The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: თეთრუაშვილი ზაურ , თეთრუაშვილი-ქარდავა მაია
თემატური კატალოგი ეკონომიკა
წყარო: ISBN 99940-62-46-8
საავტორო უფლებები: © თეთრუაშვილი მაია
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტი გამომცემელი: შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი ლიტერატურული რედაქტორი: ევგენია ჩუხრუკიძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე ტირაჟი: 500 ეგზემპლიარი რედაქტორები: ე. ბოლოკაძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ე. მექვაბიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შ. ქისტაური – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეცენზენტები: რ. გოგოხია – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პ. ლემონჯავა – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. ჯიბუტი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იბეჭდება შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. დაკაბადონდა და დაიბეჭდა ამ უნივერსიტეტთან არსებული კომპიუტერული ტექნოლოგიების ცენტრში. კომპიუტერული უზრუნველყოფა: თ. ფხალაძე. ტექნიკური რედაქტორი: ე. ჩუხრუკიძე თბილისი



1 ანოტაცია

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე მონოგრაფია ეძღვნება კაცობრიობის განვითარების თანმდევი პრობლემის - ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს საქართველოს მაგალითზე. იგი წარმოადგენს ავტორების მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის შედეგს და მოიცავს ამ პრობლემის ირგვლივ არსებული თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადაჭრის მცდელობას. კერძოდ მასში სამამულო და საზღვარგარეთელი მეცნიერების შეხედულებების, მიმდინარეობების, სკოლებისა და თეორიების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსი, კრიტერიუმები, ზღვრული სიდიდეები, ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების თეორიული წანამძღვრები, ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური კვლევის თანამედროვე მდგომარეობა და მისი აქტუალიზაციის მიზეზები საქართველოში თანამედროვე ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები, მათი რეიტინგული შეფასება.შ.ესწავლილია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორების გავლენა მთლიანად ქვეყნის და მისი რეგიონების უსაფრთხოებაზე (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე; საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დეპრესიული მდგომარეობა; საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის მდგომარეობა; ეკონომიკური დემოკრატიის განვითარება), შემოთავაზებულია მათი რეგულირების ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები და მოცემულია ამ ფაქტორების მოქმედების ირგვლივ ეკონომიკურ ლიტერატურაში მიმდინარე თეორიულ-მეთოლდოლოგიური დისკუსიების ჩვენეული გადაწყვეტები (ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების თეორიული წანამძღვრები; ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსი და შინაარსი - ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოება, ფირმის ეკონონომიკური უსაფრთხოება, ფიზიკური პირის ეკონომიკური უსაფრთხოება; საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მათი რეიტინგული შეფასება; საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასება, ზოგადად, და პრივატიზაციის მაგალითზე, კონკრეტულად: რეგიონების დეპრესიულობის განსაზღვრის მეთოდოლოგიური საკითხები, რეგიონების რანგირება დეპრესიულობის ხარისხის მიხედვით და მათი სანაციის ვარიანტები; საქართველოს რეგიონების რანგირება საინვესტიციო აქტიურობის ხარისხის მიხედვით; საინვესტიციო გარემოს არსი და მისი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები; საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების საკითხები; ინვესტიციების სტატისტიკური აღრიცხვის სრულყოფა; ეკონომიკური დემოკრატიის არსი და მისი გამოვლინების ფორმები და სხვა).

განკუთვნილია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დონეზე მომუშავე სპეციალისტებისათვის, მეცნიერ-მუშაკებისათვის, ლექტორ-მასწავლებლებისათვის, ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, ასპირანტებისათვის, საზოგადოების ფართო მკითხველისათვის.

2 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მრავალწახნაგიანი, მრავალასპექტიანი, საბინაო და საგარეო ფაქტორების მომცველი თეორიული და პრაქტიკული დანიშნულების პრობლემაა. მისი დადებითად გადაწყვეტა მოითხოვს არა თუ ცალკეული მეცნიერის, ან მეცნიერთა ჯგუფის, არამედ მთელი სამეცნიერო კოლექტივების თანმიმდევრულ, დაუღალავ შრომას.

ამ პრობლემაზე ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში დიდ დახმარებას გვიწევდნენ, გვამხნევებდნენ, უშურველად გვიზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს და შენიშვნებს. გვაძლევდნენ რეკომენდაციებს, გვირჩევდნენ და გვაწვდიდნენ სათანადო ლიტერატურას სამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ კარგად ცნობილი, აღიარებული მეცნიერები რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. ესენი არიან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ესტატე ბოლოკაძე, გივი გამსახურდია, რევაზ გოგოხია, რევაზ კაკულია, პარმენ ლემონჯავა, ქეთევან მარშავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ნუგზარ სანთელაძე, მურმან ტურავა, ლარისა ყორღანაშვილი, შოთა ქისტაური, თამაზ ჩიკვაიძე, ნოდარ ჭითანავა, გედევან ხელაია, მიხეილ ჯიბუტი, ამირან ჯიბუტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ავთანდილ სილაგაძე და ლეო ჩიქავა; იურისტი: ქალბატონი არინა თავაქარაშვილი.

მონოგრაფიის ძირითადი შინაარსი სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია საქართველოს და საზღვარგარეთის (რუსეთი, აზერბაიჯანი) სამეცნიერო ჟურნალებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების შრომათა კრებულებში, სამეცნიერო კონფერენციების მასალებში და სხვა. ცალკე მონოგრაფიების ან სტატიების სახით. მასზე მუშაობა დამთავრებული იყო 2005 წლის დასაწყისისათვის. ფინანსური სახსრების უქონლობის გამო იბეჭდება 2006 წელს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლებს ზურაბ თეთრუაშვილს და თემურ ქარდავას, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა წინამდებარე მონოგრაფიის დაკაბადონება და დაბეჭდვა მათსავე კომპიუტერული ტექნოლოგიების ცენტრში.

მონოგრაფია ეძღვნება ჩვენთვის დაუვიწყარი ადამიანის, მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგის, პროფესორ ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ვინოგრადოვის ნათელ ხსოვნას (Царство небесное Вам незабвенный Николай Владимирович!). იგი 1970-1974 წ.წ. ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ნუგზარ სანთელაძის (სამწუხაროდ აწ გარდაცვლილის) უანგარო რეკომენდაციით ხელმძღვანელობდა ჩემს (ზ.თ.) როგორც ასპირანტის მუშაობას საკანდიდატო დისერტაციაზე (იმ პერიოდში ვმუშაობდი საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგედ). მასთან როგორც მეცნიერ-ხელმძღვანელთან და როგორც პიროვნებასთან, ასევე მის ოჯახთან (მეუღლე - მოსკოვის მართვის ინსტიტუტის დოცენტი თამარა გრიზლოვა) ურთიერთობამ მხოლოდ დადებითი როლი შეასრულეს ჩვენი ოჯახის შემდგომ ცხოვრებაში.

ჩვენი თავმოყვარეობა ისეა დაინტერესებული ვაღიაროთ ამ წინათქმაში ნახსენები ადამიანების როლი და დამსახურება ჩვენს წინაშე, რომ არ შეგვიძლია სიამოვნება მოვიკლოთ ამის უთქმელობით.

ავტორები

3 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


თემის აქტუალობა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ განვლილ პერიოდში მიმდინარე ჭეშმარიტად ყოვლის მომცველი და სიღრმისეული გარდაქმნები საჭიროებენ ადექვატური მეცნიერული კვლევების გაძლიერებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ მიგვაჩნია ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების შესწავლა.

ეკონომიკის უსაფრთხო განვითარება ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფოს წარმოშობის თანმდევი პრობლემაა. მას კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის სისხლხორცეული მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანებისათვის და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფორმებს, მაჩვენებლებს და დატვირთვას ღებულობდა. ზოგჯერ თუ იგი დაკავშირებული იყო ქვეყნის სამხედრო ძლიერებასთან, ან ეკოლოგიასთან, მისი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და მომავალშიც დარჩება ადამიანთა ცხოველმყოფელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პრობლემა.

ეკონომიკური უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების, ცალკეული პიროვნებების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამდენად ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლაც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობისაა. იგი ობიექტური აუცილებლობაა და განპირობებულია მრავალი შინაგანი და გარეგანი ფაქტორით. ეს აუცილებლობა უფრო მეტად ძლიერდება დღეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარებიდან მოყოლებული საქართველოში დაგროვდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიან მის შემდგომ განვითარებას (რომ აღარაფერი ვთქვათ მის არსებობას). მემკვიდრეობით მიღებული უაღრესად მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური შედეგები იმდენად ფართო და სიღრმისეულია, რომ დღეს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი ხდება მათი გამოსწორება ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულება დემოკრატიული ორიენტაციის გახდა და ეკონომიკური ურთიერთობები თავისუფალ სამეწარმეო საწყისებს დაუბრუნდა, ქვეყანა დაადგა ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების გზას.

აღნიშნულმა, ფაქტობრივად, უალტერნატივო არჩევანმა, განსაზღვრა ქვეყნის აღმშენებლობის პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში რადიკალური რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. მაგრამ მისი რეალიზაციის პირობები არ იყო უზრუნველყოფილი კონცეპტუალური გათვლებით და შედეგებიც უკიდურესად ნეგატიური აღმოჩნდა.

პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მოჰყვა ეკონომიკური იზოლაცია და სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები: 1991-1993 წლებში მკვეთრად დაეცა წარმოების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა, ფაქტობრივად ჩაიკეტა საექსპორტო ბაზარიც.

ენერგომატარებლების დეფიციტმა უმოქმედოდ აქცია საწარმოო სიმძლავრეები, შემდგომში კი მორალური ცვეთისა და ძარცვის გამო, მათი ძირითადი ნაწილი საერთოდ განადგურდა. გაჩნდა უმუშევართა არმია, გაიზარდა იმპორტულ საქონელზე მოთხოვნილება და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები. ინფლაციური პროცესები კრიტიკულ ზღვარს გასცდა, 2003 წლის ბოლოსათვის ქვეყნის საგარეო ვალმა 4608 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის საშინაო ვალმა - 1567.9 მლნ. ლარი, ხოლო საგარეო ვალმა - 3040,1 მლნ.ლარი.

უაღრესად გამწვავდა სოციალური პრობლემები. მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. მათ საარსებო ერთადერთ საშუალებად დაქირავებული შრომის ანაზღაურება იქცა. თუმცა შრომის ანაზღაურება ამ შემთხვევაში პირობით ხასიათს ატარებს, ვინაიდან დახარჯული შრომის ღირებულების ექვივალენტი არაა. პარადოქცულია, მაგრამ ფაქტია, რომ საშუალო მომხმარებლის საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმის ნახევარიც არ იყო. საარსებო პირობებისათვის სამომხმარებლო ხარჯები ძირითადად კვების პროდუქტებზე ნაწილდება. დაბალშემოსავლიანთა შორის აღმოჩნდა განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მუშაკები. დაუცველი დარჩა ინვალიდების, პენსიონერების და სხვათა პირების უზრუნველყოფის გარანტიები.

დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა. ქვეყანაში დარჩა ყოფილი მეტროპოლიის სამხედრო შენაერთები, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ეროვნული შეიარაღებული ძალები და სახელმწიფო საზღვების დაცვა. დაირღვა საზოგადოებრივი თანხმობაც. მართული დაპირისპირების გამო, ვერ მოხერხდა სამოქალაქო ომის აცილება. მოიშალა ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა.

მიუხედავად დრამატული მდგომარეობისა, საერთაშორისო საზოგადოების, ცალკეული ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) დახმარებით შესაძლებელი გახდა სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტიკის შექმნა და ამუშავება, რღვევის შემდგომი ესკალაციის შეჩერება და შემობრუნების პროცესისკენ ორიენტირება.

შექმნილ ვითარებაში, ეკონომიკის ადაპტირებისა და საბაზრო გარემოსადმი შეგუებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უნდა უზრუნველეყოთ საბჭოთა სისტემისაგან მემკვიდრეობით გადმოსული პრობლემების დაძლევა, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის თანამდევი უთანაბრო განვითარების რეგულირება ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ, ამასთან მსოფიო ეკონომიკასთან ინტეგრირების გარდუვალი პროცესი.

თავისთავად, ამ ურთულესი ამოცანის გადაწყვეტას ამძიმებდა პოსტსაბჭოური სივრცის საერთო კრიზისული მდგომარეობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ფაქტობრივი ვითარების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, პოლიტიკურ წრეებში გარკვეული პირების ხელშეწყობით, საქართველომ მიიღო განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და შეუერთდა „მესამე სამყაროს“, რაც, რა თქმა უნდა არ იყო ერთადერთი გამოსავალი, ამასთან, ყოველმხრივ გათვლილი და მომგებიანი. დაიწყო ევროსტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს აღიარება და ინტეგრაცია.

საქართველო გახდა საერთაშორისო გადაზიდვების კორიდორისათვის პერსპექტიული და საერთაშორისო პროექტების სრულუფლებიანი თანამონაწილე, რაც საბოლოოდ ამყარებს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუვერენიტეტს.

განვლილი პერიოდის უმთავრესი შედეგია სოციალისტური სისტემის დემონტაჟი და მისი რესტავრაციის ყოველგვარი ეკონომიკური საფუძვლის წაშლა.

საბაზრო ეკონომიკის განვითარებისაკენ აღებულმა გეზმა შეუქცევადი ხასიათის გამო თვისობრივად ახალი მოდელის დამკვიდრებასთან დაკავშირებული ფაქტორების ურთიერთმოქმედებათა შედეგად შეასუსტა სახელმწიფოს მონოპოლიური როლი საგარეო ვაჭრობაში. პროპორციულად გაააქტიურა ფიზიკური და იურიდიული პირების ეკონომიკური ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან, რამაც ასეთი კავშირები საერთაშორისო კონვენციების სუბიექტად და იმავდროულად, დაცვის საგნად აქცია, კერძო სტრუქტურების კავშირებმა ხელი შეუწყვეს ქვეყნებს შორის შესაბამისი ურთიერთობების დამყარებას და სტაბილურობის პერსპექტივებს. საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ფიზიკური და იურიდიული პირების თანასწორუფლებიანი, ამასთან, თავისუფალი არჩევანის უფლება და მოქმედების პირობები, რაც ფაქტობრივად სახეზეა, საბაზრო ეკონომიკის აღმავლობის შედეგიცაა და წინაპირობაც.

ამასთან უნდა ითქვას, რომ გარდამავალი პერიოდის განვლილი ეტაპი უფრო მეტად შეცდომების შეფასების საბაბს იძლევა, ვიდრე მიღწევათა შეჯამებისა და გამოცდილებათა განზოგადებისა.

ყველაზე ოპტიმისტური მიდგომის ფონზეც კი რეფორმების დადებითი ეფექტი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში აშკარა და საგრძნობი არაა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ენერგია ყოფითი პირობების გადაჭრას, ფაქტობრივად არსებობის შენარჩუნებას ხმარდება.

უკანასკნელი პერიოდის განვითარებული მოვლენები და სახეზე არსებული შედეგები ცხადყოფს, რომ ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს ეკონომიკური დემოკრატიის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობა; შეფერხდა ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების რეალიზაცია.

გააქტიურდა სახელმწიფოს ჩარევა სამეურნეო პროცესებში და გაჩნდა ტენდენციები სამინისტროებმა და უწყებებმა დაიბრუნონ ადრინდელი ფუნქციები; საგადასახადო წნეხი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში ატარებს, არ ჰქმნის სტიმულებს ეკონომიკის აღმავლობისათვის, ზღუდავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამეწარმეო თავისუფლებას, რაც საბოლოოდ კორუფციულ იერარქიას ამკვიდრებს და ასაზრდოებს.

საქართველოში დღეს შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა განაპირობა როგორც ეგზოგეურმა, ისე ენდოგენურმა ფაქტორებმა, ამასთან, სახეზეა ობიექტური და სუბიექტური ასპექტებიც. უმთავრესი მიზეზი მაინც არის ის, რომ საწყისიდანვე არ იყო გათვლილი და შეფასებული ყველა შესაძლო წინააღმდეგობა, არ იყო განსაზღვრული სტრატეგიული გეზი და მისი განხორციელების პროგრამა.

მეცნიერულად დასაბუთებული ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია ახალი ეკონომიკის, ახალი წარმოებითი ურთიერთობების შექმნა და ჩამოყალიბება.

ცნობილი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების აზრით, რასაც ჩვენც ვეთანხმებით, ფაქტობრივად არსებული ვითარების უმთავრესი მიზეზია ის, რომ საქართველოს დღემდე არ ჰქონია და დღესაც არა აქვს განვითარების ერთიანი წინმსწრები სტრატეგია, მათ შორის: მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სახელმწიფოებრივი პროგრამა. განმკარგულებელ და აღმასრულებელ სპექტრში გაბატონებული აზროვნების და საქმიანობის არასისტემურობა, ფრაგმენტულობა, უპირატესად დამწევი სტრატეგიის განხორციელება, მიმდინარე პრობლემებზე აქცენტირება, უკვე მიღებული უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის საქმიანობით შემოიფარგლა და ა.შ.

მიმდინარე რეფორმების არაეფექტურობას განსაზღვრავს აგრეთვე მოუქნელი და მრავალრიცხოვანი, ავტორიტარული ბიუროკრატიული მექანიზმი, კომპენტენციათა გამიჯვნის, პოლიტიკური და მმართველობითი ფუნქციების დიფერენცირების საკითხებში არსებული პრობლემები, არაჯანსაღი და არაკვალიფიციური ოპონირება.

ასეთ შეფასებებთან ერთად არსებობს მდგომარეობის სტაბილიზაციის კრიზისული ვითარებისაგან გამოსვლის, რეფორმათა განხორციელების ალტერნატიული წინადადებები, დამუშავებული კონცეფციები და პროგრამები, აგრეთვე, ცალკეულ ავტორთა ან ავტორთა კოლექტივების მოსაზრებები, რომელთა განხილვის, შეჯერების და ქვეყნის განვითარების სამსახურში ჩაყენების ცდისკენ ინტერესიც შენელებულია. ცხადია, ყოველი მათგანი ემსახურება გარკვეულ იდეოლოგიას, მატნაკლებად შეიცავს რაციონალურ ელემენტებს და პრინციპულად მიუღებელ დოგმებსაც, მაგრამ მათ არსებობას უფლებასთან ერთად, მიდგომათა ძიებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვთ.

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის რეგულირების მიზნებს ემსახურება წინამდებარე ნაშრომიც.

სწავლულ ეკონომისტებთან ერთად, ჩვენ ვთვლით, რომ საბაზრო ეკონომიკის, გარდამავალი ეტაპის გაჭიანურებაზე, ამასთან, მიღებულ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის, მისი უზრუნველყოფის პროგრამის არ არსებობას.

პრობლემა არ იყო დამუშავებული ლოკალური (რეგიონალურ) მასშტაბშიც, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი განვითარების ერთიან პროგრამაში უნდა ყოფილიყო ჩართული და ამ სახით საერთო მიმართულების ორიენტირების წარმოდგენისათვის მნიშვნელოვან ბაზას შექმნიდა.

„ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი პოლიტიკური კლიმატი იმის საშუალებას იძლევა, რომ გაფართოვდეს და დაჩქარდეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებზე მუშაობა, რისი უშუალო გამოვლინებაა წინამდებარე გამოკვლევა.

კვლევის საგანი და ობიექტი ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება, მისი თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორების ფინანსურ-ეკონომიკური რეგულირების მექანიზმები.

კვლევის ობიექტია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები.

ნაშრომის მეთოდოლოგიურ და თეორიულ საფუძველს წარმოადგენს აბსტრაქტული მეთოდი და შედარებითი უპირატესობის თეორია; დაჯგუფების მეთოდი და ექსპერტთა შეფასებები; ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური სამყაროს და ფეოდალური საუკუნეების გამოჩენილი ადამიანების ნააზრევი; მერკანტილისტების, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლების, გერმანული ისტორიული სკოლის თეორეტიკოსების, ქეინზისა და ქეინზიანელების და სხვათა თეორიული დასკვნები. ნაშრომი დაწერილია ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე აღიარებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ნაშრომების, აგრეთვე ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე. მასში გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, ტასისის ევროპული საექსპერტო სამსახურის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და სხვათა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და მიმოხილვითი მასალები.

კვლევის მიზანი და ამოცანები. ეკონომიკის უსაფრთხო განვითარება მრავალფაქტორული, მრავალწახნაგოვანი, საშინაო და საგარეო პროცესების ამსახველი პრობლემაა. მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიის კონცეპტუალური კვლევა აქტიურად საზღვარგარეთ XX ს-ის მეორე ნახევრის მიწურულიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო და სიღრმისეული ხასიათი მიიღო დღევანდელ ეტაპზე. (ავტორები: ლ. აბალკინი, ა. არხიპოვი, ი. ბოგდანოვი, ა. გოროდეცკი, ე. ბუხვალდი, ვ. სენჩაგოვი, ი. პეტრენკო, ნ. ვედუტი, ს. გლაზევი, ვ. რუბანოვი, ვ. პანსკოვი, ა. ტატარკინი, ვ. მედვედევი, ა. მიხაილიჩენკო, ვ. ივანჩენკო, ა. ილარიონოვი, ლ. ლვოვი, ვ. სემიონოვი, ი. ფამინსკი, ი. შიშკოვი, ა. პროხოჟევი, ა. ასალიევი, ა. ჟდანოვი, ი. ივანოვი, ი. ისმაგილოვი, ი. კობრინი, ა. კულიკოვი, ი. ლაზარევი, ვ. ობოლენსკი, დ. ორლოვა, ვ. პირუმოვი და სხვები).

მსოფლიო მეცნიერული აზროვნების გააქტიურების და განვითარების კვალობაზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საქართველოს მთლიანად, მისი რეგიონების, რეგიონებში შემავალი რაიონების, ქალაქების და სხვა ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების შესასწავლად კვლევებს აწარმოებენ ქართველი მეცნიერ-ეკონომისტები და სამეცნიერო ცენტრები. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დარგობრივი აკადემიები. ისინი პირობითად დაყოფილი გვყავს სამ ჯგუფად.

პირველი, რომლებიც ეკონომიკური უსაფრთხოების სხვა აქტუალური პრობლემების გვერდით ცალკე ადგილს უთმობენ ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომის კონცეპტუალურ საკითხებს (რ. ასათიანი, ი. მესხია, ზ. თეთრუაშვილი, მ. თეთრუაშვილი, გ. თოდუა, თ. მაღლაკელიძე, რ. ოთინაშვილი, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე, ნ. ჭითანავა).

მეორე, ჯგუფი ეკონომისტებისა არ განიხილავენ ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიურ ასპექტებს, მაგრამ მნიშვნელოვან გამოკვლევებს აწარმოებენ ეკონომიკის ცალკეული დარგის, ან ცალკეული პროდუქციის (მომსახურების) წარმოების სფეროში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუვნველყოფის მიზნით (ნ. მოდებაძე, ზ. გარაყანიძე, რ. კაკულია, გ. ხელაია, თ. კანდელაკი, მ. მირიანაშვილი, ა. სულაბერიძე, ო. საღარეიშვილი, ნ. თურნავა, რ. იაშვილი, ზ. ზ. ხუნტუა, ა. აბრალავა, ჯ. კახნიაშვილი, მ. მაქსოევი, შ. ქისტაური, ლ. ქისტაური, ლ. ჩიქავა).

მესამე ჯგუფში შემავალ ქართველ ეკონომისტებს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე უშუალო გამოკვლევები არ ჩაუტარებიათ, მაგრამ თვით ამ თემის სიფართოვის და მრავალ-წახნაგიანობის გამო მათ გამოკვლევებს მჭიდრო კავშირი აქვთ ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან (ვ. ახალაია, თ. ბერიძე, ე. ბარათაშვილი, რ. ბასარია, ე. ბოლოკაძე, გ. გამსახურდია, თ. გამსახურდია, შ. გაბიძაშვილი, რ. გოგოხია, რ. გველესიანი, მ. კაკულია, ლ. ყორღანაშვილი, ქ. მარშავა, რ. ქუტიძე, ლ. ქოქიაური, მ. ტურავა, ა. ჯიბუტი, მ. ჯიბუტი, მ. მაღრაძე, ე. ცირამჟა, პ. ლემონჯავა, ი. კოვზანაძე, ე. მექვაბიშვილი, ნ სანთელაძე, ვლ. პაპავა, მ. წერეთელი, ვ. ზურაბიშვილი, მ. ყუფუნია, კ. ღურწკაია, რ. გოცირიძე, გ. მალაშხია, ა. კუჭუხიძე, ო. ვაშაკიძე, დ. ჩომახიძე და სხვები).

მიუხედავად ამისა, ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემურ საკითხებზე მეცნიერებს შორის დღემდე არ არის მიღწეული აზრთა ერთიანობა, კომპლექსურად არ არის შესწავლილი ქვეყნის, მისი რეგიონების ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები, ერთიან სისტემაში არ ჩამოყალიბებულა და არ განხილულა ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორები (ინდიკატორები), არ მომხდარა მათი რეიტინგული შეფასება. დღემდე არა გვაქვს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი ფაქტორების (ინდიკატორების) დახასიათება და არ მომხდარა ამ ფაქტორების ამოქმედებასთან დაკავშირებული თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების დამუშავება.

აღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე ნაშრომის მიზანია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების დამუშავება ახლო და შორეულ პერსპექტივაში.

ნაშრომის ამოცანებია: - ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსის, კრიტერიუმებისა და ზღვრული სიდიდეების ანალიზის საფუძველზე შესწავლილი იქნეს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში;

- მოხდეს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორების რეიტინგული შეფასება და პრიორიტეტულ ფაქტორთა გამოყოფა;

- საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ- ეკონომიკური ფაქტორების მოქმედებასთან დაკავშირებული თეორიულ- მეთოდოლოგიური საკითხების დამუშავება და ავტორისეული გადაჭრა.

- საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პრაქტიკული ღონისძიებების დამუშავება.

კვლევის ძირითადი შედეგები და სიახლეები. წარმოდგენილი შრომა საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ თავისი შინაარსით, სტრუქტურით, განხილული საკითხების ანალიზით და დასკვნებით, თეორიულ მეთოდოლოგიური პრობლემების გადაწყვეტით ერთ-ერთი პირველი ცდაა ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში. მასში კომპლექსურად არის შესწავლილი საქართველოს, მთლიანად და მისი რეგიონების (მხარეების) ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები; ერთიან სისტემაში არის ჩამოყალიბებული და განხილული საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები. შესწავლილია ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ მეთოდოლოგიური კვლევის თანამედროვე მდგომარეობა; დასაბუთებულია ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების კვლევისა და პრაქტიკული ღონისძიებების დამუშავების აქტივიზაციის მიზეზები; ჩამოყალიბებულია ავტორისეული განმარტება ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსის და შინაარსის შესახებ (სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება, რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოება, პიროვნების (ფიზიკური პირის) ეკონომიკური უსაფრთხოება); გამოვლენილია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები. ჩატარებულია მათი რეიტინგული შეფასება და შერჩეულია პრიორიტეტული მნიშვნელობის ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც განხორციელებულია კვლევა, შეფასებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობა; წამოყენებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის სრულყოფის მიმართულებები; ეკონომიკური რეფორმების შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები; განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის, როგორც ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილის არსი, შინაარსი და დამუშავების თანამედროვე მდგომარეობა, დამუშავების ეტაპები და მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა. განხილულია საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და გამოტანილია დასკვნა, რომ თავისი განვითარებით საქართველოს რეგიონები იმყოფებიან ძალიან დაბალ დონეზე. რეგიონების განვითარების დაბალი დონე განხილულია როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორი და მოცემულია მათი სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები; დამუშავებულია რეგიონების დეპრესიულობის განსაზღვრის მეთოდოლოგიური საკითხები, საქართველოს რეგიონები რანგირებულია დეპრესიულობის ხარისხის მიხედვით და შემუშავებულია მათი სანაციის ვარიანტები, განხილულია დეპრესიული რეგიონების სანაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი წანამძღვრების შექმნის საკითხები და დეპრესიული რეგიონების სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ფაქტორად განხილულია საინვესტიციო საქმიანობის დაჩქარება.შ.ესწავლილია საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის თანამედროვე მდგომარეობა, ინვესტიციურ დაბანდებათა წყაროები და ინვესტიციების განაწილება ინვესტორი ქვეყნებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით; გაანალიზებულია ინვესტიციების განაწილება რეგიონების მიხედვით და საქართველოს რეგიონები რანგირებულია საინვესტიციო აქტიურობის დონის მიხედვით; მოცემულია საინვესტიციო გარემოს არსი და მისი შეფასების მეთოდოლოგია, წამოყენებულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებები; დამუშავებულია საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკურ-სამართლებრივი რეგულირების საკითხები და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინვესტიციების სტატისტიკური აღრიცხვის სრულყოფის ღონისძიებები;

ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში პირველად, განხილულია ეკონომიკური დემოკრატიის (ეკონომიკური თავისუფლების) განვითარება როგორც ეკონომიკური ზრდის მაგისტრალური მიმართულება და როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფაქტორი; მოცემულია ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება, როგორც ეკონომიკური დემოკრატიის გამოვლენის არსი და ფორმები; მოცემულია სახელმწიფოს როლი, მისი სამართლებრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში; შესწავლილია ეკონომიკური დემოკრატიის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების შემაფერხებელი ზოგიერთი ფაქტორი საქართველოში.

ავტორების აზრით, ნაშრომის მეცნიერული სიახლეა, ან მეცნიერული სიახლის ელემენტების შემცველ საკითხებს წარმოადგენს:

- ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების თეორიული წანამძღვრების შესწავლა და ერთიან სისტემაში მოქცევა;

- ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის კვლევის თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა;

- ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური კვლევის და პრაქტიკული ღონისძიებების დამუშავების აქტუალიზაციის მიზეზები საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე;

- ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსის განსაზღვრა (სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება, რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოება, პიროვნების (ფიზიკური პირის) ეკონომიკური უსაფრთხოება);

- საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა, მათი სისტემატიზაცია და რეიტინგული შეფასება;

- საქართველოს სოციალური განვითარების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება (1990-2003 წწ.);

- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის სრულყოფის წინადადებები.

- ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების მეთოდოლოგია პრივატიზაციის მაგალითზე.

- ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის როგორც ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილის არსის და შინაარსის ჩამოყალიბება, მისი დამუშავების ეტაპებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნის წინადადებები;

- საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და დასკვნა იმისა, რომ რეგიონები თავისი განვითარებით იმყოფებიან ძალიან დანალ დონეზე, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

- რეგიონების დეპრესიულობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება;

- საქართველოს რეგიონების რანგირება დეპრესიულობის ხარისხის მიხედვით;

- დეპრესიული რეგიონების სანაციის ვარიანტების დამუშავება;

- დეპრესიული რეგიონების სანაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნის წინადადებები;

- დეპრესიული რეგიონების სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების და მათი საქართველოს პირობებისათვის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება-რეკომენდაციები;

- საინვესტიციო საქმიანობის თანამედროვე მდგომარეობის შეფასება საქართველოში;

- ინვესტიციურ დაბანდებათა წყაროების და ინვესტიციების განაწილების შესწავლა ინვესტორი ქვეყნებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით;

- ინვესტიციების რეგიონული განაწილება;

- საქართველოს რეგიონების რანგირება საინვესტიციო აქტიურობის ხარისხის მიხედვით;

- საინვესტიციო გარემოს არსისა და შინაარსის ავტორისეული გაგება;

- საინვესტიციო გარემოს შეფასების მეთოდოლოგიის დამუშავება;

- საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების წინადადებები;

- საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის წინადადებები;

- საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების საკითხების დამუშავება:

- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინვესტიციების სტატისტიკური აღრიცხვის სრულყოფის ღონისძიებები;

- ეკონომიკური დემოკრატიის არსისა და მისი გამოვლენის ფორმების ავტორისეული განმარტება;

- სახელმწიფოს როლისა და მისი სამართლებრივი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესწავლა ეკონომიკური დემოკრატიის პირობები;

- საზღვარგარეთ გამოქვეყნებული სტატისტიკური მასალების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა, რომ ეკონომიკური დემოკრატია (ეკონომიკური თავისუფლება) არის ეკონომიკური განვითარების მაგისტრალური მიმართულება;

- ეკონომიკური დემოკრატიის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი საქართველოში და მისი განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლინება.

ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. ნაშრომის კვლევის შედეგები აპრობირებულია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995-2003 წწ. ჩატარებულ ყოველწლიურ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციებზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების, ფულის მიმოქცევის და კრედიტის კათედრის სამეცნიერო წლიური შრომების განხილვის დროს 1995-2003 წ.წ. ასევე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის კათედრის და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებზე (1997, 1999, 2001, 2003 წწ.) შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“-ს ეგიდით 2004 წლის 21 მაისს ჩატარებულ სემინარზე, სემინარის თემა: „ეკონომიკა და სახელმწიფო“, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომებზე, საქართველოს მთავრობის თვითმმართველობის სახელმწიფო კომისიის საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა ჯგუფის სხდომებზე, აგრეთვე გორის ეკონომისტთა ასოციაციის სხდომებზე.

ნაშრომში წამოყენებული წინადადებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მართვის სახელმწიფო ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო და კერძო საწარმოებს, დაწესებულებებს, საერთოდ ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. იგი დაეხმარება სტუდენტებს, ასპირანტებს, ლექტორ-მასწავლებლებს საგნების: „ეკონომიკური თეორიის“, „საქართველოს ეკონომიკის“, „ფინანსური ბაზარი და ინვესტიციების“, „რეგიონული ეკონომიკის“, „საქართველოს ფინანსების“, „საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების“ კურსის შესწავლაში.

ნაშრომის სტრუქტურა. ნაშრომი შედგება შესავლის, ხუთი თავის, 25 პარაგრაფის და დასკვნებისა და წინადადებებისაგან. ნაშრომს დართული აქვს შინაარსი რუსულ და ინგლისურ ენაზე და 45 დასახელების ცხრილი. სადისერტაციო შრომაში დასმულმა მიზნებმა და ამოცანებმა განაპირობეს მისი შემდეგი სტრუქტურა:

4 პირველი თავი ეკონომიკური უსაფრთხოება როგორც ეკონომიკური კატეგორია: შესწავლის თეორიულ- მეთოდოლოგიური საკითხები.

▲ზევით დაბრუნება


4.1 1.1. ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების თეორიული წანამძღვრები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ქვეყნის, მისი რეგიონების სხვა ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებას განვიხილავთ, როგორც მოცემულ ეკონომიკურ სისტემაში, მოცემულ გეოგრაფიულ სივრცეში მცხოვრები ადამიანების ცხოველუნარიანობის შენარჩუნებისა და განვითარების, მათი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის ნორმალური, მყარი პირობების უზრუნველყოფის უნარს. იგი წარმოადგენს კონკრეტული ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის, მისი მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების თანმიმდევრულად რეალიზაციის გარანტიას.

ეკონომიკური უსაფრთხოების უარუნველყოფა ყოველთვის იყო და იქნება საზოგადოების, მისი თითოეული წევრის საზრუნავი. მაგრამ, მისი მნიშვნელობა, აქტუალურობა განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა პროცესებისა და მოვლენების მწვავე კრიზისულ პერიოდში, თანაც იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემიდან, გადადის ახალ სისტემაზე, სისტემაზე, რომელიცდაფუძნებული უნდა იყოს დემოკრატიულ ღირებულებებზე.

ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას, საზოგადოებაში სოციალური თანხმობის მიღწევას, ეკოლოგიური უბედურებებისაგან დაცვას და ქვეყნის რეგიონების, სხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების შესაძლო ფარგლებში თანაბარ განვითარებას. ამ სისტემაში შემავალი ყველა მიმართულება დიალექტიკურად არის ერთიმეორესთან დაკავშირებული და ერთიმეორეს განაპირობებენ: სამხედრო უსაფრთხოება შეუძლებელია ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების გარეშე; ასევე არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა მისი რეგიონების უთანაბრო სუსტი განვითარების პირობებში; ვერ მივაღწევთ ვერც სამხედრო უსაფრთხოებას, ვერც ეკონომიკურ უსაფრთხოებას და რეგიონების თანაბარ, მძლავრ განვითარებას; ყველა ჩვენი მცდელობა უშედეგო იქნება, საზოგადოებაში საზოგადოებრივი თანხმობის არსებობის გარეშე; ეკოლოგიური კატასტროფების შედეგების დაძლევა შეუძლებელია მძლავრი და მუდმივად განვითრებადი, პროგრესირებადი ეკონომიკის გარეშე და სხვა. მაგრამ, ამ დიალექტიკური ერთიანობის ფონზე ჩამოთვლილ მიმართულებათა შორის, ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ყველა შემადგენელ ნაწილს შორის მიანც გადამწყვეტი, წამყვანი როლი აკისრია ეკონომიკურ უსაფრთხოებას. იგი არის ყველა სხვა დანარჩენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველთა-საფუძველი, ბაზისი.

ამასთან, თვით ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოგვიდგება რთული შინაგანი სტრუქტურის სახით, რომლის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს: ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მისი ლოგიკური შედეგი - პოლიტიკური დამოუკიდებლობა; ეროვნული ეკონომიკის როგორც ერთიანის, მთლიანის სტაბილურობა და ეფექტიანობა - მისი შედეგით - რეგიონების და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მძლავრი, თანაბარი განვითარება; თვითგანვითარებისა და პროგრესისადმი სწრაფვის უნარი, რაც საბოლოო ჯამში აისახება საზოგადოებრივი წარმოების რაოდენობრივად და ხარისხობრივად მუდმივად ზრდაში.

თანამედროვე, რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიო მეურნეობის განვითარების პირობებში, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას არ განვიხილავთ, როგორც რაღაც აბსოლუტური ხასიათის მატარებელ ელემენტს, ან როგორც მსოფლიო მეურნეობრივი კავშირებიდან ამოვარდნილ ფენომენს. პირიქით, შრომის საერთაშორისო დანაწილების თანამედროვე დონე, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების გლობალიზაციის პროცესებში ჩართვის ობიექტური აუცილებლობა, ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობა, ჩვენი შეფასებით, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ეროვნული რესურსების მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისადმი კონტროლის მექანიზმების არსებობას, ამ მექანიზმების ქმედითუნარიანობის მუდმივად შენარჩუნებას, საზოგადოებრივი წარმოების, მისი ეფექტიანობისა და ხარისხის ისეთი დონის მიღწევას და შემდგომ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო ბაზრებზე პროდუქციისა და მომსახურების მაღალ კონკურენტუნარიანობას, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში თანაბართა შორის თანაბარ მონაწილეობას. ეროვნული ეკონომიკის როგორც ერთიანის, მთლიანის სტაბილურობა და ეფექტიანობა გულისხმობს საკუთრების ყველა ფორმის დაცულობას, სამეურნეო საქმიანობისათვის ისეთი პირობებისა და გარანტიების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, მეწარმეობრივი უნარის გამოვლენის მოტივაციური ფაქტორების გაძლიერებას, „ეკონომიკური თამაშის“ ცივილური წესების დამკვიდრებას და შემოსავლების სამართლიან განაწილებას, რომელიც გამორიცხავს ეკონომიკის კრიმინალიზაციას, სოციალურ დაძაბულობას და სხვა ნეგატიურ მოვლენებს.

თვითგანვითარებისა და პროგრესისადმი სწრაფვის უნარის შენარჩუნება და მაღალ ხარისხში აყვანა საჭიროებს ინვესტიციურ-ინოვაციური პროცესების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, საწარმოო აპარატის მუდმივ განახლებას, მოდერნიზაციას, სახალხო მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ-საგანმანათლებლო და ზოგადკულტურული დონის ამაღლებას, მოსახლეობის ფართო ფენებში ეკონომიკური ცოდნის გავრცელებას („ერის ეკნომიკურ აღზრდას“ - ფ. ლისტი) და სხვა.

ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფა ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფოს წარმოშობის თანმდევი პრობლემაა. მას კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის სისხლხორცეული მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანებისათვის და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფორმებს, მაჩვენებლებს და დატვირთვას ღებულობდა. ზოგჯერ თუ იგი დაკავშირებული იყო ქვეყნის სამხედრო ძლიერებასთან, ან ეკოლოგიასთან და სხვა, მისი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და მომავალშიც დარჩება როგორც ადამიანის ცხოველმყოფელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პრობლემა. იგი შორეული წარსულიდან იღებს სათავეებს და უკავშირდება ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური სამყაროს და ფეოდალური საუკუნეების გამოჩენილი ადამიანების ნააზრევს. ისინი უსაფრთხო ეკონომიკას თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივ-ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ყოფის საფუძვლად მიიჩნევდნენ. მერკანტილისტები, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლები, გერმანული ისტორიული სკოლის თეორეტიკოსები, ქეინზი და ქეინზიანელები, ნეომერკანტილისტები და სხვები, არსებითად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის თეორიას ქადაგებდნენ (გ. თოდუა). მართალია მათ წარმოდგენებში, თუ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის შრომებში პირდაპირ არ არის მითითებული უსაფრთხო განვითარების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან მათ მთავარ მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ადამიანების ცხოველმყოფელობის გაძლიერება, მეურნეობრივი საქმიანობის მოწყობის სრულყოფა და განვითარება მიგვაჩნია, რომ ყოველივე ეს პირდაპირ უკავშირდება და ასახავს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების შინაარსს. უფრო მეტიც, როდესაც ისინი კვლევის მიზნად ისახავენ ქვეყნის ბარაქის მომატებას, მისი სიმდიდრის ზრდის წყაროებისა და საშუალებების გამოვლენას, ერის აყვავებას და სხვა, ჩვენი შეფასებით, ყველაფერი ეს ეკონომიკის, უსაფრთხო განვითარების, პრობლემების დაყენება და მათი გადაწყვეტის გზების ძიებაა.

ჩვენთვის ხელმისაწვდომი ლიტერატურული წყაროების1 შესწავლამ გვიჩვენა, რომ მეურნეობის მდგრადი განვითარების შესახებ ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში წერდნენ.2 ჩინეთში ცის ძლევამოსილი სამეფოს მმართველობამ მეოთხე საუკუნის დასაწყისში დააარსა თავისებური აკადემია - მეცნიერების სასახლე დასავლეთის ჭიშკართან». აკადემიის მეცნიერების მიერ დაწერილია 500 ნაწარმოებისაგან შემდგარი ჭეშმარიტად აკადემიური შრომა საერთო სათაურით „გუანძი“ (მისი მხოლოდ 76 თავია შემონახული). მეცნიერებს შორის როგორც ჩანს ეკონომისტებიც იყვნენ. მათ მიერ იმ დროის კვალობაზე საკმაოდ ღრმად არის დამუშავებული მეურნეობის სახელმწიფოებრივი რეგულირების მთელი სისტემა. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის მოქმედების შესწავლის საფუძველზე შეთავაზებული აქვთ ამ ურთიერთობის გამოყენება ნატურალური მეურნეობის სტაბილიზაციის მექანიზმის შექმნისას. ისინი მწვავედ სვამენ საბაზრო სტიქიისაგან მეურნეობის დაცვის პრობლემას სასაქონლო ფასების გამოთანაბრების მეშვეობით. „ბაზარი, აღნიშნავენ მეცნიერები, არის ის რითაც გაიგებენ მეურნეობის მდგომარეობაში წესრიგს და უწესრიგობას“. თუ მმართველს „თვითონ უპყრია ხელთ პურის, ფულის და ლითონების რეგულირების შესაძლებლობები, მაშინ მთელი ქვეყანა შეიძლება იყოს მდგრად მდგომარეობაში“ (ხაზგასმა ჩვენია - ავტ.). იმისათვის, რომ მივაღწიოთ მეურნეობის მდგრადობას, მათი აზრით, აუცილებელია გვქონდეს მწარმოებლებისა და „მჭამელების“ ზუსტი რაოდენობრივი თანაფარდობა, აგრეთვე პირუტყვის პროდუქტიულობა.

დღემდის შემორჩენილ წერილობით წყაროებში ნათლად არის გამოკვეთილი, რომ თვით პირველყოფილ ადამიანებში შეინიშნება სამეურნეო ცხოვრების რაღაც ჩანასახები. თანდათანობით წარმოიშობოდა გარკვეული წარმოდგენები იმ ურთიერთობათა შესახებ, რომლებიც ყალიბდებოდა მათ შორის მატერიალური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების შესახებ და რომლებიც უზრუნველყოფდა მათ სიცოცხლის-უნარიანობას.

პირველსაწყისი ეკონომიკური შეხედულებები ცოდნის სპეციალური სფეროს სახით არ იყო გამოყოფილი, მაგრამ მათში ჩანს იმის მცდელობა, რომ აღეწერათ სამეურნეო გამოცდილება, მიეცათ რჩევები ან რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ ეწარმოებინათ აღრიცხვა, როგორ მოეწყოთ შრომის ორგანიზაცია და სხვა. წერილობითი წყაროები გვიჩვენებენ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ეკონომიკური აზროვნების ცენტრში იდგა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო მეურნეობის ორგანიზაციასა და მის მართვასთან. ისინი თავის თავში მოიცავდნენ არა მარტო საკუთრივ სახელმწიფო ნატურალური მეურნეობის ორგანიზაციას, არამედ სასაქონლო მეურნეობის სახელმწიფო რეგლამენტაციასაც, რომელიც წარმოიშვა ამ საზოგადოების შრეებში.

ნატურალური მეურნეობის ორგანიზაცია გულისხმობდა წარმოების პირობების აღრიცხვას (მუშაკების, მიწის, ხორბლის) დარგებს შორის, უწინარეს ყოვლისა სადაზღვევო ფონდის შექმნას, აგრეთვე ზრუნვას გაფართოებულ კვლავწარმოებაზე (საირიგაციო მოწყობილობების მშენებლობა). სასაქონლო მეურნეობის სახელმწიფო რეგლამენტაცია ხორციელდებოდა როგორც უშუალოდ (ფასების ფიქსაციის, ცალკეული დარგების მონოპოლიზაციის და სხვათა გზით), ისე არაპირდაპირი ღონისძიებების მეშვეობით) დაბეგვრის დონის ცვლილებები, სახელმწიფო მარაგების ნაწილის გაყიდვა და სხვა.

ძველი აღმოსავლეთის ეკონომიკური აზროვნების ნაყოფს წარმოადგენს დამოუკიდებელი, სპეციალური ნაწარმოებების შექმნა, რომლებიც მიძღვნილი იყო სახელმწიფოს მართვისა და სახელმწიფო მეურნეობის საკითხებისადმი (ჰერაკლეოპოლსის მეფის დარიგებები თავის შვილის მერიკარასადმი „არტხაშასტრა“, „გუანძი“), აგრეთვე ისეთი ნაწარმოებების გამოჩენა, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფოსა და საზოგადოებაში სტაბილურობისაკენ (საუბრები და მსჯელობები», „მენძი“, „ფუგო“ და სხვა).

ანტიკურ ხანაში წარმოშობილი ანტიკური პოლისების, თავისებური ქალაქ-სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენდა საქალაქო მიწათმოქმედი (სამოქალაქო) თემი. ძველაღმოსავლური კულტურისაგან განსხვავებით ანტიკური კულტურის თავისებურებას წარმოადგენდა, ის რომ იგი უფრო რეციონალური და დემოკრატიული ხასიათისაა, ქალაქ-სახელმწიფო შექმნილი იყო თავისუფალი მოქალაქეების მიერ. ამ საზოგადოებაში მოქალაქის, პიროვნების ყოველმხრივი განვითარების ხასიათი იქცა წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, ხოლო პიროვნება გამოდიოდა როგორც სიმდიდრის მთავარი ფორმა.

ანტიკური ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების დამადასტურებელ სხვადასხვა წყაროებში, კერძოდ, ქალაქ-სახელმწიფოს კანონებში (სოლონის კანონები, ანუ ე.წ. ლიკურგის კანონები და სხვა), ფილოსოფოსების, ისტორიკოსების, სხვა გამოჩენილი ადამიანების საჯარო გამოსვლებში და ტრაქტატებში, პოლიტიკურ ნაწარმოებებში, რომლებშიც ასახულია ეკონომიკური საკითხებიც (ქსენოფონტეს „დომოსტროი“ და „შემოსავლების შესახებ“, პლატონის „სახელმწიფო და კანონები“, არისტოტელეს „ათენის პოლიტიკა“) და სხვა, ასახულია, რომ ანტიკური პოლისების არსებობის აუცილებელ წანამძღვარს წარმოადგენს მის მოქალაქეებს შორის, როგორც ერთიმეორისაგან დამოუკიდებელ კერძო მიწის მესაკუთრეებს შორის, თანასწორობის შენარჩუნება. მათში დამუშავებულია ნატურალური მეურნეობის (ქსენოფონტეს „დომოსტროი“) და ნაწილობრივ სასაქონლო მეურნეობის (არისტოტელეს „ნიკომახის ეთიკა“) საფუძვლები, ნატურალური და სასაქონლო მეურნეობის თანმიმდევრულმა განცალკევებამ არისტოტელე მიიყვანა ეკონომიკისა და ქრემატისტიკის შესახებ მოძღვრების შექმნამდე. ვინაიდან ბერძნული საზოგადოების საფუძველს იმ დროისათვის წარმოადგენდა ნატურალური მეურნეობა. არისტოტელე ეკონომიკას მიაკუთვნებს საცალო ვაჭრობასაც, რადგან მასში გადამწყვეტ როლს თამაშობდა სახმარი ღირებულება. იგი კრიტიკულად უდგებოდა ქრემატისტიკას და თვლიდა, რომ „ფულის კეთების ხელოვნებას“, სავაჭრო (საბითუმო ვაჭრობა) და სავახშო კაპიტალის ფუნქციონირებას სიმდიდრის წყაროდ აქვს მიმოქცევა.

რომის ეკონომიკური აზროვნების ყურადღების ცენტრში იდგა კერძო მონათმფლობელური მეურნეობის და კერძო საკუთრების ორგანიზაციისა და მათი მართვის საკითხები (კატონის „მიწათმოქმედება“, პლინიუსის „ბუნებრივი ისტორია“, ვარონის „სოფლის მეურნეობა“). უდიდესი ყურადღება იყო გამახვილებული კერძო საკუთრების იურიდიულ მხარეზე (კერძო საკუთრების სამართალი, აბსტრაქტული სამართალი, კერძო სამართალი, აბსტრაქტული პიროვნების სამართალი).

ფეოდალურ საზოგადოებაში ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების საფუძველს წარმოადგენდა მატერიალური დოვლათის თავისუფალი მწარმოებლებისა და მონების ფეოდალებზე დამოკიდებულ გლეხებად (ყმებად) გადაქცეული ადამიანების შრომა მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობის პირობებში. ფეოდალური ეკონომიკის აგრარული ხასიათი, ნატურალური მეურნეობის ბატონობა, ხელოსნობისა და ვაჭრობის განუვითარებლობა ადრეული შუასაუკუნეების ეპოქაში (V-XIს.ს.) ფეოდალების წინაშე მწვავედ სვამდა აღმოსავლეთიდან შემოსული ფუფუნების ეგზოტიკური საგნების შესასყიდად და უზრუნველი და უსაქმური ცხოვრებისათვის ფულის ქონის პრობლემას.

ფეოდალიზმის ეპოქაში ამქრული წესებით ხორციელდება წარმოების დეტალური რეგლამენტაცია, გამოშვებული პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის, ქვეოსტატებისა და მოსწავლეების რაოდენობის, წარმოების ტექნოლოგიის და ა.შ. რეგულირება. ყველა ამ ღონისძიების მიზანი იყო კონკურენციის შეზღუდვა როგორც თვით საამქროს შიგნით, ისე გარედან-სოფლისა და სხვა არაამქრული სახელოსნოების მხრიდან.

ეკონომიკური თეორიის პირველი სკოლის - მერკანტილიზმის წარმომადგენლები ყოველი ერის სიმდიდრის მყარ საფუძველს ხედავდნენ ფულის დაგროვებაში, (ოქროსდა ვერცხლის მონეტები). ასეთი დაგროვების წყაროს, მათი აზრით წარმოადგენს მოგება (შემოსავალი), რომელიც წარმოიქმნება ვაჭრობაში. მაგრამ თუ საქონლის გაცვლა ფულზე ხდება ქვეყნის შიგნით, მაშინ ადამიანთა ერთი წყება შეიძლება გამდიდრდეს ადამიანთა მეორე წყების ხარჯზე. თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ისინი ამტკიცებდნენ ეროვნული სიმდიდრის საერთო ჯამი არ იზრდება. იგი იზრდება მხოლოდ საგარეო ვაჭრობის წყალობით. აქ სიმდიდრის ზრდა თვალსაჩინოა, ვინაიდან საქონელი ერთ ქვეყანაში შეისყიდებოდა დაბალი ფასებით და მეორეში გაიყიდებოდა მაღალი ფასებით. მაგალითად, ინგლისში შექმნილი „მოსკოვის კომპანია რუსეთთან ვაჭრობისათვის“ 1 ცალ საანძე ხეს 25-30 კაპიკად შეისყიდდა და 4-5 მანეთად ჰყიდდა.3 ეს პრინციპი ერთნაირად მისაღებია როგორც ადრეული მერკანტილიზმისათვის (XV ს-ის უკანასკნელი მესამედი - XVI ს-ის შუახანები) ისე გვიანი მერკანტილიზმისათვის. პირველისათვის დამახასიათებელია აქტიური ფულადი ბალანსი (ქვეყანაში შემოტანილი ფულის რაოდენობის გადამეტება ქვეყნიდან გატანილი ფულის რაოდენობაზე), ხოლო მეორისათვის - აქტიური სავაჭრო ბალანსი (ქვეყნიდან გატანილი საქონლის ღირებულების გადამეტება ქვეყანაში შემოტანილი საქონლის ღირებულებაზე). ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნიდან ფულის გატანის აკრძალვას, რომელიც ხელს უშლიდა საგარეო ვაჭრობის განვითარებას. მერკანტილისტების აზრით ეკონომიკური თეორიის ამოცანაა: დაამუშაოს პრაქტიკული რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისათვის, ხელსაყრელი სავაჭრო ბალანსის მისაღწევად სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკონომიკაში; გაატაროს პროტექციონიზმის პოლიტიკა (მფარველობა გაუწიოს სამამულო მრეწველობას და ვაჭრობას), რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებული იქნეს მაღალი საბაჟო გადასახადები იმ საქონელზე, რომლებიც შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, ხოლო წამახალისებელი პრემიები - სამამულო საქონელზე, რომლებიც გაგვაქვს სხვა ქვეყანაში. ამასთან ხელი შეუწყოს მრეწველობის იმ დარგების განვითარებას, რომელთა პროდუქცია დანიშნულია საგარეო ვაჭრობისათვის.

გვიანი მერკანტილიზმის მთავარ თეორეტიკოსს ინგლისში, თომას მენს (1571-1641) წიგნში „ინგლისის სიმდიდრე საგარეო ვაჭრობაში, ანუ ჩვენი საგარეო ვაჭრობის ბალანსი როგორც ჩვენი სიმდიდრის რეგულატორი“ სპეციალური თავი აქვს გამოყოფილი (თავი III) სადაც უჩვენებს ქვეყნიდან საქონლის გატანისა და ქვეყანაში მოხმარებული უცხოური საქონლის შემცირების გზებს და საშუალებებს (12 პუნქტად)3. იგი შესაშური დეტალურობით და მაღალკვალიფიციური სიღრმით იხილავს ქვეყნის სიმდიდრის გადიდების გზებსა და საშუალებებს. უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ეს გზები და საშუალებები დღესაც არ კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, და მაშასადამე მოსალოდნელი ეკონომიკური საფრთხის თავიდან აცილებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მერკანტილისტების ნააზრევი დასრულებულ თეორიულ სახეს ვერ ღებულობს და ეს შემდგომმა მეცნიერულმა მიმდინარეობებმაც (სკოლებმაც) თვალნათლივ წარმოაჩინეს, მაინც მიგვაჩნია, რომ მთავარი რაც მერკანტილისტებმა გააკეთეს ეკონომიკური აზროვნების ისტორიაში იყო ის რომ მათ პირველებმა ჩამოაყალიბეს ქვეყნის ეკონომიკური სიმდიდრის გაზრდის მწყობრი თეორიული და პრაქტიკულად განსახორციელებელი სისტემა. მათ შეიმუშავეს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების მქონე ქვეყნები და რომლის მთავარი მიზანი იყო ეროვნული ეკონომიკის დაცვა, მისი მდგრადობის მიღწევა სიმდიდრის დაგროვების გზით და მოსალოდნელი საშინაო და საგარეო საფრთხის თავიდან აცილება კონკრეტული რეკომენდაციების გატარებით. უფრო მეტიც, მერკანტილისტების მოძღვრებაში ჩვენ ვხედავთ ეროვნული ეონომიკის უსაფრთხო განვითარების ფაქტორების ძიებასაც. მათთვის არა უბრალოდ სიმდიდრის წყაროს ჩვენებაა მთავარი, არამედ სიმდიდრე -სპეციფიკური ფორმის სახით, რომელიც უპასუხებდა კაპიტალის პირვანდელი დაგროვების პერიოდის მოთხოვნებს, ისინი ასახავდნენ რა მსხვილი სავაჭრო კაპიტალის ინტერესებს, ამით იცავდნენ ეროვნულ ეკონომიკას. სავაჭრო კაპიტალისთვის სიმდიდრის წყაროდ გვევლინება არა უბრალოდ ფულიგანძის სახით, არამედ ფული-კაპიტალის სახით. ფული მათთვის შემოსავლების წყაროა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ვაჭრობაც და მანუფაქტურული წარმოებაც, მერკანტილისტები მომხრე არიან, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი ხელისუფლება და რომ ეს ხელისუფლება მხარს უჭერდეს ვაჭრობას, ხელოსნობას. მაგრამ, ამავე დროს, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ სამეურნეო საქმიანობაში წვრილმანი რეგლამენტაციის, ეროვნული ეკონომიკის ზრდასა და შესაბამისად, სიმდიდრის გადიდიებას, მათი აზრით, ემსახურება არა მარტო სარგებელი რომელსაც ღებულობს მოცემული ქვეყანა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით, შორეულ ქვეყნებთან (ინდოეთი, ჩინეთი), საგარეო სავაჭრო კავშირურთიერთობით, არამედ საკუთარი მრეწველობის, ხელოსნური და მანუფაქტურული წარმოების, ნაოსნობის, განვითარებით, თავისუფალი მიწების დამუშავებით, მოსახლეობის მწარმოებლურ შრომაში ჩაბმით. ისინი ქადაგებენ რომ გაფართოვდეს სამამულო საქონლის წარმოება უცხოეთიდან შემოტანილი ნედლეულიდან. ასეთი სახის წარმოება ბევრ ღარიბ ხალხს მისცემს სამუშაოს და გაზრდის საქონლის საზღვარგარეთ ყოველწლიურად გატანას. „ჩვენ უნდა ვეცადოთ დავამზადოთ რაც შეიძლება ბევრი საკუთარი საქონელი“. „იქ, სადაც მოსახლეობა მრავალრიცხოვანია და ხელოსნობა ჰყვავის, იქ ვაჭრობა უნდა ფართო იყოს და ქვეყანა მდიდარი“.

ნიშანდობლივია, რომ მერკანტილისტები მომხრენი არიან რა სამამულო ვაჭრობის მხარდაჭერისა („მმართველის პოლიტიკა - მთავარი ძალაა“) ამასთან ცალკეული ქვეყნების წარმომადგენელთა შეხედულებები ერთგვაროვანი არ არის. მაგალითად, ესპანეთში მოღვაწე მერკანტილისტები გამოდიოდნენ ესპანეთიდან ოქროს გატანის წინააღმდეგ და მოითხოვდნენ მის აკრძალვას, ხოლო უცხოური საქონლის შემოტანის მიმართ სურდათ დაეწესებინათ შეზღუდვები. (ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ თვითონ ესპანეთს იმ დროისათვის ოქრო გამოჰქონდა ამერიკული კოლონიებიდან); ფრანგი მერკანტილისტები სამაგიეროდ, ყურადღების ცენტრში აყენებდნენ დადებითი სავაჭრო ბალანსის უზრუნველყოფის პრობლემას;

ფიზიოკრატები მერკანტილისტებისაგან განსხვავებით ქვეყნის სიმდიდრის წყაროს ხედავდნენ მიწათმოქმედებაში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს ყურადღება მიქცეული უნდა იქნეს არა ვაჭრობის განვითარებაზე და ფულის დაგროვებაზე, არამედ „მიწის ნაწარმოების“ სიუხვის შექმნაზე. მათი აზრით სოფლის მეურნეობა ჰქმნის ერის ნამდვილ სიმდიდრეს. ეს არის წარმოების ერთადერთი დარგი, სადაც ბუნებრივი გზით წარმოიშობა ერის ბარაქა, დამატებითი „წმინდა პროდუქტი“ (ხალხის სიმდიდრის ნამატი).

მათი ასეთი მოძღვრება გამომდინარეობს საზოგადოებაში მოქმედი პრინციპით ბუნებრივი წესრიგის შესახებ1. ბუნებრივი წესრიგი იმართება ბუნების კანონებით, რომლებიც არსებობს ბუნებაში, ცოცხალ ორგანიზმში, ცხოველთა სამყაროში. თუ ამ კანონებს გადმოვიტანთ საზოგადოებაში, აღნიშნავენ ფიზიოკრატები, მაშინ საზოგადოების ბუნებრივი წესრიგის საფუძველს წარმოადგენს საკუთრებისა და ხელისუფლების (ძალაუფლების) მიმართ პატივისცემა.

ბუნებრივი წესრიგის პირობებში ცხადია განსაკუთრებულ როლს ასრულებს მიწა. აქ მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიწას შეუძლია მოგვიტანოს შემოსავალი, რომელიც გაწეულ ხარჯებზე უფრო მეტია. მიწათმოქმედი უფრო მეტ ხორბალს იღებს, ვიდრე მან დათესა თესლი. ამიტომ მიწათმოქმედებაში, და მხოლოდ ამ სპეციფიკურ დარგში, არსებობს „წმინდა პროდუქტი“. სხვა დარგებში წმინდა პროდუქტი არ იქმნება. ხელოსანი მიწათმოქმედისაგან განსხვავებით მხოლოდ ფორმას უცვლის პროდუქტს, რომელიც წარმოებულია სოფლის მეურნეობაში.

ფიზიოკრატიული სკოლის დამაარსებელი და მეთაური საფრანგეთში ფრანსუა კენე (1694-1774) სტატიაში „ხორბალი“ (1757) აღნიშნავს: შრომა სოფლის მეურნეობაში ჰქმნის უფრო მეტ პროდუქტებს, ვიდრე საჭიროა თვით მისი და მისი პირობების კვლავწარმოებისათვის. მიწაზე შრომის ასეთი ამაღლებული მწარმოებლურობა განპირობებულია თვით ბუნების მიერ. სწორედ მუდმივად კვლავწარმოებული სოფლის მეურნეობის სიმდიდრე წარმოადგენს სიმდიდრის ყველა სხვა ფორმების საფუძველს, უზრუნველყოფს ყველა პროფესიის დასაქმებას, ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობას, მოქმედებაში მოჰყავს მრეწველობა და ეხმარება ერის აყვავებას4.

ფრანსუა კენე დასახელებულ შრომაში არ მიუთითებს იმ გზებსა და საშუალებებს თუ როგორ შეიძლება მიღწეული იქნეს „ერის აყვავება“. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაესვას შემდეგ ორ გარემოებას: პირველი, როდესაც იგი სიმდიდრეს ორ ნაწილად, ფულად სიმდიდრედ და რეალურ სიმდიდრედ ჰყოფს, მიუთითებს, რომ სახელმწიფოს დაცულობისათვის აუცილებელია რეალური სიმდიდრე, ანუ სიმდიდრე რომელიც მუდმივად განახლდება, რომელზეც ყოველთვის არის მოთხოვნა და რომელიც შეიძლება ყოველთვის გაიყიდოს იმისათვის, რომ შეიძლებოდეს მისი გამოყენება გარკვეული სიკეთის მოწყობის მისაღებად და თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად5.

ფ. კენეს განმარტებით, მიწათმოქმედი, რომელიც მიჰყიდის თავის ხორბალს ვაჭარს, სანაცვლოდ მიიღებს ფულს, თანაც ამ ფულს იგი გამოიყენებს გადასახადების გადასახდელად, მსახურების და მუშების ხელფასის ასანაზღაურებლად და საქონლის და მოსამსახურეების შესაძენად, თავისი საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

ვაჭარი, რომელიც ჰყიდის ხორბალს საზღვარგარეთ და იქ ყიდულობს სხვა საქონელს, ან ახდენს სხვისი საქონლის სხვა საქონელზე უშუალო გაცვლას, დაბრუნების შემდეგ ჩამოტანილ საქონელს ხელახლა ჰყიდის და ამ გაყიდვისაგან მიღებული ფულით ისევ ყიდულობს ხორბალს. სხვანაირად თუ ვიტყვით ხორბლის პური განხილული როგორც საქონელი წარმოადგენს გამყიდველებისათვის ფულად სიმდიდრეს, ხოლო მყიდველისათვის რეალურ სიმდიდრეს.

ამრიგად, დაასკვნის იგი, პროდუქტები, რომლებიც შეიძლება გაყიდული იყოს ყოველთვის უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოში როგორც ფულადი სიმდიდრე და ამავე დროს როგორც რეალური სიმდიდრე, რომელიც ქვეშევრდომებს შეუძლიათ განაგებდნენ ისე როგორც მათ წარმოუდგენიათ საჭიროდ.

მეორე, მის ამ შრომაში ჩანს ფრანსუა კენეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ერის სიმდიდრესა და საქონლის ბრუნვის სიჩქარეს შორის კავშირურთიერთობის შესახებ. იგი მიუთითებს, რომ, ერის სიმდიდრე არ განისაზღვრება ფულადი სიმდიდრის მოცულობით. ფულადი სიმდიდრე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ერის სიმდიდრის საერთო მოცულობის გაზრდის ცვლილების გარეშე, ვინაიდან ეს სიმდიდრე ყოველთვის არსებობს სახელმწიფოში ან უშუალოდ ნაღდი სახით, ან საქონლის სახით, რომელიც მიმოქცევაშია, თანაც მათი ბრუნვის სიჩქარე დამოკიდებულია ამ საქონლის სიუხვეზე და მათ ფასზე.

ინგლისური კლასიკური პოლიტეკონომიის (XVII-XVIII ს.ს.) მამამთავრები უილიამ პეტი, ადამ სმითი და დავიდ რიკარდო თვლიდნენ, რომ ხალხთა სიმდიდრე იქმნება არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ მატერიალური წარმოების ყველა სხვა დარგებშიც. ისინი მიუთითებენ, რომ სიმდიდრის საყოველთაო ფორმას წარმოადგენს ღირებულება, რომელიც განივთებულია საქონელში და ფულში. თვით ღირებულებას კი ჰქმნის საქონლის მწარმოებელ მუშაკთა შრომა.

ჩვენი ამოცანებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ უ. პეტის (1623-1687) ერთ-ერთი შრომის პირველი თავი „პოლიტიკური არითმეტიკა“, სადაც ქვეყნის სიმდიდრის გაზრდის შესახებ საუბრობს პატარა ქვეყნის მაგალითზე. რომელსაც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ხელსაყრელი პირობები გააჩნია ვაჭრობის, ნაოსნობის, სამდინარო ტრანსპორტის განვითარებისათვის: პატარა ქვეყანა - აღნიშნავს იგი, მცირერიცხოვანი მოსახლეობით თავისი მდებარეობის, თავისი ვაჭრობისა და პოლიტიკის წყალობით სიმდიდრითა და ძლიერებით შეუძლია ექვივალენტური იყოს იმ ქვეყნის, რომელსაც მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს და დიდი ტერიტორია უკავია. ნაოსნობისათვის და საწყლოსნო ტრანსპორტისათვის ხელსაყრელი პირობები საუკეთესოდ და გადამწყვეტად უწყობენ ამას ხელს.6

შრომაში „ტრაქტატი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ“ ჟ. პეტის მოჰყავს „სახელმწიფო ხარჯების სხვადასხვა სტატიების ჩამონათვალი და აღწერა“, „ფულის გაფუჭების საწინააღმდეგო დასკვნები“, „ბაჟის აკრების გზით ფულის გადახდევინების უხერხულობანი“, „საქონელზე ფასების გაანგარიშებებისა და შედარების ხერხები“5 და სხვა, რომლებსაც ჩვენი აზრით ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებთან უშუალო კავშირი აქვთ.

იგი ციფრების, წონისა და საზომის ენით ხსნის: მოსახლეობის, მიწის, კაპიტალის, ვაჭრობის ჭეშმარიტ მდგომარეობას; ეკონომიკური პროცესების არაგარეგან გამოვლინებას, არამედ მათ არსს, შინაარსს; გადასახადების და მათი შედეგების, ფულადი რენტის, ფულის და სიმდიდრის წყაროების იდუმალ ბუნებას6.

დასახელებულ შრომაში ჟ. პეტი ასკვნის, რომ „არსებობს განსაზღვრული საზომი ანუ ფულის გარკვეული პროპორცია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ვაჭრობის წარმართვისათვის. ფულის ნამეტობა ან დანაკლისი ამ საზომის იქით ზიანს მოგვიტანს7. ფულის ლითონური შედგენილობის შემცირება არ შეიძლება რომ სიმდიდრის წყარო იყოს. მან გვიჩვენა, რომ პროდუქციის წარმოებაში, სიმდიდრის შექმნაში მონაწილეობს ოთხი ფაქტორი: პირველი ორი (ძირითადი) - მიწა და შრომა. „შრომა არის სიმდიდრის მამა, ხოლო ბუნება - მისი დედა“.

სხვა ორი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს პროდუქტის შექმნაში ძირითადი არ არის. ესაა: მუშაკის კვალიფიკაცია, ოსტატობა და მისი შრომის საშუალებები იარაღები, მარაგები და მასალები. ისინი შრომას ხდიან მწარმოებლურს, მაგრამ არც ერთ მათგანს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ.8

როდესაც ადამ სმითის (1723-1790) შრომებში ვეძებთ ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების შესახებ წანამძღვრებს უწინარეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: თუ მანამდე მოღვაწეთა ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ხარჯების გაწევის, გადასახადების დაწესების, ვაჭრობის ორგანიზაციის და სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის სხვა სფეროების წარმართვის კონკრეტულ რჩევებზე, რეკომენდაციებზე, ა. სმითი მათგან განსხვავდება თეორიული ძიებებით და მეცნიერული კატეგორიების სისტემატიზაციით. მისი ძირითადი შრომა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1773-1776 წ.წ.) რეკომენდაციების კრებული კი არ არის, არამედ, იგი არის შრომა, რომელშიც სისტემატიზირებული სახით გადმოცემულია ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და წესების შესახებ განსაზღვრული კონცეფცია. მის პირველ ორ თავში მოცემულია ღირებულების თეორია და შრომის განაწილების ფორმები, მარაგების ბუნება, რესურსების დაგროვებისა და მოხმარების პროცესები, ხოლო შემდგომ სამ თავში (წიგნში) - ევროპის ეკონომიკის, პოლიტიკური ეკონომიის სისტემების (მერკანტილიზმისა და ფიზიოკრატიზმის, ფინანსების, მეფის ანუ სახელმწიფოს შემოსავლების შესახებ და სხვა.

ა. სმითის აზრით, საბაზრო ეკონომიკა არ იმართება ერთიანი ცენტრიდან და არ ემორჩილება ერთ საერთო ჩანაფიქრს, ვითარდება განსაზღვრული წესებით, მისდევს განსაზღვრულ წესრიგს, სამეურნეო საქმიანობის ყველა ცალკეული მონაწილე ეძებს მხოლოდ საკუთარ სარგებელს. ცალკეული ადამიანის გავლენა საზოგადოების საჭიროების რეალიზაციაზე პრაქტიკულად უმნიშვნელოა. მაგრამ, ისახავს რა მიზნად საკუთარ სარგებელს, ადამიანი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საზოგადოებრივი პროდუქტის გაზრდას, საზოგადოებრივი სიკეთის გამრავლებას. როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი მიზნები მიიღწევა საბაზრო კანონების „უხილავი ხელის“ მეშვეობით. პირადი სარგებლობისათვის სწრაფვას მივყევართ საერთო სარგებლობისაკენ, წარმოების განვითარებისაკენ, პროგრესისაკენ. ყოველი ცალ-ცალკე ზრუნავს თავის თავზე და იგებს საზოგადოება. იღწვის რა თავისი საკუთარი ინტერესებისათვის, „ეკონომიკური ადამიანი“ ხშირად უფრო მეტად ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვიდრე მაშინ, როდესაც შეგნებულად ისწრაფვის გააკეთოს ეს.

ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების პოზიციიდან გამომდინარე ყურადღებას იმსახურებს ა. სმითის დასკვნა შრომის დანაწილების როლის შესახებ მწარმოებლური ძალების განვითარებაში. სამუშაოს რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა, რომელიც შეიძლება რომ შეასრულოს მუშების ერთმა და იგივე რაოდენობამ, დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე: ჯერ ერთი, ყოველი ცალკეული მუშის მოხერხებულობის, სიმარჯვის ამაღლებით, მეორე, დროის ეკონომიკით, რომელიც ჩვეულებრივ იკარგება შრომის ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლით, და ბოლოს, დიდი რაოდენობა მანქანების გამოგონებით, რომლებიც ამსუბუქებენ და ამცირებენ შრომას და საშუალებას აძლევენ ერთ ადამიანს შეასრულოს რამოდენიმე ადამიანის შრომა.9

შრომის დანაწილების შედეგად მიღებული ყველანაირი სახის საგნების წარმოების მნიშვნელოვან გაზრდას, განაგრძობს იგი, მივყევართ საზოგადოებაში საყოველთაო კეთილდღეობისაკენ, რომელიც ვრცელდება ხალხის ყველაზე დაბალ ფენებზეც. ყოველ მუშაკს შეუძლია რომ ჰქონდეს თავისი შრომის პროდუქტის მნიშვნელოვანი რაოდენობა იმაზე მეტი რაოდენობით, რომელიც საჭიროა მისი საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; და ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენი მუშაკები იმყოფებიან ზუსტად იმავე მდგომარეობაში, მას შეუძლია გაცვალოს თავისი პროდუქტების დიდი რაოდენობა მათ მიერ დამზადებული დიდი რაოდენობის პროდუქტზე, ან, რაც ერთი და იგივეა, ამ პროდუქტების ფასზე. იგი ჭარბად მიაწვდის მათ იმას რაც მათ სჭირდებათ, ხოლო ისინი ასეთნაირადვე ამარაგებენ მას იმით, რაც მას სჭირდება და ამრიგად მიიღწევა საერთო კეთილდღეობა საზოგადოების ყველა ფენებში.10

ჩვენი გაგებით ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების თავისებურ თეორიას სთავაზობდნენ ისტორიული სკოლის წარმომადგენლები. მისი დამფუძნებელი ფრიდრიხ ლისტი (1789-1846) შრომაში „პოლიტიკური ეკონომიის ნაციონალური სისტემა“ (1841) ეთანხმება რა ა. სმითისა და დ. რიკარდოს „კოსმოპოლიტიკურ“ თეორიას მოუწოდებს ქვეყნის (გერმანიის) ეკონომიკური გაერთიანებისაკენ, რომელიც იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა უამრავ წვრილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაქუცმაცებულს. მისი აზრით კლასიკოსების უნივერსალური და სქოლასტიკური კონცეფცია გამოუსადეგარია პრაქტიკული გამოყენებისათვის. საქმიანი ეკონომიკური სისტემა აღნიშნავს ფ. ლისტი უნდა ემყარებოდეს უტყუარ ისტორიულ ფაქტებს. იგი მოწოდებულია განმარტოს ნამდვილი ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესები და თავი არ უნდა გამოუტენოს პრაქტიკოსებს სხვადასხვა დოქტრინალური მოსაზრებებით. ვაჭრობის თავისუფლების იდეის ქადაგება, რომელიც მოცემულია კლასიკოსების შრომებში, აღნიშნავს იგი პასუხობს ინგლისის ინტერესებს. ინგლისელი ვაჭრები ყიდულობენ ნედლეულს და ჰყიდიან მანუფაქტურული წარმოების საგნებს; ამკრძალავი ბაჟის არ არსებობის პირობებში ეს ანგრევს გერმანიის ჯერ კიდევ მოუმძლავრებელ მრეწველობას. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ XIX ს-ის დასაწყისში გერმანული სამთავროები განცალკევებული იყვნენ საბაჟო საგუშაგოებით, ხოლო მეზობელი ქვეყნებისათვის საბაჟო გადასახადები არ არსებობდა. სხვათა შორის თვითონ ინგლისელებმა გერმანული სასოფლო სამეურნეო პროდუქციისათვის გადაკეტეს თავიანთი შინაური ბაზარი ე.წ. პურის კანონების მეშვეობით.

ფ. ლისტის მიერ წამოყენებული ძირითადი დებულებები შეიძლება დაყვანილი იქნეს შემდეგ სამ ურთიერთდაკავშირებულ დებულებამდე: მწარმოებლური ძალების თეორია; სტადიური ეკონომიკური განვითარების კონცეფცია; სახელმწიფოს აქტიური როლის შესახებ დებულება.

მისი მწარმოებლური ძალების თეორია გამსჭვალულია იდეით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი სიმდიდრის შექმნა მიიღწევა არა მხოლოდ ადამიანების დაქუცმაცებული, დაცალკევებული ინდივიდუალური საქმიანობით, რომლებიც ერთიმეორესთან დაკავშირებული პირობაა. იმისათვის რომ მიღწეული იქნეს სრულყოფილი შედეგები, აუცილებელია, რათა სხვადასხვა ინდივიდები იყვნენ გაერთიანებული გონებრივად და მატერიალურად და რომ ისინი იმყოფებოდნენ ურთიერთკავშირში. მწარმოებლური ძალების გაზრდა იწყება ცალკეული ფაბრიკიდან და შემდეგ ვრცელდება ნაციონალური ასოციაციის მასშტაბით. ნაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, წარმოადგენს ერთიან მთლიანს. იგი ადრინდელი განვითარების, აღმოჩენების, გაუმჯობესებების, ტრადიციების, გამოცდილების, ცოდნის შედეგია. ყოველი ცალკეული ნაცია მწარმოებლურია იმდენად რამდენადაც მან შესძლო აეთვისებინა წინათაობების ეს მემკვიდრეობა და გაზარდა იგი საკუთარი შენაძენებით, რამდენად ბუნებრივი წყაროები, მისი ტერიტორიის სივრცე და გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი პოლიტიკური სიძლიერე საშუალებას აძლევს მას განავითაროს შრომის ყველა დარგი მაღალი ხარისხით და ჰარმონიულად, გაავრცელოს თავისი ზნეობრივი, გონებრივი, სამრეწველო, სავაჭრო და პოლიტიკური გავლენა სხვა ჩამორჩენილ ნაციებზე და საერთოდ მთელ მსოფლიოზე. ეკამათება რა ა. სმითის „გაცვლით სისტემას“ ფ. ლისტი ამტკიცებს, რომ ნაციის ჭეშმარიტი სიმდიდრე და კეთილდღეობა განპირობებულია არა გაცვლითი ფასეულობის რაოდენობით, არამედ მწარმოებლური ძალების განვითარების ხარისხით. ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური სიძლიერე. პოლიტიკოსების ამოცანაა - გააერთიანონ, ცივილიზებული გახადონ ერები, უზრუნველყონ მათი არსებობა და მდგრადობა. ერის ეკონომიკური აღზრდა მატერიალური ფასეულობების უშუალო წარმოებაზე უფრო მნიშვნელოვანია.11

ალფრედ მარშალი (1842-1924) ის მეცნიერ-ეკონომისტია, ვინც პირველმა მიაქცია ყურადღება სახელმწიფოს, როგორც მრავალ ადამიანთა უსაფრთხოებისა და დახმარების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტის როლს.

როდესაც ა. მარშალი ცალ-ცალკე ახასიათებს წარმოების ფაქტორებს კაპიტალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად ასახელებს ცოდნას და ორგანიზაციას. მისი ერთი ნაწილი იმყოფება კერძო საკუთრებაში, ხოლო მეორე - არა. ცოდნა წარმოების ყველაზე მძლავრი მამოძრავებელია. იგი საშუალებას გვაძლევს დავიმორჩილოთ ბუნება და ვაიძულოთ მისი ძალები დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. ორგანიზაცია ხელს უწყობს ცოდნას: მას აქვს მრავალი ფორმა, ე.ი. ცალკეული საწარმოს, ერთი და იგივე დარგის სხვადასხვა საწარმოების, ერთიმეორისაგან განსხვავებული დარგების, და ბოლოს „სახელმწიფოს“ ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ყველასათვის და დახმარებას ბევრისათვის.12

ცოდნისა და ორგანიზაციის სფეროში სახელმწიფო და კერძო საკუთრებას შორის განსხვავებას დიდი და სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა აქვს; გარკვეული გაგებით იგი უფრო მნიშვნელოვანიც კი არის, ვიდრე მატერიალურ ობიექტებზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას შორის განსხვავება და ამის საფუძველზე რაღაცა ზომით ზოგჯერ ყველაზე მიზანშეწონილიც კია რომ „ორგანიზაცია“ გამოვყოთ როგორც წარმოების განსაკუთრებული ფაქტორი.

ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების გზებს და მექანიზმებს კლასიკოსებისა და ნეოკლასიკოსებისაგან განსხვავებით . ქეინზი და ქეინზიანელები ხედავდნენ სამეურნეო საქმიანობაში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის გაზრდაში. როგორც ცნობილია ჯ. ქეინზის თეორია ჩამოყალიბდა 1929-1933 წ.წ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად განვითარებული მოვლენების ზეგავლენით.

ჯ. ქეინზმა (1883-1946) დამანგრეველი კრიზისებიდან გამოსვლისა და მასიური უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტის რადიკალური ხერხები წამოაყენა შრომაში „დასაქმების, პროცენტის და ფულის ზოგადი თეორია“ (1936 წ.), სადაც ჩამოყალიბებულია ეროვნული მეურნეობის რეგულირების სრულიად ახალი პრინციპები. მათი ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:13

- კრიზისების და უმუშევრობის აღსაკვეთად გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ. იგი ერევა საზოგადოების მთელი შემოსავლების განაწილებაში და თავის ხელში მოიქცევს ფულადი და სხვა რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, იმ მიზნით, რომ აქტიური ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკაზე;

- იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მუშაკთა სრული დასაქმება ორიენტაცია უნდა აღებული იქნეს არა საქონლის მიწოდებაზე, არამედ, პირიქით, ყოველნაირად განვითარდეს მოთხოვნა - გაფართოვდეს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა და მეწარმეობის მიერ ახალი წარმოების საშუალებების ყიდვა. ამისათვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს წარმოებაში ახალი კაპიტალური დანახარჯები და ასევე გაზარდოსხარჯები სხვა სოციალურ-ეკონომიკური მიზნებისათვის, გამოიყენებს რა ამისათვის გადასახადების გაზრდას და დიდი რაოდენობით ფულის გამოშვებას;

- ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებისათვის საჭიროს დამუშავებული იქნეს ისეთი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელები, რომლებიც ახსნიან ეროვნული ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებს შორის რაოდენობრივ დამოკიდებულებას.

- ცენტრალიზებული კონტროლის დაწესება რაც ასე აუცილებელია სრული დასაქმების უზრუნველსაყოფად ამასთან ერთად არ გამორიცხავს პირადი ინიციატივისა და პასუხისმგებლობის გამოვლინებისათვის ფართო შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობების ფარგლებში ინდივიდუალიზმი თუ იგი განთავისუფლებული იქნება დეფექტებისაგან და ბოროტად გამოყენებისაგან, საუკეთესო გარანტიაა პირადი თავისუფლებისა იმ გაგებით, რომ ყველა სხვა პირობებთან შედარებით იგი საგანგებოდ აფართოებს პირადი არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას, იგი წარმოადგენს ყველაზე მძლავრ საშუალებას საუკეთესო მომავლის მისაღწევად.

აღარ გავაგრძელებთ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე ეკონომიკური სკოლებისა და მათი წარმოდგენების ნააზრევის ჩვენეული ხედვის გადმოცემას. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ მოცემული პრობლემის შესახებ, თანაც უკვე პირდაპირი გაგებით, განსაკუთრებით ფართოდ დაიწყეს ლაპარაკი და წერა XX ს-ში. მის შესახებ კვლევები კიდევ უფრო გაძლიერდება XXI საუკუნეში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გლობალიზაციის პროცესების გაღრმავების კვალობაზე და დაკავშირებული იქნება მრავალი თეორიული და პრაქტიკული შინაარსის ამოცანის წამოყენებასთან და მის გადაწყვეტასთან.

--------------------

1 Штейн В. М. Гуан-Цзы: Исследования и перевод. М. 1959, ჩვენ ნასარგებელი გვაქვს: «Всемирная история экономической мисли». М. «Мысль», 1987. გვ.105, 106.

2 ჩვენგან განსხვავებით რ. ოთინაშვილი წყაროს მიუთითებლად წერს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში, უსაფრთხოების ტერმინი XII საუკუნიდან გამოიყენება. იხ. საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი. ბიულეტენი №73. აგვისტო, 2002 წ. გვ.2.

3 წყარო: Томас Мен, ,,Богатство Англии во внешней торговле», იხ. ,,Хрестоматия по экономической теории». Составитель Е.Ф.Борисов, М 1997, გვ.8.

4 წყარო: Томас Мен, ,,Богатство Англии во внешней торговле», იხ. ,,Хрестоматия по экономической теории». Составитель Е.Ф.Борисов, М 1997, გვ.10-12.

5 С.А.Бортенев, Экономические теории и школы, М., 1996. gv.6.

6 წყარო: Ф. Кене, «Зерно»,იხ. «Хрестоматия по экономической теории», составитель Е.Ф.Борисов, М., 1997, გვ.14.

7 ფრანსუა კენეს დასახელებული შრომა 17-18.

8 წყარო: Петти, У, Экономические и статические работы, М, 1940, გვ. 157, იხ. С.А.Бартенев, Экономические теорий и школы, м. 1996, გვ.7.

9 პეტის დასახელებული შრომა გვ.7.

10 იქვე.. გვ.8.

11 იქვე.

12 იქვე. გვ.8-9.

13 А. Смит, Иследоване о природе и причинах богатства народов, იხ. Хрестоматия по экономической теории, составитель Е. Ф. Борисов, м. 1997, გვ.20.

14 А. Смит, Иследоване о природе и причинах богатства народов, იხ. Хрестоматия по экономической теории, составитель Е. Ф. Борисов, м. 1997, გვ.20.

15 წყარო: С. А. Бартенев, Экономические теории и школы, м, 1996, გვ. .32-33.

16 А. Маршал, Принципы экономической науки, т. I. м. 1993, გვ. 208.

17 წყარო: Д. М. Кейнс, Обшая теория занятости, процента и денег, იხ. «Хрестоматия по экономической теории», составитель Е. Ф. Борисов, м., 1997, გვ. 164-178.

4.2 1.2. ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების კვლევის თანამედროვე მდგომარეობა (ლიტერატურული წყაროების მიმოხილვა)

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული პრობლემების კვლევა მსოფლიოში განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის მესამე მეოთხედიდან. თანაც ეს პროცესები ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1972 წელს სტოკჰოლმში 113 ქვეყნის წარმომადგენლობით გაიმართა პირველი მსოფლიო კონფერენცია გარემოს დაცვის შესახებ. აღნიშნული, ლოგიკურად მიგვაჩნია, ვინაიდან ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკოლოგიური უსაფრთხოება, რომლებიც სოციალურ უსაფრთხოებასაც გულისხმობენ, საზოგადოებისათვის ერთიანი, მთლიანი პრობლემის შემადგენელი ნაწილები არიან.

ზოგადი ფორმით თუ განვიხილავთ ეკონომიკური საქმიანობა გულისხმობს ადამიანთა საწარმოოსამეურნეო მოღვაწეობას მათი მრავალმხრივი, უკიდეგანო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით.

ეკონომიკური საქმიანობის მთელი ციკლი მატერიალური დოვლათის წარმოებისა და სოციალური სიკეთის შექმნის, განაწილების, გაცვლის და მოხმარების ჩათვლით, ფაქტობრივად, ბუნებათსარგებლობის პროცესია, რომლის საბოლოო მიზანი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

ამ პროცესში სოციალურ და ეკონომიკურ მოთხოვნილებებთან ერთად განსაკუთრებით იზრდება ეკოლოგიური მოთხოვნილებები. ამ უკანასკნელში ვგულისხმობთ ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი მუდმივად მზარდ მოთხოვნილებას, რომელიც მწვავდება და ღრმავდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ამასთან ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია წარმოების პროცესში და მისივე მეშვეობით კვლავწარმოებული იქნეს ნორმალური სასიცოცხლო გარემო.

აქედან გამომდინარე, პიროვნებისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფა შესაძლებელია ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემატიკის მხოლოდ ჰარმონიული მართვის პირობებში. ეს სამი ბლოკი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ერთი რომელიმესათვის უპირატესობის მინიჭება, რომელიმე მათგანის პრიორიტეტული განვითარება აუცილებლად წარმოშობს ფრიად საშიშ მოვლენებს. სწორედ თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების მასშტაბების გიგანტურმა ზრდამ, ეკონომიკისადმი პრიორიტეტულმა დამოკიდებულებამ წარმოქმნა ეკოლოგიურ წონასწორობაში დისბალანსი. საქართველოში მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში განხორციელებული გაუაზრებელი და თანაც, სამწუხაროდ არაწარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის უშუალო შედეგია დღევანდელი ის კატასტროფული ბუნებრივი მოვლენები რომლებიც განვითარდა დღეს:

ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა კი თავისი შედეგებით ცივილიზაციას დასასრულისაკენ ექაჩება. სამყაროს დაცვა ხელოვნური კატასტროფისაგან და ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნება, ცივილიზაციის მიღწევათა გამოყენება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის ზოგადსაკაცობრიო გლობალური საკითხია.

ეკოლოგიური და ეკონომიკური საწყისების ჰარმონიზაციის აუცილებლობა XX საუკუნის უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში მსოფლიო მეცნიერული აზრის განსაკუთრებული ყურადღების საგანი, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და საჯარო დისკუსიების ობიექტი იყო.

სტოკჰოლმის კონფერენციის შემდეგ, 1983 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური მსოფლიო კომისია, რომელსაც გ.ჰ. ბრენტლანდი ხელმძღვანელობდა.

მდგრადი განვითარების კონცეფციას სწორედ ამ საერთაშორისო კომისიის სპეციალური გამოკვლევა დაე დო საფუძვლად, რომლის შედეგები მოხსენების სახით 1987 წელს წარედგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

კომისიის ანგარიში სათაურით „ჩვენი საერთო მომავალი“ შემდგომში სქელტანიანი წიგნის სახით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსულ ენაზეც გამოიცა. ამ ნაშრომმა სათავე დაუდო მრავალ ახალ გამოკვლევას, პროგრამების შემუშავებას, პრობლემის წარმოჩენას და მათი გადაწყვეტის მიმართულებებს. გლობალურ და ლოკალურ ჭრილში.

გაერომ აღნიშნულ საკითხს 1992 წელს საგანგებო კონფერენციაც მიუძღვნა, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა. მასში 179 ქვეყნის მეთაური ღებულობდა მონაწილეობას. ამ კონფერენციაზე ჩამოყალიბდა „მდგრადი განვითარების პრინციპები“ და აღიარებული იქნა როგორც უმთავრესი გზა გლობალური და რეგიონული განვითარებისათვის.

კონფერენციამ შეიმუშავა და მიიღო 5 დოკუმენტი:

1. რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ;
2. დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის;
3. განცხადება ტყეებისადმი დამოკიდებულების პრინციპების შესახებ;
4. გაეროს კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ;
5. კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ.

ჩამოთვლილი დოკუმენტები ფაქტობრივად სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური თეორიის მეთოდოლოგიის და სამეურნეო განვითარების პრაქტიკისათვის ახალი აზროვნების დასაწყისი იყო.

წინამდებარე კვლევის მიზნებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის ზემოაღნიშნული პირველი ორი დოკუმენტი.

მათში, მდგრადი განვითარება წარმოდგენილია ისეთი სისტემის სახით, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მასქიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი?

„გარემოსა და განვითარების შესახებ“ დეკლარაცია, რომელიც ეყრდნობა სტოკჰოლმის 1972 წლის გარემოს დაცვითი კონფერენციის იდეებს, თავს უყრის 27 პრინციპს, რომელთა უმთავრესი არსი მდგომარეობს მსოფლიო საზოგადოების და ცალკეულ სახელმწიფოთა ეკოლოგიურად კორექტიულ ქმედებათა აუცილებლობაში. აქ ჩამოყალიბებულ პრინციპებს შორის უმთავრესია ის, რომ კაცობრიობას შეუძლია განვითარება აქციოს მდგრად პროცესად - უზრუნველყოს დღევანდელი თაობის საჭიროებათა დაკმაყოფილება ისეთნაირად, რომ არ მოუსპოს მისი შესაძლებლობა მომავალ თაობებს.

მდგრადი განვითარების აღიარებული პრინციპების რეალიზაციისათვის ერთადერთ გზას წარმოადგენს გარემოს დაცვისა და ეკონომიკის განვითარების ჰარმონიული შეხამების ღონისძიებათა კოორდინაცია ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნითაც.

ყოველ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება გამოიყენოს საკუთარი რესურსები, მაგრამ ამასთან, მათ თავისი მოქმედების შედეგების გამო აკისრია პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნების წინაშეც.

მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა სიღარიბის აღმოფხვრა, ცხოვრების დონეებს შორის მკვეთრი განსხვავების შემცირება, მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მთავრობების უპირველესი მოვალეობაა. ამ ამოცანის გადაწყვეტა იზოლირებულად მხოლოდ ერთი რეგიონისათვის შედეგს არ იძლევა. მაგრამ ლოკაციურ, რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტის გარეშე საერთო განვითარების უზრუნველყოფაც წარმოუდგენელია.

შედეგობრივად ამ ურთიერთდაკავშირებულ ციკლში სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ეროვნული კომპლექსური სამეცნიერო პოტენციალის განმტკიცებისათვის მდგრადი განვითარების მისაღწევად სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სფეროში გამოცდილების გაზიარების გზით.

რიო-დე-ჟანეიროს მეორე დოკუმენტი - „დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის“ წარმოადგენს უზარმაზარ, ყოვლისმომცველ პროგრამას მთელი კაცობრიობისათვის გასულ და მიმდინარე საუკუნეში. მასში მსოფლიო საზოგადოების გლობალური თანამშრომლობის ორი მიმართულებაა აღნიშნული. ბუნებრივი გარემოს მაღალი ხარისხი და ჯანმრთელი ეკონომიკა მსოფლიოს ყველა ხალხისათვის გადმოცემულია 700 გვერდზე და მოიცავს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს. ამ დოკუმენტს აქვს უდიდესი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროსათვის. ეს დოკუმენტი ასახავს სახელმწიფოთა გლობალურ თანხმობას და პოლიტიკურ ვალდებულებებს განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. აქ დადასტურებულია, რომ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, მთავრობების მოვალეობას წარმოადგენს და ამისთვის აუცილებელია ეროვნული პროგრამების, გეგმების და პოლიტიკის შემუშავება, განსაკუთრებით კი ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სახელმწიფოებისათვის. განვითარებადი ქვეყნებისათვის აუცილებელია შეიქმნას მოხმარების ისეთი სტრუქტურები, რომლებიც უზრუნვეყოფენ ღარიბთა საჭიროების დაკმაყოფილებას და მდგრადობის პრინციპების მოთხოვნებს, მიღწევისათვის აუცილებელია განვითარებული ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება.

შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებათა შორის მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რომ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა უნდა მოაგვარონ ადგილობრივი მართვის და თვითმმართველობის დონეზე ყველა რაიონისათვის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის ამ უმთავრესი დოკუმენტების შესაბამისი ღონისძიებების დამუშავება, რომლისთვისაც გამოყენებული უნდა იყოს ეკონომიკური სტიმულები, სამრეწველო, სამეცნიერო და საერთაშორისო ორგანიზაციების პოტენციალი.

გაეროს 1992 წლის დოკუმენტების შესაბამისად, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც 1996 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნულ საბჭოს, როგორც სათათბირო ორგანოს ევალებოდა განეხილა სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის სტაბილურობისა და მართლ-წესრიგის უზრუნველყოფის საკითხები. ამის შემდეგ 1998 წლის 13 აპრილს უკვე საქართველოს პარლამენტმა მიიღო «საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების მდგრადობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფცია.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მოქმედებათა გრძელვადიან გეგმას, რომლის განხორციელებითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყნის სტაბილურობა, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გაძლიერება და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

კონცეფციას დართული აქვს იმ გადაწყვეტილებათა სავარაუდო ნუსხა, რომელიც მისი ძირითადი პრინციპების რეალიზებისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნის ამოცანებიდან გამომდინარე, პარლამენტს შემდგომში უნდა მიეღო.

კონცეფციის მიხედვით საქართველო გადადის გრძელვადიანი პრიორიტეტების განსაზღვრაზე. კონცეფციის პრეაბმულაში გაანალიზებულია როგორც პოლიტიკური ვითარების აქტუალური ასპექტები, ასევე ის ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ პარლამენტის კანონშემოქმედების განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ამ დოკუმენტში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული საერთო სახელმწიფოებრივ პროცესებში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობის უფრო სრულად ინტეგრირების საკითხს. აქვეა განსაზღვრული აფხაზური ეთნოსის როლი და ადგილი ქართულ სახელმწიფოში.

უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე განხილულია საერთო ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები, ხოლო საერთოდ გვერდი აქვს ავლილი რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებს.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს საქართველოს რეგიონების ეკონომიკის მდგრადი უსაფრთხო განვითარების კონცეფცია და პროგრამა. მას საფუძვლად უნდა დაედოს გაეროს მიერ აღიარებული პრინციპები და სამოქმედო დოკუმენტები, აგრეთვე ზემოთ აღნიშნული კონცეფციები და ქართველ მეცნიერთა კონცეპტუალური კვლევის შედეგები.

საქართველოს მდგრადი, უსაფრთხო განვითარების სახელმწიფო კონცეფციის და პროგრამის ორგანული შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს რეგიონული /სამხარეო/ ეკონომიკის მდგრადი განვითარება, მისი ფინანსურ-ეკონომიკური უსაფრთხოება. იგი უნდა წარმოადგენდეს ერთიანი, საერთო-სახელმწიფო პროგრამის ცალკე დამოუკიდებელ განყოფილებას და მოიცავდეს ისეთი პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთლიანად ეროვნული ეკონომიკის და მისი რეგიონული სტრუქტურების მდგრად, უსაფრთხო განვითარებას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ და ჩვენს მიერ ნახსენებ დოკუმენტებში ფართოდ და დეტალურად არ არის განხილული ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები. ამ ხარვეზს გარკვეულ წილად ავსებს საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოსადმი 2004 წლის 12 ოქტომბერს მიცემული დავალების საფუძველზე მომზადებული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კანონპროექტი“, რომელიც მომზადდა ზუსტად ნახევარ წელიწადში და რომელმაც 2005წლის 11 მაისს კანონპროექტის საბოლოო სახე მიიღო.

კანონპროექტი შვიდი თავისაგან შედგება, სადაც გადმოცემულია ძირითადი საშიშროებები და გამოწვევები, რაც შეიძლება ქვეყანას დაემუქროს.

საშიშროებების რანგში განხილულია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მეზობელი ქვეყნებიდან კონფლიქტების შესაძლო „გადმოღვრა“, საქართველო რუსეთის სახელმწიფოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე კონტროლის არქონა, სამხედრო ინტერვენციის საშიშროება, რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული პრობლემები და საერთაშორისო ტერორიზმი.

ეკონომიკური უსაფრთხოება კონცეფციის მიხედვით განხილულია გამოწვევების რანგში, რომელიც შეიძლება საფრთხის დონემდე გართულდეს.

ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევებში განხილვა არ მიგვაჩნია სწორად, კონცეფციის ავტორები მაინც მიუთითებენ რომ იგი გამოწვევებში ჩასმულია ჯერჯერობით, ვინაიდან ისინი ისევე როგორც ენერგეტიკული, თავისუფლად შეიძლება „გადაიზარდონ“ საფრთხეების დონემდე.

ვერ დავეთანხმებით კონცეფციის ავტორებს იმაში, რომ ეკონომიკურ უსაფრთხოებას მიიჩნევენ როგორც ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს. თუმცა იმას კი აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება, ისევე როგორც ენერგეტიკული, მართალია, ჯერ-ჯერობით გამოწვევებშია ჩართული, მაგრამ ისინი თავისუფლად შეიძლება გადაიზარდონ საფრთხეების დონემდე.

ჯერ ერთი, ეკონომიკური უსაფრთხოების წარმოჩენა გამოწვევებში არ ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ასეთი მდგომარეობის სათანადოდ არშეფასება /შერბილება/ არშეიძლება. მას შეუძლია თვითდაჯერებულობამდე მიგვიყვანოს, რასაც აუცულებლად მძიმე შედეგები მოჰყვება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეკონომიკური უსაფრთხოება წანამძღვრებიდან უკვე კარგახანია გადასულია ეროვნული უსაფრთხოების რანგში;

მეორე, სოციალურ ეკონომიკური განვითარების რაც არ უნდა მაღალი დონე იყოს მიღწეული ქვეყანაში აღნიშნული კლასიფიკაცია აკნინებს, მეორე რანგის პრობლემად აქცევს ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშნელობას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნვალყოფაში.

ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოდგენილი და უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს, მხოლოდ ეროვნულ უსაფრთხოებასთან ერთიან მჭიდრო კომპლექსში, რომელიც ამასთან ერთად მოიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, ეკოლოგიური კატასტროფებისაგან დაცვას, ქვეყნის შიგნით რეგიონების და სხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების თანაბარი განვითარების დიალექტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებულ სასიცოცხლო და მარეგულირებელ მიმართულებებსაც.

როგორც უკვე ითქვა ზემოთ, ამ სისტემაში შემავალი ყველა მიმართულება ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში განსაზრვრავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხს. სამხედრო უსაფრთხოება შეუძლებელია ეკონომიკური უსაფრთხოების, საზოგადოებრივი თანხმობის ან ქვეყნის რეგიონების თანაბრად ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის გარეშე, ისევე როგორც ეკოლოგიური კატასტროფების შედეგების ლიკვიდაცია. წარმოუდგენელია მძლავრი, მუდმივად განვითარებადი ეკონომიკის გარეშე და ა.შ.

ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სიტემის ყველა მიმართულებას შორის ეკონომიკურ უსაფრთხოებას გადმწყვეტი და წამყვანი როლი აკისრია. ის არის სხვა დანარჩენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზისი.

თავის მხრივ ეკონომიკური უსაფრთხოება რთული შინაგანი სტრუქტურის მატარებელია. მისი უმნიშვნელოვანესი ელემტებია: ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მთლიანი ეროვნული ეკონომიკის სტაბილურობა; თვითგანვითარებისა და პროგრესისაკენ სწრაფვა.

ეკონომიკური დამოუკიდებლობის ლოგიკური შედეგი არის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად ეკონომიკური დამოუკიდებლობა განსაზღვრავს პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიებს და არის თვითდამკვიდრების სამეწარმეო, საბაჟო, საგადასახადო, საშინაო და საგარეო პრობლემატიკის გადაწყვეტის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მსოფლიო საზოგადოებრიობისაგან იზოლირებულად არსებობის შენარჩუნებას - ეს არის წარმოების, განაწილების, გაცვლის, მოხმარების საფუძვლების დაცვის უზრუნველყოფა, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების შეუზღუდავი არჩევანი, წარმოებული პროდუქციის ექსპორტისა დაიმპორტის დადებითი ბალანსი, ეონომიკური თავისუფლების ხარისხის ამაღლებისაკენ სწრაფვის, მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირების რეგულირების შესაძლებლობების განახლებად პროცესში თვითმყოფადობის მიღწევის უნარი და სხვა.

ეროვნული ეკონომიკის სტაბილურობა და ეფექტიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით რეგიონების და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, თანაბარ განვითარებას. ურთიერთგანსაზღვრავი და ურთიერთდაკავშირებული ეს პროცესი ქმნის ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძვლებს. შესაბამისად, ეკონომიკური უსაფრთხოების წინაპირობებს და შესაძლებელია საკუთრების ყველა ფორმის დაცვის, თავისუფალი სამეწარმეო გარემოს, საბაჟო და საგადასახადო შემოსავლების სამართლიანი განაწილების, ეკონომიკის კრიმინალიზაციისაგან თავის დაღწევის პირობებში.

თვითგანვითარებისა და პროგრესისაკენ სწრაფვის უნარი ვლინდება საწარმოო პოტენციალის ზრდის საბოლოო შედეგებში, ჯანსაღი ინვენსტიციუ-ინოვაციური გარემოს ჩამოყალიბებაში, ბუნებრივი კაპიტალის რაციონალური გამოყენებისა და მის კომპენსირებაში, ხელოვნურად შექმნილი წარმოების საშუალებების ზრდის, მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების, ალტერნატიული რესურსების ძიებისა დასხვა ფაქტორების აქტივიზაციის ხარჯზე.

კონცეფციის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს აქ აღარ გავაგრძელებთ. აღვნიშნავთ, მხოლოდ, რომ იგი მოკლე პერიოდში განიხილება და დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს - აუცილებელია, რომ ასევე მოკლე პერიოდში მოხდეს მისი „დაშლა“ ცალკეული მიმართულების და რეგიონების მიხედვით.

ეკონომიკური უსაფრთხოების ცალკეული მიმართულების და რეგიონების მიხედვით ასევე უნდა შემუშავდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი კონცეფცია და სტრატეგია, ხოლო მის საფუძველზე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა აღნიშნული ვადების მონაკვეთებში.

გაეროს მიერ და ასევე ცალკეულ ქვეყნებში უსაფრთხო განვითარების შესახებ მიღებული კონცეფციების კვალობაზე საზღვარგარეთის მეცნიერულ წრეებში ფართო მუშაობა გაიშალა ამ პრობლემის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხების შესასწავლად. აქ უპირველეს ყოვლისა უნდა მივუთითოთ სამუშაოებზე, რომლებიც ეხება ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების კვლევის კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ მიდგომებს.

რუსეთში, მაგალითად, ამ მხრივ გამოირჩევიან ჟურნალები: „Вопросы экономики“, „Мировая эконрмика и международные отно-шения“, „Российский економический журнал“, „Экокомиет, Регион: Экономика и социология“, „Деньги и кредит“, „США: экономика, политика, иддеология“, „Наука, Политика. Предрилимательство“, „Проблемы глобальной безопасности“ და სხვა. ავტორები: ლ. აბალაკი, ა.არხიპოვი, ა.ასალიევი, ს. ბოროზდინი, ლ.ბრაგინი, ნ.ბლინოვი, ი.ბლაგადანოვი, ე.ბუხვალდი, ე.ვედუტა, ს.გლაზევი, ა.გოროდეცკი, ა.ჟდანოვი, ს.სიმონოვსკი, ვ.რუბანოვი, ვ.პანსკოვი, ა.ტატარკინი, ვ.მედვედევი, ა.მიხაილიჩენკო, ვ.ზაგაშვილი, ი.ივანოვა, ვ.ივანჩენკო, ა.ილარიონოვი, ი.ისმაგილოვი, ი.კუბრინი, ა.კულიკოვი, ლ.ლვოვი, ვ.ობოლენსკი, დ.ორლივა, ი. პეტრენკო, ვ. პირუმოვი, ვ. სემიონოვი, ვ. სენგაჩოვი, ა. სტრასოვი, ი. ფამინსკი, ი.შიშკოვი და სხვები.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გამოკვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა რუსეთში მონოგრაფიის სახით: „Экономическая безопаснось: Производство-Финансы-Банки“. М. 1998 г. აკადემიკოს ვ.სენჩაგოვის საერთო რედაქტორობით: „Обшая теория национальной безопасности“. м.2002 г. ა.პოხოჟევის რედაქციით; „Экономическая безопасность Росии: Теория и практика“. м. 2001 г. ი.ბოვდანოვის ავტორობით; „Экономическая безопасность Российской Федерации“. М. 1999 г. ნ.ვედუტას ავტორობით; „Безопасность элономическая. Политическая энциклопедия“. т.I, М. 1999 г./ს.გლაზევის ავტორობით/. „Экономическая безопасность России: Дережнй фактор“. м. 2003 г. /ი. პეტრენკოს ავტორობით/ და სხვა.

აკადემიკოს ვ. სენგაჩოვის საერთო რედაქტორობით გამოცემული ზემოთ დასახელებული შრომა წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოების საკვანძო პრობლემებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სისტემურ გამოკვლევას, რომელიც ავტორთა სიმრავლის მიუხედავად /33 ავტორი/ მონოგრაფიის სახეს ატარებს, ვინაიდან დაწერილია ერთიანი ჩანაფიქრით და ერთიანი თანმიმდევრული პროგრამით/ იგი მოიცავს 8 განყოფილებას და 39 თავს.

არ შევუდგებით ცალკეული განყოფილებებისა და თავების დეტალურ განხილვას. მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ რამდენად ფართო და ყოვლისმომცველია მონოგრაფიაში მოცემული საკითხები. ჩამოვთვლით განყოფილებებს: ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციისა და სტრატეგიის საფუძვლები, ეკონომიკის რეალური სექტორი: უსაფრთხოების საშიშროებები და ეკონომიკური ზრდის განახლების მიმართულებები; რუსეთის საფინანსო სისტემის მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები; ფულად- საკრედიტო პოლიტიკა და ეროვნული ბანკის სისტემის მდგრადობა; საბანკო სისტემაში დეფორმაციების გადალახვა და კრედიტის როლის გაზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში; ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონული ასპექტები; ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაში პრიორიტეტული სოციალური პოლიტიკა; ეკონომიკის კრიმინილიზაცია და პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოება; რუსეთი მსოფლიო ეკონომიკაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ავტორები, უწინარეს ყოვლისა, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება როგორც ეკონომიკური კატეგორია ნაწილია თანამედროვე ეკონომიკური თეორიისა. მასში გაანალიზებულია ცნებების: „ეკონომიკური უსაფრთხოება“, „მდგრადობა“, „განვითარება“ ურთიერთკავშირი. კლასიფიცირებულია ეკონომიკური უსაფრთხოების საშიშროებები და მოცემულია მათი ზღვრული სიდიდეების რაოდენობრივი დასაბუთება. აღნიშნული თეორიული წინაპირობებიდან გამომდინარე ავტორები ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიას განიხილავენ არა როგორც მთავრობის რაღაც უბრალო დეკლარაციას თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, არამედ როგორც რაოდენობრივ ორიენტებს და მექანიზმებს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი ხდება ქვეყნის ეკონომიკური საფრთხიდან ეკონომიკური უსაფრთხოების ზონაში გადასვლა. აქვე შემოთავაზებულია რეგიონების მიხედვით ეკონომიკური უსაფრთხოების საშიშროებების სიტუაციური ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მეთოდიკა, უწინარეს ყოვლისა, სოციალურ სფეროში.

რუსეთის ეკონომიკის რეალური სექტორის მდგომარეობის /1992-1997წწ/ ანალიზის საფუძველზე შრომაში ნაჩვენებია, რომ აღწარმოების ჩამოყალიბებული მოდელი, რომელიც ორიენტირებულია სათბობენერგეტიკულ დარგზე და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტის დაბალანსებაზე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. გახდა რა სასურსათო და სამრეწველო საქონლის იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფო განიცდის რესურსების უკმარისობას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს და გააფართოოს საშინაო ბაზრის მოცულობა, აქვე აღნიშნულია, რომ ფინანსური ბაზარი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს კაპიტალის გადადინებას ეკონომიკის საქონლური წარმოების სასარგებლოდ თვითონ გახდა ეკონომიკის რეალური სექტორიდან სახსრების გამოქაჩვის საშუალება. ამ პროცესებში აქტიურ როლს ასრულებენ თანამედროვე მესაკუთრეები და მენეჯერები, რომლებიც დაქირავებული მუშაკების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების უგულვებელყოფით ზრდიანთავიანთ შემოსავლებს. ავტორები უჩვენებენ ფინანსური გარდაქმნის და სპეკულაციური ოპერაციების მასშტაბების კანონმდებლური შეზღუდვის გზებს.

საერთაშორისო ფინანსური ბაზრის კრიზისის /1997წ./ ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია სამამულო და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ძირითადი პარამეტრების ურთიერთკავშირი და დასმულია კითხვა, თუ ამათგან რომელს უფრო მეტი გავლენა აქვს ეკონომიკური განვითარებაზე.

აღარ გავაგრძელებთ ნაშრომისმოკლე შინაარსის გადმოცემას. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში იგი შეფასებულია, როგორც ერთადერთი ეკონომიკური გამოკვლევა რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევა უსაფრთხოების მომწიფებული ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად. ეკონომიკური ზრდისა და დეზინტეგრაციის პრობლემები, ინვენსტიციები და ინოვაციები, მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია და ფინანსური ბაზრის სტაბილიზაციის ინსტრუმენტები, „კაპიტალის გაქცევა“ და თანამედროვე ეკონომიკური ცხოვრების ზოგიერთი ასპექტი რუსეთში.

