი მანქანის მიმართულებით მაშინ, როდესაც ორივე მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობს. იმ მომენტისათვის გაურკვეველი მიზეზების გამო მანქანაში მყოფ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ტყვია ხვდება და იგი კვდება.
3. დავალებები
როლების გათამაშების სავარჯიშოსათვის საჭიროა ოთხი სხვადასხვა ჯგუფი:
ჯგუფი 1: მოკლული ეჭვმიტანილის ნათესავების კანონიერი წარმომადგენლები.
ჯგუფი 2: საპატრულო ოფიცრების, ბლუსა და გრინის კანონიერი წარმომადგენლები.
ჯგუფი 3: წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუშაკები.
ჯგუფი 4: სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს არგუმენტები ზემოაღწერილი ინციდენტის მიხედვით.
მათი არგუმენტების გასამყარებლად თითეულმა ჯგუფმა უნდა გამოიყენოს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, თითოეულმა ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს იმ პირის (პირთა) და/ან დაწესებულების ინტერესები, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.
4. როლების გათამაშება და მედიატორობა
ჯგუფების მიერ არგუმენტების მომზადების შემდეგ იწყება როლების გათამაშება.
თავიდან ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიანთი შეხედულება აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მედიატორი წარუძღვება დისკუსიას, სადაც ჯგუფების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ შეკითხვები დასვან სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით და დაუსვან ერთმანეთს კონკრეტული შეკითხვები.
დისკუსიის წასახალისებლად მედიატორს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი კითხვებით:
იყო თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალის გამოყენება გამართლებული?
იყო თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იარაღის გამოყენება გამართლებული?
რას ფიქრობენ ჯგუფები მოძრავი ტრანსპორტის იარაღით გაჩერების გამოყენებასთან დაკავშირებით?
რას ფიქრობენ ჯგუფები ხელმძღვანელი დონის მუშაკთა პასუხისმგებლობის შესახებ ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით?
არსებობდა თუ არა ამ სიტუაციაში ცეცხლსასროლი იარაღის ალტერნატიული საშუალება?
რა სამართლებრივი უფლებები აქვთ მოკლული ეჭვმიტანილის ნათესავებს?
რა ინფორმაციას მოითხოვს სასამართლო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოსატანად?
როგორი აზრის არიან ჯგუფები ამ ინციდენტში ოფიცერ ბლუს როლთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომელიც საპატრულო მანქანას მართავდა?
5. რეაგირება
როდესაც როლების გათამაშება დამთავრება, მედიატორი აჯამებს დისკუსიის ძირითად საკითხებს და კვლავ უსვამს ხაზს ამ კონკრეტული თემის მნიშვნელოვან დებულებებს.
ამის შემდეგ იგი ცდილობს გაიგოს ამ სავარჯიშოსთან დაკავშირებით მონაწილეთა შეხედულებები და შეფასებები.
დასასრულს მედიატორი მიუთითებს იმ დოკუმენტებსა და დებულებებზე, რომელთა განხილვაც მიზანშეწონილია და მონაწილეებთან ერთად განიხილავს მათი განხორციელების სხვადასხვა გზებსა და საშუალებებს.
![]() |
3.1.2 თავი 8: დაკავება |
▲ზევით დაბრუნება |
8.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
წინამდებარე თავში ყურადღება ეთმობა პირის თავისუფლების უფლებას და დაკავებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს. ეს სტანდარტები უზრუნველყოფენ სათანადო ბალანსის დამყარებას ადამიანის ძირითად უფლებებსა და სამართალდამცავთა და ზოგადად პოლიციის ძალაუფლებას შორის.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
წინამდებარე თავში განხილული თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია დაკავების უფლებამოსილებასა და პირის თავისუფლების ძირითად უფლებას შორის არსებულ კავშირზე ხაზგასმით.
განმარტებულია ტერმინი - „დაკავება“ და შემოთავაზებულია ამ უფლებამოსილების კანონიერი, ეფექტური და ჰუმანური გზით განხორიცელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ სათაურში განხილული საერთაშორისო სტანდარტები ეხება:
● თვითნებური დაკავების აკრძალვას;
● დაკავების უფლებების ჩამოყალიბებას; და
● მცირეწლოვანთა დაკავების უფლებების ჩამოყალიბებას.
ზოგიერთი სტანდარტი განმეორებულია ქვესათაურის დასკვნით ნაწილში, სადაც განხილულია პოლიციის ვალდებულებები.
8.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● პირის თავისუფლების უფლება; და
● თვითნებური დაკავების აკრძალვა.
8.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
პირის თავისუფლების უფლება ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს და იგი მნიშვნელოვანია ყველა სხვა უფლებებით სარგებლობისათვის.
სამართალდაცვის ორგანოებისათვის და ზოგადად საპოლიციო ფუნქციებისათვის დაკავების უფლებამოსილება ძირითადი საკითხია. სამართლის სისტემათა უმრავლესობა პოლიციას ანიჭებს პირის თავისუფლების აღკვეთის უფლებამოსილებას:
● როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა;
ან
● როდესაც მიზანშეწონილადაა მიჩნეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთა;
ან
● საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით.
დანაშაულთან დაკავშირებული დაკავების საბოლოო მიზანია ბრალდებულის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, რათა დადგენილ იქნას სასჯელი.
პოლიციას ზოგიერთი სამართლებრივი სისტემის საფუძველზე აგრეთვე აქვს დაკავების უფლება ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა:
● არასრულწლოვანთა;
● ფსიქიურად დაავადებულთა;
● ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულთა დაცვა.
თავისუფლებააღკვეთილ პირზე ვრცელდება დაცვის სპეციალური ფორმები, რამეთუ იგი დაუცველია შეურაცხყოფის გარკვეული ფორმებისაგან.
სწორედ ამ მიზნით მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებში არის ვრცელი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში.
ტერმინი - „დაკავება“ - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში განმარტებული არ არის, ასევე არც იმ დებულებებში, რომლებიც უკანონო დაკავებას კრძალავენ, მაგრამ იგი განმარტებულია ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის ძირითად პრინციპებში, სადაც იგი განმარტებულია როგორც:
„პირის დაკავება მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ვარაუდის შემთხვევაში ან ხელისუფლების წარმომადგენლის გადაწყვეტილებით“.
სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში ამ ტერმინის ზუსტი მნიშვნელობა და პოლიციისათვის მინჭებული უფლებამოსილება ერთმანეთისაგან განხვავდებიან. წინამდებარე თავში მას ისეთივე მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, როგორც იგი ძირითად პრინციპებშია განმარტებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის პირისათვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტობრივი აქტი და ამ აქტის შემდგომი უახლოესი პერიოდი.
„დაკავება“ და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა ამ სახელმძღვანელოს შემდგომ თავშია განხილული. დაპატიმრება ამ კონტექსტში დაკავებისაგან განსხვავდება, რადგან იგი განიხილება როგორც თავისუფლების აღკვეთის ის პერიოდი, რომელიც დაკავებას სდევს თან და დაკავების საწყისი პერიოდი. რაც შეეხება პოლიციის ქმედებას და გამოძიების პროცესს, იგი პირის მიმართ სასამართლოს მიერ მსჯავრის გამოტანამდე პერიოდს მოიცავს.
მსჯავრის გამოტანის შემდგომი დაპატიმრება, ანუ „თავისუფლების აღკვეთა“, როგორც წესი, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის ძირითად პრინციპებში მოცემული განმარტებაც იგივე განსხვავებას ადგენს:
მეოთხე განყოფილება პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
„დაპატიმრებულ პირს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, გარდა დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირისა“.
„პატიმარი ნიშნავს პირს, რომელსაც პირადი თავისუფლება აღკვეთილი აქვს დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი მსჯავრის შედეგად“.
კანონიერი, ეფექტური და ჰუმანური დაკავებისათვის საჭიროა:
● დაკავების უფლებამოსილებისა და ამ უფლებამოსილების შეზღუდვების, აგრეთვე დაკავებისა და მისი შემდგომი პერიოდის შესახებ სტანდარტების ცოდნა;
● კანონიერი დისკრეციის განხორციელების უნარი, ანუ როდის არის მიზანშეწონილი დაკავება და როდის არა, განსაკუთრებით სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან დაკავშირებით, როგორიცაა - არასრულწლოვანი პირები და ხანდაზმულები; და
● ადამიანებთან კომუნიკაციის, დაკავების განხორციელებისას პოლიციის ტაქტიკის გამოყენების და აგრეთვე ძალის კანონიერი გამოყენების უნარ-ჩვევები.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს შემდეგი საკითხების უზრუნველყოფას:
● პოლიციის მუშაკებზე სათანადო ზედამხედველობა, იმგვარად, რომ ისინი მხოლოდ კანონიერ და საჭირო დაკავებას ახორციელებდნენ, და რომ დაიცვან და პატივი სცენ დაკავებულ პირთა უფლებებს;
● პოლიციის მუშაკებისათვის სათანადო ტრეინინგების ჩატარება, რათა დაკავება განხორციელდეს კანონიერად, ეფექტურად და ჰუმანურად, და ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს პოლიციის მუშაკთა უსაფრთხოებას.
8.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
თვითნებური დაკავების აკრძალვა
ეს დებულება ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-9 მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას.
აკრძალვა უფრო დეტალურადაა გამოხატული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-9(1) მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ:
● თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება;
● არავინ შეიძლება თვითნებურად დააკავონ ან დააპატიმრონ;
● არავის შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურისა.
თვითნებური დაკავება აგრეთვე აკრძალულია ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტიით (მუხლი 6); ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მუხლი 7 (1)-(3)); და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მუხლი 5(1)).
შენიშვნა: პირს, რომელიც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა, კომპენსაციის უფლება აქვს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 9.5. მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.5. მუხლის საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-10 მუხლი მოითხოვს კომპენსაციას პირისათვის, რომელსაც მსჯავრი გამოუტანეს მართლმსაჯულების არასწორი პროცედურებით. (უკანონო დაკავება შესაძლოა გახდეს მართლმსაჯულების დარღვევის ფაქტორი).
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარები გააკეთა, რომლებიც რელევანტურია წინამდებარე თავთან:
„მე-9 მუხლი, რომელიც პირის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას ეხება, ხშირად ვიწრო მნიშვნელობითაა წარმოდგენილი მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებებში და ამდენად, ისინი არასრულ ინფორმაციას იძლევიან. კომიტეტი მიუთითებს, რომ პირველი პუნქტი ეხება თავისუფლების აღკვეთის ყველა ფორმას, იქნება ეს სისხლის სამართლის საქმეებზე თუ სხვა საქმეებზე, როგორიცაა მაგალითად, ფსიქიკური დაავადება, მაწანწალობა, ნარკომანია, საგანმანათლებლო მიზნები, საიმიგრაციო კონტროლი და სხვა“.
„მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ან დაპატიმრებული ყოველი პირი ,,დაუყოვნებლივ” უნდა წარსდგეს მოსამართლის ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით უფლება აქვს, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლება. მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობას დროის შეზღუდვა კანონით აქვს დადგენილი, და კომიტეტი თვლის, რომ დაყოვნება რამოდენიმე დღეს არ უნდა აღემატებოდეს. მრავალი მონაწილე სახელმწიფო არ იძლევა ჯეროვან ინფორმაციას არსებული პრაქტიკის შესახებ“.
„აგრეთვე, თუ ე.წ. პროფილაქტიკური დაკავება ხორციელება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი იგივე დებულებებით უნდა გაკონტროლდეს, ანუ, იგი არ უნდა იყოს თვითნებური და უნდა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურის შესაბამისად (პუნქტი 1), პირს უნდა ეცნობოს დაკავების მიზეზები (პუნქტი 2) და მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასამართლო განხილვა (პუნქტი 4), ხოლო უკანონო დაკავების ან პატიმრობის შემთხვევაში - კომპენსაცია (პუნქტი 5). გარდა ამისა, თუ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაცული უნდა იქნეს მე-9(2)-(3) და აგრეთვე მე-14 მუხლის დებულებები“.
შენიშვნა: მე-14 მუხლი იცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
დაკავებასთან დაკავშირებული უფლებები
სახელშეკრულებო დებულებები
ეს დებულებები ჩამოყალიბებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მე-2-4 პუნქტებში, რომლებიც მოითხოვენ:
● თითოეულ პირს დაკავების დროს უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ; (პუნქტი 2) და
● სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ან დაპატიმრებული ყოველი პირი დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით უფლება აქვს განახორციელოს სასამართლო ხელისუფლება და უფლება აქვს გონივრული ვადის მანძილზე მოითხოვოს სასამართლო განხილვა ან გათავისუფლება. (პუნქტი 3)
შენიშვნა: მე-3 პუნქტი აგრეთვე ადგენს, რომ სასამართლო განხილვისათვის პირის დაკავება ზოგად წესად არ უნდა იქცეს. მათი გათავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების გარანტიების არსებობაზე.
● თითოეულ პირს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაკავების ან პატიმრობის შედეგად, უფლება აქვს მისი საქმე განიხილოს სასამართლომ, რათა სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს გადაწყვეტილება მისი დაკავების კანონიერების, ხოლო უკანონო დაკავების შემთხვევაში - გათავისუფლების შესახებ. (პუნქტი 4)
მსგავსი დებულებები არის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 7) და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (მუხლი 5). ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ კონვენციაში ასეთი დებულებები გათვალისწინებული არ არის.
არასახელშეკრულებო დებულებები
ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპებში ჩამოყალიბებულია დაკავებასთან დაკავშირებული შემდეგი დებულებები:
● დაკავება ხორციელდება კანონის შესაბამისად და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ან უფლებამოსილ პირთა მიერ; (პრინციპი 2)
● დაკავების დროს პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავებისა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ; (პრინციპი 10)
● უნდა გაკეთდეს ჩანაწერი: დაკავების მიზეზის შესახებ; დაკავების დრო, საპატიმრო ადგილზე მიყვანის დრო და სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე პირველად წარდგენის დრო; ოპერაციაში ჩართული სამართალდამცავი მუშაკების ვინაობა; დეტალური ინფორმაცია საპატიმრო ადგილის შესახებ; (პრინციპი 12)
● დაკავებულ პირს უნდა აცნობონ და აუხსნან მისი უფლებები და ამ უფლებებით სარგებლობის წესები; (პრინციპი 13)
● სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე, რომელიც კანონით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას. უფლებამოსილი პირი დაყოვნების გარეშე ღებულობს გადაწყვეტილებას დაკავების კანონიერებასა და საჭიროებაზე. გამოძიებამდე ან სასამართლო განხილვამდე პირი არ უნდა იქნეს დაკავებული, თუ არ არსებობს უფლებამოსილი პირის წერილობითი გადაწყვეტილება. დაკავებულ პირს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს ასეთ უფლებამოსილ პირს საპატიმროში მის მიმართ მოპყრობის შესახებ. (პრინციპი 37)
გარდა ამისა, 35-ე პრინციპი მოითხოვს:
● პრინციპების დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო მოხელის ქმედებით ან გადაცდომით მიყენებული ზიანის ანაზრაურებას;
● კომპენსაცია უნდა მოხდეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფო კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.
ეს გახლავთ კომპენსაციის უფლების გამეორება, რომელიც ზემოთ შენიშვნის სახით იყო მოყვანილი ქვესათაურში - „თვითნებური დაკავების აკრძალვა“. თუმცა, ეს დებულება კომპენსაციას მოითხოვს არა მხოლოდ უკანონო დაკავების შემთხვევაში, არამედ პრინციპებით დაცული ნებისმიერი უფლების დარღვევისას.
შენიშვნა: ნიშანდობლივია, რომ ძირითადი პრინციპები იმეორებენ და კიდევ უფრო აფართოვებენ სახელშეკრულებო დებულებებს. იგი ძალზე პრაქტიკული დოკუმენტია და განსაკუთრებულ კავშირშია პოლიციის სამსახურთან. იგი კიდევ უფრო დეტალურად არის განხილული მომდევნო თავში, რომელიც დაპატიმრებას ეხება.
არასრულწლოვანთა უფლებები მათი დაკავებისას
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები (პეკინის წესები) მოითხოვს:
● არასრულწლოვან პირთა დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათ მშობლებს ან მეურვეებს;
● მოსამართლემ ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, დაყოვნების გარეშე, განიხილოს განთავისუფლების საკითხი; და
● სამართალდამცავ მუშაკებსა და არასრულწლოვან დამნაშავეებს შორის კონტაქტი იმგვარად უნდა დამყარდეს, რომ პატივი სცენ არასრულწლოვანის სამართლებრივ სტატუსს და თავიდან აიცილონ მისდამი რაიმე ზიანის მიყენება, საქმის გარემოებების გათვალისწინებით. (წესი 10)
შენიშვნა: ამ წესის თანახმად არასრულწლოვანი განსაზღვრულია, როგორც ბავშვი ან მოზარდი, რომელსაც სათანადო სამართლებრივი სისტემის საფუძველზე დანაშაულის ჩადენისათვის სრულწლოვანისაგან განსხვავებული სახით უნდა მოექცენ. (წესი 2.2)
ბავშვის უფლებათა კონვენცია აცხადებს, რომ:
● არცერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად;
● ბავშვის ან მოზარდის დაკავება, დაჭერა ან დაპატიმრება უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად და გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება შესაბამისად უმოკლესი დროის მანძილზე. (მუხლი 37.ბ)
შენიშვნა: კონვენციის შესაბამისად ბავშვად განიხილება 18 წლის ასაკამდე ნებისმიერი ადამიანი, თუ ბავშვთან დაკავშირებული კანონით უფრო ადრეული ასაკი არ არის განსაზღვრული სრულწლოვანების მიღწევის ასაკად. (მუხლი 1)
პოლიციის მუშაკთა ვალდებულებები
დაკავებისას პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ ის უფლებები, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული და მათ მიერ ამ უფლებამოსილებათა განხორციელება უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო ან სხვა ხელისუფლების ორგანოს განხილვას. ცხადია, რომ პოლიციის მუშაკთა უპირველესი ვალდებულება გულისხმობს მხოლოდ კანონიერ და საჭირო დაკავებას.
გარდა ამისა, ამ თავში განხილული დაკავებული პირების უფლებები პოლიციის მუშაკებს შემდეგ ვალდებულებებს აკისრებს:
● დაკავებულ პირს დაკავების დროს აცნობოს მისი დაპატიმრების მიზეზები;
● დაკავებულ პირს დაუყოვნებლივ აცნობოს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ;
● პატივი სცეს არასრულწლოვანის სამართლებრივ სტატუსს და დაკავების ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს არასრულწლოვანის მშობლებს ან მეურვეებს;
● თითოეული დაკავებული პირისათვის გააკეთოს სათანადო ჩანაწერები:
(ა) დაკავების მიზეზი;
(ბ) დაკავების დრო, დაკავებული პირის საპატიმრო ადგილზე მიყვანის დრო, და მისი მოსამართლის ან უფლებამოსილი პირის წინაშე პირველად წარდგენის დრო;
(გ) შესაბამისი პოლიციის მუშაკის (მუშაკების) ვინაობა; და
(დ) საპატიმრო ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
● დაუყოვნებლივ წარადგინოს დაკავებული პირი მოსამართლის ან სხვა მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე.
და ბოლოს, უკანონო და თვითნებური სიცოცხლის მოსპობის ეფექტური აღკვეთისა და გამოძიების პრინციპები სახელმწიფოებისაგან მოითხოვს უზრუნველყონ დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პასუხისმგებელი მუშაკების მკაცრი კონტროლი, ბრძანებათა მკაფიო მიმდევრობის ჩათვლით, აგრეთვე იმ მუშაკების, რომლებსაც აქვთ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება - რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო მკვლელობები.
მეოთხე განყოფილება პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა კონტროლისა და ბრძანებათა მკაფიო მიმდევრობის ასეთი მოთხოვნები ხელმძღვანელ და საზედამხედველო ფუნქციების მქონე მუშაკებს აღნიშნული ორივე მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებას აკისრებს.
8.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. ზედამხედველობის რა ფორმებით შეიძლება პოლიციის მიერ კანონიერი და საჭირო დაკავების განხორციელების უზრუნველყოფა?
2. რა ითვლება „არასასურველ“ დაკავებად და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?
3. რა მიზნებს ემსახურება დაკავებასთან დაკავშირებით ჩანაწერების წარმოება?
4. რა ეფექტური გზებით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს დაკავებული პირისათვის მისი უფლებებისა და ამ უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და განმარტების მიწოდება?
5. რა გზებით შეუძლია პოლიციის ქმედებას პირის თავისუფლების უფლების დაცვა?
8.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
მონაწილეები იყოფიან სამუშაო ჯგუფებად, სადაც თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ ექვსი ადამიანი შედის. ჯგუფებს აძლევენ ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპების პირველი პრინციპის ტექსტს.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა განიხილოს შემდეგი საკითხები:
1. წაიკითხეთ პირველი პრინციპი და შეიმუშავეთ თქვენეული განმარტება ტერმინისათვის - „ჰუმანური ფორმით“.
2. თქვენ როგორ განმარტავდით ტერმინს - „ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსება“?
3. განიხილეთ თქვენი თანამედროვე ოპერატიული პრაქტიკა თქვენს მიერ 1 და 2 კითხვებზე გაცემული პასუხების შუქზე და მიუთითეთ რამდენად ითვალისწინებენ ისინი:
● დაკავებულ პირთა ჰუმანური ფორმით მოპყრობის მოთხოვნას;
● ადამიანის ღირსებას;
● პასუხებს, რომლებიც თქვენ 1 და 2 კითხვებზე გაეცით.
თითოეული სამუშაო ჯგუფის მიერ ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხების შედარება მოხდება მონაწილეთა ერთობლივ სესიაზე.
![]() |
3.1.3 თავი 9: დაპატიმრება |
▲ზევით დაბრუნება |
9.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისთვის
წინამდებარე თავში განხილულია პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა უფლებები. განსხვავება „დაკავებასა“ და „დაპატიმრებას“ შორის მოცემულია ამ სახელმძღვანელოს მე-8 თავში, სადაც განხილულია დაკავებულ პირთა უფლებები.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
წინამდებარე თავში განხილულია განსხვავება დაპატიმრებულთა ორ კატეგორიას შორის: ერთი - როდესაც პირი პატიმრობაშია მის მიმართ დანაშაულის ჩადენის გამო მსჯავრის დადების შედეგად, და მეორე - როდესაც ისინი მსჯავრდებულები არ არიან. ამ განსხვავებაზე მოკლედ იყო მითითებული მე-8 თავში, ხოლო ამ ქვესათაურში იგი თემის ბუნებისა და მნიშვნელობის ერთ-ერთ მახასიათებლადაა განხილული. თემის ბუნებისა და მნიშვნელობის სხვა მახასიათებლებია:
● პოლიციის უფლებამოსილება პირის დაპატიმრებაზე და დაპატიმრების სავარაუდო მიზეზები;
● დაპატიმრებულთა მოწყვლადობა (დაუცველობა);
● სისხლის სამართლის სისტემაში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაპატიმრებულის სტატუსი; და
● პოლიციის პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ჰუმანური მოპყრობის ფარგლები მიუთითებს პოლიციის დაწესებულებისა და იმ საზოგადოების ბუნებაზე, რომელშიც იგი ფუნქციონირებს.
ეს და თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის სხვა საკითხები განხილულია მესამე ქვეთავში.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში განხილული საერთაშორისო სტანდარტები შემდეგ საკითხებს ეხება:
● წამების აკრძალვა;
● დაპატიმრებული პირისადმი ჰუმანური მოპყრობა;
● არასრულწლოვან დაპატიმრებულ პირთა უფლებები; და
● პატიმართა უფლებები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
შენიშვნა: დაპატიმრებულთა ამ უკანასკნელ კატეგორიაზე მითითება გაკეთებულია შემდეგი მიზნით:
● წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია მასწავლებლებისა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებისათვის;
და
● წარმოდგენილ იქნეს მასალა იმ შემთხვევებისათვის, როდესაც პოლიციის მუშაკები საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლები არიან.
9.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● სხვადასხვა კატეგორიის დაპატიმრებულთა განსხვავება;
● თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების აკრძალვა;
● წამების კატეგორიული აკრძალვა;
● დაპატიმრებულ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა; და
● ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება.
9.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
მსჯავრდებულ პატიმართა და მსჯავრდაუდებელ პატიმართა შორის განსხვავება ნათლად არის გამოკვეთილი ორ ძირითად დოკუმენტში, რომელიც პატიმართა მიმართ მოპყრობას ეხება. ესენია: პატიმართა მიმართ მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები და ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები.
სტანდარტული მინიმალური წესები ეხება:
● პატიმრებს, რომელთა საქმე სასამართლოში არ განხილულა და მსჯავრდებულ პატიმრებს; (წესი 8) და
● პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან და დაკავებულ ან წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს. (წესების მე-11 ნაწილი)
ძირითადი პრინციპების ტერმინების განმარტებაში მითითებულია:
● „დაპატიმრებული პირი“ - პირი, რომელსაც აღეკვეთა პირადი თავისუფლება, გარდა მსჯავრდებული პირისა; და
● „პატიმარი“ - პირი, რომელსაც აღეკვეთა თავისუფლება დანაშაულის ჩადენის შედეგად გამოტანილი სასჯელის საფუძველზე.
სტანდარტული მინიმალური წესები აყალიბებენ პატიმართა მიმართ მოპყრობის და სასჯელაღსრულებისა და გამასწორებელი დაწესებულებების მენეჯმენტის სტანდარტებს. ამიტომ ისინი უფრო მჭიდრო კავშირში არიან ციხის თანამშრომელთა საქმიანობასთან. მიუხედავად ამისა, ისინი კარგ პრინციპსა და პრაქტიკას აყალიბებენ პატიმართა მიმართ მოპყრობისათვის და შესაძლოა რელევნტურნი იყვნენ პოლიციის მუშაკებისათვის, რომლებიც დაპატიმრებულ პირთა ზრუნვასა და საპატიმრო საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი.
ძირითადი პრინციპები ეხება პირებს, რომლებიც ნებისმიერი ფორმით არიან დაკავებულნი ან დაპატიმრებულნი. თუმცა, როგორც ამ დოკუმენტის დეტალური განხილვისას დავინახავთ, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიციის პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ნებისმიერი სახის დანაშაულში, მაგრამ მათ მიმართ მსჯავრი არ არის გამოტანილი. ამ მიზეზის გამო იგი უფრო რელევანტურია პოლიციის მუშაკთა საქმიანობისათვის, ვიდრე სტანდარტული მინიმალური წესები.
ადამიანთა დაპატიმრების უფლება პოლიციის მნიშვნელოვან ძალაუფლებას წარმოადგენს. სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, როგორიცაა ძალის გამოყენება და პირთა დაკავება, ეს უფლებამოსილება საჭიროა პოლიციის მიერ თავისი ფუნქციების განსახორციელებლად - განსაკუთრებით დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენის, აგრეთვე საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების თვალსაზრისით. მაგალითად, იგი პოლიციას საშუალებას აძლევს:
● დააპატიმრონ პირები, რომლებმაც თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში შესაძლოა დანაშაული ჩაიდინონ;
● განახორციელონ სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება, რომელსაც გამოძიების სუბიექტის თავისუფლებაში ყოფნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს; და
● აღკვეთონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იმ პირთა კანონიერი დაპატიმრებით, რომლებიც უკანონო არეულობის შექმნას აპირებენ.
თუმცა, ისევე როგორც პოლიციის სხვა ძალაუფლების გამოყენებისას, დაპატიმრების ძალაუფლების განხორციელების დროსაც შესაძლოა მოხდეს ამ ძალაუფლების გადაჭარბება, სახელდობრ, პირის დაკავებით, როდესაც ასეთი უფლებამოსილება არ არსებობს ან როდესაც არასათანადოდ ექცევიან დაპატიმრებულ პირებს.
დაპატიმრებული პირები განსაკუთრებით დაუცველნი არიან არასათანადო მოპყრობისაგან, რადგან:
● მათი თავისუფლება შეზღუდულია და მათ არ შეუძლიათ თავად დაიცვან საკუთარი თავი არასათანადო მოპყრობისაგან იმავე გზებით, როგორც ამას თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მოახერხებდნენ;
● ისინი ადვილად და მუდმივად არ არიან კონტაქტში იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ არ დაუშვან მათდამი ცუდი მოპყრობა - როგორიცაა ადვოკატი და ოჯახის წევრები;
● თუ ისინი დაპატიმრებულნი არიან უკანონო ქმედებაში მონაწილეობისათვის, მათ დაპატიმრებაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა არასათანადო მოპყრობა შესაძლოა გაამართლონ უკანონო ქმდების შემდგომი გამოძიების მიზნებით; და
● თუ ისინი დაპატიმრებულნი არიან სხვებთან ერთად ჩადენილი უკანონო ქმედებისათვის, მათ მიმართ არასათადო მოპყრობის მიზანი შეიძლება იყოს სხვების დაშინება. ასეთი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ხშირად ადგილი აქვს არეულობების ან დაძაბულობის დროს, რათა დააშინონ დისიდენტური ან ოპოზიციური ჯგუფების წევრები.
მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო მოპყრობისაგან ყველა სახის დაპატიმრებული პირი დაუცველია, ზემოაღნიშნული მაგალითები მიუთითებს იმ დაპატიმრებულ პირთა განსაკუთრებულ დაუცველობაზე, რომელთა მიმართ მიმდინარეობს გამოძიება უკანონო ქმედებაში მათი მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე.
ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ბრალი კანონის საფუძველზე არ არის დადგენილი და მათ აქვთ უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება.
ეს არის მათი სტატუსი კანონის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს პოლიციის მუშაკი და რამდენად მტკიცედაა გამომძიებლი დარწმუნებული პირის ბრალეულობაში.
საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ასეთ დაპატიმრებულ პირებს აქვთ მათ მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის უფლება - რაც მათ განასხვავებს მსჯავრდებული პატიმრებისაგან და ასახავს მსჯავრდაუდებელი პირის სტატუსს.
ამ უფლებამ და სტატუსმა უნდა გააძლიეროს არასათანადო მოპყრობის აკრძალვა - რომელიც სრულად უნდა იქნეს დაცული ყველა დაპატიმრებული პირის მიმართ და ყველა შემთხვევაში.
სამწუხაროდ, პოლიციის პატიმრობაში მყოფ პირებს, განსაკუთრებით კი მსჯავდაუდებელ პატიმრებს, არასათანადოდ ექცევიან:
● ყველა სახელმწიფოში - ზოგჯერ; და
● ზოგიერთ სახელმწიფოში - ყოველდღიურად და სისტემატურად.
პოლიციის პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ მოპყრობის ფარგლები მიუთითებს სამართალდამცავი დაწესებულებისა და მუშაკების პროფესიონალიზმზე, კომპეტენციასა და ჰუმანურობაზე.
იგი აგრეთვე მიუთითებს იმ სახელმწიფოსა და საზოგადოების ბუნებაზე, რომელშიც დაწესებულება ფუნქციონირებს.
კანონის საფუძველზე და ეთიკურად მოქმედ პოლიციის დაწესებულებაში, რომელიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების დამცველ საზოგადოებაში ფუნქციონირებს, დაპატიმრებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობა მიუღებელია.
ამ მიზეზების გამო დაპატიმრებულ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის სტანდარტები, რომელიც მეოთხე ქვესათაურშია განხილული, დაცული უნდა იქნეს პოლიციის ყოველი დაწესებულებისა და ყოველი მუშაკის მიერ.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● მოთხოვნას, რომ სახელმწიფოებმა უზრუნველყონ სათანადო რესურსები დაპატიმრებულ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობისათვის, და პოლიციის მუშაკების მიერ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება;
● მოთხვნას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პოლიციის მუშაკთა მიერ დაპატიმრებულ პირთა მოპყრობაზე სათანადო ზედამხედველობა - იქნებიან ეს პატიმრებზე პასუხისმგებელი მუშაკები თუ გამომძიებლები, რომლებიც პატიმრებს დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების მიზნით ხვდებიან;
● მოთხოვნას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პოლიციის მუშაკთა მხრიდან პატიმართა არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული განცხადებების დაუყოვნებელი და დეტალური გამოძიება.
9.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
წამების აკრძალვა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლი კრძალავს წამებასა და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.
პრაქტიკულად იგივე ფორმულირებით წამება აკრძალულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (მუხლი 7); ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ ქარტიაში (მუხლი 5); ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 5); და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (მუხლი 3).
დეკლარაციასა და კონვენციაში გათვალისწინებულია წამების აკრძალვისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
დეკლარაცია ყველა პირის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან დასჯისაგან დაცვის შესახებ წამებას პირველ მუხლში განმარტავს როგორც მძაფრ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს ან სულიერს, რომელიც გამოწვეულია:
„პირის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ ან მისი წაქეზებით, ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა მისგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის ან აღიარების მიღება, მისი დასჯა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ან ამ დანაშაულის ჩადენაში მის მონაწილეობაზე არსებული ეჭვის გამო, ან მისი ან სხვა პირების დასაშინებლად“.
„მძაფრი ტკივილი და ტანჯვა“ წამებას განასხვავებს სხვა, უფრო ნაკლები ხარისხის ცუდად მოპყრობისაგან.
განმარტებიდან ნათელია კავშირი ერთის მხრივ წამებასა და მეორეს მხრივ პოლიციის უკანონო და სრულიად არაეთიკურ ქმედებას შორის, რაზეც მეტყველებს მითითება ინფორმაციის ან აღიარების მიღებაზე ისეთი გზით, როგორიცაა დაშინება.
დეკლარაციის დებულებები მოითხოვს:
● წამება კანონგარეშედ გამოცხადდეს თითოეულ სახელმწიფოში;
● გამოძიებულ იქნეს წამების სავარაუდო ფაქტები;
● პოლიციის მუშაკთა წვრთნებისას ჯეროვანი ყურადღება მიექცეს წამების აკრძალვას;
● აკრძალვა ჩართული იყოს საერთო წესებსა და ინსტრუქციებში, რომლებსაც დაპატიმრებულ პირებზე პასუხისმგებელი პოლიციის მუშაკები გამოსცემენ;
● სახელმწიფოებმა სისტემატურად გადასინჯონ გამოძიების მეთოდები და პრაქტიკა; და
● ხდებოდეს პატიმრობაში ყოფნისა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობის განხილვა.
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ დეკლარაციის მრავალ დებულებას უფრო აღრმავებს.
მაგალითად, კონვენციის საფუძველზე წამება განმარტებულია, როგორც მძაფრი ტკივილი ან ტანჯვა, იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი, რომელიც გამოწვეულია:
„ხელისუფლების წარმომადგენლის ან კანონიერი უფლებამოსილებით მოქმედი პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, თანხმობით ან დათმობით“.
მისი მიზანია გააფართოვოს ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობა და მასში ჩართოს ყველა დონე, ვისაც შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს წამების შეგნებული განხორციელებისათვის.
მონაწილე სახელმწიფოებს სამართლებრივი ვალდებულებები აქვთ დაკისრებული კონვენციის დებულებების საფუძველზე და ისინი მოიცავენ დებულებებს მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ პირთა მიმართ, ვისაც წამებაში ბრალი ედება მიუხედავად:
● მათი ეროვნებისა, ან
● სად იქნა ჩადენილი დანაშაული.
კონვენციით აგრეთვე დაფუძნდება კომიტეტი, რომელმაც ამ დებულებების განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.
არ არსებობს გარემოება, რომლის დროსაც წამება კანონიერად ითვლება, მაგალითად:
● ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენცია და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი წამებას კრძალავს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს; და
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა რეგიონალური ხელშეკრულებები არ უშვებენ წამების ამკრძალავი დებულებებიდან ნებისმიერ გადახვევას საგანგებო მდგომარეობის დროს.
ფაქტობრივად, სრული სახით წამების აკრძალვა ასახულია სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსის მე-5 მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ არცერთმა სამართალდამცავმა მუშაკმა არ უნდა:
● გამოიწვიოს, წააქეზოს ან შეეგუოს წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტს
● აგრეთვე არ შეიძლება სამართალდამცავმა მუშაკმა არგუმენტად მოიყვანოს
● ზემდგომის ბრძანება; ან
● გამონაკლისი მდგომარეობები, როგორიცაა ომის მდგომარეობა ან ომის საშიშროება, ან ერის უსაფრთხოებისადმი საფრთხე, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია ან რაიმე სხვა საგანგებო მდგომარეობა
● როგორც წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის გამართლება.
სახელმწიფოთა შიდა კანონებით წამება მძიმე დანაშაულად ითვლება, რამეთუ იგი უთანაბრდება სერიოზულ დანაშაულებრივ ძალადობას.
მაშინ, როდესაც ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა სამართალდამცავი მუშაკების მხრიდან მიუღებელია, დანაშაულებრივი აქტი, რომელიც წამებას უთანაბრდება, არასოდეს შეიძლება იქნეს გამართლებული, ხოლო პოლიციის მუშაკები ვერავითარი საშუალებებით დაიცავენ თავს წამების განხორციელებისას.
შენიშვნა: არსებობს აგრეთვე წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია, რომლის საფუძველზეც შექმნილია კომიტეტი.
კომიტეტი ვიზიტების მეშვეობით სწავლობს პატიმართა მიმართ მოპყრობის პრაქტიკას იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვას ასეთი პირები წამებისა და არაადმიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისაგან.
კონვენციის თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს მოეთხოვება, ვიზიტის ნება კომიტეტს დართოს და კონვენციის დებულებების შესაბამისად უზრუნველყოს მათი შეხვედრა ხელისუფლების ორგანოების მიერ დაპატიმრებულ პირებთან მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადგილას.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) ხელშეკრულების მე-7 მუხლზე გაკეთებულ ზოგად კომენტარებში ამ თავთან დაკავშირებული შემდეგი შენიშვნები შეიმუშავა:
„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის მიზანია დაიცვას ინდივიდუალური პირის როგორც ღირსება, ისე მისი ფიზიკური და სულიერი ხელშეუხებლობა“.
„მე-7 მუხლის ტექსტი რაიმე შეზღუდვის უფლებას არ იძლევა. კომიტეტი კვლავ ადასტურებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, რომლებზედაც პაქტის მე-4 მუხლშია მითითებული, მე-7 მუხლიდან გადახვევა დაუშვებელია და მისი დებულებები ძალაში რჩება“.
„მე-7 მუხლით დაფიქსირებული აკრძალვა ეხება არა მხოლოდ იმ ქმედებებს, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, არამედ სულიერი ტანჯვის გამომწვევ ქმედებებსაც“.
„აღმასრულებელმა პერსონალმა, სამედიცინო პერსონალმა, პოლიციის მუშაკებმა და სხვა პირებმა - რომლებიც დაკავშირებულნი არიან პატიმრობასთან ან ნებისმიერ პირთან, რომელიც რაიმე ფორმით არის დაკავებული, დატუსაღებული ან დაპატიმრებული - უნდა მიიღონ შესაბამისი ინსტრუქციები და გაიარონ სათანადო წვრთნა. მონაწილე სახელმწიფოებმა კომიტეტს უნდა შეატყობინონ ინსტრუქციებისა და წვრთნების შესახებ, აგრეთვე იმ საშუალებათა შესახებ, რომლითაც მე-7 მუხლის აკრძალვა იმ ოპერატიული წესებისა და ეთიკური სტანდარტების განუყოფელი ნაწილი ხდება, რომლითაც ამ პირებმა უნდა იხელმძღვანელონ“.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო წესების, ინსტრუქციების, მეთოდებისა და პრაქტიკის, აგრეთვე საპატიმრო სტრუქტურებისა და ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა მიმართ მოპყრობის მუდმივი გადასინჯვა წამებისა და ცუდი მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებებს წარმოადგენს“.
„მე-7 მუხლის დაცვის მიზნით მიზანშეწონილია, რომ წამების ან მოპყრობის სხვა აკრძალული ფორმებით მოპოვებული ჩვენებების ან აღიარების სასამართლო პროცესზე დასაშვებობა კანონით იყოს აკრძალული“.
პატიმრის უფლება ჰუმანურ მოპყრობაზე
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლი მოითხოვს:
● ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას;
● ბრალდებული პირები განცალკავებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან და დაექვემდებარონ ცალკე რეჟიმს, რომელიც არამსჯავრდებულ პირთა სტატუსს შეესაბამება;
● არასრულწლოვანი ბრალდებულები უნდა მოათავსონ სრულწლოვანებისაგან განცალკევებით.
მსგავს დებულებებს შეიცავს ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (მუხლი 5), ხოლო აფრიკულ ქარტიასა და ევროპულ კონვენციაში ასეთი დებულებები გათვალისწინებული არ არის.
დაპატიმრებულ პირთა დაცვის შესახებ დეტალური დებულებები მოცემულია ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითად პრინციპებში - ეს დოკუმენტი მოხსენიებულია ზემოთ, მესამე ქვესათაურში, და იგი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პოლიციის მიერ დაპატიმრებულ პირებთან.
დოკუმენტში 39 პრინციპია.
პირველი პრინციპი შეიცავს ძირითად მოთხოვნებს პატიმრების ან ტუსაღების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით, ხოლო მე-6 პრინციპი იმეორებს წამების აკრძალვას.
სხვა დებულებები მოითხოვენ:
● პატიმრებზე სასამართლო ზედამხედველობას (პრინციპი 4, 11 და 37);
● ადვოკატის კონსულტაციის მიღების უფლებას (პრინციპი 11, 15, 17 და 18);
● ოჯახთან დაკავშირებისა და მასთან კონტაქტის შენარჩუნების უფლებას (პრინციპი 15, 16, 19 და 20);
● პატიმრებისათვის სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობას (პრინციპი 24 და 26);
● დაკავების გარემოებებისა და პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოებას (პრინციპი 12);
● ნებისმიერი დაკითხვის ჩანაწერების წარმოებას (პრინციპი 23); და
● მუშაკთა მიერ ზემდგომისათვის იმ ფაქტების შესახებ მოხსენების წარდგენას, როდესაც ისინი თვლიან, რომ ადგილი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დოკუმენტის მოთხოვნათა დარღვევას. (პრინციპი 7.2)
დაპატიმრებულ ქალთა მიმართ მოპყრობა
საერთაშორისო დოკუმენტებში დაპატიმრებულ ქალთა მიმართ მოპყრობის ორი სახის დებულებაა დაფიქსირებული - ერთი ეხება მათ განთავსებას, ხოლო მეორე - დისკრიმინაციას.
განთავსების ღონისძიებები ჩამოყალიბებულია პატიმართა მიმართ მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების მე-9 წესში, რომელიც მოითხოვს:
● დაპატიმრებულთა სხვადასხვა კატეგორიები ცალკე დაწესებულებებში ან დაწესებულების შიგნით განცალკევებულად უნდა განთავსდნენ, სადაც გათვალისწინებული იქნება სქესი, ასაკი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და სხვა; და
● მამაკაცები და ქალები, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, ცალკე დაწესებულებებში უნდა განთავსდნენ, ხოლო იმ დაწესებულებებში, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც მამაკაცების, ისე ქალებისათვის - ქალთა განყოფილება სრულად უნდა იყოს იზოლირებული.
შენიშვნა: ვინაიდან სტანდარტული მინიმალური წესები ეხება სასჯელაღსრულებისა და გამასწორებელ დაწესებულებებს, ქალთა მამაკაცებისაგან განცალკევებით განთავსების პრინციპი დაცული უნდა იქნეს პოლიციის საპატიმროებში, სადაც დაპატიმრებულნი არიან მსჯავრდაუდებელი ადამიანები.
დისკრიმინაციის დაუშვებლობის ღონისძიებები ჩამოყალიბებულია ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპების მე-5 პრინციპში, რომელიც აცხადებს, რომ:
● პრინციპები დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა და სხვა;
● კანონით გათვალისწინებული და საგანგებოდ ქალთა უფლებებისა და მათი განსაკუთრებული სტატუსის დაცვის მიზნით დადგენილი ღონისძიებები, განსაკუთრებით ფეხმძიმე და ჩვილბავშვიან ქალთა, არ შეიძლება იყოს რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული.
შენიშვნა: სახელმწიფოთა უმრავლესობის შიდა კანონმდებლობაში არის კანონები და წესები, რომლებიც მოითხოვენ:
● პატიმარ ქალებზე ზედამხედველობას ქალი პოლიციელები და საპატიმროთა ქალი მუშაკები უნდა ახორციელებდნენ; და
● დაპატიმრებულთა ჩხრეკა უნდა ჩაატარონ იგივე სქესის პირებმა.
მეოთხე განყოფილება პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
მონაწილეებს უნდა შევახსენოთ, რომ ამ წესების ზუსტი დაცვა აუცილებელია.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლზე შემუშავებულ ზოგად კომენტარებში წინამდებარე თავის თემასთან დაკავშირებული შემდეგი შენიშვნები გააკეთა:
„მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი მონაწილე სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას პირთა მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან თავიანთი - როგორც თავისუფლებააღკვეთილი პირის - სტატუსის გამო და კრძალავს მათ წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, რაც პაქტის მე-7 მუხლითაა დადგენილი. ამრიგად, თავისუფლებააღკვეთილი პირი არა მხოლოდ მე-7 მუხლის საწინააღმდეგო ქმედებების სუბიექტი არ შეიძლება გახდეს, სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩათვლით, არამედ არ უნდა განიცდიდეს რაიმე სირთულეებს ან შეზღუდვებს, იმ პირობების გარდა, რომელიც მათი თავისუფლების აღკვეთიდან გამომდინარეობენ; ასეთ პირთა ღირსება გარანტირებულ უნდა იქნეს იგივე პირობების საფუძველზე, როგორც ეს თავისუფლებაში მყოფი პირებისთვისაა უზრუნველყოფილი. თავისუფლებააღკვეთილი პირი სარგებლობს პაქტში აღიარებული ყველა უფლებით, იმ გარდაუვალი შეზღუდვების გარდა, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში მყოფი პირისთვისაა დამახასიათებელი“.
„ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება - ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას, ძირითადი და საყოველთაო უფლებაა. აქედან გამომდინარე, ამ წესის დაცვა, როგორც მინუმუმ, არ უნდა იყოს დამოკიდებული მონაწილე სახელმწიფოს ხელთ არსებულ მატერიალურ რესურსებზე. ეს წესი უნდა მოქმედებდეს ყოველგვარი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება ან სხვა სტატუსი“.
არასრულწლოვან დაპატიმრებულ პირთა უფლებები
არასრულწლოვანი დაპატიმრებული პირები ყველა იმ ძირითადი უფლებებით სარგებლობენ, როგორც სრულწლოვანი დაპატიმრებული პირები, მაგრამ მათი დაცვისთვის არსებობს სპეციალური დებულებებიც. ისინი ძირითადად აღიარებულია:
არასარულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს მინიმალურ სტანდარტულ წესებში (პეკინის წესები); თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვან პირთა გაეროს დაცვის წესებში და ბავშვის უფლებათა კონვენციაში.
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები - არის დოკუმენტი, რომელიც 30 წესს შეიცავს, თითოეულ მათგანს ახლავს განმარტებითი კომენტარი. იგი 6 ნაწილადაა დაყოფილი.
წესი 5.1 აყალიბებს არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს, რომელმაც:
● ხაზი უნდა გაუსვას არასრულწლოვანთა კეთილდღეობას; და
● უნდა უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვან დამნაშავეზე რეაგირება ყოველთვის იყოს როგორც დამნაშავის, ისე დანაშაულის პროპორციული.
წესი 7 აცხადებს, რომ ძირითადი პროცედურული გარანტიები, როგორიცაა:
● უდანაშაულობის პრეზუმფცია;
● ბრალდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
● დუმილის უფლება;
● ადვოკატის უფლება;
● მშობლის ან მეურვის დასწრების უფლება;
● მოწმეთა საპირისპირო და ჯვარედინი დაკითხვა; და
● უფრო მაღალი ხელისუფლების ორგანოში გასაჩივრების უფლება
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.
წესი 8 უზრუნველყოფს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ ყველა ეტაპზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, რომელიც არასრულწლოვანს შესაძლოა მიაყენოს არასათანადო საჯაროობამ ან მის შესახებ აზრის შექმნამ.
პრინციპში, არ უნდა გამოქვეყნდეს რაიმე ინფორმაცია, რითაც მოხდება არასრულწლოვანი დამნაშავის იდენტიფიცირება.
დოკუმენტის მეორე ნაწილი, სადაც „გამოძიება და დევნაა“ განხილული, განსაკუთრებითაა დაკავშირებული პოლიციის მოპყრობასთან არასრულწლოვანი დაპატიმრებული პირების მიმართ:
● მე-10 წესის 1-ლი და მე-2 პუნქტები აცხადებს, რომ არასრულწლოვანის დაკავებისას დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ მშობლებს ან მეურვეებს, ხოლო მოსამართლემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა დაგვიანების გარეშე უნდა განიხილოს მისი განთავისუფლების საკითხი.
● წესი 10.3 მოითხოვს, რომ პოლიციის დაწესებულებასა და არასრულწლოვანს შორის კონტაქტის დროს პატივი სცენ მის სტატუსს, ხელი შეუწყონ არასრულწლოვანის კეთილდღეობას და აარიდონ მას ზიანი, საქმის გარემოებათა სათანადო გათვალისწინებით.
● წესი 11 განიხილავს არასრულწლოვანი დამნაშავისათვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის აცილებას და პოლიციისაგან, რომელსაც დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს, მოითხოვს, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში არასრულწლოვანთა საქმე წარმართონ ოფიციალური განხილვის გარეშე.
● წესი 12 არასრულწლოვან დამნაშავეებთან და არასრულწლოვანთა დანაშაულისათვის სპეციალიზებული პოლიციის მუშაკებისა და პოლიციის განყოფილებების არსებობას მოითხოვს.
თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვან პირთა გაეროს დაცვის წესები - არის დოკუმენტი, რომელიც 87 წესს შეიცავს. იგი 5 ნაწილადაა დაყოფილი და უზრუნველყოფს, რომ
● არასრულწლოვან პირებს თავისუფლება აღკვეთილი აქვთ და დაწესებულებაში იმყოფებიან მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის დროს; და
● დაპატიმრებულ არასრულწლოვან პირებს ექცევიან ჰუმანურად, მათი, როგორც არასრულწლოვანის სტატუსის შესაბამისად და მათი ადამიანის უფლებათა პატივისცემის ჯეროვანი გათვალისწინებით.
მესამე ნაწილი ყველაზე მეტად შეესაბამება პოლიციის მუშაკებს, რადგან მასში განხილულია „დაკავებულ ან წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთა“ საკითხები.
ამ ნაწილში ორი წესია, მე-17 და მე-18, სადაც აქცენტი გაკეთებულია უდანაშაულობის პრეზუმციაზე და განსაკუთრებულ მოპყრობაზე. მათში აგრეთვე ჩამოყალიბებულია ძირითადი უფლებები და პირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი პირებისათვის.
ესენია:
● ადვოკატის უფლება;
● ანაზღაურებადი სამუშაოს შესაძლებლობა;
● მეოთხე განყოფილება პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა განათლებისა და ტრეინინგის შესაძლებლობა; და
● დასვენებისა და განათლებისათვის მასალების უზრუნველყოფა.
ბავშვის უფლებათა კონვენცია - არის დოკუმენტი, რომელიც 54 მუხლს შეიცავს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება.
მუხლი 37 წინამდებარე თავის თემასთანაა დაკავშირებული, რამეთუ იგი:
● კრძალავს არასრულწლოვანთა წამებას და მათ მიმართ არაჯეროვან მოპყრობას (აგრეთვე მათ მიმართ სიკვდილით დასჯისა და უვადო თავისუფლების აღკვეთის განაჩენის გამოტანას);
● კრძალავს ბავშვის თავისუფლების უკანონო ან თვითნებურ აღკვეთას;
● მოითხოვს თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას და მათი, როგორც ადამიანის, განუყოფელი ღირსების პატივისცემას;
● მოითხოვს მათ მიმართ იმგვარი ფორმით მოპყრობას, რომ განთვალისწინებულ იქნეს მათი ასაკის პირის მოთხოვნილებები; მათ განცალკევებას სრულწლოვანი პირებისაგან; ოჯახთან ურთიერთობის უფლების უზრუნველყოფას;
● პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან პირებს ანიჭებს ადვოკატზე დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უფლებას, აგრეთვე მისი დაკავების კანონიერების საკითხის სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში გასაჩივრების უფლებას.
დაპატიმრებულ პირთა უფლებები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
როგორც ზემოთ, მესამე ქვესათაურშია („განმარტებითი კომენტარი“) მითითებული:
● პატიმართა კატეგორიების მიმართ მოპყრობის სტანდარტებთან დაკავშირებით ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს პატიმართა მიმართ მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები: ხოლო
● ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია ჩართულია მასწავლებლებისა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებისათვის განკუთვნილ საინფორმაციო მასალაში, აგრეთვე მასალაში, რომელიც იმ სიტუაციებში გამოსაყენებლად არის მიზანშეწონილი, როდესაც პოლიციის მუშაკებს შესაძლოა საქმიანობა უხდებოდეთ როგორც საპატიმროთა თანამშრომლებს.
თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ
● საპატიმროთა (ციხის) თანამშრომლებისა და პოლიციის მუშაკთა უნარ ჩვევები, მახასიათებლები და წვრთნის მოთხოვნები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან;
● სრულიად მიზანშეუწონელია პოლიციის ფუნქციებისათვის გაწვრთნილი ადამიანები სასაჯელაღსრულებით ან გამასწორებელ დაწესებულებებში მუშაობდნენ; და
● საპატიმროთა (ციხეების) თანამშრომელთა წვრთნისათვის განკუთვნილი ადამიანის უფლებათა პროგრამები ამ კონკრეტული მიზნებისათვის შექმნილ სასწავლო სახელმძღვანელოებს და სხვა წყაროებს უნდა ეფუძნებოდნენ.
პატიმართა მიმართ მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები:
● მიღებულ იქნა იმ მიზნით, რომ ჩამოყალიბებულიყო საყოველთაოდ აღიარებული კარგი პრინციპები და პრაქტიკა პატიმართა მიმართ მოპყრობასა და დაწესებულებათა მენეჯმენტთან დაკავშირებით;
● შეიცავს 95 წესს და ორი ნაწილისაგან შედგება
● პირველ ნაწილში განხილულია დაწესებულებათა ზოგადი მენეჯმენტი და იგი ყველა კატეგორიის პატიმრებს ეხება - სისხლის სამართლის, სამოქალაქო, წინასწარპატიმრობაში მყოფს და მჯავრდებულებს;
● მეორე ნაწილში არის წესები, რომელიც მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის პატიმრებს ეხება;
● მე-6 წესში ასახულია დისკრიმინაციის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი, რომელიც მოითხოვს მიუკერძოებლობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით, როგორიცაა რასა, სქესი, რელიგია და სხვა;
● წესების პირველ ნაწილში დადგენილია ისეთი საკითხები, როგორიცაა კატეგორიების განცალკევება; განთავსება; პირადი ჰიგიენა; ტანისამოსი და საწოლი; კვება; ვარჯიში და სპორტი; სამედიცინო მომსახურება; დისციპლინა და დასჯა; პატიმრებისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია და პატიმართა მიერ წარმოდგენილი საჩივრები; კონტაქტი გარე სამყაროსთან; წიგნები; რელიგია; პატიმართა საკუთრების შენარჩუნება; გარდაცვალების, ავადმყოფობის, გადაყვანისა და სხვა გარემოებათა შესახებ შეტყობინების გაგზავნა; პატიმართა გადაადგილება; დაწესებულების პერსონალი; და ინსპექტირება.
მეორე ნაწილის 84-93 მუხლებში განხილულია „დაკავებულ ან წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმართა“ საკითხები, რაც საინტერესოა გარკვეული კატეგორიის პოლიციის მუშაკებისათვის. ისინი შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ:
● კვლავ ხაზგასმულია უდანაშაულობის პრეზუმციის საკითხი მსჯავრდაუდებელი პატიმრებისათვის და ასეთი პატიმრები სპეციალური რეჟიმით უნდა სარგებლობდნენ; (წესი 84)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით უნდა იყვნენ მოთავსებულნი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები განცალკევებულნი უნდა იყვნენ სრულწლოვანი პირებისაგან; (წესი 85)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმრებს განცალკევებით უნდა ეძინოთ ცალკე ოთახებში - გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილობრივი ჩვეულება კლიმატის თვალსაზრისით; (წესი 86)
● დაწესებულებაში ჯეროვანი წესრიგის შენარჩუნების ფარგლებში, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ხარჯით გარედან საკვების შემოტანის საშუალება, სხვა შემთხვევაში მათი კვება ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს; (წესი 87)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს შეუძლია ატაროს საკუთარი ტანისამოსი, თუ იგი სუფთა და მოსახერხებელია, ხოლო თუ მას ციხის სამოსი აცვია, იგი განსხვავებული უნდა იყოს მსჯავრდებულთა სამოსისაგან; (წესი 88)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს ყოველთვის უნდა შესთავაზონ სამუშაო, მაგრამ შრომა არ უნდა იყოს იძულებითი. თუ იგი შრომას ამჯობინებს, უნდა მოხდეს მისი სამუშაოს ანაზღაურება; (წესი 89)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ხარჯით შეიძინოს წიგნები, გაზეთები, ნაბეჭდი მასალა და მისი საქმიანობისათვის საჭირო სხვა საშუალებები, მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით და დაწესებულებაში სათანადო წესრიგის შესაბამისად; (წესი 90)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს უფლება უნდა მიეცეს საკუთარი ხარჯით ისარგებლოს თავისი მკურნალი ექიმისა და კბილის ექიმის მომსახურებით; (წესი 91)
● წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს საშუალება უნდა ჰქონდეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ოჯახს მისი დაპატიმრების შესახებ და იგი უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ადგილით ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტისათვის, რაც ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომელიც მართლმსაჯულებისა და დაწესებულების უსაფრთხოებისა და სათანადო წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარეობს; (წესი 92)
● დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს საშუალება უნდა ჰქონდეს თავისუფლად ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით და შეხვდეს თავის ადვოკატს. პატიმარსა და ადვოკატს შორის საუბარი შეიძლება შედგეს დაწესებულების შიგნით, მაგრამ იგი არ უნდა ისმინებოდეს პოლიციის ან დაწესებულების მუშაკის მიერ. (წესი 93)
პროგრამების მონაწილეთა ბუნებიდან გამომდინარე, სადაც ეს აუცილებელია, მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალსიტებმა პირდაპირი მითითება უნდა გააკეთონ სტანდარტულ მინიმალურ წესებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით. თუმცა, მასწავლებლებსა და სპეციალისტებს უნდა ახსოვდეთ პოლიციისა და ციხის მუშაკთა განსხვავებული ტრეინინგის შესახებ, რაზედაც ზემოთ იყო მითითებული.
შენიშვნა: პოლიციის მიერ დაპატიმრებულ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებთან გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს როგორც გამოძიების პროცესის ნაწილი. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებთან გასაუბრება ან მათი დაკითხვის მიზანი, და პოლიციის მიერ დაკითხვისა და გასაუბრების დროს დაპატიმრებულ პირთა უფლებები ჩამოყალიბებულია ამ სახელმძღვანელოს მე-11 თავში - „დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა“.
9.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. როგორ განმარტავთ „ფსიქიკურ ტანჯვას“?
2. განმარტეთ „ინდივიდუალური პირის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა“ და განიხილეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა.
3. როგორ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს წამების აკრძალვა პოლიციის მუშაკთა ტრეინინგით?
4. არის თუ არა პოლიციის სათანადო ფუნქცია პატიმართა ან ტუსაღების ზედამხედველობა?
5. რატომ არის დაპატიმრებული პირის მიერ ოჯახთან კავშირისა და ურთიერთობის შენარჩუნება ადამიანის მნიშვნელოვანი უფლება?
9.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი მცირერიცხოვან ჯგუფებად და სთხოვეთ მათ, განიხილონ ნაწყვეტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის №21(44) ზოგადი კომენტარიდან.
„ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება - ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას, ძირითადი და საყოველთაო უფლებაა. აქედან გამომდინარე, ამ წესის დაცვა, როგორც მინუმუმი, არ უნდა იყოს დამოკიდებული მონაწილე სახელმწიფოს ხელთ არსებულ მატერიალურ რესურსებზე“.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა განიხილოს ყველა საშუალება, რომლითაც შეზღუდული მატერიალური რესურსების მქონე სახელმწიფოს პოლიციის დაწესებულებას შეუძლია უზრუნველყოს პატიმართა მიმართ ჰუმანური მოპყრობა და მათი ღირსების პატივისცემა - რესურსების უკმარობის მიუხედავად. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი ფიზიკური, ემოციური და სულიერი კეთილდღეობა, აგრეთვე ჰიგიენისა და ოჯახთან კონტაქტის საკითხები.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს ამ პრობლემასთან დაკავშირებული რამოდენიმე პრაქტიკული სიტუაცია. თითეული ჯგუფის მიერ მოსაზრებების შემუშავების შემდეგ ჯგუფები პლენარულ სხდომაზე უნდა შეიკრიბონ და შეადგინონ ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც ცალკეული ჯგუფების მიერ შედგენილი ჩამონათვალის საფუძველზე შემუშავდება.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი მცირე სამუშაო ჯგუფებად და სთხოვეთ მათ წაიკითხონ ტექსტი და პასუხი გასცენ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს.
ეს არის რამოდენიმე ნაწყვეტი სტატიიდან „წამების თვალით დანახული“, რომელიც დაიბეჭდა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენელის“ ჟურნალში. (73-ე ნომერი, 1995 წლის მაისი/ივნისი).
1. „წამება სახელმწიფოსა და საზოგადოების ბუნებისა და ძალაუფლების ინდივიდთან ურთიერთობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. მისი გაუქმება ჩვენს პაპებს მათი ეპოქის უდიდეს მონაპოვრად მიაჩნდათ, რაც შუასაუკუნეებისა და ანტიკური ხანის ემანსიპაციის ნიშანდობლივ სიმბოლოს წარმოადგენდა. მისი აღდგენა - წამებას დღეს ადგილი აქვს ყოველ მესამე სახელმწიფოში - კაცობრიობის მყიფე პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მაჩვენებელია“.
2. „წამებასთან დაკავშირებით გავრცელებული ორი არასწორი შეხედულება არსებობს. პირველი გახლავთ ის, რომ მისი პირველადი მიზანი ტკივილის მიყენებაა; მეორე არის ის, რომ ტკივილის მიზანი ინფორმაციის მიღებაა. სინამდვილეში, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ტკივილის მიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის გამოიყენება, და ეს მიზანი ინდივიდის პიროვნების განადგურებაა. ამ გზით მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას მხოლოდ დამატებითი მნიშვნელობა აქვს: ხშირად მსხვერპლს არა აქვს ინფორმაცია, ან ინფორმაცია შესაძლოა ცნობილი იყოს ხელისუფლების ორგანოებისათვის; გარდა ამისა, პირის ალაპარაკების შემდეგ იშვიათად წყვეტენ ხოლმე წამებას“.
3. „ამ სიტუაციაში მსხვერპლის უმწეობა აშკარაა, რადგან ჯალათი აგრძელებს თავის საქმეს მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს მსხვერპლი, რა დანაშაულში მონაწილეობას აღიარებს ან უარყოფს. წამება ხშირად ნაკლებადაა დაკავშირებული ტკივილთან, ვიდრე აბსოლუტურ შეურაცხყოფასთან და ერთი პირის მეორეზე დომინირებასთან. ერთმა დაზარალებულმა განაცხადა, რომ მან გაუძლო ტკივილს, მიუხედავად იმისა რომ იგი საშინელი ასატანი იყო, მაგრამ იგი გატყდა მაშინ, როდესაც ბადრაგმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აპირებდა მისთვის პირის ძალით გაღებას და მის პირში მოშარდვას“.
სადისკუსიო საკითხები
1. რას გეუბნებათ ეს ნაწყვეტები წამების ფენომენთან დაკავშირებით?
2. ამ ნაწყვეტებისა და ზემოაღნიშნული სადისკუსიო საკითხების განხილვის შემდეგ თქვენ:
(ა) გააკეთებდით რაიმე შესწორებას ან დამატებას წამების განმარტებაზე როგორც ეს ყველა პირის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისაგან დაცვის დეკლარაციის პირველ მუხლშია მოცემული?
(ბ) გააკეთებდით რაიმე შესწორებას ან დამატებას დეკლარაციის სხვა დებულებებთან დაკავშირებით?
3. გეუბნებათ თქვენ რაიმეს ეს ნაწყვეტები იმ პირთა შესახებ, რომლებიც წამებას ახორციელებენ? თუ ასეა, რაზე მიანიშნებენ ისინი?
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი რამოდენიმე მცირერიცხოვან ჯგუფად და სთხოვეთ მათ წაიკითხონ ქვემოთ მოცემული ტექსტი და კითხვები.
ეს არის რამოდენიმე ნაწყვეტი სტატიიდან „წამების თვალით დანახული“, რომელიც დაიბეჭდა ამნესტი ინტერნეიშენელის ჟურნალში. (73-ე ნომერი, 1995 წლის მაისი/ივნისი).
1. „... ავტორიტარიზმისა და მორჩილების და მთავრობისადმი იდეოლოგიური სიმპათიის მახასიათებლების გარდა, ძალზე მცირე მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ჯალათები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თავიანთი საზოგადოების სხვა წევრებისაგან - ყოველ შემთხვევისათვის იქ, სადაც ხდება მათი, როგორც ჯალათების, დაქირავება და გაწვრთნა. კვლევების შედეგად ვერ მოხერხდა რაიმე არსებითი განსხვავების დადგენა ნაცისტურ სამხედრო დანაშაულს, წამების სხვა სახეებსა და მოსახლეობის დანარ- ჩენ ნაწილს შორის“.
2. „ჯალათთა შექმნას სამი სიტუაციური ფაქტორი უწყობს ხელს. ესენია: წვრთნა, გრადაციათა მარტივი წყება; მწამებლისათვის მინიჭებული ეკონომიური შეღავათები და სტატუსი“.
3. „... ისინი არიან გამხეცებულნი, იზოლირებულნი ყველასაგან, ვისაც შეუძლია მათ შეახსენოს გარესამყაროს მორალი და პროპაგანდა გასწიოს იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს მტრებიც ადამიანები არიან. გარდა ამისა, მათ არწმუნებენ, რომ ისინი თავიანთ ქმედებაზე პასუხს არ აგებენ. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა მოხდეს მათი ცდუნება და შეიცვალონ მორალური გეზი, რაც ჯალათად ჩამოყალიბების წინაპირობას წარმოადგენს“.
4. „ეს მორალური ცვლილება უფრო ადვილია ჯალათისათვის მაშინ, როდესაც მას წამებას თანდათანობით, ფრთხილად აჩვევენ“.
5. „და ბოლოს, მგრძნობიარობის ამ თანდათანობითი დაკარგვის შემდეგ, მათ უბრძანებენ სრული მონაწილეობა მიიღონ წამებაში“.
სადისკუსიო საკითხები
1. რას გეუბნებათ ეს ნაწყვეტები წამებასთან დაკავშირებით?
2. რა გაკვეთილები შეიძლება ვისწავლოთ ამ ნაწყვეტებიდან შემდეგი თვალსაზრისით:
(ა) პოლიციის დაწესებულებათა ნორმალური წვრთნა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობაა დამკვიდრებული.
(ბ) ასეთ დაწესებულებათა მეთაურებისა და მენეჯერების პასუხისმგებლობა.
3. თუ ამ ნაწყვეტებში მოცემული ტრეინინგი ან ფაქტორთა იდენტიფიცირება პოლიციის მუშაკთა წვრთნისას გათვალისწინებული არ არის დემოკრატიულ, კანონის უზენაესობის მქონე სახელმწიფოში, სხვა რა ფაქტორები შეიძლება წამოიჭრას ტრეინინგის ან პოლიციელთა მიერ მათი მოვალეობების განხორციელებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მხრიდან პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობა და თვით წამებაც კი?
![]() |
3.1.4 თავი 10: ჩხრეკა და თვალთვალი |
▲ზევით დაბრუნება |
10.1 ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
წინამდებარე თავში აქცენტი გადატანილია პირის პირადი, ოჯახის, საცხოვრებლის ან კორესპონდენციის ხელშეუხებლობის უფლებაზე და პოლიციისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე განახორციელოს ჩხრეკისა და თვალთვალის ოპერაცია.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
წინამდებარე თავის თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია შემდეგი ასპექტებით:
● ჩხრეკისა და თვალთვალის ოპერაციის განხორციელების ძალაუფლების მნიშვნელობა; და
● ამ ოპერაციათა კანონიერი და საჭიროების შემთხვევაში განხორციელების აუცილებლობა - ძალადობის გარეშე და ადამიანის ღირსების პატივისცემით.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - პრეზენტაციის ძირითადი ინფორმაცია
ამ ქვესათაურში განხილულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და სხვა საყოველთაო და რეგიონალურ ხელშეკრულებათა დებულებები, რომლებიც პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელსა და კორესპონდენციაში თვითნებურ ჩარევას კრძალავენ.
ბავშვთა პირად ცხოვრებაში ჩარევისაგან და დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა პირადი ხელშეუხებლობის დაცვა და უსაფრთხოება კონფიდენციალური ხასიათის საკითხებია, და პოლიციამ, როდესაც ასეთ ინფორმაციას ფლობს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს.
10.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის აკრძალვა;
● ასეთი ჩარევისაგან კანონით დაცვის უფლება; და
● პოლიციის როლი პირადი ცხოვრების დაცვაში - განსაკუთრებით ადამიანთა დაუცველი ჯგუფებისათვის.
10.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
ადამიანების, შენობებისა და სხვა პირადი საკუთრების ჩხრეკის უფლება მნიშვნელოვანია დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენისათვის, და რა თქმა უნდა პოლიციის სხვა ფუნქციების განხორციელებისათვის.
თვალთვალის ოპერაციის განხორციელება და საფოსტო, სატელეფონო და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გაკონტროლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს ორივე ძალაუფლება პოლიციის სამსახურის ტექნიკურ უნარს მოითხოვს და პოლიციის მუშაკებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, კარგად ფლობდნენ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ხოლო პოლიციელთა გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით უნდა იყოს გაწვრთნილი ამ სფეროში. ჩხრეკისა და თვალთვალის ოპერაციები მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა შეგროვებისა და საზოგადოებისა და პოლიციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, პოლიციის უსაფრთხოება შეიძლება დამოკიდებული იყოს პოლიციის უნარზე - აღმოაჩინოს საშიში საგნები, მაგალითად, დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ან თვალყური ადევნოს ადამიანთა გადაადგილებას, რომლებიც უკანონო ნარკოტიკებთან, ასაფეთქებელ მოწყობილობასთან ან ცეცხლსასროლ იარაღთან არიან დაკავშირებულნი.
იმავდროულად, პოლიციის ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და კანონის შესაბამისად. ინდივიდუალური პირებისა და მათი საკუთრების ჩხრეკამ შეიძლება ხელყოს ადამიანის ღირსება. პირთა თვალთვალი აუცილებლად უნდა განხორციელდეს ფარულად და საიდუმლოდ. გარდა ამისა, ჩხრეკისა და თვალთვალის უფლებამოსილების არასწორმა განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდუალურ პირთა ან პირთა ჯგუფების შეურაცხყოფა და საფრთხე შეუქმნას პოლიციისადმი საზოგადოების ნდობას.
ამ მიზეზთა გამო მნიშვნელოვანია, არსებობდნენ კანონიერი დამცავი მექანიზმები, რომლებიც ასეთი უფლებამოსილებების განხორციელებას არეგულირებენ; პოლიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ ამ დამცავ მექანიზმებთან შესაბამისობა; და უნდა არსებობდეს პოლიციაზე გარე ზედამხედველობა ამ კუთხით.
ჩხრეკისა და თვალთვალის უფლებამოსილების განხორციელებისას ძალზე ადვილია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის ზიანის მიყენება მათი დაცვის მოტივით.
თემასთან დაკავშირებული სმართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს შემდეგს:
● ჩხრეკის ძალაუფლება დამთრგუნველად არ უნდა იქნეს გამოყენებული, რათა ინდივიდებმა, განსაკუთრებით კი საზოგადოების უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებმა, არ იგრძნონ, რომ მათ განზრახ ექცევიან უსამართლოდ ან ხელყოფენ მის ღირსებას.
● ანგარიშვალდებულების დემოკრატიული საშუალებებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბალანსი თვალთვალის ოპერაციების კონფიდენციალურობასა და ამ ოპერაციათა რეგულირებასა და მონიტორინგს შორის.
10.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის აკრძალვა
ეს აკრძალვა მოცემულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლში:
● არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა.
● ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.
