![]() |
ახალგაზრდობის პოლიტიკური კულტურა და მასმედია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჯავახიშვილი ნინო, კუჭუხიძე მარინა |
თემატური კატალოგი მედია |
წყარო:
ჯავახიშვილი ნინო, კუჭუხიძე მარინა "ახალგაზრდების პოლიტიკური კულტურა და მასმედია" / [ავტ.: ნინო ჯავახიშვილი, მარინა კუჭუხიძე ; რედ. კონსტანტინე კანდელაკი ; ბროშური მომზად. მონაწილეობდნენ: სალომე ცისკარიშვილი, დავით ჭიჭინაძე] - [თბ.] : სამოქალაქო კულტურის საერთაშ. ცენტრი, 2002 - 71გვ. : ცხ. ; 20სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 31222] UDC: 070 + 32.001 + 37.035.4 F 73.356/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © 2002 წ. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ,,ახალგაზრდების პოლიტიკური კულტურა და მასმედია“ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 2002 რედაქტორი: კონსტანტინე კანდელაკი ავტორები: ნინო ჯავახიშვილი მარინა კუჭუხიძე ბროშურის მომზადებაში მონაწილეობდნენ: სალომე ცისკარიშვილი დავით ჭიჭინაძე ამ ბროშურის გამოცემა შესაძლებელი გახდა ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) შეხედულებებს. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი თბილისი, ბაქოს ქ. 20ა ტელეფონი : 94 -02 – 96; 95 – 38 – 73 E – mail: iccc.org.ge |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ამიერკავკასიის ორი ქვეყნის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - საზოგადოება „ტახსილი“ (აზერბაიჯანი) და ახალგაზრდული ასოციაცია „არეგ 73“ (სომხეთი) ერთად ახორციელებს პროექტს „მასმედიის საშუალებებით ახალგაზრდა ამომრჩევლების განათლების მეთოდიკის შემუშავება“. პროექტს აფინასებს ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა. პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე, მასში გათვალისწინებული ღონისძიებები სამივე ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზდების პოლიტიკური განათლებისა და სამოქალაქო მონაწილეობის მასმედიის საშუალებით გაზრდის მეთოდიკის შემუშავება. ამ მიზნით:
1. გამოიყო მასობრივი ინფორმაციის კონკრეტული საშუალებები\\პროგრამები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო მონაწილეობის პროპაგანდა,
2. განისაზღვრა ის თემები, რომლებშიც ახალგაზრდები ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან, ან მისი ხარისხის გაზრდას საჭიროებენ. შესაბამისად შესაძლებელი გახდა შემოვფარგლულიყავით თემათა იმ წრით, რომელთა მეშვეობითაც მომავალში შესაძლებელი იქნება სამოქალაქო მონაწილეობის და პოლიტიკური კულტურის პროპაგანდაზე მიმართული კონკრეტული პროგრამების განხორციერლება.
პროექტის ამოცანების განხორციელებისათვის 2001 წლის ზაფხულში ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდობის სოციოლოგიური გამოკითხვა, რათა გამოგვერკვია ახალგაზრდებში პოპულარული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პროგრამები, თემები. გამოკითხვა ჩატარდა 17-დან 35 წლამდე 1000 რესპოდენტისაგან შემდგარ რეპრეზენტატულ შეღწევაზე საქართველოს ყველა რეგიონში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარდა.
გამოკითხვისთვის სომეხი, აზერბაიჯანი და ქართველი სპეციალისტების მიერ ერთობლივად შემუშავდა კითხვარი, რომელიც 51 კითხვისგან შედგებოდა: კითხვები რამდენიმე ბლოკში გაერთიანება:
ბლოკი I - მასმედიისადმი დამოკიდებულება
ბლოკი II - პოლიტიკური აქტივობა და განათლება
ბლოკი III - დემოგრაფიული მონაცემები
მონაცემები დამუშავდა SPSS სტატისტიკური პაკეტით, წინამდებარე ნაშრომში მოყვანილია მხოლოდ სტატისტიკურად სანდო შედეგები.
განხორციელდა აგრეთვე მასმედიის ზოგიერთი საშუალების კონტენტ - ანალიზი, რომელსაც უნდა გამოევლინა ამ საშუალებებში წარმოდგენილი ინფორმაციის ზოგიერთი პარამეტრები და მისი შესაბამისობა გამოკითხვის შედეგებთან. ამ მასალის კონტენტ - ანალიზი მოხდა წინასწარ შერჩეული თემების საფუძველზე, რომლებიც ასევე იყო ჩადებული გამოკითხვებში. გამოკითხვის მიხედვით მიღებული თემებიდან შეირჩა მხოლოდ პოლიტიკური საკითხები, გამოირიცხა ეკონომიკის, კულტურის და სპორტის სფეროში. შესაბამისად, შერჩეული გადაცემებისა და გაზეთების კონტენტ - ანალიზი განხორციელდა 14 თემის საფუძველზე, ესენია:
1. საგარეო პოლიტიკური სიტუაცია
2. პარლამენტის მოღვაწეობა
3. მთავრობის მოღვაწეობა
4. პრეზიდენტის მოღვაწეობა
5. სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა
6. სამხედრო საკითხები
7. სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა
8. სოციალური სფერო
9. ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
10. არჩევნები
11. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
12. ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა
13. ოპოზიციის მოღვაწეობა
14. ადამიანის უფლებათა დაცვა.
მასმედიის კონტენტ - ანალიზისათვის შეირჩა 15 ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემა, გაზეთი, რომლებსაც, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდობა ყველაზე მეტად უყურებს და კითხულობს. რადიოგადაცემები და ჟურნალები გამოირიცხა, რადგან გამოკითხვის მიხედვით, რომელსაც ეყრდნობოდა კონტენტანალიზი, აღმოჩნდა, რომ რადიოს ახალგაზდობა მხოლოდ გართობის მიზნით, მუსიკის მოსასმენად ირჩევს, ხოლო ჟურნალებს იშვიათად კითხულობს, ისიც გართობის მიზნით. კონტენტ - აანალიზი განხორციელდა სპეციალური ანკეტის მიხედვით, რომლის ორი ვარიანტი შემუშავდა: ერთი -ტელევიზიისთვის, ხოლო მეორე - გაზეთებისათვის. ანკეტაში ფიქსირდებოდა გადაცემებსა და სტატიებში განხილული თემები, მათი მოცულობა/ხანგრძლივობა, ტიპი, ჟურნალისტების დამოკიდებულება წარმოდგენილი საკითხებისადმი.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები სამივე ქვეყანაში პარალელურად ტარდება, კონტენტანალიზი საქართველოში უფრო გვიან ჩატარდა, დეკემბერში, ხოლო სხვაგან - ნოემბერში. ეს გადადება გამოწვეული იყო რუსთავი 2 - თან დაკავშირებული ცნობილი მოვლენებით, რადგან ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ტიპიური და არა განსაკუთრებული სიტუაციის გამოწვეული მასალების შესწავლა. ამიტომ, კვლევა საქართველოში მოგვიანებით ჩატარდა, თუმცა ცნობილი მოვლენების ექო შედეგებში მაინც იგრძნობა, მაგალითად, ახალგაზდრობის მოღვაწეობობის გაშუქება უფრო მაღალი სიხშირით ხდებოდა კვლევის მიმდინარეობის მანძილზე, რადგან გადაცემებში შედარებით ხშირად იწვევდნენ სტუდენტებს და საუბრობდნენ სტუდენტების შესახებ. რომ არა ეს ცნობილი მოვლენები, ალბათ, ახალგაზრდობის მოღვაწეობის გაშუქების სიხშირე კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა.
![]() |
2 ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ნაწილი I.
მასმედიისადმი დამოკიდებულება1
მასმედიის საშუალებები პოპულარულია საქართველოს ახალგაზრდებში, რადგან:
- ტელევიზიას გამოკითხულთა უმეტესობა - 97, 7% უყურებს,
- რადიოს - 72, 1% უსმენს,
- გაზეთებს - 72, 5%, ხოლო
- ჟურნალებს - 44% კითხულობს.
მაგრამ მხოლოდ ამ მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ. მართალია, გაზეთებს - 72,5%, ხოლო ჟურნალებს - 44% კითხულობს, მაგრამ რეგალურად გაზეთებს შედარებით მცირე პროცენტი კითხულობს - 11,4%, ხოლო 32,7% გაზეთებს კითხულობს, როცა ხელში მოხვდებით. საგულისხმოა აგრეთვე, რომ რეგიონში გაზეთებს უფრო იშვიათად კითხულობენ, ვიდრე ცენტრში. რადიოს ახალგაზრდები მხოლოდ გასართობად, მუსიკის მოსასმენად ირჩევენ.
მასმედიის საშუალებების და განსაკუთრებით ტელევიზიის პოპულარობის მიზეზი ისიცაა, რომ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით - რეგიონის ახალგაზრდებს, თითქმის არ გააჩნიათ ინფორმაციის მიღების და გართობის სხვა საშუალებები, რადგან იქ არ არსებობს კლუბები, დისკოთეკები, თითქმის არ იმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
თავი 1.
ტელევიზია
ინფორმაციის მისაღებად ყველაზე პოპულარულია პირველი არხი და რუსთავი 2, მათ უერთდება II არხიც, რომელსაც ძირითადად გართობის მიზნით უყურებენ.
რუსთავი 2 -ის გადაცემები უფრო პოპულარულია თბილისში, ხოლო პირველი და მეორე არხის გადაცემები - რეგიონში.
პირველი არხი დაახლოებით თანაბრადაა პოპულარული ყველა რეგიონში, თანაც მაღალი პროცენტით, მხოლოდ აჭარაში მას პოპულარობაში ეცილება უპირველეს ყოვლისა, რუსთავი 2 - 59,7% და ადგილობრივი არხი - ტყელეარხი 25 - 32,8%, ხოლო პირველი არხი - 44,8%. ტელეარხი 25 ძირითადად რუსთავი 2 -ის გადაცემებს აჩვენებს, ამიტომ, როცა პროპაგანდას პროცესში აჭარაში მიდგება საქმე, იქ ერთად უნდა გამოვიყენოთ რუსთავი 2 - ტელეარხი 25 და პირველი არხი.
ისინი, ვინც ცენტრალურ სახელმწიფო არხებს ანიჭებენ უპირატესობას და როგორც უკვე ვიცით, ეს ძირითად პირველ არხს ეხება, იმფორმაციის მისაღებად ყველაზე მეტად უყურებენ შემდეგ გადაცემებს:
- 1 არხის მოამბე - 59,8 %
- ალიონი - 58,4%
- ვიდეოპატრული - 57,1%
- მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად - 54,2%
- ნაშუადღევს - 52,9%
ხოლო ისინი, ვინც კომერციულ არხებს ანიჭებენ უპირატესობას, საინფორმაციო გადაცემებიდან ძირითადად უყურებენ:
- დღე მე -9 არხზე - 57,1%
- ღამის კურიერი - 47,4%
- კურიერი - 35,0%
როგორც უკვე ავღნიშნეთ, რეგიონში ახალგაზდების უმეტესობა ტელევიზორს 3 საათზე მეტ ხანს უყურებენ, მაგრამ მცირე სხვაობა ამ თვალსაზრისით რეგიონებს შორის მაინც აღმოჩნდა:
ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ტელევიზორს მხოლოდ ოთხ რეგიონში აღმოჩნდნენ:
- გურია - 11,4%
- აჭარა - 7,8%
- შიდა ქართლი - 5,7% და
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1,2%.
3 საათზე მეტს დღეში ტელევიოზორს უყურებენ 6 რეგიონში:
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83,1%,
- შიდა ქართლი - 82,6%,
- იმერეთი - 64,2%,
- სამცხე - ჯავახეთი - 60%,
- აჭარა - 58,4%,
- კახეთი - 47,7%
2 - 3 საათი დღეში ტელევიზორს უყურებენ მხოლოდ
- მცხეთა - მთიანეთში - 52,0%
ხოლო დაახლოებით თანაბრად - 2- 3 საათს და 3 საათზე მეტს უყურებენ:
- ქვემო ქართლში - 40% და
- გურიაში - 36%.
განსაკუთრებით აღსანიშნავია შიდა ქართლისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის ახალგაზრდები, რომელთა 83% ყოველ დღე 3 საათზე მეტ დროს უთმობს ტელევიზორის ყურებას.
საინფორმაციო - ანალიტიკურ გადაცემებს თბილისში უფრო მეტად უყურებენ - 16,3%, ვიდრე რეგიონებში - 3,1%, ისევე როგორც ინტელექტუალურს, თბილისში - 33,6%, რეგიონებში - 19,1%.
თავი 2.
რადიო
მსმენელთა უმეტესობა უსმენს რადიოს და ძირითადად მუსიკალურ გადაცემებს, რადიო უფრო პოპულარულია თბილისში, სადაც მას ახალგაზრდების დაახლოებით 90% უსმენს, ხოლო რეგიონებში 65%. რეგიონის რესპოდენტები უფრო მეტად რადიოს 3 საათზე მეტს უსმენენ, ხოლო თბილისში უფრო მეტად - 1 საათს.
რადიოს მოსმენის სიხშირისა და საათების შედარებამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც რადიოს დღეში მხოლოდ ერთი საათი უსმენენ, ძირითადად დილის საათებში, რვიდან 12 - მდე აკეთებენ ამას, ხოლო ისინი, ვინც დღეში სამ საათზე მეტს უთმობენ რადიოს, მას დაახლოებით თანაბრად უსმენენ ყველა მონაკვეთში და შედარებით ნაკლებად დილის საათებში - 8 დან 12- მდე.
რადიოს ახალგაზრდები მუსიკისათვის უსმენენ, საინფორმაციო გადაცემებს გამოკითხულთა მცირე პროცენტი უსმენს, შესაძლოა ნაწილი მათგან შემთხვევითაც, რადგან ისინი მუსიკალურ გადაცემებს შორის არის ხოლმე ჩართული. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რადიოს ინფორმაციის მიღების მიზნით არავინ უსმენს და სწორედ ამის საფუძველზე გამოირიცხა კონტენტ - ანალიზიდან რადიო გადაცემები. რეგიონის მსმენელები თბილისის მსმენელებთან შედარებით მეტ დროს უთმობენ საინფორმაციო გადაცემებს, ხოლო თბილისელები უპირატესობას მუსიკას ანიჭებენ.
მიუხედავად იმისა, რომ რადიოს ახალგაზრდებს შორის ბევრი მსმენელი ჰყავს, ის მაინც ნაკლებ პოპულარულია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ახალგაზრდების მიერ დასახელებულ პოპულარულ წამყვანთა შორის რადიოს არცერთი თანამშრომელი არ აღმოჩნდა. თუმცა, სათანადო ინფორმაციის მიწოდება მასმედიის ამ საშუალების გზით მაინც ეფექტური იქნება, ოღონდ მუსიკალური გადაცემების დროს.
