The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ევროპის საბჭოს 800 მილიონი ევროპელი

ევროპის საბჭოს 800 მილიონი ევროპელი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები
საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ტერი დევისი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

0x01 graphic

ევროპის საბჭოს ძირითადი მიზანია, მიაღწიოს უფრო მჭიდრო ერთიანობას მის 46 წევრ სახელმწიფოს შორის და ამავე დროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა პირადი დამოუკიდებლობა, პოლიტიკური თავისუფლება და კანონის უზენაესობა. სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად ჭეშმარიტ დემოკრატიას და ყოველი ევროპელის ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად აისახება. საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია, მთავრობის მოღვაწეობას სწორედ ეს პრინციპები დაუდოს საფუძვლად.

დღიდან მისი დაარსებისა 1949 წელს, ევროპის საბჭო წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას და თანამშრომლობას ჩვენი საერთო მემკვიდრეობის დაცვის საქმეში, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას. 1989 წლიდან ბერლინის კედლის დაცემასთან და დემოკრატიულ ღირებულებათა მთელს ევროპაში გავრცელებასთან ერთად, ორგანიზაციამ ახალი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. და მართლაც, სადღეისოდ ევროპის საბჭო განასახიერებს 800 მილიონი ევროპელის ერთობლივ სწრაფვას ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისაკენ.

წინამდებარე პუბლიკაცია საშუალებას გვაძლევს, კარი შევაღოთ ევროპის საბჭოში, გავეცნოთ მის სტრუქტურას და მუშაობის წესს. პუბლიკაციაში აღწერილია ევროპის საბჭოს ძირითადი ინსტიტუტები, რომლებიც ერთად მუშაობენ, რათა დაამკვიდრონ და განამტკიცონ უსაფრთხოება და დემოკრატია ევროპაში.

სწორედ ეს ამოცანა დგას ამ ორგანიზაციის წინაშე, ორგანიზაციისა, რომლის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს მრავალფეროვანი ევროპული მემკვიდრეობის ერთიანობა და თანასწორი უფლებები ყველა ევროპელისათვის.

2 ევროპის საბჭო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებებზე დამყარებული წესდება

ევროპის საბჭოში გაწევრიანება შეუძლია ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და უზრუნველყოფს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

მიზნები

ევროპის საბჭო არის სამთავრობათშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზნებია:

▪ ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა;

▪ ევროპის კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების განვითარებისა და ამ სფეროში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა;

▪ ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარება: უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, ბიოეთიკა და ადამიანის კლონირება, ტერორიზმი, ადამიანებით უკანონო ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია, კიბერ-დანაშაული, ძალადობა ბავშვთა წინააღმდეგ და ა.შ.

▪ ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება პოლიტიკურ, საკანონმდებლო და კონსტიტუციურ რეფორმათა მხარდაჭერის გზით.

46 წევრი ქვეყანა

1949 წლის 5 მაისს ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო) მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას 1949 წლის აგვისტოში საბერძნეთი და თურქეთი მიუერთდა. სადღეისოდ ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 46 ქვეყანა: ისლანდია და გერმანია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტეინი (1978), სან-მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1990), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა, სლოვენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, რუმინეთი (1993), ანდორა (1994), ლატვია, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“ (1995), რუსეთის ფედერაცია და ხორვატია (1996), საქართველო (1999), სომხეთი, აზერბაიჯანი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია (2003) და მონაკო (2004).

ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ევროპის საბჭო და ევროკავშირი. ეს ორი ორგანიზაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ევროკავშირის ოცდახუთივე წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოს წევრიც არის.

გაწევრიანების კანდიდატი

1993 წლის 12 მარტიდან ბელორუსი და 2006 წლის 6 ივნისიდან მონტენეგრო არიან გაწევრიანების კანდიდატები.

დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნები

კანადას, წმინდა საყდარს (ვატიკანი), იაპონიას, აშშ-სა და მექსიკას ევროპის საბჭოს სამთავრობათშორისო ორგანოებში გააჩნიათ დამკვირვებლის სტატუსი.

ევროპის სასახლე

ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაა სტრასბურგში (საფრანგეთი) მდებარე ევროპის სასახლე (Palais de l'Europe).

მოქმედების ფართო არეალი

ევროპის საბჭო განიხილავს ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, თავდაცვის სფეროს გარდა. მისი სამუშაო პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მედია, სამართლებრივი თანამშრომლობა, სოციალური ინტეგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და მოსაზღვრე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონული დაგეგმარება.

თანამშრომლობის ფორმატი

▪ მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა ევროპის საბჭოში, რომელიც შედგება 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან (ან მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან);

▪ საპარლამენტო ასამბლეა არის ორგანიზაციის სათათბირო ორგანო, რომლის წევრები ეროვნული პარლამენტების მიერ ინიშნებიან;

▪ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი არის საკონსულტაციო ორგანო, რომელშიც ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოები არიან წარმოდგენილნი.

ამრიგად, მთავრობები, ეროვნული პარლამენტები და ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად არიან წარმოდგენილნი.

▪ ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია აერთიანებს 400-მდე ორგანიზაციას, რომლებიც ფლობენ პარტნიორის სტატუსს.

არჩევითი გენერალური მდივანი

ტერი დევისი (გაერთიანებული სამეფო) გენერალურ მდივნად არჩეულ იქნა 2004 წელს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 5 წლის ვადით. ის ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ორგანიზაციის საქმიანობას.

სამიტები ახალ ბიძგს აძლევს ორგანიზაციას

კომუნისტური სისტემების ნგრევის შემდეგ, ევროპის საბჭომ უმაღლესი დონიდან მოიპოვა ახალი პოლიტიკური ბიძგი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრების - სამიტების სახით. დღეისათვის უკვე სამი ასეთი სამიტი ჩატარდა.

1993 წელს ვენაში შეკრებილმა ევროპის საბჭოს იმ დროისათვის 32 წევრი ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა, არსებული გამოწვევების პასუხად, განსაზღვრეს ევროპის საბჭოს გაფართოების სამოქმედო კურსი.

1997 წელს სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ახლა უკვე 40 წევრი ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა დაამტკიცეს სამოქმედო გეგმა, დამყარებული ოთხ ძირითად თემაზე: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სოციალური ინტეგრაცია, მოქალაქეთა უსაფრთხოება და განათლება დემოკრატიისა და კულტურული მრავალფეროვნების სფეროებში.

მე-3 სამიტი შედგა 2005 წლის 16 და 17 მაისს ვარშავაში (პოლონეთი), სადაც ახალი მანდატის ქვეშ განისაზღვრა საბჭოს მიზნები და პრიორიტეტები, ახალი საუკუნის გამოწვევათა პასუხად კი ხაზი გაესვა მის უმთავრეს ღირებულებებსა და სტანდარტებს.

დარგობრივ მინისტრთა კონფერენციები

ევროპის საბჭო პერიოდულად აწყობს კონფერენციებს დარგობრივი (იუსტიციის, განათლების, ოჯახურ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ადგილობრივ ხელისუფალთა, მიგრაციის, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის, დასაქმების, მას-მედიის, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ა.შ.) მინისტრებისათვის.

კონფერენციებზე განიხილება ამ სფეროებში წარმოქმნილი ძირითადი პრობლემები და მყარდება უფრო მჭიდრო კონტაქტები წევრ ქვეყნებში საერთო საკითხებზე მომუშავე სამინისტროებს შორის. ხდება ასევე ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე მუშაობა და წინადადებათა შემუშავება ევროპის საბჭოს სამუშაო პროგრამისათვის.

ევროპის თანმიმდევრული მშენებლობა

ევროპის საბჭოს საქმიანობის შედეგად ხდება კონვენციებისა და შეთანხმებების მიღება. წევრმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ამ კონვენციებთან და ხელშეკრულებებთან თავიანთ კანონმდებლობათა ჰარმონიზება და მათში ცვლილებების შეტანის გზით უზრუნველყონ შესაბამისობა ამ ხელშეკრულებებთან.

ზოგიერთი კონვენცია და შეთანხმება ხელმოსაწერად ღიაა ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოებისთვისაც. ევროპაში თანამშრომლობისა და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად, მთავრობებისათვის ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს მიერ წარმოებული სხვადასხვა კვლევისა თუ საქმიანობის შედეგები.

ერთგვარი „ცვალებადი კონფიგურაციის“ თანამშრომლობის ფორმით, ევროპის საბჭო ღებულობს ე.წ. წილობრივ შეთანხმებებსაც, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ ქვეყანას, სხვა წევრი ქვეყნების თანხმობით, განახორციელოს მათ საერთო ინტერესებში არსებული კონკრეტული საქმიანობა.

ინტერნაციონალური სამდივნო

გენერალური მდივანი სათავეში უდგას წევრი ქვეყნებიდან შერჩეულ 1800 სახელმწიფო მოხელისგან შემდგარ სამდივნოს.

ევროპული დაფინანსება

ევროპის საბჭოს აფინანსებენ მისი წევრი ქვეყნების მთავრობები, რომელთა შენატანი ორგანიზაციის ბიუჯეტში მათი მოსახლეობისა და სიმდიდრის პროპორციულად განისაზღვრება. ევროპის საბჭოს საერთო ბიუჯეტი 2006 წლისათვის 262 მილიონ ევროს შეადგენს.

ოფიციალური ენები

ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, თუმცა სამუშაო ენებად გამოიყენება აგრეთვე გერმანული, იტალიური და რუსული ენებიც. სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.coe.int

3 მინისტრთა კომიტეტი

▲ზევით დაბრუნება


მინისტრთა კომიტეტი არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო ევროპის საბჭოში, რომელიც შედგება 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მყოფი მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან. კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის (სადაც თანაბრად განიხილება ევროპულ საზოგადოებათა წინაშე მდგომი პრობლემებისადმი წევრი ქვეყნების ინდივიდუალური დამოკიდებულება) და საერთო ფორუმიც (სადაც ხდება ამგვარ პრობლემებთან მიმართებაში საერთო ევროპული მიდგომის ჩამოყალიბება). საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი იღწვის ევროპის საბჭოს ძირეული მიზნების მისაღწევად და ზედამხედველობს წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.

მთავრობათა ხმა

გადაწყვეტილებები და ქმედება

გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტი ღებულობს. გარდა ამისა, საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის რეკომენდაციათა საფუძველზე, იგი განსაზღვრავს სამოქმედო მიმართულებებს და იღებს გადაწყვეტილებებს დარგობრივ მინისტრთა სხვადასხვა სამთავრობათშორისო კომიტეტისა თუ კონფერენციის მიერ შემუშავებულ წინადადებებთან მიმართებაში. მინისტრთა კომიტეტი ამტკიცებს ევროპის საბჭოს სამუშაო პროგრამას და ბიუჯეტს.

დიალოგი

მინისტრთა კომიტეტი განიხილავს საერთო პოლიტიკურ ინტერესებში შემავალ ყველა საკითხს თავდაცვის სფეროს გარდა. ეს საკითხებია: ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტები, თანამშრომლობის გაღრმავება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შეთანხმებულ საერთოევროპულ რეაგირებას.

აქტიურად მოქმედი ორგანო

წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, რათა მიმოიხილონ ევროპულ თანამშრომლობაში არსებული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები და მოვლენები. შეხვედრების მიზანია, აგრეთვე, საბჭოს საქმიანობაში ახალი პოლიტიკური სტიმულის შეტანა. კვირაში ერთხელ ტარდება სხდომები ელჩთა მონაწილეობით. გარდა მათი დისკუსიებისა, იმართება მომხსენებელი ქვეყნებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომლებზეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სიღრმისეულად განიხილება რიგი საკითხები.

თითოეული მინისტრი კომიტეტს ექვსი თვის განმავლობაში თავმჯდომარეობს და ტრადიციულად მაისსა და ნოემბერში იცვლება.

მოქნილობა

თუკი კონკრეტული პროექტი ვერ მიიღებს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერას, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია ამ პროექტის წამოწყება წილობრივი შეთანხმების საფუძველზე, რაც ზოგიერთ წევრ ქვეყანას აძლევს საშუალებას, განახორციელოს ერთობლივი საქმიანობა განსაზღვრულ სფეროებში.

მეორეს მხრივ, გაფართოებული შეთანხმებები საშუალებას აძლევს ყველა ან ზოგიერთ წევრ ქვეყანას, ითანამშრომლოს რიგ არაწევრ ქვეყნებთან და ამით მისცეს მათ ევროპის საბჭოს მუდმივი სტრუქტურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ევროპული გადაწყვეტილებები

ძლიერი ინსტრუმენტები

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები წარედგინება მთავრობებს რეკომენდაციების სახით ან ღებულობს ევროპული კონვენციებისა და შეთანხმებების სახეს და იურიდიულ ვალდებულებას აკისრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ რატიფიცირებას მოახდენენ.

მინისტრთა კომიტეტი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ღებულობს გადაწყვეტილებებს.

დღესდღეობით შექმნილია დაახლოებით 200-მდე კონვენცია. ეს კონვენციები, ძირითადად, ადამიანის უფლებებს ეხება, თუმცა, ისეთ სფეროებზეც ვრცელდება, რომელთაც უნდა განამტკიცონ ევროპის დემოკრატიული, სოციალური და კულტურული ერთობა.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა დიდი ნაწილის მისაღებად საჭიროა ხმათა ორი მესამედი, საპროცედურო საკითხებისთვის კი უბრალო უმრავლესობაც საკმარისია.

კონვენციებისა და რეკომენდაციების მომზადება სპეციალისტთა მიერ

კონვენციებსა და რეკომენდაციებს მინისტრთა კომიტეტის წინაშე პასუხისმგებელი სამთავრობო ექსპერტები ამზადებენ. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება პოლიტიკური ინტერესების ტექნიკურ და დარგობრივ მოსაზრებებთან შეჯერება. გარდა ამისა, მრავალი პოლიტიკური ინიციატივა დარგობრივ მინისტრთა რეგულარული კონფერენციების დროს მიიღება.

დემოკრატია და თანადგომა

ორგანიზაციის მიერ დაგროვილი გამოცდილების ახალი წევრი ქვეყნებისთვის გაზიარების მიზნით, ევროპის საბჭოს გააჩნია თანამშრომლობისა და დახმარების სპეციალური პროგრამები, რომელთაც საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოში არსებული სამთავრობათშორისო თანამშრომლობის შედეგები - განმარტებითი მასალები, ექსპერტთა ქსელი და თანამშრომლობის სტრუქტურები. პროგრამების მიზანია ახალ წევრ ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, განმტკიცება და დაჩქარება, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ქვეყნების თანდათანობითი და ჰარმონიული ჩართვა ევროპული თანამშრომლობის პროცესებსა და სტრუქტურებში და თავად ევროპის საბჭოში. ერთმანეთის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და უმრავლესობისა და უმცირესობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ მიმართულ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივათა ხელშესაწყობად, შექმნილ იქნა ნდობის განმტკიცების პროგრამა (CBM).

ღირებულებათა სადარაჯოზე

ორგანიზაციის წესდების დაცვა

ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ კანონის უზენაესობის პრინციპი და აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მათი მოსახლეობის პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს. ქვეყნების ვალდებულებაა, აგრეთვე, მიზანმიმართული და ქმედითი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო ერთობის მისაღწევად და სოციალურეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. ყველა წევრი ქვეყანა პასუხისმგებელია, პატივი სცეს აღნიშნულ ვალდებულებებს, ხოლო მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას.

წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია შეაჩეროს ქვეყნის წევრობა, დააყენოს მისი გაწვევის საკითხი ან მოითხოვოს მისი გარიცხვა ორგანიზაციიდან.

კონვენციათა განხორციელება

მინისტრთა კომიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს წევრ ქვეყნებში კონვენციებისა და ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებების განხორციელების უზრუნველყოფა. ამგვარი ზედამხედველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია და ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ) შესასრულებლად. ამ დოკუმენტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანებში სამეთვალყურეო მექანიზმია გათვალისწინებული.

მინისტრთა კომიტეტის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში ასახავს ამ კონვენციის - რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს - მნიშვნელობას. წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულებაზე ზედამხედველობით, მინისტრთა კომიტეტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მსოფლიოში ამ უპრეცედენტო სისტემისადმი ნდობის შენარჩუნებაში.

ვალდებულებათა პატივისცემა

მინისტრთა კომიტეტი, ბერლინის კედლის აღების შემდეგ, ევროპის საბჭოს გაფართოების მარეგულირებელი კონცეფციის საფუძველზე, მიუკერძოებლად და კონსტრუქციულად ასრულებდა თავის მოვალეობებს, ხელს უწყობდა რა დიალოგსა და პოზიტიური განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური და მატერიალური პირობების თანდათანობით შექმნას. ამ მიზნების მისაღწევად კომიტეტმა შემოიღო საზედამხედველო სისტემა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ვალდებულებათა შესრულებას ყველა წევრი ქვეყნის მიერ. სისტემა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს ევროპის საბჭოს ძირეულ ღირებულებათა გათავისებისთვის აუცილებელ პირობებსა და საშუალებებს. ევროპის საბჭოს გაფართოებამ მინისტრთა კომიტეტის საორგანიზაციო სტრუქტურისა და როლის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, რასაც მოჰყვა კომიტეტის მოღვაწეობის პოლიტიკური ასპექტების საგრძნობი განვრცობა.

დიალოგი და თანამშრომლობა

ევროპის საბჭომ გააძლიერა დიალოგი ევროპის არჩევით წარმომადგენლებთან ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, გარდა ამისა, წამოიწყო პოლიტიკური დიალოგი არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არაევროპულ სახელმწიფოებთანაც (აშშ, წმინდა საყდარი, კანადა, იაპონია და მექსიკა). ამავე დროს, საბჭომ გააღრმავა თანამშრომლობა სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და გაერო-სთან.

მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურთა სამიტები

ევროპის საბჭოს ეგიდით დღემდე გამართულია წევრი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურთა სამი სამიტი. პირველი მათგანი კომუნიზმის ნგრევისა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი დემოკრატიული სისტემების გაჩენის შემდეგ 1993 წელს ვენაში შედგა. მან დაადასტურა საბჭოს გახსნილობისა და გაფართოების პოლიტიკა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეტი ეფექტიანობისათვის მისი რეფორმირება წამოიწყო. მეორე სამიტი გაიმართა 1997 წელს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ახალი სტიმულის მისაცემად; სამიტზე გადაწყდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობის შემოღება.

ვარშავის სამიტი - ჩვენი მიზნების გადახალისება და ახლებური დასახვა

ევროპის საბჭოს მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურთა მე-3 სამიტი გაიმართა 2005 წლის მაისში ვარშავაში. ევროპის 46 სახელმწიფოს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საბჭოს უპრეცედენტო ერთობას და დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღებით გადახედეს მის პრიორიტეტებს.

უმთავრესი მიზნები:

▪ ევროპის საბჭოს უპირველესი მისიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება;

▪ სამთავრობათშორისო, საპარლამენტთაშორისო და რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე საერთოევროპული დიალოგის გაღრმავება;

▪ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმის განხორციელება, გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარებისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

▪ სოციალური ინტეგრაციის, კულტურათშორისი დიალოგისა და დემოკრატიული მოქალაქეობის წახალისებისაკენ მიმართული ევროპის საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა;

▪ თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და გაერო-სთან.

საერთოევროპული კამპანიები

ევროპის საბჭომ მიმდინარე წელს წამოიწყო 4 საერთოევროპული კამპანია:

▪ ბავშვები და ძალადობა: ვაშენოთ ევროპა ბავშვების ინტერესებში მათთან ერთად;

▪ საქმიანობა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთისათვის;

▪ ევროპული ახალგაზრდული კამპანია „ყველა განსხვავებული და ყველა თანაბარი“, მიმართული მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისაკენ;

▪ ძალადობის დაძლევა ქალთა მიმართებაში, მათ შორის ოჯახურ პირობებში.

4 საპარლამენტო ასამბლეა

▲ზევით დაბრუნება


საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს წესდების საფუძველზე ჩამოყალიბებული ორი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთია და წარმოადგენს წევრი ქვეყნების ძირითად პოლიტიკურ მისწრაფებებსა და ტენდენციებს. ასამბლეა მთელს ევროპაში ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს თანამშრომლობის ხელშემწყობ ძალადაც გვევლინება.

ევროპისდემოკრატიული სინდისი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი კონტინენტის ისტორიაში პირველი ასამბლეაა. 46 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებისგან შემდგარი ასამბლეა ევროპის ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმია.

ასამბლეა თავად განსაზღვრავს საკუთარ სამუშაო პროგრამას და განიხილავს მიმდინარე და პოტენციურად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს თანამედროვე სოციალურ პრობლემებთან და საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებთან.

ასამბლეაში წარმართული დებატები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მინისტრთა კომიტეტისა და ევროპის საბჭოს სამთავრობათშორისო სექტორის საქმიანობის მიმართულებათა განსაზღვრაში და გავლენას ახდენს მთავრობებზე, როდესაც ასამბლეის წევრები დებატების შედეგებს თავიანთ ეროვნულ პარლამენტებს მიაწვდიან.

90-იანი წლების დასაწყისში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ასამბლეის წინაშე უნიკალური ამოცანა დასახა, რაც გულისხმობდა ამ რეგიონის ქვეყნების ჩართვას საერთოევროპული დემოკრატიზაციის პროცესში და ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობას. ამგვარად, საპარლამენტო ასამბლეას საკუთარი წვლილი შეაქვს უფრო მძლავრი ევროპის - რომელშიც არ იარსებებს გამყოფი ხაზები - მშენებლობის საქმეში.

1989 წელს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სპეციალური სტუმრის სტატუსის შემოღებამ, საშუალება მისცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნორჩი დემოკრატიული სისტემების მქონე არაწევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს, დასწრებოდნენ ასამბლეის პლენარულ სხდომებს და სხვადასხვა კომიტეტის შეხვედრებს. ამგვარად დამკვიდრებულმა ურთიერთობამ და გაცვლითმა პროცესებმა ხელი შეუწყო ხსენებულ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და ევროპის საბჭოში ამ ქვეყნების გაწევრიანებას.

სტრუქტურა და ორგანიზება: ევროპულ დემოკრატიათა ასახვა

საპარლამენტო ასამბლეის 315 წევრი და მათი შემცვლელი აირჩევა ან ინიშნება ეროვნული პარლამენტების მიერ მათ წევრთა რიგებიდან. თითოეულ ქვეყანას, მისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ჰყავს 2-დან 18 წარმომადგენლამდე. დელეგაციათა შემადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში განსაზღვრულია იმგვარად, რომ ეროვნული პარლამენტების პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები თანასწორად იქნენ წარმოდგენილნი.

ასამბლეაში შედის ხუთი პოლიტიკური ჯგუფი: სოციალისტთა ჯგუფი (SOC), ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (EPP/CD), ლიბერალური, დემოკრატიული და რეფორმების ჯგუფი (LDR), ევროპელ დემოკრატთა ჯგუფი (EDG) და გაერთიანებულ ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფი (UEL). ამასთან, ასამბლეის ზოგიერთი წევრი არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნება.

ასამბლეა იკრიბება წელიწადში ოთხჯერ ერთი კვირის ხანგრძლივობით და მართავს პლენარულ სესიებს სტრასბურგში, ევროპის სასახლის შენობაში. სხდომებს აქვს საჯარო ხასიათი. გარდა ამისა, რომელიმე წევრ სახელმწიფოში ტარდება საგაზაფხულო შეხვედრები.

ასამბლეა საკუთარ წევრთა შორის ირჩევს თავის პრეზიდენტს, ტრადიციულად სამი თანმიმდევრული ერთწლიანი ვადით. პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები (ამჟამად 19), 5 პოლიტიკური ჯგუფისა და 10 კომიტეტის თავმჯდომარეები ქმნიან ასამბლეის ბიუროს.

ის ირჩევს, აგრეთვე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის მოადგილეს, ასამბლეის გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს.

საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო მზადდება სპეციალისტთა კომიტეტების მიერ, რომელთა საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: პოლიტიკური საკითხები, სამართლებრივი საქმეები და ადამიანის უფლებები, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახური საქმეები, კულტურა, მეცნიერება და განათლება, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი და რეგიონული საკითხები, ეკონომიკური საკითხები და განვითარება, მიგრაცია, ლტოლვილები და დემოგრაფია, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი შესაძლებლობები, იმუნიტეტებისა და პროცედურული საკითხები და წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულება.

დებატები ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე

ყოველი სესიის დღის წესრიგი მოიცავს დებატებს ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე, განსაკუთრებით კი იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპულ დონეზე რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნულ დებატებში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ მსოფლიოს გამოჩენილ მოღვაწეებსა და სახელმწიფოს მეთაურებს (იოანე პავლე II, მიხეილ გორბაჩოვი, ვაცლავ ჰაველი, ვიქტორ იუშჩენკო და მრავალი სხვ).

გარდა ამისა, ასამბლეა წარმოადგენს სადისკუსიო ფორუმს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაერო-ს მრავალი დარგობრივი სააგენტო.

ასამბლეის ზოგიერთი კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რითაც ღირებული წვლილი შეაქვთ ასამბლეის მნიშვნელოვან წამოწყებებში.

ინიციატივები და შედეგები

1989 წლიდან ასამბლეა ქმედით როლს თამაშობს მთელს ევროპაში კრიზისული სიტუაციების მოგვარების საქმეში და დებატები ხშირად ემყარება ადგილზე გაგზავნილი მისიებისა და დელეგაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებსა და დიალოგს შესაბამის ქვეყნებთან; ამგვარი საქმიანობა ხელს უწყობს ევროპის საბჭოს პოლიტიკური როლის განმტკიცებას.

ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებში მოცემულია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო პრინციპები მინისტრთა კომიტეტის, წევრი ქვეყნების მთავრობების, პარლამენტების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების სხვა მნიშვნელოვანი სექტორების მოღვაწეობისათვის. გარდა ამისა, ასამბლეის ინიციატივით შემუშავდა ევროპულ კონვენციათა სახელით ცნობილი მრავალი საერთაშორისო შეთანხმება და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომლებიც კანონმდებლობის ჭეშმარიტად ევროპულ სისტემას უდევს საფუძვლად.

აღნიშნულ დოკუმენტთაგან ყველაზე ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის ხელმოწერა 1950 წელს დაიწყო (იხ. ქვეთავი „ადამიანის უფლებები: დაცვა, ხელშეწყობა და მათი დარღვევის თავიდან აცილება“). მინისტრთა კომიტეტი, დოკუმენტების საბოლოოდ მიღებამდე, საპარლამენტო ასამბლეასთან ყოველი კონვენციის პროექტთან დაკავშირებით აწარმოებს კონსულტაციებს.

ასამბლეა ასევე ატარებს კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და საჯარო საპარლამენტო მოსმენებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, იმიგრაცია, ნარკოტიკები, ბიოეთიკა და მედია. ეს მოსმენები ამყარებს დიალოგს პარლამენტარებსა და სპეციალისტებს შორის.

საპარლამენტო თანამშრომლური ქსელის მშენებლობა

ასამბლეას საგარეო კავშირები გააჩნია წევრი და არაწევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებთან და სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან. ამ კავშირებს განაგებს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო.

ურთიერთობები ეროვნულ პარლამენტებთან რეგულირდება დებულებებით წევრობის, სპეციალური სტუმრისა თუ დამკვირვებლის სტატუსის შესახებ; ასამბლეის კონტაქტები ვრცელდება ასევე ისეთ საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებზე, როგორიცაა ევროპარლამენტი, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, პარლამენტთაშორისი კავშირი, ბენელუქსი, ჩრდილოეთის საბჭო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (CIS).

მომავალი

დღიდან დაარსებისა 50 წლის წინ, საპარლამენტო ასამბლეა მოქნილ სისტემას წარმოადგენს. სახელდობრ, მან გამოავლინა კარგი ადაპტირების უნარი უკანასკნელი წლების დრამატული ცვლილებების მიმართ. მას გარდა სხვა არც ერთი საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი არ აღმოჩნდა სათანადოდ აღჭურვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიული სისტემების ევროპელ ხალხთა ოჯახში მოსაქცევად. უპირატესობას წარმოადგენს მის წევრთა იმავდროულად ეროვნული პარლამენტების წევრობის ფაქტი, რაც ასამბლეის მჭიდრო კონტაქტს უზრუნველყოფს ეროვნულ პოზიციებთან.

საპარლამენტო ასამბლეას წამყვანი როლი ენიჭებოდა ასევე კანდიდატი სახელმწიფოების გაწევრიანებისათვის მომზადებაში. ის არის განვითარებადი დემოკრატიული სისტემების მხარდამჭერი და გაწევრიანების შემდეგ მეთვალყურეობს წევრთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

რაში მდგომარეობს განსხვავება?

საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპის საბჭოს ყველა 46 წევრი ქვეყნის პარლამენტების

წარმომადგენლებისგან, რომელთა არჩევა და დანიშვნა ხდება ეროვნული პარლამენტების მიერ.

ევროპარლამენტში კი შედიან პირდაპირი კენჭისყრის წესით არჩეული წარმომადგენლები ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან.

