The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიში

„ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი კვლევები
საავტორო უფლებები: © ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით პროექტი ხორციელდება კოალიცია „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს ფარგლებში ნოემბერი



1 1. წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


2006 წლის იანვრიდან „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“ თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის საზოგადოებრივი მონიტორინგი“. პროექტი ხორციელდება კოალიცია „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება - საქართველოს“1 ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში 2006-2008 წლებში უკვე მომზადდა მონიტორინგის სამი ანგარიში. წინამდებარე ანგარიშში საუბარია მონიტორინგის მეოთხე ეტაპის შედეგებზე და მოიცავს პერიოდს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე. ანგარიშში მიმოხილულია „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული, 2008 წლის ნოემბერში დამატებით გამოყოფილი 100 მილიონი აშშ დოლარის ათვისება, პროგრამების მიხედვით თანხების ათვისების დინამიკა, პროგრამის განხორციელების პერიოდში შექმნილი წინაღობები და მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობა.

მონიტორინგის პერიოდის დასასრულისთვის - 2009 წლის ოქტომბრისთვის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის დიზაინი შემდეგ სახეს იძენს:

1. სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი - 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარი (პროექტის ფარგლებში, გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, ხდება 219,2 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია);

2. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 49, 5 მილიონი აშშ დოლარი (პროექტის ფარგლებში ხორციელდება მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და წინა-სამშენებლო პროექტირება-ფინანსური გეგმის შემუშავებას).

3. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება - 57, 735 მილიონი აშშ დოლარი (პროექტის ფარგლებში ხორციელდება 5 წყალმომარაგების პროექტი - წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბლიტაცია, 2 პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ერთი სამშენებლო პროექტის მომზადება).

საწარმოთა განვითარების კომპონენტი კი შეიცავს შემდეგ პროექტებს:

1. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი - 32 მილიონი აშშ დოლარი;

2. აგრობიზნესის განვითარება - 20 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი (2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით - 15 მილიონი);

მონიტორინგის პერიოდში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის დიზაინმა მკვეთრი ცვლილება განიცადა. ცვლილებები შესულია როგორც მთლიანი პროგრამის დიზაინში, ისე, შესაბამისად - ცალკეული პროექტების სტრუქტურაში. დიზაინის მუდმივი ცვლილება განპირობებული გახლდათ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შექმნილი პრობლემებით, მენეჯმენტის მიერ დამატებითი დაფინანსების მიღებისთვის გაკეთებულ წინასწარ შეფასებებში ცდომილებებით და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით.წინამდებარე ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული ამ ცვლილებების მიზეზები, შინაარსი და შედეგები.

___________________

1. კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „კივიტას გეორგიკა“.

2 2. ძირითადი მიგნებები

▲ზევით დაბრუნება


1. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის პრობლემად რჩება თანხების ათვისების დაბალი ტემპი, რამაც გამოიწვია როგორც პროექტების გაძვირება, ასევე - ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს პროექტების დროულად და სრულად დასრულებას. მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტლიდან იკვეთება თანხების ათვისების ტემპის დაჩქარების ტენდენცია. თუმცა, სამცხე-ჯავახეთისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტების შემთხვევებში, ეს ტენდენცია პროექტების სრულად დასრულების საფრთხეს ვერ ხსნის. თანხების ათვისების ზოგადი მაჩვენებელი მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში კი, პროექტების მიხედვით ასეთია:

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში ათვისებული თანხები თითოეული საშუალოდ მთელი თანხების 10-12%-ს უახლოვდება 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის. მომდევნო კვარტალში მთელ თანხებთან ათვისებული თანხების ფარდობა გზის რეაბილიტაციისათვის 24.72%, ხოლო რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტისათვის 20.47%-მდე იქნება.

თანხების ათვისების მნიშვნელოვანი ზრდაა ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში, სადაც პირველი კვარტლის ბოლოს მთელი თანხის 53,75 პროცენტი იყო ათვისებული, მეორე კვარტლის ბოლოს კი დაგეგმილია 66,16 პროცენტის ათვისება.

რეგიონალური განვითარების ფონდში, მეოთხე პროგრამული წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მთელი თანხის 59.1% არის ათვისებული, შემდეგ კვარტალში კი მთელი თანხის 72.02% -არის დაგეგმილი.

აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის ათვისებულია 35.51%, 2009 წლის მეორე კვარტლისათვის კი 54.39% არის დაგეგმილი; ეს ნიშნავს, რომ კომპაქტის მოქმედების ამოწურვამდე 7 კვარტალში მთელი თანხის 64% უნდა იქნას ათვისებული, ან საშუალოდ დაახლოებით 9% კვარტალურად, მაშინ როცა აქამდე საშუალოდ მხოლოდ 4%-ის ათვისება ხდებოდა.

2. ასევე, მთლიანობაში, შესამჩნევია დიდი ჩამორჩენა ფინანსურ გეგმასთან შედარებით: მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტლისთვის მთლიანი თანხის მხოლოდ 36.4%-ის ათვისება არის დაგეგმილი.

3. საანგარიშო პერიოდში ფინანსურ გეგმასთან შედარებით ფაქტობრივი ათვისებული თანხების ჩამორჩენა იზრდება და უკვე, 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის 39.5%-ს გაუტოლდა, რაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. თუმცა მომდევნო კვარტალში მცირედი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი - დაახლოებით 47.76%-მდე.

4. ასევე, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მთავარ პრობლემად რჩება სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება. მიმდინარე ანგარიშის მონიტორინგის პერიოდში, გასული წლების მსგავსად, აღნიშნული პროექტის შესრულებაში წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მთლიანი დიზაინის ცვლილება და ამ წლებში დამატებით მობილიზებული თანხის უდიდესი მოცულობის ამ პროექტისკენ მიმართვა, კერძოდ: 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის 2008 წლის ნოემბერში პროგრამისთვის გამოყოფილი დამატებითი 100 მილიონის უმეტესი ნაწილი - 80 მილიონი აშშ დოლარი სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისკენ მიემართება და მხოლოდ 20 მილიონი, ანუ დამატებითი დაფინანსების 20 პროცენტი მიემართება დანარჩენ 4 პროექტზე. (ეს მაშინ, როცა 2008 წლის ნოემბერში დამატებითი დაფინანსებიდან გზების პროექტზე გათვალისიწინებული იყო 60 მილიონი აშშ დოლარის, და არა - 80 მილიონი აშშ დოლარის მიმართვა).

5. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის პრობლემად რჩება ხშირი ცვლილებები პროექტების დაფინანსებაში. მაგალითად, 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ორჯერ შევიდა ცვლილება ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში (ჯერ დაემატა, შემდეგ კი მოაკლდა 13 მილიონი); სამჯერ შევიდა ცვლილება რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში (დაემატა 26 მილიონი, შემდეგ კი ორგზის შემცირდა დაფინანსება); ორჯერ შევიდა ცვლილება აგრობიზნესის განვითარების პროექტში (ზრდის მიმართულებით). ცხადია, ამ სიტუაციაში ზედმეტია დაგეგმვის კანონზომიერებებზე, წინასწარი შეფასებების სიზუსტეზე საუბარი.

6. სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის 203 მილიონ 515 ათას აშშ დოლარამდე გაზრდის, ანუ კომპაქტში თავდაპირველად გათვალისწინებული დაფინანსების გაორმაგების მიუხედავად (კომპაქტის ხელმოწერის მომენტისთვის პროექტზე 102 მილიონი აშშ დოლარი, გასული წლის ოქტომბრისთვის 123,6 მილიონი აშშ დოლარი, დამატებითი დაფინანსებით პირველ ეტაპზე - 183 მილიონი იყო გათვალისწინებული), პროექტის ფარგლებში ვეღარ ხერხდება კომპაქტის თავდაპირველი ვარიანტით გათვალისწინებული გზის მოცულობის 245 კილომეტრის რეაბილიტაცია. სამცხე-ჯავახეთის გზის რებილიტაციის პროექტში სარეაბილიტაციო გზა, უკვე გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სულ 219,2 კილომეტრია - კომპაქტით თავიდანვე გათვალისწინებულზე დაახლოებით 26 კილომეტრით ნაკლები, ანუ დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებით 3 კილომეტრიან მონაკვეთზე კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 222,2 კილომეტრს შეადგენს, რაც კომპაქტის თავდაპირველ მოცულობაზე დაახლოებით 23 კილომეტრით ნაკლებია.

7. მონიტორინგის პერიოდში კონტრაქტორი კომპანიის „აშტრომ ინთერნეიშენელის“ მიერ გზის სამუშაოების გაჭიანურების მიზეზით, შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია. ემ-სი-ჯის მიერ ამ სიტუაციაზე რეაგირების საბოლოო შედეგი იყო სამუშაოების ტემპის დაჩქარება (გზის ნაწილის სხვა კომპანიისთვის გადაცემა). თუმცა, საბოლოო შედეგია ისიც, რომ 2008 წლის გაზაფხულიდან 2009 წლის აგვისტომდე (ანუ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში), პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამი ლოტის - 119,5 კილომეტრი გზის რეაბლიტაცია გაძვირდა დაახლოებით 24,389 მილიონი აშშ დოლარით (ანუ 2008 წლის გაზაფხულის მდგომარეობასთან შედარებით 37 პროცენტით). ეს მაშინ, როცა უკვე 2008 წლისთვის სახეზე იყო სამცხე-ჯავახეთის პროექტის გაძვირება კომპაქტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებულ მოცულობებთან შედარებით.

8. ფორსმაჟორული სიტუაციის მიზეზით 35 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი 47,8 კილომეტრის რეაბლიტაციაზე კომპანია აზერინშაათსერვისსგადაეცა ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ცხადია, ამ თანხის კონტრაქტის ტენდერის გარეშე, ანუ მშენებელი კომპანიის კონკურენციის პირობებში ჩაყენების გარეშე გაცემა, რა თქმა უნდა ბადებს კითხვებს და მოითხოვს სერიოზულ დასაბუთებას.

9. კონტრაქტორ კომპანიას, რომლის მიზეზითაც მოხდა ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნა, საჯარიმო სანქციები არ დაკისრებია. მეტიც - იგი მომგებიან სიტუაციაშიც კი აღმოჩნდა - მოიხსნა რა 47,8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის ვალდებულება, კონტრაქტის ღირებულება კი მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარით შეუმცირდა. (დეტალები იხილეთ ქვეთავში „პროექტის მიმდინარეობა“, „სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბლიტაციის პროექტი“).

10. 2009 წლის ოქტომბრისთვის შექმნილი ვითარების მიხედვით, კვლავ შეინიშნება სამცხე-ჯავახეთის სარებილიტაციო გზის რამდენიმე მონაკვეთზე სამუშაოების არასაკმარისი ტემპით განხორციელების საფრთხე, რამაც, შესაძლოა, პროექტი არა მხოლოდ გააძვიროს, არამედ - მისი შესრულება ეჭვქვეშ დააყენოს კომპაქტით გათვალისწინებულ ვადებში.

11. მონიტორინგის პერიოდში რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს დაფინანსება გაეზარდა 26 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგ ამ პროექტის დაფინანსება ისევ შემცირდა და 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის 57 მილიონ 735 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კომპაქტით გათვალისწინებულ თავდაპირველ თანხაზე ნაკლებია - 2 მილიონ 205 ათასი აშშ დოლარით; თუმცა 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობაზე მეტია - 14 მილიონ 250 ათასი აშშ დოლარით. მიუხედავად ამისა, 2008 წლის ოქტომბერთან შედარებით განსახორციელებელ პროექტთა ნუსხა არ გაზრდილა, შეიცვალა მხოლოდ პროექტების შიდა მოდიფიკაციები. კვლავ პრობლემად რჩება თანხების ათვისების დაბალი ტემპი, რაც პროექტების დროულად და ეფექტურად განხორციელებას საფრთხეს უქმნის.

12. მონიტორინგის პერიოდში ენერგოინფრასტრუქტურის პროექტის დაფინანსება ჯერ გაიზარდა 13 მილიონი აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა, კომპაქტის პირველი შესწორების თანახმად, პროექტის შედარებით ახალი კომპონენტის - გაზსაცავის წინასაპროექტო შესწავლას უნდა მოხმარებოდა, თუმცა შემდეგ ეს თანხა პროექტს ჩამოეჭრა. მენეჯმენტი აცხადებს, რომ კომპაქტით გათვალისწინებული აქტივობები არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდება; მეტიც - გათვალისწინებულია დამატებით გაზსადენის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის განხორციელება, რაც უდაოდ დადებითი ფაქტია. თუმცა, აქვე გამოდის, რომ 13 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც დამატებითი სამუშაოებისთვის იყო გამიზნული და გამოყოფილი 2008 წლის ნოემბერში, პროექტს არ ესაჭიროებოდა. მენეჯმენტმა მოგვაწოდა აღნიშნული „ცდომილების“ განმარტება, რომელსაც „პროექტების მიმდინარეობის“ ქვეთავში გთავაზობთ.

13. აგრობიზნესის განვითარების პროექტის დაფინანსება მონიტორინგის პერიოდში გაიზარდა 15 მილიონი აშშ დოლარიდან - 20 მილიონ 200 ათას აშშ დოლარამდე;

მონიტორინგის პერიოდში პროექტის განხორციელების ტემპი გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ არის დაჩქარებული - 2008 წლის 30 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე სულ ჩატარებულია საგრანტო შერჩევის ორი რაუნდი. საანგარიშო პერიოდში გაცემულია 133 გრანტი, 7 მილიონ 394 ათასის ღირებულებით. ანუ თითქმის ორჯერ მეტი თანხაა ათვისებული გასული ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს პროექტის დაწყებიდან პირველი 3 წლის მანძილზე იყო. პროექტი გადასულია ახალ ეტაპზე - როცა საფრთხეებს შეიცავს არა იმდენად პროექტის განხორციელების დაბალი ტემპი და მისი შესრულების ვადები, არამედ მისი განხორციელების ხარისხი.

14. რეგიონული განვითარების ფონდის შემთხვევაში, ისევე, როგორც აგრობიზნესის განვითარების პროექტში, მონიტორინგის პერიოდში დაჩქარებული ტემპით მოხდა თანხების ათვისება; 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა მოახდინა 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 10 ქართულ კომპანიაში, რაც ინვესტირებისთვის ასათვისებელი თანხის დაახლოებით 84 პროცენტს შეადგენს. საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შემდეგ, ძირითადი აქცენტი გადავა პორტფელის კომპანიების ფინანსურ და ოპერაციულ მდგომარეობასა და მუშაობაზე და ასევე, ადრე დამტკიცებული ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსების დაწყებაზე. რეგიონული განვითარების ფონდის ახალ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს დადებული კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი

3 3. დამატებითი დაფინანსება

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის 20 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს (რომელსაც წარმოადგენდა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის პირველი შესწორება“, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 2008 წლის ნოემბრის კომპაქტის პირველ შესწორებაში, ანუ დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში შესულია რადიკალური ცვლილებები. დღეისთვის, დამატებითი 100 მილიონის უმეტესი ნაწილი - 80 მილიონი სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისკენ მიემართება და მხოლოდ 20 მილიონი, ანუ დამატებითი დაფინანსების 20 პროცენტი მიიმართება დანარჩენ 4 პროექტზე.

ეს, ცხადია, ნიშნავს, რომ 2008 წლის ნოემბრისთვის, ანუ დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის მომენტისთვის, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის საფრთხეები და რისკები, ისევე, როგორც საჭიროებები, არასათანადოდ იყო შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში პროექტებს შორის თანხების გადანაცვლება რამდენჯერმე მოხდა. ცვლილებების შედეგებს, მიზეზებსა და ემ-სი-ჯი-ს განმარტებებს აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ. მანამდე კი დამატებითი დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ქრონოლოგიურად მივყვეთ:

2008 წლის ნოემბერში, კომპაქტის ნომერ პირველი შესწორებაში, რომელიც დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მიზნობრიობას განსაზღვრავდა, აღნიშნულია, რომ „ამჯერად კორპორაციას სურს, გამოუყოს მთავრობას დამატებითი დაფინანსება, რომელიც არ აღემატება 100 მილიონ (100,000,000) აშშ დოლარს, რათა დაიფაროს პროექტების თავდაპირველ ბიუჯეტში არსებული ბიუჯეტი და შესაძლებელი გახდეს პროექტების დასრულება კომპაქტით გათვალისწინებული სახით“ (იხილეთ ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის პირველი შესწორება. გვ.1.)

როგორ ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, დამატებითი დაფინანსების მიზანია პროექტების დასრულება პროექტების თავდაპირველი ბიუჯეტისა და თავდაპირველი დიზაინის ფარგლებში.

ამ მიზნით, პროექტების მიხედვით კომპაქტის პირველი შესწორებით, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, 2008 წლის 20 ნოემბერს იქნა ხელმოწერილი, დამატებითი დაფინანსება ასე გადანაწილდა:

რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტი:

1. სამცხე-ავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი - 183 მილიონი აშშ დოლარი; საწყის ეტაპზე იყო 102 მილიონი აშშ დოლარი, 2008 წელს მომხდარი ცვლილების შემდეგ დაემატა დაფინანსება რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის კუთვნილი სახსრებიდან და მისმა ოდენობამ შეადგინა 123,6 მილიონი აშშ დოლარი. „დამატებითი დაფინანსების“ ფარგლებში 2008 წლის ნოემბერში პროექტისთვის გამოყოფილია დამატებით 60 მილიონი აშშ დოლარი.

2. ენერგოინფრასტრუტურის რეაბილიტაცია - 62,5 მილიონი აშშ დოლარი (იყო 49,5 მილიონი აშშ დოლარი);

3. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება - 69,485 მილიონი აშშ დოლარი თავდაპირველ ეტაპზე იყო 60 მილიონი აშშ დოლარი. პროგრამის განხორციელების მესამე ეტაპზე მოხდა დაფინანსების გადატანა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტზე, მისმა ღირებულებამ 43, 485 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რის გამოც რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტიდან ამოღებულია რამდენიმე წინასწარ დაგეგმილი პროექტი. (როგორც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მენეჯმენტი განმარტავს, პროექტების რაოდენობის ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება დამატებითი დაფინანსების ფარგლებში არ მოხდა არა დაფინანსების სიმცირის, არამედ იმის გამო, რომ დამატებითი პროექტების განხორციელება, დამატებითი დაფინანსების მიუხედევად, დარჩენილ ვადებში უკვე ვეღარ მოესწრებოდა). „დამატებითი დაფინანსების“ ფარგლებში რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს დაემატა 26 მილიონი აშშ დოლარი და შეადგინა 69,485 მილიონი აშშ დოლარი;

2008 წლის ბოლოს, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის დამატებით მიღებული 100 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელოვანი წილი, როგორც მოყვანილი ინფორმაციიდანაც ჩანს, რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტში შემავალ პროექტებს ეხება. კომპაქტის პირველ შესწორებაში მოყვანილი დამატებითი დაფინანსების ცხრილი ასე გამოიყურება:

ცხრილი N1. კომპაქტის შესწორება N1

კომპონენტი

1-ლი
წელი

მე-2
წელი

მე-3
წელი

მე-4
წელი

მე-5
წელი

ჯამი

(მილიონი აშშ დოლარი)
1. რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი

(ა) გზების
რეაბილიტაციის
პროექტის
საქმიანობა

არ
გამოიყენება

არ
გამოიყენება

3.00

18.00

39.00

60.00

(ბ) რეგიონული
ინფრასტრუქტურის
განვითარების
პროექტის საქმიანობა

არ გამოიყენება

არ გამოიყენება

1.30

7.80

16.90

26.00

(გ) ენერგეტიკის
რეაბილიტაციის
პროექტის
საქმიანობა

არ
გამოიყენება

არ
გამოიყენება

0.65

3.90

8.45

13.00

ქვეჯამი

არ
გამოიყენება

არ
გამოიყენება

4.95

29.70

64.35

99.00

4. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი

(დ) ფინანსური და
შესყიდვების
საკითხების მართვა

არ
გამოიყენება

არ
გამოიყენება

0.20

0.40

0.40

1.00

სულ კორპორაციის
სავარაუდო
შენატანი

არ
გამოიყენება

არ
გამოიყენება

5.15

30.10

64.75

100.00

თუმცა, უკვე 2009 წლის ოქტომბრისთვის პროექტებს შორის თანხების გადანაწილება ასე გამოყურება:

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი - 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარი (საწყის ეტაპზე იყო 102 მილიონი აშშ დოლარი, 2008 წელს ოქტომბრის მდგომარეობით - 123,6 მილიონი აშშ დოლარი, 2008 წლის ნოემბერში 183 მილიონი აშშ დოლარი).

ენერგოინფრასტრუტურის რეაბილიტაცია - 49, 5 მილიონი აშშ დოლარი (დამატებითი დაფინანსებით გაიზარდა 62,5 მილიონი აშშ დოლარამდე, თუმცა 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ისევ შემცირდა).

რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება - 57, 735 მილიონი აშშ დოლარი (თავდაპირველად იყო 60 მილიონი, 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით - 43 მილიონ 485 ათასი, 100 მილიონიანი დამატებითი დაფინანსების შემდეგ - 69 მილიონი, 2009 წლის ივნისის მდგომარეობით იყო 64 მილიონ 535 ათასი აშშ დოლარი).