ი. პეტრენკო მონოგრაფიაში „Экономическая безопасность России: Денежный фактор“. რუსეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან და იმ ამოცანებიდან გამომდინარე რომელიც რუსეთის წინასე დგას ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მცდელობაა სისტემურად განიხილოს ფულადი ფაქტორი კრედიტთან და ფინანსებთან ურთიერთკავშირში. ამიტომ თვითონ ფულადი ფაქტორი განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით: როგორც საკუტრივ ფული და ფულადი მიმოქცევა და როგორც ფულად-საკრედიტო და ფულად-საფინანსო ურთიერთობები. მონოგრაფიაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით აღვნიშნავთ, რომ იგი მოიცავს ოთხ თავს და 14 პარაგრაფს:

1. ფულადი ფაქტორი მაკროეკონომიკური განვითარების პროცესში ფულის და ფულადი ფაქტორის ევოლუცია, ინფლაცია და მისი პარამეტრები; ფინანსური ბაზრის გლობალიზაციის პერიოდში ფულისადმი ახალი მიდგომები.

2. ფულადი მიმოქცევა როგორც რუსეთის ეკონომიკური სისტემის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი ელემენტები: რეფორმების პროცესში მყოფი რუსეთის ეკონომიკის ღიაობის პირობებში; რუსეთის 1998 წ. ფინანსური კრიზისის ამოცანები და მისი გაკვეთილები; რუსეთის მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა და მისი როლი ქვეყნის ფინანსურ სტაბილიზაციაში.

3. ეკონომიკური უსაფრთხოების თანამედროვე ასპექტები: რუსეთში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური უსაფრთხოების გამოკვლევისადმი, კონცეპტუალური-მეთოდოლოგიური მიდგომა; ეკონომიკური სივრცის უსაფრთხოება: არსი და თანამედროვე ასპექტები; რუსეთში მეწარმეობის ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები; სისტემური მიდგომის პრობლემები.

4. რუსეთის ეკონომიკაში ჩრდილოვანი პროცესებისადმი კონტროლი. კაპიტალის გადინების შეფასებისადმი მეთოდური მიდგომები, კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის კონტროლის პრობლემა, რუსეთის კაპიტალის გადინების პრობლემები, კაპიტალის მოძრაობის მონიტორინგში ფინანსური დაზღვევის როლი.

საზღვარგარეთელ ეკონომისტთა მეცნიერული აზროვნების გააქტიურებისა და განვითარების კვალობაზე ქვეყნის, მისი რეგიონების ეკონომიკის, უსაფრთხოების პრობლემების შესასწავლად კვლევებს აწარმოებენ ქართველი მეცნიერ-ეკონომისტები და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებები.

გამოქვეყნებული მონოგრაფიების თუ სამეცნიერო სტატიების ანალიზი საშუალებას გვაძლევს პირობითად გამოვყოთ აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე ავტორთა სამი ჯგუფი:

პირველი, რომლებიც ეკონომიკური უსაფრთხოების სხვა აქტუალურ პრობლემების გვერდით ცალკე ადგილს უთმობენ ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომის კონცეპტუალურ საკითხებს (ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული წანამძღვრები, ეკონომიკური უსაფრთხოება როგორც ეკონომიკური კატეგორია: არსი, შინაარსი, მაჩვენებლები, ფაქტორები, ინდიკატორები და სხვა). აქ მოიაზრებიან: ი. მესხი, ზ. თეთრუაშვილი, მ. თეთრუაშვილი, გ.თოდუა, თ. მაღლაკელიძე, თ. ოთინაშვილი, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე, ნ. ჭითანავა.

მეორე, ჯგუფი ეკონომისტებისა ცალკე არ განიხილავენ ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიურ ასპექტებს, მაგრამ მნიშვნელოვან გამოკვლევებს აწარმოებენ ეკონომიკის ცალკეული დარგის ან ცალკეული პროდუქციის წარმოების სფეროში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მაგალითად, ნ. მოდებაძე და ზ. გარაყანიძე - სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგიერთ პრობლემას; თ. კანდელაკი - სატყეო დარგის რეფორმების პოლიტიკას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოზიციებიდან; მ. მირიანაშვილი და ა. სულამბერიძე - მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სოციალურ-დემოგრაფიულ პოლიტიკას; ო. საღარეიშვილი - სოფლის მეურნეობის, საერთოდ, და სასურსათო სფეროს, კონკრეტულად, უსაფრთხო განვითარებას; ნ. თურნავა - ჩრდილოვან ეკონომიკას როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემას; რ. იაშვილი - ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს საბანკო სისტემის ფარგლებში. ზ. ხუნტუა - ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებას სერთაშორისო კონკურენციასთან მიმართთებაში. ა. აბრალავა - უსაფრთხო და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე; ჯ. კახნიაშვილი - ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებს სამთავრობო პოლიტიკის ჩარჩოებში; მ. მაქსოევი - ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებს კავკასიის ეკონომიკური რეგიონის ფარგლებში; ლ. ჩიქავა - დემოგრაფიული ვითარების გამწვავებას, როგორც ეკონომიკურ უსაფრთხოების მუქარას; რ. კაკულია და გ. ხელაია - სავალურო და საკრედიტო უართიერთობის სრულყოფას როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორს; შ. ქისტაური - საფინანსო-საბიუჯეტო ფედერალიზმის განვითარებას ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან კავშირში და სხვა. მესამე ჯგუფში შემავალ ქართველ ეკონომისტებს უშუალო გამოკვლევები არ ჩაუტარებიათ ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე, მაგრამ თვით ამ თემის სიფართოვის და მრავალწახნაგიანობის გამო მათ გამოკვლევებს მწიდრო კავშირი აქვთ ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. მათი რიცხვი ბევრია. დავასახელებთ მხოლოდ ზოგიერთს: რ. ასათიანი, ლ. ყორღანაშვილი, ქ. მარშავა, რ. გოგოხია, რ. ქუტიძე, მ. ტურავა, ბ. გაბიძაშვილი, ა. ჯიბუტი, მ. ჯიბუტი, მ. მაღრაძე, თ. ბერიძე, ვ. ახალაია, რ. გველესიანი, ე. ცირამუა, პ. ლემონჟავა, ი. კოვზანაძე, ე. მექვაბიშვილი, გ. გამსახურდია, ნ. სანთელაძე, ვლ. პაპავა, მ. კაკულია, გ. წერეთელი, ე. ბარათაშვილი, ვ. ზურაბიშვილი, გ. ყუფუნია, რ. ბასარია, კ ღურწკაია. რ. გოცირიძე, გ. მააშხია, ა. კუჭუხიძე...

ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული პრობლემების პირველი მკვლევარები საქართველოში არიან პროფესორი თ. ჩიკვაიძე და პროფესორი გ. მესხია.

პროფესორ თ. ჩიკვაიძეს ეკუთვნის: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელის დამუშავება XXI საუ-კუნის მიჯნაზე /1996/; საქართველოს მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამა XXI საუკუნისათვის: არსი, შინაარსი, ძირითადი პრობლემები /1996/; უსაფრთხოება და ბიზნესის მომავალი. XXI საუკუნის პრობლემა /1997/; საქართველოს ახალი პარადიგმა. მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგია XXI საუკუნისათვის /1997/; გლობალური ცივილიზაციის ფორმირება და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება XXI საუკუნისათვის /1997/; საქართველოს პოლოგრამა და პროგესის ფორმულა: თვითგანვითარების პრაქტიკული სტრატეგია ახალი ათასწლეულისათვის /2000/; განვითარების ახალი ტენდენციები და საქართველოს ფინანსური ურთიერთობა: პრაქტიკული დასკვვნები ალტერნატიული პოლიტიკისათვის /2000/; პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე /ა. სილაგაძის თანაავტორობით. 2001/ და სხვა.

ი. მესხიამ ერთ-ერთმა პირველმა დაამუშავა საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალური საკითხები /1996/ ყურადღება მიაქცია საქართველოში რეალური სექტორის აღორძინება-განვითარების მნიშვნელობას როგორც ეკონიმიკური უსაფრთხოების გარანტს /1999/ და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტს /1999/. მასვე ეკუთვნის საქართველოს ფინანსური უსაფრთხოების სისტემის ფორმირების საკითხების /1999/ და საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემების შესწავლა /2000/, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოების ეკონომიკური ინდიკატორების ჩამოყალიბება და მათი დახასიათება /2000/.

გ. თოდუამ ქართულ-ეკონომიკურ ლიტერატურაში პირველმა მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების შესახებ აზრის ჩამოყალიბება შორეული წარსულიდან იღებს სათავეებს/1998/. მისი დაკვირვებით, მერკანტილისტები, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლები, გერმანული ისტორიული სკოლის თეორეტიკოსები, ქეინზი და ქეინზიანელები, ნეომერკანტელისტები და სხვები, არსებითად მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიას ქადაგებდნენ.

აღნიშნული იდეა შემდგომ უფრო განავრცო და უფრო მეტი არგუმენტებით შეავსეს ზ. თეთრუაშვილმა, მ. თეთრუაშვილმა - 2000.

ნ. ჭითანავა ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისადმი მიძღვნილი შრომების ციკლში მრავალ თემას განიხილავს, რომლებიც უკავშირდებიან საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ჩენი კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე ინტერესს იწვევს ამ შრომების მესამე ტომი: „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: ეკონომიკური გლობალიზაცია და ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოება“ /2001/. აქ ავტორის მიერ ახსნილია დღევანდელობის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენის - ეკონომიკური გლობალიზაციის როლი და მნიშვნელობა მიმდინარე პროცესებში, მისი გავლენა პოსტსოციალისტურ პერიოდში ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე, მის ეფექტიანობასა და ეროვნულ-ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. შრომა ოთხი თავისაგან შედგება და პირველი თავის მესამე პარაგრაფში განხილულია გლობალიზაცია და ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალურ-ორგანიზაციული საკითხები.

ნ. ბასილია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე სქელტანიან შრომაში „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე“ /2001/ მრავალ სხვა აქტუალურ პრობლემასთან ერთად იხილავენ რა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე კრიზისულ მდგომარეობას, მიუთითებენ, რომ აქედან გამოსავლის და გადარჩენის მექანიზმი ერთადერთია - მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე გადასვლა, ანუ ქვეყნის თვითგანვითარების მაღალი დონის უზრუნველყოფა, პოსტინდუსტრიული საზოგადოების შესაბამისი ეკონომიკის დამკვიდრება, რომელიც წარმოდგენილი აქვთ ნეოეკონომიკის სახით. ავტორების სწორი შეფასებით, აუცილებელია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც პირველ რიგში, ნეოეკონომიკის თანდათან, მაგრამ განუხრელად დამკვიდრებას გულისხმობს, ამისათვის კი საჭიროა, პირველ რიგში, საქართველოს მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ტრაექტორიაზე გადასვლა. ისინი მიუთითებენ, რომ მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პრობლემა უკვე დიდი ხანია თეორიისა და პრაქტიკის ყურადღების ცენტრშია, რომელიც განიხილება როგორც ცალკეული ინდივიდის, ფირმის, ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით. აქვე გადმოცემული აქვთ მდგრადი და უსაფრთხო განვითარების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. კერძოდ: ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების არსი; ტერმინების „მდგრადობის“ და „უსაფრთხოების“ როგორც ეკონომიკური კატეგორიების განმარტებები. საქართველოს ეკონომიკის უსაფრთხოების ძირითადი მუქარები და მათი დახასიათება. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები, მათი ზღვრული სიდიდეები, რომლებიც შედარებულია თეორიულად დასაშვები /ან განვითარებულ ქვეყნებში მიღწეულ/ ზღვრულ სიდიდეებთან; იმის მოთხოვნა რომ საჭიროა შემუშავებული იქნეს და განხორციელდეს საქართველოს მდგრადი და უსაფრთხო განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, როგორც სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის /პროგრამას საფუძვლად უნდა დაედოს პოსტოციალისტური საზოგადოების და მისი შესაბამისი ნეოეკონომიკის ჩამოყალიბების კონცეფცია/; საქართველოს მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამის ეტაპები და სხვა.

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების კვლევის სიფართოვით გამოირჩევა თ. მაღლაკელიძის შრომა: „ეკონომიკური უსაფრთხოება“ /2002/; რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემური კვლევის ერთ-ერთი პირველი ცდაა საქართველოში. მასში ეკონომიკური უსაფრთხოების კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლების (ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები, ამოცანები, კრიტერიუმები და ინდიკატორები) განხილვის შემდეგ გადმოცემულია: ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას სორის კავშირურთიერთობა, კერძოდ მყარი ეკონომიკური ზრდა როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პირობა /საინვესტიციო მოთხოვნის ზრდა და საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღება - ეკონომიკური ზრდის გარანტი; ტექნოლოგიური უსაფრთხოება-ეკონომიკური ზრდის გარანტი; ტექნოლოგიური უსაფრთხოება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; ეკოლოგიური უსაფრთხოების ორგანული კავშირი ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე/, საბიუჯეტო-საგადასახადო ფედერალიზმი და საქართველოს ფინანსური უზრუნველყოფა ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობის რეგულირების აუცილებლობა; საგადასახადო ფედერალიზმი-ფინანსური უზრუნველყოფის მაკროეკონომიკური რეგულატორი, საქართველოს ფულად-საკრედიტო ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი და ეკონომიკური უსაფრთხოება მყარი ფულად-საკრედიტო სისტემის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; ფულის გადასაცვლელი კურსის დინამიკა როგორც ფინანსური უზრუნველყოფის პარამეტრი, საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი და ეკონომიკური უსაფრთხოება, საქართველოს საგარეო ვალი ფინანსური გლობალიზაციის პირობებში; საგარეო ვაჭრობის სახელმწიფოებრივი რეგულირება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

რ. ოთინაშვილი საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენში /№72. 2002/ განიხილავს საკითხის ისტორიას და აღნიშნავს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში, უსაფრთხოების ტერმინი XII საუკუნიდან გამოიყენება (ჩვენ სხვა მონაცემები გვაქვს რაზედაც უკვე ითქვა და ქვემოთაც გვექნება საუბარი - ავტ.) და მოჰყავს უსაფრთხოების, საფრთხის განმარტებები. აქვე გადმოცემულია უსაფრთხოების მთავარი ობიექტი, უსაფრთხოების კრიტერიუმები, ინდიკატორები, შიდა და გარე საშიშროებები. ეკონომიკურ უსაფრთხოებას უკავშირებს მეწარმეობის კლასიფიკაციასთან მასშტაბების მიხედვით. საგადასახადო პოლიტიკას ახასიათებს როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშემწყობ ფაქტორს, ხოლო სახელმწიფო მართვის სტრუქტურის რეფორმას როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან პირობას.

ცალკე უნდა ავღნიშნოთ რომ ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შემუშავებულია „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია“ /პროექტი 2003/, რომელიც საქართველოში პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეხედულებათა სისტემას წარმოადგენს. მასში საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია განსაზღვრული.

კონცეფცია მიზნად არ ისახავს ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების განხილვას. იგი მხოლოდ პრეამბულაში მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება მისი მეურნეობრივი დამოუკიდებლობის, იდენტურობის, ფუნქციონირებისა და განვითარების უნარს გამოხატავს, რომლის უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.

ამდენად, კონცეფცია, ჩვენი შეფასებით, არის იმ ფაქტორების დანახვა, რომლებიც ხელს უშლიან, ემუქრებიან საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ასევე გადმოცემა იმ გზების და საშუალებებისა, რომელთა გამოყენებითაც უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარება.

ჩვენ თემის ამოცანებიდან გამომდინარე არ შევუდგებით კონცეფციის შინაარსის განხილვას, მის შეფასებას აღვნიშნავთ მხოლოდ რომ იგი მოიცავს პრობლემის ორ ასპექტს:

პირველი ეს არის საქართველოს ეკონომიკა გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის პირობებში. მეორე, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია: პირობები, შესაძლებლობები, პოლიტიკა, ეს უკანასკნელი თავის მხრივ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში: სტრატეგიული მიზნები და ინტერესები; ისტორიული გამოწვევები და ეკონომიკური მუქარები; ეკონომიკური უსაფრთხოების სტრუქტურა და მაჩვენებელთა სისტემა; ინტელექტუალური უსაფრთხოება; განვითარების ბალანსი, კონცეპტუალური ინოვაციები, ცოდნის ეკონომიკის დამკვიდრება; ადამიანის უსაფრთხოება: აქტუალური სოციალური პოლიტიკა; ადამიანის უსაფრთხოების არსი, ფასეულობები, მოტივაციები; საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პროგრამა; სიღარიბის დაძლევის პროგრამა; ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა; სოციალური დაცვის პროგრამა; ინსტიტუციური უსაფრთხოება: ეფექტიანი სახელმწიფოსა და მართვის დამკვიდრება; ინსტიტუციური გარდაქმნების არსი და მიმართულებები; ეფექტიანი სახელმწიფოს აუცილებლობა: რეალური და ვირტუალური ეკონომიკის თანაფარდობის ოპტიმიზაცია; სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობის მიზეზები.

როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების ირგვლივ არსებული ქართული ლიტერატურული წყაროების მოკლე მიმოხილვიდან ჩანს დღემდე არაგვაქვს ჩამოყალიბებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორების ერთიანი სისტემა, ამ ფაქტორების რეიტინგული შეფასება პრიოპიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა არ განგვისაზღვრავს თითოეული ფაქტორის ზეგავლენა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ასევე მეცნიერულად დამუშავებული არ არის ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებთან დაკავშირებული თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები და ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებულიმათ შესახებ.

განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ აქტუალობის მიუხედავად რეგიონული ეკონომიკის, უსაფრთხო განვითარების პრობლემების დამუშავებას ნაკლები ყურადღება ექცევა. საქმე იმაშია, რომ ავტორთა უმრავლესობა ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებას განიხილავს ქვეყნის ეკონომიკის პოზიციებიდან, საერთო ეროვნული მასშტაბით და ყურადღების გარეშე რჩება რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნულის შესახებ ქართველი მეცნიერების გარდა ღია მინიშნებები აქვთ გაკეთებული უცხოელ (ა. მიხაილიჩენკო, ვ. პანსკოვი, ჟ. პელკმანსი, ვ. რუბანოვი, ჟ. ფონგაიზაუ და სხვები) ავტორებსაც.

პრობლემებისადმი ნაკლები ინტერესი, ჩვენი აზრით, განსაზღვრა იმ გარემოებებმა, რომ რეგიონული ეკონომიკის უსაფრთხოება წარმოადგენს რა ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს, არაა სათანადოდ შესწავლილი. პრობლემა განიხილებოდა მთლიანობაში და ამიტომ რეგიონული ეკონომიკის უსაფრთხოების არსი, შინაარსი და მასზე მოქმედი ფაქტორები ცალკე არ იყო გამოყოფილი. ფაქტობრივად ამ მიმართულებით კვლევის აუცილებლობა არც დამდგარა. ამ მხრივ ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს პროფ. თ. ჩიკვაიძის ავტორობით შემუშავებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის სტრუქტურა, სადაც ეკონომიკური უსაფრთხოების მაკროეკონომიკური უზრუნველყოფის შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხაში ცალკე ქვეპუნქტად წარმოდგენილია ეკონომიკის რეგიონული უსაფრთხოება; რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრების განვითარება, რეგიონებს შორის სოციალურ ეკონომიკური განვითარების დონეების გამოთანაბრება; მსხვილი, საშუალო და მცირე ქალაქების განვითარება, განახლება და ქალაქთმშენებლობა; სოფლის განვითარება. მაგრამ აქ განმარტებული არ არის რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების ეკონომიკური შინაარსი, განსაზღვრული არ არის რეგიონულ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი ფაქტორები და სხვა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ეკონომიკის უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსი, მისი შინაარსი, კრიტერიუმები, ფაქტორები და სხვა საკითხები ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვენ რაც მათდამი სისტემურ მიდგომას საჭიროებენ. ქვემოთ განვიხილოთ აღნიშნული საკითხები:

4.3 1.3. ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური კვლევის აქტუალიზაციის მიზეზები საქართველოში მისი განვითარების თანამედროვე ეტაპზე

▲ზევით დაბრუნება


როგორც წინა პარაგრაფიდან დავინახეთ საქართველოში XX ს-ის უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა მუშაობა ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების შესასწავლად. უფრო მეტიც, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც თეორიული და პრაქტიკული დანიშნულების პრობლემა იმდენად ფართო და მრავალასპექტიანია, რომ ეკონომიკური კვლევები რომელ სფეროში, რომელი მიმართულებით და საზოგადოებრივი იერარქიის რომელ დონეზეც არ უნდა მიმდინარეობდეს, ამა თუ იმ კუთხით მაინც უკავშირდებიან ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებისადმი კვლევის ინტერესის გაძლიერებას საფუძვლად უდევს ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მოვლენები. თუ მოკლედ შევაფასებთ საქართველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განვლილ პერიოდს (1990-2004 წ.წ.) დავინახავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქვეყნის პოლიტოკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი სახე. უარი ვთქვით XX ს-ის დასაწყისში სამხედრო ძალით თავსმოხვეულ სისტემაზე, რომლის საფუძველს წარმოადგენდა წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი, სახელმწიფო საკუთრება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ცენტრალური, ადმინისტრაციულ- მბრძანებლური მართვა.

მის ნაცვლად ჩამოყალიბება იწყო საბაზრო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა.შ.ეიქმნა კერძო მესაკუთრეთა ფენა როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უკვე 1996 წლისათვის კერძო სექტორის ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 70-75%. სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კერძო საკუთრების დაკანონების პარალელურად ჩამოყალიბებულია სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებზე კერძო მოიჯარეთა ფენა. დაშვებული შეცდომების მიუხედავად სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ მოახდინა ეკონომიკის ცენტრალიზირებული მართვის მექანიზმის დემონტაჟი, განხორციელებულია ფასების ლიბერალიზაცია ეკონომიკაში, თანდათანობით გადავდივართ ეკონომიკური დემოკრატიზაციის პრინციპებზე, შექმნილია სრულიად ახალი საფინანსო-საგადასახადო სისტემა, შემოღებულია ეროვნული ვალუტა და ქართული ლარი თავისუფლად კონვერტირდება მრავალ უცხოურ ვალუტაზე. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ შეძლო მთელ რიგ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, ვართ გაეროს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. განსაკუთრებით დიდი და ღრმა გარდაქმნები იწყება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წლებში. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახალხო მეურნეობის ყველა დარგში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. შორს აღარაა ის დრო, როცა გავერთიანდებით ნატოში და ევროკავშირში. 2008 წლის შემდეგ საქართველოში უკვე აღარ იდგება უცხოური ჯარი, აქტიურად ჩავებმებით საერთაშორისო და რეგიონულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებში, მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებში. უფრო მეტიც, საქართველო უკვე აღიარებულია დემოკრატიული, თავისუფალი გარდაქმნების სანიმუშო, მისაბაძ ქვეყნად.

ამასთან ერთად ხაზი უნდა გაესვას იმ საშინაო და საგარეო საფრთხეებს, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გავლენით შეიქმნა განვლილ პერიოდში და რომლებიც რეალურ ეკონომიკურ საშიშროებას უქმნიან ქვეყანას.

პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განვლილ პერიოდში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ:

პირველი ეტაპი 1990-1996 წწ; მეორე - 1997-2003 წწ. და მესამე - 2004 წლიდან და შემდგომ. პირველი ეტაპისთვის დამახასიათებელია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი დაცემა, სამოქალაქო ომი, სეპარატიზმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამასთან ამ პერიოდში იქმნება ეკონომიკური რეფორმების არასრულყოფილი, მაგრამ მაინც საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა. ურთიერთობა დამყარდა მთელ რიგ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მიღებული იქნა ქვეყნის კონსტიტუცია, პარლამენტი და პრეზიდენტი აირჩა მთელი მოსახლეობის მიერ.

მეორე ეტაპი გამოირჩევა ცალკეულ წლებში უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდით, მაგრამ ძირითადად სტაგნაციისათვის დამახასიათებელი თავისებურებებით, რომელსაც თან სდევდა ეკონომიკის ბიუროკრატიზაცია, არნახული კორუფცია, კრიმინალიზაცია და სხვა ნეგატიური მოვლენები.

პირველი და მეორე ეტაპი იმდენად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი იყო, რომ ეკონომიკური რეფორმები თავისი აღმშენებლობითი მიზნების მიუხედავად, დამანგრეველი აღმოჩნდა, რამაც კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა, მკვეთრად გაუარესდა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა სახის კრიზისები ისე გაიწელა და ისეთი სიღრმისეული ხასიათი მიეცათ, რომ არა ერთ ქართველ ეკონომისტს (რომლებსაც ავტორებიც მიეკუთვნება) ეჭვი გაუჩნდა, თუ ასე გაგრძელდა საქართველო თავისი განვითარების უახლოეს ისტორიაში ცნობილი სამი კრიზისის შედეგების ანალოგიურად (XVIII ს-ის ბოლო მეოთხედი, XIX ს-ის დასაწყისი და XX ს-ის 20-იანი წლები) ქვეყანამ მეოთხედ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. სიტუაციას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ ამჟამინდელი კრიზისი, წინა სამ კრიზისთან შედარებით უფრო ხანგრძლივია და ღრმა.

აღნიშნულ პერიოდში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი მონაცემი ასეთია:

- თვით მთავრობის შეფასებითაც კი1 მარტო 1990-1994 წლებში თითქმის ექვსჯერ შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მოცულობა, ტრადიციული ეკონომიკური კავშირურთიერთობის მოშლამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი დარგობრივი სტრუქტურა. ეროვნული ვალუტისა და ფულად-საკრედიტო სისტემის უქონლობის გამო ქვეყანა ჰიპერინფლაციურ სპირალში აღმოჩნდა. ელექტროენერგიის გამომუშავების მკვეთრად შემცირების შედეგად საქართველო მოიცვა ენერგეტიკულმა კრიზისმა, ქვეყანაში შეიქმნა მწვავე სასურსათო დეფიციტი და სამომხმარებლო ბაზრის დაუბალანსებლობა.შ.ედეგად ქვეყნის სასურსათო პროდუქტებით უზრუვნელყოფაში შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა და მოსახლეობა რეალურად დადგა შიმშილის საშიშროების წინაშე.

ეკონომიკის მკვეთრმა დაქვეითებამ შესაბამისი გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. 1990-1994 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა 3,5-ჯერ შემცირდა. ღრმა ცვლილებები განიცადა მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურამ და ოდენობამ. შესაბამისად ქვეყანაში გამოიკვეთა სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის ფენები, რომელთა ძირითად ნაწილს უმუშევრები, პენსიონრები, დევნილები, ინვალიდები, ინტელიგენციის საგრძნობი ნაწილი და საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულები წარმოადგენენ.

- 1995-2001 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის ტემპები წინა წლებთან შედარებით შეადგენდა (%): 1996 წ. - 111,5; 1997 წ. - 110,7; 1998 წ. - 102,9; 1999 წ. - 103,0; 2000 წ. - 102,0; 2001 წ. - 104,5;2

- ევროპის ეკონომიკური მიმოხილვის მასალების მიხედვით3 საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების საერთო დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩება გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებს (სულ 26 ქვეყანა საქართველოს ჩათვლით). აღნიშნულ ქვეყნებში რეალური შიდა პროდუქციის (წმინდა ეროვნული პროდუქციის) დინამიკა 1980-1998 წლებში არასახარბიელო სურათს იძლევა, მაგრამ, თუ არ ჩავთვლით იუგოსლავიას, სადაც ცნობილი მიზეზების გამო 1998 წელს კატასტროფული მოვლენები განვითარდა, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა აღინიშნებოდა საქართველოში. (უფრო დეტალურად ამის შესახებ იხ. 2.1.).

- ცხოვრების ხარისხით რომელსაც გაერო აფასებს ყოველწლიურად, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყნად არის შეფასებული. 2000 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის მას ეკავა 95-ე ადგილი, 2001 წელს - 76-ე.4

- საქართველოს ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე მიგვანიშნებს აგრეთვე სხვა ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა (მშპ, სამრეწველო პროდუქცია, სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქცია, სატრანსპორტო საწარმოთა ტვირთების გადაზიდვა, საცალო საქონელბრუნვა) შედარება დსთ-ს ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან (შესადარ ფასებში). იგი დასახელებული ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება დსთ-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს შესაბამისად (პროცენტული პუნქტით): 24,4; 37; 4; 10; 46,8; ასეთივე ცუდი მდგომარეობაა შრომის ნაყოფიერების, უმუშევრობის, საგარეო სავაჭრო ბალანსის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით5 (უფრო დეტალურად იხ. 2.1). უაღრესად კრიზისული მოვლენები განვითარდა მეცნიერებაში, კულტურაში, განათლებაში და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა დარგებში.

მოტანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზემოაღნიშნულ პირველ და მეორე ეტაპზე საქართველოს წინაშე დაგროვდა გაფართოებული კვლავწარმოებისა და დამოუკიდებლად არსებობის უამრავი შემაფერხებელი ფაქტორი. მათი დაძლევის გზების ძიება ეკონომიკური მეცნიერების უპირველესი ამოცანაა.

მიგვაჩნია, რომ „ვარდების რევოლუცია“ კი იყო პოლიტიკური აქტი, მაგრამ მის საფუძველს წარმოადგენდა ქვეყანაში თითქმის 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ნეგატიური ეკონომიკური ფონი. სწორედ ეს იყო იმის დადასტურება, როდესაც ზემდგომებს აღარ შეეძლოთ ახლებურად მართვა და ხალხს, საზოგადოებას აღარ შეეძლო ძველებურად ცხოვრება.

მესამე ეტაპი იწყება 2004 წლიდან. 2004 წელი, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პირველი წელი იყო. ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელია ქვეყანამ მთლიანად გადალახოს 15 წლის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ფაქტორები. თუმცა ამის უდიდესი მცდელობა და შესამჩნევი ძვრებიც უკვე სახეზეა. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად შეიქმნა ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო, რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას. კერძოდ მთლიანი შიდა პროდუქტი 2004 წელს 2003 წელთან შედარებით გაიზარდა 8,4%-ით, სამრეწველო პროდუქცია (მუდმივ ფასებში) - 3,4%-ით, ინვესტიციები ძირითად კაპიტალში (მუდმივ ფასებში; დაფინანსების ყველა წყაროდან) - 22,0%-ით, ტრანსპორტის საწარმოების მიერ გადატვირთული ტვირთი - 0,1%-ით. შედარებისათვის მოვიყვანთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საშუალო მონაცემებს. ჩამოთვლილი მაჩვენებლების საშუალო ზრდამ შესაბამისად შეადგინა: 8,0; 7,0; 14,0; 5,0.6

მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდით საქართველო წინ უსწრებს: ყირგიზეთს - 1,3 პროცენტული პუნქტით; მოლდოვას - 1,1 პროცენტული პუნქტით; რუსეთს - 1,3 პროცენტული პუნქტით; ცნობისათვის: მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდამ 2004 წელს 2003 წელთან შედარებით შეადგინა (%): ბელგიაში - 2,9; დიდბრიტანეთში - 2,8; უნგრეთში - 4,1; გერმანიაში - 1,6; დანიაში - 2,0; ირლანდიაში - 5,3; ესპანეთში - 2,6; იტალიაში - 1,3; ნიდერლანდებში - 1,3; ნორვეგიაში - 2,9; სლოვენიაში - 5,4; ფინეთში - 3,1; საფრანგეთში - 2,6; ჩეხეთში - 3,7; შვეიცარიაში - 1,0; შვეციაში - 3,7. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ინვესტიციების ზრდა ძირითად კაპიტალში. ამ მაჩვენებლით (22,0%) საქართველო დსთ-ს ყველა ქვეყანას უსწრებდა, გარდა აზერბაიჯანისა და უკრაინისა, სადაც 2004 წელს 2003 წელთან შედარებით ზრდამ შეადგინა 36 და 35,0% შესაბამისად. აქვე აღვნიშნავთ, რომ დსთ-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (22%) საქართველო წინ უსწრებს 8 პროცენტული პუნქტით. სომხეთს - 5 პროცენტული პუნქტით; ბელორუსიას - 2 პროცენტული პუნქტით; ყაზახეთს - 11 პროცენტული პუნქტით, ყირგიზეთს - 19 პროცენტული პუნქტით; რუსეთს - 11 პროცენტული პუნქტით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით კვლავ მწვავე პრობლემად რჩება სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის წარმოება, საცალო საქონელბრუნვა, მეცხოველეობა, სავაჭრო ბალანსი და სხვა.

გვჯერა, რომ ქართველი ხალხის შრომისმოყვარეობა, მისი დიდი ეკონომიკური და კულტურული ტრადიციები, ტოლერანტობა, დაუოკებელი სურვილი, სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენა თავისი განვითარების ამ ეტაპზე - ქვეყნის ახალი აღმშენებლობის პერიოდში ყველაფერს გააკეთებს რათა უმოკლეს დროში აღმოფხვრას ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე არსებული ბარიერები და საქართველო ეკონომიკურადაც აყვავდება, ეკონომიკურადაც ღირსეულ ადგილს დაიკავებს მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით.

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების კვლევას აქტუალურს ხდის დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენები და პროცესები, რომლებიც ეკონომიკისათვის ყველაზე საგანგებო დამანგრეველი სიტუაციების სახეს ღებულობს და რომელთა რიცხვი და ქვეყნებისათვის მიყენებული მატერიალური, ადამიანური და სხვა სახის დანაკარგები წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

განვითარებული მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში7 უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში თითოეულისაგან 1 მლრდ დოლარზე მეტი ზარალის მომტანი მარტო ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი გაიზარდა 4-ჯერ და უფრო მეტად. სხვა მონაცემებით, იმ ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა, რომელთაგან ყოველი ცალკეული ერთეულისაგან ზარალმა შეადგინა დაზარალებული ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქციის 1%-ზე მეტი, სულ 25 წლის განმავლობაში (1965-1990 წწ.) გაიზარდა 16%-დან 66%-მდე. ამავე პერიოდში საგანგებო სიტუაციების რიცხვი გაიზარდა 3,5-ჯერ, რომელთა შედეგად დაზარალდა მოცემული ქვეყნის მოსახლეობის 1%.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტენდენცია გრძელდება მიმდინარე საუკუნეშიც. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების საშუალო წლიური რაოდენობა ყოველი მათგანის ეკონომიკური ზარალით 60 მლნ. დოლარი, 2000-2002 წწ. XX ს-ის 90-იან წლებთან შედარებით 15%-ით გაიზარდა (749. 650-ის ნაცვლად). მხოლოდ ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში საერთო ზარალი გაიზარდა 15-ჯერ და მეტად, მაშინ როდესაც მთლიანი მსოფლიო პროდუქტი გაიზარდა სულ რაღაც 4-ჯერ.

2002 წელს მსოფლიოში კატასტროფების შედეგად გამოწვეულმა საერთო ზარალმა გადააჭარბა 55 მლრდ. დოლარს (ნაცვლად 36 მლრდ. დოლარისა 2001 წელს და ნაცვლად 30 მლრდ. დოლარისა 2000 წელს.

მეცნიერების მიერ გაანგარიშებულია, რომ ასეთი დინამიკის შენარჩუნებას ახალი საუკუნის პირველ ათ წელს, ეკონომიკურმა დანაკარგებმა შეიძლება მიაღწიონ საშუალო წლიურ გამოსახულებაში ასტრონომიულ სიდიდეს - 150 მლრდ. დოლარს (ეს თითქმის 3-ჯერ მეტია 90-იანი წლების მონაცემებთან შედარებით), მაშინ როდესაც მსოფლიო მთლიანი პროდუქტი პროგნოზით გაიზრდება მხოლოდ 1,7-ჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ უუნარო აღმოჩნდება უბედურებებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად. შედეგი:

რესურსების სულ უფრო მზარდი ხვედრითი წილის წარმართვა ამ ზარალის ასანაზღაურებლად და შესაბამისად - სულ უფრო მცირე წილის წარმართვა მატერიალური დოვლათის კვლავწარმოებისათვის, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

განმარტებისათვის: მოტანილ მონაცემებში შესული არ არის ტექნოგენური ხასიათის კატასტროფები, რომელთაგან თითოეულის შედეგად მიყენებული ზარალი შეადგენს 60 მლრდ. დოლარს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი მოვლენების დამანგრეველმა ზემოქმედებამ ეკონომიკურ სისტემებზე ტოტალური, საყოველთაო ხასიათი მიიღო. თანაც იგი გამოვლინდება როგორც „ოქროს მილიარდის“ ქვეყნებში, ისე განვითარებად და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. უფრო მეტიც, XX ს-ის 90-იან წლებში „ოქროს მილიარდის“ ქვეყნების წილად მოდიოდა ბუნებრივი კატასტროფების 60%.

საქართველოში, სამწუხაროდ არა გვაქვს შესაბამისი სტატისტიკა (ისევე როგორც მთელ მსოფლიოში) რომელიც დაგვანახვებდა მოხდენილი ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფების რაოდენობას და მათგან გამოწვეულ ზარალს. თუმცა ჩვენთან განვითარებული მოვლენების შესახებ პერიოდულ პრესაში და ტელევიზიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პერიოდში აღნიშნული მოვლენები გაორმაგდა.

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებისადმი კვლევის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად უნდა დავასახელოთ გაძლიერებული გლობალიზაციის ობიექტური პროცესები და საქართველოს ეკონომიკის თანდათანობითი ჩართვა მათში.

ქართველ მეცნიერთა შორის ჯერ-ჯერობით ერთიანი აზრი არ არსებობს გლობალიზაციის მოსალოდნელი შედეგების შესახებ საქართველოსთვის. ჩვენი აზრით, გლობალიზაციამ ჭეშმარიტად სასარგებლო შედეგები უნდა მოუტანოს საქართველოს თუ შერჩეული იქნება შესაბამისი გონივრული გზები და საშუალებები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი თანმდევი პროცესები მთლად არ არის დაზღვეული უარყოფითი მოვლენებისაგან. გლობალიზაციას, რა თქმა უნდა, თან ახლავს მოსალოდნელი საფრთხეებიც. ამიტომ, საჭიროა, მათი გამოვლენა და ადექვატური ღონისძიებების გატარება.

____________________

1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №600, 1997 წ. 26 ოქტომბერი. ქ. თბილისი.

2 წყარო 1. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში „სსსდ“), საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2000 წელს; გვ.3. წყარო 2. იგივე 2001 წ. გვ.3.

3 წყარო. ж. „Вопросы экономики“, №6. 2000 წ. გვ. 46.

4 წყარო: ж. „Росийский экономический журнал.“ №3. 2002. გვ. 49.

5 გაანგარიშებულია ავტორების მიერ. წყარო: Мировая экономика. Тенденции 90-х годов. ж. 1999. გვ. 286. წყარო: ж. ,,Экономист“.№1. 2002. გვ.82.

6 Экономика стран Сотрудничества Независимых Государств в 2004 году. ж. „Общество и экономика“ №4. 2005. გვ.178-203.

7 Б. Порфирев. Экономическое развитие и чрезвычайные ситуации. мир и современная Россия. ж. „Росийский экономический журнал“. №5-6. 2003. გვ. 44-46

4.4 1.4. ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური კატეგორია: (არსი, კრიტერიუმები და ზღვრული სიდიდეები)

▲ზევით დაბრუნება


როგორც უკვე დავინახეთ, ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე მეცნიერთა ერთი ნაწილი ამ თემის სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ცალკე ადგილს უთმობენ და კვლევებს აწარმოებენ ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომების მიმართულებით. მათ შორის კონკრეტულად უნდა გამოვყოთ, ეკონომიკური კატეგორიის, კრიტერიუმების და ზღვრული სიდიდეების კვლევა.

როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ შექმნილია მდიდარი თეორიული საფუძველი მოცემული საკითხის მეცნიერული გააზრებისათვის. ამ კვლევების შედეგები უშუალოდ გამომდინარეობენ გაეროს ზემოთ აღნიშნული კონცეფციიდან და მოცემული ქვეყნის კონკრეტული თავისებურებებიდან.

ამასთან, უნდა ავღნიშნოთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსის გაგებაში მკვლევართა შორის ჯერ-ჯერობით ერთიანი აზრი არ არსებობს. თუმცა ზოგიერთი ქართველი მეცნიერის შეფასებით (ი.მესხია) აზრთა ერთიანობა უკვე მიღწეულია. ზოგი კი (ა.სილაგაძე, თ.ჩიკვაიძე) - აღიარებს რა აზრთა სხვადასხვაობის არსებობას უსაფრთხო განვითარების შესახებ, ამავე დროს მიუთითებენ, რომ თანდათან იკვეთება ერთიანი შედეგების შემუშავების ტენდენცია და რომ უსაფრთხო განვითარების თეორიის შემუშავება მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემად გადაიქცა.

ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსის შესახებ მეცნიერთა შეხედულებები შეგვიძლია პირობითად დავყოთ შემდეგნაირად: პირველი - ეკონომიკური უსაფრთხოება არის ეკონომიკის და ხელისუფლების ინსტიტუტების მდგომარეობა, რომლის მიზანი და ამოცანებია ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეროვნული ინტერესების გარანტირებული დაცვა, პოლიტიკის სოციალური მიმართულება, საკმარისი თავდაცვითი პოტენციალი, საბანკო და საგარეო პროცესების არახელსაყრელი განვითარების პირობებიც კი. (ი. ბოგდანოვი, ს. გელაზევი, ვ. ზაგაშვილი, რ. ოთინაშვილი, ვ. მენდელევი, ვ. პანკოვი, ვ. სენჩაგოვი და სხვები)

კონკრეტულად, ზოგიერთი მათგანის შეფასება ასეთნაირია:

ი.ბოგდანოვი: „ეკონომიკური უსაფრთხოება ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, რომელიც ჯერ ერთი, მოცულობითი და სტრუქტურული პარამეტრებით საკმარისია სახელმწიფოს არსებული სტატუსის, მისი საგარეო ზეწოლისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად და მეორე, რომელსაც უნარი აქვს დაიცვას ლეგალური შემოსავლების დონე მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის ცივილიზებული ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.1

რ. ოთინაშვილი - „სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს, ეკონომიკური განვითარების ისეთ დონეს, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების (მოთხოვნილების) რეალიზაციას, პიროვნებისა და საზოგადოების არსებობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობებს უზრუნველყოფს და ქვეყნის პროგრესის შემაფერხებელი გარე და შიდა საფრთხეებს აღუდგება წინ“.2

მეორე ეკონომიკური უსაფრთხოება არის ,,ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელ დონეს (ლ.აბალკინი, ა.ილარიონოვი, ი.მესხია, მაკროსიანი, ვ.ხოჯაბეკიანი და სხვები).

ლ. აბალკინი - ეკონომიკური უსაფრთხოება არის „როგორც იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას, მის სტაბილურობას და მდგრადობას, მუდმივი განახლებისა და თვითსრულყოფის უნარს“.3

ე. ილარიონოვი - „ეკონომიკური უსაფრთხოების ქვეშ იგულისხმება ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების ისეთი შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის ერთ სულზე ეკომიკური რესურსების მაქსიმალური რაოდენობის წარმოებას ყველაზე ეფექტური ხერხებით“.4

ი. მესხია: „ეკონომიკური უსაფრთხოება იმ საშინაო და საგარეო პირობების ერთობლიობაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის დინამიური განვითარების საფუძველს ქმნის;მისი უნარია უზრუნველყოს ინვალიდის, სახელმწიფოს და საზოგადოების მოთხოვნილება, დააკმაყოფილოს კონკურენტუნარიანობა საგარეო ბაზარზე და შექმნას სხვადასხვა სახის საშიშროებისა და მატერიალური დანაკარგების თავიდან აცილების გარანტია.5

მესამე „ეკონომიკური უსაფრთხოება არის საშინაო ეკონომიკური სისტემის მატერიალობა.“ (ს. აფონცევი, თ. ბასილია, ა.სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე.).

ს. აფონცევი - „ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება განიხილება, როგორც ეროვნული ეკონომიკური სისტემის მატერიალობა ეკონომიკური ან პოლიტიკური წარმოშობის ენდოგენური და ეგზოგენური შოკების მიმართ, რომელიც გამოვლინდება მის უნარში გაანეიტრალოს ნეგატიური შოკების პოტენციალური წყაროები და მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეალურად წარმოშობილ შოკებთან“.

ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე: „ეკონომიკური უსაფრთხოება არის6 იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობასა და მატერიალობას, სახელმწიფოებრივი მთლიანობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მიზნით მისი მუდმივი მონაცემების სრულყოფასა და განვითარების უნარს“.

მეოთხე, „ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის დაცვას“.7 (გ. კლეინერი, თ. მაღლაკელიძე, ე. ხრუსტალიევი, ს. გალკინა, მ. ბენდუკოვი, ზ. ხუტუა და სხვები).

ს. გალკინა, გ. კლეინერი, ი. პეტრენკო: „ქვეყის ეკონომიკური უსაფრთხოების ქვეშ უნდა გავიგოთ ამ უკანასკნელის დაცულობის ხარისხი იმ ფასეულობების (საფრთხეების, ძალების) წარმოშობის დასაწყისი მოქმედებისგან, რომელთაც შეუძლიათ არსებითი ზიანი მიაყენონ ქვეყნის მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ეროვნული მიზნების შესაბამისად შეარყიონ თავისუფალი განვითარება, ან სერიოზულად გააუარესონ მისი მდგომარეობა მსოფლიო გაერთიანებაში“.8

თ. მაღლაკელიძე: „ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის დაცვას იმ შიდა და გარე ნეგატიური ფაქტორებისაგან, რომლებიც არღვევენ აღწარმოებითი პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის მის რესურსული და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის შენარჩუნებას, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სოციალურად ორიენტირებულობას, აფერხებს ეკონომიკურ ზრდასა დ ხელს უშლის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას“.9

ეკონომიკური უსაფრთხოების არსის შესახებ განმარტებების ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მაგრამ აქ წარმოდგენილი მასალიდანაც ნათლად ჩანს ჩვენი დასკვნის სისწორე იმის შესახებ, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში ამ კატეგორიის მიმართ ერთიანი აზრი არ არის დღემდე შემუშავებული.

აღნიშნული, ერთის მხრივ, შეიძლება დადებითადაც კი შეფასდეს, ვინაიდან იგი გვიჩვენებს ავტორთა ფართო წრეს, რომლებიც დიდად არიან დაინტერესებული მოცემული პრობლემის მიმართ.

მაგრამ, მეორეს მხრივ, უფრო მეტად უარყოფითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან, ჯერ ერთი, იგი გვიჩვენებს, რომ პრობლემა დიდი ხნის ისტორიის მიუხედავად ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი და მაშასადამე, საჭიროა სერიოზული კვლევების შემდგომი გაგრძელება დაგაფართოება.

მეორე, ნებისმიერი თეორიული კვლევის მიზანი ეკონომიკაში ხომ არის მისი პრაქტიკაში დანერგვა, დადებითი პრაქტიკული შედეგების მიღწევა.შ.ექმნილი მდგომარეობა კი სინამდვილეში ართულებს,ან სულაც შეუძლებელსაც კი ხდის პრაქტიკული რეკომენდაციების დამუშავებას, მოწყვეტილია რეალურ მოვლენებს და ზედმეტი აბსტრაქციულობის ხასიათს ატარებს. ისმის კითხვა: რა გააკეთოს საზოგადოებრივი მართვის სხვადასხვა იერარქიულ დონეზე მომუშავე მუშაკმა, როგორ დაამუშავოს განსახორციელებელ სამუშაოთა პროგრამა და როგორ დასახოს შესაბამისი რეკომენდაციები, როდესაც თეორიული თვალსაზრისით უმტკიცებენ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება არის: „ეკონომიკის მდგომარეობა“; „ეკონომიკურ ინტერესთა დაცულობა“; „ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, ეკონომიკის სოციალურად ორიენტირებულობას“. „ეკონომიკური სისტემის მდგრადობა“ და სხვა.

ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის ცნების განსაზღვრისას უმეტესად სჭარბობს საკითხის განხილვა ისეთ ასპექტში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოდგენილია როგორც მისი დაცულობის რაღაც გარკვეული მდგომარეობა, რომელსაც არ მოელის რაიმე საშიშროება. ამ დეფინაციის საბაზისო ტერმინებს წარმოადგენენ „მდგრადობა“ „დაცულობა“ „საშიშროება“ „მატერიალობა“ „უსაფრთხოება“.

განვიხილოთ პირველი სამი ტერმინი (მდგრადობა, დაცულობა, საშიშროება) როგორც სხვა ავტორებიც (კ. მიხაილიჩენკო) თვლიან, აღნიშნული ტერმინები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ეკონომიკური უსაფრთხოების ცნების განსაზღვრას.

როდესაც სიტყვა „საშიშროებას“ იყენებენ ავტორები ფაქტიურად არ იძლევიან მის განსაზღვრებას. მათი განმარტებების მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, მოცემული სუბიექტისადმი (ეკონომიკისადმი) დამუქრებული საფრთხის სიცხადე. სხვა შემთხვევებში, მაგალითად, როცა გვთავაზობენ, რომ უსაფრთხოება არის იმ პირობებისა და ფაქტორების ერთიანობა,რომლებიც პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს უქმნის. ,,საშიშროების'' არაზუსტი განმარტებაა და გაუგებარი რჩება მოცემული კატეგორიის არსი. ამიტომაა, რომ როგორც საშიშროების გენეზისი, ისე მისგან დაცვის მექანიზმი ასეთი განმარტებებიდან აუხსნელი რჩება. გარდა ამისა, მოცემული სახის განმარტებები მექანიკურ ხასიათს ატარებენ, ვინაიდან ისეთიშთაბეჭდილება იქმნება თითქოს ქვეყნის ეკონომიკა, მის მიმართ მოსალოდნელი საშიშროება ცალ-ცალკე, დანაწევრებული მოვლენებიარიან და თავიანთი ბუნებით ერთიმეორესთან არავითარი კავშირი არა აქვთ. სინამდვილეში კი ეკონომიკისადმი მომავალში ან უკვე არსებული საშიშროება უნდა განხილული იქნეს როგორც ეკონომიკის სისხლხორცეული შემადგენელი ნაწილი. ეს საშიშროებანი იბადებიან ეკონომიკაში და დამოკიდებულნი არიან მასზე, იმდენად რამდენადაც ეკონომიკა განიცდის ამ საშიშროების გავლენას.

ამრიგად, ტერმინი „საშიშროება“ წარმოდგენილი განმარტებებით ვერ გამოგვადგება ეკონომიკური უსაფრთხოების როგორც ეკონომიკური კატეგორიის განსაზღვრისათვის.უფრო ნაკლებად გამოგვადგება ამ მიზნისათვის ტერმინი „დაცულობა“, ვინაიდან იგი გამოიყენება „უსაფრთხოების“ სინონიმად.ამიტომ მისი ეკონომიკურ ბრუნვაში შემოტანა რაიმე ახალს არ იძლევა პრობლემის გადასაწყვეტად.

განხილული საკითხის არსს ვერ გამოხატავს ვერც ტერმინი „მდგომარეობა“

ახლა განვიხილოთ ტერმინები „მდგრადობა“ და „უსაფრთხოება“

„მდგრადობის“ განსაზღვრის გლობალური ასპექტები მოცემულია გაეროს ზემოთ განხილულ დოკუმენტებში. მათში ის წარმოდგენილია ისეთი სისტემის სახით, რომელიც ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობის უფლებას ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებით და გარემოთი.

ცხადია, არსებობს ინტერესი შესწავლილი იქნას მდგრადი განვითარების ყველა ასპექტი ცალ-ცალკე და ერთობლივადაც. გაეროს დოკუმენტების მიხედვით, მთლიანობაში მდგრადობა ნიშნავს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მიმართულების ჰარმონიულ თანხვედრას, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ამოცანები უნდა განისაზღვროს ეკოლოგიურ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის აუცილებლობის გათვალისწინებით.

ასეთი იმპერატივი უნდა მოქმედებდეს ყველგან: განვითარებულ თუ განვითარებად, საბაზრო თუ სხვა სახის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ის სრულიად მისაღებია საქართველოსთვისაც.

ეკონომიკის მდგრადობა მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. როგორც ზევით ითქვა ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი უმთავრესი ელემენტია. ეკონომიკურ უსაფრთხოებას ეროვნული უსაფრთხოებისაგან განსხვავებული დატვირთვაც აქვს. ამიტომ პროლემის სრულიად წარმოდგენისათვის აუცილებელია ორივე კატეგორიისადმი სისტემური მიდგომა.

ამ მხრივ საინტერესო დასკვნებს აკეთებენ ქართველი სწავლული ეკონომისტები. ა.სილაგაძე, თ.ჩიკვაიძე.9 მათი შეფასებით, მდგრადობა და უსაფრთხოება ეკონომიკის ერთიანი სისტემის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, მაგრამ ისინი არსობრივად იდენტური არაა, თითოეული მათგანი თავისებურად წარმოაჩენს ფაქტობრივ მდგომარეობას.

მდგარადობა, დასახელებული ავტორების განმარტებით, ახასიათებს მისი ელემენტების, სისტემის შიგნით არსებული ვერტიკალური, ჰორიზონტალური და სხვა კავშირების სიმყარეს, საიმედოობას, შინაგანი და გარეგანი დატვირთვის ატანის უნარს, რაც სისტემის მთლიანობის შენარჩუნებას განსაზღვრავს და მის დაშლას, ენტროპიას არ დაუშვებს.

უსაფრთხოება კი არის ობიექტის, მისი კავშირების მდგრადობა გადარჩენისა და განვითარების უნარის თვალსაზრისით, შინაგანი და გარეგანი მუქარის, საშიშროების, გამოწვევის, აგრეთვე, შეუცნობადი და ძნელად პროგნოზირებადი ფაქტორების მოქმედების პირობებში. რაც უფრო მდგრადია მოცემული სისტემა, მისი სტრუქტურა, ცალკეული ელემენტების ურთიერთდაბალანსება, მით უფრო ძლიერმოქმედია სისტემა. მისი ხარისხი კი მაღალია და უსაფრთხო. სისტემის ელემენტებს შორის პროპორციებისა და კავშირების დარღვევა იწვევს მის დესტაბილიზაციას და უჩვენებს სისტემის გადასვლას უსაფრთხო მდგომარეობიდან საფრთხეში, დაშლის რეალურ შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორები ასკვნიან, რომ მდგრადობა უსაფრთხოების საფუძველია.

ვეთანხმებით აქ მოტანილი განმარტებების ავტორებს, მაგრამ, ამასთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის და მასთან დაკავშირებული საბაზისო ტერმინების განსაზღვრისას ადგილი აქვს არა მათი არსის, შინაარსის გადმოცემას, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების, როგორც ასეთის, უზრუნველყოფის შემდეგ მიღებული შედეგების ახსნას, იმ სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა შედეგების კონკურენტუნარიანობას, რომელიც უნდა მოჰყვეს ეკონომიკის მდგრად, უსაფრთხო განვითარებას. პირიქით კი უნდა იყოს. უსაფრთხოების არსის მის შედეგებთან გაიგივება არასწორია და იკარგება ამ კატეგორიის მნიშვნელობა. ამას კი არასწორ დასკვნამდე მივყავართ.

ჩვენი აზრით, ეკონომიკური უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსის განსაზღვრას საფუძვლად უნდა დაედოს ეკონომიკური უსაფრთხოების მიზანი, ამ მიზნის მიღწევის საშუალებები (ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები), იმ კონკრეტული სუბიექტის ეკონომიკურ ინტერესთა თავისებურებების გათვალისწინებით, რომლის მიმართაც მიღწეული უნდა იქნეს უსაფრთხოება: მატერიალური დოვლათის წარმოების და სოციალური სიკეთის შექმნის უშუალო პროცესი, მათი მოძრაობის შემდგომი სტადიები (გაცვლა, განაწილება, მოხმარება); პიროვნება; საწარმო (ფირმა); ორგანიზაცია; დაწესებულება; სოფელი; ქალაქი; რაიონი; რეგიონი; ქვეყანა (სახელმწიფო); საზოგადოება. ამასთან, ყოველივე ეს უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ეკონომიკური უსაფრთხოების სუბიექტის საქმიანობას, მის ფუნქციონირებას.

ქვემოთ მსჯელობა გვექნება მხოლოდ: პიროვნების, ფირმის, რეგიონის, სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

ყველაზე ზოგადი ფორმით ეკონომიკური უსაფრთხოების ნებისმიერი სუბიექტის მოქმედება ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება საზოგადოებრივი პროდუქტის (მატერიალური დოვლათის და სულიერი სიკეთის) მოძრაობის ამა თუ იმ სტადიაზე (წარმოება, განაწილება, გაცვლა, მოხმარება) და მისი მიზანია ადამიანთა უკიდეგანო, მრავალმხრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამასთან ცალკეული ამ სუბიექტის საქმიანობის მიზანი კონკრეტულ ფორმას ღებულობს და ასევე კონკრეტულ გზებსა და საშუალებებს საჭიროებენ ამ მიზნის მისაღწევად.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის მთავარი მიზანი არის ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ეკონომიკური დემოკრატიის განვითარებისა და გაფართოების საფუძველზე კაცობრიობის ცივილიზაციის მიღწევათა გამოყენების, საწარმოო ძალების, წარმოებითი ურთიერთობების და მათი შესაბამისი ზედნადების მუდმივი სრულყოფისა და განახლების მეშვეობით;

რეგიონის მიზანია რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, იქ ფუნქციონირებადი საწარმოების (ფირმების), დაწესებულებების, ორგანიზაციების საქმიანობისთვის ეკონომიკური დემოკრატიის და ადამიანის თავისუფლების შესაბამისი პირობების შექმნა;

ფირმის მიზანია მაქსიმალური მოგების მიღება შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზით, რეგიონის და სახელმწიფოს აღწარმოებით საქმიანობაში ფართო მონაწილეობა, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე თავისი პროდუქციის მაღალკონკურენტუნარიანობის მიღწევა;

პიროვნების მიზანია თავისი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება გონებრივი და ფიზიკური უნარის თავისუფალი გამოვლენის გზით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკური უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის, არსში ასახული უნდა იყოს ეკონომიკური უსაფრთხოების სუბიექტების ეკონომიკური ინტერესები, მათი გამოვლენის ფორმები, ვინაიდან მათი ინტერესები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება რომ საპირისპირო იყოს და არ დაემთხვეს ერთიმეორეს: ერთის ინტერესები საფრთხეც, ან გამოწვევაც კი იყოს მეორისათვის და პირიქით.

მოცემული ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მარტო ამ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე, არამედ ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩაბმული სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ეკონომიკურ ინტერესებზე, მათი ეკონომიკის მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, მოცემული ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება იმდენად იქნება დაცული და გარანტირებული მოსალოდნელი საშინაო და საგარეო საშიშროებისაგან, რამდენადაც მისი ეკონომიკის ინტერესებში, ეკონომიკის მდგომარეობაში ასახული იქნება სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ეკონომიკური ინტერესები, დაცული იქნება ამ ინტერესთა ბალანსი.

აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გლობალიზაციის პირობებში.

იმის მიხედვით, თუ როგორია ეკონომიკური უსაფრთხოების მასშტაბები, ანუ ვინ არის ამ უსაფრთხოების სუბიექტი (ქვეყანა, რეგიონი თუ ფირმა) განსხვავებული იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების ცნების შინაარსი.

კონკრეტული ქვეყნის დონეზე ასახული უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მიღწეული უნდა იყოს მათი ინტერესების ბალანსი. თუ ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩაბმული იქნება მოცემული ქვეყნის მოცემული რეგიონი, მაშინ უწინარეს ყოვლისა, უნდა ითვალისწინებდეს თავისი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. ქვეყნისა და რეგიონის ინტერესების დაბალანსებულობის საფუძველზე იგი უნდა გამოდიოდეს საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტად. თითქმის ასეთივე სურათი იქნება, როდესაც ფიზიკური პირი, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ხდება საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კერძო პირის ეკონომიკურ ინტერესებზე ასახული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებთან ერთად მოცემული რეგიონის ინტერესებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის, რეგიონის, ფირმის, პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოება უნდა მოიცავდეს მათი ინტერესების ერთობლიობას, ამ ინტერესთა დაბალანსებულობას, ჰარმონიულ შეთანაწყობას. ნებისმიერი გადახვევა ეკონომიკურ ინტერესთა თანხვედრის ბალანსიდან, თვითონ გადაიქცევა ქვეყნის, რეგიონის, ფირმის, იურიდიული და ფიზიკური პიროვნების უსაფრთხო განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად, საშიშროებად.

აღნიშნულ დებულებას დიდი საერთო ეროვნული დატვირთვა აქვს, რეგიონული ეკონომიკის, ფირმის განვითარების, უსაფრთხოება, ისევე როგორც პიროვნების ჰარმონიული განვითარება სისხლხორციულად არის დაკავშირებული ქვეყნის ეროვნულ მოთხოვნილებასთან, ეროვნულ ინტერესებთან, მის გლობალურ უშიშროებასთან და პირიქით. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება უდევს საფუძვლად მოწინავე ქვეყნების განვითარების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და მათი განხორციელების კონკრეტულ გზებს. ასე მაგალითად, აშშ-ში. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა დამუშავება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის სტრატეგიულ ასპექტებთან, ხორციელდება ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩარჩოებში. ასევეა ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. იქ ეკონომიკური ინტეგრაციის გლობალური და რეგიონური უსაფრთხოების სისტემები ხელს უწყობენ განვითარებას, ერთდროულად უზრუნველყოფენ მისი ფუნქციონირების საიმედო უსაფრთხოებასა და დაცვას.

ასეთივე ანალოგიურ მაგალითად გამოდგება საქართველოს მონაწილეობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განხორციელებულ და განხორციელების პროცესში მყოფი ნავთობ და გაზსადენის მშენეშლობაში და სხვა.

სავსებით გასაგებია, რომ დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის კერები ძირითადად იმ ქვეყნებში ვითარდება, რომლებსაც სუსტ ეკონომიკურ ბაზასთან ერთად, იზოლაციური პოზიცია უკავიათ მსოფლიო ინტეგრაციულ სისტემებთან. საქართველოს სინამდვილისათვის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ იზოლაციური პოლიტიკის წარმოება იყო, რომელსაც სამწუხაროდ სხვა შედეგები მოჰყვა. მდგომარეობა არსებითად შეიცვალა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ინტეგრაციული პროცესებისაკენ გადადგმული ნაბიჯების წყალობით. საქართველოს მოქცევამ ამერიკული, აღმოსავლეთ ევროპული, აზიური და სხვა ტიპის ინტეგრაციული სისტემების ინტერესთა სფეროში დღის წესრიგში დააყენა მისი რეგიონების განვითარებისადმი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებისადმი ახლებური მიდგომის აუცილებლობა. ცხადი გახდა, რომ წმინდა პოლიტიკური მიდგომებით ეკონომიკური ბერკეტების გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არარეალურია. ხელოვნური იძულების მეთოდით კი, რა დონეზეც არ უნდა იყოს სამართებლივად გამაგრებული, პრობლემის სრულფასოვანი გადაჭრა შეუძლებელია. რეგიონის ეკონომიკური ინტერესების ერთმანეთთან შეხამება, 54 მათი დაბალანსებულობა და ამით ორივე სუბიექტის ეკონომიკური აღმავლობა არის ძირითადი მიმართულება მდგრადობისა და აღმავლობისაკენ.

ეკონომიკური უსაფრთხოების არსის გაგებისათვის უნდა ვიცოდეთ მასზე მოქმედი ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორების ხასიათი, მათი წარმომავლობა და გავლენა ეკონომიკის უსაფრთხოებაზე.

ამჯერად არ შევუდგებით საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი კონკრეტული ფაქტორების ჩამოვლას და მათ განხილვას. ამის შესახებ ქვემოთ გვექნება მსჯელობა. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ჯერ კიდევ 1982 წელს იაპონიის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ეკონომიკური უსაფრთხოება გამარტებულია, როგორც ეკონომკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი დაცულია, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური საშუალებებით მისი უსაფრთხოების სერიოზული საშიშროებისაგან, რომელიც წარმოიშობა საერთაშორისო ფაქტორების ზემოქმედებით.11

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 80-იანი წლების დასაწყისში არსებობდა ოთხი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდა ეროვნული ინდუსტრიისათვის. ეს ფაქტორებია: ენერგეტიკული და მინერალური რესურსებით, აგრეთვე კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა და საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოება.

აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემგდგომი პერიოდის გამოკვლევებში განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორებად საგარეოსთან ერთად აღიარებულია საშიანაო ფაქტორების გავლენაც. ეროვნული უსაფრთხოების ქვეშ გულისხმობენ ეროვნული ეკონომიკის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება მდგრადობით, საშინაო და საგარეო ფაქტორებისაგან ზემოქმედების „იმუნიტეტით“, ფაქტორებისაგან, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესის ნორმალურ ფუნქცინირებას, არღვევენ მოსახლეობის ცხოვრების მიღწეულ დონეს და ამით იწვევენ საზოგადოებაში სოციალურ დაძაბულობას, საფრთხეს უქმნიან თავიანთი ქვეყნის არსებობას.12

საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს რუსი მეცნიერი ფ. რუბანოვი, რომელიც თვლის, რომ სწორედ საშინაო ფაქტორებს აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოადგენს, უწინარეს ყოვლისა, ეფექტური ეკონომიკის, საშინაო სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის შედეგს. საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისით კი სოციალური სისტემის სიმტკიცე, საზოგადოებრივი განვითარების პროგრესულობა და მისი სამოქალაქო საწყისების დინამიზმი, სახელმწიფოს სიძლიერე და ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვის უნარი კი არ იქმნება, არამედ გამოვლინდება.

დღეს მეცნიერები ფაქტიურად უკვე აღარ დაობენ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოება დამოკიდებულია როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორების ერთობლიობის ზემოქმედებაზე. უფრო მეტიც, საშინაო და საგარეო ფაქტორების თანაფარდობის პარალელურად განიხილება ამ პრობლემის სხვა ასპექტიც. მაგალითად, შეისწავლის რა თავისი ქვეყნის ეკონომიკური უზრუნველყოფის საქმიანობის

სტრუქტურას, ერთ-ერთი ფრანგი სპეციალისტი, ეკონომიკის დაცვას განიხილავს როგორც სისტემას, რომლის ელემენტებსაც წარმოადგენენ ქვეყნის სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები და მოქალაქეები. იგი გამოყოფს ამოცანების წყებას, რომლებიც გადაწყვეტილი უნდა იქნეს ყოველ მოცემულ დონეზე. დასავლეთის მეცნიერების სხვა ნაშრომებში გამოკვლეულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი მოვლენები და პროცესები, როგორიცაა მეურნეობის განვითარების დისპროპორციები, საგარეო ეკონომიკური კავშირების მმართველობის ხარისხი, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ხარისხი და სხვა.

ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოების საშინაო და საგარეო ფაქტორების ურთიერთგავლენა განსაკუთრებით თავს იჩენს მრეწველურად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროს, რაც დადასტურებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში (42/165): „საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოება“ და გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში „საერთაშორისო ეკონომიკის უსაფრთხოების კონცეფცია“ (42/314.4 ივნისი, 1987წ.) აღნიშნულ დოკუმენტებში ჩამოთვლილია მსოფლიო ეკონომიკის მოვლენები და გაანალიზებულია განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებისადმი ეროვნული (საშინაო) და საერთაშორისო უსაფრთხოების წყაროები.

ზემოთ აღნიშული მსჯელობებიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს (ქვეყნის) ეკონომიკური უსაფრთხოება არის მისი ისეთ პირობებში მოღვაწეობა, როდესაც საშინაო და საგარეო ფაქტორები კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენენ მისი ეკონომიკური ფუნქციების განხოციელებაზე ხელს უწყობენ ეკონომიკური ინტერესების ეფექტიანად გამოყენებას, ცივილიზაციის მიღწევათა დანერგვას, საწარმოო ძალების, წარმოებათა ურთიერთობის, მათი შესაბამისი ზედნაშენის მუდმივ სრულყოფას, განახლებას და ამით უზრუნველყოფენ ამ ქვეყნის (სახელმწიფოს) ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ისე რომ არ არღვევენ ადმიანის, ფირმის, რეგიონის, მოცემული და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ეკონომიკურ ინტერესთა ბალანსს.

რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოება არის მისი ისეთპირობებში მეშაობა, როდესაც საშინაო და საგარეო (რეგიონული და რეგიონგარე) ფაქტორები კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენენ მისი ფუნქციების და მოვალეობების შესრულებაზე და ამით ხელს უწყობენ ეკონომიკური დემოკრატიის განვითარებას, რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ისე რომ არ არღვევენ რეგიონის, სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის (ქვეყნების), რეგიონის მოსახლეობის ფორმების ეკონომიკურ ინტერესთა ბალანსს.

ფირმის ეკონომიკური უსაფრთხოება არის მისი ისეთ პირობებში ფუნქციონირება, როდესაც სამუშაო ძალის, შრომის საშუალებების და შრომის საგნების ეფექტიან გამოყენებაზე მოქმედი საშინაო და საგარეო (ფირმის შიგნითა და ფირმის გარეთა) ფაქტორები კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენენ მის მუშაობაზე, უზრუნველყოფენ ფირმის მაღალი მოგების მიღებას, იქ მომუშავე მუშაკების მატერიალური და საულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისე რომ არ არღვევენ პიროვნების, ფირმის, რეგიონის, სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ეკონომიკურ ინტერესთა ბალანსს.

ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გავლენის მომხდენი საშინაო და საგარეო ფაქტორები მუდმივად მოქმედი, მუდმიოვად ცვალებადი ხასიათის და ასევე მუდმივად ცვალებადი ძალისანი არიან. ისინი იცვლებიან დროსა და სივრცეში და საზოგადოების (სახელმწიფოს, რეგიონის, ფირმის, პიროვნების) განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, უსაფრთხოების სხვადასხვა სუბიექტზე, მისი განვითარების განსხვავებული დონისა და მაჩვენებლების თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი ზეგავლენის ძალა (ხარისხი) განსხვავებული იქნება. აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო ეკონომიკური დემოკრატიის პრინციპები ახლა იწყებენ ჩამოყალიბებას. ინვესტიციური საქმიანობის დაბალი დონე, მაგალითად, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოში უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებისათვის და უფრო მეტ ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს, ვიდრე ეს გამოვლინდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და კიდევ უფრო მეტს, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება მუდმივად არსებული და ამავე დროს შეფარდებითი ხასიათის კატეგორიაა.

ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე საშინაო და საგარეო ფაქტორების ზემოქმედების ძალა შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი. ამის მიხედვით უნდა განვასხვაოთ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი სუსტი, საშუალო, საშუალოზე უფრო მაღალი და მაღალი ხარისხის საშიშროებები და მათი შესაბამისი საშიშროების (საფრთხის) ქვეშ მყოფი ეკონომიკა. რამდენადაც სუსტია, ანუ ნაკლებად ხელის შემშლელია ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი ხელისშემშლელი ფაქტორები, მით მაღალია ქვეყნის, რეგიონის, ფირმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე და პირიქით.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეკონომიკური უსაფრთხოება თავისი არსით მეტად შეფარდებითი, შედარებითი კატეგორიაა და ამიტომ შეუძლებებლია ეკონომიკურად აბსოლუტურად უსაფრთხო ქვეყანა ან სხვა სუბიექტი არსებობდეს. ასე რომ არ იყოს მაშინ დღევანდელ მაღალ განვითარებულ ქვეყნებს აღარ დასჭირდებოდათ თავგამოდებული ძიება იმ გზებისა და საშუალებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ თავიანთი ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებას. დასახული იქნეს მისი უზრუნველყოფის დონის ძიებები.

ეკონომიკური უსაფრთხოება რაღაც განყენებული, აბსტრაქტული ცნება არ არის. ამასთან იგი არც რაღაც ნივთია, რომელსაც შეიძლება ხელით შეეხო, ასევე მის სუნს, ფერს, სიმაღლეს, სიგანეს და სხვა. ვერ აღიქვამ, მაგრამ აუცილებელია მისი შეფასება.

ეკონომიკურ ლიტერატურაში და პრაქტიკულ საქმიანობაში მოცემულია, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება შეფასებული იქნეს კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების (ინდიკატორების) მიხედვით, ანუ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეფასება. ეკონომიკური უსაფრთხოების არსში ასახული უმნიშვნელოვანესი პროცესებისა და მოვლენების თვალსაზრისით და რომელიც გამოიხატება შესაბამისი მაჩვენებლების (ინდიკატორების) ზღვრული მნიშნელობებით.

ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების შეფასება მეტად რთული თეორიული და პრაქტიკული ხასიათის პრობლემაა.

ქართველ და უცხოელ ეკონომისტთა გამოკვლევების ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეისათვის არ არსებობს ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომ მათ შეხედულებებს შორისაც განსხვავებებია. არა და აღნიშნულ არსებით პრობლემას წარმოადგენს პრაქტიკული ღონისძიებების განსახორციელებლად. განსაზღვრული უნდა იყოს ის კრიტიკული ზღვარი, რომლის იქითაც იწყება მოცემული სისტემის დეგრადაცია და მისი დაშლა.

ამ მიმართულებით ყურადღებას იმსახურებს ქართველი მეცნიერების კვლევები (თ. მაღლაკელიძე, ი. მესხია, რ. ოთინაშვილი, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე, ნ. ქითანავა და სხვ.). მათ შემოთავაზებული აქვთ ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრული ნიშნულები, საიდანაც ჩანს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად შორსაა უსაფრთხო განვითარებისათვის აუცილებელი მინიმალური ზღვრული მაჩვენებლებისაგან, ანუ მას დაკარგული აქვს გაფართოებული კვლავწარმოებისა და თვითგანვითარების უნარი. ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრულ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. კერძოდ: მთლიანი შიდა პროდუქციის ფაქტობრივი დაცემა 37%- ული პუნქტით სჭარბობს მის ზღვრულ მაჩვენებლებს; მრეწველობის დაცემა 52%-ული პუნქტით; საზღვარგარეთული ვალუტის მოცულობა ნაღდი ლარის მოცულობაში - 75%-ული პუნქტით; მოსახლეობის რაოდენობა საარსებო მინიმუმის ქვემოთ - 42%-ული პუნქტით; მოსახლეობის მიერ მოხმარებული იმპორტის წილი - 37%-ული პუნქტით; შიდა ვალის მოცულობა მშპ-ის მიმართ - 58%-ული პუნქტით; საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ის მიმართ - 38%-ული პუნქტით და სხვა.

პრაქტიკაში ზღვრული სიდიდეები თავისთავად პირობითი, მიახლოებითი ხასიათისანი არიან, მიუხედავად ამისა, აღნიშნული მონაცემები მწვავე სინამდვილის წინაშე აყენებს საქართველოს: მდგომარეობა თუ უმოკლეს პერიოდში რადიკალურად არ გაუმჯობესდა, თუ ეკონომიკური განვითარება ამ ტენდენციებით წავა, როგორი ტენდენციებიც აღინიშნება რეფორმების განვლილ პერიოდში, განსაკუთრებით მისმეორე ეტაპზე, ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრულ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გაღრმავდება და მაშინ უკვე კატასტროფა გარდაუვალია.

მეცნიერების გაანგარიშებით აღნიშნული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე უნდა აკმაყოფილებდეს მისი უსაფრთხოების შემდეგ ძირითად პირობებს (პარამეტრებს): მშპ მოსახლეობის ერთ სულზე განვითარებული ქვეყნების ჯგუფის მინიმალურ დონეზე ნაკლები არ უნდა იყოს (ამჟამად იგი შეადგენს 8-10 ათას დოლარს); სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 3-5%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი - 60%-ს; საერთაშორისო რეზერვების მოცულობა საკმარისი უნდა იყოს, როგორც მინიმუმი, საქონლის დასაფარავად სამი თვის განმავლობაში; საგარეო ვალის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს წლიური საექსპორტო შემოსავლების 20%-ს; ინვესტიციური საქმიანობის უზრუნველსაყოფად დაგროვების წილი პროდუქტში არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები.13

ქვემოთ განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების რისკფაქტორები და მათი რეიტინგი.

____________________

1 Богданов И. П. Экономическая безопасность России Ж. Теория и практика М. Испиран 2001г.ст28.

2 რ.ოთინაშვილი.ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგია. იხ.საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი.ბიულეტენი № 73.აგვისტო. 2002 წ.გვ.3.

3 Абалкин Л. Экономическая безопасность России утроз «Вопросы економики» №Т12 1994г ст 5.

4 Иларионов А. «Критерии экономической безопасности» ж. «Вопроси економики» № 10. 1998. გვ. 49.

5 ი.მესხია.საქარათველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალური საკითხები. ჟ. „ეკონომიკა“ №1-3 1966. გვ. 4

6 Афонцев С.»Дискуссионные проблемыконцепции националной «економической безапасности» Россия XXI (Москва) 2001г. ст. 66.

7 თ. ბასილია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე. ავტორების დასახელებული შრომა გვ.462- 463

8 С. Галкина Г. Клейнер «Высветление» экономики и укрепление националной безопасности «Россыйскыи экономический журнал §5-6 2003. ст.3.

9 თ.მაღლაკელიძე. ეკონომიკური უსაფრთხოება. თბ. 2002. გვ. 22.

10 ავტორების დასახელებული შრომა. გვ. 461.

11 А.Михайличенко. Механизм обеспечения экономической безопаснасти России. «Мировая экономика и международные отношения § 7 1996г. ст.120

12 В.А. Рубанов Оборонный достаток и экономический остаток. Ж. «Международная жизнь» № 12. 1996. გვ.6

13 თ. ბასილიას, ა. სილაგაძის და თ. ჩიკვაიძის დასახელებული შრომა. გვ. 466.

4.5 1.5. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები. მათი რეიტინგული შეფასება

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური უსაფრთხოების არსიდან გამომდინარე ქვეყნის და მისი რეგიონების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა დამოკიდებულია მასზე მოქმედი ფაქტორების ნიველირებით, ან სულაც მათი აღკვეთით, აღმოფხვრით.

როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ ეკონომიკურ ლიტერატურაში ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორების შესახებ ადრე ერთიანი აზრი არ არსებობდა. დღეს აზრთა სხვადასხვაობა გადალახულია და მიჩნეულია, რომ ქვეყნის, მისი რეგიონების, სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედებს როგორც საშიანაო, ისე საგარეო ფაქტორების ერთობლიობა.

ქართველი მეცნიერები საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორებად ასევე საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობას მიიჩნევენ. თ. ბასილია, ა. სილაგაძე და თ. ჩიკვაიძე 2001 წ. მიუთითებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა განსაზღვრული იყოს მისი სტრატეგია, რაც გულისხმობს:

- ეკონომიკური უსაფრთხოების შინაგანი და გარეგანი მახასიათებლების დახასიათებას;

- ეკონომიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი კრიტერიუმებისა და პარამეტრების განსაზღვრას;

- ეკონომიკური პოლიტიკის, ინსტიტუციური გარდაქმნებისა და ყველა იმ მექანიზმის განსაზღვრას, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის მდგრადობის დარღვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებას ძირითადად ემუქრება.

1. მოსახლეობის სოციალური დიფერენციაციისა და სიღარიბის გადიდება, რაც სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივი თანხმობის მოშლას იწვევს;

2. ინსტიტუციური მოწყობისა და წესრიგის სისუსტე, რაც ექსპლუატატორული სახელმწიფოს, არაეფექტიანი პოლიტიკის, კორუფციის გაბატონების, ფინანსური და საბანკო სისტემების პოტენციალის უკმარისობის სახით ვლინდება;

3. ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაცია, რაც წარმოების ეფექტიანობის, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის, მსოფლიო მეურნეობაში მონაწილეობის დაბალი დონით, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის მაღალი დონით, საგარეო ვალის მომსახურების გაძნელებით, ინფორმაციული სექტორის ჩამორჩენილობით გამოიხატება;

4. ქვეყნის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის გაღრმავება;

5. საზოგადოებისა და სამეურნეო საქმიანობის კრიმინალიზაცია.

თ. მაღლაკელიძე (2002 წ.) ცალ-ცალკე გამოჰყოფს შიდა და გარე ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

შიდა ფაქტორებია:

- ბუნებრივი ფაქტორები (ქვეყნის უზრუნველყოფის დონე საკუთარი ბუნებრივი რესურსებით, მათი მოპოვების პირობებით და ა.შ);

- სტრუქტურული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ დარგების განვითარებაზე (ინვესტიციების მოცულობა და ტსრუქტურა, ჰორიზონტალური კავშირების განვითარების დონე, კაპიტალის გადინება დარგებისა და რეგიონების მიხედვით, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მდგომარეობა და ა.შ.);

- მეცნიერულ-ტექნოლოგიური ფაქტორები (ტექნოლოგიების განვითარების დონე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ა.შ);

- საფინანსო-საკრედიტო ფაქტორები (საბანკო სისტემისა და სათანადო ბაზის მდგომარეობა, კრედიტების მიცემის პირობები, უნაღდო ანგარიშსწორების სფეროში დისციპლინა და ა.შ.);

- ორგანიზაციულ-მმართველობითი ფაქტორები (სამუშაო ძალის გამოყენების სტრუქტურა, უმუშევრობის დონე, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონე და ა.შ.);

- სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები (შრომის ანაზღაურება, შრომის პირობები და ა.შ.); და სხვა.

ი. მესხია (1996 წ.) მიუთითებს, რომ საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო და საშინაო პრობლემებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიკვეთოს ფაქტორთა ზოგადი წრე, რომლებიც მეტნაკლებად საშიშროებას უქმნიან ქვეყნის ეკონომიკურად სისტემის მდგრადობას. მათ შორის გამოჰყოფს შემდეგს: წარსულიდან გადმოყოლილი ეკონომიკის დეფორმირებული სტრუქტურა: ტექნიკური პოტენციალის ჩამორჩენილობა და კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე; ენერგორესურსების, ნედლეულის და მასალების დიდი დეფიციტი; ეკონომიკის მონოპოლიზაციის მაღალი დონე; ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა; რეგიონული სეპარატიზმი და მასთან დაკავშირებული სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობის პრობლემა; დაბალი ინვესტიციური აქტივობა; უმუშევრობის მაღალი დონე; ეკონომიკის კრიმინალიზაცია; დროებით ადგილნაცვალთა პრობლემა; სამართლებრივი ბაზის განუვითარებლობა; დაბალი საფინანსო და სახელშეკრულებო დისციპლინა, გადასახადებისაგან თავის არიდების პრობლემა; საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მოუწესრიგებლობა, საგარეო ვალის ზრდა; საბაჟო და სავალუტო კონტროლის დაბალი დონე; არგადახდების მასიური ხასიათი; ფინანსური, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და ა.შ.

როდესაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მაკრომაჩვენებლებს (ინდიკატორებს) განიხილავს საქართველოს პირობებში იგი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტორებზე; ცხოვრების დონე და ხარისხი; ინფლაციის ტემპი; უმუშევრობის დონე; წარმოების ზრდის ტემპი; ბიუჯეტის დეფიციტი; საგარეო ვალი; მსოფლიო ეკონომიკაში ჩართვის მასშტაბი; ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები; საკუთრების სტრუქტურა; საგადასახადო სისტემა; საბაზრო სტრუქტურის განვითარება. გარდა აღნიშნულისა, ცალკეული სექტორების ჭრილში, ავტორი, ზოგადეკონომიკურ უსაფრთხოებას შემდეგნაირად წარმოადგენს: საწარმოო-ტექნოლოგიური, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა, ფინანსური, ინფლაციური, სავალუტო და საბაჟო უსაფრთხოება. გარდა ამისა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მართვას, რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია, აგრეთვე იმ ბლოკებს, რომლებიც ქვეყნის სახალხო მეურნეობრივი კომპლექსის ფორმირებასა და შენარჩუნებას, უზრუნველყოფს საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, საკუთრების ურთიერთობათა ტრანსფორმაციისა და გარე სამყაროსთან ურთიერთობების პრობლემას უკავშირდება.

საბოლოო ჯამში იგი საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი საშინაო ფაქტორების შემდეგ კლასიფიკაციას გვთავაზობს: ეკონომიკური პრობლემების გადაქცევა პოლიტიკური ძალების, პარტიების და მოძრაობების ობიექტად, სამეურნეო კავშირების მოშლა, ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზის დეგრადაცია, უმუშევრობა, ინფლაცია, გადასახადებისაგან მასობრივად თავის არიდება, ეკონომიკის მონოპოლიზაცია, საშინაო და საგარეო ვალების ზრდა, სავალუტო რესურსების გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სხვა. საგარეო საშიშროებიდან გამოყოფილი აქვს: იმპორტის არნახული ზრდა, ეკონომიკური საზღვრების დაუცველობა, ექსპორტის შემცირება და ა.შ.

რ. ოთინაშვილი (2002 წ.) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების საშინაო საშიშროებებს 14 ჯგუფად ჰყოფს:

1. ერთიანი ეკონომიკური სივრცის (ქვეყნის მასშტაბით) მოშლა;
2. ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაცია, მისი დაბალი კონკურენტუნარიანობა;
3. ეკონომიკის მონოპოლიზაციის მაღალი ხარისხი;
4. ეკონომიკურ პროცესებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და საბანკო სისტემების სუსტი როლი;
5. ინფლაციის (პოტენციური) მაღალი ალბათობა;
6. სახელმწიფოს შიდა ვალის ზრდა;
7. სავაჭრო ბალანსში ექსპორტის მცირე მოცულობა, მასში ნედლეულის დომინირება;
8. საბიუჯეტო კრიზისის მზარდი მასშტაბები, ინვესტიციური (ლეგალური) კრიზისი, მასიური გადაუხდელობები;
9. ეკონომიკის კრიმინალიზაცია, მისი რეგულირების დაკარგვის რეალური საშიშროება;

ა) არაოფიციალური (ჩრდილოვანი) ეკონომიკის მაღალი და მზარდი მასშტაბები, მისი ინსტიტუციონალიზაცია; ბ) კორუფციის დიდი მასშტაბები, მისი სისტემური სახით არსებობა;

10. უმუშევრობის ზრდა და შრომის მოტივაციის შესუსტება;
11. მოსახლეობის სოციალური დიფერენციაციის გაღრმავება, სიღარიბისა და პაუპერიზმის ზრდა;
12. საზოგადოების ჯანმრთელობის გაუარესება;
13. სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის შემცირება;
14. ქვეყნის დეპოპულაცია, მოსახლეობის აღწარმოების მექანიზმის მოშლა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება.

გარე საშიშროებები წარმოდგენილი აქვს ოთხ ჯგუფად:

1. ქვეყნის დამოკიდებულების ზრდა მრავალი სტრატეგიული დანიშნულების, მათ შორის ენერგორესურსებისა და სურსათის იმპორტზე; 2. უცხო ქვეყნების ექსპანსიური, ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს მიმართ; 3. სახელმწიფოს გაზრდილი საგარეო ვალი; 4. ტერიტორიული მთლიანობის მოშლის შედეგად ეკონომიკის ერთიანი მართვისა და ქვეყნის დაშლის საშიშროება.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელისშემშლელი ფაქტორების (საშიშროების) აქ მოტანილი ჩამონათვალი სრულ წარმოდგენას გვაძლევს ქართველი ეკონომისტების მოსაზრებების შესახებ მოცემული საკითხის მიმართ. როგორც ვხედავთ აქ მრავალი ფაქტორია წარმოდგენილი. ნაწილი ამ ფაქტორებისა ემთხვევა საერთოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფაქტორებს, რაც ჩვენი აზრით, ლოგიკურია, ვინაიდან ეკონომიკის უსაფრთხო განვითარება მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს და ამდენად ძნელი ხდება ზღვარი გაავლო ესა თუ ის ფაქტორი რამდენად უწყობს (უშლის) ხელს ეკონომიკის საერთო განვითარებას და რამდენად უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის განვითარების ზოგად ასპექტებსა და მისი ეკონომიკური უსაფრთხოების ასპექტებს შორის განსხვავება არსებითია. ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების ფაქტორების გაიგივება ეკონომიკის განვითარების პრობლემატიკასთან გარკვეულ სირთულეებს ჰქმნის. იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ ფაქტორების ერთიმეორეში აღრევა, რაც აძნელებს შესაბამისი ღონისძიებების დამუშავებას.

მეორეს მხრივ, ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა ქართველი ეკონომისტები ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებს განიხილავენ მხოლოდ მაკროეკონომიკურ, ან გლობალურ მასშტაბში და გვერდი აქვს ავლილი მეზოეკონომიკურ (რეგიონულ) ფაქტორებს, ხოლო საერთოდ უყურადღებოდ არის მიტოვებული მიკროეკონომიკური ფაქტორები.

დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგანპირობებული პროცესები. კერძოდ, ერთის მხრივ, ხდება ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების ინტეგრაციის პროცესი, ხოლო მეორესმხრივ, მოცემული ქვეყნის შიგნით რეგიონებისადმი, მხარეებისადმი, ცალკეული ტერიტორიული ერთეულებისადმი ამავე ასპექტების მართვის სადავეების გადაცემის პროცესი. ასეთ პირობებში მკვეთრად იზრდება რეგიონების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აქედან გამომდინარე მეტად აქტუალური ხდება რეგიონების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორების გამოკვლევა.

ჩვენი აზრით, რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების კვლევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის რომ აქ ერთ მხარეს წარმოდგენილია ქვეყნის ერთიანი, ეროვნული ეკონომიკური ინტერესები, ხოლო მეორე მხარეს - რეგიონის მოსახლეობის, რეგიონში ფუნქციონირებადი მეურნე სუბიექტების (იურიდიული და ფიზიკური პირების) ეკონომიკური ინტერესები.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ ორ მხარეს, ეკონომიკური ინტერესების ორ სახეს შორის თანხვედრა შეიძლება ყოველთვის არ იქნეს მიღწეული და ეს საგანგაშო, რაღაც არაბუნებრივ მოვლენად არ უნდა შეფასდეს. ინტერესთა შორის შესაძლო წინააღმდეგობა რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხოებაზე მოქმედი ფაქტორების წარმოშობის სრულიად თავისთავადი პროცესია.

სხვა საქმეა, როდესაც ერთიმეორეს უპირისპირდება ქვეყნის ერთიანი, ეროვნული, ეკონომიკური ინტერესები და რეგიონის მოსახლეობის, რეგიონში ფუნქციონირებადი მეურნე სუბიექტების ეკონომიკური ინტერესები. მაგალითად, რეგიონის სოციალურ- ეკონომიკური ფუნქციონირების შედეგად შეგროვილი გადასახადების ჯამი, ან ამ გადასახადების ცალკეული სახეები ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტსა და რეგიონების ბიუჯეტებს შორის არ ნაწილდება ქვეყანაში მოქმედი ნორმატივების შესაბამისად, ან თვით ეს ნორმატივები სრულად არ ითვალისწინებენ რეგიონის განვითარების ინტერესებს.

არის სხვა შემთხვევებიც: მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა რეგიონში ფუნქციონირებადი სამეწარმეო სტრუქტურისათვის ხელსაყრელი არ არის ზუსტად შეასრულოს ქვეყნის სავალუტო რეგულირების წესები, ან ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნების ნორმატივები; რეგიონში მოღვაწე სპეციალისტი იმ მოტივით, რომ ადგილზე ჯერჯერობით არა აქვს ცხოვრების სათანადო პირობები და მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ; სახელმწიფო ორგანო, რომელიც თავისი მოქმედებით სწორად ვერ საზღვრავს ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკურ ინტერესებს, არასწორად ანაწილებს რეგიონებს შორის ტრანსფერებს და სხვა.

ყველა ჩამოთვლილი და მათი მსგავსი მოვლენა შეიძლება განხილული იქნეს ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოების ხელისშემშლელ ფაქტორებად. მაგრამ ისინი არაა კატასტროფის ტოლფასი, თუ ექვემდებარებიან თავისდროულ, რაციონალურ რეგულირებას და ორივე მხარის ეკონომიკური ინტერესების შესაბამისობაში მოყვანას. შედეგობრივად უფრო მძიმეა ტრადიციულად დეპრესიულ, ჩამორჩენილ მდგომარეობაში მყოფი რეგიონების მუდმივად უყურადღებოდ დატოვება, მათთვის ისეთი ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების არ გამონახვა, რომლებიც გამოიყვანდნენ მათ ამ მდგომარეობიდან.

როგორც ვხედავთ, რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები შედეგობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ მათი ერთ რანგში განხილვა გამართლებული არაა. უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დადგენა, მოქმედების ფარგლების განსაზღვრა და შეფასება. ასევე საჭირო და აქტუალური პრობლემაა რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების ფაქტორების რეგულირება, ისეთი ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების გამონახვა და მათი პრაქტიკული რეალიზაცია, რომლებიც ერთიმეორეს შეუხამებენ, დააბალანსებენ რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. ამ ფაქტორების რეგულირება მუდმივი ზრუნვის საგანია არა მარტო ამჟამინდელი, არამედ მომავალი თაობებისათვისაც.

რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხოების ფაქტორების რეგულირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების როლი.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით განსაზღვრულია ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენცია, მათ შორის პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თვითმმართველობის ერთეულებში შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, რომლებსაც უფლება აქვთ სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი მმართველობა კი წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს და სახელმწიფო აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ურთიერთკოორდინირებული საქმია-ნობით უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებათა შესრულებას.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მიღება რეგიონალური ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების წინაპირობებისათვის მნიშვნელოვანი საფუძველია. მოქმედი საკანონმდებლო ბაზა, აღნიშნულ კანონთან ერთად, საშუალებას იძლევა პრაქტიკულად განხორციელდეს:

- რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება და მასში ინსტიტუციონალური პრიორიტეტებისა და გარდაქმნების გამოყოფა ეკონომიკური რეფორმების საერთო- სახელმწიფო სტრატეგიის ჩარჩოებში;

- რეგიონის ეკონომიკისადმი საფრთხეების პროგნოზირება და შეფასება, ამისათვის ობიექტური კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შერჩევა. ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების იმ ზღურბლის განსაზღვრა, რომლის ფარგლებს გარეთაც იგი კარგავს დინამიური განვითარების უნარს, საშინაო და საგარეო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას;

- რეგიონების ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების პროგრამის დამუშავება ხანგრძლივვადიან და საშუალოვადიან პერიოდში, მათი უმნიშვნელივანესი ნაწილების ასახვა ქვეყნის ინდიკატურ გეგმაში;

- რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა და მონიტორინგი. ამ ფაქტორების დაძლევის გზების და საშუალებების გამონახვა, პრაქტიკული რეალიზაცია;

- რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების ფაქტორების რეალიზაციის კონკრეტულ ღონისძიებათა მიმდინარე და საშუალოვადიანი გეგმების შემუშავება, ყოველი ცალკეული პროგრამების ფინანსური, მატერიალური და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა;

- რეგიონებში ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების პრობლემების შემსწავლელი მუდმივმოქმედი სამსახურის შექმნა;

- ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან რეგიონების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის აღკვეთა; რეგიონის განვითარების საერთო სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციაში, სახელმწიფო შეკვეთების განთავსებაში და ა.შ.

- რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების პროგნოზების, კონცეფციის, პროგრამებისა და კონკრეტული გეგმების შემუშავებისათვის სათანადო კადრების მომზადება;

- საერთაშორისო დონეზე შექმნილი რეგიონთაშორისო გაერთიანებებში (კავკასიის უსაფრთხო განვითარების; შავიზღვისპირა ქვეყნების; ტრასეკა-ბისეკის, სუუამის და სხვა) რეგიონების პირდაპირი ჩართვა და აქტიური მონაწილეობა;

- რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების საკანონმდებლო ბაზის შექმნა;

- რეგიონის უსაფრთხო განვითარების ინფორმაციული უზრუნველყოფა:

ინფორმაციული პოტენციალის განვითარება, წარმოებისა და მართვის კომპიუტერიზაცია (საოჯახო მეურნეობის ჩათვლით), ინფორმაციის რეგიონული ავტომატური ბანკების განვითარება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივად, რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების საპროგრამო ის ძიებებია, რომელიც, რა თქმა უნდა, არაა ყოვლისმომცველი, საჭიროებს კონკრეტულ სპეციფიკის ჩართვას და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინებას, ამ მიზნებისათვის, ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა შეიქმნას ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონული ინფორმაციული ცენტრი, რომელიც მოახდენს არა მარტო არსებული და დამუშავების პროცესში მყოფი რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების პროექტების შაფასებას, არამედ განახორციელებს კიდეც საერთოეკონომიკურ მონიტორინგსაც რეგიონში. იგი თანამედროვე ელექტრონული სისტემების მეშვეობით ჩართული უნდა იქნეს ეკონომიკური უსაფრთხოების ცენტრალურ ინფორმაციულ ცენტრთან და საერთაშორისო ცენტრებთან.

რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების ინფორმაციული ცენტრის ეფექტიანი მუშაობა დიდად იქნება დამოკიდებული თანამედროვე სტატისტიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის შემდგომ სრულყოფა-განვითარებაზე, სტატისტიკური მეცნიერება დღეს ჯერ კიდევ დიდ ვალშია რეგიონების წინაშე იქ მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა სახის მოვლენებისა და პროცესების გარდაქმნების აღრიცხვის საქმეში. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის წელიწდეულებში, რეგიონულ ჭრილში გამოქვეყნებული მასალა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც რეგიონების წინაშე დგას დღეს. მასში, ჩვენი აზრით, ზოგადეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, ასახული უნდა იქნეს ქვეყნის რეგიონების, რეგიონებს შიგნით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, ყველა მაჩვენებლების რაოდენობრივად და ხარისხობრივად ტრანსფორმირებული სურათი საკუთრების ფორმათა ჭრილში. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ვიანგარიშოთ ქვეყანაში წარმოებული მთლიანი პროდუქტი, ეროვნული ეკონომიკის ძირითადი დარგების მიხედვით, ასევე ცალკეული რეგიონების მიხედვითაც. უფრო დეტალებში განვიხილოთ ძირითადი ფონდების მოცულობა და სტრუქტურა, მათი ცვეთის ხარისხი, გამოყენების კოეფიციენტი; წარმოებული პროდუქციის მოცულობის ინდექსი პროდუქციის ცალკეული სახეების მიხედვით; კაპიტალური დაბანდებების დონე ფულის ერთი ერთეულის ძირითად ფონდებზე; ინვესტიციების მოცულობა და მათი წარმოშობის წყაროები; შრომით საქმიანობაში ჩაბმული მოქალაქეების ხვედრითი წილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის საერთო რაოდენობაში; საარსებო მინიმუმის ქვემოთ შემოსავლების მქონე მოსახლეობის წილი საერთო რაოდენობაში; მძიმე დანაშაულობების ხვედრითი წილი დანაშაულობების საერთო რაოდენობაში და სხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც რეგიონის საქმიანობას და სახეს წარმოაჩენს.

გამოყენების თვალსაზრისით, უფრო პრაქტიკული იქნება რეგიონების დონეზე ზუსტი და ყოვლისმომცველი სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდეს წელიწდეულის დამატებაში და ცალკე გამოდიოდეს ცნობარი „საქართველოს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა (რეგიონები)“.

რეგიონებში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების რეალურად შეფასების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, გადაცემის, დამუშავების, ანალიზის, პროგნოზირებისა და საჯაროდ გამოქვეყნების დღეს არსებული „დარგობრივი მეთოდის“ პარალელურად ე.წ. „რეგიონული სტატისტიკის“ დანერგვა.

რეგიონების მიხედვით დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის შექმნისა და მოწოდების პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია. აქედან გამომდინარე, მას მეტი ყურადღება და გადაწყვეტა სჭირდება. როგორც მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები მოწმობს ფინანსურ-ეკონომიკური, სოციალურ- პოლიტიკური, დემოგრაფიულ-ეკოლოგიური და სხვა პროცესების გადაწყვეტის სიმძიმის ცენტრები რეგიონებისაკენ მიიმართებიან. ეს კი შესაბამისად სტატისტიკურ მაჩვენებლებზე მოთხოვნილების ზრდას და აღრიცხვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

კვლევის შედეგები და შესაბამისი ეკონომიკური ლიტერატურის ანალიზი გვაძლევს საფუძველს, რომ რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების მაღალი ხარისხის რისკ-ფაქტორებს მივაკუთვნოთ.

- ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე;

- რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე. ამ დონეებს შორის მკვეთრი დისპროპორციულობა, წარმოების ზრდის განსხვავებული ტემპები, რეგიონების საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის არათანაბარი სასტარტო პირობები;

- რეგიონებს შორის უკიდურესად ჩამორჩენილი, დეპრესიული და ზედეპრესიული რეგიონების, რეგიონებს შიგნით კი ასეთივე ქალაქების, რაიონების, სოფლების, დაბების არსებობა (რაც საბოლოოდ სოციალურ და დემოგრაფიულ კატასტროფებს უქმნის წინაპირობას);

- რეგიონალურ და ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებს შორის ეკონომიკური ფუნქციების გაუმიჯნაობა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა;

- სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების მოშლა, ადამიანთა ცნობიერებაში სახელმწიფო სტრუქტურების ფეტიშიზაცია;

- რეგიონული ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის არ არსებობა;

- რეგიონებში, რეგიონების შიგნით ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, დაბებში, ეკონომიკურ ურთიერთობათა ტრანსფორმაციის, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ნელი ტემპები;

- უმუშევრობის მაღალი დონე, მისი მკვეთრად გამოხატული ფარული ხასიათი;

- რეგიონული ბიუჯეტების სიმწირე, ტრანსფერების დაბალი დონე და მათი განაწილების მეცნიერულად დაუსაბუთებლობა;

- საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში რეგიონების უშუალოდ ჩართვის დაბალი მასშტაბები; შინაურ ბაზარზე უცხოური საქონლის მონოპოლიური ბატონობა;

ექსპორტისა და იმპორტის არაეფექტური სტრუქტურა; ქართველი ექსპორტიორებისათვის უცხოეთის ბაზარზე გასვლისას ბიუროკრატიული და ფინანსურ-ეკონომიკური ბარიერების არსებობა;

- ბუნებრივი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების არასტაბილურობა, მათ შორის განსხვავება, სტიქიური უბედურებები და არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო;

- რეგიონის სოციალურ-კულტურული, ისტორიული, ეთნიკური და სხვა თავისებურებანი, რესურსების და პროდუქტების ბაზრებთან სიშორე, სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის განუვითარებლობა და მათთან ძნელად მისადგომობა; ინვესტიციების დაბალი დონე, ინვესტიციურ-ინოვაციური პროცესების რეგიონული რეგულირების არ არსებობა;

- ერთიანი მყარი ფინანსურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების საქმეში არსებული წინააღმდეგობები;

- საქონლის, კაპიტალის და სამუშაო ძალის დარგთაშორისო და რეგიონთაშორისო გადადინების საქმეში არსებული ბარიერები;

- საფინანსო-საბიუჯეტო პროცესში წარმოშობილი ურთიერთობის მოუწესრიგებლობა; საგადასახადო პოლიტოკის არაეფექტურობა, საგადამხდელო კულტურის დაბალი დონე;

- მენეჯმენტის დაბალი დონე, ტექნიკური და ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, რეგიონების ტერიტორიებზე არსებულ საწარმოებში ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი საწარმოო სიმძლავრეების სიჭარბე. ახალი ეკონომიკური გარემოსადმი მათი ადაპტაციის შეუძლებლობა; მასალატევადი პროდუქციის წარმოება სიცოცხლის უუნარო, ბანკროტი საწარმოების დიდი რაოდენობა;

- ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორის დიდი ხვედრითი წილი;

- სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობა, კადრების აღზრდისა და განაწილების კლანური მეთოდები;

- შემოსავლების დონის მიხედვით მოსახლეობის მკვეთრი დიფერენციაცია, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის არსებობა, რომელთა შემოსავლები საარსებო მინიმუმზე დაბალია;

- სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების მოშლა და კონტროლის მექანიზმების უმოქმედობა;

- აგრესიული სეპარატიზმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის არ არსებობა;

დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე ქვეყნის იურისდიქციის გაუვრცელებლობა; სოციალურ-პოლიტიკური არასტაბილურობა და სხვა.

რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არაა სრული და კონკრეტული შემთხვევებისათვის ზოგ ფაქტორს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს გავლენა, ან პირიქით, სპეციფიკურმა გარემომ შეიძლება არსებითად განსხვავებული პირობებიც წარმოქმნას. ზოგად ასპექტში, შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთიმეორესთან, განსაზღვრავენ ერთიმეორეს და განაპირობებენ ერთიმეორის არსებობას.

რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების გამოვლენის შემდეგ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყოველი მათგანის ხარისხის (წონის) განსაზღვრას, მათ ჩართვას ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური უსაფრთხოების საერთო რისკ-ფაქტორებში და იმ ამოცანების დასახვას, რომლებიც განამტკიცებენ მთლიანად ქვეყნის, მისი რეგიონების ეკონომიკის უსაფრთხოებას. რისკ-ფაქტორების ხარისხის განსაზღვრის მიზნებისათვის მოვახდინეთ მათი ექსპერტული შეფასებები. თითოეული რისკ- ფაქტორის ხარისხი (წონა) შეფასებულია ბალებში 1-დან 100-მდე და მინიჭებული აქვს შესაბამისი რეიტინგი.

ექსპერტულ შეფასებაში მონაწილეობა მიიღო გორისა და გორის რაიონში სახელმწიფო და საერო უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე მეცნიერებმა, რაიონული მართვის სხვადასხვა დონეებზე მომუშავე ხელმძღვანელმა მუშაკებმა, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა. ექსპერტულ შეფასებებში მონაწილეობდა სულ 180 ადამიანი. მათ წინაშე დასმული იყო ამოცანა მოეხდინათ ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების უნიფიცირება და რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებისათვის მიენიჭებინათ მათთვის შესაბამისი რეიტინგი.

ექსპერტული შეფასებების საბოლოო შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების
რისკ-ფაქტორების რეიტინგი

რისკ-ფაქტორები

რეიტინგი
ბალებში

ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ
მაჩვენებელთა უკიდურესად დაბალი
დონე, რაც საბოლოო ჯამში
გამოხატულებას პოულობს ქვეყნის
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
დაბალ დონეში

18

რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების დაბალი დონე, ამ დონეებს
შორის მკვეთრი განსხვავება,
დეპრესიულ და ზედეპრესიულ
მდგომარეობაში მყოფი
რეგიონების არსებობა

17

საინვესტიციო საქმიანობის დაბალი
დონე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე
რეგიონებში

16

ქვეყნის ცენტრსა და რეგიონებს შორის
ფინანსურ-ეკონომიკური
ურთიერთობების არასრულყოფილი
სისტემა

15

ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის და
მისი შემადგენელი ნაწილის ეკონომიკის
უსაფრთხო განვითარების პოლიტიკის
უქონლობა ქვეყნის და რეგიონების
დონეზე

15

როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე
რეგიონებში ეკონომიკური დემოკრატიის
პრინციპების ჩამოყალიბებისა
და განვითარების ნელი ტემპები, ამ
პრინციპების მოსახლეობის
ცნობიერებაში დამკვიდრების
სირთულეები. სახელმწიფოს
ეკონომიკური ფუნქციების მოშლა

14

სხვა ფაქტორები

5

სულ

100

როგორც ცხრილიდან ჩანს, რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების რისკ-ფაქტორებს შორის ექსპერტებმა ყველაზე მაღალი რეიტინგი მიანიჭეს კარდინალური მნიშვნელობის მქონე ფაქტორებს, რომელთა საერთო შეფასება შეადგენს 95 ბალს. დანარჩენი ფაქტორების წილად მოდის 5 ბალი, თუმცა, ეს არ ნიშნავს მათ უმნიშვნელო როლს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ძირითადი მნიშვნელობის ფაქტორების გადაწყვეტის პარალელურად, საჭიროა უდიდესი ძალისხმევა სხვა დანარჩენი ფაქტორების რეგულირებისათვისაც. უნდა შევნიშნოთ, რომ დაზუსტების მიზნით ექსპერტული შეფასებები 1997-2004 წწ, ყოველწლიურად მეორდებოდა, რომელთა შედეგებიც მცირეოდენი გადახრებით ემთხვევა აქ წარმოდგენილ მასალებს. აქვე აღვნიშნავთ რომ უსაფრთხოების ჩამოყალიბებული რისკ-ფაქტორების შინაარსის მათი წონის ანალიზი, რაც შემდგომ თავებში იქნება განხილული, ასევე ესადაგებიან მთელი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებს. ამდენად მათ განვიხილავთ როგორც საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებს.

5 მეორე თავი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობა

▲ზევით დაბრუნება


5.1 2.1. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


როგორც უკვე დავინახეთ ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებს შორის თავისი რეიტინგით პირველი ადგილი (18 ბალი) უკავია ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა უკიდურესად დაბალ დონეს, რაც საბოლოო ჯამში გამოხატულებას პოულობს მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჩამორჩენილ მდგომარეობაში ყოფნას.

მართლაც მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, ყველა დონის განვითარების საფუძველს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ყოველი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მისი როლი და ადგილი მსოფლიოში განისაზღვრება არა მისი ტერიტორიით, ამ ტერიტორიის ეკონომიკურ გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით, ან სამხედრო სიძლიერით (თუმცა მათი როლი და ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ იმით, მის ეკონომიკას რა წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, მოსახლეობის ცხოვრების როგორი დონე და ხარისხია მიღწეული ამ ქვეყანაში და როგორი უნარი აქვს სახელმწიფოს გადაწყვიტოს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ამოცანები.

საქართველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განვლილი პერიოდი ჩვენს მიერ დაყოფილია სამ ეტაპად (ამის შესახებ ზემოთ უკვე ითქვა).

სამწუხაროდ, პირველი და მეორე ეტაპი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად იმდენად რთული და წიააღმდეგობებით აღსავსე იყო, რომ მისი ეკონომიკა შორს აღმოჩნდა უსაფრთხო განვითარების აუცილებელი მინიმალური ზღვრული მაჩვენებლებისაგან. ეკონომიკამ ფაქტობრივად დაკარგა გაფართოებული კვლავწარმოების და თვითგანვითარების უნარი. საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩა აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალგანვითარებულ ევროპულ ქვეყნებზე და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვულ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის სხვაობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათეულს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ასეულ პროცენტულ პუნქტსაც კი აღწევს. კერძოდ, 2000 წლის მდგომარეობით მშპ-ის ფაქტობრივი დაცემა 37 პროცენტული პუნქტით სჭარბობდა მის ზღვრულ მნიშვნელობას, მრეწველობის დაცემა - 52 პროცენტული პუნქტით, მოსახლეობის მიერ მოხმარებული იმპორტის წილი - 37 პროცენტული პუნქტით, საზღვარგარეთული ვალუტის მოცულობა ნაღდი ლარის მოცულობაში - 75 პროცენტული პუნქტით, მოსახლეობის რაოდენობა საარსებო მინიმუმის ქვემოთ - 42 პროცენტული პუნქტით, შიდა ვალის მოცულობა მშპ-ის მიმართ - 58 პროცენტული პუნქტით, დამნაშავეობის დონე 1000 კაცზე - 500 პროცენტული პუნქტით. ამავე დროს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ფაქტობრივი მაჩვენებელი 17 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა მის ზღვრულ მნიშვნელობას, მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯები - 18 პროცენტული პუნქტით, მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, შემოსავლების საშუალო მსოფლიო დონის მიმართ - 48,6 პროცენტული პუნქტით და ა.შ.1

თუ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო საქმიანობას შევადარებთ დსთ-ს ქვეყნებში მიმდინარე საქმიანობას, აღმოჩნდება, რომ ამ მხრივ საქართველო ყველას ჩამორჩება. 2000 წელს 1990 წელთან შედარებით დსთ-ს ქვეყნებში დაფინანსებისყველა წყაროს მიხედვით ინვესტიციებმა ძირითად კაპიტალში შეადგინა 29%, ცალკეულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იყო: აზერბაიჯანში 59%, ბელორუსიაში 49%, ყაზახეთში 29%, ყირგიზეთში 46%, მოლდოვაში 11%, რუსეთში 27%, უზბეკეთში 81%, უკრაინაში 22%, ხოლო საქართველოში 7%.2

ცუდი მდგომარეობა შეიქმნა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის მხრივაც. ისევ 2000 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი ეროვნული პროდუქტი საქართველოსთან შედარებით იწარმოება (დოლარებში); აზერბაიჯანში 16,3-ჯერ მეტი, სომხეთში 16-ჯერ მეტი, ლატვიაში 8,1-ჯერ მეტი, ლიტვაში 81,3-ჯერ მეტი, ესტონეთში 113-ჯერ მეტი, ბულგარეთში 41-ჯერ მეტი, უნგრეთში 150,3-ჯერ მეტი, სლოვენიაში 325,3-ჯერ მეტი, ბელგიაში 846 ჯერ მეტი, დანიაში 1108,6-ჯერ მეტი, ისრა-ელში 581,3-ჯერ მეტი.3

ტერიტორიული ინტენსიფიკაციის მაჩვენებლით (მთლიანი ეროვნული პროდუქტი) 1 ათას კვ. კმ.-ზე (დოლარებში) ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (1,6-ჯერ) და სომხეთს (1,2-ჯერ) უსწრებს. დანარჩენ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით მეტია:

1,2-ჯერ, 1,9-ჯერ, 1,5-ჯერ, 1,2-ჯერ, 6,7-ჯერ, 9,0-ჯერ, 107,5-ჯერ, 56,2-ჯერ, 129,6-ჯერ, 35,4-ჯერ, 95,2-ჯერ, 62,0-ჯერ შესაბამისად.4

გაეროს ექსპერტთა ყოველწლიური შეფასებით ცხოვრების ხარისხის რეიტინგით (იანგარიშება შემდეგი მაჩვენებლებით: ეროვნული ვალუტის მყიდველობითი უნარიანობა, უმუშევრობის დონე, ფასების სტაბილურობა, ხელფასისა და პენსიების დავალიანებები, სახელმწიფო ხარჯებში საგარეო დავალიანების მომსახურების ხვედრითი წილი, საგარეო სავაჭრო ბალანსი და სხვა) საქართველო 2001 წელს ჩამორჩებოდა ესტონეთს (44-ე ადგილი მსოფლიოში), ლიტვას (47-ე ადგილი), ლატვიას (50-ე ადგილი), ბელორუსიას (51-ე ადგილი), რუსეთს (55-ე ადგილი), უკრაინას (74-ე ადგილი), წინ უსწრებდა მხოლოდ აზერბაიჯანს (79-ე ადგილი), ყირგიზეთს (92-ე ადგილი) და უზბეკეთს (99-ე ადგილი).5

ქვეყანაში ნელი ტემპით და დიდი შეფერხებებით ინერგება ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. თავისუფლების ინდექსის ფაქტორული სტრუქტურის (10 ფაქტორი 50 ქვეფაქტორით თითოეული ფაქტორის მაჩვენებელი იცვლება 1-დან 5-მდე. პირველი მეტად შეესაბამება თავისუფალ ეკონომიკას, ხოლო მეხუთე მიუთითებს ყველაზე ნაკლებად თავისუფალ ეკონომიკას. ფაქტორთა მაჩვენებლები ჯამდება და გამოიანგარიშება საშუალო სიდიდე, რომლის მიხედვითაც ფასდება ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი) ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ 1999 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის 116-ე ადგილზეა და შედარებით არათავისუფალი ქვეყნების ჯგუფში (თავისუფლების ინდექსი 3,00-3,99 შორის) არის შესული (თავისუფ. ინდ. 3,65).6

განმარტებისათვის: თავისუფლების ინდექსის მიხედვით ქვეყნების 4 ჯგუფია გამოყოფილი; 1. თზვისუფალი ქვეყნები, რომელთა საშუალო მაჩვენებელი 1,9 ან უფრო მცირეა, 2. შედარებით თავისუფალი ქვეყნები (2,0-2,99); 3. შედარებით არათავისუფალი ქვეყნები (3,00-3,99), 4. ჩაკეტილი ქვეყნები (4,0 და მეტი).