მსგავსი დებულებებია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (მუხლი 17); ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 11); და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (მუხლი 8).
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტის (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) მიერ ხელშეკრულების მე-17 მუხლზე შემუშავებულ ზოგად კომენტარში წინამდებარე თავთან დაკავშირებული შემდეგი შენიშვნებია გაკეთებული:
„მე-17 მუხლი უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლებას, დაცული იყოს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და კორესპონდენციაში თვითნებური ჩარევისაგან, ასევე მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფისაგან“.
„ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებები მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მიღებულ იქნეს საკანონმდებლო და სხვა ზომები ამგვარი ჩარევისა და ხელყოფის აკრძალვის მიზნით, აგრეთვე ამ უფლების დასაცავად“.
„ტერმინი - „უკანონო“ - ნიშნავს, რომ დაუშვებელია ასეთი ჩარევა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. სახელმწიფოს მიერ ნებადართული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს პაქტის დებულებებთან, მიზნებსა და ამოცანებთან“.
„გამოთქმა - „თვითნებური ჩარევა“ - ასევე რელევანტურია მე-17 მუხლით გარანტირებულ დაცვასთან. კომიტეტს მიაჩნია, რომ ტერმინი - „თვითნებური ჩარევა“ - ასევე შეიძლება გავრცელდეს კანონით უზრუნველყოფილ ჩარევაზე. თვითნებობის კონცეფციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მაშინაც კი, როდესაც ჩარევა კანონიერია, იგი პაქტის დებულებების, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად უნდა განხორციელდეს და ნებისმიერ შემთხვევაში გონივრული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებებისათვის“.
„რაც შეეხება ტერმინს - „ოჯახი“, პაქტის მიზნები მოითხოვს, რომ მე-17 მუხლის მიზნებისათვის ამ ტერმინს ფართო განმარტება უნდა მიეცეს ან მან უნდა მოიცვას ყველა, ვინც ოჯახს შეადგენს, მონაწილე სახელმწიფოს საზოგადოებაში მიღებული მნიშვნელობით. ტერმინი „სახლი“ - ინგლისურად, „მანზელი“ - არაბულად, „ზუცაი“ - ჩინურად, „დომისილ“ - ფრანგულად, „ჟილიშჩე“ - რუსულად და „დომისილიო“ - ესპანურად, მე-17 მუხლში გამოყენებული მნიშვნელობით გაგებულ უნდა იქნეს როგორც ადგილი, სადაც პირი ცხოვრობს ან ახორციელებს თავის ჩვეულებრივ საქმიანობას“.
„ვინაიდან ყველა ადამიანი საზოგადოებაში ცხოვრობს, პირადი ცხოვრების დაცვა ფარდობით ცნებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ორგანოებმა შეიძლება მოიძიონ პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომლის ცოდნაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ეს პაქტითაა განმარტებული“.
„მე-17 მუხლთან შესაბამისობა მოითხოვს, რომ კორესპონდენციის ხელშეუხებლობა და კონფიდენციალურობა გარანტირებული იყოს როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე. კორესპონდენცია ადრესატმა უნდა მიიღოს ყოველგვარი გაკონტროლებისა და გახსნის, ან სხვაგვარად გაცნობის გარეშე. აკრძალული უნდა იყოს ელექტრონული თუ სხვა სახის თვალთვალი, სატელეფონო მოსმენა, სატელეგრაფო თუ სხვა სახის კომუნიკაციების კონტროლი, საუბრების ჩაწერა. პირის საცხოვრებლის ჩხრეკა უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ისეთი სახის ჩხრეკით, რომელიც საჭიროა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და იგი არ უნდა განხორციელდეს შეურაცხმყოფელი სახით. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო პირთა მიერ ჩრეკის იმგვარად ჩატარება, რომ იგი შეესაბამებოდეს იმ პირის ღირსებას, რომელის ჩხრეკაც ხდება. ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი სამედიცინო პერსონალის მიერ სხეულის ჩხრეკა უნდა განახორციელოს იმავე სქესის პირმა“.
„ხელისუფლების ორგანოს, ან კერძო პირისა თუ დაწესებულების მიერ პირადი ინფორმაციის შეგროვება და კომპიუტერული, მონაცემთა ბაზის ან სხვა მოწყობილობებში შენახვა აუცილებლად კანონით უნდა რეგულირდებოდეს. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ეფექტური ზომები, რათა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ გახდეს იმ პირებისათვის, ვისაც ასეთი ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გამოყენების უფლება კანონით არა აქვს მინიჭებული, და იგი არასოდეს უნდა გამოიყენებოდეს პაქტისთვის შეუსაბამო მიზნებისათვის“.
ბავშვთა პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის აკრძალვა
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-16 მუხლი ფაქტიურად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების იდენტური ტერმინებით ადგენს აკრძალვებს:
არცერთი ბავშვი არ შეიძლება გახდეს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, მისი საცხოვრებლის ან კორესპონდენციის ხელშეუხებლობაში თვითნებური ჩარევის, ან მის ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო შელახვის ობიექტი.
ბავშვს აქვს ასეთი ჩარევის ან ხელყოფისაგან კანონით დაცვის უფლება.
კონვენციის პირველი მუხლი აცხადებს, რომ ,,ბავშვი არის ყველა ადამიანი თვრამეტი წლის ასაკს ქვემოთ, თუ, ამ ბავშვის მიმართ გამოყენებული კანონით, სრულწლოვანება უფრო ადრეულ ასაკში არ მიიღწევა”.
დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვა
დანაშაულისა და ძალაუფლების გადაჭარბების შედეგად დაზარალებულთა მიმართ სამართლიანობის ძირითადი პრინციპების დეკლარაციის მე-6 მუხლის საწყისი აბზაცი ადგენს, რომ „სასამართლო და ადმინისტრაციული პროცესების რეაგირებას დაზარალებულთა მოთხოვნებზე მხარს უნდა უჭერდნენ“ - და შემდეგომ პუნქტებში ჩამოთვლილია მთელი რიგი ღონისძიებები. პუნქტი „დ“ ადგენს:
„მიღებულ უნდა იქნეს ზომები დაზარალებულთა პრობლემების შესამცირებლად, მათი პირადი ცხოვრების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში - მათი, და აგრეთვე მათი ოჯახებისა და მათი სახელით მოქმედი მოწმეების დასაცავად დაშინებისა და შურისძიებისაგან“.
კონფიდენციალობის დაცვა
გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის მე-4 მუხლი აცხადებს:
„სამართალდამცავი მუშაკების ხელთ არსებული კონფიდენციალური ხასიათის საკითხები საიდუმლოდ უნდა იქნენ დაცულნი, თუ სხვაგვარად მკაცრად არ არის მოთხოვნილი მოვალეობის ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის“.
მუხლზე გაკეთებულ კომენტარში მითითებულია, რომ პოლიციის მუშაკთა მოვალეობის ბუნებიდან გამომდინარე, ისინი მოიპოვებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა პირად ცხოვრებასთან იყოს დაკავშირებული ან პოტენციურ საფრთხეს უქმნიდეს სხვა პირთა ინტერესებსა და რეპუტაციას. ასეთი ინფორმაციის დაცვისა და გამოყენებისას დიდი ყურადღებაა საჭირო, და იგი ადგენს, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება რაიმე სხვა მიზნებით სრულიად დაუშვებელია.
ნათელია, რომ ამ მუხლის დებულებებთან შეუსაბამობას შეუძლია გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, რაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მუხლებითაა დაცული.
10.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. წარმოადგინეთ განმარტება ტერმინის - „პირადი“.
2. რატომ არის მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრების დაცვა ადამიანის ღირსების დასაცავად?
3. რა გზებით შეუძლია პოლიციას დაიცვას პირის პირადი ცხოვრება?
4. რა კანონები იცავს თქვენს ქვეყანაში ადამიანებს მათი ღირსების ან რეპუტაციის შელახვისაგან? არიან ისინი ამ მიზნების ადეკვატური?
5. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან პოლიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა რათა უზრუნველყონ პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვა იმგვარად, რომ იგი სხვა პირთა ხელში არ აღმოჩნდეს, ვისაც კანონით არა აქვს ამგვარი ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გამოყენების უფლება?
10.6 წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის საზედამხედველო ორგანო) ხელშეკრულების მე-17 მუხლზე შემუშავებულ ზოგად კომენტარში შემდეგი შენიშვნები გააკეთა:
„კორესპონდენცია ადრესატმა უნდა მიიღოს ყოველგვარი გაკონტროლებისა და გახსნის, ან სხვაგვარად გაცნობის გარეშე. აკრძალული უნდა იყოს ელექტრონული თუ სხვა სახის თვალთვალი, სატელეფონო მოსმენა, სატელეგრაფო თუ სხვა სახის კომუნიკაციების კონტროლი, საუბრების ჩაწერა“.
დაყავით მონაწილენი მცირერიცხოვან ჯგუფებად და სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს:
1. განსაზღვროს ზუსტი გარემოებები, როდესაც ადამიანთა შორის სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებების გაკონტროლება შეიძლება გამართლებულ იქნეს, და კანონით იყოს ნებადართული.
2. ჩამოაყალიბეთ სისტემის სქემა, რომელიც უზრუნველყოფდა:
(ა) სათანადო გარე ზედამხედველობას (მაგ. სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოს მიერ) პოლიციაზე, რომელიც ცდილობს კანონიერი უფლებამოსილება განახორციელოს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებების კონტროლზე.
(ბ) პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკების მიერ სათანადო შიდა კონტროლს მათდამი დაქვემდებარებულ მუშაკებზე, რომლებიც სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებზე კონტროლის კანონიერ უფლებამოსილებას ახორციელებენ.
დავალების დასრულების შემდეგ შეადარეთ და განიხილეთ ჯგუფების პასუხები.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის მე-4 მუხლი აცხადებს:
„სამართალდამცავი მუშაკების ხელთ არსებული კონფიდენციალური ხასიათის საკითხები საიდუმლოდ უნდა იქნენ დაცულნი, თუ სხვაგვარად მკაცრად არ არის მოთხოვნილი მოვალეობის ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის“.
მიუხედავად იმისა, რომ მუხლი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას კრძალავს, იგი კონკრეტულად პირადი ცხოვრების უფლებას არ იცავს.
დაყავით მონაწილეები პატარა ჯგუფებად და სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს მოამზადოს დამატება და კომენტარი აღნიშნული მუხლისათვის, რომელიც განამტკიცებს პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის აკრძალვას, და რომელიც:
(ა) შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლთან; და
(ბ) გაითვალისწინებს პოლიციის სამსახურის პრაქტიკულ ასპექტებს.
მოცემული ამოცანის დამთავრების შემდეგ შეადარეთ და განიხილეთ ჯგუფების მიერ მომზადებული პასუხები.
![]() |
3.2 მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქცია და ადამიანის უფლებათა დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.2.1 თავი 11: დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა |
▲ზევით დაბრუნება |
11.1 ინფორმაცია წინასიტყვაობისთვის
გაეროს კონგრესზე, რომელიც დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობის საკითხებს მიეძღვნა, მთელი რიგი დოკუმენტები შემუშავდა, სადაც ასახულია დანაშაულის თავიდან აცილების სტანდარტები. ზოგი მათგანი წინამდებარე თავშია განხილული.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე საერთაშორისო დოკუმენტი არ არსებობს, სხვადასხვა დოკუმენტის ზოგიერთი დებულება გარკვეულწილად დაკავშირებულია აღნიშნულ თემასთან. წინამდებარე თავში ეს დებულებებიცაა განხილული.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისთვის - განმარტებითი კომენტარი
ამ თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია შემდეგ ასპექტებზე ხაზგასმით:
● დანაშაულის პრევენციაში პოლიციის როლი და სხვა საზოგადოებრივი ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ფართო საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობა დანაშაულის პრევენციაში;
● პოლიციის როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში, და რამდენად მოითხოვს იგი პოლიციის მიერ დანაშაულის გამოძიებას კანონიერი და ეთიკური გზებით;
● სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების მნიშვნელობა; და
● ეფექტური საგამოძიებო უნარ-ჩვევების შემუშავების აუცილებლობა, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვის ჩათვლით.
განსაზღვრულია სამართალდაცვის ზოგიერთი ძირითადი საკითხი.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში უპირველეს ყოვლისა გამოკვეთილია დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები.
შემდეგ განხილულია დანაშაულის გამოვლენასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოიცავს:
● უდანაშაულობის პრეზუმფციას;
● სამართლიანი სასამართლოს უფლებას; და
● დაკითხვის დროს პირის უფლებებს.
შეჯამებულია დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები და მათთან დაკავშირებული კარგი პრაქტიკა საერთაშორისო დოკუმენტებში ჩამოყალიბებული დებულებების საფუძველზე. პოლიციის მუშაკებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ დოკუმენტებში ასახულ სტანდარტებს მათთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ხელს უწყობენ დანაშაულის მსხვერპლთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
და ბოლოს, განხილულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები. ისინი ჩამოყალიბებულია დოკუმენტებში, რომლებიც იცავენ არასრულწლოვანთა კეთილდღეობასა და ადამიანის უფლებებს; იცავენ მათ შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციისაგან; და ხელს უწყობენ არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავებას.
სახელმძღვანელოს წინა თავებში განხილული ზოგიერთი სტანდარტი აგრეთვე რელევანტურია წინამდებარე თავის თემასთან, განსაკუთრებით ისინი, რომელიც ეხება:
● პოლიციის სამსახურის პროფესიულ ეთიკას; (თავი 2)
● ძალის გამოყენებას; (თავი 7)
● დაკავებას; (თავი 8)
● დაპატიმრებას; (თავი 9) და
● ჩხრეკას და თვალთვალს. (თავი 10)
მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა საჭიროების შემთხვევაში მითითება უნდა გააკეთონ მათზე.
11.2. ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● დანაშაულის პრევენციაში პოლიციის როლს და სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებთან და ფართო საზოგადოებასთან პოლიციის მუშაობის მნიშვნელობას;
● დანაშაულის გამოძიების პროცესში პოლიციის კანონიერი და ეთიკური საქმიანობის მნიშვნელობას;
● ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებას;
● სამართლიანი სასამართლოს უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მინიმალურ გარანტიებს;
● დანაშაულის მსხვერპლთა უფლებებს მათდამი თანაგრძნობით და პატივისცემით მოპყრობაზე; კომპენსაციას და უფლებების აღდგენას;
● არასრულწლოვანთა კეთილდღეობის დაცვის მოთხოვნას, არასრულწლოვნთათვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის აცილებას, და არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების ღონისძიებებს.
11.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
დანაშაულის პრევენცია
დანაშაულის პრევენცია პოლიციის ერთ-ერთი უპირველესი ფუნქციაა. რა თქმა უნდა, უმჯობესია ადამიანები დავიცვათ დანაშაულის შედეგებისაგან, ვიდრე გამოვავლინოთ უკვე ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულებს ზიანი მიადგეთ დანაშაულებრივი ქმედებებისაგან.
ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიციის დაწესებულებათა უმრავლესობაში ფაქტობრივად გამოვლენილ დანაშაულთა პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ეს მოხსენებებშია ნაჩვენები.
დანაშაულის პრევენცია ხდება პოლიციის მიერ მისი ყველა ფუნქციის განხორციელების მეშვეობით - დანაშაულის გამოძიების, საგანგებო მდგომარეობებისას ინდივიდუალური პირებისა და საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების ჩათვლით. თუმცა, დანაშაულის თავიდან აცილება პრაქტიკულად მაშინ მიიღწევა, როდესაც ამ სფეროში გაწეული ძალისხმევა კომბინირებულია დანაშაულის პრევენციის სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან.
ამ სტრატეგიებისა და პრაქტიკის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე. პოლიციას და თვით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, არ შეუძლია დამაკმაყოფილებლად უზრუნველყოს დანაშაულობის პრევენცია საზოგადოებაში. დანაშაულის გამომწვევი მიზეზები რთული და სხვადასხვაგვარია. სოციალურ და ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებულ გამომწვევ მიზეზებს სჭირდებათ რეაგირება ამ სფეროებზე როგორც პასუხისმგებელი ორგანოებისა და დაწესებულებების (როგორც ოფიციალური, ისე ნებაყოფლობითი), ისე მთელი საზოგადოების მხრიდან.
სათანადო ოფიციალურ დაწესებულებებს მიეკუთვნებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური მომსახურების სააგენტოები, საბინაო სამსახურები და გამაჯანსაღებელი ცენტრები, რომლებიც მოცემული ადგილობრივი საზოგადოების ფარგლებში მოქმედებენ.
ნებაყოფლობით სტრუქტურებს წარმოადგენენ მობინადრეთა გაერთიანებები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და რელიგიური ორგანიზაციები.
დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ამ სახის ერთობლივი ძალისხმევა შეიძლება მიმართულ იქნეს ისეთი სახის კონტროლისა და პროფილაქტიკის საქმიანობაზე, როგორიცაა:
● საზოგადოების გათვითცნობიერება დანაშაულის თავიდან აცილებისადმი მიმართულ ღონისძიებებში; ადგილობრივი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დანაშაულის სახეები და აუცილებელი საზოგადოებრივი ღონისძიებები მათ თავიდან ასაცილებლად ან მათი ჩადენის შესაძლებლობის შესამცირებლად;
● პოტენციურ დამნაშავეთა მიერ დანაშაულის ჩადენის აცილების ღონისძიებების განხორციელება; და
● დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა.
ცხადია, რომ ასეთი ღონისძიებები მოითხოვენ მჭიდრო თანამშრომლობას პოლიციას, შესაბამის დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის. პოლიციას მოეთხოვება:
● ინფორმაციის მიწოდება დანაშაულის სახეებისა და ტენდენციების შესახებ;
● წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება დანაშაულთან ბრძოლის მათი გამოცდილების საფუძველზე;
● ასეთი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა და მათთან თანამშრომლობის კოორდინირება; და
● პოლიციის სტრატეგიები და პრაქტიკა პოლიციის სამსახურის სხვა სფეროებში წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს დანაშაულის თავიდან აცილების სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან.
ეს ნიშნავს, რომ პოლიცია:
● ფოკუსირებულია დანაშაულის თავიდან აცილების ასპექტებზე, და დანაშაულის პრევენციაზე მათზე დაკისრებული ყველა სხვა ფუნქციის განხორციელების მეშვეობით;
● აყალიბებს დანაშაულის თავიდან აცილების კონკრეტულ სტრატეგიებსა და პრაქტიკას, რომელიც სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებთან თანამშრომლობაზე და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული; და
● ხელს უწყობს ყველა ამ ელემენტის ფოკუსირებას დანაშაულის თავიდან აცილების საზოგადოებრივ ასპექტებზე.
„პრეზენტაციის ძირითადი საკითხების“ ქვესათაურში განხილულია დანაშაულის თავიდან აცილების საერთაშორისო სტანდარტები, სადაც მოცემულია ამ სფეროში თანამშრომლობასა და საზოგადოებაზე დაფუძნებული კარგი პრაქტიკა.
დანაშაულის გამოვლენა
დამოუკიდებლად ან პროკურორის ან სამართალწარმოების უფლებამოსილების მქონე გამომძიებლის კონტროლის ქვეშ მოქმედი პოლიციის ფუნქციაა აწარმოოს დანაშაულის გამოძიება, რათა სასამართლო პროცესზე განსახილველად შეაგროვოს მტკიცებულებები.
სამართალწარმოების პროცესის პირველი ნაბიჯია დანაშაულის წარმართვა გამოძიებისა და მტკიცებულებათა შეგროვების გზით, რასაც უნდა მოჰყვეს მსჯავრის დადგენა და სასჯელის შეფარდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც დამნაშავეებად იქნებიან აღიარებულნი.
ამ შედეგის მიღწევა გამოძიების ეფექტურად და კანონიერად წარმოების შემთხვევაში არის შესაძლებელი. ამ პროცესის არაეფექტურად და უკანონოდ განხორციელებისას შესაძლოა უდანაშაულო ადამიანებს დაედოთ მსჯავრი დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დამნაშავე ვერ გამოვლინდეს და დაუსჯელი დარჩეს.
რაც შეეხება პოლიციას, დანაშაულის გამოძიების საბოლოო მიზანია მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოსათვის, რათა მან გადაწყვიტოს პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანასა და სასაჯელის შეფარდებასთან პოლიცია კავშირში არ არის.
გამოძიების პროცესში ჩართულ პოლიციის ზოგიერთ მუშაკს შესაძლოა გაუჩნდეს მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ან დამნაშავეს არასათანადო სასჯელი შეუფარდა. ასეთი მოსაზრება ადვილი გასაგები იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიციის მუშაკებს გამოძიების პროცესში მონაწილეობისას მჭიდრო კონტაქტი აქვთ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებთან და დანაშაულის შედეგებთან, და აგრეთვე იმ ფაქტსაც, რომ დანაშაულთან ბრძოლის დროს ისინი გარკვეული საფრთხის წინაშე დგანან.
თუმცა, პოლიციის როლის გათვალისწინებით, მათ ეს გრძნობები არ უნდა გამოამჟღავნონ და გავლენა არ უნდა იქონიონ პოლიციის პროფესიულ შეფასებაზე. რაც მთავარია, მათ ზემოქმედება არ უნდა იქონიონ იმ გზებზე, რომლის მეშვეობითაც პოლიცია:
● ურთიერთობას აწარმოებს დანაშაულში ეჭვმიტანილ ადამიანებთან - პატივი უნდა სცენ ეჭვმიტანილთა უფლებებს, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფ ეჭვმიტანილ პირთა უფლებებს; და
● აწარმოებს დანაშაულის გამოძიებას - რომელიც უნდა იყოს ობიექტური, ეთიკურად ჰუმანური და რაც მთავარია - კანონიერი.
სამართალდაცვის მიზნებისათვის კანონის დარღვევა დაუშვებელია, რადგან იგი:
● ძირს უთხრის კანონის უზენაესობას;
● ხელყოფს ადამიანის უფლებებს;
● იწვევს მართლმსაჯულების არასწორ განხორციელებას; და
● ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას პოლიციისადმი.
უფრო მეტიც, თუ პოლიცია დანაშაულის გამოძიებისას უკანონო ან არაეთიკურ საშუალებებს იყენებს, თუ მათთვის მისაღებია ,,წესებისაგან გადახვევა“ და ,,მარტივი გზის არჩევა“, ისინი ვერ ჩამოაყალიბებენ პოლიციის სამსახურისათვის საჭირო ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა დანაშაულის ეფექტური და კანონიერი გამოძიებისათვის.
ასევე ნათელია, რომ თუ პოლიციას არა აქვს ტექნიკური უნარ-ჩვევები, დანაშაულის გამოძიებისას მეტი ალბათობითაა მოსალოდნელი მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, არაეთიკური საშუალებების გამოყენება და ადამიანის უფლებათა დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ:
● მთავრობებს და
● პოლიციის ხელმძღვანელობას
უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უზრუნველყონ პოლიციის მუშაკთა:
● ტრეინინგი საჭირო უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით;
● წახალისება, შეიმუშავონ ეს უნარ-ჩვევები მათ პრაქტიკულ საქმიანობასა და პროფესიაში;
● ზედამხედველობა და კონტროლი, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ კანონისა და ეთიკის სტანდარტებს და პატივს სცემდნენ ადამიანის უფლებებს; და
● სათანადო ანგარიშვალდებულება კანონის ან პოლიციის დისციპლინის დებულებათა წინაშე მათი ქმედებების ან გადაცდომების გამო.
ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის გამოვლენასთან დაკავშირებული უმთავრესი უფლება არის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს უფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ იგი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს ის უფლებაა, რომლის დაცვაც პოლიციას შეუძლია და ეს ის უფლებაა, რომლის დანგრევაც პოლიციას შეუძლია - მანამდეც კი, ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდეს, თუ ისინი დანაშაულის გამოძიებისას უკანონო და არაეთიკურ საშუალებებს გამოიყენებენ.
სამართლიანი სასამართლოს ძირითადი ელემენტი უდანაშაულობის პრეზუმფციაა, და იგი, ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და კანონმორჩილების მოთხოვნასთან ერთად განსაზღვრავს პოლიციის მუშაკთა ქმედებას ადამიანთა მიმართ, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირებისადმი კანონიერი, ეთიკური და ჰუმანური ქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პოლიცია მათ დაკითხვას ან მათთან გასაუბრებას აწარმოებს, რაც საგამოძიებო პროცესის ნაწილს წარმოადგენს.
პოლიციის ქმედებამ, რომელიც ამ სტანდარტებს არ შეესაბამება, შეიძლება გამოიწვიოს უდანაშაულო ადამიანების მიერ იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია და შესაძლოა თავისთავად დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენდეს.
ეჭვმიტანილთა ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური დაკითხვის სტანდარტების დაცვა პოლიციის მუშაკებისაგან მოითხოვს:
● საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაძლო მტკიცებულება შეაგროვონ ეჭვმიტანილთან გასაუბრებამდე;
● გასაუბრება დაგეგმონ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რათა მას ეფექტური სახე მისცენ;
● გასაუბრება განიხილონ როგორც უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვების და არა აღიარების მიღების საშუალება;
● გააანალიზონ ეჭვმიტანილთან გასაუბრებით მიღებული ინფორმაცია და განახორციელონ შემდგომი გამოძიება ამ ანალიზის საფუძველზე;
● ეჭვმიტანილის მიერ მიცემული ჩვენებები და აღიარება შეადარონ არსებულ მტკიცებულებებს;
● შეიმუშავონ ეფექტური გასაუბრების უნარ-ჩვევები, რომელიც აგრეთვე კანონიერი და ეთიკური უნდა იყოს;
შეიმუშავონ პროფესიულად კომპეტენტური გამომძიებლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
ესენია:
● ფარგლები, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოთა პოლიციას საშუალება აქვს ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ნებაყოფლობითობის საფუზველზე მოქმედ ორგანიზაციებსა და მთლიანად საზოგადოებასთან დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებისათვის;
● პოლიციის სამსახურის პრევენციულ ფუნქციასა და საგამოძიებო ფუნქციას შორის სათანადო ბალანსის უზრუნველყოფა. რამდენად წარმატებულია პოლიციის სამსახური გამოძიების სფეროში? არის თუ არა საჭირო მეტი რესურსებისა და ძალისხმევის მიმართვა პოლიციის სამსახურის პრევენციულ ფუნქციაზე?
● პოლიციის დაწესებულებებში ისეთი გარემოს შექმნის ან განმტკიცების აუცილებლობა, რომელიც საუკეთესო გზით შეუწყობს ხელს დანაშაულის კანონიერ და ეთიკურ გამოძიებას, და რომლისთვისაც მიუღებელი იქნება სამართალდაცვის მიზნებისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილის დაცვისათვის არსებული კანონის დარღვევა ან პროცედურული წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების იგნორირება;
● მწირი რესურსების მქონე პოლიციის დაწესებულებებისათვის რესურსების მიწოდების გაზრდის საჭიროება და ასეთი დაწესებულების ხელმძღვანელთა წახალისება განიხილონ და შეიმუშავონ ყველა შესაძლო საშუალებები, რათა თავიანთი შეზღუდული რესურსების პირობებში განახორციელონ ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახური.
11.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
დანაშაულის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები
დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტები, რომლებზეც წინამდებარე თავის შესავალშია მითითებული, ძირითადად შემდეგ ასპექტებზეა მიმართული:
● საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა დანაშაულის თავიდან აცილების სფეროში; და
● გაეროს წევრ სახელმწიფოთა დანაშაულის პრევენციული ინიციატივების ხელშეწყობა.
წინამდებარე თავში შერჩევითაა ხაზგასმული ზოგიერთი დოკუმენტის დებულებები, რათა მონაწილეებმა გაიგონ:
● დოკუმენტთა მიზნები და ფარგლები; და
● პოლიციის მუშაკებთან დაკავშირებული განსაკუთრებით საინტერესო საკითხები.
გაეროს კონგრესებს, რომლებიც დანაშაულის პრევენციასა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობის საკითხებს მიეძღვნა, სახელმწიფოთა წარმომადგენლები, დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების სპეციალისტები, მეცნიერები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონგრესებზე განიხილებოდა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ასპექტები.
მათი მიზანი იყო შეემუშავებინათ მოსაზრება, რომ დანაშაული არ შეიძლება განიმარტოს როგორც მხოლოდ უკანონო ქმედებასთან და სამართალდაცვასთან დაკავშირებული პრობლემა, არამედ აგრეთვე როგორც ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ფენომენი.
ეს მიდგომა ასახულია კონგრესებზე შემუშავებულ დოკუმენტებში, სადაც შესაბამისი სტანდარტებია ჩამოყალიბებული:
გაეროს მეოთხე კონგრესის დეკლარაცია დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობის შესახებ (1970 წ.) - სახელმწიფოებს მოუწოდებს გადადგან ეფექტური ნაბიჯები დანაშაულის პრევენციის ძალისხმევის კოორდინაციისა და გაძლიერებისათვის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონტექსტში, რაც თითოეულ სახელმწიფოს ცალ-ცალკე აქვს გათვალისწინებული.
კარაკასის დეკლარაცია (მიღებულია 1980 წელს, მეექვსე კონგრესზე) - ადასტურებს სისხლის სამართლის პოლიტიკისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარების საჭიროებას ეკონომიკური, პოლიტიკური სისტემების, სოციალური და კულტურული ღირებულებებისა და სოციალურ ცვლილებათა კონტექსტში. დანაშაულის პრევენციას იგი აკავშირებს კაცობრიობის სხვა პრობლემებთან, განსაკუთრებით სოციალურ პირობებსა და ცხოვრების დონესთან და ცდილობს გააუმჯობესოს ისინი და შეამციროს დანაშაულის სოციალური და მატერიალური ზარალი.
მის დებულებებში არის შემდეგი საკითხები:
● მნიშვნელოვანია გადაისინჯოს დანაშაულის პრევენციის ტრადიციული სტრატეგიები, რომლებიც მხოლოდ კანონიერ კრიტერიუმებზეა დაფუძნებული;
● წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაზე პასუხისმგებელი ყველა დონის ორგანოები მათი ამოცანების შესაბამის კვალიფიკაციას ფლობდნენ; და
● ოჯახი, სკოლა და შრომითი დაწესებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საზოგადოებრივი პოლიტიკისა და პოზიტიური დამოკიდებულების განვითარების ხელშეწყობაში, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას.
მთავარი სამოქმედო გეგმა (მიღებულია 1985 წელს, მეშვიდე კონგრესზე) -შეიცავს ძირითად რეკომენდაციებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დანაშაულის პრევენციის საქმიანობის გასაძლიერებლად.
გეგმაში ხაზგასმულია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და მისი დებულებები მოითხოვენ, რომ:
● სახელმწიფოებმა მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დანაშაულის პრევენციას და მართლმსაჯულების საკითხებს, inter alia, დანაშაულის აღკვეთის ეროვნული მექანიზმების განმტკიცებით და ეროვნული რესურსების უზრუნველყოფით;
● პრიორიტეტი მიენიჭოს ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას;
● მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ნარკოტიკების გადაზიდვის კონტროლისა და თანდათანობითი აღმოფხვრისათვის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად; და
● წევრმა სახელმწიფოებმა გაააქტიურონ ძალისხმევა საზოგადოების ფართო მონაწილეობისათვის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამ მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საზოგადოების ფართო ფენების განათლებას.
დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპები განვითარებისა და ახალი საერთაშორისო წესრიგის კონტექსტში (აგრეთვე მიღებულია 1985 წელს, მეშვიდე კონგრესზე) - უზრუნველყოფს მასშტაბურ სქემას დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სამომავლო კურსისათვის განვითარების მოთხოვნების კონტექსტში.
პრინციპები ითვალისწინებს თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გარემოებებს და ტრადიციებს და დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სისტემის ჰარმონიზებას სოციალური სამართლიანობის ძირითად დოქტრინასთან. პრინციპები შეიცავს შემდეგ საკითხებს:
● დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები, მათდამი მიყენებული ზარალის კომპენსაციის ჩათვლით;
● ხელი უნდა შეეწყოს და განმტკიცდეს საზოგადოების მონაწილეობა დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისადმი ჯეროვანი ყურადღების მინიჭებით; და
● უნდა განხორციელდეს მასმედიის წახალისება, რათა მან პოზიტიური წვლილი შეიტანოს საზოგადოების განათლებაში დანაშაულის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების განხორციელების თვალსაზრისით.
რეკომენდაციები საერთაშორისო თანამშრომლობისათვის განვითარების კონტექსტში დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულებისათვის (მიღებულია 1990 წელს, მერვე კონგრესზე) - მასში მოცემულია სტრატეგიები დანაშაულის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ფართო კონტექსტში და სახელმწიფოებს მოუწოდებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერონ კანონის უზენაესობის განმტკიცებით, ინდივიდთა და ჯგუფების ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვით.
დოკუმენტში კვლავ დადასტურებულია ეროვნული განვითარების დაგეგმარებაში დანაშაულის პრევენციის სტრატეგიების მნიშვნელობა.
შენიშვნა: ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი მასშტაბურ ღონისძიებებს ითვალისწინებს და ისინი დეტალური სახით არის შემუშავებული. ადამიანის უფლებათა პროგრამების მონაწილეთა მოთხოვნებიდან გამომდინარე, მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა მათი შინაარსის სრულყოფილად გააზრების მიზნით მითითება უნდა გააკეთონ მათ სრულ ტექსტზე.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტები ხაზს უსვამენ დანაშაულის თავიდან აცილებისადმი ფართო პერსპექტივით მიდგომას, ვიდრე ამას სისხლის სამართლის სისტემა ითვალისწინებს და ამ პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვას მოითხოვს.
ეს საკითხი აგრეთვე განხილულია დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით წინა ქვესათაურში (განმარტებითი კომენტარი) გაკეთებულ კომენტარში.
დანაშაულის გამოვლენის საერთაშორისო სტანდარტები
მე-2, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 თავებში დეტალურად განხილული ადამიანის უფლებათა სტანდარტების გარდა (პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკა, ძალის გამოყენება, დაპატიმრება, ჩხრეკა და თვალთვალი), დანაშაულის გამოვლენაში პოლიციის ფუნქციასთან აგრეთვე დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა შემდეგი სტანდარტები:
უდანაშაულობის პრეზუმფცია
უდანაშაულობის პრეზუმფცია - დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-11(1) მუხლით, რომელიც აცხადებს:
„ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ, რომლის დროსაც უზრუნველყოფილ იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით“.
უდანაშაულობის პრეზუმცია აგრეთვე გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით (მუხლი 14(2)); ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტიით (მუხლი 7(ბ)); ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მუხლი 8(2)); და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მუხლი 6(2)).
პოლიციის მიერ დანაშაულის გამოძიებისას, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს სრულად აქვთ მინიჭებული ეს უფლება - მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს გამომძიებელი მათ წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) პაქტის მე-14(2) მუხლზე შემუშავებულ ზოგად კომენტარში წინამდებარე თავის თემასთან დაკავშირებული შემდეგი შენიშვნები გააკეთა:
„უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალის მტკიცების ტვირთი მოდის ბრალმდებელზე, ხოლო ყოველგვარი ეჭვი ეჭვმიტანილის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. არ შეიძლება დადგინდეს დამნაშავეობა, სანამ ბრალი არ დადგინდება გონივრული ეჭვის სტანდარტის მიღმა. გარდა ამისა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ითვალისწინებს პირის უფლებას - მოექცნენ ამ პრინციპის შესაბამისად. ამრიგად, პოლიციის ორგანოების მოვალეობაა, თავი შეიკავონ სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარი განჭვრეტისაგან“.
სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-10 მუხლით:
,,ყოველ ადამიანს, მის უფლება-მოვალეობათა და მისთვის წაყენებულ სისხლის სამართლებრივ ბრალდებათა განსაზღვრისათვის, სრული თანასწორობის საფუძველზე, უფლება აქვს, მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ“.
ეს უფლება აგრეთვე დაცულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით (მუხლი 14); ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტიით (მუხლი 7); ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მუხლი 8); და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მუხლი 6).
დანაშაულის გამოვლენის პროცესში პოლიციის მიერ კანონიერად და ეთიკურად წარმოებულ გამოძიების პროცესს შეუძლია ხელი შეუწყოს სამართლიან სასამართლო განხილვას, ხოლო უკანონო და არაეთიკური გამოძიება ძირს უთხრის ამ უფლებას - თვით სასამართლოს პროცესის დაწყებამდეც.
მინიმალური გარანტიები - სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-14(3) მუხლი აყალიბებს მინიმალურ გარანტიებს, რომელიც ეძლევა პირს, რომლის მიმართაც დგინდება ნებისმიერი სახის სისხლის სამართლის ბრალდება. ზოგი მათგანი გამოძიების პროცესთანაა დაკავშირებული:
● უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე განხილვა - ნიშნავს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. ფაქტორებმა, რომლებიც პოლიციის კონტროლზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება გამოიწვიონ სასამართლო პროცესის დაყოვნება, მაგრამ პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გამოძიება არ გახდეს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი;
● დაკითხოს მოწმეები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას, ან ჰქონდეს უფლება, რომ ეს მოწმეები მისი სახელით სხვამ დაკითხოს, ასევე გამოიძახონ და დაკითხონ მისი მოწმენი იმავე პირობებით, რაც არსებობს მის წინააღმდეგ გამოსული მოწმეებისათვის, რაც ნიშნავს შემდეგს: ამ გარანტიის პირველი ნაწილი ზემოქმედებას ახდენს სასამართლო პროცესის წარმოების გზებზე, ხოლო მეორე ნაწილი გამოძიებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, პოლიციამ შეიძლება აღმოაჩინოს მოწმე, ვისაც გააჩნია მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ეჭვმიტანილის არგუმენტაციას. ამ გარანტიის შესრულების მიზნით ეჭვმიტანილ პირს საშუალება უნდა მიეცეს, დაესწროს მტკიცებულების შესწავლას და ამ მოწმის დაკითხვას.
● არავინ აიძულოს, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი დამნაშავედ აღიაროს - ეს არის გარანტია, რომელიც შეიძლება დაცულ ან ხელყოფილ იქნეს გამოძიების სტადიაზე იმ მეთოდების მეშვეობით, რომლითაც ეპყრობიან ეჭვმიტანილს, როგორც დააპტიმრებულს, აგრეთვე დაკითხვის ან გასაუბრების პროცესში. ეს საკითხები განხილულია სახელმძღვანელოს მე-9 თავში (დაპატიმრება) და წინამდებარე თავში.
იგივე მინიმალური გარანტიები დაცულია ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-8 მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტიის მე-7 მუხლი შეიცავს უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე გასამართლების უფლებას, მაგრამ არ შეიცავს ორ დანარჩენ გარანტიას.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) პაქტის მე-14 მუხლზე შემუშავებულ ზოგად კომენტარში წინამდებარე თავის თემასთან დაკავშირებული შემდეგი შენიშვნები გააკეთა:
„ქვეპუნქტი 3(ზ) უზრუნველყოფს, რომ ბრალდებული არავინ აიძულოს ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი დამნაშავედ აღიაროს. ამ გარანტიის განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს მე-7 და მე- 10(1) მუხლების დებულებები. ბრალდებულისაგან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების ან მის მიერ საკუთარი თავის დამნაშავედ აღიარების მიზნით ხშირად გამოიყენება მეთოდები, რომლებიც ამ დებულებებს არღვევენ. კანონი უნდა მოითხოვდეს, რომ ასეთი მეთოდებით ან ძალდატანების სხვა გზებით მიღებული მტკიცებულება სრულიად დაუშვებლად იქნეს ცნობილი“.
შენიშვნა: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 და მე-10(1) მუხლები კრძალავენ წამებას და მოითხოვენ პატიმართა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას. ისინი დეტალურად განხილულია ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-9 თავში (,,დაპატიმრება“). ქვემოთ მოცემულია დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვის სტანდარტები.
პირთა უფლებები დაკითხვის დროს
დაკითხვის დროს პირთა უფლებების დაცვის ღონისძიებები ჩამოყალიბებულია სამ დოკუმენტში:
დეკლარაცია ყველა პირის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპრობის ან დასჯისაგან დაცვის შესახებ, თითოეული სახელმწიფოსაგან მოითხოვს:
„სისტემატურად გადასინჯოს დაკითხვის მეთოდები და პრაქტიკა“.
თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღკვეთის მიზნით.
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს:
● უზრუნველყოფილ იქნეს წამების აკრძალვის საკითხების სწავლებისა და ინფორმაციის ჩართვა სამართალდამცავ მუშაკთა და სხვა პერსონალის ტრეინინგებში, რომლებიც ჩართულნი არიან პატიმართა ტუსაღობის, დაკითხვის ან მათდამი მოპყრობის საქმიანობაში; (მუხლი 10) და
● სისტემატურად აწარმოონ დაკითხვის წესების, ინსტრუქციების, მეთოდებისა და პრაქტიკის გადასინჯვა წამების აკრძალვის თვალსაზრისით. (მუხლი 11)
ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დაცვის ძირითადი პრინციპები აცხადებს, რომ:
● აკრძალულია დაპატიმრებული პირის მდგომარეობის გამოყენება მისგან აღიარების მიღების მიზნით, მათი იძულება საკუთარი თავის ან სხვათა წინააღმდეგ მისცენ ჩვენება;
● დაუშვებელია დაკითხვის დროს დაპატიმრებული პირის მიმართ ძალადობა, მისი დაშინება ან ისეთი საგამოძიებო მეთოდების გამოყენება, რაც ზიანს აყენებს მის შესაძლებლობებს გადაწყვეტილებასთან ან სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით; (პრინციპი 21)
● დაკითხვის ხანგრძლივობა, დაკითხვებს შორის განვლილი დროის პერიოდი, დაკითხვის მწარმოებელ პირთა და სხვა დამსწრე პირთა ვინაობა წერილობით უნდა გაფორმდეს და დამოწმდეს კანონით დადგენილი ფორმის შესაბამისად; (პრინციპი 23)
● დაპატიმრებული პირის წინააღმდეგ მტკიცებულებათა დასაშვებობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს მტკიცებულებათა მოპოვების პრინციპებთან შეუსაბამობას; (პრინციპი 27) და
● სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაპატიმრებული პირი სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებით, სანამ მის დამნაშავეობას არ დადგენს სასამართლო. (პრინციპი 36)
დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები
დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები ჩამოყალიბებულია დანაშაულისა და ძალაუფლების გადაჭარბების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის ძირითადი პრინციპების დეკლარაციაში.
მსხვერპლი პირველ მუხლში განმარტებულია, როგორც:
პირები, რომლებსაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიადგათ ზიანი, ფიზიკური ან სულიერი ტრავმის ჩათვლით, ემოციური ტანჯვა, ეკონომიკური ზარალი ან ადგილი ჰქონდა მათი ძირითადი უფლებების არსებით დარღვევას მონაწილე სახელმწიფოებში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული ქმედების შედეგად, იმ კანონების ჩათვლით, რომლებიც ძალაუფლების სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით ბოროტად გამოყენებას განსაზღვრავენ.
დეკლარაციაში ჩამოყალიბებულია დებულებები, რომლებიც მართლმსაჯულებასა და სამართლიან მოპყრობაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს:
● მსხვერპლს (დაზარალებულს) უნდა მოექცნენ თანაგრძნობით და მისი ღირსებისადმი პატივისცემით. მათ აქვთ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, და მათდამი მიყენებული ზარალის დაუყოვნებელი ანაზღაურების უფლება; (მუხლი 4)
● მსხვერპლს უნდა აცნობონ სამართალწარმოებაში მისი როლისა და ფარგლების, ვადებისა და მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; (მუხლი 6(ა))
● სამართალწარმოების შესაბამის საფეხურებზე წარმოდგენილ და განხილულ უნდა იქნეს დაზარალებულთა შეხედულებები და პრობლემები; (მუხლი 6(ბ))
● დაზარალებულებს სათანადო დახმარება უნდა გაეწიოთ სამართალდაცვის მთელი პროცესის განმავლობაში; (მუხლი 6(გ))
● დაცული უნდა იქნეს დაზარალებულთა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრება და უსაფრთხოება; (მუხლი 6(დ))
● უნდა არსებობდეს დავების გადაწყვეტის სამრთლებრივი მექანიზმები, მედიატორობის, არბიტრაჟისა და ჩვეულებითი სამართლის ან მკვიდრი მოსახლეობის პრაქტიკის ჩათვლით, რაც, შესაძლებლობის ფარგლებში, გამოყენებულ უნდა იქნეს მორიგებისა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენისათვის ხელშესაწყობად. (მუხლი 7)
დაზარალებულთათვის რესტიტუციისა (მუხლები 8-11) და კომპენსაციის (მუხლები 12-13) მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული.
პოლიციის, სამართლებრივი სისტემის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების და სხვა შესაბამის პერსონალს უნდა უტარდებოდეთ ტრეინინგები დაზარალებულთა მოთხოვნების შესახებ და უნდა ეძლეოდეთ მითითებები სათანადო და დროული დახმარების გაწევის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. (მუხლი 16)
დაზარალებულთა შესახებ დეკლარაციის დებულებები მრავალი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაშია წარმოდგენილი. ამ დებულებათა განხორციელებისათვის გადამწყვეტი როლი ენიჭება პოლიციის მუშაკთა და პოლიციის დაწესებულებათა აქტიურ ჩართვას და თანამშრომლობას.
დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა პოლიციის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და იგი დემოკრატიული პოლიციის სამსახურის ძირითად ელემენტს წარმოადგენს.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები
არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების მიზანია:
● არასრულწლოვანთა კეთილდღეობის დაცვა, რომლებსაც კანონთან აქვთ შეხება;
● არასრულწლოვანთა ადამიანის უფლებათა დაცვა;
● არასრულწლოვანთა დაცვა შეურაცხყოფის, უგულვებელყოფისა და ექსპლუატაციისაგან; და
● არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების საგანგებო ღონისძიებათა დანერგვა.
დოკუმენტები ძალზე დეტალურია. დანაშაულის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დოკუმენტის დებულებები ხაზგასმულია წინამდებარე თავის ამ ნაწილში, რათა მონაწილეებმა შეიმეცნონ:
● თავიანთი მიზნები და ამოცანები; და
● პოლიციის მუშაკების ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხები.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები (პეკინის წესები) - დეტალური დოკუმენტია, რომელიც 30 წესს შეიცავს და იგი ექვსი ნაწილისაგან შედგება: ,,ზოგადი პრინციპები“, ,,გამოძიება და დევნა“, ,,სასამართლო გადაწყვეტილება და საქმის დასრულება“, ,,მოპყრობა არაინსტიტუციურ გარემოში“, ,,მოპყრობა ინსტიტუციურ გარემოში“, და ,,კვლევა, დაგეგმვა, პოლიტიკის ფორმულირება და შეფასება“.
ნაწილი პირველი - ზოგადი პრინციპები მოიცავს 9 წესს, სადაც გათვალისწინებულია:
წესი 1 წევრი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, გააუმჯობესონ არასრულწლოვანთა კეთილდღეობა და ამ მიზნით შეიმუშავონ მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებებისა.
წესი 2 არასრულწლოვანს განმარტავს, როგორც ,,ბავშვს ან მოზარდს, შესაბამისი სამართლებრივი სისტემის საფუძველზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის გამო უნდა მოექცნენ სრულწლოვანებისაგან გასხვავებული სახით“.
წესი 5 აყალიბებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზნებს, სადაც ხაზი აქვს გასმული არასრულწლოვანთა კეთილდღეობას და იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი რეაგირება არასრულწლოვან დამნაშავეებზე ყოველთვის უნდა იყოს როგორც დამნაშავის, ისე დანაშაულის გარემოებათა პროპორციული.
წესი 6 ეხება დისკრეციას - იგი მოითხოვს დისკრეციის შესაბამის ფარგლებს, რომელიც მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე უნდა იყოს გარანტირებული, გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის, გადაწყვეტილების მიღებისა და საქმის დასრულების შემდგომი ეტაპის ჩათვლით.
წესი 7 აყალიბებს არასრულწლოვანთა უფლებებს - მოითხოვს ისეთ დამცავ მექანიზმებს, როგორიცაა:
უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალდების შეტყობინება, დუმილის უფლება, ადვოკატის უფლება, მშობლებისა და მეურვეების დასწრების უფლება, მოწმეთა საპირისპირო და ჯვარედინი დაკითხვის უფლება, მაღალ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება.
მეორე ნაწილი - გამოძიება და დევნა შემდეგ წესებს შეიცავს:
წესი 10 მოითხოვს დაკავებული არასრულწლოვანი პირის მშობლებისათვის დაკავების ფაქტის დაუყოვნებელ შეტყობინებას, მოსამართლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ არასრულწლოვანის განთავისუფლების საკითხის გაჭიანურების გარეშე განხილვას, და პოლიციის დაწესებულებასა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობისას, მისი, როგორც არასრულწლოვანის სტატუსის პატივისცემას.
წესი 11 მოითხოვს, შესაძლებლოების შემთხვევაში, არასრულწლოვან დამნაშავეების მიმართ არ განხორციელდეს სასამართლო პროცესი.
წესი 12 მოითხოვს, რომ არასრულწლოვანთა საქმეებით დაკავებული პოლიციის მუშაკები, ან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში ჩართული პირები ღებულობდნენ სათანადო ინსტრუქციებს ან გადიოდნენ სპეციალურ წვრთნას. დიდ ქალაქებში უნდა შეიქმნას სპეციალიზებული პოლიციის განყოფილებები, რომლებიც არასრულწლოვან დამნაშავეებთან და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე იმუშავებენ.
წესი 13 მოითხოვს, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ზომა და მხოლოდ შეძლებისდაგვარად უმოკლესი ვადით.
ნაწილი მესამე - სასამართლო გადაწყვეტილება და საქმის დასრულება, 9 წესს შეიცავს, რომელთა უმრავლესობა პირდაპირ კავშირში არ არის პოლიციის მუშაკებთან. მიუხედავად ამისა:
წესი 20 მოითხოვს უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებას და ყოველი კონკრეტული საქმის დასაწყისიდანვე სწრაფად წარმოებას; და
წესი 21 მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმის კონფიდენციალობის მკაცრ დაცვას. საქმის ჩანაწერებზე ხელმისაწვდომობა ასევე მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასთან, ან სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებით. ნაწილი მეოთხე - არაინსტიტუციურ გარემოში მოპყრობა, და ნაწილი მეხუთე - ინსტიტუციურ გარემოში მოპყრობა - შვიდ წესს მოიცავს. მათგან არცერთი არ არის პირდაპირ კავშირში პოლიციის მუშაკებთან, გარდა იმ სამართლებრივი სისტემებისა, სადაც პოლიციის მუშაკები შეიძლება ჩართულნი იყვნენ არასრულწლოვან დამნაშავეთა რეაბილიტაციის პროგრამებში.
მეექვსე ნაწილი - კვლევა, დაგეგმვა, პოლიტიკის ფორმულირება და შეფასება ამ თემებთან დაკავშირებულ მხოლოდ ერთ წესს შეიცავს. წესზე გაკეთებულ კომენტარში მითითებულია კვლევასა და პოლიტიკას შორის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობაზე.
გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის (ერრიადის პრინციპები) - იგი დეტალური დოკუმენტია, რომელიც 66 პრინციპს შეიცავს და შვიდი ნაწილისაგან შედგება: ,,ფუნდამენტური პრინციპები“, „პრინციპების მიზანი“, „ზოგადი პრევენცია“, „სოციალიზაციის პროცესები“, „სოციალური პოლიტიკა“, „კანონმდებლობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელება“, და „კვლევა, პოლიტიკის შემუშავება და თანამშრომლობა“.
პირველი ნაწილი - ფუნდამენტური პრინციპები, 6 პრინციპს მოიცავს, სადაც შემდეგი პრინციპებია გათვალისწინებული:
● არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია საზოგადოებაში დანაშაულის აღკვეთის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს; (პრინციპი 1)
● დანაშაულის თავიდან აცილების სტრატეგიები უნდა ითვალისწინებდნენ ბავშვის კრიმინალიზაციის თავიდან აცილებას, თუ ბავშვის მიერ ჩადენილი ქმედება სერიოზულ ზიანს არ აყენებს ბავშვს ან სხვებს; (პრინციპი 5)
● ახალგაზრდული ქცევა, რომელიც ხშირად არ შეესაბამება საზოგადოების ზოგად ნორმებს, მომწიფების ასაკისათვის არის დამახასიათებელი და ჩვეულებრივ იგი სპონტანურად გაივლის ზრდასრული ასაკის მიღწევისას. (პრინციპი 5(ე))
ნაწილი მეორე - პრინციპების მიზანი. აქ ორი პრინციპია, რომელიც აცხადებს, რომ პრინციპები უნდა განიმარტოს და განხორციელდეს:
● ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების ფართო ჭრილში; (პრინციპი 7) და
● თითოეული წევრი სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პირობების გათვალისწინებით. (პრინციპი 8)
ნაწილი მესამე - ზოგადი პრევენცია, 9 პრინციპს მოიცავს, რომლებსაც 9 ქვეპუნქტი აქვთ. საბოლო ჯამში ისინი მოითხოვენ მასშტაბურ პრევენციულ გეგმას სახელმწიფო ორგანოების ყველა დონეზე და მათში გათვალისწინებულია შემდეგი კონკრეტული მოთხოვნები:
● ხელისუფლების სხვადასხვა დონის ორგანოებს, კერძო სექტორს, საზოგადოების წარმომადგენელ მოქალაქეებს, ბავშვთა მზრუნველობის დაწესებულებებს, სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების მუშაკებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვთა დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;
● ყველა დონეზე სპეციალიზებული პერსონალის არსებობას; და
● სახელმწიფო დაწესებულებების პასუხისმგებლობისა და მომსახურების უზრუნველყოფას უსახლკარო ან მაწანწალა ბავშვებისათვის.
ნაწილი მეოთხე - სოციალიზაციის პროცესები - პრინციპებს აყალიბებს რამოდენიმე ქვესათაურით: „ოჯახი“, „განათლება“, „საზოგადოება“ და „მასმედია“, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი მოთხოვნები:
● საზოგადოებრივი მომსახურება და პროგრამები, რომელიც ახალგაზრდების სპეციალური მოთხოვნების, პრობლემებისა და ინტერესების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, და რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისათვის კონსულტაციებისა და მითითებების მიცემას; (პრინციპი 32) და
● სპეციალური დაწესებულებების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ თავშესაფარს უსახლკარო ახალგაზრდებისათვის. (პრინციპი 34)
ნაწილი მეხუთე - სოციალური პოლიტიკა - შვიდ პრინციპს შეიცავს, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი მოთხოვნები:
● სახელმწიფო ორგანოებმა მაღალი პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ გეგმებსა და პროგრამებს; (პრინციპი 45) და
● სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ პოლიტიკა, სტრატეგიები და ღონისძიებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებს გარეთ, რათა აღკვეთონ ახალგაზრდა ადამიანთა მიმართ ოჯახური ძალადობა; (პრინციპი 51)
ნაწილი მეექვსე - კანონმდებლობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელება - რვა პრინციპს შეიცავს, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი მოთხოვნები:
● ახალგაზრდა ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს ორივე სქესის სამართალდამცავ მუშაკთა გაწვრთნა და ისინი უნდა იცნობდნენ და იყენებდნენ პროგრამებსა და მიმაგრების საშუალებებს, რათა ახალგაზრდა ადამიანები აარიდონ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას; (პრინციპი 58) და
● ძალაში უნდა შევიდეს და მკაცრად სრულდებოდეს კანონმდებლობა, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს დაიცავს ნარკოტიკების მოხმარებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებისაგან. (პრინციპი 59)
ნაწილი მეშვიდე - კვლევა, პოლიტიკის შემუშავება და თანამშრომლობა - შვიდ პრინციპს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაწესებულებათა ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობას; ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას; რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობას; და კვლევების წარმოებაში თანამშრომლობას.
თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის გაეროს წესები - 87 მუხლს შეიცავს და იგი ხუთი ნაწილისაგან შედგება: „ძირითადი პერსპექტივები“, „წესების ფარგლები და გამოყენება“, „დაკავებული ან წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასულწლოვანი პირები“, „არასრულწლოვანთა დაწესებულებების მენეჯმენტი“ და „პერსონალი“. დებულებათა უმრავლესობა ეხება დაწესებულებებს, სადაც არასრულწლოვანი პირები უფრო ხანგრძლივი ვადით არიან დაპტიმრებულნი გამოსწორებისა და რეაბილიტაციის მიზნით და უფრო ნაკლებად რელევანტურია პოლიციის დაწესებულებებში პატიმრობასთან.
შესაბამისი დებულებები განხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-9 თავში, სათაურით: ,,არასრულწლოვან დაპატიმრებულ პირთა უფლებები“ (ქვესათაური - ,,ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“).
ბავშვის უფლებათა კონვენცია - შეიცავს 54 მუხლს, რომლებიც ბავშვთა ფართო დაცვას უზრუნველყოფენ.
კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად ბავშვი განმარტებულია როგორც:
„ყოველი ადამიანი 18 წლის ასაკამდე, თუ ამ ბავშვთან დაკავშირებული კანონით სრულწლოვანი ასაკი უფრო ადრე არ მიიღწევა“.
მე-3 მუხლი მოითხოვს, რომ სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებების, სასამართლოების, ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ორგანოების მიერ განხორციელებული ბავშვებთან დაკავშირებული ყველა ქმედება უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
კონვენცია გაეროს სტანდარტებს აყალიბებს ადამიანის უფლებათა სფეროში, რომლის მიზანიცაა პოზიტიური წვლილის შეტანა ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფში.
ბავშვთა დაპატიმრებასთან დაკავშირებული დებულებები განხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-9 თავში, სათაურით: „არასრულწლოვან დაპატიმრებულ პირთა უფლებები“ (ქვესათაური - „ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“).
მასში არ არის დებულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან ბავშვთა მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენციას ან გამოვლენას. მიუხედავად ამისა, ბავშვთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დებულებები იმ სოციალურ ღონისძიებათა მაგალითს წარმოადგენს, რომლებიც ზოგადად დანაშაულის თავიდან აცილებას ემსახურება. იგი მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:
● ბავშვი არ უნდა იქნეს განცალკევებული მისი მშობლებისაგან მათი სურვილის გარეშე; (მუხლი 9)
● ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ან მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლია ასეთ გარემოში დარჩენა, სახელმწიფომ განსაკუთრებული დაცვა და დახმარება უნდა აღმოუჩინოს; (მუხლი 20)
● სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაზღვევის უზრუნველყოფა; (მუხლი 26)
● ბავშვთა დაცვა ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან; (მუხლი 32)
● ბავშვთა დაცვა ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისაგან. (მუხლი 33)
კონვენცია ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი დებულებები უნდა იცოდნენ პოლიციის მუშაკებმა, რომლებიც ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ.
11.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. დანაშაულის პრევენციის რა პოლიტიკა და სტრატეგია შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად ფართო საზოგადოება?
2. რა გზებით შეუძლია პოლიციის მუშაკს თავიდან აიცილოს ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე ან განაჩენზე ეჭვმიტანილის მიმართ, რომელიც დაკითხვის ობიექტს წარმოადგენს?
3. თუ პოლიციის მუშაკს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს ჩადენილი აქვს ეს დანაშაული, რატომ უნდა გააგრძელოს პოლიციის მუშაკმა ფიქრი ეჭვმიტანილის უდანაშაულობაზე?
4. რა გზებით შეუძლია პოლიციის მიერ წარმოებულ არაეთიკურ და უკანონო გამოძიებას ზიანი მიაყენოს სამართლიანი მართლმსაჯულების უფლებას?
5. წმინდა იძულებითი ღონისძიებების გარდა, კიდევ რა ღონისძიებებით შეუძლია პოლიციას თავიდან აიცილოს არასრულწლოვანთა დანაშაული?
11.6 წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი მცირერიცხოვან ჯგუფებად და სთხოვეთ მათ განიხილონ გამომძიებლებთან და დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
გამომძიებლები ხშირად საყვედურეობენ, რომ მათ წარმოებაში მყოფი საქმეები იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ მათ საშუალება არა აქვთ გამოიყენონ ეთიკური და კანონიერი მეთოდები. იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ დატვირთვას, ისინი იძულებულნი არიან გამარტივებული გზით წარმართონ გამოძიება, „გადაუხვიონ კანონს“ და ზოგჯერ დაარღვიონ კიდეც.
პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკები პასუხისმგებელნი არიან მოაგვარონ ასეთი სიტუაციები.
1. ადამიანის უფლებების, დანაშაულის გამოძიებისა და პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობის თვალსაზრისით, რა საშიშროებას ქმნის ან საზიანო შედეგს იძლევა ასეთი სიტუაცია?
2. არსებული რესურსების ფარგლებში რა მმართველობითი ან საზედამხედველო მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს:
● საქმეების გამომძიებლებზე მიმაგრებასთან დაკავშირებით; და
● სამუშაო დატვირთვის მენეჯმენტთან დაკავშირებით
რათა განიტვირთოს სიტუაცია და თავიდან იქნეს აცილებული ზემოთ, 1-ლ პუნქტში მითითებული საშიშროება ან საზიანო შედეგი?
შემდეგ მონაწილენი კვლავ ერთად უნდა შეიკრიბონ, რათა შეადარონ და განიხილონ ჯგუფებში შემუშავებული პასუხები.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი მცირერიცხოვან ჯგუფებად და სთხოვეთ მათ განიხილონ ქვემოთ მოცემული ნაწყვეტი დოქტორ გიზლი გუდიონსონის მოხსენებიდან, რომელიც მან წარმოადგინა ორგანიზაცია ,,ბრითიშ აირიშ რაითს“ და ბელფასტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის მეირ ორგანიზებულ სემინარზე - ,,გამოძიება, აღიარება და დამატებითი მტკიცებულებები“.
ნაწყვეტის მიხედვით მონაწილეებმა უნდა განიხილონ სადისკუსიო საკითხები, ხოლო ჯგუფების მიერ შემუშავებული მოსაზრებები უნდა შეჯამდეს და განხილულ იქნეს ერთობლივ სესიაზე.
1. „ძალზე ცოტა ადამიანი იძლევა აღიარებას მხოლოდ ერთი მიზეზის გამო; იგი ძირითადად წარმოადგენს ფაქტორთა ერთობლიობას, რომელიც მათ აღიარებისაკენ უბიძგებს. თუმცა, ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ადამიანები აღიარებას იძლევიან, გახლავთ ის, რომ პოლიციისათვის ცნობილია მათ წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები და უარყოფას აზრი არა აქვს“.
2. „ეს პოლიციას საშუალებას აძლევს მანიპულირება მოახდინოს დაპატიმრებულ პირთა გრძნობებზე. თუ მათ შეუძლიათ დაარწმუნონ ვინმე, რომ აქვთ მტკიცებულება, როგორიცაა - თითის ანაბეჭდები, ისინი ხშირად ღებულობენ აღიარებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს მტკიცებულება ფაქტიურად არ გააჩნდათ“.
3. „გარდა მტკიცებულებისა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები აღიარებას იძლევიან. ეს გახლავთ შიდა ზეწოლა. კვლევების ჩატარებისას მე გამაკვირვა ადამიანთა რაოდენობამ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ სურვილი მოეთხროთ მათ მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია სექსუალურ ან ძალადობრივ დანაშაულებთან“.
4. „მესამე, არსებობს გარეშე ზეწოლა, როდესაც ადამიანები ამბობენ - ,,მე დაშინების გამო მივეცი აღიარება. პოლიცია ჩემზე მანიპულირებას ახდენდა, ისინი მაიძულებდნენ და ზემოქმედებას ახდენდნენ ჩემზე“. გარეშე ზეწოლა მხოლოდ დაკითხვა არ არის, ეს არის სატუსაღოსთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა. პოლიციის საკანში გამომწყვდევამ შესაძლოა ძლიერი სტრესი გამოიწვიოს, განსაკუთრებით დროის გაჭიანურების შედეგად“.
5. „ბოლო წლებში დაკითხვის ტექნიკა შეიცვალა. აქ სამი ფაქტორია: პოლიციის ქმედება, სატუსაღოს ფაქტორები, ფსიქოლოგიურ/ფსიქიკური ფაქტორები“. ... „თუმცა, ბოლო 30 წლის განმავლობაში თანდათანობითი ცვლილება მოხდა სასტიკი ძალადობიდან ფსიქოლოგიურ მანიპულაციებამდე, რაც უფრო დახვეწილ ფორმას წარმოადგენს“. ... „ადამიანთა აზროვნებისა და რწმენის შეცვლის ეს ტექნიკა პოლიციას საშუალებას აძლევს, ადამიანებმა აღიარონ დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ“. ... „ასეთი ფსიქოლოგიური მანიპულირება შეიძლება ძალზე საშიში აღმოჩნდეს“.
6. „პოლიციას ევალება საქმის გამოძიება. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, პოლიციას სჭირდება აღიარება. ეს გასაგებია, რამეთუ აღიარება მტკიცებულების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ მას გარკვეული საშიშროება ახლავს“. „/ზოგიერთ პოლიციის ძალებში/ ... დღეს აქცენტი გადატანილია ფაქტების დადგენაზე და არა აღიარების მიღებაზე. ეს ბევრად უკეთესი მიდგომაა, ვინაიდან, თუ პირველადი მიზანი აღიარების მიღება იქნება, ამით შესაძლოა მთელი სურათი დამახინჯდეს და /მართლმსაჯულების/ დარღვევა გამოიწვიოს“.
7. „... არის საქმეები, სადაც ეჭვგარეშე შეიძლება დადასტურდეს, რომ პირს, რომელმაც აღიარა დანაშაული, სინამდვილეში იგი არ ჩაუდენია, და სწორედ ეს გახლავთ საკითხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიკვლევთ“.
დისკუსიის საკითხები
1. ზემოაღნიშნული ნაწყვეტებიდან გამომდინარე, რა დასკვნას გააკეთებდით პოლიციისათვის მიცემული აღიარების ბუნებაზე, რომელიც ეჭვმიტანილებმა მისცეს?
2. ზემოაღნიშნული ნაწყვეტის განხილვით რა რეკომენდაციებს მისცემდით:
(ა) პოლიციის ტრეინინგისათვის დანაშაულის გამოძიების სფეროში,
(ბ) პოლიციის ტრეინინგისათვის ეჭვმიტანილებთან გასაუბრების სფეროში.
3. გაითვალისწინეთ ზემოაღნიშნული ნაწყვეტები და ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპების 21-ე და 23-ე პრინციპები და შეიმუშავეთ მოკლე ეთიკური კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციის მუშაკთა მიერ ეჭვმიტანილებთან „ეთიკურ გასაუბრებას“.
![]() |
3.2.2 თავი 12: დახმარება და მხარდაჭერა საგანგებო მდგომარეობის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
12.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
წინამდებარე სახელმძღვანელოში საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარებისა და მხარდაჭერის საკითხი იმ მოსაზრებითაა ჩართული, რომ იგი პოლიციის სამსახურის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.
ამ თავში განმარტებულია ტერმინი - „საგანგებო მდგომარეობა“, მაგრამ აქვე უნდა მივუთითოთ, რომ იგი ეხება მცირე მასშტაბის „პირად“ საგანგებო მდგომარეობას ისევე, როგორც უფრო ფართო მასშტაბურ საზოგადოებრივ საგანგებო მდგომარეობებსა და კატასტროფებს.
როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს სხვა თავებიდან ჩანს, პოლიციის მუშაკები, ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა დოკუმენტში მოიხსენებიან როგორც „სამართალდამცავი მუშაკები“. თუმცა, იმ მუშაკთა გარდა, რომლებიც მუშაობენ დაწესებულებებში, რომლებიც კონკრეტულად დანაშაულის გამოძიებით არიან დაკავებულნი, სისხლის სამართლის დაცვა არ წარმოადგენს პოლიციის მუშაკთა უმრავლესობის ყოველდღიურ მოვალეობას. პოლიცია ძირითადად დაკავებულია უფრო სხვადასხვა სახის საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირებით, ვიდრე სამართალდაცვის ფაქტიური პროცესებით.
ბუნებრივია, რომ ადამიანის უფლებათა დოკუმენტები ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ პოლიციის სამართალდაცვით საქმიანობაზე, რამეთუ ეს ის სფეროა, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევის ალბათობა დიდია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თავში განხილულია ადამიანის უფლებათა სფეროს ის განზომილებები, რომელთა იდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს პოლიციასთან კონტექსტში, ვინაიდან:
ზოგადი ფუნქციის პოლიციას ხშირად უხდება რეაგირება მოახდინოს საგანგებო მდგომარეობებზე:
ამ სფეროში პოლიციის სამსახურსა და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის კავშირი სათანადოდ არ არის შესწავლილი; და
პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარების გაწევა და მხარდაჭერა შეიძლება ძალზე პოზიტიური აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისებისათვის.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია შემდეგი სახით:
● განმარტება იმისა, თუ რა იგულისხმება ,,საგანგებო მდგომარეობაში“;
● პოლიციის რეაგირების ბუნების განხილვა საგანგებო მდგომარეობის ადგილზე; და
● საკითხების ჩამოყალიბება, რომლებიც მიუთითებენ საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციის როლის მნიშვნელობაზე დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენის კუთხით.
ჩამოთვლილია თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ზოგიერთი ძირითადი საკითხი.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში მითითება გაკეთებულია შემდეგ საკითხებზე:
● პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებისას დაუცველი ადამიანის უფლებები - პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; თვითნებური დაკავების აკრძალვა; წამების აკრძალვა; და დაპატიმრებულ პირთა უფლება ჰუმანურ მოპყრობაზე;
აქვე შეჯამებულია:
● ადამიანის უფლებები, რომლებიც დაუცველია საგანგებო მდგომარეობის დროს - სიცოცხლის უფლება; პირადი ხელშეუხებლობის უფლება; საკუთრების უფლება: ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება; ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის საჭირო სათანადო ცხოვრების დონის უფლება, სათანადო კვების, ტანისამოსისა და საცხოვრებლის უფლების ჩათვლით;
● ადამიანის უფლებათა დეკლარაციის დებულება საზოგადოებრივი წესრიგის უფლების შესახებ, რომლის პირობებშიც ხდება უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება;
● გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსის დებულებები, რომლებიც აყალიბებენ მოთხოვნებს საზოგადოების მომსახურებასთან და კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით; და
● დებულებები, რომლებიც სახელმწიფოებს ზოგიერთი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გადახვევის საშუალებას აძლევს.
12.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ადამიანის განუყოფელი ღირსების პატივისცემა; და
● საზოგადოებისადმი სამსახურის მოვალეობა.
ადამიანის ღირსების პატივისცემა - ადამიანის ყველა უფლება ადამიანთა ოჯახის წარმომდგენლებისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან გამომდინარეობენ, და პოლიციის ნებისმიერი საქმიანობა უცილობლად უნდა უჭერდეს მხარს ადამიანის ღირსებას.
საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის ღირსებას საფრთხე ექმნება ან ნადგურდება, ხოლო ადამიანის ზოგიერთი უფლება განსაკუთრებით დაუცველი ხდება. პოლიციის ქმედებას შეუძლია აღადგინოს და მხარი დაუჭიროს ადამიანურ ღირსებას, და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემა.
საზოგადოებისადმი სამსახურის მოვალეობა - აღიქმება როგორც პოლიციის სამსახურისადმი მოთხოვნა დემოკრატიულ გარემოში.
გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსში იგი ასახულია როგორც საერთაშორისო სტანდარტი. საზოგადოებისადმი სამსახურს წარმოადგენს პოლიციის ყველა ფუნქციის ჯეროვანი შესრულება, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარებისა და მხარდაჭერის ფუნქციის განხორციელება ამის ნათელი და პოზიტიური მაგალითია.
12.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
საგანგებო მდგომარეობა - არის პირობები ან სიტუაცია, რომელიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. იგი შეიძლება იყოს ნაკლებად მასშტაბური და პირადი, ან ფართომასშტაბური - რომელშიც მრავალი ადამიანია ჩართული.
პირადი საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წარმოიშვას ინდივიდუალური ტრაგედიის ან უბედური შემთხვევის შედეგად, სახლში, ან საზოგადოებრივ ადგილებში.
ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობა შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, როგორიცაა - წყალდიდობა ან მიწისძვრა, ან „ადამიანის მიერ“ გამოწვეული უბედური შემთხვევის შედეგად, როგორიცაა, მატარებლების შეჯახება ან უბედური შემთხვევები ინდუსტრიულ საწარმოებში.
პოლიცია პირადი და მასშტაბური ხასიათის საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირებას ახდენს მისი, როგორც საზოგადოების სამსახურში მყოფი ერთეულის მოვალეობიდან გამომდინარე.
გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ მოვალეობად ითვლება დახმარების გაწევა ,,საზოგადოების იმ წევრებისათვის, რომლებიც პირადი, ეკონომიური, სოციალური ან სხვა საგანგებო მდგომარეობის გამო დაუყოვნებელ დახმარებას საჭიროებენ“.
პოლიცია რეაგირებას ახდენს პირადი ან მცირე მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის დროს დაუყოვნებელი დახმარების მოთხოვნაზე:
● საგანგებო მდგომარეობაზე სწრაფი რეაგირებით;
● უზრუნველყოფს სიტუაციის აღდგენის ან გამოსწორებისათვის საჭირო მოკლევადიან, მაგრამ მნიშვნელოვან საშუალებებს, სიცოცხლის გადარჩენის საშუალებების ჩათვლით; და
● სათანადო დაწესებულებებს მიმართავს სიტუაციის აღდგენის ან გამოსწორების გრძელვადიანი საშუალებებისათვის.
პოლიცია რეაგირებას ახდენს საზოგადოებრივი ან მასშტაბური საგანგებო მდგომარეობის დროს დაუყოვნებელი დახმარების მოთხოვნაზე:
● სხვა დაწესებულებებთან ერთობლივი ქმედებით ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად;
● მდგომარეობის ადგილზე სხვა გადაუდებელი დახმარების სამსახურების საქმიანობის კოორდინირებით;
● მდგომარეობის ადგილის დაცვით სამაშველო სამუშაოებისათვის და საგანგებო მდგომარეობის მიზეზების გამოძიებისათვის;
● საგანგებო მდგომარეობის მიზეზების გამოძიების ჩატარებით ან გამოძიებისათვის დახმარების გაწევით;
● საგანგებო მდგომარეობის დროს დაღუპულთა ვინაობის დადგენით; და
● უმოკლეს დროში ნორმალური სიტუაციის აღდგენაში მონაწილეობით.
პოლიციას აგრეთვე შეუძლია გრძელვადიანი დახმარება გაუწიოს მასშტაბური სახის საგანგებო მდგომარეობის დროს დაზარალებულ პირებს - დაიცვას ისინი კარვებში ან სხვა დროებით საცხოვრებელ ადგილებში.
თემის მნიშვნელობა გამომდინარეობს:
● მისი მნიშვნელობიდან საზოგადოებისა და საზოგადოების ინდივიდუალური წევრებისათვის - საზოგადოებათა უმრავლესობაში პოლიციის დაწესებულება ერთადერთია, რომელიც გაწვრთნილი და აღჭურვილია და მუდმივ მზადყოფნაშია, რეაგირება მოახდინოს, საწყის სტადიაზე მაინც, ნებისმიერი სახის საგანგებო მდგომარეობაზე;
● პოლიციის დროისა და სხვა რესურსებისაგან, რომელიც განკუთვნილია საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირებისათვის - იგი აღემატება იმ დროსა და რესურსებს, რომელიც პოლიციის დაწესებულებათა უმრავლესობაში განკუთვნილია სამართალდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების ფუნქციების განსახორციელებლად;
● საზოგადოებასთან პოლიციის ურთიერთობის თვალსაზრისით მომსახურების ამ ფუნქციის ძალზე პოზიტიური ბუნებიდან - პოლიციას პატივს სცემენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ამოცანების განხორციელებისათვის, როდესაც ინდივიდუალურ პირებს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
● ერთ-ერთი მიზეზი პოლიციის მიერ ამ ფუნქციის განხორციელებისა გახლავთ ის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობისას მათ შეუძლიათ ინდივიდებისაგან მოითხოვონ კონკრეტული რეაგირება და მოთხოვნის შესაძლებლობას ხაზს უსვამს მათ მიერ ძალის გამოყენების უფლებამოსილება.
● საგანგებო მდგომარეობის დროს ეფექტური მოქმედებისათვის პოლიციას აგრეთვე შეუძლია განახორციელოს მისი სამართალდაცვითი და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების ფუნქცია, და ამრიგად გამოიყენოს ამ ფუნქციათა შესრულებისათვის საჭირო სხვა უფლებამოსილებები;
● საგანგებო მდგომარეობის დროს დაუცველი ხდება მთელი რიგი ადამიანის უფლებებისა, რომლებიც ჩვეულებრივ პოლიციის ფუნქციასთან არ არის დაკავშირებული;
● პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობაზე პოზიტიური გავლენა საგანგებო მდგომარეობებზე ეფექტურ, ქმედით და ჰუმანურ რეაგირებაზეა დამოკიდებული.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს შემდეგს:
● ფართომასშტაბურ საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირებისათვის გაუთვალისწინებელ შემთხვევათა გეგმების შემუშავება, მუდმივი განახლება და ტესტირება;
● გეგმების სათანადო განხორციელებისათვის პერსონალის წვრთნა და ვარჯიში;
● პერსონალის წვრთნა, რათა ამაღლდეს ინფორმირებულობა უფრო ფართო საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციის ქმედებასთან - მაგალითად, ადამიანის უფლებათა საკითხები, და მცირე და მასშტაბური საგანგებო მდგომარეობის დროს დაზარალებულთა მოთხოვნები და მგრძნობელობა;
● საგანგებო მდგომარეობის დროს განსაკუთრებული სტრესის ქვეშ მყოფი პოლიციის მუშაკებისათვის სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის მხარდამჭერი სამსახურები, პოსტ-ტრავმული სტრესის მოხსნის საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით.
12.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები ეხება ადამიანის უფლებებს, რომლებიც დაუცველი ხდება:
● პოლიციის მიერ ძალაუფლების განხორციელების გამო, ან
● საგანგებო მდგომარეობის პირობების გამო, რომლებიც მათზე ზეგავლენას ახდენენ.
ამ ქვესათაურში განხილული სხვა შესაბამისი სტანდარტები ეხება შემდეგ საკითხებს:
● იმ პირობათა ზოგადი ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია უფლებათა განხორციელება;
● პოლიციის მოვალეობა, ემსახუროს საზოგადოებას; და
● დებულებები, რომლებიც სახელმწიფოებს სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გადახვევის უფლებას აძლევენ.
უფლებები, რომლებიც დაუცველი ხდება პოლიციის ძალაუფლების განხორციელების შედეგად
პოლიციის მიერ ძალის გამოყენების, დაკავებისა და დაპატიმრების უფლებამოსილების განხორცილება განხილულია ამ სახელმძღვანელოს მე-7, მე-8 და მე-9 თავებში. ამ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხდება დარღვევა მთელი რიგი ადამიანის ძირითადი უფლებებისა.
სათანადო უფლებებთან და აკრძალვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციისათვის მითითება შეიძლება გაკეთდეს მე-7, მე-8 და მე-9 თავებზე და იმ დოკუმენტებზე, რომლებიც მათ შეიცავენ. ეს უფლებები და აკრძალვებია:
● პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
● თვითნებური დაკავების აკრძალვა;
● წამების აკრძალვა; და
● დაპატიმრებულ პირთა უფლება ჰუმანურ მოპყრობაზე.
როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს საჭიროა ძალის გამოყენების, დაკავებისა და დაპატიმრების კანონიერი უფლებამოსილების განხორციელება - პოლიცია კვლავ ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს, რომლებზეც გავლენას ახდენს ამ უფლებამოსილებათა განხორციელება.
მაშინაც კი, როდესაც ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილი პირობები საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს და სახელმწიფო ახორციელებს გადახვევას მისი სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან - ეს ძირითადი უფლებები მაინც უნდა იქნეს დაცული.
შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია მოკლე რეზიუმე სახელმწიფოთა უფლების შესახებ საგანგებო მდგომარეობის დროს დებულებებიდან გადახვასთან დაკავშირებით.
უფლებები, რომლებიც დაუცველი ხდება საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილი პირობების გამო.
საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა კატეგორიის უმრავლეს უფლებათა დარღვევის საშიშროება, თუმცა, ქვემოთ განხილული უფლებები განსაკუთრებით დაუცველი ხდება საგანგებო მდგომარეობის დროს, ისინი ასევე მგრძნობიარენი არიან დაცვის ან დარღვევისადმი პოლიციის მხრიდან ან მათი საქმიანობის შედეგად.
სიცოცხლის უფლება
ეს უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით და იმ ხელშეკრულებათა მუხლებით, რომლებიც ჩამოთვლილია მე-7 თავის მე-4 ქვესათაურში - „ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“.
პოლიციის სამსახური პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს სიცოცხლის უფლების დაცვაში:
● სამართალდაცვის ფუნქციით - მაგალითად, სიცოცხლის უკანონო მოსპობის პრევენციით და გამოვლენით;
● საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით - მაგალითად, სიცოცხლისათვის საშიში არეულობების თავიდან აცილებითა და აღკვეთით; და
● საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფით - მაგალითად, სიცოცხლის გადარჩენის ღონისძიებათა დაუყოვნებელი განხორციელებით, ან სამაშველო სამსახურების კოორდინირებით ან მათდამი დახმარების აღმოჩენით.
პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებისას სიცოცხლის უფლების პატივისცემის მოთხოვნის შესახებ ზემოთ არის მითითებული.
პირადი ცხოვრების უფლება
ინდივიდის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელსა და კორესპონდენციაში თვითნებური ჩარევა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლითაა აკრძალული.
მსგავსი ფორმულირებით პირადი ცხოვრება დაცულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (მუხლი 17); ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 11) და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (მუხლი 8); თუმცა
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ეს უფლება შეზღუდულია პირად ცხოვრებაში ჩარევის ნებართვით, როცა:
● იგი ხორციელდება კანონის შესაბამისად; და
● აუცილებლობას წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის დასაცავად ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ყველა ეს გამონაკლისი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგანგებო მდგომარეობის დროს.
გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსი (მუხლი 4) სამართალდამცავი მუშაკებისაგან მოითხოვს პატივი სცენ საიდუმლო ხასიათის საკითხთა კონფიდენციალობას, რომელიც მათ გააჩნიათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
● ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ; ან
● მართლმსაჯულების ინტერესები მკაცრად მოითხოვენ ამას.
ცხადია, რომ ინდივიდებისათვის დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფისას:
● ადამიანთა პირადი ტრაგედიების ან უბედური შემთხვევების დროს: ან
● მასშტაბური საგანგებო მდგომარეობების ან ბუნებრივი კატაკლიზმების დროს
პოლიციისათვის შესაძლოა ცნობილი გახდეს ძალზე პირადი ხასიათის ინფორმაცია, რომელთა საიდუმლოებაც დაცული უნდა იქნეს.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული უფლებები, მოთხოვნები და აკრძალვები აგრეთვე განხილულია ამ სახელმძღვანელოს მეათე თავში - ,,ჩხრეკა და თვალთვალი“.
ქონების ფლობის უფლება
ქონების ფლობის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე 17 მუხლით, რომელიც აგრეთვე კრძალავს ქონების თვითნებურ ჩამორთმევას.
სხვადასხვაგვარი ფორმულირებით ეს უფლება აგრეთვე დაცულია ადამიანისა და ხალხთა უფლებათა აფრიკულ ქარტიაში (მუხლი 14); ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 21); და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველ ოქმში (მუხლი 1).
ამ უფლებაზე შეზღუდვებს სამი რეგიონალური დოკუმენტი აწესებს:
● „საზოგადოების მოთხოვნის ინტერესებიდან ან საზოგადოების ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე“ (აფრიკული ქარტია);
● „საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“ (ამერიკული კონვენცია) და
● „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ (ევროპული კონვენცია).
საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია, რომ საზოგადოების ინტერესებში შედიოდეს ამ უფლების შეზღუდვა, მაგალითად ისეთი მოთხოვნით, როგორიცაა:
● სატრანსპორტო საშუალებები სასწრაფო ტრანსპორტირებისათვის; ან
● შენობები დაზარალებულთა განსათავსებლად.
თუმცა, ქონების ფლობის უფლების შეზღუდვა ყოველთვის უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად.
აქ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც პოლიციის სამსახურთანაა დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დროს. ინდივიდის საკუთრების მოპარვის საშიშროება იზრდება მცირე ან მასშტაბური საგანგებო მდგომარეობების დროს, როდესაც ადგილი აქვს მარადიორობას.
პოლიციის მიერ საკუთრების დაცვა და ძარცვის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დასაცავად.
ოჯახის დაცვის უფლება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აცხადებს, რომ ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ. (მუხლი 16.3)
ოჯახის დაცვის უფლება სხვადასხვა ფორმულირებით აღიარებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (მუხლი 23); ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ ქარტიაში (მუხლი 18); და ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 17).
ბავშვის უფლებათა კონვენცია მოითხოვს:
● მონაწილე სახელმწიფოებმა უზრუნველყონ, რომ ბავშვი არ იყოს განცალკევებული მშობლებისაგან მათი სურვილის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების პროცედურების შესაბამისად მიიჩნევენ, რომ ასეთი განცალკევება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს; (მუხლი 9) და
● ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოწყვეტილია მის ოჯახურ გარემოს, მინიჭებული ჰქონდეს განაკუთრებული დაცვისა და დახმარების უფლება სახელმწიფოს მხრიდან. (მუხლი 20)
პოლიციას შეუძლია სხვადასხვა გზით მხარი დაუჭიროს ოჯახურ ცხოვრებას და ბავშვის განსაკუთრებულ უფლებებს:
მაგალითად, მცირე მასშტაბის საგანგებო მდგომარეობების დროს, მას შეუძლია თავდაპირველი რეაგირება მოახდინოს ინდივიდუალურ უბედურ შემთხვევებზე, რთულ სიტუაციებზე ან ტრაგედიებზე, ხოლო შემდგომ საქმე გადასცეს სათანადო სამედიცინო, სოციალურ ან საყოფაცხოვრებო სამსახურებს.
ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობის დროს მას შეუძლია დახმარება გაუწიოს ოჯახის წევრებს იყვნენ ერთად, ან დაეხმარონ დაწესებულებებს, რომლებიც დაკარგულ პირთა ძებნას ახორციელებენ ოჯახების გამთლიანების მიზნით, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობები ოჯახის წევრთა ერთმანეთისაგან დაცილებას იწვევს.
ცხოვრების სათანადო დონის უფლება
ცხოვრების სათანადო დონის უფლება, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, საკვების, ტანისამოსის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია დაცული. (მუხლი 25)
ეს უფლება მსგავსი სახით დაცულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით (მუხლი 11), რომელიც პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს სათანადო ნაბიჯები გადადგან ამ უფლების განსახორციელებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დებულებები უზრუნველყოფენ ამ უფლებით მუდმივ და გრძელვადიან სარგებლობას, მაგალითად საკვები პროდუქტების წარმოების, შენახვისა და განაწილების გაუმჯობესების გზით, კატასტროფების ან კრიზისების შემთხვევისთვის ალბათ საჭიროა პირდაპირი დებულება პირველადი მოხმარების საგნებთან დაკავშირებით, როგორიცაა საკვები, როდესაც რაიმე სხვა საშუალება არ არსებობს.
ასეთი პირდაპირი დებულების არარსებობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ამ დოკუმენტების მიმართ.
საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციას შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ უფლების უზრუნველყოფაში:
● განსაზღვროს ინდივიდუალური პირები ან ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ დახმარების იმ განსაკუთრებულ ფორმებს, რომლებზეც ამ დოკუმენტებშია მითითებული; და
● დაეხმარონ საჭირო საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.
ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტის უფლება
უფლება, რომელიც დაცულია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს გადადგან ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ეპიდემიურ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, სამკურნალოდ და კონტროლისათვის.
ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტიის მე-16 მუხლი ასევე აყალიბებს თითოეული პირის ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტის უფლებას და მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს სათანადო ზომები მიიღონ მათი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად და ავადმყოფობის დროს სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.
ამ მოთხოვნებმა შესაძლოა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინონ საგანგებო მდგომარეობებისა და კატასტროფების დროს, ხოლო პოლიცია შეიძლება იყოს პოზიტიური ძალა საჭირო ღონისძიებების განხორციელებისას, მაგალითად:
● დახმარებას გაუწევს სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების გადაადგილებას; და
● აღასრულებს კანონიერ ღონისძიებებს მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად, რომელიც საჭიროა დაავადებათა თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკისათვის.
სხვა შესაბამისი სტანდარტები
საერთო პირობების უფლება, რომლის დროსაც შესაძლებელია უფლებათა განხორციელება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 28) აცხადებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს ისეთი სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა სრული განხორციელება.
პოლიციის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფაში, რომელიც ყველა კატეგორიის უფლებებით სარგებლობისთვისაა აუცილებელი.
როდესაც ეს წესრიგი დარღვეულია ან შეფერხებულია საგანგებო მდგომარეობის შედეგად, პოლიციას შეუძლია:
● წვლილი შეიტანოს ზოგიერთი ძირითადი უფლების განხორციელებაში, და ზოგიერთ უფლებათა უზრუნველყოფაში, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან საგანგებო მდგომარეობის დროს (იხ. ზემოთ); და
● წვლილი შეიტანოს წესრიგის აღდგენაში, რისი უფლებაც ყველას აქვს, რათა შესაძლებელი იქნეს უფლებათა სრული სპექტრის განხორციელება.
პოლიციის მოვალეობა ემსახუროს საზოგადოებას
გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსის საფუძველზე (მუხლი 1) სამართალდამცავ მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერ დროს შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა:
● ემსახურონ საზოგადოებას; და
● დაიცვან თითოეული პირი უკანონო ქმედებისაგან
პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის შესაბამისად, რომელსაც მათი პროფესია მოითხოვს.
პირველი მუხლის კომენტარის (გ) პუნქტში ნათქვამია, რომ საზოგადოებისადმი სამსახური მოიცავს:
დახმარების სამსახურის გაწევას საზოგადოების იმ წევრებისათვის, ვინც პირადი, ეკონომიკური ან სხვა საგანგებო მიზეზების გამო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
თუ „საზოგადოებისათვის სამსახურის გაწევა“ პოლიციას საგანგებო მდგომარეობების დროს ეხება, აქ მითითებული სხვა მოვალეობები, როგორიცაა „ყოველი ადამიანის დაცვა უკანონო ქმედებებისაგან“, პოლიციის სამსახურის უდიდესი მნიშვნელობის ფუნქციაა ნებისმიერ დროს.
ამ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული ტრეინინგის პროგრამათა მიზნებისათვის საზოგადოებისათვის მომსახურების გაწევის მოვალეობა განხილულ უნდა იქნეს ადამიანის ღირსების პატივისცემისა და თითოეული პირის ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვასთან კავშირში.
ეს მოვალეობა აგრეთვე ჩამოყალიბებულია გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსში (მუხლი 2).
საგანგებო მდგომარეობის დროს გადახვევის ღონისძიებები
ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებში აღიარებული და ნებადართულია შეზღუდვების საჭიროება საგანგებო მდგომარეობის დროს.
გადახვევის ღონისძიებები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ პოლიციის სამსახურზე, ჩვეულებრივ დაკავშირებულნი არიან პოლიციის სამსახურთან არეულობის ან დაძაბულობის დროს. ამ ღონისძიებათა სტანდარტები უფრო დაწვრილებით განხილულია წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-13 თავში.
თუმცა, მიზანშეწონილია მათზე მოკლე მითითება გაკეთდეს ამ თავშიც, ვინაიდან, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ისინი შესაძლოა გამოიყენონ უფრო სერიოზული სახის საგანგებო მდგომარეობების დროსაც, რაზედაც წინამდებარე თავშია საუბარი, მაგალითად:
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი მიუთითებს „საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც ერის სიცოცხლეს ემუქრება“; (მუხლი 4)
● ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია მიუთითებს ,,ომიანობის მდგომარეობაზე, საზოგადოების წინაშე არსებულ საფრთხესა და სხვა საგანგებო მდგომარეობებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მონაწილე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას“; (მუხლი 27) და
● ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მიუთითებს „ომის ან სხვა საგანგებო სიტუაციაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს“. (მუხლი 15)
გარდა ამისა, ზოგიერთი სხვა სერიოზული „ბუნებრივი“ თუ „ადამიანის მიერ გამოწვეული“ კატასტროფების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგს. ასეთ შემთხვევებში ძალზე სასურველია, რომ სახელმწიფოებმა მიიღონ ზოგიერთი სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გადახვევის ზომები.
ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან არცერთი არ იძლევა გადახვევის უფლებას მთელი რიგი მუხლებიდან, მათ შორისაა:
● სიცოცხლის დაცვის უფლება; და
● წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა.
12.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რა გზებით ითვალისწინებს ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობებისათვის საგანგებო გეგმების განვითარება, განახლება და შემოწმება საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაზარალებულთა და სხვა პირთა ადამიანის უფლებათა დაცვას?
2. როგორ შეუძლია პოლიციის პერსონალის ტრეინინგს აამაღლოს ცნობიერება უფრო ფართო საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის ქმედებასთან საგანგებო მდგომარების დროს - მაგალითად ადამიანის უფლებათა საკითხებზე?
3. დაზარალებულთა რა სპეციალური მოთხოვნები და მგრძნობელობაა დამახასიათებელი ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობებისათვის, და რით განსხვავდებიან ისინი (თუ საერთოდ განსხვავდებიან) არეულობისა და დაძაბულობის, ან დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნებისა და მგრძნობელობისაგან?
4. რა ზომები უნდა მიიღონ პოლიციის დაწესებულებათა მეთაურებმა ან მენეჯერებმა სტრესული აშლილობის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ადგილი აქვს პოლიციის მუშაკებში განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციების წინაღმდეგ ბრძოლის დროს, ან მათ შესამსუბუქებლად, როდესაც სტრესული აშლილობა უკვე სახეზეა?
5. მოიყვანეთ რამოდენიმე მაგალითი იმ საშულებების შესახებ, რომლითაც პოლიციას შეუძლია ხელი შეუწყოს ოჯახური ცხოვრების, კვებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობის დროს.
12.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სავარჯიშო მოსაზრებათა შესამუშავებლად
ჩაატარეთ სავარჯიშო, სადაც მონაწილენი განიხილავენ ქვემოთ მოყვანილ ამოცანებს, რომელშიც ფართომასშტაბური საგანგებო მდგომარეობის დროს ჩართულნი უნდა იქნენ პოლიციის მუშაკები და სთხოვეთ მათ განსაზღვრონ:
● სხვა დამატებითი ამოცანები, რომელთა შესრულებაც უნდა დაევალოთ პოლიციის მუშაკებს ასეთი სიტუაციის დროს; და
● ამ ამოცანებთან დაკავშირებული ადამიანის ყველა უფლება, მაგალითად ისინი, რომლებიც ჩამონათვალშია მოცემული და ის დამატებითი ამოცანები, რომლებიც მონაწილეებმა თავად განსაზღვრეს.
ამოცანათა ჩამონათვალი:
● ყველა სახის საგანგებო სამსახურების რეაგირების კოორდინაცია;
● იმ დაზარალებულთა ვინაობისა და სხვა მონაცემების ჩანაწერთა წარმოება, რომლებიც სამედიცინო მკურნალობას გადიან (მაგ. „დაზარალებულთა ბიუროს“ საქმიანობის წარმართვა);
● ინციდენტის ადგილის ჩხრეკა (დათვალიერება);
● დაღუპულთა ვინაობის დადგენა;
● საგანგებო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების გამოძიება;
● კონტაქტების დამყარება სხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
● პოლიციის მუშაკთა კეთილდღეობა და მორალი;
● მიმღები ცენტრების მენეჯმენტი და ევაკუირებულთა და დაჭრილთა დროებითი განთავსება.
როლების გათამაშების სავარჯიშო
1. სავარჯიშოს მიზანი
ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების შემოწმებისა და ანალიზის ხელშეწყობა.
მონაწილეთა ყურადღების მიპყრობა საგანგებო მდგომარების დროს დახმარებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული მნიშვნელობისადმი.
ამ სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.
2. აღწერა
წითელი ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა მოემზადებინა საგანგებო მდგომარეობების დროს დახმარებისა და მხარდაჭერის სტრატეგიული გეგმა და თავიანთ ოფისში მოეწვია პოლიციის, მეხანძრეთა და პარამედიკოსთა წარმომადგენლები, რათა განეხილათ ამ გეგმის სტრუქტურა, აგრეთვე კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობათა განაწილების საკითხი.
3. დავალებების განაწილება
როლების გათამაშების მიზნით უნდა შეიქმნას ოთხი სხვადასხვა ჯგუფი:
ჯგუფი 1: წითელი ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები;
ჯგუფი 2: წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები;
ჯგუფი 3: წითელი ქალაქის სახანძრო რაზმის წარმომადგენლები;
ჯგუფი 4: წითელი ქალაქის პარამედიკოსთა წარმომადგენლები.
როლების გათამაშების მიზანია, შეიქმნას სტრატეგიული გეგმის სქემა საგანგებო მდგომარეობების დროს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. ჯგუფებმა უნდა გადაჭრან ქვემოთ მოცემული საკითხები.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს თავისი არგუმენტები, რომლებიც დაფუძნებული იქნება თემასთან დაკავშირებულ შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს იმ დაწესებულებათა სპეციფიური ინტერესები და მოთხოვნები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
ძირითადი კითხვები:
1. რა მნიშვნელობა აქვს ტერმინს - „საგანგებო მდგომარეობები“ ამ სტრატეგიული გეგმის მიზნებისათვის?
2. თუ გავითვალისწინებთ საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რა გავლენას ახდენენ ისინი გეგმაზე და როგორ შეიძლება ისინი ავსახოთ ამ გეგმაში?
3. როგორ უნდა გადაიჭრას სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინაციის პრობლემა?
4. რომელმა სახელისუფლებო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს სტრატეგიული გეგმის ამოქმედების საკითხი, როდესაც წარმოიშვება 1-ლი პუნქტით განმარტებული სიტუაცია?
5. რა ძირითადი როლი ეკისრება თითოეულ მონაწილე დაწესებულებას საგანგებო მდგომარეობის დროს?
6. როგორ უნდა მოემზადონ სხვადასხვა ორგანიზაციათა მუშაკები საგანგებო მდგომარეობის დროს მათი სამომავლო თანამშრომლობისათვის?
4. როლების გათამაშება და მედიატორობა
მას შემდეგ, რაც ჯგუფები თავიანთ არგუმენტებს მოამზადებენ, დაიწყება როლების გათამაშება. მედიატორმა კონცენტრირება უნდა მოახდინოს ძირითად კითხვებზე და ხელი შეუწყოს მათ გარშემო დისკუსიის განვითარებას.
საჭიროების შემთხვევაში მედიატორმა შეკითხვები უნდა დასვას სხვადასხვა ჯგუფების მიერ შემოთავაზებული ვარიანტების ან გადაწყვეტილებების გარშემო, რითაც ხელს შეუწყობს დისკუსიის განვითარებას.
საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარებისა და მხარდაჭერის სტრატეგიული გეგმის სქემა როლების გათამაშების სავარჯიშოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
5. გამოხმაურება
როლების გათამაშების დასრულების შემდეგ მედიატორმა უნდა შეაჯამოს:
● დისკუსიის შედეგად მიღებული ძირითადი შედეგები; და
● სტრატეგიული გეგმის სქემა, ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ფორმულირებათა საფუძველზე.
ამის შემდეგ მედიატორი სთხოვს მონაწილეებს თავიანთი აზრი გამოთქვან და შეაფასონ ეს კონკრეტული სავარჯიშო.
და ბოლოს, მედიატორი მიუთითებს იმ დოკუმენტებსა და დებულებებზე, რომლებიც უფრო დეტალურ განხილვას მოითხოვენ და მონაწილეებთან ერთად განიხილავს მათი იმპლემენტაციის სხვადასხვა გზებს.
![]() |
3.2.3 თავი 13: პოლიციის სამსახური არეულობისა და დაძაბულობის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
13.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
ამ თემის დამაკმაყოფილებლად განხილვის მიზნით საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ზოგიერთი პრინციპი და დებულება, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში მოცემულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარების, პრინციპებისა და მიზნების მოკლე მიმოხილვა. გაკეთებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შედარებითი ანალიზი. თემის ბუნება განხილულია კონფლიქტის კატეგორიებისა და „საერთაშორისო ხასიათის არეულობისა“ და „დაძაბულობის“ ტერმინების განმარტებით, აგრეთვე პირთა კატეგორიების აღწერით, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით არიან აღიარებულნი.
თემის მნიშვნელობა განხილულია პოლიციის ფუნდამენტურ ფუნქციებთან კავშირში - შეინარჩუნონ და აღადგინონ წესრიგი.
ჩამოთვლილია სამართალდაცვის ძირითადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის სამსახურთან შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში მოკლედაა განხილული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისი პრინციპები და დებულებები.
კონკრეტულად აქ მითითება გაკეთებულია ჟენევის 1949 წლის კონვენციების მე-3 მუხლზე, რომელიც საერთოა ყველა კონვენციისათვის და ამ კონვენციათა 1977 წლის II დამატებით ოქმზე - რომელთა მიზანიცაა არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების ან სამოქალაქო ომების დარეგულირება.
ისეთი კონფლიქტების განხილვისას, რომლებიც შეიარაღებულ სამხედრო კონფლიქტებში არ გადაიზრდებიან (ანუ რასაც შიდა არეულობას უწოდებენ), ამ ტექსტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ შემდეგი მიზეზების გამო:
● ზოგიერთი შიდა არეულობის ინტენსიურობა და სერიოზულობა იმგვარია, რომ შეიძლება ისინი ვერც გავარჩიოთ შეიარაღებული კონფლიქტისაგან;
● ისეთი არეულობის დროს, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე დგას, გარკვეულ გარემოებებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები და დებულებები მსხვერპლს დაცვის უკეთეს მექანიზმებს ანიჭებს, ვიდრე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დებულებები და პრინციპები, ვინაიდან ისინი ფოკუსირებულნი არიან მსხვერპლის ფაქტობრივ მდგომარეობაზე;
● პოლიციის სამსახურის კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს შიდა არეულობის ნებისმიერ სიტუაციაში ჰუმანიტარული პრინციპების გამოყენებას.
ადამიანის ის უფლებები, რომლებიც განსაკურებით დაუცველი ხდება შიდა არეულობისა და დაძაბულობის დროს, განსაზღვრულია სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითად პრინციპებში, რომლებიც ყველაზე უფრო შეესაბამებიან ასეთ სიტუაციებს.
ასევე ახსნილია ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების დებულებები, რომლებიც სახელმწიფოებს სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გადახვევის უფლებას აძლევენ.
13.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ძალის გამოყენებამდე არაძალადობრივ საშუალებათა გამოყენების მოთხოვნა;
● ძალის გამოყენებისას აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპები;
● არეულობების დროს დაჭრილთა და ავადმყოფთა შეკრება და მათზე მზრუნველობა; და დაკარგულ პირთა ძებნა; და
● ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსების პატივისცემა და ყველა პირის მიმართ ჰუმანური მოპყრობის მოთხოვნა.
შეირაღებული კონფქლიტის სიტუაციისაგან განსხვავებით -
სადაც სამხედრო პერსონალი თავისი საბრძოლო სტატუსის შესაბამისად სხვა მებრძოლთა (რომლებიც მტერს წარმოადგენენ) დამარცხების მიზნით მათ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული,
შიდა არეულობის სიტუაცია ისეთი სიტუაციაა -
სადაც სამოქალაქო პოლიციის მუშაკები, წესრიგის აღდგენის მიზნით, წინაღმდეგობას უწევენ სხვა სამოქალაქო პირებს (რომლებიც მათთვის მტერს არ წარმოადგენენ).
13.3. განმარტებითი კომენტარი
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (მას აგრეთვე უწოდებენ შეიარაღებული კონფლიქტის სამართალს) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო საჯარო სამართლის შტოებს წარმოადგენენ.
ის ფაქტი, რომ ისინი სამართლის განსხვავებულ სისტემებს წარმოადგენენ, მათი ისტორიული განვითარებითა და გამოყენების სფეროებითაა განპირობებული, მაგრამ ორივე ითვალისწინებს:
● ქცევისა და მოპყრობის მინიმალური სტანდარტების დაცვას სხვადასხვა სიტუაციების დროს; და
● ინდივიდუალურ პირთა უფლებებსა და ინდივიდთა დაცვას.
განვითარება, პრინციპები და მიზნები
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის ეს შტო თავისი თანამედროვე სახით არც ისე დიდი ხნის წინ განვითარდა, მისი ფესვები უძველესი დროიდან მოდის, როდესაც, მაგალითად, სამხედრო მეთაურები ზოგჯერ ბრძანებდნენ, რომ შეეწყალებინათ მტრის მებრძოლები, ხოლო მტრის სამოქალაქო მოსახლეობას ჰუმანურად მოქცეოდნენ.
ამ სახის პრაქტიკამ მოგვიანებით ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის სახე მიიღო, რომლის პატივისცემაც სავალდებულოა კონფლიქტში ჩართული მხარეებისათვის.
ძირითად ჩვეულებით პრინციპს წარმოადგენს:
მეომარი მხარის მიერ მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანის საშუალებები შეუზღუდავი არ არის.
ამ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს შემდეგი პრინციპები:
● პროპორციულობა (მაგ. მეომრებმა, რომლებიც კანონიერი სამხედრო მიზნის მიღწევისათვის ახორციელებენ ქმედებას, უნდა გაითვალისწინონ სამოქალაქო პირები, რომლებიც სამიზნეს არ წარმოადგენენ); და
● დისკრიმინაცია (მაგ. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მეთოდების, იარაღისა და სამიზნეების შერჩევა).
● შეიარაღებული კონფქლიტის სამართალი მოიცავს სახელშეკრულებო ნორმათა ორ კრებულს:
● „ჰააგის სამართალს“; და
● „ჟენევის სამართალს“
და აგრეთვე ჩვეულებითი წესების მთელ წყებას, რომლებიც ზემოაღწერილ პრინციპებზეა დაფუძნებული.
სახელშკრულებო სამართლის ორ მიმართულებას შორის შემდეგი განსხვავებაა:
● ჰააგის სამართალი არეგულირებს საბრძოლო მოქმედებების დროს ომის წარმოების დასაშვებ საშუალებებსა და მეთოდებს; ხოლო
● ჟენევის სამართალი არეგულირებს ომის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს.
დღეისათვის ფაქტიურად ეს განსხვავება ძალზე ნიშანდობლივი არ არის, რამეთუ უფრო გვიანი პერიოდის სახელშეკრულებო დებულებები ორივე მიმართულებას ფარავენ - მაგალითად, 1949 წლის ჟენევის კონვენციების 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი:
ჟენევის კონვენცია I - მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ.
ჟენევის კონვენცია II - სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და საზღვაო კატასტროფების დროს დაზარალებულთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ.
ჟენევის კონვენცია III - სამხედრო ტყვეების დაცვის შესახებ.
ჟენევის კონვენცია IV - ომიანობის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ.
ჟენევის 1949 წლის კონვენციების I დამატებითი ოქმი - საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
ჟენევის 1949 წლის კონვენციების II დამატებითი ოქმი - არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
შენიშვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების, პრინციპებისა და მიზნების განხილვისას მითითება უნდა გაკეთდეს წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მეორე განყოფილების (,,საერთაშორისო კონტექსტი“) თავებზე.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უმთავრესი მიზანია ინდივიდუალურ პირთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად:
● იგი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებებს მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირთა და პირთა ჯგუფების მიმართ; და
● ზღუდავს ან ამოწმებს სახელმწიფოთა მიერ მათი ძალაუფლების განხორციელებას პირთა და პირთა ჯგუფების მიმართ.
ადამიანის უფლებათა სამართალი ძალაშია ყველგან და ყოველთვის - მშვიდობიანობის დროს და ომიანობის დროს.
მისი ფარგლები და ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს იმ ღონისძიებებით, რომლებსაც სახელმწიფოები ახორციელებენ ეროვნული საგანგებო მდგომარეობების დროს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების ვალდებულებებიდან გადახვევის მიზნით, მაგრამ იგი კვლავ ძალაში რჩება და ადამიანის ზოგიერთი უფლების დამცავი დებულებებიდან გადახვევა (როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა) დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიზანია საბრძოლო მოქმედებების დროს ქცევის დარეგულირება და შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა.
იგი ვალდებულებებს აკისრებს შეიარაღებული კონფქლიტის მხარეებს და მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შეიარაღებულ კონფლიქტს.
კონფლიქტის კატეგორიები
შეიარაღებული კონფლიქტები
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ცნობს ორი სახის შეიარაღებულ კონფლიქტს:
● საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი - ეს არის ომები სახელმწიფოთა შორის, და ეროვნულგანმანთავისუფლებელი ომები კოლონიური მმართველობის ან უცხოელ ოკუპანტთა წინააღმდეგ; და
● არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტები ან სამოქალაქო ომები.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებათა ძირითადი ღერძი შექმნილია საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დასარეგულირებლად. მაგალითად:
ზემოაღნიშნული ჟენევის ოთხივე კონვენცია (გარდა მესამე მუხლისა, რომელიც ყველა კონვენციისათვის საერთოა) და ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმი საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს არეგულირებს.
ხოლო:
მხოლოდ მესამე მუხლი, რომელიც ჟენევის კონვენციებისათვის საერთოა, და ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმი არეგულირებს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ცნობს ორი სახის არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს:
● დაძაბული არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი - როდესაც აჯანყებულთა ძალები აკონტროლებენ ტერიტორიას და უნარი აქვთ ხანგრძლივი და შეთანხმებული სამხედრო ოპერაციები განახორციელონ (ასეთი კონფლიქტები რეგულირდება მე-3 მუხლით, რომელიც საერთოა ჟენევის 1949 წლის კონვენციებისათვის და ამ კონვენციების II დამატებითი ოქმით); და
● ნაკლები დაძაბულობის მქონე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი (ასეთი კონფლიქტები რეგულირდება მხოლოდ მე-3 მუხლით, რომელიც საერთოა ჟენევის კონვენციებისათვის).
შიდა არეულობისა და დაძაბულობის სიტუაციები
შიდა არეულობისა და დაძაბულობის სიტუაციები - როგორიცაა, ძალადობრივი აჯანყებები და მღელვარებები, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტებში არ გადაიზრდებიან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით არ რეგულირდებიან.
მაგალითად, ასეთი კატეგორიის კონფლიქტი საგანგებოდ იქნა გამორიცხული ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის 1(2) მუხლით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა წარმოადგინა იმ შიდა არეულობებისა და დაძაბულობების განმარტება, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზრდებიან.
მან აგრეთვე განსაზღვრა არეულობისა და დაძაბულობის მთელი რიგი მახასიათებლებისა, რომელთა ნაწილი ან ყველა მათგანი შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სიტუაციაში.
არეულობა აღწერილია როგორც:
„სიტუაციები, სადაც ადგილი არა აქვს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, მაგრამ არსებობს დაპირისპირება ქვეყნის შიგნით, რომელიც ხასიათდება გარკვეული სერიოზული სახის ან ხანგრძლივობის ძალადობრივი ქმედებებით. ამ უკანასკნელს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, აჯანყების სპონტანური წარმოქმნით დაწყებული, მეტნაკლებად ორგანიზებულ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის ბრძოლით დამთავრებული. ასეთ სიტუაციებში, რომელიც არ არის აუცილებელი ღია ბრძოლაში გადაიზარდოს, ხელისუფლებაში მყოფი ძალა, შიდა წესრიგის აღდგენის მიზნით იყენებს პოლიციის ინტენსიურ ძალებს ან თვით სამხედრო ძალასაც კი. მსხვერპლთა დიდმა რაოდენობამ აუცილებელი გახადა მინიმალური ჰუმანიტარული წესების გამოყენება“.
ტერმინი შიდა დაძაბულობა ნიშნავს:
„სერიოზული დაძაბულობის სიტუაციას (პოლიტიკურს, რელიგიურს, რასობრივს, ეკონომიკურს და სხვა) ან შეიარაღებული კონფქლიქტის ან შიდა არეულობის შემდგომ პერიოდს“.
შიდა არეულობებისა და დაძაბულობების მახასიათებლები მოიცავენ:
1. დაპატიმრების სხვადასხვა ფორმების გამოყენებას - ფართომასშტაბური ან გრძელვადიანი.
2. დაპატიმრებულთა წამება ან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა.
3. ძირითადი სასამართლო გარანტიების მოსპობა.
4. ძალადობრივი გაუჩინარება ან ძალადობის სხვა აქტები, როგორიცაა მძევლად აყვანა.
5. რეპრესიული ღონისძიებები პატიმართა ოჯახების ან ახლობლების წინააღმდეგ.
6. სამოქალაქო მოსახლეობაში ტერორის გავრცელება.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული განმარტებები და მახასიათებლები გამოქვეყნდა წითელი ჯვრის საერთაშორისო მიმოხილვაში (1998 წლის 22 იანვარი, № 262).
პირთა კატეგორიები
კომბატანტები და არაკომბატანტები
პირის განსხვავება დაფუძნებულია მის სტატუსზე - იგი შეიძლება იყოს კომბატანტი და არაკომბატანტი.
ფართო გაგებით, კომბატანტის სტატუსის მქონე პირებს წარმოადგენენ კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც ღიად ატარებენ იარაღს. ასეთი სტატუსი აქვთ მხოლოდ საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში ჩართულ მებრძოლებს. კომბატანტის სტატუსის მქონე პირებს:
● უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში და აქედან გამომდინარე, ჩაიდინონ ისეთი ქმედებები, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც სხვა შემთხვევაში უკანონო ქმედებას წარმოადგენს;
● უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში თუ მათ მოწინააღმდეგე შეიპყრობს, მოექცნენ როგორც სამხედრო ტყვეს;
● ევალებათ დაემორჩილონ ომის წესებს, რომლებიც მათ სტატუსს შეესაბამებიან; და
● საომარი მოქმედებების დროს მიიღონ გარკვეული დაცვა იმ ღონისძიებათა მეშვეობით, რომლებიც შექმნილია ომიანობის დროს გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების დასარეგულირებლად.
მათ, ვისაც კომბატანტის სტატუსი არა აქვთ, სამოქალაქო პირებს უწოდებენ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვქვეშ დგება სამოქალაქო სტატუსის საკითხი, ასეთი პირი სამოქალაქო სტატუსის მქონედ უნდა იქნეს მიჩნეული. სამოქალაქო სტატუსის მქონე პირებს:
● არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში;
● არა აქვთ უფლება მოექცნენ, როგორც სამხედრო ტყვეს;
● ეკისრებათ ვალდებულება დაემორჩილონ ომის წესებს, რომლებიც მათ სტატუსს შეესაბამება;
● მიიღონ დაცვის სპეციალური ფორმები (მაგ. ისინი, რომლებიც შემუშავებულია 1949 წლის ჟენევის მეოთხე კონვენციაში).
შენიშვნა: როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კომბატანტის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობენ.
არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე კომბატანტები არიან:
● სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან უშიშროების ძალების წევრები, რომლებსაც კანონით აქვთ მინიჭებული ძალის კანონიერად გამოყენების უფლება ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ; ან
● ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფთა წევრები, რომელთა მიერ ძალის გამოყენება მათ მიერ ორგანიზებული ბუნტის დროს უკანონოდ ითვლება.
გარდა ამისა, არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფქლიტის დროს არ მოქმედებს სამხედრო ტყვის სტატუსი. ბუნტში მონაწილე კომბატანტების შეპყრობის შემთხვევაში ისინი განხილულ უნდა იქნენ როგორც დანაშაულის ჩამდენნი - სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
პოლიციის სტატუსი
ცხადია, რომ პოლიციის დაწესებულებათა სამოქალაქო სტატუსი აღიარებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე, და ,,კომბატანტის“ განმარტებით, მათ არ მიეკუთვნებიან პოლიციის მუშაკები, რომლებიც ამ დაწესებულებათა თანამშრომლები არიან.
გარდა ამისა, ჟენევის კონვენციათა პირველი დამატებითი ოქმი მნიშვნელოვან დებულებას შეიცავს, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარისაგან მოითხოვს, კონფლიქტის მეორე მხარეს აცნობოს გასამხედროებული ან შეიარაღებული სამართალდამცავი დაწესებულებების მათ შეიარაღებულ ძალებში ჩართვის შესახებ. (მუხლი 43.3)
ამ დებულების დაკმაყოფილებით არა მხოლოდ იცვლება ასეთ დაწესებულებათა თანამშრომლების სტატუსი, არამედ იგი ხაზს უსვამს პოლიციის მუშაკთა სამოქალაქო სტატუსს, რომლებიც იმ დაწესებულებათა თანამშრომლები არიან, რომლებიც ამ დებულებებს არ ექვემდებარებიან.
თემის მნიშვნელობა
თემის მნიშვნელობა გამომდინარეობს პოლიციის მოვალეობებიდან:
● შეინარჩუნოს ან აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი;
● აღასრულოს კანონი; და
● დაიცვას და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პოლიცია ეფექტური უნდა იყოს წესრიგის შენარჩუნებასა და აღდგენაში და კანონის განმტკიცებაში და რომ მან უნდა იმოქმედოს კანონიერად, ჰუმანურად და ადამიანის უფლებებისადმი სათანადო პატივისცემით.
თუ ისინი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მაშინ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ:
● პატივისცემა და თანამშრომლობა საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ემსახურებიან, და, აქედან გამომდინარე
● უნარი, ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ყველა მოვალეობა.
თემა აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს პოლიციის სამსახურს:
● ეკისრება მძიმე და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები; და
● პოლიციის მუშაკები პირადი დაზიანების დიდი რისკის ქვეშ დგებიან.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
ეს საკითხებია:
● სათანადო ბალანსის დაცვა წესრიგის შენარჩუნებასა და ისეთ უფლებათა დაცვას შორის, როგორიცაა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება;
● სათანადო ბალანსის დაცვა წესრიგის შენარჩუნებასა და სამართალდაცვას შორის იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული კანონის ზუსტმა აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს შიდა დაძაბულობის ესკალაცია და იგი შიდა არეულობაში გადაიზარდოს;
● ძალის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წესრიგის შენარჩუნება ან მისი აღდგენა, და მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში;
● პოლიციის მუშაკთა ტრეინინგის, აღჭურვის, ინსტრუქტირების, განაწილების, წარმართვისა და გაკონტროლების უზრუნველყოფა იმგვარად, რომ მათ დააკმაყოფილონ ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურის მოთხოვნები და სრულად გაითვალისწინონ მათი პირადი უსაფრთხოების საკითხები.
13.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი პრინციპებისა და დებულებების მოკლე მიმოხილვა
ჟენევის 1949 წლის კონვენციების მე-3, საერთო მუხლი
მე-3 საერთო მუხლი ძირითად ჰუმანიტარულ დაცვას ავრცელებს ადამიანთა კონკრეტულ კატეგორიებზე ჟენევის კონვენციების ფუძმედებლური პრინციპების მისადაგებით არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებზე, რომლებსაც ადგილი აქვთ კონვენციათა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ასეთ შემთხვევებში კონფლიქტის თითოეული მხარე ვალდებულია „მინიმალურ დონეზე მაინც“ დაიცვას მუხლის დებულებები.
მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მუხლით დაცულ პრინციპებს და აყალიბებს ძრითად პრინციპებს, რომლებიც ჰუმანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას ეხება.
ამ მუხლით დაცულნი არიან პირები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების იმ წევრთა ჩათვლით, რომლებმაც იარაღი დაყარეს და ავადმყოფობის, დაჭრის ან დაპატიმრების გამო მწყობრიდან გამოსული პირები.
ასეთ პირებს ნებისმიერ შემთხვევაში ჰუმანურად და ყოველგვარი განსხვავების გარეშე უნდა მოექცნენ, იქნება ეს რასა, კანის ფერი, რელიგია ან რწმენა, სქესი, წარმომავლობა თუ რაიმე სხვა განმასხვავებელი კრიტერიუმი.
პირველი პუნქტის დანარჩენი ნაწილი მიუთითებს მთელ რიგ ქმედებებზე, რომლებიც დაცული პირის მიმართ აკრძალულია „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გარემოებაში“. აკრძალულ ქმედებებს შორისაა:
1. მკვლელობა
2. წამება
3. მძევლად აყვანა
4. პირადი ღირსების შელახვა
5. სასჯელის აღსრულება ან სიკვდილით დასჯა სათანადო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო სამართლებრივ გარანტიას.
მე-3 საერთო მუხლის მეორე პუნქტი მოითხოვს, რომ შეკრიბონ და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ დაჭრილებსა და ავადმყოფებს.
ჟენევის კონვენციების 1977 წლის II ოქმი
ეს ხელშეკრულება მესამე საერთო მუხლის დამატებას წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა ან მათ შედეგად დაზარალებულთა უფრო ინტენსიურ დაცვას.
მესამე საერთო მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს არეგულირებს, ოქმი მხოლოდ იმ მაღალი ინტენსიობის შეიარაღებულ კონფლიქტებს არეგულირებს, სადაც სამთავრობო ძალები წინააღმდეგობას უწევენ დისიდენტთა შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებენ. იგი არ არეგულირებს:
● კონფლიქტს ჯგუფებს შორის, რომელთა შორისაც არ არიან სამთავრობო ძალები; ან
● მცირე მასშტაბის მქონე კონფქლიტებს, სადაც დისიდენტთა ჯგუფები ტერიტორიას არ აკონტროლებენ (მუხლი 1).
ოქმით დაცულ პირებს მიეკუთვნება ყველა პირი, რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს კონფლიქტი, როგორც ეს ოქმით არის განსაზღვრული. ამ კატეგორიის პირებს მიეკუთვნება:
● ყველა პირი, რომელიც პირდაპირ არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში, ან ვინც შეწყვიტა ასეთი ქმედება, იმისდა მიუხედავად, მათ შეეზღუდათ თავისუფლება თუ არა; (ნაწილი II )
● დაჭრილი, ავადმყოფი ან საზღვაო კატასტროფების დროს დაზარალებული პირები; (ნაწილი III )
● სამოქალაქო მოსახლეობა. (ნაწილი IV)
გარანტიები და დაცვა - მათ, ვინც პირდაპირ მონაწილეობას არ ღებულობს საომარ მოქმედებებში ან ვინც შეწყვიტა საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, უფლება აქვთ:
● პატივი სცენ მათ პიროვნებას, პატივს და რელიგიურ აღმსარებლობას;
● მოეპყრან მათ ჰუმანურად, მათთვის არახელსაყრელი განსხვავების გარეშე. (მუხლი 4(1))
ოქმით აკრძალულია მთელი რიგი ქმედებებისა დაცულ პირთა მიმართ (მუხლი 4(2)). იგი მოიცავს:
1. სიცოცხლის მიმართ ძალადობას.
2. წამებას.
3. მძევლად აყვანას.
4. ტერორისტულ აქტებსა და პიროვნული ღირსების შელახვას.
ამის შემდეგ ოქმი აყალიბებს კონკრეტულ დებულებებს:
● ბავშვთა დასაცავად; (მუხლი 4.3.)
● დაპატიმრებულ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის უზრუნველსაყოფად; (მუხლი 5)
● სასამართლო განხილვისას მინიმალური ძირითადი სტანდარტების დასაცავად; (მუხლი 6)
● დაჭრილთა, ავადმყოფთა და საზღვაო კატასტროფების დროს დაზარალებულთა დასაცავად, და სამედიცინო პერსონალისა და სატრანსპორტო საშუალებათა დასაცავად; (ნაწილი III )
● სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად - სადაც ნათქვამია, რომ ინდივიდუალური სამოქალაქო პირები და სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იყოს სამხედრო ოპერაციების დროს წარმოქმნილი საშიშროებებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა და იმ დროისა, როდესაც ისინი პირდაპირ მონაწილეობას ღებულობენ საომარ მოქმედებებში. (ნაწილი IV)
რაც შეეხება იმ პირთა დაცვას, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი საომარ მოქმედებებში, არსებობს აკრძალვა, რომ არ შეიძლება გაიცეს ბრძანება ამ პირთა უცილობელი განადგურების შესახებ. (მუხლი 4)
არეულობებისა და დაძაბულობების დროს პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები და დებულებები
ეს პრინციპები და დებულებები ძირითადად ,,ჟენევის სამართლიდან“ გამომდინარეობს. ზოგიერთ მათგანზე უკვე იყო მითითებული ზემოთ.
1. მძევლად აყვანის, მარადიორობის, კოლექტიური დასჯისა და ტერორისტული აქტების აკრძალვა.
2. დაჭრილთა და ავადმყოფთა მოძებნისა და შეგროვების მოთხოვნა.
3. დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევისა და მათზე მზრუნველობის მოთხოვნა.
4. იმ პირებზე თავდასხმის აკრძალვა, ვინც მონაწილეობას არ ღებულობს ძალადობრივ ქმედებებში.
5. ბავშვთა დაცვის საგანგებო ღონისძიებები და მათი დაცვა შეიარაღებულ ჯგუფებში დაქირავებისაგან ან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისაგან.
6. სამედიცინო პერსონალისა და რელიგიურ მსახურთა პატივისცემა და დაცვა, და მათთვის მათ საქმიანობაში დახმარების გაწევა.
პოლიციის სამსახურის კარგი პრაქტიკა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ასპექტები რელევანტურია შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს, ისინი, როგორც ასეთი, სამართლებრივად გამოყენებადი არ არიან. თუმცა, პოლიციის იმ ფუნქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება:
● პირის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას;
● საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
● ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილებას; და
● მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენასა და შენარჩუნებას
შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს პოლიციის მიერ ჰუმანიტარული პრინციპების დაცვა პოლიციის სამსახურის სტრატეგიისა და ტაქტიკის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შეასბამისი პრინციპებისა და დებულებების მოკლე მიმოხილვა
ადამიანის უფლებები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველია შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს
ეს უფლებებია:
პირის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებები - მათ დარღვევას ადგილი აქვს ძალის უკანონო და გადაჭარბებით გამოყენების შედეგად. მომაკვდინებელი ან პოტენციურად მომაკვდინებელი ძალის გამოყენება მკაცრად არის განსაზღვრული და შეზღუდული.
წამების აკრძალვა - დარღვევებს ადგილი აქვს დაპატიმრებისა და დაკითხვის დროს, როდესაც მიზანს წარმოადგენს აღიარების მიღება, ინფორმაციის მიღება ან დაშინების გარემოს შექმნა. წამების აკრძალვა საყოველთაო და აბსოლუტურია.
თვითნებური დაკავების აკრძალვა - დარღვევებს განსაკუთრებით მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ძალაუფლების გადაჭარბება ხდება საგანგებო მდგომარეობების დებულებათა საფუძველზე. დაკავება ყოველთვის უნდა იყოს კანონიერი და აუცილებელი და იგი ზუსტად უნდა ხდებოდეს სათანადო პროცედურების შესაბამისად.
დაპატიმრებულ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის უფლება - დარღვევებს ადგილი აქვს იმავე მიზეზების გამო, რაც წამების აკრძალვასთან მიმართებით იყო მითითებული. ასეთი საშუალებებით მიღებული აღიარება ან ინფორმაცია სანდო არ არის. ცრუ აღიარებით საფრთხის ქვეშ დგება მართლმსაჯულება. დაპატიმრებულ პირთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობა ადამიანური ღირსების სრული იგნორირებაა.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებები დეტალურად არის განხილული წინამდებარე სახელმძღვანელოს მეოთხე განყოფილებაში - ,,პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა“. საჭიროების შემთხვევაში მითითება უნდა გაკეთდეს ამ განყოფილების შესაბამის თავებზე.
შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული დებულებები დოკუმენტიდან - სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები
ძირითადი პრინციპების მოკლე მიმოხილვა:
1. საბრძოლო ტექნიკა, რომელიც იძლევა ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიფერნცირებულად გამოყენების საშუალებას, და თავდაცვითი ტექნიკის უზრუნველყოფა. (პრინციპი 2)
2. დაჭრილებისათვის დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. (პრინციპი 5)
3. პრინციპების დარღვევა არ შეიძლება გამართლებულ იქნეს გამონაკლისი გარემოებებით, როგორიცაა შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია ან სხვა სახის საგანგებო მდგომარეობები.
4. ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა ან სერიოზული საფრთხისაგან დაცვის მიზნით. (პრინციპი 9)
5. კანონიერ, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლების კვლავ დადასტურება. (პრინციპი 12)
6. ძალის გამოყენების თავიდან აცილება, ან მინიმალური ძალის გამოყენება უკანონო, მაგრამ არაძალადობრივი შეკრებების დროს. (პრინციპი 13)
7. ძალადობრივი შეკრებების დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლებად საშიში საშუალებების გამოყენება არაპრაქტიკულია, და მხოლოდ მე-9 ძირითად პრინციპთან შესაბამისობაში. (პრინციპი 14)
8. პოლიციის ტრეინინგი უნდა მოიცავდეს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ალტერნატიულ საშუალებებს; ბრბოს ქცევას; კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას; მოლაპარაკების მეთოდებს და ა.შ. (პრინციპი 20)
9. ხელმძღვანელი მუშაკები პასუხისმგებელნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ქმედებებზე; და ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რომელიც პირის სიკვდილს ან სერიოზულ დაზიანებას იწვევს, არ შეიძლება გამართლებულ იქნეს „ზემდგომის ბრძანებით“. (პრინციპი 24 და 26)
შენიშვნა: სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები დეტალურად განხილულია წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-7 თავში - „ძალის გამოყენება“.
გადახვევის ღონისძიებები
ადამიანის უფლებათა ზოგიერთ ხელშეკრულებაში არის დებულებები, რომლებიც სახელმწიფოებს უფლებას აძლევს სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის დროს მოახდინონ სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გადახვევა.
ასეთ შემთხვევაში პოლიციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
● პატივი სცეს უფლებებს, რომელთაგან გადახვევაც დაუშვებელია; და
● უზრუნველყონ, რომ მათი ყველა ქმედება გაფართოებული უფლებამოსილების დროს ხორციელდებოდეს კანონის ზუსტი დაცვით და ჰუმანური გზით.
ქვემოთ შეჯამებულია დებულებები, რომლებიც გადახვევის უფლებას იძლევიან:
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი
მე-4 მუხლი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც ერის სიცოცხლეს ემუქრება და ოფიციალურად არის გამოცხადებული, პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს ღონისძიებები:
● გამოწვეული უნდა იყოს მდგომარეობის სიმძაფრით;
● შეუთავსებელი არ უნდა იყოს მათ მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან, და
● არ უნდა გამოიწვიოს დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე
პაქტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ, თუ რომელი ვალდებულების აღსრულებას გადაუხვია სახელმწიფომ და რა მიზეზებმა მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება, აგრეთვე, დროის გასვლის შემდეგ, მათი შეწყვეტის შესახებ.
გადახვევა დაუშვებელია მთელ რიგ მუხლებთან მიმართებაში, მათ შორის იმ მუხლებზე, რომლებიც:
● იცავენ სიცოცხლის უფლებას; (მუხლი 6)
● კრძალავენ წამებას და არასათანადო მოპყრობას; (მუხლი 7) და
● თითოეულ ადამიანს ანიჭებენ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. (მუხლი 18)
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანო) ხელშეკრულების მე-4 მუხლზე შემუშავებულ ზოგად კომენტარებში ამ თავთან დაკავშირებული შემდეგი სახის შენიშვნები გააკეთა:
„კომიტეტს მიაჩნია, რომ მე-4 მუხლის საფუძველზე მიღებული ზომები გამონაკლის და დროებით ხასიათს ატარებენ და შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის სიცოცხლეს და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა დაცვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით იმ უფლებებისა, რომელთაგანაც გადახვევა დაუშვებელია“.
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია
26-ე მუხლი აცხადებს, რომ ომიანობის, სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც ემუქრება მონაწილე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას, მას შეუძლია განახორციელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევის ღონისძიებები იმდენად და იმ დროის განმავლობაში, რასაც მკაცრად მოითხოვს სიტუაციის სიმძაფრე.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესაბამისად, ეს ღონისძიებები შეუთავსებელი არ უნდა იყოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან და არ უნდა იყოს დისკრიმინაციული რაიმე საფუძვლით.
ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ, რომელიც გადახვევის უფლებას იყენებს, ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით სხვა სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს:
● თუ რომელი დებულებების აღსრულებას გადაუხვია;
● გადახვევის მიზეზები; და
● გადახვევის შეწყვეტისათვის დადგენილი თარიღი.
გადახვევა დაუშვებელია იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტისთვისაა ზემოთ ჩამოთვლილი. თუმცა, არის განსხვავება დოკუმენტებში მოცემულ ჩამონათვალს შორის, რომლებიც გარკვეულ უფლებებზე შეზღუდვებს კრძალავენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
მე-15 მუხლი აცხადებს, რომ ომის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს მიიღოს ზომები, რომლებიც უხვევენ ამ კონვენციიდან გამომდინარე მის ვალდებულებებს:
● იმდენად, რამდენადაც ეს გამოწვეულია სიტუაციის აუცილებლობით; და
● ამასთან, ამგვარი ზომები არ უნდა იყოს შეუსაბამო საერთაშორისო სამართლით მასზე დაკისრებულ სხვა ვალდებულებებთან.
აქ არ არის გაკეთებული მითითება „დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე“.
სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ გადახვევის უფლებას, სრულად უნდა აცნობონ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს:
● მიღებული ზომების შესახებ;
● მათი მიზეზების შესახებ; და
● ამ ზომების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
გადახვევა არ დაიშვება მთელი რიგი მუხლებიდან, მათ შორის იმ მუხლებიდან, რომლებიც:
● იცავენ სიცოცხლის უფლებას; და
● კრძალავენ წამებას ან არასათანადო მოპყრობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ვალდებულებებიდან გადახვევის უფრო ფართო საშუალებას იძლევა, ვიდრე ზემოაღნიშნული ორი ხელშეკრულება.
შენიშვნა: ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ ქარტიაში არ არის კონკრეტული მუხლი, რომელიც სახელმწიფოს უფლებამოსილებას ანიჭებს გადაუხვიოს ქარტიით დაკისრებულ ვალდებულებებს. თუმცა, მუხლების უმრავლესობა შეიცავს „მაკომპენსირებელ დებულებებს“, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს უფლება აქვს შეზღუდოს უფლება იმ ფარგლებში, რომლის საშუალებასაც მას შიდასახელმწიფო კანონმდებლობა აძლევს.
13.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რა გზებით შეუძლია პოლიციას განახორციელოს საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის ხარისხის მონიტორინგი, რათა შეაფასოს არეულობათა მოსალოდნელობა?
2. მძაფრი საზოგადოებრივი დაძაბულობის დროს:
რა ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიციამ არეულობათა თავიდან ასაცილებლად?
რა უნდა გააკეთოს პოლიციამ, რათა უზრუნველყოს, რომ მათი ქმედებები არ აღმოჩნდეს არეულობის უშუალო გამომწვევი მიზეზი?
3. რა არის ქვემოთ მოცემულ განცხადებათა ღირსება და ნაკლი, როგორც პოლიციის სამსახურის კარგი პრაქტიკის მაგალითებისა?
(ა) „მიუდეგით არეულობის გამომწვევ ან პოტენციურ გამომწვევ ადამიანთა ჯგუფს (ბრბოს) როგორც მოაზროვნე ინდივიდებს“.
(ბ) „ბრბოს გასაკონტროლებლად გაგზავნილმა პოლიციის მუშაკებმა ბრბოში შემავალ ადამიანებთან ინდივიდუალური კონტაქტი უნდა დაამყარონ“.
(გ) „ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია, მიეცით ბრბოში მყოფ ადამიანებს დრო, რათა რეაგირება მოახდინონ როგორც ინდივიდებმა მათ წინაშე მდგარ სიტუაციაზე - იმ მოთხოვნების ჩათვლით, რომლებსაც თქვენ მათ უყენებთ წესრიგის შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით“.
4. თუ არეულობის დროს პოლიციის მუშაკთა დიდი რაოდენობაა გაგზავნილი წესრიგის აღსადგენად, რა გზით უნდა შეინარჩუნონ პოლიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა კონტროლი პოლიციის ინდივიდუალურ მუშაკთა ქმედებებზე?
5. ფართომასშტაბური არეულობის დროს, როდესაც შეკრებილ ხალხში ზოგიერთი სერიოზულ დანაშაულს ჩადის ან არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რა ზომებს უნდა მიმართოს პოლიციამ ასეთ პირთა დაკავების უზრუნველსაყოფად?
13.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
გაყავით მონაწილენი ჯგუფებად და სთხოვეთ მათ ცალ-ცალკე განიხილონ შემდეგი სავარჯიშო:
ქვეყანაში მაღალი ხარისხის დაძაბულობაა, სადაც რელიგიური უმცირესობის ჯგუფი თვლის, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს სოციალურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას.
ამ ჯგუფმა მოაწყო გარკვეული ბუნტი და შექმნა არეულობა, აგრეთვე განახორციელა მცირე ტერორისტული აქტები - „ბომბა-წერილები“ გაუგზავნა პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლები არიან.
ამ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით პოლიციამ ჩაატარა ოპერაციები, რომლის დროსაც დააკავეს და დააპატიმრეს უმცირესობათა ჯგუფის მრავალი ახალგაზრდა წარმომადგენელი. დაკავებათა უმრავლესობა ფაქტიურად თვითნებურ დაკავებას წარმოადგენს. ზოგიერთი დაპატიმრებული აწამეს და არაადამიანურად მოექცნენ, რათა ამით რელიგიური უმცირესობის ჯგუფის სხვა წევრები დაეშინებინათ და მიეღოთ ინფორმაცია ჯგუფის აქტივისტების შესახებ.
ამის შემდეგ დააკავეს, ცუდად მოექცნენ და დაშინების სხვა ფორმები გამოიყენეს დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ადვოკატებისა და იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც პოლიციის ქმედება გააკრიტიკეს.
პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ცდილობს გაამართლოს რელიგიური უმცირესობის ჯგუფის მიმართ ჩადენილი ქმედება, ასევე ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები ,,ეროვნული უსაფრთხოების“ საფუძველზე, აცხადებს რა, რომ საჭიროა მკაცრი ზომები სიტუაციაზე კონტროლის აღსადგენად.
სამუშაო ჯგუფების ამოცანები:
● რელიგიური უმცირესობის ჯგუფის წევრებზე პოლიციის ქმედების სავარაუდო უარყოფითი ზემოქმედების იდენტიფიცირება - წესრიგის შენარჩუნებისა და დაძაბულობის გამომწვევი პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
● ადვოკატებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ქმედების სავარაუდო უარყოფითი ზემოქმედების იდენტიფიცირება - ქვეყანაში აზრის ფორმირების, რეჟიმსა და პოლიციაზე საზოგადოების შეხედულებისა და ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების თვალსაზრისით; და
● ზოგადი სახით პოლიციის სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც სავარაუდოდ ეფექტური იქნება წესრიგის შენარჩუნებისათვის და იმავდროულად იქნება კანონიერი და ჰუმანური.
შემდეგ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფის დასკვნებისა და შეხედულებების შედარება საერთო დისკუსიის დროს, რომელსაც ადამიანური რესურსების სპეციალისტი ან მასწავლებელი შეუწყობს ხელს.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
მონაწილეები დაყავით ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 6 მონაწილე გააერთიანეთ. სთხოვეთ მათ გაითვალისწინონ:
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის სამსახურთან არეულობებისა და დაძაბულობის დროს;
● საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი პრინციპები;
● მათი კოლექტივის საკუთარი გამოცდილება; და
● მათი ეროვნული კანონმდებლობა და ჩვეულებები
და შემდეგ შეიმუშავონ პოლიციის სამსახურის ქცევის კოდექსი შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს. დისკუსიის დროს უნდა მოხდეს მათ მიერ შემუშავებული კოდექსების შედარება.
როლების გათამაშების სავარჯიშო
გაყავით მონაწილენი ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი გაითამაშებს პოლიციის მუშაკების როლს, ხოლო მეორე - ასოციაციის წევრებს, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციის გამართვას გეგმავენ.
მოიფიქრეთ სავარჯიშო ისე, რომ ორივე მხარეს საშუალება ჰქონდეს:
● შეიკრიბონ ცალ-ცალკე და განიხილონ თავიანთი ამოცანები, ხოლო შემდეგ შეიკრიბონ ერთად და შეთანხმდნენ დემონსტრაციის ჩატარების ვადებსა და პირობებზე;
● მოახდინოს რეაგირება დემონსტრაციის სცენარის განვითარებაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება წინასწარ შეთანხმებული ვადები და პირობები.
პირველი სავარჯიშოს მიზანია ხაზი გაუსვას დემონსტრაციის ორგანიზატორებთან პოლიციის მოლაპარაკებისა და მოქმედებათა დაგეგმვის მნიშვნელობას.
არსებული დროიდან გამომდინარე შეიძლება გათამაშდეს პირველი ან ორივე სავარჯიშო. თუ მეორე სავარჯიშოს გათამაშებაც მოესწრება, მან მონაწილეებს საშუალება უნდა მისცეს გამოსცადონ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ისინი პირველი სავარჯიშოს დროს განახორციელებენ.
საჭირო იქნება:
● შემუშავდეს დემონსტრაციის სცენარი, რომელიც შეესაბამება და ახლოა მონაწილეთა პირობებთან.
● სცენარში ჩართულ იქნეს „ადამიანის უფლებათა“ და „ჰუმანიტარული“ საკითხები;
● მონაწილეებისათვის გათვალისწინებულ იქნეს საშუალებები სცენარის სხვადასხვა ფაზების განვითარებისათვის, მაგ: დოკუმენტები; ადგილის რუქები ან ქუჩების გეგმები; სხვა ვიზუალური ან ხმოვანი დამხმარე საშუალებები.
როლების გათამაშების სავარჯიშო
1. სავარჯიშოს მიზანი
ადამიანის უფლებათა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და ანალიზის ხელშეწყობა.
სამოქალაქო არეულობების დროს პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობიერება მონაწილეთა მიერ.
ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შემუშავების განმტკიცება.
2. აღწერა
წითელ ქალაქში დაგეგმილია საზოგადოების დემონსტრაცია მზარდი უმუშევრობის წინააღმდეგ. წითელი ქალაქის საბჭომ ოფიციალური ნებართვა გასცა დემონსტრაციის ჩატარებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტს მოეთხოვება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა დემონსტრაციის განმავლობაში.
ორგანიზატოებმა აღნიშნეს, რომ ისინი 20 000-მდე ადამიანის მსვლელობას ვარაუდობენ ქალაქის ქუჩებში, რომელიც ქალაქის საბჭოს შენობასთან დამთავრდება.
წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ფლობს სანდო ინფორმაციას, რომ დემონსტრატორთა შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციისათვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.
წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მოიწვია დემონსტრაციის ორგანიზატორები, რათა შეთანხმდნენ საკითხებზე, რომლებიც ზემოქმედებას მოახდენს დემონსტრაციის ორგანიზებასა და პოლიციის სამსახურზე.
3. დავალებების განაწილება
როლების გათამაშებისათვის საჭიროა ორი ჯგუფი:
ჯგუფი 1: წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები
ჯგუფი 2: დემონსტრაციის ორგანიზატორთა კომიტეტის წარომადგენლები
თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე უნდა შეიკრიბოს და მოამზადოს საკუთარი არგუმენტები - ყველა შესაძლო შემთხვევაში მითითება უნდა გაკეთდეს ამ კონკრეტული თემის შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჯგუფი შეეცდება შეთანხმებას მიაღწიოს მეორე ჯგუფთან დემონსტრაციის ორგანიზების საკითხებზე, ისინი იმავდროულად ეცდებიან რაც შეიძლება მეტი დათმობა მიიღონ მეორე ჯგუფისაგან და მაქსიმალურად იქნეს დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები.
თითოეული ჯგუფის კონკრეტული ინტერესები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
ჯგუფი 1 - საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; დემონსტრატორთა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების პატივისცემის დაბალანსება სხვათა უფლებებთან და თავისუფლებებთან და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ინტერესებთან; გზებზე უსაფრთხოების დაცვა და ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა; უზრუნველყოფა იმისა, რომ დემონსტრატორებს არ ჰქონდეთ საგნები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც იარაღი; დემონსტრაციის მშვიდობიანი სვლის უზრუნველყოფა და დემონსტრატორთა რიგებიდან იმ პირთა გამოყვანა, რომლებიც სავარაუდოდ არეულობის პროვოცირებას მოახდენენ; ქალაქის მერთან დემონსტრატორთა შეხვედრის თავიდან აცილება, რადგან არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომ ამ დროისათვის მტრულ ელემენტებს სურთ არეულობის პროვოცირება, რათა გამოიწვიონ მაქსიმალური ნგრევა და უზრუნველყონ დემონსტრაციის რეკლამირება.
