![]() |
მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების რეალიზაცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|არჩევნები |
წყარო:
მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების რეალიზაცია / სამოქ. ინტერესების დაცვის პროგრამა ; [გამოც. მოამზადეს: კონსტანტინე კანდელაკმა, გივი ამირანაშვილმა, ალექსანდრე ცხოვრებაძემ] - თბ. : სამოქ. კულტ. საერთ. ცენტრი, 2004 - 64გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 31225] UDC: 324 + 342.8 F 73.359/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი თბილისი 2004 გამომცემა განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the children) მხარდაჭერით გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს USAID-ისა ან Save the children-ის შეხედულებებს გამოცემა მოამზადეს: კონსტანტინე კანდელაკმა გივი ამირანაშვილმა ალექსანდრე ცხოვრებაძემ |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“, ,,სიღნაღის საინფორმაციო ცენტრი“, ,,დინამიური ფსიქოლოგია განვითარებისა და დემოკრატიისათვის“ და სათემო საზოგადოება ,,სიღნაღელები“ 2003 წლის 1 ივნისიდან 2004 წლის 1 მაისამდე სიღნაღსა და ლაგოდეხში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ორგანიზაცია ,,განავარჩინოთ ბავშვების“ (Seve the Children) მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი ,,მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების რეალიზაცია“.
პროექტი მიზნად ისახავდა, ერთი კონკრეტული რაიონის (სიღნაღი) მაგალითზე, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების ფართო მონაწილეობის გზით საარჩევნო კოდექსით აღიარებული ამომრჩევლის (აქტიური და პასიური) უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობას.
კერძოდ:
საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას; არჩევნების იდეის პოპულარიზაციას;
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალური დონის ამაღლებას;
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის ხელშეწყობას;
არჩევნების მაქსიმალურ დაცვას გაყალბებისა და კანონდარღვევებისაგან; საარჩევნო კანონის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის პრეცენდენტების შექმნას;
საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპის განხორციელებას;
საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების მიმართ;
პროექტი მიზნის მისაღწევად ითვალისწინებდა შემდეგი საქმიანობების განხორციელებას:
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების, სოფლებში საჯარო შეხვედრების ორგანიზების, საგანმანათლებლო მასალების გავრცელების და არჩევნების დღის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ადგილობრივი მოხალისეების მოზიდვას და მათ სწავლებას;
ამომრჩეველთა სიების გადამოწმება-საზუსტებას;
ამომრჩეველთა განათლებას. არჩევნების დღის პროცედურის შესახებ საინფორმაციო სახის სამახსოვროს გამოცემას (10000 ტირაჟით) და ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით აუდიოკლიპების გადაცემას;
ტრენინგების და სემინარების ჩატარებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის;
საარჩევნო სუბიექტებს შორის საარჩევნო პერიოდში ქცევის წესებზე შეთანხმებას;
ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ერთობლივი შეხვედრების ორგანიზებას ამომრჩევლებთან;
არჩევნების დღის მონიტორინგს;
საარჩევნო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის შექმნას;
2 ნოემბრის არჩევნების შემდგომ განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, გადაწყდა პროექტის მიზნების განხორციელების გაგრძელება ჯერ 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო, ხოლო შემდგომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე. 28 მარტის არჩევნებზე გადაწყდა სიღნაღის რაიონის გამოცდილების გავრცელება ლაგოდეხის რაიონშიც. ამ არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე დაიგეგმა შემდეგი საქმიანობის განხორციელება:
ტრენინგების და სემინარების ჩატარება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის და არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისათვის;
ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით საგანმანათლებლო აუდიოკლიპების მომზადება და გადაცემა;
არჩევნების დღის მონიტორინგი;
საარჩევნო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის გაგრძელება;
![]() |
2 განხორციელებული საქმიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
1. ადგილობრივი მოხალისეების მოზიდვა და მათი სწავლება;
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე სათემო საზოგადოება ,,სიღნაღელმა“ სიღნაღის რაიონში შემავალი სოფლებიდან მოიზიდა დაახლოებით 80-მდე მოხალისე. პირველ ეტაპზე მოხალისეებს ჩაუტარდათ გასაუბრება სადაც მათ განემარტათ პროექტის მიზნები და მათ მიერ განსახორცელებელი საქმიანობა. გასაუბრებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მათ პოლიტიკურ ნეიტრალობას. ჩაუტარდათ მარტივი ინტელექტის ტესტი. გასაუბრებისა და ტესტის შედეგებზე დაყრდნობით შეირჩა 60 მოხალისე. ამის შემდეგ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისათვის მომზადების მიზნით ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი და ტრენინგები. ტრენინგების შედეგად მოხალისეებმა შეიმუშავეს სწორი კომუნიკაციის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის, კონტაქტის დამყარების, ინტერვიუს აღების, საჯარო შეხვედრების მოწყობის უნარ-ჩვევები.
2 ნოემბრის არჩევნების მონიტორინგის განხორციელების მიზნით მოხალისეებს ჩაუტარდათ სამდღიანი ტრენინგები ,,როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს“, სადაც შეისწავლეს საარჩევნო კოდექსი და მონიტორინგის განხორციელების მექანიზმები. პროექტის გაგრძელების შემდეგ, როგორც 4 იანვრის ისე 28 მარტის არჩევნების წინ ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც მათ გავაცანით ის სიახლეები, რომლებიც არჩევნების პროცედურებმა განიცადეს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 28 მარტის არჩევნებზე გადაწყდა პროექტის აქტიობების განხორციელება ლაგოდეხის რაიონშიც. ამ მიზნით ლაგოდეხში შეირჩა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ სახით, რომლის დახმარებითაც შეირჩა და მოამზადა 56 მოხალისე დამკვირვებელი.
2. საარჩევნო სიების გადამოწმება-დაზუსტება;
საარჩევნო სიების გადამოწმება-დაზუსტების (აუდიტის) პროცესი განხორციელდა ოქტომბრის პირველ ნახევარში. ამ მიზნით მოხალისეებს გადაეცათ ცსკ-დან აღებული საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები. მათი საშუალებით მოხდა ამ სიების გადამოწმება (კარდაკარ დაიარეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლები) ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე. ჩვენს მოხალისეებს დავურიგეთ ამომრჩეველთა სიებში შეყვანის მოთხოვნის განცხადების ფორმა, რომელიც უნდა შეევსო ამომრჩეველს, რომელიც არ იყო შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში. ასეთი ამომრჩევლი გამოვლინდა 206. თითქმის ყველამ შეავსო ეს ფორმა. ამის შემდეგ მოხდა აუდიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის შედარება ცსკ-ს მიერ შედგენილ სიებთან. აუდიტის შედეგად ჩვენ მივიღეთ შემდეგი ინფორმაცია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით სიღნაღის რაიონში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შედგენდა 31 043. მონიტორინგის შედეგად ცესკოს სიებში ჩვენს მიერ აღმოენილ იქნა 1322 უზუსტობა.
ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც ეს ინფორმაცია გადასცა ცსკ-ს. ცსკ-ს ეს ინფორმაცია IFES მეშვეობით ელექტრონულად უნდა დაემუშავებინა და უკან უნდა დაებრუნებინა საოლქო კომისიისათვის. რაც სამწუხაროდ ცნობილი მოვლენების გამო არ განხორციელდა. საოლქო კომისიამ მიიღო ინსტრუქცია არჩევნები ჩაეტარებინა ძველი სიებით. სადაც დროის სიმცირის და სურვილის არ არსებობის გამო საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ გამოიყენა.
3. ამომრჩეველთა განათლება;
საარჩევნო პროცესების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით 2 ნოემბრის არჩევნებისათვის პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა და გავრცელდა 10 000 ბუკლეტი ,,ამომრჩეველთა სამახსოვრო“. ბუკლეტში შევიდა ინფორმაცია არჩევნების დღის შესახებ, ბუკლეტში მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით აღწერილია ყველა პროცედურა, რომელიც ამომრჩეველმა უნდა გაიაროს კენჭისყრის დღეს. ბუკლეტები მოხალისეების საშუალებით გავრცელდა მთელი სიღნაღის რაიონის მასშტაბით. გარდა ბუკლეტისა აღნიშნული ინფორმაცია დაიბეჭდა სიღნაღის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენში.
ამავე მიზნით ადგილობრივი რადიოს ,,ათლეტის“ და ლაგოდეხის რადიო ,,ჰერეთის“ საშუალებით სამივე არჩევნების წინ დღეში სამჯერ გადიოდა შემდეგი შინაარსის სარეკლამო რგოლები:
1. ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მოწოდება (შეამოწმეთ ხართ თუ არა ამომრჩეველთა სიაში...);
2. ინფორმაცია კენჭისყრის ფარულობის შესახებ;
3. მოწოდება - ,,ყველანი არჩევნებზე“;
4. რეკლამა საარჩევნო იურიდიული ცენტრის შესახებ;
5. საარჩევნო დღის პროცედურის აღწერა.
ამასთანავე 23 ოქტომბერს და 1 ნომბერს რადიო ,,ათლეტის“ პირდაპირ ეთერში, ხოლო 23 მარტს რადიო ,,ჰერეთის“ ეთერში გადაიცა ნახევარსაათიანი გადაცემა ,,წინასაარჩევნო სიტუაცია სიღნაღის რაიონში“ და ,,კენჭისყრის პროცედურები“. გადაცემის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო საკითხებზე და ამომწურავი პასუხი გასცეს მოსახლეობის შეკითხვებს. მოსახლეობა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა წინასწარი რეგისტრაციისა და მარკირების საკითხების მიმართ.
4. კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრის ორგანიზება;
მოეწყო მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ერთობლივი შეხვედრები ამომრჩევლებთან. ამ შეხვედრებზე კანდიდატებმა სათიათაოდ გააცნეს ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამები, უპასუხეს შეკითხვებს.
5. საარჩევნო სუბიექტებს შორის საარჩევნო პერიოდში ქცევის წესებზე შეთანხმება;
კანდიდატებს და პარტიებს შევთავაზეთ ჩვენმს მიერ მომზადებული ქცევის კოდექსი (იხ. დანართი 2), ამ კოდექსს ხელი მოაწერეს დეპუტატობის კანდიდატებმა ნუგზარ შოშიაშვილმა, ირინა ფხოველიშვილმა, გოგი ნიკვაშვილმა, აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის, ბურჯანაძე-დემოკრატების, აღორძიენბის კავშირის, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა.
6. ტრენინგების და სემინარების ჩატარება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის;
პროექტის განხორციელების პერიოდში (სამივე არჩევნებზე) ჩატარდა ტრენინგების ციკლი პარტიების მიერ დაინიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის და წარმომადგენლებისათვის. მომზადდა, გამრავლდა და ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ ჩვენს მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის მასალები. აგრეთვე ჩატარდა სემინარები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის, თემაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის როლი საარჩევნო პროცესში.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სიღნაღისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ყველა საუბნო საარჩევნო კომიის შემადგენლობა საშუალოდ 50%-ით იქნა შეცვლილი. სიღნაღში მხოლოდ შვიდი ძველი კომისიის თავმჯდომარე დარჩა უცვლელი, ხოლო ლაგოდეხში საუბნო საარჩევნო კომისიის თითქმის ყველა თანამდებობის პირი გადააყენეს თანამდებობიდან. გამონაკლისია აზერბაიჯანელი და ოსი ეროვნებით დასახლებული საარჩევნო უბნები (დაახლოებით 5 უბანი), სადაც, კომისიის შემადგენლიბა თითქმის უცვლელი დარჩა.
ოთხი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების საფუველზე ტრენინგები ჩავუტარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებს და მდივნებს. რადგანაც უმრავლესობა თავმჯდომარეებისა და მდივნებისა პირველად ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, ტრენინგებზე საარჩევნო პროცედურების შესწავლასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების შესწავლას. 28 მარტის არჩევნებზე ტრენინგები როგორც სიღნაღში, ისე ლაგოდეხში ჩავუტარეთ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს და მათ წარმომადგენლებს. რაც შეეხება საუბნო კომისიის თანამდებობის პირებს (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი), მათ ცსკ-ს შესაბამისი სამსახური IFES ერთად ცალკე უტარებდა სწავლებას და გადასცემდა სერთიფიკატებს. თუმცა ხშირი იყო შემთხვევები, როცა ისინი გამოხატავდნენ ინტერესს ჩვენი სწავლების მიმართ და აქტიურადაც მონაწილეობდნენ. მიხედავად იმისა, რომ მათ უკვე გავლილი ჰქონდათ სპეციალური კურსები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მათი მომზადების დონე აშკარად დაბალი იყო, რაც კარგად გამოიკვეთა ჩვენი სწავლების დროსაც.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილმა სწავლებამ სამივე არჩევნებზე ნაყოფიერად ჩაიარა, რაც განპირობებული იყო იმითაც, რომ სწავლების მეთოდიკა ნაკლებად იყო სალექციო ხასიათის და ძირითადად ითვალისწინებდა სწავლების პროცესში კომისიის წევრთა აქტიურ მონაწილეობას. მონაწილეთა სწავლება მიმდინარეობდა ე. წ. სამუშაო ჯგუფების მიხედვით, სადაც ხდებოდა თემატური საკითხების ათვისება და შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებდა თემის პრეზენტაციას. ტრენინგის მონაწილეები ტრენინგის დასაწყისში და ბოლოს ავსებდნენ ჩვენს მიერ მომზადებულ საარჩევნო კანონის ცოდნის შემფასებელ ტესტს. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილემ სხვადასხვა დონით გაიუმჯობესა ცოდნის დონე. საკმაოდ დადებითი იყო საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა განწყობა როგორც ჩვენი ორგანიზაციის ,,ტრენერების“, ისე მთლიანობაში ჩატარებული ტრენინგის მიმართ.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მათ არ ჰქონდათ საარჩევნო კოდექსები. ჩვენმა ორგანიზაციამ უზრუნველყო მათთვის გარკვეული რაოდენობის საარჩევნო კოდექსების გადაცემა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად.