ქვეყნის საერთო ჩამორჩენილობის პარალელურად დიდ ეკონომიკურ საშიშროებას წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ჩამორჩენილობა, მათი განვითარების დონეებს შორის მკვეთრი დისპროპორციულობა, მრავალი წლის განმავლობაში მთელი რიგი რეგიონების დეპრესიული და ზედეპრესიული მდგამარეობა.

ჩვენს მიერ საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ საქართველოს მხოლოდ სამ რეგიონს (ქ. თბილისი, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები) გააჩნია გაფართოებული კვლავწარმოებისა და თვითგანვითარების შედარებით უპირატესი პირობები. ამ სამ რეგიონზე მოდის საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პოტენციალის უმეტესი ნაწილი. კერძოდ, სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის 80,7%, საწარმოთა და ორგანიზაციათა რიცხვის 68,2%, საწარმოებში და ორგანიზაციებში მომუშავეთა 61%, სამომხმარებლო საქონლის წარმოების 66%, საცალო ვაჭრობის მოცულობის 78,4%, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 62%, გასავლების 62,1%, ძირითად კაპიტალში ინვესტიციების 78,3%. და ბოლოს ამ სამ რეგიონში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 53,8%. მათ შორის მარტო ქ. თბილისის ხვედრითი წილი ჩამოთვლილ მაჩვენებლებში შეადგენს შესაბამისად (%): 42,3; 38,0; 43,8; 45,7; 48,4; 59,4; 46,4;

ერთი შეხედვით, ეს თითქოს კარგია. მართლაც, განა ცუდი რით უნდა იყოს, რომ ეკონომიკის განვითარების საერთო ჩამორჩენილობის ფონზე რამდენიმე რეგიონი მაინც გამოირჩევა შედარებით მაღალი მაჩვენებლებით? თუმცა ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნული მდგომარეობა შეიცავს დიდ საშიშროებას, რადგან ქვეყნის უთანაბრო განვითარების ტენდენცია, რომელიც კანონზომიერად და შეგნებულად ინერგებოდა ბოლო 200 და მეტი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება, მისი სრული აღმოფხვრა კი მოკლე ისტორიულ მონაკვეთში შეუძლებელია. თბილისი, როგორც სამეურნეო სუბიექტი, დღეს ყველაზე ტევადი ბაზარია. აქ წარმოიქმნება საქონლისა და მომსახურების უმეტეს რაოდენობაზე მოთხოვნა, იგი ხასიათდება საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ყველაზე მაღალი დონით, სამუშაო ძალის საუკეთესო კვალიფიკაციით. აქ განთავსებულია საზღვარგარეთისა და სამამულო წამყვანი კომპანიების შტაბბინები, უცხო ქვეყნების საელჩოები, წარმომადგენლობები და სხვა. ქ. თბილისში, ქვეყნის სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების გარდა, თავმოყრილია სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული, პოლიტიკური, მმართველობითი ორგანოების და სხვა ამგვარი სტრუქტურების, თუ დასაქმებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა. ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებას და ქვეყნის უთანაბრო განვითარების კიდევ უფრო გაღრმავებას.

აქედან გამომდინარე, რეგიონების უთანაბრო განვითარება, განსაკუთრებით, დედაქალაქის „თავკომბალად“ გადაქცევა მიგვაჩნია ქვეყნის დიდ საფრთხედ. ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, ეს პროცესი შეიძლება ხვალ და ზეგ დამღუპველი აღმოჩნდეს.

უფრო მეტიც, როგორც ეკოლოგიის დარგის მეცნიერები ამტკიცებენ, ქვეყნის უთანაბრო განვითარება და რომელიმე რეგიონში მთელი ქვეყნის სამრეწველო თუ კულტურულ-სოციალური ინფრასტრუქტურის თავმოყრა ობიექტურად იწვევს მთელი რიგი ეკონომიკურ-ეკოლოგიური და სოციალურ-ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნას.7

უნდა მოველოდეთ, რომ ქვეყნის ცალკეული ტერიტორიის (განსაკუთრებით ქ. თბილისის) გადატვირთვა დააჩქარებს გეოლოგიური (სეისმური) პროცესების განვითარებას. საქართველო ხომ ამ პროცესების აქტიურ ზონაში იმყოფება.

ერთი მომენტიც: საქართველოს მოსახლეობის განაწილება რეგიონულ ჭრილში ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ნათლად გვიჩვენებს, რომ ქ. თბილისში უმუშევრობის დონე მკაცრი კრიტერიუმებით (უმუშევარი ეძებს სამუშაოს, მზად არის დაიწყოს მუშაობა) შეადგენს 32,2%-ს, მაშინ როდესაც სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. კერძოდ, კახეთში - 9,9%, შიდა ქართლში - 10,9%, ქვემო ქართლში - 9,00%, სამცხე-ჯავახეთში - 7,1%, აჭარის ა/რ-ში 13,1%, გურიაში - 8,0%, სამეგრელოში -9,7%, იმერეთში -15,2%, საშუალოდ საქართველოში 15,7%.8

ევროპის ეკონომიკური მიმოხილვის მასალების მიხედვით (Economic Suriey Ocf Eupone,Genewa and New York, 1999, №2, p.65 (Sept)) საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების საერთო დონით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და დსთ-ის ქვეყნებს (სულ 26 ქვეყანა საქართველოს ჩათვლით). აღნიშნულ ქვეყნებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (წმინდა ეროვნული პროდუქტის) დინამიკა 1980-1998 წლებში არასახარბიელო სურათს იძლევა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით იუგოსლავიას, სადაც ცნობილი მიზეზების გამო 1998 წელს კატასტროფული მოვლენები განვითარდა, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა საქართველოში აღინიშნება. თუ 1989 წლის მონაცემებს საბაზისოდ ავიღებთ, მაშინ საანალიზო მაჩვენებელი საქართველოსათვის შეადგენდა (%): 1990 წ. - 84,9; 1991 წ. - 67,0; 1992 წ. - 36,9; 1993წ. - 26,1; 1994წ. - 23,4; 1995 წ. - 24,0; 1996 წ. - 26,6; 1997 წ. 29,6; 1998 წ. - 30,0.

მოცემულ პერიოდში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა პოლონეთს. იგი საქართველოს უსწრებს: 1990 წ. - 3,5 პროცენტული პუნქტით; 1991 წ. - 15,2 პროცენტული პუნქტით; 1992 წ. 47,5 პროცენტული პუნქტით; 1993 წ. - 61,5 პროცენტული პუნქტით; 1994 წ. - 68,7 პროცენტული პუნქტით; 1995 წ. - 74,6 პროცენტული პუნქტით; 1996 წ. - 77,9პროცენტული პუნქტით; 1997 წ. - 82,1 პროცენტული პუნქტით; 1998 წ. - 86,6 პროცენტული პუნქტით.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართებაში ეს უპირატესობა შეადგენს: აზერბაიჯანის სასარგებლოდ (პროცენტულ პუნქტს) - 3,4; 20,7; 31,0; 26,1; 18,5; 13,0; 10,8; 10,0; 13,1 შესაბამისად. სომხეთის სასარგებლოდ: 9,6; 16,4; 11,7; 18,2; 23,3; 25,9; 26,2; 24,9; 27,9 შესაბამისად.

მდგომარეობას განსაკუთრებით ის გარემოება ამწვავებს, რომ ამ მაჩვენებლის მიხედვით (ისევ 1989 წელთან შედარებით) საქართველოს თითქმის ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა გარდა რუმინეთის, სლოვენიისა და ხორვატიისა. ანუ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების წინა პერიოდში (1981990 წწ.) რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა საქართველოში უკეთესად გამოიყურება, ვიდრე სხვა ქვეყნებში ზოგიერთი წლის და ზოგიერთი ქვეყნის იშვიათი გამონაკლისის გარდა (იხ. ცხრილი 2).

რუსეთი, მაგალითად, საქართველოს ჩამორჩებოდა (პროცენტული პუნქტით):1980წ. - 1,3; 1985 წ. - 9,3; 1986 წ. - 5,9; 1987 წ. - 2,6; 1988 წ. - 5,2 შესაბამისად. სომხეთი ჩამორჩებოდა 1985 წ. - 5,9; 1986 წ. - 4,1; 1987 წ. - 1,1; 1988 წ. - 2,3 პროცენტული პუნქტით შესაბამისად.

ცხრილი 2.

0x01 graphic

__________________

1 წყარო: А. Чаба, Венгрия на рубеже веов. Итоги трансформации и перспективы ЕС, У. „Вопросы Экономики“, №6, 2000, გვ. 46.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია «ცხოვრების ხარისხი». ცნობილია, რომ მსოფლიო მასშტაბით «ცხოვრების ხარისხის» ყოველწლიურ შეფასებას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობა, უმუშევრობის დონე, ფასების სტაბილურობა, ხელფასებისა და პენსიების ვალები, საგარეო დავალიანებების მომსახურების ანაზღაურების წილი სახელმწიფო ხარჯებში, საგარეო სავაჭრო ბალანსი და ა.შ. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყნად არის შეფასებული (იხ. ცხრილი 3).

როგორც ცხრილის მონაცემები გვიჩვენებენ, 2000 წელს საქართველოს ეკავა ოთხმოცდამეხუთე ადგილი, ხოლო 2001 წელს სამოცდამეთექვსმეტე ადგილი მსოფლიოში. 2000 წელს საქართველოსთან შედარებით ცხოვრების უფრო მაღალი რეიტინგით გამოირჩეოდნენ ესტონეთი (54-ე ადგილი), ლიტვა (54-ე ადგილი), ლატვია (63-ე ადგილი), ბელორუსია (59-ე ადგილი), რუსეთი (62-ე ად-გილი). მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს 2000 წელთან შედარებით საქართველომ 85-ე ადგილიდან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა, მაინც მასზე უფრო მაღალი საფეხური უკავია ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას, ბელორუსიას, რუსეთს, უკრაინას (44-ე 47-ე, 50-ე, 51-ე 55-ე 74-ე ადგილები შესაბამისად) და მხოლოდ სამ რესპუბლიკას უსწრებდა წინ: აზერბაიჯანს (79-ე ადგილი), ყირგიზეთს (92-ე ადგილი) და უზბეკეთს (99-ე ადგილი).

ცხრილი 3.

ცხოვრების ხარისხის რეიტინგის შეფარდებითი
მაჩვენებლები ყოფილი სსრკ-ის ზოგიერთ რესპუბლიკაში
2000-2001 წწ. (ბალებში)9

2000

2001

ესტონეთი

54

44

ლიტვა

54

47

ლატვია

63

50

ბელორუსია

59

51

რუსეთი

62

55

უკრაინა

91

74

საქართველო

85

76

აზერბაიჯანი

103

79

უზბეკეთი

92

99

ყირგიზეთი

97

92

________________

წყარო: „Российский экономический журнал“ №3, 2002, გვ.49.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „ცხოვრების ხარისხის“ მაღალი რეიტინგი წარმოადგენს ერთგვარ სიგნალს იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილია ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და იქ დაბანდებული კაპიტალი შედარებით დაბალ რისკს შეიცავს. გარდა ამისა, „ცხოვრების ხარისხის“ მაღალი რეიტინგი გვიჩვენებს, რომ მოცემულ ქვეყანაში შედარებით უფრო შემსუბუქებულია სავალო ტვირთი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე მიგვანიშნებს აგრეთვე სხვა ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა (მთლიანი შიდა პროდუქტი, სამრეწველო პროდუქცია, სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქცია, სატრანსპორტო საწარმოთა მიერ ტვირთების გადაზიდვა და საცალო საქონელბრუნვა) შედარება დსთს ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან 2000 წელს 1990 წელთან მიმართებაში (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4

ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა მნიშვნელობები დსთ- ქვეყნებში 2000
წელს 1990 წელთან შედარებით (%25 შესადარ ფასებში)

0x01 graphic

________________

წყარო: Д. Мацнев, Макроекономика СНГ. Десятилетие реформ, ,,Росийский экономический журнал“ №5-6, 2001, გვ.62 და 64

როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, საქართველო ყველა დასახელებული მაჩვენებლით ჩამორჩება დსთ-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს: მშპ-ის მიხედვით - 24,4 პროცენტული პუნქტით, სამრეწველო პროდუქციის საერთო მოცულობით - 37 პროცენტული პუნქტით, სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციით - 4 პროცენტული პუნქტით, საერთო სარგებლობის ტრანსპორტის ტვირთბრუნვით - 10 პროცენტული პუნქტით, საცალო საქონელბრუნვით - 46,8 პროცენტული პუნქტით. 2000 წელს 1990 წელთან შედარებით საქართველო ჩამორჩება მშპ-ის მაჩვენებლით დსთ-ს ყველა ქვეყანას მოლდავეთის გარდა; სამრეწველო პროდუქციის საერთო მოცულობით ყველა ქვეყანას; სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციით - ყველა ქვეყანას, ყირგიზეთის, მოლდავეთის და ტაჯიკეთის გარდა; საერთო სარგებლობის ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვით - ყველა ქვეყანას, სომხეთის ყირგიზეთის, მოლდავეთის და ტაჯიკეთის გარდა; საცალო საქონელბრუნვით ყველა ქვეყანას ყაზახეთის, მოლდავეთის და ტაჯიკეთის გარდა.

საქართველოში შრომის ნაყოფიერების დონის მიხედვით ანალოგიურად არასახარბიელო ტენდენციაა:

მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების დონემ (აშშ-ის დოლარებში) საქართველოში 1990 წ. შეადგინა 12500 დოლარი. შემდგომ წლებში იგი იკლებს და 1995 წელს შეადგენდა 4000 დოლარს, ხოლო 1997 წლისათვის უმნიშვნელოდ გაიზარდა და გახდა 5250 დოლარი.

ცხრილი 5.

საქართველოს მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების დონე მსოფლიოს სხვა
ქვეყნების მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების დონესთან მიმართებაში 1990 .
ფასებით (%25)12

ქვეყნები

წლები

1990

1995

1997

საქართველო

100

100

100

მთელი მსოფლიო

150,6

150,6

375,2

დასავლეთის გან. ქვეყნები

349,6

1126,3

881,0

აშშ

468,0

1592,5

1282,0

„დიდი შვიდეული“

366,4

1172,5

926,7

განვითარებადი ქვეყნები

84,0

313,8

245,7

ლათინური ამერიკა

106,2

358,8

287,6

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა,
ბალტიისპირეთი

129,6

347,5

301,9

დსთ-ს ქვეყნები

103,6

225,0

180,9

__________________

წყარო: Мировая экономика. тенденции 90-х годов, М. 1999, გვ.286.

აღნიშნული მაჩვენებელი საანალიზო პერიოდში ყველაზე დაბალი მნიშვნელობისაა როგორც მთელი მსოფლიოს მრეწველობაში დაფიქსირებული შრომის ნაყოფიერების დონესთან შედარებით, ისე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან, აშშ-სთან, „დიდ შვიდეულთან“, განვითარებად ქვეყნებთან, ლათინურ ამერიკასთან, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით (იხ. ცხრილი 5).

ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის პერიოდში საქართველოს ეკონომიკის დაცემის ერთ-ერთი გამოვლინებაა უმუშევრობის მაღალი დონე და საგარეო- ეკონომიკურ ურთირთობებში არსებული უარყოფითი მოვლენები. თუ 1991 წელს ამ მაჩვენებელმა საქართველოში შეადგინა 0,1%25, 2000 წელს იგი უდრიდა 14,9%25. ამასთან, საქართველო ამ მაჩვენებლით დსთ-ს ყველა ქვეყანას ჩამორჩება. კერძოდ, უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ყაზახეთში, 1,0 პროცენტული პუნქტით ვიდრე აზერბაიჯანში, 3,2 პროცენტული პუნქტით - ვიდრე რუსეთში, 3,1 პროცენტული პუნქტით - ვიდრე სომხეთში, 10,6 პროცენტული პუნქტით - ვიდრე უკრაინაში, 12,8 პროცენტული პუნქტით - ვიდრე ბელორუსიაში, 12,9 პროცენტულიპუნქტით - ვიდრე მოლდავეთში, 13,1 პროცენტული პუნქტით - ვიდრე ტაჯიკეთში, 14,3 პროცენტული პუნქტით - ვიდრე უზბეკეთში (იხ. ცხრილი 6).

ცხრილი 6.

უმუშევრობის მაჩვენებელი დსთ- ქვეყნებში (%25)13

ქვეყნები

წლები

1991

2000

აზერბაიჯანი

-

13,9

სომხეთი

-

11,6

ბელორუსია

0,1

2,1

საქართველო

0,1

14,9

ყაზახეთი

0,1

14,1

ყირგიზეთი

-

-

მოლდავეთი

0,0

2,0

რუსეთი

-

11,7

ტაჯიკეთი

0,0

1,8

თურქმენეთი

2,0

-

უზბეკეთი

0,0

0,6

უკრაინა

0,0

4,3

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2001 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 11,4 პროცენტი უმუშევარია. უმუშევართა 45,6%25 ქალია. უმუშევრობის დონე ქალაქად უფრო დიდია, ვიდრე სოფლად, უმუშევრობის დონემ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით, სოფლად - 2,7%25, ქალაქად - 22,7%25, საერთოდ ქვეყანაში კი - 11,4%25 შეადგინა.

რაც შეეხება დასაქმების სამსახურში რეგისტრირებულ უმუშევრების რიცხოვნობას, 2001 წლის ცხრა თვეში იგი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34,1%25-ით გაიზარდა და საშუალოდ 108,4 ათასი კაცი შეადგინა.

ამავე პერიოდში რეგისტრირებული თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა თითქმის 28%25-ით შემცირდა და 2,5 ათასი შეადგინა.14

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებშიც სახეზეა სირთულეები, რაც უწინარეს ყოვლისა, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემების გაუარესებაში გამოიხატა. კერძოდ: 2001 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1004,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომელშიც მხოლოდ 320,0 მლნ. დოლარი, ანუ 31,9%25 მოდის ექსპორტზე (წინა წლის 97,0%25), ხოლო 68,1) - იმპორტზე.

2001 წლის საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იყო და შეადგინა 364,1 მლნ. აშშ დოლარი.

ქვეყნის სავაჭრო ბალანსში ჩამოყალიბებული უარყოფითი ტენდენციის შესახებ განზოგადებულ წარმოდგენას იძლევა ქვემოთ მოტანილი ცხრილის მონაცემები (იხ. ცხრილი 7).

როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, ქვეყნების რაოდენობა, რომლებთანაც საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 2001 წელს 2000 წელთან შედარებით გაიზარდა 9 ერთეულით, ანუ 111,8%25-ით, ხოლო დადებით სავაჭრო ბალანსის ქვეყნების რაოდენობა 36-დან შემცირდა 30-მდე. 2001 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 85 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტმა 384,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 76 ქვეყნისა და 334,5 მლნ. დოლარისა 2000 წელს, სულ დეფიციტი წლის განმავლობაში უდრიდა 364,1 მლნ. აშშ. დოლარს.

ცხრილი 7

საქართველოს საგარეო სავაჭრო
ბალანსი 2000-2001 წლებში15

წლები

ქვეყნები

ქვეყნების
რაოდენობა

საგარეო სავაჭრო
ბალანსი, მლნ. აშშ
დოლარი

უარყოფითი
სავაჭრო ბალანსი

2000 წ.
2001 წ.

76
85

334,5
384,2

დადებითი
სავაჭრო ბალანსი

2000 წ.
2001 წ.

36
30

13,6
20,1

სულ

2000 წ.
2001 წ.

112
115

-320,9
-364,1

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდულობაზე მიგვანიშნებს აგრეთვე საქართველოში წარმოებული საზღვარგარეთ გადატვირთული პროდუქციის დაბალი ხვედრითი წილი. 2000 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 25,9%25, ხოლო 2001 წ. 31,8%252. 1996-2001 წწ. საგრძნობლად გაიზარდა სამართალდარღვევები, ავტოსაგზაო შემთხვევები და ხანძრები საქართველოში (იხ. ცხრილი 8).

ზემოაღნიშნული ციფრობრივი მასალა ცხადყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეს, და, მაშასადამე, მის წინაშე არსებულ საფრთხეს. იგი ერთხელ კიდევ ასაბუთებს ჩვენს დასკვნას იმის შესახებ, რომ არასწორეა როდესაც პარლამენტის მიერ მიღებულ ეროვნული უსაფრთხოების კანონში ეკონომიკური უსაფრთხოება მიჩნეულია როგორც გამოწვევები და არა საფრთხეები.

ბუნებრივია კითხვა ისმის: რა უნდა გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად? აქვს კი საქართველოს შანსი იმისათვის, რომ გამოსწორდეს მისი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა?

ცხრილი 8

სამართალდარღვევები, ავტოსაგზაო შემთხვევები და ხანძრები საქართველოში
1996-2001 წწ. (%25)16

მაჩვენებლები
/წლები

1996

1997

1998

1999

2000

2001

რეგისტრირებული
დანაშაული სულ

100,0

95,8

102,7

97,7

103,8

108,1

აქედან:
ნარკოტიკების
უკანონო
დამზადება,
შენახვა,
გასაღება

100,0

97,2

99,3

113,3

138,4

147,7

ეკონომიკის
დარგში
ჩადენილი
დანაშაული

100,0

130,5

144,1

171,2

239,4

299,1

ავტოსაგზაო
შემთხვევა

100,0

101,0

107,7

109,5

105,0

119,1

მომხდარი
ხანძარი

100,0

99,3

122,5

146,5

154,8

147,7

ჩვენი ღრმა რწმენით, ამ კითხვებზე დადებითად უნდა ვუპასუხოთ - არის.

ამჯერად კონკრეტულ გზებზე და საშუალებებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე ამის შესახებ ქვემოთ გვექნება მსჯელობა.შ.ემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმე ზოგადი მოსაზრებით:

პირველი - მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი სახის ეკონომიკური კრიზისი შეიცავს მისგან თავის დაღწევის მექანიზმებსაც. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამან ასახვა ჰპოვა ჩინურ იეროგლიფებშიც. იეროგლიფი, რომელიც აღნიშნავს „კრიზისს“, შედგება ორი ნიშნისაგან: ერთი მათგანია «საფრთხე», ხოლო მეორე „შანსი“.16

მეორე - ეკონომიკური განვითარების ციკლური თეორიაც ფაქტობრივად ამას ასაბუთებს. იგი იმაზე მიუთითებს, რომ კრიზისს მოსდევს გამოცოცხლება და შემდეგ აღმავლობა. ისევ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორიას დავიმოწმებთ იმის შესახებ, რომ კრიზისიდან გამოსვლა ყოველთვის ემორჩილებოდა სრულიად გამოკვეთილ კანონზომიერებას: ჯერ იწყება წარმოების გამოცოცხლება, განსაზღვრული დროის შემდეგ მას მოჰყვება აღმავლობა. გვჯერა, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაც ამ კანონზომიერებით წავა.

მესამე - კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის დამფუძნებელმა უილიამ პეტიმ (1623-1687) თავის შრომებში წამოაყენა მართალია ფრაგმენტული მაგრამ არაერთი საყურადღებო იდეა ეკონომიკური თეორიის, ეკონომიკური მეცნიერების შექმნის გზების შესახებ. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ მისი ერთ-ერთი შრომის პირველი თავი „პოლიტიკური არითმეტიკა“, აქ პეტი ქვეყნის სიმდიდრის გაზრდის შესახებ საუბრობს პატარა ქვეყნის მაგალითზე, რომელსაც თავისი გეოგრაფიუილი მდებარეობის წყალობით ხელსაყრელი პირობები გააჩნია ვაჭრობის, ნაოსნობის, სამდინარო ტრანსპორტის განვითარებისათვის: პატარა ქვეყანას - აღნიშნავს იგი - მცირერიცხოვანი მოსახლეობით, თავისი მდებარეობის, ვაჭრობისა და პოლიტიკის წყალობით სიმდიდრითა და ძლიერებით შეუძლია ექვივალენტური იყოს იმ ქვეყნისა, რომელსაც უფრო მრავალმრიცხოვანი მასახლეობა ჰყავს და დიდი ტერიტორია უკავია.

მისი ეს დებულებაც დადასტურებულია პრაქტიკული ცხოვრებით (ჰოლანდია, შვეიცარია და სხვა).

XVII საუკუნეში უ. პეტის მიერ გამოთქმული მოსაზრება გასათვალისწინებელია დღევანდელი საქართველოსათვის, რომელიც თავისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ცენტრშია მოქცეული. სწორად აგებული და რეალიზებული ეკონომიკური პოლიტიკით, მცირერიცხოვანი მოსახლეობით და ტერიტორიით პატარა საქართველოს ყველა პირობა გააჩნია უმოკლეს პერიოდში სიმდიდრითა და ძლიერებით ექვივალენტური იყოს იმ ქვეყნების, რომელთაც გაცილებით ჭარბი მოსახლეობა ჰყავთ და დიდი ტერიტორია უკავიათ. უფრო მეტიც, საქართველოს მცირერიცხოვანი მოსახლეობა და პატარა ტერიტორია, ფიზიკის კანონის საფუძველზე, მას ადვილად დინამირებადს ხდის და ესეც გასათვალისწინებელია ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების ძიებისას.

მეოთხე - კრიზისიდან თავის დაღწევის ფაქტორია აგრეთვე ადამიანების რწმენა უკეთესი მომავლისადმი. ჩვენს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიდან ჩანს, რომ რესპოდენტთა (810 ადამიანი) 65%25-ს სჯერა, რომ საქართველო მალე გამოვა კრიზისული მდგომარეობიდან და მოწინავე განვითარებული ქვეყნების რიგებში ჩადგება; 30%25-ს არ სჯერა; 5%25-მა კითხვას ვერ უპასუხა, ნიშანდობლივია, რომ 65%25-ის ფარგლებში მოქცეული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა (79%25) ახალგაზრდობაა (25-40 წლის ასაკის).

მეხუთე - „ვარდების რევოლუცია“ მარტო პოლიტიკური აქტი არ იყო. იგი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის დაწყების მძლავრი ფაქტორიცაა17. მან გამოაღვიძა ქართველი ერის, საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ უნარში ჩაგუბებული უდიდესი პოტენცია. საქართველო დემოკრატიის განვითარების ნიმუშ ქვეყნად იქნა აღიარებული, რაც გარდუვალად წინ წასწევს ეკონომიკურ დემოკრატიას. ეკონომიკური დემოკრატია კი ეკონომიკური ზრდის მაგისტრალური მიმართულებაა.

ქვემოთ განვიხილოთ ეკონომიკური ზრდის ისეთი ფაქტორი, როგორიც არის ცოსიალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის სრულყოფა.

__________________________

1 წყარო: თ. ბასილია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია; საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე, თბ. 2001, გვ. 281.

2 Д.Манцев, Макроэкономика СНГ. Десятилетие реформ. ж. «Россиский экономический журнал», №5-6. 2001 წ.გვ.62.

3 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ. წყარო: На пороге 21-го века. Доклад о мировом развитии 1999/2000. М. 2000, გვ. 214-215

4 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ. წყარო: თ. ბასილია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე. დასახელებული შრომა. გვ. 214-215.

5 А. Шурубович, к синхронизации рыночных реформ ж. «Российский экономический журнал», №3, 2002, გვ. 46-47.

6 წყარო: 1. თ მიმინოშვილი, ა. ქათამაძე, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, - საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი. ბიულეტენი, №40, ივლ. 2000, გვ.17.

7. თ. ბასილია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე. დასახელებული შრომა. გვ. 470-471.

8 Мамчия И. М. , Паробецкий М. Н., Региональные особенности решения проблем социальной экологии. Тезисы докладав на тему «Проблемы социальной экологии», част I, Львов, 1986, стр.82.

9 წყარო: ნ. ჭითანავა, გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ნაწ. III, თბ. 2001. გვ. 415.

10 ბალების რიცხვი მიუთითებს მოცემული ქვეყნის მიერ დაკავებულადგილს მსოფლიოში.

11 წყარო: Н. Зиядуллаев, Современная экономическая ситуация в СНГ, ж, «Экономист» №1, 2002, გვ. 82.

12 წყარო: საქართველოს სსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2001 წელს, თბ. 2001. გვ. 44-45.

13 წყარო: საქართველოს სსდ, საქართველოს სოციალური მდგომარეობა 2001, თბ. 2001 წ. გვ.45

14 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ საქართველოს სსდ-ს შესაბამისი წლების მონაცემების საფუძველზე.

15 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ საქართველოს სსდ-ს შესაბამისი წლების მონაცემების საფუძველზე.

16 П. Фишер, Как превратить Россию в правлекательныий рынок для иностраных инвесторов, ж, „Вопросы Экономики“ №2, 2002. стр.84.

17 „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ცალკე კვლევის საგანია.

5.2 2.2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საყოველთაოდ ცნობილი შეიქმნა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიკური, მორალურ-ფსიქოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისი. ამ მხრივ არ გამოირჩევა საქართველოც. პირიქით, საქართველოში უფრო მძაფრად მიმდინარეობს და უფრო ხანგრძლივიაღმოჩნდა კრიზისული მოვლენები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

შექმნილი მდგომარეობა განპირობებულია მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორით. მაგრამ ყველაზე მთავარია ძველი სოციალური წყობიდან ახალ სოციალურ წყობაზე გადასვლის შორს გამიზნული, ხანგრძლივვადიანი, თეორიულად დასაბუთებული და ადგილობრივ ეროვნულ თავისებურებებზე დაფუძნებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის უქონლობა, რომლის მთავარ მიმართულებასაც წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მართვის სრულყოფა.

ცნობილია, რომ XX ს-ის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე, მსოფლიოში მიმდინარეობს სახელმწიფო მოწყობისა და მართვის დემოკრატიული პრინციპების დაჩქარებული განვითარება. მთელ რიგ ქვეყნებში დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის აუცილებელ, სავალდებულო კომპონენტად იქცა ადგილობრივი თვითმმართველობა. მისი ძირითადი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მმართველობას ახორციელებს მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, მათ მიერვე დემოკრატიული პრინციპებით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით.

ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების, მხარეების მართვის ასეთმა ტიპმა დაიმკვიდრა რეგიონული (ფედერაციული) მართვის სახელწოდება.

მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების მდიდარი, ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეგიონული (ფედერაციული) მართვის და მაშასადამე, დემოკრატიული პროცესების განვითარების დონის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ (რეგიონულ, სამხარეო, ტერიტორიულ) ორგანოებს შორის ურთიერთმიმართება, მათ შორის უფლებებისა და მოვალეობის გამიჯვნის ხარისხი.

რეგიონული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აღჭურვილნი არიან განსაზღვრული ქონებრივი, ეკონომიკური, საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიული და სხვა უფლებებით. ეს იმაში გამოიხატება, რომ ქვეყნის განვითარების რეგულირების ფუნქციები ერთიანი სახელმწიფო ცენტრალური ორგანოებიდან სულ უფრო მეტად ინაცვლებს ადგილობრივ, რეგიონულ დონეზე. სწორედ ასეთ უფლება-მოსილების გამიჯვნას ითვალისწინებს ტასისის ევროპული საექსპორტო სამსახურის რეკომენდაცია საქართველოს მომავალი ეკონომიკური ზრდის შესახებ, სადაც უმთავრეს და აუცილებელ პირობად მიჩნეულია მთავრობის მიდგომის შეცვლა ქვეყნის ეკონომიკის მართვის მიმართ. ამ რეკომენდაციებით მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ყველანაირი მიკროეკონომიკური ჩარევა და კონცენტრაცია მოახდინოს მხოლოდ ისეთ ასპექტებზე როგორიცაა: სოციალური უქრუნვალყოფის სისტემა, სახალხო ინფრასტრუქტურების რეკონსტრუქცია და მართვისა და სამართლებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბება თანასწორუფლებიანი კერძო მეწარმეობის განსავითარებლად. აღნიშნული რეკომენდაციების გამოძახილად უნდა შეფასდეს საქართველოს სამთავრობო ბრძანებულების ის პუნქტიც, რომელიც ეხება «ცენტრსა» და რეგიონებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნას. დასახული იყო განხორციელდეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა უფლებების გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამართლებრივი ბაზის საფუძველზე სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების გამიჯვნა, ადგილობრივი საწარმოო პოტენციალისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენებისათვის, მუნიციპალური სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მუნიციპალურსაინვესტიციო პროგრამების რეალიზებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

ამავე მიმართულების ღონისძიებად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის ოქტომბერში მიღებული ორგანული კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ», რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოწოდებულია საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლები.

მეცნიერულ ლიტერატურაში დამკვიდრებული განმარტებით, რეგიონი არის სახალხო მეურნეობის ქვესისტემა, რომელიც ორგანიზებულია შრომის დარგობრივი და ტერიტორიული დანაწილების ურთიერთქმედების საფუძველზე. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური სივრცობრივი ერთიანობა, რომელიც ხასიათდება წარმოების განსაზღვრული სტრუქტურით, საკუთრების ყველა ფორმის არსებობით, მოსახლეობის კონცენტრაციით, სამუშაო ადგილებით, ადამიანის სულიერი ცხოვრების პირობებით და რომელსაც ჰყავს მოცემული ტერიტორიის მართვის ადგილობრივი ორგანოები. რეგიონების კლასიფიკაცია შეიძლება სხვადასხვა ნიშნით: წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის სპეციალიზაციით, ეკონომიკურ გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებრივ -კლიმატური პირობებით, რესურსებით უზრუნველყოფილობით, ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური პირობებით და სხვა. ერთნაირი რეგიონი არ არის და არც შეიძლება იყოს. არის დიდიხნის წინ ათვისებული და ახლახანს ათვისებული, ცენტრალური და პერიფერიული, ჭარბი /ნაკლები/ სამუშაო ძალის და სხვა ნიშნების მქონე რეგიონები. ისინი ერთიმეორისაგან განსხვავდებიან ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, საწარმოო ძალების განვითარების დონით, სოციალური ინფრასტრუქტურით, სანედლეულო ბაზით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგით, მაღალგანვითარებული სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან სიახლოვით /სიშორით/, მოსახლეობის შრომისა და ცხოვრების ჩამოყალიბებული წესებით და სხვა.

ყველა ეს თავისებურება გათვალისწინებული უნდა იქვენ სოციალურ- ეკონომიკური განვითარების მართვის პოლიტიკის შე-მუშავების დროს. იგი უნდა მოიცავდეს მთელი ქვეყნის, მისი რეგიონების /მხარის/ სიცოცხლისუნარიანობის, მისი ფუნქციონირების ყველა ასპექტს: პოლიტიკურს, იდეოლოგიურს, სოციალურს, ფინანსურ-ეკონომიკურს, კულტურულს, ფსიქოლოგიურს და სხვა მრავალს. აქედან გამომდინარე მასში მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული და სულ უფრო მეტად უნდა იზრდებოდეს რეგიონის როლი და მოქმედების არეალი, საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების პროცესში. შევნიშნავთ, რომ საზღვარგარეთის მთელ რიგ ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის პოლიტიკის მოქმედების სფერო რეგიონულ ჭრილში ქვეყნის ტერიტორიის და სამეურნეო-სოციალური ცხოვრების უდიდეს ნაწილზე ვრცელდება /დედამიწის ზედაპირის 52%25 და მსოფლიო მოსახლეობის 40%25/ ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ XX საუკუნეს ხშირად უწოდებენ როგორც „ფედერალიზმის /რეგიონალიზმის/ ერას“, „ფედერალური /რეგიონული/ რევოლუციების“ ეპოქას.

აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ რეგიონული პოლიტიკა, რეგიონების დონეზე წარმოშობილი პრობლემები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მით უმეტეს დღეს, როდესაც რეგიონი იქცევა ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მთავარ სუბიექტად.

საქართველო, რომელიც ეხლა იწყებს დემოკრატიულ, თვითმმართველობაზე აგებული სახელმწიფოს მშენებლობას, ვერ გაუტოლდება მოწინავე ქვეყნების განვითარების დონეს, თუ არ ექნა მეცნიერულად დასაბუთებული, მოსახლეობის მიერ ღრმად აღქმული, გათავისებული და საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული რეგიონული მართვის პოლიტიკა.

სამწუხაროდ დღეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით კი ზოგიერთ პარტიას ვერ გაუთვალისწინებია მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და თავიანთი მოქმედებით, საჯარო გამოსვლებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის რეგიონულ, სამხარეო მოწყობის განხორციელებას. აკრიტიკებენ, რა ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების ნელი ტემპით მიმდინარეობას, მართვის ადმინისტრაციულ- მბრძანებლური სტრუქტურების შენარჩუნებას, ამავე დროს ისინი უარს ამბობენ ქვეყნის რეგიონულ მართვაზე გადასვლაზე; ზოგიერთი ოპონენტი იქამდეც კი არის მისული, რომ რეგიონული მოწყობის იდეას საქართველოში ფეოდალური ხანის აღდგენად, საქართველოს ფეოდალურ სამთავროებად დაყოფის, დაქუცმაცების ცდადაც აცხადებს.

ასეთი მოსაზრება ეფუძნება მცდარ დებულებას იმის შესახებ, თითქოს დეცენტრალიზებული სახელმწიფო დასუსტებული, სამთავროებად დაშლილი სახელმწიფოა და მისი სიძლიერე ცენტრალიზაციის ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ამ დებულების მცდარობას ისევ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ადასტურებს. ცენტრალიზაციის ხარისხი და ქვეყნის სიძლიერე პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში რომ იყვნენ, მაშინ მიუხედავად დეცენტრალიზაციის გზაზე გადადგმული ზოგიერთი პოზიტიური ნაბიჯებისა საქართველო ფაქტიურად კვლავ რჩება ზეცენტრალიზებული სისტემის მქონე ქვეყნად და უძლიერეს სახელმწიფოთა რიგში უნდა იყოს, აღარ უნდა სტანჯავდეს მას გაჭიანურებული ყოვლისმომცველი კრიზისი.

რეგიონალიზაციის მოწინააღმდეგეებს ისიც აღუძრავს ეჭვებს, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მიდგება ხოლმე საქმე რუსეთის პოლიტიკური წრეები აშკარად, დაუფარავად უჭერენ მხარს საქართველოს ფედერაციული მოწყობის იდეას. ჩვენი აზრით, არც ეს არგუმენტი გამოდგება საერთოდ ფედერალიზმის /რეგიონალიზმის/ საწინააღმდეგოდ. ისტორიაში ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში როდესაც განიხილებოდა გერმანიის სახელმწიფო მოწყობის საკითხი საფრანგეთი, მაგალითად, მისი დასუსტების, დაშლის და წელში არ გამართვის მიზნით არა თუ მისი ფედერაციული, კონფედერაციული მოწყობის მომხრეც კი იყო. თუ როგორ დასუსტებულია გერმანია ფედერალური მოწყობის შედეგად დღეს ყველა ვხედავთ.

კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ცივილიზებულ ქვეყნებში მიმდინარეობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგანმაპირობებელი პროცესები. ერთის მხრივ, ხდება ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტების ინტეგრაციის პროცესი /ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია, მაგალითად, ერთიანდებიან ერთიან კავშირში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკით; ასევე ხდება სამხრეთ ამერიკაში; ინტეგრაციის ნათელი მაგალითია ტრასეკას და ბისეკას ქვეყნების ერთობლივი საქმიანობა, ევროპის ეკონომიკური საბჭოს ქვეყნების მოღვაწეობა, რომლებიც იქამდისაც კი არიან მისული, რომ უახლოეს მომავალში ერთიანი კონსტიტუცია ექნებათ, ხოლო ერთიანი ვალუტა - ევრო, უკვე აქვთ და სხვა/. მეორეს მხრივ, მიმდინარეობს მოცემული ქვეყნის შიგნით რეგიონისადმი, მხარეებისადმი, ცალკეული ტერიტორიული ერთეულებისადმი ამავე ასპექტების მართვის სადავეების გადაცემის პროცესი.

აქედან გამომდინარე საქართველოში რეგიონალიზაციის პროცესის გაღრმავება ობიექტურ აუცილებლობად მიგვაჩნია და ამ პროცესის როგორც მის ფეოდალურ სამთავროებად მონათვლა, მის დასუსტებად წარმოსახვა დღევანდელი ცივილიზებული ქვეყნებისათვის სასაცილოდაც არ მიიჩნევა. აბა შევხედოთ გერმანიის მაგალითს. იგი, როგორც ცნობილია, შედგება სხვადასხვა რესპუბლიკებისაგან ანუ (მიწებისაგან). ყოველ მათგანს მიცემული აქვს ფართო ავტონომია, შეუძლია გაატაროს თავისი დამოუკიდებელი საშინაო პოლიტიკა. ეს კონსტიტუციით არის განმტკიცებული, კონსტიტუცია აძლევს მათ ამის უფლებას. ბავარიაში მცხოვრებლები, მაგალითად, თავიანთ თავს გერმანელებად არც კი თვლიან. აქაური კაცი ყველგან წარმოგიდგებათ როგორც ბავარიელი და ამით ამაყობს კიდეც. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ განსხვავება, როგორც ამტკიცებენ, უფრო მეტია ვიდრე, მაგალითად რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ არც ერთი ბავარიელი დღემდის არ მისულა იმ სულელურ, უგუნურ აზრამდის, რომ ბავარია გამოაცხადოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სუბიექტად. მათ იციან, რომ ისინი უკეთესად ცხოვრობენ ერთიან, მთლიან გერმანიაში, ვიდრე იცხოვრებდნენ სუვერენულ ბავარიაში.

უნდა შევნიშნოთ, რომ რეგიონელიზაციის შემაფერხებელ, შეფარულ, რეციდივად მიგვაჩნია მართვის მაღალ დონეებზე გატარებული პლიტიკა, ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ საქართველოს პარლამენტში 1996-2002 წწ. ბიუჯეტების განხილვასთან დაკავშირებით წარმოშობილი „ბიუჯეტების ომი“ ცენტრსა და რეგიონებს შორის, ცენტრის მიერ რეგიონებისათვის ნაკლები დამოუკიდებლობის მიცემა, რეგიონების მიერ თავიანთი შემოსავლებისადმი განკარგვის ნაკლები თავისუფლება, უფრო მეტიც, რეგიონების ცენტრის მიმართ ხელში შემყურის პოლიტიკის გატარება და სხვა.

როდესაც რეგიონალიზაციის პროცესის გაღრმავებაზე ვსვამთ საკითხს, ამასთან არ გვავიწყდება ისიც, რომ როგორც სოციალური თანაცხოვრების ყველა ფორმა ისიც არ არის იდეალური მოდელი, არც იგია დაზღვეული ცალკეული ანტინომიებისაგან, გააჩნია გარკვეული უარყოფითი მომენტები. მხედველობაში გვაქვს შემდეგი გარემოებები (გ. ხუბუა):

ჯერ ერთი, რეგიონალიზაციის შედეგად ხდება ეკონომიკის მართვის სახელმწიფო (ცენტრალური) სისტემის ტრანსფორმაცია, რაც გარკვეულ საზოგადოებრივ (განსაკუთრებით სოციალურ) ხარჯებს იწვევს;

მეორე, ხდება შესაბამისი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული რესურსების ფლობის პრინციპის რღვევა. რეგიონულ დონეზე რესურსების საკუთრების პრობლემა მართალია კანონმდებლური აქტებით ადვილად გადასაწყვეტი არაა, მაგრამ უფლების მიღების პრობლემის ცენტრი თანდათანობით ინაცვლებს რეგიონში შემავალი რაიონების, ქალაქების და სხვა ადმინისტრაციული ერთეულებისაკენ;

მესამე, რეგიონალიზაციის პროცესს არასწორი მართვის პირობებში შესაძლებელია თან მოჰყვეს საერთო სახელმწიფო ინტერესების გარკვეული შელახვა. მაგალითად, რეგიონის ეკონომიკური აღმავლობით დაინტერესებული ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები მოისურვებენ მსოფლიო ბაზარზე დამოუკიდებელ გასვლას და ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე ფასების მკვეთრი დაცემა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ იმავე საქონლის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების შემცირება, უცხოეთის ბანკებში რეგიონების მიერ ვალუტის მოთავსება და სხვა.

მეოთხე, მიმდინარეობს ბრძოლა რეგიონების მიერ დაუსაბუთებელი შეღავათების, დოტაციების და სხვა სახის ინექციების მისაღებად, განსაკუთრებით საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის სახით;

აღნიშნული და სხვა შესაძლო ნეგატიური მოვლენები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იქნეს. მაგრამ, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის განხორციელება და ყველა რეგიონის მიმართ სწორი, კანონმდებლობაზე დაფუძნებული, სამართლიანი პოლიტიკის გატარება მათ გამოვლინებას შეასუსტებს ან სულაც აღკვეთს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონალიზმი სრულებითაც არ გამორიცხავს ცენტრალიზებული მართვის ელემენტებს, მართვის ისეთი მეთოდებისა და ხერხების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის, მისი ცალკეული რეგიონის, რეგიონის შიგნით რაიონების, ქალაქების, დაბების, სოფლების ინტერესების ჰარმონიულ შეხამებას ქვეყნის ინტერესების პრიმატის პირობებში.

რეგიონალიზაციის უპირატესობები, ამ უპირატესობების შედეგად საზოგადოების მიერ მიღებული დადებითი შედეგები რეალიზებული უნდა იქნეს რეგიონული პოლიტიკის მეშვეობით.

შექმნილმა ხელსაყრელმა ისტორიულმა პირობებმა, ობიექტურმა ეკონომიკურმა აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ურთულესი და უდიდესი პასუხისმგებლობის ამოცანა: საქართველოს უნდა ჰქონდეს მეურნეობრიობის საკუთარ პრაქტიკაზე, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე, საკუთარი განვითარების ბუნებრივ-საწარმოო პირობებზე დამყარებული, ცივილიზებული სამყაროს გამოცდილების ამსახველი რეგიონული პოლიტიკა.

სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არა გვაქვს დამუშავებული, ჩამოყალიბებული და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განმტკიცებული ასეთი პოლიტიკა ისევე როგორც არ გვაქვს იგი ქვეყნის დონეზე. ამიტომ რაც უფრო შორს გადავდებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას, მით მეტი შეცდომები იქნება დაშვებული, მით უფრო მეტად გაგვიძნელდება ახალი საზოგადოებრივი წყობის მშენებლობა.შ.ეიძლება ზოგიერთი ოპონენტი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მიერ განვითარების რეგიონული ასპექტების გაუთვალისწინებლობა, ან უფრო სწორად, ქვეყანაში რეგიონული პოლიტიკის არ არსებობა, მოკავშირე რესპუბლიკების და ავტონომიური წარმონაქმნების ეროვნული თავისებურებების, ეთნოსოციალური მენტალიტეტის და სხვა განმასხვავებელი ნიშნების იგნორირება. ამიტომ ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ, უნდა დავაჩქაროთ რეგიონული პოლიტიკის და მისი განხორციელების კონკრეტული გზების დამუშავება, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონალიზაციის პროცესი მოიცავს:

- სტრუქტურული, ინოვაციური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკოლოგიური სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის დროს რეგიონული და რეგიონთაშორისი ასპექტების გათვალისწინებას;

- რეგიონების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ამაღლებას საკუთარი სოციალურ- ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების პრობლემების გადაწყვეტაში;

- საერთო სახელმწიფოებრივი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას.

საქართველოში მისი განვითარების ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ცნობილი მიზეზების გამო შეუძლებელი იყო რეგიონალიზაციის პროცესების შესახებ საუბარიც კი. ჯერ რუსეთის ცარიზმის, ხოლო შემდეგ ყოფილი სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში სრულიად მოშლილი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა.

სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და მმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების გზაზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის კვალობაზე. მაგრამ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის საქართველოში შემოსვლის შედეგად ჩანასახშივე იქნა მოსპობილი დემოკრატიული ინსტიტუტები და ცხადია, რომ რეგიონული განვითარების შესახებ, საკუთარი რეგიონული პოლიტიკის ქონაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. ეს მაშინ იყო, როდესაც საქართველოში რომ სახელმწიფო კანონებს ადგენდნენ ევროპაში ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

მართალია არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია იარსებოს ისე, რომ თავისი რეგიონის მიმართ არ გააჩნდეს რაღაც პოლიტიკა („ცენტრი-რეგიონის“ ტიპის სისტემა), რომლითაც უზრუნველყოფს თავისი არსებობის შენარჩუნებას, გახანგრძლივებას. ჯერ მეფის რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრიდან საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ დამორჩილებას, ადამიანების შეგნებაში ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებას, როდესაც მისი არსებობის მთავარ მიზნად აღიარებულია «ცენტრის» ინტერესების რეალიზაცია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რასაც თან მოჰყვა შესაბამისად მართვის ცენტრალური ორგანოების მოშლა, მასში შემავალი რესპუბლიკები, მხარეები და სხვა რეგინული დანაყოფები მეტად რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ დამოუკიდებლად უნდა გადაეწყვიტათ მრავალი სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური, ეკოლოგიური და სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ადრე მათ არ უხდებოდათ, ყველაფერი ეს „ცენტრის“ გასაკეთებელი იყო. ყველაზე დიდი პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ მოიშალა და მთლიანად გაწყდა რესპუბლიკებს, მხარეებს და ა.შ. შორის არსებული ჰორიზონტალური კავშირები. ცხოვრებამ უკომპრომისო ამოცანის წინაშე დააყენა ისინი: ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულება.

ეკონომიკურ ლიტერატურაში ზოგიერთი ავტორი ასეთი ფუნქციის შემსრულებლად ასახელებს ცალკეულ საწარმოებს, კორპორაციებს, რომლებიც პასუხობენ საბაზრო ურთიერთობის კრიტერიუმებს და რომლებიც კონკურენტუნარიანი არიან შინაურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი მსოფლიო ბაზარზე.

ამ როლში ჩვეულებრივ გამოდიან ხოლმე მსხვილი ჰოლდინგური ტიპის აქციონერული კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც ორმხრივ სასარგებლო კავშირებს ამყარებენ რეგიონების ადმინისრაციებთან და ამით ისინი წინააღმდეგობის შემქმნელ ორგანიზაციებად გვევლინებიან მართვის ცენტრალური რეგიონების მიერ ადმინისტრაციული კავშირების, ვერტიკალური იერარქიული კავშირების მთლიანად აღდგენის მცდელობის გზაზე. ასეთი მცდელობები მათი მხრიდან სულ უფრო მეტ წინააღმდეგობაბს აწყდება. თუ გავითვალისწინებთ კორპორაციული მართვის თავისებურებებს, იმ გარემოებას, რომ ყოველი ცალკე აღებული კორპორაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ, სუვერენულ იურიდიულ პირს თავისი დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესებით და მისთვის ძალიან ხშირად სულაც არ არის საინტერესი და სასარგებლო რეგიონულ პრობლემებზე ფიქრი. იგი ვერ შეასრულებს ეფექტიანი შუამავლის როლს „ცენტრსა“ და რეგიონებს შორის. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეგიონალიზაციის პროცესების გაღრმავების გარეშე ბრძოლა მმართველობის ამ ორ იერარქიულ რგოლს შორის კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს და სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება იგი. ყოველივე ეს კი უდიდეს ზარალს მოუტანს და ჩიხში მოაქცევს ისედაც დაუძლურებულ ჩვენს ეკონომიკას.

როდესაც რეგიონალიზაციის შესახებ ისმის საკითხი ჩვეულებრივ წინა პლანზე გამოჰყავთ ხოლმე ცენტრიდანული ძალები, რომლებიც აქტიურდებიან ცალკეული რეგიონების და ადამიანთა დაჯგუფებების ეგოისტური მისწრაფებებით (ამის კლასიკური მაგალითია საქართველოს ძირძველ მხარეებში-აფხაზეთში და შიდა ქართლის ჩრდილოეთ რაიონებში მოწყობილი პოლიტიკური შანტაჟები, რომლებიც, სამწუხაროდ, ძმათა მკვლელ ომში გადაიზარდა) და რომელთა მიზანი არის ცენტრალიზებული მართვის მთლიანი სისტემის მოშლა, საერთო ეკონომიკური დეზინტეგრაცია. საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და სხვა მზაკვრული ჩანაფიქრები. ასეთი ფაქტები მართლაც არის სინამდვილეში, მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ მოცული აქვთ მთელი ქვეყნის მამოძრავებელი ძალები. აქ ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უფრო მეტად ვლინდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა უბანზე - მართვის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, საწარმოებისა და ორგანიზაციების სამმართველო აპარატის უუნარობა და სურვილის არ ქონა იმუშაონ ახლებურად. ანარქონიზმია, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ თითქმის ყველაფერი, მატერიალური და სულიერი სიმდიდრე მოვშალეთ და გავანადგურეთ რაც კი გაგვაჩნდა სოციალისტური ეკონომიკის პირობებში, გარდა ეკონომიკის მართვის პრინციპებისა, ფორმებისა და მექანიზმებისა. მთელი ვერტიკალური იერარქიული კავშირების მიხედვითაც სულ უფრო მეტად ძლიერდება ადმინისტრირება, მართვის ეკონომიკური ბაზისის მოშლას, ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ იმ შედეგების უპირატესობა, რომელიც თან სდევს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის უშუალო ეკონომიკურ კავშირებს, პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის დროს სახელმწიფო მეურვეობის თუნდაც მცირედით შესუსტებას მაინც და სხვა.

ობიექტურად აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია შეიქმნას მართვის ისეთი მოდელი, რომელიც არა მარტო განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისა და ახალი ეკონომიკური ორიენტაციის კურსის მთლიან შესაძლებლობას, არამედ დაგვანახვებს კიდეც საქართველოს როგორც ერთიანი, მთლიანი, მძლავრი და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ცივილიზებულად ინტეგრირებული ქვეყნის მომავალს.

ასეთი მოდელის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს რეგიონულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და აქედან გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონულმა მართვამ.

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს რა რეგიონული პოლიტიკის მთავარ შემადგენელ ნაწილს უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის მთლიანად და მისი ცალკეული რეგიონების დაბალანსებულ განვითარებას, „ცენტრსა“ და „რეგიონს“ შორის, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, თვით რეგიონებს შორის, რეგიონების შიგნით რაიონებს, ქალაქებს, სოფლებს, დაბებს, საკრებულოებს შორის ცივილიზებული ეკონომიკურ-ფინანსური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, დემოგრაფიულ-ეკოლოგიური კლიმატის შექმნას, მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის მიმართულებები და მასშტაბები. ამ პოლიტიკამ უნდა დაგვანახოს გრძელვადიანი და საშუალოვადიანი «თამაშის წესები», რომლებიც უზრუნველყოფენ მთლიანად ქვეყნის და მისი რეგიონების ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითად პირობებს.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის რეგიონული მოდელი თვითმიზანი არ არის. იგი ითვალისწინებს, რა რეგიონის განვითარების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ყოველდღიური, ზღვარს გადასული ჩარევის, მეურვეობის შემცირებას, წარმოადგენს, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების აღმავლობის მაგისტრალურ მიმართულებას.

საქართველოს პირობებში რეგიონალიზაციის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გამიჯვნას, ჯერ-ერთი, სახელმწიფოსა (ცენტრსა) და რეგიონებს შორის; მეორე, რეგიონებს შიგნით, რეგიონებსა და მათში შემავალ რაიონებს (ქალაქებს) შორის; მესამე, რაიონსა და რაიონში შემავალ სოფლებს, დაბებს, თემებს, საკრებულოებს შორის; მეოთხე, ქალაქსა და ქალაქებში შემავალ რაიონებსა და საკრებულოებს შორის. უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რეგიონს, რაიონს, სოფელს, თემს, საკრებულოს რეალურად მისცემს შესაძლებლობას ზემდგომი ორგანოს დიქტატის გარეშე საერთო სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობის პირობებში განსაზღვროს რესურსების გამოყენების ეფექტიანი გზები, თვითონ განახორციელოს სახალხო-სამეურნეო კომპლექსის ანტიკრიზისული მართვა თავისი ისტორიულ-გეოგრაფიული, ბუნებრივ-კლიმატური, ეკოლოგიური, ეთნიკური და სხვა სპეციფიკური თავისებურების გათვალისწინებით. მათ უფლება უნდა ჰქონდეთ ცენტრისაგან დამოუკიდებლად განახორციელონ ურთიერთ-ხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, ინვესტიციურ-ინოვაციური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, კულტურული და სხვა კავშირები ფედერაციული ქვეყნების სუბიექტებთან და უცხოეთის ქვეყნების სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ წარმონაქმნებთან, დასდონ მათთან ხელშეკრულებები, გახსნან წარმომადგენლობები.

სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ამ მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა ვერანაირად ვერ პასუხობს რეგიონალიზაციის მშენებლობის ამოცანებს; რამდენადაც თამამი არ უნდა იყოს ჩვენი განცხადება, აფხაზეთსა და შიდა ქართლის ჩრდილოეთ რაიონებში შექმნილი მწვავე კონფლიქტური სიტუაციები, რამაც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დროებით დაკარგვა და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია, ხოლო დიდი რაოდენობა ადამიანებისა საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად აქცია არა მარტო იმ პირთა ავანტიურიზმის შედეგია, ვინც ეს კონფლიქტები წამოიწყო, და ვინც მის პროვოცირებას ხელი შეუწყო, არამედ იმისიც, რომ არ შევცვალეთ ქვეყნის მართვის საბჭოური მოდელი და დღესაც ვაგრძელებთ ასე ცხოვრებას, მკვეთრად არ გავმიჯნეთ ცენტრსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს შორის ეკონომიკური უფლებები და მოვალეობები. ვფიქრობთ, რომ იმავე მიზეზით ხდებოდა ცენტრსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის პერიოდული, მწვავე (ზოგჯერ ხელოვნური) დაპირისპირება. მარტო ის ფაქტი, რომ ცენტრმა არ იცოდა აჭარიდან რამდენი თანხა უნდა შესულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში და თავის მხრივ აჭარამაც არ იცოდა, შეასრულა თუ არა ცენტრალური ბიუჯეტის მიმართ თავისი ვალდებულებები, ძალიან ბევრი პრობლემის არსებობაზე მიუთითებდა. ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხებზე მათ შორის არასტაბილური (განსაკუთრებით საარჩევნო ციებცხელების დროს) თანხმობის გამონახვამ ღირებული ვერაფერი მოუტანა ქვეყანას.

რეგიონალიზაციის პროცესის გაღრმავების გზაზე ქმედითი ღონისძიებების გაუტარებლობამ შეიძლება იქამდის მიგვიყვანოს, რომ სოჭის ოლქისა და ძველი ჯიქეთის მსგავსად, ჩვენი უახლოესი „შთამომავლობის მეხსიერებიდან ამოვშალოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ (ნ. ტაბიძე) და შიდა ქართლის ჩრდილოეთი რაიონები.

არ იქნა და დღემდის საკანონმდებლო ორგანოს დონეზე განსახილველად ერთხელაც არ დაისვა ქვეყნის რეგიონული (ფედერაციული) მოწყობის საკითხი. კონსტიტუციურად განმტკიცებული ქვეყნის ფედერაციული მოწყობა, რომლის ფუნდამენტური პრინციპი იქნებოდა ცენტრსა და რეგიონებს შორის ცივილიზებული ურთიერთობა საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიორიტეტულობის პირობებში ეს ერთი დიდი მძლავრი ნაბიჯი იქნებოდა დემოკრატიული და მძლავრი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.

თეორიულად დასაბუთებულია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიდასტურებ, რომ „დემოკრატიის ყველა ფორმებს შორის ყველაზე ადექვატური და ქმედითი აღმოჩნდა ფედერაცია. ფედერაციული სისტემა ზღუდავს უმაღლეს ხელისუფლებას აღჭურავს რა მთავრობას მკვეთრად შემოფარგლული უფლებებით“ (ლორდ ეკტონი).

თანამედროვე რთულ პირობებში, რაც უფრო მეტი უფლება-მოსილება გადაეცემათ ადგილებზე, მით უფრო უკეთესი იქნება სახელმწიფოსთვის, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

ამასთან, გასაგებია, რომ როდესაც უფლებებისა და პასუხისმგებლობის გამიჯვნაზე მათი ქვემდგომი დონეებისათვის გადაცემაზე ვლაპარაკობთ, აქ დაცული უნდა იყოს განსაკუთრებული ბუნებრივი ზღვარი. საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, საერთო ეროვნული დანიშნულების კანონმდებლობა, გლობალური ეკოლოგია, საბაჟო, ეროვნული ვალუტა, საერთო ეროვნული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და განვითარება და სხვა ყველგან და ყოველთვის დარჩება ცენტრის პრეროგატივად.

განსაკუთრებით უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ცენტრიდან ქვემდგომი დონეებისათვის უფლებამოსილების გადაცემის გაღრმავებული პროცესი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მცირდება სახელმწიფოს როლი რეგიონების ეკონომიკურ ფუნქციონირებაში. ასეთი წარმოდგენა ძირშივე მცდარია და ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას. პირიქით, რეგიონთაშორისი და შიდარეგიონული ურთიერთობანი საჭიროებენ (განსაკუთრებით ამ ურთიერთობათა ფორმირების თანამედროვე, საწყის ეტაპზე) სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური რეგულაციის როლის შესრულების მაღალ ხარისხს. სწორედ სახელმწიფომ უნდა შექმნას ამ ურთიერთობათა შეხამების, მათი სრულყოფისა და განვითარების აუცილებელი შესაბამისი გარემო. მან უნდა შეიმუშაოს ისეთი ტაქტიკური ხერხები (შესაბამისი ორგანიზაციულ- მმართველობითი სტრუქტურებით, საკანონმდებლო ბაზით და სხვა), რომელიც რეგიონების შეთანაწყობილი განვითარების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანას და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დონეზე განვითარებას. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი რეგიონული პოლიტიკის გატარებაში უფრო იზრდება და მეტ დატვირთვას იძენს, განსაკუთრებით ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა: ინოვაციური და ინვესტიციური პროცესების დაჩქარება; რეგიონებში უმუშევრების დონეებს შორის განსხვავების შემცირება სამუშაო ძალისა და სამუშაო ადგილების ერთი მეორესთან დაახლოების გზით; ქალაქი - გიგანტების (თავკომბალების) ზრდის შეზღუდვა. ეკონომიკური პირობების რეგულაციის საშუალებებით; რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის განხვავების შერბილება, ქვეყნის მთიანი, განაპირა მხარეების გაუკაცრიელების პროცესების შესაჩერებელ ეკონომიკურ ღონისძიებათა დამუშავება; დეპრესიული და ზედეპრესიული რეგიონების განვითარების აქტიური, პრიორიტეტული ხელშეწყობა და სხვა.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ შემდეგი გარემოება: ქვეყნის ფედერაციული (რეგიონული) მოწყობის მოდელი უნდა ითვალისწინებდეს ფედერაციის ერთეულების ფუნქციონირებისათვის თანაბარი პირობების შექმნას. ისინი პასუხისმგებლობებით თანაბარნი უნდა იყვნენ ცენტრის წინაშე და ასევე თანაბარნი - უფლებებით. არ შეიძლება ერთი რომელიმე სუბიექტისათვის მეტი უფლებების მინიჭება და სხვებისთვის ნაკლები და პირიქით - ერთი რომელიმე სუბიექტის მეტი პასუხისმგებლობა და სხვებისათვის - ნაკლები. პრესაში და რადიო-ტელევიზიაში ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ აფიშირებული იდეა აფხაზეთისათვის საქართველოს შემადგენლობაში ყველაზე დიდი სტატუსის (რაც კი მსოფლიოს ახსოვს) მოძებნისა და მინიჭების შესახებ. ამ ეტაპზე პოლიტიკურად მისაღებია და საჭიროებს მის დროულ რეალიზაციას. უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, ამ განცხადებებს ასევე დროულად უნდა მოჰყვეს მოკლე და საშუალოვადიანი სპეციალური სოციალურ- ეკონომიკური პროგრამების დამუშავება და მათი განხორციელების დაწყება. ეს პროგრამები განსაკუთრებით უნდა ითვალისწინებდეს შეღავათიან, საგანგებო, საგადასახადო, საბაჟო, საკონტრაქტო, საგანმანათლებლო-კულტურული, სოციალური და სხვა სისტემების შემოღებას.

ამავე დროს აფხაზებისათვის „ყველაზე დიდი სტატუსის“ მინიჭება, მისი მუდმივ რეჟიმში არსებობა, სავარაუდოა, რომ როგორც კონსტიტუციურად, ისე სამეურნეო-პრაქტიკული და წმინდა ადამიანური თვალსაზრისითაც ხანგრძლივვადიან / პერსპექტივაში ეფექტური შედეგების მომტანი შეიძლება ვერ აღმოჩნდეს.

ნუ ვიმსჯელებთ საქართველოში ფედერაციის მომავალი სუბიექტების შესახებ. ეს ცალკე განხილვის საგანია.შ.ევჩერდეთ დეფაქტოდ აღიარებულ სამხარეო მოწყობის სუბიექტებზე. მარტო აფხაზეთისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება გაუმართლებელი იქნება როგორც კონსტიტუციურად, ისე სამეურნეო - პრაქტიკული და წმინდა ადამიანური თვალსაზრისითაც. ასეთ პირობებში ჯერ-ერთი, დაირღვევა საქართველოს სხვა მხარეებში მცხოვრები ადამიანების კონსტიტუციური უფლება. კონსტიტუციით ხომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი თანაბარი და თავისუფალია. რის გამო ვანიჭებთ უპირატესობას აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს სხვებთან შედარებით? იმიტომ ხომ არა რომ ოღონდ დათანხმდნენ, აღიარონ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა? ეს ხომ აბსურდია, ანაქრონიზმია; მეორე, აფხაზეთისათვის უპირატესი სტატუსის მინიჭება გამოიწვევს საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნისშიდა მიგრაციას და მაშასადამე რეგიონული შრომითი ბალანსის აუცილებელ დარღვევას და სხვა ნეგატიურ მოვლენებს. მესამე, უპირატესი სტატუსი თავისთავად გამოიწვევს აფხაზებისათვის, როგორც ეთნიკური ჯგუფისათვის უპირატესობების მინიჭებას თავისი შორს გამიზნული შედეგებით. ამის ნათელი მაგალითი მოგვცა საბჭოთა პერიოდმა, რომლის «ტკბილი» ნაყოფი დღესაც კბილებს გვჭრის. სწორედ საბჭოური «უპირატესობების» წყალობით არის რომ დღეს ძმათაშვილების ერთი წარმომადგენელი ქართველად იწერება, ხოლო მეორე - აფხაზად.

ერთი მომენტიც, დღეს საქართველო ისევ უბრუნდება თავისი ბუნებრივი განვითარების გზას - საბაზრო ურთიერთობის მშენებლობას, რომელიც ხელოვნურად გადაუკეტეს საუკუნეების წინ. ლოგიუკური იქნება რომ ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხების დამუშავებისას გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ ჩვენი სამშობლოს წარმომავლობის ასევე ბუნებრივი სათავეები: უძველესი დროიდანვე ხომ საქართველო რამოდენიმე „ქვეყნისაგან“ შედგებოდა, რომელთაც თავიანთი სახელები ერქვათ და შესაბამისად თავიანთი საზღვრებიც გააჩნდათ1.

________________

1 მიქაელ ტაკესონი. ქართული კულტურის ორი ნახევარსფრო. გაზეთი „არგუმენტი“ №1 (001), 20-21 ივნისი, 1995.

5.3 2.3 ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები

▲ზევით დაბრუნება


განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს და ამას საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებიც ნათლად გვიდასტურებენ, რომ საბაზრო ეკონომიკურიურთიერთობების ჩამოყალიბება, განვითარება, მისი სრულყოფა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამასთან ყოველივე ეს მოითხოვს მისი მიმდინარეობის მუდმივ შესწავლას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნების გამოტანას და სწორი რეკომენდაციების შემუშავებას.

მიუხედავად ამისა საქართველოში საბაზრო ეკონომიკისაკენ სვლის პროცესი განვლილ პერიოდში ჯერ-ჯერობით საფუძვლიანად არ არის შესწავლილი, გაანალიზებული არ არის საბაზრო ეკონომიკის ფორმირებასთან დაკავშირებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, ამ რეფორმების ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალური შედეგები, დასახული არ არის ის კონკრეტული გზები და მიმართულებები თუ როგორ უნდა ვიაროთ არჩეული მიზნის მისაღწევად ნაკლები დანახარჯებით. რეფორმების მიმდინარეობისა და მისი შედეგების ანალიზი, შეფასება გაკეთებული არ არის როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე მისი ცალკეული რეგიონების, რაიონების, ქალაქების მიხედვით. სხვა სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებთან ერთად ამის ერთ- ერთი მთავარი მიზეზი არის, ის რომ ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია ეკონომიკური რეფომების მიმდინარეობის ანალიზისა და შეფასების მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდოლოგიური საკითხები, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყნის თვით უმაღლესი მართვის ეშელონებშიც კი მწვავედ განიცდიან ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის ინფორმაციული ბაზის ნაკლებობას რეგიონების დონეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეული რაიონების, ქალაქების, სოფლების დონეზე. რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის მიერ ცენტრში გადაცემული ყოველკვირეული, თუ გნებავთ ყოველთვიური და ყოველკვარტალური ინფორმაციები ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, მიუხედავად მათი დიდი მნიშვნელობისა, ნაწილობრივაც კი ვერ ასახავენ ეკონომიკური რეფორმების შინაარს, მათ სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს, მათ კონკრეტულ გამოვლინებას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. მიგვაჩნია, რომ რეგიონული პრობლემების სისტემური, ერთიან მთლიანობაში ხედვა, ამ პრობლემის შესახებ პირველადი ინფორმაციის ნაკადების მიღება მათი დამუშავება და საზოგადოებისათვის პირდაპირი გზით მიწოდება ობიექტურად სვამს რეგიონების დონეზე საინვესტიციო - ანალიტიკური ბაზის ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობას.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების ადეკვატური საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა იოლად გადასაწყვეტი საქმე არ არის. იგი რთული და ამავე დროს ძვირად ღირებული ღონისძიებაა, რომელიც საბოლოო ჯამში სავალდებულო და კანონმდებლობით განმტკიცებული სისტემის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი.

რეგიონული ცხოვრების ნამდვილი სურათის წარმოდგენა, მისი სიტემური შეფასება კონკრეტულ რეგიონში - ქალაქში, რაიონში, სოფელში ნაკლებ სასიამოვნო ქმედებაა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რომლის შესახებაც ბიბლიური წინასწარმეტყველი ამბობს «ვინც ამრავლებს შემეცნებას, იმრავლებს სევდას». საქმე მარტო იმაში კი არ არის, რომ ამით ჩვენ უფრო მეტად დავრწმუნდებით სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების იმ სავალალო შედეგებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეგიონებში გამოიკვეთა ბოლო წლებში. საქმე იმაშია, რომ ასეთი სახის ინფორმაცია, უწინარეს ყოვლისა უნდა განხილული იქნეს როგორც მოქმედების საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების იმპულსი. ამასთან მისი გამოყენება შეუძლიათ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მის ოპოზიციურ ძალებსაც. რამდენად ღირებული იქნებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის და, საერთოდ, ქვეყნის უმაღლესი რგოლებისათვის ისეთი ინფორმაციის რეგულარული მიღება, როგორიცაა, მაგალითად: აქციების, შემოსავლების და სხვა შედეგების განაწილება პრივატიზაციის პროცესში; ქალაქის, სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ამ პროცესის შედეგად და ადგილობრივი ხელმძღვანელობის როლი მათი რეგულირების საქმეში; სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების გამოყენება რეგიონში შემავალი ცალკეული რაიონის, ქალაქის, სოფლის მოსახლეობისათვის, მოსახლეობის რეალური შემოსავლების კონკრეტული პროფესიების და წლოვანების ჯგუფებისათვის, ამ შემოსავლების კავშირი ბავშვების დაბადებასთან, ახალგაზრდობის მიერ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებასთან და სხვ.

რეგიონებში რეალური სიტუაცია, კერძოდ კი, ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის ობიექტური ანალიზი უწინარეს ყოვლისა ესაჭიროებათ მათ, ვისაც ნამდვილად სურს და შეუძლია კიდეც შექმნას და გაატაროს სახელმწიფო თუ ადგილობრივი რეგიონული ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ესენი არიან: ჯერ- ერთი, რეგიონული აღმასრულებელი სტრუქტურების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე უწევთ მიდმივად დასვან, ან უპასუხინ კითხვაზე: კონკრეტულად რას მოგვცემს და კონკრეტულად რას საჭიროებს ესა თუ ის გადაწყვეტილება რეგიონისათვის საერთოდ და მისი მოსახლეობისათვის, ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის და სხვა. რას ნიშნავს, რით არის გამოწვეული და რით ემუქრება მათ ფასების ლიბერალიზაცია, მაგალითად, პურზე?

მეორე. ცალკეული ფუნქციური ქვეგანყოფილებების და სამსახურების ხელმძღვანელები, რომელთათვისაც ჩამოთვლილი საკითხები უფრო კონკრეტულ სახეს ღებულობენ ცალკეული სოციალური პროგრამების, ცალკეული დარგების და ა.შ. მასშტაბით.

მესამე. დეპუტატთა კორპუსი და მისი აპარატი, რომელთაც მათი სტატუსის მიხედვით ყოველთვის ესაჭიროებათ ინფორმაცია რეგიონში არსებული სიტუაციების შესახებ და რომელსაც იყენებენ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ამა თუ იმ გადაწყვეტილების დასაბუთების და მიღებისათვის.

მეოთხე. საინფორმაციო ანალიზური სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომელთაც პირველადი ინფორმაციის მიწოდება უხდებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებისათვის.

მეხუთე. მოსახლეობა, რომელთათვისაც სრული და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის, რეფორმების კონკრეტული შედეგების შესახებ. რეგიონის მოსახლეობა, მისი ცალკეული წევრი ინფორმირებული უნდა იყოს მიღწეული შედეგების, არებული ნაკლოვანებების, ჩავარდნების და მათი გამოსწორების გზების შესახებ.

ყოველდღიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა ამ ჯგუფს დღეს რეალურად აქვს შეგნებული რეგიონული საინფორმაციო-ანალიზური ბაზის შექმნის აუცილებლობა, მისი საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების დონეზე დაყენება.

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, იქ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე ქვემოთ მიგვყავს ჩვენი ქვეყნისათვის მისაღები რეგიონში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების მეთოდიკა.

მთავარი იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს მას, მარტივი და ნათელია. იგი მდგომარეობს იმაში, რომ უკვე არსებული და პრაქტიკაში გამოყენებულ სტატისტიკას და ანგარიშების მონაცემებს ემატება ისეთი მაჩვენებლები და მახასიათებლები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს რეალურად შევაფასოთ კონკრეტული რეფორმაციული სიტუაციის განვითარების შედეგები რეგიონალური ინტერესების და რეგიონული ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანების პოზიციიდან. ამასთან იგულისხმება, რომ მოცემული რეგიონების ინტერესები და მიზნები ობიექტურად არსებობენ, მიუხედავად იმისა რამდენად შეცნობილი არიან ისინი, და, რომ შეიძლება კონკრეტულ მაჩვენებელბში იქნენ გამოსახული. ეს ინტერესები და მიზნები წარმოადგენენ ყველაზე მთავარს როგორც რეგიონისათვის, ისე მართვის იმ სტრუქტურებისათვის (თანამდებობის პირებისათვის), რომლებიც პასუხს აგებენ სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების რეგულირებაზე.

უნდა შევნიშნოთ, რომ აქ ლაპარაკია არა ერთი წყება პარამეტრების მეორეთი შეცვლის შესახებ, არამედ ახალი საერთო რეგიონული შეფასებებისა და კრიტერიუმების დამატების შესახებ, რომლებიც გამოხატულია „ინტერესებისა“ და „მიზნების“ ცნებებში. რეგიონების ინტერესები, რათქმა უნდა, სრულიად ვერ ასახავენ მოსახლეობის, მისი სამეურნეო და ინფრასტრუქტურული წარმონაქმნების ინტერესების მთელ სპექტრს. მაგალითად, საწარმოების ხელმძღვანელებს და მათ თანამშრომლებს აქვთ თავიანთი საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, მოცემული საწარმოების ფუნქციონირებას, მათ ეფექტიან მუშაობას რომ ეხება. მაგრამ ყველა ეს პიროვნება, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები, წარმოადგენენ კიდევ, უბრალოდ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისინი ამათუ იმ ზომით დამოკიდებული არიან რეგიონში ჩამოყალიბებული მოსახლეობის ცხოვრების წესზე და დონეზე, რეგიონების ბიუჯეტის მდგომარეობაზე, რეგიონის საწარმოო და სოცილური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და სხვ. მაშასადამე, ისინი, მართალია სხვადასხვა დონით, მაგრამ მინც გამოდიან რეგიონული ინტერესების მატარებლებად.

აღნიშნული მსჯელობიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა: თუმცა რეგიონული ინტერესები მხოლოდ სიცოცხლისუნარიანობის (საქმიანობის) პირობებისა და მოტივაციების ნაწილია, მაგრამ ცხოვრებაში სწორედ მათი გატარება უნდა წარმოადგენდეს ყველა იმ ხელისუფლებისა და მმართველობის მთავარ საზრუნავს, ვინც ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს რეგიონულ ფინანსურ ეკონომიკურ პოლიტიკას.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისიმიერი რეფორმატორული ქმედება, რა მცირე მასშტაბისა და ნაკლები სიღრმისაც უნდა იყოს იგი, განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს რეგიონული ცხოვრების ყველა მხარეზე. ეკონომიკური რეფორმების სიმძიმის რეგიონებში გადაინაცვლება იმითაც არის გამართლებული, რომ ქვეყნის რეფორმების გამტარებლები არცთუ სრულად ითვალისწინებენ რეგიონული თავისებურებებიდან გამომდინარე ადგილობრივ ინტერესებს, რეფორმები საკმარისად არ არის ადპტირებული ადგილობრივი პირობებისადმი. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ წინააღმდეგობაში არის რეგიონების განვითარების მიზნებთან. ზოგადმეთოდოლოგიური პოზიციებიდან თუ განვიხილავთ ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის ანალიზს და შეფასებას რეგიონში, იგი არ განსხვავდება სხვა რეგიონული სიტუაციების ანალიზისა და შეფასებისაგან. დამატებითი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სწორად გამოვყოთ ყოველ ცალკეულ რეფორმაციულ ქმედებაში მისი ის ელემენტები, წინამძღვრები, შეზღუდვები და შედეგები უშუალოდ რომ მოიცავენ რეგიონულ ინტერესებს. ასეთი ელემენტები კი პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან ბევრია.

კოკრეტულად დავსვათ კითხვა, არის იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა ერთიანი მაჩვენებლით ან მაჩვენებელთა განზოგადებული ერთობლიობით გამოვსახოთ? მიუხედავად იმისა, რომ დასმული კითხვა მიმზიდველია პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მისი გადაწყვეტა მეტად რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელი. რეგიონში რეფოემების შედეგად მიმდინარე ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური და სხვა ამგვარი პროცესების და მოვლენების შეერთება და ერთიან მაჩვენებელში ასახვა შესასრულებლად ხომ ძნელია, და რაც მთავარია, ეკონომიკურ შინაარს არის მოკლებული.

თანამედროვე პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ვერ დაგვიძლევია კრიზისი ჩვენი საქმიანობის თითქმის ვერც ერთ დარგში, პირველი რიგის ამოცანად წარმოგვიდგება ფინანსურ-ეკონომიკური კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების შემუშავება. თუმცა არც მათი გაერთიანებაა შესაძლებელი ერთ ან ორ მაჩვენებელში, მითუმეტეს, თუ საქმე ეხება რეგიონების დონეზე სიტუაციების შეფასებას, რეგიონების თავისებურებების ასახვას. ამოცანა უფრო რთულდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღარ უნდა გავიმეოროთ რეფორმების დაწყების დროს დაშვებული შეცდომები, როდესაც იგნორირება გავუკეთეთ რეგიონების თავისებურებებს და ყველგან ერთიანი მეთოდიკით დავიწყეთ მისი გატარება.

მიუხედავად მრავალი ავტორის მტკიცებისა, თითქოს უკვე აშენებული გვქონდა სოციალისტური წყობა (მისი კლასიკური გაგებით), ჩვენი აზრით ეს თეზისი არც თეორიულად იყო დასაბუ-თებული და არც პრაქტიკულად არის გამართლებული. ფაქტობრივად საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას ვიწყებთ, როგორც მრავალწყობიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეგიონების მიხედვით მკვეთრად გამოხატული სპეციფიკური თავისებურებებით, მოსახლეობის დიფერენცირებული მენტალიტეტით. სივრცე, რომელშიც რეფორმები ხორციელდება ერთგვაროვანი არ არის. ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის, შედეგების ანალიზისა და შეფასებისას ერთი ან ორი მაჩვენებლით მათი ასახვა უნაყოფო ცდაა.

ქვემოთ შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ რეგიონში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები პრივატიზაციის მაგალითზე. პრივატიზაცია საქართველოს ეკონომიკის გარდაქმნის ერთ-ერთი მთავარი (და არა ერთი) მიმართულებაა. მისი წარმატებით განხორციელება ან წარუმატებლობა ბევრად განსაზღვრავს ეკონომიკური რეფორმების საერთო მიმდინარეობას. ამიტომ რეგიონში ეკონომიკური რეფორმების გაღრმავების კვალობაზე უნდა ხდებოდეს პროვატიზაციის მიმდინარეობის კონკრეტული ანალიზი და მიღებული შედეგების ობიექტური შეფასება. დასმული ამოცანის გადაწყვეტა აუცილებელია, მაგრამ ამასთან ერთად ძნელი. ძნელია უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ პრივატიზაციის წანამძღვრებისა და შედეგების კომპლექსური ანალიზის მეთოდოლოგიური საკითხები დღემდის დამუშავებული არა გვაქვს. უფრო მეტიც, შეგვიძლია დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ თავისი მასშტაბებითა და დინამიკით უპრეცედენრო პროცესის-პრივატიზაციის სისტემური ანალიზისა და კომპლექსური შეფასების ამოცანა ჯერ არ დასმულა როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ისე მისი რეგიონების მიხედვით. ჩვენთან არსებული ძველი წარმოებითი ურთიერთობებიდან შემორჩენილი სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშების ტრადიციული აპარატი, ისევე როგორც რეგიონული, ადგილობრივი ხელისუფლების საინფორმაციო ანალიტიკური მომსახურების მეთოდები დასახული მიზნების მისაღწევად ნაკლებად გამოსადეგია. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ პრივატიზაციის პროგრამა არ შეიაცავს არავითარ რაოდენობრივ პარამეტრებს, რომლბიც დაგვიხასიათებენ სახელმწიფო საკუთრების კერძო (აქციონერულ) საკუთრებაში გადასვლის საბაზო მდგომარეობას და მოსალოდნელ ფინანსურ-ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ შედეგებს. ესე იგი პრივატიზაციის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების დონეზე მოკლებულია საბაზო სისტემურ დასაბუთებას, რომელიც გამოყენებული იქნებოდა როგორც საწყისი წერტილი შემდგომი ანალიზისათვის.

არ შეიძლება პრივატიზაციის პროცესი ყველგან ერთიანი შაბლონით, ერთნაირი თარგით იქნეს განხორციელებული. რეგიონების ხელისუფლებმა უნდა აირჩიონ პრივატიზაციის სტრატეგია და ტაქტიკა.შესაბამისი გაანგარიშებებისა და ანალიზის შედეგად მათ უნდა იცოდნენ, რომ რეგიონის ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალური პრობლემის გადაწყვეტა და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება, შეიძლება მხოლოდ პრივატიზაციის ამა და ამ ვარიანტის შედეგად, ხოლო ყოველივე ეს მიიღწევა მხოლოდ მისი განხორციელების ამა და ამ ვარიანტით. პრივატიზაციის განვლილ ეტაპზე სტატისტიკური ორგანოები უკეთეს შემთხვევაში იფარგლებოდნენ მხოლოდ შემდეგი მაჩვენებლების შეგროვებით: პრივატიზაციას დაქვემდებარებული ქონების ღირებულება, მისი ხვედრითი წილი სახელმწიფო საკუთრების საერთო ღირებულებაში; პრივატიზიებული ქონების ღირებულება, მისი ხვედრითი წილი ქონების საერთო ღირებულებაში, რომელიც ექვემდებარება პრივატიზაციას, პრივატიზიებული საწარმოებისა და ორგანიზაციების საერთო რიცხვი; პრივატიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები (დარგებისა და პრივატიზაციის მიხედვით, მათ შორის აქციების გაყიდვით, აუქციონზე გაყიდვით, კომერციული კონკურსით, არენდირებული ქონების გამოსყიდვით); ბინების პრივატიზაცია; საპრივატიზაციო ბარათები გამოყენება პრივატიზაციის ობიექტების შესაძენად; მშენებლობა-დაუმთავრებელი ობიექტების პრივატიზაცია და მიღებული სახსრები.

ჩამოთვლილი მაჩვენებლები ერთხელ კიდევ გვიჩვენებნ, რომ მათი მნიშვნელობის მიუხედავად, თავიანთი შინაარსით პრივატიზაციის შედეგიანობის შეფასებისათვის ვერ გამოდგებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ პრივატიზაციის პროცესის ფინანსურ ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების, მისი რეგიონული თავისებურებების შესახებ და სხვა.

ვეთანხმებით იმ ავტორებს, რომლებიც რეგიონებში პრივატიზაციის პროცესის ანალიტიკური შეფასებისათვის გამოყოფენ შვიდ მთავარ ჯგუფს. ეს ჯგუფებია:

პირველი, რეფორმების მოცემული მიმართულების (პრივატიზაციის) რეგიონული მნიშვნელობა (რეგიონული მასშტაბები);

მეორე, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი (კეთილდღეობის) დინამიკა;

მესამე, ტერიოტორიული განვითარების ეკონომიკურ ბაზისში მომხდარი ძვრები;

მეოთხე, სამუშაო ადგილებში და მოსახლეობის დასაქმებაში მომხდარი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები;

მეხუთე, რეგიონში საქონლისა და მომსახურების კონკურენციული ბაზრის ჩამოყალიბება;

მეექვსე, რეგიონის ტერიტორიის ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებაში და შენარჩუნებაში მომხდარი ცვლილებები;

მეშვიდე, რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ყოველი ცალკეული ჯგუფი თავის მხრივ შეიძლება წარმოდგენილი იყოს რამოდენიმე საბაზო მაჩვენებლით, კერძოდ:

1. პრივატიზაციის არჩეული მოდელის რეგიონული მნიშვნელობის ანალიზის დროს მიზანშეწონილია პირველ რიგში განვსაზღვროთ პრივატიზირებული საწარმოს ხვედრითი წილი: გამოშვებული პროდუქციის საერთო რაოდენობაში და ცალ-ცალკე მისი იმ სახეების მიხედვით, რომლებიც მოცემული რეგიონისათვის წარმოადგენენ პროფილურს ან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, რეგიონული (ადგილობრივი) ბიუჯეტის ფორმირებაში, სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობაში, რეგიონის მოსახლეობისათვის აღმოჩენილ სოციალურ მომსახურებაში:

გარკევული უნდა იქნეს აგრეთვე არასაცხოვრებელი შენობანაგებობების პრივატიზირებული საწარმოებისათვის გადაცემის რეგიონული მნიშვნელობა საინვესტიციო კონტრაქტების საფუძველზე.

2. იმ უამრავ პარამეტრებს შორის, რომლებითაც შეგვიძლია დავახასიათოთ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის დონე (კეთილდღეობა) რეგიონის პოზიციებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს: პრივატიზაციის შერჩეული ვარიანტის (მაგალითად, აქციონირების) შედეგად გამოწვეული ცვლილებები პრივატიზებული საწარმოების მუშაკების ხელფასში და სხვა სახის ანაზღაურებაში, პრივატიზებული საწარმოების მიერ აღმოჩენილი სოციალური მომსახურების მოცულობის გაზრდა ან შემცირება და ასეთი შემცირების ბიუჯეტური კომპენსაციების მასშტაბები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ფულად შემოსავლებში მომხდარი ცვლილებები;

3. პრივატიზაციის შედეგად ტერიტორიული განვითარების ეკონომიკურ ბაზისში მომხდარი ცვლილებები ანალიზისას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა მიეცეს იმ ცვლილებებს, რომლებიც მოხდა საკუთრებით ურთიერთობაში და რომლებიც შეიძლება ასახული იქნეს სახელმწიფო საკუთრების ღირებულების შემცირებაში (და მაშასადამე, ბიუჯეტის დანაკარგებში), ხელისუფლების რეგიონული სტრუქტურების მიერ აქციების ფლობის წილში, რეგიონულ ბიუჯეტებში ერთჯერად შემოსულობებში და მათი გამოყენების მიმართულებებში, პრივატიზაციის შემდგომ პერიოდში მოსალოდნელ საბიუჯეტო შემოსულობებში (მათ შორის საშემოსავლო გადასახადების გაზრდის ხარჯზე), პროდუქციისა და მომსახურების მოცულობასა და სახეებში (რომლებიც ბიზნეს-გეგმის შესაბამისად არებული კანომდებლობის მიხედვით რეგიონების ხელისუფლების განკარგულებებში იქნებიან), საწარმოებისათვის საბიუჯეტო დოტაციების შემცირებაში, რეგიონისათვის საგარეო ეკონომიკური და სავალუტო სარგებლიანობაში (პრივატიზაციაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობისას) და ა.შ.

4. პრივატიზაციის შედეგად სამუშაო ადგილების და მოსახლეობის დასაქმების რაოდენობასა და ხარისხში მომხდარი ცვლილებების ანალიზს ყველა რეგიონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასეთი ანალიზი შეიაძლება შესრლებული იქნეს შემდეგი მაჩვენებლების საფუძველზე: სამუშაო ადგილების მოსალოდნელი შემცირება ან გაზრდა და ამის შესაბამისად შრომის ბაზარზე ცვლილებები, ინვალიდების შრომითი მოწყობის შესაძლო მასშტაბები, კადრების კვალიფიკაციის შეცვლა და სხვა. ანალიზის დროს ყველა ეს მაჩვენებლი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული პრივატიზაციის პროცესებთან და საკუთრების ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებთან.

5. რეგიონში კონკრეტული საქონლისა და მომსახურების ბაზრის ჩამოყალიბების ანალიზისათვის უნდა განისაზღვროს: როგორ იცვლება იმ საქონლისა და მომსახურების მოცულობა, ხარისხი და ღირებულება, რომლებიც შეეთავაზება რეგიონის მოსახლეობას და საწარმოებს, კონკურენტუნარიანი არიან თუ არა ისინი, თუ იზრდება სოციალურად მნიშვნელოვანი სამომხმარებლო სიკეთის ხელმისაწვდომობა, იზრდება თუ არა ერთგავროვანი საქონლის და მომსახურების მწარმოებლების კონკურენტების რიცხვი, შემცირდება თუ არა ფასები საქონელზე და მომსახურებაზე და სხვა;

6. პრივატიზაციის შედეგად რეგიონის ბუნებრივ რესურსებში და ეკონომიკურ პოტენციალში მომხდარი ცლლებების კვლევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის მთავარი ბუნებრივი რესურსის - მიწის გამოყენებას და გარემოს დაცვას. აქ, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს პრივატიზაციის დროს სად (რომელ ზონაში) და რა რაოდენობით იქნა რეგიონის ხელისუფლების გამგებლობიდან მიწის ნაკვეთების სხვა მფლობელების ხელში გადასვლა, რა ეკოლოგიური პრობლემები გადწყდა, ან გადაწყდება და პირიქით, ხომ არ გაუარესდება ეკოლოგიური სიტუაცია პრივატიზებულ საწარმოებში, როგორ შეიცველბა ეკოლოგიური მდგომარეობა მოცემულ რეგიონში და მიმდებარე რეგიონებში;

7. ბოლოს, რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური სიტუაციების სტაბილურობაზე პრივატიზაციის ზეგავლენის კვლევისას არ შეიძლება გათვალისწინებული არ იქნეს, რომ თანამედროვე პირობებში ასეთ სიტუაციას საბოლოო ჯამში არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს (ყველაზე დამანგრეველი მაგალითი - აფხაზეთის და შიდა ქართლის რეგიონის ჩრდილო რაიონებში დატრიალებული მოვლენები). ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, პრივატიზაციის პროცესები რეგიონებში ტარდებოდეს მშვიდ და სოციალურად სამართლიან გარემოში. გარკვეული უნდა იქნას არის თუ არა ასეთ რეგიონებში აქტიური სოციალური პარტნიორობისათვის საჭირო პირობები, ითვალისწინება თუ არა ცალკეული სოციალური ჯგუფის კანონმდებლობით დაცული ინტერესები, მოსახლეობისათვის განმარტებულია თუ არა პრივატიზაციის სარგებლიანობა და სხვა.

პრივატიზაციის მიმდინარეობის კვლევისას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს არა იმდენად მისი ამჟამინდელი, ამწუთიერი შედეგების გარკვევას, რამდენადაც შორეული, ხანგრძლივვადიანი ცვლილებების დანახვას, უწინარეს ყოვლისა კი რეგიონის აღწარმოებით პროცესებზე ზემოქმედების განჭვრეტას. აქ ჩამოთვლილი მაჩვენებლები, შეფასებები სწორედ რომ ასეთი ცვლილებების დახასიათებას ემსახურებიან: რა შეიცვალა და რა შეიცვლება, რა მიმართულებით წავიდა და რა მიმართულებით წავა მოცემული რეგიონების განვითარება?

ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის რეგიონული შეფასებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების შემოთავაზებული სისტემა უნდა ეფუძნებოდეს საიმედო და იოლად გასაკონტროლებელ ინფორმაციას, მაქსიმალურად იყენებდეს არსებულ სტატისტიკურ ბაზას და სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის საპროგნოზო-ანალიტიკურ შესაძლებლობებს, გამოდიოდეს საწრმოებიდან და ორგანიზაციებიდან წამოსული ინფორმაციის მოცულობის მინიმალური გაზრდის პოზიციიდან, ემსახურებოდეს საზოგადოებრივ აზრს.

5.4 2.4. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის არსი, შინაარსი და დამუშავების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დამუშავება ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს. საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკით დამტკიცებულია და ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა ამას გვიმოწმებს, რომ მეცნიერულად დასაბუთებული ასეთი პოლიტიკის გარეშე ეკონომიკის ახლად შექმნა და მისი გაძღოლა ემსგავსება უკომპასო გემს. იგი იმის რაციონალური განსაზღვრაა თუ საით წავიდეს მთლიანად ქვეყანა და მისი ცალკეული რეგიონი, როგორ ვფიქრობთ ამის მიღწევას. მანამდე ვიდრე ასეთნაირად არ დაისმება და გადაწყდება საკითხი ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ძალისხმევა სწორი მიმართულებისაა. თუ სენეკას (რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოლიტიკური მოღვაწე) ნათქვამს მოვიშველიებთ, როცა არ იცი რომელი ნავსაყუდელისაკენ გაქვს გეზი აღებული, არც ერთი ქარი არ დაუბერავს საჭირო მიმართულებით.

როგორც უკვე ზევით ითქვა საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და რეგიონული პროცესების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დამუშავებულია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია.

თავიანთი დანიშნულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს კონცეფცია ნაკლებად, ან სულაც არ ითვალისწინებს ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონულ (სამხარეო) პრობლემებს. რეგიონულ ჭრილში ასეთი სამუშაოების შესრულების ობიექტური აუცილებლობა საქართველოსათვის ჩვენი აზრით განპირობებულია სულ მცირე ხუთი ფაქტორით:

პირველი: ეკონომიკური პოლიტიკა, კერძოდ კი რეგიონული ეონომიკური პოლიტიკა განიხილება, როგორც საზოგადოების მწარმოებლური ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის განვითარების, მისი ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი, გავიხსენოთ ჯერ კიდევ დ. რიკარდოს (1772-1823 წწ.) მიერ პოლიტიკური ეკონომიკის წინაშე მდგარი ამოცანების ფორმულირება, როდესაც იგი ამ მეცნიერების ამოცანად თვლიდა ეკონომიკური კანონების შეცნობასთან ერთად ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების მწარმოებლური ძალების ზრდას.

საქართველოში განვითარებული ყოვლისმომცველი და გაჭიანურებული კრიზისის პირობებში ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონულმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს მწარმოებლურ ძალთა განვითარებას, მაშასადამე, ქვეყნის კრიზისიდან სასწრაფოდ თავის დაღწევას.

მეორე: უნდა გავითვალისწინოთ ქვეყანაში მიმდინარე საწარმოო ძალთა ე.წ. „თაობათა ცვლის ფაქტორი“. ის, რაც გვქონდა წარმოების საშუალებების სახით, ან მთლიანად გავანადგურეთ, ანდა მორალურად და ფიზიკურად მოძველებულია. საწარმოო ძალთა მთავარი შემადგენელი ნაწილი-ადამიანები თავიანთი სამუშაო ძალით იცვლებიან. უნდა მოვიდეს სრულიად ახალი თაობა, საშუალო ფენა - მეწარმეთა სახით, რომელთაც არასოდეს საქმე არა ჰქონიათ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი რაიმე პრაქტიკული საქმიანობის წამოწყებასთან. უფრო მეტიც, მათ არც წინა თაობების მაგალითი და გამოცდილება გამოადგებათ, ცნობილი მიზეზების გამო, რაც ბუნებრივია შესაბამის სიძნელეებს შეჰქმნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მესამე: ცვალებადი სამეურნეო გარემო ეკონომიკის სფეროში დასაქმებულ თვით გამოცდილ ხელმძღვანელებსაც აიძულებს, ახლებურად იაზროვნონ, ახლებურად გაიაზრონ თავიანთი სამეურნეო საქმიანობის მომავალი და მოემზადონ რათა ადგილი იპოვონ დღემდის მათთვის უჩვეულო საქმისათვის - კონკურენტებთან საბრძოლველად. საბაზრო ეკონომიკა ხომ კონკურენტებთან ცივილიზებული წესებით ბრძოლაა ყოველდღიურ საქმიანობაში.

მეოთხე: მეცნიერულად დასაბუთებული ეკონომიკური პოლიტიკა აუცილებელი ინსტრუმენტია ქვეყნის რესურსების მსოფლიო ეკონომიკურ ბრუნვაში მოსაქცევად და პირიქით. ხომ ცნობილია, რომ მარტო საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით ქვეყანას არ მიუღწევია რაიმე მნიშვნელოვანი შედეგებისათვის. ხომ არც ერთი ქვეყანა არ არსებობს დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში, რომელსაც შეეძლოს დაიკმაყოფილოს თავისი მრავალმხრივი მოთხოვნილება მხოლოდ საკუთარი რესურსებით.

მსოფლიოს განვითარების ტენდენციები იქითკენ მიდის, რომ მოცემული ქვეყნის შრომითი, მატერიალური, ფინანსური, ეკოლოგიური და სხვა რესურსები სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება სხვა ქვეყნების რესურსებთან. ყოველივე ეს კი ასახული და დასაბუთებული უნდა იყოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა უნდა განიხილებოდეს როგორც რესურსების, მათ შორის ადამიანთა რესურსების მსოფლიო ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის პროცესი. მეხუთე: ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დამუშავების ობიექტური აუცილებლობა განპირობებულია აგრეთვე ქვეყნის, საერთოდ და რეგიონების, კერძოდ, უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფის ამოცანებიდან.

რეგიონული ეკონომიკის უსაფრთხო განვითარება მრავალ-ფაქტორული და ფართომასშტაბიანი პრობლემაა. მას ცალკე ფაქტორად განსაკუთრებით გამოვყოფთ იმის გამო, რომ დღემდის ეკონომიკურ თუ იურიდიულ ლიტერატურაში, პრაქტიკაში ნაკლებად განიხილება (ან სულაც არ განიხილება) რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები. იგი ჩვენ მიგვაჩნია, როგორც ქვეყნისა და რეგიონების ეკონომიკური ინტერესების ერთობლიობა, ამ ინტერესთა დაბალანსებულობა, ჰარმონიული შეთანაწყობა. ქვეყნის უსაფრთხო განვითარება უნდა ითვალისწინებდეს მისი ცალკეული რეგიონების უსაფრთხო განვითარებას და პირიქით. გაუმართლებელია ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოებაზე და ვერასოდეს ვერ მოიტანს იგი დადებით, სასურველ შედეგებს თუ მასში ორგანულად არ არის ჩაქსოვილი ყოველი ცალკეული რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების ამოცანები და მიზნები. ასევე უშედეგო იქნება ნებისმიერი ზრუნვა რეგიონის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებაზე თუ იგი არ ითვალისწინებს მთელი ქვეყნის ერთიან ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტიც, ნებისმიერი გადახვევა ეკონომიკურ ინტერესთა თანხვედრის ბალანსიდან თვითონ გადაიქცევა ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხო განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად, საშიშროებად.

ვფიქრობთ ჩამოთვლილი და სხვა მათთან დაკავშირებული ფაქტორებით არის განპირობებული ის ამოცანები, რომლებიც დასახულია საქართველოში ეკონომიკური რეფორმის მესამე ეტაპზე - „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი აღმავლობის ეტაპზე. კერძოდ, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსახლეობის საწარმოო-შრომითი აქტიურობის ამაღლებას, დასაქმების მაქსიმიზაციასა და მისი ოპტიმალური დონის უზრუნველყოფას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რეგიონების შეწონასწორებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, ძირითადი ტერიტორიული პროპორციების სრულყოფას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და გარემოს დაცვას, რეგიონებისა და სახელმწიფოს ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.

როგორ გვესმის ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა, რა ამოცანებსა და მიზნებს უნდა ისახავდეს, რა ხერხებითა და მეთოდებით უნდა განხორციელდეს იგი? სამეცნიერო და საცნობარო ლიტერატურაში გავრცელებული განმარტებით პოლიტიკა არის: სახელმწიფო ან საზოგადო საქმეები, კლასების, ერებისა და სხვა სოციალური ჯგუფების ურთიერთობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო; სახელმწიფო საქმიანობაში მონაწილეობა, სახელმწიფოს გაძღოლა, სახელმწიფოს საქმიანობის ფორმების, ამოცანებისა და შინაარსის განსაზღვრა, სახელმწიფო ხელისუფლების, პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწეობა შინასახელმწიფოებრივი მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობის დარგში მოქმედებაა რაიმეს მისაღწევად, სხვა ადამიანებთან ურთიერთობათა დამოკიდებულებაა.

თუ საზოგადოების ეკონომიკურ მხარეს გამოვყოფთ ცალკე, უფრო დავაკონკრეტებთ და დავალთ საზოგადოების განვითარების ეკონომიკურ პრობლემებამდე, მაშინ, ჩვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეს არის ცალკეული ადამიანების ადამიანთა ჯგუფების, გნებავთ პოლიტიკური პარტიების და სახელმწიფოს მიერ დასახული და გადასაწყვეტი ეკონომიკური მიზნები და ამოცანები, რომლებშიც ასახულია მათი კონკრეტული ინტერესები. ეს არის მეთოდების, საშუალებების და ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელთა დახმარებითაც, რომელთა მეშვეობითაც ყალიბდება, კონკრეტდება და ხორციელდება ეს ინტერესები.

პოლიტიკა ინტერესებია მოქმედებაში მოყვანილი. მაგალითად, მოსახლეობის ცხოვრების დონის ფორმირება და უზრუნველყოფა მოიცავს მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი ცალკეული წევრის ინტერესებს და მოქმედებაში მოდის საზოგადოების, მისი ცალკეული წევრების მიერ გამოყენებული მეთოდებისა და ხერხების მეშვეობით. ვისი ინტერესებია, ვინ გამოხატავს მათ, შეესაბამება თუ არა მათი მიღწევის გზები და მეთოდები დასახულ ამოცანებს, ადგილი ხომ არა აქვს ინტერესთა გაყალბებას, მათ შეცვლას მოტყუებით, ცბიერად ფორმულირებული ამოცანით, რამდენად შეესაბამებიან ისინი თანამედროვე და მოსალოდნელ ცვლილებებს და სხვა. აი ის ძირითადი საკითხები რომლებზედაც პასუხის გაცემით შეგვიძლია ვთქვათ ეკონომიკური პოლიტიკის არსის შესახებ ზოგადად.

თუ ამ მეთოდოლოგიურ დებულებას დავეყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონულ პოლიტიკად უნდა მივიჩნიოთ, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების მხოლოდ ისეთი პოლიტიკა, რომელიც რეალიზაციას უკეთებს სახელმწიფოს ინტერესებს რეგიონების მიმართ და თვით ამ რეგიონების ინტერესებს თანამედროვე რეგიონული პროცესების მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით და რომელიც ახორციელებს ყველაფერ ამას რეგიონთაშორისო და შოდარეგიონული კავშირების ერთიან სისტემაში. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონული პოლიტიკა არის მთელი საზოგადოების, მისი ცალკეული წევრის მოქმედებათა მიმართულებების, საშუალებების, გზების წინასწარ ჩამოყალიბება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ საით გვინდა წავიდეთ და როგორ ვფიქრობთ ეკონომიკური საფრთხეების თავიდან აცილებას. ეს არის ამ მოქმედებათა მიმართულებების, საშუალებების, გზების შეცნობის პროცესი, შეგნებული მარეგულირებელი საქმიანობა, რომელიც ცენტრისა და რეგიონების, ერთის მხრივ, და რეგიონებს შორის, მეორეს მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის საფუძველზე მეცნიერულად დასაბუთებული გაანგარიშებებით განსაზღვრავს მომავლის შესაძლებლობათა მაქსიმალურად ეფექტიანი რეალიზაციის ღონისძიებათა ერთობლიობას.

ამ პოლიტიკის განსაზღვრის დროს უნდა გათვალისწინებული იქნეს ერთი ასეთი აუცილებელი პირობაც: თავი უნდა დავაღწიოთ ცდუნებას და რეგიონული პოლიტიკა ისე არ უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ცალკეული მოქმედებების კონგლომერატი, რომლებიც ორიენტირებული არიან რეგიონზე და რომლებიც ხორციელდება სრულიად სხვადასხვა მიზეზებით. აქ ცდუნება მართლაც დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკა თავისებურად ყოველთვის რეგიონულ ასპექტში აისახება და მასში ჩაქსოვილი ინტერესები რეგიონულ დონეზე ხორციელდება. მაგრამ აქ ლაპარაკი უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკის (საშინაო, საგარეო, ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური და სხვა). რეგიონულ ასპექტზე. პრინციპში ასეთი ასპექტებიდან უნდა ავიღოთ პოლიტიკა. მაგალითად, სწორი არ იქნება რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის კვალიფიკაცია მივცეთ სახელმწიფოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელიმე მსხვილი ტერიტორიული სამეურნეო პროექტის დაფინანსებაზე, თუ ეს პროექტი ორგანულად არ ჩაეწერება რეგიონული, ადგილობრივი ინტერესების მთლიან სისტემაში და არ უპასუხებს მათ პოლიტიკას.

ზემოთ აღნიშნულიდან საბოლოოდ უნდა დავასკვნათ, რომ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შემადგენელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა, სულაც არ არის სხვადასხვა პოლიტიკის რეგიონული ასპექტების ერთობლიობა; იგი არც პირველადი უნდა იყოს მათ მიმართ და არც უნდა გამოდიოდეს როგორც მათი „რეგიონული ჩრდილი“. იგი არის საზოგადოების ეკონომიკური საფუძვლის ერთიანი რგოლი, რომლის გარეშეც თვით საზოგადოებას, მის ცალკეულ წევრებს, აგრეთვე ბუნებრივ გარემოს არ შეუძლიათ არსებობდნენ მხოლოდ ცალკეულ ტერიტორიაზე შემთხვევით და გარანტირებული წარმატების გარეშე.

ყოველი პოლიტიკა გამოხატავს არა მარტო ერთიან ინტერესებს, არამედ სხვადასხვა ინტერესების კონსოლიდაციასაც ახდენს. ეკონომიკური პოლიტიკა კომპრომისს ეძებს სახელმწიფოსა და სამეურნეო სუბიექტების ინტერესებს შორის. ნებისმიერი პოლიტიკა, მათ შორის ეკონომიკურიც, კარგია იმდენად, რამდენადაც შეუძლია მას მიაღწიოს სხვადასხვა ინტერესების ბალანსს.

როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონული პოლიტიკის გამაერთიანებელ იდეად უნდა იქცეს რეგიონთაშორისი და შიდა რეგიო-ნული ურთიერთობების სტაბილურობა, მათი სიმყარე.

სახელმწიფო რეგიონულ პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხო განვითარების პოლიტიკას შორის ურთიერთობის ნათელ მაგალითად გამოგვადგება საქართველოში დღეს შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც ცნობილია ქვეყანაში არსებული დესტრუქციული, სეპარატისტული ძალების (გარედან მოსული რეაქციული ძალების დახმარებით) მოქმედების შედეგად ქვეყნის სასიცოცხლოდ აუცილებელ ინტერესად ქცეულა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, სახელმწიფოს ტერიტორიის დეზინტეგრაციის არ დაშვება. ყოველი რეგიონის მთავარ ინტერესს აღნიშნული პრობლემის მიმართ კი წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საწინააღმდეგო გარემოს შექმნა მოცემულ კონკრეტულ ტერიტორიაზე, სოციალური, ეკონომიკური, ბუნებრივ-რესურსული და სხვა ურთიერთობების ბალანსირება, ამის საფუძველზე კი მოცემული, ტერიტორიულად ლოკალიზებული გარემოს ყველა ელემენტის სტაბილური და შეთანხმებული განვითარება. აქ მხედველობაში მიიღება ის, რომ გარდა ზოგადეკონომიკური, ზოგადსოციალური და სხვა პოტენციებისა, არსებობს აგრეთვე, მძლავრი შიდა რეგიონული პოტენციები, რომლებიც შეიძლება რეალიზებული იქნეს მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. ეს კი აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში რეგიონული პოლიტიკის საერთოდ, და რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის კერძოდ, ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა.

ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონული პოლიტიკა, რომელსაც სახავს და ახორციელებს თვით რეგიონი, ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე ტერიტორიულად ლოკალიზებული გარემოს ყველა ელემენტის შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული განვითარებისათვის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკა მოწოდებულია, უზრუნველყოს რეგიონული პოლიტიკის გატარება, მისი სიცოცხლისუნარიანობა ადგილებზე. მხოლოდ ასეთი მიდგომით შეგვიძლია შევქმნათ რეალური საფუძველი სწორი და წინააღმდეგობების არ შემცველი სახელმწიფო-ადგილობრივი რეგიონული პოლიტიკის ფორმირებისათვის, რომელიც აღიარებს როგორც თანხმობის საერთო იდეოლოგიას,ისე სახელმწიფოსა და რეგიონების ინტერესების არსებობას. რეგიონული ინტერესების დამახასიათებელ პარამეტრებად შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მაჩვენებლები:

- მოსახლეობის, მისი ცალკეული ფენებისა და ჯგუფების ცხოვრების დონისა და ხასიათის შესაბამისობა საერთო სახელმწიფო (საქვეყნო) და რეგიონულ პირობებთან.