ჯგუფი 2 - აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე ხაზგასმა; მტკიცე განზრახვა - დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყონ ქალაქის მთავარ ქუჩებში, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ გამოხმაურებას; ასევე მტკიცე განზრახვა, რომ დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ეჭიროთ ტარებზე დამაგრებული ლოზუნგები და დროშები, რათა მათი მოთხოვნები სათანადოდ იყოს ასახული; დემონსტრაციის კულმინაციურ და ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს ქალაქის მერთან შეხვედრა და მისთვის პეტიციის გადაცემა; მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების სურვილი - თუმცა არსებობს გარკვეული შიში, რომ შესაძლოა ვერ მოახერხონ დემონსტრაციის ყველა მონაწილის შეკავება.
4. როლების გათამაშება და მედიატორობა
ჯგუფების მიერ თავიანთი არგუმენტების მომზადების შემდეგ იწყება როლების გათამაშება. მედიატორი თითოეულ ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას, წარმოადგინოს დემონსტრაციის, როლისა და პასუხისმგებლობების შესახებ მისი პირველადი შეხედულება.
დისკუსიის სტიმულირებისათვის მედიატორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი საკითხები:
პოლიციასთან დაკავშირებით:
რა უპირატესობა და უარყოფითი მხარე აქვს დემონსტრაციის ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას?
რამდენად ხართ მზად, გამოამჟღავნოთ პოლიციის ტაქტიკა მოლაპარაკების ასეთ პროცესში?
რა კანონიერი შეზღუდვები არსებობს შეკრების თავისუფლებაზე და აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე?
რა უპირატესობა და უარყოფითი მხარე აქვს დემონსტრატორთა საორგანიზაციო კომიტეტისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ფარგლებთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიცია შეეგუება კანონის მცირე დარღვევის შემთხვევებს ან შეთანხმებული გეგმიდან გადახვევებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებრივი არეულობის პროვოცირება?
როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული მედიის საშუალებები პოლიციის მიზნების ხელშესაწყობად?
დემონსტრაციის ორგანიზატორებთან დაკავშირებით:
რა უპირატესობა და უარყოფითი მხარე აქვს დემონსტრაციის ორგანიზების შეთანხმებას პოლიციასთან?
რა კანონიერი საშუალებები გაგაჩნიათ, რათა მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ თქვენს წამოწყებას?
რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა გეკისრებათ მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გაერთიანების თავისუფლების განხორციელებისას?
რა როლი შეუძლია შეასრულოს მედიამ თქვენი მიზნების მიღწევაში და როგორ უნდა ისარგებლოთ მათი მხარდაჭერით?
რა უპირატესობა და უარყოფითი მხარე აქვს თქვენთვის იმ ფარგლების ცოდნას, რომელშიც პოლიცია შეეგუება კანონის დარღვევის გარკვეულ ფორმას, ან გადახვევებს დემონსტრაციის ორგანიზების შეთანხმებული გეგმიდან?
მოუტანს თუ არა რაიმე სარგებლობას თქვენს მიზანს, თუ დემონსტრაცია არეულობაში გადაიზრდება ან თუ თქვენ მოახერხებთ მოახდინოთ იმის პროვოცირება, რომ პოლიციამ ძალა იხმაროს ან რეაგირება მოახდინოს თქვენს ქცევაზე?
5. გამოხმაურება
როლების გათამაშების დასრულების შემდეგ მედიატორი შეაჯამებს დისკუსიის ძირითად საკითხებს და გაიმეორებს ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ ძირითად დებულებებს.
ამის შემდეგ მედიატორი სთხოვს მონაწილეებს თავიანთი აზრი გამოთქვან და შეაფასონ ეს კონკრეტული სავარჯიშო.
და ბოლოს, მედიატორი მიუთითებს იმ დოკუმენტებსა და დებულებებზე, რომლებიც უფრო დეტალურ განხილვას მოითხოვენ და მონაწილეებთან ერთად განიხილავს მათი იმპლემენტაციის სხვადასხვა გზებს.
მომზადება კაზუსის განხილვისთვის
მოამზადეთ შიდა არეულობის სცენარი, რომელიც დაფუძნებული იქნება მონაწილეებისათვის შესაფერ რეალურ სიტუაციაზე და სადაც ხაზგასმული იქნება ,,ადამიანის უფლებათა“ და ,,ჰუმანიტარული“ საკითხები.
სთხოვეთ მონაწილეებს კომენტარი გააკეთონ პოლიციის სამსახურის პროფესიულ საკითხებზე, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.
ამ ტიპის კაზუსის სცენარი შეიძლება შემუშავდეს:
● პოლიციის მოხსენებებიდან, რომლებიც შეიძლება მოგაწოდოთ მონაწილეებმა საკუთარი დაწესებულებებიდან;
● კონკრეტული შემთხვევების მომკვლევი კომისიების მოხსენებებიდან;
● კონკრეტული შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოქვეყნებული მასალებიდან;
● ახალი ამბების სააგენტოების მოხსენებებიდან, რომლებიც საკმაოდ დეტალურად აღწერენ შემთხვევას;
ან
ადამიანის უფლებათა სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებებიდან და ანგარიშებიდან
![]() |
3.2.4 თავი 14: მე-12 და მე-13 თავების დამატება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
14.1. ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის
იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობით ან არეულობითა და დაძაბულობით გამოწვეულ სიტუაციებში ჩართულნი არიან ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, წინამდებარე თავში მოცემული ინფორმაციის მიზანია გარკვეულად შეავსოს მე-12 და მე-13 თავები. ამიტომ მასში არის მხოლოდ შემდეგი ქვე-თავები: „ინფორმაცია წინასიტყვაობისათვის“, „ძირითადი საკითხები“, „განმარტებითი კომენტარი“ და „ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“.
ამ თავში მოწოდებული ინფორმაცია მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა სათანადო შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პროგრამებში და გაითვალისწინონ კონკრეტული ქვეყნის გარემოებები და მონაწილეთა მოთხოვნები.
შესავალი მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია ,,ლტოლვილისა“ და „იძულებით გადაადგილებული პირის“ ტერმინების განმარტებით; გარკვეული ინფორმაციის მიწოდებით ორივე კატეგორიის პირებთან დაკავშირებული გლობალური სიტუაციის შესახებ და ამ სიტუაციის ზოგიერთი ასპექტის შესახებ, რომლებსაც პოლიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება.
შესავალი მეოთხე ქვესათურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში განხილულია ლტოლვილთა შესახებ 1951 წლის კონვენციის დებულებები და სხვა დოკუმენტების შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთანაა დაკავშირებული. აგრეთვე მითითებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ზოგიერთ დებულებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
14.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ყოველ ადამიანს მის მიმართ განხორციელებული დევნის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს და ისარგებლოს თავშესაფრით სხვა ქვეყანაში;
● ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით; და
● პოლიციამ პატივი უნდა სცეს და დაიცვას ადამიანის ღირსება და თითოეული პირის ადამიანის უფლებები
14.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
ლტოლვილები
ტერმინი - ლტოლვილი - განმარტებულია 1951 წლის კონვენციაში ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. განმარტების ძირითად ნაწილში მითითებულია, რომ ლტოლვილად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, ვინც:
„1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარ მოვლენათა გამო, და სათანადოდ დასაბუთებული შიშის საფუძველზე, რომ შესაძლოა გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, იმყოფება იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს და არ შეუძლია ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით, ან ასეთი შიშის შედეგად არა აქვს ასეთი დაცვის სურვილი; ან ვისაც არა აქვს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სადაც მანამდე ცხოვრობდა, არ შეუძლია ან არ სურს დაბრუნდეს ასეთი შიშის გამო“.
მუხლში ახსნილი და კვალიფიცირებულია ეს ტერმინი. იგი კონკრეტულად აცხადებს, რომ დოკუმენტი არ ეხება არცერთ პირს, რომლის მიმართ არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ მან:
● ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ იმ მნიშვნელობით, როგორც ეს საერთაშორისო დოკუმენტებშია განსაზღვრული;
● ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა, და მანამ, სანამ მას ამ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით მიიღებდნენ;
● დამნაშავეა ისეთ ქმედებათა ჩადენაში, რომლებიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს. (მუხლი 1(F))
ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებული 1967 წლის ოქმით 1951 წლის კონვენციის გამოყენების ფარგლები გაფართოვდა იმ პირებზე, ვინც აკმაყოფილებს კონვენციის განმარტებას, მაგრამ ლტოლვილი გახდა 1951 წლის 1 იანვრის შემდეგ მომხდარი მოვლენების შედეგად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის №20 საინფორმაციო ფურცელში - „ადამიანის უფლებები და ლტოლვილები“, შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხებია ხაზგასმული:
„1951 წელს, როდესაც დაფუძნდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი, უმაღლესი კომისრის მანდატი დაახლოებით 1 მილიონ ლტოლვილს ფარავდა. დღევანდელი გაანგარიშებით ეს რიცხვი 15,5 მილიონს აღწევს...“
„... ზოგიერთი ფაქტი ეჭვს არ იწვევს. პირველი გახლავთ ის, რომ თუმცა ზოგიერთი მასობრივი გადაადგილების თავიდან აცილება შესაძლებელია, არცერთი მათგანი არ არის ნებაყოფლობითი. არავის არ მოსწონს ან არ სურს ლტოვილი გახდეს. ლტოლვილობა ნიშნავს იყო უცხო. იგი ნიშნავს ცხოვრობდე გადასახლებაში და სხვებზე იყო დამოკიდებული ისეთი პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, ტანისამოსი და თავშესაფარი“.
„გახშირდა მასობრივი გადასახლების შემთხვევები... და გამომწვევი მიზეზები ამჟამად მოიცავს ბუნებრივ ან ეკოლოგიურ კატასტროფებს და უკიდურეს სიღარიბეს. ამის შედეგად, დღევანდელ ლტოლვილთა გარკვეული ნაწილი აღარ შეესაბამება ლტოლვილის კონვენციურ განმარტებას. იგი ეხება რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით დევნის მსხვერპლთ“.
„... ძალადობა გახდა მშობლიური ადგილებიდან ადამიანთა არანებაყოფლობითი გადასახლების უდიდესი ფაქტორი. 1945 წლიდან მოყოლებული, ორმა მსოფლიო ომმა და 130-ზე მეტმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მასობრივი ადგილმონაცვლეობა და გადასახლება გამოიწვია“.
„ყოველთვის ადვილი არ არის ზუსტად გაიმიჯნონ ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები. შეიძლება ითქვას, რომ თუ აქცენტი კეთდება სიცოცხლისა და თავისუფლებისადმი არსებულ საშიშროებაზე, მაშინ ძალზე მცირეა სხვაობა ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი შიმშილის გამო დგას სიკვდილის საფრთხის წინაშე, ხოლო მეორეს პოლიტიკური მრწამსის გამო ემუქრება სიკვდილით დასჯა“.
„ლტოლვილთა პრობლემებსა და ადამიანის უფლებების საკითხს შორის აშკარა ურთიერთობა არსებობს. ადამიანის უფლებათა დარღვევები არა მხოლოდ მასიურ გადასახლებას იწვევს, არამედ ხელს უშლის ნებაყოფლობით რეპატრიაციას მანამ, სანამ ასეთი დარღვევები კვლავ არსებობს. უმცირესობათა უფლებების დარღვევა და ეთნიკური კონფლიქტები სულ უფრო ხშირად ხდება მასობრივი გადასახლებისა და შიდა ადგილმონაცვლეობის მიზეზი“.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავდასხმები ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე. დღეს, იმ ქვეყნებში, სადაც ლტოლვილთა რაოდენობა პროპორციულად ძალზე გაიზარდა, ისინი ფიზიკური თავდასხმისა და მუქარის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ“.
„სანამ მათ მშობლიურ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს აქვს ადგილი, საეჭვოა, რომ რომელიმე ლტოლვილმა ნებაყოფლობითი დაბრუნება გადაწყვიტოს. ამრიგად, მათ მშობლიურ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ყველა კატეგორიისადმი პატივისცემისა და წახალისების აღდგენა და ძალადობრივი კონფქლიტების შეწყვეტა ლტოლვილთა ნებაყოფლობითი დაბრუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენს“.
პოლიციის მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულის შესახებ, რომელიც გაეროს საინფორმაციო ფურცლიდანაა აღებული, რათა:
● ისინი გულისხმიერებით მოეკიდონ ლტოლვილთა პრობლემებს; და
● განიხილონ გზები, რომლითაც პოლიცია შეძლებს შეამსუბუქოს ლტოლვილთა მდგომარეობა და დაიცვას
ისინი ფიზიკური თავდასხმებისა და სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებებისაგან
იძულებით გადაადგილებული პირები
ტერმინი - იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნავს იმ პირებს, ვინც იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, მაგრამ კვლავ თავის მშობლიურ ქვეყანაში დარჩა.
ბოლო წლების მასიური ადგილმონაცვლეობა იძულებით გადაადგილებულ პირებსაც მოიცავდა. 1990-იან წლებში მათი რაოდენობა 25 მილიონზე მეტი იყო. ამ სახის ადგილმონაცვლეობა ლტოლვილთა გადასახლების მსგავსი მიზეზებითაა გამოწვეული.
იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან და ისინი ძირითადად განვითარებად ქვეყნებში გვხვდებიან. ზოგ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტს შეადგენს.
ვინაიდან ისინი ცხოვრებას საკუთარ ქვეყანაში აგრძელებენ, იძულებით გადაადგილებული პირები არ სარგებლობენ ლტოლვილთა დაცვის სისტემით. თუმცა, პოლიციის მუშაკები გულისხმიერებით უნდა მოეკიდნონ მათ პრობლემებს. აუცილებელია ხაზი გაესვას ასეთ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას.
14.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ლტოლვილები
1951 წლის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
იგი ლტოლვილებთან დაკავშირებულ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს.
მასში ჩამოყალიბებულია ლტოლვილებისადმი მოპყრობის მინიმალური სტანდარტები, მათდამი მინიჭებული ძირითადი უფლებების ჩათვლით და დადგენილია მათი სამართლებრივი სტატუსი.
კონვენცია შეიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე:
● ანაზღაურებადი დასაქმებისა და კეთილდღეობის უფლება;
● საიდენტიფიკაციო მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტების მიღების უფლება;
● გადასახადების შესაბამისობა; და
● ლტოლვილთა უფლება გაიტანონ მათი ქონება სხვა ქვეყანაში, სადაც მათ დასახლების მიზნით შესვლის უფლება მისცეს
მე-2 მუხლი, სათაურით - „ძირითადი ვალდებულებები“, აცხადებს, რომ ყოველ ლტოლვილს ეკისრება ვალდებულებები ქვეყნის წინაშე, რომლშიც იგი იმყოფება. კერძოდ, იგი უნდა დაემორჩილოს კანონებს და განკარგულებებს, აგრეთვე ღონისძიებებს, რომლებსაც საზოგადოებრივი წესრიგის მხარდასაჭერად ღებულობენ.
მე-3 მუხლი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს კონვენციის დებულებები ლტოლვილთა მიმართ გამოიყენონ რაიმე ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, როგორიცაა რასა, რელიგია ან მათი წარმოშობის ქვეყანა.
ქვემოთ ჩამოთვლილია მუხლები, რომლებიც პოლიციის სამსახურთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეიცავენ:
მუხლი 4 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მათ ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილებისათვის უზრუნველყონ არანაკლებ ხელსაყრელი გარემო, როგორც თავიანთი მოქალაქეებისათვის, მათი რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობისათვის და უზრუნველყონ მათი თავისუფლება, თავიანთ ბავშვებს მისცენ რელიგიური განათლება.
მუხლი 15 - არაპოლიტიკური ხასიათისა და არაკომერციულ გაერთიანებებთან, ასევე პროფესიულ კავშირებთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ლტოლვილებისათვის შექმნან არანაკლებ ხელსაყრელი გარემო, როგორც იმავე მდგომარეობაში მყოფი უცხოელებისათვის.
მუხლი 16 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს თითოეულ ლტოლვილს მიანიჭოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და სასამართლოზე ხელმისაწვდომობის დროს ისარგებლოს იგივე უფლებებით, როგორც მოქალაქეები, სამართლებრივი დახმარების ჩათვლით.
მუხლი 26 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ლტოლვილებს მიანიჭოს საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და მისი ტერიტორიის ფარგლებში თავისუფლად გადაადგილების უფლება, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც ჩვეულებრივ ვრცელდება უცხოელებზე იმავე გარემოებების დროს.
მუხლი 27 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს გასცენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ლტოლვილებზე, რომლებსაც არა აქვთ მგზავრობისათვის საჭირო მოქმედი დოკუმენტები.
მუხლი 28 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ლტოლვილებზე გასცენ სამგზავრო დოკუმენტები მათი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გასამგზავრებლად, თუ ამას ხელს არ უშლის სახელმწიფოს უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საპატიო მიზეზები.
მუხლი 31 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს არ დააწესოს ჯარიმა ლტოლვილებზე, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ ან უკანონოდ იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, თუ ისინი უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდნენ, სადაც მათ სიცოცხლეს და თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა და იმ პირობით, რომ ასეთი ლტოლვილები დაუყოვნებლივ წარსდგნენ ხელისუფლების წინაშე.
მუხლი 32 - ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს არ გაასახლონ მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ლტოლვილები, თუ ეს არ ხდება სახელმწიფოს უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფუძველზე. ასეთ ლტოლვილთა გასახლება ხდება მხოლოდ სასამართლოს წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს არის დებულებები, რომელიც ლტოლვილებს უფლებას ანიჭებს წარმოადგინონ მტკიცებულებები და გადაწყვეტილება გაასაჩივრონ შესაბამის კომპეტენტურ ინსტანციებში.
მუხლი 33 - ხელშემკვრელ მხარეებს უკრძალავს ლტოლვილები გაასახლონ ან დააბრუნონ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მათი რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
(ლტოლვილს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძველი, რომ საფრთხეს უქმნის იმ ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც იგი იმყოფება, ან ვისაც მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და იმ ქვეყნის საზოგადოებისათვის საშიშ პირს წარმოადგენს, ამ დებულებით სარგებლობა არ შეუძლია).
ლტოლვილებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო დოკუმენტების დებულებები
გადაადგილება და თავშესაფარი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იცავს ყოველი ადამიანის უფლებას:
● თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი თითოეული სახელმწიფოს ფარგლებში;
● დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში; (მუხლი 13) და
● დევნის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყნებში ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით. (მუხლი 14)
მუხლი 14 აგრეთვე შეიცავს დებულებას, რომლის საფუძველზეც თავშესაფრის უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არაპოლიტიკური დანაშაულის, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანზიაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მე-13 და მე-14 მუხლებით დაცული უფლებები აგრეთვე გათვალსიწინებულია ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ ქარტიაში (მუხლი 12) და ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში (მუხლი 22).
● ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება;
● ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლება; და
● საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება
აგრეთვე დაცულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (მუხლი 12) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმში (მუხლი 2 და 3).
უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის უფლებას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ანიჭებს ყველა ადამიანს, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე.
ეს უფლება აგრეთვე დაცულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით და ზემოაღნიშნული რეგიონალური ხელშეკრულებებით.
გარდა ამისა, იგი განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ლტოლვილები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ ამ დოკუმენტებით დაცული ადამიანის ყველა უფლებით.
იძულებით გადაადგილებული პირები
კონკრეტულად ლტოლვილების დაცვასთან დაკავშირებული სამართალი არ ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს. თუმცა, ისინი უფლებამოსილნი არიან პატივი სცენ და დაიცვან მათი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, განსაკუთრებით ის უფლებები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს სხვა თავებშია განხილული.
გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებით დაუცველი ადამიანები არიან იმათი მხრიდან, ვისაც კონკრეტულად ეხება გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის შემდეგი დებულებები:
პოლიციამ ნებისმიერ დროს უნდა შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა საზოგადოებისათვის მომსახურების გაწევით და ყველა ადამიანის დაცვით უკანონო ქმედებებისაგან. (მუხლი 1)
საზოგადოებისამი სამსახურის გაწევა ნიშნავს: დახმარების გაწევას საზოგადოების იმ წევრებისათვის, ვისაც პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის გამო დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროება. (1-ლი მუხლის კომენტარის „გ“ პუნქტი).
ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებები
შენიშვნა: სამართლის ამ შტოს განხილვისას მითითება უნდა გაკეთდეს წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-13 თავზე - ,,პოლიციის სამსახური არეულობებისა და დაძაბულობის დროს“.
უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის 1949 წლის მეოთხე კონვენცია, რომელიც ომიანობის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის საკითხებს ეხება, შეიცავს დებულებებს, რომლებიც ლტოლვილებსა და გადაადგილებულს პირებს იცავენ. გარდა ამისა, 1977 წლის პირველი დამატებითი ოქმის 73-ე მუხლი მოითხოვს, რომ ლტოლვილები და მოქალაქეობის არმქონე პირები დაცულნი უნდა იყვნენ კონვენციის I და III ნაწილით.
ასევე მნიშვნელოვანია ჟენევის 1949 წლის კონვენციების 1977 წლის მეორე დამატებითი ოქმის მე-17 მუხლი, რომელიც არასაერთაშორისო ხასიათის შეიაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას ეხება.
ეს მუხლი კრძალავს სამოქალაქო პირთა იძულებით გადაადგილებას და აცხადებს, რომ:
● თუ ხორციელდება ასეთი ადგილმონაცვლეობა, მიღებულ უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა სამოქალაქო პირებმა შეძლონ დამაკმაყოფილებელი პირობებით მიიღონ თავშესაფარი, სანიტარული მომსახურება, ჯანდაცვის მომსახურება, უსაფრთხოება და კვება; და
● სამოქალაქო პირები არ უნდა აიძულონ დატოვონ საკუთარი ტერიტორია კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
შეიარაღებული კონფლიქტის ეს დებულება სამართლის იმ დარგს განეკუთვნება, რომელიც გამოიყენება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის დროს, თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, იგი მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოიყენება.
იგი ასახავს პოლიციის სამსახურის კარგ პრაქტიკას და აკმაყოფილებს პოლიციისადმი წაყენებულ მოთხოვნას,
უზრუნველყონ დახმარება და მხარდაჭერა საგანგებო მდგომარეობის დროს.
![]() |
3.2.5 თავი 15: ადამიანის უფლებათა დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
15.1. შესავალი
პოლიციის მოვალეობაა მისი უფლებამოსილების განხორციელებისას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-4 ნაწილის მე-7- მე-10 თავებშია განხილული და აგრეთვე მისი მეხუთე განყოფილება პოლიციის ფუნქცია და ადამიანის უფლებათა დაცვა ფუნქციების შესრულებისას, რაზედაც წინა თავში ვისაუბრეთ. ეს ნიშნავს, რომ მათ პატივი უნდა სცენ ეროვნული კანონმდებლობის დებულებებს, რომლებიც იმ ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს იცავენ, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. მათ უნდა განახორციელონ მხოლოდ ის ძალაუფლება, რაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული და დაიცვან ამ ძალაუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები.
წინამდებარე თავში განხილულია პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა. ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა თავისთავად წარმოადგენს პოლიციის სამსახურის კონკრეტულ ფუნქციას.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
წინამდებარე თავში განხილული თემის ბუნება და მნიშვნელობა გამოკვეთილია შემდეგ საკითხებზე ხაზგასმით:
● პოლიციის სამსახურის ტექნიკურ და ქცევით ასპექტებს შორის ურთიერთდამოკიდებულება; და
● ადამიანის უფლებებსა და პოლიციის სამსახურს შორის ურთიერთდამოკიდებულება.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აქცენტი გადატანილია პოლიციაზე, როგორც ადამიანის უფლებებისაგან სარგებლობის მიმღებ მხარეზე, აგრეთვე მათ მიერ სხვათა უფლებების პატივისცემისა და დაცვის მოთხოვნებზე.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში განხილულია პოლიციის ზოგადი ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და განსაზღვრულია ის გზები, რომლის საშუალებითაც პოლიციამ ადამიანის კონკრეტული უფლებები უნდა დაიცვას. და ბოლოს, მითითებულია ადამიანთა უკანონო დისკრიმინაციისაგან დაცვის მოთხოვნაზე.
15.2. ძირითადი საკითხები
ეს საკითხებია:
● პოლიციის სამსახურის ტექნიკური და ქცევითი ასპექტები ურთიერთდამოკიდებულია;
● თავისი ძალაუფლების განხორციელებისას პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს; მის ერთერთ ფუნქციას წარმაოდგენს ადამიანის უფლებათა დაცვა; და ისინი უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ ადამიანის უფლებებით;
● პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ მის ძირითად ვალდებულებებს ასრულებს ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
● პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ მის ძირითად ვალდებულებებს ასრულებს ადამიანის კონკრეტულ უფლებათა დაცვის თვალსაზრისით; და
პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო მის ძირითად ვალდებულებებს ასრულებს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების თვალსაზრისით, რითაც იცავს ეფექტურ სამართლებრივ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უფლებას და ამის მეშვეობით - ადამიანის ყველა უფლებას.
15.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
პოლიციის სამსახურის ტექნიკურ და ქცევით ასპექტებს შორის ურთიერთდამოკიდებულება
პოლიციის ძირითადი ფუნქციაა დანაშაულის თავიდან აცილება და მისი გამოვლენა, საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარების გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება და აღდგენა. ეს ფუნქციები წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-11- და მე-13 თავებშია განხილული.
ამ ფუნქციების განხორციელებისას პოლიცია იცავს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების დროს იგი ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის საშუალებას იძლევა; ხოლო უკანონო მკვლელობის თავიდან აცილებით იგი სიცოცხლის უფლებას იცავს. დაცვის ამ ფორმისთვის სამართლებრივ ჩარჩოს საერთაშორისო დოკუმენტების დებულებები უზრუნველყოფენ. ეს დებულებები განხილულია ქვესათაურში - ,,ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“, სადაც მოცემულია ადამიანის უფლებათა დაცვის ამ ფორმის კონკრეტული მაგალითები.
თავისი ფუნქციის შესასრულებლად პოლიციას სჭირდება:
● პოლიციის სამსახურისათვის საჭირო ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარება - (რაც აგრეთვე დამოკიდებულია ცოდნის გამოყენებაზე, მაგალითად, კანონმდებლობის, პოლიციის პროცედურების, კონკრეტული სიტუაციისათვის შესაბამისი პოლიციის ტაქტიკის, საგამოძიებო ტექნიკის); და
● სათანადო ქცევის შემუშავება, რაც მოიცავს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას.
პოლიციის სამსახურის ეს ტექნიკური და ქცევითი ასპექტები ურთიერთდამოკიდებულია, რადგან:
● თუ პოლიცია არ ფლობს სათანადო ჩვევებსა და ცოდნას, მეტია ალბათობა იმისა, რომ იგი ცუდად მოიქცევა - შელახავს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, მეტად სავარაუდოა, რომ პოლიციის მუშაკი, რომელიც ტექნიკურად არაკომპეტენტურია დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკითხვის უნარ-ჩვევებში, დანაშაულის გამოძიებისას არასათანადოდ მოეპყრობა ეჭვმიტანილს ან შესაძლოა წამების ხერხებიც კი გამოიყენოს მის მიმართ; და
● თუ პოლიციის მუშაკებს უფლება ეძლევათ გამოიყენონ უკანონო ან არაჰუმანური მეთოდები, ისინი ვერ შეძლებენ განავითარონ კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურისათვის საჭირო ტექნიკური უნარჩვევები.
ადამიანის უფლებებისა და პოლიციის სამსახურის ურთიერთდამოკიდებულება
ადამიანის უფლებებსა და პოლიციის სამსახურის შორის დამოკიდებულებას სამი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს:
● პოლიციის ძალაუფლების განხორციელებისას ადამიანის უფლებების პატივისცემა;
● ადამიანის უფლებათა დაცვა, როგორც პოლიციის ფუნქცია; და
● პოლიციის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობა.
როგორც წინამდებარე თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემა დეტალურად განხილულია მე-4 განყოფილების 7-10 თავებში. ეს მიჩნეულ უნდა იქნეს ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რადგან, როდესაც პოლიცია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, იგი ამით კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და სხვა ცივილიზებულ ღირებულებებს განამტკიცებს, ხოლო როდესაც იგი ხელყოფს ადამიანის უფლებებს, ამით საფრთხეს უქმნის ყველა ამ ღირებულებას.
პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა და მის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობა ამ ურთიერთობის ძალზე პოზიტიური ასპექტია და ეს საკითხი პოლიციამ უნდა გაითვალისწინოს და დააფასოს, რამეთუ:
● იგი ხელს უწყობს პოლიციის ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველსაყოფად; და
● იგი ხელს უწყობს საზოგადოების ნდობისა და რწმენის განმტკიცებას პოლიციის მიმართ და ამით უზრუნველყოფს საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რაც აუცილებელია პოლიციის სამსახურის ეფექტურობისათვის.
პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ადამიანის უფლებებით ისევე სარგებლობდნენ, როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ვისაც ისინი ემსახურებიან. თუმცა, პოლიციის მიერ უფლებებით სარგებლობის კიდევ ერთი განზომილება არსებობს, რაც პოლიციის საქმიანობის ბუნებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
● პოლიციის ტრეინინგი;
● პოლიციის აღჭურვილობა;
● პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკთა მიერ პოლიციელთა ინსტრუქტირების და მათი სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში გაგზავნის მეთოდები,
რომლის მიზანიცაა პოლიციის მუშაკთა სიცოცხლის დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ასახულია:
● ხელშეკრულებათა მუხლებში, რომლებიც სიცოცხლის უფლებას იცავენ; და
● ისეთ დოკუმენტებში, როგორიცაა სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
● პოლიციის მუშაკთა დარწმუნების აუცილებლობა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის მოთხოვნა წინააღმდეგობაში არ მოდის პოლიციის სამსახურის ეფექტურ განხორციელებასთან;
● პოლიციის მუშაკთა მიერ იმ ფაქტის გათვითცნობიერების აუცილებლობა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციის ფუნქციას წარმოადგენს;
● პოლიციის ორგანიზაციებს შორის ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარების აუცილებლობა; და
● მთავრობისა და პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკების დარწმუნების აუცილებლობა, რომ პოლიციის მუშაკთა ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფა მათი მოვალეობაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათი უფლებები შესაძლოა დაირღვეს პოლიციის საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე.
15.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ადამიანის უფლებათა დაცვა - პოლიციის ზოგადი ვალდებულება
წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-2 განყოფილების მე-3 თავში განხილულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით სახელმწიფოებზე დაკისრებული ზოგადი ვალდებულება, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას და ადამიანის კონკრეტულ უფლებათა დაცვას იმ ვალდებულებათა შესაბამისად, რომელიც მათ აღებული აქვთ ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების საფუძველზე.
გარდა ამისა, განხილულია ამ ვალდებულებათა კავშირი პოლიციის სამსახურთან.
სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ:
● მათი საკონსტიტუციო და სამართლებრივი სისტემების შესაბამისობა მათ მიერ საერთაშორისო სამართლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან, რათა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას; და
● სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათ სპეციფიურ ფუნქციებთან, რომლის მიზანია ზოგადად სახელმწიფოს შიგნით კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სახელმწიფოები მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან (პოლიციის ჩათვლით), რათა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და მათ დაცვას და ამ ზოგად კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციის ფუნქციას წარმოადგენს - განსაკუთრებით იმიტომ, რომ:
● პოლიციის სამართალდამცავი და ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნქცია კანონითაა განსაზღვრული; და
● პოლიცია იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგი აუცილებელია ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობისათვის.
შენიშვნა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 28-ე მუხლი აცხადებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს ისეთი სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა სრულად განხორციელება.
პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეს ზოგადი ვალდებულება აღიარებულია გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის მე-2 მუხლში:
„სამართალდამცავი მუშაკები, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის ღირსებასა და ყველა პირის ადამიანის უფლებებს“
პოლიციის მიერ ადამიანის კონკრეტულ უფლებათა დაცვა
ასევე შესაძლებელია განისაზღვროს ადამიანის კონკრეტული უფლებები, რომელსაც პოლიცია იცავს, მაგალითად:
1. სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იქნეს კანონით (იხ. წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-4 განყოფილების მე-7 თავი). ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ კანონი, რომელიც კრძალავს მკვლელობას და სიცოცხლის მოსპობის სხვა ფორმებს. პოლიციის ამოცანაა ასეთი სახის დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.
2. ქონების ფლობის უფლება და ქონების თვითნებური წართმევის აკრძალვა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლშია აღიარებული. (ქონებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლება აგრეთვე ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველ მუხლში). ქურდობის პრევენციითა და გამოვლენით პოლიცია ამ უფლებით სარგებლობას უწყობს ხელს.
3. შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების უფლება ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლითაა დაცული. როდესაც პოლიცია მოინახულებს და მოხსენებას ამზადებს სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე, იგი ამით ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენას შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლით დაცულია ადამიანის უფლება - უფლებათა დარღვევის შემთხვევაში ეფექტურად აღიდგინოს თავისი უფლებები კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში (აგრეთვე ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების მუხლებით). ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიებით პოლიციას წვლილი შეაქვს ამ უფლების და საერთოდ ადამიანის ყველა უფლების დაცვაში, რამეთუ ეფექტური სასამართლო საშუალებათა გარეშე ადამიანის უფლებათა მიზნობრივი დაცვა ვერ განხორციელდება.
შენიშვნა: ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების საკითხები განხილულია წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-6 განყოფილების მე-17 თავში - „პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკების მიერ ადამიანის უფლებათა განხორციელება“.
სასურველია აგრეთვე აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობების დროს, როდესაც ადამიანებს პოლიციის მხრიდან გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ:
● შესაძლებელია დაცულ იქნეს სიცოცხლის უფლება; და
● პოლიციამ შესაძლოა უზრუნველყოს ზოგიერთი სახის ეკონომიკური და სოციალური უფლებებით დაუყოვნებელი სარგებლობა, რაც შეიძლება განხორციელდეს იმ ადამიანთა თხოვნის სათანადო გათვალისწინებით, ვისაც ასეთი უფლებები დაერღვა.
დისკრიმინაციისაგან დაცვა
უნდა აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის პატივისცემა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დასაცავად, ხოლო პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია ადამიანთა დაცვა უკანონო დისკრიმინაციისაგან. ადამიანის უფლებათა დაცვის ეს ფორმა განხილულია მომდევნო თავში.
15.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რატომ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვა?
2. ადამიანის რომელი უფლებებით სარგებლობაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიციის მუშაკებისათვის მათი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე?
3. განსაზღვრეთ საშულებები, რითაც პოლიცია ადამიანის კონკრეტულ უფლებებს იცავს, გარდა იმ საშულებებისა, რომლებიც წინამდებარე თავშია მითითებული.
4. განიხილეთ მოსაზრება, რომ მაღალკვალიფიციური პოლიციის მუშაკებისაგან ადამიანის უფლებათა დარღვევები ნაკლებ სავარაუდოა ვიდრე შედარებით დაბალკვალიფიციური მუშაკებისაგან.
5. რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა დარღვევების სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება? როგორ უწყობს ხელს ასეთი გამოძიება ადამიანის უფლებათა დაცვას?
15.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი ჯგუფებად და სთხოვეთ მათ განიხილონ შემდეგი საკითხები:
1. განსაზღვრეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ელემენტები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისთვისაა მნიშვნელოვანი.
2. განიხილეთ ყველა საშუალება, რომლითაც პოლიციას შეუძლია წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ელემენტებში, რომლებიც 1-ლ პუნქტშია ჩამოთვლილი.
3. 1-ლ და მე-2 პუნქტებზე თქვენს მიერ გაცემული პასუხების გათვალისწინებით განსაზღვრეთ და განიხილეთ გზები, რომლითაც თქვენი ქვეყნის პოლიცია შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
მონაწილეთა მიერ სამივე საკითხზე მოსაზრებების შემუშავების შემდეგ განავითარეთ ჯგუფებს შორის დისკუსია წამოჭრილი საკითხების გარშემო.
![]() |
3.2.6 თავი 16: დისკრიმინაციის პრევენცია |
▲ზევით დაბრუნება |
16.1. შესავალი
დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის პატივისცემა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.
პირი, რომელიც განიცდის დისკრიმინაციას ისეთ საფუძველზე, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, რელიგია, შეხედულება ან ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობა, მისი ადამიანური ღირსების შეურაცხყოფის წინაშე დგას. გარდა ამისა, მცირდება მის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობაც.
პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ადამიანები უკანონო დისკრიმინაციისაგან დაიცვას. პოლიციის ძალაუფლება უნდა განხორციელდეს და მათი ფუნქციები უნდა შესრულდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის ჯეროვანი გათვალისწინებით. ამ პრინციპს აგრეთვე პატივს უნდა სცემდნენ პოლიციის ორგანიზაციებში.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ ქვესათაურში თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია დისკრიმინაციის ზოგიერთი საზიანო ეფექტის იდენტიფიცირებით, უფლებებით თანაბარი სარგებლობის უფლების განმეორებით და უკანონო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიციის როლზე ხაზგასმით.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია
პრეზენტაციისათვის ამ ქვესათაურში მოკლედ განხილულია სათანადო დებულებები შემდეგი დოკუმენტებიდან: გაეროს დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; დეკლარაცია ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ; კონვენცია ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ და დეკლარაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
16.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით;
● ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე;
● ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით რაიმე დისკრიმინაციის გარეშე;
● ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული უკანონო დისკრიმინაციისაგან;
● პოლიციის სამსახური მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად და დისკრიმინაციის თავიდან აცილებისათვის შემქნილი კანონების აღსრულებისათვის.
16.3. განმარტებითი კომენტარი
თემის ბუნება და მნიშვნელობა
დისკრიმინაცია, თავისი ყველა ფორმით, საერთაშორისო საზოგადოების უწყვეტ საზრუნავს წარმოადგენს. იგი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს; იგი იწვევს დაძაბულობასა და მღელვარებას სახელმწიფოთა შიგნით; და იგი აბრკოლებს სახელმწიფოთა, ჯგუფებისა და ინდივიდების განვითარებას.
ყველა ამ მიზეზთა გამო, ხოლო განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ შემცირდეს სოციალური დაძაბულობა და თავიდან იქნეს აცილებული მღელვარება, პოლიციამ დაუყოვნებელი და გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს უკანონო დისკრიმინაციის წინააღმდეგ, როდესაც ასეთი ქმედება მის მოვალეობაში შედის.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლი აღიარებს, რომ ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე. მსგავსი დებულება ჩართულია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლში. ეს უფლება აგრეთვე დაცულია ადამიანის უფლებათა რეგიონალურ ხელშეკრულებებში (ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია, მუხლი 2; ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, მუხლი 1; და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 14).
პოლიცია, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი და გარანტი, მოწადინებული უნდა იყოს, რომ უკანონო დისკრიმინაციით ადამიანის უფლებებით სარგებლობის საშუალება არ წაერთვათ ან არ შეუმცირდეთ პირთა ჯგუფებს ან ინდივიდებს.
სამართალდაცვის პროცესთან უშუალოდაა დაკავშირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და კანონით თანაბრად დაცვის უფლება. მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლი აცხადებს:
„ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.“
ეს უფლება აგრეთვე ჩამოყალიბებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (მუხლი 26) და რეგიონალურ ხელშეკრულებებში.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის დაწესებულებათა მართვა ხდებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის სრული პატივისცემის გათვალისწინებით, განსაკუთრებით რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობებთან და ქალებთან მიმართებაში.
პოლიციის დაწესებულებებში თანამშრომლების აყვანა, მათი ტრეინინგი და დაწინაურება, აგრეთვე პოლიციელთა ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან დაფუძნებული უნდა იყოს სამართლიან და არადისკრიმინაციულ სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე, და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე.
თუ პოლიციელები თავინთი კოლეგების მიმართ ჯეროვნად იქცევიან, ისინი ადამიანებსაც სათანადოდ მოექცევიან იმ საზოგადოებაში, რომელსაც ემსახურებიან.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
ეს საკითხებია:
● სამართალდამცავი მუშაკების დამოკიდებულებასა და ქცევაზე ზეგავლენის საჭიროება ტრეინინგისა და თვალსაჩინო მაგალითების საშულებით, რათა მათ სრულად გაითვალისწინონ დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი;
● აუცილებლობა იმისა, რომ სამართალდამცავმა მუშაკებმა პასუხი მოსთხოვონ კოლეგებს, ვინც დისკრიმინაციულ მოსაზრებებს გამოთქვამს ან დისკრიმინაციული ფორმით იქცევა;
● დისციპლინარული ან სხვა სამართლებრივი პროცედურების გატარება იმ სამართალდამცავი მუშაკების მიმართ, ვინც არღვევს დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ განკარგულებებს ან კანონებს.
16.4. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
დისკრიმინაცია რასის საფუძველზე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
აღნიშნული დოკუმენტი მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1963 წლის 30 ნოემბრის რეზოლუციით 1904 (XVIII). რეზოლუცია მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაზე და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ანტიდისკრიმინაციულ დებულებებზე.
დისკრიმინაციის ფენომენთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოსაზრებებს შორის, რომელიც რეზოლუციაშია ჩამოყალიბებული, გენერალური ასამბლეა აცხადებს, რომ რასობრივი დისკრიმინაცია ზიანს აყენებს არა მხოლოდ მათ, ვის მიმართაც დისკრიმინაცია ხორციელდება, არამედ მათაც, ვინც მას ახორციელებს.
დეკლარაციის 1-ლი მუხლი ადასტურებს, რომ რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე ადამიანთა მიმართ დისკრიმინაცია ადამიანის ღირსების ხელყოფაა.
მუხლი 2 უკრძალავს ნებისმიერ ქვეყანას, დაწესებულებას, ჯგუფს თუ ცალკეულ პირს ადამიანის უფლებათა სფეროში განახორციელოს რაიმე დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე.
მუხლი 3 მოითხოვს, რომ საგანგებო ძალისხმევა მიმართონ რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით სამოქალაქო უფლებებთან, მოქალაქეობის მინიჭებასთან, განათლებასთან, რელიგიასთან, დასაქმებასთან, შრომასთან და საცხოვრებელთან მიმართებაში.
მუხლი 4 სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მიიღონ ასეთი დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონები და გაატარონ ყველა სათანადო ზომა რასობრივი დისკრიმინაციის გამომწვევი შეხედულებების წინააღმდეგ.
მუხლი 6 კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებით სარგებლობისას. იგი აგრეთვე აღიარებს სახელმწიფო სამსახურზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
მუხლი 7 აყალიბებს ყოველი ადამიანის თანასწორობის უფლებას კანონის წინაშე და კანონით თანაბარი დაცვის უფლებას. იგი აღიარებს, რომ ყოველ ადამიანს, განურჩევლად რაიმე გასხვავებისა რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, აქვს პირადი უსაფრთხოების უფლება და სახელმწიფოსაგან დაცვის უფლება ძალადობისაგან ან ფიზიკური დაზიანებისაგან, რომელიც გამოწვეული იქნება ხელისუფლების ორგანოების მუშაკებისა თუ ნებისმიერი სხვა პირის, ჯგუფისა თუ დაწესებულების მიერ.
თითოეულ ადამიანს, მისი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისას, აქვს ასეთი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტური სამართლებრივი საშუალებებისა და დაცვის უფლება დამოუკიდებელ ეროვნულ სასამართლოებში.
მუხლი 8, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მოითხოვს ეფექტური ნაბიჯების გადადგმას სწავლების, განათლებისა და ინფორმაციის სფეროში.
მუხლი 9 მოითხოვს დაგმობილ იქნეს ყოველგვარი პროპაგანდა და ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ერთი რასის ან კანის ფერის პირთა ჯგუფის ან ეთნიკური წარმოშობის უპირატესობის იდეებზე ან თეორიებზე რასობრივი დისკრიმინაციის გამართლების მიზნით.
კანონით ისჯება ინდივიდუალურ პირთა და ასევე ორგანიზაციების მიერ ძალადობის წაქეზება ან ძალადობრივი აქტები, რომელიც მიმართულია ნებისმიერი რასის ან სხვა კანის ფერის მქონე პირთა ჯგუფის ან სხვა ეთნიკური წარმოშობის პირთა წინააღმდეგ.
სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებების ჩათვლით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელონ და/ან კანონგარეშედ გამოაცხადონ ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ დისკრიმინაციას ან აქეზებენ მისკენ, ან აქეზებენ ძალადობას ან ეწევიან ძალადობას დისკრიმინაციის მიზნით რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე.
საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
ეს დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერისა და რატიფიცირებისათვის გაიხსნა გენერალური ასამბლეის 1965 წლის 21 დეკემბრის 2106 (XX) რეზოლუციით.
გენერალური ასამბლეის ეს რეზოლუცია ადასტურებს მის ღრმა რწმენას, რომ რასობრივ განსხვავებაზე დაფუძნებული უპირატესობის ნებისმიერი დოქტრინა მეცნიერულ სიცრუეს წარმოადგენს, იგი მორალურად დასაგმობი, სოციალურად უსამართლო და საშიშია, და რომ რასობრივ დისკრიმინაციას არა აქვს არც თეორიული და არც პრაქტიკული გამართლება.
იგი კვლავ ადასტურებს, რომ ადამიანთა შორის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დაბრკოლებას უქმნის ერთა შორის მეგობრულ და მშვიდობიან ურთიერთობას და რომ მას შეუძლია დაარღვიოს ხალხთა შორის მშვიდობა და უსაფრთხოება და ადამიანთა ჰარმონია, რომლებიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ ცხოვრობენ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში.
კონვენციის დებულებები სავალდებულოა მისი მონაწილე მხარეებისათვის. კონვენციის მე-11 ნაწილით დაფუძნებულია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, რომლის მიზანიცაა კონვენციის დებულებების ამოქმედება.
მუხლი 1 რასობრივ დისკრიმინაციას განმარტავს როგორც:
,,ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, კანის ფერის, წოდების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, რომლის მიზანიცაა ან იწვევს თანაბარ საფუძველზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან განხორციელების მოსპობას ან გაუარესებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში“.
მუხლი 2 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს არ განახორციელონ პირთა, ჯგუფების ან დაწესებულებების მიმართ რაიმე ქმედება ან პრაქტიკა, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციასთანაა დაკავშირებული, და უზრუნველყონ, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, ამ ვალდებულების შესაბამისად მოქმედებდეს.
თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, ყველა სათანადო საშუალებების გამოყენებით, საკანონმდებლო ღონისძიებების ჩათვლით, უნდა აკრძალოს რასობრივი დისკრიმინაცია, რომელსაც ახორციელებს ნებისმიერი პირი, ჯგუფი თუ ორგანიზაცია.
როდესაც მდგომარეობა მოითხოვს, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საგანგებო და კონკრეტული ზომები სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, რათა უზრუნველყონ ზოგიერთი რასობრივი ჯგუფის ან მისდამი მიკუთვნებულ პირთა სათანადო განვითარება და დაცვა, რომლის მიზანიცაა მათთვის ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სრული და თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 4 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მიიღონ ზომები რასობრივი დისკრიმინაციის წაქეზების ან ასეთი ქმედებების აღმოსაფხვრელად, და განსაკუთრებით, კანონით დასჯად დანაშაულად გამოაცხადონ - რასობრივ უპირატესობაზე და სიძულვილზე დაფუძნებული იდეების გავრცელება, რასობრივი დისკრიმინაციის წაქეზება, აგრეთვე ძალადობრივი აქტები ან ასეთი აქტების წაქეზება ნებისმიერი რასის ან სხვა ფერის კანის მქონე პირთა ჯგუფის ან ეთნიკური წარმოშობის პირთა წინააღმდეგ.
მუხლი 5 კვლავ იმეორებს ყოველი ადამიანის თანასწორობის უფლებას კანონის წინაშე და მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის უფლებას, მათ შორის:
● სასამართლოს და მართლმსაჯულების განმახორციელებელ სხვა ორგანოების წინაშე თანასწორობის უფლებას; და
● პირადი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის უფლებას ძალადობისაგან ან სხეულის დაზიანებისაგან, რომელსაც ახორციელებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ნებისმიერი კონკრეტული პირი, ჯგუფი ან დაწესებულება.
მუხლი 6 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყოველი ადამიანი რასობრივი დისკრიმინაციის ქმედებებისაგან ეფექტური დაცვითა და სასამართლო საშუალებებით კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
მუხლი 7 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს განახორციელონ დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები, განსაკუთრებით სწავლების, განათლების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროში, რასობრივი დისკრიმინაციის გამომწვევ შეხედულებათა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე
დეკლარაცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ
ეს დოკუმენტი მიღებულია გენერალური ასამბლეის 1967 წლის 7 ნოემბრის 2263(XXII) რეზოლუციით. რეზოლუციაში გენერალური ასამბლეა გამოხატავს წუხილს ქალთა მიმართ არსებული მნიშვნელოვანი დისკრიმინაციის გამო. იგი ადასტურებს, რომ ქვეყნის საერთო და სრულყოფილი განვითარების, მსოფლიოს კეთილდღეობისა და მშვიდობის მიზნებისათვის საჭიროა ქალთა, ისევე როგორც მამაკაცთა მაქსიმალური მონაწილეობა ყველა სფეროში.
გენერალური ასამბლეა თვლის, რომ საჭიროა საყოველთაოდ კანონით იქნეს აღიარებული და პრაქტიკით დადასტურებული მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის პრინციპი.
მუხლი 1 აცხადებს, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია თავისი არსით უსამართლოა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს.
მუხლი 2 მოითხოვს, რომ მამაკაცისა და ქალის თანასწორობის პრინციპი ჩართული იყოს კონსტიტუციაში ან სხვაგვარად იყოს კანონით გარანტირებული.
მუხლი 3 მოითხოვს, რომ მიღებულ იქნეს ყველა სათანადო ზომა, რათა მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი და ეროვნული სწრაფვა მიმართულ იქნეს იმ შეხედულებების აღმოფხვრასა და ჩვეულებების გაუქმებაზე, რომლებიც ქალთა არასრულფასოვნების იდეაზეა დაფუძნებული.
მუხლი 4 მოითხოვს, განხორციელდეს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქალები, მამაკაცებთან თანაბარი პირობებითა და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობდნენ მთელი რიგი უფლებებით, სახელმწიფო სამსახურზე ხელმისაწვდომობისა და ყველა სახის საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულების უფლების ჩათვლით.
მუხლი 8 მოითხოვს განხორციელდეს ყველა სათანადო ღონისძიება, საკანონმდებლო ღონისძიებების ჩათვლით, რათა აღკვეთილ იქნეს ქალთა ტრაფიკინგის ყველა სახე და ქალთა პროსტიტუციის გამოყენება.
მუხლი 9 მოითხოვს ყველა სათანადო ღონისძიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გოგონებისა და ქალებისათვის, მამაკაცებთან თანაბარი პირობებით, განათლების უფლება ყველა საფეხურზე.
მუხლი 10 მოითხოვს ყველა სათანადო ღონსიძიების განხორციელებას, რათა ქალები, ქორწინებაში მყოფი ან დაუქორწინებელი, უზრუნველყოფილნი იყვნენ მამაკაცებთან თანაბარი უფლებებით ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, კერძოდ, პროფესიული განათლების მიღების, შრომის, პროფესიისა და დასაქმების თავისუფალი არჩევანისა და პროფესიასა და სპეციალობაში დახელოვნების უფლებით.
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
ეს დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერის, რატიფიცირებისა და შეერთებისათვის გაიხსნა გენერალური ასამბლეის 1979 წლის 18 დეკემბრის 34/180 რეზოლუციით.
გენერალური ასამბლეა ამ რეზოლუციაში აცხადებს, რომ მამაკაცთა და აგრეთვე ქალთა როლის ცვლილება საზოგადოებასა და ოჯახში საჭიროებს მამაკაცთა და ქალთა სრული თანასწორობის დამკვიდრებას.
კონვენციის დებულებები სავალდებულოა მისი მონაწილე სახელმწიფოებისათვის, ხოლო V ნაწილის საფუძველზე შეიქმნა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, რომლის მიზანიცაა კონვენციის განხორციელების მონიტორინგი.
მუხლი 1 ქალთა მიმართ დისკრიმინაციას განმარტავს როგორც:
„ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას ან შეზღუდვას სქესის საფუძველზე, რომელიც იწვევს ან რომლის მიზანიცაა ქალთა მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან განხორციელების გაუარესებას ან მოსპობას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან საზოგადობრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში“.
მუხლი 2 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში ჩართონ მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის პრინციპი, და კანონისა და სხვა სათანადო ზომების საშუალებით უზრუნველყონ ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება.
მუხლი 5 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მოახდინონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელის მოდიფიცირება, რათა აღმოიფხვრას შეხედულებები და გაუქმდეს ჩვეულებები და სხვა სახის პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია რომელიმე სქესის არასრულფასოვნებაზე ან უპირატესობაზე, ან მამაკაცთა და ქალთა როლების შესახებ არსებულ სტერეოტიპებზე.
მუხლი 6 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს განახორციელონ ყველა სათანადო ღონისძიება, საკანონმდებლო ღონისძიებების ჩათვლით, რათა აღკვეთონ ქალთა ტრაფიკინგის ყველა ფორმა და ქალთა პროსტიტუციის გამოყენება.
მუხლი 7 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს განახორციელონ სათანადო ღონისძიებები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით და უზრუნველყონ მთელი რიგი უფლებებით სარგებლობა, სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე სახელმწიფო თანამდებობების დაკავებისა და ყველა სახის სახელმწიფო ფუნქციების შესრულების უფლების ჩათვლით.
მუხლი 10 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მიიღონ ყველა სათანადო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყონ მათი მამაკაცთან თანაბარი უფლებები განათლების სფეროში და აგრეთვე მთელი რიგი უფლებებისა, დაწინაურებისა და პროფესიული ორიენტაციის თანაბარი პირობებისა და პროფესიული და ტექნიკური განათლების უფლების ჩათვლით.
მონაწილე სახელმწიფოებს აგრეთვე მოეთხოვებათ მიიღონ ზომები, რათა აღმოფხვრან ნებისმიერი სტერეოტიპული კონცეფცია მამაკაცთა და ქალთა როლის შესახებ განათლების ყველა საფეხურზე და განათლების ყველა ფორმაში.
მუხლი 11 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს განახორციელონ ყველა სათანადო ღონისძიება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით დასაქმების სფეროში და უზრუნველყონ მთელი რიგი უფლებებით სარგებლობა, პროფესიისა და დასაქმების თავისუფალი არჩევანის, დაწინაურებისა და შრომის უსაფრთხოების და პროფესიული წვრთნის მიღების უფლებების ჩათვლით.
მუხლი 15 მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს აღიარონ ქალთა თანასწორობა მამაკაცთან კანონის წინაშე.
დისკრიმინაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე
დეკლარაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
ეს დოკუმენტი მიღებულია გენერალური ასამბლეის 1981 წლის 25 ნოემბრის 36/55 რეზოლუციით.
აღნიშნულ რეზოლუციაში გენერალური ასამბლეა მიუთითებს დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე, აგრეთვე აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებაზე, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში.
გენერალური ასამბლეა აგრეთვე გამოხატავს შეშფოთებას რელიგიისა თუ რწმენის საკითხებში შეუწყნარებლობის გამოვლინებებისა და დისკრიმინაციის არსებობის გამო, რომელსაც კვლავ აქვს ადგილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დეკლარაციის 1-ლი მუხლი აცხადებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საკუთარი არჩევანის საფუძველზე ადამიანს ჰქონდეს ნებისმიერი სახის რელიგია ან რწმენა და თავისუფლად ეწეოდეს მისი რელიგიის აღმსარებლობას და გამოხატავდეს რწმენას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, და საჯაროდ ან პირადად აღასრულებდეს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, საკულტო მსახურებასა და სწავლებას.
მუხლი 2 აცხადებს, რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს დისკრიმინაციას რელიგიის ან რწმენის საფუძველზე რომელიმე სახელმწიფოს, დაწესებულების, პირთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მხრიდან.
მუხლი 3 აცხადებს, რომ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე წარმოადგენს ადამიანის ღირსების შელახვას.
მუხლი 4 სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მიიღონ ეფექტური ზომები, რათა თავიდან აიცილონ ან აღმოფხვრან დიკრიმინაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე ადამიანის უფლებებით და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობისას სამოქალაქო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ან გააუქმონ კანონმდებლობა, რათა აკრძალონ ნებისმიერი ასეთი დიკრიმინაცია, და აგრეთვე მიიღონ ყველა საჭირო ზომა რელიგიის ან სხვა რწმენის საფუძვლეზე ამ სფეროში შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მუხლი 5 აცხადებს, რომ მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს უფლება აქვთ ოჯახის ფარგლებში ცხოვრების წესი განსაზღვრონ მათი რელიგიის ან რწმენის შესაბამისად, აგრეთვე ზნეობრივი განათლების გათვალისწინებით, რომელსაც ისინი შესაბამისად თვლიან ბავშვის აღსაზრდელად.
ბავშვები დაცულნი არიან რელიგიის ან რწმენის საფუძველზე ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისაგან. მუხლი 6 აყალიბებს მთელ რიგ თავისუფლებებს, აზრის, სინდისის, რელიგიის ან რწმენის უფლების ჩათვლით. ეს თავისუფლებები შეიცავს რელიგიასთან ან რწმენასთან დაკავშირებული აღმსარებლობითი წეს-ჩვეულებების შესრულების ან შეკრების უფლებას, და ამ მიზნებისათვის შესაბამისი ადგილების შექმნასა და წარმართვას.
გადახვევის ღონისძიებები
უნდა აღინიშნოს, რომ გადახვევის ღონისძიებები, რომელთა საშუალებასაც ადამიანის უფლებათა ზოგიერთი ხელშეკრულება იძლევა საგანგებო მდგომარეობების დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს (მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლი), მოითხოვს, რომ ასეთ ღონსძიებებს არ მოჰყვება დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
,,გადახვევის ღონისძიებების“ უფრო დეტალური განხილვა მოცემულია წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-13 თავში - პოლიციის სამსახური არეულობისა და დაძაბულობის დროს.
16.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია, რათა უზრუნველყოს და შეინარჩუნოს რასობრივი უმცირესობების ჯგუფების ნდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა საზოგადოებაში, რომელსაც იგი ემსახურება?
2. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა პოლიციის მუშაკმა ქალებმა სრულყოფილად განახორციელონ თავიანთი საპოლიციო ფუნქციები?
3. რატომ არის რელიგიის ან რწმენის უფლება ესოდენ მნიშვნელოვანი ადამიანის უფლება?
4. არის თუ არა შესაძლებელი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობით დამოკიდებულების შეცვლა?
5. რატომ იწვევს საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეშფოთებას რასის, სქესისა და რელიგიის ან რწმენის საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაცია?
16.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი ჯგუფებად და დაურიგეთ მათ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული სამი დეკლარაციის ასლები, რომლებიც წინამდებარე თავში არის განხილული. სთხოვეთ მათ:
1. შეიმუშავონ პოლიციის დაწესებულების მოკლე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზედაც შეიძლება დაფუძნდეს პოლიციის პოლიტიკა და პრაქტიკა აღნიშნული დოკუმენტების პრინციპების გათვალისწინებით.
2. შეიმუშავონ მოკლე ქცევის კოდექსი, რომელიც უხელმძღვანელებს პოლიციას მათ დამოკიდებულებასა და ქცევებში საწინააღმდეგო სქესის კოლეგებთან მიმართებაში.
3. შეიმუშავონ ტრეინინგის მოკლე პროგრამის სქემა პოლიციის მუშაკებისათვის, რომლის მიზანიც იქნება, გავლენა მოახდინოს მათ დამოკიდებულებასა და ქცევაზე ამ თავში განხილული დისკრიმინაციის ფორმებთან მიმართებაში.
![]() |
3.3 მეექვსე განყოფილება: ადამიანის უფლებათა განხორციელება ხელმძღვანელობისა და განათლების საშუალებით |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.3.1 თავი 17: ადამიანის უფლებათა განხორციელება პოლიციის ხელმძღვანელთა მიერ |
▲ზევით დაბრუნება |
17.1. შესავალი
წინამდებარე თავში განხილულია ადამიანის უფლებათა კავშირი პოლიციის ხელმძღვანელებთან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სასწავლო სახელმძღვანელო ამ კავშირის განხილვას ეძღვნება, ამ თავში მოცემულია კონკრეტული საფუძველი, რითაც შეიძლება ავსახოთ და განვიხილოთ თუ რა უნდა გააკეთონ პოლიციის ხელმძღვანელებმა ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველსაყოფად - ან როგორ შეიძლება მოხდეს მათ მიერ ადამიანის უფლებათა იგნორირება.
ეს განხორციელებულია პოლიციის ხელმძღვანელთა ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე და პოლიციის ხელმძღვანელების გარკვეულ მნიშვნელოვან ფუნქციებთან დაკავშირებული დოკუმენტების დებულებებსა და სხვა წყაროებზე მითითებით.
პოლიციის ხელმძღვანელები პოლიციის ის მუშაკები არიან, რომლებიც პოლიციის დაწესებულების ნებისმიერ დონეზე მათდამი დაქვემდებარებულ მუშაკებზე არიან პასუხისმგებელნი. ისინი შეიძლება იყვნენ ძირითად საზედამხედველო დონეზე, მენეჯმენტის პირველ დონეზე, ოპერატიული ხელმძღვანელობის დონეზე ან აღმასრულებელ/სტრატეგიულ დონეზე. იერარქიის რომელ დონეზეც არ უნდა იმყოფებოდნენ, მათ აქვთ ნათლად განსაზღვრული როლი დაწესებულების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში, აგრეთვე ხელქვეითთა ზედამხედველობის, მმართველობისა და კონტროლის თვალსაზრისით.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
პოლიციის ხელმძღვანელებმა, ორგანიზაციულ იერარქიაში მათი სხვადასხვა და ნათლად განსაზღვრული როლის შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ პოლიციის დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირება. რა თქმა უნდა ისეთი რთული ორგანიზაციებისათვის, როგორიც პოლიციის დაწესებულებებია, ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მრავალი ასპექტი არსებობს, მაგრამ ამ თემის ბუნება და მნიშვნელობა ერთ ასპექტზე მითითებითაა განხილული - ეს გახლავთ ცვლილებების მართვა. წინამდებარე თავის განმარტებით კომენტარში აგრეთვე განხილულია:
● ძირითადი ტიპის პოლიციის დაწესებულებათა მახასიათებლები;
● პოლიციის დაწესებულებების პროფესიული კულტურა; და
● პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მოხსენებებისა და საჩივრების გამოძიება,
როგორც აუცილებელი ინფორმაცია ,,ცვლილების მენეჯმენტის“ მასალისათვის და მე-4 ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის.
განსაზღვრულია თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში განსაზღვრული და განხილულია ადამიანის უფლებათა ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც განსაკუთრებითაა დაკავშირებული პოლიციის ხელმძღვანელთა მნიშვნელოვან ფუნქციებთან.
● ზედამხედველობა (პოლიციის მუშაკთა ჩვეულებრივ საქმიანობაზე და მათ მიერ ძალაუფლების განხორციელებასა და მათი მოვალეობების შესრულებაზე ყოველდღიური ზედამხედველობა);
● მართვა და კონტროლი (პოლიციის მუშაკთა მიერ კონკრეტული ოპერატიული საქმიანობისას მათი მართვა და კონტროლი); და
● პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მოხსენებებისა და საჩივრების გამოძიება (პოლიციელთა არაჯეროვანი საქციელის შესახებ არსებული განცხადებების სწრაფი, დეტალური და ეფექტური გამოძიება).
17.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● ნებისმიერი ტიპის პოლიციის დაწესებულება მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს კანონიერად, როდესაც იგი ფუნქციონირებს კანონის შესაბამისად - ადამიანის უფლებათა დამცავი კანონების ჩათვლით;
● პოლიციის დაწესებულების პროფესიული კულტურა შეიძლება ზიანს აყენებდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას და პოლიციის სამსახურის ეფექტურობას.
● პოლიციის ხელმძღვანელები მოვალენი არიან მართონ ცვლილებები პოლიციის დაწესებულებაში; და
● ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები პოლიციის ხელმძღვანელებს ვალდებულებას აკისრებს, უზრუნველყონ ხელქვეითთა ზედამხედველობა, მართვა, კონტროლი და მათი ანგარიშვალდებულება.
17.3. განმარტებითი კომენტარი
დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპით იმართება, პოლიციის ხელმძღვანელებს მოეთხოვებათ პოლიციის დაწესებულებათა ადმინისტრირება და მართვა, ხელქვეითთა ზედამხედველობა, მართვა, კონტროლი და მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, რომლის მიზანიცაა ეფექტური კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურის განხორციელება.
პოლიციის დაწესებულებათა ტიპები
იმისდა მიუხედავად, პოლიციის დაწესებულებები უფრო ,,სამოქალაქო” ხასიათს ატარებენ თუ ,,სამხედროს“, თვით ამ პირველი ტიპის დაწესებულებებიც კი წარმოიშვნენ ან დაფუძნებულნი არიან ორგანზიაციის სამხედრო მოდელზე. პოლიციის მენეჯმენტის სტრუქტურა, პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე, იერარქიულ პრინციპზეა დაფუძნებული; დიფერენცირება ხდება სამხედრო ან სამხედროს მსგავსი რანგირების, ფორმისა და განმასხვავებელი ნიშნების სტილით; და მისთვის დამახასიათებელია სამხედროს ტიპის წესები და ფორმალობები.
მიუხედავად ამისა, პოლიციის დაწესებულებებზე, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებზე, რომლებიც უფრო ,,სამოქალაქო“ ხასიათის მატარებლები არიან, სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს არაპოლიციური ორგანიზაციების მენეჯმენტისათვის შემუშავებული თეორია და პრაქტიკა - მაგალითად, კომერციული და ბიზნესის სამყაროს ორგანიზაციებისათვის. ეს გავლენა უკვე ახდენს ზემოქმედებას:
● მენეჯმენტის სტრუქტურაზე (ზოგიერთი რგოლების გაუქმებითა და ზოგიერთი თანამდებობებისათვის „სამოქალაქო“ სტატუსის მინიჭებით), და
● მენეჯმენტის საქმიანობაზე (სტრატეგიული დაგეგმვის, ცვლილებათა მენეჯმენტისა და გაზომვადი საქმიანობის ცნებების შემოღებით).
რა მოდელიც ან მენეჯმენტის თეორიაც არ უნდა ჰქონდეს პოლიციის დაწესებულებას, რომელზეც მისი სტრუქტურაა დაფუძნებული ან რომლიდანაც მისი მენეჯმენტის სტილი გამომდინარეობს, პოლიციის ხელმძღვანელებს ერთი და იგივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ - განახორციელონ ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახური. ამისათვის მათ უნდა უზრუნველყონ პოლიციის სამსახურის მიერ და მათი მეშვეობით ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მათი დაცვა.
იმის მიუხედავად, პოლიციის დაწესებულებები მკაცრი სამხედრო „იერარქიული“ სტილის სტრუქტურით ფუნქციონირებენ თუ ნაკლებ იერარქიული და უფრო „სამოქალაქო“ ტიპის სტრუქტურით, პოლიციის ყველა ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამართალდამცავ დაწესებულებაზე.
პოლიციის დაწესებულების პროფესიული კულტურა
მთელი რიგი გამოკვლევებისა უჩვენებს, რომ პოლიციის ორგანიზაციისა და პოლიციის საქმიანობის ბუნება მოითხოვს პროფესიული კულტურის საკითხის წამოწევას. სხვადასხვა ხარისხით ამ პროფესიული კულტურის მახასიათებლების იდენტიფიცირება შესაძლებელია ყველა თუ არა, პოლიციის დაწესებულებათა უმრავლესობისათვის მაინც - იმ პოლიტიკური და სოციალური სისტემის მიუხედავად, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ და იმის მიუხედავად, ისინი ძირითადად ,,სამოქალაქო“ ხასიათის მატარებლები არიან თუ ,,სამხედრო“.
პროფესიული კულტურა სხვადასხვა სახის არაფორმალურ მოსაზრებებს, ღირებულებებსა და მისაღებ პრაქტიკას მოიცავს, რომელიც მოწადინებულია გვერდი აუაროს ან იგნორირება გაუკეთოს სამართლებრივ წესებს და კანონიერ მითითებებს.
ეს მახასიათებლები მოიცავს:
● დავალებისადმი დამოკიდებულებას,
● მოქმედებისადმი ორიენტირებას,
● საზოგადოებრივი გარემოს მიმართ პესიმიზმს,
● მუდმივი ეჭვის განცდას,
● იზოლირებულ საზოგადოებრივ ცხოვრებას,
● სოლიდარობის მტკიცე წესს,
● პოლიტიკურ კონსერვატიზმს,
● რასობრივ სტერეოტიპებსა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას,
● ადამიანთა სტერეოტიპულ დაყოფას უხეშებად და რესპექტაბელურებად; და
● დუმილის წესსა და მზადყოფნას - დამალონ პოლიციის გადაცდომები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისებათაგან ზოგიერთი პოლიციის მუშაკებისადმი სოლიდარობის გრძნობას და მხარდაჭერას ავითარებს, ზოგი მათგანი:
● ზიანს აყენებს პოლიციის ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარებას; და
● ზიანს აყენებს პოლიციის ეფექტურ სამსახურს.
ეს ნიშნავს, რომ ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურისათვის პოლიციის ხელმძღვანელებს სჭირდებათ პოლიციის ორგანიზაციებში ცვლილებათა მართვა, რათა:
● შეცვალონ პოლიციის სამსახურის პროფესიული კულტურა; და
● პოლიციის ორგანიზაციებს საშუალება მისცენ რეაგირება მოახდინონ იმ საზოგადოების შიგნით მიმდინარე ცვლილებებზე, რომელსაც ემსახურებიან.
პოლიციის ნებისმიერ დაწესებულებაში განსახორციელებელი საჭირო ცვლილებების ხარისხი დამოკიდებულია:
● იმ ფარგლებზე და ინტენსიობის ხარისხზე, რომელშიც ადამიანის უფლებებისადმი და ეფექტური პოლიციის სამსახურისადმი მავნე მახასიათებლები დაწესებულების ორგანიზაციულ კულტურაშია ჩანერგილი; და
● სოციალური ცვლილებების მასშტაბებსა და ინტენსიობაზე, რომელზედაც რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიციის დაწესებულებამ დროის ნებისმიერ მომენტში.
თუმცა, პოლიციის დაწესებულების არცერთ ერთგულ ხელმძღვანელს არ შეუძლია მოახდინოს ცვილების მართვის იგნორირება.
ცვლილების მართვა
პირველ რიგში, მუდმივი ზეწოლა, პოლიციის ორგანიზაციების გარედან თუ მის შიგნით, პოლიციის კულტურის ცვლილებას მოითხოვს. მაგალითად, ზეწოლა:
● პოლიციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული კანონებისა და განკარგულებების რეფორმის მეშვეობით;
● გარე და შიდა მონიტორინგის სისტემებით;
● საქმიანობის გადასინჯვის მეშვეობით;
● დაჯილდოების და ანგარიშვალდებულების სისტემის მეშვეობით; და
● მოქალაქეებისათვის უფლებამოსილების მინიჭებით, ზემოქმედება მოახდინონ სტრატეგიებზე.
ასეთი ზეწოლის წყაროებს წარმოადგენს: პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკის მოთხოვნები; დემოკრატიულ გარემოში კარგი პოლიციის სამსახურის მოთხოვნა; და ადამიანის უფლებები. იგი უნდა გაძლიერდეს:
● პოლიტიკური ნების მუდმივი გამოვლენით იმათი მხრიდან, ვის მიმართაც პოლიცია ანგარიშვალდებულია; და
● პოლიციის ხელმძღვანელთა მუდმივი მზადყოფნით, მართონ ცვლილებები.
ამ მიზნით პოლიციის ხელმძღვანელებს სჭირდებათ განახორციელონ სტრატეგიული დაგეგმვის ინიციატივა, რათა შექმნან საჭირო შესაბამისობა:
● პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს შორის; და
● პოლიციის ორგანიზაციის პროფეისულ და მმართველობით საკითხებს შორის,
იმგვარად, რომ პოლიციის სამსახური ასახავდეს დემოკრატიულ და სამართლებრივ იმპერატივებს. ამ ინიციატივებმა უნდა:
● ჩამოაყალიბოს პოლიციის ორგანიზაციის ბუნება და მისი ძირითადი მიზნები;
● ჩამოაყალიბოს ორგანიზაციის ნორმატიული და ქცევითი ბაზა, და ნათლად გამოკვეთოს ღირებულებები და სტანდარტები, რომლის ერთგულიც არის;
● განსაზღვროს პოლიციის სამსახურის ძირითადი სფეროები, რომელსაც იგი ერთგულებს;
● ჩამოაყალიბოს რესურსების გამოყენების ფართო პრიორიტეტები; და
● შეიმუშავოს საქმიანობის გაზომვის (შეფასების) კრიტერიუმები.