სამივე არჩევნების დროს, ჯამში სწავლება გაიარა 1000-ზე მეტმა კომისიის წევრმა.
7. საარჩევნო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი;
პროექტის მსვლელობისას ფუნქციონირებდა იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც სიღნაღში განთავსებული იყო საინფორმაციო ცენტრის ოფისში, ხოლო ლაგოდეხში, სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ოფისში. ცენტრის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები. ცენტრის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ჩვენი მოხალისეების და რადიოს მეშვეობით. სიღნაღის საინფომაციო ცენტრის ბიულეტენში (ტირაჟი 2000) გამოქვეყნდა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, სადაც მითითებული იყო იურიდიული საკონსულტაცია ცენტრის კოორდინატები. ცენტრში ფუნქციონირებდა სატელეფონო ,,ცხელი ხაზი“, რომლის საშუალებითაც ჩვენი წარმომადგენლები სატელეფონო კონსულტაციას უწევდნენ მოსახლეობას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ცენტრი კოორდინაციას უწევდა არჩევნების მონიტორინგის განხორცელებას. ცენტრი ახდენდა რეგირებას ყველა სახის დარღვევაზე. ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც მოხდა 2 ნოემბრის არჩევნებზე ცენტრის მეშვეობით გასაჩივრებულ იქნა ჯერ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ საოლქო სასამართლოში. ცენტრისმიერ მომზადებულ იქნა რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
8. არჩევნების მონიტორინგი;
სამივე არჩევნებზე ჩვენს მიერ განხორციელდა არჩევნების დღის მონიტორინგი. მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეირჩა მოხალისე დამკვირვებლები, რომლებსაც ჩაუტარდათ სწავლება. ტრენინგი მიმდინარეობდა იმ მეთოდით, რომლითაც მომზადდა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. ძირითადი ყურადღება ეთმობოდა დამკვირვებლის უფლებებისა და მოვალეობების შესწავლას, საჩივრების დაწერის კულტურასა და პროცედურებს. გარდა ამისა, მათ გადაეცათ დამკვირვებლებისათვის განკუთვნილი საარჩევნო მასალა (მათ შორის დაკვირვების ოქმები) და საჩივრების/ განცხადების ნიმუშები.
დაკვირვება განხორციელდა სიღნაღის ოლქის (29 უბანი) და ლაგოდეხის (28 უბანი) ყველა საარჩევნო უბანზე. მონიტორინგს ახორციელებდა 116 მოხალისე, რომლების პრიოდულად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. დამკვირვებლები არჩევნების მსვლელობისას ავსებდნენ დაკვირვების ოქმებს. ოლქების ტერიტორიაზე მოძრაობდა 12 მობილური ჯგუფი, თითოეული ჯგუფი ემსახურებოდა საშუალოდ 5 საარჩევნო უბანს. მობილური ჯგუფები ძირითადად დაკომპლექტებული იყო საქართველოს ახლაგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებით.
![]() |
3 მონიტორინგის ანგარიში |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის 2 მნოემბრის საპარლამენტო არჩევნები
არჩევნების დღეს თითქმის ყველა საარჩვნო უბანი გაიხსნა დადგენილ დროს.
ყველა დამკვირვებელი შეუფერხებლად იქნა დაშვებული საარჩევნო უბანზე.
ჩვენი დამკვირვებლების გარდა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების დამკვირვებლები: ,,ახალგაზრდობის საერთაშორისო ასოციაცია“, ,,ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია“, ,,სამართლიანი არჩევნები“, ,,საქართველოს არასამთავრობო სექტორის ურთიერთობათა ცენტრი“, ,,საქართველოს მშენებელთა სოციაცია“ და ,,დემოკრატ იურისტთა კავშირი“.
ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
საარჩევნო უბნები არ იყო სათანადოდ მოწყობილი. უმრავლეს საარჩევნო უბნებში არ იყო გამოკრული ხმის მიცემის ინსტრუქციები, სადემონსტრაციო ოქმები, ჩანაწერთა წიგნები, და ა. შ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების განცხადებით, ეს მასალები მათ საარჩევნო ოლქიდან არ ჰქონდათ მიღებული.
დაუზუსტებელი იყო ამორჩეველთა სიები. მრავალი ამომრჩეველი, რომელიც თავის დროზე შეყვანილი იყო სიებში, მას მერე რაც კომისიებმა ხელით გადაწერეს სიები, არ აღმოჩნდა სიაში. ამის გამო მათ ვერ შეძლეს აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება.
უმრავლეს საარჩევნო უბნებში, კომისიის თავმჯდომარეები ცდილობდნენ კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრის გარეშე გაენაწილებინათ, რაც ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ იქნა აღმოფხვრილი.
არ ხდებოდა სათანადოდ გადასატანი ყუთის დალუქვა და მასში საკონტროლო ფურცლის ჩაგდება.
დღის პირველ ნახევარში რამოდენიმე საარჩევნო უბანში კონვერტებზე ხელს აწერდა კომისიის მხოლოდ ერთი წევრი. კერძოდ, #14 უბანში რამდენიმე კონვერტი ჩავარდა ერთი ხელმოწერით. დამკვირვებლის მითითების შემდეგ თავმჯდომარემ ყველაფერი საარჩევნო კომისიას დააბრალა და განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო ცსკ-ს დადგენილება, რითაც კონვერტზე ორი ხელმოწერა დადგინდა. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა #15 საარჩევნო უბანზე, სადაც აღმოჩნდა არამარტო ისეთი კონვერტი, რომელსაც მხოლოდ ერთი ხელმოწერა ჰქონდა, არამედ განსხვავებულ ბეჭდიანიც. დამკვირვებელს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი ხმის დათვლის დროს შეამჩნია და ამ კონვერტთა ბათილობა მოითხოვა, თავმჯდომარემ განუმარტა, რომ ის შეცდომაში შეიყვანა საოლქო-საარჩევნო კომისიამ: არ გადასცა საუბნო კომისიას ცსკ-ს ზემოთაღნიშნული დადგენილება და არ განუმარტა თუ რომელი ბეჭდით უნდა დამოწმებულიყო კონვერტი. თავმჯდომარე, მისივე განცხადებით, დაუკავშირდა საოლქო კომისიას და აცნობა აღნიშნული ფაქტი, ხოლო კომისიამ მისცა მითითება, რომ მსგავსი ბიულეტენები არ ჩაეთვალათ ბათილად.
ბიულეტენების გაცემა ხდებოდა კანონით განსაზღვრული საბუთების წრდგენის გარეშე.
უბნის გარეთ მიმდინარეობდა აგიტაცია და ამომრჩევლებზე ზეწოლა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ სოფლის გამგებლები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერეოდნენ საარჩევნო კიმისიების მუშაობაში. #5 და #29 საარჩევნო უბნებში სოფლის გამგებლები იყვნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. #5 საარჩევნო უბანში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ იმყოფებოდნენ გამგებელი და მისი მოადგილე. თითქმის ყველა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შემჩნეოდა პოლიციელთა მობილიზება, თუმცა ისინი კენჭისყრის შენობაში არ იმყოფებოდნენ და უშუალოდ არ ერეოდნენ პროცესში.
ხმების დათვლის პროცესში საარჩევნო უბნიდან გაძევების ფაქტი დაფიქსირდა ოთხ (5, 12, 13, 27) უბანში.
ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე შედგენილ იქნა საჩივრები.
ხმების დათვლის პროცესში ორ უბანზე #12 და #13 მოხდა შედეგების გაყალბება. რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რის შედეგედაც ისინი უბნიდან გამოაძევეს. ამ ფაქტებზე ჩვენს მიერ შედგენილ იქნა საჩივარი უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი საჩივარი არ განიხილა, რაც ჩვენ ჯერ რაიონულ და შემდეგ საოლქო სასამართლოებში გავასაჩივრეთ, სამწუხაროდ სასამართლოებმა ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილეს (იხ. დანართი 1).
დასკვნის სახით შეიძლება, ითქვას, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები სიღნაღის საარჩევნო ოლქში სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, რამაც საბოლოო შედეგებზე სერიოზული გავლენა მოახდინა.
2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები.
ყველა უბანი გაიხსნა კანონით განსაზღვრულ დროს 07:00 საათზე.
თითქმის ყველა უბანში გამოცხადდა კომისიის წევრთა სრული რაოდენობა, გარდა მე-2 (9 წევრი); მე-6 (13 წევრი); მე-11 (13 წევრი); მე-12 (12 წევრი); მე-17 (13 წევრი); მე-18 (8 წევრი); მე-19 (10 წევრი) და 26-ე (13 წევრი) უბნებისა.
სიღნაღის რაიონის მასშტაბით დაკვირვებას ახორცილებდა ძირითადად ორი დამკვირვებელი ორგანიზაცია - ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“.
ყველა უბანში იყო გამოკრული ამომრჩეველთა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სიები, ხმის მიცემის ინსტრუქცია, სადემონსტრაციო ოქმი და საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესი. წესისამებრ მომზადდა და განსაზღვრული რაოდენობით დაიდგა ფარული კენჭისყრის კაბინები და სარეგისტრაციო მაგიდები. არ დაფიქსირებულა რომელიმე კანდიდატის სააგიტაციო მასალა.
ყველა უბანში განხორციელდა კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები:
შემოწმდა საარჩევნო უბნის ბეჭდის პაკეტის მთლიანობა; წილისყრით იქნა გამოვლენილი კომისიის წევრთა ფუნქციები; გამოცხადდა ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან, სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების მიხედვით, მიღებული ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობა; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირმა მოაწერა ხელი ჩანაწერთა წიგნში; კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნა სადემონსტრაციო ოქმში, ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში; დადგენილ დროს იქნა დალუქული საარჩევნო ყუთები უბნების უმეტესობაში, მხოლოდ ქ. წნორის #10 ასანურის და #11 კვენაკელის უბნებში დაილუქა ყუთები პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე; კენჭისყრა ყველა უბანში დაიწყო 08:00 საათზე.
პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ ყველგან შეივსო საკონტროლო ფურცლები და შევიდა მასში შესაბამისი მონაცემები. არცერთ უბანში არ დაფიქსირებულა პირი, რომელსაც კანონით უბნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ყველა უბნის სიახლოვეს იმყოფებოდნენ პოლიციელები, თავმჯდომარეთა განცხადებით - საჭირო სიტუაციაში წესრიგის დაცვის მიზნით. ყველა უბანზე მიმდინარეობდა მარკირების შემოწმების პროცედურა. მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემა თითქმის ყველა უბანში არსებობდა: ამომრჩეველთა ნაწილი (ძირითადად ასაკოვანი) პროტესტს აცხადებდა გაეკეთებინათ მისთვის მარკირება. უმეტესი მათგანი არ ღებულობდა მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო მცირე ნაწილმა მოახერხა ხმის მიცემა მარკირების გარეშე. არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა პირადობის მოწმობის გარეშე საარჩევნო ბიულეტენების გაცემის, ამომრჩეველზე ზემოქმედების ან აგიტაციის, წინასწარშევსებული ბიულეტენების გაცემის, ამომრჩევლისათვის ბიულეტენის შევსების, ბიულეტენში შესაბამისი ნომრის მითითების, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სიტყვიერი აგიტაციის ან სხვა ფაქტი. კენჭისყრის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა. ყველგან ჩატარდა წილისყრა მთვლელთა გამოსავლენად, ყველა უბანში მთელი დღის განმავლობაში ივსებოდა სადემონსტრაციო ოქმი, ჩანაწერთა წიგნი და შედეგების შემაჯამებელი ოქმი, დაითვალეს და დალუქეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და გამოუქვეყნებელი ბიულეტენები და კონვერტები, მხოლოდ ქ. წნორის #10 ასანურის სარჩევნო უბანში იქნა ზემოთაღნიშნული პროცედურა ჩატარებული კანონის დარღვევით: სიები, ბიულეტენები და კონვერტები არ იქნა დალუქული ყუთის გახსნამდე.
შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისიებმა კარგად გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს, ამაზე მეტყველებს არა მარტო ჩვენი დამკვირვებლების ოქმები, არამედ შედეგების შემაჯამებელი ოქმებიც, რომლებიც, ძირითადად საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით სწორად იყო შევსებული.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სიღნაღის საარჩევნო ოლქში სამართლიანად და საარჩევნო კოდექსის (მცირეოდენი პროცედურული დარღვევების გარდა) სრული დაცვით ჩატარდა.
2004 წლის 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ დარღვევებს, რომლებსაც 2004 წლის 28 მარტს ადგილი ჰქონდა სიღნაღისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე.
#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #18 კაბალის, #19 განჯალის, #20 უზუნთალისა და #21 ყარაჯალის საარჩევნო უბნებში (აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული ტერიტორია) ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ და მასშტაბურ დარღვევებს, კერძოდ:
აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ სისტემატიურად ხდებოდა ამომრჩეველთა ნაცვლად ხელმოწერების შესრულება ამომრჩეველთა სიებში. აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ დიდი ფანტაზიით. ხელმოწერების შესრულება ამომრჩეველთა სიებში ძირითადად ხდებოდა ერთიდაიმავე კომისიის წევრის (რეგისტრატორის) მიერ.
აღნიშნულ დარღვევებს თან ახლდა წინასწარ შემოხაზული ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა საარჩევნო ყუთებში (მაგ. ყარაჯალაში დაფიქსირდა წინასწარ შემოხაზული 500 ბიულეტენი). პარტიების წარმომადგენლებისა თუ დამკვირვებლების მიერ გამოთქმული სერიოზული შენიშვნების საპასუხოდ მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ხშირ შემთხვევებში მუქარა (მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლების მისამართითაც).
ამასთანავე, ცალკეული პარტიების წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ფაქტების დაფიქსირებისას, ადგილი ჰქონდა პარტიებს შორის გარიგებისა და ხმების გადანაწილების შემთხვევებს, რაც წარსულიდან მომდინარეობს და ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიების დაუძლეველი სენია.
არაერთხელ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლის მიერ ოჯახის სხვა წევრთა ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევები. საარჩევნო კანონმდებლობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 11 თებერვლის #18 დადგენილების უხეში დარღვევით, კენჭისყრის დღეს ზემოთ დასახელებულ უბნებში გაიცემოდა ამომრჩეველთა მოწმობები.
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებში არათუ იმყოფებოდნენ ადგილობრივი სოფლის გამგებლები და საკრებულოს წევრები, არამედ, უშუალოს მონაწილეობდნენ კიდეც საარჩევნო პროცესში, მათ შორის ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო უბნები არ იყო მოწყობილი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად. საარჩევნო უბნები განთავსებული იყო სკოლის ვიწრო დერეფნებში და იმდენად დაშორებული იყო სარეგისტრაციო მაგიდა და საარჩევნო ყუთი ერთმანეთისგან (ერთი დერეფნის თავში, მეორე კი ბოლოში), რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ერთდროული დაკვირვების წარმოება ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და ყუთში კონვერტის ჩაგდების პროცესზე. არ არსებობდა კაბინებს შორის ტიხრები. ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლების შენიშვნის შედეგად, მოგვიანებით გამოსწორებულ იქნა აღნიშნული ხარვეზი.
#18 კაბალის, #19 განჯალის, #20 უზუნთალისა და #21 ყარაჯალის საარჩევნო უბნებში 12:00 და 17:00 საათამდე კატასტროფულად, კონვეირული წესით იზრდებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა, რაც აშკარად არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს. მაგალითად, #21 ყარაჯალის საუბნო ოქმის მიხედვით, 5 საათიდან 8 საათამდე 1000-მდე ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია (12 წამში ერთი ამომრჩეველი). #18 კაბალის საუბნო ოქმის მიხედვით 12 საათიდან 5 საათამდე 1100 ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია (18 წამში ერთი ამომრჩეველი), ხოლო 12-დან 8 საათამდე 1600 ამომრჩეველმა (16 წამში ერთი ამომრჩეველი). ანალოგიური სურათია განჯალისა და უზუნთალის საარჩევნო უბნებზეც. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღეს ცალკეულ უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა რეალურად არ აღემატება 150 ამომრჩეველს.
#21 ყარაჯალის საუბნო კომისიის ოქმის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში მეტია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. უბნის შემაჯამებელ ოქმში არაა დაჯამებული ნამდვილ ბიულეტენთა რაოდენობა (მიცემულ ხმათა რაოდენობათა ჯამი). ამასთან, ოქმში მონაცემები გადასწორებულია. საარჩევნო კოდექსისი 51 პრიმა მუხლის თანახმად, ასეთი სახის ოქმი ბათილია. ამავე უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით კი მიღებული ბიულეტენებიდან 21 ბიულეტენი საერთოდ დაკარგულია. მსგავსი უზუსტობები სხვა ოქმებშიც.
#19 განჯალის საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის მხოლოდ 7 წევრი, მათ შორის არაა თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. ამასთან, ოქმი კომისიის ბეჭდით არაა დამოწმებული.
#20 უზუნთალის საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში არაა დაჯამებული ნამდვილ ბიულეტენთა რაოდენობა (მიცემულ ხმათა რაოდენობათა ჯამი), ხოლო მონაცემები არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გადასწორებულია. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სხვა არაერთ სერიოზულ დარღვევას, რაც არსებითად ცვლის ამ უბნებში კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების რეალურ სურათს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აღნიშნულ უბნებზე არჩევენები არ შემდგარა.
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად გაყალბების პროცესში არანაკლები წვლილი მიუძღვის ზოგიერთი პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
როგორც მოგეხსენებათ, #18 კაბალის, #19 განჯალის, #20 უზუნთალისა და #21 ყარაჯალის საარჩევნო უბნებში ისტორიულად არსებობდა არჩევნების გაყალბებითა და კანონმდებლობის უხეში დარღვევებით ჩატარების ტრადიცია. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეიცვალა ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება არჩევნებისადმი, კაბალის მოსახლეობისთვის არ შეცვლილა არჩევნების ჩატარების (გარდა სუბიექტის რიგითი ნომრისა და დასახელებისა) მისეული პრინციპები, უფრო მეტიც, ამან შეუქცევადი ხასიათიც კი მიიღო).
თუ არ ჩავთვლით ზემოთაღნიშნულ უბნებს, #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სხვა სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქს, საერთო ჯამში, იქ არჩევნებმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული უბნები, სადაც ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სერიოზული დარღვევები.
#15 ჯუგაანის საარჩევნო უბანზე, ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაახლოებით საღამოს 19 საათისთვის დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრის ფაქტი. ჩვენს დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დაწერის უფლება, უფრო მეტიც, მას, მისთვის უცნობი პიროვნება ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და განუცხადა, რომ ის ვერც საჩივარს დაწერდა და ვერც საარჩევნო უბანს დატოვებდა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მან მაინც შეძლო დაეტოვებინა საარჩევნო უბანი იმ მიზნით, რომ საჩივარი უშუალოდ საოლქო საარჩევნო კიმისიაში შეეტანა. მას თან გამოჰყვა აღნიშნული პირი და მასთან ერთად პოლიციელი. მათი მოთხოვნა შემდეგში მდგომარეობდა: თვალი დაეხუჭა დარღვევებზე და აღნიშნული ფაქტების შესახებ არ განეცხადებინა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
#13 ბოდბისხევის საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მოხდა წინასწარ შევსებული საარჩევნო ბიულეტენების (დაახლოებით 50 ცალი) ჩაყრა საარჩევნო ყუთში. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზე ჩვენმა დამკვირვებელმა გამოთქვა პროტესტი, რაზეც კომისიის წევრებმა განუცხადეს, რომ არ იყო ქვორუმი (ანუ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საკმარისი რაოდენობა) და სწორედ ამიტომ კომისია იძულებული იყო გაეზარდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა.
მცირე სახის დარღვევები დაფიქსირდა სიღნაღის ოლქის რამდენიმე უბანზე. ჩვენი დამკვირვებლების აქტიური ჩარევის შედეგად ნაწილი იმ დარღვევებისა გამოსწორებულ იქნა.
აი, ის ძირითადი დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა #13 სიღნაღისა და #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქებში. მიუხედავად აღნიშნულისა, თუ არ ჩავთვლით ზემოთდასახელებულ უბნებს, 2004 წლის 28 მარტის არჩევნები გასულ წლებთან შედარებით, მთლიანობაში ორივე ოლქში ნორმალურად ჩატარდა.
![]() |
4 საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ, 2004 წლის 28 მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისათვის #57 განკარგულებით დაამტკიცა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემაჯამებელი ოქმი შინაარსობრივი თვალსაზრისით არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საარჩევნო კოდექსთან. ერთი შეხედვით, ოქმის შევსების ტექნიკური მხარე გაცილებით გამარტივებულია წინათ დამტკიცებულ ოქმებთან შედარებით. თუმცა, ყოველივე ეს განხორციელდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. კერძოდ, შემაჯამებელ ოქმში სრულად არაა შეტანილი ის მონაცემები, რომელიც საარჩევნო კოდექსის 60-ე მუხლის მე-3 პუნქტში დეტალურადაა განსაზღვრული. სახელდობრ, შემაჯამებელ ოქმში, კოდექსის 60-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა აღინიშნოს:
ა) მიღებული, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა;
ბ) ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში;
გ) კონვერტების რაოდენობა ძირითად და გადასატან ყუთებში.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კანონმდებელი საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლზე მუშაობისას ითვალისწინებდა კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურების მასობრივ დარღვევებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებლობით შემოღებულ იქნა მთელი რიგი პროცედურებისა, რაც გარკვეულწილად გაყალბების თავიდან აცილებისა და საარჩევნო პროცესის გამჭირვალობის გარანტი უნდა გამხდარიყო. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის დღეს ჩასატარებელი პროცედურების რაოდენობის შემცირება კი ნამდვილად არ ემსახურება აღნიშნულ მიზანს, მით უფრო, თუ იგი კანონმდებლობის აშკარა დარღვევითაა დადგენილი. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება არ არის ნორმატიული აქტი და აქედან გამომდინარე განკარგულებით არ შეიძლებოდა ახალი ნორმის შემოღება, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იგი საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება. დამატებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 2 მარტის #32 დადგენილებით (იხ. მე-5 მუხლი) განსაზღვრა ის ძირითადი მონაცემები, რომლებიც უნდა აისახოს შემაჯამებელ ოქმში. ამ დადგენილებაშიც, #57 განკარგულების მსგავსად, არაა გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსის 60-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მოთხოვნები.
საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც გამოიცემა კანონის საფუძველზე და იგი სრულიად უნდა შეესაბამებოდეს კანონს. გარდა ამისა, დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნას ,,ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას“. როგორც ვხედავთ, საკმაოდ იმპერატიულია დადგენილების კანონთან შესაბამისობის მოთხოვნა. დაუშვებელია დადგენილების გზით შეიცვალოს საარჩევნო კოდექსის 60-ე მუხლის მოთხოვნები, როგორც ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინა. საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი ნორმის შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ პარლამენტს შესაბამისი კანონის მოღების საფუძველზე.
გარდა ამისა, ,,საქართველოს ნორმატიური ოლქების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ,,ნორმატიული აქტი უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციით ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“. ამასთანავე, ,,საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15.4 მუხლის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება უნდა გამოიცეს კანონის შესაბამისად და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, ხოლო მისი იურიდიული ძალა განისაზღვრება ,,საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ (ჩვენს შემთხვევაში ცსკოს დადგენილების მიმართ). ,,საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, თითოეული ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებსაც მასთან შედარებით აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა.
როგორც ვხედავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ნორმათა დარღვევას, არამედ, საზოგადოდ, საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებას, რაც უფლებამოსილების გადამეტებისა და ნორმატიული ხასიათის უკანონო თვითშემოქმედებაში გამოიხატა.
საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ მსგავს ფაქტებს ცსკ-ს საქმიანობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის, ცსკ-მ შემოიღო ამომრეჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის მექანიზმი. იმის გამო, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა არ გაიარა წინასწარი რეგისტრაცია, ცსკ-ს გადაწყვეტილებით კენჭისყრის დღესაც გაგრძელდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია. საუბნო საარჩევნო კომისები შემაჯამებელი ოქმის შევსების დროს გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ, ვინაიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი არ შეიცავდა წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ გრაფას. კერძოდ, გაურკვეველი დარჩა, თუ სად უნდა ასახულიყო ამ კატეგორიის ამორჩეველთა რაოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიებს როგორ უნდა დაებალანსებინათ შემაჯამებელი ოქმი.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ცსკ ვალდებული იყო განკარგულებით შესაბამისი სახის ცვლილება შეეტანა შემაჯამებელ ოქმში, რა თქმა უნდა შესატყვის განმარტებასთან ერთად. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცსკ-ს საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის დამატებით უნდა ჩაეტარებინა სათანადო ინსტრუქტაჟი, რაც არ გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით წერილობითი სახის მითითებას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებს გაეგზავნათ კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე. უნდა აღინიშნოს, რომ ცსკ-ს ეს მითითება თავის შინაარსით საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების არაჯეროვანი მუშაობა, რაც შემაჯამებელი ოქმის შევსების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციაში გამოიხატა.
