![]() |
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
წყარო: UDC: 338.22 + 330.35 + 330.131.7 |
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ჰორიზონტი" |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: წარმატებული და მდგრადი ბიზნესის პრაქტიკა : [ბროშურა / მესამე სექტორის ფონდი "ჰორიზონტი"] - თბ. : [ჰორიზონტი], 2006 - 44გვ. : ცხრ. ; 20სმ. - : [ფ. ა.] [MFN: 132453] ბროშურა მომზადებულია ფონდ ,,ჰორიზონტის” მიერ UNOCAL Foundation-ის მხარდაჭერით |
![]() |
1 წარმატებული და მდგრადი ბიზნესის პრაქტიკა |
▲back to top |
რა არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)?
ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის მატების განუყოფელი ნაწილია. ამისათვის ძალზე მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფციის განვითარება.
არსებობს CSR-ის მრავალი განსაზღვრბა: ბიზნესის ეთიკა, მდგრადობა, კორპორაციული მოქალაქეობა. ზოგი კომპანიისათვის ეს ,,საქმის მართებულად კეთბაა, სხვებისთის - საშუალება სტრატეგიულად განასხვაოს მისი კომპანია სხვა კომპანიებისაგან და მეტი ღირებულება შეიძინოს.”
CSR შეიძლება განისაზრვროს, როგორც კომპანიის ვალდებულება იმოქმედოს ეკონომიკური, სოციალური სფეროებისა და გარემოს დაცვისადმი მდგრადი მიდგომით, გააცნობიეროს და გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ინვესტორების, მომხმარებლების, თანამშრომლების, ბიზნეს პარტნიორების, თემის, გარემოს და მთლიანად საზოგადოების ინტერესები.
ეკონომიკურ ზრდას სჭირდება დასაქმების მდგრადი წყაროების შექმნა და ეკოლოგიის დაცვა. ბიზნესი უნდა ზრუნავდეს საკუთარი კომპანიის და მთლიანად საზოგადოების ეკონომიკურ სოციალურ კეთილდრეობაზე. საზოგადოების მიზნები ვერ მიიღწევა ბიზნესის წარმატების გარეშე. მან უნდა განაპირობოს დასაქმება და შექმნას ისეთი სოციალური გარემო, რომელიც სხვა ტიპის ორგანიზაციებსაც საკუთარი როლის შესრულების საშუალებას მისცემს. თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ხელს უწყობს საზოგადოების გაძლიერებას ბიზნესის, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებს შორის.
სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია შემდეგ საკითხებს მოიცავს:
ა) სამუშაო გარემო და ადამიანის უფლებები - რამდენად შეესაბამება სამუშაო გარემო შრომის კანონმდებლობას, არის თუ არა საკონტაქტო სისტემა, დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები.
ბ) დასაქმებულთა სოციალური დაცულობის დონე - სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, არსებული ადამიანური რესურსების განათლება და განვითარება.
გ) გარემოს დაცვა - რამდენად ხორციელდება არსებული გარემოს კვლევა, გარემოსდაცვითი, რეციკლირების პროგრამების დაფინანსება.
დ) მოსახლეობასთან ურთიერთობა და სოციალური პროექტები - კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან სამთავრობო. აქ მოიაზრება ფინანსური, პროდუქტებით, მომსახურებით, ტექნიკით, მატერიალური და ადამიანური რესურსებით დახმარება შემდეგ სფეროებში: განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში; ტექნიკური ტრენინგები მოსახლეობისათვის, სხვადასხვა ტიპის სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისა და ინსტიტუტის საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული და სიღარიბისაგან თავის დაღწევის პოლიტიკის გატარება.
![]() |
2 რა სარგებლობა მოაქვს CSR -ს ბიზნესისათვის |
▲back to top |
CSR-ში ჩართული კომპანიების სარგებელი გაზომვას უნდა ექვემდებარებოდეს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომელიც ასახავს, რა დადებით ეფექტს აღწევენ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები:
- შემცირებული საოპერაციო ხარჯები;
- რისკის მენეჯმენტი;
- კორპორაციული რეპუტაცია;
- უფრო სრულყოფილი ბრენდის და იმიჯის რეპუტაცია;
- გაუმჯობესებული ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან;
- გაყიდვების ზრდა და კლიენტების ერთგულება;
- თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების მეტი უნარი;
- რეკლამირება და სასარგებლო საქმიანობის შეძენილი მაღალი საზოგადოებრივი იმიჯი.
- მოზიდული სოციალური ინვესტიციები
![]() |
3 კითხვები და პასუხები/ფაქტები და ციფრები |
▲back to top |
რატომ უნდა დაინტერესდეს კომპანია CSR-ით?
დღესდღეობით ბევრი წარმატებული კომპანია განსაკუთრებულ ანგარიშს უწევს დაინტერესებულ მხარეებს. ამ კომპანიების საქმიანობას მზარდი კორპორაციული პასუხისმგებლობის გათვალისწინების კუთხით საგრძნობი წვლილი შეაქვს ამავე კომპანიების გრძელვადიან, ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების და მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
რა განსხვავებაა CSR-სა და ჩვეულებრივ ,,კარგ მუშაობას” შორის?
CSR უფრო მეტია ვიდრე კარგი მუშაობა. თუმცა, ამაში მხოლოდ მოსახლეობას და ქველმოქმედებას გულისხმობენ ხოლმე. ის ორგანიზაციები, რომლებსაც დანერგილი აქვთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა თავიანთ ორგანიზაციებში, შიდა პოლიტიკასა და პროგრამებს ავითარებენ თანამშრომლებთან ურთიერთობის, საზოგადოების განვითარების, გარემოსდაცვითი მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, საბაზრო პრაქტიკების, ფისკალური პასუხისმგებლობის და ანგარიშების სფეროებში.
რატომ აქცევს მომხმარებელი ყურადღებას CSR-ს?
მდგრადობისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ასე აქტუალური არასოდეს ყოფილა და ამიტომ კომპანიები მას საზოგადოების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიები მომხმარებელსა და საზოგადოებას კარგ პროდუქციასა და მომსახურებას მიაწოდებენ ისე, რომ არც ადამიანებს და არც გარემოს ზიანი არ მიადგება.