- განვითარების რეგიონული საბიუჯეტო-საფინანსო და სხვა ეკონომიკური წყაროების არსებობა; ინტელექტუალური, სულიერი და სხვა პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობების არსებობა;

- შიდა რეგიონული და რეგიონთაშორისი კავშირების ფუნქციონირება;

- შესაბამისი რაოდენობის ბუნებრივი რესურსების და ეკოლოგიური პოტენციალის არსებობა;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნულ-ეთნიკური სიტუაციების სტაბილურობა;

რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი სუბიექტი უნდა იყოს ადამიანი, კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა თავისი ინტერესებით, ამ ინტერესთა რეალიზაციის ფორმებით და მეთოდებით, თავისი მოთხოვნილებებით და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებით. აქედან გამომდინარე, რეგიონული პოლიტიკის შედეგებს აფასებენ უწინარეს ყოვლისა, ადამიანები. მათ უნდა იგრძნონ თავიანთი ინტერესების, მოთხოვნილებების რეალიზაციისა და დაკმაყოფილების მეშვეობით რეგიონული პოლიტიკის რეალობა, მისი ავკარგი. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ თვით რეგიონული პოლიტიკის მთავარმა სუბიექტმა - ადამიანმა, მოსახლეობამ იგრძნოს, შეიცნოს თავისი თავი ამად. მან უნდა გაიგოს, თუ რის სუბიექტს წარმოადგენს იგი და რა ამოცანებია დასახული მის წინაშე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს უკანასკნელი არცთუ იოლად მისაღწევია, ვინაიდან, ლაპარაკია ინდივიდუალური ინტერესების რეგიონალურად ორიენტირებული ტრანსფორმაციის შესახებ, მასში ზოგადრეგიონული მოტივაციების შეტანის შესახებ, რომელიც გაცნობიერებული იქნება პირადულ აუცილებელ მოტივაციად. საბოლოო ჯამში აქ ლაპარაკია ადამიანში რეგიონული ცნობიერების ფორმირების შესახებ, რომელიც ადექვატურად ასახავს კონკრეტულ სივრცობრივად ლოკალიზებულ გარემოში ადამიანის, საზოგადოების და ბუნების ცხოველქმედების პირობებს და პერსპექტივებს.

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის წარმატება დიდადაა დამოკიდებული ადამიანების, საზოგადოების ინფორმირებულობაზე ამ პოლიტიკის მიზნების, ამოცანებისა და მათი განხორციელების გზებისა და მეთოდების შესახებ, ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი და როლი ამ პოლიტიკაში, უნდა იცოდეს, რას მიიღებს იგი ამისაგან. მხოლოდ ასეთი ინფორმირებულობის შემთხვევაში შეიძლება საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის პოლიტიკის ორგანული გათავისება, ადამიანთა შეგნებული, აქტიური მონაწილეობა და ქმედება მისი განხორციელებისათვის. ადამიანთა შეგნებაში რეგიონული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში გადამწყვეტი ოლი უნდა შეასრულოს მოსახლეობაში, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში რეიონალიზაციის, რეგიონული პრობლემების მიზანმიმართულმა სწავლებამ.

დროა, ჩვენს სკოლებში, განსაკუთრებით უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო გეგმებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკაონ სასწავლო დისციპლინებმა: „რეგიონული ფინანსები“ და „რეგიონული ეკონომიკა“.

ასევე აუცილებლად მიგვაჩნია ადგილებზე შეიქმნას ეკონომიკური ცოდნის გავრცელების ცენტრები, რომელთა სასწავლო პროგრამებში ფართო ადგილი უნდა დაეთმოს ჩამოთვლილ საკითხებსა და დისციპლინებს. რეგიონული ცნობიერების ფორმირებისა და განმტკიცების საქმეში არსებული სირთულეებისა და პრობლემების მიზეზები უნდა ვეძებოთ იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილების წიაღში, რომელშიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას უხდებოდა ცხოვრება უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში და რომლის მიზეზითაც საქარტველოში რეგიონულ პოლიტიკაზე საუბარიც ზედმეტი იყო. უფრო მეტიც, რეგიონალიზმზე რაიმე ახალი დებულებისა და პარადიგმების წამოყენებაც კი მიიჩნეოდა ამ წყობილების, ამ სისტემის იდეოლოგიური და ეკონომიკური საფუძვლების მოშლის ტოლფასად.

ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის უზრუნველყოფა და უნდა ემყარებოდეს სამ ძირითად პრინციპს:

- რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნილებების აუცილებელ გათვალისწინებას, ფორმირებადი ბაზრის მდგომარეობასა და დინამიკას, სახელმწიფოსა და რეგიონების ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოების ინტერესებს;

- რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურის საშინაო და საგარეო ფაქტორებისადმი მაქსიმალურად მორგებას;

- რეგიონული ინტერესების აქტიურ რეალიზაციას.

იგი უნდა ასრულებდეს მთელ რიგ ფუნქციებს, ზოგიერთი მათგანი შემდეგია:

- საქონლისა და მომსახურების წარმოება რეგიონული პროგრამების მიხედვით საშინაო და საგარეო ბაზრისათვის;

- საზოგადოებრივი საქონლის წარმოება (ავიახაზები, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, მშენებლობა და სხვა).

- საზოგადოებრივი მომსახურების გაწევა (ტურიზმი, განათლება, კულტურა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა);

- ფასებისა და ტარიფების რეგულირება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის ცვლილებათა შესაბამისად;

- შეღავათებისა და საჯარიმო სანქციების დაწესება;

- საგადასახადო პოლიტიკის განხორციელება;

- ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსების მობილიზება და მათი ეფექტიანი გადანაწილება-გამოყენება და სხვა.

ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის წარმატებით განხორციელება ბევრადაა დამოკიდებული რეგიონების ადმინისტრაციის შესაძლებლობასა და უნარზე - მიიღონ ეფექტური, ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რომლებშიც ასახული იქნება ცენტრისა და რეგიონის შეხამებული ინტერესები. ყოველი ცალკე აღებული რეგიონის სახეს, მის „წონას“ საერთო-საქვეყნო საქმეებში განსაზღვრავს არა საკუთრების ფორმები, არამედ ეკონომიკის მართვაში გამოყენებული ხერხები და მეთოდები, რეგიონში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობები, რეგიონული უპირატესობებისა და პოტენციალის ეფექტური გამოყენება, საერთო- სახელმწიფო და რეგიონული ეკონომიკური და სოციალური ინტერესების რაციონალური შერწყმა და შეხამება.

ასეთი პოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას არა მარტო რეგიონის ბუნებრივი ფაქტორები და უპირატესობები, არამედ რეგიონთა შორის არსებული განსხვავებები, სპეციფიკური თავისებურებები და ისტორიულ-კულტურული საფუძვლებიც.

5.5 2.5. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დამუშავების ეტაპები და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დამუშავება რთული პროცესი და მრავალწახნაგოვანი ამოცანაა. ჩვენი აზრით, იგი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

პირველი ეტაპი - მიზნის განსაზღვრა. იგი უნდა ასახავდეს ეკონომიკური ზრდის (განვითარების) ამოცანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მატერიალური დოვლათის და სოციალური სიკეთის იმ რაოდენობით წარმოებას, რომ მიღწეულ იქნას ადამიანთა ცხოვრების მაღალი ხარისხი; ამოცანები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგ ჯგუფებად:

სტრატეგიულად ქმედითი ხასიათის (დეპრესიული, ჩამორჩენილი მდგომარეობიდან გამოსვლა, სამეურნეო სფეროს ტრანსფორმაცია, უპირატესად საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაზე ორიენტაცია და ა.შ.); სტრატეგიულად სტაბილიზაციური ხასითის (არსებული სიტუაციის შენარჩუნება, ევოლუციური გარდაქმნები ეკონომიკურ სფეროში, და ა.შ.); საშუალოვადიანი დარგობრივი და ფუნქციონალური ხასიათის (სოციალური სფეროს კომერციალიზაცია, დასაქმების რეგიონული სამსახურების შექმნა, რეგიონულ დაქვემდებარებაში არსებული დარგების მხარდაჭერა და ა.შ.); ტაქტიკური ხასიათის (ცალკეული სამსახურების, რეგიონული მეურნეობის სისტემების, მისი ობიექტების და რგოლების განვითარების კონკრეტული დავალებები).

- შეზღუდული ფინანსურ-ეკონომიკური რესურსების პირობებში ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;

- მატერიალური დოვლათისა და სოციალური სიკეთის, როგორც საქონლის ფასების სტაბილურობის შენარჩუნების გზებს; ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა იმდენად იქნება სწორი, რამდენადაც გამორიცხავს ფასების მნიშვნელოვან ზრდას, ან გაუმართლებელ შემცირებას. ეკონომიკისათვის გარკვეულ ნორმებს ზევით გასული არც ინფლაციაა გამართლებული და არც დეფლაცია.

- ეკონომიკური თავისუფლების მიღწევას; ეკონომიკური სუბიექტები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაში აღჭურვილი უნდა იყვნენ თავისუფლების მაღალი ხარისხით.

- სრული დასაქმების მიღწევას; მან უნდა უზრუნველყოს ყველა შრომისუნარიანი ადამიანისათვის მისთვის შესაფერისი და ხელსაყრელი სამუშაოთი დაკმაყოფილება.

- შემოსავლების სამართლიან განაწილებას და გადანაწილებას; იგი უნდა ითვალისწინებდეს შემოსავლების ისეთ განაწილებასა და გადანაწილებას სახელმწიფოსა და რეგიონებს შორის, რეგიონებს შიგნით ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულებს შორის, ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, თვით ადამიანებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ეფექტიან ფუნქციონირებას, ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღწევას. მიუღებელია ისეთი რეგიონული პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ცალკეული რეგიონები, მისი მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობს, ხოლო სხვები უზომო სიმდიდრეში იმყოფებიან.

- სოციალური ფონდების ეკონომიკურ უზრუნველყოფას; რეგიონული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ავადმყოფი, შრომისუუნარო, მოხუცი და სხვა ამგვარი კატეგორიების ადამიანთა შენახვას, მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

- სავაჭრო ბალანსის დაცვას; იგი უნდა ითვალისწინებდეს მთელი ქვეყნის, მისი რეგიონების საერთაშორისო ვაჭრობაში და საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკურ გარიგებებში აქტიურ მონაწილეობას და აქ მისაღები ბალანსის მიღწევას.

მეორე ეტაპი - დასახული მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტის შედეგების შესწავლა. უნდა განისაზღვროს, შესწავლილი და აღიარებული იქნეს მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტების შედეგები. ამისათვის საჭიროა ყოველი ალტერნატიული ვარიანტის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა ფაქტორების შედეგების, სარგებლის, ხარჯების ნათელი წარმოდგენა, მათი გათვლა და შედარებითი უპირატესობის მეთოდის გამოყენებით საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

მესამე ეტაპი - არსებული გამოცდილების შეფასება.შ.ესწავლილი უნდა იქნეს უსაფრთხოების პოლიტიკის რეალიზაციის გამოცდილება, ნაჩვენები და შეფასებული იქნეს რა შედეგები გამოიღო ამ პოლიტიკამ მთლიანად ქვეყნისათვის და ცალკეული რეგიონებისათვის.

მხოლოდ ასეთი შეფასებით შეგვიძლია განვსაზღვროთ შეთავაზებული ვარიანტის სარგებლიანობა; საჭიროა მივმართოთ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შემუშავდეს საკუთარი უსაფრთხოების რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა.

როდესაც ქვეყნის განვითარების საკუთარი მოდელის, საკუთარი რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების აუცილებლობაზე მივუთითებთ, არ უნდა გამოვრიცხოთ მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება, რადგანაც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ განვითარების საკუთარი გზების ძიებისას, საკუთარი მოდელის შექმნისას გაითვალისწინეს მსოფლიო გამოცდილება, ადგილობრივი სპეციფიკური ფაქტორები და მხოლოდ ასეთი გზით მიაღწიეს განვითარების თანამედროვე დონეს.

ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონული პოლიტიკის შემუშავება უწინარეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, მის გაძლიერებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და განმტკიცებას, საბაზრო ურთიერთობების ფორმირებას და განვითარებას. აქ პასუხი უნდა იყოს გაცემული საზოგადოებრივი წარმოების ფუნდამენტურ კითხვებზე: ქვეყნის და რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების მაღალი ხარისხის მისაღწევად, შეზღუდული რესურსების პირობებში, რა სახის და რა რაოდენობით ვაწარმოოთ მატერიალური დოვლათი და სოციალური სიკეთე; როგორი ტექნოლოგიით, შრომის ორგანიზაციის როგორი დონით ვაწარმოოთ ყველაფერი ეს; როგორ გავანაწილოთ წარმოებული მატერიალური დოვლათი და სოციალური სიკეთე მოცემული რეგიონის მოსახლეობაზე ისე, რომ ნაკლებად დაირღვეს ცალკეული რეგიონების განვითარების დონეებს შორის სასურველი პროპორცია, ოპტიმალური ბალანსი.

ეს პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს წარმოების საშუალებებზე საკუთრების მრავალფორმიანობას (შერეული ეკონომიკური წყობა), რომელთაც განვითარების თანაბარი პირობები ექნებათ შექმნილი და უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ. იგი უნდა უზრუნველყოფდეს რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მატერიალური დოვლათისა და სოციალური სიკეთის შემქმნელი სფეროების დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოცემული რეგიონისათვის დამახასიათებელ სპეციალიზაციაზე, ამ რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანების ისტორიულად ჩამოყალიბებულ შრომით და საწარმოო ჩვევებზე, მოცემული რეგიონის შრომით და მატერიალურ რესურსებზე, ეკოლოგიურ გარემოზე და სხვა; უნდა უზრუნველყოფდეს მეწარმეობისა და არჩევანის თავისუფლებას, კონკურენციის განვითარებას, ბაზარზე თავისუფალ მეწარმეთა გაზრდას, მესამე ფენის ჩამოყალიბებას, აგებული უნდა იყოს ანტიმონოპოლიურ პრინციპზე. უნდა ვცდილობდეთ, რომ იგი ითვალისწინებდეს პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, რადგანაც საბაზრო ურთიერთობები წარმოადგენს ინდივიდუალური სისტემების ერთობლიობას, გასაგებია, რომ ამ პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას უნდა წარმოადგენდეს მეწარმეთა პირადი ინტერესების სტიმულაცია. აქ ხომ ყოველი ეკონომიკური ერთეული იღწვის იმისათვის, რომ აკეთოს ის, რაც მისთვის სარგებლიანია, ამიტომ მეწარმეების მიზანი იქნება თავიანთი ფირმების მოგების მაქსიმიზაცია, ხოლო მისი ვარიანტ-დანახარჯების მინიმიზაცია.

მატერიალური რესურსების მფლობელები, სხვა თანაბარ პირობებში, ცდილობენ მიაღწიონ თავიანთ რესურსებზე მაღალ ფასებს; სამუშაო ძალის გამყიდველები თავის მხრივ იღწვიან, მიიღონ შრომის მაღალი ანაზღაურება; მომხმარებლები შეისყიდიან რა გარკვეული სახისა და რაოდენობის მატერიალურ დოვლათს, სოციალურ სიკეთეს, ცდილობენ შეიძინონ ისინი დაბალი ფასებით; საბოლოო ჯამში, ყველა ეკონომიკური ერთეულის პირადი ინტერესი აყვანილ უნდა იქნეს რეგიონულ დონეზე და ფოკუსირებულ იქნეს რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაში, როგორც ამ ეკონომიკურ ერთეულთა მოქმედების ფუნდამენტურ სახეში, როდესაც ისინი რეალიზაციას უკეთებენ თავიანთ თავისუფალ არჩევანს. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცალკეული ეკონომიკური ერთეულების პირადი ეკონომიკური ინტერესების დაცვა რეგიონის დონეზე არ უნდა ისახავდეს ეგოისტურ მიზნებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის საერთო ინტერესებს.

როდესაც ვასაბუთებთ, რომ ეკონომიკურმა უსაფრთხოებამ ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციული გარემოს ფორმირებას, ვგულისხმობთ, რომ მან უნდა უზრუნველყოს რეგიონის რესურსების გამოყენების ან განაწილების ეფექტიანობის მაღალი ხარისხი. რაკი ეს ასე უნდა იყოს, იქმნება იმის ილუზია, რომ მცირდება სახელმწიფოს როლის აუცილებლობა რეგიონის ეკონომიკურ ფუნქციონირებაში. ასეთი წარმოდგენა ძირშივე მცდარია და ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ პპრაქტიკას.

პირიქით, საბაზრო ურთიერთობების რეგულირება რეგიონებს შორის, თვით რეგიონების შიგნით, რეგიოპნების ურთიერთობა ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან და სხვა ამგვარი რეგიონთაშორისი და რეგიონული ურთიერთობანი საჭიროებენ (განსაკუთრებით ამ ურთიერთობათა ფორმირების თანამედროვე ეტაპზე) სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური რეგულაციის როლის შესრულების მაღალ დონეს. სწორედ სახელმწიფომ უნდა შექმნას ამ ურთიერთობათა შეხამების, მათი სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარემო, მან უნდა შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის განხორციელებისა და რეალიზაციის ისეთი ტაქტიკური ხერხები (შესაბამისი ორგანიზაციულ- მმართველობითი სტრუქტურებით, საკანონმდებლო ბაზით და სხვა), რომელიც რეგიონის შეთანაწყობილი განვითარების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანას და მსოფლიო მეურნეობის დონეზე განვითარებას.

სახელმწიფოს ეკონომიკური როლი რეგიონული პოლიტიკის გატარებაში უფრო იზრდება და მეტ დატვირთვას იძენს, განსაკუთრებით ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა ინოვაციური და ინვესტიციური პროცესების დაჩქარება; რეგიონებში უმუშევრობის დონეებს შორის განსხვავების შემცირება, სამუშაო ძალისა და სამუშაო ადგილების დაახლოების გზით, ქალაქი-გიგანტების (თავკომბალების) ზრდის შეზღუდვა, რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის განსხვავების შერბილება, ქვეყნის მთიანი, განაპირა მხარეების გაუკაცრიელების პროცესების შეჩერება და სხვა.

ბოლოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს მისი სოციალური ორიენტაცია. იგი უნდა ითვალისწინებდეს: ადამიანების ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურ ამაღლებას, მისი მიღწევის ეფექტიანი გზებისა და საშუალებების ძიებას, მტკიცე სოციალური გარანტიების შექმნას და სხვა.

საქართველოში დღეს ყველა პირობაა იმისათვის, რომ შემუშავებული და რეალიზებული იქნეს მეცნიერულად დასაბუთებული, მაღალეფექტური სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა. ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ მრავალი ადამიანის, მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა დაუღალავ შრომას ძალუძს. საჭიროა შეირჩეს მეთაური სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია.

მან უნდა შეასრულოს მეტად რთული და შრომატევადი სამუშაო. ზოგიერთი ამ სამუშაოთაგანი, ჩვენი აზრით შემდეგია: წინადადებების დამუშავება ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის შინაარსისა და კონკრეტული მიმართულებების შესახებ, ქვეყნის განვითარების ყველაზე რთული სიძნელეების გადალახვის გზების შესახებ და ყოველივე ამის შეთანხმება ქვეყნისა და მისი ცალკეული რეგიონების სუბიექტებთან, რათა ისინი შემდგომ წარედგინოს მთავრობასა და პარლამენტს; მთავრობისა და პარლამენტისათვის ყოველწლიური მოხსენების შედგენა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ. როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს ასეთი მოხსენებები წარმოადგენენ საელმწიფოს აკონომიკური პოლიტიკის (რეგიონული, დარგობრივი, საფინანსო-საბიუჯეტო, საინვესტიციო, სოციალური და სხვა) ფორმირების საკვანძო ელემენტს; მსხვილი რეგიონული და რეგიონთაშორისი პროექტების ექსპერტიზა; ქვეყნის დონეზე კანონების, დადგენილებების და სხვა ნორმატიული აქტების მისაღებად მასალების მომზადება ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების მონაწილეობით; ნორმატიულ-მეთოდური მასალების დამუშავება, რომლებიც ეხება ცალკეული რეგიონების განვითარების სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციაზე კონტროლს, ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტების მიღება პარლამენტის დონეზე სასწრაფო ზომების მისაღებად პრობლემების მოსაგვარებლად, რეფორმების გასატარებლად; სამეცნიერო სამუშაოების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა და წინადადებების ექსპერტიზა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გასაფართოებლად, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას ექვემდებარება.

საჭიროდ მიგვაჩნია შეიქმნას ეკონომიკური უსაფრთხოების სამთავრობო-საპარლამენტო კომიტეტი ან ქვეკომიტეტი. უნდა დამუშავდეს და საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონის სახით „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები 2010 წლამდე“. შემოღებული იქნეს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამსახველი ანგარიშის (წერილის) მოსმენა და განხილვა.

ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის წარმატებით დამუშავებისა და რეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფორმაა სახელშეკრულებო შეთანხმებითი პროცესების განხორციელება. ეს მეტად რთული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოა. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ წარმატება გარანტირებული გვექნება თუ, მოსახლეობას, შემთანხმებელ მხარეებს ფართოდ და ნათლად გავაცნობთ ამ პოლიტიკის არსს, მის შინაარსს, ამოცანებს. ვინაიდან არა გვაქვს ეკონომიკური უსაფრთხოების რეგიონული პოლიტიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ არა გვაქვს აგრეთვე მისი შესაბამისი სამართლებრივი ბაზაც. ფაქტიურად ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამართლებრივი ვაკუუმის გარემოში, არ გაგვაჩნია არც ერთი ზოგადნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ასახავდა ეკონომიკური პოლიტიკის საერთოდ და ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის, კერძოდ დამუშავების პროცედურას და მისი რეალიზაციის ხერხებს. აუცილებლად მიგვაჩნია მოხდეს შესაბამისი კანონების, მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების კოდიფიკაცია. სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით საჭირო იქნება დაძაბული, კოორდინირებული მუშაობა რამოდენიმე მიმართულებით.

პირველი ეს არის გაშლილი და ერთიანი სამეურნეო კანონმდებლობის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლის მწყობრ კოდიფიცირებულ სისტემაზე და დამუშავებული იქნება საერთო-სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით სამუშაო პროგრამის ჩარჩოებში. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების უმაღლეს და რეგიონულ დონეებს შორის კოორდინაციას;

მეორე, კანონმდებლობის გაანალიზებისა და სრულყოფის გზით მკვეთრად უნდა შევამციროთ ეკონომიკაში ბიუროკრატიული სტრუქტურების ბატონობა, გამოვავლინოთ და გეგმაზომიერად მოვსპოთ ადმინისტრაციული სისტემის რეციდივები, დროა უკვე სამართლებრივ საფუძველზე განვახორციელოთ სამეურნეო სუბიექტების თანაბარი პირობებისა და კონკურენციის პრინციპები როგორც ბაზარზე, ისე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.

მესამე, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ხელისუფლების მჭიდრო ურთიერთმოქმედებით უნდა სამეურნეო განვითარების პროგნოზირებიდან ფართოდ გადავიდეთ ინდიკატური დაგეგმვის სისტემაზე.

ქვემოთ განხილული იქნება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების რისკ-ფაქტორი და მათი სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები.

6 მესამე თავი საქართველოს რეგიონების სოციალურ ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების რისკ-ფაქტორი და მათი სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


6.1 3.1. საქართველოს რეგიონების განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და მათი დეპრესიულობის ასპექტები

▲ზევით დაბრუნება


ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხო განვითარებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს დეპრესიული, ჩამორჩენილ მდგომარეობაში მყოფი რეგიონების და სხვა ტერიტორიული ერთეულების არსებობა. პრობლემათა დაძლევის მიზნებისათვის, უპირველესად, საჭიროა ასეთი რეგიონების გამოვლენა, შემდგომ, სახელმწიფოებრივი რეგულირების ისეთი კონკრეტული ორგანიზაციულ სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება, რომლებიც შეამსუბუქებენ, ან სულაც აღმოფხვრიან ამ ფაქტორის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე.

ჩამორჩენილი რაიონების და სხვა ტერიტორიული ერთეულების სიმრავლე, ამასთან, მათი განვითარებისათვის ხელშემწყობი მექანიზმების არარსებობა, გამოუსწორებელი შედეგებით შეიძლება დასრულდეს. ამის გამო, ჩამორჩენის პირობათა დაძლევა მუდმივი ზრუნვის და გადაუდებელი ჩარევის ობიექტი უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულში, ერთიანი, მძლავრი საქართველოს არსებობის მაგალითი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ მისი რეგიონების მაღალგანვითარებულობაზე. როგორც ცნობილია, თითოეულ მხარეს, თავის მხრივ, უდიდესი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის მთლიანობის უზრუნველყოფასა და ძლიერებაში. სწორედ მას შემდეგ, რაც შესუსტდა რეგიონების მიმართ მზრუნველობა და ყურადღება, ფეოდალური ხანის შემდგომ პერიოდში, საქართველო როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად, დაკნინებისაკენ წავიდა. რეგიონების ეკონომიკურ-კულტურულ დეგრადაციას მოჰყვა მთელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დეგრადაცია, მოსახლეობის მკვეთრი შემცირება და ტერიტორიების დაკარგვა. რეგიონების მიმართ არასწორი პოლიტიკის გატარებამ, მათ განვითარებაში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვიეს მოსახლეობის ქვეყნის ცენტრში ცხოვრებისაკენ სწრაფვა, ამ რეგიონების ქართველი მოსახლეობისაგან მთლიანი დაცლა ან იქ უცხო ტომელთა ჩანაცვლება და ბოლოს ტერიტორიების დაკარგვა. მარტო ის ფაქტი, რომ XI საუკუნეში 12 მილიონი მასახლეობა 111 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიით XX საუკუნის ბოლოსათვის 5 მილიონამდე შემცირდა და მხოლოდ 44 ათასი კვადრატული კილომეტრიღა შემორჩა, ნათლად მიგვანიშნებს ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების განვითარებაში არსებულ პრობლემებს, მათი განვითარებისათვის არახელსაყრელ ეკონომიკურ გარემოზე.

რეგიონების ჩამორჩენილობა, მათი უთანაბრო განვითარება განსაკუთრებით გამოიკვეთა დღეს, როდესაც ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად დაადგა საბაზრო ურთიერთობების ფორმირების გზას. თუმცა ეს გზა ავტომატურად ვერ გადაწყვეტდა, ვერ გამოასწორებდა რეგიონების განვითარებაში არსებულ დისპროპორციებს. რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ მოვლენები პირიქით განვითარდა, საბაზრო მექანიზმებმა პრაქტიკულად ვერ უზრუნველყვეს მოკლე პერიოდში პოზიტიური შედეგების მიღება და ადრე, იქ არსებული მდგომარეობა უფრო გამწვავდა.

ეკონომიკური თეორიის ენით თუ ვიტყვით, სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის ფიასკოს ერთერთი გამოვლინება. მაშასადამე, დღის წესრიგში დგას სახელმწიფოს ეკონომიკური როლის ამაღლების ობიექტური აუცილებლობა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების ფორმით. საკითხის მიმართ ჩვენი პოზიციის უკეთ წარმოჩენისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონებს შორის, მათ შიგნით ქალაქებს, რაიონებს, სოფლებს, დაბებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლების განვითარების დონეებს შორის განსხვავების სრული აღმოფხვრა მიუღწევადია და ამ მიზნით დამატებითი სახსრების ხარჯვა - გაუმართლებელი, ვინაიდან შეუძლებელია სრულიად მოსპო ბუნებრივ- კლიმატური, გეოგრაფიულ-ეკოლოგიური, ეთნოეროვნული, მეურნეობრივი ტრადიციების, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის და სხვა უამრავი ფაქტორის მიხედვით განსხვავება. განსაკუთრებით მკვეთრად განსხვავდებიან ჩვენი რეგიონები ერთიმეორისაგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით უზრუნველყოფის და ამ სავარგულების სტრუქტურული შემადგენლობის მიხედვით, რაც ნათლად ჩანს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით (იხ. ცხრილი 9 და 10).

როგორც ვხედავთ, ერთ კომლზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით ყველაზე მეტად უზრუნველყოფილია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (1,79 ჰა, მათ შორის:

სოფლად - 2,30 ჰა) და მცხეთა-მთიანეთის (1,36 ჰა, მათ შორის: სოფლად - 1,72 ჰა)

ცხრილი 9

საქართველოს რეგიონების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით
უზრუნველყოფა1

რეგიონები

სას. სამ.
სავარგული
1 კომლზე

მ/შ
სოფლად

სას. სამ.
სავარგული
1 სულზე

მ/შ
სოფლად

1

2

3

4

5

კახეთი

1.05

1.40

0.31

0.44

მესხეთ-
ჯავახეთი

1.29

1.43

0.32

0.43

მცხეთა-
მთიანეთი

1.36

1.72

0.48

0.66

შიდა
ქართლი

0.86

1.10

0.26

0.42

სამეგრელო-
ზემო სვანეთი

0.94

1.20

0.27

0.40

რაჭა-ლეჩხუმი
და ქვემო
სვანეთი

0.67

2030

0.68

0.76

იმერეთი

1.79

0.87

0.21

0.31

ქვემო ქართლი

0.53

0.79

0.13

0.18

აჭარის ავტ.
რესპ.

0.14

0.27

0.04

0.07

რეგიონები. ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით მოსახლეობის ერთ სულზე ყველაზე მაღალი უზრუნველყოფით გამოირჩევიან ეს რეგიონები (0,68 ჰა, მათ შორის: სოფლად - 0,76 ჰა და 0,48 ჰა; მათ შორის: სოფლად - 0,66 ჰა შესაბამისად). სამაგიეროდ, ამ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურა იმდენად არის განსხვავებული სხვა რეგიონების სასოფლოსამეურნეო სავარგულების სტრუქტურისაგან, რომ ყველაზე ნაკლებ პირობებს ჰქმნიან მაღალი სამეურნეო მაჩვენებლების მისაღწევად. ქვემოთ დეტალურად იქნება გაანალიზებული და გამოვლენილი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და იქ დავინახავთ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით უზრუნველყოფის შედარებით მაღალი დონეების მიუხედავად აღნიშნული რეგიონები ყველაზე ჩამორჩენილებად ითვლებიან. მაშასადამე, მოტანილი მონაცემებით ერთხელ კიდევ დასტურდება, რომ რეგიონებს შორის სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით განსხვავებულობის აღმოფხვრა, მათი მთლიანად წაშლა შეუძლებელია.

ცხრილი 10

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურა საქართველოში რეგიონების
მიხედვით (%25)2

0x01 graphic

საზღვარგარეთის ქვეყნების ბოლო პერიოდის ეკონომიკურ ლიტერატურაში ჩამორჩენილ, დეპრესიულ რეგიონად მიიჩნევა ისეთიტერიტორიულ-საწარმოო სტრუქტურები, სადაც მატერიალური, შრომითი, ფინანსური რესურსების ბაზა გადასულია მყარი და მუდმივი დაცემის ფაზაში და გამორიცხულია საზოგადოებრივი წარმოების თვითგანვითარების ახალი სტიმულების წარმოქმნა (დეპრესია - ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის, სოფლის და ა.შ. ეკონომიკური საქმიანობის მოდუნება, შეფერხება).

სოციალურ-ეკონომიკური, რესურსული, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა სახის საერთო-რეგიონული, საერთო-სამეურნეო კრიზისული სიტუაციის პირობებში ძნელი ხდება გამოყო ქვეყნის რომელიმე რეგიონი და განსაკუთრებული პრიორიტეტული ფინანსირების ობიექტად აქციო. აღნიშნული განმარტება ჰკარგავს ტრადიციულ შინაარსს, თავის სპეციფიკურ ხასიათს, ვინაიდან საჭირო ხდება გავრცელებული იქნეს იგი ყველა საწარმოო-სამეურნეო სტრუქტურებზე, ყველა რეგიონზე. ამიტომ დეპრესიული, ჩამორჩენილი რეგიონების არსის განსაზღვრისას უნდა გამოვიდეთ შემდეგი ორი ამოსავალი პოზიციიდან. პირველი, დეპრესიულად, ჩამორჩენილად უნდა ჩაითვალოს სივრცობრივად ლოკალიზებული სამეურნეო- სოციალური ფუნქციონირების ისეთი ობიექტი, რომლის ფარგლებშიც წარმოების დაცემის, ცხოვრების დონის შემცირების, დასაქმების, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, სოციალური მომსახურების და სხვა სფეროში ნეგატიური ტენდენციების გაუარესების ტემპები უფრო მაღალია, ვიდრე საერთო-სახელმწიფოებრივ, საერთო-რეგიონულ დონეზე. ამასთან ამ ტენდენციების, მიზეზების გამო შექმნილია ისეთი მდგომარეობა, რომ უკვე ვეღარ მოქმედებენ თვითგანვითარების სტიმულები, და მაშასადამე, აღარავითარი საფუძველი აღარ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ თვითონ გამოვლენ კრიზისული სიტუაციებიდან. ასეთი წინმსწრები ტემპები, აღმატების ხარისხი (დეპრესიულობის, ჩამორჩენილობის ხარისხი) წარმოადგენს პრობლემის ანომალური სიმწვავის მაჩვენებელს და ამავე დროს გვიჩვენებს მისი გადაწყვეტის პრიორიტეტულობას.

მეორე, დეპრესიულ, ჩამორჩენილ ტერიტორიებად უნდა ჩაითვალოს კომპლექსური დასახლებები, მათი ზომის ნიუხედავად, სადაც დეპრესიულობის განმსაზღვრელი პარამეტრების კიდევ უფრო მეტად დაცემა (გაუარესება) აღარ შეიძლება და საჭიროებს დაუყოვნებლივ სანაციური (გამოჯანმრთელების) ღონისძიებების გატარებას. მაშასადამე, რესურსების შეზღუდულობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან დეპრესიული რეგიონების ფინანსების პოლიტიკა სელექტიური ხასიათისა უნდა იყოს, ხოლო ბიუჯეტის მწვავე დეფიციტის პირობებში მაღალსელექტიური.

სანაციური ღონისძიებების გატარებისას, ბუნებრივია, გარდამავალი პერიოდის საერთო კრიზისულ პირობებში შედეგები მაშინვე ვერ აისახება დეპრესიული ტერიტორიის ეკონომიკურ-სოციალური, დემოგრაფიულ-ეკოლოგიური და სხვა ნეგატიური პროცესების რეაბილიტაციაზე. ფაქტიურად უნდა მოველოდეთ პრობლემის ანომალიური სიმწვავის შემსუბუქებას ან მთლიანად მოხსნას. მაგალითად, მთიანი, განაპირა რაიონის ეკონომიკური დონის ამაღლება თავის მხრივ, უცებ ვერ გააუმჯობესებს იქ შექმნილ მწვავე სიტუაციას. მაშასადამე, სანაციური ღონისძიებების გატარების შედეგად მოსალოდნელი ეფექტი მიიღება თანდათანობით შემდეგი სქემით:

საწყის ეტაპზე, ანიმალურად მწვავე სიტუაციის შემსუბუქება, ხოლო შემდგომ, მისი მოხსნა - მოსალოდნელი ეფექტის (მიზნის) საბოლოო მიღწევა.

სივრცობრივად ლოკალიზებული ტერიტორიების სანაციის პრიორიტეტულობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ ისინი როგორც მთელი საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური, ბუნებრივ-რესურსული, კულტურულ-ისტორიული და სხვა პოტენციალების განუყოფელი შემადგენელი ნაწილები (მაგალითად, როგორც ბანკროტი საწარმოები) არ შეიძლება გაუქმდეს, მექანიკურად შეწყდეს მათი ფუნქციონირება და ამით გადაწყდეს პრობლემა.

თვით დეპრესიული ტერიტორიების არსებობის ფაქტი შეუძლებელს ხდის მათ საზღვრებში სრულად იყოს რეალიზებული კონსტიტუციური უფლებები, ადამიანების თავისუფლება და გარანტიები. ეს კიდევ ერთი განმსაზღვრელია იმისი, რომ აუცილებელია შემუშავდეს ისეთი ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები, რომელთა ამოქმედებაც გამოიყვანს მათ ამ მდგომარეობიდან. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ თუ ეს ტერიტორიები დიდხანს დარჩებიან ანომალურად დეპრესიულ, ჩამორჩენილ მდგომარეობაში, ადრე თუ გვიან იქცევიან პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა ნეგატიური მოვლენების დაძაბულობის ცენტრად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრობლემის გადაწყვეტისათვის, უფრო ეფექტური შედეგების მიღწევა იმ შემთხვევაში, როდესაც კვლევის და, მაშასადამე, სანაციის ობიექტად ავირჩევთ არა რეგიონების ჯგუფს, ან ცალკეულ რეგიონს მთლიანად, არამედ რეგიონის შიგნით ანომალიურად დეპრესიულ (ზედეპრესიულ), სივრცობრივად ლოკალიზებულ ტერიტორიებს, დეპრესიის წერტილებს, ე.ი. შედარებით მცირე ტერიტორიებს. ასეთ მასშტაბებში უფრო ობიექტურად და ყოველმხრივ შეიძლება დასაბუთდეს სახელმწიფო რეგულირების ობიექტების პირველრიგითობა.

__________________

1 წყარო: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1996 წლის მონაცემები.

2 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე.

6.2 3.2. რეგიონების დეპრესიულობის განსაზღვრის მეთოდოლოგიური საკითხები

▲ზევით დაბრუნება


დეპრესიული, ჩამორჩენილი ტერიტორიების სანაციის პრობლემა გარდამავალი პერიოდის საერთო-კრიზისულ პირობებში ემყარება იმ რეალობას, რომ რეგიონების, ტერიტორიების შედარებით თანაბარი განვითარებისათვის საჭირო რესურსები შეზღუდულია, არასაკმარისია და ამიტომ საჭიროა სახსრების კონცენტრაცია ზედეპრესიულ წერტილებში სპეციალურად დამუშავებული სანაციის სისტემური მექანიზმების წინასწარი ამოქმედებით. ამისათვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ასეთი ზედეპრესიული ექსტრემალური წერტილების და სანაციის სისტემური მექანიზმების დასაბუთებული შერჩევა.

ტერიტორიების შერჩევისა და მათი დეპრესიულ ობიექტთა ჩამონათვალში შეყვანისათვის უცხოურ ლიტერატურაში1 დამუშავებულია რეგიონული სიტუაციების ანალიზისა და დიაგნოსტიკის განსაკუთრებული ხერხები. მათი მეშვეობით ანალიზის შედეგად ღებულობენ ტერიტორიის დეპრესიულობის რაოდენობრივ შეფასებას, ხოლო დიაგნოსტიკის შედეგად - ანომალურად მაღალი დეპრესიული დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობას ტერიტორიის შიდა რესურსების ხარჯზე, სიტუაციების განვითარების რეგულირების გარეშე დატოვების შედეგებს და, მაშასადამე, შესაბამისი განსაკუთრებული ღონისძიებების დამუშავების აუცილებლობას. ანალიზი და დიაგნოსტიკა ტარდება სპეციალურად დამუშავებული პროგნოზული სცენარების მიხედვით. ყოველი ასეთი სცენარი წარმოადგენს დეპრესიული ტერიტორიების მდგრადობის მოკლე სისტემურ დახასიათებას, ასახავს საკუთარი და მოზიდული რესურსების, დეპრესიული მდგამარეობის ფორმირებაში ცვლილებების, მათი გადალახვის მექანიზმების შესახებ წარმოდგენას.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ურალის განყოფილების ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებულია მაჩვენებელთა შემდეგი სისტემა:2 ძირითადი საწარმოო ფონდების ცვეთის ხარისხი (%25); კაპიტალური დაბანდებების დონე 1 რუბ. ძირითად ფონდებზე (კოპ. რუბ); სამრეწველო წარმოების მოცულობის ინდექსი (1990წ.=100%25).%25: ინვესტიციები მშპ-ის მიმართ (%25). ფედერაციის სუბიექტებისათვის ფედერალური ფონდიდან ტრანსფერები მშპ-ის მიმართ (%25), ფედერაციის სუბიექტებისათვის ფედერალური ფონდიდან ტრანსფერტები მშპ-ის მიმართ (%25); დამატებული ღირებულებისა და ძირითადი კაპიტალის ზრდის ინდექსების თანაფარდობა (%25); მეცნიერებაში და მეცნიერების მომსახურე სფეროში დასაქმებული პირების წილის შეფარდებითი შემცირება ტერიტორიაზე მუშაკების რიცხვში 1990 წლისათვის (%25); გადასახადები და ბიუჯეტში სხვა გადასახდელები ტერიტორიის მშპ-ის მიმართ (%25); დამატებულ ღირებულებაში ხელფასის წილი (%25); შრომით საქმიანობაში დაუსაქმებელი მოქალაქეების ხვედრითი წილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის საერთო რაოდენობაში (%25), სამუშაოს მძებნელი მოქალაქეებისა და საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე მოთხოვნილებას შორის სხვაობის შეფარდება ეკონომიკაში დასაქმებულთა მთელ რაოდენობასთან (%25); მოსახლეობის ბუნებრივი სიკვდილიანობა (კაცი, 1000 მაცხოვრებელზე), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შეფარდება ნორმატიულ ხანგრძლივობასთან (%25); საარსებო მინიმუმის ქვევით შემოსავლების მქონე მოსახლეობის რიცხოვნობა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში (%25); შრომის ანაზღაურების ხვედრითი წონა მოსახლეობის პირადი შემოსავლების სტრუქტურაში (%25); მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის თანაფარდობა (%25); პირადი დანაზოგების ნორმა პირად შემოსავლებში (%25); სოციალურ პროგრამაზე გაწეული ხარჯები მშპ-ის მიმართ (%25); გახსნილი დანაშაულების ხვედრითი წილი რეგისტრირებულ დანაშაულობების საერთო რაოდენობაში (%25).

სხვა ავტორები დეპრესიულობის განსაზღვრისათვის უპირატესობას ანიჭებენ კომპლექსურ, ან სპეციალურად კონსტრუირებულ მაჩვენებელთა სისტემას (ა. ლეკსინი, ა.შვეცოვი). მიიჩნევენ რა დეპრესიულ ტერიტორიებზე სიტუაციების ანალიზს და დიაგნოსტიკას მრავალასპექტრიან, კომპლექსურ პრობლემად, ისინი სისტემურ მიდგომას უჭერენ მხარს. მაგალითად, მოსახლეობის ცხოვრების დონის პარამეტრის, კერძოდ, მისი უმთავრესი შემადგენელი ნაწილის - მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების დონის განსაზღვრისას არასაკმარისად მიიჩნევენ მხოლოდ საშუალო ხელფასის დონის, ან საშუალო სულადობრივი ბიუჯეტური შემოსავლების მაჩვენებლებზე დაყრდნობას. თანამედროვე პირობებში, განსაკუთრებით კი დეპრესიულ ტერიტორიებზე გასათვალისწინებელია მეწარმეობის საქმიანობიდან და ერთპიროვნული მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების შედეგად აღნიშნული მაჩვენებლების ტრანსფორმაცია. ამასთან, იგი აიღება არა როგორც საშუალო სიდიდე, არამედ მოსახლეობის მხოლოდ იმ ჯგუფის მიმართ, ვინც აღნიშნულ საქმიანობას ეწევა.

ეს პირობა აუცილებლად გასათვალისწინებელია, ვინაიდან კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ტუნდაც 2%25-ის არსებობა, რომელთა შემოსავალი ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე საშუალო (რაც ტიპიურია დღევანდელი პირობებისათვის), საშუალო შემოსავლების სიდიდეს ამაღლებს თითქმის 20%25-ით. ეს მაჩვენებელი შესასწავლია მოცემულ მომენტში არამარტო მისი საერთო ჯამით, არამედ მისი სტრუქტურის მიხედვითაც. აქ მხედველობაშია ის გარემოება, რომ შექმნილი პირობების გამო ადამიანები მარტო ძირითადი სამუშაო ადგილიდან მიღებული შემოსავლებით, სახელმწიფო პენსიებით და სოციალური მომსახურებით აღარ ცხოვრობენ, მათ შემოსავლებს ავსებს აგრეთვე დამატებითი შემოსავლები სხვა სამუშაო ადგილიდან, ინდივიდუალური და ოჯახური მეწარმეობიდან ან სხვა წყაროებიდან. ზოგიერთ რეგიონში ცხოვრების უზრუნველყოფის გარკვეულ წყაროს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა რეგიონების ან დარგების მიმართ, ასევე ძნელად აღსარიცხავი (და ადვილად დასამალი) შემოსავლები არარეგისტრირებული გარიგებიდან, ხელფასის მაგიერ ნატურალური ანაზღაურებიდან, ჰუმანური დახმარება და სხვა. ამგვარი შემოსავლების ნუსხა მრავალი შეიძლება იქნეს მოყვანილი. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან რთულია ამა თუ იმ რეგიონის (ტერიტორიული ერთეულის) დეპრესიულობის განსაზღვრა, რამდენადაც არც ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინება იძლევა სიტუაციის ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებისათვის საფუძველს. ასე, მაგალითად, მაღალი შემოსავლები შეიძლება თანაარსებობდნენ „სამომხმარებლო კალათის“ საქონელზე მაღალ ფასებთან ერთად, სახალხო განათლების, ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობასთან ერთად და ა.შ. ასეთი შემთხვევისათვის უფრო მისაღებია სპეციალურად კონსტრუირებული მაჩვენებლები - შემოსავლების გარკვეული სახის შეჯერება გასავლების (ხარჯების) გარკვეულ სახესთან, ერთობლივი შემოსავლები, ტერიტორიის სხვადასხვა სახის საკუთარი რესურსების საერთო ჯამური ღირებულების შეფასება და სხვა. მიზნის მისაღწევად შესაძლებელია ექსპერტული შეფასებების გამოყენებაც, რაც კიდევ უფრო მეტად აამაღლებს შედეგების დასაბუთებულობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპრესიულობის ხასიათი და სიმწვავე უმეტესად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე, მის ისტორიულ და ეროვნულ, გეოგრაფიულ და სხვა ფაქტორთა თავისებურებებზე. უფრო მეტიც, ეკონომიკური განვითარების კვალობაზე იცვლება თვით დეპრესიულობის კრიტერიუმებიც. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომამდე მრეწველურად განვითარებულ ქვეყნებში დეპრესიულ, ჩამორჩენილ რეგიონებს აკუთვნებდნენ აგრარული და სამთომომპოვებელი მიმართულების რეგიონებს. 50-იან წლებში ასეთებად მიიჩნევდნენ რეგიონებს, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ ძირითადად სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავებაზე, 70-იან წლებში - სადაც თავმოყრილი იყო მრეწველობის ძირითადი, საბაზო დარგები (მეტალურგია, საავტომობილო მრეწველობა, ენერგეტიკა), ხოლო უკანასკნელ წლებში კი - რომლებიც ნელი ტემპით ითვისებენ მეცნიერებატევად და რესურსდამზოგ ტექნოლოგიებს.

დეპრესიული რეგიონების (ტერიტორიების) განსაზღვრის მეთოდოლოგიური საკითხების ანალიზს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გამოყენებული მაჩვენებლები (მაჩვენებელთა სისტემა) და მეთოდები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ, ისინი უნდა ასახავდნენ და ითვალისწინებდნენ კონკრეტული რეგიონის ტერიტორიული ერთეულის პრობლემებს, ინტერესებს და ამოცანებს. ამასთან, ანალიზისა და შეფასების საგნად უნდა იქცეს არა ნებისმიერი პრობლემური სიტუაცია, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები და შედეგები; შეფასება უნდა აიგოს შემსრულებლებისათვის მარტივად გასაგებ ისეთ მეთოდოლოგიურ მაგალითებზე, რომლებიც არ საჭიროებენ რთულ გათვლებს და უზრუნველყოფენ რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასებების შეხამებას. ზოგიერთი მოვლენის მიმართ, რომლებიც შეუძლებელია აისახოს რაოდენობრივად ან ხარისხობრივად, დასაშვებია გამოყენებული იქნეს ისეთი ტერმინები როგორიცაა: „შეესაბამება“ („არ შეესაბამება“), „ხელს უწყობს“ („ხელს არ უწყობს“) და სხვა; დეპრესიულობის განსაზღვრა უნდა დაეყრდნოს არა მხოლოდ საანგარიშგებოსტატისტიკურ მონაცემებს, არამედ ექსპერტულ შეფასებასაც. ექსპერტულ-ანალიტიკური მუშაობის ჩასატარებლად აუცილებელია ჯგუფში ჩაირთოს სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მუშაკები, ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტი ახალგაზრდობა და სხვა; მათი გადაწყვეტილებები უნდა შეიცავდეს სხვადასხვა მოსალოდნელი სცენარების და მოვლენების განვითარების ანალიტიკურ შეფასებებს და ორიენტირებული უნდა იყოს მართვის რეგიონული ორგანოების მხრიდან დეპრესიული ტერიტორიების მიმართ მხარდაჭერის ფუნქციების შესრულებისაკენ.

ამასთან, ჩამოთვლილი მოთხოვნების შესასრულებლად გამოყენებული მაჩვენებლები (მაჩვენებელთა სისტემა) თავის მხრივ უნდა დაეფუძნოს უტყუარ და ადვილად შესამოწმებელ ინფორმაციას; მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული არსებული სტატისტიკური ბაზა და სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურების საპროგნოზო-ანალიტიკური შესაძლებლობები; ეს მაჩვენებლები უნდა გამომდინარეობდეს ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფარგლებში საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან წამოსული პირველადი ინფორმაციიდან. ასევე, საჭიროა ისეთი დამატებითი ინფორმაციებიც, რომელსაც არ მოიცავს სტატისტიკური ანგარიშგების არსებული სისტემა, მაგრამ ეფუძნება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და გამოკითხვის შედეგებს.

ამ მხრივ ორიენტაციისათვის, საყურადღებოა ჯორჯიის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ რუსეთში გამოსაყენებლად რეკომენდირებულ დოკუმენტში (1998 წლის მარტი) „დეპრესიული რეგიონების ფინანსური მხადრდაჭერის პროგრამის რეალიზაციის მეთოდოლოგია“. ამ დოკუმენტში დეპრესიული რეგიონების განსაზღვრისათვის შემოთავაზებულია სამი ცვლადი მაჩვენებელი, რომელთაგან ერთი წარმოადგენს შეფარდებითი კეთილდღეობის მაჩვენებლებს, ხოლო ორი დანარჩენი - შეფარდებითი ჩამორჩენილობის მაჩვენებელს (X1=მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი რეგიონული პროდუქტი, X2=სიღარიბის დონე; X3=უმუშევრობის დონე).

ცალკეული ამ ცვლადი მაჩვენებლისათვის შემოღებულია ზღვრული კოეფიციენტი Ki (i=1,2,3), რომელიც გამოიყენება საშუალო სიდიდის მიმართ, რათა დეპრესიულის სახით განვიხილოთ მხოლოდ ის რეგიონები, რომელთა ზღვრულ მნიშვნელობაზე კორექტირებული მაჩვენებელიც საშუალო დონეზე დაბალი იქნება (შეფარდებითი კეთილდღეობის მაჩვენებლებისათვის); ან საშუალო დონეზე მაღალი (შეფარდებითი ჩამორჩენილობის მაჩვენებლებისათვის). მაგალითად, დეპრესიულ რეგიონებს შეიძლება მიეკუთვნოს ის რეგიონები, რომელთა უმუშევრობის მაჩვენებელი საშუალო დონეზე მაღალი იქნება (K3-1), ან ის რეგიონები, რომელთა სიღარიბის დონე საშუალო დონეზე 50%25-ით მაღალი იქნება (K2-1,5)3.

ამრიგად, თუ შევაჯამებთ წარმოდგენილ ანალიზს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არც ეკონომიკურ მეცნიერებას და არც პრაქტიკას დღემდის არა აქვს დეპრესიული რეგიონების რაოდენობრივი მაჩვენებლის ერთიანი განსაზღვრა. თუმცა სხვადასხვა ავტორთა განმარტებებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპრესიულად ითვლება ის რეგიონი, სადაც ეკონომიკური საქმიანობის პირობები და ამ პირობებიდან გამომდინარე, ეკონომიკური და სოციალური შედეგები არსებითად უფრო უარესია. ვიდრე საშუალოდ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ერთიანი მეთოდი, ხერხი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ყოველი ცალკეული კრიტერიუმისათვის ზღვრული დონის შერჩევა.

სხვადასხვა ავტორთა რეკომენდაციების და რეგიონულ დონეზე სტატისტიკურ მაჩვენებელთა აღრიცხვის არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით ქვემოთ წარმოდგენილია დეპრესიული რეგიონების დახასიათება საქართველოში.

_________________

1 В.Лексин, А. Шевцов, Приоритеты региональной политики. Депрессивные территории и механизмы их санации «ЭЖ» №, 1995.

2 А. Татаркин и др., Экономическая безопасность как обьект регионального исследования, ж. «Вопросы экономики» №6, 1996.

3 В. Лексин, А. Шевцов, Общероссиские реформы и территориальное развитие, статья 8. Депрессивные территории. прежние проблемы и новые варианы их решения, „РЭЖ“, №2, 2001,стр. 38-39.

6.3 3.2. საქართველოს რეგიონების რანგირება დეპრესიულობის ხარისხის მიხედვით და მათი სანაციის ვარიანტები

▲ზევით დაბრუნება


როგორც დავინახეთ, დეპრესიული რეგიონების დასახასიათებლად სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა მაჩვენებელს (მაჩვენებელთა სისტემას) იყენებს. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქარტველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და სხვა საცნობარო მასალებზე დაყრდნობით დეპრესიული რეგიონების გამოსავლინებლად ჩვენ ავიღეთ მაჩვენებელთა შემდეგი ჩამონათვალი რეგიონულ ჭრილში: სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია; სამრეწველო საწარმოების მიერ საკუთარი წარმოების გადატვირთული პროდუქციის მოცულობა, მათ შორის საზღვარგარეთ, სამეწარმეო რეესტრში ჩართულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა. მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული სამრეწველო პროდუქცია; მრეწველობის პროდუქციის მატების ერთი პროცენტის აბსოლუტური მნიშვნელობა; სამომხმარებლო საქონლის წარმოება, მათ შორის: სასურსათო საქონელი (ღვინო-არყისა და ლუდის გარეშე), არასასურსათო საქონელი (მსუბუქი მრეწველობის საქონლის გარეშე), მსუბუქი მრეწველობის საქონელი, ალკოჰოლური ნაწარმი; საცალო ვაჭრობის მოცულობა; ძირითადი სასოფლო-სამეურნეო საქონლის წარმოება. (ტონებში) მარცვლეული, ყურძენი, ჩაი, ციტრუსები, ხილი, ბოსტნეული, კარტოფილი, ხორცი, რძე, კვერცხი (ათასი ცალი), საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები; ინვესტიციები ძირითად კაპიტალში. ამასთან, მდგომარეობის უფრო ნათლად წარმოსახვის მიზნით მოვიშველიეთ ჩვენს მიერ საქართველოს ქალაქებში და რაიონებში ჩატარებული ექსპერტული შეფასების მასალები. საბოლოო ჯამში სტატისტიკური ინფორმაციისა და აღნიშნული მასალების ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილი გვაქვს დეპრესიული, ხოლო შემდეგ ზედეპრესიული რეგიონების ნუსხა, მათი რანგირება დეპრესიულობის ხარისხის მიხედვით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების არ არსებობის გამო, გვერდი ავუარეთ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და შიდა ქართლის ჩრდილოეთ რაიონებს. ცნობილი მიზეზების გამო იქ შექმნილ მდგომარეობას ჩვენ მივიჩნევთ ზედეპრესიულად, რაც ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური საშიშროების მნიშვნელოვანი კერაა. ამ რეგიონებში პოლიტიკური საკითხების მოწესრიგების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირობებში შემუშავებული და პრაქტიკულად განხორციელებული უნდა იქნეს ექსტრემალურ სიტუაციათა გადაწყვეტის სპეციალური სამთავრობო ეკონომიკური პროგრამა. მასში ფართოდ უნდა ჩაერთოს უცხოური ქვეყნების ფინანსური დახმარება.

ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს რეგიონებში შემდეგი სურათია:

სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია. 2000-2003 წ.წ.

სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული სამრეწველო პროდუქცია რეგიონების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად: ქ. თბილისზე მოდის 42,3%25, ქვემო ქართლის რაიონებზე - 27,4%25, იმერეთის რეგიონზე - 11,0%25, შიდა ქართლის რეგიონზე - 6,1%25, სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონზე - 3,2%25 და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე - 2,3%25. ჩამოთვლილ რეგიონებზე სულ მოდის 94,7%25. დანარჩენი 5,3%25-დან კახეთის რეგიონზე მოდის 1,9%25, გურიის რეგიონზე - 1,3%25, სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე - 1,2%25 და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე - 0,9%25 (იხ. ცხრილი 11). როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს რეგიონები არათანაბარ მონაწილეობას ღებულობენ ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციის გამოშვებაში. დიდია ცალკეულ რეგიონთა ხვედრითი მაჩვენებლის მქონე თბილისსა (42,3%25) და ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს შორის განსხვავება (41,4 პროცენტული პუნქტი). ქ. თბილი სის მაჩვენებელს ჩამორჩებიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 40 პროცენტული პუნქტით, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 39,1 პროცენტული პუნქტით, გურიის - 41,0 პროცენტული პუნქტით, იმერეთის - 31,3 პროცენტული პუნქტით, შიდა ქართლის - 36,2 პროცენტული პუნქტით, მცხეთა-მთიანეთის - 39,9 პროცენტული პუნქტით, კახეთის - 40,4 პროცენტული პუნქტით, ქვემო ქართლის - 14,9 პროცენტული პუნქტით, სამცხე-ჯავახეთის - 41,1 პროცენტული პუნქტით.

ცხრილი 11

სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია საქართველოში
რეგიონების მიხედვით 2000-2003 ..1

0x01 graphic

ასევე არასახარბიელო მდგომარეობაა რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით სამრეწველო საწარმოების მიერ საკუთარი წარმოების გადატვირთული პროდუქციის მოცულობის მიხედვით. ამ მაჩვენებლითაც ლიდერობენ ქ. თბილისი და ქვემო ქართლის რეგიონი (38,0%25 და 31,1%25 შესაბამისად). მათ მოსდევს იმერეთის (11,5%25) და შიდა ქართლის რეგიონები (6,0%25). სულ დასახელებულ რეგიონებზე მოდის 86,6%25. დანარჩენი 13,4%25 ნაწილდება 7 რეგიონზე - თითოეული მათგანის წილად მოდის:

სამეგრელო - ზემო-სვანეთის რეგიონზე - 3,1%25, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე - 2,4%25, აჭარის ა/რ-ზე - 2,4%25, გურიის რეგიონზე - 1,2%25, სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე - 1,2%25 და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე - 0,9%25 (იხ. ცხრილი 12).

ცხრილი 12

საქართველოს სამრეწველო საწარმოების მიერ საკუთარი წარმოების გადატვირთული
პროდუქციის მოცულობა (მათ შორის საზღვარგარეთ) რეგიონების მიხედვით
2000-2003 ..2

0x01 graphic

საანალიზო პერიოდში სამეწარმეო რეესტრში ჩართული ორგანიზაციების რაოდენობიდან ვველაზე მეტი ერთეული (43,8%25) თავმოყრილია თბილისში და იმერეთის რეგიონში (15,9%25). სულ 59,7 - შედარებით თანაბრად არის ორგანიზაციათა განთავსება (უმნიშვნელო გადახრებით) აჭარის ა/რ-ში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში (4,8%25, 6,1%25, 5,6%25, 8,5%25 შესაბამისად). გურიის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განთავსებულია რეგისტრირებულ ორგანიზაციათა 14,2%25, 2,8%25, 4,0%25, 3,8%25 და 3,6%25 შესაბამისად. ყველაზე ნაკლები (866 ერთეული, ანუ 1,1%25) ორგანი-ზაციაა რეგისტრირებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (იხ. ცხრილი 13).

ცხრილი 13

სამეწარმეო რეესტრში ჩართული ორგანიზაციები საქართველოში რეგიონების
მიხედვით3

0x01 graphic

სამეწარმეო რეესტრში ჩართულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა. აქაც უკიდურესად არათანაბრად არის მათი განაწილება რეგიონების მიხედვით. კერძოდ, ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონში მუშაობს მომუშავეთა საერთო რაოდენობის 57,7%25, ამასთან, ქ. თბილისში მუშაობს 45,7%25. ხოლო იმერეთის რეგიონში - 12,0%25. ხუთ რეგიონში: აჭარის ა/რ-ში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში დასაქმებულია 33,7%25. დანარჩენი 8,6%25 დასაქმებულია ოთხ რეგიონში: გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (იხ. ცხრილი 14).

ცხრილი 14

სამეწარმეო რეესტრში ჩართულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვრობა
საქართველოში რეგიონების მიხედვით4

0x01 graphic

მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული სამრეწველო პროდუქციით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ქვემო ქართლის რეგიონს (464,65 ლარი) და ქ. თბილისს (330,52 ლარი). შემდეგ მოდიან მცხეთა-მთიანეთის (176,12 ლარი), შიდა ქართლის (1770,17 ლარი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (166,80 ლარი), იმერეთის (136,92 ლარი), გურიის (82,02 ლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (60,60 ლარი) რეგიონები, აჭარის ა/რ (57,43 ლარი), სამცხე-ჯავახეთის (49,78 ლარი) და კახეთის (43,60 ლარი) რეგიონები (იხ. ცხრილი 15).

ცხრილი 15

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული სამრეწველო
პროდუქცია 2000 წელს5.

0x01 graphic

როგორც ცხრილის მონაცემები გვიჩვენებენ, საშუალო რესპუბლიკურ დონესთან (201,21 ლარი) შედარებით ქვემო ქართლში მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით წარმოებულია 263,44 ლარით მეტი სამრეწველო პროდუქცია, ანუ 2,3-ჯერ მეტი, ხოლო ქ. თბილისში - 129,31 ლარით, ანუ 1,6-ჯერ მეტი. დანარჩენი რეგიონების მიერ საშუალო რესპუბლიკურთან შედარებით წარმოებულია ნაკლები პროდუქცია; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 143,78 ლარით (საშუალო დონის 28,5%25), სამეგრელო - ზემო-სვანეთის რეგიონში - 140,61 ლარით (30,1%25), გურიის რეგიონში 119,19 ლარით (40,8%25), იმერეთის რეგიონში - 64,29 ლარით (68,0%25), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 34,41 ლარით (82,9%25), შიდა ქართლის რეგიონში - 31,04 ლარით (84,6%25) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 25,09 ლარით (87,5%25), კახეთის რეგიონში - 157,61 ლარით (21,7%25), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 151,43 ლარით (27,4%25).

მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული სამრეწველო პროდუქციით უთანაბრობა კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ დანარჩენი რეგიონების მაჩვენებლებს შევუდარებთ ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვემო ქართლის რეგიონს. კერძოდ, აქ წარმოებულია 1,4-ჯერ მეტი პროდუქცია, ვიდრე თბილისში, ვიდრე აჭარის ა/რ-ში - 8,1-ჯერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 7,7-ჯერ, გურიის რეგიონში - 5,7-ჯერ, იმერეთის რეგიონში - 3,4-ჯერ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 2,9-ჯერ, შიდა ქართლის რეგიონში - 2,7-ჯერ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 2,6-ჯერ, კახეთის რეგიონში - 10,7-ჯერ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 9,3-ჯერ.

მრეწველობის პროდუქციის მატების ერთი პროცენტის აბსოლუტური მნიშვნელობა ყველაზე მაღალ დონეს ინარჩუნებს ქ. თბილისში (1,6 მლნ. ლარი, შემდეგ მოდიან: იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონების მაჩვენებლები (ორივეგან 0,8 მლნ. ლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონების მაჩვენებლები (ორივეგან 0,3 მლნ. ლარი), კახეთის (0,13 მლნ. ლარი) და სამცხე-ჯავახეთის (0,1 მლნ. ლარი) რეგიონების მაჩვენებლები. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ მცხეთა- მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. ორივე რეგიონში ამ მაჩვენებლის სიდიდე თანაბარია და შეადგენს 0,01 მლნ. ლარს (იხ. ცხრილი 16).

სამომხმარებლო საქონლის წარმოების მიხედვით ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უკავია ქ. თბილისს - 48,8%25. დანარჩენი რეგიონების წილი შემდეგნაირად არის განაწილებული: იმერეთის - 13,3%25, შიდა ქართლის - 9,7%25, აჭარის ა/რ-ის 6,9%25, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 6,1%25, ქვემო ქართლის - 4,8%25, კახეთის - 4,2%25, სამცხე-ჯავახეთის - 4,1%25, გურიის - 1,3%25, მცხეთა-მთიანეთის - 1,3%25 და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის - 0,4%25. სამომხმარებლო საქონლის ცალკეული სახეების მიხედვით: სასურსათო საქონელი (ალკოჰოლური ნაწარმისა და ლუდის გარეშე), არასასურსათო საქონელი (მსუბუქი მრეწველობის საქონლის გარეშე), მსუბუქი მრეწველობის საქონელი, ალკოჰოლური ნაწარმი. რეგიონების წილი ისე უკიდურესად არათანაბარია და წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 17).

ცხრილი 16

სამრეწველო პროდუქციის მატების ერთი პროცენტის აბსოლუტური მნიშვნელობა
საქართველოს რეგიონებში
(1999-2000 . 1994 -თან შედარებით)6

0x01 graphic

საცალო ვაჭრობის მოცულობა. საანალიზო პერიოდში საცალო ვაჭრობის ობიექტების და ამ სფეროებში მოღვაწე ინდივიდუალური მეწარმეების მიერ (დეკლარირებული მაჩვენებლების მიხედვით) რეალიზებული იქნა სამომხმარებლო საქონელი, ავტომობილებს ჩაუტარდათ ტექნიკური მომსახურება, ხოლო საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და პირადი სარგებლობის ნივთებს რემონტი.

საცალო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობა (რესტორნების გარეშე) ქვეყნის რეგიონების მიხედვით 2000-2003 წ.წ. წლის განმავლობაში შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება: ქ. თბილისში ვაჭრობის ბრუნვამ შეადგინა მთელი ბრუნვის 59,4%25, იმერეთის რეგიონში - 15,4%25, აჭა-რის ა/რ-ში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისად - 9,8%25, 5,0%25 და 4,1%25, კახეთის რეგიონში - 2,3%25. დანარჩენი 4,0%25 ნაწილდება ხუთ რეგიონზე და შეადგენს: შიდა ქართლში - 1,7%25, სამცხე-ჯავახეთში - 0,9%25, გურიაში - 0,7%25, მცხეთა-მთიანეთში - 0,4%25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0,3%25. (იხ. ცხრილი 18).

ცხრილი 17

საქართველოს რეგიონების წილი სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში
ჯგუფები

0x01 graphic

ცხრილი 18

საცალო ვაჭრობის მოცულობა საქართველოში რეგიონების მიხედვით
2000-2003 ..

0x01 graphic

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება მოიცავს საკუთრების ყველა ფორმას და რეგიონულ ჭრილში ძირითადად ემთხვევა იმ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მოცემულ რეგიონში. მიუხედავად ამისა, დეპრესიულობის ხარისხის განმსაზღვრელ მაჩვენებელთა სისტემაში შევიტანეთ იგი, ვინაიდან ზოგადად მაინც ახასიათებს ამა თუ იმ რეგიონის მეურნეობრივ დონეს, მათ წილს ქვეყნის საერთო ამოცანებში. დეტალური სურათი წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 19).

ცხრილი 19

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება საქართველოში
რეგიონების მიხედვით7

0x01 graphic

ცხრილი 19 (გაგრძელება)

0x01 graphic

ცხრილი 19 (გაგრძელება)

0x01 graphic

საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები განხილული გვაქვს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მონაცემების გარეშე. რეგიონების მიხედვით მთლიანი შემოსავლის და ხარჯების 46,4%25 და 46,7%25 შესაბამისად მოდის ქ. თბილისზე. ქ. თბილისის შემდეგ ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა გურიის რეგიონი - 15,1%25 და 15,2%25 შესაბამისად, ხოლო ყველაზე დაბალი ხვედრითი წილით რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის - 1,1%25 და 1,1%25 შესაბამისად. დანარჩენი რეგიონების წილი მოცემულია ცხრილში (იხ. ცხრილი 20).

როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს (ცხრილი 21), ინვესტიციების უდიდესი მოცულობა მოდის ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის (8,4%25) და კახეთის რეგიონზე (8,3%25). სულ ამ სამ რეგიონში ინვესტირებულია კაპიტალის 82,2%25. განსაკუთრებით დაბალი ხვედრითი წილით გამოირჩევიან: შიდა ქართლის (0,1%25), გურიის (0,4%25), სამცხე- ჯავახეთის (0,4%25), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0,5%25) და მცხეთა-მთიანეთის (1,5%25) რეგიონები. ერთობლიობაში მათი ხვედრითი წილი შეადგენს 3,8%25. დანარჩენი რეგიონების წილი ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5,6%25, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - 4,9%25 და იმერეთის - 4,4%25.

ცხრილი 20

საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები, 1999 წელს რეგიონების
მიხედვით8

0x01 graphic

ამრიგად, როგორც ცხრილებიდან ჩანს, ცალკეული რეგიონების მიხედვით გამოიკვეთა 5 ჯგუფი, რომელთაგან საანალიზო მაჩვენებლების ხვედრითი წონა პირველში ძალიან მაღალია (20,1%25-დან და ზევით); მეორეში - მაღალი (10,1%25-დან 20%25-მდე), მესამეში - საშუალო (14,1%25-დან 10,0 %25-მდე), მეოთხეში - დაბალი (21%25-დან 4%25-მდე), მეხუთეში - ძალიან დაბალი (0,1%25-დან 2,0%25-მდე).

შესაბამისად, პირველ ჯგუფში მოხვედრილი რეგიონები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო დაბალი დონის პირობებში, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ძალიან განვითარებული, მეორეში - მაღალგანვითარებული, მესამეში - საშუალოდ განვითარებული, მეოთხეში - დაბალი განვითარების (დეპრესიული) და მეხუთეში - უკიდურესად ჩამორჩენილი (ზედეპრესიული).

პირველ ჯგუფში ყველა მაჩვენებლის მიხედვით მოხვედრილია ქ. თბილისი, მეორე ჯგუფში - იმერეთის რეგიონი და ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით ქვემო ქართლის რეგიონიც (იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები ზოგიერთი მაჩვენებლით მეოთხე ჯგუფშიც არიან მოხვედრილნი, მაგრამ ეს მათ საერთო მდგომარეობას არ ცვლის). ყოველივე ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პოტენციალის უმეტესი წილი მოდის ამ სამ რეგიონზე. კერძოდ, სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის - 80,7%25, სამრეწველო საწარმოების მიერ საკუთარი წარმოების გადატვირთული პროდუქციის - 80,6%25, საწარმოთა და ორგანიზაციათა - 68,2%25, საწარმოებში და ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების - 61,0%25, სამომხმარებლო საქონლის წარმოების - 66,0%25, საცალო ვაჭრობის მოცულობის - 78,9%25, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების - 62,0%25, გასავლების - 62,1%25, ინვესტიციების - 78,3%25 და ბოლოს, ამ სამ რეგიონში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 53,8%25, მათ შორის: მარტო თბილისის ხვედრითი წილი ჩამოთვლილ მაჩვენებლებში შეადგენს (%25) შესაბამისად: 42.3; 38.0; 43.8; 45.7; 48.4; 59.4; 46.4; 46.7; 65.5; 25.8. ზევითაც აღვნიშნეთ და აქაც გავიმეორებთ, რომ თბილისი, როგორც სამეურნეო-ეკონომიკური სუბუიექტი, დღეს ყველაზე დიდი ტევადობის ბაზარია. აქ იბადება მოთხოვნა საქონლისა და მომსახურების უმეტეს რაოდენობაზე, იგი ხასიათდება საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ყველაზე მაღალი დონით, სამუშაო ძალის საუკეთესო კვალიფიკაციით. აქ არის განთავსებული საზღვარგარეთისა და სამამულო წამყვანი კომპანიების შტაბ-ბინები, სხვა ქვეყნების საელჩოები, წარმომადგენლობები და სხვ. ქ. თბილისში ქვეყნის სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების გარდა თავმოყრილია სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული, პოლიტიკური, მმართველობითი ორგანოების და სხვა ამგვარი სტრუქტურების, მათში დასაქმებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა. ყველაფერი ეს ბუნებრივია, ხელს უწყობს მის უპირატეს განვითარებას. მაგრამ, ამასთან, მისი გამორჩეული მდგომარეობა ქვეყნის უთანაბრო განვითარების ნიშანიცაა და საშიში მუხტის მატარებელია. თბილისთან შედარებით, სხვა ტერიტორიული ერთეულების უთანაბრო განვითარება უნდა შეფასდეს როგორც ქვეყნისათვის დამღუპველი მდგომარეობა.

ცხრილი 21

ძირითად კაპიტალში ინვესტიციები რეგიონების მიხედვით საქართველოში
2000 წელს9

0x01 graphic

თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით ზემოთ განხილულ მაჩვენებლებში თითოეული რეგიონის ხვედრით წილს, ცხადი ხდება, რომ სხვა ტერიტორიული ერთეულების წილად მოდის: სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის 19,3%25, სამრეწველო საწარმოების მიერ საკუთარი წარმოების გადატვირთული პროდუქციის - 19,4%25, საწარმოთა და ორგანიზაციათა რიცხვის - 31,8%25, საწარმოებში და ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების - 39,0%25, სამომხმარებლო საქონლის წარმოების - 34%25, საცალო ვაჭრობის მოცულობის - 21,1%25, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების - 38,0%25, გასავლების - 37,9%25, ინვესტიციების - 21,7%25, მოსახლეობის - 46,2%25. გავიმეორებთ და ვიტყვით, რომ როგორც ეკოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, ქვეყნის უთანაბრო განვითარება ერთ რომელიმე რეგიონში, მოცემული ტერიტორიის დატვირთვა, ობიექტურად იწვევს მთელი რიგი ეკონომიკურ-ეკოლოგიური და სოციალურ-ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნას.9 უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების (მათ შორის განსაკუთრებით ქ. თბილისი) გადატვირთვა უფრო ხელს შეუწყობს და დააჩქარებს გეოლოგიური (სეისმური) პროცესების განვითარებას. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ საქართველო ამ პროცესების აქტიური განვითარების ზონაში იმყოფება.

უთანაბრო განვითარებას მოსდევს სხვა ნეგატიური მოვლენებიც. საქართველოს მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით რეგიონულ ჭრილში ნათლად გვიჩვენებს, რომ ქ. თბილისში უმუშევრობის დონე მკაცრი კრიტერიუმით (უმუშევარი ეძებს სამუშაოს, მზად არის დაიწყოს მუშაობა) შეადგენს 32,2%25-ს, მაშინ როდესაც სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. კერძოდ: კახეთში - 9,9%25, შიდა ქართლში - 10,9%25, ქვემო ქართლში - 9,0%25, სამცხე-ჯავახეთში - 7,1%25, აჭარის ა/რ-ში - 13,1%25, გურიაში - 8,05%25, სამეგრელოში - 9,7%25, იმერეთში - 15,2%25, საშუალოდ საქართველოში - 15,7%25.

როგორც ირკვევა, ქ. თბილისში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ უმუშევრობის დონეს. კერძოდ: 22,3; 21,3; 23,2; 35,1; 19,11; 24,2; 22,5; 5,7; 16,5 პროცენტული პუნქტით შესაბამისად.

ზემოთ განხილული ცხრილების მიხედვით, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მესამე ჯგუფში მოხვედრილი ტერიტორიული ერთეულები მიეკუთვნება ეკონომიკურად საშუალოდ განვითარებულ რეგიონებს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ჯგუფებში მოხვედრილ - ჩამორჩენილ, დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფთ.

ცალკეული მაჩვენებლების მიხედვით დეპრესიულ რეგიონთა რიცხვში მოხვდა სულ 10 რეგიონი. აქედან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 5 მაჩვენებლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 7 მაჩვენებლით, გურიის - 10 მაჩვენებლით, იმერეთის - 2 მაჩვენებლით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის - 21 მაჩვენებლით, შიდა ქართლის - 5 მაჩვენებლით, მცხეთა-მთიანეთის - 15 მაჩვენებლით, კახეთის - 9 მაჩვენებლით, ქვემო ქართლის - 2 მაჩვენებლით, სამცხე-ჯავახეთის - 13 მაჩვენებლით.

დეპრესიულ რეგიონთა ჯგუფიდან შეიძლება გამოირიცხოს იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები. ისინი ამ ჯგუფში მხოლოდ ორ-ორი მაჩვენებლით არიან მოხვედრილი. ასევე, დეპრესიულ რეგიონთა ჯგუფში არ შეგვყავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და შიდა ქართლის რეგიონი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებისა და მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრეთვე, იქ შექმნილი სიძნელეების გამო, რაც დაკავშირებულია მათი ეკონომიკის სპეციალიზაციისათვის დამახასიათებელი წარმოებული პროდუქციის დროებით შემცირებით (დაკარგვითაც).

დარჩენილი რეგიონებიდან (6 რეგიონი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის) ზედეპრესიულ რეგიონებად მივიჩნევთ: რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს.

ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა აგრეთვე ჩვენს მიერ 1996 და 2000-2003 წლებში დამუშავებული ექსპერტული შეფასებები, რომელიც დაეყრდნო ქ. თბილისში, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ქალაქებში და სოფლებში გამოკითხულ რესპოდენტების შეხედულებებს. ნიშანდობლივია, რომ 1996 წელს რესპოდენტთაგან მიღებული შედეგები უმნიშვნელო გადახრებით დაემთხვა 2000-2003 წლებში მიღებულ შედეგებს. 1996 წელს გამოკითხულ იქნა 1200 რესპოდენტი, 2000-2003წწ. - 1500. საერთო შედეგები ასეთია: რესპოდენტთა 75%25 დეპრესიულ, ჩამორჩენილ რეგიონებად მიიჩნევს: სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს, ხოლო - 86%25 ზედეპრესიულად მიიჩნევს - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე- ჯავახეთის რეგიონებს.

დეპრესიული რეგიონების შიგნით თითქმის ყველა რესპოდენტი ზედეპრესიულ ტერიტორიებად მიიჩნევს განაპირა, მთიან (მაღალმთიან) რაიონებს, სოფლებს, მცირე ზომის ტერიტორიულ ერთეულებს, ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, ფშავი, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი, დარიალის ხეობა, თუშეთი, ილტოს ხეობა და სხვა.

1996 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა იმთავითვე დაგვანახვა იმის აუცილებლობა, რომ დაგვესვა საკითხი შემუშავებულიყო კანონი „საქართველოს დეპრესიული და ზედეპრესიული რეგიონების შესახებ“, სადაც ასახული იქნებოდა ესეთი რეგიონების, რეგიონების შიგნით ტერიტორიული ერთეულების სანაციის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები. პრობლემის ნაწილობრივი რეალიზაციის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის ივნისში მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“, მართალია, იგი მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებს ეხება და არ ითვალისწინებს დეპრესიულ მდგომარეობაში არსებულ სხვა რეგიონებს, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც მისი მიზანია: მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; მათი მდგრადი განვითარების პოლიტიკის გატარება თანამედროვე მოთხოვნილებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით; მაღალმთიან რეგიონებში სამეურნეო და სოციალურ-კულტურული აქტივობის გაძლიერება; მოსახლეობის სტიქიური მიგრაციის შეჩერება; დაცლილი და ნახევრად დაცლილი სოფლებისა და თემების აღორძინება; ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მრეწველობის განვითარება და მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა: სხვადასხვა წყაროებიდან (მათ შორის, ევროკავშირის ფონდებიდან) ინვესტიციების მიღება; ეროვნებათაშორისო თანამშრომლობის განვითარება მაღალმთიანი რეგიონების სასაზღვრო ზონების პრობლემების მოსაგვარებლად; თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემის შენარჩუნება და მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა; გზების მშენებლობის მოწესრიგება; წიაღისეულით რაციონალური სარგებლობა; საწარმოო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად.

მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების უზრუნველსაყოფად აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მეურნეობის ისეთი სახეების ხელშეწყობას, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო წარმოება, მემინდვრეობა, მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, თევზის მოშენება, სამონადირეო და სატყეო მეურნეობა, აგრეთვე ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობის სხვა დარგები; სამრეწველო წარმოება, უპირატესად, ადგილობრივი ბუნებრივი სიმდიდრის ათვისება „ალპური კონვენციის“ წესდებით გათვალისწინებული ბუნების მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით; გადამამუშავებელი მრეწველობა, შინარეწვა, განახლებადი ენერგეტიკა, მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა; ტურიზმი, საკურორტო და რეკრეაციული მეურნეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპსომეტრიული12 სიმაღლის მაღალმთიან რეგიონად კანონით მიჩნეულია დასახელებული ტერიტორიები, რომლებიც მდებარეობენ ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე და მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით, მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ რაიონებში და აჭარა-გურიის მთიანეთში მცირდება 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში - 800 მეტრამდე), ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიან რაიონებში რჩება - 1500 მეტრი. უფრო მეტიც, ჰიპსომეტრული სიმაღლის მიუხედავად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მთლიანად მთიულეთზე და გუდამაყრის ხეობაზე, ფშავ- ხევსურეთზე და თუშეთზე, რომლებიც დემოგრაფიული რეაბილიტაციის მწვავე ზონებად ითვლება.

კანონის მოქმედების გავრცელების ობიექტად განსაზღვრულია 1399 დასახელების სოფელი, თემი და დაბა, მათ შორის: აფხაზეთის ა/რ-ში - 16; აჭარის ა/რ-ში - 162; რაიონებში: ადიგენის - 27; ამბროლაურის - 64; ასპინძის - 10; ახალგორის - 47; ახალქალაქის - 64; ახალციხის - 14; ახმეტის - 48; ბაღდათის - 5; ბორჯომის - 21; დმანისის - 5; დუშეთის - 188; თეთრიწყაროს - 12; თელავის - 5; თერჯოლის - 2; თიანეთის - 42; ლენტეხის - 57; მარტვილის - 1; მესტიის - 128; მცხეთის - 1; ნინოწმინდის - 32; ოზურგეთის - 3; ონის - 63; საგარეჯოს - 8; საჩხერის - 8; ტყიბულის - 15; ქარელის - 2; ყაზბეგის - 48; ყორნისის - 4; ჩოხატაურის - 6; ცაგერის - 53; ცხინვალის - 51; წალკის - 46; ჭიათურის - 29; ხონის - 3; ჯავის - 109.

მიუხედავად ამისა, კანონის დანართში შეტანილი არ არის მთელი რიგი სოფლები, რომლებიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზევით მდებარეობენ. მაგალითად, დუშეთის რაიონში: არანისი, ეთვალისი, ჩიხაანკარი, უნდილაანთკარი და სხვები, რომლებიც გაერთიანებული არიან ზღვის დონიდან 1000 მეტრზე დაბლა მდგარი ჟინვალის საკრებულოში. თვითონ ამ სოფლებს თავიანთი სამეურნეო საქმიანობის განხორციელება უწევთ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზევით და სამეურნეო-კულტურული და დემოგრაფიული რეაბილიტაციის მწვავე ტერიტორიებად ითვლება. ასეთი მაგალითები სხვაც არის.

კანონის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეემუშავებინა შეღავათიანი საკრედიტო-საინვესტიციო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამა, რომლის პარამეტრები ყოველწლიურად უნდა ასახულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. გარდა ამისა, კანონი სოფლის საკრებულოს ავალებს მაღალმთიან რეგიონებში ახლად დასახლებულებს გაუწიოს ფინანსური დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ფონდებიდან, რომელიც იქმნება შემოწირულობების, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის, საძოვრების გაქირავების, სხვადასხვა საწარმოო საქმიანობის, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯზე.

სამწუხაროდ, განვლილ პერიოდში, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი რაიმე კონკრეტული ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულება ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე არის დარჩენილი. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღება გაუმართლებლად არის მიჩნეული შესაბამისი ფინანსური რესურსების არარსებობის გამო.

ასეთი დამოკიდებულება ცალკეული ტერიტორიული ერთეულების დაპრესიულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. დეპრესიული რეგიონების არსებულ მდგომარეობაში კიდევ დიდხანს დატოვება, მათი სანაციისათვის შესაბამისი ფინანსურ-ეკონომიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მექანიზმების გამოუყენებლობა საქართველოს სახელმწიფოს არსებობას რეალურ საფრთხეს უქმნის.

ქვემოთ განვიხილოთ დეპრესიული რეგიონების სანაციის ვარიანტები და მათი დამახასიათებელი ნიშნები.

ჩვენი ქვეყნის საერთო ჩამორჩენილობის და მისი რეგიონების არათანაბარი განვითარების ფონზე, გადაუდებელ გასატარებელ ღონისძიებებს შორის პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს დეპრესიული, ჩამორჩენილი რეგიონების სანაცია. მისი პრიორიტეტულობა განპირობებულია იმით, რომ რეგიონის, მის შიგნით ცალკეული ტერიტორიების დეპრესიულობა, ჩამორჩენილობა იწვევს მოსახლეობის დეპოპულაციას, ტერიტორიების ქართველი მოსახლეობისაგან დაცლას, ქართული ისტორიულ-ეთნიკური და კულტურული კვალის წაშლას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას, სხვა ნეგატიური მოვლენების განვითარებას. ცალკეული რეგიონის და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, სანაციის შესაძლებლობები და ვარიანტები ინდივიდუალურია, მაგრამ ამასთან, საერთო ნიშნებსაც შეიცავს. ეკონომიკურ ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ დეპრესიული რეგიონების სანაცია შეიძლება განხორციელდეს სრულიად სხვადასხვა სცენარების მიხედვით. ეს სცენარები იმდენად განსხვავებული იქნება ერთიმეორისაგან, რამდენადაც განსხვავებულია მოცემული რეგიონის, ტერიტორიის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები. მაშასადამე, სანაციის კონკრეტული გზები ყოველთვის ინდივიდუალურია. იგი სხვებისაგან განსხვავდება აგრეთვე როგორც თვით „სანაციის“ ცნების მიზნობრივი შინაარსით, ისე კონკრეტული მარეგულირებელი ქმედებებით და მათი განხორციელების თანმიმდევრობით. ამიტომ არის, რომ თვით სანაციის პროცესის რეალური შინაარსი, მაგალითად, კახეთის რეგიონისათვის განსხვავებული იქნება, ვიდრე მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის. ამავე დროს, სანაციის ვარიანტები განსაკუთრებით განსხვავებულია გენეზისითაც. მაგალითად, მეწყერების შედეგად აჭარის მთიანი რაიონებიდან, აგრესიული სეპარატიზმის შედეგად აფხაზეთიდან და შიდა ქართლის რეგიონის ჩრდილოეთი რაიონებიდან მოსახლეობის იძულებითი გამოყვანა, მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი ადგილების იძულებით შეცვლა, ერთის მხრივ, და დუშეთის რაიონში შატილისა და პირიქით ხევსურეთიდან მოსახლეობის მიგრაცია დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მეორეს მსრივ, განსხვავებულს ხდის სანაციის რეალურ შინაარსს, კონკრეტულ მარეგულირებელ ქმედებებს და მათი განხორციელების თანმიმდევრულობას.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ მოტანილი და სხვა ანალოგიური შემთხვევები არ გამორიცხავს სანაციის პროცესში იდენტური ელემენტების არსებობის შესაძლებლობას, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს ზოგიერთი შედარებით სტანდარტული პროცედურებიც. ასეთი ელემენტების სახით შეგვიძლია დავასახელოთ, კერძოდ, ახალი პროფესიული ორიენტაცია და შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილის კვალიფიკაციის შეცვლა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წანამძღვრების შექმნა სამეწარმეო საქმიანობის აქტივიზაციისათვის, მოსახლეობის ნაწილის ორგანიზებული გადასახლება საცხოვრებლად უფრო ხელსაყრელ ტერიტორიაზე და ა.შ.

სანაციის პროცესის ინდივიდუალურობა, მისი განხორციელების თანმიმდევრობა და მიზნობრივი შინაარსი საჭიროებენ სპეციალური პროგრამების დამუშავებას და მათ რეალიზაციას.

დეპრესიული რეგიონების (ან ტერიტორიების) სანაციის ვარიანტებს შორის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მისი საბოლოო მიზნები. ასეთ მიზნებს შორის მნიშვნელოვანია: - დეპრესიული მდგომარეობის დროებით კონსერვაცია (როცა მოცემული რეგიონის ან ტერიტორიის მიმართ გარეგანი მხარდაჭერის საშუალებები ხელს უშლიან დესტრუქციული პროცესების შემდგომ განვითარებას, მაგრამ არ სპობენ მის მიზეზებს);

- რესტრუქტურიზაცია (ეკონომიკური პოტენციალის ტარანსფორმაცია, რეგიონის ტერიტორიის სოციალური განტვირთვა, ეკონომიკური კატასტროფების მიზეზების მოხსნა და ა.შ.);

- ტოტალური სანაცია, როგორც უკიდურესი ზომა, ღონისძიება. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს დეპრესიის ზონიდან სამრეწველო ობიექტების და მოსახლეობის მთლიან გამოყვანას.

სანაციის ვარიანტებში განსხვავება დასახული საბოლოო მიზნის გარდა განპირობებულია აგრეთვე მარეგულირებელი ქმედების შინაარსობრივი მიმართულებით, მათი აუცილებელი კომპლექსურობით და სანაციის ხანგრძლივობით.

ასე, მაგალითად, სანაცია შეიძლება ორიენტირებული იყოს მარტო რეგიონის (ტერიტორიის) სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის აქტივაციაზე, თვითგანვითარების ხელისშემშლელი, შემზღუდავი ფაქტორების მოხსნაზე ან მათ ნიველირებაზე და ა.შ. ასეთი ვარიანტის დროს შეიძლება გამოყენებული იქნეს მეურნეობის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმები, მისი ცალკეული ფორმის მხარდაჭერა და სხვა. გამოსაყენებელია აგრეთვე მოსახლეობის აქტივიზაციის სხვადასხვა ხერხები - ახალი სამუშაო ადგილების შექმნიდან დაწყებული, საკუთრების ფორმების შეცვლით დამთავრებული.

შეიძლება შეთავაზებული იქნეს სხვა მიმართულების ვარიანტებიც. ისინი ითვალისწინებენ არა იმდენად საქმიანობის აქტივაციას, რამდენადაც გარედან რეგიონის (ტერიტორიის) განტვირთვის მხარდაჭერას, მოცემულ რეგიონში (ტერიტორიაზე) მცხოვრები ადამიანების საერთო რიცხოვნობის და მისი შრომისუნარიანი ნაწილის რეგიონის (ტერიტორიის) საკუთარ რესურსულ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთი სტრატეგიის ერთ-ერთი ქვევარიანტი შეიძლება იყოს რეგიონის (ტერიტორიის) განტვირთვა სამრეწველო ობიექტებისაგან, განსაკუთრებით არაპროფილური საწარმოებისაგან.

განსაკუთრებით მრავალმხრივია განსხვავება დეპრესიულ რეგიონში (ტერიტორიაზე) სანაციის კონკრეტული ობიექტების განსაზღვრისას. ასე, მაგალითად, ერთ შემთხვევაში სახსრები შეიძლება წარმართული იქნეს სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სხვა შემთხვევაში - ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისათვის (გზები, კავშირგაბმულობა, ენერგომომარაგება, სასწავლო, კულტურული და სავაჭრო ობიექტები და ა.შ.). სწორედ საქართველოს შორეული და მთიანი რაიონებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს წარმოადგენს გზების გაყვანა, საავტომობილო და საჰაერო რეისების დანიშვნა, კავშირგაბმულობის დამყარება, პრესის მიწოდება, რადიოს, ტელევიზიის ამუშავება და სხვა.

როგორც უკვე ითქვა, სანაციის ვარიანტების განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს აგრეთვე სანაციისათვის გამოყენებული მექანიზმები. მაგალითად, მოქმედებს რა კონსერვაციის რეჟიმში, შეიძლება ეს მიზანი უზრუნველყოფილი იქნეს მხოლოდ ტვირთების შემოტანით. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, უფრო რადიკალური ვარიანტი, რომელიც დამყარებულია მთელი მექანიზმების ერთობლიობის გამოყენებაზე და რომელიც ორიენტირებულია რეგიონის (ტერიტორიის) ძირეულ რეკონსტრუქციაზე, მის განტვირთვაზე, ტოტალურ სანაციაზე..

ბოლოს, დეპრესიული რეგიონების (ტერიტორიების) სანაცია შესაძლოა განხორციელდეს ისეთ ვარიანტებში, რომლებიც ერთი-მეორისაგან განსხვავებული იქნებიან ინტენსივობის ხარისხით. ვთქვათ, ერთ ვარიანტში - ენერგიულად მიმდინარეობს დასახული ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს წინასწარ დამუშავებული და შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილ პროგრამას, შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი მექანიზმებით. სხვა ვარიანტში - პროცესები მიმდინარეობს მოდუნებულ რეჟიმში, რომლის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ან არა აქვთ შესაბამისი პროგრამები, რესურსები, მექანიზმები და სხვა, ან მათი არსებობისას (ნაწილობრივ ან სრულად) ისინი ზედმეტად აფასებენ დეპრესიული სიტუაციის თვითგადალახვის, თვითგადაწყვეტის შესაძლებლობებს.

სანაციის ჩამოთვლილი ვარიანტების წარმატებით განხორციელება დღის წესრიგში აყენებს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პირობებისა და წანამძღვრების შექმნას.

____________________

1 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ საქართველოს სსდ-ს მონაცემების მიხედვით.

2 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ საქართველოს სსდ-ს მონაცემების მიხედვით.

3 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ: წყარო. საქართველოს სსდ-ს მონაცემების მიხედვით.

4 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ: წყარო. საქართველოს სსდ-ს მონაცემების მიხედვით

5 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ. წყარო: 1. საქართველოს სსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2000, თბ. 2000 წ. გვ. 52-53; 2. ნ. ჭითანავა, გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, III ნაწილი, თბ. 2001 წ., გვ.378.

6 წყარო: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს მონაცემები.

7 შედგენილია ჩვენს მიერ.

8 შედგენილია ჩვენს მიერ.

9 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ. წყარო: საქართველოს სსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2000, თბილისი 2000 წ. გვ.56.

10 Мамчиа И. М., Паробецкий М. Н. и др., Региональные особенности решения проблем социальной экологии, Тезисы докладов первой Всесоюзной конференции на тему. „Проблемы социальной экологи“, часть I, Львов, 1986, gv. 82.

11 ბერძნული: სიმაღლე და ვზომავთ; დედამიწის ზედაპირის რელიეფის გეოგრაფიულ რუკებზე ჰორიზონტალების საშუალებით გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება. ხორციელდება ატმოსფერული წნევის განმსაზღვრელი ხელსაწყოების მეშვეობით დუღილის ტემპერატურის მიხედვით. თუ გვეცოდინება ატმოსფერული წნევა, შესაძლებელი იქნება ადგილმდებარეობის სიმაღლის გამოანგარიშება ზღვის დონიდან.

6.4 3.4. დეპრესიული რეგიონების სანაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი წანამძღვრების შექმნა

▲ზევით დაბრუნება


ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში დეპრესიული რეგიონების სანაციის ტექნოლოგია აუცილებლად განსხვავებულია, სხვა ჩვეულებრივ, ნორმალურ პერიოდთან შედარებით. ამ განსხვავებას განაპირობებს ქვეყნის მთლიანად და მისი რეგიონების ფინანსურ-ეკონომიკური, სოციალურ-ეკოლოგიური და სხვა ასპექტების საყოველთაო დეპრესიულობა; სახალხო მეურნეობის დარგებისა და რეგიონებისათვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსების შეზღუდულობა, მათი მცირე მასშტაბები; ხანგრძლივვადიანი სამთავრობო პროგრამების მიმართ სოციალურ-ფსიქოლოგიური უნდობლობა (რაც ყალიბდებოდა წლების განმავლობაში).

აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეალური, საფუძველსმოკლებული იქნება ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელებული იქნება მსხვილმასშტაბიანი სანაციური პროექტები. ამიტომ ყველაზე სწორი და პრაქტიკულად ადვილად რეალიზებადი იქნება, თუ პრობლემის გადაწყვეტას დავიწყებთ დეპრესიული რეგიონების სანაციის აუცილებლობის საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური აღიარებიდან და მის ნორმატიულ, საკანონმდებლო დოკუმენტებში ასახვიდან, იმის კონსტატაციიდან, რომ მოცემული პრობლემა მიჩნეულია სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად და რომ მიზანშეწონილია შრომითი, ფინანსური და მატერიალური რესურსების გადანაწილება მისი რეალიზაციისათვის. ყველაზე საუკეთესო ვარიანტად მიგვაჩნია პარლამენტმა მიიღოს კანონი „დეპრესიული რეგიონების (ტერიტორიების) და მათი სანაციის ღონისძიებების შესახებ“ და შეიქმნას მისი ქვემდებარე აქტები, მასში აისახოს სანაციის პირველრიგითი ობიექტების ნუსხა, მოსამზადებელი სამუშაოების კონკრეტული დავალებები, შესაბამისი პროგრამების პროექტები, ამ პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოები და სხვა. კანონით და მისი ქვემდებარე აქტებით ზუსტად უნდა განისაზღვროს შემდეგი პოზიციები:

- როგორ, რომელი პროექტით, როგორი თანამიმდევრობით განხორციელდეს კონკრეტული დეპრესიული რეგიონის (ტერიტორიის) სანაცია; ამისათვის საჭირო იქნება დამუშავდეს კონკრეტული პროექტები, ქვეპროგრამები და ა.შ. სანაციის ყოველი ცალკეული მიმართულების, ცალკეული ობიექტების მიხედვით;

- რა სახსრების ხარჯზე განხორციელდება სანაცია; საქართველოს და მისი რეგიონების განვითარების დღევანდელ ეტაპზე მისი განხორციელება საჭიროებს ბიუჯეტის გასავლის ნაწილში შესაბამისი სახსრების გამონახვას. ასეთი ქმედება, თავის მხრივ, მოითხოვს საკითხის ძალიან ფაქიზ, პოლიტიკურად მეტად კორექტულ გადაწყვეტას;

- ვინ იქნება უფლებამოსილი რომ განახორციელოს სანაცია და ვინ აგებს პასუხს მის შედეგებზე, სხვანაირად - ვინ იქნება დეპრესიული რეგიონის (ტერიტორიის) სანაციის გამო ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი; აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობა შეიძლება გახდეს სანაციის შესაბამისი პროგრამის დამუშავებისა და რეალიზაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი, უწინარეს ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ დეპრესიული რეგიონების (ტერიტორიების) თვით პრობლემა მოიცავს მოსახლეობის და სამეურნეო სუბიექტების, სახელმწიფოსა და რეგიონების, მათ შიგნით ქალაქების, რაიონების, სოფლების, დაბების, თემების, ხელისუფლების სახელმწიფო და რეგიონული ორგანოების სხვადასხვა ინტერესებს,რომლებიც ხშირად შეიძლება თანხვედრილნიც კი არ იყვნენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩამოთვლილ სუბიექტებს სანაციის განხორციელებაში ერთობლივი მოქმედების არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ გასაგებია, რომ პრობლემა მეტად სერიოზულია.შ.ექმნილ სიტუაციაში ორგანიზაციულად შედარებით ადვილად მოსაგვარებელი ფორმაა თვით სამოქმედო პროგრამებში მხარეთა მკაცრად რეგლამენტირებული და რაც მთავარია, სპეციალურად შეთანხმებული ხელშეკრულებების გაფორმება ერთობლივი მოქმედების შესახებ. პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობას და სანაციის პროგრამების უმეტესი ნაწილის სოციალური მიმართულების გამო სამუშაო დამკვეთის ფუნქცია უპირატესად სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. პროგრამის რეალიზაციაში შეყვანილი შეიძლება იყოს კერძო სამართლის სუბიექტებიც და მასში აუცილებლად უნდა ჩაირთოს შესაბამისი რეგიონის მოსახლეობა;

- სანაციის სამუშაოების მსვლელობისა და მოხმარებული რესურსების შედეგების, შეფასება, შემოწმება, დაზუსტება შეუძლებელია სახსრების ხარჯვის მკაცრი კონტროლის გარეშე. ამ მიზნით ეფექტური იქნება მიღებული რესურსების, მათი გამოყენების და შედეგების ყოველკვარტლური, საჯარო დეკლარირება.

6.5 3.5. დეპრესიული რეგიონების სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები: პრაქტიკა და რეალიზაციის პირობები საქართველოსათვის

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური პრობლემების შესაბამისად დეპრესიული რეგიონების სანაციისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოიყენება სახელმწიფო ზემოქმედების პირდაპირი და არაპირდაპირი საშუალებების ფართო არსენალი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება სპეციფიკურ ბიუჯეტურ მექანიზმებს, რომლებშიც გამოკვეთილია ორი ძირითადი ჯგუფი: ნორმატიულ-საანგარიშო მეთოდები და განსაკუთრებული საბიუჯეტო რეჟიმები.

ნორმატიულ-საანგარიშო მეთოდების ჯგუფში შედის ტრანსფერების სხვადასხვა სახეები, რომელსაც ღებულობენ ზემდგომი ბიუჯეტებიდან.

განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმები მოიცავენ საგადასახადო-საბიუჯეტო ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც მიმართულია დეპრესიულ რეგიონებში (ტერიტორიებზე) ხელსაყრელი ინვესტიციური გარემოს აქტივაციისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით.

საბიუჯეტო ინსტრუმენტების სახეები და მათი შემადგენლობა დამოკიდებულია არამარტო დეპრესიული რეგიონების სპეციფიკაზე, არამედ აგრეთვე ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებზე, როგორიცაა:

- ეკონომიკური განვითარების ეროვნული სატრატეგია - კურსი აღებულია დაჩქარებულ განვითარებაზე თუ ეკონომიკური ზრდის სტაბილური ზომიერი არაინფლაციური ტემპების უზრუნველყოფაზე;

- ბიუჯეტური ფედერალიზმის ეროვნული სისტემის ტიპი - ბიუჯეტურიფედერალიზმის სასტარტო მოდელი წარმოადგენს თუ არა დეცენტრალიზებულს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დონის ბიუჯეტის ფუნქციონირების გაფართოებულ ავტონომიას, ან კოოპერაციულს, რომლისთვისაც დამახასიათებელია უფრო მჭიდრო ბიუჯეტთაშორისო ურთიერთობანი;

- ქვეყანაში და რეგიონებში პოლიტიკური ძალების მზადყოფნა კომპრომისებზე წასასვლელად, საზოგადოების განწყობა დეპრესიული რაიონებისათვის დახმარების გასაწევად.

განვიხილოთ ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები აღნიშნული ჯგუფების მიხედვით ცალ-ცალკე:1

ა) ნორმატიულ-საანგარიშო ბიუჯეტური მეთოდების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს ტრანსფერები ევროპის საბჭოს ხელისუფლების რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების საქმეების მუდმივი კომიტეტის განმარტებით, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში, ტრანსფერები (გრანტები) არის ბიუჯეტის ერთი დონიდან მეორე დონეში ფინანსური სახსრების შემოსულობები, გარდა იმ შემოსულობებისა, რომლებიც გამოხატულია ერთობლივი (წილობრივი) გადასახადებისა და ჩვეულებრივი სესხების ფორმით. უპროცენტო სესხები, რომელთა დაფარვის ვადაა 10 წელზე მეტი ან რომელთა დაფარვის ვადა დადგენილი არ არის, განიხილება როგორც ტრანსფერი. იგი ეხმარება მიმღებ რეგიონს გადაწყვიტოს სხვადასხვა სახის ამოცანები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია შემდეგი:

- ჰორიზონტალური ბიუჯეტური განსხვავებების გათანაბრება, განსხვავებების შესუსტება, ე.ი. ცალკეული რეგიონების საგადასახადო პოტენციალის დაბალანსებულობის უზრუნველყოფა მათ ფინანსურ საშუალებებზე ობიექტური მოთხოვნილებების მიმართ. ამასთან, ისმის რეგიონების ფინანსური შესაძლებლობების გამოთანაბრების ამოცანა, რათა მოსახლეობას აღმოუჩინონ განსაზღვრული (სტანდარტული ან მინიმალურად გარანტირებული) დონის სახელმწიფო მომსხურება, მიუხედავად იმისა, თუ ფაქტიურად სად ცხოვრობს ადამიანი გადასახადების შედარებით ერთნაირი დონის დროს. ამ ამოცანას წყვეტს საერთო (უნივერსალური ან გამთანაბრებელი) ტრანსფერების სისტემა.

- საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საერთო (უნივერსალური) გრანტები არის ტრანსფერები, რომლითაც რეციპიენტ რეგიონს უფლება აქვს განკარგოს საკუთარი შემოსავლები. ერთადერთი შეზღუდვა შეიძლება იყოს მისი მიმდინარე ან კაპიტალური სახსრების დასაფინანსებლად გამოყენების მოთხოვნა. დონორი თავის თავზე იღებს ვალდებულებას მოახდინოს საერთო გრანტების ფორმირება საკუთარი შემოსავლების ხარჯზე და რეგულარულად გაანაწილოს ეს სახსრები გრანტის ფორმულის შესაბამისად. ასეთი პროგრამა ხანგრძლივვადიანი ხასიათისაა და რეციპიენტს სახსრების მყარი შემოსულობების გარანტიას აძლევს, თუ მისი ბიუჯეტური მაჩვენებლები შეესაბამებიან განსაზღვრულ კრიტერიუმებს. რეციპიენტისაგან საჭირო აღარ არის არც გრანტის მიღებაზე ყოველწლიური განაცხადის გაკეთება და არც შემხვედრ ფინანსირებაზე. მისი უფლებები გარანტირებულია კანონით. საერთო ტრანსფერის მიზანია რეგიონული (ტერიტორიული) ბიუჯეტების შემოსავლების გაზრდა (შედარებით დაბალი საგადასახადო პოტენციალის ამაღლება) და ჰორიზონტალური ბიუჯეტური დისბალანსის შესრულება, რაც განპირობებულია ობიექტური მიზეზებით. გამთანაბრებელი ტრანსფერის გარდა საერთო ტრანსფერს შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე ტრანსფერი, რომელიც რეგიონული ბიუჯეტების დამატებითი ხარჯების კომპენსაციას ახდენს.

- ეროვნული პრიორიტეტების რეალიზაცია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის შესაბამისად (განათლების, ჯანდაცვის, საწარმოო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სხვა). ამ მიზნებისათვის გამოიყენება მიზნობრივი, ანუ სპეციალური ტრანსფერების სისტემა.

იმავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მიზნობრივი (სპეციალური) გრანტები არის ტრანსფერები, რომელთა დანიშნულებაა გარკვეული ამოცანების გადაწყვეტა და რომელთაც ფინანსირების დათქმული პირობები აქვთ. ასეთ პირობებად გამოდიან ან სუბსიდირებული სახის ხარჯების შემხვედრი ფინანსირების მოთხოვნა, ან რეგიონული ხელისუფლების ვალდებულება დაიცვან გარკვეული ბიუჯეტური მაჩვენებლები (მაგალითად, შეინარჩუნონ გრანტის მიღებამდე საკუთარი საბიუჯეტო ხარჯების მიღწეული დონე სუბსიდირებული მუხლის მიხედვით ან გადასახადების საერთო დონე რეგიონებში). ჩვეულებრივ განასხვავებენ ამ ტრანსფერების ოთხ სახეს: ფორმულარულს; საპროექციოს; საპროექციო-ფორმულარულს და ღია ფინანსირების გრანტებს.

ფორმულარული გრანტები - ტრანსფერებია, რომელთა სიდიდეს ანგარიშობენ ფორმულების მიხედვით. ასევე როგორც საერთო გრანტი, ტრანსფერის ეს სახეობა გულისხმობს ხანგრძლივვადიან საფუძველზე შესაბამისი ტრანსფერის ფონდის შექმნას ზემდგომი ბიუჯეტის რესურსების ხარჯზე. მის მიღებაზე კანონში დათქვამენ ხოლმე და შეკვეთის მიცემა ტერიტორიული ხელისუფლებისაგან აღარ არის საჭირო.

საპროექციო გრანტები - ტრანსფერებია, რომელთა დანიშნულებაა ცალკეული, ჩვეულებრივ ინვესტიციური პროექტების დაფინანსება. გრანტის სიდიდე განისაზღვრება კონკრეტულად ყოველი ცალკეული პროექტის მიხედვით დაგეგმილი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. გრანტის მისაღებად აუცილებელია, რომ მითითებულ ვადაში წარუდგინონ განსაზღვული ფორმით შედგენილი განცხადება ხელისუფლების შესაბამის ზემდგომ აღმასრულებელ ორგანოში. გრანტის მიცემა ხშირად ხდება საკონკურსო საფუძველზე. დაფინანსებისათვის შეირჩევა ყველაზე ეფექტური პროექტები, რომლებიც პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს.

საპროექციო-ფორმულარული გრანტი - საპროექტო ტრანსფერებია, რომელთა სიდიდეც იანგარიშება ფორმულებით ან სხვა კრიტერიუმებით. ეს კრიტერიუმები მოცემულია კანონში ან ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიულ აქტში. გრანტის მისაღებად საჭიროა განცხადების წარდგენა.

ღია ფინანსირების გრანტი - ეს როგორც წესი, ფორმულით გაანგარიშებული ტრანსფერია, რომელიც ახდენს ტერიტორიული ხელისუფლების მიერ მოცემულ მუხლზე გაწეული ხარჯების კომპენსაციას. ტრანსფერის მიღების უფლება გარანტირებულია კანონით, ამიტომ შეკვეთის გაფორმება საჭირო არ არის. არსებობს აგრეთვე განსაკუთრებული ტრანსფერები, რომელსაც გამოჰყოფს ხელისუფლების ზემდგომი ორგანოები განსაკუთრებული ამოცანების გადასაწყვეტად, ეს უწინარეს ყოვლისა, ეხება სტიქიური უბედურების და ეკოლოგიური კატასტროფების, რეგიონული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების ლიკვიდაციის ფინანსირებას და სხვა. ტრანსფერის გამოყოფისა და მისი სიდიდის განსაზღვრის საკითხები წყდება საბიუჯეტო უფლებამოსილებისა და დონორის შესაძლებლობის ფარგლებში. ამასთან, კანონი ტერიტორიულ ხელისუფლებას გარანტიას აძლევს ტრანსფერის ადექვატური სიდიდის მიღებაზე.

დეპრესიული რეგიონების განვითარებისათვის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება ორივე ტრანსფერული სისტემა მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებების შესუსტებას და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის განმტკიცებას, საერთო ტრანსფერი უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ორიენტირებული არიან საერთო-ეკონომიკურ ზრდაზე და სახელმწიფო გამგებლობის უფრო დეცენტრალიზებულ სისტემაზე.

საერთო (გამთანაბრებელი) ტრანსფერების ჩარჩოებში დეპრესიული და ჩამორჩენილი რეგიონების ინტერესები გაითვალისწინება შემდეგი გზებით:

- საანგარიშო ფორმულებში რეგიონის საერთო და სპეციფიკური საბიუჯეტო მოთხოვნილებების შეყვანით;

- დეპრესიული და ჩამორჩენილი ტერიტორიების დახმარებისათვის საერთო ტრანსფერის ნაწილის გამოყოფით.

- დეპრესიული და ჩამორჩენილი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სპეციალური ფონდის ფორმირებით.

პირველი ვარიანტის მაგალითისათვის გამოდგება იაპონია, სადაც გამთანაბრებელი ტრანსფერის ფორმულაში კეთდება მცდელობა, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ტერიტორიების ობიექტური საბიუჯეტო მოთხოვნილებები.

გამთანაბრებელ ტრანსფერს ღებულობს იაპონიის პრეფექტურებისა და საბიუჯეტო მოთხოვნილებების საანგარიშო სიდიდესა და საგადასახადო პოტენციალს შორის განსხვავებით. ტერიტორიის რეალურ ობიექტურ მოთხოვნილებასთან მაქსიმალური მიახლოება მიიღწევა მოდელური ბიუჯეტების შედგენისა (ცალკე პრეფექტურისათვის და ცალკე მუნიციპალიტეტისათვის) და მათი შემდგომი კორექტირების გზით მოდიფიკაციის კოეფიციენტების დახმარებით, რომლებიც ასახავენ რეგიონული განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ, ბუნებრივ კლიმატურ და ინსტიტუციონალურ სპეციფიკას.

გამთანაბრებელი ტრანსფერის სიდიდის გაანგარიშებისათვის მრავალი ქვეყანა იყენებს ნაკლებად რთულ მათემატიკურ კონსტრუქციებს. ფორმულებში გამოიყენება, უწინარეს ყოვლისა, ბიუჯეტური მოთხოვნილებების ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა: მოსახლეობის რიცხოვნობა და მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების შებრუნებული მაჩვენებელი, აგრეთვე რეგიონის ეკონომიკის ჩამორჩენილობის, დეპრესიულობის მაჩვენებლები. მაგალითად, ძირძველი მაცხოვრებლების ხვედრითი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, რომელთა განვითარების დონეც ჩამორჩება თანამედროვე დონეს; მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს იქით.

ზოგჯერ ანგარიშობენ ბიუჯეტური მოთხოვნილებების ერთობლივ ინდექსებს. მაგალითად, პორტუგალიაში ასეთი მაჩვენებელი გამოიყენება მუნიციპალიტეტების ინვესტიციური ფონდების სახსრების გასანაწილებლად, რომლითაც ფინანსირდებიან სამეურნეო და სოციალური ინფრასტრუქტურის ძირითადი კაპიტალის ხარჯები. ცალკეული მუნიციპალიტეტების ინვესტიციური ბიუჯეტების მოთხოვნილების ერთობლივი ინდექსები გაიანგარიშება როგორც სპეციფიკური ინდექსები (ისინი შეიცავენ ელექტროენერგიის არასამრეწველო მოხმარების და მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარებული წყლის მაჩვენებლის შებრუნებულ სიდიდეს; იმ სახლების ხვედრითი წილი, რომლებსაც არა აქვთ აბაზანის ოთახები; დაგეგმილი საბინაო მშენებლობის მოცულობა; 6 წლამდე ასაკის ბავშვების რიცხოვნობა; მოსახლეობის ექიმებით ფაქტიურ და მიზნობრივ უზრუნველყოფას შორის სხვაობა) მუნიციპალურ ინვესტიციურ ბიუჯეტებში კაპიტალური დაბანდებების შესაბამისი მუხლების ხვედრითი წონის საფუძველზე შეწონილს (ელექტროენერგეტიკა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, საბინაო და საგზაო მშენებლობა, საბავშვო და მოხუცების მომსახურების დაწესებულებები, ჯანმრთელობის დაცვა).