სტრატეგიული დაგეგმვის ინიციატივის განხორციელების შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელებმა უნდა განახორციელონ ცვლილების პროცესის მართვა. პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ:
● უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის თითოეული იერარქიული დონის როლი; და
● უნდა განისაზღვროს ამ როლების შემსრულებელ ინდივიდთა როლის შესრულებისადმი პირადი პასუხისმგებლობის განხორციელების გზები,
რათა შესრულდეს სტრატეგიული დაგეგმვის ინიციატივის მოთხოვნები.
ამის შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ:
● სტანდარტების შემუშავება;
● საქმიანობის ინდიკატორების შემუშავება; და
● გაზომვადი შედეგები
სტრატეგიული დაგეგმვის ინიციატივის თითოეული ელემენტისათვის.
ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის საჭიროება უნდა ახასიათებდეს:
● სტრატეგიული დაგეგმვის ინიციატივის ყველა ელემენტს; და
● ცვლილების პროცესის მართვის ყველა ასპექტს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში ასახული სტანდარტები მითითების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს:
● სტრატეგიული დაგეგმვის ინიციატივებისათვის; და
● ცვლილების პროცესის მართვის ყოველი ნაბიჯისათვის.
შენიშვნა: ეს უდაოდ არის მენეჯმენტის პროცესის მოკლე მიმოხილვა. იგი წარმოდგენილ იქნა იმ მიზნით, რომ ხაზი გაესვას ადამიანის უფლებათა მახასიათებლებს ამ პროცესში. მენეჯმენტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისათვის მითითება უნდა გაკეთდეს ტექსტებზე, რომელიც მოცემულია მე-3 დანართში მოცემულ „მასალის წყაროებში“ - „რეკომენდირებული საკითხავი მასალა“.
პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მოხსენებებისა და საჩივრების გამოძიება
სახელმწიფოთა მიერ მათი საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმები განხილულია წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-2 განყოფილების მე- 5 თავში. ამ თავში ყურადღება გადატანილია შემდეგ საკითხებზე:
● ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და მათი დაცვის უპირველეს და საუკეთესო საშუალებებს ის საშუალებები წარმოადგენს, რომლებიც ეროვნულ დონეზეა დაფუძნებული შიდასახელმწიფო კანონებით; და
● ადამიანის უფლებათა სტანდარტების ზედამხედველობისა და აღსრულების ზოგიერთი საერთაშორისო პროცედურა მოითხოვს, რომ მათ წარდგენამდე ამოწურულ იქნეს ყველა ადგილობრივი სასამართლო საშუალება.
გარდა ამისა, აღწერილია ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის ეფექტური ეროვნული სასამართლო განხილვის უფლება, როგორც ეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა სხვა ხელშეკრულებებშია აღიარებული.
სახელმწიფოთა მთელი რიგი ვალდებულებებისა - უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვა და ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება ნიშნავს, რომ სახელმწიფოები ვალდებული არიან გამოიძიონ მოხსენებები და განცხადებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.
ამ ვალდებულებათა სათანადო შესრულებისათვის პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მოხსენებებისა და საჩივრების გამოძიება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და სწრაფი.
ხელმისაწვდომობა ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე იმას, რომ ადამიანებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ პროცედურები რეპრესიისადმი შიშის გარეშე, ასევე არ ჰქონდეთ შიში, რომ მათი საჩივარი სათანადოდ არ იქნება შესწავლილი.
ეფექტური უნდა იყოს საშუალება არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეფექტურად მოხდება საჩივრის განცხადების განხილვა, არამედ მან პოლიციის მუშაკები უნდა დაიცვას ბოროტი განზრახვის მქონე განცხადებებისაგან.
სისწრაფე საჭიროა მომჩივანთა ინტერესებისა და საჩივრის სუბიექტი მუშაკის ინტერესების დასაცავად.
პოლიციის ხელმძღვანელთა რეალური მოვალეობაა:
● ამ პირობების ზურუნველყოფა; და
● ყველა მომჩივანისა და საგამოძიებო პროცედურების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
საჩივრების გამოძიების პროცედურების დაწყება, ზედამხედველობა და შესრულება შეიძლება განხორციელდეს ისეთი ორგანოების მიერ, როგორიცაა - ადამიანის უფლებათა კომისიები, სახალხო დამცველები ან საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც მხოლოდ პოლიციის მიმართ შემოსულ საჩივრებს განიხილავენ. შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული პოლიციის განყოფილება, რომელიც ასეთი სახის საჩივრების გამოიძიებას აწარმოებს.
რა სისტემა ან სისტემებიც არ უნდა არსებობდეს რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია, რომ იქ იყოს:
● ჩანაწერების წარმოების სათანადო პრაქტიკა პოლიციის სამსახურის ყველა სფეროში, სადაც ეს კანონითაა მოთხოვნილი;
● პოლიციის მუშაკების მიერ სრული და ზუსტი ჩანაწერების წარმოება პოლიციის ოპერატიული საქმიანობის საკითხებზე; და
● ამ ჩანაწერებისა და მოხსენებების სათანადო დაცვა - რათა ხელი შევუწყოთ პოლიციის ქმედების ნებისმიერ შემდგომ მოკვლევას.
პოლიციის ხელმძღვანელებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ განცხადებებისა და მოხსენებების სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში. ამ ფუნქციის შესრულება ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც პოლიციის ხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა დაცვა შეუძლიათ.
ქვემოთ, სათაურით ,,ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის“, განხილულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტების დებულებები, რომლებიც კონკრეტულად მოითხოვენ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ განცხადებებისა და მოხსენებების გამოძიებას.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● არსებობს თუ არა საჭირო პოლიტიკური ნება სახელმწიფოებში, რათა მოხდეს პოლიციის დაწესებულებათა ორგანიზაციული კულტურის ცვლილება;
● აქვთ თუ არა პოლიციის ხელმძღვანელებს სათანადო ცოდნა და მოწადინება, რათა მოხდეს პოლიციის დაწესებულებათა ორგანიზაციული კულტურის ცვლილება;
● მოთხოვნა იმისა, რომ განისაზღვროს სათანადო სამართლებრივი და კონსტიტუციური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციის ხელმძღვანელთა კონტროლის შენარჩუნებას პოლიციის სამსახურის ოპერატიულ საკითხებზე (და თავიდან იქნება აცილებული ასეთ საქმეებში უკანონო პოლიტიკური ჩარევა) და იმავდროულად შენარჩუნებული იქნება ანგარიშვალდებულება კანონისა და საზოგადოების წინაშე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების საშუალებით.
17.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც მოითხოვენ პოლიციის ხელმძღვანელების მიერ პოლიციის მუშაკებზე ზედამხედველობის განხორციელებას
ამ ნაწილთან დაკავშირებულია წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-4 განყოფილების მე-7 თავი (ძალის გამოყენება), მე-8 თავი (დაკავება) და მე-9 თავი (დაპატიმრება).
ძალის გამოყენება - სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები მოითხოვს:
● ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გაცემის რეგულირებას;
● მოხსენების სისტემის დანერგვას - პოლიციის მიერ მისი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თითოეული შემთხვევის შემდეგ; (პრინციპი 11 (დ და ფ)); და
● მოხსენებისა და შემოწმების პროცედურების დანერგვას - რათა განხილულ იქნეს პოლიციის მიერ ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად სიკვდილის ან დაზიანების შემთხვევები. (პრინციპი 22).
უკანონო, თვითნებური და შემთხვევითი სიცოცხლის მოსპობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები მოითხოვს მკაცრი კონტროლის დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაკავებაზე, დაპტიმრებასა და თავისუფლების აღკვეთაზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებსაც კანონით აქვთ მინიჭებული ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილება, ბრძანებების მიმდევრობაზე მკაფიო კონტროლის დაწესების ჩათვლით.
დაკავება - სიცოცხლის უკანონო მოსპობის პრინციპების გარდა (ჩამოყალიბებულია ზემოთ), დაკავებასთან დაკავშირებული სხვა დებულებები არის ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითად პრინციპებში. იგი მოითხოვს:
● გაკეთდეს ჩანაწერი დაკავების გარემოებების შესახებ (დაკავების დრო, საპატიმრო ადგილზე მიყვანის დრო, შესაბამისი მუშაკების ვინაობა);
● დაკავებულ პირს გააცნონ მისი უფლებები; და
● დანაშაულში ბრალდებული პირი დაუყოვნებლივ იქნეს წარდგენილი მოსამართლის ან სხვა კომპეტენტური პირის წინაშე.
დაპატიმრება - სიცოცხლის უკანონო მოსპობის პრინციპების გარდა (ჩამოყალიბებულია ზემოთ), დაპატიმრებასთან დაკავშირებული სხვა დებულებები არის წამების საწინააღმდეგო დეკლარაციაშიც და კონვენციაშიც (შესაბამისად მე-6 და მე-11 მუხლები).
იგი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს სისტემატურად გადასინჯოს:
● დაკითხვის მეთოდები და პრაქტიკა; და
● დაპატიმრებულთა თავისუფლების აღკვეთისა და მათდამი მოპყრობის საკითხები, რათა თავიდან იქნეს აცილებული წამება და არასათანადო მოპყრობა.
გარდა ამისა, ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები მოითხოვს, გაკეთდეს ჩანაწერები დაკითხვის გარემოებათა შესახებ (ხანგრძლივობა, დაკითხვებს შორის პერიოდი, დამსწრე პირთა ვინაობა). (პრინციპი 23)
ყველა ამ დოკუმენტის დებულებები პოლიციის ხელმძღვანელებს აკისრებს ვალდებულებას, შემოიღონ და აწარმოონ ჩანაწერების, მოხსენებისა და გადასინჯვის სისტემები პოლიციის ძალაუფლების განხორციელებასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დებულებები პოლიციის ხელმძღვანელებისაგან მოითხოვს, ზედამხედველობა განახორციელონ მათი ხელქვეითების ჩვეულებრივ საქმიანობაზე:
● როდესაც ისინი თავიანთ ძალაუფლებას ახორციელებენ; და
● როდესაც ისინი თავიანთ ყოველდღიურ მოვალეობებს ასრულებენ.
ზედამხედველობის ასეთი პირდაპირი ღონისძიებები საჭიროა, რათა:
● თავიდან იქნეს აცილებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ადამიანის უფლებათა შელახვა; და
● უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტური პოლიციის სამსახური.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც პოლიციის ხელმძღვანელებისაგან მოითხოვს პოლიციის მუშაკთა მართვასა და კონტროლს
აშკარაა, რომ სახელმწიფოებზე დაკისრებული ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის საერთო ვალდებულებები, და აქედან გამომდინარე - სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელებზე დაკისრებული ვალდებულებები მოითხოვს, რომ ხელმძღვანელმა მუშაკებმა განახორციელონ თანამშრომელთა მართვა და კონტროლი მათ მიერ კონკრეტული ოპერაციების შესრულებისას.
დოკუმენტებში ასახული სტანდარტები
პოლიციის ხელმძღვანელების მიერ პოლიციის მუშაკების მართვა და კონტროლი ამ უკანასკნელთა მიერ კონკრეტული პოლიციის ოპერაციების განხორციელებისას, ყველა მოთხოვნაშია გათვალისწინებული:
● ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მათი დაცვა (მაგალითად, სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების აკრძალვა); და
● დოკუმენტების დებულებათა დაკმაყოფილება, რომლებიც პოლიციას ეხება და მათთვის სტანდარტებს აყალიბებს (მაგალითად, სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები).
ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის, და ამ პატივისცემისა და დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს პოლიციის ხელმძღვანელთა მიერ კონკრეტულ ოპერაციაზე გაგზავნილ პოლიციის მუშაკთა მართვა და კონტროლი.
სახელშეკრულებო ორგანიზაციათა მიერ მოთხოვნილი სტანდარტები
პოლიციის ხელმძღვანელთა მიერ ოპერატიული საქმიანობის შესრულებისას პოლიციის მუშაკთა მართვისა და კონტროლის მოთხოვნა ნათლადაა ასახული სახელშეკრულებო ორგანოების მოკვლევებსა და გადაწყვეტილებებში.
მაგალითად - გიბრალტარში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტერორისტული ორგანიზაციის სამი წევრის მოკვლის შედეგად სასამართლოში შევიდა საჩივარი (მაკ-კანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 17/1994/464/545, 1995 წლის 27 სექტემბერი), სადაც ამტკიცებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს.
ტერორისტები გეგმავდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას სამხედრო ცერემონიის დროს, ხოლო ხელისუფლებამ, შეიტყო რა ამ გეგმის შესახებ, ტერორისტთა დაკავების ოპერაცია მოამზადა. თუმცა, ოპერაციაში ჩართულმა ჯარისკაცებმა სამივე ტერორისტს ესროლეს და მოკლეს.
ჯარისკაცთა მოქმედების განხილვისას სასამართლომ დასაშვებად ჩათვალა, რომ მათ გულწრფელად სწამდათ, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ საჭირო იყო ეჭვმიტანილებისათვის ცეცხლის გახსნა, რათა თავიდან აეცილებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება და ადამიანთა დაღუპვა. სასამართლომ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებულ იქნეს, თუ იგი იმ დროისათვის ჭეშმარიტ რწმენაზე იყო დაფუძნებული, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეცდომა იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ თვით ჯარისკაცთა ქმედება არ წარმაოდგენდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.
თუმცა, ღებულობდა რა გადაწყვეტილებას, რომ სიცოცხლის უფლება სხვა საფუძვლით იყო დარღვეული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ძალის გამოყენების მე-2 მუხლთან შესაბამისობის დადგენისას სასამართლომ დეტალურად შეისწავლა არა მხოლოდ ის საკითხი, თუ რამდენად პროპორციულად იქნა ჯარისკაცების მიერ ძალა გამოყენებული უკანონო ძალადობისაგან ადამიანთა დაცვის მიზანთან შესაბამისობაში, არამედ ისიც, თუ როგორ დაიგეგმა და გაკონტროლდა ანტიტერორისტული ოპერაცია ხელისუფლების ორგანოების მიერ, რათა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მინიმალურად შემცირებულიყო მომაკვდინებელი ძალის გამოყენება“.
ვინაიდან აღმოჩნდა ხარვეზები ისეთ საკითხებში, როგორიცაა:
● ინფორმაციის შეფასება; და
● ოპერაციის დაგეგმვა და კონტროლი,
სასამართლო არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სამი ტერორისტის მოკვლა წარმოადგენდა ძალის გამოყენებას, რომელიც მხოლოდ ადამიანთა უკანონო ძალადობისაგან დაცვის მიზნით განხორციელდა კონვენციის მე-2 მუხლის არსით. შესაბამისად, მან დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მაგალითი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემიდან, მისი შედეგებიდან დასკვნები უნდა გააკეთონ ყველა ქვეყნის პოლიციის მუშაკებმა, რადგან:
● სხვა სახელშეკრულებო ორგანოები და რა თქმა უნდა, ეროვნული სასამართლოები უნდა იყენებდნენ იგივე დასაბუთებას და იყენებდნენ იგივე დასკვნებს, როგორსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - ან დამოუკიდებლად, ან მისი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე; და
● მან დააფუძნა პოლიციის კარგი პოლიციის პრაქტიკა, ხოლო პროფესიული პოლიციისათვის, ამ სტანდარტების წყაროს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
ეს კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს შემდეგს:
● ინფორმაციისა და დაზვერვის მონაცემების გულდასმით განმარტებას და შეფასებას;
● ოპერაციაში ჩართული პოლიციის მუშაკებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას;
● ოპერაციის მსვლელობისას ხელქვეითთა კონტროლის განხორციელების საშუალებათა შესაბამისობას; და
ოპერაციის შემდეგ პოლიციის მუშაკებთან ოპერაციის დეტალურ განხილვას.
ოპერაციაში ჩართულ პოლიციის მუშაკებზე ზრუნვის სტანდარტები
პოლიციის ოპერაციების ჯეროვანი ჩატარებისათვის პოლიციის ხელმძღვანელებს აგრეთვე მოეთხოვებათ განახორციელონ თავიანთი მოვალეობა - იზრუნონ მათი მმართველობისა და კონტროლის ქვეშ მყოფი პოლიციის მუშაკების კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებებისათვის.
ოპერაციის დროს დაზვერვის ინფორმაციის განმარტების, თათბირის, მართვის, კონტროლისა და ოპერაციის შემდგომი განხილვისას, ზრუნვის ეს მოვალეობა მათ ერთ-ერთ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
პოლიციის მუშაკების კეთილდღეობისათვის და მათი ადამიანის უფლებებისათვის ზრუნვა აგრეთვე ნათლად მოიცავს დებულებებს, რომელიც დაკავშირებულია:
● სათანადო აღჭურვასთან (განსაკუთრებით თავდაცვის საშუალებები);
● სამედიცინო და სოციალურ დახმარებასთან; და
● ტრავმის შემდგომი სტრესების მოხსნასთან პოლიციის მუშაკებისათვის, რომლებმაც მძიმე სტრესული სიტუაციები გამოიარეს
კონკრეტული პოლიციის ოპერაციების განხორციელებისას.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც მოითხოვენ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევათა შესახებ მოხსენებებისა და საჩივრების გამოძიებას
უსაფრთხოების, დისციპლინისა და საჩივრების ზოგადი მოთხოვნები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია (34/169, 1979 წლის 17 დეკემბერი), რომლის საფუძველზეც სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსია მიღებული, აცხადებს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს სამართალდამცავი მუშაკების ქმედების საჯარო განხილვა, იქნება ეს განხორციელებული სამეთვალყურეო ორგანოს, სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, სახალხო დამცველის, მოქალაქეთა კომიტეტის, თუ აქ ჩამოთვლილთა რაიმე კომბინაციით, ან რაიმე სხვა სამეთვალყურეო ორგანოს მიერ.
1989 წლის 24 მაისს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1989/61 რეზოლუციით მიღებულ იქნა სახელმძღვანელო პრინციპები სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის ეფექტური იმპლემენტაციისათვის.
პრინციპი 1.B.3 მიუთითებს დისციპლინასა და ზედამხედველობაზე. იგი მოითხოვს ეფექტური მექანიზმების დანერგვას შიდა დისციპლინისა და გარე კონტროლის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სამართალდამცავი მუშაკების ზედამხედველობისათვის.
პრინციპი 1.B.4 მიუთითებს საზოგადოების წევრებისაგან მიღებულ საჩივრებზე. იგი მოითხოვს დებულებების შემუშავებას საზოგადოების წევრებისაგან სამართალდამცავი მუშაკების მიმართ საჩივრების მიღებისა და განხილვისათვის და ამ დებულებათა არსებობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
პოლიციის ხელმძღვანელების მოვალეობაა ხელი შეუწყონ ყველა სისტემისა და მექანიზმის ფუნქციონირებას, რომლებიც შემუშავებულია შემდეგი საკითხების უზრუნველსაყოფად:
● პოლიციის მუშაკების ქმედებების შესწავლა;
● პოლიციის შიდა დისციპლინა, გარე კონტროლი და ზედამხედველობა; და
● პოლიციის წინააღმდეგ შემოსულ საჩივართა მიღება და განხილვა.
ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მოხსენების, საჩივრებისა და გამოძიების კონკრეტული მოთხოვნები
ექვსი ასეთი დოკუმენტი არსებობს, რომლებიც პოლიციის ხელმძღვანელებს ასეთ მოთხოვნებს უყენებს. ესენია:
1. სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსი
ამ კოდექსის მე-8 მუხლი, რომელიც პოლიციის მუშაკებისაგან კანონისა და კოდექსის პატივისცემას მოითხოვს, აცხადებს, რომ:
● პოლიციის მუშაკებმა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ადგილი აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს კოდექსის დარღვევას
● თავიანთ ზემდგომს უნდა მოახსენონ საქმის შესახებ და,
● საჭიროების შემთხვევაში, სხვა სათანადო თანამდებობის პირებს ან ორგანოებს, რომლებსაც სამეთვალყურეო ან სამართლებრივი უფლებამოსილება აქვთ.
,,სათანადო თანამდებობის პირები ან ორგანოები, რომლებსაც სამეთვალყურეო ან სამართლებრივი უფლებამოსილება აქვთ“, მუხლის კომენტარის (ც) პუნქტში შემდეგნაირადაა განმარტებული:
● ეროვნული კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებამოსილი პირი ან ორგანო,
● სამართალდამცავი დაწესებულების შიგნით ან დამოუკიდებელი,
● რომელსაც მინიჭებული აქვს ნორმატიული, ჩვეულებითი ან სხვა ძალაუფლება,
● განიხილოს კოდექსის ფარგლებში წამოჭრილ დარღვევებთან დაკავშირებული უკმაყოფილება და საჩივრები.
კომენტარის (d) პუნქტი აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საჩივრის განხილვის ფუნქცია შეიძლება მიენიჭოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, იმ ორგანოების მსგავსად, რომლებიც (c) პუნქტშია აღწერილი, და პოლიციის მუშაკები შეიძლება გამართლდნენ, თუ ისინი საზოგადოებისათვის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იყენებენ: როგორც უკანასკნელ საშუალებას, ამას ახორციელებენ მათი ქვეყნის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად და ქცევის კოდექსის მე-4 მუხლის დებულებების დაცვით.
შენიშვნა: სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის მე-4 მუხლი მოითხოვს, რომ კონფიდენციალური ხასიათის საკითხები, რომლებსაც პოლიციის მუშაკები ფლობენ, საიდუმლოდ იქნეს შენახული ,,თუ ამას მკაცრად სხვაგვარად არ მოითხოვს მათი მოვალეობის შესრულება ან მართლმსაჯულების მოთხოვნები“.
2. დეკლარაცია ყველა პირის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან დასჯისაგან დაცვის შესახებ
მე-8 მუხლი აცხადებს, რომ ნებისმიერ პირს:
ვინც აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას სახელმწიფო მოხელის მხრიდან ან მისი წაქეზებით, უფლება აქვს გაასაჩივროს და მისი საქმე განიხილოს შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებელმა და კომპეტენტურმა ორგანომ.
მე-9 მუხლი აცხადებს, რომ როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი:
● რომ ადგილი ჰქონდა წამებას, როგორც ეს 1-ლ მუხლშია განმარტებული,
● სათანადო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები
● დაუყოვნებლივ აწარმოებენ მიუკერძოებელ გამოძიებას, მაშინაც კი, როდესაც ოფიციალური საჩივარი შემოსული არ არის.
მე-10 მუხლი აცხადებს, რომ თუ მე-8 და მე-9 მუხლის საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება:
● რომ ადგილი ჰქონდა წამებას, როგორც ეს 1-ლ მუხლშია განმარტებული,
● ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა სავარაუდო დამნაშავის ან დამნაშავეთა წინააღმდეგ ეროვნული კანონის შესაბამისად,
● და თუ დამაჯერებლადაა დასაბუთებული სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმები:
● სავარაუდო დამნაშავის ან დამნაშავეთა მიმართ უნდა გატარდეს სისხლის სამართლის, დისციპლინარული ან სხვა სათანადო სახის ღონისძიებები.
3. კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ
მუხლი 12 აცხადებს, რომ თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:
● კომპეტენტური ორგანოების მიერ დაუყოვნებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, როცა არსებობს გონივრული საფუძველი, რომ წამებას ადგილი ჰქონდა მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე.
მუხლი 13 აცხადებს, რომ თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:
● რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე, აქვს გასაჩივრებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი საქმის მიუკერძოებელი განხილვის უფლება.
გარდა ამისა იგი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მიიღონ ზომები მოსარჩელეთა და მოწმეთა დასაცავად ცუდი მოპყრობისაგან ან დაშინებისაგან, რაც დაკავშირებულია მათ საჩივრებთან ან ჩვენებებთან.
მუხლი 14 აცხადებს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ მის სამართლებრივ სისტემაში უნდა უზრუნველყოს:
● რომ წამების მსხვერპლი ღებულობდეს ანაზღაურებას და
● სარგებლობდეს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის სამართლებრივად დადგენილი უფლებით,
● შეძლებისდაგვარად სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო საშუალებათა ჩათვლით.
კონვენციის მე-4 მუხლი მოითხოვს, რომ წამების ყველა აქტი, წამების მცდელობა და წამებაში მონაწილეობა ან თანამონაწილეობა სისხლის სამართლის კანონით დადგენილ იქნეს როგორც დანაშაული.
4. უკანონო და თვითნებური მკვლელობების ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები
პრინციპი 9 აცხადებს, რომ უნდა განხორციელდეს:
● უკანონო და თვითნებური სიცოცხლის მოსპობის ყველა სავარაუდო შემთხვევის დეტალური, დაუყოვნებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, იმ შემთხვევების ჩათვლით, სადაც ნათესავების მიერ შემოსული საჩივრები ან სხვა სანდო მოხსენებები ადასტურებენ არაბუნებრივ სიკვდილს ზემოაღნიშნულ გარემოებებში.
სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო სამსახურები და პროცედურები ასეთი სახის გამოძიების ჩასატარებლად.
გამოძიების მიზანია, დადგინდეს:
● გარდაცვალების მიზეზი, ფორმა და დრო;
● მასზე პასუხისმგებელი პირი; და
● ნებისმიერი მახასიათებელი ან პრაქტიკა, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
იგი უნდა მოიცავდეს გვამის გაკვეთის შესაბამის დასკვნას, ყველა შესაძლო ფიზიკური და დოკუმენტური მტკიცებულების შეკრებასა და ანალიზს და მოწმეთა ჩვენებებს.
გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, ადგილი ჰქონდა ბუნებრივ გარდაცვალებას, შემთხვევით სიკვდილს, თვითმკვლელობას თუ მკვლელობას.
მუხლი 10 საგამოძიებო ორგანოებისაგან მოითხოვს, ჰქონდეთ სათანადო უფლებამოსილება ინფორმაციის მოსაპოვებლად და მოკვლევის ჩასატარებლად საჭირო რესურსები. მათ ძალაუფლებაში უნდა შედიოდეს მოწმეების დაკითხვის უფლება, თანამდებობის პირების ჩათვლით.
5. ნებისმიერი სახით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები
პრინციპი 7.2, სამართალდამცავი მუშაკებისაგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ძირითადი პრინციპების დარღვევას ან მოსალოდნელია მათი დარღვევა, მოითხოვს, რომ საქმის შესახებ მოახსენონ თავიანთ ზემდგომ ორგანოებს ან სხვა შესაბამის ორგანოებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ გადასინჯვის ან სასამართლო განხილვის უფლება.
პრინციპი 7.3 მოითხოვს, რომ ასეთი მოხსენების უფლება ჰქონდეს ნებისმიერ პირს.
პრინციპი 29 აცხადებს, რომ პატიმრობის ადგილი უნდა მოინახულონ კომპეტენტური ორგანოების მიერ დანიშნულმა კვალიფიციურმა და გამოცდილმა პირებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლებს.
ეს საჭიროა შესაბამისი კანონებისა და განკარგულებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ეს პრინციპი აგრეთვე მოითხოვს, რომ დაპატიმრებულ პირებს უფლება ჰქონდეთ კონფიდენციალურად შეხვდნენ ასეთ პირებს.
ცხადია, რომ 29-ე პრინციპის ამ დებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს საჩივრები და ამ საჩივრების გამოძიება.
პრინციპი 33 აცხადებს, რომ დაპატიმრებულ პირს და მის ადვოკატს უფლება აქვთ:
● წარადგინონ მოთხოვნა ან საჩივარი მისდამი მოპყრობასთან დაკავშირებით
● საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ მუშაკების, ან
● გადასინჯვისა და სასამართლო განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიმართ.
დაპატიმრებული პირის ოჯახის წევრებს ან სიტუაციაში გარკვეულ ნებისმიერ სხვა პირს უნდა შეეძლოს:
● ეს უფლება განახორციელოს იმ შემთხვევებში, როდესაც არც პატიმარს და არც მის ადვოკატს ამის გაკეთება არ შეუძლია.
მომჩივანის მოთხოვნის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს მოთხოვნის ან საჩივრის კონფიდენციალურობა.
ყველა მოთხოვნა ან საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განხილული, ხოლო დაგვიანების ან უარის თქმის შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს საქმე წარადგინოს სასამართლოში ან სხვა ორგანოში.
პრინციპი 35 მოითხოვს, რომ უნდა მოხდეს ზარალის კომპენსაცია, რომელიც გამოწვეულია თანამდებობის პირის ქმედების ან შეცდომის შედეგად პრინციპებით აღიარებულ უფლებათა დარღვევით.
6. სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები
პრინციპი 22 მოითხოვს:
● მე-6 და მე-11(f) პრინციპების შესაბამისად მოხსენებული ინციდენტების ეფექტური განხილვის პროცესს; და
● დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ან საპროკურორო ორგანოების მიერ სათანადო გარემოებების დროს მართლმსაჯულების განხორციელებას.
გარდაცვალების ან სერიოზული დაზიანების შემთხვევაში დეტალური მოხსენება უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული ან სასამართლო კონტროლის კომპეტენტურ ორგანოებს.
პრინციპი 23 მოითხოვს ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებული პირების ან მათი კანონიერი წარმომადგენლების ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ პროცესზე, სასამართლო პროცესის ჩათვლით.
შენიშვნა: პრინციპი 6 პოლიციის მუშაკებისაგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავიანთ ზემდგომ მუშაკებს ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად სიკვდილის ან სერიოზული დაზიანების შემთხვევების შესახებ.
პრინციპი 11(f), რომ სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესებსა და ინსტრუქციებში გათვალისწინებული იყოს სამართალდამცავი მუშაკების მიერ მათი მოვალეობის განხორციელებისას ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის მოხსენების სისტემა.
პოლიციის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობები
ზემოაღწერილი ექვსივე დოკუმენტი მოთხოვნებს უწესებს მთელ რიგ მუშაკებსა და ორგანოებს, მაგალითად:
● პოლიციის მუშაკებს, სათანადო ორგანოებს; კომპეტენტურ ორგანოებს; ზემდგომ ორგანოებს; პროკურატურის ორგანოებს; და სასამართლო ორგანოებს.
ამ მუშაკებისა და ორგანოების მიმართ წაყენებული მოთხოვნები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
● გადასინჯვის პროცესი; გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესი; ცუდი მოპყრობის ან დაშინების აღკვეთა; აღდგენა; და კომპენსაცია.
ზოგ შემთხვევაში პოლიციის ხელმძღვანელები წარმოადგენენ მითითებულ მუშაკებს ან ხელისუფლების ორგანოებს, ხოლო სხვა შემთხვევებში მოთხოვნილია პოლიციის ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლობა და დახმარება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვა მუშაკებისა და ხელისუფლების ორგანოების მიერ მათი ვალდებულებების შესრულება.
ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციის ხელმძღვანელთა სათანადო მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული მოხსენებების, საჩივრებისა და გამოძიების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის კუთხით.
17.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რა ზომები უნდა იქნეს მიღებული პოლიციის იმ ხელქვეითი მუშაკების სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად, რომლებიც ძირითადად მარტო ან ზედამხედველობის გარეშე მუშაობენ?
2. რა პირადი თვისებებია მნიშვნელოვანი პოლიციის ხელმძღვანელისათვის?
3. რომელია პოლიციის დაწესებულების პროფესიული კულტურის ძირითადი მახასიათებლები? განსაზღვრეთ ის მახასიათებლები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას, და ისინი, რომლებიც ზიანს აყენებენ ადამიანის უფლებებს.
4. რა სხვადასხვა გზებითაა შესაძლებელი პოლიციის ხელმძღვანელების მიერ ორგანიზაციის შიგნით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვასა და წახალისებას?
5. ვინ შეიძლება იყოს მოქალაქეთა კომიტეტის წევრი, რომელიც შექმნილია პოლიციის მუშაკთა ქმედების საჯარო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით? რა სხვადასხვა შესაძლო მექანიზმები არსებობს სამართალდამცავი დაწესებულების შიდა დისციპლინისა და გარე კონტროლისათვის?
17.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი ჯგუფებად და სთხოვეთ მათ, განიხილონ პოლიციის ხელმძღვანელთა მონაწილეობა პოლიციის ერთი ან რამოდენიმე ფუნქციის განხორციელებისას (მაგ. დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა, საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარება და მხარდაჭერა, არეულობისა და დაძაბულობის დროს პოლიციის სამსახური). სთხოვეთ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სფეროებში ადამიანის უფლებათა ასპექტებს.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
მასწავლებელს ან ადამიანური რესურსების სპეციალისტს, ამ თემაზე პრეზენტაციის გაკეთების ნაცვლად, შეუძლია მონაწილეები დაყოს სამუშაო ჯგუფებად და სთხოვოს მათ, განიხილონ პოლიციის ხელმძღვანელთა მონაწილეობა პროგრამაში მოცემულ ყველა თემასთან მიმართებაში.
მასწავლებლის ან ადამიანური რესურსების სპეციალისტისათვის სასარგებლო იქნება პროგრამის დასაწყისშივე აცნობონ მონაწილეებს ამ განზრახვის შესახებ და სთხოვონ მათ, საკითხი განიხილონ მთელი პროგრამის ფარგლებში. მონაწილეთა მიერ პასუხების გაცემისას წინამდებარე თავში მოცემული შენიშვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ,,საკონტროლო ფურცელი”.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო
დაყავით მონაწილენი ჯგუფებად და სთხოვეთ, მათ ცალ-ცალკე განიხილონ შემდეგი სავარჯიშო: ქვეყანაში არსებობს სერიოზული და საფუძვლიანი მოსაზრება, რომ პოლიცია დანაშაულზე აღიარების მიღების მიზნით აწამებს და ცუდად ეპყრობა დაპატიმრებულ პირებს.
ამ პრობლემაზე რეაგირების მიზნით, სახელმწიფო აპირებს შექმნას ოფიციალური საგამოძიებო ორგანო, რათა განხორციელდეს წამების საეჭვო შემთხვევების მოკვლევა. ამ ორგანოსადმი წაყენებული ძირითადი მოთხოვნებია:
● მას შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით, ოფიციალური საჩივრის დალოდების გარეშე;
● მას ექნება მოწმეების გამოძახებისა და დოკუმენტების გამოთხოვის უფლება, ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემის უფლება და დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისაგან ჩვენების მიღების უფლება;
● მან უნდა უზრუნველყოს მომჩივნებისა და მათი ადვოკატების უფლების განხორციელება, წარმოადგინონ მტკიცებულებები, დაესწრონ ნებისმიერ განხილვას და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა სათანადო ინფორმაციაზე;
● მან აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი მოწმეთა და დაზარალებულთა მიერ ჩვენების მიცემას, და მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, მოითხოვოს ასეთი ადამიანების დაცვა ზიანის მიყენებისა და დაშინებისაგან;
● მან უნდა იმოქმედოს სწრაფად და მის მიერ გაკეთებული დასკვნები უნდა იყოს საჯარო;
● მას უნდა შეეძლოს, რომ წამების ან ცუდად მოპყრობის შესახებ მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს ამ ქმედებებში ეჭვმიტანილთა და მათი ზემდგომი მუშაკების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყნის ჩვეულებრივ სასამართლოებში.
სამუშაო ჯგუფების ამოცანებია:
● ზემოაღნიშნული თითოეული საკითხის განხილვა და მათზე კომენტარის გაკეთება - თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი საგამოძიებო ორგანოს ეფექტურობისათვის;
● განიხილონ წინადადებები მთლიანობაში და გამოთქვან მოსაზრება მათი სავარაუდო შედეგის შესახებ ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებისა და პოლიციის მუშაობის სფეროში;
● გამოთქვან თავიანთი შეხედულება, სხვა რა ღონისძიებები შეიძლება იყოს საჭირო პოლიციის მიერ დაპატიმრებულ პირთა წამების საეჭვო შემთხვევების ეფექტური გამოძიების წარმოებისათვის.
სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაკეთებული დასკვნები და შეხედულებები შემდეგ უნდა შეადარონ საერთო დისკუსიაზე, რომელსაც მასწავლებელი ან ადამიანური რესურსების სპეციალისტი წარმართავს.
როლების გათამაშების სავარჯიშო
1. სავარჯიშოს მიზნები
ადამიანის უფლებათა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესწავლისა და ანალიზის წახალისება. მონაწილეთა ყურადღების მიპყრობა პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.
ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განმტკიცება.
2. აღწერა
მათ საზოგადოებაში არსებული პოლიციის სამსახურის პოლიტიკის შესაბამისად, წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ქმნის საკონსულტაციო ფორმას საზოგადოების, ქალაქის საკრებულოსა და სასამართლო და ადვოკატურის წარმომადგენელთათვის.
წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, მიიღოს ინფორმაცია, შეხედულება და მითითებები, რაც მათ დაეხმარება მომავალი წლისთვის პოლიციის სამსახურის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.
3. დავალებები
ამ როლების გათამაშებისათვის მონაწილეები დაიყოფიან ოთხ სხვადასხვა ჯგუფად:
ჯგუფი 1: წითელი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა
ჯგუფი 2: წითელი ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები
ჯგუფი 3: წითელი ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები
ჯგუფი 4: სასამართლოსა და ადვოკატურის წარმომადგენლები
ჯგუფების ინტერესები სხვადასხვა საკითხებზეა მიმართული და ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა. ისინი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:
ჯგუფი 1 - მათ სჯერათ, რომ პოლიციამ უნდა შეძლოს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების დაბალანსება, რათა შეიმუშავოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც ზოგად მხარდაჭერას მოიპოვებს, მაგრამ იმავდროულად უნდა გაითვალისწინოს წითელი ქალაქის პოლიციის სამსახურის მოთხოვნების საკუთარი შეფასება, რომელიც მათ პროფესიულ მოსაზრებებზე იქნება დაფუძნებული.
ჯგუფი 2 - მათ სჯერათ, რომ პოლიცია ფოკუსირებული უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებაზე - მაგალითად გზებზე და ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც დანაშაულის მსხვერპლნი არიან. გარდა ამისა, მან მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ინდივიდუალური პირების საკუთრების დაცვას წვრილმანი ქურდობისაგან, რასაც ახალგაზრდები ჩადიან. უნდა მოხდეს წითელი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის დეცენტრალიზაცია და შეიქმნას პოლიციის პოსტები სტრატეგიულ ადგილებზე მთელ ქალაქში. მან აგრეთვე უნდა შეიმუშავოს სტრატეგიები არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირების მიზნით.
ჯგუფი 3 - მათ სჯერათ, რომ პოლიცია ორიენტირებული უნდა იყოს ორგანიზებულ დანაშაულზე წითელ ქალაქში - განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი დაკავშირებულია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან. წითელი ქალაქის საბჭო მხარს არ უჭერს პოლიციის საქმიანობის დეცენტრალიზაციას, რადგან ეს ხარჯების გაზრდას გამოიწვევს. საბჭოს არ მოსწონს საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა შეხვედრაში, რადგან საბჭოს წევრები არჩეულნი არიან იმისთვის, რომ წითელი ქალაქის საზოგადოება წარმოადგინონ.
ჯგუფი 4 - სასამართლო ორგანოები ამჯერად ძალიან დაკავებულნი არიან მიმდინარე საქმეებით, სადაც უმნიშვნელო ხასიათის საქმეთა უმრავლესობა წითელი ქალაქის პოლიციის მიერაა წარდგენილი. არსებობს საერთო მოსაზრება, რომ წითელი ქალაქის პოლიციამ უნდა შეამციროს სასამართლოში წარდგენილ საქმეთა რაოდენობა გარკვეულ შემთხვევებში დამნაშავეთა შეჩერების ალტერნატიული გზების მოძიების საშუალებით.
ადვოკატურის წარმომადგენლები შეწუხებულნი არიან ხშირი საჩივრებით, რომლითაც მათ მიმართავენ პოლიციაში პატიმრობის დროს ეჭვმიტანილთა მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ისინი თვლიან, რომ პოლიცია უკანონო ზეწოლას ახდენს ეჭვმიტანილებზე დანაშაულის აღიარების მიზნით და ეს იწვევს ეჭვმიტანილთა ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფასა და ცრუ აღიარებას.
4. როლების გათამაშება და მედიატორობა
ჯგუფების მიერ მათი არგუმენტების მომზადების შემდეგ იწყება როლების გათამაშება.
თავიდან ყველა ჯგუფს, დაწყებული წითელი ქალაქის პოლიციიდან, საშუალება ეძლევა წარმოადგინოს ამ შეხვედრასთან დაკავშირებული მისი კონკრეტული მიზნები და ამოცანები.
ამის შემდეგ მედიატორი წარმართავს დისკუსიას ჯგუფებს შორის, სადაც მათ შეახსენებენ, რომ ძირითადი მიზანია პოლიციის სამსახურის სტრატეგიის მომავალი წლის გეგმის შეთანხმება. დისკუსიის ხელშესაწყობად მედიატორს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი კითხვებით:
არის თუ არა წითელი ქალაქის პოლიცია ვალდებული, გაითვალისწინოს წარმოდგენილი რომელიმე ჯგუფის შეხედულებები?
● არის თუ არა წითელი ქალაქის საბჭოს არგუმენტი საზოგადოების მონაწილეობის შესახებ საფუძვლიანი არგუმენტი?
● რა ალტერნატიული გზები უნდა განიხილოს წითელი ქალაქის პოლიციამ დამნაშავეებთან დაკავშირებით, და რა შემთხვევებში ან სიტუაციებში შეიძლება მათი გამოყენება?
● რა არის პოლიციის დეცენტრალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
რა კონკრეტული სტრატეგიები უდნა შემუშავდეს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად?
● რა ზომები უნდა იქნეს მიღებული დაპატიმრებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და დანაშაულის ცრუ აღიარების საწინააღმდეგოდ?
5. გამოხმაურება
როლების გათამაშების დასრულების შემდეგ მედიატორი შეაჯამებს ძირითად საკითხებსა და დისკუსიის დასკვნებს.
იგი კვლავ გაუსვამს ხაზს ამ თემასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა სამართლის სათანადო დებულებებს.
და ბოლოს იგი სთხოვს მონაწილეებს, შეაფასონ და თავიანთი აზრი გამოთქვან ამ კონკრეტული სავარჯიშოს შესახებ და შეეცდება შეაჯეროს დასკვნები სათანადო განხორციელების შესაძლებლობათა დამატებითი განხილვის საშუალებით.
![]() |
3.3.2 თავი 18: განათლება პოლიციის მასწავლებელთა და ტრეინერების მეშვეობით |
▲ზევით დაბრუნება |
18.1. შესავალი
წინამდებარე თავში განხილულია პოლიციელთა განათლების საკითხები პოლიციის მასწავლებელთა და ტრეინერების მიერ საგანმანათლებლო და ტრეინინგების პროცესების მეშვეობით:
● საგანმანათლებლო პროცესები, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას და ზემოქმედებას ახდენენ დამოკიდებულებაზე; და
● ტრეინინგის პროცესები, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას და აუმჯობესებენ პოლიციის ტექნიკურ უნარ-ჩვევებს.
ეს ორივე პროცესი საჭიროა პოლიციის ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური საქმიანობისათვის.
წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოზე დაფუძნებული პოლიციის მასწავლებლებისა და ტრეინერების წვრთნის პროგრამები უნდა შეიცავდეს:
● სახელმძღვანელოს ყველა წინა თავში მოცემული თემების ,,სიღრმისეულ” შესწავლას - რათა მათ მიიღონ ჯეროვანი ინფორმაცია პროგრამების გადასაცემად, რომლებიც მის შინაარსზეა დაფუძნებული; და
● წინამდებარე თავის თემისადმი მიძღვნილ სესიებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასახონ და განიხილონ ის გზები, რომლითაც ისინი პოლიციის მუშაკებს ცოდნას მისცემენ ადამიანის უფლებათა სფეროში.
ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პრეამბულის ბოლო აბზაცში ნათქვამია, რომ გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის შესრულებასაც უნდა ესწრაფვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო. გარდა ამისა, იგი მოითხოვს, რომ ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო უნდა:
„მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას”.
წინასიტყვაობა მესამე ქვესათაურისათვის - განმარტებითი კომენტარი
ამ თემის ბუნება და მნიშვნელობა განხილულია პოლიციის განათლებისა და ტრეინინგის შემდეგ საკითხებზე მითითებით:
● კანონისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მოთხოვნა;
● რას აკეთებს პოლიცია და როგორ უნდა აკეთებდეს იგი ამას;
● ურთიერთკავშირი პოლიციის სამსახურის ტექნიკურ და ქცევით ასპექტებს შორის; და
● ადამიანის უფლებათა სწავლება.
განსაზღვრულია თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ზოგიერთი საკითხი.
წინასიტყვაობა მეოთხე ქვესათაურისათვის - ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
ამ ქვესათაურში განსაზღვრულია შემდეგი საკითხები:
● საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული კონკრეტული მოთხოვნები ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ პოლიციისათვის; და
● ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კონკრეტული მოთხოვნები პოლიციის განათლებასა და წვრთნასთან დაკავშირებით.
18.2. ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
● სწავლა-განათლებით ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობის მოთხოვნის შესრულებისათვის მნიშვნელოვანია გამოცდილი და მოტივირებული პოლიციის მასწავლებლები და ტრეინერები, რომლებსაც უნარი აქვთ ადამიანის უფლებები ასწავლონ პოლიციის მუშაკებს;
● პოლიციის სამსახურის ტექნიკური და ქცევითი ასპექტები ერთმანეთზეა დამოკიდებული, ვინაიდან, ერთი რომელიმე ასპექტის ხარვეზი ზიანს აყენებს მეორეს;
● სახელმწიფოები და პოლიციის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პოლიციის მუშაკთა სათანადო განათლება და წვრთნა, რათა მათ ეფექტურად, კანონიერად და ჰუმანურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები; და
● სახელმწიფოებსა და პოლიციის ხელმძღვანელებს ეკისრებათ კონკრეტული ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ პოლიციის მუშაკები, რომლებსაც განსაკუთრებულ სიტუაციებში უხდებათ მუშაობა, ჯეროვნად იყვნენ მომზადებულნი ასეთი სიტუაციების დასაძლევად.
18.3. განმარტებითი კომენტარი
კანონისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მოთხოვნა
● პოლიციის მასწავლებლებისა და ტრეინერების ძირითადი ამოცანებია უზრუნველყონ, რომ:
● პოლიციის მუშაკებს სრულად ჰქონდეთ გათვითცნობიერებული თავიანთი ძალაუფლება და ამ ძალაუფლების შეზღუდვები, რაც მათ ეროვნულ კონსტიტუციებსა და კანონებშია ჩამოყალიბებული; და
პოლიციის მუშაკებს მტკიცედ ჰქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ისინი უნდა ასრულებდნენ მათი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს.
პოლიციის ძალაუფლების შემზღუდავ კანონებთან და ადამიანის უფლებათა კანონებთან შესაბამისობის მოთხოვნა შეიძლება განმტკიცდეს პოლიციის მუშაკებისათვის შემდეგ საკითხებზე ხაზგასმით:
● ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანესია ადამიანთა მდგომარეობისათვის და სამართლიანობის ძირითადი პრინციპებისათვის; და რომ
● ეს პრინციპები და მისი ფუნდამენტური ღირებულებები დამახასიათებელია მსოფლიოს დიდი რელიგიებისა და ეთიკური სისტემებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი კულტურებისა და რწმენის სისტემებში; და რომ
● ადამიანის უფლებები არის საყოველთაო, ადამიანის ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი, თანასწორი და განუყოფელი რაც იმას ნიშნავს, რომ:
ყოველ ადამიანს იგი ეძლევა იმის გამო, რომ იგი ადამიანია, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა; და არ შეიძლება მათი წართმევა ან ჩამორთმევა.
პოლიციის მუშაკებს ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანის უფლებები არ წარმოადგენენ დაბრკოლებათა წყებას, რომელიც მათ უნდა გადალახონ, უგულვებელყონ ან თავი აარიდონ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. მათთვის აუცილებელია ესმოდეთ, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მათი დაცვა ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურის მნიშვნელოვანი ელემენტია დემოკრატიულ გარემოში, სადაც კანონის უზენაესობაა დამკვიდრებული.
პრინციპები, რომელზედაც ადამიანის უფლებებია დაფუძნებული - ადამიანის ღირსების პატივისცემა, უფლებათა საყოველთაობა, განუყოფლობა და თანასწორობა, არც აკრძალვაა და არც შეზღუდვა - ისინი უდიდეს ჰუმანურ წესებს წარმოადგენენ, რომლებიც კანონის უზენაესობით არის განმტკიცებული.
ისინი ძალზე პოზიტიურ საფუძველს ქმნიან ურთიერთობისათვის სახელმწიფო ხელისუფლების განმხორციელებლებსა და მათ შორის, ვისთვისაც ეს ხელისუფლება ხორციელდება - საზოგადოებაში არსებულ ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის.
იმისათვის, რომ პოლიციის მასწავლებლებსა და ტრეინერებს ამ ხედვის განვითარებასა და განმტკიცებაში დავეხმაროთ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
● პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკა;
● ადამიანის უფლებათა დამცავი კანონმდებლობის განვითარების მიზეზები (როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე); და
● დემოკრატიულ გარემოში კარგი პოლიციის სამსახურის პრინციპები,
რომლებიც შესაბამისად განხილულია ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-2, მე-3 და მე-6 თავებში. ამ თავების ძირითადი ელემენტები ჩართული უნდა იქნეს პოლიციის ყველა მუშაკის განათლებისა და ტრეინინგის პროგრამებში.
პოლიციის ლიდერებს განსაკუთრებით კარგად უნდა ესმოდეთ პროფესიული კონტექსტი, საერთაშორისო კონტექსტი და დემოკრატიული კონტექსტი (ყველა მათგანი განხილულია წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში), რომელთა ფარგლებშიც ისინი ახორციელებენ თავიანთ ფუქნციებს:
● პოლიციის დაწესებულებების ადმინისტრირებასა და მართვას; და
● პოლიციის მუშაკთა ზედამხედველობას, მართვასა და კონტროლს.
გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეორე ნაწილში განთავსებული ყველა წინა თავის მასალა:
● არა მხოლოდ პოლიციის სამსახურთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების სწავლებისათვის;
● არამედ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტების განმტკიცების მიზნითაც.
რას აკეთებს პოლიცია და როგორ უნდა გააკეთოს მან ეს
რას აკეთებს პოლიცია - პოლიციის ინდივიდუალურ მუშაკთა კონკრეტული ფუნქციები სხვადასხვა დაწესებულებებში და სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ პოლიციის მუშაკთა უმრავლესობა ამ სასწავლო სახელმძღვანელოს მე-5 განყოფილებაში განხილულ ერთ ან რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ფუნქციები შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდეს, ისინი აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთიანი, მთლიანი „პოლიციის ფუნქცია“. მაგალითად:
● საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვითა და დახმარებით პოლიცია საზოგადოებას ემსახურება დანაშაულის ზოგიერთი ფორმის აღკვეთით და გარკვეული სოციალური და ეკონომიკური პირობების შემსუბუქებით, რაც კრიმინალის ან არეულობის ფესვებს წარმოადგენს;
● პოლიციის საზოგადოებაში ჩართვამ და მისთვის დახმარების გაწევამ შეიძლება აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოების თანამშრომლობას დანაშაულის გამოვლენის სფეროში; და
● გარკვეულ დანაშაულთა გამოვლენა თავის მხრივ ხელს უშლის სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებათა განხორციელებას და ამცირებს საზოგადოებრივ დაძაბულობას ან ხელს უშლის არეულობის წარმოქმნას.
პოლიციის მუშაკთა მასწავლებლებისა და ტრეინერებისათვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ პოლიციის სხვადასხვა ფუნქციის ეს ურთიერთკავშირი, განსაკუთრებით პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკის, დემოკრატიულ გარემოში კარგი პოლიციის სამსახურისა და პოლიციის სხვადასხვა ფუნქციების განხილვისას, რაც წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-5 განყოფილებაშია მოცემული.
პოლიციის ფუნქციების შესრულებისათვის ორი ასპექტია დამახასიათებელი - ტექნიკური და ქცევითი. ეს ორი ასპექტიც აგრეთვე ამ სახელმძღვანელოს მე-11 და მე-15 თავებშია განხილული, სათაურით „დანაშაულის პრევენცია და გმოვლენა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვა“. თუმცა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაკეთდეს მითითება ამ ასპექტებზე და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე პოლიციის მუშაკთა გაანთლებისა და ტრეინინგის კონტექსტში.
ტექნიკური ასპექტი ითვალსიწინებს მათ ცოდნას და უნარ-ჩვევებს - ფარგლებს, რომელშიც პოლიციის მუშაკებს:
● აქვთ ცოდნა; და
● შემუშავებული აქვთ დამოკიდებულებები და შეხედულებები,
რაც აუცილებელია სხვადასხვა ამოცანების კანონიერი და ჰუმანური შესრულებისათვის.
პოლიციის მასწავლებლებსა და ტრეინერებს აინტერესებთ ორივე, როგორც ტექნიკური, ისე ქცევითი ასპექტი.
მათ უნდა გაწვრთნან პოლიციის მუშაკები, რათა შეიმუშავონ და განამტკიცონ კანონის უზენაესობით მართულ დემოკრატიაში პოლიციის სამსახურისათვის საჭირო უნარ-ჩვევები - მაგალითად, ადამიანებთან კომუნიკაცია; მოწმეთა და ეჭვმიტანილთა დაკითხვა; კონკრეტულ სიტუაციებში სათანადო ტაქტიკის გამოყენება.
მათ პოლიციას უნდა ასწავლონ კანონის უზენაესობით მართულ დემოკრატიაში პოლიციის სამსახურის სათანადო დამოკიდებულების შემუშავება და განმტკიცება - მაგალითად, კანონის, ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა; შემწყნარებლობა და ჰუმანურობა; მიუკერძოებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ტექნიკური და ქცევითი ასპექტების ურთიერთდამოკიდებულება
როგორც წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-11 და მე-15 თავებში იყო მითითებული, პოლიციის სამსახურის ტექნიკური და ქცევითი ასპექტები ერთმანეთზეა დამოკიდებული, რადგან, თუ პოლიციას ხარვეზები აქვს ერთ რომელიმე მათგანში, იგი მეორეს ხარვეზს იწვევს. მაგალითად:
● თუ პოლიციას არა აქვს პოლიციის სამსახურისათვის საჭირო უნარ-ჩვევები - მაგალითად, დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანების დაკითხვის უნარი, მოსალოდნელია, რომ ისინი დანაშაულის გამოძიების უკანონო ან არაეთიკურ ფორმებს გამოიყენებენ - შესაძლოა აწამონ ან სხვაგვარი ფორმით არასათანადოდ მოექცნენ ეჭვმიტანილებს; და
● თუ პოლიცია დანაშაულის გამოძიებისას აგრძელებს უკანონო ან არაეთიკური საშუალებების გამოყენებას, ისინი ვერ შეიმუშავებენ პოლიციის სამსახურისათვის საჭირო კარგ, პროფესიულ და ტექნიკურ უნარ-ჩვევებს.
იგივე ეხება პოლიციის სამსახურის სხვა უნარ-ჩვევებსა და პოლიციის სხვა ფუნქციებს.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის მასწავლებლებსა და ტრეინერებს ესმოდეთ პოლიციის სამსახურის ტექნიკური და ქცევითი ასპექტების ურთიერთდამოკიდებულება, რათა სწავლებისა და ტრეინინგის პროგრამებში:
● თითოეულ მათგანს დაუთმონ ჯეროვანი ყურადღება; და
● გამოკვეთონ მათ შორის არსებული შესაბამისი კავშირები.
მაგალითად, პოლიციის მასწავლებლებსა და ტრეინერებს უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ:
● პოლიციის სამსახურისათვის საჭირო რომელი უნარ-ჩვევები უნდა შეასწავლონ პოლიციის მუშაკებს მათი კარიერის სხვადასხვა საფეხურზე, და ამისთვის საჭირო საუკეთესო საშუალებები და მეთოდები; და
● როგორ უნდა განვითარდეს ან განმტკიცდეს კანონის უზენაესობით მართულ დემოკრატიაში პოლიციის სამსახურის სათანადო დამოკიდებულება საუკეთესო გზით.
ადამიანის უფლებათა სწავლება
პოლიციის სამსახურის ქცევითი ასპექტისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა სწავლებას - პოლიციის სწავლებისა და განათლების ყველა დონეზე და პოლიციის მუშაკთა კარიერის ყველა საფეხურზე. მაგალითად, პროგრამებში უნდა ასწავლონ:
● ახალდანიშნულ პოლიციის მუშაკებს, ვისაც სჭირდება ხელშეწყობა და წახალისება, წინ აღუდგნენ სხვადასხვა სახის ზეწოლას და კარგი ქცევისა და პრაქტიკის იგნორირების ცდუნებებს (პოლიციის დაწესებულებების პროფესიული კულტურის ჩათვლით);
● პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებს - ვისთვისაც აუცილებელია პოლიციის დაწესებულებების ადმინისტრირებისა და მართვისთვის, პოლიციის მუშაკების ზედამხედველობის, მართვისა და კონტროლისათვის საჭირო დამოკიდებულებისა და უნარის გამომუშავება, რათა დაცულ იქნეს კარგი ქცევისა და საუკეთესო პრაქტიკის წესები;
● პოლიციის მუშაკებს, რომლებსაც განსაკუთრებით სპეციფიკური დავალებების შესრულება უხდებათ - ვისთვისაც აუცილებელია მაღალი ტექნიკური და ქცევითი უნარ-ჩვევები და მათი კანონიერი და ჰუმანური გზით გამოყენება, რათა მიღწეულ იქნეს დემოკრატიულ გარემოში პოლიციის კარგი სამსახურის მიზნები.
ადამიანის უფლებათა ყველა საერთაშორისო სტანდარტი - იქნება ეს უზენაესი პრინციპები, ხელშეკრულებათა სამართლებრივად სავალდებულო დებულებები, კოდექსებსა და სახელმძღვანელო პრინციპებში ჩამოყალიბებული წესები თუ მითითებები - კარგი ქცევისა და საუკეთესო პრაქტიკის პოზიტიურ ასახვას წარმოადგენს, რაც ნიშვნელოვანია ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურისათვის.
ეს ყველაფერი გათვალისწინებულ უნდა იქნეს პოლიციის ყველა მუშაკის საგანმანათლებლო და ტრეინინგის პროგრამებში.
თემასთან დაკავშირებული სამართალდაცვის ძირითადი საკითხები
იგი მოიცავს:
● არსებობს თუ არა სახელმწიფოებსა და პოლიციის დაწესებულებებში სათანადო მოწადინება, დანერგონ და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა მიზნობრივ სწავლებასა და ტრეინინგს პოლიციის ყველა საგანმანათლებლო და ტრეინინგის პროგრამებში;
● არიან თუ არა პოლიციის მასწავლებელები და ტრეინერები სათანადო განათლების, ინფორმირებულობისა და უნარ-ჩვევების დონის მქონე, რათა განახორციელონ ადამიანის უფლებათა მიზნობრივი სწავლებისა და ტრეინინგის პროგრამები პოლიციის მუშაკებისათვის;
● როგორ შეიძლება ახალდანიშნული პოლიციის მუშაკების ხელშეწყობა და წახალისება, წინ აღუდგნენ სხვადასხვა სახის ზეწოლას და კარგი ქცევისა და პრაქტიკის იგნორირების ცდუნებებს (პოლიციის დაწესებულებების პროფესიული კულტურის ჩათვლით), რაც მათ უკვე შეასწავლეს;
● როგორ დავარწმუნოთ პოლიციის მუშაკები, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვა ეფექტური და ჰუმანური პოლიციის სამსახურის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება.
18.4. ძირითადი ინფორმაცია პრეზენტაციისათვის
სწავლებისა და ტრეინინგის სავალდებულო მოთხოვნა
პოლიციისათვის ადამიანის უფლებათა სწავლებისა და წვრთნის სავალდებულო მოთხოვნა გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, რომელიც სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას.
აშკარაა, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს შეასრულოს ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, თუ პოლიციის მუშაკები არ არიან:
● სათანადოდ განსწავლულნი ადამიანის უფლებებში, იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ მათზე დაკისრებული სხვადასხვა ამოცანების კანონიერი და ჰუმანური გზით შესრულებისათვის საჭირო ცოდნა და დამოკიდებულება; და
● ჯეროვნად გაწვრთნილნი პოლიციის სამსახურის იმ ტექნიკურ უნარ ჩვევებსა და შესაძლებლობებში, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული სხვადასხვა ამოცანების ეფექტური და ქმედითი შესრულებისათვის.
გარდა ამისა, როდესაც სახელმწიფოები ხელშეკრულებათა მონაწილე მხარეები ხდებიან, ისინი კისრულობენ ვალდებულებას:
● მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყოველი ადამიანი უზრუნველყოს ხელშეკრულებებში აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით; და
● მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიებები, რომელიც ხელშეკრულებებში აღიარებული უფლებებით სარგებლობას უზრუნველყოფს.
სახელმწიფოებმა, მათ მიერ მიღებული ყველა სხვა ზომებისა და ღონისძიებების გარდა, უნდა უზრუნველყონ პოლიციის სათანადო სწავლა და წვრთნა ამ ვალდებულებათა შესრულების მიზნით.
შენიშვნა: მაგალითისათვის იხილეთ:
● გაეროს ქარტიის 55-ე და 56-ე მუხლები; და
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლი.
ეს დადგენილებები განხილულია წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მე-2 განყოფილების მე-3 და მე-4 თავებში.
სწავლებისა და ტრეინინგის არასავალდებულო მოთხოვნები
ადამიანის უფლებათა შემდეგი დოკუმენტები შეიცავს პოლიციისათვის ადამიანის უფლებების, ან საპოლიციო პროცედურების ან ტექნიკური უნარ-ჩვევების სწავლებისა და წვრთნის არასავალდებულო მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა დასაცავად.
სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის ეფექტური განხორციელების სახელმძღვანელოს მეოთხე წესი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს:
„მიიღოს საჭირო ზომები, რათა სამართალდამცავ მუშაკებს შეასწავლოს, პირველადი სასწავლო, ასევე შემდგომი და შემახსენებელი კურსების მეშვეობით, ქცევის კოდექსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის დებულებათა საკითხები, ასევე ადამიანის უფლებათა ძირითადი დოკუმენტები“.
სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები მოითხოვს:
● „უწყვეტ და საფუძვლიან ტრეინინგს“ ყველა სამართალდამცავი მუშაკისათვის; (პრინციპი 18)
● სამართალდამცავ მუშაკებს ჩაუტარდეთ ტრეინინგი ,,ძალის გამოყენების სათანადო პროფესიული სტანდარტების შესაბამისად”; (პრინციპი 19)
● პოლიციის მუშაკებს, რომლებიც ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ჰქონდეთ ამის უფლება „მხოლოდ მათი გამოყენების სპეციალური ტრეინინგის დასრულების შემდეგ“; (პრინციპი 19)
● სამართალდამცავი მუშაკების ტრეინინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭოს “პოლიციის ეთიკისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს, განსაკუთრებით საგამოძიებო პროცესში, ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ალტერნატივებს, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას, ბრბოს საქციელის გაგებასა და დაყოლიების, მოლაპარაკებისა და შუამავლობის მეთოდებს ისევე, როგორც ტექნიკურ საშუალებებს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეზღუდული გამოყენების მიზნით;
(პრინციპი 20) და
● ტრეინინგის პროგრამები განიხილებოდეს კონკრეტული ინციდენტების მაგალითებზე. (პრინციპი 20)
უკანონო, თვითნებური ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე სიცოცხლის მოსპობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები მოითხოვს:
● სახელმწიფოებისაგან ზემდგომი მუშაკების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა პირების უკანონოდ, თვითნებურად ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე სიკვდილით დასჯის უფლებამოსილების მინიჭების ან წაქეზების აკრძალვას;
● ყველა პირს ჰქონდეს უფლება და მოვალეობა არ დაემორჩილონ მსგავს ბრძანებებს; და
● სამართალდამცავი მუშაკების ტრეინინგისას ხაზგასმით იყოს აღნიშნული ზემოთხსენებული ორი დებულება. (პრინციპი 3)
დეკლარაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ მოითხოვს სამართალდამცავ მუშაკთა ტრეინინგს, რათა მათ მხედველობაში სრულად მიიღონ წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა. (მუხლი 5)
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯისაგან ყველა პირის დაცვის წინააღმდეგ მოითხოვს, რომ სამართალდამცავ მუშაკთა ტრეინინგში სრულად იქნეს გათვალისწინებული განათლება და ინფორმაცია, რომელიც ეხება წამების აკრძალვას (მუხლი 10).
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის მოითხოვს იმ პოლიციის მუშაკთა სპეციალურ სწავლებასა და ტრეინინგს, „რომლებსაც ხშირად ან ექსკლუზიურად უწევთ არასრულწლოვანებთან მუშაობა ან რომლებიც ჩართულნი არიან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში“ (წესი 12).
დეკლარაცია მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მოითხოვს პოლიციისა და სხვა მუშაკებისაგან, რომელთაც ეხებათ დაზარალებულთა საკითხები, ჩაუტარდეთ ტრეინინგი, რათა გააცნობიერონ დაზარალებულთა მოთხოვნილებები, ასევე მიიღონ სახელმძღვანელო მითითებები სათანადო და სწრაფი დახმარების უზრუნველყოფისათვის (პრინციპი 11).
ამ მოთხოვნათა მასშტაბი და კონკრეტული დეტალები წარმოადგენს მითითებას იმისა, თუ რამდენად უნდა იქნეს „ადამიანის უფლებათა“ საგანი ჩართული პოლიციის აკადემიათა სასწავლო პროგრამებში.
პოლიციის მუშაკები, რომელთაც არ უსწავლიათ და არ მიუღიათ ტრეინინგი ადამიანის პატივისცემისა და დაცვის მოთხოვნილებათა საფუძველზე, არ შეიძლება ჩაითვალონ სათანადოდ გაწვრთნილებად, ისევე, როგორც არ შეიძლება ჩაითვალონ თავისი საქმის პროფესიონალებად.
18.5. დისკუსიის ხელშემწყობი საკითხები
1. რა უნდა იცოდნენ პოლიციის ხელმძღვანელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის შესახებ?
2. ჩართულ უნდა იქნეს თუ არა ადამიანის უფლებათა თემატიკა პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსის ყველა საკითხში; ისწავლებოდეს, როგორც დამოუკიდებელი საგანი; ან ჩართულ უნდა იქნეს სასწავლო კურსის სხვა ნაწილებში და ისწავლებოდეს, როგორც დამოუკიდებელი საგანი?
3. რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიციის მუშაკების მიერ იმის გათავისება, რომ ადამიანის უფლებები არ წარმოადგენს წინაღობას მათთვის პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის, რომელიც უნდა გადალახონ, იგნორირება გაუკეთონ ან თავიდან აიცილონ?
4. რა უნარ-ჩვევები არის საჭირო დანაშაულის გამოსაძიებლად? რა ფორმით შეიძლება ამ უნარ-ჩვევების არასრულყოფილებამ გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა შელახვა?
5. რა უნარ-ჩვევები არის საჭირო პოლიციის მუშაკთა პირველი რგოლის ზედამხედველისათვის, რათა უხელმძღვანელოს, ზედამხედველობა გაუწიოს და მართოს მისი ქვეშევრდომები? რამდენად შეიძლება ამ უნარ-ჩვევების მაღალმა დონემ წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაში?
18.6. წინადადებები მონაწილეთა ჯგუფური მუშაობისათვის
ჯგუფური სავარჯიშო - შეხედულებების გამოკვლევა
თითოეულ მონაწილეს უნდა დაურიგდეს ქვემოთ მოცემული ,,კომენტარების” ტექსტი და ეთხოვოს ტექსტში მიუთითოს, ეთანხმება თუ არ ეთანხმება თითოეულ ,,კომენტარს”.
მასწავლებელს ან ადამიანური რესურსების სპეციალისტს შეუძლია მონაწილეებთან ერთად განიხილოს „კომენტარებში“ წამოჭრილი საკითხები და მონაწილეთა მიერ გაცემული პასუხები. მათ აგრეთვე შეუძლიათ განიხილონ ამ სახის ტექსტთან დაკავშირებული სხვა საკითხები - მაგალითად, ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულებათა შეფასების საშუალებები და დამოკიდებულებათა შესაძლო ცვლილებები პოლიციის მუშაკებისათვის ადამიანის უფლებათა პროგრამების საწყისი და/ან ბოლო სესიის დროს.
მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს შეუძლიათ დამატებითი „კომენტარები“ დაურთონ ტექსტს, ან ,,კომენტარების” საკუთარი ვარიანტი შეიმუშავონ.
კომენტარი 1
ადამიანის უფლებები კარგია თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში იგი არ ხორციელდება.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 2
ადამიანის უფლებები არ იცავს უდანაშაულო ადამიანებს, იგი მხოლოდ დამნაშავეებს იცავს.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 3
დამნაშავეთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ამართლებს პოლიციელთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევას. ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 4
დამნაშავეებს არა აქვთ მინიჭებული ადამიანის უფლებები.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 5
მისაღებია დაისაჯოს ზოგიერთი უდანაშაულო ადამიანი დანაშაულისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო დამნაშავე ადამიანებიც დაისჯებიან.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 6
თუ პოლიციის მუშაკს სჯერა, რომ მის მიერ დაკავებული პირი დამნაშავეა, მაშინ ეს პირი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 7
თუ ადამიანი ცემს და ზიანს აყენებს სხვა ადამიანს მისი გაქურდვის მიზნით - ეს დანაშაულია. თუ პოლიციის მუშაკი ცემს და ზიანს აყენებს ადამიანს მისგან დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით - ეს დანაშაული არ არის.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
კომენტარი 8
თუ პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია წარმატებულია, მნიშვნელობა არა აქვს, რა საშუალებებით ან რა გზებით განხორციელდა იგი.
ვეთანხმები/არ ვეთანხმები
![]() |
4 ნაწილი III: როლების გათამაშების სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 მეშვიდე განყოფილება |
▲ზევით დაბრუნება |
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
„ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“
დოკუმენტი „A“ - ძირითადი ინფორმაცია
დემოსლეგია სუვერენული და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა. მას აქვს დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები, არჩეული ასამბლეისა და თავისუფალი პრესის ჩათვლით, და ზოგადად იგი მიჩნეულია ქვეყნად, სადაც კანონის უზენაესობაა დამკვიდრებული. აქ არის დამოუკიდებელი სასამართლო და ქმედითი სამართლებრივი სისტემა.
დემოსლეგია ადამიანის უფლებათა მრავალი ხელშეკრულების მონაწილე მხარეა, მათ შორის - ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის. იგი აგრეთვე ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენციისა და მისი 1977 წლის ორი ოქმის მხარეს წარმოადგენს.
სიტუაცია დაიძაბა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური უმცირესობა წარმოადგენს, თუმცა ისინი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ. იქ ადგილი აქვს ძალადობრივ მღელვარებებსა და ტერორისტულ აქტებს. სიტუაციას პრაქტიკულად შიდა შეიარაღებული კონფქლიტის სახე აქვს.
სეპარატისტულ მოძრაობაში შედის ლეგიტიმური პოლიტიკური პარტია, რომელიც მიზნის მიღწევას მშვიდობიანი გზით ცდილობს და შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებითაა შესაძლებელი. ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფი პასუხისმგებელია წამყვანი პოლიტიკური ფიგურების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობებზე, უშიშროების ძალების თანამშრომლებზე თავდასხმებსა და საზოგადოებრივ ადგილებში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებაზე, რაც მოსახლეობაში ტერორის დასამკვიდრებლადაა გამიზნული.
სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, დემოსლეგიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორის პაქტის მე-4 მუხლის საფუძველზე განახორციელა გადახვევის ღონისძიებები ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ადამიანის უფლებათა ვალდებულებებიდან და უშიშროების ძალებს დაკავებისა და დაპატიმრების უფლებამოსილება მიანიჭა.
საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს გარკვეული შეშფოთება ამ გაფართოებული უფლებამოსილების გამოყენების გზების, პოლიციის მიერ უმცირესობათა ჯგუფის წევრების ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შედეგად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული საშიშროების გამო. დემოსლეგიის ორმა მეზობელმა სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯები დემოსლეგიის სიტუაციის გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვის მიზნით. არის მცდელობა, რომ დემოსლეგიაში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განხილულ იქნეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის შემდგომ სხდომაზე და წამების საკითხებში გაეროს სეპციალურ მომხსენებელს მთავრობისაგან მიეცეს უფლება, ჩავიდეს ქვეყანაში და გამოიძიოს წამებასთან დაკავშირებით არსებული კონკრეტული განცხადებები.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
„ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“
დოკუმენტი „B“ - ძირითადი ინფორმაცია
პოლიტიკური გადაწყვეტილების მოძებნამდე სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, პოლიციამ შეიმუშავა მრავალგვარი ტაქტიკა შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფის მოქმედებათა შეჩერების მიზნით შემუშავებული ფართო სტრატეგიის შესაბამისად. დემოსლეგიის არც პოლიტიკურ ლიდერებს და არც პოლიციის მაღალჩინოსნებს არ სჯერათ, რომ სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ პოლიციის მიერ გატარებული რეპრესიული ღონისძიებებით.
პოლიციის მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ ტაქტიკას წარმოადგენს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებისა და სხვა პატარა დასახლებული თემების „ბლოკირება და ჩხრეკა“, რომლის მიზანიცაა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა გამოვლენა და დაკავება და იარაღისა და ტყვია-წამლის პოვნა.
ამ ტაქტიკის გამოყენების ჩვეულებრივ მეთოდს წარმოადგენს პოლიციის მიერ სოფლის ბლოკირება (ალყა) და სოფელში შესვლა-გამოსვლის აღკვეთა. ამის შემდეგ პოლიციის ნაწილებს აგზავნიან სოფელში, რათა მათ მამაკაცები განაცალკევონ ქალებისა და ბავშვებისაგან; ქალები და ბავშვები სახლებში ჰყავს გამომწყვდეული პოლიციას, რომელიც ბინებისა და სხვა შენობების ჩხრეკას აწარმოებს; მამაკაცები წაიყვანეს სოფლის მთავარ მოედანზე, სადაც ინფორმაციის მომწოდებლები ამოიცნობენ ტერორისტებს ან მათდამი კეთილგანწყობილ პირებს, რომლებსაც შემდეგ აკავებენ; ხდება დაკავებულთა დაკითხვა ინფორმაციის მიღებისა და ტერორისტული საქმიანობის შესახებ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს არა მხოლოდ სეპარატისტებისადმი კეთილგანწყობილმა პირებმა, არამედ უმრავლესობის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმაც, რომლებსაც აწუხებთ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საკითხები. მათ შორის არიან უმრავლესობის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, სასამართლო ხელისუფლების წევრები, ადვოკატები და ჟურნალისტთა გარკვეული წრე. კრიტიკის მიზეზი გახდა განცხადებები ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციების ჩატარებისას პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენებისა და უკანონო ქმედებების შესახებ.
კონკრეტულად ვარაუდობენ, რომ როდესაც ჩხრეკის დროს ქალები სახლებში ჰყავდათ გამოწყვდეული, ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან მათ დაშინებას და სექსუალურ ძალადობას; ჩხრეკისას უმიზეზოდ გაანადგურეს და ზოგ შემთხვევაში მოიპარეს კიდეც მათი კუთვნილი ქონება; და პოლიციის მიერ დაკითხვის წარმოებისას აწამეს ის დაკავებული ეჭვმიტანილები, რომლებიც ინფორმანტებმა ამოიცნეს.
ამ განცხადებების შემსწავლელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სათანადო მტკიცებულებები და ეროვნულ გაზეთებში გაჩნდა სტატიები ამ განცხადებებისა და მათი დამადასტურებელი სამხილების შესახებ.
„ბლოკირებასა და ჩხრეკაზე“ უშუალოდ პასუხისმგებელი პოლიციის მუშაკები აცხადებენ, რომ ასეთი სახის ოპერაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ხოლო პოლიციის არასწორი ქმედებების შესახებ გაკეთებული განცხადებები უბრალოდ გადაჭარბებულია.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
,,ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები”
დოკუმენტი „C“ - ხელისუფლების რეაგირება „ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციების“ შესახებ არსებულ განცხადებებზე
სავარჯიშოს მიზნიდან გამომდინარე, თქვენ წარმოადგენთ მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრებს. კერძოდ, თქვენს ჯგუფში არის შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მათი მრჩეველები. თქვენ მოიწვიეთ სხდომა, რათა განიხილოთ დღის წესრიგში არსებული შემდეგი საკითხები:
1. ზიანი, რომელიც სეპარატისტული პრობლემის პოლიტიკურად გადაჭრის უზრუნველყოფის მიზნებს მიაყენა განცხადებებმა ,,ბლოკირებისა და ჩხრეკის” ოპერაციების ჩატარებისას პოლიციის მიერ უკანონო ქმედებების, და ზოგადად ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.
2. რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ამ ზიანის შესამცირებლად.
3. რა ზომები უნდა იქნეს მიღებული პოლიციის არაჯეროვანი ქმედებების შესახებ განცხადებათა საპასუხოდ - განსაკუთრებული მითითებით:
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლზე (1-ლი და მე-3 პუნქტები) და 26-ე მუხლზე;
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის 2, 4, 10, 12, 13 და 14 მუხლებზე;
სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 24-ე და 26-ე პრინციპებზე.
4. განხილულ იქნეს - „ბლოკირებისა და ჩხრეკის“ ოპერაციების ჩატარება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების კანონიერი სანქციის საფუძველზე თუ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკებს.
5. განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლითაც სარგებლობენ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებში კონკრეტული სიტუაციების დროს „ბლოკირებისა და ჩხრეკის“ ოპერაციებზე ნებართვებს გასცემენ, რათა ასეთი ოპერაციები არ ჩატარდეს თვითნებურად და გაუმართლებლად.
6. განხილულ იქნეს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგების მომტანია დემოსლეგიის ხელისუფლებისათვის იმის აღიარება, რომ ჟენევის 1949 წლის კონვენციების მე-3 საერთო მუხლი აღნიშნულ სიტუაციას ესადაგება.
ჯგუფის ამოცანები სავარჯიშოს მიზნებიდან გამომდინარე
1. განიხილეთ დღის წესრიგის საკითხები როგორც ჯგუფმა, რომელშიც შედიან ზემოაღნიშნული მინისტრები და ხელისუფლების წარმომადგენლები; და
2. წარმოადგინეთ წერილობითი პასუხები თქვენი დასკვნებით დღის წესრიგის თითოეულ საკითხზე, რომელიც თქვენი ჯგუფის მომხსენებელს უნდა მიაწოდოთ.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
„ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“
დოკუმენტი „D“ - ხელისუფლების რეაგირება „ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციების“ შესახებ არსებულ განცხადებებზე
სავარჯიშოს მიზნიდან გამომდინარე, თქვენ ხართ ჯგუფის წევრები, რომლებსაც დემოსლეგიის სახელმწიფოდან გამოყოფა სურს. ზოგი თქვენთაგანი ოფიციალური პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელია, რომელიც საკითხის მოგვარებას მშვიდობიანად ცდილობს, ხოლო სხვები ტერორისტული ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენება აქვთ არჩეული.
თქვენ მოიწვიეთ შეკრება, რომლის დღის წესრიგშია შემდეგი საკითხები:
1. თქვენი მიზნისათვის (დემოსლეგიიდან გამოყოფის მიღწევა) იმ დადებითი ასპექტის განსაზღვრა, რაც გამოიწვია პოლიციის უკანონო და არაჰუმანურმა ქმედებამ - განსაკუთრებით „ბლოკირებისა და ჩხრეკის“ ოპერაციების დროს.
2. პოლიციის არაჯეროვანი ქმდებით შექმნილი სიტუაციის თქვენი მიზნისათვის მაქსიმალურად გამოყენების გზების განსაზღვრა.
3. სხვა საშუალებების განსაზღვრა, რომელიც მოგცემთ პოლიციის პროვოცირების საშუალებას, უკანონო რეაგირება მოახდინოს ან უკანონოდ იმოქმედოს, იმგვარად, რომ ეს სასარგებლო იქნეს თქვენი მიზნისათვის.
4. ტექსტის მომზადება, სადაც იქნება რჩევები უმცირესობათა ჯგუფის წევრებისათვის, თუ როგორ მოიქცნენ „ბლოკირებისა და ჩხრეკის“ ოპერაციების დროს. ტექსტში უნდა იყოს რჩევა, თუ როგორ აიცილონ ასეთი ოპერაციებისას პოლიციის არაჯეროვანი ქმედებებით გამოწვეული მსხვერპლი; და როგორ მოიქცნენ, როდსაც პოლიცია მათ მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებს.
5. ვინაიდან მთავრობა სულ უფრო მზარდ ზეწოლას განიცდის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების შესახებ არსებული განცხადებების გამო, და იმ მიზნით, რომ თქვენი საზოგადოების წევრები დაიცვათ პოლიციის უკანონო ქმედებებისაგან - თქვენ შეთანხმდით, რომ საჯაროდ შესთავაზებთ ხელისუფლებას, შეიქმნას დარღვევათა მომკვლევი კომისია.
შეიმუშავეთ რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:
● ვინ უნდა იყვნენ მომკვლევი კომისიის წევრები;
● კომისიის საქმიანობის მოთხოვნები და პირობები; და
● კომისიისადმი თქვენს მიერ შეთავაზებული სამუშაო მეთოდები.
რეკომენდაციების შემუშავებისას კონკრეტული მითითებები გააკეთეთ:
● წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის 2, 4, 10, 12, 13, 14 და 16 მუხლებზე;
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლზე (1-ლი და მე-3 პუნქტები) და 26-ე მუხლზე;
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 22-ე და 23-ე პრინციპებზე.
6. განხილულ იქნეს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგების მომტანია სეპარატისტული მოძრაობისათვის იმის აღიარება, რომ ჟენევის 1949 წლის კონვენციების მე-3 საერთო მუხლი აღნიშნულ სიტუაციას ესადაგება.
ჯგუფის ამოცანები სავარჯიშოს მიზნებიდან გამომდინარე
1. განიხილეთ დღის წესრიგის საკითხები, როგორც ზემოაღნიშნული სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა; და
2. წარმოადგინეთ წერილობითი პასუხები თქვენი დასკვნებით დღის წესრიგის თითოეულ საკითხზე, რომელიც თქვენი ჯგუფის მომხსენებელს უნდა მიაწოდოთ.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
„ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“
დოკუმენტი „E“- დემოსლეგიის პოლიციის უმაღლესი ხელმძღვანელობის რეაგირება „ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციების“ ჩატარებაზე
სავარჯიშოს მიზნიდან გამომდინარე, თქვენ დემოსლეგიის პოლიციის სამსახურის მაღალჩინოსნები ბრძანდებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგავალათ, განახორციელოთ შემდეგი ამოცანები, როგორც სიტუაციაზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირების ღონისძიებები:
1. მოამზადოთ პოლიციის ქცევის კოდექსის პირველი ვარიანტი დაძაბულობისა და მღელვარების დროს.
პროექტის მომზადებისას თქვენ მოგთხოვეს გაითვალისწინოთ:
● გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსი;
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 4, 5, 6, 8, 9, 10, 12, 13, 14, 24 და 26 პრინციპები.
● ჟენევის 1949 წლის კონვენციების საერთო მე-3 მუხლი.
2. მოკლე ინსტრუქციების ჩამოყალიბება პოლიციელთათვის, რომლებიც ატარებენ „ბლოკირებისა და ჩხრეკის“ ოპერაციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური განხორციელება.
3. სხვადასხვა ორგანზიაციული და ოპერატიული ღონისძიებების განხილვა, რომელთა განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მოპოვება ტერორისტებისა და ტერორისტული საქმიანობის შესახებ და იმ ღონისძიებათა რეკომენდირება, რომელთა განხორციელებაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ შექმნილ სიტუაციაში.
ჯგუფის ამოცანები სავარჯიშოს მიზნებიდან გამომდინარე
1. განიხილეთ ზემოაღნიშნული ამოცანები; და
2. წარმოადგინეთ წერილობითი პასუხები მითითების შესაბამისად, რომელიც თქვენი ჯგუფის მომხსენებელს უნდა მიაწოდოთ.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
„ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“
მითითებები მასწავლებლებისა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებისათვის
1. ეს ჯგუფები უნდა შეიქმნას „მთავრობის“, „სეპარატისტული მოძრაობისა“ და „პოლიციის“ როლების გათამაშების მიზნით. პოლიციის ჯგუფი შეიძლება სხვა ჯგუფთან შედარებით უფრო მცირერიცხოვანი იყოს.
2. დოკუმენტი „A“ უნდა დაურიგდეს ყველა მონაწილეს და მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა უნდა წაუკითხოს იგი მონაწილეებს, რათა დარწმუნდეს, რომ დოკუმენტი ყველასათვის გასაგებია.
3. ამის შემდეგ დოკუმენტი „B“ უნდა დაურიგდეს ყველა მონაწილეს და მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა უნდა წაუკითხოს იგი მონაწილეებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს დოკუმენტიც ყველასათვის გასაგებია.
4. დოკუმენტი „C“ უნდა დაურიგდეს მონაწილეებს, რომლებიც ,,მთავრობის” როლს თამაშობს. ჯგუფს უნდა სთხოვონ, აირიჩიონ მომხსენებელი, რომელიც სიტუაციაზე პასუხების მომზადებისას ჯგუფის მუშაობას გაუწევს ორგანიზებას. მათ უნდა სთხოვონ, უფრო მცირე ჯგუფებად დაიყონ - თითოეული მათგანი მათთვის მიცემულ ერთ ან მეტ საკითხზე იმუშავებს. ამ მცირე ჯგუფების მომხსენებლები სხვადასხვა სამთავრობო მინისტრების როლებს შეასრულებენ.
5. „მთავრობის“ ჯგუფს უნდა ეთხოვოს, რომ:
● მათი პასუხების მომზადებისას მიუთითონ საერთაშორისო დოკუმენტების ტექსტებზე, რომლებიც „C“ დოკუმენტშია ჩამოთვლილი; და
● მოხსენებისა და პლენარული დებატების დროს „მთავრობის“ ჯგუფის მომხსენებელმა უნდა გააკეთოს შესავალი სიტყვა, ხოლო შემდეგ ქვეჯგუფების მომხსენებლები მოიწვიოს „მთავრობის“ სახელით პასუხების გასაცემად. „მთავრობის“ ჯგუფის მომხსენებელმა ამის შემდეგ უნდა გააკეთოს გარკვეული დასკვნითი შენიშვნები.
6. დოკუმენტი „D“ უნდა დაურიგდეს მონაწილეებს, რომლებიც „სეპარატისტული მოძრაობის“ როლს თამაშობენ. ამ ჯგუფსაც იგივე მითითებები უნდა მიეცეს, რაც ,,მთავრობის” ჯგუფს - ანუ, შეარჩიონ მომხსენებელი და კოორდინატორი; დაიყვნენ მცირე ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა როლს შეასრულებენ; მითითებები გააკეთონ საერთაშორისო დოკუმენტებზე; და მოხსენება გააკეთონ ისევე, როგორც ეს „მთავრობის“ ჯგუფისათვის განისაზღვრა. მცირე ჯგუფებს შეუძლიათ გაითამაშონ მოძრაობის ლეგიტიმური პოლიტიკური ფრთის სხვადასხვა დაჯგუფებები, ხოლო ერთმა უნდა შეასრულოს ტერორისტული ჯგუფის როლი.
7. დოკუმენტი „E“ უნდა დაურიგდეს მონაწილეებს, რომლებიც „პოლიციის“ როლს ასრულებენ. ამ ჯგუფმაც უნდა დანიშნოს მომხსენებელი, რომელსაც კოორდინატორის როლი ექნება და უნდა შექმნას სამი მცირე ჯგუფი - თითოეული მათგანი განიხილავს „პოლიციის“ ჯგუფზე დაკისრებულ თითო საკითხს.
8. ამის შემდეგ „მთავრობის“, „სეპარატისტული მოძრაობისა“ და „პოლიციის“ ჯგუფები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე განიხილონ თავიანთი პასუხები. მათ ორი-სამი საათი უნდა მიეცეთ ამ დავალების შესასრულებლად.
9. როდესაც ჯგუფები კვლავ შეიკრიბებიან პლენარულ სხდომაზე, პირველად „მთავრობის“ ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს თავისი პასუხები, ხოლო სხვა ჯგუფებმა უნდა წამოჭრან საკითხები, რომლებზედაც მათ პასუხის მოსმენა სურთ. ამის შემდეგ თავის პასუხებს წარმოადგენს „სეპარატისტული მოძრაობის“ ჯგუფი, და აგრეთვე გააკეთებს კომენტარს „მთავრობის“ ჯგუფის მოსაზრებებზე.
10. ამის შემდეგ დაიწყება საერთო დისკუსია ჯგუფებს შორის, ხოლო მასწავლებელი ან ადამიანური რესურსების სპეციალსიტი ხელს შეუწყობს დისკუსიის განვითარებას. შესაბამის მომენტში მასწავლებელი ან ადამიანური რესურსების სპეციალისტი „პოლიციის“ ჯგუფს მოიწვევს მისი პასუხების წარმოსადგენად.
11. დებატების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალსიტმა უნდა შეაჯამოს დისკუსიის დროს წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვას საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამის დებულებებს.
12. სავარჯიშოს ძირითადი მიზნებია:
(ა) უჩვენოს, თუ როგორ შეუძლია პოლიციის უკანონო და არაჰუმანურ სამსახურს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს დემოკრატიული მთავრობა და ხელი შეუშალოს მას, მშვიდობიანად და პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრას კონფლიქტური სიტუაციები;
(ბ) უჩვენოს, თუ როგორ უქმნის პოლიციის სამსახური პროპაგანდის შესაძლებლობას ტერორისტულ ჯგუფებს, აძლევს რა მათ საშუალებას, რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ მთავრობა და მოიპოვონ მათი მიზნისადმი მხარდაჭერა.
(გ) საშუალება მისცეს და ხელი შეუწყოს მონაწილეებს, განიხილონ საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებზედაც ისინი მითითებებს აკეთებენ სავარჯიშოს მიზნებიდან გამომდინარე;
(დ) საშუალება მისცეს მონაწილეებს, გამოხატონ და განიხილონ „ადამიანის უფლებებისა და პოლიციის სამსახურის“ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც მათ სემინარის სესიებზე განიხილეს სავარჯიშოს შესრულებამდე.
(ე) საშუალება მისცეს მონაწილეებს, განიხილონ პოლიციის სამსახურის კანონიერი რეაგირება დაძაბულობისა და არეულობის სიტუაციებზე - ქცევის კოდექსის, ოპერატიული მითითებებისა და ინფორმაციის მიღების კანონიერი საშუალებების ჩათვლით, როგორც ეს განხილული და წარმოდგენილია „პოლიციის“ ჯგუფის მიერ.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები და პოლიცია ოპერაციები დაძაბულობისა და მღელვარების დროს
„ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“
სავარჯიშოსთვის საჭირო ტექსტების ჩამონათვალი
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ.
● გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსი.
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები.
● ჟენევის 1949 წლის კონვენციების საერთო მე-3 მუხლი.
![]() |
4.2 მერვე განყოფილება |
▲ზევით დაბრუნება |
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
ძირითადი ინფორმაცია
დოკუმენტი „A“
ვესტ ფალია მაღალგანვითარებული, პირველი სამყაროს სუვერენული ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტული წევრია. მას აგრეთვე წამყვანი ადგილი უკავია მრავალ სხვა საერთაშორისო ორგანზიაციაში.
ვესტ ფალიას აქვს დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები, არჩეული ასამბლეა, რეგულარულად ატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - სადაც თითქმის ყველას აქვს მონაწილეობის უფლება. აქ არის თავისუფალი პრესა და განვითარებული მედიის საშუალებები, ინტერნეტის მჭიდრო ქსელით და სატელიტური კავშირებით, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ადვილად შეიძლება წარმოჩნდეს მსოფლიოს წინაშე. აქ არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და დიდი ხნის წინ დაფუძნებული და ზოგადად ქმედითი სამართლებრივი სისტემა.
ვესტ ფალია ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებათა უმრავლესობის მონაწილე მხარეს წარმოადგენს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICESCR), სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICCPR) და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის (CAT) ჩათვლით.
აქ დამკვიდრებულია კანონის უზენაესობა და მთლიანობაში ქვეყანა მოწესრიგებული, სტაბილური და მშვიდობიანი, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დროდადრო წარმოქმნილ მღელვარებებს ან დემონსტრაციებს, რაც ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, სადაც ადამიანებს საჯაროდ აზრის გამოთქმის უფლება აქვთ. პოლიციის სამსახური - და სიტყვა „სამსახური“ იხმარება „ძალის“ ნაცვლად, რაც დიდი ხნის წინ და კარგად დამკვიდრებული ტერმინია, რაც შეიძლება კარგი რჩევა და მითითება აღმოჩნდეს განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც ესწრაფვიან გადმოიღონ ორგანიზაციის სულისკვეთება და სტრუქტურა. ყოველდღიური საქმიანობის სტილი დაფუძნებულია დოქტრინაზე - „პოლიციის შეთანხმებული სამსახური“, რითაც ამაყობენ პოლიციელები, პოლიტიკოსები და მოსახლეობა. ეს აგრეთვე გამოიხატება ზოგადი ტერმინით - „საზოგადოებრივი პოლიციის სამსახური“, რითაც ხაზი აქვს გასმული იმ ფაქტს, რომ იგი მისაღებია საზოგადოებისათვის, აქვს აქტიური მხარდაჭერა და პრაქტიკული წვლილი შეაქვს საკუთარ კეთილდღეობაში.
გარდა იმისა, რომ პოლიცია ემორჩილება მოქმედ კანონებს, იგი აგრეთვე ექვემდებარება იმ ფართო და მკაცრ დისციპლინარულ სისტემას, რომელიც, მათი ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მთელ რიგ სანქციებს ითვალისწინებს. ქვეყანაში აგრეთვე არსებობს პოლიციის საჩივრების კომისია (PCC), რომელიც უფლებამოსილია და ევალება ჩაერიოს პოლიციის არაჯეროვანი მოქმედებების შესახებ არსებული განცხადებების განხილვაში, სადაც მას შეუძლია დანიშნოს დამოუკიდებელი ზედამხედველი გამოძიებაზე, მიიღოს გადაწყვეტილება საკითხზე და გავლენა იქონიოს ნებისმიერ შემდგომ დისციპლინარულ საქმისწარმოებაზე.
ვესტ ფალიაში ძირითადად ცხოვრების მშვიდი და მოწესრიგებული სტილია დამკვიდრებული.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
ჩვეულებრივი ინციდენტი
დოკუმენტი „B“
სოფელ მაკრიმაში დაახლოებით 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს. იგი სანაპიროზე მდებარეობს და ამის გამო იქ მოსახვედრად ადამიანი სპეციალურად უნდა გაემგზავროს - ეს არ არის ადგილი, სადაც ჩვეულებრივი გამვლელი შეიძლება მოხვდეს. უახლოესი პატარა ქალაქი მისგან 20 მილის მანძილზეა, ხოლო ძირითადი, დიდი და რეგიონალური ცენტრი კიდევ 15 მილითაა დაშორებული ამ პატარა ქალაქიდან. მოსახლეობის დიდ ნაწილს ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ, რომლებიც პენსიონერები არიან და სიცოცხლის დარჩენილი წლების გატარება სანაპიროზე გადაწყვიტეს.
მაკრიმა ძველი, ძალზე სასიამოვნო და კარგად განვითარებული სოფელია, სადაც ადამიანები მშვიდად და პრობლემების გარეშე ცხოვრობენ. ერთადერთი ამაღელვებელი მომენტი აქ დგება ყოველწლიური ნიჩბოსნობის ფესტივალის დროს.
პოლიციის სამსახურს ორი პოლიციელი ახორციელებს, რომელთა ოფისიც ქალაქში მდებარეობს. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ დასვენების, დღესასწაულებისა და სხვა დროდადრო გამოუცხადებლობის პერიოდში, მაგალითად დასვენებების ან ტრეინინგის დღეებში, ხდება ისე, რომ სოფელი პოლიციელის გარეშე რჩება. ასეთი პერიოდების დროს მოსახლეობა თავად აგვარებს მის გადაუდებელ მოთხოვნებს, ან პოლიციის დახმარების სათხოვნელად სამანქანო გზით უდნა გაემგზავროს მეზობელ ქალაქში ან რეგიონალურ ცენტრში, რასაც შესაბამისად 20 ან 45 წუთი სჭირდება.
ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, სამი მეგობარი მამაკაცი, რომლებიც ოცი წლისანი იყვნენ, დასვენების დღეს გაემგზავრნენ მაკრიმაში, როგორც სტუმრები. ისინი უმუშევრები იყვნენ და ფულს დანაშაულებრივი გზითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით შოულობდნენ. ისინი თავადაც იყვნენ უკანონო ნარკოტიკების მომხმარებლები. აღნიშნული დღის დიდი ნაწილი მათ ლუდის სმაში გაატარეს და მათ მიერ მირთმეულმა ლუდის რაოდენობამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა მათ ქცევას. მათ არ შეეძლოთ სწორად დგომა და ერთმანეთის დახმარების გარეშე სიარული, ხოლო საუბრისას ენა ებმოდათ. დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა სხვები, რათა ჩუმად მიეღო უკანონო ნარკოტიკი, თუმცა იგი არ იყო დარწმუნებული, დაინახა თუ არა ეს ვინმემ. ადამიანმა, რომელმაც ეს დაინახა, აგრეთვე აღნიშნა, რომ ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა მისი საქციელის მკვეთრი გაუარესება.
მამაკაცებმა დატოვეს ბარი და განმარტოვდნენ. ის მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებაში შეამჩნიეს, საშინლად იქცეოდა. მან დაიწყო სირბილი ქუჩებში, აბრახუნებდა სახლების კარებებზე და ყვროდა. მან ატეხა ხმაური, მაგრამ გაუგებარი იყო რას ყვიროდა. ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა ხანდაზმული ადამიანები იყვნენ, ისინი შეშფოთდნენ და ცუდად გახდნენ. მამაკაცის ამგვარი საქციელი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, იგი გარს უვლიდა სოფელს და აგრძელებდა იგივე მანერით მოქმედებას. ადამიანებმა, რომლებიც მოწმენი იყვნენ მისი მოსვლის და შემდეგ მათი ქუჩიდან წასვლის, ვერ წარმოიდგინეს, რომ ეს იყო გაგრძელებული და გაჭინურებული ქმედების ნაწილი. სოფლის მეორე ნაწილში იგი შეამჩნიეს ზოგიერთი სახლის უკანა ეზოებში, სადაც იგი გალავნების თავზე დადიოდა და ზოგიერთ დაბალ სახურავზე აძრომას ცდილობდა. იგი ასევე ნახეს გზაზე, სადაც მანქანებს შორის დარბოდა, ძლივს გადაურჩა უბდურ შემთხვევას, უყვიროდა მძღოლებს და მოითხოვდა მათგან, რკინიგზის სადგურზე წაეყვანათ. იგი აგრეთვე შეეცადა, ამძვრალიყო გაჩერებულ მანქანაში, მაგრამ შეშინებულმა მძღოლმა მანქანის დაძვრა მანამ მოასწრო, სანამ იგი შიგ ჩაჯდებოდა.
სოფლის მკვიდრთა დიდი ნაწილი ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის სასწრაფო სამსახურს, აცნობა ფაქტების შესახებ და მათგან დახმარება ითხოვა. მსგავსი ზარების დიდი რაოდენობა შევიდა სოფლის სხვადსხვა კუთხიდან და მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. სოფლის ორივე პოლიციელს იმ დღეს დასვენების დღე ჰქონდა, ასე რომ პოლიციის მუშაკები მანქანებით გააგზავნეს როგორც უახლოესი ქალაქიდან, ისე რეგიონალური ცენტრიდან.
იმ დროისათვის, როდესაც პირველი ორი პოლიციელი მოვიდა სოფელში პოლიციის მანქანით, მამაკაცს უკვე სოფლის მრავალი მცხოვრები ჰყავდა დაშინებული თავისი საშინელი საქციელით. კიდევ მრავალი ზარი შევიდა პოლიციის სამორიგეოში. პოლიციის მუშაკებმა დაადგინეს, რომ მომხდარის შესახებ ამბავი გავრცელდა და მოსახლეობამ იცოდა, რომ მთელი ამ არეულობის გამომწვევი მხოლოდ ერთი კაცი იყო. ზოგმა ჩამოაყალიბა მეძებართა ჯგუფი, ხოლო ზოგიერთი მათგანი, რაც სრულიად უჩვეულო იყო, დაცვის მიზნით ხის კეტებით შეიარაღდა. პოლიციის მუშაკები უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩდნენ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა იცოდნენ სატელეფონო ზარების მიზეზი, მათ არ იცოდნენ მამაკაცის ვინაობა და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი იყო ნასვამი და ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ.
გაემგზავრნენ რა ბოლო შეტყობინების ადგილისაკენ, პოლიციელებმა დაინახეს თავშეყრილი ადამინები სახლის წინ, სადაც მოხუცები ცხოვრეობდნენ. მათ უთხრეს, რომ მამაკაცი სახლში იმყოფებოდა. პოლიციელები შევიდნენ სახლში და დაინახეს მამაკაცი, რომელიც იწვა ლოგინზე და ისვენებდა. იგი შედარებით დამშვიდებული იყო, შეიძლება უკვე გადაქანცულიც საკუთარი საქციელით, მაგრამ ოფიცრები, ჰქონდათ რა გარკვეული ინფორმაცია, არ იყვნენ დარწმუნებულნი მის ფსიქიკურ სტაბილურობაში. მათ აწუხებდათ საკუთარი უსაფრთხოებაც და ისიც, რომ კაცი შეიძლება მოძალადე ყოფილიყო. თუმცა მან მხოლოდ სუსტი წინააღმდეგობა გაუწია მათ, არც ისე ძლიერად ჰკრა ხელი პოლიციელს და შემდეგ საკუთარ მკლავებსა და ხელებს დაეყრდნო, რათა მათთვის ხელბორკილის დადება გაერთულებინა.
ოფიცრებმა დააკავეს მამაკაცი და გვერდით ამოუდგნენ, რათა არ გაქცეულიყო. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ამოუტრიალეს ხელები და განსაკუთრებული სირთულის გარეშე ბორკილები დაადეს ზურგს უკან, და რომ ამის შემდეგ არც დაურტყამთ მისთვის და არც შეზღუდვის რაიმე ფორმა გამოუყენებიათ. თუმცა, მამაკაცმა დაკავებისას წინააღმდეგობა გასწია ყველაზე უწმაწური სიტყვების მეშვეობით, ყვიროდა და ილანძღებოდა. იგი სახლიდან ქუჩაში გამოიყვანეს, რათა პოლიციის განყოფილებაში წაეყვანათ. გზაზე იდგა ადამიანთა დიდი ჯგუფი, ზოგ მათგანს ხის კეტები ეჭირა და ზოგადად სიტუაცია დაბნეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების დროს ყვირილი მრავალმა მათგანმა გაიგონა, რა მოხდა - არავის დაუნახავს, იქ მხოლოდ მამაკაცი და პოლიციის ოფიცრები იყვნენ.
მოვიდა პოლიციის მეორე მანქანა და უსაფრთხოების მიზნით მამაკაცი მანქანის სალონის უკანა სავარძელზე მოათავსეს. ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას, რადგან მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა. თავიდან გადაწყვიტეს, რომ მამაკაცი ჩვეულებრივად, სახით წინ დაესვათ. თუმცა, მის მიერ წამოწყებული ჩხუბის გამო იგი გვერდზე გადავარდა და ნაწილობრივ თავის მხარეს წამოწვა, ხოლო ნაწილობრივ წინ იყო გადახრილი, თუმცა წინ იხედებოდა და თავიც თავისუფლად ეკავა. ოფიცრებმა მას ფეხები აუწიეს და უკანა სავარძელზე დადეს, რათა იგი უფრო მოხერხებულად წამოწოლილიყო. ოფიცრება განიხილეს შემთხვევა და მათ მიერ მისაღები ზომები. იმ დროისათვის არავინ იცოდა ზუსტად რა მოხდა, არავინ იცოდა ჩადენილი იყო თუ არა რაიმე დანაშაული, თუ იყო საერთოდ ჩადენილი. ასევე არავინ იცოდა, იყო თუ არა ეს კაცი მოძალადე დამნაშავე, მთვრალი ადამიანი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი თუ ფსიქიურად ავადმყოფი.
სანამ ოფიცრები სიტუაციის შესახებ მსჯელობდნენ - როგორ აღედგინათ სოფელში სიმშვიდე და როგორ მოეპოვებინათ სანდო მტკიცებულება, ერთ-ერთმა ოფიცერმა შეამჩნია, რომ კაცს სახე გაულურჯდა და სუნთქვა შეწყვიტა. იგი მაშინვე გადმოიყვანეს პოლიციის მანქანიდან, ტროტუარზე დააწვინეს და ორი ოფიცერი ცდილობდა მის გამოცოცხლებას. სანამ სასწრაფო დახმარებას გაუძახებდნენ, ერთი მათგანი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, ხოლო მეორე გულის მასაჟს. შეკრებილი ადამიანები ხედავდნენ, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიციელები მისი სიცოცხლის გადარჩენას. სასწრაფო დახმარების მანქანა სწრაფად მოვიდა და ექიმებმა გააგრძელეს მასზე ზრუნვა, ხოლო შემდეგ იგი რეგიონალური ცენტრის გადაუდებელი დახმარების ჰოსპიტალში წაიყვანეს.
ჰოსპიტალში მიყვანისას გამოაცხადეს, რომ მამაკაცი უკვე გარდაცლილი იყო.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
კონკრეტული გარემოებები
დოკუმენტი „C“
იმის გამო, რომ ვესტ ფალია მოწინავე დემოკრატიული ქვეყანაა, პოლიციის სამსახურის ბუნებასა და სტილზე გავლენას ახდენს მთელი რიგი კონკრეტული გარემოებები, პრაქტიკა, და რაც ყველაზე უფრო მთავარია - იძულება.
პოლიციის ყველა საქმიანობას კანონი არეგულირებს. პოლიციის ყველა უფლებამოსილება, დაკავებასთან და დაპატიმრებასთან დაკავშირებული უფლებმოსილებების ჩათვლით, დეტალურად არის შემუშავებული კანონმდებლობაში, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტების სტანდარტებზეა დაფუძნებული.
კერძოდ, კანონი, რომელიც დაკავებას არეგულირებს, განსაზღვრავს, რომ „პირს ასეთი ძალის გამოყენება შეუძლია იმდენად, რამდენადაც იგი გონივრულია დანაშაულის აღკვეთის გარემოებებში, ან დამნაშავის კანონიერი დაკავებისათვის ან დაკავების დროს დასახმარებლად...“. გონივრული აუცილებლობა, ან პირიქით, ყოველთვის დგინდება სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის.
პოლიციის ოფიცრები ექვემდებარებიან ფართო ფარგლების მქონე საჩივრებსა და დისციპლინარულ პროცესებს, რის შედეგადაც, სერიოზულ შემთხვევათა დადასტურებისას, მათ შეიძლება მკაცრი სასჯელი დაეკისროთ. საქმეებში, სადაც თავიდანვე სერიოზული განცხადება არსებობს, პოლიციელს შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება ან გაათავისუფლონ საზოგადოებრივი პატრულიდან გამოძიების წარმოების პერიოდში. პოლიციის საჩივრების კომისია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც ზედამხედველობას უწევს საჩივრების განხილვას. მას შეუძლია დანიშნოს თავისი საკუთარი ზედამხედველი გამოძიების წარმოებაზე, შეუძლია მოითხოვოს ზედამხედველობა საკითხებზე, რომელსაც იგი საზოგადოების ინტერესებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
დიდი გულმოდგინებით იცავენ „საზოგადოებრივი პოლიციის სამსახურის“ სტილს, რომელიც საზოგადოებასთან თანხმობით ხორციელდება. მიჩნეულია, რომ კანონი და წესრიგი მაშინვე დაინგრევა, თუ საზოგადოება არ იქნება ასე კარგად მოწესრიგებული, თუნდაც უბრალოდ იმიტომ, რომ არ ეყოლებათ სათანადო რაოდენობის პოლიციის მუშაკები, რომლებიც დიდ არეულობას ან დაუმორჩილებლობას გაუმკლავდებიან. პოლიციის მუშაკები გაწვრთნილნი არიან არაკონფრონტაციული საქმიანობისათვის, გარდა გამოუვალი მდგომარეობებისა, და მათგან მოელიან, რომ დამშვიდებისა და მოლაპარაკების გზით გადაჭრიან პრობლემას და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ ძალას.
ვესტ ფალიის პოლიციელებს ფორმა აცვიათ, მაგრამ ყოველდღიურად არ ატარებენ ან უფლება არა აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი. ფორმაში შედის პიჯაკი, შარვალი და პერანგი და მათ არა აქვთ რაიმე დამატებითი ელემენტი თავდაცვისათვის. თითოეულ ოფიცერს აქვს ხელკეტი და CS გაზის პატარა ბალონი, რაც მიჩნეულია თავდაცვის უკიდურეს ზომად. თითოეულ ოფიცერს აგრეთვე აქვს ხელბორკილები, რომელთა გამოყენება შემზღუდავი სტრატეგიით რეგულირდება.
ყველა ოფიცერი არის ასოციაციის წევრი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი წევრების უფლებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას - განსაკუთრებით ისეთ გარემოებებში, როდესაც მოვლენები არადამაკმაყოფილებლად ვითარდება ან შემოდის განცხადებები. ჩვეულებრივ ასოციაცია უზრუნველყოფს და აფინანსებს იურიდიულ დახმარებას. იმ ოფიცერთა კეთილდღეობის საკითხებს, რომლებსაც რთულ ან სტრესულ ინციდენტებში უხდებათ მუშაობა, საგანგებო სხდომაზე განიხლავენ, რათა დაეხმარონ მათ სიტუაციის დაძლევაში და შეამცირონ სტრესული მდგომარეობის ხანგრძლივობა.
ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს, ან ვარაუდობენ, რომ პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, სავალდებულო გამოძიების შემდეგ საქმე გადაეცემა სრულიად დამოუკიდებელ პროკურატურას, სადაც ღებულობენ გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე ან შეწყვეტაზე. პოლიციის ოფიცრებს, ისევე როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილ ნებისმიერ ადამიანს ვესტ ფალიაში, არ მოეთხოვება საკუთარ თავზე აიღოს დანაშაული.
და ბოლოს, ნებისმიერი მოულოდნელი, ძალადობრივი ან არაბუნებრივი გარდაცვალების საქმე გამოძიებულ უნდა იქნეს და გადაეცეს სპეციალურად შექმნილ სასამართლოს, რომელმაც უნდა განიხილოს საქმე, დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი და განსაზღვროს კონკრეტული პირი ან ორგანო, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
ოჯახისა და მეგობრების რეაგირება
დოკუმენტი „D“
● ამ სავარჯიშოს ინტერესიდან გამომდინარე, თქვენ ხართ ოთხიდან ერთი ჯგუფის წევრი, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.
● კონკრეტულად თქვენს ჯგუფში არიან გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები და მეგობრები და გაზეთებისა და რადიოსადგურების ჟურნალისტები.
თქვენი შეხვედრა მიმდინარეობს ინციდენტის მეორე დღეს, მამაკაცის გარდაცვალებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ. კვლავ იგრძნობა დაბნეულობა. ვრცელდება ჭორები და მცდარი ინფორმაცია. ოჯახი და მეგობრები მწუხარებაში არიან. მძიმე განცდები აქვთ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ძალზე განრისხებულია მომხდარის გამო. ემოციები უფრო და უფრო მატულობს. პოლიციის უფროსი ძალზე შეწუხებულია ინციდენტისა და შექმნილი იმიჯის გამო. მედია ენერგიულად აწარმოებს „გამოძიებას“ - მოწადინებულია სიმართლე აცნობოს საზოგადოებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამომძიებელი ოფიცერი და მისი ჯგუფი სულ ახლახანს დანიშნეს და ჯერ არავის დაუნერგავს მოვლენათა სრული და ზუსტი ანგარიშგების წარმოების სისტემა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკრიმას მცხოვრებლებმა ცალ-ცალკე იხილეს მამაკაცის საქციელის მცირე და პრაქტიკულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტები. მისი აყვანის სცენა მხოლოდ ესმოდათ, მაგრამ არავის უნახავს. მოწმეებმა ნახეს მამაკაცის დაპატიმრება, მისი ჩხუბი და ისიც, თუ როგორ მოათავსეს იგი პოლიციის მანქანაში. ასევე არიან მოწმეები, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიციის ოფიცრები მის გონზე მოყვანას.
თქვენს ნაჩქარევად ჩამოყალიბებულ დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია განსახილველი:
1. თქვენთვის ცნობილი გარემოებების შესწავლა გარდაცვლილის ქმედებების დაცვის მიზნით.
2. თქვენთვის ცნობილი გარემოებების შესწავლა მამაკაცის გარდაცვალებაში სხვათა დადანაშაულების მიზნით.
3. საგაზეთო სტატიებისა და რადიო და ტელე ინტერვიუებისათვის განცხადებების მომზადება.
4. სოფელ მაკრიმას პოლიციის სამსახურის ყველა ასპექტის განხილვა, როგორც ზოგად, ისე ამ კონკრეტული ინციდენტის ჭრილში.
5. პეტიციის შედგენა, რომელიც თქვენს პოზიციას განამტკიცებს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
6. მოქმედებების განსაზღვრა, რომელთა განხორციელებაც თქვენ გსურთ ინციდენტზე პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებით, და მოქმედებები, რომლებიც თქვენ გსურთ განახორციელოს თვით პოლიციამ ან სხვა პირმა თუ ორგანიზაციამ.
დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენი პოზიციის განსაზღვრისას თქვენ კონკრეტული მითითებები უნდა გააკეთოთ:
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 6(1), 7, 9 და 10 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის 1, 2, 3, 5, 6 და 8 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 21, 22 და 23 პრინციპებზე.
● დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციაზე.
ჯგუფის ამოცანები ამ სავარჯიშოსათვის
1. დღის წესრიგში მოცემული ყველა საკითხის შესწავლა, მსჯელობა და განხილვა.
2. თქვენი განხილვისა და დასკვნების ჩანიშვნა დღის წესრიგის 1, 2, 4 და 6 პუნქტებზე, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
3. დღის წესრიგის მე-3 და მე-5 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
4. დანაშაულისა და ძალაუფლების გადაჭარბების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის შესწავლა და განხილვა, ამ დოკუმენტის რომელი დებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული მოცემული ინციდენტისათვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრს სთხოვეთ, თქვენი დასკვნები კლასის წინაშე წარადგინოს.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
მაკრიმას საზოგადოების რეაგირება
დოკუმენტი „E“
● ამ სავარჯიშოს ინტერესიდან გამომდინარე, თქვენ ხართ ოთხიდან ერთი ჯგუფის წევრი, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.
● კონკრეტულად თქვენს ჯგუფში არიან მაკრიმას საზოგადოების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ადგილობრივი გაზეთებისა და რადიოსადგურების კორესპონდენტები.
თქვენი შეხვედრა მიმდინარეობს ინციდენტის მეორე დღეს, მამაკაცის გარდაცვალებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ. კვლავ იგრძნობა დაბნეულობა. ვრცელდება ჭორები და მცდარი ინფორმაცია. ოჯახი და მეგობრები მწუხარებაში არიან. მძიმე განცდები აქვთ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ძალზე განრისხებულია მომხდარის გამო. ემოციები უფრო და უფრო მატულობს. პოლიციის უფროსი ძალზე შეწუხებულია ინციდენტისა და შექმნილი იმიჯის გამო. მედია ენერგიულად აწარმოებს „გამოძიებას“ - მოწადინებულია სიმართლე აცნობოს საზოგადოებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამომძიებელი ოფიცერი და მისი ჯგუფი სულ ახლახანს დანიშნეს და ჯერ არავის დაუნერგავს მოვლენათა სრული და ზუსტი ანგარიშგების წარმოების სისტემა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკრიმას მცხოვრებლებმა ცალ-ცალკე იხილეს მამაკაცის საქციელის მცირე და პრაქტიკულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტები. მისი აყვანის სცენა მხოლოდ ესმოდათ, მაგრამ არავის უნახავს. მოწმეებმა ნახეს მამაკაცის დაპატიმრება, მისი ჩხუბი და ისიც, თუ როგორ მოათავსეს იგი პოლიციის მანქანაში. ასევე არიან მოწმეები, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიციის ოფიცრები მის გონზე მოყვანას.
თვენს ნაჩქარევად ჩამოყალიბებულ დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია განსახილველი:
1. ცნობილი გარემოებების შესწავლა, რათა მოიძებნოს ,,პასუხი”, მაგალითად, შემდეგ კითხვებზე: რატომ მაკრიმა? შეეძლოთ სოფლის მკვიდრთ საქმე სხვაგვარად ან უკეთ წარემართათ? შეეძლოთ ოფიცრებს საქმე სხვაგვარად ან უკეთ წარემართათ?
2. სოფელში პოლიციის სამსახურის ბუნების გამოკვლევა, პოლიციის რეაგირების შესაძლებლობა ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
3. განისაზღვროს, რა საზოგადოებრივი რეაგირება სურთ მაკრიმას მკვიდრთ ქვეყნის დანარჩენი ნაწილისათვის პრესის განცხადების მომზადებით.
4. განისაზღვროს, რა დასკვნების მიწოდება სურთ სოფლის მკვიდრთ პოლიციის უფროსისათვის კონკრეტული საკითხების ჩართვით წერილში, რომელსაც ისინი მოამზადებენ.
დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენი პოზიციის განსაზღვრისას თქვენ კონკრეტული მითითებები უნდა გააკეთოთ:
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 6(1), 7, 9 და 10 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის 1, 2, 3, 5, 6 და 8 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 21, 22 და 23 პრინციპებზე.
● დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციაზე.
ჯგუფის ამოცანები ამ სავარჯიშოსათვის
1. დღის წესრიგში მოცემული ყველა საკითხის შესწავლა, მსჯელობა და განხილვა.
2. თქვენი განხილვისა და დასკვნების ჩანიშვნა დღის წესრიგის 1 და 2 პუნქტებზე, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
3. დღის წესრიგის მე-3 და მე-4 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტების შემუშავება, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
4. დანაშაულისა და ძალაუფლების გადაჭარბების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის შესწავლა და განხილვა, ამ დოკუმენტის რომელი დებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული მოცემული ინციდენტისათვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრს სთხოვეთ თქვენი დასკვნები კლასის წინაშე წარადგინოს.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
პოლიციის ოფიცრებისა და მათი მხარდამჭერების რეაგირება
დოკუმენტი „F“
● ამ სავარჯიშოს ინტერესიდან გამომდინარე, თქვენ ხართ ოთხიდან ერთი ჯგუფის წევრი, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.
● კონკრეტულად თქვენს ჯგუფში არიან პოლიციის ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში და მათი მხარდამჭერები მათი ასოციაციიდან და სოციალური სამსახურიდან.
თქვენი შეხვედრა მიმდინარეობს ინციდენტის მეორე დღეს, მამაკაცის გარდაცვალებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ. კვლავ იგრძნობა დაბნეულობა. ვრცელდება ჭორები და მცდარი ინფორმაცია. ოჯახი და მეგობრები მწუხარებაში არიან. მძიმე განცდები აქვთ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ძალზე განრისხებულია მომხდარის გამო. ემოციები უფრო და უფრო მატულობს. პოლიციის უფროსი ძალზე შეწუხებულია ინციდენტისა და შექმნილი იმიჯის გამო. მედია ენერგიულად აწარმოებს „გამოძიებას“ - მოწადინებულია სიმართლე აცნობოს საზოგადოებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამომძიებელი ოფიცერი და მისი ჯგუფი სულ ახლახანს დანიშნეს და ჯერ არავის დაუნერგავს მოვლენათა სრული და ზუსტი ანგარიშგების წარმოების სისტემა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკრიმას მცხოვრებლებმა ცალ-ცალკე იხილეს მამაკაცის საქციელის მცირე და პრაქტიკულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტები. მისი აყვანის სცენა მხოლოდ ესმოდათ, მაგრამ არავის უნახავს. მოწმეებმა ნახეს მამაკაცის დაპატიმრება, მისი ჩხუბი და ისიც, თუ როგორ მოათავსეს იგი პოლიციის მანქანაში. ასევე არიან მოწმეები, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიციის ოფიცრები მის გონზე მოყვანას.
თვენს ნაჩქარევად ჩამოყალიბებულ დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია განსახილველი:
1. გარემოებათა შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება - რა უნდა ითქვას და ვის მიერ.
2. განხილულ იქნეს ორი მომენტის ერთმანეთთან დაპირისპირება - გარდაცვალებისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა, თუ იურიდიული რჩევა - ნებისმიერი სახის გამოძიებამდე დუმილის შენარჩუნება.
3. გარემოებათა და პოზიციის განხილვა, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით ინციდენტის დროს და თქვენი იურიდიული მრჩეველისათვის ჩანაწერების მომზადება, რაც გამოდგება დაცვის ადრეულ საფუძვლად, თუ ეს საჭირო აღმოჩნდება.
4. გარემოებათა და ოპერატიული რეაგირების განხილვა აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გაგაჩნდათ - განსაზღვრეთ ნებისმიერი ალტერნატიული აღჭურვილობის ან წესების ცვლილება, რაც თქვენ სასურველად მიგაჩნიათ.
დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენი პოზიციის განსაზღვრისას თქვენ კონკრეტული მითითებები უნდა გააკეთოთ:
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 6(1), 7, 9 და 10 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის 1, 2, 3, 5, 6 და 8 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 21, 22 და 23 პრინციპებზე.
● დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციაზე.
ჯგუფის ამოცანები ამ სავარჯიშოსათვის
1. დღის წესრიგში მოცემული ყველა საკითხის შესწავლა, მსჯელობა და განხილვა.
2. თქვენი განხილვისა და დასკვნების ჩანიშვნა დღის წესრიგის 1 და 3 პუნქტებზე, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
3. დღის წესრიგის მე-3 და მე-4 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
4. დანაშაულისა და ძალაუფლების გადაჭარბების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის შესწავლა და განხილვა, ამ დოკუმენტის რომელი დებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული მოცემული ინციდენტისათვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრს სთხოვეთ, თქვენი დასკვნები კლასის წინაშე წარადგინოს.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
პოლიციის უფროსის რეაგირება
დოკუმენტი „G“
● ამ სავარჯიშოს ინტერესიდან გამომდინარე, თქვენ ხართ ოთხიდან ერთი ჯგუფის წევრი, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.
● კონკრეტულად თქვენს ჯგუფში არის პოლიციის უფროსი და მენეჯმენტის ჯგუფის სხვა პასუხისმგებელი ოფიცრები.
თქვენი შეხვედრა მიმდინარეობს ინციდენტის მეორე დღეს, მამაკაცის გარდაცვალებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ. კვლავ იგრძნობა დაბნეულობა. ვრცელდება ჭორები და მცდარი ინფორმაცია. ოჯახი და მეგობრები მწუხარებაში არიან. მძიმე განცდები აქვთ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ძალზე განრისხებულია მომხდარის გამო. ემოციები უფრო და უფრო მატულობს. პოლიციის უფროსი ძალზე შეწუხებულია ინციდენტისა და შექმნილი იმიჯის გამო. მედია ენერგიულად აწარმოებს ,,გამოძიებას” - მოწადინებულია სიმართლე აცნობოს საზოგადოებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამომძიებელი ოფიცერი და მისი ჯგუფი სულ ახლახანს დანიშნეს და ჯერ არავის დაუნერგავს მოვლენათა სრული და ზუსტი ანგარიშგების წარმოების სისტემა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკრიმას მცხოვრებლებმა ცალ-ცალკე იხილეს მამაკაცის საქციელის მცირე და პრაქტიკულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტები. მისი აყვანის სცენა მხოლოდ ესმოდათ, მაგრამ არავის უნახავს. მოწმეებმა ნახეს მამაკაცის დაპატიმრება, მისი ჩხუბი და ისიც, თუ როგორ მოათავსეს იგი პოლიციის მანქანაში. ასევე არიან მოწმეები, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიციის ოფიცრები მის გონზე მოყვანას.
თვენს ნაჩქარევად ჩამოყალიბებულ დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია განსახილველი:
1. გარემოებათა შესწავლა, თუ რა საუკეთესო გზით შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა.
2. ცნობილი გარემოებების განხილვა, ინციდენტის შედეგად პოლიციის სამახურის წინაშე მდგარი სირთულეებისა და სამსახურის იმიჯის საუკეთესო დაცვის საშულებების განსაზღვრა მოკლევადიან პერსპექტივაში.
3. უნდა გადაეცეს თუ არა საქმე პოლიციის საჩივრების კომისიას ან რა პოზიცია უნდა შემუშავდეს, თუ კომისია გადაწყვეტს, რომ საქმის გამოძიება მისი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართოს.
4. მასმედიაში გამოსაქვეყნებლად განცხადების მომზადება. წერილობით განცხადებას თან უნდა ახლდეს დამატებითი კომენტარები, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს პასუხებს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე ან რადიო და ტელე ინტერვიუების დროს დასმულ შეკითხვებზე.
5. უფროსი გამომძიებლის კომპეტენციების განსაზღვრა, რომელსაც თქვენ ინციდენტის გამოძიებისათვის დანიშნავთ.
დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენი პოზიციის განსაზღვრისას თქვენ კონკრეტული მითითებები უნდა გააკეთოთ:
● სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 6(1), 7, 9 და 10 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსის 1, 2, 3, 5, 6 და 8 მუხლებზე.
● სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპების 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 21, 22 და 23 პრინციპებზე.
● დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციაზე.
ჯგუფის ამოცანები ამ სავარჯიშოსათვის
1. დღის წესრიგში მოცემული ყველა საკითხის შესწავლა, მსჯელობა და განხილვა.
2. თქვენი განხილვისა და დასკვნების ჩანიშვნა დღის წესრიგის 1, 2 და 3 პუნქტებზე, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
3. დღის წესრიგის მე-4 და მე-5 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი კლასის წინაშე წარადგენს.
4. დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის შესწავლა და განხილვა, ამ დოკუმენტის რომელი დებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული მოცემული ინციდენტისათვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრს სთხოვეთ, თქვენი დასკვნები კლასის წინაშე წარადგინოს.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
მითითებები მასწავლებლებისა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებისათვის
1. „ოჯახისა და მეგობრების“, „მაკრიმას საზოგადოების“, „პოლიციის ოფიცრებისა და მათი მხარდამჭერებისა“ და „პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკების“ როლების გათამაშებისათვის უნდა შეიქმნას ოთხი ჯგუფი.
2. „A“, „B“ და „C“ დოკუმენტი უნდა დაურიგდეს ყველა მონაწილეს და მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა მონაწილეებს უნდა წაუკითხოს ტექსტი და დარწმუნდეს, რომ იგი გასაგებია ყველასათვის.
3. „D“ დოკუმენტი უნდა დაურიგდეს „ოჯახისა და მეგობრების“ როლის შემსრულებელ ჯგუფს. სიტუაციაზე რეაგირების განხილვისას ჯგუფის მუშაობის ორგანიზებისათვის მან უნდა აირჩიოს მომხსენებელი.
4. „ოჯახისა და მეგობრების“ ჯგუფს უნდა ეთხოვოს, რომ:
● მათი პასუხების მომზადებისას მითითება გააკეთონ საერთაშორისო დოკუმენტების ტექსტებზე, რომელიც „E“ დოკუმენტშია ჩამოთვლილი; და
● პასუხების წარმოდგენისა და დებატების დროს მათი ჯგუფის მომხსენებელმა უნდა შეაჯამოს დისკუსიის ძირითადი საკითხები, რომელიც ჯგუფების მიერ განხილვის დროს წამოიჭრება, ხოლო შემდეგ წარმოადგინოს დოკუმენტები, რომლებიც დღის წესრიგის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა.
5. „E“, „F“ და „C“ დოკუმენტები უნდა დაურიგდეთ შესაბამისად „მაკრიმას საზოგადოების“, „პოლიციის ოფიცრებისა და მათი მხარდამჭერების“ და „პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკების“ ჯგუფებს. მათაც უნდა მიეცეთ „ოჯახისა და მეგობრების“ ჯგუფის მსგავსი ინსტრუქციები.
6. ამის შემდეგ ჯგუფები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე განიხილონ თავიანთი პასუხები. მათ ერთი-ორი საათი უნდა მიეცეთ ამ დავალების შესასრულებლად
7. როდესაც ჯგუფები კვლავ შეიკრიბებიან პლენარულ სხდომაზე, პირველად „ოჯახისა და მეგობრების“ ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს თავისი პასუხები, ხოლო სხვა ჯგუფებმა უნდა წამოჭრან საკითხები, რომლებზედაც მათ პასუხის მოსმენა სურთ. ამის შემდეგ თავიანთ პასუხებს წარმოადგენენ „მაკრიმას საზოგადოების“, „პოლიციის ოფიცრებისა და მათი მხარდამჭერების“ და „პოლიციის ხელმძღვანელი მუშაკების“ ჯგუფები. მათ აგრეთვე კომენტარები უნდა გააკეთონ სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე.
8. ამის შემდეგ დაიწყება საერთო დისკუსია ჯგუფებს შორის, ხოლო მასწავლებელი ან ადამიანური რესურსების სპეციალსიტი ხელს შეუწყობს დისკუსიის განვითარებას.
9. დებატების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალსიტმა უნდა შეაჯამოს დისკუსიის დროს წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვას საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამის დებულებებს.
10. სავარჯიშოს ძირითადი მიზნებია:
(ა) მონაწილეებს საშუალება მისცეს, გამოხატონ თავიანთი აზრი და განიხილონ ინციდენტთან დაკავშირებული საკითხები, რამაც პოლიციისა და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.
(ბ) მონაწილეებს საშუალება მისცეს, ფოკუსირება მოახდინონ „სიცოცხლის უფლებაზე“ და „ძალის გამოყენებაზე“ გაურკვეველი და თავისთავად არადრამატული გარემოებების დროს.
(გ) მონაწილეებს საშუალება მისცეს, სრულად გამოიკვლიონ ასეთ სიტუაციებში პოლიციის რეაგირების სხვადასხვა შესაძლო გზები.
(დ) მონაწილეებს საშუალება მისცეს, განიხილონ ზოგადი ურთიერთობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის დემოკრატიულ გარემოში, სადაც კანონის უზენაესობაა დამკვიდრებული.
როლების გათამაშების სავარჯიშო - ადამიანის უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიციის საქმიანობა მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოში
„მოულოდნელი გარდაცვალება“
სავარჯიშოსთვის საჭირო ტექსტების ჩამონათვალი
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.
გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსი.
სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები.
დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია
![]() |
5 ნაწილი IV: სემინარები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 მეცხრე განყოფილება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის ხელმძღვანელთა სემინარი - მოქმედება, საჭიროებები და რეკომენდაციები
სემინარის მიზნები
ეს სემინარი, რომელიც პოლიციის ხელმძღვანელთა სასწავლო ტრეინინგის დასასრულს ტარდება, მიზნად ისახავს:
● ხელი შეუწყოს მონაწილეთა შორის დისკუსიასა და დებატებს პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე საკითხებზე, რათა მათ შეიმუშავონ მოსაზრებები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც, ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, მათი საკუთარი ინიციატივით შესაძლებელი იქნება მცირე რესურსებით ან რესურსების გარეშე მოკლევადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში; და
● საშუალება მისცეს მონაწილეებს, კოლექტიურად განიხილონ და განსაზღვრონ ამ ინიციატივებისათვის საჭირო რეალური დამატებითი რესურსები და ის ღონისძიებები, რომლებიც სხვებმა უნდა განახორციელონ მათი მუშაობის მხარდასაჭერად.
მოთხოვნები
მონაწილენი უნდა დაიყონ ოთხ სამუშაო ჯგუფად. თითოეულმა უნდა შეიმუშავოს წინადადებათა და რეკომენდაციათა პროექტის ორი ნუსხა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
1. ღონისძიებათა განსაზღვრა, რომელთა განხორციელებაც მონაწილეებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ მათი ხელქვეითების მიერ საზოგადოებისათვის გაწეული სამსახურის ხარისხის გასაუმჯობესებლად, სადაც უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის ფონზე ეფექტური პოლიციის სამსახურის უზრუნველყოფა.
2. მონაწილეთა მოთხოვნების გათვალისწინებით დამატებითი რესურსებისა და ღონისძიებების განსაზღვრა, რომელიც მათი მოსაზრებით ხელისუფლებამ, მათი პოლიციის დაწესებულების უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ან სხვა ორგანომ თუ ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს, რათა მონაწილეებს საშუალება მიეცეთ, გააუმჯობესონ მათი ხელქვეითი ოფიცრების მიერ საზოგადოებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.
მუშაობის მეთოდი
მონაწილეებს საკმარისი დრო უნდა მიეცეთ სამუშაო ჯგუფებში მუშაობისათვის, რათა მათ განიხილონ მოთხოვნები და შეიმუშავონ ღონისძიებათა ნუსხა. თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს მომხსენებელი დისკუსიის კოორდინირებისათვის. ჯგუფებს შეიძლება დასჭირდეთ ერთი ან ორი საათი დავალების შესასრულებლად. მონაწილეებს უნდა მოუწოდონ, წარმოსახვით და შემოქმედებითად მიუდგნენ ამოცანას.
ამის შემდეგ მონაწილეები უნდა შეიკრიბონ პლენარულ სხდომაზე და მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა უნდა იმუშავოს ჯგუფებთან, რათა შეჯერდეს ორი ნუსხა, რომელიც მთელი სემინარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი ნუსხიდან შეჯერდეს მთელი სემინარის ორი ნუსხა.
ეს შეიძლება შემდეგნაირად გაკეთდეს: ერთი ჯგუფის მომხსენებელს შეუძლია წაიკითხოს ერთი პუნქტი მისი ჯგუფის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ნუსხიდან, ხოლო შემდეგ სემინარის მთელი ჯგუფი შეთანხმდეს პუნქტის ფორმულირებაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იგივე პუნქტი სხვა ჯგუფებსაც მსგავსი ფორმულირებით ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ასეთი მიდგომით და დისკუსიის საშუალებით შესაძლებელი იქნება პუნქტის ფორმულირების შეთანხმება.
ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უკვე სხვა ჯგუფის მომხსენებლის მიერ, რომელიც მისი ჯგუფის ნუსხიდან წაიკითხავს პუნქტს, ხოლო მთლიანი ჯგუფი დისკუსიის შედეგად მივა საბოლოო გადაწყვეტილებამდე პუნქტთან დაკავშირებით.
ამ პროცესის შედეგად უნდა მივიღოთ ორი ნუსხა, რომელსაც მთელი სემინარი უჭერს მხარს და ასახავს პასუხს მოთხოვნებში ჩამოყალიბებულ ორ პუნქტზე.
სემინარის საქმიანობის გაგრძელება
იდეალურ შემთხვევაში მონაწილეებმა უნდა შეძლონ მათ მიერ 1-ლ პუნქტში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელება, რადგან ეს მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ღონისძიებებია, რომლებსაც მცირე რესურსები ესაჭიროება, ან მათი განხორციელება სულაც დამატებითი რესურსების გარეშეცაა შესაძლებელი.
ნათელია, რომ მე-2 პუნქტში განსაზღვრული საჭიროებებისა და რეკომენდაციების ასამოქმედებლად საჭიროა მოცემული პოლიციის დაწესებულების მაღალ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და თანამშრომლობა.
სემინარის დაწყებამდე შეიძლება მიღწეულ იქნეს შეთანხმება პოლიციის დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, რომ მონაწილეთა მიერ შემუშავებულ ნუსხას განიხილავენ ხელმძღვანელი მუშაკები. ამის შემდეგ შეიძლება იმპულსი მიეცეს სემინარის შემდგომი საქმიანობის გაგრძელებას.
![]() |
5.2 მეათე განყოფილება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის ხელმძღვანელთა სემინარი - ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და პრაქტიკის სტრატეგიული განხილვა
სემინარის მიზნები
ეს სემინარი, რომელიც პოლიციის ხელმძღვანელთა სასწავლო ტრეინინგის დასასრულს ტარდება, მიზნად ისახავს:
საშუალება მიეცეთ მონაწილეებს, განიხილონ და გააანალიზონ მათი პოლიციის დაწესებულების
სტრატეგიები, პოლიტიკა და პრაქტიკა ადამიანის უფლებათა სფეროში; და
შეიმუშავონ წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიების, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაცვლელად,
რათა განამტკიცონ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა და მათი დაცვა.
მოთხოვნები
მონაწილენი უნდა დაიყონ ოთხ სამუშაო ჯგუფად და თითოეულმა უნდა:
● განიხილოს იმ პოლიციის დაწესებულების არსებული სტრატეგიები და პოლიტიკა, სადაც ისინი მსახურობენ და გააანალიზონ ის ფარგლები, რომლებშიც ისინი ხელს შეუწყობენ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემასა და მათ დაცვას პოლიციის სამსახურის ყველა პროცესში.
● განიხილონ იმ პოლიციის დაწესებულებაში არსებული პრაქტიკა, სადაც ისინი მსახურობენ და გააანალიზონ ის ფარგლები, რომელშიც რეალურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას და მათ დაცვას პოლიციის სამსახურის ყველა პროცესში; და
● მათ განხილვასა და ანალიზზე დაყრდნობით შეიმუშავონ კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიების, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაცვლელად, რათა განამტკიცონ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა და მათი დაცვა პოლიციის მუშაკების მიერ ამ დაწესებულებებში.
შენიშვნა: შეიძლება ზოგიერთი ჯგუფისათვის კარგი იყოს პოლიციის სამსახურის რომელიმე ერთ ასპექტზე ფოკუსირება, მაგალითად, დანაშაულის გამოძიებაზე ან საზოგადოებრივი არეულობის დროს რეაგირებაზე, და არა „პოლიციის სამსახურის ყველა პროცესზე“, როგორც ეს მოთხოვნებშია დაფიქსირებული.
მუშაობის მეთოდი
1. სემინარზე დასწრებამდე პოლიციის დაწესებულებათა სტრატეგიებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით მონაწილეებს შეიძლება დასჭირდეთ იმ დოკუმენტების შესწავლა, სადაც ეს სტრატეგიები და პოლიტიკაა ასახული.
2. რაც შეეხება პრაქტიკას, მონაწილეებს შეიძლება კვლავ დასჭირდეთ მასალების მოკვლევა სემინარზე დასწრებამდე. მათ შეუძლიათ მიუთითონ წყაროებზე, სადაც განსაზღვრულია პოლიციის მუშაკების მიერ კონსტიტუციებისა და კანონების, განკარგულებებისა და მითითებების პრაქტიკული დაცვის ფარგლები და ასახულია სტრატეგიები და პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას. ზოგიერთ წყაროდ შეიძლება მითითებულ იქნეს:
„ოფიციალური“ წყაროები, როგორიცაა, დოკუმენტაცია, რომელთა წარმოებაც მოეთხოვებათ პოლიციის მუშაკებს კონკრეტული გარემოებების დროს საქმიანობის განხორციელებისას (მაგ. დაკავებისა და დაპატიმრების ოქმები, დეტალური ჩანაწერები „შეჩერებისა და ჩხრეკის“ უფლებამოსილების განხორციელებისას); და ჩანაწერები პოლიციის მუშაკებზე შემოსული საჩივრებისა და მათი გამოძიების შედეგების შესახებ;
ზოგიერთ წყაროდ შეიძლება მითითებულ იქნეს:
„არაოფიციალური“ წყაროები, როგორიცაა მაგალითად მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია; არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებები - მაგალითად, „ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენელის“.
პრაქტიკის კვლევის უპირველესი მიზანია პოლიციის მუშაკთა მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის სხვადასხვა სახის ვალდებულებათა შესრულების ფარგლების დადგენა, იქნება ეს სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული ვალდებულებები.
3. რაც შეეხება განხილვასა და ანალიზს, მონაწილეებმა, თავიანთ სამუშაო ჯგუფებში უნდა:
● განიხილონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელიც მათ სტრატეგიებისა და პოლიტიკის და პოლიციის მუშაკთა არსებული პრაქტიკის კვლევის შედეგად მოიპოვეს;
● გააკეთონ გარკვეული დასკვნები იმ ფარგლების შესახებ, რომელშიც რეალურად ხდება პოლიციის სამსახურის მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მათი დაცვა.
4. წინადადებებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ჯგუფებმა უნდა:
შეიმუშავონ კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიების, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაცვლელად მათ მიერ განხორციელებული განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, რათა განამტკიცონ ამ დაწესებულებებში პოლიცის მუშაკთა მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვა.
5. ამის შემდეგ მონაწილენი უნდა შეიკრიბონ პლენარულ სესიაზე და მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა ჯგუფებთან ერთად უნდა იმუშავოს წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაჯერებლად, რომლებიც აკმაყოფილებენ მთელი სემინარის მოთხოვნებს.
ეს შეიძლება შემდეგნაირად გაკეთდეს: ერთი ჯგუფის მომხსენებელს შეუძლია წაიკითხოს წინადადება ან რეკომენდაცია მისი ჯგუფის მიერ შემუშავებული ნუსხიდან, ხოლო შემდეგ სემინარის მთელი ჯგუფი შეთანხმდეს პუნქტის ფორმულირებაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იგივე პუნქტი სხვა ჯგუფებსაც მსგავსი ფორმულირებით ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ასეთი მიდგომითა და დისკუსიის საშუალებით შესაძლებელი იქნება პუნქტის ფორმულირების შეთანხმება.
ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უკვე სხვა ჯგუფის მომხსენებლის მიერ, რომელიც მისი ჯგუფის ნუსხიდან წაიკითხავს წინადადებას ან რეკომენდაციას, ხოლო მთლიანი ჯგუფი დისკუსიის შედეგად მივა საბოლოო გადაწყვეტილებამდე პუნქტთან დაკავშირებით.
ამ პროცესის შედეგად უნდა მივიღოთ წინადადებებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელსაც მთელი სემინარი უჭერს მხარს და მოთხოვნებზე პასუხს ასახავს.
სემინარის საქმიანობის გაგრძელება
თუ მათ მიიღებენ, წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის:
1. რათა მოხდეს სტრატეგიების, პოლიტიკისა და პრაქტიკის ცვლილება ისეთი სახით, როგორიც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ; და
2. როგორც შეხვედრაში მონაწილე დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგის საშულებები:
● პოლიციის დაწესებულების უპირველეს მოვალეობაზე - ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემაზე, და
● პოლიციის დაწესებულების მნიშვნელოვან ფუნქციაზე - ადამიანის უფლებათა დაცვაზე.
![]() |
5.3 მეთერთმეტე განყოფილება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის ხელმძღვანელთა სემინარი - ქცევის კოდექსის პროექტის შემუშავება
სემინარის მიზნები
ეს სემინარი, რომელიც პოლიციის ხელმძღვანელთა სასწავლო ტრეინინგის - ადამიანის უფლებები და პოლიციის სამსახური - დასასრულს ტარდება, მიზნად ისახავს:
● სემინარის კონტექსტში ხელი შეუწყოს დისკუსიასა და დებატებს მონაწილეთა შორის პოლიციის სამსახურის ეთიკის საკითხებზე, რათა მათ შეძლონ, ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები პოლიციის კარგ ქცევასთან დაკავშირებით; და
● საშუალება მისცეს მონაწილეებს, მოამზადონ ქცევის კოდექსის ან ეთიკური კოდექსის პროექტი, რომელსაც მიიღებენ პოლიციის ის დაწესებულებები, სადაც ისინი მუშაობენ და რომელსაც ამ დაწესებულებათა პოლიციის მუშაკები დაემორჩილებიან.
მოთხოვნები
მონაწილენი უნდა დაიყონ ოთხ სამუშაო ჯგუფად და თითოეულმა უნდა წარმოადგინოს ქცევის ან ეთიკური კოდექსის პროექტი შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
● გაითვალისწინეთ ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლებიც განვიხილეთ ამ ტრეინინგის/სემინარის დროს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაეროს სამართალდამცავ მუშაკთა ქცევის კოდექსი და სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები - და განიხილეთ, რა დებულებებს უნდა შეიცავდეს პოლიციის ქცევის კოდექსი;
● კონკრეტულად განიხილეთ აუცილებლობა, რომ პოლიციის ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან მათი ხელქვეითების ქმედებებზე და გადაცდომებზე, და პოლიციის ხელმძღვანელებისადმი წაყენებული მოთხოვნა - მართონ, გააკონტროლონ და ზედამხედველობა გაუწიონ თავიანთ ხელქვეითებს; და
● შეიმუშავეთ ქცევის კოდექსი, რათა იგი მიიღოს პოლიციის დაწესებულებამ, სადაც თქვენ მუშაობთ.
მუშაობის მეთოდი
მოთხოვნების განხილვისა და კოდექსის პროექტების შესამუშავებლად მონაწილეებს სამუშაო ჯგუფებში მუშაობისათვის საკმარისი დრო უნდა მიეცეთ. თითოეულმა ჯგუფმა უნდა აირჩიოს მომხსენებელი დისკუსიის კოორდინირების მიზნით. ამ ამოცანის შესასრულებლად ჯგუფებს შეიძლება დასჭირდეთ ერთი ან ორი საათი.