საწარმოთა განვითარების კომპონენტი კი შეიცავს შემდეგ პროექტებს:

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი - 32 მილიონი აშშ დოლარი; (2009 წლის განმავლობაში პროექტს მოაკლდა 100 000 აშშ დოლარი);

აგრობიზნესის განვითარება - 20 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი (2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით - 15 მილიონი, 2009 წლის ივნისის მდგომარეობით - 19 მილიონ 840 ათას აშშ დოლარი);

ამასთან, აქვე აღასანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი აღნიშნული გადაწყვეტილება აგრობიზნესის განვითარების პროექტისთვის თანხის დამატების შესახებ 2009 წლის გაზაფხულზე იქნა მიღებული, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიმდინარე სტატუსში - ცხრილში აგვისტოს მდგომარეობით, რომელიც ემ-სი-ჯი-ს ვებ-გვერდზეა განთავსებული, ეს ცვლილება ასახული არ არის და რეგიონული ინფრასტრუქტურის დაფინანსება კვლავ 69 მილიონი აშშ დოლარით არის განსაზღვრული. (იხილეთ ემ-სი-ჯის ვებ-გვერდი პროექტების სტატუსი, აგვისტოს მდგომარეობით). ამას გარდა, დამატებითი დაფინანსების საკითხის განხილვისას აუცილებლად დგება საკითხი ასე: სრულდება თუ არა 2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილ კომპაქტის პირველი შესწორებაში გათვალისწინებული პირობა, კერძოდ: მოხდება თუ არა დამატებითი დაფინანსების (100 მილიონი აშშ დოლარის) ფარგლებში პროექტების დასრულება კომპაქტით თავდაპირველად გათვალისწინებული სახით, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ამ შესწორებაში. (იხ. ზემოთ მოყვანილი ციტატა).

ამისთვის მოკლედ გადავხედოთ პროექტებს, რომელზეც ამ „დამატებითი დაფინანსების“ ძირითადი ნაწილი მიემართება:

3.1 3.1. სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი

▲ზევით დაბრუნება


სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი 2006 წლის აპრილიდან, ანუ კომპაქტის ძალაში შესვლის მომენტიდან ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილმა წინაღობებმა (რომელთა შესახებაც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ 2006-2008 წლების ანგარიშებში წერდა) გამოიწვია მთელი პროგრამის დიზაინის ცვლილება. 2009 წელი ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ გახლავთ - პრობლემა კვლავაც სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი.

2008 წლის ოქტომბერში დონორების დახმარების ფარგლებში ემ-სი-ჯი-სთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის დიზაინი დღეს ასე გამოიყურება: პროექტის მთლიანი ღირებულებაა 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარი. დღეისთვის, უკვე დადებულია კონტრაქტები 219,2 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაზე, რაც თავდაპირველად (პროგრამის ძალაში შესვლის მომენტისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო გზის სიგრძეზე (245 კმ) დაახლებით 26 კილომეტრით ნაკლებია.

როგორც „ფონდ ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“-ში განგვიმარტეს, დამატებით საღარაშენი-ფარცხისის 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 2009 წლის ზამთარში შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება (იხილეთ ქვემოთ, პროექტების მიმდინარეობის აღწერაში).

2008 წლის ოქტომბრისთვის - ანუ დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კონტრაქტები გაფორმებული იყო 170,9 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაზე. შესაბამისი კონტრაქტები 2008 წლის გაზაფხულზე იქნა გაფორმებული. კერძოდ:

2008 წლის 20 მარტს, კომპანია აშტრომ-თან ხელი მოეწერა 65,467,530.16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოხდება გზის შემდეგი მონაკვეთების რეაბილიტაცია: ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ) და ნარდევანი-სათხე (47,8 კმ).

2008 წლის 14 მაისს, ერთობლივ საწარმო პაპენბურგ/ოსტაშთან (შემდგომში პაპენბურგ/ბლექ სი გრუპი) ხელი მოეწერა 33,100,683.20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას, რომელიც განახორციელებს სამუშაოებს შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31,4 კმ) და ახალქალაქი-სულდა (20 კმ).

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2010 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. (იხილეთ „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მესამე ეტაპის ანგარიში).

2009 წლის ოქტომბრისთვის კი გაფორმებული კონტრაქტების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტში ასე გამოიყურება;

ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ) - კონტრაქტორი კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენელი“, ხელშეკრულების ღირებულება 54 მილიონ 659 ათასი აშშ დოლარი.

სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31,4 კმ) და ახალქალაქი-სულდა (20 კმ).- 33,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ხერთვისი-ვარძია (დაახლ. 11 კმ) - 13,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; - კონტრაქტორი “პაპენბურგ/ბლექ სი გრუპი”.

სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრის (დაახლ. 16 კმ) გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია - 8.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; თელეთი-კოდა-ასურეთის (19 კილომეტრიანი მონაკვეთი) - 15 მილიონ 73 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ნარდევანი-სათხე (47,8 კმ) - ღირებულება 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი; ახალქალაქის შემოვლითი გზა (2,3 კილომეტრი) - 4 მილიონ 540 972 ათასი აშშ დოლარი; - კონტრაქტორი აზერინსაათსერვისი“.

საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი - კომპანია „აზერინსაათსერვისი“ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ახალი კონტრაქტორია. ეს კომპანია სწორედ დამატებითი დაფინანსების ათვისების მიზნით გამოცხადებული ტენდერების დროს შემოდის საქართველოში და უკვე 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებელ კომპანიათაგან ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი ხდება. ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიას სულ გაფორმებული აქვს კონტრაქტი დაახლოებით 63 მილიონ 207 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო გზა კი საბოლოო ჯამში არის 85,1 კილომეტრი. აქედან ყველაზე დიდი კონტრაქტი - 47,8 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაზე (35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარის ღირებულების) კომპანიას გადაეცა ტენდერის გარეშე. (აღნიშნული გზის მონაკვეთი (ლოტი №4) ამოღებულ იქნა მეორე კონტრაქტორის - „აშტრომ ინთერნეიშენელის“ კონტრაქტიდან. გადაცემის მიზეზები, პირობები, დასაბუთება და შეფასება იხილეთ ქვემოთ - ქვეთავში.)

დამატებითი დაფინანსების ათვისების შედეგად სულ გაფორმებულია კონტრაქტები 219,2 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაზე. (კომპაქტით თავდაპირველად გათვალისიწნებულზე დაახლოებით 26 კილომეტრით ნაკლები). დამატებით საღარაშენი-ფარცხისის 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილება 2009 წლის ზამთარში შეიძლება იქნას მიღებული. ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო გზა საბოლოო ჯამში დაახლოებით 222,2 კილომეტრს შეადგენს. (რაც კომპაქტით თავდაპირველად გათვალიწინებულ 245 კილომეტრზე დაახლოებით 23 კილომეტრით ნაკლებია).

3.2 3.2. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის ოქტომბერში დონორთა კონფერენციაზე საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, MCC-ს მიერ გამოყოფილი დამატებითი 100 მილიონიანი დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილება სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის გარდა - რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტსაც შეეხო, რომელსაც დამატებით 26 მილიონი აშშ დოლარი გამოეყო. თუმცა შემდგომში ამ პროექტის დაფინანსება ისევ შემცირდა და 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის 57 მილიონ 735 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. (ათასწლეულის გამოწვევის პროექტის მენეჯმენტი განმარტავს, რომ დაფინანსება შემცირდა არა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის პრობლემების, არამედ - რეგიონული ინფრასტრუქტურის ფარგლებში თანხების დაზოგვის ხარჯზე. თუმცა ფაქტია, რომ დაზოგილი თანხები პრაქტიკულად მთლიანად მიიმართა სამცხეჯავახეთის გზის დაფინანსებაზე).

შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისგან განსხვავებით, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ჯამური ღირებულება, თავდაპირველად განსაზღვრული დიზაინისგან მკვეთრად განსხვავებული არ არის. თუ თავდაპირველად კომპაქტით რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტისთვის გათვალისწინებული იყო 60 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვა, 2008 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტი) შესწორების თანახმად, პროექტის მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიში ბიუჯეტი 69, 485 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. (ანუ სულ 9 მილიონით მეტს), უკვე 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის კი თავდაპირველ თანხაზე კვლავ ნაკლებია - 2 მილიონ 205 ათასი აშშ დოლარით;

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციაში შექმნილი პრობლემების მიზეზით, კომპაქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდა რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტიდან, რამაც ამ პროექტის დაფინანსებაში „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ წილი 60 მილიონი აშშ დოლარიდან 43,485 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირა.

როგორც აღვნიშნეთ, 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, 2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შესწორებით პროექტის ღირებულება 26 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

თუმცა, უკვე 2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით პროექტის დაფინანსება შეადგენს 57 მილიონ 735 ათას აშშ დოლარს, ანუ კომპაქტის თავდაპირველ ვარიანტზე 2,2 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებს.

2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დაფინანსების 43, 485 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირების გამო, პირველ ეტაპზე იდენტიფიცირებული დაფინანსების კანდიდატი 7 წყალმომარაგების და 3 ირიგაციის პროექტიდან იდენტიფიცირებულ წყალმომარაგების პროექტთა ნუსხა ხუთამდე შემცირდა. ანუ დამტკიცებული და დაფინანსების კანდიდატი პროექტებიდან 2008 წელს ამოიღეს ორი - რუსთავის წყალმომარაგების სისტემის და წყალტუბოს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი.

რა ვითარება იყო 2008 წლის ნოემბერში კომპაქტში შესული ცვლილებისა და ბიუჯეტის 69 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ?

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „დამატებითი დაფინანსება (2008 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტი“) შესწორების თანახმად, პროექტს 26 მილიონი აშშ დოლარი დაემატა) ითვალისწინებს ადრეულ ეტაპზე დამტკიცებული მუნიციპალური მოსამხურების რეაბილიტაციის პროექტების სრულად განხორციელებას“. იხილეთ ვებ-გვერდი: www.mcg.ge.

ამასთან, ფონდი ათასწლეულის გამოწვევა-საქარათველოს კვარტალური შედეგების ანგარიშში (კომპაქტის მე-3 წელი, მე-3 კვარტალი. 2008 წლის 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი) აღნიშნულია, რომ: „2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილი კომპაქტის შესწორების თანახმად, 26 მილიონი დაემატა რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს. აღნიშნული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქუთაისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი - 6 მილიონი; ქობულეთის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი - 8 მილიონი; ბორჯომის კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი - 12 მილიონი. დაიწყო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და დამტკიცების პროცესი“. - ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დამატებითი დაფინანასებით მოხდება არა ადრეულ ეტაპზე დამტკიცებული მუნიციპალური მოსამხურების რეაბილიტაციის პროექტების სრულად განხორციელება, (რომელიც გულისხმობდა 7 წყალმომარაგების და 3 ირიგაციის პროექტის განხორციელებას) არამედ - სამუშაოები განხორციელდება 2008 წელს შერჩეული ხუთი მუნიციპალური 5 წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, გარკვეული მოდიფიკაციით. ამის შემდეგ, 2009 წლის 31 სექტემბრის მდგომარეობით, პროექტის დაფინანსების მასშტაბი შემცირდა, თუმცა პროექტების რაოდენობა ძველ ნიშნულზე დარჩა. 2008 წლის ნოემბერში მიღებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში პროექტების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის და ამ თანხების არსებული პროექტების შიდა მოდიფიკაციებზე დახარჯვის გადაწყვეტილება, მენეჯმენტის განმარტებით, მიღებული იქნა იმის გამო, რომ დაფინანსების ზრდის მიუხედავად, პროექტის დასრულებამდე დარჩენილია შეზღუდული ვადები. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ, ქვეთავში „“).

3.3 3.3. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი

▲ზევით დაბრუნება


პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 49,5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მოიცავდა ორ კომპონენტს: (1) ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული უბნების რეაბილიტაცია - 44,5 ნოემბერი 2009 11 მილიონი აშშ დოლარი და (2) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დახმარების გაწევა ენერგოსექტორის სტრატეგიის შემდგომ დახვეწასა და განხორციელებაში - 5 მილიონი დოლარი.

2008 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს დახმარების კომპონენტის ფარგლებში მიღეულ იქნა გადაწყვეტილება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის კომპაქტის თავდაპირველ ვარიანტში დამატებითი კომპონენტის - გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის კომპონენტის შეტანის შესახებ, რომლის დასაფინანსებლადაც მიმართულ იქნა სამინისტრის დახმარებისთვის განსაზღვრული თანხები. (ამ კომპონენტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად ქვეთავში.).

2008 წლამდე ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში პროგრამის დიზაინის ცვლილების მიუხედავად, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს დაფინანსებაში ცვლილება არ შეხებია - არც ზრდისა და არც შემცირების მიმართულებით. ცვლილება განხორციელდა მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

2008 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტი“) შესწორების თანახმად, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საერთო ბიუჯეტი 62,5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მენეჯმენტის ინფორმაციით, დამატებითი 13 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორში საჭირო კვლევების განხორციელებას, რაც მოიცავს სრულმასშტაბიან ეკონომიკურ, გეოლოგიურ და გარემოსდაცვით ანალიზს, წინა-სამშენებლო პროექტირებისა და საჯარო/კერძო ფინანსური გეგმის შემუშავებას გაზსაცავისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. (პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალები იხილეთ ქვეთავში“).

თუმცა 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის (29 სექტემბრის თანხის გადატანის მოთხოვნის თანახმად) - პროექტს დამატებითი დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი 13 მილიონი ისევ ჩამოეჭრა. პროექტის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს შემცირება პროექტის მიზნების შესრულებაზე არ აისახება. (იხილეთ დეტალები ქვეთავში “).

3.4 3.4. აგრობიზნესის განვითარების პროექტი

▲ზევით დაბრუნება


აგრობიზნესის განვითარების პროექტი დამატებითი დაფინანსების მიმღები მეორე ეტაპზე ხდება. ეს პროექტი არ არის შეტანილი 2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილ კომპაქტის პირველ შესწორებაში, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის დამატებით გამოყოფილი 100 მილიონი აშშ დოლარის განაწილებას ითვალისწინებდა. თუმცა უკვე ივნისის თვეში თანხის გაცემის მოთხოვნაში ცვლილება, რომელიც აგრობიზნესის განვითარების პროექტისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას გულისხმობს, ასახულია.

2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამში 20 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი დახარჯვა. ასეთი ცვლილება, სავარაუდოდ, 2009 წლის განმავლობაში პროექტის თანხების ათვისების დაჩქარებულმა ტემპმა გამოიწვია. 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, პროგრამას სწორედ თანხის ათვისებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. (დეტალურად პროექტის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ ქვეთავში - „“).

4 4. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების ათვისების დინამიკის მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე ანალიზის მიზანია ნათლად წარმოაჩინოს, თუ რამდენად შეესაბამება პროგრამის მოქმედების პერიოდში გახარჯული თანხების მოცულობა მრავალწლიანი ფინანსური გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს, რისთვისაც განხილულია მთელი პროგრამისა და მისი შემადგენელი კომპონენტების ფულადი პარამეტრების დინამიკა. საანალიზო პერიოდი მოიცავს „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ საქმიანობის პერიოდს 2008 წლის 30 სექტემბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.

4.1 4.1. გამოყენებული მეთოდოლოგია

▲ზევით დაბრუნება


წარმოდგენილი ანალიზი ეყრდნობა „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ ყოველკვარტალურად მომზადებულ თანხის გაცემის მოთხოვნის ფორმებს, მრავალწლიან დეტალურ ფინანსურ გეგმებს, პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების გეგმას, რომელიც 2008 წლის სექტემბერში განახლდა. ასევე საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულ „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის“ პირველ შესწორებას. გარდა ამისა, გამოყენებულია „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტები, რომლითაც დადგენილია ეკონომიკური უკუგების განაკვეთები (ERR).

ხარჯების ეფექტიანობის შესაფასებლად შედარებულია ფაქტობრივად გახარჯული თანხების ყოველკვარტალური მოცულობა, და მუდმივად განახლებადი მრავალწლიანი დეტალური ფინანსური გეგმები.

ანალიზის დასკვნით ნაწილში გამოყენებულია „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ შემუშავებული ეკონომიკური უკუგების განაკვეთებიც, იმის წარმოსაჩენად, თუ რა უარყოფით შედეგებს უკავშირდება პროგრამული ხარჯების დაგვიანებით ათვისება.

4.2 4.2. თანხების ათვისების დინამიკის ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


ქვემოთმოყვანილ ანალიზში წარმოდგენილია მესამე პროგრამული წლის მეორე კვარტლიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ხარჯების ფაქტობრივი ჯამური ათვისება, რაც აღებულია თანხების მოთხოვნის ყოველკვარტალური ფორმებიდან. იმის გამო, რომ მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტალი ჯერ არ დასრულებულა, 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ასათვისებელი თანხები, ისე როგორც ეს 2009 წლის 1 ივლისს მომზადებული თანხების მოთხოვნის ფორმასა და ფინანსურ ანგარიშშია ნაჩვენები, აქ აღნიშნულია როგორც დაგეგმილი (საპროგნოზო) ათვისება მოსალოდნელი ტენდენციის საჩვენებლად.

თანხების ათვისების განხილვამდე საინტერესოა „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მთლიანი თანხის პროექტების მიხედვით განაწილების ნათლად წარმოდგენა. იხ. დიაგრამა №1.

დიაგრამა 1-ზე წარმოდგენილია მთელი თანხის პროექტების მიხედვით გაშლა

0x01 graphic

თანხების ათვისების დინამიკის განსახილველად დიაგრამაში №2 წარმოდგენილია მესამე პროგრამული წლის პირველი კვარტლიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ხარჯების ფაქტობრივი ჯამური ათვისება, რაც აღებულია „თანხის გაცემის მოთხოვნის“ ყოველკვარტალური ფორმებიდან. მიუხედავად ზრდისა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ერთი შეხედვით ფიქსირდება, თანხების მაინც მცირე რაოდენობაა ათვისებული.

დიაგრამა 2.

0x01 graphic

თანხების ფაქტობრივი ჯამური ათვისება კვარტლებისა და კომპონენტების მიხედვით

მაგალითად, საყურადღებოა, თანხების კვარტალურად ათვისების დინამიკა, რომელიც ცხრილ №1-შია წარმოდგენილი:

ცხრილი 1. თანხების ათვისების ზრდა კვარტლების მიხედვით

II.Q. 2008

III.Q.2008

III.Q.2008

III.Q.2008

III.Q.2008*

რეგიონული
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციის
პროექტი:

265,02%25

88,93%25

-57,99%25

-24,90%25

647,59%25

სამცხე-ჯავახეთის
გზის
რეაბილიტაცია

2312,29%25

52,59%25

-72,02%25

-28,13%25

1247,56%25

რეგიონული
ინფრასტრუქტურის
განვითარება

19,03%25

256,66%25

83,89%25

-44,61%25

298,67%25

ენერგეტიკის
რეაბილიტაცია

-11,58%25

207,11%25

-61,78%25

1,98%25

217,27%25

საწარმოთა
განვითარების
პროექტი:

30,79%25

228,49%25

168,39%25

-34,33%25

28,90%25

საქართველოს
რეგიონული
განვითარების
ფონდი

3,85%25

634,21%25

244,40%25

-36,61%25

-17,39%25

აგრობიზნესის
განვითარების
პროექტი

46,66%25

59,34%25

22,37%25

-21,95%25

232,15%25

მონიტორინგი და
შეფასება

560,03%25

-9,82%25

106,11%25

-45,78%25

250,89%25

ადმინისტრირება
და კონტროლი:

99,28%25

2,14%25

8,36%25

-24,42%25

142,11%25

პროგრამის
ადმინისტრირება

31,73%25

9,09%25

7,85%25

-33,25%25

184,38%25

აუდიტი

300,00%25

-75,00%25

300,00%25

-75,00%25

446,25%25

ფისკალური და
შესყიდვების
მართვა

1019,98%25

0,00%25

0,00%25

0,00%25

75,00%25

სულ

195,59%25

94,07%25

-15,96%25

-30,34%25

300,00%25

გასული წლის მსგავსად, კვლავ იკვეთება თანხების ნელი ათვისების ტენდენცია; თუმცა, აღსანიშნავია კვარტალურად ათვისებული თანხების მატება მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტალში, რაც საპროგნოზო მაჩვენებელია; 2009 წლის პირველ კვარტალში კი ათვისებული თანხების კლება ყველა კომპონენტში აღინიშნებოდა, გარდა ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტისა, სადაც მხოლოდ 2%25-მდე ზრდა დაფიქსირდა;

ზემოთთქმულის უკეთ წარმოსაჩენად ცხრილ №2-ში მოყვანილია „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში კვარტლების მიხედვით ფაქტობრივად ათვისებული თანხების მთელ თანხებთან ფარდობის დინამიკა. ვინაიდან წარმოდგენილია ჯამური თანხების ფარდობის დინამიკა, თავისთავად ცხადია, ეს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით დახასიათდება; ჩვენთვის კი ზრდის სიჩქარეა უფრო საყურადღებო, რაც საკმაოდ მცირეა, როგორც ეს ცხრილიდან ჩანს.

მაგალითად, ყველაზე მსხვილი პროექტის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი ჯამური თანხების ათვისება 2009 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მხოლოდ საშუალოდ 1.9%25-ით გაიზარდა. ათვისების ზრდის სიჩქარემ საშუალოდ მხოლოდ 3-4%25-ით იმატა რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტებისათვის მთელ თანხებთან მიმართებაში. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა საწარმოთა განვითარების პროექტის კომპონენტებში, კერძოდ კი რეგიონალური განვითარების ფონდში, სადაც მეოთხე პროგრამული წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მთელი თანხის 59.1%25 არის ათვისებული, შემდეგ კვარტალში კი მთელი თანხის 72.02%25 ათვისებაა დაგეგმილი.

ზოგადად, კი ადვილი შესამჩნევია დიდი ჩამორჩენა ფინანსურ გეგმასთან შედარებით: მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტლისთვის მთლიანი თანხის მხოლოდ 36.4%25-ის ათვისებაა დაგეგმილი.