რატომ უნდა იზრუნონ კომპანიებმა სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე?
მიღებულია, რომ CSR-ის მოძრაობაში ჩასაბმელად კომპანიებს ამოძრავებთ მორალური დაკმაყოფილება და ამავე დროს, ფინანსური სარგებელი. მორალური კმაყოფილება უფრო თვასაჩინოა, ხოლო ფინანსური სარგებლის გაზომვა საკმაოდ ძნელდება. პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გარემოს მიმართ ბიზნესს კონკურენტუნარიანობას და მერყევი პროცესების პირობებში მეტი მოქნილობის უნარს სძენს. მას გაცილებით ფართო შესაძლებლობა ეძლევა იმისათვის, რომ მომხმარებელი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები შეინარჩუნოს.
იქ, სადაც სოციალურად პასუხისმგებლური ინვესტირება იზრდება, კომპანიებს, რომლებიც CSR-ს პრაქტიკაში იყენებენ, ასეთი ინვესტიციების და თანხების მოზიდვის საშუალება ეძლევათ.
ზოგ კომპანიას, ასევე, მიაჩნია, რომ CSR მათი რისკის მართვისა და რეპუტაციის სტრატეგიის ნაწილია. ისეთ სამყაროში, სადაც ბრენდი და რეპუტაცია კომპანიის ყველაზე ღირებული ქონებაა, CSR კომპანიას ერთგულებასა და ნდობას მოაპოვებინებს, რაც მისი წარმატებული და მდგრადი მომავლის გარანტია.
რას ფიქრობენ კომპანიების ხელმძღვანელები CSR -ზე?
- კომპანიების ხელმძღვანელთა 94%-ს მიაჩნია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების (CSR) სრტატეგიას კომპანიისათვის რეალური ბიზნეს სარგებლის მოტანა შეუძლია. (წყარო: Ernst & Yong survey, 2002)
- სამიდან ერთი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ზრდიან გაყიდვების რიცხვს. (წყარო: Hill & Knowlton's Corporate Reputacion Watch, 2002)
კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც თვლიან, რომ მდგრადობას კომპანიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ნამდვილად არსებობს კავშირი CSR-სა და კომპანიის ფინანსურ წარმატებას შორის?
1972-დან 2000 წლამდე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს შორის კავშირის დადგენის მიზნით ასზე მეტი ემპირიული კვლევა ჩატარდა. ამ კვლევათა შედეგების უმრავლესობამ (68%25) დადებითი ურთიერთკავშირი გამოავლინა.
ამ შედეგებს ლონდონის ბიზნესის სკოლაც ადასტურებს. CSR-ის სფეროში ჩატარებული 80 კვლევიდან 42-მა დადებითი შედეგი აჩვენა (Smith, 2001). ქვემოთ იხილეთ ამ კვლევათა ზოგიერთი მონაცემი:
- სოციალურად ორიენტირებულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან შედარებით საშუალოდ 18 პროცენტით მაღალი მოგება აქვს. (წყარო: Institute of Business Ethics, 2003).
- ბოლო 15 წლის მანძილზე დაინტერესებული მხარეებთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის მქონე კომპანიებმა (Coca Cola, Procter & Gamble, Jonhson & Johnson) დაადასტურეს, რომ ამ ინტერესების გათვალისწინებით ორჯერ უკეთეს შედეგს მიაღწიეს ვიდრე S&P 500-ით. მათა აქციონერების მთლიანი შემოსავალი ბოლო 15 წლის მანძილზე 43 პროცენტს შეადგენდა, მაშინ როცა S&P 500-ისა მხოლოდ 19 პროცენტს (Schmidt, 2000).
- ეს შედეგი დაადასტურა ჰარვარდის უნივერსიტეტმაც. მისი გამოკვლევების მიხედვით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კომპანიები საკუთარ აქციონირებზე ფოკუსირებულ კომპანიებთან შედარებით ზრდის ტემპში ორჯერ და დაქირავებაში რვაჯერ მეტ აღმავლობას აჩვენებენ (Harvard University, 2000).
- კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ კორპორაციები, რომელსაც საზოგადოებრივი ვალდებულება ეთიკის კოდექსით აქვთ განმტკიცებული, სხვა ფირმებთან შედარებით 2 და 3 - ჯერ უკეთესად მოქმედებენ (Busines and Society Review,1999).
ბევრი ექსპერტი იმასაც ამტკიცებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ფინანსურ მახასიათებლებს მეტი ინვესტირების მოზიდვითაც აუმჯობესებენ. მაგალითად, 15 უმსხვილესი სოციალური ფონდიდან 9 - ინვესტირების მხრივ უმაღლეს კვარტალურ ჯგუფშია (Social investment forum www.socialinvest.org).
რამდენად მომგებიანია სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიციები?
სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიციები ფინანსურ სამყაროში დინამიური და სწრაფად მზარდი სფეროა.
- ევროპაში 2001 წლის CSR Europe/Avanzi კვლევამ აჩვენა, რომ 2000 წლის იანვრიდან 2001 წლის ივნისამდე, ანუ მხოლოდ 18 თვეში, სოციალური და ეთიკური ფონდები 58 პროცენტით გაიზარდა. მარტო ევროპაში, დაახლოებით 300 სოციალური ინვესტირების ფონდი არსებობს.
- ინვესტორების 86 პროცენტი თვლის, რომ სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვა კომპანიის საბაზრო ღირებულების გრძელვადიანობას ამაღლებს (წყარო: CSR Europe/Taylor Nelson Sofres, 2001).
- აშშ-ში სოციალური ინვესტირების ფორუმის მიხედვით, ორ ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა პორტფოლიოებში, რომელთა მართვისას ინვესტირებისათვის შერჩევა ეთიკასთან, გარემოსთან და CSR-თან მათი მიმართების გათვალისწინებით ხდება.
- აშშ-ში 16.3 ტრილიონი პროფესიული მენეჯმენტის საინვესტიციო თანხიდან სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიცია 13 პროცენტს შეადგენს.
ეს ციფრები ცხადყოფენ, რომ კომპანიებს, რომლებიც ეთიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას იჩენენ, უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი იმ საინვესტიციო კაპიტალთან, რომელიც სხვა შემთხვევაში მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა.