საქართველოს საარჩევნო კოდესის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა)ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დაწყებამდე შეიტანოს მონაცემები შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ (ძირითადი, სპეციალური და სიის დანართის შესაბამისად). ასეთ შემთხვევაში, თუკი საუბნო საარჩევნო კომისია დილიდანვე შეიტანდა მონაცემებს ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ერთიან სიაში, იგი არ იქნებოდა ზუსტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამომრჩევლების გარკვეული ნაწილი დღის განმავლობაშიც გაივლიდა რეგისტრაციას. ხოლო, ამ მონაცემების კენჭისყრის დაწყებამდე შეუტანლობის შემთხვევაში, ირღვეოდა საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, შემაჯამებელ ოქმში კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონაცემების შესაბამისი გრაფის არ არსებობა, აღნიშნული მონაცემების დაფიქსირებასთან დაკავშირებით ქმნიდა დამატებით გაუგებროაბს. რაც შეეხება ცსკ-ს წერილობით მითითებას, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, აღნიშნულმა გარკვეულწილად შეცვალა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები და თავისებურად განსაზღვრა საუბნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმის შევსების წესი (ოქმში არ დაფიქსირდა კენჭისყრის დღეს რეგისტრირებული ამომარჩევლების რაოდენობა), რითაც დაირღვა მოქმედი ინსტრუქციის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ტოლია ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებსა და ამომრჩეველთა სიის დანართში კენჭისყრის მონაწილეთა ჯამისა. უნდა აღინიშნოს, რომ ცსკ-ს ეს მითითება არ შეიძლება განხილულ იქნას სამართლებრივ აქტად და მითუფრო, სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ შეცვლის საარჩევო კოდექსის 52-ე მუხლის დებულებებს.
ამგვარად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ცსკ-ს მხრიდან უკანონო და არაორგანიზებულმა მოქმედებებმა საბოლოო ჯამში გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გაურკვევლობა და აქედან გამომდინარე ის, რომ თითქმის არცერთი საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის არ იყო შევსებული კანონმდებლობით დადენილი წესით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა. პირობითად კომისიის საქმიანობა შესაძლებელია დაიყოს არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდებად.
2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისათვის ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისია მუშაობას შეუდგა 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომების იმართებოდა კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სხდომების ჩატარების შესახებ არ იყო გამოკრული შენობაში საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. გარდა ამისა, არ იყო სათანადო ოპერატიულ-ტექნიკური კავშირი საოლქოსა და საუბნო საარჩევნო კომისიებს შორის. განსაკუთრებით ხშირი იყო პრობლემები ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაციაში გაატარა დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ 7 ორგანიზაცია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ სრულიად უსაფუძვლო არგუმენტების მოშველიებით სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჩვენ ორგანიზაციას ლაგოდეხის რაიონში დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა საოლქოს საარჩევნო კომისიის იურისტი, (ამავე დროს გამგეობის იურისტი), რომლის ფუნქციონალურ კომპეტენციას არ წარმოადგენდა დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარება. საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ადგილობრივ დამკვირვებლებს რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. უფრო მეტიც, სოლქოს იურისტმა აშკარად გადაამეტა თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, როცა სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ სამსახურს. საბოლოოდ, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელთა პრინციპულობისა და ცსკ-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის აქტიური ჩარევის შედეგად შესაძლებელი გახდა პრობლემის გადაწყვეტა. სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს შემდგომშიც ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით კი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით.
ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით არაერთი საჩივარი და განცხადება შემოვიდა, მათ შორის იყო ჩვენი ორგანიზაციის საჩივარი #18 კაბალის, #19 განჯალის, #20 უზუნთალის, #21 ყარაჯალის საარჩევნო უბნებში საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატებოდა კომისიის წევრთა მხრიდან ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების შესრულებაში და წინასწარ გამზადებული ბიულეტენების ჩაყრაში და ა. შ. ამავე დარღვევებზე იყო საუბარი სხვა საჩივრებში. საოლქო საარჩევნო კომისიამ უსაფუძვლო არგუმენტების მოშველიებით არ დააკმაყოფილა ან კიდევ არ განიხილა შემოსული საჩივრების უმრავლესობა. ნაწილობრივ წარმოგიდგენთ საოლქო კომისიის არგუმენტაციას: მაგ. თურმე, განჯალის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადგილზე მოახდინა რეაგირება კომისიის წევრთა მიერ ამომრჩეველთა ხელმოწერების გაყალბებაზე და ამდენად, საოლქო კომისიამ არანაერი რეაგირება არ უნდა მოახდინოს აღნიშნულ ფაქტებზე, კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნება ხელმოწერების სინამდვილის დადგენა. არადა, საოლქო კომისია ვალდებული იყო დეტალურად შეესწავლა ხსენებული ფაქტები და თუ დარღვევებს სერიოზული ხასიათი ჰქონდა და ამავე დროს არსებითად მოქმედებდა უბანში კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე, უნდა მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობის შესახებ. ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა დაესვა საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მონაწილეობდნენ გაყალბებაში.
აღსანიშნავია, რომ #18 კაბალის, #19 განჯალის, #20 უზუნთალისა და #21 ყარაჯალის საარჩევნო უბნებში საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენმა ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც იმ იმედით, რომ იგი დეტალურად შეისწავლიდა საჩივარში მოყვენილ ფარტებს და სათანადო რეგირებას მოახდენდა მათზე. 6 აპრილის სხდომაზე, ცსკ-მ იმსჯელა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივი გამო, რომ თითქოსდა საჩივარი ინფორმაციული ხასიათისაა, რომელსაც არ ახლავს მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომელიც გაამყარებდა საჩივარში მოყვანილ ფაქტებს. არადა, თუკი ცსკ ნამდვილად დაინტერესდებოდა საკითხით, მტკიცებულებების გამოთხოვა #15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიიდან პრობლემას არ წარმოადგენდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულია საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის განსხვავებული აზრი და დანართის სახით თან ერთვის ოქმს, რომელიც ცსკ-ში გადაიგზავნა. ასეთ შემთხვევაში, ცსკ საქართველოს საარჩევნო კოდექსისი 105-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, რაც სამწუხაროდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გაუკეთებია.
ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიამ 28 მარტს, ანუ კენჭისყრის დღეს მიიღო #9 განკარგულება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა #8 ცოდნისკარის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედეგები. მაგ: კომისიამ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ #8 ცოდნისკარის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ხმათა რაოდენობის გრაფაში 380 ციფრის ნაცვლად უნდა ეწეროს 152; ედპ-ტრადიციონალისტების 977 ხმის ნაცვლად 988; სამშობლოს 211 ხმის ნაცვლად - 214; პოლიტიკური გაერთიანება ერთობას ხმათა 692 ნაცვლად დაეწერათ 639. აღსანიშნავია, რომ #8 ცოდნისკარის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არის 1597. #9 განკარგულების შედეგად გამოდის, რომ 2632 ამომრჩეველი მოსულა საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, მონაცემთა ის რაოდენობა, რომელიც შეცვლილ იქნა ახალი განკარგულებით, საერთოდ არ არის დაფიქსირებული #8 ცოდნისკარის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში, რაც სრულ გაუგებრობას იწვევს (მაგ. შემაჯამებელ ოქმში კომუნისტური პარტიის გრაფის გასწვრივ წერია 0, ედპ-ტრადიციონალისტების გასწვრივ კი - 8, იგივე მდგომარეობაა სხვა სუბიექტებთან დაკავშირებით). უფრო მეტიც, ორი დღის შემდეგ 30 მარტს, ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა ოლქში კენჭისყრის შედეგები და დაამტკიცა საოლქოს შემაჯამებელი ოქმი, შესაბამისად, მასში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 28 მარტს #8 ცოდნისკარის საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში შეტანილი ცვლილებები. არავითარი ამის მსგავსი არ მომხდარა. მაგ, საოლქოს ოქმში, საერთო ჯამში ედპ-ტრადიციონალისტებს უწერიათ 538 (მაშინ, როცა ერთ #8 საარჩევნო უბანზე 988 ეწერა); ერთიან კომუნისტურ პარტიას 0 უწერია; სამშობლოს მხოლოდ 3 უწერია (როცა #8 საარჩევნო უბანზე 214 დაეწერა); ჯუმბერ პატიაშვილის ერთობის გრაფაში წერია 696 (გამოდის, რომ მარტო #8 უბანზე მიიღო თითქმის ამდენი ხმა 639 და სხვა 27 უბანზე ერთად აღებული 57 ხმა).
რბილად რომ ვთქვათ, ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დაბალ პროფესიონალიზმზე და მათ არაკვალიფიციურობაზე.
![]() |
5 რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
1. უპირველეს ყოვლისა, სრულ ჰარმონიაშია მოსაყვანი კანონები ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
- ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში იმ სუბიექტთა სიას, ვისგანაც პარტიას ეკრძალება შემოწირულობების მიღება, უნდა დაემატოს ,,საერთაშორისო ორგანიზაციები და მოძრაობები“ და ,,რელიგიური ორგანიზაციები“
2. 29-ე მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება და საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე“.
აღნიშნული გამორიცხავს ამავე კანონის 27-ე მუხლის (წლიური შემოწირულობების ლიმიტით მიღება) სხვაგვარი განმარტებებისა და არჩევნების დროს მისი გამოყენების შესაძლებობას. გარდა ამისა, საარჩევნო წლის შემთხვევაში, პარტიამ ცსკ-ში განცხადების შეტანასთან ერთად უნდა წარადგინოს ინფორმაცია მიმდინარე წლის შემოსავლებისა (წყაროების) და გასავლების შესახებ.
3. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რეგისტრირებულ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღარ სჭირდებათ განმეორებითი რეგისტრაცია, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვებს ,,საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან“ დაემატოს სიტყვები ან ,,არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განცხადების წარდგენიდან“.
4. 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი საჭიროებს ზუსტ ფორმულირებას. დასაკონკრეტებელია რა ვადა იგულისხმება სიტყვაში ,,არჩევნების დროს“ (არჩევნების დანიშვნის თარიღის თუ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგომი პერიოდი). გარდა ამისა, გასარკვევია, აუცილებელია თუა რა ნებისმიერი იმ სახსრების საარჩევნო კამპანიის ფონდში გათვალისწინება, რომელსაც სუბიექტი ხარჯავს პარტიის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული წესით ან ჩვეულებრივ პარტიული საჭიროებისათვის (მაგ. პარტიის ოფისის ხარჯები, მათ შორის მომსახურე პირთა ხელფასები).
5. პრინციპულად შესაცვლელია 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის ფორმულირება და იგი დასაყოფია დამოუკიდებელ პუნქტებად. 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლების იმ მოთხოვნათა დარღვევისას, რომლებიც დაფიქსირდება არჩევნებამდე, გათვალისწინებული უნდა იყოს რეგისტრაციიდან მოხსნა. ხოლო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების შემდგომ პერიოდს ეხება, მაგალითად, გამოყენებული ფულადი სახსრების ანგარიშს, კომისიამ იმპერატიულად სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად უნდა შეაჯამოს არჩევნების შედეგები. ამასთან, 48-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული 8 დღიანი ვადა შესაცვლელია. ვიანიდან, მაჟორიტარი კანდიდატის შედეგები ოლქში მტკიცდება კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-4 დღისა, ანუ საბოლოო ვადა ჯერ კიდევ გასული არ არის. შედეგების დამტკიცების შემდეგ კი სანქციების დაწესება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ძნელად მიღწევადი.
6. 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი - გაურკვეველია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე არსებული ნაშთის შემტანი პირებისათვის პროპორციულად დაბრუნების საკითხი პრაქტიკულად როგორ უნდა გადაწყდეს. უმჯობესია, თუკი ეს თანხები მიმართული იქნება საარჩევნო პროცესების დასაფინანსებლად.
7. სასურველია აღდგეს ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ხმის მიცემის პროცდურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე-3 მუხლის ჩ) პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნას შესაბამისი სიტყვები ,,ხმის მიცემის უფლების მოწმობები“.
8. კანონით უნდა განისაზღვროს და არა ცსკ-ს დადგენილებით, ამომრჩეველთა წინასწარი რეგიტრაციის დაწესების საკითხი, მათ შორის შესაბამისი ვადის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წინააღმდეგობაში მოდის კოდექსის მე-9 და 128-6 მუხლებთან. გარდა ამისა, სპეციალურ სიაში შეყვანილ უნდა იქნას ის დამკვირვებლები და სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა ოლქში და დამკვირვებლად (წარმომადგენლებად) იმყოფებიან სხვა ოლქში. ამასთან, სპეციალურ სიაში შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან საკონსულო დაწესებულებებში. ასეთ შემთხვევაში, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ვადა ამომრჩეველთა სიის ცსკ-სათვის გადაცემის შესახებ შესაცვლელია.
10. მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოთხოვნაა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი წესდება - დებულება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთ რგოლს არ გააჩნია. აღნიშნულის საფუძველზე, განისაზღვრება შიდა ორგანოების შექმნის წესი, ფუნქციები, სხვადასხვა საკითხებზე უფლებამოსილი პირის კომპეტენციები, სახელმწიფო ქონების და ფინანსების განკარგვის საკითხები. დღესდღეობით არსებობს მხოლოდ ცსკ-ს რეგლამენტი, სადაც ყველა ეს საკითხები არაჯეროვნად არის მოწესრიგებული.
11. კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვები უნდა გავრცელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ ვავრცელებთ მათზე მე-5 პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურეობრივ შეზღუდვებს. ამასთანავე, სასურველია, კომისიის წევრად არ დაინიშნოს საარჩევნო სუბიექტის თუ ახლო ნათეავი არა, ოჯახის წევრი მაინც.
ამასთან, თუკი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა ითვლება საჯარო სამსახურად (მე-18 მუხლის მე-5 პრიმა მუხლი). შესაბამისად პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევის შემთხვევაში ირღვევა კომისიის წევრის შრომითი უფლებები, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსისა და ,,საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონის ის მუხლები, რომლებიც იმ პირობებს განსაზღვრავენ, როცა დასაშვებია მათი განთავისუფლება. ამდენად, 210ე მუხლის მე-2 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს კანონმდებლობასთან.
12. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ან ამოსაღებია ან დასახვეწია, ვიანიდან, იგი დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და ე. წ. მკვდარი მუხლების კატეგორიას განეკუთვნება.
13. კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ განცხადების დაწერის (გადადგომის) შემთხვევას და პარტიას მისი გამოწვვა არ შეუძლია.
14. 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი დასაკონკრეტებელია. რა შემთხვევაში აქვს თავმჯდომარეს გადამწყვეტი ხმა (დღის წესრიგთან, საკადრო საკითხებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით).
15. 25-ე მუხლში უნდა დაფიქსირდეს საარჩევნო კომისიის ინდივიდუალური აქტების ძალაში შესვლის ვადები.
16. პარტიების მიერ ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ბლოკის სახელით ხდება საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნა ან შეცვლა თუ ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტიის სახელით.
17. დეტალიზირებული უნდა იყოს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები (34-ე მუხლი). ვ) ქვეპუნქტის ზოგადი დებულებები უნდა დაკონკრეტდეს, რა შემთხვევებშია ვალდებული კომისია შეცვალოს ან თუნდაც გააბათილოს საუბნო საარჩევნო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მაგალითად, უნდა გაბათილდეს თუ არა საუბნო კომისიის ოქმი, თუ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან მიმართებაში. ამავე წესით დასაკონკრეტებელია რა შემთხვევებში შეუძლია საუბნო კომისიამ მიმართოს საოლქო უბანში შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით (38-ე მუხლის ე) ქვეპუნქტი).
18. 42-ე მუხლში მხარდამჭერთა სიების შემოწმებასთან დაკავშირებით უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება. არსებული ფორმულირებით მე-2 პუნქტს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ვარიაცია.
ა) დავუშვათ გაბათილდა არა 10%, არამედ 7%, მაგრამ მისი გაბათილების შემთხვევაში ხელმომწერთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლები გახდა. რას აკეთებს კომისია? რა თქმა უნდა სუბიექტს უარი უნდა უთხრას რეგისტრაციაზე. აღნიშნული საჭიროა კანონითაც განისაზღვროს.
ბ) პირველი ეტაპის შემდეგ, გაბათილდა 10%, შემდეგ კი 3%, მაგრამ რაოდენობა დარჩა 1000-ზე ნაკლები. აქაც საჭიროა დამატებითი ნორმის შემოღება.
19. შესაცვლელია 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ხელმოწერების ბათილობას იმ შემთხვევაში, თუ არ არის ბლანკის ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი. ამგავრი იმპერატიული მითითება უსაფუძვლოა, რადგან რაიონში მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია ტელეფონი. ამგავრი მოთხოვნა უნდა დარჩეს იმ ფორმულირებით, თუკი პირს გააჩნია ტელეფონი. ამგვარი მოთხოვნა უნდა დარჩეს იმ ფორმულირებით, თუკი პირს გააჩნია ტელეფონი და მას არ მიუთითებს, ან შესაძლებელი უნდა იყოს მისი ოჯახის რომელიმე წევრის საკონტაქტო ტელეფონის მითითება ან საერთოდ უნდა იქნას ამოღებული ტელეფონის მიუთითებლობის გამო ბათილად ცნობის შესაძლებლობა.
კანონით უნდა დაზუსტდეს, რომ შემოწმება ხდება არსებული მონაცემების საფუძველზე, რამდენად სრულად და ჯეროვნად არის შევსებული ბლანკები და კომისიას არ უნდა მიეცეს უფლება დაიწყოს მისი გადამოწმება უშუალოდ ამომრჩეველთან ტელეფონის მეშვეობით ან საცხოვრებელ ადგილზე მისვლით. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსით უნდა განისაზღვროს პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატისთვის მხარდამჭერთა სიების წარდგენის წესი. ვინაიდან, საქ. კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, იგი სავალდებულოა მაჟორიტარულ არჩევენბში მონაწილე პირთათვის. საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლი (ტერმინთა განმარტება) კი განმარტავს მაჟორიტარი კანდიდატისა და მაჟორიტარი საარჩევნო სისტემის მნიშვნელობა.
სასურველია, მოხდეს მხარდამჭერთა სიების დალუქვა მანამ, სანამ კომისია არსებითად გადავა შემოწმების პროცედურებზე. ხემოწერათა შეგროვების ნაცვლად უმჯობესი იქნება თუკი შემოღებული იქნება გირაოს ინსტიტუტი.
20. აუცილებელია, კანონით შეიზღუდოს საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება სახელმწიფო ხელისუფლების, თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოებში.
21. საარჩევნო კოდექსის ძირითადი ნაკლი ის არის, რომ არაა განსაზღვრული ყოველის კონკრეტული დებულების დარღვევას რა სახის პასუხისმგებლობა მოჰყვება. ხშირად შევხვდებით შემდეგი სახის ნორმას: ......პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმეტეს შემთხვევებში, კანონმდებლობაში შესაბამისი სახის სანქცია არაა დაწესებული არც ადმინისტრაციული, არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით, რომ არაფერი ვთქვათ დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე. ამდენად, თუ კონკრეტული ნორმის დარღვევას თან არ მოჰყვა შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის დებულებებს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება.
22. სასურველია, შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების შესწორების მიზნით ცსკ-ს მიერ შემუშავებულ იქნას შესწორებული ოქმის ფორმა, რაც გაადვილებს საუბნო კომისიის მიერ ამ პროცედურების განხორციელებას.
23. დასაზუსტებელია, ჩანაწერთა წიგნის რომელ გვერდზე უნდა დაიწეროს კომისიის წევრთა შორის წილისყრის შედეგები.
24. კანონით უნდა განისაზღვროს ის შემთხვევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს კომისია:
თუ ბიულეტენების რაოდენობა ან კონვერტები ნაკლები ან მეტი აღმოჩნდება; თუკი არ გამოცხადდა კომისიის წევრთა უმრავლესობ ადა კომისიის გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ვალდებულია მიიღოს განკარგულება
თუ დაიკარგა ბეჭედი ან აკონტროლო ფურცელი;
თუკი ამომრჩეველმა მარკირების შემოწმება ან მარკირება არ გაიარა - ეძლევა თუ არა ბიულეტენი ან ჩემოერთმევა თუ არა იგი (ამასთან, 52 პრიმა მუხლით დამრღვევ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაუგებარია რა სახის პასუხისმგებლობა?) და ა. შ.
25. 56-ე მუხლის მე-2 პინქტის ბ) ქვეპუნქტში პირდაპირ დაიწეროს, რომ ამომრჩეველთა სიის დანართში ამომრჩეველბის გადაყვანა ერთიანი და სპეციალური სიიდან ხორციელდება კენჭისყრის დღემდე. ამასთან, ამ კატეგორიის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, თუ ვინ უნდა შევიდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 2%-ში, კომისიამ უნდა განსაზღვროს განკარგულებით.
26. 59-ე მუხლი - ხმების დათვლის პროცესი მორგებულია საპარლამენტო არჩევნებს, შესაძლოა განისაზღვროს ბიულეტენების დათვლის საერთო პროცედურები ყველა არჩევნებისათვის.
27. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილი ცვლილებებით ამოვარდნილია კონვერტის ბეჭდით დამოწმების პროცედურა, რაც მოითხოვს შესწორებას.
28. 59-ე მუხლის მე-9 პუნქტი - სასურველია კანონით დაწესდეს შემდეგი პროცედურა - მას შემდეგ, რაც თითოეული სუბიექტისათვის განკუთვნილი ბიულეტენები პაკეტებად შეიკვრება, მას ხელი აუცილებლად უნდა მაწერონ მთვლელებმა და კომისიის თავმჯდომარემ. აღნიშნული შეამცირებს, შემდგომში პაკეტების ან ბიულეტენების შეცვლის შესაძლებლობას.
29. კანონით უნდა განისაზღვროს ვის ავსებს სარეგისტრაციო ნორმის გრაფას (საოლქო თუ საუბნო) და რა წესით ივსება იგი. მით უფრო, უბნის ოქმთან დაკავშრებით (60-ე მუხლი) ამის თაობაზე არაფერია მითითებული კანონში, მაშინ, როცა 63-ე მუხლში საოლქოს შემაჯამებელ ოქმში ცალკე პუნქტთან გამოყფილია სარეგისტრაციო ნომრის გრაფა.
30. დაზუსტდეს რა წესით და როგორი სახით ეძლევა კენჭისყრის მეორე დღეს სუბიექტებს ოქმი (როცა ოქმის ყველა ფორმა და ბეჭედი ამ ეტაპისთვის გადაგზავნილია ოლქში) - 60-ე მუხლი.
31. 61-ე მუხლი მე-5 პუნქტი - გამიჯნულ უნდა იქნას განცხადება (საჩივარი) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ... და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან, მათი დაწერის მოტივენი და საფუძვლები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.
კანონი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუკი კომისია არ იღებს განცხადებას (საჩივარს)? ჩვენი აზრით, პირს უნდა ჰქონდეს უფლება შეადგინოს აქტი იმის თაობაზე, რომ კომისია უარს ამბობს საჩივრის მიღებაზე, რაც მოწმეთა მიერ ხელმოწერილი უნდა იქნეს. ამ წესით შედგენილი აქტი თან უნდა დაერთოს განცხადებას და იგი საოლქოს შეუზღუდავი განხილვის საგანი უნდა გახდებ. ამასთან, როგორ უნდა მოიქცეს საოლქო საარჩევნო კომისია, თუ საუბნო საარჩევნო კომისიიდან დადგენილ ვადაში ან საერთოდ არ იქნა გადაგზავნილი საჩივარი. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მისაღები იქნება, თუკი საჩივარი ორ ეგზემპლარად დაიწერება და იმ ეგზემპლარზე, რომელიც რჩება პირს, დაზღვევის მიზნით იქნება კომისიის მდივნის ხელმოწერითს თარიღი და დრო ან იმპერატიული მოთხოვნა. უნდა იყოს ცნობის გაცემა კომისიის მიერ განცხადების მიღების ფაქტის შესახებ. ყველა ასეთ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, გადაუგზავნა თუ არა საუბნო კომისიამ საჩივარი საოლქოს (ან დაიკარგა განცხადება), საოლქო კომისია ვალდებული უნდა იყოს განიხილოს დარღვევის ფაქტი.
32. 67-ე მუხლი - საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება ზემდგომი საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ მხოლოს მათი ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. მე-2 პუნქტში - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებისათვის ცსკ-ს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობა დამოწმებული უნდა იყოს მათი ხელმძღვანელის მიერ წერილობითი სახით.
33. 70-ე მუხლში დამკვირვებლის უფლებებს უნდა დაემატოს პუნქტი - აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს შემაჯამებელი ოქმის ერთი ეგზემპლარი.
34. 71-ე მუხლის მეორე პუნქტი - კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა საპრეზიდენტო არჩევენბის დროს პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა (მათ შორის ის პარტიები, ვისაც წარდგენილი არ ჰყავს დეპუტატობის კანდიდატი) დანიშნოს წარმომადგენელი ყველა საარჩევნო კომისიაში. თუკი არაა შესაძლებელი, მაშინ იგი მოითხოვს დაზუსტებას. გარდა ამისა, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 95-ე მუხლის მე-20 პუნქტი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. 71-ე მუხლის მიხედვით, ბლოკს შეუძლია ორი წარმომადგენლის დანიშვნა, ხოლო 95-ე მუხლის 20 პუნქტით კი მხოლოდ ერთის. აღნიშნული ხარვეზი მოითხოვს გამოსწორებას.
