The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კომპასიტო

კომპასიტო


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბრედეროდე-სანტოსი მარია ემილია , კლეისი ჯო , ფაზაჰი რანია , შნაიდერი ანეტ , სელენი ჟუჟანა
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: კომპასიტო : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის / რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი ; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.] ; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი ; ილ. დაიანა ნეგი ; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი ; რედ. დავით გელაშვილი]. - [თბ., 2009] (შპს "პანტონი"). - 508გვ. : ნახ. ; 29სმ.. - ISBN: 978-9941-0-1839-8[MFN: 138275]

UDC: 341.231.14 + 342.726-053.2

ფლაუერსი, ნენსი ფლაუერსი, ნენსი (რედ.);  სელენი, ჟუჟანა (რედ.);  ბრედეროდე-სანტოსი, მარია ემილია კლეიესი, ჯო ფაზაჰი, რანია შნაიდერი, ანეტ სელენი, ჟუჟანა ნეგი, დაიანა (ილ.);  მიქაძე, თამარ (მთარგმნ.);  გეგეჭკორი, ანა (მთარგმნ.);  გელაშვილი, დავით (რედ.); 

K 27.373/4 - საერთო ფონდი
K 27.374/4 - საერთო ფონდი
F 9.579/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის რედაქტორი და თანაავტორი ნენსი ფლაუერსი სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობდნენ ბრედეროდე-სანტოსი მარია ემილია კლეისი ჯო ფაზაჰი რანია შნაიდერი ანეტ სელენი ჟუჟანა კოორდინირება და საბოლოო რედაქტირება ჟუჟანა სელენი ილუსტრაციები დაიანა ნეგი წინამდებარე სახელმძღვანელოში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორებს და არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ევროპის საბჭოს მოსაზრებებს. საავტორო უფლება ამ გამოცემაზე ეკუთვნის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრსა და ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს საქართველოში. აკრძალულია გამოცემის რომელიმე ნაწილის კომერციული მიზნებით პუბლიკაცია ან გადაღება ნებისმიერი საშუალებით – ელექტრონული იქნება ის (კომპაქტ-დისკი, ინტერნეტი და სხვ.) თუ მექანიკური, მათ შორის ასლის გადაღება, ჩაწერა ან ინფორმაციის შენახვის თუ ძიების სისტემების გამოყენება, ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრისა და საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ამ გამოცემიდან არაკომერციული საგანმანათლებლო მიზნებისთვის მასალების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, თუ წყარო სწორად იქნება მითითებული. წინამდებარე გამოცემასთან ან მის მთლიანად თუ ნაწილობრივ ხელახლა გამოქვეყნებასთან ან თარგმნასთან დაკავშირებული მთელი კორესპონდენცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი 0177, თბილისი, ნუცუბიძის 77ბ ელ-ფოსტა: hrecgeo@yahoo.com www.humaneducation.info ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int www.coe.ge „კომპასიტო“ – სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის © 2009 Human Rights Education Centre / Council of Europe Information Office in Georgia on Georgian translation © Council of Europe on publication in English 2007, 2nd edition 2009 This translation of Compasito manual for human rights education for children is published by arrangement with the Council of Europe ქართული თარგმანი © 2009წ. ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი /ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ინგლისურენოვანი პუბლიკაცია © ევროპის საბჭო 2007წ., მეორე გამოცემა 2009წ. „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების სფეროში ბავშვებისთვის თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოსთან შეთანხმებით დიზაინი: დანიელ ჰორვათი, http://danielhorvath.com თარგმანი: თამარ მიქაძე და ანა გეგეჭკორი თარგმანის ხარისხის შემოწმება: გიორგი კიკალიშვილი რედაქტორი: დავით გელაშვილი ქართულენოვან გამომცემლობაზე პასუხისმგებელი: გივი მიქანაძე Translation into Georgian funded by the Council of Europe Information Office in Georgia ქართულად თარგმანი დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს მიერ Publication funded by the Council of Europe Programme „Building Europe for and with children“ გამოცემა დაფინანსებულია ევროპის საბჭოს პროგრამის „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ ფარგლებში ქართულენოვანი გამოცემის ISBN 978-9941-0-1839-8 დაბეჭდილია: საქართველოში, გამომცემლობა შპს „პანტონი”-ს მიერ ტირაჟი: 600 ცალი Information on Compasito in other languages than Georgian: http://www.eycb.coe.int/compass/ ინფორმაცია სხვა ენებზე გამოცემულ „კომპასიტო“-ზე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.eycb.coe.int/compass/



1 მადლობები

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე სახელმძღვანელო რამდენიმე ექსპერტის და პრაქტიკოსის მუშაობის შედეგია.

განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ნენსი ფლაუერსს, რომელმაც ნაშრომს თანმიმდევრულობა, პროფესონალიზმი და სული შთაბერა.

მადლობას მოვახსენებთ ანეტ შნაიდერს სახელმძღვანელოს სასწავლო ნაწილის ხარისხში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.

სგანგებო მადლობა რუი გომესს, „კომპასი“ - სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით“ რედაქტორს, რომელიც წარმოადგენდა „კომპასის“ კონცეფციის გაგრძელებას, მონაწილეობას იღებდა წინამდებარე სახელმძღვანელოს იდეის დახვეწაში და წიგნის მომზადების მთელი პროცესის განმავლობაში ფასდაუდებელ რჩევებსა და კრიტიკულ შენიშვნებს იძლეოდა.

ბავშვებისთვის ასეთი სახელმძღვანელოს შექმნის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაში ლორა დე ვიტემ დაგვარწმუნა, სწორედ მან მოიფიქრა წიგნის სათაური და მოგვაწოდა შენიშვნები აქტივობებთან დაკავშირებით.

მადლობას მოვახსენებთ კატალინ კერჩს, მერიტ ულვიკსა და ჯირი ტომკალას სახელმძღვანელოს შინაარსის მოფიქრებაში მათი მონაწილეობისთვის წიგნის შემოქმედებითი გუნდის წევრების სახით.

მადლობა აირის ბოუიდამანს და ნადინ ლიამური-ბაჯას სახელმძღვანელოში შემავალ პრაქტიკულ სავარჯიშოებთან დაკავშირებით მათი კომენტარებისთვის, მათ შედგენაში მონაწილეობისა და სასწავლო ნაწილში დახმარებისთვის.

სახელმძღვანელოში შემავალი პრაქტიკული სავარჯიშოები გამოცდილი იქნა რამდენიმე ძალზედ დაინტერესებული კოლეგის მიერ. ესენი იყვნენ ბურკუ მელტემ არიკი, პაოლა ბორტინი, მარიო დაგოსტინო, გაბრიელ კესპა, კაროლინ გებარა, მარა გეორგესკუ, ილონა ჰუდაკი, გიორგი კიკალიშვილი, საშო კოჩანოვსკი, ანა ლეჩოვსკა, ანაბელა მორეირა, ბიჯანა ტემელკოვა და ანნე თიმანი.

მადლობას მოვახსენებთ, აგრეთვე:

* ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა პირველ საკონსულტაციო შეხვედრაში „კომპასიტოსთან“ დაკავშირებით 2005 წლის ნოემბერში, მათი მუშაობისთვის სახელმძღვანელოს კონცეფციაზე;

* ტამარა კაფკოვას, ნიკოლეტა დუმიტრუს და ალი ოკტაი კოქს, EYCB-ის სტაჟიორებს სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში, მათი მუშაობისთვის ლიტერატურისა და სასარგებლო წყაროების შეკრებასა და შემოწმებაზე;

* ანტიე როთმუნდს, ანიკო კაპოსვარის და ევა ბ. ნაგის მათი სასარგებლო შენიშვნებისა და წინადადებებისთვის;

* კოლეგებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან:

* დეივიდ ქროუს, ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატიდან, და

* ოლაფ ოლაფსდოტირს, სკოლის კლასგარეშე და უმაღლესი განათლების დირექტორატიდან, მათი საექსპერტო დასკვნებისთვის;

* ელდა მორენოს, პროგრამის „ვაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ მდივანს, სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში მოტივაციისა და დახმარებისთვის;

* გაბრიელა ტისას, EYCB-ის თანამშრომელს ინფორმაციის საკითხებში, რომლის ერთგული მუშაობის გარეშე ინტერაქტიული საკომუნიკაციო პროცესი არ შედგებოდა;

* რეიჩელ ეფლბის, იმისთვის, რომ ბევრად მეტი გააკეთა სახელმძღვანელოსთვის, ვიდრე კორექტურაა;

* დენიელ ჰორვათს და დაიანა ნეგის მათი შემოქმედებითი და მოქნილი მიდგომისთვის სახელმძღვანელოს დიზაინისა და ილუსტრაციების შექმნის პროცესში. ბოდიშს ვიხდით, თუ ვინმე გამოგვრჩა და ვწუხვართ, რომ ვერ გამოვიყენეთ ყველა მიღებული მასალა და წინადადება.

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა თავისთავად არ მოდის. დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების წინაპირობების - ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ფასეულობების - სწავლა და აღზრდა მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო. ბავშვებმა უნდა შეითვისონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითადი იდეები, მაგრამ ისეთი ფასეულობების სწავლება, როგორიც არის ღირსება, შემწყნარებლობა და სხვა ადამიანების პატივისცემა, ასევე ისეთი უნარ-ჩვევების გადაცემა, როგორიც არის თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და ადამიანის უფლებების დაცვა, ვერ ისწავლება ტრადიციული გზებით. ადამიანმა ისინი უნდა ისწავლოს გამოცდილებისა და პრაქტიკის წყალობით, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებითა და მოქმედებით და მაქსიმალურად ადრეული ასაკიდან. სწორედ ამას ეხება განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და ამ მიზნის მისაღწევად არის განკუთვნილი „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის.

ევროპის საბჭოს მიერ აღებული ვალდებულება - დაიცვას ადამიანის უფლებები - მისი დაარსებიდან მომდინარეობს. ისეთ ევროპას, რომლის აშენებაც ჩვენ გვინდა, რომელიც მშვიდობისა და ადამიანის უფლებების კულტურას ემყარება, მივიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში ყველა აქტიურად ჩაერთვება.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების შემდეგ ბავშვებთან მუშაობის პარადიგმაში ფუნდამენტური ცვლილება მოხდა - ეს არის ბავშვების უფლება, მოხდეს მათთან კონსულტირება და მათი აზრის გათვალისწინება მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა ბავშვების მონაწილეობა ამ პროცესებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსები ბავშვებს აღიქვამენ პარტნიორებად იმ საკითხებში, რომლებიც ბავშვებს ეხება. მაგრამ ამის რეალობად ქცევა და ამით ბავშვების ღირსების დაცვა ნამდვილი გამოწვევაა უფროსებისთვის და ის მეთოდები, რომლებითაც ზრდასრული ადამიანები ეკიდებიან ბავშვებს, ასახავს იმას, თუ როგორი მომავალი ესახება საზოგადოებას. ადამიანის უფლებები და განათლება ადამიანის უფლებების სფეროში ჩვეულებრივი სასწავლო პროცესია, რომელიც არამარტო ბავშვებს, არამედ უფროს ადამიანებსაც ეხება.

ევროპის საბჭომ წამოიწყო პროექტი „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“, რათა ევროპის მასშტაბით ყურადღება მიეპყრო ბავშვების ღირსების საკითხის მიმართ პატივისცემისთვის, რათა ხელი შეეწყო ბავშვთა უფლებების ხორცშესხმისა და ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის. ბავშვების მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ორივე ზემოხსენებული საკითხისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს „კომპასიტომ“. ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის ადამიანის უფლებათა სფეროში ახალგაზრდებისთვის განათლების ძალზე წარმატებული პროგრამის გამოცდილებაზე და ასევე „კომპასის“- სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით - წარმატებაზე დაყრდნობით „კომპასიტო“ ბავშვებს, განათლების სფეროს მუშაკებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სთავაზობს აქტივობებსა და მეთოდებს ბავშვებისთვის ადამიანის უფლებების შემოქმედებითი და მიმზიდველი გზებით გასაცნობად. ეს სახელმძღვანელო საწყისი წერტილია: „კომპასიტო“ სახავს მიმართულებებს, მაგრამ ბავშვებზე და მათთან მომუშავე ადამიანებზეა დამოკიდებული მისი გამოყენება საუკეთესო სახით.

სწორედ საკუთარი უფლებების ცოდნა აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას, განაცხადონ ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ და უარყონ ამგვარი ფაქტები; სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მცდელობა აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ უკეთესი - როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი - მსოფლიოს მშენებლობაში, და სწორედ ბავშვებთან ადამიანის უფლებებზე მუშაობა ხდის უფროსებს უფრო საიმედოებს ბავშვების თვალში.

ეს სახელმძღვანელო ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ბავშვების დახმარების საქმეში და ევროპის მასშტაბით ბავშვთა უფლებების დამკვიდრებაში.

მო დე ბოერ-ბუკიკიო
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე

3 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისკენ; ბ) ბავშვისთვის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი ... პატივისცემის გაღვივებისკენ ...

მუხლი 29, ბავშვის უფლებათა კონვენცია, 1989.

3.1 მოგესალმებათ „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის!

