![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიოლოგიური მრავალფეროვნება დედამიწაზე არათანაბრადაა განაწილებული. ბუნებრივია, რომ ცოცხალი ფორმები განსაკუთრებით ხელსაყრელ ადგილებში კონცენტრირდება. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება წყალჭარბი ტერიტორიები. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკოსისტემებია დამახასიათებელი ფლორითა და ფაუნით. როგორც წყლის ფრინველთა ადგილსამყოფელებით, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. მიგრირებათ ფრინველთა უმეტესობა სეზონური მიგრაციების დროს გადაკვეთს სახელმწიფო საზღვრებს, რის გამოც ეს სახეობები საერთაშორისო რესურსებად უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, მიგრირებად ფრინველთა დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ამავე დროს, მათი დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ამ ფრინველთა დროებითი თუ ძირითადი ჰაბიტატების შენარჩუნება და დაცვაა. აღსანიშნავია წყალჭარბი ტერიტორიების ეკოლოგიური ფუნქცია. წყალჭარბი ტერიტორიები დიდ როლს თამაშობენ წყლის რეჟიმის რეგულირებაში, ეროზიისა და წყალდიდობების კონტროლში და წყლის ხარისხის შენარჩუნებაში. ისინი მონაწილეობენ წყლისა და ნახშირბადის გლობალურ წრებრუნვაში და, აქედან გამომდინარე, ხელს უწყობენ კლიმატის სტაბილურობას. არანაკლებ საყურადღებოა წყალჭარბი ტერიტორების სოციო-კულტურული (საგანმანათლებლო, სამეცნიერო, რეკრეაციული, რელიგიური, ისტორიული) და ეკონომიკური მნიშვნელობა. მსოფლიოს მრავალ ადგილას ათასობით ადამიანის არსებობა უშუალოდაა დამოკიდებული ტბებსა და სხვა წყალსატევებზე. ამიტომაც მტკნარი წყლის რესურსების, ისევე როგორც ამ წყალსატევებში არსებული ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება ამ ხალხისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ზემოთქმულიდან გამომდინარე ადამიანს არ აქვს უფლება დაუშვას ასეთი ბუნებრივი სიმდიდრის განადგურება. ჭანჭრობები და ჭაობები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში „უვარგის“ ტერიტორიებად იყო მიჩნეული და ინტენსიურ ამოშრობას ექვემდებარებოდა, დღეს განსაკუთრებული დაცვის ობიექტს უნდა წარმოადგენდნენ. წყალჭარბი ტერიტორიების, მათი ფლორისა და ფაუნის დაცვა შესაძლებელია შორს გათვლილი ეროვნული პოლიტიკისა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად.
წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა საერთაშორისო შეთანხმებების იდეა 60-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფში, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ მთელს მსოფლიოში ამ ეკოსისტემების დეგრადაციის კატასტროფულად მაღალი ტემპით.
1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ (რამსარის კონვენცია). იგი წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. ტერმინში „წყალჭარბი ტერიტორიები“ კონვენციის ტექსტში იგულისხმება ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ტერიტორიები, ყველა ტიპის წყალსატევები - როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, მუდმივი და დროებითი, დამდგარი და გამდინარე, მტკნარი, ნახევრად მარილიანი და მარილიანი, აგრეთვე ზღვის აკვატორია, სადაც წყლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სავარგულებს, როგორც წყლის ფრინველთა საბინადრო ადგილის, მნიშვნელობას.
კონვენცია ხელმომწერ მხარეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. მათ უნდა უზრუნველყონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მთავრობებმა მიწათსარგებლობის სახელმწიფო დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა. გარდა ზოგადი ვალდებულებებისა, რამსარის კონვენციას აქვს სპეციფიკური მოთხოვნაც: ყოველმა მხარემ უნდა გამოაცხადოს სულ ცოტა ერთი ე.წ. რამსარის საიტი, რომელიც შუა საერთაშორისო მნიშვენობის წყალჭარბი ტერიტორიების, ანუ რამსარის საიტების სიაშია. მათი შერჩევა ხდება სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით. მხარეები ვალდებული არიან შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი და ითანამშრომლონ ტრანსასაზღვრო წყალჭარბი ტერიტორიებისა და აქ მომდინარე სახზეობების დაცვის საქმეში.
1971 წლიდან კონვენციის გეოგრაფია ტანდათან გაფართოვდა, დღეისათვის იგი 138 მხარეს ითვლის. 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად ე.წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული. მათი საერთო ფართობი 119,6 მლნ. ჰექტარს აღემატება (www.ramsar.org).
საქართველო რამსარის კონვენციას შეუერთდა 1996 წელს. რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები (კერძოდ ჭურიის ჭაობები, ნადარის ჭაობები, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა და შავი ზღვის აკვატორია), ასევე ისპანის ჭაობები ქობულეთთან. მაშინ, საქართველოს მეორე წყალჭარბ რეგიონს - ჯავახეთის ზეგანს - გარკვეულწილად მოაკლდა ყურადღება. არადა ის თავისი ტბებითა და ნაირფეროვანი ცხოველთა სამყაროთი, მთლიანად აკმაყოფილებს საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიის ნუსხის შესატან მოთხოვნებს. ჩვენმა მოსახლეობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ სიმდიდრის შესახებ და გარკვეული ძალისხმევა გასწიოს მის შესანარჩუნებლად.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ჯავახეთის ზეგანი საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თურქთისა და სომხეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებერეობს. მისი ლანდშაფტის თავისებურებას მკაცრი კლიმატური პირობები და ვულკანური რელიეფი განაპირობებს. ზეგანს მთელ კავკასიაში გამოარჩევს მრავალრიცხოვანი ტბები და ჭაობები. ჭყალჭარბ სავარგულებთან ერთად დომინირებს მთის სტეპები. ლოკალურად განვითარებულია სუბალპური ტოცენოზები.
როგორც ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, ჯავახეთის ზეგანზე ტყეს დიდი ფართობები ეკავა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიჩეხა და ეს მხარე უზარმაზარ უტყეო სივრცედ გადაიქცა. ტყეების განადგურება მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმოქმნის დროიდან უნდა დაწყებულიყო და გრძელდებოდა ისტორიული ეპოქის გვიანდელ მომენტამდე. „გურჯისტთანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ჯავახეთი „ტყე-ჯავახეთად მოიხსენიება“, ხოლო ალექსანდრე ფრონელი თავის წიგნში „დიდებული მესხეთი“, რომელიც პირველად 1914 წელს დაიბაჭდა, წერს: „ჯავახეთში ახლა აღარაა ტყეები, მაგრამ ეტყობა, რომ ძველად დიდი ტყეები ყოფილა. სოფელ სამსარში დღესაც კარგადაა შენახული მოზრდილი ეკლესია-მონასტერი. მონასტრის კედლიდან გამოვარდნილია უზარმაზარი თეთრი ქვა, ალბათ მიწისძვრის დროს და ზედ ასეთი ხუცური წარწერა აქვს: ოდეს ეს წმიდისა ღვთისმშობლის ეკლესია აშენდა, მაშინვე ესე ადგილი ტყისაგან არ ჩანდაო. ეს წარწერა ნათლად გვიჩვენებს, რომ ძველად ჯავახეთში დაბურული და ხშირი ტყეები ყოფილა... ვახუშტის დროსაც (მე-18 საუკუნე) იქნებოდა ტყე ჯავახეთში, შეიძლება უღრანი და გაუტეხელი ტყე არ ყოფილიყო, მაგრამ ალაგ-ალაგ გატეხილი მაინც იქნებოდა. მე ჩემი თვალით მინახავს სოფელ იხტილაში თავხე, იქვე სოფლის ახლოს მდებარე შეთხელებული ფრთონის ტყეში მოჭრილი.“ ნ. კეცხოველი (1959) ისტორიული ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ „ჯავახეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში ტყით იყო დაფარული. აქ ისეთივე უსიერი ტყები ყოფილა, რომ სახელმწიფოს თავს აუღია სოფლების დასასახლებლად მათი გაჩეხვა... ალექსანდრე მეფის 1430 წლის სიგელში, სადაც ჩამოთვლილია სახელმწიფო მოხელენი, ტყის მცველნიც არიან მოხსენიებულნი, ხოლო მეფე ნაზარალიხანის 1690 წლის სიგელში მოხსენიებულია არჯევანის მეყორუღე და სხვა“.
ისტორიულ წარსულში ათასი ჯურის მტერი ჯავახეთის გაპარტახებას ცდილობდა. ისინი პირველ რიგში ტყეებს კაფავდნენ და წვავდნენ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოსახლეობის მიგრაციულმა პროცესებმაც მძიმე გავლენა იქონია ჯავახეთის ბუნებაზე. „კოთელიელები (სოფელი დღევანდელი ახალქალაქის რაიონი) ამბობენ. ტყეები ჯავახეთში არზრუმიდან მოსულმა სომხებმა ამოაგდესო. რაკი სამშობლოში ტყის მოვლა-პატრონობა არ იცოდნენ და თვალითაც არ ენახათ, აქ რომ დაბინავდნენ, მიესივნენ ტყეებს და სულ გაანადგურეს. ჯირკვებს და ხის ფესვებს ახლაც ვპოულობთ ხვნის დროსო“ (ა. ფრონელი, 1914).
ადამიანის ზემოქმედებამ საბჭოთა ეპოქაშიც მნიშვნელოვნად შეცვალა სახე ბუნებრივმა გარემოს სახე, როთაც ძლიერ დაზარალდა ჯავახეთის ბიომრავალფეროვნება.
ამ მხრივ განსაკუთრებით დაზიანდა ტბა ხანჩალი. მისი წყლის ზედაპირის ფართობი 1310 ჰექტარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მეოთხე იყო საქართველოში. იყო. ტბა აბორიგენული სახეობის თევზებით იყო დასახლებული (ტბა კალმახი, კავკასიური ქაშაყი, მტკვრის წვერი და სხვ.). აქ თბებოდა, ნაპირები ჭაობის მცენარეულობით იყო დაფარული, რაც სახარბიელო პირობებს ქმნიდა წყალმცურავი ფრინველებისათვის. 1961 წელს მთავრობამ გადაწყვიტა ხანჩალი ექსპერიმენტული თევზსაშენი მეურნეობისთვის გამოეყენებინა. ძირითადი სამუშაო 1963-64 წლებში ჩატარდა. ტბა წყლისგან დაცალეს, გათხარეს თევზების გამოსაზამთრებელი არხები და მოაწყვეს წყლის დონის მარეგულირებელი სისტემა. 1964 წელს ტბა კვლავ აავსეს წყლით. მიუხედავად ამისა, ფრინველების სახეობების ნაწილმა გადაფრენის მარშრუტი შეცვალეს და აქედან მოყოლებული ხანჩალზე აღარ ჩერდებოდა. ამავე წელს ტბაში ჩაასახლეს სარეწაო მნიშვნელობის თევზები. წამოწყება მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ 1968 წელს მაინც გააუქმეს, ტბა ამოაშრეს და თევზი მთლიანად დაიღუპა ტბა გადაეცა საქსასთევზმრეწს, რომელმაც პრაქტიკულად მიატოვა იგი. ამან დადებითად იმოქმედა ხანჩალზე: ისევ გაივსო წყლით, ეკოსისტემამ თანდათანობით აღდგენა დაიწყო, მდინარეებით შემოვიდა და გამრავლდა თევზი, გაიზარდა ტბაზე მობუდარი და მოგრირებადი ფრინველების რაოდენობა. 1979 წელს ახალი ექსპერიმენტი წამოიწყეს, რომელიც ტბის ნაწილობრივი დაშრობასა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას გულისხმობდა. ხანჩალი კიდევ ერთხელ მთლიანად დააშრეს. 1980-დან 1985 წლამდე ტბაში წყალი არ ყოფილა. ამ პერიოდში ააშენეს ჯებირი, რომელმაც ტბა ორ ნაწილად გაყო. 1985 წელს ტბის მესამედი - 425 ჰექტარი წყლით აავსეს. ტბის ამ ნაწილში ადგილობრივი კოოპერატივი თევზის რეწვას აწარმოებდა. უწყლო ნაწილს კი სათიბად იყენებდნენ. იყო კარტოფილის მოყვანის უშედეგო მცდელობაც.
მომდევნო წლებში, სხვადასხვა მიზეზით, ტბა რამდენჯერმე მთლიანად დაცალეს. 1997 წლის გაზაფხულზე ჯებირი რემდენომე ადგილას გაარღვია წყალმა, გადავიდა დამშრალ ნაწილში და არხების გავლით მთლიანად დაიღვარა. მთელი წლით უწყლოდ დატოვებული ტბის ბიომრავალფეროვნება ძლიერ დაზარალდა, ათასობით ფრინველი დაღუპვისათვის გაიწირა. საბოლოოდ ჯებირი აღადგინეს, ერთი წლის შემდეგ ტბის მესამედში დადგა წყალი, მაგრამ ეკოსისტემის საერთო მდგომარობა უარესობისკენ შეიცვალა. მიწის და ბეტონის ფილებისაგან აგებული ჯებირი შესაძლოა კვლავ დაიშალოს და ხანჩალის ულამაზესი ტბის ნაცვლად ატალახებული მინდორი ვიხილოთ.
1998 წელს დაიწყეს მეორე ტბის ბუღდაშენის დაშრობა. ამის ფორმალური მიზეზი იყო ქალაქ ნინოწმინდის სასმელი წყლით მომარაგება, რაც არაეფექტური აღმოჩნდა. საფრთხე ემუქრება ტბა მადატაფასაც.
ეკოსისტემისათვის არანაკლები უარყოფითი როლი ითამაშა უცხო სახეობების ინტროდუქცირებამ. ჯავახეთის ზეგანზე წარმოდგენილი იყო საკმაოდ მდიდარი ადგილობრივი იქთიოფაუნა. თევზსაშენი მეურნეობების შექმნის შემდეგ გაუშვეს რამდენიმე სახეობის თევზი. თევზსაშენი მეურნეობების შექმნასთანაა დაკავშირებული ჯავხეთის ზეგანზე ონდატრას (Andatra zibethicus) შემოყვანაც.
ტბების დაშრობის შემდეგ საგრძნობლად კლებულობს ტენიანობა, იცვლება მცენარეუი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის ფორმაციები. ნადგურდება ფრინველთა საბინადრო გარემო. საბჭოთა პერიოდის პრაქტიკამ, რომელიც სამწუხაროდ, ინერციით დღემდე გრძელდება, თითქმის მოსპო ადგილობრივი თევზის სახეობები და გააღარიბა ტბები. არადა, თევზის სიმრავლით ჯავახეთი უძველესი დროიდან იყო განთქმული. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მიხედვით IV საუკუნეში შემოსულ წმ. ნინოს თევზით უმასპინძლდებოდნენ მწყემსები. გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში ყველა ტბა ჯავახეთში თევზის გადასახადებითაა დაბეგრილი. ვახუშტი ბატონიშვილის განსაკუთრებით არნიშნავდა ტბაწყურის, საღამოსა და კარწახის ტბების კალმახს („ჯავახეთი“ საქართველოს მეგზური I,2000).
გასული საუკუნის ოთხმოცდაათი წლებიდან ჯავახეთის ზეგანზე არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ გამოცხადდა რამდენიმე პროექტი. ისინი ძირითადად ეზღვენოდა ბიომრავალფეროვნების შესწავლასა და ბუნებათსარგებლობის საკითხების შესწავლას. 2000 წელს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (NACRES) მიერ განხორციელდა პროექტი - „სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის პლატოს წყალჭარბი ტერიტორიების კონსერვაცია“. მის მიერ იდენტიფიცირებული იქნა ყველაზე უფრო მეტად დაზიანებული და ამავე დროს მნიშვნელოვანი ტბები და ჭაობები. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი აკმაყოფილებენ რასმარის საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების კრიტერიუმებს. მიღებული მონაცემების მიხედვით, შეიქმნა მათი კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმა. იგი მოწონებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და რამსარის კონვენციის ბიუროს მიერ.
ზემოხსენებულ პროექტში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხანჩალის, ბუღდაშენისა და მადატაფას ტბების შესწავლაზე. რაც შეეხება კარწახის ტბას, რომელიც ამავე ეკოსისტემაში შედის, მის შესახებ ინფორმაცია ბოლო დრომდე მეტად მწირი იყო. ეს იმით აიხსნება, რომ კარწახი მდებარეობს თურქეთის საზღვარზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დახურულ ზონად იყო გამოცხადებული. 2002-2003 წლებში სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა BP-ის ბიომრავალფეროვნების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომლის ამოცანები გამომდინარეობდა ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემების კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმიდან (NACRES 2000). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კარწახის ტბის შესწავლას (საქართველოს ტერიტორიაზე).
სამწუხაროდ, ბუნებათსარგებლობის საკითხები ჯავახეთის რეგიონში დღემდე თვითდინებაზეა მიშვებული. ბოლო პერიოდში იჯარით გაიცა ტბა ბუღდაშენი, მეიჯარეებმა ააშენეს ჯებირი, რითაც აამაღლეს წყლის დონე და აპირებენ კომერციულად მომგებიანი თევზების გაშენებას - ანუ ხელოვნურად ხდება ეკოსისტემაში ცცლილებების შეტანა.