Mckinsey & Company-ის კვლევა ადასტურებს, რომ განვითარებად ქვეყნებში საინსტიტუტო ინვესტორები მზად არიან დაზღვევის პრემიაში 20 %25-ზე მეტი გადაიხადონ იმ კომპანიათა წლისთვის, რომლებიც კარგ კორპორაციულ მმართველობას ამჟღავნებენ. მსგავსი კვლევა ჩაატარა Russell Reynolds Associates-მა. ამ კვლევის მიხედვით ევროპელი ინვესტორების დაახლოებით 50 პროცენტის და აშშ-ს ინვესტორების 61 პროცენტის გადაწყვეტილებით ინვესტიციები საერთოდ არ იდება ან მცირდება ისეთ კომპანიებში, რომლებსაც კორპორაციული მმართველობის ცუდი გამოცდილება ან პრაქტიკა აქვთ.
გადაიხდის მომხმარებელი მეტს სოციალურდ პასუხისმგებელი ბიზნესის პროდუქტისათვის?
- ევროპული მომხმარებლის 70%25-ს სოციალური პასუხისმგებლობისადმი კომპანიის ერთგულება მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია პროდუქტის ან მომსახურების შეძენის დროს (წყარო: CSR Europe/MORI, 2000)
- 5 მომხმარებელში ერთი გამოთქვამს სოციალურად და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ბიზნესის პროდუქტისათვის მეტის გადახდის ნებას (წყარო:CSR Europe/MORI, 2000).
დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო უკეთ არის ინფორმირებული. მომხმარებლის შეშფოთება კვების პროდუქტების ხარისხიანობასა და დამზადების მიმართ გამოწვეული იყო ჯანდაცვის სფეროში არსებულ ისეთ კრიზისთან, რომელიც დაკავშირებული იყო ,,საქონლის ცოფთან“, დიოქსისთან ფეხისა და პირის რღუს დაავადებებთან და გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებასთან. მომხმარებელს ნდობა დაეკარგა მთელი რიგი პროდუქტების ხარისხიანობისადმი და ასევე იმ კომპანიებისადმი, რომლებისგანაც ისინი პროდუქტებს იძენენ. თანამედროვე კვლევების მიხედვით მომხმარებელს არა მხოლოდ კარგი და უსაფრთხო პროდუქტის შეძენა უნდა, არამედ ისეთისაც, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებელი მეთოდით არიან წარმოებული. მასმედიის მზარდმა ინტერესმა ისეთ პრობლემებისადმი, როგორებიცაა ბავშვის შრომის გამოყენება და ცხოველებისადმი სასტიკმა მოპყრობამ განაპირობა ის, რომ დღეს CSR მხოლოდ ცალკეული ჯგუფების ან აქტივისტი მომხმარებლების საზრუნავი აღარ არის.
Fleishman Hillard-ის კვლევის მიხედვით (1999 წელს), სავარაუდოა, რომ ევროპელი მომხმარებლების 86 პროცენტი პროდუქტებს ისეთი კომპანიებისაგან იყიდის, რომლებიც საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში არიან ჩაბმული. ექვსი მყიდველიდან ერთს მიაჩნია, რომ იგი ხშირად იძენს ან უარს ამბობს პროდუქტზე მისი მწარმოებლის რეპუტაციის გამო. მიახლოებითი გაანგარიშებით, მარტო დიდ ბრიტანეთში გათვითცნობიერებული, ანუ ,,ეთიკური“ მყიდველის ნავაჭრმა 2000 წელს 14 მილიარდი ევრო შეადგინა.
გარკვეული პროდუქტების ყიდვა არაეთიკური ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედია ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით კამპანიას გამართავს. ამიტომ რეპუტაციის შექმნა-დაკარგვის შესაძლებლობა უფრო და უფრო რეალური და აქტიური ხდება.
შეუძლია თუ არა CSR-ს გააუმჯობესოს კომპანიის რეპუტაცია და ბრენდი?
დღევანდელ ბაზარზე ბრენდის იმიჯი და რეპუტაცია კომპანიის ყველაზე დიდი ქონებაა. გამოთვლილია, რომ, მაგალითად, ,,კოკა-კოლას“ ღირებულების 96 პროცენტი არამატერიალურია - რეპუტაცია, ცოდნა და ბრენდი. ,,კელოგის“ არამატერიალური ღირებულება 97 პროცენტს უდრის, ხოლო ,,ამერიკან ექსპრესის“ - 84 პროცენს (Interbrand 2000).
რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა მათი რეპუტაციის შექმნაში CSR-ის წვლილის აღმნიშვნელი ციფრობრივი მაჩვენებლები. ეს პირველმა `Co-op' ბანკმა გააკეთა. ანალიტიკოსების ანგარიშით `Co-op'-ის ეტიკურმა და ეკოლოგიურმა მიდგომამ მნიშვნელოვანი პირდაპირი წვლილის სახით ბანკის რენტაბელობაში დაახლოებით 20%25 შეიტანა.
,,ბრიტანეთის ტელეკომმაც“ CSR-ისა და კორპორაციული რეპუტაციის შორის კავშირის დასადასტურებლად ოფიციალური ციფრები გამოაქვეყნა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით შეძენილმა იმიჯმა და რეპუტაციამ კონკურენტულ ბაზარზე საბაზრო წილის დაკავებასა და შენარჩუნებაში დიდი სამსახური გაუწია. იმიჯის და რეპუტაციის გავლენით მომხმარებლის კმაყოფილების მიღწევაში CSR-ის წვლილი 25 პროცენტზე მეტია.
არიან კი კომპანიის თანამშრომლები დაინტერესებული CSR-ით?
- თანამშრომელთა 78%25-ს მაღალი ხელფასის ქონას ეთიკური და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიაში მუშაობა ურჩევნია (წყარო: The Cherenson Group, 2001).
- კომპანიებს, რომლებსაც თანამშრომელთა სარგებლის კონკურენტული პროგრამები აქვთ, შეუძლიათ 30%25-ით დაბლა დასწიონ კომპანიის თანამშრომელთა გაცდენებთან, სამუშაო ძალის გადინებასთან, ინვალიდობასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრეტენზიების ხარჯები (წყარო: Medstat Group/American Productivity and Quality, 2001).