წევრი ქვეყნები და მათი წარმომადგენლობები

ალბანეთი (4), ანდორა (2), სომხეთი (4), ავსტრია (6), აზერბაიჯანი (6), ბელგია (7), ბოსნია და ჰერცეგოვინა (5), ბულგარეთი (6), ხორვატია (5), კვიპროსი (3), ჩეხეთის რესპუბლიკა (7), დანია (5), ესტონეთი (3), ფინეთი (5), საფრანგეთი (18), საქართველო (5), გერმანია (18), საბერძნეთი (7), უნგრეთი (7), ისლანდია (3), ირლანდია (4), იტალია (18), ლატვია (3), ლიხტენშტეინი (2), ლიტვა (4), ლუქსემბურგი (3), მალტა (3), მოლდოვა (5), მონაკო (2), ნიდერლანდები (7), ნორვეგია (5), პოლონეთი (12), პორტუგალია (7), რუმინეთი (10), რუსეთის ფედერაცია (18), სან-მარინო (2), სერბია (7), სლოვაკეთის რესპუბლიკა (5), სლოვენია (3), ესპანეთი (12), შვედეთი (6), შვეიცარია (6), „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია” (3), თურქეთი (12), უკრაინა (12), გაერთიანებული სამეფო (18).

დამკვირვებლის სტატუსი

კანადის, ისრაელისა და მექსიკის პარლამენტებს მინიჭებული აქვთ დამკვირვებლის სტატუსი საპარლამენტო ასამბლეაში.

სპეციალური სტუმრის სტატუსი

ბელორუსის პარლამენტს სპეციალური სტუმრის სტატუსი შეუჩერდა 1997 წლის 13 იანვარს.

ვებ-გვერდი http://assembly.coe.int

5 გენერალური მდივანი

▲ზევით დაბრუნება


2004 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენერალურ მდივნად 5 წლის ვადით აირჩია ტერი დევისი (გაერთიანებული სამეფო); გენერალური მდივანი პასუხისმგებელია საბჭოს სამუშაო პროგრამის სტრატეგიულ მართვასა და ორგანიზაციის ბიუჯეტზე, გარდა ამისა, იგი თვალყურს ადევნებს ორგანიზაციის ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

გენერალური მდივანი განსაზღვრავს პრიორიტეტულ საკითხებს და ყოველწლიურად ამზადებს სამთავრობათშორისო სამუშაო პროგრამას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი. გენერალური მდივანი სამდივნოს დახმარებით პასუხისმგებელია ამ პროგრამის განხორციელებაზე. სამთავრობათშორისო თანამშრომლობის პროგრამების კოორდინირებას უმთავრესად ევროპის საბჭოს საქმიანობის ძირითად სფეროებში მოღვაწე დირექტორატები ახორციელებენ.

სტრატეგიული სამოქმედო გეგმა

გენერალურმა მდივანმა განსაზღვრა პრიორიტეტები და სტრატეგიები დემოკრატიის ძირეულ ფასეულობებზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე დამყარებული ახალი და ერთიანი ევროპის მშენებლობისთვის, ისევე როგორც ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის.

ძირითადი პრიორიტეტებია:

▪ წევრ სახელმწიფოებთან მუშაობა ევროპის საბჭოს როლისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრისა და ორგანიზაციისთვის მკაფიო მანდატის მინიჭების მიზნით;

▪ დემოკრატიული სტანდარტების განმტკიცება და სახელმწიფოთა მიერ მათი შესრულების უზრუნველყოფა;

▪ წევრ ქვეყნებში უშიშროებისა და დანაშაულის საკითხების მოგვარება. ეს განსაკუთრებით ეხება კორუფციას, ფულის გათეთრებას, კომპიუტერულ დანაშაულებს, ადამიანებით უკანონო ვაჭრობასა და ნარკოტიკების რეალიზაციას;

▪ კონკრეტული პროგრამების განხორციელება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ლტოლვილთა, სოციალური ინტეგრაციის, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში;

▪ ახალი ინიციატივები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში;

▪ წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია;

▪ რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული საქმიანობა;

▪ თანასწორუფლებიანობისა და თანასწორი მოპყრობის (სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად) ხელშეწყობა;

▪ ყველა ქვეყნის (მიუხედავად მისი სიდიდისა, სიმდიდრისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა) მიმართ სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულების უზრუნველყოფა;

▪ ევროკავშირთან, გაერო-სთან, ეუთო-სთან, რეგიონულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო და ქმედითი კონტაქტების დამყარება;

▪ ევროპის საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობისა და საჯაროობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა შედეგების შეფასება.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტის ორგანიზება და შედეგების რეალიზება

2005 წლის მაისში გამართული ვარშავის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტისათვის გენერალური მდივნის თაოსნობით მომზადდა წევრი ქვეყნების სახელმძღვანელოდ განკუთვნილი მასალები. სამიტის აქცენტი დაისვა ევროპის საბჭოს საქმიანობათა ძირითად ასპექტებზე და განმტკიცდა მისი, როგორც ძირითადი პარტნიორის პოზიცია 21-ე საუკუნის ევროპის არქიტექტურაში. გენერალური მდივანი პასუხისმგებელია სამიტის გადაწყვეტილებათა და სამოქმედო გეგმის ცხოვრებაში გატარებაზე.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/T/E/Secretary_General/

6 ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი

▲ზევით დაბრუნება


ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია: მეტი თავისუფლების საშუალებები

პირველი ნაბიჯი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა წარმოდგენის თვალსაზრისით ევროპის საბჭომ 1957 წელს გადადგა, ამის შემდეგ კი ორგანიზაციის სამოქმედო არეალი ისლანდიიდან რუსეთის ფედერაციამდე და ნორვეგიიდან ბალკანეთამდე გაფართოვდა.

1994 წელს, ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა მუდმივმოქმედი კონფერენციის ნაცვლად დაარსდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი (CLRAE). მისი ფუნქციონირება ეყრდნობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საწესდებო რეზოლუციას (2000)1.

კონგრესის როლი

კონგრესი:

▪ არის ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხმა;

▪ არის ფორუმი, სადაც ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბით არჩეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ განიხილონ არსებული პრობლემები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და მთავრობებს თავიანთი თვალთახედვა წარუდგინონ;

▪ აძლევს რჩევებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის ყველა ასპექტთან დაკავშირებით;

▪ მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის წარმომადგენელ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

▪ საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად - რაც არსებითი ფაქტორია ქმედითი დემოკრატიის დასამკვიდრებლად - აწყობს საჯარო მოსმენებსა და კონფერენციებს;

▪ ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ;

▪ კერძოდ, ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელებას;

▪ ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის დამკვიდრების პრაქტიკულ ასპექტებში, დახმარებას უწევს ახალ წევრ სახელმწიფოებს.

ახალი რეალობები, ახალი მიზნები

ურთიერთგანსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლის მქონე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა კონგრესის ამოცანების ხელახალ გააზრებასა და განსაზღვრას საჭიროებდა, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო:

▪ ხელისუფლების ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონული სტუქტურების მხარდაჭერა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია განვითარების პროცესშია;

▪ წევრ და კანდიდატ ქვეყნებში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შეფასება;

▪ ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ქმედითი მონაწილეობის მიზნით სხვადასხვა ინიციატივის შემუშავება;

▪ საერთოევროპული პოლიტიკის შემუშავებისას ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობათა ინტერესების გათვალისწინება;

▪ რეგიონულ და მოსაზღვრე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა მშვიდობის, შემწყნარებლობისა და მდგრადი განვითარების მიღწევის მიზნით, რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი რეგიონები;

▪ ევრორეგიონების შექმნისათვის ხელის შეწყობა;

▪ ადგილობრივი და რეგიონული არჩევნებისათვის თვალყურის დევნება.

ორპალატიანი კონგრესი

კონგრესი შედგება ორი პალატისაგან, ესენია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პალატა და რეგიონთა პალატა. ორპალატიან ასამბლეაში შედის 315 სრულუფლებიანი წევრი და მათი ამავე რაოდენობის შემცვლელი. თითოეული მათგანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებული 200 000-ზე მეტი ადგილობრივი და რეგიონული ორგანოდან ერთ-ერთის არჩევითი წარმომადგენელია. კონგრესი საკუთარ პრეზიდენტს პალატების რიგებიდან მონაცვლეობით ირჩევს ორი ჩვეულებრივი სესიის ვადით.

კონგრესი იკრიბება წელიწადში ერთხელ სტრასბურგში. მის მუშაობაში სპეციალური სტუმრის ან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას იღებს აკრედიტებული ევროპული ორგანიზაციებისა და ზოგიერთი არაწევრი ქვეყნის დელეგაციები.

მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც შედგება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციებისგან, კონგრესის პლენარულ სესიებს შორის პერიოდში, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებისას ხვდება სხვადასხვა კომიტეტებს.

კონგრესის საქმიანობა ნაწილდება ოთხ საწესდებო კომიტეტში. ეს კომიტეტებია:

▪ ინსტიტუციური კომიტეტი, რომლის კონკრეტული მოვალეობაა ევროპაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის წინსვლის შესახებ ანგარიშების მომზადება. მას ეხმარება დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტი;

▪ კულტურისა და განათლების კომიტეტი, რომლის საქმიანობა ვრცელდება მედიის, ახალგაზრდობის, სპორტისა და კომუნიკაციების საკითხებზე;

▪ მდგრადი განვითარების კომიტეტი კურირებს გარემოს დაცვას, სივრცით და ურბანულ დაგეგმარებას;

▪ სოციალური ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა მოიცავს დასაქმების, მოქალაქეობის, მიგრაციის, სათვისტომოებს შორის ურთიერთობების, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობისა და სოლიდარობის საკითხებს.

რეგიონთა პალატას გააჩნია აგრეთვე (საკანონმდებლო უფლებამოსილების მქონე) რეგიონებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი.

კონგრესის აღმასრულებელი მდივანი პასუხისმგებელია კონგრესის სამდივნოს საბიუჯეტო მართვასა და მისი 40 - მდე საშტატო წევრის ხელმძღვანელობაზე.

პრაქტიკული დახმარება

ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოებისთვის მოსამზადებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENTO)

ქსელი ექსპერტთა დახმარებასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ მართვის სათანადო გამოცდილება და ტექნიკური თვისებები. ის ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობათა სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობას და ეროვნულ ორგანიზაციებს უცხოელ პარტნიორებთან აკავშირებს.

არსებობს სპეციალური დახმარების პროგრამა ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებაა დახმარების აღმოჩენა ადგილობრივი ხელისუფლების კანონმდებლობის შემუშავებაში. ის სთავაზობს სასწავლო და საექსპერტო თანადგომას ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური რეფორმების გატარებისას და მართავს სემინარებს, სასწავლო ვიზიტებსა და კურსებს ქალაქებში ჯანმრთელობის დაცვის, ფისკალური დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსირების შესახებ.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები (LDAS)

ყოფილ იუგოსლავიაში სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობი მექანიზმის სახით 1993 წელს დაარსებული ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ქმნიან პარტნიორულ ქსელებს რეგიონის რომელიმე სახელისუფლებო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ისინი ხელს უწყობენ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემას, საზღვრებს მიღმა თანამშრომლობას, კულტურათშორის დიალოგსა და განვითარებას ადგილობრივ დონეზე.

მონაწილეობა სტაბილურობის პაქტში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის

კონგრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ადგილობრივი დემოკრატიისა და საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის განმტკიცებაში. მის მიერ ამ მიზნით შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ წარმომადგენელთა დროებითი (ad hoc) სამუშაო ჯგუფი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სტაბილურობის პაქტში გაწერილ საქმიანობათა განხორციელებაში.

მისი დახმარებით ხორციელდება:

▪ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებისა და რეგიონების ყოველწლიური ფორუმები;

▪ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციების (NALAS) ქსელის განვითარება;

▪ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების პარტნიორობების შესახებ მონაცემთა ინტერაქტიული ბაზის შექმნა;

▪ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის შესახებ პოლიტიკური პოზიციის მომზადება.

მკაფიო საკანონმდებლო ორიენტირები პოლიტიკის შემუშავებაში დასახმარებლად

ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის (1985) თანახმად, ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის არსებითი ელემენტია. ქარტია წარმოადგენს საკანონმდებლო რეფორმის მოდელს ახალ დემოკრატიულ სისტემებში. რიგმა ქვეყნებმა ქარტიის პრინციპები უკვე გაითავისეს თავიანთ კონსტიტუციებში.

ტერიტორიულ ერთეულებსა თუ მმართველობით ორგანოებს შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის შესახებ ევროპულ ჩარჩო-კონვენციასა (1980) და მის ორ დამატებით ოქმში აღიარებულია ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოთა უფლება, საჯარო მომსახურებისა და გარემოს დაცვის მიზნით აწარმოონ საზღვრებს მიღმა თანამშრომლობა.

ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში უცხოელთა მონაწილეობის შესახებ ევროპულ კონვენციაში (1992) გათვალისწინებულია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები უცხოელებისთვის სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლების, თანდათანობით მინიჭება.

ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ (1992) მიზნად ისახავს რეგიონული და უმცირესობათა ენების, როგორც ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური კომპონენტის, შენარჩუნებას და სამართლის სფეროში, სკოლებში, საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებასა და მედიაში ამ ენების გამოყენების ხელშეწყობას.

ლანდშაფტის შესახებ ევროპული კონვენცია (2000) სახელმწიფო ორგანოებისგან მოითხოვს ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე პოლიტიკური მიდგომებისა და ზომების მიღებას, მთელი ევროპის მასშტაბით ლანდშაფტის დაცვის, მართვისა და დაგეგმარების მიზნით.

ევროპის ურბანული ქარტია (1992) განსაზღვრავს მოქალაქეთა უფლებებს ევროპის ქალაქებსა თუ სოფლებში. იგი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმატებული ურბანული მართვისათვის, რომელიც მოიცავს განსახლებას, ურბანულ არქიტექტურას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სპორტსა და დასვენებას, გარემოს დაბინძურებასა და ქუჩების უსაფრთხოებას.

ქალაქისა და რეგიონის ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ ქარტიაში (1992), რომელიც შესწორებულ იქნა 2003 წელს, მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები მოუწოდებს ახალგაზრდებს მათ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობისკენ და მათ სამეზობლოში, ქალაქსა თუ რეგიონში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებში აქტიურად ჩართვისკენ.

მიმდინარე პროექტები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ამჟამად სხვა მასალებსაც ამზადებს:

▪ მთიანი რეგიონების შესახებ ქარტიის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მთიანი რეგიონების განვითარებასა და შენარჩუნებას შორის ბალანსის პრინციპებს;

▪ რეგიონული თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პროექტი, რომელიც დაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას;

▪ მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების ქარტიის პროექტი.

წევრი ქვეყნები და მათი წარმომადგენლობები

ალბანეთი (4), ანდორა (2), სომხეთი (4), ავსტრია (6), აზერბაიჯანი (6), ბელგია (7), ბოსნია და ჰერცეგოვინა (5), ბულგარეთი (6), ხორვატია (5), კვიპროსი (3), ჩეხეთის რესპუბლიკა (7), დანია (5), ესტონეთი (3), ფინეთი (5), საფრანგეთი (18), საქართველო (5), გერმანია (18), საბერძნეთი (7), უნგრეთი (7), ისლანდია (3), ირლანდია (4), იტალია (18), ლატვია (3), ლიხტენშტეინი (2), ლიტვა (4), ლუქსემბურგი (3), მალტა (3), მოლდოვა (5), მონაკო (2), ნიდერლანდები (7), ნორვეგია (5), პოლონეთი (12), პორტუგალია (7), რუმინეთი (10), რუსეთის ფედერაცია (18), სან-მარინო (2), სერბია (7), სლოვაკეთის რესპუბლიკა (5), სლოვენია (3), ესპანეთი (12), შვედეთი (6), შვეიცარია (6), „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“ (3), თურქეთი (12), უკრაინა (12), გაერთიანებული სამეფო (18).

ვებ-გვერდი http://www.coe.int/cplre

7 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭო დიდ სარგებელს ჰპოვებს არასამთავრობო ორგანიზაციებში გაერთიანებულ საზოგადოების დინამიურ ნაწილთან თანამშრომლობითა და კონტაქტებით. ორგანიზაციის წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევათაგან ერთ-ერთი უმთავრესია ახალ წევრ სახელმწიფოებში არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარება საერთოევროპულ საწყისებზე. ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროგრამები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციათა მხრიდან მხარდაჭერას გულისხმობს და დემოკრატიულ რეფორმებზე კონცენტრირდება.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია (INGOs) ორგანიზაციის პარტნიორის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის საბჭო ამ სტატუსით რთავს მათ სამთავრობათშორისო საქმიანობაში და ხელს უწყობს დიდ სოციალურ საკითხებზე დიალოგს პარლამენტისა და ადგილობრივი თუ რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ასოციაციებს შორის.

საკონსულტაციო და პარტნიორის სტატუსი

ევროპის საბჭოსთან საკონსულტაციო სტატუსით თანამშრომლობის შესაძლებლობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს 1952 წლიდან მიეცათ. 2003 წლის ნოემბერში ის პარტნიორის სტატუსით შეიცვალა, რითაც ხაზი გაესვა მათ მნიშვნელობას ევროპის საბჭოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნულ სტატუსს არეგულირებს მინისტრთა კომიტეტის (2003)8 რეზოლუცია. მისი მოპოვების მსურველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი საქმიანობის სფეროში უნდა იყოს ფრიად წარმომადგენლობითი, უნდა იზიარებდეს საბჭოს ევროპულ ჩანაფიქრებს და აქტიურად უწყობდეს ხელს მის საქმიანობას. დღეისათვის ამგვარი სტატუსის მატარებელია დაახლოებით 370 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ქმნიან ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციას, რომელიც მოქმედების ძირითად მიმართულებათა განსასაზღვრად წელიწადში ერთხელ იკრიბება.

მეკავშირე კომიტეტი

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის მიერ განწესებული მეკავშირე კომიტეტი რეგულარული სახით იკრიბება ევროპის საბჭოს სამდივნოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუდმივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაადვილების მიზნით. ის მჭიდრო კონტაქტშია ორგანიზაციის პოლიტიკურ უწყებებთან - მინისტრთა კომიტეტთან, საპარლამენტო ასამბლეასთან, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან და ადამიანის უფლებათა კომისართან.

ჯგუფები

პარტნიორის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შექმნილი აქვთ ათი თემატური ჯგუფი, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეის სესიების მსვლელობისას, წელიწადში სამჯერ იკრიბება (ადამიანის უფლებები, სქესთა შორის თანასწორობა, ევროპის სოციალური ქარტია და სოციალური პოლიტიკა, უკიდურესი სიღარიბე და სოციალური ინტეგრაცია, განათლება და კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია ევროპაში, ჯანმრთელობის დაცვა, სოფელი და გარემოს დაცვა, ქალაქები, ჩრდილოეთი - სამხრეთის დიალოგი და სოლიდარობა). ჯგუფები რეგულარულ კონტაქტში არიან ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან, რომელთაგან უტყუარ ინფორმაციას იღებენ ევროპის საბჭოს საქმიანობის შესახებ და საერთო საქმისათვის ხელმისაწვდომს ხდიან თავიანთ ცოდნას.

თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება მარტივი კონსულტაციიდან სპეციალურ პროგრამებში სრულმასშტაბიან თანამშრომლობამდე მრავალ ფორმას ღებულობს. მათი ექსპერტები კონსულტანტებად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში; მათ შესაძლოა დახმარება გაუწიონ სამთავრობათშორისო კომიტეტებს ინსტიტუციურ თუ დროებით (ad hoc) საფუძველზე, მოამზადონ მემორანდუმი გენერალური მდივნისათვის, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებისათვის და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისთვის კი ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები, მიმართონ სემინარებსა და ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ სხვა შეხვედრებს. პარტნიორის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ გარშემო ინფორმაციას ავრცელებენ ასევე ევროპის საბჭოს მიზნებისა და საქმიანობის შესახებ.

2003 წლის ნოემბრიდან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა პარტნიორის სტატუსს თან ერთვის თანამშრომლობის ფორმატი ევროპის საბჭოსა და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის (რეზოლუცია (2003)9), ადასტურებს რა მათ სასიცოცხლო როლს ყველა წევრ სახელმწიფოში დემოკრატიული და ღია საზოგადოების გაძლიერებაში და ევროპის საბჭოს სამოქმედო პროგრამაში მათ აქტიურ და კონსტრუქციულ წვლილს.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/ngo

8 ადამიანის უფლებები: დაცვა, ხელშეწყობა და მათი დარღვევის თავიდან აცილება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ქმედითი გზების ყოველდღიური ძიება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც საბჭოს მოღვაწეობის ოთხ ძირითად სფეროში აისახება. ეს სფეროებია:

▪ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი მეთვალყურეობა და დაცვა;

▪ ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის წარმოქმნილ ახალ საშიშროებათა დადგენა;

▪ ადამიანის უფლებების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავება;

▪ ადამიანის უფლებების სფეროში სწავლებისა და პროფესიული მომზადების ხელშეწყობა.

ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებებია: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია, წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპული კონვენცია და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენცია.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

გადამწყვეტი ნაბიჯი წინ

ევროპის საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მიიჩნევა. თავისი მნიშვნელობით ეს უპრეცედენტო საერთაშორისო დოკუმენტი 1950 წელს იქნა მიღებული, ხოლო ძალაში 1953 წელს შევიდა. მასში განსაზღვრულია ის უფლებები და თავისუფლებები, რომელთა უზრუნველყოფა ევალებათ ქვეყნებს მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა პირისთვის. გარდა ამისა, კონვენციის საფუძველზე შეიქმნა აღნიშნულ უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოებს ან ცალკეულ პირებს, მათი ეროვნების მიუხედავად, შეუძლიათ მიმართონ სტრასბურგში კონვენციის საფუძველზე დაარსებულ სასამართლო უწყებებს.

სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად, კონვენცია მოიცავს სიცოცხლის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის, პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლო პროცესის, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის, სიტყვის თავისუფლების (პრესის თავისუფლების ჩათვლით), რწმენის, აღმსარებლობის, რელიგიის, თავისუფალი თავშეყრისა და გაერთიანებათა შექმნის უფლებებს. მოგვიანებით ხელმოწერილი ოქმების საფუძველზე, კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებს დაემატა სხვა უფლებები, მაგალითად, სიკვდილით დასჯის გაუქმება (ოქმი ¹6).

კონვენციის განხორციელება

თავდაპირველად კონვენციის განხორციელების მექანიზმი გულისხმობდა ორ ძირითად ინსტიტუტს: ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას (1954), რომელიც „გამფილტრავი ორგანოს“ ფუნქციას ასრულებდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (1959), რომელიც განიხილავდა კომისიის ან მთავრობათა მიერ მისთვის გადაცემულ საქმეებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი (საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები) ახორციელებდა ზედამხედველობას სასამართლოს განჩინებათა აღსრულებაზე და გამოჰქონდა გადაწყვეტილებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იყო სასამართლოსთვის გადაცემული, თუმცა კომისიას მათში დაფიქსირებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა დარღვევა.

80-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული საჩივართა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდებოდა, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა სასამართლო სისტემას და ახანგრძლივებდა საქმეთა განხილვის პროცედურას, რომელიც საჩივრის წარდგენიდან საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ხუთი წელიც კი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.

სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება

პროცედურის ცვლილების აუცილებლობა განაპირობა მომჩივანთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ, მიღებულ საქმეთა სირთულემ და ევროპის საბჭოს წევრთა მატებამ (23 წევრიდან 1989 წელს 40 წევრამდე 1996 წელს). ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, 1998 წლის 1 ნოემბერს ძალაში შევიდა კონვენციის ახალი, მე-11 ოქმი, რომლის საფუძველზეც არსებული ორი ორგანოს ნაცვლად ჩამოყალიბდა ერთიანი მუდმივმოქმედი სასამართლო.

ადამიანის უფლებათა ერთიანი სასამართლო

ამჟამად, ცალკეულ პირებს უშუალოდ შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა ხელმომწერი მხარისათვის. სასამართლო ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედ ორგანოდ, რომლის კომპეტენციაშიც შედის როგორც საქმეთა წინასწარი განხილვა, ასევე მათთან დაკავშირებით საბოლოო განჩინებათა გამოტანა.

სასამართლო შედგება კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა რაოდენობის ტოლი რაოდენობის მოსამართლეთაგან. ისინი აირჩევიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შესაბამისი მთავრობის მიერ მიწოდებული სამი კანდიდატისგან შემდგარი სიიდან. მოვალეობათა შესრულებისას მოსამართლეები სრული დამოუკიდებლობით სარგებლობენ და არ წარმოადგენენ მათ წარმდგენ ქვეყნებს.

სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა ლუციუს უილდჰაბერი (შვეიცარია).

ნებისმიერი საჩივარი, რომელიც აშკარად ვერ აკმაყოფილებს მისაღებობის ერთ-ერთ წინაპირობას (მაგალითად, პირველ რიგში ყველა შიდა სამართლებრივი გასაჩივრების საშუალების ამოწურვის ვალდებულება) ან ცალსახად დაუსაბუთებელია, საწყის ეტაპზევე განითესება სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტის სახით წარმოდგენილი სასამართლოს ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე. უმეტეს შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებებს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატის ფარგლებში ღებულობს. საჩივრის მისაღებად ცნობის შემთხვევაში, პალატამ შეიძლება სცადოს საქმის მხარეთა შორის მშვიდობიანი გზით მოგვარება. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, პალატას გამოაქვს განჩინება.

გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, იმ საქმეებში, რომლებშიც წამოიჭრება ადამიანის

უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული სერიოზული საკითხი, საქმე განსახილველად შეიძლება გადაეცეს 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას. განჩინების გამოტანამდე დიდ პალატას საქმეს გადასცემს პალატა, ხოლო პალატის მიერ განჩინების გამოტანიდან სამი თვის განმავლობაში - ერთ-ერთი მონაწილე მხარე. პალატის განჩინებები საბოლოო სახეს ღებულობს სამი თვის შემდეგ, ხოლო დიდი პალატის განჩინებები თავიდანვე საბოლოო ხასიათს ატარებს. შესაბამისი ქვეყნებისათვის სასამართლოს საბოლოო განჩინებათა შესრულება სავალდებულოა.

სასამართლოს განჩინებათა განხორციელებაზე ზედამხედველობას აწარმოებს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყნებმა მიიღონ ყველა ზომა (კანონმდებლობის, პრეცედენტული სამართლის, კანონებისა და პროცედურების შეცვლა), რათა მომავალში თავიდან აიცილონ ამგვარი დარღვევები. მინისტრთა კომიტეტი ასევე მოვალეა, ზედამხედველობა გაუწიოს დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ანაზღაურებას ან, რიგ შემთხვევებში, სრული კომპენსაციის უზრუნველსაყოფად სხვა კონკრეტული ზომების (მათ შორის, საქმის გადახედვის, აკრძალვის ან კონფისკაციის ბრძანების გაუქმების, პოლიციის ოქმების ამოღების ან რომელიმე ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მიცემის) განხორციელებას.

. . . ფართო სპექტრის საკითხთა განხილვა

ინდივიდუალური საჩივრების სპექტრი მუდმივ გაფართოებას განიცდის და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

▪ ადამიანთა უგზოუკვლოდ გაქრობა და მკვლელობა;

▪ პატიმართა წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა;

▪ თავისუფლების უკანონო აღკვეთა;

▪ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის არარსებობა;

▪ გონივრულ ვადაში სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვის შეუძლებლობა;

▪ სატელეფონო საუბრების მოსმენა;

▪ დეპორტაცია და ექსტრადიცია;

▪ ჰომოსექსუალისტების დისკრიმინაცია;

▪ პრესის თავისუფლება;

▪ მშობელთა უფლებები სხვისი მზრუნველობის ქვეშ გადაცემულ ბავშვებთან მიმართებაში;

▪ საკუთრების უფლებაში ჩარევა;

▪ პოლიტიკურ პარტიათა დაშლა.

სამომავლო რეფორმები

საჩივრების მოზღვავებული რაოდენობის გათვალისწინებით, წამოწყებულ იქნა შემდგომი რეფორმირების პროცესი, რამაც შედეგად ახალი, მე-14 ოქმის შემუშავება მოიტანა. ოქმი ძალაში შევა მისი ყველა ხელმომწერი მხარის მიერ რატიფიცირების შემდგომ. ის შეამცირებს პროცესუალური ჩაბმის ხარისხს ყველა ნაკლებ დასაბუთებულ საქმეზე. ამიერიდან ცალკეულ მოსამართლეს (საპირისპიროდ დღეისათვის არსებული სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტისა) შეეძლება საქმის მიუღებლად ცნობა, თუკი ის აშკარად დაუსაბუთებელია, ხოლო სამი მოსამართლის კომიტეტი იქნება უფლებამოსილი, გადაწყვიტოს მისაღებობის საკითხი და გამოიტანოს განჩინება რუტინულად მსგავს საქმეებზე, რომელთა განხილვას ამჟამად შვიდი მოსამართლის პალატა აწარმოებს. გარდა ამისა, შემოღებულ იქნა ცნება მნიშვნელოვანი შეფერხებისა, რაც საშუალებას აძლევს სასამართლოს, უარი თქვას საქმის წარმოებაში მიღებაზე, თუკი მომჩივანი არ დამდგარა ამგვარი მნიშვნელოვანი შეფერხების წინაშე. თუმცა, სასამართლოს შეუძლია ასე მოიქცეს მხოლოდ მაშინ, თუკი ადამიანის უფლებების დაცვა არ მოითხოვს საქმის საფუძვლიან ძიებას და თუკი საჩივრის საგნის შესახებ საქმე ჯეროვნად იქნა განხილული ეროვნული სასამართლოს მიერ.

