The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კილკელი ურსულა
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის განხორციელება : გზამკვლევი / [ავტ.: ურსულა კილკელი ; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ. ; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005] : შპს "პეტიტი" - 153გვ. ; 16სმ. - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - : [ფ.ა.], 2000ც. [MFN: 24575] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის განხორციელება გზამკვლევი გამოცემა დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ Guide to the Implementation of Article 8 of the European Convention on Human Rights (in Georgian), 2005 This book was published with the financial support of the Council of Europe წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ შეიძლება ჩაითვალოს მოხსენიებული სამართლებრივი დოკუმენტების ოფიციალურ განმარტებად, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს წევრი სახელმწიფოებისათვის, ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოებისა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი ორგანოსათვის. ავტორი - ურსულა კილკელი თარგმანი და წინასიტყვაობა – ლაშა ჭელიძე, ბესო ბოხაშვილი, თამარ მამუკელაშვილი რედაქტორი – ლაშა ჭელიძე დაიბეჭდა – შპს ,,პეტიტი“ თარგმანი ქვეყნდება ევროპის საბჭოსთან შეთანხმებით და მასზე პასუხს აგებს მთარგმნელი ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ერეკლე II-ს შესახვევი 7, თბილისი, 0105 ტელ.: 988977/989560; ფაქსი: 989657 ელ-ფოსტა: information.office@coe.ge ვებ-გვერდი: www.coe.ge ევროპის საბჭო, 2005 წელი



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია შემუშავებულ იქნა ევროპის საბჭოს ჩარჩოებში, რომელსაც ხელი მოეწერა რომში 1950 წლის 4 ნოემბერს. ევროპული კონვენცია ძალაში შევიდა 1953 წლის 3 მაისის. 2005 წლის მაისის მდგომარეობით 45-მა სახელმწიფომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება.

ევროპული კონვენცია თავის პრეამბულაში აცხადებს, რომ კონვენცია შემუშავდა იმ მიზნით, რომ მას საყოველთაო დეკლარაციაში წარმოდგენილი კონკრეტული უფლებების კოლექტიური შესრულებისათვის საწყისი ნაბიჯების გადადგმა მოეხდინა.1 ევროპული კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან თოთხმეტი დამატებითი ოქმი იქნა მიღებული. 1-ელმა, მე-4, მე-6, მე-7, მე-12 და მე-13 ოქმებმა მოახდინა კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ახალი უფლებებისა და თავისუფლებების დამატება.

1998 წლის 1 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდა ახალი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფუნქციონირებს მუდმივმოქმედ საფუძველზე და ცვლის კონვენციის ყოფილ ორ საზედამხედველო ორგანოს: ევროპულ სასამართლოსა და კომისიას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენცია დაახასიათა ,,ევროპული საჯარო წესრიგის (ordre public) კონსტიტუციურ დოკუმენტად“.2

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველა ამ სახელმწიფოსათვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის თანახმად წარმოქმნილი ვალდებულებები, წარმოადგენს ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის ნაწილს და შიდა სასამართლოები, ისევე როგორც საჯარო ხელისუფლების ორგანოები, ვალდებულნი არიან გამოიყენონ მისი დებულებები. შიდა სამართალწარმოებისას პირებს შეუძლიათ პირდაპირ დაეყრდნონ კონვენციის ტექსტსა და მასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, როდესაც ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის კონვენციასთან. დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული სასამართლოებისათვის, რომლებმაც მართლმსაჯულების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ კონვენციის ნორმებით, როგორც ეროვნულ დონეზე მოქმედი იურიდიულად სავალდებულო ქცევის წესებით.3

არსებითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ინკორპორირება ქვეყნის კანონმდებლობაში აყალიბებს პირადი ცხოვრების პატივისცემის ზოგად უფლებას. მე-8 მუხლი იცავს პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელსა და მიმოწერას სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისაგან. ამასთან, კონვენციის მიხედვით სახელმწიფოებს აქვთ არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება - არ ჩაერიონ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში, არამედ ასევე პოზიტიური ვალდებულება - უზრუნველყონ ამ უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს ფართო და შორსმიმავალ ვალდებულებებს. ხსენებული ვალდებულებები ატარებს პოზიტიურ ხასიათს, რომელიც კარგად არის ასახული საქმეში X & Y v. the Netherlands4. ამ საქმეში ადგილი ჰქონდა 16 წლის ფსიქიკურად დაავადებული გოგონას მიმართ სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალურ ძალადობას. ამასთან, შეუძლებელი იყო ამ მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალდების წაყენება ჰოლანდიის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო. სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის პროცედურების არარსებობის მიუხედავად, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა უთითებდა სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე, რომელიც გოგონასათვის ხელმისაწვდომი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შეფასების ზღვრის არსებობა, რომლითაც სახელმწიფო სარგებლობდა, და ის სიძნელეები, რომლებიც მომდინარებდა კერძო პირებისა და არა სახელმწიფო ორგანოებისაგან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ვრცელდება ურთიერთობებზე კერძო პირებს შორის. თუმცაღა, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებები არაადეკვატური იყო და ამ გარემოებებში ეფექტიანი სისხლის სამართლებრივი სანქციების არარსებობამ ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან გამოიწვია გოგონას მე-8 მუხლით განმტკიცებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. ამიტომაც, ევროპული სასამართლოს თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პოზიტიური ვალდებულებები მოიცავს სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი დებულებების არსებობის უზრუნველყოფას სექსუალური თავდასხმების წინააღმდეგ.

ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ახდენს უფლებების საინტერესო წყებების დაცვას. კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის მიმოწერას. კონვენციის იურისპრუდენცია ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრება, ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განიხილება, მიუხედავად მათი თანმხვედრი ინტერესებისა. პირადი ცხოვრება მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, როგორიცაა: პირადობა, მორალური და ფიზიკური ხელშეუხებლობა, პირადი ურთიერთობები და სქესობრივი ურთიერთობები. საქმეში Dudgeon v. the United Kingdom5 სრულწლოვან მამაკაცებს შორის არსებული ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჩაითვალა პირადი ცხოვრების ,,ყველაზე ინტიმურ ასპექტად“. პირადი და ფიზიკური პირადობის კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ ის საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსსექსუალებთან, ან ის საქმეები, რომლებიც ეხება სახელების/გვარებისა და დაბადების მოწმობების შეცვლას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა პირად ცხოვრებას მიანიჭა ფართო მნიშვნელობა. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება, აღწერის შედეგები, ფოტოსურათები, სამედიცინო მონაცემები, თითის ანაბეჭდები და სატელეფონო მოსმენები წარმოადგენს პირად ცხოვრებაში პოტენციურ ჩარევას.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორც დამოუკიდებელი და განცალკევებული კონცეფცია მომდინარეობს დელიქტური სამართლის სფეროდან, რომლის თანახმადაც, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში უკანონო ჩარევით გამოწვეული ზიანისათვის სარჩელის აღძვრის ახალი საფუძველი იქნა აღიარებული.6 მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც საკანონმდებლო სისტემა დაფუძნებულია რომის სამართალზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებამ ,,dignitas“ კონცეფციის ფარგლებში მოიხვეჭა დამოუკიდებელი პიროვნების უფლება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური აღიარება ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონკრეტული ზონების“ გარანტირება, განავითარეს ეროვნულმა სასამართლოებმა და მოახდინეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების - სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები - გაფართოება. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების უფლებათა ბილი კონკრეტულად არ იხსენიებდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თავის მრავალ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ამ უფლებას შეიძლება მოიცავდეს პირადი თავისუფლებისა და არამართლზომიერი ჩხრეკისა და ამოღებისაგან პირის დაცვის უფლებები.7 ხსენებულის მსგავსად, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, როგორც ასეთს, ინდოეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა, ამ უფლებას მოიცავდა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებები და, შესაბამისად, დაუშვებელი იყო ამ უფლების ჩამორთმევა ,,გარდა კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად“.8 მაშინ, როდესაც კანადის 1982 წლის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია კონკრეტულად არ უთითებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, არამართლზომიერი ჩხრეკისა და ამოღებისაგან დაცვის გარანტირება დადგენილ იქნა, რომ პირებს უფლებას ანიჭებს ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით სარგებლობის გონივრულ მოლოდინს“.9

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ოთხი ინტერესი - პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა - ნათლად მოიცავს სფეროთა ფართო სპექტრს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხსენებული უფლებები არ არის აბსოლუტური, რაც იმაში გამოიხატება, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა დასაშვები გახდეს საჯარო ხელისუფლების მიერ მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. ამ უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა:

- იყოს კანონის შესაბამისად;

- ემსახურებოდეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთ კანონიერი მიზანს; და

- იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში - ე.ი. ემსახურებოდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას.

__________________________

1. G. Melander and G. Alfredsson, ed., The Raoul Wallenberg Compilation of Human Rights Instruments, Martinus Nijhoff Publishers, 1997, გვ. 81.

2. იხ. საქმეზე Loizidou v. Turkey 1995 წლის 23 მარტს გამოტანილი განაჩენი, პუნქტი 75 (2).

3. კ. კორკელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის როლი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, სტატიათა კრებული ,,ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალში“, გვ. 53.

4. X & Y v. the Netherlands, 1985 წლის 26 მარტის განაჩენი, 22-ე პუნქტი.

5. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

6. Warren and Brandeis, ,,The Right to Privacy”, (1890) 4, Harward Law Review 193.

7. იხ. საქმეები Pierce v. Society of Sisters, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 268 US 510 (1925): ბავშვის აღზრდა და განათლება; Skinner v. Oklahoma, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 316 US 535 (1942): შობადობა; Prince v. Massachusetts, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 321 US 158 (1944): ოჯახური ურთიერთობები; Grisword v. Connecticut, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 381 US 479 (1965): კონტრაცეპტივების მიღება; Loving v. Virginia, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 388 US 1 (1967): ქორწინება; Eisenstadt v. Baird, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 405 US 438 (1972): კონტრაცეპტივების მიღება; Roe v. Wade, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 410 US 113 (1973): ორსულობის მოშლა.

8. იხ. Kharak Singh v. State of Uttar Pradesh, ინდოეთის უზენაესი სასამართლო, (1964) 1 SCR 332: თვალთვალი; Gobind v. State of Madya Pradesh, ინდოეთის უზენაესი სასამართლო, (1975) 2 SCR 148: თვალთვალი; Rajagopal v. State of Tamil Nadu, ინდოეთის უზენაესი სასამართლო, (1995) 3 LRC 566: სამართალწარმოებისას პუბლიკაციის დროებითი აკრძალვის შესახებ სასამართლო დადგენილება; People's Union for Civil Liberties v. Union of India, ინდოეთის უზენაესი სასამართლო, (1999) 2 LRC 1: სატელეფონო მოსმენა.

9. იხ. Hunter v. Southam Inc., კანადის უზენაესი სასამართლო, (1984) 11 DLR (4th) 641.

1.1 კანონის შესაბამისად

▲ზევით დაბრუნება


ევროპული სასამართლოს მიერ მრავალ საქმეზე გამოტანილ განაჩენში პირად ცხოვრებაში ჩარევა დადგინდა მე-8 მუხლის დარღვევად, ვინაიდან ღონისძებები არ იყო განხორციელებული კანონის შესაბამისად. ყველაზე ცნობილი მაგალითები არის ინდივიდების სატელეფონო მოსმენები, ან ტელეფონზე საიდუმლო თვალთვალი ელექტრონული ხელსაწყოს დახმარებით, რომლებიც განხორციელდა იმ პროცედურებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც არ იყო ნებადართული კანონმდებლობით. ხსენებულ ჩარევებზე შესაბამისი სამართლებრივი სტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში, ქმედება გამოიწვევს მე-8 მუხლის დარღვევას.

1.2 კანონიერი მიზნები

▲ზევით დაბრუნება


მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კანონიერი მიზნები არის შემდეგი: ქმედება, რომელიც მიმართულია ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის; ქმედება, რომელიც მიმართულია უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად; ან ქმედება, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მიზნები ფართო ხასიათს ატარებს; ხშირ შემთხვევაში ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს ზემოთ ჩამოთვილი ერთ-ერთი დასახული მიზნის შესაბამისად - მაგალითად, სატელეფონო მოსმენების განხორციელება დანაშაულის გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით. ამასთან, უფრო რთული საკითხები შეიძლება წარმოიჭრას მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონკურენტულ ინტერესებთან, რომლებიც დაკავშირებულია პირის საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ ფოტოებისა და დოკუმენტების გამოქვეყნებასთან.

1.3 აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების დარღვევა კანონის შესაბამისია და განხორციელებულია ერთ-ერთი კანონიერი მიზნის მისაღწევად, ქმედება მაინც პროპორციული უნდა იყოს, რათა დააკმაყოფილოს მე-8 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მეტად მნიშვნელოვან მოთხოვნად გვევლინება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩარევის ხასიათი და მოცულობა შემუშავებულ უნდა იქნეს დასახული მიზნის მისაღწევად. რაც უფრო სასტიკ ხასიათს ატარებს მე-8 მუხლით განმტკიცებული უფლების დარღვევა, თითოეულ საქმეში მით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს კანონიერი მიზანი.

1.4 ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების ხასიათი

▲ზევით დაბრუნება


პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის კონცეფცია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში შეიძლება იყოს უფრო ფართო, ვიდრე ისინი ერთი შეხედვით ჩანს. პირადი ცხოვრების პატივისცემის კონცეფცია მოიცავს პიროვნების განვითარების უფლებას, ისევე როგორც ურთიერთობების დამყარებას სხვებთან. ამასთან, მე-8 მუხლი გამოყენებულ იქნა ჰომოსექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებების დასაცავად. ხსენებული ასევე გამოყენებულ იქნა პირის ოფისსა და მის საცხოვრებელზე დაცვის გაფართოების მიზნით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მაგალითად, ინგლისის სასამართლოებში დადგენილ იქნა, რომ პირადი ცხოვრების უფლებით პრინციპში შეიძლება ისარგებლოს კომპანიამ, ისევე როგორც ინდივიდმა. პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებლის დაცვა შეიძლება შესაბამისი იყოს დაგეგმარებისა და ბუნებრივი ზემოქმედების კონტექსტებთან. საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს არასასურველი წარმოება - მაგალითად, ბირთვული ქარხანა ან ნარჩენების გადამამუშავებელი საამქრო - რაც ზეგავლენას მოახდენს პირის საკუთრებით სარგებლობაზე, შეიძლება ჩაითვალოს მე-8 მუხლით გაცხადებულ უფლებებში ჩარევად, რაც გამართლებულ უნდა იქნეს ზემოთ აღნიშნული გზებით. ამის მსგავსად, პირის უფლებები, უარი თქვას სამედიცინო მკურნალობაზე და შეინარჩუნოს პირადი დამოუკიდებლობა, ხშირ შემთხვევაში მოიცავს მე-8 მუხლით დაცულ პრინციპებს.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული კონვენციით განმტკიცებული უფლებები, რომლებიც მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ინკორპორირებულია ეროვნულ სამართალში, გვევლინება ცოცხალ სამართლებრივ აქტად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უფლების ხასიათი და მოცულობა, რომლითაც იგი დაცულ უნდა იქნეს, დამოკიდებული იქნება მოცემული მომენტისათვის არსებულ საზოგადოებრივ ღირებულებებზე. კარგი მაგალითი იქნებოდა ტრანსსექსუალების მზარდი უფლებები. ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერმე მიუთითა, რომ ტრანსსექსუალების ამჟამინდელი შეზღუდული უფლებები გამოცვალონ დამადასტურებელი დოკუმენტები მათი სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, გადასინჯვას საჭიროებს ტრანსსექსუალობასთან დაკავშირებული პოზიციის, სამეცნიერო ცოდნისა და ზოგად წარმოდგენაზე არსებითი ცვლილებების შემთხვევაში.

1.5 ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება

▲ზევით დაბრუნება


მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ იმოქმედონ მე-8 მუხლით განტკიცებული უფლებების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ვრცელდება სახელმწიფოზე, ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებაზე, როგორიცაა: პროკურატურა, პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლება ან სასამართლო და სხვ.

1.6 პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლების ძირითადი საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტები

▲ზევით დაბრუნება


პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლების ძირითადი საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან ერთად მოცემულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლში, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-16 მუხლსა და ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-11 მუხლში.

1.7 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაცია მიღებულ იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს. მოყოლებული 1948 წლიდან საყოველთაო დეკლარაციამ იმპლემენტაციის უმაღლესი სტატუსი მოიპოვა არა მხოლოდ როგორც ,,ყველა ხალხისა და ერების საერთო სტანდარტის მიღწევის“, არამედ როგორც პრინციპების მტკიცებულებამ, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს.

რობერტსონისა და მერილსის თანახმად, მსოფლიოში საყოველთაო დეკლარაციაში ასახულმა ფუნდამენტურმა პრინციპებმა გავლენა იქონია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაზე. აქედან გამომდინარე, საყოველთაო დეკლარაციის ზეგავლენამ მისი ავტორების მოლოდინს გადააჭარბა, რაც იმაში გამოიხატება, რომ დეკლარაციის მყარი და ფართომასშტაბიანი იმპლემენტაცია, მისი პრინციპების ჩვეულებითი სამართლის ნაწილად აღიარებას ნიშნავს.1

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლის თანახმად,

,,არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპოდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.2

___________________

1. A.H. Robertson and J.G. Merrills, Human Rights in the World, Third Edition, Manchester University Press, 1993, გვ. 27.

2. G. Melander and G. Alfredsson, ed., The Raoul Wallenberg Compilation of Human Rights Instruments, Martinus Nijhoff Publishers, 1997, გვ. 29.

1.8 სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი

▲ზევით დაბრუნება


სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი შეიცავს ეგრეთ წოდებულ ,,პირველი თაობის“ ადამიანის კლასიკურ უფლებებს, ,,რომლებმაც უმრავლესი სახელმწიფოს კონსტიტუციებსა და შიდა კანონმდებლობებში, როგორც მე-18 და მე-19 საუკუნეებში გრანდიოზული რევოლუციების შედეგებმა, ჰპოვეს ასახვა“.1 სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის თანახმად,

,,1. არავინ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ცხოვრების ხელშეუხებლობაში, ახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და მიმოწერაში...

2.თითოეულ ადამიანს უფლება აქვს კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.2

_______________________

1. M. Nowak, UN Covenant on Civil and Political Rights- CCPR Commentary, N.P. Engel, Publisher; Kehl; Strasbourg; Arlington, 1993, გვ. XVIII.

2. G. Melander and G. Alfredsson, ed., The Raoul Wallenberg Compilation of Human Rights Instruments, Martinus Nijhoff Publishers, 1997, გვ. 49.

1.9 ბავშვის უფლებათა კონვენცია

▲ზევით დაბრუნება


ბავშვის უფლებები, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციით არის აღიარებული, გვევლინება ადამიანის უფლებად. ბავშვის უფლებათა კონვენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს იქნა მიღებული და შევიდა ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან.1

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად,

,,1. ბავშვი არ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში, ახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და მიმოწერაში...

2.ბავშვს უფლება აქვს კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.2

____________________

1. Adam Lopatka, ,,The Rights of the Child are Universal: The Perspective of the UN Convention on the Rights of the Child”, in Michael Freeman and Philip Veerman, ed., The Ideologies of Children's Rights, Martinus Nijhoff Publishers,1992, გვ. 48.

2. G. Melander and G. Alfredsson, ed., The Raoul Wallenberg Compilation of Human Rights Instruments, Martinus Nijhoff Publishers, 1997, გვ. 284.

1.10 ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ასევე ცნობილია, როგორც ,,act of San Jose” - შემუშავებულ და ხელმოწერილ იქნა აღნიშნულ კონფერენციაზე 1969 წლის 22 ნოემბერს და ამოქმედდა 1978 წლის 18 ივლისს.1

ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად,

„1. ...

2. არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და მიმოწერაში...

3. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან“.2

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლი, რომელიც წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტურ უფლებად ფორმულირების პირველ ცდას, განასხვავებს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ (ან პირადი ცხოვრების) კონცეფციას კერძო სფეროსაგან, რომელიც შედგება ოჯახის, საცხოვრებლისა და მიმოწერისაგან. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლს, „თვითნებური“ ან „უკანონო“ ჩარევისაგან იცავს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“, „ოჯახს“. „საცხოვრებელსა“ და „მიმოწერას“, და აცხადებს, რომ თითოეულ ადამიანს უფლება აქვს კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლსა და ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-11 მუხლში გამოყენებულია ტერმინი - „პირადი ცხოვრება“ (private life) და არა - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა (privacy), მაშინ როდესაც ეს ორი კონვენცია „ოჯახს“ ცვლის ტერმინით - „ოჯახური ცხოვრება“. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფრანგულ ტექსტებში გამოყენებულია ტერმინი vie privée, გვთავაზობს რა, რომ ტერმინები „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“ (privacy) და „პირადი ცხოვრება“ (private life) ურთიერთშემცვლელია.3 სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი და ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-11 მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისაგან განსხვავებით, ასევე იცავს ინდივიდებს მათი „პატივისა“ და „ღირსების“ უკანონო ხელყოფისაგან და აცხადებს, რომ ინდივიდებს უფლება აქვთ კანონმა დაიცვას ასეთი ხელყოფისაგან.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი სახელმწიფოებისაგან ითხოვს, მიიღონ საკანომდებლო და სხვა ღონისძიებები იმ მიზნით, რომ მოახდინონ არა მხოლოდ ამ უფლების დაცვა, არამედ აკრძალონ ასეთი ჩარევები და ხელყოფა, მიუხედავად იმისა ქმედება მომდინარეობს სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ კერძო ან იურიდიული პირებისაგან. გამომდინარე იქედან, რომ დაცვა გარანტირებულია „უკანონო“ და „თვითნებური“ ჩარევისაგან, ამ მიზნით ქვეყნის შიდა კანონმდებლობამ უნდა მოახდინოს შესაბამისი დებულებით უზრუნველყოფა. ამასთან, ქვეყნის კანონმდებლობა დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს იმ გარემოებებს, როდესაც ჩარევის გამოყენება დასაშვებია. ასეთი დებულება უნდა ითვალისწინებდეს კომპეტენტური ორგანოების დაფუძნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ნებისმიერი ჩარევა კანონის შესაბამისად არის განხორციელებული, და გასაჩივრების პროცედურებს იმ პირებისათვის, რომელთაც ზიანი მიადგათ ასეთი კანონების გამოყენებით.4 თუმცაღა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კანონით დაცვის უფლებას ცვლის უფლების „პატივისცემით“, მისი მიზანია დაიცვას ინდივიდები სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან.5

ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ საჯარო ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევა უნდა იყოს „კანონის შესაბამისად“ და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.6 თუმცა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი არ მოიცავს ასეთ კონკრეტულ შეზღუდვებს იმის განსაზღვრისას, ჩარევა „თვითნებურია“ თუ არა, შესაბამისი იქნებოდა, inter alia, დემოკრატიული საზოგადოებაში აუცილებლობების გათვალისწინება, რომლებიც მოცემულია ამ პუნქტში.

წამოყენებულ იქნა არგუმენტები იმის შესახებ, რომ ოჯახის გაერთიანება, საცხოვრებელი და მიმოწერა გვთავაზობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი შემუშავებულ იქნა, რათა დაიცვას პირადი ცხოვრების ფიზიკური სტრუქტურა: ოჯახი დაშლისაგან, საცხოვრებელი შეჭრისაგან, და მიმოწერა შემოწმებისა და შეჩერებისაგან.7 მეორეს მხრივ, დადასტურებულია, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენების ერთადერთი თუ არა, მთავარი მიზანი და გამიზნული სფერო არის ინდივიდის „საშინაო დაცვა“ და არა საგარეო, ოჯახური ურთიერთობების საშინაო რეგულირება.8 თუმცაღა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონცეფცია გაცილებით ფართოა. ხსენებული სცდება მრავალი ანგლოსაქსი და ფრანგი ავტორების დეფინიციებს, იგი გარკვეული ხარისხით ასევე მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების უფლებას, განსაკუთრებით კი ემოციურ სფეროში, საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარებისა და სრულყოფის მიზნით.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საჭიროა რომ მისდევდეს ტექნოლოგიურ განვითარებებს. ეს განვითარებები ხაზს უსვამს ამ საკითხის ირგვლივ ქვეყნის შიდა კანონმდებლობის რეგულარული გადახედვების საჭიროებას.9

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ნათლად განსაზღვრო, რომ ამ უფლების სავარაუდო დარღვევა განხილულ იქნეს თუ არა პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ჭრილში, ერთის მხრივ, ან ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა თუ მიმოწერის პატივისცემის უფლების ჭრილში, მეორეს მხრივ.10 ასე მაგალითად, გერმანიის ეროვნული სასამართლოები სატელეფონო საუბრებს განიხილავდნენ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების და არა მიმოწერის პატივისცემის უფლების ჭრილში, მაშინ როდესაც კვიპროსში სატელეფონო საუბრები ითვლებოდა როგორც „კომუნიკაციების“ ფორმად, ისევე როგორც პირადი ცხოვრების საკითხად. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი, რომ ამ უფლების ეროვნული ფორმულირება შეიცავდეს იმ განსხვავებებს, რასაც საერთაშორისო და რეგიონალური აქტები აყალიბებს. ასე მაგალითად, სამხრეთ აფრიკის კონსტიტუცია მოიცავს საცხოვრებელსა და კომუნიკაციებს პირადი ცხოვრების კონცეფციის ჭრილში.11

_____________________

1. A.H. Robertson and J.G. Merrills, Human Rights in the World, Third Edition, Manchester University Press, 1993 , გვ. 165.

2. G. Melander and G. Alfredsson, ed., The Raoul Wallenberg Compilation of Human Rights Instruments, Martinus Nijhoff Publishers, 1997, გვ. 159.

3. A.H. Robertson, Human Rights in Europe, Second Edition, Manchester University Press, 1977 წ., გვ. 86, რომელიც განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში ტერმინის - ,,პირადი ცხოვრება” - გამოყენება არ ასახავს არსებით განსხვავებას, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს შესაბამისობის საკითხს ფრანგულ და ინგლისურ ტექსტებს შორის.

4. ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 16 (1998). პროექტის შემუშავების საფეხურზე გაკეთებული შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლს არ მოეხდინა სამთავრობო დაწესებულებების ქმედებაზე შეზღუდვების დაწესება და არ მოეწესრიგებინა კერძო პირების ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები, არ იქნა მიღებული. იხ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დოკუმენტები A/929, თავი VI, სექცია 100; და A/4625, სექცია 34. ასევე იხ. საქმე Stubbings v. the United Kongdom, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, (1996 წ.) 23 EHRR 213: სახელმწიფოს შესაძლოა მოეთხოვოს მიიღოს ზომები, რომლებიც შემუშავებული იქნება პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველსაყოფად ინდივიდებს შორის ურთიერთობის სფეროშიც.

5. იხ. საქმე Guerra v. Italy, 1998 წლის 19 თებერვლის განაჩენი, 26 EHRR 357: ჩარევისაგან თავის შეკავების ნეგატიური ვალდებულების გარდა, შეიძლება იყოს ეფექტიანი ,,პატივისცემის” პოზიტიური ვალდებულება; Sheffield and Horsham v. the United Kingdom,1998 წლის 30 ივლისის განაჩენი, 27 EHRR 163: იმის განსაზღვრისას არსებობს თუ არა პოზიტიური ვალდებულება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართლიანი ბალანსი, რომელიც დადგენილ უნდა იქნეს საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და ინდივიდის ინტერესებს შორის.

6. აუცილებლობის მნიშვნელობა გულისმობს, რომ ჩარევა შეესაბამებოდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას, და განსაკუთრებით კი, პროპორცული იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან. იხ. საქმე McLeod v. the United Kingdom, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (1998), 27 EHHR 493.

7. J.E.S. Fawcett, The Application of the European Convantion on Human Rights, Oxford: Calrendon Press, Second Edition, 1987, გვ. 211.

8. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი, 2 EHRR 330.

9. R v. Wong, კანადის უზენაესი სასამართლო, 3 SCR 36.

10. N. 25 N. Jayawickrama, The Judicial Application of Human Rights Law, National, Regional and International Jurisprudence, Cambridge: University Press, გვ. 602.

11. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად: „ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რაც მოიცავს მისი პიროვნების, საცხოვრებლისა თუ ქონების ჩხრეკისაგან, მისი პირადი საკუთრების ან პირადი კომუნიკაციების დაცვის უფლებას“.

1.11 პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში

▲ზევით დაბრუნება


ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ იმ მუხლთაგანს, რომელიც დროში არ არის შეზღუდული. არც ერთ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ უცდია ამომწურავად განესაზღვრა, თუ რა შეადგენს პირად ან ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელს ან მიმოწერას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში არსებობს მდიდარი პრეცედენტული სამართალი და პირადი ცხოვრების ცნებამ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა, მაინც რჩება შესაძლებლობა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების უფრო ღრმად განვითარებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად,

1. ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის მიმოწერას.

2. დაუშვებელია საარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება შეიძლება ჩაითვალოს ოჯახური ცხოვრების კონკრეტულ ფორმად, მაგრამ იგი ცალკე არის დაცული ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით, რომლის თანახმადაც:

საქორწინო ასაკს მიღწეულ მამაკაცებსა და ქალებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ და შექმნან ახი ამ უფლების განხორციელების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლი კი დამატებით წარმოგვიდგენს, რომ:

მეუღლეები სარგებლობენ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, ქორწინებასთან დაკავშირებით, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. წინამდებარე მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, გაატარონ ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა ბავშვთა ინტერესებისათვის“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, მე-12 მუხლებითა და მე-7 ოქმის მე-5 მუხლით დაცულ უფლებებს შორის არის განსხვავებანი. ამასთან, ის ფაქტი, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში გაცხადებული უფლებები ერთად არის დაჯგუფებული იმავე მუხლში, აძლიერებს ამ მუხლით გარანტირებული დაცვის ხარისხს, ვინაიდან თითოეული უფლება ხორციელდება მისივე კონტექსტით. ამგვარად, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება შეიძლება ერთად იქნეს წაკითხული როგორც კოლექტიურად გარანტირებული.

ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად წარმოჭრილი საკითხები ეხება პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის სფეროსა და შინაარსს და სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას აღნიშნული ინტერესები.

კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი წარმოგვიდგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და საცხოვრებლის უფლებაში ჩარევის გამამართლებელ საფუძვლებს. თითოეულ კონკრეტულ საქმეში განხილულ უნდა იქნეს ორი საკითხი: პირველი, უზრუნველყო თუ არა სახელმწიფომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის

პატივისცემა და, თუ არ უზრუნველყო, მეორე, ქმედება კანონის შესაბამისად განხორციელდა თუ არა, ემსახურებოდა თუ არა კანონიერ მიზანს და აუცილებელი იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში?

ადრემოქმედმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ და სასამართლომ მოგვცეს გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპები პირადი ცხოვრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. 1976 წელს ევროპულმა კომისიამ პირადი ცხოვრება შემდეგნაირად განსაზღვრა:

მრავალი ანგლოსაქსი და ფრანგი ავტორის თანახმად, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, პირის სურვილისამებრ ცხოვრებას, რომელიც დაცულია სააროობისაგან... თუმცაღა, კომისიის აზრით, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება არ მთავრდება იქ. ეს უფლება გარკვეულწილად ასევე მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების უფლებას, განსაკუთრებით კი ემოციურ სფეროში, ყველა პირს შეუძლია საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარება და სრულყოფა.1

კოჰენ-ჯონათანის თანახმად:

„ყველაფერი, რაც შეეხება პირის ჯანმრთელობას, ფილოსოფიურ, რელიგიურ და ზნეობრივ შეხედულებებს, ოჯახურ და ემოციურ ცხოვრებას, მეგობრობას, ... პროფესიულ ცხოვრებას შეიძლება ჩაითვალოს პირადი ცხოვრების ნაწილად“.2

საქმეზე Niemietz v. Germany3 ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ:

„სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს „პირადი ცხოვრების“ კონცეფცია. თუმცა ძალზე შეზღუდული იქნებოდა ამ კონცეფციის შემოფარგვლა „შიდა წრით“, რომელშიც ინდივიდი შეიძლება მის მიერ არჩეული თავისი პირადი ცხოვრებით ცხოვრობდეს და მისგან გამორიცხავდეს გარე სამყაროს, რომელიც არ შედის ამ წრეში. პირადი ცხოვრების პატივისცემა ასევე უნდა მოიცავდეს, გარკვეულ ფარგლებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების უფლებას“.4

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანახმად, პირადი ცხორების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელობა ეხება პირის ცხოვრების სფეროს, სადაც მას თავისუფლად შეუძლია გამოხატოს თავისი პირადობა, იქნება ეს სხვა პირებთან ურთიერთობაში შესვლით, თუ მის გარეშე.5

სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციურმა სასამართლომ ინდივიდის ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება აღწერა როგორც ინდივიდის არა მხოლოდ ნეგატიურ უფლებად დაიმკვიდროს ინდივიდუალური სარგებლობის ადგილი მთავრობის ჩარევის გარეშე, არამედ პირის უფლებად გააგრძელოს მისი ცხოვრება, გამოხატოს მისი პირადობა და დასჯის გარეშე მიიღოს ფუნდამენტური გადაწყვეტილებები ინტიმურ ურთიერთობებზე. „შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პოზიტიური ასპექტები, სულ მცირე, სახელმწიფოს აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას წაახალისოს პირობები, რათა პიროვნული თვისებების განვითარებას ჰქონდეს ადგილი. ამ შემთხვევაში მთავარი არის ქმედების ხასიათი, რომელთან მიმართებაშიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამოყენება ხდება, და არა მისი ადგილი.6 თუმცაღა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, კერძო და საწარმოს შენობები თანაბრად არის დაცული.7

_______________________

1. განაცხადი №6825/74, X v. Iceland, 1976 წლის 18 მაისი, 5 DR 86. ასევე იხ. L. Doswald-Beck, “The Meaning of the ,,Right to respect for Private Life,, under the European Convention on Human Rights (1983), 4 HRLJ 283.

2. Cohen-Jonathan, “Respect for private and family life,, in Macdonald, Matscher, and Petzold, The European System for the Protection of Human Rights (Dordrecht, 1993), გვ. 405.

3. Niemietz v. Germany, 1992 წლის 16 დეკემბრის განაჩენი.

4. 1992 წლის 16 დეკემბერი, სერია A № 251-B, 29-ე პუნქტი.

5. Coeriel and Aurik v. Netherlands, ადამიანის უფლებათა კომიტეტი, კომუნიკაციის № 453/1991, HRC 1995 წლის მოხსენება, დანართი X.D.

6. National Coalition for Gay and Lesbian Equality v. Minister of Justice, სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციური სასამართლო 3 LRC 648.

7. Amannn v. Swetzerland, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, (2000) 30 EHRR 843.

1.12 პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში

▲ზევით დაბრუნება


პირადი ცხოვრების პატივისცემა მოიცავს, inter alia, პირის ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, პირადობის, პირადი ინფორმაციის, სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოებასა და პირადი ან კერძო სივრცის პატივისცემას.1

ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობა

პირადი ცხოვრება ეხება პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას. აქედან გამომდინარე პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება მოიცავს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას,2 სხეულებრივ სასჯელს,3 სისხლისა4 და შარდის5 სავალდებულო ანალიზს. თუმცაღა, ინდივიდის მორალურ და ფიზიკურ ხელშეუხებლობაში ჩარევის ყველა ფაქტი არ გამოიწვევს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას. როგორც ეს ევროპულმა სასამართლომ საქმეში Costello-Roberts v. the United Kingdom6 მიუთითა, კონვენციის მე-8 მუხლი შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში აწესებდეს დაცვას სასკოლო დისციპლინის დაცვის საწინააღმდეგოდ. მეორეს მხრივ, ევროპულმა სასამართლომ საქმეში Raninen v. Finland7 დაადგინა, რომ მე-8 მუხლით გარანტირებული ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის უფლება მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც ქმედება საკმარისად მძიმე არ არის, რომ წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-3 მუხლის ჭრილში.

პირადობა

პირადი ცხოვრების გულში მდებარეობს ინდივიდის უფლებაუნარიანობა აირჩიოს მისი პირადობა. შესაბამისად, ინდივიდს გააჩნია უფლება აირჩიოს მისი საკუთარი გვარი,8 შეარჩიოს მისი ჩაცმულობა9 და განსაზღვროს მისი სექსუალური ორიენტაცია. მას ასევე უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს და მოიპოვოს საკუთარი პირადობა, როგორიცაა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მისი აღზრდის შესახებ10 ან მამობის დადგენასთან დაკავშირებული11 ინფორმაცია, თუ ეს მნიშვნელოვანია მისი პირადობის განვითარებისა და დადგენისათვის.

პირადი ინფორმაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ხელისუფლების მხრიდან თანხმობის გარეშე პირადი ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას. ხსენებულს განსაკუთრებით აქვს ადგილი მაშინ, როდესაც ინფორმაციის შეგროვება ფარულად ხდება სატელეფონო მოსმენითა თუ ფოსტის შემოწმებით. ასე მაგალითად, საქმეში Z v. Finland12 სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი მონაცემების დაცვას, პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების სარგებლობის თვალსაზრისით გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა; და შესაბამისად, უნდა არსებობდეს შესაბამისი დამცავი გარანტიები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელიბის შესახებ არსებული პირადი ინფორმაციის კომუნიკაცია და გამჟღავნება.

ასევე არსებობს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების prima facie დარღვევა მაშინ, როდესაც პირადი ინფორმაცია მოწმდება ოფიციალური აღწერისას,13 პოლიციის მხრიდან ფოტოსურათებისა და თითის ანაბეჭდების გაკეთებისას,14 სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევისა15 და სამედიცინო მონაცემების შენახვისას.16 ამის საპირისპიროდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ პირადობის მოწმობის თან ტარების ვალდებულება და მისი მოთხოვნისამებრ წარდგენა არ წამოადგენდა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას.17

დამატებით უნდა აღნიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი შეიძლება მოიცავდეს პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. საქმეში Gaskin v. the United Kingdom18 ევროპულმა სასამართლომ უარყო გამოეხატა თავისი შეხედულება იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა პირად მონაცემებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზოგადი უფლება გამომდინარეობდეს მე-8 მუხლიდან. თუმცაღა, სტრასბურგის სასამართლომ გამოთქვა აზრი, რომ ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა განმცხადებლის ბავშვობის, განვითარებისა და ისტორიის მეტად პირადულ ასპექტებს, დაკავშირებული იყო მის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან იმგვარად, რომ ხსენებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხი მოხვდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში. საქმეში Guerra and Others v. Italy19 ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტიანი დაცვა, მოიცავდა ინფორმაციასთან დაკავშირებულ დებულებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა განმცხადებლებს შეეფასებინათ ბუნებრივი ზემოქმედების საშიშროება, რომელიც დაკავშირებული იყო ქარხანასთან ახლოს ცხოვრება, სადაც უბედური შემთხვევის არსებობის ფაქტორი მაღალია. ამის მსგავსად, საქმეში McGinley and Egan v. the United Kingdom20 ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შობის კუნძულზე განმცხადებლის რადიაციის დაქვემდებარების შესახებ დოკუმენტების შეჩერება წარმოადგენდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოება

პირადი ცხოვრება ასევე ითვალისწინებს სხვა ადამიანებთან პირადი ურთიერთობების დამყარების არჩევანს, კერძოდ, სოციალურ და სქესობრივ საქმიანობას. სქესობრივი საქმიანობა უდავოდ წარმოადგენს პირადი ცხოვრების ნაწილს.21 საქმეში Dudgeon v. the United Kingdom,22 სასამართლომ სქესობრივი საქმიანობა აღწერა „პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტად“; ხოლო ევროპულმა კომისიამ აბორტის საქმესთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა “მშვიდი სექსუალური საქმიანობის, როგორც პირადი ცხოვრების ნაწილის, მნიშვნელობას.23 დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში არსებული უმრავლესი საქმეები დაკავშირებულია ჰომოსექსუალობასთან.

