The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქალი და ბიზნესი


ქალი და ბიზნესი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: წიგნზე მუშაობდნენ: ანა ქათამიძე; ქეთევან ჭითანავა; ქეთევან ფაცაცია; ოლია ზედელაშვილი; მიხეილ ადეიშვილი; თემურ ყანჩაველი; მაია ასათიანი; მარიამ ნანიტაშვილი; დავით მერაბიშვილი; გიორგი ჭონიშვილი; ნინო შიოშვილი; თამარ საბედაშვილი; დოდო ჭუმბურიძე; ირაკლი მკერვალიშვილი; დიზაინი: ნათია ზედელაშვილი; დავით გვასალია; სტილისტ-რედაქტორი: ნათია დაღელიშვილი; ლეილა ჩანტლაძე. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია თბილისი, 0105 ორბელიანის ქ.35 Tel: (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; Fax: (+995 32) 92 24 61 E-mail: office@economists.ge www.economists.ge საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ASSOCIATION OF YOUNG ECONOMISTS OF GEORGIA AYEG 2009



1 * * *

▲back to top


სახელმძღვანელო ქალი და ბიზნესი მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ქალბატონებისთვის.

სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მარტივ ენაზე მიაწოდოს თავის აუდიტორიას ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის წამოწყებისა და მართვისთვის.

მადლობას ვუხდით გაეროს ქალთა ფონდს (UNIFEM) გზამკვლევის გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის.

ამ პუბლიკაციაში დაფიქსირებული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს, ავტორთა პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს გაეროს ქალთა ფონდის პოზიციას.

2 ბიზნესის საფუძვლები

▲back to top


მოდული 1

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ :
1
რა არის ბიზნესი
2
ვინ არის ბიზნესმენი
3
რა არის ბიზნესის ფუნქციები
4
რა ეტაპებს მოიცავს ბიზნესის ორგანიზება
5
როგორ უნდა დაიწყოთ ბიზნესი
6
რა ეტაპებს მოიცავს ბიზნესის დაწყება
7
რა თავისებურებები აქ მცირე ბიზნესის მართვას
8
როგორ იმართება ბიზნესი
9
როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი
10
რა არის მარკეტინგი
11
როგორ დაყოთ მომხმარებელი სეგმენტებად
12
როგორ დააწესოთ ფასი
13
რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ ბაზარზე გასვლისას

რა არის ბიზნესი?

  • ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს მომსახურებას და საქონელს, რომელიც მას სჭირდება;

  • კომერციული ან საწარმოო მიმართულების საქმიანობა იმ ხალხთან ერთად, რომლებიც საერთო მიზნით მუშაობენ;

  • კომერციული ფირმა: საქმიანობა მომსახურების ან პროდუქტის მისაწოდებლად საზოგადოებისთვის.

ვინ არის ბიზნესმენი?

  • ბიზნესით დაკავებული პიროვნება, რომელიც ახდენს სხვადასხვა შესაძლებლობების ორგანიზებას, გამოყენებასა და მართვას კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მოგების მისაღებად;

  • ადამიანი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს საქმიანობას, გააჩნია ინიციატივის გრძნობა და მიდის გარკვეულ რისკზე მოგების მისაღებად;

  • პერსონა, რომელიც დასაქმებულია მოგების მიღებაზე ორიენტირებულ კომპანიაში.

ბიზნესის ორგანიზაციული ფუნქციები

წარმატებული საქმიანობისთვის ბიზნესი იყენებს შემდეგ ორგანიზაციულ ფუნქციებს: ბუღალტერია, ადმინისტრაციული მენეჯმენტი, ბიზნესმენეჯმენტი, ფინანსები, ადამიანური რესურსების მართვა, საინფორმაციო სისტემები, დაზღვევა, მარკეტინგი, ვაჭრობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გაყიდვები.

  • მენეჯმენტი იმ საშუალებათა ერთობლიობაა, რომელთა მეშვეობითაც ორგანიზაცია (ბიზნესი) ცდილობს თავისი თანამშრომლებისა და სხვა რესურსების ეფექტიან გამოყენებას მიზნის მისაღწევად.

  • მარკეტინგი საშუალება ან ხერხებია, რომელთა მეშვეობითაც ორგანიზაცია ქმნის პროდუქტებს (ან მომსახურებას), ადებს მათ ფასს და ახდენს მათ დისტრიბუციას (განაწილებას),ასევე მომხმარებლის სტიმულირებას მის შესაძენად.

  • ფინანსები არის საშუალება ან ხერხები, რომლებითაც ფირმა იღებს სახსრებს საქმიანობისთვის.

  • საბუღალტრო აღრიცხვა არის ფირმის ფინანსური მდგომარეობის ასახვა და ანალიზი და გამოიყენება სხვადასხვა საქმიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

  • საინფორმაციო სისტემები შეიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ადამიანებსა და სხვადასხვა გზებს ფირმაში მომუშავე ადამინებისთვის სათანადო ინფორმაციის მისაწოდებლად. ინფორმაციით უზრუნველყოფა ეხმარება ადამიანებს საქმიანი გადაწვეტილებების მიღებაში.

გადაწყვეტილებათა ტიპები

გადაწყვეტილებათა მაგალითები

მენეჯერული

1. რა მოწყობილობებია საჭირო
პროდუქციის საწარმოებლად?

2. რამდენი თანამშრომელია
დასაქირავებელი პროდუქციის
საწარმოებლად?

3. როგორ შევუქმნათ
თანამშრომლებს მოტივაცია?

მარკეტინგული

1. რა ფასი დავაწესოთ
პროდუქციაზე?

2. მოვახდინოთ თუ არა
ცვლილებები პროდუქტში,
რათა ის უფრო მიმზიდველი
გახდეს მყიდველისთვის?

3. გამოიყენოს თუ არა ფირმამ
რეკლამა?

საფინანსო

1. როგორ მივიღოთ
დამატებითი დაფინანსება -
წილის გაყიდვით, თუ ფულის
სესხებით, ან იქნებ ორივეს
ერთად გამოყენებით?

2. რას უნდა ეცადოს ფირმა:
ისესხოს ფული მოკლე
(მაგალითად 1 წლით) თუ
გრძელი ვადით?

ბიზნესის ორგანიზების ეტაპები

ნებისმიერი საქმიანობა იწყება იდეით, რომელიც არის ახალი ან საიდანმე გადმოღებული. ბიზნესიდეის რეალიზაციისთვის საჭიროა მისი ხორცშესხმა და მოქმედებაში მოყვანა.

იდეის საფუძველზე ორგანიზაციის შექმნამდე საჭიროა ახალი ბიზნესის დეტალური დაგეგმვა, ანუ ბიზნესგეგმის შემუშავება. ბიზნესის ორგანიზების ეტაპები ქვემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

0x01 graphic

რაც შეეხება ორგანიზებას, ბიზნესმენი ძირითადად შემდეგი რესურსების ორგანიზებით არის დაკავებული:

  • ფული;

  • მასალა;

  • შენობა და მოწყობილობა;

  • ხალხი და ძალაუფლება.

ბიზნესის დაწყება

შეგიძლიათ თუ არა ბიზნესის წამოწყება?

ბიზნესში, როგორც წესი, არ არსებობს გარანტიები. რეალურად არ არსებობს ყველა რისკის დაზღვევის გზა, თუმცა შესაძლებელია წარმატების შანსების გაზრდა კარგი დაგეგმვით, მომზადებითა და გეგმის მიხედვით მუშაობით. ასევე სასურველია იმის გათვალისწინება, რომ ბიზნესმა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ, შესაძლებელია იცვალოს სახე. გააანალიზეთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები და გაითვალისწინეთ შემდეგი შეკითხვები:

  • თავად ხართ ბიზნესის წამომწყები? - თუ კი, მაშინ თქვენზე იქნება სრული პასუხისმგებლობა ბიზნესის განვითარების, დროის განაწილებისა და სხვა დეტალებისა.

  • რამდენად კარგად ეწყობით სხვა ადამიანებს? - ბიზნესმენებს სჭირდებათ უნარები სხვა ხალხთან ურთიერთობისათვის, ვინაიდან მათ მუდმივად უწევთ სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან კონტაქტი, ისეთ ხალხთან, როგორიცაა: მომხმარებლები (კლიენტურა), თანამშრომლები, ბანკირები, ადვოკატები, კონსულტანტები და ბუღალტრები.

  • შეგიძლიათ თუ არა ურთიერთობა ძალიან მომთხოვნ კლიენტთან, ფართის არასანდო გამქირავებელთან ან ჭირვეულ ბანკირთან?

  • რამდენად კარგად (ადვილად) და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ?-მცირე ბიზნესს ხშირად სჭირდება გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად, დამოუკიდებლად და ასევე დაძაბულ ვითარებაში.

  • გაქვთ თუ არა ფიზიკური და ემოციური უნარები ბიზნესის სამართავად?-როგორც წესი, ბიზნესის მართვა ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ მოითხოვსდიდ ენერგიასა და ბევრ მუშაობას. შეგიძლიათ თუ არა ხანდახან შვიდი, რვა ან თორმეტსაათიანი სამუშაო დღის გაძლება?

  • რამდენად კარგად გეგმავთ და აკეთებთ ორგანიზებას? ბიზნესის წარუმატებლობის უმეტეს შემთხევევაში მიზეზად სწორედ არასწორი დაგეგმვა გვევლინება.

  • რამდენად ძლიერია თქვენი მოტივაცია/სურვილი მართოთ ბიზნესი და მიაღწიოთ წარმატებას? - ხშირ შემთხვევაში მცირე დაბრკოლებისა და პრობლემების გამოჩენის შემდეგ ადამიანები კარგავენ სურვილს, განაგრძონ მუშაობა იგივე საქმეზე.

  • როგორ აისახება თქვენი ბიზნესი თქვენსავე ოჯახზე?-ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წამოწყების პირველი ეტაპი, ვინაიდან ის აუცილებლად გულისხმობს ოჯახის წევრების მხრიდან თანადგომას და თქვენი იდეების გაზიარებას. ბიზნესის წამოწყების ეტაპი, როგორც წესი, ითვალისწინებს ფინანსური პრობლემების ქონას საწყის თვეებში და შესაძლებელია წლების განმავლობაშიც, რაშიც არ არის გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ ოჯახის ფინანსური რესურსების ჩართვა.

მცირე ბიზნესი და მისი თავისებურებები

მცირე ბიზნესის (საწარმოს) განმარტების სხვადასხვა მიდგომა გამოიყენება. მაგალითად, ფირმა განიმარტება როგორც მცირე, თუ მისი რომელიმე პარამეტრი - მომუშავეთა რიცხვი, მანქანა-დანადგარების რაოდენობა, საქონლის ან მომსახურების მოცულობა არ არის დიდი.

სხვანაირად რომ ვთქვათ, მცირე ბიზნესი არის დამოუკიდებლად არსებული კომპანია, ფირმა, რომელიც აერთაინებს მცირე რაოდენობის დასაქმებულ ადამიანებს და მნიშვნელოვნად პატარა გაყიდვები გააჩნია.

მცირე ბიზნესის ძირითადი ნიშნებია:

  • მფლობელები აქტიურად მონაწილეობენ ფირმის მართვაში;

  • ფირმა ძირითადად განთავსებულია ერთ კონკრეტულ ადგილზე;

  • ფირმის ფუნქციონირება ძირითადად ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული.

მცირე ბიზნესის ზემოთ აღწერილი მახასიათებლები განაპირობებენ მის პრობლემებსა და საჭიროებებს.

მცირე ბიზნესის ძირითადი ღირსებებია:

  • დამოუკიდებლად მოღვაწეობის საშუალება;

  • გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების საშუალება;

  • მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან - მცირე ბიზნესი, როგორც წესი, მთავრობის მხრიდან გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს;

  • სწრაფი მატერიალური წარმატების შესაძლებლობა;

  • რამდენიმე პროფესიის შეთავსება. ბიზნესის მცირე ზომები ერთი პირის მიერ რამდენიმე პროფესიის შეთავსების საშუალებას იძლევა.

მცირე ბიზნესი შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით, თუმცა, როგორც წესი, ყველაზე პოპულარული ფორმა არის ინდივიდუალური მფლობელობა.

ბიზნესის მართვა

ორგანიზაცია, როგორც ერთიანი სისტემა

ორგანიზაციას ხშირად წარმოიდგენენ როგორც სისტემას, რომელშიც შედის გარკვეული რესურსები, მიმდინარეობს რიგი შიდა პროცესები, რომელთა შედეგად რესურსები გარდაიქმნება პროდუქციად ან მომსახურებად.

მართვა - ორგანიზაციის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს, ის განსაზღვრავს მიზანთან მისასვლელ გზებს, ორგანიზაციის საქმიანობას. ეს არის დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის პროცესი, როცა დანახარჯები იქცევა პროდუქციად.

მენეჯმენტი კი ორგანიზაციის მიზნების ეფექტიანი და ეფექტური მიღწევაა, რომელიც ორგანიზაციული რესურსების დაგეგმვის, ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და კონტროლის გზით ხორციელდება.

მენეჯმენტის ოთხი ძირითადი ფუნქცია არსებობს:

1. დაგეგმვა - გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ორგანიზაციის მიზნები და რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციის წევრებმა მიზნების მისაღწევად:

  • მიზნის განსაზღვრა;

  • სტრატეგიის ჩამოყალიბება;

  • საქმიანობის გეგმის შემუშავება.

ის უნდა პასუხობდეს კითხვებს:

  • საით მივდივართ?

  • როგორ მივდივართ?

  • რა უნდა ვაკეთოთ?

  • ვინ გააკეთებს?

2. ორგანიზება - საწარმოო რესურსების ერთად თავმოყრა და მიზნობრივი განაწილება;

3. ხელმძღვანელობა - (წარმართვა, ადმინისტრირება) მოიცავს:

  • თანამშრომლების მოტივაციას;

  • მათი საქმიანობის წარმართვას;

  • ეფექტიანი კომუნიკაციების გზების გამონახვას;

  • კონფლიქტების გადაწყვეტას.

4. კონტროლი - საქმიანობისთვის თვალყურის დევნება, რამდენად შეესაბამება იგი დაგეგმილს:

  • საქმიანობის შეფასება;

  • მნიშვნელოვანი შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის გამოვლენას;

  • მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებას.

0x01 graphic

სწორი მენეჯმეტი განაპირობებს ეფექტური მართვის პროცესს. მართვის მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, ობიექტური და რეალური.

ორგანიზაციის წარმატებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მენეჯერს.

როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი?

თეორიულად მენეჯერის საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი მახასიათებლები

კონცეპტუალური უნარ-ჩვევა - მენეჯერის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შეუსაბამოს ორგანიზაციის მიზნები და საქმიანობა, ანუ უნდა აღიქვამდეს ორგანიზაციას ერთ მთლიანობად და იმავდროულად ნათლად ხედავდეს მის ნაწილებს შორის ურთიერთკავშირს.

ადამიანური ურთიერთობები - მენეჯერი რამდენად კომუნიკაბელურია, უნდა იყოს გუნდის წევრი და ასევე გააჩნდეს თანამშრომლების მოტივაციის უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევა - შეძენილი ცოდნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მენეჯერი ნაწილობრივ ფლობდეს ტექნიკურ ცოდნასაც, მაგალითად ქონდეს სხვადასხვა მეთოდების, ტექნოლოგიების, დანადგარების გამოყენების უნარი. უცილებელია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, ანალიტიკური უნარი და ა.შ.

პოლიტიკური უნარ-ჩვევა - შექმნას ძალაუფლების გარემო. სასურველია და აუცილებელიც კი თანამშრომლებზე მენეჯერს ქონდეს გარკვეული გავლენა.

სანამ დაიწყებთ რაიმე საქმიანობას, დაფიქრდით:

  • რა არის თქვენი მიზანი?

  • როგორ უნდა მიიღწეს ის?

  • რა ალტერნატიული ვარიანტები გაქვთ?

  • ვინ უნდა ჩართოთ ამ საქმიანობაში?

  • რა დანახარჯები და რესურსები გაქვთ?

მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე გაქვთ გეგმა, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ:

  • როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენი გეგმა შესრულდება?

თქვენ უნდა მოიფიქროთ გზა, რითიც შეძლებთ მონიტორინგი გაუწიოთ თქვენ მიერ დაგეგმილ საქმიანობას.

საჭიროება, მოთხოვნილება და მოთხოვნა

ყველა სახის ბიზნესის, მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზსა და სათავეს ადამიანი წარმოადგენს. ადამიანის თვისებებისა და სურვილების შესწავლა მნიშვნელოვანი და სავალდებულოა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. თუ გვინდა ადამიანის ქცევის მიზეზების გაგება, საჭიროა ჩავწვდეთ ისეთ ცნებებს როგორიცაა საჭიროება, მოთხოვნილება და მოთხოვნა.

საჭიროება რაიმეს მიმართ ადამიანის უკმარისობის განცდაა, რომელსაც იგი დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე განიცდის. საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ადამიანი იძულებულია გააკეთოს ორიდან ერთი - დაიწყოს მისი დაკმაყოფილების გზების ძებნა ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაახშოს იგი. ადამიანის საჭიროებები შეიძლება იყოს მრავაფეროვანი, მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია ძირითად ჯგუფებად:

  • ფიზიოლოგიური საჭიროებები (ჭამა, სმა, ჩაცმა და ა.შ.);

  • უსაფრთხოების (თვითგადარჩენის) საჭიროებები (უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.);

  • სოციალური საჭიროებები (სიყვარული, შეჩვევა, ზეგავლენა და ა.შ.);

  • პირადი საჭიროებები (განათლება, თვითრეალიზაცია, თვითგამოხატვა, კომფორტი, პატივისცემა და ა.შ.).

ფსიქოლოგი აბრაამ მასლოუ ცნობილი გახდა იმით, რომ შექმნა საჭიროებათა პირამიდის თეორია. მან დაყო ეს საჭიროებები ხუთ კატეგორიად, რომელიც ნაჩვენებია სურათზე.

0x01 graphic

რა განსხვავებაა მოთხოვნილებასა და მოთხოვნას შორის?

საჭიროებები საერთოა ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ეს სქემა მშრალი და ძალიან ზოგადია. ინდივიდს შეიძლება საკუთარი საჭიროებების პირამიდა ჰქონდეს და ჩვენი პირადი სქემა მკვეთრად განსხვავდებოდეს მასლოუს სქემისგან.

მოთხოვნილება არის საჭიროებები, რომელთაც მიღებული აქვთ ინდივიდუალური და პიროვნული თვისებების განსაზღვრული და განსხვავებული ფორმა. მაგალითად, ჭამის საჭიროება ნებისმიერ ადამიანს გააჩნია, მიუხედავად ეროვნებისა და კულტურისა, მაგრამ ეს საჭიროება შეიძლება სხვადასხვა მოთხოვნილებაში გადაიზარდოს. ამერიკელისათვის ჭამის საჭიროება შეიძლება ჰამბურგერის მოთხოვნილებაში გადაიზარდოს, ქართველისთვის კი - ხინკლის ან ხაჭაპურის მოთხოვნილებაში.

მოთხოვნა მოთხოვნილების ის ნაწილია, რომელიც გამაგრებულია შესყიდვის შესაძლებლობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოთხოვნა არის პროდუქტის ის რაოდენობა, რომელიც შეუძლია შეიძინოს მომხმარებელმა განსაზღვრულ დროს, განსაზღვრული ფასის შემთხვევაში.

მოთხოვნილებისგან განსხვავებით მოთხოვნა ყოველთვის სასრული და შეზღუდულია, რადგან მისი განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი ფულია, რომელიც ყველა ადამიანს (გამონაკლისების გარდა) შეზღუდული რადენობით აქვს.

რა არის მარკეტინგი

მარკეტინგი მეტია, ვიდრე გაყიდვები და რეკლამა

ეს არის ბევრი სხვადასხვა ნაბიჯის თანმიმდევრული ერთიანობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ განვსაზღვროთ, მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი მომხმარებლები. მარკეტინგი მოიცავს ყველაფერს: ბაზრის კვლევიდან დაწყებული, რეკლამირებით, შეფუთვით, ბაზარზე გაყიდვებისა და კმაყოფილი მომხმარებლით დამთავრებული.

მარკეტინგმა უნდა შექმნას თქვენ მიერ წარმოებულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე მოთხოვნა ბაზარზე.

განსაზღვრეთ ერთი ან ორი წინადადებით ის ღირებულება და სარგებელი რომელსაც მომხმარებელი მასში ფულის გადახდის შედეგად მიიღებს.

ამის შემდეგ მიყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:

1. განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი მომხმარებელი და მათი მოთხოვნები. შექმენით თქვენი პროდუქტი სასურველი მომხმარებლისთვის;

2. მიიღეთ მარკეტინგული ინიციატივები მას შემდეგ, რაც კარგად შეისწავლით და გააანალიზებთ სხვადასხვა ინფორმაციას. ნახეთ, რა როგორ მუშაობს თქვენს მსგავს სხვა ორგანიზაციებში, შემდეგ კი გამოსცადეთ თქვენი იდეები;

3. გაამარტივეთ ყიდვის პროცესი მომხმარებლებისთვის. გაამარტივეთ ყველაფერი - გამორიცხეთ შესაძლო გართულებები ყიდვის პროცესში და რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმენით ყიდვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს;

4. განსაზღვრეთ ის უნიკალური სარგებელი, რომელსაც თქვენი ბიზნესი სთავაზობს მომხმარებელს. შემდეგ მოძებნეთ გზები, რომ მოახდინოთ ამის ხაზგასმა თქვენს მარკეტინგულ მესიჯში. დარწმუნდით, რომ თქვენი მარკეტინგი წინ წევს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც თქვენი ბიზნესი სთავაზობს;

5. გააცანით თქვენს თანამშრომლებს თქვენი მარკეტინგის მიზნები. მიეცით მათ შესაძლებლობა, ჩაერთონ და გაიზიარონ ისინი;

6. გააცნობიერეთ, რომ მარკეტინგზე გაწეული ხარჯები აუცილებელია თქვენი ბიზნესისთვის. ის განგასხვავებთ თქვენი კონკურენტებისგან, ხოლო საზოგადოების თვალში დამკვიდრებული იმიჯი ზრუნავს თქვენი თანამშრომლების მოტივაციაზე;

7. მარკეტინგი აქციეთ მუდმივმოქმედ საქმიანობად. გახსოვდეთ, რომ მომხმარებლის მეხსიერება საკმაოდ მოკლეა და ისინი მუდმივად სხვადასხვა მარკეტინგული მესიჯების შტურმის ქვეშ არიან.

გახსოვდეთ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები

გახსოვდეთ, რომ თქვენი მომხმარებლები და თქვენ განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ, რომ ისინი ძალიან ახლოს არიან თქვენთან. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, უნდა იცნობდეთ მათ, ვინაიდან ეს არის ბაზრის სეგმენტი, რომელზეც მუდმივად მოგიწევთ ფიქრი და ზრუნვა. მომხმარებლის სეგმენტებად დაყოფის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ეტაპები:

მომხმარებელთა სეგმენტაცია

1. პირველ ყოვლისა, გასაზღვრეთ და კარგად შეისწავლეთ საკუთარი ბაზარი;

2. განსაზღვრეთ თქვენი პროდუქტის ის ფაქტორები, რომლებიც ახდენენ ადამიანის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას;

3. დაყავით მომხმარებლები ერთი ნიშნის მიხედვით ჯგუფებად;

4. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სეგმენტები;

5. შეამოწმეთ თქვენი სეგმენტები.

მომხმარებელთა სეგმენტაცია შეგიძლიათ მოახდინოთ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ა.შ.), მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ არჩეული სეგმენტი უნდა იყოს მარტივი, გაზომვადი, რეალური, მდგრადი და სარგებლის მომტანი.

სხვადასხვა სეგმენტების მიხედვით მწარმოებლები ზრდიან თავიანთი პროდუქციის ასორტიმენტს, უშვებენ სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება მხოლოდ შეფუთვით ან რაიმე მცირე შტრიხით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. თითოეულ პროდუქტს ჰყავს თავისი მომხმარებელი და ბაზარი იყოფა უფრო და უფრო წვრილ სეგმენტებად.

მაგალითად, სეგმენტაცია დემოგრაფიული ნიშნის მიხედვით - მდედრობითი და მამრობითი. თუ ჩვენ ვაწარმოებთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, ჩვენი სეგმენტი არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი დიასახლისები; თუ ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტში გვაქვს ჭურჭლის სარეცხი საშულება, რომელიც არ იწვევს ალერგიას, მაშინ ჩვენი სეგმენტი უფრო ვიწროვდება და მას წარმოადგენენ ის დიასახლისი ქალები, რომლებთაც აქვთ ალერგია ქიმიურ საშუალებებზე; თუ ჩვენი პროდუქტია ჭურჭლის სარეცხი საშუალება ვაშლის არომატით, რომელიც არ იწვევს ალერგიას, მაშინ ჩვენს სეგმენტს წარმოადგენენ დიასახლისი ქალები, რომლებსაც აქვთ ალერგია და უყვართ ვაშლი.

ბაზარზე გასვლისას დიდი მნიშვნელობა აქვს საფასო პოლიტიკას.

ზოგადად ფასი არის ის, რასაც თქვენ/მომხმარებელი იხდით „რაღაცისთვის”. ეს „რაღაც” შეიძლება იყოს ფიზიკური პროდუქტი (პური, ტანსაცმელი) ან მომსახურება (ტანსაცმლის წმენდა, თმის შეჭრა).

როგორ დავაწესოთ ფასი?

ფასის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც აისახება პროდუქტის გაყიდვებში და ასევე მოგების რაოდენობაში.

ფასის დაწესებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ბაზარზე არსებული ფასები. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვეტთ გახსნათ სილამაზის სალონი და შესთავაზოთ ადამიანებს თმის შეჭრის, დავარცხნა და სხვა მომსახურება, აუცილებელია გაითვალისწინოთ, თუ რა ფასი ადევს იგივე მომსახურებას სხვა სილამაზის სალონში. უნდა გაითვალისწინოთ ის ადგილი, სადაც გახსნილია თქვნი სილამაზის სალონი და მეზობელი სილამაზის სალონების შემოთავაზებული ფასები.

ასევე ის მოსახლეობა, რომელზეც გათვლილია თქვენი შეთავაზებული მომსახურება და მისი შესაძლებლობა, გადაიხადოს თქვენ მიერ დაწესებული ფასი.

ზემოთ მოყვანილ მაგალითში დასახელებული საფასო პოლიტიკის შემუშავებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში

0x01 graphic

ფასის დაწესება მოგების მისაღებად

მოგებაზე ორიენტირებული ფასი ისახავს მიზნად განსაზღვრული მოგების მიღებას. ზოგიერთი მცირე საოჯახო ბიზნესის მთავარი მიზანი ფასის დაწესებისას ისეთი მოგების მიღებაა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ნორმალურ ცხოვრებას. ზოგჯერ ფასის დაწესებისას მთავარი მიზანი მხოლოდ გაწეული ხარჯების დაფარვაა. მოგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით დაწესებული ფასი, კი როგორც წესი, არის ძალიან მაღალი.