▲ზევით დაბრუნება


იმედი გვაქვს, რომ ეს სახელმძღვანელო მოგაწვდით იდეებს, შთაგონებას და პრაქტიკულ დახმარებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოთ და შეისწავლოთ ადამიანის უფლებები ბავშვებთან ერთად. ბავშვები, რომლებიც სხვა ადამიანებს შორის ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებში, თემებსა და საზოგადოებაში, ძალზე ადრეული ასაკიდან ხვდებიან სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამყაროს არსის გაგებას ცდილობენ. ადამიანის უფლებების გაგების ხელშეწყობით, შეხედულებებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებით განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ ბუნებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და სწავლის პროცესს.

ბავშვებს ხშირად მიიჩნევენ ადამიანებად, რომლებიც „ჯერ არ არიან ზრდასრულნი“ და, შესაბამისად, არიან დამოკიდებულნი, გამოუცდელნი, უდისციპლინონი და მათ მიმართულების მიცემა ან ხელმძღვანელობა ესაჭიროებათ. „კომპასიტო“ სხვა კონცეფციას ემყარება - კონცეფციას, რომელიც შესანიშნავად განმარტა გერმანელმა სოციოლოგმა და პედაგოგმა-თეორეტიკოსმა ლოთარ კრაპმანმა: ბავშვები ცხოვრობენ „აქ და ამჟამად“, „ისინი აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს პრობლემებთან დაკავშირებით და პრობლემათა კომპეტენტურ გადაწყვეტას პოულობენ“.1 „კომპასიტო“ ბავშვებს მიიჩნევს დღევანდელ ახალგაზრდა მოქალაქეებად და ადამიანებად, რომლებსაც აქვთ უფლებები და რომლებმაც ბევრი რამ იციან მათ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სახელმძღვანელო ეყრდნობა ბავშვების მოტივაციებს, გამოცდილებებსა და პრობლემათა გადაწყვეტის ძიებას.

„კომპასიტოს“ შექმნის იდეას საფუძვლად დაედო „კომპასი“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით, რომელიც ევროპის საბჭომ 2002 წელს შეიმუშავა. „კომპასს“ ძალზე ხშირად იყენებენ საშუალო სკოლის ასაკის ახალგაზრდებთან სამუშაოდ ევროპის ბევრი ქვეყნის სკოლებში. „კომპასის“ მომხმარებელთა მოლოდინი - შექმნილიყო სასწავლო სახელმძღვანელო სგანგებოდ ბავშვებისთვის - დაემთხვა ჩვენს შეხედულებას, რომ განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს.

„კომპასიტო“ „კომპასის“ კონცეფციას და სგანმანათლებლო მიდგომებს ემყარება. ისევე, როგორც „კომპასის“ შემთხვევაში, იგი იყენებს არაფორმალურ სასწავლო მეთოდოლოგიას და სტრუქტურას, რომელიც სახელმძღვანელოს მომხმარებელს თეორიულ და პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს.მაგრამ მაშინ, როცა „კომპასი“ უშუალოდ ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, „კომპასიტოს“ მკითხველები უფროსი ასაკის ადამიანები არიან, ისინი, ვინც ბავშვებთან მუშაობს. სახელმძღვანელო აწვდის მათ თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინფორმაციას, მასში მოცემულია საფუძვლიანი დისკუსიები წიგნში განხილულ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე. „კომპასიტო“ ასევე სთავაზობს მეთოდისტებს მასალის ადაპტირებას მათი საკუთარი და მათი ბავშვების რეალობის ასახვის მიზნით. მართალია, პრაქტიკული აქტივობები ბავშვებთან სათამაშოდ არის განკუთვნილი, მაგრამ მათი უმეტესობა საჭიროებს განათლების სფეროს ექსპერტის მხრიდან სათანადო ხელმძღვანელობას.

ბავშვები ძლიერი, სულიერად მდიდარი და სხვადასხვა უნარით შემკულნი არიან. ყველა ბავშვში არსებობს მზაობა, პოტენციალი, ცნობისმოყვარეობა და ინტერესი საკუთარი სწავლის სტრუქტურირების მიმართ, ასევე ყველაფერი იმის გადალახვის წადილი, რასაც მათ გარემო შესთავაზებს.

ლორის მალაგუზი

3.2 რას ნიშნავს განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ბავშვებისთვის?

▲ზევით დაბრუნება


განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრებას. სასწავლო პროცესი ემყარება ბავშვების აქტიურ მონაწილეობას, რომლის მეშვეობით ისინი სწავლობენ ადამიანის უფლებების შესახებ და იგებენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, იძენენ უნარ-ჩვევებს და შესაძლებლობას, რათა შეძლონ დაიცვან ადამიანის უფლებები და გამოუმუშავდეთ თანასწორობისა და ღირსების მიმართ პატივისცემის გრძნობა.

ამიტომ განათლებას ადამიანის უფლებების სფეროში წამყვანი როლი უნდა ეკავოს ნებისმიერ სგანმანათლებლო პროცესში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებისთვის ადამიანის უფლებათა გასაცნობად. ბავშვის უფლებათა კონვენციაში განსაზღვრულია ადამიანის ის უფლებები, რომლებიც ბავშვებს ეხება. ბავშვის უფლებათა სწავლა და გამოცდა ეხმარება ბავშვებს იმის გაგებაში, თუ რა უდევს საფუძვლად ადამიანის უფლებებს, ასევე იმის გათვითცნობიერებაში, რომ მათ თავად აქვთ ეს უფლებები, და ამ უფლებების მისადაგებაში საკუთარ რეალობასთან და მათ გამოყენებაში. ეს არის ადამიანის უფლებათა სფეროში ბავშვებისთვის განათლების უმთავრესი მიზანი. გარდა ამისა, „კომპასიტოში“ ბავშვის უფლებები წარმოდგენილია ზოგადად ადამიანის უფლებების უფრო ფართო კონტექსტში. ადამიანის საყოველთაო უფლებები და ბავშვის უფლებები ერთობლივად მუშავდება, რათა ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი უფლებების გაგებასთან ერთად ისიც გაიგონ, რომ ადამიანის უფლებები ყველა ადამიანს აქვს.

მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს დ) თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით ბავშვის შეგნებული ცხოვრებისთვის მომზადებისკენ ...

მუხლი 29, ბავშვის უფლებათა კონვენცია, 1989.

3.3 განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებებს არსებითი როლი ენიჭება დემოკრატიული განვითარებისთვის და მოქალქეობასთან დაკავშირებული განათლებისთვის. როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში ამ ბოლო დროს განვითარებული სოციალური და პოლიტიკური მოვლენები, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რასიზმი, ტერორიზმი, პოლიტიკური აპათია და მზარდი სოციალური უთანასწორობა საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და ადამიანის უფლებების კულტურას და, შესაბამისად, დემოკრატიულ სტაბილურობას. სწორედ ამიტომ გახდა ბოლო ათწლეულში განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის მთავრობებისა და, კიდევ უფრო მეტად, არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი პრიორეტეტი.

განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის ძალზე ახლოა ერთმანეთთან, ვინაიდან ორივეს მიზანია განათლება დემოკრატიის დასამყარებლად. ეს ორივე სახის განათლება ხელმძღვანელობს ახალგაზრდებს იმაში, რომ მიიღონ ცოდნა, ჩამოიყალიბონ ძირითადი ფასეულობები და განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები. განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის კონცენტრირებულია „ბავშვ მოქალაქეზე“ და მიზნად ისახავს ბავშვებისთვის იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა გახდნენ საკუთარი თემის აქტიური და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრები, ხოლო განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ყურადღებას ამახვილებს თავად ადამიანებზე და ყველა ადამიანის თანასწორობაზე, ღირსებაზე, მონაწილეობასა და უფლებებით აღჭურვაზე. განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთ ძირითად თემად მოქალაქეობის აღზრდასაც მოიცავს, ხოლო განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის ადამიანის უფლებათა ფასეულობებს ემყარება. მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, ორივე მიდგომა ემსახურება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობას.

3.4 ვისთვის არის განკუთვნილი „კომპასიტო“?

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტო“ უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია განათლების სფეროს იმ მუშაკებისა და მეთოდისტ ინსტრუქტორებისთვის, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, ასევე მასწავლებლებისთვის, მზრუნველებისა და მშობლებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბავშვებისთვის ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მიცემით და ვინც ეძებს პრაქტიკულ მეთოდურ საშუალებებს ბავშვებთან ერთად ფასეულობებისა და სოციალური საკითხების განსახილველად. სახელმძღვანელოში ასახული პრაქტიკული სავარჯიშოები გამიზნულია ექვსიდან ცამეტი წლის ასაკამდე ბავშვებისთვის.

„კომპასიტო“ ეყრდნობა როგორც ბავშვის, ისე პედაგოგის ცოდნას და გამოცდილებას. აქტივობები ბავშვებს იმ ადგილებში შეიძლება ჩაუტარდეთ, სადაც ისინი ყოველდღიური ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ: სკოლებში, ბავშვთა მზრუნველობის ცენტრებში, გახანგრძლივებულ სკოლებში, დასასვენებელ ცენტრებში, საბავშვო ორგანიზაციებში ან ბანაკებში, ზოგიერთი კი ოჯახურ გარემოშიც. ბავშვებს არ სჭირდებათ რაიმე სპეციალური უნარ-ჩვევები სავარჯიშოთა უმეტესობაში მონაწილეობისთვის, მაგრამ სავარჯიშოთა წარმატებით გასაძღოლად წამყვანებს უნდა ჰქონდეთ გამოცდილება და უნარ-ჩვევები არაფორმალური სასაწავლო მეთოდოლოგიის გამოყენებაში.

3.5 რას მოიცავს „კომპასიტო“?

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელ ათწლეულში ევროპაში და საერთაშორისო მასშტაბით შეიქმნა ბავშვებთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალხარისხიანი სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების სფეროში. „კომპასიტოს“ შემქმნელმა გუნდმა გამოიყენა ეს გამოცდილება და შეეცადა განევრცო ის ევროპული კონტექსტის გათვალისწინებით. სახელმძღვანელო გვთავაზობს ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში კონკრეტულ პროგრამას, არაფორმალურ სასწავლო მეთოდოლოგიასა და კულტურათაშორის მიდგომას.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები

„კომპასიტოს“ საფუძვლად იგივე ფილოსოფიური და სასწავლო მიდგომები უდევს, რაც „კომპასს“. ზოგიერთი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კონცეფტუალურ თემებს ეხება, პირდაპირ „კომპასის“ ტექსტიდან არის გადმოტანილი. სახელმძღვანელოს ძირითად ნაწილს შეადგენს ბავშვებისთვის შემუშავებული სასწავლო აქტივობები. აქტივობები „კომპასიტოში“ მოცემულია ცამეტი შერჩეული თემის გარშემო. ეს თემებია: მოქალაქეობა, დემოკრატია, დისკრიმინაცია, განათლება და თავისუფალი დრო, გარემო, ოჯახი და ალტერნატიული ზრუნვა, გენდერული თანასწორობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური კეთილდღეობა, მედია და ინტერნეტი, მონაწილეობა, მშვიდობა და კონფლიქტები, სიღარიბე და სოციალური გარიყვა, ძალადობა. იმისთვის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები უფრო დააახლოონ ყოველდღიურ რეალობას და ბავშვების პირად გამოცდილებას, ეს თემები კონცენტრირებულია უფრო ფასეულობებსა და სოციალურ საკითხებზე და არა ოფიციალურ უფლებებზე კონვენციებში ჩამოყალიბებული სახით. სახელმძღვანელოს შემქმნელმა გუნდმა ისინი საგულდაგულოდ შეარჩია ათეულობით იდეიდან და დარწმუნებულია, რომ ეს თემები მოიცავს ადამიანის უფლებების ყველა იმ სფეროს, რომლებიც ბავშვებისთვის არის არსებითი მნიშვნელობის მქონე, იმისდა მიუხედავად, რომ ამ სახელმძღვანელოს არა აქვს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობა. ზოგიერთი თემა ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც იშვიათად არის საუბარი სხვა სახელმძღვანელოებში, როგორიც არის განათლება, ჯანმრთელობის დაცვა ან გენდერული თანასწორობა. შერჩეული თემების გარდა წარმოდგენილია ადამიანის ზოგად უფლებათა კატეგორიაც, რათა ბავშვებს შეექმნათ წარმოდგენა უფლებათა არსის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუსადაგონ ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ გამოიყენონ.

არაფორმალური სწავლების მეთოდოლოგია

„კომპასიტოში“ გამოყენებულია არაფორმალური სასწავლო მეთოდოლოგიები, რომლებსაც საფუძვლად უდევს ბავშვების აქტიური მონაწილეობა და პირადი გამოცდილებები. ბავშვების მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს ჯგუფის შერწყმას და ამცირებს წინასწარ ჩამოყალიბებულ ნეგატიურ განწყობას ჯგუფის წევრებს შორის, ეხმარება რთული ცნებების აღქმაში, აუმჯობესებს პრობლემების მოგვარების უნარ-ჩვევებსა და ხელს უწყობს შემოქმედებით მიდგომას და პრაქტიკულ გამოყენებას: ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების სფეროში განათლების მნიშვნელოვანი ამოცანებია. უფროსებმა თავი უნდა დააღწიონ შეცდომას და არ უნდა იფიქრონ, რომ ჩვენ, განათლების სფეროს მუშაკები, საბოლოო ჭეშმარიტებას ვფლობთ. ბავშვები სასწავლო პროცესში შეიტანენ საკუთარ გამოცდილებას, რომელზეც საჭიროა აქტიურად დაყრდნობა, რათა უზრუნველვყოთ ბავშვების მხრიდან ინტერესი და მათი ქმედითი განვითარება. კითხვებს და კონფლიქტურ სიტუაციებსაც კი უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც მნიშვნელოვან სასწავლო რესურსებს, რომელთა შეფასება შესაძლებელია პოზიტიური გზით.