რიგ საქმეებში განხილულ იქნა ტრანსსექსუალების პოზიციაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაუშვა არსებით განხილვაზე მრავალი საქმე, რომლებშიც განმცხადებლები ასაჩივრებდნენ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ არ მოახდინა დაბადების მოწმობაში ცვლილებების შეტანა, რაც ტრანსსექსუალის შეცვლილი სქესის დოსიეში ჩაწერას გულისხმობდა.24 თუმცაღა, მსგავსი განაცხადი დაშვებულ იქნა არსებით განხილვაზე საქმეში B v. France,25 განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქმედება უდიდეს ზეგავლენას ახდენდა განმცხადებლის სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაზე. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მე-8 მუხლის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი საქმეში, რომელშიც გაერთიანებულმა სამეფომ არ აღიარა ტრანსსექსუალი ბავშვის მამად, რომელიც დონორის მიერ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადა.26

პირადი ან კერძო სივრცე

ხმაურის ზემოქმედებასთან დაკავშირებული საქმეები27 შეიძლება კავშირში იყოს პირადი სივრცის დარღვევასთან.28

საქმეში Friedl v. Austria29 კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პოლიციის მიერ განმცხადებლისათვის ფოტოსურათების გადაღებამ დემონსტრაციის მსვლელობისას არ გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. შედარების თვალსაზრისით, საქმეში Murray v. the United Kingdom30 ფოტოსურათი, რომელიც საჯარისო ნაწილში იყო გადაღებული, ჩაითვალა მის პირად ცხოვრებაში ჩარევად. მეტად საყურადღებოა ევროპული სასამართლოს მიდგომა საქმეში Halford v. the United Kingdom,31 რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ სატელეფონო საუბრები, რომლებიც გაკეთდა კერძო ტელეფონიდან მის ოფისში, ხვდებოდა მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ფარგლებში, ვინაიდან განმცხადებელს ჰქონდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი.

_____________________

1. R. Clayton and H. Tomlinson, The Law of Human Rights (Oxford, 2000), პუნქტები 12.85-12.94, გვ. 812-815.

2. საქმე X & Y v. the Netherlands ეხებოდა ფსიქიკურად დაავადებული გოგონას მიმართ სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალურ ძალადობას, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ფაქტები ხვდებოდა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების მოქმედების ფარგლებში.

3. Costello-Roberts v. the United Kingdom, 1993 წლის 25 მარტის განაჩენი.

4. X v. Austria (1979), 18 DR 154, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია.

5. Peters v. the Netherlands (1994), 77-A DR 75, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია.

6. Costello-Roberts v. the United Kingdom, 1993 წლის 25 მარტის განაჩენი.

7. 1997 წლის განაჩენი, 26 EHHR 563.

8. Burghartz v. Switzerland, 1994 წლის 22 თებერვალის განაჩენი, 18 EHRR 101; Stjerna v. Finland, 1994 წლის 25 ნოემბრის განაჩენი, სერია A №299-B.

9. McFeeley & Ors v. the United Kingdom, 1980 წლის 15 მაისი, 20 DR 44 (პატიმრის სამოსი).

10. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, სერია A №160.

11. Rasmussen v. Denmark, 1984 წლის 25 ნოემბრის განაჩენი, სერია A № 87.

12. Z v. Finland, 1997 წლის 25 თებერვალი.

13. X v. the United Kingdom, 1982 წლის 6 ოქტომბერი, 30 DR 229.

14. Murray v. the United Kingdom, 1994 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, 19 EHRR 193, პუნქტი 85; McVeigh v. the United Kingdom, 1981 წლის 18 მარტი, DR 24.

15. X v. Austria, 1979 წლის 13 დეკემბერი, 18 DR 154.

16. Chare nee Jullien v. France N(1991), 71 DR 141, 155, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია.

17. Filip Reyntjens v. Belgium (1992), 73 DR 136.

18. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, სერია A № 160.

19. Guerra and Others v. Italy, 1998 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

20. (1998) 27 EHRR 1.

21. R. Clayton and H. Tomlinson, The Law of Human Rights (Oxford, 2000), პუნქტი 12.92, გვ. 814.

22. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

23. Brüggemann and Scheuten v. Germany (1978) 10 DR 100, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია.

24. Rees v. the United Kingdom, 1986 წლის 17 ოქტომბრის Cossey v. the United Kingdom,1990 წლის 27 სექტემბრის განაჩენი; Sheffield and Horsham v. the United ingdom, 1998 წლის 30 ივლისის განაჩენი.

25. B v. France, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი, სერია A № 232-C.

26. X, Y & Z v. the United Kingdom, 1997 წლის 22 აპრილის განაჩენი.

27. საქმეში Powell & Rayner v. the United Kingdom, 1990 წლის 21 თებერვლის განაჩენი, საჩივარი მიმართული იყო ხმაურის წინააღმდეგ, რომელიც მომდინარეობდა ოთხი ძირითადი აეროპორტიდან; ასევე იხ. Arrondelle v. the United Kingdom (1992) 26 DR 5, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია და Baggs v. the United Kingdom (1987) 52 DR 29, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია.

28. D. Harris, M. O'Boyle and C. Warbrick, Law of the European Convention on Human Rights (1995), გვ. 308.

29. Friedl v. Austria, კომისიის მოხსენება, 1994 წლის 19 მაისი.

30. Murray v. the United Kingdom, 1994 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი.

31. Halford v. the United Kingdom, 1997 წლის 25 ივნისის განაჩენი.

1.13 ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში

▲ზევით დაბრუნება


ოჯახური ცხოვრების იდენტიფიცირების მიზნით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, თუ რას წარმოადგენს ოჯახი. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, როგორც კონვენციის პრინციპულ ელემენტს, გააჩნია ოჯახის ხელშეუხებლობის დაცვა. რას წარმოადგენს „ოჯახი“ და რა გარემოებებში არის დაშვებული ჩარევა კონვენციის თანახმად?1 ზოგადად, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და სასამართლოს თანახმად, ოჯახი მოიცავს ქმარს, ცოლსა და შვილს, რომელიც მშობლებზე არის დამოკიდებული, უკანონო და ნაშვილები შვილების ჩათვლით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „მშობლებისა და მათი შვილის ერთმანეთის კომპანიით ერთობლივი სარგებლობა წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს“.2 ამასთან, ხსენებული ასევე მოიცავს და-ძმას შორის ურთიერთობებს, მშობლების ურთიერთობებთან ერთად აღებულს.3 როგორც ჩანს, de facto ოჯახურ კავშირებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც მხარეები ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრობენ.4 ოჯახური კავშირები ასევე სახეზეა მაშინაც კი, როდესაც მშობლები ერთად არ ცხოვრობენ ბავშვის დაბადების მომენტისათვის.5

ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახური ცხოვრება შეიძლება არსებობდეს ბავშვებსა და მათ ბებია-ბაბუებს შორის.6 მეტად საგულისხმოა, რომ ფართო შეხედულება იქნა იმასთან დაკავშირებით გაკეთებული, თუ რას წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება. ასე მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ შეტანილ განაცხადში,7 საქმე ეხებოდა ურთიერთობას ბიძასა და ძმიშვილს შორის. ბავშვის ბიძა ასაჩივრებდა, რომ 1989 წლის „ბავშვის შესახებ“ კანონის მიღებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განუცხადა მას ძმისშვილზე ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით და, რომ არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საქმე აღეძრა სასამართლოს წინაშე. ევროპულმა კომისიამ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნიშნობა არ წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ ურთიერთობები პატიმარსა და მის საცოლეს შორის ხვდება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში.8 იგივე მიდგომა ვრცელდება ჰომოსექსუალ წყვილებზე.9

ოჯახური ცხოვრების ცნება ყოველთვის მოიცავდა გაფართოებულ მნიშვნელობას. საქმე Marckx v. Belgium10 ეხებოდა დაუქორწინებელი დედის განაცხადს ბელგიის კანონმდებლობის მიხედვით ქორწინებაგარეშე შვილის სტატუსის შესახებ. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიას პოზიტიური ვალდებულება გააჩნდა, ქორწინებაგარეშე შვილის ოჯახში ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით შეემუშავებინა კანონმდებლობა, ხსენებულის განუხორციელებლობა კი გამოიწვევდა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების დარღვევას. კანონიერ და უკანონო შვილებს შორის დისკრიმინაცია გამოიწვევს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას. Marckx-ის საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგენილ იქნა იმის გამო, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა შეუსაბამო იყო ბელგიის სახელმწიფოს ვალდებულებასთან, უზრუნველეყო დედის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ უზრუნველყოფს და არ იცავს პირს წევრ სახელმწიფოში შესვლისა და დარჩენის უფლებით. თუმცაღა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრის დეპორტაცია ხელს შეუშლის ოჯახის შენარჩუნებას, მაშინ შესაბამისი სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ოჯახის კონკრეტული წევრის გაძევებისაგან. საქმეში Berrehab v. the Netherlands11 განმცხადებელი იყო მაროკოს მოქალაქე, რომლის ნიდერლანდების სამეფოში დარჩენის უფლებაც დამოკიდებული იყო ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის ქორწინების შენარჩუნებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც, განქორწინების შემდგომ მას ცხოვრების უფლება აღარ გაუგრძელეს. კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას იმიტომ ჰქონდა ადგილი, რომ მისი ნიდერლანდების სამეფოდან გაძევება გამოიწვევდა ოჯახური კავშირების შეწყვეტას მის გოგონასთან. საქმე Moustaquim v. Belgium12 ეხებოდა განმცხადებლის (მე-2 თაობის იმიგრანტი ბელგიაში) დეპორტაციას მაროკოში, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. განმცხადებელი ბელგიაში ჩაიყვანეს მცირეწლოვანი, სადაც ცხოვრობდა მისი შვიდი დედმამიშვილი და მათთან ერთად გაატარა მთელი თავისი ბავშვობა. განმცხადებელს ბელგიაში გააჩნდა მჭიდრო ოჯახური კავშირები და ეს კავშირები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდებოდა, თუ ის დარჩებოდა ბელგიაში. აღნიშნულმა ფართო ინტერპრეტაციამ გამოიწვია მრავალი მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილ განაცხადებში პატიმრები ხშირად ასაჩივრებენ მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ მათ უარი ეთქვათ შვილებთან შეხვედრებზე. ევროპულმა კომისიამ ძალიან ხშირად უარყო ასეთი საჩივრები მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასე მაგალითად, იმის საფუძველზე, რომ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ამგვარი ჩარევები საჭირო იყო დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.13

აღნიშნული საკითხი წამოიჭრა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე Boyle and Rice-ის საქმეში14 კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევის გასაჩივრების კონტექსტში. სასამართლომ აღნიშნა, რომ

ციხის ვიზიტებთან დაკავშირებით მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის კონვენციის მე-8 მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს პატიმრობის ჩვეულებრივ და მიზანშეწონილ მოთხოვნებსა და დისკრეციის რეზულტატურ ხარისხს, რომელიც ეროვნული ორგანოებისათვის დაშვებული უნდა იყოს პატიმრის ახთან კონტაქტის რეგულირების ჭრილში,.15

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს სადავო საჩივარი მაშინ, როდესაც დაბალი უსაფრთხოების კატეგორიის პატიმრისათვის დაშვებული იყო წელიწადში თორმეტი ვიზიტი ერთსაათიანი ხანგრძლივობით.16

____________________

1. იხ. J. Liddy, “The concept of family life under the ECHR (1998) EHRLR 15.

2. B v. the United Kongdom, 1987 წლის 8 ივლისის განაჩენი, სერია A № 121; (1988) 10 EHRR 87, განაჩენის პუნქტი 60.

3. Moustaquim v. Belgium, 1991 წლის 18 თებერვლის განაჩენი, სერია A № 193; (1991) 13 EHRR 802, განაჩენის პუნქტი 36. ასევე იხ . X, Y and Z v. the United Kingdom (განაცხადის № 21830/93), 1997 წლის 22 აპრილის განაჩენი; (1997) 24 EHRR 143, განაჩენის პუნქტები 36-37.

4. Johnston v. Ireland, 1986 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, სერია A № 112; (1987) 9 EHRR 203, განაჩენის პუნქტი 25.

5. Berrehab v. the Netherlands, 1988 წლის 21 ივნისის განაჩენი, სერია A №138; (1989) 11 EHRR 322, განაჩენის პუნქტი 21, და Keegan v. Ireland, 1994 წლის 26 მაისის განაჩენი, სერია A № 290; (1994) 18 EHRR 342, განაჩენის პუნქტი 44.

6. იხ. საქმეზე Vermeire v. Belgium 1991 წლის 29 ნოემბერს გამოტანილი განაჩენი, სერია A №214-C; (1993) 15 EHRR 488.

7. Boyle v. the United Kingdom, 1994 წლის 28 თებერვლის განაჩენი, სერია A № 282-B; (1995) 19 EHRR 179.

8. Wakeford v. the United Kongdom, 1990 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი, (1990) 66 DR 251.

9. X v. the United Kingdom, 1986 წლის 14 მაისის განაჩენი, (1986) 47 DR 274.

10. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი.

11. Berrehab v. the Netherlands, 1988 წლის 21 ივნისის განაჩენი.

12. Moustaquim v. Belgium, 1991 წლის 18 თებერვლის განაჩენი.

13. განაცხადი №1983/63, X v. Netherlands, 1965 წლის 13 დეკემბერი, (1966) 18 CD 19, ასევე იხ. განაცხადი №2515/65, X v. Federal Republic of Germany, 1966 წლის 23 მაისი, (1966) 20 CD 28 .

14. Boyle and Rice v. the United Kingdom, 1988 წლის 27 აპრილის განაჩენი, სერია A № 131; (1988) 10 EHRR 425.

15. იქვე, განაჩენის პუნქტი 74; ასევე იხ. Campbell and Fell v. the United Kingdom, 1984 წლის 28 ივნისის განაჩენი, სერია A № 80; (1985) 7 EHRR 165.

16. ასევე იხ. Messina v. Italy (No. 2), 2000 წლის 28 სექტემბრის განაჩენი.

1.14 საცხოვრებელის პატივისცემის უფლება ევროპულ კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში

▲ზევით დაბრუნება


პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან ერთად ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ახდენს ინდივიდების საცხოვრებლისა და მიმოწერის დაცვას. ეს უკანასკნელი კონცეფციები უდავოდ თანმხვედრია; და გარკვეული ქმედებების დროს, როგორიცაა: ჩხრეკა და ამოღება ან სახლში განხორციელებული სატელეფონო საუბრებში ჩარევა, შეიძლება წარმოადგენდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში შეჭრას ორი ან სამი მნიშვნელობით.1 საქმეში Miailhe v. France2 სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა განეხილა, ქმედება ხვდებოდა თუ არა საცხოვრებლის პატივისცემის უფლების ფარგლებში, ვინაიდან საკმარისად ჩაითვალა ის, რომ დადგენილ იქნა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გაცხადებული პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს პატივი სცენ პირის საცხოვრებელს. მე-8 მუხლი არ აფუძნებს საცხოვრებლის უფლებას; ამასთან, ეროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ ლტოლვილის შესაბამისი საცხოვრებლით არუზრუნველყოფა არ წარმოადგენდა მე-8 მუხლის დარღვევას.3 დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მე-8 მუხლი არც კონკრეტული საცხოვრებლის პატივისცემის უფლებას ითვალისწინებს.4 თუმცაღა, აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტი, რომ მე-8 მუხლი მოიცავს იმ მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს პირის ფაქტობრივი საცხოვრებლისა და საცხოვრებელში მისი კუთვნილი ნივთების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა.

საქმეში Buckley v. the United Kingdom5 სტრასბურგის სასამართლომ უარყო არგუმენტი, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-8 მუხლი მხოლოდ იცავდა საცხოვრებელს, რომელიც კანონიერად იყო დაფუძნებული; და დაადგინა, რომ ბოშას, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ჰქონდა მიწა დაკავებული დაგეგმილ სამუშაოებზე ნებართვის გარეშე, ეკუთვნოდა საცხოვრებლის პატივისცემის უფლება. მეორეს მხრივ, მესაკუთრეთა გაერთიანების მხრიდან იჯარის საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკება არ მოხვდა მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში; ამგვარად, Langborger-ის საქმეში6 ევროპულმა სასამართლომ უარყო ის არგუმენტი, რომ იჯარის საკითხიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები ხვდება საცხოვრებლის კონცეფციაში და დაცულია მე-8 მუხლით.

საქმეში Cyprus v. Turkey,7 ევროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ სამხრეთ კვიპროსის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ბერძენი კვიპროსელებისათვის უარი, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საცხოვრებლებში, თურქეთის მხრიდან წარმოადგენდა მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას.8

მე-8 მუხლის დებულებების თანახმად, საცხოვრებელს გააჩნია ფართო მნიშვნელობა და, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გვიჩვენებს, ხანდახან იგი მოიცავს პირის პირად რეზიდენციასა და საწარმოს შენობას. როდესაც საცხოვრებლის არსებობა დადგინდება, მაშინ პირს გააჩნია კონკრეტული უფლებები. ასე მაგალითად, ხელმისაწვდომობისა და ფლობის უფლება, არ იყო გაძევებული და გამოსახლებული. საცხოვრებლის ინტერესები მოიცავს საცხოვრებლით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, ხმაურისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და გარემოს დაბინძურებასაგან დაცვის თავისუფლებას. საქმეში López Ostra v. Spain9 ევროპულმა სასამართლომ დამაჯერებლად ჩათვალა განმცხადებლის საჩივარი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს უმოქმედობას, თავიდან აეცილებინა ან დაეცვა განმცხადებელი სერიოზული დაბინძურებისაგან (სუნი, ხმაური და კვამლით ჰაერის დაბინძურება, რაც მომდინარეობდა განმცხადებლის საცხოვრებელთან ახლომდებარე ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროდან), რაც წარმოადგენდა მისი საცხოვრებლისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების განხორციელებას. როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოს სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, საშიშ და უსაფრთხო ტერიტორიაზე ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.

საქმეში Guerra and Others v. Italy10 განმცხადებელთა ჯგუფმა იტალიის ერთ-ერთი სოფლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე შეიტანა განაცხადი. ისინი ამტკიცებდნენ მე-8 მუხლის დარღვევას. განაცხადი ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. განმცხადებლები ასაჩივრებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მმართველობის არასათანადო განხორციელებას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხელისუფლებამ განმცხადებლები არ უზრუნველყო ქიმიური ქარხნის წარმოების რისკთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციით. ქიმიური ქარხანა დაკავშირებული იყო მაღალ რისკთან და გააჩნდა უბედური შემთხვევების ისტორია. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას, ვინაიდან ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნდა ქარხნის წარმოების რისკსა და საშიშროებასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაცია. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განმცხადებლების არადროულად ინფორმირებამ ჩამოართვა მათ შესაძლებლობა, შეეფასებინათ მათი და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული რისკი, რაც გამოწვეული იყო ქარხნის სიახლოვეს ცხოვრებით.

საქმეში Powell & Rayner v. the United Kingdom,11 განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავის ხმის ინტენსივობამ და ხანგძლივობამ, რომელსაც იწვევდა საჰაერო მიმოსვლა ჰითროუს აეროპორტში, შელახა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ უნდა იქნეს დადგენილი ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების ინტერესებს შორის, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გასაჩივრებული მრავალი საკითხი ერთდროულად მოიცავს პირად ცხოვრებასა და საცხოვრებელს.12

Greek-ის საქმეში მე-8 მუხლის დარღვევა გამოიწვია საბერძნეთის კონსტიტუციაში საცხოვრებლის პატივისცემის უფლების მოქმედების შეჩერებამ და „ამ უფლების შესაბამისმა უგულებელყოფამ, განსაკუთრებით კი საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ ღამის საათებში განხორციელებულმა დაკავებებმა“.13

____________________

1. R. Clayton and H. Tomlinson, The Law of Human Rights (Oxford, 2000), პუნქტები 12.95, გვ. 815.

2. Miailhe v. France, 1993 წლის 25 ივლისის განაჩენი.

3 .იხ. ევროპული კომისიის გადაწყვეტილება საქმეზე X v. Germany (1956) 1 წელიწდეული 202.

4. ევროპული კომისიის გადაწყვეტილება საქმეზე Burton v. the United Kingdom, 1996 წლის 15 სექტემბრის განაჩენი, (1996) 22 EHRR CD 135, რომელიც ეხებოდა ბოშის საჩივარს იმისათან დაკავშირებით, რომ ნება დაერთოთ მისთვის მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები ბოშების ტრადიციის შესაბამისად გაეტარებინა ფურგონში.

5. Buckley v. the United Kingdom, 1996 წლის 25 სექტემბრის განაჩენი.

6. Langborger v. Sweden (1989), 12 EHRR 416.

7. განაცხადის № 25781/94, საქმეზე Cyprus v. Turkey 2001 წლის 10 მაისს გამოტანილი განაჩენი.

8. იქვე, პუნქტი 175.

9. López Ostra v. Spain, 1994 წლის 9 დეკემბრის განაჩენი.

10. Guerra and Others v. Italy,. 1998 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

11. Powell & Rayner v. the United Kingdom, 1990 წლის 21 თებერვლის განაჩენი.

12. Clare Ovey and Robin White, The European Convention on Human Rights, Jacobs and White, Third Edition, Oxford: University Press, გვ. 224.

13. Greek -ის საქმე, კომისიის 1969 წლის 5 ნოემბრის მოხსენება, წელიწდეული 12, პუნქტები 152-153.

1.15 მიმოწერის პატივისცემის უფლება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში

▲ზევით დაბრუნება


მიმოწერა მოიცავს წერილობით მასალას, რომელიც ასევე გულისხმობს როგორც ფოსტით გაგზავნილ მასალას, ასევე სატელეფონო კომუნიკაციებს. ის, რაც აკვალიფიცირებს „კორესპოდენციას“ იმ მასალისაგან განსხვავებულად, რომელიც ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ჭრილში წარმოადგენს „გამოხატვას“, არის პირდაპირი კომუნიკაცია სხვა პირებთან.1 ხშირ შემთხვევაში პატიმრების წერილებში ჩარევა შეიძლება გამართლებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთი კანონიერი მიზნის მიღწევის საფუძვლებზე, როგორც აუცილებლად, მაგალითად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.2

ამ საკითხში ყველაზე წამყვან საქმედ ითვლება Golder-ის საქმე.3 ბ-ნი გოლდერი მსჯავრდებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში ძარცვისათვის, რომელსაც თან ახლდა ძალის გამოყენება. იგი სასჯელს იხდიდა პარხუსტის ციხეში ვაითის კუნძულზე. ციხის იმ ნაწილში, რომელშიც ამ დროს გოლდერი იმყოფებოდა არეულობა მოხდა და ბ-ნი გოლდერი არასწორად იქნა ეჭვმიტანილი ამ არეულობაში მონაწილეობის მიღებაში. ბ-ნ გოლდერის მიერ გაგზავნილი კონკრეტული წერილები, რომლებშიც იგი აღწერდა მომხდარ არეულობასა და იმ უსიამოვნებებს, რომლებსაც ხსენებული არეულობის შედეგად წააწყდა, ციხის მმართველმა იმ მოტივით შეაჩერა, რომ გოლდერმა არ დააყენა ეს საკითხი იმ ნებადართული არხების მეშვეობით, რომლებიც მას გააჩნდა ადრე. გოლდერმა პეტიციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს. პეტიციაში მან მოითხოვა სხვა ციხეში გადაყვანა და ადვოკატთან მოთათბირება ამ განცხადებასთან მიმართებაში ცილისწამების კუთხით სამოქალაქო სარჩელის აღძვრის მიზნით, რომელიც არ იქნა დაკმაყოფილებული. სტრასბურგის ორგანოების წინაშე გოლდერმა წარადგინა ორი საჩივარი, რომლებიც ეხებოდა მისი წერილების შეჩერებასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ნებართვის გაუცემლობას ადვოკატთან კონსულტაციაზე. ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევას და გადავიდა იმ საკითხის განხილვაზე, ჩარევა შეიძლებოდა თუ არა გამართლებულიყო კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით. კერძოდ, საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩარევა „აუცილებელი“ იყო თუ არა მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული ერთ-ერთ კანონიერი მიზნის მისაღწევად. როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პატიმრობის ჩვეულებრივი და მიზანშეწონილი მოთხოვნები.4 სასამართლომ დაადგინა, რომ არ შეიძლებოდა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების განხორციელებული ქმედებების გამართლება, რითაც ბ-ნ გოლდერს ადვოკატთან დაკავშირების უფლება შეეზღუდა და არ მიეცა შესაძლებლობა სამოქალაქო სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებით მიეღო კონსულტაციები.5

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გვიჩვენებს, პატიმრების მიმოწერის პატივისცემის უფლება დაცულ იქნება მაღალი ხარისხით. ევროპული სასამართლო ითხოვს ისეთი ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას ჩარევასთან მიმართებაში, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომ ჩარევა განხორციელდეს კანონის შესაბამისად. ევროპული სასამართლო ასევე მოითხოვს ნათელ მტკიცებულებას, რომ განხორციელებული ქმედება მიმოწერის თავისუფლების შეზღუდვის მიზნის პროპორციულია. ევროპულმა სასამართლომ ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია:

„სასამართლო აღიარებს, რომ პატიმრების მიმოწერაზე კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციასთან, მაგრამ ჩარევა არ უნდა სცდებოდეს დასახული კანონიერი მიზნის ფარგლებს“.6

Campbell-ის საქმეში,7 ბ-ნი კემპბელი მსჯავრდებულ იქნა თავდასხმისა და მკვლელობის ბრალდებით და შეეფარდა სამუდამო პატიმრობა იმ რეკომენდაციით, რომ სულ მცირე ოცი წელი მაინც უნდა მოეხედა სასჯელი. განმცხადებელი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მისი კორესპოდენცია თავის ადვოკატთან გაიხსნა და წაკითხულ იქნა ციხის ადმინისტრაციის მიერ. სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა და აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლით განმტკიცებულ უფლებაში ჩარევას, რომელიც, მართალია, კანონის შესაბამისად იქნა განხორციელებული და ემსახურებოდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ მიზნებს, კერძოდ კი, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილებას, მაინც არ იყო მე-8 მუხლის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული, ვინაიდან, ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკარტიულ საზოგადოებაში (არ არსებობდა მწვავე სოციალური საჭიროება) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით. ამასთან, სასამართლო მხოლოდ ხსენებულით არ შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ

... ციხის ადმინისტრაციას შეუძლია გახსნას ადვოკატისაგან პატიმრის სახელზე შემოსული წერილი, როდესაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ვარაუდისათვის, რომ წერილი შეიცავს უკანონო მასალას, რომელიც ვერ იქნა აღმოჩენილი შემოწმების ჩვეულებრივი საშუალებით. თუმცა, წერილი შეიძლება მხოლოდ გაიხსნას, მაგრამ არ უნდა იქნეს წაკითხული. ეროვანი გარანტიები უნდა იქნეს დაცული წერილის წაკითხვის წინააღმდეგ, მაგ., წერილის გახსნა პატიმრის თანდასწრებით. ადვოკატისადმი მიმართული პატიმრის წერილების წაკითხვა, მეორე მხრივ, შეიძლება დაიშვას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ადმინისტრაციას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ადვოკატთან მიმოწერის უფლებით ბოროტად სარგებლობენ, რაც იმით გამოიხატება, რომ წერილის შინაარსი საფრთხეს უქმნის ციხის უშიშროებას ან სხვათა უსაფრთხოებას ან სხვაგვარად დანაშაულებრივი ხასიათისაა. რა მიიჩნევა დასაბუთებულ ეჭვად, დამოკიდებულია ყველა გარემოებაზე, მაგრამ იგი გულისხმობს ისეთი ფაქტის ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დააკმაყოფილებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ადვოკატთან ურთიერთობის გზა ბოროტად გამოიყენება. ...პრინციპში, ასეთი წერილები პრივილეგირებულია კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში.8

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მიმოწერა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათს ატარებს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადვოკატისა და პატიმრის კორესპოდენციას. საქმეში Malone v. the United Kingdom9 ბ-ნი მელოუნი, რომელიც ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობდა, ეჭვმიტანილი იყო მოპარული ნივთების მიღებასა და გასაღებაში. 1978 წელს მან სამოქალაქო სარჩელი აღძრა ლონდონის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ 1971 წლიდან იგი იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც გულისხმობდა, რომ პოლიცია ახორციელებდა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენას. ბ-ნი მელოუნი ასევე აცხადებდა, რომ მისი კორესპოდენცია შემოწმებულ იქნა. იგი ამტკიცებდა, inter alia, რომ მისი თანხმობის გარეშე სატელეფონო საუბრების შემოწმება, მოსმენა და ჩაწერა წარმოადგენდა უკანონო ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ ქმედება განხორციელდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნებართვის საფუძველზე, რაც იწვევდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მისი საჩივარი ინგლისის უმაღლესი სასამართლოს წინაშე არ იქნა დაკმაყოფილებული, რის შემდეგაც მან განაცხადით მიმართა სტრასბურგის ორგანოებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არსებითად განიხილა მისი განაცხადი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. კერძოდ კი სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, ინგლისისა და უელსის კანონმდებლობა არ უთითებდა საკმარისი სიცხადით იმ ფარგლებსა და ხერხებზე, რომლებითაც ხელისუფლების ორგანოების დისკრეცია, საიდუმლოდ მოუსმინონ სატელეფონო საუბრებს, იყო განხორციელებული. ხსენებულიდან გამომდინარე, სამართლებრივი დაცვის მინიმალურ საშუალებას, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, არ ჰქონდა ადგილი“.10

როგორც წინამდებარე გზამკვლევში არაერთხელ აღინიშნა, პატიმარსა და მის ადვოკატს შორის მიმოწერა პრივილეგირებულია. ხსენებული გამომდინარეობს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან, რომელიც აცხადებს, რომ ყველას, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს უფლება მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა დაცვის მოსამზადებლად. წარმოდგენილი დებულება თანაბრად ეხება სააპელაციო სამართალწარმოებასაც.11

საქმეში Schönenberger & Durmaz v. Switzerland12 სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი პრინციპები გამოიყენება ადვოკატსა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრის მიმოწერასთან მიმართებაში. ამ საქმეში განმცხადებელი იმას კი არ ასაჩივრებდა, რომ ციხის ადმინისტრაცია გაეცნო წერილის შინაარსს, არამედ იმას, რომ ადმინისტრაციამ არ გადასცა იგი ადრესატს, რამაც, მისი მტკიცებით, გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა. ადვოკატის წერილი მას ურჩევდა, რომ თავი შეეკავებინა რაიმე სახის განაცხადის გაკეთებისაგან. ევროპული სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩარევა აუცილებელი იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში. მთავრობის თანახმად, მისი ქმედების მართლზომიერება მდგომარეობდა იმაში, რომ წერილი წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარს აძლევდა იურისტის რჩევას, რომელიც არღვევდა ჯერ კიდევ სამართალწარმოებაში მყოფ სისხლის სამართლებრივი დევნის სრულყოფილ განხორციელებას. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ წერილი ბ-ნ დურმაზს ურჩევდა დუმილის უფლების გამოყენებას, რაც უკანონო არ იყო; და არ უქმნიდა საშიშროებას გამოძიების სრულყოფილ წარმართვას. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას.

გასაკვირია, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ასე მცირედ მოიპოვება საქმეები ინიდივიდების პირად ცხოვრებაში მედიის შეჭრის შესახებ მე-8 მუხლის ჭრილში. აღნიშნული საკითხი ევროპული კომისიის წინაშე წამოჭრეს გრაფმა და გრაფინია სპენსერებმა, რომელიც პრესის საჯაროობასთან იყო დაკავშირებული და ეხებოდა გრაფინიას საკვების მონელების პრობლემებს, ალკოჰოლიზმსა და სხვა საკითხებს.13 პრესასთან დაკავშირებული საჩივრების კომიტეტმა დაადგინა, რომ პუბლიკაციის გარკვეული ნაწილი არღვევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ საპროცესო კოდექსს. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის თანახმად, გაერთიანებულმა სამეფომ ვერ უზრუნველყო მისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, დაეცვა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, რითაც სახელმწიფომ არ აკრძალა განმცხადებლების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ფოტოსურათების გამოქვეყნება და ხელახლა გამოქვეყნება. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადები არ იქნა არსებით განხილვაზე დაშვებული, ვინაიდან არ იქნა ამოწურული შიდასახელმწიფოებრივი მიმართვის საშუალება, ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პუბლიკაციების გაკეთების აკრძალვის შესახებ შესაბამისი მიმართვის საშუალების არარსებობას შეიძლება გამოეწვია მე-8 მუხლით განსაზღვრული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა. ამ საქმეში ევროპულმა კომისიამ კარგად უწყოდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და მე-10 მუხლით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას შორის დაძაბულობა. უდავოა, რომ ეს ის სფეროა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს სამომავლო პრეცედენტული სამართალი მოახდენს დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებას.

და ბოლოს, წინამდებარე გზამკვლევის მოცულობა იმას მოწმობს, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებები მოიცავს გარემოებათა ფართო სპექტრს. მე-8 მუხლთან დაკავშირებული საქმეები ასევე გვიჩვენებს ევროპული კონვენციის, როგორც ცოცხალი სამართლებრივი აქტის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია ასახოს მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ვარირებული და განვითარებადი პოზიციები და ღირებულებები. ნამდვილად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჭრილში პრეცედენტული სამართლის ახალი მოღვაწეობის სფერო არის მოსალოდნელი.

___________________

1. Clare Ovey and Robin White, The European Convention on Human Rights, Jacobs and White, Third Edition, Oxford: University Press, გვ. 225.

2. განაცხადი № 3717/68, X v. Ireland, 1970 წლის 6 თებერვალი, (1970) 31 CD 96.

3. Golder v. the United Kingdom, 1975 წლის 21 თებერვლის განაჩენი, სერია A №18.

4. იქვე, პუნქტი 45; ასევე იხ. საქმე Campbell and Fell v. the United Kingdom, 1984 წლის 28 ივნისის განაჩენი, სერია A №80; (1985) 7 EHRR 165.

5. ასევე იხ. საქმე Silver and others v. the United Kingdom, 1983 წლის 25 მარტის განაჩენი, სერია A №61; (1983) 5 EHRR 347.

6. Pfeifer and Plankl v. Austria, 1992 წლის 25 თებერვლის განაჩენი, სერია A № 227; (1992) 14 EHRR 692, განაჩენის პუნქტი 46.

7. Campbell v. the United Kingdom, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი, სერია A № 223; (1993) 15 EHRR 137.

8. იქვე, განაჩენის პუნქტი 48.

9. Malone v. the United Kingdom, 1984 წლის 2 აგვისტოს განაჩენი.

10. იქვე.

11. Clare Ovey and Robin White, The European Convention on Human Rights, Jacobs and White, Third Edition, Oxford: University Press, გვ. 250.

12. Schönenberger & Durmaz v. Switzerland, 1998 წლის 20 ივნისის განაჩენი, სერია A № 137; (1989) 11 EHRR 202.

13. განაცხადები № 28851/95 და № 28852/95 Earl Spencer and Countess Spencer v. the United Kingdom, 1998 წლის 16 იანვრის განაჩენი; (1998) 25 EHRR CD 105.

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის ფედერაციის მოსამართლეებს ეცოდინებათ, რომ კონვენციის რუსეთის შიდა სამართალში ინკორპორირება გულისხმობს, რომ მათ, როგორც მოსამართლეებს, ხშირი შეხება ექნებათ ინდივიდებთან, რომლებიც მათ წინაშე ახდენენ კონვენციის მუხლებით გარანტირებული უფლებების წარდგენას. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ორი გამოკვეთილი კითხვა, რომლებსაც მოსამართლეები საკუთარ თავს დაუსვამენ მოცემულ სიტუაციაში.

პირველი კითხვა: რომელი კანონის გამოყენება ხდება როგორც უპირატესი კანონის, მაშინ როდესაც შესაბამისი უფლება რეგულირდება ეროვნული და კონვენციის ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებით? ამ კითხვაზე პასუხი ნათელია და მდგომარეობს იმაში, რომ, ზოგადად, კონვენციით გარანტირებული უფლებები უპირატესია ქვეყნის შიდა კანონზე. შესაბამისად, მაშინ როდესაც ეროვნული და კონვენციის დებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კონცენციის დებულებათა გამოყენება ხდება. თუმცაღა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონვენციის უფლებებს ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში იერარქიულად უფრო დაბალი ადგილი უჭირავს კონსტიტუციასთან მიმართებაში. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასა და ევროპულ კონვენციას შორის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციის სასარგებლოდ.

მეორე კითხვა: როგორ მოვახდენ ჩემს წინაშე წარმოდგენილი კონვენციის მუხლების (და ამ მუხლებით გარანტირებული უფლებების) განხორციელებას ამ დებულებების მოკლე და ლაკონური ხასიათის გათვალისწინებით? ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლეებმა მათ წინაშე წარმოდგენილი საჩივარი უნდა შეაფასონ იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებიც საკმაოდ მოიძებნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკაში და, შესაბამისი პრინციპების არარსებობის შემთხვევაში, ადრემოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (ადრემოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია და სასამართლო შეიცვალა 1998 წელს კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლის შედეგად).

რამდენად ხელსაყრელია ხსენებული სასამართლო პრაქტიკის გამოყენება? სასამართლო პრაქტიკამ დააფუძნა ზედმიწევნითი ტესტები, რომლებიც უნდა გამოიყენოს მოსამართლემ კონვენციის კონკრეტული მუხლის საფუძველზე მის წინაშე წარმოდგენილი საჩივარის მართლზომიერების საკითხის განსაზღვრისას. ხსენებული ტესტები ცვალებადია და დამოკიდებულია კონვენციის შესაბამის მუხლზე. არსებული მიზნებისათვის, წინამდებარე გზამკვლევი აშუქებს იმ ტესტებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი ინდივიდუალური საჩივრის შემთხვევაში, ტესტები, რომლებიც ასევე გამოყენებულ უნდა იქნეს რუსეთის ფედერაციის მოსამართლეების მიერ, მაშინ როდესაც მათ უხდებათ კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის განხილვა.