გაყიდვებზე ორიენტირებული ფასის მთავარი მიზანია გაყიდვების გარკვეული მოცულობის მიღწევა და არ ითვალისწინების მოგების მიღების გარკვეულ დონეს. გაყიდვების რაოდენის ზრდა თავისთავად ბაზარზე მეტი ადგილის დაკავების ნიშანია.

რაც შეეხება სტატუს ქვოს, ეს ის საფასო პოლიტიკაა, როდესაც ბიზნესი დაინტერესებულია არსებული ფასების შენარჩუნებით

შეგიძლიათ ერთსა და იმავე საქონელზე განსხვავებული ფასის დაწესება

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ განსხვავებული ფასი სხვადასხვა სეგმენტისთვის. ანუ, თქვენ შეგიძლიათ ერთი და იგივე საქონელი მივყიდოთ სხვადასხვა ფასად სხვადასხვა ადამიანებს. ამ გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება კონკურენტების ფასების დონეს, ურთიერთობას მყიდველთან (მაგალითად, თუ თქვენ გყავთ მუდმივი კლიენტი, შეგიძლიათ შესათავაზოთ განსხვავებული ფასი) და მყიდველის უნარს, ფულში გამოხატული შეიძინოს თქვენი საქონელი.

დაბალი ფასი მომხმარებელთა მოსაზიდად

თუ თქვენ ბაზარზე ახლა იწყებთ საქმიანობას, შეგიძლიათ დააწესოთ დაბალი, მიმზიდველი ფასი თქვენს საქონელზე საწყის ეტაპზე, რათა მომხმარებლებმა შეიძინონ თქვენი პროდუქტი და გაეცნონ მას. მას შემდეგ,რაც მომხმარებელი გაეცნობა თქვენს პროდუქტს, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ფასი. ფასის დაწესების ყველა ეტაპზე და ყველა შემთხვევაში, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ კონკურენტების ფასები.

პროდუქტზე ფასის დაწესების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გასაღების გზების განსაზღვრა - დისტრიბუცია.

პირდაპირი დისტრიბუციას არა აქვს შუალედური რგოლი: მწარმოებელი ყიდის პროდუქციას უშუალოდ მყიდველზე, როდესაც მწარმოებელი იღებს თავის თავზე საქონლის მომხმარებლამდე მიწოდებას და არ გამოიყენებს შუამავლებს, რაც მას დაუზოგავს ზედმეტ დანახარჯებს და შესაბამისად პროდუქტის ფასიც არ გაიზრდება.

არსებობს ასევე 1 დონიანი, 2 დონიანი, 3 დონიანი გასაღების არხები. იმ შემთხვევაში, თუ წარმოება დიდია და შესაბამისად, მისი გასაღება-გაყიდვაც მწარმოებლისთვის წარმოადგენს პრობლემას, შეიძლება მიმართონ შუამავლებს - სადისტრუბუციო კომპანიას, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ უზრუნველყოფს პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდებას. მას თავის მხრივ შეიძლება კიდევ ყავდეს შუამავლები და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო დაშორებულია მომხმარებელი მწარმოებელს, მით უფრო ძვირი უჯდება მას ამ პროდუქციის ყიდვა.

სამომხმარებლო ბაზრები - არის ისეთი ბაზრები, როდესაც მყიდველები ყიდულობენ ან იძენენ საქონელსა და მომსახურებას პირადი მოხმარებისთვის. სამეწარმეო ბაზრები - ბაზარი, რომელზეც სხვა კომპანიები ყიდულობენ საქონელს ან მომსახურებას.

მარკეტინგის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საქონლის ბაზარზე პოზიციონირება - მომხმარებლის ცნობიერებაში მის განსაკუთრებულ, სხვებისგან განსხვავებული პოზიციის უზრუნველყოფას. მომხმარებლის ცნობიერებაში შესაღწევად საჭიროა:

  • იყო პირველი, შენი დამახსოვრება გაცილებით იოლი იქნება!

  • თუკი პირველი არ ხარ, დევიზად გამოიყენე ის ინფორმაცია, რაც შენს კონკურენტს გამორჩა!

  • აღიარე შენი მე-2 ადგილი ბაზარზე, მაგრამ იყავი ამაყი იმით, რომ პირველზე უფრო მეტის კეთება გიწევს!

  • გამიჯნე შენი თავი კონკურენტებისგან.

  • იპოვე და დაიკავე მომხმარებლის ცნობიერებაში თავისუფლად დარჩენილი დგილი.

ამ სიტყვების ჩამოყალიბების შემდეგ მწარმოებელი მის მიწოდებას მომხმარებლამდე ახდენს სხვადასხვა გზებით:

  • რეკლამა - პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია;

  • პერსონალური გაყიდვები - სიტყვიერი პრეზენტაცია, საუბარი პოტენციურ მყიდველთან პროდუქტის გაყიდვების უზრუნველყოფის მიზნით;

  • გასაღების სტიმულირება - გულისხმობს ზეგავლენის მრავალსახიანი საშუალებების გამოყენებას, რომელიც მოწოდებული იქნება დააჩქაროს ან/და გაზარდოს გაყიდვები. (მაგ.: უფასო პროდუქცია, პრემიები, კონკურსები, მიღებები და ა.შ.;

  • PR - საზოგადოებასთან ურთიერთობა - კეთილგანწყობილი დამოკიდებულების აგება სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან, ცუდი იმიჯის გამოსწორება;

  • პროპაგანდა გულისხმობს ინფორმაციის გავრცელებას ნებისმიერი არაფასიანი საშუალებით, რომელიც შეიძლება წაიკითხოს, ნახოს, მოისმინოს პოტენციურმა ან არსებულმა მომხმარებელმა.

ნუ დაუშვებთ შემდეგ შეცდომებს:

1. გაუტესტავი პროდუქტის გატანა ბაზარზე: მომხმარებლების აზრის გაუთვლისწინებლობა პირველი დიდი ნაბიჯია წარუმატებლობისკენ.

2. თავის არიდება იმის ახსნისგან, თუ რატომ არის თქვენი ფასები დაბალი: თუ ბიზნესმა ვერ შეძლო ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა, მომხმარებელს მაშინვე გაუჩნდება ეჭვი პროდუქტის ხარისხის შესახებ.

3. დაგავიწყდათ, რომ მომხმარებლისთვის გაგეადვილებინათ თქვენთან ურთიერთობა: არ გაფლანგოთ თქვენი მომხმარებლის დრო. თუ გინდათ, რომ დაკარგოთ ის, მაშინ აიძულეთ ჩადგეს რიგში, ალოდინეთ და ა.შ.

4. არ აწარმოებთ იმას, რაც ყველაზე კარგად შეგიძლიათ: იყავით ყველასაგან გამორჩეული და მოძებნეთ თქვენი ნიშა.

5. არ ფიქრობთ ახალ პროდუქტებზე? მას შემდეგ, რაც ბიზნესები გამოუშვებენ პროდუქტს, რომელიც წარმატებით გაიყიდება, ისინი წყვეტენ ფიქრს ახალ პროდუქტზე, რაც დაუშვებელია.

6. ყველაფერი ყველასთვის! ჯობია იყოთ ძლიერი მხოლოდ ერთი მიმართულებით, ვიდრე იყოთ სუსტი ყველგან.

3 ქალი და ბიზნესი

▲back to top


ამ სესიის დახმარებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა:

  1. გენდერი

  2. ქალის როლი საზოგადოებაში

  3. ქალთა დასაქმება და უმუშევრობა

  4. ქალი და სიღარიბე

  5. ქალი და ბიზნესი

  6. ქალთა უფლებები

რა არის გენდერი?

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის პრინციპების რეალიზება. „გენდერი” ინგლისური წარმოშობის სიტყვაა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის მიხედვით ნიშნავს: „კულტურით განპირობებულ შეხედულებებს ქალთა და მამაკაცთა ქცევისადმი დამოკიდებულების, პიროვნული თვისებების, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ”. ხოლო, გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში”.1

გზამკვლევის ამ ნაწილში მოკლეთ მიმოვიხილავთ ქალთა სოციო-ეკონომიკურ უფლებებსა და შესაძლებლობებს და გავაკეთებთ საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე მიმოხილვას ქალთა დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკეთ გასაგებად, ვისაუბრებთ სიღარიბის პრობლემაზე, ქალების მონაწილეობაზე ბიზნესში და ქალთა უფლებებზე.

ქვეყნის განვითარების პროცესში აუცილებელია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მოანწილეობა

ქალის როლის ამაღლება საზოგადოებაში არსებითად განაპირობებს ქალისა და მამაკაცის თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობას. ქვეყნის განვითარების პროცესში ქალთა და მამაკაცთა სრულფასოვანი მონაწილეობისთვის აუცილებელია მათ თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი სოციალურ და ეკონომიკურ რესურსებზე, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს ქალთა შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება აუცილებელია. პირველ ყოვლისა, თვით ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად, ვინაიდან თვითრეალიზაციისკენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ და ბედნიერებისაკენ სწრაფვა მათი უფლებაა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალის მიერ ოჯახში თუ ოჯახს გარეთ გაწეული შრომა მნიშვნელოვნად განამტკიცებს სახელმწიფოს ძლიერებას.

ქალთა დასაქმება და უმუშევრობა/შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაცია

1989-2007 წლებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი შემცირდა 437800-ით

გვსურს შემოგთავაზოთ მოკლე ექსკურსი, საბჭოთა პერიოდში მოღვაწე საქართველოს ქალთა შრომითი რესურსების განათლების დონისა და დასაქმების არსებული მდგომარეობის მიხედვით, დღევანდელ პერიოდთან შეადარებით:

საქართველოში ეკონომიკური კრიზისის წინა პერიოდში (1990 წლამდე) ძალზედ მაღალი იყო ქალთა დასაქმების მასშტაბები და შესაბამისად მათი როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. ხანმოკლე პერიოდში,რიგი პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური პროცესების ზეგავლენით, არსებული მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და თუ კი 1989 წელს ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული იყო 1 250,0 ათასი ქალი,2 2007 წლის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 812,2 ათასი შეადგინა3. (ანუ დასაქმებულ ქალთა რიცხვი შემცირდა 437,8 ათასით). საბჭოთა პერიოდის ეროვნულ მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, ძალზედ მნიშვნელოვანია ქალთა დასაქმების მაჩვენებლების განხილვა ცალკეული დარგების მიხედვით, სადაც ქალთა მონაწილეობა განსაკუთრებით მაღალი იყო:

0x01 graphic

საბაზრო ეკონომიკურ პირობებზე გადასვლამ, ეკონომიკური რესტრუქტურიზაციითა და პრივატიზაციით გამოწვეულმა ცვლილებებმა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვალა შრომის ბაზრის დასაქმების სტრუქტურა, რამაც არსებითი კორექტივები შეიტანა ქალთა დასაქმების სფეროებსა და დარგებში: 2007 წლის ქალთა დასაქმების მაჩვენებელთა შეფასებამ დაგვანახა, რომ ქალების სიჭარბე კვლავაც „ტრადიციულ ქალურ” დარგებშია შენარჩუნებული და მამაკაცებთან შედარებით მაღალია:

0x01 graphic

საბჭოთა პერიოდში საქართველოში ყოველ 1000 ქალზე საშუალოდ მოდიოდა უმაღლესი განათლების მქონე 204, ხოლო დღეს 191 ქალი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით დასტურდება, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში ყოველ 1000 ქალზე საშუალოდ მოდიოდა უმაღლესი განათლების მქონე 204, დაუმთავრებელი უმაღლესი განათლებისა და საშუალოსპეციალური განათლების მქონე 261 ქალი, მაშინ როდესაც მამაკაცთა ანალოგიური მაჩვენებლები შეადგენდა 194-ს და 229-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი 1000 ქალიდან საშუალოდ 842-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება ან დაუმთავრებელი უმაღლესი, საშუალო-სპეციალური ან საშუალო განათლება. დაწყებითი განათლების მქონე და განათლების არმქონე ქალთა ხვედრითი წილი ქალთა მოსახლეობის 5%25-საც არ შეადგენდა4.

დღეს კი, იმის მიუხედავად, რომ საბჭოურ პერიოდთან შედარებით ქალთა რაოდენობა განათლების დონის მხრივ შემცირებულია, მამაკაცებთან შედარებით მაინც მაღალია მათი განათლების ხარისხი. ყოველი 1000 ქალიდან, საშუალოდ 191 ქალი უმაღლესი განათლების მქონეა, 181 კი დაუმთავრებელი უმაღლესის და საშუალო-სპეციალური განათლების მქონე, მაშინ როდესაც მამაკაცთა ანალოგიური მაჩვენებლები შეადგენდა 189, და 138-ს. აღსანიშნავია, ამასთან ქალთა უპირატესი განათლების დონე მეცნიერებათა დარგებში, მამაკაცებთან შედარებით. 2007 წლის მონაცემების მიხედვით მეცნიერი ქალების რაოდენობა შეადგენს 471-ს, ხოლო მამაკაცებისა 315-ს.5

თუ საბჭოურ დროში ქალები ლიდერობით გამოირჩეოდნენ ისეთი პრესტიჟული პროფესიების მიხედვით,როგორიცაა: ექიმი, მასწავლებელი, ხელოვნებისა და კულტურის დარგის მუშაკი, მსუბუქი და კვების მრეწველობის ძირითადი საინჟინრო პროფესიები6, ქალთა კადრების სიჭარბე აღნიშნულ პროფესიებში დღესაც შენარჩუნებულია, ასე მაგალითად: დღეს ექიმ ქალთა რაოდენობა შეადგენს 68,6%25-ს, ხოლო მამაკაცებისა 31,4%25-ს7; სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის საშუალო-პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 10470 ქალი, ხოლო 7354 მამაკაცი (დასტურდება 2007/2008 წ.წ.)

საქართველოში მცხოვრებ ქალთა დიდი ნაწილი ცოდნის შეძენის დიდი წყურვილით გამოირჩევა.

ზემოთ მოხსენიებული მონაცემების თანახმად შეიძლება დავასკვნათ, რომ: საქართველოში მცხოვრებ ქალთა დიდი ნაწილი ცოდნის შეძენის დიდი წყურვილით გამოირჩევა.ისინი ძირითადად წარმოადგენენ მაღალინტელექტუალურ შრომით რესურსებს, რომელთა მიწოდების ზრდისა და შრომის ბაზარზე მათზე მოთხოვნის არნახული შემცირების პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი უმუშევრობის დონე. ახალ ეკონომიკურ პირობებში უმაღლესი განათლების მქონე ქალების გარდა, ასევე უმუშევრად დარჩნენ უმაღლესი განათლების მქონე მამაკაცებიც.

2007 წლის მდგომარეობით უმაღლესი განათლების მქონე პირები გამოირჩევიან ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონით: ქალების უმუშევრობა აღწევს 44,4%25-ს, ხოლო მამაკაცებისა კი უფრო მეტს - 49,5%25-ს.8 საშუალო განათლების მქონე ქალთა დასაქმების დონემ შეადგინა 36,8%25, ხოლო მამაკაცებისამ კი 43,0%25.9 შექმნილი ვითარება ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეისათვის შრომის ბაზარზე არაკვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე კვალიფიციურ კადრებზე.

ქვეყანაში უმუშევრობის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება სტატისტიკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. 2006 წლის მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.6%25-ია, 2007 წლის იგივე მონაცემი 13.3%25-ს უდრიდა,10 რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაცილებით დაბალი მაჩვენებელია რეალობასთან შედარებით.

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უმუშევრობის გამო მრავალმა ქალმა განიცადა დისკვალიფიკაცია და იძულებული გახდა გადასულიყო არარეგისტრირებულ, თვითდასაქმების სფეროში. მათ შორის ბევრი მოექცა შრომის ბაზრის გარეთ, ანუ არაფორმალურ სექტორში ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკის” არეალში, სადაც ყოველგვარი შრომითი უსაფრთხოების გარეშე მუშაობენ და უხეშად ირღვევა მათი უფლებები. მომუშავე ქალებს საოჯახო მეურნეობის გაძღოლის პარალელურად სამუშაო ფუნქციის შესრულებისას ექმნებათ დიდი სირთულეები (ადრინდელ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა უფასო სკოლამდელ დაწესებულებათა მომსახურეობა), რადგანაც მოიშალა საბავშვო ბაღების სისტემა და შესაბამისად ხელის შემწყობი პირობები შრომისათვის, რაც ხელს უშლის ქალის პროფესიული შრომის განვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილებზე ხშირად ირღვევა იმ ქალთა შრომის სამართლებრივი უფლებები, რომლებიც დასაქმებულები არიან კერძო კაფეებში, ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში, ჯიხურებში თუ სხვაგან, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით პრობლემურია შრომის მძიმე პირობები და სექსუალური ხასიათის იძულება და შევიწროვება.

შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების თვალსაზრისით განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, ქალთა შრომითი უფლებების სერიოზული დარღვევები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია:11

  • აშკარა დისკრიმინაცია შრომითი დასაქმების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ქალებისათვის;

  • ფეხმძიმე და ჩვილბავშვიან ქალთა დისკრიმინაცია;

  • დასაოჯახებელ ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევები (სამსახურში მისაღებ პირობად სიტყვიერი დათქმა, სახელშეკრულებო პერიოდში დაოჯახებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით);

  • ოფიციალურ განცხადებებში ასაკობრივი, გარეგნული და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია;

  • უთანასწორობა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურეობრივი დაწინაურებისას;

  • სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის იძულება და ზეწოლა;

  • სამუშაო ადგილებზე შრომის პირობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა ნეგატიური ტენდენციები.

სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმების შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია.

ქალაქად მცხოვრები ქალებისაგან განსხვავებით, სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმების შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია. ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლამ ყველაზე მეტად გაართულა სოფლად ქალთა ბედი. მათი ეკონომიკური და სოციალური სტატუსის ამაღლებისათვის, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად არ არის შექმნილი არანაირი ხელისშემწყობი პირობები. ოჯახში მათ მიერ გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა (ოჯახში საჭმლის მომზადება, რეცხვა, ბინის დალაგება, კერვა, ბავშვების მოვლა, წყლის ზიდვა, საქონლის მოვლა, მიწაზე მუშაობა და სხვა) ძირითადად ოჯახური კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება. ისინი ნაკლებად არიან საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებში გათვითცნობიერებულნი, რის გამოც შეფერხებულია ქალთა უფლებების რეალიზება. ქალები ნაკლებად მონაწილეობენ ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფლის განვითარების საქმეში. ბევრი მათგანი იზოლირებულია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და არ გააჩნია ხელშემწყობი პირობები მათი საოჯახო და ფერმერული მეურნეობის საქმიანობის წამოწყებისა და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის.12

სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევის „ქალი და კაცი საქართველოში 2003”-ის თანახმად, ქალთა საშუალო ხელფასი სახელმწიფო საკუთრების საწარმოებში მომუშავე კაცების ხელფასის 55%25-ს შეადგენს, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და სახელმწიფო მართვის ორგანოებში - 46%25-ს, არასახელმწიფო სექტორში 63,6%25-ს,სოფლის მეურნეობაში 82,5%25-ს, ვაჭრობაში 72,2%25-ს, განათლებაში - 72,6%25-ს, ჯანმრთელობის დაცვაში - 71,8%25-ს, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სხვა დარგებში - 51,7%25-ს, თვითდასაქმების მიხედვით კი - 31,4%25-ს.13

ქალთა საშუალო ნომინალური ხელფასი ეკონომიკის ყველა დარგსა და ყველა სექტორში მაინც დაბალია დაქირავებულ კაცთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასზე

ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების არსებითი ზრდის მიუხედავად, ქალთა საშუალო ნომინალური ხელფასი ეკონომიკის ყველა დარგსა და ყველა სექტორში მაინც დაბალია, დაქირავებულ კაცთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასზე, რის გამოც შესაბამისად ჩნდება სქესობრივი უთანასწორობა/არსებითი სხვაობა მამაკაცებთან შედარებით, ქალების შემოსავლებში.14

არსებული პრობლემები მიუთითებს იმაზე, რომ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მათი დასაქმება ერთის მხრივ დამოკიდებულია თავად ქალებზე და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს ქმედითი ღონისძიებების გატარებას სახელმწიფოს მხრიდან.

ქალი და სიღარიბე

ქვეყანაში არსებულმა უმუშევრობის ზრდამ, შემოსავლების შემცირებამ და სახელმწიფო სოციალური მხარდაჭერის სიმწირემ, არსებითად განაპირობა ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა და გაღარიბება. ამან განსაკუთრებით გაამწვავა ქალთა მდგომარეობა და აშკარად წარმოაჩინა გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში. 2009 წლის პირველი თვეების მონაცემების მიხედვით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 905 575 ქალი და 742 099 მამაკაცი, ხოლო საარსებო შემწეობას იღებს 220 040 ქალი და 174 612 მამაკაცი.

განსაკუთრებით გაუარესდა შემდეგი კატეგორიის ქალთა სოციალური მდგომარეობა:

  • უმუშევარი ქალები;

  • იძულებით გადაადგილებული ქალები (განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები,განიცადეს ომის სისასტიკე და დარჩნენ საარსებო წყაროს გარეშე);

  • შეზღუდული შესაძლებლობების ქალები (რომლებმაც ჯანდაცვის რეფორმის პირობებში დაკარგეს სამედიცინო მომსახურეობის ადრე არსებული გარანტიები) და ის ქალები ვინც უვლიან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს;

  • მარტოხელა პენსიონერი ქალები;

  • სოფლად მცხოვრები ღარიბი ქალები.

მიუხედავად გაჭირვებისა, ნუ დათანხმდებით საზღვარგარეთ დასაქმების საეჭვო წინადადებებს

ეკონომიკურ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ სოფლად მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალთა ოჯახების უმრავლესობა, რომელთაც არ გააჩნიათ საარსებო წყაროს შექმნის ხელშემწყობი პირობები. ისინი იძულებულნი არიან ოჯახისა და შვილების გადასარჩენად (30 წლამდე მარტოხელა დედების უმრავლესობა) გაემგზავრონ დიდ ქალაქებში სამუშაოს მოსაძებნად, სადაც იმის გამო რომ ვერ აკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შეიძლება ჩათრეულნი აღმოჩნდნენ სხვადასხვა არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობაში (ნარკოტიკების გამსაღებლებად, სექს-ბიზნესში და სხვა), ან იძულებითი მონური შრომის - „ტრეფიკინგის” მსხვერპლნი გახდნენ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გამგზავრების დროს.

საქართველოში გატარებული სისტემური ცვლილებების, მძაფრი ეკონომიკური კრიზისის, შინაომების, კონფლიქტებისა და მრავალი ურთულესი ფაქტორების გამო ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უკიდურესად დამძიმდა.

უმნიშვნელოვანესია დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების რეაბილიტაცია, მათი ჩართვა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოში მცხოვრები დევნილი ქალები, რომლებმაც კონფლიქტის, პოლიტიკური, თუ ეთნიკური დევნის გამო დაკარგეს ოჯახის წევრები, საკუთარი საცხოვრებელი, ქონება, სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ფონდის (UNIFEM) მხარდაჭერით ჩაატარა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილ ქალთა საჭიროებების კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ გამოკითხულ ადამიანთა (1144 ქალი და მამაკაცი) 6.3%25 ჰქონდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის თაობაზე, ხოლო თერთმეტმა ადამიანმა მიუთითა, რომ იყო გაუპატიურების მოწმე.15 გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში უარყოფითად აისახება ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვინაიდან ძირითადად ისეა ოჯახებში შრომა გადანაწილებული, რომ ქალების მოვალეობაა ოჯახის ჰიგიენაზე ზრუნვა, წყლის მოტანა თუ სხვა საშინაო საქმის გაძღოლა. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების წახალისება, რომ მათ შესძლონ საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება, გაიჩინონ შემოსავალი და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ნელ-ნელა გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური მდგომარეობა.16

ქალი და ბიზნესი/ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

პრაქტიკა აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით უფრო დიდ სირთულეებს აწყდებიან ბიზნესის წამოწყებისათვის, საჭირო ოფიციალურ და კერძო სტრუქტურებში მხარდაჭერის მოსაპოვებლად, კრედიტის ასაღებად, საქმიანი პარტნიორების პოვნისათვის და სხვა. ქალთა დიდი მონდომებისა და სწრაფვის მიუხედავად, მიაღწიონ წარმატებას მცირე ბიზნესში, მათი მცდელობა ხშირად უშედეგოა, მიუხედავად მათთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებებისა, როგორიცაა: კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა, საკუთარი პროფესიული ცოდნის სრულყოფისაკენ დიდი სწრაფვა, საქმიანი და ცხოვრებისეული ალღო, საოჯახო მეურნეობის გაძღოლის გამოცდილება, ადამიანებთან მუშაობის კარგი უნარი და ზნეობრივი საწყისი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის. იმისათვის, რომ მეტი ქალი ჩაერთოს ბიზნესში აუცილებელია ხელშემწყობი პირობების შექმნა: ბიზნესში პროფესიული მომზადების შესაძლებლობა, მათ მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი გაძღოლისათვის, საკუთარ უფლებებში გათვითცნობიერება (საგადასახადო, ფინანსურ, ეკონომიკურ და შრომითი ურთიერთობების სფეროებში).

მეტი ქალი უნდა მონაწილეობდეს ბიზნესში, თქვენ ეს შეგიძლიათ!

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზე, ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობით გამოწვეულ სირთულეებს, საქართველოს ქალები ყველაზე მედგრად გაუმკლავდნენ. საკუთარი შვილებისა და ოჯახების გადასარჩენად მათმა უმრავლესობამ საკუთარი თვითდასაქმებით შესძლო შრომის ბაზრის მკაცრ მოთხოვნებთან ადაპტირება. ქალთა ბიზნესში ჩართვისა და მათი ეკონომიკური განვითარებისათვის, საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები და შეხედულებები, „ქალის ადგილი ოჯახშია” და „ხელმძღვანელობა არ არის ქალის საქმე”, რაც ბიზნესში (როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) გვევლინება მართვის სფეროში ქალებისათვის მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად.