კულტურათაშორისი და მონაწილეობაზე დამყარებული მიდგომა

თუმცა ბავშვები ძალზე ჩაფლული არიან საკუთარ სამეზობლო წრეში, კულტურასა და სამეგობრო ჯგუფებში, მათ დიდ ინტერესს გვრის სამყარო: სხვა კულტურები, რეგიონები და ხალხები. „კომპასიტო“ მოიცავს ამბებსა და სიტუაციებს სხვადასხვა რეგიონიდან და კულტურული გარემოდან. მდიდარი მრავალფეროვნება ბავშვებს საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ სხვადასხვა კულტურის შესახებ და ამ ფიქრებზე დაყრდნობით ჩამოიყალიბონ მდგრადი თვითშეგნება. როგორც განათლების ბრიტანელი მუშაკი რევა კლეინი განმარტავს, ბავშვები არა მხოლოდ იგებენ სხვა ბავშვების ცხოვრების შესახებ, არამედ ისინი ამჟღავნებენ თანაგრძნობას და სოლიდარობას და ათვითცნობიერებენ საკუთარ როლს მსოფლიო მასშტაბით მოქმედების საჭიროებაში.2

„კომპასიტო“ ხელს უწყობს ასეთ მიდგომას კულტურათაშორისი და მოცულობითი განვითარების პროცესის მეშვეობით. 2005 წლის ბოლოს უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსთა საკონსულტაციო შეხვედრაზე გამოიკვეთა სახელმძღვანელოს კონცეფცია, რომელსაც ზედმიწევნით დაეყრდნო სახელმძღვანელოს შემქმნელი საერთაშორისო გუნდი. ეს გუნდი შეიკრიბა ღია კონკურსის შედეგად. საერთაშორისო გუნდმა მიიჩნია, რომ აუცილებელია „კომპასიტოს“ შექმნა პოტენციურ მომხმარებლებთან და თავად ბავშვებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ მიზნით შეიქმნა პრაქტიკოსთა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი, რომელთანაც ტარდებოდა კონსულტაციები სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში. ამ საკონსულტაციო ჯგუფმა გამოსცადა და შეაფასა ის აქტივობები, რომელთა ჩართვა შემოთავაზებული იყო „კომპასიტოში“, და წარმოადგინა შენიშვნები თეორიულ ნაწილთან დაკავშირებით.

3.6 „კომპასიტოს“ სტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


თავი I. აცნობს მკითხველს, რას ვგულისხმობთ ადამიანის და ბავშვის უფლებებში და აღწერს ადამიანის უფლებათა ძირითად საერთაშორისო მექანიზმებს.

თავი II. განმარტავს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მიზნებსა და შედეგებს და აკავშირებს როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო პერსპექტივებთან.

თავი III. იძლევა ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება „კომპასიტოს“ გამოყენება სხვადასხვა ფორმალურ და არაოფორმალურ სასწავლო გარემოში, ასევე იმის შესახებ, თუ რა გზებით არის შესაძლებელი სახელმძღვანელოში მოცემული სასწავლო მიდგომების საუკეთესო სახით გამოყენება. რჩევები წამყვანებისთვის იძლევა იდეებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ და გავაგრძელოთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტივობების ჩატარება ბავშვებისთვის, მათ შორის სახავს კონკრეტულ ქმედებებს.

თავი IV. ამ თავში მოცემულია 40 პრაქტიკული სავარჯიშო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და სირთულის სხვადასხვა დონის მიხედვით. ეს სავარჯიშოები ეხება შერჩეულ თემებს ადამიანის უფლებების სფეროში. ბავშვებს არ სჭირდებათ რაიმე სპეციალური უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „კომპასიტოში“ მოცემულ სავარჯიშოთა უმეტესობაში. სახელმძღვანელოს მომხმარებლებს ვთავაზობთ სავარჯიშოების შემოქმედებითი სახით გამოყენებას ან თანმიმდევრულად, ან სათითაოდ. თავი V. იძლევა მნიშვნელოვან ზოგად ინფორმაციას ცამეტ შერჩეულ თემასთან დაკავშირებით. წამყვანებს მოვუწოდებთ, სავარჯიშოს დაწყებამდე წაიკითხონ შესაბამისი თემების შესახებ. ამ ტექსტებში მოცემული კითხვების მიზანია მკითხველისთვის დახმარების გაწევა საკუთარი ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ დაფიქრებაში და თემების პირად ან ადგილობრივ კონტექსტში გადატანაში.

დანართებში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია იმ სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად საინტერესოა ბავშვებისთვის ევროპულ კონტექსტში. ბავშვებისთვის ადაპტირებულ ფორმატშია მოცემული, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენცია. ადამიანის უფლებათა სიტყვარში მოცემულია სახელმძღვანელოში გამოყენებულ ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებები. სიტყვარში მითითებული ტერმინები „კომპასიტოში“ გამოყოფილი სახით გვხვდება.

3.7 „კომპასიტო“ ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტო“ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების და კულტურათაშორისი დიალოგის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში გამოქვეყნდა. პროგრამის მიზანია უფრო მეტი ახალგაზრდის აქტიურად ჩართვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებში და მათი მოტივირება, ხმა მიაწვდინონ საზოგადოების უფრო ფართო ნაწილს და ადამიანის უფლებები მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ. პროგრამა, რომლის განხორციელება 2000 წელს დაიწყო, ათასობით ახალგაზრდაზე გავრცელდა და მის შედეგად მთელს ევროპაში ადამიანის უფლებათა სფეროში მრავალი სასწავლო პროგრამა და პროექტი შემუშავდა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების და კულტურათაშორისი დიალოგის ახალგაზრდული პროგრამის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია „კომპასი“ - ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების სახელმძღვანელო, რომელიც, 2002 წელს გამოქვეყნების შემდეგ, 20-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. ამ ძალზე წარმატებულმა სახელმძღვანელომ განაპირობა ახალგაზრდებისა და მათი ორგანიზაციების მოტივირება და ხელმძღვანელობას უწევდა მათ ისეთ საკითხებზე მსჯელობასა და მუშაობაში, როგორებიც არის დემოკრატია, სოციალური სამართლიანობა და გენდერული თანასწორობა.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების და კულტურათაშორისი დიალოგის ახალგაზრდული პროგრამა ასახავს და მხარს უჭერს გაერო-ს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მსოფლიო პროგრამას (მიმდინარეობს 2005 წლიდან). მსოფლიო მასშტაბის ეს პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების ხორცშესხმას თითოეულ თემში ძირითადი პრინციპების საერთო გათვითცნობიერებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მეთოდოლოგიების დამკვიდრების მეშვეობით. მსოფლიო პროგრამის 2005-2007 წლებისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა კონცენტრირებულია დაწყებით და საშუალო სასკოლო სისტემებზე და გვთავაზობს კონკრეტულ სტრატეგიას და პრაქტიკულ იდეებს ეროვნული მასშტაბით ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების დასამკვიდრებლად.

სასარგებლო წყაროები

* Gandini, Lella, Edward, Carolyn, Forman, George, eds., The Hundred Languages of Children: The Reggio Emilia Approach Advanced Reflections: Ablex/Greenwood, 1998.

* Kein, Reva, Citizens by Right, Citizenship education in primary schools: Trentham Books and Save the Children, 2001.

* Krappmann, Lothar, ?The Rights of the Child as a Challenge to Human Rights Education? in Journal of Social Science Education: Bielefeld, 2006:?www.jsse.org/2006-1/krappmann-child-rights.htm

გამოყენებული ლიტერატურა

1 Krappmann, Lothar, The Rights of the Child as a Challenge to Human Rights Education' in Journal of Social Science Education: Bielefeld, 2006: www.jsse.org/2006-1/krappmann-child-rights.htm

2 Kein, Reva, Citizens by Right, Citizenship education in primary schools: Trentham Books and Save the Children, 2001, p. 53.

4 I. გაეცანით ადამიანის უფლებებს

▲ზევით დაბრუნება


ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისთვის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, პრეამბულა

4.1 1. რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები?

▲ზევით დაბრუნება


* ადამიანის უფლებები ყველა ადამიანს თანასწორად, საყოველთაოდ და სამუდამოდ ეკუთვნის.

* ადამიანის უფლებები საყოველთაოა: ისინი ყოველთვის და ყველგან მთელს მსოფლიოში ერთი და იგივეა ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებები თქვენ იმიტომ კი არ გაქვთ, რომ რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ხართ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა ოჯახის წევრი ხართ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ბავშვებსაც აქვთ.

* ადამიანის უფლებები ხელშეუვალია: თქვენ ვერ დაკარგავთ ამ უფლებებს, ისევე როგორც ვერ შეწყვეტთ ადამიანად ყოფნას.

* ადამიანის უფლებები განუყოფელია: ვერავინ წაგართმევთ უფლებას იმის გამო, რომ ის „ნაკლებადმნიშვნელოვანია“ ან „უმნიშვნელოა“.

* ადამიანის უფლებები ურთიერთდამოკიდებულია: ადამიანის უფლებები ერთობლივად ქმნის ურთიერთდამხმარე სისტემას. მაგალითად, თქვენი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, უშუალო კავშირშია თქვენს უფლებასთან, გამოხატოთ თქვენი შეხედულებები, შექმნათ კავშირები სხვა ადამიანებთან, მიიღოთ განათლება და მოიპოვოთ პირველადი საჭიროების საგნებიც კი.

* ადამიანის უფლებები ასახავს ადამიანის ძირითად საჭიროებებს. ისინი ქმნის ძირითად სტანდარტებს, რომელთა გარეშე ადამიანები ვერ იცხოვრებენ ღირსეულად. ადამიანის უფლებების შელახვა ნიშნავს, ადამიანს მოეპყრო ისე, თითქოს ის არ იყოს ადამიანი. ადამიანის უფლებების პროპაგანდირება ნიშნავს ყველა ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემის მოთხოვნას.

* ადამიანის უფლებების მოთხოვნისას ყველა ადამიანი პასუხისმგებლობასაც კისრულობს: პატივი

სცეს სხვათა უფლებებს და დაიცვას ის ადამიანები, რომელთა უფლებები ირღვევა ან უგულებელყოფილია, და დაეხმაროს მათ. ამ პასუხისმგებლობის შესრულება ნიშნავს ყველა სხვა ადამიანთან სოლიდარობის გამოცხადებას.

4.1.1 მეოცე საუკუნის ადამიანის უფლებათა წინამორბედნი

▲ზევით დაბრუნება


ბევრი ადამიანი ადამიანის უფლებათა სამართლის განვითარებას მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიიჩნევს. მაგრამ ადამიანის უფლებებზე ზრუნვა კანონმდებლობის შექმნით ან გაერო-ს მიერ არ დაწყებულა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე საზოგადოებებმა შექმნეს მართლმსაჯულებისა და ზნეობის სისტემები, რომელთა მიზანი ზოგადად საზოგადოების კეთილდღეობა იყო. მართლმსაჯულების, სამართლიანობისა და ჰუმანურობის ცნებები საერთოა მსოფლიოს ყველა რელიგიისთვის: ბუდიზმის, ქრისტიანობის, კონფუციანიზმისა და ისლამისთვის. მაგრამ ოფიციალური პრინციპები ჩვეულებრივ განსხვავდება ზოგადი პრაქტიკისგან. მეთვრამეტე საუკუნემდე არცერთ საზოგადოებას, ცივილიზაციას ან კულტურას დასავლურ სამყაროში თუ სხვაგან არ ჰქონია ადამიანის ხელშეუვალი უფლებების ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკა ან ხედვა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღევანდელი საერთაშორისო ინსტრუმენტების წერილობითი სახით გაფორმებული წინამორბედებია დოკუმენტები, რომლებშიც ადამიანის უფლებებია დეკლარირებული, როგორიც არის „დიდი ქარტია“ (1215წ.), ინგლისის უფლებათა ბილი (1689წ.), საფრანგეთის მამაკაცისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (1789წ.) და აშშ-ის კონსტიტუცია და „უფლებათა ბილი“ (1791წ.). მაგრამ ამ დოკუმენტების უმეტესობა არ ეხება ქალებს, უმცირესობის ბევრ ჯგუფს და გარკვეული სოციალური, რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების წევრებს. არცერთში ზემოხსენებული დოკუმენტებიდან არ არის ასახული ძირითადი იდეა - რომ გარკვეული უფლებები ყველა ადამიანს ეკუთვნის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან.

ადამიანის უფლებათა სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ფესვები უნდა ვეძიოთ მეცხრამეტე საუკუნის მცდელობებში, აკრძალულიყო მონებით ვაჭრობა და შემცირებულიყო ომებით გამოწვეული საშინელებები. მაგალითად, ჟენევის კონვენციებმა შექმნა საფუძველი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისთვის. ამ კონვენციებში მითითებულია, რომ საჭიროა ომებთან ბრძოლა და ადამიანების დაცვაშეიარაღებული კონფლიქტების დროს. ისინი სგანგებოდ იცავს ადამიანებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ბრძოლებში, და მათ, ვისაც აღარ შეუძლია ბრძოლა (მაგალითად, დაჭრილებს, ავადმყოფებსა და დამარცხებულ მებრძოლებს, სამხედრო ტყვეებს).