2.1 ნაწილი I: კონვენციის მე-8 მუხლის შესავალი ნაწილი და მის გამოყენებასთან დაკავშირებული ტესტები

▲ზევით დაბრუნება


მე-8 მუხლი

„1. ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის მიმოწერას.

2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

შესავალი

აშკარაა, რომ მე-8 მუხლი ჩამოყალიბებულია ორ პუნქტად. პირველი ნაწილი, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი, ნათლად ადგენს განსაზღვრულ უფლებებს - პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებებს - რომლებიც გარანტირებულ უნდა იქნეს ინდივიდისთვის სახელმწიფოს მიერ. მეორე ნაწილი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, აცხადებს, რომ ხსენებული უფლებები არ არის აბსოლუტური, რაც იმაში გამოიხატება, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა დასაშვები გახდეს საჯარო ხელისუფლების მიერ მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ადგენს პირობებს, როდესაც საჯარო ხელისუფლებას მართლზომიერად შეუძლია ჩაერიოს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ უფლებებში; სახელმწიფოს მიერ მე-8 მუხლით გაცხადებული ინდივიდის უფლებების დასაშვებ შეზღუდვად ჩაითვლება მხოლოდ და მხოლოდ იმგვარი შეზღუდვები, რომლებიც განხორციელებულია კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული ერთი ან მეტი კანონიერი მიზნის მისაღწევად.

შეფასების ზღვარი

სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის განსაზღვრისას, სახელმწიფოები უზრუნველყოფილი არიან დისკრეციის გარკვეული ხარისხით, რომელიც ცნობილია როგორც შეფასების ზღვარი. ეს პრინციპი პირველად დადგენილ იქნა Handyside-ს საქმეში,1 რომელიც ეხებოდა მე-10 მუხლთან დაკავშირებულ დავას, თუმცა ეს განაჩენი თანაბრად ეხება მე-8 მუხლსაც. სასამართლომ დაადგინა:

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მუდმივი კონტაქტის გამო, სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები პრინციპულად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან საერთაშორისო მოსამართლეებთან შედარებით, რათა გამოხატონ მოსაზრება ... შეზღუდვისა, თუ სასელის, აუცილებლობასთან, მიმართებაში... ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს ევალებათ მოახდინონ თავდაპირველი შეფასება მწვავე სოციალური საჭიროების რეალობაზე, რომელსაც მოიცავს აუცილებლობის, ცნება ამ კონტექსტში.

შესაბამისად, მე-10 (2) მუხლი მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უტოვებს შეფასების ზღვარს. ეს ზღვარი ეძლევათ ქვეყნის კანონმდებელს ... და იმ ორგანოებს, მათ შორის სასამართლო ორგანოებს, რომლებიც მოწოდებული არიან განმარტონ და გამოიყენონ მოქმედი კანონები“.

თუმცაღა, სასამართლო არ შეიზღუდა ხსენებულით და განაცხადა, რომ ხსენებული პრინციპი არ აძლევს მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეფასების შეუზღუდავ უფლებამოსილებას და გაიმეორა, რომ სასამართლოს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულელების შესრულება. ხსენებულიდან გამომდინარე, მე-8 მუხლის მიზნებისათვის, სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს, მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციით გაცხადებული უფლების შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. ამგვარად, ქვეყნის შიდა შეფასების ზღვარი ამიტომაც მუდმივად ექვემდებარება ევროპულ მეთვალყურეობას. შეფასების ზღვარი ამიტომაც, სასამართლოს თანახმად, დამოკიდებულია გარემოებათა ორ ძირითად წყებაზე;

1. იმის განსაზღვრისას მე-8 მუხლის შეზღუდვა გამართლებულია თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე, რომელსაც მე-2 პუნქტი უშვებს.

2. იმის შეფასებისას სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა თუ არა პოზიტიური ვალდებულებების შესრულების მიზნით, რასაც მას ხსენებული დებულება აკისრებს.

შეფასების ზღვარი, რომლითაც აღჭურვილნი არიან კომპეტენტური ეროვნული ორგანოები, ცვალებადია და დამოკიდებულია არსებულ გარემოებებზე, განსახილველ საგანსა და მის წარმომავლობაზე. მე-8 მუხლის თანახმად შეფასების ზღვრის სფეროს განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს შემდეგს:

- არსებობს თუ არა ერთიანი სისტემა კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა კანონმდებლობებს შორის:2 მაშინ როდესაც დადგენილი პრაქტიკა არსებობს, შეფასების ზღვარი ვიწრო იქნება და მისგან გადახვევის გამართლება რთული იქნება. მეორეს მხრივ, როდესაც საერთო მიდგომა ფართოდ არ არის გავრცელებული, სასამართლოს მიერ მოპასუხე სახელმწიფოებისათვის შეთავაზებული დისკრეცია შედარებით ფართო და მრავალფეროვანი იქნება.3

- შეფასების ზღვრის სფერო განსხვავებულია კონტექსტის შესაბამისად და იგი განსაკუთრებულად ფართოდ იქნა დადგენილი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვის დაცვა. ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლომ აღიარა, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომები ბავშვის სოციალური უზრუნველყოფის საკითხსა და სახელმწიფოს მხრიდან მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ოჯახებში სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით. კონვენციის ჭრილში ამგვარი საქმეების განხილვისას სასამართლო ითვალისწინებს ხსენებულს, აძლევს რა სახელმწიფოებს დისკრეციის საზომს, როდესაც ამ სფეროში მოქმედებს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ ასევე აღიარა, რომ ეროვნულ დონეზე დადგენილ მგრძნობიარე და კომპლექსურ საკითხებთან მათი სიახლოვის გათვალისწინებით, ქვეყნის ორგანოები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა მოახდინონ თითოეული კონკრეტული საქმის გარემოებათა შეფასება და დასახონ ყველაზე მისაღები ღონისძიებები. მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფის საქმეებში, ხელისუფლების ეროვნული ორგანოები სარგებლობენ საქმესთან დაკავშირებულ პირებთან პირდაპირი კავშირით, იმ კონკრეტულ საფეხურზე, როდესაც სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები გათვალისწინებულია ან დაუყოვნებლივ მათი იმპლემენტაციის შემდგომ.4 შედეგად, მოქმედების ხასიათთან დაკავშირებით სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციის ხარისხით, რომლითაც მე-8 მუხლის შესაბამისად პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ხორციელდება, რაც ასახვას ჰპოვებს იმ გზით, რომ ჩარევასა და მის მიზანს შორის ბალანსი შეფასებულია.

- ის ფაქტი, რომ წეს-ჩვეულებები, პოლიტიკა და პრაქტიკა საგრძნობლად განსხვავდება მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის, ხანდახან გამოიყენება შეფასების ზღვრის არსებობის მხარდასაჭერად.

- სასამართლომ Handyside-ს საქმეზე დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო სხვადასხვა მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა სამართალში ზნეობის ევროპული კონცეფციის ერთგვაროვანი ფორმის გამონახვა. სასამართლომ განაცხადა:

ზნეობის მოთხოვნების შესახებ შესაბამისი კანონების თვალთახედვა იცვლება დრო და დრო და ადგილიდან ადგილამდე, განსაკუთრებით ჩვენს დროში, რომელიც ხასიათდება კონკრეტულ საკითხზე არსებული მოსაზრებების სწრაფი და შორსმიმავალი ევოლუციით,,.

თუმცაღა, Dudgeon-ისა5 და Norris-ის6 საქმეებში სასამართლომ უარყო, რომ შეფასების ზღვარი საკმარისად ფართო იყო იმისათვის, რომ ნება დაერთო გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიისათვის, შესაბამისად, შეენარჩუნებინათ ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაცია. რაც შეეხება ზნეობის დაცვის სფეროს, სასამართლო არ დაეთანხმა იმას, რომ ზღვარი ზოგადი დებულების მსგავსად ფართო იყო.

მე-8 მუხლი - გამოყენებული ტესტები

ინდივიდის მიერ კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის განხილვის პროცესი მოიცავს ორ საფეხურიან ტესტს. პირველი საფეხური ეხება მე-8 მუხლის გამოყენებას; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოხდა თუ არა იმ უფლების შეზღუდვა, რომლის დარღვევასაც ინდივიდი ასაჩივრებს, უფლება, რომელიც კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულია. ხშირ შემთხვევაში, მსჯელობის საკითხი ხდება, მაგალითად, რას წარმოადგენს პირადი ცხოვრება ან საცხოვრებელი მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოსამართლე ჩათვლის, რომ ინდივიდის მიერ გამოყენებული უფლება (მაგალითად, უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება) ფაქტობრივად არ მოიცავს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულ უფლებას, ასეთ შემთხვევაში მე-8 მუხლი არ გამოიყენება და საჩივრის განხილვაც იქვე შეწყდება.

თუმცაღა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მე-8 მუხლის გამოყენება შესაძლებელია, სასამართლო გადავა შეფასების მეორე საფეხურზე. ყველაზე შესაფერის სიტუაციად გამოგვადგება შემდეგი: როდესაც განმცხადებელი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ქმედებამ, მისი აზრით, დაარღვია მე-8 მუხლით გაცხადებული უფლებები; ამგვარ სიტუაციაში სასამართლო განიხილავს, შესაძლებელია თუ არა მე-8 მუხლით გაცხადებული უფლებების შეზღუდვა გამართლებული იყოს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამასთანავე, სიმართლეს შეეფერება ისიც, რომ განმცხადებლები, თუმცა არცთუ ისე ხშირ შემთხვევაში, ასევე ასაჩივრებენ, რომ სახელმწიფოს ან საჯარო ხელისუფლებას უნდა ემოქმედათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რაც, განმცხადებლის მტკიცებით, მოახდენდა მე-8 მუხლით გაცხადებული უფლებების „პატივისცემას“. ასეთ დროს სასამართლო განიხილავს, მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ემოქმედა ზემოთ ხსენებულის თანახმად, მე-8 მუხლის „პატივისცემის“ ელემენტის შესაბამისად. ზემოთ წარმოდგენილი მე-8 მუხლის მეორე საფეხურის ორივე სახის მიდგომა დეტალურად იქნება გაანალიზებული წინამდებარე გზამკვლევში.

____________________

1. Handyside v. the United Kingdom 1976 წლის 7 დეკემბრის განაჩენი, 48-ე და 49-ე პუნქტები.

2. Rasmussen v. Denmark 1984 წლის 28 ნოემბრის განაჩენი, მე-40 პუნქტი.

3. პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით იხ. წინამდებარე გზამკვლევის 1.2 ნაწილი.

4. Olsson (No. 2) v. Sweden, 1992 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.

5. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

6. Norris v. Ireland,1988 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი.

2.2 1-ლი საფეხური: მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი

▲ზევით დაბრუნება


1.1. საჩივარი ხვდება თუ არა მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული ერთ-ერთი უფლების მოქმედების ფარგლებში?

1.2. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეკისრება თუ არა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება პატივი სცეს ინდივიდის უფლებას და შესრულდა თუ არა იგი?

მე-2 საფეხური: მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი

2.1. ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლის შეზღუდვას?

2.2. დადებითი პასუხის შემთხვევაში,

2.2.1. განხორციელდა თუ არა კანონის შესაბამისად?

2.2.2. ემსახურება თუ არა კანონიერ მიზანს?

2.2.3. აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში?

ამ ტესტის გამოყენებას ახდენს სასამართლო, როდესაც საქმე ეხება მე-8 მუხლს. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასამართლო არ ახდენს თითოეული კონკრეტული საკითხის დეტალურ განხილვას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე იგი მაინც ახდენს ტესტის თითოეული საფეხურის გამოყენებას. წინამდებარე სახელმძღვანელოს მომდევნო ორი ნაწილი მოახდენს ამ ტესტის ორ საფეხურთან დაკავშირებული საკითხების, ხოლო სახელმძღვანელოს ბოლო ნაწილში - მე-8 მუხლთან შესაბამისობის არსებითი საკითხების განხილვას.

3 მე-8 მუხლის ტესტის 1-ლი საფეხური

▲ზევით დაბრუნება


3.1 1.1. საჩივარი ხვდება თუ არა მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული ერთ-ერთი უფლების მოქმედების ფარგლებში?

▲ზევით დაბრუნება


მე-8 მუხლის დაცვის საკითხი წამოიჭრება იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილი საჩივარი ხვდება კონკრეტული დებულების მოქმედების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნდა ეხებოდეს ამ დებულებით დაცულ ერთ ან რამდენიმე პირად ინტერესს, კერძოდ, პირად ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელსა და მიმოწერას.

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ვის ფუნქციას წარმოადგენს შესაბამისი ინტერესის განსაზღვრა?

უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელს შეუძლია განსაზღვროს ის ინტერესი, რომლის დაცვასაც იგი მოითხოვს, და წარუდგინოს ის სასამართლოს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჭრილში. ასე მაგალითად, საქმეში Gaskin v. the United Kingdom განმცხადებელმა დაარწმუნა სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობა, რომ მისი ინტერესი, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მისი აღზრდის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან იყო დაკავშირებული, ეხებოდა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას და არა ზოგად ინტერესს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რომელიც სცდება მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებს.1 ამასთანავე, როდესაც ინდივიდი განაცხადში ასაჩივრებს მე-8 მუხლის ერთზე მეტი უფლების დარღვევას, სასამართლო არ არის ვალდებული, მიუთითოს კონკრეტულ ინდივიდუალურ უფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლებელია, საქმე გვქონდეს რამდენიმე უფლების სავარაუდო დარღვევასთან. ასე მაგალითად, საქმეში Klass v. Germany2 სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი, რომელიც ეხებოდა კომუნიკაციების (ფოსტა და ტელეფონი) შემოწმებას, წარმოადგენდა პირად ცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევას.

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლოს მიდგომა

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული ოთხი კონცეფციის მნიშვნელობა არ ატარებს განმარტებით ხასიათს და სასამართლო თავს არიდებს წესების დადგენას დაცული უფლებების მნიშვნელობის განმარტებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს მიდგომა მე-8 მუხლის გამოყენების განსაზღვრაში მდგომარეობს, ინდივიდუალური საჩივარი ხვდება თუ არა მე-8 მუხლით დაცული ერთ-ერთი მუხლის მოქმედების ფარგლებში თითოეული კონკრეტული საქმის საფუძველზე, ვანიჭებთ რა კონცეფციებს ავტონომიური კონვენციის მნიშვნელობას. მაშინ როდესაც სასამართლოს მობილური მიდგომა ნებას რთავს მას, გაითვალისწინოს სოციალური, სამართლებრივი და ტექნოლოგიური მიღწევები ევროპის საბჭოს სივრცეში, ეს მიდგომა რთულს ხდის გადაჭრით განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს პირადი ცხოვრება, ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი ან მიმოწერა. ზემოთ ხსენებული ოთხი ინტერესის შინაარსის ზოგადი სახელმძღვანელო წარმოდგენილია ქვემორე. თუმცაღა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კონცეფციები დინამიურია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი მნიშვნელობა ცვალებადია და ასევე შეუძლია მოიცვას საკითხთა ფართო სპექტრი, რომელთაგან ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ზოგიერთი კი თანმხვედრია.

1.1.1. პირადი ცხოვრება

პირადი ცხოვრების მნიშვნელობა

სასამართლოს თანახმად, პირადი ცხოვრება წარმოადგენს ფართო კონცეფციას, რომელიც არ ექვემდებარება ამომწურავ დეფინიციას.3 ეს კონცეფცია, გაცილებით ფართოა ვიდრე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, თუმცაღა, იგი ეხება სფეროს, რომლის თანახმადაც ყველა პირს შეუძლია საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარება და სრულყოფა. 1992 წელს სასამართლომ განაცხადა:

... ძალზე შეზღუდული იქნებოდა [პირადი ცხოვრების] ცნებისშიდა წრით,, შემოფარგვლა, რომელშიც ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სურვილისამებრ არჩეული თავისი პირადი ცხოვრება და მისგან გამორიცხავდეს გარე სამყაროს, რომელიც არ შედის ამ წრეში. პირადი ცხოვრების პატივისცემა ასევე უნდა მოიცავდეს, გარკვეულ ფარგლებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების უფლებას.4

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრება აუცილებლად მოიცავს სხვა ადამიანებთან და გარესამყაროსთან ურთიერთობების დამყარების უფლებას.

როგორ ურთიერთობებს წარმოადგენს პირადი ცხოვრება?

ურთიერთობები, რომლებიც სცდება ახური ცხოვრების ფარგლებს

ურთიერთობები, რომლებიც მე-8 მუხლის ჭრილში სცდება ოჯახური ცხოვრების ფარგლებს, შესაძლოა ემსახურებოდეს ამ დებულებით დაცვას, როდესაც ისინი წარმოადგენს პირად ცხოვრებას. ხსენებული კატეგორია მოიცავს:

- ურთიერთობებს მშვილებლებსა და ნაშვილებს შორის;5

- ურთიერთობებს იმ მხარეებს შორის, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებიან;6

- ურთიერთობებს ჰომოსექსუალებსა და მათ პარტნიორებს შორის, ბავშვებთან ერთად ან მათ გარეშე.7

პირადი ცხოვრება არ ვრცელდება პატრონისა და მისი შინაური ცხოველის ურთიერთობაზე.8

რა მოცულობით ხვდება სქესობრივი აქტიურობა პირადი ცხოვრების ფარგლებში?

პირის სექსუალური ცხოვრება არის მისი პირადი ცხოვრების ნაწილი, რომლის მნიშვნელოვან ასპექტსაც იგი წარმოადგენს. ხსენებულიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრება უზრუნველყოფს იმ სფეროს, რომლის ფარგლებშიც პირს შეუძლია დაამყაროს სხვადასხვა სახის ურთიერთობები, მათ შორის სქესობრივი ურთიერთობებიც. შესაბამისად, პირის სექსუალური ორიენტაციის არჩევანის აღიარება და მიმდევრობა ხვდება მე-8 მუხლის დაცვის სფეროში. საქმეში Dudgeon v. the United Kingdom,9 სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის პირადი გარემოებების გათვალისწინებით მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უკანონოდ თვლიდა ჰომოსექსუალურ ურთიერთობას, პირდაპირ ეხებოდა მის პირად ცხოვრებას. სასამართლომ ამის შემდგომაც რამდენჯერმე დაადასტურა, რომ სექსუალური ორიენტაცია და საქმიანობა ეხება პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ დახურულ კარს მიღმა განხორციელებული ნებისმიერი სქესობრივი საქმიანობა არ ხვდება მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში. საქმეში Laskey, Jaggard & Brown v. the United Kingdom10 განმცხადებლები მონაწილეობას იღებდნენ ერთობლივ სადო-მაზოხისტურ საქმიანობაში სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით. მაშინ როდესაც სასამართლოს არ უნდა განესაზღვრა ფორმალურად საკითხი იმასთან დაკავშირებით ხვდებოდა თუ არა განმცხადებლის ქმედება პირადი ცხოვრების ფარგლებში, სასამართლომ გარკვეული თავშეკავება გამოხატა, რათა მე-8 მუხლით გარანტირებული დაცვა გავრცელებულიყო ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მოიცავდა ხალხის მნიშვნელოვან ოდენობას, სპეციალურად აღჭურვილ ოთახებს, ახალი წევრების მოზიდვას, და ვიდეოფილმების გადაღებასა და მათ გავრცელებას წევრებს შორის.

რა მოცულობით ხვდება სოციალური საქმიანობა პირადი ცხოვრების ფარგლებში?

პრეცედენტული სამართალი მოწმობს იმის თაობაზე, რომ “ვიწრო წრის,, მიღმა არსებობს პირადი ურთიერთობების სფერო.

- საქმეში McFeeley v. the United Kingdom11 კომისიამ წინადადება წამოაყენა, რომ სხვა პირებთან ურთიერთობების მნიშვნელობა ასევე ეხებოდეს პატიმრებს და, შესაბამისად, პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვდეს პატიმრობაში მყოფი პირების ასოციაციის ხარისხს. ხსენებულიდან გამომდინარე, სხვა პირებთან გაერთიანების თავისუფლება წარმოადგენს პირადი ცხოვრების დამატებით სოციალურ მახასიათებელს.

- ევროპული სასამართლოს ზოგიერთმა მოსამართლემ გამოთქვა აზრი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის თავში მოიცავს იმის შესაძლებლობას, რომ პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს სოციალური ცხოვრების ეფექტიანი სარგებლობა. ხსენებული გულისხმობს კულტურულ და ლინგვისტურ საკითხებში გაცნობიერების მიზნით სხვა პირებთან სოციალურ ურთიერთობებში შესვლის შესაძლებლობას, რომელიც განსაკუთრებით იკვეთება იმიგრაციის საქმეებში.12

ეხება თუ არა საქმიანი ურთიერთობები პირად ცხოვრებას?

საქმეში Niemietz v. Germany13 სასამართლო მზად იყო ჩაეთვალა, რომ ბიზნესის კონტექსში არსებული ზოგიერთი პირადი ურთიერთობა შესაძლოა მოხვდეს პირადი ცხოვრების ფარგლებში.

რა სახის საქმიანობა და ღონისძიებები ეხება პირად ცხოვრებას?

სატელეფონო მოსმენა ყოველთვის ეხება თუ არა პირად ცხოვრებას?

დადგენილ იქნა, რომ პირადი კომუნიკაციების შემოწმების მიზნით ფარული ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება ხვდება პირადი ცხოვრების ფარგლებში. ამასთან, ამ დებულების გამოყენება ხდება სატელეფონო საუბრის შინაარსის მიუხედავად.

- საქმეში A v. France14 მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩაწერილი საუბრები, რომლებიც დაკავშირებული იყო მკვლელობის ჩადენასთან, არ ეხებოდა პირად ცხოვრებას. კომისიამ დაადგინა შემდეგი: ის ფაქტი, რომ საუბარი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, არ უკარგავდა მას პირად ხასიათს. სასამართლომაც მიიღო ეს არგუმენტი.

- საქმეში Halford v. the United Kingdom15 სატელეფონო საუბრები ჩაითვალა საქმიანად

ან პირადად, ვინაიდან ოფისის ტელეფონი იქნა გამოყენებული.

- ამის საპირისპიროდ, როდესაც განმცხადებელმა სამოქალაქო თვითმფრინავისათვის გამოიყენა რადიო არხი, შემოწმება არ ჩაითვალა პირად ცხოვრებაში ჩარევად, ვინაიდან საუბრების წარმოება განხორციელდა იმ ტალღის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სხვა მომხმარებლებისათვის და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლებოდა პირად კომუნიკაციად.16

სახელმწიფოს მხრიდან პირადი მონაცემების შეგროვება ეხება თუ არა პირად ცხოვრებას?

ინდივიდის თანხმობის გარეშე სახელმწიფოს თანამდებობის პირთა მხრიდან მასზე ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის ეხება პირის პირად ცხოვრებას და, შესაბამისად, ხვდება მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ფარგლებში. ასე მაგალითად:

- ოფიციალური აღწერა,17 რომელიც მოიცავს სავალდებულო კითხვებს სქესთან, ოჯახურ მდგომარეობასთან, დაბადების ადგილსა თუ სხვა სახის დეტალურ პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით;

- თითის ანაბეჭდების, ფოტოსურათისა და სხვა სახის პირადი ინფორმაციის ჩაწერა პოლიციის18 მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დოსიე საიდუმლოა;19

- სამედიცინო მონაცემების შეგროვება და სამედიცინო ჩანაწერების გაკეთება;20

- საგადასახადო ხელისუფლების მიერ პირადი ხასიათის დანახარებთან დაკავშირებული ინფორმაციის (და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინტიმური ხასიათის ინფორმაციის) გამოძალვა;21

- პირადობის დამადასტურებელი იმგვარი სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო, ასევე ჯანმრთელობასთან, სოციალურ უზრუნველყოფასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პირადი მონაცემების ხელმისაწვდომობა

არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს ჩანაწერებზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა შეეხოს პირად ცხოვრებას, რაც სასურველი ინფორმაციის სახეზეა დამოკიდებული. საქმეში Gaskin v. the United Kingdom22 სასამართლომ დაადგინა შემდეგი: გამომდინარე იქიდან, რომ განმცხადებელთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ეხებოდა მისი ბავშვობის, განვითარებისა და ისტორიის მეტად პირადულ ასპექტებს და, ამიტომაც, წარმოადგენდა “მის წარსულსა და აღზრდასთან დაკავშირებული ინფორმაციის პრინციპულ წყაროს,,, ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობამ წამოჭრა მე-8 მუხლთან დაკავშირებული საკითხები.

ეხება თუ არა სახელების/გვარების რეგულირება პირად ცხოვრებას?

თუმცა, მე-8 მუხლი არ მოიცავს რაიმე სახის კონკრეტულ მინიშნებას გვარებთან დაკავშირებით, ინდივიდის გვარი უდავოდ ეხება მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, გამომდინარე იქიდან, რომ იგი წამოადგენს ინდივიდთა პირადი იდენტიფიცირების საშუალებას. ის ფაქტი, რომ გვარების გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირით შესაძლოა არსებობდეს სახელმწიფო ინტერესი, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების ფარგლებიდან ამოვიღოთ პირის გვართან დაკავშირებული საკითხი.23 მსგავსი პრინციპები ეხება სახელებსაც, რაც ასევე დაკავშირებულია პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან, ვინაიდან ისინი წარმოადგენს მათსავე ოჯახებსა და საკრებულოებში პიროვნების დამადასტურებელ საშუალებას.24

პრესის შეჭრა ეხება თუ არა პირად ცხოვრებას?

პრესის მხრიდან განხორციელებული შეჭრის ან პირადი ცხოვრების მეტად ინტიმური, ცილისმწამებლურ საფუძველს მოკლებული დეტალების მედიის საშუალებით გამჟღავნების დაცვის არარსებობა ჯერ-ჯერობით სტრასბურგში არ გამხდარა მნიშვნელოვანი გასაჩივრების საგანი. ზოგიერთი განაცხადი, როგორიცაა ირლანდიის წინააღმდეგ მიმართული საქმე, რომელშიც განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ სახლის გარეთ ფოტოსურათების გადაღებით დაირღვა მისი პირადი ცხოვრების უფლება,25 აგრეთვე გრაფ სპენსერის მიერ წარმოდგენილი საქმე, რომელიც ეხებოდა პრესის მიერ მათი პირადი ცხოვრების გაშუქების ფარგლებს,26 დაუშვებლად გამოცხადდა არსებით განხილვაზე შიდასახელმწიფოებრივი მიმართვის საშუალებების არ ამოწურვის გამო. იმის განსაზღვრისას, პრესის მხრიდან განხორციელებული შეჭრის შედეგად უნდა წამოიჭრას თუ არა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები, ყურადღება უნდა მიექცეს პირის მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული საკითხის მოცულობას, პირადი ცხოვრების სფეროში შეჭრის ხასიათსა და ხარისხს და ეფექტიანი და ჯეროვანი ანაზღაურების მისაღებად შიდასახელმწიფოებრივი მიმართვის მრავალნაირი საშუალებების არსებობას.

სამართლებრივი კავშირების განსაზღვრა

მამობის დადგენასთან დაკავშირებული სამართალწარმოება

როგორც აღმოჩნდა, საკუთარ გოგონასთან მამის სამართლებრივ კავშირებთან დაკავშირებული განსაზღვრება ეხება პირად ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მამობის დადგენასთან დაკავშირებული სამართალწარმოება, რომლის განხორციელებაც მას სურდა, მიზნად ისახავდა კანონში არსებული ოჯახური კავშირების გაუქმებას.27 თუმცაღა, ხშირ შემთხვევაში, ამგვარი სამართლებრივი კავშირები წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას.

ტრანსსექსუალები

დადგენილ იქნა, რომ ტრანსსექსუალებისათვის, სქესის ხელახლა დაფიქსირების მიზნით, სახელისა და ოფიციალური დოკუმენტაციის შეცვლაზე უართან დაკავშირებული საკითხები, ეხება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჭრილში.28

ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობა

საქმეში X & Y v. the Netherlands29 სასამართლომ დაადგინა, რომ პირადი ცხოვრება არის კონცეფცია, რომელი მოიცავს პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას მისი სქესობრივი ცხოვრების ჩათვლით. ამ საქმეში, რომელიც ეხებოდა 16 წლის ფსიქიკურად დაავადებული გოგონას მიმართ სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალურ ძალადობას, შეუძლებელი იყო ამ მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალდების წაყენება ჰოლანდიის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო, რამაც წამოჭრა საკითხი მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჭრილში. სასამართლომ ნათელი მოჰფინა, რომ ერთი პირის მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა თავდასხმამ შეიძლება ხელყოს მეორე პირის პირადი ცხოვრება.

ფიზიკური ხელშეუხებლობის შეზღუდვა ეხება თუ არა პირად ცხოვრებას?

თუმცა პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის გარკვეულმა შეზღუდვებმა შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა, ყველა სახის ამგვარი ქმედება არ გამოიწვევს ხსნებულს. საქმე Costello-Roberts v. the United Kingdom30 ეხებოდა პატარა ბიჭუნას სხეულებრივი სასელის შესაბამისობის საკითხს მე-8 მუხლთან. ამ საქმეში სასამართლომ აღნიშნა:

განათლების დარგში გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლოა, გარკვეულ გარემოებებში ზიანი მიაყენოს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, მაგრამ არა ყველა ქმედება თუ ღონისძიება, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ნეგატიურად მოქმედებს პირის ფიზიკურ თუ მორალურ ხელშეუხებლობაზე, აუცილებლად იწვევს ამგვარ შეზღუდვას.31

თუმცაღა, ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა:

გათვალისწინებულ იქნა რა...კონვენციის დანიშნულება და მიზანი, და მხედველობაში იქნა რა მიღებული, რომ ბავშვის სკოლაში გაგზავნა აუცილებლად მოიცავს მისი პირადი ცხოვრების შეზღუდვის გარკვეულ ხარისხს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქმედება, რომელმაც განაპირობა განმცხადებლის საჩივარი, არ იწვევს ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის ნეგატიურ ზიანს, რათა ქმედება მოექცეს მე-8 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში.32

უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ მიიღო მხედველობაში სასჯელის შედარებით უმნიშვნელო ხასიათი და მისი გამოყენება სასკოლო გარემოში, რაც მის გადაწყვეტილებაშიც აისახა.

სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა ეხება თუ არა პირად ცხოვრებას?

სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა, რაც არ უნდა მცირე იყოს, ხვდება მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ფარგლებში. ასე მაგალითად:

- პატიმრებისათვის ნარკოტიკებზე შემოწმების მიზნით, მძღოლებისათვის სისტემაში ალკოჰოლზე შემოწმების მიზნით ან მამობის დადგენის პროცედურის დროს სისხლისა და შარდის ანალიზების გაკეთება;33

- სავალდებულო ვაქცინაცია, კბილების მკურნალობა, ტუბერკულიოზის ანალიზები ან ბავშვებისათვის რენტგენის გადაღება;34

საკვების სავალდებულო ადმინისტრირება.35

სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული უსაფრთხოების ზომები ეხება თუ არა პირად ცხოვრებას?

უამრავი ღონისძიება, რომლებსაც სახელმწიფო საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით აწესებს, როგორიცაა უსაფრთხოების ქამრების ან წარმოებაში დამცავი მოწყობილობების გამოყენების

სავალდებულო ხასიათი, ასევე ხვდება მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩარჩოებში, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული თითქმის ცალსახად იქნება გამართლებული მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში.

1.1.2 ახური ცხოვრება

ოჯახური ცხოვრების კონცეფციამ კონვენციის მოქმედების განმავლობაში ცვლილებები განიცადა და კვლავაც ვითარდება, თუ გავითვალისწინებთ სოციალურ და სამართლებრივ ცვლილებებს. ამგვარად, პირადი ცხოვრების კონცეფციის მსგავსად, სასამართლომ ოჯახური ცხოვრების განმარტებასთან მიმართებაში შეინარჩუნა მობილური მიდგომა, მხედველობაში მიიღო რა განსხვავებული მიდგომა საკუთრების ოჯახური განაწილების თანამედროვე საკითხებთან, განქორწინებებში მონაწილებასა და სამედიცინო მიღწევასთან. ამ დებულების თანახმად, ოჯახური ცხოვრება წარმოადგენს ცალსახად პირად სფეროს, სადაც იგი აღჭურვილია სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ჩარევისაგან დაცვის ფუნქციით. თუმცაღა, მე-8 მუხლი არ მოიცავს ოჯახური ცხოვრების შექმნის უფლებას, მაგალითად, ქორწინებით, ან გაგაჩნდეს ბავშვების ყოლის შესაძლებლობა.36

რას წარმოადგენს ახური ცხოვრება?

როგორც წესი, სასამართლო თითოეულ კონკრეტულ საქმეში არსებული ფაქტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ოჯახური ცხოვრების არსებობასთან დაკავშირებით, ხოლო ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, მხარეებს შორის ახლო პირადი კავშირების არსებობაში მდგომარეობს. თუმცაღა, სასამართლოს მიდგომა თითოეულ კონკრეტულ საქმეზე გულისხმობს, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმ ურთიერთობების ჩამოთვლა, რომლებიც წარმოადგენს ან არ წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. ამასთან, ურთიერთობათა მზარდი რაოდენობა ამჟამად სარგებლობს მე-8 მუხლის ავტომატური დაცვით.

ქორწინებაზე დაფუძნებული ახი

- მე-8 მუხლით დაცვა ყოველთვის ვრცელდება ქორწინებებზე, რომლებიც უნდა წარმოჩინდეს როგორც კანონიერი და ნამდვილი. ისეთ ქორწინებებს, რომლებსაც არ გააჩნია არსებითი მხარე ან მხოლოდ ფორმალურ სახელს ატარებს, როგორიცაა ფიქტიური ქორწინება, რომლის მიზანს წარმოადგენს იმიგრაციის წესების თავიდან აცილება ან მოქალაქეობის მიღება, შესაძლოა ასცდეს მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებს.

- მშობლების კანონიერ და ნამდვილ ქორწინებაში დაბადებული ბავშვი გახდება ურთიერთობის ipso jure ნაწილი ამ მომენტიდან და ბავშვის დაბადების ფაქტიდან გამომდინარე.37 აქედან გამომდინარე, ქორწინებაში მყოფი მშობლებისა და მათი შვილების ურთიერთობა ყოველთვის ხვდება მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ფარგლებში.

წარმოადგენს თუ არა ქორწინება ახური ცხოვრებით სარგებლობისათვის აუცილებელ პირობას?

- მე-8 მუხლი ავტომატურად ეხება დედასა და შვილს შორის არსებულ ურთიერთობას, მშობლის საქორწინო მდგომარეობის მიუხედავად.38 ამგვარი ურთიერთობა ყოველთვის მოითხოვს მე-8 მუხლით დაცვას.

- დაუქორწინებელი წყვილები, რომლებიც შვილებთან ერთად ცხოვრობენ, როგორც წესი, სარგებლობენ ოჯახური ცხოვრებით. ხსენებული დადგენილ იქნა Johnston -ის საქმეში,39 რომელშიც სასამართლო დარწმუნდა მათი ურთიერთობის სტაბილურ ხასიათსა და იმ ფაქტში, რომ ის ყველა დანარჩენში განუსხვავებელი იყო ქორწინებაზე დაფუძნებული ოჯახისაგან.

წარმოადგენს თუ არა თანაცხოვრება ახური ცხოვრებით სარგებლობისათვის აუცილებელ პირობას?

თანაცხოვრება არ წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების sine qua non (სავალდებულო პირობა), მშობლის ქორწინების მდგომარეობის მიუხედავად.40 ხსენებულიდან გამომდინარე ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ განქორწინების, ცოლქმრის ცალ-ცალკე ცხოვრებისა თუ შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ ისარგებლონ მე-8 მუხლის დაცვით.

შესაძლებელია თუ არა ახური ცხოვრების არსებობა თანაცხოვრების ან ქორწინების გარეშე?

საქმეში Boughanemi v. France41 სასამართლომ დაადგინა:

ახური ცხოვრების კონცეფცია, რომელზეც დაფუძნებულია მე-8 მუხლი, გულისხმობს, მიუხედავად თანაცხოვრების არარსებობისა, მშობელსა და შვილს შორის კავშირის არსებობას, მიუხედავად იმისა ეს უკანასკნელი კანონიერ ჩარჩოში დება თუ არა. თუმცაღა, ამ კავშირის შეწყეტა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომმა მოვლენებმა, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გამონაკლის შემთხვევებში.42

ამ პრინციპის გამოყენებისას განმცხადებლის ურთიერთობა ქორწინების გარეშე დაბადებულ ვაჟთან, რომელთანაც მას გააჩნდა მცირე კავშირი, ჩაითვალა ოჯახურ ცხოვრებად ამ დებულების გაგებით. არც მამის მხრიდან შვილის დაგვიანებული ცნობა, ბავშვის ფინანსური დახმარების აღმოუჩენლობა და არც ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მამამ, კონვენციის მხარე სახელმწიფოდან იმიგრაციისას, შვილი ნათესავებს მოსავლელად დაუტოვა, დადგინდა გამონაკლის შემთხვევებად.43 ის პრეზუმფცია, რომ მე-8 მუხლი ავტომატურად ეხება მშობლისა და შვილის ურთიერთობას, მათი ხასიათის მიუხედავად, გამოყენებულ იქნა Söderbäck-ის საქმეში,44 რომელიც შვილად აყვანას ეხებოდა. ამ საქმეში დადგინდა, რომ დაუქორწინებელი მამა და მისი ქალიშვილი სარგებლობდნენ ოჯახური ცხოვრებით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათი თანაცხოვრება და მუდმივი კონტაქტი სახეზე არ იყო.

გამოიყენება თუ არა მე-8 მუხლი იმ შემთხვევაში, როდესაც ახური ცხოვრების შექმნას საფრთხე ემუქრება?

იმ გარემოებებში, როდესაც ერთ-ერთმა მშობელმა ხელი შეუშალა ოჯახური კავშირების განვითარებას ბავშვთან მიმართებაში, ახური ცხოვრების პოტენციური შესაძლებლობა შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისად იმისათვის, რომ გამოიწვიოს მე-8 მუხლით დაცვა. ხსენებულმა ასახვა ჰპოვა საქმეში Keegan v. Ireland,45 რომელშიც განმცხადებლის ქალიშვილი წარდგენილ იქნა გასაშვილებლად ბავშვის დედის მიერ მამის თანხმობისა თუ ცოდნის გარეშე, რითაც მამას ჩამოერთვა საკუთარ ქალიშვილთან ახლო პირადი კავშირების დამყარების შესაძლებლობა. თუმცაღა, ბავშვის მშობლებს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით ისინი თანაცხოვრებას ეწეოდნენ, დაგეგმილი ჰქონდათ ორსულობა და აპირებდნენ დაქორწინებას - სასამართლომ დაადგინა, რომ მამასა და შვილს შორის არსებული პოტენციური ოჯახური ცხოვრება მეტყველებდა იმაზე, რომ მათი ურთიერთობა ხვდებოდა მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ ნანახი.