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ უკვე დროა ამ რეგიონის ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად თეორიული შესწავლების ეტაპიდან პრაქტიკული ქმედებების განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. საჭიროა გამოინახოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების ხელშეუხებლობას, მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის მიერ გარეულ ცხოველთა შეწუხებასა და წყალჭარბი სავარგულების დეგრადაციის დონეს. ამასთან ერთად განვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ადგილობრიი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას, დასაქმებას, მოსახლეობის მიგრაციული პროცესის მოწესრიგებას. ანუ, საჭიროა რეგიონში დაიწყოს ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ხოვრებაში მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეში პოზიტიურ როლს ითამაშებს ჩვენი გამოკვლევები და მათი ერთ-ერთი შედეგი - წინამდებარე პუბლიკაცია
![]() |
3 ზოგიერთი ინფორმაცია ჯავახეთის წყალჭარბი სავარგულების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
გეომორფოლოგია
ჯავახეთის ზეგანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება თრიალეთის, აღმოსავლეთიდან აბულ-სამსარისა და ჯავახეთის, ხოლო სამხრეთიდან - ჰეკ-დაღის ქედები. დასავლეთით ხეგანი ბოლოვდება მდინარე მტკვრის ფრიალო ღრმა ხეობით (300-500მ).
ზეგანისა და მოსაზღვრე ქედების საშუალო აბსოლუტური სიმაღლე ძღვის დონიდან 1700 და 3000 მ-ია, შესაბამისად. ზეგანის ფართობი დაახლოებით 700 კმ2-ია. ზეგანის მაქსიმალური განედური სიგრძე 40 კმ-ია, ხოლო მერიდიანული - 20 კმ. უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული - 3301მ.
გეოლოგია
ჯავახეთის ზეგანი ვულკანური პროცესების პროდუქტია, რომელთაც ადგილი ქონდათ სხვადასხვა გეოლოგიურ პერიოდში. ვულკანური აქტივობა იწყება ზედა ოლიგოცენ-ნეოცენიდან, რამაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მეოთხეულ პერიოდში მიიღო. როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვულკანური ცენტრები იყო ნაპრალები, რამაც განსაზღვრა აბულ-სამსარის, ჯავახეთისა და ჰეკ-დაღის ქედების ორიენტაცია.
ლევური ღვარების შეღობვის შედეგად წარმოქმნილმა ტორფებმა და განცალკევებულმა კონუსებმა ვულკანურ-ეროზიული რელიეფის ფორმებისა და მთელი ჯავახეთის ლანდშაფტის ჩამოყალიბება განაპირობა (ხაზარაძე, თვალჭრელიძე, მამაცაშვილი, 2000; ხარაძე, 2000; Гроссгейм, 1948; Маруашвили, 1938). შესაბამისად, ჯავახეთის ზეგანზე ტბური ნალექებისა და წყალჭარბი ზედაპირების ფართო გავრცელება გენეზურად ლავური ნაკადებით წარმოქმნილ უარყოფით ორმებთანაა დაკავშირებული.
კლიმატი
ჯავახეთის ზეგანის კლიმატის თავისებურებანი გაბპირობებულია არსიანის გასწვრივ ქედითა და ერუშეთის მაღლობით, რომლებიც ამცირებს შავი ზღვის გავლენას. მეორე მხრივ, რეგიონი მის სამხრეთით მდებარე სომხეთის მთიანეთის მკაცრი კონტინენტური კლიმატის გავლენას განიცდის. ხასიათდება ცივი და ხანგრძლივი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურ 5.3°C-ია, ნალექიანობა - 500-800 მმ. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა გვიან გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის, ხოლო მინიმალური - იანვარში. ჩვეულებრივ, ზაფხულის წვიმები ხანმოკლეა და ძლიერი, რასაც ხშირად ახლავს ჭექა-ქუხილი და სეტყვა. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 54%25-ია.
ნიადაგები
რეგიონში ნიადაგები იცვლება იცვლება სიმაღლის, დახრილობის ხარისხისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. რეგიონის ქვედა ნაწილში დომინირებს მთის შავმიწა კარბონატული ნიადაგები, მაშინ როცა ზეგანის ზედა მხარე გვხვდება თიხიან-შავმიწა და მთის მდელოების ნიადაგები. ციცაბო ფართობებიხასიათდება ხირხატიანი ნიადგაგით. მდინარის დაბლობებსა და ტბების შემოგარენში ტიპიურია ნახევრადჭაობიანი ნიადაგები.
ჰიდროლოგია
რეგიონის ჰიდროლოგიურ თავისებურებებს განსაზღვრავს ჯავახეთის ვულკანური ქედები და ლავის ფენა, რომელიც ფარავს მთელ ფართობს. ზეგანი წარმოადგენს წყალჭარბ ტერიტორიას, რომელსაც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ კოლხეთის ზეგანი შეედრება. აქ ექვსი დიდი (რომელთა ფართობი აღემატება 1 კმ2: კარწახი, ხანჩალი, მადატაფა, საღამო, ფარავანი, ტაბაწყური) და სამოცამდე პატარა ტბაა. დიდი ფართობი უკავია ჭაობებს (სოფ. სულდასთან, კარწახთან, გორელოვკასთან, ტბების ხანჩალისა და მადატაფის და მდინარე ზაგრანიჩნაიას ირგვლივ). ტბების უმეტესობა ერთმანეთს უკავშირდება მდინარეთა ქსელით.
მდინარეების შევსება შენაკადებით, ნალექებითა და ნაწილობრივ ტბის წყლით ხდაბა. მთის ფერდობებზე დაშვების შედეგად მდინარის დინება მდორე ხდება, რასაც რელიეფი განაპირობებს. ეს ამადროულად ზეგანის დაჭაობებას უწყობს ხელს. ტბები დაკავშირებულია მდინარეებთან, ამის გამო, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ნაკადის რეჟიმზე და არბილებენ მათ. მდინარეების წლიური შენატანის მერყეობა უმნიშვნელოა. მისი ოიკი მოდის გაზაფხულზე (მაისი), რის შედაგადაც თანდათან მცირდება, ხოლო შემოდგომა-ზამთარში - მინიმალურია.
ინტენსიურად დანაპრალებული ქანები, რომლებიც წარმოდგენილია რეგიონში, აადვილებს წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლების ინფილტრაციას და ქმნის მდიდარ ლავისქვეშა და ლავათაშორის წყლის საცავებს. ამის გამო, მიწისქვეშა წყლების ჩამონადენი გაცილებით ფრო მაღალია, ვიდრე ზედაპირზე წყლების და მიწისქვეშა კვების კოეფიციენტი 70-75%25-მდე აღწევს.
მიწისქვეშა ჩამონადენის დიდი რაოდენობა იწვევს მდინარეების ხარისა და და შესაბამისად, ტბების კვების ზრდას, რის გამოც, რეგიონი შედარებით მდიდარია ტბებით, ღარიბია მდინარეებითა და ღელეებით. მიუხედავად ამ ხელშემწყობი პირობებისა, მიწისქვეშა წყლების ჩამონადენი საკმაოდ დაბალია შეზღუდული კვების გამო. მიწისქვეშა ჩამონადენის საშუალო მოდული 4-8ლ/წმ-ს წარმოადგენს. ნაპრალებიანი ვულკანური ქანების მიერ მაღალი გამტარუნარიანობის გამო მიწისქვეშა წყლების მიმოცვლა შედარებით მაღალია.
![]() |
4 ტბების ჰიდროლოგიური რეჟიმი |
▲ზევით დაბრუნება |
პლეისტოცენური ტბების დანალექები, რომლებიც ქვიშის, თიხის და ღორღის შრეთა შორისააწარმოდგენილი, გვიჩვენებს, რომ ჯავახეთის ტბების რიცხვი და მოცულობა უფრო დიდი იყო ახლო გეოლოგიურ ეპოქაშიც კი. ზოგიერთი მათგანის გაქრობა ან დაჭაობება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია: მიწისქვეშა ჩამონადენის გაზრდა მდინარის კალაპოტის გაღრმავების გამო, წყლის მცენარეულობის მდიდარი თანასაზოგადოებების განვითარება, კლიმატური ცვლილებები.
კლიმატური ცვლილებები იყო ის ძირითადი ფაქტორი, რომელმაც გავლენა იქონია ტბების დონეზე. პლეისტოცენში კლიმატი უფრო ნოტიო იყო, რამაც განაპირობა მრავალრიცხოვანი ტბების წარმოქმნა.
ჯავახეთის ყველა ტბა მორფოლოგიურად მსგავსია და ძირითადად ქვაბულებშია წარმოქმნილი. მათი უმრავლესობა მდინარეებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა აღსანიშნავია მიწისქვეშა წყლებთან კავშირიც. ტბების სიღრმე მათ ასაკზეა დამოკიდებული. მათი უმრავლესობა ძველი,ნაწილობრივ დაჭაობებული და აქედან გამომდინარე წყალმარჩხია.
იმ ტებბის სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ, უფრო მეტია. ყველა ტბაში წყალი მოყვითალო-მომწვანოა. განჭვირვალეობა 0,5-4 მ-ის ფარგლებში მერყეობს. წყლის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა აგვისტოში 15-16°C-ს აღწევს. ზამთარში ტბები იყინება და ყინულის სისქე მერყეობს 0.4-0.6 მეტრამდე. წყლის დღიური ტემპერატურის მერყეობა 2-6°C-ს შეადგენს, რაც წყლის სიღრმესა და ლამის შემცველობაზეა დამოკიდებული.
ტბების უმრავლესობაში კარგადაა განვითარებული წყლის მცენარეების თანასაზოგადოებები, რასაც შედეგად წყლის გაზრდილი შთანთქმა, აორთქლება და გაჟონვა მოსდევს.
რეგიონის გეოლოგიური თავისებურებების გამო, ძალიან ძნელია წყლის დებეტის სრული გამოთვლა. ქვემოთ მოცემული შემოსავლისა და გასავლის სიდიდეები ეფუძნება ზედაპირულ ჩამონადენს, ანუ ტბების მთლიანი წყლის ბალანსის სახმელეთო კომპონენტს.
ტბა კარწახი
ტბა კარწახი მდებარეობს ახალქალაქის რაიონში. ზღვის დონიდან 1798 მ სომაღლეზე. მას შუაზე ყოფს თურქეთ-საქართველოს საზღვარი. ჩვენს ლიტერატურაში ამ ტბას მეორე სახელწოდებაც აქვს - ხოზაფინი, თურქეთში კი მოიხსენიებენ, როგორც ტბა აგდაში. (ნიშნავს თეთრ ქვებს. ტბის სანაპირო ქვიანია, ჭარბი მარილიანობის გამო ქვები თეთრი ფერისა ნალექითაა დაფარული). ტბაში თურქეთის მხარეს არის რამდენიმე კუნძული. ტბის სასაზღვრო მდებარეობის გამო მისი სრული ჰიდროლოგიური შესწავლა ამჯარად ვერ მოვახერხეთ.
ცხრილი 1. ჯამური სტატისტიკური მონაცემები კარწახის ტბისათვის
ფართობი |
სიგრძე |
სიგანე |
სიღრმე |
სიმაღლე |
ტემპ. (°C) |
26,6 |
8,6 |
5,34 |
1,5 |
1794 |
11 |
ტბა ბუღდაშენი
ბუღდაშენი პატარა, სამკუთხედის ფორმის ტბაა, რომელიც ჩილდირის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მოსწორებულ ზეგანზე მდებარეობს. ტბის შუაში მდებარეობს პატარა კუნძული. ტბა წყალმარჩხია. მისი წყალშემკრების სამ მეოთხედს შეადგენს მდინარე ზაგრანიჩნაია.
ცხრილი 2. ჯამური სტატისტიკური მონაცემები ბაღდაშენის ტბისათვის
ფართობი |
სიგრძე |
სიგანე |
სიღრმე |
სიმაღლე |
ტემპ. |
მდინარის |
0.39 |
1.3 |
0.8 |
0.8 |
2,040 |
9 |
69 |
შენაკადები:
ტბის ერთადერთი შენაკადია მდინარე ზაგრანიჩნაიაა, რომელიც ჩილდირის ქედის სამხრეთ კალთებიდან მოედინება, მისი სიგრძე დაახლოებით 15 კმ-ია.
ცხრილი 3. მდინარე ზაგრანიჩნაიას მახასიათებლები
მდინარე |
მდინარის |
მდინარის |
წყლის |
ჩამონადენის |
ზაგრანიჩნაია |
50 |
2250 |
300 |
6 |
ტბის გამომავალი წყლები:
მდინარე ბუღდაშენი გამოედინება ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან და უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ორჯოლარის მიდამოებში.
ცხრილი 4. მდინარე ბუღდაშენის მახასიათებლები
მდინარე |
მდინარის |
მდინარის |
წყლის |
ჩამონადენის |
ბუღდაშენი |
236 |
2300 |
1520 |
6.35 |
ტბა მადატაფა
ეს ტბა მდებარეობს ჩილდირის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მთა მადატაფას სამხრეთ-დასავლეთით. მთა დომინირებს ტბის ირგვლივ ლანდშაფთში, მაგრამ რადგან იგი მკვდარი ვულკანური ქანებისგან შედგება, არ მონაწილეობს ტბის წყლით მომარაგებაში. წყლის მთლიანი მოცულობა ტბაში 9,5 მილიონი მ3. მომდევნო ცხრილი გვიჩვენებს ტბის სხვა სტატისტიკურ მონაცემებს.
ცხრილი 5. მადატაფას ტბის ჯამური სტატისტიკური მახასიათებლები
ფართობი |
სიგრძე |
სიგანე |
სიღრმე |
სიმაღლე |
ტემპ. |
მდინარის |
8.78 |
5 |
1.6 |
1.5 |
2,108 |
8 |
151 |
ჩამდინარე წყლები:
მადატაფას ტბაში 2 მდინარე და 5 მცირე მდინარე ჩაედინება, რომელთა ნაკადის საშუალო სიჩქარ 1 280 ლ/წ-ია.
გამომავალი წყლები:
მდინარე კოჩი სათავეს მადატაფას ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან და მდინარე ბუღდაშენს უერთდება სოფ. გორელოვკასთან.
ცხრილი 6. მდინარე კოჩის მახასიათებლები
მდინარე |
მდინარის |
მდინარის |
წყლის |
ჩამონადენის |
კოჩი |
268 |
2,080 |
900 |
5.95 |
ტბა ხანჩალი
ხანჩალის ტბა მდებარეობს დიდ ქვაბულში ნინოწმინდის დასავლეთით. ქვებულის სიგრძე 8-9 კმ-ია. სამხრეთ-დასავლეთით ქვებული ესაზღვრება ჩილდირისა და ჰექტეფის ქედების ჩრდილოეთ კალთებს (2800-2900მ). ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ქვებულს ესაზღვრება ვულკანური მთები, რომელთა ფარდობითი სიმაღლე ქვაბულის ფსკერიდან 70-120 მ-ია. ტბა ძლიერ წყალმარჩხია (იხ. ცხრილი 7). ადრე იგი სიდიდით მე-5 ტბა იყო ქვეყანაში, რომლის მთლიანი ფართობი 13.1 კმ-ს შეადგენდა, ვიდრე მისი 2/3-ზე მეტი არ დააშრეს.
ცხრილი 7. ხანჩალის ტბის სტატისტიკური მონაცემები ტბის დაშრობამდე
ფართობი |
სიგრძე |
სიგანე |
სიღრმე |
სიმაღლე |
ტემპ. |
მდინარის |
13.1 |
7 |
2.5 |
0.7 |
1,928 |
10 |
176 |
ჩამდინარე წყლები:
ტბას კვებავს 10 მცირე მდინარე, რომელთაგან 3 სეზონურია; მთელი ნაკადის სასუალო დებეტი 2 265 ლ/წმ-ია.
გამომავალი წყლები:
ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოედინება მდინარე აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ყაურმასთან. ხანჩალის დაცლა ხდება წყლის დონის მარეგულირებელი არხებითაც. ასევე ტბიდან სათავეს იღებენ ე.წ. დილიფის წყაროები. მთლიანად გამოსავალი 3250 ლ/წმ-ია.
ცხრილი 8 ხანჩალის ტბიდან გამომდინარე წყლების მახასიათებლები
მდინარე |
მდინარის |
მდინარის |
წყლის |
ჩამონადენის |
აგრიჩა |
187 |
2,300 |
820 |
4,81 |
წყლის |
- |
- |
1,900 |
- |
დილიფის წყაროები |
- |
- |
530 |
- |
ტბების წყლის პარამეტრები
კარწახის, ხანჩალის, ბუღდაშენის და მადააფას ტბების წყლებში გამოკვლეული იქნა წყლის ბაქტეროლოგიური დაბინძჲრების ხარისხი და მინერალური შემადგენლობა.
ცხრილი 9. ტბების წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების ხარისხი:
ნიმუში |
coli-ინდექსი |
Coli-ტიტრი |
კარწახი |
6000 |
0,166 |
მადატაფა |
80000 |
0,0125 |
ხანჩალი |
340000 |
0,003 |
ბუღდაშენი |
120000 |
0,008 |
ცხრილი 10 ტბების წყლის ზოგიერთი ბიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრი
ნიმუში |
ზეგანური |
წყალბადიონების |
წყლის |
კარწახი |
0,01 ·10-5 |
9,37 |
11 |
მადატაფა |
0,12 · 10-5 |
6,75 |
12 |
ხანჩალი |
0,07 · 10-5 |
6,35 |
12.5 |
ბუღდაშენი |
0,05 · 10-5 |
8,24 |
11,8 |
* ზედაპირულ წყლებში ზეჟანგენის კონცენტრაცია 1- მილიონ მოლ/ლ-ზე
ცხრილი 11. ტბების წყლის ძირითადი იონური შემადგენლობა
ნიმუში |
Ca2+ |
Mg2+ |
CO32- |
HCO3- |
კარწახი |
3,26 |
37,24 |
68,4 |
257,43 |
მადატაფა |
5 |
3,24 |
0 |
36,6 |
ხანჩალი |
5,9 |
4,14 |
0 |
37,21 |
ბუღდაშენი |
7,4 |
4,2 |
0 |
46,97 |
ძირითადი იონების შემადგენლობა მოცემულია მგ/ლიტრზე
მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ შემდეგი:
ყველაზე მაღალი დაბინძურების ხარისხი ხანჩალის ტბას ახასიათებს. ამაზე მეტყველებს coli-ინდექსი და coli-ტიტრის მაღალი მაჩვენებელი. აღსანიშვავია, რომ კოლი ინდექსის მაჩვენებელის მიხედვით, ბანაობისათვის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) გააჩნია მხოლოდ კაწრახის ტბას (მაქსიმალური დასაშვები ნორმაა 10000).
შესწავლილი ტბების pH - მაჩვენებლებს შორის ყველაზე მაღალი ფუძე მახასიათებელი გააჩნია კარწახის ტბას (pH-9.37). კარწახის შემთხვევაში, ასევე აღსანიშნავია, კარბონატების მაღალი შემცველობაც, რაზეც მეტყველებს HCO3- და CO32- იონების მაღალი კონცენტრაცია. ფაქტიურად, აღნიშნული იონების ასეთი კონცენტრაციისას სისტემა მოქმედებს როგორც ძლიერი კარბონატული ბუფერი, რითაც აიხსნება pH-ის ასეთი მაღალი მნიშვნელობაც. ასევე კარბონატული დანალექებით უნდა აიხსნას თეთრი ფერის ნალექი, რომლითაც დაფარულია ტბის ნაპირები. როგორც ჩანს, კარწახს ასევე მაღალი მაჩვენებელი უნდა გააჩნდეს მარილიანობის მხრივაც.
წყალში გახსნილი ნივთიერებების ქიმიურად აქტიური ორგანული ზეჟანგების დაგროვებისა და დესტრუქციის ბალანსის მიხედვით (რითიც შესაძლებელია ვიმსჯელოთ ბიოლოგიური პროცესების აქტივობაზე ფიტო და ზოოპლანქტონის კუთხით), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია ხანჩალის ტბას, ხოლო ყველაზე დაბალი - კარწახს. კარწახზე შექმნილი სიტუაცია ბუნებრივიც უნდა იყოს pH-ის მაღალი მნიშვნელობის გამო. ცოცხალი ორგანიზმებისათვის არსებობის დასაშვები ინტერვალი, ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა, მერყეობს pH-ის 3-9 დიაპაზონში, მაშინ როცა კარწახის მაჩვენებელი 9.37-ია. ბიოლოგიური პროცესების ინტენსივობისა და pH-ის მაჩვენებლების გათვალისწინებით (ზეჟანგური ჟანგვის და pH-ის მაღალი მაჩვენებლები), შესაძლებელია ვიმსჯელოთხანჩალის ტბაში სუქცესიური მიმდინარეობის მაღალი ტემპის შესახებ. ამაზე მეტყველებს pH-ის მაღალი მაჩვენებელი (pH-8.24), ხოლო ბიოლოგიურ პროცესების ინტენსივობის ფონზე, რაც უნდა მეტყველებდეს დაჭაობების ინტენსიურ პროცესზე.