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს გარკვეული დაუცველი ჯგუფების დაცვასთან დაკავშირებული საკითხი წამოჭრა ერთა ლიგამ. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (რომელიც თავდაპირველად ერთა ლიგაში შედიოდა, ხოლო ახლა გაერო-ს ორგანიზაციაა) შექმნა რიგი მნიშვნელოვანი კონვენციებისა, რომლებშიც ჩამოყალიბებულია სტანდარტები მომუშავე ადამიანების დასაცავად. ამ კონვენციებს შორის არის კონვენცია მინიმალური ასაკის შესახებ (1919წ.), კონვენცია იძულებითი შრომის შესახებ (1930წ.) და კონვენცია ორმოცსაათიანი კვირის შესახებ (1935წ.).

მართალია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა აღნიშნულ ადრეულ დოკუმენტებს ემყარება, მაგრამ მას ძირითადად საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დოკუმენტები.

4.1.2 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


მეოცე საუკუნის შუა ხანებში განვითარებულმა ორმა უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ ადამიანის უფლებები მსოფლიო არენაზე გაიტანა და მსოფლიო მასშტაბით საზოგადოების ყურადღება მიაპყრო მათ. პირველი, უცხოელთა ბატონობის წინააღმდეგ კოლონიებში მცხოვრებთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო, მათი მოთხოვნა თანასწორობის და თვითგამორკვევის შესახებ, ხოლო მეორე კატალიზატორი მეორე მსოფლიო ომი გახდა. ნაცისტური გერმანიის მიერ ექვს მილიონზე მეტი ებრაელის, ბოშის, ჰომოსექსუალისა და უნარშეზღუდული ადამიანის განადგურებამ შეაძრწუნა მსოფლიო, რომლის სხვადასხვა ნაწილიდან გაისმა მოწოდებები ადამიანის უფლებების სტანდარტების დამკვიდრების შესახებ, რათა მომხდარიყო საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობის დამყარება და მოქალაქეების დაცვა მთავრობების მხრიდან ძალმომრეობისა და შეურაცხყოფისგან. ამ მოწოდებებმა არსებითი როლი ითამაშა 1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში და მათი გამოძახილი ისმის გაერო-ს სადამფუძნებლო დოკუმენტში - წესდებაში.

უფლებების მოთხოვნა ადამიანების ოჯახის ყველა წევრისთვის პირველად გამოითქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ახლად შექმნილი გაერო-ს ერთ-ერთ პირველ ინიციატივაში. ამ დეკლარაციის ოცდაათი მუხლი წარმოადგენს ყოვლისმომცველ განცხადებას ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ. დეკლარაცია არის როგორც საყოველთაო (იგი ეხება ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ყველა ადამიანს), ისე განუყოფელი (ყველა უფლება თანაბრად მნიშვნელოვანია ადამიანის ადამიანური ბუნების სრულად რეალიზებისთვის). დანართებში, გვ. 278, იხილეთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სრული ტექსტიცა და ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსიაც.

4.1.3 ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა

▲ზევით დაბრუნება


მართალია, თავისი არსებობის სამოცზე მეტი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ საერთაშორისო სამართლის სათანადო სტატუსს მიაღწია, იგი, როგორც დეკლარაცია, წარმოადგენს მხოლოდ განზრახვათა შესახებ განცხადებას, იმ პრინციპების კრებულს, რომელთა შესრულებასაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოები კისრულობენ, რათა ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი გახდეს ადამიანური ღირსებით აღსავსე ცხოვრება. იმისთვის, რომ დეკლარაციაში ჩამოთვლილმა უფლებებმა სრული იურიდიული ძალა მოიპოვოს, ისინი შეტანილი უნდა იქნეს დოკუმენტებში, რომელთაც კონვენციები (მოიხსენიება, აგრეთვე, როგორც ხელშეკრულებები ან პაქტები) ეწოდება და რომლებიც აყალიბებს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებისთანავე დაიწყო მუშაობა მასში შემავალი უფლებების შესატანად იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე კონვენციაში. პოლიტიკური და პროცედურული მიზეზების გამო ეს უფლებები დაიყო და გაერთიანდა ორ დამოუკიდებელ პაქტში, რომელთაგან თითოეული ეხება უფლებათა განსხვავებულ კატეგორიებს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი აყალიბებს თავისუფლებაზე ორიენტირებულ გარკვეულ უფლებებს, რომლებიც სახელმწიფომ არ უნდა წაართვას თავის მოქალაქეებს. ასეთი უფლებების მაგალითებია გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი შეესატყვისება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის იმ მუხლებს, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის თვითგამორკვევის უფლებას და უფლებას უპირველესი აუცილებლობის საშუალებებზე, როგორიც არის საკვები, საცხოვრებელი და ჯანმრთელობის დაცვა, რომლებიც სახელმწიფომ, რამდენადაც ეს მას ძალუძს, უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეებისთვის. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ორივე პაქტი 1966 წელს მიიღო. დანართებში, გვ. 303, იხილეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც მოახდინეს პაქტების რატიფიცირება.

1948 წელს მისი მიღების შემდეგ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ოც ძირითად კონვენციას. ეს კონვენციები ერთობლივად ქმნიან ადამიანის უფლებათა სამართლებრივ ბაზას, აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტების განვითარებად ორგანიზმს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს და აყალიბებს მექანიზმებს მათ დასაცავად და მათი დამკვიდრების ხელშესაწყობად.

გაერო- ძირითადი კონვენციები ადამიანის უფლებების შესახებ

კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, 1948წ. კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, 1951წ.

კონვენცია მონობის შესახებ, 1926წ., შესწორებული ფაკულტატური ოქმის საფუძველზე, 1953წ.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, 1966წ.

საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, 1966წ.

კონვენცია სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართლებრივი შეზღუდვების გამოუყენებლობის შესახებ, 1968წ.

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, 1979წ. კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ, 1984წ.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 1989წ.

საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის შესახებ, 1990წ.

კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, 2006. შენიშვნა: თარიღი მიუთითებს იმ წელს, როდესაც გაერო- გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია.

4.1.4 რატიფიცირების ვალდებულება

▲ზევით დაბრუნება


კონვენციის რატიფიცირება მთავრობის მიერ სახელმწიფოს სახელით ნაკისრი სერიოზული, იურიდიულად დაკისრებული ვალდებულებაა. ყოველ კონვენციაში არის მუხლები, რომლებიც აყალიბებს პროცედურებს იმის მონიტორინგისა და ანგარიშგებისთვის, თუ როგორ ასრულებენ კონვენციის დებულებებს ის მთავრობები, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება. როდესაც მთავრობა ახდენს კონვენციის რატიფიცირებას, იგი ეთანხმება მასში განსაზღვრულ პროცედურას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ვალდებულებებს:

* შეასრულოს კონვენცია, პატივი სცეს, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს კონვენციით განსაზღვრული უფლებები და არ გააკეთოს არაფერი ისეთი, რასაც ეს შეთანხმება კრძალავს;

* შეცვალოს ქვეყნის ნებისმიერი ისეთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ან არ აკმაყოფილებს კონვენციაში ჩამოყალიბებულ სტანდარტებს;

* მოხდეს მისი მონიტორინგი სპეციალური უწყების მიერ, რომელიც შეაფასებს, სინამდვილეში ასრულებს თუ არა იგი თავის ვალდებულებებს;

* რეგულარული ინტერვალებით წარადგინოს ანგარიშები თავისი მოქალაქეების ცხოვრებაში ადამიანის ამ უფლებების განხორციელებაში პროგრესის შესახებ. როგორც კი ქვეყანა მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას, მის მოქალაქეებს მძლავრი დამცავი საშუალება უჩნდებათ. მათ შეუძლიათ მოსთხოვონ ხელისუფლებას ანგარიში, თუკი ის არ ექცევა პატივისცემით ადამიანის იმ უფლებებს, რომელთა დაცვის ვალდებულება აიღო. ამიტომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ადამიანის უფლებების შესახებ რომელი კონვენციების შესრულების პირობა იკისრა მათმა ქვეყანამ. მაგალითად, ბავშვის უფლებათა კონვენციაში განსაზღვრულია ძალზე სპეციფიური სტანდარტები პოლიციის მიერ დაკავებული ბავშვების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ბავშვების მიმართ ცუდად მოპყრობის შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, ბავშვის პატიმრობაში ყოფნა უფროსებისგან იზოლირების გარეშე, ბავშვის ადვოკატებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ მთავრობამ დაიცვას ის სტანდარტები, რომელთა შესრულების იურიდიული ვალდებულება აქვს ნაკისრი.

ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა დინამიკური ორგანიზმია. ადამიანების გარკვეული ჯგუფების საჭიროებათა აღიარებისა და განსაზღვრის კვალდაკვალ, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები მიუთითებს ადამიანის გარკვეული უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ქმედების აუცილებლობას, მუდმივად ვითარდება და იხვეწება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი. მაგალითად, როდესაც 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იწერებოდა, ცოტა ადამიანი თუ ათვითცნობიერებდა გარემოს დეგრადაციის საფრთხეს, ამიტომ ამ დოკუმენტში არ არის ნახსენები გარემო. მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში აქტივისტები და მთავრობები მუშაობენ ისეთი ახალი კონვენციის შემუშავებაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს დაუკავშირებს.

დღეს ადამიანის უფლებათა ბევრი კონვენცია ძალაში შევიდა როგორც საერთაშორისო სამართლის ნაწილი, ზოგიერთი კი კვლავ რატიფიცირების პროცესშია. არის ისეთი კონვენციები, მაგალითად, კონვენცია მკვიდრი ხალხების უფლებების შესახებ და კონვენცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უფლებების შესახებ, რომელიც ამჟამად მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავების პროცესშია.

მართალია, ადამიანის უფლებების ხსენებული განვითარება გაერო-ს დონეზე ხდება, მაგრამ სულ უფრო ხშირად აღნიშნულის ინიცირებას ახდენენ ფართო მასების წარმომადგენლები - ის ადამიანები, ვინც იბრძვის სამართლიანობისა და თანასწორობისთვის საკუთარ თემებში. გაერო-ს დაარსების შემდეგ სტაბილურად იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. სწორედ დიდი თუ პატარა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან რიგითი ადამიანების ხმას და პრობლემებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მართალია, შეთანხმებას იღებს წევრი სახელმწიფოების მთავრობებისგან დაკომპლექტებული გენერალური ასამბლეა და შემდგომში მთავრობები ახდენენ მის რატიფიცირებას, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა დონეზე ახდენენ ზეწოლას მთავრობებსა და გაერო-ს უწყებებზე. ისინი არამარტო მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა კონვენციების შემუშავებაში, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ კონვენციათა რატიფიცირების პროპაგანდირებასა და მონიტორინგში, რათა უზრუნველყონ მთავრობების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

კითხვა: არსებობს თუ არა თქვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ ადამიანის უფლებათა განხორციელების მონიტორინგს და იცავენ მათ? ხომ არ მუშაობს რომელიმე მათგანი ბავშვთა უფლებებზე? რას აკეთებენ ისინი? ქმედითია თუ არა მათი მუშაობა?

ადამიანის ყველა წამოწყების მსგავსად, არც გაერო და არც მისი ეგიდით განვითარებული და დახვეწილი ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა არ არის სრულყოფილი. ბევრი კრიტიკოსის თქმით, მსოფლიოს აღარ სჭირდება მეტი კონვენცია ადამიანის უფლებათა სფეროში, ამის ნაცვლად აჯობებდა, სრულად განხორციელებულიყო ყველა არსებული. სხვა ადამიანების აზრით, გაერო-ს სისტემა ისეთი არასრულყოფილია, რომ ის მაღალი იდეალები და სტანდარტები, რომელთა დამკვიდრებასაც გაერო ცდილობს, არ არის სარწმუნო. მაგრამ მსოფლიო ისტორიის თვალთახედვიდან გაერო-ც და ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზაც ჯერ სიყრმის ასაკში არიან. ყველა ქვეყნის მოქალაქეების წინაშე დგას გამოწვევა - იმუშაონ გაერო-ს ინსტიტუტების უფრო ქმედითი განვითარების მიმართულებით იმ მაღალი იდეალების შეულახავად, რომლებზე დაყრდნობითაც გაერო შეიქმნა.

4.1.5 ადამიანის უფლებათა კონვენციის განვითარების პროცესი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა კონვენციის შექმნა გულისხმობს ბევრი ადამიანისა და ორგანიზაციის თანამშრომლობაზე დამყარებულ შრომას. საწყისი წერტილია გათვითცნობიერებული საჭიროება, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ეს შეიძლება იყოს ზოგადი საჭიროება - მოხდეს არსებითი უფლებების დაკანონება, ისეთი უფლებებისა, რომლებიც პაქტებშია განსაზღვრული, ან შეიძლება იყოს რაიმე კონკრეტული მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, როგორიც არის ფუგასური ბომბების გავრცელება ან ადამიანებით ვაჭრობა.

ბავშვის უფლებათა კონვენცია მაგალითია პროცესისა, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანის უფლებათა კონვენციის განვითარება, და მის შექმნაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობისა.