იარსებებს თუ არა ახური ცხოვრება სისხლისმიერი კავშირის გარეშე?

მაშინ როდესაც სასამართლო, იმის განსაზღვრისას არსებობს თუ არა ოჯახური ცხოვრება, ნათლად ახდენს აქცენტირებას სიტუაციის სოციალურ და არა ბიოლოგიურ რეალობაზე, მხოლოდ ერთხელ იქნა დადგენილი, რომ ახური ცხოვრება არსებობდა მათ შორის სისხლისმიერი კავშირის არარსებობის მიუხედავად. საქმეში X, Y & Z v. the United Kingdom46 სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსსექსუალს, რომელმაც მდედრობითი სქესი მამრობითით შეიცვალა, და მის ბავშვს, რომელიც დონორის მიერ ხელოვნური განაყოფიერების გზით (AID) დაიბადა, შორის ურთიერთობა წარმოადგენდა ოჯახურ ცხოვრებას. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მნიშვნელოვნად ჩათვალა შემდეგი: პირველ რიგში, რომ მათი ურთიერთობა ყველა დანარჩენში განუსხვავებელი იყო ტრადიციულ ოჯახში არსებულ ურთიერთობებთან მიმართებაში და მეორეც, რომ ტრანსსექსუალი AID-ის პროცესში მონაწილეობდა როგორც ბავშვის მამა.

მოცემულ ეტაპზე, სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული მსგავსი სქესის მქონე პირთა ურთიერთობების ოჯახური ცხოვრების ჩარჩოებში მოქცევა არ მოქცევის საკითხის ირგვლივ. საქმეში Kerkhoven v. the Netherlands კომისიამ არ მიიჩნია, რომ ორ ქალსა და ახალშობილს, რომელიც შეეძინა ერთ-ერთ ქალბატონს AID-ის დახმარებით, შორის არსებული სტაბილური ურთიერთობები წარმოადგენდა ოჯახურ ცხოვრებას.47 იმისდა მიუხედავად, რომ ისინი ერთობლივ ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდნენ და ბავშვთან მიმართებაში ინაწილებდნენ მშობლის მოვალეობებს, მათი განაცხადი, რომელიც სამართლებრივი ცნობის ფაქტთან იყო დაკავშირებული, მიეკუთვნა მხოლოდ და მხოლოდ პირად ცხოვრებას. როდესაც სასამართლო განიხილავს ამ საკითხს, იგი აუცილებლად აირჩევს მისდიოს თავისივე პრეცედენტს (X, Y & Z-ის საქმე), რაც იმას გულისხმობს, რომ ოჯახური ცხოვრება მოიცავს მსგავსი სქესის მქონე პირთა ურთიერთობებს, მიუხედავად სისხლისმიერი კავშირების არარსებობისა.

სისხლისმიერი კავშირის არსებობა თავისთავად საკმარისია თუ არა?

მაშინ როდესაც ბიოლოგიური კავშირის არარსებობა არ გამოიწვევს იმ ურთიერთობის გამორიცხვას, რომელიც დაკავშირებულია ოჯახურ ცხოვრებასთან, მარტო სისხლისმიერი და გენეტიკური კავშირი, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ამ მიზნისათვის. ამგვარად, სპერმის დონორსა და ბავშვის დაბადებას შორის ურთიერთობის არსებობა არ წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას მე-8 მუხლის ჭრილში, თუ არ იქნება სათანადო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ შორის სისხლისმიერ კავშირთან ერთად არსებობს ახლო პირადი ურთიერთობები.48

სხვა სახის როგორი ურთიერთობა წარმოადგენს ახურ ცხოვრებას?

სხვა ურთიერთობებთან დაკავშირებით, სასამართლო ოჯახური ცხოვრების არსებობას განსაზღვრავს თითოეულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებზე დაყრდნობით. რაც შეეხება ოჯახური და სხვა მსგავსი განაწილების უფრო ფართო თვალთახედვას, პრეცედენტული სამართალი არის შემდეგნაირი:

- ოჯახური ცხოვრება შეიძლება არსებობდეს ბავშვებსა და მათ ბებია-ბაბუებს შორის, ვინაიდან მათი როლი „ოჯახურ ცხოვრებაში უდავოდ მნიშვნელოვანია“.49

- დედმამიშვილები, ორივე, როგორც ბავშვები50 და როგორც სრულწლოვანები,51 ასევე

მოიაზრებიან ოჯახური ცხოვრების ფარგლებში.

- ურთიერთობა ბიძას ან დეიდასა და მათ ძმიშვილსა თუ დისშვილს შორის შესაძლოა მოხვდეს ოჯახური ცხოვრების მნიშვნელობის ჩარჩოებში, როდესაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულება მათ პირადი კავშირების შესახებ. შესაბამისად, საქმეში Boyle v. the United Kingdom52 ოჯახური ცხოვრების არსებობა დადგინდა ბიძასა და მის ძმისშვილს/დისშვილს შორის, იქედან გამომდინარე, რომ ბიჭი შაბათ-კვირას ბიძასთან ატარებდა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეაფასა როგორც „მამობრივი თვისებებით აღჭურვილ კარგ ადამიანად“.

- ოჯახური ცხოვრება შეიძლება არსებობდეს მშობლებსა და შვილებს შორის, რომელთა დაბადებაც დაკავშირებულია გარეშე ურთიერთობასთან, ან იმ შვილებთან, რომლებიც დაიბადნენ ქორწინებისგარეშე ან მეუღლის ღალატის შედეგად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვების მამობა აღიარებულ იქნა და მხარეებს აქვთ ახლო პირადი კავშირები.53

- ურთიერთობა მშვილებლებსა და ნაშვილებს შორის პრინციპში მოითხოვს მე-8 მუხლით გარანტირებულ დაცვას.54

- ბავშვსა და მის მშვილებლებს შორის კავშირები წარმოადგენს თუ არა ოჯახურ ცხოვრებას, დამოკიდებულია საქმეში არსებულ ფაქტებზე, კერძოდ კი, ბავშვის ახლო პირად კავშირებზე მის ბიოლოგიურ მშობლებთან, და დროის ხანგრძლივობაზე, რაც მან მზრუნველობით ოჯახში გაატარა.55 რაც უფრო ხანგრძლივია სახელმწიფო მზრუნველობის ზომები, მით უფრო მეტია ოჯახური კავშირების დადგების ალბათობა.

ექვემდებარება თუ არა ახური ცხოვრება დასასრულს?

შეიქმნა რა, ახური ცხოვრების დასასრულს არ იწვევს განქორწინება56, ან ის ფაქტი, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.57 არც იმ შემთხვევაში ხდება ოჯახური ცხოვრების დანგრევა, როდესაც გადაწყვეტილება არის მიღებული ბავშვის მზრუნველობის ქვეშ გადაცემაზე.58 მიუხედავად იმისა, რომ შემდგომმა მოვლენებმა, როგორიცაა შვილად აყვანა59 ან გაძევება,60 შეიძლება გამოიწვიოს ოჯახური კავშირის შეწყვეტა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.61

1.1.3. საცხოვრებელი

საცხოვრებლის მნიშვნელობა

ზოგადად, მე-8 მუხლის მნიშვნელობისათვის, საცხოვრებელი წარმოადგენს ადგილს, სადაც პირი ცხოვრობს მუდმივად და ამიტომაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ ყველა საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდეს საცხოვრებელს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით. დასასვენებელი სახლები და სამსახურებრივი აგარაკები ან სხვა სახის დროებითი გრძელვადიანი საცხოვრებელი შესაძლოა წარმოადგენდეს გამონაკლისს.

მესაკუთრეობა საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ წარმოადგენდეს საცხოვრებელს?

საქმეში Gillow v. the United Kingdom62 სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებს, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნდათ, მაგრამ არ ცხოვრობდნენ სახლში 19 წლის განმავლობაში, უეჭველად შეეძლოთ სახლისთვის საცხოვრებელი ეწოდებინათ მე-8 მუხლის გაგებით. ხსენებულს ადგილი ჰქონდა იმის გამო, რომ მათი ხანგრძლივი არყოფნის მიუხედავად, მათ ყოველთვის ჰქონდათ დაბრუნების განზრახვა და შეინარჩუნეს საკმარისი განგრძობადი კავშირები ქონებასთან, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩათვლილიყო საცხოვრებლად.

საწარმოს შენობა წარმოადგენს თუ არა საცხოვრებელს?

1992 წელს სასამართლომ მოახდინა საცხოვრებლის მნიშვნელობის გაფართოება, რამაც მოიცვა საწარმოს ზოგიერთი შენობა იმ კონტექსტში, რომ გამართლებული შეიქმნა ამგვარი შენობების ჩხრეკა მე-8 მუხლის ჭრილში. საქმეში Niemietz v. Germany63 სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, გარკვეული პროფესიის მქონე პირის ოფისს. იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიასა თუ ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა წარმოებდეს პირის პირად რეზიდენციიდან და საქმიანობები, რომლებიც მეტ-ნაკლებად კავშირშია, შეიძლება განხორციელდეს ოფისში ან კომერციულ შენობებში, ზუსტი განსაზღვრებების გაკეთება ყოველთვის არ ხერხდება. ამ გარემოებებში საწარმოს შენობებს ეკუთვნის მე-8 მუხლით დაცვა.

1.1.4. მიმოწერა

პირის მიმოწერის დაცვის უფლება წარმოადგენს სხვა პირებთან განუწყვეტელი და ცენზურის გარეშე წარმოებული კომუნიკაციის უფლებას.

რას წარმოადგენს მიმოწერა?

მაშინ როდესაც მიმოწერის მნიშვნელობა ნათლად მოიცავს ნივთებს, რომლებიც გადაადგილდება ფოსტის საშუალებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კონცეფცია ასევე მოიცავს სატელეფონო კომუნიკაციებსა64 და ტელექსით გადაცემულ შეტყობინებებს.65 იმის გათვალისწინებით, რომ ამ გზით უკვე მოვახდინეთ საცხოვრებლის პირდაპირი მნიშვნელობის გადმოცემა, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მოგვეხდინა ამ კონცეფციის იმგვარი ინტეპრეტაცია, რომ მისდიოს ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებმაც შესაძლოა დანერგოს კომუნიკაციის ახალი მეთოდები, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მე-8 მუხლის დაცვის ფარგლებში. თუმცაღა, დაცვის შესაბამისი დონე შეიძლება განსხვავდებოდეს კომუნიკაციის ტიპის მიხედვით, მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდია გამოყენებული.

არის თუ არა კომუნიკაციის შინაარსი მნიშვნელოვანი?

მე-8 მუხლის დაცვა გვთავაზობს მასთან დაკავშირებული კომუნიკაციის საშუალებებს ან მეთოდს და არა მის შინაარსს. შესაბამისად, სახელმწიფოს არ შეუძლია წარმოადგინოს არგუმენტი, რომ, მაგალითად, დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრები სცდება მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ფარგლებს.66 საქმეში Halford v. the United Kingdom 67 საქმიანი თუ პირადი სატელეფონო საუბრები, ჩაითვალა რომ ხვდებოდა ფარგლებში, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი ტელეფონის გამოყენებას.

აქვს თუ არა გამგზავნის ან ადრესატის პიროვნებას არსებითი მნიშვნელობა?

კორესპოდენციის გამგზავნის ან ადრესატის პიროვნება მხედველობაშია მისაღები იმის განსაზღვრისას, თუ რას მოითხოვს მე-8 მუხლი. ასე მაგალითად, სასამართლომ ნათლად განსაზღვრა, რომ იურისტებსა და მათ კლიენტებს, განსაკუთრებით კი დაპატიმრებულ პირებს შორის არსებული წერილები და სხვა სახის მიმოწერა სარგებლობს დაცვის მაღალი ხარისხით.

____________________

1. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, სერია 160.

2. Klass v. Germany, 1993 წლის 22 სექტემბრის განაჩენი, სერია A № 269, 41-ე პუნქტი.

3. Costello-Roberts v. the United Kingdom,1993 წლის 25 მარტის განაჩენი, 36-ე პუნქტი.

4. Niemietz v. Germany, 1992 წლის 16 დეკემბრის განაჩენი.

5.განაცხადი №8257/78, 1978 წლის 10 ივლისი, 13DR (გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები) 248.

6. განაცხადი №15817/89, 1990 წლის 1 ოქტომბერი, 66 DR 251.

7. განაცხადი №15666/89, Kerkhonev v. the Netherlands, 1992 წლის 19 მაისი, არ არის გამოქვეყნებული.

8. განაცხადი № 6825/75, 1976 წლის 4 მარტი, 5 DR 86.

9. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

10. Laskey, Jaggard & Brown v. the United Kingdom, 1997 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

11. განაცხადი № 8317/78, McFeeley & Ors v. the United Kingdom, 1980 წლის 15 მაისი, 20 DR 44.

12. იხ. წინამდებარე გზამკვლევის ქვემორე ნაწილი იმიგრაციასთან დაკავშირებით.

13. Niemietz v. Germany, 1992 წლის 16 დეკემბრის განაჩენი.

14. A v. France, 1993 წლის 23 ნოემბრის განაჩენი.

15. Halford v. the United Kingdom, 1997 წლის 25 ივნისის განაჩენი.

16. განაცხადი № 21353/93, 1985 წლის 27 თებერვალი.

17. განაცხადი № 9072/82, X v. the United Kingdom, 1982 წლის 6 ოქტომბერი, 30 DR 229.

18. Murray v. the United Kingdom, 1994 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, სერია A №300-A.

19. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი, სერია A №116.

20. განაცხადი №14661/81, 1991 წლის 9 ივლისი, 71 DR 141.

21. განაცხადი №9804/82, 1982 წლის 7 დეკემბერი, 31 DR 231.

22. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, 89-ე პუნქტი.

23. Stjerna v. Finland, 1994 წლის 25 ნოემბრის განაჩენი, სერია A № 299-B.

24. Guillot v. France, 1996 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, RJD 1996-V, №19.

25. განაცხადი №18760/91, ... v. Ireland, 1993 წლის 1 დეკემბერი.

26. განაცხადები №28851/95 და № 28852/95, Spencer v. the United Kingdom, 1998 წლის 16 იანვარი.

27. Rasmussen v. Denmark, 1984 წლის 25 ნოემბრის განაჩენი, სერია A № 87.

28. B v. France, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი, მართლომ აღნიშნა: სერია A № 232-C.

29. X & Y v. the Netherlands, 1985 წლის 26 მარტის განაჩენი, 22-ე პუნქტი.

30. Costello-Roberts v. the United Kingdom, 1993 წლის 25 მარტის განაჩენი.

31. Costello-Roberts v. the United Kingdom, 1993 წლის 25 მარტის განაჩენი, 36-ე პუნქტი.

32. Costello-Roberts v. the United Kingdom, 1993 წლის 25 მარტის განაჩენი, 36-ე პუნქტი.

33. განაცხადი №8278/78, 1979 წლის 13 დეკემბერი, 18 DR 154 (სისხლის ანალიზი); განაცხადი № 21132/93, Peters v. the Netherlands, 1994 წლის 6 აპრილი 77-A DR 75 (შარდის ანალიზი).

34. განაცხადი №10435/83, 1978 წლის 12 ივლისი, 14 DR 31.

35. Herczegfalvy v. the Austria, 1992 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.

36. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი უზრუნველყოფს დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლებას.

37. Berrehab v. the Netherlands, 1988 წლის 21 ივნისის განაჩენი.

38. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი.

39. Johnston v. Ireland, 1986 წლის 18 დეკემბრის განაჩენი.

40. მაგალითისათვის იხ. Berrehab v. the Netherlands, 1988 წლის 21 ივნისის განაჩენი (განქორწინებაში მყოფი მამა) და Kroon and Ors - ის საქმე, 1994 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი (დაუქორწინებელი).

41. Boughanemi v. France, 1996 წლის 24 აპრილის განაჩენი.

42. Boughanemi v. France, 1996 წლის 24 აპრილის განაჩენი, 35-ე პუნქტი.

43. იხ. საქმე C v. Belgium, 1996 წლის 7 აგვისტოს განაჩენი და Ahmut v. the Netherlands, 1996 წლის 28 ნოემბერის განაჩენი.

44. იხ. Söderbäck v. Sweden, 1998 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი.

45. Keegan v. Ireland, 1994 წლის 26 მაისის განაჩენი.

46. X, Y & v. the United Kingdom, 1997 წლის 22 აპრილის განაჩენი.

47. განაცხადი №15666/89, Kerkhoven, Hinke & Hinke v. the Netherlands, 1992 წლის 19 მაისი, არ არის გამოქვეყნებული.

48. განაცხადი № 16944/90, G v. the Netherlands, 1993 წლის 8 თებერვალი, 16 EHRR 38.

49. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი, 45-ე პუნქტი.

50. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი.

51. Boughanemi v. France, 1996 წლის 24 აპრილის განაჩენი.

52. განაცხადი №16580/90, Boyle v. the United Kingdom, კომისიის მოხსენება, 1993 წლის 9 თებერვალი.

53. განაცხადი №11418/85, Jolie & Lebrun v. Belgium, 1986 წლის 14 მაისი, DR 47, გვ.243.

54. განაცხადი №9993/82, X v. France, 1982 წლის 5 ოქტომბერი, DR 31, გვ. 241, 5 EHRR 302; Söderbäck v. Sweden, 1998 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი.

55. განაცხადი №8257/78, X v. Switzerland, 1978 წლის 10 ივლისი, DR 13, გვ. 248.

56. განაცხადი №8427/78, Hendriks v. the Netherlands, კომისიის მოხსენება, 1982 წლის 8 მარტი, DR 29, გვ. 5, 5 EHRR 223.

57. Berrehab v. the Netherlands,1988 წლის 21 ივნისის განაჩენი.

58. Andersson v. Sweden, 1992 წლის 25 თებერვლის განაჩენი, 72-ე პუნქტი.

59. განაცხადი № 7626/76, X v. the United Kingdom, 1977 წლის 11 ივლისი, DR 11, გვ. 160.

60. განაცხადი №14830/89, Yousef v. the United Kingdom, კომისიის მოხსენება, 1992 წლის 30 ივნისი, 43-ე პუნქტი.

61. Boughanemi v. France, 1996 წლის 24 აპრილის განაჩენი.

62. Gillow v. the United Kingdom, 1986 წლის 24 ნოემბრის განაჩენი, 46-ე პუნქტი.

63. Gillow v. the United Kingdom, 1986 წლის 24 ნოემბრის განაჩენი, 46-ე პუნქტი.

64. Klass v. Germany, 1978 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, 41-ე პუნქტი.

65. განაცხადი №21482/93, Campbell Christie v. the United Kingdom, 1994 წლის 27 ივნისი, DR 78, გვ. 119.

66. A v. France, 1993 წლის 23 ნოემბერის განაჩენი.

67. Halford v. the United Kingdom, 1997 წლის 25 ივნისი.

3.2 1.2. ეკისრება თუ არა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, პატივი სცეს მე-8 მუხლით გაცხადებულ უფლებას და შესრულდა თუ არა იგი?

▲ზევით დაბრუნება


ვინაიდან მე-8 მუხლის არსებით მიზანს წარმოადგენს “საჯარო ხელისუფლების მხრიდან უკანონო ქმედებისაგან ინდივიდის დაცვა,,, სასამართლომ დაადგინა, რომ დამატებით შეიძლება არსებობდეს განუყოფელი პოზიტიური ვალდებულებები იმ ღირებულებების ეფექტიანი პატივისცემისათვის, რომლებსაც იგი შეიცავს.1 ხსენებულიდან გამომდინარე, პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და მიმოწერაში უკანონოდ ჩაურევლობის ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად, სახელმწიფოს ასევე შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, განახორციელოს პოზიტიური ქმედებები ამ დებულებაში ჩამოყალიბებული პირადი ინტერესების ფართო დიაპაზონის პატივისცემის მიზნით. მე-8 მუხლის ინტეპრეტაციის საფუძველს წარმოადგენს მუხლში აღნიშნული მითითება ინდივიდის უფლებაზე პატივი სცენ მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას, რამაც ნება დართო სასამართლოს გასცდომოდა სახელმწიფოების მარტივ ვალდებულებას, რომელიც მხოლოდ გულისხმობდა სახელმწიფოების მხრიდან უფლებაში ჩაურევლობას. საქმეში X & Y v. the Netherlands2 სასამართლომ დაადგინა, რომ

[მე-8 მუხლი] არა მხოლოდ ავალდებულებს სახელმწიფოს, თავი შეიკავოს შეზღუდვისაგან: ამ ძირითად ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად, შეიძლება არსებობდეს პოზიტიური პირადი და ახური ცხოვრების ეფექტიანი პატივისცემის ვალდებულება. ... ასეთმა ვალდებულებამ შეიძლება საჭირო გახადოს ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, თუნდაც ინდივიდებს შორის ურთიერთობათა სფეროში.

ხსენებულიდან გამომდინარე, გარკვეულ გარემოებებში კონვენცია მოითხოვს სახელმწიფოსაგან, რათა ამ უკანასკნელმა გადადგას ნაბიჯები ინდივიდუალური პირებისათვის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. კონვენციამ ასევე შეიძლება მოსთხოვოს სახელმწიფოებს დაიცვას პირები სხვა კერძო ინდივიდების ქმედებებისგან, რომლებიც ახდენენ ამ პირების უფლებების ეფექტიანი სარგებლობის შეზღუდვას.

რა დროს ხდება პოზიტიური ვალდებულების გამოყენება?

უნდა აღინიშნოს, რომ სირთულესთან არის დაკავშირებული იმ გარემოებების გამოვლენა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მე-8 მუხლი მოითხოვს პოზიტიურ ქმედებებს. სასამართლომ დაადგინა, რომ „პატივისცემის“ ცნება არ წარმოადგენს ნათლად განსაზღვრულს და, იმის გათვალისწინებით, რომ მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში პირობები და გარემოებები სხვადასხვაგვარია, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფისათვის არსებული მოთხოვნა საგრძნობლად განსხვავდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომაც აღიარებულია, რომ შეფასების ფართო ზღვარი სახელმწიფოებს უფლებამოსილებას ანიჭებს, რათა თავად გადაწყვიტონ, თუ რა სახის „პატივისცემა“ მოითხოვება კონკრეტული განაცხადის გარემოებებისას. სასამართლოს თანახმად, სახელმწიფომ, იმის განსაზღვრისას, არსებობს თუ არა პოზიტიური ვალდებულება, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ საკითხს, დადგენილი იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და ინდივიდის ინტერესებს შორის. დაცული უფლების შინაარსის განსაზღვრისას, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მიზნები შეიძლება რელევანტური იყოს და ტესტებიც განსხვავებულია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სადაც აუცილებელია ბალანსის დადგენა უკვე დაფუძნებულ უფლებასა და თანაფარდობის ინტერესებს შორის, რომლის დაცვასაც მიზნად ისახავს სახელმწიფო. ხშირ შემთხვევაში განსხვავება პოზიტიური ვალდებულებების განხორციელებისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში საქმის ნორმალური გზით განხილვას შორის ნათელი გახდება საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით და არა დასკვნით.3 პრაქტიკული თვალსაზრისით, ზოგადად საზოგადოების ინტერესები გადაწონის ბალანსის მხრივ ინდივიდუალურ ინტერესებს და ინდივიდუალურ პირს გარკვეული ტვირთს აკისრებს, რათა მან დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი ნათლად აღემატება საზოგადოებრივ ინტერესებს. ასე მაგალითად, პრეცედენტული სამართალი მიუთითებს, რომ, როდესაც საქმე გვაქვს მნიშვნელოვან ინდივიდუალურ უფლებასთან და განმცხადებელი აწყდება დიდ არახელსაყრელ მდგომარეობას, პოზიტიური ვალდებულება შესაძლოა წამოიჭრას. მეორეს მხრივ, როდესაც ეს არახელსაყრელი მდგომარეობა არცთუ ისე დიდია ან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესთან გვაქვს საქმე, მაშინ ხსენებული ნაკლებად მოსალოდნელია.

მაგალითად, საქმეში Marckx v. Belgium სასამართლომ დაადგინა, რომ დაუქორწინებელ დედასა და მის შვილს შორის არსებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებდა, რაც ბავშვის დაბადების მომენტიდან მისი ოჯახში ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის ზომების მიღებას გულისხმობდა.4 ამ საქმეში არახელსაყრელი მდგომარეობა, რომელსაც განიცდიდნენ გაუთხოვარი დედა და მისი ქალიშვილი, უფრო დიდი იყო, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესი, რაც მისი მხრიდან ქორწინებაზე დაფუძნებული ოჯახის დაცვაში მდგომარეობდა. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ შეფასების ზღვარი, რომლითაც სახელმწიფო სარგებლობს, იყო ვიწრო იმ ფაქტის გამო, რომ მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებული სამართლებრივი და სოციალური პირობები ასახავდა დაუქორწინებელი დედებისა და მათი შვილების უთანასწორო მოპყრობის აღმოფხვრისკენ ზოგად მიმართულებას. ხსენებულზე ასახვა ჰპოვა ქორწინებისგარეშე დაბადებული ბავშვების სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენციის მიღებამ.5 ოჯახური ცხოვრების პატივისცემის პოზიტიური ვალდებულებისათვის აუცილებელი აღმოჩნდა ბავშვის მის ოჯახში ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღება.

თუმცაღა, სასამართლომ გამოიტანა განსხვავებული გადაწყვეტილება საქმეში X, Y & Z v. the United Kingdom. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ამ სფეროში საერთო მიდგომის არარსებობა გულისხმობდა, რომ სახელმწიფო შესაბამისი მხარეების - დონორის მიერ ხელოვნური განაყოფიერების გზით (AID) დაბადებული ბავშვი და მისი ტრანსსექსუალი მამა - ოჯახური ცხოვრების პატივისცემის გამოვლინებისას აღჭურვილი იყო შეფასების ფართო ზღვრით. შედეგად, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის პოზიტიური ვალდებულების შინაარსი განსხვავდებოდა Marckx-ის საქმეში არსებულისგან და მე-8 მუხლის დასაკმაყოფილებლად მისი შესრულების მიზნით ნაკლებ ქმედებას საჭიროებდა. უფრო კონკრეტულად, სასამართლომ უარყო, რომ მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემა სახელმწიფოსაგან ბავშვის დაბადების მოწმობაში ტრანსსექსუალის, როგორც ბავშვის მამის, გვარის დაფიქსირებას მოითხოვდა.6 თუმცაღა, დადგინდა, რომ AID-ით დაბადებული ბავშვის მამობის ცნობა ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ინტერესებს და არც აუცილებელი იყო ბავშვის კეთილდღეობისათვის.

____________________

1. Kroon v. the Netherlands, 1994 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი, 31-ე პუნქტი.

2. X & Y v. the Netherlands, 1985 წლის 26 მარტის განაჩენი.

3. მაგალითისთვის იხ. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, 42-ე პუნქტი.

4. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი.

5. ევროპული ხელშეკრულებების სერია (ETS) № 85.

6. X, Y & Z-ის საქმეზე 1985 წლის 26 მარტს გამოტანილი განაჩენი.

4 მე-8 მუხლის ტესტის მე-2 საფეხური

▲ზევით დაბრუნება


4.1 2.1. ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლის შეზღუდვას?

▲ზევით დაბრუნება


ერთხელ დაადგენს რა, რომ დავა ეხება პირად ან ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელს ან მიმოწერას, სასამართლო საჩივარს არსებითად განიხილავს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:

დაუშვებელია საარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად,.

რა წარმოადგენს შეზღუდვას?

ერთხელ დადგინდება რა, რომ დავა ეხება მე-8 მუხლს, ტესტის შემდგომ საფეხურს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, გასაჩივრებული ღონისძიება ზღუდავს თუ არა ამ უფლებას. ასე მაგალითად:

- მშობლებისთვის შვილების ჩამორთმევა და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მათი დაქვემდებარება;1

- პატიმართა მიმოწერის შეჩერება;2

- პირის სახლის ჩხრეკა;3

- პოლიციის გასაიდუმლოებელ დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და შენახვა.4

რა უნდა დაამტკიცოს განმცხადებელმა?

შეზღუდვის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს. ასე მაგალითად, საქმეში Campbell v. the United Kingdom5 მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრის საჩივარი, რომელშიც განმცხადებელი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ რომელიმე კონკრეტული წერილი გახსნილი იყო. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა შეზღუდვას კონვენციის მიზნებისათვის, ვინაიდან არსებული ციხის რეჟიმი იძლეოდა წერილების გახნისა და წაკითხვის საშუალებას, პირობა, რომელზეც სპეციალურად იქნა გამახვილებული განმცხადებლისა და მისი ადვოკატის ყურადღება. ასეთ გარემოებებში განმცხადებელს შეეძლო თავი გამოეცხადებინა მე-8 მუხლის ჭრილში მისი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვის მსხვერპლად. ამრიგად, როდესაც განმცხადებელი ვერ ახერხებს მატერიალური ზიანის ნათლად დადგენას, რაც თავისთავად წარმოადგენს ჩარევას, საკმარისი იქნება, თუ განმცხადებელი მოახდენს იმის შესაძლებლობის დემონსტირებას, რომ უფლებაში ჩარევას ჰქონდა ადგილი.

კანონმდებლობის არსებობა არის თუ არა საკმარისი?

საქმეში Dudgeon v. the United Kingdom6 განმცხადებელი ასაჩივრებდა, რომ კანონმდებლობა, რომელიც ახდენდა ჰომოსექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზაციას, არამართლზომიერად ზღუდავდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას მე-8 მუხლის ჭრილში. ვინაიდან სრულწლოვანი მამაკაცების წინააღმდეგ გამოძიების აღძრას კანონმდებლობის თანახმად არ ჰქონდა ადგილი გარკვეული დროის განმავლობაში და სამართალდარღვევასთან დაკავშირებით განმცხადებლისთვის მსჯავრი არ დაუდიათ ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უწარმოებიათ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება შეზღუდულ იქნა კანონმდებლობის არსებობის გამო. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ იმის საშიშროება, რომ ასეთ ქმედებას შეიძლება ადგილი ჰქონოდა, არც ილუზიური იყო და არც თეორიული და ამიტომაც განმცხადებლის პირადი გარემოებების გათვალისწინებით ამ კანონმდებლობის არსებობა პირდაპირ ეხებოდა მის პირად ცხოვრებას.

საიდუმლო თვალთვალის შესახებ კანონმდებლობის არსებობა როდის შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისად პირად ცხოვრებაში ჩასარევად?

ხელისუფლების ორგანოების განზრახვის თანახმად, საიდუმლო თვალთვალის მრავალი სუბიექტი არ არის გათვითცნობიერებული ჩარევასთან დაკავშირებით. ზოგიერთი შეიძლება დაეჭვდეს ამის შესახებ, მაგრამ არ გააჩნდეს საკმარისი მტკიცებულება. განმცხადებლის სირთულეს დაამტკიცოს, რომ მისი კომუნიკაციები შემოწმებულ იქნა, შეიძლება მიჰყავდეს იგი საჩივრამდე, რომ კანონმდებლობის არსებობა ზღუდავს მის პირად ცხოვრებასა და მიმოწერას მე-8 მუხლის ჭრილში. ეს საჩივარი წარმატებას მიაღწევს მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში.

- საქმეში Klass v. Germany7 სასამართლომ დაადგინა, რომ ინდივიდს შეუძლია გაასაჩივროს, რომ იგი აღმოჩნდა საიდუმლო ღონისძიებების არსებობით ან საიდუმლო ღონისძიებების დამშვები კანონმდებლობით გამოწვეული დარღვევის მსხვერპლი, იმის მტკიცების გარეშე, რომ ასეთი ღონისძიებები ფაქტობრივად მის მიმართ იქნა გამოყენებული. თუმცაღა, სასამართლომ ნათლად აღნიშნა, რომ ხსენებულს ადგილი ექნება მხოლოდ გარკვეული პირობების თანახმად. შესაბამისი პირობები თითოეულ კონკრეტულ საქმეში უნდა განისაზღვროს კონვენციით განმტკიცებული უფლების თანახმად, რომელიც სავარაუდოდ დარღვეულ იქნა, გამიზნული ღონისძიებების საიდუმლო ხასიათითა და განმცხადებელსა და ხსენებულ ღონისძიებებს შორის არსებული კავშირით.

- საქმეში Malone v. the United Kingdom8 სასამართლოს წინაშე იყო დავა იმასთან დაკავშირებით, განხორციელდა თუ არა განმცხადებლის სატელეფონო საუბრების მოსმენა ელექტრონული ხელსაწყოს დახმარებით. მთავრობამ არ უარყო, რომ ერთი სატელეფონო საუბარი შემოწმებულ იქნა პოლიციის მიერ, მაგრამ უარი განაცხადა ზედმიწევნით გაემჟღავნებინა, მოსმენის განხორციელების შემთხვევაში, თუ რა მოცულობით იქნა განხორციელებული მისი სატელეფონო ზარებისა და ფოსტის სხვაგვარი შემოწმება. თუმცაღა, სასამართლომ აღნიშნა, რომ

როგორც მოპარული ნივთების მიღებაში ეჭვმიტანილი, იგი იყო იმ პირთა კატეგორიის წარმომადგენელი, რომელთა წინააღმდეგაც საფოსტო და სატელეფონო შემოწმების მიზნით ღონისძიებები ხორციელდებოდა.9

შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ იმ კანონებისა და პრაქტიკის არსებობა, რომლებიც ნებას რთავს და აფუძნებს კომუნიკაციების საიდუმლო თვალთვალის განხორციელების სისტემას, წარმოადგენდა მე-8 მუხლის ჭრილში განმცხადებლის უფლებების შეზღუდვას, „გარდა მის წინააღმდეგ ფაქტობრივად განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიებისა“.

____________________

1. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი.

2. Campbell & Fell v. the United Kingdom, 1984 წლის 28 ივნისის განაჩენი.

3. Chappell v. the United Kingdom, 1989 წლის 30 მარტის განაჩენი.

4. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი.

5. Campbell v. the United Kingdom, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი.

6. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

7. Klass v. Germany, 1978 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, 34-ე პუნქტი.

8. Malone v. the United Kingdom, 1984 წლის 2 აგვისტოს განაჩენი.

9. Malone v. the United Kingdom, 1984 წლის 2 აგვისტოს განაჩენი, 64-ე პუნქტი.

4.2 2.2 ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლის შეზღუდვას?

▲ზევით დაბრუნება


2.2.1. განხორციელდა თუ არა კანონის შესაბამისად?

2.2.2. ემსახურება თუ არა კანონიერ მიზანს?

2.2.3. აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში?

იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს კონვენციასთან შესაბამისად, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმს. კერძოდ კი, შეზღუდვა განხორციელებული უნდა იყოს კანონის შესაბამისად, ემსახურებოდეს მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ ერთ-ერთ კანონიერ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ან პროპორციული დასახულ მიზანთან.

2.2.1. შეზღუდვა განხორციელდა თუ არა კანონის შესაბამისად?

ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს მე-8 მუხლის შეზღუდვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაბამისი ამ დებულებასთან, როდესაც განხორციელებულია კანონის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული ღონისძიება არ აკმაყოფილებს კანონიერების ხსენებულ მოთხოვნას, მაშინ იგი გამოიწვევს მე-8 მუხლის დარღვევასა და საქმის იქვე დასრულებას. კანონმდებლობის გარკვეული სფეროები განსაკუთრებით უსუსური ჩანს ამ საკითხთან მიმართებაში, საიდუმლო თვალთვალის, ბავშვის დაცვისა და პატიმართა მიმოწერის შემოწმების შესახებ კანონმდებლობის ჩათვლით.

რა არის ტერმინის - „კანონის შესაბამისად“ - მნიშვნელობა?

იმისათვის, რომ ჩაითვალოს ,,კანონის შესაბამისად“, გასაჩივრებულ შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისი კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების მხრიდან თვითნებობისაგან დაცვის მექანიზმს.

შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი

ღონისძიებები პრობლემატური იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ არის ნებადართული კანონის მიერ და სანაცვლოდ რეგულირდება ადმინისტრაციული პრაქტიკით, ან სხვა არასავალდებულო ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპით. ადმინისტრაციული პრაქტიკა, თუმცა კარგად დამკვიდრებული, მაინც არ უზრუნველყოფს „კანონით“ მოთხოვნილ გარანტიას.

- საქმეში Malone v. the United Kingdom1 სასამართლომ განიხილა საკითხი, სატელეფონო საუბრების შემოწმების უფლებამოსილებას გააჩნდა თუ არა კანონიერი საფუძველი. იმ დროისათვის სატელეფონო მოსმენებს არეგულირებდა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომლის დეტალები არ იყო გამოქვეყნებული, და არ არსებობდა კონკრეტული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა საკმარისი სიზუსტე გამოყენების სფეროსთან ან მოქმედების ხასიათთან დაკავშირებით, რომელშიც ხელისუფლების ორგანოების დისკრეცია საიდუმლოდ მოუსმინონ სატელეფონო საუბრებს იყო განხორციელებული: გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა, შესაძლებელი იყო მისი შეცვლა ნებისმიერ დროს და წარმოადგენდა მე-8 მუხლის დარღვევას.

- შედარებით ახალ საქმეში Khan v. the United Kingdo,2 სასამართლომ დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ფარული მოსასმენი ხელსაწყოს გამოყენება არ იყო განხორციელებული კანონის შესაბამისად მე-8 მუხლის მნიშვნელობით, ვინაიდან არ არსებობდა საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ამგვარი ხელსაწყოების გამოყენებას დაარეგულირებდა, რაც რეგულირდებოდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) სახელმძღვანელო პრინციპებით, რომლებიც არც სამართლებრივად სავალდებულო ხასიათს ატარებდა და არც საზოგადოების მხრიდან პირდაპირ ხელმისაწვდომი იყო.

განჭვრეტადობის მოთხოვნა

მე-8 მუხლის კანონიერების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შესაბამისი კანონის ხარისხი იმგვარი უნდა იყოს, რომ ხელმისაწვდომს წარმოადგენდეს შესაბამისი პირებისათვის, და ფორმულირებული იყოს საკმარისი სიზუსტით, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას - საჭიროებისამებრ, შესაბამისი დახმარებით - განჭვრიტონ, შექმნილი გარემოებებისათვის გონივრულ ფარგლებში, ის შედეგები, რომლებიც ასეთ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს.3 ხსენებული ცნობილია როგორც განჭვრეტადობის მოთხოვნა და გულისხმობს შემდეგს: ის კანონი, რომელიც ანიჭებს დისკრეციას თავის მხრივ არ მოდის შეუსაბამობაში მე-8 მუხლთან მანამ, სანამ დისკრეციის სფერო და მისი განხორციელების ხასიათი მითითებულია საკმარისი სიზუსტით, თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ ინდივიდისთვის ადეკვატური დაცვის მიცემის მიზნით.4 დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან დისკრეციის განხორციელებამ შესაძლოა დააკმაყოფილოს მე-8 მუხლის მოთხოვნები, სადაც ის ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

აშკარაა, რომ კანონის ზოგიერთი სფერო მოითხოვს სხვებთან შედარებით უფრო დიდ დისკრეციას, რომლითაც საჯარო ხელისუფლების ორგანოები უნდა იქნენ აღჭურვილი და ამ კანონების შესაბამისობა მე-8 მუხლთან განხილულია ევროპული სასამართლოს მიერ.