CSR-ს შეუძლია გავლენა იქონიოს კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. თანამშრომლებს უნდათ კარგი ანაზღაურება, კარგი პერსპექტივები, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანებს სურთ იამაყონ იმ კომპანიითაც, სადაც ისინი მუშაობენ. მოტივაცია ხშირად ღირებულებებზე და არა ფულზეა დაფუძნებული. ,,ჯენერალ ელექტრიკის“ ხელმძღვანელის ჯეკ უელშის თქმით, ,,ღირებულებები ყველა ორგანიზაციას სჭირდება, განსაკუთრებით კი, ხელმოკლე ორგანიზაციას... ადამიანებს სურთ, საზოგადოებაში თავაწეული დადიოდნენ. არავის მოსწონს, როცა თავისი სამსახურის დასახელებისას უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება ხოლმე. დღეს ერთნაირად ვაფასებთ კეთილშობილურ მისიას, ცხოვრებისა და მუშაობის სტილს, ,,დიდ მაგიდას“ და დაწინაურების პერსპექტივას“.
ბიზნენსის ლიდერები წამახალისებელ შედეგებზე მოგვითხრობენ: მას სემდეგ, რაც დიაბეტის პროდუქტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა ,,ნოვო ნორდისკმა“ თავისი პროგრამა ,,ღირებულებები ქმედებაში“ წამოიწყო და კომპანიის ბიზნესმენები მდგრადი განვითარების პრინციპებს გაუთანასწორა, შტატების გადინებაში 5%25-იანი კლება აჩვენა. ასევე ,,სიერს“-მა CSR პროგრამის განხორციელების შემდეგ შტატების გადინება 20%25-ით შეამცირა.
CSR-ის საშუალებით შეიძლება გაცდენების ფაქტების შემცირება და კომპანიის თანხების დაზოგვა პროდუქტულობის, სპეციალისტთა დაქირავებასა და თანამშრომლების სწავლებაზე გაწეული ხარჯების შემცირებით.
როგორ შეუძლია CSR-ს კომპანიის საოპერაციო ხარჯების შემცირება?
თუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კორპორაციული ბიზნესის სტრატეგიის ნაწილია, მას მაღალი ეკონომიურობის მიღწევა შეუძლია ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა თუნდაც ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება; ენერგო ეფექტურობა შემცირებული ნარჩენები (გამონაბოლქვის შემცირება), ხარჯების შემცირება ნარჩენების შემცირების ხარჯზე, დაბინძურების აღკვეთა და მეორადი გადამუშავების მასალების გაყიდვა. ასე მაგალითად, კომპანია „Dow Chemical Co“-მ განიზრახა 26 ტოქსიკური, ქიმიური პროდუქტის წარმოების შემცირება. კომპანიის €3.1 მილიონიანი ინვესტიცია ამ კომპანიასვე წლიურად €5.4 მილიონს უზოგავს.
![]() |
4 CSR-ის 5 საყრდენი |
▲back to top |
ქვემოთ მოყვანილი ცხრილების შევსება დაგეხმარებათ სწრაფად განსაზღვროთ, თუ რა დონეს მიაღწია თქვენმა ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობის საქმეში. ერთი თვალის გადავლებით დაინახავთ, თუ რა ინიციატივები აქვთ თქვენს კომპანიას და სად არის საჭირო დამატებით ძალისხმევა, რა მანძილი გაიარეთ CSR-ის გზაზე და სად ხართ ახლა: სტარტზე ხართ, ძალას იკრებთ თუ უკვე CSR-ის ჩემპიონი გახდით?
როგორ დავნერგოთ CSR კომპანიაში?
CSR-ის პრაქტიკის სრულიად შემოტანა კომპანიაში არ მოხდება მხოლოდ სოციალური პროექტების პერიოდული განხორციელებით. თუ კომპანიაში არ შეიქმნა CSR-ის მთელი მექანიზმი და პირველ რიგში, თუ ამ პროცესში არ ჩაერთვებიან კომპანიის თანამშრომლები, კომპანიის მიერ ამ მიმართულებით გაწეული მთელი ძალისხმევა იქნება მხოლოდ რეკლამა, ,,პაირი“ და არა CSR-ი
CSR-ის ორგანიზაციაში დანერგვა შემდეგი სქემითაა შესაძლებელი:
ს ქ ე მ ა
![]() |
5 CSR-ს მოკლე ლექსიკონი |
▲back to top |
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility CSR) კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება, იმოქმედოს მდგრადი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მეთოდებით და გააცნობიეროს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები.
მდგრადობა (Sustainability) ამ ტერმინის ინგლისური მნიშვნლობა მომდინარეობს სიტყვიდან ,,შენარჩუნება, განგრძობა“. მოცემულ შემთხვევაში მდგრადობა არის ბიზნესის წარმატების დიდი ხნით შენარჩუნების უნარი. უფრო ფართო განმარტებით მდგრადობა გულისხმობს, რომ განახლებადი რესურსების გამოყენების ტემპი არ უნდა აჭარბებდეს მისი განახლების (რეგენერაციის) ტემპებს; არაგანახლებადი რესურსების გამოყენების ტემპი არ უნდა აჭარბებდეს მდგრადი განახლებადი ჩამნაცვლებლების განვითარების ტემპებს; დაბინძურებული გამონაბოლქვის ტემპი არ უნდა აჭარბებდეს გარემოს მიერ მისი ასიმილაციის უნარს.
სამმაგი საბოლოო შედეგი (Tripe Bottom Line) არის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, გარემოს ხარსხსა და სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიზნესის ფილოსოფია.
დაინტერესებული მხარე (Stakeholder) არის ნებისმიერი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ბიზნესის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. მათ შორის არიან: თემის წევრები, თანამშრომლები და მათი ოჯახები, მომხმარებლები, მომწოდებლები, აქციონერები, სათემო და გარემოსდაცვითი ჯგუფები, პოლიტიკოსები, პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციები, ბიოსფერო, მსოფლიოს მოსახლეობა და მომავალი თაობები.
გარემოს მართვის სისტემა (Environmental Management System) არის კომპანიების გარემოსდაცვითი ქმედებების გაუმჯობესების დასახმარებლად შემუშავებული სისტემა, რათა განსაზღვრული პროცედურების საშუალებით შესაძლებელი გახდეს გარემოსადმი პოტენციურად საზიანო ბიზნეს საქმიანობის აღკვეთა და მონიტორინგი. ამ სისტემაში შედის პოლიტიკის წარმოება, პროგრამების შემუშავება და მათი წარმატების შეფასება. ISO 14001 არის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ჩარჩოს მაგალითი.