თავი 3
გაზეთები
ყველაზე პოპულარული გაზეთებია:
გაზეთები |
დასახელების პროცენტი |
კვირის პალიტრა |
69,6% |
ახალგაზრდების ის მცირე ნაწილი (დაახლოებით 11%), ვინც გაზეთებს რეგულარულად კითხულობს, ინფორმაციის მისაღებად ამ ჩამონათვალის პირველ ოთხ გაზეთს ირჩევს, ოღონდ ოდნავ შეცვლილი თანმიმდევრობით, მეორე ადგილზეა „ახალი თაობაა“, ხოლო „ალია“ - მესამეზე. გასართობად იგივე ახალგაზრდები ძირითადად კითხულობენ „კვირის პალიტრას“ და „რეზონანსს“, „ახალი თაობა“ და „ალია“ ამ თვალსაზრისით არც ისე პოპულარულია.
რეგიონის მიხედვით ყველაზე პოპულარული ადგილობრივი გაზეთებია:
რეგიონი |
გაზეთი |
მკითხველთა |
შიდა ქართლი |
გორის მოამბე |
16, 0% |
აჭარა |
აჭარა |
9,7% |
გურია |
ლანჩხუთი + |
23,1% |
იმერეთი |
რეზიუმე |
20, 5% |
|
ქუთაისი |
4,3% |
თბილისში ინფორმაციის მისაღებად ყველაზე პოპულარული გაზეთებია: კვირის პალიტრა - 62,1%, შემდეგ ალია - 29,5%, შემდეგ რეზონანსი - 22,5%, ხოლო რეგიონებში:
რეგიონი |
გაზეთი |
მკითხველთა |
შიდა ქართლი |
კვირის პალიტრა |
88,0% |
|
ახალი თაობა |
24,0% |
აჭარა |
კვირის პალიტრა |
74,2% |
|
ალია |
29,0% |
|
რეზონანსი |
22,6% |
გურია |
კვირის პალიტრა |
84,6% |
|
რეზონანსი |
23,1% |
იმერეთი |
კვირის პალიტრა |
81,2% |
|
ალია |
23,1% |
კახეთი |
კვირის პალიტრა |
58,8% |
|
საქართველოს რესპუბლიკა |
27,5% |
|
ალია |
23,5% |
სამეგრელო - ზემო სვსნეთი |
კვირის პალიტრა |
75,0% |
|
ალია |
51,7% |
|
ახალი თაობა |
40,0% |
|
რეზონანსი |
23,3% |
სამცხე - ჯავახეთი |
კვირის პალიტრა |
74,4% |
ქვემო ქართლი |
კვირის პალიტრა |
78,5% |
|
ასავალ - დასავალი |
35,4% |
|
რეზონანსი |
21,5% |
|
ალია |
20,0% |
მცხეთა - მთიანეთი |
კვირის პალიტრა |
55,0% |
|
ახალი თაობა |
35,0% |
|
დილის გაზეთი |
20,0% |
გაზეთებს თბილისში უფრო მეტად კითხულობენ, დაახლოებით 84%, ვიდრე რეგიონებში - დაახლოებით 66%, თანაც მათ თბილისში უფრო ხშირად კითხულობენ.
ნაწილი II
პოლიტიკისადმი დამოკიდებულება, პოლიტიკური აქტივობა
საქართველოს ახალგაზრდების პოლიტიკისადმი დამოკიდებულების მიხედვით არაერთმნიშვნელოვანი სურათი მივიღეთ:
დემოკრატიის ჩანასახად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების მართალია ძალიან მცირე პროცენტს (14,7%), მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თანამოაზრეებთან გაერთიანებით, საკუთარი უფლებების დაცვით ყოველდღიურ ქცევაში, არჩევნების, სასამართლო და საერთაშორისო ორგანიზაციების გზით:
საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე |
გამოკითხულთა |
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით |
44,9% |
თანამოაზრეებთან გაერთიანებით |
38,6% |
საკუთარი უფლებების დაცვით ყოველდღიურ ქცევაში |
31% |
მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით |
21,5% |
პირადი და ნათესაური კავშირებით |
20,9% |
არჩევნების გზით |
15,2% |
საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით |
10,8% |
პოლიტიკური ორგანიზაციებით |
8,2% |
სასამართლო ორგანოებით |
6,3% |
შეიარაღებული საპროტესტო აქციებით |
3,8% |
საქართველოს ახალგაზრდების დაახლოებით 60% - მა მიიღო მონაწილეობა სამივე ტიპის არჩევნებში და მომავალშიც დაახლოებით ამდენივე აპირებს მონაწილეობის მიღებას. თუ სათანადო სააგიტაციო ღონისძიებები სწორად დაიგეგმება, ის 17,7%, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ მიუღია გადაწყვეტილება, წავიდეს თუ არა მომავალ არჩევნებზე, მიიღებს მონაწილეობის არჩევნებში და ამჟამად მსურველებთან ერთად მივიღებთ თითქმის 80%-ს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იქნება. თუმცა, მუშაობა საჭიროა იმ ადამიანებთან, ვინც აპირებს არჩევნებზე წასვლას. მონაწილეობის 60% ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ახალგაზრდების მაღალ პოლიტიკურ აქტივობაზე უნდა მიუთითებდეს, მაგრამ, სხვა ინდიკატორები, სამწუხაროდ, საპირისპირო დასკვნებისაკენ გვიბიძგებს:
ახალგაზრდების უმეტესობას - 67%-ს მიაჩნია, რომ ვერ მოახდენს გავლენას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. ალბათ, ამის გამო, რომ:
ა) საქართველოს ახალგაზრდები თითქმის არ მონაწილეობენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში, ხოლო მათ, ვისაც მონაწილეობა მიუღია, პრაქტიკულად შემთხვევით, ამ მხრივ, თბილისის მოსახლეობა მაინც უფრო აქტიურია, ვიდრე რეგიონების. ასევე ძალიან მცირე რაოდენობით რესპოდენტებს მიაჩნია, რომ ამ გზით შესაძლებელია საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა.
ბ) ახალგაზრდების უმეტესობა არ არის გაერთიანებული პოლიტიკურ და/ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.
გამოკითხულთა დაახლოებით 40%-მა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ამას ძირითად მიზეზად დასახელდა ის, რომ, ისინი, დარწმუნებული იყვნენ არჩევნების ფალსიფიკაციაში, რაც ხელისუფლებისადმი უნდობლობამდე მეტყველებს:
არჩევნებში არ |
თვითმ- |
პარლამენტის |
პრეზიდენტის |
ასაკი არ უწყ. ხელს |
29.5% |
29.7% |
31.2% |
დარწმუნებული იყო |
22.7% |
27.1% |
27.6% |
მისთვის სულერთია |
15.9% |
13.5% |
12.8% |
არ ჰგონია, რომ ერთი |
10.8% |
13.3% |
12.3% |
არ ენდობოდა |
8.7% |
12.2% |
11.5% |
სხვა უფრო |
6.8% |
5.7% |
5.9% |
უჭირს პასუხის გაცემა |
6.2% |
4.9% |
3.8% |
ავად იყო |
5.1% |
4.4% |
3.8% |
საარჩევნო პუნქტიდან |
4.2% |
3.9% |
3.8% |
საზღვარგარეთ იყო |
3.8% |
3.6% |
3.1% |
როგორც ვხედავთ, სამივე არჩევნების შემთხვევაში მთავარი მიზეზი არჩევნების ფალსიფიკაციაში დარწმუნებაა, საყურადღებოა, რომ ეს დარწმუნება ყოველ მომდევნო წელს, ანუ ყოველი მომდევნო არჩევნებისთვის იზრდებოდა. ჯერ ასეთი იყო გამოკითხულთა 22,7% (ადგილობრივი თვითმმართველობის), შემდეგ 27,1% (პარლამენტის) და ბოლოს 31,2% (პრეზიდენტის), რაც ნებისმიერი იმ დროს არსებული მმართველი ძალისადმი უნდობლობაზე მეტყველებს ისევე, როგორც „კანდიდატებისადმი უნდობლობა“, თუმცა აქ უნდობლობას ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას უცხადებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი პასუხის გამცემი ვერ ხედავს რაიმე სანდო პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში. ასევე, რაც იზრდება ახალგაზრდების ასაკი, მით უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და არ ენდობიან კანდიდატებს. გამოკითხულებს არ მიაჩნიათ, რომ მათი ხმა რამეს შეცლის, ესც უნდობლობის მაჩვენებელია, ოღონდ აქ გვაქვს უნდობლობა ზოგადად სისტემისადმი, გამოკითხულები ვერ ხედავენ დემოკრატიას ქვეყანაში.
სამი ტიპის არჩევნებში არმონაწილეობის მიზეზების შედარებისას ჩანს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მიზეზების თანმიმდევრობა ერთნაირია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემთხვევაში მიზეზი - ჩემთვის სულერთია - მეორე ადგილზე ავიდა, რაც ახალგაზდებთან ამ არჩევნების ნაკლებ პოპულარულობაზე მიუთითებს.
საზოგადოებაში და თემში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის გზებშიც არჩევნებს დაბალი პოზიცია უკავია, ანუ ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ არჩევნების როლს დემოკრატიის საქმეში, ან უკვე იმედგაცრუებულები არიან.
ისმის კითხვა, თუ ახალგაზრდები ვეტრ აღიქვამენ არჩევნებს, როგორც გავლენის გზას და დემოკრატიის იარაღს (ამაზე მიუთითებს დემოკრატიის განსაზღვრის შესახებ კითხვის პასუხები), რატომ მიიღეს ასე აქტიური მონაწილეობა არჩევნებში? შესაძლო პასუხია: ძალით, ან ინერციით (ასევე დასაშვებია მესამე ვარიანტიც, რომ რესპოდენტები დიდად ალამაზებდნენ მონაცემებს ვიღაცის ან რაღაცის შიშის ან რიდის გამო). ნებისმიერ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მათ თავიანთი ნება არ გამოუხატავთ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა მათ ის არც გააჩნდათ, ანუ, არ იცოდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა. ამ საკითხის უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესწავლას მომავალში კიდევ ესაჭიროება კვლევა, სადაც უკეთ და უფრო დეტალურად იქნება ნაკვლევი ახალგაზდების პოლიტიკურ განათლება, ცოდნა და კულტურა. კერძოდ, მათი აზრი პოლიტიკურ პარტიებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და ა. შ. მაგრამ ახლავე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საჭიროა ახალგაზრდების პოლიტიკური განათლების ასამაღლებელი კონკრეტული ღონისძიებების გატარება და ამაში თავისი როლი უნდა შეასრულოს მასმედიამ.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიის მახასიათებლებში დებულებამ „საშუალება აირჩიო და იყო არჩეული“, საკმარისად დაბალი პროცენტი მიიღო - 13,6%, ესე იგი გამოკითხულთა არჩევნებს დემოკრატიის იარაღად ვერ აღიქვამენ ისევ და ისევ ან უცოდინარობის ან იმედგაცრუების გამო. ამ აზრს ამტკიცებს შემდეგი მონაცემიც - მოსახლეობისათვის ყველაზე საინტერესო თემათა ჩამონათვალში არჩევნმები ბოლო ადგილზე გავიდა.
რესპოდენტების ასაკსა და არჩევნებზე მონაწილეობის შორის შემდეგი კავშირი აღმოჩნდა: 17-21 წლის რესპოდენტები ყველაზე ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას ყოველგვარ არჩევნებში და შესაბამისად არმონაწილეობის მიზეზებში ძირითადად ასახელებდნენ ასაკის ფაქტორს. საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციაზე ყველაზე მეტად დარწმუნებული იყვნენ 27-35 წლის ამომრჩევლები - 30.00%, საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ მათგან, ვისაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, ვიდრე პარლამენტის დეპუტატების არჩევა, უმეტესობა - 37,5% და 31,3% მოდის შესაბამისად 17-21 და 22-26 წლის ახალგაზრდებზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ასაკის ახალგაზრდები ნაკლებად აცნობიერებენ არჩევნების მნიშვნელობას და შესაბამისად, ყველაზე მეტ მუშაობას საჭიროებენ. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მათ ფალსიფიკაციაში დაახლოებით თანაბრად იყო დარწმუნებული ყველა ასაკის ამომრჩევლები, ხოლო კანდიდატებს განსაკუთრებით არ ენდობოდა 32-35 წლის რესპოდენტი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც არჩევნების ფალსიფიკაციაში დაახლოებით თანაბრადაა დარწმუნებული და არ ენდობა კანდიდატებს ყველა ასაკის ამომრჩეველი, 17-21 წლის გარდა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 17-21 წლის ახალგაზრდებს თითქმის არ მიუღიათ მონაწილეობა არჩევნებში და ამიტომ არმონაწილეობის მიზეზებს ვერ დაასახელებენ, ხოლო მათ, ვისაც მიუღია მონაწილეობა არჩევნებში, უარყოფითი გამოცდილება გააჩნიათ.
პარადოქსია, მაგრამ არჩევნების საინტერესო თემად ყველაზე მეტად 17-21 წლის ახალგაზრდების - 55.0%-მა დაასახელა, ანუ მათ, ვისაც თითქმის არ მიუღოათ მონაწილეობა არჩევნებში ასაკის გამო. შესაძლოა, მათ სწორედ იმიტომაც აინტერესებთ ამ თემის გაშუქება, რომ არ მიუღიათ მონაწილეობა და ჯერ არ დაუკარგავთ ინტერესი ამ საკითხისადმი, რადგან იმედგაცვრუება არ განუცდიათ.
ახალგაზდების მესამედს აქვს ქვეყნის საზოდაგოებრივი-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი, რაც მაღალი პოლიტიკური აქტივობის, ან ყოველ შემთხვევაში მისი მომავალი გამოვლენის იმედს იძლევს, თუ სათანადო პირობები შეიქმნება.
ამავე დროს, გამოკითხულთა საკმაოდ მცირე რაოდენობამ - 17,8%-მა გამოთქვა მომავალში ადგილობრივი თვითმმართბველობის ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი, და კიდევ უფრო მცირე რაოდენობამ - 13.6%-მა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის სურვილი, სათემო-სამეზობლო ოგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილი 9.2%-მა, ხოლო მასში წევრობის სურვილი მხოლოდ 6.7% - მა გამოთქვა. ეს რიცხვები მიუთითებს, რომ ახალგარდების პოლიტიკური აქტივობის მომავალში ზრდის ტენდენცია არ ჩანს, თუ გარედან რაიმე ფაქტორი არ ჩაერევა. ხოლო გარედან ჩარევით პოლიტიკური აქტივობის გაზრდაში ჩვენ ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერება და შესაბამისად პოლიტიკური აქტივობა გაიზარდოს.
გარდა ამისა, ყველაზე საინტერესო თემათა ჩამონათვალში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობამ ძალიან დაბალი პროცენტი მიიღო, რაც მიუთითებს ამ ინსტიტუტის დაბალ ავტორიტეტზე და იმაზე, რომ ახალგაზრდებმა არ იციან, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა სწორედ ამ გზებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალგაზრდებს საკმაოდ ცუდად ესმით, რა არის დემოკრატია, რაც სპეციალურად ამ მიზნით კითხვარში ჩადებულმა კითხვამ (კითხვაზე: რა არის დემოკრატია? შეთავაზებული იყო პასუხის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც შეესაბამებოდა დემოკრატიის გაგებას. ის რესპოდენტი, რომელსაც ნამდვილად ესმის, რა არის დემოკრატია, ყველა პასუხს შემოხაზავდა, ე.ი. პასუხების განაწილება თანაბარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა) და სხვა არაპირდაპირმა მონაცემებმა გამოავლინა.