ბავშვის დამცავი კანონი

საქმეში Olsson v. Sweden5 განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ შესაბამისი კანონმდებლობა არ ადგენდა საზღვრებს იმ დისკრეციასთან მიმართებაში, რომლითაც აღჭურვილი იყო ბავშვებზე მზრუნველობის სფეროში მოღვაწე ხელისუფლების სოციალური ორგანოები, და კანონმდებლობა ამავე დროს ისეთი ბუნდოვანი იყო, რომ შეუძლებელი ხდებოდა მისი შედეგების განჭვრეტა. მართალია, სასამართლომ დაადასტურა, რომ შვედეთის კანონი ჩამოყალიბებული იყო ზოგადი ტერმინებით, სასამართლომ მაინც დაადგინა, რომ კანონი აკმაყოფილებდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის სამართლებრივ მოთხოვნებს. კონკრეტულად კი, სასამართლომ დაადგინა, რომ გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლოა აუცილებელი გახდეს ბავშვზე საზოგადოებრივი მზრუნველობის დაწესება და გარემოებები, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს განხორციელებული იმდენად მრავალფეროვანია, რომ თითქმის შეუძლებელს ხდის ყველა შესაძლო შემთხვევის მომცველი კანონმდებლობის ფორმულიერებას. დამატებით, ხელისუფლების ორგანოების უფლების შეზღუდვა იმოქმედონ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვისათვის რეალური ზიანი უკვე სახეზეა, შეიძლება შეუსაბამოდ შეამციროს დაცვის ეფექტიანობა, რომელიც ბავშვს ესაჭიროება. კანონმდებლობის თანახმად განხორციელებულ დისკრეციასთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ უკანონო ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობა უზრუნველყოფს გარანტიების არსებობას იმ მოცულობით, რომ კანონით მინიჭებული თითქმის ყველა უფლებამოსილება ან მინიჭებული იყოს, ან ექვემდებარებოდეს გადახედვას ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ სხვადასხვა საფეხურებზე.

საიდუმლო თვალთვალი

„საიდუმლო თვალთვალის შესახებ,, კანონი, ნათელი მიზეზების გამო, განჭვრეტადობის მოთხოვნასთან მიმართებაში პრობლემატურად იქნა გამოვლენილი. შედეგად, წამოიჭრა საკითხი, თუ როგორ ხდება ამ მოთხოვნის გამოყენება ამ სფეროში.“

საქმეში Malone v. the United Kingdom სასამართლომ დაადასტურა, რომ კონვენციის მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია განჭვრეტადობასთან,

შეუძლებელია იყოს ზუსტად ისეთივე, კომუნიკაციების შემოწმების განსაკუთრებულ კონტექსში, რომელიც განხორციელდა საპოლიციო გამოძიების მიზნით, ვინაიდან უფლებაში ჩარევის პოტენციური მსხვერპლნი იმყოფებიან იმ ადგილას, სადაც შესაბამისი კანონის მიზანს წარმოადგენს შეზღუდვების დაწესება ინდივიდების ქმედებებზე, კონკრეტულად კი, განჭვრეტადობის მოთხოვნა წარმოუდგენელია ნიშნავდეს, რომ ინდივიდს შესაძლებლობა მიეცეს განჭვრიტოს ხელისუფლების მხრიდან მისი კომუნიკაციების სავარაუდო შემოწმება, რათა მან იმოქმედოს შესაბამისა.

ზემოხსენებული საქმის მსგავსად, საქმეში Leander v. Sweden6 სასამართლომ დაადგინა, რომ ინდივიდმა ვერ შეძლო განეჭვრიტა, თუ, კერძოდ, რა სახის შემოწმებას განახორციელებდა პოლიციის კონკრეტული სამსახური. თუმცაღა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქალაქეებისათვის ზოგადად ხელმისაწვდომ სისტემაში,

კანონი საკმარისად ზუსტად უნდა აყალიბებდეს ტერმინებს, რომლითაც ... ახდენს ადეკვატურ მითითებას იმ გარემოებებსა და პირობებზე, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილები არიან მიმართონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში საიდუმლო და პოტენციურად სახიფათო შეზღუდვა.

სატელეფონო მოსმენა

საფრანგეთის წინააღმდეგ არსებულ ორ საქმეში - Kruslin-ის საქმე7 და Huvig-is saqme8 - სასამართლო შეუდგა იმ საკითხის განხილვას, საფრანგეთის კანონი, რომელიც ახდენდა პოლიციის მხრიდან სატელეფონო მოსმენების დარეგულირებას, შესაბამისობაში მოდიოდა თუ არა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის განჭვრეტადობის მოთხოვნასთან. სასამართლომ დაადგინა, რომ

სატელეფონო საუბრების მოსმენა, ისევე როგორც სატელეფონო საუბრების სხვაგვარი მიყურადება, პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის უფლების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეზღუდვაა და ამიტომ უნდა ემყარებოდეს კანონ,, რომელიც განსაკუთრებით ზუსტია. მნიშვნელოვანია ზუსტი, დეტალური წესების არსებობა ამ საკითხზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, განუწყვეტლივ ვითარდებ.

ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ ჩათვლა, რომ საფრანგეთის კანონმა (დაწერილმა და დაუწერელმა) არ

მიუთითა გონივრული სიზუსტით საარო ხელისუფლებისათვის მინიჭებული შესაბამისი დისკრეციის განხორციელების სფერო და ხასიათი. ხსენებული ერ კიდევ მართალი იყო იმ დროისათვის, ასე რომ -ნმა კრუსინმა ვერ ისარგებლა დაცვის იმ მინიმალური ხარისხით, რომლითაც კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად მოქალაქეები დემოკრატიულ საზოგადოებაში სარგებლობენ“.

საქმეში Rotaru v. Romania9 განმცხადებელი ჩიოდა, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა (RIS) შეინახა და გამოიყენა დოსიე, რომელიც შეიცავდა მასთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას, რომელთაგან გარკვეული ნაწილი მისი განცხადებით იყო არასწორი და შეურაცხმყოფელი. ძირითადი საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ კანონი, რომელიც იძლეოდა ამგვარი ჩარევის შესაძლებლობას, იყო თუ არა ხელმისაწვდომი განმცხადებლისათვის და განჭვრეტადი მის შედეგებთან მიმართებაში. სასამართლომ თავდაპირველად აღნიშნა, რომ თვითნებობის რისკი განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელება ხდება საიდუმლოდ. შემდგომში მან დაადგინა:

იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაციების საიდუმლო თვალთვალთან დაკავშირებული ღონისძიებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია არ არის ღია შესაბამისი ინდივიდების ან ფართო საზოგადოების განხილვისათვის, ხსენებული წინააღმდეგობაში იქნებოდა კანონის უზენაესობის პრინციპთან იმ სამართლებრივ დისკრეციასთან მიმართებაში, რომელიც მინიჭებული აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, და გამოხატულია შეუზღუდავი უფლებამოსილებით. შესაბამისად, კანონი უნდა მიუთითებდეს ნებისმიერი ასეთი დისკრეციის სფეროზე, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ მინიჭებული და საკმარისი სიზუსტით მისი განხორციების ხასიათზე, ითვალისწინებს რა შესაბამისი ღონისძიების კანონიერ მიზანს, თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ ინდივიდისთვის ადეკვატური დაცვის მიცემის მიზნი.10

ამიტომ საკითხი ეხებოდა იმას, რომ ქვეყნის კანონი საკმარისი სიზუსტით ადგენდა თუ არა იმ გარემოებებს, თუ როდის შეეძლო რუმინეთის დაზვერვის სამსახურს (RIS) განმცხადებლის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა და გამოყენება. მიუთითა რა, რომ, შესაბამისი კანონის თანახმად, ის ინფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს ეროვნულ უშიშროებაზე, შეიძლება მოპოვებულ, ჩაწერილ და არქივში შენახულ იქნეს საიდუმლო ფაილებში, სასამართლომ განმარტა, რომ ქვეყნის კანონის არც ერთი დებულება არ ადგენს რაიმე შეზღუდვას ხსენებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე. ასე მაგალითად, სასამართლომ განმარტა, რომ ქვეყნის შესაბამისი კანონი არ ითვალისწინებს

- ინფორმაციის სახეობას, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს ჩაწერას;

- ხალხის კატეგორიას, რომელთა წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საიდუმლო ღონისძიებები, როგორიცაა ინფორმაციის შეგროვება და შენახვა;

- გარემოებებს, რომლის დროსაც ასეთი ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს,

ან

- შემდგომ პროცედურას.

კანონი არც მოპოვებული ინფორმაციისა და მისი შენახვის ხანდაზმულობაზე აწესებს რაიმე შეზღუდვას.11 დამატებით, იმ გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებელი იყო უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენებისაგან, მოიპოვონ და არქივში შეინახონ ინფორმაცია, დაცვის მიზნით, სასამართლომ მიუთითა, რომ რუმინეთის კანონი არ აწესებდა ზედამხედველობის რაიმე პროცედურას, არც ნაბრძანები ღონისძიების ძალაში ყოფნისას და არც შემდგომ. საბოლოო ჯამში, სასამართლომ დაადგინა, რომ არ მიეთითებინა გონივრული სიზუსტით საჯარო ხელისუფლებისათვის მინიჭებული შესაბამისი დისკრეციის განხორციელების სფეროსა და ხასიათზე და ამიტომაც რუმინეთის დაზვერვის სამსახურის (RIS) მხრიდან განმცხადებლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შენახვა და გამოყენება არ ჩაითვალა „კანონის შესაბამისად“, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა. პატიმართა უფლებები

საქმეში Herczegfalvy v. Austria12 დადგენილ იქნა, რომ განჭვრეტადობის მოთხოვნა არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად. აღნიშნული კანონმდებლობა ნებას რთავდა ფსიქიკურად დაავადებული პირის კურატორს გადაწყვეტილება მიეღო მისი მიმოწერის გაგზავნა-არგაგზავნის საკითხზე. კურატორის უფლებამოსილებები დადგენილი იყო ძალიან ზოგადად. როგორც სასამართლომ განაცხადა,

ნებადართული შეზღუდვებისა თუ მათი მიზნების სახეობასთან დაკავშირებული დეტალების, ისევე როგორც მათი ხანგრძლივობის მოცულობისა და გადასინვის პროცედურების არ არსებობის შემთხვევაში, [წინამდებარე] დებულებები არ უზრუნველყოფს თვითნებობისაგან მინიმალური ხარისხის დაცვას, რაც მოთხოვნილია დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობი.13

ამგვარად, მართალია, შესაძლებელია ნებადართული იყოს კანონმდებლობის მაგივრად კანონით განსაზღვრული აქტების გამოყენება, რათა შემუშავებულ იქნეს აუცილებელი ფართო სამართლებრივი უფლებამოსილება, რომელიც გულისხმობს პირად და კერძო კომუნიკაციებში ჩარევას, ხსენებული ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი აქტები ხელმისაწვდომია პატიმრობაში მყოფი პირებისათვის. ამიტომაც, საქმეში Silver v. the United Kingdom14 განმცხადებლის წერილების შეჩერება ხდებოდა ციხის უფროსის დირექტივების შესაბამისად, რომლებსაც არ გააჩნდა კანონის ძალა და რომლებიც არ იყო ხელმისაწვდომი პატიმრისათვის. ამ საქმეში განმცხადებლის მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვა არ ჩაითვალა კანონთან შესაბამისად, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა.

სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა შედარებით ახალ საქმეში Niedbala v. Poland,15 რომელშიც პატიმრობაში მყოფმა განმცხადებელმა გაასაჩივრა ომბუდსმენისათვის გაგზავნილი წერილის შემოწმებისა და დაგვიანების ფაქტი. განმცხადებლის მტკიცებით, ქმედება ეწინააღმდეგებოდა მე-8 მუხლს. რაც შეეხება იმ საკითხს, პატიმრის მიმოწერის შეზღუდვა განხორციელდა თუ არა კანონის შესაბამისად, როგორც ამას მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, სასამართლომ მიუთითა შემდეგ პრობლემებზე პოლონეთის შესაბამის კანონთან მიმართებაში:

- არ არსებობდა სამართლებრივი დებულებები, რომლებიც თავდებით გათავისუფლებული პირების მიმოწერის შემოწმების ეფექტიანი გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა.

- პოლონეთის კანონი ნებას რთავს სისხლის სამართლის საქმით დაკავებულ ორგანოებს, განახორციელონ პატიმართა მიმოწერის ავტომატური შემოწმება.

- შედეგად, კანონმა არ განსაზღვრა იმ პირთა კატეგორიები, რომლებთანაც პატიმარს შეეძლო მიმოწერა. შესაბამისად, ომბუდსმენთან მიმოწერა ასევე ექვემდებარებოდა შემოწმებას.

- შესაბამისი დებულებები არ ადგენს შემოწმების განხორცილების პრინციპებს, განსაკუთრებით, ისინი არ აზუსტებს ხერხსა და დროის ფარგლებს, რომელშიც ის უნდა განხორციელდეს.

- ვინაიდან შემოწმება ავტომატური იყო, ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული, პატიმრისათვის გაეცნო დასაბუთებული გადაწყვეტილება, შემოწმების განხორციელების მიზეზების შესახებ.16

ამიტომაც, ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონს გონივრული სიზუსტით არ მიუთითებია საჯარო ხელისუფლებისათვის მინიჭებული შესაბამისი დისკრეციის განხორციელების სფეროსა და ხასიათზე პატიმართა მიმოწერის კონტროლთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა.

2.2.2.შეზღუდვა ემსახურება თუ არა კანონიერ მიზანს?

მაშინ როდესაც შეზღუდვა კანონის შესაბამისად დადგინდება, სასამართლო გადავა იმ საკითხის განხილვაზე, ემსახურება თუ არა იგი კანონიერ მიზანს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს მიზანთა ნუსხას, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს შეუძლია დაეყრდნოს შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს შემდეგი არგუმენტები:

- ინდივიდებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და შენახვა წარმოადგენს „ეროვნული უშიშროების ინტერესებს“;

- პატიმართა მიმოწერის შემოწმება მიზნად ისახავს „უწესრიგობის ან დანაშაულის“ თავიდან აცილებას;

- საცხოვრებლიდან, რომელშიც ბავშვების უფლებები ირღვევა, მათი გადაყვანა ან უარი ერთი მხარის მეურვეობაზე მიზნად ისახავს „ჯანმრთელობის ან ზნეობის“ ან „სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას“, ან

- გაძევებასა და დეპორტაციასთან დაკავშირებული ბრძანება ემსახურება ,,ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის“ ინტერესებს.

მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება განსაზღვროს შეზღუდვის მიზანი ან მიზნები, და ის ფაქტი, რომ დაშვებული შეზღუდვის საფუძველი ისეთი ფართოა - მაგალითად ეროვნული უშიშროების ინტერესებისას - იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ხშირად მოიშველიოს ეს მიზანი შეზღუდვის გასამყარებლად. განმცხადებელი ხშირ შემთხვევაში ასაჩივრებს, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მიზეზი არ არის შეზღუდვის მოტივირების „რეალური“ მიზეზი, თუმცა სასამართლომ მიზანმიმართულად არ მიიღო ეს საჩივარი. ფაქტობრივად, სასამართლოს შეეძლო მცირე ყურადღება მიექცია სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მიზნებისათვის, როგორც მისი ქმედების საფუძველი და ხშირად წარმოდგენილი მიზნების კონდენსირებას ახდენს - როგორიცაა ჯანმრთელობისა და ზნეობის და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა - ერთ მიზანში.17 ამიტომაც, უმეტეს შემთხვევებში სასამართლო დაუშვებს, რომ სახელმწიფოები მოქმედებდნენ სათანადო მიზნით და ამიტომაც სასამართლო იშვიათად, თუკი საერთოდ განახორციელებს ამას, უკუაგდებს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ მიზნებს, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც განმცხადებელი ამას ეჭვის ქვეშ აყენებს.

2.2.3. შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში?

მე-8 მუხლის ტესტის ბოლო საფეხური იმაში მდგომარეობს, რომ განსაზღვროს არის თუ არა შეზღუდვა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ რა არის „აუცილებელიას“ მნიშვნელობა

აშკარად არ არის საკმარისი, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს „გარკვეული“ მიზეზი ღონისძიებების მისაღებად, რამაც გამოიწვია ჩარევა, ვინაიდან ჩარევა უნდა იყოს „აუცილებელი“. „აუცილებელიას“ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განაცხადა საქმეში Handyside v. the United Kingdom18 რომ, მაშინ როდესაც

იგი არ წარმოადგენს სიტყვა იმპერატიულად აუცილებელი- სინონიმს... და არც ისეთი მობილურობა გააჩნია, როგორც შემდეგ გამოთქმებს: დასაშვები“ ჩვეულებრივი, ხელსაყრელი, გონივრული ან სასურველ,.

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden19 დაადგინა:

„... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და, განსაკუთრებით კი, პროპორციული იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

ამიტომაც ტერმინის „აუცილებელია“-ს, რომელიც ემსახურება პროპორციულობის პოლიტიკის გატარებას, ზედმეტად მკაცრი და მრავლისმომცველი ზოგადი განმარტება უარყოფილ იქნა სასამართლოს მიერ.

დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებელი ელემენტები

შეიძლება გასაკვირიც იყოს, რომ სასამართლომ დეტალურად არ აღწერა თუ რას მიიჩნევს იგი დემოკრატიული საზოგადოების თვისებად. თუმცაღა, საქმეში Dudgeon v. the United Kingdom20 სასამართლომ იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშანთვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობასა და კონვენციით განმტკიცებული უფლებების თვითნებური შეზღუდვის აღკვეთის საჭიროებას. დამატებით, სასამართლოს თანახმად, კონვენციის მიზანია შეინარჩუნოს და განამტკიცოს დემოკრატიული საზოგადოების იდეალები და ღირებულებები.21 თუმცაღა, საბოლოო ჯამში, თუ რა არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-8 მუხლის მიზნებისათვის, განსაზღვრულია ინდივიდუალური უფლებებისა და საზოგადოების ინტერესს შორის ბალანსის დადგენით, პროპორციულობის პრინციპის გამოყენებით.

რა არის პროპორციულობის პრინციპი?

მთლიანობაში, პროპორციულობის პრინციპი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები არ არის აბსოლუტური და, რომ ინდივიდის უფლებების განხორციელება ყოველთვის უნდა შემოწმდეს უფრო ფართო საზოგადოებრივი ინტერესით. ხსენებული პრინციპი არის ერთი მიმართულება,რომელშიც ეს ბალანსია მიღწეული და მისი გამოყენება კონვენციის თანახმად სასამართლოს წინაშე შეტანილი განაცხადის სივრცეში ამჟამად ფართოდ გამოიყენება. სასამართლო ხშირად იმეორებს:

ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძებნა საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის“.22

როგორ ხდება პროპორციულობის პრინციპის გამოყენება მე-8 მუხლის ჭრილში?

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს, რომელიც მოიცავს ინდივიდის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების ბალანსირებას. თუმცაღა, სასამართლო არ წარმოადგენს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ინსტანციას. აქედან გამომდინარე, იგი თავს იკავებს ნებისმიერი ინდივიდუალური საქმის არსებით მხარესთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრების ჩანაცვლებისაგან. ამის ნაცვლად, სასამართლოს როლი ამის განსაზღვრისას შემდეგში მდგომარეობს: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არაშესაბამისი და საკმარისი მიზეზები,, სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად.23

იმის გადაწყვეტა შეზღუდვა პროპორციულია თუ არა მიზანთან წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოიცავს მრავალი ფაქტორის განხილვას. ხსენებული მოიცავს ინტერესს დაცული იყო შეზღუდვისაგან, შეზღუდვის სიმკაცრესა და მწვავე სოციალურ საჭიროებას, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

- მაგალითად, იმ ინტერესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩარევისაგან დაცვას, სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom24 მიუთითა, რომ სქესობრივი ურთიერთობებით პირადი სარგებლობის შეზღუდვის გამართლება მოითხოვდა „განსაკუთრებულად სერიოზულ მიზეზებს“. ამიტომაც ზოგიერთი უფლება სხვებთან შედარებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რაც მეტად რთულს ხდის ასეთი უფლებების შეზღუდვის გამართლებას.

- რაც შეეხება შეზღუდვის ხასიათს, ნათელია, რომ რაც უფრო შორსმიმავალი და სასტიკია შეზღუდვა, მით უფრო მყარი მიზეზები მოითხოვება მის გასამართლებლად. უფრო წონიანი მიზეზები ესაჭიროება მშობლისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვის კონტაქტის აკრძალვის გამართლებას, ვიდრე მაგალითად, ასეთი კონტაქტის შეზღუდვას.

- მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც ემსახურება შეზღუდვას, ასევე მოითხოვს სერიოზულ მსჯელობას და ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით გამოყენებული ღონისძიებები შეიძლება უფრო ადვილად გამართლებადი იყოს, ვიდრე ისინი, რომლებიც ეძებს, მაგალითად, ზნეობის დაცვას. ამასთან, ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზეც, რომ დემოკრატიული საზოგადოების ხასიათი მნიშვნელოვანია, როგორც ეს არაერთგზის აღნიშნა სასამართომ, გარანტიების განხორციელებისას, იმ მიზნით, რომ დაცულ იქნეს ინდივიდი უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენებისაგან.

შეფასების ზღვარი

ნათელია, რომ სასამართლო ანიჭებს სახელმწიფოს შეფასების ზღვარს იმის გადაწყვეტისას, მე-8 მუხლის უფლებაში ჩარევა გამართლებულია თუ არა ამ დებულების მე-2 პუნქტის თანახმად. შეფასების ზღვარი, რომლითაც აღჭურვილნი არიან კომპეტენტური ეროვნული ორგანოები, ცვალებადია და დამოკიდებული იქნება არსებულ გარემოებებზე, განსახილველ საგანსა და მის წარმომავლობაზე. წინამდებარე სახელმძღვანელოში უკვე აღინიშნა, რომ შეფასების ზღვრის სფეროს განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს ერთიანი სისტემის არსებობას მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონებს შორის; განხილულ სფეროსთან დაკავშირებულ მგრძნობიარე საკითხებსა და მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ფარგლებში არსებულ წეს-ჩვეულებებს, პოლიტიკასა და პრაქტიკას შორის განსხვავებას.25

როგორც წესი, შეფასების ზღვრის სფერო განსხვავდება კონტექსტის შესაბამისად. ასე მაგალითად, იგი განსაკუთრებულად ფართოდ იქნა დადგენილი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვის დაცვა. ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლომ აღიარა, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომები ბავშვის სოციალური უზრუნველყოფის საკითხსა და სახელმწიფოს მხრიდან მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ოჯახებში სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით, და კონვენციის ჭრილში ამგვარი საქმეების განხილვისას სასამართლო ითვალისწინებს ხსენებულს, აძლევს რა სახელმწიფოებს დისკრეციის საზომს, როდესაც ამ სფეროში მოქმედებს. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აღიარა, რომ, ეროვნულ დონეზე დადგენილ მგრძნობიარე და კომპლექსურ საკითხებთან მათი სიახლოვის გათვალისწინებით, ქვეყნის ორგანოები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა მოახდინონ თითოეული კონკრეტული საქმის გარემოებათა შეფასება და დასახონ ყველაზე მისაღები ღონისძიებები. მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფის საქმეებში, ხელისუფლების ეროვნული ორგანოები სარგებლობენ შესაბამის პირებთან პირდაპირი კავშირით, იმ კონკრეტულ საფეხურზე, როდესაც სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები გათვალისწინებულია ან დაუყოვნებლივ მათი იმპლემენტაციის შემდგომ.26 შედეგად, მოქმედების ხასიათთან დაკავშირებით სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციის ხარისხით, რომლითაც მე-8 მუხლის შესაბამისად პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ხდება, რაც ასახვას ჰპოვებს იმ გზით, რომ ჩარევასა და მის მიზანს შორის ბალანსი შეფასებულია.

____________________

1. Malone v. the United Kingdom, 1984 წლის 2 აგვისტოს განაჩენი.

2. Khan v. the United Kingdom, 2000 წლის 12 მაისის განაჩენი.

3. Andersson v. Sweden, 1992 წლის 25 თებერვლის განაჩენი, 75-ე პუნქტი.

4. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი, 62-ე პუნქტი.

5. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი. იხ. ნდერსსონ ვ. შწედენ, 1992 წლის 25 თებერვლის განაჩენი, 62-ე პუნქტი.

6. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი.

7. Kruslin v. France, 1990 წლის 24 აპრილის განაჩენი.

8. Huvig v. France, 1990 წლის 24 აპრილის განაჩენი.

9. Rotaru v. Romania, 2000 წლის 4 მაისის განაჩენი.

10. Malone v. the United Kingdom, 1984 წლის 2 აგვისტოს განაჩენი, 68-ე პუნქტი და Rotaru v. Romania, 2000 წლის 4 მაისის განაჩენი, 55-ე პუნქტი.

11. Rotaru v. Romania, 2000 წლის 4 მაისის განაჩენი, 57-ე პუნქტი.

12. Herczegfalvy v. Austria, 1992 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.

13. Herczegfalvy v. Austria, 1992 წლის 24 სექტემბრის განაჩენი, 91-ე პუნქტი.

14. Silver v. the United Kingdom, 1983 წლის 25 მარტის განაჩენი.

15. Niedbala v. Poland, 2000 წლის 12 ივლისის განაჩენი.

16. Niedbala v. Poland, 2000 წლის 12 ივლისის განაჩენი, 81-ე პუნქტი.

17. იხ. Open Door Counselling v. Ireland, 1992 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი.

18. Handyside v. the United Kingdom, 1976 წლის 7დეკემბრის განაჩენი.

19. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი.

20. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, 53-ე პუნქტი.

21. Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, 84-ე პუნქტი.

22. Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი.

23. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი.

24. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

25. იხ. ზემოთ.

26. Olsson (No. 2) v. Sweden, 1992 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.

5 ნაწილი II: მატერიალური კანონმდებლობა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე გზამკვლევის მეორე ნაწილი დეტალურად აყალიბებს მე-8 მუხლით დაცული ოთხი უფლების - პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება - შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და სასამართლოს არსებულ პრეცედენტულ სამართალს. იქედან გამომდინარე, რომ მიზანი მდგომარეობს კონკრეტული ღონისძიებებისა და ქმედებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის აღწერაში, მაშინ როდესაც კონვენციის საფუძველზე შექმნილ ორგანოებს არ მოუხდენიათ ყველა შესაძლო სცენარის განხილვა, ეს ანალიზი არ შეიძლება ამომწურავი იყოს. სასამართლოს მიერ პრეცედენტული სამართლით დაფუძნებული და მსჯელობების შედეგად ჩამოყალიბებული ზოგადი წესები შესაბამისად უნდა იქნეს გამოყენებული.

5.1 პირადი ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ არსებული პრეცედენტული სამართალი მოიცავს სხვადასხვა დარგის ფართო სპექტრს: ინფორმაციის შეგროვება და შენახვა, პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, სახელების/გვარების რეგულირებასა და ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის საკითხებს. მიმოწერასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც პირადი ცხოვრების თანმხვედრია, განხილულია წინამდებარე გზამკვლევის ბოლოს ცალკეულ ნაწილში.

პირადი ინფორმაციის შეგროვება და შენახვა

სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის თანხმობის გარეშე მის შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და გამოყენების მოცულობა დამოკიდებული იქნება მე-8 მუხლთან მის შესაბამისობაზე. ამგვარი ღონისძიებები, როგორც წესი, იყოფა ორ კატეგორიად: დანაშაულის აღკვეთისა და დანაშაულის გამოძიების თუ გახსნის მიზნით პოლიციის მხრიდან ინფორმაციის შეგროვება და შენახვა და ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით უშიშროების სამსახურების მხრიდან ფაილების წარმოება.

რა სახის ინფორმაციის შეგროვება და შენახვა შეუძლია პოლიციას?

ფოტოსურათები

პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება წარმოადგენს თუ არა ინდივიდების პირად ცხოვრებაში ჩარევას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განეკუთვნება იგი პირად საკითხებსა თუ საზოგადოებრივ შემთხვევებს, და ამის შედეგად მოპოვებული მასალები გათვალისწინებული იყო თუ არა შეზღუდული გამოყენებისათვის, ან კიდევ, რამდენად ხელმისაწვდომი იყო იგი ფართო საზოგადოებისათვის.1 საქმე Friedl v. Austria2 ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ვენის პოლიციის უწყებებმა მოახდინეს ფოტოსურათების გადაღება დემონსტრაციის მსვლელობისას და მისი დასრულებისას, რომელშიც განმცხადებელი მონაწილეობდა. ამის შემდგომ, პოლიციამ დაადგინა განმცხადებლის პიროვნება და მოახდინა პირადი მონაცემების ჩაწერა და მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ფაილში მონაცემების შენახვა. თუმცაღა, კომისიამ არ დაადგინა, რომ ხსენებული ქმედება წარმოადგენდა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვას და წინა პლანზე წამოწია მისი გადაწყვეტილების სამი მიზეზი:

- განმცხადებლის პირადი ცხოვრების ,,შიდა წრეში ჩარევას ადგილი არ ჰქონდა იმ გაგებით, რომ ხელისუფლების ორგანოები შევიდნენ მის სახლში და მოახდინეს ფოტოსურათების გადაღება;

- ფოტოსურათები განეკუთვნებოდა საჯარო შემთხვევას, კერძოდ კი საზოგადოებრივ შენობაში მრავალი პირის შეკრება, რომელშიც განმცხადებელი ნებაყოფლობით იღებდა მონაწილეობას;

- მათი გადაღება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ შეკრების ხასიათისა და მასში მონაწილეთა მოქმედების აღრიცხვის მიზნით, შესაბამის სამართალდარღვევებზე საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით.

თუმცაღა, საბოლოო დასკვნის გაკეთებისას, კომისიამ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მთავრობამ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

ფოტოსურათზე გამოსახული პირები დარჩნენ ანონიმურად, ვინაიდან მათი ფოტოების ქვეშ არ არსებობს რაიმე სახელი, ჩაწერილი პირადი მონაცემები და გადაღებული სურათები არ შესულა მონაცემთა დამუშავების სისტემაში, მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით არ მომხდარა ფოტოსურათებზე აღბეჭდილ პირთა იდენტიფიცირება“.

წინა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული დოსიე

კომისიამ დაადგინა, რომ წინა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული დოსიეს შენახვით გამოწვეული ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევა შედარებით უმნიშვნელო ხასიათს ატარებს და ამიტომაც, თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ჩაითვალოს საჭიროდ დანაშაულის აღსაკვეთად.3 საქმეში Friedl v. Austria, ხელისუფლების ორგანოებმა დაადგინეს განმცხადებლის პირადობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა ამ დანაშაულების ტრივიალური ხასიათის გათვალისწინებით. კომისიის თანახმად, შესაბამისი იყო, რომ მოპოვებული ინფორმაცია მოთავსებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ზოგად ადმინისტრაციულ ფაილში, რითაც განხორციელდა შესაბამისი მოვლენების ჩაწერა, და არ მომხდარა მონაცემთა დამუშავების სისტემაში ინფორმაციის მოთავსება. როდესაც საპირისპირო სიმართლეს შეესაბამება, მაშინ მე-8 მუხლის შეზღუდვის შესაბამისობის საკითხი თავიდან უნდა იქნეს განხილული.

ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები

ინფორმაცია, რომელიც პოლიციას შეუძლია კანონიერად შეინახოს თავის დოკუმენტებში, მოიცავს როგორც წინა სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ასევე გამოძიებისას მოპოვებულ ინფორმაციას, მაშინ როდესაც პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებს და არ არსებობს გონივრული ეჭვი შესაბამისი ინდივიდის წინააღმდეგ ნებისმიერ კონკრეტულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი სპეციალურად დაშვებულია, სადაც განსაკუთრებულმა განხილვებმა, როგორიცაა ორგანიზებულ ტერორიზმთან ბრძოლა, შეიძლება გაამართლოს შესაბამისი მატერიალის შენარჩუნება.

- საქმეში McVeigh v. the United Kingdom4 განმცხადებლები დაკითხეს, გაჩხრიკეს, აუღეს თითის ანაბეჭდები და მოახდინეს მათი ფოტოგრაფირება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შესაბამისი დოსიეს შემდგომი შენარჩუნება მათ პირად ცხოვრებაში ჩარევაა. თუმცაღა, კომისიამ გაიზიარა მოსაზრება, რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო უშიშროების მიზნებისათვის და რომ არსებობდა ტერორიზმთან ბრძოლის მწვავე სოციალური საჭიროება, რამაც გადაწონა განმცხადებელთა უფლების შეზღუდვა, რაც სასამართლომ ამ შემთხვევაში მართლზომიერად ჩათვალა.

- საქმეში Murray v. the United Kingdom5 დაკავებასთან დაკავშირებული განმცხადებლის პირადი მონაცემებისა და ფოტოსურათის აღრიცხვა ჩაითვალა ტერორისტული დანაშაულის გამოძიების პროცესის კანონიერ ჩარჩოებში არსებულად. სასამართლოს თანახმად, არცერთი ჩაწერილი პირადი მონაცემი არ აღმოჩნდა დაკავებასთან და დაკითხვის პროცედურებთან შეუსაბამო. ხსენებული საქმე გვიჩვენებს, რომ სასამართლო ყურადღებით შეისწავლის იმ ინფორმაციის ხასიათსა და მოცულობას, რომლის ჩაწერაც მოახდინეს პოლიციისა და უშიშროების ძალებმა, რაც ექვემდებარება შეფასების ფართო ზღვარს, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ასეთ საქმეებში.

ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით პირადი ინფორმაციის შეგროვება

სასამართლომ განავითარა მოსაზრება, რომ ეროვნული უშიშროების დაცვისათვის სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ კანონები, რომლებიც ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, შეაგროვოს და შეინახოს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელ დოსიეში.6 სასამართლო ასევე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის გამოყენება ეროვნული უშიშროებისათვის მნიშვნელოვან თანამდებობებზე კანდიდატთა ვარგისიანობის შესაფასებლად. სახელმწიფოს ვალდებულება არის, დაადგინოს ასეთი გამონაკლისი პირობები და სპეციალური თანამდებობები. თუმცაღა, ამგვარ საქმეებში სასამართლომ განაცხადა, რომ დარღვევის წინააღმდეგ ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიების არსებობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ხსენებული გარანტიების არსებობა აუცილებელია იმ რისკის გათვალისწინებით, რომ “ეროვნული უშიშროების დაცვისათვის არსებული საიდუმლო თვალთვალის სისტემა ძირს უთხრის ან ანადგურებს დემოკრატიას მისი დაცვის საფუძველზე,,.7 ამიტომაც, სახელმწიფოებს სანაცვლოდ უნდა გააჩნდეთ გარანტიების ადეკვატური სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მე-8 მუხლის დარღვევის აღკვეთის მიზნით დაცვის მინიმალურ სტანდარტებს უზრუნველყოფს.

რა სახის პროცესუალური გარანტიების საჭიროება არსებობს?

საქმეში Leander v. Sweden8 სასამართლომ დეტალურად იმსჯელა ინდივიდის მე-8 მუხლის დაცვისათვის საჭირო პროცესუალური გარანტიების ხასიათზე. განმცხადებელს უარი ეთქვა მუდმივი სამუშაოს მიღებაზე და გათავისუფლებულ იქნა დროებითი სამუშაოდან იმ მიზეზით, რომ კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის არსებობამ, ხელისუფლების შეხედულებით, აქცია იგი არასაიმედო ადამიანად. იგი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ ამ ინფორმაციის შენახვამ და გავრცელებამ, ისევე როგორც საწინააღმდეგოს მტკიცების შესაძლებლობის მიცემაზე უარმა, გამოიწვია მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა. მაშინ როდესაც სასამართლომ თანხმობა გამოთქვა, რომ კადრების კონტროლისა და მართვის სისტემა წარმოადგენდა განმცხადებლის პირად ცხოვრებაში ჩარევას, სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში განმცხადებლის უფლებების დარღვევისაგან დაცვის მიზნით არსებულ გარანტიებთან დაკავშირებით.

იმ ნუსხიდან, რომელიც თორმეტ გარანტიას მოიცავს და, რომელიც, შვედეთის მთავრობის თანახმად წარმოადგენს დარღვევის წინააღმდეგ ადეკვატურ გარანტიებს, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ დებულებებზე, რომლებიც შემუშავებულ იქნა კადრების კონტროლისა და მართვის სისტემის უარყოფითი გავლენის გარდაუვალ მინიმუმამდე შემცირებაზე. ესენია:

- თუმცა პოლიციის ეროვნული საბჭო სარგებლობდა დისკრეციით, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება მოთავსებულიყო დოსიეში, ხსენებული რეგულირდებოდა კანონით და მთავრობის მიერ გამოცემული ინსტრუქციებით განისაზღვრებოდა;

- პოლიციის საიდუმლო დოსიეში ინფორმაციის მოთავსება შემდეგ მოთხოვნებს ექვემდებარებოდა: ინფორმაცია ესაჭიროებოდა პოლიციის კონკრეტულ განყოფილებას და გამიზნული იყო „ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევების“ აღკვეთისა თუ აღმოჩენისათვის;

- დადგენილ იქნა, რომ შესაბამისი კანონი შეიცავს კონკრეტულ და დეტალურ დებულებებს, თუ რა სახის ინფორმაციის გადაცემა შეიძლება, ხელისუფლების რომელ ორგანოებს შეიძლება შეატყობინო ინფორმაცია, რა გარემოებებში შეიძლება ამ შეტყობინების გაგზავნა და რა პროცედურას უნდა მიმართოს პოლიციის ეროვნულმა საბჭომ, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით;

- და ბოლოს, პოლიციის საიდუმლო დოსიეში არსებული ინფორმაციის გამოყენება პირადი კონტროლის ფარგლებს გარეთ შეზღუდული იყო, როგორც ამას პრაქტიკა გვიჩვენებს, გენერალური პროკურატურის საქმეებთან მიმართებაში და შვედეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.9

საქმეში Leander v. Sweden სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ სისტემის ეროვანი ზედამხედველობა დაევალა პარლამენტსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, როგორიცაა: იუსტიციის კანცლერი, საპარლამენტო ომბუდსმენი და მართლმსაჯულების საპარლამენტო კომიტეტი.10

დამატებით, პოლიციის ეროვნული საბჭოს ოპერირების თვალსაზრისით, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ საბჭოს პარლამენტის წევრები

მონაწილეობდნენ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომთხოვნი უწყების სასარგებლოდ გაიცეს თუ არა ინფორმაცია. კერძოდ კი, თითოეული მათგანი აღჭურვილია ვეტოს უფლებით, რომლის გამოყენებაც ავტომატურად აღუკვეთავს საბჭოს ინფორმაციის გაცემას. ასეთ შემთხვევებში, ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის მიერ და, მხოლოდ ამის შემდგომ, თუ საკითხი მათ წინაშე იქნება წარმოდგენილი პოლიციის ეროვნული კომისრის ან ერთ-ერთი პარლამენტარის მიერ. წარმოდგენილი პირდაპირი და მართლზომიერი კონტროლი დოსიეს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე - ინფორმაციის გაცემა - უზრუნველყოფს უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ძირითად გარანტიებს“. 11

ერთად აღებული, შვედეთის კადრების კონტროლისა და მართვის სისტემაში არსებული გარანტიები ამ საქმეში საკმარისად ჩაითვალა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მთლიანობაში, სასამართლო ინდივიდუალურად გაითვალისწინებს თითოეული საქმის არსებით მხარეს და თავს შეიკავებს სხვა იურისდიქციების სისტემებზე მინიშნებების გაკეთებისაგან. ამგვარად სასამართლოს როლს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, სცდება თუ არა წინამდებარე საქმეში არსებული მოკვლევის სისტემა კონვენციის გარანტიებით დადგენილ საზღვრებს და ამყარებს თუ არა იგი კომპრომისს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესების დაცვასა და ინდივიდის უფლებებს შორის.