მიუხედავად უამრავი ხელის შემშლელი პირობისა, ქალებს ჭეშმარიტად გააჩნიათ სათანადო ნებისყოფა, ძალა და გონიერება, რათა დაამსხვრიონ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი სტერეოტიპები.ქალებმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად საზოგადოებაში. შეიძინონ სათანადო ეკონომიკური განათლება, დაეუფლონ ახალ კონკურენტიან სპეციალობებს, წამოიწყონ საკუთარი ინდივიდუალური საქმე - მცირე ბიზნესი და მიაღწიონ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რაც უმიშვნელოვანესი წინაპირობაა თვითრეალიზაციისა და უფლებამოსილების გაზრდისათვის. ამისათვის ქალები უნდა შეიარაღდნენ სათანადო ეკონომიკური ცოდნით და უნდა გაიგონ მეტი საკუთარი უფლებების შესახებ, რაშიც გზამკვლევი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

მოკლედ ქალთა უფლებებზე

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის თანასწორობას განურჩევლად სქესისა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობითა და აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ამომწურავად არის დარეგულირებული ქალისა და კაცის თანასწორობა, მათ მიერ სამოქალაქო, პოლიტიკური თუ სოციალური უფლებებით სარგებლობისა და ცხოვრებაში რეალიზების უფლება - ქალთა მონაწილეობის დონე პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ძალზედ დაბალია. 2009 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს პარლანეტში მხოლოდ 6 ქალია (4%25), ხოლო საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში არ არის არც-ერთი ქალი მინისტრი.17

ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით: ,,საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოსთან ან საქართველოს მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ”.18 ამგვარად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან აქტუალურია ის ვალდებულებები, რასაც ადამიანის უფლებების კუთხით იღებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს სახელმწიფო.

ქალთა უფლებები, ცხადია იგივე ადამიანის უფლებებია

ქალთა უფლებები, ცხადია იგივე ადამიანის უფლებებია, მაგრამ ვინაიდან ქალთა უთანასწორობა მამაკაცებთან შედარებით ღრმად ფესვგამდგარი ფენომენია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, საერთაშორისო დონეზე გაეროს ფორმატში სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალური კონვენციის მიღება. 1979 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), რომელსაც თავისი მნიშვნელობის და მასშტაბურობის გამო პირდაპირ ქალთა კონვენციასაც უწოდებენ. საქართველო ამ კონვენციას 1994 წელს ყოველგვარი დათქმის გარეშე მიუერთდა. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რა უფლებებს ანიჭებს ქალებს ეს კონვენცია.

საქართველო გაეროს ქალთა კონვენციას 1994 წელს დათქმების გარეშე მიუერთდა

კონვენციის ტექსტი შედგება პრეამბულისა და 30 მუხლისაგან. კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ ,,სიღარიბის პირობებში ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სურსათი, ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება”.19

კონვენციის პირველი მუხლი წარმოადგენს ქალთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის განმარტებას. ტერმინი „ქალის დისკრიმინაცია ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯნვას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალისათვის, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა (ქალთა კონვენცია, მუხლი 1). კონვენციის 2-6 მუხლები ადგენენ სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომებს რაც კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ, რომ მიიღწეს სქესთა შორის თანასწორობა. ეს ძალისხმევებია: სპეციალური ზომები (მუხლი 4), დისკრიმინაციული სოციალური და კულტურული ნორმების შეცვლა (მუხლი 5) და ქალთა ტრეფიკინგის აღმოფხვრა (მუხლი 6).

6-16 მუხლები ეძღვნება დისკრიმინაციის სპეციფიურ სფეროებს, კერძოდ ქალთა და კაცთა თანაბარუფლებიანობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში (მუხლი 7), საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს წარმოდგენის უფლებას (მუხლი 8), ქალის უფლებას მიიღოს, შეიცვალოს და შეინარჩუნოს ეროვნება (მუხლი 9), უფლებას განათლებაზე (მუხლი 10), ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას დასაქმების სფეროში (მუხლი 11), უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე (მუხლი 12), ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს (მუხლი 13), მოწოდებას სოფლად მცხოვრები ქალის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (მუხლი 14 ქვემოთ იხილეთ სრული ტექსტი), მოწოდებას კანონის წინაშე ქალის და მამაკაცის თანასწორობის მიღწევისათვის (მუხლი 15) და ქალის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მოწოდებას ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში (მუხლი 16).

17-22 მუხლები არეგულირებენ კონვენციის დანერგვის მონიტორინგის შემსრულებელი ორგანოს მუშაობას. იქმნება კომიტეტი ქალთა წინააღმდეგ მიმართული ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მიიღებს და განიხილავს სახელმწიფოს პირველ ანგარიშს კონვენციასთან მიერთებიდან ერთი წლის შემდეგ და პერიოდულ პროგრესს, ანგარიშს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. საქართველომ პირველი სახელმწიფო და ჩრდილოვანი ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიშები კომიტეტს 1998 წელს წარუდგინა; მეორე და მესამე პერიოდული ანგარიშები კომიტეტმა ერთიანად განიხილა 2006 წელს და დასკვნით კომენტარში აღნიშნა:

„კომიტეტი ითხოვს სახელმწიფო მხარისგან ქალებზე ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის ზეგავლენის შეფასებას და პრობლემის დასაძლევად საჭირო რესურსების მობილიზაციას. კომიტეტი ითხოვს გენდერული საკითხის გათვალისწინებას სიღარიბის აღმოფხვრის ყველა სახელმწიფო პროგრამასა და სტრატეგიაში და განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალებზე, მოხუცებულებზე, ოჯახის მარჩენალ ქალებზე, იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და გოგონებზე. კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფო მხარეს კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად ქალებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს საბანკო სესხები და სხვა ფორმის ფინანსური კრედიტები...”20

ქალთა კონვენცია, მუხლი 14 - სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ:

1. მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სოფლად მცხოვრები ქალების განსაკუთრებულ პრობლემებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი თავიანთი ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფის საქმეში თამაშობენ, მათ შორის, საქმიანობას მეურნეობის არასასაქონლო დარგებში და მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების უზრუნველსაყოფად.

2. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას სოფლის რაიონებში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას ქალთა მონაწილეობა რაიონების განვითარებასა და ასეთი განვითარებისაგან სარგებლობის მიღებაში, კერძოდ, ასეთ ქალებს აღჭურვავენ უფლებით:

) ყველა დონეზე მონაწილეობდნენ განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

) ხელი მიუწვდებოდეთ სამედიცინო მომსახურეობის შესაბამის საშუალებებზე, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე ინფორმაციის, კონსულტაციებისა და მომსახურების ჩათვლით;

) უშუალოდ იღებდნენ სარგებელს სოციალური დაზღვევის პროგრამებისაგან;

) იღებდნენ ყველა სახის ფორმალურ და არაფორმალურ მომზადებასა და განთლებას, წიგნიერების ჩათვლით, აგრეთვე, სარგებლობდნენ სათემო მომსახურებისდა საკონსულტაციო მომსახურების ყველა საშუალებით, ტექნიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით;

) ქმნიდნენ თვითდახმარების ჯგუფებსა და კოოპერატივებს, ეკონომიკურ შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით დაქირავებული შრომის ან თვითდასაქმების საშუალებით;

) მონაწილეობდნენ ყველა სახის კოლექტიურ საქმიანობაში;

) ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სასოფლო-სამეურნეო კრედიტი და სესხები, ისარგებლონ მარკეტინგის სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიითა და მიწისა და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე, ხელახლა დასახლების გეგმებში თანაბარი სტატუსით;

) სარგებლობდნენ ცხოვრების სათანადო პირობებით, განსაკუთრებული საბინაო, სანიტარული, ელექტრო და წყალმომარაგებით, აგრეთვე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურებასთან მიმართებაში.

არსებობს მთელი რიგი სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რაც ამყარებს ქალთა უფლებებს და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას; აღსანიშნავია, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1958 წლის კონვენცია”.

№111 შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახე და 1851 წლის კონვენცია №100 მამაკაცისა და ქალის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ”, რომლებსაც ასევე მიერთებულია საქართველო.

ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციამ, რომელიც პეკინში გაიმართა თავი მოუყარა და კონცეპტუალურად გამართა ყველა ის საკითხი, რომელიც კი ოდესმე დასმულა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კონფერენცია 1995 წლის 4-დან 15 სექტემბრამდე ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. საერთაშორისო შეფასებით ბეიჯინგის იგივე პეკინის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენცია დიდ წარმატებას წარმოადგენს თავისი მოცულობითა და შინაარსით. კონფერენციას 189 სამთავრობო დელეგაცია დაესწრო, ეს ციფრი აღემატებოდა გაეროს ოდესმე ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილე სამთავრობო დელეგაციათა რიცხვს. კონფერნციის უშუალო მონაწილე 17000 ადამიანი იყო, აქედან 6000 სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, 4000 აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 4000 ჟურნალისტი და კიდევ ბევრი გაეროს თანამშრომელი. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჰუაიროუში გამართულ ფორუმზე 30000 მონაწილე ჩამოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, პლუს 5000-მდე ჩინელი მონაწილეები. თავისი მასშტაბითა და მრავალფეროვნებით ბეიჯინგის კონფერენცია და ჰუაიროუს ფორუმი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც ვეტერანი მსოფლიოს ქალთა კონფერენციების მონაწილეთათვის, ასევე ახალბედებისთვის.

„ბეიჯინგის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა თანასწორობის, განვითარებისა და მშვიდობისათვის” წარმოადგენს ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებულ ოფიციალურ, საბოლოო დოკუმენტს. ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმა აღწერს ქალთა მდგომარეობას გლობალურად და აქედან გამომდინარე გამოკვეთს ზრუნვის, გნებავთ, წუხილის 12 კრიტიკულ სფეროს სადაც საჭიროა მუშაობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ეს 12 კრიტიკული სფეროა:

1. სიღარიბე; 2. განათლება; 3. ჯანდაცვა; 4. ძალადობა ქალების წინააღმდეგ; 5. შეიარაღებული კონფლიქტები; 6. ეკონომიკა; 7. ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღების დონეები; 8. ინსტიტუციური მექანიზმები; 9. ადამიანის უფლებები; 10. მედია; 11. გარემოსდაცვა; 12. გოგონათა მდგომარეობა.

მოქმედებათა პლატფორმაში ნათქვამია, რომ იგი წარმოადგენს ქალთა წინსვლისა და გაძლიერების დღის წესრიგს. ამგვარად აქცენტი აღარ კეთდება ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, არამედ მათ გაძლიერებასა და წინსვლაზე. პეკინის მოქმედებათა პლატფორმა წარმოადგენს თავმოყრას ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხისა, რაც კი როდესმე წამოჭრილა საერთაშორისო დონეზე ქალებთან მიმართებაში.

ქალთა კონვენციისაგან განსხვავებით ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმა ამომწურავად ეხება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს და ასახავს ამ პრობლემის გადაჭრის ქმედით გზებს. პლატფორმა ამახვილებს ყურადღებას ქალთა რეპროდუქციულ უფლებებზე და საუბრობს გოგონათა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის საჭიროებებზე.

პლატფორმა ასევე პირველად და მკაფიოდ მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ გენდერის ინტეგრირება ე.წ. „მეინსტრიმინგი” მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში.

_________________

1 გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, 2. ტერმინთა განმარტება, 2006.

2 საქართველოს მოსახლეობის აღწერა, თბილისი, 1989.

3 ქალი და კაცი საქართველოში - სტატისტიკური პუბლიკაცია, თბილისი, 2008, გვ. 47.

4 სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობა, თბილისი, 1996

5 ქალი და კაცი საქართველოში - სტატისტიკური პუბლიკაცია, თბილისი, 2008, გვ. 25-26.

6 საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 1996.

7 ქალი და კაცი საქართველოში - სტატისტიკური პუბლიკაცია, თბილისი, 2008, გვ. 14-15.

8 იქვე, გვ. 65.

9 ქალი და კაცი საქართველოში - სტატისტიკური პუბლიკაცია, თბილისი, 2008, გვ. 45-46.

10 სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ელექტრონული მასალები, 2006-2007.

11 ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-11 მუხლის შეფასების NGOალტერნატიული ანგარიში,საქართველო,2006.

12 ფოკუს-ჯგუფ შეხვედრები ქალებთან მცხეთის რაიონის 5 სოფელში, სექტემბერი 2006.

13 სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ელექტრონული მასალები, 2003.

14 ქალი და კაცი საქართველოში - სტატისტიკური პუბლიკაცია, თბილისი, 2008, გვ. 53-54.

15 საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ქალთა საჭიროებების შეფასება, 2008 წლის სექტემბერი, თბილისი, 10-11.

16 იქვე, 10-11.

17 სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ელექტრონული მასალები, 2008-2009.

18 საქართველოს კონსტიტუცია, 1995

19 კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1979, პრეამბულა.

20 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, კომიტეტი ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, დასკვნითი კომენტარები: საქართველო, პუნქტი 15, 2006 წლის 25 აგვისტო.

4 ბიზნესის რეგისტრაცია

▲back to top


მოდული 2

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ:
1
რა პროცესია ბიზნესის რეგისტრაცია
2
რომელი სახის იურიდიული ფორმები არსებობს ბიზნესის
რეგისტრაციისთვის
3
რა განსხვავებები/მსგავსებებია სხვადასხვა სახის იურიდიულ
ფორმებს შორის
4
რომელი ფორმაა თქვნთვის შესაფერისი
5
რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისთვის
6
რა ეტაპებს მოიცავს ბიზნესის რეგისტრაციის პროცესი
7
რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ უარი რეგისტრაციაზე

ბიზნესის დაწყების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ბიზნესის რეგისტრაცია წარმოადგენს. ამ მიზნით ნებისმიერმა ბიზნესის დამწყებმა ადამიანმა უნდა შეარჩიოს თუ რა იურიდიული ფორმით სურს საწარმოს რეგისტრაცია და შემდგომ გაიაროს შესაბამისი პროცედურები.

საწარმოს იურიდიულ-სამართლებრივი ფორმები, რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები, დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ” კანონით. ეს კანონი განსაზღვრავს შემდეგი სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს და მოსაკრებლებს:

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

სარეგისტრაციო მოსაკრებელი

ინდივიდუალური საწარმო

რეგისტრაცია უფასოა

სამეწარმეო ამხანაგობა

რეგისტრაცია უფასოა

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

160 ლარი

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)

60 ლარი

კომანდიტური საზოგადოება (კს)

80 ლარი

სააქციო საზოგადოება (სს)

360 ლარი

კოოპერატივი

120 ლარი

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობების საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი წარმოადგენენ იურიდიული სტატუსის მქონე საწარმოებს. სამეწარმეო ამხანაგობა და ინდივიდუალური მეწარმე არ არიან იურიდიული პირები და ისინი სხვადასხვა სახის საქმიან ურთიერთობებში მონაწილეობენ როგორც ფიზიკური პირები.

იურიდიული ფორმა

იურიდიული
სტატუსი

პარტნიორთა პასუხისმგებლობა სამეწარმეო აქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის

წარმომადგენლობა &
ხელმძღვანელობა

ინდივიდუალური მეწარმე

ფიზიკური პირი

მთელი თავისი ქონებით

სამეწარმეო ამხანაგობა

მთელი თავიანთი ქონებით (ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება მონაწილეთა შეთანხმებით)

ყველა წევრს

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)

იურიდიული პირი

პარტნიორები პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით; პარტნიორებს შორის სხვა რაიმე შეთანხმება მესამე პირისთვის ბათილია

ყველა პარტნიორს

კომანდიტური საზოგადოება (კს)

იურიდიული პირი

სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) მთელი თავისი ქონებით; შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები) პასუხს არ აგებენ; პარტნიორებს შორის სხვა რაიმე შეთანხმება მესამე პირისთვის ბათილია

სრულ პარტნიორს (კომპლემენტარს)

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

იურიდიული პირი

პასუხს არ აგებს

დირექტორს (თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული)

სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია)

იურიდიული პირი

პასუხს არ აგებს

დირექტორს (თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული)

კოოპერატივი

იურიდიული პირი

პასუხს არ აგებს

დირექტორს (თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული)

მეწარმე ფიზიკური პირი
(ინდივიდუალური საწარმო და სამეწარმეო ამხანაგობა)

ზოგადი აღწერა

ინდივიდუალური საწარმო და სამეწარმეო ამხანაგობა წარმოადგენს საწარმოს დაფუძნების ფორმებს. ინდივიდუალური საწარმო, როგორც წესი იქმნება, როდესაც საწარმო დიდი არ არის და მას ერთი ადამიანი ან ოჯახი ფლობს. ამ შემთხვევაში საწარმოს ვალდებულებებზე (მაგ.: ბანკიდან არებული სესხის გასტუმრებაზე, გადასახადების გადახდაზე და ა.შ.) პასუხისმგებელია საწარმოს მეპატრონე, მთელი თავისი პირადი ქონებით და არა მარტო ბიზნესის ქონებით.

სამეწარმეო ამხანაგობა იქმნება რამოდენიმე იურიდიული ან ფიზიკური პირის გაერთიანებით, რომლებიც თავის მხრივ დარეგისტრირებულები უნდა იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად (მაგ.: ერთ კორპუსში მაცხოვრებელ ადამიანებს სურთ ძველი კორპუსისი სანაცვლოდ ახლის აშენება, ამ მიზნით მათ შეუძლიათ დააფუძნონ სამეწარმეო ამხანაგობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება თანაბარი უფლებები). ამ შემთხვევაში საწარმოს ვალდებულებეზე ამხანაგობის წევრები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, როგორც ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში. ამხანაგობის წევრებს შორის პასუხისმგებლობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით ამხანაგობა ადგენს შეთანხმებას.

ეგისტრაციისთვი საჭირო დოკუმენტები

ფიზიკური პირი ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისთვის მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს (მაგ.: თქვენ საწარმოს დაფუძნება გსურთ ქ. გორში, მაშინ თქვენ უნდა მიმართოს ქ. გორის საგადასახადო ინსპექციას) და წარუდგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტები:

1. განცხადება;
2. პირადოსბის დამადასტურებელი მოწმობა.

სარეგიტრაციო განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • განმცხადებლის სახელს და გვარს;

  • განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

  • განმცხადებლის პირად ნომერს;

  • განცხადების შევსების თარიღს;

  • განმცხადებლის ხელმოწერას.

სამეწარმეო ამხანაგობის რეგიტრაცია ხორციელდება საგადახასახადო ორგანოში ერთ-ერთი იმ პირის მისამართის მიხედვით, რომლის სახელიც (სახელწოდებაც) მითითებულია სამეწარმეო ამხანაგობის სახელწოდებაში. ამხანაგობის რეგისტრაციისთვის წარდგენილ უნდა იქნეს:

1. განცხადება;
2. ამხანაგობის თითოეული წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სარეგიტრაციო განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • ყველა წევრის სახელს და გვარს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - საფირმო სახელწოდებას;

  • ყველა წევრის საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიულ მისამართს;

  • ყველა წევრის პირად ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო ნომერს;

  • საქმიანობის ხანგრძლივობას;

  • განცხადების შევსების თარიღს;

  • განმცხადებლის ხელმოწერას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის ხელმოწერას.

სამეწარმეო ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმედ, ვალდებულები არიან ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტებთან ერთად მათ უნდა წარადგინონ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის დოკუმენტების და დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად.

განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული განცხადების ფორმა ან მისი ასლი.

საწარმოს რეგისტრაცია

ინდივიდუალური საწარმოს და სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით.

ინდივიდუალური საწარმოსა და სამეწარმეო ამხანაგობის რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

0x01 graphic

დროთა განმავლობაში, რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ცვლილებების შემთხვევაში ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. ცვლილებების რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე და ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ.

რეგისტრაციაზე უარის თქმა და გაუქმება

ინდივიდუალური საწარმოსა და სამეწარმეო ამხანაგობის რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება არ არის შესაბამისად შევსებული;

  • სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები.

საგადასახადო ორგანოს უარი რეგისტრაციიაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (მაგ.: შემოსავლების სამსახურში ან ფინანსთა სამინისტროში) ან სასამართლოში.

მეწარმე იურიდიული პირი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი).

ზოგადი აღწერა

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი წარმოადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის ფორმებს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), როგორც წესი, იქმნება თუ საწამოს რამოდენიმე მეპატრონე ჰყავს (თუმცა შეიძლება ერთმა ადამინმაც დააფუძნოს). საწარმოს მეპატრონ(ეებ)ის პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მათი შენატანებით საწარმოს საწესდებო ფონდში ანუ მეპატრონე(ები) საწარმოს ვალდებულებებზე პასუხს არ აგებებს საკუთარი ქონებით.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) იქმნება მაშინ, თუ საწარმოს რამოდენიმე მეპარტონე ჰყავს და ისინი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ საქმიანობას. სოლიდარული პასუცხისმგებლობის მეპატრონეები საწარმოს ვალდებულებებზე პასუხს აგებენ ერთობლივად და ცალ-ცალკე მთელი თავისი პირადი ქონებით.

კომანდიტური საზოგადოება წარმოადგენს შპს-სა და სპს-ს გარკვეულ ნაჯვარს, როდესაც საწარმოს ჰყავს სხვადასხვა ოდენობის პასუხისმგებლობის მქონე მეპატრონეები. კომანდიტურ საზოგადოებას შესაძლოა ჰყავდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორები ანუ კომანდიტები და შეუზღუდავი პასუხისმგებლობის პარტნიორები ანუ კომპლემენტარები.

კომანდიტური საზოგადოების სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ხოლო კომანდიტები საწარმოს ვალდებულებაზე პასუხს აგებენ მხოლოდ მათი შესატანებით და არა პირადი ქონებით. კომანდიტური საზოგადოების წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირი.

სააქციო საზოგადოება (სს) იქმნება, როდესაც საწარმო ან/და მეპატრონეთა რაოდენობა დიდია. ამ შემთხვევაში მეპატრონეთა პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მათი საწესდებო შენატანით (აქციათა ღირებულებით). ნებისმიერ საწარმო გარდა კოოპერატივისა, რომელშიც 50-ზე მეტი მეპატრონეა, შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით. სააქციო საზოგადოების პასუხიომგებლობა შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და არა მეპატრონეთა პირადი ქონებით.

კოოპერატივი როგორც წესი გამოიყენება მაშინ, როდესაც რამდენიმე დამოუკიდებლად მომუშავე საწარმო (ინდმეწარმე) ერთიანდება რაიმე საერთო სარგებლობის მომტანი საქმიანობის განსახორციელებლად. მაგალითად, ფერმერების ჯგუფმა შეიძლება შექმნას სავაჭრო კოოპერატივი, რომელიც მათ პროდუქციას გაყიდის. კოოპერატივის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, საქმიანობის ძირითადი მიზანია არა მოგების მიღება, არამედ თავისი წევრების (მეპაიეების) საქმიანობისთვის ხელის შეწყობა. კოოპერატივი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ საწარმოს ქონებით.

ნებისმიერი სახის საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები ვალდებულები არიან შეთანხმდნენ წილების გადანაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანების ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი საწამოების გამართული ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა წესდების მომზადება, რომელიც მოაწესრიგებს საწარმოს შიდა ურთიერთობებს (მაგ.: საწარმოს კაპიტალის წილების პარტნიორთა შორის გადანაწილება, თითოეული პარტნიორის შენატანის ოდენობა და ვადები და ა.შ.). ასევე საწარმოს ფუნქიონირების რიგ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”.

წესდების არსებობა სავალდებულო არ არის საწარმოს რეგისტრაციისთვის.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი რეგისტრაციისთვის საწარმოს იურიდიული მისამართის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოს (მაგ.: თქვენ გსურთ დააფუძნოთ შ.პ.ს „ევა” ქ. გორში, მაშინ თქვენ უნდა მიმართოს ქ. გორის საგადასახადო ინსპექციას) უნდა წარედგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად ან უნდა შესრულდეს საგადასახადო ორგანოში, რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგიტრაციო განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • საწარმოს საფირმო სახელწოდებას;

  • საწარმოს სამართლებრივ ფორმას;

  • საწარმოს იურიდიულ მისამართს;

  • დამფუძნებელი პარტნიორ(ებ)ის, ხელმძღვანელობასა და წარმოამდგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის სახელს და გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პირად ნომერს და ხელმოწერას. თუ პარტნიორი იურიდიული პირია: მის საფირმო სახელწოდებას, რეგისტრაციის მონაცემებს, იურიდიულ მისამართს, მარეგისტრირებელ ორგანოს, რეგისტრაციის თარიღს და საიდენტიფიკაციო ნომერს;

  • საწარმოს საქმიანობის ხანგრძლივობას (ვადიანი საწამოს შემთხვევაში მიეთითება ვადა წლების მიხედვით, სხვა შემთხვევაში მიუთითეთ „უვადო”);

  • თუ საწარმოს ჰყავს წამომადგენლობაზე უფლებამოსილი რამოდენიმე პირი, განცხადებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ერთად წარმოადგენენ ისინი საწარმოს თუ ცალ-ცალკე;

  • კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში უნდა მიეთითოს, თუ რომელი პარტნიორია კომანდიტი და რომელი კომპლემენტარი;

  • განცხადების წარდგენის თარიღს;

  • დამფუძნებლ(ებ)ის ხელმოწერას.

განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული განცხადების ფორმა ან მისი ასლი.

საწარმოს რეგიტრაციისათვის ან საქმიანობისთვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა.

სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისათვის კაპიტალის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოითხოვება.

საწარმოს რეგისტრაცია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კონამდიტური საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის რეგისტრაცია ხორციელდება საწარმოს იურიდიული მისამართის მიერ რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი საგადასახადო ორგანო. საწარმოს რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

საწარმოს რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

დროთა განმავლობაში, რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ცვლილებების შემთხვევში ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. ცვლილებების რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე და ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ.

რეგისტრაციაზე უარის თქმა და გაუქმება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, კომანდიტური საზოგადოებას, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

  • სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს;

  • სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებადიან არასრულყოფილი მონაცემები;

  • არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

საგადასახადო ორგანოს უარი რეგისტრაციიაზე შესაძლებელი გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (მაგ.: შემოსავლების სამსახურში ან ფინანსთა სამინისტროში) ან სასამართლოში.

5 გადასახადები და მათი გადახდის წესი

▲back to top


მოდული 3

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ :
1
რა გადასახადებია დაწესებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით
2
ვინ იხდის საშემოსავლო გადასახადს, როდის და რა რაოდენობით
3
როგორ უნდა შეავსოთ საშემოსავლო დეკლარაცია
4
ვინ არის მოგების გადასახადის გადამხდელი, რამდენს და როდის იხდის იგი
5
როგორ უნდა შეივსოს მოგების გადასახადის დეკლარაცია
6
ვინ იხდის ქონების გადასახადს, რამდენია განაკვეთი და როდის გადაიხდება იგი

ზოგადი დებულებანი

საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არეგულირებს გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ ურთიერთობებს, საგადასახადო სამართალდარღვევების სახეებს, პასუხისმგებლობებს მათი დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრებისა და დავების გადაწყვეტის გზებს, განსაზღვრავს გადასახადის სახეებს, განაკვეთებსა და მათი გადახდის ვადებს.

არსებობს ორი ტიპის გადასახადი, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ხოლო ადგილობრივი გადასახადის გადახდა სავალდებულოა იმ შემთხვევაში თუკი იგი შემოღებულია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მიერ.

საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

  • საშემოსავლო გადასახადი;

  • მოგების გადასახადი;

  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

  • აქციზი;

  • საბაჟო გადასახადი;

  • ადგილობრივი გადასახადი;

  • ქონების გადასახადი.

საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესება, შეცვლა ან გაუქმება ხდება მხოლოდ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ან დამატებების შეტანით, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს არ აქვთ უფლება შემოიღონ ისეთი გადასახადი რომელიც არ არის დაწესებული საგადასახადო კოდექსით:

გადასახადების გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მას შემდეგ როდესაც პირი იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობების შედეგებისა, ამასთან როდესაც პირი იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს საგადასახადო ორგანოში მისთვის სასურველი იურიდიულ სამართლებრივი ფორმით.

საშემოსავლო გადასახადი

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ნებისმიერი სახის შემოსავალს, თუმცა არსებობს შემოსავლის ისეთი სახეები რომლებიც განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან, შემოსავლის სახეები რომლებიც განთავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან მოცემულია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში.

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 20%25-ს.

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მთლიან შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვების თანხებს შორის.

ფიზიკური პირები, რომლთა შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წაყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენენ საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

  • არა უგვიანეს 15 მაისისა - 25%25;

  • არა უგვიანეს 15 ივლისისა - 25%25;

  • არა უგვიანეს 15 სექტემბერისა - 25%25;

  • არა უგვიანეს 15 დეკემბერისა - 25%25.

თუ გადასახადის გადამხდელს გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის

საშემოსავლო გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

  • პირი, რომელიც ხელფასს უხდის დაქირავებულს.

  • პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხელის მოწმობა.

  • პირი, რომელიც დაკავებულია სათამაშო ბიზნესით და ფიზიკურ პირს უხდის მოგებებს.

  • საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდებს.

  • პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტებს.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისას პასუხისმგებლობა გადასახადის დაკავებისა და მათი ბიუჯეტში გადარიცხვისთვის ეკისრება შემოსავლის გადამხდელ პირს (დამქირავებელს).

  • პირი, რომელიც ახდენს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი თანხის დაკავებისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით გაცემის შემთხვევაში შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

  • მეწარმე ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა განხორციელებული განაცემის დაბეგვრასთან დაკავშირებით დეკლარაცია წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით.

თუ საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დეკლარაციაში ჩასაწერი მონაცემები მას უფლება აქვს არ წარუდგინოს აღნიშნული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს.

0x01 graphic

შენიშვნა:

1. დეკლარაციას საანგარიშო თვის მომდევნო 15 რიცხისათვის წარადგენენ საგადასახადო აგენტები, რომლებსაც წარმოეშობათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებზე გაცემული თანხებიდან გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებისა და გადახდის ვალდებულება

2. თუ გადასახადის გადამხდელის (აგენტს) საგადასახადო პერიოდში არ გააჩნია დეკლარაციაში შეტანას დაქვემდებარებული განაცემები, მას უფლება აქვს შესაბამისი პერიოდის მიხედვით არ წარადგინოს აღნიშნული დეკლარაცია.

ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ

(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში)

0x01 graphic

III განაყოფი

0x01 graphic

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

0x01 graphic

დეკლარაციის დანართი

საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები

გაცემის თარიღი

განაცემის სახე (ხელფასი,
დივიდენდი, პროცენტი
ნივთმოგება, მომსახურების
ანაზღაურება, სტიპენდია და სხვა)

თანხა (ლარი)

კუთვნილი გადასახადები (ლარი)

საშემოსავლო გადასახადი

საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის)
დაკავებული გადასახადი

1

2

3

4

5

03,02,09

ხელფასი

250.00

50.00

12,02,09

ჰონორარი

1352.64

270.53

16,02,09

ხელფასი

3197.27

639.45

16,02,09

ხელფასი

3571.93

714.39

27,02,09

ხელფასი

4838.80

967.76

სულ:

13210.64

2642.13

ანართში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა

დეკლარაციის შევსების წესი

საშემოსავლო დეკლარაცია შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომლიდანაც სამი ივსება გადამხდელი ორგანიზაციის მიერ, ხოლო დარჩენილი მეოთხე - საგადასახადო ორგანოს მიერ.

პირველ სტრიქონზე დაიწერება დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ფულადი ფორმით გაცემული ანაზრაურება.

მეორე სტრიქონზე დაიწერება დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე არაფულადი ფორმით გაცემული ანაზრაურება ასეთ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ვალდებულება განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღით;

მესამე სტრიქონზე - დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ფულადი ფორმით გაცემული ანაზრაურება, რომელიც განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან.

მეოთხე სტრიქონზე - საგადასახადო ორგანოში არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული საფასური ან სარგებელი.

მეხუთე სტრიქონზე - სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე მოგების სახით განაცემი, რომელიც აისახება გაანგარიშების II ნაწილის ბოლო სტრიქონზე საანგარიშო თვის ბოლო რიცხვით;

მეექვსე სტრიქონზე - ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები;

მეშვიდე სტრიქონზე არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხა;

მერვე სტრიქონზე - მე-7 სტრიქონზე ასახული ანაზღაურებებიდან 10%25-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხა;

მეცხრე სტრიქონზე - მე-7 სტრიქონზე ასახული ანაზღაურებებიდან 4%25-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხა;

მეათე სტრიქონზე - მე-7 სტრიქონზე ასახული ანაზღაურებებიდან განსხვავებული განაკვეთით დასაბეგრი თანხა (ცარიელ უჯრაში ჩაიწერება განაკვეთი);

მეთერთმეტე სტრიქონზე - დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი;

მეთორმეტე სტრიქონზე აისახება საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან;

მეცამეტე სტრიქონზე - ფიზიკურ პირებზე გაცემული დახმარება, სარგებელი და სხვა ქველმოქმედების სახით განაცემები.

ანგარიშგების II ნაწილში: პირველ სვეტში აისახება ანაზღაურების გაცემის თარიღი, მე-2-ში - ანაზღაურების სახე, მე-3-ში - ანაზღაურება ფულადი გამოსახულებით (თანხა), მე-4 სვეტში - შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებული დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი. ამ ნაწილის მე-3 სვეტის ჯამი უნდა ედრებოდეს გაანგარიშების პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სტრიქონზე ასახული თანხების ჯამს.

ანგარიშგების III ნაწილში აისახება საგადასახადო ორგანოებში არარეგისტრირებული ფიზიკური პირების მონაცემები, რომლებზეც გაცემულია ანაზღაურებები გაწეული მომსახურებისათვის.

მოგების გადასახადი

მოგების გადასახადის გადამხდელია:

ა) საქართველოს საწარმო;
ბ) უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ანუ დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.

საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის

საწარმოს (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა) მოგების გადასახადი იანგარიშება შემდეგნაირად, საწარმოს მთლიან შემოსავალს გამოკლებული ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები როგორებიცაა მაგ: ელექტრო ენერგიის ხარჯი, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება, ნედლეულის შესაძენად გაწეული ხარჯები, გადახდილი გადასახადები და ასე შემდეგ.

საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15%25-ით,

მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებულია:

ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;

ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულობები;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;

დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;

ე) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას;

ვ) 2010 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;

ზ) 2010 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;

თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება;

ი) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება (ეს ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან);

კ) საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება.

საწარმოები/ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

  • არა უგვიანეს 15 მაისისა - 25%25;

  • არა უგვიანეს 15 ივლისისა - 25%25;

  • არა უგვიანეს 15 სექტემბერისა - 25%25;

  • არა უგვიანეს 15 დეკემბერისა - 25%25.

თუ გადასახადის გადამხდელს გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი მოგება მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის.

0x01 graphic

განაყოფი II
(ივსება საგადასახდო ორგანოს მიერ)

0x01 graphic

0x01 graphic

ქონების გადასახადი

ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, (ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია) რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე:

ა) საკუთრებაში ან ლიზინგით აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა);

გ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.

ორგანიზაციისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. ორგანიზაციის ქონება რომელიც არ გამოიყენაბა ეკონომიკური საქმიანობისათვის განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან

ფიზიკური პირისათვის ქონების გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით

ა) საკუთრებაში არსებული მიწა

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.

საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით

განაკვეთის ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო იმ პირობით რომ., მისი მაქსიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 პროცენტზე მეტი, რის გამოც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია განაკვეთის მხოლოდ ზედა ზღვარი.

ფიზიკური პირისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადამხდელის ოჯახის შემოსავლების მიხედვით და დამოკიდებულია ოჯახის მთლიან შემოსავალზე.

ა) 0 დან 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან (გარდა მიწისა).

ბ) 40 000 დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის დასაბეგრი ქონების (იგულისხმება ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება) საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა.

გ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტის და არაუმეტეს 1 პროცენტისა.

გადასახადის განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში. ამასთან კონკრეტილი მიწის ნაკვეთისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულოს) გადაწყვეტილებით.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში ერთხელ მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, ხოლო კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) გადაწყვეტილებით,

კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის გადასახადი გამოიანგარიშება მისი საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე, მაგრამ ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1.5-ზე მეტი

ფიზიკური პირი ქონების გაასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვისადგილის მიხედვით, მისი არ არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე წლის მიხედვით ხოლო სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ წინა წლის მიხედვით.

საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს 1 ივლისამდე წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას წონების გადასახადის მიხედვით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულების შესახებ.

ფიზიკური პირები დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადს იხდიან არა უგვიანს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ამავე ვადებში იხდიან მიწაზე ქონების გადასახადს საწარმოები და ორგანიზაციები.

საწარმოები/ორგანიზაციები ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს იხდიან არა უგვიანეს საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, ამასთან საწარმო/ორგანიზაცია ვალდებულია არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით.

6 ბუღალტრული აღრიცხვა

▲back to top


მოდული 4

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ:
1
რა მნიშვნელობა აქვს ბუღალტერიას
2
რა არის ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტები
3
საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარების პირობები
4
როგორ ვაწარმოოთ სალაროს წიგნი
5
როგორ დგება საგადასახადო დავალება
6
როგორ მოიხმაროთ სალარო აპარატი
7
როგორ გაიცემა ხელფასები
8
როგორ გამოიანგარიშოთ საკუთარი ფირმის მოგება და ზარალი

ბუღალტრული მონაცემები - უმნიშვნელოვანესი ინფომაცია საწარმოს ხელმძღვანელების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებისთვის

ბუღალტრულ აღრიცხვას ნებისმიერი ტიპის საწარმოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი ასეთი დიდი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ბუღალტერიის ანგარიშებს დიდ ყურადღებს უთმობს როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოებაც. ყველა მათგანს აქვს მიზეზი, თუ რატომაა საჭირო ბუღალტრული ინფორმაცია მათთვის. მაგალითად, კომპანიის ხელმძღვანელობას ეს ინფორმაცია აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ახალ პროექტებთან დაკავშირებით, წაახალისონ თუ არა კომპანიის მუშაკები და სხვ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს (საგადასახადო სამსახური, სტატისტიკის სამსახური), მათი ინტერესი სხვა მიზეზითაა გამოწვეული. მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტს აინტერესებს ამათუ იმ ფირმის შესახებ ბევრი ინფორმაცია. კერძოდ, რამდენი მუშახელი ჰყავს დაქირევებული, რათა შემდგომ დაითვალოს სახელმწიფოში უმუშევრობის დონე, გაიგოს გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა, რაც საჭიროა ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის დასათვლელად და ა.შ. რაც შეეხება საგადასახადო სამსახურებს, მათი ძირითადი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მოახდინონ სახსრების მობილიზება სახელმწიფი და ადგილობრივ ბიუჯეტებში. ასევე ზუსტად იქნას დათვლილი მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები (კერძოდ, საგადასახადო შემოსავლები).

ბევრი მსხვილი კომპანია ყოველწლიურად აქვეყნებს თავის ფინანსურ ანგარიშს, რათა, ერთი მხრივ, დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი მისი კომპანიისადმი და, მეორე მხრივ, მოახდინოს ფირმის პოპულარიზაცია, მოიზიდოს მეტი კლიენტი და ა.შ.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები ნებისმიერი ეროვნების ინოვატორს საშუალებას აძლევს, გაერკვეს ნებისმიერი ფირმის მდგომარეობაში

ბუღალტრული აღრიცხვის მიზანია გადმოსცეს ინფორმაცია ყველასათვის გასაგები ენით. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ციფრებით. ამისათვის მსოფლიოში ბევრი ქვეყანა შეთანხმებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის საქართველოც. ეს სტანდარტები გულისხმობს იმას, რომ ყველა სახის ბუღალტრული ინფორმაცია, იქნება ეს შემოსავალი, ხარჯი, ბალანსი თუ სხვა, აღინიშნება რიცხვებით. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ნებისმიერი ეროვნების ინვესტორს შეუძლია თარჯიმნის გარეშე, ერთი თვალის გადავლებით, გაიგოს თუ რა ხდება მისთვის საინტერესო ფირმაში.

ბუღალტერიაში საანგარიშო წლად მიიჩნევა კალენდარული წელი, ანუ მთელი წელი დაწყებული 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საწარმო ვადებულია, საგადასახადო ინსპექციას პეროდულად აბაროს დეკლარაციები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიების ბუღალტრული ინფორმაციით დაინტერესებულია საგადასახადო სამსახური. საგადასახადო კოდექსის თანახმად ყველა კომპანია ვალდებულია, საგადასახადო ინსპექციას აბაროს დეკლარაციები. არსებობს სხვადასხვა სახის დეკლარაციები. ისინი ზოგადად შეიძლება დავყოთ ორად: გადასახადის სახეობის მიხედვით და პერიოდულობის მიხედვით.

გადასახადის სახეობის მიხედვით დეკლარაცია არსებობს იმ კონკრეტული გადასახადისთვის, რომლის გადამხდელიცაა ესა თუ ის კომპანია, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომლის ჩაბარება საგადასახადო ინსპექციაში სავალდებულოა მაშინ, როდესაც გაცემულია ხელფასი, პრემია ან სხვა სახის ფულადი/არაფულადი სახსრები. მაგალითად, თუკი მაისში ჩვენ გავცემთ დაქირავებით მომუშავეებზე ხელფასს ან სხვა სახის ფულად/არაფულად განაცემს, ჩვენ ვალდებულება გვექნება მაისის დამთავრებიდან 15 დღის ვადაში დეკლარაცია წარვადგინოთ საგადასახადოში, მაგრამ თუ არანაირი განაცემი არ გვექნება მაისის თვეში, ჩვენ გავთავისუფლდებით ცარიელი დეკლარაციის ჩაბარებისაგან. ანუ აღნიშნული დეკლარაცია ბარდება მხოლოდ მაშინ როდესაც გვაქვს განაცემი. პერიოდულობის მიხედვით დეკლარაცია შეიძლება იყოს ყოველთვიური და წლიური. წლიური დეკლარაციებია: მოგების, ქონებისა და საშემოსავლო (წლიური საშემოსავლო გადასახადის ფორმას სხვა ფორმა აქვს ყოველთვიურისგან განსხვავებით) დეკლარაციები. ყოველთვიურია დეკლარაციები: საშემოსავლო, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის გადასახადის დეკლარაციები.

სალაროს შემოსავლის ორდერში მიეთითება ვინ შემოიტანა თანხა, რა მიზნით, რა რაოდენობით

საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა (შემოსვლა, გასვლა) აღირიცხება სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით. სალაროს შემოსავლის ორდერი უნდა შეივსოს მაშინ, როდესაც საწარმოში შემოდის ფული. ეს კი შეიძლება მოხდეს საქონლის რეალიზაციის შედეგად, სესხის დაბრუნების დროს, ბანკიდან ფულის შემოტანის დროს და ა.შ. აღნიშნულ ორდერში უნდა ჩაიწეროს თუ ვისგან არის თანხა მიღებული, რა მიზეზით, რამდენი, რომელ თარიღში და ა.შ. ეს ორდერი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი რჩება ორგანიზაციაში, ხოლო მეორე გადაეცემა თანის შემომტანს. ამ ორი ნაწილის შუაში მოსახევი ხაზია, სადაც მოხევამდე ერტყმება ორგანიზაციის ბეჭედი.

გასავლის ორდერში მიეთითება გამოწერის თარიღი, მიზნობრიობა, თანხის მიმღები პიროვნების მანაცემები

რაც შეეხება გასავლის ორდერს, ის ერთიანია. ეს ორდერი გამოიწერება მაშინ, როდესაც საწარმოდან გადის ფულადი სახსრები (მაგალითად, რამის შესაძენად, მივლინებაში წასვლის დროს, ხელფასების გაცემოს დროს და ა.შ.). ამ ორდერს თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს თანხა იმისთვისაა დახარჯული, რისთვისაც გაიცა საწარმოდან (მაგალითად, დღგ ანგარიშ-ფაქტურა, სახელფასო უწყისი, სასაქონლო ზედნადები, თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანის საბუთი და ა.შ.). გასავლის ორდერში უნდა მიეთითოს გამოწერის თარიღი, მიზნობრიობა, თანხის მიმღები პიროვნების მონაცემები. ორდერი დამოწმებული უნდა იყოს საწარმოს დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერებით. თანხის გატანის დროს კი ხელს აწერს ფულის გამცემი მოლარე. პატარა ორგანიზაციებში ხშირად ბუღალტრისა და მოლარის ფუნქციებს ერთი ადამიანი ითავსებს და შესაბამისად ის აწერს ხელს ორივეგან. იმ შემთხვევაში, თუ თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი ვერ წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოცუმენტს, მაშინ ბუღალტერი მოვალეა, აღნიშნული თანხა გამოაკლოს მის ხელზე ასაღებ ხელფასს.

ყოველდღიურად სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების საფუძველზე ივსება სალაროს წიგნი

ზემოთ ნახსენები ორდერები თავს იყრიან სალაროს წიგნში. სალაროს წიგნის გახსნამდე წიგნი უნდა დაილუქოს - გაიხვრიტება ორგან, გაეყრება ზონარი, დაეკვრება ზედ ფურცელი, გაკეთდება მთავარი ბუღალტრისა და დირექტორის ხელმოწერები და დაერტყმება ორგანიზაციის ბეჭედი. სალაროს წიგნის თითოეული ფურცელი თავიდანვე გადანომრილი უნდა იყოს, რადგან არ მოხდეს ფურცლის ამოხევა. წიგნის ყველა ფურცელზე ორი ერთი და იგივე ცხრილი და მონაცემებია დაბეჭდილი. ეს ფურცელი უნდა გადაიკეცოს ორ ტოლ ნაწილად, ჩაიდოს შუაში კოპირებადი ქაღალდი და ისე მოხდეს მისი შევსება. პირველ გადაკეცილ გვერდზე შევსებული ინფორმაცია კოპირდება მოერე გვერდზე, რომელიც დღის დასრულების შემდეგ უნდა მოიხეს და თან დაერთოს ბუღალტერიაში შემოსულ დოკუმენტებს. დღის დასრულების შემდეგ ხდება სალაროს შემოსავლებისა და ხარჯების დაჯამება, ხდება სალაროს ნაშთის გამოანგარიშება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებს აკეთებს მოლარე ან მოლარის არ არსებობის შემთხვევაში ბუღალტერი.

სალაროს წიგნის წარმოება სავალდებულოა ყოველ დღე, როცა კი არის ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება საწარმოს სალაროდან. მასში ჩანაწერის გადაშლა ან ამოფხეკვა დაუშვებელია. თუ მოხდება შეცდომა, ის უნდა გადაიხაზოს ისე, რომ ჩანდეს თუ რა არის შეცდომით ჩაწერილი და ამის მერე მოხდეს სწორი ინფორმაციის ჩაწერა.

მომხმარებელს, სურვილისამებრ, უნდა გავუწეროთ სასაქონლო ზედნადები და დღგ ანგარიშფაქტურა

საგადასახადო კოდექსის მიხედვით ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, რომ ბანკში ჰქონდეს ერთი სალარე ანგარიში მაინც, ვინაიდან გადასახადების გადახდა წარმოებს მხოლოდ გადარიცხვით. მაგალითად, თუ კომპანია გასცემს ხელფასებს, ბუღალტერი ვალდებულია, ჯერ გადარიცხოს საშემოსავლო გადასახადი. ამისთვის ბუღალტერი აკეთებს საგადასახადო დავალებას თავისი მომსახურე ბანკისთვის, რითიც ის ბანკს ავალებს თანხის გადარიცხვას ამა თუ იმ გადასახადის ანგარიშზე. საგადასახადო დავალება ორ ეგზემპლარად დგება. აქედან ერთი რჩება ბანკს, მეორე კი ბრუნდება საწარმოს ბუღალტერიაში. სწორედ საგადასახადო დავალებითაა შესაძლებელი ფულის გადარიცხვა სხვა საწარმოსათვის ან თუნდაც თანამშრომლისთვის.

საგადასახადო დავალება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თარიღი, ფულის გადამრიცხველი ორგანიზაციის დასახელება, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ორგანიზაციის საბანკო ანგარიში. თუ ბიუჯეტში ვრიცხავთ თანხას, უნდა დამატებით მიეთითოს, რომ ირიცხება სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში და, რაც მთავარია, უნდა მიეთითოს გადასახადის სახელი და კოდი. თუ თანხას არ ვრიცხავთ ბიუჯეტში და ვრიცხავთ სხვაგან (იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან), უნდა მივუთითოთ მიმღების დასახელება, ანგარიშის ნომერი, მომსახურე ბანკი, მომსახურე ბანკის კოდი და დანიშნულება. საგადასახადო დავალებაში თანხა მიეთითება როგორც ციფრებით, ასევე სიტყვიერად. საგადასახადო დავალება მოწმდება ხელმომწერის ან ხელმომწერების მიერ და ერტყმება ორგანიზაციის ბეჭედი. ხელმომწერი აღნიშნავს ორგანიზაციის თანამშრომელს (როგორც წესი დირექტორი ან ბუღალტერი, ან ორივე ერთად), რომელსაც თავისი ხელმოწერა (ფაქსიმილიე) დამოწმებული აქვს ნოტარიულად და წარდგენილი აქვს ბანკში. საგადასახადო დავალებაზე შეიძლება გაკეთდეს მაქსიმუმ ორი ხელმოწერა.

ტექნოლოგიების განვითარების გამო შესაძლებელია გადასახადებისა და სხვა გადარიცხვების განხორციელება კომპიუტერის დახმარებით, რაც თავიდან აგვაცილებს საგადასახადო დავალების შევსებასა და ბანკში წარდგენას.

როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ყიდის საქონელს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ მეწარმე ფიზიკურ პირზე, მოთხოვნის შემთვხევაში, ჩვენ ვალდებული ვართ მყიდველს გამოვუწეროთ სასაქონლო ზედნადები, ხოლო თუ დღგ გადამხდელებიც ვართ, მაშინ უნდა გამოვუწეროთ დღგ ანგარიშ-ფაქტურაც. სასაქონლო ზედნადები, დღგ ანგარიშ-ფაქტურისგან განსხვავებით, არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენა შესაძლებელია საკანცელარიო მაღაზიებში და მისი გაფუჭების შემთხვევაში შეგვიძლია გადავაგდოთ, რაც დაუშვებელია დღგ ანგარიშ-ფაქტურაზე. დღგ ფაქტურა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და გასცემს მხოლოდ საგადასახადო ინსპექცია. ყველა ფაქტურას აქვსსაკუთარი რიგითი ნომერი და სერია ცალკე ნომრით. ის შედგება 4 ერთნაირი ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან. პირველ გვერდზე შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად გადადის დანარჩენ სამ გვერდზეც. როდესაც ხდება ფაქტურის გამოწერა, გამოწერილი ფაქტურის მეოთხე ეგზემპლარი დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს საგადასახადო ინსპექციას მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. გამოწერის დროს 1 და 3 ეგზემპლარები გადაეცემა საქონლის/მომსახურების მყიდველს, რომელმაც 3 ეგზემპლარი თავის დეკლარაციასთან ერთად მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნდა წარადგინოს საგადასახადო ინსპექციაში. აღნიშნულ დოკუმენტში ინფორმაციის გადაშლა, ამოფხეკვა დაუშვებელია. თუ მოხდება ისე, რომ მცდარ ინფორმაციას შევიტანთ ფაქტურაში, მაშინ უნდა გავაუქმოთ ეს ფაქტურა და გამოვწეროთ კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა.

სალარო აპარატი -აუცილებელი ატრიბუტი ნაღდი ფულით მოვაჭრე მეწარმისთვის

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ყველა მეწარმე პირი, თუკი ის რეალიზაციით იღებს ფულს ხელზე, ანუ სალაროში, ვალდებულია იქონიოს სალარო აპარატი. სალარო აპარატისგან თავისუფლდება რამდენიმე სახის ვაჭრობა, მაგალითად, პირი, რომელიც დატარებით ყიდის საქონელს. ასევე ვთავისუფლდებით სალარო აპარატის ქონისგან მაშინ, როდესაც პროდუქციას ვყიდით მხოლოდ მეწარმეებზე და ვუწერთ დღგ ანგარიშ-ფაქტურას. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სალარო აპარატის ქონა და გამოყენება სავალდებულოა! სალარო აპარატი ყიდვის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს იმ საგადასახადო ინსპექციაში, რომლის ტერიტორიაზეც დაიდგმება. საგადასახადო ჩართავს აპარატის ფისკალურ მეხსიერებას და ამის შემდეგ გაყიდული საქონლის თანხები შეინახება აპარატში. ყოველი დღის დასრულების შემდეგ სავალდებულოა ზედ ანგარიშის გაკეთება, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელი დღის ნავაჭრი უნდა ამოვბეჭდოთ სალარო აპარატიდან და შევინახოთ 3 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ვალდებულება, რომ ვიქონიოთ სალარო აპარატი და არ შევიძენთ, ეს ქმედება ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში 5 000 ლარს, კიდევ არ შეძენის შემთხვევაში კი - 10 000 ლარს. თუ გვიდგას სალარო აპარატი და არ ვიყენებთ, პირველ შემთხვევაზე ვჯარიმდებით 500 ლარით, მეორე შემთხვევაზე 1 500 ლარით, ყველა შემდგომ განმეორებაზე - 2 500 ლარით.