ცხრილი 2. პერიოდის დასაწყისისათვის ჯამური ათვისებული თანხების ფარდობა მთელ თანხებთან (%25)

01.04.08

01.07.08

01.10.08

01.01.09

01.01.09

01.07.09

01.10.09*

რეგიონული
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციის
პროექტი:

5,34

6.10

8.90

14.19

16.41

18.08

30,54

სამცხე-ჯავახეთის
გზის
რეაბილიტაცია

0.06

0.20

3.51

8.58

9.99

11.01

24,72

რეგიონული
ინფრასტრუქტურის
განვითარება

3.65

4.12

4.68

6.67

10.34

12.37

20,47

ენერგეტიკის
რეაბილიტაცია

28.99

32.69

35.96

46.00

49.83

53.75

66,16

საწარმოთა
განვითარების
პროექტი:

9.65

11.21

13.25

19.97

37.99

49.82

65,08

საქართველოს
რეგიონული
განვითარების
ფონდი

9.26

10.20

11.19

18.40

43.25

59.01

72,02

აგრობიზნესის
განვითარების
პროექტი

10.32

12.86

16.60

22.55

29.83

35.51

54,39

მონიტორინგი და
შეფასება

4.25

4.60

6.91

8.99

13.28

15.61

23,78

ადმინისტრირება
და კონტროლი:

30.34

32.19

35.86

39.62

43.69

46.77

54,22

პროგრამის
ადმინისტრირება

27.34

30.20

33.96

38.07

42.51

45.46

53,88

აუდიტი

17.36

18.10

21.05

21.79

24.75

25.49

29,53

ფისკალური და
შესყიდვების
მართვა

37.41

37.74

41.38

45.03

48.67

52.31

58,69

სულ

7.36

8.29

11.03

16.34

20.81

23.92

36,37

დიაგრამა №3-ში თანხების კვარტალური მონაცემების აბსოლუტური მნიშვნელობები კომპონენტების მიხედვით არის წარმოდგენილი. მესამე პროგრამული წლის მეოთხე კვარტლიდან კარგად იკვეთება ათვისებული მთელი თანხების დინამიკის ერთგვარი სტაგნაცია და შემდგომში შემცირებაც კი. ეს, გასული წლის მსგავსად, განსაკუთრებით ეხება ყველაზე მსხვილი, რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანხების ათვისებას.

0x01 graphic

0x01 graphic

№1 გრაფიკში წარმოდგენილია პროგრამის ორი მიმართულების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა ფონდისა და აგრობიზნესის განვითარების პროექტის (რომლებიც მთელი თანხის შესაბამისად 8.1 და 5.1%25-ს შეადგენს) ფარგლებში შესაბამისი პერიოდის დასაწყისისათვის გახარჯული ჯამური თანხების დინამიკა. გასულ წელთან შედარებით აღსანიშნავია მკვეთრად ზრდადი ტენდენცია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მესამე პროგრამული წლის ბოლო კვარტლიდან იწყება. აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 2009 წლის მეორე კვარტლისათვის 54.39%25 არის დაგეგმილი, ხოლო 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის ათვისებულია 35.51%25. რაც ნიშნავს, რომ კომპაქტის მოქმედების ამოწურვამდე 7 კვარტალში მთელი თანხის 64%25 უნდა იქნას ათვისებული, ან საშუალოდ დაახლოებით 9%25 კვარტალურად, მაშინ როცა აქამდე საშუალოდ მხოლოდ 4%25-ის ათვისება ხდებოდა. ამ ეტაპზე კი, როდესაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ტემპის ზრდაზეა ხაზგასმა, საყურადღებო იქნება შესრულებულ სამუშაოთა ხარისხის კონტროლიც.

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში მკვეთრი ზრდა აღინიშნება პროგრამის მესამე წლის ბოლო კვარტლიდან; თუმცა, წინა პერიოდში არსებული ჩამორჩენის ასანაზღაურებლად შემდგომში კვარტალურად საშუალოდ კვარტლისათვის მთელი თანხის 5%25-მდე უნდა იხარჯებოდეს, მაშინ როცა აქამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ პროგრამის მესამე წლის ბოლოს ასცდა საშუალოდ 3%25-ს.

დიაგრამა №4-ში ნაჩვენებია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულების სამი პროექტის ფარგლებში ათვისებული თანხების დინამიკა მთელი თანხების მიმართ. აღსანიშნავია ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ათვისებული თანხების მკვეთრი ზრდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი მხოლოდ მთელი პროექტის 12%25-ს შეადგენს და საერთო სურათს ვერ ცვლის; სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში ათვისებული თანხები თითოეული საშუალოდ მთელი თანხების 10-12%25-ს უახლოვდება 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის.

2009 წლის მეორე კვარტალში მთელ თანხებთან ათვისებული თანხების ფარდობა გზის რეაბილიტაციისათვის 24.72%25, ხოლო რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტისათვის 20.47%25-მდე იქნება.

0x01 graphic

ამავე დროს, პესიმისტური ჩამორჩენა შეინიშნება მრავალწლიანი დეტალური ფინანსური გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან შედარებით. ცხრილი №3-ში წარმოდგენილია ფაქტობრივი ათვისებული თანხების ფინანსური გეგმით (დეტალური ფინანსური გეგმის მიხედვით) გათვალისწინებულ მოცულობებთან თანაფარდობის დინამიკა. წარმოდგენილი ცხრილიდან ნათლად იკვეთება, თუ რამდენად ჩამორჩება პროგრამული კომპონენტების ხარჯები მრავალწლიანი ფინანსური გეგმით გათვალისწინებულს.

ცხრილი N3. ფაქტობრივი ჯამური დანახარჯების ფარდობა ფინანსური გეგმით გათვალისწინებულთან

01.04.08

01.07.08

01.10.08

01.01.09

01.04.09

01.07.09

01.10.09*

რეგიონული
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციის
პროექტი

69.0%25

32.7%25

39.5%25

57.5%25

44.0%25

36.5%25

46,14%25

სამცხე-ჯავახეთის
გზის
რეაბილიტაცია

1.5%25

2.8%25

39.7%25

86.2%25

39.5%25

28.7%25

42,97%25

რეგიონული
ინფრასტრუქტურის
განვითარება

111.9%25

11.7%25

11.7%25

15.3%25

20.7%25

20.1%25

26,29%25

ენერგეტიკის
რეაბილიტაცია

101.3%25

69.2%25

61.6%25

73.0%25

69.6%25

65.8%25

75,07%25

საწარმოთა
განვითარების
პროექტი

42.2%25

37.6%25

30.0%25

29.1%25

38.2%25

42.8%25

49,99%25

საქართველოს
რეგიონული
განვითარების
ფონდი

49.4%25

43.8%25

35.7%25

29.1%25

41.5%25

49.2%25

56,64%25

აგრობიზნესის
განვითარების
პროექტი

35.0%25

32.0%25

25.7%25

29.0%25

32.3%25

31.7%25

40,11%25

მონიტორინგი და
შეფასება

59.6%25

17.0%25

15.7%25

13.7%25

17.7%25

19.1%25

24,72%25

ადმინისტრირება
და კონტროლი

116.9%25

95.4%25

82.1%25

75.4%25

69.1%25

64.0%25

67,60%25

პროგრამის
ადმინისტრირება

95.8%25

77.0%25

63.4%25

57.5%25

53.1%25

49.3%25

52,96%25

აუდიტი

216.0%25

154.3%25

150.9%25

134.8%25

112.1%25

56.4%25

59,64%25

ფისკალური და
შესყიდვების
მართვა

152,9

134.2%25

130.3%25

127.2%25

116.5%25

115.4%25

119,62%25

სულ

68.2%25

39.1%25

40.7%25

49.5%25

43.5%25

39.5%25

47,76%25

2008 წლის ოქტომბრიდან თანხების სწრაფად ათვისების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტის მიმართულებით, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისა და ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტების ხარჯზე, ხოლო უკვე 2009 წლის იანვრიდან აღნიშნულ ორ პროექტთან ერთად დადებითი ტენდენცია იყო რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტშიც. კერძოდ, 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მხოლოდ 20.1%25 იყო ათვისებული, თუმცა მეორე კვარტლისთვის 26.46%25 არის დაგეგმილი. ყველაზე მსხვილი პროექტისათვის - სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისათვის მხოლოდ 28.7%25-ის ათვისება განხორციელდა, ხოლო 2009 წლის მეორე კვარტლის ბოლოსათვის 42.97%25 არის დაგეგმილი.

რაც შეეხება მეორე - საწარმოთა განვითარების კომპონენტს, რეგიონული განვითარების ფონდის მიმართულებით პოზიტიური ძვრები იყო 2008 წლის ოქტომბრიდან; ეს დამაიმედებელი ტენდენცია კვლავ ჩამორჩენამ შეცვალა. აგრობიზნესის განვითარების პროექტისათვის მხოლოდ დაგეგმილის 32%25 იქნა ათვისებული მეოთხე პროგრამული წლის პირველ კვარტალში, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისათვის ეს მაჩვენებელი 49.2%25 არის. რაც შეეხება 2009 წლის მეორე კვარტალს, რომელიც საპროგნოზო მაჩვენებლად გვაქვს წარმოდგენილი, ამ პერიოდში მკვეთრ გაუმჯობესება მხოლოდ ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტშია 75.1%25 ათვისებით.

მთლიანობაში, 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილის მხოლოდ 39.5%25 არის ათვისებული და შემდეგი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 48%25-ს უახლოვდება - საერთო სურათს ვერ ცვლის.

როგორც ეს გასულ საანგარიშო პერიოდში იკვეთებოდა, მონიტორინგსა და შეფასების კომპონენტისათვის დაგეგმილთან შედარებით ჩამორჩენა საკმაოდ მაღალია; მხოლოდ 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოს მიუახლოვდა 19%25-ს. ეს სხვა კომპონენტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დაგვაინებით აიხსნება და ნაკლებად საგანგაშოა.

მთლიანად, კი ფინანსურ გეგმასთან შედარებით ფაქტობრივი ათვისებული თანხების ჩამორჩენა იზრდება და უკვე, 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის 39.5%25- გაუტოლდა, რაც საგრძნობლად ცუდი მაჩვენებელია. თუმცა მომდევნო კვარტალში მცირედი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი - დაახლოებით 47.76%25-მდე.

გრაფიკი №2-ში წარმოდგენილია ადმინისტრირებისა და კონტროლის ფაქტიური და დაგეგმილი თანხების მთელ თანხებთან თანაფარდობა

0x01 graphic

თანხების ათვისების მრავალწლიან გეგმასთან რეალური ათვისებით შესაბამისობაში ყველაზე ახლოს ადმინისტრირებისა და კონტროლის კომპონენტია. 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის ეს მაჩვენებელი 64%25 იყო, ხოლო მეორე კვარტლისათვის 67.60%25-მდეა.

განსახილველი პერიოდის განმავლობაში მკვეთრად ჩანს ადმინისტრაციული ხარჯების მთლიან ხარჯებთან ფარდობის არასასურველი მატება დაგეგმილთან შედარებით. ეს ფაქტი არ იქნებოდა საგანგაშო პარალელურად კოპაქტით გათვალისწინებული სამუშაოები რომ დროულად მიმდინარეობდეს, მაგრამ პროგრამული პროექტების მნიშვნელოვნად დაგვიანების ფონზე - ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

4.3 4.3. პროგრამული ხარჯების დაგვიანების შესაძლო უარყოფითი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად გათვალისწინებული ხარჯების დაგვიანების შესაძლო უარყოფითი შედეგების მარტივად წარმოსადგენად ცხრილში №4 მოყვანილია შესაბამისი გაანგარიშებები. როგორც ცნობილია, ზოგადად, პროექტი მომგებიანია თუკი მისი დისკონტირებული შემოსავლითი ნაწილი აღემატება მის ხარჯვით ნაწილს.

წარმოდგენილი ცხრილის დაანგარიშებები ეყრდნობა შემდეგ დაშვებას: პროექტების ხარჯვითი ნაწილი მომავალში, სულ მცირე, იმავე სიდიდის შემოსავლების მომტანი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის განხორციელებას აზრი არ ექნებოდა. ამის გათვალისწინებით, თუ რომელიმე წელს პროგრამამ დააგვიანა გარკვეული ხარჯის გაწევა, უნდა ველოდოთ, რომ მინიმუმ იმავე მოცულობის შემოსავლის მიღება დაგვიანდება მომდევნო პერიოდებში. მიმდინარე ღირებულების მისაღებად პროექტის ხარჯიცა და შემოსავალიც შესაბამისი პერიოდის დისკონტის განაკვეთითაა დისკონტირებული. დისკონტის განაკვეთად აღებულია თვითონ „ათასწლულის გამოწვევა საქართველოს“ ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური უკუგების განაკვეთის (ERR) მაჩვენებლები. ეს პარამეტრი ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეორე სვეტშია შესაბამისი პროექტების გასწვრივ. ცხრილის მესამე სვეტში - პირველი პროგრამული წლის ჩამორჩენა არ არის დისკონტირებული, იმ დაშვებით, რომ ხარჯებს დაუყოვნებლივ მოყვება უკუგება. მეოთხე სვეტში მეორე პროგრამული წლის პროექტის ფარგლებში გახარჯული თანხების ჩამორჩენა ფინანსური გეგმით გათვალისწინებულთან შესაბამისი დისკონტის ნორმის პირველ პერიოდზე გადაანგარიშებით, ხოლო მეხუთე სვეტში მესამე წლის ჩამორჩენის დისკონტირებული მნიშვნელობა მეორე პერიოდზე გადაანგარიშებით. მეექვსე სვეტი გვიჩვენებს ჯამურ დისკონტირებულ დანაკარგს რაც გამოყვანილია, როგორც პირველი, მეორე და მესამე წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯების ჩამორჩენით განპირობებული დისკონტირებული დანაკარგი. ოპტიმისტური დაშვებით, ვივარაუდოთ, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში მომხდარი დანაკარგების სრული აღმოფხვრა მოხდება მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წლებში. მაშინ მეშვიდე, მერვე და მეცხრე სვეტებში მოყვანილი რიცხვების ჯამი (რაც წარმოადგენს მესამე, მეოთხე და მეხუთე სვეტების მონაცემების დისკონტირებას შესაბამისად მესამე, მეოთხე და მეხუთე პერიოდით) უნდა გამოაკლდეს მეორე, მესამე და მეოთხე სვეტების ჯამს იმის საჩვენებლად, თუ რას შეადგენს საბოლოო დისკონტირებული დანაკარგი პირველი სამი წლის განმავლობაში გაწერილი ხარჯების დაგვიანების შედეგად. საბოლოო შედეგი მოცემულია „დისკონტირებული სხვაობის სვეტში“. წარმოდგენილი ოპტიმისტური სცენარითაც კი, პროგრამული ხარჯების დაგეგმილთან შედარებით ჩამორჩენით დანაკარგი 26 მილიონ დოლარს აღემატება.

ამ დეფიციტის აღმოფხვრა თეორიულად შესაძლებელია პროგრამული ხარჯვის მკვეთრი ზრდით მომდევნო პერიოდებში, თუმცა ამის შესაძლებლობა რეალურად ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც პროგრამის დასრულებამდე ორ წელზე ნაკლები რჩება.

როგორც ეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მონიტორინგის მესამე ეტაპის ანგარიშში იყო ნავარაუდევი, გასული წლის მოვლენების ფონზე შეუძლებელი გახდა თანხების ათვისების მაჩვენებლების ამბიციური ზრდა, როგორც ეს „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს» ჰქონდა განზრახული. გაზრდილი თანხების უფრო სწრაფად განკარგვას იმაზე მეტი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური რესურსი სჭირდება, ვიდრე გათვალისწინებული იყო; ამიტომ, როგოც ეს აღნიშნულ ანგარიშში იყო განმარტებული, არასაკმარისი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური რესურსები დასახული მიზნების შეუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზია.

ცხრილი 4 (გადასაღებია)

0x01 graphic

როგორც ადრეც იყო აღნიშნული, 2008 წლის ნოემბერში, საქართველოში საომარი მოქმედებების შემდგომ, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“, რომლის საშუალებითაც აშშ-ს მთავრობა მოქმედებს საქართველოს მთავრობას გამოუყო დამატებითი დაფინანსება 100 მილიონი აშშ დოლარი, რათა დაიფაროს პროექტების თავდაპირველ ბიუჯეტში არსებული დეფიციტი და მოხდეს აღნიშნული პროექტების კომპაქტით გათვალისწინებულის სახით დასრულება. თუმცა, როგორც ეს ნათლად იკვეთება, პროგრამის ეფექტიანობაში არსებული ზემოთმოყვანილი ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე გართულდება ამ თანხების ათვისება, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად კომპაქტით გათვალისწინებულ სამუშაოების დასრულებას.

5 5. პროექტის მიმდინარეობა

▲ზევით დაბრუნება


5.1 5.1. სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი

▲ზევით დაბრუნება


სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების 102 მილიონიდან 203 მილიონ 515 ათას აშშ დოლარამდე, ანუ თავდაპირველ დაფინანსებასთან თითქმის ორჯერ გაზრდის მიუხედავად, პროექტის ფარგლებში კომპაქტის თავდაპირველი ვარიანტით გათვალისწინებული გზის მოცულობაზე დაახლოებით 26 კილომეტრით ნაკლები, ანუ დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლები გზის რეაბლიტაცია ხდება;

მონიტორინგის პერიოდში გზების რეაბილიტაციის ტემპის დარღვევის გამო შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია;

მონიტორინგის პერიოდში ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით არის გაცემული 35 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი;

მონიტორინგის პერიოდში, 2008 წლის გაზაფხულზე „აშტრომ ინთერნეიშენელთან“ სამი ლოტის (სულ 119,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაზე) გაფორმებული კონტრაქტის არსებობის მიუხედავად, აღნიშნული გზის რეაბლიტაცია გაძვირდა დაახლოებით 24,389 მილიონი აშშ დოლარით (ანუ 2008 წლის გაზაფხულის მდგომარეობასთან შედარებით 37 პროცენტით). სამუშაოების გაძვირების მიზეზადქცეული არც ერთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.

სამცხე ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ყველაზე დიდი პროექტია. თავდაპირველად კომპაქტით პროგრამისთვის გამოყოფილი 295,3 მილიონი აშშ დოლარიდან ამ პროექტზე 102 მილიონი აშშ დოლარი უნდა დახარჯულიყო. 2009 წლის ოქტომბრისთვის, პროექტის დაფინანსების სამგზის კორექტირების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისთვის უკვე გათვალისწინებულია 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარის დახარჯვა.

დღეისთვის უკვე დადებულია კონტრაქტები 219,2 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაზე, რაც თავდაპირველად (პროგრამის ძალაში შესვლის მომენტისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო გზის სიგრძეზე (245 კმ) დაახლებით 26 კილომეტრით ნაკლებია).

კერძოდ:

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მთლიანი ღირებულებაა 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარი. პროექტი ითვალისწინებს 223,9 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას. თუმცა, როგოც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით გაფორმებული კონტრაქტების თანახმად საუბარია 219,2 კილომეტრის რეაბილიტაციაზე. (როგორც ათასწლეულის ფონდში განგვიმარტეს, დამატებით საღარაშენი-ფარცხისის 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 2009 წლის ზამთარში უნდა იქნას მიღებული).

2009 წლის ოქტომბრისთვის გაფორმებული კონტრაქტების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტში ასე გამოიყურება:

ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ) - კონტრაქტორი კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენელი“, ხელშეკრულების ღირებულება 54 მილიონ 659 ათასი აშშ დოლარი.

სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31,4 კმ) და ახალქალაქი-სულდა (20 კმ).- 33,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ხერთვისი-ვარძია (დაახლ. 11 კმ) - 13,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; - კონტრაქტორი „პაპენბურგ/ბლექ სი გრუპი“.

სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრის (დაახლ. 16 კმ) გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია; 8.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; თელეთი-კოდა-ასურეთის (19 კილომეტრიანი მონაკვეთი) - 15 მილიონ 73 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ნარდევანი-სათხე (47,8 კმ). ღირებულება 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი; ახალქალაქის შემოვლითი გზა (2,3 კილომეტრი) - 4 მილიონ 540 972 ათასი აშშ დოლარი; - კონტრაქტორი „აზერინსაათსერვისი“.

ამ კონტრაქტებში გათვალისწინებულია როგორც დამატებითი დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ათვისება, ასევე - 2008 წლის დასაწყისში დადებული კონტრაქტების „გადახედვის“ შედეგად სარებილიტაციო გზის „გადასვლა“ ერთი კონტრაქტორიდან მეორეს ხელში. ამ საკითხებს ცალ-ცალკე დეტალურად განვიხილავთ.

ა) დამატებითი დაფინანსება:

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გაფორმდა კონტრაქტები ძირითადად დამატებითი დაფინანსების (ანუ დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის) ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებზე, კერძოდ:

თავდაპირველი დამატებითი დაფინანსების ფარგლებში (60 მლნ აშშ დოლარი სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბლიტაციის პროექტისთვის), 2009 წლის 24 აპრილს „პაპენბურგ/ბლექ სი ჯგუფ“-თან 13,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად ერთობლივი საწარმო სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს ხერთვისი-ვარძია (დაახლ. 11 კმ) გზის მონაკვეთზე.