ინდიკატორები (Indicators) არის გაზომვადი მაჩვენებლები, რომლებიც რაიმე მიზნის ან პერსპექტივისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავენ.
ვალდებულება (Commitment) კომპანიის ვალდებულება არის სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის ფარგლებში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრაქტიკაში დანერგვისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. იგი საფუძვლად უდევს ყველა სხვა კომპონენტს (პოლიტიკის შემუშავებას, პროგრამის განხორციელებას, პროგრამის შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას, ანგარიშგებასა და გამჭირვალობას). კომპანის ვალდებულება შეიძლება სხვადასხვა ხარისხის იყოს და ექსპერიმენტულსა და მუდმივს შორი მერყეობდეს.
პოლიტიკა (Policy) არის ორგანიზაციის შიდა წესების კრებული, რომლესაც კომპანიამ ფორმალურად და არაფორმალურად უნდა მისდიოს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას. სოციალური პასუხისმგებლოის კონტექსტში პოლიტიკა არის კომპანიის ფორმალიზებული, განცხადებული და დოკუმენტირებული ვალდებულება.
პროგრამა (Program) არის კომპანიის მიერ თავისი ვალდებულების რეალიზაციისათვის გადადგმული რამდენიმე აქტიური ნაბიჯი. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები შეიძლება მონაცვლეობდეს არაფორმალური და შემთხვევითიდან - ფორმალურ თანმიმდევრულამდე.
პროგრამის შეფასება (Program Evaluation) ნიშნავს გაზომვადი ინდიკატორების შემოღებას საპროგრამო საქმიანობების წარმატების შესაფასებლად და კომპანიის საქმიანობაზე თვალყურისდევნებას ამ ინდიკატორების მიხედვით.
დაინტერესებული მხარეების ჩართვა/მონაწილეობა (Stakeholder Involement) დაინეტერსებული მხარეების აქტიური მოძებნა და მათი შეხედულებების გათვალისწინება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროგრამების ჩამოყალიბებაში. დაინტერესებული წრეების მონაწილეობის/ჩართულობის ამპლიტუდა შეიძლება განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის შესახებ მათი ინფორმირებიდან დიალოგში ჩართვამდე.
ანგარიშგება და გამჭირვალობა (Accountability and Transparency) - ეხება დაინეტერსებულ მხარეებთან კომპანიის პოლიტიკასა და პროგრამებზე ფორმალურ და არაფორმალურ ანგარიშგებას. ანგარიშში გამოკვეთილად, ზუსტად და რეალურად უნდა იყოს აღწერილი კომპანიის მიღწევები და დაბრკოლებები.
![]() |
6 CSR საქართველოში: ფონდ ,,ჰორიზონტის“ კვლევის მთავარი მიგნებები |
▲back to top |
2005 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროექტის - ,,საქართველოში ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის გაცნობიერების ზრდა“ - ფარგლებში ფონდ ,,ჰორიზონტმა“ Unocal Foundation-ის დახმარებით ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, კვლევა ჩაატარა.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო სოციალური პასუხისმგებლობის დონის იდენტიფიცირება ქართულ ბიზნესკომპანიებში, რეალური სურათის წარმოჩენა (თუ როგორ არის საქართელოს დღევანდელობაში წარმოდგენილი სოციალური პასუხისმგებლობა); სოციალური აქტივობის განხორციელებისათვის ხელშემწყობი ფაქტორებისა და საჭიროებების გამოვლენა.
გამოკითხვის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად ღიაა ბიზნესსექტორი საზოგადოების ინტერესების მიმართ; რამდენად ეხმარება; რა სფეროებს ეხმარება; რა მიზეზით ეხმარება; რა არის საჭირო მის გასააქტიურებლად.
კვლევის საბოლოო მიზანია ბიზნესსექტორის გააქტიურება საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ ისე, რომ მან უპასუხოს საზოგადოების ახლანდელ და მომავალ მოთხოვნებს ქვეყნის დღევანდელი და მომავალი სტაბილური განვითარებისათვის.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოიყო ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე საკითხი: ადამიანური რესურსები, მათი სწავლება, წახალისების და დაზღვევის სისტემები; მომხმარებელთან ურთიერთობა; სოციალური/საზოგადოებრივი და სათემო პროექტების განხორციელება; სოციალური/საზოგადოებრივი და სათემო პროექტების განხორციელების პრიორიტეტული სფეროები; სოციალური და სათემო პროექტების განხორციელების დაფინანსების წყაროები; სოციალური, ან წლიური ანგარიშების გამოქვეყნება, სადაც ასახულია ამგვარი საქმიანობა; დამოკიდებულება სოციალური პროექტების განხორციელების მიმართ მომავალში; პრიორიტეტული სფეროები მომავალში; სოციალური/საზოგადოებრივი, ან სათემო პროექტების განხორციელების ხელისშემწყობი ფაქტორები.
ამ საკითხების შესასწავლად შეიქმნა 22 პუნქტიანი კითხვარი. გამოსაკვლევი პოპულაცია იყო თბილისში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის ორგანიზაციები. გამოკვლევის ფარგლებში 2005 წლის დეკემბერში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 63 კომპანიის მენეჯერი. გამოკითხული 63 კომპანიიდან 28 მიეკუთვნებოდა მსხვილ ბიზნესს და 35 - საშუალოს.
![]() |
7 ძირითადი დასკვნები |
▲back to top |
ადამიანური რესურსების სწავლება, წახალისების და დაზღვევის სისტემები
სწავლება
გამოკითხულ კომპნიათა 78 პროცენტი გამოყოფს თანხებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დანარჩენი 22 პროცენტი თანხებს ამ მიზნით არ გამოყოფს. ამასთან, მსხვილი კომპანიები უფრო მეტად ზრუნავენ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მსხვილი კომპანიების 88 პროცენტი გამოყოფს თანხებს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. ხოლო საშუალო ზომის კომპანიებს 70.6 პროცენტი გამოყოფს თანხებს ამ მიზნით.