ევროპის სოციალური ქარტია

ფუნდამენტური სოციალური უფლებები

ევროპის შესწორებულ სოციალურ ქარტიაში განსაზღვრულია გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე, საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ ამ უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას. 1996 წელს შესწორებული ევროპის სოციალური ქარტია 1999 წელს შევიდა ძალაში და თანდათანობით ენაცვლება 1961 წლის შეთანხმებას.

ქარტიაში ჩადებული უფლებები ხელმისაწვდომია თითოეული ევროპელისათვის და ეხება ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, დასაქმებას, სოციალურ დაცვას, მოგზაურობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ასრულებენ წევრი სახელმწიფოები ქარტიის საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თხუთმეტ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ წევრს ექვსი წლის ვადით, მისი ერთხელ განახლების უფლებით. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ადგენს, შეესაბამება თუ არა ხელმომწერ სახელმწიფოებში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ქარტიას.

წევრი ქვეყნების ანგარიშებზე დამყარებული საზედამხედველო პროცედურა

მონაწილე სახელმწიფოები ყოველწლიურად წარადგენენ ანგარიშებს მათ მიერ ქარტიის დებულებების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ხორცშესხმის შესახებ. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი განიხილავს ანგარიშებს, გადაწყვეტს მათში ასახულ პროცედურათა შესაბამისობას ქარტიასთან და ყოველწლიურად აქვეყნებს თავის დასკვნებს. თუ სახელმწიფოები არ მოახდენენ რეაგირებას სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, მინისტრთა კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის რეკომენდაციას ამა თუ იმ კანონისა თუ პროცედურის შეცვლის თაობაზე.

კოლექტიურ საჩივართა პროცედურა

ევროპის სოციალური ქარტიის დარღვევის თაობაზე საჩივრის შეტანა სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში შესაძლებელი გახდა ქარტიის დამატებითი ოქმის საფუძველზე, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1995 წელს, ძალაში კი 1998 წელს შევიდა.

სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი ორგანიზაციები

▪ პროცედურის მიმღები ყველა სახელმწიფოს მიმართ:

ევროპის პროფესიულ კავშირთა კონფედერაცია (ETUC), ევროპის სამრეწველო და დამსაქმებელთა კავშირები (UNICE) და დამქირავებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE);

ევროპის საბჭოში საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიზნით სამთავრობო კომიტეტის მიერ არიან სიაში შეტანილნი;

შესაბამის ქვეყანაში არსებული დამსაქმებელთა ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები;

▪ იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ სახელმწიფოები თანხმობას აცხადებენ:

ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები.

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი განიხილავს საჩივარს და თუკი ის აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, მიიღებს წარმოებაში, რასაც მოსდევს წერილობითი პროცედურა საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით. კომიტეტს შეუძლია გასცეს ასევე საჯარო მოსმენის ჩატარების მითითება. ამის შემდეგ კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებით მხარესთან მიმართებაში და თავის დასკვნებს მოახსენებს მინისტრთა კომიტეტსა და შესაბამის მხარეებს; ანგარიში გადაწყვეტილების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნდება. და ბოლოს, მინისტრთა კომიტეტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მას, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია გასცეს იმ კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სახელმწიფოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ქარტიასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ქარტიის ზეგავლენა სხვადასხვა სახელმწიფოში

საზედამხედველო სისტემის წყალობით, ქარტიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, წევრ სახელმწიფოებს მრავალი ცვლილება შეაქვთ თავიანთ კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში. დეტალური ცნობები და მიმდინარე ვითარება ცალკეული ქვეყნის შესახებ მოიპოვება ვებ-გვერდზე: http://www.coe.int/T/E/Human_Rights/ESC

წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია

წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთა

ცოტა რამ არის ცნობილი იმაზე, თუ რა ხდება ციხეების, პოლიციის განყოფილებების, ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების დახურულ კარს მიღმა. სწორედ ამის გამო იქნა მიღებული 1987 წელს წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1989 წელს. წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დაარსებით, აღნიშნული კონვენცია უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დამატებითი დაცვის მექანიზმს.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შედგება სხვადასხვა პროფესიის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტებისგან. კომიტეტის წევრები არიან მაგალითად, იურისტები, ექიმები და სასჯელაღსრულებისა და პოლიციის სფეროების სპეციალისტები.

მოულოდნელი შემოწმებები ადგილზე

წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი, პატიმართა მიმართ მოპყრობის შემოწმების მიზნით, სტუმრობს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს (მაგალითად, ციხეებს, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებს, პოლიციის განყოფილებებს, არალეგალურ იმიგრანტთა დაკავების პუნქტებსა თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს). კომიტეტს გააჩნია დაკავების ადგილების მონახულებისა და პატიმრებთან პირისპირ გასაუბრების შეუზღუდავი უფლება. მას ასევე თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სხვა პირთან თუ ორგანიზაციასთან დაკავშირება (ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით), რომელთაგან საჭირო ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი.

კომიტეტის მოღვაწეობის მიზანია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან პატიმართა დაცვის გაძლიერება და არა ბრალდების წაყენება იმ ქვეყნებისთვის, სადაც დარღვევა იქნა გამოვლენილი. თითოეული ვიზიტის დასრულების შემდეგ კომიტეტი ამზადებს ანგარიშს, შემუშავებული დასკვნებითა და რეკომენდაციებით, რომელთა რეალიზება აუცილებლად მიაჩნია თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კონფიდენციალური ხასიათის ეს ანგარიში შესაბამის ქვეყანას ეგზავნება წერილობითი პასუხის გაცემის მოთხოვნით, რომელშიც უნდა აისახოს გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად მიღებული ზომები, რეაგირება შენიშვნებზე და პასუხი ინფორმაციის მოთხოვნაზე.

კომიტეტის ანგარიში, ისევე როგორც პასუხები შესაბამისი ქვეყნებიდან, კონფიდენციალურ ხასიათს ატარებს, თუმცა, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყნები თანხმდებიან ამგვარი დოკუმენტების გამოქვეყნებას.

გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ქვეყნები უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე, კომიტეტს საჯარო განცხადების გაკეთება შეუძლია.

ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ

ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების დაცვა

1993 წელს ვენაში გამართული სამიტის შედეგების საფუძველზე, ევროპის საბჭომ 1994 წელს მიიღო ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ - ეროვნულ უმცირესობათა დაცვისკენ მიმართული პირველი სავალდებულო მრავალმხრივი იურიდიული ინსტრუმენტი. კონვენციის ხელმომწერი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ხორცი შეასხან კონვენციაში დასახულ მიზნებს თავიანთი ქვეყნების კანონმდებლობისა და პოლიტიკური კურსის მეშვეობით. ეს მიზნებია: კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა, კულტურათა შენარჩუნება და განვითარება, ინდივიდუალობის, რელიგიური მრწამსის, უმცირესობათა ენებისა და ტრადიციების დაცვა, მედიასთან თავისუფალი ურთიერთობის გარანტიები და საზღვრებს მიღმა თავისუფალი და მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა.

კონვენცია 1998 წლის 1 თებერვალს შევიდა ძალაში. მონაწილე ქვეყნები ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ მიღებულ ზომათა ამსახველი ანგარიშები კონვენციის ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი ყოველ ხუთ წელიწადში. ჩარჩო-კონვენციის შესრულების ზედამხედველობას მინისტრთა კომიტეტი და 18 დამოუკიდებელი ექსპერტით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომიტეტი ახორციელებენ. საკონსულტაციო კომიტეტი იხილავს ხსენებულ ანგარიშებს და განსაზღვრავს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას, დასკვნას კი გადასცემს მინისტრთა კომიტეტს. შედეგად, ეს უკანასკნელი იღებს თავისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომცველ რეზოლუციას. საზედამხედველო პროცედურის მარეგულირებელი წესები ასევე საშუალებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უმცირესობათა ასოციაციებს, წარმოადგინონ ალტერნატიული ინფორმაცია და/ან თავიანთი ანგარიშები.

ეროვნული უმცირესობები ევროპაში

ევროპის საბჭომ, თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავა რიგი ღონისძიებებისა ეროვნულ უმცირესობათა დასაცავად: იგი აწყობს შეხვედრებს, რომლებზეც ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის (და სხვა ევროპული სამართლებრივი ინსტრუმენტების) თაობაზე და მოუწოდებს არაწევრ ქვეყნებს, ხელი მოაწერონ ჩარჩო-კონვენციას და მოახდინონ მისი რატიფიცირება. ამ შეხვედრებს ესწრებიან წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც დაწვრილებით იხილავენ მათ ქვეყნებში არსებულ ვითარებას და კონვენციის შესრულების მხრივ არსებულ მდგომარეობას. დელეგატები არიან პარლამენტარები, ხელისუფლებისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. მოსაზრებებს ეროვნულ უმცირესობათა დაცვასთან დაკავშირებული კანონების შესახებ იძლევიან ევროპის საბჭოს ექსპერტები. გარდა ამისა, საბჭო აწყობს სასწავლო სემინარებს სახელმწიფოთა მიერ ანგარიშების მომზადების საქმეში, რაც მიზნად ისახავს საზედამხედველო პროცედურის მეტ ეფექტიანობას.

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ექსპერტთა კომიტეტის საქმიანობის განახლების გადაწყვეტილება მინისტრთა მოადგილეების მიერ მიღებულ იქნა 2004 წლის 3 ნოემბერს. ამ კომიტეტის მანდატში შედის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მათი მონაწილეობის გზების განჭვრეტა.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია (ECRI)

ბრძოლა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ

რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია (ECRI) 1993 წელს ვენის სამიტზე დაარსდა. კომისია დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმია, რომლის ამოცანაა ევროპის საბჭოს წევრ ყველა ქვეყანაში რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმსა და შეუწყნარებლობასთან ბრძოლა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისიის საქმიანობა მოიცავს ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების მიმართ რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნებისა და ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის გამო ძალადობასთან და მათ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად საჭირო ყველა ზომას.

კომისიის სამოქმედო პროგრამა შედგება სამი ასპექტისაგან, ესენია: მიდგომა თითოეული ქვეყნის მიმართ; მუშაობა ზოგად საკითხებზე; ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

თითოეული ქვეყნის მიმართ მიდგომის ფორმატში კომისია ამზადებს ანგარიშებს, რომლებიც შეიცავს ევროპის საბჭოს ყოველ წევრ ქვეყანაში რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის გამოვლინებებთან დაკავშირებული მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს და პრაქტიკულ წინადადებებს, რომლებიც დაეხმარება მთავრობებს აღმოჩენილი პრობლემების მოგვარებაში.

ზოგად საკითხებზე მუშაობის ფარგლებში კომისიას მიღებული აქვს საერთო პოლიტიკური მიდგომის ამსახველი ცხრა რეკომენდაცია, გამიზნული ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მთავრობებისათვის. ეს რეკომენდაციები ეხება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ უმთავრეს პრობლემურ სფეროებს და იძლევა სახელმძღვანელო მითითებებს კომპლექსური ეროვნული მიდგომების შესამუშავებლად.

სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კომისიის პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კულტურული დიალოგის ხელშეწყობა.

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის ხელშეწყობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის სფეროში ზოგადი საქმიანობის ფარგლებში, ევროპის საბჭო ცდილობს, აღმოფხვრას ნებისმიერი უხეში ჩარევა ქალთა თავისუფლებისა და ღირსების საკითხებში, რაც მოიცავს ძალადობას ქალთა წინააღმდეგ, სექსუალური ექსპლუატაციისა თუ სხვა ნებისმიერი მიზნით ადამიანებით უკანონო ვაჭრობას, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებულ მონაწილეობასა და ყველანაირ პროგრამასა თუ პოლიტიკაში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებას.

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საორგანიზაციო კომიტეტი (CDEG) მართავს მინისტრთა კონფერენციებს, აწყობს სემინარებს და აქვეყნებს ხსენებული საკითხებისადმი მიძღვნილ ნაშრომებს.

კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ადამიანი არ იყიდება

ყოველწლიურად ათასობით ქალი, კაცი თუ ბავშვი ხდება სექსუალური თუ სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ამ ფენომენმა აქამდე არნახული მასშტაბები შეიძინა და თავისუფლად შეიძლება მოინათლოს, როგორც ახალი ტიპის მონათვაჭრობა.

ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია, რომლის უმთავრეს საზრუნავს ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოადგენს. მის 46 წევრ სახელმწიფოს შორის ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმომავლობის, ტრანზიტისა თუ დანიშნულების ქვეყნებიც მოიაზრება. ამრიგად, ეს ორგანიზაცია სწორედ რომ შესაბამისია იმისათვის, რომ მის წევრ ქვეყნებში დამკვიდრდეს ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ზომები.

ევროპის საბჭოს ფარგლებში 2005 წლის მაისში მიღებულ იქნა კონვენცია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ხელმოსაწერად ღია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის.

კონვენციის მიზანია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა გამოვლინების აღკვეთა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, იმისდა მიუხედავად, უკავშირდება თუ არა ის ორგანიზებულ დანაშაულს.

პირველი ძირითადი პრინციპი, დეტალურად ჩამოყალიბებული ახალ კონვენციაში, არის უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების განმტკიცება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, იქნება ის სქესობრივი, რასობრივი, დამყარებული კანის ფერზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკურ თუ სხვა სახის შეხედულებაზე, ეროვნულ თუ სოციალურ წარმომავლობაზე, ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებაზე, საკუთრებაზე, დაბადებაზე ან სხვ.

კონვენციის უმთავრეს დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მისი ადამიანის უფლებების განზომილება, აქცენტი, დასმული მსხვერპლთა დაცვაზე და მისი დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შესაბამისობას მის დებულებებთან.

საზოგადოების ინფორმირება ადამიანის უფლებათა სფეროში

თანამშრომლობის პროგრამები

ევროპის საბჭო თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს მათ მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით წარმოებულ საქმიანობას. თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით, ევროპის საბჭო აწყობს ღონისძიებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ ისეთი პროფესიული ჯგუფებისათვის, როგორიცაა მოსამართლეები, პროკურორები, სამართლის სფეროს სახელმწიფო მუშაკები და იურისტები. ის ასევე იძლევა ექსპერტთა მოსაზრებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან კანონმდებლობის ან კანონპროექტების შესაბამისობის შესახებ, ხელს უწყობს ადგილობრივ ენებზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნასა და გამოქვეყნებას, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად ან მათ შესახებ სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებასა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთათვის სასწავლო მეცადინეობების ჩატარებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების სფეროში წარმოებულ პროგრამებს თან ერთვის ცოდნის გაღრმავების, ტრეინინგისა და საინფორმაციო ღონისძიებები ფართო საზოგადოებისათვის, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო კამპანიების, პუბლიკაციების, აუდიო-ვიზუალური და ელექტრონული მასალების გამოყენებით.

პოლიცია და ადამიანის უფლებები

ევროპის საბჭოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვან მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ ის ადამიანები და დაწესებულებები, რომელთაც კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებათ. ფართომასშტაბიანი პროგრამა „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ დაედო საფუძვლად ამჟამად მიმდინარე პროგრამას „პოლიცია და ადამიანის უფლებები 2000 წლის შემდგომ პერიოდში,“ რომლის მიზანია პოლიციელთა რიგებში ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის დამკვიდრება და მათ მიერ ამ უფლებების დაცვის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანგრძლივი თანამშრომლობა წევრ სახელმწიფოებთან, მათ საჭიროებათა აღწერა, სამოქმედო გეგმებზე მუშაობა თუ პროექტების შეფასება.

ადამიანის უფლებათა კომისარი

კომისარი ადამიანის უფლებებისათვის

ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობა 1999 წელს დაარსდა.

მისი ოფისი დამოუკიდებელ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის მოვალეობაა წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების, ცოდნის გაზრდისა და ამ უფლებების მიმართ პატივისცემის ხელშეწყობა, ასევე ევროპის საბჭოს ნორმატიულ ინსტრუმენტებთან მათი სრული და ეფექტიანი შესაბამისობა.

კომისარი ძირითადად პრევენციულ როლს თამაშობს, ასრულებს რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და კონვენციით დადგენილ სხვა ორგანოთაგან განსხვავებულ ფუნქციებს. კომისარი აღმასრულებელ უფლებამოსილებას მოკლებულია, მაგრამ იძლევა რჩევებს, ანალიზსა და რეკომენდაციებს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ და ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

კომისრის მანდატი ითვალისწინებს ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ამასთან, მას შეუძლია სათანადო რეაგირება მოახდინოს წევრი ქვეყნების მთავრობების, პარლამენტების, ომბუცმენის ან მსგავსი ინსტიტუტების, პირებისა თუ ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.

კომისარს შეუძლია მინისტრთა კომიტეტს ან საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული მოხსენება, რეკომენდაცია თუ მოსაზრება. საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად არჩეულ იქნა ალვარო ხილ რობლესი (ესპანეთი) 1999 წლის სექტემბერში. 2005 წლის 5 ოქტომბერს კი აირჩიეს თომას ჰამარბერგი (შვედეთი), რომელიც საქმიანობას 2006 წლის აპრილიდან შეუდგება.

ვებ-გვერდები

ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატი

http://www.coe.int/T/E/Human_rights

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

http://www.echr.coe.int

ადამიანის უფლებათა კომისარი

http:/commissioner.coe.int

9 მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დემოკრატია

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, დემოკრატიულ საზოგადოებათა ფუნქციონირების ქვაკუთხედს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენს. ევროპის საბჭოს საქმიანობა მედიის სფეროში ისახავს შემდეგ მიზნებს:

▪ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების, ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და იდეათა თავისუფალი მოძრაობის ხელშეწყობა;

▪ ამ მიზნის მისაღწევად საერთოევროპული პოლიტიკური ზომებისა და შესაბამისი სამართლებრივი და სხვა სახის ინსტრუმენტების შემუშავება;

▪ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესატყვისობა მასობრივი ინფორმაციის სექტორში ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და მარეგულირებელ ცვლილებებთან.

აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება

მინისტრთა კომიტეტის მიერ 1982 წელს მიღებული ევროპული დეკლარაცია აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ასახავს წევრ სახელმწიფოთა მთავრობების ვალდებულებას, უზრუნველყონ აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.

ტრანსსასაზღვრო მაუწყებლობის ხელშეწყობა

საზღვრებს მიღმა მაუწყებლობის შესახებ ევროპული კონვენციის (ძალაშია 1993 წლიდან) დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს სატელევიზიო პროგრამული მომსახურების მოძრაობას ქვეყნების საზღვრებს მიღმა, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე ამ სახის მომსახურების მიღებისა და ხელახალი გადაცემის თავისუფლების გარანტირების გზით. კონვენცია უზრუნველყოფს მონაწილე მხარეთა მიერ იმ ძირითადი პრინციპების შესრულებას, რომლებიც ეხება პროგრამათა შინაარსს, განმეორებით უფლებას, რეკლამასა და დაფინანსებას.

კონვენციის ორიგინალური ვერსიის დებულებებმა, რომლებიც ეხება საზოგადოებისთვის საყოველთაო მნიშვნელობის მქონე მოვლენათა ხელმისაწვდომობას, რეკლამასა და ტელევიზიის მეშვეობით ვაჭრობას, ფართო ხასიათის ცვლილებები განიცადა შემსწორებელი ოქმის ძალით ინტერ ალია, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 მარტს. ამჟამად კონვენციის მონაწილეა 31 სახელმწიფო (მათ შორის 1 არაწევრი სახელმწიფო).

სხვა სავალდებულო ინსტრუმენტები

ევროპული შეთანხმებები:

▪ სატელევიზიო ფილმების სახით პროგრამების გაცვლის შესახებ (ძალაშია 1961 წლიდან);

▪ სატელევიზიო მაუწყებლობის დაცვის შესახებ (ძალაშია 1961 წლიდან);

▪ ქვეყნის საზღვრებს გარედან მაუწყებლობის შეზღუდვის შესახებ (ძალაშია 1967 წლიდან) და მისი დამატებითი ოქმები;

ევროპული კონვენციები, რომლებიც ეხება:

▪ საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობასა და სატელიტური ტრანსსასაზღვრო მაუწყებლობის ფარგლებში სამეზობლო უფლებებს;

▪ პირობით მიერთებაზე დამყარებული ან ამგვარი მიერთებისგან მომდინარე მომსახურების სამართლებრივი დაცვის საკითხებს.

რეკომენდაციები

მინისტრთა კომიტეტს მიღებული აქვს რიგი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ზომებისა მასმედიის სხვადასხვა ასპექტის გარშემო, ესენია:

▪ ჟურნალისტთა საინფორმაციო წყაროების დაცვა;

▪ მედია და არჩევნები;

▪ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურების დამოუკიდებლობა;

▪ უფლებების მფლობელთა დაცვა;

▪ მედიის გამჭვირვალობა და პლურალიზმი;

▪ მნიშვნელოვან მოვლენათა ტრანსლირების ექსკლუზიური უფლებები;

▪ ძალადობის ასახვა ელექტრონულ მედიაში;

▪ „სიძულვილის შემცველი გამოსვლები“;

▪ დამოუკიდებლობა და მარეგულირებელ ორგანოთა ფუნქციები სამაუწყებლო სექტორში;

▪ ინტერნეტით კომუნიკაციის თავისუფლება;

▪ ინფორმაციის გავრცელება მედიის საშუალებით სისხლის სამართლის პროცესის შესახებ;

▪ პოლიტიკური დებატების თავისუფლება მედიაში.

ევროპელ მინისტრთა კონფერენციები მედიაზე

რეგულარულად მოწვეულ მინისტრთა კონფერენციებზე ხდება მედიის თავისუფლების აღიარება, მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და მედიის სფეროში ევროპის საბჭოს სამომავლო საქმიანობის დასახვა. მინისტრთა კონფერენციაზე 2005 წელს (კიევი, 10-11 მარტი) მიღებულ იქნა 3 რეზოლუცია და სამოქმედო გეგმა, დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან და საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში და მის შინაარსში პლურალიზმისა და მრავალფეროვნების წახალისებასთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და საინფორმაციო საზოგადოებაში ყოველი ინდივიდის მაქსიმალურად აქტიურად ჩაბმის შესახებ.

პრიორიტეტული მიმართულებები

მას-მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტი თავის მიმდინარე საქმიანობაში ხუთ ძირითად თემაზეა პასუხისმგებელი:

▪ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება კრიზისულ სიტუაციებში (მედიის პროფესიონალთა სამუშაო პირობები კრიზისულ სიტუაციებში, ისევე როგორც მათი პასუხისმგებლობები, მათ შორის, დაკავშირებული საავტორო უფლებასთან და ადამიანური ღირსების პატივისცემასთან);

▪ კულტურული მრავალფეროვნება და მედია პლურალიზმი ახალი ტექნოლოგიებისა და მომსახურების სექტორის განვითარებისა და მედიის სექტორის კონცენტრაციის ფონზე;

▪ საჯარო სამსახურებრივი მაუწყებლობა ინფორმაციულ საზოგადოებაში;

▪ ადამიანის უფლებები ინფორმაციულ საზოგადოებაში (მცირეწლოვანთა დაცვა მავნე შინაარსის ინფორმაციისგან, სხვადასხვა სექტორის როლები და პასუხისმგებლობები ინფორმაციულ საზოგადოებაში, მედიის სფეროში განათლებით ციფრული სოციალური ინტეგრაციის მიღწევა);

▪ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცილისმწამებლური გამოყენების წინააღმდეგ წევრი ქვეყნების კანონმდებლობათა შესაბამისობის შესწავლა.

დემოკრატიული სტაბილურობის განვითარებისა და განმტკიცებისკენ მიმართული ზომები

დემოკრატიული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით ევროპის საბჭოს მიერ წამოწყებულ ინიციატივებს შორის პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება მედიის ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც დააკმაყოფილებს დემოკრატიული საზოგადოების ყველა მოთხოვნას - განსაკუთრებით ახალ წევრ სახელმწიფოებში. მედიის სფეროში თანამშრომლობის პროგრამები დახმარებას უწევს აღნიშნულ ქვეყნებს საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარებით, ცოდნის გამაღრმავებელი სემინარებითა და სასწავლო სესიებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჟურნალისტური თავისუფლების გამოყენება, მედიის საქმიანობა და რასიზმი, არჩევნების გაშუქება, ინფორმაციის მისაწვდომობა და ა.შ.

ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორია

ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორია აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას აუდიოვიზუალური ინდუსტრიის შესახებ ევროპაში. ეს არის ევროპის საბჭოს წილობრივი და გაფართოებული შეთანხმება 36 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. მასში ევროკომისიის სახით ასევე წარმოდგენილია ევროპული თანამეგობრობაც.

ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორიის დანიშნულებაა ევროპის აუდიო-ვიზუალურ სექტორში გამჭვირვალობის შეტანა როგორც სფეროს პროფესიონალებისთვის, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთათვის.

ის უძღვება უნიკალურ საინფორმაციო ქსელს, რომელიც 400-მდე სხვადასხვა საინფორმაციო ქსელს შემოიკრებს (პარტნიორები, პროფესიული ორგანიზაციები, მომხმარებლები და ა.შ.). ქსელის წყალობით ობსერვატორიას შეუძლია შესაბამისი და მუდამ განახლებული ინფორმაციის მიწოდება აუდიო-ვიზუალურ ბაზრებსა და ფინანსურ საკითხებზე, ისევე როგორც ამ სექტორის სამართლებრივი მხარის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით: პუბლიკაციები, ინტერნეტში განთავსებული პროდუქცია და მომსახურება, უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა და საკონფერენციო პრეზენტაციები.

ვებ-გვერდები

http://www.coe.int/media

http ://www.obs.coe.int

(ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორია)

10 სამართლებრივი თანამშრომლობა

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს საქმიანობა სამართლის სფეროში მნიშვნელოვანია ევროპული კანონმდებლობის განვითარებისათვის, ევროპის საბჭოს საერთო სტანდარტებზე დაყრდნობით ყოველი წევრი ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზებისა და მოდერნიზებისათვის. მისი მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების შექმნის წახალისება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის დამკვიდრება.

მიზნები:

▪ სამართლის, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ინსტრუმენტის წახალისება;

▪ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდა ყოველი მოქალაქისათვის;

▪ მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესიდან მომდინარე ეთიკური და სამართლებრივი პრობლემების მიმართ საერთო გზების გამოძებნა.

მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება

საბჭოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზრუნავს წარმოადგენს ეფექტიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის წახალისება, რაც ასახულია მის მრავალ სამართლებრივ ინსტრუმენტში. მისი საქმიანობა ემსახურება მოსამართლეთა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას - ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ მიმართებით - და სამართლებრივი სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდის პრაქტიკული საშუალებების დანერგვას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მეშვეობით. ეს ორგანო პასუხისმგებელია წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების შეფასებაზე.

სამოქალაქო მართლმსაჯულების ევროპული დღე, ერთობლივად დანერგილი ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 25 ოქტომბერს, მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის საზოგადოების მხრიდან სწორ აღქმას.

ტრეინინგი სამართლებრივი პროფესიის გარშემო

ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭო ჩაბმულია მთელი სამართლის სფეროს მუშაკთა მომზადებაში: მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, აღმასრულებლები, სასამართლო გამწესრიგებლები და ნოტარიუსები, ისევე როგორც პოლიცია და ციხის მომსახურე პერსონალი. ორგანიზაცია იღწვის ტრეინინგის სტრუქტურების განვითარებისათვის, როგორიცაა მოსამართლეთა სკოლები (კერძოდ, ლისაბონის ქსელის მოქმედების მეშვეობით) და პოლიციის აკადემიები.

ევროპის საბჭო ბიძგს აძლევს სამართლის სფეროს მუშაკთა პირდაპირ კონტაქტებს და აწესებს მისი სხვადასხვა განშტოების ორგანიზების სახელმძღვანელო პრინციპებს. რეგულარულ შეხვედრებსა და კონფერენციებზე თავს იყრიან მისი ყველა განშტოების წარმომადგენლები, მაგალითად, ევროპის უზენაესი სასამართლოების პრეზიდენტები, მოსამართლეები, გენერალური პროკურორები მთელი ევროპის მასშტაბით და იურისტთა ასოციაციების წევრები.

ბრძოლა ტერორიზმთან

საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ტერორიზმთან ბრძოლა საბჭოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის ქცეული. ევროპის საბჭოს კონვენცია ტერორიზმის აღკვეთის წინააღმდეგ და მისი ოქმი, ისევე როგორც კონვენცია ექსტრადიციის შესახებ, ფართოდ იქნა გაზიარებული როგორც წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნების მიერ. საკანონმდებლო საქმიანობა მუდმივია: სამოქმედო გეგმა არსებულ სამართლებრივ სისტემებს შეუსაბამებს ახალ საერთაშორისო კონტექსტს და განამტკიცებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, რაც გულისხმობს ტერორიზმის ფინანსური წყაროების გადაკეტვას, გამოძიების სპეციალურ ტექნიკას, მოწმეებისა და ინფორმატორების დაცვის სქემების გაუმჯობესებას, მსხვერპლთა სარგებლისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სტანდარტებს. უკვე გამოქვეყნებულია მოხსენება „ტერორიზმის აპოლოგიისა“ და „ტერორიზმისკენ წაქეზების“ კონცეფციების შესახებ.

კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა

კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში ევროპის საბჭოს გააჩნია მრავალდისციპლინარული მიდგომა. ის 3 ურთიერთდაკავშირებულ საყრდენს ეფუძნება: ევროპული სტანდარტები (კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენცია და მისი ოქმი, კორუფციასთან ბრძოლის სამოქალაქო სამართლის კონვენცია, კონვენცია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სარგებლის გათეთრების, მოძიების, დაყადაღებისა და კონფისკაციის შესახებ და რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების სერია), ამ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი (GRECO კორუფციასთან, MONEYVAL კი ფულის გათეთრებასთან მიმართებაში), და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამები ამ დანაშაულებებთან საბრძოლო სიმძლავრეების გასაზრდელად.