საერთო ტრანსფერის ფორმულაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მესამე სამყაროს ქვეყნებში (მათ შორის ახალ ინდუსტრიულ სახელმწიფოებში) განვითარების ფაქტორებს, რომელთაც უდიდესი ტერიტორიები აქვთ და ხასიათდებიან მნიშვნელოვანი რეგიონთაშორისი განსხვავებებით და რომლებიც აწყდებიან რთულ ეთნიკურ პრობლემებს. ასეთ სახელმწიფოებს, უწინარეს ყოვლისა, მიეკუთვნება ინდოეთი, რომელიც რეგიონული პრობლემების გადასაწყვეტად ფართოდ იყენებს საერთო ტრანსფერის სხვადასხვა სახეებს. ასე მაგალითად, ტრანსფერი, რომელიც აფინანსებს შტატების მიმდინარე ხარჯებს და რომლის ფინანსურ წყაროსაც წარმოადგენს პირადი საშემოსავლო გადასახადი (აკრეფილი თანხების 85%25) მათ შორის ნაწილდება ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: საშუალო სულადობრივი შემოსავლის დონეში განსხვავება უფრო მდიდარ შტატებთან შედარებით (ტრანსფერის საანგარიშო სიდიდეში მისი წილი შეადგენს 45%25); შტატის მოსახლეობის რიცხოვნობა (22,5%25); ჩამორჩენილობის ხარისხი (11,25%25); საშუალოსულადობრივი პირადი შემოსავლის მოსახლეობის რიცხოვნობაზე ნამრავლის შებრუნებული მაჩვენებელი (11,25%25); შტატის წვლილი საგადასახადო შენაკრებების საერთო მოცულობაში წლების განმავლობაში (10%25).

დეპრესიული რეგიონების ფინანსური მოთხოვნილებები შეიძლება დაკმაყოფილდეს მათ საჭიროებაზე გამთანაბრებელი ფონდის ნაწილის უშუალო გამოყოფის გზითაც. ამ მიმართებით ნიმუშად ისევ ინდოეთის გამოცდილება გამოდგება საერთო ტრანსფერთან ერთად, რომელიც აფინანსებს შტატების საბიუჯეტო ხარჯებს, ინდოეთში გამოიყენება აგრეთვე ინვესტიციური საერთო ტრანსფერი, ე.წ. «გეგმიური გადარიცხვები». მისი ფონდის 10%25 რჩება «განსაკუთრებული კატეგორიის შტატების» რეზერვში (რომელთა რიცხვშიც შედის პოლიტიკურად არასტაბილური პენჯაბი), დანარჩენი ნაწილდება შემდეგი პროპორციით: 60%25 - მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით; 10%25 - გადასახადების აკრეფის მაჩვენებლის მიხედვით; 20%25 - ჩამორჩენილობის ხარისხის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების დონესა და ქვეყანაში საშუალო სულადობრივ შემოსავალს შორის განსხვავებით. დიფერენციული მიდგომა გამოიყენება აგრეთვე ამ ფინანსური სახსრების გაცემის დროსაც. ყველაზე ღარიბი შტატების დახმარების 90%25 ხორციელდება სუბსიდების სახით და 10%25 სესხების სახით, მაშინ, როდესაც დანარჩენი შტატებისათვის სუბსიდები და სესხები ნაწილდება 3:7 პროპორციით.

ზოგიერთ ქვეყანაში რეგიონული განვითარების საკითხების გადაწყვეტისას აქცენტი კეთდება ჩამორჩენილი, დეპრესიული ტერიტორიების საერთო (გამთანაბრებელი) ტრანსფერის ცალკეული ფონდების ფორმირებაზე. ეს დამახასიათებელია გერმანიისათვის, სადაც დაგროვილია ამ ტრანსფერების გამოყენების დიდი გამოცდილება და რომელთაც უწოდებენ „დამატებით ფედერალურ ანარიცხებს“. ეს მეთოდი გამოიყენებოდა მის ახალ, აღმოსავლეთის მიწებშიც, რომლებიც მათი სპეციფიკის გამო მაშინვე ვერ მოხვდნენ ბიუჯეტური ჰორიზონტალური გათანაბრების სისტემაში. 1990-1994 წწ. ისინი ფინანსურ დახმარებას ღებულობდნენ „გერმანული ერთიანობის“ სპეციალური ფონდიდან. მისმა საერთო მოცულობამ ამ პერიოდში შეადგინა 169,7 მლრდ. მარკა. აქედან 49,6 მლრდ. გამოყოფილი იყო ფედერაციის ბიუჯეტიდან, 10,1 მლრდ. - ფედერალური მიწების ბიუჯეტებიდან და 95 მლრდ. - საკრედიტო ბაზარზე სახელმწიფოს სესხის სახით. ფედერალური მთავრობა და ძველი მიწების გადასახდელები ხორციელდება ფედერაციის სასარგებლოდ დღგ-ის ნაწილის კუთვნილ თანხაზე უარის თქმის ფორმით. ფონდის სახსრები აღმოსავლეთის მიწებს შორის ნაწილდებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის პროპორციულად და ექცეოდა მათ სრულ განკარგულებაში ერთადერთი პირობით: თანხის 40%25 გადაეცათ თავიანთი თემებისათვის მათი ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიისათვის.

მიზნობრივი (სპეციალური) ტრანსფერები. მართვის დეცენტრალიზებული სისტემის და რეგიონული ხელისუფლების ფართო ბიუჯეტური უფლებამოსილების მქონე ქვეყნებში დეპრესიული რეგიონების განვითარების პრობლემების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის მიზნობრივ (სპეციალურ) ტრანსფერებს. ასეთი ტრანსფერების ძირითადი მოცულობა მოდის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც წარიმართება სოციალური და სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და განსაკუთრებული ბიუჯეტური მოთხოვნილებების სუბსიდირებაზე.

მიზნობრივი ტრანსფერების სისტემის ფორმირება ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საერთო დონეზე, მის ბიუჯეტებს შორის ურთიერთობების ხასიათზე, აგრეთვე იმ კონკრეტულ ამოცანებზე, რომლებიც ხორციელდება ტრანსფერების დახმარებით. მაგალითად, პირველი ბიუჯეტური გრანტები (სუბსიდიები, გამოყოფილი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მართლწესრიგის დასაცავად) დიდ ბრიტანეთში შემოღებულ იქნა ჯერ კიდევ 1835 წელს და ამ ხნის მანძილზე მდიდარი გამოცდილება დააგროვა ფორმულების მეშვეობით გაანგარიშებული ტრანსფერების გამოყენების მიმართულებით.

რეგიონული პრობლემების გადასაწყვეტად უპირატესად მიზნობრივი ტრანსფერების გამოყენების ტიპიური ქვეყნის მაგალითს წარმოადგენს აშშ. 1964-66 წწ. შემოღებულ იქნა 240 კატეგორიის პროგრამა და მათი შესაბამისი სპეციალური ტრანსფერები. 1981 წლისათვის მათი რიცხვი გაიზარდა 539-მდე, თუმცა უკანასკნელ წლებში გრანტების „ბლოკებად“ დაჯგუფების გამო მათი რიცხვი შემცირდა და დავიდა დაახლოებით 400-მდე. ძნელია შეაფასო შტატებს შორის გზების მშენებლობის პროგრამის მნიშვნელობა ცალკეული ტერიტორიების განვითარებაში აშშ-ის საერთო - ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებაში. ამ პროგრამის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებული იყო 1959-1990 წწ. (მისმა ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 100 მლრდ. დოლარი) აშენებული იქნა 42,5 ათასი მილის საავტომობილო გზები შტატებს შორის. ფედერალურმა ტრანსფერებმა დაფარეს ამ ხარჯების 90%25. რეგიონებს შორის განსხვავებების შესუსტებაში დიდი როლი ითამაშეს აგრეთვე ბავშვთა კვების, კვების ტალონების განაწილების, აპალაჩების რეგიონული განვითარების პროგრამებმა.

აშშ-ში გამოიყნება სპეციალური გრანტების ყველა ძირითადი სახეობა: ფორმულარული, საპროექტო, საპროექტო-ფორმულარული, ღია ფინანსირების გრანტები და განსაკუთრებული გრანტები. მიზნობრივი გრანტების უმეტესობა დახურული ფინანსირების ხასიათისაა თანხის მოცემული ზემო ზღვარით, რაც განპირობებულია ფედერალური ხარჯების ზრდის შეზღუდვის აუცილებლობით. მაგრამ იმისათვის, რომ არ შესუსტდეს შტატების ხელისუფლების სტიმულები საკუთარი ბიუჯეტური ხარჯების გასაზრდელად ცენტრალურ ორგანოებს შესაბამისი სახის დანახარჯების ფინანსირებაში თავიანთი წილის მნიშვნელოვანი გაზრდა უხდებათ, ამცირებენ, რა მოთხოვნებს შემხვედრ ფინანსირებაზე. აშშ-ში ფედერალური ბიუჯეტების წილი სპეციალურ გრანტებში საშუალოდ აღწევს 80%25 და ბევრი პროგრამის მიხედვით (განსაკუთრებით გზატკეცილებისა და ხიდების მნიშვნელობას) ითვლება, რომ ეს წილი მცირეა.

ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამებისათვის გათვალისწინებულია ღია ფინანსირება. აშშ-ში მათ რიცხვს მიეკუთვნება მხოლოდ ორი უმსხვილესი პროგრამა - ბავშვიანი გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარება და გაჭირვებულთათვის სამედიცინო დახმარების პროგრამები, სამედიცინო დახმარების ხარჯებში ფედერალური ბიუჯეტის წილი მერყეობს 50-83%25 შორის. ამასთან, გრანტის მოცულობა შტატის საგადასახადო პოტენციალის ინდექსის (რომელიც გაიანგარიშება შტატის მოსახლეობის სულადობრივი შემოსავლის სიდიდის შეფარდებით მთელ ქვეყანაში მის საშუალო დონესთან) უკუპროპორციულია.

ბევრ ქვეყანაში გამოიყენება მიზნობრივი ტრანსფერები, რომელთა სპეციალური დანიშნულებაა დეპრესიული, ჩამორჩენილი ტერიტორიების განვითარება. ასე მაგალითად, გერმანიაში 1995 წელს შემოღებული იქნა «აღმოსავლეთის აღდგენის» ათწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც ახალი ფედერალური მიწები ყოველწლიურად მიიღებენ დამატებით დახმარებას 6,6 მლრდ. მარკის რაოდენობით სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. გარდა ამისა, 1994-98წწ. შემოღებული იყო წელიწადში 3,4 მლრდ. მარკის სპეციალური ტრანსფერი ბრემენისა და საარის მიწებისათვის, რომლებიც განიცდიან მწვავე ფინანსურ სიძნელეებს. დახმარების დანიშნულებაა მათი საკრედიტო დავალიანების დაფარვა.

აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბევრ მათგანში ჯარ კიდევ მიუწვდომელია ჰორიზონტალური ბიუჯეტური გათანაბრების უფრო დახვეწილი ინსტრუმენტები, ან კურსი აღებული აქვთ საერთო ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე და მეორე რიგში არის გადატანილი რეგიონული განსხვავებების ნიველირების ამოცანები. პაკისტანი, მაგალითად, ორიენტირებულია მიზნობრივი ტრანსფერების სისტემის გამოყენებაზე. მასში შედიან: ყოველწლიური ფიქსირებული სუბვენციები ჩრდილო-დასავლეთის პროვინციებისათვის და ბელუჯისტანისათვის; მიზნობრივი დოტაციები პროვინციებისათვის ეკონომიკური განვითარების, გზატკეცილების მშენებლობის, განათლების საჭიროების, სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისათვის; ერთჯერადი ინდივიდუალური დოტაციები; ინვესტიციური ტრანსფერები ცენტრის მიერ მოწონებულ პროექტებზე; პროვინციების განვითარების გეგმების მიხედვით ყოველწლიური ტრანსფერები. თუმცა ტრანსფერების უმეტესი სახეობისათვის არ არსებობს განაწილების ზუსტი კრიტერიუმები, რის გამოც გამოყოფილი თანხები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ.

ბ. დეპრესიული რეგიონების განვითარების პრობლემები ეფექტურად წყდება განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმების დაწესების გზითაც. ამ რეჟიმების დაწესება ჩვეულებრივ რეგულირდება საერთო - ეროვნული კანონებით და გულისხმობს შესაბამის ბიუჯეტური და საგადასახადო კანონმდებლობის, აგრეთვე სამართლის სპეციალური განყოფილებების (სახელშეკრულებო, საკონტრაქტო, საინვესტიციო) არსებობას. ზოგჯერ იყენებენ ისეთი რეჟიმების ინდივიდუალურ-სახელშეკრულებო ფორმებს, რომელთაც სამართლებრივი საფუძვლების მიზეზები არა აქვთ და განიცდიან ხშირ გადახედვას. განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჯიმები შეიძლება გავრცელებული იქნეს როგორც ქვეყნის მთელ რეგიონებზე, ისე ფართობით პატარა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე (მაგალითად, რაიონი ქალაქში). ბუნებრივია, რომ აღნიშნულის გამო განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმები მათთვის განსხვავებული იქნება.

ქვეყნის მსხვილ რეგიონებს და დიდ ტერიტორიებს როგორც ფედერაციის სუბიექტებს განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჯიმები ეძლევათ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რაც განპირობებულია ძნელად გადასაწყვეტი პოლიტიკური წინააღმდეგობებით, ეთნიკური და ეკონომიკური პრობლემებით. ამ რეჟიმების არსი გულისხმობს რეგიონული ხელისუფლების ბიუჯეტური ავტონომიის გაფართოებას, მათ დიდ უფლებამოსილებას გადასახადების დაწესებასა და ხარჯების დაფინანსებაში, ეროვნულ-რეგიონული გადასახადებიდან შემოსავლების განაწილებას უფრო შეღავათიან პირობებში. ადგილობრივი ხელისუფლები ასევე ინარჩუნებენ უფლებას საერთო და სპეციალური ტრანსფერების მიღებაზე, რომლის დროსაც ხშირად აღწევენ თავიანთი სპეციფიკური ინტერესების გათვალისწინებას.

ასე მაგალითად, ფილიპინების პროვინციებმა: მინდანაომ და კორდილიერამ მიიღეს განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმის უფლება მათი მუსულმანური მოსახლეობის აჯანყების შედეგად, რომელთაც მოითხოვეს გამოყოფა. მალაიზიამ ფედერაციის შემადგენლობაში დააკავა ბუნებრივი რესურსებით ორი მდიდარი შტატი - საბახი და სარავაკი, შესთავაზეს რა მათ განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმები, რომლებიც შეიცავდნენ საბაჟო გადასახადების და აქციზების აკრების უფლებას და მათი ტერიტორიებიდან შემოსული ყველა გადასახადის თანხების თავიანთ ბიუჯეტში დატოვებას ავსტრალიაში თვითმმართველობის სტატუსი მიიღეს ჩრდილოეთის ტერიტორიებმა, სადაც ძირითადად ცხოვრობენ მკვიდრი, ძირძველი მოსახლეობა მათთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესითა და დონით. ეს არის ეკონომიკურად ჩამორჩენილი რაიონი ჯერ კიდევ განუვითარებელი მრეწველობით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასევე სპეციფიკური დემოგრაფიული პრობლემები (კერძოდ, მოსახლეობის უჩვეულოდ ახალგაზრდა შემადგენლობა). თვითმმართველობის კანონის შესაბამისად ჩრდილოეთის ტერიტორიებმა უფლება მიიღეს თავიანთთან დაიტოვონ შეკრებილი გადასახადების მთელი თანხა, გაასესხონ ისინი და აქტიურად გაატარონ თავიანთი ბიუჯეტური პოლიტიკა. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობენ ავსტრალიის შტატებს შორის საერთო და სპეციალური ბიუჯეტური ტრანსფერების განაწილებაში. ამასთან, ტრანსფერების გაანგარიშებაში ითვალისწინებენ ჩრდილოეთის ტერიტორიების განსაკუთრებულ პირობებს (ცენტრიდან დაშორება, მოსახლეობის სიმჭიდროვის დაბალი წილი მათში ბავშვებისა და ახალგაზრდების შედარებით მაღალი წილი და ა.შ.), რაც ზრდის მათ მოთხოვნილებას ბიუჯეტურ ფინანსირებაზე.

როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმით სარგებლობს რეგიონების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა. ამ მეთოდის უფრო ფართოდ გამოყენებას თან სდევს ისეთი ნეგატიური შედეგები, როგორიცაა: სახელმწიფოს მაკროეკონომიკური რეგულირების სფეროს შევიწროება, საბიუჯეტო სისტემის ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაუბალანსებლობის პრობლემების გამწვავება, ტერიტორიის სუვერენიზაციისაკენ მსწრაფი ტენდენციების გაძლიერება.

მაგალითისათვის გამოდგება ჩინეთის გამოცდილება, სადაც ფართოდ იყენებენ ცენტრსა და რეგიონებს შორის ინდივიდუალურ-სახელშეკრულებო ურთიერთობებს. დღეისათვის წარმატებით განვითარებულ პროვინციას გუანდგონგის მაგალითის მიხედვით ხელისუფლებას ცენტრალურ ორგანოებთან დადებული აქვს ინდივიდუალური შეთანხმების ხელშეკრულება ერთარხიანი ბიუჯეტური სისტემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მათი ბიუჯეტური შემოსავლების ფიქსირებული კვოტის გადარიცხვას ცენტრალურ ბიუჯეტში. მართალია ასეთმა ხელშეკრულებებმა შექმნეს ადგილობრივი ხელისუფლების საგადასახადო აქტიურობის ამაღლების სტიმულები და გააუმჯობესა მათი ბიუჯეტური მდგომარეობა, მაგრამ, ამასთან მნიშვნელოვნად შემცირდა ცენტრალურ ხაზინაში შემოსავლების მოდინება, შეიქმნა ბიუჯეტური შემოსავლების ახალი წყაროების ძებნის პრობლემა და შეიზღუდა რეგიონებში სამეურნეო პროცესებზე ცენტრის ზეგავლენის შესაძლებლობა.

ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმები აქტიურად გამოიყენება შედარებით პატარა ტერიტორიების (რეგიონის ნაწილი, ქალაქი, რაიონი ქალაქში) მიმართ, სადაც იქმნება ეკონომიკური ზონები. ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ზონალურ პოლიტიკას უპირატესად იყენებენ როგორც რეგიონული განსხვავებების შესუსტების, ჩამორჩენილი და დეპრესიული ტერიტორიების ეკონომიკის აღმავლობის და სხვა ინსტრუმენტს და ნაკლებად - საგარეო-ეკონომიკური ექსპანსიის მიზნებისათვის. განვითარებად ქვეყნებში იგი უმთავრესად მიმართულია ეკონომიკური ზრდის ანკლავების შესაქმნელად, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საერთო - ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრაციას და ნაკლებად ითვალისწინებენ ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას.

სამეურნეო რეჟიმის თავისებურებები განისაზღვრება მათი ტიპებით და დანიშნულებით. ზონები ერთიმეორისაგან განსხვავდებიან, უწინარეს ყოვლისა იმით, რომ შენარჩუნებულია თუ არა ისინი ეროვნული საბაჟო ტერიტორიულ საზღვრებში, თუ მიღებული აქვს ექსტერიტორიალურობის სტატუსი. აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება ზონების ორივე ვარიანტი, რომლებიც იქმნება ზონების შესახებ ეროვნული კანონების შესაბამისად.

იმ ზონებს, რომელთაც არა აქვთ ექსტერიტორიალურობის სტატუსი უწოდებენ სამეწარმეო ზონებს. სამეწარმეო ზონის სტატუსს ღებულობენ ის ტერიტორიები (ძირითადად რაიონები ქალაქებში), რომლებიც პასუხობენ დეპრესიულობისა და ჩამორჩენილობის გარკვეულ კრიტერიუმებს. აშშ-ში ასეთი კრიტერიუმებია: სიღარიბისა და უმუშევრობის საშუალო დონეზე მაღალი დონე, აგრეთვე მოსახლეობის რიცხოვნობა (არანაკლებ 4 ათასი მაცხოვრებელი). დიდ ბრიტანეთში ეს კრიტერიუმები მკვეთრად არ არის გამოყოფილი, რამაც როგორც ითვლება უნდა უზრუნველყოს უფრო მოქნილი ზონალური პოლიტიკის გატარება. ორივე აღნიშნულ ქვეყანაში სამეწარმეო ზონის შექმნა საჭიროებს მოლაპარაკებების წარმოებას და შესაბამის ადგილობრივ ორგანოს შორის. თავდაპირველად ცენტრალური ორგანოები სთავაზობენ საგადასახადო, საბიუჯეტო შეღავათების და სტიმულების სტანდარტულ ნაკრებს ახლად შექმნილ სამეწარმეო ზონას. მოლაპარაკებების პროცესში იგი კონკრეტდება ადგილობრივი ხელისუფლების წინადადებების საფუძველზე, რომლებიც ეხება ზონაში მათი საკუთარი ხარჯების სიდიდეს. ცენტრის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების კომპენსაციის მასშტაბები დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურობაზე ტერიტორიის ეკონომიკის დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანის გამო. ორივე ქვეყანაში შეღავათების მიზანი უპირატესად არის მცირე და საშუალო მეწარმეობის სტიმულირება. მაგრამ დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით აშშ-ში შეღავათები ვრცელდება აგრეთვე მოსახლეობაზე, რომელიც ცხოვრობს ასეთ ზონაში. მოქალაქეებს, რომელთაც დაბალი შემოსავლები აქვთ, შეუძლიათ მიიღონ დამატებითი დახმარება ფედერალური ბიუჯეტიდან ვაუჩერების ფორმით საცხოვრებლის ანაზღაურებაზე, საშემოსავლო გადასახადის უარყოფითი განაკვეთების დადგენაზე. აშშ-ში სამეწარმეო ზონები შეიძლება შეიქმნას როგორც საერთო - ეროვნული კანონის შესაბამისად, ისე ცალკეული შტატების კანონებით. შეღავათების მასშტაბები, რომლითაც სარგებლობენ შტატების სამეწარმეო ზონები, განისაზღვრება მათი ბიუჯეტების შესაძლებლობებით.

ექსტერიტორიალური სტატუსის მქონე ზონებმა, ანუ სპეციალურმა ეკონომიკურმა ზონებმა (სეზ) უფრო ფართო გავრცელება ჰპოვეს მსოფლიოში, ვიდრე სამეწარმეო ზონებმა. ისინი განსაკუთრებული წარმატებით ფუნქციონირებენ სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში, ბრაზილიაში, მექსიკაში. ჩვეულებრივ, განასხვავებენ სეზ-ის ოთხ ძირითად ტიპს: სავაჭროს, სამრეწველო- საწარმოოს, ტექნიკურ-დანერგვითს და სერვისულს. ივარაუდება, რომ ისინი იქცევიან ეკონომიკური ზრდის წერტილებად, პოლუსებად, რომლებიც მძლავრ ბიძგს მისცემენ მოცემული ტერიტორიის, ეროვნული ეკონომიკის მთელი დარგების განვითარებას, აგრეთვე გახდებიან ქვეყნის „ჭიშკრები“ მსოფლიო ბაზარზე, უზრუნველყოფენ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან მოდინებას. ამიტომ სეზ-ის შექმნის ადგილის შერჩევის კრიტერიუმებად წარმოდგებიან: ხელსაყრელი ეკონომიკური გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა; წარმოების ფაქტორებთან სიახლოვე და ინფრასტრუქტურის არსებობა; საერთაშორისო სავაჭრო ცენტრებთან და გასაღების ბაზრებთან სიახლოვე. სეზ-ის განვითარება, რომლებიც ორიენტირებული არიან უცხოურ კაპიტალზე, საჭიროებენ განსაკუთრებულად ხელსაყრელ ინვესტიციურ გარემოს. სეზ-ის ყოველი ცალკეული ტიპისათვის დამახასიათებელია შეღავათებისა და სტიმულების თავისი ნაკრები. ყველაზე გავრცელებულ საგადასახადო პრეფერენციას მიეკუთვნება: საბაჟო გადასახადისაგან, მოწყობილობების, ნედლეულის და კომპონენტების იმპორტზე სხვადასხვა ანაკრებებისაგან სრული განთავისუფლება, რაც აუცილებელია წარმოების ორგანიზაციისათვის; საგადასახადო „არდადეგები“ უცხოელი ინვესტორის მოგებაზე გადასახადის გადახდაზე, ხოლო შემდგომში დაბეგვრის შემცირებული დონე; იურიდიული პირების სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება სხვა პირდაპირი და ირიბი გადასახადების უმეტესობისაგან; შეღავათები ამორტიზაციულ ჩამოწერებზე. დიდი მნიშვნელობა აქვთ აგრეთვე ფინანსურ სტიმულებს: კრედიტებზე, არენდაზე, შეღავათიანი ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე.

შედარებით მრავალ ფუნქციონალურ სეზ-ში ინვესტორები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის სახით. ეს გულისხმობს განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმის შემოღებას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის, რომლის ფარგლებშიც იმყოფებიან ზონები. ადგილობრივი ხელისუფლები აღიჭურვებიან გაფართოებული ბიუჯეტური და სხვა უფლებამოსილებით. თუ ზონის საზღვარი დაემთხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს, მაგალითად, ქალაქის საზღვრებს, მაშინ ქალაქის მერი ხდება ერთდროულად ზონის ადმინისტრაციის მეთაური. ხოლო ქალაქის ბიუჯეტი - ზონის ბიუჯეტი. ზონის ადმინისტრაცია პირდაპირ ექვემდებარება ცენტრში სახელმწიფო უწყებას, რომელიც აკონტროლებს ამ ზონების განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო სეზ-ები ფუნქციონირებენ თვითანაზღაურების პრინციპებზე, ეს არ გამორიცხავს ცენტრიდან მსხვილი ინვესტიციების დაბანდებას მათში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისათვის. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ზონების მოწყობა მიმდინარეობდა ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე. „მასანის“ სეზ-ი კორეის ხელისუფლებას დაუჯდა 28 მლნ. დოლარი, ხოლო „ირისა“ - 5 მლნ. დოლარი.

გარდა ამისა, ზონების შექმნის დაჩქარების მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას ეძლევა ისეთი ბიუჯეტური შეღავათი, როგორიცაა: მათ ტერიტორიაზე შეკრებილი საერთო-ეროვნული და რეგიონული გადასახადების დროებით თავიანთ განკარგულებაში დატოვება. ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფალთ შეუძლიათ ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებში გადასახადებისა და სხვა შეღავათების გამო პირველსაწყისი დანაკარგების ნაწილობრივი კომპენსაცია. მაგრამ, როგორც წარმატებით ფუნქციონირებადი ზონების გამოცდილება გვიჩვენებს, ეს დანაკარგები ერთი-ორად უნაზღაურდებათ ბიუჯეტში მიღებული შემოსავლებით.

რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებიდან საქართველოს დეპრესიული, ჩამორჩენილი რეგიონების სანაციისათვის? ჩვენი აზრით, ეს დასკვნები შეიძლება იყოს შემდეგი: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღევანდელი კრიზისული სიტუაციებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დეპრესიული რეგიონების სანაციის განხილული ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები უფრო კარგ შედეგებს მოგვიტანს თუ მათ გამოყენებას კომპლექსური ხასიათი ექნება. ცალკე აღებული რომელიმე ერთი მათგანის გამოყენებამ შეიძლება უარყოფით შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დადებითი მომენტების შემცველი მექანიზმი. მათი კომპლექსური გამოყენება საშუალებას იძლევა შეერთდეს ყოველი ცალკეული მექანიზმის დადებითი მხარეები და საერთო ჯამში მიღებულ იქნეს სასურველი პოზიტიური შედეგები. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით საქართველოს ჩამორჩენილობის საერთო ფონზე, როდესაც ყოველი ცალკეული რეგიონი შეიძლება განხილული იქნეს როგორც დეპრესიული, განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანად გვესახება საერთო-ეროვნული და რეგიონული ინტერესების ოპტიმალური შეხამება საერთო-ეროვნული ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრიორიტეტულობის აღიარებით. ვქმნით, რა რეგიონებისადმი ბიუჯეტური დახმარების სისტემას აუცილებლად უნდა გამოვიდეთ საერთო-ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაციისა და დაჩქარების პრიორიტეტულობიდან. სხვანაირად საფუძველს გამოვაცლით ბიუჯეტური ფედერალიზმის, რეგიონების ეკონომიკური დამოუკიდებლობის იდეის განხორციელებას და ხელს შევუშლით მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. ახალი ბიუჯეტური მექანიზმების ფორმირებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას, ღიაობის პრინციპის განხორციელებას. ამისათვის საჭირო იქნება ინდივიდუალურ-სახელშეკრულებო ფორმებში დეტალურად აისახოს და ყველასათვის ცნობილი იყოს ცენტრის უფლებები და მოვალეობები, ერთის მხრივ და რეგიონის (მისი სუბიექტების) უფლებები და მოვალეობები, მეორეს მხრივ, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ კარდინალურ სრულყოფას საჭიროებს ნორმატიულ- საანგარიშო მეთოდები. ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დეპრესიული რეგიონების სანაცია უკეთეს შედეგებს იძლევა, როდესაც რეკომენდებულ ფინანსურ-ეკონომიკურ მექანიზმებს კომპლექსურად გამოვიყენებთ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ მათ ცალ-ცალკე გამოყენებაზე. კონკრეტული პირობებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე შეიძლება მათი ცალ-ცალკე გამოყენებაც, კონკრეტულ პირობებზე მორგებაც. მაგალითად, საერთო (გამთანაბრებელი) ტრანსფერი სასარგებლო მექანიზმებია, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ტრანსფერის საანგარიშო ფორმულები ზუსტად ასახავდნენ რეგიონის ობიექტურ ბიუჯეტურ შესაძლებლობებს და მათ მოთხოვნილებას. სასარგებლო აღმოჩნდება აგრეთვე დეპრესიული რეგიონებისათვის საერთო ტრანსფერის ცალკე ფონდის ფორმირება. ასეთ შემთხვევაში რეგიონებს შორის აღნიშნული ფონდიდან ტრანსფერის განაწილება უნდა ემყარებოდეს სამართლიანობის პრინციპს, მოთხოვნილებასა და შესაძლებლობას შორის ბალანსირებას.

მიზნობრივი (სპეციალური) ტრანსფერების გამოყენების პრაქტიკა საჭიროებს შესაბამისი რეფორმების გატარებას. უნდა შეიქმნას ტრანსფერების მიმართულების ხარისხობრივად ახალი სისტემა, რომელსაც ექნება მყარი სამართლებრივი ბაზა და კონტროლის ეფექტური მექანიზმები. დასმულ ამოცამებს ვეღარ პასუხობს ურთიერთანგარიშსწორებისა და ბიუჯეტური დოტაციების დღეს მოქმედი მოუქნელი და არაეფექტური სისტემა.შ.ეიძლება კარგი შედეგი მოგვცეს დეპრესიული რეგიონების მხარდაჭერის ისეთმა ბიუჯეტურმა მეთოდმაც, როგორიცაა სპეციალური ინვესტიციური ტრანსფერების ფონდი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური ბიუჯეტისა და მძლავრი რეგიონების ბიუჯეტების სახსრების ხარჯზე. აღნიშნული ფონდის შექმნა, ჩვენი აზრით, ჯერ ერთი, დონორ რეგიონებს დააინტერესებს გააკონტროლონ ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზანმიმართულება და ეფექტიანობა და, მეორეს მხრივ, ტრანსფერის მიმღებ რეგიონებს გაუძლიერებს პასუხისმგებლობას სახსრების ეფექტურად ხარჯვაში.

დადებითი შედეგი უნდა მოგვცეს საქართველოში განსაკუთრებული ბიუჯეტური რეჟიმების მეთოდმა, მითუმეტეს, ცენტრალური ბიუჯეტური რესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იგი ისეთ რეგიონებში, სადაც მკვეთრად გამოხატული ეროვნულ-ეთნიკური პრობლემები და მეურნეობრიობის არახელსაყრელი .პირობებია. თუმცა, ამ მეთოდის რეკომენდაციისას უნდა გავითვალისწინოთ ის ერთგვარი საშიშროება, რომელიც გამოიხატება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების გარკვეული რაოდენობით შემცირებაში და ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მხრიდან, ერთიანი ცენტრიდან რეგიონების მიმართ მარეგულირებელი ეკონომიკური ფუნქციების გატარების შევიწროებაში. აქ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დესტრუქციული ძალების გააქტიურების შედეგად შესაძლებელია წარმოიშვას ქვეყნის ერთიანობის განმტკიცების და გაძლიერების ხაზით გარკვეული პრობლემები. საჭიროა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების დეტალური შესწავლა, მათი შეწონასწორება და საბოლოო გადაწყვეტილებების ისე მიღება. რაც დესტრუქციული, სეპარატისტული ძალების მოქმედებამ საქართველოს მთლიანად და მის რეგიონებს ცალ-ცალკე დამანგრეველი შედეგები მოუტანა, არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მაღალი დადებითი შედეგები უნდა მოგვცეს ბიუჯეტური რეჟიმების განსაკუთრებულმა მეთოდმა დეპრესიული რეგიონების შიგნით, განსაკუთრებით „პრობლემური“, ზედეპრესიული ფართობით შედარებით პატარა, ლოკალიზებულ ტერიტორიებზე. ასეთი ტერიტორიები კი ბევრია საქართველოში. მაგალითად, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, სვანეთი, მთიანი აჭარა, მთიანი რაჭა და სხვა. თუ რა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია ასეთ პატარა, ლოკალიზებულ ტერიტორიებზე შექმნილი და რა შედეგები შეგვიძლია მივიღოთ ბიუჯეტური რეჯიმების განსაკუთრებული მეთოდების (მაგალითად, ექსტერიტორიალური სტატუსის მქონე თეზ-ის ან ამ სტატუსის არ მქონე სამეწარმეო ზონის ტიპის) გამოყენებით, თვალსაჩინოებისათვის მოვიტანოთ ზოგიერთი ინფორმაცია ხევსურეთის შესახებ.2

ხევსურეთი, ისე როგორც სხვა ადგილები, საქართველოს უნიკალური კუთხეა თავისი ტრადიციებით, ზნე-ჩვეულებებით, ეთნოგრაფიული ყოფით, რელიგიით, ფოლკლორით, მითოლოგიით და სამეურნეო საქმიანობით. აქ არსებულ ბუნებრივ კომპლექსებს გააჩნიათ განსაკუთრებული ეკოლოგიური, ისტორიულ-კულტურული და ესთეტიკური ფასეულებანი. სწორედ ძველი მემკვიდრეობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობებს მიეკუთვნებიან ხევსურეთში ჯერ კიდევ არსებული ძეგლები, რომლებიც ქართული ყოფითი კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენს და კავკასიონის ჩრდილო კალთაზე თავისი არსებობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმესაც ემსახურებიან.

დღეს ხევსურეთის ორივე მხარე (პირიქითა და პირაქეთა) მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მიწისძვრამ (განსაკუთრებით 1997 წლის მიწისძვრამ და სტიქიურმა უბედურებებმა) ბევრი სოფელი მიწასთან გაასწორა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიური მოვლენებით დაზარალებულ მხარეებს (სვანეთი, რაჭა) გარკვეული დახმარება გაეწიათ, ხევსურეთს არავინ მიხედა. მოსახლეობა აქედან ძალით ბარში გადაასახლეს (გარკვეული წლების წინ) და დარჩა გაუკაცრიელებული სოფლები. პირიქითა ხევსურეთი ცხრა სოფლისაგან შედგება (გიორგი წმინდა, შატილი, მუცო, ხონის-ჭალა, არდოტი, ანდაქი, არჭილი, ხახაბო, ლებაისკარი). აქედან ლებაის კარში უკვე მოსახლეობა აღარ არის. გიორგი წმინდაში მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, შატილში თხუთმეტი, მუცოში - ცხრა, ხონის-ჭალაში - შვიდი, არდოტში - ცამეტი, ანდაქში - ოთხი, არჭოლში - ხუთი, ხახაბოში - ათი. საკვირველია, ამ ხალხის მოთმინება და სიყვარული თავისი კუთხისადმი. მაგრამ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს და აი, უკვე ხახაბოდან 3 ოჯახი აპირებს აყრას. სხვა სოფლებიდანაც უკვე წავიდა რამდენიმე ოჯახი. აქ შვიდი თვე გზები იკეტება და სამყაროს მოწყვეტილები არიან, მოსახლეობა მესაქონლეობის მძიმე შრომითაა დაკავებული, მაგრამ საჭმლის სახსრებს თუ შოულობენ მცირედი რაოდენობით, სხვა ვერაფერ შემოსავალს ვერ ღებულობენ.

სულ რომ არ დაიცალოს საქართველოს მთიანი, განაპირა რეგიონები მოსახლეობისაგან დროზე უნდა იქნეს მიღებული რეალური ღონისძიებები საზღვარგარეთის ქვეყნებში უკვე აღიარებული, პრაქტიკით განმტკიცებული მეთოდების გათვალისწინებით. მათ შორის ამ რეგიონებისათვის განვითარების პერსპექტივას შეიცავს თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, რომლის შესახებაც დროულად უნდა იყოს მიღებული შესაბამისი კანონი. რეალურად უნდა ამოქმედდეს საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ (1999 წ. 8 ივნისი). უნდა მოხდეს მისი ფინანსური უზრუნველყოფა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს დეპრესიული რეგიონების აღორძინება ყველაზე მთავარ ეროვნულ საქმეს უტოლდება. დავიმოწმებთ დიდი ქართველი მოღვაწის, ა. ბაქრაძის ნაბრძანებს ამის შესახებ: იგი მიუთითებს, რომ პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს მოგვარებას არის სამხრეთ საქართველოს ნასოფლარების, ნასახლარების, ნადაბარების აღდგენა-აღორძინება“. ამჟამად არ არსებობს უფრო დიდი ეროვნული საქმე, ვიდრე სამხრეთ საქართველოს პრობლემის მოგვარება2.

ასევე ერთნაირად დიდ ეროვნულ საქმედ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის სხვა ჩამორჩენილი, დეპრესიული, მოსახლეობისაგან დაცლილი სოფლების, დაბების აღდგენა-აღორძინება.

სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით დღემდის გატარებული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ვერანაირად ვერ გადაწყვეტს აღნიშნულ პრობლემას. ამის ნათელი დადასტურებააა საქართველოს რეგიონებზე და სხვა ტერიტორიულ ერთეულებზე გადასაცემი ტრანსფერების დინამიკა 1998-2001 წლებში.

როგორც მონაცემები გვიჩვენებენ, საანალიზო პერიოდში ორი გამონაკლისის გარდა (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და ლაგოდეხის რაიონზე 1998 წელს გადაცემული ტრანსფერები) არც ერთ წელს არც ერთი საბიუჯეტო სუბიექტის მიხედვით არ შესრულებულა გამოყოფილი ტრანსფერის გეგმა. უფრო მეტიც, გეგმის შესრულების უკიდურესად დაბალი დონე (0%25-25%25) აღინიშნა: 1998 წელს: 7 საბიუჯეტო სუბიექტის მიხედვით, კერძოდ, ქ. თბილისში (11,0%25), ხაშურის (8,6%25) და ბორჯომის (16,4%25) რაიონებში; 1999 წელს - 3 საბიუჯეტო სუბიექტის მიხედვით. კერძოდ, ზესტაფონის (19,5%25) რაიონში, გარდაბნის რაიონში (19,4%25).

ტრანსფერის გეგმა 25,1%25-50,0%25-ის ფარგლებში არ შესრულებულა:

1998 წელს 19 საბიუჯეტო სუბიექტის მიხედვით. ესენია: გურჯაანის (40,0%25), სიღნაღის (37,4%25), ყვარელის (45,4%25) რაიონები, ქ. წყალტუბოს ზონა (50,0%25), სამტრედიის (34,7%25), საჩხერის (46,6%25) რაიონები, ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის ზონა (45,7%25), შიდა ქართლის რეგიონი მთლიანად (36,7%25), ქ. გორის (37,7%25), კასპის (50,0%25), ქარელის (43,7%25), დმანისის (42,3%25), თეთრი წყაროს (46,6%25), ახალციხის (45,3%25), დუშეთის (40,2%25), თიანეთის (41,2%25), მცხეთის (29,4%25), ამბროლაურის (39,9%25) რაიონები, 1999 წელს 10 სუბიექტის მიხედვით: საგარეჯოს (48,6%25), სამტრედიის (38,0%25), ხარაგაულის (33,0%25), ხაშურის (25,8%25) რაიონები, ქვემო ქართლის რეგიონი (45,0%25), გარდაბნის (33,0), თეთრი წყაროს (45,8%25), მარნეულის (40,0%25), წალკის (49,0%25), მცხეთის (31,0%25) რაიონები.

აღნიშნულის გარდა, ეს მონაცემები მიგვანიშნებენ, რომ:

ტრანსფერების მოცულობა წლების მიხედვით თუმცა იზრდება, მაგრამ უმნიშვნელოდ.

ტრანსფერების განაწილება რეგიონების მიხედვით, რეგიონების შიგნით რაიონების მიხედვით უთანაბროდ ხდება, არ ექვემდებარება რაიმე ობიექტურ კანონზომიერებას და მაშასადამე, მას საფუძვლად არ უდევს მეცნიერული მეთოდოლოგია; ტრანსფერების მოცულობა, რომელიც მოდის რეგიონში (რაიონში) მცხოვრებ მოსახლეობის ერთ სულზე ძალიან დაბალია და არავითარი ღირებული სოციალურ ეკონომიკური ამოცანის გადაწყვეტა არ შეუძლიათ, აქედანაც ერთელ კიდევ ნათლად ჩანს. რომ ტრანსფერების განაწილება მოკლებულია მეცნიერულ დასაბუთებას.

თუ რეგიონებს, კერძოდ კი დეპრესიულ რეგიონებს სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების თვალსაზრისით განვიხილავთ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების დაწესების დღეს არსებული პრაქტიკა: ნორმატივების ხშირი ცვლა, არაეფექტური (დაბალი) განაკვეთები, რეგიონების უმრავლესობის დატოვება ნორმატივების გარეშე, განსაკუთრებით იმ რეგიონების, რომლებიც თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის გამო უფრო მეტად საჭიროებენ შეღავათიანი გრძელვადიანი ნორმატივების დაწყებას და სხვა (იხ. ცხრილი 22).

დეპრესიული რეგიონების სანაციის ფინანსურ-ეკონომიკურ მექანიზმად უნდა ვაქციოთ ქვეყნის საინვესტიციო საქმიანობა, მათ შორის უცხოური ინვესტიციების, მოზიდვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფა. კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დაწესდეს დეპრესიული რეგიონების «სანაციის ფონდი», სადაც საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული პროცენტი იქნებოდა გადარიცხული.

ცხრილი 22

სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების დინამიკა 1997-2000 და 2000-2003 წწ.3

0x01 graphic

საინვესტიციო საქმიანობას უშუალოდ უკავშირდება, აგრეთვე, ქვეყნის საგარეო ვალების როგორც სანაციის წყაროდ გამოყენება. ქვეყნები ვისი ვალებიც გვაქვს აღებული და ძნელად ვისტუმრებთ, უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ვალის გადახდის ყველაზე რეალური შესაძლებლობა იქმნება საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. „სანაციის ფონდში“ 1%25-ის მოხვედრაც კი, მათი დეპრესიული რეგიონებისათვის გადაცემა მნიშვნელოვნად შეუქწობდა ხელს ამ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობას.

დეპრესიული რეგიონების სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების ძიებისას სახელმწიფო ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისაგან დაფინანსებასთან ერთად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფინანსური რესურსები, როგორიცაა კერძო კაპიტალი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1997 წელს კერძო საკუთრების სახსრები იქნა გამოყენებული საინვესტიციო საქმიანობაში 2303 ათასი ლარის მოცულობით. მათ შორის ქ. თბილისში - 418 ათასი ლარის, აჭარის ა/რ-ში - 1025 ათასი ლარის და კახეთის რეგიონში - 86 ათასი ლარის.

მართალია ეს სამუშაოები დეპრესიული რეგიონების სანაციის ეგიდით არ შესრულებულა, მაგრამ მოტანილი მონაცემებიდანაც ჩანს, რომ კერძო კაპიტალის გამოყენების თვალსაზრისით საქართველოში გარკვეული რეზერვები არსებობს. ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს მუშაობა. გაუმართებლად მიგვაჩნია დეპრესიული რეგიონების სანაციას მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ველოდეთ, მით უმეტეს, რომ მათი მოცულობა შეზღუდულია. უნდა ფართოდ ჩავაბათ ამ საქმეში კერძო კაპიტალი, უნდა აღვადგინოთ ქართული ქველმომედების საუკეთესო ტრადიციები და განვავითაროთ ისინი ახალი დროის მოთხოვნათა შესაბამისად. უნდა შევქმნათ ისეთი ფინანსურ-ეკონომიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი პირობები, რომელიც დღეს „ფარულ შემოსავლებად“ ან „ჩრდილოვან ეკონომიკად“ წოდებული შემოსავლების და საქმიანობის ლეგალიზაციას შეუწყობენ ხელს, მათ არსებობას ეკონომიკურ საფუძველს გამოაცლიან შევქმნათ დეპრესიული (ზედეპრესიული) რეგიონების სანაციის საზოგადოებები, ასოციაციები, ნებისმიერი სხვა ფორმის ადამიანთა გაერთიანებები, რომლებიც მოცემული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების წინასწარ შედგენილი პროგრამების (პროექტების) რეალიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას საკუთარი (ასოცირებული კერძო) კაპიტალით.

დეპრესიული რეგიონების სანაციის ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების სწორი შერჩევა, საკანონმდებლო საფუძველზე მათი პრაქტიკული რეალიზაცია ქვეყნის საერთო აღმავლობის და წინსვლის უზრუნველყოფის, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების, ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევის მძლავრი ფაქტორია.

__________________

1 Б. Лексин, А. Шевцов, Приоритеты региональной политики. Депрессивные территории и механизмы их санации. „РЭМ“. №1, 1995.

2 ბ. გოიაშვილი, გადავარჩინოთ შატილი და პირიქითა ხევსურეთი, გაზ. „შანსი“, 17-18 სექტემბერი 1997, №120

3 ა. ბაქრაძე, „ჩვენ ყველანი ჩვენს ქვეყანას ვეკუთვნით“, იხ. ა. ბაქრაძისადმი მიძღვნილი კრებული „და აღავლინე რჩეული ერისაგან ჩემისა“, „საქინფორმკინო“, თბ. 2002, გვ. 293-294.

4 წყარო: საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოხსენება «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ, თბ. 2000 წ. გვ. 165.

7 მეოთხე თავი საქართველოში საინვენსტაციო საქმიანიბის თანამედროვე მდგომარეობა და მისი დაჩქარების ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


7.1 4.1. საინვენსტიციო საქმანობის მდგომარეობა საქართველოში. ინვენსტიციურ დაბანდებათა წყაროები და ინვენსტიციების განაწილება ინვენსტორი ქვეყნებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


7.1.1 4.1.1. ინვენსტიციების როლი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა შესაფერი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ინესტიციური აქტივობა. ეს კი მიიღწევა სათანადო ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებით, ინვესტიციური რესურსების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის ზრდისა და მათი ეფექტიანი გამოყენების გზით.

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მატერიალური დოვლათისა და სოციალური სიკეთის მწარმოებელ დარგებში ინვესტიციური რესურსების დაბანდება, სხვა თანაბარ პირობებში ხელს უწყობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და მსოფლიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მის ცივილიზებულ ჩართვას.

თუ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, იაპონიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის ეტაპებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში უმაღლესი ინვესტიციური აქტიურობის პერიოდს შეესაბამება ეკონომიკის აღმავლობის ყველაზე მაღალი ტემპები. ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა XX საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მაღალ ინვესტიციურ აქტივობას ამ ქვეყნებში თან სდევდა ერთობლივი ეროვნული პროდუქციის ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები. მაგალითად: იაპონიაში 1966-1970 წწ. კაპიტალური დაბანდების გაორმაგების დროს ერთობლივი ეროვნული პროდუქტი წინა ხუთწლედთან შედარებით გაიზარდა 70%25-ით. ამავე წლებში აშშ-ში, გფრ-ში, საფრანგეთში ერთობლივი ეროვნული პროდუქტის ნამატმა შეადგინა 25-30%25.

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების პირობებში ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ შეძლო, უკვე 60-70-იან წლებში შეექმნა ისეთი მძლავრი საწარმოო პოტენციალი, რომელმაც უზრუნველყო შემდგომ პერიოდში მაღალი მატერიალურ- ტექნიკური საფუძველი, მყარი ეკონომიკური და სოციალური განვითარების, პოსტინდუსტრიული საზოგადოების ეკონომიკის ფორმირებისათვის და ეკონომიკური ზრდის ახალი ხარისხის მიღწევისათვის. ჩამოყალიბდა ისეთი პირობები, როცა შესაძლებელი იყო არა თუ საწარმოო დაგროვების ნორმის სტაბილურობა, არამედ მისი შემცირებაც, და, მაშასადამე, ფიზიკურად და მორალურად მოძველებული შრომის საშუალებების შეცვლა მუდმივად პროგრესირებადი ტექნიკის საფუძველზე. მაღალ ინვესტიციურ აქტივობასთან არის დაკავშირებული აგრეთვე, უკანასკნელი პერიოდის ცნობილი ეკონომიკური ფენომენის - აზიის „ახალი ინდუსტრიული ქვეყნების“ (სამხრეთ კორეის, ტაივანის, სინგაპურის, ჰონკონგისა და ტაილანდის) გამოჩენა. ამ ქვეყანებში შედარებით მოკლე ვადებში შეიქმნა სტაბილური ეკონომიკური სტრუქტურები, რომელთაც საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვთ და რომელთაც შეუძლიათ სწრაფად შეეგუონ მსოფლიო ბაზრის ცვალებად კონიუნქტურას.

ეკონომიკის ზრდასა და ინვესტიციურ აქტივობას შორის არსებული კანონზომიერება ყოფილ სსრკ-ში მკვეთრად გამოიხატა 1960-1970-იან წლებში. ამ პერიოდში კაპიტალდაბანდებების მოცულობის 1,4-ჯერ და მეტად ზრდის პირობებში ერთობლივი ეროვნული პროდუქტის საშუალო წლიურმა მატებამ შეადგინა საკმაოდ მაღალი ციფრი (7,6%25). შემდგომ პერიოდში სახალხო მეურნეობაში კაპიტალური დაბანდებების მოცულობის შემცირების კვალობაზე მცირდებოდა ასევე ერთობლივი პროდუქტის მატების ტემპებიც. ამ ტენდენციებმა საბოლოო ჯამში კანონზომიერად მიიყვანა ქვეყანა იქამდის, რომ საწარმოო პოტენციალი მოძველდა ფიზიკურად და მორალურად, გაიზარდა დაუმთავრებელი მშენებლობის მოცულობა, გაუარესდა სხვაეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მაჩვენებლები, რაც დღესაც მძიმე ტვირთად აწვება ყოფილ სსრკ-ში შემავალი, დღეს დამოუკიდებელი ქვეყნების ეკონომიკას.1

ანალოგიური კანონზომიერება შეინიშნება ამ ქვეყნებში თანამედროვე პირობებშიც. მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულაბა თანამეგობრობის ქვეყნებში 1991-1995 წწ. საშუალოდ მცირდებოდა 10%25-ით წელიწადში. ბელორუსიაში, ყირგიზეთსა და რუსეთში იგი შემცირდა 80-იანი წლების დასაწყისის, ტაჯიკეთში და უკრაინაში - 70-იანი წლიბის შუა ბერიოდის, სომხეთსა და ყაზახეთში - 70-იანი წლიბის დასაწყისის, მოლდავეთში - 60-იანი წლების დასასრულის, აზერბაიჯანში - 50-იანი წლიბის დასასრულის დონემდე. კაპიტალური დაბანდებები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, 1994 წლის თანამეგობრობის ქვეყნებში საშუალოდ შემცირდა 23%25-ით, 1995 წელს - 15%25-ით. კაპიტალდაბანდებების საერთო დონემ საშუალოდ შეადგინა 32%25, 1990 წ. დონესთან შედარებით, განსაკუთრებით შემცირდა საწარმოო კაპიტალური დაბანდებები. მათი ხვედრითი წილი ინვენსტიციების საერთო მოცულობაში შემცირდა 67%25-იდან 1991 წელს, 57%25-მდე 1994 წელს. 1995 წლის იანვარსექტემბერში დაბანდებები საწარმოო მშენებლობაში მთლიანად თანამეგობრობის ქვეყანებში შეადგენდა 58%252-ს.

ეკონომიკური რეფორმების დაწყების წინა პერიოდში ეკონომიკურ ზრდასა და კაპიტალდაბანდებებს შორის კავშირი საქართველოში ხასიათდებოდა შემდეგნაირად:

წინა წელთან შედარებით ეროვნული საზოგადოებრივი პროდუქტის ზრდამ (%25-ით) შეადგინა 1985 წ. - 104,8; 1986 წ. - 100,7; 1987 წ. - 101,3; 1988 წ. - 103,7; 1989 წ. - 97,9; 1990 წ. - 96,3. კაპიტალდაბანდებების ზრდამ: 1985 წ. - 106,9; 1986 წ. - 98,3; 1987 წ. - 107,5; 1988 წ. - 101,0; 1989 წ. - 98,8; 1990 წ. - 70,4.3

1991-1993 წწ. წმინდა მატერიალური პროდუქტის წარმოება 1990 წელთან შედარებით იყო (%25): 1991წ. - 79,4; 1992წ. - 45,5%25; 1993წ. - 27,7. მათ შორის მშენებლობის პროდუქციის მოცულობა: 64,1; 41,6; 3,1 შესაბამისად.4

დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობა ჩამოყალიბდა საქართველოში 1996-2001 წლებში (იხ.ცხრილი 23).

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს უცხოური ინვესტიციების უდიდესი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

2001 წლის მდგომარეობით დასავლეთის მრეწველურად განვითარებული ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ გატანილი პირდაპირი ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ამავე სახელმწიფოების მიერ თავიანთ ქვეყნებში შემოტანილმა საზღვარგარეთის პირდაპირმა ინვესტიციებმა შეადგინა 4 ტრილიონ დოლარზე მეტი.5

ცხრილი 23

მთლიანი შიდა პროდუქტის და ძირითად კაპიტალში
განხორციელებული ინვენსტიციების ზრდის ტემპები
საქართველოში 1996-2001 წწ.(%25)

წლები

მაჩვენებლები

1996

1997

1998

1999

2000

2001

მშპ-ის ზრდის
ტემპები:
წინა წელთან2
შედარებით

111,2

110,6

102,9

103,0

102,0

104,5

1996 წელთან3
შედარებით

-

110,6

113,8

117,1

119,4

124,8

ინვესტიციები
ძირითად
კაპიტალში
წინა წელთან
შედარებით4

133,8

156,5

192,5

71,1

95,9

94,55

1996 წელთან
შედარებით

-

156,5

301,2

214,1

205,3

194,0

უნდა ვივარაუდოთ, რომ კაპიტალის გადადინების აღნიშნული ტენდეცია მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, ვინაიდან პირდაპირი ინვესტიციების როლი გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში სისტემატიურად იზრდება, ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ისინი ცალკე პრიორიტეტულ კატეგორიად გამოიყოფა. სწორედ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ითამაშეს ეკონომიკური კავშირების მთავარი ელემენტის როლი დასავლეთის სახელმწიფოთა განვითარების სხვადსხვა პერიოდში, ხელს უწყობდნენ რა ეკონომიკის აღდგენას, სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალის ზრდას, მეურნეობის სტრუქტურულ გარდაქმნას.

ინვესტიციურ აქტივობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი ნათლად არის ასახული ჯ.მ. ქეინზის (1983-1946) თეორიულ მემკვიდრეობაში, კერძოდ, მის შრომაში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936). ქეინზიანური თეორია, უწინარეს ყოვლისა, ეფექტური მოთხოვნის თეორიაა, რომლის მთავარი არსი ისაა, რომ ერთობლივი მოთხოვნის აქტივიზაციისა და სტიმულირების მეშვეობით ზემოქმედება მოვახდინოთ საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და მოწოდებაზე, რაშიც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ინვესტიციებმა. რაც უფრო მაღალი იქნება ინვესტიციების მომგებიანობა, მათგან მოსალოდნელი შემოსავალი და მათი მოცულობა, ჯ.ქეიზენის დასკვნით, მით უფრო მეტი და მაღალი იქნება წარმოების მასშტაბები და ტემპები. ინვესტიციების ზრდა მოწოდებულია სტიმული მისცეს მოთხოვნას, ხოლო გადახდისუნარიანი მოთხოვნა მიგვიყვანს დასაქმების ამაღლებასთან და ეროვნული შემოსავლის ზრდასთან. ინვესტიციურ აქტივობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი ცალმხრივად არ უნდა წარმოვიდგინოთ, აქ საქმე გვაქვს ამ ორ მაკროეკონომიკურ მოვლენას შორის ურთიერთგანპირობებულობასთან. ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ინვესტიციურ აქტივობასთან, ხოლო ეკონომიკური ზრდა, თავის მხრივ, განაპირობებს ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებს განახორციელოს აქტიური ინვესტიციური პროცესი განვითარების ყოველ კონკრეტულ ეტაპზე. სხვა სიტყვებით: რაც უფრო მაღალია მთლიანი ეროვნული შემოსავლის მატების ტემპები, მით უფრო მეტი შესაძლებლობები იქმნება ინვესტიციური რესურსების გაფართოების კვლავწარმოებისა და, ამის საფუძველზე, რაციონალური ინვესტიციური პოლიტიკის ფორმირებისათვის. დამატებით ავღნიშნავთ, რომ ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციურ აქტივობას შორის ურთიერთგანპირობებულობა გამომდინარეობს კაპიტალის დაგროვების საყოველთაო კანონიდან. ანუ, რაც უფრო დიდია დაგროვების მოცულობა და პირიქით. ქმნის რა წარმოებაში დამატებითი სამუშაო ძალისა და დამატებითი წარმოების საშუალებების მოზიდვის შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გაფართოებული კვლავწარმოების მაღალ ტემპებს და, მაშასადამე, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

ქვემოთ განვიხილოთ საინვენსტიციო საქმიანობის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საინვესტიციო საქმიანობის თაობაზე გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე.

___________________

1 Пяткин А Иностранные инвестиций-резерв экономического роста. Ж. Росииский экономический журнал (შემდგომში „РЭЖ“), №4, 1992 წ.

2 Комаров, Инвестиционное сотрудничество стран СНГ, Ж. „Экономист“, №7, 1996. გვ. 104-105

3 მესხია ი., მურჯიკნელი მ. ეკონომიკური რეფორმა საქართველოში, თბ. 1976, გვ.9

4 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ ი. მესხიას და მ.მურჯიკნელის დასახელებული შრომის საფუზველზე, გვ.55

5 З.В. Комаров, Инвестиции в СНГ, ж. „Экономист“, №11, 2002, გვ. 86.

6 საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (სსსდ), საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2001 წელს, თბ. 2002, გვ.3

7 სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2000 წელს, თბ.2001, გვ.3

8 გაანგარიშებულია ჩვენს მიერ. წყარო: სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2000 წელს, თბ.2001, გვ.18

9 გაანგარისებულია ჩვენს მიერ. წყარო: სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2001 წელს, თბ. 2002, გვ.17

7.1.2 4.1.2. საინვესტიციო საქმიანობის ზოგადი დახასიათება საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


როგორც შესავალში ავღნიშნეთ, საინვესტიციო საქმიანობის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად ჩამორჩება დსთ-ს ქვეყნების დონეს. ეკონომიკური რეფორმების განვლილ პერიოდში ჩვენთან ინვესტიციური პროცესები, ინვესტიციური აქტივობა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირება დღემდე ერთ-ერთ მტკივნეულ სფეროდ და ეკონომიკური უსაფრთხოების გზაზე თითქმის გადაულახავ ბარიერად რჩება.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ, როგორც საქართველოს სტატისკის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში სსსდ) მონაცემები მეტყველებენ, საანალიზო პერიოდში გარკვეული დადებითი ძვრები მოხდა საინვენსტიციო საქმიანობის სფეროში. კერძოდ, 1995-2001 წწ. მარტო ძირითად კაპიტალში ინვესტიციების საერთო მოცულობამ დაფინანსების ყველა წყაროს მიხედვით 2117,8 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის უცხოური ინვესტიციების წილად მოდის 1126,2 მლნ. ლარი, ანუ 53,1%25 ინვესტიციების დინამიკა წლების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 24).

როგორც ცხრილიდან ჩანს, ინვესტიციების ზრდის დინამიკა ორ ეტაპად იყოფა:

პირველი 1995-1998 წლებს მოიცავს, როდესაც ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით მაღალია: 1995 წელთან შედარებით 1996 წელს იგი შეადგენს 133,9%25, 1997 წ. - 209, 4%25, 1998 წ. - 403,1%25. რაც შეეხება მეორე ეტაპს (1999-2001 წწ.) ამ პერიოდში ინვესტიციების ზრდას უკვე ისეთი ტემპები აღარა აქვს, როგორც პირველ ეტაპზე. მაგრამ 1995 წელთან შედარებით იგი მაინც შესამჩნევია: 1999 წ. - 286,6%25, 2000 წ. - 274,8%25, 2001 წ. - 259,7%25. თუმცა 1998 წელს განხორციელებული შედარებით მაღალი ინვესტიციების ფონზე შემდგომ წლებში ინვესტიციების საერთო მოცულობა მცირდება. როგორც მოტანილი ცხრილიდან ჩანს, ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 1999 წ. - 42,1%25 200 წ. - 70,4%25, 2001 წ. - 107,6.

ცხრილი 24

ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების
მოცულობა და მათი დინამიკა საქართველოში დაფინანსების ყველა წყაროს ხარჯზე
(1995-2001 წწ.)

0x01 graphic

როდესაც ინვესტიციების დინამიკაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესადარი ბაზა (1995 წ.) შესამჩნებად დაბალია - 127 მლნ. ლარი.

ანალოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროშიც. მათი ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო მოცულობაში საშუალოდ საანალიზო პერიოდში შეადგენს 53,2%25, 1995 წელს იგი უდრიდა - 33,9%25-ს, 1996 წ. - 50,6%25-ს, 1997 წ. - 67,7%25-ს და 1998 წ. - 78,3%25-ს. ამის შემდეგ მართალია უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მცირდება: (1999 წ. - 46,4%25, 2000 წ. - 34,1%25, 2001 წ. - 38,9%25), მაგრამ 1995 წელს დაფიქსირებულ დონეზე (33,9%25) დაბლა არც ერთ წელს არ ჩამოსულა. უცხოური ინვესტიციების ზრდამ 1995 წელთან შედარებით შეადგინა: 1996 წ. - 200,0%25, 1997 წ. - 418,6%25, 1998 წ. - 932,6%25, 1999 წ. - 393,0%25, 2000 წ. - 276,7%25 და 2001 წ. - 297,7%25.

საინვესტიციო საქმიანობის სფეროში გარკვეულ პოზიტიურ შედეგებზე მოგვანიშნებს აგრეთვე ინვესტიციების საერთო მოცულობის თანაფარდობა მშპ-ის მიმართ (იხ. ცხრილი 25).

როგორც ცხრილიდან ჩანს, მშპ-თან ძირითად კაპიტალში ინვესტიციების თანაფარდობის ტენდენცია თითქმის ემთხვევა ინვესტიციების საერთო მოცულობის ზრდის დინამიკას და ესეც ორ ეტაპად არის წარმოდგენილი: 1995-1998წწ. და 1999-2000წწ. აღნიშნული მაჩვენებლებიც 1995 წლიდან თანდათანობით იზრდება და 1998 წელს შეადგინა 2,95-ჯერ მეტი 1995 წელთან სედარებით. შემდგომ წლებში იგი კლებას იწყებს და 1998 წლის მიმართ შეადგინა: 1999 წელს - 63,2%25. 2000 წელს 56,5%25 და 2001 წელს - 49,9%25. მთლიანობაში 1995-2001 წწ. მშპ-ის მიმართ ინვესტიციების მოცულობამ ძირითად კაპიტალში შეადგინა 5,99%25.

იმავე ცხრილის მონაცემებით უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-თან 1995 წლიდან 1998 წლამდე იზრდება. კერძოდ, 1995 წელთან შედარებით იგი მეტი იყო: 1996 წელს 1,08 პროცენტული პუნქტით, 1997 წელს - 2,72 პროცენტული პუნქტით და 1998 წელს - 6,79 პროცენტული პუნქტით. 1998 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელიც კლებას იწყებს და 1998 წელთან შედარებით 1999 წელს 4,97 პროცენტული პუნქტით ნაკლები შეადგინა, 2000 წელს - 5,96 პროცენტული პუნქტით ნაკლები, 2001 წელს - 5,98 პროცენტული პუნქტით ნაკლები. მთლიანობაში1995-2001 წწ. უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-თან უდრიდა - 3,18%25-ს.

შედარებისათვის: მსოფლიო ბანკის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში 1990-იან წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-თან დაახლოებით შეადგინა 2,7%25. დსთ-ს ქვეყნებიდან ამ დონეს უტოლდებოდნენ უკრაინა, უზბეკეთი, ბელორუსია და ტაჯიკეთი; აღნიშნულ დონეს აჭარბებდნენ: თურქმენეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი.1

უნდა შევნიშნოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-თან მსოფლიო პრაქტიკაში აღიარებულია, როგორც მოცემული ქვეყნის ინვესტიციური მიმზიდველობის ხარისხის მაჩვენებელი.

საინვესტიციო საქმიანობის სფეროში ჩამოყალიბებული ზოგადი ტენდეციების უკეთ წარმოდგენის მიზნით განვიხილოთ 1996-2000 წლებში განხორციელებული სამუშაოები ცალკეული მიმართულებების მიხედვით: ძირითადი ფონდების ამოქმედება; ინვესტიციები ძირითად კაპიტალში; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

ცხრილი 25.

ძირითად კაპიტალში ინვესტიციების საერთო მოცულობა
მშპ-ის მიმართ საქართველოში 1995-2001 წწ. (%25)*

0x01 graphic

____________________

* გაანგარიშებულია ჩვენს მიერ წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2000 წელს, თბ., 2001, გვ.18; სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2001 წელს, თბ. 2002, გვ.17, გვ.2; 3. სსსდ, საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, 2001, თბ.2002, გვ.26-27.

ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით საანალიზო პერიოდში გაწეულია 860703,0 ათასი ლარის ინვესტიცია. ცალკეული წლების მიხედვით მისი მოცულობა შემდეგ ცვლილებებს განიცდიდა: 1996 წელთან შედარებით მან შეადგინა: 1997 წელს - 100,8%25, 1998 წ. - 98,6%25, 1999 წ. - 769,2%25, 2000 წ. - 365,0%25.

წინა წლებთან მიმართებაში ცვლილებამ შემდეგი სახე მიიღო: 1997 წელს - 100,8; 1998 წ. - 97,8%25; 1999 წ. - 780,2%25; 2000 წ. - 47,4%25 (იხ. ცხრილი №26).

როგორც ცხრილიდან ჩანს, ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს არათანაბარი ხასიათი ჰქონდა. თუ 1996-1997 წწ. აღმავალი ხაზით მიედინება, აღნიშნული სამუშაოები 1998 წელს დაბლა ეცემა, შემდეგ - 1999 წელს ისევ მკვეთრად იზრდება და 1996 წელთან შედარებით - 769,2%25-ს აღწევს, ხოლო წინა წელთან შედარებით - 780,2%25. 2000 წელი ძირითადი ფონდების ამოქმედებაში კვლავ დაცემის წილად უნდა შევაფასოთ.

ცხრილი 26

საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები საქართველოში
(1996-2000 წლებში)*

0x01 graphic

________________

* გაანგარიშებულია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67. 2. იგივე, 1997 წელს, თბ. 1997 გვ. 58-59; 3. იგივე, 1998 წელს, თბ.1998 გვ 78-79; 4. იგივე; 1999 წელს, თბ. 2000, გვ. 63-64; 5. იგივე, 2000 წელს, თბ. 2001 გვ. 56-57, იგივე 2001 წელს, თბ. 2002. გვ.17

მართალია ამ წელს 1996 წელთან შედარებით ზრდამ 365%25-ს მიაღწია, მაგრამ სამაგიეროდ წინა წელთან შედარებით 2,1-ჯერ შემცირდა (732,8 პროცენტული პუნქტით) და 47,4%25 შეადგინა.

საპირისპირო სურათი გვაქვს ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიმართულებით. მათმა მოცულობამ 1996-2000 წწ. შეადგინა 1179439 ათასი ლარი და აღინიშნებოდა ზრდის შემდეგი ტენდენციით: 1996 წელთან შედარებით ზრდამ შეადგინა: 1997 წ. - 224,5%25, 1998 წ. - 572,6%25, 1999 წ. - 318,5%25, 2000 წ. - 370,9%25, ხოლო წინა წელთან შედარებით: 1997 წ. - 224,5%25, 1998 წ. - 255,2%25, 1999 წ. - ინვესტიციების მოცულობა ეცემა 55,6%25-მდე, 2000 წ. - კვლავ იზრდება და შეადგინა 116,5%25.

ძირათად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების ზრდის აღნიშნულ ფონზე 1998 წლის შემდეგ მაიც გამოკვეთილი სახე აქვს გარკვეულ შემცირებას. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საინვესტიციო საქმიანობის სფეროში 1998 წელს აღინიშნა ინვესტიციების შემოსვლის არნახული პირობები საქართველოში. იგი დაკავშირებულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობასთან. ასეთი პროექტები საეტაპო მნიშვნელობას იძენენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რამაც შემდგომ წლებში გაგრძელება ვერ ჰპოვა სხვა პროექტების სახით. ამიტომაა, რომ ძირითად კაპიტალში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 1999 წელს 1998 წელთან შედარებით შეადგინა 55,6%25, ხოლო 2000 წელს - 64,8%25.1

ძირითად კაპიტალში ინვესტიციების საშუალო წლიურმა მოცულობამ შეადგინა 235887,8 ათასი ლარი. საშუალო წლიური სიდიდისაგან გადახრა უდრიდა:უარყოფითი ნიშნით 1996 წ. და 1997 წ. 161538 ათასი ლარი და 71063,8 ათასი ლარი შესაბამისად, ხოლო დადებითი ნიშნით 1998 წ., 1999 წ. და 2000 წ. - 189816,6 ათასი ლარით, 899,2 ათასი ლარით, 39876,2 ათასი ლარით შესაბამისად.

თითქმის ანალოგიური სურათია სამშენებლო-სამონტაჟო სა-მუშაოების მიმართულებით, რომელთა საერთო მოცულობამ 1996-2000 წწ. შეადგინა 654549 ათასი ლარი. 1996 წელთან შედარებით სამუშაოების მოცულობა უდრიდა: 1997 წ. - 169,1%25 1998 წ. - 596,7%25, 1999 წ. - 329,2%25, 2000 წ. - 209,7%25, ხოლო წინა წელთან შედარებით: 1997 წ. - 169,1%25, 1998 წ. - 352, 9%25, 1999 წ. - 55,2%25, 2000 წ. - 63,7%25.

საშუალოდ ყოველწლიურად ხორციელდება 130909 ათასი ლარის სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები. საშუალო სიდიდიდან გადახრამ შეადგინა: უარყოფითი ნიშნით: 1996 წელს, 1997 წელს და 2000წელს, შესაბიმასად: 84313 ათასი ლარი, გადახრა დადებითი ნიშნით აღინიშნა: 1998 წელს და 1999 წელს, შესაბამისად: 147115 ათასი ლარი და 22504 ათასი ლარი.

ეკონომიკური თეორიასა და პრაქტიკაში აღიარებულია, რომ საინვესტიციო საქმიანობის მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებლებში გამოსახვა და მისი ანალიზი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადეკვატური დასკვნები გაკეთდეს ქვეყნის საინვესტიციო საქმიანობის შესაფასებლად. ამისათვის უფრო ობიექტურ მაჩვენებლად მიჩნეულია მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებული ინვესტიციები. ამ მაჩვენებელს „ინვესტიციების ხვედრით დონესაც“ უწოდებენ და წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში.2

აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოვიტანოთ ჩინეთის და უნგრეთის მაგალითები. XX საუკუნის 90-იან წლებში ჩინეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 250 მლრდ. დოლარი. მაშასადამე, 1 მლრდ. მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში 1 ადამიანზე მოდიოდა დაახლოებით 250 დოლარი, ანუ წელიწადში 25 დოლარი; უნგრეთში იმავე პერიოდში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 15 მლრდ. დოლარი, ანუ 150 დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე (10 მლნ. მოსახლეობა) წელიწადში.3

მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული ინვესტიციები საუკეთესო საშუალებაა საინვესტიციო საქმიანობის შესაფასებლად არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც (საერთაშორისო შედარებებისათვის). როგორი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? (იხ. ცხრილი 27). წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ მონაცემები აღებული გვაქვს სსსდ 2001 წლის წელიწდეულის მიხედვით. წლების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა აფხაზეთის ა/რ-ის, ქ. ცხინვალის და ჯავის რაიონის მოსახლეობის გამოკლებით შეადგენდა: 1996 წელს - 4850,2 ათასი,

ცხრილი 27.

საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები საქართველოში
1996-2000 წლებში (მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით)*
1996-1998 წლები

0x01 graphic

ცხრილი 27 (გაგრძელება)

1999-2000 წლები

0x01 graphic

_________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. მოსახლეობის შესახებ: სსსდ, საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2001, თბ. 20002, გვ. 33 (აფხეზეთის არის, ქ. ცხინვალის და ჯავის რაიონის მოსახლეობის გამოკლებით): 2. სავალუტო კურსის შესახებ: იქვე, გვ. 251-252.

იმავე წყაროს მონაცემებით (გვ. 251-252) ლარის კურსი აშშ-ის დოლარის მიმართ მოცემული წლის პერიოდის ბოლოსათვის შეადგენდა: 1996 წ. - 1,2740, 1997 წ. - 1,304; 1998 წ. - 1,790; 1999 წ. - 1,930, 2000 წ. - 1,975.

როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, 1996-2000 წწ. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებულმა ინვესტიციებმა სულ შეადგინა: ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით - 180,45 ლარი (109,06 დოლარი); ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები - 247,28 ლარი (149,45 დოლარი); სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით - 137,23 ლარი (76,89 დოლარი); ამავე მაჩვენებელმა საშუალოდ წლიურად შეადგინა: 36,09 ლარი (21,81 დოლარი); 49,46 ლარი (29,89 დოლარი); 27,45 ლარი (16,60 დოლარი) შესაბამისად. საშუალო წლიურ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა: ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით 1996- 1998 წლების მონაცემები; ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიმართულებით - 1996-1997 წლების მონაცემები და მათ თითქმის უტოლდება 1999 წლის მონაცემები; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით - 1996 წ., 1997 წ. და 2000 წ. მონაცემები.

საშუალო წლიურ მაჩვენებელს აჭარბებენ: ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით: 1999 წელს - 1,77-ჯერ, 2000 წელს - 1,32-ჯერ; ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიმართულებით: 1999 წელს - 2,74-ჯერ; 2000 წელს - 1,21-ჯერ; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით: 1998 წელს - 2,08- ჯერ, 1999 წელს - 1,20-ჯერ.

როგორც ანალიზიდან ჩანს, არც აბსოლუტური და არც შეფარდებითი მაჩვენებლებით საინვესტიციო საქმიანობა საქართველოში არ აკმაყოფილებს ეკონომიკური ტრანსფორმაციის გზაზე მდგომი ქვეყნის მოთხოვნებს. აღნიშნული დასკვნის მართებულება უფრო მეტად გამოვლინდება, თუ საქართველოს მონაცენებს შევადარებთ დსთ-ს ქვეყნების მონაცემებს.

2001 წელს დსთ-ს ქვეყნებში (საქართველოს, თურქმენეთისა და უზბეკეთის გარდა) განხორციელებული ინვესტიციების აბსოლუტურმა მოცულობამ ძირითად კაპიტალში შეადგინა 69,0 მლრდ. დოლარი.1

მიჩნეულია, რომ ინვესტიციების ეს მოცულობა სრულიადაც არ არის საკმარისი ეკონომიკის დინამიური განვითარებისათვის. ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიური დაბანდებები უნდა შეადგენდეს დაახლოებით 90 მლრდ. დოლარს, ანუ 130.43%25-ით მეტს. თუ ამ მაჩვენებელს საქართველოსათვისაც საფუძვლად ავიღებთ, მაშინ 2001 წელს ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების 329,8 მლნ. ლარის2 ნაცვლად უნდა გვქონდეს 420 მლნ. ლარი ყოველწლიურად. შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ციფრი მხოლოდ 0,5 მლნ. ლარით აჭარბებს 1998 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს, რაც ჩვენი აზრით სრულიად რეალურია. თუ საბაზისოდ 1998 წლის მონაცემებს ავიღებთ (425704 ათასი ლარი), მაშინ ყოველწლიურმა ინვესტიციებმა უნდა შეადგინოს 555245,7 ათასი ლარი. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით იქნება - 113,97 ლარი (4871,7 მლნ. კაცი), ანუ 63,67 დოლარი (სავალუტო კურსი 1:1,790).

ცნობისათვის: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2001-2005 წლების ინდიკატური გეგმის შესაბამისად ინვესტიციები ძირითად კაპიტალშიდაფინენსების ყველა წყაროს მოხედვით (პროგნოზი) შეადგენს (მლნ. ლარი): 2001 წ. - 414-420; 2002 წ. - 496-510; 2003 წ. - 595-626; 2004 წ. - 700-755; 2005 წ. - 820-910.3

რა მდგომარეობა გვაქვს ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ მოსახლეობის ერთ სულზე დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში 2001 წელს ძირითად კაპიტალში განხორციელებული იქნა 329,8 მლნ. ლარი. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ეს მაჩვენებელი (4604,2 მლნ.კაცი) შეადგენს 71,63 ლარს, ანუ 34,77 დოლარს (სსსდ მონაცემები სავალუტო კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,0600). ამავე პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა: რუსეთში 379 დოლარს, ყაზახეთში - 356,5 დოლარს, ბელორუსიაში - 208,3 დოლარს, უზბეკეთში - 176,5 დოლარს, აზერბაიჯანში - 149,6 დოლარს, უკრაინაში 101,4 დოლარს, სომხეთში - 50,6 დოლარს, ყირგიზეთში - 41,3 დოლარს, მოლდოვაში - 34,7 დოლარს და ტაჯიკეთში - 10,4 დოლარს.4

მოსახლეობის ერთ სულზე ინვესტიციები ძირითად კაპიალში 1998 წლის მონაცემებით შეადგენდა (აშშ-ის დოლარებში): ლიტვაში - 249, ლატვიაში - 145,1, ესტონეთში - 396,3.5

როგორც ვხედავთ, საქართველო ამ მაჩვენებელით მხოლოდ მოლდოვას და ტაჯიკეთს უსწრებს. მოსახლეობის ერთ სულზე ინვესტიციებით. დანარჩენ ჩამოთვლილ ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით ყველგან მაღალია, კეროდ: რუსეთში - 10,9-ჯერ, ყაზახეთში - 10,3-ჯერ, ბელორუსიაში - 6,0-ჯერ, უზბეკეთში - 5,1-ჯერ, აზერბაიჯანში - 4,3-ჯერ, უკრანაში - 2,9-ჯერ, სომხეთში - 1,5-ჯერ, ყირგიზეთში - 1,2-ჯერ, ლატვიაში - 4,17-ჯერ, ლიტვაში - 7,16-ჯერ, ესტონეთში - 11,40-ჯერ.

__________________

1 В. Комаров, Инвестиции в СНГ, ж. „Экономист“, №11, 2002, გვ. 89.

2 2002 წლის ნოემბერში დამტკიცებული იქნა ახალი პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სახით, რომლის მშენებლობა ნავარაუდევია დაიწყოს 2003 წლის 1 კვარტალში. ამ პროექტს თავისი ღირებულებისა და მნიშვნელობის გამო საუკუნის პროექტს უწოდებენ; პარალელურად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შაჰდენიზ-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტის მოსამზადებლად. ორივე პროექტის განხორციელება დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს საქართველოს, რაც ცალკე კვლევის საგანია.

3 Е.Бермштам, Сравнителный анализ инвестиционых преимушеств федеральных округов, ж. „Экономист“, №10, 2002, გვ. 55

4 Е.Бермштам, Сравнителный анализ инвестиционых преимушеств федеральных округов, ж. „Экономист“,

№11, 2002, გვ. 88

5 В. Комаров, Инвестиции в СНГ, J. „Экономист“, №11, 2002, გვ. 83.

6 სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2001 წელს, თბ. 2002, გვ. 17

7 საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2001-2005 წლების ინდიკატური გეგმა, თბ. 2001, გვ.210

8 ვ კომაროვის დასახელებული სტატია, გვ.33

9 ინტერნეტ ვებ-გვერდი

7.1.3 4.1.3. ინვესტიციურ დაბანდებათა ფინანსური წყაროები, მათი განაწილება ინვესტორი ქვეყნებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


საანალიზო პერიოდში ინვესტიციურ დაბანდებათა ფინანსურ წყაროებად გამოყენებული იყო სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტის, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, საწარმოთა ფონდების, კერძო საკუთრებისა და უცხოური ინვესტიციების სახსრები.

როგორ გამოიყენებოდა აღნიშნული წყაროები და რა მასშტაბები ჰქონდათ მათ საინვესტიციო საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით?

ძირითადი ფონდების ამოქმედებაზე გაწეული დაბანდებები დაფინანსების წყაროების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 28).

ცხრილი 28

ძირითადი ფონდების ამოქმედება საქართველოში
დაფინანსების წყაროების მიხედვით
(1996-2000 წწ.) ათასი ლარი/%25*

0x01 graphic

________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67. 2. იგივე, 1997 წელს, თბ. 1997. გვ. 58-59; 3. იგივე, 1999 წელს, თბ. 1998 გვ. 78-79; 4. იგივე, 1999 წელს, თბ. 2000, გვ. 63-64; 5. იგივე, 2000 წელს, თბ. 2001, გვ. 56-57.

როგორც ცხრილის მონაცემები გვიჩვენებენ, ინვესტიციების საერთო ჯამში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა უცხოური ინვესტიციების და საწარმოთა ფონდების სახსრები - 86,5%25 (64,5%25 და 22,0%25) შემდეგ მოდის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების (8,4%25) და ცენტრალური ბიუჯეტების (4,0%25) სახსრები. ძალიან უმნიშვნელო წილით არის წარმოდგენილი კერძო საკუთრების სახსრები (0,1%25).

აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე, როდესაც სახსრების სიმწირის გამო არც ცენტრალურ ბიუჯეტს და არც ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს არ ძალუძთ დიდი

მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და, მაშასადამე აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ცენტრალური ბიუჯეტის წილი ძირითადი ფონდების ამოქმედებაში საშუალოდ შეადგენს 4,0%25, საანალიზო პერიოდში მხოლოდ ორ წელს (1998 და 2000 წწ.) დაფიქსირდა საშუალო დონეზე მაღალი მაჩვენებელი (7,6%25 და 9,8%25 შესაბამისად). დანარჩენ წლებში მისი დონე უკიდურესად მინიმალურია: 1997 წ. - 0,1%25, 1999 წ. - 1,4%25 და 1996 წ. - 2,8%25.

ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ხვედრითი წილი 1996 წლის შემდეგ (30,4%25) თანდათან კლებულობს და 1999 წელს იგი 3,8%25-მდე ეცემა, საშუალოდ კი 9,4%25-ს ვერ სცილდება. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარება სულ უფრო დაბალ დონეზე დადის და მათ გაფართოებული კვლავწარმოების ნაკლები შესაძლებლობები გააჩნიათ. აქ ერთ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სუსტი (უმნიშვნელო) მონაწილეობა ძირითადი ფონდების ამოქმედებაში კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ საფრთხეს შეიცავს, რის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ძირითადი ფონდების ამოქმედების მთავარ ფინანსურ წყაროდ საქართველოში გვევლინებოდა საწარმოთა საკუთარი სახსრები და უცხოური ინვესტიციები. თუმცა მათი წილი აქაც წლების მიხედვით უთანაბროდ არის წარმოდგენილი. საწარმოთა ფონდების სახსრების ხვედრითი წილი 1996 წელს შეადგენდა 35,2%25, 1997 წ. - 33,7%25. 1998 წელს მან მაქსიმალურ დონეს მიაღწია (65,5%25). შემდეგ მკვეთრად ეცემა (1999 წ. - 7,6%25) და ბოლო 2000 წელს თითქმის უთანაბრდება წინა წლების დონეებს (33,7%25), როცა საშუალოდ 22%25 შეადგენდა.

უცხოური ინვესტიციებისათვის ყველაზე არასახარბიელო იყო 1998 წელი, როდესაც 31,6%25-დან მათი წილი 1996 წელს 51,4%25-მდე ავიდა 1997 წელს და 7,9%25-მდე დაეცა 1998 წელს. ამ მხრივ ყვალაზე წარმატებული იყო 1999 წელი. ამ დროს მათმა ხვედრითმა წილმა საერთო ჯამში 87,2%25 შეადგინა. 2000 წელს უცხოური ინვესტიციების წილი 1996 წელთან შედარებით 13,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მაგრამ საშუალო დონეზე დაბალი მაინც დარჩა (19,7 პროცენტული პუნქტით), რომ აღარაფერი ვთქვათ 1999 წელთან შედარებით. ამ წლის დონეს იგი ჩამორჩებოდა 42,4 პროცენტული პუნქტით.

ძირითადი ფონდების ამოქმედებაში კერძო საკუთრების სახსრები მხოლოდ 1997 წელს მონაწილეობდა და ამ წლის დანახარჯების საერთო ჯამში 1,6%25 შეადგინა.

როგორც ვხედავთ, ძირითადი ფონდების ამოქმედების სფეროში სახელმწიფო ცენტრალური და ადგილობრივი ტერიტორიული ბიუჯეტების ერთობლივი ხვედრითი წილი თანდათანობით იკლებდა და 33,2%25-დან 1996 წელს 21,5%25-მდე ანუ 11,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2000 წელს. განსაკუთრებით დაბალი იყო მათი ხვედრითი წილი 1997 წელს (13,3%25) და 1999 წელს (5,2%25). სამაგიეროდ მკვეთრად გაიზარდა საწარმოთა ფონდებისა და უცხოური ინვესტიციების წილი - 66,8%25-დან 1996 წელს, 78,5%25-მდე 2000 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდა ინვესტიციების დაფინანსების წყაროების დეცენტრალიზაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხვედრითმა წილმა ძირითადი ფონდების ამოქმედების სფეროში საშუალოდ 1996-2000 წწ. შეადგინა მხოლოდ 13,4%25, საწარმოთა ფონდების სახსრებმა და უცხოურმა ინვესტიციებმა კი - 86,5%25.

ძირითად კაპიტალში დაბანდებული ინვესტიციების საერთო მოცულობაშიც კვლავ ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უკავია უცხოურ ინვესტიციებს (62,5%25) და საწარმოთა საკუთარი ფონდების სახსრებს (21,6%25). სულ 84,1%25 (იხ. ცხრილი 29). ძირითადი ფონდების ამოქმედებაში მათი ხვედრითი წილი უდრიდა 86,5%25. წლების მოხედვით სურათი ასეთნაირად იცვლებიდა: უცხოური ინვესტიციების წილი 1996 წელს შეადგენდა 25,5%25, ხოლო საწარმოთა ფონდების სახსრების - 33,0%25. შემდგომ წლებში უცხოური ინვესტიციების წილი მატულობს და 1997 წ. - 65,0%25, 1998 წელს - 82,1%25-ის. მართალია 1999 წ. და 2000 წ. სხვა წყაროებთან იგი შედარებით ისევ მაღალი რჩება (56,5%25 და 45,6%25 შესაბამისად), მაგრამ 1998 წელთან შედარებით საგრძნობლად მცირდება. 1999 წელს შემცირებამ შეადგინა 25,6 პროცენტული პუნქტი, ხოლო 2000 წ. - 36,5 პროცენტული - პუნქტი.

ძირითად კაპიტალში ინვესტიციების საერთო მოცულობაში საწარმოთა ფონდების სახსრების ხვედრითმა წილმა საანალიზო პერიოდში საშუალოდ 21,6%25 შეადგინა. მაგრამ წლების განმავლობაში ამ მაჩვენებელმაც საგრძნობი გადახრები განიცადა საშუალო სიდიდიდან. თუ 1996 წელს მათი წილი შეადგენდა 33,0%25 1997 წელს იგი დაეცა 18,0 პროცენტული პუნქტით (9,1%25). 1999 წელს ისევ მაღლა იწევს და უტოლდება საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 2000 წელს შეადგინა საშუალო სიდიდეზე 21 პროცენტული პუნქტით მეტი (42,6%25).

უმნიშვნელო მოცულობით (0,2%25), მაგრამ მაიც გამოიყენებოდა კერძო საკუთრების სახსრები. სასურველია, ამ მიმართულებით გააქტიურდეს მუშაობა, მით უმეტეს, რომ საქართველოში ამის რეზერვები არსებობს.

ძირითად კაპიტალში უცხოური ინვესტორების მონაწილეობის თვალსაზრისით ყურადღებას იმსახურებს დაბანდებული სახსრების დინამიკა წლების მიხედვით, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათი მოცულობის ზრდის კულმინაციის წერტილად აღინიშნა 1998 წელი, მაგრამ შემდგომ წლებში მართალია მოცულობამ იკლო, მაგრამ მაინც, როგორც 1999 წელს, ისე 2000 წელს საკმაოდ მაღალი იყო, ვიდრე საშუალოდ 1996-2000 წლებში. საბოლოო ჯამში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ძირითად კაპიტალში 1996-2000 წლებში 1996 წლის დონეს გადააჭარბა: 1997 წ. - 5,7-ჯერ, 1998 წ. - 18,4-ჯერ, 1999 წ. - 7,0-ჯერ, 2000 წ. - 6,6-ჯერ.

ცხრილი 29

ინვესტიციების დინამიკა ძირითად კაპიტალში დაფინანსების წყაროების მიხედვით
საქართველოში 1996-2000 წწ.
(ათასი ლარი/%25)*

0x01 graphic

_________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67. 2. იგივე, 1997 წელს, თბ. 1997. გვ. 58-59; 3. იგივე, 1999 წელს, თბ. 1998 გვ. 78-79; 4. იგივე, 1999 წელს, თბ. 2000, გვ. 63-64; 5. იგივე, 2000 წელს, თბ. 2001, გვ. 56-57.

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ძირითად კაპიტალში დაბანდებული ინვესტიციების სტრუქტურაშიც მოხდა დაფინანსების დეცენტრალიზაცია - შემცირდა სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტის და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხვედრითი წილი (ერთობლიობაში 41,5%25-დან 1996 წელს, 11,8%25-მდე 2000 წელს). სამაგიეროდ საგრძნობლად არის გაზრდილი საწარმოთა ფონდებისა და უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი (58,6%25-დან 1996 წელს, 88,2%25-მდე 2000 წელს).

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაფინანსების წყაროებს 1996-2000 წლებში შეადგენდა შემდეგი სახის ფინანსური სახსრები; ცენტრალური ბიუჯეტის (6,8%25), ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების (15,5%25) საწარმოთა ფონდების (16,1%25), უცხოური ინვესტიციების (61,5%25) და კერძო საკუთრების (0,1%25).

როგორც ვხედავთ, საინვესტიციო საქმიანობის სხვა მიმართულებების მსგავსად სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენდა საწარმოთა ფონდებისა და უცხოური ინვესტიციების სახსრები, რომელთა ერთობლივმა წილმა შეადგინა 77,6%25 (იხ.ცხრილი 30).

ცხრილი 30

შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაფინანსების წყაროების
მიხედვით საქართველოში 1996-2000 წწ. (ათასი ლარი / %25)*

0x01 graphic

_____________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67. 2. იგივე, 1997 წელს, თბ. 1997. გვ. 58-59; 3. იგივე, 1999 წელს, თბ. 1998 გვ. 78-79; 4. იგივე, 1999 წელს, თბ. 2000, გვ. 63-64; 5. იგივე, 2000 წელს, თბ. 2001, გვ. 56-57.

ცხრილიდან ირკვევა, რომ საინვესტიციო საქმიანობის სამივე მიმართულებით ინვესტიციურ დაბანდებათა ფინანსურ წყაროებში მაღალი ხვედრითი წილი უკავია უცხოური ინვესტიციების და საწარმოთა ფონდების სახსრებს, დაბალი - სახელმწიფო ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრებს. ამდენად, გამოიკვეთა საინვესტიციო საქმიანობის დაფინასების წყაროებში რეალური დეცენტრალიზაციის ტენდენცია, რაც, ჩვენი აზრით, აიხსნება ქვეყანაში წარმოებული მშპ-ის უპირატესად მოხმარებისათვის გამოყენებით და დაგროვების დაბალი ხვედრითი წილით. საქართველოს სსდ-ის მონაცამებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლები გვიჩვენებენ, რომ 1998-2000 წწ. ფაქტიური საბოლოო მოხმარება მშპ-ის მიმართ თუ 97,3%25-დან 93,4%25-ს შორის მერყეობდა, მთლიანი დაგროვების წილი მშპ-თან შეადგენდა 1998 წ. - 12,3%25-ს, 1999 წ. - 19,2%25-ს, 2000 წ. - 17,1%25-ს; ინვესტიციები ძირითად კაპიტალში მთლიანი დაგროვების მიმართ: 1998 წ. - 82,7%25-ს, 1999 წ. - 33,4%25- და 2000 წ. - 34,2%25-ს (იხ. ცხრილი 31).

ცხრილი 31

ფაქტიური საბოლოო მოხმარების, მთლიანი დაგროვებისა და ძირითად კაიპტალში განხორციელებული ინვესტიციების თანაფარდობა საქართველოში მშპ-ის მიმართ 1998-2000 ..*

0x01 graphic

_____________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2001, თბ. 2002, გვ. 27.

საბოლოო დასკვნის სახით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში ინვესტიციური დაბანდებების დაფინანსების წყაროებში ჩამოყალიბებული ტანდეციები, უმნიშვნელო გადახრებით, ძირითადად ემთხვევა დსთ-ს ქვეყნებში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს, იმ განსხვავებით, რომ დსთ-ს ქვეყნების აბსოლუტური და შეფარდებითი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად სჭარბობს საქართველოს მაჩვენებლებს. ამის საილუსტრაციოდ მოვიტანოთ რამოდენიმე მაგალითი ზემოთ დასახელებული ვ.კომაროვის სტატიიდან (გვ.83-84):

- სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული დაბანდებების ხვედრითი წილი 2000 წელს 1994 წელთან შედარებით შეადგენდა: რუსეთში - 28%25, ნაცვლად 32%25-ისა, უკრაინაში - 46%25, ნაცვლად 65%25-ისა, ბელორუსიაში - 60%25, ნაცვლად 69%25-ისა, აზერბაიჯანში - 42%25, ნაცვლად 91%25-ისა, ყაზახეთში - 11%25, ნაცვლად 51%25-ისა. ასეთი დაბანდებების ყველაზე მაღალი მოცულობები შენარჩუნდა მხოლოდ სომხეთში (82%25) და უზბეკეთში (63%25);

- ინვესტიციური პროცესების დეცენტრალიზაციის შედეგად ბიუჯეტური სახსრების ხვედრითი წილი დსთ-ს ქვეყნებში 20%25-დან 1995 წელს შემცირდა 17%25-მდე 2000 წელს. საწარმოთა და ორგანიზაიათა საკუთარი სახსრების ხვედრითმა წილმა კაპიტალური დაბანდების საერთო მოცულობაში 2000 წელს შეადგინა დაახლოებით 65%25.

ბიუჯეტის სახსრების ხვედრითი წილი 1995-2000 წწ. შემცირდა: აზერბაიჯანში - 13%25-დან 3%25-მდე, რუსეთში - 22%25-დან 21%25-მდე. ტაჯიკეთში - 80%25-დან 44%25-მდე. გამონაკლისია უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, სადაც ბიუჯეტური სახსრების წილი გაიზარდა ინვესტიციებში: 24%25-დან 28%25-მდე; 5%25-დან 6%25-მდე; 5%25-დან 9%25 მდე შესაბამისად.

- უცხოური ინვესტიციების წილი მართალია მცირე მოცულობით, მაგრამ მაინც განიცდიდა ზრდას. 1995 წლიდან 2000 წლამდე ზრდამ შეადგინა: ყაზახეთში - 2%25-დან 5%25-მდე, რუსეთში - 3%25-დან 6%25-მდე, უზბეკეთში - 14%25-დან 23%25-მდე, უკრაინაში - 2%25- დან 6%25-მდე. მხოლოდ სომხეთში (41%25-დან 24%25-მდე), ბელორუსიაში (7%25-დან 4%25-მდე) და ყირგიზეთში (68%25-დან 60%25-მდე) მოხდა მათი ხვედრითი წილის შემცირება;

- საქართველოსაგან განსხვავებით დსთ-ს ქვეყნებში საგრძნობლად მაღალია კერძო საკუთრების სახსრები. მათი ხვედრითი წილი გაიზარდა 1994-2000 წლებში: რუსეთში - 18%25-დან 31%25-მდე, ბელორუსიაში - 5%25-დან 14%25-მდე, ყაზახეთი - 49%25 დან 60%25-მდე, ყირგიზეთი - 56%25-დან 64%25-მდე. მხოლოდ მოლდოვაში მოხდა მათი ხვედრითი წილის შემცირება (45%25-დან 22%25-მდე).

საინვესტიციო საქმიანობაში უცხოური ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილი განპირობებულია იმ ობიექტური მიზეზებით, რომლებიც შექმნილია საქართველოში განვითარების დღევანდელ ეტაპზე, ჯერ ერთი, ქვეყანაში მიმდინარეობს (თუმცა ნელი ტემპებით), სისტემური და სტრუქტურული გარდაქმნების, აგრეთვე ანტიკრიზისული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ერთდროული პროცესები, რისთვისაც საკუთარი ფინანსური საშუალებები არასაკმარისია; მეორე, მეურნეობრიობის ახალი ფორმების დანერგვა სისტემური გარდაქმნები პროცესში ასევე საჭიროებს ფინანსურ და ინვესტიციურ მხარდაჭერას, რისთვისაც სახელმწიფოს შინაგანი რესურსები არ ყოფნის; მესამე, უცხოური ინვესტიციები, ფინანსური რესურსების გარდა, წარმოადგენენ ახალი ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის ინოვაციური მეთოდების ათვისებისა და დანერგვის ეფექტურ საშუალებას, რაც ესოდენ გვესაჭიროება დღეს საქართველოში. ისინი განიხილებიან ახალი საწარმოების შექმნის, იქ დასაქმებულ მუშაკთა კვალიფიკაციის სრულყოფის, რთული ტექნოლოგიების ათვისების, ექსპორტის, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლების, უცხოელი ინვესტორი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის შესწალის საიმედო გზად. თავის მხრივ უცხოელებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ მათ კარგად შეისწავლონ და შეითვისონ ქართული ენა, ქართველი ხალხის საუკეთესო ადათ-წესები (ჩვევები), საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მეცნიერება, უნიკალური კულტურა, ხელოვნება...

მწვავე ინვესტიციური დეფიციტის დასაძლევად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ობიექტურ აუცილებლობას მსოფლიო პრაქტიკაც გვიდასტურებს. სწორედ უცხოური ინვესტიციები იქცნენ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის მთავარ ელემენტად მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ისინი ხელს უწყობდენ ეკონომიკის აღდგენას, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ზრდას, მეურნეობის სტრუქტურულ გარდაქმნას.

გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტების მონაცემებით 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური ნვესტიციების მოცულობები დაახლობით ერთნაირი ტემპებით (წელიწადში 70%25-ით) იზრდებოდა. 1989 წლის შემდგომ მათი ზრდის ტემპები არსებითად განსხვავებული იყო. კერძოდ, უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ უფრო სწრაფად მატულობდა, ვიდრე ვაჭრობა. ამ პერიოდში მსოფლიოს ვაჭრობის ზრდის ტემპებმა თუ 10%25 შეადგინა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად იზრდებოდა 17%25-ით.1

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ჩამოყალიბდა მკაფიო ტენდენცია, როცა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საერთაშორიშო ინვესტირების პროცესში კაპიტალის ექსპორტიორისა და იმპორტიორის სახით, ანხორციელებდნენ რა უახლესი ტექნოლოგიების გაცვლას და შრომის მწარმოებლურობისა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლებას.2

ერთხელ კიდევ ავღნიშნავთ, რომ ინვესტიციურ საქმიანობაში უცხოური ინვესტიციების მაღალი ხვედრით წონის მიუხედავად მათი არც აბსოლუტური მოცულობა და არც შეფარდებითი მაჩვენებლები ვერ აკმაყოფილებდნენ საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნებს, ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დსთ-ს ქვეყნებში მიღწეულ დონეს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მოსახლეობის ერთ სულზე დსთ-ს ქვეყნებში 2000 წელს საშუალოდ შეადგინა 22,2 დოლარი - ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობენ აზერბაიჯანი (109,3 დოლარი), ყაზახეთი (84,2 დოლარი), რუსეთი (30,5 დოლარი), სომხეთი (35 დოლარი), თურქმენეთი (25 დოლარი). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა ყირგიზეთში, ტაშკენტში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში. მთლიანად დსთ-ს ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოსახლეობის ერთ სულზე 1998-2000 წწ. მერყეობდა 22,2 - 23,5 დოლარის დონეზე (იხ. ვ. კომაროვის დასახელებული სტატია, გვ. 88).

ჩვენი გაანგარიშებით საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1996-2000 წწ. შეადგინა ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით - 70,39 დოლარი, ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიმართულებით - 93,37 დოლარი, სამშენებლო-სამონტაჟო საშუალებების მიმართულებით - 51,10 დოლარი. აღნიშნულ პერიოდში საშუალო წლიურმა სიდიდემ შეადგინა: 14,76 დოლარი; 18,67 დოლარი; 10,22 დოლარი შესაბამისად (იხ. ცხრილი 32).

მოტანილი მონაცემები ნათლად გვიჩვენებენ საქართველოს მკვეთრ ჩამორჩენას დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მათი ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით.

განვიხილოთ საინვესტიციო საქმიანობა საქართველოში ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ ინვესტორი ქვეყნებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით.

ცხრილი 32

უცხოური ინვესტიციები საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის
მიმართულებების
მიხედვით 1996-2000 .. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით*

0x01 graphic

ცხრილი 32 (გაგრძელება)

უცხოური ინვესტიციები საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის
მიმართულებების
მიხედვით 1996-2000 .. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით*

0x01 graphic

___________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. სსსდ, შესაბამისი წლების მონაცემების მიხედვით.

ძირითად კაპიტალში გამოყენებული ინვესტიციების საერთო მოცულობაში ინვესტორი ქვეყნების წილი წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი33).

ცხრილი 33

ძირითად კაპიტალში განხორციელებული უცხოური
ინვესტიციების განაწილება ინვესტორი ქვეყნების, ევრობანკის
და მსოფლიო ბანკის მიხედვით 1995-2001 . (%25) საქართველოში*

0x01 graphic

________________

* წყარო: სსსდ, საქართველოს სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა, 2001 წელს, თბ. 2002 გვ. 17.

როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, 1995 წელს ყველაზე მეტი ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში (ძირითად კაპიტალში) ჩადებული იყო გაერთიანებული სამეფოს (58,2%25), მსოფლიო ბანკის (22,9 %25) და შვეიცარიის (12,3%25) მიერ. სულ 93,4%25. დარჩენილი 6,6%25 მოდის ნიდერლანდებზე (5,2%25), აშშ-ზე (1,2%25) და თურქეთზე (0,3%25). 1996 წელს გაერთიანებული სამეფოს წილი 3,8%25-მდე შემცირდა, მსოფლიო ბანკის - 9,3%25-მდე, ნიდერლანდების 0,8%25-მდე, ხოლო შვეიცარიის წილი გაიზარდა 22,1%25-მდე. მცირე მასშტაბებით, მაგრამ ასევე გაიზარდა აშშ-ის წილი 1,2%25-დან 2,2%25-მდე, თურქეთის - 0,3%25-დან 9,8%25-მდე. სამაგიეროდ ამ წელს გამოჩნდნენ ახალი ინვესტორები გერმანიის (25,9%25), რუსეთის (0,9%25), საბერძნეთის (3,0%25) და ევრო ბანკის (16,5%25) სახით. ასევე ახალ ინვესტორ ქვეყნად მოგვევლინენ 1997 წელს ავსტრალია (5,0%25) და საფრანგეთი (1,3%25). ამ წელს აშშ-მა გაზარდა თავისი მონაწილეობა 16,1%25-მდე და ამ დონეზე დაბლა აღარ ჩამოსულა არც ერთ მომდევნო წელს. უფრო მეტიც, აშშ-ის წილი 1997 წელთან მიმართებაში გაიზარდა: 1998 წ. - 2,3-ჯერ, 1999 წ. - 1,91-ჯერ, 2000 წ. - 1,21-ჯერ და 2001 წ. - 2,39-ჯერ.

ასევე გაიზარდა თურქეთის ხვედრითი წილი 1997 წლის შემდეგ და ნაცვლად 5,4%25- სა შეადგინა: 1998 წ. - 6,6%25, 1999 წ. - 5,7%25, 2000 წ. - 28,3%25, 2001 წ. - 25,2%25. არამყარი ტენდენციით ხასიათდება 1997 წლის შემდეგ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს ნიდერლანდების, საბერძნეთის, საფრანგეთის, შვეიცარიის და ევრო ბანკის საქმიანობა. რაც შეეხება რუსეთს, იგი 2000-2001 წწ. აღარ მონაწილეობს ინვესტორის სახით საქართველოში, მაგრამ 1997 წლიდან მოყოლებული მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ 1998-1999 წწ. ზრდის ინვესტიციებს, მისმა ხვედრითმა წილმა შესაბამისად შეადგინა 6,5%25 და 6,2%25.

2001 წელს მთავარი ინვესტორები იყვნენ აშშ (38,6%25), თურქეთი (25,2%25), ვირჯინიის კუნძულები (23,1%25) და მსოფლიო ბანკი (12,1%25). სულ მათი ხვედრითი წილი შეადგენს - 99,0%25. დანარჩენი ერთი პროცენტი მოდის იაპონიასა (0,6%25), გერმანიასა (0,3%25) და ევრო ბანკზე (0,1%25).

მიუხედავად აღნიშნულისა, საანალიზო პერიოდში საქართველოს გამოკვეთილი ლიდერი - ინვესტორი ქვეყანა არ ჰყოლია. თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა აშშ-სა და თურქეთის ყოველწლიური და აღმავალი მოცულობით მონაწილეობა ჩვენს ეკონომიკაში. აშშ არსებით მხარდაჭერას იჩენს საქართველოს ეკონომიკისათვის თითქმის უკვე 10 წლის განმავლობაში. თურქეთმა მარტო 2001 წელს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით დააბანდა 50 მლნ. დოლარზე მეტი, ხოლო ერთობლივმა ქართულ-თურქული საწარმოების რიცხვმა მიაღწია 150 ერთეულს. საქართველოსა და თურქეთს შორის საინვესტიციო გარემოს გაუმჯებსობაში ხელს უწყობს ჯერ კიდევ 1992 წლის საქართველოსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ. იგი სამართლებრივ გარანტიებს უქმნის ნებისმიერ კაპიტალ-დაბანდებას.1

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებთან ინვესტიციური ურთიერთობები თითქმის არ არსებობს. 1996-1999 წწ. ინვესტიციები მხოლოდ რუსეთიდან იყო შემოსული საქართველოში ისიც უმნიშვნელო წილი (0,9%25, 3,8%25, 6,5%25 და 6,2%25 შესაბამისად). მათი დაუინტერესებლობა საქართველოს ეკონომიკაში კაპიტალის დაბანდებისადმი ყოვლად გაუმართლებლად უნდა შეფასდეს, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებთან ბოლო ათწლეულამდე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდა და ერთ სამეურნეო ორგანიზმად ვიყავით ქცეული და რომ ჩვენ ყველაზე უკეთესად ვიცით ერთიმეორის ეკონომიკური, სოციალური, ეროვნული და სხვა სახის თავისებურებები, ინვესტიციური კაპიტალის ურთიერთგადადინების საუკეთესო საშუალება უნდა გახდეს. მითუმეტეს რომ ამისთვის უკვე შექმნილი და სამთავრობო დონეზე გაფორმებულია შესაბამისი იურიდიული საფუძვლები.

რა გვაქვს მხედველობაში?

საქმე იმაშია, რომ დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანაში მიღებულია ძირითადი ნაციონალური საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ჰქმნიან სამართლებრივ ფონს ინვესტორებისათვის. მაგრამ, ამას გარდა, არსებობს აგრეთვე ნაციონალური კანონმდებლობის დაახლოების მცდელობები, რათა დამუშავებული იქნეს მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებები.

სახელმწიფოთაშორისო საინვესტიციო სფეროში საქმიანობის პირველ დოკუმენტად ითვლება 1993 წლის 24 დეკემბერს აშხაბადში დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთასნხმება საინვესტიციო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების პრინციპების შესაბამისად მთავრობის მეთაურების მიერ მიღებული იქნა (1997 წ. 23 მარტი) კონვენცია ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ.იგი იქცა დსთ-ს ქვეყნებში საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ჰარმონიზაციის საბაზისო დოკუმენტად. კონვენციის მიზანია ერთიანი საინვესტიციო სივრცის შექმნა, კაპიტალის თავისუფალი დაბანდების გარანტიების უზრუნველყოფა, ინვესტორების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვა;

ასევე სახელმწიფოთაშორისო ლიზინგური საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლის უზრუნველსაყოფად მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელების საბჭოზე 1998 წლის 25 ნოემბერს მიღებული იქნა კონვენცია სახელმწიფოთასორისო ლიზინგის შესახებ. იგი განსაზღვრავს სახელმწიფოთაშორისო ლიზინგური საქმიანობის წესებსა და პირობებს და ხელი უნდა შეუწყოს საქონელმწარმოებლებს განავითარონ ეკონომიკის რეალურ სექტორში ლიზინგი. კონვენციის რატიფიკაცია მეურნე სუბიექტებს საშუალებას მისცემს წამოიწყონ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ლიზინგის შესახებ შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე;

დსთ-ს ქვეყნების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამუშავებული იქნა საინვესტიციო პროექტის პასპორტი სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის კოლეგიის გადაწყვეტილების შესაბამისად იგი 1996 წლის 25 ოქტომბერს რეკომენდირებულია როგორც უნიფიცირებული სამუშაო ფორმა. პასპორტის უპირატესობა ისაა, რომ ახდენს ინვესტორისათვის საჭირო ინფორმაციის ოპტიმიზაციას, შეიცავს თანამედრო მსოფლიოს საინვესტიციო პრაქტიკის საფუზველზე ჩამოყალიბებულ კითხვებზე პასუხის სქემას. პასპორტი გამოიყენება საინვესტიციო პროექტების ბანკების შესაქმნელად სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში და უკრაინაში პოტენციური ინვესტორების ინფორმირებისთვის, ამ პასპორტის საფუძველზე ტაჯიკეთში, მაგალითად შექმნილია და პოტენციური ინვესტორების სახელზე დაგზავნილია ტაჯიკური ორტომეული „საინვესტიციო პროექტები მოწვევა თანამშრომლებისათვის“ (იგი დღემდე უკვე ორჯერ იქნა განახლებული).

ამავე მიმართულების ღონისძიებას წარმოადგენს 2001 წლის დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ თანამეგობრობის სახელმწიფოთა მთავარობების წარდგენის საფუძველზე საინვესტიციო პროექტების წინადადებების მომზადებული ნაკრები პაკეტი (საქართველოს ამ პაკეტის შედგენისას მასალების მიწოდების თაობაზე მონაწილეობა არ მიუღია). პაკეტი შეიცავს დსთ-ს 9 სახელმწიფოდან წარდგენილ 60 პროექტს დაახლოებით 9 მლრდ. დოლარის ღირებულებით.

ნაკრები პაკეტი განთავსებულია დსთ-ს აღმასკომის საიტეზე რუსული და ინგლისურ ენებზე ინვესტორების შესახებ ინფორმოციისა და მათი მოძიების მიზნით.

2002 წლიდან დსთ-ს ქვეყნების საინვესტიციო პროექტები სისტემატურად ქვეყნდებოდა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ „თანამეგობრობის უწყებაში“. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორისო საინვესტიციო პროექტების ნაკრები პაკეტის შესაქმნელად, რომელშიც ასახული იქნა საინვესტიციო პროექტების სტრუქტურა დარგობრივი ნიშნის მიხედვით.

ჩვენს ქვეყანაში დსთ-ს ქვეყნების სივრციდან ინვესტიციების მოზიდვისათვის აქტიურ მუშაობას უნდა აწარმოებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები, კომერციული და საბანკო სფეროების წარმომადგენლები, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები.

საქართველოში შემოსული უცხოური კაპიტალის განაწილება ეკონომიკური საქმიანობის ცალკეული დარგების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 34).

ცხრილი 34

100000 აშშ დოლარზე დიდი კაპიტალდაბანდებების დარგობრივი სტრუქტურა
საქართველოში (4.XII. 1996 წ. მდგომარეობით)

0x01 graphic

___________________

* წყარო: საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები, კვარტალური მიმოხილვა, მეოთხე კვარტალი, 1996 წ. ტასისის საექსპორტო სამსახური. გვ. 18.

ცხრილის მონაცემების მიხედვით, უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი 1996 წელს ეკონომიკის ორ-სამ დარგშია კონცენტრირებული: მრეწველობა, კავშირგაბმულობა, კვების მრეწველობა. მარტო მრეწველობასა და კავშირგაბმულობაში დაბანდებულია მთელი კაპიტალის ნახევარზე მეტი (62,40%25). თუ მათ კვების მრეწველობასაც დაუმატებთ, მივიღებთ 74,8%25-ს.

აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 1996 წელს შემოსული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი წვრილ ინვესტორებზე მოდიოდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზოგირთი ავტორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, უცხოელი ინვესტორები მაინც ჯერ-ჯერობით თავს იკავებდნენ საქართველოში დიდი კაპიტალდაბანდებისაგან. სახალხო მეურნეობის 10 დარგში გაცემული 151 ლიცენზიის საერთო თანხიდან (982042242 აშშ დოლარი) ერთი ლიცენზიის საშუალო ღირებულება უდრიდა 650359 აშშ დოლარს, რასაც მხოლოდ 3 დარგში დაბანდებული ინვესტიციები აღემატება. გაუმართლებლად მცირე ინვესტიციები იყო დაბანდებული ისეთ მომგებიან დარგებში, როგორიცაა ჯანდაცვა (0,10%25), მომსახურება (1,47%25), ტრანსპორტი (2,54%25), მშენებლობა (2,76%25), ვაჭრობა (5,34%250, სოფლის მეურნეობა (6,02%25).

ბოლო წლებში (1998-2000 წწ.) ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით უცხოური ინვესტიციების განაწილების მხრივ გარკვეული ძვრები მოხდა, მაგრამ სასურველი მდგომარეობა მაინც ვერ შეიქმნა. უფრო მეტიც, ინვესტიციების საერთო მოცულობაში მნიშვნელოვნად შემცირდა მატერიალური წარმოების ისეთი დარგების ხვედრითი წილი, როგორებიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა (8,8%25-დან 1998 წელს, 5,8%25-მდე 2000 წელს), ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება (18,1%25-დან 6,3%25- მდე), მშენებლობა (0,5%25-დან 0,0%25-მდე), სოფლის მეურნეობა (3,5%25-დან 1999 წელს, 0,4%25-მდე 2000 წელს). სამაგიეროდ უცხოელი ინვესტორებისათვის მთავარ მიმზედველ სფეროდ იქცა: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა,სასტუმროები და რესტორნები. სულ მათ წილად 2000 წელს მოდის 75,5%25 (იხ. ცხრილი 35).

სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში დაბანდებული ინვესტიციების წილმა 2000 წელს 18,5 პროცენტული პუნქტით მეტი შეადგინა, ვიდრე 1998 წელს, სასტუმროებსა და რესტორნებში - 14,8 პროცენტული პუნქტით მეტი. 2001 წელს ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით ინვესტიციების განაწილება (არაფინანსური ინვესტიციები) დაფინანსების ყველა წყაროს მიხედვით მოცემულია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 36).

ცხრილი 35

უცხოური ინვესტიციები ძირითად კაპიტალში
ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით საქართველოში (%25)*

0x01 graphic

___________________

* წყარო: თ. ბასილაია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკაიძე, პოსტოსოციალური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე, თბ. 2001, გვ. 421.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ცალკე არ არის გამოყოფილი უცხოური ინვესტიციები, მაინც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ეკონომიკური საქმიანობის სფეროებში ჩამოყალიბებული ტენდენციების შესახებ. კერძოდ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების დარგში ინვესტიციების ხვედრითი წილის 2000 წელთან შედარებით 15,2 პროცენტული პუქტით ზრდას, სხვა დანარჩენ დარგებში გაუმჯობესების მიმართულებით არსებითი ძვრები არ მომხდარა.

ცხრილი 36

არაფინანსური ინვესტიციები საქართველოში ეკონომიკური
საქმიანობის სახეობების მიხედვით 2001 წელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის გარეშე*

არაფინანსური ინვესტიციები სულ

100

სოფლის მეურნეობა, მათ შორის
ნადირობა და მეტყევეობა

0.2

სამთო-მომპოვებელი მრეწველობა და
კარიერების დამუშავება

11.4

გადამამუშავებელი მრეწველობა

0.6

ელექტროენერგია, გაზი და
წყალმომარაგება

21.5

მშენებლობა

0.2

საბითუმო და საცალო ვაჭრობა,
ავტომობილების, მოტოციკლეტების,
საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი
სარგებლობის ნივთების რემონტი

0.1

სასტუმროები და რესტორნები

6.0

ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა და
კავშირგაბმულობა

48.0

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და
კომერციული საქმიანობა

3.8

სახელმწიფოს მართვა და თავდაცვა,
სავალდებულო სოციალური დაზღვევა

4.6

სხვა კომუნალური, სოციალური,
პერსონალური მომსახურება

3.6

____________________

* წყარო: სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 2001 წელს, თბ. 2002 გვ. 18.

როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორებისათვის ბოლო წლებში მთავარ მიმზიდველ სფეროდ იქცა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სამთო-მომპოვებელი მრეწველობა და სასტუმროები და რესტორნები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მთავარი ორიენტირია საქართველოს წიაღისეული სიმდიდრეების ათვისება და სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებული დარგების ჩამოყალიბება.

ცნობისათვის: დსთ-ს ქვეყნებშიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში. უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი დაბანდებულია სანედლეულო და სამთო-მომპოვებელ დარგებში, გაზისა და ნავთობის მილსადენების მშენებლობაზე და სხვა. მაგალითად, აზერბაიჯანში უცხოური ინვესტიციების ხარჯზე ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე მიღწეულია ძირითად კაპიტალში ინვესტიციების ყველაზე მაღალი დონე დსთ-ს ქვეყნებში 1990-იანი წლების საწყის პერიოდთან შედარებით; ასეთივე მდგომარეობაა სომხეთში - ურანის, ოქროს, ვერცხლის მოპოვების სფეროში, ნავთობისა და გაზის ძიებაში; ყაზახეთში - საბაზო დარგებში (ნავთობი, გაზი, მეტალურიგია); უზბეკეთში - ურანის, ოქროს, ფერადი და იშვიათი წიაღისეული ლითონების მოპოვებაში.1

საქართველოს პირობებში, როგორც აღვნიშნეთ, მთავარი აქცენტი უცხოელ ინვესტორებს აღებული აქვთ წიაღისეული სიმდიდრეების მოპოვებასა და სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნისაკენ.

გასაგებია, რომ სატრანსპორტო დერეფნის ნორმალური ფუნქციონირება შესაბამისი ნორმალური საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების განვითარებას მოითხოვს. მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, მისი განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობაზე გაწეული დიდი ხარჯები ბადებს კითხვას, თუ რამდენად ოპტიმალურია ქვეყნის დარგობრივი სტრუქტურის განვითარება. ჩვენი პოზიცია რომ ნათელი იყოს გამოკვეთილედ უნდა ვთქვათ: ჩვენ არა ვართ სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების მოწინააღმდეგენი პირიქით. თუმცა ამ ეტაპზე უკეთესია შემოსული ინვესტიციები პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაიხარჯოს. საქართველო დღეს თავისი განვითარების დონით მნიშვნელოვნად ჩამორცება მსოფლიოს მაღალგანვითარებულ და საშუალო განვითარების ქვეყნებს. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მშპ-ის მოცულობით იგი ჩამორჩება ადამიანის პოტენციალის განვითარების მაღალი დონის მქონე ქვეყნებს 6,5-ჯერ (მათ შორის კანადას - 7,03-ჯერ, ნორვეგიას - 7,86-ჯერ, აშშ-ს - 8,83-ჯერ); საშუალო დონის ქვეყნებს 1,03-ჯერ (მათ შორის რუსეთს - 1,93-ჯერ); მსოფლიოში მიღწეულ საშუალო დონეს - 1,95-ჯერ.

ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი საქართველოში 0,762-ია. მაღალი დონის განვითარების ქვეყნებში - 0,98, (ანუ საქართველოსთან შედარებით 1,29- ჯერ მაღალი). მათ შრის კანადაში - 0,935 (საქართველოსთან შედარებით 1,23-ჯერ მაღალი), ნორვეგიაში - 0,929 (ანუ 1,22-ჯერ მაღალი); საშუალო დონის განვითარების ქვეყნებში აღნიშნული ინდექსი შეადგენს - 0,673, მათ შორის რუსეთში - 0,771.1

აი ასეთ პირობებში სოფლის მეურნეობაში ვაბანდებთ ინვესტიციების 0,2%25, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 0,6%25-ს, მშენებლობაში - 0,2%25-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობაში - 0,1%25-ს. ინვესტიციების გარეშეა მიტოვებული ქართული კულტურა, ხელოვნება, თეატრი, კინო, ბალეტი, მეცნიერება, განათლება, ჯანმრთელობა, ტურიზმი, სპორტი და სხვა უამრავი დარგი და სფერო, რომელთა აღმავლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს, მაგრამ ფინანსური საშუალებების უკმარისობის გამო ისინი განადგურების პირამდე არიან მისულნი. დღეს საქართველოს თუ შეუძლია მსოფლიო კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ, ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩამოთვლილ დარგებზე ითქმის. უცხოელი ინვესტორების მიერ ამ მიმართულებით დაბანდებული ყოველი ცენტი უდიდესი სიუხვით დაუბრუნდებათ უკან. ცალკე უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობაში და მასთან დაკავშირებულ გადამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციების დაბალი დონე. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მრავალდარგოვან პროფილს, ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის უნიკალურ მის პროდუქციას (ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, მაღალკალორიულობით, გემოვნებით, ეკოლოგიური სისუფთავით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის სარგებლიანობით და სხვა), სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა უცხოელი ინვესტორებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი და მაღალმომგებიანი დარგი უნდა იყოს. საჭიროა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სახელმწიფო მართვის ადგილობრივმა ორგანოებმა, ბიზნესმენებმა აქტიური მუშაობა აწარმოონ უცხოელ ინვესტორებთან კონსულტაციების, გამოფენების, ახსნა-განმარტებების და სხვა საშუალებებით მათ დასაინტერესებლად. ყოველი ცალკეული რეგიონის, რაიონის, სოფლის მიხედვით, წარმოების ცალკეული პროდუქციის მიხედვით შექმნილი უნდა გვქონდეს ბიზნესგეგმები, რომლებიც ორიენტირის როლს შეასრულებენ უცხოელი ინვესტორებისათვის. სოფლის მეურნეობაშიც მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ დსთ-ს ქვეყნებში დანერგილი საინვესტიციო პროექტის პასპორტების დამუშავების პრაქტიკა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ინვესტიციებზე მოთხოვნილების ზრდის აუცილებლობა სხვა ფაქტორებთან ერთად განპირობებულია თვით ამ დარგის განვითარების დაბალი დონითაც.

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით 2001 წლის მანძილზე გვალვების შედეგად შექმნილი არასახარბიელო პირობების მიუხედავად წინა წლის მკვეთრი დაქვეითების ფონზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში საგრძნობი საერთო ზრდა ჩამოყალიბდა, რაც უმთავრესად განპირობებული იყო თავთავიანი კულტურებისა და მზესუმზირის მოსავლის და მეცხოველეობის პროდუქციის მნიშვნელოვანი ზრდით. მაგრამ სოფლის მეურნაობაში შექმნილი დამატებითი ღირებულება რეალური სიდიდით 1996 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 96%25-ს შეადგენდა. თავისი პროდუქციის მოცულობით ეს უმსხვილესი დარგი, რომელზეც მოდის სახალხო მეურნეობაში დასაქმებულთა 58%25, ბოლო ხუთ წელიწადში არათუ გაიზარდა, შემცირდა კიდეც. უფრო მეტიც, ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების წილი ქვეყნის მშპ-ში 1996 წელთან შედარებით 1,7-ჯერ შემცირდა. აქ ერთ დასაქმებულზე თითქმის 5- ჯერ ნაკლები დამატებული ღირებულება იქმნება, ვიდრე სხვა დარგებში, ხოლო საერთო ეროვნულ მაჩვენებელზე 2,8-ჯერ ნაკლები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარგი რომელიც დღეს წვრილი მეურნეობის სახით არსებობს, განიცდის, როგორც ძირითად, ისე საბრუნავ საშუალებებში საინვესტიციო რესურსების დიდ ნაკლებობას და არსებითად დამოკიდებულია ბუნებრივკლიმატურ პირობებზე. ამიტომ მისი განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი ინვესტიციური დაბანდებები ხდება.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ განვიხილოთ ზემოთ მოტანილი ცხრილების (იხ. ცხრილები 35 და 36) მონაცემები.

როგორც ცხრილებიდან ჩანს, 2000 წელს უცოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 6,3%25, ხოლო 2001 წელს დაფინანსების ყველა წყაროს მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების 21,5%25 მოდის ელექტროენერგეტიკის, გაზისა და წყალმომარაგების დარგებზე. ეკონომიკის ნორმალური განვითარების მქონე ქვეყნის პირობებში ეს რაღაც საგანგაშო მდგომარეობაზე არ უნდა მიგვანიშნებდეს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის ობიექტების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით უზრუნველყოფის უკიდურეს კრიზისულ ვითარებას, მაშინ ინვესტიციების ხვედრითი წილის დღევანდელი სიდიდე საგანგაშოდ უნდა მივიჩნიოთ.

ის რასაც მოსახლეობა, სახალხო მეურნეობის ნებისმიერი დარგი უშუქობას, უგაზობას და უწყლოობას განიცდის, მთელი ქვეყნის როგორც ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ეკოლოგიური, ისე ადამიანთა ცნობიერების დამახინჯების უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. მთელი რეგიონების, რაიონების, ქალაქების, სოფლების, თემების უშუქოდ დატოვება (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე მთელი 5-6 თვე გრძელდება), ადამიანების მიერ სასმელი წყლის რამოდენიმე კილომეტრიდან ხელით ზიდვა და სხვა ამგვარი ფაქტი, რომლებიც თანამედროვე პირობებში ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ემუქრება და მის არსებობას კითხვის ქვეშ აყენებს.

მოტანილი და სხვა მაგალითები ერთხელ კიდევ გვისაბუთებენ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომარაგების დარგებში ინვესტიციების უკმარისობას და მათი ფართო მასშტაბით განხორციელების ობიექტურ აუცილებლობას.

დადგენილია, რომ საქართველოს გააჩნია 136 მლრდ. კვტ. საათი ელექტროენერგიის ექვივალენტური წყლის რესურსი, რომელთაგან მხოლოდ 13%25 ვიყენებთ (მ.ბერაძის მიერ საქართველოს ტელევიზიის I არხზე გაკეთებული განცხადებებიდან 07.09.2002 წ.).

როგორც ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საძიებო სამუშაოებით დადასტურდა, არც გაზის მარაგებით ვართ ღარიბნი. ნავთობის ეროვნული კომისიის გენერალური დირექტორის ცნობით ინგლისელ ინვესტორებთან ჩატარებული გეოლოგიური და ფიზიკური კვლევის შედეგად ნინოწმინდა-მანავის მოედანზე სავარაუდოდ გაზის დიდი საბადო აღმოჩნდა. ამჟამდ მიმდინარეობს ბურღვა. საცდელმა გაბურღვამ 5 ათას მეტრზე მეტად დამაიმედებელი შედეგები მოგვცა.

ამასთან მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა იქნეს მიმართული, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებდი ენერგორესურსების უდიდესი მარაგები. როგორც მეცნიერული გამოკვლევები ამტკიცებენ, ეს არის ინვესტიციური დაბანდებების ყველაზე ეფექტური სფერო და აქ გვაქვს ყველაზე დიდი გამოუყენებელი რეზერვები.2

ინვესტიციების დარგობრივი განაწილების არაეფექტური სტრუქტურის კონსტატირებისას უნდა მივუთითოთ, რომ დღემდე შემუშავებული არა გვაქვს საინვესტიციო პოლიტიკის ხანგრძლივ-ვადიანი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნებოდა საბაზო, მაღალი მასალატევადი დარგების დინამიური შეკვეცისაკენ და გამონთავისუფლებული შრომისა და კაპიტალის მეცნიერებატევად დარგებში გადანაწილებისაკენ და რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მაღალ მმართველობით დონეზე და ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტში ახლად შექმნილი ღირებულების მნიშვნელოვან ხვედრით წონაზე.

ამრიგად, ვაჯამებთ რა საინვესტიციო საქმიანობას საქართველოში, აღვნიშნავთ რომ მისი თანამედროვე დონე, ამ სფეროში მიმდინარე ტენდენციები ვერ პასუხობს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის მოთხოვნებს. აღნიშნული დასკვნა თანაბრად ეხება, როგორც ძირითადი ფონდების ამოქმედებას, ისე ძირითად კაპიტალში განხორციელებულ ინვესტიციებს და შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ინვესტიციების საერთო მოცულობა და ხვედრითი დონე არადამკმაყოფილებელია და მკვეთრად ჩამორჩება დსთ-ს სივრცის ბალტიისპირეთის და ევროპის ქვეყნებს; ინვესტიციების ზრდის ტემპები ზოგადი შეფასებით მაღალია, მაგრამ ისინი გამოწვეულია შესადარი ბაზის მეტად დაბალი დონით. ამასთან, ზრდა წლების განმავლობაში არათანაბარი და ზიგზაგური ხასიათისაა; საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების სტრუქტურა მოკლებულია ყოველგვარ ოპტიმალობას; საანალიზო პერიოდში მოხდა დაფინანსების წყაროების სტრუქტურაში დეცენტრალიზაცია-სახელმწიფო (ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების) სახსრების მონაწილეობის შემცირება და საწარმოთა ფონდებისა და უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილის ზრდა; ერთის მხრივ, კარგია, რომ გაიზარდა უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო მოცულობაში (თუმცა მათი აბსოლუტური და შეფარდებითი მოცულობა ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის ინვესტიციურ მოთხოვნილებას), მაგრამ, მეორეს მხრივ, სამამულო ეკონომიკის მარტო უცხოელი ინვესტორების იმედად დატოვება ყოველთვის ვერ მოგვცემს სასურველ შედეგებს (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მიეჩვევა სხვის ხელისშემყურეობას), რადგან უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლას თან ახლავს ეკონომიკური უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები (მათ შესახებ ქვემოთ გვექნება მსჯელობა); არადამკმაყოფილებელია ინვესტორი ქვეყნების და საერთასორისო საფინანსო ორგანიზაციების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში, მცირე მასშტაბიანია მათ მიერ დაბანდებული ინვესტიციები, გამოკვეთილი არ არის ლიდერი ინვესტორი ქვეყანა; არარაციონალურად, არაეფექტურადაა განაწილებული ინვესტიციები ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით; უყურადღებოდ არის მიტოვებული საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დარგები, არასაკმარისია ინვესტიციები ელექტროენერგიის წარმოებასა და მიწოდებაში, გაზით და წყლით მომარაგებაში; ინვესტიციები არ წარიმართება ენერგიის არატრადიციული განახლებადი წყაროების გამოყენებისათვის. მეცნიერებატევად დარგებში; შემუშავებული არა გვაქვს საინვესტიციო პოლიტიკის ხანგრძლივვადიანი პროგრამა.

ჩვენი დასკვნები კიდევ უფრო ნათელი გახდება რეგიონულ ჭრილში საინვესტიციო საქმიანობის მდგომარეობის ანალიზის დროს.

________________

1 В. Комаров, Инвестиции в СНГ, ж. „Экономист“, №11, 2002, gv. 87.

2 И.Мухетдинова, Инвестиции и гомударственная инвестиционная политика, Ж. „Российский укономический журнал“, -8, 2002, gv. 59.

3. В. Комаров, Инвестиции в СНГ, ж. „Экономист“, №11, 2000, გვ. 87.

4 თ. ქარდავა, ენერგიის არატრადიციული სახეები და მათი გამოყენების ძირითადი მიმართულებები საქართველოში საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პროცესში, დისერტაცია, თბ.1995

7.2 4.2. ინვესტიციების რეგიონული განაწილება. საქართველოს რეგიონების რანგირება საინვესტიციო აქტიურობის ხარისხის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


7.2.1 4.2.1. ინვესტიციების რეგიონული განაწილება საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის დაბალი დონე, ინვესტიციების აბსოლუტური მოცულობის უკმარისობა, ინვესტიციების დაფინანსების წყაროების არარაციონალური სტრუქტურა, მოსახლეობის ერთ სულზე ინვესტიციების მნიშვნელოვანი ჩამორჩენა სხვა ქვეყნებთან შედარებით და სხვა არასახარბიელო ტენდენციები კიდევ უფრო ნათლად გამოვლინდება რეგიონულ დონეზე. უნდა შევნიშნოთ, რომ რეგიონულ ჭრილში საინვესტიციო საქმიანობის შესწავლის თვალსაზრისით მსოფლიო პრაქტიკაში დომინირებს ძირითადად ორი მიდგომა:1 პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ინვესტიციების განაწილება რეგიონების მიხედვით, რეგიონული საინვესტიციო საქმიანობა არავითარ განსაკუთრებულ როლს არ ასრულებს მოცემული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, თუ იგი პატარა, კომპაქტური ქვეყანაა. ასეთი მიდგომის მომხრეების აზრით, მთავარია ინვესტიციების არა რეგიონული განაწილება, არამედ მათი საერთო ზრდა მთელი ეროვნული ეკონომიკის მასშტაბებით;

მეორე მიდგომით, რაც ყველაზე მეტად მისაღებად მიაჩნიათ დიდი ქვეყნებისათვის, ინვესტიციების რეგიონული განაწილება, მათი ეფექტიენი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნულს იმით ხსნიან, რომ დიდი სახელმწიფოები, მით უმეტეს, თუ მათ სახელმწიფოებრივი მოწყობა აგებული აქვთ ფედერაციულ პრინციპზე, მოიცავენ ისეთ სუბიექტებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთიმეორისაგან ბუნებრივი და სოცილურ-ეკონომიკური პირობებით. ასეთ შემთხვევაში რეგიონული საინვესტიციო საქმიანობის შესწავლას უდიდესი როლი ენიჭება. როგორ მოვიქცეთ საქართველოს პირობებში, რომელიც თავისი ტერიტორიით, მოსახლეობის რიცხოვნობით და ეკონომიკის მასშტაბებით პატარა ქვეყანაა, თუმცა კი მისი რეგიონები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, ეკონომიკური გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით, მოსახლეობის უნარჩვევებით, საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების სასტარტო პირობებით, ამ ურთიერთობათა განვითარების დონით, ინვესტიციური მიმზიდველობის ხარისხით და სხვა ფაქტორებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთიმეორისაგან?

ჩვენი აზრით, სწორედ ამ და სხვა ფაქტორების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის შესწავლა რეგიონულ ჭრილში და შესაბამისი ღონისძიებების დასახვა პირველხარისხოვან ამოცანად გვევლინება. ძირითადი ფონდების ამოქმედება რეგიონების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 37).

როგორც ცხრილიდან ჩანს, მთელი საანალიზო პერიოდისათვის დამახასიათებელია ინვესტიციების არათანაბარი განაწილება რეგიონების მიხედვით. 1996-2000 წწ. მთელი სამუშაოების 80,1%25 მარტო ორ რეგიონზე მოდიოდა (ქ. თბილისი - 34,2%25 და გურიის რეგიონი - 45,9%25). დანარჩენი 19,9%25 ნაწილდებოდა 9 რეგიონზე. მათ შორის სედარებით მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩეოდნენ შიდა ქართლის (4,6%25) და ქვემო ქართლის (4,4%25) რეგიონები. ასევე არათანაბრია წლების მიხედვით ინვესტიციების დინამიკა რეგიონულ ჭრილში. ქ. თბილისში მაგალითად, ინვესტიციების ხვედრითი წილი 1996 წლიდან 1999 წლის ჩათვლით ყოველ წელს მკვეთრად ეცემოდა და მხილოდ 2000 წელს აიწია ისევ მაღლა, თუმცა 1996 წლის დონეს მაინც ვერ მიაღწია. 1996 წელთან შედარებით ხვედრითი წილი შეადგენდა: 1997 წელს 9,7 პრო-ცენტული პუნქტით, 1998 წელს - 31,4 პროცენტული პუნქტით, 1999 წელს - 69,4 პროცენტული პუნქტით და 2000 წელს - 9,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებს.

გურიის რეგიონში ორი წლის განმავლობაში (1996 წ. და 1998 წ.) არც ერთი თეთრის სამუშაო არ შესრულებულა. 1997 წელს მხოლოდ 26,0 ათასი ლარის (0,1%25) ინვესტიციები იქნა დაბანდებული, სამაგიეროდ 1999 წელს მათმა ხვედრითმა წილმა 85,2%25 შეადგინა, რაც 0,9%25-მდე დაეცა 2000 წელს.

ძირითადი ფონდების ამოქმედების სფეროში არც დანარჩენ რეგიონებში განხორციელებული ინვესტიციები ექვემდებარება რაიმე კანონზომიერებას. უფრო მეტიც, იყო წლები, როდესაც მთელ რიგ რაიონებში არანაირი სამუშაოები არ განხორციელებულა (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 1996 წელს, 1997 წელს და 1998 წელს; შიდა ქართლის რეგიონში - 1998 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 1996 წელს, 1997 წელს, 1998 წელს და კახეთის რეგიონში - 1997 წელს). ასეთნაირად განვითარებული საინვესტიციო პროცესები კიდევ ერთხელ გვისაბუთებს ზემოთ გამოთქმულ დასკვნას იმის სესახებ, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში არ გვქონია საინვესტიციო საქმიანობის რაიმე წინასწარ მოფიქრებული გეგმა. ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები რეგიონის მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 38).

1996-2000 წლებში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩეოდა ოთხი რეგიონი (ქ. თბილისი - 35,9%25, გურიის რეგიონი - 18,6%25; იმერეთის რეგიონი - 12,2%25 და ქვემო ქართლის რეგიონი - 15,4%25). მათ წილად მოდის ინვესტიციების 82,1%25. დანარჩენ შვიდ რეგიონზე (აჭარის არ, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონები) კი 17,9%25, საშუალოდ ერთ რეგიონზე - 2,6%25. ამ რეგიონებში სხვა დანარჩენ რეგიონებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა: აჭარის არ-ში (3,5%25) და შიდა ქართლის რეგიონში (5,0%25), არათანაბარზომიერია ინვესტიციების ხვედრითი წილი. მაგალითად, თუ თბილისში 1996 წელს 76,2%25-ს შეადგენდა, 1998 წელს - 11,7%25-მდე ეცემა; გურიაში - 1996 წელს ძირითად კაპიტალში არ განხორციელებულა არც ერთი თეთრის სამუშაო.

სამაგიეროდ, 2000 წელს მათი ხვედრითი წილი შეადგენდა 0,3%25-ს; იმერეთის რეგიონში - საშუალო 12,2%25-ზე მაღალი ხვედრითი წილი მხოლოდ 1998 წელს (26,7%25) მოდიოდა. დანარჩენ წლებში საშუალო დონეს ჩამორჩებოდა: 1996 წელს - 6,1 პროცენტული პუნქტით, 1997 წელს - 8,1 პროცენტული პუნქტით,

ცხრილი 37

ძირითადი ფონდების ამოქმედება საქართველოში 1996-2000 წწ.
რეგიონების მიხედვით (ათასი ლარი / პროცენტი)*

0x01 graphic

____________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67. 2. იგივე, 1997 წელს, თბ. 1997. გვ. 58-59; 3. იგივე, 1999 წელს, თბ. 1998 გვ. 78-79; 4. იგივე, 1999 წელს, თბ. 2000, გვ. 63-64; 5. იგივე, 2000 წელს, თბ. 2001, გვ. 56-57.

ცხრილი 38

ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს
რეგიონების მიხედვით 1996-2000 .. (ათასი ლარი /პროცენტი)*

0x01 graphic

______________

* იქვე

1999 წელს - 9,1 პროცენტული პუნქტით, 2000 წელს - 7,8 პროცენტული პუნქტით; ქვემო ქართლის რეგიონში - 1996 წელს ინვესტიციების ხვედრითი წილი შეადგენდა 0,6%25-ს, 1997 წელს - 13,6%25-ს, 1998 წელს - 25,6%25-ს. ამის შემდეგ იგი ისევ დაცემას იწყებს და შეადგენს: 1999 წელს - 9,0%25-ს, 2000 წელს - 8,4%25-ს.

ასევე უთანაბროდ იყო განაწილებული ინვესტიციები ძირითად კაპიტალში სხვა რეგიონებშიც. შიდა ქართლში, მაგალითად, 1998 წელს ამ რეგიონის წილად მოდიოდა 12%25 და წამყვანი რეგიონებიდან თბილისსაც კი უსწრებდა წინ 0,3 პროცენტული პუნქტით. სამაგიეროდ, სხვა წლებში მისი წილი 2,7%25-ზე მაღლა აღარ ასულა და ყველაზე მაღალ დონეს (12%25) ჩამორჩებოდა: 1996 წელს - 20-ჯერ, 1997 წელს - 4,4-ჯერ, 1999 წელს - 13,3-ჯერ, 2000 წელს - 120,0-ჯერ.

შედარებისათვის: ინვესტიციების მკვეთრად გამოხატული არათანაბარი განაწილება რეგიონების მიხედვით, მათი უთანაბრო, ზიგზაგური ზრდა არ დასტურდება დსთ-ს ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკით. მაგალითად, ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით რუსეთის წამყვან რეგიონებში ასეთი სურათია (იხ. ცხრილი 39).

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში რეგიონების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 40). როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, ამ მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევიან ქ.თბილისი (28,7%25), გურიის (24,5%25), იმერეთის (17,8%25) და ქვემო ქართლის (10,2%25) რეგიონები. სულ მათ წილად მოდის 81,2%25. დანარჩენი რეგიონებიდან (18,8%25) შედარებით მაღალი ხვედრითი წილით აღსანიშნავია: შიდა ქართლის რეგიონი (6,8%25), აჭარის არ (5,8%25) და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი (3,2%25).

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ძალიან დაბალი ხვედრითი წილით ხასიათდებიან კახეთის (0,2%25), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0,4%25), სამცხე-ჯავახეთის (1,1%25) და მცხეთა-მთიანეთის (1,3%25) რეგიონები. კვლავ არათანაბარია რეგიონების წილი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში ცალკეული წლების მიხედვით. მაგალითად: ქ.თბილისში 1996 წელს განხორციელებული სამუშაოების წილად მოდიოდა 76,0%25, მაშინ, როდესაც 1997 წელს ეს მაჩვენებლები შემცირდა 44,5 პროცენტული პუნქტით, 1998 წელს - 63,4 პროცენტული პუნქტით, 1999 წელს - 53,3 პროცენტული პუნქტით, 2000 წელს - 14,7 პროცენტული პუნქტით;

ცხრილი 39

ინვესტიციები ძირითად კაპიტალში რუსეთის წამყვანი
რეგიონების მიხედვით 1990-2000 ..*

წლები

რეგიონის წილი - %25

ფედერაციის
სუბიექტები

1990

1995

1999

2000

მოსკოვი

6.0

10.7

14.3

12.9

სანტი-მარიისკის არ

4.7

7.0

6.2

10.2

იამალო-ნენეცკის არ

3.5

4.9

5.4

7.1

მოსკოვის ოლქი

3.4

4.1

5.5

4.7

კრასნოიარსკის მხარე

2.2

2.6

3.9

4.5

თათარეთის
რესპუბლიკა

2.6

2.9

3.0

3.7

სანკტ-პეტერბურგი

2.4

2.5

4.9

3.0

ბორშკონსტანის რესპუბლიკა

2.3

3.2

2.6

2.5

პერმის ოლქი /ავ.ოკრგ.გარეშე/

1.9

2.0

2.2

2.2

სვერდლოვის ოლქი

2.5

3.1

2.5

2.1

კრასნოიარსკის მხარე

2.6

2.6

1.9

2.0

ჩელიაბინისკის ოლქი

2.0

2.1

1.9

2.0

სამარის ოლქი

1.8

2.7

2.0

1.8

როსტოვის ოლქი

2.1

1.9

1.7

1.7

ლენინგრადის ოლქი

1.2

1.1

1.9

1.7

ცხრილი 40

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში დაბანდებული
ინვესტიციები საქართველოში რეგიონების მიხედვით
1996-200 .. (ათასი ლარი / პროცენტი)*

0x01 graphic

_____________________

* წყარო: Е. Бернштам, А. Кузнецов, Региональное распределение инвестиций в России, ж. „Россиийский экономический журнал“, №2, 2002, გვ. 101.

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67.

გურიის რეგიონში შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წილი 1999 წელს შეადგენდა 50,7%25-ს, ხოლო 2000 წელს - 0,7%25-ს, ანუ 50 პროცენტული პუნქტით ნაკლებს, შიდა ქართლის რეგიონში მაქსიმალური მაჩვენებლიდან (1998 წელს 13,7%25) უარყოფითმა გადახრამ შეადგინა: 1998 წელს 12,8 პროცენტული პუნქტი, 1997 წელს - 8,3 პროცენტული პუნქტი, 1999 წელს - 12,6 პროცენტული პუნქტი, 2000 წელს - 13,5 პროცენტული პუნქტი.

ქვემოთ განვიხილოთ ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით (ინვესტიციების ხვედრითი დონე) რეგიონების მიხედვით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინვესტიციო საქმიანობის რეალური სურათის შექმნის მიზნით ეკონომიკურ თეორიაში, რაც საერთაშორისო პრაქტიკითაც მტკიცდება, გამოიყენება მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული ინვესტიციები (ინვესტიციების ხვედრითი დონის მაჩვენებელი).

საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 41) როგორც ცხრილიდან ჩანს, მოსახლეობის ერთ სულზე ინვესტიციები ძირითად კაპიტალში ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა გურიის რეგიონი (1463,5 ლარი, ანუ 884,50 დოლარი), ქ.თბილისი (357.0 ლარი, ანუ 215,8 დოლარი), ქვემო ქართლის (330,7 ლარი, ანუ 199,9 დოლარი) და იმერეთის (194,1 ლარი, ანუ 117,3 დოლარი) რეგიონები. შემდეგ მოდიან შიდა ქართლის რეგიონი (175,8 ლარი, ანუ 106,2 დოლარი). ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე გურიის რეგიონს ჩამორჩებიან: ქ.თბილისი - 4,1-ჯერ, აჭარის არ - 8,96-ჯერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი - 17,30-ჯერ, იმერეთის რეგიონი - 7,54-ჯერ, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის რეგიონი - 28,36-ჯერ, შიდა ქართლის რეგიონი - 19,54- ჯერ, შიდა ქართლის რეგიონი - 4,43-ჯერ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი - 36,14-ჯერ.

ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს რეგიონებში დაფინანსების წყაროების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი 42).

როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, დაფინანსების მთავარ წყაროს 1996-2000 წლებში წარმოადგენდა საწარმოთა ფონდების სახსრები (21,6%25) და უცხოური ინვესტიციები (62,5%25) სულ (84,1%25): დანარჩენი სახსრების წყაროებს შეადგენენ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები (11,1%25), ცენტრალური ბიუჯეტი (4,6%25) და კერძო საკუთრება (0,2%25). თუმცა ცალკეული რეგიონებისა და ცალკეული წლების მიხედვით გადახრები ამ მაჩვენებლებიდან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ქ.თბილისში 1996 წელს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების წილი თუ 17,2%25-ს შეადგენდა, 1997 წელს იგი შემცირდა 16,8%25-მდე და ამის შემდეგ ყოველ წელს დაცემის ტენდენციით ხასიათდება. 1996 წლის მიმართ ცენტრალური ბიუჯეტის წილმა შეადგინა 1997 წელს - 184 0,4 პროცენტული პუნქტით ნაკლები, 1999 წელს - 12,1 პროცენტული პუნქტით ნაკლები და 2000 წელს - 14,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები;

ცხრილი 41

ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში
რეგიონების მიხედვით 1996-2000 .. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით*

0x01 graphic

ცხრილი 41 (გაგრძელება)

ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში
რეგიონების მიხედვით 1996-2000 .. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით

0x01 graphic

________________

* ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ. წყარო: 1. სსსდ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1996 წელს, თბ. 1997, გვ. 66-67. 2. იგივე 1997 წელს, თბ. 1997 გვ. 58-59; 3. იგივე, 1998 წლეს, თბ. 1999, გვ. 78-79; 4. იგივე, 1999 წ, თბ. 2000, გვ. 63-64; 5. იგივე, 2000 წელს, თბ. 2001, გვ. 56-57; 6. ნ. ჭითანავა, გარდამავალი პერიოდის სოცოალური-ეკონომიკური პრობლემები, ნაწილი III, თბ. 2000, გვ. 378.

სამაგიეროდ ზრდის ტენდენციით (ამასთან, არასტაბილურობით) ხასიათდება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების წილი (1997 წლის გამოკლებით, როდესაც 1996 წელთან შედარებით გაიზარდა: 1998 წელს 10,0 პროცენტული პუნქტით, 1999 წელს - 7 პროცენტული პუნქტით და 2000 წელს 3,3 პროცენტული პუნქტით. ერთობლიობაში 1996-2000 წლებში ცენტრალური ბიუჯეტისა და ტერიტორიული ბიუჯეტების ხვედრითი წილი 1996 წელთან (49,2%25) შედარებით თანდათანობით კლებულობს და 2000 წელს უდრიდა 14,5%25-ს ანუ 34,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებს. საშუალოდ მათი წილი შეადგენდა 31,5%25-ს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები არც ერთ წელს არ გამოყენებულა, სამაგიეროდ თითქმის ყოველთვის მაღალი იყო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრების წილი. მართალია 1997 წელს ეს მაჩვენებელი 1996 წელთან შედარებით შემცირდა 22 პროცენტული პუნქტით, მაგრამ ამის შემდეგ 1997 წელთან შედარებით ზრდამ შეადგინა: 1998 წელს - 32,7 პროცენტული პუნქტი, 1999 წელს - 46,7 პროცენტული პუნქტი, 2000 წელს - 16,1 პროცენტული პუნქტი.

ცხრილი 42

ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები
საქართველოში დაფინანსების წყაროებისა და რეგიონების
მიხედვით 1996-2000 .. (ათასი ლარი / პროცენტი)*

0x01 graphic

ცხრილი 42 (გაგრძელება)

0x01 graphic

ცხრილი 42 (გაგრძელება)

0x01 graphic

ასევე მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საწარმოთა ფონდების სახსრები: 1996 წელს - 64,7%25, 1997 წელს - 69,9%25, 1998 წელს - 54%25, 1999 წელს - 36,7%25 და 2000 წელს - 69,2%25. სულ 1996-2000 წლებში მათმა ხვედრითმა წილმა შეადგინა - 51,7%25. სამაგიეროდ ძალიან უმნიშვნელოა უცხოური ინვესტიციების წილი - 1996 და 1998 წლებში უცხოელი ინვესტიციების არცერთი თეთრი არ იყო დაბანდებული. 1997 წელს მათმა წილმა შეადგინა 0,1%25 (2,0 ათასი ლარი), 1999 წელს - 3,8%25 (1008,0 ათასი ლარი) და 2000 წელს - 1,4%25 (192,0 ათასი ლარი). მაშასადამე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ინვესტიციური პროცესები დამოკიდებული იყო ძირითადად ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების და საწარმოთა ფონდების სახსრებზე. ორივე წყაროს წილი შეადგენდა: 1996 წ. - 100%25-ს, 1997 წ. - 83,2%25-ს, 1998 წ. - 100%25-ს, 1999 წ. - 96,7%25-ს და 2000 წ. - 98,6%25-ს. უნდა შევნიშნოთ, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების დაბალი დონე იმ ტენდენციების ადექვატურია, რომელიც ჩამოყალიბებული იყო დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენი შეფასებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ამოცანები ნამდვილად საჭიროებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ინტენსიფიკაციას. ამის საილუსტრაციოდ მარტო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, ბათუმში თბოელექტროსადგურის მშენებლობა, გაზის საძიებო სამუშაოები, საკურორტო მეურნეობის თანამედროვე დონეზე განვითარება და სხვა უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტებიც გამოდგება, რომელთა განხორციელება მარტო ადგილობრივი ბიუჯეტისა და საწარმოთა ფონდების სახსრების ხარჯზე ძალიან გაძნელდება, ან დღევანდელ პირობებში სულაც შეუძლებელი იქნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის დაბალი დონის საერთო ფონზე გამოკვეთილი არ არის ინვესტიციების რომელიმე წყაროს უპირატესობა. თუმცა მაინც სჭარბობს საწარმოთა ფონდების სახსრების შედარებით უპირატესი როლი. საერთოდ 1996-2000 წლებში ამ რეგიონში არაფერი გაკეთებულა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით 1996 წელს, 1999 წელსა და 2000 წელს, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით - 1998 წელს. უცხოური ინვესტიციები ამ რეგიონში გამოჩნდა 1997 წელს (230 ათასი ლარი), 1998 წელს არც ერთი თეთრი არ არის დაბანდებული, თუმცა ამის შემდეგ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ქ.ფოთში წარმოებული სამუშაოების ნაწილი უკვე უცხოური ინვესტიციებით მიმდინარეობდა. 1999 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა ძირითად კაპიტალში შეადგინა 43,7%25, 2000 წელს - 16,2%25.

გურიის რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობა ის გამონაკლისი შემთხვევაა, სადაც 1996 წელს არც ერთი თეთრის სამუშაოები არ არის შესრულებული, ხოლო შემდგომ წლებში ასევე არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს ძირითადი კაპიტალის ინვესტირებაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1997 წელს ცენტრალური ბიუჯეტის მიერ უმნიშვნელო რაოდენობით გამოყოფილ თანხას (105 ათასი ლარი, ანუ 0,2%25). ამ რეგიონშიც აღსანიშნავია ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობის დადებითი გავლენა საინვესტიციო საქმიანიბაზე. სულ 1997 წლიდან მოყოლებული 2000 წლის ჩათვლით ძირითად კაპიტალში აქ დაბანდებული იქნა 217207 ათასი ლარის უცხოური ინვესტიციები, ან მთელი ინვესტიციების 99,1%25.

ცენტრალური ბიუჯეტისა და ტერიტორიული ბიუჯეტების სახსრებით არც იმერეთის რეგიონია განებივრებული. მხოლოდ 1996 წელს იქნა დაბანდებული სახსრები ტერიტორიული ბიუჯეტებიდან (14,9%25), ხოლო 1997 წელს - ცენტრალური ბიუჯეტიდან (12,8%25), დანარჩენ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტებს (ცენტრალურს და ტერიტორიულს) არც ერთი თეთრი არა აქვთ გამოყოფილი საინვესტიციო საქმიანობისათვის;

თუ გურიის რეგიონისათვის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილი, იმერეთის რეგიონისათვის დამახასიათებელია საწარმოთა ფონდების სახსრების ყოველთვის მაღალი წილი. ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების საერთო ჯამში (გამონაკლისს წარმოადგენს 1998 წელი - 17,1%25, ანუ 8068 ათასი ლარი). მათი ხვედრითი წილი უდრიდა: 1996 წელს - 85,1%25, 1997 წელს - 87,2%25-ს, 1999 წელს - 100%25 და 2000 წელს - 89,5%25-ს.

უცხოური ინვესტიციები იმერეთის რეგიონში მხოლოდ 1998 წელს და 2000 წელს ჩაიდო (92,9%25 და 10,5%25 შესაბამისად).

საწარმოთა ფონდების სახსრების მაღალი ხვედრითი წილი იმერეთის რეგიონში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ ფუნქციონირებადი საწარმოები შედარებით მაღალი ტექნიკური და ტექნოლოგიური დონით გამოირჩევიან, რაც მათ სიცოცხლისუნარიანობასა და მაღალ ეფექტიანობაზე მეტყველებს. ამ რეგიონის წარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ იგზავნება და უძლებს მსოფლიო კონკურენციას. თუ საქართველოში 2001 წელს საშუალოდ საკუთარი საწარმოების გადატვირთული პროდუქციის 31,8%25 გაიგზავნა საზღვარგარეთ, იმერეთის რეგიონში ეს მაჩვენებელი უდრიდა 42,2%25-ს და მხოლოდ 36,3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა კახეთის მხარეს და 19,0 პროცენტული პუნქტით - სამცხე-ჯავახეთის მხარეს;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისათვის, როგორც ზევით ავღნიშნეთ, საანალიზო პერიოდში დამახასიათებელია საინვესტიციო საქმიანობის ძალიან დაბალი დონე, რაც შესაბამისად აისახება ინვესტიციების დაფინანსების წყაროების სტრუქტურაშიც.

ჯერ ერთი, 1997 და 1998 წლებში ამ რეგიონში არ განხორციელებულა არც ერთი თეთრის ინვესტიციები. 1999 წელს კი მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობის სახსრები იქნა დაბანდებული (291,0 ათასი ლარი).

მეორე. თუ დაფინანსების წყაროებში სჭარბობდა ცენტრალური ბიუჯეტისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხვედრითი წილი (1996 წელს - 78,1%25), მომდევნო წლებში ისინი აღარ მონაწილეობენ საინვესტიციო საქმიანობაში და ადგილს უთმობენ უცხოურ ინვესტიციებს (1999 წელს - 100%25, 2000 წელს - 71,6%25) და საწარმოთა ფონდების სახსრებს (28,4%25 - 2000 წელს).

შიდა ქართლის რეგიონში ძირითად კაპიტალში დაბანდებული ინვესტიციების საერთო მოცულობიდან ცენტრალური ბიუჯეტის წილად მოდის: 1996 წელს - 100%25, 1998 წელს - 1,4%25 და 1999 წელს - 78,6%25 ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების წილად: 1997 წელს - 20,8%25. დანარჩენ წლებში საინვესტიციო საქმიანობის მთავარ ფინანსურ წყაროს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციები (1997 წელს - 79,2%25, 1998 წელს - 98,6%25). საწარმოთა ფონდების სახსრები მხოლოდ 1997 წელს მონაწილეობენ, ისიც უმნიშვნელო მოცულობით (29,4%25), ხოლო 2000 წელს მთლიანად მათი სახსრებით იქნა განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობა.

მაშასადამე, შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის დაბალი დონის პარალელურად, არათანაბარია დაფინანსების ცალკეული წყაროების სტრუქტურა. საშუალოდ მათი ხვედრითი წილი 1996-2000 წლებში ასეა განაწილებული: უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი შეადგენს - 91,9%25-ს, ცენტრალური ბიუჯეტის - 5,1%25, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების - 1,6%25 და საწარმოთა ფონდების - 1,4%25. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ შიდა ქართლის რეგიონში უცხოური ინვესტიციები მხოლოდ ორ წელს (1997 და 1998 წლებში) არის გამოყენებული.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საანალიზო პერიოდის პირველ ორ წელს (1996 და 1997 წლებში) და ბოლო წელს (2000 წელი) არც ცენტრალური ბიუჯეტის და არც ტერიტორიული ბიუჯეტების სახსრები არ არის გამოყენებული საინვესტიციო საქმიანობაში, ხოლო 1998 წელს ცენტრალური ბიუჯეტის წილად მოდის მთელი სახსრების 19,8%25 და 1998 წელს - 51,7%25. დანარჩენი წყაროების ხვედრითი წილი ასეა წარმოდგენილი: საწარმოთა ფონდების - 1996 და 1997 წლებში 100%25, 1998 წელს - 22,0%25, 1999 წელს - 2,2%25 და 2000 წელს - 13,6%25. უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი: 1998 წელს - 58,2%25, 1999 წელს - 46,7%25, 2000 წელს - 86,4%25.

კახეთის რეგიონში 1996 წელს ძირითად კაპიტალში ინვესტირებულია მხოლოდ საწარმოთა ფონდების სახსრები, სამაგიეროდ, ისინი აღარ გამოუყენებიათ 1997 წელს. ასევე არ გამოყენებულა ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები 1998 წელს, 1999 წელს და 2000 წელს. მხოლოდ 1997 წელს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებმა დაფინანსების საერთო ჯამში შეადგინა 51,1%25. 1998 წელს საწარმოთა ფონდების სახსრების წილად მოდიოდა 16,7%25, 1999 წელს - 17,2%25 და 2000 წელს - 1,0%25. როგორც ვხედავთ, საანალიზო პერიოდში კახეთის რეგიონში დაფინანსების მთავარი წყარო იყო უცხოური ინვესტიციების წილი ქვემო ქართლის რეგიონში (საშუალოდ 1996-2000 წლებში - 77,3%25). სხვა დანარჩენი წყაროების მიხედვით სახსრები ასეა განაწილებული: საწარმოთა ფონდების სახსრებს უკავიათ 18,5%25, ცენტრალური ბიუჯეტის - 3,9%25 და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების - 0,4%25. აღსანიშნავია,რომ ცენტრალური ბიუჯეტების სახსრები არ გამოუყენებიათ 1996 წელს, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების - 1999 წელს და 2000 წელს. საერთო ჯამში უცხოური ინვესტიციების მაღალი ხვედითი წილის ფონზე არათანაბრად იყო ისინი განაწილებული წლების მიხედვით (1996 წ. - 81,0%25, 1997 წ. - 65,2%25, 1998 წ. - 92,1%25, 1999 წ. - 87,5%25, 2000 წ. - 21,9%25).

სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის 1996 და 1998 წლები აღინიშნა ინვესტიციების დაფინანსების წყაროების შეზღუდულობით: 1996 წელს დაფინანსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა საწარმოთა ფონდების სახსრები, ხოლო 1998 წელს - ასეთად გვევლინებოდა ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები. 1997 წელს დაფინასების ორი წყაროა გამოყენებული ცენტრალური ბიუჯეტის (71,0%25) და უცხოური ინვესტიციების (29,0%25). ანალოგიური მდგომარეობა იყო 1999 წელს (35,5%25 და 64,5%25 შესაბამისად). 2000 წელს, ამ ორ წყაროს გარდა, გამოყენებული იქნა საწამოთა ფონდების სახსრები. წილობრივად ინვესტიციები ასე იყო განაწილიბული: ცენტრალური ბიუჯეტის - 22,0%25, საწარმოთა ფონდების - 6,1%25, უცხოური ინვესტიციების - 71,9%25. საერთო თანაფარდობა დაფინანსების წყაროებს შორის 1996-2000 წწ. ასეთნაირია: ცენტრალური ბიუჯეტის წილად მოდის - 58,7%25, საწარმოთა ფონდების - 7,9%25 და უცხოური ინვესტიციების - 33,4%25.

ცალკე უნდა აღინიშნოს კერძო საკუთერების სახსრების მონაწილეობა ძირითად კაპიტალში განხორციელებულ ინვესტიციებში. როგორც ცხრილიდან ჩანს (იხ. ცხრილი 40), მთლიანად საქართველოში მათი ხვედრითი წილი მეტად უმნიშვნელოა, 1996-2000 წწ. მათ შეადგინეს 0,2%25. ამასთან, უმეტეს რეგიონებში არც ერთი თეთრი არ არის გამოყენებული დაფინასების ამ წყაროდან. ეს ეხება: გურიის, იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. უნდა შევნიშნოთ, რომ კერძო საკუთრების სახსრები საქართველოში მხოლოდ 1997 წელს არის გამოყენებული, ისიც მცირე მოცულობით (2040 ათასი ლარი) და რეგიონების მიხედვით ასე იყო განაწილებული: ქ.თბილისში დაიხარჯა 20,5%25, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 50,2%25, სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონში - 25,1%25, კახეთის რეგიონში - 4,2%25. ამ წელს მოცემულ რეგიონებში განხორციელებული ინვესტიციების საერთო ჯამში კერძო საკუთრების სახსრების წილი შეადგენდა (%25): 0,7; 10,7; 13,4; 48,9 შესაბამისად.

მოტანილი მონაცემები გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ კერძო საკუთრების სახსრების ფართოდ დაბანდების შესაძლებლობები საქართველოში შეზღუდულია, ვინაიდან მათი სიდიდე ძირითადად დამოკიდებულია მოსახლეობის დანაზოგებზე. ამ მხრივ კი სასურველი მდგომარეობა ვერ გვაქვს. შექმნილი არ არის ფულადი დანაზოგების კაპიტალად გარდაქმნის სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა, მათი დაცვისა და რისკის გარანტიების მაქანიზმები; საბანკო სისტემაში კორუფციული ქმედებების გამო მოსახლეობას დაკარგული იქვს ბანკებისადმი ნდობა (მ.კაკულიას გამოკვლევების მიხედვით ეს ნდობა თანდათან აღდგენის სტადიაშია). გაწყვეტილია საინვესტიციო საქმიანობის ერთიან სისტემაში „დანაზოგები-ინვესტორები“ რგოლი; შენარჩუნებულია პოტენციური ინვესტორის უნდობლობა დაზოგილი სახსრების დაბანდების მიმართ ქართულ ეკონომიკაში და სხვა.

ინვესტიციების არათანაბარი განაწილება, მათი არათანმიმდევრული მოცულობით ზრდა რეგიონების მიხედვით იწვევს დაბალი საინვესტიციო აქტიურობის მქონე რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქრონიკულ ჩამორჩენას, მოსახლეობის ცხოვრების გაუარესებას, დემოგრაფიული სიტუაციების გამწვავებას.

ქვემოთ მოცემული იქნება საქართველოს რეგიონების რანგირება საინვესტიციო საქმიანობის აქტიურობის დონის მიხედვით.

__________________

1 Е.Бернштам,А.Кузенцов,Региональное распределение инввнстиции в России, ж. „Российсий экономический журнал“, №2, 2002, გვ. 99.

7.2.2 4.2.2. საქართველოს რეგიონების რანგირება საინვესტიციო აქტიურობის დონის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


ცნობილია, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ბანკი, სპეციალური კონსალიტინგური ფირმები, საზღვარგარეთის გაზეთები და ჟურნალები 20 წელზე მეტია რაც ახორციელებენ 15-დან 178-მდე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შეფასებას (ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონე და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურების უმნიშვნელოვანესი ფაქტორები რომ არიან, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დავობს). მათ მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა (მათ შორის ინტერნეტის ვებ-გვერდებზე), რომ აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით შეფასებული დსთ-ს სივრცის ქვეყნების პოზიცია მეტად არასახარბიელოა.1 სსრკ-გან განსხვავებით, რომელსაც ცნობილი ეკონომიკური ჟურნალის „Euromoney“-ს რეიტინგით 1989 წელს მე-17 ადგილი ეკავა იტალიისა და ტაივანის შემდეგ, 90-იან წლებში, ვერც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ვერ მოხვდა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მქონე 50 ქვეყნის რიცხვში. რუსეთი და ბელორუსია, მაგალითად, იმყოფებიან პირველი ასი ქვეყნის სიის გარეთ (გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთი 1997 წელს). კონკრეტულად რუსეთის რეიტინგი აღნიშნული ჟურნალის მიხედვით შეადგენდა: 1993 წ. მარტში - 149;

1994 წ. მარტში - 138; 1995 წ. მარტში - 141; 1996 წ. მარტში - 100; 1997 წ. მარტში - 91; 1998 წ. სექტემბერში - 129.1 მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მიხედვით იგი ჩამორჩება ჩეხეთს, ჩინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ლიტვას, რუმინეთს, ესტონეთს, ლატვიას.2

როგორც ვზედავთ, საქართველოს შესახებ ამ წყაროებში არაფერია ნათქვამი, ე.ი. ჩვენი ქვეყანა 158 ქვეყნის სიაშიც კი ვერ მოხვდა.

ყოველივე აღნიშნული ერთხელ კიდევ ასაბუთებს ჩვენს დასკვნას, რომ საინვესტიციო საქმიანობის დონის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად, მათ შორის დსთ-ს სივრცის და ბალტიის ქვეყნებს.

საქართველოს რეგიონებში საინვესტიციო საქმიანობის სფეროში განვითარებული ტენდენციების ზემოთ წარმოდგენილი ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ცალკეული რეგიონის რეიტინგი და მოვახდინოთ მათი რანგირება საინვესტიციო აქტიურობის ხარისხის დონის მიხედვით.

წინასწარ აღვნიშნავთ, რომ მოცემული ქვეყნის, მისი რეგიონების, სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საინვესტიციო აქტიურობის დასახასიათებლად ეკონომიკურ თეორიაში და პრაქტიკაში გამოიყენება ისეთი ინტეგრალური მაჩვენებლები, როგორიცაა: განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა, ინვესტიციების განაწილება რეგიონებში (რეგიონის წილი ინვესტიციურ საქმიანობაში), ინვესტიციების ხვედრითი დონე (ინვესტიციები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით).

როგორც ქვემოთ მოტანილი კრებსითი ცხრილის მონაცემები გვიჩენებენ (იხ. ცხრილი 43), ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით საინვესტიციო საქმიანობის ყველა მიმართულებით (ძირითადი ფონდების გამოყენება, ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები). ამ საქმიანობის საერთო დაბალი დონის პირობებში გამოკვეთილია რეგიონების ოთხი ჯგუფი, რომლებიც ერთიმეორისაგან განსხვავდებიან საინვესტიციო აქტიურობის სხვადსხვა დონით (მაღალი დონე, საშუალო დონე, საშუალოზე დაბალი დონე, დაბალი დონე).

პირველ ჯგუფში (მაღალი დონე - 10 ბალი და ზევით) შედიან ქ. თბილისი, გურიის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები ამ უკანასკნელ ორ რეგიონში ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებებით განხორციელებული ინვესტიციები ვერ თავსდებიან მოცემულ ზღვრულ ჩარჩოებში. მაგრამ, როგორც გამონაკლისი, შევიტანეთ პირველი ჯგუფის რეგიონებში ძირითად კაპიტალში და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით გაწეული აქტიური საქმიანობის გამო;

მეორე ჯგუფში (საშუალო დონე - 5 ბალიდან 10 ბალამდე) შედიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და შიდა ქართლის რეგიონი;

ცხრილი 43

საქართველოს რეგიონების რანგირება საინვესტიციო აქტიურობის დონის მიხედვით
(1996-200 .. კრებითი მაჩვენებლები)

0x01 graphic

მესამე ჯგუფში (2 ბალიდან 5 ბალამდე) შედიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონები;

მეოთხე ჯგუფში (0,1 ბალიდან 2 ბალამდე) შედიან: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები.

რეგიონების აღნიშნული რანგირება დასტურდება აგრეთვე ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების ხვედრითი დონის მაჩვენებლითაც (იხ. ცხრილი 43). როგორც ცხრილიდან ჩანს, მოწინავე პოზიციებზე კვლავ არიან ქ.თბილისი (ინვესტიციები ძირითად კაპიტალში მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენს 357 ლარს, ანუ 215,76 დოლარს), გურიის (1463,5 ლარი ანუ 884,50 დოლარი), იმერეთის (194,1 ლარი, ანუ 117,3 დოლარი) და ქვემო ქართლის (330,7 ლარი, ანუ 199,87 დოლარი) რეგიონები.

შემდეგ მოდიან შიდა ქართლის რეგიონი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (175,8 ლარი, ანუ 106,25 დოლარი და 163,3 ლარი, ანუ 98,61 დოლარი შესაბამისად), რომლებიცსაინვესტიციო აქტიურობის მეორე დონის რეგიონებს ქმნიან.

მესამე ჯგუფში შედიან სამეგრელო-ზემო სვანეთის (84,6 ლარი, ანუ 51,13 დოლარი) და კახეთის (74,9 ლარი, ზნუ 45,27 დოლარი) რეგიონები.

მეოთხე ჯგუფის რეგიონებში, სადაც საინვესტიციო აქტიურობა ძალიან დაბალია, კვლავ მოხვდნენ: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (51,6 ლარი, ანუ 81,19 დოლარი), და მცხეთა-მთიანეთის (82,0 ლარი, ანუ 49,56 დოლარი) და სამცხე-ჯავახეთის (40,5 ლარი, ანუ 24,48 დოლარი) რეგიონები.

უნდა შევნიშნოთ, რომ წარმოდგენილი რანგირება გარკვეულად პირობითია. საქმე იმაშია, რომ ამა თუ იმ ჯგუფში მოხვედრილი რეგიონები თავის მხრივ ჯგუფის შიგნით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთიმეორისაგან საინვესტიციო აქტიურობით, ამასთან, ეს განსხვავება წლების და საინვესტიციო საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით იმდენად მკვეთრია, რომ ესა თუ ის რეგიონი ვეღარ თავსდება მოცემული ჯგუფის რეგიონებისათვის მიკუთვნებული რეიტინგის ფარგლებში. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რეგიონებში საინვესტიციო საქმიანობას ახასიათებს არამყარი, არასტაბილური და ზოგ შემთხვევაში წყვეტილი ხასიათიც კი.

მაგალითისათვის განვიხილოთ საინვესტიციო აქტიურობის პირველი ჯგუფის რეგიონებში არსებული მდგომარეობა (იხ. ცხრილი 44).

ცხრილი 44

საინვესტიციო აქტიურობის პირველი ჯგუფის (მაღალი დონე) რეგიონებში
საინვესტიციო საქმიანობის მაჩვენებლები საქართველოში (1996-2000 ..)

0x01 graphic

როგორც ცხრილიდან ჩანს, ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით მთლიანად 1996-2000 წწ. ყველაზე აქტიურად წარმოგვიდგება გურიის რეგიონი (საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების 45,9%25), შემდეგ მოდის თბილისი (34,2%25), ქვემო ქართლის (4,4%25) და იმერეთის (3,9%25) რეგიონები. ამ ჯგუფის რეგიონების მიერ ძირითადი ფონდების ამოქმედებაზე განხორციელებული ინვესტიციების საერთო ჯამიდან გურიის რეგიონზე მოდის - 51,9%25, თბილისზე - 38,7%25 (გურიის რეგიონთან შედარებით 13,2 პროცენტული პუნქტით ნაკლები), ქვემო ქართლის რეგიონზე - 5%25 (46,9 პროცენტული პუნქტით ნაკლები). მაგრამ წლების მიხედვით რეგიონების საინვესტიციო აქტიურობა ვეღარ თავსდება ჩვენს მიერ პირველი ჯგუფის რეგიონებისათვის მიკუთვნებულ რანგში. კერძოდ, 1996-2000 წლების საერთო მონაცემებით პირველ ადგილზე მყოფ გურიის რეგიონს 1996 და 1998 წლებში არ აუმოქმედებია არც ერთი თეთრის ძირითადი ფონდები, ხოლო 1997 წლეს იგი ბოლო, მეოთხე ადგილზეა ჯგუფში და მისი ხვედრითი წილი უდრის 0,1%25-ს; სამაგიეროდ 2000 წელს გურიაში ამოქმედებულია საქართველოში ამოქმედებული ძირითადი ფონდების 85,2%25, ხოლო პირველი ჯგუფის რეგიონების მიერ ამოქმედებული ძირითადი ფონდების - 91,1%25; ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა ქ.თბილისი. მთლიანად 1996-2000 წწ. ეს მაჩვენებელი თბილისისათვის შეადგენს 35,9%25, ანუ ამ ჯგუფის რეგიონების საერთო ხვედრითი წილის (82,1%25) - 43,7%25-ს. მაშინ, როდესაც გურიის რეგიონისათვის იგი უდრის: 18,6%25 (22,7%25), ქვემო ქართლის რეგიონისათვის - 15,4%25 (18,8%25) და იმერეთის რეგიონისათვის - 12,2%25 (14,8%25). როგორც ვხედავთ, ქ.თბილისის საინვესტიციო აქტიურობას ჩამოთვილილი რეგიონები ჩამორჩებიან: 21,0 პროცენტული პუნქტით, 24,9 პროცენტული პუნქტით და 28,9 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად თბილისის საინვესტიციო აქტიურობა გამოკვეთილად მაღალია საანალიზო პერიოდის უმეტეს წლებში, კერძოდ, 1996 წლეს, 1997 წელს და 2000 წელს. 1996 წელს მის წილად მოდიოდა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების (ძირითად კაპიტალში) 76,2%25, ანუ პირველი ჯგუფის რეგიონების ხვედრითი წილის (88,9%25-85,7%25; 1997 წელს აღნიშნულმა მაჩვენებლებმა შესაბამისად შეადგინეს: 36,3%25; (88,3%25) 41,1%25, ხოლო 2000 წელს - 65,6; (78,7%25) 83,3%25.

პირველი ჯგუფის რეგიონებისათვის მიკუთვნებული ბალების ზღვარში ვერ ექცევიან: გურიის (1996 წელს) ქვემო ქართლის (1997 წ., 1999 წ. და 2000 წ.), იმერეთის (1996 წ., 1997 წ., 1999 წ. და 2000 წ.) რეგიონები.

ასევე ჯგუფის რეიტინგს ვერ აკმაყოფილებენ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით: გურიის (1996 წ. და 2000 წ.), ქვემო ქართლის (1996 წ., 1999 წ. და 2000 წ.), იმერეთის (1996 წ., 1997 წ. და 1999 წ.) რეგიონები (ცხრილი 44).

საინვესტიციო აქტიურობის პირველი დონის ჯგუფის რეგიონებში ცალკე უნდა გამოვყოთ ქ. თბილისი. როგორც ცხრილიდან ჩანს, საინვესტიციო საქმიანობის ყველა მიამრთულებით და ყველა წლის მიხედვით (მცირე გამონაკლისის გარდა: ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით - 1999 წელს; ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიმართულებით - 1998 და 1999 წლებში; სამშენებლო-სამონაჟო სამუშაოების მიმართულებით - 1998 და 1999 წლებში) საინვესტიციო აქტიურობით ქ.თბილისი ლიდერობს. ეს განპირობებული იმ ობიექტური ფაქტორებით, რომლებიც ყალიბდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლების პეროდში და რომელთა ფორმირება ხდება დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პირობებშიც.

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის ანალიზიდან ჩანს, რომ მათ შორის არსებობს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი განსხვავებები, რაც განპირობებულია უკვე განხილული ფაქტორების გარდა მთელი რიგი სხვა ფაქტორების ერთობლიობით. ინვესტიციურ პროცესებზე ამ ფაქტორების ზეგავლენის შედეგებს ეკონომიკურ ლიტერატურაში განზოგადებულად უწოდებენ რეფორმების გატარებაზე რეგიონების რეაქციას.3

ეს ფაქტორებია: - საბაზრო ურთიერთობებზე რეგიონის გადასვლის მომენტისათვის მისი -სოცილურ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობა - სასტარტო პირობები (რეგიონის დარგობრივი სტრუქტურა და მისი სრულყოფის პერსპექტივები; ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის, როგორც ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორის მოქმედება; სატრანსპორტო ქსელის განვითარება; შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა და მათი საწარმოო და სამეცნიერო-ტექნიკური კვალიფიკაციის დონე და სხვა);

- რეგიონის დონეზე მოსახლეობის დამოკიდებულება რეფორმების მიმართ, ინვესტიციური პროცესების და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების მიმართ;

- საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურის შექმნისათვის რეგიონში არსებული პირობების გაუმჯობესების პერსპექტივები;

- რეგიონში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კრიმინალური კლიმატი და სხვ.

„საბაზრო რეაქციის“ მეშვეობით საინვესტიციო აქტიურობის შეფასება ჩვენც მართებულად მოგვაჩნია, ვინაიდან ჩვენს მიერ გამოყენებულ მაჩვენებლებთან ერთად იგი რეალურ მდგომარეობასთან კიდევ უფრო მეტად მიახლოების და ადექვატური ღონისძიებების დასახვის დამატებითი საშუალებაა.

რეგიონის საბაზრო რეაქცია გვიჩენებს ფორმირებად ეკონომიკურ ურთიერთობებთან, მათ შორის ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების ახალ მიმართულებებთან ადაპტაციის ხარისხს. ამასთან, დადებითი საბაზრო რეაქცია ესაა რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის გააქტიურებისათვის წანამძღვრების ფორმირება. პირიქით, სუსტი საბაზრო რეაქცია განიხილება როგორც მიზეზი იმისა, რომ ინვესტიციური მოტივაციები რეგიონში საკმაოდ დიდხანს დამთრგუნველი იქნება.

ჩვენი შეფასებით, რასაც ექსპერტებიც გვიდასტურობენ, საქართველოს რეგიონების საბაზრო რეაქცია შემდეგნაირად შეიძლება დახასიათდეს: საინვესტიციო აქტიურობის დონით პირველ ჯგუფში მოხვედრილი რეგიონები ხასიათდებიან საბაზრო გარდაქმნებისადმი შედარებით მაღალი და მყარი რეაქციით. ამ ჯგუფის რეგიონებში რეფორმები ხორციელდება საკმაოდ დინამიურად, რაც ქმნის საბაზრო ურთიერთობის საბოლოოდ დამკვიდრების შედარებით ხელსაყრელ პირობებს და, მაშასადამე, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვის ზრდას.

მიგვაჩნია, რომ ამ ჯგუფის რეგიონებში კიდევ უფრო სტაბილურ სახეს მიიღებს და მაღალ ხარისხში ავა ხელსაყრელი ინვესტიციური პირობები. აღნიშნულს თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკური სტაბილიზაციის ასევე შედარებით სწარაფი მიღწევა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საინვესტიციო პროცესების დაჩქარება მოხდება იმ ტენდენციების ზემოქმედების გამოც, რომლებიც თან მოჰყვება ამ რეგიონებში ფინანსური, მატერიალური და შრომითი რესურსების კონცენტრაციას საბაზრო ინსტიტუტების (საბაზრო ინფრასტრუქტურის), ახალი მეწარმეობრივი სტრუქტურების (მათ შორის უცხოური და ერთობლივის), ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. ამ ტენდენციების მოსალოდნელ კეთილსასურველ შედეგებზე საუბრისას ვითვალისწინებთ აგრეთვე, ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის („აბრეშუმის გზის“) ამოქმედების პარალელურად, მათი განვითარების პერსპექტივებს და ამოცანებს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ეფექტიანობის ასამაღლებელი რეზერვების გამოვლენას, შაჰდენიზ-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას ერთობლიობაში და ამ ორივე მილსადენის არა მარტო ეკონომიკურ- სოციალურ, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებსაც.

მეორე ჯგუფის რეგიონებისათვის დამახასიათებელია საბაზრო გარდაქმნებისათვის შედარებით ზომიერი (საშუალო) რეაქცია. მათი ეკონომიკის დარგობრივი სპეციალიზაცია შერეულია. ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა წარვმართოთ იქითკენ, რომ მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის დარგების (მეჩაიეობა, მეხილეობა, მეჭარხლეობა და სხვა), მათი პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის აღდგენა, რეკრეაციული პირობების უკეთ გამოყენება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ამ რეგიონების პროდუქციის (მომსახურების) კონკურენტუნარიანობას და მოიზიდავს ინვესტიციებს.

რეგიონების ამ ჯგუფს სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ფინანსური მხარდაჭერა აქვთ. მათი ფინანსების ძირითად წყაროდ ამ ეტაპზე რჩება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები, საწარმოთა საკუთარი სახსრების (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და უცხოური ინვესტიციების (შიდა ქართლის რეგიონი) სახსრები. თუმცა ეს წყაროები მოცულობით არასაკმარისია მორალურად და ფიზიკურად გაცვეთილი ძირითადი ფონდების კვლავწარმოების დასაფინანსებლად.

მესამე ჯგუფის რეგიონებში საინვესტიციო აქტიურობა ხასიათდება საშუალოზე დაბალი დონით. ამ რეგიონების მდიდარი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, ჯერ კიდევ გამოუყენებელი და აუთვისებელი ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა, მაღალკვალიფიციური კადრები, წარმოებული პროდუქციის უნიკალური და სხვა ფაქტორები იმის აუცილებელი წანამძღვრებია, რომ ისინი მალე გადაიქცევიან სამამულო და უცხოელ ინვესტორთა აქტიური დაინტერესების ობიექტებად.

მეოთხე ჯგუფის რეგიონებისათვის, სადაც საბაზრო რეაქცია ძალიან დაბალია, ისევე როგორც მესამე ჯგუფისათვის, დამახასიათებელია ძირითადად აგრარული სექტორის უმეტესი ხვედრითი წილი და ამასთან დაკავშირებული ნაკლებ განვითარებული, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პირობებში განიცდის დიდ სირთულეებს. საბაზრო ურთიერთობებში ჩართვისათვის ამ ჯგუფის რეგიონებს არახელსაყრელი სასტარტო გარემო აქვთ. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა რეგიონებისაგან განხვავებით ესენი უფრო მეტად დაზარალდნენ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და მისი გადამუშავების პროდუქციის რეალიზაციის სფეროში ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირების მოშლით (ახალი კავშირები კი ჯერ არ ჩანს), რასაც ემატება სატრანპორტო ქსელის განვითარების დონე, ნედლეულისა და პროდუქციის მომხმარებლებთან სიშორე.

მეოთხე ჯგუფის რეგიონებისათვის მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების გაზრდა.

ამ ღონისძიების განხორციელებას ხელს უშლის ცენტრალური საინვესტიციო რესურსების დღეს მოქმედი უმისამართო და არაეფექტური განაწილების მექანიზმი, რომელიც დაფუძნებულია „ცოტა შეხვდეს, მაგრამ - ყველას“ პრინციპზე. ვითვალისწინებთ რა ამ რეგიონების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ვთვლით, რომ მომავალში საბაზრო რეაქცია მკვეთრად ამაღლდება და ინვესტიციების მოზიდვისათვის შეიქმნება ხელსაყრელი გარემო.

ზემოთ უკვე მივუთითეთ, რომ საინვესტიციო აქტიურობის დონის მიხედვით რეგიონების რეიტინგი და მათი რანგირება გარკვეულწილად პირობითია. ამას ემატება შემდეგიც: ზოგადი შეფასებით, საინვესტიციო პროცესები და მოვლენები თავიანთი ბუნებით ხანგრძლივვადიანი ხასიათისანი არიან. მათზე მოქმედი ფაქტორებისათვის დამახასიათებელია განსაზღვრული სტატიკურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი ზოგადეკონომიკური და რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტების მიამრთ ისინი შედარებით ინერტულნი არიან და სწრაფი ცვლილებები ყოველთვის სასურველ შედეგებს ვერ იძლევა.

მაგრამ დღევანდელ სწრაფად დინამირებად მსოფლიოში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კვლავ დაიბრუნა თავისი ისტორიული ფუნქცია და რომ იგი ყოველმხრივ აფართოებს ამ ფუნქციას, უნდა ვივარაუდოთ, რომ საინვესტიციო პროცესები ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად დინამიური გახდება. ამდენად, ჩვენს მიერ საქართველოს რეგიონების რანგირების წარმოდგენილ სქემაში საგრძნობი ცვლილებები შეიძლება მოხდეს. მოსალოდნელია, რომ საინვესტიციო აქტიურობის ხარისხის მიხედვით ახალი ჯგუფები ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს ან შემცირდეს მათი რაოდენობა.შ.ესაძლებელია აგრეთვე ისიც, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ჯგუფში მოქცეულმა რეგიონმა მომავალში გადაინაცვლოს სხვა ჯგუფში (მაღლა ან დაბლა). ამის ნათელი მაგალითია გურიის რეგიონი. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ ამ რეგიონს საანალიზო პერიოდის პირველ წელს (1996 წ.) საერთოდ არც ერთი თეთრის საინვესტიციო საქმიანობა არ განუხოციელებელია, ასევე არაფერი გაიკეთებია ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით 1998 წელს, ხოლო ძალიან უმნიშვნელო - 1997 და 2000 წლებში. მაგრამ იგი ლიდერია მთლიანად 1996-2000 წლებში ძირითადი ფონდების ამოქმედების მიმართულებით საქართველოში და თავის ჯგუფში, ხოლო მეორე ადგილზე - საინვესტიციო საქმიანობის ორი დანარჩენი მიმართულებით.

ქვემოთ განვიხლოთ საინვესტიციო გარემოს არსი, მისი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ზოგიერთი ფაქტორი და მაშასადამე საინვესტიციო საქმიანობის დაჩქარების ფინანსურ- ეკონომიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მექანიზმი საქართველოში.

______________________

1 Инвестиционный климат Белорусь и пути его улучшения, იხ. ინტერნეტ ვებ-გვერდი.

2 Г.Марченко, О.Мачулская, Иследование инвестиционного климата регионнов России: проблемы и

результаты, ж. „Вопросы экономики“, №9, 1999, стр. 72.

3 А.Фоламьев, В.Ревазов, Инвестиционный климат ренионов России и пути её улучшения, ж. „Вопросы экономики“, №9, 1999, стр. 60.

4 К.Гусева, „Ранжирование субьектов Российской Федерации по степени бланоприятности инвестицинного климата“, ж. „Вопросы экономики“, №6, 2996, стр. 90-99.

7.3 4.3. საინვესტიციო გარემოს არსი და მისი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


7.3.1 4.3.1. საინვესტიციო გარემოს არსი და მისი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები

▲ზევით დაბრუნება


საინვესტიციო გარემო (კლიმატი), როგორც ეკონომიკური კატეგორია, წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურსა-მართლებრივი, ეკონომიკურ-გეოგრაფიული, გეოპოლიტიკურ-ეკოლოგიური და სხვა ურთიერთობების ფართო სისტემას. იგი ფორმირდება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესების და მოვლენების ზეგავლენით მართვის მაკრო, მეზო და მიკროდონეზე და ხელს უწყობს (ან ხელს უშლის) მყარი ინვესტიციური მოტივების წარმოშობას.

უკანასკნელ წლებში უცხოურ ლიტერატურაში ფართოდ განიხილება საინვესტიციო გარემოს არსისა და მისი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაზე. ეს მაშინ, როდესაც ამ პრობლემის კვლევის ისტორია საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში 30 წელზე მეტს ითვლის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით საინვესტიციო გარემოს შეფასების პირველი გამოკვლევა ეკუთვნით ჰარვარდის ბიზნესის სკოლის თანამშრომლებს. (1969 წელი).1 კვლევის მეთოდიკა ითვალისწინებდა საექსპერტო სკალის გამოყენებას. იგი მოიცავდა ცალკეული ქვეყნების მიხედვით შემდეგ მახასიათებლებს: უცხოური და საკუთარი ინვესტორებისათვის საკანონმდებლო პირობები; კაპიტალის გატანის შესაძლებლობები; ეროვნული ვალუტის სიმყარე; ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია; ინფლაციის დონე; ეროვნული კაპიტალის გამოყენების შესაძლებლობა. იმის გამო, რომ გამოკვლევაში საინვესტიციო გარემოს შეფასებისათვის გამოყენებული მაჩვენებლები საკმარისი არ აღმოჩნდა ინვესტიციურ პროცესებზე მოქმედი პირობების მთელი კომპლექსის დეტალური ანალიზისათვის, საჭირო გახდა შესადარი პარამეტრების გაფართოება და რაოდენობრივ (სტატისტიკურ) მაჩვენებელთა შემოღება, რაც განხორციელდა 1981 და 1989 წლებში. ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა შემდეგი სახის პარამეტრები და მაჩვენებლები: ეკონომიკური სისტემის ტიპი; მაკრო- ეკონომიკური მაჩვენებლები (მეპ-ის მოცულობა, ეკონომიკის სტრუქტურა და სხვა); ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის მდგომარეობა; საგარეო ვაჭრობის განვითარების პირობები; სახელმწიფოს მინაწილეობა ეკონომიკაში.

შემდგომ, XX ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში შემუშავდა პოსტსოციალისტური ქვეყნების პირობებისათვის მისასადაგებელი საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის შედარებითი შეფასების გამარტივებული მეთოდიკები. ისინი ითვალისწინებდნენ ინვესტორების არა მარტო პირობებს, არამედ შედეგებსაც, ქვეყნის სიახლოვეს მსოფლიო ეკონომიკურ ცენტრებთან, ინსტიტუციონალურ გარდაქმნებს, დემოკრატიულ ტრადიციებს, მიმდინარე რეფორმების მდგომარეობასა და პერსპექტივებს, შრომითი რესურსების ხარისხს.

დღეს მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობის კომპლექსურ რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებენ წამყვანი ეკონომიკური ჟურნალები: „Euromoney“, „Fortune“, რომელთაგან ყველაზე პოპულარულად ითვლება „Euromoney“. აღნიშნული ჟურნალი წელიწადში ორჯერ (მარტში და სექტემბერში) აცნობს მკითხველს მსოფლიოს ქვეყნების საინვესტიციო რისკისა და საიმედოობის რეიტინგს 10 ბალიანი სისტემით საექსპერტო ან გაანგარიშებით ანალიტიკური გზით მიღებულ შედეგებს. საანალიზო მაჩვენებლად იყენებენ მაჩვენებელთა ცხრა ჯგუფს: ეკონომიკის ეფექტიანობა; პოლიტიკური რისკის დონე; მდგომარეობა; ვალის მომსახურების მდგომარეობა; კრედიტუნარიანობა; საბანკო დაკრედიტების მისაწვდომობა; მოკლევადიანი ფინანსების მისაწვდომობა; გრძელვადიანი სასესხო კაპიტალის მისაწვდომობა, ფორსმაჟორული გარემოების წარმოქმნის ალბათობა.

საინვესტიციო გარემოს შეფასების მეთოდოლოგიის სრულყოფის თვალსაზრისით საყურადღებო პრაქტიკა აქვთ აშშ-სა და იაპონიას.

აშშ-ში საინვესტიციო გარემოს შეფასების მიზნით ისეთი ფაქტორებიც კია გამოყენებული, როგორიცაა ცალკეულ შტატებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიდრეკილებები და ეკოლოგიური მოძრაობები. საინვესტიციო გარემოზე მოქმედი ფაქტორების ბაზაზე აქვეყნებენ ცალკეული შტატების მიხედვით „ყოველწლიურ სტატისტიკურ რუქას“, რომელიც შეიცავს ოთხ განზოგადებულ მაჩვენებელს. ეს მაჩვენებლებია: ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობა, საქმიანი ქმედუნარიანობა, ტერიტორიის განვითარების პოტენციალი და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი შემადგენლობები.

იაპონიაში დანერგილია საინვესტიციო გარემოს აღწერითი დახასითება მისი რაოდენობრივი შეფასების გარეშე. აღნიშნული მეთოდები შედარებით მარტივია, თუმცა სუბიექტურობის ელემენტებსაც შეიცავს.

საინვესტიციო გარემოს შეფასების მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რუსეთში როგორც ფედერაციის დონეზე, ისე ფედერაციის სუბიექტების მასშტაბით.2

თუ საინვესტიციო გარემოს არსის შესახებ მეცნიერთა შორის მიღწეულია ერთიანი აზრი, ეს არ შეგვიძლია ვთქვათ მისი შეფასების თეორიულ-მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებზე.

როგორც ლიტერატურულ წყაროებშია შეფასებული3 ამ მიმართულებით დომინირებს ძირითადად სამი მთავარი მიმდინარეობა.

პირველის მიხედვით საინვესტიციო გარემოს შეფასება ემყარება შემდეგ მაჩვენებელთა სისტემის ანალიზს: მშპ-ის, ეროვნული შემოსავლისა და სამრეწველო პროდუქციის წარმოების დინამიკა; ეროვნული შემოსავლის განაწილების დინამიკა და ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტში დაგროვებისა და მოხმარების თანაფარდობა;

პრივატიზაციის მიმდინარეობა; საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების მდგომარეობა; საინვესტიციო ბაზრის ცალკეული სახეების (მათ შორის საფონდო და ფულადი ბაზის) მდგომარეობა.

მეორე მიმდინარეობა ითვალისწინებს უამრავ ფაქტორთა ერთობლიობის შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საინვესტიციო გარემოზე. ეს ფაქტორები შვიდ გამსხვილებულ ბლოკებად არიან დაჯგუფებული, რომლებიც, თავის მხრივ, შეიცავენ მრავალ ფაქტორს. კერძოდ, ფაქტორების პირველი ბლოკი „ეკონომიკური პოტენციალის დახასიათებ“ მოიცავს ხუთ ფაქტორს: რეგიონის უზრუნველყოფა რესურსებით, ბიოკლიმატური პოტენციალი, საწარმოო ინვესტირებისათვის თავისუფალი მიწების არსებობა, ენერგო და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის დონე, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განვითარება; მეორე ბლოკი - „მეურნეობის საერთო პირობები“ მოიცავს ოთხ ფაქტორს: მატერიალური წარმოების დარგთა განვითარების ეკოლოგიური უსაფრთხოება; დაუმთავრებელი მშენებლობის მოცულობა; ძორითადი საწარმოო ფონდების ცვეთის ხარისხი; სამშენებლო ბაზის განვითარება.

მესამე ბლოკი - „რეგიონში საბაზრო ეკონომიკის სიმწიფე“ მოიცავს ცხრა ფაქტორს: საბაზრო ინფრასტრუქტურის სიმწიფე; პრივატიზაციის გავლენა საინვესტიციო აქტიურობაზე; ინფლაცია და მისი გავლენა საინვესტიციო საქმიანობაზე; საინვესტიციო პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი; მეწარმეობის კონკრეტული გარემოს განვითარება; ადგილობრივი მასალების ბაზრის ტევადობა; სამეურნებათაშორისო კავშირების ინტენსიობა; საექსპერტო შესაძლებლობები; უცხოური კაპიტალის არსებობა.

მეოთხე ბლოკი - „პოლიტიკური ფაქტორები“ მოიცავს სამ ჯგუფს: მოსახლეობის ნდობა რეგიონული ხელისუფლების მიმართ; ცენტრისა და რეგიონის ხელისუფლების ურთიერთობა; სოციალური სტაბილურობის დონე; ეროვნულ-რელიგიური ურთიერთობის მდგომარეობა.

მეხუთე ბლოკი - „სოციალური და სოციოკულტურული ფაქტორები“ მოიცავს რვა ფაქტორს: მოსახლეობის ცხოვრების დონე; საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობები; სამედიცინო მომსახურების განვითარება; ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის გავრცელება; დამნაშავეობის დონე; რეალური ხელფასის დონე; მიგრაციის გავლენა საინვესტიციო პროცესებზე; მოსახლეობის დამოკიდებულება სამამულო და უცხო მეწარმეების მიმართ; უცხოელი სპეციალისტების მუშაობის პირობები.

მეექვსე ბლოკი - „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფაქტორები“ მოიცავს რვა ფაქტორს: ხელისუფლების დამოკიდებულება უცხოელი ინვესტორების მიმართ; სახელისუფლო ორგანოების მიერ კანონმდებლობის დაცვა; საწარმოთა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობის დონე; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ადგილობრივი ადმინისტრაციის პროფესიონალიზმის დონე; სამართლადამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობა; საქონლის (კაპიტალის), სამუშაო ძალის გადაადგილების პირობები; ადგილობრივი მეწარმეობის საქმიანობის ხარისხი და ეთიკა.

მეშვიდე ბლოკში - „ფინანსური ფაქტორები“ მოიცავს ცხრა ფაქტორს: მოსახლეობის ერთ სულზე ბიუჯეტის შემოსავლების, აგრეთვე არასაბიუჯეტო ფონდების საშუალებებით უზრუნველყოფა; ცენტრალური და რეგიონული ბიუჯეტებიდან ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა; კრედიტის ხელმისაწვდომობა უცხოურ ვალუტაში; საბანკო პროცენტის დონე; ბანკთაშორისი თანამშრომლობის განვითარება; ბანკების კრედიტები მოსახლეობის 1000 სულზე; ხანგრძლივვადიანი ხვედრითი წონა; ანაბრების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე; წამგებიანი საწარმოების ხვედრითი წილი.

მესამე მიდგომის მომხრეები საინვესტიციო გარემოს შემადგენელ ფაქტორებად განიხილავენ ორ ძირითად ვარიანტს: 1. საინვესტიციო პოტენციალი და საინვესტიციო რისკი; 2. საინვესტიციო რისკი და სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი.

პირველი ვარიანტის მიხედვით საინვესტიციო პოტენციალს აფასებენ მაკროეკონომიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც შეიცავს: მოცემულ ტერიტორიაზე წარმოების ფაქტორების არსებობას (მათ შორის შრომით რესურსებს მათი საგანმანათლებო დონის გათვალისწინებით); სამომხმაებლო მოთხოვნას; მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის შედეგებს; მეცნიერების განვითარებისა და მისი მიღწევების დანერგვის დონეს; საბაზრო ეკონომიკის წამყვანი ინსტიტუტების განვითარებას; კომპლექსური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

საინვესტიციო რისკები ფასდება ინვესტიციებისა და შემოსავლების დაკარგვის ალბათობის პოზოციიდან. ამ რისკებს შორის გაითვალისწინება: ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური, სოციალური, ეკოლოგიური, კრიმინალური და საკანონმდებლო რისკები. მრავალ მაჩვენებელთა საფუზველზე ფასდება ყოველი რეგიონის რეიტინგი საინვესტიციო პოტენციალის ყოველი შემადგენელი ელემენტის (ბლოკის) და ყოველი რისკის მიხედვით.

მეორე ვარიანტს საფუძვლად უდევს საინვესტიციო გარემოს დონე რეგიონული საზოგადოებრივი სისტემის განვითარების თვალთახედვიდან. აქ სხვა უამრავ ფაქტორებს შორის ითვალისწინებენ: ადამიანურ პოტენციალს, განვითარების მატერიალურ ბაზას, სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკური რისკის ფაქტორებს, ეკონომიკის მდგომარეობას და მისი მართვის დონეს.

აი მოკლედ იმ მეთოდებისა და მაჩვენებლების (მაჩვენებელთა სისტემის) შესახებ, რომლებიც გამოიყენება საინვესციო გარემოს შეფასებებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებში. უნდა აღვნიშნოთ, რომ დადებითი მხარეების მიუხედავად, ისინი შეიცავენ მთელ რიგ უარყოფით მომენტებს, რომლებიც ფაქტიურად აძნელებენ, ან შეუძლებელსაც კი ხდიან მათ პრაქტიკულ გამოყენებას. უარყოფით მომენტებს შორის, უწინარეს ყოვლისა, უნდა დასახელდეს შესადარ მაჩვენებელთა სიმრავლე და მათი მოპოვების, დამუშავების სირთულე, მაღალი შრომატევადობა, ამ მაჩვენებელთა ცვალებადობა დროში, მიღებული შედეგების ზოგადი ხასიათი, რომლებიც კონკრეტული ინვესტორებისათვის ხშირად არანაირ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს და სხვა.

რა გვაქვს მხედველობაში?

- დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში სხვადსხვა საკვლევი დაწესებულების მიერ დამუშავებულ მეთოდიკებში გამოიყენება 200-დან 400-მდე დასახელების მაჩვენებელი;

- რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ შეთავაზებულ მეთოდიკაში აისახება შედარებით ნაკლები რაოდენობის მაჩვენებლი (30-დან 100-მდე), მაგრამ ამას ისინი ხსნიან არა იმით, რომ მათი სიმრავლე ვერ წყვეტს ობიექტური სურათის შექმნის პრობლემას, არამედ იმით, რომ შემცირებულია სტატისტიკურ ორგანოებში წარსადგენი სავალდებულო მაჩვენებლების რაოდენობა და კიდევ იმით, რომ მიღწეული არ არის ფედერაციის სუბიექტების დონეზე ამ მაჩვენებლთა ერთგვაროვნება, რეპრეზენტატულობა;

- შეგროვილი მასალების (სტატისტიკური ანგარიშება, დაკვირვებები, გამოკითხვები, ექსპერტული შეფასებები) დამუშავება ხდება მათემატიკური სტატისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით. მათ შეგროვება, დამუშავებასა და ანალიზზე დასაქმებული არიან დიდი კოლექტივები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, კონსალტინგური ფირმების და სხვა ამგვარი დაწესებულებების სახით. მაგალითად, რუსეთში აღნიშნულ საქმიანობას ეწევიან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, ამავე აკადემიის საწარმოო ძალების შემსწავლელი საბჭო, ჟურნალ „ექსპერტის“ საკმაოდ მრავალრიცხოვანი კოლექტივი და სხვები;

- ცალკე უნდა აღინიშნოს შემოთავაზებულ მეთოდიკებში მაჩვენებელთა ჩართვის მიზნით მათ მისაღებად ჩატარებული ძვირადღირებული გამოკითხვები, გამოკვლევები, რომლებშიც მრავალრიცხოვან ექსპერტთა ჯგუფები მონაწილეობენ და სხვა;

- საინვესტიციო გარემოს შეფასებას ართულებს და მიღებულ შედეგებს არასაიმედოს ხდის ცალკეულ მეთოდიკებში სხვადასხვა ბლოკებში ჩართული მთელი რიგი მაჩვენებლების გამეორება.

ამას ისიც ემატება, რომ ყოველი ცალკეული მაჩვენებელი, ან მაჩვენებლთა სისტემა, უმეტეს წილად ეფუძნება რა დარგობრივი სიდიდეების ანალიზს და განზოგადებას, რომლებიც, როგორც წესი, ყალიბდებიან სხვადასხვა (დარგთა კომპლექსის განვითარების) თავისებურებათა ზემოქმედების შედეგად, თავის თავში ასახავენ სწორედ მათი დინამიკის კანონზომიერებას, და მაშასადამე, დარგობრივი და არა მთლიანი სახელმწიფოებრივი, ან რეგიონული ინვესტიციური გარემოს ფორმირებას. სწორედ ამის გამო იზრდება ალბათობა იმისა, რომ მაგალითად, ერთი რომელიმე მაჩვენებლის (მაჩვენებელთა ნაკრების) მიხედვით ესა თუ ის ქვეყანა (რეგიონი) მივაკუთვნოთ ხელსაყრელი ინვესტიციების ზონას, ხოლო მეორე მაჩვენებლის (მაჩვენებელთა ნაკრების) მიხედვით - არახელსაყრელს. ასეთი მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ საბოლოო დასკვნა გამოვიტანოთ მაჩვენებელთა ისეთი ერთობლიობითაც კი, როგორიცაა ინვესტიციების მოცულობის დაცემა, კაპიტალური დაბანდებების ტექნოლოგიური დარგობრივი სტრუქტირა, მოსახლეობის განწყობა მთავრობის მიმართ და სხვა;

- შემოთავაზებული მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებას აძნელებს თვით ინვესტორთა დამოკიდებულება მიღებული შედეგების (საინვესტიციო გარემოს შეფასების) მიმართ, მათი უნდობლობა ეხება პირველსაწყის სტატისტიკურ, გამოკითხვით, საანალიზო და ექსპერტულ შეფასებებს. საინვესტიციო გარემოს შეფასება თვითმიზანი არ არის. მისი მთავარი დანიშნულებაა დააინტერესოს პოტენციური ინვესტორი მოცემულ ქვეყანაში, რეგიონში, კონკრეტულ პროექტში დააბანდოს თავისი სახსრები. ამდენად მისი ფსიქოლოგიური განწყობა დიდ მნიშვნელობას იძენს.

- საინვესტიციო გარემოს შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოცემული ქვეწნის, რეგიონის სივრცეზე არსებული ტრადიციული ფაქტორები, რომლებიც დიდ დაღს ასვამენ ინვესტიციური პროცესების მსვლელობას და ამ სივრცეში ეკონომიკური რეფორმების შედეგებს. მხედველობაში გვაქვს ის ისტორიული სინამდვილე, რომელშიც მოქცეულნი იყვნენ ყოფილ სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკები, მათ შორის საქართველო. როგორც უკვე ითქვა, საქმე ის არის, რომ სსრკ-ს არსებობის მთელ პერიოდში კაპიტალური მშენებლობა მიეკუთვნებოდა ეკონომიკის ყველაზე პრობლემურ სფეროს.

საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლისას ეს გარემოება მხედველობაში არ იქნა მეღებული, აქედან გამომდინარე, მართებული არ იქნებოდა ფაქტორების უმეტესობა, რომლებიც აფერხებენ დღეს საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებას, მთლიანად მიგვეკუთვნებინა რეფორმების გატარებისას დაშვებული შეცდომებისათვის. როგორც ზემოთ მოტანილი ანალიზიდან ჩანს, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე ნაკლებ მცირდება, უმეტეს შემთხვევაში იმ რეგიონებში, რომლებშიც რეფორმამდელ პერიოდში ინვესტირების შედარებით ნორმალური მდგომარეობა იყო და, პირიქით, ინვესტირების დაბალი დონე აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციულად ნაკლები ინვესტიციები წარიმართებოდა, ამიტომ საინვესტიციო გარემოს ფორმირების პერსპექტივების განსაზღვრისას ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

როგორც ვხედავთ, საინვესტიციო გარემოს შეფასება მეტად რთული და სიძნელეებით აღსავსე მეცნიერული და პრაქტიკული დანიშნულების სამუშაოა. ამიტომ იგი უნდა იწყებოდეს ცალკეული კონკრეტული უბნიდან და მთავრდებოდეს მთელი ქვეყნის დონეზე. იერარქიულად იგი ასე წარმოგვიდგენია: სამუშაო ადგილი - ფირმა - დარგი - სოფელი - რაიონი - ქალაქი - რეგიონი - სახელმწიფო. ყველა ამ დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს (დამუშავდეს) განსახორციელებელ სამუშაოთა (ღონისძიებათა) პროექტები, ბიზნეს-წინადადებები, დაჯგუფდეს ისინი პრიორიტეტულობის პოზიციიდან და საბოლოო ჯამში აისახოს ქვეყნის საინვესტიციო განზრახულობათა ნაკრებ პაკეტში.

აქ განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ამ ბიზნეს-წინადადებებში, საინვესტიციო განზრახულობათა ნაკრებ პაკეტში მოქცეული უნდა იყოს სახალხო მეურნეობის ყველა სფერო, ყველა დარგი, საკუთრების ფირმის მიუხედავად, ვინაიდან საინვესტიციო საქმიანობა მარტო რომელიმე კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესებში არ შედის. იგი ემსახურება საერთო საქვეყნო ამოცანებს, ქვეყნის საერთო სიკეთეს, მის სიძლიერეს, რომელიც თავის თავში ობიექტურად გულისხმობს ყოველი სუბიექტის ინტერესთა თანხვედრას, დაბალანსებულობას, ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობის პირობებში.

რას წარმოადგენს ბიზნეს-წინადადება, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, საბოლოო ჯამში მიიღებს ქვეყნის საინვესტიციო განზრახულობათა პაკეტის (წინადადებების) სახეს?

ქვემოთ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოსაზრება აღნიშნულის შესახებ. მასში მოცემულია საინვესტიციო გარემოს შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლებიც, ვინაიდან კონკრეტული ბიზნეს-წინადადება თავისთავში უნდა მოიცავდეს საინვესტიციო დაბანდებებისათვის არსებული (შესაძლო) გარემოს შეფასებას, ინვესტორისათვის იმ პირობებისა და მოთხოვნების მიწოდებას, რა მოთხოვნებითა და პირობებშიც მოუხდება მას მუშაობა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის თავისებურება ისიც არის, რომ კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლების მოშველიების გვერდით გამოყენებულია საინვესტიციო გარემოს აღწერითი შეფასება იაპონიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის მსგავსად.

უწინარეს ყოვლისა, რას წარმოადგენს ბიზნეს-წინადადება?

- იგი ისეთი დოკუმენტია, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს საინვესტიციო პროექტის ყველა ძირითადი ასპექტი და გაანალიზებული - ყველა ის პრობლემა, რომელსაც კი შეიძლება შევხვდეთ მომავალ საქმიანობაში, ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო ხერხებისა და მეთოდების აღწერით. იგი განაზოგადებს მომავალი საქმიანობის შესაძლებლობათა ანალიზს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში და ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ მოცემული ობიექტის მენეჯერს როგორ აქვს დაგეგმილი ამ შესაძლებლობათა გამოყენება; ბიზნეს-წინადადება საშუალებას იძლევა გავეცნოთ მოცემული სამეურნეო ობიექტის (სიმარტივისათვის ვისაუბროთ ფირმის შესახებ) საქმიანობის ზრდის პერსპექტივებს, იმ შესაძლო ცვლილებებსა და პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნება მომავალში, კონტროლი გავუწიოთ მიმდინარე პროცესებს და შევაფასოთ ბიზნესის პროგრესული დონე;

- იგი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ პროდუქციისათვის მომავალი ბაზრის ტევადობა და მისი განვითარების პერს-პექტივები, შეფასდეს ყველა ის დანახარჯი, რომელიც მოსალოდნელია ბაზრისათვის საჭირო პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციისათვის, შეუთანაზომდეს ეს დანახარჯები რეალიზაციის შესაძლო ფასებს, რათა საბოლოო ჯამში განისაზღვროს განსახორციელებლად ჩაფიქრებული საქმის პოტენციურო მომგებიანობა, დანახული იქნეს ყველა შესაძლო წინააღმდეგობა საქმიანობის პირველ წლბში; განისაზღვროს ნიშნები, მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ყიველთვის ვაკონტროლოთ აღმავლობისაკენ მიდის თუ დაცემისაკენ საქმე;

- პასუხს იძლევა კითხვაზე, ღირს თუ არა საერთოდ დაბანდებული იქნეს ინვესტიციები მოცემულ საქმეში და ანაზღაურდება თუ არა და როგორი სიდიდის შრომითი, მატერიალური და ფინანსური დანახარჯებით; აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ორიენტაცია აღებულია უცხოურ ინვესტიციებზე. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთელი ინვესტორი მოლაპარაკების მაგიდასაც კი არ მიუჯდება, ბიზნეს-წინადადების გარეშე;

ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს იპოვოს ინვესტორი, ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს შესაძლო წარმოების მასშტაბებზე და საბაზრო პოტენციალზე, ბაზარზე თავისი პროდუქციის მოძრაობის საშუალებებზე, მომავალ გეგმებზე და ა.შ. მან უნდა დაარწმუნოს მომავალი პარტნიორი, რომ მას გააჩნია აუცლებელი და საკმაო205 რაოდენობის მატერიალური და შრომითი რესურსები მომგებიანი ბიზნესის დასაწყებად.4

ბიზნეს წინადადების მოცულობა 40-50 გევრდს არ უნდა აღემატებოდეს. დიდი პროექტის სემთხვევაში ყველაზე რ|თული ვარიანტი, როდესაც განზრახულია ახალი პროდუქტის წარმოება და ფირმა ეძებს დაფინანსებას. მაგრამ როდესაც პროექტი დიდი მოცულობისა არ არის, არსებობს ალტერნატიული, შეკუმშული ვარიანტი 4-10 გვერდის ფარგელბში.

ბიზნეს-წინადადებაში უნდა აისახოს:

- მოკლე შინაარსი (პროექტის მიზანი და ამოცანები; მიზნის მიღწევის შესაძლებლობები და მისი მიღწევის სტრატეგია; გასაღების ბაზარი და პროგნოზი; კოკნკურენციული უპირატესობანი; პროგნოზული ფინანსური შედეგები; მმართველი გუნდი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი; ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა).

- პროდუქცია (მომსახურება), რომელიც უნდა შეიქმნას ინვესტირების შედეგად (თავისებურებანი, უნიკალურობა, საბაზრო უპირატესობები; ბაზარზე გასვლის, წარმოებისა და გაყიდვების ზრდის სტრატეგია).

- ბაზრის გამოკვლევა და ანალიზი (პროდუქციის ან მომსახურების მომხმარებლები; ბაზრის მოცულობა და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციები; კონკურენცია და კონკურენტული უპირატესობა; ბაზრის და გაყიდვების მოცულობის შეფასება; ბაზრის განვითარების პერსპექტივები).

- იმ საწარმოს ეკონომიკა, სადაც ნავარაუდევია პროდუქციის (მომსახურების) გამოშვება (საერთო და ოპერაციული მიდგომა; მოგების პოტენციალი და სიმყარე; მუდმივი და ცვალებადი ხარჯები; ზარალის გარეშე მუშაობის პერიოდი; პოზიტიური საკასო ნაღდი ფულის პერიოდი).

- მარკეტინგის გეგმა (მარკეტინგის საერთო, (ზოგადი) სტარტეგია; ფასწარმოქმნა; პროდუქციის რეალიზაციის ტაქტიკა; გაყიდვის შემდგომი მომსახურების და გარანტიების მიცემის პოლიტიკა; რეკლამა და ბაზარზე პროდუქციის წინ წაწევა, დაწინაურება; პროდუქციის რეალიზაცია).

- პროდუქციის ტექნიკური დახვეწის გეგმა (მიმდინარე მდგომარეობა; პრობლემები და რისკი; დანახარჯები; საკუთრების საკითხები).

- წარმოების გეგმა (საწარმოო ციკლი; ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა; საწარმოო სიმძლავრეები და მათი განვითარება; მომარაგების სტრატეგია და საწარმოო გეგმა; სახელმწიფო და სამართელბრივი რეგულირება).

- მმართველი გუნდი (ორგანიზაციული სტრუქტურა; ხელმძღვანელობის შრომის კომპენსაცია და საკუთრების საკითხები).

- პროდუქციის შექმნის საერთო განრიგი.

- რისკის შეფასება.

- ფინანსური გეგმა (პროდუქციის გამოშვების დაწყების მომენტისათვის ოპერაციების მომზადების საჭირო ხარჯები; მოგებისა და ზარალის სტანდარტული ანგარიში, საბალანსო უწყისი, რომელიც წარმოადგენს ფინანსურ პირობას განსაზღვრული თარიღისათვის და რომელიც დეტალურად აღწერს ფირმის საკუთრების ელემენტებს (აქტივებს) და ვალდებულების სიდიდეს (პასივებს); საკასო გეგმის წამგებიანობის ანალიზი; ფირმის მოღვაწეობის ფინანსური მაჩვენებლები; გაყიდვებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი; ფირმის აქტივობისა და პასივების მდგომარეობის მიმდინარეობის მიმდინარე კოეფიციენტი, რენტაბელურობა).

- წინადადებები დაფინანსების დონის შესახებ, ანუ წინადადებები პარტნიორის პროექტში ფინანსური მონაწილეობის ხარისხის შესახებ (ფულის ის რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ პროექტის რეალიზაციისათვის; დრო, როდესაც დაგჭირდებათ ფული; როგორ გამოიყენება იგი).

- ეკონომიკურ-ეკოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა (ეკონომიკური განვითარების დონე; ეკონომიკური დემოკრატიის პრინციპების გავრცელების მასშტაბები; სოციალურ-პოლიტიკური და ეკოლოგიური სტაბილურობა, კორუფცია და ნარკომანიის გავრცელება; საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ტემპები და მასშტაბები; მოსახლეობის ეროვნულ-ეთნიკური და რელიგიური შეხედულებები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მიმართ მათი ადაპტაციის დონე).

საინვესტიციო განზრახულობათა ნაკრები პაკეტი საჯარო განხილვის საგნად უნდა იქცეს: პრესის, ტელევიზიის, რადიოს მეშვეობით ეცნობოს მოსახლეობის ფართო ფენებს; მოეწყოს სამეცნიერო-პრაქტიკული დისკუსიები, რის შემდეგაც მთავრობამ უნდა გამოჰყოს პრიორიტეტები და დაამტკიცოს სამოქმედო პროგრამა სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის სახელწოდებით. იგი უნდა იყოს საინვესტიციო საქმიანობის სფეროში სტრატეგიული გეგმა, მასში უნდა აისახოს შორეული, საშუალოვადიანი და უახლოესი პერიოდის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საინვესტიციო ბაზრის რეგულირებისაკენ. სამივე ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების მთავარი მიზანი უნდა იყოს მთლიანად ქვეყნის და მისი რეგიონების, რეგიონებში შემავალი ქალაქების, რაიონების, სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ეკონომიკური და სტრუქტურული გარდაქმნების მხარდაჭერა და საინვესტიციო საქმიანობის საგნობ- რივი მიმართულებების დარგობრივი და რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრა. პრინციპით: „ძლიერი ცენტრი - ძლიერი რეგიონები“ და „ძლიერი რეგიონები - ძლიერი ცენტრი“. აღნიშნული პრინციპი იმის გარანტიაა, რომ ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენს დამოუკიდებლობას საფუძველი გამოაცალოს.

საინვესტიცო პოლიტიკა უნდა მიოცავდეს იმ მექანიზმებისა (ფინანსურ- ეკონომიკური, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და სხვ) და სამეურნეო საქმიანობის რეჟიმების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მიზნობრივი ბიუჯეტური ფინანსების (ცენტარალური და ადგილობრივი ტერიტორიული ბიუჯეტების) საწარმოთა და ორგანიზაციათა სახსრების, უცხოური ინვესტიციების და კერძო საკუთრების სახსრების ეფექტიანად გამოყენებას.

როგორც ზემოთ მოტანილი ანალიზიდან ჩანს, საინვესტიციო გარემო ფირმის, დაბის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის თუ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყველა მხარეს მოიცავს და, ამდენად, მისი შეფასება ერთ განზომილებიანი მაჩვენებლით შეუძლებელია. ამასთან, იგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის და სხვა არაერთგვაროვანი ფაქტორების ისეთი ერთობლიობაა, რომელთა ფონზეც მიმდინარეობს საინვესტიციო პროცესები სასურველიდან არასასურველამდე ფართო დიაპაზონში. ამდენად, საინვესტიციო საქმიანობაში ჩაბმის ყველა მსურველისათვის საინვესტიციო გარემო არ შეიძლება ერთნაირად ხელსაყრელი ან ერთნაირად არახელსაყრელი იყოს. მოცემული ფაქტორი (ფაქტორთა ერთობლიობა) მოცემულ კონკრეტულ მომენტში (დროის გარკვეიულ პერიოდში) შეიძლება ერთისათვის მიმზიდველი იყოს, ხოლო მეორესათვის ნაკლებად მიმზიდველი ან საერთოდ მიუღებელი. მაგრამ, საერთო შეფასებით, მოცემული კონკრეტული სუბიექტისათვის ეს ფაქტორი (ფაქტორთა ერთობლიობა) ისეთი უნდა იყოს, რომ ხელი შეაუწყოს, სტიმული მისცეს საინვესტიციო საქმიანობაში მონაწილე ყველა სუბიექტს (ინვესტორს, ინვესტიციის მიმღებს) განახორციელოს საინვესტიციო საქმიანობა და შეამციროს საინვესტიციო რისკის ხარისხი.

ქვემოთ განვიხილოთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშემწყობი ფაქტორები.

_____________________

1 Г.Марченко, О.Мачульская, Иследование инвестиционного климата регионнов России: проблемы и резултаты, ж. „Вопросы экономики“, №9, 1999, стр. 69-71.

2 М.Ю.Черевикина, Г.В.Ждан, Оценка инвестиционного потенциала и региональная инвемтиционная политика, J. „Регион“. Экономика и социология, №2б 2000б стр. 107-117.

3 А.Фоломьев, В.Ревазов, Инвестиционный климат ренионов России и пути её улучшения, J. „Вопросы экономики“, №9, 1999, стр. 57-68.

4 დაწვრილებით ბიზნეს-წინადადების არსისა და მისი შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ იხილეთ: ზაურ თეთრუაშვილი, მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ბიზნეს-გეგმა: როგორ შევადგინოთ იგი? გორი, 1996.

7.3.2 4.3.2. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ზოგიერთი ფაქტორის შესახებ საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


როგორც დავინახეთ, საინვესტიციო გარემო, თავისი არსიდან გამომდინარე, ისეთი ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, ყველა დონეს და რომელიც მასზე მოქმედი ურთიერთ- მჭიდროდ გადაჯაჭვული ფაქტორების ზეგავლენის მეშვეობით იხრება დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით. ამდენად, იგი ინვესტორისათვის და ინვესტიციის მიმღებისათვის (ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, რაიონი, სოფელი, ფირმა და ყველა სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირი) შეიძლება იყოს ხელსაყრელი, მიმზიდველი ან არახელსაყრელი, არამიმზიდველი.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, თვით ამ კატეგორიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ შეიძლება უცებ, ერთი ხელის დაკვრით მოხდეს. არ არსებობს მსოფლიოში ისეთი მაგალითი, როდესაც ერთ რომელიმე კანონს (კანონთა ერთობლიობას) ან თუნდაც რომელიმე მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ აქტს შესძლებოდეს საინვესტიციო გარემოს მკვეთრი, უცაბედი შეცვლა (აქ ომებს არ ვგულისხმობთ). იგი ფორმირდება თანდათანობით, საბაზრო ურთიერთიბისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და მათი ევილუციური განვითარების პროცესში, როცა იზრდება ინვესტორთა და ინვესტიციის მიმღებთა პოზიტიური მოლოდინები. ამის მისაღწევად საჭიროა უამრავ ღონისძიებათა დამუშავება და პრაქტიკული რეალიზაცია. ღონისძიებათა ერთი ჯგუფი - ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისას მესაკუთრეთა უფლებების ეფექტური დაცვა და მათთვის სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის თანაბარი პირობების შექმნა, ეკონომიკური პროცესებისა და მათი შედეგების ღიაობის, სააჯაროობის ამაღლება და სხვა შეიძლება გადაწყდეს შედარებით იოლად და ნაკლები დანახარჯებით, ვინაიდან ისინი ძირითადად დამიკიდებულნი არიან შესაბამისი საკნონმდებლო აქტების მიღებისა და მათი განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკურ ნებაზე.

ღონისძიებების მეორე ჯგუფი-ეკონომიკური დემიკრატიის პრინციპების დანერგვა, ეკონომიკურ ბაზისში რადიკალური ცვლილებების შეტანა, მოსახლეობის ცნობიერების გარდაქმნა, მისი შემობრუნება ახალი რეალობისაკენ, ერის ეკონომიკური აღზრდა (ფ. ლისტის მიერ ნახმარი ტერმინი) და სხვა-საჭიროებს უფრო მეტ დროს, მეტ მატერიალურ, შრომით და ფინანსურ დანახარჯებს და დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან.

ამასთან, როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის ღონისძიებების განხორციელებაზე, მათ წარმატებულ ან წარუმატებელ რეალიზაციაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია საგარეო ფაქტორებს, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს.

ამ თვალსაზრისით საინვესტიციო გარემოს ფორმირებაზე დადებითი ფაქტორის როლი უნდა შეასრულოს გარე სამყაროში საქართველოს სასიკეთოდ განვითარებულმა ტენდენციებმა.

რა გვაქვს მხედველობაში?

ჯერ-ერთი, მსოფლიო მასშტაბით ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის მიმდინარე საქონლის გაცვლის პროცესი თანამედროვე ეტაპზე იმ თავისებურებით ხასიათდება, რომ მოწინავე ტექნიკით შეიარაღებული უმსხვილესი კომპანიებისათვის, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს წარმოადგენენ, ფაქტიურად ამოწურულია კაპიტალის გაზრდის შესაძლებლობა თავიანთი საქონლის ექსპორტის მეშვეობით. ასევე ამოწურულია ეს შესაძლებლბა ქვეყნის შიგნით შინაური ბაზრის საქონლით გაჯერების გამო. ამიტომ ეს კომპანიები იძულებული ხდებიან ახალი ბაზრებისათვის ბრძოლისას შეცვალონ თავიანთი ქმედებები და სასაქონლო ექსპანსიის სტრატეგიიდან გადავიდნენ კაპიტალის გატანის სტრატეგიაზე. ასეთ პირობებში, საქართველო, რომელიც მწვავედ განიცდის ინვესტიციების ნაკლებიბას, დარგობრივ თუ რეგიონულ ჭრილში ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება ინვესტიციების მიღების საუკეთესო ბაზარი.