სახელმწიფოს ხელთ არსებული პირადი მონაცემების ხელმისაწვდომობა

ხშირ შემთხვევებში პირადი ინფორმაციის შემცველი სახელმწიფო დოსიეს გაცნობის შეუძლებლობამ შეიძლება წამოჭრას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და არა იმ ფაქტმა, რომ ეს მონაცემები ინახება სახელმწიფოს ჩანაწერებში. საქმეში Gaskin v. the United Kingdom12 განმცხადებელმა, რომელიც ადრეული ასაკიდან სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა და რჩებოდა მეურვეობის ქვეშ, სანამ ზრდასრული ადამიანი გახდებოდა, მოისურვა, გაცნობოდა მის შესახებ არსებულ დოსიეს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ მისი იქ ყოფნის პერიოდს. Leander -ის საქმის საპირისპიროდ, Gaskin -ის საქმეში განმცხადებელმა არ გაასაჩივრა ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ინფორმაცია მის შესახებ შეაგროვა და შეინახა. ამის მაგივრად, მან გაასაჩივრა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ასეთ ინფორმაციაზე შეუფერხებელ ხელმისაწვდომობაზე უარი წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის შეუსრულებლობას მე-8 მუხლის ჭრილში. სასამართლომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაწყვიტა, რომ ამ დოსიეში არსებული ინფორმაცია ეხებოდა განმცხადებლის პირად და ოჯახურ ცხოვრებას და ხელმისაწვდომობის არარსებობამ წამოჭრა საკითხი მე-8 მუხლის ჭრილში. სასამართლომ შემდეგ იმსჯელა იმ საკითხზე, დადგენილ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესებსა - სოციალური უზრუნველყოფის დოსიეს კონფიდენციალური სისტემის შენარჩუნება და ინდივიდის ინტერესებს მიუწვდებოდეს ხელი მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე შორის. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მდგომარეობაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული “სასიცოცხლო ინტერესი,, ისეთი ინფორმაციის მიღებაში, რაც აუცილებელია მათთვის, რომ იცოდნენ თავიანთი ბავშვობისა და განვითარების შესახებ. თუმცაღა, რაც შეეხება ზოგად ინტერესს, სასამართლომ ხაზი გაუსვა ობიექტური და სანდო ინფორმაციის მიღებასა და სახელმწიფოს არქივის კონფიდენციალური სისტემის შენარჩუნებას შორის არსებითი კავშირის არსებობას. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ სისტემა, რომელიც დოსიეზე ხელმისაწვდომობას დამოკიდებულს ხდის ინფორმაციის გამცემი მოხელის მხრიდან თანხმობის გაცემაზე, სულ მცირე, პრინციპში შესაბამისობაში მოდის მე-8 მუხლთან. თუმცაღა, გარკვეულ შემთხვევებში ვაწყდებით პრობლემებს ინდივიდის ინტერესების უზრუნველყოფისას, მაგალითად, როდესაც ინდივიდი ითხოვს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ დოსიეზე ხელმისაწვდომობას, მაშინ როდესაც დოსიეს გამცემ მოხელესთან არ ხერხდება დაკავშირება ან კიდევ არამართლზომიერად აცხადებს უარს დოსიეს გაცემაზე. სასამართლოს თანახმად, ამგვარი სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაბამისი პროპორციულობის პრინციპთან, თუ

იგი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლმა ორგანომ გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება გაიცეს თუ არა ხელმისაწვდომობის ნებართვა იმ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამცემი მოხელე არ პასუხობს ან უარს აცხადებს თანხმობის გაცემაზე“.13

ამგვარი პროცედურების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო ადგენს მე-8 მუხლის დარღვევას.

პირადი მონაცემების მესამე მხარისათვის ან საზოგადოებისათვის გამღავნება

პირადი მონაცემების დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ მნიშვნელობას პირის მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრებით სარგებლობის საკითხში და შედეგად, მისი საზოგადოებისათვის ან მესამე მხარისათვის გამჟღავნება წარმოადგენს პირად ცხოვრებში ჩარევას. ამასთან, ამ ქმედების გამართლება ნაკლებ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვიდრე მისი შენახვა. ზოგადად, საზოგადოებრივმა ინტერესმა გამღავნებასთან დაკავშირებით უნდა გადაწონოს ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, დასახული მიზნისა და მისი თანმხლები გარანტიების გათვალისწინებით.

გამღავნება დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დროს

საქმეში Doorson v. the Netherlands14 კომისიამ განიხილა ის საკითხი, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა, რაც პოლიციის დოსიედან განმცხადებლის ფოტოსურათის მესამე პირებისათვის ჩვენებამ გამოიწვია, გამართლებული იყო თუ არა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩარევა, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულის აღკვეთას, შემდეგი მიზეზების გამო პროპორციულად ჩაითვალა ხსენებულ მიზანთან:

- ფოტოსურათი გამოყენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო მიზნით;

- ზოგადად ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისათვის; და

- პოლიციის მხრიდან ფოტოსურათის გადაღება მოხდა წინა დაკავების დროს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და ამიტომაც, არა იმ გზით, რომ გამოეწვია მის პირად ცხოვრებაში ჩარევა.

პოლიციის მხრიდან პრესისათვის ინფორმაციის გამღავნება

პოლიციის მხრიდან პრესისათვის დაკავების დეტალების გამჟღავნება შესაძლოა პრობლემატური იყოს და დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. 1995 წელს განმცხადებელმა გაასაჩივრა ის დეტალები, რომლებიც დაიბეჭდა პრესაში მისი დაკავების შემდგომ (იგი ბიჭუნას მიმართ გარყვნილ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი). განმცხადებლის მტკიცებით, მისი სახლიდან პოლიციის მიერ დიდი ოდენობით ბავშვის პორნოგრაფიის კონფისკაციამ დაარღვია მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. იგი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ პრესას არასწორი დეტალები მიაწოდა იმ დეტალებთან ერთად, რომლის მეშვეობითაც მის სამეზობლოს შესაძლებლობა მიეცემოდა ამოეცნოთ იგი. კომისიამ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ჩარევას ჰქონდა ადგილი, იგი გამართლებული იყო როგორც მოვლენათა ფაქტობრივი მოკლე მიმოხილვა, რაც ემსახურებოდა კანონიერ მიზანს - საზოგადოების ინფორმირებას ზოგადი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით.

სამედიცინო მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გამღავნება

სასამართლოს თანახმად, კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების სამართლებრივ სისტემაში სასიცოცხლო პრინციპს წარმოადგენს სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა.15 მისი მნიშვნელობა ეხება არა მხოლოდ ინდივიდის პირად ცხოვრებას, არამედ სამედიცინო პროფესიისა და ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მის კონფიდენციალურობას. შესაბამისად, კონფიდენციალურობის დაუცველობამ შეიძლება ის პირები, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, იქამდეც მიიყვანოს, რომ თავი შეიკავონ შესაბამისი მკურნალობის მიღებისათვის საჭირო პირადი ინ ფორმაციის გამჟღავნებისაგან ან პირველ რიგში ასეთი დახმარების ძიებისაგან. ხსენებული, როგორც სასამართლომ აღნიშნა, არა მხოლოდ საფრთხეში ჩააგდებს მათ ჯანმრთელობას, არამედ, როდესაც საქმე გვაქვს გადამდებ დაავადებებთან, მთელი საზოგადოების ჯანმრთელობას დააყენებს საფრთხის წინაშე.

რა გარემოებებში არის დასაშვები სამედიცინო მონაცემების გამღავნება

საქმეში Z v. Finland16 განმცხადებელი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მისი სამედიცინო მონაცემები, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის (HIV) სტატუსი, გამოაშკარავებული იქნა სისხლის სამართლწარმოების მიზნით, რამაც გამოიწვია მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა მე-8 მუხლის ჭრილში. ხსენებული არგუმენტაციის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა:

ადამიანის იმუნოდეფიციტის (HIV) სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაციის მეტად ინტიმური და მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახელმწიფო ღონისძიება, რომელიც აიძულებს პაციენტს მისი თანხმობის გარეშე გაანდოს ვინმეს ასეთი ინფორმაცია ან ასეთი ინფორმაცია გამჟღავნებულ იქნეს, ევროპული სასამართლოს მხრიდან ყველაზე ყურადღებიან შესწავლას მოითხოვს, როგორც ამას ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული გარანტიების განხორციელების საფუძველზე აქვს ადგილი.17

თუმცაღა, სასამართლო ასევე დაეთანხმა, რომ სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული პაციენტისა და საზოგადოების ინტერესები მთლიანობაში შეიძლება გადაწონოს დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ინტერესმა და სასამართლო სამართალწარმოების საჯაროობამ. თითოეული საქმე არსებითად უნდა იქნეს განხილული და გათვალისწინებულ უნდა იქნეს შეფასების ზღვარი, რომლითაც სახელმწიფო სარგებლობს ამ სფეროში.

საქმეზე Z v. Finland სასამართლომ დაასკვა, რომ მოწმის სამედიცინო მონაცემების გამჟღავნება „აუცილებელი“ იყო მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით, სასამართლო პროცესის წარმოების მიზნებისათვის. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოწმის სახელის/გვარისა და მისი იმუნოდეფიციტის (HIV) სტატუსის გამოქვეყნება არ ემსახურებოდა კანონიერ მიზანს. კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა ასევე დადგინდა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დამნაშავის დოსიე, რომელიც შეიცავდა განმცხადებლის სამედიცინო მონაცემების (ადამიანის იმუნოდეფიციტის (HIV) სტატუსი) დეტალებს, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდებოდა 10 წლის შემდგომ, მაშინ როდესაც შესაბამისი პირი შეიძლება კვლავ ცოცხალი ყოფილიყო.

სადაზღვევო კომპანიისათვის სამედიცინო მონაცემების გამღავნება

საქმეში MS v. Sweden18 სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მომჩივანის სამედიცინო ისტორიასთან დაკავშირებული დეტალების სოციალური დაზღვევის დაწესებულებებისათვის გადაცემა ლეგიტიმურ ხასიათს ატარებდა. ხსენებული ღონისძიება პროპორციული იყო, ვინაიდან გამჟღავნებული დეტალები პრეტენზიასთან შესაბამისი იყო, არსებობდა კონფიდენციალურობის ვალდებულება და დანაშაულის ჩადენისათვის დადგა მომსახურე პერსონალის სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

____________________

1. განაცხადი № 5877/72, 1972 წლის 12 ოქტომბერი.

2. Friedl v. Austria, კომისიის მოხსენება, 1994 წლის 19 მაისი, გვ. 20.

3. განაცხადი № 1307/61, 1962 წლის 4 ოქტომბერი, კოლექცია 9, გვ. 53.

4. McVeigh, O'Neill and Evans v. the United Kingdom,1981 წლის 18 მარტი, DR 24, გვ. 15.

5. Murray v. the United Kingdom, 1994 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი.

6. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი, 59-ე პუნქტი.

7. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი, მე-60 პუნქტი.

8. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი.

9. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი, 62-ე პუნქტი.

10. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი, 65-ე პუნქტი.

11. Leander v. Sweden, 1987 წლის 26 მარტის განაჩენი, 65-ე პუნქტი.

12. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი.

13. Gaskin v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისის განაჩენი, 49-ე პუნქტი.

14. Doorson v. the Netherlands, 1993 წლის 29 ნოემბერი, DR 75, გვ. 231.

15. Z v. Finland, 1997 წლის 25 თებერვალი.

16. Z v. Finland, 1997 წლის 25 თებერვალი.

17. Z v. Finland, 1997 წლის 25 თებერვალი, 96-ე პუნქტი.

18. MS v. Sweden, 1997 წლის 27 აგვისტო.

5.2 სახელები/გვარები

▲ზევით დაბრუნება


სასამართლოს მიდგომა

თუმცა პირადი სახელების/გვარების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები ხვდება პირადი და ოჯახური ცხოვრების ფარგლებში მე-8 მუხლის თანახმად, ის ფაქტი, რომ სასამართლოს არასოდეს დაუდგენია ამ დებულების დარღვევა ამ სფეროში, იმაზე მეტყველებს, რომ ამ საკითხზე არ ღირს ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში, გამომდინარე იქედან, რომ მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების ფარგლებში არსებობს პატარა ერთიანი სისტემა გვარის შეცვლისა და არჩევის ნებართვაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სასამართლო შეფასების ფართო ზღვარს აწესებს ამ სფეროში. დამატებით, სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობს მისაღები საზოგადოებრივი ინტერესების ამსახველი მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გვარის შეცვლისა და არჩევის შეზღუდვების რეგულირების გასამართლებლად. ხსენებული მოიცავს:

- გვარების სტაბილურობისათვის მინიჭებულ მნიშვნელობას;

- მოსახლეობის ზუსტ რეგისტრაციას;

- პირადობის დამადასტურებელ საშუალებებთან დაკავშირებულ გარანტიებს; და

- კონკრეტული გვარის მატარებლების დაკავშირება შესაბამის ოჯახთან.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შეზღუდვები ჩაითვალა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებით მამაკაცებსა და ქალებთან მიმართებაში განსხვავებული წესების გამოყენება ჩაითვალა დისკრიმინაციად და გამოიწვია მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთად.1

გვარების შეცვლა

საქმეში Sterjna v. Finland ფინელი განმცხადებელი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ ფინეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა გვარის შეცვლის უფლებას, რაც არღვევდა მე-8 მუხლს. კერძოდ კი, მან განაცხადა, რომ მისი შვედური გვარი დაკავშირებული იყო რიგ პრობლემებთან და ფინურ ენაზე მოლაპარაკეები არასწორედ გამოთქვამდნენ მის გვარს, რაც დაკავშირებული იყო ფოსტის დაგვიანებასთან და გამოიწვია მისი ზედმეტსახელი. თუმცაღა, სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ მისი გვარი განსაკუთრებულ უხერხულობას იწვევდა ან თავისებური იყო. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მრავალი გვარი იწვევს ზედმეტსახელს და დამახინჯებას.

სახელების რეგისტრაცია

საქმეში Guillot v. France სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის “Fleur de Marie,,-ის სახელით რეგისტრაციის აკრძალვა შესაბამისობაში მოდიოდა მე-8 მუხლთან. სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე იმ ფაქტმა მიიყვანა, რომ ბავშვს, ოფიციალურ დოკუმენტებში თუ არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია ამ სახელის გამოყენება, და ასევე დადგინდა, რომ ,,გართულებები,,, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ოფიციალური მიზნებისათვის ერთი სახელის, ხოლო არაოფიციალურად სხვა სახელის გამოყენებამ, არ წამოჭრა პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის საკითხი.

_____________________

1. Burghartz v. Switzerland, 1994 წლის 22 თებერვალი.

5.3 ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობა

▲ზევით დაბრუნება


მე-8 მუხლის დაკმაყოფილების მიზნით როდის არსებობს პოზიტიური ვალდებულებების საჭიროება?

კარგად დადგენილ პრაქტიკას განეკუთვნება ის, რომ სახელმწიფოს შეიძლება დაეკისროს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას პირები მათი ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის დარღვევისაგან. საქმე X & Y v. the Netherlands1 ეხებოდა 16 წლის ფსიქიკურად დაავადებული გოგონას მიმართ სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალურ ძალადობას, შეუძლებელი იყო ამ მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალდების წაყენება ჰოლანდიის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო. განმცხადებელი აცხადებდა, რომ ხსენებულმა გამოიწვია მისი უფლებების დარღვევა მე-8 მუხლის ჭრილში და პასუხად, სასამართლომ დაადგინა, რომ შეიძლება არსებობდეს პოზიტიური ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოსაგან ღონისძიებების მიღებას მოითხოვს, თუნდაც ინდივიდებს შორის ურთიერთობათა სფეროში. X&Y-ის საქმის ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება გვთავაზობდა არასაკმარის დაცვას, სასტიკი და ძალადობრივი სამართალდარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, რომლის არსებობასაც განმცხადებლები ამტკიცებდნენ. დამატებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობა ნიშნავდა, რომ იგი არ უზრუნველყოფდა განმცხადებლის დაცვას და, შედეგად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, დაეცვა მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, რაც იწვევდა მე-8 მუხლის დარღვევას.2

რა შემთხვევაში არღვევს სამედიცინო მკურნალობა მე-8 მუხლს?

სამედიცინო ჩარევების უმრავლესობა, რომლებიც წარმოადგენს ფიზიკური ხელშეუხებლობის შეზღუდვას, როგორც პირადი ცხოვრების ნაწილი, გამართლებულ იქნება ფართო საზოგადოების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. ასე მაგალითად, განიხილავდა რა საკვების სავალდებულო ადმინისტრირების საკითხს საქმეში Herczegfalvy v. Austria,3 სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედება შესაბამისობაში მოდიოდა განმცხადებლის პირად ცხოვრებასთან, ვინაიდან იმ დროისათვის ზოგადად მიღებული ფსიქიატრიული თეორიის პრინციპების თანახმად, სამედიცინო აუცილებლობა ამართლებდა მოპყრობას.

სხეულის (შიშველი) გაჩხრეკა შეესაბამება თუ არა პირადი ცხოვრების პატივისცემას?

სხეულის (შიშველი) გაჩხრეკა, რექტალური შემოწმების ჩათვლით, რომელიც განხორციელებულ იქნა უსაფრთხოების მიზნით, არ იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ მე-8 მუხლთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღონისძიებები, როგორც წესი, წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას. თუმცაღა, ამ სახის ჩარევები ხშირ შემთხვევაში გამართლებული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აღკვეთის გონივრული და ჩვეულებრივი მოთხოვნები, რომლის დროსაც ჩარევის უფრო ფართო ღონისძიებები შეიძლება გამართლებულ იქნეს ვიდრე თავისუფლებაში მყოფი პირებისათვის დანაშაულისა და უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნების შესაბამისად. ასე მაგალითად, საქმეში McFeeley v. the United Kingdom,4 ჩრდილოეთ ირლანდიის მაზეს ციხის უშიშროების განსაკუთრებული ნორმები მოითხოვდა სხეულის (შიშველ) ხშირ ჩხრეკას, სადაც გამოცდილებამ უჩვენა, რომ უკანონი გზით ხდებოდა საშიში ნივთების შეტანა ციხეში. კომისიამ დაადგინა, რომ მაშინ როდესაც გარემოებები პირადად შეურაცხმყოფელი იყო, ისინი არ იყო განზრახ დამამცირებელი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ კონტაქტს და ხსენებულს არ ესწრებოდა მესამე ოფიცერი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული უკანონო ქმედებები.

ჰომოლექსუალობის კრიმინალიზაცია შესაბამისობაში მოდის თუ არა მე-8 მუხლთან?

საქმემ Dudgeon v. the United Kingdom5 დააფუძნა მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ პირადი სქესობრივი ურთიერთობა, რომელიც ინდივიდუალური პირადი სფეროს უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს, არ შეიძლება აკრძალულ იქნეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან შეიძლება შოკირება გამოიწვიოს და შეურაცხყოს სხვები. პირადი ცხოვრების ამ ინტიმურ ასპექტში უნდა არსებობდეს განსაკუთრებით სერიოზული მიზეზები, რათა ჩარევა გამართლებულ იქნეს. სასამართლომ ამ კონტექსთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა დემოკრატიული საზოგადოების ორი ნიშანთვისება: შემწყნარებლობა და ფართო აზროვნება. ამიტომაც, Dudgeon-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცებს შორის ურთიერთთანხმობით ჰომოსექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზაცია წარმოადგენდა განმცხადებლის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევას.

საქმეში Norris v. Ireland6 სასამართლომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება ირლანდიის კანონთან დაკავშირებით, რამაც მოახდინა ჰომოსექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზაცია და უარყო ის განაცხადი, რომ სახელმწიფოები უნდა სარგებლობდნენ გაფართოებული დისკრეციით კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული ზნეობის დაცვასთან მიმართებაში. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ შეფასების ზღვარი რჩება მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან, როგორც შესაბამისი გარანტია, სრულწლოვანის ასაკის ჩათვლით, ახალგაზრდის დაცვის მიზნით.

შესაძლებელია თუ არა პირადი სქესობრივი ურთიერთობა ოდესმე დარეგულირდეს?

სასამართლომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ განიხილა ის საკითხი, თუ რა მოცულობით შეიძლება პირადი სქესობრივი ურთიერთობის დარეგულირება. საქმეში Laskey, Jaggard & Brown v. the United Kingdom7 განმცხადებლების წინააღმდეგ აღძრულ იქნა გამოძიება იმ ფაქტზე, რომ ისინი მონაწილეობდნენ ჯგუფურ სადო-მაზოხისტურ ქმედებებში, რამაც, მათი მტკიცებით, დაარღვია პირადი ცხოვრების უფლება მე-8 მუხლის ჭრილში. თუმცა სასამართლომ კითხვა დასვა, ამგვარი ქმედებები შეიძლება თუ არა ჩაითვალოს პირადი ცხოვრების ასპექტად ხსენებული დებულების თანახმად, არ გახდა აუცილებელი სასამართლოსათვის, რომ გადაეწყვიტა საკითხი, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც იმ ქმედებებზე გამოძიების აღძრა, როგორიცაა თავდასხმა და სხეულის დაზიანება, მიუხედავად სრულწლოვან მსხვერპლთა თანხმობისა, გამართლებულ იქნა ანმრთელობის დაცვის მიზნით, გაითვალისწინა რა შესაბამისი ქმედებების განსაკუთრებული ხასიათი.

თუმცაღა, საქმეში ADT v. the United Kingdom8 სასამართლომ განიხილა შემდეგი: განმცხადებლის წინააღმდეგ აღძრული გამოძიება იმ ფაქტზე, მისი სქესობრივი ურთიერთობის ვიდეოფირზე ჩაწერა წარმოადგენდა თუ არა მისი პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემაში გაუმართლებელ ჩარევას. მაშინ როდესაც სასამართლო დაეთანხმა მთავრობას, რომ, გარკვეულწილად, სქესობრივი ურთიერთობები შეიძლება განხორციელებულ იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის გამართლება, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევასთან არ ჰქონდა საქმე. კერძოდ, შესაბამისი იყო, რომ განმცხადებელი მონაწილეობდა სქესობრივ ურთიერთობებში მეგობრების შეზღუდულ რაოდენობასთან ერთად იმ გარემოებებში, როდესაც ნაკლებად შესაძლებელი იყო, რომ სხვები საქმის კურსში ყოფილიყვნენ თუ სინამდვილეში რა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქმედებები ვიდეოფირზე იქნა ჩაწერილი, სასამართლომ შესაბამისად ჩათვალა, რომ განმცხადებელის წინააღმდეგ აღძრულიყო გამოძიება მხოლოდ ქმედებებზე და არა მათ ჩაწერასა თუ საჯარო გაცხადების რისკთან მიმართებაში. ამგვარად, ქმედებები რეალურად წარმოადგენდა პირადს,რაც ნიშნავს იმას, რომ შეფასების ვიწრო ზღვარი გამოიყენება სხვა საქმეებში, რომლებიც ეხება პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტებს. ამ ფაქტორების შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შენარჩუნება და განმცხადებლის წინააღმდეგ გამოძიების აღძრა და გასამართლება არაპროპორციული იყო ზნეობისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზანთან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამიად.

ტრანსსექსუალებისათვის სქესის შეცვლის არაღიარება

სასამართლოს თანახმად, ტრანსსექსუალები მოითხოვენ მათი სქესის შეცვლის აღიარებასა და კონვენციით განმტკიცებული სხვა უფლებებით სარგებლობას, რომლებიც ეხება სამართლებრივ, სოციალურ, სამედიცინო და ეთიკურ საკითხებს. ამიტომაც, მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის ნათელი კონსენსუსის არარსებობისას, სასამართლო უზრუნველყოფილია შეფასების ფართო ზღვრით ამ სფეროში და მან თანმიმდევრულად არ დაადგინა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს დაბადების მოწმობაში ცვლილებების შეტანას, რაც ტრანსსექსუალის შეცვლილი სქესის დოსიეში ჩაწერას გულისხმობს.9 ხსენებულით სასამართლომ დააკმაყოფილა ის არგუმენტი, რომ ვინაიდან დაბადების რეგისტაციის სისტემა დაფუძნებულია ფაქტების დაბადების მომენტისათვის ჩაწერაზე, ნებისმიერი შემდგომი ცვლილება წარმოადგენს დოსიეს ფალსიფიცირებას. სასამართლო ასევე დაეთანხმა იმ არგუმენტს, რომ ღონისძიებებს, რომლებიც ტრანსსექსუალებს სქესის შეცვლის გამჟღავნებისაგან იცავს, შეიძლება გააჩნდეს უარყოფითი გავლენა, ოჯახში დაბნეულობისა და გართულების სავარაუდო რისკისა და მემკვიდრეობის საკითხების ჩათვლით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ საზოგადოების ზოგადი ინტერესისა და ინდივიდის ინტერესების დაბალანსებისას, სასწორი გადაიხარა ზოგადი ინტერესის სასარგებლოდ. აღნიშნულს განსაკუთრებით აქვს ადგილი, მაშინ როდესაც ტრანსსექსუალებს შეუძლიათ შეიცვალონ სახელები და ოფიციალური დოკუმენტაცია. თუმცაღა მიუხედავად ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა, სასამართლომ აღიარა, რომ ის აცნობიერებს პრობლემების სერიოზულობას, რომლებსაც ტრანსსექსუალები აწყდებიან ამ სფეროში და ამიტომ განაცხადა, რომ პოზიცია მომავალშიც უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას.

____________________

1. X & Y v. the Netherlands, 1985 წლის 26 მარტის განაჩენი.

2. იხ. ზემოთ.

3. Herczegfalvy v. the Austria, 1992 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.

4. განაცხადი № 8317/78, McFeeley v. the United Kingdom, 1980 წლის 15 მაისი.

5. Dudgeon v. the United Kingdom, 1981 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.

6. Norris v. Ireland, 1988 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი.

7. Laskey, Jaggard & Brown v. the United Kingdom,1997 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

8. ADT v. the United Kingdom, 2000 წლის 31 ივლისის განაჩენი.

9. Rees v. the United Kingdom, 1986 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი; Cossey v. the United Kingdom,1990 წლის 27 სექტემბრის განაჩენი; Sheffield and Horsham v. the United Kingdom, 1998 წლის 30 ივლისის განაჩენი.

5.4 პირადი ცხოვრება და მიმოწერა

▲ზევით დაბრუნება


კომუნიკაციების შემოწმება სატელეფონო მოსმენებისა თუ წერილობითი მიმოწერის შემოწმების ფორმით ზოგადად წარმოადგენს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული ერთზე მეტი ინტერესის შეზღუდვას, ხშირ შემთხვევაში პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ასეთ საქმეებში, რომლებიც ზემოთ იქნა განხილული, კვლავ სადავო საკითხები იქნება ის, განმცხადებელს შეუძლია თუ არა დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა სავარაუდო ჩარევას და/ან გასაჩივრებული ღონისძიება განხორციელდა თუ არა კანონის თანახმად და შესაბამისობაში მოდიოდა თუ არა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტთან. თუ რა მოცულობით შეიძლება კომუნიკაციების შემოწმების გამართლება, მაშინ როდესაც ადგილი აქვს პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევას,

ფოსტის საშუალებით გაგზავნილი მიმოწერის შემოწმება

ვრცელდება თუ არა მიმოწერის პატივისცემის უფლება პატიმრებზე მე-8 მუხლის ჭრილში?

მართალია, წარმოდგენილი არგუმენტების თანახმად, პატიმართა მხრიდან კონვენციით განმტკიცებული უფლებების განხორციელება ითვალისწინებდა შეზღუდვებს, სასამართლომ ეს წინადადება უარყო საქმეში Golder v. the United Kingdom.1 სასამართლომ დაადგინა, რომ მსავრდებულის მიმოწერის პატივისცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის აუცილებლობა,, აღქმულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის ჩვეულებრივი და გონივრული მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცაღა, ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრისათვის ხელის შეშლა, თავის ადვოკატთან ეწარმოებინა მიმოწერა, წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

რა შემთხვევებში და როგორ არის დაშვებული ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა მიმოწერის შემოწმება?

საქმეში Campbell v. the United Kingdom2 განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ადვოკატისა და კომისიისათვის გაგზავნილი წერილები გაიხსნა და წაკითხულ იქნა ციხის ადმინისტრაციის მიერ, რამაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა დაეწესებინა განსაზღვრული მითითებები, თუ როგორ და როდის შეეძლო ადმინისტრაციას გაეხსნა პატიმართა მიმოწერა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმრის მიმოწერა ადვოკატთან პრივილეგირებულია მე-8 მუხლის მიხედვით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრის კონტექსტში, სადაც ადვოკატისთვის მისი კლიენტის პირადად მონახულება შეიძლება უფრო რთული იყოს, მაგალითად, ციხესთან მოშორებული ადგილმდებარეობის გამო. შესაბამისად, ამ უფლების შეზღუდვა მოითხოვს მნიშვნელოვან გამართლებას. სასამართლომ განაცხადა, რომ ადვოკატთან კონფიდენციალური მიმოწერის მიზნის მიღწევა შეუძლებელია მაშინ, როდესაც კომუნიკაციის ეს საშუალებები ექვემდებარება ავტომატურ კონტროლს. ამგვარად, ნებისმიერი ასეთი სახის შეზღუდვა მოითხოვს მყარ არგუმენტაციასა და გამართლებას.

სასამართლოს თანახმად, განსაკუთრებული დაცვა, რომლითაც სარგებლობს პატიმარსა და მის ადვოკატს შორის წარმოებული მიმოწერა, გულისხმობს იმას, რომ ციხის ადმინისტრაციას შეუძლია გახსნას ადვოკატისაგან პატიმრის სახელზე შემოსული წერილი მხოლოდ იმ შემთხვევაში,

როდესაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ვარაუდისათვის, რომ წერილი შეიცავს უკანონო მასალას, რომელიც ვერ იქნა აღმოჩენილი შემოწმების ჩვეულებრივი საშუალებით.3

მიუხედავად ხსენებულისა, წერილი შეიძლება გაიხსნას, მაგრამ არ უნდა იქნეს წაკითხული. ჯეროვანი გარანტიები უნდა იქნეს დაცული წერილის წაკითხვის წინააღმდეგ, მაგალითად, წერილის გახსნა პატიმრის თანდასწრებით.

ადვოკატისადმი მიმართული პატიმრის წერილების წაკითხვასთან დაკავშირებით Campbell-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, მხოლოდ მაშინ,

როდესაც ადმინისტრაციას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ადვოკატთან მიმოწერის უფლებით ბოროტად სარგებლობენ, რაც იმით გამოიხატება, რომ წერილის შინაარსი საფრთხეს უქმნის ციხის უშიშროებას ან სხვათა უსაფრთხოებას ან სხვაგვარად დანაშაულებრივი ხასიათისაა.4

სასამართლოს თანახმად, თუ რა მიიჩნევა „დასაბუთებულ ეჭვად“ დამოკიდებულია ყველა გარემოებაზე, მაგრამ

იგი გულისხმობს ისეთი ფაქტის ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დააკმაყოფილებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ადვოკატთან ურთიერთობის გზა ბოროტად გამოიყენება.5

თუმცა მთავრობა ამტკიცებდა, რომ პატიმარსა და მის ადვოკატს შორის ფოსტისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება გამოიწვევდა ამგვარი სისტემის ბოროტად გამოყენების რისკს, სასამართლომ დაადგინა რომ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა გადაწონილ იქნა ადვოკატსა და მის კლიენტს შორის არსებული კონფიდენციალურობის პატივისცემის საჭიროებით. ამიტომაც ნათელია, რომ პატიმარსა და მის ადვოკატს შორის არსებული კორესპოდენციის შემოწმება წარმოადგენს მე-8 მუხლში ჩარევას, რაც შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ გამონაკლის გარემოებებში.

იგივე წესები ვრცელდება თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმოწერაზეც?

Schönenberger & Durmaz v. Switzerland6 სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი პრინციპები გამოიყენება ადვოკატსა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრის მიმოწერასთან მიმართებაში. ამ საქმეში განმცხადებელი იმას კი არ ასაჩივრებდა, რომ ციხის ადმინისტრაცია გაეცნო წერილის შინაარსს, არამედ იმას, რომ ადმინისტრაციამ არ გადასცა იგი ადრესატს, რამაც, მისი მტკიცებით, გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა. მთავრობის თანახმად, მისი ქმედების მართლზომიერება მდგომარეობდა იმაში, რომ წერილი წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარს აძლევდა იურისტის რჩევას, რომელიც არღვევდა ჯერ კიდევ სამართალწარმოებაში მყოფ სისხლის სამართლებრივი დევნის სრულყოფილ განხორციელებას. ფაქტობრივად, წერილი ბ-ნ დურმაზს ურჩევდა დუმილის უფლების გამოყენებას, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ, შვეიცარიის ფედერალური სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, წარმოადგენდა სამართლებრივ ტაქტიკას, რისი ექვივალენტის ნახვა შესაძლებელია სხვა მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში. ხსენებულიდან გამომდინარე, მიმოწერის შეზღუდვა მე-8 მუხლთან შეუსაბამოდ ჩაითვალა.

შესაძლებელია თუ არა პატიმართა პირადი მიმოწერის შემოწმება?

გამართლებული იქნება თუ არა პატიმრის პირადი მიმოწერის შემოწმება, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მის შინაარსზე. ვინაიდან უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზანმა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში შეიძლება „გაამართლოს შეზღუდვის ფართო ზომები... პატიმართან მიმართებში, თავისუფალი პირის შემთხვევასთან განსხვავებით,7 პატიმართა მიმოწერის კონტროლთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიება არ არის შეუსაბამო კონვენციასთან. ასე მაგალითად, საქმე Silver v. the United Kingdom8 წარმოგვიდგენს, თუ როგორ შეიძლება, რომ ძალადობის მუქარებისა და კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ ქმედებებზე დისკუსიების შემცველი წერილების შემოწმება აუცილებლად იქნეს მიჩნეული დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. მეორეს მხრივ, მე-8 მუხლთან შეუსაბამო იქნებოდა იმ პირადი წერილების შეჩერება, რომლებიც „მიმართული იყო ხელისუფლების უპატივისმცემლობისაკენ,, ან შეიცავდა ისეთ მასალას, „რომელიც განზრახ იყო მიმართული ციხის ადმინისტრაციის უპატივისმცემლობისაკენ“. სასამართლოს თანახმად, ის ღონისძიებები, რომლებიც არ ემსახურება ზემოხსენებულ მიზნებს ან ამ დებულებაში ჩამოყალიბებულ ნებისმიერ მიზანს, დაუშვებელი იქნება. ამდენად, წმინდა წყლის პირადი ან კერძო მიმოწერის შემოწმება შეუსაბამო იქნება კონვენციასთან.9

საიდუმლო თვალთვალთან დაკავშირებული ოპერაციები

თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ საიდუმლო სამსახურები შეიძლება ლეგიტიმურად ფუნქციონირებდნენ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამავდროულად ნათლად განმარტა, რომ მოქალაქეთა საიდუმლო თვალთვალის უფლებამოსილება, კონვენციის თანახმად, შეწყნარებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც იგი მკაცრად აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის მიზნით. ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებებმა ჩათვალეს, რომ მათ ემუქრებოდათ შპიონაჟისა და ტერორიზმის საკმაოდ სრულყოფილი ფორმები, იმ შედეგით, რომ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ასეთ საფრთხეთა ეფექტიანი გამკლავების მიზნით თვალთვალის განხორციელება თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ასეთ ნეგატიურ ელემენტებთან მიმართებაში. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ

ზოგიერთი კანონმდებლობის არსებობა, რომელიც წერილზე, ფოსტასა და ტელეკომუნიკაციებზე საიდუმლო თვალთვალის უფლებამოსილებას იძლევა, გამონაკლის შემთხვევებში, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროებისა და/ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

რა სახის გარანტიები არის საჭირო?

მაშინ როდესაც სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს, თუ როგორ უნდა იმუშავოს თვალთვალის ასეთმა სისტემამ, ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი. ამიტომაც, ამ სფეროებში სახელმწიფოს ფარული ქმედებების მსგავსად, სასამართლოს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი იმ სისტემის არსებობდა, რომელიც დარღვევის წინააღმდეგ ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიების უზრუნველყოფას მოახდენს. თუმცაღა, სასამართლოს თანახმად, ამ შეფასებას გააჩნია მსგავსი ხასიათი:

იგი დამოკიდებულია საქმეში არსებულ ყველა გარემოებაზე, როგორიცაა: შესაძლო ღონისძიებების ხასიათი, სფერო და ხანგრძლივობა, ამ ღონისძიებების გამოყენებაზე ბრძანების გაცემის საფუძვლები, ამ ღონისძიებების ნებართვაზე, გამოყენებასა და ზედამხედველობაზე კომპეტენტური ორგანოები, და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალების სახეობა.10

საქმეში Klass v. Germany11 სასამართლომ გაამახვილა ყურადღება იმ საკითხზე, რომ გერმანიის კანონდებლობამ, რომელიც ეროვნული უშიშროების დაცვისა და უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ითვალისწინებდა წერილის გახსნასა და სატელეფონო მოსმენებს, დაარღვია თუ არა განმცხადებლის უფლებები მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჭრილში, რამდენადაც მას არ გააჩნდა დარღვევის წინააღმდეგ ადეკვატური გარანტიები. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა სახის დაცვის საჭიროებასთან გვაქვს საქმე, ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პრინციპში, სასამართლო კონტროლი თუ ზედამხედველობა სასურველია. თუმცაღა, სტრასბურგის სასამართლომ განავითარა თავისი მოსაზრება და მოიწონა გერმანული სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ საზედამხედველო კონტროლის უფლებამოსილებით აღჭურვილნი იყვნენ არა სასამართლოები, არამედ საპარლამენტო საბჭო და ორგანო სახელწოდებით G10 კომისია, რომელიც საბჭომ დაამტკიცა. ხსენებულს იმიტომ ჰქონდა ადგილი, რომ დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა ის, რომ ორივე ორგანო დამოუკიდებელი იყო იმ ორგანოებისაგან, რომლებიც ახორციელებდნენ თვალთვალს და მინიჭებული ჰქონდათ საკმარისი უფლებამოსილება ეფექტიანი და განგრძობადი კონტროლის განხორციელების მიზნით. ამიტომაც, სასამართლომ დაასკვნა, რომ შპიონაჟისა და თვალთვალის ტექნიკური მიღწევებისა და ევროპაში ტერორიზმის მომძლავრების გათვალისწინებით, გერმანიის სისტემა ფარული თვალთვალის კონტროლირების შესახებ აკმაყოფილებდა კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს.