ამავე დაფინანსების ფარგლებში მოხდება სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრის (დაახლ. 16 კმ) გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოებს შეასრულებს საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია „აზერინშაათსერვისი“. 2009 წლის 22 აპრილს, აღნიშნულ კომპანიასთან 8.4 მლნ აშშ

დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

2009 წლის 11 ივნისს კი გაფორმდა კონტრაქტი თელეთი-კოდა-ასურეთის (19 კილომეტრიანი მონაკვეთის) რეაბილიტაციაზე. კონტრაქტი 15 073 148,22 (თხუთმეტი მილიონ სამოცდაცამეტი ათას ას ორმოცდარვა დოლარის და ოცდაორი ცენტის) საერთო თანხით მიენიჭა შპს „აზერინსაათსერვის“-ს. (აზერბაიჯანი). სამუშაოთა საერთო ხანგრძლივობაა 18 თვე. ეს არის საგზაო სამუშაოები, მათ შორის მიწის სამუშაოები, კულვერტებისა და დრენაჟის, გზის საფარის, გზის აქსესუარებისა და ნიშნების, საყრდენი კედლების, ხიდებისა და ა.შ. რეაბილიტაცია.

საინტერესო დეტალი: 2008 წლის 27 ოქტომბერს „ფონდი ათასლწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ზოგად შეტყობინებაში სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვების შესახებ აღნიშნულია, რომ:

ემ-სი-ჯი-ს განზრახული აქვს, კორპორაციისგან მიღებული დაფინანსების ნაწილი გამოიყენოს სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტისთვის და სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისთვის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი კონტრაქტის (კონტრაქტების) საფუძველზე. მომავალი ორი თვის განმავლობაში ემ-სი-ჯი-ს დაგეგმილი აქვს სატენდერო პროცედურების წამოწყება სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად სამცხე-ჯავახეთის გზების შემდეგი მონაკვეთებისათვის:

1. სულდა - კარწახი - თურქეთის საზღვარი (დაახლოებით 16 კმ)

2. ხერთვისი - ვარძია (დაახლოებით 11 კმ)

3. თელეთი - კოდა - ასურეთი (დაახლოებით 18 კმ)

შესყიდვა განხორციელდება მთავრობასა და კორპორაციას შორის გაფორმებულ შესყიდვების ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული პრინციპების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ვიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კონტრაქტორებსა მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნებიდან (განსაზღვრულია შესყიდვების ხელშეკრულებაში).

უკვე 2008 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შესყიდვების გეგმაში კი აღნიშნულია, რომ სამცხე-ჯავახეთის გზების დამატებითი მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს შემდეგი ტენდერები: პირველი ლოტი - სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვარი და მეორე ლოტი - ხერთვისი-ვარძია ერთად - საერთაშორისო ტენდერი. ასევე - თელეთი-კოდა-ფარცხისის გზის რეაბილიტაციაზე - საერთაშორისო ტენდერი. (იხილეთ ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს შესყიდვების გეგმა 2008 წლის დეკემბერი - 2009 წლის მაისი).

საინტერესოა, რომ თელეთი-კოდა-ფარცხისის მონაკვეთი თელეთი-კოდა-ასურეთის მონაკვეთზე დაახლებით 8 კილომეტრით მეტია (ანუ 27 კილომეტრია). ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იყო ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის თავდაპირველ დიზაინში პირველი ლოტის ფარგლებში. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის გზის პროექტის განხორციელებაში შექმნილი პრობლემების გამო (რომელზეც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეორე და მესამე ეტაპის ანგარიშებში დაწვრილებით საუბრობდა), აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია გადაწყდა საბიუჯეტო სახსრებით. 2008 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ამ გზის დაფინანსება უნდა მომხდარიყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის 2008-2010 წლებში შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტებით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაევალა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. (იხ. საქართველოს მთავრობის განკარგულება №0150, 24 მარტი, 2008). შესაბამისად, ამ გზის რეაბილტაციაზე პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

2008 წლის ოქტომბერში დონორთა დახმარების ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის დამატებით 100 მილიონის გამოყოფის შემდეგ აღნიშნული გზის მონაკვეთი კვლავ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებშია, თუმცა - საუბარია 8 კილომეტრით მოკლე გზის რეაბილტაციაზე.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა განმარტებისთვის მიმართა ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს, რომლის კომენტარსაც ქვემოთ გთავაზობთ:

„თქვენი 16/06/09 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ დაგეგმილია ახალქალაქის შემოვლითი გზისა და საღარაშენი-ფარცხისის გზის მონაკვეთების მშენებლობა, რომელიც ცვლილებათა ორდერის საფუძველზე გადაეცემა სამშენებლო კომპანიებს. რაც შეეხება თელეთი-კოდა-ასურეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას, თავდაპირველად პროექტის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო თელეთი-კოდა-ფარცხისის მონაკვეთის რეაბილიტაცია. თუმცა, ვინაიდან 123,6 მილიონი დოლარის შედეგად დაფინანსებული გზები აღარ მოიცავდა თელეთი-კოდა-ფარცხისის მონაკვეთს, 2008 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა ასურეთი-საღარაშენის 5 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ათასწლეულის ფონდი აფინანსებს მხოლოდ თელეთი-კოდა-ასურეთის მონაკვეთს და საღარაშენი-ფარცხისის 3 კმ-იანი მონაკვეთის გადაცემა მოხდება ცვლილებათა ორდერის საფუძველზე.“

ჯერჯერობით ამ მონაკვეთების რეაბილიტაციის საკითხი „ცვლილებათა ორდერის საფუძველზე“ არ არის გადაცემული მშენებელი ორგანიზაციებისთვის. როგორც მოგვიანებით ემ-სი-ჯის მენეჯმენტმა განმარტა, ამ მონაკვეთის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წლის ბოლოს იქნება მიღებული.

ამ გზების რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემთხვევაშიც, პროექტის მთლიანი ღირებულების, 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება 222,2 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. ეს ნიშნავს, რომ თუ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის თავდაპირველი დიზაინის მიხედვით ივარაუდებოდა 102 მილიონ აშშ დოლარად 245 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, დღეისთვის, პრაქტიკულად ორჯერ გაზრდილი დაფინანსების პირობებში, ხდება 219,2 კილომეტრი (დაახლოებით 26 კილომეტრით, ე.ი. 10 პროცენტით) შემცირებული სიგრძის გზის რეაბილიტაცია.

ბ) პროექტის განხორციელების ტემპი და ფორსმაჟორული სიტუაცია

შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის შესრულების პირველი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სერიოზულ ჩამორჩენებს ვადებიდან, რამაც, საბოლოოდ, პროექტებით გათვალისწინებული სამუაოების გახანგრძლივება, სხვა ფაქტორებთან ერთად - პროექტების მნიშვნელოვნად გაძვირება გამოიწვია.

ამჯამინდელი მონიტორინგის პერიოდში სწორედ ტემპებთან და კონტრაქტორის მიერ საკუთარი ვალდებულებების ფაქტობრივმა შეუსრულებლობამ პროექტის მენეჯმენტს მიაღებინა უპრეცედენტო გადაწყვეტილება: 35 მილიონიანი კონტრაქტი გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბლიტაციაზე გაიცა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე. ამ გადაწყვეტილების ანალიზს ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი ინფორმაცია, რომელიც გადაწყვეტილებას წინ უძღოდა:

ვადებთან დაკავშირებული პრობლემებზე პრაქტიკულად პირველი მინიშნება მონიტორინგის პერიოდში მოძიებული დოკუმენტებში 2009 წლის 30 აპრილით დათარიღებულ ბოლო კვარტალური შედეგების ანგარიშში ჩნდება (კომპაქტის მესამე წელი, მეოთხე კვარტალი, 2009 წლის 1 იანვარი - 31 მარტი). ათასწლეულის პროექტის

მენეჯმენტის ინფორმაციით:

„008 წლის ნოემბერში ხელმოწერილი კომპაქტის შესწორების თანახმად, 60 მილიონი დაემატა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტს. გამოცხადდა ტენდერი დამატებითი მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

ტენდერი №SjRRP/CW/05 შედგებოდა ორი ლოტისაგან, რომლის მიხედვითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მონაკვეთებზე:

  • ლოტი №5.01 გზის მონაკვეთი: სულდა - კარწახი - თურქეთის საზღვარი, რომლის სიგრძე შეადგენს 16 კმ-ს.

  • ლოტი №5.02 გზის მონაკვეთი: ხერთვისი - ვარძია, რომლის სიგრძე შეადგენს 11 კმ-ს.

ტენდერი №SjRRP/CW/06 შედგებოდა ერთი ლოტისაგან, რომლის მიხედვითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თელეთი-კოდა-ასურეთის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე შეადგენს 19 კმ-ს. გზის მე-2 მონაკვეთზე გარკვეული შეფერხება გამოიწვია შ.პ.ს. „აშტრომ ინტერნეიშენალი“-ს მიერ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის - გოხნარი-ნარდევანის უბანზე 50-53 და 57-59 კილომეტრების ნიშნულებს შორის, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთების სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოყოფისა და მასზე არსებული ხე-მცენარეების გაჩეხვაზე სპეციალური ჭრების ჩატარებისათვის საჭირო ნებართვის მიღების პროცედურების გაგრძელებამ. ამ პრობლემის დროულად გადასაწყვეტად გზის რეაბილიტაციის პროექტისა გარემოს დაცვის ჯგუფმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს გეგმა, რის მიხედვითაც გამოირიცხა წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრის აუცილებლობა“. (იხ. „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ კვარტალური ანაგარიში, 30 აპრილი, 2009 წელი)

შედეგად, პირველ ორ ლოტში შემავალი გზის მონაკვეთების რეაბილიტაციის ხელშეკრულების გაფორმება მოხერხდა 2009 წლის 24 აპრილს, თელეთი-კოდა-ასურეთის გზის მონაკვეთის რეაბლიტაციის ხელშეკრულება კი - 12 ივნისს. ამ ეტაპზე ფონდის მენეჯმენტი აცხადებდა, რომ თვენახევრიანი დაგვიანება პროექტის შესრულებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა.

თუმცა, შემდგომში ცნობილი ხდება, რომ ამავე პერიოდში ვადების დარღვევას ადგილი ჰქონდა და ამან შემაშფოთებელი ხასიათი უკვე 2009 წლის აპრილში მიიღო. ემ-სი-ჯის მენეჯმენტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის სამუშაო შეხვედრაზე (რომელიც ემ-სი-ჯის ოფისში 2009 წლის ოქტომბერში გაიმართა), მენეჯმენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „აშტრომ ინთერნეიშენალს“ 2009 წლის 15 აპრილისთვის უნდა მოეხდინა ტექნიკის მობილიზება გზის რეაბლიტაციის სამუშაოების ჩატარების მიზნით. „აშტრომ ინთერნეიშენელის“ პროცესის გაჭიანურების გამო 1 ივლისისთვის (პროცედურული საფეხურების დაცვის შემდეგ), კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიისთვის მეოთხე ლოტის (ნარდევანი-სათხე (47,8 კმ) ჩამორთმევის შესახებ. 31 ივლისს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, აღნიშნული ლოტი სარეაბილიტაციოდ გადაეცა კომპანია „აზერინსაათსერვისს“. (კონტრაქტის ღირებულება 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი); აგვისტოში ამავე კომპანიას ცვლილებათა ორდერის საფუძველზე გადაეცა სარეაბილიტაციოდ ახალქალაქის შემოვლითი გზა (2,3 კილომეტრი) - 4 მილიონ 540 972 ათასი აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ შემდეგი ვითარება:

2008 წლის გაზაფხულზე „აშტრომ ინთერნეიშენელთან“ გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კომპანიას უნდა განეხორციელებინა სამი ლოტის - ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ), ნარდევანი-სათხე 24 ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიში (47,8 კმ) რეაბილიტაცია. კონტრაქტის ღირებულება, ხელმოწერის მომენტისთვის, იყო 65 მილიონ 467 ათასი აშშ დოლარი. მოლაპარაკებების შედეგად, ნადრევანი-სათხეს 47,8 კილომეტრიანი (ანუ ყველაზე დიდი მონაკვეთის) ჩამორთმევის შემდეგ, „აშტრომ ინთერნეიშენელთან“ კორექტირებული კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 54 მილიონ 659 ათას 59 აშშ დოლარს. (იხილეთ მეორე შესწორება კონტრაქტში №SIRRP-CW-04, 30 ივლისი).

ნადრევანი-სათხეს 47,8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ „აზერინსაატსერვისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი - კომპანია ამ ლოტის რეაბილიტაციისთვის მიიღებს 35 მილიონ 194 ათას 673 აშშ დოლარს. (იხილეთ კონტრაქტი 02-DC-SIRRP-CW, 2009 წლის 31 ივლისის შეთანხმება);

ეს ნიშნავს, რომ თუ 2008 წლის გაზაფხულზე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად სამი ლოტის ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ), ნარდევანი-სათხე (47,8 კმ) რეაბლიტაციის ღირებულება შეადგენდა 65 მილიონ 467 ათას აშშ დოლარს, უკვე 2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით გზის იგივე მონაკვეთების რეაბილიტაციაზე ჯამში 89 მილიონ 853 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტებია გაფორმებული. ეს კი ნიშნავს, რომ 2008 წლის გაზაფხულიდან 2009 წლის აგვისტომდე (ანუ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში) 119,5 კილომეტრი გზის რეაბლიტაცია გაძვირდა დაახლოებით 24,389 მილიონი აშშ დოლარით (ანუ 2008 წლის გაზაფხულის მდგომარეობასთან შედარებით 37 პროცენტით). ეს მაშინ, როცა უკვე 2008 წლისთვის სახეზე იყო სამცხე-ჯავახეთის პროექტის გაძვირება კომპაქტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებულ მოცულობებთან შედარებით. (იხ. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის“ მესამე ეტაპის ანგარიში).

ფორსმაჟორული გადაწყვეტილების დასაბუთება

შედეგი, რომელიც 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის გვაქვს სახეზე (გაძვირებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტენდერის გარეშე გაცემული კონტრაქტი) ცხადია, ბადებს კითხვებს როგორც მენეჯმენტის, ისე კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხები ეკონომიკური პოლიტიის კვლევის ცენტრს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მენეჯმენტმა სამუშაო შეხვედრაზე მიაწოდა, ასევე ამ საკითხებზე საუბარია პროგრამის შედეგების ანგარიშებში და სამეთვალყურეო სხდომების ოქმებში. ჩვენ კითხვებისა და არგუმენტების სისტემატიზაცია მოვახდინეთ და ქვემოთ გთავაზობთ:

შესაძლებელი იყო თუ არა ფორსმაჟორის თავიდან აცილება?

ემ-სი-ჯი-ს მენეჯმენტი აცხადებს, რომ კონტრაქტორ კომპანიას „აშტრომ ინთერნეიშენელს“ გზის სარეაბლიტაციო სამუშაოებისთვის ტექნიკის მობილიზება უნდა მოეხდინა 2009 წლის აპრილში. მენეჯმენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ტექნიკის მობილიზება არ მოახდინა ნადრევანი-სათხეს მონაკვეთზე, პროექტის მენეჯმენტმა მას შეტყობინება გაუგზავნა. სულ გაგზავნილია სამი შეტყობინება - პროცედურების დაცვით, რის შემდეგაც დაიწყო კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ მონაკვეთების ჩამორთმევისა და სხვა კომპანიისთვის გადაცემის შესახებ. მოლაპარაკებები დასრულდა 1 ივლისს, როცა აღნიშნული გადაწყეტილება იქნა მიღებული, თუმცა შესაბამისი კონტრაქტის გაფორმება მოხერხდა უკვე 2009 წლის 30 ივლისს.

როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს კომპანია „ფინროუდი“. უნდა ითქვას, რომ „ფინროუდის“ პასუხისმგებლობის საკითხი ინფორმაციის დროულად მიუღებლობისთვის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 31 ივლისის (39-ე) სხდომაზე დაისვა, კერძოდ:

სხდომის თავმჯდომარე კ. ბაინდურაშვილი დაინტერესდა თუ როდის იქნება წარმოდგენილი ზედამხედველი კომპანია „ფინროუდის“ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების ანგარიში.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ენერგეტიკის მინისტრმა ა.ხეთაგურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან რეალურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას ვერ ახორციელებს „ფინროუდი” და ვერ უზრუნველყოფს სამშენებლო კონტრაქტის დროულ შესრულებაზე კონტროლს, უმჯობესი იქნება მათთან საკონტრაქტო ურთიერთობების შეწყვეტა სამუშაო მოცულობის შემცირების გზით, რაზეც ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს იურსიტმა ლ. მგელაძემ განმარტა, რომ სწორედ FIDIC-ის სტანდარტული პირობების მიხედვით აუცილებელია ინჟინრის, როგორც ზედამხედველის მონაწილეობა, ვინაიდან ის პირდაპირ იბარებს კონტრაქტორისაგან შეტყობინებებსა და მეთოდოლოგიურად ხელმძღვანელობს მშენებლობას. სამუშაოების მოცულობის შემცირება გამოიწვევს კონტრაქტის პარალიზებას, მითუმეტეს სამშენებლო სეზონის პერიოდში.

სხდომის თავმჯდომარემ კ. ბაინდურაშვილმა დამატებით დაავალა „ემ-სი-ჯი“-ს წარმოადგინოს შემდეგ სხდომაზე „ფინროუდის“ საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე შესწავლილ იქნეს ზედამხედველი კომპანიის 37 თანამშრომლის რეზიუმე.

საბჭოს წევრმა ა. ხეთაგურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზედამხედველი კომპანიის ფუნქციები უმჯობესია გადაეცეს საქართველოს საგზაო დეპარტამენტს, რაზეც ი. ელოშვილმა განუმარტა საბჭოს წევრებს, რომ კონტრაქტის გადაცემა ვერ მოხდება წინა კონტრაქტორთან სამართლებრივი საფუძვლებით კონტრაქტის შეწყვეტის გარეშე და ახალი ტენდერის გამოცხადების გარეშე, ამასთანავე ამ მოქმედებებზე საჭირო იქნება MCC თანხმობა. „ემ-სი-ჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გ. აბდუშელიშვილმა საბჭოს მისცა პირობა, რომ უმოკლეს ვადებში უზურუნველყოფს საბჭოს დავალების შესრულებას ზედამხედველ კომპანიასთან დაკავშირებით. (იხ. „ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი №39)

2009 წლის 4 სექტემბერს შედგა ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს, თუმცა „ფინროუდის“ საკითხი ამ სხდომაზე არ განხილულა.

რატომ არ დაისვა კონტრაქტორი კომპანიის აშტრომ ინთერნეიშენელისპასუხისმგებლობის საკითხი - ანუ არ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქციები, მაშინ, როცა სწორედ მის მიერ სარეაბილიტაციო ვადების დარღვევამ გამოიწვია პროექტის გაძვირება?

ამ საკითხთან დაკავშირებით ემ-სი-ჯი-ს მენეჯმენტი განმარტავს, რომ 2009 წლის არც აპრილისა და არც ივლისისთვის არ გახლდათ გასული „აშტრომ ინთერნეიშენელთან“ დადებული კონტრაქტის ვადები, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეძლებდა და, შესაბამისად, არ არსებობდა იურიდიული საფუძველი, რომლის მიხედვითაც ამ ეტაპზე კომპანია დაჯარიმდებოდა. ასევე, მენეჯმენტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა კომპანიასთან დადებული კონტრაქტის მთლიანად გაუქმება და, შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ამოქმედება, ამ საჯარიმო სანქციების ოდენობა ვერ გადააჭარბებდა იმ დანაკარგს, რაც კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამივე ლოტზე ახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ ფასთა სხვაობა მოგვცემდა. აქვე საუბარია იმაზე, რომ ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში დაიკარგებოდა 2009 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონი, როგორც ამ გზის სარეაბილიტაციო სეზონი და ეს საფრთხის ქვეშ დააყენებდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის შესრულებას მთლიანობაში.

„ემ-სი-ჯი“-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „აშტრომ ინთერნეიშენელთან“ ლოტის დათმობის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ და შემდგომი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო როგორც «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს» სამეთვალყურეო საბჭოსთან, ასევე MCC-სთან.

ცხადია, ამ ფონზე ისმის კიდევ ერთი კითხვა - რატომ განისაზღვრა 54,659 მილიონი აშშ დოლარით ცვლილებების შემდეგ კონტრაქტის ღირებულება, მაშინ როცა 2008 წელს სამი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება იყო 65 მილიონ 467 ათას აშშ დოლარი, კონტრაქტიდან ამოღებული გზის მონაკვეთი ყველაზე დიდი და რთული მონაკვეთი იყო აღნიშნულ კონტრაქტში?

„ემ-სი-ჯის“ იურისტის განმარტებით, მოლაპარაკებების მომენტისთვის კონტრაქტის ღირებულება, ცვლილებათა ორდერების საფუძველზე, უკვე გაზრდილი იყო 74 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში კომპანიასთან დადებულ კონტრაქტი დაახლოებით 15 პროცენტით გაძვირდა, რაც ასევე ბადებს დამატებით კითხვებს. როგორც ცნობილია, ცვლილებათა ორდერებით ემ-სი-ჯი-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ფასის გაზრდა 10 პროცენტის ფარგლებშია შესაძლებელი, ამის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას დამატებითი თანხმობები სჭირდება. ემ-სი-ჯის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ასეთი თანხმობები მიღებულ იქნა. თუმცა, აქვე მაინც რჩება ფასის გაზრდის მიზანშეწონილობის საკითხი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან სამუშაო შეხვედრაზე ემ-სი-ჯის მენეჯმენტის მიერ კონტრაქტის გაძვირების ობიექტური საფუძვლების მაგალითად მოყვანილ იქნა ორი მაგალითი:

პირველი ეხება კონტრაქტის ფარგლებში მოსაჭრელი ხეების რაოდენობის ზრდას წინასაპროექტო შეფასებასთან შედარებით. მენეჯმენტის ინფორმაციით, „აშტრომ ინთერნეიშენელის“ მიერ სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთებზე განსახორციელებელი სამუშაოების ფარგლებში კონსულტანტი კომპანიის „კოქს კონსალტინგის“ წინასწარი შეფასებით მოსაჭრელი და შემდეგ „აღსადგენი“ გახლდათ 300 ხე. რეალურად მოსაჭრელი (და, შესაბამისად, აღსადგენი) ხეების რაოდენობამ შეადგინა 30 000 ხე, რამაც წინასწარ დაგეგმილი დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა გამოიწვია. (მართალია, კომპანია „კოქს კონსალტინგის“ მიერ გათვალისიწნებული იყო ხეების პირობითი რაოდენობა, რომლის გადახედვაც გათვალისიწნებული იყო პროექტის მიმდინარეობის პროცესში, თუმცა პირობითი ციფრის ცდომილება, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აზრით, საგრძნობლად დიდია).