კომპიუტერული სივრცის დაცვა

ევროპის საბჭოს კონვენცია კიბერ-დანაშაულის შესახებ ძალაში შევიდა 2004 წლის 1 ივლისს. ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება კომპიუტერული ქსელების საშუალებით ჩადენილ დარღვევათა ინკრიმინირების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით კომპიუტერულ თაღლითობაზე, ბავშვთა პორნოგრაფიაზე, ქსელების უსაფრთხოებისა და საავტორო უფლების დარღვევაზე. კონვენციის დამატებითი ოქმი ახდენს კომპიუტერული ქსელების მეშვეობით ჩადენილი რასისტური და ქსენოფობიური ქმედებების ინკრიმინირებას.

ბავშვთა დაცვა

ევროპის საბჭო განსაკუთრებით დაინტერესებულია ბავშვთა დაცვის საკითხებით. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა და რეკომენდაცია ევროპულ დონეზე მიღებულ იქნა 2001 წლის ნოემბერში.

სამოქალაქო სამართლის სფეროში ბავშვებისათვის შეთავაზებული დაცვის სისტემა გაძლიერდა ბავშვებსა და მშობლებს შორის რეგულარული კონტაქტების შესახებ ნორმატიული აქტებითა და მეურვეობისა და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობის რეგულირებით. ის ეხება ასევე მშობლობის დადგენის საკითხებსაც.

ბიოეთიკა, ქსენოტრანსპლანტაცია, ბიოტექნოლოგია და სასურსათო უსაფრთხოება

ბიოსამედიცინო კვლევებში ადამიანების დაცვა ფუნდამენტურია. ევროპის საბჭო პირველია, რომელმაც შეიმუშავა კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, დამატებით ოქმებთან ერთად, რომელიც მოიცავს მეცნიერული მიღწევების მზარდ რაოდენობას. ისინი კრძალავენ ადამიანთა კლონირებას და ეხებიან ორგანოთა ტრანსპლანტაციასა და ბიოსამედიცინო კვლევებს. განხილვის სტადიაშია ასევე ადამიანურ გენეტიკასთან და ემბრიონისა და ნაყოფის სტატუსთან დაკავშირებული ოქმები.

გარდა ამისა, ცხოველების მიმართ უმართებულო მოპყრობამ დააჩქარა ცხოველთა დაცვის შესახებ კონვენციების შემუშავება ევროპის საბჭოს ფარგლებში, განსაკუთრებით ცხოველთა საერთაშორისო გადაზიდვებისას ან მათი კვების რეჟიმების შესახებ.

ფსიქიატრია და ადამიანის უფლებები

ევროპის საბჭო უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას ფსიქიატრიული დაწესებულებების იძულებითი პაციენტების მიმართ (ამ მიზანს ემსახურება სპეციალური რეკომენდაცია).

საკანონმდებლო რეფორმები

ევროპის საბჭო თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან მათი კანონმდებლობების ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ეს დახმარება მოიცავს სამართლის ყველა ასპექტს, სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსებიდან სპეციფიურ ნორმატიულ აქტებამდე, როგორიცაა კოდექსები ბიოეთიკისა თუ მონაცემთა დაცვის შესახებ. სამართლებრივი ნორმების შინაარსთან დაკავშირებით ის იძლევა საექსპერტო მოსაზრებებს.

საბჭო ეხმარება წევრ ქვეყნებს აგრეთვე ეფექტიანი საკანონმდებლო პროცედურებისა და ახალი კანონების შემუშავებისას თანამედროვე ტექნიკის განვითარებაში. მისი მიზანია სამართლებრივი სისტემების მეტი ერთგვაროვნება და სიცხადე ფართო საზოგადოებისათვის.

კონსტიტუციები და კონსტიტუციური საკითხები

სახელმწიფოს კონსტიტუცია მისი უმთავრესი საკანონმდებლო ტექსტია, რომელიც აფუძნებს და ორგანიზებას უწევს მის ინსტიტუციურ სისტემას; ის კანონის უზენაესობაზე აგებული სახელმწიფოს საყრდენს წარმოადგენს. ევროპის საბჭო აქტიურად ერთვება საკონსტიტუციო საკითხებზე წარმართულ დებატებსა და ინსტიტუციური გზების მოძიებაში კონფლიქტების გადაწყვეტისას. ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია) არის ფორუმი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებული იდეებისა და პროექტების განხილვა.

უცხოელები და მოქალაქეები

ინფორმაციის შემგროვებელი და ურთიერთგამცვლელი ფორუმის რანგში, ევროპის საბჭო კონსენსუსის გზით ეძიებს სათანადო გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატურალიზაცია, თავშესაფრის მაძიებლობა, ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება, აპატრიდის სტატუსთან ბრძოლა და მსგავსი სამართლებრივი გართულებები. ამჟამად მოქმედია ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი ამ სფეროში - ევროპული კონვენცია მოქალაქეობის შესახებ.

დანაშაულის თავიდან აცილება

ევროპის საბჭოს ფარგლებში ხდება დანაშაულის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება. ის აფასებს ამ მხრივ წევრ ქვეყნებში არსებული დამცავი მიდგომების ეფექტიანობას და აყალიბებს ძირითად პრინციპებს, რომელთაც უნდა მისდიონ წევრმა სახელმწიფოებმა მათი პრევენციული სისტემების გაუმჯობესების მიზნით.

სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი კონვენციები

შემუშავდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ინსტრუმენტი, ესენია: კონვენცია ექსტრადიციის შესახებ, კონვენცია სისხლის სამართლებრივ საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ და კონვენცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ. ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების აღსრულებაზე კონტროლი და მათში შესწორებების შეტანა მეტი პრაქტიკული ეფექტიანობისათვის. ევროპის საბჭო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების განხორციელების აქტიური ხელშემწყობიცაა.

პოლიცია და უშიშროების სამსახურები

წევრ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად 2001 წელს მიღებულ იქნა პოლიციური ეთიკის ევროპული კოდექსი. მის ცხოვრებაში გატარებას მოჰყვა სპეციალური საკონსულტაციო კომიტეტის შექმნა. ეთიკურ ნორმათა კოდექსი საბჭოს საბაზისო დოკუმენტია წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში.

სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სისტემა

ევროპის საბჭო აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს წევრ ქვეყნებში ციხის პირობების გასაუმჯობესებლად. მთავარ საკითხებს ამჟამად საბჭოსათვის წარმოადგენს პირობითი მსჯავრი, დიდი ვადით თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობა და ეჭვმიტანილად ცნობის საკითხები. თუმცა, ამავე დროს ამუშავებს პატიმრობის ალტერნატიულ ვარიანტებსაც. საგანგებო ჯგუფებში მოღვაწე ექსპერტები პასუხისმგებელნი არიან წევრი ქვეყნების დახმარებაზე სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაში, განსაკუთრებით სამხრეთაღმოსავლეთ ევროპასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში.

საერთაშორისო საჯარო სამართალი

ევროპის საბჭო ესწრაფვის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის შექმნას, რათა განმტკიცდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის როლი, მან კი ამ სფეროში ცვლილებებზე ზემოქმედება შეძლოს, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაზრდას მოემსახურება. სამართლის სფეროს მრჩეველთა შორის კონტაქტების გაღრმავების გზით, ის ხელს უწყობს დებატებსა და ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

ადმინისტრაციული სასამართლოები და საჯარო ადმინისტრაცია

საბჭო განსაკუთრებით დაინტერესებულია სასამართლო ადმინისტრაციასა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობების გამყარებით. მისმა საზედამხედველო მექანიზმებმა უნდა უზრუნველყოს როგორც კანონების პატივისცემა საჯარო ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან, ასევე მოსამართლეთა მიერ ადმინისტრაციული აქტების ეფექტიანი მეთვალყურეობა.

საოჯახო სამართალი

ევროპის საბჭომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საოჯახო სამართლის ნორმების ჰარმონიზებისაკენ. ის პირდაპირ მონაწილეობას იღებს მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში არსებული გართულებების მოგვარებაში, განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარს ბავშვთა დაცვას და ამ მიზნით შემუშავებული აქვს ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებებით სარგებლობის შესახებ.

სამოქალაქო საზოგადოება

ევროპის საბჭო ავტორია ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტისა სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპული კონვენცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიულ პირად ცნობის შესახებ. 2003

წელს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი ფუნდამენტური პრინციპები. ქვეყნებს, რომელთაც სურთ თავიანთ საზღვრებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნა, უნდა ჩართონ ისინი თავიანთ კანონმდებლობაში.

მონაცემთა დაცვა

ნებისმიერი პიროვნული თუ სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია უნდა იქნეს მოფრთხილებული ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცულობის ინტერესებში. აღნიშნული გულისხმობს სტატისტიკური ან სადაზღვევო დანიშნულებით მოგროვილ ინფორმაციას, პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემათა განკარგულებაში არსებულ მონაცემებსა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით ან საკრედიტო ბარათებით მოპოვებულ ინფორმაციას. კონფიდენციალობა გარანტირებულია პიროვნული მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ინდივიდთა დაცვის შესახებ კონვენციით, რასაც თან ერთვის ოქმი მონაცემთა ტრანსსასაზღვრო მოძრაობისა და საზედამხედველო ორგანოების შესახებ, ისევე როგორც სხვა რამდენიმე სპეციალური რეკომენდაცია.

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია

მიზნები

▪ ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ხელშეწყობა, გამოცდილების ურთიერთგაცვლა და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტრუქტურებისა და ფინანსების სფეროში პოლიტიკური მიდგომების შემუშავება;

▪ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლების ორგანოთა შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის განვითარება და ევროპის რეგიონთა კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების გაშუქება.

საბჭოს სურვილია ასევე ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება, ისევე როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა და ძალაუფლების დელეგირება ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოებისათვის. ამ მიზნით შემუშავებულ იქნა ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ევროპის საბჭოს საქმიანობა შესაბამისად მოიცავს ყველა საკითხს, დაკავშირებულს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოთა სამართლებრივ ბაზასთან, სტრუქტურებთან, მოვალეობებთან, რესურსებთან და ფუნქციონირებასთან.

თანამშრომლობის პროგრამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს საკანონმდებლო სფეროში დახმარების, სხვადასხვა სახელისუფლებო დონეებს შორის მოვალეობების დანაწილებისა და მათ შორის ურთიერთობებისადმი. ის სწევს ასევე საკანონმდებლო და ტექნიკურ დახმარებას ადგილობრივი და რეგიონული ფინანსური სისტემების დაგეგმარებასა და მუნიციპალური საჯარო სამსახურების მართვაში, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საშტატო პერსონალისა და არჩევით წარმომადგენელთა სწავლებასა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციათა დაარსებასა და მოღვაწეობაში.

საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის გაძლიერება

სასაზღვრო რეგიონები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მზერას თავიანთ საზღვრებს მიღმა, რამაც ახალი პერსპექტივები დასახა საზღვრებს მიღმა თანამშრომლობისათვის (მაგალითად, ევრორეგიონების დაარსება). ტერიტორიულ ერთეულებსა და ორგანოებს შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენცია ქმნის სამართლებრივ ბაზისს საზღვრებს მიღმა თანამშრომლობისათვის.

ევროპის საბჭოს პოლიტიკას გააჩნია ორი მიზანი: კეთილმეზობლური, სანდო ურთიერთობების შენება და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობისათვის ნებისმიერი წინაღობის (განსაკუთრებით სამართლებრივი გართულებების) მოხსნა.

რეგიონული და უმცირესობათა ენები

რეგიონული და უმცირესობათა ენები ევროპის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, მათ დაცვა და ხელშეწყობა ესაჭიროებათ. 1992 წლიდან მოყოლებული, ევროპის სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ხელმოწერის გზით, საშუალება მიეცათ ამ მემკვიდრეობის დაცვისადმი თავიანთი მზადყოფნის დადასტურებისა.

ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტები

ევროპის საბჭოს საქმიანობის შედეგად იქმნება ორი ტიპის სამართლებრივი ინსტრუმენტი: კონვენცია და რეკომენდაცია.

ევროპის საბჭოს კონვენციები - სამართლებრივი სტანდარტების დანერგვა წევრ ქვეყნებში

▪ კონვენცია არის სავალდებულო ხასიათის საერთაშორისო ინსტრუმენტი, შემუშავებული

ევროპის საბჭოს უმთავრესი რგოლების, განსაკუთრებით მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის უშუალო მონაწილეობით დებატებისა და შეთანხმების პროცესში.

▪ ევროპის საბჭოს კონვენციათა უპირველესი მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთიანი სამართლებრივი სტანდარტების შექმნა მისი საქმიანობის სფეროებში.

▪ ყოველი ხელმომწერი და რატიფიცირების პროცედურის გამტარებელი სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს კონვენციის დებულებები და ჩართოს ისინი შიდა კანონმდებლობაში.

▪ არსებობს ევროპის საბჭოს კონვენციების შესრულებაზე საზედამხედველო რამდენიმე მექანიზმი.

დღეისათვის ევროპის საბჭოს ეგიდით შემუშავებულ კონვენციათა რიცხვი 200-ს უახლოვდება, მრავალი მათგანი არაწევრი ქვეყნებისთვისაც ღიაა ხელმოსაწერად.

რეკომენდაციები

საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც კონვენციის შექმნა მოხერხებული არ არის, მინისტრთა კომიტეტმა წევრი ქვეყნების მისამართით შესაძლოა გამოსცეს რეკომენდაციები თემებზე, რომელთა შესახებაც დათქმულია „საერთო პოლიტიკურ მიდგომათა“ შემუშავება. რეკომენდაციები თავიანთი ბუნებით სავალდებულო არ არის წევრი ქვეყნებისათვის, თუმცა ორგანიზაციის წესდება მინისტრთა კომიტეტს ანიჭებს უფლებამოსილებას, წევრ მთავრობებს მოსთხოვოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

სამართლებრივ საქმეთა გენერალური დირექტორატის ვებ-გვერდები

I გენერალური დირექტორატის პორტალი (სიახლენი)

www.coe.int/legal

სამართლებრივი თანამშრომლობა

www.coe.int/legalcooperation

სახელშეკრულებო ბიურო

www.conventions.coe.int

ვენეციის კომისია

www.venice.coe.int

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ

(GRECO) www.greco.coe.int

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია

www.coe.int/local

11 სოციალური ინტეგრაცია

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭო აქტიურად უწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას. მისი უმთავრესი ამოცანები ამ სფეროში არის:

▪ სოციალური ინტეგრაციის შესწორებულ სტრატეგიაში მოცემული სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის დანერგვა;

▪ სოციალური სფეროს ცვლილებათა ანალიზი სოციალური ინტეგრაციის მიღებული განმარტებების ფონზე;

▪ საერთო პასუხისმგებლობის კონცეფციის განვითარება სამოქალაქო საზოგადოების მეტი მონაწილეობის გზით სოციალური ინტეგრაციისკენ სვლაში;

▪ სოციალური დაცულობის სათანადო დონის უზრუნველყოფა;

▪ დასაქმების სექტორში მიმდინარე ცვლილებები და მისი როლის ანალიზი სოციალურ ინტეგრაციაში, ტრეინინგთან დაკავშირებული საკითხებისა და მომუშავეთა უფლებებში ცვლილებების ანალიზი;

▪ რისკის ზღვარზე მყოფი ჯგუფების დაცვა და მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ინსტრუმენტების გადახედვა;

▪ უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის წახალისება განსხვავებათა პატივისცემის გათვალისწინებით;

▪ სოციალურ გარიყვასთან და სხვა ყველა ფორმის დისკრიმინაციასთან ბრძოლა;

▪ ევროპული თანამშრომლობის გაღრმავება მიგრაციის სფეროში.

სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია

შესწორებულ ევროპულ სოციალურ ქარტიაში ჩადებულ ძირითად სოციალურ უფლებებზე საზოგადოების ყველა წევრის ხელმისაწვდომობის მიღწევა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის ბირთვს წარმოადგენს. აღნიშნული მიზანი მიიღწევა სამთავრობათშორისო საქმიანობის განვითარებით შემდეგ სფეროებში:

▪ სოციალური დაცვა: ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული, რათა სოციალური დაცვის ევროპულ კოდექსსა და მის შესწორებულ ვარიანტში გადმოცემული ევროპული სტანდარტები გახდეს უფრო მასშტაბური ყველა იმ წევრ სახელმწიფოში, რომლებიც დაადგნენ მათი დანერგვის გზას;

▪ სოციალური მომსახურება: შემუშავებულია რეკომენდაციები სოციალური მომსახურების

საშტატო წევრების ეფექტიანობის ასამაღლებლად, რათა მათ უკეთ უპასუხონ სოციალური

გარიყვის ზღვარზე მყოფი ადამიანების კომპლექსურ მოთხოვნებს;

▪ დასაქმება: მოღვაწეობის აქცენტი გადატანილია თანაბრად ხელმისაწვდომი დასაქმების ხელშეწყობაზე, გათვალისწინებით დასაქმების ბაზარზე და დასაქმების მომსახურებაში მიმდინარე ცვლილებებისა;

▪ განსახლება: წინ მიიწევს მუშაობა განსახლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ამ მხრივ მწვავე პრობლემების მქონე წევრ ქვეყნებში;

▪ ბავშვები და ოჯახი: ძალისხმევა ამ სფეროში მიიმართა ბავშვთა უფლებებისადმი ინტეგრირებული მიდგომის განვითარებაზე, თანახმად ევროპის საბჭოს კონვენციებისა და გაერო-ს კონვენციისა ბავშვთა უფლებების შესახებ. აქცენტი კეთდება მშობლის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვის სრულყოფილ და ჰარმონიულ განვითარებაში.

სოციალური ინტეგრაციის განვითარება

სოციალური ინტეგრაციის განახლებული სტრატეგია განსაზღვრავს სოციალური ინტეგრაციის განვითარების განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. მიმდინარე საქმიანობა გულისხმობს სასარგებლო ინდიკატორებისა თუ კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ხერხების დამკვიდრებას სოციალური ინტეგრაციის წინსვლაში, განყოფილება კი ორგანიზებას უკეთებს ყოველწლიურ ღია ფორუმს მასზე ზემოქმედების მქონე სოციალური ცვლილებების სხვადასხვა ასპექტის განხილვის მიზნით. დებატების ანალიზი იბეჭდება სერიულ გამოცემაში „სოციალური ინტეგრაციის ტენდენციები“, ხოლო ელექტრონული ცნობის ფურცელი „სოციალური ინტეგრაციის განვითარება“ დეტალურად აღწერს წამოწყებულ ინიციატივებს.

ევროპული კონვენციები სოციალურ უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია და მისი დამატებითი ოქმები უზრუნველყოფს რიგ ძირითად სოციალურ უფლებებს (იხ. თავი „ადამიანის უფლებები: დაცვა, ხელშეწყობა და მათი დარღვევის თავიდან აცილება“). სოციალური დაცვის ევროპული კოდექსი და მისი ოქმი უზრუნველყოფს დაცვის მინიმალურ დონეს, რომელიც მოიცავს სამედიცინო მომსახურებას, შემწეობას ავადმყოფობის პერიოდში, საწარმოო ტრავმის კომპენსაციას, მშობიარობას, უმუშევრობას, ინვალიდობას, შემწეობას მარჩენალის დაკარგვისას, ოჯახის შემწეობასა და პენსიებს.

სოციალური დაცვა უცხოეთში

მშრომელებისა და მათი ოჯახების საერთაშორისო მიმოსვლას, კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვის გარეშე მათ ინტეგრირებას მიმღებ ქვეყანაში, ისევე როგორც მათ სამართლებრივ და სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს შემდეგი შეთანხმებები:

ევროპული კონვენცია სოციალური დაცვის შესახებ, ეყრდნობა ოთხ ძირითად პრინციპს: თანასწორობას მოპყრობაში, კანონმდებლობის საყოველთაო ხასიათს, უფლებების შენარჩუნებასა და შემწეობების გაცემას საზღვარგარეთ. კონვენცია მოიცავს კანონმდებლობის ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება სოციალური დაცვის შემდეგ სფეროებს: შემწეობა ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, ინვალიდობის, ხანდაზმულობის, მარჩენალის დაკარგვის, საწარმოო ტრავმებისა და ავადმყოფობის, უმუშევრობისა და ოჯახების შემწეობები, ისევე როგორც სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურება;

ევროპული კონვენცია სოციალური და სამედიცინო დახმარების შესახებ თანასწორი მოპყრობის პრინციპს ეფუძნება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მის ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყნის მოქალაქე უზრუნველყოს იმ სოციალური და სამედიცინო დახმარებით, რომლითაც მისი მოქალაქეები სარგებლობენ;

ევროპული კონვენცია მიგრანტი მშრომელების სამართლებრივი სტატუსის შესახებ აყალიბებს მიგრანტ მშრომელთა მიმღები ქვეყნის მოქალაქეებთან თანასწორი მოპყრობის პრინციპებს და უზრუნველყოფს ამ ტიპის მშრომელთა ოჯახების გაერთიანების უფლებას.

კონვენციის განხორციელებაზე მეთვალყურეობას სპეციალური საკონსულტაციო კომიტეტი აწარმოებს.

ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა სოციალური დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო ახორციელებს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფართომასშტაბიან პროგრამებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. საბჭოს მიზანია, დახმარება გაუწიოს ამ ქვეყნებს სოციალური დაცვის სფეროში ისეთი საკანონმდებლო სისტემის დამკვიდრებაში, რომელიც შეესატყვისება სოციალური დაცვის ევროპულ კოდექსსა და მის ოქმში მოცემულ მინიმალურ სტანდარტებს. გარდა ამისა, საბჭო ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის სოციალური დაცვის სფეროში კოორდინაციას კავშირების დამყარების ხელშეწყობითა და საკუთარი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. აღნიშნული ინსტრუმენტების მიზანია მიგრანტი მშრომელებისა და მათი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ორ ან მეტ ქვეყანაში უმუშავიათ, სოციალური დაცვის უფლებებით თანასწორი სარგებლობის გარანტირება.

ინვალიდთა ინტეგრაცია

ევროპის საბჭო ინვალიდებს სთავაზობს თანმიმდევრულ პოლიტიკას, განსაკუთრებული ხაზგასმით სამედიცინო რეაბილიტაციაზე, სოციალურ ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობაზე. პოლიტიკის მიზანია, აღმოფხვრას სოციალური გარიყვა მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა: ფსიქოლოგიური, განათლების დონე, ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული, კულტურული, სოციალური, პროფესიული, ფინანსური თუ არქიტექტურული. ის ხელს უწყობს ინვალიდთა დამოუკიდებელ ცხოვრებასა და სრულყოფილ მოქალაქეობას და დახმარებას უწევს დასახული მიზნების მიღწევას რამდენიმე ევროპული ინიციატივითა და წევრი ქვეყნების საკანონმდებლო რეფორმების დაჩქარების გზით.

მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები

ევროპის საბჭოს მუშაობა ამ სფეროში კონცენტრირებულია მიგრაციის მიზეზებზე, მიგრანტთა სამართლებრივ სტატუსსა და მიგრანტი და ლტოლვილი მოსახლეობის ინტეგრირებაზე მიმღებ საზოგადოებაში. ევროპის საბჭოს პოლიტიკა ყურადღებას ამახვილებს ინტეგრაციაზე და იძლევა სახელმძღვანელო მითითებებს საზოგადოებაში ურთიერთობის გაუმჯობესების, ინტეგრაციისა და ტოლერანტობის ხელშეწყობისა და მიგრანტთა სოციალური უფლებების გარანტირებისთვის. ერთ-ერთი რეკომენდაციით, მაგალითად, მიგრანტებს უნდა მიეცეთ საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობა.

არალეგალური მიგრაცია მიიჩნევა რა დიდი მნიშვნელობის საკითხად, საბჭომ შეიმუშავა მიგრაციის მართვის სტრატეგია, რომელიც ემყარება მიგრანტთა უფლებების დაცვას, მიგრაციის წარმომავლობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის წახალისებას. მისი ერთ-ერთი ამოცანაა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ თუ მის სივრცეში დაშვებულ პირთა სამართლებრივ

სტატუსთან დაკავშირებული წესებისა და პრაქტიკის შესწავლა.

რომა და სხვა ნომადური (მომთაბარე) ხალხები

ევროპის საბჭო თავისი დახმარების პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად, ევროკომისიასთან ერთობლივად მოქმედი პროგრამა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რომას ხალხისთვის, წევრ ქვეყნებს ეხმარება ევროპაში რომას ხალხისა თუ სხვა ნომადური სათვისტომოების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. საბჭო ხაზს უსვამს ორ უმთავრეს ასპექტს, ესენია: სრულფასოვანი პოლიტიკური მიდგომების საჭიროება ეროვნულ დონეზე და მათ შემუშავებასა და ცხოვრებაში გატარებაში აღნიშნული სათვისტომოების ჩაბმის აუცილებლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე.

სპეციალისტთა ჯგუფი რომას, ბოშებისა და სხვა ნომადური ხალხების შესახებ განსაზღვრავს სახელმძღვანელო პრინციპებსა და პოლიტიკური სახის რეკომენდაციებს ამ სათვისტომოების მხრიდან ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესახებ. რომასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა კოორდინატორს მჭიდრო კონტაქტები გააჩნია ევროპის რომასა და ნომადურ ხალხთა ფორუმთან - 2004 წელს სტრასბურგში დაარსებულ საერთაშორისო ასოციაციასთან, რომელიც ევროპის მასშტაბით მისი მიზნობრივი ჯგუფის ინტერესთა დაცვას ისახავს მიზნად.

მოსახლეობა და დემოგრაფიული ცვლილებები

ყოველწლიური ანგარიში „უახლესი დემოგრაფიული ცვლილებები ევროპაში“ იძლევა უკანასკნელ ინფორმაციას 46 წევრი ქვეყნის მოსახლეობის დინამიკის შესახებ: რაოდენობა, ზრდისა და მიგრაციის მაჩვენებლები, ქორწინება და განქორწინება, ნაყოფიერება, სიკვდილიანობა და უცხოელთა წილი. ის ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე CD-Rom-ის სახით.

ვებ-გვერდი

http://www.coe.int/T/E/Social_Cohesion

12 ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი

▲ზევით დაბრუნება


სოციალური განვითარების ბანკი ევროპაში

ევროპის საბჭოს ბანკი (CEB) 1956 წელს წილობრივი შეთანხმების სახით დაარსდა და ამჟამად 38 წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი პრიორიტეტული მიზანია ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების, ბუნებრივი და ეკოლოგიური კატასტროფებით გამოწვეული სოციალური პრობლემების მქონე წევრი ქვეყნების ფინანსური დახმარება. დღეისათვის ბანკი სცდება თავის პრიორიტეტულ საზრუნავს და ახალ სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს მოიცავს, რაც განსაკუთრებით გულისხმობს რისკის ზღვარზე მყოფი სოციალური ჯგუფების (უპატრონო ბავშვები, ინვალიდები, ეთნიკური უმცირესობები და სიღატაკის ზღვარზე მყოფი ადამიანები) საარსებო პირობების გაუმჯობესებას.

ამგვარი სამოქმედო არეალის მქონე ბანკი სოციალურ პროექტებს აფინანსებს 3 ძირითად სფეროში:

▪ სოციალური ინტეგრაციის გაღრმავება, განსაკუთრებით ლტოლვილთა და მიგრანტთა დახმარებით, სოციალური განსახლების ზრდით, ურბანული და სასოფლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებითა და სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების წახალისებით.

▪ გარემოს პასუხისმგებლიანი მართვა პრევენციული ზომების მიღებისა და ბუნებრივი თუ ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული რეგიონების დახმარების სახით, წყლის სამომხმარებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, თხევადი ან სოლიდური ნარჩენების გადამუშავება, განახლებადი სუფთა ენერგიის წარმოება და მემკვიდრეობის დაცვა და რეაბილიტაცია.

▪ ადამიანური კაპიტალის ზრდა განათლების, პროფესიული სწავლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებისათვის შექმნილი პროექტების სახით.

ბანკს დაარსებული აქვს „შერჩევითი საკრედიტო ანგარიში“, რომლის მეშვეობითაც თავისი ყოველწლიური მოგების გარკვეულ ნაწილს მიმართავს ყველაზე შეჭირვებულ წევრ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებასა და განსაკუთრებით მაღალი სოციალური დატვირთვის მქონე პროექტების დაფინანსებაზე.

დღიდან დაარსებისა, ბანკმა გასცა 20 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი. მისი წლიური საკრედიტო თანხა 1,6 მილიარდ ევროს შეადგენს. 2004 წლის ბოლოსათვის მისმა საერთო კაპიტალმა 38 წევრი ქვეყნის მონაწილეობით 3 294 მილიონ ევროს მიაღწია.

2005-2009 წლების პერიოდში ბანკი მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში თავისი საქმიანობის გაფართოებას, განსაკუთრებით კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.

ვებ-გვერდი www. coebank.org

13 ჩრდილოეთი - სამხრეთის ცენტრი

▲ზევით დაბრუნება


გლობალური ურთიერთდამოკიდებულებისა და სოლიდარობის ევროპული ცენტრი (ჩრდილოეთი - სამხრეთის ცენტრი), როგორც ევროპის საბჭოს წილობრივი შეთანხმება, დაარსდა 1990 წელს ლისაბონში (პორტუგალია). ეს იყო დაგვირგვინება საბჭოს მიერ 1988 წელს წამოწყებული ევროპული კამპანიისა ჩრდილოეთი-სამხრეთის ურთიერთდამოკიდებულებისა და სოლიდარობის თემაზე.