ხელფასი

ხელფასის გაცემამდე უნდა გადავრიცხოთ საშემოსავლო გადასახადი

ხელფასი წარმოადგენს დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის გაწეული შრომის ანაზღაურებას. ანაზღაურება შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე - მატერიალური. მაგალითად, პურის ქარხანა შეთანხმებულია დაქირავებულთან, რომ მისცემს ხელფასის სახით 200 ლარს და ყოველ დღე 3 პურს. ამ შემთხვევაში ქარხანამ საშემოსავლო გადასახადი უნდა დაუკავოს როგორც 200 ლარზე, ასევე - თითოეული პურზე (პურის ფასად უნდა ჩაითვავალოს თანხა, რამდენადაც ყიდის ქარხანა ამ პურს). როგორც თქვენთვის ცნობილია, საშემოსავლო გადასახადი 20%25-ია. ხელფასი შესაძლებელია გაიცეს როგორც სალაროდან, ასევე - ბანკის მეშვეობით. მანამ, სანამ მოხდება ხელფასის გაცემა, აუცილებელია, შევადგინოთ სახელფასო უწყისი და გადავრიცხოთ საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადარიცხვის შემდეგ კი შეგვიძლია დავარიგოთ ხელფასები. როდესაც ხელფასი გაიცემა სალაროდან, თანხის მიმღები თითოეული ადამიანი ხელს აწერს თანხის მიღებაზე. ეს ოპერაცია უნდა გატარდეს სალაროს წიგნშიც და გამოიწეროს შესაბამისი თანხის ოდენობის გასავლის ორდერი.

მოგება/ზარალი

სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ 3 თვის ვადაში ნებისმიერმა საწარმომ უნდა წარადგინოს მოგება/ზარალის უწყისი

სამეურნეო წლად ითვლება კალენდარული წელი. მეწარმეს წლის დასრულებიდან ეძლევა 3 თვე იმისათვის, რომ მოახდინოს საკუთარი ფირმის შემოსავლებისა და ხარჯების დაანგარიშება, რათა გამოიყვანოს მოგება ან ზარალი. როგორს წინა ტრენინგიდან იცით, უნდა ჩაბარდეს მოგების წლიური დეკლარაცია, სადაც მუხლების მიხედვით, დაჯამებულად, უნდა ჩაიწეროს საოპერაციო, არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები, ძირითადი საშუალებების (ის მანქანა-დანადგარებია, რომლის დახმარებითაც ვაწარმოებთ ბიზნესს) ცვეთა, რომელიც თავისი შინაარსით ხარჯების კლასში შედის. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ მაცივარს, დახლებს, ავეჯს და სხვა ინვენტარს, ვთქვათ, მაღაზიისთვის, მასში გადახდილ თანხას იმავე წელს არ გავატარებთ ხარჯებში. ის იმტომ ხდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები წლების განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ და ხარჯშიც პროპორციულად უნდა ავსახოთ. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს 5000 ლარიანი მაცივარი და მისი გამოყენების ვადაა 5 წელი, მაშინ ამ თანხას გავანაწილებთ წლების მიხედვით და ყოველ წელს გავატარებთ ხარჯში. აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო კოდექსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძირითად საშუალებაში გადახდილი თანხა იმავე წელს ბოლომდე გამოვქვითოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ორგანიზაცია გავა მოგებაზე, მაშინ ვალდებულები ვიქნებით მოგების გადასახადი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად და გადავიხადოთ პირველი 15 მაისამდე, მეორე 15 ივლისამდე, მესამე 15 სექტემბრამდე და მეოთხე 15 დეკემბრამდე. ამ გადასახდელებს მიმდინარე გადასახდელები ეწოდება და წარმოადგენს გადასახადის ავანსად, წინასწარ გადახდას. როდესაც დამთავრდება ეს წელიც და 1 აპრილამდე შევადგენთ დეკლარაციას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოგების გადასახადის რაღაც ნაწილი გადახდილი გვაქვს წინასწარ. ანუ თუ მეორე წელს გავედით მოგებაზე და წინა წელთან შედარებით მეტი მოგება დაგვრჩა, იმ წინასწარ გადახდილ თანხას გამოვაკლებთ და გადავიხდით ნაკლებს. მერე ისევ გაგრძელდება ეს ციკლი და იმავე პერიოდულობით გადავიხდით უკვე ახალი, მეორე წლის მოგების თანხას.

როგორც წინა ტრენინგის მასალებიდან იცით, ინდ. მეწარმე/გადასახადის გადამხელი ფიზიკური პირები არიან მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები და მოგების ნაცვლად, ამავე წესით გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს და ჩააბარებენ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას.

7 ბიზნესგეგმა და მისი შემუშავების ეტაპები

▲back to top


მოდული 5

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ:
1
რა არის ბიზნესგეგმა და რა ფუნქციებს ასრულებს იგი
2
ვისთვის მზადდება ბიზნესგეგმა
3
რა ეტაპებს მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადება
4
როგორია ბიზნესგეგმის სტრუქტურა
5
რა ინმოფმაციას მოიცავს ბიზნესგეგმის ნაწილები
6
რა მნიშვნელობა აქვს ხარჯებისა და შემოსავლების სწორად გამოთვლას თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის
7
რა პრაქტიკული რჩევებია გასათვალიწინებელი ბიზნესგეგმის შემუშავებისას

რისთვის კეთდება ბიზნესგეგმა

იმისათვის, რომ კარგად წარმართოთ ბიზნესი, აუცილებელია მოამზადოთ ბიზნესგეგმა. ბიზნესგეგმა კომპანიისთვის ასრულებს ერთგვარი რუქის როლს, რომლის საშუალებითაც შეიძლება მოძებნოთ საუკეთესო გზა დასახული მიზნების მისაღწევად. ბიზნესგეგმა დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ თუ რა რაოდენობის დრო და რესურსებია საჭირო კონკრეტული საქმიანობების განსახორციელებლად. ასევე ბიზნესგეგმის ჩამოყალიბებით თქვენ ნათლად გაიაზრებთ საკუთარი ბიზნესის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ნათლად დასახავთ მომავალი შესაძლებლობების მიღწევისა და სავარაუდო საფრთხეების თავიდან აცილების გზებს.

ვისთვის მზადდება ბიზნესგეგემა

პირველ ყოვლისა, ბიზნესგეგმა განკუთვნილია თქვენთვის. ის გეხმარებათ უკეთ გაიაზროთ, თუ რა სახის საქმიანობაშია თქვენი კომპანია ჩართული, თუ ვინ არიან თვენი პროდუქციის ან მომსახურების მომხმარებლები, თუ რა გზებით აკმაყოფილებს თქვენი კომპანია კლიენტების მოთხოვნილებებს, თუ რა სახის და რა რაოდენობის ადამიანური, ტექნიკური, ფინანსური და სხვა სახის რესურსებია საჭირო თქვენი კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის და ა.შ. გარდა ამისა, ბიზნესგეგმა შესაძლოა გამიზნული იყოს მის წარსადგენად შემდეგი დაინტერესებული მხარეებისთვის:

  • ბანკებისთვის (დაფინანსების მოპოვების ანუ კრედიტის აღების საჭიროების შემთხვევაში);

  • მომწოდებლებისთვის (თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით);

  • პარტნიორი კომპანიებისთვის (შესაძლო პარტნიორული ურთიერთობების შესახებ წინადადებების მიწოდების მიზნით);

  • ფართო საზოგადოებისთვის (თქვენი კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტების გაცნობისთვის).

ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები ბიზნესგეგმას მხოლოდ მაშინ ამზადებენ, თუ მათ გაუჩნდებათ ბანკთან ანდა ინვესტორთან ურთიერთობის საჭიროება და ბიზნესგეგმას უფრო კომპანიის წარდგენის საშუალებად განიხილავენ, ვიდრე ბიზნესის მართვის ძლიერ იარაღად

ბიზნესგეგმის მომზადებამდე ჩაატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები

თუ თქვენ დამწყები მეწარმე ხართ, ბიზნესგეგმის დაწერამდე აუცილებელია კარგად შეისწავლოთ ის პროდუქცია ან მომსახურება, რომლის გაყიდვაც გსურთ. შეეცადეთ გაიცნოთ ბაზარი და გაიგოთ ვინ იქნებინ თქვენი პოტენციური მომხმარებლები, გაითვალიწინეთ შესაძლო გაყიდვების რაოდენობა და დანახარჯები.

  • პირველ ყოვლისა, გააცანით თქვენი იდეა მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ადამიანს, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, არ შეგეშინდეთ მათი კრიტიკული შეფასებების. როდესაც დაფიქრდებით, ზოგიერთი შენიშვნა უფრო საგულისხმოდ მოგეჩვენებათ, ზოგიც ნაკლებად. რაც მთავარია, შესაძლო რისკს უფრო ნათლად წარმოიდგენთ.

  • შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ბიზნესის შესახებ. კარგი იქნება, თუ გაეცნობით უკვე არსებულ ბიზნესს იმავე სფეროში და დააკვირდებით მის მუშაობას.

  • შეისწავლეთ ბაზარი, სადაც თქვენი პროდუქციის გაყიდვა გსურთ.

  • გაესაუბრეთ პოტენციურ მომხმარებლებს და შეისწავლეთ მათი მოთხოვნები.

  • შეისწავლეთ თქვენი მომავალი კონკურენტები, აღწერეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და თუ შესაძლებელია, მათი გეგმებიც გაიგეთ.

  • შეადგინეთ ფინანსური გათვლები: რა დაგიჯდებათ პროდუქტიის თუ მომსახურების წარმოება? რა ფასად გაყიდით მას? კონკურენტუნარიანია თუ არა ეს ფასი?

  • განსაზღვრეთ თუ რა ორგანიზაციულ - სამართვებრივი ფორმით (ინდივიდუალური საწარმო, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი) გსურთ ფუნქციონირებდეს თქვენი ბიზნესი.

ბიზნესგეგმის წერის დაწყებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოსამზადებელ საქმიანობებს. მოსამზადებელი პერიოდის სწორად წარმართვა უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტობასა და კოორდინირებულ მუშაობას.

არსებობს მომსამზადებელი საქმიანობის ოთხი ძირითადი ეტაპი:

1. საჭირო მონაცემების შეგროვება;

2. ბიზნესგეგმის ზოგადი მონახაზის მომზადება;

3. ბიზნესგეგმის სახის განსაზღვრა;

4. თავებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება.

ბიზნესგეგმა იმდენად არის წარმატებული, რამდენადაც სწორია ინფორმაცია, რომელსაც იგი ეყრდნობა. ბიზნესგეგმის წერის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფია, როდესაც წინასწარ მოძიებულია და მარტივად ხელმისაწვდომია საჭირო ინფორმაცია. ამ შემთხვევაში წერის პროცესი აღარ შეწყდება კრიტიკულ მომენტში ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ბიზნესგეგმის დაწერისათვის საჭირო ძირითადი ინფორმაცია

თქვენ შეგიძლიათ, მოახდინოთ არსებული ჩამონათვლის კორექტირება თქვენი ბიზნესის თავისებურებებიდან გამომდინარე

კომპანიის აღწერა

სახელი; სამართლებრივი ფორმა; მდებარეობა; ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები; მეწილეები, აქციონერები.

ორგანიზაცია და მენეჯმენტი

ორგანიზაციის სტრუქტურა; მენეჯერთა გუნდი; დირექტორთა საბჭო; კონსულტანტები და მრჩეველები; კომპენსაციები და სამუშაო ხელშეკრულებები; მეწილეთა უფლებები და გადაწყვეტილებები.

ბაზარი და კონკურენცია

ბაზრის სტატისტიკა, კონკურენტების შესახებ ინფორმაცია; ბაზრისა და მომხმარებელთა კვლევები.

პროდუქტი/მომსახურება

პროდუქტის აღწერა და ტექნიკური მახასიათებლები; კონტარქტები და გაყიდვები; კონკურენტული უპირატესობები; პატენტი, ლიცენზია, სავაჭრო მარკა; ნებართვები და საწარმოების სტანდარტები; საოპერაციო გეგმა; კვლევა და განვითარების გეგმა.

მარკეტინგი და გაყიდვები

მარკეტინგული გეგმა; მარკეტინგული საშუალებები; მარკეტინგული მასალები.

ფინანსური ინფორმაცია

გასული ხუთი წლის ფინანსური ანგარიში; ფინანსური პროგნოზები და ვარაუდები; საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა და ვადები.

ბიზნესგეგმის ზოგადი მონახაზი

ბიზნესგეგმა უნდა იყოს ნათლად გაწერილი თავებად, სადაც თითოეული თავი აღწერს კომპანიის სხვადასხვა ასპექტს. ბიზნესგეგმის მონახაზის შემუშავება თავიდანვე ნათელს ხდის, თუ რა სად იქნება დაწერილი. ასევე, ზოგადი მონახაზი საშუალებას აძლევს მენეჯერს, განსაზღვროს რამდენად დეტალური უნდა იყოს გეგმა.

ბიზნესგეგმის სახის განსაზღვრა

ადამიანები, რომლებიც პირველად წერენ ბიზნესგეგმას, სვამენ კითხვას: „რა მოცულობის უნდა იყოს ბიზნესგეგმა?” - იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. არ არსებობს რაიმე წესი, რომელიც განსაზღვრავდა მის მოცულობასა და ფორმას. იგი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის არის გამიზნული და რამდენად კომპლექსურია კომპანია.

ზოგადად, არსებობს ბიზნესგეგმის სამი სახეობა: შემაჯამებელი ბიზნესგეგმა, სრული ბიზნესგეგმა და ოპერაციული ბიზნესგეგმა.

შემაჯამებელი ბიზნესგეგმა - დამწყები კომპანიებისთვის

შემაჯამებელი ბიზნესგეგმა ძირითადად შედგება 10-15 გვერდისაგან და გამოიყენება ისეთი კომპანიების მიერ, რომლებსაც არ აქვთ დიდი ისტორია და განვითარების საწყის ეტაპზე არიან. შემაჯამებელი გეგმა შეიძლება გამოყენებული იქნას გამოცდილი მენეჯერის მიერ, რომელსაც აქვს კარგი რეპუტაცია. შემაჯამებელი გეგმა უნდა მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რათა დაარწმუნოს პოტენციური ინვესტორი, რომ მენეჯერი კარგად იცნობს საკუთარ ბიზნესსა და ბაზარს.

სრული ბიზნესსგეგმა - დეტალური ინფორმაცია ფინანსების მოსა-ზიდად

სრული ბიზნესგეგმა ტრადიციულად შედგება 20-40 გვერდისგან და გამოიყენება ფინანსების მოსაზიდად. აღნიშნული გეგმა უფრო დეტალურია და სასურველია, რაც უფრო იზრდება საჭირო თანხების მოცულობა. მაგალითად, ხუთი მილიონის მოსაზიდად დაგჭირდებათ უფრო დეტალური ბიზნესგეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ბაზრის ღრმა ანალიზს, ხუთი წლის ფინანსურ მაჩვენებლებს, დეტალურ კვლევებს, განვითარების შესახებ ინფორმაციას და ფინანსურ მონაცემებს, რაც განაპირობებს დაპირებებისა და მიზნების მიღწევას.

ოპერაციული ბიზნესგეგმა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპანიის დაარსებისას

ოპერაციული ბიზნესგეგმა დამახასიათებელი და უფრო მეტად მნიშვნელოვანია კომპანიის დაარსებისას. იგი წარმოადგენს სახელმძღვანელოს მენეჯერისითვის. ოპერაციული ბიზნესგეგმა უნდა იყოს 40-100 გვერდი, სადაც გაწერილი იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ბიზნესის ფუნქციონირებისას გხვდება. აღნიშნული გეგმით თითოეული თანამშრომელი მიხვდება საკუთარ როლს, მნიშვნელობასა და მიზნების მისაღწევად შესასრულებელ საქმიანობას.

პასუხისმგებლობების განაწილება

ბიზნესგეგმა შეიძლება მომზადებული იქნას სხვადასხვა გზით. ერთ-ერთი არის ის, რომ თითოეული მენეჯერი, მაგალითად, მარკეტინგის მენეჯერი, ქმნის მისი სფეროს შესაბამის საკუთარ სამუშაო ვერსიას და შემდგომ განიხილავს მას აღმასრულებელ დირექტორთან. მეორე მიდგომის მიხედვით, ბიზნესგეგმის სრულ სამუშაო ვერსიას წერს აღმასრულებელი დირექტორი და გადასცემს ტოპ-მენეჯმენტს შესწორებისა და გადახედვისათვის.

ამ ორ მიდგომას შორის არსებობს მრავალი ვარიაცია და აუცილებელი არ არის, რომ გამოყენებული მეთოდი იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა რომელიმე. თითოეულ მენეჯერს შეიძლება დაევალოს ბიზნესგეგმის წერისათვის მოსამზადებელ პერიოდში შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.

ასევე, შეგიძლიათ დაიქირავოთ კონსულტანტი, რომელიც დაგიწერთ ბიზნესგეგმას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ პროცესში კომპანიის მენეჯმენტი აუცილებლად აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ბიზნესგეგმის სტრუქტურა

ბიზნესგეგმის სტრუქტურა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხებისა და ფაქტორების აღწერას. არსებობს ბიზნესგეგმის შემადგენელი ნაწილების სტანდარტული ჩამონათვალი, თუმცა მთავარია ბიზნესგეგმა იყოს რეალისტური და ასახავდეს კომპანიის მიზნებსა და გეგმებს.

ზოგადად, ბიზნესგეგმა წარმოადგენს მენეჯერული, მარკეტინგული, საოპერაციო და ფინანსური გეგმების გაერთიანებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს, თუ როგორ გეგმავს კომპანია რესურსების გამოყენებას კონკრეტული დროის მონაკვეთში.

ბიზნესგეგმა ძირითადად შედგება შემდეგი სტანდარტული ნაწილებისგან, თუმცა აღნიშნული ფორმატი არის უბრალოდ ზოგადი ნიმუში, რომლის კორექტირებაც შესაძლებელია კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე. ბიზნესგეგმის შემადგენელი სტანდარტული ნაწილებია:

  • აღმასრულებელი წინასიტყვაობა;

  • კომპანიის ზოგადი აღწერა;

  • პროდუქტები და სერვისები;

  • მარკეტინგის გეგმა;

  • საექსპლუატაციო გეგმა;

  • მენეჯმენტი და სტრუქტურა;

  • ფინანსური ისტორია და ანალიზი;

  • ფინანსური გეგმა.

აღმასრულებელი წინასიტყვაობა

აღმასრულებელი წინასიტყვაობა განსაზღვრავს იმას, ღირს თუ არა ბიზნესგეგმის ბოლომდე წაკითხვა

გარე აუდიტორიისთვის შემუშავებული ნებისმიერი ბინზესგეგმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს აღმასრულებელი წინასიტყვაობა. ბანკირი, ინვესტორი, თუ კერძო პირი კომპანიაში ფულის დაბანდების ან კრედიტის გაცემისთვის ყოველკვირეულად განსახილველად იღებს ბევრ ბიზნესგეგმას. იმის განსასაზღვრად, ღირს თუ არა ბიზნესგეგმის ბოლომდე წაკითხვა, თავდაპირველად კითხულობენ აღმასრულებელ წინასიტყვაობას.

სასურველია, აღმასრულებელი წინასიტყვაობა არ აღემატებოდეს 2 გვერდს! ამ ნაწილში მოათავსეთ ყველაფერი, რასაც განიხილავდით 5 წუთიან ინტერვიუში!

თუ აღმასრულებელი წინასიტყვაობა იმედისმომცემ შედეგებს გვპირდება, მაშინ მკითხველმა შეიძლება ბიზნესგეგმა ბოლომდე შეისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საქმიანი წინადადება უარყოფილი იქნება. გეგმის სხვა ნაწილებს, რომლებიც შეიცავს ღირებულ ინფორმაციას, მნიშვნელობა ეკარგება, თუ პოტენციური ინვესტორი მას არ გაეცნო. აღმასრულებელი წინასიტყვაობის უპირველესი მიზანია, მკითხველს გაუღვიძოს დანარჩენი ნაწილების წაკითხვის სურვილი.

უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ აღმასრულებელი წინასიტყვაობა არის ბიზნესგეგმის ყველაზე შემცირებული ვარიანტი.

ეფექტური აღმასრულებელი წინასიტყვაობა მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ფაქტებსა და პროგნოზებს, რომლებიც ბიზნესგეგმის სხვადასხვა ნაწილებშია გაფანტული. იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ მნიშვნელოვან ინფორმაციას:

ბიზნესგეგმის აღმასრულებელი წინასიტყვაობა უნდა დაიწეროს მას შემდეგ, რაც დაიწერება გეგმის ყველა სხვა ნაწილი

  • კომპანიის სტრატეგიის მოკლე აღწერას;

  • მენეჯერთა გუნდის გამოცდილების აღწერას;

  • ბაზრის მოკლე მიმოხილვას (წარმატების მომტანი ფაქტორები, რომლებიც გახდის კომპანიას უნიკალურს ბაზარზე);

  • პროდუქტის/მომსახურების აღწერას;

  • წინა პერიოდის მნიშვნელოვან შედეგებს და ისეთ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ყოველწლიური შემოსავალი და მომდევნო ხუთი წლის წმინდა მოგება;

  • საჭირო დაფინანსების მოცულობის შეფასებას, ინვესტიციის გამოყენების გეგმასა და იმის განსაზღვრას, როგორ შეძლებს ინვესტორი დაბანდებული თანხის ამოღებას.

კომპანიის ზოგადი აღწერა

ამ თავში უნდა გადმოსცეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ასახავს კომპანიას, მის ადგილმდებარეობას, იურიდიულ ფორმასა და გამოცდილებას ბაზარზე. შესაბამისად, ამ განყოფილებაში უნდა აღწეროთ შემდეგი მონაცემები:

მისიის დებულება

ბევრ კომპანიას აქვს მისიის მოკლე განცხადება, ჩვეულებრივ 30 სიტყვა ან უფრო ცოტა, რაც ხსნის მათი არსებობის მიზეზს და წამყვან პრინციპებს.

ბიზნესის პროფილი, საქმიანობის სახეობა

კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა დარგში საქმიანობს იგი და კონკრეტულად რა მიმართულებით. ერთი ან ორი აბზაცით აღწერეთ, რას აკეთებს თვენი ორგანიზაცია.

მიზნობრივი ბაზარი

აქ მოკლედ აღწერეთ, ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებელი და რატომ. თქვენ უფრო მეტს ახსნით და დეტალურად გააანალიზებთ ბაზარს მარკეტინგის გეგმის სექციაში.

საკუთრების ფორმა

ინდივიდუალური საწარმო, პარტნიორობა, კორპორაცია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადეობა.

კომპანიის ისტორია

წლები ბიზნესში, წინა მფლობელები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წარმატებები, პრობლემები, არსებული რეპუტაცია, გაყიდვებისა და მოგების ისტორია - განიხილეთ წარსულში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები და როგორ შეძელით მათი ამოხსნა და გადალახვა.

ფაქტორები და შესაძლებლობები

რა ფაქტორები შეუწყობს ხელს კომპანიის წარმატებას? რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობები? რა ღონისძიებებს გაატარებთ თქვენი ბიზნესისათვის?

გრძელვადიანი მიზანი

გრძელვადიანი მიზანი: რა არის თქვენი ბიზნესის სამომავლო გეგმები? - გაზრდა? - თუ ასეა, მაშინ რა ტემპით და როგორ მიაღწევთ ამას?

პროდუქტები და სერვისები

დეტალურად აღწერეთ თქვენი პროდუქტები და მომსახურება. (ტექნიკური მახასიათებლები, ნახაზები, სურათები, ბროშურები და მსგავსი მასალები გადაიტანეთ დანართებში).

გააანალიზეთ ფაქტორები, რომლებიც უზუნველყოფენ კონკურენტულ უპირატესობებსადა ასევე ნაკლოვანებებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ხარისხის, ანდა პროდუქტის რაიმე უნიკალური თვისება.

როგორია თქვენი პროდუქტის ფასი, ფასწარმოქმნის სისტემა?

მარკეტინგის გეგმა

მარკეტინგის გეგმა სამომავლოდ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვების მართვაში

თქვენს მარკეტინგულ გეგმაში იყავით რაც შეიძლება კონკრეტული, გამოიყენეთ სტატისტიკა, რიცხვები და რესურსები.

მიუხედავად იმისა, თქვენი პროდუქტი წარმატებით იყიდება თუ არა, კომპანია აუცილებლად უნდა ფლობდეს ინფორმაციას მომხმარებლისა და კონკურენტების შესახებ. მომხმარებელთა გემოვნება და მყიდველობითი ქცევა იცვლება. ასევე, თვენი კონკურენტებიც იცვლებიან და ბაზარზე ახალი მიდგომებითა და მეთოდებით გამოდიან. ამდენად, ბიზნესგეგმის მომზადებისას მცირე ზომის კვლევები მაინც უნდა ჩაატაროთ. შესაძლოა, თქვენივე მომხმარებლები გამოკითხოთ და დაადგინოთ, რა არ მოსწონთ თქვენს პროდუქტში და რატომ ყიდულობენ თქვენთან. ამდენად, მარკეტინგული გეგმის შემუშავების პირველი ეტაპია ინფორმაციის მოპოვება კონკურენტებისა და მომხმარებლების შესახებ.

შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები

მარკეტინგული გეგმა შესაძლოა, სხვადასხვა სტრუქტურით იყოს გადმოცემული ბიზნესგეგმაში, თუმცა რეკომენდირებულია, რომ იგი აღწერდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას:

  • ბაზარი, მისი მოცულობა და თქვენი კომპანიის წილი;

  • თქვენი პროდუქტი და მისი განვითარების გეგმები;

  • მომხმარებლები (სეგმენეტი, მსყიდველობითი ჩვევები);

  • კონკურენტები;

  • კომუნიკაციის სტრატეგია (როგორ სარეკლამო კამპანიას გეგმავთ და რატომ?);

  • ფასწარმოქნა (როგორ აწესებთ ფასებს? ფასდაკლების პერიოდები);

  • დისტრიბუციის არხები (როგორ ყიდით თქვენს პროდუქტს ან სერვისს - საცალო თუ საბითუმო გაყიდვები);

  • გაყიდვების პროგნოზირება (რეალისტურად და არგუმენტირებულად დეგეგმეთ გაყიდვები).

იმისათვის, რომ ნათლად დაინახოთ თქვენი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვროთ მომავალი შესაძლებლობები და თავიდან აირიდოთ სავარაუდო საფრთხეები, გააკეთეთ SWOT ანალიზი.

SWOT ანალიზის შემადგენელი ნაწილებია: Strengths - ძლიერი მხარეები; Weaknesses

- სუსტი მხარეები; Opportunities - შესაძლებლობები; Threats - საშიშროებები

ძლიერი მხარეების გამოსავლენად თქვენ პასუხი უნდა გასცეთ შემდეგ კითხვებს?

1. რა გამორჩეულ სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს თქვენი კომპანია?

2. რა განაპირობებს იმას, რომ მომხმარებელი ამჯობინებს თქვენი პროდუქციის შეძენას?

3. სთავაზობთ თუ არა ამჟამად მომხმარებელს რაიმე ისეთს, რის შეთავაზებასაც ვერ შეძლებს კონკურენტი კომპანია?