მეორე მაგალითი ეხება წალკაში მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოებს - ემ-სი-ჯის ინფორმაციით, გზის რეაბლიტაციის დროს სარებილიტაციო გზის ქვეშ აღმოჩნდა, რომ მიმდებარე სოფლების მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც ამ გზის ქვეშ გადიოდა, გამოსული იყო მწყობრიდან. შესაბამისად - მიღებულ იქნა ამ მაგისტრალის გადატანის გადაწყვეტილება, რასაც დამატებითი სახსრები დასჭირდა.

გარდა ამისა, ემ-სი-ჯი-ს მენეჯმენტის მიერ საუბარი იყო სხვა, სპეციფიურ (მაგალითაც ქანების მდგომარეობა) საფუძვლებზე, რამაც ასეცე დამატებითი დაფინანსება გამოწვია.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აზრით, იკვეთება კონსულტანტი კომპანიის მიერ სამუშაოების არაკვალიფიციურად და არასათანადოდ შეფასება. მაგალითად, ცდომილება 300 ხესა და 30 000 ხეს შორის, ვფიქრობთ, მისაღები ცდომილებების ზღვარს სცილდება. ერთის მხრივ, ეს არაკომპეტენტური შეფასების ნიმუშია, მეორეს მხრივ კი, გახლავთ კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ პროექტის განხორციელების დროს არასათანადო გახლდათ თანამშრომლობა პროექტების მენეჯმენტსა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.

ზემოთქმულის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აზრით, კონსულტანტი კომპანიის მიერ სამუშაოს არასათანადოდ შესრულების პრობლემა ფიქსირდება, რასაც რეაგირება პრაქტიკულად არ მოჰყოლია.

ამასთან, „ძველი“ კონტრაქტის ღირებულების 74 მილიონ აშშ დოლარამდე ობიექტურად გაზრდის შემთხვევაშიც, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აზრით, „აშტრომ ინტერნეიშენელისთვის“ დარჩენილი ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო კონტრაქტის ღირებულებად 54 მილიონ 659 ათას 59 აშშ დოლარის განსაზღვრა მაინც კითხვებს ბადებს. ეს თანხა კონტრაქტის გაზრდილ ღირებულებაზე სულ 20 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. ეს მაშინ, როცა კონტრაქტიდან ამოღებული გზის მონაკვეთის ობიექტურ სარეაბილიტაციო ფასად (ყოველ შემთხვევაში ამ ფასის ობიექტურობის შესაფასებლად ემ-სი-ჯი-ს მთელი რიგი არგუმენტები მოჰყავს, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ), განისაზღვრა 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც „აშტრომ ინტერნეიშენელმა“ პრაქტიკულად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და დადგა მისი კონტრაქტის გადახედვის საკითხი, კონტრაქტის გადახედვის შედეგად 35 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო დათმო, თუმცა - თავად ამისთვის მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარი დააკლდა. შესაბამისად, 2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით ყველაზე მომგებიან ვითარებაში სწორედ „აშტრომ ინტერნეიშენელი“ აღმოჩნდა.

რატომ გადაწყდა 35 მილიონიანი კონტრაქტის გადაცემა ახალი კონტრაქტორისთვის ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით და არა ტენდერის?

ამ კითხვაზე პასუხი ზემოთ უკვე შემოგთავაზეთ - შეგახსენებთ, რომ საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულ გზაზე ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში 2009 წლის ზაფხული-შემოდგომის სარეაბილიტაციო სეზონი დაკარგული იქნებოდა, რაც პროექტის შემდგომ გაძვირებას გამოიწვევდა და პროექტის განხორციელებას მთლიანობაში საფრთხის ქვეშ დააყენებდა. ეს განმარტება მართლაც ასახავს რეალობას, თუმცა როგორც წინამდებარე ინფორმაცია ცხადყოფს, ისე ვერ ხსნის ზოგადად ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს. მათ შორის ისეთ კითხვას, როგორიცაა:

როგორ და რატომ განისაზღვრა “აზერინსაათსერვისთან” კონტრაქტის ღირებულებად 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი?

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შესაბამისი კითხვის პასუხად ემ-სი-ჯის მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ წერილში, კერძოდ, ნათქვამია:

„სამუშაოთა ჩამონათვალის ერთეული გაფასების განაკვეთები შეფასდა ანალოგიურ განაკვეთებთან შედარებით იმ კონტრაქტებიდან, რომლებიც „ემ-სი-ჯი“-მ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეისყიდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისათვის, ასევე ერთობლივი საწარმო “Papenburg/Oztas”-ის (ყველაზე დაბალი ფასის შემომთავაზებელი მეორე კანდიდატი, რომელმაც წინადადება SIRRPCW- 04 კონტრაქტისათვის 2008 წლის იანვარში წარმოადგინა) მიერ წარმოდგენილ განაკვეთებთან შედარებით.

შედარებისთვის ყველაზე შესაფერისად მიჩნეულ იქნა SIRRP/CW/05 - 01 კონტრაქტის (სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვარი) და SIRRP/CW/06 (1-ლი ლოტი) კონტრაქტის ფასები და მუხლების განაკვეთები.

კონტრაქტი SjRRP/CW/05-02, ხერთვისი-ვარძია (ერთობლივი საწარმო “Papenburg/Black Sea Group”), რომელიც 2009 წლის აპრილში იქნა მინიჭებული, მე-3 მონაკვეთზე (მე-4 ლოტი) სამუშაოებთან შედარებისთვის შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული მთიან რელიეფზე საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების ხასიათიდან გამომდინარე.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მე-3 მონაკვეთის (მე-4 ლოტი) ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების ღირებულების შეფასება სამუშაოთა იმ განაკვეთების შედარების საფუძველზე, რომლებიც „ემ-სი-ჯი“-მ ცოტა ხნის წინ მიიღო სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისათვის საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მინიჭებული კონტრაქტების ფარგლებში მსგავსი მოცულობისა და ტექნიკური სირთულის სამუშაოებისათვის.

შპს „აზერინსაათსერვისმა“ გვაცნობა, რომ ერთეული მუხლების განაკვეთების ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს მის მიერ მე-3 მონაკვეთის (მე-4 ლოტი) ფარგლებში დარჩენილი სამუშაოებისთვის ბოლოს წარმოდგენილი ფასის საფუძველს, უმეტესწილად ეყრდნობა SIRRP/CW/06 (1-ლი ლოტი) კონტრაქტისთვის წარმოდგენილ განაკვეთებს. ეს უკანასკნელი კონტრაქტი მან მოიპოვა 2009 წლის ივნისში „ემ-სი-ჯი“-ს შესყიდვის პროცედურების შესაბამისად ჩატარებული კონკურენტული ტენდერის შედეგად;

შპს „აზერინშაათსერვისმა“ ასევე გვაცნობა, რომ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ზემოხსენებულ კონტრაქტში არ არის მსგავსი სამუშაოები, მან გამოიყენა განაკვეთები ანალოგიური მუხლებისათვის №SIRRP/CW/05-01 კონტრაქტიდან; ორივე ზემოხსენებული კონტრაქტისთვის საერთო ერთეულების შედარებითი ანალიზი ადასტურებს შპს „აზერინშაათსერვისის“ პოზიციას და, ვინაიდან ეს განაკვეთები ემყარება კონკურსის საფუძველზე შესყიდული კონტრაქტების განაკვეთებს, მათი ჩართვა მე-3 მონაკვეთის (მე-4 ლოტი) დასასრულებლად საჭირო სამუშაოებზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული;

შედარებისას მიჩნეულ იქნა, რომ მობილიზაციის შედარებით მაღალი ღირებულება ასახავს შპს „აზერინსაათსერვის“ ხელმძღვანელობის მიერ კომერციულ შეფასებას, რომელიც მიზანად ისახავს, დაფაროს კონტრაქტისთვის საჭირო დანადგარების (ასფალტისა და ბეტონის დანადგარები, აგრეთვე ბეტონისა და გზის სამსხვრეველი აგრეგატი) და მოწყობილობების (სატრანსპორტო საშუალებები და გზის სამშენებლო მოწყობილობები) შესყიდვა, კერძოდ კი ძალზე მნიშვნელოვანი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია არსებით საჭიროებასთან, რომ სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდეს მიმდინარე სამშენებლო სეზონის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილ იყოს მთლიანად სამუშაოების დამთავრება 2010 წლის ნოემბრისთვის;

სამუშაო პროგრამა და დანადგარებისა და მოწყობილობების მოწოდების განრიგი

შპს „აზერინშაათსერვისის“ წინადადების კომერციული ასპექტების შეფასების გარდა, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, შეგვეფასებინა მის მიერ დაგეგმილი რესურსების გამოყენების რეალურობა და ინდივიდუალური ერთეული სამუშაოების თანმიმდევრობისა და ხანგრძლივობის პრაქტიკულობა.

შპს „აზერინსაათსერვისმა“ თავისი წინადადების ფარგლებში წარმოადგინა სამუშაოთა დეტალური პროგრამა, რომელიც ასევე დეტალურად იქნა განხილული და შემოწმებული „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ტექნიკური კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური და მატერიალურ-ტექნიკური საკითხების განრიგზე დაყრდნობით. სამუშაოთა პროგრამა გამყარებულ იყო, აგრეთვე, ძირითადი დანადგარებისა და სამშენებლო მოწყობილობების მოწოდების დეტალური განრიგით, რომელიც პროგრამის შესრულებისთვის აუცილებლად იყო მიჩნეული.

იმ დანადგარებისა და მოწყობილობების წარმოდგენილი რაოდენობა, რომლებიც მობილიზებული უნდა იქნეს, ბევრად მეტია მთლიანად SJRRP/CW/04 კონტრაქტის ფარგლებში ამჯამად გამოყენებულზე. იგულისხმება, რომ ეს დანადგარები „აზერინსაათსერვისმა“ ამ კონტრაქტისთვის უნდა შეისყიდოს.

ჩვენ მივიჩნიეთ, რომ წარმოდგენილ პროგრამაში აღწერილი სამუშაოები ლოგიკურად თანმიმდევრულია და შესაძლებელია მათი შესრულება ცალკეული სამშენებლო თუ სამონტაჟო სამუშაოებისთვის გამოყოფილ პერიოდებში. სამუშაოთა პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ამინდის მკაცრი პირობებიც, რომლებსაც ადგილი აქვს ხოლმე მე-4 ლოტის ტერიტორიაზე.

შპს „აზერინშაათსერვისის“ მიერ შემოთავაზებული განაკვეთების განხილვა სამუშაოთა გაფასების უწყისში შეტანილი თითოეული მუხლისათვის ჩატარდა პირველ რიგში იმისათვის, რომ გაგვეგო შპს „აზერინშაათსერვისის“ მიერ გამოყენებული მიდგომა თითოეული სამუშაოს მიმართ ხარჯებისა და რისკების მისადაგებაში.

კონტრაქტის 30 თვიანი პერიოდიდან 16 თვის თავზე, „აშტრომს“ დასრულებული ჰქონდა მე-4 ლოტის ფარგლებში სამუშაოების დაახლოებით 10%25; შპს „აზერინშაათსერვისს“ კი მოეთხოვება, დაასრულოს თავდაპირველად დაგეგმილი სამუშაოების უმეტესი ნაწილი 15 თვეში და თან სამშენებლო პერიოდი, როდესაც იგი შეძლებს მუშაობას, პოტენციურად შეზღუდული იქნება დაახლოებით 9 თვემდე.

ამიტომ „ემ-სი-ჯი“-მ მიიჩნია, რომ შპს „აზერინშაათსერვისის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება მე-4 ლოტის ფარგლებში სამუშაოების 2010 წლის ნოემბრისთვის დასასრულებლად რეალისტური და სამართლიანია“.

არის თუ არა გათვალისწინეული „აშტრომ ინტერნეიშენელთან“ შექმნილი პრობლემების გამოცდილება ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულებაში?

ეს საკითხი დასმული იქნა ემ-სი-ჯის სამეთვალყურეო საბჭოს 39-ე სხდომაზე, სადაც „ემ-სი-ჯი“-ს მენეჯმენტმა ისაუბრა „აზერინშაათსერვისთან“ დადებული კონტრაქტის დეტალებზე.

1. საავანსო თანხა კონტრაქტის მთლიანი ღირებულების 20%25-ის ოდენობით გაიცემა იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის და შესრულების გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.

2. სამშენებლო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესრულების გარანტია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%25-ის ოდენობით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ “FIDIC”-ის მიხედვით მაქსიმალური ოდენობა შესრულების გარანტიის შეადგენს 10%25-ს.

3. ემ-სი-ჯი ყოველთვიურად გადასახდელი თანხიდან იტოვებს 10%25-ს. აღნიშნული თანხა სამშენებლო კომპანიას უბრუნდება სამუშაოების სრულად დამთავრების შემდგომ.

4. სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას ეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. ჟარიმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს კონტრაქტის მთლიანი ღირებულების 10%25-ს.

სამეთვალყურეო საბჭომ კონტრაქტი შპს „აზერინშაათსერვისთან“ სწორედ აღნიშნული რისკების დამზღვევი დამატებითი ცვლილებებით დაამტკიცა.

რა მდგომარეობაშია აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დღეს და გადაწყვეტილების შედეგად პროექტის გაძვირების შედეგად შესრულდა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზანი - პროექტის ვადების დაჩქარება?

საკითხის სიმწვავიდან და პრობლემატურობიდან გამომდინარე, 2009 წლის 4 ოქტომბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის გზებზე მიმდინარე სარებლიტაციო სამუშაოების შესახებ. სხდომაზე „ემ-სი-ჯის“ მენეჯმეტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად:

„მეოთხე ლოტის ჩამორთმევის შემდგომ, აშტრომმა ტექნიკას მობილიზება გაუკეთა მეორე-მესამე ლოტებზე. ასევე ცვლილებები მოხდა მენეჯმენტში, რამაც პოზიტიურად იმოქმედა კომპანიის მუშაობაზე.

ივლისის თვეში 71,7 კმ-ზე მობილიზებული იყო 140 ერთეული ტექნიკა, რაც არ იყო საკმარისი სამუშაოების ეფექტურად შესრულებისათვის. აგვისტოს თვეში აშტრომმა მობილიზება გაუკეთა დამატებით 60 ერთეულ ტექნიკას.

ჩამოტანილი და აწყობილია ასფალტის ქარხანა, რომელიც სექტემბრის ბოლოსათვის იქნება მუშა მდგომარეობაში.

მეორე ლოტზე ძირითადად მიმდინარეობდა გრუნტის სუსტი ადგილების გამაგრება, მიწის ვაკისის მოშანდაკება. ქვიშა-ხრეშოვანი ფენის მოწყობასთან ერთად კომპანია „აშტრომ ინთერნეიშენალ“-მა პარალელურად დაიწყო ხრეშის ფენისათვის საჭირო მასალის წარმოება და ასევე შეძენა მარნეულში არსებული სამტვრევიდან.

მესამე ლოტზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღმოჩნდა, წალკის მუნიცეპალიტეტთან შეთანხმებით შედგა პროექტი, რომლის დასრულების შემდგომაც წალკა-ნარდევანის მონაკვეთზე არსებული სოფლების მოსახლეობას წყალი უფრო მეტი ინტენსივობით მიეწოდება”.

მეოთხე ლოტთან, (ანუ იმ ლოტთან დაკავშირებით, რომელიც 31 ივლისის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „აზერინაშაათსერვისს“) დაკავშირებით საბჭოს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

„აგვისტოს თვეში სამშენებლო კომპანია ატარებდა მიწის საფარის მდგომარეობის გამოკვლევას და სამუშაო ნახაზების მომზადებას. აგრეთვე, მშენებელმა დაიწყო სამშენებლო ბაზის მოწყობა და განახორციელა მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები 6 კმ-ზე. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 7,666,934.60 აშშ დოლარი. აქედან ავანსი შეადგენს 7,038,934.60 აშშ დოლარს.

მიმდინარე წლის ბოლომდე სამშენებლო კომპანია გეგმავს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას: მიწის ექსკავაცია, მიწის ვაკისის მოწყობა, კულვერტების გამოცვლა, ყინვაგამძლე ფენის შეტანა, ინერტული მასალის მომზადება და დასაწყობება. მიმდინარე წლის ბოლომდე, მომდევნო თვეებში სამშენებლო კომპანიას დაგეგმილი აქვს დაახლოებით 11,000,000 აშშ დოლარის ათვისება.

სამუშაოების შეფერხების მთავარ რისკს წარმოადგენს - სამშენებლო კომპანიის მომწოდებლისგან ტექნიკის მოწოდების გრაფიკის დაგვიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს დაპირება, რომ 1 ოქტომბერს კონტრაქტორი მთლიანად დაასრულებს მობილიზაციას და სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. ამინდის ფაქტორი შეიძლება იყოს რისკი, მაგრამ როგორც მშენებელი ასევე ინJინერი კომპანია, გვიდასტურებს, რომ დაგეგმილი სამუშაოების შესრულება სავსებით შესაძლებელია ზამთარშიც.“ (იხ. ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N40)

გზებზე მიმდინარე სამუშაოების შესაფასებლად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ 29 ოქტომბერს, ემ-სი-ჯი-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად, განხორციელებულ იქნა სარეაბლიტაციო გზის მშენებლობის დათვალიერება. ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სიტუაცია - „აზერინშაათსერვისის“ მიერ სარებილიტაციო, მეოთხე - ნადრევანი-სათხეს 47,8 კილომეტრიან მონაკვეთზე, მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა გზის ტექნიკა მობილიზებული იყო მეორე მონაკვეთზეც - „ფარცხისი გოხნარის“ მონაკვეთზე, რომელიც „აშტრომ ინტერნეიშენელის“ სარეაბილიტაციო გზის ლოტშია;

ამავე კომპანიის მორიგ მონაკვეთზე - გოხნარი-ნადრევანი კი ტექნიკის მობილიზაცია არ შეინიშნებოდა.

იქედან გამომდინარე, რომფარცხისი გოხნარისდა ასევეგოხნარი-ნადრევანი“- აღნიშნული გზის მონაკვეთები საკმაოდ რთულ კლიმატურ ზოლში იმყოფება, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს მიაჩნია, რომ კვლავ არსებობს გზის ამ მონაკვეთების რეაბლიტაციის შეფერხების საფრთხე. არსებობს საფრთხე იმისა, რომაშტრომ ინთერნეიშენელმაუკვე განახლებული კონტრაქტის პირობებიც ვერ შეასრულოს. ვფიქრობთ, სამუშაოების მოცულობის ზუსტი შეფასება და პერსპექტივის განსაზღვრა აუცილებელია უახლოეს თვეებში - 2010 წლის გაზაფხულამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი კვლავ აღმოჩნდება შეუსრულებლობის საფრთხის წინაშე; კვლავ დადგება 2010 წლის სამუშაო (სარებილიტაციო) სეზონის ჩავარდნის საფრთხე (რომელიც აღნიშნულ პროექტში უკვე ბოლო სამუშაო სეზონია); თუ 2010 წლის აპრილში ისევ შეიქმნა ფორსმაორული სიტუაცია, რისი წინაპირობებიც, ცენტრის აზრით, უკვე იკვეთება, ეს კომპაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სამცხე-ჯავახეთის პროექტის - ანუ ყველაზე მსხვილი პროექტის ჩავარდნას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში დადგება ემ-სი-ჯი- მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია გზის რეაბილიტაციის რისკების გათვლა და შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა უკვე 2009-2010 წლის ზამთარში, რათა 2010 წლის სამუშაო სეზონი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.

სამცხე-ჯავახეთის გზის მიმდებარე ზოლის პრივატიზება

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, დაკავშირებულია სამცხეჯავახეთის გზის მიმდებარე ტერიტორიის პრივატიზებასთან.

საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი №35-ის თანახმად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სამცხე-ჯავახეთის გზისა და გზის გასხვისების ზოლში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის შეჩერების მიუხედევად, მაინც მოხდა აღნიშნულ მონაკვეთებზე გარკვეული მიწის ნაკვეთების პრივატიზება.“ ოქმის თანახმად, მასალები მოსაკვლევად გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას. (იხ. სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 18 თებერვლის ოქმი).

საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: „გზის გასხვისების ზოლსა და პროექტის ზემოქმედების არეალში განხორციელდა დაახლებით 13 მიწის ნაკვეთის პრივატიზება, საერთო ფართით დაახლოებით 296,8 ჰექტარი. აღნიშნული საერთო ფართიდან სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის დერეფანში ზემოქმედების არეალში ხვდება 3585 კვადრატული მე გამოწვევის ფონდის მიერ 2009 წლის 11 ივნისით დათარიღებული წერილი).

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ საკითხის დასაზუსტებლად წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაც, რომელსაც სთხოვა განმარტება შემდეგ საკითხზე: „გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როდის და რომელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზება; რა გადაწყვეტილებაა მიღებული პრივატიზების კანონიერებასთან დაკავშირებით და შეუშლის თუ არა ეს პროცესი ხელს სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროცესს“?

ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მიერ გამოგზავნილ განმარტებებში, კერძოდ, ნათქვამია:

„ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ 16.12.08წ. №1711 წერილის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ზოლში მიწის ნაკვეთების პრივატიზებას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარდა სამსხურებრივი

შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2007-2008 წლებში, ადრე დადებული იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ თეთრიწყაროს რაიონში მოახდინა 11 ნაკვეთის პრივატიზება, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 316,97 ჰექტარს.

გენერალური ინსპექციის 27.01.09წ. დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან 23.02.09 წ. №213651/9-8 წერილით მიეცა დავალება, ადმინისტრაციული წარმოების წესით ჩაეტარებინა საქმის გარემოებათა

გამოკვლევა, და დაინტერესებული მხარეებთან ერთად ემსჟელა ხსენებული ნაკვეთების პრივატიზების კანონიერებზე.

2009 წლის 31 მარტს გამართული ზეპირი მოსმენის დროს, ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში გამოცხადებულმა ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ წარმომადგენელმა ლაშა მგელაძემ განაცხადა, რომ იგი არ წარმოადგენს არც მომჩივან და არც კომპეტენტურ მხარეს, ხოლო ნაკვეთების პრივატიზების ოქმებთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა არ გააჩნია. წარმომადგენელს აინტერესებდა მხოლოდ ის საკითხი, ექვემდებარებოდა თუ არა ფულად კომპენსაციას ის ნაკვეთები, რომლებიც მოექცნენ მშენებლობის დერეფანში.

ვინაიდან ადმინისტრაციული წესით მოცემული საკითხი ვერ გადაწყდა, სამინისტრომ 08.06.09წ. №30/274/11-9 წერილით ნაკვეთების პრივატიზებასთან დაკავშირებით არსებული მასალები გადააგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რომელმაც თავის მხრივ, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გაუგზავნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას“.

ათასწლეულის გამოწვევის პროექტის მენეჯმენტმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან სამუშაო შეხვედრაზე განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზება, სავარაუდოდ, მოხდა იმ ეტაპზე, როცა არასაკმარისი დაფინანსების გამო გზის გარკვეული მონაკვეთები ამოღებული იყო სარეაბილიტაციო სიიდან. მენეჯმენტის განმარტებით, დამატებითი დაფინანსების შედეგად პროექტში დამატებითი გზის მონაკვეთების გათვალისწინება მოხდა, რამაც წარმოშვა აღნიშნული პრობლემა. მენეჯმენტის განმარტებით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა ამ ნაკვეთების მფლობელებისთვის კომპენსაციებს ითვალისწინებს, თუმცა ეს კომპენსაციები არ იქნება იმ მოცულობით, რომ ამან პროექტის განხორციელებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს.

5.2 5.2. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება

▲ზევით დაბრუნება


მონიტორინგის პერიოდში რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს დაფინანსება გაეზარდა 26 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგ ამ პროექტის დაფინანსება ისევ შემცირდა და 2009 წლის 1 ოქტომბრისთვის 57 მილიონ 735 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კომპაქტით გათვალისწინებულ თავდაპირველ თანხაზე ნაკლებია - 2 მილიონ 205 ათასი აშშ დოლარით; თუმცა 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობაზე მეტია - 14 მილიონ 250 ათასი აშშ დოლარით.

მიუხედავად ამისა, 2008 წლის ოქტომბერთან შედარებით განსახორციელებელ პროექტთა ნუსხა არ გაზრდილა, შეიცვალა მხოლოდ პროექტების შიდა მოდიფიკაციები.

კვლავ პრობლემად რჩება თანხების ათვისების დაბალი ტემპი, რაც პროექტების დროულად და ეფექტურად განხორციელებას საფრთხეს უქმნის.

რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტი იმ პროექტთა შორისაა, რომლისკენაც დამატებითი დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიიმართება. თუმცა ზრდა თავდაპირველად კომპაქტით გათვალისწინებულ მოცულობასთან შედარებით აღარ ხდება. პროექტს დამატებითი დაფინანსების ფარგლებში კომპაქტის პირველი ცვლილებით გამოეყო 26 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა შემდგომში ეს თანხა შემცირდა.

შესაბამისად, 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, თავდაპირველად კომპაქტში გათვალისწინებულ დაფინანსებასთან შედარებით დაფინანსება 2,2 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული. პროექტის ფარგლებში არ ხდება კომპაქტით გათვალისიწინებული პროექტების განხორციელება თავდაპირველი დიზაინით. შემცირებულია პროექტების რაოდენობა, თუმცა დარჩენილი პროექტები „მოდიფიცირებულია“ ახალი დაფინანსების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციაში შექმნილი პრობლემების მიზეზით, კომპაქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდა რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტიდან, რამაც ამ პროექტის დაფინანსებაში „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ წილი 60 მილიონი აშშ დოლარიდან 43,485 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, პირველ ეტაპზე იდენტიფიცირებული დაფინანსების კანდიდატი 7 წყალმომარაგების და 3 ირიგაციის პროექტიდან იდენტიფიცირებულ წყალმომარაგების პროექტთა ნუსხა ხუთამდე შემცირდა. ანუ დამტკიცებული და დაფინანსების კანდიდატი პროექტებიდან 2008 წელს ამოიღეს ორი - რუსთავის წყალმომარაგების სისტემის და წყალტუბოს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი. 2008 წლის ნოემბერში კომპაქტში ახალი ცვლილება შევიდა, რომელმაც პროექტის ბიუჯეტი კვლავ გაზარდა - ამჯერად 69, 485 მილიონ აშშ დოლარამდე.

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „დამატებითი დაფინანსება (2008 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტი“) შესწორების თანახმად, პროექტს 26 მილიონი აშშ დოლარი დაემატა) ითვალისწინებს ადრეულ ეტაპზე დამტკიცებული მუნიციპალური მოსამხურების რეაბილიტაციის პროექტების სრულად განხორციელებას“. იხილეთ ვებ-გვერდი: www.mcg.ge.

ამასთან, ფონდი ათასწლეულის გამოწვევა-საქარათველოს კვარტალური შედეგების ანგარიშში (კომპაქტის მე-3 წელი, მე-3 კვარტალი. 2008 წლის 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი) აღნიშნულია, რომ: „2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილი კომპაქტის შესწორების თანახმად, 26 მილიონი დაემატა რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს. აღნიშნული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქუთაისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი - 6 მილიონი; ქობულეთის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი - 8 მილიონი; ბორჯომის კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი - 12 მილიონი. დაიწყო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და დამტკიცების პროცესი“. - რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი დაფინანასებით მოხდება არა ადრეულ ეტაპზე დამტკიცებული მუნიციპალური მოსამხურების რეაბილიტაციის პროექტების სრულად განხორციელება“, არამედ - სამუშაოები განხორციელდება 2008 წელს შერჩეული ხუთი მუნიციპალური პროექტის ფარგლებში, გარკვეული მოდიფიკაციით. (შეგახსენებთ, რომ მენეჯმენტის განმარტებით ამის მთავარი მიზეზი პროექტის დასრულებამდე დარჩენილი შეზღუდული ვადებია).

2009 წლის ივნისის თანხის გაცემის მოთხოვნის ფორმაში კი უკვე პროექტების დაფინანსების ახალი მოდიფიკაციაა გათვალისწინებული, 2009 წლის 29 სექტემბრის „თანხის გადატანის შესახებ მოთხოვნაში“ კი რეგიონული ინფრასტრუქტურის ფონდის დაფინანსება 57 მილიონ 735 ათასი აშშ დოლარით არის განსაზღვრული და, ჩვენი ინფორმაციით, დაფინანსების შემცირება ძირითადად ბორჯომის კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტს ეხება. თუმცა მივყვეთ ქრონოლოგიურად განხორიელებულ ცვლილებებს:

რაც შეეხება ადრეულ ეტაპზე დამტკიცებულ პროექტებს - 2008 წელს პროექტების რიცხვის შემცირების დასაბუთებაში, საუბარი იყო იმაზე, რომ: „თავდაპირველი იდენტიფიკაციის პროცესში არჩევანი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, რომელთა საინვესტიციოდ მომზადების პროცესი, სხვა დონორების მონაწილეობის გამო, დაწყებული იყო (ევროკავშირის დაფინანსებით მომზადებული იყო ან მიმდინარეობდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ფოთის, ქუთაისის, ქობულეთის, რუსთავის, ბორჯომისა და ბაკურიანის წყალმომარაგების პროექტებზე. მსოფლიო ბანკმა და “BP”-მ გამოთქვეს მზადყოფნა პროექტირების სამუშაოების დაფინანსებაზე). თუმცა, იდენტიფიცირებულ პროექტთა შორის იყო ისეთებიც, რომელთა მომზადება დაწყებული არ იყო: ზემო სამგორის, ქვემო სამგორის და ტბისიკუმისის ირიგაციის პროექტები და წყალტუბოს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ათასწლეულის ფონდმა დააფინანსა აღნიშნული პროექტების ტექნიკურეკონომიკური კვლევები, მათი სრულად განხორციელება კომპაქტის ვადებში, ანუ ხუთ წელიწადში, ეჭვის ქვეშ დადგა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მოლაპარაკებებს აწარმოებს დონორებთან წყალტუბოს პროექტისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ზემო სამგორის ირიგაციის რეაბილიტაციის პროექტის მსოფლიო ბანკის ირიგაციის პროექტში შეტანის თაობაზე, ხოლო ათასწლეულის ფონდს დაევალა სამშენებლო პროექტის მომზადების დაფინანსება“. (იხილეთ ფონდი ათასლწლულის გამოწვევა-საქართველოს წერილი ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის 21/10/08 წერილის პასუხად. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მონიტრინგის მესამე ეტაპი).

დღეს, დაფინანსების მოცულობის გაზრდის მიუხედავად, წყალტუბოს პროექტის შესახებ ათსწლეულის გამოწვევის პროგრამის რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საუბარი აღარ არის (დასრულებულია მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები). რუსთავის წყალკანალთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება უფრო ადრე იქნა მიღებული - 2007 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსთავის წყალკანალის პრივატიზაციის თაობაზე. შესაბამისად, რუსთავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტიც ამოღებულ იქნა დაფინანსების კანდიდატი პროექტების სიიდან. (იხილეთ „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მესამე ეტაპის ანგარიში“).

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კომპაქტის ხელმოწერისთანავე გათვალისიწნებული იყო, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა საკმარისი არ იყო ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ თავდაპირველადვე განისაზღვრა პროექტის განხორციელების შემდეგი დიზაინი - თანადაფინანსების მიზნით, საქართველოს ათასწლეულის ფონდი თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA), ევროკომისიის დელეგაციასთან საქართველოში (EC Delegation) და სხვა დონორებთან, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება.

2008 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ცვლილებების შემდეგ, რეგიონალური ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი მიზნად ისახავს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქ. ფოთში. პროექტის განხორციელების შედეგად ფოთის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას (დაახლოებით 50 000 ადამიანი) მიეწოდება უსაფრთხო სასმელი წყალი, ხოლო ადგილობრივი წყალკანალი სარგებელს მიიღებს გაუმჯობესებული სისტემის, ტექნიკური დახმარების და მოვლა-შენახვის ხარჯების შემცირების შედეგად. პროექტი ხორციელდება „ემ-სი-ჯი“-ს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება სამ ფაზად: პირველი ფაზა - ახალი სათაო ნაგებობის და მილსადენის მშენებლობა ღროულის წყაროდან ნოსირამდე ფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო 7 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობას აფინანსებს „ემ-სი-ჯი“.

ქუთაისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი მიზნად ისახავს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ქუთაისის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის (დაახლ. 175 000 ადამიანი). პროექტი ხორციელდება პარალელური დაფინანსების სქემით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის თანამონაწილეობით.

ქობულეთის მუნიციპალური წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესებას ქობულეთში. ქობულეთის და ჩოლოქის მოსახლეობა დაახლოებით 42 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო ტურისტულ სეზონზე მისი რაოდენობა 150 000-მდე იზრდება. პროექტი სრულად ფინანსდება „ემ-სი-ჯი“-ს მიერ.

ბაკურიანის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესებას ბაკურიანში (მოსახლეობა - 2 000 ადამიანი, ხოლო ტურისტულ სეზონზე 40 000). პროექტი სრულად ფინანსდება „ემ-სი-ჯი“-ს მიერ.

ბორჯომის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესებას ქალაქ ბორჯომში (მოსახლეობა დაახლოებით 15,000 ადამიანი).“ - იხილეთ ფონდი ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს კვარტალური შედეგების ანგარიში (კომპაქტის მე-3 წელი, მე-3 კვარტალი. 2008 წლის 1 ოატომბერი - 31 დეკემბერი).

რაც შეეხება რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მდგომარეობას. 2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით პროექტების სტატუსი ასე გამოიყურებოდა:

1. ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი - საერთო ღირებულება 15 მილიონ 870 ათასი აშშ დოლარი, ემ-სი-ჯის წილი - 4 მილიონ 550 ათასი აშშ დოლარი. აპრილისთვის დასრულებული იყო პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. მიმდინარეობდა მესამე ეტაპის სამუშაოები - გამრიცხველიანება. აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოები ამ პროექტში დასრულებულია.

2. ქუთაისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი - საერთო ღირებულება 20 მილიონ 499 ათასი აშშ დოლარი, აქედან ემ-სი-ჯის წილი - 11 მილიონ 970 ათასი აშშ დოლარი. სამუშაოები მიმდინარეობს.

3. ქობულეთის მუნიციპალური წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი - საერთო ღირებულება 22 მილიონ 180 ათასი აშშ დოლარი, ემ-სი-ჯის წილი - 18 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარი.

განხორციელების ეტაპზეა.

4. ბაკურიანის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი - 9 მილიონ 86 ათასი. ემ-სი-ჯის წილი - 7,7 მილიონი აშშ დოლარი. მიმდინარეობს წყალმომარაგების და კანალიზაციის რეაბილიტაციის სამუშაოები.

5. ბორჯომის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი - 26 მილიონ 98 ათასი. ემ-სი-ჯის წილი - 20 მილიონ 800 ათასი. მიმდინარეობს პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. (იხილეთ ემ-სი-ჯის საიტი, პროექტები სტატუსი აგვისტოს მდგომარეობით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის დაფინანსებაში ემ-სი-ჯის წილი უკვე შემცირებულია 4,9 მილიონი აშშ დოლარით და, შესაბამისად, ემ-სი-ჯის წილი დაფინანსებაში დაახლოებით 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს).

6. ზემო სამგორის სარწყავი სისტემების სამშენებლო პროექტების მომზადება - 1 მილიონი აშშ დოლარი - გაფორმდა კონტრაქტი გამარჟვებულ კომპანიასთან. სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

7. წყალტუბოს წყალმომარაგების კანალიზაციის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა - 250 000 აშშ დოლარი; კვლევის შედეგები დასრულებულია.

8. ზემო სამგორის, ქვემო სამგორის და ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. - 229 000 აშშ დოლარი; კვლევის შედეგები დამტკიცებულია;

უფრო დეტალურად პროექტების სტატუსი აგვისტოს მდგომარეობით მოწოდებულია MCG-ის ვებ-გვერდზე. თუმცა ამ ცხრილში, შეგახსენებთ, არ არის გათვალისიწინებული ცვლილება, რომელიც პროექტის დაფინანსებაში ივნისში განხორციელდა და, რა თქმა უნდა, ვერც იქნება გათვალისიწინებული უკვე 2009 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით გათვალისწინებული ცვლილება.

ამასთან, ემ-სი-ჯის ინფორმაციით, ეს მონაცემები ასახავს ათასწლეულის პროგრამის მიერ პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობას, თუმცა ჩატარებული ტენდერების შედეგად მოხდა თანხების დაზოგვა. (რომელიც შემდეგ, შეგახსენებთ, მიმართულ იქნა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტზე).

როგორც ემ-სი-ჯი-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ცხრილიდან ჩანს, პროექტების სტატუსის შესახებ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი 2009 წლის შემოდგომის პერიოდიდან იწყება. საგულისხმოა, რომ 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროექტის განხორციელების დაბალი ტემპი იყო, რაც პროექტების დროულად დასრულების საფრთხეს ქმნიდა. პროექტის განხორციელების ტემპზე ნათელ წარმოდგენას იძლევა თანხების ათვისების დინამიკა, რომელიც აღნიშნულ პროექტში კვლევ დაბალია. (იხ. ქვეთავი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების ათვისების დინამიკის მიმოხილვა). შესაბამისად, პროქტების განხორციელების დაბალი ტემპი კვლავ პრობლემად რჩება და პროექტი ინარჩუნებს ვადებში ვერ მოქცევის, ან - დაჩქარებული ტემპის გამო ხარისხისა და მასშტაბის დაზარალების საფრთხეს. (კერძოდ, როგორც 2009 წელმაც აჩვენა, ფინანსების დამატების და შემცირების შემთხვევაშიც არ იცვლება თავად სარებილიტაციო პროექტების რაოდენობა, თუმცა იცვლება ამ პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობდა და ხდება „შიდამოდიფიკაციები“).

შეგახსენებთ, რომ რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (www.mdf.org.ge). ურთიერთობა საქართველოს ნოემბერი 2009 35 ათასწლეულის ფონდსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის რეგულირდება „თანამშრომლობის ხელშეკრულებით“.

საქართველოს ათასწლეულის ფონდმა ასევე ხელი მოაწერა „მომსახურების ხელშეკრულებას“ მსოფლიო ბანკთან, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ბანკი (World Bank) ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის ზედამხედველობას ტექნიკურ, შესყიდვების და გარემოსდაცვით საკითხებში. ასეთი სახის ზედამხედველობას უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), პარალელური დაფინანსების სქემით დაფინანსებული პროექტებისთვის.

5.3 5.3. ენერგოინფრასტრუტურის რეაბილიტაციის პროექტი

▲ზევით დაბრუნება


მონიტორინგის პერიოდში პროექტის დაფინანსება ჯერ გაიზარდა 13 მილიონი აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა, კომპაქტის პირველი შესწორების თანახმად, პროექტის შედარებით ახალი კომპონენტის - გაზსაცავის წინასაპროექტო შესწავლას უნდა მოხმარებოდა, თუმცა შემდეგ ეს თანხა პროექტს ჩამოეჭრა. მენეჯმენტი აცხადებს, რომ კომპაქტით გათვალისწინებული აქტივობები არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდება;

პროექტის ფარგლებში ათვისებული თანხის მოცულობა 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სხვა პროექტებზე მაღალია და საპროგნოზო მაჩვენებელი მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტლის დასასრულისთვის შეადგენს 66,16 პროცენტს.

ამასთან, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯმენტის ინფორმაციით, ორივე კომპონენტი (მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთების რეაბლიტაცია და გაზსაცავის წინასაპროექტო შესწავლა) პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსების 85 პროცენტის ფარგლებში დასრულდება. ამჯამად მზადდება ე.წ. დამატებითი პროექტი (პროექტის ფარგლებში დაზოგილი 15 პროცენტის დაფინანსების ფარგლებში), რომელიც გაზსადენის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის განხორციელებას გულისხმობს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს და ემ-სი-სი-ს მიერ არის დასამტკიცებელი.

პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 49,5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მოიცავდა ორ კომპონენტს: (1) ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული უბნების რეაბილიტაცია (სულ გათვალისწინებულია 22 უბნის რეაბილიტაცია) - 44,5 მილიონი აშშ დოლარი და (2) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დახმარების გაწევა ენერგოსექტორის სტრატეგიის შემდგომ დახვეწასა და განხორციელებაში - 5 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გრანტის გამოყოფის ერთ-ერთი წინაპირობა გახლდათ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე უარის თქმა, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად ჩაითვალა. ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით საინტერესოა ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის შედარებით ახალი კომპონენტი - გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის კომპონენტის შემოსვლა.

2008 წლამდე ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში პროგრამის დიზაინის ცვლილების მიუხედავად, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს დაფინანსებაში ცვლილება არ შეხებია - არც ზრდისა და არც შემცირების მიმართულებით. ცვლილება განხორციელდა მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

2008 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტი“) შესწორების თანახმად, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საერთო ბიუჯეტი 62,5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მენეჯმენტის ინფორმაციით, დამატებითი 13 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება უნდა მოხმარებოდა ენერგეტიკის სექტორში საჭირო კვლევების განხორციელებას, რაც მოიცავს სრულმასშტაბიან ეკონომიკურ, გეოლოგიურ და გარემოსდაცვით ანალიზს, წინა-სამშენებლო პროექტირებისა და საჯარო/კერძო ფინანსური გეგმის შემუშავებას გაზსაცავისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ახალი კომპონენტი გახლდათ და იგი პროექტში 2008 წელს, დამატებითი დაფინანსების მიღებამდე შემოვიდა. თავდაპირველად კომპაქტის ხელმოწერისას, ეს საქმიანობა არ იყო გათვალისწინებული. და ამ მიმართულების დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის გაზაფხულზე ენერგეტიკის სამინისტროს 5 მილიონიანი დახმარების ფარგლებში, რაც უდაოდ დადებითი ფაქტორი გახლდათ, რადგან გაზსაცავის მშენებლობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტის შესრულებაში ვადების დარღვევის საკითხი დაისვა ჯერ კიდევ 2008 წლის 22 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, სადაც „სხდომის თავმჯდომარემ ნიკა გილაურმა შეახსენა საბჭოს, რომ კონსულტანტის შერჩევის დავალება „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიცემული ჰქონდა ჯერ კიდევ ორი თვის წინ. ამასთან დაკავშირებით, „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბდუშელიშვილმა განმარტა, რომ გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის სამუშაოთა აღწერილობის (TOR) მოსამზადებლად გამოცხადდა ღია ტენდერი. ტენდერში განაცხადი შემოიტანა ორმა კომპანიამ და ეს ტენდენცია განპირობებულია იმით, რომ თუ კომპანია მონაწილეობას მიიღებს სამუშაოთა აღწერილობის მომზადებაში, ის ვეღარ ჩაერთვება მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში (რომლის შესრულებაც უფრო აინტერესებს კომპანიებს გამომდინარე ამ სამუშაოს უფრო დიდი მოცულობიდან) ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით“. (იხ. ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი №30.)