ცენტრს ამოძრავებს 2 მიზანი: ჩრდილოეთი-სამხრეთის ურთიერთდამოკიდებულებისა და სოლიდარობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მთავრობებს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარლამენტარებსა და მედიას შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კავშირების გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიისა და გლობალური განათლების გავრცელებას.

ამის გამო ჩრდილოეთი-სამხრეთის ცენტრს ხშირად ნათლავენ, როგორც ევროპის საბჭოს მსოფლიოზე გამავალ სარკმელს. მისი მიზანია ორგანიზაციის ღირებულებათა ევროპის კონტინენტს გარეთ გატანა.

შეკრება, დიალოგი, ინფორმირება

სიმპოზიუმების, ფორუმების, სემინარების, საგანმანათლებლო მასალების, პუბლიკაციებისა და სხვათა საშუალებით ცენტრი ეძიებს მთავრობების, პარლამენტების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შემდგარ პარტნიორთა თავმოყრას, სადაც მოხდება აზრთა ურთიერთგაცვლა და მსჯელობა გლობალიზაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და გლობალური თანამშრომლობისა და სოლიდარობისათვის ხელშეწყობის თემებზე.

ჩრდილოეთი-სამხრეთის ცენტრის საქმიანობა ორი მიმართულებით ვითარდება:

გლობალური განათლება და ახალგაზრდობა

ეს მიმართულება ხელს უწყობს გლობალურ განათლებას (მდგრადი განვითარების, ადამიანის უფლებების, მშვიდობის, კონფლიქტის პრევენციისა და კულტურათშორისი დიალოგის სფეროებში). ის ავითარებს ახალგაზრდულ სასწავლო პროგრამებს და აფართოებს გლობალურ თუ რეგიონულ ქსელებს.

ცენტრი გლობალური განათლების ხარისხისა და გავლენის გაზრდის მიზნით მოქმედებს მისი კოორდინირებისათვის საერთოევროპულ დონეზე, რისთვისაც ხორციელდება ზოგადევროპული საექსპერტო ანალიზი და თანამშრომლობა ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებთან გლობალური განათლების სისტემების მომძლავრებისათვის.

ახალგაზრდული განზომილება მიზნად ისახავს ახალგაზრდობისა და მათი ორგანიზაციების როლის გაზრდა-გაუმჯობესებასა და მათ წარმოჩენას, როგორც განვითარებისა და გლობალური ურთიერთდამოკიდებულების მოქმედი პირებისა.

დიალოგი და სიმძლავრეების შენება სოლიდარობისათვის ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში

ევროპის საბჭო სასურველი პლატფორმაა ევროპულ ქვეყნებსა და სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირა თუ აფრიკულ ქვეყნებს შორის დიალოგისათვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სოციალური ინტეგრაციისა და სიმძლავრეების შენების სფეროებში

გასატარებელი პოლიტიკის თემებზე. ამ მიმართულების ძირითადი მიზანია ევროპის საბჭოს ღირებულებათა გავრცელება და არსებული ჩრდილოეთი-სამხრეთის ქსელების გაფართოება.

პროგრამა „თრანსმედ“ ხელს უწყობს დიალოგს კულტურათშორის და რელიგიათშორის თემებზე, ისევე როგორც ქალთა უფლებებისა და დემოკრატიის წინსვლისა და სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში კანონის უზენაესობის შესახებ.

ევროპა-აფრიკის დიალოგის დანიშნულებაა ევროპელ და აფრიკელ პარტნიორებს შორის (განსაკუთრებული აქცენტით პარლამენტებზე) დიალოგისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გაადვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, ეფექტიანი მმართველობა, კონფლიქტების თავიდან აცილება და იმიგრაცია.

ამ პროგრამების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ცენტრის საკომუნიკაციო სექტორი - მულტიმედიის განყოფილება, რომელიც კურირებს ჩრდილოეთი-სამხრეთი ცენტრის პუბლიკაციებს, განსაკუთრებით კი მის ცნობის ფურცელს „ურთიერთდამოკიდებულება“, მის ვებ-გვერდსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

ვებ-გვერდი www.nscentre.org

14 ჯანმრთელობის დაცვა და განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს მიზანია, შეიმუშაოს ჯანმრთელობის დაცვის ეთიკური თვალსაზრისით გამართული ევროპული პოლიტიკა, რაც მოითხოვს:

▪ ადამიანის უფლებების, სოციალური ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებათა გაერთიანებას;

▪ უსაფრთხოებისა და ხარისხის თვალსაზრისით წევრი ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკის ჰარმონიზებას;

▪ პრევენციული მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში განათლების დამკვიდრებასა და განვითარებას;

▪ პაციენტთა უფლებების, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და საზოგადოების სუსტი ჯგუფების დაცვის ხელშეწყობას.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა ევროპული კონფერენციები

ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები რეგულარულად იკრიბებიან, რათა შეიმუშაონ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამოჭრილი ახალი პრობლემების საპასუხო მიდგომები. მათი მორიგი, მე-7 კონფერენცია 2003 წლის ივნისში ქ. ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა თემაზე: „ჯანმრთელობა, ღირსება და ადამიანის უფლებები - ჯანმრთელობის მინისტრთა როლი და პასუხისმგებლობა“. მომდევნო კონფერენციის გამართვა 2007 წელს ბრატისლავაში იგეგმება.

ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები: სოციალური ინტეგრაციის პერსპექტივა

უკანასკნელ ხანს ევროპის საბჭომ მიიღო ორი რეკომენდაცია. მათგან პირველი, რეკომენდაცია (2004) 24 ეხება სამუდამო ავადმყოფთა მოვლის მგრძნობიარე ეთიკურ საკითხს და ემხრობა პალიატიურ მკურნალობას, როგორც ჯანმრთელობის დაცვის შემადგენელ ნაწილსა და მოქალაქეთა უფლებების განუყოფელ ელემენტს. რეკომენდაცია (2004) 17, დასათაურებული როგორც „საინფორმაციო ტექნოლოგიების გავლენა ჯანმრთელობის დაცვაზე - პაციენტი და ინტერნეტი“, გამოყოფს ინტერნეტის, როგორც პაციენტისათვის ახალი საიინფორმაციო წყაროს როლს და მთავრობებს ამ კონტექსტში აძლევს გარკვეული მტკიცე ზომების გატარების რეკომენდაციას.

ახალგაზრდების განათლება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

1991-1992 წლებში წამოწყებული თანამშრომლობის საფუძველზე ევროპის საბჭომ, ევროკომისიამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ ერთობლივად დააფუძნეს სკოლების ევროპული ქსელი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის. თავდაპირველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოთხი ქვეყნისთვის წამოწყებული საცდელი პროექტი, ქსელი ამჟამად მოიცავს 40-ზე მეტ ქვეყანას 500-ზე მეტი მონაწილე სკოლითა და 400 ათასზე მეტი სტუდენტით. ისინი ეწევიან სასკოლო გარემოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის რეკლამირებას პარტნიორული ქსელების გამყარების გზითა და მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლებისა და ფართო საზოგადოების ხელშეწყობით, ერთად იღვაწონ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

სისხლის გადასხმის უსაფრთხოებისა და ეთიკური საკითხები

სისხლის გადასხმაში არსებული პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპებია სისხლის ნებაყოფლობითი უსასყიდლო გაღება, გადასხმის უსაფრთხოება და ჰემოთერაპიის გაუმჯობესება. ახლახანს გამოიცა სისხლის კომპონენტთა მომზადების, გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო მითითებების მე-11 გამოცემა. მისი განახლება ხორციელდება ყოველწლიურად და ამჟამად მიიჩნევა სახელმძღვანელო წყაროდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანოთა გადანერგვა სიცოცხლის გადასარჩენად

ევროპის საბჭომ შეიმუშავა ორგანოთა გადანერგვის მარეგულირებელი ეთიკური ნორმების კრებული და ეს-ესაა გამოსცა ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის ხარისხის უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელოს მე-2 გამოცემა. საბჭოს ფარგლებში შემუშავებულია აგრეთვე ქსენოტრანსპლანტაციის სოციალური და ეთიკური შედეგების სახელმძღვანელო მითითებები - ადამიანური დანიშნულებით ცხოველური წარმოშობის ცოცხალი ორგანოებისა და ქსოვილების გამოყენება. რეკომენდაცია (2004) 7 იძლევა ორგანოთა ტრეფიკინგის რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად შესაბამისი ორგანიზაციული და სამართლებრივი ზომების გატარების მითითებებს. მასში გაშუქებულია ორგანოთა ტრეფიკინგთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის რისკები და მოცემულია რჩევები გადანერგვის სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად.

ფარმაკოპეა“: მსოფლიო მასშტაბის ლიდერი

„ევროპული ფარმაკოპეა“ აყალიბებს საერთო სავალდებულო სტანდარტებს (მონოგრაფიებს) ყველა წევრ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთო ანალიტიკური მეთოდების დამკვიდრებას და ახდენს მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოყენებული ყველა ნივთიერების სტანდარტიზებას. მედიცინაში დღეისათვის ფართოდ გამოყენებული აქტიური ნივთიერებების 70%25 ევროპულ ფარმაკოპეაშია აღნუსხული, ხორციელდება ეროვნული სტანდარტების კოორდინირება და ახალი მედიკამენტებისათვის შექმნილია 1800-ზე მეტი სავალდებულო ევროპული სტანდარტი.

აღნიშნული საქმიანობა წარმოებს ევროკავშირისა და 34 წევრი ქვეყნის მიერ რატიფიცირებული ევროპული კონვენციის ფარგლებში. თუმცა, „ფარმაკოპეას“ გავლენა სცილდება ევროპის საზღვრებს: მის მიერ დადგენილ სტანდარტებს მრავალი არაევროპული ქვეყანა იყენებს თავის კანონმდებლობაში.

ევროპული ფარმაკოპეა (მე-5 გამოცემა) 2005 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხასიათისაა. ის ხელმისაწვდომია ბეჭდური ფორმით, CD-ROM-ის სახით და ინტერნეტით. შესწორებები წელიწადში სამჯერ ბეჭდური დამატებების სახით გამოდის.

პომპიდუ- ჯგუფი“: თანამშრომლობა ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში

„პომპიდუ-ს ჯგუფი“ დისციპლინათშორისი ფორუმია მინისტრთა თანამშრომლობისათვის ნარკომანიასთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრ- ძოლის საქმეში. სადღეისოდ მასში 34 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისას ის მჭიდროდ თანამშრომლობს ახალ დემოკრატიულ ქვეყნებთან სასწავლო სემინარების, გაცვლითი პროექტებისა და ნარკოტიკების მომხმარებლებთან მომუშავე კადრების მოსამზადებელი პროგრამების სახით.

„პომპიდუ-ს ჯგუფის“ წევრი ჯანდაცვის მინისტრები ჯგუფის მიერ წარმოებული სამუშაოს მიმოსახილად სამ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და განსაზღვრავენ ახალ მოთხოვნებს. ამჟამად ჯგუფის პრიორიტეტებია: ნარკომანიის თავიდან აცილება, ნარკომანთა და ნარკოტიკების მომხმარებელთა სოციალური რეინტეგრაცია, სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემა, ნარკომანიის სოციალური საზღაურისა და ეთიკური თვალსაზრისით ტრეინინგისა და კვლევების ხელშეწყობა.

ევროპის საბჭო თანამშრომლობს ასევე ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებთან ეპიდემიოლოგ ექსპერტთა ქსელის შესაქმნელად.

მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა

ევროპის საბჭო მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის დონის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ახალი მიდგომების დამკვიდრებით. მისი საქმიანობის შედეგები უკვე ინსტრუმენტად გვევლინება ეროვნული ნორმატიული აქტებისა და ევროკავშირის დირექტივების შემუშავებისას, რაც საზოგადოებრივი კვების ქსელში ჩართული პროდუქტების ხარისხსა და უსაფრთხოებას, ან ფარმაცევტიკასა და კოსმეტიკის სფეროებს უკავშირდება.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/T/E/Social_Cohesion/Health

15 ევროპის კულტურული კონვენცია - საქმიანობის ფორმატი

▲ზევით დაბრუნება


ევროპის კულტურული კონვენცია განათლების, კულტურის, მემკვიდრეობის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმიანობისათვის ოფიციალურ ფორმატს აწესებს. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დანართის სახით მისი შემუშავების იდეა პირველად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ იქნა წამოყენებული.

ევროპის კულტურული კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა პარიზში 1954 წლის 19 დეკემბერს, ძალაში კი 1955 წლის 5 მაისს შევიდა. ის ერთადერთია იმ მხრივ, რომ ევროპის ყველა, 48 სახელმწიფოს აერთიანებს - ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანასთან ერთად ბელორუსსა და ვატიკანს.

კონვენციის უმთავრეს მიზნებში შედიოდა ევროპული კულტურის დაცვა და ევროპელ ხალხებში კულტურული მრავალფეროვნების დაფასებასა და ორმხრივ ურთიერთგაგებაზე აქცენტი. არსებობდა იდეა, წარსულ უთანხმოებათა აღმოფხვრა, ახალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და დემოკრატიის განსამტკიცებლად, მომხდარიყო განათლებისა და კულტურის წყალობით. ევროპელებში მეტი ურთიერთგაგებისა და უფრო დიდი ერთობის შენების გზაზე, კონვენციის თავდაპირველი მიზნები კერძოდ იყო:

▪ ევროპის ხალხების მიმართვა თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ (მათ შორის იქნებოდა ენა, ისტორია და ცივილიზაცია) და მისი უფრო ფართო ევროპული მემკვიდრეობის ნაწილად აღქმისაკენ.

▪ სხვა ქვეყნების კულტურისა და მემკვიდრეობის უკეთ შესაცნობად კულტურული ობიექტებისა და ხალხების მობილურობის გაზრდა;

▪ ფართო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა კონტინენტის მასშტაბით.

მომდევნო სამი მიზანი კი შემდგომი წლების განმავლობაში წარმოიშვა:

▪ პირობების შექმნა დემოკრატიულ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;

▪ კულტურის სტანდარტებში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში ევროპული განზომილების შემოტანა;

▪ საერთო ღირებულებათა განვითარებით კულტურული მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის ხელშეწყობა.

ევროპის კულტურული კონვენციის ხედვა ევროპას მოიაზრებდა როგორც ერთ მთელს. ის გარდამავალი საფეხური შეიქნა რკინის ფარდის ეპოქასა და ევროპის საბჭოში სრულუფლებიან წევრობამდე. უკანასკნელი 50 წლის მანძილზე კონვენციამ ხელი შეუწყო ფართო საერთაშორისო თანამშრომლობას შემოქმედებითი მოღვაწეობის მთელ სპექტრში.

ვროცლავის დეკლარაცია - ევროპის კულტურული კონვენციის 50- წლისთავი

1954 წლის დეკემბერში შემუშავებული ევროპის კულტურული კონვენციის 50 წლის იუბილე ევროპის საბჭომ 2004 წელს აღნიშნა. ამ თარიღისათვის მიძღვნილ ღონისძიებათა გამხსნელი დიდი კონფერენცია შედგა ვროცლავის (პოლონეთი) ეროვნულ ინსტიტუტში პოლონეთის ხელისუფლების მიწვევით, მინისტრთა კომიტეტში მისი თავმჯდომარეობისას. ვროცლავი, გამომდინარე კულტურული გზაჯვარედინის ფუნქციის მქონე მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან, კონფერენციისათვის სიმბოლურ არჩევანს წარმოადგენდა.

კონფერენციის მთავარ მოვლენად იქცა ვროცლავის დეკლარაციის მიღება, რომელშიც თავმოყრილია კონვენციის ძირითადი მიღწევები დღემდე და გამოვლენილია როგორც მთავარი გამოწვევები, ისე სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. კერძოდ, ის აქცენტს აკეთებს შემდეგზე:

▪ გაფართოებულ ევროპაში ახალი უთანხმოებების თავიდან აცილების მიზნით ევროპული თვითშეგნების გაღრმავება;

▪ კულტურული მრავალფეროვნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეობის ხელშეწყობა;

▪ კულტურათშორისი და რელიგიათშორისი დიალოგის წახალისება კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, მშვიდობის ხელშესაწყობად და სოციალური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ვებ-გვერდი http://www/coe.int/T/E/Ciltural_Co-operation

კულტურის სფეროში საქმიანობა და კულტურის პოლიტიკა

16 განათლება

▲ზევით დაბრუნება


საქმიანობის ფარგლები

ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო პროგრამაზე პასუხისმგებლობა 2 ორგანოს, განათლების მმართველ კომიტეტსა (CDED) და უმაღლესი განათლებისა და კვლევების მმართველ კომიტეტს (CDESR) შორის ნაწილდება:

▪ განათლების მმართველი კომიტეტი (CDED) კომპლექტდება ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების განათლების სამინისტროების წარმომადგენლებით.

▪ უმაღლესი განათლებისა და კვლევების მმართველი კომიტეტი (CD-ESR) პასუხისმგებელია ორგანიზაციის უმაღლესი განათლებისა და კვლევების პროგრამის ფუნქციონირებაზე. საბჭოს კომიტეტთაგან უმრავლესობა სამთავრობათშორისოა. ეს კომიტეტი ერთადერთი პან-ევროპული ფორუმია, გამიზნული განათლების სამინისტროებისა და სამეცნიერო წრეებისათვის.

მიზნები და მოტივაცია

ევროპის საბჭო იხილავს განათლების სფეროს შემდეგ საკითხებს:

▪ რამდენად უწყობს ხელს განათლება ფუნდამენტური უფლებებისა და პლურალისტური დემოკრატიის წინსვლას;

▪ რა საშუალებებით შეუძლია მას ევროპის ხალხთა უფრო მჭიდრო ერთობისა და ურთიერთგაგების მიღწევა და ეროვნულ საზღვრებსა და კულტურულ სახესხვაობათა მიღმა ნდობის გამყარება;

▪ რა ტიპის დახმარება შეუძლია მას შესთავაზოს ევროპულ მთავრობებსა და მოქალაქეებს მათ წინაშე მდგომი სოციალური გამოწვევების დაძლევაში.

საბჭოს მიერ ეს ამბიციური მიზნები შემდეგი საშუალებებით მიიღწევა:

▪ სკოლასა და მის გარე სწავლებაში მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება (პოლიტიკური მიდგომების დასახვა, სასწავლო პროგრამები და მეთოდიკა);

▪ იდეების, გამოცდილებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაცვლა;

▪ კონტაქტებისა და გაცვლითი პროგრამების გაღრმავება, ქსელების დაარსება და პარტნიორობის წახალისება;

▪ მუშაობა კვალიფიკაციათა საერთაშორისო ცნობაზე;

▪ კვლევის შედეგების, ბროშურებისა და სხვა პრაქტიკული მასალების გამოქვეყნება პოლიტიკურ მიდგომათა აღმასრულებლებისა და მოსწავლეებისათვის;

▪ თანამშრომლობა სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პარტნიორული ურთიერთობები საგანმანათლებლო სისტემის განახლებაში

საგანმანათლებლო სისტემის განახლების საქმეში პარტნიორული ურთიერთობები არის უზოგადესი სქემა თანამშრომლობისა და დახმარებისათვის, რომელსაც უძღვება ევროპის საბჭოს სასკოლო, სკოლის გარე და უმაღლესი განათლების დირექტორატი. ის გამოხატავს ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო როლს, რაშიც იგულისხმება დემოკრატიის ხელშეწყობა ევროპაში, საგანმანათლებლო რეფორმის მხარდაჭერა, საერთოევროპული სტანდარტებისა და წარმატებული პრაქტიკის გავრცელება და განსაკუთრებული საჭიროების მქონე წევრი ქვეყნების დახმარება, მათთვის რჩევების მიწოდება.

საქმიანობის უდიდესი ნაწილი მოიცავს წევრი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას დირექტორატის საქმიანობის უმთავრეს სფეროებში (კერძოდ, დემოკრატიული მოქალაქეობა, ენები და ისტორია) მათ მიერ სტრუქტურული ცვლილებების გატარებისას საგანმანათლებლო პოლიტიკაში, კანონმდებლობაში, სტანდარტებსა და მეთოდიკაში. განათლების დირექტორატი ხელს უწყობს ასევე რეგიონულ თანამშრომლობას და მართავს ღონისძიებებს რელიგიათშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით და საერთო ინტერესის საკითხებზე, როგორიცაა განათლება და უმცირესობათა პოლიტიკა, განათლების ხარისხი და სხვ.

პროექტი განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის

1997 წელს კულტურული თანამშრომლობის საბჭომ (CDCC) საფუძველი ჩაუყარა პროექტს „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ (EDC). პროექტის მიზნებში შედიოდა მონაწილეობაზე დაფუძნებული დემოკრატიის მნიშვნელობისა და მოქალაქეთა სტატუსის გადასინჯვა, აგრეთვე დადგენა იმისა, თუ რა ღირებულებებისა და ცოდნის ფლობაა საჭირო ადამიანებისათვის, რათა ისინი საზოგადოების აქტიურ და პასუხისმგებლიან წევრებად მოგვევლინონ.

პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში, 1997-2000 წლებში, კვლევა ინტერესდებოდა საჭირო ჩვევებითა და საწვრთნელი სტრატეგიებით. ის იყო დასაყრდენი „მოქალაქეობის ადგილის“ შემფასებელი პროექტების სატრეინინგო საქმიანობაში, ისევე როგორც პოლიტიკის გამტარებელთა, ექსპერტთა, პრაქტიკოსთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა და სამთავრობათშორისო ორგანიზაციათა ქსელის დაარსებაში.

მეორე ფაზის მსვლელობისას (2001-2004) დაინერგა და გაუმჯობესდა მოქალაქეობაში განათლების პოლიტიკური მიდგომები. ეს განხორციელდა პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარებითა და მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სფეროში განათლების შესახებ წევრ ქვეყნებში ინფორმაციის გამავრცელებელი ქსელების დაარსებით, რათა ევროპაში პლურალისტური დემოკრატიის სისტემები აშენებულიყო.

ევროპული წელი „მოქალაქეობა განათლების მეშვეობით“ მთელი 2005 წლის განმავლობაში მრავალ ევროპულ ქვეყანაში აღინიშნა, სახელმწიფო მოწყობის ყველა დონეზე (ეროვნული, რეგიონული თუ ადგილობრივი) სხვადასხვა ღონისძიებისა და საქმიანობის სახით და ხშირ შემთხვევაში ევროპის საბჭოს უშუალო მონაწილეობით. საბჭომ შემოიღო ასევე სპეციალური პროგრამები დემოკრატიისკენ გარდამავალ ფაზაში მყოფი ქვეყნების დასახმარებლად ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ახალი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაში.

გამოწვევა ახალი კულტურათშორისი განათლების სფეროში

პროექტი რელიგიური განსხვავებისა და დიალოგის შესახებ წამოწყებულ იქნა 2002 წელს კულტურათშორისი და რელიგიათშორისი დიალოგის გასაღრმავებლად. ეს არის საბჭოს საქმიანობის ერთერთი უძირითადესი სფერო და პროექტი პოლიტიკის გამტარებლებს, განათლების სფეროს მუშაკებსა და მასწავლებლებს აზიარებს ახალ მიდგომებს კულტურათშორისი განათლების სფეროში ზოგადად და კერძოდ მის რელიგიურ ასპექტებში, როგორც სასკოლო, ისე სკოლის გარე განათლებაში საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ხაზგასმით. კულტურათშორისი განათლება მოიცავს ფართო სპექტრს - ინტეგრაციას, მონაწილეობასა და თანაცხოვრებას და წარმოადგენს მულტიკულტურალიზმისა და რელიგიური მრავალფეროვნების წინაშე მდგომი გამოწვევების დაძლევის გზას, კონფლიქტის დემოკრატიული გადაწყვეტისათვის სასარგებლო კონტექსტის შექმნით.

უმაღლესი განათლება და კვლევა

უმაღლესი განათლებისა და კვლევების მმართველი კომიტეტი (CD-ESR) პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს საქმიანობაზე უმაღლესი განათლებისა და კვლევების სფეროში. კომიტეტის მიზანია ევროპაში უმაღლესი განათლებისა და კვლევებისათვის ხელშეწყობა დემოკრატიის ერთიან პრინციპებსა და ევროპის საუნივერსიტეტო მემკვიდრეობის ღირებულებებზე დაყრდნობით (მათ შორის სწავლების, სწავლისა და კვლევების თავისუფლება და დემოკრატიულ საზოგადოებაში აკადემიურ დაწესებულებათა თვითმმართველობა).

მიმდინარე პრიორიტეტები გულისხმობს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნას, განათლების წახალისებას სოციალური ინტეგრაციისათვის, ცვალებად სოციალურ კონტექსტში უმაღლესი განათლების მართვასა და კვლევებში საჯარო პასუხისმგებლობის ახლებურ შეფასებას, ევროპის რეგიონში კვალიფიკაციების ცნობის შესახებ კონვენციის (ETS NO. 165) გამოყენებას, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ევროპული უნივერსიტეტების მემკვიდრეობისა და ავტონომიურობის შენარჩუნებას.

ბოლონიის პროცესი - უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისაკენ

ევროპის უმაღლესი განათლების სისტემა ამჟამად განიცდის ათწლეულების მანძილზე ყველაზე ფართომასშტაბიან და მნიშვნელოვან რეფორმირებას. ბოლონიის პროცესის სახელით ცნობილი მოძრაობა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის დაარსებას 2010 წლისათვის. მის ფარგლებში მოქცეული საგანმანათლებლო სისტემები იქნება გამჭვირვალე და ადვილად გასაგები, სასწავლო ხარისხების სისტემები განახლებული, მინიჭებული კვალიფიკაციები კი საყოველთაოდ აღიარებული. უმაღლესი განათლება უკეთ უპასუხებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელი შეეწყობა სწავლას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ევროპის საბჭოს განსაკუთრებული წვლილი შეეხება მინიჭებული კვალიფიკაციების საყოველთაო ცნობის გარანტირებასა და სასწავლო ხარისხის სტრუქტურების რეფორმირებას.

უმაღლესი განათლებისა და კვლევების მმართველი კომიტეტი ასრულებს მეკავშირის როლს ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნებსა და ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებს (რომელთაც აღნიშნული პროცესით სარგებლობა მასში ფორმალური მონაწილეობის გარეშეც შეუძლიათ) შორის.

კვალიფიკაციების საყოველთაო აღიარება ევროპის მასშტაბით

ამ სფეროში თანამშრომლობა ევროპის საბჭომ აწარმოა „იუნესკოსთან“ პარალელურად, ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ცნობის შესახებ კონვენციის ფარგლებში (ETS NO. 165). კონვენციის ხელმოწერა 1997 წლის აპრილში დაიწყო ლისაბონში, ხოლო ძალაში 1999 წლის თებერვალში შევიდა. ის რატიფიცირებულია 40 ქვეყნის მიერ, რვა სახელმწიფოს მიერ კი ხელმოწერილია.

ევროპის საბჭო „იუნესკოსთან“ ერთად წარმართავს ასევე აკადემიური მიმოსვლისა და ხარისხების ცნობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ENIC) მუშაობას.

საჯარო პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების სფეროში და მისი მართვა

გაზრდილი მოთხოვნა საჯარო ბიუჯეტირებაზე, ბოლონიის მიმდინარე პროცესი და ზოგადი შეთანხმება ვაჭრობისა და მომსახურებათა შესახებ (GATS) მოითხოვს უმაღლეს განათლებაზე საჯარო პასუხისმგებლობის მიზნის ახლებურ შეფასებას. ეს ცვლილებები უმაღლესი განათლების სისტემებისა და ინსტიტუტების მართვასაც ჰფენს ნათელს და ხელმძღვანელობის პროცესში ჩაბმული ყველა მონაწილის ყურადღებას მიაპყრობს მონაწილეობაზე. ევროპის საბჭოს 2 მიმდინარე პროექტი უკავშირდება ამ სფეროებს, განსაზღვრავს შესაძლებლობებს და იძლევა რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.

ენობრივი პოლიტიკის პროექტი

პროექტი „ენები, მრავალფეროვნება, მოქალაქეობა“ მიზნად ისახავს ენების სასკოლო და ცხოვრების მანძილზე შემსწავლელი პოლიტიკის განვითარებასა და სოციალური ინტეგრაციისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობას. მოღვაწეობა ამ კუთხით მოიცავს წევრი ქვეყნების დახმარებას მათი ენების შემსწავლელი პოლიტიკის გადახედვასა და დაგეგმვაში და სასკოლო პროგრამებით გათვალისწინებული ენების მეტი დივერსიფიცირებისათვის ეფექტიანი სტრატეგიების წახალისებაში.

პროექტი ავითარებს საერთო ევროპულ სტანდარტებს და ფინანსურად უწყობს ხელს ენების შემსწავლელი პროგრამებისა და კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და ერთგვაროვნების გაზრდას. განვითარებულ იქნა ენების სწავლების 6 საფეხურიანი სქემა, ფართოდ მოხმარებული მათ შორის ევროკავშირის მიერაც „Europass“-ის - კვალიფიკაციების გამჭვირვალობის ახალი სქემის ფარგლებში. პროექტი ფარავს ენების ყველა ასპექტს: ეროვნულ, აღმზრდელობით, უცხო და მიგრანტთა ენებს. ის ასევე ეხმარება უმცირესობათა განათლებაზე გათვლილ საქმიანობებს.