მონაწილეები უნდა წაახალისოთ, ასახონ და განიხილონ პოლიციის კარგი პრაქტიკისა და კარგი ქცევის სხვადასხვა წყაროები, რომლებიც სემინარის მსვლელობისას იქნა განხილული და მოუწოდოთ, წარმოსახვით და შემოქმედებითად მიუდგნენ ამოცანას.
ამის შემდეგ მონაწილენი უნდა შეიკრიბონ პლენარულ სესიაზე და მასწავლებელმა ან ადამიანური რესურსების სპეციალისტმა ჯგუფებთან ერთად უნდა იმუშავოს ქცევის კოდექსის პროექტის შესაჯერებლად, რომელიც აკმაყოფილებს მთელი სემინარის მოთხოვნებს.
ეს შეიძლება შემდეგნაირად გაკეთდეს. ერთი ჯგუფის მომხსენებელს შეუძლია წაიკითხოს პუნქტი მისი ჯგუფის მიერ შემუშავებული კოდექსის პროექტიდან, ხოლო შემდეგ სემინარის მთელი ჯგუფი შეთანხმდეს პუნქტის ფორმულირებაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იგივე პუნქტი სხვა ჯგუფებსაც მსგავსი ფორმულირებით ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ასეთი მიდგომითა და დისკუსიის საშუალებით შესაძლებელი იქნება პუნქტების ფორმულირების შეთანხმება.
ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უკვე სხვა ჯგუფის მომხსენებლის მიერ, რომელიც მისი ჯგუფის მიერ შემუშავებული კოდექსის პროექტიდან წაიკითხავს პუნქტს, ხოლო მთლიანი ჯგუფი დისკუსიის შედეგად მივა საბოლოო გადაწყვეტილებამდე პუნქტთან დაკავშირებით.
ამ პროცესის შედეგად უნდა მივიღოთ ქცევის კოდექსის პროექტი, რომელსაც მთელი სემინარი უჭერს მხარს და მოთხოვნებზე პასუხს ასახავს.
სემინარის საქმიანობის გაგრძელება
სემინარის დაწყებამდე შეიძლება მიღწეულ იქნეს შეთანხმება პოლიციის დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, რომ მონაწილეთა მიერ სემინარზე შემუშავებულ ქცევის კოდექსს განიხილავენ ხელმძღვანელი მუშაკები.
ამის შემდეგ პროექტმა შეიძლება გაიაროს კონსულტაციებისა და დახვეწის პროცესი პოლიციის დაწესებულების შიგნით და როდესაც იგი საბოლოოდ შეთანხმდება, იგი უნდა შეასრულონ დაწესებულების მუშაკებმა.
![]() |
5.4 მეთორმეტე განყოფილება |
▲ზევით დაბრუნება |
სემინარი პოლიციის მასწავლებლებისა და ტრეინერებისთვის
სემინარები - სასწავლო მასალის შემუშავება
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო - სასწავლო ჩანაწერების შექმნა
ამოცანა უნდა დასრულდეს სემინარის ელემენტში მითითებულ დროში, რომელიც პირველი დანართის ხუთდღიანი ძირითადი პროგრამის პროექტშია გათვალისწინებული.
დაყავით მონაწილენი რამოდენიმე მცირერიცხოვან ჯგუფად და სთხოვეთ მათ შეასრულონ შემდეგი ამოცანა:
შეადგინეთ სასწავლო ჩანაწერები თქვენი აკადემიის პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე. ამ თემაზე ადამიანის უფლებათა ელემენტის საფუძვლად გამოიყენეთ წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის წყაროები.
თითოეულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეადგინოს სასწავლო ჩანაწერები პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა თემებზე. ეს ჩანაწერები შეიძლება შეიკრიბოს ერთ წიგნად და მიაწოდოთ მასწავლებლებს, რომლებიც ამ თემებზე აკეთებენ მითითებებს.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო - კაზუსების ან სადისკუსიო თემების მომზადება
ამოცანა უნდა დასრულდეს სემინარის ელემენტში მითითებულ დროში, რომელიც პირველი დანართის ხუთდღიანი ძირითადი პროგრამის პროექტშია გათვალისწინებული.
დაყავით მონაწილენი რამოდენიმე მცირერიცხოვან ჯგუფად და სთხოვეთ მათ შეასრულონ შემდეგი ამოცანა:
მოამზადეთ კაზუსები და სადისკუსიო თემები ადამიანის უფლებათა/პოლიციის სამსახურის თემატიკაზე, რომლებიც თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციებს შეესაბამება და გამოსადეგი იქნება თქვენს აკადემიაში მიმდინარე კურსებზე.
თითოეულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა კაზუსი და სადისკუსიო თემა ადამიანის უფლებათა/პოლიციის სამსახურის თემატიკაზე. ეს კაზუსები ან სადისკუსიო საკითხები შეიძლება შეიკრიბოს ერთ წიგნად და მიაწოდოთ მასწავლებლებს, რომლებიც ამ თემებზე აკეთებენ მითითებებს.
სამუშაო ჯგუფის სავარჯიშო - სასწავლო სახელმძღვანელოს მომზადება
ეს ამოცანა შეიძლება ვერ დასრულდეს სემინარის ელემენტში მითითებულ დროში, რომელიც პირველი დანართის ხუთდღიანი ძირითადი პროგრამის პროექტშია გათვალისწინებული. შეიძლება საჭირო გახდეს, ტრეინინგის/სემინარის პროგრამას კიდევ ოთხი დღე დაემატოს, რათა ამ სემინარის ამოცანის შესრულებისათვის ხუთ დღემდე გამოიყოს.
სემინარის მოთხოვნები
მოთხოვნებია:
● შეიქმნას ადამიანის უფლებათა სასწავლო სახელმძღვანელო პოლიციის აკადემიაში/პოლიციის დაწესებულებების სასწავლებლებში გამოსაყენებლად, სადაც მონაწილეები მუშაობენ.
სასემინარო მუშაობის მეთოდი
შემოთავაზებული მეთოდი შემდეგში მდგომარეობს:
1. სემინარის მონაწილეები უნდა დაიყონ პატარა ჯგუფებად.
2. ჯგუფებმა ცალ-ცალკე უნდა განიხილონ სახელმძღვანელოს პროექტის შინაარსი და ფორმატი, სადაც გაითვალისწინებენ:
● როგორ შეიძლება სახელმძღვანელოს ჩართვა აკადემიის სასწავლო პროგრამაში;
● როგორ შეიძლება მასში საუკეთესოდ აისახოს აკადემიაში დანერგილი სწავლების მეთოდები;
● როგორი უნდა იყოს თითოეული თავის შინაარსი და ფორმატი;
● საერთაშორისო სტანდარტების შემცველი რომელი დოკუმენტები და სხვა წყაროები უნდა იქნეს ჩართული სახელმძღვანელოში; და
● რომელი ეროვნული კანონები, წესები და ინსტრუქციები უნდა იყოს ჩართული სახელმძღვანელოში.
3. ამის შემდეგ მონაწილენი უნდა შეიკრიბონ პლენარულ სესიაზე და თითოეული ჯგუფის მომხსენებლის საშუალებითა და მასწავლებლის/ადამიანური რესურსების სპციალისტის დახმარებით შეთანხმდნენ სახელმძღვანელოს პროექტის შინაარსსა და ფორმატზე.
4. ამის შემდეგ თითოეულ ჯგუფს უნდა დაევალოს სახელმძღვანელოს გარკვეული თავების ან ნაწილების დასრულება.
5. მონაწილეებმა უნდა იმუშავონ თავიანთ ჯგუფებში იმ თავებისა და ნაწილების შესაქმნელად, რომელიც მათ დაევალათ.
6. თავების ან ნაწილების პროექტების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა/ადამიანური რესურსების სპეციალისტმა უნდა შეასრულოს თავდაპირველი სარედაქციო სამუშაო, განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა შეამოწმოს საერთაშორისო სტანდარტების ან წყაროების სიზუსტე.
7. პლენარულ სხდომაზე დაბრუნებამდე თითოეულმა ჯგუფმა უნდა განიხილოს პროექტში მასწავლებლის/ადამიანური რესურსების სპეციალისტის მიერ შეთავაზებულ შესწორებათა ჩართვის საკითხი.
8. ყველა თავის და ნაწილის პროექტზე მუშაობის დასრულებისა და მასწავლებლის/ადამიანური რესურსების სპეციალისტის მიერ მისი შემოწმების შემდეგ მონაწილენი კვლავ უნდა შეიკრიბონ პლენარულ სესიაზე.
9. თითოეული ჯგუფის მომხსენებელმა უნდა გამოთქვას ჯგუფის შეხედულება დასრულებული პროცესის შესახებ, ხოლო მასწავლებელმა/ადამიანური რესურსების სპეციალისტმა უნდა შეაჯამოს მიღწეული შედეგები და მიუთითოს იმ ამოცანებზე, რომლებსაც დასრულება სჭირდებათ.
10. მონაწილეებმა უნდა შექმნან პატარა სარედაქციო ჯგუფი, რომელთა წევრებიც განახორციელებენ დეტალურ სარედაქციო სამუშაოს, პროექტის სიზუსტის შემოწმების ჩათვლით.
11. პროექტის დასრულებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უნდა მოხდეს მისი საცდელი გამოყენება. ამ პროცესის შედეგად შემუშავებული დამატებები და შესწორებები უნდა შევიდეს სასწავლო სახელმძღვანელოს საბოლოო ვარიანტში.
ამ გზით შემქნილი სასწავლო სახელმძღვანელოს უპირატესობა
უდაოა, რომ ეს არსებული მეთოდი მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა - მონაწილეთა კონკრეტული უნარ-ჩვევები და დროის არსებული რესურსები. თუმცა, პოლიციის აკადემიის მიერ ადამიანის უფლებათა სემინარის კონტექსტში სახელმძღვანელოს შემუშავების ხელშეწყობას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. მათ შორისაა:
● ის ფაქტი, რომ სასწავლო სახელმძღვანელო ცნობილი გახდება ტრეინინგის/სემინარის პროცესის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას.
● ის ფაქტი, რომ სასწავლო სახელმძღვანელო შემუშავდება მხოლოდ კონკრეტული აკადემიის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
● ის ფაქტი, რომ პედაგოგიური კოლექტივის წევრებს მესაკუთრის განსაკუთრებული გრძნობა და სიამაყე გაუჩნდებათ სახელმძღვანელოს, როგორც მათი შემოქმედების ნაყოფის მიმართ.
● ის ფაქტი, რომ ხელი უნდა შეეწყოს მის განახლებასა და შესწორებას, რადგან იგი ადგილზე არის შექმნილი და ამის განხორციელება ადვილია.
![]() |
6 დანართი 1 |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთდღიანი ძირითადი პროგრამის პროექტი
ქვეთავში - „შესავალი და მითითებები სახელმძღვანელოთი სარგებლობისათვის“ - აღნიშნულია, რომ რაულ ვოლენბერგის სახელობის ინსტიტუტის მიერ პოლიციელთათვის ორგანიზებული ადამიანის უფლებათა პროგრამების ძირითადი ამოცანაა, იმგვარი გავლენა მოახდინოს პოლიციელთა დამოკიდებულებასა და, აქედან გამომდინარე, მათ ქცევაზე, რომ მათ ეფექტურად განახორციელონ პოლიციის სამსახური და იმავდროულად ეს საქმიანობა იყოს კანონიერი და ჰუმანური.
ეს პროექტი სთავაზობს მითითებებს მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეცილისტებს, რომლებსაც იგივე ძირითადი მიზანი აქვთ პოლიციის მუშაკთა დამოკიდებულიებისა და ქცევის თვალსაზრისით და ვინც ცდილობს პოლიციისათვის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა პროგრამები წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს დააფუძნოს.
პროგრამის პროექტში განთვალისწინებულია ტრეინინგის ელემენტი და სემინარის ელემენტი. ტრეინინგის ელემენტი მონაწილეებს:
● აცნობს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემას;
● აცნობს სქემას, რომელიც ზოგადად და კონკრეტულ ასპექტებში ასახავს და განიხილავს „ადამიანის უფლებებს და პოლიციის სამსახურს“;
● საშუალებას აძლევს, განიხილონ პოლიციის სამსახურის „საუკეთესო პრაქტიკა“ ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის თვალსაზრისით; და
● საშუალებას აძლევს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები მათი ქვეყნის კანონმდებლობასა და პრაქტიაკს შეადარონ.
სემინარის ელემენტი მონაწილეებს:
● საშუალებას აძლევს შეასრულონ სამუშაოს არსებითი ნაწილი, რაც მათ, როგორც პოლიციის მუშაკებსა და მათი პოლიციის დაწესებულებას დაეხმარება ეფექტური, კანონიერი და ჰუმანური პოლიციის სამსახურის განმტკიცებაში.
მათი სამუშაო, სემინარის პროდუქტი, უნდა დაეფუძნოს:
● ტრეინინგის თემების ასახვასა და მათ განხილვას;
● ტრეინინგის/სემინარის მონაწილეთა კოლექტიურ პროფესიულ გამოცდილებას; და
● სემინარის დროს განხილული თემების მოთხოვნებს.
სემინარის თემების მოთხოვნები მოცემულია წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მეოთხე ნაწილის 9-12 თავებში.
მასწავლებლებსა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებს, სემინარის მოცემული თემების (რომელთა ადაპტირებაც მათ თავიანთი სურვილისამებრ შეუძლიათ) გარდა, შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სემინარის თემები, რათა სემინარის პროდუქტი კონკრეტულად შეესაბამებოდეს მათ მიერ ჩატარებული პროგრამების მონაწილეებს.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, პროგრამის ეს პროექტი გარკვეულ მითითებებს იძლევა. მასწავლებლებმა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ტრეინინგის/სემინარის მონაწილეთა კონკრეტული მოთხოვნები და ამის მიხედვით მოახდინონ პროგრამის ადაპტირება.
პროგრამის პროექტი - „ადამიანის უფლებები და პოლიციის სამსახური“, ტრეინინგის და სემინარის ელემენტით
A. ტრეინინგის ელემენტი
პირველი დღე
დილის სესია
1. ურთიერთწარდგენის ფორმალობები
2. პროფესიული კონქტესტი
(ა) სავარჯიშო „გამოწვევები და პროფესიონალიზმი“
(ბ) პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკა -
მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
შუადღის სესია
3. საერთაშორისო კონტექსტი
(ა) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის გაცნობა -
მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია.
4. დემოკრატიული კონტექსტი
(ა) პოლიციის სამსახური დემოკრატიულ გარემოში - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია.
(ბ) ჯგუფების მიერ ზემოაღნიშნული თემების სადისკუსიო საკითხების განხილვა.
(გ) პლენარულ სესიაზე ჯგუფების მიერ სადისკუსიო საკითხების წარდგენა.
მეორე დღე
დილის სესია
5. პოლიციის ძალაუფლებები და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
(ა) ძალის გამოყენება - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
(ბ) დაკავება და დაპატიმრება - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
(გ) ჩხრეკა და თვალთვალი - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
შუადღის სესია
(დ) ჯგუფების მიერ ზემოაღნიშნული თემების სადისკუსიო საკითხების განხილვა.
(ე) პლენარულ სესიაზე ჯგუფების მიერ სადისკუსიო საკითხების წარდგენა.
6. პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
(ვ) დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
მესამე დღე
დილის სესია
(ა) დახმარება და მხარდაჭერა საგანგებო მდგომარეობების დროს -
მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
(ბ) პოლიციის სამსახური არეულობიას და დაძაბულობის დროს - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
(გ) ჯგუფების მიერ ზემოაღნიშნული თემების სადისკუსიო საკითხების განხილვა.
(დ) პლენარულ სესიაზე ჯგუფების მიერ სადისკუსიო საკითხების წარდგენა.
შუადღის სესია
(ე) ადამიანის უფლებათა დაცვა - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
(ვ) დისკრიმინაციის თავიდან აცილება - მასწავლებლის/სპეციალისტის პრეზენტაცია და დისკუსია
(ზ) ჯგუფების მიერ ზემოაღნიშნული თემების სადისკუსიო საკითხების განხილვა.
(თ) პლენარულ სესიაზე ჯგუფების მიერ სადისკუსიო საკითხების წარდგენა.
მეოთხე დღე
დილის სესია
7. როლების გათამაშების სავარჯიშო
როლების გათამაშების სავარჯიშო - „ბლოკირებისა და ჩხრეკის ოპერაციები“;
ან „მოულოდნელი გარდაცვალება“.
მითითებები სავარჯიშოს შესასრულებლად; ჯგუფების მიერ სავარჯიშოს განხილვა;
პლენარულ სესიაზე ჯგუფების პასუხების წარმოდგენა.
B. სემინარის ელემენტი
შუადღის სესია
მონაწილენი თავიანთ სამუშაო ჯგუფებში შეიმუშავებენ წინადადებებისა და რეკომენდაციების პროექტს წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელოს მეოთხე ნაწილის 9-12 თავებში განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად (ან მასწავლებლის/სპეციალისტის მიერ შემუშავებული სემინარის თემის ამოცანების შესაბამისად)
მეხუთე დღე
დილის სესია
თითოეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი პლენარულ სესიაზე წარმოადგენს მისი ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
ყველა მონაწილის მიერ თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის განხილვას წარმართავს მასწავლებელი/სპეციალისტი და ხდება სემინარის საბოლოო პროდუქტის დასრულება.
შუადღის სესია
შეფასება და დისკუსია - მონაწილეებს სთხოვენ, შენიშვნები გამოთქვან ტრეინინგის/სემინარის შესახებ, რაც შეიძლება განხორციელდეს შეფასების კითხვარის შევსებით ან პლენარული დისკუსიის საშუალებით (ან ორივე ერთად). დახურვის ფორმალობები.
![]() |
7 დანართი 2 |
▲ზევით დაბრუნება |
სასწავლო თვალსაჩინოების ტექსტები
წინამდებარე დანართში შემოთავაზებული ტექსტები სასწავლო თვალსაჩინოების მიზნითაა წარმოდგენილი. მაგალითად, მასწავლებლებს ან ადამიანური რესურსების სპეციალისტებს შეუძლიათ:
● წარმოადგინონ ისინი რაიმე თვალსაჩინოების სახით (მაგალითად, უჩვენონ ისინი სლაიდების სახით პროექტორის საშუალებით);
● ნაბეჭდი სახით დაურიგონ მონაწილეებს;
● გამოიყენონ ისინი საკუთარი თვალსაჩინოების მასალის საფუძვლად.
ტექსტები შეიცავს „ძირითად საკითხებს“ სასწავლო სახელმძღვანელოს თითოეული თავიდან და მოცემული თემების მნიშვნელოვანი ასპექტების მოკლე შინაარსს.
პირველი განყოფილება: პროფესიული კონტექსტი
თავი 2: პოლიციის სამსახურის პროფესიული ეთიკა
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
1. უპირობო მოთხოვნები ყველა პოლიციელისადმი:
პატივი სცეს და დაემორჩილოს კანონს;
პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ღირსება და უფლებები; და
იშრომოს მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით;
2. პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკთა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პოლიციის ორგანიზაციაში კულტურის ამაღლებას, რაც ნიშნავს:
მხარი დაუჭიროს პოლიციელთა ჯეროვან ქცევას; და
შეურიგებელი იყოს არასათანადო ქცევისადმი.
მეორე განყოფილება: საერთაშორისო კონტექსტი
თავი 3: ადამიანის უფლებათა ბუნება და რატომ იცავს მათ საერთაშორისო სამართალი
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითად საკითხებს წარმოადგენს:
ადამიანის უფლებები გამომდინარეობს ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან;
ადამიანის უფლებები არის საყოველთაო, თანასწორი და განუყოფელი;
სხვადასხვა კატეგორიის უფლებები არის განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული; და
ადამიანის უფლებების დაცვა პოლიციის პირველად ფუნქციას წარმოადგენს.
მეორე განყოფილება: საერთაშორისო კონტექსტი
თავი 4: ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ყველა სახელმწიფო, სხვადასხვა ხარისხით, ვალდებულია დაიცვას და წაახალისოს ადამიანის უფლებები;
ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები სავალდებულოა მისი მონაწილე სახელმწიფოებისათვის;
ადამიანის უფლებათა დოკუმენტები, რომლებიც ხელშეკრულებებს არ წარმოადგენენ, სამართლებრივად სავალდებულო არ არის, მაგრამ ისინი ძირითადად იმეორებენ ხელშეკრულებათა სამართლებრივად სავალდებულო დებულებებს, და ისინი აყალიბებენ სტანდარტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან და ეხმარებიან სახელშეკრულებო დებულებათა შესრულებაში; და
პოლიციის სამსახური მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სფეროში სახელმწიფოს მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ან შეუსრულებლობისათვის.
მეორე განყოფილება: საერთაშორისო კონტექსტი
თავი 5: ზედამხედველობა და აღსრულება
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ადამიანის უფლებათა სტანდარტების პატივისცემის უზრუნველყოფის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებებია ისინი, რომლებიც ჩამოყალიბებულია ეროვნულ დონეზე შიდასახელმწიფო კანონმდებლობით;
სტანდარტების ზედამხედველობისა და აღსრულების ზოგიერთი საერთაშორისო პროცედურა საკითხის განხილვამდე ეროვნული სამართლებრივი საშუალებების ამოწურვას მოითხოვს;
საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საერთაშორისო ღონისძიებები ზოგადად ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ეროვნული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, ვინაიდან აღსრულების საშუალებები და შეუსრულებლობის საწინააღმდეგო სანქციები უფრო მცირე და პრიმიტიულია;
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სტანდარტები და აღსრულების საერთაშორისო საშუალებები საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისებისათვის; ორივეს ეფექტურობა აშკარაა; და საერთაშორისო სისტემები კვლავ ვითარდება.
მესამე განყოფილება: დემოკრატიული კონტექსტი
თავი 6: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ერთმანეთზეა დამოკიდებული; და
პოლიციის სამსახურს შეუძლია განამტკიცოს ან გაანადგუროს ისინი.
ადამიანის უფლებები და დემოკრატია:
მუხლი 21 - წარმომადგენლობითი მთავრობის უფლება
მუხლი 18 - აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
მუხლი 19 - აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება
მუხლი 20 - მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება
ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა:
მუხლი 6 - პირის სამართალსუბიექტობის აღიარების უფლება
მუხლი 7 - კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონით თანაბარი დაცვის უფლება
მუხლი 10 - სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 7: ძალის გამოყენება
ძირითადი საკითხები
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სიტუაცია, სადაც პოლიციის მუშაკები:
პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის ღირსებას; და
იცავენ და ითვალისწინებენ ადამიანის უფლებებს,
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ შემდეგ ძირითად საკითხებს:
პირის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ნებისმიერ დროს უნდა იქნეს დაცული;
ძალის გამოყენებამდე ჯერ მშვიდობიანი საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული;
ძალა გამოყენებულ უნდა იქნეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ ფარგლებში, რაც პოლიციის მოვალეობის განსახორციელებლადაა საჭირო;
პოლიციის მუშაკები თავშეკავებულად უნდა მოიქცნენ და იმოქმედონ დანაშაულის სეროზულობის პროპორციულად და კანონიერი მიზნის მისაღწევად; და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურეს ზომად ითვლება.
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 7: ძალის გამოყენება
სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები - 1
პრინციპები - აუცილებლობა და პროპორციულობა
წესები და დებულებები - ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წესები უნდა მიიღონ და განახორციელონ სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა. (პრინციპი 1)
აღჭურვილობა - სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშავონ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიფერენცირებული გამოყენების საშუალებები, და შეამცირონ იარაღის გამოყენების აუცილებლობა. (პრინციპი 2)
შერჩევა და ტრეინინგი - სახელმწიფოებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ პოლიციის მუშაკთა სათანადო შერჩევა და ტრეინინგი. (პრინციპი 18, 19 და 20)
ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის არასწორი გამოყენება - პოლიციის მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის თვითნებური და გადაჭარბებული გამოყენება სისხლის სამართლის კანონით ისჯება. (პრინციპი 7)
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება - პირის წინააღმდეგ მხოლოდ მუშაკთა და სხვათა დაცვის მიზნით, როდესაც არსებობს სიცოცხლის ხელყოფის ან სერიოზული დაზიანების აშკარა საფრთხე. (პრინციპი 9)
პოლიციის სამსახური უკანონო შეკრებების დროს - უკანონო, არაძალადობრივი შეკრების დაშლისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძალის გამოყენება ან იგი მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული; ძალადობრივი შეკრების დაშლისას ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლებ საშიში საშუალებების გამოყენება პრაქტიკულად ვერ ხერხდება და მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის ან სერიოზული დაზიანების აშკარა საფრთხის არსებობის დროს. (პრინციპი 12, 13 და 14)
სამართალდამცავი მუშაკების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები - 2
პოლიციის სამსახური საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ან დაპატიმრებულ პირთა მიმართ - ძალა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ აშკარა აუცილებლობის დროს დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ დაცვის მიზნით, როდესაც არსებობს სიცოცხლის ხელყოფის ან სერიოზული დაზიანების საფრთხე. (პრინციპი 15, 16 და 17)
სტრესული მდგომარეობის დროს დახმარება - უნდა გაეწიოს ყველა მუშაკს, რომელიც ჩართულია სიტუაციებში, სადაც ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება. (პრინციპი 21)
მოხსენებისა და განხილვის პროცედურები - უნდა დაინერგოს ყველა სიტუაციისათვის, სადაც პოლიციის ქმედების შედეგად ადგილი აქვს დასახიჩრებას ან გარდაცვალებას, ან სადაც ისინი ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ მოვალეობიდან გამომდინარე. (პრინციპი 22)
დამოუკიდებელ პროცესზე ხელმისაწვდომობა - ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირებს აქვთ დამოუკიდებელ პროცესზე ხელმისაწვდომობის უფლება, სასამართლო პროცესის ჩათვლით. იქ, სადაც ასეთი ქმედების შედეგად მსხვერპლი დაიღუპა, ეს დებულება ვრცელდება დაღუპულის წარმომადგენლებზე. (პრინციპი 23)
სამართალდამცავ მუშაკთა პასუხისმგებლობა - ზემდგომი მუშაკები პასუხისმგებელნი არიან მათი ხელქვეითების ქმედებებზე; სანქციები არ ტარდება მუშაკების მიმართ, რომლებმაც არ შეასრულეს უკანონო ბრძანებები; უკანონო ბრძანებებისადმი დამორჩილებას გამართლება არა აქვს. (პრინციპი 24, 25 და 26)
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 7: ძალის გამოყენება
უკანონო და თვითნებური სიცოცხლის მოსპობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები - 1
პრევენცია
1. ასეთი სახის სიცოცხლის ყველა მოსპობა კანონით უნდა იყოს აკრძალული. გამონაკლისი მდგომარეობები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამართლებად. ასეთი სახის სიცოცხლის მოსპობა არ უნდა მოხდეს არცერთი გარემოების დროს.
2. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მკაცრი კონტროლი დაკავების, დაპატიმრების ან ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე ყველა მუშაკზე, ბრძანებათა მკაფიო მიმდევრობის ჩათვლით.
3. სახელმწიფოთა მიერ ზემდგომი მუშაკების ან სახელმწიფო ორგანოების იმ ბრძანებების აკრძალვა, რომელიც სხვა პირს უფლებამოსილებას ანიჭებს ან სტიმულს აძლევს, განახორციელოს უკანონო ან თვითნებური სიცოცხლის მოსპობა. ასეთ ბრძანებას არავინ არ უნდა დაემორჩილოს.
4. ასეთი დასჯის საშიშროების ქვეშ მყოფი პირები და პირთა ჯგუფები ეფექტურად უნდა იყვნენ დაცულნი.
5. არავინ უნდა დააბრუნონ ან ექსტრადირება მოახდინონ ქვეყანაში, სადაც არსებობს ვარაუდი, რომ პირი ასეთი დასჯის მსხვერპლი გახდება.
6. ოფიციალურ საპატიმრო ადგილებში მყოფი თავისუფლებააღკვეთილი პირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა აცნობონ მათ ნათესავებს/ადვოკატებს.
7. კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა მოახდინონ საპატიმრო ადგილების რეგულარული ინსპექტირება, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
8. სახელმწიფოებმა დამატებითი ღონისძიებები უნდა განახორციელონ ასეთი სახის სიცოცხლის მოსპობის აღსაკვეთად - მაგალითად, დიპლომატიური შუამდგომლობა, საჯარო გაკიცხვა.
უკანონო და თვითნებური სიცოცხლის მოსპობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები - 2
გამოძიება
9. სიცოცხლის უკანონო მოსპობის მკვლელობის ყველა სავარაუდო საქმე სასწრაფოდ და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული დაღუპვის გარემოებებისა და პასუხისმგებელი პირის დადგენის მიზნით.
10. საგამოძიებო ორგანოს უფლება უნდა ჰქონდეს, მოიპოვოს მოკვლევისათვის საჭირო ინფორმაცია, და ჰქონდეს საჭირო ფინანსური და ტექნიკური რესურსები.
11. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, როდესაც არსებული პროცედურები არაადეკვატურია) სახელმწიფოებმა გამოძიება უნდა აწარმოონ მოკვლევის დამოუკიდებელი კომისიის საშუალებით.
12. უნდა ჩატარდეს დაღუპული პირის გვამის სათანადო გაკვეთა.
13. გვამის გაკვეთის მიზანი - როგორც მინიმუმ, დადგინდეს პირის ვინაობა და გარდაცვალების მიზეზი. დოკუმენტურად უნდა დაფიქსირდეს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები - წამების დამადასტურებელი ფაქტების ჩათვლით.
14. გვამის გაკვეთა უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი და პოტენციური მონაწილე მუშაკებისაგან დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ.
15. დაცული უნდა იყვნენ მომჩივნები, მოწმეები და გამომძიებლები და მათი ოჯახები. შემთხვევის პოტენციური მონაწილენი უნდა განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან მომჩივანთა, მოწმეთა და გამომძიებელთა მიერ წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე.
16. დაღუპულ პირთა ოჯახებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ნებისმიერ განხილვაზე და გამოძიებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენისთანავე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ოჯახს და გამოძიების შემდეგ გვამი უნდა გადასცენ.
17. უნდა მომზადდეს მოხსენება გამოძიების მეთოდებისა და მოკვლევის მასალების შესახებ. მოხსენება საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. მთავრობამ რეაგირება უნდა მოახდინოს მოხსენებაზე.
უკანონო და თვითნებური სიცოცხლის მოსპობის ეფექტური პრევენციისა და გამოძიების პრინციპები - 3
სამართალწარმოება
18. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სიცოცხლის უკანონო მოსპობაში მონაწილე პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
19. ზემდგომი მუშაკების ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ბრძანებებით არ შეიძლება სიცოცხლის უკანონო მოსპობის გამართლება. ზემდგომი მუშაკები პასუხს აგებენ თავიანთი ხელქვეითების ქმედებებზე. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე იმუნიტეტი არ არსებობს.
20. მსხვერპლთა ოჯახებსა და მათ კმაყოფაზე მყოფ პირებს აქვთ კომპენსაციის უფლება.
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 8: დაკავება
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
პირის თავისუფლების უფლება; და
თვითნებური დაკავების აკრძალვა.
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 9: დაპატიმრება
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
სხვადასხვა კატეგორიის დაპატიმრებულთა განსხვავება;
თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების აკრძალვა;
წამების კატეგორიული აკრძალვა;
დაპატიმრებულ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა; და
ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება.
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 9: დაპატიმრება
წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე
წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის ფარგლები
აკრძალვა ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების საფუძველზე
აკრძალვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ხელშეკრულებების საფუძველზე
აკრძალვა ზოგადი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე
წამებისა და არასათანადო მოპყრობის განმარტებები
განმარტებები წამების საწინააღმდეგო კონვენციისა და დეკლარაციის საფუძველზე
ტკივილისა და ტანჯვის სიმწვავე
განზრახვა ან მიზანი
დამნაშავეთა სტატუსი
წამებისა და არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგო ქმედებები
გაეროს სისტემაში არსებული პროცედურები
ხელშეკრულებებზე დაფუძნებული პროცედურები
ქცევის კოდექსი
გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსი
ევროპის საბჭოს დეკლარაცია პოლიციის შესახებ
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 9: დაპატიმრება
ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები
ძირითად დებულებათა რეზიუმე - 1
დაპატიმრებულ პირებს უნდა მოექცნენ ჰუმანურად და ადამიანური ღირსების პატივისცემით (პრინციპი 1)
არცერთი დაპატიმრებული პირის მიმართ არ შეიძლება განხორციელდეს წამება, სხვა სასტიკი, არაადამინური ან დამამცირებელი მოპყრობა, ან დასჯა (პრინციპი 6)
დაპატიმრებულ პირთა სამართლებრივი ზედამხედველობა (პრინციპი 4, 11 და 37)
იურიდიული დახმარების მიღების უფლება (პრინციპი 11, 15, 17 და 18)
ოჯახთან დაკავშირებისა და მასთან კონტაქტის შენარჩუნების უფლება (პრინციპი 15, 16, 19 და 20)
დაპატიმრებულ პირთა სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა (პრინციპი 24 და 26)
დაკავებისა და პატიმრობის გარემოებების შესახებ ჩანაწერების წარმოება და შენახვა (პრინციპი 21)
დაკითხვის გარემოებების დეტალური ჩანაწერების წარმოება (პრინციპი 23)
ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები
ძირითად დებულებათა რეზიუმე - 2
მუშაკები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ადგილი ჰქონდა ან მოსალოდნელია დოკუმენტის დარღვევა, საკითხის შესახებ მოხსენება უნდა წარუდგინონ მათ ზემდგომ ორგანოს (პრინციპი 7.2.)
შესაბამისი კანონებისა და განკარგულებების ზუსტი დაცვის მიზნით - საპატიმრო ადგილები უნდა მოინახულონ კვალიფიციურმა და გამოცდილმა პირებმა (პრინციპი 29)
დაპატიმრების კანონიერების განხილვის მიზნით სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოს წინაშე წარდგენის უფლება - და უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში დაუყოვნებელი განთავისუფლება (პრინციპი 32)
შესაბამისი ორგანოების წინააღმდეგ მოთხოვნის ან საჩივრის წარდგენის უფლება საპატიმრო მოპყრობასთან დაკავშირებით (პრინციპი 33)
მიყენებული ზარალის კომპენსაციის უფლება (პრინციპი 35)
მეოთხე განყოფილება: პოლიციის ძალაუფლება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა
თავი 10: ჩხრეკა და თვალთვალი
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის აკრძალვა;
ასეთი ჩარევისაგან კანონით დაცვის უფლება; და
პოლიციის როლი პირადი ცხოვრების დაცვაში - განსაკუთრებით ადამიანთა დაუცველი ჯგუფებისათვის.
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 11: დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა
ძირითადი საკითხები
თემის ძირითადი საკითხებია:
დანაშაულის პრევენციაში პოლიციის როლისა და სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებთან და ფართო საზოგადოებასთან პოლიციის მუშაობის მნიშვნელობა;
დანაშაულის გამოძიების პროცესში პოლიციის კანონიერი და ეთიკური საქმიანობის მნიშვნელობა;
ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება;
სამართლიანი სასამართლოს უფლება და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მინიმალური გარანტიები;
დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები მათდამი თანაგრძნობითა და პატივისცემით მოპყრობაზე;
კომპენსაცია და უფლებების აღდგენა;
არასრულწლოვანთა კეთილდღეობის დაცვის მოთხოვნა, არასრულწლოვნთათვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის აცილება, და არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების ღონისძიებები.
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 11: დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა
დაკითხვასთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებები
წამების საწინააღმდეგო დეკლარაცია და კონვენცია
სახელმწიფოები სისტემატურად უნდა განიხილავდნენ დაკითხვის მეთოდებსა და პრაქტიკას, და წესებსა და ინსტრუქციებს (თითოეული დოკუმენტის მე-11 მუხლი)
ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის ძირითადი პრინციპები
დაპატიმრებული პირის მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა მისგან აღიარების მიღების, საკუთარი თავის წინააღმდეგ ან სხვათა წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით (პრინციპი 21)
დაკითხვის დროს დაპატიმრებული პირის მიმართ ძალადობის, მისი დაშინების ან ისეთი საგამოძიებო მეთოდების გამოყენების აკრძალვა, რაც ზიანს აყენებს მის შესაძლებლობებს გადაწყვეტილებასთან ან სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით (პრინციპი 21)
დაკითხვის ხანგრძლივობის, დაკითხვებს შორის განვლილი დროის პერიოდის, დაკითხვის მწარმოებელ პირთა და სხვა დამსწრე პირთა ვინაობის შესახებ ჩანაწერების წარმოება (პრინციპი 23)
მტკიცებულებათა დასაშვებობის განსაზღვრისას მტკიცებულებათა მოპოვების პრინციპებთან შეუსაბამობის გათვალისწინება (პრინციპი 27)
სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაპატიმრებული პირი სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებით, სანამ მის დამნაშავეობას არ დადგენს სასამართლო (პრინციპი 36)
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 11: დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა
დეკლარაცია მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ დანაშაულისა და ძალაუფლების გადამეტების შედეგად დაზარალებულთათვის - 1
დანაშაულის შედეგად დაზარალებულები
1. „დაზარალებულები“ - ისინი, ვისაც მიადგა ზიანი, ეკონომიკური ზარალი ან რომელთა უფლებებიც შეილახა სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად
2. პირი დაზარალებულად ითვლება მიუხედავად იმისა, დადგინდა თუ არა დამნაშავე და დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობის მიუხედავად. დაზარალებული შეიძლება იყოს უშუალოდ დაზარალებულის ოჯახი ან მის კმაყოფაზე მყოფი პირები.
3. დეკლარაციის დებულებები ეხება ყოველ ადამიანს, მიუხედავად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, რელიგიის ან სხვა საფუძველზე
მართლმსაჯულებასა და სამართლიან მოპყრობაზე ხელმისაწვდომობა
4. დაზარალებულებს უნდა მოექცნენ თანაგრძნობითა და პატივისცემით. მათ აქვთ მართლმსაჯულების მექანიზმებზე ხელმისაწვდომობისა და მათი უფლებების დაუყოვნებელი აღდგენის უფლება.
5. დაზარალებულებს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებები აღიდგინონ სასამართლო ან ადმინისტრაციული მექანიზმების საშუალებით. პროცედურები უნდა იყოს სწრაფი, სამართლიანი, იაფი და ხელმისაწვდომი.
6. სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს სხვა ღონისძიებებმა, დაზარალებულისათვის სამართალწარმოების დეტალების გაცნობის, დაზარალებულის მოსაზრების გათვალისწინებისა და მთელი სამართლებრივი პროცესის განმავლობაში დაზარალებულისათვის დახმარების გაწევის ჩათვლით
7. არაფორმალური მექანიზმები, მათ შორის, სათანადო შემთხვევებში, მედიატორული საქმიანობა, არბიტრაჟი და ჩვეულებითი პრაქტიკის გამოყენება დაზარალებულთან მორიგებისა და მისდამი კომპენსაცის უზრუნველყოფის მიზნით.
დეკლარაცია მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად დაზარალებულთათვის - 2
რესტიტუცია
8. სათანადო შემთხვევაში, დამნაშავეს ან ქმედებაზე პასუხისმგებელ მესამე მხარეს ევალება რესტიტუცია დაზარალებულთა მიმართ
9. სახელმწიფოებმა უნდა გადასინჯონ მექანიზმები, რათა სისხლის სამართლის საქმეებში რესტიტუცია განხილულ იქნეს, როგორც სასჯელის შემადგენელი ნაწილი
10. არსებითი ზიანის მიყენების შემთხვევებში უნდა აღდგეს გარემო
11. სახელმწიფო ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად დაზარალებული პირების კომპენსაცია სახელმწიფოს ევალება
კომპენსაცია
12. სახელმწიფოები უნდა შეეცადონ უზრუნველყონ დაზარალებულთა ფინანსური კომპენსაცია, როდესაც ეს სრულად ვერ ხერხდება დამნაშავისაგან
13. უნდა შეიქმნას ან განმტკიცდეს დაზარალებულთა კომპენსაციის სახელმწიფო ფონდი
დახმარება
14. დაზარალებულებმა უნდა მიიღონ მატერიალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება
15. დაზარალებულებს უნდა აცნობონ არსებული დახმარების სახეებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გზების შესახებ
16. პოლიციის, მართლმსაჯულებისა და სხვა მუშაკებმა უნდა გაიარონ ტრეინინგები და მიიღონ მითითებები დაზარალებულებისადმი მათი მგრძნობელობის გამომუშავების მიზნით
17. ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი იმ დაზარალებულთა მიმართ, რომლებიც ზიანის ბუნებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ
დეკლარაცია მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად დაზარალებულთათვის - 2
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად დაზარალებულები
18. „დაზარალებულები“ - პირები, რომლებსაც ზიანი მიადგათ ქმედებების ან გადაცდომების შედეგად, რაც ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობით ჯერ არ განიხილება როგორც დარღვევა, მაგრამ დარღვევად ითვლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე
19. სახელმწიფოებმა ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ჩართონ ნორმები, რომლებიც ძალაუფლების გადამეტებას აღწერენ და უზრუნველყონ ასეთი დარღვევის შედეგად დაზარალებულთა სამართლებრივ დახმარებათა საშუალებები.
20. სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ხელშეკრულებები, რომლებიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს აყალიბებენ
21. სახელმწიფოებმა პერიოდულად უნდა გადასინჯონ კანონმდებლობა და პრაქტიკა, რათა უზრუნველყონ ცვალებად გარემოებებზე რეაგირება, და აამოქმედონ და გააძლიერონ კანონმდებლობა, რომელიც აღწერს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სერიოზულ ქმედებებს
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 12: დახმარება და მხარდაჭერა საგანგებო მდგომარეობების დროს
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ადამიანის განუყოფელი ღირსების პატივისცემა; და
საზოგადოებისადმი სამსახურის მოვალეობა.
(საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის ღირსებას საფრთხე ექმნება ან ნადგურდება. პოლიციის ქმედებას შეუძლია აღადგინოს და მხარი დაუჭიროს ადამიანის ღირსებას)
საზოგადოებისადმი სამსახურის მოვალეობა არის პოლიციის სამსახურისადმი მოთხოვნა დემოკრატიულ გარემოში და იგი გაეროს სამართალდამცავი მუშაკების ქცევის კოდექსში ასახულია, როგორც საერთაშორისო ნორმა.
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 13: პოლიციის სამსახური არეულობისა და დაძაბულობის დროს
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ძალის გამოყენებამდე არაძალადობრივი საშუალებების გამოყენების მოთხოვნა;
ძალის გამოყენებისას აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპები;
არეულობების დროს დაჭრილთა და ავადმყოფთა შეკრება და მათზე მზრუნველობა; და
დაკარგულ პირთა ძებნა; და
ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსების პატივისცემა და ყველა პირის მიმართ ჰუმანური მოპყრობის მოთხოვნა.
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 13: პოლიციის სამსახური არეულობისა და დაძაბულობის დროს
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი - გამოყენება
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 14: მე-12 და მე-13 თავების დამატება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ყოველ ადამიანს, მის მიმართ განხორციელებული დევნის საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს და ისარგებლოს თავშესაფრით სხვა ქვეყანაში;
ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით; და
პოლიციამ პატივი უნდა სცეს და დაიცვას ადამიანის ღირსება და თითოეული პირის ადამიანის უფლებები.
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 15: ადამიანის უფლებათა დაცვა
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
პოლიციის სამსახურის ტექნიკური და ქცევითი ასპექტები ურთიერთდამოკიდებულია;
თავისი ძალაუფლების განხორციელებისას პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს; მის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვა; და ისინი უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ ადამიანის უფლებებით;
პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ მის ძირითად ვალდებულებებს ასრულებს ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის თვალსაზრისით.
პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ მის ძირითად ვალდებულებებს ასრულებს ადამიანის კონკრეტულ უფლებათა დაცვის თვალსაზრისით; და პოლიციის სამსახური ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სახელმწიფო მის ძირითად ვალდებულებებს ასრულებს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების თვალსაზრისით, რითაც იცავს ეფექტურ სამართლებრივ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უფლებას და ამის საშულებით - ადამიანის ყველა უფლებას.
მეხუთე განყოფილება: პოლიციის ფუნქციები და ადამიანის უფლებათა დაცვა
თავი 16: დისკრიმინაციის პრევენცია
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით;
ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე;
ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით რაიმე დისკრიმინაციის გარეშე;
ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თანაბრად იყოს დაცული უკანონო დისკრიმინაციისაგან;
პოლიციის სამსახური მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად და დისკრიმინაციის თავიდან აცილებისათვის შემქნილი კანონების აღსრულებისათვის.
მეექვსე განყოფილება: ადამიანის უფლებათა განხორციელება ხელმძღვანელობისა და განათლების საშუალებით
თავი 17: ადამიანის უფლებათა განხორციელება პოლიციის ხელმძღვანელთა მიერ
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
ნებისმიერი ტიპის პოლიციის დაწესებულება მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს კანონიერად, როდესაც იგი ფუნქციონირებს კანონის შესაბამისად - ადამიანის უფლებათა დამცავი კანონების ჩათვლით;
პოლიციის დაწესებულების პროფესიული კულტურა შეიძლება ზიანს აყენებდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას და პოლიციის სამსახურის ეფექტურობას.
პოლიციის ხელმძღვანელები მოვალენი არიან, მართონ ცვლილებები პოლიციის დაწესებულებაში; და
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები პოლიციის ხელმძღვანელებს ვალდებულებას აკისრებს, უზრუნველყონ ხელქვეითთა ზედამხედველობა, მართვა, კონტროლი და მათი ანგარიშვალდებულება.
მეექვსე განყოფილება: ადამიანის უფლებათა განხორციელება ხელმძღვანელობისა და განათლების საშუალებით
თავი 18: განათლება პოლიციის მასწავლებელთა და ტრეინერების მეშვეობით
ძირითადი საკითხები
ამ თემის ძირითადი საკითხებია:
სწავლა-განათლებით ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობის მოთხოვნის შესრულებისათვის მნიშვნელოვანია გამოცდილი და მოტივირებული პოლიციის მასწავლებლები და ტრეინერები, რომლებსაც უნარი აქვთ, ადამიანის უფლებები ასწავლონ პოლიციის მუშაკებს;
პოლიციის სამსახურის ტექნიკური და ქცევითი ასპექტები ერთმანეთზეა დამოკიდებული, ვინაიდან, ერთი რომელიმე ასპექტის ხარვეზი ზიანს აყენებს მეორეს;
სახელმწიფოები და პოლიციის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პოლიციის მუშაკთა სათანადო განათლება და წვრთნა, რათა მათ ეფექტურად, კანონიერად და ჰუმანურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები; და
სახელმწიფოებსა და პოლიციის ხელმძღვანელებს ეკისრებათ კონკრეტული ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ პოლიციის მუშაკები, რომლებსაც განსაკუთრებულ სიტუაციებში უხდებათ მუშაობა, ჯეროვნად იყვნენ მომზადებულნი ასეთი სიტუაციების დასაძლევად.
![]() |
8 დანართი 3 |
▲ზევით დაბრუნება |
რეკომენდირებული საკითხავი ლიტერატურა და წყაროები
ადამიანის უფლებები
ჯეიმს უ. ნიკელი, Making Sense of Human Rights. კალიფორნიის პრესის უნივერსიტეტი, ბერკლი, 1987 წ.
* რედაქტირებულია დუნკან ფორესტის მიერ „ამნესტი ინტერნეიშენელისთვის“, A Glimpse of Hell, Reports on Torture World Wide. კასელი, ლონდონი, 1996 წ.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
იან ბრაუნლი (რედ.) Basic Documents on Human Rights. კლარენდონ პრესი, ოქსფორდი, 1989 წ.
თეოდორ მერონი (რედ), Human Rights in International Law: Legal and Policy Issues, კლარენდონ პრესი, ოქსფორდი, 1984 წ.
ა. ჰ. რობერტსონი და ჯ. გ. მერილსი. Human Rights in Europe. მანჩესტერ უნივერსიტი პრეს, მანჩესტერი, 1993 წ.
* ნაიჯელ როდლი, The Treatment of Prisoners under International Law. (მეორე გამოცემა). კლარენდონ პრესი, ოქსფორდი, 1999 წ.
რედაქტირებულია იორან მელანდერის და გუდმუნდერ ალფრედსონის მიერ, რაულ ვოლენბერგის სახელობის ინსტიტუტი Compilation of Human Rights Instruments. მარტინუს ნიჯჰოფ პაბლიშერს, დორდრეხტი, 1997 წ.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
ფრიტს კალსჰოვენი, Constraints on the Waging of War. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ჟენევა, 1987 წ.
* ჰანს პეტერ გასერი, ,,A measure of humanity in internal disturbances and tensions: proposal for a Code of Conduct”. წითელი ჯვრის საერთაშორისო მიმოხილვა. იანვარი - თებერვალი 1988 წ.
* ადამ რობერტსი და რიჩარდ გუელფი, Documents on the Laws of War. ოქსფორდ უნივერსიტი პრეს, ოქსფორდი, 1989 წ.
* „New Draft Declaration of Minimum Humanitarian Standards“, წითელი ჯვრის საერთაშორისო მიმოხილვა, №282, მაისი-ივნისი 1988 წ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამოცემები
* The United nations and Crime Prevention. გაერო, ნიუ იორკი, 1991 წ.
United Nations Fact Sheet Number 1, Human Rights Machinery. გაერო, ჟენევა, 1992 წ.
United Nations Fact Sheet Number 2, The International Bill of Human Rights. გაერო, ჟენევა, 1988 წ.
United Nations Fact Sheet Number 13, International Humanitarian Law and Human Rights. გაერო, ჟენევა, 1991 წ.
* United Nations Fact Sheet Number 20, Human Rights and Refugees. გაერო, ჟენევა, 1993 წ.
* გაეროს სახელმძღვანელო პოლიციის ტრეინინგისათვის ადამიანის უფლებათა სფეროში, Human Rights and Law Enforcement. პროფესიული ტრეინინგების სერია №5. გაერო, ნიუ იორკი და ჟენევა, 1997 წ.
* გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარები. გამოქვეყნებულია რაულ ვოლენბერგის სახელობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის მიერ, ლუნდი, 1997 წ.
ადამიანის უფლებები და პოლიციის სამსახური
* დევლინ კრაუშოუ და უილიამსონი, Human Rights and policing - Standards for Good Behaviour and a Strategy for Change. კლუვერ ლო ინტერნეიშენელ, ჰააგა, 1998 წ.
ზოგადად პოლიციის სამსახურის შესახებ
ეგონ ბიტნერი, Aspects of Police Work. ნორზისტერნ უნივერსიტი პრეს. ბოსტონი, 1990 წ.
ნაიჯელ მაკკონვილი და დან შეფერდი, Watching police, watching communities. რუტლეჯი, ლონდონი, 1992 წ.
* ტ.მ. უილიამსონი, „Investigative Interviewing“, გამოცემაში, დ. მორგანი და გ.მ. სტივენსონი (რედ.) Suspicion and Silence: the Rights to Scilence in Criminal Investigations. ბლეკსტოუნ პრეს, ლონდონი, 1994 წ.
მარენინი და ოტვინი, Policing Change, Changing Police. გარლანდ ფაბლიშინგ ინკ. ნიუ იორკი და ლონდონი, 1996 წ.
* ჟანეტ ბ.ლ. ჩანი, ჩჰანგინგ Police Culture, Policing in a Multicultural Society. კემბრიჯ უნივერსიტი პრეს, კემბრიჯი, 1997 წ.
ჯონ ანდერსონი, Principled Policing: Protecting the Public with Integrity. უოთერსაიდ პრეს, ვინჩესტერი, 1998 წ.
შენიშვნა: * ნიშნით აღნიშნული წყაროები გამოყენებულია სასწავლო სახელმძღვანელოს ტექსტებში.
![]() |
9 დანართი 4 |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიცია და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში: მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან1
კონსტანტინე კორკელია
ლაშა ჭელიძე
ბესარიონ ბოხაშვილი
შესავალი
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება ადგენს, რომ ყველას აქვს სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, და არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისოსამართლებრივ ნორმებს შორის სიცოცხლის უფლება მიიჩნევა ყველაზე ფუნდამენტურ უფლებად, რომლისგანაც ყველა სხვა უფლება გამომდინარეობს. მრავალი საერთაშორისო აქტი აღიარებს სიცოცხლის უფლებას ადამიანის ძირითად და ხელშეუვალ უფლებად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლთან (სიცოცხლის უფლება) დაკავშირებით ზოგად კომენტარში განაცხადა, რომ „სიცოცხლის უფლება უზენაესი უფლებაა, რომლისგან გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი დაუშვებელია“.2 სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვასთან ერთად, არის საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმა.3 მეცნიერები ხსენებულ ნორმებს საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმებადაც აღიარებენ.4
თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი ადგილი ენიჭება. პირის თავისუფლება არის ის ფუნდამენტური მდგომარეობა, რომლითაც ზოგადად ყველა უნდა სარგებლობდეს. პირისათვის თავისუფლების აღკვეთამ შეიძლება მრავალი სხვა უფლების განხორციელებაზეც უშუალოდ და ნეგატიურად იმოქმედოს, დაწყებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით, დამთავრებული შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და მიმოსვლის თავისუფლების უფლებით.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორც დამოუკიდებელი და განცალკევებული კონცეფცია, მომდინარეობს დელიქტური სამართლის სფეროდან, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში უკანონო ჩარევით გამოწვეული ზიანისათვის სარჩელის აღძვრის ახალი საფუძველი იქნა აღიარებული.5 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში თვითნებური და არამართლზომიერი ჩარევისაგან დაცვას.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსა და მათი წარმომადგენლებისათვის, მათ შორის პოლიციის თანამშრომელთათვის. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან, იცნობდნენ და, ამასთანავე, იყენებდნენ როგორც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ისინი ასევე ვალდებულნი არიან, მუდმივად შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობები, ემსახურონ საზოგადოებას, დაიცვან ყველა პირი უკანონო ქმედებებისაგან, თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესაბამისად. პოლიციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტი პატივს უნდა სცემდეს კანონიერების, აუცილებლობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, პროპორციულობისა და ჰუმანურობის პრინციპებს.
როგორც აღინიშნა, პოლიციის თანამშრომლები უნდა იცნობდნენ და პრაქტიკაში იყენებდნენ ადამიანის უფლებათა რეგიონალურ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიციის მუშაკებს ჩაუტარდეთ შესაბამისი სწავლება და მიეცეთ კონკრეტული მითითებები პოლიციის საქმიანობის ყოველ საკითხზე, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ ადამიანის უფლებათა დაცვაზე.
წინამდებარე ნაშრომში გაშუქებულია როგორც საქართველოში მოქმედი პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები სიცოცხლის უფლებასთან, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებასთან, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან, აგრეთვე წამების, სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვასთან დაკავშირებით.
2. საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა
პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით მრავალი საკანონმდებლო სიახლე შემოიღეს ვარდების რევოლუციის შემდეგ. განხორციელებული ცვლილებები მიმართული იყო და მიზნად ისახავდა არსებული მეტად მძიმე მდგომარეობის რადიკალურ გამოსწორებას, კორუფციის აღმოფხვრას, რომელიც შემაშფოთებელი მასშტაბებით იყო გავრცელებული სამართალდამცავ ორგანოებში, საზოგადოების მიერ პოლიციისა და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობის გაძლიერებასა და ამაღლებას. ხსენებული ცვლილებები ასევე მიზნად ისახავდა საზოგადოებისა და პოლიციის დაახლოებას, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებათა ეფექტიან, რეალურ და არამხოლოდ ფორმალურ დაცვას. სწორედ ხსენებული ორი ძირითადი მიმართულება და უმნიშვნელოვანესი ფუნქციებია წარმოჩენილი პოლიციის შესახებ კანონის 1-ლ მუხლში, რომელიც 2005 წლის 11 ნოემბრის ცვლილებების შედეგად აცხადებს, რომ: „საქართველოს პოლიცია ... მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“.
პოლიციაში განხორციელებული რეფორმის შედეგად გაუქმდა პოლიციის გარკვეული სტრუქტურული დანაყოფები, რომელთა წარმომადგენლებიც ყველაზე უფრო დაბალი ნდობით სარგებლობდნენ საზოგადოებაში და ყველაზე უფრო ხშირად იყვნენ ჩაბმულნი კორუფციულ გარიგებებში. რეფორმის შედეგად შეიქმნა პატრულის ქვედანაყოფი, რომელიც უახლესი სოციალური გამოკითხვების მიხედვით მაღალი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეზარდა დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით უწყებრივი ქვემდებარეობის კომპეტენცია.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პოლიციის რიგების ახალი თანამშრომლებით შევსებისა და მათი განათლების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია როლი პოლიციის აკადემიისა, სადაც იქმნება ახალი სასწავლო პროგრამები პოლიციის ყველა ტიპის მუშაკებისათვის, როგორებიცაა: სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია. პირველი მნიშვნელოვანი 3-თვიანი სასწავლო კურსი განხორციელდა 2005 წლის აპრილში და მასში მონაწილეობა მიიღეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა. იმავე წლის ზაფხულში განხორციელდა ტრენინგი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისათვის. ზემოხსენებული სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე. მეტად მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომლებისათვის ანალოგიური სასწავლო კურსების მუდმივად ჩატარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება ეროვნულ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, რომლებიც არ არის სტატიკური და მუდმივად განიცდის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო და რეგიონალური საზედამხედველო ორგანოების მიდგომების, პრეცედენტული სამართლის განვითარებით.
პოლიციის თანამშრომელთა სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ უფლებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობისა და მოქმედი პრაქტიკის შესაბამისობას საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, რადგანაც:
ა) პირველ რიგში, საერთაშორისო ხელშეკრულებას ქვეყნის სამართლებრივ იერარქიაში უფრო მაღალი იერარქიული სტატუსი აქვს, ვიდრე მიმდინარე კანონმდებლობასა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და, შესაბამისად, ეს უკანასკნელნი არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ზემდგომ ნორმატიულ აქტებს. ხსენებული პრინციპი პირდაპირ არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 26-ე მუხლით. ამას ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად: „თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები“;
ბ) ქვეყნის კანონმდებლობა და დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო და რეგიონალური საზედამხედველო ორგანოების იურისპრუდენციითა და პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებთან, წარმოშობს საერთაშორისო თუ რეგიონალური საზედამხედველო ორგანოების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ დიდი ოდენობით გადაწყვეტილებათა მიღების პოტენციურ საფრთხეს, რაც, თავის მხრივ, პირველ რიგში, ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე და გამოიწვევს დიდძალი თანხების გადახდას საქართველოს ბიუჯეტიდან განმცხადებელთა სასარგებლოდ.
2.1 პოლიცია და სიცოცხლის უფლების დაცვა
სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ,,ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის”.6 სიცოცხლის უფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ამ მუხლით დაცული უფლებიდან დაუშვებელია გადახვევა ომის ან საომარი თუ საგანგებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაშიც კი. ხსენებული პირდაპირ არის განმტკიცებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სფეროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლით.
სიცოცხლის დაცვის უფლება სახელმწიფოებს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს. ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფომ და მისმა წარმომადგენლებმა არ უნდა წაართვან არავის სიცოცხლე, გარდა კონკრეტული მკაცრად განსაზღვრული შემთხვევებისა: როდესაც სიკვდილით დასჯა ხორციელდება სასამართლო განაჩენის საფუძველზე; სასიკვდილო ძალა გამოიყენება ნებისმიერი პირის არამართლზომიერი ძალადობისაგან დასაცავად; კანონიერად დაკავებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; აჯანყების ან ბუნტის ჩასახშობად. საყურადღებოა, რომ საქართველო არის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 დამატებითი ოქმისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 ოქმების მონაწილე, რომელთა თანახმად, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, არ განახორციელოს სიკვდილით დასჯა როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის ან საგანგებო მდგომარეობის დროს.
რაც შეეხება სახელმწიფოების პოზიტიურ ვალდებულებას, იგი გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებს, გამოძიება წარმართონ ადეკვატურად, ჯეროვნად და სრულყოფილად ფატალური შემთხვევების არსებობისას, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს სიცოცხლის უფლება გარანტიას აძლევს ნებისმიერ პირს, დაცული იყოს სიკვდილის ყველა საფრთხისაგან. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოჩენილი მკვლევარი აცხადებდა:
„კანონით დაცული უნდა იქნეს არა თვით სიცოცხლე, არამედ სიცოცხლის უფლება“.7
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - W. v. the United Kingdom8 - განაცხადა, რომ კონკრეტული სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულება - დაიცვან სიცოცხლე, რა თქმა უნდა, იმას კი არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს პირადი მცველით, არამედ გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, აღძრან სამართალწარმოება, ჯეროვნად გამოიძიონ კონკრეტული შემთხვევები და დაადგინონ პირი, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, რათა წარუდგინონ იგი მართლმსაჯულებას.
სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით საზედამხედველო ორგანოები ყველაზე ხშირად იხილავენ სწორედ პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად გამოყენებული სასიკვდილო ძალის პროპორციულობის საკითხს. მე-6 ზოგად კომენტარში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს:
„კომიტეტი თვლის, რომ ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა არა მხოლოდ ისეთი ღონისძიებები უნდა განახორციელონ, რომლებიც მიმართული იქნება დამნაშავეების მიერ ინდივიდუალური პირების სიცოცხლის ხელყოფის აღკვეთისა და დასჯისაკენ, არამედ ეს ვალდებულება ასევე მოიაზრებს ხელისუფლების წარმომადგენლების [პოლიციის, უშიშროებისა და სხვა ანალოგიური ძალების] მიერ თვითნებური სასიკვდილო ძალის გამოყენების დაუშვებლობას“.
აღნიშნულ შეხედულებას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიემხრო საქმეში - Suarez de Guerrero v. Colombia. აღნიშნული საქმე ეხებოდა პოლიციის ძალების მიერ ჩატარებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც დაგეგმილი იყო გატაცებული ელჩის გათავისუფლება. სავარაუდო ადგილსამყოფელში ელჩი ვერ იქნა აღმოჩენილი და პოლიცია ჩაუსაფრდა ხსენებულ სახლში. მოგვიანებით 7 პიროვნება შევიდა აღნიშნულ სახლში გარკვეული ინტერვალით. ყოველი მათგანი მოკლულ იქნა სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენელთა მიერ. კომიტეტმა დაადგინა პაქტის მე-6 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა და განმარტა, რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება, მართალია, ნებადართული იყო კოლუმბიის კანონმდებლობით, მაგრამ წინამდებარე საქმეში იგი არ იყო აბსოლუტურად აუცილებელი და პირდაპირპროპორციული მოსალოდნელი საფრთხისა. კომიტეტმა ასევე შეაფასა პოლიციის ძალების მოქმედება თვითნებურად და განმარტა, რომ ეს უკანასკნელი მიუთითებს არა მხოლოდ „კანონით გაუთვალისწინებელი უფლებამოსილების განხორციელებაზე“, არამედ ასევე გულისხმობს არაპროპორციულობასა და მიზანშეუწონლობას.
პირველი საქმე, რომელიც ევროპულ დონეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით, იყო McCann and Others v. the United Kingdom.9 აღნიშნული საქმე ეხებოდა გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების მიერ ირლანდიის განმათავისუფლებელი არმიის (IRA) წევრების სასიკვდილოდ დაჭრას, რათა თავიდან აეცილებინათ ბომბის დამონტაჟება და მისი აფეთქება გიბრალტარის ცენტრში. აღნიშნული მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სანამ საქმის კონკრეტულ ფაქტებს განაზოგადებდა და მათ საკუთარ შეფასებას მისცემდა, მე-2 მუხლის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ასეთი ზოგადი კომენტარები გააკეთა:
„მთლიანობაში სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული გამონაკლისი იმას კი არ ადგენს, რომ ნებადართულია პირის განზრახ მკვლელობა, არამედ აღწერს იმ შემთხვევებს, როცა ნებადართულია „ძალის გამოყენება“, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუფრთხილებელი შედეგი, ანუ ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევა. თუმცა ძალის გამოყენება უნდა იყოს „აბსოლუტურად, უმკაცრესად აუცილებელი“.
ტერმინ „აბსოლუტურად აუცილებელთან“ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ავალდებულებს სახელმწიფოებსა და ხელისუფლების ორგანოებს, რომ მათ უმკაცრესად და ჯეროვნად გამოიკვლიონ ძალის გამოყენების „აუცილებლობის“ შესაძლებლობა. გამოყენებული ძალა უმკაცრესად პროპორციული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს გამონაკლისებად მიჩნეულ კანონიერ მიზნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს განსაკუთრებული გულმოდგინებითა და ყურადღებით, მხედველობაში იღებს საქმესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას, მათ შორის იმას, თუ როგორ დაგეგმეს და განახორციელეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ოპერაცია, რომლის შედეგადაც პირს წაერთვა სიცოცხლე.
ზემოხსენებულ McCann-ის საქმეში, მართალია, სასამართლომ დაუშვა ის მოსაზრება, რომ ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბომბის აფეთქების თავიდან ასაცილებლად კეთილსინდისიერად ვარაუდობდნენ ეჭვმიტანილი პირების მიმართულებით ცეცხლის გახსნის აბსოლუტურ აუცილებლობას, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა მაინც მოახდინა სასამართლოზე ზეგავლენა და საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა სიცოცხლის უფლების დარღვევა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ, პირველ რიგში, ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ნება მისცეს ეჭვმიტანილებს, შესულიყვნენ გიბრალტარში, რათა ეთვალთვალათ მათი მოქმედებებისათვის, მაშინ როცა ხელისუფლების ორგანოებს თავისუფლად შეეძლოთ მათი დაკავება საზღვრის გადალახვისას; მეორე მხრივ, ხელისუფლების ორგანოებს არ დაუშვიათ ის შესაძლებლობა, რომ მათი დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა მცდარი ყოფილიყო; მესამე, ჯარისკაცებმა ავტომატურად გახსნეს სასიკვდილო ცეცხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არაჯეროვნად დაგეგმეს და განახორციელეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც დადგა სასიკვდილო შედეგი.
ასევე, კონვენციის მე-2 მუხლთან პოლიციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის შეუსაბამობას ასაჩივრებდნენ განმცხადებლები ევროპული სასამართლოს წინაშე საქმეში - Andronicou and Constantinou v. Cyprus.10 აღნიშნულ საქმეში მამაკაცმა თავისი დანიშნული საცოლე სახლში მძევლად აიყვანა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ სცადა მოლაპარაკება გამტაცებელთან, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით, განხორციელდა ბინის შტურმი, რის შედეგადაც გამტაცებელიც და მძევალიც დაიღუპნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებულ ძალას არ გადაუჭარბებია იმ მოცულობისათვის, რომელიც ,,აბსოლუტურად აუცილებელი” იყო მოცემულ ვითარებაში. სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია ადეკვატურად იყო დაგეგმილი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი ისაა, რომ ოპერაციის დროს მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში უნდა შემცირდეს პირისათვის სიცოცხლის წართმევის საფრთხე.
ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად აწევს ხელისუფლების ორგანოებს. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ განხორციელებული ოპერაციის დროს სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო ერთადერთი გამოსავალი და ყველა სხვა საშუალება ამოწურული იყო. ხელისუფლების ორგანოებმა ასევე უნდა შეძლონ იმის დამტკიცება, რომ ასეთი გამოუვალი მდგომარეობა მათ მიერ არ იყო გამოწვეული, და არაკანონიერი მოქმედების აღკვეთა არ ყოფილა შესაძლებელი მანამდე, სანამ სიტუაცია კრიტიკული გახდებოდა.
სიცოცხლის უფლება უზრუნველყოფილი და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”.
კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯის უფლებას მის სრულ გაუქმებამდე, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული მუხლი ძალადაკარგულად მიიჩნევა, რადგან სახელმწიფომ მიიღო კანონი „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“, რომლის შედეგადაც აიკრძალა სიკვდილით დასჯის გამოყენება. კანონი ძალაში შევიდა 1997 წლის 11 ოქტომბერს. ამასთანავე, საქართველომ მოახდინა გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 დამატებითი ოქმისა11 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 დამატებითი ოქმის რატიფიცირება12, რითაც იკისრა ვალდებულება, არ განახორციელოს სიკვდილით დასჯა როგორც მშვიდობიანობის პერიოდში, ისე საომარი ან საგანგებო მდგომარეობის არსებობის დროსაც.
ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტები, საქართველოს კონსტიტუციაც გამორიცხავს რაიმე სახის გადახვევას სიცოცხლის უფლების დაცვის შესახებ დებულებებიდან. კონსტიტუციის 46-ე მუხლი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებას, შეზღუდოს სიცოცხლის უფლება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს.
სიცოცხლის უფლება ასევე დაცულია მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით. კოდექსის მე-19 თავი (108-ე -116-ე მუხლები) განსაზღვრავს და დანაშაულად აცხადებს პირის განზრახ მკვლელობას (108-ე მუხლი), მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით (ევთანაზიას) (110-ე მუხლი), აფექტის დროს ჩადენილ მკვლელობას (111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ (112-ე მუხლი), აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების შედეგად ჩადენილ (113-ე მუხლი) და დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (114-ე მუხლი) ჩადენილ მკვლელობებს, თვითმკვლელობამდე მიყვანას (115-ე მუხლი) და გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობას. სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ არის მიჩნეული და ყველაზე უფრო მკაცრად არის დაგმობილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, რომელთა თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება - სისხლისსამართლებრივად დასჯადად გამოაცხადოს და მკაცრი სასჯელი განსაზღვროს სიცოცხლის არამართლზომიერ ხელყოფასთან დაკავშირებით.
სიცოცხლის არაკანონიერი ხელყოფის აკრძალვასთან ერთად საქართველოს კანონმდებლობა უშვებს მართლზომიერი ძალის გამოყენების შედეგად პირის სიცოცხლის ხელყოფის შესაძლებლობას, მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს, როდესაც მკაცრად არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ ძალასა და არსებულ საფრთხეს შორის.
საქართველოს კანონმდებლობა ასევე ცნობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ისეთი ძალის გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიწვევს სასიკვდილო შედეგს. აღნიშნული ნორმები ძირითადად განსაზღვრულია პოლიციის შესახებ კანონში. 2005 წლის 11 ნოემბრის ცვლილებების შედეგად დეტალურად განისაზღვრა პოლიციის მუშაკის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობები. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიციელს უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება აქვს: ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) მძევლების გასათავისუფლებლად; დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად; ე) მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან ცდილობს გაქცევას; ვ) მოქალაქეთა ბინებზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ თუ კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას; ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით, როდესაც მძღოლი არ ემორჩილება ბრძანებას და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
კანონის მოთხოვნის თანახმად, ზემოხსენებული ყველა შემთხვევისას პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა „პოლიციის შესახებ“ კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც პოლიციელს შეუძლია, გაფრთხილების გარეშე გახსნას ცეცხლი. ასეთ შემთხვევებად მოიაზრება: შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, სატრანსპორტო თუ მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმა, ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევა, დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევა, დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეზღუდული ხილვადობისა თუ ტყიან ადგილებში გაქცევა.
ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. მოქმედი კანონი და სამართლებრივი დებულებები ამომწურავად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ისეთი ძალის გამოყენება, რომელსაც შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს სასიკვდილო შედეგი. ფორმალურ დონეზე კანონმდებლობა არ იძლევა პოლიციელის მხრიდან სასიკვდილო ძალის თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას, არამედ ხსენებულს მკაცრ ჩარჩოებში ათავსებს და ზუსტად და ზედმიწევნით განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში არის შესაძლებელი პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და ადგენს იარაღის გამოყენების წესს.
პრაქტიკულად, საბედნიეროდ, ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოებს არც უნივერსალურ და არც რეგიონალურ დონეზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.13 2005 წლის განმავლობაში პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელებულ რამდენიმე ოპერაციას, სამწუხაროდ, შედეგად მოჰყვა ეჭვმიტანილთა ლიკვიდაცია. ანალოგიური ოპერაციების დროს უმკაცრესად უნდა იქნეს დაცული პროპორციულობის პრინციპი შექმნილ საფრთხესა და გამოყენებულ სასიკვდილო ძალას შორის. ხელისუფლების ორგანოები ვადებულნი არიან, ყველა შემთხვევაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას გამოიყენონ სასიკვდილო ძალა. მათ ასევე ეკისრებათ ვალდებულება, გონივრულ ფარგლებში არ დაუშვან, სიტუაცია გახდეს კრიტიკული, როდესაც გამოსავალი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასიკვდილო ძალის გამოყენება.