1. პრობლემის იდენტიფიცირება:

ძალადობისა და ექსპლუატაციისგან ბავშვების დაცვის მცდელობები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გვხვდება, როდესაც ბავშვებს სრულწლოვანების მიღწევამდე (ძირითადად 21 წლამდე) მშობლების საკუთრებად მიიჩნევდნენ. რეფორმატორები ყურადღებას ამახვილებდნენ ბავშვთა შრომაზე და უსახლკარო თუ ობოლი ბავშვების ჩაგვრაზე. 1923 წელს ეგლანტინ ჯებმა შეიმუშავა ბავშვის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც ერთა ლიგამ 1924 წელს მიიღო.

თუმცა არც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და არც იმ კონვენციებში, რომლებიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა სამართლებრივ ბაზად იქცა, არ არის რაიმე კონკრეტული მინიშნება ბავშვების უფლებებზე. ეს დოკუმენტები ავტომატურად აზოგადებდა იმ მოსაზრებას, რომ ყველა ადამიანის მსგავსად ბავშვებსაც აქვთ ადამიანის უფლებები, მაგრამ ისინი არ აღიარებდა ბავშვებს უფლებების მატარებელ სუბიექტებად.

2. განცხადება ზოგადი პრინციპების შესახებ:

პირველი ნაბიჯი ბავშვის უფლებათა კონვენციისკენ იყო გაერო-ს ბავშვის უფლებათა დეკლარაცია. 1959 წელს სამუშაო ჯგუფმა ჩამოაყალიბა ათი პრინციპი, რათა განესაზღვრა ის ძირითადი უფლებები, რომლებიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონოდა. მაგრამ ამ პრინციპებს, როგორც დეკლარაციას, არ ჰქონდა სახელმწიფოებისთვის იურიდიულად სავალდებულო ძალა.

3. კონვენციის შემუშავების პროცესი:

საჭირო გახდა აღნიშნული პრინციპების კოდიფიცირება კონვენციაში. ბავშვის უფლებათა კონვენციის ოფიციალური შემუშავების პროცესი ცხრა წელიწადს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მთავრობების, მთავრობათაშორისი უწყებების, როგორიც არის იუნისეფი და იუნესკო, და არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც დიდი (მაგალითად, „Save the Children“, საერთაშორისო წითელი ჯვარი, „Oxfam“), ისე მცირე (მაგალითად, ეროვნული ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიც არის ბავშვთა შრომა, ჯანდაცვა, განათლება ან სპორტი) წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ კონვენციის ფორმულირებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.

4. კონვენციის მიღება:

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წელს მიიღო.

5. რატიფიცირება:

ბავშვის უფლებათა კონვენცია დაუყოვნებლივ იქნა ხელმოწერილი და მისი რატიფიცირება ქვეყნების უმეტესობამ უფრო მოკლე ხანში მოახდინა, ვიდრე გაერო-ს ნებისმიერი სხვა კონვენციისა.

6. ძალაში შესვლა:

სწრაფი რატიფიცირების შედეგად ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორც საერთაშორისო სამართლის დოკუმენტი, ძალაში 1990 წელს შევიდა, სულ რაღაც რამდენიმე თვეში მისი მიღებიდან. გარდა ამისა, იმ წევრ სახელმწიფოთა რაოდენობამ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, გადააჭარბა ყველა სხვა კონვენციის რატიფიცირების განმახორციელებელ სახელმწიფოთა რაოდენობას. დღემდე მხოლოდ ორ სახელმწიფოს არ მოუხდენია ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება: სომალის და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

7. განხორციელება, მონიტორინგი და პროპაგანდირება:

ისევე, როგორც ყველა სხვა კონვენცია, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, ბავშვის უფლებათა კონვენცია აძლევს კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორსო ორგანიზაციებს სამართლებრივ საფუძველს ბავშვების სახელით ქმედებისთვის. მათ შეუძლიათ მთავრობათა მოტივირება შეთანხმების რატიფიცირებისთვის და იმის მონიტორინგი, თუ როგორ ასრულებენ ისინი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. როდესაც მთავრობა ვერ ასრულებს ამ ვალდებულებებს და არღვევს ბავშვებისუფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

4.1.6 ადამიანის უფლებათა რეგიონული კონვენციები

▲ზევით დაბრუნება


გაერო-ს ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზის ფარგლებში არსებულ კონვენციებში განსაზღვრული უფლებები საყოველთაოა. ამავე დროს, დამატებით შეიქმნა ადამიანის უფლებათა სისტემები, რომლებიც ეხება მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს. ადამიანის უფლებათა ამ რეგიონული კონვენციების დანიშნულებაა, განამტკიცონ გაერო-ს კონვენციები - ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა და აუცილებელი მინიმალური სტანდარტი მთელი მსოფლიოსთვის.

ადამიანის უფლებათა რეგიონული კონვენციების მაგალითებია:

* ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია (ასევე უწოდებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას), რომელიც ევროპის საბჭომ 1950 წელს მიიღო და რომელიც დღეისთვის 47 წევრ სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული;

* წამებისა და სხვა არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის თავიდან აცილების შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპის საბჭომ 1987 წელს მიიღო;

* ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ 1961 წელს იქნა მიღებული, ხოლო 1996 წელს დამატებების საფუძველზე შესწორებული;

* ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, რომელიც 1969 წელს მიიღო ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ - ეხება იმ სახელმწიფოთა მთავრობებს ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება;

* ადამიანისა და ხალხების უფლებათა აფრიკული ქარტია, რომელიც 1981 წელს მიიღო აფრიკის ერთობის ორგანიზაციამ.

4.1.7 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უძველესი და ყველაზე ძლიერია ადამიანის უფლებათა რეგიონულ სისტემებს შორის. ევროპისთვის განკუთვნილი მისი სტანდარტები ზოგჯერ აღემატება კიდევაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს. ევროკავშირის წევრი ოცდაშვიდი სახელმწიფო ევროპის საბჭოს წევრიც არის და, შესაბამისად, იურიდიულად ვალდებულია, აღიაროს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. მათ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიმართვა შეუძლიათ „უკანასკნელი საშუალების“ სახით, როდესაც უფლებათა დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები უშედეგო აღმოჩნდება. ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას საფრანგეთში, სტრასბურგში განლაგებული მინისტრთა კომიტეტი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებენ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივმოქმედი იურიდიული ორგანოა, რომელიც იხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევების შესახებ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მცხოვრები ნებისმიერი პირისგან შემოსულ ინდივიდუალურ საჩივრებს და ღებულობს გადაწყვეტილებებს. სასამართლო წარმოადგენს წევრ სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე არსებული ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის მექანიზმების დამატებით მექანიზმს.

მართალია, ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადი მექანიზმებია ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპის საბჭოს მუშაობაში, საბჭომ შექმნა რამდენიმე არასასამართლო საშუალებაც წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების ხორცშესხმის მონიტორინგისა და გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია ექსპერტთა დამოუკიდებელი ორგანოა. კომისია ახდენს რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის მონიტორინგს მთელი ევროპის მასშტაბით და მთავრობებს აძლევს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ებრძოლონ ამ მოვლენებს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ევროპის სოციალური ქარტია (მიღებულია 1961 წელს, ხოლო ცვლილებების საფუძველზე შესწორებული 1996 წელს) უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, როგორიც არის სათანადო საცხოვრებელი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება და პროფესიული მომზადება, დისკრიმინაციის აკრძალვა დასაქმებისას და უსაფრთხო სამუშაო პირობები, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, სამართლიანი მოპყრობა მიგრანტების მიმართ და დისკრიმინაციის აკრძალვა საზოგადოების ყველა ფენაში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ქარტია აყალიბებს მეთვალყურეობის მექანიზმს, რათა უზრუნველყოს, რომ ის წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც მოახდინეს ქარტიის რატიფიცირება, ასრულებდნენ მასში განსაზღვრულ უფლებებს. სახელმწიფოებმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს ამ სფეროში საკუთარი საქმიანობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კომისარს, ევროპის საბჭოში არსებულ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, მინიჭებული აქვს მანდატი - ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელებას და მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას. კომისარი ახდენს ადამიანის უფლებათა სამართალში და პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას, ავრცელებს ცოდნას და ხელს უწყობს რეფორმებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებათა განხორციელების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში საგრძნობი გაუმჯობესების მიღწევა.

სასამართლოსა და კომისარს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. სასამართლო რეაგირების განმახორციელებელი ორგანოა: მას შეუძლია რეაგირება მხოლოდ კერძო პირების ან თავად წევრი სახელმწიფოების მიერ შეტანილ საჩივრებზე, ხოლო კომისარს შეუძლია იყოს პროაქტიური, ჩაატაროს გამოძიებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფა და დაცვა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ გადაწყვეტილებების - განაჩენის ფორმით - მიღების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს და ამ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისთვის.

4.2 2. რას წარმოადგენს ბავშვის უფლებები?

▲ზევით დაბრუნება


გაერო- ბავშვის უფლებათა კონვენცია შემობრუნების წერტილი იყო; მან საქვეყნოდ აღიარა, რომ ბავშვები მხოლოდ დაცვის ობიექტები კი არ არიან, არამედ მათ თავად ეკუთვნით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

მო დე ბოერ-ბუკიკიო
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე1

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენცია უზრუნველყოფს იდეალურ მიდგომას, რომლის საშუალებითაც ბავშვებს შეუძლიათ შეიტყონ საკუთარი უფლებების შესახებ. იმის გამო, რომ კონვენციაში განსაზღვრულია ადამიანის ის უფლებები, რომლებიც განსაკუთრებით ეხება ბავშვებს, ყველა ადამიანმა, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებმა, მშობლებმა და იმ უფროსმა ადამიანებმა, ვინც ბავშვებთან მუშაობს, უნდა გაიცნოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი. „კომპასიტო“ ბავშვების უფლებებს ზოგადად ადამიანის უფლებების უფრო ფართო კონტექსტში ათავსებს და ცდილობს, დაეხმაროს ბავშვებს იმის გაგებასა და გათვითცნობიერებაში, რომ კაცობრიობის ოჯახის ყველა წევრთან ერთად მათაც აქვთ ეს უფლებები მინიჭებული.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წელს, წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებისა და მოლაპარაკების და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფართო კონსულტირების დაახლოებით ათი წლის შემდეგ მიიღო. მას შემდეგ იმ წევრ სახელმწიფოთა რაოდენობამ, რომლებმაც მოახდინეს ეგრეთ წოდებული ბავშვთა კონვენციის რატიფიცირება, გადააჭარბა ადამიანის უფლებების სფეროში ნებისმიერი სხვა შეთანხმების რატიფიცირების განმახორციელებელ სახელმწიფოთა რიცხვს. გარდა ამისა, ნაკლები იყო დათქმებიც, რომლებიც წარმოადგენს ოფიციალურ გამონაკლისებს კონვენციის იმ ნაწილებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო შეიძლება არ დაეთანხმოს.

ბავშვის უფლებათა კონვენცია (ასევე უწოდებენ ბავშვთა კონვენციას) ბავშვად განსაზღვრავს 18 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს და ადასტურებს, რომ ბავშვი სრულად ფლობს ადამიანის უფლებებს. კონვენცია მოიცავს 54 მუხლს ბავშვის უფლებების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაიყოს სამ ზოგად კატეგორიად. ეს სამი კატეგორია ზოგჯერ „სამი P-ს“ სახელითაც მოიხსენიება:

* დაცვა (Protection), რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოებას და ეხება ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორიც არის შეურაცხყოფა, უგულებელყოფა და ექსპლუატაცია;

* უზრუნველყოფა (Provision), რომელიც გულისხმობს ბავშვების ისეთი სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორიც არის განათლება და ჯანმრთელობის დაცვა;

* მონაწილეობა (Participation), რომელიც აღიარებს ბავშვის უნარს (რომელიც თანდათან ვითარდება), მიიღოს გადაწყვეტილებები, ასევე მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოწიფულობის ასაკთან მიახლოებისას.

კონვენცია შეიცავს რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან მიდგომას ადამიანის უფლებების მიმართ. ბავშვების მონაწილეობის უფლება ის სფეროა, რომელსაც უწინ არ შეხებია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948წ.) ან ბავშვის უფლებათა დეკლარაცია (1959წ.). კონვენციის მიერ დანერგილი კიდევ ერთი სიახლეა ნაცვალსახელების „he“ (მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი) და „she“ (მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი) გამოყენება ნაცვლად ზოგადად ნაცვალსახელისა „he“, რომელიც მოიცავდა ორივე სქესის წარმომადგენლებს.

კონვენცია განსაკუთრებულად აღნიშნავს ბავშვის ოჯახის როლის, უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის უპირველეს მნიშვნელობას. იგი ადასტურებს ბავშვის უფლებას, ისარგებლოს არამარტო თავისი ოჯახის ენით და კულტურით, არამედ იმის უფლებასაც, რომ ამ ენას და კულტურას სხვები პატივისცემით მოეპყრონ. გარდა ამისა, კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებს ცხოვრების სათანადო დონე შეუქმნან.