საგულისხმოა ისიც, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას დადებითად უყურებს ახალგაზრდების მხოლოდ 14.7%, ხოლო თემის დონეზე ორჯერ მეტი - 31.8%. ლოგიკურია ადამიანს მიაჩნდეს, რომ ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე უფრო შეძლებს რაღაცის შეცვლას, ვიდრე გლობალურად. ასეთი მონაცემი იმედისმომცემია სწორედ დეცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
საქართველოს ახალგაზრდებს აინტერესებთ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი შემდეგი თემები:
|
ყველაზე საინტერესო თემები |
1 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
2 |
ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ |
3 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა |
4 |
სოციალური სფერო |
5 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
6 |
მთავრობის მოღვაწეობა |
7 |
სამხედრო საკითხები |
„მთავრობის მოღვაწეობის“ გარდა ყველა ჩასმოთვლილი თემა სათანადოდ არ შუქდება პრესაში და ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემებში, როგორც ეს გამოკითხვის ზოგიერთი მონაცემის შესამოწმებლად ჩატარებულმა კონტენტ-ანალიზმა აჩვენა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტენტ - ანალიზი შერჩეულ გაზეთებს მთლიანად ჩაუტარდა, ხოლო ტელევიზიის შემთხვევაში ვიკვლიეთ არა არხები, არამედ გადაცემები, ამიტომ, როდესაც საუბარია ტელევიზიაზე, იგულისხმება ყველაზე პოპულარული საინფორმაციო გადაცემები და არა მთლიანად ტელევიზია, ან თუნდაც რომლიმე არხი.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი თემები აღელვებთ ახალგაზდებს და პირიქით, რომელი თემები აინტერესებთ ყველაზე ნაკლაბად, ეს საჭიროა მომავალი საგანმანათლერბლო პროცესებისა და პროპაგანდის სწორად დასაგეგმად. ახალგაზრდებს აინტერესებთ შემდეგი თემები:
ადამიანის უფლებათა დაცვა:
- მცხეთა - მთიანეთი - 36.0%
- ქვემო ქართლი - 54.4%
- შიდა ქართლი- 60.9%
- სამცხე - ჯავახეთი - 34.9%
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50.6%
- იმერეთი - 51.0%
- გურია - 80.5%
- აჭარა - 46.7%
- თბილისი - 49.3%
რაჭა - ლეჩხუმში შედარებით მცირე პროცენტია - 18.6%.
ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროცესებში:
- მხცეთა - მთიანეთი - 40%
- ქვემო ქართლი -31.3%
- შიდა ქართლი - 30.4%
- სამცხე - ჯავახეთი - 23.3%
- სამეგრელო ზემო სვანეთი - 36..1%
- იმერეთი - 28.6%
- აჭარა - 30.0%
- კახეთი - 24.4%
- თბილისი - 20.3%
გურიაში შედარებით მცირე პროცენტია - 4,9%
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა:
- ქვემო ქართლი - 23.2%
- შიდა ქართლი - 15.9%
- სამცხე - ჯავახეთი - 16.3%
- სამეგრელო -ზემო სვანეთი - 32.5%
- იმერეთი - 28.6%
- გურია - 19.5%
- აჭარა - 18.3%
შედარებით მცირე პროცენტია მცხეთა - მთიანეთში -8.0%, თბილისში - 9.7% და რაჭა - ლეჩხუმში - 4.7%
გარდა ამისა, დანარჩენი ყველაზე მეტად საინტერესო თემებიდან შედარებით სერიოზული მონაცემები მხოლოდ თითო - თითო რეგიონს გააჩნია:
სოციალური სფერო - სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22.9%
ოპოზიციის მოღვაწეობა - სამცხე - ჯავახეთი - 23.3%
მთავრობის მოღვაწეობა - გურია -29.3%
აღმოჩნდა, რომ ახალგაზდებისათვის ყველაზე მეტად საინტერეო სამი თემა ყველაზე ნაკლებად შუქდება მასმედიის საშუალებებში, ხოლო ყველაზე მეტად გაშუქებული სამი თემა:
|
ყველაზე გაშუქებული თემები |
1 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
2 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
3 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
ახალგაზრდებს თითქმის არ აინტეტრესებთ.
ასაკის მიხედვით საყურადღებოა შემდეგი მონაცემები: საგარეო პოლიტიკის საკითხები და სოციალური სფერო ყველაზე მეტად აინტერესებთ 32-35 წლის რესპოდენტებს, შესაბამისად - 35,4% და 32.6%, სოციალური სფერო 17-21 წლის ახალგაზდრებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს 11.6% და ალბათ, ეს ბუნებრივია. სხვა სანდო სხვაობა ასაკის მიხედვით არ გამოვლენილა.
მათ, ვისაც მიაჩნია, რომ შესაძლებელი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე
გავლენი მოხდენა, ყველაზე საინტერესო თემებად მიაჩნიათ:
გავლენის მოხდენა საზოგადოებაში |
სიხშირე |
საგარეო პოლიტიკური საკითხები |
26,5% |
პარლამენტის მოღვაწეობა |
22,1% |
ახალგაზრდების მონაწილეობა |
18,3% |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
16,7% |
მათგან ერთი თემა ყველაზე საინტერესოთა შორის დასახელდა გამოკითხულთა მიერ - ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში - პარლამენტის მოღვაწეობა, პირიქით, ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად საინტერესო და ზედმეტად გაშუქებული თემაა გამოკითხულთა აზრით. იმ ადამიანებისათვის, ვისაც მიაჩნია, რომ შეძლებს გავლენის მოხდენას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, ამ თემების დასახელება ბუნებრივია.
ცნობილია მოვლენების ექო შედეგებში მაინც იგრძნობა, მაგალითად, ახალგაზდრობის მოღვაწეობის გაშუქება უფრო მაღალი სიხშირით ხდებოდა კვლევის მიმდინარეობის მანძილზე, რადგან გადაცემებში შედარებით ხშირად იწვევდნენ სტუდენტებს და საუბრობდნენ სტუდენტების შესახებ. რომ არა ეს ცნობილი მოვლენები, ალბათ, ახალგაზრდობის მოღვაწეობის გაშუქების სიხშირე კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა.
ამრიგად, საბოლოო დასკვნა მაინც უარყოფითია - საქართველოს ახალგაზრდების პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური შეგნება საკმაოდ დაბალია.
ეს მონაცემები, ერთის მხრივ, ახალგაზრდების პოლიტიკური განათლებისა და ცნობიერების დაბალ დონეზე მიუთითებს, ხოლო მეორეს მხრივ საგანმანათლებლო ღონისძიებერბის სიმწირეზე. ასეთი ამოცანა უნდა შეასრულოს პირველ რიგში სახელმწიფომ, შემდეგ მასმედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარებით. პარადოქსული ფაქტია, ქვეყანაში თანდათანობით ინერგება თანამედროვე - წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტები და იარაღები, მაგრამ მოსახლეობამ და ხშირ შემთხვევაში მმართველმა ძალამაც - მთავრობა, პარლამენტი, წამყვანი პოლიტიკური პარტიები - არ იცის, რისთვის ინერგება და რა როლს ასრულებს, ან უნდა ასრულებდეს ესა თუ ის ინსტიტუტი. საინტერესო იქნება მომავალში სწორედ მმართველი ორგანოების გამოკითხვა მათი პოლიტიკური განათლების დონის დასადგენად.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორც სოციალური ინსტიტუტი, გარკვეული ფუნქციის შესრულებისთვისაა მოწოდებული, მათ შორის მოსახლეობის პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესშიც. სწორედ ამ თვალსაზრისით ეკისრება მასმედიას სამოქალაქო საზოგადოების აგება და მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლება. სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობა მოსახლეობამდე სწორედ მასმედიამ უნდა მიიტანოს, რადგან ეს ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო არხია. სხვა ამგვარი ხერხები ნაკლებ ეფექტურია, ეს ჩვენმა კვლევამაც აჩვენა: არჩევნების პროპაგანდაში წინასაარჩევნო პლაკატები თავის როლს ასრულებენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიდი წარმატებით. ხოლო კონცერტებმა ვერ შეასრულეს როლი წინასაარჩევნო პროპაგანდაში, რადგან კონცერტები სწორედ ახალგაზრდებისათვის იმართება, ისინი შეადგენენ ამგვარი სანახაობების ძირითადად აუდიტორიას.
___________
1 რადგან კვლევა 2001 წელს ჩატარდა, აქ მოყვანილი ზოგიერთი ტელეგადაცემა და გაზეთი შეიძლება აღარ არსებობდეს, ამავე დროს, აქ ვერ მოხვდა ისეთი პროგრამები, რომლებიც კვლევის შემდეგ გაჩნდა.
![]() |
2.2 რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც კვლევამ აჩვენა, ახალგაზრდების პოლიტიკური განათლება და აქტივობის დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა დემოკრატიული აზროვნების და მიდგომის ჩანასახები მაინც ჩანს. ახალგაზრდებს უნდა გავუზარდოთ სამოქალაქო განათლება, გავაგებინოთ, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა მრავალი საკითხი. მნიშვნელოვანია მათ კარგად გააცნობიერონ სხვა მრავალი საკითხი. მნიშვნელოვანია მათ კარგად გააცნობიერონ არჩევნების არსი, რათა გააზრებულად მისცენ ხმა კანდიდატებს. ახალგაზრდების პოლიტიკური აქტივობის მომავალში გაზრდა შესაძლებელია, თუ სათანადო პირობები შეიქმნება. ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის გაერთიანებული ძალისხმევა. შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამისად ყველა ამ რგოლს ეხება. უნდა დაიწყოს მიზანმიმართული მუშაობა ახალგაზრდების პოლიტიკური განათლების განვითარებისათვის, რომლის დაგეგმვისა და განხორციელებისას სასურველია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ანუ პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო მონაწილეობის პროპაგანდა საქართველოს ახალგაზრდებისათვის უმჯობესია:
- ტელევიზიით - 20 -24 საათამდე
- რადიოთი - ნებიმიერ დროს
- გაზეთებით ნაკლებად სასურველია, რადგან ნაკლები კითხულობს რეგულარულად, განსაკუთრებით - რეგიონში
- ჟურნალებისა და წინასაარჩევნო კონცერტების ამ და სხვა მიზნით გამოყენებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
ტელევიზია
- ყველა რეგიონში (თბილისსა და აჭარაში ნაკლებად) უნდა დავეყრდნოთ პირველ არხს
- თბილისში უმჯობესია ამ მიზნით რუსთავი 2-ის გამოყენება, მას თბილისელთა 94,3% უყურებს, ხოლო პირველ არხს - 53.0%.
- აჭარაში მოსახლეობის მაქსიმალური მოცვის მიზნით უმჯობესია პირველ რიგში გამოვიყენოთ - რუსთავი 2 - ტელეარხი 25 და პირველი არხი.
- შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამცხე - ჯავახეთში, სამეგრელო ზემო - სვანეთში სერიოზულ ძალას წარმოადგენს ადგილობრივი ტელევიზიები და მათი საშუალებით გადაცემული „ღამის კურიერი“ და მხატვრული ფილმები.
რეგიონების მიხედვით ყველაზე პოპულარულია ადგილობრივი ტელეარხებია:
რეგიონები |
ტელეარხი |
მაყურებელთა პროცენტი |
შიდა ქართლი |
თრიალეთი |
87.5% |
აჭარა |
ტელეარხი 25 |
32.8% |
იმერეთი |
ქუთაისი |
31.1% |
სამცხე - ჯავახეთი |
მე-9 არხი |
4.9% |
სამეგრელო - ზემო |
ივერიონი |
2.5% |
სათანადო ინფორმაციის მოსაწოდებლად უმჯობესია გამოყენებული იქნას ყველაზე პოპულარული გადაცემები და წამყვანები:
საინფორმაციოდან: |
გასართობებიდან: |
I არხის მოამბე |
მხატვრული ფილმები |
II არხის მოამბე |
ვის უნდა 20 ათასი |
მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად |
დიდების ზღაპარი |
კურიერი |
ოქტაგონი |
ღამის კურიერი |
ტელესერიალები |
ალიონი |
ფორტუნა |
|
ლოტო მაესტრო |
კვლევამ აჩვენა რომ, ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჩამოთვლილი თემები აინტერესებთ და მათი გაშუქების დეფიციტს განიცდიან, უპირატესობას შემდეგ ტელეგადაცემებს და გაზეთებს ანიჭებენ:
ტელეგადაცემები
- კურიერი
- 1 არხის მოამბე
- მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად
- ღამის კურიერი
გაზეთები
- კვირის პალიტრა
- ახალი თაობა
- ალია
- რეზონანი
- ასავალ - დასავალი
მოყვანილი გაზეთები და გადაცემები, ერთის მხრივ, პოპულარულია საქართველოს ახალგაზრდებში, ანუ მათ ყველაზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს და მეორეს მხრივ, პოპულარულია მათ შორის, ვისაც აინტერესებს პრიორიტეტული თემები; ამდენად, მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პრიორიტეტულ თემებს.
მასმედიის საშუალებებმა, განსაკუთრებით რეგიონულებმა, უმჯობესია რეგიონებში გააშუქონ შემდეგი თემები, რადგან ახალგაზრდებს სწორედ ეს საკითხები აინტერესებთ:
მცხეთა - მთიანეთი:
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
ქვემო ქართლი
- ადამიანმის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
შიდა ქართლი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
სამცხე - ჯავახეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
- ოპოზიციის მოღვაწეობა
სამეგრელო - ზემო სვანეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
- სოციალური სფერო
იმერეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
გურია
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- მთავრობის მოღვაწეობა
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
აჭარა
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
კვლევამ აჩვენა, რომ, ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჩამოთვლილი თემები აინტერესებდათ და მათი გაშუქების დეფიციტს განიცდიან, უპირატესობას შემდეგ ტელეგადაცემებსა და გაზეთებს ანიჭებენ:
ტელეგადაცემები
- კურიერი
- 1 არხის მოამბე
- მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად
- ღამის კურიერი
გაზეთები
- კვირის პალიტრა
- ახალი თაობა
- ალია
- რეზონანსი
- ასავალ-დასავალი
მოყვანილი გადაცემები და გაზეთები, ერთის მხრივ, პოპულარულია საქართველოს ახალგაზრდებში, ანუ მათ ყველაზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს და მეორეს მხრივ, პოპულარულია მათ შორის, ვისაც აინტერესებს პრიორიტეტული თემები; ამდენად, მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პრიორიტეტულ თემებს.
მასმედიის საშუალებებმა, განსაკუთრებისთ რეგიონულებმა, უმჯობესია რეგიონში გააშუქოს შემდეგი თემები, რადგან ახალგაზრდებს სწორედ ეს საკითხები აინტერესებთ:
მცხეთა-თიანეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
ქვემო ქართლი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
შიდა ქართლი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
სამცხე-ჯავახეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
- ოპოზიციის მოღვაწეობა
სამეგრელო - ზემო სვანეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
- სოციალური სფერო
იმერეთი
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
გურია
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- მთავრობის მოღვაწეობა
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
აჭარა
- ადამიანის უფლებათა დაცვა
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
კახეთი
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზაოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
როგორც ვხედავთ, ყველაზე საინტერესო თემები ერთნაირი პოპულარულობით მაინც არ სარგებლობს ყველა რეგიონში, ამიტომ, სასურველი იქნება ამ მონაცემების გათვალისწინება მომავალი აქტივობის დაგეგმვისას:
კახეთში
- ადამიანის უფლებები
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
გურიაში
- ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში
მცხეთა-მთიანეთში
- იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა
არჩევნების საკითხზე ყურადღება ყველაზე მეტად უნდა გამახვილდეს 17-21 წლის ახალგაზრდებში.