ჰიდროლოგიური ღირებულება
ჯავახეთის წყალჭარბი ტერიტორია ფასეულია მტკნარი წყლის რესურსებით. მაგ. დილიფის წყაროები, რომლებიც სათავეს ხანჩალის ტბის დასავლეთით მდებარე მცირე ქედის დასავლეთ კალთებიდან იღებს. ეს წყაროები ძალიან მნიშვნელოვაია ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის, რადგან ისინი სასმელი და აგრეთვე სარწყავი წყლის მთავარი წყაროა. ხანჩალის ტბის წყალი, ტუფის ქანებში ფილტრაციის შემდეგ, სოფელ დილიფთან ახლოს ციცაბო ფერდობებზე გამოდის წყაროების სახით. ისინი მდინარე კირხ-ბულახში ჩაედინებიან, რომელიც წყლით ამარაგებს ახალქალაქს და ამდენიმე სოფელს.
![]() |
5 მცენარეული საფარი |
▲ზევით დაბრუნება |
გეობოტანიკური დარაიონების მიხედვით, ჯავახეთის მთიანეთი ირან-თურქეთის ქვეობლასტის ქურთისტან-სომხეთის ქვეპროვინციაში შედის (Лавренко, 1956), ხოლო კავკასიის ფარგლებში სომხეთის მთიანეთის პროვინციაში ერთიანდება (Гроссгейм, Сосновский, 1928). ჯავახეთის მთიანეთის მცენარეული საფარი სივრცობრივი განაწილების კანონზომიერებათა და ფლორის სისტემატიკურ-გეოგრაფიული შინაარსით წინააზიის მცენარეულობის მსგავსია (Сахокиа, Долуханов, 1941). მეორე მხრივ პლიოცენპლეისტოცენის გამყინვარებათა პერიოდში გარკვეული ხარისხით მთელი ხმელთაშუაზღვეთის ჩრდილო ნაწილსა და წინა აზიასაც შეეხო, რის შედეგადაც ამ ბიოგეოგრაფიული ოლქების მნიშვნელოვან ტერიტორიაზე პლუვიალური-ტენიანი და ცივი კლიმატური რეჟიმი წარმოიქმნა, რამაც ხელი შეუწყო ბიორეალურ და არქტო-ალპური ფლოროგენეტიკური ელემენტების სამხრეთით გავრცელებას - თუმცა მათი მონაწილეობა კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს სამხრეთ მთიანეთის არსებულ ფიტოლანდშაფტში შედარებით უმნიშვნელოა.
ჯავახეთის წყალჭარბი ტერიტორიების ფლორის კვლევისას გამოიყო რამდენიმე ძირითადი მცენარეული ტიპი: მთის სტეპები, ტყის მცენარეულობა, მდელოს მცენარეულობა, მთის ქსეროფილური მცენარეულობა, ჭაობისა და წყლის მცენარეულობა.
მთის სტეპები
კავკასიაში მთის სტეპების წარმოშობასპლიოცენ-პლეისტოცენის ოროგენულ აღზევებას უკავშირებენ (Крашенинниов, 1937; Гроссгейм, 1948, 1951; Овчинников, 1948; Галушко, 1976; Агаханянц, 1981; Фаивуш, 1992). ამ პერიოდიდან მთის სტეპების ფლოროგენეზი გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა (Камелин 1965, 1973). კავკასიის მაღალმთიანეთში სტეპური სარტყელი მხოლოდ მცირე კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე გამოისახა, რომლის ბუნებრივ გაგრძელებასაც ჯავახეთის მთიანეთი და განსაკუთრებით მისი სამხრეთი ნაწილის მთის სტეპები წარმოადგენს. ჯავახეთის მთის სტეპები სტრუქტურულ-ორგანიზაციული და ფლოროცენოტური თავისებურებებით უპირველესად, წინა აზიის მთის სტეპების მსგავსია, თუმცა გარკვეული გავლენა ხმელთაშუაზღვეთისა და ჩრდილოეთის ბიოგეოგრაფიულ ოლქებსაც აქვს. წარმოშობის ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ საკვლევი რეგიონის მთის სტეპების ფლორას ხშირად პალეარქტიკული, ხმელთაშუაზღვეთური, წინააზიური, ცენტრალურაზიული, ენდემიური და ფლორის სხვა ელემენტები შეადგენენ. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯავახეთის ზეგანზე სტეპური მცენარეულობა თანამედროვე მდგომარეობით მთლიანად მეორადია. ფართობის დიდი ნაწილი გადაიხნა, ხოლო დარჩენილი ფართობები სათიბად და საძოვრად არის გამოყენებული.
ჯავახეთის ზეგანზე მთის სტეპებს ველის წივანა (Festuca valesiaca) და ვაციწვერას სახეობები (Stipa tirsa, St. capillata) ქმნიან. მათ შორის უფრო ფართოდ ველისწივანიანებია გავრცელებული. წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი ასოციაციები: ნაირბალახოვან-ველისწივანიანი (Festucetum valesiacae mixtoherbosa), ნაირბალახოვან-ველისწივანიან-ვაციწვერიანი (Stipa tirsa-Festuca valesiaca-mixtoherbosa), ისლიან-ველისწივანიან-ვაციწვერიანი (Stipa capillata-Festuca valesiaca-Carex humilis), ბეგქონდარიან-ისლიან-ველისწივანიან (Festuca valesiaca-Carex humilis-Thymus rariflorus). ჩამოთვლილი ასოციაციებიდან ყველაზე ფართოდ ნაირბალახოვან-ველისწივანიანია გავრცელებული, დანარჩენ ასოციაციებს ფრაგმენტული გავრცელება აქვს და უმეტესად ფიცხ და ქვა-ღორღიან ეკოტოპებზე არიან მცირე ნაკვეთების სახით წარმოადგენილი.
ასოციაციათა ძირითადი ცენოტიპების გარდა მათი ფლორა, ძირეული მთის სტეპებისგან განსხვავებით, არატიპიურია და განსხვავებული ფლოცენოტური ერთეულებისგან შედგება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფიტოცენოზთა უმეტესობა ჩამოუყალიბებელია და ისინი მეორადი სუქცესიის სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. შეიძლება ითქვას, რომ არსებითად საკვლევი ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე სტეპური ტიპის აგლომერაციული ცენოზებია გავრცელებული. მართალია, აქა-იქ შევხვდებით ჩამოყალიბებულ ნქამდვილი სტეპის ფრაგმენტებსაც, მაგრამ მათი უმეტესობა დეგრესიას განიცდის.
ტყის მცენარეულობა
კარწახის ტბის აღმოსავლეთით, ჩილდირის ქედის ჩრდილო ფერდობზე ზღვის დონიდან 1800-2100 მ განვითარებულია სუბალპური ტყე. ეს სუბალპური ტყის ფრაგმენტი (მისი ფართობი სულ დაახლოებით 4000 კვადრატული მეტრია) ოდესღაც ჯავახეთის ზეგანზე არსებული მდიდარი ტყის მასივების ნაშთია.
სუბალპური ტყის თეთრი არყი (Betula litwinowii) და ვერხვი (Populus tremula) ქმნიან. სივრცობრივად შედარებით დიდ ფართობებზე ვერხვნარებია წარმოდგენილი, რაც ამ სარტყელისათვის ჩვეულებრივ არაკანონზომიერია. მართალია ვერხვი კავკასიის მაღალმთიან ტყეების კონსტანტური კომპონენტია, მაგრამ, როგორც წესი, ფრაგმენტული გავრცელებით ხასიათდება და სუბალპური ტყეების შექმნაში ყოველთვის დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვერხვის განახლება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და თვალშისაცემია ნაირხნოვანი ამონაყარის სიმრავლე. თეთრი არყი ნაკლებ ფართობებზე ქმნის ცენოზებს. მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს არყისა და ვერხვის თანადომინანტობით ჭექმნილ ტყეებს.
მთავარ ცენოტიპებთან ერთად კავკასიური ცირცველიც (Sorbus aucuparia) აქტიურ ცენოტიპურ პოზიციას ამჟღავნებს, როგორც მთავარი საბურველის შექმნაში, ისე ქვეტყის სახით. სუბალპური ტყის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე კონსტანტური თანამონაწილეობითა და მნიშვნელოვანი სიმრავლით ქვეტყეს ქმნიან: უზანი (Viburnum Lantana), შოთხვი (Padus avium), ჩიტაკომშა (Cotoneaster integerrimus), გრაკლი (Spriraea hypericifolia), კლდის მოცხარი (Ribes bieberstenii), მთის მოცხარი (Ribes alpinus), ასკილი (Rosa spinosissima), ჟოლო (Rubs idaeus), აღმოსავლური კოწახური (Berberis orientalis) და მდგნალი (Salix caprea) - ეს უკანასკნელი ძირითადად ტყის ზედა საზღვარზე (1900-2000მ.ზ.დ.) ტანბრეცილ არყნარ-ვერხვნარში მონაწილეობს. ამავე ზოლში პარკული ტიპის არყნარში ქვეიარუსს მაჯაღვერის სახეობები (Daphne mezereum D. Glomerata) ქმნიან. ამ ტიპის ცენოზებს მცირე ფართობები უკავია და შესაბამისად ფრაგმენტული გავრცელება აქვს. ტყის ველობებზე გაუვალ მონოდომინანტურ გაჯგუფებებს ქმნიან ასკილი და ჟოლო.
კარწახის სუბალპური ტყის აღმოსავლეთი ნაწილის ზედა ვერტიკალურ ზოლში გამოვლინდა კავკასიის სუბალპური ტანბრეცილი ტყეების იშვიათი ვარიანტი - ტანბრეცილი ვერხვნარი. უცნაური მოულოდნელობა იყო საკმაოდ მსხვილტანიანი, კარგად ჩამოყალიბებული და რაც მთავარია, დიდ ფართობზე განვითარებული ტანბრეცილი არყნარ-ვერხვნარების ხილვა. მსგავსი ფაქტი სამეცნიერო ლიტერატურაში ძნელად მოიძებნება.
კარწახის სუბალპური ტყეების ზრდა საზღვარზე (2000-2100 მ.ზ.დ.) გამოვლინდა ფიჭვის (Pinus kochiana) საკმაოდ ასაკოვანი (35-40 წლის საშუალოდ) პოპულაცია. აღნიშნული სახეობის ინდივიდები ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, ჩილდირის ქედის თხემურ ნაწილამდე ვრცელდება. ეს ფაქტი ჯავახეთის მთიანეთის ნაწილისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ფიჭვის პოპულაცია კომპლექსშია კარწახის სუბალპური ფოთლოვან ტყეებთან. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯავახეთის ზეგანზე ისტორიულ წარსულში მდიდარი შემადგენლობის ტყე იყო გავრცელებული.
ფიტოცენოლოგიური აღწერების საფუძველზე კარწახის სუბალპურ ტყეებში შემდეგი ასოციაციები გამოიყო: ვერხვნარი ნაირბუჩქების ქვეტყით (Populetum tremulae mixtofruticosum); არყნარ-ვერხვნარი ნაირბუჩქების ქვეტყით (Betuleto-Populetum mixtofruticosum); არყნარი ნაირბუჩქების ქვეტყით (Betuletum letwinowiae mixtofruticosum); არყნარი ნაირბუჩქებისა და მაღალბალახეულობის ქვეიარუსებით (Betuletum mixtofruticoso-altherbosum); არყნარი მაჯაღვერისა და ნაირბალახების ქვეიარუსით (Betuletum litwinowiae Daphoso-mixtpherbosum); ვერხვნარი ნაირბუჩქებისა და მაღალბალახეულობის ქვეიარუსით (Populetum mixtofruticoso-altherbosum). ცალკე უნდა აღინიშნოს ვერხვნარი არყის ქვეიარუსით (Populetum tremulae Betulosum litwinowiae). აღნიშნულ ასოციაციაში ტანაყრილი ვერხვნარის ქვეიარუსს თეთრი არყის ახალგაზრდა ამონაყრის სინუზია ქმნის. ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა. სუქცესიის გარკვეულ საფეხურზე ვერხვი თანდათანობით დათმობს პოზოცოას და ფიტოცენოზის განმსაზღვრელი არყი გახდება, რადგან სუბალპური სარტყელი, თავისი ბუნებრივი პირობებით, უპირველესად არყნარების პოტიმალური განვითარებისთვისაა ხელსყრელი.
სუბალპური ტყეების რაობის განსაზღვრისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს ისეთ სტრუქტურულ კომპონენტს, როგორიცაა სუბალპური მაღალბალახეულობა. კარწახის სუბალპურ ტყეში ამ სარტყელისათვის დამახასიათებელი მაღალბალახეულობის ტიპიური კომპონენტებიდან, რომელთა გავრცელებაც ჯავახეთის სამხრეთ ნაწილში პირობითად შესაძლებელი იყო, თითქმის ყველა სახეობაა წარმოდგენილი.
ტყის ველობებზე და თვითონ ტყეშიც ასპექტს ქმნის ფრინტა (Anemone fasciculat). მოვიტანთ კარწახის სუბალპური სარტყელის ფლოროცენოოპური კომპლექსის მაღალბალახეულობის ფლორის სიას: Aconitum orientale, Aconitum nasutum, Cicerbita macrophylla, Cephalaria gigantea, Campanula latifolia, Chamerion angustifolium, Chaerophyllum aureum, Dactylis glomerata, Delphinium flexuosum, Doronicum macrophyllum, Dryopteris filix-mas, Dolichorriza caucasica, Filipendula ulmaria, Grossheimia macrocephala, Anthriscus sylvestris, Ynula magnifica, Knautia montana, Lapsana grandiflora, Ligusticum alatum, Petasites albus, Pyrethrum macrophyllum, Polygonum alpinum, Galaga orientalis, Milium effusum, Milium schmidtianum, Senecio propinquus, Lilium szovitsianum, Senecio othonae, Silen multifida, Symphytum caucasicum, Symphytum asperum, Tephroseria subfloccosa, Rumex acetosella, Valeriana aliariifolia, Valeriana tiliifolia, Euphorba villosa, Trollius raninculinus, Heracleum transcaucasicum, Anemonastrum fasciculatum და სხვა.
ცნობილია, რომ სუბალპური ტყეების ნაირგვარი მოდიფიკაციები ყველაზე კარგად კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სისტამაშია წარმოდგენილი და მათ ტოპოლოგიურ ნაირგვარობაზე სამეცნიერო ლიტარეატურაში საკმაოდ ტევადი ინფორმაციაა დაგროვილი. კარწახის სუბალპური ტყე ამ კატეგორიის ტყეებისაგან განსხვავებულია, რაც ვერხვნარების დიდ ფართობებზე გაბატონებასა და ბუჩქნარული სინუზიის ბიოეკოლოგიურად განსხვავებული სახეობების უჩვეულო დიფუზიურ განვითარებაში ვლინდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარი კანონზომიერება საქართველოს სამხრეთი მთიანეთის შედარებით მკაცრი კონტინენტური კლიმატით არის განპირობებული.
ეჭვს არ იწვევს, რომ კარწახის სუბალპური ტყე ოდესღაც ჯავახეთის ზეგანზე არსებული ძირეული ტყის ნირშეცვლილი ნაშთია, მაგრამ ის ყველა მონაცემით ბუნებრივი ტყეა და რაც მთავარია, მისი თვითგანახლება ტყის სტრუქტურული შემადგენლობის ყველა დონეზე აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული ტყის და სუბალპური მაღალბალახეულობის ფლოროცენოტური კომპლექსის ყველა ძირითადი კომპონენტი აქტიურად ნაყოფმსხმოიარობს და იძლევა სტულფასოვან თესლს, რაც იმის სრულ გარანტიას იძლევა, რომ ხსენებული ტყე დაცვის შემთხვევაში მისი ცენოარეალი აუცილებლად გაიზრდება.
ეს სუბალპური ტყე ფლორის კომპოზიციით, სინუზიური შენებით, მორფო-ფიზიონომიური აგებულებით, უმთავრეს კომპონენტთა განაწილების კანონზომიერებისა და რამოდენიმე სხვა ნიშან-თვისებით, კავკასიის სუბალპური ტყეების სამხრეთულ ტიპს უნდა მივაკუთვნოთ. ანალოგიური სივრცობრივი მოცულობისა და სტრუქტურული წყობის ტყე ჯავახეთის ზეგანზე სხვაგან აღარ გვხვდება.
სუბალპური ტყესა და მაღალბალახეულობის ეს საინტერესო კომპლექსი კარწახის ტბის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული მცენარეული კომპლექსის ამ სახით შენარჩუნება, უპირველესაად სწორედ, იმ მიკროკლიმატურმა რეჟიმმა განაპირობა, რომელსაც კარწახის ტბა ქმნის.
მდელოს მცენარეულობა
ჭაობიანი და ჭარბტენიანი მდელოები განვითარებული ტბათა სანაპირო ზოლზე. წამყვანი მნიშვნელობა მარცვლოვნებსა და ისლის სახეობებს აქვს, როგორიცაა: Poa longofolia, Alopecurus, Phleum pratense, Brompsis veriegata, Carex diandra, Carex diacica და სხვა. ეს სახეობები სხვადასხვა კომბინაციური ვარიანტების სახით საკმაოდ მაღალ ბალახნარს ქმნიან აბსოლუტური დაფარულობით. ამ ტიპის მდელოებს ტბებისა და ჭაობების მიმდებარე ადგილები უკავიათ, ამდენად მათი სივრცობრივი გავრცელება შეზღუდულია.
ტენიანი და მეზოფილური მდელოები წარმოდგენილია მთათა ჩრდიო და დასავლეთის ფერდობებზე (1800-2200 მ.ზღ.დ.). მაგ.: მადატაფას ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მნიშვნეოვანი ფართობები უკავია მახრჩობელიანებს (Deschampsieta caespitosae mixtoherbosum) და მდელოს წივანიანებს (Festuceta pratensiae mixtoherbosum). კარწახის ტბის არმოსავლეთით, ჩალდირის ქედის ჩრდილო ფერდობზე ნამიკრეფიანებს (Agrostidetidetum planifoliae mixtoherbosum) და მდელოს წივანიანებს (Festuceta pratensiae mixtoherbosum). ფრინტიანებს (Anemonastrumetum fasciculatae purum), მარცვლოვან-უძოვრიანებს (Trollietum patulal graminoso-mixtoherbosum) და სხვ.
ლერწამბუჩქიანი ქსენომეზოფილური მდელოები - ნაირბალახოვან-ლერწამბუჩქიანი (Festucetum woronowiae mixtoherbosa) და წმინდა ლერწამბუჩქიანი (Fertucetum woronowiae purum) - განვითარებულია მთა მადატაფას და ჩალდირის ქედის ჩრდილოეთისა და მასთან მიახლოებულ ექსპოზიციებზე, ვერტიკალური პროფილის შედარებით ზედა საფეხურზე (2100-2600 მ. ზღ. დ).
ძიგვიანები (Nardeta strictae pura) გვხვდება დიდ ტერიტორიაზე, რომელიც ცხვრის საძოვრად გამოიყენება. გადაჭარბებული ძოვების შედაგად მცენარეული საფარი გათქერილი და დეგრადირებულია, რამაც ძიგვიანების აბსოლუტური გაბატონება გამოიწვია. ამგვარი მდელოების სტრუქტურულ-ფუნქციონალური მნიშვნელობა მეტად დაბალია, ხოლო ბოტანიკური შემადგენლობა მეტად ღარიბი და ერთფეროვანი.