ბავშვის კეთილდღეობისთვის ოჯახის მნიშვნელობის აღიარებასთან ერთად ბავშვის უფლებათა კონვენცია აღიარებს ბავშვებს ადამიანებად, რომელთაც აქვთ უფლებები, და უზრუნველყოფს მათთვის, როგორც ეს მათ განვითარების პროცესში მყოფ შესაძლებლობებს შეესატყვისება, ინდივიდუალობის, პირადი ცხოვრების, ინფორმაციის მიღების, აზრის, სინდისისა და რელიგიის, გამოხატვისა და სხვა ადამიანებთან გაერთიანების უფლებებს.

კონვენციამ ძალზე დიდი მსოფლიო მასშტაბის შედეგები მოიტანა. მის შედეგად გააქტიურდა გაერო-ს ისეთი უწყებების საქმიანობა ბავშვის უფლებათა საკითხებზე, როგორიც არის იუნისეფი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მან ზეგავლენა მოახდინა შემდგომ პერიოდში მიღებულ შეთანხმებებზე ბავშვის უფლებათა სფეროში (მაგალითად, ჰააგის კონვენციაზე ქვეყნის შიგნით ბავშვების შვილად აყვანის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის უფლებას ოჯახზე და არა ოჯახის უფლებას ბავშვზე, დაკონვენციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ); კონვენციამ გააერთიანა სხვადასხვა საერთაშორისო მოძრაობა, მიმართული ბავშვთა შეურაცხყოფის ისეთი გავრცელებული ფორმების აღსაკვეთად, როგორიც არის ბავშვთა პროსტიტუცია და ბავშვი-ჯარისკაცები. ეს ორივე საკითხი ამჟამად შესულია ფაკულტატურ ოქმებში (ბავშვის უფლებათა კონვენციის შესწორებებში).

4.3 ბავშვის უფლებათა კონვენციაში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


ბავშვის უფლებათა კონვენციაში განსაზღვრული უფლებები ოთხ ძირითად პრინციპს ასახავს:

1. დისკრიმინაციის აკრძალვა (მე-2 მუხლი): ყველა უფლება ეკუთვნის ყველა ბავშვს, გამონაკლისის გარეშე. სახელმწიფოები ვალდებული არიან დაიცვან ბავშვები ყოველგვარი ფორმის დისკრიმინაციისგან.

2. ბავშვის სასარგებლო ინტერესი (მე-3 მუხლი): განმსაზღვრელი ფაქტორი ნებისმიერ ბავშვთან დაკავშირებული ყველა ქმედებისას უნდა იყოს ბავშვის სასარგებლო ინტერესი. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესაბამისი უფროსების (მაგალითად, მშობლების, მასწავლებლების, მეურვეების) ინტერესები. მაგრამ ის საკითხი, თუ როგორ უნდა გადაწყდეს, რა არის ბავშვის ინტერესში, რთულია და მის გარშემო დისკუსიები მიმდინარეობს.

3. სიცოცხლის, სიცოცხლის შენარჩუნებისა და განვითარების უფლება (მე-6 მუხლი): ბავშვის უფლება სიცოცხლეზე ხელშეუვალია და სახელმწიფოების ვალდებულებაა უზრუნველყონ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და განვითარება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სიკვდილით დასჯა.

4. ბავშვის შეხედულებათა პატივისცემა (მე-12 მუხლი): ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი შეხედულებები და უფლება, მის შეხედულებებს ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება, სათანადო ყურადღება დაეთმოს.

კითხვა: ბავშვის სასარგებლო ინტერესი ბავშვის უფლებათა კონვენციის ფუძემდებლური პრინციპია. მაგრამ ვინ წყვეტს, რა სჯობია ბავშვისთვის, რა არის მის ინტერესში? რა ხდება, როდესაც მშობლებს, მასწავლებლებს, ხელისუფლების ორგანოებს ან ბავშვს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო ბავშვისთვის?

ბავშვის უფლებათა კონვენცია მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, უბიძგებს ახალგაზრდებს საკუთარი უფლებების შესწავლისკენ. ის ასევე ქმედითი საშუალებაა ყველა ასაკის ადამიანისთვის დახმარების გასაწევად იმ კომპლექსური პასუხისმგებლობების იდენტიფიცირებაში, რომლებიც თან სდევს ბავშვებისთვის ამ უფლებათა უზრუნველყოფას. კონვენციის ამ სახით გამოყენება ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები.

4.4 ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა სფეროში გაფორმებული ყველა სხვა შეთანხმების მსგავსად, ბავშვის უფლებათა კონვენცია შეიცავს მუხლებს, რომლებიც აყალიბებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობების მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. კონვენციის მეორე ნაწილის 42-45 მუხლებში განსაზღვრულია ეს პროცედურები და მოთხოვნები:

* იგი მოითხოვს, რომ მთავრობებმა გააცნონ საზოგადოებას - როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისე ბავშვებს - კონვენციით განსაზღვრული უფლებები (მუხლი 42);

* იგი აყალიბებს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებას (მუხლი 43);

* იგი მოითხოვს სახელმწიფოებისგან, ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგინონ ანგარიში კონვენციის განხორციელების მიზნით გაწეული ქმედებების შესახებ (მუხლი 44);

* იგი ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას კონვენციის განხორციელებაში, განსაკუთრებით თანამშრომლობას გაერო-ს სპეციალიზებულ სააგენტოებთან, როგორიც არის იუნისეფი (მუხლი 45).

ეს სავალდებულო ანგარიშები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ამზადებენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალური სამთავრობო უწყებები, მიუთითებს, ვინ რომელი უფლებებით არ სარგებლობს, ახდენს უფლებების რეალიზებაში წარმოქმნილი წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირებას, ასევე მიუთითებს, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა აღნიშნული პრობლემების გადალახვის მიზნით. ანგარიში წარედგინება ბავშვის უფლებათა კომიტეტს ჟენევაში, სადაც მდებარეობს გაერო-ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. კომიტეტი განიხილავს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციებს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

კითხვა: რომელი სამთავრობო უწყება ამზადებს თქვენს ქვეყანაში ანგარიშს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შესახებ? რა გზებით ღებულობს ის ინფორმაციას?

კითხვა: წარადგენს თუ არა თქვენი ქვეყანა რეგულარულად ანგარიშს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შესახებ?

მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესი აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალურ სააგენტოებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ასევე ბავშვების საკითხებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს. მათ შეუძლიათ მოამზადონ ალტერნატიული ანგარიში, რომელშიც მოყვანილია მთავრობის ანგარიშის საწინააღმდეგო მოსაზრებები და ფაქტები ან წამოჭრილია საკითხები, რომლებიც გამორჩენილია ოფიციალურ ანგარიშში.2

კითხვა: წარდგენილა თუ არა თქვენი ქვეყნიდან ალტერნატიული ანგარიშები? თუ წარდგენილა, ვინ მოამზადა ისინი? რა საკითხებში განსხვავდებოდა ისინი მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშისგან?

ბავშვის უფლებათა განხორციელების მონიტორინგი

გაერო ხშირად ნიშნავს ექსპერტს სპეციალურ მომხსენებლად რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე ან ქვეყანაზე ინფორმაციის მოგროვების მიზნით. კომერციული მიზნით ბავშვების მზარდი ექსპლუატაციითა და ბავშვებით ვაჭრობით საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების საპასუხოდ, 1990 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ შემოიღო მანდატი მომხსენებლისთვის, რომელსაც უნდა მოეგროვებინა ინფორმაცია და წარმოედგინა ანგარიშები ბავშვების გაყიდვის, და პორნოგრაფიასა და პროსტიტუციაში ბავშვების ჩართვის საკითხებზე.

ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მონიტორინგს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაც ახორციელებს. ზოგიერთი მათგან ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, მაგალითად, „Save the Children“ („გადავარჩინოთ ბავშვები“) და „Child Rights Information Network“ („ბავშვის უფლებათა საინფორმაციო ქსელი“). სხვები რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე მოქმედებენ. ევროპაში, მაგალითად, ბავშვთა ომბუდსმენის ევროპული ქსელი იკვლევს, აკრიტიკებს და აქვეყნებს იმ ადმინისტრაციულ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს ბავშვის უფლებათა კონვენცია. ომბუდსმენს შეუძლია ჩაერიოს სხვადასხვა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეში, რომლებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით მონაწილეობენ ბავშვები, იურიდიული წარმომადგენლების, მშობლების ან მეურვეებისგან დამოუკიდებლად, და წარმოადგინოს ბავშვის უფლებები. ამ ქსელში შედიან წარმომადგენლები ავსტრიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, ლიტვიდან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და უელსიდან.3

4.5 ბავშვის უფლებათა კონვენციის პროპაგანდირება

▲ზევით დაბრუნება


სამოქალაქო საზოგადოებას, ბავშვებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვის უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელებაში და მათი განხორციელების მიზნით ღონისძიებების გატარების ლობირებაში. იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ბავშვებთან მუშაობს, და თავად ბავშვებმა იცოდნენ აღნიშნული უფლებები, ბავშვის უფლებათა კონვენცია უნდა იყოს სასკოლო ბიბლიოთეკებში და უნდა ხდებოდეს მისიკითხვა და განხილვა როგორც საკლასო ოთახებში, ისე მშობლებთან ერთად.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება კონვენციის პროპაგანდირებისთვის არის სისტემური ხასიათის განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც ბავშვის ადრეული ასაკიდან იწყება. ყოველ ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს საკუთარი და სხვათა უფლებები!

სასარგებლო წყაროები

* Eide, Asbjørn and Alfredsson, Guthmundur, The Universal Declaration of Human Rights: A common standard of achievement: Martinus Nijhof, 1999.

* Franklin, Bob, Handbook of Children's Rights: Routledge, 2001.

* Hodgkin, Rachel and Newell, Peter, Implementation Handbook for the Convention on the Rights of the Child: UNICEF, 2002.

სასარგებლო ვებგვერდები

* Amnesty International: www.amnesty.org

* „ბავშვის უფლებათა საინფორმაციო ქსელი“: www.crin.org

* ევროპის საბჭო: www.coe.int

* „დემოკრატია და განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპაში“:

* „ევროპის ბავშვთა ქსელი“ (EURONET): www.europeanchildrensnetwork.org

* „ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი“: www.ombudsnet.org/enoc/

* Human Rights Watch: www.hrw.org

* იუნესკო: www.unesco.org

* იუნისეფი: www.unicef.org

* გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: www.ohchr.org/english

გამოყენებული ლიტერატურა

1 ბავშვებისთვის საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა, 2007 წლის 17 სექტემბერი

2 Action for the Rights of Children (ARC), CD by UNICEF & Save the Children Alliance, 2003.

3 იხ. www.ombudsnet.org

5 II. რა არის განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში?

▲ზევით დაბრუნება


ყველა ადამიანი და საზოგადოების ყოველი ნაწილი, ... [უნდა] მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, პრეამბულა

5.1 1. ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების შემოღება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ვერცერთი ცალკეული განმარტება ვერ გადმოსცემს იმას, თუ რაოდენ მრავლად არის ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანები - ახალგაზრდები თუ ხანშიშესულები - ათვითცნობიერებენ, პრაქტიკაში იყენებენ და აფასებენ თავიანთ და პატივს სცემენ სხვათა უფლებებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ახალგაზრდული პროგრამა შემდეგნაირად განსაზღვრავს განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში:

...განათლების პროგრამები და საქმიანობა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის ღირსების სფეროში თანასწორობის ხელშეწყობაზე კულტურათაშორისი განათლების, უმცირესობების მონაწილეობისა და მათთვის უფლებამოსილებათა მინიჭების ხელშემწყობ პროგრამებთან კავშირში.

ამ განმარტებაში მნიშვნელოვანი სიტყვაა „კავშირი“, ვინაიდან განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში იშვიათად ხორციელდება იმ სპეციფიკური კონტექსტის გარეშე, რომელიც დაფუძნებულია მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და სურვილებზე. ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების განსაზღვრის მთავარი გასაღებია მისი მიზანი, ვინაიდან, მიუხედავად მეთოდოლოგიისა და კონტექსტისა, იგი ყოველთვის მიისწრაფის განავითაროს ადამიანის უფლებათა კულტურა. ამ კულტურის არსებით ელემენტებს შეუძლია ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ისეთი ზოგადი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა, როგორიცაა:

* ადამიანის უფლებებისადამი და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემის განმტკიცება;

* ადამიანის ღირსების დაფასება და საკუთარი თავისადმი და სხვა ადამიანებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება;

* ისეთი დამოკიდებულებისა და ქცევის უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც განსაზღვრავენ სხვისი უფლებების პატივისცემას;

* ყველა სფეროში ნამდვილი გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის;

* მრავალსახეობის, კერძოდ, სხვადასხვა ეროვნების, ეთნიკურ, რელიგიურ, ენობრივ და სხვა უმცირესობათა და საზოგადოებათა მიმართ პატივისცემის, გაგებით მოპყრობისა და დაფასების უზრუნველყოფა;

* ადამიანებისთვის უფრო აქტიური მოქალაქეობრივი უფლებამოსილების მინიჭება;

* ხალხებს და ერებს შორის დემოკრატიის, განვითარების, სოციალური სამართლიანობის, საზოგადოებათაშორისი ჰარმონიის, სოლიდარობისა და მეგობრობის მხარდაჭერა;

* იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებათა საყოველთაო ფასეულობებზე, საერთაშორისო ურთიერთგაგებაზე, შემწყნარებლობასა და ძალის გამოყენების უარყოფაზე დამყარებული სამშვიდობო კულტურის შექმნა.