35. კოდექსით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის მნიშვნელობა.
ტერმინთა განმარტებაში აგიტაცია არის საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტის მოწოდება სუბიექტის მხარდასაჭერად ან მის საწინააღმდეგოდ. ანუ იგი იწყება მას შემდეგ, რაც სუბიექტი გაივლის რეგისტრაციას. საარჩენო კამპანია კი - საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და სუბიექტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ არაა გამიჯნული წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის მნიშვნელობა, მათ შორის განსხვავება მაინც არის. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის დღიდან, რაც უკვე ეწინააღმდეგება აგიტაციის განმარტებას (სუბიექტი ხდება რეგისტრაციის დღიდან და არა არჩევნების დანიშვნის დღიდან). ამასთანავე, აგიტაციის განმარტებას ეწინააღმდეგება 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი (სუბიექტობის კანდიდატებს ეძლევა წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების უფლება). საზოგადოდ, 73-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია გაიგივებულია ერთმანეთთან.
ამდენად, შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი ტერმინთა განმარტება და 73-ე მუხლის შესაბამისი პუნქტები. გარდა ამისა, მე-3 მუხლით უნდა მოხდეს ,,საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის“ ტერმინის განმარტება.
36. 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი - წინასწარ აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ არქვს გარკვეული კატეგორიის პირებს, თუმცა, არავითარი პასუხისმგებლობა (თუნდაც დისციპლინური თანამდებობიდან გათავისუფლება) ამასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული. უფრო მეტიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, თანამდებობის პირები არათუ ეწევიან აგიტაციას, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობენ საარჩევნო შტაბებს და ხშირ შემთხვევებში, ისინი ფუნქციონირებენ თავიანთ ხელისუფლების ორგანოებში. ამდენად, პრინციპული საკითხია ის, რომ ნებისმიერ ამკრძალავ ნორმას თან მოჰყვეს შესაბამისი პასუხისმგებლობა (დისციპლინური თუ ადმინისტრაციული), წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ამკრძალავი ნორმის შემოტანას.
37. 73-ე მუხლის მე-6 პუნქტი - რას ნიშნავს წინასწარი აგიტაციის ,,სხვა ფორმები“ კანონით ზუსტად უნდა განისაზღვროს აგიტაციის სხვა ფორმებში რა იგულისხმება.
73-ე მუხლის მე-7 პინქტი - უნდა დაწესდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით წინასწარი აგიტაციისთვის ხელის შეშლის (სააგიტაციო მასალის ჩამოხევის ან დაზიანების) გამო.
მე-9 პუნქტი - უნდა დაზუსტდეს რა იგულისხმება სუბიექტის წარმომადგენელში (კანონით დანიშნული წარმომადგენელი თუ პარტიის ნებისმიერი წევრი ან თუნდაც მეგობარი, ნათესავი და ა. შ). გარდა ამისა, დასაკონკრეტებელია ცალკეული შემთხვევები, მაგალითად სუბიექტის ე. წ. წარმომადგენელმა დაარღვია კანონი და გადასცა ამომრჩეველს საჩუქარი, მაგრამ აღნიშნული არ იყო სანქცირებული სუბიექტის მხრიდან. უნდა მოიხსნას თუ არა სუბიექტი რეგისტრაციიდან?
38. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი - უნდა ჩაიწეროს მკაფიოდ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებისაგან სპეციალური ნებართვის მიღება საჭირო არ არის.
მე-10 პუნქტი საჭიროებს ცვლილებას - ის ვადა, როცა იკრძალება თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება ძალზე შეზღუდულია, ვინაიდან, კანონით სუბიექტთა რეგისტრაციის საბოლოო ვადა გადის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 20 დღისა. ამდენად, სასურველია, თუკი შეზღუდვა დაწესდება რეგისტრაციის ვადის დაწყებიდან მაინც.
39. სასურველია, თუკი დაწესდება პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციამდე ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა. აღნიშნულის საფუძველზე უნდა მომზადდეს საინფორმაციო მასალა, რომლის გამოქვეყნებას ცსკ უზრუნველყოფს სუბიექტის საარჩევნო პლატფორმასან ერთად.
40. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი - მითითებულია, რომ იკრძალება ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გავრცელება შესაბამისი ინფორმაციის მითითების გარეშე. აკრძალვას თან უნდა მოჰყვეს შესაბამისი პასუხისმგებლობა (შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს რეგისტრაციიდან მოხსნა).
მე-6-ე პუნქტი - არაა მითითებული სუბიექტმა როდის უნდა წარაადგინოს სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები. აღნიშნული პუნქტი მოითხოვს დაზუსტებას.
41. 76-ე მუხლის მე-5 პუნქტი - აზრობრივად დასახვეწია, ვინაიდან, წინადადებებს შორის გარკვეული წინააღმდეგობაა.
42. 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი - საზოგადოდ შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანა უნდა აჩერებდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი - დეტალურად უნდა განისაზღვროს ვის აქვს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება, ისე, როგორც კოდექსში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტში.
მე-12 მუხლის ბ) ქვეპუნქტი - გამართლებული იქნება, თუკი საოლქო/რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ იქნება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და შესაძლებელი იქნება კონსტიტუციური უფლების სრულყოფილი განხორციელება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით.
მე-15 მუხლის გ) ქვეპუნქტი - რაიონული/საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებით უნდა ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში. მოკლედ, იქ, სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია და ესწრება, უნდა არსებობდეს ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება, მითუმეტეს, ხშირ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან.
27-ე პუნქტი - საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებასთან დაკავშირებით უნდა ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში.
43. 95-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი - კანონით უნდა განისაზღვროს, თუკი ბლოკი აღარ არსებობს, ვინ უნდა მისცეს თანხმობა სახელწოდების გამოყენებაზე.
44. 22-ე პუნქტი - პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ, საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს პარტიის რეგისტრაცია მხოლოდ ამ არჩევნებისათვის, ვინაიდან, საზოგადოდ, რეგისტრაცია პარტიას უნრაჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.
45. კანონით უნდა განისაზღვროს საოლქო კომისიაში განცხადების, საჩივრის დაწერის უფლებამოსილი პირები და რა ვადაში უნდა დაიწეროს ან უნდა გადაეცეს უშუალოდ საოლქო კომისიას თუ ცსკ-ს?
46. პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მსგავსად (მუხლი100), გათვალისწინებული უნდა იყოს პირის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენის გაუქმების წესი.
![]() |
6 დანართი 1 |
▲ზევით დაბრუნება |
საქმე 3/97
გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ქ. სიღნაღი; 10 ნოემბერი 2003
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
მანანა მარტიაშვილის მდივნობით
მოსარჩელე: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებელი #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკი
წარმომადგენელი: ვლადიმერ სანიკიძე
მოპასუხე: #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია
წარმომადგენელი: ნინო ხანიაშვილი
განვიხილე ადმინისტრაციული დავა მოსარჩელე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი
მოსარჩელე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებელმა კოსტანტინე კანდელაკმა სარჩელით მომართა სასამართლოს, სადაც აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, #12 საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის კომისიას 2003 წლის 03 ნოემბრის 17 სთ. 10 წუთზე. საოქლო კომისიას საჩივარი არ განუხილავს, რაც ნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე მიიღო გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ, თუმც პასუხი საარჩევნო კოდექსის დადგენილ ვადაში - 3 დღეში - 2003 წლის 06 ნოემბრამდე არ მიუღია.
განცხადება/საჩივარი კ. კანდელაკის მიერ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საარჩევნო კომისიის მიერ უხეშად დაირღვა მოქალაქი კონსტიტუციური უფლება ანუ აქტიული საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ყოველგვარი ზეწოლის და მუქარის გარეშე, ფარული კენჭისყრის მეშვეობით და შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაუყალბებლად მოხდეს შედეგების შეჯამება, რათა ყოველმა ამომრჩეველმა, რომელსაც მხოლოდ ერთი ხმა აქვს მოახდინოს გავლენა არჩევნებზე. ყოველივე ეს იგნორირებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ დაახლოებით 500 კონვერტი შეურიეს საარჩევნო ყუთიდან ამოღებულ კონვერტებში, რაც არ არის ამომრჩევლის ხმა და ამით გააყალბეს შედეგები საარჩევნო უბანში. ვინაიდან შეუძლებელია მათ მიერ ჩაყრილი კონვერტები და ბიულეტენები გამოცალკევდეს ამომრჩევლის მიერ შევსებული ბიულეტენებისაგან, უხეში დარღვევის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ შედეგების ბათილად ცნობით.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის უარი მათ მიერ შეტანილ განცხადებაზე და გამოტანილ იქნას გადაწყვეტილება #12 საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელემ კ. კანდელაკმა, წარმომადგენელმა ვ. სანიკიძემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურეს და დააზუსტეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის/განცხადების განხილვაზე უარის თქმა, რაც ნიშნავ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, იქნეს ცნობილი ბათილად და #12 საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგები ცნობილ იქნეს ბათილად. მოპასუხე საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ნინო ხანიაშვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე კ. კანდელაკის განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა საარჩევნო კდექსის 61-ე მუხლის მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით, არ იყო რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში, რის გამოც განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა. სასამართლოში საჩივრდება საოლქო საარჩენო კომისიის განკარგულება კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არ ცნობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში, კომისიას არანაირი განკარგულება არ მიუღია, სასამართლო არ იმსჯელებს არ დაწერილ, არ არსებულ ადმინისტრაციული აქტის მათილად ცნობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
მოვისმინე რა მხარეთა ახსნა-განმარტება, შევაფასე საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიმაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და რა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოქლო საარჩევნო კომისიის განკარგულებების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. #12 ბოდბისხევის უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრსი დამკვირვებელმა #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კ. კანდელაკმა 2003 წლის 03 ნოემბრის 17 საათსა და 10 წუთზე განცხადება/საჩივრით მიმართა სიღნაღის #13 საოლქო საარჩევნო კომისიას. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ სიღნაღი #13 საარჩევნო ოლქის, ბოდბისხევის #12 საარჩევნო უბანში უბაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის 54-ე, 57-ე, 58- მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევას და #12 საარჩევნო უბანში ბათილად ყოფილიყო ცნობილი არჩევნების შედეგები.
უხეში დარღვევები მდგომარეობდა შემდეგში: #12 საარჩევნო უბანი დაიხურა 20 სთ 15 წთ. ყუთის დამკვირვებლის კ. კანდელაკის მოთხოვნით, ლუქი დაედო 20სთ. 20 წთ. მისივე მოთხოვნით წილისყრით გამოვლინდნენ მთვლელები, თუმც ბეჭედი არ დასმულა ფურცლებზე. მისივე მითითებით, ჯერ დაითვალეს კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა ამომრჩეველთა სიის მიხედვით, ხოლო შემდეგ გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობა. მთვლელებმა გამოაცხადეს 1320 კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი. 17 საათისთვის დაფიქსირებული იყო 540 ამომრჩეველი, სამ საათში 750 ამომრჩეველ არ შეეძლო რელურად მიეცა ხმა, რადგან თითო ამორჩეველს ყველა პროცედურის გავლისათვის სჭირდებოდა 5 წუთი, 15 წამში ვერ მოხერხდებოდა ყოველივე ეს. ერთ-ერთი წარმომადგენლის ნოე კოკილაშვილის განცხადებამ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 780-მა ამომრჩეველმა, გამოიწვია არეულობა, როდესაც ერთ-ერთმა მთვლელმა მაგიდაზე დაყრილ კონვერტებში შეურია წინასწარ გამზადებული კონვერტები. ნ. კიკალიშვილი უბნიდან გაიყვანა პოლიციელმა. კომისიამ გააგრძელა თვლა. კ. კანდელაკმა უბანი დატოვა 11 საათზე.
#13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კ. კანდელაკის მიერ შეტანილი საჩივარი არ განიხილეს, რადგან საჩივარი წარდგენილი იყო საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით.
საქართველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,ამ მუხლის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი საჩივარი/განცხადება არ განიხილება“.
როგორც თავად მოსარჩელის განცხადებიდან ირკვევა, მან საარჩევნო უბანი დატოვა კენჭისყრის შედეგების შეჯამებამდე, 2003 წლის 02 ნოემბერს, 23 საათზე, საჩივარი/განცხადება კი არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა 3 ნოემბერს 2003 წლის 17 საათსა და 10 წუთზე. საქარველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით ,,განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე“. მოსარჩელე კ. კანდელაკის მიერ საარჩევნო უბანი დატოვილ იქნა 2003 წლის 02 ნოემბერს 23 საათზე. ამ დროს მას საჩივარი არ შეუდგენია და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში არ ყოფილა, რასაც თავად ადასტურებს.