გარდა ამისა, საქართველო, რომელიც დასავლეთისა და აღმოსვლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბაზრების შემაერთებელი დერეფანია, თავისი პატარა ტერიტორიის, მოსახლეობის რიცხოვნობის სიმცირის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის მიუხედავათ ამ კაპიტალის მიღების ერთ-ერთ მიმზიდველ ობიექტად აღიქმება. უფრო მეტიც: ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით საქართველო დასავლეთიდან მოდინებული კაპიტალის რეექსპორტის შესანიშნავ სატრანზიტო ქვეყნად წარმოჩინდება დსთ-ს სივრიცის ქვეყნებისათვის და უფრო შორს: აზია-ინდოეთი-ჩინეთი-იაპონიის მიმართულებით და პირიქით-აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. აღნიშნული, ბუნებრივია საქართველოს საინვესტიციო გარემოზე კეთილსასურველ გავლენას მოახდენს;

მეორე, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მასშტაბით. პოლიტიკურ ძალთა ახალ განლაგებას და განვითარებული ქვეყნების ინტერესთა ახალი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იურკში მანჰეტენზე განხორციელებული ტერორეტული აქტის შემდეგ.

მასამე, საქართველომ XX ს-ის ბოლოს კვლავ დაიბრუნა რა თავისი ისტორიული ფუნქცია, XXI საუკუნეში უფრო მეტად განამტკიცებს ამ ფუნქციას და მაღალ ხარისხში აიყვანს, რაც ჰქმნის მისი ტერიტორიული მთლიანიბის, პოლიტიკური სტაბილურობისა და წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ასპექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყველაფერი ეს ინვესტიციების ფართოდ შემოსვლისათვის საუკეთესო პირობაა.

საინვესტიციო საქმიანობის სფეროში ჩამოყალიბებული ტენდენციები გვიჩვენებენ, რომ დასავლეთის ინვესტორებისათვის ხშირად ინვესტიციის მიმღებ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა უფრო მიმზიდველ გარემოდ აღიქმება, ვიდრე სხვა პირობები.

მეოთხე, საქართველო აქტიურად ებმება საერთაშორისო და რეგიონულ გაერთიანებებში. იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, გაეროს და ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, ემზადება ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისათვის, იგი სრულუფლებიანი წევრია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა, თვითონ არის ინიციატორი სუამის ქვეყნების რეგიონული გაერთიანებისა, ფართოდ მონაწილეობს ტრასეკას და ბისეკას ქვეყნების მიერ განხორციელებულ პროექტებში და სხვა. გაეროსთან შექმნილია საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი. გადაწყვეტილია რომ 2008 წლის ბოლოსთვის მთლიანად და საბოლოოდ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას რუსეთის ჯარი. ყველაფერი ეს ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს მსოფლიოში, რაც ინვესტორებისათვის კიდევ უფრო მეტი გარანტიაა საქართველოში მომგებიანი საქმიანობის განხორციელებოსათვის.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯბესების და ამის შედეგად საინვესტიციო საქმიანობის დაჩქარების უმნიშვნელოვანეს შინაგან ფაქტორს წარმოადგენს სამეურნეო-ეკონომიკური და სამართლებრივი რეჟიმის (ეკონომიკური თამაშის წესების) ლიბერალიზაცია, მისი ისეთნაირად მოწყობა, რომელიც მიმართული იქნება ინვესტიციურ დაბანდებათა დაჩქარებისაკენ, საინვესტიციო მოტივაციების ზრდისაკენ, რაც საბოლოო ჯამში აისახება ეკონომიკური დემოკრატიის პრინციპების გამოვლინებაში (საქართველოში დემოკრატიის განვითარების საკითხები დაწვრილებით იხ. მე-5 თავში).

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის სრულყოფა, საგადასახადო და საბაჟო ტვირთების შემსუბუქება მწარმოებლისათვის, მათთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ეკონომიკურ საფუძვლებს განუმტკიცებს მათ მაღალ სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზაზე განავითარონ წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით განხორციელებულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობა (რეფორმების საწყის ეტაპზე მიღებული იქნა მთელი პაკეტი, რომელიც შემდგომ 1998 წელს დაგვირგვინდა საგადასახადო კოდექსის მიღებით), საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემა მაინც წარმოადგენს მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ყველაზე მეტი კრიტიკის საგანს, ეკონომიკური აღმავლობის გზაზე ყველაზე დიდ მუხრუჭს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყანას კანონები აქვს, მასში ხშირი ცვლილებებიც შეაქვს (მარტო საგადასახადო კოდექსში, მისი მიღებიდან დღემდე, ორი ათასზე მეტი ცვლილებაა შეტანილი), მაგრამ ისინი ეკონომიკის გაძლიერებას სტიმულს ვერ აძლევენ, ვინაიდან თვით კანონები ვერ ასახავენ ქართულ სინამდვილეს და ვერ პასუხობენ წარმატებული გარდაქმნების აუცილებლობიდან გამომდინარე ამოცანებს. საბიუჯეტო-საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიმართულებით პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას დამატებული ღირებულების მაღალი განაკვეთების შემცირებით, მათი ოპტიმიზაციით. სწორედ დამატებული ღირებულების გადასახდი (შემდგომ - დღგ) საჭიროებს ამ ღონისძიების გატარებას, ვინაიდან, თავისი არსიდან გამომდინარე, წარმოადგენს რა მიღებული ზემოგების დაბეგვრას, იგი ხელს უწყობს მხოლოდ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც ადგილი აქვს ზემოგებას, ხოლო სხვების სტაგნაციას ან სულაც გაკოტრებას. შემოღებული უნდა იქნეს დღგ-ს გადახდევინების ისეთი დარგობრივი დიფერენციაცია, რომელიც საწარმოებს ფინანსურ საშუალებებს შეუქმნის ინვესტიციების განსახორციელებლად. თუ დღგ-ს გადახდევინების შემდეგ საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციების რენტაბელობა დავა საშუალო დარგობრივ დონეზე (15%25-ზე) დაბლა. მაშინ მას დღგ-ს მთლიანი მოცულობა არ უნდა გადახდეს. ეს განსაკუთრებით უნდა შეეხოს იმ საწარმოებს, რომლებიც იყენებენ უახლეს ტექნიკას და ტექნოლოგიას. სხვა დარგებში დღგ-ს გადახდევინების საფუძველი უნდა იყოს ძირითად კაპიტალში ნარჩენი ღირებულების (ამორტიზაციის გამოკლებით) რენტაბელობა, რომელიც 12%25-ზე დაბლა არ უნდა დაეშვას.

აღნიშნულმა ღონისძიებამ, ჩვენი აზრითი, ტექნიკური აღჭურვილობით დაბალი დონის საწარმოებს უნდა გაუჩინოს იმის მოტივაცია, რომ უფრო აქტიურად გაანახლონ ძირითადი ფონდები და გაუსწორდნენ მოწინავე საწარმოებს.

ინვესტიციების განხორციელების პროცესს ასევ დააჩქარებს ისიც, თუ საწარმოებს არ დავუბეგრავთ მოგების იმ ნაწილს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს დამატებითი ახალი წარმოების საშუალებების შეძენის, არსებულის მოდერნიზაციის და ტექნიკური სრულყოფისათვის.

თუ უფრო ფართო ასპექტით შევხედავთ საკითხს, საგადასახადო ტვირთს ჩვენ განვიხილავთ, როგორც საბიუჯეტო ფინანსური დატვირთვის ერთიანი მთლიანი სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამდენად, მისი შემსუბუქების ღონისძიებების შემუშავებისას ერთიმეორეს უნდა დავუკავშიროთ არა მარტო გადასახადების და ანაკრებების სხვადასხვა სახეები, არამედ ფინანსური ტვირთის ყველა შემადგენელი ნაწილი - საექსპორტო და იმპორტულ საქონელზე საბაჯო გადასახადები, ბუნებრივი მონოპოლიების მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ჩამოყალიბებული ფასები და ტარიფები, დივიდენდები, ამორტიზაციის ნორმები, საინვესტიციო დაბანდებათა ანაზღაურების ვადები, სავალუტო კურსები და სხვა.

გარდა ამისა, ფინანსური ტვირთის შემსუბუქება შეიაძლება განხორციელდეს აგრეთვე ინვესტორებისათვის საგადასახადო შეღავათების საყოველთაო ან შერჩევითი დაწესებით, საბიუჯეტო სუბსიდიებისა და დოტაციების გაცემით პრიორიტეტული დარგებისა და დეპრესიული (ზედეპრესიული) რეგიონებისათვის, აგრეთვე საინვესტიციო საქმიანობის პრიორიტეტული პროექტებისათვის. ამავე მიზანს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების გადამანაწილებელი, მარეგულირებელი ფუნქციის შესრულება (ბუნებრივი მონოპოლისტების მიერ წარმოებულ საქონელზე და მომსახურებაზე ფასებისა და ტარიფების რეგლირება, აგრეთვე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება და სხვა). მაგალითად, ვინაიდან მოხდა ინვესტიციურ დაბანდებათა ფინანსური დეცენტრალიზაცია, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ინვესტიციების სხვა წყაროებისათვის მეურნეობის ისეთი პირობები, რომლის დროსაც საწარმოებს თუ რეგიონებს შეეძლებათ თავიანთი საქმიანობით შექმნან საინვესტიციო სახსრები. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს არ დაუშვას მონოპოლიურ საწარმოთა პროდუქციის (მომსახურების) ფასების მატება და ამით დანახარჯების ზრდა წარმოების ხარჯების ამ ნაწილში. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაეხმარება საწარმოებს, რათა შექმნან დაგროვების დამატებითი წყაროები.

ამასთან, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების ღონისძიებების გატარებისას კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადასახადების არც უზომოდ გაზრდა და არც უზომოდ შემცირება არავითარ სარგებლობას არ მოუტანს ქვეყანას, ხელს ვერ შეუწყობს ინვესტიციური პროცესების დაჩქარებას.1

ცალკე უნდა აღინიშნოს ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მასთან დაკავშირებული „ნოუ-ჰაუს“ მოზიდვის შემთხვევაში არსებულ საბაჟო-სატარიფო პოლიტიკაზე. იგი არანაირად არ უწყობს ხელს ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთი სახეობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემოტანას, რომლებიც არ იწარმოება ჩვენთან.

საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების პარალელურად უნდა ვიფიქროთ ასევედასაბეგრი ბაზის სწორ განსაზღვრაზეც. ამ მხრივ კი სერიოზული რეზერვები გვაქვს. კერძოდ, მოგებიდან გადასახადის განსაზღვრის დროს დასაბეგრი თანხიდან არ გამორიცხავენ პერსონალის სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების ან გადამზადების, ასევე რეკლამის რეალურ ხარჯებს. დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაში უზუსტობები შეაქვს წარმოების ძირითადი საშუალებების მორალური და ფიზიკური ცვეთის ვადების არამეცნიერულ დასაბუთებას. მაგალითად, ისეთი სწრაფად განვითარებადი და მორალურად სწრაფად ცვეთადი ძირითადი საშუალებები, როგორიცაა კომპიუტერული და სხვა სახის ელექტრონული ტექნიკა, ჩამოწერას ექვემდებარება მხოლოდ 10 წლის გასვლის შემდეგ, ე.ი. ასეთი სახის ტექნიკის ნამსახურობის ვადად განსაზღვრულია 10 წლით.

ერთხელ კიდევ გვინდა მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ საინვესტიციო საქმიანობა საქართველოში განსაკუთრებით დაბალ დონეზეა რეგიონებში, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების უკმარისობით, ინვესტიციურ დაბანდებათა საერთო ჯამში მათი ხვედრითი წილის თანდათანობით შემცირებით. აღნიშნული თავის მხრივ შედეგია იმისა, რომ საგადასახადო შემოსულობები ზედმეტად ცენტრალიზებულია და ადგილზე გაფართოებული კვლავწარმოებისათვის აღარაფერი (ან ძალიან უმნიშვნელო მოცულობა) რჩებათ, რაც აქ ფუნქციონირებად სამეურნეო სუბიექტებს უზღუდავს შემოსავლებს და მაშასადამე, შესაძლებლობას - განახორციელონ ინვესტიციები ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან. ამიტომ საჭიროა რეგიონებისათვის შემოღებული იქნეს დიფერენცირებული საგადასახადო და საბაჟო შეღავათები, რეგიონებში საგადასახადო შემოსულობების მეტი რაოდენობა დარჩეს ადგილებზე (50- 60%25) და დაუწესდეს მათ დიფერენცირებული საგადასახადო და საბაჟო შეღავათები. მითუმეტეს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია არაერთი ამგვარი ფაქტი. მაგალითად, საფრანგეთში არსებობს დღგ-ის ოთხდონიანი სისტემა; ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება მისი ორი განაკვეთი (ჩვეულებრივი - 18,6%25 და შემცირებული - 5,5%25; გემანიაში დღგ-ს საშუალო განაკვეთი 15%25-ის დონეზეა, ხოლო ზოგიერთ საქონელსა და მომსახურებაზე 7%25; თანაბარი დონით არ იბეგრება თითქმის არც ერთ ქვეყანაში მოგების გადასადი რეალურ საქტორში და საშუამავლო სექტორში და სხვა).2

საშემოსავლო გადასახადი ზოგიერთ განვითარებულ და განვითარებად, უნიტარულ და ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში ასეთნაირად ნაწილდება: შვედეთში ხელისუფლების ზედა დონეს რჩება - 24,7%25, ქვედა დონეს - 75,3; გემანიაში - ზედა დონეს - 39,1%25, საშუალო დონეს (შტატებში, მიწები და სხვა) - 40,8%25, ქვედა დონეს - 20,1%25; არგენტინაში - ზედა დონეს - 34,2%25, საშუალო დონეს - 65,8%25.3 დიფერენცირებულად არის განაწილებული საკუთრებაზე გადასახადიდან შემოსული თანხებიც. ნორვეგიაში, მაგალითად, 37,9%25 რჩება ხელისუფლების ზედა დონეზე, 62,1%25 გადაეცემა ქვედა დონეს; ზიმბაბვეში - 11,5%25 და 88,5%25; ისრაელში - 12,3%25 და 87,7%25; პოლონეთში - 48,3%25 და 51,7%25; სამხრეთ აფრიკაში - 25,5%25 და 74,5%25; ჩილეში - 19,7%25 და 80,3%25 შესაბამისად. ავსტრალიაში ხელისუფლების სამ დონეს შორის განაწილებული იგივე საკუთრებაზე გადასახადიდან შემოსული თანხები ასეთნაირად არის წარმოდგენილი: ზედა დონე - 2,4%25, საშუალო დონე - 57,8%25, ქვედა დონე - 39,8%25; აშშ-ში: 6,0%25; 6,7%25 და 87,3%25; კანადაში 0,01%25, 16,2%25 და 83,8%25; ბრაზილიაში: 2,2%25; 40,5%25 და 57,3%25; მექსიკა-კანადაში: 1,2%25; 0,0%25; 98,8%25 შესაბამისად.

თუმცა პრაქტიკაში გადასახადების ამ ორივე სახეობების განაწილების სხვა ვარიანტებიც გვხვდება.

საქართველოში მხოლოდ ორი-სამი რეგიონისათვის გადასახადებიდან (მათ შორის საბაჟოდან) მიღებული თანხების განაწილების ნორმატივების დაწესება კიდევ უფრო აღრმავებს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დისპროპორციებს და, მაშასადამე, ხელს ვერ უწყობს იქ საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებას. ამიტომ გადასახადებიდან და საბაჟოდან შემოსული თანხების გრძელვადიანი ანარიცხების განაკვეთების დაწესების პრაქტიკა უნდა გავრცელდეს ყველა რეგიონზე, განსაკუთრებით დეპრესიულ და ზედეპრესიულ რეგიონებზე, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონების ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის მომძლავრებას და საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებას.

სრულყოფას მოითხოვს ქვეყანაში ჩამოყალიბებული საკრედიტო პოლიტიკა, რაც უწინარეს ყოვლისა, წარმართული უნდა იქნეს სესხებზე მოქმედი საპროცენტო განაკვეთების ლიბერალიზაციის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს მიქცეული სესხებზე მოქმედი საპროცენტო განაკვეთების ლიბერალიზაციას რეგიონულ დონეზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულების საინვესტიციო პროექტებზე. სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გრძელვადიანი დაკრედიტების სისტემის ფართოდ დანერგვას. „ცხელი ფულის“ დაგროვების პლიტიკა საინვესტიციო საქმიანობაში მიუღებლადაა შეფასებული მსოფლიო პრაქტიკაში. ინვესტიციების განხორციელების მასტიმულირებელი როლის შესრულებაშეუძლებელია ინვესტიციების, კრედიტებისა და გრანტების მიღებასა და გამოყენებაზე მკაცრი კონტროლისა და მონიტორინგის ურთიერთ ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელი დაცვის გარეშე. სახელმწიფომ, მისმა ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ სად და როგორ დაიხარჯა საინვესტიციო დაფინანსების ეს წყაროები და რა შედეგები იქნა მიღებული.

საინვესტიციო საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გამჭვირვალობა ინვესტიციების მოდინების შემდგომი გაფართოების მნიშნელოვანი ფაქტორია.

აუცილებელია რეგიონების აქტიური ჩაბმა საინვესტიციო სფეროში უცხო ქვეყნებთან პირდაპირი ურთიერთობის თვალსაზრისით, რეგიონებს სხვა ქვეყნებთან უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენლობები და უფლება ჰქონდეთ, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე, პირდაპირო საინვესტიციო საქმიანობა განახორციელონ პარტნიორ ქვეყანასთან, დადონ მათთან ხელშეკრულება, თავად იყვნენ ინვესტიციების დაცვის გარანტი და თავადვე უზრუნველყონ ინვესტიციების მაღალი ეფექტიანობა და მათგან მიღებულიშედეგებიც თვითონ გამოიყენონ რეგიონის ეკონომიკის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, აქ ვგულისხმობთ მიღებული შემოსავლების გარკვეული ნორმატივებით დადგენილი თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვას.

პოლიტიკურ ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური მექანიზმია უცხო ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - ინვესტორი ქვეყნების მოქალაქეთათვის ჩვენს ქვეყანაში შეუზღუდავი ვადით ყოფნის სამართლებრივი ხელშეწყობა ნაკლები დანახარჯებით, მათი გადაადგილების განსაკუთრებული ლიბერალური რეჟიმების შემოღება.

მეტად აქტუალურია საინვესტიციო საქმიანობის რაოდენობრივი და შეფარდებითი მაჩვენებლების ბუღალტრული ანგარიშებისა და სტატისტიკური აღრიცხვის, აუდიტის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც მისადაგებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებს. (ამის შესახებ ქვემოთ კიდევ გვექნება მსჯელობა. იხ. 4.5).

საგადასახადო დატვირთვის ოპტიმიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების პარალელურად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ გავაძლიეროთ საგადასახადო სისტემის მოქნილობა, მისი საკომპენსაციო, გადამანაწლებელი და მასტიმულირებელი ფუნქციები. ამის გარეშე არ უნდა მოველოდეთ სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, საინვესტიციო და ინოვაციურო პროცესების დაჩქარებას.

საქართველოში ფართო მასშტაბები უნდა მიეცეს საინვესტიციო საქმიანობის ისეთი სფეროს განვითარებას, როგორიცაა ლიზინგი. ეკონომიკურად დაბალი განვითარების დონის მქონე ჩვენი ქვეყნისათვის, რომელსაც არ ჰყოფნის საკუთარი ფინანსური საშუალებები, ლიზინგი მანქანების, მოწყობილობების, დანადგარების, მექანიზაციის, ავტომატიზაციისა და საერთოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ქვეყნისა და რეგიონების განვითარების დღევანდელი დაბალი დონის პირორბებში, მაშინ, როდესაც რეგიონები მკვეთრად განსხვავდებიან ერთიმეორისაგან საინვესტიციო საქმიანობის აქტიურობის დონით, ინვესტორისათვის უნდა დაწესდეს საგადასახადო, საბაჟო და სხვა შეღავათები იმ რეგიონებისათვის, რომლებიც თავიანთ კაპიტალს აბანდებენ დეპრესიულ, ჩამორჩენილ რეგიონებში, შეღავათების დიფერენციაცია უნდა მოხდეს დეპრესიულობის ხარისხის მიხედვით რეგიონების რანგების შესაბამისად;

ასევე სამეურნეო-ეკონომიკურ შეღავათების პროცედურა უნდა შეეხოს პრიორიტეტულ და ნაკლებრენტაბელურ დარგებში დაბანდებულ ინვესტიციებს; საბაზრო ეონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლა საქართველოში აღმოჩნდა განსაკუთრებით რთული და მტიკვნეული, რასაც თან სდევს მწვავე ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული და სხვა სახის კრიზისები, რაც საბოლოო ჯამში დაბლა სწევს მის, როგორც სახელმწიფოს იმიჯს და საინვესტიციო მიმზიდველობას.

ჯერ-ერთ, სიძნელეები გამოწვეულია თვით იმ გარდაქმნების აუცილებლობით, რაც დაკავშირებულია სოციალიზმის მშენებლობიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან. ცნობილი პოლონელი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი ასე ხატოვნად აფასებს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შექმნილ სიძნელეებს: „კაპიტალიზმისაგან სოციალიზმის შექმნა იგივეა აკვარიუმის ოქროს თევზებისაგან უხა მოხარშო, ხოლო სოციალიზმისაგან კაპიტალის შექმნა იმის მცდელობაა მოხარშული უხა ისევ აკვარიუმის ოქროს თევზებად გადააქციო». ჩვენთან აღნიშნულს ხშირად ივიწყებენ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას არ ითვალისწინებენ;

მეორე, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ობიექტურ გავლენას ახდენს დეფორმირებული ეკონომიკის სტრუქტურა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით მივიღეთ. წარმოადგენდა რა საბჭოთა კავშირის მთლიანი ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს, საქართველოს ეკონომიკა ამ მთლიანის მოთხოვნილებისდაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული და ძირითადად სანედლეულო ბაზის სახე ჰქონდა. საბაზრო ურთიერთობის მშენებლობის განვლილ პერიოდში უფრო ნათლად გამოჩნდა ჩვენი სახალხო მეურნეობის დარგების დაბალი კონკურენტუნარიანობა. ამას ისიც ემატება, რომ როგორც სახელმწიფოს, ისე რეგიონების, ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირების დონეზე ინვესტიციურ დაბანდებებში დანაზოგების დატრანსფორმაციის მექანიზმი ვერ მუშაობს (ეს მექანიზმი ფაქტიურად არც ჩამოყალიბებულა). ამდენად, ქვეყანა, რეგიონები, საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები ყოველთვის საინვესტიციო სახსრების დეფიციტის პირობებში მუშაობენ, რაც თავისთავად სახალხო მეურნეობის ეფექტიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უშლის ხელს;

მესამე, საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ინვესტიციური პროცესების განვითარების თაობაზე სოციალური თანხმობის არარსებობა. საბჭოთა პერიოდში ადამიანების ცნობიერებაში ჩამოყალიბებული ღირებულებებისა და მოტივაციების დამახასიათებელი თავისებურებები (სოციალურადმთლიანად სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა, სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებული მოლოდინები, უპასუხისმგებლობა, უინიციატივობა, მსოფლიოს სამეურნეო სივრცის და იზოლირებული, ჩაკეტილი ცხოვრების უპირატესობად წარმოჩენა, იმის შეგრძნება, რომ ყოველთვის ვიღაცას უნდა თავისი კაპიტალის დაბანდებით ჩვენი დამონება და სხვა) მოსახლეობის უმეტესობაში (მათ შორის გამონაკლისი არც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიაა) დღესაც კვლავ მყარადაა ჩაბუდებული. ადამიანები ძნელად ეგუებიან იმ აზრს, რომ ყველაფერს სახელმწიფო ვერ გაუკეთებს, ყველაფერს სახელმწიფოსაგან ვერ მიიღებენ. მათთვის მიუღებელია მოწინავე ქვეყნებთან ცივილური ურთიერთობის დამყარება, უცხოური ინვესტორების შემოსვლა ქვეყანაში და სხვა პოზიტიური მოვლენები და პროცესები, რომელსაც ახორციელებს და უნდა ახორციელებდეს საქართველო, თუ უნდა რომ განვითარებული ქვეყნების გვერდით დაიდოს ბინა. თუ სხვა ქვეყნებისათვის მისაღები და მეტად ეფექტური აღმოჩნდა ევროპულ სტრუქტურებში ყოფნა, საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მაღალგანვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესთა აქტიური გამოვლინება და სხვა, ჩვენთვის რატომ უნდა იყოს ასეთი ურთიერთობა წამგებიანი და დამღუპველი?

სამწუხაროა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ვერ აცნობიერებს, რა დიდ საფრთხეს შეიცავს უთანხმოება ამ და სხვა საკითხებზე. მხოლოდ ღია საზოგადოების მშენელობა, მსოფლიოს პროგრესულ ძალებთან ურთიერთობა გადაარჩენს საქართველოს, მის სახელმწიფოებრიობას.

მეოთხე, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური დემოკარტიის განვითარების სისუსტე ულახავს საქრათველოს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველი ქვეყნის იმიჯს. დემოკრატიული ღირებულებები ითვალისწინებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების, სხვადასხვა რეგიონების და რეგიონებში შემავალი სუბიექტების, მთლიანად სახელმწიფოს ინტერესებს. ამასთან, თავისი არსიდან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებას შეუძლია ეფექტური კონტროლი გაუწიოს სახელმწიფოს მოღვაწეობას, ხელი შეუშალოს კორუფციას, თვითნებობასა და დამნაშავეობას სახელმწიფოებრივი მართვის ყველა დონეზე. არ ააყვავოს „ყვარყვარიზმი“ საზოგადოებრივი ცხოვების ყველა სფეროში.

გასაგებია, რომ დემოკრატიის პირობებში საზოგადოებას ძალით თავს ვერ მოახვევ ინვესტიციური განზრახულობების ხელაღებით განხორციელებას, მაგრამ მთავარია დავარწმუნოთ იგი ინვესტიციების რეალურ სიკეთეში, იმაში, რომ ინვესტიციები უშუალოდ დადებით გავლენას ახდენენ მათი ცხოვრების დონეზე.

მეხუთე, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე უდაუდ ცუდად მოქმედებს სახელმწიფოს ვალი, განსაკუთრებით საგარეო. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ჩვენ მას განვიხილავთ როგორც ინვესტიციეის დამატებითი მოზიდვის საშუალებას.

მეექვსე, საქართველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობას განვიხილავთ როგორც ეკონომიკურ კატეგორიას და როგორც ინვესტიციების მოზიდვის და, მაშასადამე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის პოტენციურ საშუალებას. საქართველოსათვის მისი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება აღდგენილი ისტორიული ფუნქციის სრულად ამოქმედების კვალობაზე.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა თანამედროვე ეკონომიკურ მეცნირებაში მიჩნეულია როგორც სახელმწიფო სტრატეგიული რესურსი და ეროვნული სიმდიდრე. მას აქვს რაოდენობრივი და ხარისხობრივი დახასიათება. მისი დანიშნულება იცვლება დროში და დამოკიდებულია მსოფლიო სამეურნეო და პოლიტიკურ სისტემებში მიმდინარე ცვლილებებზე, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის მიღწევათა და სხვა ფაქტორთა გამოყენების დონეზე, აგრეთვე ქვეყნის შიგნით არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაზე, ფინანსურეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხზე და სხვა. იგი არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მატარიალიზებული იქნეს.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური ფაქტორი, როგორც ეროვნული სიმდიდრე, არ მიეკუთვნება ამ ქვეყნის რომელიმე ადმიანისტრაციულ-ეკონომიკურ სუბიექტს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მაგრამ თუ სახელმწიფო იყენებს ამ ფაქტორს და მასში მონაწილეობს კონკრეტული რეგიონი, რაიონი, ქალაქი, დაბა, სოფელი, თემი, მაშინ ეს უკანასკნელნი უნდა ღებულობდნენ მათი ტერიტორიის „ადგილმდებარეობის რენტას“.4

საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა ოდითგანვე დიდ გავლენას ახდენდა მის განვითარებაზე, მის ისტორიულ ბედზე. ევრაზიის კონტინენტის ორივე მხარის შესაყარზე მდებარე ქვეყანა ბუნებრივ ხიდს წარმოადგენს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რის გამოც ჯერ კიდევ უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებს მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ როგორც წინა აზიის ქვეყნებთან, ისე საბერძნეთსა და რომთან.

საქართველოს საუკეთესო ბუნებრივი და კლიმატური პირობები, მდიდარი წიაღისეული, ხელსაყრელ პირობებს ჰქმნიდა როგორც მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის, ისე მეტალურგიის განვითარებისათვის. საქართველოზე გადიოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზები. ყოველივე ეს ქართული მოსახლეობის მატერიალურ და კულტურულ დაწინაურებას განაპირობებდა.

მაგრამ ეს ფაქტორები ხშირად უარყოფით როლსაც ასრულებდა. საქართველოს სიმდიდრე და მოხერხებული გეოპოლიტიკური მდებარეობა უამრავი ჯურის დამპყრობს იზიდავდა. საქართველოს ზღაპრული სიმდიდრის შესახებ ლეგენდები იყო გავრცელებული როგორც აზიაში, ისე საბერძნეთსა და რომში. მოძალადეები ერთმანეთს ეცილებოდნენ საქართველოს დაპყრობასა და გაძარცვას. ამის უამრავი ფაქტი იცის ისტორიამ (ძვ.წ.III-II ათასწლეულების მიჯნაზე მითანის უძლიერესი სახელმწიფოს ექსპანსია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიისაკენ; ძვ.წ.XV-XIII საუკუნეებში საქართველოს მოსახლეობის მიმართ ხეთების სამეფოს მიერ განხორციელებული სასტიკი ექსპანსია; ძვ.წ. XIII-VIII საუკუნეებში ქართველური ტომების წინააღმდეგ აზიის უძლიერესი სახელმწიფოების - ასურეთისა და ურარტუს მიერ წარმოებული გამუდმებული ომები; ახალი წელთაღრიცხვის VII-IX საუკუნეებში არაბების ბატონობა საქართველოში და სხვა, და სხვა). ომებისა და ძარცვა-გლეჯვის შედეგად მიტაცებული ქართული სიმდიდრე ფართოდ გაჰქონდათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნებს საქართველოდან მისი ისტორიის ძნელბედობის პერიოდებში. (ამის შესახებ მდიდარი მასალა აქვს დაგროვილი ქართულ ისტორიულ სკლას).5

საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობას არც შემდგომ პერიოდში დაუკარგავს თავისი მნისვნელობა და მისი ხელში ჩაგდებისათვის კვლავაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ბრძოლა. იგი ხომ ცნობილი „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს.

ზემოთ ვთქვით და გავიმეორებთ, რომ საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის აქტიურობის მაღალ დონეს გვპირდება ნავთობისა და გაზსადენები ახალი პროექტების მშენებლობის დაწყება და რეალიზაცია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეს მილსადენები გაივლიან.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრების საპირისპიროდ, „აბრეშუმის გზა“ არამც და არამც მარტო მილსადენის გაყვანა არ არის. ჩვენ მარტო მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე არ ვამყარებთ იმედებს. უფრო მეტიც, იგი ამავე დროს ინოვაციური პროცესების დაჩქარების ეფექტური საშუალებაცაა.

„აბრეშუმის გზა“ ისტორიულად წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცივილიზაციის გავრცელების უმნიშვნელოვანეს ღერძს სავაჭრო ეკონომიკური და კულტურული ღირებულებების გავრცელების უმოკლეს გზას.

„აბრეშუმის გზამ“, რომელიც ორიათას წელზე მეტს ითვლის, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, მაგალითად, ჩინეთს მოუტანა გზის გასწვრივ მდებარე რაიონების არნახული ეკონომიკური აღმავლობა, „მრავალი ქალაქის გაცოცხლება და გაფურჩქვნა, სადაც ჰყვაოდა ბაზრები და შეიმჩნეოდა მჭიდრო დასახლება“. მან უდიდესი როლი შეასრულა ახალი ტექნოლოგიების, ტურიზმის, მეცნიერების ახალი დარგების, ავტოსტრადების, რკნიგზების განვითარებაში, ოაზისების ზრდა-განვითარებაში და სხვა. მისი მეშვეობით დასავლეთში ჩინეთიდან იგზავნებოდა აბრეშუმი, ნეფრიტისა და ლითონის ნაკეთობები, ხელით ნაკეთები სხვადსხვა ნივთები, გადაეცემოდა ატმის, მსხლისა და გარგარის გამოყვანის ტექნიკა, აბრეშუმის, თუჯის დნობის, ქაღალდის დამზადების და სხვა მოწინავე ტექნოლოგია.6

გავიმეორებთ და ვიტყვით რომ დღეს რეალური პირობებია შექმნილი საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის საქართველოსავე სასიკეთოდ გამოსაყენებლად, იგი ფართო ასპარეზს ქმნის ინვესტიციების მოზიდვისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

__________________

1 ი. მესხია, რ. ბასარია, საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფის გზები, თბ. 2001. გვ.63.

2 ი. მესხია, რ. ბასარია, საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფის გზები, თბ. 2001. გვ.65.

3 ვლ. პაპავა, საგადასახადო ფედერალიზმი: თანხმობა, თუ სეპარატიზმი, თბ. 2001, გვ. 11-12. და გვ. 16-17.

4 ადგილმდებარეობის რენტის განსაზღვრის მექანიზმი და რეალიზაციის ფორმა სცილდება ჩვენი კვლევის მიზანს და ცალკე შესწავლას მოითხოვს.

5 გ.მელიქიშვილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გართიანებები. საქართველოს ისტორიის ნარკვევბი. I ტ. თბ. 1970. გვ.358, 365, 378, 388; გ.მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ. 1965. გვ.199; გ.მელიქიშვილი, საქართველო ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. I, თბ. 1980, გვ.531; გ.წერეთელი, ვესპასიანესხნის მცხეთის ბერძნული წარწერა, თბ. 1958, გვ.20; მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, თბ. 1955, ტ. I, გვ.278; ნლომოური, საქართველოს სავაჭრო გზების საკითხისათვის, ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ.IV, ნაკვეთი I, თბ.1958, გვ.252; ვ.ნალბადიენი, თბილისი ძველ სომხურ მწერლობაში, თბ.1959, გვ. 47; და სხვები. გარე სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის შესახებ ისტორიული ფაქტების ირგვლივ კოსულტაციის გაწევისათვის გულწრფელ მადლობას მოვახსენებთ ისტორიკოსს, ბატონ ზურაბ ქარელს.

6 Чтен Пин, География Китая: природа, економика и культура, Межконтинентальное издательство Китая, август, 1999 года. გვ. 138-143.

7.4 4.4. საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკურ-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები

▲ზევით დაბრუნება


7.4.1 4.4.1. საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები

▲ზევით დაბრუნება


წარმატებული საინვესტიციო საქმიანობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფოებრივი რეგულირების სამართლებრივი საფუძვლების განვითარება იმ მიმართულებით, რომ, ჯერ-ერთი, სრულყოფილი იქნეს უკვე მოქმედი კანონმდებლობა ინვესტიციების ხელშეწყობის შესაებ, და მეორე, შესაძლებელი გახდეს ამ კანონმდებლობის საერთაშორისო დონეზე ამოქმედება, სხვა ქვეყნებთან ისეთი ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც წაახალისებენ ინვესტორებს და უზრუნველყოფენ ინვესტიციების ურთიერთ სავალდებულო დაცვას.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ინვესტიციების მოზიდვისა და მათი რეგულირების თაობაზე კანონშემოქმედებით მუშაობაზე გარკევული დადებითი როლი შეასრულა ჯერ კიდევ სსრკ-ის არსებობის ბოლო პერიოდში შექმნილმა კანონებმა. თუ სსრკ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უფრთხოდა უცხოეთიდან ინვესტიციების შემოსვლას და ამისათვის ფაქტიურად ყველანაირი გზა ჰქონდა ჩაკეტილი, უკვე 1987 წელს მიღებული იქნა კანონი საბჭოთა და უცხოური ეკონომიკური სუბიექტების მონაწილეობით ერთობლივი საწარმოების შექმნის შესახებ. 1990 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება „სსრკ-ში უცხოური ინვესტიციების შესახებ“, ხოლო ამავე წლის დეკემბერში უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონმდებლობის საფუძვლები სსრკ-ში საინვესტიციო საქმიაობის შესახებ, რითაც შეიძინა საკანონმდებლო ბაზა რესპუბლიკების მიერ უცხოური ინვესტიციების შესახებ დამოუკიდებელი კანონების მიღების შესახებ.

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველსავე წელს დაიწყო საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის პროცესი. კერძოდ, 1991 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა პირველი კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“, ხოლო იმავე წლის 10 აგვისტოს კანონი - „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“. თუ პირველის მოხედვით სამართლებრივ საფუძველზე რეგულირდებოდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხები, მეორეს მიხედვით - ეროვნული ინვესტიციებისა.

1995 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე მეორე კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“, რომელშიც 1996 წლის 14 მაისს შეტანილ იქნა ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 12 ნოემბრის დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ზემოთ დასახელებული კანონი თავიანთი დამატებებით და მიღებულ იქნა ახალი კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“.

უნდა შევნიშოთ, რომ საინვესტიციო სფეროში ასეთი ინტენსიური კანონშემოქმედებითი საქმიანობა დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის ყველა პოსტსოციალისტური ქვეყნისათვის (პოლონეთში მაგალითად, სამჯერ მიიღეს, ინვესტიციების შესახებ კანონი), რაც ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს ინვესტიციების დიდ მნიშვნელობაზე ეკონომიკურ გარდაქმნებში.

1996 წლის 12 ნოემბრის კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ სამჯერ იქნა შეტანილი ცვლილებები (1997 წ. 14 მაისი; 1998 წ. 26 ივნისი; 1999 წ. 22 ივლისი), რითაც საბოლოოდ ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვაყანაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და მათი დაცვის გარანტიები.

როგორც ვხედავთ, დღეს მოქმედი კანონი ცალკე აღარ გამოყოფს უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის სამართლებრივ რეჟიმს, რაც ჩვენი აზრით, განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

ჯერ-ერთი, მსოფლიო პრაქტიკაში საერთო წესად მიღებულია, რომ უცხოურ ინვესტორს უნდა შეექმნას საქმიანობის ნორმალური პირობები, მიმზიდველი ინვესტიციური გარემო და იგი მუშაობდეს ინვესტიციის მიმღები ქვეყნის სამეურნეო ეკონომიკურ რეჟიმში. მაგრამ ამ წესიდან, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისიც. არის ისეთი ქვეყნები, სადაც ადგილობრივი ინვესტორები უფრო მეტი უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე უცხოელები. მაგრამ არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც უცხოელ ინვესტორს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებენ და შეღვათს უწესებენ ადგილობრივ ინვესტორთან შედარებით, როგორც საერთო ერვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. მაგალითად, ჩილეში მხოლოდ 30 მილიონ ინვესტიციაზეა შეღავათები დაწესებული.

უკანასკნელ წლებში დამატებითი შეღავათები იქნა შემოღებული დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. საფრანგეთი 1995 წელს გადაიქცა უცხოური ინვესტიციების ნეოიმპორტიორად. გამონაკლისს წარმოადგენს იაპონია. საზღვარგარეთ დაგროვილი პირდაპირი ინვესტიციების ჯამით იაპონიას მსოფლიოში უკავია მე-3 ადგილი, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთიდან მოზიდული ინვესტიციების მიხედვით განვითარებულ ქვეყნებს შორის იგი ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა.1

1996 წლის 12 ნოემბრის კანონის მიღებამდე საქართველოშიც ორიენტაცია აღებული იყო უცხოელი ინვესტორებისათვის მკვეთრად გამოხატული უპირატესი ხელშეწყობისაკენ. უმთავრესი მიზანი: ხელსაყრელი პირობები შეექმნათ უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და, მაშასადამე, ქვეყანაში კაპიტალბრუნვის განვითარებისათვის. მაგალითად, 1995 წლის 30 ივლისის კანონით უცხოელ ინვესტორს ენიჭებოდა მთელი რიგი საგადმხდელო და სამეურნეო - ეკონომიკური ხასიათის შეღავათები (იხ.ცხრილი 45).

როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, ამ კანონმა ფაქტიურად არ იმუშავა, ვინაიდან ვერ მოიზიდა უცხოელი ინვესტორები, საქართველოში „თბილმა“ ინვესტიციურმა კლიმატმა ვერ გაამრთლა. უფრო მეტიც - ამ კანონით ადგილობრივი ინვესტორები იძულებულნი იყვნენ საზღვარგარეთ გაეტანათ თავიანთი კაპიტალი რეექსპორტისათვის, ანუ უკანვე შემოეტანათ ინვესტიციები, როგორც უცხოელ ინვესტორებს. თუ უფრო ფართომასშტაბით განვიხილავთ პრობლემას, უცხოური ინვესტიციების მიმართ უპირატესი ხელშეწყობის კანონი ეწინააღმდეგებოდა, ლახავდა ადგილობრივი ინვესტორის კონსტიტუციურ უფლებებს, ისინი უთანაბრო კონკურენციულ ბრძოლაში იჩაგრებოდნენ.

მეორე, 1996 წლის 12 ნოემბრის კანონით საქართველო მიემატა იმ ქვეყნებს, სადაც როგორც უცხიური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების მონაწილეობით საინვესტიციო საქმიანობა რეგულირდება ერთიანი კანონით, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს ინვესტიციურ დაბანდებათა ორივე წყაროს მოქმედებას

ცხრილი 45

უცხოური ინვესტიციების დამატებითი ხელშეწყობის პირობები 1995 წლის
30 ივნისის კანონის მიხედვით*

0x01 graphic

___________________

* წყარო: გაზეთი „7 დღე“, 1-7 ნოემბერი, 1996 წ. №44

ჩვენი შეფასებით ეს იყო საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების სფეროში საქართველოს საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე აყვანის საკანონმდებლო ფაქტი.

ცნობისათვის: კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ მხოლოდ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს (იაპონია, ესპანეთი, კანადა).

ინვესტიციების შესახებ ერთიანი კანონის მოქმედების არსებობის პრაქტიკა უფრო გამართლებულია, ვინაიდან ეს შეესაბამება საბაზრო ეკონომიკის პირობებს, კერძოდ, კონკურენციის კანონს. საბაზრო ეკონომიკის ძირითადი თავისებურება ხომ ისაა, სხვადასხვა წარმომავლობის ინვესტიციები კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს თანაბარ პირობებში.

რა არის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ 1996 წლის 12 ნოემბრის კანონის ძირითადი არსი და როგორ უწყობს იგი ხელს საინვესტიციო საქმიანობის დაჩქარებას ჩვენს ქვეყანაში?

- უპირველეს ყოვლისა პირველად საქართველოში სამართლებრივი პოზიციებიდან განმარტებულია ინვესტიციის არსი, საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი და ობიექტი. ინვესტიციად მიჩნეულია ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში; ასეთი ფასეულობა და უფლება შეიძლება იყოს:

ა) ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა სახის ფასიანი ქაღალდები;

ბ) უძრავი და მოძრავი ქონება-მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა;

გ) მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება (მათ შორის კონცესია), პატენტი, ლიცენზია, „ნოუ-ჰაუ“, გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური ფასეულობა;

დ) კანონით აღიარებული სხვა ქონებრივი ან ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება.

- საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტად (ინვესტორად) ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში;

- უცხოელ ინვესტორად ითვლებიან:

ა) უცხოეთის სახელმწიფოა მოქალაქეები;

ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ)საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ;

დ) იურიდიულიპირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ.

- საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერი ფორმის ობიექტში, რომელშიც ინვესტირება აკრძალული არ არის კანონმდებლობით;

- კანონში განსაზღვრულია საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი (ინვესტორის უფლებები და მოვალეობა):

საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები არ შეიძლება იყოს იმ უფლებებსა და გარანტიებზე ნაკლები, რომლითაც სარგებლობს ადგილობრივი ფიზიკური და იურიდიული პირი; ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ნებისმიერი სახის ვალუტით გახსნას მიმდინარე და სხვა ანგარიშები, ასევე აიღოს სესხი საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული საბანკო და საფინანსო დაწესებულებებიდან ან ფიზიკური და იურიდიული პირისაგან; მას უფლება აქვს შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები და, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქონება;

ინვესტირების შედეგების ფლობის, გამოყენების, განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს კანონით დადგენილი წესით, რაც ფორმდება ხელშეკრულების საფუძველზე;

უცხოელ ინვესტორებს, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების (შემოსავლი) და სხვა ფულადი სახსრების საქართველოს საბანკო დაწესებულებაში საბაზრო კურსის კონვერსიისა და საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება; უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, თუმცა ეს უფლება შეიძლება შეიაზღუდუს კანონის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკოტრების, დანაშაულის ჩადენის ან სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით;

ინვესტორის უფლებასთან ერთად კანონი განსაზღვრავს მის მოვალეობასაც. იგი ვალდებულია საქმიანობას ეწეოდეს სქართველოში მოქმედი კანომდებლობის, მათ შორის გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად;

- ინვესტიცია მთლიანად და უპირობოდ არის დაცული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ინვესტიციის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. გადაწყვეტილება ინვესტიციის ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე კომპენსაციის პირობები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ხოლო, თუ ინვესტორი უცხოელია, საკითხი გადაწყდება აგრეთვე საქართველოს სასამართლოში ან საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში;

- კომპენსაცია, რომელიც მიეცემა ინვესტორს, უნდა შეესაბამებოდეს ჩამორთემული ინვესტიციის რეალურ საბაზრო ღირებულებას უშუალოდ ჩამორთმევის მომენტისათვის. კომპენსაცია გაიცემა ყოველგვარი შეფერხების გარეშე და იგი უნდა მოიცავდეს იმ ზარალსაც, რომელიც ინვესტორმა განიცადა ჩამორთმევის მომენტიდან საკომპენსაციო თანხის გადახდამდე. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს საბნკო დაწესებულებაში მოახდინოს საკომპენსაციო თანხის კონვერსია საბაზრო კურსით და თავისუფლად და შეუფერხებლად გადიტანოს იგი საზღვარგარეთ;

ინვესტორს უცხოელის სამუშაოზე მიღების უფლება აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოელს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების შემდეგ აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი გადატანის ან გატანის უფლება;

- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული დაბეგვრის რეჟიმი და მისი ხელშემწყობი პირობები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით;

- უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს, რომლებმაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აიღეს უცხოური ინვესტიციის ლიცენზია, მისი გაცემის დღიდან 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ იგი. უცხოელ ინვესტორს, რომელსაც მოუვიდა ზიანი საომარი მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არ უწესდება ზიანის ანაზღაურების უფრო უარესი პირობები, ვიდრე ადგილობრივ ინვესტორს;

თუ ქვეყანაში მიღებული იქნა ახალი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც უარესდება ამ კანონით დადგენილი ინვესტიციის პირობები, მაშინ ახალი საკანონმდებლო აქტი ძალაში შესვლიდან ათი წლის განმავლობაში არ გავრცელდება უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, ე.ი. ინვესტორი თავის საქმიანობას წარმართავს ახალი საკანომდებლო აქტის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანომდებლობით;

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინვესტიციო საქმიანობაში ჩართულ მხარეებს შორის დავა სასამართლოთი წყდება. ამასთან, ეს შეიძლება მოხდეს როგორც საქართველოს სასამართლოში, ისე საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში. თუ დავა არ განიხილება საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში, მაშინ უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს მის გადასაჭრელად მიმართოს ცენტრის დამატებით ინსტიტუტს ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო საარბიტრაჟო ორგანოს, რომელიც დაარსებულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის საარბიტრაჟო და საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესების შესაბამისად. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღსრულება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

ამრიგად, თუ მოკლედ შევაჯამებთ კანონის დადებით მხარეებს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იგი მთელი თავისი შინაარსით და მიზანდასახულობით მიმართულია იქითკენ, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ფართო მოზიდვას და მათ ეფექტიან გამოყენებას.

ამასთან მიგვაჩნია, რომ საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საკითხები საჭიროებს შემდგომ სრულყოფას, ახალი კანონშემოქმედებითი მუშაობის გაშლას. დღეს მოქმედი კანონმდებლობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მის წინაშე წაყენებულ ახალ მოთხოვნებს და საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას. იგი უკვე სრულად ვეღარ ასახავს ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ განვითარებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს.

ინვესტიციების ხელშეწყობის პირობების გაფართოებისა და მათი დაცვის გაძლიერების ღონისძიებების დამუშავებისას საქართველოს კანომდებლობა კიდევ უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ამსთან, გათვალისწინებული იქნეს საქართველოს, მისი რეგიონების სოციალურ-ეკონიმკური განვითარების დღევანდელი დონე და ის ამოცანები, ის ორიენტირები, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ, რათა გავხდეთ მოწინავე, მაღალგანვითარებული ქვეყნების დარი ქვეყანა.

რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

- უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი კანონი, მასში შეტანილი ცვლიბების შემდეგ, აღარ განმარტავს ინვესტიციის სახელმწიფო რეგისტრაციის წესს, რაც უდაოდ მის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს. საქმე იმაშია, რომ ცვლილებების შეტანამდე ინვესტორი ვალდებული იყო ინვესტიციის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში, ეკონიმიკის სამინისტროში რეგისტრაციაში გაეტარებინა 100 ათასი აშშ-ის დოლარის (ან მისი ექვივალენტის) და მეტი ღირებულების ინვესტიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკრძალებოდა საინვესტიციო საქმიანობა. კარგია, რომ ინვესტიციის მოცულობის ზღვრული სიდიდე გაუქმდა. მართლაც, თავისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისეთი დაბალი დონის მქონე ქვეყნებისათვის (განსაკუთრებით რეგიონულ ჭრილში), როგორიც საქართველოა, ინვესტიციის ზღვრული სიდიდის დაწესება, ისიც 100 ათასი ლარის მოცულობით გაუმართლებელი იყო, მაგრამ, ამასთან, უნდა მოხდეს ინვესტიციების მკაცრი აღრიცხვა, რაც რეგისტრაციიდან იწყება. ეს განსაკუთრებით აუცილებელია ინვესტიციების ეფექტიანობის, მათი მიზანმიმართული გამოყენების შეფასებისათვის. უფრო მეტიც, კანონი უნდა მოითხოვდეს, რომ ინვესტორი ვალდებულია დაემორჩილოს ქვეყანაში სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიზის მიღებულ მეთოდებს, რათა შეიქმნას აღრიცხვის ერთიანი სისტემა. ამასთან ინვესტორი უნდა ახდენდეს ინვესტიციების შედეგად მიღებული ეფექტის რაოდენობრივი და შეფარდებითი მაჩვენებლების გაანგარიშებისა და სტატისტიკის შესაბამის ორგანოებში წარდგენას (ღიაობის პრინციპი). იგი ვალდებული უნდა იყოს პერიოდულად (მაგალითად, წელიწადში ერთხელ) ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია დამატებით განხორციელებული ინვესტიციების ოდენობის შესახებ. ამ ინფორმაციაში უნდა ჩანდეს, თუ რამ გამოიწვია ინვესტიციის პირვანდელი დაგეგმილი თანხის გაზრდა. იგი დაკავშირებულია საინვესტიციო საქმიანობის ცალკეული მიმართულების (ძირითადი ფონდების ამოქმედება; ინვესტიციები ძირითად კაპიტალში; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები) განსახორციელებლად თუ საჭიროა ფინანსური სახსრების გაზრდის აუცილებლობასა თუ სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებასთან. ყოველივე ეს უნდა აისახოს ბიზნეს-გეგმაში, მის შესწორებულ ვარიანტში და შეთანხმებული უნდა იქნე ინვესტიციის მიმღებ სუბიექტთან.

როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, საქართველოში მოღვაწე არაერთი ინვესტორი ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობას ზრდის არამწარმოებლური ხარჯების გადიდების ხარჯზე (თავისი ოჯახის წევრების მივლინებები, ოჯახის დამხმარე პერსონალის შენახვა, ძაღლების მოვლა საქართველოში მათი გამოსეირნება და სხვა), რაც საინვესტიციო საქმიანობაში კურიოზებად უნდა შეფასდეს. ამასთან, კანონში უნდა მითითებული იქნეს, რომ ინვესტიციების ამ და სხვა გზებით გაზრდის შემთხვევაში მან გავლენა არ უნდა მოახდინოს პროდუქციის ფასის ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე;

- ჩვენ ვემხრობით იმ პოზიციას, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად წარდგენილი დოკუმენტაცია და რეგისტრაციის პროცედურა რაც შეიძლება უნდა გამარტივდეს. მაგრამ, ამასთან მიუღებლად მიგვაჩნია რეგისტრაციისათვის ინვესტიციის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა. ინვესტიციის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი ჩვეულებრივი, რიგითი ხასიათის დოკუმენტი არ არის. თუ უფრო მასშტაბურად შევხედავთ საქმეს, იგი მთელი საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის მთავარი მაჩვენებელია და ამიტომ იგი უნდა შესრულებული იქნეს კვალიფიციურად, შესაბამისი გათვლების მოშველიებით და ჩამოყალიბდეს ბიზნეს-გეგმის სახით. ამდენად, ვფიქრობთ, რომ რეგისტრაციისათვის წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტებში პირდაპირ უნდა ფიგურირებდეს ბიზნეს- გეგმა (მისი შეკუმშული ვარიანტი, რომელსაც ლიტერატურაში ბიზნეს-გეგმის ფინანსურ-ეკონომიკურ ვარიანტს უწოდებენ);

მეტად მნიშვნელოვანია დაწესდეს, რომ ინვესტორის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადის შემდეგ უმოკლეს დროში (მაგალითად, ხუთ დღეში) მოხდეს მისი რეგისტრაცია. საკითხის განუხილველობის შემთხვევაში ასეთი ინვესტიცია რეგისტრირებულად უნდა ჩაითვალოს. სარეგისტრაციო ვადის კანონმდებლობით დაწესება აგვაცილებს ბიუროკრატიზმს და სხვა ნეგატიურ შემთხვევებს.

- კანონი ითვალისწინებს ინვესტიციის ჩამორთმევის შემთხვევაში შესაბამის კომპენსაციას. ეს კარგია, მაგრამ სასურველია მითითებული იქნეს ვინ არის ანგარიშვალდებული კომპენსაციაზე (ფირმა, ქალაქი, რაიონი, რეგიონი თუ სახელმწიფო) და ვის დაეწერება აღნიშნული ხარჯები, ვის ბიუჯეტში უნდა აისახოს იგი. მიგვაჩნია, რომ კომპენსაცია უნდა მოხდეს ოერარქიის იმ დონეზე, რომელ დონეზედაც ხორციელდება ინვესტირება. ამდენად მიუღებლად მიგვაჩნია კანონის ის მუხლი, რომელიც საინვესტიციო საქმიანობაში ჩაბმულ მხარეებს შორის დავის გადაწყვეტას სასამართლოს წესით ითვალისწინებს უხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის. აქაც დაცული უნდა იქნეს ინვესტიციის განხორციელების იერარქიული დონე და საკუთრებით ურთიერთობის ფორმა (კანონი ხომ მიუთითებს, რომ ინვესტიცია საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერი ფორმის ობიექტში). მაგალითად, თუ ინვესტიცია ხორციელდება რომელიმე კერძო კომპანიაში, მაშინ სასამართლოში მხარედ უნდა გამოვიდეს ეს კომპანია და არა სახელმწიფო ორგანო.

- კანონი დაუშვებლად მიიჩნევს დაწესდეს საწარმოს ხელმძღვანელ ორგანოებში სავალდებულოდ ასარჩევ ან დასანიშნ საქართველოს მოქალაქეთა აუცილებელი მინიმალური რაოდენობა. ჩვენი აზრით, პირიქით, კანონით ეს განსაზღვრული უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესებული ქვოტა უნდა მერყეობდეს 80-90%25- ის ფარგლებში. აღნიშნული ბევრ სოციალურ-ეკონიმიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული (პირველ რიგში, უმუშევრობა და უცხოური ინვესტიციის მეშვეობით და მის გარეშე შექმნილ საწარმოებში ხელფასის დონეებს შორის მკვეთრი განსხვავება გვაქვს მხედველობაში).

- გაუგებარია, რა ლოგიკაა და რა ობიექტურ აუცილებლობაზეა აგებული კანონის მე-4 თავის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მუშაკთა სოციალური დაზღვევის, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი გადასახადებისა და შენატანების გადახდის შესახებ კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ უცხოელ მუშაკებზე, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში“. ასეთი კატეგორიის მუშაკებისათვის საპენსიო უზრუნველყოფის აუცილებელი გადასახადებისა და შენატანების გადახდაზე კანონის მოთხოვნა მართალია არ უნდა გავრცელდეს. მაგრამ განა ასეთი ქმედება გამართლებულია სოცდაზღვევისა და სიციალური უზრუნველყოფის საქმეში? საქართველოში დროებით მაცხოვრებელ მოქალაქეებსაც ხომ ესაჭიროებათ ასეთი მომსახურება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს იცხოვრებენ ისინი საქართველოში?

- კანონი ერთიან პირობებში აყენებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორს, ერთნაირია მათი უფლებები და მოვალეობანი საინვესტიციო საქმიაობის ნებისმიერ, კანონით ნებადართულ სფეროში. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა გამართლებულია, მაგრამ მიუღებლად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს ინვესტორებისათვის შეღავათების ინსტიტუტს და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპებს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან და ეფექტურ საშუალებებს. საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურების მიზნით როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებს შეღავათი უნდა ჰქონდეს საბაჟო, საგადასახადო სფეროში, თუ იგი თავის კაპიტალის ინვესტირებას ახდენს: საინვესტიციო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებში (მაგალითად, ინვესტიციები ძირითად კაპიტალში);

მატერიალური დოვლათისა და სოციალური სიკეთის მწარმოებელ პრიორიტეტულ დარგებში; ჩამორჩენილ დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ რეგიონებში და სხვა. განა შეიძლება ერთიანი საგადასახადო და საბაჟო რეჯიმით იმუშაოს ინვესტორმა, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს, მაგალითად, თბილისსა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში ან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

- როგორც ზევით დავინახეთ, საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში საინვესტიციო საქმიანობა სათანადო დონეზე ვერ იმყოფება. ამის შემაფერხებელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს რეგიონების კომპეტენციაში შემავალი ტერიოტორიების ფარგლებში ინვესტიციების წახალისებისათვის სამართლებრივი საფუძვლების არქონა. საქმე ისაა, რომ 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ არ ითვალისწინებს ადგილობრივი (რეგიონული) თვითმმართველობისა და მმართველობის უფლების მინიჭებას ინვესტიციების წახალისების შესახებ. სამწუხაროდ ამას არ ითვალისწინებს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ მიღებული კანონი. ამ კანონით არჩეულ, მაგრამ ყოველგვარ მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს მოკლებულ ორგანოებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით წარმოადგენენ რაიონის გამგეობების დანამატს, იქ არსებული კომუნალური განყოფილების პარალელურ სტრუქტურებს. ბუნებრივია ასეთი გარემოება მათ არავითარ საშუალებას არ აძლევს იმისა, რომ ინვესტორებს დაუწესონ სხვადსხვა ინდივიდუალური და დარგობრივი შეღავათები.

ინვესტორებისათვის შეღავათების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე მოცემული დარგის რენტაბელობის დონე, დაბანდებული სახსრების ანაზღაურების ვადა და სხვა. იქ, სადაც ეს მაჩვენებლები საერთოდ დაბალია, შეღავათები უფრო მაღალი უნდა იყოს. ინვესტიციები სამთომომპოვებელ მრეწველობაში და მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანმრთელობაში, ხელოვნებაში, კულტურაში, სპორტსა და სხვა ნაკლებად რენტაბელურ, მაგრამ ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დარგებში საინვესტიციო საქმიანობის პირობები განსხვავებული უნდა იყოს. ამ სფეროებში დაბანდებული ინვესტიციების მიმართ კანონი უნდა ითვალისწინებდეს ინვესტიციის ხელშეწყობისა და ხელშეუხებლობის, მისი რეგისტრაციის, დაცვის, დაბეგვრის და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ასპექტების ლიბერალურ პირობებს, მათთვის „თბილი“ რეჟიმების დაწესებას.

- კანონი ერთმნიშვნელოვნად უნდა ავალებდეს ინვესტორს თავისი საქმიანობით არ დაარღვიოს ქვეყნის, რეგიონის ეკონიმიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოება. თუ საწინააღმდეგო ქმედებებს ექნება ადგილი, მან უნდა იცოდეს, რომ სასამართლოს წესით ჩამოერთმევა საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების უფლება საკომპენსაციო თანხებზე უარის თქმით.

ჩამოთვლილ ნაკლოვანებებთან ერთად საჭიროა საინვესტიციო საქმიანობის სფეროში საკანონმდებლო და სასამართლო ბაზის მთლიანი სისტემის შემდგომი სრულყოფა.

როგორც ზევით დავინახეთ, კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობაში ჩაბმულ მხარეებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტას სასამართლოს მეშვეობით. კანონის ეს დებულება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენი ქვეყნის სასამრთლო ორგანოებს.

სასამართლო სისტემა ვერ ასრულებს საინვესტიციო პროცესების დაჩქარების ფუნქციას. სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულა პოლიტიკური ტყვეობისაგან, რის გამოც ინვესტორები დარწმუნებული არ არიან, რომ მათი უფლებები, ინტერესები დაცული იქნება კანონის მოთხოვნათა სრული შესაბამისობით. დასახვეწია სასამრთლო განჩინებათა აღსრულების პრაქტიკა. მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო საარბიტრაჟო სფეროში, ვინაიდან დღეს საარბიტრაჟო სასამრთლო ის ინსტიტუტია, რომელიც შედარებით ყველაზე უკეთესად იცავს ინვესტორთა და საწარმოთა ინტერესებს. უნდა გაგრძელდეს მუშაობა სამოქალაქო კოდექსის სრულყოფისათვის. ინვესტორების წინაშე მრავალი პრობლემა დგას. უწინარეს ყოვლისა, ეს ეხება საგადასახადო და საბაჟო კანონების კომპლექსურ შეცვლას, მიწის კოდექსის ახალი ვარიანტის მიღებას. აქ არ შეიძლება არ ითქვას, იმის შესახებაც, რომ აღნიშნული კანონები ფაქტიურად გადმოწერილია სხვა ქვეყანაში მოქმედი კანონებიდან და არ ითვალისწინებენ საქართველოს ეკონიმიკის თავისებურებებს, მისი განვითარების დონეს და იმის აუცილებლობას, რომ მხოლოდ ინვესტიციების მეშვეობით თუ დავაღწევთ თავს ასე დიდხანს გაჭიანურებულ ეკონომიკურ კრიზისს.

- საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მძლავრ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს რეგიონული საინვესტიციო და საგადასახასო კანონმდებლობის უქონლობა. რეგიონებს აკრძალული არ უნდა ჰქონდეთ, თავიანთი სოციალურ- ეკონომიკური მოთხოვნილებებიდან, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, დაამუშაონ საგასახადო სისტემის რეგიონული ვარიანტი, ინვესტიციების რეგულირების რეგიონული კანონი და სხვა. ამასთან, ისინი თავიანთი არსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ცენტრალური კანონების მოთხოვნებს და აგებული უნდა იყვნენ საერთო სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპზე. უნდა შეივსოს რეგიონულ სამართლებრივ ბაზაში დღეს არსებული ვაკუუმი, შეიქმნას განსაკუთრებული რეგიონული (ადგილობრივი) სამართალი.

- ცალკე უნდა აღინიშნოს სამართლებრივი ბაზის არარსებობა ისეთ საინვესტიციო ობიექტებში, როგორიცაა კომუნიკაციის თანამედროვე სისტემები (მობილური სისტემები, ინტერნეტი, მასობრივი ინფორმაციის ინტერაქტიური საშუალებები და სხვა). რომლებიც ეკონიმიკის სწრაფად მზარდ სფეროს ჰქმნიან. ასევე, ქმედით საკანონმდებლო რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს კომერციული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მისი გამოყენება. აქ, უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს ინფორმაციის ცნების თანამედროვე გაგება, რომელშიც შედის ტექნოლოგიები, ნოუ-ჰაუ, კომერციული საიდუმლოება და სხვა.

- კანონი კატეგორიულად სვამს საკითხს, რომ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსათვისაა დასაშვები ინვესტირება ენერგეტიკის სადისპეჩერო საქმიანობაში, მაშინ, როდესაც აღნიშნულის საწინააღმდეგო ფაქტები გვაქვს.

ინვესტორისათვის ხელშეწყობის მიზნით უნდა შეიქმნეს საქართველოს საინვესტიციო ცენტრი.

- კანონი არ ითვალისწინებს დაბანდებული ინვესტიციების მომგებიანობის და ანაზღაურების ვადის არავითარ რეგლამენტს, ისევე, როგორც საერთოდ არ ითვალისწინებს არავითარ კონკრეტულ პასუხისმგებლობას ინვესტორის მხრიდან ბიზნეს-გეგმაში ჩადებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

იგი უნდა განსაზღვრავდეს მოცემულ დარგში დაბანდებული ინვესტიციების რენტაბელობის დარგობრივ ნორმატივებს ან ითვალისწინებდეს მათ აუცილებელ წარდგენას დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით ლიცენზიის მიღებისას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების რენტაბელობის ამაღლებისათვის შესაბამისი ღონისძიებების დასახვას.

ამავე მიმართულების ღონისძიებად მიგვაჩნია კანონში იმის გათვალისწინება, თუ რა ფარგლებშია ინვესტიციების ანაზღაურების ვადა ნორმატიულად მისაღები მოცემული დარგისათვის ან საერთოდ ქვეყნისათვის.

- ინვესტორის უფლებების გარდა, კანონი (ან სხვა კანონ-ქვემდებარე აქტი) უნდა ითვალისწინებდეს ინვესტიციების შედეგად დასაქმებული მუშაკებისა და საერთოდ მთელი მოსახლეობის ინტერესების დაცვას. ინვესტიციები არ უნდა იწვევდეს გამოშვებული პროდუქციის (მომსახურების) გაძვირებას. ამის მკაფიო მაგალითია საქართველოში შემოსული დისტრიბუტორი კომპანია „ეი-ეს-თელასი“, რომელიც თავისი მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე ზრუნვის მაგიერ, იმ მოტივით, რომ მის მიერ ვალდებულებად აღებულ საქმიანობას ესაჭიროება დამატებითი ინვესტიციები, ყოველწლიურად ზრდის ელექტროენერგიის საფასურს და მისი საქართველოში მოღვაწეობა თანდათანობით მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ჯერ-ერთი საკითხავია, კომპანია, რომელიც ელექტროენერგიას კი არ აწარმოებს, არამედ მხოლოდ სხვის მიერ გამოშვებული ენერგიის დისტრიბუციას ახორციელებს, განა რა დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს? - ხომ აღიარებული ფაქტია, რომ მათ მიერ მრიცხველების ჯერ-კიდევ ბოლომდე მიუყვანელ გამხოლოებაში მოსახლეობა იხდის შესაბამის საფასურს. მეორე, თუ მართლაც საჭიროა ეს დამატებითი ინვესტიციები, მაშინ ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ინვესტიციებზე და ვალდებულება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა სრულდებოდეს. ეს იმის შედეგია, რომ უცხოურმა კომპანიამ ისარგებლა საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებით და მენეჯმენტის დაბალი დონით, რამაც შესამჩნევი ზიანი მიაყენა მოსახლეობასაც და ქვეყნის ეკონომიკასაც.

_________________

1 Б.Пичугин, Импорт капитала: мировой опит и практикп России, ж. „МЭ и МО“, №12, 1996, გვ.. 39.

7.4.2 4.4.2. საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების საკითხებისათვის

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროსთან საინვესტიციო ცენტრის შექმნას. მისი ფუნქციებია:

- ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა;

- საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა; საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტორებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება;

- საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვისრეკომენდაციების მიცემა;

- საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის მათი წარდგენა;

- ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება.

ჩამოთვლილი მიმართულებით საინვესტიციო ცენტრის ინტესიური მუშაობა, უნდა ვივარაუდოთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

ამასთან, საჭირიოა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რათა, ჯერ-ერთი, არ შეიზღუდოს ადგილობრივი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სუბიექტების ინიციატივა ინვესტიციური საქამიანობის გააქტიურებაში და, მეორე, ამის პარალელურად განმტკიცდეს სახელმწიფო მართვის ყველა დონის ორგანოების მარეგულირებელი როლი ინვესტიციურ საქამიანობაში.

ჩვენ ზევით აღვნიშნეთ, რომ საინვესტიციო საქმიანობის დაჩქარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური დემოკრატიის განვითარება, საელმწიფოს მხრიდან ინვესტიციურ პროცესებში ნაკლები ჩარევა, ნაკლები ადმინისტრირება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უგულვებელყოთ სახელმწიფოს მარეგულირებელი ეკონომიკური როლი. პირიქით, თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკაში ღრმა და ხანგრძლივი კრიზისული მოვლენების განვითარების პირობებში საჭიროა კიდევ უფრო გაიზარდოს სახელმწიფოს არა ადმინისტრაციული ფუნქციები, არამედ მისი მარეგულირებელი როლი ეკონომიკაში, კერძოდ კი, საინვესტიციო საქმიანობაში. ჩვენი აზრით, ამ ამოცანის მიღწევა შესაძლებელია ჩვენს მიერ ქვემოთ შემოთავაზებული მოდელის თანმიმდევრული და მიზანმიმართული გამოყენებით.

საინვესტიციო საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის მისაღები ვარიანტის ჩამოყალებებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი სამი მთავარი ასპექტი:

1. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციურ პროცესებზე უშუალო ზემოქმედების (ფინანსურ-ეკონომიკური, ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ა.შ.) ზომა, ხარისხი;

2. ინვესტიციების გარანტიები;

3. ივესტიციების ინფორმაციული უზრუნველყოფა.

რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩამოთვლილ ასპექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების გარანტიები.

როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, არასრულყფილი საგადასახადო და ფინანსურ-ეკონომიკური სისტემის დროსაც კი ფიზიკური და იურიდიული პირები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, შეიძლება მზად იყვნენ, დააბანდონ თავიანთი სახსრები ინვესტიციურ პროექტებში, თუ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიები, მათ შორის გარანტიები ადგილობრივი (რეგიონული) სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო გარანტიები უზრუნველყოფენ სრულიად სხვადახვა მასშტაბის ინვესტიციური პროექტების, განსაკუთრებით კი მსხვილი და უმსხვილესი პროექტების რეალიზაციას.

სახელმწიფო გარანტიის გაცემისათვის პირველ რიგში საჭიროა ორი პირობა: სრული ინფორმაცია ალტერნატიული ინვესტიციური პროექტების შესახებ და სარეზერვო (გირავნობის) ქონა, რომელიც უზრუნველყოფს ამ გარანტიას. დღეისათვის ალტერნატიული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება ძალიან ძნელია, ვინაიდან ადრე არსებული სახელმწიფო საგეგმო ორგანოები, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრები და ა.შ. პრაქტიკულად მოშლილია და მათი ალტერნატიული ახალი ორგანოები ჯერ არ შექმნილა. ამიტომ აუცილებელია რეგიონული ინფორმაციული ცენტრების ჩამოყალიბება და მათი შეპირისპირება რესპუბლიკურ ინფორმაციულ ცენტრებთან.

რეგიონული (რეგიონთაშორისო) ინფორმაციული ცენტრის შექმნა მხოლოდ სახელმწიფო (ცენტრალური) დაფინანსების ბაზაზე გაუმართლებელი იქნება. მისი დაფინანსება შერეული სახისა უნდა იყოს იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება ინფორმაციის შემკვეთი და მომხმარებელი. მაშასადამე ცენტრის დამფინანსებლის როლში გამოვლენ რეგიონული (საოლქო, რაიონული) სახელმწიფო ორგანიზაციები (ადგილობრივი ადმინისტრაცია, სტატისტიკის დეპარტამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი, ეროვნული ბანკის განყოფილებები და სხვა). კომერციული ორგანიზაციები, სააქციონერო საზოგადოებები და ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ცენტრის პროდუქციით.

რეგიონში შექმნილმა ასეთმა ცენტრმა არა მარტო უნდა შეაფასოს ინვესტიციური პროექტები, არამედ უნდა განახორციელოს კიდეც ზოგადეკონოიმკური მონიტორინგი რეგიონში. უფრო მეტიც, ცენტრმა საჭიროების შემთხვევაში უნდა მოახდინოს, აგრეთვე, დემოგრაფიული, ეკოლიგიური, სოციოლოგიური და სხვა მონიტორინგები. ამიტომ, როგორც უკვე ვთქვით, ასეთი ცენტრები რეგიონებში უნდა შეიქმნას წილობრივ (აქციონერული) პარტნიორულ საფუძველზე, მათი ინფორმაცია ფასიანი და დაცული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი ქსელის მეშვეობით.

ბუნებრივია, ცენტრის ანალიტიკური მასალის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე შემკვეთებთან არსებული ორიგინალური პროგრამული პროდუქტებისა და ტექნიკური საშუალებების ხარჯზე. სხვათა შორის, ამ პროგრამული პროდუქტებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება შეიძლება დამკვეთებს ჩაეთვალოთ როგორც დამფუძნებლური წილი ან როგორც საბოლოო ინფორმაციული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურება.

ინფორმაციული ცენტრის ფუნქციონირების საფუძველზე უნდა შედგეს რეგიონის ინვესტიციური რუქა და ინვესტიციების შესაბამისი რეგიონული პროგრამები. ასეთი პროგრამები და მათი რეალიზაციის მექანიზმი უნდა დამუშავდეს ინვესტიციების რეგიონული კომიტეტების მიერ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს მექანიზმი შეიცავდეს არა მარტო საგადასახადო პოლიტიკას, სახელმწიფო გარანტიებს, ლიცენზირებას და ა.შ. არამედ პირდაპირი კონტროლის მეთოდებსაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური პროგრამების რეალიზაციის საწყის ეტაპზე.

ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა გამოიმუშაონ კონტროლის საკუთარი მეთოლოგია მსხვილი კომერციული ორგანიზაციების საქმიანობაზე მათი მართვის ორგანოებში პირდაპირი შესვლის საფუძველზე დამფუძნებლის უფლებით. უწინარეს ყოვლისა, როგორც საზღვარგარეთის პრაქტიკა გვიჩვენებს ეს ეხება ისეთ უმსხვილეს წარმონაქმნებს, როგორებიცაა ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფები. მათ რიგში შეგვიძლია დავასახელოთ ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბინაო მშენებლობას. მათი სპეციფიკა ისაა, რომ ისინი მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებთან მიწის გამოყოფის, არქიტექტურის, საინჟინრო კეთილმოწყობის და სხვა საკითხების გამო. განსაკუთრებით სასარგებლოა ზოგიერთი კომერციული სამშენებლო სტრუქტურის გამოცდილება დაგროვების ფონდების შექმნაში. ისინი ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, ვინაიდან ითვალისწინებენ ფულადი სახსრების თანდათანობით დაგროვების და საცხოვრებლის თანდათანობით გამოსყიდვის ფორმებს.

ვითვალისწინებთ რა საქართველოში ინვესტიციების დაბანდების მაღალ რისკს, სახელმწიფო გარანტიები და სახელმწიფო კონტროლი აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია. ეს ორივე მხარისათვის მისაღები უნდა იყოს, განსაკუთრებით განვითარების თანამედროვე ეტაპზე. პერსპექტივაში სახელმწიფოს წილი აქციებში თანდათან შემცირდება და ინვესტიციურ საქმიანობაში მონაწილეობის ასეთი მკაცრი ფორმა შეიცვლება. თუმცა საქართველოს ეკონომიკისათვის ეს შორეული პერსპექტივის საკითხია.

თუ რეგიონული სახელმწიფო ორგანოები დამფუზნებლის სახით შევლენ მსხვილ ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებში, მაშინ იქმნება იმის საფუძველი, რომ ფორმირებული იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგიონული ბაზარი. ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ზუსტი მიზნობრივი ორიენტაცია უნდა ჰქონდეს, რომელიც გაითვალისწინებს დაბანდებების შესაძლო ეფექტიანობას.

როგორ მოვიქცეთ, როცა საქმე გვაქვს საშუალო და მცირე საწარმოებთან? როგორც ცნობილია, საშუალო და მცირე საწარმოები პოტენციურად ნაკლებ ექვემდებარებიან სახელმწიფო მხრიდან მართვას და კონტროლს. ისინი ფუნქციონირებენ მაღალი კონკურენციის პირობებში და, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, საკმაოდ მობილურნი არიან. მათთვის სახელმწიფო მხოლოდ შეღავათების სიტემას განსაზღვრავს, რაც ხელს უწყობს მათ განვითარებას, მხარდაჭერას. მაგრამ განვითარების დღევანდელ ეტაპზე მცირე საწარმოებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ კავშირი ჰქონდეთ რეგიონის გარეთ არსებულ მსხვილ პარტნიორებთან და სხვა საშუალო და მცირე საწარმოებთაან. მათთვის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ნაცადი კომერციული არხები, რათა მიიღონ და განაზოგადონ წინადადებები და გარანტიები მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ამიტომ ადგილობრივ ადმინისტრაციას შეუძლია შეასრულოს დამაკავშირებელი რგოლის როლი და მცირე კომერციული საწარმოების სახელით განზოგადებული, დაჯამებული წინადადებებით წარუდგნენ უცხოელ კლიენტებს. მომავალში ეს ფუნქციები შეიძლება გადაეცეს ამჟამად ფორმირების პროცესში მყოფ კავშირებს, რომლებიც იცავენ ბიზნესის ინტერესებს.

რეგიონული ადმინისტრაციის მუდმივი ურთიერთმოქმედება რეგიონის საწარმოებთან მათი ინვესტიციური საქმიანობის რეგულირების გამო გულისხმობს საფონდო ბაზრის გამოყენებასაც, სადაც ხდება კაპიტალის გადადინება სტრუქტურული ცვილებების შედეგად.

სახელმწიფო ორგანოების აქტიური თანამშრომლობა რეგიონის საწარმოებთან კომერციულ-პარტნიორულ საფუძველზე საშუალებას მოგვეცემს, განვსაზღვროთ ინვესტიციური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, დავამუშაოთ საინვესტიციო რუქები, ინვესტიციური და ფინანსური ნაკადების ბალანსები და საბაზრო ბერკეტების დახმარებით მოვახდინოთ მათი რეალიზაცია. ამასთან, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ყოველი კონკრეტული რეგიონის სპეციფიკური პირობები და თავისებურებები, შრომითი კოლექტივების ტრადიციები და სხვა.

ამრიგად, რეგიონული ადმინისტრაციის ინვესტიციურ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობის, ხარისხის და ფორმების განსაზღვრა განსაკუთრებულ მომენტად უნდა იქცეს რეგიონული ადმინისტრაციის ფუნქციონირების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების დამუშავებისას. რაც შეეხება ქვეყნის დონეზე ინვესტიციების რეგულირების მოდელს, იგი მაქსიმალურად უნდა იყოს შეხამებული და ჰარმონიზირებული რეგიონულ მოდელებთან, რაც თავისთავად გულისხმობს მათი დამუშავების მუდმივ ანალიზსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას.

7.5 4.5. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტატისტიკური აღრიცხვის საკითხები

▲ზევით დაბრუნება


ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში დღემდე ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული ინვესტიციების (განსაკუთრებით უცხოურის) მოზიდვის სარგებლიანობის შესახებ. ვითვალისწინებთ, რა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, ზოგიერთი ავტორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ვთქვათ, რომ ინვესტიციების მოზიდვა არ ემუქრება ეროვნულ დამოუკიდებლობას, ეროვნულ თავისთავადობას, ქართველი კაცის საუკეთესო თვისებების უცხოურში აღრევას და საერთოდ, ქართველი ერის გადაგვარებას. დავიმოწმებთ გერმანიის მაგალითს, სადაც საწარმოო აქციების 45%25 უცხოელების ხელშია,1 მაგრამ ამით გერმანულ ეკონომიკას არც ეროვნული ხასიათი დაუკარგავს და არც დინამიურობა. მთავარია, რომ მრავალი ვარიანტიდან არჩევანის პრინციპის საფუძველზე წინასწარვე სწორედ იყოს გათვლილი ინვესტიციების შემოსვლის აუცილებლობა, მოცულობა და განთავსება ქვეყნის და მისი რეგიონების, სახალხო მეურნეობის დარგების მიხედვით. ამის შემდეგ უნდა ამუშავებულ იქნეს ფინანსურ-ეკონომიკური, სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმები მათი ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

ამასთან, საინვესტიციო საქმიანობა დღის წესრიგიდან არ ხსნის ეკონომიკური უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილება და სათანადო შემხვედრი დასკვნების გამოტანა ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი ინვესტიციური პროცესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს მაქსიმალური მოგების მიღებისათვის სწრაფვა.

თავის მხრივ, ინვესტიციის მიმღები ქვეყანა ცდილობს ინვესტიციების ყველაზე იაფად, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეღავათიანი პირობებით ან მუქთადაც კი მიიღოს იგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორსა და ინვესტიციის მიმღებს შორის არსებობს ობიექტური წინააღმდეგობა. ამასთან ინვესტირების პროცესში შენარჩუნებულია პარტნიორების ეკონომიკური უთანაბრობა, რომლის დროსაც უფრო ძლიერ მხარეს (როგორც წესი, კაპიტალის ექსპორტიორს) უფრო უკეთეს მდგომარეობაში აყენებს და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ წამოაყენოს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პირობებიც.

მართალია, არ შეიძლება გამოროცხული იქნეს გადხრები, მაგრამ ამჟამდ მსოფლიო პრაქტიკაში ძირითადად უკვე შექმნილია ისეთი ურთიერთობა, რომ კაპიტალის ექსპორტიორებს და მიმღებებს შორის თანამშრომლობის საფუძვლად გამოდის ერთიმეორის ინტერესებისა და ურთიერთსარგებლიანობის გათვალისწინება, მათი თანხვედრა. იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ეს ინტერესები თანხვედრილი, დაბალანსებული, იმდენად ეწყობა ხელი მიკრო, მაკრო და რეგიონულ (მეზოეკონომიკურ) დონეზე საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას და საერთოდ მსოფლიო ეკონომიკის დაჩქარებას.

ინვესტიციის ექსპორტიორ და მიმღებ ქვეყნებს შორის ინტერესების თანხვედრილობის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ კეთილსინდისიერ, არაკეთილსინდისიერ და ფსევდო ინვესტორებს.

ფსევდოინვესტორებს არავითარი კაპიტალის დაბანდება არა აქვთ განსაზღვრული და საინვესტიციო ობიექტების მიზანშეწონილობის ან მათი პარამეტრების შესწავლისადმი მოჩვენებითი დაინტერესებით ცდილობენ გამოსტყუონ საწარმოებს კომერციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია.

მხოლოდ კეთილსინდისიერი ინვესტორის საქმიანობა ახდენს დადებით ეფექტს კაპიტალის მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე. საქონლის ბაზარზე კონკურენციისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვის კანონის შესაბამისად კეთილსინდისიერება ნიშნავს ამ კანონის დებულების დაცვას, მეწარმეობაში დამკვიდრებული გონივრული და წესიერების ჩვევების ერთგულებას. კეთილსინდისიერი მოქმედება მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა განუხრელად შეასრულონ წერილობით თუ ზეპირად დადებული ხელშეკრულების მოთხოვნები, პრინციპები და მიზნები. მართალია, ყველაფერი ამის შესრულება არც თუ ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება თვით მხარეებს როგორ აქვთ წარმოდგენილი, როგორ ესმით კეთილსინდისიერება, გონივრულობა და სამართლიანობა, ხომ არ არის მათ ცნობიერებაში ეს პრინციპები სხვადასხვანაირად აღქმული.

ინვესტორის კეთილსინდისიერება შიგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მის მიერ საქმის ისეთნაირად წარმართვა, როდესაც მისთვის სამართლიანი შემოსავლის უზრუნველყოფასთან ერთად განმტკიცდება და აღმავლობას მიაღწევს კაპიტალის მიმღები ქვეყნის ეკონომიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი კერძო მიზნების დაინტერესების მიღწევა უნდა შეთანაწყობილი, შეხამებული იყოს იმ რეციპიენტი-ქვეყნის საერთო სახელმწიფო, სახალხო მეურნეობის, რეგიონების მიზნებისა და ინტერესების რეალიზაციასთან. აღნიშნული ამოცანის მიღწევა მეტად პრობლემური და გაძნელებულია, რის მიზეზადაც ხშირად ინვესტორების არაკეთილსინდისიერება ხდება ხოლმე. იმდენად, რამდენადაც არასწორია იმის მტკიცება, რომ ყველა ინვესტორი კეთილსინდისიერია, ამდენადვე არასწორი იქნება ვამტკიცოთ, რომ ისინი ყოველთვის წინასწარ განზრახული და არაკეთილსასურველი მიზნებით მოდიან. საქმე იმაშია, რომ ინვესტორის არაკეთილსინდისიერება ხშირად წინასწარ განსაზღვრული და ჩაფიქრებული კი არ არის, არამედ, განპირობებულია გარკვეული სიტუაციებით, მოუფიქრებლობით, კანონმდებლობის არასრულყოფილებით, ზოგიერთ ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ პროცედურებში გაურკვევლობით, თანამდებობის პირთა კორუმპირებულობით და სხვა. არაკეთისნდისიერი მოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს, აგრეთვე, ზედმეტი სიფრთხილით, როდესაც ინვესტორი მოელის პარტნიორის, რეციპიენტი ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას და სხვა.

ინვესტორების არაკეთილსინდისიერებამ შეიძლება თავისი გამოხატულება მიიღოს სრულიად სხვადასხვა ფორმით: ჯერ ერთი, საწარმოს (აქციების) სპეკულაციური შესყიდვა მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით. თეორიულად შესაძლებელია გაყიდვებიდან სარგებელი ნახონ აქციის კურსის ღირებულების ამაღლების ხარჯზე ისე, რომ წარმოებაში არ დააბანდონ არც ერთი ცენტი. ასეთ ოპერაციებს ახორციელებენ ჩვეულებრივ ისეთი კომპანიები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე კარგი რეპუტაციით არ სარგებლობენ;

მეორე, სწრაფვა, ნებისმიერი გზით მიიღონ მოკლევადიანი მოგება. ეს შესაძლებელია იმის გამო, რომ ხანგრძლივვადიანი დაბანდების განხორციელება რესურსების უკმარისობის გამო ყველას არ შეუძლია და ამიტომ ორიენტაციას იღებენ ინვესტიციების ანაზღაურების მოკლე ვადაზე. ასეთი ჩანაფიქრები საწარმოს უქადის მუშაკთა სამუშაოდან დათხოვას, საწარმოო ბაზის დეგრადაციას და სხვა სოციალურ ხასიათის დაძაბულობას;

მესამე, წარმოების დახურვა და შეკვეცა იმ მიზნით, რომ საზღვარგარეთ გადაიტანონ ან შეამცირონ პროდუქციის მიწოდება. ამით უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ ანალოგიური პროდუქციის გამომშვები საწარმოების მოგებას. აქ თეორიულად დასაშვებია საპირისპირო მოქმედებაც: დაიხუროს, ან შეიკვეცოს საზღვარგარეთ პროდუქციის წარმოება და მსოფლიო ბაზარზე უპირატესობა მიიღოს რეციპიენტმა ქვეყანამ.

მეოთხე, საწარმოს შეძენა მხოლოდ „ნოუ-ჰაუს“ გულისათვის. ამ შემთხვევაში იკარგება მიმღები ქვეყნის საქმიანი წარმოების პრიორიტეტები შესაბამის დარგში, როგორც მსოფლიო, ისე შიანურ ბაზარზე.

მეხუთე, კაპიტალის მიმღები ქვეყნის საწარმოს გადაქცევა საზღვარგარეთული საწარმოს დანამატად. ამით ეს საწარმო დამოუკიდებლად განვითარების უნარმოკლებული ხდება სამეცნიერო კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შეზღუდვისა და შემცირების გამო.

მეექვსე, სამხედრო და არაეკონომიკური მიზნების განხორციელება.

მეშვიდე, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უცხოელი ინვესტორი შეგნებულად ამახინჯებს ორმხრივი ხელშეკრულების პირობებს და რეალური კაპიტალის სახით შემოაქვს მოძველებული, ექსპლუატაციიდან მოხსნილი (სახელდახელოდ გადაღებილი) მანქანა დანადგარები, ხელოვნურად ზრდის ინვესტიციების მოცულობას, იქამდისაც კი, რომ თავისი ოჯახის თავის ქვეყანაში გადაადგილების და შენახვის სხვა ხარჯები ინვესტიციების მოცულობაში შეაქვს. გარდა ამისა, სარგებლობენ რა მიმღებ ქვეყანაში მენეჯმენტის ჯერ კიდევ დაბალი დონით, ჩინოვნიკთა, განსაკუთრებით, სამართლებრივ ინსტიტუტებში მოკალათებულთა კორუმპირებულობით, წინასწარ იციან, რა მათი მოქმედება არასწორია ყალბი პათოსით, დაჩაგრულის მანტიაში გამოწყობილი სასამართლოში დარბიან და იქ საზოგადოების წინაშე აფრიალებენ თავიანთ მიერვე შეთხზულ დოკუმენტებს, ცდილობენ ერის კომპრომეტირებას,აღნიშნულის სანიმუშო მაგალითია გ. თოფაძისა და კასტელის, ეიეს თელასისა და სხვათა ისტორია, რომელიც განვითარებულა ბოლო წლების საქართველოში.

მერვე, ბუნებრივია, რომ აქტიურ საინვესტიციო საქმიანობას თან უნდა მოჰყვეს მოცემულ წარმოებაში დასაქმებული მუშაკების მაღალი ხელფასები, წარმოების მდგრადი განვითარება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა სასიკეთო სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციები, მაგრამ, ამავე დროს, პარქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც ინვესტიციები იწვევს უცხოელი და ადგილობრივი პერსონალის ხელფასებს შორის დიდ დიფერენციაციას, ან ინვესტორთა მხრიდან მუშაკთა მასობრივი განთავისუფლების სურვილს. ასეთ შემთხვევაში მაღლდება სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის როლი და ჩამოთვლილი და სხვა ნეგატიური მოვლენები ნიველირებული (შემსუბუქებული მაინც) უნდა იყოს უმუშევართა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების, კოლექტიური შრომითი შეთანხმების გაუმჯობესების და სხვათა გზით. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ კავშირშია მუშაკთა პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემის აღდგენა, უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების ფარგლებში სწავლების ხარისხის ამაღლება და სხვა.

მართალია, ყველა ჩამოთვლილი და სხვა არაკეთილგანზრახული მოქმედება ამა თუ იმ ზომით შეიძლება აღკვეთილი იქნეს სამამულო თუ საერთასორისო სამართლით, მაგრამ ამისათვის ხომ საჭიროა დამატებითი ხარჯები და ძალისხმევა. ამ საქმეში განსაკუთრებით დიდი როლის შესრულება შეუძლია საინვესტიციო საქმიანობის სფეროში დღეს დამკვიდრებული სტატისტიკური ანგარიშებისა და ანალიზის პრაქტიკის სრულყოფას. აღნიშნული ამოცანის შესრულებისას უნდა მხედველობაში მივიღოთ საინვესტიციო სტატისტიკის თავისებურება, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის არის დამახასიათებლი, იგი იმაში მდგომერობს, რომ ნაკრები მონაცემის გამოსაქვეყნებლად, რომელსაც აგროვებენ უამრავი სხვადასხვა პირველადი წყაროებიდან, დიდი დრო არის საჭირო, რაც ართულებს სათანადო ანალიზის ჩატარებას და დასკვნების გამოტანას. საქართველოს პირობებში ამას ემატება გამოქვეყნებული მასალების სიმწირე და მათი დინამიკაში შედარების სირთულე. უფრო მეტიც, თუ საინვესტიციო საქმიანობის შესახებ 1996-2000 წლებში გამოქვეყნებულ მონაცემებს შევუდარებთ 1994, 1995 და 2001 წლების მონაცემებს, შედარება დინამიკაში შეუძლებელიც კი არის, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საანილიზო პერიოდში განსაკუთრებით 1996 წელს, ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მაჩვენებლის (უცხოური ინვესტიციების) სხვადასხვა უწყების მიერ პრესაში და ოფიციალურ შეკრებებზე სხვადასხვა სიდიდის ციფრის დასახელებას.

ჩევნი აზრით, საინვესტიციო პროცესებისა და მოვლენების სტატისტიკური ანგარიშების მოსაწესრიგებლად ყველაზე უკეთესია, თუ შიექმნება მაჩვენებელთა კომპლექსური სისტემა. იგი უნდა მოიცავდეს აბსოლუტური და შეფარდებითი მაჩვებლების ბლოკს, რომლებიც სრულად და ყოველმხრივ დაახასიათებენ საინვესტიციო საქმიანობას ქვეყანაში. განვიხილოთ ცალ-ცალკე:

_____________________

1 ჟ. სამადაშვილი, პრივატიზიაცია და ინვესტიციები, გაზ. „ფინანსები“, 21-28 მარტი, 1997.

7.6 აბსოლუტური მაჩვენებლების ბლოკი:

▲ზევით დაბრუნება


1. ინვესტიციები სულ მათ შორის:

1.1. საინვესტიციო საქმიანობის მიამრთულებების მიხედვით:

1.1.1. ძირითადი ფონდების ამოქმედება;

1.1.2. ინვესტიციები ძირითად კაპიტალში,

1.1.3. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

1.2. ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით:

1.2.1. სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა,

1.2.2. სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერის დამუშავება,

1.2.3. გადამამუშავებელი მრეწველობა,

1.2.4. ელექტროენერგია,

1.2.5. გაზი,

1.2.6. წყალმომარაგება,

1.2.7. მშენებლობა,

1.2.8. საბითუმო და საცალო ვაჭრობა,

1.2.9. ავტომობილების, მოტოციკლების, საყოფაცხოვრებო საქონლის და პირადი სარგებლობის ნივთების რემონტი,

1.2.10. სასტუმროები და რესტორნები,

1.2.11. ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა და კავშირგაბმულობა,

1.2.12. საფინანსო შუამავლობა,

1.2.13. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და კომერციული საქმიანობა,

1.2.14. სახელმწიფოს მართვა,

1.2.15. სახელმწიფოს თავდაცვა,

1.2.16. შინაგანი დაცვა და უშიშროება,

1.2.17. სავალდებულო სოციალური დაზღვევა,

1.2.18. განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება,

1.2.19. სპორტი, ტურიზმი,

1.2.20. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება,

1.2.21. პერსონალური მომსახურება,

1.2.22. სხვა კომუნალური, სოციალური მომსახურება.

1.3. ინვესტიციები რეგიონებში საინვესტიციო საქმიანობის მიმართულების მიხედვით (ძირითადი ფონდების ამოქმედება, ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები).

1.4. ინვესტიციები რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით.

1.5. ინვესტიციები სულ დაფინანსების წყაროების და საინვესტიციო საქამიანობის მიმართულებების (ძირითადი ფონდების ამოქმედება, ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები) მიხევით.

1.5.1. ცენტრალიზებული სახსრები:

1.5.11. ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები:

1.5.12. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრები,

1.5.2. საწარმოებისა და ორგანიზაციების საკუთარი სახსრები,

1.5.3. კერძო საკუთრების სახსრები,

1.5.4. უცხოური ინვესტიციების სახსრები;235

1.6. ინვესტიციები რეგიონებში დაფინანსების წყაროების და საინვესტიციო საქმიანობის მიამრთულების მიხედვით;

1.7. ინვესტიციები რეგიონებში დაფინანსების წყაროების და ეკონომიკური სამიანობის სფეროების მიხედვით;

1.8. შიდა ინვესტიციები სულ, მათ შორის დაფინანსების წყაროების მიხედვით (ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების

სახსრები, კერძო საკუთრების სახსრები);

1.9. შიდა ინვესტიციები სულ საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებების მიხედვით (ძირითადი ფონდების ამოქმედება; ინვესტიციები ძირითად კაპიტალში; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები).

1.10. შიდა ინვესტიციები სულ ეკონომიკური სფეროების მიხედვით;

1.11. უცხოური ინვესტიციები სულ საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებების

მიხედვით;

1.12. უცხოური ინვესტიციები სულ ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით;

1.13. უცხოური ინვესტიციები სულ ინვესტორი ქვეყნების მიხედვით (ათასი ლარი);

1.14. უცხოური ინვესტიციები რეგიონებში ინვესტორი ქვეყნების მიხედვით (ათასი

ლარი);

1.15. შიდა ინვესტიციები რეგიონებში საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებების

მიხედვით;

1.16. შიდა ინვესტიციები რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით;

1.17. საწარმოთა და მათში დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა სულ, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები, მათ შორის: შიდა ინვესტიციები; უცხოური ინვესტიციები;

1.18. საწარმოთა და მათში დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები, მათ შორის: შიდა ინვესტიციები; უცხოური ინვესტიციები;

1.19. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი სულ (მათ შორის შიდა ინვესტიციებიდან; უცხოური ინვესტიციებიდან) ათასი ლარი;

1.20. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი რეგიონების მიხედვით - მთლიანი რეგიონული პროდუქტი (მათ შორის შიდა ინვესტიციებიდან; უცხოური ინვესტიციებიდან) ათასი ლარი;

1.21. უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი სულ ინვესტორი ქვეყნების მიხედვით (ათასი ლარი);

1.22. უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი რეგიონებში - მთლიანი რეგიონული პროდუქტი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით (ათასი ლარი).

7.7 შეფარდებითი მაჩენებლების ბლოკი:

▲ზევით დაბრუნება


1. ინვესტიციები სულ მშპ-ის მიმართ (%25);

2. ინვესტიციები სულ ფაქტიური საბოლოო მოხმარების მიმართ (%25);

3. ინვესტიციები სულ მთლიანი დაგროვების მიმართ (%25);

4. შიდა ინვესტიციები მშპ-ის მიმართ (%25);

5. შიდა ინვესტიციები ფაქტიური საბოლოო მოხმარების მიმართ (%25);

6. შიდა ინვესტიციები მთლიანი დაგროვების მიმართ (%25);

7. უცხოური ინვესტიციები მშპ-ის მიმართ (%25);

8. უცხოური ინვესტიციები ფაქტიური საბოლოო მოხმარების მიმართ (%25);

9. უცხოური ინვესტიციები მთლიანი დაგროვების მიმართ (%25);

10. ინვესტიციები ძირითადი ფონდების ამოქმედებაზე მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

11. ინვესტიციები ძირითად კაპიტალში ერთ სულ მოსახლეზე (ლარი);

12. ინვესტიციები სამშენბლო-სამონტაჟო სამუშაოებზე მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

13. შიდა ინვესტიციები ძირითადი ფონდების ამოქმედებაზე მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

14. შიდა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

15. შიდა ინვესტიციები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

16. უცხოური ინვესტიციები ძირითადი ფონდების ამოქმედებაზე მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

17. უცხოური ინვესტიციები ძირითად კაპიტალში მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

18. უცხოური ინვესტიციები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე მოსახლეობის ერთ სულზე (ლარი);

19. ინვესტიციები სულ რეგიონების მიხედვით მთლიანი რეგიონული პროდუქტის მიმართ (%25);

20. შიდა ინვესტიციები რეგიონების მიხედვით მთლიანი რეგიონული პროდუქტის მიმართ (%25);

21. უცხოური ივესტიციები რეგიონების მიხედვით მთლიანი პროდუქტის მიმართ (%25);

22. შიდა ინვესტიციები ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

23. უცხოური ინვესტიციები ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

24. ინვესტიციები რეგიონებში ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

25. შიდა ინვესტიციები რეგიონებში ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

26. უცხოური ინვესტიციები რეგიონებში ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

27. შიდა ინვესტიციები რეგიონებში შიდა ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

28. უცხოური ინვესტიციები რეგიონებში უცხოური ინვესტიციების საერთო ჯამის მიმართ (%25);

29. ინვესტიციები სულ საწარმოებზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ლარი);

30. შიდა ინვესტიციები სულ ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს შიდა ინვესტიციები (ლარი);

31. უცხოური ინვესტიციები ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს უცხოური ინვესტიციები (ლარი);

32. ინვესტიციები სულ ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს შიდა ინვესტიციები (ლარი);

33. უცხოური ინვესტიციები აულ ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს უცხოური ინვესტიციები (ლარი);

34. ინვესტიციები რეგიონების მიხედვით ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ლარი);

35. ინვესტიციები რეგიონების მიხედვით, ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ლარი);

36. შიდა ინვესტიციები რეგიონების მიხედვით ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს შიდა ინვესტიციები (ლარი);

37. უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს უცხოური ინვესტიციები (ლარი);

38. ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი სულ ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ინვესტიციების უკუგება) ათასი ლარი;

39. ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ერთი მუშაკის შრომის მწარმოებლობა) ათასი ლარი;

40. შიდა ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს შიდა ინვესტიციები (ათასი ლარი);

41. შიდა ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი ერთ დასაქმებულ მუსაკზე, რომელთაც გამოიყენეს შიდა ინვესტიციები (ათასი ლარი);

42. უცხოური ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს უცხოური ინვესტიციები (ათასი ლარი);

43. უცხოური ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს უცხოური ინვესტიციები (ათასი ლარი);

44. ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი - მთელი რეგიონული პროდუქტი - რეგიონების მიხედვით ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ათასი ლარი);

45. ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი რეგიონების მიხედვით - მთლიანი რეგიონული პროდუქტი ერთ დასაქმებულ მუშაკზე, რომელთაც გამოიყენეს ინვესტიციები (ათასი ლარი);

46. შიდა ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი რეგიონების მიხედვით - მთლიანი რეგიონული პროდუქტი ერთ საწარმოზე, რომელთაც გამოიყენეს შიდა ინვესტიციები (ათასი ლარი);

47. შიდა ინვესტიციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი, რგიონების მიხედვით - მთლიანი რეგიონული მიმართულებების, ეკონომიკური საქმიანობის ცალკეული სფეროების, ინვესტიციები დაფინანსების ცალკეული წყაროების, და ცალ-კეული ინვესტორი ქვეყნების მიხედვით.

როგორც ვხედავთ, შემოთავაზებული სისტემა ყველა მხრიდან ახასიათებს საინვესტიციო საქმიანობას. მისი პრაქტიკაში დანერგვა საშუალებას მოგვცემს ფართო ანალიზი ჩავუტაროთ საქართველოში ამ მიმართლებით განვითარებულ პროცესებს და ამასთან შედარება მოვახდინოთ საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ პროცესებთან. გარდა ამისა მაჩვენებელთა კომპლექსური სისტემა ინვესტორებს დაანახვებს, როგორი ტენდენციებია ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში წლების მიხედვით და დადებითი ტენდენციების შემთხვევაში სტიმულს მისცემს ინვესტირებისათვის.

აბსოლუტური მაჩვენებლების პირველადი წყაროების არსებობისას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირს არ გაუძნელდება შეფარდებითი მაჩვენებლების გაანგარიშება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიძნელეებს, რომლებიც დაკავშირებულია მთლიანი რეგიონული პროდუქტის და ინვესტიციურ დაბანდებათა ანაზღაურების ვადის გაანგარიშებასთან. ამ მაჩვენებლების დამუშავების და გაანგარიშების მეთოდიკა ცალკე კვლევის საგანია.

8 მეხუთე თავი ეკონომიკური დემოკრატიის განვითარება როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორი

▲ზევით დაბრუნება


8.1 5.1. ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება, როგორც ეკონომიკური დემოკრატიის გამოვლენის არსი და ფორმები

▲ზევით დაბრუნება


პირველ თავში აღნიშნული იყო რომ საქართველოში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ეკონომიკური დემოკრატიის განვითარება.

წინამდებარე თავი ეძღვნება ამ საკითხების განხილვას.

ბერძნული სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე დემოკრატიას განვიხილავთ როგორც ძალაუფლების ხალხისათვის კუთვნილებას. ეს იქნება ინდივიდის, რომელიმე კოლექტივის (ფირმა, ორგანიზაცია, დაწესებულება და სხვა), ქვეყნის რეგიონის და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნის (რაიონი, ქალაქი, სოფელი, დაბა, თემი, საკრებულო), თუ მთელი სახელმწიფოს დონეზე.

ძალაუფლების ხალხისადმი კუთვნილება, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ინდივიდები, სხვა ჩამოთვლილი სუბიექტები თანაბარი და თავისუფალი არიან თავიანთ მოქმედებაში, თვითონ განსაზღვრავენ საზოგადოებრივ მოწყობას, საზოგადოების განვითარების გზებს და საშუალებებს და თვითონვე განკარგავენ მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენების ბედს.

დემოკრატია გულისხმობს პიროვნების, როგორც ასეთის, პატივისცემას, ანუ ადამიანის შეხედულებებისა და მიდრეკილების აბსოლუტური სუვერენიტეტის აღიარებას მისი ცხოველმყოფელობის ნებისმიერ სფეროში. როგორი სპეციფიკურიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი. იგი გულისხმობს იმის თავისუფლებას, რომ ყოველმა ადამიანმა განავითაროს მისთვის დამახასიათებელი თვისებები, მასში არსებული ნიჭი, გონებრივი და ფიზიკური უნარი.

დემოკრატია ისეთი სისტემის გამოვლინებაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ეცადონ თვითონ მოაწყონ თავიანთი ცხოვრება და თვითონ მოახდინონ ცხოვრებისეული სხვადასხვა უამრავი ფორმებიდან მათი მიდრეკილების შესაბამისი და მათთვის მისაღები არჩევანი.

პოლიტიკური თავისუფლების უდიდესი დამცველებისათვის, რომლებიც პოლიტიკურ თავისუფლებას აიგივებენ დემოკრატიასთან, ეს სიტყვა ნიშნავდა ადამიანის თავისუფლებას სხვა ადამიანის ძალადობისაგან და თვითნებობისაგან, იმ ტვირთისაგან გათავისუფლებას, რომელიც ინდივიდს არავითარ არჩევანს არ უტოვებს და აიძულებს მას, დაემორჩილოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალაუფლების მქონე სხვა ადამიანებს.

თუ ამ ზოგად მსჯელობას ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში გადმოვიტანთ, მაშინ დემოკრატია ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) შორის ისეთ ურთიერთობებს, რომლის დროსაც ისინი თვითონ, დამოუკიდებლად ღებულობენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებლად ახორციელებენ სამეურნეო საქმიანობას, დამოუკიდებლად, ნებაყოფლობით ამყარებენ ერთიმეორესთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და საბოლოო ანგარიშით ასევე სხვებისაგან დამოუკიდებლად ახდენენ თავიანთი საქმიანობის შედეგების განკარგვას, აკეთებენ რა უამრავ ალტერნატიულ ვარიანტს შორის მათთვის სასარგებლო, მისაღებ არჩევანს.

ამრიგად, ჩვენი აზრით, ეკონომიკური დემოკრატია არის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმული სუბიექტების სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების და მისი მართვის ორგანიზაციის ხერხებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც შეზღუდული რესურსების პირობებში მიიღწევა პიროვნების, კოლექტივის, მთელი საზოგადოების, სახელმწიფო და სამეურნეო ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება, თუ ეს არჩევანი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას. ეკონომიკური დემოკრატია

ეკონომიკურ კატეგორიათა რიცხვს მიეკუთვნება. მიუხედავად ღრმა ისტორიული ფესვებისა, ადრე მის შესახებ ნაკლებად წერდნენ და ლაპარაკობდნენ. თვით ტერმინი იშვიათად გამოიყენებოდა სამეცნიერო ბრუნვაში. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში უკვე საკმაოდ ხშირად იყენებენ მას და დღეს იგი ეკონომიკურ კატეგორიათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარულად ითვლება.

ეკონომიკური დემოკრატიის სინონიმებად ლიტერატურაში გამოიყენება ხოლმე „ეკონომიკური თავისუფლება“, „ეკონომიკური ლიბერალიზმი“ რაც, ჩვენი აზრით, არ სცვლის თვით ეკონომიკური დემოკრატიის შინაარსს. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული მის შესახებ, გარკვეული არ არის, თუ რას წარმოადგენს იგი, რა თავისებურებებით და წინააღმდეგობებით ხასიათდება, როგორია მისი გამოვლენის ფორმები და მასშტაბები, აქვს თუ არა მას ზღვარი, სად გადის ეს ზღვარი და სხვა.

ზოგჯერ ეკონომიკურ დემოკრატიას აიგივებენ კონკურენციასთან ამ უკანასკნელის თავისებურებებიდან გამომდინარე. მართალია, თანამედროვე ინდუსტრიული ცხოვრების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს კონკურენცია. მაგრამ იგი ვერანაირად ვერ გამოდგება ეკონომიკური დემოკრატიის არსის დასახასიათებლად, რომლის მთავარ ნიშანს წარმოადგენს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევანის თავისუფლება. ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი ალფრედ მარშალი (1842-1924) თავისი შრომის სამტომეულის პირველ წიგნში „ეკონომიკური მეცნიერების პრინციპები“ მიუთითებს, რომ ტერმინი „კონკურენცია“ არ გამოგვადგება თანამედროვე ეპოქის ინდუსტრიული ცხოვრების სპეციფიკური ნიშნების დასახასიათებლად. ჩვენ გვესაჭიროება ტერმინი, რომელიც არ არის დაკავშირებული ზნეობრივ თვისებებთან, კარგი იქნება ის თუ ცუდი. ჩვენ გვესაჭიროება ტერმინი, რომელიც ასახავს იმ უდაო ფაქტს, რომ ჩვენი დროის ვაჭრობისა და მრეწველობისათვის დამახასიათებელია დიდი დამოუკიდებლობა, დიდი წინდახედულობა, გადაწყვეტილებების უფრო გონივრული და თავისუფალი არჩევანი. არ არსებობს ერთიანი ტერმინი, - ასკვნის იგი, - რომელიც ზუსტად შეესაბამება მოცემულ მიზანს, მაგრამ წარმოებისა და მეწარმეობის თავისუფლება, ანუ, მოკლედ, ეკონომიკური თავისუფლება, გვიჩვენებს სწორ მიმართულებას, და იგი შეიძლება გამოვიყენოთ უკეთესის არ არსებობის გამო. გასაგებია, ეს გონივრული და თავისუფალი არჩევანი თავის თავში შეიცავს ინდივიდუალური თავისუფლების ზოგიერთი შეზღუდვების შესაძლებლობას, როდესაც თანამშრომლობა ან გაერთიანება გვპირდება მიზნის მიღწევის საუკეთესო გზას.

ეკონომიკური დემოკრატიის არასწორად გაგებამ ჩვენს ქვეყანაში მიგვიყვანა იქამდის, რომ უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში განხორციელებული ტრანსფორმაციული ცვლილებების მიუხედავად, ვერ მივიღეთ ის პოზიტიური შედეგები, რომლებსაც გვპირდებოდნენ ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რეფორმის ავტორები ერთიმეორეში აიგივებდნენ სხვადასხვა ცნებებს: „ბაზარი“ და „ეკონომიკური თავისუფლება“, „საბაზრო ეკონომიკა“ და „ლიბერალური ეკონომიკა“, „საბაზრო პოლიტიკა“ და „ლიბერალური პოლიტიკა“. მაშინ როდესაც ეს ცნებები, ისევე როგორც სიტყვები „ბაზრის მომხრეები“, „რეფორმატორები“, „ლიბერალები“ მასობრივ საზოგადოებრივ შეგნებაში აღიქმება როგორც სინონიმები, თუმცა მათ უკან იმალება პრინციპულად განსხვავებული შინაარსი.

ვფიქრობთ, ასეთი აღრევის შედეგია (სხვა მიზეზებთან ერთად) ის რომ ჩვენთან ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის, თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ და რა მიზნებს ვისახავთ მისგან.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის პირობებში შესაძლებელია სხვადასხვანაირი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება - თანმიმდევრული ინტერვენციონისტული და პოპულისტურიდან, თანმიმდევრულ ლიბერალურ პოლიტიკამდე. ესე იგი, ერთიდაიმავე დროს შეიძლება შექმნა საბაზრო ეკონომიკური სისტემა და გაატარო არალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი შეიძლება მომხრე იყოს საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის და ამავე დროს, ერთდროულად იყოს ინტერვენციონისტი, პოპულისტი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არალიბერალები. სწორედ ასე მოხდა ჩვენთან. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას სათავეში უდგნენ ბაზრის მომხრეები (თუ გნებავთ ვუწოდოთ მათ რეფორმატორები). მაგრამ არა ლიბერალები. სწორედ ამიტომ არის, რომ რეფორმების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია ინტერვენციონიზმი და პოპულიზმი, სახელმწიფოს პრივატიზაცია და ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა.

რა მოჰყვა ყოველივე ამას?

სახელმწიფოს კრიზისი, რომლის შესახებაც ბევრი იწერება, ამჟამად გამოვლინდა, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკურ პოპულიზმში. იგი წარმოიქმნა იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ შეეძლო თავისი მოთხოვნები შეეფარდებინა დინამიურად ცვალებად საშინაო და საგარეო პირობებისათვის. იგი აფართოებდა თავის ფუნქციებს და ვალდებულებებს. მაშინ, როდესაც მათი შესრულების ძალა არ შესწევდა. უფრო მეტიც, ამ ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებას ცდილობდა რესურსების კერძო სექტორიდან ამოღების და მისი შემდგომი გადანაწილების მეშვეობით იმ მასშტაბებით, რომელიც არ შეესაბამებოდა არც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს და არც მის ეკონომიკურ პოტენციალს.