ენების ევროპული დღე

ევროპის საბჭომ 26 სექტემბერი გამოაცხადა ენების ყოველწლიურ ევროპულ დღედ, რომელიც მთელი ევროპის მაშტაბით აღინიშნება. ამგვარად ჰპოვა გაგრძელება 2001 წელს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ ერთობლივად ორგანიზებულმა და წარმატებულად ჩატარებულმა ენების ევროპულმა წელმა. საერთოევროპულ ამ ღონისძიებაში ათასობით ადამიანია ჩართული, რომლის დროსაც ხაზი ესმება ლინგვისტური მრავალფეროვნების უპირატესობებს, ენების შესწავლის აუცილებლობას ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის, დემოკრატიული სტაბილურობის, დასაქმებისა და მობილურობისათვის.

თანამედროვე ენათა ევროპული ცენტრი (ECML)

თანამედროვე ენების ხელშეწყობა

1994 წელს წილობრივი შეთანხმების სახით ქ. გრაცში (ავსტრია) დაარსებული თანამედროვე ენათა ევროპული ცენტრი თავის 33 წევრ სახელმწიფოს ეხმარება ენების შემსწავლელი პოლიტიკის განხორციელებაში. ის მხარს უჭერს თანამედროვე ენების შესწავლასა და სწავლებაში ახლებურ მიდგომებსა და წარმატებულ პრაქტიკას.

ცენტრი ენების სწავლების ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობით უძღვება პროექტების საშუალოვადიან პროგრამას. მონაწილეები წევრი ქვეყნებიდან მოწვეულნი არიან მის სემინარებზე, კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში სამონაწილეოდ, რითაც ის გვევლინება როგორც ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების, დებატების წახალისებისა და ტრეინინგის მოსამრავლებელი ფუნდამენტი. მისი ეგიდით მოქმედებს ასევე მასწავლებელთა მწვრთნელების, მკვლევარებისა და საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრატორების საერთოევროპული ქსელი.

ისტორიის სწავლება

ისტორიის სწავლება განსაკუთრებული გავლენის მქონეა დემოკრატიული საზოგადოებების მომავალ მოქალაქეთა ცოდნაზე, უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებზე. რეკომენდაციას (2001) 15 ისტორიის სწავლების შესახებ 21-ე საუკუნის ევროპაში, ევროპული განზომილება შემოაქვს ისტორიის სასწავლო პროექტში, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის შთამბეჭდავ თარიღებსა და მოვლენებს (1848, 1912/1913, 1919, 1945, 1989) ეხება. ფუნქციონირებს სიმპოზიუმი და მოქმედ მასწავლებელთა საწვრთნელი სემინარები, ისევე როგორც მონაცემთა ინტერაქტიული ბაზა. შედეგები CD-ROM-ის სახით 2006 წელს გამოქვეყნდება.

ევროპის საბჭო დიდი ხანია ჩართულია ისტორიის სწავლებაში და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცდილობს დაეხმაროს ახალ წევრ ქვეყნებს ისტორიის სასწავლო პროგრამების რეფორმირებაში, ახალი სახელმძღვანელოების გამოცემასა და ისტორიის მასწავლებელთა მომზადებაში. მისი 3 უმთავრესი პროექტია: სასწავლო პროგრამა, სტანდარტები, ახალი სახელმძღვანელოები და საწვრთნელი პროგრამა რუსეთის ფედერაციაში; შავი ზღვის ინიციატივა ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და უკრაინის მონაწილეობით (მისი საბოლოო პროდუქტი იყო ამ რეგიონის ისტორიის შესახებ სასწავლო პაკეტის მომზადება, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა); და თბილისის ინიციატივა, რომელშიც ისტორიის ერთობლივი სახელმძღვანელოს მომზადებაში ჩართულნი არიან ავტორები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთის ფედერაციიდან.

ევროპის საბჭო კოორდინირებას უწევს აგრეთვე ისტორიის სასწავლო საქმიანობას სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, აქცენტით ისტორიის მასწავლებელთა მომზადებაზე, სასწავლო რესურსებზე, უმაღლეს განათლებასა და არაფორმალურ განათლებაზე ახალგაზრდებისათვის.

2004 წელს ევროპის საბჭომ წამოიწყო საქმიანობა ისტორიის სწავლების შესახებ კვიპროსში. ტარდება სემინარები და სამუშაო შეხვედრები შერიგებისა და ტოლერანტობის წასახალისებლად ისტორიის სწავლებაში ახალი მეთოდების დასანერგად, რაც დაეფუძნება მულტიპერსპექტიულ ხედვასა და კულტურათშორის დიალოგს.

განათლება პატივის მისაგებად

ისტორიის სწავლების შესახებ რეკომენდაციისა და კრაკოვში 2000 წლის ოქტომბერში განათლების მინისტრებს შორის მიღწეული შეთანხმების პასუხად, ევროპის საბჭოს ევროპის კულტურული კონვენციის 48 ხელმომწერი ქვეყანა ყოველწლიურად აწყობს ჰოლოკოსტისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა თავიდან აცილების სამახსოვრო დღეს. ამასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაკვეთილებისა და პროექტების სახით იმართება სკოლებში, ხშირად დისციპლინათშორისი ბუნებისა, ამასთან, ყოველი სახელმწიფო თავისუფალია ამ ღონისძიების თარიღის დაწესებაში, გამომდინარე თავისი ისტორიული რეალობიდან.

ევროპის საბჭო აქვეყნებს მთელ წყებას სასწავლო მასალებისა, გამიზნულს სპეციალურად მასწავლებელთა დასახმარებლად „მახსოვრობის მოვალეობის„ შესახებ გაკვეთილების მომზადებაში.

რომა/ბოშების საგანმანათლებლო პროექტი

რეკომენდაცია (2000) 4 - ის საპასუხოდ 2001 წელს წამოწყებული ამ პროექტის მიზანია უკეთესი განათლება რომას ბავშვებისათვის. ის სარგებლობს რომას ჯგუფისათვის სპეციფიკური საგანმანათლებლო სტრატეგიებით და იძლევა პრაქტიკულ რჩევებს, თუ რა გზით არის შესაძლებელი წევრი ქვეყნების მიერ ამგვარი მიდგომის ჩართვა თავიანთ შიდა პოლიტიკაში.

აქცენტი დასმულია რომას სათვისტომოს მოძლიერებაზე, მის წარმომადგენელთა ჩართვაზე მათსავე ინტერესებში არსებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, პირდაპირი მონაწილეობის წახალისებასა და რომას კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო მასალების მეშვეობით.

ევროპის საბჭო მხარს უჭერს და ავითარებს რომას სასკოლო მედიატორის პროფესიას და ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს მედიატორის სახელმძღვანელო.

ევროპა სასკოლო შეჯიბრში

ეს ყოველწლიური შეჯიბრი ფინანსდება ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპის კულტურული ფონდის მიერ. ის გამიზნულია სასკოლო ასაკის ბავშვების ევროპული საკითხებით დასაინტერესებლად.

გამარჯვებულები ივლისში ერთი კვირით სტრასბურგში მიიწვევიან. მათ აჩერებენ ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც გააცნობენ ორგანიზაციის მთავარ პროგრამებს - განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში - და ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საპარლამენტო ასამბლეის შესახებ. ისინი მონაწილეობას იღებენ ასევე პრიზის გადაცემის ცერემონიალში.

საწვრთნელი პროგრამა განათლების სფეროს მოქმედი პროფესიონალებისთვის

ამ პროგრამას სასკოლო სწავლებასა და მასწავლებელთა მოსამზადებელ პროგრამებში შემოაქვს ევროპული განზომილება ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ 48 სახელმწიფოში.

ის გამიზნულია განათლების სფეროს პროფესიონალებისთვის (მასწავლებლები, უფროსი მასწავლებლები, შემფასებლები, მრჩევლები განათლების სფეროში, მასწავლებელთა მწვრთნელები და სახელმძღვანელოების ავტორები), რომელთაც გააჩნიათ წვრთნისას მიღებული ცოდნის გავრცელების შესაძლებლობა. პროგრამას, რომელიც სემესტრის განმავლობაში დაახლოებით 15 ევროპულ სემინარს ატარებს, ყოველწლიურად ესწრება განათლების სფეროს 2500 მუშაკი (მათ შორის მასპინძელი ქვეყნიდანაც). მათზე მიმოიხილება ევროპის საბჭოს ძირითადი თემები, განსაკუთრებული ხაზგასმით განათლებაზე: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებები, ისტორიის სწავლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველდღიურ ძალადობაზე რეაქცია, რომა/ბოშების ბავშვთა განათლება, კულტურათშორისი და რელიგიათშორისი დიალოგი და სკოლებში ევროპული განზომილების დანერგვა.

წელიწადში ორჯერ, მაისსა და ოქტომბერში, საბჭო აქვეყნებს ევროპული სემინარების სიას, რომელთაც კონვენციის ხელმომწერი სხვადასხვა სახელმწიფოები უმასპინძლებენ. ეს სია, განაცხადის ფორმა, 48 წევრი სახელმწიფოს ეროვნული მეკავშირე ოფიცრების სია და პრაქტიკული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http:// www.coe.int/T/ECultural_Cooperation/education/Teacher_training.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/T/E/Cultural_Co-veb-gverdi operation/education

17 კულტურა და მემკვიდრეობა

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭო ხელს უწყობს კულტურული თვითშეგნების მრავალფეროვნებას, რასაც ახორციელებს კონვენციების განხორციელებისა და მათი ზედამხედველობის, სტანდარტების შემოტანის, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებისა და პროფესიული ქსელების დაარსების საშუალებით. ის აშუქებს განსხვავებებს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე და საერთო ღირებულებებს, რომელთაც ევროპული მოქალაქეობა ეფუძნება. თანამშრომლობის პროგრამა აფიქსირებს მემკვიდრეობის წვლილს ადამიანური განვითარებისა და საზოგადოების, როგორც ერთი მთელისათვის და ბიძგს აძლევს შემოქმედებითობას კულტურის სხვადასხვა სექტორში.

კულტურა

კულტურათშორისი დიალოგი და კონფლიქტების თავიდან აცილება

კულტურული განსხვავებებით გამძაფრებულ სოციალურ და პოლიტიკურ კონფლიქტთა მზარდი რაოდენობის პასუხად, ევროპის საბჭომ წამოიწყო კულტურათშორისი დიალოგისა და კონფლიქტების თავიდან აცილების პროექტი, რომლის მიზანია ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების, საქველმოქმედო ასოციაციების, კულტურის სფეროს მედიატორებისა და საზოგადოების წახალისება ისეთ ღონისძიებათა ერთობლივად ჩატარებაში, რომლებიც გააძლიერებს კულტურულ, სოციალურ და რელიგიურ ჯგუფთა შორის ურთიერთგაგებას კონფლიქტების განეიტრალებისა და შერიგების საქმეში. საბჭო, აკადემიურ დებატებსა და პრაქტიკულ საველე მუშაობაზე დაყრდნობით, აწესებს „ფორუმს დიალოგისათვის“, უზრუნველყოფს რა ქალაქში, სოფლად თუ დაცილებულ პუნქტებში კულტურული ღონისძიებების თანაბარ ხელმისაწვდომობას ევროპის კულტურული და რელიგიური სათვისტომოებისათვის.

პოლიტიკური მიდგომები კულტურის სფეროში

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ევროპის საბჭო აცნობიერებს, რომ ევროპის კულტურული სიმდიდრე ეყრდნობა როგორც მის მრავალფეროვნებას, ისე მის საერთო კულტურულ მემკვიდრეობას. ამდენად, საბჭოს გააჩნია კარგი შესაძლებლობა, ხელისუფალთ და პროფესიონალებს მიაწოდოს მათთვის საჭირო დახმარება და საშუალებები კულტურის პოლიტიკის სფეროში წარმატებული პრაქტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისათვის.

კულტურის ეროვნული პოლიტიკის მიმოხილვის ევროპული პროგრამა აანალიზებს კულტურის სფეროში არსებულ სიტუაციას ცალკეულ ქვეყნებში და მათ კულტურის მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგიების განსაზღვრაში ეხმარება. პროგრამა საბჭოს აწვდის აგრეთვე წევრი ქვეყნებისთვის საზიარო კულტურული პრობლემების ფართო მიმოხილვას, ის კი ამ ინფორმაციას იყენებს ზოგადი ევროპული სტრატეგიების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც სცდება კულტურის სფეროს საზღვრებს. ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერთა ნახევარზე მეტი შეთანხმდა, შეაფასოს თავიანთი მიზნები და მეთოდები, შეაგროვოს მათზე ინფორმაცია, გააანალიზოს ტენდენციები და მათი მიმოხილვა გარეშე ექსპერტებს მიანდოს.

ევროპაში კულტურის პოლიტიკისა და ტენდენციების კრებული არის პირველი ელექტრონული საინფორმაციო ევროპული სისტემა კულტურის პოლიტიკის სფეროში. მისი საშუალებით ეროვნულ მონაცემთა ბაზაზე დაკვირვება და საერთაშორისო შედარებების გაკეთებაა შესაძლებელი, მისი საზედამხედველო ფუნქცია კი მიმდინარე ტენდენციებისა და ცვლილებებისადმი სისტემური მიდგომით გამოავლენს ზუსტ ინდიკატორებსა და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნება, კულტურათშორისი დიალოგი, კულტურული ფონდები, კანონმდებლობა, მონაწილეობა და კულტურულ აქტივებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

პროექტი STAGE (ხელოვნებისა და კულტურის სფეროს გარდაქმნის მხარდაჭერა გაფართოებულ ევროპაში) სპეციალურად გამიზნული იყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ახალი დინამიკის კულტურული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მათ მხარდასაჭერად და კულტურული გაცვლების გასაძლიერებლად მათ შორის და ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან, კულტურული ინსტიტუტების (მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების) დაძმობილების გზითა და ქალაქებსა და სოფლებს შორის თანამშრომლობით.

კულტურის სფეროში მოღვაწეობა და ეკონომიკური და სოციალური განვითარება

ევროპის საბჭო განსაკუთრებულად არის დაინტერესებული კულტურული შემოქმედებითობით, როგორც იდენტურობისა და განსხვავებების განცდის საშუალებით. ის მხარს უჭერს საცდელ პროექტებს, მიმართულს ადგილზე კულტურული ინდუსტრიის შექმნისა და ზრდისაკენ და კულტურული მოღვაწეობით მიღწეული სოციალური აქტივობისაკენ.

▪ ევროპის საბჭოს პროექტიკულტურული კაპიტალის შენება გამიზნულია ევროპულ და მსოფლიო დონეზე კულტურული მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითობის წახალისებისა და ხელშეწყობისაკენ, კულტურის სფეროს ადგილობრივი მწარმოებლებისათვის მსოფლიო კულტურულ ბაზარზე შესვლის გაადვილებით. პარტნიორული ურთიერთობები, ტრეინინგი და ქსელური მოღვაწეობა ევროპის ზოგიერთ რეგიონში, როგორიცაა უკრაინა და რუსეთის ფედერაცია, ნათელს ჰფენს ამ რეგიონთა მდგრად განვითარებაში კულტურული ინდუსტრიების წვლილს.

▪ ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის ფედერაცია არჩეულ იქნა როგორც საცდელი პროექტის საბაზო ადგილი ხელოვნების ორგანიზაციებსა და ბიზნეს-სამყაროს შორის ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად. პროექტი, სახელწოდებით: კულტურის ახალი პარტნიორული ხიდები”, კვლევითი მასალებისა და მოსამზადებელი კურსების გამოყენებით, აქცენტს აკეთებს სპონსორობაზე, პატრონაჟსა და ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემაზე.

▪ საცდელი პროექტები ემსახურება კულტურული თვითმყოფადობისა და კულტურული გამოხატულების წახალისებას; საცდელი საქმიანობების გამოყენებით ისინი მიზნად ისახავენ ახალგაზრდების ჩაბმას თანამედროვე საზოგადოებაში და მათი თვითმყოფადობის შემოქმედებითად გამოხატვას.

ევროპული კინოს მხარდაჭერა

კულტურის კომიტეტმა შეიმუშავა ევროპული კონვენცია კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ევროპული კინოს წინსვლას მაღალი ხარისხის თანაწარმოების დახმარებით; მან მიიღო აგრეთვე კონვენცია აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 2001 წლის 8 ნოემბერს. დღეისათვის ის ხელმოწერილია 12 წევრი ქვეყნის მიერ, სხვა ორის მიერ კი რატიფიცირებულია.

ფონდი Eurimages

ევროპული კინემატოგრაფიული ინდუსტრიის მხარდაჭერა

ევროპის საბჭოს ფონდი Eurimages შექმნილია ევროპის კინემატოგრაფიული და აუდიო-ვიზუალური ნაშრომების ერთობლივი წარმოებისა და გავრცელებისათვის. ის დაარსებულ იქნა 1989 წელს წილობრივი შეთანხმების სახით და დღეისათვის 31 წევრს აერთიანებს. მისი წლიური ბიუჯეტი შეადგენს თითქმის 20 მილიონს ევროს.

ფონდის უპირველესი მიზანია ისეთი ნაშრომების მხარდაჭერა, რომლებიც მრავალწახნაგოვანი ევროპული საზოგადოების ასახვას ესწრაფვიან, საზოგადოებისა, რომლის საერთო ფესვები ურთიერთსაზიარო კულტურულ ბაზისს ეყრდნობა.

Eurimages ფინანსურად ეხმარება აგრეთვე ისეთ წარმოებას, რომელიც მართალია კომერციულ მოგებას ეძიებს, მაგრამ ასევე ხელოვნების ნაწარმოებია და სურს, რომ იქნეს დანახული ამგვარად.

ამ ორი მიზნის მქონე ფონდმა დააარსა 3 საფონდო პროგრამა ერთობლივი წარმოების, გავრცელებისა და კინოს მხარდასაჭერად.

მის რესურსებს ძირითადად წევრი ქვეყნების შენატანები და დაბრუნებული ავანსები შეადგენს. თანხის უდიდესი ნაწილი (მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 90 %25) ერთობლივ წარმოებას ხმარდება. დღიდან დაარსებისა, ფონდი Eurimages დაეხმარა ათასზე მეტ სრულმეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმს. ზოგიერთმა მათგანმა საერთაშორისო ფესტივალებზე პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებაც კი მოახერხა. ფონდისგან რჩეული უკანასკნელი 100 ფილმის სიის ხილვა შესაძლებელია მის ვებ-გვერდზე.

ფილმებისა და მათი გავრცელების მხარდაჭერა იმ წევრი ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ფონდებზე, რომელთაც განაგებს ევროკავშირის პროგრამა MEDIA.

კულტურული მემკვიდრეობა

მიდგომები მემკვიდრეობისა და სოციალური ცვლილებისათვის

▪ ევროპის საბჭოს ჩარჩო-კონვენციის პროექტი - საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ, მემკვიდრეობის ფუნქციებს „ინფორმირებული საზოგადოებისა” და გლობალური ეკონომიკის კონტექსტში ათავსებს. მას შემოაქვს ძირითადი მიმართულებები მემკვიდრეობის სფეროს პოლიტიკაში, რაც ემსახურება კულტურათშორისი დიალოგის, საერთო ღირებულებებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ევროპელები კონტინენტის მდიდარი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაზე საერთო პასუხისმგებლობას იზიარებენ და ამდენად, ამ მემკვიდრეობის განივთებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იქნეს ჩაბმული.

▪ ევროპის საინფორმაციო სისტემა HEREIN არის მთავრობების, პროფესიონალებისა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სამუშაო საშუალება, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მათ სთავაზობს გარკვეულ მომსახურებებს, როგორიცაა მონაცემთა ბაზა ევროპაში მემკვიდრეობის პოლიტიკის შესახებ, მემკვიდრეობის ცნობარი და ეროვნულ ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ინტერნეტ-პორტალი. მას გააჩნია ასევე ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ფორუმები და ვირტუალური გამოფენები. ქსელში ამჟამად 35 ქვეყანა მონაწილეობს.

განსხვავებებით გამდიდრებული ევროპის მრავალსახოვანი კულტურული თვითშეგნების წამოწევა

ევროპის საბჭოს პროექტები აშუქებს ევროპის კულტურულ საფუძვლებს, რასაც ის აკეთებს საერთო ფიზიკური თუ ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და შემოქმედებითობის წახალისებით. ის ხელს უწყობს მრავალსახოვან კულტურულ თვითმყოფადობას, რომელიც წარმოიშობა კონტინენტზე გვერდიგვერდ მცხოვრებ სხვადასხვა კულტურათა ურთიერთქმედების შედეგად. საბჭოს მიზანია ევროპელთა გათვითცნობიერება თავიანთ საერთო მემკვიდრეობაში ისეთი პროექტების წყალობით, როგორიცაა: „სასაზღვრო ხაზებზე“ და „მემკვიდრეობა, მიღებული სხვა მხრიდან“.

▪ ყოველი წლის სექტემბერში ევროპის კულტურული კონვენციის 48 ხელმომწერი ქვეყანა მონაწილეობს მემკვიდრეობის ევროპულ დღეებში (EHD), ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ ღონისძიებაში, რომელსაც სამზეოზე გამოაქვს ახალი კულტურული აქტივები და ხსნის საზოგადოებისათვის როგორც წესი დახურულ ისტორიული ძეგლების კარებს. კულტურული მოვლენები აშუქებს ლოკალურ უნარ-ჩვევებსა და ტრადიციებს, არქიტექტურასა და ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ მათი უფრო ფართო მიზანი მოქალაქეთა შორის მეტი ურთიერთგაგების მიღწევაა, მიუხედავად კულტურასა და ენაში განსხვავებებისა.

▪ პროექტი ევროპა ერთი ქუჩიდან მეორემდე თავს უყრის სკოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათ მოსწავლეებს ჩააბამს წინმსწრებ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელთა მიზანი მოზარდების ურბანულ გარემოში და მისგან განუყოფელ სოციალურ, კულტურულ და არტისტულ განსხვავებებში გარკვევაა.

ევროპის საბჭოს კულტურული გზები მიზნად ისახავს უმაღლესი დონის კულტურული ტურიზმის გამოყენებით, რომელიც კონცენტრირებულია მემკვიდრეობის ნაკლებ ცნობილი ასპექტების კვლევაზე, ევროპელთა გათვითცნობიერებას თავიანთ კულტურულ თვითშეგნებაში. ევროპის საბჭო ოფიციალურ მხარდამჭერად გვევლინება ისეთი მარშრუტების, რომლებიც პასუხობს ამ კრიტერიუმს. პროგრამის კოორდინირება ხორციელდება საჯარო და კერძო ორგანოებთან თანამშრომლობით. მას დახმარებას უწევს ლუქსემბურგში დაბინავებული კულტურული გზების ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მარშრუტების განვითარებისათვის ტექნიკური რესურს-ცენტრის რანგში მოღვაწეობს.

ევროპის საბჭოს ხელოვნების გამოფენები ხელს უწყობს ევროპული ხელოვნების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და მის დაფასებას. დღემდე ჩატარებულია 27 გამოფენა, მომცველი ხელოვნების ისტორიის უმთავრესი პერიოდებისა, პრეისტორიიდან დღევანდელობამდე. 28-ე გამოფენა, სახელწოდებით: „უნივერსალური ლეონარდო“, გაიხსნება 2006 წელს და ლეონარდო და ვინჩის მიეძღვნება. ის პროფესიონალებსა და საზოგადოებას სხვადასხვა ახლებური მიდგომის გზით (ფიზიკური და ვირტუალური გამოფენები, პუბლიკაციები, კვლევითი პროგრამები და სასწავლო მასალები) უფრო მკაფიო ფერებში წარმოუჩენს ამ უდიდეს პიროვნებას და მისი საქმიანობას ხელოვნებასა და მეცნიერებაში.

ტექნიკური თანამშრომლობა და საქმიანობა ადგილზე

კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შენარჩუნების ტექნიკური თანამშრომლობისა და საკონსულტაციო პროგრამა არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი საშუალება, ადგილზე აწარმოოს საქმიანობა და პოლიტიკური თანამშრომლობა ამ სფეროში. ის წევრ ქვეყნებს ეხმარება სექტორებსშორისი კომპლექსური მიდგომით მდგრადი განვითარების ადამიანური განზომილებისადმი, მხედველობაში იღებს რა:

▪ სივრცით და საქალაქო დაგეგმარებას;

▪ კულტურულ მემკვიდრეობას (მონუმენტები, არქიტექტურული ანსამბლები და კულტურის პეიზაჟები);

▪ გარემოსა და ბუნების დაცვას (ბიოლოგიური და ბუნებრივი მრავალფეროვნება);

▪ რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას (ეკონომიკური საქმიანობა და სამუშაო ადგილების შექმნა);

▪ კულტურას (თვითმყოფადობის, კულტურული მრავალფეროვნების, საზოგადოების ღირებულებათა სისტემების შენარჩუნება-ხელშეწყობა);

▪ სოციალური პოლიტიკის (განსახლების, ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი არეალების გაუმჯობესება, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება, პოსტ-კონფლიქტური მართვა).

ეს საქმიანობები თავიანთი ბუნებით სპეციფიკური პროექტებია, უპირველესად ეროვნულ მიდგომებზე ზეგავლენის მოხდენაზე და მთავრობათა წახალისებაზე გათვლილი, წამოიწყონ ინსტიტუციური რეფორმა, გააუმჯობესონ ოპერაციული მიდგომები და პროექტის მართვის ხერხები.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/T/E/Cultural_Co-veb-gverdi operation/heritage

18 ბუნებრივი მემკვიდრეობა, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს უწევთ გარემოსა და ლანდშაფტის დაცვის, მდგრადი განვითარების, რეგიონული თუ სივრცითი დაგეგმვის სფეროებში არსებული გამოწვევების წინაღდგომა, რაც ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ხედვას საჭიროებს.

ევროპის საბჭოს შემუშავებული აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მითითებები, რომელთა დანიშნულებაა:

▪ ბუნებრივი გარემოს დაცვა და მართვა ევროპაში;

▪ ადამიანის საარსებო და სამუშაო გარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება;

▪ სივრცითი დაგეგმვისა და განვითარების კონცეფციების შემუშავება;

▪ დაბალანსებული მდგრადი განვითარების მიმართ კომპლექსური მიდგომის დამკვიდრება.

ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების საერთოევროპული სტრატეგია

1995 წელს გამართული მინისტრთა კონფერენციის მიერ მოწონებული სტრატეგიის - „გარემო ევროპისათვის“ - დანიშნულებაა ინიციატივების, მექანიზმების, ფინანსური სახსრების, სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და არსებული ინფორმაციის მობილიზება ევროპაში ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს:

▪ ევროპის ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების წინაშე მდგომი საფრთხეების მნიშვნელოვნად შემცირება;

▪ ევროპის ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება;

▪ ეკოლოგიური თანამშრომლობის გაზრდა ევროპაში;

▪ საზოგადოების მიმართვა ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების დაცვისკენ.

სტრატეგია წარმოადგენს ევროპის ბიოლოგიური და ლანდშაფტის გაუარესებული მრავალფეროვნების გაუმჯობესების თვისებრივად ახლებურ და წინმსწრებ მიდგომას, რომლის მიზანია ეკოლოგიური თვალსაზრისის სოციალურ და ეკონომიკურ სექტორებში გათვალისწინება.

სტრატეგია განამტკიცებს უკვე არსებულ ზომებს და განსაზღვრავს დამატებით სამოქმედო მიმართულებებს მომავალი ორი ათწლეულისთვის. გარდა ამისა, ის აყალიბებს სტრუქტურულ მიდგომას ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაერო-ს კონვენციის განსახორციელებლად ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე საჭირო ქმედებისათვის და განსაზღვრავს საერთო მიზნებს.

სტრატეგია ამ სფეროში მოღვაწე უმთავრეს ევროპულ ორგანიზაციათა ძალისხმევით ხორციელდება. მის სამდივნოს ადგენენ გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) და ევროპის საბჭო.

ევროპის ფაუნა და ფლორა: გარეული სამყაროს შენარჩუნება

ბერნის კონვენციის სახელით ცნობილი ევროპული კონვენცია გარეული სამყაროსა და ბუნებრივი საარსებო გარემოს დაცვის შესახებ (1982) ითვალისწინებს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების მრავალი ჯიშისა და ბუნებრივი საარსებო გარემოს დაცვას. დოკუმენტში აღნუსხულია დაცული სახეობები, განწესებულია ზოგიერთი სახეობით სარგებლობის მეთოდები და ჩადებულია მიმართვა ქვეყნებისადმი, მოახდინონ ბუნებრივი საარსებო გარემოს დაცვის რეგულირება, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ევროპული ქსელის შექმნის გზით.

ბერნის კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად აგრეთვე არაწევრი ევროპული თუ აფრიკული სახელმწიფოებისთვის. მისი რატიფიცირება მოახდინა 40-მა წევრმა ქვეყანამ, ევროპულმა თანამეგობრობამ და ოთხმა აფრიკულმა სახელმწიფომ (ბურკინაფასო, მაროკო, სენეგალი და ტუნისი).

ლანდშაფტი - ევროპის კულტურული მრავალფეროვნების გამოხატულება

ფლორენციაში 2000 წელს მიღებული ევროპული კონვენცია ლანდშაფტის შესახებ ძალაში შევიდა 2004 წლის 1 მარტს. მასში ხაზგასმულია ყოველი ლანდშაფტის ფასეულობა, მათ შორის „ჩვეულებრივი ლანდშაფტებისა“, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. კონვენციაში განსაზღვრულია მთელს ევროპაში ლანდშაფტის დაცვისკენ, მართვისა და დაგეგმარებისკენ მიმართული ღონისძიებები, რომელთა მიზანია სოციალურ მოთხოვნილებებს, ეკონომიკურ საქმიანობასა და გარემოს შორის დაბალანსებულ და ჰარმონიულ ურთიერთკავშირზე დაყრდნობილი მდგრადი განვითარების მიღწევა. გარდა ამისა, კონვენციაში გათვალისწინებულია „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების პრემიის“ მინიჭება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დანერგილი პოლიტიკის ან ღონისძიებებისთვის, რომლებიც მათ ქვეყნებში ლანდშაფტის დაცვასა და მართვას ემსახურება.