მთის ქსეროფილური მცენარეულობა
კარწახის ტბის აღმოსავლეთით, გორაკიან-ტალღოვანი რელიეფის მშრალი კლდოვანი და ხირხატიანი სუბტრატის პირობებში განვითარებულია მთის ქსეროფილური მცენარეულობის ორიგინალური ეკლიან-გლერძიანის ფორმაცია Astragalus mycrocephalus-ის დომინანტობით. ფორმაციის გავრცელების არე ზღვის დონიდან საშუალოდ 1800 მ-ზე მდებარეობს და ჩვეულებრივ, კომპლექსშია სტეპური ტიპის მცენარეულობასთან. გამოვლინდა ორი ასოციაცია: ავშნიან-ველისწიწვიან-გლერძიანი (Astagalus mycrocephalus-Festuca valesiaca+Artemisia chamaemelifolia) და ნაირბალახოვან - ვაციწვერიან - ველისწვერიან - გლერძიანი (Astragalus mycrocephalus - Festuca valesiaca+Stipa tirsa - mixtoherbosa).
ფიტოცენოზთა სტრუქტურული წყობით, პროექციული დაფარულობით (70-75%25) და ფლორის კომპოზიციით ეს ორი ასოციაცია მსგავსია, ამიტომ გლერძიანების ფლორა გაერთიანებული სახით მოგვყავს:Astragalus miscrocephalus, Festuca valesiaca, Strip tirsa, Stipa capillata, Koeleria cristata, Bromopsis veriegata, Elitrigia caepitosa, Poa pratensis, Poa bulbosa, Myosotis hateropoda, Veronica musltifida, Potentilla recta, P. Agrimoniodes, Artemisia chamaemelifolia, A. Austrica, Centaurea huetii, Thymus transcaucasicus, Galium verum, Astragalus incertus, A. Polygala, Erysimummeyerainum, Pulsatilla georgica, Cerex huetiana, Achylea bieberstenii, Planrago lanceolata, P. Major, nepeta grosshemii, Pedicularis comosa, Asteagalus vavilovii, Myosotis alpestis, Jurinea blanda, Thymu collnus, Euphorbia seguieriana, Salvia armenica, Pedicularis condensata, Medicago dzavakhetica, Taraxacum praticola, Muscari tenuifolium, Euforbia falcata, Nonea armenica, Veronica gentianodes, Ranunculus transcaucasicus, Teucrium orientalis, Phleum phleoides, Melica transsilvanica, Rosa canina, Cotoneaster integerrinus, Cerinthe menor და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა აზიასა და კავკასიაში ძირეული გლერძიანები სპეციფიკური ქსენოფილური და ჰემიქსეროფულური მცენარეების მცირე ჯგუფითა და საერთო დაფარულობის დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სამხრეთი მთიანეთის ქსენოფილური მცენარეულობის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში ისტორიული ფორმირების პროცესის გარდა, განსაზღვრული მნიშვნელობა ადგილობრივ გარემო პირობებსაც აქვს. ის, რომ საკვლევი ტერიტორიის გლერძიანები ფლორისტულად არატიპიურია, ყველაზე უფრო ადგილობრივი მიკრო-ტოპოეკოლოგიური პირობების შედაგია. ამ საკითხს ეხმაურება კომპეტენტურ მეცნიერთა აზრი (Тумаджанов, 1959; Иванишвили, 1973) იმის თაობაზე, რომ კავკასიაში გამყინვარებათაშორის მშრალ ეპოქებსა და პოსტგლაციაში „წმინდა“ გლერძიანები, მსგავსი საარსებო პირობების გამო, სტეპური ელემენტებით შეივსო. ამ მხრივ, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საკვლევ ტერიტორიაზე მთის სტეპები და მთის ქსეროფილური მცენარეულობა ერთ ლანდშაფტურ-გეობოტანიკურ სარტყელშია განვითარებული და ამდენად, არსებული გლერძიანების ფლორაც სტეპური და სხვა მომიჯნავე მცენარეული კომპლექსების ელემენტებით შეივსო.
ჭაობებისა და წყლის მცენარეულობა
ჯავახეთის ზეგანზე ჭაობები ძირითადად ტბათა კოლბოხოვანი დაჭაობების შედაგადაა წარმოქმნილი. კოლბოხოვანი ჭაობების მცენარეულობას როგორც წესი ისლის სახეობები განსაზღვრავენ და ჩვეულებრივ განვითარებული არიან მოლამულ ან უხეშტორფიან წყალჭარბ სუბსტანციაზე. ეს დამახასიათებელია ისეთი ტბებისათვის, რომელთა წყლის დონე მკვეთრ სეზონურ მერყეობას განიცდის.
კოლბოხოვანი ისლიანი ჭაობების შესწავლას ძირითადად სულდისა და კარწახის ევტროფული ჭაობების, ასევე კარწახის, ხანჩალის, ბუღდაშენისა და მადატაფას მიმდებარე ტერიტორიაზე ვაწარმოებდით. ცნობილია, (ქიმერიძე, 1975) რომ კოლბოხოვანი ისლიანები ყვლაზე ფართოდ საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ვულკანურ ზეგანზეა გავრცელებული. ტიპური ფორმაციები წარმოდგენილია ჯავახეთში. საქართველოს მთიანეთში ამ ტიპის ისლიანების გავრცელების ზედა ზღვარი ზღვის დონიდან 2200 მ-ზე მდებარეობს.
ჯავახეთის წყალჭარბი კოლბოხოვანი ისლიანების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაცია Carex acuta-ს დომინანტობით არის შექმნილი.
კოლბოხების ზედაპირი ყოველთვის უხვი და მაღალი ბალახნარითაა დაფარული, რომელსაც ისლის სახებები ქმნიან. კოლბოხებზე განვითარებული ფოტოცენოზები უმეტესად ორწევრიანია - ერთი ისლის სახეობების, ხოლო მეორე წყლის მცენარეთა სინუზია.
ხსეენებული ფორმაციის წამყვანი ასოციაციებია: წმინდა კოლბოხოვანი ისლიანი (Caniceum acatea purum) ჯავახეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ასოციაციაა. კოლბოხთა შორის ხშირად განვითარებულია წყლის მცენარეთა სინუზია, მაგრამ მისი დაფარულობა 10-12%25-ს არ აღემატება. ამ სინუზიას მეტწილად ქმნიან Potamogeton gramineus, Utricularia vulgaris, Lemna minor და სხვა.
კოლბოხოვან ისლიანის მეორე ტიპი Carex vesicaria-ს სუბდომინანტობით არის შექმნილი (Caricetum acutae, Caricosum vesicariae) და ძირითადად სულდის ევტროფული ჭაობის მცენარეულ კომპლექსშია განვითარებული, უმეტესად ჭაობის განაპირა, ნაკლები მოტბორების არეებზე. ასოციაციის ფრაგმენტებს ვხვდებით კარწახის, მადატაფას და ხანჩალის კოლბოხოვან ჭაობებშიც.
ასოციაციას მკვეთრად გამოხატული მოზაიკური შენება აქვს. დომინირებულ სინუზიას Carex acuta განსაზღვრავს, მასთან ერთად უმნიშვნელო სიმრავლით მონაწილეობენ: Scutellaria galeniculata, Comarum palustra, Potentilla erecta, Poa palustris, Carex diandra და სხვა. კოლბოხთაშორის განვითარებულ, დაქვემდებარებულ სინუზიაში Carex vesicaria დომინანტობს, მასთან ერთად აღნიშნული სინუზიის შექმნაში მონაწილეობენ: Ranunculus lingua, Ranunculus flamula, Alismo plantago-aquatica, Scilachloa festucacea და სხვა. ასოციაციის დაფარულობა და ვერტიკალური სტრუქტურა ზემოთ მითითებული პარამეტრების იდენტურია.
კარწახისა და ხანჩალის კლბოხოვან ჭაობებში გამოვლინდა საქართველოს მთიანეთში იშვიათად გავრცელებული ასოციაციაც შვიტიან-კოლბოხოვანი ისლიანი (Caricetum acutae equisetosum heleocharidis). იგი მხოლოდ ჯავახეთის ზეგანზეა გავრცელებული და აქაც, მარტო დასახელებული ჰაბიტატების გარდა, მხოლოდ ტაბაწყურის ტბის დაჭაობებული სანაპიროდანაა ცნობილი (ქიმერიძე, 1975).
შვიტიან-კოლბოხიანი ისლიანი უმეტესად განვითარებულია შვიტიანისა და ისლიანი ცენოზების კოტაქტის ზოლში, კოლბოხების ზედაპირზე აბსოლუტური სიმრავლითა და დაფარულობით გაბატონებულია Cerex acuta, ხოლო კოლბოხთაშორის სინუზიას შვიტა (Equisetum heleocharis) განსაზღვრავს. ამასთან ერთად უმნიშვნელო სიმრავლით შერეულია: Carex disticha, Carex vesicaria, Ranuncilus lingua, Alisma plantago-aquatica და სხვა. კოლბოხოვანი ისლიანი აღნიშნული ტიპი ზემოთ მოტანილ ასოციაციებთან შედარებით ყველაზე მარტივია, ხოლო ფლორის კომპოზიციით ღარიბია.
არნიშნული ისლიან-კოლბოხიანი ასოციაციების გარდა ჯავახეთის ტბა-ჭაობიანის კომპლექსებში მნიშვნელოვანი გავრცელება აქს შემდეგ ასოციაციებს: Caricetum diandrae purum, Caricetum inflatae calliergonelosum, Scolochloetum festucaceae equisetosum heleocharis, Scolochloetum festucaciae purum და სხვა. ასოციაციათა შექმნაში მონაწილეობენ ხავსებიდან: Caliergohella cuspidata, Hypnum lindbergii, Ailacomnium nalustre. წყლის მცენარეებიდან: Polygonum amphybium, Myriophyllum spicatum, Potamogeton heterophyllum, P. Lucens და სხვა.
ტბათა დაჭაობებულ ნაპირებზე, ხმელეთისა და ჭაობების გარდამავალ ზოლში განვითარებულია საკმაოდ მაღალი ბალახდგომისა და სიხშირის მარცვლოვანი სახეობების დაჯგუფებები, რომელთა დომინანტებია: Beckmannia eruciforme, Calamagrostis neglecta, Digraphis arundinacea, Scolochla festucacea, Poa palustris, Dactylis glomerata და სხვა.ხშირად ეს სახეობები გაუვალ შალდამს ქმნიან. ამ ტიპის მცენარეულობასთან კომპლექსში მეტ-ნაკლები სიდიდის ფრაგმენტების სახით ჩაწინწკლულია Butomus umbellatus, Sagittaria sagittifolia, Juncus effusus, J. Lampocarus, Alisma plantago-aquatica და სხვა მსგავსი მცენარეები.
წყლის მცენარეულობა ჯავახეთის ტბებს შორის ყველაზე კარგად მადატაფას ტბაზეა წარმოდგენილი, სადაც ტბის „სარკის“ მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის ვაზის შედეგად სახეობებითაა დაფარული: Potamogeton natans, P. heterophylla და P. lucens. ამათგან ყველაზე ფართოდ პირველი სახეობაა გავრცელებული. წყლის სხვა მცენარეებიდან ასევე მონაწილეობენ: Polygonum amphylium, Sparganium minimum, Lemna trisulca და სხვა. თუმცა მათი მონაწილეობა წყლის ვაზის სახეობებთან შედარებით უმნიშვნელოა.
ხანჩალის ტბის დამშრალი ნაწილის მცენარეულობა
ხანჩალის ტბის ფსკერის დამშრალი ნაწილიზე განვითარებულია ნაირბალახოვან-მარცვლოვანი, სადაც ფოტოცენოზთა განმსაზღვრელად ნამიკრეფია (Agrostis planufolia) და ტიმოთელა (Phleum phleoides) გვევლინებიან. მათ გარდა გამდელოებულ ნატბეურზე შედარებით დაბალი სიმრავლით მონაწილეობენ: Scolochoa festucacea, Cirsium incanum, Phleum pratense, Rhynchocoris elephas, Poa bulbosa, Saguisorba officinalis, Arctium lappa, Rumex crispus, Achyllea setacea, Lactuca serrola, Deschampsia parviflora, Heracleum sosnowskyi, Beckmannia eruciformis და სხვა. ფლორის შემადგენლობა ჰეტეროგენურია, მცენარეულობა ჩამოყალიბების პროცესშია და სავარაუდოდ, საბოლოოდ ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი მეორადი მარცვლოვანი მდელო ჩამოყალიბდება.
ნატბეური ფსკერის ზედაპირი დახეთქილია და ნიადაგის ზედაპირი გამომშრალი და გატკეპნილი. ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ დამშრალი ტბის ფსკერის ნიადაგი სხვაშემადგენლობისაა და, როგორც ჩანს, აქ განვითარებულიმცენარეულობის ბიომასის მოცულობა და ხარისხი და, შესაბამისად, მისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი საკმაოდ დაბალი იუქნება.
ფლორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები
ჯავახეთის სამხრეთი ნაწილის წყალჭარბი ტერიტორიების ფლორა ჩვენს მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით 474 სახეობით განისაზღვრება, რომელიც 235 გვარის 64 ოჯახში ერთიანდებიან. გვარებისა და სახეობების რაოდენობის მხრივ წამყვანი ადგილი შემდეგ ოჯახებს უჭირავს: Poaceae, Astraceae, Brassicaceae, Rosaceae, Fabaceae, Apiaceae, Lamiaceae, Caryophyllaceae და სხვა.
საველე კვლევა-ძიებისას 81 ენდემური და პირობითად ენდემური სახეობა გამოვლინდა. მათ შორის: კავკასიის ენდემი - 55 სახეობა, საქართველოს - 14, პირობითად ენდემი - 12.
მოპოვებული ფაქტობრივი მასალისა და ლიტერატურული მონაცემების შეჯერების შედაგად ჯავახეთის ზეგანზე გავრცელებულია 171 ენდემური და პირობითად ენდემური სახეობა (იხ. ცხრილი 12), რაც რეგიონის მეტად მაღალი ბიომრავალფეროვნებისა და განსაკუთრებით ბუნებრივი პირობების მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ენდემური სახეობების მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნული რეგიონიდანაა აღწერილი.
კავკასიის ენდემები: Aconitum nasutum, Alchemilla pychotricna, Allium carsianum, Allium kuntianum, Anthyllis lachophora, Astragalus vavilovii, Carex medwedewii, Caphalaria armeniaca, Cephalaria gigentea, Chaerophyllum roseum, Chaerophyllus humile, Cicerbita madataphensis, Cirsium simplex, Dianthus subulosis, Dianthus transcaucasicus, Dolichorrhiza caicasica, Dryopteris oreades, Erigeron coucasicus, Erisimum aureum, Gladiolus dzavacheticus, Hekianthemusgeorgicum, Heracleum chorodanum, Heracleum sosnowskyi, Heracleum transcaucasicum, Lotus caucasicum, Melampyrum caucasicum, Milium schmidtianum, Nepeta grossheimii, Nepeta scischkinii, Nonea armeniaca, Onobrychis oxytropoides, Orbanche gamosepala, Orobus ciliatidentatus, Papaver oreophilum, Poa caucasica, Poa longifolia, Polygala mariamae, Potentilla caucasica, Primula ruprechtii, Ranunulus buschii, Ranunulus transcaucasicus, Scilla rosenii, Seneio propinquus, Solidego caucasica, Sorbus aucuparie, Symphytum caucasicus, Tephroseris subfloccosa, Thalictrum buschianum, Thesium procumbens, Thymus collinus, Valeriana tiliifolia, Veronica multifida, Vicia akhmaganica, Vicia ciliatula, Vicia grossheimii.
იშვიათი გავრცელებული სახეობები: Grossheimia macrocephala, Ziziphora dzhavakhischvilii, Arenaria steveniana, Cardaria boissierii, Alchemilla grossheimii, Ferulago serifolia, Ranunculus strogillosus, Campanula collina, Thymus transcaucasicus, Medicago hemicecla, Medicago dzhawakhetica, Papaver pseudo-orientale, Murbeckiella huetii, Arachycarpa, Usatis bungeana, Anchonimus elihrysifolium, Sedum caucasicum.
რელიქტიური გვარები: Heracleum, Senecio, Acoonitum, Chaerophyllum, Campanula, Dianthus, Astragalus, Carex, Pinus, Berberis, Viburnum, Lonicera.
კარწახის სუბალპური ტყისა და მაღალბალახეულობის ფლოროცენოტიკური კომპლექსის მსგავსი მცენარეული ერთობა ჯავახეთის ზეგანზე სხვაგან აღარ მეორდება, რამდენადაც სტრუქტურულად ასე კარგად ჩამოყალიბებული, სრულფასოვანი კომპლექსი არსად აღწერილა. უნდა ითქვას, რომ ჯავახეთის ზეგანის სამხრეთი ნაწილიდან სუბალპური ტყეებისა და მაღალბალახეულობის აღნიშნული დლოროცენოტიკური კომპლექსი NACRES-ის ექსპედიციის მიერ პირველად იქნა აღწერილი და გამოვლენილი. საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის შესწავლილობის საკმაოდ მაღალი დონის მიუხედავად, ჯავახეთის ზეგანის სამხრეთი ნაწილის ბუნებრივი გარემო ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი გამონაკლისია, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. ალბათ გარკვეულწილად ამის შედაგია ისიც, რომ ზემოაღნიშნულის გარდა, ამ რეგიონიდან არაერთი მნიშვნელოვანი მცენარე პირველად გამოვლინდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კავკასიის ყველა მაღალმთის ფლორისა და მცენარეულობის ჩამოყალიბების ისტორიის შესასწავლად.
კარწახის ტბის შემოგარენში გამოვლინდა ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე Dasiphora fruticosa. ეს სახეობა „საქართველოს ფლორაში“ (1980 წ.) მოყვანილია, მაგრამ დღემდე ფაქტობრივი მასალა არ არსებობდა და ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე ამ მცენარის არსებობა ეჭვს იწვევდა. იგი ჩვენი ექსპედიციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოვლინდა კარწახის ტბისა და ე.წ. „მცირე ტბას“ შორის, მთის სტეპებსა და გასტეპებული მდელოების კომპლექსში, ლატერალური წყლების მიერ წარმოქმნილი ერთ-ერთი ხევხმელის ნაპირებზე.
ცხრილი 12. ჯავახეთის სამხრეტი ნაწილის წყალჭარბი ტერიტორიების ენდემური და პირობითად ენდემური სახეობების სისტემატური სტრუქტურა