__________________

1. Golder v. the United Kingdom, 1971 წლის 17 ივნისის განაჩენი.

2. Campbell v. the United Kingdom, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი.

3. Campbell v. the United Kingdom, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი, 48-ე პუნქტი.

4. Campbell v. the United Kingdom, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი, 48-ე პუნქტი.

5. Campbell v. the United Kingdom, 1992 წლის 25 მარტის განაჩენი, 48-ე პუნქტი.

6. Schönenberger & Durmaz v. Switzerland, 1998 წლის 20 ივნისის განაჩენი.

7. Golder v. the United Kingdom, 1971 წლის 17 ივნისის განაჩენი, 45-ე პუნქტი.

8. Silver v. the United Kingdom, 1983 წლის 25 მარტის განაჩენი, 45-ე პუნქტი.

9. Boyle & Rice v. the United Kingdom, 1988 წლის 27 აპრილის განაჩენი.

10. Klass v. Germany, 1978 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, 50-ე პუნქტი.

11. Klass v. Germany, 1978 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, 50-ე პუნქტი.

5.5 ოჯახური ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


ვინაიდან ოჯახური ცხოვრების მოქმედება მე-8 მუხლის მნიშვნელობით დადგენილია, დაცვის საკითხი მომდინარეობს მე-8 მუხლის დებულებიდან სხვადასხვა სფეროებში.

ახური კავშირების სამართლებრივი ცნობა

დაუქორწინებელი დედა და მისი შვილი

სასამართლომ საქმეში Marckx v. Belgium1 დაადგინა, რომ დაუქორწინებელ დედასა და მის შვილს შორის ოჯახური ცხოვრება შექმნილია დაბადების ფაქტითა და ბიოლოგიური კავშირით, რასაც იგი ქმნის. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მე-8 მუხლის ჭრილში ახური ცხოვრების პატივისცემის გარანტირების მიზნით არსებითია ბიოლოგიური კავშირის ავტომატური და დაუყოვნებელი ტრანსფორმაცია სამართლებრივ კავშირებში. ის ფაქტი, რომ აღიარებასთან დაკავშირებული საშუალებები შეიძლება განსხვავდებოდეს მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის, იმას ნიშნავს, რომ აღიარების პროცედურასთან დაკავშირებით ქვეყნის შიდა ორგანოები სარგებლობენ შეფასების ზღვრით. თუმცაღა, მნიშვნელოვანია, რომ ახური ცხოვრების პატივისცემა კანონდებლობაში იმ გარანტიების არსებობას გულისხმობს, რომლებიც უზრუნველყოფს, ბავშვის დაბადების მომენტიდან, მის შესაძლო ინტეგრაციას ახში.2 სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქვეყნის შიდა კანონდებლობა ოჯახური კავშირების შესახებ „ნორმალური ოჯახური ცხოვრებით“ უნდა უზრუნველყოფდეს ყველას, ვისაც ეს ეხება.

მშობლების ქორწინებაგარეშე დაბადებული ბავშვის მდგომარეობა

საქმეში Johnston v. Ireland3 სასამართლომ დაადგინა, რომ დაუქორწინებელ მშობლებსა და მათ შვილებს შორის ტრადიციული ახური კავშირების ნორმალური განვითარება მოითხოვდა, რომ ეს უკანასკნელი მოექცეს სამართლებრივად და სოციალურად ისეთივე პოზიციაში, როგორშიც იმყოფება ბავშვი, მაშინ როდესაც მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან. ამიტომაც, მშობლების ოჯახური მდგომარეობის გამო ბავშვის მიმართ განსხვავებული მოპყრობა აკრძალულია მე-8 მუხლის თანახმად მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთად.

ხელოვნური განაყოფიერების გზით (AID) დაბადებული ბავშვი

ყველა მშობელსა და მათ შვილებს არ გააჩნიათ მე-8 მუხლით აღიარებული ბუნებრივი ოჯახური კავშირებით სარგებლობის უფლება, მიუხედავ იმისა, რომ ნებისმიერი გამონაკლისი გამართლებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მე-2 პუნქტის ჭრილში. საქმეში X, Y & v. the United Kingdom4 სასამართლომ არ დაადგინა, რომ ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო ტრანსსექსუალი, რომელმაც მდედრობითი სქესი მამრობითით შეიცვალა, მისი პარტნიორი და მათი გოგონა, რომელიც დონორის მიერ ხელოვნური განაყოფიერების გზით (AID) დაიბადა, მოითხოვდა დაბადების მოწმობაში ტრანსსექსუალის როგორც ბავშვის მამად ცნობას. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შესაბამისი ევროპული სტანდარტების არარსებობა, რომლებიც ეხებოდა ტრანსსექსუალისათვის მშობლის უფლებების მინიჭებასა და დონორის მიერ ხელოვნური განაყოფიერების გზით (AID) დაბადებული ბავშვისა და იმ პირის ურთიერთობების კანონში ასახვას, რომელიც ახორციელებს მამის სოციალურ როლს.5 კონსესუსის არარსებობა იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფო სარგებლობდა შეფასების ფართო ზღვრით შესაბამისი ინდივიდებისა და საზოგადოების უფლებების დაბალანსებისას. საზოგადოებრივი ან საარო ინტერესი ემსახურებოდა საოახო სამართლის კოჰერენტული სისტემის შენარჩუნებას, რაც პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვის საუკეთესო სურვილებს და ინიდივიდების უფლებებთან დაკავშირებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვისა და მისი სოციალური მამის მიერ განცდილი სოციალურად და იურიდიულად არახელსაყრელი მდგომარეობა ნაკლებადსავარაუდო იყო, რომ გამოიწვევდა ამ გარემოებების შეუსაბამო სირთულეს. საბოლოო ჯამში, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ შესაბამისი ბავშვი, ან ზოგადად AID-ის გზით ჩასახული ბავშვები, რაიმე სარგებელს ნახავდნენ განმცხადებლის მამის სტატუსით დარეგისტრირებით. შედეგად, სასამართლომ არ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი ითვალისწინებდა შემდეგ ვალდებულებას: პირი, რომელიც არ იყო ბიოლოგიური მამა, ეღიარებინა მამად.6

დაუქორწინებელი მამების უფლებები

ზოგიერთი სახელმწიფო ნებას რთავს დედებს, გააკონტროლონ მათი შვილის დაუქორწინებელი მამა შეტანილ იქნა თუ არა ბავშვის დაბადების მოწმობაში. აღნიშნული პრაქტიკა გამოიწვევს თუ არა მე-8 მუხლის დარღვევას, დამოკიდებულია იმაზე, გამართლებული იქნება თუ არა ხსენებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ხშიდად არის გამართლებული მაშინ, როდესაც ადგილი აქვს კონფლიქტს მშობლებს შორის და დედა უარს აცხადებს, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში ჩაიწეროს დაუქორწინებელი მამა იმ მიზეზით, რომ ეს მას მიანიჭებს მეურვეობისა და ხელმისაწვდომობის ავტომატურ უფლებებს.

მშობლების მხრიდან ერთობლივი პასუხისმგებლობა საკმარისია თუ არა ახური ცხოვრების პატივისცემი სათვის?

კომისიამ დაადგინა, რომ დაუქორწინებელი მშობლების უუნარობა, შვილზე განახორციელონ ერთობლივი მეურვეობა, ეხმაურება გარემოებებს, რომლებიც აღემატება იქ, სადაც ბავშვი დაბადებულია ქორწინების გარეშე. ამიტომ, ასეთი მოპყრობა შეესაბამება კონვენციას, თუნდაც მაშინ როდესაც ორივე მშობელს სურს, რომ კანონით აღიარებული მშობლის საერთო პასუხისმგებლობის ფაქტობრივი სიტუაცია გააჩნდეთ.7 სასამართლოს მოცემული ეტაპისათვის არ განუხილავს აღნიშნული საკითხი.

პრეზუმფცია, რომ ქმარი არის მამა, არღვევს თუ არა მე-8 მუხლს?

კონვენციის მიდგომა მამობის საკითხთან მიმართებაში გამოხატავს სოციალური და ბიოლოგიური რეალობის პრივილეგიას სამართლებრივ რეალობაზე ახური კავშირების აღიარების კუთხით. 1993 წელს დედა ასაჩივრებდა, რომ მისმა უუნარობამ გაესაჩივრებინა პრეზუმფცია, რომ მისი მეუღლე იყო მისი შვილის მამა, დაარღვია მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.8 სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნდა, რომ ის პრეზუმფცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, წარმოადგენდა მე-8 მუხლის დარღვევას. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა:

ახური ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ბიოლოგიური და სოციალური რეალობა აღემატებოდეს სამართლებრივ პრეზუმფციას, რომელიც, როგორც წინამდებარე საქმეში გვევლინება, ეწინააღმდეგება როგორც დადგენილ ფაქტებს, ასევე შესაბამისი პირების სურვილებს და არც ერთი მხარისათვის არ მოაქვს სარგებელი.9

მეურვეობასთან, კონტაქტებსა და ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხები

მეურვეობის მინიჭება არღვევს თუ არა მე-8 მუხლს? ოჯახური ცხოვრება არ წყდება განქორწინების შემდგომ. ამგვარად, მე-8 მუხლით განტკიცებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით უნდა სარგებლობდნენ დაქორწინებული, ისევე როგორც გაშორებული წყვილები მათ შვილებთან ერთად.10 გაშორების შემდეგ, როდესაც ბავშვის მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება ენიჭება ერთ-ერთ მშობელს, მაშინ მეორე მშობელს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ის, რომ სასამართლომ გადახედა ქვეყნის ამ ტიპის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხს, მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო შეფასების ფართო ზღვრით, რომლითაც სახელმწიფო არის აღჭურვილი ამ სფეროში და ნაკლებად სავარაუდოა იმის დადგენა, რომ ერთი მშობლისათვის მეურვეობის მინიჭების გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს მე-8 მუხლის დარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროცედურა თვითნებურია ან მხარეების უფლებები და ინტერესები არ არის გათვალისწინებული. მეურვეობის მინიჭება რა შემთხვევაში ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს?

კონვენცია ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებს უკრძალავს შემდეგს: მიანიჭოს ან რელიგიურ ნიადაგზე უარი განუცხადოს კონკრეტულ მშობლებს შვილების მეურვეობასა და მზრუნველობაზე. ხსენებულს ადგილი ჰქონდა საქმეში Hoffmann v. Austria11 განმცხადებელი იყო კათოლიკე, რომელიც ცოლად გაჰყვა იგივე სარწმუნოების მქონე მამაკაცს. ცოლ-ქმარმა მონათლა ბავშვი და მას ზრდიდა ამ აღმსარებლობით. თუმცაღა, დედა მოგვიანებით გახდა იეჰოვას მოწმე, გაეყარა ქმარს და ბავშვი თან წაიყვანა. მეურვობის საკითხი წყვილმა ავსტრიის სასამართლოს წინაშე დააყენა და ქვედა ინსტანციის სასამართლომ შვილზე მეურვეობა დედას დააკისრა. უზენასმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დარწმუნებული იყო რა ბავშვების მიმართ დედის რელიგიის ნეგატიურ ზემოქმედებაში, რაც მათ შორის გულისხმობდა სისხლის გადასხმასთან და დღესასწაულებთან მიმართებაში მის სკეპტიკურ დამოკიდებულებას, და მის პოზიციას, როგორც სოციალური უმცირესობისა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეუსაბამო იყო კონვენციასთან იმ თვალსაზრისით, რომ ხსენებული წარმოადგენდა დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე. მაშინ როდესაც სასამართლომ არ უარჰყო, რომ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულმა გარკვეულმა სოციალურმა ფაქტორებმა მეურვეობის გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება სასწორი გადახაროს ერთი მშობლის სასარგებლოდ - ბავშვების სოციალური ცხოვრების შესაძლო ზეგავლენა, რომელიც ასოცირებულია რელიგიურ უმცირესობებთან და სასამართლოს ორდერის არარსებობისას სისხლის გადასხმაზე მტკიცე უარით გამოწვეული საშიშროება, რომელიც დედასთან არის დაკავშირებული - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მშობლებს შორის ნებისმიერი სახის განსხვავება, რომელიც არსებითად დაფუძნებულია მხოლოდ რელიგიურ სხვაობაზე, მიუღებელი იყო.

მშობლების უფლებათა შეუსრულებლობა იწვევს თუ არა მე-8 მუხლის დარღვევას?

სასამართლომ საქმეში Hokkanen v. Finland12 დაადგინა, რომ მე-8 მუხლი შეიძლება სახელმწიფოს ავალდებულებდეს განახორციელოს აქტიური ღონისძიებები, მეურვეობისა და კონტაქტის საკითხებზე ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანებების აღსრულების თვალსაზრისით. თუმცაღა, ახური ცხოვრების პატივისცემის ვალდებულების უზრუნველყოფა არ არის აბსოლუტური. კერძოდ, მეურვეობის საკითხებზე მიღებული ბრძანებების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამზადებელი ზომები შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მაშინ, როდესაც ბავშვი სხვებთან ერთად ცხოვრობს გარკვეული ხნის განმავლობაში. უფრო მეტიც, აღნიშნული მომზადების ზომების ხასიათი და მოცულობა დამოკიდებული უნდა იყოს საქმის გარემოებებზე. ამიტომაც, ქვეყნის შიდა უწყებებმა

მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყონ ასეთ თანამშრომლობას, და იძულების ვალდებულების გამოყენება შეზღუდული უნდა იყოს, რადგანაც ყველა ინტერესი და უფლება (განსაკუთრებით კი ბავშვის) გათვალისწინებულ უნდა იქნეს.13

საბოლოო ჯამში, სახელმწიფომ ამ გარემოებებში უნდა განახორციელოს გონივრულად საჭირო ყველა ღონისძიება, რათა აღსრულებულ იქნეს მშობელთა უფლებები მეურვეობასა და ხელმისაწვდომობაზე. როდესაც ღონისძიებები არაადეკვატური ან წარუმატებელია, ხოლო პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია მშობელისთვის, მაშინ სახეზე გვექნება მე-8 მუხლის დარღვევა. მეორეს მხრივ, როდესაც ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა გადადგეს ყველა აუცილებელი ნებიჯი კონტაქტის უფლების აღსრულების თვალსაზრისით, რადგანაც იგი შეიძლება გონივრულად იქნეს მოთხოვნილი კონფლიქტის რთული სიტუაციებისას, მაშინ დარღვევას ადგილი არ ექნება.14

კონტაქტის უფლების განხორციელების ვალდებულება უფრო დიდია თუ არა მეურვეობის უფლების განხორციელებასთან მიმართებაში?

საქმეში Hokkanen v. Finland სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ განახორციელეს ადეკვატური და შესაბამისი ღონისძიებები განმცხადებლის უფლების - დაკავშირებოდა თავის ქალიშვილს - აღსრულების მიზნით.15 თუმცაღა, სასამართლოს არ მიუღია მსგავსი დასკვნა განმცხადებლის მეურვეობის უფლებების აღსრულებასა და ბავშვის მიმართ მეურვეობის ბებია-ბაბუისათვის საბოლოოდ მინიჭებასთან მიმართებაში, რომლებიც დადგენილ იქნა მე-8 მუხლთან შესაბამისად. კერძოდ, სასამართლომ მნიშვნელოვნად ცნო, რომ შესაბამისი ბავშვი დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ბებია-ბაბუის მეურვეობის ქვეშ, როდესაც მისი კანონიერი მეურვეობა ბოლოს გადაეცა მის მზრუნველებს, რა დროის განმავლობაშიც მას მცირე კონტაქტი გააჩნდა მამასთან. როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება უდავოდ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ფაქტორი, რამაც გაამართლა მამის მე-8 მუხლით განმტკიცებული უფლებების სერიოზული შეზღუდვა, რამაც ის გამოიწვია. ამის მსგავსად, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მოახერხეს მეურვეობის ბრძანების აღსრულება, მაშინ როდესაც ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ეროვნული სასამართლოების წინაშე, რაც ასევე შესაბამისად ჩაითვალა კონვენციასთან.

ამიტომაც ნათელია, რომ მეურვეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეტად, სახელმწიფოს კონტაქტთან დაკავშირებული ბრძანებების აღსრულების უდიდესი ვალდებულება ეკისრება. აღნიშნული შესაბამისობაში მოდის სტრასბურგის სასამართლოს შეხედულებასთან, რომ მშობლებისათვის ბავშვის დაბრუნების მოსამზადებელი ღონისძიებების გარეშე მეურვეობის ბრძანების აღსრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვისი ინტერესების დაცვისათვისაც არის იგი გამიზნული.

შვილების ირგვლივ მშობლების ხელახალი გაერთიანების პოზიტიური ვალდებულება

მე-8 მუხლის ჭრილში ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ნათლად მოიცავს შვილების ირგვლივ მშობლების ხელახალი გაერთიანების პოზიტიურ ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულების გამოყენება, როგორც წესი, ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ბავშვის მოთავსების შესახებ დროებითი ბრძანება აღარ არის საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ რა არის საჭირო ამ ვალდებულების შესასრულებლად, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ დადგენილ იქნა სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვის ინტერესებსა და მშობლების ინტერესებს შორის, რაც თავიანთ შვილთან ხელახალ გაერთიანებას გულისხმობს. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა:

ამ ბალანსის დადგენისას, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომელმაც, დამოკიდებულია რა ინტერესების ხასიათსა და სერიოზულობაზე, შეიძლება გადაძალოს მშობლების ინტერესები. კერძოდ, როგორც მთავრობის მიერ იქნა შემოთავაზებული, მშობლებს კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, არ შეიძლება გააჩნდეთ ასეთი ღონისძიებები, ვინაიდან ისინი ბავშვის ინტერესებს ზიანს მიაყენებს.

საქმეში Johansen v. Norway16 განმცხადებელი ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას მზრუნველობის ორგანოსათვის თავისი ქალიშვილის გადაცემის შესახებ, შემდგომ მისი შვილად აყვანის მიზნით. სასამართლოს თანახმად, ის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშობლისათვის კონტაქტისა თუ მეურვეობის პერმანენტულად ჩამორთმევას, უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ისინი შეიძლება გამართლებულ იქნეს, თუ გამოწვეულია ბავშვის ინტერესების დაცვის აუცილებლობით. საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებთან მიმართებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ დედას სათანადოდ მიუწვდებოდა ხელი მისი ქალიშვილის მზრუნველობაზე და, რომ შეინიშნებოდა მისი ცხოვრების გაუმჯობესების ნიშნები. ხელისუფლების ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ განმცხადებელი ნაკლებად სავარაუდოდ ითანამშრომელებდა და, რომ ხელმისაწვდომობის შემთხვევაში მზრუნველების ოჯახში მყოფი ქალიშვილის მზრუნველობას ემუქრებოდა შეწუხების რისკი, რაც ეფუძნებოდა მისი ვაჟის მზრუნველობის გადაწყვეტილების აღსრულების სირთულეების გამოცდილებას. ხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს სიძნელეები და რისკი არ იყო იმ ხასიათისა და ხარისხის, რომ გაეთავისუფლებინა ხელისუფლების ორგანოები მათი სტანდარტული ვალდებულებისაგან მე-8 მუხლის თანახმად გაატარონ ღონისძიებები მათი ხელახლა გაერთიანების მიზნით. აღნიშნულს განსაკუთრებით ჰქონდა ადგილი მაშინ როდესაც დედას შესაძლებლობა მიეცემოდა, თავისი ქალიშვილი უზრუნველეყო დამაკმაყოფილებელი აღზრდით. ამიტომაც, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა ჩაითვალა მე-8 მუხლის დარღვევად.

ევროპული სასამართლოს მიდგომა მზრუნველობის საქმეებთან მიმართებაში

სტრასბურგის სასამართლო არ გვთავაზობს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების გასაჩივრებას და, ამიტომაც, სასამართლო თავს იკავებს ინდივიდუალურ საქმეებზე არსებითი განხილვისას თავისი მოსაზრების შეცვლისაგან. შესაბამისად, ამ სფეროში ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს შემდეგში: მოახდინოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, ბავშვის მზრუნველობის ქვეშ მოთავსების გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის თუ არა კონვენციასთან. ხსენებულთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს როლი არ არის შეზღუდული, განსაზღვროს სახელმწიფომ გონივრულად, სიფრთხილითა და კეთილსინდისიერად განახორციელა თუ არა დისკრეცია. ამის სანაცვლოდ, სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის განსაზღვრა, შეზღუდვის გასამართლებლად გამოყენებული მიზეზები შესაბამისი და საკმარისია თუ არა. ასე მაგალითად, საქმეში Olsson v. |Sweden,17 სამი ბავშვი მოთავსებულ იქნა მზრუნველობის ქვეშ იმიტომ, რომ სოციალური დაცვის დაწესებულებებმა მიიჩნიეს, რომ მათ განვითარებას საფრთხე ემუქრებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის, მშობლების უუნარობა, დაეკმაყოფილებინათ მათი ემოციური და ინტელექტუალური საჭიროება. ასეთი მიზეზები დადგენილ იქნა “შესაბამისად,, და “საკმარისად,,, ვინაიდან არსებობდა მტკიცებულება, რომ ბავშვები ჩამორჩნენ განვითარებას და სხვა ღონისძიებების გამოყენება მოხდა წარუმატებლად. ხსენებულმა დააკმაყოფილა სასამართლო, რომ მზრუნველობის ბრძანება შესაბამისი იყო მე-8 მუხლთან. თუმცაღა, აღნიშნულს ყოველთვის არ ექნება ადგილი, მიუხედავად სახელმწიფოს შეფასების ფართო ზღვრისა. საქმეში K & T v. Finland18 სასამართლომ ფაქტებთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მზრუნველობის ბრძანება არ წარმოადგენდა ერთადერთ ალტერნატივას ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მზრუნველობის ბრძანების გამართლებისათვის გამოყენებული მიზეზები არასაკმარისი აღმოჩნდა და იმ გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის გამოყენებული მეთოდები იყო გადაჭარბებული, რასაც მივყავართ მე-8 მუხლის დარღვევამდე. ამიტომაც, როდესაც ხელისუფლების ორგანოები არ ახდენენ მზრუნველობის ბრძანების გამოყენებას უკანასკნელი საშუალების ღონისძიების სახით და აფუძნებენ ასეთ გადაწყვეტილებას ისეთ მიზეზებზე, რომლებიც არის თვითნებური და გაუმართლებელი ამ გარემოებებში, მაშინ აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მე-8 მუხლის დარღვევა.

ახის ხელახლა გაერთიანების ძირითადი მიზანი

სასამართლომ დაადგინა, რომ მშობლებსა და მათ შვილებს შორის არსებული ახური ცხოვრების ფუნდამენტური ურთიერთობების გათვალისწინებით, მზრუნველობის ბრძანება ატარებს დროებით ხასიათს და მისი იმპლემენტაცია ყოველთვის ახის ხელახლა გაერთიანების საბოლოო მიზნით იმართება.18 ამიტომაც, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ისეთი ქმედების გამართლება, რომ მზრუნველობის ბრძანება არასდროს შეიცვალოს და თუნდაც აუცილებელი იყოს ბავშვისთვის, რომ მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ბრძანების შეცვლის მიზანი უნდა პასუხობდეს ყველა იმ ღონისძიებას, რომლებიც ტარდებოდა იმ წინა დროის განმავლობაში. Olsson-ის საქმეში სამი ბავშვი მოთავსებულ იქნა სხვადასხვა მზრუნველების ოჯახებში, რომლებიც დაშორებული იყო ასობით კილომეტრით ერთმანეთისაგან და მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილიდან, რაც მეტად ართულებდა კონტაქტის შენარჩუნებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სიტუაცია შესაბამისობაში მოდიოდა თუ არა მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, თუმცა ხელისუფლების ორგანოები კეთილსინდისიერად მოიქცნენ მზრუნველობის ბრძანების იმპლემენტაციისას, მიუღებელი იყო, რომ ადმინისტრაციულმა სირთულეებმა, როგორიცაა შესაბამისი მზრუნველობის ახების ან განთავსების არარსებობა, უნდა განსაზღვროს ბავშვების მოთავსების ადგილი.19 სასამართლოს თანახმად, ასეთმა პრობლემებმა მზრუნველობის ბრძანებისა და მისი დასკვნის იმპლემენტაციისას შეიძლება ითამაშოს არაუმეტეს მეორადი როლი, შედეგად, მიუხედავად მშობლების კონტაქტგარეშე საქციელისა, ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ იყო გამყარებული საკმარისი მიზეზებით, რომ პროპორციულად ჩათვლილიყო დასახულ მიზანთან, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა.

მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან კონტაქტის მნიშვნელობა

სასამართლო ნათლად ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშობლებსა და შვილებს შორის კონტაქტის შენარჩუნებას, ბავშვის მზრუნველობის ქვეშ განთავსების დროს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო დაადგენს, რომ მზრუნველობის ბრძანების გაცემა შესაბამისობაშია მე-8 მუხლთან, მაშინ როდესაც მშობელთან კონტაქტის შეზღუდვა ან მასზე უარი, როდესაც ბრძანება ძალაშია, შეუსაბამოა.

მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციებზე ნებისმიერი შეზღუდვა დაფუძნებული უნდა იყოს შესაბამის და საკმარის მიზეზებზე, რომლებიც შემუშავებულია ბავშვის ინტერესების დასაცავად და ოჯახის შემდგომი გამთლიანების მიზნით. კერძოდ, უნდა არსებობდეს პროპორციულობა კონტაქტზე დაწესებულ შეზღუდვებსა და საჭიროებას შორის, რომელსაც ხსენებული შეზღუდვები ემსახურება. საქმეში Andersson v. Sweden20 დედა და მისი ვაჟი ამტკიცებდნენ, რომ თვრამეტი თვის განმავლობაში მკაცრად შეეზღუდათ შეხვედრებისა და სატელეფონო თუ საფოსტო კონტაქტების უფლება. მაშინ როდესაც ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ხსენებული ღონისძიებების გასამტკიცებლად მიზეზებისათვის უპირატესობის მინიჭება შესაბამისი იყო - შესაძლებელი იყო ბავშვის მიმალვა მზრუნველობისაგან, სადაც მას მკურნალობა ესაჭირებოდა - სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ გაამართლა შეფარდებული მკაცრი ღონისძიებები, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა.

პროცესუალური უფლებები

სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახური ცხოვრების პატივისცემა მე-8 მუხლის თანახმად ითვალისწინებს პროცესუალურ უფლებებს. საქმეში W v. the United Kingdom21 ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანომ მიიღო მშობელთა უფლებების შესახებ რეზოლუცია განმცხადებლის შვილთან დაკავშირებით და შემდგომში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო - მათ შორის გაშვილების თვალსაზრისით ბავშვის გრძელვადიანი მზრუნველობის ქვეშ მოთავსება, შეზღუდული და საბოლოო ჯამში გაუქმებულია რა მამის ხელმისაწვდომობა - განმცხადებელთან წინასწარი კონსულტაციისა თუ მსჯელობის გარეშე. იმის განსაზღვრისას, აღნიშნული შესაბამისობაში მოდიოდა თუ არა მე-8 მუხლთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სფეროში, სადაც გადაწყვეტილებებს შეუბრუნვადი ხასიათი გააჩნიათ (მაგალითად, სად შეიძლება ბავშვმა ჩამოაყალიბოს ახალი კავშირები მის ალტერნატიულ მზრუნველებთან), არსებულიყო მშობლების ადეკვატური დაცვა თვითნებური ჩარევისაგან. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ან კონსულტირებული რიგ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებმაც გავლენა მოახდინა მის ქალიშვილთან ურთიერთობაზე. შედეგად, იგი არასაკმარისად იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების ყველაზე კრიტიკულ სტადიაში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი არ იქნა უზრუნველყოფილი მისი შეხედულებების სათანადო გათვალისწინებით ან მისი ინტერესების დაცვით, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა.

შესაბამისად, დადგენილი პრეცედენტი არის შემდეგი: მე-8 მუხლის თანახმად მშობლები, და როდესაც რელევანტურია, ოჯახის სხვა წევრები, ჩართული უნდა იყვნენ მათი შვილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ ხარისხით, რაც საკმარისს გახდიდა მათი ინტერესების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად. ამიტომაც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათი შვილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის სამართლიან პროცედურებს, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სასამართლო, რომელშიც მათი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი კონსულტაციისა თუ პროცესში მონაწილეობის დონე შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ნათესავებს შორის, რომლებიც მშობლები არ არიან.22

საოახო სამართალწარმოების ხანგრძლივობა შეესაბამება თუ არა მე-8 მუხლს?

საოჯახო სამართალწარმოების ხანგრძლივობის ზეგავლენა ამ სამართალწარმოების შედეგებზე ხვდება მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რადგანაც ახური ცხოვრების ეფექტიანი პატივისცემა მოითხოვს, რომ მშობელსა და შვილს შორის არსებული სამომავლო ურთიერთობები განისაზღვროს მხოლოდ შესაბამისი მსელობების და არა მხოლოდ გასული დროის გათვალისწინებით.23 ამიტომაც, ნებისმიერმა პროცედურულმა შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს საკითხის de facto განხილვა სასამართლოს წინაშე და შედეგად, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებულები არიან გამოიჩინონ განსაკუთრებული მონდომება, მაშინ როდესაც არსებობს იმის საშიშროება, რომ პროცედურულმა შეფერხებამ შეიძლება შეუქცევადი ზეგავლენა მოახდინოს მხარეების ოჯახურ ცხოვრებაზე.24

მშობლების თანხმობის გარეშე ბავშვის შვილად აყვანა გამოიწვევს თუ არა მე-8 მუხლის დარღვევას?

მშობლებს, რომელთა შვილები წარდგენილი არიან გაშვილებისთვის, შეუძლიათ განაცხადონ, რომ ხსენებული არღვევს მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში. როდესაც აშკარაა, რომ შვილად აყვანის ბრძანება ზღუდავს ოჯახურ ცხოვრებას, საქმის გარემოებები განსაზღვრავს, შეზღუდვა შეიძლება თუ არა გამართლებული იყოს შესაბამისი და საკმარისი მიზეზებით შესაბამისი ბავშვის უფლებებსა და ინტერესებთან მიმართებაში. საქმეში Johansen v. Norway25 განმცხადებელი ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას მზრუნველობის ორგანოსათვის თავისი ქალიშვილის გადაცემის შესახებ, შემდგომში მისი შვილად აყვანის მიზნით. განმცხადებელი ამტკიცება, რომ მის მიმართ დაირღვა მე-8 მუხლი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო დაფუძნებული შესაბამის და საკმარის მიზეზებზე. თუმცაღა, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქმეში Söderback v. Sweden,26 რომელშიც საკითხი იგივე იყო, ხოლო კონტექსტი - განსხვავებული. Söderback-ის საქმეში განმცხადებელი ასევე ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას მზრუნველობის ორგანოსათვის შვილის გადაცემის შესახებ, შემდგომ მისი შვილად აყვანის მიზნით, მაგრამ Johansen-ის საქმის საპირისპიროდ, რომელიც ეხებოდა დედისა და მზრუნველობის ორგანოსათვის გადაცემული შვილის კავშირების გაწყვეტას, ეს საქმე ეხებოდა ბიოლოგიურ მამასა და მისი შვილის კავშირების გაწყვეტას, რომელშიც შვილი დაბადებიდან იმყოფებოდა დედის მზრუნველობის ქვეშ. სასამართლოს თანახმად, ამ საქმეში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

- პირველი, საქმე არ ეხებოდა მშობელს, რომელსაც არც მეურვეობა გააჩნდა თავის შვილზე და არც თავის თავზე იღებდა ბავშვის მზრუნველობას რაიმე თვალსაზრისით.

- მეორე, შესაბამის დროს განმცხადებელსა და ბავშვის შორის კონტაქტები არცთუ ისე ხშირი იყო და ატარებდა შეზღუდულ ხასიათს, ხოლო გაშვილების მომენტში მას შვილი არ უნახავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

- და ბოლოს, მშვილებელმა ბავშვის მზრუნველობა თითქმის დაბადების მომენტიდან გაუნაწილა ნაშვილების დედას და ბავშვი მას მიიჩნევდა საკუთარ მამად. ამიტომაც, გაშვილება უნდა აერთიანებდეს და გარკვეულ სახეს აძლევდეს აღნიშნულ კავშირებს.

ამის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ეროვნული სასამართლოების მიერ ბავშვის საუკეთესი ინტერესების შეფასების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო დაკმაყოფილდა, რომ საქმესთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა მე-8 მუხლის დარღვევა.

მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე ბავშვის შვილად აყვანა გამოიწვევს თუ არა მე-8 მუხლის დარღვევას?

რადგანაც დადგენილ იქნა, რომ ოჯახური ცხოვრება არსებობს მშობელსა და შვილს შორის, ბავშვის მზრუნველობის ორგანოსათვის გადაცემა მშობლის თანხმობის ან მათთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე გამოიწვევს ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას, რისი გამართლებაც ძნელი იქნება. საქმეში Keegan v. Ireland27 სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიის გაშვილების სისტემის გარკვეულმა ასპექტებმა დაარღვია მე-8 მუხლი. კერძოდ ის ფაქტი, რომ ბიოლოგიურ მამას არ ჰქონდა შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება, ნიშნავდა, რომ ბავშვი სასწრაფოდ გადაეცა მომავალ მშვილებლებს, ვისთანაც გოგონამ, დაიწყო კავშირების ჩამოყალიბება და განაცხადი, რომლითაც ბიოლოგიური მამა გაშვილებას ასაჩივრებდა, წარდგენილ იქნა ეროვნული სასამართლოების წინაშე და დადგენილ იქნა, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყო მოწყობილი მშვილებლების საცხოვრებელში. ამგვარად, სამართლებრივმა სიტუაციამ არა მხოლოდ

ზიანი მიაყენა განმცხადებლის კავშირების განვითარებას საკუთარ შვილთან, არამედ ასევე დასაბამი მისცა შეუქცევად პროცესს, რითაც განმცხადებელი ჩააყენა წამგებიან პოზიციაში მეურვეობისათვის დავაში.28

ამიტომაც, ევროპული სასამართლოს თანახმად, პროცედურულმა ხარვეზმა, რომელიც გამოწვეული იყო დაუქორწინებელ მამასთან მისი შვილის მოთავსების შესახებ კონსულტაციების არარსებობითა და ინფორმაციის მიუწოდებლობით, გამოიწვია მისი ახური ცხოვრების უპატივცემულობა მე-8 მუხლის ჭრილში, მიუხედავად ბავშვის გაშვილებისა.

იმიგრაცია

მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოდან პირის დეპორტაციისათვის, სადაც მათი შვილები ან სხვა ხალხი ცხოვრობს, ვისთან ერთადაც ისინი ოჯახური ცხოვრებით სარგებლობენ, ან მშობლისა თუ ოჯახის სხვა წევრის ამ სახელმწიფოში მათთან თანაცხოვრების შეზღუდვა, გამოიწვევს მათ ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას მე-8 მუხლის თანახმად. ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაბამისი კონვენციასთან, როდესაც იგი აკმაყოფილებს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

მოქალაქეობის არმქონე მეუღლეებს აქვთ თუ არა თანაცხოვრების უფლება კონვენციის მხარე სახელმწიფოში?

სახელმწიფოს ვალდებულების მოცულობის მარეგულირებელი პრინციპები მეუღლეების აღიარებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ იქნა სასამართლოს მიერ საქმეში Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom.29 ხსენებული პრინციპებია შემდეგი:

- სახელმწიფოს არ გააჩნია ზოგადი ვალდებულება პატივი სცეს დაქორწინებული წყვილის არჩევანს იმ ქვეყნის ტერიტორიასთან მიმართებაში, სადაც მათ სურთ ოჯახური თანაცხოვრება.

- სახელმწიფოები ამ სფეროში სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით.

- მნიშვნელოვანია არსებობს თუ არა დაბრკოლებები მეუღლეთა სახლის დაფუძნებასთან დაკავშირებით სადმე სხვაგან, მეუღლის ქვეყანაში ან განმცხადებლის წარმომავლობის ქვეყანაში, ან თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზები, რაც დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს.

- მნიშვნელოვანია ის ფაქტი, აცნობიერებდნენ თუ არა დაქორწინებისას პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სახელმწიფოში შესვლასა და იქ არსებულ შეზღუდულ ნებართვებთან. ბავშვს აქვს თუ არა მშობლებთან თანაცხოვრების უფლება კონვენციის მხარე სახელმწიფოში?

მე-8 მუხლი არ ახდენს ახური ცხოვრების განვითარებისათვის საუკეთესო ადგილის არჩევის გარანტირებას. შესაბამისად, საქმეში Ahmut v. the Netherlands30 სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლების უარი, ნება დაერთო ქვეყანაში შესვლაზე ბ-ნ აჰმუტის 15 წლის ვაჟიშვილისათვის, სადაც ბ-ნი აჰმუტი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა, არ წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. სასამართლომ დაასაბუთა თავისი პოზიცია იმით, რომ ბიჭმა ცხოვრების დიდი ნაწილი მაროკოში გაატარა, რასთანაც მას გააჩნდა ენობრივი და კულტურული კავშირები და, სადაც იგი აღიზარდა ოჯახის სხვა წევრების მიერ. სტრასბურგის სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ის მიზეზი, მხარეებს შორის ოჯახური ცხოვრება თუ რატომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ადრე.

ის ფაქტი, რომ ახს ასევე აქვს შესაძლებლობა დაბრუნდეს და შვილთან ერთად იცხოვროს, შეიძლება ასევე გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. საქმე Gцl v. Switzerland31 ეხებოდა თურქი ეროვნების მამაკაცის განაცხადს, რომელიც ცხოვრობდა შვეიცარიაში და, რომელმაც უშედეგოდ მიმართა ხელისუფლებას, რათა თავისი 12 წლის ვაჟი ჩასულიყო შვეიცარიაში მასთან საცხოვრებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიაში საცხოვრებლად გადასვლამ გამოიწვია მშობლების დაშორება და, რომ, მაშინ როდესაც მათი ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით თურქეთში ცხოვრება სავარაუდო სირთულესთან იყო დაკავშირებული, არ არსებობდა რაიმე დაბრკოლება, რაც ხელს შეუშლიდა მათ ერთად ცხოვრებას თურქეთში.

რა შემთხვევაში გამოიწვევს გაძევება მე-8 მუხლის დარღვევას?