მან მომდევნო დღის 17 საათსა და 10 წუთზე განცხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას. ამ უკანასკნელმა საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საჩივარი არ განიხილა.
მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული აქტის საჩივარზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობას. როგორც დგინდება, საოლქო საარჩევნო კომისიას გადცხადებასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, გადაწყვეტილება კი მიღებულ უნდა ყოფილიყო განკარგულებით - ესე იგი განკარგულება საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არ ცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას არ მიუღია; საჩივარი/განცხადების არ განხილვა ავტომატურად არ შეიძლება გაიგივდეს კენჭისყრის შედეგების ბათილად არ ცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან. ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის I ნაწილი განსაზღვრავს საჩივრის/განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების წესს. გადაწყვეტილება მიიღება განკარგულებით, ხოლო მეორე ნაწილი ამავე მუხლისა განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როცა განცხადება/საჩივარი არ განიხილება. ასეთ შემთხვევაში ორგანული კანონი არ მიუთითებს, რომ საჩივრის არ განხილვის შემთხვევაში რაიმე სახის აქტი უნდა იქნას მიღებული. პირველი მოთხოვნის - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის - უსაფუძვლობიდან გამომდინარე, შესაბამისად უსაფუძვლოა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნაც, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიას აქტის გამოცემაზე კი არ უთქვამს უარ მოსარჩელისათვის, არამედ არ განიხილა საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი
ვიხელმძღვანელე რა, საქართველოს ორგანული საარჩევნო კოდექსის 57-ე, 58-ე, 61-ე მუხლის მე-5, მე-6 პუნქტებით, 62-ე, 77-ე მუხლის 25-ე პუნქტით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1, 2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243, 247, 249 მუხლებით
გადავწყვიტე:
1. მოსარჩელე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში. მისამართი: ქ. თბილისი, გ. რობაქიძის გამზირი #7. გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. შოშიაშვილი
ქალაქ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას
აპელანტი: საერთაშორისო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებელი #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში კოსტანტინე კანდელაკი
თბილისი, ბაქოს 20 ა. 94 02 96; 899 15 79 22
წარმომადგენელი ვლადიმერ სანიკიძე
სააპელაციო საჩივარი
(სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმე #3/97)
აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლს, კერძოდ, სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან დამკვირვებლის მიერ განცხადება/საჩივარი არ იყო ჩაბარებული საუბნო საარჩევნო კომისიაში და იგი პირდაპირ საარჩევნო ოლქში იქნა ჩაბარებული, ამით არის დარღვეული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი. 61-ე მუხლი მე-6 პუნქტის ბოლო წინადადებაში ვკითხულობთ: ,,განცხადება/საჩივარი ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ“. სასამართლოს კარგად რომ წაეკითხა დარღვევების შესახებ შედგენილი განცხადება, მას აუცილებლად შეექმნებოდა შინაგანი რწმენა იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ასეთ პირობებში განცხადების ჩაბარება საუბნო საარჩევნო კომისიაში. ამ პუნქტის ბოლო წინადადება კი სწორედ ასეთ შემთხვევებს ითვალისწინებს, ანუ, როცა საუბნო საარჩევნო კომისია აბსოლუტურად არღვევს საარჩევნო კოდექსს, უბანში არ არსებობს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და არც მითითებაზე კომისიის თავმჯდომარე სათანადო რეგირებას არ ახდენს და შეუძლებელია 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გამოყენება, დარღვევები რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს, კანონი იძლევა საჩივრის პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანის საშუალებას. სასამართლომ არც იმ ფაქტს მიაქცია ყურადღება, რომ ერთადერთი დამკვირვებელი მოსარჩელის გარდა ვინც უბანზე ხმის ამოღება გაბედა, რომელიც მთელი დღე აკვირდებოდა, სხვათაშორის, კენჭისყრას, და რომელმაც შეამჩნია ერთ-ერთი მთვლელი, რომელიც აპირებდა ყუთიდან გადმოყრილ კონვერტებში შეერია სხვა კონვერტები და შეეცადა ამ ფაქტის დაფიქსირებას, ამას მოჰყვა მისი ცემა და უბნიდან გაძევება, ხოლო კონვერტები მაინც შეურიეს ყუთიდან გადმოყრილ კონვერტებში. ამის შემდეგ უბანში გაჩერებას და სხვა პროცესებზე დაკვირვებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა შედეგების სანდოობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კვლავ რაიმე მითითებას და დარღვევის დაფიქსირებას მაინც ცემა და უბნიდან გაგდება მოჰყვებოდა და ამიტომ ამ მომენტამდე დაფიქსირებული დარღვევები აშკარად საკმარისია უბნის შედეგების ბათილად ცნობისათვის და სწორედ მე-6 პუნქტის ბოლო წინადადების საფუძველზე საჩივარი შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ბოლო წინადადება არ ითვალისწინებს საჩივრის შეტანას აუცილებლად უბანში და დამატებით შესაძლებლობას ოლქშიც, არამედ იძლევა უფლებას საჩივარი პირდაპირ ოლქში იქნას შეტანილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ რომელმაც არ განიხილა საჩივარი, თითქოს ეს არ ნშნავს მის მიერ სამართლებრივი აქტის გამოცემას, ეს ცინიზმია, ვინაიდან საარჩევნო კომისიამ რომ არ განიხილოს რაიმე განცხადება, ამის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიის ასეთ გადაწყვეტილებას განკარგულება ჰქვია. და ის, რომ წერილობითი ფორმით არ არის გამოცემული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ზეპირი სახით. ზოგადადმინისტრაციული კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უპასუხოდ დატოვოს საჩივარი, და თუ იგი დადგენილ ვადაში არ დააკმაყოფილებს საჩივარს, ითვლება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, რაც გახლავთ ადმინისტრაციული აქტი. სწორედ ამ აქტის ბათილობა მოვითხოვეთ ჩვენ და შესაბამისად აქტის გამოცემა სასამართლოს მხრიდან, მე-12 უბანში არჩევენბის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან ასეთი იყო ჩვენი საჩივრის მოთხოვნა საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ, რომელიც დასაბუთებულია და არ შეიძლება ასეთი ხერხით ვინმეზე მიწერილი ხმები ჩაითვალოს ამომრჩევლების ხმების დათვლად და არჩევნების შედეგების შეჯამებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, გააუქმოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გამოიტანოთ ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ დააკმაყოფილოთ ჩვენი სარჩელი.
პატივისცემით,
კოსტანტინე კანდელაკი;
ვლადიმერ სანიკიძე.
გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
თბილისი, ნოემბერი 2003წ.
თბილისის საოლქო სასამართლო
ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო
საქმეთა სააპელაციო პალატა
სასამართლოს შემადგენლობა:
მარინა გლოველი (თავმჯდომარე)
......... რუსიაშვილი
მადონა ღიბრაძე
მდივანი: თეა ქამადაძე
აპელანტი: ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებელი #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკი
წარმომადგენელი: ვლადიმერ სანიკიძე
მოწინააღმდეგე მხარე: #13 სიღნაღის რაიონის
საოლქო საარჩევნო კომისია წარმომადგენელი: ნინო ხანიაშვილი
მესამე პირი: სიღნაღის #13 საარჩევნო ოლქის #12 საუბნო საარჩევნო კომისია
წარმომადგენელი: ვალერი ქშუტაშვილი
სააპელაციო საჩივარი
(სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე)
აღწერილობითი ნაწილი
2003 წლის 8 ნოემბერს სიღნაღის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცემტრის დამკვირვებელმა #13 სიღნაღის საარჩევნო კომისიაში, კოსტანტინე კანდელაკმა, მოპასუხე #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ, #12 საარჩევნო უბანში არჩევენბის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე უარის თქმის ადმინისტრაციული აქტის და #12 საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, შემდეგი საფუძვლით:
სიღნაღის #13 საარჩევნო ოლქის ბოდბისხების #12 საარჩევნო უბანში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით გამოცხადდა 19 საათსა და 45 წუთზე. ამ მომენტიდან უბანზე ამომრჩეველი აღარ მისულა. საარჩევნო უბანი დაიხურა 20 საათსა და 15 წუთზე. მისი მოთხოვნით ყუთის ჭრილს ლუქი დაედო 20 საათსა და 20 წუთზე. კომისიის თავმჯდომარე და წევრების უმრავლესობა საარჩევნო უბანში არ იმყოფებოდნენ. დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე უბანში მოვიდა კომისიის თავმჯდომარე ვალერი ქშუტაშვილი, რომელსაც სურდა ხმის დათვლის პროცესი დაეწყო წილისყრით მთვლელების გამოვლენის გარეშე. მისი მოთხოვნით, თავმჯდომარემ ჩაატარა წილისყრა, რომელიც, ასევე, დარღვევით ჩატარდა. მთვლელების გვარი და სახელები არ გამოცხადებულა ხმამაღლა და არ იქნა შეტანილი ჩანაწერთა წიგნში. ,,ახალი მემარჯვენეების“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა, რომელსაც შეხვდა მთვლელის ფუნქცია, უარი განაცხადა ამ ფუნქციის შესრულებაზე და თვითნებურად გადასცა სხვა მსურველს. კომისია აპირებდა საარჩევნო ყუთის გახსნას, მაგრამ მიუთითა, რომ ჯერ უნდა დაეთვალათ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა ამომრჩეველთა სიის მიხედვით, ხოლო შემდეგ გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობა, რაც იძულებით შეასრულეს, ამომრჩეველთა რაოდენობის სიის მიხედვით დათვლაში აქტიურად ერეოდა კომისიის თავმჯდომარე, რომელიც მთვლელებს კარნახობდა და უსწორებდა ციფრებს. მთვლელებმა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა გამოაცხადეს 1320. 17 საათისათვის საარჩევნო უბანში დაფიქსირებული იყო 540 ამომრჩეველი. 3 საათში 780 ამომრჩეველს ხმის მიცემა რეალურად არ შეეძლო. საფუძვლიანი ეჭვის გამო, მოითხოვა ხელმეორედ გადაეთვალათ სიები. ამ დროს მოვიდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნოე კოკილაშვილი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ მისი მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 780-მა ამომრჩეველმა. კომისიის წევრები ამაზე გაღიზიანდნენ, ყვირილით ცდილობდნენ მის გაჩუმებას. ამ დროს უბანში შემოვიდა უბნის გამგებელი, რომელმაც კომისიის თავმჯდომარეს მიუთითა, რომ გაეხსნათ ყუთი და დაეწყო ხმის დათვლის პროცესი, რაც კომისიამ მაშინვე განახორციელა. მათ დაითვალეს მხოლოდ გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა, რომელმაც შეადგინა 440 ცალი. დათვლა ჩატარდა წესების დაცვის გარეშე. ყუთიდან კონვერტების გადმოყრისას მაგიდასთან მთვლელების გარდა იყვნენ კომისიის სხვა წევრებიც. შეუძლებელი გახდა ყუთის და კონვერტების დანახვა. ამ მომენტში ნოე კოკილაშვილი შეეცადა ერთ-ერთი მთვლელისათვის, რომელიც მაგიდასთან იდგა, წაერთმია პარკები, სადაც ეწყო გამზადებული კონვერტები. ნოე კოკილაშვილს გზა გადაუკეტეს, მთვლელმა კი მოასწრო კონვერტების შერევა მაგიდაზე დაყრილ კონვერტებთან. ნოე კოკილაშვილი პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა უბნიდან, რის შემდეგაც უბანი დაიკეტა და კომისიამ გააგრძელა თვლა. პირველ რიგში დაითვალეს კონვერტები, შემდეგ კონვერტებიდან ამოღებული ბიულეტენები ერთმანეთში აურიეს. აღნიშნულზე მისი საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა, თუმცა 3 დღის ვადაში უნდა განეხილა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
საქართველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-5 ფდა მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება. მოსარჩლის განცხადებიდან ირკვევა, რომ მან საარჩევნო უბანი დატოვა კენჭისყრის შედეგების შეჯამებამდე 1003 წლის 2 ნოემბერს, 23 საათზე. საჩივარი/განცხადება კი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა 3 ნოემბერს 2003 წლის 17 საათსა და 10 წუთზე. საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე. მოსარჩელე კანდელაკის მიერ საარჩევნო უბანი დატოვებული იქნა 2003 წლის 2 ნოემბერს 23 საათზე. ამ დროს მას საჩივარი არ შეუდგენია და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებულ ჩანაწერთა წიგნში არ ყოფილა, რასაც ადასტურებს თავადაც. მან მომდევნო დღის 17 საათსა და 10 წუთხე განცხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას. ამ უკანასკნელმა საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჩივარი არ განიხილა. მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული აქტის - საჩივარზე უარის თქმის ბათილად ცნობას. საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. გადაწყვეტილება კი მიღებული უნდა ყოფილიყო განკარგულებით ე. ი. განკარგულება საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან. ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს საჩივრის/განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს, გადაწყვეტილება მიიღება განკარგულებით. ორგანული კანონი არ მიუთითებს, რომ საჩივრის არგანხილვის შემთხვევაში რაიმე სახის აქტი უნდა იქნეს მიღებული. პირველი მოთხოვნის, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის უსაფუძვლობიდან გამომდინარე შესაბამისად უსაფუძვლოა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნაც, რადგან საარჩევნო კომისიას აქტის გამოცემაზე კი არ უთქვამს უარი მოსარჩელისათვის, არამედ არ განიხილა საჩივარი.