დიპლომი ბუნების დაცვისათვის

დაცულ ტერიტორიათა ევროპული დიპლომი გადაეცემა იმ ტერიტორიებს, რომელთა ბუნებრივი მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რომლებიც შესაბამისად არის დაცული. დიპლომით დაჯილდოებული ტერიტორიები ევროპის ბუნების სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას განასახიერებს. დღეისათვის გაცემულია 65 ასეთი დიპლომი.

საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია და განათლება

კორესპონდენტებისა და დაახლოებით 40 ეროვნული სააგენტოს ქსელის მეშვეობით, ევროპის საბჭო ცდილობს საზოგადოებაში ბუნებრივი და კულტურული გარემოს დაცვის მნიშვნელობის თაობაზე ცოდნის გავრცელებას. ჟურნალი „Naturopa“, დაარსებული 1968 წელს და თავდაპირველად გამიზნული ბუნების შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის, მიზნის გაფართოების შემდეგ, 2001 წლიდან აშუქებს კულტურული მემკვიდრეობის, ლანდშაფტის შენარჩუნებისა და მდგრადი სივრცული განვითარების საკითხებს.

დაგეგმვა მდგრადი განვითარების მისაღწევად

რეგიონულ დაგეგმარებაზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპულ კონფერენციებზე (CEMAT), რეგიონული და სივრცითი დაგეგმვის სფეროში წარმოქმნილი პრობლემების განხილვის მიზნით, წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები იყრიან თავს. კონფერენცია ყურადღებას ამახვილებს რეგიონული თუ სივრცითი დაგეგმვის მეშვეობით მდგრად ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ განვითარებაზე გაფართოებულ ევროპაში.

წლების განმავლობაში შემუშავებულ იქნა რიგი დოკუმენტებისა, რომელთა საფუძველზე იმართება სივრცითი დაგეგმარების პოლიტიკა. მათ შორისაა ევროპული ქარტია რეგიონული/სივრცითი დაგეგმარების შესახებ, რომელიც იზიარებს დაგეგმვის მრავალმხრივ, ფუნქციურ, გრძელვადიან პოლიტიკას, და ევროპის რეგიონული დაგეგმარების სტრატეგია. უკანასკნელ ხანს მინისტრთა კონფერენციამ მიიღო „სახელმძღვანელო პრინციპები ევროპის კონტინენტის მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს მოქნილ და გრძელვადიან ფორმატს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის. ის ხაზს უსვამს აგრეთვე მდგრადი სივრცული დაგეგმარების პოლიტიკის განხორციელებაში მოსამზადებელი პროგრამების მნიშვნელობას.

ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილება - ევრო-ხმელთაშუაზღვისპირა თანამშრომლობა

1987 წლის მარტში გაფორმდა ღია წილობრივი შეთანხმება მასშტაბური ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების შესახებ, რომელიც ეხება მათ პრევენციას, ამგვარი კატასტროფებისგან თავის დაცვასა და დახმარების ორგანიზებას (EUR-OPA - შეთანხმება მასშტაბური საფრთხეების შესახებ). მისი ხელმოწერა შეუძლიათ როგორც ევროპის საბჭოს წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს. შეთანხმების მხარეები არიან მაგალითად მაროკო, ალჟირი და ლიბანი. ხელმომწერთა რაოდენობა დღეისათვის 25-ს უტოლდება. გარდა ამისა, შეთანხმებაში მონაწილეობას იღებს ევროკომისია, “იუნესკო”, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა დეპარტამენტი, ხოლო იაპონია დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

შეთანხმება მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობის დამყარებას, სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელთა ჩართვასა და ყველა შესაძლო რესურსისა თუ ცოდნის გამოყენებას მასშტაბური საფრთხეების ეფექტიანად მართვასა და მათ დაძლევაში სხვებისათვის დახმარების გაწევაში.

ძირითადი პრიორიტეტია საფრთხის თავიდან აცილება, რაც მიიღწევა ბავშვებში ცნობიერების ამაღლებით, მოქალაქეთა ინფორმირებითა და საფრთხეების შესახებ კანონმდებლობის შედარებითი ანალიზით. ევრო-ხმელთაშუაზღვისპირა 26 ცენტრის ქსელი ხელს უწყობს წევრი სახელმწიფოების დაინტერესებასა და მათ აქტიურ მონაწილეებად ქცევას. ევროპის მასშტაბით ინფორმაციის გავრცელების, სასწავლო და კვლევითი პროგრამების მეშვეობით, ამ ცენტრებს დიდი პრაქტიკული წვლილი შეაქვთ პარტნიორების საზიარო ამოცანების რეალიზებაში.

ეს შეთანხმება კავშირშია კატასტროფების შემცირების შესახებ გაერო-ს კონფერენციის (კობე, იაპონია, 2005 წლის იანვარი) მიერ მიღებულ მსოფლიო სამოქმედო გეგმასთან, ევრო-ხმელთაშუაზღვისპირა პოზიციის განსაკუთრებული აქცენტით კანონმდებლობის შედარებით ანალიზზე, განათლებაზე, სასწავლო წამოწყებებზე და სპეციალური ცენტრების ქსელების გამოცდილებაზე, რომელთა შორის განსაკუთრებულია გაფრთხილების ევროპული სისტემა.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/T/E/Cultural_Cooperation/Environment/Landscape

19 სპორტი

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს საქმიანობას სპორტის სფეროში არეგულირებს ევროპის კულტურული კონვენცია.

საქმიანობა სპორტში ტოლერანტობის, თანასწორობის, დემოკრატიისა და ყველასთვის ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის საბჭო სპორტის მთლიანობისა და ღირსებების შესანარჩუნებლად ხელმძღვანელობს ორგანშტოებიანი სტრატეგიით:

▪ ყველასათვის ხელმისაწვდომი სპორტის ხელშეწყობა, როგორც საშუალებისა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის, სოციალური ინტეგრაციის გაადვილებისა და სოციალური ერთიანობისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სპორტი, როგორც შესავალი დემოკრატიასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ლიდერებში, იყო ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად წარმოებული პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რომელიც გაიმართა სპორტის მეშვეობით განათლებისადმი მიძღვნილი ევროპული წლის (2004) ფარგლებში;

▪ სპორტის დაცვა თანამედროვე საფრთხეებისგან, როგორიცაა დოპინგი და ძალადობა.

ევროპის საბჭო სპორტს ყოველთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ნერგავს კარგ მაგალითს, გააჩნია როლი სოციალურ ინტეგრაციაში, განსაკუთრებით სოციალურად გარიყული ჯგუფებისათვის, ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და წინ წამოსწევს ეთიკურ ღირებულებებს.

დემოკრატია სპორტში

1975 წელს მიღებულმა ქარტიამ სპორტი ყველასათვის“, ევროპულ სპორტულ არენაზე ცვლილებები შემოიტანა და ისე როგორც არასოდეს შეუწყო ხელი სპორტში დემოკრატიის განვითარებას.

ქარტია, რომელიც განახლებულ იქნა 1992 წელს, ხოლო შესწორებული 2001 წელს და რომელსაც მხარს უმაგრებს სპორტული ეთიკის კოდექსი, ყველა ევროპული ქვეყნისათვის აწესებს ჩარჩოს პოლიტიკური მიდგომებისათვის ამ სფეროში. ქარტიისა და კოდექსის თანახმად, სპორტი:

▪ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის;

▪ განსაკუთრებით ხელმისაწვდომი ის უნდა იყოს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;

▪ უნდა იყოს ჯანმრთელობის მომტანი და უსაფრთხო, სამართლიანი და ტოლერანტული, დაფუძნებული მაღალ ეთიკურ სტანდარტებზე;

▪ ხელს უნდა უწყობდეს თვითრეალიზებას ყველა დონეზე;

▪ პატივს უნდა სცემდეს გარემოს;

▪ უნდა იცავდეს ადამიანურ ღირსებას;

▪ წინ უნდა აღუდგეს სპორტში ჩაბმულთა ნებისმიერი ფორმით ექსპლუატაციას.

დოპინგთან ბრძოლა: ჯანმრთელი და სუფთა სპორტის წახალისება

დოპინგის საწინააღმდეგო კონვენციის (1989) მიზანია აქტიური და კოორდინირებული ხერხებით ბრძოლა სპორტში დოპინგის მოხმარებასთან. სამონიტორინგო ჯგუფი პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე. კონვენცია აყალიბებს საერთო წესების მთელ წყებას, რომელიც მხარეებისგან მოითხოვს საკანონმდებლო, ფინანსური, ტექნიკური და საგანმანათლებლო ზომების მიღებას იმისათვის, რომ:

▪ შეიზღუდოს დოპინგშემცველი კომპონენტების უკანონო გადატანა;

▪ გაუმჯობესდეს დოპინგის ტესტირება და მისი დაფიქსირების ტექნიკა;

▪ ხელი შეეწყოს საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამებს;

▪ უზრუნველყოფილ იქნეს დამრღვევთა მიმართ გამოყენებული ჯარიმების ეფექტიანობა.

დოპინგის საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2004 წლის 1 აპრილს. მისი მიზანია დოპინგის კონტროლის ორმხრივი ცნობა და კონვენციის გამოყენების გაუმჯობესება სავალდებულო მაკონტროლებელი სისტემის გზით. კონვენცია დღეისათვის რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს 42 წევრი ქვეყნის, ისევე როგორც ავსტრალიის, კანადისა და ტუნისის მიერ.

ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ევროპის საბჭომ ხელი შეუწყო დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტოს შექმნას (WADA). საბჭო ფლობს 2 ადგილს სააგენტოს დამფუძნებელ ორგანოში და მის საქმიანობაში შეაქვს ღირებული წვლილი. დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო კოდექსის შემუშავება, მისი მრავალი სტანდარტით, არის მაგალითი მჭიდრო თანამშრომლობისა ევროპის საბჭოსა და სააგენტოს შორის.

დოპინგის საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია ასევე შეიქნა იუნესკოს დოპინგის საწინააღმდეგო კონვენციის შემუშავების საფუძველი, რომელიც მიზნად ისახავს დოპინგთან ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს შემოკრებას და დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტოს (WADA) ფორმალურ აღიარებას.

ძალადობასთან ბრძოლა: ტოლერანტული და უსაფრთხო სპორტის წახალისება

ევროპული კონვენცია სპორტულ შეჯიბრებებსა და განსაკუთრებით ფეხბურთის მატჩებზე მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ, შემუშავებულ იქნა 1985 წელს და რატიფიცირებულია 39 ევროპული ქვეყნის მიერ. კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტი მეთვალყურეობს კონვენციით გათვალისწინებული ზომების შესრულებას და იძლევა პრაქტიკულ რეკომენდაციებს (მაგალითად, ნებისმიერ დიდ სპორტულ ღონისძიებამდე გასატარებელი ზომების 70 პუნქტიანი ნუსხის შემუშავება).

სახელდობრ, კონვენციაში მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები:

▪ წესრიგის დამცველთა განლაგება სტადიონისა და ტრიბუნებისაკენ მიმავალ გზებზე;

▪ დაპირისპირებულ გულშემატკივართა ერთმანეთისგან დაშორიშორება;

▪ ბილეთების გაყიდვის გაკონტროლება;

▪ უწესრიგობის მოთავეთა გაძევება;

▪ შეზღუდვების დაწესება ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვაზე;

▪ უსაფრთხოების მიზნით ჩხრეკის ჩატარება;

▪ შეჯიბრებათა ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოვალეობათა ზუსტი გამიჯვნა;

▪ მაყურებელთა უსაფრთხოების მიზნით დროებითი შემოღობვისა და სტენდების აგება.

კონვენცია განავრცო და გააძლიერა მთელმა რიგმა რეკომენდაციებმა თემებზე: სტიუარტები, რასიზმისა და ქსენოფობიის თავიდან აცილება, პოლიციის სამსახურების თანამშრომლობა, უშიშროების მონაცემების გაცვლა, სოციალური და საგანმანათლებლო საშუალებები ძალადობის თავიდან აცილების სამსახურში.

არსებობს ასევე ევროპის საბჭოს ამასწინანდელი პუბლიკაციები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა როლის შესახებ ძალადობის თავიდან აცილების საქმეში და ხორციელდება პროექტი გულშემატკივართა კლუბების როლის შესახებ ძალადობის აღკვეთაში.

სპორტი, ტოლერანტობა და სამართლიანი თამაში

1996 წელს სპორტის, ტოლერანტობისა და სამართლიანი თამაშის შესახებ ჩატარებული მრგვალი მაგიდის შედეგად, წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დანიშნულ იქნენ სპორტის, ტოლერანტობისა და სამართლიანი თამაშის ეროვნული ელჩები - ძირითადად ყოფილი სპორცმენები. მათ უნდა იზრუნონ სამართლიანი თამაშის, ტოლერანტობისა და სხვათა პატივისცემის ხელშეწყობაზე სპორტში და იმგვარი პროგრამების დაარსებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და სპორტის დახმარებით სხვა ეთიკური ღირებულებების სწავლებას. ელჩების საქმიანობის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სპორტში რასიზმისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების აღკვეთა.

სოციალური ინტეგრაცია და სპორტი

სოციალური ინტეგრაციის წინსვლაში სპორტის შესაძლო დიდი როლი არის კიდევ ერთი სფერო, სადაც ევროპის საბჭომ ხელი შეუწყო დემოკრატიას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ევროპის საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სპეციალური პროგრამების შემუშავებას სპორტის სფეროში ისეთი სოციალური ჯგუფებისათვის, როგორიცაა: მიგრანტები, ლტოლვილები, უმუშევრები, პატიმრები, მცირეწლოვანი დამნაშავეები და ინვალიდები. პროგრამები მონაწილე ქვეყნებში ხორციელდება ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სპორტის სფეროში მოღვაწე ნებაყოფლობითი სექტორების მიერ. სოციალურმა ინტეგრაციამ სპორტის დახმარებით უნდა ითამაშოს განსაკუთრებული და მეტად მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეკონსტრუქციისა და შერიგების პროცესში.

პროექტიწითელი ბურთები

პროექტ „წითელი ბურთების“ ჩანაფიქრი იყო დემონსტრირება იმისა, თუ როგორი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის მოტანა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვას მათთვის, ვისაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება (ლტოლვილები კონკრეტულ ქვეყანაში თუ ლტოლვილთა ცენტრებში, კოლექტიურ ბანაკებში მცხოვრები ადამიანები). 2004 წლის საზაფხულო ბანაკი აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთათვის იყო ნათელი მაგალითი „წითელი ბურთების“ პროექტის წარმატებისა.

ვალდებულებების შესრულება

1998 წელს შემოღებულ იქნა სამონიტორინგო სქემა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო წევრი ქვეყნების მიერ სპორტის ევროპული ქარტიისა და ორი კონვენციის განხორციელების ხარისხი. 2004 წლისათვის შემფასებელი ჯგუფის მიერ, რომელიც დააკომპლექტა შესაბამისმა კომიტეტმა, მონახულებულ იქნა 16 ქვეყანა. ოთხმა სახელმწიფომ თვითონვე განახორციელა მის ფარგლებში არსებული სიტუაციის ანალიზი. მრავალი საკონსულტაციო ვიზიტი იქნა ჩატარებული ასევე წევრი ქვეყნების დასახმარებლად საჭირო პოლიტიკური მიდგომებისა და პროგრამების განხორციელებაში, რათა უზრუნველყოფილიყო ამ ინსტრუმენტებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა. ყველა საბოლოო მოხსენება გამოქვეყნებულ იქნა.

დოპინგის საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმი შეიცავს მუხლს, რომლის თანახმად, მხარეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ შემფასებელ ვიზიტს. შესაბამისად, აღნიშნული კონვენცია არის ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის საერთაშორისო კონვენციათაგან, რომელთაც მკაცრი საზედამხედველო სისტემა გააჩნიათ.

სპორტი ყველასათვის

პროგრამასპრინტი

სპორტის რეფორმირების, განახლებისა და სასწავლო პროგრამა (SPRINT) დაარსებულ იქნა

ახალი წევრი ქვეყნების დასახმარებლად მათი სპორტის სტრუქტურების რეფორმირებაში. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

▪ სპორტულ მოძრაობათა დემოკრატიზაცია;

▪ სახელმწიფო პოლიტიკაში სპორტის გათვალისწინება;

▪ სპორტულ ღონისძიებებში მოსახლეობის ყველა კატეგორიის მონაწილეობა.

სპორტის ევროპული ქარტიის დებულებათა ევროპის მასშტაბით გასატარებლად, სპორტის განვითარების კომიტეტი აწარმოებს სხვადასხვაგვარ სპეციალურ ღონისძიებებს (სასწავლო და წამახალისებელი სემინარები), რაც ითვალისწინებს ქარტიის კონკრეტული მუხლების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას, რომლებიც ეხება:

▪ სპორტის დაცვას მავნე ზეგავლენისგან (ბრძოლა შეუწყნარებლობასთან, სპორტული სულისკვეთებისა და სამართლიანი თამაშის წახალისება);

▪ სპორტში დისკრიმინაციის თავიდან აცილებას;

▪ სპორტსა და ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების გაშუქებას;

▪ სპორტის მნიშვნელობის დაცვას ახალგაზრდობის საგანმანათლებლო პროგრამებში;

▪ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ახალი ტიპის სპორტული ინფრასტუქტურების შესახებ;

▪ სპორტის ეკონომიკური გავლენის შესწავლას;

▪ სპორტში ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას.

სამომავლო თანამშრომლობა ევროპული სპორტის სფეროში

ევროპელ სპორტის მინისტრთა არაფორმალური მე-17 შეხვედრა გაიმართება მოსკოვში 2006 წლის ოქტომბერში, თემაზე: „საერთოევროპული თანამშრომლობა სპორტის სფეროში“.

სხვა ძირითად განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული თანამშრომლობა დოპინგთან ბრძოლაში და ევროპული წარმომადგენლობა დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტოს (WADA) ორგანოებში.

ვებ-გვერდიhttp://www.coe.int/T/E/Cultural_Co-operation/sport

20 ახალგაზრდობა

▲ზევით დაბრუნება


ევროპა ახალგაზრდების სამსახურში

ახალგაზრდობის სფეროში ევროპის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

▪ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში აქტიური მონაწილეობის მიღებაში ახალგაზრდების ხელშეწყობა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისა და მონაწილეობის წახალისებით მათი დახმარება ამ გზაზე წამოჭრილი პრობლემების დაძლევასა და მათი მისწრაფებების ხორცშესხმაში;

▪ ახალგაზრდებთან დაკავშირებული ევროპული პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარება, განსაკუთრებული აქცენტით დემოკრატიულ მოქალაქეობაზე და განათლებისა და დასაქმების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე.

ახალგაზრდობის სექტორში სამოქმედო მიმართულებების განსაზღვრისა და პრაქტიკის დანერგვის მიზნით მიმდინარე კონსულტაციებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ახალგაზრდული და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები, სახელმწიფო სააგენტოები და ექსპერტები. ევროპის საბჭო ხელს უწყობს, აგრეთვე, ახალგაზრდული ასოციაციების, ქსელებისა და ინიციატივების შექმნას და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას.

ევროპის საბჭოს ახალგაზრდულმა სექტორმა 2006-2008 წლებისათვის შემდეგი პრიორიტეტები დაისახა:

▪ განათლება ადამიანის უფლებებისა და სოციალური ინტეგრაციის სფეროში;

▪ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და დემოკრატიული მოქალაქეობა;

▪ კულტურათშორისი დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობა;

▪ სათანადო ახალგაზრდული პოლიტიკური მიდგომების შემუშავება და განვითარება.

სწავლება ახალგაზრდული საქმიანობისათვის ევროპაში

ევროპის ახალგაზრდული ცენტრები (EYCs)

სტრასბურგსა და ბუდაპეშტში არსებული ახალგაზრდული ცენტრები ახალგაზრდების სწავლებისა და შეხვედრებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ცენტრებია, აღჭურვილი საცხოვრებელი პირობებით. მათი საკონსულტაციო ჯგუფები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო და ტექნიკურ დახმარებას ახალგაზრდული პროექტების მომზადებაში, წარმართვასა და განხორციელებაში.

ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ინიციატივებში ჩაბმული ახალგაზრდებისთვის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრებში ყოველ წელს ეწყობა სასწავლო კურსები თემებზე: ახალგაზრდული საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობა, კულტურათშორისი განათლება, არაფორმალური განათლება და მომზადება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, კულტურათშორისი დიალოგი, დემოკრატიული მოქალაქეობა და მშვიდობა. საგანგებო თემაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება კონფლიქტურ ზონებში.

ყოველწლიურად იმართება დაახლოებით 35 ერთკვირიანი სასწავლო სემინარი, რომლებზეც ახალგაზრდულ ორგანიზაციათა წევრები საკითხთა ფართო სპექტრის მიმოხილვის მიზნით ხვდებიან ექსპერტებს.

ექსპერტებთან შეხვედრები, სემინარები და სიმპოზიუმები ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე პირებს აძლევს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე და გააფართოონ საკუთარი ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის დარგში. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებათა მიმღები პირები საგულდაგულოდ აანალიზებენ მონაწილეთა იდეებსა და რეკომენდაციებს.

საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ფინანსური დახმარება

ევროპის მასშტაბით ახალგაზრდული საქმიანობის მხარდასაჭერად, ახალგაზრდობის ევროპული ფონდი (EYF) ევროპის საბჭოსგან ყოველწლიურად 3 მილიონ ევროზე მეტს ღებულობს. 1972 წლიდან ამ ფონდის დახმარებით ისარგებლა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების 300 ათასამდე ახალგაზრდამ.

რკინიგზა ახალგაზრდების სამსახურში

ევროპის საბჭომ და რკინიგზის საერთაშორისო კავშირმა (UIC) ხელმოკლე ახალგაზრდებზე გათვლილი მობილურობის პროექტების მხარდასაჭერად ერთობლივად დააარსეს ახალგაზრდული მობილურობის სოლიდარული ფონდი. დღიდან დაარსებისა 1995 წელს, ფონდმა დააფინანსა დაახლოებით 270 პროექტი და 5000-მდე ახალგაზრდას მისცა საშუალება, საერთაშორისო პროექტებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მთელს ევროპაში ემოგზაურა.

ახალგაზრდული ბარათები: ახალგაზრდების თავისუფალი მიმოსვლის გარანტი

ევროპის საბჭოსა და ახალგაზრდული ბარათების ევროპულ ასოციაციას (EYCA) შორის გაფორმებული წილობრივი შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნა ახალგაზრდული საბარათო სისტემა 26 წლამდე ახალგაზრდებისათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ, ისარგებლონ იმ საქონლითა და მომსახურებით, რაც ესაჭიროებათ პირადი და კულტურული განვითარების მიზნით მოგზაურობისათვის.

ევროპული მასშტაბის კვლევა

ევროპული კვლევების ქსელი აადვილებს კონტაქტებს მეცნიერებს, მთავრობებსა და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის და ხელს უწყობს მრავალეროვნული შედარებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას.

დემოკრატიული სტაბილურობის განვითარება და განმტკიცება

ევროპის საბჭოს ადგილზე საქმიანობის პროგრამა მოიცავს სასწავლო კურსებს, ვიზიტებსა და კონსულტაციებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პროგრამის ამოცანებია:

▪ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდულ ასოციაციათა და სტრუქტურათა დაარსება;

▪ ამ ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში;

▪ კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა;

▪ მთელს ევროპაში ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

პროგრამადემოკრატიული ლიდერობა

„დემოკრატიული ლიდერობის“ პროგრამის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომავალი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერების პოლიტიკური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის გაუმჯობესება, რაც წარმოადგენს საუკეთესო გზას დემოკრატიული უსაფრთხოებისაკენ.

პროგრამა მიზნად ისახავს ურთიერთგანსხვავებული საზოგადოებებისა და ეთნიკური ჯგუფების ახალგაზრდა ლიდერებს შორის ნდობის განმტკიცებას და პროგრამის ძირითად საქმიანობათა წამოწყების მიზნით მის კურსდამთავრებულთა ქსელის დაარსებას.

ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე კადრების მომზადება

ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე კადრების მოსამზადებელი პარტნიორული პროგრამა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი წამოწყების სახით 1998 წლიდან მოქმედებს. პროგრამა აფინანსებს სასწავლო კურსებსა და მასალებს ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ევროპელებისთვის. მისი საქმიანობა გულისხმობს ყოველწლიურ სასწავლო ფორუმს, ვებ-გვერდს, ჟურნალსა (Coyote) და წვრთნისთვის გამიზნულ გამოცემათა სერიას (T-Kits). მიმდინარე პროექტების ყურადღება გამახვილებულია სასწავლო პროგრამის განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ახალგაზრდული პოლიტიკა: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობისა და მათი მოქალაქეობის მხარდაჭერა

ახალგაზრდობის ევროპული კომიტეტი (CDEJ) აერთიანებს ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროებისა თუ სხვა ორგანოების წარმომადგენლებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 48 ქვეყნიდან.

კომიტეტის საქმიანობა მეტწილად ეხება ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოქალაქეობას, არაფორმალურ განათლებასა და ახალგაზრდების ნებაყოფლობით სამსახურს.

მას მინისტრთა კომიტეტისთვის მომზადებული აქვს რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:

▪ ევროპელი ახალგაზრდების ინფორმირება და მათთვის კონსულტაციების გაწევა;

▪ ინფორმაციის გაზიარება და თანამშრომლობა ევროპაში ახალგაზრდული კვლევის სფეროში;

▪ ნებაყოფლობითი სამსახურის მხარდაჭერა;

▪ ახალგაზრდების გადაადგილება;

▪ ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სამოქალაქო საზოგადოების მომავალი.

ევროპის ახალგაზრდული კამპანია - „ყველა განსხვავებული - ყველა თანაბარი

2006 წელს ევროპის საბჭო აწყობს ევროპის ახალგაზრდულ კამპანიას - „ყველა განსხვავებული - ყველა თანაბარი“, გამიზნულს მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობის წახალისებაზე.

კამპანია ახალგაზრდებს დაეხმარება მრავალფეროვნებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე დაფუძნებული მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც პატივისცემის, შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების სულს გაიზიარებს. ეს ინიციატივა წარმოაჩენს კავშირებს რასიზმის, ანტისემიტიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის თაობაზე 1995 წელს ჩატარებულ კამპანიასთან და შესაბამისად იზიარებს დევიზს „ყველა განსხვავებული - ყველა თანაბარი“.

ვებ-გვერდი http://www.coe.int/T/E/Cultural_Co-operation/youth

21 ევროპის დროშა, ჰიმნი და პრემიები

▲ზევით დაბრუნება


ევროპის დროშის 50 წლის იუბილე

ყველასათვის ნაცნობია ევროპის დროშა: ეს არის ცისფერ ფონზე გამოსახული 12 ოქროსფერი ვარსკვლავი. საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემოთავაზებული ეს დროშა 1955 წლის დეკემბერში იქნა დამტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. მისი 50 წლის იუბილე შესაბამისად 2005 წლის დეკემბერში აღინიშნა.

ვარსკვლავებისგან შემდგარი წრე ევროპელ ხალხთა ერთობას განასახიერებს, ხოლო რაოდენობა - 12 კი უცვლელია და გვევლინება როგორც სრულყოფილებისა და მთლიანობის სიმბოლო.

1986 წლის მაისიდან ევროპის დროშა ევროკავშირის ოფიციალურ სიმბოლოდაც იქცა.

გარეშე ორგანოებისა თუ ინდივიდების მხრიდან ევროპული სიმბოლოს გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს სამართლებრივ საქმეთა I გენერალურ დირექტორატში სტრასბურგში, ან ევროკომისიაში ბრიუსელში.

ევროპის ჰიმნი

1972 წლის იანვარში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის ჰიმნად სცნო ჰერბერტ ფონ კარაიანის არანჟირებით შესრულებული „სიხარულის ოდის“ პრელუდია, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან, რომელიც ყველა ევროპულ ღონისძიებაზე სრულდება.

ევროპის დღე

მინისტრთა კომიტეტის 1964 წლის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს დაარსების დღე, 5 მაისი იქნა გამოცხადებული ევროპის დღედ. ღონისძიების მიზანია საზოგადოების უფრო აქტიური მჭიდრო ჩართვა ევროპული გაერთიანების საქმეში.

ადამიანის უფლებათა ევროპული პრიზი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად, მინისტრთა კომიტეტმა 1980 წელს დააწესა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა პრიზი.

სამ წელიწადში ერთხელ მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგში აჯილდოებს ცალკეულ ადამიანებსა თუ ჯგუფებს, დაწესებულებებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გადმოცემული სიის საფუძველზე. პრიზი გულისხმობს ოქროს მედალსა და საპატიო სიგელს, რომელშიც გამარჯვებულის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილი მოიხსენიება.

ევროპული ჯილდო ქალაქებისათვის

საერთოევროპული მასშტაბით გაწეული საქმიანობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გარემოს, რეგიონული დაგეგმვისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა კომიტეტი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს ანიჭებს სხვადასხვა ჯილდოებს. გამორჩეულთ გადაეცემათ შემდეგი სახის ჯილდოები: ევროპული დიპლომი, ევროპული პრემია, საპატიო ალამი ან დისკო.