იმისათვის რათა განისაზღვროს, რომ მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოდან პირის დეპორტაციის გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოვა თუ არა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემასთან, ევროპული სასამართლო გაითვალისწინებს კავშირების მოცულობას, რომლითაც ინდივიდი უზრუნველყოფილია როგორც მიმღებ, ასევე გადამცემ სახელმწიფოში და ეს უკანასკნელი იქნება ინდივიდის წარმოშობის სახელმწიფო. სხვა ფაქტორებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა, არის შემდეგი:

- დახარჯული დროის ხანგრძლივობა და თითოეულ სახელმწიფოში ენისა და კულტურის ცოდნა;

- ოჯახური კავშირების არსებობა და შესაბამის ქვეყნებში სოციალური წრე;

- მათი ურთიერთობების გავლენა ოჯახის იმ წევრებთან, რომლებიც მათ გარშემო იმყოფებიან, და

- სხვა ნებისმიერი პირადი გარემოებები, როგორიცაა ჯანმრთელობა ან ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ დეპორტაციას გააჩნია განსაკუთრებულად ძლიერმოქმედი უარყოფითი გავლენა ინდივიდზე.

მაშინ აღნიშნული ფაქტორები დაბალანსებულ უნდა იქნეს ჩამორთმევის მიზეზების საწინააღმდეგოდ - დანაშაულის ან უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად, როდესაც დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის კანონი, ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, როდესაც ქვეყანას გააჩნია მკაცრად განსაზღვრული იმიგრაციული პოლიტიკა - იმ მიზნით, რათა განისაზღვროს, ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა პროპორციული იყო თუ არა იმ საჭიროებასთან, რომლის გამოც იგი განხორციელდა.

რა შემთხვევაში მოდის დეპორტაცია წინააღმდეგობაში მე-8 მუხლთან?

ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში დაადგინა, რომ ინდივიდის მე-8 მუხლით განტკიცებულ უფლებებზე უარყოფითი გავლენა არაპროპორციული იქნება იმ მიზანთან, რომლის მიღწევაც ნავარაუდები იყო მისი დეპორტაციის შედეგად. ასეთ საქმეებში განმცხადებელმა თავისი სიცოცხლის უმრავლესობა დაჰყო გამძევებელ სახელმწიფოში, მას გააჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური და ოჯახური კავშირები ხსენებულ სახელმწიფოსთან, მაშინ როდესაც მცირე კონტაქტი ან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიმღებ სახელმწიფოსთან. ასე მაგალითად, საქმე Moustaquim v. Belgium32 ეხებოდა განმცხადებლის დეპოტრაციას მაროკოში. განმცხადებელი ბელგიაში ჩაიყვანეს 2 წლის ასაკში, სადაც ცხოვრობდა მისი ყველა ახლო ნათესავი. მან მიიღო ბელგიის მოქალაქეობა; განმცხადებელი სკოლაში სწავლობდა ფრანგულ ენაზე და მხოლოდ ორჯერ იყო მაროკოში არდადეგებზე. შედარებით ახალ საქმეში Mehemi v. France33 განმცხადებელი დაბადებული იყო საფრანგეთში, სადაც იგი სკოლაში სწავლობდა. მისი ოჯახის უმრავლესობა, მეუღლისა და სამი შვილის ჩათვლით, საფრანგეთში ცხოვრებდა, მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და წარმოუდგენელი იყო მისი სხვაგან ცხოვრება.

რა შემთხვევაში მოდის დეპორტაცია შესაბამისობაში მე-8 მუხლთან?

ამის საპირისპიროდ, მაშინ როდესაც განმცხადებლებმა შეინარჩუნეს გარკვეული კავშირები წარმოშობის ქვეყანასთან, მათი საჩივრები მე-8 მუხლის ჭრილში ნაკლებად წარმატებულია. ასე მაგალითად, საქმეში Boughanemi v. France34 სასამართლომ დამაჯერებლად ჩათვალა ის მოსაზრება, რომ განმცხადებელმა შეინარჩუნა კავშირები ტუნისთან, ვინაიდან იგი არ ამტკიცებდა, რომ არ შეეძლო საუბარი არაბულ ენაზე ან რომ გაწყვიტა კავშირები ამ ქვეყანასთან. ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა განმცხადებლის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. სასამართლომ არ მიიჩნია გადამწყვეტად ის ფაქტი, რომ დეპორტაციის ბრძანების მიღების შემდეგ განმცხადებელი ცხოვრობდა ფრანგ ქალთან, რომლისგანაც ჰყავდა შვილი.

მშობლებსა და შვილებს შორის კავშირების მნიშვნელობა

საქმეში Berrehab v. the Netherlands35 სასამართლომ დაადგინა რა, რომ ღონისძიება არაპროპორციული იყო ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნების მიზანთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ შედეგებს, რასაც განმცხადებლის დეპორტაცია გამოიწვევდა მასსა და მისი ქალიშვილის ურთიერთობაზე. თუმცაღა, მნიშვნელოვანი იყო, რომ განმცხადებლის განქორწილების შედეგად გამოწვეული გაძევება, და არა უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედება, გოგონას ადრეული ასაკი და მამასთან კონტაქტის შენარჩუნების საჭიროება იყო მნიშვნელოვანი ფაქტორები ევროპული სასამართლოს დასკვნაში, რომ დეპორტაცია გამოიწვევდა მე-8 მუხლის დარღვევას.

უფრო მეტიც, საქმეში Ciliz v. the Netherlands36 სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის ახურ უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურების კოორდინირების განუხორციელებლობით, ხელისუფლების ორგანოები იმგვარად არ მოიქცნენ, რომ განქორწინების შემდეგ მამისა და შვილის კავშირების განვითარება გამყარებულიყო. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესმა, რომელიც ეხებოდა როგორც მის გაძევებას, ასევე შვილთან მისი ხელმისაწვდომობის საკითხს, არ უზრუნველყო მისი ინტერესების სათანადო დაცვით, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა.

საცხოვრებელი

რამდენადაც დადგენილია, რომ დამხმარე შენობები წარმოადგენს საცხოვრებელს მე-8 მუხლის მნიშვნელობით, აქედან გამომდინარე დაცვა მრავალგვარია და იმსახურებს წინამდებარე გზამკვლევში ამ საკითხის გაშუქებას. თუმცაღა, მაშინ როდესაც პირი სარგებლობს საკუთრების უფლებით სახლთან დაკავშირებით, ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა წარმოჭრის საკითხს პირველი ოქმის 1-ლი პუნქტის ჭრილში, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას.

საცხოვრებლის დაცვა განზრახ ზიანის მიყენებისაგან

კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს პირის უფლებას, რომ მისი საცხოვრებელი დაცული იყოს თავდასხმებისაგან სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან. საქმეზე Akdivar and Others v. Turkey37 სასამართლომ დაადგინა, რომ უშიშროების ძალები პასუხისმგებელნი იყვნენ განმცხადებელთა საცხოვრებლების დაწვასა და მათი სახლების დაკარგვაზე, რამაც ისინი აიძულა დაეტოვებინათ სოფელი და გადასულიყვნენ სხვაგან. გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრებლებისა და ინვენტარის განზრახ დაწვა წარმოადგენდა მათი ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრებლების პატივისცემის უფლებაში სერიოზულ ჩარევას მე-8 მუხლის ჭრილში და მთავრობის მიერ შემოთავაზებულ იქნა ასეთი ჩარევების გამართლება, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

ზემოქმედებისაგან დაცვა

სასამართლოს თანახმად, საცხოვრებლის კონცეფცია მოიცავს საცხოვრებლით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას. ამიტომაც, მე-8 მუხლი გვთავაზობს პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებლის დაცვას ხმაურისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისაგან. Powell & Rayner-ის საქმეში,38 რომელიც ეხებოდა საჩივრებს თვითმფრინავის ხმის გადაჭარბებასა და ხანგძლივობაზე, რომელსაც იწვევდა საჰაერო მიმოსვლა ჰისროუს აეროპორტში, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა შემდეგი: დადგენილი იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების კონკურენტულ ინტერესებს შორის, ხელისუფლების ორგანოების მიერ თვითმფრინავის ხმაურის კონტროლის, შემცირებისა და კომპენსირების მიზნით მიღებული ღონისძიებების გათვალისწინებით. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა:

არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის დასადგენად, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ამ საკითხისადმი მიდგომის პოლიტიკა ან ამ ორგანოების მიერ მიღებული კონკრეტული მარეგულირებელი ღონისძიებების შინაარსი იწვევს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.39

ბუნებრივი ზემოქმედებისაგან დაცვა

საქმეში López Ostra v. Spain40 სასამართლომ დააფუძნა მე-8 მუხლის მთლიანი გამოყენება ბუნებრივი ზემოქმედების კონტექსტში. განმცხადებელი ასაჩივრებდა სუნის, ხმაურისა და კვამლით ჰაერის დაბინძურებას, რაც მომდინარეობდა განმცხადებლის საცხოვრებელთან ახლომდებარე ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროდან. განმცხადებლის მტკიცებით, ისინი არღვევდა მისი საცხოვრებლის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ საამქროსთან წლების განმავლობაში და დამაჯერებლად ჩათვალა საოჯახო აღმოჩენების კავშირი მათი ჯანმრთელობის ზიანთან. მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფოს შეფასების ზღვარი, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ წარმატებას ვერ მიაღწია სამართლიანი ბალანსის დადგენაში ქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესსა - ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროს არსებობა - და განმცხადებლის საცხოვრებლისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით ეფექტიან სარგებლობას შორის.ეორგიან მბასსიეს ანდ ჩონსულატეს ბროად

რა სახის სამედიცინო მტკიცებულებების არსებობა იქნება საჭირო რათა დადგინდეს, რომ დაბინძურებამ გამოიწვია საცხოვრებელსა და საოახო ცხოვრებაში ჩარევა

იმ სირთულის გათვალისწინებით, რომელსაც გარემოს დაბინძურებასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ López Ostra -ს საქმეში ევროპულმა სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ანმრთელობისათვის ფაქტობრივი ზიანის მიყენება და აღნიშნა:

ბუნებრივია, გარემოს მნიშვნელოვანმა დაბინძურებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინდივიდთა კეთილდღეობაზე და ხელი შეუშალოს მათ, ისარგებლონ თავიანთი საცხოვრებლით, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მათ პირად და ახურ ცხოვრებაზე, იმისდა მიუხედავად მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა თუ არა მათი ანმრთელობა.41

ამიტომაც, აღნიშნული გვთავაზობს, რომ როდესაც ნივთმტკიცება აუცილებელია საცხოვრებლითა და ოჯახური ცხოვრებით სარგებლობის უფლების დარღვევის წარმოსაჩენად მე-8 მუხლის ჭრილში, არ არის აუცილებელი, რათა დადგენილ იქნეს ნათელი და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დაბინძურებასა და განმცხადებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის.

ბუნებრივ რისკთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

როდესაც არსებობს ჯანმრთელობის რისკი, რომელიც მომდინარეობს გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებიდან, ნათელია, რომ ის პირები, რომლებსაც შეუძლიათ გაასაჩივრონ უარყოფითი გავლენის არსებობა, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად შეიძლება სარგებლობდნენ ხსენებულ რისკებზე ინფორმაციის მიღების უფლებით ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისაგან. როდესაც მე-10 მუხლი მოიცავს ინფორმაციის მიღების უფლებას, სასამართლო ინარჩუნებს თავის შეხედულებას, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც სხვებს სურთ გაავრცელონ. საქმეში Guerra and Others v. Italy42 განმცხადებელმა, რომელიც ცხოვრობდა ქიმიურ ქარხანასთან ახლოს, რომელმაც წარსულში განიცადა სერიოზული აფეთქება და სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა, განაცხადა, რომ ისინი არ ავრცელებდნენ ინფორმაციას ქარხნის წარმოების რისკთან დაკავშირებით ან უბედური შემთხვევის არსებობისას ღონისძიებების გატარების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებით გამოწვეულ რისკზე განმცხადებლისათვის არსებითი ინფორმაციის მიუწოდებლობით, სახელმწიფომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველეყო განმცხადებლების პირადი და ახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.

საკუთრების რეგულირება

კერძო პირებს შორის საკუთრების სავალდებულო გადაცემა შეიძლება გამართლებულ იქნეს კონვენციის თანახმად, მაშინ როდესაც ქმედება ემსახურება კანონიერ, სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. უფრო მეტიც, როდესაც კონფისკაციას აქვს ადგილი, სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვრით, თუ როგორ სცეს პატივი საცხოვრებელს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების ხასიათის არსებობის გამო. სასამართლომ ამ სფეროში განაცხადა, რომ ის პატივს სცემს საკანონმდებლო ორგანოს შეფასებას, თუ რა იგულისხმება საზოგადოებრივ ინტერესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას „აშკარად არ გააჩნია გონივრული საფუძველი“.43

მე-8 მუხლი გულისხმობს თუ არა პირის საცხოვრებელში ცხოვრების უფლებას?

სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ცხადყოფს, რომ პირის საცხოვრებლის პატივისცემის უფლება ყოველთვის არ მოიცავს იქ ცხოვრების უფლებას. აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდა საქმეში Gillow v. the United Kingdom,44 რომელშიც ნორმანდიის კუნძულების დასახლების მკაცრი კონტროლი გასაჩივრებულ იქნა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად. ბ-ნმა და ქ-ნმა გილოუებმა ააშენეს სახლი გერნსის კუნძულზე და მოიპოვეს კუნძულზე ცხოვრების ნებართვა. მას შემდეგ, რაც მათ ამ კუნძულზე ხუთი წელი დაჰყვეს, გილოუებს მოუწიათ თვრამეტი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრება, ბ-ნ გილოუს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ წყვილმა ასევე შეინარჩუნა სახლი ინგლისში. მას შემდეგ, რაც თვრამეტწლიანი პაუზის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ გერნსზე, მათ ნება არ დაერთოთ კუნძულზე ცხოვრებაზე, რამაც, მათი აზრით, გამოიწვია საცხოვრებლის პატივისცემის უფლების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა ემსახურებოდა ბუნებრივი რესურსების გადამეტებული სამეურნეო წარმოების თავიდან აცილებისათვის მოსახლეობის რეგულირებისა და ეკონომიკის შენარჩუნების კანონიერ მიზანს, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებისათვის დროებითი და მუდმივი ნებართვების გაცემაზე უარი არაპროპორციული იყო ხსენებულ მიზანთან. კერძოდ, სასამართლომ გააკრიტიკა არასაკმარისი მნიშვნელობა, რაც საცხოვრებელი სახლების მშენებელმა დაწესებულებამ მიანიჭა განსაკუთრებულ გარემოებებს, რომლებიც გადაწონილ იქნა განმცხადებლების სასარგებლოდ. სასამართლოს თანახმად, მნიშვნელოვანი იყო, რომ განმცხადებლებმა ააშენეს ეს სახლი მათივე და მათი ოჯახის საცხოვრებლად; კუნძულზე არყოფნის განმავლობაში მათ გააქირავეს სახლი, რითაც წვლილი შეიტანეს კუნძულზე არსებულ საცხოვრებელ ფონდში; არ არსებობდა ქონების სხვა მესაკუთრე, რომელსაც რაიმე ზარალი მიადგა; ხოლო, როდესაც ისინი დაბრუნდნენ, განმცხადებლებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი ინგლისსა თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ კუთხეში.

სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო საქმეში Velosa Barreto v. Portugal,45 რომელშიც განმცხადებელს უარი ეთქვა საცხოვრებლად შესვლაზე იმ სახლში, რომელიც მას მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო. სასამართლომ დაადგინა, რომ ღონისძიება მიზნად ისახავდა მესაკუთრეთა სოციალურ დაცვას და ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მას არ გააჩნდა საკუთრების გადაუდებელი საჭიროება, ვინაიდან იგი ცხოვრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-8 მუხლის თანახმად სამართლიანი ბალანსი დადგენილი იყო საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და ინდივიდის ინტერესებს შორის.

საქმე Buckley v. the United Kingdom46 ეხებოდა განმცხადებლის - ბოშა ქალის - უფლებას, რომელიც ცხოვრობდა ფურგონში იმ კუნძულის ნაწილში, რომელიც მან ამ მიზნისათვის შეიძინა. მისთვის დაგეგმილ სამუშაოებზე ნებართვის გაცემაზე უარი, რაც მას ხსენებულ კუნძულზე ცხოვრების შესაძლებლობას არ მისცემდა, სასამართლომ ჩათვალა საჯარო ხელისუფლების მხრიდან მისი საცხოვრებელის პატივისცემის უფლებაში ჩარევად. თუმცაღა, იმის განსაზღვრისას, ჩარევა გამართლებული იყო თუ არა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის და სხვათა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: სამართლიანი ბალანსი დადგენილი იყო საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და განმცხადებლის უფლებას შორის მისი საცხოვრებლის პატივისცემის თვალსაზრისით, უფლებისა, რომელიც შესატყვისი იყო მისი და მისი ბავშვების პირადი უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმარების კონტროლის სფეროში ხელისუფლება მე-8 მუხლის თანახმად სარგებლობს შეფასების ფართო ზღვრით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაგეგმარების საკითხების არსებითად განხილვა არ წარმოადგენდა მის როლს. ამიტომაც, განისაზღვრა კონკურენტული განაცხადების შესაბამისი ყურადღებით სამართლიანი სასამართლო განხილვა.

საკუთრების ჩხრეკა და ამოღება

სასამართლომ დაადასტურა, რომ მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიზანშეწონილად ჩათვალონ იმგვარი ღონისძიებების გამოყენება, როგორიცაა საცხოვრებელი შენობების ჩხრეკა და ამოღება კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებული ნივთმტკიცების მოპოვების მიზნით. მაშინ როდესაც ღონისძიებები როგორც წესი შეზღუდავს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით განმტკიცებულ პირად უფლებებს - პირად ცხოვრებასა თუ საცხოვრებელს - ასეთი ღონისძიებების გამამართლებელი მიზეზები შესაბამისი და საკმარისი უნდა იყოს და არ უნდა იყოს იმ დასახულ მიზანთან არაპროპორციული. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო უნდა დააკმაყოფილოს იმ ფაქტმა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა უზრუნველყოფდეს ინდივიდებს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიებით დარღვევის წინააღმდეგ. ამიტომაც, პრეცედენტულმა სამართალმა კონცენტრირება მოახდინა იმ მოთხოვნებზე, რომ ჩხრეკები იყოს “კანონიერი“ და თან ახლდეს პროცედურული გარანტიები თვითნებობისა და უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ამრიგად, მიუხედავად შეფასების ზღვრისა, რომელიც მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ ამ სფეროში, სტრასბურგის სასამართლომ განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, მაშინ როდესაც ხელისუფლების ორგანოები ეროვნული კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილნი არიან უბრძანონ და განახორციელონ ჩხრეკები სასამართლო ორდერის გარეშე.47 სასამართლოს თანახმად, მაშინ როდესაც ინდივიდები დაცულ უნდა იქნენ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებში თვითნებური ჩარევისაგან, სამართლებრივი სისტემა და ამ უფლებამოსილებებზე ძალიან მკაცრი შეზღუდვები მოითხოვება. მეორეს მხრივ, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებები, რათა კონკრეტულ საქმეში განსაზღვროს, შეზღუდვა პროპორციული იყო თუ არა დასახულ მიზანთან.

რა სახის დამცავი მექანიზმების არსებობა არის საჭირო?

საქმეზე Camenzind v. Switzerland48 რომელიც ეხებოდა შვეიცარიის კანონმდებლობას საცხოვრებლის ჩხრეკის შესახებ და ამ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვას, სასამართლომ მიუთითა კანონის იმ ელემენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ამ კონტექსტში:

- ჩხრეკა შეიძლება განხორციელდეს შეზღუდული რაოდენობის მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეთა წერილობითი ბრძანებით და იგი შეიძლება წარმოებულ იქნეს ამისათვის სპეციალურად მომზადებული მოხელეების მიერ.

- ეს მოხელეები ვალდებულნი არიან, მისცენ აცილება, თუ არსებობს გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე.

- ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს საცხოვრებელ სახლებსა და სხვა სათავსოებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდოა, რომ ეჭვმიტანილი იქ იმალება ან, თუ საგანი ან ფასეულობა, რომელიც ექვემდებარება ამოღებას, ან დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება შეიძლება იქნეს აღმოჩენილი.

- ჩხრეკა არ შეიძლება განხორციელდეს კვირას ან სადღესასწაულო დღეს ან ღამეს, „გარდა მნიშვნელოვანი ან გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში.“

- ჩხრეკის დასაწყისში გამომძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სათავსოს მფლობელს აცნობოს ჩხრეკის მიზანი. ამ უკანასკნელს, მის ნათესავს ან ოჯახის სხვა წევრებს უნდა ეთხოვოთ, დაესწრონ ჩხრეკას.

- ჩხრეკას ასევე უნდა დაესწროს საჯარო მოხელე, რათა უზრუნველყოს, რომ ჩხრეკამ არ გადაუხვიოს თავის მიზანს.

- ჩხრეკის ოქმი დაუყოვნებლივ უნდა შედგეს იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც ესწრებოდნენ ჩხრეკას და, თუ ისინი ამას მოითხოვენ, მათ უნდა მიეცეთ ჩხრეკის ორდერისა და ჩხრეკის ოქმის ასლი.

- დოკუმენტების ჩხრეკა ექვემდებარება სპეციალურ შეზღუდვებს.

- გარემოების მიუხედავად ეჭვმიტანილებს აქვთ წარმომადგენლობის უფლება.

- ნებისმიერ პირს, რომელსაც შეეფარდა „საგამოძიებო მოქმედება“ და, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ ამ ღონისძიების კანონიერება შემოწმდეს, უნდა შეეძლოს საჩივრის შეტანა ფედერალურ სასამართლოში.

- თუ არ დადასტურდა ვარაუდი, „ეჭვმიტანილს“ შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება მიყენებული ზარალისათვის.49

ამ ფაქტებთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩხრეკა განხორციელდა ერთი ოფიცრის მიერ; ამასთან, განმცხადებლის თანდასწრებით, მას შემდეგ რაც მას ნება დაერთო გასცნობოდა მის საქმეზე არსებულ დოსიეს და დაერეკა ადვოკატისათვის. თუმცა ჩხრეკა არ გაგრძელებულა ორ საათზე მეტხანს და მოიცვა მთელი სახლი, გამომძიებელს ტელეფონებისა და ტელევიზორის გარდა არაფერი შეუმოწმებია; მას არ ჩაუტარებია ავეჯის ჩხრეკა, არ მოუხდენია დოკუმენტაციის გადახედვა ან რაიმე ნივთის ამოღება. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის უფლებების შეზღუდვა პროპორციული იყო დასახულ მიზანთან და მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. თუმცა, ნათელია, რომ ასეთი ჩხრეკა, რომელიც ეფუძნება ასეთი გარანტიების შემცველ კანონმდებლობას, არ გამოიწვევს მე-8 მუხლის დარღვევას, საეჭვოა, რომ კანონს, რომელშიც ერთი თუ ორი ხსენებული გარანტია არ არსებობს, ექნება საკმარისი დაცვა. თუმცაღა, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საკითხები.

სასამართლო ზედამხედველობა ახდენს თუ არა მე-8 მუხლით გაცხადებული უფლებების ადეკვატურ დაცვას?

მაშინ როდესაც სასამართლო ზედამხედველობის ელემენტით აღჭურვილი ბრძანებები გაცემულია სასამართლოების მიერ, სავარაუდოა, რომ არსებობს მე-8 მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი საკმარისი დაცვა. ასე მაგალითად, საქმეში Chappell v. the United Kingdom,50 რომელშიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მომჩივანის ადვოკატმა და არა სასამართლოს წარმომადგენელმა განახორციელა სასამართლო ბრძანება, რომელიც, ანტონ პილერის საქმეზე არსებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს უფლებამოსილებას ანიჭებდა დოკუმენტებისა და საქონლის შემოწმების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მისი ამოღების მიზნით, მოპასუხის შენობაში შეღწევაზე, ვინაიდან იგი ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისათვის ექვემდებარებოდა მკაცრ სანქციებს.

სასამართლოს წინასწარი ნებართვა არსებითია თუ არა მე-8 მუხლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად?

სისხლის სამართლის კანონის აღსრულების მიზნით გაცემული ჩხრეკის ორდერები ზოგადად უნდა მოითხოვდეს სასამართლოს წინასწარ ნებართვას იმისათვის, რომ ჩაითვალოს მე-8 მუხლის მიზანთან პროპორციულად. ხსენებულის არარსებობის შემთხვევაში - და თუ ქვეყნის შიდა კანონი სასამართლოს წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე უშვებს სახლის ჩხრეკებს - ქმედება მე-8 მუხლთან შესაბამისად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩხრეკასთან დაკავშირებული კანონის ნორმები შეიცავს განმცხადებლის უფლებების საკმარის დაცვას ამ დებულების ჭრილში. საქმეში Funke v. France,51 რომელშიც საბაჟოს წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ განმცხადებლის შემოსავლებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით ჩაატარეს მისი სახლის ჩხრეკა და მოახდინეს იმ დოკუმენტების ამოღება, რომლებიც ეხებოდა საბაჟო წესების დარღვევებთან დაკავშირებული უცხოური ბანკის ანგარიშებს, რაც, საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ხასიათს ატარებდა. იმ დროისათვის მოქმედი საფრანგეთის კანონმდებლობა საბაჟოს წარმომადგენლებს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებდა, მათ შორის: „ინსპექტირების მიზანშეწონილობას, რაოდენობას, ხანგრძლივობასა და ინსპექტირების მასშტაბებს.“ ყველაზე მნიშვნელოვნად სასამართლომ მიიჩნია ის ფაქტი, რომ

სასამართლოს ორდერის ნებისმიერი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილი შეზღუდვები და პირობები ... გვევლინება ძალიან მყიფედ და ხარვეზებით სავსედ განმცხადებლების უფლებების შეზღუდვებში, რათა იყოს ზედმიწევნით პროპორციული დასახულ კანონიერ მიზანთან.

სასამართლოს ორდერი საკმარისია თუ არა იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს მე-8 მუხლის მოთხოვნებს?

თუმცა ევროპულმა სასამართლომ Funke-ს საქმეში ხაზი გაუსვა ჩხრეკისა და ამოღების განხორციელებისათვის სასამართლო ნებართვის არსებით ხასიათს, ის ფაქტი, რომ სასამართლოს ორდერის არსებობდა, ყოველთვის არ არის იმისათვის საკმარისი, რომ შეესაბამებოდეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. საქმეში Niemietz v. Germany52 სასამართლომ დაადგინა, რომ ადვოკატის უძრავი ქონების ჩხრეკა იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომელთა გამოყენება ხდება სისხლის სამართლებრივი დევნისას, არ ჩაითვალა უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილებისა და სხვათა უფლებების დაცვის მიზნების პროპორციულად, სასამართლოს მხრიდან წინასწარი დამტკიცების მიუხედავად. სასამართლომ დაადგინა, რომ ორდერი იმგვარად იყო შემუშავებული, რომ პირობები იყო ძალიან ფართო და ჩხრეკა შეიჭრა პროფესიულ საიდუმლოებაში, რომლის შემცველი გარკვეული მასალებიც იქნა გამოკვლეული. შედეგად, აგრეთვე იმიტომ, რომ გერმანიის კანონი არ ითვალისწინებდა რაიმე კონკრეტულ პროცესუალურ გარანტიებს, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა ჩხრეკის უფლებამოსილების განხორციელებასთან, ქმედება არ ჩაითვალა პროპორციულად დასახულ მიზანთან და დადგინდა მე-8 მუხლის დარღვევა.

ტერორიზმთან დაკავშირებით აღძრული გამოძიების პროცესში ჩხრეკა და ამოღება

ნათელია, რომ სახელმწიფოები ტერორიზმთან ბრძოლისას უფლებამოსილები არიან განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა გაუმართლებელი იყოს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. ასე მაგალითად, საქმე Murray v. the United Kingdom53 ეხებოდა ჩრდილოეთ ირლანდიაში განვითარებულ სიტუაციას. ქ-ნი მურეი და მისი ოჯახი ასაჩივრებდნენ, რომ ჯარის მხრიდან მათ საცხოვრებელ სახლში შესვლა და ჩხრეკა, ამასთან, ოჯახის ხუთი წევრის მცირე ხნით ერთ ოთახში მოთავსება, წარმოადგენდა მე-8 მუხლის დარღვევას. სასამართლო, იმის განხილვისას, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას, შეეხო დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩეული მთავრობის პასუხისმგებლობას, ორგანიზებული ტერორიზმის მუქარისგან დაიცვას თავისი მოქალაქეები და დაწესებულებები, ტერორიზმთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებში ეჭვმიტანილი პირების დაკავებასა და დაპატიმრებისთან დაკავშირებულ სპეციფიკურ პრობლემებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ორი ფაქტორი გავლენას ახდენს სამართლიან ბალანსზე, ე.ი. დადგენილ უნდა იქნეს სამართლიანი ბალანსი ინდივიდის მიერ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული უფლებით სარგებლობასა და სახელმწიფოს მხრიდან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ტერორისტული დანაშაულებების აღკვეთის მიზნით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების აუცილებლობას შორის. ფაქტებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მთავარი განმცხადებელი, ქ-ნი მურეი, ჭეშმარიტად და სამართლიანად იქნა ეჭვმიტანილი ტერორიზმთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენაში. ევროპულმა სასამართლომ, თავის მხრივ, ასევე დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებით ეჭვი საფუძვლიანი იყო. ამიტომაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ-ნ მურეის დაპატიმრების მიზნით, პრინციპში, არსებობდა მურეის ოჯახის საცხოვრებელში შესვლისა და ჩხრეკის უფლებამოსილების საჭიროება. დამატებით, ,,განსაკუთრებული დაძაბულობის პირობები“, როგორც ეს ლორდთა პალატამ აღნიშნა, რომელთა თანახმადაც უნდა განხორციელდეს ასეთი დაპატიმრებები ჩრდილოეთ ირლანდიაში, აღიარებულ უნდა იქნეს. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა სასამართლოს ფუნქციებით აღჭურვილ ლორდთა პალატის წევრთა ანალიზებზე, აღნიშნა რა შემდეგი:

,,ჩხრეკა არ შეიძლება შეზღუდულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ დასაპატიმრებელი პირის ძებნით. ასევე გულისხმობს ჩხრეკას, რომლის მიზანიც არის უზრუნველყოს, რომ დაპატიმრება მოხდეს მშვიდობიანი გზით. მე ... ვაფასებ მას, როგორც სრულიად გონივრულ გაფრთხილებას, რომ სახლის ყველა მკვდირს უნდა მოეთხოვოს ერთ ოთახში შეკრება. ... ყველას ინტერესს წარმოადგენს, რომ დაპატიმრება მშვიდობიანად განხორციელდეს. მე მაკმაყოფილებს, რომ არის მიერ გატარებული პროცედურები არის გონივრული, სამართლიანი და შემუშავებულია იმგვარად, რომ მინიმალური საფრთხე და ფიზიკური ტკივილი მიაყენოს ყველა იქ მყოფს.

ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ხსენებული წარმოადგენდა ლეგიტიმურ მსელობებს, რომლებიც ხსნის და ამართლებს მანერას, თუ როგორ მოხდა განმცხადებლის საცხოვრებელში შესვლა და ჩხრეკა. სასამართლომ არ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოყენებული საშუალებები არაპროპორციული იყო მიზანთან.

გადასახადების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით აღძრული გამოძიების პროცესში ჩხრეკა და ამოღება

საქმეში Miailhe v. France54 სასამართლომ დაადგინა, რომ სხვა სფეროებშიც სახელმწიფოს შესაძლოა ესაჭიროებოდეს ღონისძიებების გამოყენება, როგორიცაა სახლების ჩხრეკა და ამოღება. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ კაპიტალის გასვლისა და გადასახადების თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით სახელმწიფოები აწყდებიან სერიოზულ სირთულეებს საბანკო სისტემებისა და ფინანსური არხების კომპლექსურობის და საერთაშორისო ინვესტირების უსაზღვრო ფარგლების გამო, რაც უფრო ადვილი ხდებოდა ეროვნული საზღვრების გახსნით. ამიტომაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალუტის კონტროლთან დაკავშირებული სამართალდაღვევებისათვის ნივთმტკიცების მოპოვების მიზნით სახელმწიფოებს შეიძლება დასჭირდეთ სახლის ჩხრეკისა და ამოღების განხორციელება და, საჭიროებისამებრ, სისხლის სამართლებრივი დევნის აღძრა დამნაშავეთა წინააღმდეგ. თუმცაღა, ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა უზრუნველყოფდეს დარღვევის წინააღმდეგ ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიების არსებობას. ამ საქმეში ეს ასე არ იყო. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოები სარგებლობდნენ ძალიან ფართო უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლოს ორდერის ნებისმიერი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, კანონით დადგენილი შეზღუდვები და პირობები გვევლინება ძალიან მყიფედ და სავსე ხარვეზებით განმცხადებლების უფლებების შეზღუდვებში, რათა იყოს ზედმიწევნით პროპორციული დასახულ კანონიერ მიზანთან. სასამართლომ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ განმცხადებელთა კუთვნილი შენობებიდან ამოღება იმდენად მასიური იყო და განურჩევლად წარმოებდა, რომ საბაჟომ რამდენიმე ათასი დოკუმენტი ჩათვალა გამოძიებისათვის უსარგებლოდ და ისინი განმცხადებელს დაუბრუნა. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას.

___________________

1. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი.

2. Marckx v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის განაჩენი, 31-ე პუნქტი.

3. Johnston v. Ireland, 1986 წლის 18 დეკემბრის განაჩენი.

4. X, Y & Z v. the United Kingdom, 1997 წლის 22 აპრილის განაჩენი.

5. X, Y & Z v. the United Kingdom, 1997 წლის 22 აპრილის განაჩენი, 44-ე პუნქტი.

6. X, Y & Z v. the United Kingdom, 1997 წლის 22 აპრილის განაჩენი, 52-ე პუნქტი.

7. განაცხადი № 9519/81 81 v. Germany, 1984 წლის მარტი, 6 EHRR 599. ასევე იხ. განაცხადები №7658/76 და №7658/76, X v. Denmark, 1978 წლის 5 დეკემბრი, DR 15, გვ. 128.

8. განაცხადი №18535/91, K, Z & S v. the Netherlands , კომისიის მოხსენება, 7.4.93, სერია A № 297-C, გვ. 66.

9. Kroon and Others v. the Netherlands, 1994 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი, მე-40 პუნქტი.

10. განაცხადი №8427/78, Hendriks v. the Netherlands,კომისიის მოხსენება, 1982 წლის 8 მარტი.

11. Hoffmann v. Austria, 1993 წლის 23 ივნისის განაჩენი.

12. Hokkanen v. Finland, 1994 წლის 23 სექტემბრის განაჩენი.

13. Hokkanen v. Finland, 1994 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, 58-ე პუნქტი.

14. Nuutinen v. Finland,2000 წლის 27 ივნისის განაჩენი.

15. Hokkanen v. Finland, 1994 წლის 23 სექტემბრის განაჩენი.

16. Johansen v. Norway,1996 წლის 7 აგვისტოს განაჩენი.

17. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი.

18. K & T v. Finland, 2000 წლის 27 აპრილის განაჩენი.

19. Johansen v. Norway,1996 წლის 7 აგვისტოს განაჩენი, 81-ე პუნქტი.

20. Olsson v. Sweden, 1988 წლის 24 მარტის განაჩენი, 82-ე პუნქტი.

21. Andersson v. Sweden, 1992 წლის 25 თებერვლის განაჩენი.

22. W v. the United Kingdom, 1987 წლის 8 ივლისის განაჩენი.

23. განაცხადი №12402/86, Price v. the United Kingdom, 1988 წლის 14 ივლისი.

24. W v. the United Kingdom, 1987 წლის 8 ივლისის განაჩენი, 65-ე პუნქტი.

25. H v. the United Kingdom, 1987 წლის 8 ივლისის განაჩენი, 85-ე პუნქტი.

26. Johansen v. Norway, 1996 წლის 7 აგვისტოს განაჩენი.

27. Söderback v. Sweden, 1998 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი.

28. Keegan v. Ireland, 1994 წლის 26 მაისის განაჩენი.

29. Keegan v. Ireland, 1994 წლის 26 მაისის განაჩენი, 55-ე პუნქტი.

30. Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, 1985 წლის 28 მაისის განაჩენი.

31. Ahmut v. the Netherlands, 1996 წლის 28 ნოემბრის განაჩენი.

32. Gц l v. Switzerland, 1996 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

33. Moustaquim v. Belgium, 1991 წლის 18 თებერვლის განაჩენი.

34. Mehemi v. France, 1997 წლის 26 სექტემბრის განაჩენი.

35. Boughanemi v. France, 1996 წლის 24 აპრილის განაჩენი.

36. Berrehab v. the Netherlands, 1988 წლის 21 ივნისის განაჩენი.

37. Ciliz v. the Netherlands, 2000 წლის 11 ივლისის განაჩენი.

38. Akdivar and Others v. Turkey, 1996 წლის 16 სექტემბრის განაჩენი.

39. Powell & Rayner v. the United Kingdom, 1990 წლის 21 თებერვლის განაჩენი.

40. Powell & Rayner v. the United Kingdom, 1990 წლის 21 თებერვლის განაჩენი, 45-ე პუნქტი.

41. López Ostra v. Spain,1994 წლის 9 დეკემბრის განაჩენი.

42. López Ostra v. Spain,1994 წლის 9 დეკემბრის განაჩენი, 51-ე პუნქტი.

43. Guerra and Others v. Italy, 1998 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

44. James v. the United Kongdom, 1986 წლის 22 იანვრის განაჩენი, 46-ე პუნქტი.

45. Gillow v. the United Kingdom, 1986 წლის 24 ნოემბრის განაჩენი.

46. Velosa Barreto v. Portugal, 1995 წლის 21 ნოემბრის განაჩენი.

47. Velosa Barreto v. Portugal, 1996 წლის 25 სექტემბრის განაჩენი.

48. Camenzind v. Switzerland, 1997 წლის 16დეკემბრის განაჩენი.

49 Camenzind v. Switzerland, 1997 წლის 16 დეკემბრის განაჩენი.

50. Camenzind v. Switzerland, 1997 წლის 16 დეკემბრის განაჩენი, 46-ე პუნქტი.

51. Chappell v. the United Kingdom, 1989 წლის 30 მარტის განაჩენი.

52. Funke v. France, 1993 წლის 25 თებერვლის განაჩენი.

53. Niemietz v. Germany, 1992 წლის 16 დეკემბრის განაჩენი.

54. Murray v. the United Kingdom, 1994 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი.

55. Miailhe v. France, 1993 წლის 25 ივლისის განაჩენი. ასევე იხ. მსგავსი საქმეები Funke v. France, 1993 წლის 25 თებერვლის განაჩენი და Cremieux v. France, 1993 წლის 25 თებერვლის განაჩენი, რომელმაც განიხილა იგივე საფრანგეთის საბაჟო კანონდებლობა.