![]() |
6 ფაუნა |
▲ზევით დაბრუნება |
თევზები
ჯავახეთის აბორიგენული იქთიოფაუნა ძლიერ დეგრადირებულია. უკანასკნელი 30-40 წლის მანძილზე ის მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს გამოწვეულია ტბებზე არამდგრადი მეთოდებით თევზის მეურნეობის განვითარებით. წლების განმავლობაში ხდებოდა კომერციული სახეობის თევზების შემოყვანა ჯავახეთის ტბებში. ფარავნის, ტაბაწყურის, საღამოს, ხანჩალის, კარწახის ტბებში სხვადასხვა დროს, ძირითადად რუსეთიდან, შემოიყვანეს: Ciprius carpio morpha lungoricus, Coregolus albila, C. Peled, C. Lavaretus, Carassius carassius, Varicorhinus capoeta, Salmo ischan (Tarkhnisvvili et. Al 1999). ხანჩალის ტბის დაშრობამ ასევე განაპირობა ადგილობრივი იქთიოფაუნის მთლიანი განადგურება. დღეისათვის ჯავახეთის ზეგანზე დომინანტი სახეობაა კარჩხანა (Carassius carassius). მრავალ წყალსატევში ის თევზის ერთადერთი სახეობაა, ან მთელი თევზის მარაგის 80-90%25 შეადგენს. ის უცხო სახეობაა არა მარტო ჯავახეთის, არამედ საერთოდ სამხრეთ კავკასიისათვის. იგი მეტად გამძლეა და შეუძლია შეეგუოს ისეთ უარყოფით გარემო პირობებს, რომელიც დამღუპველია სხვა სახეობებისათვის (წალსატევის გაყინვის ან დაშრობის შემთხვევაში შლამში ეფლობა და დიდხანს ძლებს ამ მდგომარეობაში). თანაც ანადგურებს სხვა სახეობების ქვირითს. ამავე დროს, ამ თევზის გავრცელების ერთგვარი დადებითი შედეგი არ შეიძლება იქნას უგულვებელყოფილი. მაგალითად, ტბა მადატაფა უთევზო წყალსატევად ითვლებოდა. კატჩახის ჩასახლების მერე კი, აქ პირველად გაჩნდა პელიკანები (Pelecanus onocrotalu, P. crispus), რომელიც ახლა მუდმივად აქ იკვებებიან მთელი ზაფხულის განმავლობაში. ეს თევზი, როგორც ჩანს, უფრო ადვილად შეეგუა გარემოს არახელსაყრელ პირობებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი და შემოყვანილი სახეობები და შექმნა საკვები ბაზა წყლის ფრინველებისათვის.
ამფიბიები და რეპტილიები
ჯავახეთი არ არის განსაკუთრებით მდიდარი ამფიბიებითა და რეპტილიებით. აქ აღნიშნულიაამფიბიების 3 და ქვეწარმავლების 7 სახეობა (Tarkhnisvvili et. Al 1999). პროექტით განხორციელებული კვლევების შედეგად სახეობრივი შედგენილობა არ შეცვლილა.
ცხრილი 13. რეპტილიები და ამფიბიები (Tarkhnisvvili et. Al 1999 მიხედვით).
სახეობა |
ადგილმდებარეობა/ |
1. Bufo viradis |
მთელი რეგიონი |
2. Rana camerani |
მთელი რეგიონი |
3. Rana ridibunda |
ტბები |
4. Lacerta agilis |
სათიბები |
5. Lacerta armeniaca |
მადატაფა |
6. Lacerta valentini |
მადატაფა |
7. Lacerta unisexualis |
- |
8. Anguis fragilis |
სათიბები |
9. Natrix natrix scutata |
ტბები,მდელოები |
10. Vipera darevskii |
მთის კალთები მადატაფასთან |
კლდის ხვლიკების ოტხი სახეობიდან (გვარიLacerta), სამი მათგანი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა - Lacerta unisexualis L. armeniaca L. Valentini, რომლებიც კავკასიისა და ჩრდილო არმოსავლეთ თურქეთის ენდემებია. აღსანიშნავია აგრეთვე ენდემური კავკასიური გველგესლა - Vipera darevskii, რომელსაც ძალიან ლოკალური გავრცელება აქვს (Tarkhnisvvili et. Al 1999).
ფრინველები
ფრინველების სია მოიცავს 112 სახეობას. მათგან 59 სახეობა ნანახია ტბა კარწახზე (აქედან 20 წყალმცურავი), 15-სულდის ჭაობზე (8 წყალმცურავი), კარწახის ჭაობზე (სოფელ კარწახის მიდამოები) - 21 (6 წყალმცურავი), 67-ტბა მადატაფაზე (36 წყალმცურავი), 48 ტბა ხანჩალზე (29 წყალმცურავი), 55 -ტბა ბუღდაშენზე (33 წყალმცურავი). მატგან 6 სახეობა შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, 8- საქართველოს წითელ წიგნში, 36 - აზიისა და აფრიკის გადამფრენ ფრინველთა შესახებ შეთანხმებაში (ცხრილი 14). დამატებითი ინფორმაცია ორნიტოფაუნის შესახებ იხ. ქვეთავში „რამსარის კრიტერიუმებთან შესაბამისობა:
ცხრილი 14. ფრინველების სახეობათა განაწილება წყალჭარბი ტერიტორიების მიხედვით