5.1.1 განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ბავშვებისთვის

▲ზევით დაბრუნება


ბავშვობა იდეალური დროა ადამიანის უფლებების საკითხების სწავლის დასაწყებად. ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების პერსპექტივები შეიძლება განისაზღვროს იმგვარად, რომ მიესადაგოს მცირეწლოვანი ბავშვის მიერ მისი სამყაროს უფრო კონკრეტულ ვითარებაში, კერძოდ, ადგილობრივ თემში, საკუთარ ოჯახში, უფროსებთან და სხვა ბავშვებთან ყოველდღიურ პირად ურთიერთობებში მიღებულ გამოცდილებას. ადამიანის უფლებათა სწავლების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ამოცანებში რწმენისა და სოციალური შემწყნარებლობის სტიმულირებას, ვინაიდან ისინი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ერთიანი კულტურის ფუნდამენტს. ეს ამოცანებია:

* საკუთარი თავისა და სხვათა დაფასება;

* ადამიანის უფლებათა აღიარება და პატივისცემა ყოველდღიურ ცხოვრებაში;

* საკუთარი ძირეული უფლებების გაგება და მათი ჩამოყალიბების უნარი;

* განსხვავებების დაფასება და პატივისცემა;

* არაძალისმიერი გზით კონფლიქტების მოგვარების სწავლება, გამსჭვალული სხვათა უფლებების პატივისცემით;

* ბავშვებში რწმენის ჩამოყალიბება, რომ მათ შეუძლიათ იმოქმედონ და გააჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესაძლებლობები.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მხოლოდ ახლა იწყებენ ფორმალურ განათლებას, მათ უკვე ძალიან ბევრი იციან თავიანთი სამყაროს და მასში მცხოვრები ადამიანების შესახებ. ადამიანის უფლებათა საკითხების შესწავლა შეძლებისდაგვარად უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, რაც ბავშვებმა უკვე იციან, და განმარტავდეს მას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი ან რვა წლის ბავშვებმა ჯერ არ იციან ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიცაა „სამართლიანობა“, „თანასწორობა“ ან „დისკრიმინაცია“, მათ უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული სამართლიანობის განცდა.

5.1.2 ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულება

▲ზევით დაბრუნება


ცოდნა: ადამიანის უფლებათა საკითხების შესწავლა

რა ტიპის ცოდნა ესაჭიროებათ ბავშვებს იმისთვის, რომ გაერკვნენ ადამიანის უფლებებში ყოველდღიური ცხოვრების პირობებში? რა უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოუყალიბდეთ და შეუნარჩუნდეთ ადამიანის უფლებათა ცხოვრებისეული კულტურა? „კომპასიტო“ ცდილობს, უპასუხოს ამ კითხვებს როგორც წამყვანებისთვის განკუთვნილ შესავალ ინფორმაციაში, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რომელთა ჩატარებასაც იგი გვთავაზობს ადამიანის უფლებათა საკითხების სწავლების მიზნით. ერთობლივად ისინი ქმნიან კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სწავლას ადამიანის უფლებების შესახებ, სწავლას ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით და სწავლას ადამიანის უფლებების პრაქტიკული გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა ადამიანის უფლებათა შესახებ თავისთავად განიცდის ცვლილებებს ბავშვის ასაკის მომატებასთან და შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, იგი ზოგადად მოიცავს შემდეგ ძირითად ცნებებს:

* ადამიანის უფლებები განსაზღვრავს ქცევის სტანდარტებს როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში და ფართო სამყაროში;

* ადამიანის უფლებათა სტანდარტებს საყოველთაო ხასიათი აქვს, მაგრამ შეიძლება არსებობდეს მათი განმარტებისა და პრაქტიკული გამოყენების სხვადასხვა გზა;

* ყოველ ბავშვს გააჩნია ადამიანის უფლებები და აკისრია სხვა ადამიანების უფლებათა პატივისცემის პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს ადამიანის უფლებას, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი, მონაწილეობის უფლებას, მაგალითად, აზრის გამოთქმის უფლებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მას ეხება. ზემოაღნიშნული უფლებები ჩამოყალიბებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაში;

* ადამიანის უფლებათა განხორციელების საკითხები სხვა საერთაშორისო დოკუმენტებშიც განიხილება, მაგალითად გაერო- ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.

უნარ-ჩვევები: ადამიანის უფლებათა საკითხების შესწავლა:

ბავშვებმა უნდა შეიძინონ უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ადამიანის უფლებათა კულტურის ჩამოყალიბებაში. ადამიანის უფლებების შესასწავლად საჭირო უნარ-ჩვევებია:

* აქტიური მოსმენა და ურთიერთობა: სხვადასხვა აზრის მოსმენის, საკუთარი აზრის გამოთქმის და ორივე თვალსაზრისის შეფასების უნარი;

* კრიტიკული აზროვნების უნარი: ფაქტსა და თვალსაზრისს შორის განსხვავების დანახვის, წინასწარ შექმნილ აზრებსა და მანიპულირების ფორმებში გარკვევის უნარი;

* ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის მიღებისა და კონფლიქტის პოზიტიური გზებით მოგვარების უნარი;

* კონსენსუსის მიღწევის უნარი;

* თანატოლებთან ერთად გამართულ აქტივობებში მონაწილეობა დემოკრატიული წესების დაცვით;

* საკუთარი აზრის მტკიცედ გამოთქმის უნარი;

* პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

დამოკიდებულებები: ადამიანის უფლებების შესწავლა პრაქტიკულ ვითარებაში

ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ სავალდებულო იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფოებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ისინი პრინციპულად მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ყველა ადამიანის თანაარსებობისთვის. თუმცა იმის გამო, რომ ეს არამატერიალური ფასეულობებია, რომლებიც ძირითადად მათი გამომხატველი მოქმედებების მეშვეობით ვლინდება, ადამიანის უფლებათა ფასეულობები და დამოკიდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ყველაზე რთული და ხანგრძლივმოქმედი ფორმებია. ბავშვები იმდენსავე და გაცილებით მეტს სწავლობენ პრაქტიკული მაგალითებიდან, ვიდრე საკუთრივ გაკვეთილებზე, და მათ შეუძლიათ თვალთმაქცობის ამოცნობა მათთვის დამახასიათებელი გამჭრიახი შეგრძნების წყალობით. მათ, ვინც ბავშვებთან მუშაობს, უნდა მოახდინონ ადამიანის უფლებათა ყველა იმ ფასეულობის მოდელირება, რომლის გადაცემაც სურთ ბავშვებისთვის.

დამოკიდებულებები ადამიანის უფლებების მიმართ, რომელთა შესწავლა სავალდებულოა, მდგომარეობს შემდეგში:

* პატივისცემა საკუთარი თავისადმი და სხვათადმი;

* საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა;

* ცნობისმოყვარეობა, გახსნილი გონება და მრავალფეროვნების დაფასება;

* თანაგრძნობა და სოლიდარობა, აგრეთვე იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა, რომლებსაც ართმევენ ადამიანის უფლებებს;

* ადამიანის ღირსების, საკუთარი თავისა და სხვათა დაფასების გრძნობა, განურჩევლად სოციალური, კულტურული, ენობრივი თუ რელიგიური განსხვავებებისა;

* სამართლიანობის გრძნობა და ყველასადმი სამართლიანი მოპყრობის დამკვიდრების სოციალური პასუხისმგებლობა;

* სკოლისა და თემის სრულყოფაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი;

* ადამიანის უფლებების როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური მხარდაჭერის მტკიცე გადაწყვეტილება.

5.1.3 მეთოდოლოგია ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისთვის განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა მონაწილეობაზე დამყარებული მეთოდოლოგია, ვინაიდან მათ საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ყველა ადამიანი სარგებლობს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებით და პატივს სცემს ინდივიდუალურ განსხვავებებს. ფაქტობრივი შინაარსის საზღვრებს მიღმა გასვლა და უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების, ფასეულობებისა და ქმედებების ჩართვა მოითხოვს იმგვარ სასწავლო სტრუქტურას, რომელიც „ჰორიზონტალურია“ და არა „იერარქიული“ მისი დემოკრატიული სტრუქტურა საჭიროებს პროცესში ყოველი ცალკეული ადამიანის ჩართვას და მისთვის დამოუკიდებელი აზროვნებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობების მინიჭებას. იგი სტიმულს აძლევს რეალურ ცხოვრებაში შექმნილი სიტუაციების კრიტიკულად გაანალიზების უნარს და მას შეუძლია გამოიწვიოს გააზრებული და შესაფერისი ქმედებები ადამიანის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის მიზნით. ანუ იმისთვის, რომ განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში იყოს ეფექტიანი, მან უნდა უზრუნველყოს ბავშვები იმგვარი ხელშემწყობი სისტემით, რომელშიც ყოველი ცალკეული ბავშვის უფლებებს პატივისცემით ეპყრობიან.

ქვემოთ აღწერილი მეთოდოლოგიები გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ, მრავალფეროვან სასწავლო გარემოში, შეუზღუდავი რაოდენობის თემების გამოყენებით. ამ თემებს გააჩნია გარკვეული საერთო თვისებები, რომელთა წყალობით ისინი ერთნაირად მისაღებია ყველა ასაკის ადამიანისთვის ადამიანის უფლებათა შესწავლის პროცესში:

* ბავშვების გამოცდილების პატივისცემა და სხვადასვა აზრის არსებობის აღიარება;

* ყოველ ცალკეულ ბავშვში საკუთარი თავის სრულყოფის, თვითდაფასებისა და პატივისცემის მხარდაჭერა;

* ბავშვებისთვის შესაძლებლობის მიცემა, თვითონ განსაზღვრონ, რისი ცოდნა სურთ და თვითონ მოიძიონ ინფორმაცია;

* ყველა ბავშვის აქტიური ჩაბმა სწავლის პროცესში და პასიური მოსმენის მინიმუმამდე დაყვანა;

* იერარქიის გარეშე, დემოკრატიული, თანამშრომლობის პრინციპზე აგებული სასწავლო გარემოს შექმნის სტიმულირება;

* დაფიქრების, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების სტიმულირება;

* სუბიექტური და ემოციური პასუხების, აგრეთვე, შემეცნებითი სწავლების სტიმულირება;

* ქცევისა და დამოკიდებულების ცვლილების სტიმულირება;

* ყურადღების გამახვილება უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე;

* სწავლებისთვის იუმორის, ხუმრობისა და შემოქმედებითი თამაშების მნიშვნელობის აღიარება.

„კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშოები ახდენს მეთოდებისა და პროცედურების მრავალფეროვნების კომბინირებას ზემოთ მითითებულ მასახიათებლებთან. წამყვანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ზოგი მეთოდი შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს შერეული კულტურული წარმოშობის ან სგანგებო საჭიროებების მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფებისთვის (მაგალითად, ფიზიკური კონტაქტი, გრაფიკული ხელოვნება) ან საჭიროებდეს უცნობი ან ხელმიუწვდომელი წყაროების (მაგალითად, ინტერნეტის ან საბიბლიოთეკო წყაროების) მოძიებას. ყველა პრაქტიკული სვარჯიშოსადმი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს წამყვანების მიერ მეთოდოლოგიების მორგებას ბავშვების იმ კულტურულ და სოციალურ გარემოსთან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

5.1.4 არაფორმალური განათლება

▲ზევით დაბრუნება


ბევრ არჩევანსა და ადაპტაციას წამყვანი ახორციელებს ჯგუფის შემადგენლობაზე, ბავშვების ასაკზე, წამყვანის კვალიფიკაციასა და იმ გარემოზე დაყრდნობით, რომელშიც ის ცხოვრობს და მუშაობს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორია განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში: ფორმალური, არაფორმლური თუ ფორმალურსგარე.

ფორმალური განათლება გულისხმობს განათლების სტრუქტურირებულ სისტემას დაწყებითიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და შეიძლება აგრეთვე მოიცვას ტექნიკური და პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამები. მთავარი მოქმედი პირები არიან სკოლები და რიგი უმაღლესი სასწავლებლებისა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ბავშვის უფლებათა კონვენცია მოითხოვენ, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს სულ მცირე დაწყებითი განათლება.

არაფორმალური განათლება გულისხმობს ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერ მიზნობრივ, ნებაყოფლობით და დაგეგმილ პროგრამას, რომლის მიზანია ფასეულობების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება, აგრეთვე, დემოკრატიული ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი ფართო სპექტრის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამომუშავება. ბავშვებზე გათვლილი ამგვარი არაფორმალური განათლება შეიძლება მოიცავდეს სკოლისგარეშე ღონისძიებებს, ფაკულტატურ მეცადინეობებს სკოლებში, საზაფხულო ბანაკებსა და გასართობ ცენტრებში. არაფორმალური განათლება ყურადღებას ამახვილებს სწავლის პროცესში მონაწილეობის პრინციპზე.

ფორმალურსგარე განათლება გულისხმობს არამიზნობრივ ცხოვრებისეულ პროცესს, რომლის დროსაც ყველა ითვისებს დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, იძენს უნარ-ჩვევებსა და ცოდნას საკუთარი გარემოცვის განმანათლებელი გავლენის და რესურსების, აგრეთვე, ყოველდღიური გამოცდილების მეშვეობით (ოჯახი, მეზობლები, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამუშაო, თამაში).