კომპანიის ძლიერი მხარეები შეიძლება იყოს:

  • გამორჩეული კომპეტენცია;

  • სათანადო ფინანსური რესურსების ქონა;

  • კონკურენტებთან გამკლავების უნარ-ჩვევები;

  • კარგი იმიჯი მომხმარებლის თვალში;

  • ბაზარზე ლიდერობა;

  • წარმოების დიდი მოცულობით გამოწვეული ეფექტიანობა;

  • საკუთარი ტექნოლოგიების ქონა;

  • დაბალი დანახარჯები;

  • კარგი სარეკლამო კამპანია;

  • აღიარებული მენეჯერები;

  • დიდი გამოცდილება;

  • უკეთესი საწარმოო საშუალებები;

  • უკეთესი ტექნოლოგიური პოტენციალი.

სუსტი მხარეების გამოსავლენად თქვენ პასუხი უნდა გასცეთ შემდეგ კითხვებს:

  • რა არის ისეთი, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია?

  • რის გაკეთებას ვერ ახერხებს თქვენი კომპანია?

  • რისი თავიდან აცილებაა შესაძლებელი?

  • რაში გჯობნიან თქვენი კონკურენტები?

კომპანიის სუსტი მხარეები შეიძლება იყოს:

ბუნდოვანი სტრატეგია;
მოძველებული დანადგარები;

დაბალი მომგებიანობა, რაც გამოწვეულია: სუსტი მენეჯმენტით, საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობით, სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელების გამოცდილების არქონით;

კომპანიის შიგნით არსებული პრობლემები;
პროდუქციის შეზღუდული ასორტიმენტი;
ცუდი იმიჯი მომხმარებლის თვალში;
სუსტად განვითარებული დისტრიბუციის ქსელი.

არსებული შესაძლებლობების გამოსავლენად თქვენ პასუხი უნდა გასცეთ შემდეგ კითხვებს:

1. რა სახის საინტერესო შესაძლებლობები არსებობს თქვენს ბაზარზე?

2. რა სახის საინტერესო მოვლენებს აქვს ადგილი თქვენს რეგიონში ან მთლიანად ქვეყანაში, რაც თქვენი კომპანიის განვითარების შესაძლებლობაა?

3. რა შეიძლება მოხდეს მომავალში, რამაც შესაძლოა შექმნას ხელსაყრელი პირობები თქვენი კომპანიისათვის?

კომპანიის შესაძლებლობები შეიძლება იყოს:

  • ბაზრის ახალ სეგმენტზე შესვლა;

  • პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება;

  • დივერსიფიცირება;

  • ვაჭრობაზე ბარიერების გაუქმება უცხოეთის ბაზრებზე;

  • წონასწორობის დამყარება კონკურენტ კომპანიებს შორის.

არსებული საშიშროებების დადგენაში თქვენ დაგეხმარებათ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

1. რა ბარიერების წინაშე დგას კომპანია?

2. რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები ისეთს, რასაც შეუძლია წაგართვათ წილი ბაზარზე?

3. ხომ არ განიცდის თქვენი კომპანია ფულადი სახსრების ნაკლებობას?

4. იცვლება თუ არა თქვენი პროდუქციის ან მომსახურებისადმი წაყენებული მოთხოვნები მომხმარებელთა მხრიდან?

კომპანიის საშიშროებები შეიძლება იყოს:

  • ახალი კონკურენტების შემოსვლა ბაზარზე;

  • შემცვლელი პროდუქტების პოპულარობის ზრდა;

  • მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების დაწესება.

ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე სწორად პასუხი გაცემის შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ, სწორად შეაფასოთ ყველა ის გარემოება (როგორც კომპანიის გარეთ, ასევე მის შიგნით), რომელიც სწორად დაგეგმვის პირობებში თქვენს ბიზნესს მომგებიანს გახდის და შესაბამისად თქვენს შემოსავლებს საგრძნობლად გაზრდის.

საექსპლუატაციო გეგმა

აღწერეთ ბიზნესის ყოველდღიური მუშაობა - ადგილმდებარეობა, აღჭურვილობა, ადამიანები, პროცესები და შიდა გარემო.

ამ განყოფილების ზოგადი სტრუქტურა ასეთია:

წარმოება

(როგორ და სად ხდება თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმოება?): ტექნოლოგია, ხარისხის კონტროლის სისტემა, მომხმარებლის მომსახურება, მარაგების კონტროლი, პროდუქტის განვითარების სისტემა.

ადგილმდებარეობა

(თქვენი ბიზნესისათვის რა ტიპის შენობა/ოფისია საჭირო?): ფიზიკური მახასიათებლები - ფართი, კომუნიკაციები, მდებარეობა და ა.შ.

იურიდიული გარემო

ნებართვები და ლიცენზიები, სავალდებულო დაზღვევა და სხვა საკანონმდებლო ვალდებულებები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ბიზნესმა

პერსონალი

კადრების საჭირო რაოდენობა, უნარები და ცოდნა, ანაზღაურების სისტემა, ტრენინგის მეთოდები და მოთხოვნები, ფუქნციების გადანაწილება, სამუშოას აღწერილობები და ა.შ.

მარაგები

რა ტიპის მარაგები გჭირდებათ და რა რაოდენობით? საშუალო მარაგების გამოთვლა, შესყიდვების სისტემა.

მომწოდებლები

კომპანიები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მოწოდების პიროებები, მომწოდებლების შეფასების სისტემა.

მენეჯმენტი და სტრუქტურა

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავია, რომლის უკან მდგარ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად და მოქნილად შესრულდება ბიზნესგეგმაში დასმული ამოცანები.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალის რაოდენობა მცირეა, რთული სტრუქტურის აგება საჭირო არაა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნათლად გამიჯნეთ უფლებამოვალეობები თანამშრომლებს შორის.

ბიზნესგეგმის ამ ნაწილში გაწერილი უნდა იყოს სამუშაოს აღწერილობები (ძირითადი ფუნქციები, ვალდებულებები და უფლებები) თითოეული პოზიციისათვის. ფუქნციები გადანაწილებული უნდა იყოს მეტ-ნაკლებად თანაბრად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ზოგადად, უნდა ჩანდეს როგორ ხდება ბიზნესის მართვა.

ხარჯებისა და შემოსავლების გამოთვლა

განასხვავეთ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები

ბიზნესის დაწყების მთავარი იდეა მოგების მიღებაშია. იმისათვის, რომ სწორად დაგეგმოთ და მართოთ თქვენი საქმე, აუცილებელია გაწეული ხარჯების სწორად დათვლა, დაგეგმვა და ანალიზი.

პირველ ყოვლისა, უნდა მოახდინოთ ხარჯების დაყოფა ორ ჯგუფად: ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებად.

ფიქსირებულია ისეთი ხარჯები, რომლებიც როგორც წესი, უცვლელია იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებთ (ქირა, მუდმივი ხელფასები და ა.შ.).

ცვლადია ხარჯი, რომლსაც თქვენს წევთ უშუალოდ პროდუქციის დასამზადებლად და მისი მოცულობა დამოკიდებულია წარმოებული პროდუქტის რაოდენობაზე (მასალები, პროდუქტის შეფუთვის ხარჯები, და ა.შ). შესაბამისად ცვლადი ხარჯების დათვლა პროდუქტის ერთ ერთეულზე ხდება.

გააანალიზეთ შემოსავლები და ხარჯები კონკრეტული ბიზნესიდეის გარშემო

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბიზნესის დაწყებას ან გაფართოებას გეგემავთ, მაშინ, როგორც წესი, უნდა გაწიოთ საინვესტიციო ხარჯი. საინვესტიციოა ხარჯი, რომელიც საჭიროა გარკევული დანადგარების, მიწის ან შენობის შესაძენად, ანუ ბიზნესის დაწყებისათვის. შესაბამისად ამგავრი ხარჯი ერთჯერად ხასიათს ატარებს.

ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზის თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ ნინო ყოჩიშვილის ბიზნესიდეა.

ნინო ყოჩიშვილი გამოირჩევა ყაისნაღით ქსოვის განსაკუთრეული უნარით. იგი სახლისათვის და ახლობლებისთვის სხვადასხვა გადასაფარებლებსა და ფარდაგებს ამზადებდა. მეგობრისგან გაიგო, რომ თბილისში ახალი მაღაზია გაიხსნა, სადაც ხელნაკეთი აქსესუარები იყიდება.

ნინო მაღაზიის მფლოებელს გაესაუბრა და გაიგო, რომ მაღაზია ყოველთვე იყიდდა 10 ნაქსოვ მაგიდის გადასაფარებელს პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ კი დამატებით შეისყიდდა კიდევ 15 დეკორატიულ ბალიშის პირებს. მაღაზიის მფლობელი მაგიდის გადასაფარებში 50 ლარს იხდის, ხოლოს ბალიშის პირებში 15 ლარს. ამასთან, თუ გაყიდვები კარგად წავა, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი რაოდენობისა და სახის პროდუქტიც კი შეისყიდოს.

ნინო ყოჩიშვილმა 2 დღე მოითხოვა მოსაფიქრებლად, რათა დაეთვალა ხარჯები და საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო.

ნინომ ხარჯების დათვლა და დაჯგუფება, შემოსავლების პროგნოზირება ასე გააკეთა:

ჯერ გამოთვალა ერთი წლის განმავლობაში რა რაოდენობის პროდუქტი უნდა მოექსოვა.

გადასაფარებელი 10X12თვე=120ცალი
ბალიშის პირი - 15X6თვე=90 ცალი

დასჭირდება თუ არა დამატებითი მუშახელი?

პირველი ექვსი თვე, როდესაც 10 გადასაფარებელი უნდა მოქსოვოს, მარტო შეძლებს საქმის გამკლავებას, თუმცა შემდეგ აუცილებლად დასჭირდება 1 მქოსევლი.

რა რესურსი დასჭირდება შეკვეთის წარმატებულად შესრულებისთვის?

ქსოვისთვის, მას, რა თქმა, უნდა სჭირდება ძაფი.

თუმცა, ბაზარზე ყოველთვის არ არის მისთვის სასურველი ფერები ხელმისაწვდომი. ნინომ იცის, რომ 1500 ლარად იყიდება შესაღები დანადგარი, რომელიც საშუალებას მისცემს შედარებით იაფად იყიდოს თეთრი ძაფი და საკუთარი სურვილისამებრ შეღებოს ის.

ამასთან, კარგი ხარისხის 2-3 ყაისნაღიც საჭიროა.

ახლა საჭიროა ხარჯების დაჯგუფება და გამოთვლა:

საივესტიციო ხარჯები:

  • შესაღები დანადგარი: 1500 ლარი

  • ყაისნაღი (3 ცალი): 3X20=60 ლარი

  • სულ საინვეტიციო ხარჯები: 1560 ლარი

ნინოს 1560 ლარი არ აქვს ეს ბიზნესი რომ დაიწყოს, მაგარამ შესაძლებელია აიღოს 2 წლიანი კრედიტი, 12%25-იანი განაკვეთით. ამ კრედიტის დაფარვისათვის მას ყოველთვიურად დაახლოებით 80 ლარის გადახდა მოუწევს.

ფიქსირებული ხარჯები

  • ძაფის საღებავი: 50 ლარიX12 თვე=600 ლარი

  • ტრასპორტირების ხარჯი: 40 ლარიX12 თვე=360 ლარი

  • კრედიტის გადასახადი: 80 ლარი

შენიშვნა: ნინო თავის სახლში აპირებს მუშაობას და ამიტომ მას სხვა ფიქსირებული ხარჯები გასაწევი არ ექნება.

ფიქსირებული ხარჯი თვეში: 170 ლარი

ცვლადი ხარჯები:

  • ძაფი 1 გადასაფარებლისათვის - 5 ლარი

  • 1 ბალიშის პირისათვის - 2 ლარი

  • მქსოველის ანაზღაურება - 1 გადასაფარებელის მოქსოვა - 10 ლარი

  • 1 ბალიშის პირის მოქსოვა - 4 ლარი

დაიმახსოვერეთ! ხარჯებში ყოველთვის აღრიცხეთ საკუთარი შრომა!

ნინოს შეუძლია ცვლად ხარჯებში მხოლოდ დამხმარე მქსოველის ანაზღაურება შეიყვანოს, მაგარამ ამვარად დათვლილი ხარჯები არასწორ სურათს აჩვენებს და შესაძლოა წამგებიანი ბიზნესიდეა მიმზიდველადაც მოგეჩვენოთ. ყოველთვის დათვლეთ თქვენი და თქვენი ახლობლების შრომა და შეიყვანეთ ხარჯებში! ახლა ყოველთვიური შემოსავლებიც დავთვალოთ:

პირველი ექვსი თვის განმავლობაში: 10 გადასაფარებელიX50 ლარზე=500 ლარი

მომდოევნო ექვსი თვის განმავლობაში: გადასაფარებლებიდან მიღებული 500 ლარი+ბალიშის პირების (15X15 ლარზე) გაყიდვები -225 ლარი=725 ლარი.

ნონომ ახლა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა საქმის დაწყება. ამიტომ მან ხარჯებისა და შემოსავლები უნდა ერთად გამოთვალოს თითოეული თვისათვის, რაც საბოლოო განაწყევტილების საშუალებას მისცემს.

0x01 graphic

ამ დათველბის შემდეგ ნინომ გადაწყვიტა, რომ დათანხებულიყო შემოთავაზებას და სესხის მისაღებად საბუთების მომზადებას შეუდგა. პირველი ექვსი თვე მხოლოდ 190 ლარი ექნება შემოსავალი, მაგრამ ამ დროს ის პარალელურად სესხსაც ფარავს. შემდეგ შემოსავალი გაეზრდება, თან ლამაზად და ხარისხაინად მოქსოვილი აქსესუარები შესაძლოა უფრო მეტიც კი გაყიდოს, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი.

ფინანსური ისტორია და ანალიზი

წინა წლების ფინანსური მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამომავლო ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირებისათვის. ამ განყოფილებაში ძირითადი ფინანსური ფორმებით უნდა მოიყვანოთ ინორმაცია კომპანიების შესახებ და იმავდროულად, წარმოადგინოთ არგუმენტირებული ანალიზი. მონაცემებმა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებს:

  • რა მოგება მიიღო ორგანიზაციამ თავისი საქმიანობიდან?

  • კომპანიას რამდენი აქვს სხვისი ვალი?

  • სხვას რამდენი აქვს კომპანიის ვალი?

ასევე, სასურველია, ანალიზი წარმოადგინოთ სხვდასხვა კოეფიციენტების სახით. წარმოგიდგენთ ფინანსური ანალიზის ძირითად კოეფიციენტებს:

0x01 graphic

ფინანსური გეგმა

ფინანსური გეგმა მოიცავს 12-თვიანი მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მიმოქცევისა და ბალანსის დაგეგმარებას. ასევე, ნულოვანი მოგების წერტილის (BEP) გათვლას.

ყველა ეს უწყისი მთლიანობაში წარმოადგენს თქვენი კომპანიის ფინანსური მომავლის რაციონალურ შეფასებას. გარდა ამისა, ფინანსური გეგმის შედგენის პროცესი გააუმჯობესებს თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას.

ნულოვანი მოგების წერტილი (იგივე კრიტიკული თანაფარდობის წერტილი), გვიჩვენებს გაყიდვების რა ოდენობაა საჭირო, რათა ფირმამ არ მიიღოს ზარალი და რა პოზიციის მიღწევის შემდეგ შეძლებს იგი მოგების მიღებას.

ნულოვანი წერტილი გამოითვლება ფორმულით:

0x01 graphic

სადაც,

BEP - ნულოვანი მოგების წერტილი;

FC - ფიქსირებული ხარჯები;

Cm - კონტრიბუცია.

კონტრიბუცია გამოითვლება შემდეგნაირად: Cm=P-Vu

სადაც, Cm - არის კონტრიბუცია; P - პროდუქციის ერთი ერთეულის გასაყიდი ფასი; Vu - ცვალებადი ხარჯი პროდუქციის ერთეულზე.

ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი ფინანსური დაგეგმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. უწყისის ძირითადი აგებულება ასეთია:

ფულადი სახსრების ნაკადი ოპერაციული საქმიანობიდან
+
ფულადი სახსრების ნაკადი ინვესტიციური საქმიანობიდან
+
ფულადი სახსრების ნაკადი ფინანსური საქმიანობიდან
=
ფულადი სახსრების წმინდა ზრდა (ან შემცირება)

დანართები

ჩართეთ დეტალები და დამატებითი მასალები დანართის სახით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენ მიერ წარმოდგენილ ანალიზსა და პროგნოზებს, მაგალითად:

  • ბროშურები და სარეკლამო მასალები;

  • დარგის ანალიზი;

  • ნიმუშები, ნახაზები და გეგმები;

  • ადგილმდებარეობის რუკები და ფოტოები;

  • გაზეთები ან სხვა სტატიები;

  • კუთვნილებაში არსებული ან მომავალში შესაძენი მოწყობილობების ანდა დანადგარების დეტალური სია;

  • იჯარებისა და ხელშეკრულებების ასლები;

  • რაიმე სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა გეგმაში არსებული ვარაუდების მხარდასაჭერად;

  • ბაზრის გამოკვლევები.

პრაქტიკული რჩევები ბიზნესგეგმის შემუშავებისათვის

სანამ დეტალებს შეეჭიდებით, ჩამოაყალიბეთ თქვენი კომპანიის განვითარებისა და ღირებულებების ხედვა. ნათელი მისიის დებულება უნდა გახდეს მკაფიოდ გაწერილი მოკლევადიანი მიზნებისა და პრიორიტეტების საფუძველი. როგორც კი სწორად და ნათლად დასახავთ კომპანიის განვითარების ვექტორს, თქვენ აუცილებლად წარმატებულად დაგეგმავთ გასავლელ გზას.

ჩამოაყალიბეთ ნათელი ხედვა

ბიზნესგეგმის შემუშავების პროცესი იმდენად კომპლექსური და მრავალფეროვანია, ადვილად შეიძლება შეცდომის დაშვება და მნიშვნელოვანი ელემენტის გამოტოვება. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რათა თავიდან აირიდოთ ასეთი შეცდომები:

ბიუჯეტი არ არის იგივე, რაც გეგმა

ვერ შექმნით ბიზნესგეგმას ბიუჯეტისა და შესაბამისი ფინანსური ფორმების გარეშე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტი არის პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი გეგმის თითოეული ელემენტის საფუძველზე. ანუ თუ თქვენ სწორად არ შეაფასეთ ბაზრის მოცულობა, მომხმარებელთა რაოდენობა, კონკურენტების საქმიანობა ბიუჯეტის შედგენამდე, სავარაუდოდ, თქვენ მიერ გადმოცემული ციფრები შორს იქნება რეალობიდან.

არ გაუკეთოთ იგნორირება მომხმარებელს

ეს შესაძლოა, ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა ძალიან ბევრი მეწარმე თვლის, რომ მათ ზუსტად იციან რა საჭიროებები აქვს მომხმარებელს და საერთოდ არაა საჭირო ამის გამოკვლევა. აუცილებლად დაუთმეთ დრო მომხმარებლების შესწავლას და ბიზნესგეგმა სწორედ მათი საჭიროებებისა და სურვილის გათვალისწნებით ააგეთ.

ყოველთვის გაითვალისწინეთ კონკურენტები

თუ თქვენ იფიქრებთ, რომ ხართ ბაზარზე ერთადერთი მოთამაშე ან არასერიოზულად აღიქვამთ არსებულ კონკურენტებს, ნამდვილად წააწყდებით პრობლემებს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი კონკურენტები ძალიან კარგი ინფორმაციის წყარო შეიძლება გახდეს იმის შესახებ, თუ რა მუშაობს და რა არა. უბრალოდ, ისწავლეთ სხვის შეცდომებზე.

მზად იყავთ რისკის გასაწევად

ბიზნესგეგმის შედგენა არ ნიშნავს რისკების თავიდან აცილებას. ბიზნესგეგმის საშუალებით თქვენ შეძლებთ სწორად აღიქვათ და მართოთ რისკები. სწორედ ამიტომ, კარგ ბიზნესგეგმაში გათვალისწინებულია შესაძლო გამოწვევები და შეიცავს რამოდენიმე სცენარს აღნიშნული გამოწვევების გადალახვისათვის.

მოისმინე გარე პირის აზრი

ყველაზე გამოცდილ ბიზნესმენსაც კი შეუძლია სასარგებლო რჩევები მიიღოს განსხვავებული აზრის მოსმენითა და გაზიარებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ხართ ინდივიდუალური მეწარმე, მიმართეთ სხვა კომპეტენტურ პირს, რათა გადახედოს თქვენ მიერ შემუშავებულ ბიზნესგეგმას და მოგცეთ რეკომენდაცია მისი გაუმჯობესებისათვის.

ელოდეთ მოულოდნელს

ყველა ბიზნესგეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული მოულოდნელი შემთხვევები. მარკეტინგული და ფინანსური ნაწილები აუცილებლად მოქნილი უნდა იყოს ისე რომ, ადვილად იყოს შესაძლებელი ცვილებების შეტანა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისააა, რომ ბიზნესის მენეჯმენტი მზად იყოს ცვლილებებისათვის. ცვლილებისა და სიახლეების ადაპტირებისათვის პირველი ნაბიჯი ადამიანების ფსიქოლოგიური მზადყოფნაა.

გახსოვდეთ რა გხდით უნიკალურს

კარგად მომზადებული ბიზნესგეგმა დაგეხმარებათ საქმიანობის დაწყებაში ანდა გაგრძელებაში, მაგრამ ეს მხოლოდ წერილობითი დოკუმენტია და წარმატებას თავისთავად ვერ უზრუნველყოფს. ზოგადად, ბიზნესში ყოფნა კონკურენტებზე გამარჯვების პირდაპირპროპორციულია. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ რა არის კონკურენტების ძლიერი მხარე და რას სთავაზობთ მომხმრებელს ისეთ უნიკალურს და განსხვავებულს, რომ ბიზნესის ამ მარათონში დარჩეთ გამარჯვებული.

დასახეთ დროში გაწერილი და გაზომვადი მიზნები

ბიზნესის რეალური აწყობა ნიშნავს ბრძოლასა და ძალიან ბევრ შრომას. მაგრამ, ამავდროულად, უნდა არსებობდეს ნათელი მოლოდინი როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი თანამშრომლებისათვის. როდესაც ბიზნესგეგმაში აღწერთ მიზნებს, ასევე მიუთითეთ კონკრეტული და გაზომვადი შედეგები, რომელთა მიღწევის შემდეგ თქვენ და თვენს პერსონალს გაგეზრდებათ მოტივაცია, დაინახავთ რა გაწეული ძალისხმევის ეფექტიანობას.

თქვენ გჭირდებათ ნათლად გაწერილი ბიზნესგეგმა ბიზნესის ოპერირების პირველი დღიდან!

ხშირად მეწარმეები მიიჩნევენ, რომ ბიზნესგეგმას მხოლოდ მაშინ მოამზადებენ, როდესაც ბიზნესი წინ წაიწევს, ან/და ბანკის კრედიტის აღება იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, დაგეგმვა რთული პროცესია და ძალიან დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. იმავდროულად, კარგი გეგმა არ ნიშნავს ბიზნესის წარმატებას. თუმცა, არ დაივიწყოთ, რომ კარგი ბიზნესგეგმა არის საუკეთესო საშუალება, თქვენი ხედვა გადააქციოთ რეალისტურ და მდგრად ბიზნესად.

8 აგრობიზნესი, საოჯახო ბიზნესის შესაძლებლობები

▲back to top


მოდული 6

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ:
1
რა თვაისებურებები აქვს საოჯახო ბიზნესს
2
რა უპირატესობა აქვს საკუთარი ბიზნესის წარმოებას
3
რომელია პრობლემური ფაქტორები საოჯახო ბიზნესის მართვისას
4
რა უნარებს უნდა ფლობდეს საოჯახი ბიზნესის მმართველი
5
რა არის აგრობიზნესი
6
რა სახის ორგანიზაციული ფორმებით არსებობს აგრობიზნესი საქართველოში
7
რითია განსხვავებული აგრობიზნეს გეგმა ჩვეულებრივი ბიზნესგეგმისგან

საოჯახო ბიზნესის არსი და მისი მახასიათებლები

საოჯახო ბიზნესი, ზოგადად ბიზნესის ერთ ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორგანიზაციული ფორმაა. დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი ძალიან ბევრი ფირმა და კორპორაცია ერთ დროს წარმატებული საოჯახო ბიზნესის მრავალწლიანი განვითარების შედეგია.

საოჯახო ბიზნესი არის ბიზნესის ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის მმართველი ჯგუფი შედგება მისივე დამფუძნებლებისაგან, ანუ ბიზნესს აფუძნებენ ახლონათესაური კავშირის მქონე პირები (ოჯახის წევრები) და შემდგომ მართვასაც იგივე პირები ახორციელებენ.

საოჯახო ბიზნესის ძირითადი მახასიათებლები

  • ბიზნესის ერთი კონკრეტული მიმართულება (არ გამოირჩევა მრავალდარგოვნებით);

  • შემოსავლების შედარებით მცირე მოცულობა. ასეთი ბიზნესი, როგორც წესი მიეკუთვნება მცირე, იშვიათ შემთხვევებში საშუალო ბიზნესის კატეგორიას;

  • ბიზნესის იურიდიული ფორმა - ინდივიდუალური საწარმოა (იშვიათ შემთხვევაში შ.პ.ს);

  • უმრავლეს შემთხვევებში სასტარტო კაპიტალი წარმოადგენს ოჯახის წევრთა დანაზოგს;

  • უმეტეს შემთხვევებში განიცდიან საბრუნავი კაპიტალის უკმარისობას და ამ დეფიციტს ივსებენ სესხებით (ბანკებიდან, უფრო ხშირად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან კერძო წყაროებიდან);

  • ფოკუსირებულნი არიან ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;

მთავარი უპირატესობა საკუთარი ბიზნესის წარმოებისა მოგებასთან ერთად არის საკუთარი დამოუკიდებლობა.

„ეს ჩემი ბიზნესია” შეგიძლია უთხრათ საკუთარ თავს. საკუთარ ბიზნესში ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე.

საოჯახო ბიზნესის დაწყებისას კი ფრაზა „ჩემი ბიზნესი” იცვლება და იგი იღებს შემდეგ სახეს - „ჩვენი ბიზნესი”.

ოჯახური ბიზნესის მმათველი მენეჯერი აწყდება ისეთივე პრობლემებს როგორსაც ნებისმიერი მცირე ბიზნესის მმართველი მენეჯერი. მიუხედავად ამისა,ოჯახური ბიზნესის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი და სირთულე არის ის, რომ ამ ბიზნესში ძირითადად დასაქმებულნი არიან ოჯახის წევრები და ნათესავები, ბიზნესში მათთან ურთიერთობა კი განსაკუთრებულ სპეციფიკას მოითხოვს. საოჯახო ბიზნესის მენეჯერის დამატებით ფუნქციად შეიძლება მივიჩნიოთ სამსახურში ნათესავებს შორის ურთიერთობების კონტროლი და დარეგულირება.