ის ფაქტი, რომ ტბა კარწახი წყალმცურავი ფრინველების სახეობრივი შემადგენლობით რამდენადმე, ხოლო ცალკეული სახეობების რიცხოვნობის კუთხით მნიშვნელოვნად ჩამოერჩება ჯავახეთის სხვა გამოკვლეულ ტბებს, შესაძლოა განპირობებული იყოს შემდეგი მიზეზებით: ტბა ღრმაა დანარჩენ გამოკვლეულებთან შედარებით, შესაბამისად აქ წყალი ძნელად თბება, რაც განაპირობებს მის დაბალ პროდუქტიულობას; ტბის მარილიანობა მომატებულია: ნაპირების დაჭაობება ნაკლებია, ნაპირებზე მცირე ფართობზეა ჰიგროფილური მაღალბალახეულობა, ხოლო წყლის მცენარეულობა საერთოდ არ არის წარმოდგენილი. მეორეს მხრივ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ და დავადასტუროთ ჰიპოთეზა, რომელიც პროექტის წარდგენისას გვქონდა, რომ ტბა კატწახში მდებარე კუნძულებზე მრავლდებიან ვარდისფერი ვარხვები. აღნიშნული სახეობა ხუჭუჭა ვარხვთან ერთად მრავლად გვხვდება მადატაფაზე, თუმცა აქ ისინი არ მრავლდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სახეობის ვარხვების რაოდენობა მადატაფასა და ხანჩალზე 1998-2000 წლებში ჩვენს მიერ ჩატარებულ აღრიცხვებთან შედარებით მომატებული იყო.
ძუძუმწოვრები
ლიტრატურაში არსებული მოაცემების მიხედვით, ჯავახეთის ზეგანზე გვხვდება 33 სახეობის ძუძუმწოვარი (Tarkhnisvvili et. al 1999).
2002-03 წლებში ჩვენ ჩავატარეთ საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვრების აღრიცხვა:
ცხრილი 15. ჯავახეთის საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვრები
სახეობა |
ტბა |
ტბა |
ტბა |
ტბა |
IUCN |
საქ. |
1. Lutra latra |
x |
|
|
x |
x |
x |
2. Canis lupus |
x |
x |
x |
x |
|
|
3. Vulpes vulpes |
x |
x |
x |
x |
|
|
4. Meles meles |
x |
x |
x |
x |
|
|
5. Sus scrofa |
x |
|
|
|
|
|
6. Lepus |
x |
x |
x |
x |
|
|
7. Mustela |
x |
x |
x |
x |
|
|
8. Martes sp. |
x |
x |
x |
x |
|
|
9.Ondatra |
|
x |
x |
x |
|
|
10.Vormela peregusna |
|
|
|
x |
x |
x |
ამრიგად, მსხვილი და საშუალო ძუძუმწოვრების სახეობრივი სია მოიცავს 10 სახეობას. მათგან წავი (Lutra latra) და ჭრელტყავა (Vormela peregusna) იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს განეკუთვნება.
წავი სხვა ტბებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით ბინადრობს კარწახზე. ამის მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ: ტბის სიღრმე, რის გამოც ზამთარში წყალი არ იყინება; გამდინარე მდინარე, რომლითაც ტბა უკავშირდება მტკვრის აუზს.; სანაპირო ტყე; საზღვრიპირა მდგომარეობა, რაც შეწუხების ფაქტორს ამცირებს; საკვები ბაზის სიუხვე.
ონდატრა (Ondatra zibethicus) ინვაზიური სახეობაა. მისი შემოყვანა აკავშირებულია თევზსაშენი მეურნეობების შექმნასთან. პირველად ის გაუშვეს ზანჩალზე, კომერციული სახეობის თევზებისათვის ოპტიმალური საბინადრო გარემოს შესაქმნელად. ეს ცხოველი ტბებსა და მდინარეებში ცხოვრობს. ზამთარში, როდესაც ჯავახეთის ზეგანზე ტბები იყინება, ონდატრა ამტვრევს ყინულს და ჟანგბადი აღწევს წყლის ფენებში. დღეისათვის ის გვხვდება ხანჩალის, ბუღდაშენისა და მადატაფას ტბებზე. ონდატრის რიცხოვნობა იზრდება, ხოლო მისი გავლენა ადგილობრივ ეკოსისტემაზე შეუსწავლელია.
უნდა აღინიშნოს, რომ ტბა კარწახზე ანთროპოგენული პრესი, ჯავახეთის სხვა ტბებთან შედარებით, ყველაზე მცირეა. თუმცა წავისათვის, მისი ბიოლოგიის თავისებურებებიდან გამომდინარე, ის მაინც მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად რჩება.
![]() |
7 სოციალური და კულტურული ღირებულება (მნიშვნელობა): |
▲ზევით დაბრუნება |
წერილობით წყაროებში ჯავახეთი პირველად ძვ.წ. 735 წელს არის მოხსენიებული. ქართული წყაროების მიხედვით, ლეგენდარულ მამამთავარს, მცხეთოსის ძე ჯავახოსს ჰქონია ქვეყანა ჯავახეთი ფარავნის ტბიდან მტკვრის სათავეებამდე. იმავე ქვეყანას ფარნავაზის დროს, მეფის მიერ დანიშნული ერისთავი განაგებდა, რომელიც წუნდაში იჯდა.
გეომორფოლოგიური თავისებურებით აიხსნება, რომ აქ არ იყო საქართველოსათვის ტრადიციული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები „ხევები“, რომლებიც დიდი მდინარეთა ხეობების მიხედვით იქმნებოდა. ჯავახეთში დიდი მცირე ტბებისა და მათ ეყალშემკრებლების აუზებში არსებული სოფლები შეადგენდნენ „მიკროქვეყნებს“ ასეთები იყო საღამოს, ხანჩალის, კარწახის, ტაბაწყურის, ფარავნისა და სხვა ტბები. აქ დღემდე შემორჩენილია ეკლესია-მონასტრები და ციხეების ნანგრევები, სტელები, ქვა ჯვრები და ა.შ. („ჯავახეთი“ საქართველოს მეგზური 1, 2000).
საუკუნეთა განმავლობაში ჯავახეთი უამრავი დამპყრობლის მიერ აოხრდა. არსებობს ბატონობის, ჯალალ-ედინისა და მონღოლების შემოსევის, ირანისა და ოსმალეთის ლაშქრობების შედეგად დაინგრა თითქმის ყველა შენობა ჯავახეთში და ოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდა. დიდი დაღი დაასვა შიდა ომებმა. 1829 წელს, ადრიაპოლისის ზავის პირობებით, რუსეთმა ოსმალეთს წაართვა ჯავახეთი. ამ დროს მოხდა გამაჰმადიანებული ქართველი მოსახლეობის გადასახლება თურქეთში და მათ ნაცვლად სომხების ჩამოსახლება ერზრუმიდან. ამავე პერიოდში ჯავახეთში გაჩნდა დუხობორთა დასახლებები (ქრისტიანული სექტა). ისინი აქ გადმოასახლეს რუსული ორთოდოქსული მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის გამო. 1960-იან წლებიდან დაიწყო მათი მიგრაცია რუსეთსა და კანადაში. მიგრაციული ტალღა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაძლიერდა, რის შედეგადაც საქართველო დატოვა დუხობორთა დაახლოებით 80%25-მა.
მიწათსარგებლობა
ჯავახეთის რაიონში მოსახლეობის ძირითად საქმიანობად წარმოადგენს მესაქონლეობა, ასევე მეკარტოფილეობა. ბუნებრივი რესურსების მოხმარების სხვა სახეებია თევზჭერა და ნადირობა.
ნადირობა
ადგილობრივი მოსახლეობა დიდად არ მისდევს ნადირობას. ამბობენ, რომ მათ ნადირობისათვის დრო არ რჩებათ. ყოველდღიურ სამუშაოს - საქონლის მოვლა, თივის დამზადება - დიდი დრო მიაქვს და გართობისათვის დრო არ არის, ვინაიდან ზაფხული ჯავახეთში ძალზე მოკლეა.. ნადირობა სწორედ გასართობად არის მიჩნეული და არა რაიმე ისეთ საქმიანობად, რომალსაც შემოსავლის მოტანა შეუძლია.
მონადირეთა ძირითად მასას ჩამოსულები შეადგენენ, რომლებიც სამხედროები ან სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან. მათ მოიხსენიებენ ზედმეტსახელად „მუნდირები“. ძირითადი სანადირო ობიექტია გადამფრენი ფრინველები. კარწახზე კი თურქეთის საზღვარზე მდებარე ტყიდან და თურქეთის მხრიდან შემოსულ გარეულ ღორებზე ნადირობენ. სხვა სანადირო ობიექტებია მელა, მაჩვი, კურდღელი, მგელი.
ადგილობრივები უკმაყოფილო არიან ჩამოსული მონადირეების („მუნდირების“) ქცევით, რომლებიც ყველაფერს წსვრიან, მათ შორის წეროს, ყარყატს, ვარხვს, რომლებიც არ წარმოადგენენ ნადირობის ობიექს და მათი მოკვლა დიდ ცოდვად მიაჩნიათ ადგილობრივებს. მათი წუხილი იმითაცაა გამძაფრებული, რომ მათ არ აქვთ არანაირი უფლება დაუშალონ ჩამოსულებს, რომლებიც კარგად არიან შეიარაღებული და თანამდებობის დამადასტურებელი პორადობის მოწმობებს წარმოადგენენ ხოლმე.
ზაფხულობით სპეციალურად ჩამოდიან გოჭაზე (დუპელი) სანადიროდ. ამ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანოპნმდებლობით მთელი წლის განმავლობაში. გოჭაზე ნადირობა საზიანოა სხვა წყალმცურავი ფრინველებისათვისაც, ვინაიდან ამ პერიოდში ხდება მატი დაწყვილება და გამრავლებისათვის მზადება, ნადირობა კი სწორედ ასეთ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც ფრინველებმა უნდა დაიბუდონ, ამდენად შეწუხების ფაქტორი ძალზე დიდია.
თევზჭერა
ყველა ტბაზე, რომლებსაც ჩვენი კვლევები მოიცავდა. მიმდინარეობს სამოყვარულო თევზჭერა ანკესით, რაც კანონმდებლობის მიხედვით არ მოითხოვს ლიცენზიას.
ტბა კარწახზე ერთჯერადი ლიცენზიის საფუძველზე კარჩხანას რეწვას ეწევა შპს „კუმისი“. ეს საწარმო ყოველწლიურად იღებს ლიცენზიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული სალიცენზიო საბჭოსაგან. ასევე გააჩნია წყალსარგებლობის ლიცენზია და იხდის იჯარას. ჩვენს მიერ შესწავლილ სხვა ტბებზე რეწვა არ მიმდინარეობს.
ტბა ბუღდაშენი ერთი წლის წინ გაიცა ხანგრძლივი იჯარით. მეიჯარეა ადგილობრივი საწარმო, რომელიც აპირებს თევზის მოშენებას ამ ტბაში. ამ მიზნით ახლა აშენებულია დამბა ტბიდან გამავალ მდინარეზე და ამით აწეულია წყლის დონე. როგორც საუბრიდან შევიტყვეთ, აპირებენ სხვადასხვა უცხო სახეობების თევზის შემოყვანას. სამწუხაროდ, ვერ გვიპასუხეს, თუ რომელი უწყებიდან აქვთ აღებული ლიცენზია და რა უფლებები აქვთ განსაზღვრული ამ ლიცენზიით.
ტბა მადატაფის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია მიწის დამბა, რომლის მეშვეობითაც ტბის ერთ ყურეს გადააგუბებენ და იჭერენ კარჩხანას ერთბაშად დიდი რაოდენობით. ადგილობრივების ინფორმაციით, კარჩხანას მოიპოვებს პიროვნება, რომელსაც იჯარით აქვს აღებული ტბა საღამო და იქ აშენებს კალმახს. მადატაფაში დაჭერილ კარჩხანას სწორედ კალმახის გამოსაკვებად იყენებენ.
ჯავახეთის სხვა დიდი ტბებზე - ფარავანი (ფართობი 37,0 კმ2), საღამო (4,96 კმ2), ტაბაწყურა (14,42 კმ2) - საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თევზის რეწვა და შექმნილი იყო მეურნეობები.
სოფლის მეურნეობა
ჯავახეთის რაიონში მოსახლეობის ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს მესაქონლეობა. ყავთ როგორც მსხვილფეხა საქონელი, ასევე ცხვარი. სოფლის მეურნეობის სხვა გავრცელებული სახეა მეკარტოფილეობა.
ტბების გარშემო საძოვრები და სათიბებია. როცა შედარებით მშრალი წელიწადია, თიბავენ ტბების სიახლოვეს დაჭაობებულ ადგილებშიც, სადაც სხვა წლებში წყალი დგას ხოლმე.
ადგილობრივი პირუტყვის სულადობის გაზრდა არ სურთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში საჭირო იქნება უფრო მეტი მუშაობა, ზამთრისათვის უფრო მეტი თივის დამზადება, არადა მოკლე ზაფხულის გამო მეტის მოსწრება შეუძლებელია. შემოსავალი კი მაინცდამაინც არ გაიზრდება. საქონლის შენახვა საკმაოდ ძვირი ღირს. 1 ტონა თივა (50 ტუკი) დაახლოებით 50 აშშ დილარი ღირს. 1 ძროხას დაახლოებით 100 ტუკი სჭირდება გაზაფხულამდე. ვაჭრობა ძირითადა ნატურის წესით ხდება. ერთ მოზვერში ან დეკეულში ცვლიან 8-10 ტომარა ფქვილს და 1 ტომარა შაქარს, ხვარში 1 ტომარა შაქარს ან 2 ტომარა ფქვილს. ამდენად ცხვრის ყოლა დიდად რენტაბელური არ არის. თითოეულ ოჯახს ყავს რამდენიმე, რომელსაც ძირითადად იყენებენ სტუმრებისათვის გასამასპინძლებლად ან თივის დამზადებისას მუშაობისათვის.
მეცხოველეობის პროდუქტებზეც არსებობს მოთხივნილება. კერძოდ პირები, ძირითადად თბილისიდან ჩამოსულები, ნაღდი ფულით ყიდულობენ ან ცვლიან ხილზე და სხვა პროდუქტებზე რძეს და ყველს. მაგ. სოფ. კარწახიდან შეისყიდეს 1 ტ. ყველი, 1 კგ.-ს ფასია 2,5-3 ლარი. გლეხებს ურჩევნიათ ადგილზე ერთბაშად და უფრო იაფ ფასში ჩაბარება, ვიდრე ქალაქში წაღება და ბაზარში გაყიდვა. თუმცა მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნებოდა, ადგილზე ყოფილიყო რძის გადამამუშავებელი მრეწველობა, თუნდაც მინი-საწარმოები. საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა საკმაოდ მსხვილი რძის გადამამუშავებელი კომბინატი (სოფლე გარელოვკას მახლობლად).
მეცხოველეობა ბიომრავალფეროვნებისათვის მეტ-ნაკლებად შემაწუხებელ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ ამ რეგიონში გარკვეული რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისობაში მოყვანა. მაგალითად, უნდა აიკრძალოს თიბვა ფრინველების ბუდობის პერიოდში ტბების ნაპირებსა და ჭაობებზე. ტბა მადატაფაზე ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, სოფელ ეფრემოვკის სიახლოვეს, არის დიდი ნახევარკუნძული, რომლის უმეტესი ნაწილი დაჭაობებულია. ამ ნახევარკუნძულზე უამრავი ფრინველი ბუდობს. სამწუხაროდ, სოფლიდან აქ რეკავენ შინაურ ღორებს, რომლებიც ანადგურებენ ფრინველების ბუდეებს. არადა, ეს ნახევარკუნძული რომ დაცული იყოს, შეაძლოა აქ ვარხვებმაც კი დაიბუდონ. შესაძლებელია ღობით ან თხრილით შეიზღუდოს პირუტყვის შესვლა ამ ტერიტორიაზე. ასევე ცუდად მოქმედებს ტბაზე გადაგუბებით თევზაობა, რაც ხელოვნურად აჩქარებს ევტროფიკაციას.
![]() |
8 განხორციელებული პროექტები |
▲ზევით დაბრუნება |
1995 ● GCCW: კვლევითი ექსპედიცია ხანჩალისა და ჯავახეთის ზეგანზე (დაფინანსებუილა WWF - International-ის და CUNA Georgica-ს მიერ)
1996-1998 ● GCCW: კონსერვაციული კვლევები და ეკო-საგანმანათლებლო სამუშაოები ჯავახეთში (გაზეთ „ხანჩალის“ გამოცემის ჩათვლით)
(გაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მცირე ბანკის გრანტების პროგრამის, ფონდი ფორიზონტისა და WWF-ის მიერ)
1998-1999 ● NACRES: საქართველოს წყალჭარბი ტერიტორიების ფოტოარქივი (გაფინანსებული მსოფლიო ბანკის მიერ)
1999-2000 ● GCCW: „მიწათსარგებლობა და კონსერვაცია სამხრეთ საქართველოში“ (დაფინანსებულია ფონდი ღია საზოგადოების სამეცნიერო პროგრამის მიერ)
1999-2001 ● NACRES: ჯავახეთის ზეგნის ჭარბტენიანი ეკოსისტემების კონსერვაცია (დაფინანსებულია რამსარის კონვენციის ბიუროს მიერ)
2001 - მიმდინარე ● GCCW: ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების გამოვლენა და კონსერვაცია საქართველოში (დაფინანსებულია BirrdLife International-ის და BirdLife Switzerland-ის მიერ)
2002 ● ევროსაბჭო/ბერნის კონვენციის სამდივნო, ექპერტთა ჯგუფი: „ზურმუხტოვანი ქსელის შქმნა საქართველში“ (პანევროპული ეკოლოგიური ქსელი) (დაფინანსებულია ევროსაბჭო/ბერნის კონვენციის სამდივნოს მიერ)
2003 ●Comprestr: შევიმუშაოთ რეკომენდაციები და ჩავატაროთ ღონისძიებები სამხრეთ კავკასიის ორნითოფაუნის მრავალფეროვნების დასაცავად (დაფინანსებულია REC-Caucasus მიერ)
2004 ● ასოციაცია „ორბი“ და GCCW: ჯავახეთის ფრინველები (დაფინანსებულია ბრიტიშ პეტროლეუმის მიერ)
2002-2004 ● NACRES: ჯავახეთის ტბების კონსერვაციის ხელშეწყობა (დაფინანსებულია ბრიტიშ პეტროლეუმის მიერ)
![]() |
9 ჯავახეთის ტბების შეფასება რამსარის კრიტერიუმების მიხედვით |
▲ზევით დაბრუნება |
ტბები ხანჩალი, ბუღდაშენი და მადატაფა და მიმდებარე ტერიტორიები. საიტი მდებარეობს ნინოწმინდის რაიონში. იგი სამი უბნისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ურბანიზებული ტერიტორიით (დასახლებული პუნქტები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები). მიუხედავად ამ უბნის გეოგრაფიული იზოლირებისა, ბიოლოგიური კრიტერიუმის მიხედვით ისინი ფუნქციურად მთლიან ერთეულს წარმოადგენენ.
საიტის შემადგენელი უბნებია:
▪ ხანჩალის ტბის უბანი. 41016' N 43032' E; მდებარეობს 1928 მ.ზ.დ. უბნის ფართობი ტბისა და სანაპირო ზოლის ჩათვლით შეადგენს 3081 ჰა, საკუთრივ ტბის ფართობი შეადგენს 1330 ჰა (დაშრობამდე), სანაპირო ზოლის ფართობი შეადგენს 1751 ჰა. მთლიანად წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 17600 ჰა, რაც ტბის აუზის ფართობის 17.5%25-ია.
▪ ბუღდაშენის ტბის უბანი, 41012' N 43039' E; მდებარეობს 2040 მ.ზ.დ. უბნის მთლიანი ფართობი შეადგენს 1040 ჰა-ს, საკუთრივ ტბის ფართობი 39 ჰექტარია, ხმელეთის ფართობი შეადგენს 1001 ჰა-ს. უბნის ფართობი წარმოადგენს ბუღდაშენის ტბის აუზის ფართობის 2 %25-ს.
▪ მადატაფას ტბის უბანი. 41011' N 43046' E; მდებარეობს 2108 მ.ზ.დ. უბნის მთლიანი ფართობი შეადგენ 1879 ჰა. საკუთრივ ტბის ფართობი 878 ჰექტარია, ხმელეთის ფართობი შეადგენს 1001 ჰა-ს, მადატაფას ტბის აუზის ფართობი 15100 ჰა, რაც წარმოადგენს ტბის აუზის ფართობის 12.5%25-ს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ეკოსისტემად გათვალისწინებული ტერიტორიის მთლიანი ფართობი შეადგენს 6000 ჰა. ეს სავარგულები შეესაბამებიან რამსარის კრიტერიუმებს 1, 2, 3, 4, 5, 6.
![]() |
10 რამსარის კრიტერიუმების დასაბუთება |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტერიუმი 1
ტერიტორია წარმოადგენს მოცემული ბიოგეოგრაფიული რეგიონისათვის დამახასიათებელ რეპრეზენტატიულ, იშვიათ ან უნიკალურ ვეტლენდებს.
საქართველოს ბიოგეოგრაფიული ზონირების მიხედვით (მგელაძე, 1983), რეგიონი მიეკუთვნება მესხეთ-ჯავახეთის ბიოგეოგრაფიულ არეს, რომელიც მოიცავს (1) მთის სტეპისა და (2) მაღალმთიან ზონებს. ამ ბიოგეოგრაფიული რეგიონისათვის დამახასიათებელი წყალჭარბი ტერიტორიები მოიცავს მუდმივ მტკნარწყლიან ტბებს, მდინარეებს, ღელეებსა და ჭაობებს. ჭაობების უმრავლესობა ახალგაზრდაა და განვითარებულია ნატბეურებზე. საიტი წარმოადგენს რეპრეზენტატიულ მაგალითს რეგიონისათვის და შეიცავს მცენარეთა ტიპიურ თანასაზოგადოებებს და მდიდარია სახეობებით. აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია წყლის რესურსებით.
კრიტერიუმი 2
წარმოადგენს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს.