2008 წლის 6 სექტემბერს, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შერჩეულ კომპანიასთან - „გუსტავსონ ესოშიეიტს“- თან საქართველოს ათასწლეულის ფონდმა გააფორმა 136.967 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი.

სამეთვალყურეო საბჭოს ზემოთ აღნიშნულ სხდომაზე საბჭოს მიერ განისაზღვრა სამუშაოთა აღწერილობის წარდგენის ვადა - 2008 წლის 1 ოქტომბერი და გადაწყდა, რომ სამუშაოთა აღწერილობა უნდა მოიცავდეს მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარებას, საპროექტო სამუშაოების დიზაინსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას. (იხ. ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი №30.)

თუმცა სამუშაოთა აღწერილობა 1 ოქტომბრისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი. მეტიც, 2008 წლის 2 დეკემბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ემ-სი-ჯის მენეჯმენტი შევიდა წინადადებით, რომ გუსტავსონ ესოშეიტსსთან გაფორმებულ კონტრაქტში NoCQ 09 შესულიყო პირველი შესწორება დაფინანსების გაზრდის მიზნით. კერძოდ:

გიორგი აბდუშელიშვილმა საბჭოს წარუდგინა დოკუმენტი და მოახსენა, რომ „გუსტავსონ ასოშეიტის“ საქართველოში ვიზიტის დროს, რომელიც ფაქტების დადგენას ისახავდა მიზნად, გაირკვა, რომ უკვე ამ ეტაპზევეა ჩასატარებელი ზოგიერთი დამატებითი სამუშაოები გაზსაცავის პროექტის შემდგომი განვითარებისთვის და ამ სამუშაოების ჩასატარებლად კომპანიამ დამატებით 45 000 აშშ დოლარი მოთხოვა. ამასთან კომპანია სამუშაოების დასრულების ვალდებულებას 2009 წლის იანვრის ბოლოსთვის იღებდა.

ამ შესწორების შეტანის წინააღმდეგი გამოვიდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომლის განცხადებითაც, არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობის კვალიფიციურად და დროულად შესრულების შემთხვევაში, ქართულ მხარეს საკმარისი ინფორმაცია ექნება, რათა თვითონ განსაზღვროს ნავთობისა და გაზის საბადოების განსახილველი შესაძლებლობებიდან გაზსაცავისთვის საუკეთესო ვარიანტი კომპანიის მიერ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენიდან 2-3 თვეში. (იხ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი №33, 2 დეკემბერი, 2008 წელი);

შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ კონტრაქტში ცვლილებების შეტანაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად კონტრაქტორი კომპანიის მიერ საბოლოო დასკვნის წარმოდგენა მოხდა დაგვიანებით - უკვე 2009 წლის მარტში. თუმცა, ამის შემდეგ ვადები, პრაქტიკულად, აღარ დარღვეულა. საბოლოო ჯამში, 2009 წლის სექტემბრისთვის გვქონდა ასეთი მდგომარეობა:

ამერიკულმა კომპანიამ „გუსტავსონ ესოშიეიტს“-მა დაასრულა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესწავლის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა გაზსაცავის წინა-სამშენებლო შესწავლების ტექნიკური დავალებისა და საქართველოში გაზსაცავის პროექტის განვითარების დეტალური პროგრამის მომზადებას. წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ შეარჩია ნინოწმინდის ნავთობის საბადო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ოპტიმალურ ვარიანტად.

გაზსაცავის მშენებლობისთვის განიხილებოდა ნინოწმინდის ნავთობის საბადო, რუსთავის გაზის კონდენსატის საბადო და სამგორის სამხრეთი თაღის საბადო. გაზსაცავის მშენებლობის ადგილის შერჩევის სამუშაოები და შესწავლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განახორციელა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 12 ივნისის წერილით, ენერგეტიკის სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ათასწლეულის ფონდს ნინოწმინდის ნავთობის საბადოსთვის გაზსაცავის წინა-სამშენებლო შესწავლების დაფინანსების თაობაზე.

16 ივლისით არის დათარიღებული ტენდერის გამოცხადების თარიღი საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო საპროექტო შესწავლაზე, რომელზეც განაცხადების შემოსვლა 28. 09.2009-ზე დამთავრდა. ემ-სი-ჯის ინფორმაციით, ტენდერში გამარკვებულის გამოვლენა და შესაბამისი კონტრაქტის გაფორმება 2009 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

29 სექტემბერის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის თანხის გადატანაზე მოთხოვნის თანახმად, 2008 წლის ნოემბერში გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბლიტაციის პროექტისთვის გადაცემული 13 მილიონი აშშ დოლარი პროექტს ისევ ჩამოეჭრა და სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტს გადაეცა.

ემ-სი-ჯი-ში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასაპროექტო შესწავლების განხორციელება და საინJინრო პროექტის მომზადება მაინც მოხერხდება. მენეჯმენტის განმარტებით, 13 მილიონიანი „ეკონომია“ პროექტში განპირობებულია შემდეგი არგუმენტებით:

2008 წლის ნოემბრისთვის, როცა პროექტისთვის დამატებითი 13 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ იყო განსაზღვრული მიწისქვეშა გაზსაცავის სამი შესაძლო ადგილმდებარეობიდან რომელზე შეჩერდებოდა არჩევანი. ემ-სი-ჯის მენეჯმენტი აცხადებს, რომ არჩევანის ნინოწმინდის საბადოზე შეჩერებამ (რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა მოხსნა (ამ საბადოზე ბურღვითი სამუშაოები სახელმწიფოს მიერ უკვე გახლდათ განხორციელებული). შესაბამისად - 13 მილიონი აშშ დოლარის გადაცემა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სხვა პროექტისთვის უმტკივნეულოდ განხორციელდა.

ცხადია, მენეჯმენტის ამ კომენტარის ობიექტურობაზე უფრო დეტალურად მსჯელობა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც არსებული დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საინჟინრო პროექტი. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა 16 ივლისის ტენდერის შედეგები, რომლის შედეგადაც გაფორმებული კონტრაქტი და ფასი პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ უფრო დეტალურ წარმოდგენას შექმნის.

რაც შეეხება პროექტის მეორე - მთავარი კომპონენტის მიმდინარეობას. ემ-სი-ჯის ინფორმაციით, საანგარიში პერიოდში მიმდინარეობდა გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ფაზა. კერძოდ, 2009 წლის 18 თებერვალს, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მესამე ფაზის პროექტების განხორციელებისთვის საჭირო მილებისა და სხვა მოწყობილობების შესყიდვის მიზნით, ხელი მოეწერა 2.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას აზერბაიჯანულ კომპანიასთან - „Oil and Gas Construction Trust”-თან.

2009 წლის 15 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულებები საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შემდეგ 4 სამშენებლო კომპანიასთან: შპს Seacor Environmental Services International - 215,948.78 აშშ დოლარი; სს „ჰიდროენერგომონტაჟი“ - 2,102,987 ლარი; შპს „ფერი“ - 942,097 ლარი და ერთობლივი საწარმო „ნიუ ენერჯი-თბილისი“ - 703,620 აშშ დოლარი.

მოპოვებული იქნა გაზსადენის რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა ნებართვა.

გაზსადენის რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ცხრა მონაკვეთის რეაბილიტაციას, 2008 წლის სექტემბერში დაიწყო და სამუშაოები 2009 წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა.

გაზსადენის რეაბილიტაციის მესამე ფაზის საშუალებით მოხდა მილსადენის დამტებითი შვიდი უბნის აღდგენა და ეს სამუშაოები 2009 წლის ზაფხულში დაიწყო. (პროექტის მენეჯმენტის ინფორმაციით, მესამე ფაზა უკვე დასრულდა 2009 წლის ოქტომბერში);

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მესამე ფაზა ითვალისწინებდა შვიდი მონაკვეთის რეაბილიტაციას ძირითადად ყაზბეგის რაიონში. კერძოდ:

  • მდინარე თეთრი არაგვის ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა გაზსადენის დერეფნის დასაცავად ეროზიისგან 119+750 და 191+700 ნიშნულებთან.

  • 1200 მმ და 700 მმ დიამეტრის მილსადენის მონაკვეთების გამოცვლა და გამაგრება მდინარე კაბარჯინოსა და მდინარე ბელაიას გადაკვეთებზე.

  • გაზსადენის დერეფნის დაცვა მდინარე ბაიდარის გასწვრივ, ასევე, ამ უბანზე სხვადასხვა დიამეტრის მილსადენებს შორის მიერთებებისა და ჩამკეტი ონკანების მოწყობა.

  • 700 მმ გაზსადენის მონაკვეთის გამოცვლა მდინარე სნოსწყლის გადაკვეთაზე.

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში მომავალში მოხდება პროექტის შედარებით ახალი, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტის - მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელება.

ამასთან, ენერგოინფრასტრუქტურის რებლიტაციის პროექტის მენეჯმენტის ინფორმაციით, ზემოთ მოხსენიებული ორივე კომპონენტი გამოყოფილი დაფინანსების 85 პროცენტის ფარგლებში დასრულდება. შესაბამისად, ამჯამად მზადდება ე.წ. დამატებითი პროექტი (დარჩენილი 15 პროცენტის დაფინანსების ფარგლებში), რომელიც გაზსადენის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის განხორციელებას გულისხმობს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს და ემ-სი-სი-ს მიერ არის დასამტკიცებელი.

5.4 5.4. აგრობიზნესის განვითარების პროექტი

▲ზევით დაბრუნება


აგრობიზნესის განვითარების პროექტის დაფინანსება მონიტორინგის პერიოდში გაიზარდა 15 მილიონი აშშ დოლარიდან - 20 მილიონ 200 ათას აშშ დოლარამდე;

მონიტორინგის პერიოდში პროექტის განხორციელების ტემპი გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ არის დაჩქარებული - 2008 წლის 30 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე სულ ჩატარებულია საგრანტო შერჩევის ორი რაუნდი. საანგარიშო პერიოდში გაცემულია 133 გრანტი, 7 მილიონ 394 ათასის ღირებულებით. ანუ თითქმის ორჯერ მეტი თანხაა ათვისებული გასული ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს პროექტის დაწყებიდან პირველი 3 წლის მანძილზე იყო.

პროექტი გადასულია ახალ ეტაპზე - როცა საფრთხეებს შეიცავს არა იმდენად პროექტის განხორციელების დაბალი ტემპი და მისი შესრულების ვადები, არამედ მისი განხორციელების ხარისხი. დიდი მოცულობით კონტრაქტების ერთბაშად გაფორმება დადებული კონტრაქტების მიზნობრიობასა და შესრულების საფრთხეს აჩენს და კონტრაქტის შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგის აუცილებლობას ქმნის.

აგრობიზნესის განვითარების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის საწარმოთა განვითარების კომპონენტის შემადგენელი პროექტია. მისი ბიუჯეტი კომპაქტის ხელმოწერის მომენტისთვის გახლდათ 15 მილიონი აშშ დოლარი, დღეისთვის კი, (ბოლო - 29 აგვისტოს მდგომარეობით) ბიუჯეტი 20 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია. გადაწყვეტილება პროექტის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ მიღებულ იქნა არა 2008 წლის ნოემბერში, დამატებითი დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის დროს, არამედ 2009 წლის გაზაფხულზე პროექტის მიერ თანხების ათვისების მაჩვენებლის ზრდის დაფიქსირების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები, თანადაფინანსების პრინციპით, პირველადი წარმოების, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების და უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის განვითარებისთვის საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. აგრობიზნესის განვითრების პროექტის საქმიანობა ორ კომპონენტს მოიცავს. ესენია: საწარმოთა ხელშეწყობა და უწყვეტი საწარმოო ჯაჭვი. გრანტები გაიცემა შემდეგი ტიპის საქმიანობის დასაფინანსებლად:

პირველადი წარმოება - გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 50,000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:0,5 (ყოველი 1 გრანტის მისაღებად ფერმერმა უნდა წარმოადგინოს 0.5 თანადაფინანსება). პირველადი წარმოების პროექტის ტიპიური მაგალითია - სანერგე მეურნეობა, მეცხოველეობის ფერმა, საფუტკრე მეურნეობა და ა.შ.

ფერმერთა მომსახურების ცენტრის შექმნა - ფერმერთა მომსახურების ცენტრი ერთგვარი აგრონომიული მაღაზიაა, სადაც ფერმერს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს საჭირო სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები (სათესლე-სარგავი მასალა, სასუქი, შხამ-ქიმიკატები), მიიღოს კონსულტაციები ან ისარგებლოს აგროტექნიკის მომსახურებით. გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 50,000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:0,75 (ყოველ 1 გრანტის მისაღებად ფერმერმა უნდა წარმოადგინოს 0.75 თანადაფინანსება).

მცირე გადამუშავება - გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 50.000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:1 (ყოველ 1 გრანტის მისაღებად ფერმერმა უნდა წარმოადგინოს 1 თანადაფინანსება). მცირე გადამამუშავებელი საწარმოს ტიპიური მაგალითია - რძის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, მცირე საკონსერვო წარმოება და ა.შ.

საწარმოო ჯაჭვის შექმნა - სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის, შენახვის, გადამუშავების, მისთვის სასაქონლო სახის მიცემისა და ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრების მიზნით. გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 150,000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი - 1:1 (ყოველ 1 გრანტის მისაღებად ფერმერმა უნდა წარმოადგინოს 1 თანადაფინანსება). საწარმოო ჯაჭვის პროექტის ტიპიური მაგალითია - საშუალო ზომის რძის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, საკონსერვო წარმოება საკუთარი შემგროვებელი ცენტრებით, სადაც ხდება მცირე ფერმერთაგან მიღებული ნედლეულის კონსოლიდაცია, გადამუშავება, დაფასოება და რეალიზაცია.

პროექტის მიზნებში განსაზღვრულია, რომ აგრობიზნესის განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 2011 წლისთვის დაგეგმილია 300-მდე პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც სოფლად დაახლოებით 2,934 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და არაპირდაპირ სარგებელს 70,000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი მიიღებს. (იხ. ემ-სი-ჯი-ს ვებ-გვერდი, აგრობიზნესის განვითარების პროგრამა). ტემპი, რომელიც 2009 წლის განმავლობაში პროექტმა აიღო, ამ მიზნების შესრულების წინაპირობებს ქმნის, თუმცა აქ უკვე სახეზეა დაჩქარებული ტემპების გამო ხარისხთან და გრანტის მიმღებების მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საფრთხეები. თუმცა, სანამ ამ საფრთხეებზე ვისაუბრებდეთ, მონიტორინგის პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს მიმოვიხილავთ:

2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებელი და, შესაბამისად - პროექტების განხორციელების დაბალი ტემპი გახლდათ.

2008 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩატარებული იყო საგრანტო შერჩევის 7 რაუნდი და 2 ტენდერი, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა 103 საგრანტო ხელშეკრულებას, საერთო თანხით - 4 605 328 აშშ დოლარი. (იხ. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მესამე ეტაპის ანგარიში). არადა ამ პერიოდისთვის პროექტის დაწყებიდან გასული იყო 2 წელზე მეტი. (2006 წლის 24 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერით შერჩეულ ამერიკულ კომპანია „ი-ენ-ეფ-ეი“-სთან, რომელსაც ევალება საგრანტო შერჩევის ადმინისტრირება. საპროექტო წინადადებების დახვეწა, საგრანტო პროექტების მონიტორინგი. 2006 წლის 2 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა აგრობიზნესის განვითარების პროექტი).

ამ პერიოდში პროექტის განხორციელების დაბალ ტემპს დაემატა პროექტის ადმინისტრირების გაძვირებაც - სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, „თასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ენეჯმენტი პროექტის განხორციელების დაბალი ტემპის ერთ-ერთ მიზეზად „ი-ენ-ეფ-ეი“-ს, ანუ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის 40 „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიში „სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობით ხსნიდა. (იხ. ემ-სი-ჯი- კვარტალური შედეგების ანგარიში.კომპაქტის მე-2-ე წელი, მე-4 კვარტალი, გვ.27). ამ პრობლემის მოსაგვარებლად „სი-ენ-ეფ-ეი საქართველოს“- თვის დამატებით 290 696 აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი - „ემ-სი-ჯი“-ს სამეთვალყურეო საბჭომ 2007 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა აღნიშნულ ორგანიზაციასთან გაფორმებული პროექტის მართვის კონტრაქტში შეტანილი შესწორება. (იხ. „ემ-სი-ჯი“-ს კვარტალური შედეგების ანგარიში. კომპაქტის მე-2-ე წელი, მე-4 კვარტალი).

ამას გარდა, პრობლემა გახლდათ შემოსული საგრანტო განაცხადების დაბალი ხარისხიც. ამ პრობლემის გადასაწყვეტად „სი-ენ-ეფ-ეი-საქართველომ“ კომპაქტის მეორე წლის მეოთხე კვარტალში გადაწყვიტა ხელშეკრულებები დაედო სამ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რათა მათ დახმარება გაეწიათ „პერსპეტიული განმცხადებლებისთვის“ - იმ განმცხადებლებისთვის, ვინც წინა რაუნდებში 60-90 ქულა მიიღეს.

რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით არსებულ ვითარებას - 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩატარებულია საგრანტო შერჩევის 9 რაუნდი და 2 ტენდერი, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა 236 საგრანტო ხელშეკრულებას, საერთო თანხით 12 მილიონი აშშ დოლარი. ამ პროექტების განხორციელების შედეგად სოფლად სავარაუდოდ 3,057 ადამიანი დასაქმდება, არაპირდაპირ სარგებელს კი 97,000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი მიიღებს. (იხ. ემ-სი-ჯი-ს ვებ-გვერდი).

ეს ნიშნავს, რომ 2008 წლის 30 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებულია საგრანტო შერჩევის ორი რაუნდი. საანგარიშო პერიოდში გაცემულია 133 გრანტი, 7 მილიონ 394 ათასის ღირებულებით. ანუ თითქმის ორჯერ მეტი თანხაა ათვისებული გასული ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს პროექტის დაწყებიდან პირველი 3 წლის მანძილზე იყო. (იხ. დიაგრამა)

ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარია 1 ოქტომბრის მდგომარეობით უკვე გაფორმებულ კონტრაქტებზე, თუმცა კონტრაქტების გაფორმების პროცესი, წინასწარი ინორმაციით, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდე გაგრძელდება. ამ პერიოდისთვის, სავარაუდოდ, ათვისებული იქნება საგრანტო თანხები სრულად.

შესაბამისად, თუ გადავხედავთ აგრობიზნესის განვითარების პროექტის თანხების ათვისების დინამიკას, აღმოჩნდება, რომ 2009 წელის ამ პროექტს თანხების ათვისების დინამიკის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თუმცა, მეორეს მხრივ, თანხების ათვისების ტემპის ზრდა წარმოშობს ახალ საფრთხეებს, რომელიც დაკავშირებულია გრანტების მიზნობრიობასთან, ანუ დეკლარირებული მიზნების შესრულებასთან. ვფიქრობთ, მომავალ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე და ამ გრანტების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე კონტროლი. (აღნიშნულზე კომენტარის სახით ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მენეჯმენტმა მოგვაწოდა განმარტება, რომლის თანახმადაც საქართველოს ათასწლეულის ფონდი აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეს და პროექტისთვის გათვალისიწნებულია დამატებით 3 მონიტორინგის სპეციალისტის დაქირავება, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პროექტების მიზნობრიობას.)

5.5 5.5. რეგიონული განვითარების ფონდი

▲ზევით დაბრუნება


რეგიონული განვითარების ფონდის შემთხვევაში, ისევე, როგორც აგრობიზნესის განვითარების პროექტში, მონიტორინგის პერიოდში დაჩქარებული ტემპით მოხდა თანხების ათვისება; 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა მოახდინა 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 10 ქართულ კომპანიაში, რაც ინვესტირებისთვის ასათვისებელი თანხის

დაახლოებით 84 პროცენტს შეადგენს.

საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შემდეგ, ძირითადი აქცენტი გადავა პორტფელური კომპანიების ფინანსურ და ოპერაციულ მდგომარეობასა და მუშაობაზე. ასევე, ადრე დამტკიცებული ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსების დაწყება.

რეგიონული განვითარების ფონდის ახალ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს დადებული კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი.

რეგიონული განვითარების ფონდი 10 წლიანია. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სხვა პროექტებთან შედარებით (ეს პროექტები 5 წლიანია), ფონდს ორჯერ მეტი დრო აქვს მიზნების მისაღწევად. 2008 წლის 1 ოქტომბრისთვის ფონდს, ისევე როგორც პროექტების უმრავლესობას, პრობლემები ჰქონდა თანხების ათვისების მასშტაბთან და განხორციელებული სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2008 წლის 1 ოქტომბრისთვის ფონდს სულ დაფინანსებული ორი კომპანია ჰყავდა:

„ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს“ მენეჯმენტის ინფორმაციით, 2007 წლის სექტემბერში ფონდმა თავისი პირველი ინვესტიცია განახორციელა კომპანია ,,დოკი“-ში. ეს ინვესტიცია სამშენებლო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის გაფართოებას მოხმარდება. კომპანიას აგრეთვე გაეწია ტექნიკური დახმარება მარკეტინგისა და ფინანსური მართვის ფუნქციების გასაძლიერებლად. 2008 წლის 2 მაისს ფონდის დახმარებით, კომპანია ,,დოკი“-მ გახსნა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი - „გლორი“.