საგანმანათლებლო ღონისძიებების დროს განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ თემებზე, რომელთა ახალგაზრდების მიერ მცირე ცოდნა გამოავლინა გამოკითხვამ:
- დემოკრატია, მისი არსი, მნიშვნელობა, ფორმები
- არჩევნების მნიშვნელობა და როლი დემოკრატიის, ღია საზოგადოების შენების საქმეში
- ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და მათი როლი წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრებაში, დეცენტრალიზაცია
- მოსახლეობის ჩართვა წარმომადგენლობითი დემოკრატიის გზით
სასურველი იქნებოდა მეტი ყურადღება დაეთმოს პლაკატის დიზაინს, რათა მან უკეთ შეძლოს ყურადღების მიპყრობა - ნაკლები ტექტი, მიმზიდველი და კაშკასა ფერები.
კონცერტებმა ვერ შეასრულეს როლი წინასაარჩევნო პროპაგანდაში და ამდენად, მათი გამართვა ახალგაზრდების არჩევნებზე მისაზიდად არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ასეთი რეკომენდაციის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ მართალია გამოკითხვის შედეგების გენერალიზაცია მხოლოდ ახალგაზდებზე შეგვიძლია, სწორედ ახალგაზდებისათვის იმართება კონცერტები, რადგან ისინი შეადგენენ ამგვარი სანახაობების ძირითად აუდიტორიას.
მასმედია მეტად უნდა დაინტერესდეს მსმენელის, მაყურებლის, მკითხველის დამოკიდებულებითა და შეხედულებებით, რასაც ის შეძლებს სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემუშავებით. მოსახლეობის აზრის გარკვევა კი უკვე აპრობირებული მსოფლიო პრაქტიკაში გავრცელებული მეთოდების გამოყენებით მოგვცემს მხოლოდ ჭეშმარიტ ინფორმაციას.
![]() |
3 დანართი 1. მასმედიის საშუალებების კონტენტ-ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 1.ტელევიზია |
▲ზევით დაბრუნება |
კონტენტ - ანალიზი ჩაუტარდა საქართველოს ახალგაზრდებს შორის ყველაზე პოპულარულ ტელეგაცემებს, რომლებიოც ყველაზე პოპულარულ ტელეარხებზე გადის. ესენია:
- I არხი - მოამბე
- I არხი - მოამბე ინგა გრიგოლიასთან
- I არხი - ალიონი
- რუსთავი 2 - კურიერი
- რუსთავი 2 - ღამის კურიერი
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე პოპულარული გადაცემების ჩამონათვალში „II არხის მოამბეს“ სიხშირის მიხედვით წინ უსწრებდა ორი გადაცემა: „ნაშუადღევს“ და „ვიდეოპატრული“, მაგრამ ისინი შემდეგი მოსაზრებების გამო ამოვაგდეთ შემდგომი კვლევიდან:
- „ვიდეოპატრული“ შინაარსით არ აკმაყოფილებდა ჩვენს ინტერესს, რადგან აქ ჩვენთვის საინერესო თემები არ იხილება
- „ნაშუადღევს“ ეთერში გასვლის დროის გამო იქნა უკუგდებული, რადგან ამ დროს ტელევიზორს გამოკითხულთა ყველაზე ნაკლები - 9.7% უყურებს
- II არხი საკმაოდ პოპულარულია საქართველოს რეგიონებში, ის მთელ საქართველოზე ვრცელდება
ტელევიზიაში ყველაზე მეტად გაშუქებული თემებია:
|
თემა |
სიხშირე |
1 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
48 |
2 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
45 |
3 |
მთავრობის მოღვაწეობა |
30 |
4 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
28 |
5 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
27 |
6 |
სამხედრო საკითხები |
23 |
7 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
20 |
8 |
სოციალური სფერო |
18 |
9 |
ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ - |
18 |
10 |
არჩევნები |
12 |
11 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა |
7 |
12 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა |
6 |
13 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
4 |
14 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
2 |
ცხრილი - ტელევიზიაში გაშუქებული თემები
გარდა ამისა, გამოვლინდა შემდეგი საინტერესო ფაქტები:
- ინფორმაციის მოწოდების ფორმა საკმაოდ მრავალფეროვანია, წამყვანის ტექსტთან ერთად გამოიყენება ინტერვიუ, რეპორტაჟი.
- ინფორმაცია არის როგორც მოკლე - 20 წამამდე, ისე გრძელი - 3 წუთზე მეტი, ხანგრძლივი ინფორმაციის მიწოდების სიხშირე ბევრად აღემატება მოკლე ინფორმაციის მიწოდების სიხშირეს.
- ჩამოთვლილი საკითხები გამოკვლეულ გადაცემებში ყოველთვის ინფორმაციის სახითაა მოწოდებული, რასაც უმეტეს შემთხვევაში თან სდევს ანალიზი. თითქმის არ გვხვდება წმინდა ანალიტიკური გადაცემები, ყველაზე ხშირია საინფორმაციო - ანალიტიკური გადაცემები.
განვიხილოთ შემდეგი გადაცემები:
I არხი - მოამბე
ცხრილი 7 - I არხის მოამბეში გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
11 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
10 |
მთავრობის მოღვაწეობა |
8 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
7 |
სოციალური სფერო |
6 |
ახალგაზრდობის მონაწილეობა |
5 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა |
4 |
არჩევნები |
2 |
იძულებით გადააგილრბულ პირთა |
2 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
2 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
1 |
ცხრილში წარმოდგენილია მხოლოდ 11 თემა, ანუ ორი კვირის მანძილზე საერთოდ არ გვხვდება 3 თემა: სამხედრო საკითხები, სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა და სამხრეთ კავკასიის კონფლიკტური ზონა. ეს ფაქტი გაკვირვებას იწვევს, რადგან „მოამბე“ საინფორმაციო პროგრამაა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ კვლევის ორი კვირის განმავლობაში ეს თემები არ წამოჭრილიყო.
„მომამბეს“ ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი სიხშირის მონაცემები ემთხვევა ტელევიზიის საერთო მონაცემებს, განსხვავება მხოლოდ ცხრილის შუაში მდებარე თემებშია - სოციალური სფერო და ახალგაზრდობის მონაწილეობა სოციალურ - პოლიტიკურ პროცესებში - აქ უფრო მაღალი სიხშირით გამოირჩევა, ე. ი. უფრო მეტად შუქდება.
„მოამბეში“ საერთოდ არ გვხვდება წმინდა ანალიტიკური ინფორმაცია, არის საინფორმაციო და საინფორმაციო - ანალიტიკური სიუჟეტები, რაც გადაცემის ბუნებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის. აგრეთვე, ინფორმაციის ხანგრძლივობის მიხედვით, ყველაზე ხანგრძლივად შუქდებოდა ორი თემა - საგარეო პოლიტიკური სიტუაცია და პრეზიდენტის მოღვაწეობა, ხოლო თემა - ადამიანის უფლებათა დაცვა მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც შედარებით მცირე ხნით, 1 წუთით. ჟურნალისტის დამოკიდებულება ყოველგვარია, ვერცერთს ვერ გამოვყოფთ.
1 არხი - მომბე ინგა გრიგოლიასთან ერთად
ცხრილი №8 - მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად - გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
მთავრობის მოღვაწეობა |
6 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
5 |
სამხედრო საკითხები |
4 |
სოციალური სფერო |
4 |
ახალგაზრდების მონაწილობა საზოგადოებრივ - |
3 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
2 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა |
1 |
არჩევნები |
1 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა |
1 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
1 |
ამ გადაცემაშიც, ზუსტად ისევე, როგორც „მოამბეში“, განხილულია 11 თემა, აკლია 3 - პრეზიდენტის მოღვაწეობა, ოპოზიციის მოღვაწეობა და ადამინმის უფლებათა დაცვა. თუმცა, აქ ეს ფაქტი გაკვირვებას არ იწვევს, რადგან გადაცემისათვის ირჩევა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და ადვილადაა შესაძლებელი, რომ კვლევის ორი კვირის განმავლობაში ეს სამი თემა არ აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი.
საგარეო სიტუაცია ბოლო ადგილზეა, გაშუქდა მხოლოდ ერთხელ, რაც გადაცემის ხასიათიდან გამომდინარე კანონზომიერია, დანარჩენი საკითხები ტელევიზიის საერთო მონაცემის მსგავსად დალაგდა, შედარებით მაღალი სიხშირით გამოირჩევა ახალგაზრდების საკითხების განხილვა, რაც იმდროინდელი - 2001 წლის ნოემბრის პოლიტიკური სიტუაციით უნდა აიხსნას.
ინფორმაციის მიწოდების ხანგრძლივობა აქ დიდია, რაც ასევე აიხსნება გადაცემის პროფილით, თუმცა არის ძალიან მოკლე ხანგრძლივობაც, როცა გადაცემაში ჩამონათვალის სახით გადმოსცემენ დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. მათგან გამოირჩევა თემა - საგარეო პოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც მაქსიმალური ხანგრძლივობა დაეთმო; აღსანიშნავია, აგრეთვე სოციალური სფეროც, რომელიც სიხშირის მიხედვით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ხანმოკლედ გაშუქდა - ნახევარ წუთამდე.
არ გვხვდება წმინდა ანალიტიკური სიუჟეტები, საინფორმაციო და საინფორმაციო - ანალიტიკური კი - თითქმის ერთნაირი სიხშირით.
წამყვანი ინფორმაციას ძირითადად ნეიტრალურად გვაწვდის, თუმცა სიხშირით მეორე ადგილზეა გაშუალებულად უარყოფითი გაშუქება, ანუ, როცა ავტორი/წამყვანი თავად არ აფასებს მოვლენებს, არამედ გაშუალებლად. ბევრად იშვიათია პირდაპირ უარყოფითი გაშუქება და მხოლოდ ერთხელ შეგვხვდა გაშუალებულად დადებითი გაშუქება.
I არხი - ალიონი
ცხრილი №9 - ალიონში გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
10 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
9 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
7 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
7 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
5 |
მთავრობის მოღვაწეობა |
4 |
სოციალური სფერო |
3 |
არჩევნები |
3 |
სამხედრო საკითხები |
2 |
განხილულია სულ 9 თემა, აკლია 5 თემა, ესენია: ოპოზიციის მოღვაწეობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, ადამიანის უფლებათა დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა, ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში. ყველა ეს თემა საერთო ჩამონათვალშიც დაბალი სიხშირით გამოირჩევა, როგორც ჩანს, ეს თემები საერთოდ ნაკლებად აღელვებს მასმედიას. შედარებით ნაკლები სიხშირითაა წარმოდგენილი მთავრობის მოღვაწეობა.
ხანგრძლივობის მიხედვით ყველა ტიპის გადაცემებია წარმოდგენილი, გამოვყოფთ თემებს - პრეზიდენტის მოღვაწეობა, რომელსაც საშუალოდ 1 წუთი დაეთმო და სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა, რომელსაც კიდევ უფრო მციორე ხანგრძლივობა ჰქონდა. წმინდა ანალიტიკური ინფორმაცია აქაც ძალიან იშვიათია, ჟურნალისტის დამოკიდებულება დადებითიცაა, უარყოფითიც და ნეიტრალურიც.
2 არხი - მოამბე
ცხრილი №10 - 2 არხის მოამბეში გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
12 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
9 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
7 |
მთავრობის მოღვაწეობა |
5 |
სამხედრო საკითხები |
4 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
4 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
4 |
ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში |
4 |
არჩევნები |
2 |
სოციალური სფერო |
1 |
ჩამოთვლილია 10 თემა, ესენია: ოპოზიციის მოღვაწეობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პირთა პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა. ისევე, როგორც ალიონის შემთხვევაში, ყველა ეს თემა, საერთო ჩამონათვალშიც დაბალი სიხშირით გამოირჩევა. თემების ასეთი განლაგება ძალიან ჰგავს ტელევიზიის საერთო მონაცემს.
განასაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ გადაცემა მხოლოდ საინფორმაცვიო - ანალიტიკური ხასიათისაა, არ არის არც საინფორმაციო-ანალიტიკური და არც წმინდა ანალიტიკური სიუჟეტები. ჟურნალისტის დამოკიდებულება ყოველგვარია - დადებითიც, უარყოფითიც და ნეიტრალურიც, ამ მხრივ აღსანიშნავია თემა - სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა, სადაც, საკმაოდ მოულოდნელად, ჟურნალისტის დამოკიდებულება დადებითია. ხანგრძლივობის მიხედვით აშკარად ჭარბობს შედარებით ხანმოკლე სიუჟეტები, მაქსიმალური დრო დაეთმო მხოლოდ სამ თემას, ესნია: საგარეო პოლიტიკური სიტუაცია, სამხედრო საკითხები და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა.
რუსთავი 2 - კურიერი
ცხრილი 11 - კურიერში გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
12 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
10 |
სამართალამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
8 |
ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში |
6 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
5 |
სოციალური სფერო |
5 |
მთავრობის მოღვაწეობა |
4 |
არჩევნები |
4 |
სამხედრო საკითხები |
4 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა |
3 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
3 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
1 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა |
1 |
კურიერი ერთადერთი გადაცემაა, სადაც თოთხმეტივე თემაა განხილული.
სამართალდამცავი ორგანოების და ახალგაზრდების მოღვაწეობა აქ საკმაოდ მაღალი სიხშირით გამოირჩევა და უსწრებს პრეზიდენტის მოღვაწეობის განხილვის სიხშირეს. აგრეთვე აქ წარმოდგენილია სხვა ისეთი საკითხებიც, რომლებსაც სხვა გადაცემები შედარებით ნაკლებად, ან საერთოდ არ აშუქებენ - ოპოზიციის მოღვაწეობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოღვაწეობა. თუმცა, ისინი ერთხელ გამოჩნდა, ხოლო ოპოზიციის მოღვაწეობა, გარდა ამისა, ძალიან მოკლე ხნით.
თვალშისაცემია სიუჟეტების დიდი ხანგრძლივობა, ხანმოკლე სიუჟეტები აქ ძალიან იშვიათად გვხვდება. ინფორმაცია არის საინფორმაციო, ანალიტიკური და საინფორმაციო - ანალიტიკური სახისაც. ჟურნალისტის დამოკიდებულება ძირითადად სხადასხვაგავარია, გამოირჩევა მხოლოდ სამხედრო საკითხები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა, აქ დამოკიდებულება უარყოფითია.
რუსთავი 2 - ღამის კურიერი
ცხრილი 12 - ღამის კურიერში გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
პარლამენტის მოღვაწეობა |
3 |
მთავრობის მოღვაწეობა |
3 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
2 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
2 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
2 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
2 |
სოციალური სფერო |
1 |
სამხედრო საკითხები |
1 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა |
1 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
1 |
განხილულია 10 თემა, 4 აკლია: ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნები, ადამიანის უფლებათა დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა.