გრაფიკი 1.
ბიზნესის სიდიდე და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანხების გამოყოფა
თანამშრომლების სწავლებაში კომპანიების მიერ წლიური ბიუჯეტის გამოყოფილი წილი 0.1-დან 11%25-მდე მერყეობს, ყველაზე ხშირი იყო 1%25 (6 კომპანია).
ბიზნესის ორგანიზაციები საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა მეთოდით ახორციელებენ. ყველაზე ხშირია ტრენინგები, რომელსაც ორგანიზაციები საკუთარი რესურსებით ატარებენ (46%25) და ტრენინგები, რომელსაც ატარებენ მოწვეული ტრენერები (39.7%25). კომპანიათა 34.9%25 აგზავნიან თანამშრომლებს საზღვარგარეთ, ხოლო 31.7%25-სხვა ორგანიზაციაში (საქართველოს მასშტაბით). კვალიფიკაციის ამაღლების ყველა მეთოდი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება, თუმცა სჭარბობს ადგილზე ჩატარებული ტრენინგები, რაც გამოწვეულია ნაკლები ფინანსური დანახარჯით და თანამშრომლების ადგილზე სწავლების შესაძლებლობით.
ცხრილი 1
სწავლების ფორმები სხვადასხვა ტიპის ბიზნესორგანიზაციებში
სწავლების ფორმა |
მსხვილი |
საშუალო |
ტრენინგები, რომელიც ტარდება კომპანიის საკუთარი რესურსით |
72%25 |
43.3%25 |
ტრნინგები, რომელსაც ატარებენ მოწვეული ტრენერები |
64.0%25 |
44.6%25 |
აგზავნიან თანამშრომლებს სხვა ორგანიზაციაში (საქართველოს მასშტაბით) |
48%25 |
31.8%25 |
აგზავნიან თანამშრომლებს საზღვრაგარეთ |
48%25 |
39.3%25 |
ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ მსხვილ კომპანიებში ბევრად ხშირია თანამშრომელთა საკუთარი რესურსებით გადამზადების პრაქტიკა. ბევრ მსხვილ კომპანიას აქვს ტრენინგის საკუთარი ცენტრი.
წახალისების და დაზღვევის სისტემები
კომპანიათა დიდ უმრავლესობას (88.9%25) აქვს თანამშრომელთა წახალისების სისტემები, მათ შორის მსხვილი კომპანიების 96.4%25-ს და საშუალოების 82.9%25-ს. ფულად პრემიას წახალისების მიზნით იყენებს ორგანიზაციათა 82.5%25, ხელფასის მომატებას - 49.2%25, დასაჩუქრებას - 41.3%25. ფულად პრემიებს ერთნაირი სიხშირით იყენებენ როგორც საშუალო, ისე მხვილი კომპანიებიც, ხელფასის მომატებას უფრო ხშირად მიმართავენ საშუალო კომპანიები. დასაჩუქრებას - მსხვილი კომპანიები.
ცხრილი 2
წახალისების სისტემები
წახალისების ფორმა |
სიხშირე |
პროცენტი |
ფულადი პრემია |
52 |
82.5%25 |
ხელფასისი მომატება |
31 |
49.2%25 |
დასაჩუქრება |
26 |
41.3%25 |
თითო ორგანიზაციამ აღნიშნა წახალისების ისეთი ფორმები, როგორიცაა ბონუსები, უპროცენტო განვადებები რაიმეს შესაძენად, მადლობის წერილები.
გრაფიკი 2.
ბიზნესის სიდიდე და წახალისების ფორმები
მსხვილი ორგანიზაციები უფრო ხშირად სარგებლობენ თაამშრომელთა დასაჩუქრების მეთოდით.
გამოკითხულ კომპანიათა 42.9%25 თანამშრომლებისათვის აწყობს გასართობ, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს.
კომპანიათა 19%25 აზღვევს თანამშრომელთა სიცოცხლეს 9.5%25 კი, თანამშრომელთა ოჯახის წევრებსაც უზრუნველყოფს დაზღვევით; სულ 6.3%25 ბიზნესორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის თანამშრომლებს სიცოცხლის დაზღვევით და 4.8%25 - საპენსიო დაზღვევით.
ცხრილი 3.
დაზღვევა, გასართობი, კულტურული და სპორტული პროგრამები
დაზღვევის ფორმა |
სიხშირე |
პროცენტი |
თანამშრომლების სიცოცხლის დაზღვევა |
4 |
6.3%25 |
თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა |
12 |
19%25 |
თანამშრომელთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა |
6 |
9.5%25 |
საპენსიო დაზღვევა |
3 |
4.8%25 |
თანამშრომლებისათვის გასართობი, კულტურული და სპორტული პროგრამები |
27 |
42.9%25 |
მომხმარებელთან ურთიერთობა
კომპანიათა დიდ უმრავლესობაში (82.5%25) არის ადამიანი ან დეპარტამენტი, რომლსაც მომხმარებელთა საჩივრებზე და კრიტიკაზე პასუხის გაცემა ევალება. ასეთი თანამშრომელი, ან სტრუქტურული ერთეული არა ჰყავს გამოკითხული ორგანიზაციებიდან 4 მსხვილ და 7 საშუალო კომპანიას.
სოციალური/საზოგადოებრივი პროექტები
63 გამოკითხული ბიზნესორგანიზაციიდან მხოლოდ 12 აღმოჩნდა ისეთი, რომელიც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას არცერთი სფეროს სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში. დანარჩენი 51 ორგანიზაცია ასეთი ტიპის პროექტებს ერთ რომელიმე სფეროში მაინც ახორციელებს. ამასთან, მსხვილი კომპანიების 58.9%25 და საშუალოების 41.2%25 ახორციელებს რაიმე ტიპის პროექტს.