2008 წლის 23 მაისს ხელი მოეწერა საინვესტიციო შეთანხმებას კომპანია „რჩეულთან“, რომელიც ავითარებს სასტუმროთა ქსელს საქართველოს რეგიონებში. ინვესტიციის გარდა კომპანიას გაეწია ტექნიკური დახმარება: სასტუმროთა მართვის სტანდარტების განვითარების და დიზაინის საკითხებში; აგრეთვე გამოეყო თანხები მარკეტინგული კვლევის ჩასატარებლად; 2008 წლის 26 მაისს, სიღნაღში, სასტუმროების ქსელ „რჩეული“-ს ახალი სასტუმრო - „რჩეული ფიროსმანი“ გაიხსნა. (იხ. www.mcg.ge საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი).

2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, ანუ მიმდინარე მონიტორინგის პერიოდში, აშკარად გამოიკვეთა როგორც თანხების ათვისების მაჩვენებლის, შესაბამისად - ინვესტირებული პროექტების რაოდენობის ზრდა.

კომპაქტის მეოთხე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით (2009 წლის 31 მარტისთვის), ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული იყო 10 პროექტი საერთო თანხით 21 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფონდის საინვესტიციო ბიუჯეტის დაახლოებით 84%25 შეადგენს. ამ თანხის 80%25-ზე მეტი ინვესტირებულია რეგიონულ პროექტებში, უმეტესად აგრობიზნესისა და ტურიზმის სექტორებში. (იხილეთ კვარტალური შედეგების ანგარიში. კომპაქტის IV წელი, I კვარტალი).

ამასთან, კომპაქტის მოქმედების მხოლოდ მეოთხე წელს - 2009 წელს შეიქმნა პროექტის მმართველი კომპანიის ვებ-გვერდი www.seaf.ge, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ვებ-გვერდის თანახმად, 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2009 წლის 31 მარტისთვის არსებული მდგომარება არ შეცვლილა და იგი ასე გამოიყურება:

2009 წლის 30 სექტემბრისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა მოახდინა 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 10 ქართულ კომპანიაში:

კომპანია

საქმიანობა

მდებარეობა

დოკი

სამშენებლო მასალებით
საცალო და საბითუმო
ვაჭრობა

თბილისი

ბაზი

კონცენტრატებისა და
საკონსერვო წარმოება

საგურამო

რჩეული

სასტუმროების ქსელი

თელავი, სიღნაღი,
ბათუმი, ქუთაისი

პიუნიკი

მეფრინველეობა და
საინკუბაციო კვერცხის
წარმოება

კასპი

თეთნულდი

სასტუმრო

მესტია

ეკოპექსი

თხილის წარმოება და
ექსპორტი

მცხეთა

პრაიმ ბეტონი

ბეტონის წარმოება

ფოთი

მადაი

საქართველოს
ტერიტორიულ წყლებში
თევზის რეწვა და
გადამუშავება

ფოთი

დოგანი

კომბინირებული
საკვების წარმოება

მარნეული

დელტა კომი

ოპტიკურ-ბოჭკოვანი
საკაბელო ინტერნეტის
ინფრასტრუქტურის
განვითარება

საქართველოს მთელი
ტერიტორია

თითოეული კომპანიის პროფილი და ინვესტიციის მიზნობრიობა ასე გამოიყურება:

1. მადაი

საქმიანობა: შავი ზღვის აკვატორიაში თევზის რეწვა და გადამუშავება.

ინვესტიციის გამოყენება: თევზმჭერი გემებისა და დანადგარების შესყიდვა, ქარხნის გადამამუშავებელი ტექნიკის გაუმჯობესება.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პირველი ქართული კომპანია, რომელიც თევზის რეწვის ლიცენზიას თავადვე გამოიყენებს და არ გადასცემს მას თურქულ გემებს.

2. პრაიმ ბეტონი

საქმიანობა: ბეტონის წარმოება, ტრანსპორტირება და მიწოდების სერვისის უზრუნველყოფა.

ინვესტიციის გამოყენება: მობილური ქარხნისათვის დანადგარების, პომპებისა და მიქსერების შეძენა.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: დასავლეთ საქართველოში პირველი მსხვილი მწარმოებელი კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებს ფოთის პორტისა და სხვა პროექტების მზარდ მოთხოვნილებებს.

3. პიუნიკი

საქმიანობა: კომპლექსური მეფრინველეობა.

ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების და სადედე ქათმების შესყიდვა, სამუშაო კაპიტალის გაზრდა.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: კომპანია, რომელიც იყო მცირე იმპორტიორი, გარდაიქმნა მსხვილ საწარმოდ, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს საინკუბაციო კვერცხის წარმოებას, ინკუბატორის მუშაობას და ფრინველის საკვების წარმოებას. კომპანია მცირე ოდენობით იმპორტს ახდენს სომხეთიდან და უკვე მზადაა საქართველოს მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

4. თეთნულდი

საქმიანობა: ტურისტული სასტუმრო.

ინვესტიციის გამოყენება: მშენებლობა და სამუშაო კაპიტალი (დამწყები ბიზნესი).

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პირველი მსხვილი ინვესტიციაა სვანეთის ტურიზმში, საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ტურისტული რესურსი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს კომფორტულ განთავსებას

და სრულ ტურისტულ მომსახურეობას.

5. ბაზი

საქმიანობა: კონცენტრატის და საკონსერვო წარმოება.

ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების შესყიდვა ვაშლის და პომიდორის კონცენტრატის წარმოებისთვის.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: საკონსერვო საწარმო მსხვილი სადისტრიბუციო ქსელით საქართველოში; ვაშლის კონცენტრატის წარმოება, რაზეც დიდი მოთხოვნილებაა ევროპასა და მთელ მსოფლიოში

6. რჩეული

საქმიანობა: ქართული სასტუმროების ქსელი.

ინვესტიციის გამოყენება: სასტუმროების მშენებლობა.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პირველი კომპანია, რომელმაც მოახერხა სასტუმროების ქსელის ჩამოყალიბება თბილისის ფარგლებს გარეთ. სასტუმროების ქსელი უზრუნველყოფს მომხმარებელთა კომფორტულ განთავსებას საქართველოს რეგიონულ ცენტრებში. კომპანია საქმიანობა მდებარეობა იხილეთ: www.seaf.ge

7. დოგანი

საქმიანობა: კომბინირებული საკვების წარმოება.

ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების შეძენა, ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება და სამუშაო კაპიტალი.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: კომბინირებული და ექსტრუდირებული (დაპრესილი) საკვების მწარმოებელი, რომელსაც ეძლევა შესაძლებლობა გაზარდოს თავისი გაყიდვები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. დღეს-დღეისობით კომპანია ექსტრუდირებული (დაპრესილი) საკვების (თევზის და შინაური ცხოველის საკვები) ერთადერთი მწარმოებელია კავკასიაში.

8. დელტა კომი

საქმიანობა: ოპტიკურ - ბოჭკოვანი საკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება.

ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების შეძენა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, სამუშაო კაპიტალი.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: უნდა შეიქმნას პირველი ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს ინტერნეტის სერვის-პროვაიდერებს და საქართველოში არსებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს.

9. ეკოპექსი

საქმიანობა: თხილის წარმოება / ექსპორტი.

ინვესტიციის გამოყენება: თხილის პლანტაციების და დანადგარების შესყიდვა წარმოებისთვის, სამუშაო კაპიტალი.

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: მცირე, მაგრამ ტექნიკურად მოქნილი კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების წინასწარ გაფორმებას, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, კიდევ უფრო გაზარდოს საწარმო საშუალებები და თავის ადგილი დაიჭიროს მსოფლიო ბაზარზე.

10. დოკი

საქმიანობა: საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის ავეჟითა და აქსესუარებით, სამშენებლო მასალით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

ინვესტიციის გამოყენება: სამუშაო კაპიტალი

ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: არსებული ბიზნესი უნდა გახდეს ფართო სამშენებლო ასორტიმენტის პირველადი მომწოდებელი საქართველოში, გამოიყენოს ქსელური სტრუქტურის უპირატესობები და მიიღოს დროული ინფორმაცია საწყობში სასაქონლო მარაგების შესახებ.

განხორციელებულ ინვესტიციები, მიზნობრიობიდან გამომდინარე, შეესაბამება საქართველოს რეგიონული ფონდის დეკლარირებულ მიზნებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიზანია ინვესტირების გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება. ფონდი 10 წელი იარსებებს. მისი ბიუჯეტი შეადგენს 32 მილიონ აშშ დოლარს (2009 წლის 29 სექტემბრის ცვლილებით მას 100 000 აშშ დოლარი მოაკლდა). ამ თანხიდან კომერციული საინვესტიციო ფონდი - (ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი); ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს სწრაფად მზარდ ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში; საწარმოების ტექნიკური დახმარება - (ბიუჯეტი 2 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მოხმარდეს იმ კომპანიების მუშაობის გაუმჯობესებას, რომლებშიც ფონდი განახორციელებს ინვესტიციებს. აგრეთვე, ისეთი კომპანიების ხელშეწყობას, რომლებიც ტექნიკური დახმარების მიღების შედეგად მოსალოდნელია, რომ დააკმაყოფილებენ საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის პირობებს ინვესტიციების მისაღებად.

ამასთან, ფონდის მენეჯმენტის ინფორმაციით, ზემოთხსენებული საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შემდეგ, ძირითადი აქცენტი გადავა პორტფელის კომპანიების ფინანსურ და ოპერაციულ მდგომარეობასა და მუშაობაზე. ასევე, ადრე დამტკიცებული ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსების დაწყება.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აზრით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების და ინვესტირებული თანხების დეკლარირებული შედეგების მონიტორინგს. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მომავალი წელი გასცემს სწორედ პასუხს, რამდენად მიზნობრივი და ეკონომიკურად ეფექტიანი აღმოჩნდა ფონდის ფარგლებში გაწეული ინვესტირება.

6 6. დასკვნები

▲ზევით დაბრუნება


„ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიში „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა“ დაახლოებით უკვე სამი წელი და ექვსი თვეა რაც მიმდინარეობს. მიმდინარეობის ყველა ეტაპზე გამოიკვეთა თავდაპირველად დაგეგმილი ხარჯების ათვისების მკვეთრად ჩამორჩენის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტლიდან თანხების ათვისების ზრდის დინამიკა შეიმჩნევა, სამცხე-ჯავახეთის გზებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის პროექტებში თანხების ათვისების მაჩვენებელი პროექტების სრულად დასრულებას კვლავ საფრთხის ქვეშ ტოვებს.

კერძოდ:

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში ათვისებული თანხები თითოეული საშუალოდ მთელი თანხების 10-12%25-ს უახლოვდება 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის. მომდევნო კვარტალში მთელ თანხებთან ათვისებული თანხების ფარდობა გზის რეაბილიტაციისათვის 24.72%25, ხოლო რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტისათვის 20.47%25-მდე იქნება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეის მდგომარეობით, როცა პროექტის უმეტესობის სრულად დასრულებამდე სულ 1,5 წელზე ნაკლებია დარჩენილი და ათვისების მაჩვენებლის უპრეცედენტო ზრდაა საჭირო, რათა მათი დასრულება მოხერხდეს.

გარკვეული საფრთხე ამ თვალსაზრისით ნარჩუნდება აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებშიც. პროექტის ფარგლებში 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის ათვისებულია 35.51%25, 2009 წლის მეორე კვარტლისათვის კი 54.39%25 არის დაგეგმილი; ეს ნიშნავს, რომ კომპაქტის მოქმედების ამოწურვამდე 7 კვარტალში მთელი თანხის 64%25 უნდა იქნას ათვისებული, ან საშუალოდ დაახლოებით 9%25 კვარტალურად, მაშინ როცა აქამდე საშუალოდ მხოლოდ 4%25-ის ათვისება ხდებოდა.

ამ ფონზე აღსანიშნავია ენერგოინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების მაჩვენებელი - პირველი კვარტლის ბოლოს მთელი თანხის 53,75 პროცენტი იყო ათვისებული, მეორე კვარტლის ბოლოს კი დაგეგმილია 66,16 პროცენტის ათვისება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, პრაქტიკულად, თავდაპირველად კომპაქტით დაგეგმილთან შედარებით ახალი კომპონენტის - გაზსაცავის წინასაპროექტი შესწავლისა და, წინასწარი ინფორმაციით - მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის განხორციელებაც მოხდება, რაც უდაოდ აღსანიშნავი ფაქტია.

თუმცა, თუ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამას მთლიანობაში შევხედავთ, შესამჩნევია დიდი ჩამორჩენა ფინანსურ გეგმასთან შედარებით: მეოთხე პროგრამული წლის მეორე კვარტლისთვის მთლიანი თანხის მხოლოდ 36.4%25-ის ათვისება არის დაგეგმილი.

საანგარიშო პერიოდში ფინანსურ გეგმასთან შედარებით ფაქტობრივი ათვისებული თანხების ჩამორჩენაც იზრდება და უკვე, 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის 39.5%25-ს გაუტოლდა, რაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. თუმცა მომდევნო კვარტალში მცირედი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი - დაახლოებით 47.76%25-მდე ამასთან, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის პრობლემად რჩება ხშირი ცვლილებები პროექტების დაფინანსებაში. მაგალითად 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ორჯერ შევიდა ცვლილება ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში; სამჯერ - შევიდა ცვლილება რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში; ორჯერ - აგრობიზნესის განვითარების პროექტში. ცხადია, ეს პროგრამის გეგმაზომიერ განვითარებაში პრობლემებს ქმნის.

მონიტორინგის პერიოდში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი გაძვირდა 203 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც კომპაქტით თავდაპირველად გათვალისიწინებულ 102 მილიონზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ამასთან, ამ თანხად ხდება თავდაპირველად გათვალისწინებულზე 26 კილომეტრით, ანუ 10 პროცენტით ნაკლები გზის რეაბილიტაცია. აღნიშნულის მიზეზი არის, განსაკუთრებით პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე,

მენეჯმენტის მიერ დაშვებული ხარვეზები, რამაც პროექტი გაჭიანურებამდე და, შესაბამისად, გაძვირებამდე მიიყვანა;

სამცხე-ჯავახეთის პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის დროს ასევე გამოიკვეთა როგორც კონსულტანტი კომპანიის, ისე ზედამხედველობის განმახორციელებელი კომპანიის - „კოქს-კონსალტინგისა“ და „ფინროუდის“ არასრულყოფილი საქმიანობა.

საანგარიშო პერიოდში - 2009 წლის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბლიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამი ლოტის - 119,5 კილომეტრი გზის რეაბლიტაცია გაძვირდა დაახლოებით 24,389 მილიონი აშშ დოლარით (ანუ 2008 წლის გაზაფხულის მდგომარეობასთან შედარებით 37 პროცენტით).

მონიტორინგის პერიოდმა და „აშტრომ ინტერნეიშენელთან“ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგმა აჩვენა, რომ გზების სამუშაოებზე ჩატარებული ტენდერების დროს, გადაფასებულ იქნა კომპანიების შესაძლებლობები, რაც მათ მიერ მოვალეობის შესრულებაში პრობლემები შექმნა. ამასთან, ამავე პროცესში გამოიკვეთა, რომ მექნიზმები, რომელიც სიტუაციას 2009 წლის გაზაფხულზე არსებული ფორსმაჟორული სიტუაციისგან დააზღვევდა და კონტრაქტორი კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულებას, ან - მისი ფინანსური პასუხისმგებლობის დაყენებას უზრუნველყოფდა, არასაკმარისი გახლდათ. შესაბამისად, კომპანია „აშტრომ ინთერნეიშენელის“ მიზეზით შექმნილი სიტუაციიდან, რომელმაც პროექტი 20 მილიონი აშშ დოლარით გააძვირა, თავად კომპანია პრაქტიკულად უდანაკარგოდ, მეტიც - მოგებული გამოვიდა.

აქვე აღასანიშნავია, რომ ახალ კონტრაქტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ემ-სი-ჯი-ს მიერ დამატებითი გარანტიებია ჩადებული, რაც უდაოდ მისასალმებელია, თუმცა ამ ეტაპზე მიღებულ შედეგს - გაძვირებულ პროექტს, ცხადია, ვერ ცვლის. ასევე, მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბოლომდე ვერ მოხსნა გზის სამუშაოების კომპაქტის ვადაში განხორციელების საფრთხეები.

აგრობიზნესის განვითარების პროექტში და რეგიონული განვითარების ფონდში გასულ წლებთან შედარებით შეიმჩნევა თანხების ათვისების სწრაფი ზრდა. პროექტები გადადის ახალ ეტაპზე - როცა განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობაზე და ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

7 7. რეკომენდაციები

▲ზევით დაბრუნება


წარმოდგენილი მიმოხილვისა და დასკვნების გათვალისწინებით, პროექტის მენეჯმენტმა განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ ფაქტორებს:

კომპაქტის დასრულებამდე, 7 კვარტლის განმავლობაში, ახალი ვალდებულებებით, როდესაც 100 მილიონი აშშ დოლარი დაემატა მთლიან ბიუჯეტს, ემ-სი-ჯის მენეჯმენტმა განსაკუთრებულ რეJიმში უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს დიდი მოცულობის სამუშაოების ეფექტიანად განხორციელება და შესაბამისად, დარჩენილი თანხების სრულად და დროულად ათვისება;

მეტად საყურადღებოა ხარჯების სწორი დაგეგმვა; როგორც ეს, კვლავ, სამცხე-ჯავახეთის პროექტის მიმდინარეობის შეფერხების ცუდი გამოცდილებით იყო ნაჩვენები; ხარჯების არასწორი დაგეგმვა ძალიან აყოვნებს და შესაბამისად აძვირებს ჩასატარებელ სამუშაოებს. საყურადღებოა ის ზრდადი დანაკარგი პროექტის ეკონომიკური უკუგების სახით, რომლის დაანგარიშება გამარტივებული დაშვებებით ზემოთ იყო წარმოდგენილი;

კომპაქტის ჩამორჩენილი კომპონენტის დროული განხორციელება, უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს დანარჩენი კომპონენტების ეფექტიან და დროულ შესრულებაზე;

სავარაუდოდ, საჭირო გახდება თავდაპირველი პროექტის გეგმების გადახედვა და რეალურ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანა. ვინაიდან, მიმდინარე კვარტლებში თანხების ათვისების მაჩვენებლების ამბიციური ზრდა, როგორც ეს „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აქვს განზრახული, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერების გარეშე, ნაკლებად სავარუდოა. ამან, შესაძლებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ზრდა გამოიწვიოს;

გასაძლიერებელია მონიტორინგი გზის სარებილიტაციო სამუშაოებზე, რის შედეგადაც გზის სარებილიტაციო სამუშაოების შეფერხებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე რეაგირება უნდა მოხდეს უკვე ზამთარში, რათა კვლავ არ დაიკარგოს სამუშაო სეზონის უდიდესი ნაწილი, როგორც ეს მოხდა 2009 წელს. მით უმეტეს, რომ 2010 წლის სამუშაო სეზონის ჩავარდნა უკვე მთლიანად პროექტის ჩავარდნის წინაპირობა იქნება;

შესაფასებელია კონტრაქტორი ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი - როგორც სარებლიტაციო სამუშაოებთან, ისე - საკონსულტაციო და საზედამხედველი სამუშაოებთან დაკავშირებით და, საჭიროების შემთხვევაში, დასასმელია მათი ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი;

უნდა განხორციელდეს პროგრამის სამეწარმეო კომპონენტის პროექტებში გაცემული გრანტებისა და განხორციელებული ინვესტიციების აქტიური მონიტორინგი, რათა დროულად იქნას განსაზღვრული მათი მიზნობრივად ხარჯვის რეალობა და შეფასებულ იქნას ეკონომიკური ეფექტიანობა;

ზოგადად, პროექტების განხორციელების ტემპების დაჩქარების აუცილებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია ხარისხობრივი კონტროლის გამკაცრება, რათა პროგრამის შედეგები მისი მიზნების ადეკვატური აღმოჩნდეს.

განსაკუთრებული ყურადღება კვლავაც სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უნდა იქნას გადატანილი. 2009 წლის ოქტომბრისთვის სარებილიტაციო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე არსებული სიტუაცია (დეტალები იხილეთ პროექტების მიმდინარეობაში) ტოვებს საფრთხეს, რომ 2010 წლის გაზაფხულზე კვლავ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას. ამ პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად განხორციელებული სამუშაოს შეფასება უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში და წინასწარ გატარდეს პრევენციული სამუშაოები კონტრაქტორი კომპანიების მიერ კონტრაქტის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

8 8. გამოყენებული აბრევიატურები და განმარტებები

▲ზევით დაბრუნება


ემ-სი-ჯი / MG

ფონდი ათასწლეულის გამოწვევა
საქართველოს

ემ-სი-სი / M

ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაცია

კომპაქტი

საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც
გაფორმდა აშშ-ს მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის
ფარგლებში.

მონიტორინგის/სამუშაო ჯგუფი

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის
ცენტრისა“ და „ფონდი ღია საზოგადოება
საქართველოს“ წარმომადგენლებისაგან
შემდგარი სამუშაო ჯგუფი

პროგრამა

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა

საქართველო, თბილისი 0186 ვაჟა-ფშაველას 71, BCV

ბლოკი 8, მეორე სართული სექტორი 7

ტელ: (995 32) 207 305

ფაქსი: (995 32) 207 305

ელ-ფოსტა: info@eprc.ge

www.eprc.ge