აქ თემების წარმოჩენის სიხშირე ძალიან დაბალია, სხვა გადაცვემებთან შედარებით, რადგან, როგორც ვიცით, თითქმის ყოველთვის თითო თემას თითო გადაცემა ეთმობა, შესაბამისად თემების წარმოჩენის ხანგრძლივობა დიდია. სხვა გადაცემებისგან გასნსხვავებით, აქ ნეიტრალურია, იშვიათია უარყოფითი და გაშუალებულად უარყოფითი დამოკიდებულება, ასეთი გვხვდება სამხედრო საკითხების თემასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით როგორც უარყოფითი, ასევე გაშუალებულად უარყოფითი დამოკიდებულება. ანალიტიკური გადაცემები ცოტაა.
დასკვნები
თემების გაშუქებისა და გადაცემების ტიპის მიხედვით შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ რუსთავი 2-ის და პირველი არხის საინფორმაციო გადაცემები. ესე იგი, აშკარად ჩანს არხების ხელწერა:
თემების გაშუქების მიხედვით
თოთხმეტივე თემა გაშუქდა მხოლოდ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემებში - კურიერი და ღამის კურიერი.
I არხისა და II არხის მოამბეში ყველა თემა არ გაშუქებულა, I არხის მოამბეში ასეთი იყო სამი, ხოლო II არხის მომაბეში - 4 თემა, ეს თემები გაზეთებში ისედაც არაპოპულარულია, მაგრამ ასეთი ტიპის გადაცემებში მათი არარსებობა მაინც გასაკვირია.
I არხის საინფორმაციო გადაცემას - მოამბე ინგა გრიგოლიასთან იგივე სამი თემა არ გაუშუქებია, რაც I არხის მოამბეს, რაც არხის ხელწერაზე მეტყველებს, იგივე შეიძლება ითქვას რუსთავი - 2 შესახებაც.
ალიონშიც არ შუქდება მასმედიაში არაპოპულარული თემები.
გაშუქების ტიპის მიხედვით
I არხის მოამბე - არ გვხვდება ანალიტიკური სიუჟეტები
მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად - არ გვხვდება ანალიტიკური სიუჟეტები
ალიონი - ძალიან ცოტაა ანალიტიკური სიუჟეტები
II არხი - მხოლოდ საინფორმაციო სიუჟეტები
კურიერი - ყველანაირი სიუჟეტები, ნაკლებია ანალიტიკური
ღამის კურიერი - ცოტაა ანალიტიკური სიუჟეტები
გაშუქების ხანგრძლივობის მიხედვით
I არხის მოამბე - ყველაზე ხანგრძლივად შუქდება პრეზიდენტის მოღვაწეობა
ალიონი - ნაკლები ხანგრძლივობით შუქდება პრეზიდენტის მოღვაწეობა
კურიერი - ვერცერთს ვერ გამოვყოფთ
II არხის მოამბე - ყველაზე ხანგრძლივად შუქდება სამხედრო საკითხები და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა
წამყვანის დამოკიდებულების მიხედვით
გადაცემები ძირითადად ყოველგვარია, განსხვავდება „მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად“, სადაც ჭარბობს ნეიტრალური და გაშუალებულად უარყოფითი დამოკიდებულება და „ღამის კურიერი“ ნეიტრალური, იშვიათად უარყოფითი და გაშუალებლად უარყოფითი დამოკიდებულებით.
![]() |
3.2 2. გაზეთები |
▲ზევით დაბრუნება |
კონტენტ - ანალიზი ჩატარდა გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 9 ყველაზე პოპულარულ გაზეთებზე, ესენია:
- დილის გაზეთი
- საქართველოს რესპუბლიკა
- კვირის პალიტრა
- რეზონანსი
- ასავალ - დასავალი
- ალია
- ახალი თაობა
- ვეჩერნი ტბილისი
- სვობოდნაია გრუზია
„ვეჩერნი ტბილისი“ და „სვობოდნაია გრუზია“ არ იყო ყველაზე პოპულარული გაზეთების სიაში, მაგრამ ჩვენ ისინი სპეციალურად ჩავრთეთ კონტენტ - ანალიზში, როგორც რუსულენოვანი გაზეთები.
ცხრილი №1 - პრესაში ყველაზე მეტად გაშუქებული თემები
|
თემა |
სიხშირე |
1 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
65 |
2 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
63 |
3 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
59 |
4 |
მთავრობის მოღვაწეობა |
54 |
5 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
51 |
6 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
46 |
7 |
სოციალური სფერო |
40 |
8 |
სამხედრო საკითხები |
30 |
9 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
28 |
10 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა |
18 |
11 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
18 |
12 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა |
18 |
13 |
ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადებრივ - პოლიტიკურ პროცესებში |
14 |
14 |
არჩევნები |
7 |
განვიხილოთ გაზეთები:
დილის გაზეთი
ცხრილი №2 - ,,დილის გაზეთში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის ფართობი |
ფოტოს ფართობი |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
12
|
1512 |
1978 |
მთავრობის მოღვაწეობა |
12 |
490 |
123 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
11 |
718 |
97 |
პარლამენტის მოღვაწება |
10 |
637.1 |
62.1 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
9 |
308 |
53 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
9 |
320.8 |
27 |
სოციალური სფერო |
6 |
336 |
101 |
ახალგაზრდობის |
4 |
162 |
90 |
სამხედრო საკითხები |
4 |
312 |
83 |
არჩევნები |
3 |
316 |
26 |
იძულებით |
2 |
560 |
148.5 |
ოპოზოიციის მოღვაწეობა |
2 |
225 |
- |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
2 |
120 |
40 |
ადგილობრივი |
1 |
162 |
17 |
აღსანიაშნავია, რომ ცხრილში წარმოდგენილია 14 -ვე თემა. სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა საერთო მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო პოპულარულია და პარლამენტის და პრეზიდენტის მოღვაწეობასაც კი უსწრებს, ხოლო ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოთა მოღვაწეობამ მეათედან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.
,,დილის გაზეთში“ ინფორმაცია უმეტესად მოწოდებულია ინტერვიუს, და ფოტოიანი ტექტსტის სახით, შინაარსით სტატიები ყველაზე ხშირად არის საინფორმაციო და შემდეგ საიმნფორმაციო - ანალიტიკური, მოწოდებულია ძირითადად ნეიტრალურად და გაშუალებულად უარყოფითად, უარყოფითად შუქდება თემა - ოპოზიციის მოღვაწეობა. სტატიები საშუალოდ იკავებს 332.5 კვ.სმ -ს, ფოტოები - 76 კვ.სმ-ს. საშუალო მაჩვენებელი ემთხვევა ყველა გაზეთის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ფოტოებისთვის დათმობილი სივრცე აღემატება კიდეც. საშუალოზე მეტი ადგილი ეთმობა საგარეო პოლიტიკას, მთავრობისა და პარლამენტის, სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობას. ჩანს პირდაპირი კორელაცია თემების გაშუქების სიხშირესა და მათთვის დათმობილ ადგილს შორის - ყველაზე მეტად გაშუქებულ თემებს ყველაზე მეტი ადგილი ეთმობა და პირიქით; ცალკე დგას მხოლოდ ერთი თემა - იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა, რომელსაც დაბალი სიხშირე აქვს, მაგრამ შედარებით დიდი ადგილი ეთმობა.
საქართველოს რესპუბლიკა
ცხრილი№3 - საქართველოს რესპუბლიკაში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
12 |
985 |
231 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
11 |
183 |
22.4 |
სოციალური სფერო |
11 |
114 |
3.4 |
სამართალდამცავი ორგანოების |
8 |
488 |
28 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური |
8 |
265 |
6.8 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
7 |
621 |
28 |
მთავრობის მოღვაწეობა |
5 |
804.8 |
50.8 |
სამხედრო საკითხები |
5 |
225 |
41,8 |
იძულებით გადაადგილებულ |
3 |
25 |
- |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
2 |
413 |
8 |
ადგილობრივი |
1 |
44 |
16 |
აზალგაზრდობის მონაწილეობა |
1 |
198 |
- |
ამ გაზეთში განხილულია 13 თემა, აკლია 1 არჩევნები. პრეზიდენტის და მთავრობის მოღვაწეობამ პოზიციები დაუთმო სოციალურ, სამართალდამცავ და კონფლიქტის საკითხებს. ბოლო ადგილებს ისევ ნაკლებად პოპულარული თემები იკავებს.
სტატიები ძირითადად წარმოდგენილია მხოლოდ ტექსტის, ან ფოტოიანი ტექსტის სახით, სტატიები არის მხოლოდ საინფორმაციო და მხოლოდ ანალიტიკური, საინფორმაციო - ანალიტიკური სტატიები ბევრად ნაკლები სიხშირით გვხვდება. ჟურნალისტის დამოკიდებულება ნეიტრალურია, თუმცა გვხვდება დადებითი და უარყოფითი შეფასებებიც, მაგალითად, ახაგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში უარყოფითად ფასდება, ხოლო სოციალური საკითხები თანაბარი სიხშირით ფასდება როგორც უარყოფითად, ასევე დადებითად. სტატიებს საშუალოდ ეთმობა 343 კვ. სმ, ხოლო ფოტოებს - 35კვ. სმ. საშუალოზე მეტი ადგილი უკავია სამართალდამცავი ორგანოების, პრეზიდენტის და მთავრობის მოღვაწეობას, საგარეო პოლიტიკას, ხოლო პარლამენტის მოღვაწეობას და სოციალურ საკითხებს - ნაკლები. გაზეთების საერთო მაჩვენებელთან შედარებით ფოტოებს აქ ნაკლები ადგილი ეთმობა, თუმცა სიხშირით დაახლოებით შუალედურ პოზიციას იკავებენ, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ თემებს ადგილიც ნაკლები ეთმობა.
კვირის პალიტრა
ცხრილი№4 - ,,კვირის პალიტრაში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
2 |
1115 |
178 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
2 |
314 |
91 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
2 |
752 |
35 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
2 |
207 |
26 |
სამხედრო საკითხები |
2 |
690 |
191 |
სამართალდამცავი ორგანოების |
2 |
319 |
85 |
მთავრობის მოღვაწეობა |
2 |
105 |
- |
სოციალური სფერო |
1 |
60 |
- |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
1 |
60 |
- |
ახალგაზრდობის მონაწილეობა |
1 |
286 |
87 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური |
1 |
264 |
42 |
განხილულია 11 თემა, აკლია 3 თემა, ესენია: არჩევნები, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა, ყველა ეს თემა საერთო ჩამონათვალშიც დაბალი სიხშირით გამოირჩევა, როგორც ჩანს, ეს თემები საერთოდ ნაკლებად აღელვებს მასმედიას. „კვირის პალიტრაში“ იმდენად დაბალი სიხშირითაა თემები წარმოდგენილი, რომ რაიმე პოზიციებზე და მათ ცვლილებებზე ლაპარაკი ზედმეტია, საქმე ისაა, რომ „კვირის პალიტრა“ კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოდის და შესაბამისად მისი მხოლოდ ორი ნომერი იქნა შესწავლილი. ცხრილის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა წარმოდგენილი თემა დაახლოებით თანაბარი სიხშირით გვხვდება.
სტატიებისთვის დათმობილი საშუალო ადგილი არის 348 კვ. სმ., ხოლო ფოტოებისათვის - 83 კვ.სმ, რაც აღემატება საერთო საგაზეთო მაჩვენებელს. ამ გაზეთში თემების გაშუქების სიხშირე იმდენად დაბალია, რომ მათ რეალურ თანმიმდევრობაზე დათმობილი ადგილის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ თანმიმდევრობა შეიცვლება:
თემა |
1.საგარეო პოლიოტიკური სიტუაცია |
იგივე ფაქტორითაა გამოწვეული ისიც, რომ პუბლიკაციების ფორმა არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, არის მხოლოდ ტექსტი და ტექსტი ფოტოთი, ჭარბობს წმინდა ანალიტიკური სტატიები, ბევრად ნაკლებია საინფორმაციო და კიდევ უფრო ნაკლები საინფორმაციო - ანალიტიკური სტატიები. უარყოფითად შუქდება სოციალური სფერო, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა, სამხედრო საკითხები, პრეზიდენტის მოღვაწეობა, რომელიც აგრეთვე გაშუალებულად უარყოფითად ფასდება.
რეზონანსი
ცხრილი №5 - „რეზონანსში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
პარლამენტის მოღვაწეობა |
12 |
393.3 |
62.5 |
სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა |
12 |
266.4 |
50 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
11 |
422.6 |
99 |
სოციალური სფერო |
11 |
253 |
16.7 |
მთავრობის მოღვწეობა |
10 |
339 |
35 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
9 |
144 |
23 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური |
8 |
99.8 |
4 |
სამხედრო საკითხები |
6 |
262 |
51 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
6 |
244 |
26 |
ახალგაზრდების მონაწილეობა |
5 |
96,8 |
15.2 |
ადგილობრივი თვითმმართველობის |
4 |
144 |
23 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
4 |
107 |
- |
იძულებით გადაადგილებულ პირთა |
4 |
48 |
- |
ჩამოთვლილია 13 თემა, აკლია 1 თემა - არჩევნები. მთავრობის და პრეზიდენტის მოღვაწეობას უსწრებს სოციალური საკითხები და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, საერთო ჩამონათვალთან შედარებით უკანა პლანზე გადავიდა ადამიანის უფლებათა დაცვა.
საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ სტატიებში ჭარბობს ფოტოიანი ტექსტები, სოციალურ სფეროში, მთავრობის და პარლამენტის მოღვაწეობაში - მხოლოდ ტექსტები, სხვა დანარჩენ თემებთან ორივე ტიპის სტატია თანაბრადაა წარმოდგენილი. აგრეთვე, საგარეო პოლიტიკა გაშუქებულია მხოლოდ საინმფორმაციო სტატიებით და ნეიტრალურად, რაც არაა გასაკვირი. პარლამენტის მოღვაწეობაში ჭარბობს ანალიტიკური ხასიათის სტატიები, ხოლო სოციალურ სფეროში - საინფორმაციო. ჟურნალისტის დამოკიდებულება უმეტესად ნეიტრალურია, გამოვყოფთ პრეზიდენტის მოღვაწეობას, აქ დამოკიდებულება უარყოფითია და გაშუალელებულად უარყოფითია. სტატიების საშუალოდ უკავია 234 კვ. სმ., მაჩვენებელი ჩამორჩება საერთოს. საშუალოზე მეტი ადგილი ეთმობა მთავრობისა და პარლამენტის, ოპოზიციის მოღვაწეობას, სამხედრო საკითხებს. ახალგაზრდობის მონაწილეობას საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში და პრეზიდენტის მოღვაწეობას - საშუალოზე ნაკლები.