სახელმწიფოს მიერ რესურსების გადანაწილების მასშტაბების გაზრდას თან მოჰყვა მისი ერთდროულად წასვლა იმ სფეროებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის საკუთრების, მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან, სამეურნეო ცხოვრების წესებისა და ნორმების დადგენის პროცესებთან.. სახელმწიფომ არა მარტო დაგვანახვა, რომ იგი უუნარო იყო იმისათვის, რომ გარანტი ყოფილიყო კერძო კონტრაქტების შესრულებისას, არამედ თვითონვე დაიწყო თავის მიერვე დადებული კონტრაქტების მასიური დარღვევა.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან მოჰყვა სახელმწიფოს სამეურნეო ცხოვრებაში ჩარევის მასშტაბების გაფართოება. თავისი საქმიანობის ყველა მიმართულებით - საგადასახადო და საბაჟო დაბეგვრა, რეპრესიული ფულადი პოლიტიკა და სხვა - სახელმწიფომ გაზარდა ეკონომიკური დატვირთვა კერძო სექტორებზე და შეზღუდა იურიდიული და ფიზიკური პირების ეკონომიკური თავისუფლება. ნაცვლად იმისა, რომ შემოეღო სამეურნეო ცხოვრების ცივილური დემოკრატიული წესები გადასახადების ამოღებისა და საბაჟო შემოსავლების გაზრდის, აგრეთვე, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. ერთ ადმინისტრაციულ ღონისძიებას სხვა სახელწოდებით ცვლიდა, მეორეთი, თანაც უფრო დიქტატორულით.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების (თავიანთი შინაარსით ამკრძალავი) მასშტაბები. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვნად შემცირების, ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების შემცირების და სხვათა პარალელურად გაიზარდა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის რაოდენობა, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მოხელის აღიარებით ყველა ის უწყება, ვინც სახელმწიფო ბერკეტითაა აღჭურვილი, მეტნაკლებად კორუმპირებულია.1

უნდა შევნიშნოთ, რომ ეკონომიკური დემოკრატია მარტო ფიზიკური და იურიდიული პირების სამეურნეო საქმიანობით არ შემოიფარგლება. იგი მოიცავს აგრეთვე, სახელმწიფო საწარმოებს, პროფკავშირებს, მეწარმეთა კავშირებს და სხვა ორგანიზაციებს. მაშასადამე, იგი მრავალწახნაგიანი, მრავალასპექტიანი კატეგორიაა. უფრო მეტიც, ეკონომიკური დემოკრატია ცივილიზაციური სოციო-კულტურული რიგის ფენომენია.

როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ეკონომიკური დემოკრატია ცივილიზაციური სოციო-კულტურული რიგის ფენომენია, ვგულისხმობთ, რომ მისი მოქმედება არ შეიძლება მივაკუთვნოთ ერთ რომელიმე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციას. ქვემოთ ამის შესახებ კიდევ გვექნება საუბარი. აქ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ დემოკრატიული წესები არსებობდა მონათმფლობელურ წყობაშიც (ქალაქ-სახელმწიფოებში) და არსებობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის მქონე ქვეყნებშიც. ამასთან, ერთი და იგივე ფორმაციის ფარგლებში შეიძლება არსებობდნენ ეკონომიკური დემოკრატიის მეტნაკლები სიმწიფის ქვეყნები და ისეთი ქვეყნებიც, სადაც ნამდვილი დემოკრატიზაციის საწყისებიც კი არ არის. უფრო მეტიც ზოგჯერ ეკონომიკურ დემოკრატიას საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებთანაც კი აიგივებენ და მიაჩნიათ, რომ იქ სადაც ფუნქციონირებს საბაზრო მექანიზმები ეკონომიკური დემოკრატიაც იქ არის მიღწეული.

საერთოდ, ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენლები საბაზრო ეკონომიკას და დემოკრატიას ერთიან მთლიან ფენომენად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მხოლოდ საბაზრო ეკონომიკაზე შეიძლება ნამდვილი დემოკრატიული წყობის აშენება და მხოლოდ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული სისტემა ქმნის თავისუფალი და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ხელსაყრელ პირობებს.

რამდენად გამართლებული და დასაბუთებულია ასეთი კონცეფცია, მის განხილვას აქ არ შევუდგებით. ამისათვის ცალკე კვლევების ჩატარებაა საჭირო. ერთს კი ვიტყვით, რომ ისტორიამ იცის ისეთი ფაქტები, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანებს შორის ურთიერთობები, უწინარეს ყოვლისა, წარმოების საშუალებებზე საკუთრებითი ურთიერთობები, აგებულია საბაზრო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ პრინციპებზე. მაგრამ ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა არ ხორციელდება ამ პრინციპების ადექვატურად. უკვე ვთქვით და გავიმეორებთ, რომ ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ვამტკიცოთ თითქოს ქვეყანაში მიღწეულია, ან შეიძლება რომ მიღწეული იქნეს ეკონომიკური დემოკრატია, რომ ეკონომიკური არჩევანი ხორციელდება თვითონ ინდივიდების მიერ დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარეშე ძალების ჩაურევლად. როგორც ცნობილია, ჰიტლერული ფაშიზმი ვეიმარის დემოკრატიული რესპუბლიკიდან იყო გამოსული, ხოლო ყველაზე მკაცრმა დიქტატურამ გაამყარა საბაზრო ურთიერთობები ჩილეში.

დღეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს საბაზრო ეკონომიკის ესა თუ ის სახეობა (მოდელი). მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით საბაზრო ურთიერთობის მასშტაბები მეტად დიფერენცირებულია, იგი ეკონომიკური საქმიანობის გაბატონებულ მექანიზმად არის ჩამოყალიბებული და გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები 6 მლრდ. ადამიანის ბედზე1. მაგრამ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ქვეყანაში საბაზრო პრინციპები დემოკრატიული გზით ვითარდება. მაშასადამე, საბაზრო ურთიერთობანი სულაც არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ არ წარმოიშვას დიქტატურა. თანამედროვე ეკონომიკური დემოკრატიის სიმწიფე განპირობებულია მოცემულ ქვეყანაში სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, მორალურ-ზნეობრივი და სხვა პროცესების მიღწეული დონით. აღნიშნული, თავის მხრივ, განსაზღვრავს იმას, რომ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ეკონომიკური დემოკრატიის ერთიანი, რაღაც უნივერსალური, იდეალური მოდელი, იმ ქვეყნებშიც კი რომლებიც ითვლებიან თანამედროვე ეკონომიკური დემოკრატიის ნიმუშად, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, მოხელეების თავნებობას, თანამდებობის პირთა (მათ შორის ქვეყნის მაღალ ეშელონებში მომუშავე პირთა) კორუფციას, თანამდებობის ანგარებითი მიზნით გამოყენებას, მეწარმეთა უფლებების შეზღუდვას, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

ეკონომიკური დემოკრატია, თავისი არსიდან გამომდინარე, თავის თავში შეიცავს წინააღმდეგობებსაც. განვიხილოთ ისინი:

1. დემოკრატია, მართალია, ხალხის, საზოგადოების ხელთ არსებული ძალაუფლებაა, მაგრამ იგი მაინც ძალაუფლებაა. ეს უკანასკნელი კი აუცილებლად გულისხმობს მმართველთა და მართულ სუბიექტთა არსებობას, მათ შორის წინააღმდეგობას; მათ ვინც ბრძანებებს, განკარგულებებს გამოსცემს, გეგმავს და აკონტროლებს და მათ ვინც ამ ბრძანებებს, განკარგულებებს ასრულებს, ვისაც უგეგმავენ და აკონტროლებენ. ამ შინაგანი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, ეკონომიკური დემოკრატია გარკვეულად შეზღუდულია. ამასთან, შეზღუდულობის ხარისხი შეიძლება მაღალი იყოს ან დაბალი და მერყეობდეს ნულიდან ათ ერთეულამდე, თანაც აქ საქმე მარტო რაოდენობრივ შეზღუდულობაში არ არის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის თუ შეზღუდულობის ხარისხი რა ხასიათს ატარებს; მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება თუ მხოლოდ რეგიონების, რაიონების, ქალაქების, სოფლების, დაბების დონეზე; ყველა ადამიანზე ვრცელდება თუ მხოლოდ ცალკეულ ადამიანებზე, ადამიანთა ჯგუფებზე, კოლექტივებზე და სხვა. კაცობრიობის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ შეზღუდვები არასოდეს არ ყოფილა აბსოლუტური სიდიდის (ათის ტოლი), ტოტალური. ამავე დროს არ შეიძლება რომ ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლება წაართვა და მხოლოდ დამჯერ, შემსრულებელ ავტომატად აქციო. მეორეს მხრივ, არ არსებობს საზოგადოებრივი მოწყობის არც ერთი ისეთი მოდელი, რომლის დროსაც შეზღუდვები მთლიანად იყოს მოხსნილი, რომ შეზღუდულობის მაჩვენებელი ნულის ტოლი იყოს. ერთი რამ კი უნდა ითქვას, რომ რაც მეტია შეზღუდვები, მით ნაკლებია თავისუფლება და, პირიქით. ეკონომიკური საქმიანობის სფეროში აქ ნათქვამი სხავაირადაც შეიძლება გამოიხატოს; რაც მეტია შეზღუდვები მით ნაკლებია ეკონომიკური დემოკრატიის ხარისხი (იგი ნულისაკენ მიექანება) და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია შეზღუდვები, მით უფრო მაღალია ეკონომიკური დემოკრატიის ხარისხი. (ათის ნიშნულისაკენ მიემართება). აღნიშნულიდან გამომდინერე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკური დემოკრატიის ერთიანი მოდელი არ შეიძლება რომ არსებობდეს და არც უარსებია ისტორიაში. ზოგი ხალხებისათვის შეიძლება მისაღები იყოს ეკონომიკური დემოკრატიის კონკრეტული მოდელი, სხვებისათვის კი - არა. აღნიშნული დიდად არის დამოკიდებული მოცემული ხალხების (ქვეყნების) ისტორიულ ტრადიციებზე. ეროვნულ და ეთნიკურ შემადგენლობასა და ფსიქოლოგიაზე, ადათ-წესებზე, ზნე-ჩვეულებებზე, გაბატონებულ რელიგიაზე და სხვა. მაშასადამე, ეკონომიკური დემოკრატიის ხარისხი არ შეიძლება ერთიანი იყოს ყველა დროისათვის და ყველა ხალხისათვის. ამიტომ უსაფუძვლოა ზოგიერთი ავტორის მტკიცება, თითქოს დემოკრატიის ამერიკული მოდელი სანიმუშოა ყველა ქვეყნისათვის.

2. ეკონომიკური დემოკრატია ზოგადსაკაცობრიო პროცესია, რომელიც შეესაბამება საზოგადოებრივი მოწყობის ჰუმანიზაციისაკენ მიმავალ ზოგადისტორიულ ტენდენციებს. მაგრამ ყოველი ცალკე აღებული ხალხებისათვის (ქვეყნებისათვის) იგი მიმდინარეობს განსაკუთრებული თავისებურებებით.

შეზღუდვების მიახლოება როგორც ერთ, ისე მეორე პოლუსთან (ნულთან ან ათთან) აუცილებლად იწვევს ეკონომიკური დემოკრატიის დაღუპვას. კერძოდ, თუ არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, ან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას არ აღიარებს (არ სცნობს), დგება ქაოსი, ანარქია, ბატონდება თვითნებობა. პირიქით, თუ შეზღუდვები ტოტალურად იზრდება, მოქალაქეებს (ეკონომიკურ სუბიექტებს) ერთმევათ უფლებები, მაშინ წარმოიქმნება ავტორიტარული სახელმწიფოს ფენომენი, ტოტალიტარიზმი, ცხოვრებაში ავტორიტარიზმი და თვითნებობა შეიძლება, რომ შეხამებული იყოს ერთიმეორესთან. მაგრამ ერთიც და მეორეც, ცალ-ცალკეც და ერთადაც არყევენ დემოკრატიას.

მაშასადამე, საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს თავისუფლებისა და შეზღუდვების მუდმივი ბალანსირება.შ.ეზღუდვები აუტანელ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს ადამიანებს. სხვანაირად კონფლიქტები გარდაუვალია, რომლის გამწვავებასაც მივყევართ სოციალურ აფეთქებამდე. დემოკრატიას ცვლის ძალადობა. საზოგადოება გადადის ანარქიისა და ქაოსის ზღვრების უკიდურესობიდან ტირანიის უკიდურესობაში.

3. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს არა მარტო სხვადასხვა და ერთიმეორის მეტოქე ინტერესები, არამედ, აგრეთვე, ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც. ამიტომ ყოველთვის ადგილი აქვს იმის ცდუნებას, რომ შეზღუდოს მეტოქის უფლებები. დემოკრატია წარმოადგენს ამ წინააღმდეგობების მშვიდობიანი და კონსტრუქციული გადაწყვეტის ხერხს, ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების შეხამების ხერხს. ამ გაგებით, დემოკრატია წინააღმდეგობების გადაწყვეტის იმ ხერხის ანტიპოდია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ინტერესის მეორეთი დათრგუნვას, ან კონკრეტული ინტერესის მატარებელი სუბიექტის მოშორებას. კონფლიქტის საფრთხე მის აფეთქებამდისაც კი განსაკუთრებით დიდია, თუ საზოგადოება აგებულია ანტაგონიზმზე, თუ იგი იყოფა „ღირსეულ“ და „არაღირსეულ“ ადამიანებად, თუ ეს „არაღირსეული“ ადამიანები თავდახრით, წინააღმდეგობების გარეშე ემორჩილებიან „ღირსეულთა“ ძალაუფლებას. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ინგლისელი მოაზროვნე თომას გრობსი ამის შესახებ აღნიშნავდა, რომ, რაკი ხალხი უსიტყვოდ სწრაფად თანხმდება ყველაზე გავლენიანი ლიდერების უზურპაციას, დგება დემოკრატიის სიკვდილი.

XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მოაზროვნე, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი შრომაში „გზა მონობისაკენ“ (1944 წ.) აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ლიბერალიზმის (ეკონომიკური დემოკრატიის - ავტ.). თვით ბუნება საშუალებას არ იძლევა გადავაქციოთ იგი დოგმატურ სისტემად, აქ არ არის ერთმნიშვნელოვანი, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ნორმები და წესები. ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაციას ვუკეთებთ რა ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს, ჩვენ უნდა მაქსიმალურად დავეყრდნოთ საზოგადოების სპონტანურ ძალებს და რაც შეიძლება ნაკლებად მივმართოთ იძულებას. ეს პრინციპი მისაღებია უთვალავი რაოდენობის სიტუაციაში. ერთი საქმეა, მაგალითად, მიზანმიმართულად შევქმნათ სისტემები, რომლებიც ითვალისწინებს კონკურენციის მექანიზმს და სულ სხვაა - სოციალური ინსტიტუტები ისეთებად მივიღოთ როგორებიც არიან ისინი.

4. ეკონომიკური დემოკრატიის წინააღმდეგობად უნდა შეფასდეს საბაზრო პირობებში, განსაკუთრებით ამ ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის წყალობით განვითარებული ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) ობიექტური თავისებურება. საქმე იმაშია, რომ დღემდის არც ერთ ქვეყანაში ეკონომიკურ დემოკრატიას თავისი განვითარების ისეთი დონისათვის არ მიუღწევია (უნდა ვივარაუდოთ, ვერც მიაღწევს) რომ მას შესძლებოდა ბიზნესი თავისი გავლენის ქვეშ მოექცია და არ ეგრძნო მისი ზემოქმედება. ეკონომიკური დემოკრატიის მიზანი მთელი საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის ზრუნვა ყოველთვის არ ემთხვევა კერძო საკუთრებაზე დამყარებული სამეწარმეო საქმიანობის ინტერესებს და, პირიქით, კერძო ბიზნესის ინტერესი - მაქსიმალური მოგებისათვის ზრუნვა ყოველთვის არ ემთხვევა მთელი საზოგადოების ინტერესებს. ყოველივე აღნიშნული დამატებით სირთულეებს უქმნის სახელმწიფოს, რაც საჭიროებს მისგან დამატებითი შრომითი, მატერიალური და ფინანსური სახსრების დაბანდებას. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძალაუნებურად, ბუნებრივად გამოდის კერძო ბიზნესის ინტერესების დამცველად.

აქ თავს იჩენს როგორც ბიზნესის, ისე დემოკრატიისათვის დამახასიათებელი შემდეგი ორი თავისებურება: პირველი: თვით საბაზრო ეკონომიკა ხომ დემოკრატიის განვითარების გარკვეულ შედეგს წარმოადგენს. გამომდინარე თავისი არსიდან, თეორიულად იგი გულისხმობს ამ ურთიერთობებში ჩაბმული მეურნე სუბიექტების, ერთის მხრივ, მატერიალური დოვლათის მწარმოებლებისა და სოციალური სიკეთის შემქმნელების და, მეორეს მხრივ, მომხმარებლების თანაბარ უფლებებს. მაგრამ ეს თანაბარუფლებიანობა შეზღუდული ხასიათისაა, ვინაიდან მისი რეალური განხორციელება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (ფასები, მსყიდველობითი უნარი, ბაზრებთან სიახლოვე (სიშორე), ბაზრის ტევადობა, ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა, მათ შორის კონკურენციული ბრძოლა და სხვა). ასეთ პირობებში ჩამოყალიბებული ნებისმიერი მონოპოლია ფორმალურადაც რომ არ დაარღვიოს თანაბარუფლებიანობის პრინციპი, მაინც, ფაქტიურად თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს კონკურენტებს და კონტრაგენტებს;

მეორე, დემოკრატიას, როგორც საზოგადოების სურვილებისა და მიზნების გამომხატველს, შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკის კოორდინაციაზე და მართვაზე. ეს უკანასკნელი კი შესაძლებელია სახელმწიფო ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, რომლებიც ახორციელებენ სამეურნეო ცხოვრების არა მარტო სამართლებრივ უზრუნველყოფას, არამედ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგულირების ფუნქციასაც. ასეთ დროს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ეკონომიკური განვითარების ეროვნული, ნაციონალური და გლობალური, ინტეგრაციული პროცესების მიერ დაყენებული მოთხოვნების შესაფერისი ღონისძიებების ძიება და მათი ცხოვრებაში გატარება. ეს კი თავის მხრივ, მოითხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ყველა დონის სახელმწიფო აპარატის მუშაკების (მოხელეების) საქმიანობისადმი კონტროლს, რათა მიღწეული იქნეს აღნიშნული ამოცანა.

5. პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის დღემდის მიღწეული დონის პირობებში ევროპის ცენტრალური აღმოსავლეთის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიზაციის განვითარების პარალელურად მოხდა მოსახლეობის მკვეთრი ქონებრივი უთანაბრობა თავისი მწვავე სოციალური შედეგებით. მოსახლეობის შემოსავლებს შორის პროგრესირებადი განსხვავება, მდიდართა და ღარიბთა ფენების ზრდა (საშუალო ფენის ჩამოუყალიბლებობის ფონზე), სახელმწიფო საწარმოთა და სახელმწიფო ფინანსების, აგრეთვე, კრედიტების და გრანტების, სანედლეულო და ბუნებრივი რესურსების, საექსპორტო და საშუამავლო სავაჭრო მოგებების და სხვათა მითვისება და სხვა არაკანონიერი გზებით სახელმწიფო მოხელეთა უზომო გამდიდრება თავისი ნეგატიური მოვლენებით, ბუნებრივია, წინააღმდეგობას ქმნის ეკონომიკური დემოკრატიის განვითარებისათვის.

ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი, სახელმწიფოს შესახებ უკვდავი მოძღვრების ავტორი, პლატონი ორიათას ხუთასი წლის წინ კარგად ხედავდა ამ წინააღმდეგობას და მის შედეგებს. იგი მისთვის ცნობილი სახელმწიფოების ტიპებს შორის („ტირანია“ - პიროვნების დიქტატურა; „ტიმოკრატია“ - პატივმოყვარეობის ძალაუფლება; „ოლიგარქია“ - მცირერიცხოვანთა, მდიდრების ბატონობა) ასახელებს „დემოკრატიასაც“ - ფორმალურად თავისუფალი ადამიანების ხელისუფლება, რომელთა რიცხვში მონები არ მიიღებოდნენ მხედველობაში.

სახელმწიფოს ყველა ამ ტიპს, პლატონის მიხედვით, აქვს ორი საერთო ნიშანი: ჯერ ერთი, მდიდრებსა და ღარიბებს შორის დაპირისპირება. ყოველი ცალკეული ტიპი თავის თავში შეიცავს ორ მტრულ სახელმწიფოს - ღარიბების და მდიდრების სახით; მეორე, ერთიანი აზრის არ არსებობა, უთანხმოება, ძალადობა და იძულება, ძალაუფლებისაკენ სწრაფვა უმდაბლესი მიზნებისათვის, სიხარბე, ფულისათვის გამოდევნება და მომხვეჭელობა; ქცევის მთავარი მამოძრავებელია - მატერიალური ინტერესები, ზრუნვა და სტიმულები.

დემოკრატიის დროს, აღნიშნავს იგი, ყველა ეს უარყოფითი ნიშანთვისება მწვავდება: ღრმავდება ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. საზოგადოება იშლება სამ ნაწილად - მუქთახორები, მდიდრები, ხალხი, ძლიერდება ფულის ძალაუფლება, ყვავის მევახშეობა, რომელიც ითრევს ახალგაზრდებს; იზრდება გაბოროტება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც მივყევართ აჯანყებამდის. თუ ღარიბები გაიმარჯვებენ, მდიდრების ნაწილს სპობენ, ან განდევნიან და ხელისუფლებას იყოფენ დანარჩენები.

პლატონისათვის მიუღებელია სახელმწიფოს ჩამოთვლილი ტიპები, მათ შორის დემოკრატიაც და აყალიბებს მისთვის მისაღებ სახელმწიფოს იდეალურ-უტოპიურ მოდელს. მის საფუძველს წარმოადგენს „სამართლიანობა“, რომლის ძირითადი კანონი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების ცალკეული წევრი „აკეთებს თაის საქმეს“ - დაცულია შრომის მკაცრი დანაწილება: „ფილოსოფოსები“ - მართავენ, „დამცველები“ - იცავენ, იფარავენ სახელმწიფოს, „მიწათმოქმედები და ხელოსნები“ (მესამე ფენა) - აწარმოებენ ყველაფერ მატერიალურ დოვლათს არა მარტო თავისთვის, არამედ ყველასათვის. მესამე ფენას აქვს „პირადი (კერძო) საკუთრება“, მაგრამ შეზღუდულია ისე, რომ სიმდიდრე და სიღარიბე უკიდურესობამდე არ მივიდნენ, რომელიც ანგრევს თვით ფენას და „იდეალურ“ სახელმწიფოს თავისებურ ჰარმონიას.

მართალია, პლატონის იდეალურ სახელმწიფოში საქმე გვაქვს მონათმფლობელური ფორმაციის დემოკრატიასთან, რაც ერთგვარად ართულებს მის შედარებას თანამედროვე საბაზრო ურთიერთობის პირობებში განვითარებულ დემოკრატიასთან. მაგრამ მთელი რიგი არსებითი მომენტები, რომლებიც აღწერილი აქვს მას, დამახასიათებელია თანამედროვე საბაზრო დემოკრატიისათვისაც.

ქვემოთაც გვექნება საუბარი და აქაც აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური დემოკრატიის ეს წინააღმდეგობა დაიძლევა პიროვნების იურიდიული თავისუფლების უფლებების გათანაბრების, ანუ კანონის წინაშე ყველას ერთნაირი უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფით.

6. ეკონომიკური დემოკრატიის წინააღმდეგობას განაპირობებს არასწორი, წინასწარმოფიქრებული პოლიტიკის გარეშე განხორციელებული პოსტსოციალისტური გარდაქმნები, განსაკუთრებით თუ ისინი დროში ძალიან გაიწელა. (საქართველოში ეს პერიოდი უკვე 15 წელიწადს მოიცავს და რამდენხანს კიდევ გაგრძელდება, ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს).

აღნიშნული ფაქტორის შედეგია: საზოგადოების უპრეცედენტო სოციალურ შრეებად დაყოფა, რომელიც გამოიწვია საერთო სახელმწიფო რესურსების მაფიოზურ-კრიმინალურმა განაწილებამ, მათი მოსახლეობის ვიწრო წრის ხელში თავმოყრამ.

ვინ იყვნენ და ვინ არიან ისინი? - პარტიულ-კომკავშირული მოღვაწეები და სახელმწიფო მოხელეები, სახელმწიფო საწარმოთა ყოფილი დირექტორები, კომპარტიის ხელმძღვანელობის ინიციატივით შექმნილი კოოპერატივის ხელმძღვანელები, ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომადგენლები და სხვა.

ვეთანხმებით პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ ლიტერატურაში და პუბლიცისტიკაში დამკვიდრებულ შეფასებას: საბჭოთა პარტიულ-კომკავშირული და სამეურნეო აქტივი არსად არ წასულა. ისინი ახლაც თავიანთ ადგილებზე არიან. მათ მხოლოდ სამოსელი გამოიცვალეს და დღეს ხმამაღლა ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. უფრო მეტიც, ისინი, მათი შთამომავლები, გადანაწილებული არიან სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით (აღმასრულებელი და საკანონმდებლო) და დემოკრატიის მანტიაში გამოწყობილნი სხვას მოძღვრავენ დემოკრატიის სიკეთეზე.

აღნიშნულმა გარემოებამ დიდი დაღი დაასვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს. მთელი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში ერთ დროს მაღალ-განვითარებული აგრარული და საშუალო განვითარების ინდუსტრიული ქვეყანა საქართველო, რომელიც გამოირჩეოდა მთელს სოციალუსტურ სივრცეში მაღალი ინტელექტუალური დონით, ბოლო 15 წლის განმავლობაში გადაიქცა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად. 15 წელი ცოტა დრო არ არის ქვეყნის ცხოვრებაში, მით უმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის (მცირე რაოდენობის მოსახლეობით და მცირე ტერიტორიით) როგორიც საქართველოა. მეორე მსოფლიო ომის შედეგად მთლიანად დანგრეული, გაპარტახებული და ტერიტორიებწართმეული, დანაწევრებული გერმანია 15 წლის დაუღალავი შრომისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით მსოფლიოში მესამე ადგილზე გამოვიდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ და დღესაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე დგას. საქართველოში კი სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებს თითქოს არც აწყობთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა - მღვრიე წყალში უფრო მეტი თევზი დაიჭირება. უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში სხვა ქვეყნების (თუნდაც მხოლოდ იმავე გერმანიის) მაგალითის საპირისპიროდ საქართველოში არც რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან სხვა გაერთიანება, არც რომელიმე პიროვნება არ გამოჩენილა, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ქვე-ყანას, თავის თავზე აიღებდა პოსტსოციალისტური გარდაქმნების მძიმე ტვირთს, სწორ ეკონომიკურ გზაზე დააყენებდა და სამაგალითო წარმატებებსაც მიაღწევდა. ამის სანაცვლოდ თუკი ვინმეს აღნიშნული ამოცანის შესრულებას რაიმე მონაცემები ჰქონდა ან ავტოავარიები მოვუწყვეთ, ან საკუთარ მიწა-წყალზე დამარხვაც არ ვაღირსეთ, ერთიმეორეს დავერიეთ და არნახული ძმათა მკვლელობა მოვაწყვეთ. ამასობაში დავკარგეთ ძირძველი ქართული ტერიტორიების საგრძნობი ნაწილი, ასეულ ათასობით ადამიანი ლტოლვილად ვაქციეთ, რითაც არაერთმა ადამიანმა საკუთარი მატერიალური სარგებელი, ხოლო არც თუ მცირე ნაწილმა გენერლობა მიიღო, მედლები და ორდენები ჩამოიკიდა დამარცხებულ მკერდზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკური დემოკრატია არის ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება. განვიხილოთ ეკონომიკური არჩევანის თავისუფლების შინაარსი და მისი ფორმები.

ცხოვრებაში ყველაზე ძნელია არჩევანი, რომლის გაკეთებაც ადამიანებს უხდებათ ყოველდღე, ყოველ ნაბიჯზე იყენებენ რა თავიანთი სურვილებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეზღუდულ რესურსებს. ეკონომიკური არჩევანი კეთდება, როდესაც ადამიანები ყიდულობენ ტანსაცმელს, ან საკვებს, როდესაც მუშაობენ და მაშინაც კი, როდესაც ცოდნის შესაძენად სასწავლო განრიგში შეაქვთ ესა თუ ის დისციპლინა. ეკონომიკური არჩევანი კეთდება ყველგან: ფაბრიკაში, რომელიც კომპიუტერებს უშვებს, სამთავრობო დაწესებულებებში, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, არამომგებიან ორგანიზაციებში, სხვა უამრავ ადგილებსა და სიტუაციებში.

უფრო ფართო მასშტაბით თუ ვიტყვით, საზოგადოების უკიდეგანო და დაუცხრომელი მოთხოვნილებებისა და რესურსების შეზღუდულობის იშვიათობის პირობებში ადამიანები ობიექტურად დგებიან არჩევანის წინაშე: ეს არჩევანი ერთნაირად ისმის ნებისმიერი ფორმისა და ტიპის სისტემისათვის, მეურნეობისათვის; ერთნაირად ბუნებრივია პრიმიტიული საზოგადოების პირობებშიც და მაღალგანვითარებული თანამედროვე და მომავალი ცივილიზაციის პირობებშიც; ერთნაირად ისმის ადამიანთა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პირობებში.

მაგრამ იმისათვის, რომ არჩევანი იქნეს გაკეთებული, საჭიროა მოცემულმა კონკრეტულმა სისტემამ გამოიმუშაოს (გამომუშავებული ჰქონდეს) რაღაც გზები, ხერხები, მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც მოხდებოდა ადამიანების არჩევანის კოორდინაცია. კაცობრიობის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ ამოცანის გადასაწყვეტად გამოიყენება კოორდინაციის ორი ხერხი, ორი მეთოდი:

პირველი: ეს არის სტიქიურად წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც საზოგადოება მთლიანად, მისი ცალკეული წევრები (იურიდიული და ფიზიკური პირები) შეუხამებენ რა ერთიმეორეს თავიანთ მოქმედებას მათ გარშემო ჩამოყალიბებულ ინფორმაციასა და სტიმულირებაზე დამყარებულ პირობებს, აკეთებენ თავისუფალ არჩევანს. ამის ტიპიური მაგრამ მარტივი მაგალითია ავტოტრანსპორტის მოძრაობა ტრასაზე, რიგში მდგომი ადამიანების მოქმედება მაღაზიაში და სხვა. საყოველთაოდ აღიარებული მაგალითია ბაზარი, რომლის მეშვეობითაც ყოველი ადამიანი აკეთებს თავის საკუთარ არჩევანს, თავისი საკუთარი მიზნების განხორციელების დროს. ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი ა. სმითი ჯერ კიდევ 1776 წელს თავის წიგნში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ მიუთითებდა, რომ: კონკურენციულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები მოქმედებენ რა მხოლოდ თავისი საკუთარი სარგებლობისათვის, ამავე დროს წარიმართებიან „უხილავი ხელით“ და ამით ხელს უწყობენ საზოგადოების ინტერესებს; რომ სრულყოფილი კონკურენცია წარმოადგენს სიკეთეს მთლიანად ეკონომიკისათვის, ვინაიდან მას მივყევართ რესურსების ეფექტიან განაწილებასთან, ანუ ისეთ განაწილებასთან რომლის დროსაც რესურსები არაეფექტურად, არარაციონალურად არ იხარჯება.

ბაზარი, მისი მრავასახეობისა და სხვადასხვა ტევადობის მიუხედავად, წარმოადგენს ადამიანთა ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც იძლევა გადაწყვეტილების, არჩევანის მიღებისათვის საჭირო ინფორმაციას და სტიმულებს და ამით ამ გადაწყვეტილების, არჩევანის კოორდინაციას ახდენს, სტიქიურ წესრიგს ამყარებს, საბაზრო ურთიერთობის პროცესში.

ისევე როგორც მაღაზიაში შესულ მყიდველს ესაჭიროება ინფორმაცია სხვა მყიდველთა რიგების, მათი სიგრძის შესახებ, რათა განსაზღვროს თავისი მოქმედება და დროის ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება, ასევე საბაზრო ურთიერთობებში მონაწილე მომწოდებელს და მომხმარებლებს ესაჭიროებათ ინფორმაცია ბაზარზე არსებულ პროცესებზე და მოვლენებზე: მიწოდებული საქონლის რაოდენობა სახეების მიხედვით, მათი ალტერნატიული ღირებულება; მყიდველების რაოდენობა, მათი შესაძლებლობა და სურვილი, შეიძინონ მოცემული სახის და რაოდენობის საქონელი და სხვა. თუ საქონელი აღმოჩნდა ნაკლები რაოდენობა (იშვიათი), ანუ მისი მიწოდება ვერ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნას, მაშინ ამ საქონლის ღირებულება ფასში გამოხატული გაიზრდება. ფასის გაზრდა მომხმარებელს ნიშანს აძლებს რომ საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემული საქონლის დაზოგვას, ეკონომიას. იგი მომხმარებელს ნიშანს აძლევს რომ საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემული საქონლის დაზოგვას, ეკონომიას. გაზრდილი ფასი ასევე ნიშანია მწარმოებლისათვის, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოცემული საქონელი აწარმოოს. დავუშვათ, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების კვალობაზე გაფართოებული იქნა მოცემული საქონლის გამოყენების სფერო. მაშინ ეს გამოიწვევს ბაზარზე ახალი მყიდველების გამოჩენას და ბაზრის კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნილების უფრო მეტად დაუკმაყოფილებლობას. ამ საქონლის მიღებისათვის კონკურენციული ბრძოლა კიდევ უფრო გაზრდის მის ფასს. ეს კი იმის ნიშანია, რომ საჭიროა ყველა ღონე გამოვიყენოთ, რათა მიღწეულ იქნას ეკონომია მოცემულ საქონელზე მისი წარმოების გაზრდის პარალელურად.

ისევ ამ სახის საქონელზე გავაგრძელოთ საუბარი და დავუშვათ, რომ ახალი ტექნოლოგიის საფუძველზე შესაძლებელი გახდა საქონლის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების და მაშასადამე ფასის შემცირება. ასეთ შემთხვევაში გაიზრდება მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის რაოდენობა, ხოლო მწარმოებლები თავიანთი რესურსების ნაწილს დააბანდებენ სხვა სახის საქონლის საწარმოებლად.

აღნიშნული ინფორმაციების გარდა, საბაზრო პროცესებში მონაწილე სუბიექტებს რესურსების ეფექტურად განაწილების (გამოყენების) მიზნით არჩევანის გასაკეთებლად ესაჭიროებათ კიდევ სტიმულები. ბაზარი ისევ ფასის მეშვეობით, გაყიდვების გაფართოების სტიმულს იძლევა - საქონელი გაიყიდოს იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ფასები. ფასისმიერი სტიმულები ასევე აიძულებენ ადამიანებს, რომ მიისწრაფოდნენ - საქონელი იყიდონ დაბალი ფასებით. მაღალი მოგების მიღების წყურვილი აიძულებს მწარმოებლებს გააუმჯობესონ წარმოების ორგანიზაცია, დანერგონ ახალი საქონელი და სხვა და ამით დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნილებები. თავის მხრივ, ასეთ წარმოებაში მომუშავე ადამიანები დაინტერესებული არიან თავიანთი შრომის მაღალმწარმოებლურობაში და მაშასადამე დაინტერესებული - მაღალი შემოსავლების მიღებაში. ბაზარზე მიმდინარე პროცესების და მოვლენების შესახებ კარგად ინფორმირებული მომხმარებელი ყაირათიანად ხარჯავს ფულს და კარგად ცხოვრობს მოცემული სახსრების ფარგლებში.

ადამიანების მიერ არჩევანის გაკეთების კოორდინაციის მეორე ხერხი, მეთოდი არის იერარქიულად წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც ცალკეული ინდივიდის მოქმედება დაქვემდებარებულია ხელისუფლების, სახელმწიფოს, (მისი ყველა დონით) ინსტრუქციებზე, კანონებზე, კანონქვემდებარე აქტებზე, ნორმატივებზე და სხვა ამგვარ მარეგლამენტირებელ დოკუმენტებზე.

ეკონომიკური არჩევანის კოორდინაციის განხილული ორი გზიდან, ორი ხერხიდან პირველი დამახასიათებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის, მეორე - ტოტალური, მბრძანებლურ - ადმინისტრაციული სისტემისათვის.

დემოკრატიული გზით ეკონომიკური არჩევანის გამოვლინების მრავალი ფორმა შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი მათგანის არასრული ჩამონათვალი ჩვენი აზრით შემდეგია:

ინდივიდების, ან ჯგუფების (იურიდიული და ფიზიკური პირების) მიერ საკუთრების ფლობის, გამოყენების და განკარგვის თავისუფლება.

თავისუფალი არჩევანის ძირითადი გარანტი კერძო საკუთრების სისტემაა. ვიდრე საკუთრებაზე კონტროლი განაწილებულია ერთიმეორესთან დამოუკიდებელ უამრავ ადამიანებს შორის, არავის არა აქვს აბსოლუტური ძალაუფლება მათზე. პირიქით, საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი იგეგმება ზევიდან, ყოველი ადამიანის კეთილდღეობა დამოკიდებულია არა მის უნარზე და გამართლებაზე, არამედ უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ამიტომ უკეთესად იცხოვრებენ არა ისინი, ვინც მეტს მისცემენ საზოგადოებას, არამედ ისინი, ვინც უფრო სწრაფად და უკეთესად შეძლებენ მოიპოვონ ხელისუფლების კეთილი განწყობა;

არჩევანის თავისუფლება ეწოდება ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც კანონით არ არის აკრძალული და რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ შრომაში თანაბარი ანაზღაურების მიღებას. საქმიანობის (სამუშაოს) არჩევანის თავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ალბათ მსოფლიოში ბევრს არ შეუძლია თავისი თავი ჩათვალოს აბსოლუტურად თავისუფლად საქმიანობის არჩევანში, ვინაიდან მასზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. მაგრამ აქ აბსოლუტური თავისუფლება არა გვაქვს მხედველობაში. როდესაც საქმიანობის არჩევანის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ, რომ ინდივიდებს უნდა გააჩნდეთ თუნდაც რაღაცა არჩევანის თავისუფლება, რომ ისინი მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში მიჯაჭვული არ იყვნენ რომელიმე კონკრეტულ სამუშაო ადგილს, რომელიც მათ შეიძლება არც აურჩევიათ, ან აირჩიეს ოდესღაც წარსულში, მაგრამ ახლა ჰქონდეთ საშუალება, თუნდაც რაღაცა მსხვერპლის ფასად აირჩიოს სხვა სამუშაო;

არჩევანის თავისუფლება, აწარმოო და ბაზარზე გაყიდო და იყიდო ნებისმიერი საქონელი ნებისმიერ ფასად, როდესაც ამის მსურველი გამოჩნდება. ინდივიდი თავისუფალი უნდა იყოს, რომ აწარმოოს ყველა ის საქონელი, რისი წარმოებაც კი პრინციპში შეიძლება და არც აკრძალული არაა კანონით, რაც ზიანს არ მოუტანს საზოგადოებას;

არჩევანის თავისუფლება, გამოხვიდე ნებისმიერ ბაზარზე, იმოქმედო შენი ინტერესების მისაღწევად და ამით დააკმაყოფილო სხვების, შენთვის უცნობი ადამიანების ინტერესები;

არჩევანის თავისუფლება დაფუძნებულია იმაზე, რომ ბაზარზე თუ ვინმე უარს იტყვის დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილებები, შეგვიძლია მივმართოთ სხვას, თუ ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ესა თუ ის გზა და საშუალებები ჩვენი შესაძლებლობებისათვის მიუწვდომელია, მაშინ უფლება უნდა გვქონდეს, ვსინჯოთ სხვა გზა, სხვა საშუალებები;

არჩევანის თავისუფლება, მონაწილეობა მიიღო საწარმოს მართვაში, მოგების განაწილებაში;

დარგში შესვლისა და გამოსვლის თავისუფლება;

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დარგში შესვლა, შეშვება ყველასათვის თანაბარ საფუძველზე ღია იყოს და რომ კანონი აღკვეთდეს ინდივიდების ან ჯგუფების მცდელობას, რომ ეს შესვლა, შეშვება ღიად ან ფარულად შეზღუდოს;

ბაზარზე შესვლის და ბაზრიდან გამოსვლის თავისუფლება;

თავისუფლება იმისა, რომ რეგიონმა, ქალაქმა, სოფელმა, დაბამ თვითონ ზემდგომი ორგანოს გარეშე სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობის პირობებში განსაზღვროს რესურსების გამოყენების ეფექტიანი გზები, თვითონ განახორციელოს სახალხო-სამეურნეო კომპლექსის ანტიკრიზისული მართვა თავისი ისტორიულ- გეოგრაფიული, ბუნებრივ-კლიმატური, ეკოლოგიური, ეთნიკური და სხვა სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია ცენტრსა და ქვეყნის სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნებს შორის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გამიჯვნასთან;

არჩევანის თავისუფლება რეგიონმა, რაიონმა, ქალაქმა, სოფელმა და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულმა წარმონაქმნმა განახორციელოს ურთიერთხელსაყრელი საფინანსო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, ინვესტიციურ-ინოვაციური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, კულტურული და სხვა კავშირები სხვა ქვეყნების ფედერაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნებთან, დადონ მათთან ხელშეკრულებები, გახსნან წარმომადგენლობები და სხვა.

ეკონომიკური დემოკრატიის (თავისუფალი ეკონომიკური არჩევანის) გამოვლინების კიდევ სხვა მრავალი ნიშანი შეიძლება არსებობდეს.

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება ყოველთვის განხილული უნდა იქნეს საზოგადოებრივი პროდუქტის მოძრაობის მთლიან ციკლში - წარმოების, განაწილების, გაცვლის და მოხმარების სტადიებზე და ყოველ მოცემულ მომენტში შეიძლება იგი ხასიათდებოდეს გამორჩეული ნიშნებით, რომელიც განპირობებული იქნება თვით ამ სტადიის თავისებურებებით.

_________________

1 გაზ. „კვირის პალიტრა“, 7-13 აგვისტო, 2000

2 როგორც მეცნიერული გაანგარიშებები მეტყველებენ, იგი კეთილსასურველია მხოლოდ ე.წ. «ოქროს მილიარდისთვის».

8.2 5.2. სახელმწიფოს ეკონომიკური როლის შესახებ ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში მეტად აქტუალური თეორიული და პრაქტიკული ღირებულების პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური როლის განსაზღვრა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის ფუნქციონირებაში მონაწილეობის ისეთი ოპტიმალური ვარიანტის გამოძებნა, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო საკუთრების დაცვას და საზოგადოებრივი წარმოების ზრდას, მისი ეფექტიანობის ამაღლებას. ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ისევე როგორც მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების რთული პროცესი, გვიჩვენებს, რომ აღნიშნული პრობლემის მიმართ ჩამოყალიბებულია ორი დიამეტრალურად განსხვავებული და დაპირისპირებული მიმართულება. პირველი მიმართულების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ცივილიზაციის განვითარების მაგისტრალურ გზას წარმოადგენს ეკონომიკის ლიბერალიზაცია, მისი ფუნქციონირება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ხოლო მეორე მიმართულების წარმომადგენლების თვალსაზრისით, პროგრესის მისაღწევად საჭიროა სახელმწიფოს მარეგულირებელი ეკონომიკური როლისა და ფუნქციების გაზრდა.

ამ ორი მთავარი მიმართულებიდან მეტნაკლები გადახრა სხვადასხვა ვარიაციებით ცნობილია ისტორიაში, მაგრამ ძირითადი არსი ყოველთვის ერთი და იგივე რჩებოდა: არც ეკონომიკის უსაზღვრო ლიბერალიზაცია და არც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ზღვარს გადასული ჩარევა არ იძლევა სასარგებლო შედეგს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდა დემოკრატიული ურთიერთობის მატარებელი ეკონომიკა („ლაისსერ ფაირე“-ს ტიპის კაპიტალიზმი) ბუნებაში საერთოდ არ არსებობს, რომ რეალური ცალმხრივ განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები არასოდეს არ არსებულა თვით მისი ჩამოყალიბების პირველ ეტაპზეც კი რაღაცა ფორმით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. „ჯერ არც ერთ განვითარებულ ცივილიზაციას არ მიუღწევია წარმატებებისათვის მთავრობის გარეშე, რომელიც თავის მთავარ მიზანს ხედავს კერძო საკუთრების შესახებ მზრუნველობაში“ (ფ. ჰაიეკი). საზოგადოების განვითარების კვალობაზე იცვლებოდა მხოლოდ სახელმწიფოს როლი და ამოცანები ეკონომიკაში, მისი განხორციელების ფორმები, ინსტრუმენტები და მასშტაბები. დასაწყისში თუ ეს იყო მეწარმეთა ახალი ფენის კერძო საკუთრების დაცვა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ეროვნული მრეწველობისა და სასაქონლო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა უცხოური კონკურენტებისაგან შინაური ბაზრის დაცვის გზით და სხვა, შემდგომ ეტაპზე ეკონომიკის განვითარების, საკრედიტო-საფინანსო სისტემის ფორმირების, წარმოების დარგობრივი სტრუქტურის და თვით საზოგადოების სტრუქტურის გართულების კვალობაზე დღის წესრიგში დგებოდა ეკონომიკური მექანიზმების მუშაობის შედეგების სხვადასხვა სახის კორექტირება. ამ მექანიზმის, როგორც საზოგადოებრივი წარმოების რეგულატორის პირობებშიც კი მოთხოვნისა და მიწოდების მუდმივად ცვალებადობის შესაბამისად მის „კომპეტენციაში“ შედიოდა მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობების რაღაც შედარებით ვიწრო სეგმენტი, რომლის ფარგლებს იქით რჩებოდა ფართო დიაპაზონი, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური, ეროვნებათაშორისო, სახელმწი-ფოთაშორისო და სხვა ურთიერთობები. მართალია, ბაზარი არსებით გავლენას ახდენდა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სფეროზე, მაგრამ არ შეეძლო მათი რეგულირება. ამ ფუნქციის აღება თავისთავზე უწევდა სახელმწიფოს. უფრო მეტიც, თვით საბაზრო მექანიზმს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლია მოგვცეს შეფერხებები, როდესაც მას აზიანებენ მონოპოლისტური ავადმყოფობები. მაშინ საჭიროა მისი მკურნალობა და ნორმალურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მხოლოდ სახელმწიფოს ძალუძს.

საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების ასეთი ურთიერთშეხამება რთული თვითგანვითარებადი სისტემაა. მისი ევოლუციის პროცესში სრულყოფილი ხდებიან როგორც საბაზრო, ისე სახელმწიფოებრივი მექანიზმები, ახალი პირობების შესაბამისი ხდებიან და ერთიმეორეს ერგებიან. სასაქონლო ბაზარს ემატება ფულის ბაზარი, ფასიანი ქაღალდების პირველადი და მეორადი ბაზარი, კაპიტალის ბაზარი. ბაზრის ყოველ ამ სეგმენტში მუდმივად ჩნდებიან საქონლის (მომსახურების), ფინანსური რესურსების ყიდვა-გაყიდვის სულ ახალი და ახალი ინსტრუმენტები, ფორმები და მეთოდები. თავის მხრივ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა ასევე მუდმივად ვითარდება, რთულდება და მრავალგანშტოებულ ფორმებს ღებულობს. ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მოთხოვნილების უზრუნველყოფასთან ერთად (ჯანდაცვა, განათლება, ქვეყნის შიგნით მართლწესრიგის დამყარება, მისი ეკონომიკური ინტერესების დაცვა საერთაშორისო არენაზე და სხვა). სახელმწიფო თავისი ცენტრალური და რეგიონული ორგანოების ბაზაზე სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ასაკის ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის, სხვადასხვა დარგის საწარმოებსა და ქვეყნის რეგიონებს შორის ეროვნული შემოსავლის განაწილებაში და გადანაწილებაში.

ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა გათვალის-წინებული და მხედველობაში იქნეს მიღებული მოცემული ქვეყნის სპეციფიკური თავისებურებების ერთობლიობა, მისი ტრადიციები და თანამედროვე პირობები. უწინარეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნეს თანამედროვე მსოფლიო განვითარების ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბების ზოგადი ტენდენციები, რომლის მსვლელობაშიც არსებითად თუ არა, ძირეულად იცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური როლი. ყოველ შემთხვევაში საჭიროა მოცემული პრობლემის მიმართ ტრადიციული წარმოდგენების კრიტიკული გააზრება.

აღნიშნული პრობლემის ირგვლივ ქართველი და უცხოელი ავტორების (ლ. აბალკინი, გ. ადეიშვილი, რ. ასათიანი, ვ. შალიკოევი, რ. ბასარია, ი. მესხია, რ. გოგოხია, კ. მაკონელი და ს. ბრიუ, ე. მექვაბიშვილი, გ. ჟურავლიოვა, რ. ფიშერი, რ. დორნბუში, რ. შმალენზი, ა.შ.იშკინი, ლ. ჩიქავა, ი. ქვაჩახია და სხვები) მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს ყველა ავტორი მეტნაკლები თანმიმდევრობითა და სიზუსტით სახელმწიფოს ეკონომიკურ როლს განიხილავს იმის მიხედვით, რომელიც მიესადაგება ზოგადად საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის პირობებს. ამდენად ყველა ამ ავტორის მოსაზრება მისაღებია. მაგრამ ამასთანავე, არც ერთი მათგანი არსად არ მიუთითებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდება ერთიმეორისაგან სახელმწიფოს ეკონომიკური როლი ზოგადად საბაზრო ეკონომიკის პირობებში და სახელმწიფოს ეკონომიკური როლი ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს ე. მექვაბიშვილი («სახელმწიფო და ეკონომიკა», 1995 წ.), რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ როლს ცალკე გამოჰყოფს ლიბერალური (თავისუფალი) საბაზრო ეკონომიკის პირობებში. იგი საკმაო ადგილს უთმობს უ.ბ.სეის, ა. სმიტის, ლ. ვალრასის, ა. ნოზიკის, ფ. ჰაიეკის და სხვათა ფუძემდებლურ მოსაზრებებს სახელმწიფოს ეკონომიკური როლის შესახებ და მიუთითებს, რომ ლიბერალური, ანუ თავისუფალ კონკურენციაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკა ხასიათდება შემდეგი ნიშნებით:

1. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;
2. მეწარმეობისა და არჩევანის თავისუფლება;
3. პირადი ინტერესებისადმი პრიორიტეტის მინიჭება;
4. შეუზღუდავი კონკურენცია;
5. მთავრობის (სახელმწიფოს) უკიდურესად შეზღუდული როლი ეკონომიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა არ იცნობს აბსოლუტურად თავისუფალ, „წმინდა კაპიტალისტურ“ სისტემას, ისევე როგორც არ იცნობს წმინდა ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემას (თვით სოციალისტურ-კომუნისტური სისტემის რუსული მოდელიც კი არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ იყო აბსოლუტურად წმინდა „ყაზარმული“ სისტემა, რომ იგი არ შეიცავდა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ პრინციპებს), მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში ე. მექვაბიშვილის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების ნიშნები ყველაზე მეტად არის მისაღები. ამდენად, საქართველოში ეკონომიკური დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სწორედ ამ ნიშნებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

ასევე ეკონომიკური დემოკრატიის პირობებისათვის მისაღებად მიგვაჩნია ა. ილარიონოვის (Ж. «Вопросы экономики» №4. 2000 г.) მოსაზრებები. იგი სახელმწიფოს ეკონომიკურ ფუნქციებს შორის ასახელებს:

- ბაზრის მონაწილეთა (იურიდიული და ფიზიკური პირები) საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

- კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას;

- ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის სამეურნეო ცხოვრების ერთიანი, თანაბარი, გამჭვირვალე და სტაბილური პირობების შექმნას და ამ პირობების კანონმდებლური სახით გაფორმებას;

- ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის ხელოვნური, ბიუროკრატიული შეზღუდვების ლიკვიდაციას, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას;

- იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სამეურნეო კონტრაქტების აღსრულების უზრუნველყოფას;

- იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კანონების პატივისცემას, მათი აღსრულების უზრუნველყოფას;

აღნიშნული ფუნქციები და ვალდებულებები გულისხმობენ რომ სახელმწიფო უარს ამბობს, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესებზე, მის აქტიურ მონაწილეობაზე ეკონომიკურ საქმიანობაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ასრულებს, რა შეზღუდულ როლს ეკონომიკურ ცხოვრებაში, ამით უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თანაბარ ეკონომიკურ თავისუფლებას.

აღნიშნული პრინციპის დანერგვა საქართველოში როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად მისაღებია და შეესაბამება მოწინავე ქვეყნების მიერ დღემდე განვლილ გზას. სხვათა შორის მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები საქართველოში შემოსვლის პირველი დღიდანვე სამართლიანად (მათი საქმიანობის მიმართ ჩვენთან გამოთქმული ზოგიერთი კრიტიკული შეფასებების მიუხედავად) მოგვიწოდებდნენ, რომ ეს პრინციპი აქტიურად განგვეხორციელებინა.

ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის ჩვენეული გაგება ემყარება კლასიკური ეკონომიკური სკოლის და ნეოლიბერალიზმის წარმომადგენლების თეორიულ დებულებებს. კერძოდ. მხედველობაში გვაქვს კლასიკური სკოლის ფუძემდებლის და მთავარი შემოქმედის ადამ სმითის (1723-1790) და ნეოლიბერალიზმის მთავარი წარმომადგენლის ფ. ჰაიეკის (1899-1992) თეორიული დასკვნები და წინადადებები, რომლებიც ეხება ეკონომიკური თავისუფლების არსის გაგებას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ა. სმითი ეკონომიკური თავისუფლების კონცეფციას არც ერთ თავის შრომაში („ზნეობრივი გრძნობების თეორია“ - 1759 წ. და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ - 1776 წ.) არ მიუძღვნის ცალკე, სპეციალურ თავებს ან პარაგრაფებს ეკონომიკური თავისუფლების არსის გარკვევას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოძღვრების ცალკეული თავების და პარაგრაფების ადგილების განხილვა და ცალკეული განმარტებების შეფასება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ სახალხო მეურნეობის არსებობისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა ეს არის ეკონომიკური თავისუფლება, რომლის საფუძველს წარმოადგენს „ეკონომიკური ინტერესი“, „ეკონომიკური ეგოიზმი“.

სამეურნეო ცხოვრების ყველა ფენომენს შრომის დანაწილების, ფულის, რენტის, კაპიტალზე მოგების და სხვათა სახით ბოლოს და ბოლოს საფუძვლად უდევს ერთი მამოძრავებელი ძალა - პირადი ინტერესი, ამ ინტერესის დაკმაყოფილება. „პირადი ინტერესი“ ა. სმითის განმარტებით არის ყოველი ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა უკეტესი მდგომარეობისათვის. ადამიანი რომელიც გამსჭვალულია ამ პირადი ინტერესით, ეკონომიკური ეგოიზმით და განაგებს მთელ თავის სამეურნეო საქმიანობას არის ეს ეკონომიკური ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ნორმალურ, იდეალურ ტიპს. ეს ადამიანი, რომელიც ზრუნავს თავისი ინტერესების შესახებ, ამავე დროს არის საზოგადოების ყველაზე სასარგებლო წევრი. დე ყოველმა ადამიანმა, ხელმძღვანელობს რა სწრაფვით გაიუმჯობესოს თავისი პირადი კეთილდღეობა, აიწყოს თავისი ცხოვრება - შედეგად მიიღება მთელი საზოგადოების კეთილდღეობა. საზოგადოება ხომ სხვა არაფერია თუ არა ცალკეული ნებელობითი იმპულსების არითმეტიკული ჯამი, რომელიც მიმართულია კეთილდღეობის მისაღწევად. მაგრამ თუ ყველა ადამიანი გაჟღენთილია ამ იმპულსით, მაშინ მთელი საზოგადოება მიაღწევს თავის უმაღლეს მიზანს - უმაღლეს კეთილდღეობას და სიმდიდრეს.

საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის საჭიროა მხოლოდ ამ ფაქტის შეცნობა და ყოველი ადამიანის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ მას შეეძლოს განახორციელოს თავისი ეს სწრაფვა. სახელმწიფო ხელისუფლებამ მხოლოდ უნდა გაათავისუფლოს ეს ინტერესი და ეს სწრაფვა იმ წინააღმდეგობებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან მის განხორციელებას. სახელმწიფომ ადამიანს უნდა მისცეს თავისი სამეურნეო ეგოიზმის განხორციელების სრული ხერხები, თვითონ კი უნდა შემოიფარგლოს მინიმალური ამოცანებით - დაიცვას კერძო მეწარმეობა.

ნეოლიბერალიზმი, როგორც ეკონომიკურ შეხედულებათა სისტემა კლასიკური სისტემიდან გამოდის და დაფუძნებულია ინდივიდუალური საქმიანობის წამყვანი როლის აღიარებაზე, რომელიც განპირობებულია პირადი ინტერესით. ინდივიდუალურ ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდულია.

თანამედროვე ეკონომიკური ლიბერალიზმისათვის ძირითადად მთავარია ორი დებულება: ჯერ-ერთი, ისინი გამომდინარეობენ იქიდან, რომ ბზარი როგორც მეურნეობრიობის ყველაზე ეფექტური ფორმა ჰქმნის ეკონომიკური ზრდისათვის საუკეთესო პირობებს და, მეორე, პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილე ეკონომიკური სუბიექტების თავისუფლებას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონკურენციისათვის შესაბამისი პირობები და კონტროლი განახორციელოს იქ, სადაც არ არის ასეთი პირობები1.

აქვე იმასაც დავსძენთ, რომ როდესაც ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში სახელმწიფოს შეზღუდული როლის შესახებ არის საუბარი, სულაც არ იგულისხმება, რომ იგი სულ უნდა წავიდეს ეკონომიკიდან. პირიქით, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის პრაქტიკა გვიჩვენებს არც ერთ ეკონომიკურ სისტემას არ მიუღწევია ეფექტიანი განვითარებისათვის სახელმწიფოს გარეშე. მაგრამ აქ საკითხი დგას არა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ტოტალურ „ჩარევაზე“, არა მის მიერ „ღამის დარაჯის“ როლის შესრულებაზე, არამედ სახელმწიფოს მარეგულირებელ როლზე და ფუნქციებზე.

____________________

1 ნეოლიბერალიზმის შეხედულებები სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში. დაწვრილებით იხ. ზ. თეთრუაშვილი, მ. თეთრუაშვილი-ქარდავა. „სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის კონცეფციის მიხედვით“ თბ. 2002 წ.

8.3 5.3 სამართლებრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური დემოკრატიის განსაკუთრებულ ნიშანს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი ვალდებულებების და პასუხისმგებლობის არსებობა, მათი ცხოვრებაში განუხრელი გატარება. დემოკრატიული საზოგადოება დამყარებულია კანონის უზენაესობაზე. ამასთან, იგულისხმება, რომ კანონი უნდა იყოს სამართლიანი.

ადამ სმითის შენიშვნით, უსაზღვრო თავისუფლება არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც შეიძლება იყოს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური დემოკრატიის პრინციპების განვითარება განუყოფელია ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი ვალდებულებებისაგან და პასუხისმგებლობისაგან, მათ მკაცრ დაცვასთან. ამასთან, ბუნებრივია, რომ გარკვეული სამართლებრივი და მორალური ხასიათის აკრძალვები ნებისმიერ საზოგადოებაში გარდაუვალია. ყველაფრის ნებადართულობა საზოგადოებას აუცილებლად მიიყვანს ანარქიამდე და ქაოსამდე. როგორც ინდივიდები, ისე სახელმწიფო ორგანოები დემოკრატიის პირობებში თანასწორუფლებიანი არიან კანონის წინაშე და ასევე თანაბრად პასუხისმგებლები მის დაცვაზე. ადამ ფერგიუსონი მიუთითებდა, რომ ისეთი ცნების არსი, როგორიცაა თავისუფლება და სურვილი წარმოადგენს ყველა შეზღუდვებისაგან განთავისუფლებას.

იგი უფრო მეტად გულისხმობს ნებისმიერი სამართლიანი შეზღუდვების შესაძლო ქმედით გამოყენებას თავისუფალი საზოგადოების ყველა წევრის მიმართ, იქნება ეს მსოფლიო მოსამართლე თუ უბრალო ქვეშევრდომი.

XVI ს-ის ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ლოკი აღნიშნავდა, რომ ადამიანების თავისუფლება მართვის სისტემის არსებობის პირობებში იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო მუდმივი კანონის შესაბამისად, რომელიც საერთოა ყველასათვის ამ საზოგადოებაში და რომელიც დადგენილია საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ; ეს არის თავისუფლება მიჰყვე შენს საკუთარ სურვილებს ყველა შემთხვევაში, როდესაც ამას არ კრძალავს კანონი და არ იყო დამოკიდებული არა მუდმივ, განუსაზღვრელ, უცნობ, სხვა ადამიანის თვითმპყრობელურ სურვილზე. ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში არსებული კანონმდებლობის ფარგლებში სასამართლო ორგანოები სამართალდარღვევების გამო ყოყმანის გარეშე პასუხისმგებლობაზე გადასცემენ ხოლმე როგორც კერძო პირებს, ისე ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, თუ რა როლს ასრულებენ ისინი საზოგადოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრაქტიკა ადასტურებს, რომ არსებული კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის შესუსტება დაუყოვნებლივ გამოიყენება გარკვეული ჯგუფების მიერ იმისათვის, რომ სხვათა ინტერესების საზიანოდ მიაღწიონ საკუთარ სარგებელს.

XX ს-ის უდიდესი მეცნიერ-ეკონომისტი ფ. ჰაიეკი როდესაც ერთიმეორეს ადარებს ეკონომიკური დემოკრატიისა და ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებს, აღნიშნავს, რომ მართლაც ისე ნათლად არაფერი არ მოწმობს თავისუფალ ქვეყნებში ცხოვრების თავისებურებებს, რომელიც განასხვავებს მათ ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებისაგან, როგორც მართლკანონიერების უდიდესი პრინციპები. თუ დეტალებს არ მივიღებთ მხედველობაში ეს ნიშნავს, რომ მთავრობა შეზღუდულია თავის ქმედებებში წინასწარ დადგენილი საჯარო წესებით. ეს წესები საშუალებას იძლევიან დიდი სიზუსტით განვჭვრიტოთ იძულების როგორ ღონისძიებებს გამოიყენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამა თუ იმ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ინდივიდს შეუძლია გაბედულად დაგეგმოს თავისი მოქმედება. თუმცა ამ იდეალის მთლიანად განხორციელება ცხოვრებაში შეუძლებელია, ვინაიდან ის, ვინც კანონებს ღებულობს და ის, ვინც მას ასრულებს, ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც შეიძლება შეცდნენ კიდეც. მაგრამ ამ პრინციპის არსი საკმაოდ ნათელია: სფერო, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შეუძლიათ, რომ თავიანთი შეხედულებების მიხედვით იმოქმედონ, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ნებისმიერი კანონი ზღუდავს ინდივიდუალურ თავისუფლებას, ავიწროებს რა იმ საშუალებების წრეს, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. მაგრამ მართკანონიერება ზღუდავს მთავრობის შესაძლებლობას, მას არ აძლევს თვითნებურად ჩაერიოს ინდივიდების მოქმედებაში მინიმუმამდე დაიყვანს რა მათ ძალისხმევას. იცის რა თამაშის წესები, ინდივიდი თავისუფალია თავისი პირადი მიზნების განხორციელებაში და შეუძლია დარწმუნებული იყოს რომ ხელისუფლები ამაში ხელს არ შეუშლიან.

ერთიმეორეს უპირისპირებს რა მუდმივად მოქმედი წესების სისტემას, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები ღებულობენ დამოუკიდებელ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და ზემოდან ეკონომიკის ცენტრალიზებულად ხელმძღვანელობის სისტემას, ფ. ჰაიეკი ასკვნის, რომ ეს საკითხი კერძო შემთხვევაა, რომელიც ექცევა მართლკანონიერებისა და დესპოტური მართვის ფუნდამენტური გამიჯვნის ქვეშ. ან მთავრობა იზღუდება არსებული რესურსების გამოყენების წესების დადგენით და ინდივიდებს უფლებას აძლევს თვითონ გადაწყვიტონ მიზნების შესახებ საკითხი, ან იგი ხელმძღვანელობს მთელ ეკონომიკურ პროცესებს და თავის თავზე იღებს წარმოების საშუალებების შესახებ საკითხებსაც და საბოლოო მიზნების შესახებ საკითხებსაც. პირველ შემთხვევაში წესები შეიძლება დადგენილი იქნეს წინასწარ ფორმალური მითითებების სახით, რომლებიც არანაირად არ უფარდდება კონკრეტული ადამიანების ინტერესებს და მიზნებს. ისინი ხანგრძლივვადიანი არიან, რათა არსებობდეს იმის იმედი, რომ ზოგიერთი ადამიანი ვერ შეძლებს გამოიყენოს მეტი სარგებლით, ვიდრე სხვები. უკეთესია, რომ ეს მითითებები წარმოადგინონ, განსაზღვრონ როგორც წარმოების განსაკუთრებული იარაღი, რომელიც საშუალებას იძლევა პროგნოზი გაკეთდეს იმ ადამიანების მოქმედების შესახებ, ვისთანაც მეწარმეს მოუხდება ურთიერთობა და არავითარ შემთხვევაში, როგორც ინსტრუმენტი კონკრეტული მიზნების მისაღწევად ან კერძო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კოლექტიური ტიპის ეკონომიკური დაგეგმვა ბადებს აღნიშნულის რაღაც პირდაპირ საწინააღმდეგოს. მგეგმავ ორგანოებს არ შეუძლიათ შეზღუდონ (შემოიფარგლონ) იმ შესაძლებლობების შექმნით, რომლითაც ისარგებლებენ ვიღაცა უცნობი ადამიანები თავიანთი შეხედულებების მიხედვით. მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ კოორდინატების სტაბილურ სისტემაში, რომლებიც მოცემული იქნება საერთო ხანგრძლივვადიანი ფორმალური წესებით და რომლებიც არ დაუშვებენ თვითნებობას. მათ ხომ უნდა იზრუნონ რეალური ადამიანების აქტუალური, მუდმივად ცვალებადი საჭიროების შესახებ, ამოირჩიონ მათგან ყველაზე აუცილებელი. ესე იგი ისინი მუდმივად უნდა წყვეტდნენ საკითხებს, რომლებზედაც პასუხს ვერ გაგვცემენ ფორმალური პრინციპები. როდესაც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენი ღორი გაზარდოს, ან რამდენმა ავტობუსმა იმოძრაოს ქვეყნის გზებზე, რომელი ქვანახშირის საბადოებია მიზანშეწონილი, რომ მოქმედებაში დატოვონ, ან მაღაზიაში რამდენად გაყიდონ ჩექმები, - ყველა ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება, რომ გამოყვანილი იქნეს ფორმალური წესებიდან, ან მიიღონ ერთხელ და სამუდამოდ, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ყველაფერი ეს დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლება. მივიღებთ რა ასეთი სახის გადაწყვეტილებას, ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს სხვადასხვა ადამიანების და ჯგუფების ინტერესთა ბალანსი. ბოლოს და ბოლოს ვიღაცა პოულობს საფუძველს, რომ მოცემულ ინტერესს მეორეთი მისცეს უპირატესობა. ეს საფუძველი იქცევა კანონმდებლობის ნაწილად.

მართლკანონიერების კონცეფცია შეგნებულად იქნა დამუშავებული მხოლოდ ლიბერალურ ეპოქაში და იქცა მის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. იგი გახდა არა მარტო თავისუფლების ფარად, არამედ მისი რეალიზაციის გამართულ იურიდიულ მექანიზმადაც. როგორც ემანუილ კანტმა თქვა (ხოლო მასზე ადრე თითქმის იმავე სიტყვებით ვოლტერმა), „ადამიანი თავისუფალია, თუ იგი უნდა დაემორჩილოს არა მეორე ადამიანს, არამედ კანონს“. ამ იდეის გამოკრთომა გვხდება ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან, მაგრამ, - აღნიშნავს ფ. ჰაიეკი, - უკანასკნელი რამოდენიმე ასეული წლის განმავლობაში იგი ისე არასოდეს არ აღმოჩენილა ისეთი საშიშროების წინაშე, როგორც ამჟამად.

როდესაც ვლაპარაკობთ, რომ გეგმიურ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს მართლკანონიერებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ არ არის კანონები, რომ მთავრობის მოქმედება ლეგალური არ არის. ლაპარაკია მხოლოდ იმის შესახებ, რომ ძალადობის აპარატის მოქმედება, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს ხელში, არანაირად არ არის შეზღუდული წინასწარ დადგენილი წესებით. კანონს შეუძლია, ცენტრალიზებული დაგეგმვის პირობებში სანქციაც კი მისცეს თვითნებობას. თუ კანონმდებლობით დადგენილია, რომ რომელიღაც ორგანოს შეიუძლია იმოქმედოს თავისი შეხედულებების მიხედვით, მაშინ როგორიც არ უნდა იყოს ამ ორგანოს მოქმედება, იგი წარმოადგენს კანონიერს, მაგრამ არა მართლკანონიერს. მივანიჭებთ რა მთავრობას შეუზღუდავ ძალაუფლებას, შეგვიძლია დავაკანონოთ ნებისმიერი რეჟიმი. ამიტომ, დემოკრატიას უნარი აქვს მიგვიყვანოს ყველაზე მკაცრი დიქტატურის დამყარებამდე.

ამრიგად, თავისუფლება და კანონი სულაც არ წარმოადგენენ კონფლიქტურ მხარეებს. უკვე ჯონ ლოკმა გვიჩვენა, რომ თავისუფლება არ შეიძლება კანონის გარეშე. რეალური კონფლიქტი - წინააღმდეგობაა ორი ტიპის კანონებს შორის, რომლებიც ერთიმეორეს იმდენად არ ჰგვანან, რომ მათ აღსანიშნავად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთი და იგივე ტერმინი. პირველ ტიპს, რომელიც შეესაბამება მართლკანონიერების პრინციპებს მიეკუთვნება ზოგადი, წინასწარდადგენილი «თამაშის წესები». ისინი საშუალებას აძლევენ ინდივიდს, რომ სამთავრობო ორგანოების მოქმედების პროგნოზი გააკეთოს და ნამდვილად იცოდეს, თუ რა არის მისთვის ნებადართული და რა აკრძალული (სხვა მოქალაქეებთან ერთად) ამა თუ იმ სიტუაციაში. მეორე ტიპის კანონებს მიეკუთვნება ხელისუფლების კანონმდებლურად გამაგრებული უფლებამოსილებანი, იმოქმედონ თავიანთი შეხედულებების მიხედვით. ამიტომ დემოკრატიის პირობებში, თუ იგი მიდის სხვადასხვა ინტერესებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტილების გზით, არა წინასწარ დადგენილი წესების მიხედვით, არამედ „დავის არსის“ მიხედვით, მაშინ მართლკანონიერება შეიძლება იოლად იქნეს განადგურებული.

თუ კანონი ხელისუფლებას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მართოს ეკონომიკური ცხოვრება, მაშინ მან იმის უფლება-მოსილებაც უნდა მიანიჭოს, რომ წინასწარგანუსაზღვრელ გარემოებებში მიიღოს გადაწყვეტილებები და განახორციელოს ისინი. ამის შედეგად დაგეგმვის გავრცელების კვალობაზე კანონმდებლური უფლებამოსილება აღმოჩნდება სამინისტროებისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის დელეგირებული.

ქვემოთ განვიხილოთ ეკონომიკური დემოკრატია, როგორც ეკონომიკური ზრდის მაგისტრალური მიმართულება და მაშასადამე როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნვეყოფის ფაქტორი.

8.4 5.4. ეკონომიკური დემოკრატია, როგორც ეკონომიკური ზრდის მაგისტრალური მიმართულება

▲ზევით დაბრუნება


საყოველთაოდ მიღებული განმარტებით, ეკონომიკური ზრდა განიხილება როგორც მოცემული ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობების წლიდან წლამდე ზრდა. იგი საშუალებას აძლევს ქვეყანას, აწარმოოს სულ უფრო მეტი და მეტი მატერიალური დოვლათი და სოციალური სიკეთე და ამით უზრუნველყოს თავისი ეკონომიკური უსაფრთხოება.

დღეს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გავრცელებული სახელმძღვანელოს („ეკონომიკსი“) ავტორები კ. რ. მაკონელი და ს. ლ. ბრიუ ეკონომიკური ზრდის წყაროდ ნებისმიერი ქვეყნისათვის განიხილავენ შემდეგ ექვს ძირითად ფაქტორს, რომელთაგანაც პირველი ოთხი დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის ფიზიკურ უნართან.

ეს ფაქტორებია:

1. ბუნებრივი რესურსების რაოდენობა და ხარისხი;
2. შრომითი რესურსების რაოდენობა და ხარისხი;
3. ძირითადი კაპიტალის მოცულობა;
4. ტექნოლოგია.

ეკონომიკური ზრდის ამ ოთხ ფაქტორს განიხილავენ როგორც მიწოდების ფაქტორების სახელწოდებით. სწორედ ისინი ხდიან წარმოების ზრდას ფაქტიურად შესაძლებელს. მხოლოდ საუკეთესო ხარისხის რესურსების დიდი რაოდენობის ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიური პოტენციალის ჩათვლით იძლევა საშუალებას გაიზარდოს რეალური პროდუქტის წარმოება.

მაგრამ განასხვავებენ ზრდის უნარს და თავისთავად რეალურ ზრდას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შემდეგი ორი ფაქტორი (ბოლო მეხუთე და მეექვსე ფაქტორი); ჯერ ერთი (5), ზრდა დამოკიდებულია მოთხოვნის ფაქტორებზე. მზარდი საწარმოო პოტენციალის რეალიზაციისათვის ქვეყნის ეკონომიკამ უნდა უზრუნველყოს რესურსების გაფართოებადი მოცულობის სრული გამოყენება. ამისათვის კი საჭიროა ერთობლივი ხარჯების დონის ამაღლება. მეორე (6), ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენენ განაწილების ფაქტორები. საწარმოო პოტენციალის ყველაზე მიზანშეწონილად გამოყენებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას არა მარტო რესურსების სრული მოზიდვა ეკონომიკურ ბრუნვაში, არამედ მათი ეფექტური უტილიზაციაც. პროდუქციის საერთო გამოშვების გაფართოებისათვის საკმარისი არ არის წარმოების გაფართოების უნარიანობა, აუცილებელია, აგრეთვე, რესურსების მზარდი მოცულობის რეალური გამოყენება და მათი განაწილება ისეთნაირად, რომ მივიღოთ სასარგებლო პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოწოდებისა და მოთხოვნის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე, ურთიერთკავშირში იმყოფებიან. მაგალითად, უმუშევრობა ჩვეულებრივ ანელებს კაპიტალის დაგროვების ტემპებს და ასევე გამოკვლევებზე ხარჯების ზრდას.

როგორც ვხედავთ, დასახელებულ წყაროში ეკონომიკური დემოკრატია არსად არ არის აღიარებული როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორი.

უფრო მეტიც, ხალხთა მოსახლეობის კეთილდღეობის დონის (რაც უშუალო კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან), მისი ზრდის ტემპების ამაღლების წყაროდ ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ არსებული თეორიები უამრავ ფაქტორს ასახელებენ. კერძოდ: ქვეყნის ხელსაყრელი მდებარეობა, ხელსაყრელი კლიმატი, ბუნებრივი რესურსების არსებობა (ან არ არსებობა), მოსახლეობის რიცხოვნობა (სიდიდის მიუხედავად), ფიზიკური კაპიტალი და მისი დაგროვება (დანაზოგები და ინვესტიციები), ადამიანური კაპიტალი (მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება) და მისი დაგროვების ტემპები, მოსახლეობის კულტურული, მორალური და რელიგიური ფასეულობები, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ეკონომიკური განვითარების სტადია და დონე, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა, უცხოეთის ექსპლუატაციაში მოქცევა (ან საგარეო დახმარების მიღება), „საბაზრო სტიქიის მეცნიერული მართვა“) და მრავალი სხვა.

როგორც ჩანს, ამ ჩამონათვალშიც შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორებში დასახელებულია ყველაფერი, გარდა ეკონომიკური დემოკრატიისა, რაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მთავარს წარმოადგენს.

ყველა დასახელებული ფაქტორი თავისთავად საინტერესოა. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ არც ერთი მათგანის მიმართ კეთილდღეობის ეკონომიკურ თეორიას არ მოუცია მეტნაკლებად დამაჯერებელი ფაქტები, რომლებიც დაასაბუთებდნენ თითოეული მათგანის როლს და ადგილს ჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობაში. ამასთან, ამ თეორიებში არც სტატისტიკური ანალიზით არის დამოწმებული, რომ მყარი კავშირი არსებობს ამ ფაქტორებსა და ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური განვითარების ტემპებს შორის. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, XIX-XX საუკუნეების განმავლობაში ეკონომიკურმა თეორიამ ვერ მოგვცა ამ კავშირების შესახებ დამაჯერებელი ახსნა. ის რაც მიღწეული იყო ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში ეკონომიკური ლიბერალიზმის თეორიის სახით. ა. სმიტი ქვეყნების და მათი მცხოვრებლების აყვავების უმნიშვნელოვანეს პირობად ასახელებს: კარგ კანონებს, არადამამძიმებელ გადასახადებს და მშვიდობას, რომელთაც განიხილავს, როგორც სამეურნეო საქმიანობის თავისუფლების კანონიკური განსაზღვრის ძირითად კომპონენტებს. ასევემის მიერ ფორმულირებულია ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი წესი: რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო ეკონომიკაში, მით უკეთესია ეკონომიკისათვის.

შემდგომ ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომიკური ლიბერალიზმის განვითარებაში არაერთმა მკვლევარმა შეიტანა თავისი წვლილი. განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს ავსტრიული, ჩიკაგოს და ფრაიბურგის სკოლების წარმომადგენლების ღვაწლი („ავსტრიული“ სკოლიდან: კ. მენგერი, ფ. ფონ ბემ-ბავერკი, ფ. ფონ მიზერი, ლ. ფონ მიზესი, ფ. ფონ ჰაიეკი, გ. ხაბერლირი, ფ. მახლუპი, მ. როტბარდი, ლ. ლახმანი; ჩიკაგოელები: ფ. ნაიტი, ჯ. ვინერი, გ. საიმონსი, მ. ფრიდმენი, ჯ. სტიგლერი, რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი, გ. ბეიკერი, ა. ხარბერგერი, ა. ალკინი; ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან ნეოლიბერალები: ა. რუისტოვი, ვ. რეპკი, ვ. ოიკენი, ლ. ერხარდი).

ამის კვალობაზე XX ს-ის 80-იანი წლების მეორე ნახევარში და 90-იანი წლების დასაწყისში არნახული შემობრუნება მოხდა ეკონომიკური ზრდის თეორიაშიც. აქ ეკონომიკური ზრდის ტრადიციული ფაქტორების (შრომა და კაპიტალი) გვერდით, რომლებიც განიხილება როგორც ეკონომიკური ზრდის მოდელის მიმართ ეგზოგენურ (გარეგან) ფაქტორებად და რომელთა ძირითად მახასიათებლად გამოდის მათი გამოყენების კლებადი შედეგი, წარმოიშვა მოდელების, ახალი კლასი, რომელმაც მიიღო ენდოგენური ზრდის მოდელის სახელწოდება. („ეგზოგენური“, - რაც წარმოიშვა გარე ძალების ზემოქმედებით; „ენდოგენური“ - ბერძნ., რაც აიხსნება შინაგანი მიზეზებით)“. ამ უკანასკნელის მიხედვით შესაძლებელი ხდება ეკონომიკური ზრდის მუდმივი, ან მზარდი ტემპებიც კი შრომისა და კაპიტალის დანახარჯების ფიქსირებულ დონეზე შენარჩუნების დროს. ასეთი მოდელის დროს ეკონომიკური ზრდა მიიღწევა არსებული ფაქტორების გამოყენების ეფექტურობის ამაღლების ხარჯზე (მეურნეობის საერთო პირობების ცვლილების კვალობაზე). ამ პირობების ცვლილებებში გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა.

ზევით აღვნიშნეთ, რომ კეთილდღეობის არსებული თეორიების მიერ მოცემული არ არის სტატისტიკური ანალიზი, რომელიც დაასაბუთებდა ეკონომიკური ზრდის ეგზოგენურ ფაქტორებსა და ეკონომიკური განვითარების ტემპებს შორის პირდაპირ კავშირს. სამაგიეროდ ენდოგენური მოდელების საფუძველზე საზღვარგარეთ ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა ემპირიულმა დაკვირვებებმა დაგვანახვეს მყარი უარყოფითი კავშირი ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბებსა და ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის. მაგალითად, რუსი მეცნიერების ა. ილარიონოვის და ს. ნედელის პუბლიკაციებში (ჟურნალებში «Вопросы экономики» №7 1996 წ., 31 და №4 2000 წ., და «Мировая экономика и международные отношения» №1, №2 2000 წ.) მოყვანილია სხვა უცხოური ქვეყნების ანალოგიური მაგალითები და ყურადღებას მიაქცევენ იმას, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები ერთიმეორისგან განსხვავდებიან. ამ განსხვავების ფაქტორებად ასახელებენ: ქვეყნის სიდიდეს ანუ მის ეკონომიკურ სიძლიერეს, ეკონომიკური განვითარების სასტარტო დონეს, წარმოებისა და დასაქმების სტრუქტურას და ეკონომიკური სისტემის ტიპს. სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიღებულია დასკვნა, რომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემულ ქვეყანაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური სისტემის ტიპს.

უფრო კონკრეტულად რომ გავერკვეთ მივყვეთ მსჯელობის თანმიმდევრობას.

ანალიზისათვის მოტანილი აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა სიძლიერის და სხვადასხვა ეკონომიკური სისტემის 50 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები 1913-1998 წლებში.

ეს ქვეყნები ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით ძალიან განსხვავდებიან ერთიმეორისაგან და ამის მიზეზად მიიჩნეული არ არის არც ქვეყნის სიდიდე, ანუ ეკონომიკური მასშტაბები, არც ეკონომიკური განვითარების სასტარტო დონე და არც წარმოებისა და დასაქმების სტრუქტურა. მოცემული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზეზების (ფაქტორების) ძიებაში აუცილებელი ხდება გარკვეული იქნეს რაიმე მნიშვნელობა ხომ არ აქვს ამ საქმეში ისეთ ფაქტორს, როგორიცაა ეკონომიკური სისტემის ტიპი და ამ სისტემის შიგნით გამოყენებული ეკონომიკური პოლიტიკა - მბრძანებლურ-ადმინისტრაციული თუ ლიბერალური. ამ მიზნისათვის, ქვეყნები დაჯგუფებულია დროის რაღაცა მონაკვეთის განმავლობაში იქ მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის ნიშნის მიხედვით. 50 ქვეყნიდან პირველი ჯგუფის ქვეყნებში აღმოჩნდება 8 ქვეყანა, ხოლო დანარჩენი 42 - მეორე ჯგუფში. პირველი ჯგუფის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის საშუალოწლიური მაჩვენებლები ძალიან დაბალია (1,18%25), ვიდრე მეორე ჯგუფის 42 ქვეყანაში (1,94%25), ვიდრე საშუალოდ 50 ქვეყანაში (1,82%25) და ვიდრე საშუალოდ მთელ მსოფლიოში (1,56%25). უფრო მეტიც, ცენტრალი-ზებულად გეგმიური ეკონომიკის მქონე არც ერთ ქვეყანაში მოსახლეობის ერთ სულზე წლიური ტემპების მაღალი დონე არ დაფიქსირებულა ვიდრე საშუალოდ 50 ქვეყანაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გეგმიური ეკონომიკის ქვეყნებში გაანგარიშებით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი (2,9-ჯერ - 1568 დოლარიდან 4541 დოლარამდე), მათი შეფარდებითი პოზიციები შესამჩნევად გაუარესდა. ამ ჯგუფის ქვეყნების მაჩვენებელი შემცირდა საშუალო მსოფლიო დონის მიმართ 94,5%25-დან 73,6%25-მდე, 50 ქვეყნის დონის მიმართ - 66,5%25-დან 36,9%25-მდე და ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნების მიმართ (42 ქვეყანა) 62,5%25-დან 32,9%25-მდე. შესაბამისად ამ უკანასკნელთა შეფარდებითი პოზიციები (მათ შიგნით დიდი განსხვავების მიუხედავად)არსებითად გაუმჯობესდა, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის აბსოლუტური ზრდა ორჯერ უფრო სწრაფი აღმოჩნდა გეგმიური ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით (5,93 და 2,89- ჯერ).

აქ მოყვანილი შედეგებისა და დასკვნების შემოწმების მიზნით ჩატარებული იქნა გეგმიური ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ანალიზი (რეგიონების ჩათვლით - ყოფილი რესპუბლიკები, რომლებიც მოგვიანებით დამოუკიდებელსახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ) მათი ეკონომიკური ზრდის „ოქროს ხანაში“ - 1950 წლიდან 1989 წლამდე ჩათვლით (სსრკ-სათვის და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის 1950 წლიდან 1991 წლამდე ჩათვლით). აღმოჩნდა, რომ გეგმიური ეკონომიკის არც ერთი ქვეყანა მათთვის ყველაზე კეთილსასურველ პერიოდშიც კი არ ვითარ-დებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ლიბერალური ეკონომიკის შესადარი ქვეყნები.

აღნიშნულის გათვალისწინებით გამომდინარეობს დასკვნა: ეკონომიკური სისტემა, რომელიც დამყარებულია ცენტრალიზებულ დაგეგმვაზე წინააღმდეგობებს უქმნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. როგორც წესი, ცენტრალიზებულად გეგმიანი ეკონომიკის ქვეყნები მნიშვნელოვნად უფრო ნელა ვითარდებიან, ვიდრე ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნები. ასეთი დასკვნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასაბუთოთ ლიბერალური ეკონომიკის უპირატესობა. ბევრ საკითხზე იგი ვერ იძლევა სათანადო პასუხს, ვინაიდან:

ჯერ ერთი, საკმაოდ გავრცელებული მოლოდინის მიუხედავად გეგმიური ეკონომიკის მთელ რიგ ქვეყნებში ლიბერალურ ეკონომიკაზე გადასვლამ ვერ მიგვიყვანა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან და მოსახლეობის კეთილდღეობის მნიშვნელოვან ამაღლებასთან. პირიქით, ბევრ ქვეყანაში ლიბერალიზაციის პროცესს თან სდევდა ეკონომიკური კრიზისის გამძაფრება. დიდხანს არ შემდგარმა ეკონომიკურმა ზრდამ (ზოგიერთ შემთხვევაში კი - წარმოების მკვეთრმა დაცემამაც კი), ცხოვრების დონის მნიშვნელოვანმა შემცირებამ ზოგიერთ დამკვირვებელში გამოიწვია დაეჭვება ასეთ ეკონომიკაზე გადასვლის დასაბუთებულობაში. ბევრი მათგანისათვის გეგმიური ეკონომიკის პირობებში მიღწეული თუნდაც დაბალი მაგრამ დადებითი ტემპები, უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ლიბერალური ეკონომიკის პირობებში წარმოების სწრაფი შემცირება ან მისი სტაგნაცია.

მეორე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლიბერალური ეკონომიკის ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები შეესაბამებოდა (ან უფრო დაბალი იყო) გეგმიური ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ლიბერალური ეკონომიკის ნებისმიერ დიდ აზიურ ქვეყანაში (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ინდონეზია). ჩეხეთის ეკონომიკა ვითარდებოდა უფრო სწრაფად, (90-იანი წლების კრიზისის გათვალისწინებითაც კი), ვიდრე ავსტრიაში და ახალ ზელანდიაში. ხოლო უნგრეთში და ბულგარეთში შეინიშნებოდა ზრდის უფრო მაღალი ტემპები, ვიდრე არგენტინაში ან ფილიპინებში.

მესამე, ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპების მნიშვნელობების გაბნევა მეტად დიდია და 3,2%25 აღწევს (ტაივანისა და მაიამის მაჩვენებლებს შორის). ეს იმას ნიშნავს, რომ ლიბერალური ეკონომიკის პირობებში 85 წლის განმავლობაში შეიძლება სულადობრივი შემოსავალი ქვეყანაში გაიზარდოს 20-ჯერ და მეტადაც, და მხოლოდ 45%25-ითაც. ამის მიზეზი აისახება მოცემულ ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათით. აღნიშნულის დასასაბუთებლად 42 ქვეყანა დაჯგუფებულია ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მკაფიო უარყოფითი კავშირი არსებობს ამ მაჩვენებელსა და სახელმწიფო ფინანსების (სახელმწიფო ხარჯები და საბიუჯეტო დეფიციტი) მაჩვენებლებს შორის. თუ სხვანაირად ვიტყვით, იქ სადაც ატარებენ უფრო ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას და აქვთ სახელმწიფო ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლები, შეინიშნება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპები. და პირიქით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი ტემპებით გამოირჩევიან ის ქვეყნები, სადაც ეკონომიკაზე ყველაზე მაღალი სახელმწიფო ფისკალური დატვირთვაა.

აღნიშნული კანონზომიერების შესამოწმებლად იგივე 42 ქვეყანა დაჯგუფებული იქნა იმის მიხედვით, თუ როგორია მოცემულ ქვეყანაში ეკონომიკაზე სახელმწიფო ფისკალური დატვირთვის სიმძიმე. კანონზომიერება აქაც შენარჩუნებულია. ქვეყნები, რომლებსაც ეკონომიკაზე უმცირესი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ, უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ქვეყნები, სადაც სახელმწიფო დატვირთვა ეკონომიკაზე დიდია.

იგივე კანონზომიერება შემოწმებული იქნა გეგმიური ეკონომიკის ქვეჯგუფის 8 ქვეყანაზე. თუმცა ეკონომიკაზე სახელმწიფო დატვირთვის აბსოლუტური მაჩვენებლები ამ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვიდრე 42 ქვეყანაში იყო, მაინც კანონზომიერება აქაც შენარჩუნებულია: გეგმიური ეკონომიკის ქვეყნებს შორისაც სწრაფად ვითარდებოდნენ ისინი, სადაც ეკონომიკაზე სახელმწიფო დატვირთვის შეფარდებითი დონე დაბალი იყო, ვიდრე საშუალო ჯგუფის. ქვეყნები. რომლებსაც ეკონომიკაზე ყველაზე მაღალი სახელმწიფო დატვირთვა ჰქონდათ, ვითარდებოდნენ ყველაზე ნელი ტემპებით.

როგორც ჩანს, გამოვლენილი დამოკიდებულება, რომელიც ერთიმეორეს აკავშირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს და სახელმწიფო ფინანსური დატვირთვის მოცულობას, უნივერსალურ ხასიათს ატარებს.

აღნიშნულიდან კეთდება დასკვნა, რომ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა და ამჟამად მის ნანგრევებზე წარმოქმნილმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა (მათ შორის საქართველომაც) დაკარგა მთელი XX საუკუნე. მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამოცდაათი და მეტი წლის განმავლობაში გაბატონებული იყო ცენტრალიზებული დაგეგმვის ეკონომიკური სისტემა და განუზომელი იყო სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში.

აქ იმასაც დავძენთ, რომ არასწორია ზოგიერთი ავტორის დასკვნა, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის ასე დიდხანს გაგრძელების მიზეზად მოცემულ ქვეყნებში ასახელებენ ცენტრალური გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის დამახასიათებელ თავისებურებას. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობის მთავარი მიზეზი გარდამავალი ეკონომიკისათვის დამახასიათებელი თავისებურება კი არ არის, არამედ ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის პირობებში ზომიერი სახელმწიფო ფისკალური დატვირთვის პოლიტიკიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში მისი გაზრდის პოლიტიკაზე გადასვლა. ასეთი პოლიტიკის გაგრძელება აღარ შეიძლება. იგი გარდუვალად მიგვიყვანს თავისი სიღრმითა და ხანგრძლივობით უპრეცენდენტო ეკონომიკური კრიზისის გაძლიერებასთან, ეკონომიკურ და სოციალურ დეგრადაციასთან. ერთადერთი გონივრული ალტერნატიული ვარიანტია - თანმიმდევრული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ეკონომიკური დემოკრატიის განვითარება ეკონომიკური ზრდის მეშვეობით უშუალო გავლენას ახდენს აგრეთვე ხალხთა კეთილდღეობის ზრდაზე. აღნიშნული დებულების დასასაბუთებულად ისევ ა. ილარიონოვის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოვიშველიოთ (ჟ. „ვოპროსი ეკონომიკი“ №4. 2000) თანაც უკვე მსოფლიოს 119 ქვეყნის შესახებ XIX-XX სს-ის განმავლობაში (1820-1913 წწ. და 1913-1998 წწ.) აღნიშნული სტატისტიკური მასალების ანალიზი დაბეჯითებით გვიჩვენებს მყარ ურთიერთკავშირს ეკონომიკურ დემოკრატიასა და ხალხთა კეთილდღეობას შორის. 119 ქვეყნიდან, რომელთა მიხედვითაც მიღებული იქნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება, XX ს-ის 90-იან წლებში ერთ მეხუთედს (ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის ყველაზე მაღალი მნიშვნელობით) ჰქონდათ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, - თითქმის 19 ათასი დოლარი და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები, - წლიურად 2%25-ზე მეტი. ეკონომიკური თავისუფლების დონის შემცირებასთან ერთად მცირდება სულადობრივი შემოსავლის სიდიდეც და ეკონომიკური ზრდის ტემპებიც. ამ ქვეყნებში (ქვეყნების საერთო რაოდენობიდან 20%25) ჰქონდათ მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების ყველაზე დაბალი სიდიდეც (2200 დოლარზე ცოტა მეტი) და ეკონომიკური ზრდის უარყოფითი ტემპიც (წელიწადში საშუალოდ - 1,9%25).

პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მყარი სტატისტიკური კავშირი არსებობს არა მარტო ეკონომიური თავისუფლების აბსოლუტურ დონესა და კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების აბსოლუტურ მაჩვენებლებს შორის, არამედ მათ ნაზარდ მაჩვენებლებს შორისაც. იმ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლებმაც 90-იან წლებში აამაღლეს ეკონომიკური თავისუფლების დონე, (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო მათი სასტარტო მნიშვნელობა), ეკონომიკური ზრდის ტემპები გაიზარდა და აღმოჩნდა ყველაზე მაღალი. იმ ქვეყნებში კი, რომელთა ხელისუფლებმაც მეტად შეზღუდეს ეკონომიკური თავისუფლება, ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა და ყველაზე დაბალი - ფაქტიურად უარყოფითი აღმოჩნდა (-1,0%25).

ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები წარმატებებს აღწევენ არა მარტო ეკონომიკური ზრდის სფეროში. ამ ქვეყნებში სოციალური და ადამიანური განვითარების პრაქტიკულად ყველა გამოყენებული მაჩვენებელი არსებითად უკეთესია, ვიდრე ეკონომიკურად არათავისუფალ ქვეყნებში. ასე მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მაღალია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, (პირველი ჯგუფის ქვეყნები) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20 წლით უფრო მეტია, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მქონე ქვეყნებში (ბოლო, უკანასკნელი ჯგუფის ქვეყნები) -76,4 წელი და 55,2 წელი შესაბამისად (ქვეყნები დაჯგუფებულია ხუთ ჯგუფად). ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში საშუალოდ 11-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკურად არათავისუფალ ქვეყნებში (შესაბამისად 7,3 და 83,3 გარდაცვალებული 1 წლამდე ასაკში 1000 დაბადებულზე).

ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში სოციალური დიფერენციაცია ფორმალური კრიტერიუმების მიხედვით ასევე არსებითად დაბალია. ასე მაგალითად, მამაკაცებსა და ქალებს შორის სკოლაში სწავლების წელთა რაოდენობა ყველაზე მაღალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (პირველი ჯგუფი) მქონე ქვეყნებში საშუალოდ მინიმალურია. ეკონომიკური თავისუფლების დონის შემცირების კვალობაზე იგი იზრდება და მაქსიმალური ხდება ბოლო უკანასკნელი ჯგუფის ქვეყნებში.

8.5 5.5. საქართველოში ეკონომიკური დემოკრატიის განვითარების ზოგიერთი წინააღმდეგობების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ეკონომიკური დემოკრატია (ეკონომიკური თავისუფლება), ეკონომიკური ზრდის და მაშასადამე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაგისტრალური მიმართულება და რეალური ეკონომიკური შედეგების მიღწევის საიმედო, ეფექტური გზაა. იგი ძირითადად შესაბამისი კანონშემოქმედებითი მუშაობის გაძლიერებაზე და მიღებული კანონების აღსრულებაზე არის დამოკიდებული. ამდენად მისი განხორციელება თავისთავად არ მოითხოვს რაიმე დიდ კაპიტალურ დაბანდებებს (თუ არ გავითვალისწინებთ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს). თუმცა აღვნიშნავთ, რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ისევე როგორც თვით ეკონომიკური დემოკრატიის განვითარება, რთული, ხანგრძლივი და მრავალი წინააღმდეგობების შემცველი პროცესია.

სამწუხაროდ, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ამ დიდ რეზერვს არასაკმარისად ვიყენებდით და ამიტომაა, რომ ასე გაგვიგრძელდა კრიზისული მოვლენები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას ის ნაკლოვანებები, რომლებიც არსებობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში და რომლებიც წინ ეღობებიან ეკონომიკური დემოკრატიის დანერგვასა და განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები („მეწარმეობის შესახებ“, „ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ“, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“, „საგადასახადო კოდექსი“ და სხვა.), საკანონმდებლო აქტები საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ დემოკრატიულობის საკმაოდ მაღალი ხარისხის დოკუმენტებად არიან მიჩნეულნი, ამ კანონების ძალით ქვეყანაში გამოცხადებულია ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმული ფიზიკური და იურიდიული პირების ეკონომიკური თავისუფლება. ასევე, 2000 წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შემუშავებული „სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა“-ში მნიშვნელოვან რეზერვად აღიარებული იყო სოციალურ-ეკონომიკური პროცესების რეგულირება, რომელიც უნდა დაყრდნობოდა ლიბერალიზაციას.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური დემოკრატია იყო განვითარებული, შექმნილი არ იყო ისეთი ეკონომიკური „თამაშის წესები“, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლას. უნდა ვაღიაროთ, რომ რეფორმაციის განვლილ პერიოდში ჩვენთან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა არ ტარდებოდა. ფართოდ გავრცელებული და აფიშირებული მითი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ - თითქოს იგი ტარდებოდა, სხვა მიზეზებთან ერთად განპირობებულია იმ თეორიული დაბნეულობით, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ბევრის ცნობიერებაში, განსაკუთრებით მართვის მაღალ ეშელონებში. ამის შესახებ საუბარი უკვე მქონდა ზევით (იხ. 5.1).

საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან მოჰყვა სამეურნეო ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბების გაფართოება. ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება და შექმნილია იმისი რეალური პირობები, რომ იგი უფრო მეტად გაფართოვდება ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სახელით. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შემუშავებული და ჩვენს მიერ უკვე ნახსენები პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-ეკონომიკური პროცესების რეგულირების წინ წამოწევას. მაგრამ სრული საფუძველი გვაქვს ვამტკიცოთ რომ პროგრამის მიღების შემდეგ აქტიური მცდელობა იყო, რომ დემოკრატიული გარდაქმნების მაგიერ სამინისტროებსა და უწყებებს დაებრუნებინათ ძველი სამეურნეო ფუნქციები, რამაც უკვე არსებული სახელმწიფო-ბიუროკრატიულ წნეხი კიდევ უფრო გაზარდა.

სახელმწიფომ, გაზარდა რა ყველა მიმართულებით (გადასახადებით დაბეგვრა, რეპრესიული ფულადი პოლიტიკა, რეგულირება და სხვა) ეკონომიკური დატვირთვა გაზარდა კერძო სექტორზე. ამით შეზღუდა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ეკონომიკური თავისუფლება. მიახლოებითი გაანგარიშებით გადასახადების სახით სახელმწიფო თავის განკარგულებაში მოაქცევდა კერძო სექტორის საერთო შემოსავლების 85%25-ზე მეტს. სახელმწიფო რეგულირების და სხვა სახის, ხელოვნურად მოგონილი ბარიერების მასშტაბები (ლიცენზირება, ქვოტირება, სავალუტო და საბაჟო რეგულირება, ბიზნესის რეგისტრაციის ნებადართვის ხასიათი და სხვა) არსებითად გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის, მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში დასაქმებული მუშაკების მნიშვნელოვანი შემცირების პარალელურად ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მართვის იერარქიის სხვადასხვა დონეზე აპარატის მუშაკთა რაოდენობა. მოხდა არა იმდენად ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რამდენადაც სახელმწიფოსი. დასახელებულ პროგრამაში მოტანილი მონაცემებით, სახელმწიფო ხარჯებმა (სახელმწიფო ინვესტიციების გამოკლებით) მშპ-თან მიმართებაში შეადგინა 1996 წ - 7,7%25, 1997 წ. - 10,2%25, 1998 წ. - 9,9%25 და 1999 წ. - 11,2%25.

შეიქმნა და მოქმედებს სამეურნეო მექანიზმის ისეთი სისტემა, რომელიც საფუძველშივე კლავს ნებისმიერი საქმიანობის წამოწყების ინიციატივას.

ამას ემატებოდა მართვის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, საწარმოებისა და ორგანიზაციების სამმართველო აპარატის უუნარობა და სურვილის არქონა, იმუშაონ ახლებურად. ანაქრონიზმია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თითქმის ყველაფერი მატერიალური და სოციალური სიკეთე მოვშალეთ და გავანადგურეთ, რაც კი გაგვაჩნდა სოციალისტური ეკონომიკის პირობებში, გარდა ეკონომიკის მართვის პრინციპების, ფორმების და მექანიზმებისა. მთელი ვერტიკალური იერარქიული კავშირების მიხედვით და არც თუ იშვიათად, ჰორიზონტალური კავშირების მიხედვითაც, სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა ადმინისტრირება, მართვის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდები, დადგენილებების, კანონების და სხვათა სახით. ჩვენ ანგარიშს არ ვუწევდით იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომლებიც თან უნდა მოჰყვეს ძველი სისტემის ეკონომიკური ბაზისის მოშლას, ვერ ვხედავდით, ან არ გვინდოდა დაგვენახა იმ შედეგების უპირატესობა, რომელიც თან სდევს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის უშუალო ეკონომიკურ კავშირებს, პროდუქციის (მომსახურების) წარმოებისა და რეალიზაციის დროს სახელმწიფო მეურვეობის თუნდაც მცირედით შესუსტებას მაინც და სხვა.

აი ასეთ პირობებში გაუმართლებლად მიგვაჩნდა და დღესაც ამ მოსაზრებაზე ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რათა შექმნილიყო მინისტრთა კაბინეტი. მინისტრთა კაბინეტი ხომ კიდევ ერთი მონსტრია, ბიუროკრატიული ინსტიტუტია თავისი უამრავი საშტატო ერთეულებით და მათ შენახვასთან დაკავშირებული ზღვარს გადასული ხარჯებით. მარტო სახელმწიფო მოხელეთა და მათი ოჯახის წევრების პირადი დაცვისა და კომფორტული მანქანებით გადაადგილების ხარჯები რომ ავიღოთ, მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს.

თუ მუშაობა გვინდა და განზრახული გვაქვს საზოგადოებისათვის რაიმე ღირებულის გაკეთება, მინისტრთა კაბინეტის უქონლობა არაფერს არ გვიშლიდა. მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ ვერ იქნა და ვერ შევცვალეთ ჩვენი მუშაობის სტილი, ძველი მანკიერი პრაქტიკა და ისევ ვაგრძელებდით კომუნისტურ-კომკავშირულ სისტემაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტით მუშაობას, როდესაც ყველას და ყველაფრის გაკეთება დამოკიდებული იყო ერთი კაცის ნებასურვილზე, (უკეთეს შემთხვევაში, ცენტრალურ კომიტეტზე და პოლიტბიუროზე). იმ დროს თუ ეს მკაცრად სავალდებულოდ ითვლებოდა, დღეს ხომ კონსტიტუციის ძალით შეზღუდულნი არა ვართ. მაგრამ, სამწუხაროდ, სამინისტროებში, უწყებებში რეგიონული მართვის სტრუქტურებსა და სხვა დონის სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე მოხელეები, პრეზიდენტის არაერთჯერადი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გამოიჩინონ ინიციატივა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაინც უმოქმედოდ იყვნენ და იძულებულს ხდიდნენ მას (პრეზიდენტს) ჩართულიყო თითოეული საწარმოს პრობლემების მოგვარებაშიც კი.

მაშასადამე, მთავარია არა მინისტრთა კაბინეტის უქონლობა, არამედ ჩვენი მუშაობის სტილისა და მეთოდების შეცვლა, ისეთი სამეურნეო მექანიზმის შექმნა, რომელიც საფუძველშივე არ ჩაკლავს ნებისმიერი საქმიანობის წამოწყების ინიციატივას, არ შეგვიქმნის ხელოვნურ ბარიერებს. გასაკეთებელი კი ამ მიმართულებით ძალიან ბევრია. მაგალითის სახით დავასახელებთ ბაზარზე (დარგში) თავისუფალი შესვლის და იქ კონკურენციულ გარემოში ფუნქციონირების წინაშე სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ ბარიერებს. უამრავი რეგლამენტაციები, კანონმდებლობაში არსებული უზუსტობანი, მათი წაკითხვის მრავალვარიანტულობა ყოველ ნაბიჯზე შექმნილი დროებითი „კომისიები“, „შტაბები“, „შემსწავლელი ჯგუფები“, „მებრძოლი კომისიები“, როდესაც მათ შემადგენლობაში ისევ სახელმწიფო ნომენკლატურის წარმომადგენლები იყვნენ („მგელო ცხვარი გებარებოდესო“) და სხვა ხელს უშლიდა თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას. განა შეიძლება რეალურ ეკონომიკურ თავისუფლებაზე ლაპარაკი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც, როგორც მსოფლიო ბანკის მონაცემები გვიდასტურებენ, კანონით აღჭურვილი ასზე მეტი მაკონტროლებელი ორგანო ჰყავდა? (ვიდრე ამის შესახებ მსოფლიო ბანკი არ გვეტყოდა, ხომ შეგვეძლო ჩვენ თვითონ დაგვეთვალა ისინი და შესაბამისი ღონისძიებები მიგვეღო?) ასეთ პირობებში საქმე იქამდის იყო მისული, რომ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ინსტიტუტები ვეღარ უზრუნველყოფდნენ კანონების აღსრულებას, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მათი საკუთრების უფლების დაცვას. ხელისუფლება ისე იყო გადაჯაჭვული უკანონო წარმომავლობის ბიზნესთან, რომ ძალაუფლების მქონე პირები ან ოლიგარქების ნების აღმსრულებელნი იყვნენ, ან მისი წარმომადგენლები, კანონის საწინააღმდეგოდ თვითონ ეწეოდნენ ბიზნესს, უგულვებელყოფდნენ რა საზოგადოებრივ ინტერესებს.

სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი საქმიანობის გარშემო შემოჯარული კანონიერი თუ უკანონო ბორკილები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდნენ კორუფციისა და ქაოსისათვის. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებით (17.VIII.2000) ქვეყანაში ყოველწლიურად იკარგებოდა 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი. გავიხსენოთ თუ როგორ შეფასებას აძლევდა ასეთ სიტუაციას ლაო ძი (VI-V ს-ში ძვ. წ.): „როდესაც ქვეყანაში ამკრძალავი კანონები ბევრია, ხალხი ხდება ღარიბი. როდესაც იზრდება კანონები, ბრძანებები, იზრდება ქურდებისა და ყაჩაღების რიცხვი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მონაცემებით, რეფორმების განვლილ პერიოდში მოხდა მოსახლეობის ბუნებრივი ნიშნის მიხედვით მკვეთრად განსხვავებულ ფენებად დაყოფა. კერძოდ, მდიდრები მოსახლეობის 3-4%25-ს შეადგენენ. ეს არის უმაღლესი რანგის პოლიტიკური ელიტა, ბიზნესის ელიტა და მსხვილი მესაკუთრეები. საშუალო ფენა შეადგენს 35-40%25-ს. იგი ორ ჯგუფად იყოფა პირველი ე.ი. «ჩრდილოვანი» საშუალო კლასი (20-25%25). ესენი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელმაც შეინარჩუნა ადმინისტრაციული ფუნქციები და შესაძლებლობა აქვთ სისტემური კორუფციის პირობებში ჩრდილოვანი საქმიანობითა და კორუფციით მიიღონ დამატებითი „მარცხენა“ შემოსავალი. მეორე ჯგუფი, ახალი საშუალო კლასია, რომელიც ნაკლებია ჩრდილოვან საშუალო კლასზე (10-15%25). ეს ჯგუფი ძირითადად, დასაქმდა კერძო სტრუქტურებში, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებში, ვაჭრობისა და საექსპორტო დარგებში, საბანკო საფინანსო სფეროში და ა.შ. ღარიბები მოსახლეობის დიდ ნაწილს 60-65%25-ს შეადგენენ, მათ რიცხვშია სამეცნიერო ინტელიგენცია, კვალიფიციური მუშები და სოციალურად დაუცველი ფენა - პენსიონერები, ლტოლვილები, ინვალიდები და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ მდიდართა ჯგუფებში შემავალი ადამიანები იმიტომ კი არ მოხვდნენ ამ ჯგუფში, რომ მეტად ჭკვიანები, გულმოდგინე მოღვაწეები, გერგილიანები, მეწარმეობრივი უნარით დაჯილდოებული არიან და ამიტომ გაიჭრნენ წინ ბუნებრივ ეკონომიკურ შეჯიბრში. ძალიან ბევრი დიდი ქონების პატრონი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე დაკავებული თანამდებობის წყალობით მათ საშუალება მიეცათ, ჯერ-ერთი შეენარჩუნებინათ ეს თანამდებობები და, მეორე, ესარგებლათ კანონებში, უწინარეს ყოვლისა კი, პრივატიზაციის შესახებ სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ კანონში ჩადებული მანიპულირების შესაძლებლობით, აგრეთვე, სახელმწიფო მოხელეების კორუმპირებულობით. ნამდვილი მუშაკი ეკონომიკურად განთავისუფლების მაგიერ დამოკიდებული გახდა ფინანსურ სპეკულიანტებზე და კრიმინალურ წრეებზე.

ნუ დაგვავიწყდება, რომ საზოგადოება რაც უფრო მეტ სახსრებს გამოყოფს მატერიალური დოვლათისა და სოციალური სიკეთის შემქმნელი ადამიანებისათვის, მით მეტ სარგებელს მიიღებს. ა. მარშალის მტკიცებით, ქვეყნის სიმდიდრის განაწილებაში ყოველგვარმა ცვლილებამ, რომელიც გამოყოფს დიდ ნაწილს მუშების ხელფასებისათვის და ნაკლებს კაპიტალისტებისათვის, სხვა თანაბარ პირობებში უნდა დააჩქაროს მატერიალური წარმოების ზრდა, თანაც იგი რამდენადმე შესამჩნევადაც არ შეაფერხებს მატერიალური დოვლათის დაგროვებას.1

უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფო მართვის იერარქიის ყველა დონეზე ბიუროკრატიული აპარატის რაოდენობისა და მათზე გაწეული ხარჯების მაქსიმალური გაზრდა (აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პარლამენტის წევრების რაოდენობასაც და მათზე გაწეულ ხარჯებსაც). ამასთან, ყოველივე ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს ადამიანთა უფლებები შრომაზე.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებული სტრუქტურული გარდაქმნები, რომელსაც მოსდევს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონეზე სამმართველო აპარატის მუშაკთა გამოთავისუფლება და მათი უშუალო ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმა, გვაფიქრებინებს, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდება საწარმოთა და ორგანიზაციათა დამოუკიდებლობა, რაც ეკონომიკური დემოკრატიის გამოვლინებაა. აქვე უნდა შევნიშნოთ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის არაადექვატური პოზიციის შესახებ: მთავრობა, ჩვენი აზრით, სრულიად სამართლიანად აყენებს მარეგულირებელი კომისიების რიცხვის შემცირებას, მათი, როგორც ბიუროკრატიული ორგანოდან (არც თუ იშვიათად კორუფციული) ქმედით ორგანოდ გარდაქმნის აუცილებლობას. პარლამენტი არა ღებულობს ამ წინადადებებს.

ეკონომიკური თავისუფლების მისაღწევად სახელმწიფო სტრუქტურებში თავი უნდა დაანებონ ეკონომიკაში ტოტალურ ჩარევას და მთავარი აქცენტი გადაიტანონ ისეთი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებაზე, როგორიცაა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, ბაზრის მონაწილეთა საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათთვის სამეურნეო ცხოვრების ერთიანი, თანაბარი, გამჭვირვალე და სტაბილური პირობების შექმნა და ამ პირობების კანონმდებლობის სახით გაფორმება, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის ხელოვნური, ბიუროკრატიული შეზღუდვების მოსპობა, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა, სამეურნეო კონტრაქტების აღსრულების უზრუნველყოფა, კანონების პატივისცემის დამკვიდრება.

უნდა მოხდეს საკანონმდებლო აქტების რევიზია და იმ დებულებების და ნორმატივების გაუქმება, რომელშიც სახელმწი-ფო მართვის სხვადასხვა დონეზე მოკალათებულ ჩინოვნიკებს ხელში უგდებს უამრავი საკითხების გადაწყვეტას სუბიექტური შეხედულებების მიხედვით.

_____________________

1 А. Маршал. Принципы экономической науки. м. 1993. Книга 1. стр. 308.