ზემოხსენებული ნეგატიური ვალდებულების გარდა, სიცოცხლის უფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოები სახელმწიფოებს აკისრებენ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, გონივრულ ფარგლებში აღკვეთონ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, დაუყოვნებლივ აღძრან სი ოცხლის ხელყოფის შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება, ეფექტიანად აწარმოონ იგი და მაქსიმალური ღონისძიებები გაატარონ დამნაშავის დასადგენად და გასასამართლებლად.
სახელმწიფოს მხრივ ზემოხსენებული პოზიტიური ვალდებულების განხორციელების საშუალებებთან მიმართებით გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. სახელდობრ, სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების უწყებრივი ქვემდებარეობა შეიცვალა და 2005 წლის 16 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, პროკურატურის ნაცვლად გამოძიებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს ჩაუტარდეთ ტრენინგი და მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოებზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების განუხორციელებლობა ან არაჯეროვნად განხორციელება გამოიწვევს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო საზედამხედველო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების გამოტანას და სავარაუდო მსხვერპლთა სასარგებლოდ დიდძალი ფინანსური სახსრების დაკისრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზიდან გამომდინარე, კომპეტენტური საგამოძიებო უწყება ვალდებულია, სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებში მოახდინოს დანაშაულის ადგილის ლოკალიზება და არსებული მტკიცებულებების დაცვა,14 დანიშნოს გვამისა და გარდაცვლილი პირის ტანსაცმლის ექსპერტიზა, რომელიც ყოვლისმომცველად და ობიექტურად უნდა ჩატარდეს,15 მკვლელობის იარაღის ექსპერტიზა,16 თვითმხილველთა და უმნიშვნელოვანეს მოწმეთა გონივრულ ვადებში დაკითხვა,17 დანაშაულის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიება18 და სხვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს, თუ რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს სიცოცხლის ხელყოფის დანაშაულთან მიმართებით. აღნიშნულთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გამომძიებელმა, რომელსაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა აძლევს შეუზღუდავ შესაძლებლობას, განახორციელოს საგამოძიებო ღონისძიებები.
2.2. პოლიცია და წამების აკრძალვა
ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მიერ რატიფიცირებული მრავალი ხელშეკრულება ცალსახად და უპირობოდ კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.19 საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ვალდებულებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს, ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება - არ დაუქვემდებარონ პირი წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, არამედ ასევე პოზიტიური ვალდებულებაც, რომლის თანახმად:
„თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა სახის ღონისძიებები, რათა თავისი იურისდიქციის ფარგლებში სრულად აღკვეთონ წამება“.20
ზემოხსენებული ნათლად წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების მხრიდან ისეთი საკანონმდებლო ბაზის მიღებასა და განხორციელებას, რომელიც კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და შესაძლებლობას მისცემს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლს, ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ხელისუფლების ორგანოების წინაშე. ეს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ ახალი კანონმდებლობის მიღებას, არამედ ასევე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლებიც, გამომდინარე ადამიანის უფლებათა მზარდი სტანდარტებიდან, მუდმივად განიცდის პროგრესს.
წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის ასახვა ქვეყნის სამართლებრივი აქტების სისტემაში უმაღლესი იერარქიული ადგილის მქონე ნორმატიულ აქტში - საქართველოს კონსტიტუცია - არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად:
„1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“
ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი და გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-ლი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლიც აბსოლუტური უფლების სახით აცხადებს წამების, არაადამიანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის დაუშვებლობას. კონსტიტუციის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლება არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე სახის გამონაკლისს, თუნდაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს. კონსტიტუციის 46-ე მუხლი, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, შეზღუდოს კონსტიტუციის მე-2 თავში გაცხადებული გარკვეული უფლებები, არ მოიაზრებს მე-17 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების შეზღუდვას და მას აბსოლუტურ უფლებად აცხადებს.
მართალია, მე-17 მუხლი აბსოლუტური ხასიათისაა და, ერთი შეხედვით, სრულად უნდა გამორიცხავდეს კონსტიტუციურ დონეზე არასათანადო მოპყრობის განხორციელებას ნებისმიერ პირთან მიმართებით, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში კვლავაც არსებობს გარკვეული ხარვეზი, რომელიც წარმოშობს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის განხორციელების ისეთ პოტენციურ საფრთხეს, როგორიც არის თავისუფლებაშეზღუდულ პირთან მიმართებით ფიზიკური თუ ფსიქიკური ზეწოლის გამოყენება. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
„დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება“.
მაგრამ აღნიშნული დებულება პოტენციურად შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას. კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული უფლება, მათ შორის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის დაუშვებლობაც. ზემოხსენებული აშკარად ეწინააღმდეგება წამების აკრძალვის აბსოლუტურ ხასიათს. მხედველობაში აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა არის საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შემადგენელი ნაწილი და, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იგი ჯუს ცოგენს-ად არის მიჩნეული, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის და გამორიცხავს რაიმე სახის გადახვევას ან მის შეზღუდვას თუნდაც საომარი მდგომარეობის ან საგანგებო ვითარების არსებობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლეს. ამასვე განსაზღვრავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-4 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლები, რომელთა თანახმადაც, დაუშვებელია არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შეზღუდვა ან მისი დებულებებიდან გადახვევა საომარი ან სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის დროს. გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად კი, ,,არანაირ გამონაკლის გარემოებას, როგორი ხასიათისაც არ უნდა იყოს იგი, საომარ მდგომარეობას ან ომის საფრთხეს, შიდაპოლიტიკურ არასტაბილურობას ან ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარებას, არ შეუძლია გაამართლოს წამება.” სამწუხაროდ, ხსენებული ხარვეზი ისევ არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში და, მიუხედავად ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებისა, ხსენებული ამ ეტაპზე არ იქნა გაზიარებული საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
2.2.1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა
საპროცესო კანონმდებლობის კუთხით წამების აკრძალვასთან და საყოველთაო აღმოფხვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს შემდეგი გარანტიების გათვალისწინებასა და გამოყენებას:
● დაპატიმრებული პირის უფლებას, თავისი დაპატიმრების შესახებ არჩევანისამებრ შეატყობინოს მესამე მხარეს (ოჯახის წევრი, მეგობარი, საკონსულო);
● ადვოკატის ხელმისაწვდომობას;
● დაპატიმრებული პირის უფლებას, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება თავისივე არჩეული ექიმის მიერ.21
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი იცავს პირის ხელშეუხებლობას, მის პატივსა და ღირსებას. მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახველი მეთოდების გამოყენება“. იმავე მუხლის მე-7 ნაწილი კი კრძალავს „საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას ... პირის მიმართ შურისძიების, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის თუ სხვა ხერხების გამოყენებას“. იკრძალება ასევე „ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა“.
2005 წლის მარტში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, კოდექსის 145-ე მუხლი მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისაგან პირის დაკავების შემდგომ დაუყოვნებლივ ოქმის შედგენას, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დაკავების მომენტში დაკავებული პირის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ და მისი დაკავების ზუსტ დროს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის 138-ე მუხლის თანახმად, თავისუფლებაშეზღუდული პირის ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა შეატყობინოს პირის დაკავებიდან 5 საათის განმავლობაში, ხოლო არასრულწლოვნის დაკავების შემთხვევაში 3 საათის განმავლობაში.
მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 29 იანვარს არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცალკეული დებულებები, 2004 წლის აგვისტოში შეტანილმა ცვლილებებმა საპროცესო კოდექსში აღმოფხვრა ის ხარვეზი, რომლის თანახმად, თავისუფლებაშეზღუდულ პირს ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება ჰქონდა მხოლოდ ფორმალურად მისი ეჭვმიტანილად ცნობის შემდგომ, რაც უნდა განხორციელებულიყო 12 საათის განმავლობაში. ცვლილებების თანახმად, თავისუფლებაშეზღუდულ პირს ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება აქვს დაკავების მომენტიდან.
2005 წლის მარტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 3 საათიდან 6 საათამდე გაიზარდა დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც თავისუფლებაშეზღუდულ პირს შეუძლია, აირჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი. იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი ვერ განახორციელებს აღნიშნულს მოცემული დროის განმავლობაში, მას უფლება აქვს, ისარგებლოს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის დახმარებით. ამ ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ერთსაათიანი დროის შეზღუდვა, რომლის განმავლობაშიც ეჭვმიტანილს შეეძლო შეხვედროდა ადვოკატს და მას მიეცა ადვოკატთან შეხვედრის შეუზღუდავი უფლება.
2004 წლის ცვლილებებმა თავისუფლებაშეზღუდულ პირს ასევე მიანიჭა უფლება, მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება მისი დაკავების მომენტიდან. გამომძიებლის მიერ აღნიშნული სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ვალდებულია, განიხილოს საჩივარი 24 საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, თავისუფლებაშეზღუდულ პირს და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ, მოითხოვონ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება საკუთარი ხარჯებით. სამართლებრივად ორივე სახის ექსპერტის (სახელმწიფოს მიერ დანიშნული და კერძო) დასკვნას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
წამების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად წარმართვისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი მტკიცებულების გამოყენების აკრძალვა, რომელიც არასათანადო მოპყრობის შედეგად იქნა მოპოვებული. წამებისა თუ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად:
„თითოეულმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, მტკიცებულებად არ ჩაითვალოს სამართალწარმოებისას ნებისმიერი განცხადება, რომელიც დადგინდება, რომ მოპოვებულ იქნა წამების შედეგად“.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ აქვს იურიდიული ძალა. საპროცესო კანონმდებლობაში 2005 წლის 17 ივნისს განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო განამტკიცა საკანონმდებლო დონეზე არასათანდო მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის შესაძლებლობა. ცვლილებების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაცია შემოიღეს საპროცესო კანონმდებლობაში 477-ე მუხლის სახით, რომლის თანახმად, თუ განსასჯელი წინააღმდეგია, მის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული მტკიცებულება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლო სამართალწარმოების ეტაპზე.
წამების აკრძალვისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის აღმოფხვრის კუთხით უმნიშვნელოვანესი ცვლილებები შეიტანეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში 2005 წლის 16 დეკემბერს, 6791-ე მუხლში მე-71 ნაწილის სახით. ხსენებული მუხლის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევაში, მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ამავე დროს, 6793-ე მუხლის მე-21 ნაწილი ავალდებულებს კომპეტენტურ სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს უშუალოდ ბრალდებულისაგან, რომ მის მიმართ არ მომხდარა არასათანადო მოპყრობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან.
2.2.2. უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები
წამებისა თუ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ გაეროს 1984 წლის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად:
„1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ წამება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად სისხლის სამართლის კანონმდებლობით...
2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ამ სახის დანაშაულისათვის უნდა დააწესოს შესაფერისი სასჯელი, რომელიც შესაბამისი იქნება ამ დანაშაულის სიმძიმის ხასიათთან.“
2005 წლის 23 ივნისის ცვლილებებამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა გარკვეული ხარვეზი, რომელიც შეუსაბამო იყო საქართველოს მიერ წამების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადების ვალდებულებასთან, კერძოდ, ხარვეზი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში, რომელიც არაჯეროვნად გადმოსცემდა წამების, როგორც დანაშაულის, დისპოზიციას და არ შეესაბამებოდა წამების აკრძალვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ დეფინიციას. კოდექსის ადრე მოქმედი 126-ე მუხლის თანახმად, რომელიც წამებას დანაშაულად აცხადებდა, ეს უკანასკნელი განმარტებული იყო როგორც „სისტემატური ცემა, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევდა ანალოგიური ქმედების ჩადენას: „წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“. ნათელი იყო, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში მოცემული დეფინიცია ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ გადმოსცემდა წამების სრულ არსს, რადგანაც: ა) იგი გულისხმობდა მხოლოდ სისტემატურ ქმედებას (ცემას ან სხვა ძალადობას) მაშინ, როდესაც ერთჯერადად განხორციელებული განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა მრავალჯერ იქნა დაკვალიფიცირებული საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიერ როგორც წამება, მაგალითად: დენის მიერთება, გაუპატიურება და სხვა; ბ) დეფინიცია ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ ფიზიკურ ზემოქმედებაზე, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვია ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ (დამამცირებელ) მოპყრობად მრავალჯერ დაკვალიფიცირდა პირის მიმართ განხორციელებული არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ასევე ფსიქიკური ზეწოლა; გ) დეფინიცია არ მიუთითებდა გარკვეული მიზნის მიღწევის ფაქტორზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია იმისათვის, რათა ქმედება დაკვალიფიცირდეს წამებად. აღნიშნული მუხლი ასევე ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლებით სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნას, რომლის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, სისხლისსამართლებრივად დასჯადად გამოაცხადონ არაადამიანური და ღირსების შემლახველი (დამამცირებელი) მოპყრობა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზედამხედველო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მრავალჯერ გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები.
2005 წლის 23 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად კოდექსის 126-ე მუხლს შეეცვალა სახელწოდება და ადრე წამებად განსაზღვრული ქმედება დაკვალიფიცირდა ძალადობად, ხოლო კოდექსის 1441-ე და 1423-ე მუხლებით განისაზღვრა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი (დამამცირებელი) მოპყრობა:
მუხლი 1441. წამება
1. წამება, - ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას, და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, - ისჯება თავისუფლების აღკვე- თით ვადით ხუთიდან ათ წლამდე ან ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, - ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
მუხლი 1442. წამების მუქარა
ამ კანონის 1441 მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა
1. პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს,
ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
იგივე ქმედება, - ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ხუთ წლამდე ვადით ან უამისოდ.
335-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“
აღნიშნულმა ცვლილებებმა აღმოფხვრა სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ყველა ის ხარვეზი, რომელნიც წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი (დამამცირებელი) მოპყრობის დანაშაულად გამოცხადებასთან დაკავშირებით არსებობდა. ცვლილებების შედეგად შემოღებულ იქნა წამების ახალი დეფინიცია, არაადამიანური და ღირსების შემლახველი (დამამცირებელი) მოპყრობის განსაზღვრება, რომელიც მანამდე არ არსებობდა კოდექსში და გარკვეულ სამართლებრივ ბარიერებს უქმნიდა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომ მართებულად დაეკვალიფიცირებინათ ქმედება.
მიუხედავად პოზიტიური ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა წამებასთან ბრძოლის კუთხით, საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოები და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც გამოთქვამენ გარკვეულ შენიშვნებსა და შეშფოთებას საქართველოში წამების აღმოფხვრასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მიმართ. სამწუხაროდ, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მ. ნოვაკი თავის 2005 წლის 15 მარტის მოხსენებაში, წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2002 წლისა და 2005 წლის მოხსენებებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები: Amnesty International-ი 2005 წლის 23 ნოემბრის მოხსენებაში, Human Rights Watch-ი 2005 წლის 13 აპრილის მოხსენებასა და საქართველოს პრეზიდენტისადმი 2005 წლის 14 ივლისს გაგზავნილ წერილში, ორგანიზაცია Redress-ი 2005 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ მოხსენებაში არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ საქართველოში წამებასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას. საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს წამებისა, და სხვა არასათანადო მოპყრობის განმახორციელებელ პირთა წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
წამების აკრძალვის ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები, ნეგატიური ვალდებულებების გარდა (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), პოზიტიურ ვალდებულებებსაც აკისრებს სახელმწიფოებს, რაც ეროვნულ კანონმდებლობაში, ფორმალურად წამების აკრძალვასთან ერთად, გულისხმობს პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებასაც:
„თითოეული სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იგი დაექვემდებარა წამებას, უნდა ჰქონდეს უფლება, წარადგინოს საჩივარი და მისი საქმე განხილულ იქნეს სწრაფად და მიუკერძოებლად ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ“.
არსებული პრაქტიკიდან ქვემოთ მოყვანილი კონკრეტული მაგალითები ეფუძნება სწორედ ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და წარმოაჩენს იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც, მათი ავტორების განცხადებით, ჯერჯერობით კიდევ არსებობს წამებასთან ეფექტიანად ბრძოლის კუთხით. პირველ რიგში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ:
„პროკურორები სისტემატურად თავს იკავებენ, აღძრან და წარმართონ გამოძიება ძალიან ბევრ ისეთ საქმეზე, რომლებიც პოტენციურად მოიცავს წამებასა და არასათანადო მოპყრობის ელემენტებს. ათეულობით საქმეზე, რომლებთან დაკავშირებითაც პროკურატურამ აღძრა გამოძიება, დამნაშავენი არ იქნენ წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე“.22
მართალია, გასულ წლებთან შედარებით პროგრესი შეიმჩნევა, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და მის დასაძლევად კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები. თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, ციფრები შემაშფოთებელია: მაგალითად, 2004 წლის მე-2 ნახევარში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ვარდების რევოლუციის შემდგომ მარტო თბილისში წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას დაექვემდებარა 1100 ადამიანზე მეტი. თუკი აღნიშნულ ციფრს შევადარებთ გენერალური პროკურატურის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ჩადენაში მხილებული და მსჯავრდებული პოლიციელების რაოდენობასთან (10 პოლიციელი) დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, აშკარა ხდება, რომ დაუსჯელობის პრობლემა ძალზე შემაშფოთებელია. აღნიშნული ემსახურება დაუსჯელობის სინდრომის გავრცელებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის და ზრდის წამების ჩადენის პოტენციურ საფრთხეს.23
იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, აღნიშნული ხორციელდება წამებასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
1. თუკი გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს გასული წლების განმავლობაში, იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულები საჩივრებს წარუდგენდნენ კომპეტენტურ ორგანოებს მათ მიმართ პოლიციელთა მხრიდან წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის განხორციელებასთან მიმართებით და პროკურატურა იღებდა გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ხდებოდა არა წამების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის ადრე მოქმედი 126-ე მუხლი), არამედ სამოხელეო დანაშაულის მუხლებით, კერძოდ 333-ე მუხლითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება). აღნიშნულს შესაძლოა, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს: ა) პროკურორები ერიდებოდნენ პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რადგანაც სამოხელეო დანაშაულისათვის შედარებით მსუბუქი სასჯელია გათვალისწინებული კოდექსით; ბ) კოდექსის ადრე მოქმედი 126-ე მუხლი არასათანადოდ განმარტავდა და გადმოსცემდა წამების დეფინიციას. თუმცა, ამჟამად მოქმედი პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 6 თვის განმავლობაში, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი დეფინიცია ჯეროვნად იქნა განმარტებული და შესაბამისი დეფინიციები ჩამოყალიბდა 1441-ე და 1443-ე მუხლებში, მიუხედავად მრავალი საჩივრისა, ხსენებული 1441-ე მუხლით მხოლოდ ერთი საქმე აღიძრა 2005 წლის აგვისტოში. უმეტესად საქმეების აღძვრა ამჟამადაც სამოხელეო დანაშაულის მუხლებით ხდება.
2. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტური ორგანო საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას იღებს თუნდაც სამოხელეო დანაშაულის მუხლით, საქმე ვერ აღწევს სასამართლომდე. საქმის შეწყვეტა ხდება ძირითადად იმ მოტივით, რომ ვერ ხერხდება იმ კონკრეტული პირის დადგენა და იდენტიფიცირება, რომელმაც განახორციელა არასათანადო მოპყრობა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ, როდესაც არასათანადო მოპყრობა ხდება პოლიციის განყოფილებაში, წინასწარი გამოძიების იზოლატორში ან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და მსხვერპლი წარმოადგენს დასაბუთებულ საჩივარს მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც ადასტურებს ხილვადი ფიზიკური ჭრილობები, ვიდეო-ან აუდიომასალა, სამედიცინო ცნობა, მტკიცების ტვირთი სწორედ ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ. ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, გამოავლინონ ის პირები, რომლებსაც, შესაძლებელია, შეხება ჰქონოდათ თავისუფლებაშეზღუდულ პირთან. რა თქმა უნდა, დამაჯერებლობას არის მოკლებული საქმის შეწყვეტა ზემოხსენებული არგუმენტის გამო, რადგანაც წარმოუდგენელია იმ პირთა წრის განსაზღვრის შეუძლებლობა, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ პირის მიმართ არასათანდო მოპყრობაში. რადგანაც პოლიციის, წინასწარი გამოძიების იზოლატორსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პოტენციურად განმახორციელებელ პირთა წრე შეზღუდულია, ხელისუფლებას აუცილებლად აქვს ინფორმაცია მათ შესახებ და, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოები არ გაიზიარებენ ხელისუფლების ორგანოების არგუმენტს საქმის შეწყვეტის მოტივთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პირთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა უმეტესად ხორციელდება ეჭვმიტანილის დაკავებიდან მისთვის ბრალის წარდგენის მომენტამდე. არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აღირიცხოს ყველა ის დაზიანება, რომლებიც აღენიშნება დაკავებულ პირს პოლიციაში მიყვანისას; ზუსტად უნდა იქნეს დაფიქსირებული დაკავებისა და პოლიციაში მიყვანის დრო, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან თვითნებური ძალადობის გამოყენება.
ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ გარკვეულ ფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია ასევე დაკავების მომენტში არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მუდმივად უნდა გაითვალისწინონ, რომ დასაკავებელი პირის მიმართ ისეთი ძალის გამოყენება, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელი არ არის მოცემულ მომენტში, ითვლება არასათანადო მოპყრობად და დაგმობილია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
როგორც უკვე აღინიშნა, არასათანადო მოპყრობის ფაქტები ყველაზე ხშირად ხდება დაკავების მომენტში. ამას გარკვეულწილად შეიძლება ხელს უწყობდეს ნიღბების გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან, რაც შეუძლებელს ხდის მათ ამოცნობას დასაკავებელ პირთა მხრიდან, ზრდის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების შესაძლებლობას და ამ ქმედებისათვის დაუსჯელობის შანსს. რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ნიღბების გამოყენება პირის ან პირთა ჯგუფის დაკავებისას, მაგრამ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, სასურველი იქნებოდა, რომ ნიღბიან პოლიციელებს ჰქონდეთ გარკვეული ამოსაცნობი სამკერდე ნიშანი დაშიფრული სახით, რაც შეუძლებელს გახდის დაკავებული პირის მიერ მათი რეალური ვინაობის დადგენას, მაგრამ აღნიშნული ნიშნის მითითების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენტურ ორგანოსა და პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დაადგინონ მათი რეალური ვინაობა.
2.3. პოლიცია და თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება
ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების უწინარესი დანიშნულებაა ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან თვითნებობის აკრძალვა და მაქსიმალურად შეზღუდვა. თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები პირდაპირ მოითხოვს, რომ თავისუფლების თითოეული შეზღუდვა ემყარებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და განხორციელდეს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით. პირისათვის თავისუფლების აღკვეთის მთლიანი პერიოდი უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს. თავის მხრივ, თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებს და არ აძლევდეს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებს პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით თვითნებობის განხორციელების შესაძლებლობას. სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვისაგან განსხვავებით, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლებელია მისგან გადახვევა საომარი თუ საგანგებო მდგომარეობის დროს.
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების ჯეროვნად განხორციელებასა და დაცვასთან მიმართებით უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება პოლიციას. სწორედ პოლიციის წარმომადგენლები არიან ის პირები, ვინც პრაქტიკაში ახორციელებენ ინდივიდუალური პირებისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას. სწორედ მათ ეკისრებათ ვალდებულება, რომ თავისუფლების აღკვეთა მოახდინონ მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი დაცვით, დაკავებულ პირს სწრაფად შეატყობინონ დაკავების მიზეზები და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგინონ და მოიპოვონ მართლმსაჯულების ორგანოსაგან დაპატიმრების ნებართვა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, „ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია“. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავისუფლებაშეზღუდული ნებისმიერი პირი არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს კომპეტენტურ სასამართლოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას პირის პატიმრობაში აყვანასთან დაკავშირებით, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მრავალი საკანონმდებლო სიახლე შეიტანეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მიღებულ ცვლილებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასწარი პატიმრობის დროის შემცირება. საკანონმდებლო ინოვაციის თანახმად, წინასწარი პატიმრობის ვადებს განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის საერთო პატიმრობის ვადა, ნაცვლად 9 თვისა, არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ამ მუხლის დებულებების თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადა განისაზღვრება 2 თვით. ნებადართულია პატიმრობის ვადის გაგრძელება თითო თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ბრალდებული დაარღვევს მისთვის შერჩეულ ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას, ბრალდება დაუმძიმდება, საქმე განსაკუთრებული სირთულისაა, პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ გამოძიების დამთავრების შემდგომ საქმის მასალების გაცნობას. სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შემთხვევაში დასაშვებია ბრალდებულის პატიმრობის ვადის გაგრძელება, მაგრამ არაუმეტეს 60 დღისა. კოდექსის დასკვნითი დებულებების თანახმად (681-ე მუხლი), პატიმრობის ვადები ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
ზემოხსენებული ცვლილება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების ჯეროვნად განხორციელების კუთხით. თუმცა შეტანილ ცვლილებებში ასევე არის დებულებები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული შეუსაბამობა გამოიწვიოს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებთან. მაგალითად, საპროცესო კანონმდებლობიდან, 2005 წლის 17 ივნისის ცვლილებების თანახმად, ამოღებულ იქნა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის ყოფნის დრო ითვლებოდა წინასწარი პატიმრობის ვადაში. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა 162-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის ყოფნის დრო არ ჩაითვლება პატიმრობის ვადაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ, ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების განმარტების თანახმად, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება ეხება და იცავს არა მხოლოდ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც მოთავსებულები არიან საგამოძიებო იზოლატორების საკნებსა თუ საპყრობილეებში, არამედ ასევე გულისხმობს სიტუაციებსაც, როდესაც პირს რეალურად აქვს შეზღუდული თავისუფლება, მიუხედავად იმისა, იგი მოთავსებულია საკანში თუ არა. არანაირად არ იცვლება იმ ბრალდებულის თავისუფლების მდგომარეობა, რომელსაც შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და მოთავსებულია სტაციონარულ ექსპერტიზაზე სამედიცინო დაწესებულებაში. მას არ აქვს უფლება, თავისი სურვილისამებრ გადაადგილდეს და დატოვოს შენობა, შეხვდეს ახლობლებს და იქონიოს ნორმალური სოციალური კონტაქტები გარესამყაროსთან, ანუ, თავისი სოციალური სტატუსით და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი რჩება პატიმრად, რომელსაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ აქვს შეზღუდული თავისუფლება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდი აუცილებლად უნდა შედიოდეს წინასწარი პატიმრობის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო საზედამხედველო ინსტიტუტების პრეცედენტული სამართლისა და იურისპრუდენციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება იმის მტკიცება, რომ დიდია ალბათობა, ასეთი კანონმდებლობა და მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებები დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოდ იქნეს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თუ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ.
გარკვეული პრობლემები შეინიშნება მოქმედ პრაქტიკასთან დაკავშირებითაც, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
„აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს...“.
მრავალი პროგრესული ნაბიჯის, საკანონმდებლო ინიციატივისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობის მიუხედავად, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით საქართველოში კვლავაც არსებობს გარკვეული პრობლემები როგორც კანონმდებლობასთან, ისე პრაქტიკასთან დაკავშირებით. ხსენებულს მოწმობს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, მიერ გამოქვეყნებული შენიშვნები, რეკომენდაციები და მონიტორინგის შედეგები. სულ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მ. ნოვაკმა აღნიშნა:
„... ხელისუფლების ორგანოები თითქმის ყოველთვის ექსკლუზიურად მიმართავენ ბრალდებული პირების წინასწარ პატიმრობას, მიუხედავად სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა...
...სპეციალური წარმომადგენელი თვლის, რომ ხსენებული პრაქტიკა და თითქმის უალტერნატივო თავისუფლების აღკვეთა ფეხქვეშ თელავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ მიდგომასა და წესს, რომელთა თანახმად თავისუფლების აღკვეთა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას“.24
სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოში პრეზუმფცია თავისუფლების სასარგებლოდ არ მოქმედებს. არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მყარად შეიძლება იმის გაცხადება, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები თითქმის უალტერნატივოდ, თუ არ ჩავთვლით ძალიან ცოტა გამონაკლისს, მიმართავენ ეროვნულ სასამართლოებს შუამდგომლობით ბრალდებულთა მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების 70 პროცენტზე მეტში ხელისუფლების სხვადასხვა ორგანო (პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და სხვ.) მოითხოვს პირისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. მხოლოდ დედაქალაქში არსებული სტატისტიკური მონაცემები ნათლად ადასტურებს ხსენებულ მეტად შემაშფოთებელ ტენდენციას. მაგალითად: 2004 წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა 22 შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და აქედან დააკმაყოფილა 21; ადვოკატების მიერ საპატიმრო ღონისძიების გაუქმება-შეცვლასთან დაკავშირებით თბილისის საოლქო სასამართლოში შესული 832 საჩივრიდან არ დაკმაყოფილდა 771 საჩივარი; დიდუბე-ჩუღურეთის რ/ნულმა სასამართლომ განიხილა 361 გამოძიების შუამდგომლობა და დააკმაყოფილა 289; გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ განიხილა 515 შუამდგომლობა და დააკმაყოფილა 481; ვაკე-საბურთალოს სასამართლომ განიხილა 401 შუამდგომლობა და დააკმაყოფილა 384; კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ განიხილა 500 შუამდგომლობა და დააკმაყოფილა 451; ისანი-სამგორის სასამართლომ განიხილა 471 შუამდგომლობა და დააკმაყოფილა 337.
კიდევ უფრო მძიმე და შემაშფოთებელია რეგიონებში არსებული სიტუაცია, სადაც პატიმრობის შეფარდებიდან გამონაკლისები თითქმის არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით:
„... 2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას - მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა.
4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.“25
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით:
„1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.
3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი, აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით - გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით“.26
არასახარბიელოა საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა. მოქმედი პრაქტიკა მიუთითებს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის ნორმების უგულებელყოფაზე. არადამაკმაყოფილებელია ამ მხრივ საგამოძიებო ორგანოებისა და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული იდენტური გადაწყვეტილებები. მართლმსაჯულების ორგანოები თითქმის ყოველთვის, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, აკმაყოფილებენ სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნებს და ბრალდებულებს უფარდებენ წინასწარ პატიმრობას.
პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის ან მისი შეფარდების დროს ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა ბრალდებულის პიროვნებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს, კავშირებს ოჯახთან და საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც 75 წელს გადაცილებულ პირებსა და მძიმე ავადმყოფებსაც უფარდებენ წინასწარ პატიმრობას.
საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა ის ფაქტი, რომ უმრავლეს შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოები არანაირი სხვა ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესახებ არ მიმართავენ სასამართლოებს, გარდა პატიმრობის შეფარდებისა. გამოძიების მიერ მოსამართლეების წინაშე წარდგენილი შუამდგომლობები თითქმის იდენტურია, სტერეოტიპულია და არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან, შუამდგომლობის წარდგენის თარიღისა და ბრალდებულის სახელისა და გვარის გარდა. უმეტესწილად საგამოძიებო ორგანოები პატიმრობის შეფარდების საფუძვლად, ყოველგვარი ჯეროვანი და სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, მიიჩნევენ დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის მიმალვის საფრთხესა და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის საფრთხეს.
არასახარბიელოა სიტუაცია მოსამართლეების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელნი ხშირად აკმაყოფილებენ საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებს უპირობოდ; ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეთანხმებიან გამოძიების მიერ წარდგენილ ძალიან მწირ არგუმენტაციას. მოსამართლეები უმეტესწილად არ იხილავენ თითოეული საქმის კონკრეტულ გარემოებებს, მათ გადაწყვეტილებებში არ არის წარმოდგენილი საფუძვლები და ჯეროვანი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის აუცილებელი პირისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რატომ არ შეიძლება სხვა უფრო ნაკლებად მძიმე ღონისძიებამ უზრუნველყოს შესაბამისი ბრალდებული/განსასჯელი პირის გამოცხადება სასამართლო სამართალწარმოების ეტაპზე.
არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალებაა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აღკვეთის ღონისძიების ისეთი საშუალების მოთხოვნა, როგორიც არის გირაო, რა თქმა უნდა, თუ ბრალდებულის სასამართლო სამართალწარმოებაზე გამოცხადების უზრუნველყოფა მისი წინასწარი პატიმრობის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისი უნდა იყოს და არა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა. გირაოს ეფექტიანობა რამდენიმე ფაქტორით ვლინდება:
ა) გირაოს გამოყენებისას ხელისუფლების ორგანოებს ხელთ აქვთ მყარი გარანტიები ბრალდებულის მართლმსაჯულების წინაშე გამოცხადებასთან დაკავშირებით;
ბ) გირაოს გამოყენებისას სახელმწიფოს არ უწევს ბრალდებულის საპატიმრო ადგილებში შენახვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაღება, თავიდან იცილებს საპატიმრო ადგილების გადატვირთულობას.
შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ და პრაქტიკულ დონეზე განახორციელონ ამ მეტად ეფექტიანი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება და პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის მაგივრად გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართონ მართლმსაჯულების ორგანოებს. აღნიშნული შეამცირებს საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიერ წინასწარი პატიმრობის მიზანშეუწონლად მიჩნევის რისკს.
2.4. პოლიცია და პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები აღიარებს და უზრუნველყოფს ინდივიდის პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებას. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და სახელმწიფოებს შეუძლიათ, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუხვიონ ამ უფლებებს. უფრო მეტიც, საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებს დებულებებს, რომელთა თანახმად, ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ, შეზღუდონ პირადი და იჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება, მაგრამ აღნიშნული არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ხელისუფლების ორგანოებს აქვთ შეუზღუდავი უფლება, ჩაერიონ ინდივიდის მიერ საკუთარი უფლების განხორციელებაში. უფლებაში ჩარევა მკაცრ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და გამართლებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც: ა) უფლებით დაცული სიკეთის შეზღუდვა ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით; ბ) ემსახურება ისეთ კონკრეტულ მიზანს, როგორიც არის ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესები, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის ან ზნეობისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ არსებობს უფლების შეზღუდვის მწვავე საზოგადოებრივი აუცილებლობა და გამოყენებული შეზღუდვის ღონისძიება პროპორციულია დასახული კანონიერი მიზნისა, რომელსაც იგი ემსახურება. უფლების შეზღუდვის საჭიროებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ორგანოებს თავისუფალი შეფასების ფარგლები აქვს.
ხსენებულ უფლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოები ყველაზე ხშირად იხილავენ ხელისუფლების ორგანოების, პოლიციის, უშიშროების სამსახურების მხრიდან პირების პირად ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და მიმოწერაში ჩარევის მართლზომიერებასთან დაკავშირებულ განაცხადებს. დადგენილი პრეცედენტული სამართალი განმარტავს და ადგენს უფლების დისპოზიციაში ხსენებულ ცნებათა ფარგლებს. მაგალითად, 1992 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოახდინა საცხოვრებლის მნიშვნელობის გაფართოება, რამაც მოიცვა საწარმოს ზოგიერთი შენობა იმ კონტექსტში, რომ გამართლებული გახდა ამგვარი შენობების ჩხრეკა მე-8 მუხლის ჭრილში. საქმეში - Niemietz v. Germany27 - სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, გარკვეული პროფესიის მქონე პირის ოფისს. ვინაიდან პროფესიასთან თუ ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, წარმოებდეს პირის პირად რეზიდენციაში, ხოლო პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები შეიძლება განხორციელდეს ოფისში ან კომერციულ შენობებში, მკაფიო ზღვარის გავლება ყოველთვის არ ხერხდება. ამ გარემოებებში საწარმოს შენობები დაცულია მე-8 მუხლით.
ტრადიციულ საფოსტო მიმოწერასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მიმოწერის კონცეფცია მოიცავს სატელეფონო კომუნიკაციებსა28 და ტელექსით გადაცემულ შეტყობინებებს. 29 ცხადია, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მიმოწერის კონცეფციის მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს.
პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა იქნა გაკრიტიკებული და დაგმობილი საქმეში - Malone v. the United Kingdom. აღნიშნულ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონმდებლობის ბუნდოვანება და შეუზღუდავი უფლებამოსილება, რომელიც ჰქონდათ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოებს პირის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის დაწესებასთან დაკავშირებით, შეუსაბამო იყო კანონის ხარისხის კრიტერიუმებთან, რომელთაც მოიაზრებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.
საფრანგეთის წინააღმდეგ არსებულ ორ საქმეში - Kruslin-ის საქმე30 და Huvig-ის საქმე31 - სასამართლო შეუდგა შემდეგი საკითხის განხილვას - საფრანგეთის კანონი, რომელიც ახდენდა პოლიციის მხრიდან სატელეფონო მოსმენების დარეგულირებას, შეესაბამებოდა თუ არა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის განჭვრეტადობის მოთხოვნას. სასამართლომ დაადგინა, რომ:
„სატელეფონო საუბრების მოსმენა, ისევე როგორც სატელეფონო საუბრების სხვაგვარი მიყურადება, პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის უფლების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეზღუდვაა და ამიტომ უნდა ემყარებოდეს კანონს, რომელიც განსაკუთრებით ზუსტია. მნიშვნელოვანია ზუსტი, დეტალური წესების არსებობა ამ საკითხზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგია, რომელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, განუწყვეტლივ ვითარდება“.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ ჩათვლა, რომ საფრანგეთის კანონმა
„გონივრული სიზუსტით არ მიუთითა საჯარო ხელისუფლებისათვის მინიჭებული შესაბამისი დისკრეციის განხორციელების სფეროსა და ხასიათზე. ხოლო ბ-ნმა კრუსინმა ვერ ისარგებლა დაცვის იმ მინიმალური ხარისხით, რომლითაც, კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, მოქალაქეები დემოკრატიულ საზოგადოებაში სარგებლობენ“.
საქმეში - Rotaru v. Romania32 - განმცხადებელი ჩიოდა, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა (RIS) შეინახა და გამოიყენა დოსიე, რომელიც შეიცავდა მასთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას, და რომლის გარკვეული ნაწილი, მისი განცხადებით, იყო არასწორი და შეურაცხმყოფელი. ძირითადი პრობლემა ასე გამოიყურებოდა - კანონი, რომელიც იძლეოდა ამგვარი ჩარევის შესაძლებლობას, იყო თუ არა ხელმისაწვდომი განმცხადებლისათვის და განჭვრეტადი მის შედეგებთან მიმართებით. სასამართლომ თავდაპირველად აღნიშნა, რომ თვითნებობის რისკი განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელება ხდება საიდუმლოდ. შემდგომში მან დაადგინა:
,,შესაბამისად, კანონი უნდა მიუთითებდეს ნებისმიერი ასეთი დისკრეციის სფეროზე (რომელიც ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ მინიჭებული) და საკმარისი სიზუსტით მისი განხორციელების ხასიათზე - ვინაიდან გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიების კანონიერი მიზანი თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ ინდივიდის ადეკვატური დაცვის მიზნით”.33
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად:
„1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.“
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით. 292-ე მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია, განიხილოს ჩხრეკის, საცხოვრებლის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ საგამოძიებო ორგანოების მიერ წარდგენილი შუამდგომლობა მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
290-ე მუხლის მე-2 ნაწილი უფლებას აძლევს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს, განახორციელონ ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებლისა და სხვა მფლობელობის დათვალიერება მოსამართლის ბრძანების გარეშეც გადაუდებელ შემთხვევებშიც. გადაუდებელი შემთხვევა, კოდექსის თანახმად, განიმარტება როგორც დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, როდესაც პირს წაასწრებენ დანაშაულის ფაქტზე, საჭირო დოკუმენტები თუ საგნები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან, როდესაც შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში გადასცეს მასალები მაგისტრატ მოსამართლეს ან შესაბამის რაიონულ სასამართლოს. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი ან რაიონული სასამართლოს მოსამართლე იხილავს გადაუდებელი აუცილებლობის შედეგად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მართლზომიერებას და ცნობს მას კანონიერად ან უკანონოდ და, შესაბამისად, ასეთი მოქმედების შედეგად მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას ამორიცხავს საქმის მასალებიდან.
ამ მხრივ საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებთან. ანალოგიურის თქმა არ შეიძლება სატელეფონო მოსმენებისა და მიმოწერის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან მიმართებით. ხსენებულს არეგულირებს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ. კანონის მე-7 მუხლის თ) და ი) ქვეპუნქტების თანახმად, ოპერატიულ საქმიანობად ასევე მიიჩნევა მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი, ასევე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით. ზემოხსენებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებით შემოსული შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. კანონი ასევე ცნობს გადაუდებელ აუცილებლობას, მაგრამ ავალდებულებს პროკურორს, რომ ღონისძიების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათისა) მიმართოს კომპეტენტურ სასამართლოს დაკანონების მოთხოვნით. მიღებიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას დაკანონების ან უკანონოდ ცნობის შესახებ.
ამ მხრივ შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან არ ვლინდება, მაგრამ პრობლემა არსებობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა გაგრძელების წესთან დაკავშირებით. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე პროკურორის ნებართვის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი გენერალური პროკურორის მოადგილეს უფლებას ანიჭებს, საგამოძიებო მოქმედების ვადა გააგრძელოს 12 თვემდე, ანუ კანონმდებელი მოითხოვს მოსამართლის ბრძანებას ან მის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონებას მხოლოდ თავდაპირველ ეტაპზე და ანალოგიურ ვალდებულებას აღარ ითვალისწინებს ასეთი ღონისძიების გაგრძელებისათვის. ხსენებული პრაქტიკა აშკარად შეუსაბამოა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. კანონმდებლობა არ უნდა აძლევდეს შეუზღუდავ უფლებამოსილებას ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელიც აწარმოებს პირის უფლების შეზღუდვას. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მრავლად არის მაგალითი, რომლებშიც სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ პროკურორი და გენერალური პროკურორის მოადგილე არ შეიძლება სარგებლობდნენ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ჯეროვანი ხარისხით მაშინ, როდესაც ისინი აწარმოებენ სისხლისსამართლებრივ დევნას და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პროკურორზე იყოს დამოკიდებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილების ბედი. ასეთი კანონმდებლობა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მხრიდან აუცილებლად ჩაითვლება შეუსაბამოდ საერთაშორისო სტანდარტებთან, რადგანაც ეს უკანასკნელი შეუზღუდავ უფლებას აძლევს ხელისუფლების ისეთ ორგანოს, რომელიც თვითონ ახორციელებს უფლების შეზღუდვას, განახორციელოს თვითნებობა მართლმსაჯულების ორგანოს მხრიდან შემდგომი ზედამხედველობის არარსებობის პირობებში.
3. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგი პოლიციის როლის შესახებ საქართველოში
ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და მასთან შესაბამისობაში მყოფი სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა, არამედ ის საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტები, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დაადგინოს უნივერსალურ თუ რეგიონალურ დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს სახელმწიფოების მიერ ამ სტანდარტების შესრულებაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება. ასეთი მონიტორინგის შედეგად უნივერსალურ და რეგიონალურ დონეზე მოქმედი მექანიზმების მეშვეობით შეისწავლება ქვეყნებში არსებული მდგომარეობა და მიიღება რეკომენდაციები, რომელთა მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დამკვიდრებულია საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანოების რეკომენდაციათა იურიდიულად არასავალდებულო ძალის მიუხედავად, სახელმწიფოების უმრავლესობა კეთილსინდისიერად ასრულებს მათ, ითვალისწინებს იმ რჩევებს, რომლებიც მომდინარეობს ამ საერთაშორისო ორგანოებისაგან და, როგორც მინიმუმ, ცდილობს, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა (როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციული) შეუსაბამოს ამ საერთაშორისო სტანდარტებს.
ხსენებულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანოებისა და მექანიზმების შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
● ამ ნაშრომში საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანოებისა და მექანიზმების შეფასებების განხილვა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხდება შემდეგი საერთაშორისო მონიტორინგების მაგალითებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პოლიციის ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვას:
● ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც დაარსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიღებული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით (1966 წელი);
● წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, რომელიც დაარსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიღებული კონვენციით წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1984 წელი);
● წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც დაარსებულია ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებული კონვენციით წამების თავიდან აცილების შესახებ (1987 წელი);
● გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების აკრძალვის საკითხებში.
თუმცა უნივერსალურ და რეგიონალურ დონეზე მოქმედებს სხვა საერთაშორისო სამონიტორინგო მექანიზმებიც, ისევე, როგორც ასეთ მონიტორინგს ახორციელებს მრავალი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიციის ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის წარმოსაჩენად საკმარისია ხსენებულ ორგანოთა შეფასებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების განხილვა, რაც ობიექტურ სურათს ქმნის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
3.1 ადამიანის უფლებათა კომიტეტი
ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაარსებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 1966 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1976 წელს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლის მონაწილე სახელმწიფოების მიერ პაქტით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების შესრულების მდგომარეობას და იღებს რეკომენდაციებს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც, კომიტეტის აზრით, უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რათა შეასრულოს პაქტიდან გამომდინარე ვალდებულებები.
პაქტის მე-40 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, კომიტეტს წარუდგინონ ანგარიში იმ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გატარდა სახელმწიფოების მიერ პაქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი ასეთი ანგარიშების განხილვის შედეგად იღებს საერთო კომენტარებს, რომლებიც აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და იღებს სახელმწიფოებისადმი მიმართულ რეკომენდაციებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დღემდე განიხილა საქართველოს ორი ანგარიში (1997 წელი და 2002 წელი) და მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები. მიუხედავად იმისა, რომ პაქტით გათვალისწინებულია ყველა ძირითადი უფლება და თავისუფლება და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ყველა ამ უფლების შესრულებაზე იმსჯელა, წინამდებარე ნაშრომის ინტერესის საგანია მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც ეხება პოლიციის ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებათა დაცვას. შესაბამისად, ყურადღება გამახვილდება მხოლოდ ამ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომიტეტის, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა კომიტეტის, მიერ ამ ზოგადი კომენტარების მიღებიდან შეიძლება საკმაოდ დიდი დრო იყოს გასული და ზოგიერთი რეკომენდაცია მოძველებულად მოგვეჩვენოს, ვინაიდან მრავალი ნაბიჯი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად უკვე გადაიდგა, მაინც მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მათზე. საყურადღებოა, რომ კომიტეტის რეკომენდაციების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს წამებასა და სხვა არაადამიანური მიპყრობის ფაქტებზე.
საქართველოს მიერ წარდგენილ წამების საქმეებთან დაკავშირებულ პირველ ანგარიშთან მიმართებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, წამების მრავალი შემთხვევის მიუხედავად, ჩამდენი პირები დაუსჯელნი რჩებიან.34 კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტები წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით ხშირად პრაქტიკაში არ არის დაცული.35
კომიტეტმა მიიღო რეკომენდაციები, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს: წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების სისტემატური და მიუკერძოებელი გამოძიება, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ის პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ასეთი დანაშაულის ჩადენაში, დაცული იყოს წინასწარი პატიმრობის ვადები, ქვეყნის კონსტიტუციითა და პაქტის მიხედვით.36
კომიტეტი, საქართველოს 2002 წელს განხილულ მეორე ანგარიშთან დაკავშირებით, კმაყოფილებით მიესალმა სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნას, რომლის ფუნქციაა, განახორციელოს ვიზიტები პოლიციის განყოფილებებსა და დაკავების სხვა ადგილებში, რათა დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მიღებულ საჩივარზე.37
კომიტეტმა უკმაყოფილება გამოხატა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან თავისუფლებაღკვეთილი პირების წამების, არაადამიანური, სასტიკი და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დასჯასთან დაკავშირებით.38 იქვე კომიტეტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ მოპყრობის ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემა და ის, რომ ყველა საჩივარი, დაკავშირებული წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან, უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, ხოლო წამების მსხვერპლისათვის უნდა იქნეს უზრუნველყოფილი კომპენსაციის გაცემა.39
კომიტეტმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ თავისუფლების აღკვეთის ყველა ეტაპზე თავისუფლებააღკვეთილი პირისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადვოკატი და ექიმი. სახელმწიფომვე უნდა უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომელთა სწავლება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.
კომიტეტმა აგრეთვე გამოხატა უკმაყოფილება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც პირი შეიძლება ამყოფონ პოლიციის განყოფილებაში 72 საათის განმავლობაში, სანამ მას აცნობებენ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების შესახებ;40 ხაზი გაუსვა იმ პრობლემას, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო პრობლემების გამო ბრალდებულისათვის შეიძლება არ იყოს უზრუნველყოფილი სახაზინო ადვოკატი.41 კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის თანამშრომელთათვის სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფაზე.42
3.2. წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი დაარსებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენციით (კონვენცია წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ), რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 1984 წლის 10 დეკემბერს.
კონვენცია კრძალავს წამებასა და სხვა სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დასჯას. წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი ახორციელებს მონიტორინგს იმაზე, ასრულებენ თუ არა სახელმწიფოები კონვენციიდან გამომდინარე თავიანთ ვალდებულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს სახელმწიფოებს რეკომენდაციებს მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
საქართველო კონვენციის მონაწილე გახდა 1994 წლის 26 ოქტომბერს და, შესაბამისად, ამ დროიდან მას წარმოეშობა საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს კონვენციით გათვალისწინებული დებულებანი.
წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, წარუდგინონ კომიტეტს ანგარიშები იმ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და პრაქტიკულ ღონისძიებებზე, რომლებიც მათ გაატარეს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. ეს მუხლი ასევე ადგენს, რომ სახელმწიფოს პირველადი ანგარიში უნდა წარედგინოს ერთი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდა კონვენციის მონაწილე, ხოლო შემდგომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.
კონვენციის მე-19 მუხლი ასევე ადგენს, რომ თითოეულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთაც განიხილავს კომიტეტი წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, შეიძლება გაკეთდეს ზოგადი კომენტარი. ამ კომენტარში კომიტეტმა შეიძლება შეაფასოს წამების აკრძალვასთან დაკავშირებული მდგომარეობა ქვეყანაში და მიუთითოს იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებას მიზანშეწონილად თვლის მდგომარეობის გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის.
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტს საქართველომ უკვე წარუდგინა 3 ანგარიში, რომლებშიც აღწერილია საქართველოს მიერ გატარებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ღონისძიებები ქვეყანაში წამების აკრძალვასთან დაკავშირებით. წარდგენილი 3 ანგარიშიდან წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა ჯერჯერობით განიხილა 2 და შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა წამების აკრძალვასთან დაკავშირებით (მე-3 ანგარიშის განხილვა დაგეგმილია უახლოეს მომავალში).43
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა საქართველოს პირველი ანგარიში განიხილა 1996 წლის 21 ნოემბერს, რომლის შედეგადაც გააკეთა მრავალი დასკვნა და მიიღო რეკომენდაციები.44 კომიტეტმა თავის დასკვნაში კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისაკენ. ასეთი პოლიტიკა, კომიტეტის აზრით, პირველ რიგში, აისახა საქართველოს კონსტიტუციაში.45 კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორსა და სირთულეებზე, რომლებიც აფერხებს კონვენციის დებულებების განხორციელებას, კერძოდ: ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე; ბიუროკრატიაზე, რომელსაც არა აქვს საკმარისად დიდი სურვილი, გაატაროს კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმები; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არასაკმარის ხარისხზე; მოქმედი სამართლებრივი ნორმების პრაქტიკაში დანერგვის არასაკმარის დონეზე.46
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა ასევე აღნიშნა ის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს წამების აკრძალვის თვალსაზრისით. მან მიუთითა, რომ: მრავლადაა საჩივარი წამების ფაქტებთან დაკავშირებით; არ ხდება იმ საჩივრების სწრაფად გამოძიება, რომლებიც ეხება წამებას; არ არსებობს დებულებები წამების მსხვერპლთათვის კომპენსაციისა და რესტიტუციის შესახებ, აგრეთვე მათი რეაბილიტაციის შესახებ; უკიდურესად არაადეკვატური პირობებია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, მათ შორის ციხეებში; მაღალია ციხეებში სიკვდილიანობა.47
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა გააკეთა რამდენიმე საყურადღებო რეკომენდაცია, რომელთა შორის ზოგიერთი დღესაც აქტუალურია, ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩამოყალიბდეს კონვენციით გათვალისწინებული წამების დეფინიცია; განხორციელდეს ინტენსიური სასწავლო პროგრამები პოლიციისა და ციხეების თანამშრომელთათვის, ასევე პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის კონვენციის რეგულირების სფეროში; გამოიყოს სათანადო რესურსები ციხის პირობების სასწრაფოდ გაუმჯობესებისათვის; სასჯელაღსრულების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადავიდეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა საქართველოს მეორე პერიოდული ანგარიში განიხილა 2001 წლის მაისში, რომლის შედეგადაც გააკეთა შემდეგი დასკვნები და მიიღო რეკომენდაციები:48 კომიტეტმა კმაყოფილებით აღნიშნა სახელმწიფოს ძალისხმევა სამართლებრივ რეფორმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის სრულყოფის, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის თვალსაზრისით; მან ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადავიდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად.49
კომიტეტმა მეორე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით გამოხატა შეშფოთება შემდეგის გამო: ჯერ კიდევ კეთდება განცხადებები, რომ ხდება წამება და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ; წამების თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით არ ხდება სწრაფი, მიუკერძოებელი და სრული გამოძიება და არასაკმარისი ძალისხმევაა იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნისათვის, რომლებმაც ჩაიდინეს წამება; ხდება რელიგიური უმცირესობების დარბევა და პოლიცია არ აღკვეთს ასეთ ქმედებებს; მიუღებელი პირობებია ციხეებში.50
კომიტეტმა ასევე აღნიშნა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შესახებ და მიუთითა, რომ პოლიცია უნდა ჩაერიოს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებაში და გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს ამ ჯგუფების დაცვა ერთიმეორისაგან.51
წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მეორე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა რეკომენდაციები, რომლებშიც მოუწოდა სახელმწიფოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩამოაყალიბოს კონვენციით გათვალისწინებული წამების დეფინიცია; გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული წამება და არაადამიანური მოპყრობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ; ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს დაუყოვნებლივ ეცნობოს თავისი უფლებების შესახებ, მათ შორის უფლების - იჩივლოს არაადამიანური მოპყრობის შესახებ; წამების ჩამდენთა დაუსჯელობის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი და დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმი; ჩამოყალიბდეს დებულებები წამების მსხვერპლთა კომპენსაციისა და რეაბილიტაციის შესახებ; გატარდეს დაუყოვნებლივი ღონისძიებები პოლიციის განყოფილებებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პირობების გასაუმჯობესებლად; გატარდეს ღონისძიებები, რომ გაგრძელდეს სასწავლო პროგრამები წამების აკრძალვისა და თავიდან აცილების შესახებ.52
3.3. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი დაარსებულია ევროპული კონვენციით წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის შესახებ (წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია, მიღებულია ევროპის საბჭოს ეგიდით 1987 წელს).
კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აარსებენ წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, რომელთა წევრები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. კომიტეტი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში ვიზიტების საშუალებით, რომელთა დროსაც კომიტეტის წევრები შეისწავლიან თავისუფლებააღკვეთილი პირების მდგომარეობას და იძლევიან რეკომენდაციებს იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გატარდეს სახელმწიფოს მიერ, რათა ეს პირები არ დაექვემდებარონ წამებას თუ არაადამიანურ მოპყრობას ან სასჯელს. კონვენციის მიხედვით, კომიტეტის წევრები ვიზიტის შედეგად ამზადებენ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოთქმულია რეკომენდაციები მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასეთი ანგარიშები კონფიდენციურია, თუმცა სახელმწიფოს უფლება აქვს, მოითხოვოს კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნება.
საქართველო წამების საწინააღმდეგო კონვენციის მონაწილე გახდა 2000 წელს, რის შემდეგაც განხორციელდა კომიტეტის წარმომადგენელთა ორი ვიზიტი საქართველოში. პირველი ვიზიტი შედგა 2001 წლის 6-18 მაისს, ხოლო მეორე 2003 წლის 18-28 მაისსა და 2004 წლის 7-14 მაისს.53 საყურადღებოა, რომ საქართველოს მთავრობამ მოითხოვა კომიტეტის ორივე ანგარიშის გამოქვეყნება.54
საქართველოსთან დაკავშირებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველ ანგარიშში გამოითქვა მრავალი რეკომენდაცია:
1) საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს სასწრაფო ღონისძიებები პოლიციაში დაკავების კანონით დადგენილი ვადების პრაქტიკაში დაცვის უზრუნველსაყოფად;
2) პრიორიტეტი მიენიჭოს პოლიციის ყველა რანგისა და კატეგორიის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას, მათ შორის თანამედროვე საგამოძიებო მეთოდიკასა და პრაქტიკაში;
3) პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი უნდა იყოს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
4) პოლიციის თანამშრომლებს უნდა განემარტოთ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ არამართებული მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება დაუშვებელია და მკაცრად დაისჯება;
5) პოლიციის მუშაკებს მუდმივად უნდა შეახსენონ, რომ ძალის გამოყენება უნდა ხდებოდეს მკაცრად იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია კონკრეტულ ვითარებაში;
6) სასამართლოში მიყვანილი ბრალდებულის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება პოლიციის მიერ მისდამი არასათანადო მოპყრობის თაობაზე მოსამართლემ წერილობით უნდა დააფიქსიროს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება ბრალდებულის განცხადებაში აღნიშნული ფაქტების გამოძიების მიზნით. გარდა ამისა, ამგვარი განცხადების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მოსამართლემ უნდა მოითხოვოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, თუკი არსებობს სხვა საფუძველი, რაც მოსამართლეს აფიქრებინებს, რომ აღნიშნული პირი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია;
7) პოლიციაში დაკავებულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება თავისუფლების აღკვეთისთანავე;
8) პოლიციაში დაკავებული ყველა პირი თავისუფლების აღკვეთისთანავე უნდა იღებდეს საინფორმაციო ფურცელს თავიანთი უფლებების წერილობითი ჩამონათვალით;
9) პოლიციის მიერ დაკავებული ყველა პირი, განურჩევლად დაკავების მიზეზისა, თავისუფლების აღკვეთისთანავე უნდა სარგებლობდეს თავისი დაკავების შესახებ ახლო ნათესავის ან თავის მიერ შერჩეული სხვა პირისათვის შეტყობინების უფლებით;
10) პოლიციაში დაკავებული პირები თავისუფლების აღკვეთისთანავე უნდა სარგებლობდნენ დამცველის მომსახურებით;
11) პოლიციაში დაკავებულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება თავისუფლების აღკვეთისთანავე;
12) უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა დროებითი დაკავების იზოლატორებში დაკავებულები უზრუნველყოფილი იყვნენ სათანადო განათებითა და ვენტილაციით, პირადი ჰიგიენის ნივთებით, საკმარისი რაოდენობისა და ხარისხიანი საკვებით;
13) დაკავებული და დაპატიმრებული პირები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო მომსახურებით და სხვ.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მეორე ანგარიშში, რომელიც მომზადდა 2005 წლის ივნისში, ასევე ჩამოყალიბდა მრავალი რეკომენდაცია, რომლებიც ძირითადად იმეორებს პირველ მოხსენებაში გამოხატულ რეკომენდაციებს, თუმცა ასევე აღინიშნება ის პოზიტიური ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა 2001 წლიდან 2004 წლამდე.55
3.4. გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ თავისი რეზოლუციით - №1985/33 - გადაწყვიტა, დაენიშნა სპეციალური მომხსენებელი, რომელიც შეისწავლიდა წამებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სპეციალური მომხსენებლის მანდატი მოიცავს ყველა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა ამა თუ იმ სახელმწიფომ წამების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის რატიფიცირება. მანდატის მიხედვით, სპეციალურ მომხსენებელს შეუძლია: მიმართოს სახელმწიფოებს იმ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან წამების რისკის ქვეშ; განახორციელოს ფაქტების დამდგენი ვიზიტები სახელმწიფოებში და წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიშები წამების აკრძალვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას და გენერალურ ასამბლეას.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში 2005 წლის 19-25 თებერვალს, რომლის შედეგადაც მან გააკეთა ანგარიში და წარუდგინა ის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას.56
სპეციალურმა მომხსენებელმა თავისი ვიზიტის შედეგად საქართველოს ხელისუფლებას მისცა რიგი წინასწარი რეკომენდაციებისა, კერძოდ:
ა) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების დეფინიცია სრულ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კონვენციის 1-ლ მუხლთან;
ბ) მოსამართლეებმა და პროკურორებმა გამოჰკითხონ პოლიციიდან წარმოდგენილ პირებს მათ მიმართ მოპყრობის შესახებ და, წამებასთან დაკავშირებული საჩივრის მიუხედავად, მოითხოვონ მათი სამედიცინო შემოწმება;
გ) ნებისმიერი მტკიცება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სწრაფად და დეტალურად იქნეს გამოძიებული;
დ) დაცული იყოს პრინციპი, რომლის მიხედვით, წამების შედეგად მიღებული ჩვენება მხედველობაში არ მიიღება, ასევე დაუშვებელი უნდა იყოს ადვოკატის გარეშე მიღებული აღიარებითი ჩვენება, რომელიც სასამართლოს წინაშე არ დადასტურდა;
ე) წამების მსხვერპლს მიეცეს კომპენსაცია და იგი იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებითა და რეაბილიტაციით;
ვ) შეიზღუდოს წინასწარი დაკავების შემთხვევები უმნიშვნელო დანაშაულთათვის და არასრულწლოვანი პირების მიმართ; გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, გირაო;
ზ) ბრალდებული და მსჯავრდებული პირები ერთმანეთისაგან მკაცრად განცალკევებულები იყვნენ;
თ) სასჯელაღსრულების მოქმედი დაწესებულებები გარემონტდეს, რათა დააკმაყოფილოს მინიმალური სტანდარტები;
ი) ყველა საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს ეფექტიანი პროცედურები თავიანთი თანამშრომლების მოქმედების შიდა კონტროლისათვის, რათა აღმოიფხვრას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა;
კ) სამართალდამცავ ორგანოში მიღებულმა ყველა თანამშრომელმა გაიაროს ინტენსიური და ყოვლისმომცველი სასწავლო კურსი, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით.57
დასკვნები და რეკომენდაციები
პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე დასკვნა და გამოითქვას რეკომენდაციები. ზოგადად შეიძლება იმის მტკიცება, რომ მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად უკანასკნელ წლებში, მეტადრე, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ასეთი პოზიტიური ღონისძიებები განსაკუთრებით შესამჩნევია საკანონმდებლო კუთხით.
მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო, რომ გასატარებელია მნიშვნელოვანი ღონისძიებები საქართველოში არსებული მდგომარეობის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით.
საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანოებისა და მექანიზმების შეფასებების, ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, შეიძლება გამოითქვას რამდენიმე რეკომენდაცია იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გატარდეს საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კერძოდ:
1. განსაკუთრებული ყურადღებით დაიგეგმოს პოლიციის მიერ ჩასატარებელი ოპერაციები, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დასაკავებელმა პირმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისი უკიდურესი ღონისძიების სახით;
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს ჩაუტარდეთ ტრენინგი და მიეწოდოთ ზედმიწევნითი ინფორმაცია სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებასთან მიმართებით როგორც საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტების, ასევე ეროვნული პრაქტიკის კუთხით;
3. ზუსტად დაფიქსირდეს დაკავების ოქმში პირის დაკავების დრო, გაწეული წინააღმდეგობის ინტენსიურობა;
4. ზედმიწევნით ზუსტად დაფიქსირდეს პოლიციის დაწესებულებაში ან წინასწარ საგამოძიებო იზოლატორში მიყვანისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლო დაზიანებები და მათი ხარისხი;
5. დაკავებული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისა და აღნიშნული ქმედებისათვის დაუსჯელობის თავიდან აცილების მიზნით სასურველი იქნებოდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც სპეციალური ნიღბების გამოყენებით ატარებენ დაკავების ოპერაციას, ჰქონდეთ გარკვეული ამოსაცნობი სამკერდე ნიშანი დაშიფრული სახით, რაც შეუძლებელს გახდის დაკავებული პირის მიერ მათი რეალური ვინაობის დადგენას, მაგრამ აღნიშნული ნიშნის მითითების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენტურ ორგანოსა და პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დაადგინონ მათი რეალური ვინაობა;
6. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ დატოვოს სათანადო რეაგირების გარეშე ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ეხება დაკავებული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოყენებას, წარმართოს ყოვლისმომცველი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება, რომელიც მიმართული იქნება არასათანდო მოპყრობის განმახორციელებელ პირთა დადგენისა და დასჯისაკენ;
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის ყოფნის ვადა ჩაითვლება წინასწარი პატიმრობის ვადად;
8. სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის წარდგენისას გამომძიებლებმა დეტალურად შეისწავლონ ყოველი ბრალდებულის საქმე, საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და გონივრულ ფარგლებში მაქსიმალურად მოითხოვონ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ისეთი აღმკვეთი ღონისძიებების შერჩევა, რომლებიც დაკავშირებული არ არის წინასწარ პატიმრობასთან;
9. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ჩაუტარდეთ ტრენინგი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების საკითხებზე საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით;
10. კანონში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ შევიდეს ცვლილება, რომელიც ინდივიდუალური პირების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მათ მიმოწერაში ჩარევის ნებართვის გაცემას ან ასეთი ღონისძიების გაგრძელების უფლებამოსილებას მიანიჭებს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს.
___________________
1. ნაშრომში გამოხატული შეხედულებები ეკუთვნით მათ ავტორებს და ეს შეხედულებები შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომლებშიც ავტორები მოღვაწეობენ.
2. A. Redelbach, Protection of the Right to Life by Law and by Other Means, in: B.G. Ramcharan (Ed.), The Right to Life in International Law, 1985, 184.
3. B.G. Ramcharan, The Concept and Dimensions of the Right to Life, in: B.G. Ramcharan (Ed.), The Right to Life in International Law, 1985, 3.
4. საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წლის კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად, jus cogens-ად მიჩნეულია საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთსულოვნად არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და რომლიდანაც დაუშვებელია გადახვევა. ასევე იხ. M. Nowak, UN Covenant on Civil and Political Rights - CCPR Commentary, 1993, 104; A. Redelbach, Protection of the Right to Life by Law and by Other Means, in: B.G. Ramcharan, (Ed.), The Right to Life in International Law, 1985, 185.
5. Warren and Brandeis, The Right to Privacy, (1890) 4, Harward Law Review, 193.
6. იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - McCann and others v. the United Kingdom (განაცხადი N18984/91).
7. J. Fawcett, The Application of the European Convention on Human Rights, 1987, 37.
8. იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1983 წლის გადაწყვეტილება (განაცხადი N9348/81) და X. v. the United Kingdom and Ireland (განაცხადი N9829/82).
9. იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (განაცხადი N18984/91).
10. 1997 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება; 25 E.H.R.R., 491.
11. ძალაში შევიდა 1999 წლის 22 მარტს.
12. საქართველომ მე-13 დამატებითი ოქმის რატიფიცირება მოახდინა 2003 წლისს 22 მაისს, ხოლო ოქმი ძალაში შევიდა იმავე წლის 1 სექტემბერს.
13. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1998 წლის 27 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე - დომუხოვსკი, წიკლაური, გელბახიანი და დოკვაძე საქართველოს წინააღმდეგ (Communication N627/1995, Georgia, 29/05/98) - დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გელბახიანს შეეფარდებოდა სიკვდილით დასჯა ისეთი სასამართლო სამართალწარმოების შედეგად, რომელიც განხორციელდებოდა საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გარანტიების ხელყოფით, დაირღვეოდა სიცოცხლის უფლება.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2004 წლის 26 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - Nachova and Others v. Bulgaria, განაცხადი N43577/98.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2004 წლის 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - Nuray Sen v. Turkey, განაცხადი N25354/94.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2000 წლის 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - Gul v.Turkey, განაცხადი N22676/93.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2002 წლის 14 მაისს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - Onen v.Turkey, განაცხადი N22876/93.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2001 წლის 4 მაისს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - Jordan v. the United Kingdom, განაცხადი N24746/94.
19. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი (საქართველოსათვის პაქტი ძალაში შევიდა 1994 წლის 3 აგვისტოს), 1984 წლის გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ (საქართველოსათვის კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლის 22 დეკემბერს), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (კონვენცია საქართველოსათვის ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს), წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის აღკვეთის 1987 წლის ევროპული კონვენცია (კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2000 წლის 1-ლ ოქტომბერს).
20. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მე-2 მუხლი; გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის იურისპრუდენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, პოზიტიურ ვალდებულებებს გულისხმობს ასევე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლები.
21. წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მე-2 ზოგადი კომენტარი.
22. საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავაც ხდება ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, Amnesty International, 2005 წლის 23 ნოემბერი.
23. საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავაც ხდება ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, Amnesty International, 2005 წლის 23 ნოემბერი.
24. 2005 წლის 15 მარტის მოხსენება.
25. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი, №287, სსმ, I, 2000 წელი, №18, 48-ე მუხლი; საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი, №1204, სსმ, I, 2005 წელი, №14, 94-ე მუხლი.
26. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი, №1958, სსმ, I, 1999 წელი, №16(23), 65-ე მუხლი; საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი, №2454, სსმ, I, 2003 წელი, №21, 148-ე მუხლი.
27. Gillow v. the United Kingdom, 1986 წლის 24 ნოემბერი, 46-ე პუნქტი.
28 Klass v. Germany, 1978 წლის 6 სექტემბერი, 41-ე პუნქტი.
29. განაცხადი №21482/93, Campbell Christie v. the United Kingdom, 1994 წლის 27 ივნისი, DR 78A, გვ. 119.
30. Kruslin v. France, 1990 წლის 24 აპრილი.
31. Huvig v. France, 1990 წლის 24 აპრილი.
32. Rotaru v. Romania, 2000 წლის 4 მაისი.
33. Malone v. the United Kingdom, 1984 წლის 2 აგვისტო, 67-ე პუნქტი და Rotaru v. Romania, 2000 წლის 4 მაისი, 55-ე პუნქტი.
34. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 05/05/97,CCPR/C/79/Add.75, para. 14.
35. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 05/05/97,CCPR/C/79/Add.75, para. 15.
36. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 05/05/97,CCPR/C/79/Add.75, paras. 26-27.
37. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 19/04/02,CCPR/C/74/GEO, para. 5.
38. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 19/04/02,CCPR/C/74/GEO, para. 8.
39. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 19/04/02,CCPR/C/74/GEO, para. 8.
40. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 19/04/02,CCPR/C/74/GEO, para. 9.
41. იხ.. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 19/04/02,CCPR/C/74/GEO, para. 11.
42. იხ. Concluding Observations of the Human Rights Committee: Georgia, 19/04/02,CCPR/C/74/GEO, para. 14.
43. საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში, CAT/C/73/Add.1, 4 July 2005.
44. იხ. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 21/11/96, A/52/44.
45. იხ.. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 21/11/96, A/52/44, para. 116.
46. იხ.. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 21/11/96, A/52/44, para. 118(3).
47. იხ. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 21/11/96, A/52/44, para. 120.
48. იხ. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 07/05/01, A/56/44.
49. იხ.. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 07/05/01, A/56/44, para. 79.
50. იხ.. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 07/05/01, A/56/44, para. 81.
51. იხ.. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 07/05/01, A/56/44, para. 81(d).
52. იხ. Concluding Observations of the Committee Against Torture: Georgia, 07/05/01, A/56/44, para. 82.
53. 2003 წლის ნოემბერში განხორციელებული ვიზიტი იმ დროს საქართველოში არსებული ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა და იგი განახლდა 2004 წლის მაისში.
54. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშები, მათ შორის ანგარიშები საქართველოსთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია კომიტეტის ინტერნეტ გვერდზე: [www.cpt.coe.int]. CPT/Inf (2002) 14, CPT/Int (2005) 12.
55. CPT/Int (2005) 12.
56. იხ. Civil and Political Rights, Including: the Questions of Torture and Detention, Preliminary Note by the Special Rapporteur on Torture, and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment, Manfred Nowak, Mission to Georgia, E/CN.4/2005/62/Add.3, 16 March, 2005.
57. იხ. Civil and Political Rights, Including: the Questions of Torture and Detention, Preliminary Note by the Special Rapporteur on Torture, and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment, Manfred Nowak, Mission to Georgia, E/CN.4/2005/ 62/Add.3, 16 March, 2005.