საოჯახო ბიზნესის წარმოება, არც თუ ისეთი მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა არც ისეთი რთულია, რომ ამ სირთულეების შეგვეშინდეს და ხელი ავიღოთ ჩვენს განზრახვაზე. მთავარია ვიცოდეთ, თუ რა დაბრკოლებებია შესაძლო რომ შეგვხვდეს და ვიცოდეთ მათი გადალახვის გზები.

მოდით ჩამოვთვალოთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც შესაძლოა ადამიანი წააწყდეს საოჯახო ბიზნესში.

საოჯახო ბიზნესის წარმოების პრობლემური ფაქტორები

  • ოჯახის წევრების ერთად მუშაობისას, მათ შორის წარმოქმნილი უარყოფითი ან დადებითი ემოციები;

  • კონფლიქტი შეძლება წარმოიშვას წარმოების რაოდენობის, გაყიდვების, თუ პესონალთან ურთიერთობების საკითხებში;

  • ოჯახურ ბიზნესში უცხო ადამიანების დასაქმების მაღალი დონე;

  • თუკი ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს განსხვავებული შეხედულება მოგების განკარგვასთან დაკავშირებით, მაგალითად, არ უნდა მოგების ისევ ბიზნესში ჩაბრუნება მისი გაფართოების მიზნით;

  • ბიზნესის წარმატებას აფერხებს ისეთი ნათესავებისა თუ მემკვიდრეების საქმეში ჩაბმა, რომელთაც არ გააჩნიათ ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო უნარები.

ახლა კი რამდენიმე რჩევა საოჯახო ბიზნესის მენეჯერს იმისათვის, რომ თავი აარიდოს სირთულეების წარმოქმნას და გაუმკლავდეს უკვე წარმოქმნილ სირთულეებს , რათა საოჯახო ბიზნესი იყოს წარმატებული :

  • მენეჯერს უნდა ჰქონდეს ნათელი გეგმა, თუ როგორ, რა გზით არის შესაძლებელი მიზნის მიღწევა;

  • მენეჯერი უნდა სარგებლობდეს ავტორიტეტით და ჰქონდეს კარგი კომუნიკაცია, როგორც ნათესავ ასევე არანათესავ მუშაკებთან მიმართებაში;

  • მნიშვნელოვანია ის, რომ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემები უნდა დარჩეს სამსახურში, ისევე როგორც ოჯახური პრობლემები არ უნდა აისახოს სამსახურებრივ ურთიერთობებზე;

  • ბიზნესსში ყველანი ემორჩილებიან უფროსს, მიუხედავად იმისა თუ რა პოზიცია უკავია მას ოჯახში;

  • სამსახურის კარის ზღურბლთან რჩება დედის, მამის, ძმის, ბიძაშვილის სტატუსი - ისინი ყველანი ამ ბიზნესში მომუშავე მუშაკები ხდებიან;

  • კონფლიქტის მოგვარებისას მენეჯერი უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური;

  • მენეჯერმა არ უნდა დაუშვას, რომ სამსახურში წამოჭრილმა კონფლიქტმა შეაფერხოს ბიზნესი;

  • მენეჯერმა არ უნდა მიანდოს ბიზნესი ადვოკატს, რომელიც ერთდროულად რამოდენიმე ოჯახის წევრის ადვოკატია;

  • მენეჯერმა ნებისმიერი შეთანხმება უნდა გააფორმოს წერილობით, მიუხედავად იმისა თუ ვისთან აქვს საქმე (მაგ: წილების ყიდვა გაყიდვა, სამუშაოზე აყვანა, სამუშაოს აღწერილობა და ა.შ.);

  • არასოდეს არ განიხილოთ ბიზნესის საქმეები საოჯახო შეკრებების დროს და პირიქით;

  • რჩევისათვის გამოიყენეთ გარეშე პირები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ თქვენს ნათესავებთან და რომლების ობიექტურობაშიც დარწმუნებული იქნებით;

  • არ მისცეთ არაოჯახისწევრ თანამშრომლებს თქვენი ოჯახისწევრებით მანიპულირების საშუალება. ამისათვის კი საჭიროა, რომ მენეჯერი ყოველთვის მისი მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, არ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიმპატიები რომელიმე მუშაკის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი მისი ახლო ნათესავია;

  • მენეჯერმა ყველას უნდა მიუზღოს დამსახურებისდა მიხედვით. ხელფასის ან ბონუსების გაცემისას ისარგებლოს მხოლოდ მუშაკთა პროდუქტიულობიდან და არა პირადი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე.

მენეჯერს უნდა ახსოვდეს და ოჯახის წევრებსაც შთააგონოს, რომ უფლებები და მოვალეობები სახლში და სამსახურში არის სხვადასხვა. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებს ყოველთვის ახსოვდეთ ეს.

სახლში პირველ ადგილზე დგას ოჯახის წევრებს შორისი ურთიერთობანი და ოჯახური მიზნები. სალაპარაკო ენა არის უფრო პირადული, დამოკიდებულებანი სუბიექტური, ფუნქციები და როლები ტრადიციისამებრ არის განსაზღვრული. სამსახურში კი, მიუხედავად ყველაფრისა, მთავარი მიზანი არის ბიზნესის წარმატება. საურთიერთობო ენა ხდება შედარებით ფორმალური, დამოკიდებულებანი ობიექტური. ოჯახის წევრები უნდა შეეგუონ უფროსისა და მუშაკის სტრუქტურას, ისე თითქოს ისინი ყოფილიყვნენ მუშაკნი ნებისმიერ სხვა/სხვის ბიზნესში. მათი სამუშაოს აღწერილობა უნდა იყოს ნათელი, თითოეული მუშაკი უნდა ერკვეოდეს თუ რა მისია აკისრია მას ბიზნესში და ეს ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებული წერილობით.

პრობლემები რომლებიც წარმოიშვება სახლში უნდა დარჩეს იქვე, როდესაც სამუშაო დღე იწყება და ასევე სამსახურის პრობლემები არ უნდა შემოიჭრას ოჯახურ ცხოვრებაში. ოჯახის წევრები, რომლებიც ეთანხმებიან და იცავენ ამ ოჯახურ სამსახურეობრივ წესებს, არა მხოლოდ იცილებენ თავიდან დაძაბულ ურთიერთობებს, არამედ ყოველი მუშაკის ცნობიერებაში დებენ და ამტკიცებენ იმ აზრს, რომ, სამუშაო ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიზნესის მიზნები და არა რაიმე სხვა.

მოცემული შემთხვევა ეხება ისეთ სიტუაციას როდესაც საქმე გაქვთ ისეთ ნათესავებთან, რომლებიც განიცდიან ბიზნეს უნარ-ჩვევების ნაკლებობას, ანდა გაააჩნიათ ნიჭი ისეთ საკითხში, რომელიც სრულიად არ გამოადგება თქვენს საქმიანობას, მაგრამ მისი არ აყვანის შემთხვევაში უხერხულ სიტუაციაში ვარდებით.

დამეთანხმებით, რომ ემოციურად საკმაოდ რთულია უარის თქმა როდესაც თქვენთან მოდის თქვენი და , რომელიც გაცნობებთ, რომ მისი ქმარი სამსახურის გარეშე დარჩა, არადა მთელი ოჯახი ხომ მის კისერზე იყო... ამასთან, თქვენ კარგად იცნობთ თქვენი დის მეუღლეს და აცნობიერებთ, რომ მას არ გააჩნია ის ცოდნა და უნარები რაც შეიძლება თქვენს ბიზნესს წაადგეს. თქვენ აღმოჩნდით დილემის წინაშე:

ერთის მხრივ:

  • უარი უთხრათ დას და არ გაუწოდოთ მის ოჯახს დახმარების ხელი, როცა ეს შეგიძლიათ? ამით ხომ მასაც მოიმდურებთ და თქვენს სინდისთანაც არ იქნებით ბოლომდე მართალი?!!

მეორეს მხრივ:

  • არადა თქვენი სიძის აყვანა ხომ იმაზე ძვირი უჯდება თქვენს ბიზნესს, ვიდრე ის სარგებელი, რასაც სიძე მოუტანს კომპანიას?!!

  • აქვე მეორე პრობლემა: იმ შემთხვევაში, თუკი ის გააფუჭებს რაიმე საქმეს(რისი დიდი ალბათობაც არსებობს), ეს გახდება სამსახურში მითქმამოთქმისა და ჭორაობის საბაბი

  • და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუკი სხვა მომუშავეები დაინახავენ რომ თქვენი სიძე ხელფასის სახით იღებს იმაზე მეტს, ვიდრე ის იმსახურებს - ეს გამოიწვევს მათ შინაგან პროტესტს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას და თქვენი ბიზნესიც თავქვე დაიწყებს დაშვებას.

მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ:

1) უარი ვუთხრათ დას და არ გავუწოდოთ მის ოჯახს დახმარების ხელი, როდესაც ეს მათ ჰაერივით სჭირდებათ?

2) თუ სერიოზული რისკის წინაშე დავაყენოთ თქვენი ბიზნესი, რომლის თითოეული წინგადადგმული ნაბიჯისათვის ვინ იცის რამდენი ღამე გაქვთ გათენებული?

3) იქნებ არსებობს კიდევ ისეთი გამოსავალი, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური?

როგორ მოვიქცეთ

1. ცხოვრებაში არ არსებობს ადამიანი, რომლსაც რაიმეს ნიჭი არ გააჩნდეს, ეცადეთ აღმოაჩინოთ იგი, განავითაროთ და მისცეთ მას სწორი მიმართულება;

2. ჩავუტაროთ მას სპეციალური ტრეინინგი;

3. ჩავრთოთ იგი ისეთ საქმეებში, სადაც ნაკლები იქნება შანსები იმისა, რომ სხვა მომუშავეები გააღიზიანოს;

4. ჩავრთოთ იგი ისეთ საქმეებში, რომელი საქმეც მისცემს მას საშუალებას დახვეწოს სამსახურეობრივი უნარ-ჩვევები.

5. დაუქვემდებარეთ იგი ისეთ პიროვნებას, რომელიც არ იქნება ოჯახის წევრი და ამავდროულად იდგება ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე თქვენს ბიზნესში.

გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი ნაკლებად ნიჭიერი და ბიზნეს უნარ-ჩვევებს მოკლებული სიძე, რაც შეიძლება მალე აქციოთ ეფექტიან მუშაკად.

საქართველოში საოჯახო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, იგი გვხვდება საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია სოფლის მეურნეობაში (აგრობიზნესში), რასაც რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • საქართველო აგრარული ქვეყანაა;

  • საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სოფლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული.

  • სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განაწილებულია ოჯახებზე და ფაქტიურად ყველა სოფლად მცხოვრები ოჯახი ფლობს სულ მცირე 0,5-დან 1,25 ჰექტრამდე მიწას. ამ ზომის მიწაზე კი მხოლოდ მცირე ბიზნესის ორგანიზებაა შესაძლებელი. ამიტომაცაა, რომ აგრობიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმა საქართველოში საოჯახო ბიზნესია.

აგრობიზნესის არსი და სტრუქტურა

სოფლის მეურნეობა უძველესი ბიზნესია და ოდითგანვე ემსახურება ადამიანების გამოკვებას. ამ საქმიანობით ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები იყვნენ დაკავებულნი. მას შემდეგ, რაც ადამიანმა აითვისა შრომის იარაღების ხმარება, პირველ რიგში დაიწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. სოფლის მეურნეობა ამა თუ იმ ფორმით გავრცელრბულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ხოლო ძალიან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის წამყვან დარგადაც გვევლინება.

საქართველოს დღევანდელი აგრობიზნესი პირობითად შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებულ დარგად:

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება;

2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება;

3. სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია;

4. სოფლის მეურნეობის მომსახურება;

5. აგროტურიზმი (ეს სულ ახალ დარგად შეგვიძლია განვიხილოთ).

მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რას წარმოადგენა თითოეული მათგანი:

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება თავის მხრივ იყოფა მემცენერეობის პროდუქციის წარმოებად და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებად.

მემცენარეობა აერთიანებს:

- მარცვლეული კულტურების წარმოებას (ხორბალი, ქერი, სიმინდი, შვრია, ჭვავი და სხვა);

- ხილის წარმოებას, რომელიც თავის მხრივ იყოფა ყურძნის, თესლოვანი (ვაშლი, ნსხალი, კომში), კურკოვანი (ბალი, ატამი, ქლიავი) და კენკროვანი (მალინა, მაყვალი) ხილის წარმოებად;

- ბოსტნეული კულტურების წარმოებას (პომიდორი, კომბოსტო, ხახვი,

ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი);

- ბაღჩეული კულტურების წარმოებას (ნესვი, საზამთრო);

- საკვები ბალახების წარმოებას (იონჯა, ესპარსეთი).

მეცხოველეობა აერთიანებს:

- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პროდუქციის წარმოებას (ხორცი, რძე);

- მეღორეობის პროდუქციის წარმოებას (ხორცი);

- მეცხვარეობის პროდუქციის წარმოებას (ხორცი, რძე, მატყლი);

- მეფრინველეობის პროდუქციის წარმოებას (ხორცი, კვერცხი);

- თევზის წარმოებას (კალმახი, კობრი, სქელშუბლა, თეთრი ამური, ზუთხი);

- მებოცვრეობის პროდუქციის წარმოებას.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება მოიცავს წისქვილებს, ღვინის ქარხნებს, კონცენტრატების მწარმოებელ ქარხნებს, ხილბოსტნეულის საკონსერვო ქარხნებს, რძის გადამამუშავებელ ქარხნებს, ხორცკომბინატებს, თევზის შესაბოლ საწარმოებს, მატყლის გადამამუშავებელ საწარმოებს, კომბინირებული საკვების წარმოებას და ა.შ.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია - წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარკვეული (ძირითადად ხარისხიანი) ნაწილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც არ ხვდება გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასე ვთქვათ ნედლი სახით მიეწოდება ბაზარს. ბაზარზე მოხვედრამდე პროდუქცია ექვემდებარება გარკვეულ დამუშავებას (დახარისხება, დაკალიბრება, დაფასოება, შეფუთვა), გარკვეული წესით შენახვას (მაცივრები) და ხშირ შემთხვევებში სპეციალური ტრანსპორტით ტრანსპორტირებას.

სოფლის მეურნეობის მომსახურება - სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება საკმაოდ რთული, შრომატევადი და მრავალფეროვანი პროცესია, მოითხოვს დამხმარე სამუშაოებს, რამაც აუცილებელი გახადა მთელი რიგი დამხმარე დარგების ჩამოყალიბება სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების უზრუნველსაყოფად. მაგალითად მემცენარეობა პირველ რიგში მოითხოვს მიწის დამუშავებას (მოხვნა, მოსწორება), სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია - წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარკვეული (ძირითადად ხარისხიანი) ნაწილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც არ ხვდება გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასე ვთქვათ, ნედლი სახით მიეწოდება ბაზარს. ბაზარზე მოხვედრამდე პროდუქცია ექვემდებარება გარკვეულ დამუშავებას (დახარისხება, დაკალიბრება, დაფასოება, შეფუთვა), გარკვეული წესით შენახვას (მაცივრები) და ხშირ შემთხვევებში სპეციალური ტრანსპორტით ტრანსპორტირებას.

მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისათვის ასევე აუცილებელია თესლების და სარგავი მასალის შესყიდვა სპეციალური ორგანიზაციებიდან, მეცხოველეობაში კი სანაშენე პირუტყვის შესყიდვა ან ხელოვნური დათესვლის მომსახურების ყიდვა, ასევე ყიდულობენ ზოოვეტმომსახურებას, კომბინირებულ საკვებს, სასუქებს, შხამქიმიკატებს, ტარას და სხვა დამხმარე მასალებს. აღნიშნული პროდუქციისა და მომსახურების შეძენა ხდება, ძირითადად ადგილობრივი მომწოდებლებისაგან, გარკვეული ნაწილი კი შემოდის საზღვარგარეთიდან.

რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს ცნება ორი წლის წინათ გახდა ცნობილი ქართული აგრობიზნესისათვის და გარკვეულწილად დაიწყო ფეხის მოკიდება კახეთის რეგიონში და სვანეთში, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ როგორც მთლიანად ტურიზმის, ისე აგროტურიზმის პერსპექტივა საქართველოში ძალზედ ბუნდოვანია.

აგრობიზნესის ორგანიზაციული ფორმები საქართველოში

არარეგისტრირებული აგრობიზნესის ტიპები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აგრობიზნესის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციული ფორმა საქართველოში არის ოჯახური მეურნეობები, რომელთა უმრავლესობაც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს ბიზნესი ფაქტიურად არ ხვდება საგადასახადო დაბეგვრაში, წარმოებული პროდუქციის სიმცირის გამო ფერმერს არა აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობების აუცილებლობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ეს ხელს არ უშლით და შესაბამისად რეგისტრაციის აუცილებლობას ფერმერი ვერ ხედავს. ოჯახური აგრობიზნესის გარკვეული ნაწილს გავლილი აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია, როგორც ინდივიდუალურ საწარმოს.

რეგისტრირებული აგრობიზნესის ტიპები

საშუალო ზომის ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ საკმაო რაოდენობის გასაყიდ პროდუქციას ან/და ძირითადი ბიზნესის პარალელურად გააჩნიათ საკუთარი გადამამუშავებელი მცირე საწარმო რეგისტრირდებიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, იშვიათ შემთხვევებში კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწაროებად.

არსებობს შემთხვევები, როცა რამოდენიმე ფერმერი (ძირითადად საშუალო) ერთიანდება და აფუძნებს შ.პ.ს-ს ან ს.პ.ს-ს.

სოფლის მეურნების დარგობრივი ასიციაციებუ

ბოლო ორი წელია რაც გამოჩნდა სასოფლო სამეურნეო დარგობრივი ასოციაციები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან კოოპერატივის ან კავშირების ფორმით. ამ ორგანიზაციათა უმრავლესობა შექმნილია საქართველოში მოქმედი უცხოური ორგანიზაციების პატრონაჟით. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა დარგობრივმა ასოციაციამ საკმაოდ წარმატებულად აიღო სტარტი და უკვე მრავალი იმ პრობლემის გადაჭრა შესძლო, რომელიც კონკრეტულად იმ დარგში იყო და რომლის გადაჭრასაც ცალკეულ ფერმერი ვერასოდეს ვერ შესძლებდა.

აგრობიზნესის ხელშემწყობი ფაქტორები

უკანასკნელ წლებში, ძირითადად სახელმწიფოს დახმარებით აგრობიზნესში გამოჩნდნენ მსხვილი სასოფლო სამეურნეო საწარმოები შ.პ.ს-ებისა და სააქციო საზოგადოების სახით ზოგიერთი მათგანი დაარსებულია მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ და ფლობენ ათასობით ჰექტარ მიწას და უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმოებს, რაც პირადად მე მისასალმებელ ტენდენციად მიმაჩნია და ერთმანეთის ინტერესების შეულახავად წარმატებით შეიძლება მათი ფუნქციონირება საოჯახო აგრობიზნესთან ერთად.

აგრობიზნესგეგმის შედგენის თავისებურებანი

აგრობიზნესის განვითარების ტემპი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები

საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის დღევანდელი დაბალი დონისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის სახელმწიფოს ბუნდოვანი და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკის გამო აგრობიზნესის განვითარება დღეისათვის არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს და უამრავ ობიექტურ თუ სუბიექტურ სიძნელებთანაა დაკავშირებული. თუმცაღა უამრავი მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტის აზრით ამ დარგის განვითარებას საქართველოში (განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე) უდიდესი პერსპექტივა აქვს და დღეისათვის ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას (განსაკუთრებით სოციალურს) ძალიან მოკლე დროში გადაჭრიდა.

აგრობიზნესის განვითარების მთავარი პრობლემა

პრობლემების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მოდით შევეხოთ ყველაზე მთავარ პრობლემას რაც აფერხებს საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას: ეს პრობლემა ყველასათვის ცნობილია და მდგომარეობს აგრობიზნესით დაინტერესებული პირების მხრიდან სათანადო ფინანსური რესურსების (სესხი, გრანტი, სახელმწიფოს დახმარება) მოპოვების შეუძლებლობაში.

აგრობიზნესის დაფინასსებაზე მოთხოვნის და მიწოდების სტატისტიკა

2006 წელს ძალზედ კომპეტენტურმა უცხოურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საქართველოში საფინანსო ბაზრის კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოში მოთხოვნა აგროსესხებზე შეადგენდა 220 მილიონ ა.შ.შ. დოლარს. ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს კი ამ სექტორში ჯამურად გაცემული ჰქონდათ სულ 31 მილიონი ა.შ.შ. დოლარი. ამ 31 მილიონიდანაც ძირითადი ნაწილი გაცემული იყო მხოლოდ გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რაც შეეხება სესხებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე (ეს იმ ტიპის სესხებია რითაცაა დაინტერესებული საოჯახო აგრობიზნესის აბსოლუტური უმრავლესობა) ასეთი სესხებს გასცემდა მხოლოდ სამი საფინანსო ორგანიზაცია და ჯამური მოცულობა შეადგენდა სულ რაღაც 2 მილიონ დოლარს. დღეისათვის მდგომარეობა ფაქტიურად არ შეცვლილა, ბანკებმა საერთოდ შეაჩერეს ამ სექტორის დაფინანსება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მხოლოდ ორი იძლევა ასეთი სახის სესხებს და მათაც ძალზედ შეზღუდული რესურსები აქვთ. დადებითია ის, რომ სახელმწიფომ გასცა რამოდენიმე მსხვილი აგროსესხი დიდ კამპანიებზე და იაფი სესხების პროგრამაში პრიორიტეტი მიანიჭა აგროსესხებს.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის აგრობიზნესის განვითარების პროექტმა (ADA), მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაააქტიურა აგრობიზნესში გრანტების გაცემა.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ მოვიპოვოთ დაფინასება

მიუხედავად მწირი საშუალებებისა მაინც არსებობს გარკვეული შესაძლებლობა საოჯახო აგრობიზნესის მიერ შესაბამისი დაფინანსების მოსაპოვებლად, ამასთანავე სავარაუდოა, რომ ეს საშუალება მრავალ გარემოებათა გამო (დონორთა ახალი პროექტები, სახელმწიფო იაფი სესხების პროგრამა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის დღევანდელი დაბალი დონისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის სახელმწიფოს ბუნდოვანი პოლიტიკის გამო აგრობიზნესის განვითარება დღეისათვის არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს და უამრავ ობიექტურ თუ სუბიექტურ სიძნელებთანაა დაკავშირებული. თუმცაღა უამრავი მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტის აზრით ამ დარგის განვითარებას საქართველოში (განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე) უდიდესი პერსპექტივა აქვს და დღეისათვის ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას (განსაკუთრებით სოციალურს) ძალიან მოკლე დროში გადაჭრიდა.პრობლემების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მოდით შევეხოთ ყველაზე მთავარ პრობლემას რაც აფერხებს საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას: ეს პრობლემა ყველასათვის ცნობილია და მდგომარეობს აგრობიზნესით დაინტერესებული პირების მხრიდან სათანადო ფინანსური რესურსების (სესხი, გრანტი, სახელმწიფოს დახმარება) მოპოვების შეუძლებლობაში.

განვიხილოთ თუ რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს საოჯახო აგრობიზნესში დასაქმებული ბიზნესმენი რათა მან შესძლოს სათანადო დაფინანსების მოპოვება: როგორც წესი აგრობიზნესში ფულის მოთხოვნა ძირითადად უკავშირდება ნულოვანი ციკლის დაფინანსებას, ანუ მთხოვნელს აქვს მხოლოდ იდეა ახალ ბიზნესზე და არა აქვს არც მატერიალური ბაზა და არც სათანადო გამოცდილება. ასეთი მოთხოვნები, რაც არ უნდა დასაბუთებული იყოს იგი განეკუთვნება უმაღლესი რისკების კატეგორიას და როგორც წესი მას არც ბანკები და არც სხვა კომერციული საფინანსო ინსტიტუტები არასოდეს არ დააფინანსებენ. ასეთ შემთხვევებში დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ წმინდა გრანტით, გრანტი+თანამონაწილეობა ან სახელმწიფოსაგან. თეორიულად არის შანსი დააინტერესოთ კერძო ინვესტორი, თუმცა ამ შემთხვევაში პირადად თქვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ის ადეკვატურად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მატერიალურ შესაძლებლობებს.კომერციული საფინანსო დაწესებულებებიდან, მათი კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სესხი საბრუნავი საშუალებების შესავსებად, წარმოების გასაფართოებლად და საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების შესაძენად.

დაფინანსების (გრანტი, სესხი) მისაღებად გარდა კონკრეტული ინფორმაციისა ყველა ორგანიზაცია აუცილებლად მოგთხოვთ შემდეგ ინფორმაციას:

- ინფორმაცია ბიზნესში დასაქმებულ პიროვნებებზე მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების დასაბუთებით;

- ინფორმაცია არსებული ბიზნესის შესახებ, წინა წლების საქმიანობის მითითებით;

- რა აქტივებს ფლობთ, რას ელოდებით და რა ვალდებულებები გაქვთ (ბალანსი);

- იმ საქმიანობის დეტალური ტექნოლოგიური ანალიზი, რასაც აკეთებთ ან რის გაკეთებასაც აპირებთ დაფინანსების მიღების შემთხვევაში;

- უნდა ფლობდეთ ინფორმაციას მიზნობრივი ბაზრის, არსებული და მოსალოდნელი კონკურენტების შესახებ, ასევე უნდა დაასაბუთოთ თუ რატომ გაიყიდება თქვენი პროდუქცია (მომსახურება) და არა სხვის;

- დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ფულის გამოყენების ფინანსური ანალიზი, როგორც წესი ამ ინფორმაციას ითხოვენ ნაღდი ფულის მოძრაობის საპროგნოზო უწყისის სახით;

- თუ დაფინანსების მოთხოვნა უკავშირდება რაიმე პროდუქციის წარმოებას, მაშინ შესაძლოა მოგთხოვონ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური რუქა.

9 მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები

▲back to top


მოდული 7

ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ:
1
რა გზები არსებობს ბიზნესიდეის დასაფინანსებლად
2
რა უპირატესობები აქვს გრანტს, როგორც დაფინანსების სახეს
3
რა არის ბიზნესკრედიტი
4
რისთვის შეგიძლიათ აიღოთ კრედიტი
5
როგორია კრედიტის დაფარვის პირობები
6
რა სახის სესხები არსებობს
7
რა კრიტერიუმებია სესხის მისაღებად

იმისათვის, რომ დავიწყოთ ბიზნესი, პირველ ყოვლისა უნდა გაგვაჩნდეს იდეა, რომლის განსახორციელებლად გარკვეული გზა უნდა დავისახოთ. არსებობს ბიზნესისთვის საჭირო დაფინანსების 4 გზა:

1. მივმართოთ ბანკს და ავიღოთ კრედიტი;

2. მივმართოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ავიღოთ სესხი გარკვეულ პროცენტით;

3. ჩავერთოთ სახელმწიფო პროგრამაში;

4. მოვიპოვოთ გრანტი.