ალია
ცხრილი №6 - „ალიაში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
პარლამენტის მოღვაწეობა |
8 |
222 |
30 |
სამართალდამცავი ორგანოების |
8 |
115 |
12 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
8 |
141 |
40 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური |
5 |
565 |
113 |
მთავრობის მოღვაწეობა |
5 |
194 |
31 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
4 |
111 |
7.5 |
სოციალური სფერო |
3 |
123 |
- |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
2 |
85 |
- |
ახალგაზრდების მონაწილეობა |
1 |
35 |
- |
სამხედრო საკითხები |
1 |
30 |
- |
ადგილობრივი |
1 |
75 |
- |
იძულებით გადაადგილებულ |
1 |
60 |
- |
განხილულია 12 თემა, აკლია 2 - არჩევნები და ოპოზიციის მოღვაწეობა, რომლებიც ისედაც არაპოპულარულია თემებია. სხვა გაზეთებში შედარებით კარგად წარმოდგენილი სოციალური სფერო აქ ნაკლებ პოპულარულია, სამაგიეროდ სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობა - მეტად პოპულარული.
ტექსტი ფოტოთი, ინტერვიუ და ჩამონათვალი დაახლოებით თანაბრადაა წარმოდგენილი გაზეთებში, სამხედრო საკითხების თემაზე აშკარად ჭარბობს ჩამონათვალი, იშვიათია წმინდა ანალიტიკური სტატიები. ჟურნალისტის დამოკიდებულებებში ჭარბობს გაშუალებულად ყოველგვარი შეფასება, გამოვყოფთ თემებს: სოციალური ფენა, საგარეო საკითხები, ადამიანის უფლებების დაცვა, ახალგაზრდობის საკითხები, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა. პრეზიდენტის მოღვაწეობა უარყოფითად ფასდება - აქ დამოკიდებულება გაშუალებლად უარყოფითია. სტატიებისათვის დათმობილი საშუალო სივრცე 92 კვ.სმ-ია, ფოტოებისათვის - 10კვ.სმ., რაც ბევრად ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს. სტატისათვის დათმობილ ადგილსა და გამოჩენის სიხშირეს შორის აშკარად დადებითი კორელაციაა, ანუ, ლიდერ თემებს მეტი ადგილი უკავიათ, ხოლო ბოლო ადგილებზე მყოფ თემებს - ნაკლები.
ახალი თაობა
ცხრილი №7 - „ახალ თაობაში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
სამართალდამცავი ორგანოების |
13 |
142 |
14 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
11 |
387 |
44 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური |
10 |
128 |
13 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
9 |
258 |
43 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
9 |
175 |
17 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
7 |
96.7 |
- |
იძულებით გადაადგილებულ პირთა |
6 |
72 |
- |
მთავრობის მოღვაწეობა |
5 |
332 |
46.4 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
5 |
250 |
16 |
არჩევნები |
4 |
61 |
- |
სამხედრო საკითხები |
3 |
168 |
20 |
სოციალური სფერო |
2 |
34 |
- |
ახალგაზრდების მონაწილეობა |
1 |
120 |
- |
განხილულია 13 თემა და აკლია მხოლოდ ერთი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა. აღსანიშნავია მთავრობის მოღვაწეობის შედარებით დაბალი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობის პირველ ადგილზე ყოფნა.
გაზეთში ჭარბობს სტატიები, სადაც მოცემულია საკითხების ჩამოთვლა, სტატიები უმეტესად საინფორმაციოა, ჟურნალისტის დამოკიდებულების მხრივ ჭარბობს გაშუალებლუად უარყოფითი დამოკიდებულება, ასეთებია თემები: იძულოებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა, სამხრეთ კავკასიის კონფლიტური ზონა, საგარეო საკითხები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა. სტატიებისათვის დათმობილი სივრცე მოიცავს 171 კვ.სმ, ფოტოებისთვის - 19 კვ.სმ, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე საშუალო საგაზეთო მაჩვენებელი. უფრო მეტი ადგილი ეთმობა სხვა თემებზე წარმოდგენილ სტატიებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემას არ აქვს ფოტო, თანაც საშუალოზე ნაკლები ადგილი ეთმობა. არჩევნები, სოციალური სფერო და ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში ორივე პარამეტრით - სიხშირე და სივრცე - ბოლო ადგილზეა. საშუალოზე მეტი ადგილი ეთმობა მთავრობის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მოღვაწეობას.
სვობოდნაია გრუზია
ცხრილი№8 - სვობოდნაია გრუზიაში გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
პეზიდენტის მოღვაწეობა |
10 |
691 |
141 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
9 |
1098 |
223 |
მთავრობის მოღვაწეობა |
9 |
225 |
27 |
სამხედრო საკითხები |
7 |
254 |
23 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
6 |
72 |
4 |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა |
4 |
535 |
9 |
სამართალდამცავი ორგანოების |
3 |
301 |
46 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
3 |
1140 |
182 |
ახალგაზრდობის მონაწილეობა |
1 |
150 |
- |
იძულებით გადაადგილებულ პირთა |
1 |
65 |
- |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
1 |
112 |
- |
განხილულია 11, აკლია 3 თემა - სოციალური სფერო, არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა. აქ აღსანიშნავია მხოლოდ სამხედრო საკითხების შედარებით მაღალი პოზიცია.
ამ გაზეთში თანაბრადაა წარმოდგენილი ტექსტი, ფოტოიანი ტექსტი, რეპორტაჟი და ინტერვიუ, სტატიების აშკარა უმრავლესობა მხოლოდ საინფორმაციო, დამოკიდებულება - ნეიტრალური. სტატიებისათვის გამოყოფილი საშუალო სივრცე 421 კვ.სმ-ია, ფოტოების - 60 კვ.სმ, რაც აღემატება საშუალო მაჩვენებელს. საშუალოზე მეტი მოღვაწეობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ ზონას - ნაკლები.
ვეჩერნი ტბილისი
ცხრილი № 9 - „ვეჩერნი თბილისში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
პარლამენტის მოღვაწეოაბ |
5 |
186 |
- |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
4 |
315 |
23 |
მთავრობის მოღვაწეობა |
4 |
907 |
4 |
სოციალური სფერო |
4 |
362 |
50 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
3 |
478 |
4 |
სამხედრო საკითხები |
2 |
320 |
- |
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური |
2 |
147 |
- |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
2 |
840 |
109 |
სამართალდამცავი ორგანოების |
1 |
170 |
- |
ადგილობრივი თვითმმართველობის |
1 |
40 |
- |
აკლია 4 თემა, განხილულია 10. აკლია შემდეგი თები: ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნები, ოპოზიციის მოღვაწეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა - ისედაც არაპოპულარულია თემები. თემების გამოჩენის დაბალი სიხშირე გაზეთის გამოცემის ნაკლები სიხშირითაა გამოწვეული, ის კვირაში სამჯერ გამოდის. თემების თანმიმდევრობა გავს საერთო სიას.
ჭარბობს ტექსტი და რეპორტაჟი, საინფორმაციო სტატიები ნეიტრალური დამოკიდებულება. სტატიებისათვის დათმობილი ადგილი 326 კვ.სმ -ია, რაც აღემატება საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ფოტოებისათვის საშუალოზე მეტი ადგილი ეთმობა 2 თემას - მთავრობის მოღვაწეობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საინტერესოა, რომ პარლამენტის მოღვაწეობა, რომელიც სიხშირით პირველ ადგილზეა, ლიდერობს, სივრცის მიხედვით ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს.
ასავალ - დასავალი
ცხრილი №9 - „ასავალ - დასავალში“ გაშუქებული თემები
თემა |
სიხშირე |
ტექსტის |
ფოტოს |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
1 |
375 |
100 |
მთავრობის მოღვაწეობა |
1 |
200 |
55 |
საგარეო პოლიტიკური სიტუაცია |
1 |
100 |
- |
აღმოჩნდა, რომ ამ გაზეთში თანამედროვე პოლიტიკის საკითხები თითქმის არ იხილება, ამიტომ არის მასალის სიმწირე. ამ გაზეთში ძირითადად საუბარია წარსულის ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებსა და მოვლენებზე. ძირითადად გვხვდება ტექსტი ფოტოთი, ნაკლებად - ჩამონათვალი და ინტერვიუ, უარყოფითია ჟურნალისტის დამოკიდებულება, როცა იხილება პრეზიდენტის მოღვაწეობა, ხოლო დადებითი - საგარეო საკითხების განხილვისას; მთავრობის მოღვაწეობა შუქდება დადებითად და გაშუალებულად დადებითად. საგარეო პოლიტიკური სიტუაციის განხილვას ნაკლები ადგილი უკავია, არც ფოტო აქვს, როგორც ჩანს, ეს საკითხი ამ გაზეთის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
დასკვნები
აღმოჩნდა შემდეგი კანონზომიერება სტატიებისათვის ფოტოს დართვის მიხედვით: პრესაში და საერთოდ მასმედიაში ნაკლებად გაშუქებულ თემებს ფოტოები არ ერთვის, ასეთებია: ადამიანის უფლებათა დაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა, ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობა, ოპოზიციის მოღვაწეობა. ამ 6 თემიდან ახალგაზრდებს აინტერესებთ შემდეგი 3 თემა: ადამიანის უფლებათა დაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა, ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. ფოტოები აგრეთვე არ ერთვის ახალგაზრდებისთვის ისეთ საინტერესო თემას, როგორიცაა სოციალური სფერო.
ფოტოების არქონის თვალსაზრისით გამოირჩევა „ახალი თაობა“, „ალია“, „ვეჩერნი ტბილისი“, - მათ ყველაზე ნაკლები ფოტო აქვთ.
სტატიებისთვის დათმობილი ადგილის მიხედვით საშუალოზე მეტი ეთმობა:
6 გაზეთში - მთავრობის მოღვაწეობას
6 გაზეთში - პრეზიდენტის მოღვაწეობას
5 გაზეთში - პარლამენტის მოღვაწეობას
როგორც ვიცით, ეს სამი თემა მასმედიის საშუალებებში ყველაზე ფართოდაა გაშუქებული და ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ ახალგაზრდებს.
აღმოჩნდა, რომ გაშუქების მიხედვით ყველაზე ნაკლები სიხშირის მქონე თემებს ადგილიც შედარებით ნაკლები ეთმობა როგორც სტატიისათვის, ასევე ფოტოსათვის.
ჟურნალისტის დამოკიდებულების მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი ტენდეცია:
- გაზეთები საერთოდ ნეიტრალურად გვაწვდიან მასალას, მათგან გამოირჩევა „ახალი თაობა“, სადაც გაშუალებულად უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს
- „კვირის პალიტრა“ - უარყოფითად შუქდება სოციალური სფერო, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონა, სამხედრო საკითხები, პრეზიდენტის მოღვაწეობა, რომელიც აგრეთვე გაშუალებლად უარყოფითად ფასდება
- „დილის გაზეთი“ - უარყოფითად და გაშუალებლად უარყოფითად შუქდება ოპოზიციის მოღვაწეობა
- „რეზონანსი“ - უარყოფითად და გაშუალებლად უარყოფითად შუქდება პრეზიდენტის მოღვაწეობა
სტატიის ტიპის მიხედვით:
სჭარბობს ფოტოიანი ტექტი და ტექსტი, ნაკლებია ინტერვიუ, კიდევ უფრო ნაკლებია რეპორტაჟი და ჩამონათვალი. ამ მხრივ გამოირჩევა მხოლოდ „ახალი თაობა“, რომელშიც ტექსტი ფოტოთი, ინტერვიუ და ჩამონათვალი დაახლოებით თანაბრადაა წარმოდგენილი.
სტატიის შინაარსის მიხედვით:
ჭარბობს საინფორმაციო სტატიები, ანალიტიკური და საინფორმაციო - ანალიტიკური სტატიები.
თუ ერთმანეთს შევადარებთ გაზეთებისა და ტელევიზიის მონაცემებს, რომ ძირითადად ისინი ერთმანეთს ემთხვევა გარდა რამდენიმე პუნქტისა:
- გაზეთებში აშკარად ჭარბობს მხოლოდ საინფორმაციო სტატიები, მაშინ როცა ტელეგადაცემები ყველაზე ხშირად საინფორმაციო - ანალიტიკური, შემდეგ საინფორმაციო
- გაზეთებში დამოკიდებულება უმეტესად ნეიტრალურია, ტელევიზიაში - ნეიტრალურიც, დადებითიც და უარყოფითიც.
![]() |
4 დანართი 2. ცხრილები |
▲ზევით დაბრუნება |
დემოგრაფია
ცხრილი №1
სქესი |
|
კაცი |
47,9% |
ქალი |
52,1% |
სულ |
100% |
ცხრილი №2
ასაკი |
|
17 - 21 |
243% |
22 - 26 |
28,5% |
27 - 31 |
24,2% |
32 - 35 |
23,0% |
სულ |
100% |
ცხრილი №3
განათლება |
|
დაწყებითი |
0,2% |
არასრული საშუალო |
1,1% |
საშუალო; საშუალო სპეციალური |
40,4% |
არასრული უმაღლესი |
16,2 |
უმაღლესი |
42,1% |
სულ |
100% |
ცხრილი №4
დასაქმება |
|
სტუდენტი, მოსწავლე |
20.5% |
უმუშევარი |
26.4% |
დიასახლისი |
15,4% |
მეწარმე |
1,5% |
სეზონური სამსახური |
2.3% |
მუშა |
1.6% |
ფერმერი |
3.9% |
სამხედრო მოსამსახურე |
0.8% |
საბიუჯეტო დაწესებულებაში აქვს თანამდებობა |
13.0% |
კერძო დაწესებულებაში აქვს თანამდებობა |
9.4% |
მუშაობს საზოგადოებრივ დაწესებულებაში |
5.2% |
სულ |
100% |
რესპოდენტთა 59.3% ქალაქის მაცხოვრებელია, ხოლო 40.7% - სოფლის.