პროექტების სფეროების მიხედვით შედეგები ასე განაწილდა:
ცხრილი 4
სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა
სფერო |
სიხშირე |
პროცენტი |
განათლების |
19 |
37.3%25 |
კულტურის |
27 |
52.9%25 |
გარემოსდაცვითი |
4 |
7.8%25 |
ჯანდაცვის |
14 |
27.5%25 |
სპორტის |
21 |
41.2%25 |
ტექნიკური ტრენინგები მოსახლეობისათვის |
1 |
2.0%25 |
სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაცია |
15 |
29.4%25 |
სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება |
36 |
70.6%25 |
ბინაზე მომსახურება (მოხუცებისათვის, სხავადასხვა ტიპის თავშესაფრებისათვის და ა.შ) |
8 |
15.7%25 |
ისტორიული ძეგლების აღდგენა |
1 |
2.0%25 |
ეკლესიის დახმარება |
3 |
5.9%25 |
სამხედრო ნაწილის დახმარება |
1 |
2.0%25 |
ბრძოლა ნარკომანიის და სიღარიბის წინააღმდეგ |
1 |
2.0%25 |
პროცენტულად ყველაზე ხშირი დახმარება სოციალურად დაუცველ ფენებზე მოდის (70.6%25). მას სიხშირით ოდნავ ჩამოჩება კულტურისა (52.9%25) და სპორტის (41.2%25) სფეროში პროექტების განხორციელება; შემდეგ ადგილზეა განათლების (37.3%25), სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის (29.4%25) და ჯანდაცვის (27.5%25) სფეროების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების თვალსაზრისით ერთნაირად აქტიურები არიან როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები (18-18 კომპანია), სპორტს 15 მსხვილი კომპანია და 6 საშუალო კომპანია ეხმარება, კულტურას - 17 მსხვილი და 10 საშუალო, განათლება - 10 მსხვილი და 9 საშუალო. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობს 10 მსხვილი და 5 საშუალო კომპანია.
სოციალურ/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ფორმები
სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ყველაზე გავრცელებული მიდგომა აღმოჩნდა ის, რომლის მიხედვითაც კომპანია თავად ახორციელებს ამ პროექტებს (68.3%25), ბიზნესპარტნიორებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა არც თუ იშვიათია (39.7%25). კომპანიათა ნაწილი ამ კუთხით სახელმწიფო სტრუქტურებთან (19%25) და ადგილობრივ მთავრობებთან (17.5%25) ერთად მუშაობას ამჯობინებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებან ერთად სოციალურ/საზოგადოებრივ პროექტების განხორციელების გამოცდილება გამოკითხულთაგან 12.7%25 კომპანიას აქვს. რაც შეეხება სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შედარებით სოციალურ/საზოგადოებრივ სფეროებში პროექტების განსახორციელებლად პარტნიორებს გაცილებით უკეთ პოულობენ. თუმცა, დღესდღეობით ორივე ტიპის ბიზნესს ურჩევნია ასეთი საქმიანობა მარტომ აწარმოოს.
ცხრილი 5
ბიზნესის ტიპი და სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ფორმები
სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ფორმები |
მსხვილი |
საშუალო |
ახორციელებს თავად |
75%25 |
62.9%25 |
სხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან ერთად |
53.6%25 |
28.6%25 |
არასამთავრობო ორგანიზაციებთან |
17.9%25 |
8.6%25 |
რაიონის გამგეობასთან, მერიასთან ერთად |
25.%25 |
11.4%25 |
სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად |
32%25 |
8.6%25 |
დახმარების მეთოდები
ბიზნეს ორგანიზაციები სხვადასხვა მეთოდით ახორციელებენ სოციალურ/საზოგადოებრივ პროექტებს: ფინანსებით, პროდუქციითა და მომსახურებით, წიგნებით, სხვადასხვა ტექნიკური აპარატურით, მატერიალური რესურსებით (შენობა-ნაგებობები და ადამიანური რესურსები - კვალიფიციური პროფესიული კადრებითა და მოხალისეებით). ყველაზე ხშირია ფინანსებით (68.3%25) და პროდუქციით ან მომსახურებებით დახმარება (47.6%25). ამ თვალსაზრისით არ აღინიშნება მნიშვნელოვანი სხვაობა მსხვილ და საშუალო ბიზნესს შორის. რაც შეეხება ისეთი მატერიალური რესურსით დახმარებას, როგორიცაა შენობა-ნაგებობები, ამას ოთხი კომპანია აკეთებს და ოთხივე მსხვილ ბიზნესს განეკუთვნება.
გრაფიკი 4
სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების მეთოდები
სათემო პროექტები
გამოკითხული ბიზნესის ორგანიზაციებთან 34%25, ანუ ნახევარზე მეტი, არ მონაწილეობს არც ერთი სფეროს სათემო პროექტების განხორციელებაში. სათემო პროექტებს ახორციელებს მსხვილი კომპანიების 54.9 და საშუალოს - 45.1 პროცენტი. სიხშირის თვალსაზრისით პროცენტულად პირველ ადგილზე სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება (23.8%25), შემდეგ მოდის სპორტი (20.6%25), კულტურა (19%25) და ბოლოს - განათლება (15.9%25).
ცხრილი 6
სათემო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა
სფერო |
სიხშირე |
პროცენტი |
განათლება |
10 |
15.9%25 |
კულტურა |
12 |
19%25 |
გარემოსდაცვა |
5 |
7.9%25 |
ჯანდაცვა |
5 |
7.9%25 |
სპორტი |
13 |
20.6%25 |
ტექნიკური ტრენინგები მოსახლეობისათვის |
2 |
3.2%25 |
სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაცია |
5 |
7.9%25 |
სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება |
15 |
23.8%25 |
ბინაზე მომსახურება (მოხუცებისათვის, სხვადასხვა ტიპის თავშესაფრებისათვის და ა.შ) |
3 |
4.8%25 |
მონაწილეობა გაზიფიკაციაში, სადარბაზოს შეღებვა, ქუჩის მოპირკეთება |
1 |
1.6%25 |
სოციალური და სათემო პროექტების განხორციელების დაფინანსების წყაროები
კომპანიები, ასეთი ტიპის პროექტების დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროს იყენებენ, თუმცა სჭარბობს საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები (28.6%25), კომპანიების 25.4%25 სხვა კომპანიასთან ერთად სოციალურ და სათემო პროექტებს აფინანსებს, 14.3%25-ს (9 კომპანია, მათგან 7 მსხვილი და 2 საშუალო) ამისათვის ცალკე ფონდი აქვს შექმნილი. მხოლოდ ორი ორგანიზაცია (ორივე საშუალო) იზიდავს სახსრებს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ორიც (ორივე მასხვილი) - სამთავრობო ფონდებთან ერთად ახორციელებს სათემო პროექტებს.