ევროპული პრიზი

1955 წლიდან ყოველწლიურად მინიჭებული ევროპული პრიზი არის უმაღლესი ჯილდო მუნიციპალიტეტებისთვის, დაწესებული ევროპული თანამშრომლობის საქმეში შეტანილი წვლილის დასაფასებლად. საპარლამენტო ასამბლეის გარემოს, რეგიონული დაგეგმვისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა კომიტეტის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული იღებს გარდამავალ ჯილდოს, ბრინჯაოს მედალსა და დიპლომს. გარდა ამისა, გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს გადაეცემა ასევე 7 600 ევროს ოდენობის პრემია, რომელიც, პრინციპში, განკუთვნილია მის ახალგაზრდა მოქალაქეთა სასწავლო ვიზიტით მისავლინებლად ევროპაში.

ევროპული დიპლომი დაცული ტერიტორიებისთვის

ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების სფეროში ევროპის საბჭოს საქმიანობის კომიტეტის წარდგინებით, მინისტრთა კომიტეტი აღნიშნულ დიპლომს გასცემს 1965 წლიდან მოყოლებული. დიპლომი ენიჭება ბუნებრივ ტყე-პარკებს, ნაკრძალებს ან საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიებს, რომლებიც აკმაყოფილებს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის რიგ კრიტერიუმებს და სამეცნიერო, კულტურული და/ან დასვენების თვალსაზრისით ღირებულებას წარმოადგენს.

გამარჯვებული ტერიტორია ხუთი წლის განმავლობაში ფინანსდება ევროპის საბჭოს მიერ. ეს ვადა, სპეციალისტების მიერ ადგილზე ჩატარებული საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო ხუთი წლით.

ევროპული პრიზი მუზეუმებისთვის

1977 წელს დაარსებული ეს პრემია გადაეცემა მუზეუმს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. პრემია წარმოადგენს ესპანელი მოქანდაკის, ხუან მიროს მიერ შესრულებულ ბრინჯაოს ქანდაკებას და დაახლოებით 5 000 ევროს ოდენობის თანხას. გამარჯვებულ მუზეუმს ირჩევს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და განათლების კომიტეტი, წლის ევროპული მუზეუმის დაჯილდოების დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ გადარჩეული სიიდან.

ევროპული პრიზი სატელევიზიო პროგრამებისთვის

ევროპული პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო სატელევიზიო პროგრამებს შემდეგ ნომინაციებში: „მხატვრული ფილმი“, „დოკუმენტური ფილმი“, „მიმდინარე მოვლენები“ და „IRIS“ (მულტიკულტურული პროგრამები). კონკურსი ეწყობა ევროპის საბჭოსა და სხვა ევროპული ორგანიზაციების მიერ. ღონისძიების მიზანია ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ კულტურათა შემოქმედებითი ბუნებისა და მრავალფეროვნების წახალისება და მაღალი დონის მაუწყებლობის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია შემდეგ მისამართზეა ხელმისაწვდომი:

ევროპული კულტურის ფონდი

Jan Van Goyenkade 5

NL-1075 HN Amsterdam

ტელ.: (31) 20 676 02 22

ფაქსი: (31) 20 675 22 31

ელ-ფოსტა: PRIX-EUROPA@t-online.de

ვებ-გვერდი: http://www.prix-europa.de

კონკურსიევროპა სკოლებში

ამ ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში დაწესებული პრიზები გადაეცემა სკოლის მოსწავლეებს ევროპულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო წერილობითი თუ მხატვრული ნამუშევრისთვის. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობის დაინტერესება საერთოევროპული საკითხებით. კონკურსი „ევროპა სკოლებში“ 1986 წლიდან იმართება და წარმოადგენს ევროპის საბჭოს, ევროპულ თანამეგობრობათა კომისიისა და კულტურის ევროპული ფონდის (ამსტერდამი) ერთობლივ ღონისძიებას. პრიზებში შედის ფულადი ჯილდოები, სპეციალურად დაწესებული სამოგზაურო ტურები, მედლები, წიგნები და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: კონკურსის „ევროპა სკოლებში“ საკოორდინაციო განყოფილება

Europa-Zentrum Bachstraße 32 D-53115 Bonn

ტელ.: (49) 228 72 900 40

ფაქსი: (49) 228 72 900 90

ელ-ფოსტა: eas-cu@t-online.de

ვებ-გვერდი: http://www.europe-at-school.org

22 ევროპული ორგანიზაციები: მსგავსება და განსხვავებ

▲ზევით დაბრუნება


გაითვალისწინეთ შემდეგი განსხვავებები:

ევროპის საბჭო

სტრასბურგში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ევროპის 46 დემოკრატიულ ქვეყანას აერთიანებს.

და

ევროპული საბჭო

ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა რეგულარული (სულ მცირე, წელიწადში ორჯერ) შეხვედრები, რომელთა მიზანია ევროპული პოლიტიკის განსაზღვრა.

და

ევროკომისია

ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს კავშირის ხელშეკრულებებისა და მისი ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა სათანადო შესრულებას.

საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების მიერ დამტკიცებული 315 წევრისა და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელისგან.

და

ევროპარლამენტი

ევროკავშირის საპარლამენტო ორგანო, რომელიც შედგება ევროკავშირის 25 ქვეყანაში პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით არჩეული 732 წევრისგან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სასამართლო მდებარეობს სტრასბურგში. იგი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე დაარსებულ ერთადერთ წმინდა სამართლებრივ ორგანოს. ის შედგება 46 მოსამართლისგან და ბოლო ინსტანციის სახით უზრუნველყოფს წევრ ქვეყანათა მიერ კონვენციის ფარგლებში ნაკისრი მოვალეობების შესრულებას.

და

ევროპულ თანამეგობრობათა მართლმსაჯულების სასამართლო

სასამართლოს სხდომები იმართება ლუქსემბურგში და უზრუნველყოფს კანონთან შესაბამისობას ევროკავშირის ხელშეკრულებათა დებულებების განმარტებისა და გამოყენების პროცესში.

და

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო

გაერო-ს სამართლებრივი ორგანო, რომლის სხდომები ჰააგაში იმართება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

ხელშეკრულება, რომლის თანახმად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

და

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მიღებული გაერო-ს მიერ 1948 წელს, რომლის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება.

ევროპის სოციალური ქარტია

ევროპის საბჭოს სოციალური ქარტია იცავს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებას.

და

ძირითად უფლებათა ქარტია

ევროკავშირის ფარგლებში ევროპული საბჭოს სხდომაზე 2000 წლის დეკემბერში ქ. ნიცაში მიღებული ქარტია.

23 მნიშვნელოვანი თარიღები

▲ზევით დაბრუნება


1949 წლის 5 მაისი

ევროპის საბჭოს დამფუძნებელი ლონდონის ხელშეკრულების ხელმოწერა ათი ევროპული სახელმწიფოს (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო) მიერ.

1950 წლის 4 ნოემბერი

ქ. რომში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას. კონვენცია პირველი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

1954 წლის 19 დეკემბერი

ევროპის კულტურული კონვენციის ხელმოწერა. ის გახდა ევროპის საბჭოს საქმიანობის საფუძველი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში.

1956 წლის 16 აპრილი

დაფუძნდა ევროპის საბჭოს დასახლების ფონდი (ამჟამად ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი), რომლის მიზანია წევრი ქვეყნების დახმარება სოციალური ორიენტაციის პროექტების განხორციელებაში.

1957 წლის 12 იანვარი

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა წარმომადგენლების გაერთიანების მიზნით,

ევროპის საბჭოს მიერ დაფუძნდა ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა

მუდმივმოქმედი კონფერენცია (ამჟამად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი).

1959 წლის 18 სექტემბერი

წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით, ევროპის საბჭოს მიერ სტრასბურგში დაფუძნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

1961 წლის 18 ოქტომბერი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთგვარი ეკონომიკური და სოციალური დანამატის სახით, ტურინში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ ევროპის სოციალურ ქარტიას.

1972 წლის 1 ივნისი

სტრასბურგში (საფრანგეთი) გაიხსნა ევროპის პირველი ახალგაზრდული ცენტრი.

1980 წლის 27 მარტი

ევროპის საბჭოს მიერ დაფუძნდა „პომპიდუს ჯგუფი“, როგორც ფორუმი მინისტრებს შორის თანამშრომლობისათვის ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

1987 წლის 26 ნოემბერი

ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ ევროპულ კონვენციას წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის თავიდან აცილების შესახებ.

1989 წლის 8 ივნისი

დემოკრატიისკენ მიმავალი ახალი წევრი ქვეყნების (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან) პარლამენტებთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შემოიღო სპეციალური სტუმრის სტატუსი.

1990 წლის 30 აპრილი

ლისაბონში (პორტუგალია) გაიხსნა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთი-სამხრეთის ცენტრი.

1990 წლის 10 მაისი

დემოკრატიისთვის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭომ ჩამოაყალიბა „ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით“ („ვენეციის კომისია“).

1990 წლის 6 ნოემბერი

ყოფილი საბჭოთა ბლოკის პირველი სახელმწიფოს, უნგრეთის გაწევრიანება.

1991 წლის სექტემბერი

ევროპული მემკვიდრეობის დღეების დაარსება ევროკავშირის ხელშეწყობით.

1993 წლის 8-9 ოქტომბერი

ვენაში (ავსტრია) ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა პირველ სამიტზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს ევროპის საბჭოს საერთოევროპულ მისწრაფებებს და აყალიბებს ახალ პოლიტიკურ პრიორიტეტებს ეროვნულ უმცირესობათა დაცვისა და რასიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებათა აღმოფხვრის მიზნით.

1994 წლის 17 იანვარი

ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სანაცვლოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დააფუძნა ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი.

1995 წლის 1 თებერვალი

ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ ჩარჩო-კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.

1995 წლის 15 დეკემბერი

ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიხსნა ევროპის მეორე ახალგაზრდული ცენტრი.

1996 წლის 28 აპრილი

ევროპის საბჭოს შეუერთდა რუსეთის ფედერაცია.

1997 წლის 4 აპრილი

ხელი მოეწერა ევროპულ კონვენციას ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ.

1997 წლის 10-11 ოქტომბერი

სტრასბურგში (საფრანგეთი) გაიმართა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეორე სამიტი.

1998 წლის 12 იანვარი

ხელი მოეწერა ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ევროპული კონვენციის დამატებით ოქმს, რომლის ძალითაც აიკრძალა ადამიანის კლონირება.

1998 წლის 1 ნოემბერი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 ოქმის საფუძველზე, სტრასბურგში დაფუძნდა ახალი, ერთიანი და მუდმივმოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

1999 წლის 27 აპრილი

ევროპის საბჭოს შეუერთდა საქართველო.

1999 წლის 5 მაისი

ევროპის საბჭოს 50-ე წლისთავი.

2000 წლის 4 ნოემბერი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 50-ე წლისთავი.

2001 წლის 25 იანვარი

ევროპის საბჭოს შეუერთდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი.

2001 წლის 23 ნოემბერი

კომპიუტერულ დანაშაულებათა შესახებ კონვენციის ხელმოწერა.

2002 წლის 24 აპრილი

ევროპის საბჭოს შეუერთდა ბოსნია და ჰერცეგოვინა.

2002 წლის 2 მაისი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 ოქმის ხელმოწერა, რომლის ძალითაც ნებისმიერ გარემოებაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

2002 წლის 15 ივლისი

ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპებისა და ტერორიზმთან ბრძოლის დოკუმენტის ხელმოწერა.

2003 წლის 28 იანვარი

კომპიუტერულ დანაშაულებათა შესახებ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმოწერა, რომლის ძალითაც განხორციელდა კომპიუტერული სისტემების გამოყენებით რასისტური და ქსენოფობიური ხასიათის ქმედებათა ინკრიმინირება.

2003 წლის 3 აპრილი

ევროპის საბჭოს შეუერთდა სერბია და მონტენეგრო.

2003 წლის 15 მაისი

ტერორიზმის აღკვეთის შესახებ ევროპული კონვენციის შემსწორებელი ოქმის ხელმოწერა.

2004 წლის 5 ოქტომბერი

ევროპის საბჭოს შეუერთდა მონაკო.

2005 წლის 15-16 მაისი

ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მესამე სამიტი.

2005 წლის 13 დეკემბერი

ევროპული დროშის 50-ე წლისთავი.

24 ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები

▲ზევით დაბრუნება


ინფოპოინტი“ (Infopoint)

„ინფოპოინტი“ მდებარეობს ევროპის საბჭოს ბიბლიოთეკის ცენტრალურ ზონაში, ევროპის

სასახლის ძირითადი შესასვლელიდან ხელმარცხნივ. ევროპის საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად მიმართეთ:

Infopoint - Council of Europe

F-67075 Strasbourg Cedex

ტელ.: +33 (0)3 88 41 20 33

ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 45

ელ-ფოსტა: infopoint@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.coe.int

ევროპის საბჭოს გამოცემები

ევროპის საბჭოს მიერ ნებისმიერ სფეროში წარმოებული საქმიანობის გასაშუქებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება ორგანიზაციის ორივე სამუშაო ენაზე (ინგლისური და ფრანგული) გამოცემული 1500-ზე მეტი პუბლიკაცია.

ევროპის საბჭოს გამოცემები

Council of Europe Publishing

F-67075 Strasbourg Cedex

ტელ.: + 33 (0)3 88 41 25 81

ფაქსი: +33 (0)3 88 41 39 10

ელ-ფოსტა: publishing@coe.int

ვებ-გვერდი: http://book.coe.int

ბიბლიოთეკა და არქივების განყოფილება

არქივებსა და ორივე ბიბლიოთეკაში შესვლა ხდება დანიშვნით 24 საათით ადრე შეტყობინების საფუძველზე. საპარლამენტო ასამბლეის სხდომების განმავლობაში არქივებსა და ბიბლიოთეკებში სტუმრები არ დაიშვებიან.

ბიბლიოთეკა და არქივების განყოფილება

ევროპის საბჭო

F-67075 Strasbourg Cedex

არქივებისა და ჩანაწერების მართვა

არქივებისა და ჩანაწერების მართვის განყოფილებაში ინახება ევროპის საბჭოს ყველა ოფიციალური დოკუმენტი და სხვადასხვა დეპარტამენტის ისტორიული არქივები მოყოლებული 1949 წლიდან. შესაძლებელია დოკუმენტების სკანირება და ფოტოასლების გაკეთება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ელ-ფოსტა: archives@coe.int

ტელ: +33 (0)3 90 21 43 77

ჯუზეპე ვედოვატოს ბიბლიოთეკა

ჯუზეპე ვედოვატოს ბიბლიოთეკა, დაარსებული ცენტრალური ბიბლიოთეკის ვედოვატოს ბიბლიოთეკასთან შერწყმით, გაიხსნა 2004 წლის 27 იანვარს. თავდაპირველი ბიბლიოთეკა დაარსდა საპარლამენტო ასამბლეის პირველ სესიაზე 1951 წელს. ვედოვატოს კოლექცია გადმოცემულ იქნა პროფესორ ვედოვატოს მიერ (საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი) 1987 წელს და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გამდიდრდა. კოლექციები იძლევა ინფორმაციას ევროპულ საკითხებზე და ევროპის საბჭოს მიერ მოცულ თემებზე.

ბიბლიოთეკა განლაგებულია ევროპის საბჭოს შენობის (სტრასბურგი) პირველ სართულზე.

სტუმრების შესვლის დღეები:

ორშაბათი - ხუთშაბათი

ტელ.: +33 (0) 3 88 41 20 25

ფაქსი: +33 (0) 3 90 21 47 54

ელ-ფოსტა: infodoc@coe.int

ევროპის საბჭოს საკონტაქტო ბიუროები

პარიზის ოფისი

55, avenue Kléber

F - 75784 Paris Cedex 16, France

ტელ.: +33 (0)1 44 05 33 60

ფაქსი: +33 (0)1 47 27 36 47

ელ-ფოსტა: bureau.paris@coe.int

ბრიუსელის ოფისი

Avenue de Tervuren 12

B - 1040 Bruxelles, Belgium

ტელ.: + 32-2 230 41 70

ფაქსი: + 32-2 230 94 62

ელ-ფოსტა: bureau.bruxelles@coe.int

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი

55, avenue Kléber

F - 75784 Paris Cedex 16 France

ტელ.: +33 (0)1 47 55 55 00

ფაქსი: +33 (0)1 47 55 03 38

ელ-ფოსტა: ceb@coebank.org

ვებ-გვერდი: http://www.coebank.org

გლობალური ურთიერთდამოკიდებულებისა და სოლიდარობის ევროპული ცენტრი

ჩრდილოეთი - სამხრეთის ცენტრი

Avenida da Liberdade, 229-4°

P - 1250 Lisbon, Portugal

ტელ.: + 351 213 584 030

ფაქსი: + 351 213 531 329

ელ-ფოსტა: info@nscentre.org

ვებ-გვერდი: http ://www.nscentre.org

თანამედროვე ენათა ევროპული ცენტრი (გრაცი)

Nikolaiplatz 4

A-8020 Graz

Austria

ტელ.: + 43 316 323 54

ფაქსი: + 43 316 323 554-4

ელ-ფოსტა: ecml@via.at

ვებ-გვერდი: http://www.ecml.at

ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორია

76 allée de la Robertsau

F - 67000 Strasbourg, France

ტელ.: +33 (0)3 88 14 44 00

ფაქსი: +33 (0)3 88 14 44 19

ელ-ფოსტა: obs@obs.coe.int

ვებ-გვერდი: http://www.obs.coe.int

მედიკამენტების ხარისხის ევროპული დირექტორატი (EDQM)

BP 907

F - 67029 Strasbourg Cedex 1, France

ტელ.: +33 (0) 3 88 41 20 36

ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 71

ელ-ფოსტა: info@pheur.org

ვებ-გვერდი: http://www.pheur.org

სტრასბურგის ახალგაზრდული ევროპული ცენტრი

30, rue Pierre-de-Coubertin

F - 67000 Strasbourg, France

ტელ.: + 33 (0) 3 88 41 23 00

ფაქსი: + 33 (0) 3 88 41 27 77

ელ-ფოსტა: youth@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.coe.int/youth

ბუდაპეშტის ახალგაზრდული ევროპული ცენტრი

Zivatar utka 1-3

H - 1024 Budapest, Hungary

ტელ.: + 36 1 212 40 78

ფაქსი: + 36 1 212 40 76

ელ-ფოსტა: eycb.secretariat@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.eycb.coe.int

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ცენტრები

რიგი ქვეყნების მოთხოვნათა საფუძველზე, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროები. მათი მიზანია შესაბამისი მასპინძელი ქვეყნების ინფორმაციით უზრუნველყოფა ევროპის საბჭოს, მისი საქმიანობისა

და სტანდარტების შესახებ და აგრეთვე, ორგანიზაციის ინიციატივათა მხარდაჭერა და ხელშეწყობა. მათ დირექტორის თაოსნობით ხელმძღვანელობს და მართავს ადგილობრივი შტატი.

ალბანეთი

Sheshi Skenderbej

Pallati i Kultures, Kati i pare

Tirana

ტელ.: + 35 4 22 84 19

ფაქსი: + 35 4 24 89 40

ელ-ფოსტა: information.office@coealb.org

ვებ-გვერდი: http://www.coealb.org

სომხეთი

„European Regional Academy“ building

10, David Anhaght st.

Yerevan 375045

ტელ.: + 374 10 24 38 92

ფაქსი: + 374 10 24 38 75

ელ-ფოსტა: coe.yerevan@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.coe.am

აზერბაიჯანი

39-41, Boyuk Gala Street

Icheri Sheher

Baku AZ 1004

ტელ.: + 994 12 497 31 56 / 54 93 / 31 65

ფაქსი: + 994 12 497 23

ელ-ფოსტა: office@coe-baku.org

ვებ-გვერდი: http://www.coe.az

ბულგარეთი

Aleksander Zhendov 5

BG - 1113 Sofia

ტელ.: + 359 2 971 30 00

ფაქსი: + 359 2 971 22 33

ელ-ფოსტა: cid@online.bg

ვებ-გვერდი: http://www.cid.bg

რეგიონული ცენტრი

European Information Centre

24 Bulgaria bul.

P.O. Box 345

5000 Veliko Turnovo

ტელ.: + 359 62 60 50 60

ფაქსი: + 359 62 63 00 48

ელ-ფოსტა: coevt@vali.bg

ვებ-გვერდი: http://www.europeinfocentre.bg

ჩეხეთის რესპუბლიკა

Namesti Pod Kastany 529/2

CZ - 160 00 Praha 6-Bubenec

ტელ.: + 420 233 085 450 / 452

ფაქსი: + 420 233 085 451

ელ-ფოსტა: dana.bekova@radaevropy.cz

ვებ-გვერდი: http://www.radaevropy.cz

ესტონეთი

Tõnismägi 2

EE - 10122 Tallinn

ტელ.: + 372 630 72 58

ფაქსი: + 372 646 00 89

ელ-ფოსტა: eni@coe.ee

ვებ-გვერდი: http://www.coe.ee

საქართველო

7, Erekle II Lane

GE - 0105 თბილისი

ტელ.: + 995 32 989 560 / 98 97

ფაქსი: + 995 32 989 657

ელ-ფოსტა: information.office@coe.ge

ვებ-გვერდი: www.coe.ge

უნგრეთი

(Hungarian Parliament)

P.O. Box 3, H - 1357 Budapest

ტელ.: + 36 1 441 48 57 / 45 63

ფაქსი : + 36 1 41 48 78

ელ-ფოსტა: idcbud@t-online.hu

ვებ-გვერდი: http://www.europatanacs.hu

ლატვია

K. Barona iela 14

LV - 1423 Riga

ტელ./ფაქსი: + 371 7 28 68 65

ელ-ფოსტა: centre@coecidriga.lv

ვებ-გვერდი: http://www.coecidriga.lv

ლიტვა

Gedimino pr. 51

LT - 01109 Vilnius

ტელ.: + 370 52 49685 / 647

ფაქსი: + 370 52 496 214

ელ-ფოსტა: m.prokopcik@lnb.lt

ვებ-გვერდი: http://www.etib.lt

მოლდოვა

78 „A“, 31, August Street

MD - 2012 Chisinau

P.O. Box 219

ტელ.: + 373 22 21 29 30 / 24 10 94

ფაქსი: + 373 22 24 10 96

ელ-ფოსტა: informchisinau@coe.int

ვებ-გვერდი: www.bice.md

პოლონეთი

Al. Niepodleglosci 22

PL - 02653 Warsaw

ტელ.: + 48 22 845 20 84 / 853 57 73

ფაქსი: + 48 22 853 57 74

ელ-ფოსტა: informwarsaw@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.coe.org.pl

რუმინეთი

6, Alexandru Donici Street

Sector 2

RO - 020478 Bucharest

ტელ.: + 40 21 211 68 10

ფაქსი: + 40 21 211 99 97

ელ-ფოსტა: info.office@coe.ro

ვებ-გვერდი: http://www.coe.ro

რუსეთის ფედერაცია

State Institute for International Relations in

Moscow (MGIMO)

Pr. Vernadskogo 76

RU - 119454 Moscow

ტელ.: + 7 495 434 9077

ფაქსი: + 7 495 434 9075

ელ-ფოსტა: coemoscow@dionis.iasnet.ru

ვებ-გვერდი: http://www.coe.ru

ვოლგის რეგიონის ცენტრი

Ul. Volskaya 16

RU - 410028 Saratov

ტელ.: + 7 845 2 29 91 51

ფაქსი: + 7 845 2 22 85 04

ელ-ფოსტა: cid.saratov@overta.ru

ვებ-გვერდი: http://volgacoe.ru

სლოვაკეთი

Klariska 5.

P.O. Box 217

SK - 810 00 Bratislava 1

ტელ.: + 421 2 54 35 752

ფაქსი: + 421 2 54 356 72

ელ-ფოსტა: centrum@radaeuropy.sk

ვებ-გვერდი: http://www.coe.sk

სლოვენია

Rimska cesta 16

SLO - 1000 Ljubljana

ტელ.: + 386 14 21 43 00

ფაქსი: + 386 14 21 43 05

ელ-ფოსტა: idc.slovenija@idcse.nuk.si

ვებ-გვერდი: http://www.idcse.nuk.si

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია

ul. Mito Hadzivasilev Jasmin b.b.

(Museum of the City of Skopje-I floor)

MK - 1000 Skopje

ტელ.: + 389 2 3123 616

ფაქსი: + 389 2 3123 617

ელ-ფოსტა: gjorgji.jovanovski@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.iocoe.org.mk

უკრაინა

24-A Ivan Franka Str.

UA - 01030 Kyiv

ტელ.: + 38 044 23 44 084

ფაქსი: + 38 044 23 4 43 78

ელ-ფოსტა: informkiev@coe.int

ვებ-გვერდი: http://www.coe.kiev.ua

ევროპის საბჭოს ადგილობრივი ბიუროები

ევროპის საბჭოს ადგილობრივი ბიუროები დაარსდა მინისტრთა კომიტეტის მიერ. მათი მიზნები და ფუნქციონირების მეთოდები ქვეყნების მიხედვით იცვლება მათთვის მინიჭებული სპეციალური მანდატის შესაბამისად. მათი უპირველესი ვალდებულებაა ევროპის საბჭოსა და ეროვნულ ხელისუფლებებს (მთავრობები და პარლამენტი), სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიის წარმომადგენლებს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაადვილება, შენარჩუნება და გაძლიერება.

მათი საქმიანობა საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს, სხვადასხვა ძალის ზეგავლენა მოახდინოს საკანონმდებლო და სხვა სახის რეფორმებზე, გასცეს საექსპერტო მოსაზრებები ორგანიზაციის კომპეტენციის სფეროებში, განავითაროს ეფექტიანი სასწავლო პროგრამები (ინტერ ალია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე) და ა.შ.

ყურადღება ექცევა საქმიანობის კოორდინირებას უმთავრეს სამთავრობათშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით გაერო-სთან და მის სააგენტოებთან, ეუთო-სთან და ევროკავშირთან.

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი სომხეთში

„European Regional Academy“ building

10, David Anhaght st.

Yerevan 375045

ტელ.: + 374 1 24 33 85

ფაქსი: + 374 1 24 38 75

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი აზერბაიჯანში

6 - 10 Vagif Mustafazade Kücasi

1st Floor, Icheri Sheher

Baku 370004

ტელ.: + 994 124 975 489

ფაქსი: + 994 124 975 475

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში

Trg Fra Grge Martica 2/III

71000 Sarajevo

ტელ. /ფაქსი: + 387 33 264 360

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი საქართველოში

7, Erekle II Lane

0105 Tbilisi

ტელ.: + 995 32 989 560 / 98 97

ფაქსი: + 995 32 989 657

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი მოლდოვაში

Str. Banulescu Bodoni bl.57/1

2005 Chisinau

ტელ.: + 373 22 23 50 34 / 35

ფაქსი: + 373 22 23 30 18

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი სერბიაში

Sindjeliceva 9

11000 Belgrade

ტელ.: + 381 11 30 88 411 / 30 88 412

ფაქსი: + 381 11 30 86 494

ევროპის საბჭოს სამდივნოს ბიურო მონტენეგროში

Ul. Novaka Miloseva Nr. 6

81000 Podgorica

ტელ.: + 381 81 230 819 / 825

ფაქსი: + 381 81 230 176

ევროპის საბჭოს სამდივნოს ბიურო კოსოვოში

UNHCR HQ Building, 6th Floor

Kragujevci 8

10000 Pristina

Kosovo / UNMIK

ტელ.: + 381 38 243 749 / 750 / 751

ფაქსი: + 381 38 243 752

სხვა გარე უწყებები

სპეციალური მრჩეველი ალბანეთი

Pallati i Kulturës, Kati I pare

Sheshi Skënderbej Tirana

ტელ.: + 35 4 22 84 19

ფაქსი: + 35 4 24 89 40

ექსპერტი რეზიდენტი

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო

ul. Mito Hadzivasilev Jasmin b.b.

MK - 1000 Skopje

ტელ.: + 389 2 3290 232

ფაქსი: + 389 2 31 23 617

25 ევროპის საბჭო 46 წევრი ქვეყანა

▲ზევით დაბრუნება


ალბანეთი

ანდორა

სომხეთი

ავსტრია

აზერბაიჯანი

ბელგია

ბოსნია და

ჰერცეგოვინა

ბულგარეთი

ხორვატია

კვიპროსი

ჩეხეთის რესპუბლიკა

დანია

ესტონეთი

ფინეთი

საფრანგეთი

საქართველო

გერმანია

საბერძნეთი

უნგრეთი

ისლანდია

ირლანდია

იტალია

ლატვია

ლიხტენშტეინი

ლიტვა

ლუქსემბურგი

მალტა

მოლდოვა

მონაკო

ნიდერლანდები

ნორვეგია

პოლონეთი

პორტუგალია

რუმინეთი

რუსეთის ფედერაცია

სან მარინო

სერბია

სლოვაკეთის

რესპუბლიკა

სლოვენია

ესპანეთი

შვედეთი

შვეიცარია

„იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“

თურქეთი

უკრაინა

გაერთიანებული

სამეფო

დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნები

კანადა

ვატიკანი

იაპონია

მექსიკა

აშშ

შენიშვნა: ევროპის საბჭოს ამჟამინდელი საქმიანობა ითვალისწინებს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა ვარშავის მე-3 სამიტის (2005 წლის მაისი) მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას. შესაბამისად, „800 მილიონი ევროპელის“ შემდეგი გამოცემა მხედველობაში მიიღებს მის განხორციელებას, ისევე როგორც რეორგანიზატორულ ტენდენციებს.