ტელევიზია
ცხრილი №5 - მოსახლეობის მიერ ტელევიზიის ყურების სიხშირე
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
1 საათი დღეში |
10.4 |
12.0 |
9.7 |
2-3 საათი დღეში |
30.4 |
37.0 |
26.8 |
3 საათზე მეტი ყოველ დღე |
55.8 |
46.6 |
60.6 |
საერთოდ არ ვუყურებთ |
2.3 |
1.7 |
2.6 |
მიჭირს პასუხის გაცემა |
1.1 |
2.7 |
0.3 |
სულ |
100% |
100% |
100% |
ცხრილი №9 - რომელ არხებს უყურებენ თავისუფალ დროს
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
პირველი არხი |
55.1 |
33.6 |
65.1 |
მეორე არხი |
21.7 |
15.4 |
24.8 |
რუსთავი 2 |
34.3 |
64.0 |
20.2 |
მე-9 არხი |
12.7 |
35.6 |
2.1 |
ევრიკა |
6.2 |
17.8 |
0.8 |
კავკასია |
10.6 |
23.6 |
4.6 |
პირველი სტერეო |
12.8 |
35.3 |
2.4 |
აჭარა TV |
7.6 |
11.3 |
6.0 |
აიეტი TV |
11.5 |
33.2 |
0.3 |
იბერია |
8.9 |
24.0 |
1.4 |
ცხრილი №10 - რომელ საათებში უყურებენ ტელევიზორს
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
08-12 |
11.4 |
11.7 |
12.1 |
12-16 |
9.7 |
10.7 |
9.7 |
16-20 |
19.2 |
7.2 |
25.7 |
20-24 |
86.3 |
81.8 |
93.5 |
24-28 |
28.5 |
29.6 |
29.8 |
მიჭირს პასუხის გაცემა |
1.9 |
4.8 |
0.8 |
ცხრილი №11 - ტელევიზიის ყურების სიხშირე და საათები
|
08-12 |
12-16 |
16.20 |
20.24 |
24.28 |
მიჭირს |
1 საათი დღეში |
6.1 |
4.2 |
3.2 |
10.5 |
3.5 |
15.8 |
2-3 საათი დღეში |
21.1 |
20.8 |
17.5 |
31.7 |
21.7 |
42.1 |
3 საათზე მეტი |
72.8 |
74.0 |
79.3 |
57.8 |
73.3 |
21.1 |
მიჭირს პასუხის |
- |
- |
- |
- |
1.6 |
21.0 |
სულ |
100% |
100% |
100% |
100% |
100% |
100% |
ცხრილი №12 - რა ტიპის ტელეპროგრამებს უყურებენ
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
საინფორმაციო |
68.6 |
67.8 |
68.4 |
ანალიტიკური |
9.5 |
15.2 |
6.7 |
გასართობი (მხატვრული |
60.3 |
67.1 |
56.8 |
სპორტული |
31.1 |
32.5 |
30.5 |
საინფორმაციო-გასართობი |
16.2 |
19.4 |
14.7 |
საინფორმაციო- |
7.2 |
16.3 |
3.1 |
იუმორისტული |
32.2 |
33.9 |
30.8 |
მუსიკალური |
48.9 |
51.9 |
47.1 |
ინტელექტუალური |
23.7 |
33.7 |
19.1 |
ტოკ-შოუ |
8.1 |
11.8 |
6.4 |
დოკუმენტური ფილმები |
7.3 |
6.9 |
7.4 |
ეროტიკა |
6.1 |
6.9 |
5.8 |
ცხრილი №13 - რომელ ტელეპროგრამებს უყურებენ ინფორმაციის მისაღებად
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
პირველი არხის მოამბე |
34.8 |
20.6 |
44.0 |
ალიონი |
9.4 |
9.3 |
9.5 |
ნაშუადღევს |
5.3 |
5.2 |
5.8 |
მოამბე ინგა |
37.7 |
31.3 |
43.5 |
კურიერი |
60.1 |
83.5 |
53.5 |
ღამის კურიერი |
21.1 |
44.7 |
11.7 |
ვიდეოპატრული |
0.8 |
1.0 |
0.5 |
PTP საინფორმაციო |
0.6 |
- |
0.3 |
ცხრილი №14 - ტელევიზიისა და რადიოს წამყვანები, რომელთა გადაცემების გამოტოვება მოსახლეობას არ სურს
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
დუტა სხირტლაძე |
37.7 |
59.5 |
37.3 |
თეა გვასალია |
19.9 |
19.2 |
26.5 |
ინგა გრიგოლია |
27.7 |
17.9 |
42.2 |
ნატო ონიანი |
6.9 |
7.6 |
8.9 |
გიორგი სანაია |
18.0 |
27.8 |
18.2 |
ეკა ბერიძე |
16.8 |
25.8 |
17.0 |
აკაკი გოგიჩაიშვილი |
17.7 |
45.0 |
7.9 |
გიორგი მოსიძე |
2.0 |
4.8 |
1.2 |
ირმა სოხაძე |
14.9 |
9.3 |
22.8 |
ბორის წიფურია |
19.0 |
13.4 |
28.4 |
სერგი გვარჯალაძე |
14.2 |
17.2 |
16.8 |
გოგი გვახარია |
6.5 |
16.8 |
2.7 |
ნიკა ტაბატაძე, ნათია |
3.7 |
6.5 |
3.1 |
გაზეთები
ცხრილი №15 - გაზეთების კითხვის სიხშირე
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
რამდენიმე გაზეთი დღეში |
6.3 |
12.7 |
3.5 |
ერთი გაზეთი დღეში |
5.1 |
9.7 |
3.0 |
1-2 გაზეთი კვირაში |
15.6 |
12.4 |
17.1 |
1 გაზეთი კვირაში |
12.8 |
10.0 |
14.1 |
როცა ხელში მოხვდებათ |
32.7 |
38.5 |
30.0 |
საერთოდ არ კითხულობენ |
27.5 |
16.7 |
32.3 |
სულ |
100% |
100% |
100% |
ცხრილი №16 - რომელ გაზეთებს კითხულობენ ინფორმაციის მისაღებად
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
1. 7 დღე |
5.6 |
7.0 |
4.2 |
2. დრონი |
7.4 |
7.9 |
7.1 |
3. საქართველოს რესპუბლიკა |
9.5 |
11.5 |
8.8 |
4. სვობოდნაია გრუზია |
1.7 |
2.6 |
0.9 |
5. კვირის პალიტრა |
69.6 |
62.1 |
75.6 |
6. ახალი თაობა |
25.7 |
10.0 |
19.8 |
7. დრო |
3.2 |
3.1 |
3.2 |
8. ახალი 7 დღე |
6.2 |
14.1 |
2.1 |
9. ალია |
25.9 |
29.5 |
24.4 |
10. რეზონანსი |
19.5 |
22.9 |
17.7 |
11. ასავალ-დასავალი |
18.9 |
18.5 |
17.1 |
12. დილის გაზეთი |
6.4 |
12.8 |
3.2 |
13. ბანკები და ფინანსები |
1.2 |
3.5 |
- |
14. ლელო |
3.8 |
10.1 |
0.9 |
15. სიტყვა და საქმე |
9.7 |
26.9 |
0.5 |
16. ქართული ფეხბურთი |
2.9 |
8.4 |
- |
ცხრილი №17 - რომელ გაზეთებს კითხულობენ ინფორმაციის მისაღებად რეგიონების მიხედვით
|
მცხეთა- |
ქვემო |
შიდა |
სამცხე- |
სამეგრელო- |
1. 7 დღე |
5.0 |
3.1 |
- |
12.8 |
3.3 |
2. დრონი |
5.0 |
3.1 |
4.0 |
7.7 |
5.0 |
3. საქართველოს რესპუბლიკა |
5.0 |
3.1 |
12.0 |
5.1 |
18.3 |
4. სვობოდნაია გრუზია |
- |
3.1 |
- |
2.6 |
1.7 |
5. კვირის პალიტრა |
55.0 |
78.5 |
88.0 |
74.4 |
75.0 |
6. ახალი თაობა |
35.0 |
18.5 |
24.0 |
10.3 |
40.0 |
7. დრო |
- |
1.5 |
16.0 |
7.7 |
- |
8. ახალი 7 დღე |
5.0 |
3.1 |
- |
5.1 |
- |
9. ალია |
15.0 |
20.0 |
- |
17.9 |
51.7 |
10. რეზონანსი |
- |
21.5 |
12.0 |
12.8 |
23.3 |
11. ასავალ- |
10.0 |
35.4 |
12.0 |
15.4 |
18.3 |
12. დილის გაზეთი |
20.0 |
6.2 |
- |
7.7 |
1.7 |
13. გორის მოამბე |
- |
- |
16.0 |
- |
- |
14. ლელო |
10.0 |
- |
- |
- |
- |
15. ვეჩერნი |
10.0 |
- |
- |
- |
- |
16. სიტყვა და |
15.0 |
- |
- |
- |
- |
ცხრილი №17 - გაგრძელება
|
იმერეთი |
გურია |
აჭარა |
კახეთი |
1. 7 დღე |
4.3 |
3.8 |
6.5 |
5.9 |
2. დრონი |
6.8 |
11.5 |
6.5 |
15.7 |
3. საქართველოს |
2.6 |
3.8 |
3.2 |
27.5 |
4. სვობოდნაია |
- |
- |
- |
- |
5. კვირის პალიტრა |
81.2 |
84.6 |
74.2 |
58.8 |
6. ახალი თაობა |
17.1 |
19.2 |
6.5 |
11.8 |
7. დრო |
- |
7.7 |
12.9 |
- |
8. ახალი 7 დღე |
1.7 |
3.8 |
|
2.0 |
9. ალია |
23.9 |
11.5 |
29.0 |
23.5 |
10. რეზონანსი |
17.9 |
23.1 |
22.6 |
13.7 |
11. ასავალ- |
12.8 |
11.5 |
16.1 |
11.8 |
12. დილის |
0.9 |
- |
3.2 |
- |
13. ჰო და არა |
- |
30.8 |
- |
- |
14. ქუთაისი |
4.3 |
- |
- |
- |
15. აჭარა |
- |
- |
9.7 |
- |
16. ლანჩხუთი + |
- |
23.1 |
- |
- |
17. რეზიუმე |
20.5 |
- |
- |
- |
ცხრილი №18 - რომელ გაზეთებს კითხულობენ გასართობად
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
1. 7 დღე |
2.9 |
5.5 |
1.3 |
2. დრონი |
1.9 |
4.0 |
0.6 |
3. საქართველოს რესპუბლიკა |
2.9 |
5.0 |
1.6 |
4. კვირის პალიტრა |
61.2 |
52.8 |
66.6 |
5. ახალი თაობა |
14.5 |
24.1 |
8.5 |
6. დრო |
1.2 |
1.5 |
0.9 |
7. ახალი 7 დღე |
3.3 |
6.5 |
1.3 |
8. ალია |
16.1 |
21.1 |
12.9 |
9. რეზონანსი |
9.3 |
16.6 |
4.7 |
10. ასავალ-დასავალი |
18.8 |
20.1 |
18.0 |
11. დილის გაზეთი |
6.2 |
12.6 |
3.2 |
12. რეზიუმე |
1.9 |
- |
3.2 |
13. კოქტეილი |
5.6 |
14.6 |
- |
14. სიტყვა და საქმე |
5.8 |
14.6 |
0.3 |
ჟურნალები
ცხრილი №19 - რომელ ჟურნალებს კითხულობენ ინფორმაციის მისაღებად
|
ყოველ- |
ხში- |
პერიოდუ- |
იშვია- |
არ კითხუ- |
სულ |
სარკე |
11.0 |
13.6 |
101 |
4.1 |
61.2 |
100% |
ბომონდი |
1.3 |
2.0 |
1.0 |
0.2 |
95.5 |
100% |
გზა |
2.0 |
2.0 |
2.3 |
0.7 |
93.0 |
100% |
ბათუმელები |
- |
0.1 |
0.4 |
- |
99.5 |
100% |
ლიზა |
0.1 |
0.4 |
0.3 |
- |
99.3 |
100% |
ვარსკვლავები |
0.5 |
1.0 |
0.3 |
0.7 |
97.5 |
100% |
დვრიტა |
0.1 |
0.2 |
0.1 |
|
99.6 |
100% |
ცხრილი №20 - რომელ ჟურნალებს კითხულობენ გასართობად
|
ყოველ- |
ხში- |
პერიოდუ- |
იშვია- |
არ კითხუ- |
სულ |
სარკე |
11.5 |
12.8 |
9.9 |
4.7 |
61.1 |
100% |
ბომონდი |
1.8 |
3.9 |
1.7 |
0.6 |
92.0 |
100% |
გზა |
1.4 |
1.6 |
1.3 |
0.5 |
95.2 |
100% |
ბათუმელები |
0.2 |
- |
0.2 |
- |
99.6 |
100% |
ლიზა |
0.5 |
0.5 |
0.2 |
- |
98.8 |
100% |
ვარსკვლავები |
0.8 |
2.2 |
0.9 |
0.9 |
95.2 |
100% |
დვრიტა |
- |
0.2 |
0.1 |
- |
99.7 |
100% |
ომეგა |
0.8 |
0.2 |
- |
- |
99.0 |
100% |
თემები
ცხრილი №21 - მოსახლეობისათვის ყველაზე საინტერესო თემები
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
შიდაპოლიტიკური სიტუაცია |
19.0 |
19.7 |
18.7 |
სამხედრო საკითხები |
10.8 |
9.3 |
11.5 |
საგარეო პოლიტიკური საკითხები |
8.6 |
10.7 |
7.6 |
სამხრეთ კავკასიის |
7.0 |
9.7 |
5.8 |
იძულებით გადაადგილებულ |
17.6 |
9.7 |
21.2 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
13.9 |
17.7 |
12.1 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
49.1 |
49.3 |
48.7 |
ადგილობრივი |
4.1 |
2.3 |
5.0 |
არჩევნების ჩატარება ხელისუფლების ორგანოში |
2.1 |
2.0 |
2.2 |
სამართალდამცავი |
10.5 |
10.0 |
10.6 |
ეკონომიკის სფერო |
20.6 |
18.7 |
21.5 |
სპორტისა და კულტურის |
36.1 |
45.3 |
32.0 |
საზოგადოების სოციალური |
14.5 |
19.7 |
12.1 |
ახალგაზრდობის |
25.6 |
20.3 |
27.8 |
მთავრობის მოღვაწეობა |
12.9 |
13.7 |
12.6 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
6.9 |
7.3 |
6.7 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
6.5 |
7.7 |
6.1 |
ცხრილი №22 - თემები, რომლებსაც მოსახლეობის აზრით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ზედმეტი ყურადღება ეთმობა
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
შიდაპოლიტიკური სიტუაცია |
14.0 |
20.5 |
10.8 |
სამხედრო საკითხები |
8.4 |
9.6 |
7.8 |
საგარეო პოლიტიკური |
8.3 |
9.9 |
7.5 |
სამხრეთ კავკასიის |
4.6 |
5.1 |
4.3 |
იძულებით გადაადგილებულ |
8.9 |
16.4 |
5.2 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
11.3 |
19.5 |
7.3 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
4.9 |
6.2 |
4.3 |
ადგილობრივი |
6.3 |
8.9 |
4.8 |
არჩევნების ჩატარება |
12.9 |
14.7 |
12.2 |
სამართალდამცავი |
8.1 |
9.9 |
7.3 |
ეკონომიკის სფერო |
6.4 |
9.2 |
5.0 |
სპორტისა და კულტურის |
3.2 |
2.7 |
3.5 |
საზოგადოების სოციალური |
2.1 |
4.1 |
1.2 |
ახალგაზრდობის |
2.6 |
3.1 |
2.3 |
მთავრობის მოღვაწეობა |
47.3 |
52.4 |
44.7 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
62.7 |
69.9 |
59.3 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
48.9 |
55.8 |
45.5 |
ცხრილი №23 - თემები, რომლებსაც მოსახლეობის აზრით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნაკლები ყურადღება ეთმობა
|
საერთოდ |
თბილისი |
რეგიონები |
შიდაპოლიტიკური სიტუაცია |
10.8 |
8.2 |
12.1 |
სამხედრო საკითხები |
11.0 |
15.0 |
9.2 |
საგარეო პოლიტიკური |
4.4 |
6.5 |
3.4 |
სამხრეთ კავკასიის |
8.1 |
13.3 |
5.6 |
იძულებით გადაადგილებულ |
28.4 |
29.7 |
27.7 |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
9.8 |
9.6 |
10.0 |
ადამიანის უფლებათა დაცვა |
44.7 |
51.5 |
41.2 |
ადგილობრივი |
6.1 |
6.1 |
6.1 |
არჩევნების ჩატარება |
3.9 |
4.8 |
3.3 |
სამართალდამცავი |
4.8 |
5.5 |
4.6 |
ეკონომიკის სფერო |
19.3 |
23.9 |
17.0 |
სპორტისა და კულტურის |
25.1 |
36.5 |
19.6 |
საზოგადოების სოციალური |
26.6 |
40.6 |
21.3 |
ახალგაზრდობის |
26.8 |
37.2 |
21.9 |
მთავრობის მოღვაწეობა |
2.6 |
2.4 |
2.8 |
პარლამენტის მოღვაწეობა |
2.5 |
3.8 |
1.8 |
პრეზიდენტის მოღვაწეობა |
2.4 |
2.4 |
2.5 |
ცხრილი №24 - ყველაზე საინტერესო თემები და ასაკი
|
17-21 |
22-26 |
27-31 |
32-35 |
სულ |
შიდაპოლიტიკური |
15.5 |
21.5 |
28.7 |
34.3 |
100 % |
სამხედრო საკითხები |
35.5 |
28.0 |
18.7 |
17.8 |
100 % |
საგარეო პოლიტიკური |
20.7 |
24.4 |
19.5 |
35.4 |
100 % |
სამხრეთ კავკასიის |
11.9 |
26.9 |
35.8 |
25.4 |
100 % |
იძულებით |
17.9 |
35.1 |
20.2 |
26.8 |
100 % |
ოპოზიციის მოღვაწეობა |
16.4 |
21.6 |
32.1 |
29.9 |
100 % |
ადამიანის უფლებათა |
23.2 |
29.5 |
26.8 |
21.2 |
100 % |
ადგილობრივი |
20.5 |
25.6 |
23.1 |
30.8 |
100 % |
არჩევნების ჩატარება |
55.0 |
10.0 |
20.0 |
15.0 |
100 % |
სამართალდამცავი |
21.8 |
29.7 |
20.8 |
27.7 |
100 % |
ეკონომიკის სფერო |
18.8 |
28.4 |
27.4 |
25.4 |
100 % |
სპორტისა და |
34.5 |
29.3 |
22.4 |
13.8 |
100 % |
საზოგადოების |
11.6 |
29.0 |
26.8 |
32.6 |
100 % |
ახალგაზრდობის |
34.8 |
29.6 |
19.2 |
16.4 |
100 % |
მთავრობის მოღვაწეობა |
22.2 |
25.4 |
23.8 |
28.6 |
100 % |
პარლამენტის |
23.5 |
25.0 |
22.1 |
29.4 |
100 % |
პრეზიდენტის |
28.1 |
31.3 |
18.8 |
21.9 |
100 % |
ცხრილი №25 - როგორ ესმით დემოკრატია
საშუალება თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი |
47.9% |