წყალჭარბი ტერიტორიები მრავალრიცხოვანი, გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჰაბიტატს წარმოადგენს. ტერიტორიაზე აღრიცხულია ფრინველთა ოთხმოცდათერთმეტი სახეობა, მათგან 51 სახეობა შესულია შეთანხმებაში მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ (AEWA), 10 მათგანი - კონვენციაში გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ხოლო 20 მათგანი - კონვენციაში მიგრირებად ცხოველთა დაცვის შესახებ. 6 სახეობა ჩართულია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში და 12 მათგანი საქართველოს წითელ ნუსხაში (2003). 27 გადაფრენი სახეობიდან 4 სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, ერთი მათგანი შემოდგომის იშვიათი ვიზიტორია, ხოლო ხუთი სახეობა - ბუდობს საიტზე.
კრიტერიუმი 3
წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების საკვანძო ადგილს
ჯავახეთის პლატოზე, ხანჩალის, მადატაფისა და ბუღდაშენის ტბებზე წყალმცურავ და წყლის მახლობლად მცხოვრებ ფრინველთა მნიშვნელოვანი სამიგრაციო გზა გადის. მათთვის აღნიშნული ტბები დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. წყალჭარბი ტერიტორია ესაზღვრება სომხეთის რამსარის საიტს - არპილიჩის წყალსაცავს.
საიტი მრვალფეროვან წყლის ფრინველთა დასაყრდენია. მათ შორის ისეთი სახეობებისათვისაც, რომლებიც იშვიათია საქართველოში. მაგალითად, აქ გვხვდება თეთრი ყარყატის ყველაზე დიდი პოპულაცია საქართველოში, მობუდარი რუხი წეროების წყვილები, ხუჭუჭა და ვარდისფერი ვარხვები (ზაფხულის ვიზიტორები).
კრიტერიუმი 4
დიდ როლს ასრულებს მრავალი სახეობისათვის მათი ბიოლოგიური ციკლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში
აქ ფრინველები მრავლადაა როგორც ზაფხულის, ასევე მიგრაციის პერიოდში. ეს ადგილი აგრეთვე მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორია, სადაც Anatidae-ის განგური მიმდინარეობს. მაგალითად, ბუღდაშენის ტბა მნიშვნელოვანი განგურის საიტია Tadorna ferruginea-სათვის. განგურის დროს აქ ამ სახეობის დაახლოებით 300 ინდივიდი იყრის თავს.
კრიტერიუმი 5
რეგულარულად გვხვდება 20000 და მეტი წყალმცურავი ფრინველი
საიტზე (ბუღდაშენის, ხანჩალის, მადატაფას, ტბები) მიგრაციის პერიოდში (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) ყოველწლიურად 30 000 ათასზე მეტი ფრინველი ჩერდება. სხვადასხვა სახეობა აქ სხვადასხვა დროს არის წარმოდგენილი - გვიან ზაფხულიდან შემოდგომამდე და მთელი გაზაფხულის განმავლობაში. მიგრაციის პერიოდში ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობებია: Anas spp., Aythya spp. და ა.შ.
კრიტერიუმი 6
საიტზე დამოკიდებულია წყლის ფრინველის სახეობის ბიოგეოგრაფიული პოპულაციის (მეტაპულაციის) 1%25.
მადატაფას, ხანჩალისა და ბუღდაშენის ტბებზე ბინადრობს ზოგიერთი გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველის მეტაპულაციის 1%25-ზე მეტი.
ცხრილი 16. ფრინველთა სახეობები, რომელთა გლობალური პოპულაციების 1%25-ზე მეტი ბუდობს ჯავახეთში Waterbird Population Estimates 3rd Edition (Wetlands International 2002) მიხედვით
№ |
სახეობა |
მეტაპოპულაცია |
ინდივიდების |
ტბებზე |
1 |
Pelecanus crispus |
შავი ზღვისა და |
2 300-3 200 |
30 |
2 |
Tadorna Ferruginea |
შავი ზღვა, |
20 000 |
300 |
3 |
Melanitta fusca |
შავი და კასპიის |
1 500 |
20 |
4 |
Grus grus |
შავი ზღვის |
200-500 |
10 |
ტბა კარწახი
მდებარეობს ახალქალაქის რაიონში, თურქეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1798 მ სიმაღლეზე. კოორდინატები: შეესაბამება რამსარის კრიტერიუმებს 1 3 4 6
რამსარის კრიტერიუმების დასაბუთება
კრიტერიუმი 1
საიტი წარმოადგენს რეგიონისათვის დამახასიათებელი წყალჭარბი სავარგულების რეპრეზენტატიულ მაგალითს. აქ ვხვდებით ვულკანური წარმოშობის მტკნარწყლიან ტბებს, ასევე მდინარეებს, ღელეებსა და ჭაობებს. გავრცელებულია მცენარეთა ტიპიურ თანასაზოგადოებები, იშვიათი დაენდემური სახეობები. აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მდებარეობს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე (ყოფილი სსრკ-თურქეთის საზღვარი) და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება ყველაზე ნაკლები იყო. ამის გამო, კრწანისის ტბა და მისი მიდამოები, ჯავახეთის სხვა ტბებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის შემონახული პირვანდელი სახით.
კრიტერიუმი 3
ჯავახეთის ზეგანი მიგრირებადი წყალმცურავი და წყლის მახლობლად მცხოვრები ფრინველებისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს როგორც მიგრაციების დროს (დასასვენებლად), ასევე გამრავლების პერიოდში. ტბა კარწახი, ხანჩალის, მადატაფისა და ბუღდაშენის ტბებთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს ამ ერთიანი ბიოლოგიური სისტემის შემადგენელ ნაწილად. წყალჭარბი ტერიტორია ესაზღვრება თურქეთში ტბა ჩრდილს.
საიტი მრავალი სახეობის წყლის ფრინველთა დასაყრდენია, მათ შორის ისეთი სახეობებისათვისაც, რომლებიც იშვიათია კავკასიაშია. მაგალითად, ეს ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც მრავლდება ხუჭუჭა ვარხვი და ვარდისფერი ვარხვი.
კარწახი ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რაც განაპირობებს მათ გარშემო უნიკალური ეკოსისტემის არსებობას. ასეთებია სუბალპური ტყე, სუბალპური მაღალბალახეულობა, კოლბოხოვანი ჭაობები. ჯავახეთის ვულკანურ პლატოზე, საკმაოდ არიდული რეგიონების მეზობლად ასეთი ჭარბტენიანი ფორმაციების არსებობა მთლიანად ტბების მიერ ექმნილი მიკროკლიმატის დამსახურებაა. მაღალი ენდემიზმი, კარწახის მიდამოებში მცენარეებიდან დაფიქსირდა - 15 ენდემური სახეობა, აქედან 12 კავკასიის, 3 საქართველოს ენდემია. ფრინველებიდან 2 სახეობა შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, 6 - საქართველოს წითელ ნუსხაში, 12 აფრიკა ევრაზიის გადამფრენი ფრინველების შეთანხმებაში. ძუძუმწოვრების 1 სახეობა შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხასა და საქართველოს წითელ ნუსხაში.
კრიტერიუმი 4
აქფრინველები როგორც ზაფხულის, აგრეთვე მიგრაციის პერიოდში. კარწახი მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორია, სადაც ბუდობენ ვარხვები. მთლიანად ჯავახეთის ტბებზე აღვრიცხეთ 250 ვარხვი, მათ შორის ხუჭუჭა - დაახლოებით 50.
კრიტერიუმი 6
საიტზე დამოკიდებულია შემდეგი სახეობების მეტაპოპულაციის 1%25-ზე მეტი:
Pelecanus crispus - ხუჭუჭა ვარხვი, კარწახის ტბაზე რეგულარულად გვხვდება 20-30 ინდივიდი. შავი ზღვის და ხმელთაშუაზღვისპირეთის მოზამთრე პოპულაცია 2 000 - 3 000 ინდივიდია (1%25 - 20-30 ფრინველი).
Pelecanus onocrotalus - ვარდისფერი ვარხვი
კარწახის ტბაზე ბინადრობს დაახლოებით 50 ინდივიდი.
ევროპის მობუდარი პოპულაცია (რუსეთისა და თურქეთის ჩათვლით) ითვლება 3400-4300 წყვილს (Tucker & Heaty, 1994; Hagemejeit & Blair, 1997 - Report of conservation status of migratory waterbirds in agreement area, AEWA, 1999 -მიხედვით). თუმცა რამსარის რეკომენდაციის მიხედვით, საინფორმაციო ფურცლის შევსებისას სასურველია ისარგებლოთ წიგნით Waterbird Population Estimates 3rd Edition (Waterbirds International 2002), მის მიხედვით საქართველოს ვარდისფერი ვარხვის პოპულაცია შედის აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის მეტაპოპულაციაში, რომლის რაოდენობაც განისაზღვრება 20100 - 32900 ინდივიდით.
ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი რამსარის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხი გარკვეულწილად პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ პირობითობას ორი მიზეზი გააჩნია:
1) ტბის ნახევარი თურქეთის მხარეს მდებარეობს, შესაძლებელია იყოს ტრანსსასაზღვრო რამსარ საიტზე. ამდენად საზღვრის მეორე მხარესაც უნდა ჩატარდეს ანალოგიური გამოკვლევები. დასაზუსტებელია ტბის ჰიდროლოგია, სრულად ჩასატარებელია ზოოლოგიური და ბოტანიკური ინვენტარიზაცია. შვეული ნაპირების გამო დაჭაობება უფრო ინტენსიურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა კუნძული მდებარეობს საზღვრის მეორე მხარეს.
2) შესაძლებელია, რომ ტბა კარწახი განვიხილოთ, როგორც ტბების ერთიანი კომპლექსის (კარწახი, ხანჩალი, ბუღდაშენი, მადატაფა) შემადგენელი ნაწილი და რამსარის კრიტერიუმებით შეფასდეს ერთიანი ტერიტორია.
![]() |
11 კონსერვაციის პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
ჯავახეთის წყალჭარბი ელოსისტემების უნიკალურობასა და კონსერვაციულ ღირებულებას ძირითადად განაპირობებს წყალმცურავი ფრინველების პოპულაციები და მცენარეული საფარი. ამასთან არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბიომრავალფეროვნებას. ესენია: ტბების ხელოვნურად დაშრობა, თიბვა და თივის დამზადება ტბის ნაპირებზე; ინტროდუქცირებული სახეობები; ბრაკონიერება; ცუდად დაგეგმილი და უმოქმედო სარწყავი სისტემა;
პრობლემათა ამ ჩამონათვალს შეიძლება ერთი საერთო მიზეზი მოვუძებნოთ: ბუნებრივი რესურსების გამოყენება არარაციონალური (არამდგრადი, არაგონივრული) მეთოდებით. საბედნიეროდ, ეკოსისტემისათვის საზიანო ეს ფაქტორები, არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიათა რიგს, რომელთა მოგვარება კომფლიქტში მოვა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან (სამხედრო ინტერესები, ტრანსნაციონალური მშენებლობები, მძიმე და ქიმიური მრეწველობა). უფრო მეტიც, შესაძლებელია გარკვეული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ამ პრობლემების სასიკეთოდ გადაჭრასთან ერთად, შესაძლებელს გახდის ბუნების რესურსების ისეთ გამოყენებას, რომ მისგან მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ხალხისათვის დაიცვას ბუნება. გრძელვადიანი ამოცანა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ჯავახეთის წყალჭარბი ტერიტორიების და კონსერვაციის გონივრული გამოყენების გზით.
აქვე გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალონ ზემოაღნიშნული გრძელვადიანი ამოცანის მიღწევას. მათ შორისაა მოპსახლეობის სიღარიბე, ეკოლოგიური ცნობიერების დაბალი დონე, რეგიონის პერიფერიული მდგომარეობა, რთული კლიმატური პირობები, კომუნიკაიის უქონლობა და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა.
მხედველობაში ვიღებთ რა ამ ფაქტორებს, არსებული სიტუაციისა და რესურსების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად უნდა შესრულდეს განსაზღვრული შემდეგი სამოქმედო ამოცანები (პრიორიტეტის მიხედვით არ არის ჩამოთვლილი):
ხანჩალის მადატაფას და ბუღდაშენის ტბების ჩართვა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე წყალჭარბი ტერიტორიების სიაში;
ტრანსსასაზღვრო რამსარ საიტის შექმნა ტბა კარწახზე;
მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
წყლის რესურსების გონივრული გამოყენების უზრუნველყოფა;
დაცული ტერიტორიებისა და შეზღუდული საქმიანობის ადგინების შექმნა;
რეგიონში ეკოტურიზმის განვითარება;
სარწყავი სისტემის განახლება წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მიზნით;
ტბა ხანჩალის აღდგენა მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესების დაცვით, რომლებიც ტბის დამშრალ ნაწილს იყენებენ სათიბად (უპირატესად მიწების გადანაწილების გზით);
დედაქალაქთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის აღდგენა;
ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობის განვითარება რეგიონში, მცირე საწარმოების ხელშეწყობა;
ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა თურქეთთან და სომხეთთან.
ამ ამოცანების შესასრულებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ზემოთ ცამოთვლილი პროექტების შედეგად ჩატარებულია მნიშვნელოვანი კვლევითი და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა.
NACRES-ის მიერ 1999-2001 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგად შედგა რამსარის მენეჯმენტის გეგმა და რამსარ საიტის საინფორმაციო ფურცელი (ტბები ხანჩალი, ბუღდაშენი, მადატაფა). აღნიშნული მოწონებულია რამსარის კონვენციის ბიუროს მიერ და საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდეს ამ საიტის რეგისტრაცია.
2002 წელს ჯავახეთის წყალჭარბი სავარგულეები შეყვანილია ევროსაბჭოსა და ბერნის კონვენციის ეგიდით შექმნილ პანევროპულ ზურმუხტოვან ქსელში.
ბოლო პერიოდში ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით ჩატარდა კავკასიის ეკორეგიონული დაგეგმვისადმი მიძღვნილი არაერთი შეხვედრა. NACRES-ის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ამ შეხვედრებში. სასიხარულოა აღინიშნოს, რომ ჩვენი მეცადინეობით ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეგიონად კავკასიის მასშტაბით არჩეულ იქნა ჯავახეთი. საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება აქ ეროვნული პარკის შექმნის თაობაზე. იგი მოიცავს იმ ტბებსა და ჭაობებს, რომლებიც შესულია ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემების კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმაში.
![]() |
12 ბიბლიოგრაფია: |
▲ზევით დაბრუნება |
აფხაზავა ი. 1979 საქართველოს ტბების ჰიდროქიმიური თავისებურებანი. საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი კვლევის მეთოდები. „მეცნიერება“. თბილისი, 167-173.
ბერძენიშვილი დ., ელიზბარაშვილი ი., ვაჩეიშვილი ნ., ჩაჩხუნაშვილი ც., 2000 ჯავახეთი, ისტორიული-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი „ნეკერი“, თბილისი.
გაგნიძე რ. 1962. მასალები კავკასიონის სუბალპური მაღალბალახეულობის ფლორის შესასწავლად. თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის შრომები. ტ. XXII. 4-43.
გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, თარგმნა და გამოსცა ს. ჯიქიამ, თბილისი, 1958, 306 გვ.
კეცხოველი ნ. 1959 საქართველოს მცენარეული საფარი. თბილისი, 441 გვ.
ქიმერიძე კ. 1975. საქართველოს მთიანეთის კოლბოხოვანი ისლიანები. აკად. ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის მოამბე, XXVIII-A, „მეცნიერება“, თბილისი, გვ. 130-159.
ფრონელი (ყიფშიძე) ა. 1991 დიდებული მესხეთი, „მარიხი“, თბილისი, 208 გვ.
ხარაძე კ. სამცხე-ჯავახეთი. კრებულში საქართველოს გეოგრაფია. საქ. მეცნ. აკად. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი (ნაწ. I, ფიზიკური გეოგრაფია), თბილისი, 2000.
ხაზარაძე რ., თვალჭრელიძე მ., მამაცაშვილი ნ. 2000. გეოლოგიური აგებულება - კრებულში - საქართველოს გეოგრაფია. საქ. მეც. აკად. ვახუშტი ბაგრ. სახ. გეოგრ. ინსტ. (ნაწ. I, ფიზიკური გეოგრაფია), თბილისი,.
African - eurasian Migratore (Water Bird) Agreement. 1995. Int. Secretariat of the African - Eurasian Magratiory Water Bird Agreement, The Hague, The Natherlands.
Baillie, J& Groombridge, B. (eds.) 1996. Red List of Thretened animals. IUCN, Gland. 378 p.
Convention on International Trade in Endangered Special of Wild Fauna and Flora (CITES), 1973, Washington, USA.
Report on the Conservation Status of Migratory Waterbirds in the Agreement Area 1999. Prepared by Wetland International 153 p.
Scott, D.A. & Rose, P.M.1996. Atlas of Antidae Populations in Africa and Western Eurasia. Wetlands International Publication 41, Wageninger The Netherlands. 335 p.
Tarknishvili D., Kandaurov A., Gavashelishvili a., Matcharashvili I. 1999 The Perspectives of the Javakheti Plateu - Status and Perspectives. Natura Caucasica, Tbilisi, Vol. 2/No1/39p.
Агаханянц О.Е. 1981. Аридные горы СССР, Москва, «Мисль».
Агаханянц О.Е. 1981. Аридные горы СССР, «Мисль», Москва, с. 269
Гагнидзе Р И. 1974. Ботанико-географический анализ флороценотического комплекса субальпийского высокотравья Кавказа, «Мецниереба», Тбилиси, 225с.
Галушко А.И.1976. Флористические районы Центрального Кавказа. 13 кн. Флора Северного Кавказа. Вып.2 Ставрополь.
Гроссгейм А.А. 1948 Растительный покров Кавказа, Ь. 267 с.
Гроссгейм А.А. 1956 О происхождении высокогорных ковыльных степей. Природа №1.
Гроссгейм А.А. Сосновский Д.И. 1928. Опыт ботанико-географического районирования Кавказского края. Изд. Тифлисск. Политех. Ин-та, с 3, 1-60. Гроссгейм А.А, Сщсновский Д.И. 1928. Опыт ботанико-географического районирования Кавказского края. Изв. Тифлисск. Политех. Ин-та, 3
Иванишвили М.А. 1973. Флора формаций калючеастрагаловых грагантиков северного склона большого Кавказа «Мецниереба», Тбилиси, с 213.
Камелин Р.В 1965. О родовом эндемизме флоры Средней Азии, Бот. Ж. 50. 12
Камелин Р.В. 1973. Флорогенетический анализ естественной флоры горной Средней Азии. Л., 353 с.
Крашенинников И.М. 1940. Степи СССР, в кн.: Растительносити и палеогеографией плейстоцента. Сов. Бот., №4.
Лавренко Е.М. 1940. Сиепи СССР, в кн.: Растительность СССР, т. 2, М.-Л. 1-265 с.
Овчинников П.Н.1948. Основные момерные происхождения горных степей. Сообщ. Тадж. Фил. АН СССР, вып. 3.
Сахокия М.Ф Долуханов А.Г. 1941. Опыт геоботанического районирования Кавказского края. Сообщ. АР СССР, 2, 4: 341-349.
Файвуш Г.М. 1992. Флора и растительность степей Армении. Автореф. АН РАИБ Ереван.
![]() |
13 ფოტომასალა |
▲ზევით დაბრუნება |