0x01 graphic

იმისათვის, თუ როგორ და რა სახსრები მოვიზიდოთ ბიზნესგეგმის განსახორციელებლად, ჯერ გავარჩიოთ თითეული მათგანი. რისი ცოდნაა საჭირო ამისთვის და როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს? - თავდაპირველად განვიხილოთ გრანტის არსი და მისი დაფინანსების პრინციპები.

რა არის გრანტი და რა მიზნით გაიცემა იგი

გრანტი არის მიზნობრივი დაფინანსება და მისი მიზანია:

  • შემოსავლის გაცემა;

  • პიროვნების ჩაბმა საზოგადოებრივ საქმიანობაში;

გრანტის მისაღებად ცხადდება კონკურსი. მონაწილეობის პირობები განსხვავებულია გრანტის სახეობის მიხედვით. მაგალითად, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი პირობაა: გრანტის მიმღები უნდა იყოს აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალბატონი.

გრანტის გაცემისას გაითვალისწინება: რამდენად შემოსავლის მომტანია პროექტი, რამდენად ააქტიურებს ქალთა ინიციატივას და ა.შ.

გრანტის მისაღებად თანხის რაოდენობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული, თუმცა ძირითადად სხვადასხვა გრანტზე კონკურსის გამოცხადებისას ხშირად განსაზღვრულია გრანტის მოცულობაც.

გრანტის უპირატესობაა, მაგალითად, ერთობლივი ბიზნესი. თუ არსებობს დახმარება, სხვა წყაროებიდან პროექტის საერთო ბიუჯეტი შესაძლოა აღემატებოდეს მითითებულ თანხას; ამ შემთხვევაში განაცხადს უნდა ერთვოდეს დამატებითი ფინანსური, მატერიალური თუ სხვა სახის დახმარების დამადასტურებელი დოკუმენტი. აგრეთვე უნდა მიეთითოს განმცხადებლის საკუთარი წვლილი პროექტის განხორციელებაში.

საქართველოში მრავალი ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ქალთა ინიციატივების მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებული.

მათ შორის აღსანიშნავია ქალთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდი „ტასო“; საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალება, ქალთა ფონდი, ქალთა დასაქმების ასოციაცია „ამაგდარი”; ორგანიზაცია „ქალები ბიზნესში“. აღნიშნული ორგანიზაციები წარმატებით თანამშრომლობენ გრანტის გამცემ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხშირ შემთხვევაში დონორის როლს ირგებენ. გაცემული გრანტების დახმარებით საქართველოში სოფლად მცხოვრებმა მრავალმა ოჯახმა წამოიწყო და განავითარა ბიზნესი.

საქართველოში გრანტით დაფინანსდა შემდეგი სფეროები:

- სოფლის მეურნეობა;
- მეფუტკრეობა;
- მესაქონლეობა;
- მეღორეობა;
- სამკერვალო საქმე;
- მეპურეობა;
- მცირე სასურსათო მაღაზიები;
- ქათმის ფერმა და ა.შ.

გრანტის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობა;

  2. ბიზნესგეგმა;

  3. რეკომენდაცია ძველი სამსახურიდან ან სხვა ბიზნესის მფლობელისგან;

  4. აქტი საქონლის შესყიდვაზე კერძო პირისგან;

  5. ინსტრუქციების ფორმა გრანტის მიმღებისათვის;

  6. მომსახურების ხელშეკრულება ინდ.მეწარმესა და კერძო პირს შორის;

  7. მომსახურების ხელშეკრულება კერძო პირებს შორის;

  8. ქირავნობის ხელშეკრულება ინდ.მეწარმესა და კერძო პირს შორის;

  9. გირავნობის ხელშეკრულება კერძო პირებს შორის.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებს, ეს პროგრამები ამჟამად განიხილება, დროებით არის შეჩერებული და ახლო მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის პირობები ახლო მომავალში განახლდება და გამოქვეყნდება.

ბიზნესკრედიტის აღების რა გზები არსებობს?

  1. ბანკი

  2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

რა განსხვავებაა ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის?

ბიზნესკრედიტის აღების გზები

ბანკი არის საკრედიტო-საფინანსო დაწესებულება, რომლის მთავარ ფუნქციას შეადგენს პასიური-აქტიური ოპერაციები, ფულადი სახსრების გაცემა კრედიტის სახით დროებითი სარგებლობისთვის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე; ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მთლიანად ორიენტირებულია საკრედიტო სისტემაზე.

კრედიტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სესხს, ვალს. კრედიტი არის გარკვეული ვადით, კონკრეტული მიზნისათვის/ან პირადი მოხმარებისთვის ხელშეკრულების ბიზნესკრედიტის აღების გზები

საფუძველზე გაცემული თანხა.

კრედიტი, როგორც დამატებითი სახსრები ბიზნესის განვითარებისათვის

რისთვის შეგვიძლია ავიღოთ კრედიტი?

  • თუ წარმოებაში საწარმოს ან მეწარმეს არ გააჩნია საკმარისი საკუთარი სახსრები ბიზნესის განვითარებისათვის, ამისათვის გარკვეული ვადით იღებენ კრედიტს გარკვეულ პროცენტში საშეღავათო პერიოდით ან მის გარეშე.

  • საბრუნავი კაპიტალი არ არსებობის, ნედლეულის სეზონური მარაგის შეძენის მიზნით;

  • სესხის აღება აუცილებელია მანამ, სანამ მოხდება პროდუქციის რელიზაციიდან ფულის მიღებამდე გასაწევი ხარჯებისათვის. მაგალითად, პერსონალის ხელფასები, კომუნალური გადასახადები, იჯარა, საკანცელარიო საქონლის ხარჯი და ა.შ.

როგორია კრედიტის დაფარვის პირობები?

  • პერიოდულად - თვის, კვარტლის, 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში;

  • თანაბარი ოდენობით - ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი განსაზღვრული ვადის განმავლობაში;

  • მზარდი ჯამით - ვალის დაფარვისთვის განსაზღვრულ პერიოდის განმავლობაში, ყოველ მომდევნო წელს გადასახდელი თანხის წილის გაზრდით;

  • ნაშთის ერთჯერადი დაფარვით - ფულის საბოლოო გადახდა ვადის დადგომისას.

როგორია კრედიტის ვადიანობა და დაბრუნებადობა?

იგულისხმება სესხით სარგებლობა განსაზღვრული ვადით, რომელის ბოლოს ფული ბანკში უნდა დაბრუნდეს. საბანკო კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია კრედიტის მართებულ დახარჯვასა და დროულად გადახდაზე.

რა არის კრედიტის მიზანშეწონილობა?

კრედიტის გაცემა ფირმისთვის, ბიზნესგეგმაში დასაბუთებული დანახარჯების საფუძველზე, ანუ იმ საჭირო ოდენობით რაც აუცილებელია მოცემულ პერიოდში საწარმოს თუ ფირმის საქმიანობისთვის.

რა არის კრედიტის მატერიალური უზრუნველყოფა?

ის, რაც იდება გარანტად სესხის აღების მომენტში და არდაფარვის შემთხვევაში აღნიშნული გარანტია გარკვეული სასამართლო პროცესების შემდეგ გადავა ბანკის საკუთრებაში. გარანტია შეიძლება იყოს უძრავ-მოძრავი ქონება, პირადი ან საწარმოს საკუთრებაში მყოფი ნივთები.

რა არის კრედიტის მიზნობრიობა?

ესაა კრედიტის გაცემა გარკვეული მიზნისთვის ან წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში წარმოქმნილი მოთხოვნებისთვის. ფირმა თუ საწარმო ვალდებულია გამოიყენოს კრედიტი მკაცრად განსაზღვრული დანიშნულებისათვის და ამაზე ბანკი/ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახდენს კონტროლს.

რა არის ცალკეული ფირმების დაკრედიტებისადმი ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სპეციალური მიდგომა?

პრივილეგია, ანუ კარგად მომუშავე და ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ხანგრძლივი, დადებითი ისტორიის მქონე ფირმები თუ ორგანიზაციები კრედიტის მიღებისას სარგებლობენ გარკვეული უპირატესობებით.

როგორია კრედიტის გამოყენებისთვის გადახდის საფასური?

ეს არის შემთხვევა, როდესაც ფირმები თუ ორგანიზაციები გარკვეულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იმ დროისთვის არსებულ პროცენტს იხდიან;

სესხები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის

არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის სხვადასხვა მიზნობრიობისთვის სხვადასხვა ვადებით და საპროცენტო განაკვეთებით. არსებობს სესხები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ფიზიკური პირებისთვის სესხის ტიპებია, მაგალითად, სამოგზაურო, სასწავლო, ავტოსესხი, განვადებები, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, იპოთეკური, სამომხმარებლო და ა.შ. იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი ბიზნესსესხები, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი. თვით ბიზნესსესხი იყოფა გარკვეულ მიმართულებად და გარკვეული მიზნისთვის. მაგალითად, აგრარური სესხი, ტურიზმის განვითარების სესხი, სეზონური სესხი და ა.შ.

სესხის მისაღებად აუცილებელი კრიტერიუმები - პირობა

საქართველოში სესხის მისაღებად აუცილებელია მსესხებელი იყოს საქართველოს მოქალაქე, მინიმუმ 20 წლის და დღევანდელი საბანკო სტანდარტის მოთხოვნაა, რომ მსესხებელს გააჩნდეს სტაბილური შემოსავლის (დაახლოებით 400-500 ლარის ოდენობით) დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული შემოსავალი უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე. დოკუმენტი გულისხმობს შემდეგს - მსესხებლის საბანკო ამონაწერი ბოლო 6 თვის მანძილზე თუ მას ხელფასი ერიცხება სხვა ბანკში ან ამონაწერი სახელფასო უწყისიდან და ცნობა სამუშაო ადგილიდან. აგრეთვე, ბანკი/ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვის შემდეგი დოკუმენტაცია:

- ცნობა უძრავი ქონების საკუთრების შესახებ;

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;

- შრომითი ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების არქონის შესახებ სხვა ბანკიდან, თუ მას ამ ბანკში ერიცხება ხელფასი;

- ინფორმაცია თანამსესხებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;

- იჯარის ან დამატებითი შემოსავლების ამსახველი დოკუმენტაცია.

აგრეთვე, ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს ან/არა სესხის უზრუნველყოფა პირადი ნივთებით. სესხის უზრუნველყოფა პირადი ნივთებით ნიშნავს, როდესაც კრედიტოფიცრისა და შემფასებლის მიერ ხდება აღრიცხვა/შეფასება პირადი ნივთების ბინაზე ვიზიტის დროს.

რას მოიცავს ბიზნესსესხი?

  • ვაჭრობა;

  • ექსპორტ-იმპორტი;

  • სატრანსპორტო და სხვა მომსახურება;

  • ტურიზმი;

  • სათამაშო აპარატები და კაზინო, ტოტალიზატორი;

  • სოფლის მეურნეობას და ა.შ.

აუცილებელი დოკუმენტაცია

ბიზნესსესხის მისაღებად ზოგადად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (თუ ხელფასი ერიცხება სხვა ბანკში, ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი იმ ბანკიდან ან ცნობა სამუშაო ადგილიდან და სახელფასო უწყისიდან ამონაწერი);

- ორგანიზაციის/ფირმის წესდება, დადგენილება და მეწარმეთა ამონაწერის ასლი;

- Cash Flow

- ბოლო 1 წლის ოფიციალური ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი;

- აუდიტორული დასკვნა;

- ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან დავალიანების თაობაზე და ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ;

- არსებობის შემთხვევაში ბოლო 1 წლის სასესხო ამონაწერი სხვა ბანკიდან;

- ქონების საკუთრების და დაზღვევის ამსახველი დოკუმენტაციების ასლები;

- კომპანიის მენეჯერის ავტობიოგრაფია;

- კომპანიის რეალური მესაკუთრის ავტობიოგრაფია და წილობრივი მონაცემები;

- კომპანიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ ერთი დადასტურებული და მეორე დაუმტკიცებელი სესხები:

შემთხვევა №1 დადებითი პასუხი სესხის გაცემაზე

შპს „ევა” არის საბაჟო საბროკერო კომპანია. კრედიტი სჭირდება სხვა ბიზნესის დასაწყებად. ამ კომპანიას გააჩნია უძრავი ქონება 200000 აშშ დოლარად შეფასებული. აგრეთვე, მათ ბალანსზეა რიცხული სატრანსპორტო საშუალებები 15000 აშშ დოლარის ოდენობით და ოფისის ინვენტარი 30000 აშშ დოლარად შეფასებული. კომპანიაში მუშაობს 30 ადამიანი, რომელთაც ხელფასი ერიცხებათ ბანკში. აღნიშნული კომპანია იხდის ყველა გადასახადს და შემოსავალი გააჩნია 70000 ლარი თვეში, საიდანაც მოგებაა 20%25. ეს პროექტი დაფინანსდა, რადგან გააჩნდა აქტივები, შემოსავალი და ლეგალური ხარჯი, იხდიდა ყველა გადასახადს, თანამშრომლობდა საზოგადოებრივი იმიჯის კომპანიებთან და ა.შ.

შემთხვევა №2 უარყოფითი პასუხი სესხის გაცემაზე

შპს კომპანია „ადამი”. მათი საქმიანობაა ლიფტების შემოტანა და მონტაჟი რუსეთიდან. ამ კომპანიას ყველა შესყიდვა თითქმის არ აქვს დოკუმენტურად ასახული ანუ აქვს „შავი”. აგრეთვე, არ გააჩნია ძირითადი საშუალებები და კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ანაზღაურებას იღებენ ხელზე. კომპანია ძირითადად დაკავებულია შეკვეთის აღებით და შესრულებით. მას მხოლოდ 10%25 აქვს საქმიანობის ლეგალური. გადასახადებს იხდის თვეში 100 ლარის ოდენობით. ჰყავს დებიტორები, რომლებსაც გააჩნიათ დავალიანებს შპს კომპანია „ადამის” მიმართ 3-4 თვის მანძილზე.

სესხის მისაღებად სხვადასხვა ბანკები სხვადასხვა მიზნობრიობისთვის, ხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით და სხვადასხვა ვადით აფინანსებენ კლიენტებს საშეღავათო პერიოდით ან მის გარეშე. საპროცენტო განაკვეთები დღეისათვის ასეთია:

დასახელება

საპროცენტო განაკვეტი

სესხის მაქსიმალური და მინიმალური ვადები

1

საქართველოს ბანკი

15-36

12-60

2

თიბისი ბანკი

18-36

12-60

3

ბაზის ბანკი

12-16

6-120

4

ინვესტბანკი

14-22

3-36

5

პროკრედიტ ბანკი

20-დან ზევით

12-120

6

ქართუ ბანკი

13-16

3-120

განხილული ზოგიერთი ბანკი, რომლებიც ამჟამად უშუალოდ გაცემენ სესხებს, თუმცა სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი და ვადები არის ცვალებადი. თუ გაგაჩნიათ სტაბიური შემოსავალი, უძრავი ქონება და გნებავთ უკვე არსებული ბიზნესის ფინანსირება, მაშინ ბანკიდან სესხის მიღების პრინციპი არის მოქნილი და მარტივი. საწყისი ეტაპი ანუ startup ბიზნესსესხის მიღება დღევანდელი მდგომარეობით დროებით შეჩერებულია, თუმცა ახლო მომავალში კვლავ აღდგება.

ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ტელეფონზე გასაუბრებით ან ინტერნეტის საშუალებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის აღება ხდება ძირითადად იპოთეკის გათვალისწინებით და მაღალ პროცენტში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის ვადაზე და რაოდენობაზე, აქედან გამომდინარე, პროცენტი მერყეობს 22%25-დან 48%25-მდე. თითეულ კლიენტთან ინდივიდუალურად განიხილება მოთხოვნილი თანხა, ვადები, მიზნობრიობა. ამის შემდგომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ისევე როგორც ბანკი, აფასებს სესხის გაცემის რისკს და მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიზღვიოს და პარალელურად იზრუნოს კლიენტებზეც.

თუ თქვენ ბიზნესის დაწებისათვის ვერ აკმაყოფილებთ სესხის აღებისათვის აღნიშნულ პირობებს, ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იგივე სესხის აღებაზე შესაძლებელია მიიღოთ დადებითი პასუხი. აგრეთვე სესხის ასაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს,ისე როგორც ფიზიკური პირი, აიღოთ სესხი ისეთი, როგორიცაა სამომხმარებლო სესხი და აღნიშნული თანხა მოახმაროთ ბიზნესის განვითარებას.

10 პრეზენტაციული უნარ-ჩვევები

▲back to top


სესია

თქვენი ბიზნესგეგმის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მისი წარმატებული წარდგენა სხვადსხვა აუდიტორიასთან. ბიზნესგეგმისთვის დაფინანსების ძიების პროცესში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ბიზნესგეგმის წარდგენის უნარი პოტენციური დონორის წინაშე.

იმისდა მიუხედავად, თუ ვისზეა გათვლილი თქვენი პრეზენტაცია, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი პრაქტიკული რჩევები.

პრაქტიკული რჩევები:

პრეზენტაციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10-15 წუთი. მკაცრად განსაზღვრეთ დრო;

პრეზენტაციის წარმატებისათვის პირველი 2 წუთი გადამწყვეტია;

აუცილებლად გაიარეთ რეპეტიცია, ერთი აუცილებლად იმ დარბაზში, სადაც დაგეგმილია იგი;

პრეზენტაციის დროს აუცილებლად უყურეთ მსმენელს, ნუ ილაპარაკებთთქვენთვის;

მუდმივი კავშირი აუდიტორიასთან, პირდაპირ მიმართეთ აუდიტორიას პრეზენტაციის მსვლელობის დროს;

შეიძლება ხელში რაიმე მასალა გვეჭიროს და საჭიროების მიხედვით გამოვიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანები ხელჩასაჭიდს ეძებენ ყოველთვის და მხოლოდ ამ დროს გრძნობენ თავს მშვიდად;

პრეზენტაციის ორგანიზების დროს გასათვალისწინებელი კითხვები: რა? (რა პრობლემაა) როგორ? (როგორ უნდა გადავჭრათ იგი) და რატომ? (რატომ წამოვჭერით ეს საკითხი);

პრეზენტაცია უნდა დამთვარდეს რეკომენდაციებით და შემაჯამებელი სიტყვით;

საკუთარი თემით თვითონ უნდა იყოთ დაინტერესებული, საინტერესოდ, რომ ისაუბროთ;

პრეზენტაცია უნდა იყოს შინაარსიანი და ლოგიკური;

უთხარით აუდიტორიას რატომ უნდა მოგისმინოთ, ისე არ მოგისმენენ. სასრგებლო მეთოდია ჯერ მოამზადოთ აუდიტორია იმისთვის, თუ რის თქმას აპირებთ, შემდგომ თქვათ სათქმელი. დასკვნით ნაწილში კი გაიმეოროთ ის, რაც თქვით;

თქვენ პრეზენტაციას მუდამ უნდა ჰქონეს მთავარი მიზანი, რომელიც რამოდენიმე საფუძვლიანი მიზეზით იქნება გამყარებული;

კრიტიკული შეკითხვების დროსაც კი ეცადეთ დარჩეთ მეგობრული;

პრეზენტაციის შემდგომი არაოფიციალური ნაწილი ჩათვალეთ მის გაგრძელებად - თქვენ აქ არაფორმალურად მუშაობთ და შესაძლოა უფრო ნაყოფიერადაც.

აუდიტორია არ გვაპატიებს:

მოუმზადებლობას;

საკუთარ თავში დაურწმუნებლობას;

უხერხულ ჟესტებსა და უინტერესო საუბარს;

რეპეტიციის გარეშე პრეზენტაციის შეთავაზებას აუდიტორიისთვის;

პრეზენტაციაში მონაწილეების სახელების, გვარების ან სტატუსების დამახინჯება;

გათვალისწინებული დროის გადაჭარბება;

გრამატიკული შეცდომები;

შეკითხვების იგნორირება;

დაძაბული გამომეტყველება;

ხმა არ უნდა გიკანკალებდეთ;

არ უნდა აღელდეთ, უნდა იყოთ დამაჯერებელი;

უნდა შევძლოთ აუდიტორიის დარწმუნება პრობლემის არსებობაში. საუბრის დროს უნდა არსებობდეს ცოცხალი ლოგიკა.

თემის განხილვის ზოგადი ჩარჩო:

შესავალი - უნდა იყოს მოკლე;

განვითარება - უნდა იყოს აღწერითი ხასიათის;

კულმინაცია - უნდა შესძლოთ კონკრეტული პრობლემის წარმოჩენა;

დასკვნა - უნდა იყოს მოკლე და შემაჯამებელი.

პრეზენტაციული უნარ-ჩვევები

აუდიტორია მომხსენებლის უნარ-ჩვევებზე ყურადღებას პროცენტულად შემდეგნაირად ანაწილებს:

როგორ გამოიყურება მომხსენებელი - 75%25;

როგორ ლაპარაკობს - 20%25;

რას ლაპარაკობს - 5%25;

სასარგებლო რესურსები

საქართველოში მომქმედი ბანკების გზამკვლევი

1. საქართველოს ბანკი
მისამართი: პუშკინის №3

ტელ: 444444
www.sb24. ge

2. თიბისი ბანკი
მისამართი: რუსთაველის №44

ტელ: 272727
www.tbcbank.com.ge

3. ბაზის ბანკი
მისამართი: კოსტავას №76

ტელ: 922922
www.basisbank.ge

4. ინვესტ ბანკი
მისამართი: აგლაძის №39

ტელ: 356339
www.investbank.ge.

5. პროკრედიტი ბანკი
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. №154

ტელ: 202222 ან 2222
www.procreditbank.ge

6. ბანკი ქართუ
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი №39ა
ტელ: 925592 / 925591 / 925590

7. სტანდარტ ბანკი
მისამართი: ჭავჭავაძის №43

ტელ: 550000
www.korstandardbank.ge

საქართველოშო მომქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკვიზიტები:

1. ალფა ექსპრესი - თბილისი, წერეთლის გამზ. №87 ტელ: 35 51 12, 35 61 12, ფაქსი: 35 52 21

2. კონსტანტა - სათაო ოფისი - თბილისი, წინამძღვრიშვილის №115 , ტელ: : 95 30 20, ფაქსი: 95 17 31

3. ავტოკრედიტი - თბილისი, მელიქიშვილის ქ. № 1/6 ტელ: 93 45 03, ფაქსი: 93 45 03

4. ალიანს ჯგუფი მიკროფინანსები - თბილისი, ჭოველიძის ქ. №24 ტელ: 93 10 66, 92 03 66, ფაქსი: 93 34 04

5. თანადგომა განვითარებისთვის - თბილისი, თავისუფლების მოედანი №4 ტელ: 99 55 07, ფაქსი: 99 55 07

6. ჯიქეი ჯგუფი - თბილისი, ი. აბაშიძის ქ. №31 ტელ: 206363, 231406 ფაქსი:206050

7. ქართული კრედიტი - თბილისი, პეკინის ქ. №36 ტელ: 38 83 90, ფაქსი: 38 41 29

8. კრედიტი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.№41 ტელ: 39 58 06

9. კრედო - თბილისი, პეკინის ქ. №4 ტელ: 21 24 93, ფაქსი: 21 24 93

10. კრისტალი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. თბილისი, მაჩაბელის ქ. №9 ტელ:18 33 42, 99 52 26

11. მილედი და კომპანია - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, Vკვ, 100კორპ. ტელ; 30 79 10, 37 23 38, (77) 460 622, (77) 591 717, (77) 292 129

12. რიკო კრედიტი - თბილისი, ვარკეტილის III, 8კვ, 2კორპ ტელ: 76 79 94

13. ფინკა საქართველო - თბილისი, წერეთლის გამზ №12 ტელ: 92 11 52, ფაქსი: 92 11 50

საქართველოშო მომქმედი ქალთა ფონდები:

1. საზოგადოებაბილიკი - გორი, რუსთაველის ქ. №19 ა
ტელ: (995 99) 534 035 biliki@rambler.ru; www.biliki.ge

2. დემოკრატ ქალთა საზოგადოება ახალციხე - თბილისის ქ. №9
ტელ: (995 99) 548 344 marinamodebadze@rambler.ru

3. გაერთიანებული ქვეყნების ქალთა განვითარების ფონდი(UNIFEM) - თბილისი, ერისთავის 9 ტელ: (995 32) 251 126 www.unifem.org

4. ქალი და არჩევანი ქუთაისი - რუსთაველის 37ა
ტელ: (995 99)107 794; (995 32) 683 993 nato2727@gmail.com

5. ქალთა საინფორმაციო ცენტრი - თბილისი, წინამღვრიშვილის ქ.40
ტელ: (995 32) 952 934 wicmika@caucasus.net

6. ქალთა ფონდი საქართველოში - ლადო ასათიანის ქ.№ 52 მე-2 სართული
ტელ: (995 32) 935 094 info@womenfundgeorgia.org

7. კავკასიის ქალთა ქსელი - ქ.თბილისი ლადო ასათიანის ქ. №10;
ტელ: (995 32) 988 695 cwn@cwn.ge; cwn@access.sanet.ge; info@cwn.ge; www.cwn.ge

8. კავკასიელ ქალთა კვლევისა და კონსულტაციის ქსელი - ქ.თბილისი, მაჩაბლის ქ.5
ტელ: (995 32) 999 987 cwn@access.sanet.ge; www.iccn.ge

9. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) - თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.40
ტელ: (995 32) 952934 antitraf@antitraf.net; www.antitraf.net

0. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი - თაყაიშვილის ქუჩა №3. თბილისი, საქართველო-0179 ტელ: (995 32) 224 018; (995 32) 300 137 wprc@wprc.org.ge www.wprc.org.ge

11. ქალთა ფონდი საქართველოში - ალექსიძის ქუჩა №1 (995 32) 33 023 ecdc@gol.ge

12 ასოციაცია „ანიკა - თბილისი, გაგარინის ქ. №2
(995 32) 92 14 46 anika@posta.ge; geoanika@hotmail.ru

13 ასოციაცია „ქალი და ბიზნესი - თბილისი, შანიძის 1 (995 32) 22 13 27; 22 13 56 wbus@ip.osgf.ge; wbus@caucasus.net

14 ქალთა ფონდი „ტასო
www.taso.org.ge

15 საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალება
ტელ: 251998

16 ქალთა ფონდი, ქალთა დასაქმების ასოციაცია ,,ამაგდარი”
ტელ:921773

17 ორგანიზაცია „ქალები ბიზნესში”
ტელ: 913466

სახელმწიფო სექტორი:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
ტელ: 305754; 305760

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მისამართი: თბილისი, ჭანტურიას 12
ტელ: 991011 www.economy.ge

3. საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტრო მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის 6
ტელ: 37 80 09 www.maf.ge

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მისამართი: თბილისი, გამსახურდიას გამზირი 30
ტელ:221235

5. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: თბილისი, უზნაძის 52
ტელ: 438819 www.mes.gov.ge