საშუალება აირჩიო და იყო არჩეული |
13.6% |
უმცირესობათა უფლებათა პატივისცემა |
17.7% |
კანონის უზენაესობა |
33.9% |
ყველასათვის თანაბარი საშუალებები |
41.9% |
გაუჭირდათ პასუხის გაცემა |
3.7% |
ცხრილი №26 - საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის საშუალებები
მასობრივი ინფორმაციის სასუალებებით |
44.9% |
მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით |
21.5% |
შეიარაღებული საპროტესტო აქციებით |
3.8% |
პირადი და ნათესაური კავშირებით |
20.9% |
საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით |
10.8% |
თანამოაზრეებთან გაერთიანებით |
38.6% |
საკუთარი უფლებების დაცვით ყოველდღიურ |
31.6% |
სასამართლო ორგანოებით |
6.3% |
პოლიტიკური ორგანიზაციებით |
8.2% |
არჩევნების საშუალებით |
15.2% |
უჭირს პასუხის გაცემა |
3.2% |
ცხრილი №27 - საზოგადოებაში გავლენის მოხდენის საშუალებები თბილისის და რეგიონების მიხედვით
|
საერთო |
თბილისი |
რეგიონები |
მასობრივი ინფორმაციის |
44.3 |
69.2 |
32.1 |
მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით |
21.5 |
21.2 |
21.7 |
შეიარაღებული საპროტესტო აქციებით |
3.8 |
5.8 |
2.8 |
პირადი და ნათესაური კავშირებით |
20.9 |
26.9 |
17.9 |
საერთაშორისო ორგანიზაციების |
10.8 |
13.5 |
9.4 |
თანამოაზრეებთან გაერთიანებით |
38.6 |
42.3 |
36.8 |
საკუთარი უფლებების დაცვით |
31.6 |
34.6 |
30.2 |
სასამართლო ორგანოებით |
5.7 |
7.7 |
4.7 |
პოლიტიკური ორგანიზაციებით |
8.2 |
15.4 |
4.7 |
არჩევნების საშუალებით |
15.2 |
25.0 |
10.4 |
უჭირს პასუხის გაცემა |
3.2 |
- |
4.7 |
ცხრილი №28 - საზოგადოებაში გავლენის მოხდენის საშუალებები ასაკობრივ ჭრილში
|
17-21 |
22-26 |
27-31 |
32-35 |
სულ |
მასობრივი ინფორმაციის |
14.0 |
29.6 |
28.2 |
28.2 |
100% |
მშვიდობიანი |
11.8 |
32.3 |
26.5 |
29.4 |
100% |
შეიარაღებული |
16.7 |
50.0 |
16.7 |
16.6 |
100% |
პირადი და ნათესაური |
6.1 |
18.2 |
24.2 |
51.5 |
100% |
საერთაშორისო |
23.5 |
17.6 |
41.3 |
17.6 |
100% |
თანამოაზრეებთან |
21.3 |
24.6 |
18.0 |
36.1 |
100% |
საკუთარი უფლებების |
13.7 |
29.4 |
25.5 |
31.4 |
100% |
სასამართლო ორგანოებით |
20.0 |
10.0 |
10.0 |
60.0 |
100% |
პოლიტიკური |
7.7 |
38.5 |
15.3 |
38.5 |
100% |
არჩევნების საშუალებით |
20.8 |
20.8 |
16.7 |
41.7 |
100% |
უჭირს პასუხის გაცემა |
- |
80.0 |
20.0 |
- |
100% |
![]() |
5 დანართი 3. დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიულობაზე ან არადემოკრატიულობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რა სახით და პრინციპებით ჩატარდება არჩევნები, რამდენად დემოკრატიულია საარჩევნო კანონმდებლობა.
არჩევნების ესოდენ დიდი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უზრუნველყოფს ხელისუფლებაში ხალხის პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობას წარმომადგენლობის მეშვეობით. ასეთი მონაწილეობის ფორმალიზაცია ხდება არჩევნებით. ამ თვალსაზრისით არჩევნები უნდა განვიხილოთ, როგორც უშუალო დემოკრატიის ფორმა, რომლითაც ხდება სუვერენიტეტის რეალიზაცია. ამიტომ 1948 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ სწორედ არჩევნები აღიარა ადამიანის უმნიშვნელოვანეს უფლებად გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება. „ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ხელისუფლების საფუძველი: ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიდულ და არაფალსიფიცირტებულ არჩევნებში, ფარული კენჭისყრით ან თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმებით, რომლებიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის თავისუფლებას“.
დემოკრატიული ხელისუფლების საფუძველია დემოკრატიული არჩევნები, რაც ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის აუცილებელი პირობაა.
ყველა ქვეყანაში ხელისუფლების წყარო, როგორც წესი, არჩევნებია, მაგრამ არჩევნები ყოველთვის არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად. არჩევნების დემოკრატიულობის შესაფასებლად ეუთოს მიერ შემუშავებულ დებულებათა არსი შვიდი საკვანძო სიტყვით შეიძლება გადმოიცეს: საყოველთაო, თანასწორი, სამართლიანი, ფარული, თავისუფალი, ღია და ანგარიშვალდებული.
საყოველთაობის პრინციპი გულისხმობს რეგისტრაციის ეფექტური, მიუკორძოებელი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი პროცედურის უზრუნველყოფას როგორც ამომრჩეველთათავის, ისე კანდიდატებისათვის. ხმის უფლება უნდა ჰქონდეს შესაბამისი ასაკის ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.
თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, რომ ყველა ხმას ჰქონდეს თანაბარი ძალა და ერთიანობაში ქმნიდეს თანასწორ წარმომადგენლობას. თანასწორობის პრინციპი კერძოდ გულისხმობს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობას შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს ათ პროცენტს.
თუ არჩევნები მიმდინარეობს პროპორციული სისტემის თანახმად, დასაშვებია საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის სხვაობა, თუმცა თითოეული ოლქის წარმომადგენელთა რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციული უნდა იყოს. საარჩევნო უბნები მისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ამომრჩევლისათვის.
სამართლიანობის პრინციპმა, იდეალურ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობები არჩევნების ყველა მონაწილისათვის, როგორც მინიმუმ კი უნდა შესძლოს, რომ ამომრჩევლებისათვის მისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ყველა კანდიდატისა და პარტიის, ასევე მათი პროგრამების შესახებ.
ფარულობის პრინციპის დაცვა უზრუნველყოფილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი სხვისი თანდასწრების გარეშე, დახურულ საარჩევნო კაბინაში აწარმოებს კენჭისყრას და ამასთანავე გამორიცხულია შევსებული ბიულეტენების სხვა პირის მიერ დანახვის შესაძლებლობა.
თავისუფლების პრინციპმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიერ არჩევანის გაკეთება ზეწოლისა და დაშინების გარეშე და ამასთანავე რწმენა იმისა, რომ ნების გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი თავშეყრისა და ასოციაციის უფლება დაცულია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში.
ღიაობის პრინციპი ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას იმ კანონთა შესაბამისად, რომლებიც ეფუძნება საყოველთაობისა და საჯაროობის პრინციპებს. ღია საარჩევნო პროცესი ამცირებს ფალსიფიკაციის ალბათობას არჩევნების მიმდინარეობას; ამგვარად, ხმათა დათვლის პროცესი უნდა იყოს ღია და ექვემბედარებოდეს გადამოწმებას, როგორც საარჩევნო უბნის, ისე საარჩევნო კომისიის საშუალო და უმაღლეს დონეებზე.
ანგარიშვალდებულობის პრინციპი მოითხოვს, რომ თანამდებობის დაკავებისას არჩეულმა პირმა იგრძნოს ანგარიშვალდებულმა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
არჩევნების სამართლებრივი ბაზის მომზადება უნდა მოხდეს საჯაროდ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართვით, რათა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ნდობას იწვევბდეს.
გამოყოფენ არჩევნების, როგორც უშუალო დემოკრატიის ფორმის, რამდენიმე დანიშნულებას, ფუნქციას:
- არჩევნების საშუალებით ხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმირებისა და თავისი წარმომადგენლობის მეშვეობით. წარმომადგენლობის, ანუ პარლამენტის ფორმირების ერთ - ერთ გზად კი აღიარებულია სწორედ არჩევნები. არჩევნების საშუალებით გადასცემს ხალხი წარმომადგენლებს თავისი სუვერენიტეტის რეალ;იზაციის უფლებას (და არა სუვერენიტეტს).
- არჩევნები ხელს უწყობს სოციალურ მანევრირებას და პოლიტიკური ხელმძღვანელების სელექციას. არჩევნების საშუალებით ხალხი წყვეტს, თუ ვის მიანიჭოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უფლება, ვის გადასცეს მისი უფლებების ნაწილი საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი არ იმსახურებს ხალხის მოწონებას, ხალხს აქვს ხმა მისცეს პირს, რომელიც მას ღირსეულად მიაჩნია.
- არჩევნები წარმოადგენს პოლიტიკური ცხოვრების ბარომეტრს. იგი ასახავს იმ ურთიერთსაპირისპირო მიზნებსა და ინტერესებს, რაც არსებობს საზოგადოებაში მოცემული მომენტისათვის.
მოქალაქის საარჩევნო უფლებამოსილებათა, არჩევნებში მონაწილეობის, პრინციპებისა და პირობების ერთობლიობის მიხედვით გამოყოფენ:
1) აქტიურ საარჩევნო უფლებას;
2) პასიურ საარჩევნო უფლებას;
აქტიური საარჩევნო უფლება არის პირი საერთო საარჩევნო უფლება, რომლის საფუძველზე იგი ხმას აძლევს, ირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატურას სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში.
პასიური საარჩევნო უფლება არის პირის უფლება იქნეს არჩეული, ან თანხმობა განაცხადოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისრით.
მათ მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული პრინციპები ქმნიან საქართველოს საარჩევნო სისტემის ძირითად საფუძვლებს.
საყოველთაო საარჩევნო უფლება ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილ ასაკს მიღწეულ ყველა პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში არ მონაწილეობენ პირები, რომლებიც სასამართლოს მიერ ცნობილნი არიან ქმედუუნაროდ, ან მათ მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და იმყოფებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
საყოველთაო საარჩევნო პრინციპის გარდა არსებობს გარკვეული ცენზები. საარჩევნო ცენზი, როგორც მიუთითებენ კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებაში, არის მოსახლეობის ერთგავრი კლასიფიკაცია, რომელიც ზღუდავს საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრეს. ცენზის დაკმაყოფილება აუცილებელია საარჩევნო უფლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნებოდეს, რომ დემოკრატიულმა საარჩევნო კანონმდებლობამ არ უნდა დაუშვას ისეთი ცენზის დაწესება, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, ან არ იძლევა კანონით დაწესების შესაძლებლობას.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით დაწესებულია შემდეგი ცენზები:
მოქალაქეობის ცენზი. ამ ცენზის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობისათვის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. მოქალაქეობის ცენზზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნებოდეს, რომ ევროპული ინტეგრაციის პირობებში შეიმჩნევა აღნიშნული პრინციპის გაფართოება და მოქალაქეობის ცენზის მნიშვნელობის შესუსტება. კონსტიტუციურად დასაშვებად თვლის საფრანგეთში მცხოვრები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეობისათვის მუნიციპალურ არჩევნებში როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლების ქონას.
ბინადრობის ცენზი. ბინადრობის ცენზი ეხება მხოლოდ პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებას. მისი დაწესებით საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, პირის გარკვეული ვადით ცხოვრებას ქვეყანაში, ან რომელიმე ტერიტორიულ საარჩევნო ერთეულში. კოდექსი სხვადასხვა არჩევნებისთვის ბინადრობის სხვადასხვა ცენზებს აწესებს. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღიცხვაზე. “პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წელი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცვხაზე“. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია 5 წელი მაინც და რეგისტიტებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე.
ასაკობრივი ცენზი მისი არსი გამოიხატება იმაში, რომ საარჩევნო უფლების აღიარება ხდება მხოლოდ განსაზრვრული, კანონმდებლობით წინასწარ დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ. საქართველოში აქტიური საარჩევნო უფლება ენიჭებათ 18 წლის ასაკიდან, ხოლო სხვადასხვა სახის არჩევნები პასიური საარჩევნო უფლების განსახორციელებლად სხვადასხვა ასაკობრივი ცენზებია დაწესებული. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, პარლამენტის წევრად, ანუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პირი შეიძლება არჩეულ იქნეს, ე. ი. გაჩნდეს პასიური საარჩევნო უფლება, მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 21 წლის ასაკიდან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა ცენზებს არ აწესებს და საყოველთაობის პრინციპის შესაბამისად აცხადებს საქართველოს მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას „განურჩევლად რასისას, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა“.