ცხრილი 7
სოციალური და სათემო პროექტების განხორციელების დაფინანსების წყაროები
სფერო |
სიხშირე |
პროცენტი |
ამისათვის შექმნილია ცალკე ფონდი |
9 |
14.3%25 |
კომპანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება |
18 |
28.6%25 |
ახორციელებენ სხვა კომპანიასთან ერთად |
16 |
25.4%25 |
სახსრებს იზიდავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან |
2 |
3.2%25 |
პროექტს ახორციელებენ სამთავრობო ფონდებთან ერთად |
2 |
3.2%25 |
სოციალური, ან წლიური ანგარიშების გამოქვეყნება
გამოკითხულთაგან 13 ორგანიზაცია (20.^%25) აქვეყნებს სოციალურ, ან წლიურ ანგარიშებს, რომელშიც მათ მიერ განხორციელებული სოციალური პროექტებია ასახული. ამათგან 10 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია, 3 კი - საშუალო.
დაგეგმილი სოციალური/ საზოგადოებრივი, ან სათემო პროექტები
კომპანიების 71.4 პროცენტი სამომავლოდ სოციალურ საქმიანობაში უფრო მზარდი მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. მათ შორის 24 კომპანია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია, 21 - საშუალოსი.
გამოკითხულთაგან 38 ორგანიზაციას (60.3%25) მომავალი წლისთვის დაგეგემილი აქვს კონკრეტული სოციალური/საზოგადოებრივი, ან სათემო პროექტების განხორციელება. მათგან 21 ორგანიზაცია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია, 17 - საშუალოსი. ოეგანიზაციათა ნაწილი შემთხვევიდან შემთხვევამდე, საჭიროების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს. ამ მიმართულებით მათ მკაფიო და ჩამოყალიბებული სტრატეგია არა აქვთ.
რესპოდენტებმა გამოხატეს დამოკიდებულება მომავალში სოციალური/საზოგადოებრივი ან სათემო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სურვილთან გვიჩვენა, რომ ინტერესის კლების თვალსაზრისით ყველაზე დიდი სხვაობა სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის (დღეისათვის 15 და მომავალში 8 კომპანია) და სპორტის (დღეს 21, მომავალში - 15) სფეროებშია. გამოიკვთა ინტერესის საგრძნობი ზრდა გარემოს დაცვითი (შესაბამისად 4 და 12) და განათლების (შესაბამისად 19 და 26) პროექტების განხორციელების მიმართ. სხვა სფეროების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
გრაფიკი 5
სოციალურ/ საზოგადოებრივი პროეტები ბიზნესის სიდიდის მიხედვით
საინტერესო სხვაობა აღინიშნება მომავალში სოციალური და სათემო პროექტების განხორციელებს თაობაზე მსხვილ და საშუალო ბიზნესის კომპანიათა გამოთქმულ სურვილებს შორის. სპორტის სფეროში თანამშრომლობით 3-ჯერ მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია დაინტერესებული, ვიდრე საშუალოსი. ასევე, მსხვილი ბიზნესი საშუალო ბიზნესზე გაცოლებით მეტადაა დაინტერესებული კულტურის და გარემოს დაცვით სფეროებში პროექტებზე მუშაობით. საშუალო ბიზნესის განათლება და სოციალურად დაუცველ პირთა და სხვადასხვა ტიპის თავშესაფრების ადგილზე/ბინაზე მომსახურება უფრო აინტერესებს.
გრაფიკი 6
ამჟამინდელი მდგომარეობა და სოციალურ/საზოგადოებრივი პროექტების განხორიელების სურვილები სფეროების მიხედვით.
სოციალური/საზოგადოებრივი, ან სათემო პროექტების განხორციელების ხელისშემწყობი ფაქტორები
თანამშრომლობა
სოციალური, ან სათემო პროექტების განხორციელებისათვის ყველაზე მზარდი მოთხოვნილება ბიზნესპარტნიორების მოძიებაზეა (42.9%25), შემდეგ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება (31.7%25) და არასამთავრობო ორგანიზაციებთან - კავშირებთან და ფონდებთან - თანამშრომლობა (28.6%250. მიღებული სურათი ნათლად მეტყველებს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარების საქმეში პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
გრაფიკი 7
თანამშრომლობა სოციალური ან სათემო პროექტების განხორციელებისათვის
დახმარება
ბიზნეს ორგანიზაციების დახმარება, ყველაზე მეტად, სანდო პარტნიორის ან ფონდის მოძიებაში (გამოკითხულთა 41.3%25) და მიზნის მისაღწევად ოპტიმალური მეთოდების შერჩევაში სჭირდება (18.6%25), 19%25-ს მიაჩნია, რომ სასარგებლო იქნებოდა მიზნობრივი ჯგუფის გამოვლენაში დახმარება. 11.1%25-მა დაასახელა ინფორმაცია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, ხოლო 9.9%25-მა - ტრენინგები. მსხვილ და საშუალო კომპანიებს შორის ამ მხრივ განსხვავება არ დაფიქსირებულა.
გრაფიკი 8
დახმარება სოციალურიან სათემო პროექტების განხორციელებაში
![]() |
8 ჰორიზონტის შესახებ |
▲back to top |
მესამე სექტორის პირველი ქართული ფონდი ,,ჰორიზონტი“ დაარსდა 1997 წელს. ,,ჰორიზონტი“ არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იღწვის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. თავისი პროგრამებითა და მომსახურებებით ,,ჰორიზონტი“ ხელს უწყობს არასამთავრობო სექტორის, სამთავრობო, ბიზნეს სექტორებისა და მედია ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. ,,ჰორიზონტი“ ამ სექტორებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: ტრენინგები, კვლევები, გრანტები, კონსულტაციები და სპეციალური სამეცნიერო და სახელმძღვანელო გამოცემები.
,,ჰორიზონტს“ მიზნად აქვს დასახული პოლულარიზაცია გაუწიოს CSR-ს საქართველოში მოქმედ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის.
კონსულტაციებისა და სასწავლო პროგრამების საშუალებით ,,ჰორიზონტი“ დაინტერესებულ კომპანიებს დაეხმარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი სტრუქტურის დანერგვაში.