2003 წლის 12 ნოემბრის სააპელაციო საჩივრით სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებელმა სიღნაღის #13-ე საარჩევნო ოლქში კოსტანტინე კანდელკმა მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართელოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის, კერძოდ, სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადების მიხედვით: ,,განცხადება/საჩივარი ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ.“ ანუ, როცა საუბნო საარჩევნო კომისია აბსოლუტურად არღვევს საარჩევნო კოდექსს, უბანში არ არსებობს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და არც მითითებაზე კომისიის თავმჯდომარე სათანადო რეაგირებას არ ახდენს და შეუძლებელია 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გამოყენება, დარღვევები რომ არ დარჩეს რეაგირების გარეშე, კანონი იძლევა საჩივრის პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანის საშუალებას. ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა საჩივარი ნიშნავს სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან მას ამის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება განკარგულების სახით და რომ ის წერილობითი ფორმით არ არის გამოცემული, არ ნიშნავს, რომ ის არა რასებობს ზეპირი სახით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უპასუხოდ დატოვოს საჩივარი და თუ დადგენილ ვადაში არ დააკმაყოფილებს საჩივარს, ითვლება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც არის ადმინისტრაციული აქტი. მათ ამ აქტის ბათილობა მოითხოვეს და შესაბამისად აქტის გამოცემა სასამართლოს მხრიდან მე-12 უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლო კოლეგია საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა განმარტებების მისმენის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის #3/97 გადაწყვეტილების შეცვლით მითითებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება და არ უნდა დაკმაყოფილდეს ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
მოთხოვნა სიღნაღის #13 საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მის განცხადება/სასჩივარზე უარის თქმის ბათილობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განცხადება/საჩივარში კ. კანდელაკმა მოთხოვნას საფუძვლად დაუდო კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ,,ამ კანოკის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება.“ კ. კანდელკმა განცხადება/საჩივარი სიღნაღის რაიონის #13 საოლქო საარჩევო კომისიაში წარადგინა საქართველოს საარჩევნო კოდექსისი 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების გაუთვალისწინებლად, კერძოდ, განცხადება/საჩივარში არ იყო მითითებული მოწმისა და დამრღვევის მისამართი და, შესაბამისად, კ. კანდელაკის #13 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილული არ იქნა, რაც ვერ გაიგივდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევასთან, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, რამდენადაც საქართველოს საარჩევნო კოდექსისი 77-ე მუხლი მე-4 პუნქტის თანახმად, ,,საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრის შეტანის, საარჩევნო კომისიის მიერ მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა და წესი განისაზღრება ამ კოდექსით და საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტით, ხოლო ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხები - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“. შესაბამისად, რამდენადაც არ არსებობს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის და არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, აღნიშნულ უბანზე სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის დამოუკიდებელი საპროცესო შესაძლებლობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსისი 77-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არ აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის #3/97 გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოსტანტინე კანდელაკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საინტერესოა იმდენად რამდენადაც იგი მიღებულია სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობით და არა ერთხმად და შესაბამისად საგულისხმოა განსხვავებული აზრი.
განსხვავაებული აზრი.
(თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე)
არ ვეთანხმები სასამართლო კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად გამოვთქვავ განსხვავებულ აზრს თბილისის საოლქო სასამართლოსა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
მიმაჩნია, რომ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებლის #13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში კ. კანდელაკის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის 2003 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს, კერძოდ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სიღნაღის #12-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები შემდეგ გარემოებათა გამო:
არ ვეთანხმები სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ რადგან მოსამართლის საჩივარი, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის დროს ჩადენილი დარღვევების თაობაზე არ იყო წარდგენილი უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შეჯამებამდე, ამიტომ არ უნდა განხილულიყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61.6 მუხლის ბოლო წინადადებაში, რომელსაც ეყრდნობა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, გარკვევით არის მითითებული, რომ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადება/საჩივარი ამავე ვადაში ანუ კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე, ხოლო თუ შედეგების შეჯამება ამ დროისთვის დასრულებული არ იქნება - შემაჯამებელი ოქმის შედგენის მომდევნო დღის 18 საათამდე შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიის უშუალოდ განმცხადებლის მიერ. რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა 2003 წლის 3 ნოემბრის 17სთ. 10 წუთზე. ამდენად საჩივარი უშუალოდ განმცხადებლის (მოსარჩელის) მიერ კანონით დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი, კანონით დადგენილ ორგანოში ანუ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
არ ვეთანხმები აგრეთვე რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან საჩივარი წარდგენილი იყო საარჩევნო კოდექსისი მოთხოვნათა დარღვევით, ამიტომ საარჩევნო კომისიას საერთოდ არ უნდა ემსჯელა ამ საჩივარზე.
საარჩევნო კოდექსის 62.2 პუნქტში მითითებულია, რომ ამ კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-6 დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება. კანონის მითითებული დათქმა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადება/საჩივარი საერთოდ არ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის მსჯელობის საგანი.
ის გარემოება, რომ განცადება/საჩივარი წარდგენილია კანონის მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, უნდა დაადგინოს საარჩევნო კომისიამ თავის სხდომაზე და არა რომელიმე კონკრეტულმა პირმა თუნდაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ან მდივანმა ერთპიროვნულად. საარჩევნო კომისიამ ჯერ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, განცხადება/საჩივარი წარდგენილია თუ არა საარჩევნო კოდექსისი 61-ე და 62-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი განცახდება/საჩივარი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს შემდეგ უნდა იმსჯელოს განცხადება/საჩივრის არსებით მხარეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიიღოს გადაწყვეტილება ამ გარემოებათა გამო განცახდება/საჩივრის განუხილველობის თაობაზე, ანუ მიმაჩნია, რომ საოლქო კომისიამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე თუ რატომ არ განიხილება წარმოდგენილი განცხადება/საჩივარი რაც სიღნაღის #13-ე საოლქო საარჩევნო კომისიას არ გაუკეთებია.
ამასთან, იმისდა მიუხედავად, რომ განცხადება/საჩივარი წარმოდგენილი იქნებოდა თუ არა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის 34.2 მუხლის ,,ვ“. პუნქტის საფუძველზე სრული უფლებამოსილება და ვალდებულება ჰქონდა საკუთარი ინიციატივით გადაემოწმებინა სადაო უბანში არჩევნების შედეგები, მითუმეტეს, რომ საჩივარში მითითებული იყო, რომ ხმის დათვლის დროს ჩადენილ საარჩევნო კოდექსისი მოთხოვნების ისეთ უხეშ დარღვევებზე, რაც არჩევნების ედეგების აუცილებელ ბათილობას იწვევდა, ის გამოუსწორებადი იყო შედეგების ხელმეორედ გადათვლის პროცესშიც კი, საარჩევნო კოდექსისი მითითებული მოთხოვნა საოლქო საარჩევნო კომისიას არ შეუსრულებია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი #12-ე საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსამართლე: მადონა ღიბრაძე
![]() |
7 დანართი 2 საარჩევნო სუბიექტების ქცევის კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის
არჩევნებში სიღნაღის საარჩევნო ოლქში მონაწილე
საარჩევნო სუბიექტების შეთანხმება
მოცემული კოდექსის მიზანია ხელისმომწერ მხარეებს შორის საარჩევნო პროცესში ქცევის პრინციპების ფორმალიზება და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
ხელისმომწერი მხარეები:
აცნობიერებენ რა, რომ საქართველოს საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე;
ეყრდნობიან რა, რომ მსოფლიოში აღიარებულ დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღებაზე საზოგადოების გავლენის ზრდის გაზიარებულ ხედვას;
თვლიან რა, რომ არჩევნების დემოკრატიულობა ეფუძნება საყოველთაობის, თანასწორობის, სამართლიანობის, ფარულობის, თავისუფლების, ღიაობის და ანგარიშვალდებულობის პრინციპებს;
თანხმდებიან:
1. ხელი შეუწყონ სიღნაღის საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩატარებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრონსიპების დაცვით.
2. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტმა, რომელიც შეუერთდა კოდექსს, უნდა:
1. მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა აღკვეთოს თავისი მხარდამჭერებისაგან ამ კოდექსის და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, გააკონტროლოს მათი საქმიანობა და იყოს პასუხისმგებელი ამ უკანასკნელთა მიერ კოდექსის დარღვევის შემთხვევაში;
2. ბოროტად არ გამოიყენოს უკმაყოფილების გამოთქმის უფლება და არ აღძრას ყალბი და/ან დაუსაბუთებელი საჩივარი;
3. პატივი სცეს სხვა საარჩევნო სუბიექტებისა და ამომრჩევლების უფლებებს და თავისუფლებებს - აწარმოონ და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური იდეები და პრინციპები;
4. სცეს პატივი პრესის თავისუფლების პრინციპს;
5. ითანამშრომლოს საარჩევნო კომისიებთან, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი და მოწესრიგებული ხმის მიცემის პროცესი და არ დაუშვას ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით;
6. პატივი სცეს როგორც საარჩევნო კომისიის წევრების, ასევე არჩევნებზე აკრედიტებულ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლების უფლებებს;
7. პერიოდულად (კვირაში ერთხელ) გამოაქვეყნოს საარენო კამპანიის დროს მათ მიერ მიღებული და დახარჯული ფინანსების ანგარიში;
8. საჯარო გამოსვლებისას თავი აარიდოს შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ძალადობისაკენ მოწოდებას ოპონენტთა თუ ამომრჩეველთა მიმართ;
9. საკუთარი პროგრამების გასაცნობად ოპონენტებთან ერთად გამართოს შეხვედრები ამომრჩევლებთან;
10. გააცნოს კოდექსის პრონციპები საკუთარ მხარდამჭერებს და თითოეულისგან მოითხოვოს მათი შესრულება.
3. საარჩევნო სუბიექტმა, რომელიც შეუერთდა კოდექსს, არ უნდა:
1. შეუშალოს ხელი სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის გავრცელებას;
2. გაანადგუროს სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალები;
3. შეუშალოს ხელი სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ დემონსტრირების, შეხვედრებისა და კრებების ჩატარებას;
4. შეუშალოს ხელი ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც სურს დესწროს რომელიმე სხვა საარჩევნო სუბიექტთან შეხვედრას;
5. აიძულოს ამომრჩევლები ძალდატანებით ითანამშრომლონ მასთან ან არაკანონიერი გზებით იაქტიურონ საარჩევნო უბნებში;
6. შეუშალოს ხელი ხმის მიცემისა ა დათვლის პროცედურას;
7. უმტკიცოს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა არ არის ფარული;
8. შეუშალოს ხელი მასმედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესის გაშუქებაში;
9. გამოსცეს და გაავრცელოს (ოფიციალურად თუ ანონიმურად) სააგიტაციო მასალა, რომელიც შეიცავს კანონის დამრღვევ მასალას ან მოუწოდებს ძალადობისკენ სხვა საარჩევნო სუბიექტების მიმართ;
10. ავნოს ან დააზარალოს სახელმწიფო თუ კერძო საკუთრება;
11. გამოიყენოს ბოროტად თავისი ძალაუფლება, პრივილეგია თუ გავლენა არჩევნებში გამარჯვების მიზნით (მოსყიდვა, სასჯელით დამუქრება და სხვა);
12. გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის;
13. აიძულოს ან შესთავაზოს გარკვეული თანხა ან სხვა ამდაგვარი საშუალებანი პიროვნებებს, რათა მისცენ ან არ მისცენ ხმა კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს, ან საერთოდ შეიკავო თავი არჩევნებში მონაწილეობისაგან;
14. აიძულოს ან შესთავაზოს გარკვეული თანხა ან სხვა ამდაგვარი წამაქეზებელი საშუალებანი პიროვნებებს, რათა გახდნენ ან არ გახდნენ კანდიდატები;
4. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც შეუერთდებიან ქცევის კოდექსს, რეგულარულად უნდა შეხვდენენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რათა განიხილონ კოდექსის პრინციპების შესრულების განხორციელება. ასეთ შეხვედრებზე დასწრება სავალდებულოა ხელისმომწერი სუბიექტებისათვის.
5. ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც ხელი მოაწერა მოცემულ ქცევის კოდექსს:
ნდობით აღიჭურვება მისადმი და იმოქმედებს ხსენებული პრინციპების თანახმად;
აღიარებს არჩევნებს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატულებად;
პატივისცემით მოეპყრობა არჩევნების შედეგებს.