1. ტბა კრაწახი. Kartsakhi Lake

2. ტბა ხანჩალი. Khanchali Lake

3. ტბა ბუღდაშენი. Bugdasheni Lake

4. ტბა მადატაფა. Madatapa Lake

5. სუბალპური ტყე კრაწახთან.
Subalpine forest near Kartsakhi Lake

6. სუბალპური მაღალბალახეულობა
Subalpine tall grass communities

7. კარწახი, ტანბრეცილი ვერხვნარი
Kartsakhi, poplar crook-stem forest

8. მთის სტეპი
Mauntain steppe

კარწახი მთავარი ჰაბიტატები. Kartsakhi Area: Main Habitates

9. მთის ქსეროფილური მცენარეულობა
Mauntain xerophile communities

10. კოლბოხოვანი ჭაობი
Sedge swamp

11. ჩალიანი
Reedbad

12. ლერწამქუჩიანი მდელო
Xeromezophilous grasslands

13. Pelecanus crispus

14. Tadorna ferruginea

15. Melania fusca

16. Grus grus

17. Ciconia ciconia

18. Philomachus pugnax

19. Vanellus vanellus

20. Circus macrourus

21. Dactylohiza euxima (Orchidaceae)

22. Pinus kochiana ტბა კარწახთან
Pinus kochiana near Kartsakhi Lake

23. ქვა-ჯვარა კარწახის ტბასთან, XII-XIII საუკუნეები
Stone-Cross near Kartsakhi Lake, XII-XIII centuries

24. ხანჩალის დამბა
Damb on the Khanchali Lake

25. ტრადიციული მიწური სახლი, სოფელი სულდა
Village Sulda, traditional dug-out

26. თივის ზვინები სულდის ჭაობზე
Hayricks at the Sulda swamp