ფორმალური, არაფორმალური და ფორმალურსგარე განათლება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე სასწავლო პროცესის დამატებითი და ურთიერთგანმამტკიცებელი ელემენტებია.

„კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშოები საკმაოდ მოქნილად არის დაგეგმილი, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება სკოლებში, საბავშვო დაწესებულებებში, ახალგაზრდულ კლუბებში, საზაფხულო ბანაკებში, საზოგადოებრივი საქმიანობის შესრულებისას და ოჯახის პირობებში.

5.1.5 ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ჩართვა ბავშვებთან მუშაობის პროცესში

▲ზევით დაბრუნება


ისევე როგორც ადამიანის უფლებები არის ყოველი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილების ნაწილი, განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში უნდა გახდეს ბავშვების მიმდინარე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი. „კომპასიტო“ არ არის გათვლილი ან რეკომენდებული როგორც „კურსი“ ადამიანის უფლებების სფეროში. ეს არის რესურსი, საიდანაც უნდა გაიზარდოს ბავშვების ცოდნა ადამიანის უფლებებზე, მათი ცხოვრების კონტექსტიდან გამომდინარე. ისარგებლეთ შემთხვევით და დაუკავშირეთ ადამიანის უფლებები ყოველივე იმას, რაც ხდება სკოლაში, საზოგადოებაში და ჯგუფში, რომელთანაც მუშაობთ. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტი სათამაშო მოედანზე, ნეგატიური განწყობა უმცირესობების მიმართ ან გოგონების არდაშვება ზოგიერთ სავარჯიშოში გენდერულ ნიადაგზე. ამასთან, საჭიროა თავი აარიდოთ ადამიანის უფლებების განხილვას მხოლოდ მათი დარღვევის კუთხით. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ჩვენ ყოველდღე ვსარგებლობთ ადამიანის უფლებებით.

ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ერთ-ერთი უპირველესი მიზანია მოქმედება ადამიანის უფლებების დასაცავად. წაახალისეთ და განავითარეთ ბავშვების უნარი მიიღონ სათანადო და გააზრებული ზომები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. ბავშვებისთვის ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს კონფლიქტების მოგვარებას ერთი ჯგუფის ან ოჯახის ფარგლებში, ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულების შეცვლა ძმების ან დების მიმართ. შესაძლებელია უფრო ფართომასშტაბიანი ზომების მიღება, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. რაც უფრო მცირეწლოვანი იქნებიან ბავშვები, მით უფრო მეტი იქნება მათი დამოკიდებულება პედაგოგის მხრიდან დახმარებაზე შედარებით რთული პროექტების წამოწყებისა და განხორციელების დროს.

5.1.6 ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მიღების უფლება

▲ზევით დაბრუნება


თავად ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მიღება ადამიანის ძირითადი უფლებაც არის და პასუხისმგებლობაც: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულა მოუწოდებს „ყველა ადამიანს და საზოგადოების ყოველ ნაწილს,“ მიისწრაფვოდენ „სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყონ ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 26.2 აცხადებს, რომ:

განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი აცხადებს, რომ მთავრობა „არ უნდა უშლიდეს ხელს ადამიანებს [თავიანთი უფლებების] შესწავლაში“.

ადამიანებს, რომლებმაც არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ, უფრო მეტად ემუქრებათ მათი დარღვევა და მათ ხშირად არ გააჩნიათ სათანადო ლექსიკა და კონცეფტუალური საფუძვლები, რათა ეფექტიანად დაიცვან ეს უფლებები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბავშვებისთვის ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების შემოღების აუცილებლობას!

მსოფლიო სულ უფრო ერთსულოვნად აღიარებს განათლებას ადამიანის უფლებათა დასაცავად, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და ადამიანის უფლებათა პრაქტიკული გამოყენების შესახებ, როგორც არსებითად მნიშვნელოვანს მაღალი ხარისხის განათლებისთვის. მას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოებების მშენებლობაში. ამასთან, განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში სულ უფრო აღიარებენ როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევების თავიდან აცილების ეფექტიან სტრატეგიას.

5.1.7 განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და განათლების სხვა სფეროები

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტო“ აგებულია ადამიანის უფლებების შემცველი ცამეტი თემის გარშემო და ყოველი მათგანი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის ერთსა თუ ორ კონკრეტულ უფლებას (იხ. თავი V, გვ. 202, რომელიც შეიცავს ამ თემების განხილვას):

* მოქალაქეობა

* დემოკრატია

* დისკრიმინაცია

* განათლება და თავისუფალი დრო

* გარემო

* ოჯახი და ალტერნატიული ზრუნვა

* გენდერული თანასწორობა

* ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

* მედია და ინტერნეტი

* მონაწილეობა

* მშვიდობა და ადამიანის უსაფრთხოება

* სიღარიბე და სოციალური გარიყვა

* ძალადობა

ყველა ეს თემა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ისინი იმდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ ნებისმიერი მათგანის განხილვა წარმოქმნის კავშირს ნებისმიერ სხვა თემასთან. ეს იმ ფაქტის პირდაპირი შედეგია, რომ ადამიანის უფლებები განუყოფელია, ურთიერთდამოკიდებული და დაკავშირებულია: შეუძლებელია მათი ერთმანეთისგან იზოლირებულად განხილვა, რადგან ყველა მათგანი ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან.

ამ ურთიერთდამოკიდებულების ერთ-ერთი ილუსტრაციაა ქვემოთ წარმოდგენილი დიაგრამა. გარე წრეში არსებული საკითხები გადადის ერთმანეთში, ისევე, როგორც ცენტრალურ წრეში ერთმანეთში ერევა განათლების სფეროები. შესაბამისად, წარმოდგენილი ანალიზი უნდა განვიხილოთ როგორც ერთერთი აღწერა, რომლის მიზანია, დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ როგორ შეესატყვისება სხვადასხვა თემა მრავალ არსებულ სგანმანათლებლო სფეროს და როგორ ფარავენ ერთმანეთს ეს სფეროები.

0x01 graphic

5.2 2. განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონტექსტში

▲ზევით დაბრუნება


...დემოკრატია ფიქსირებული და უცვლელი არ არის, იგი ყოველდღიურად უნდა შენდებოდეს და შენდებოდეს ყოველ საზოგადოებაში.

დაკარის სამოქმედო პროგრამა

განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 1948 წლიდან კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა სფეროში სულ უფრო აქტიურად ვითარდება როგორც საერთაშორისო, ისე ევროპულ დონეებზე და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი დოკუმენტების უმეტესობა მხარს უჭერს განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში, მისი პოტენციალი ჯერჯერობით რეალიზებული არ არის. არასაკმარისად გამოხატულმა პოლიტიკურმა ნებამ, რესურსების უკმარისობამ და სასწავლო მასალის არაადეკვატურობამ შეზღუდა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ეფექტიანობა. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებამდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის არაერთი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენსვლამ დიდი სტიმული მისცა განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში მოძრაობას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების უფროეფექტიანი და თანმიმდვრული სტრატეგიის ეროვნულ დონეზე შემუშავების საქმეში.

5.2.1 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს მსოფლიო პროგრამა

1994 წლის დეკემბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1995-2004 წლები გამოაცხადა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს დეკადად. ოფიციალური რეკომენდაცია განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში აღიარებს ძირითად ფაქტორად საზოგადოებებს შორის სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობების მხარდასაჭერად და ჩამოსაყალიბებლად და ურთიერთგაგების, შემწყნარებლობისა და მშვიდობის წარმოსაჩენად. იგი ყველა შტატს და ორგანიზაციას მოუწოდებს, შეიტანონ ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული კანონმდებლობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა სასწავლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში ფორმალური და არაფორმალური განათლების ფორმით. 1 დეკადის შემდგომი ღონისძიების სახით, 2004 წლის დეკემბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს მსოფლიო პროგრამა გამოაცხადა (მიმდინარეობს 2005 წლიდან). ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს დეკადის მიღწევებზე დაფუძნებულიეს საერთაშორისო პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების რეალიზებას ყოველ საზოგადოებაში. მსოფლიო პროგრამის 2005-2007 წლების სამოქმედო გეგმა ყურადღებას ამახვილებს დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემებზე და გვთავაზობს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმებსა და პრაქტიკულ მოსაზრებებს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების განხორციელების მიზნით.2

მდგრადი განვითარებისთვის განათლების გაერო-ს დეკადა

მდგრადი განვითარებისთვის განათლების გაერო-ს დეკადა (2005-2014წწ.) გარემოს დაცვის საქმიანობის განვითარებას უკავშირებს განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განათლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ადამიანებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია გარემოს დაცვის და გარემოსდაცვითი საქმიანობის განვითარების საკითხების გადასაწყვეტად.3

CyberSchoolbus-ი - გაერო-ს სპეციალური პროექტი ბავშვებისთვის

„CyberSchoolbus“-ი არის ინტერნეტში მიმდინარე გაერო-ს გლობალური სასწავლო და შემეცნებითი პროექტი, რომლის მიზანია ბავშვების ჩართვა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. „CyberSchoolbus“-ი აგროვებს საინტერესო ამბებს იმ კლასების ან სკოლების შესახებ, რომლებიც იცავენ და მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს თავიანთ თემებში, სამეზობლოებსა და ქალაქებში. ეს ისტორიები მოსწავლეების მიერ ჩატარებული ქმედებების გლობალური ატლასის ნაწილი ხდება, რომელსაც „CyberSchoolbus“-ი ადგენს და აქვეყნებს ინტერნეტში.

5.2.2 იუნესკო

▲ზევით დაბრუნება


იუნესკო - გაერო-ს ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში მთავარ როლს თამაშობდა იმ პროექტების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, რომლებიც გათვალისწინებული იყო ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს დეკადის ფარგლებში. ითვალისწინებს რა, რომ სწავლის პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფასეულობების, დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების შეძენაზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებებში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, „იუნესკოს“ თავისი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაში, იგი ამუშავებს სასწავლო მასალას და მოღვაწეობს პროპაგანდის და კონტაქტების დამყარების საკითხებზე. იუნესკო კვლავინდებურად მთავარ როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს მსოფლიო პროგრამის განხორციელებაში (მიმდინარეობს 2005 წლიდან).

„იუნესკოს“ მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების განხრით დამტკიცებული იქნა დაკარის სამოქმედო პროგრამით (2000-2015წწ.) - ახალი გლობალური პრიორიტეტის მქონე პროგრამით, რომელიც შემუშავდა 2000 წელს გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმზე. პროგრამა ადასტურებს საერთაშორისო მასშტაბით „უმაღლესი ხარისხის“ განათლების საჭიროებას, რაც გულისხმობს ტრადიციული სასკოლო სასწავლო პროგრამის გაფართოებას ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულებისა და ისეთი ახალი დარგების ჩართვის მეშვეობით, როგორიც არის კულტურული მრავალფეროვნება, განათლებაში მრავალი ენის არსებობა, მშვიდობა, ძალადობაზე უარის თქმა, მდგრადი განვითარება და ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება.4

5.2.3 იუნისეფი

▲ზევით დაბრუნება


უკვე სამოცი წელია, რაც იუნისეფი ბავშვებისთვის მსოფლიო მასშტაბის საყრდენი ძალაა. ამჟამად იგი მსოფლიოს 191 ქვეყანაში ფუნქციონირებს. იგი პარტნიორის სახით თანამშრომლობს გაერო-ს სააგენტოების, მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მასობრივი ორგანიზაციების ფართო კოალიციასთან, რათა დაეხმაროს მათ ისეთი სამყაროს მშენებლობაში, სადაც რეალიზებული იქნება ყოველი ბავშვის უფლებები. თავის საქმიანობაში იუნისეფი ბავშვის უფლებათა კონვენციით ხელმძღვანელობს.

2002 წლის მაისში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სგანგებო სესიაზე გამოიცა დოკუმენტი - „მსოფლიო ბავშვებისთვის“, რომელშიც ჩამოყალიბებულია შემდეგი ათწლეულის ახალი პროგრამა მსოფლიოს ბავშვებისთვის. იგი აღიარებს, რომ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე თვით ბავშვებს და მოზარდებს აკისრიათ არსებითი როლი ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ყველა უფლებით ბავშვების მიერ სარგებლობის უზრუნველყოფის საქმეში. ამისთვის სასწავლო პროგრამები, მასალები და თვით სასწავლო გარემო „სრულად უნდა ასახავდეს ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის, შემწყნარებლობისა და გენდერული თანასწორობის ფასეულობების დაცვას და მხარდაჭერას“ 5

„იუნისეფს“ აქვს მრავალი პროგრამა, რომლებსაც წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების წარმოჩენის საქმეში საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე ინდივიდუალურ ქვეყნებში. „ახალგაზრდობის ხმები“ არის „იუნისეფის“ მიერ ბავშვებისადმი მიძღვნილი ვებგვერდი, სადაც მოიპოვება გლობალური მასშტაბის ინფორმაცია ბავშვების ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე ინტერაქტიული თამაშები ბავშვთა უფლებების მხარდასაჭერად.6 იუნისეფის „Innocenti Research Center“ იკვლევს ბავშვების მდგომარეობას საერთაშორისო მასშტაბით იმ რწმენით, რომ ბავშვთა უფლებების ცოდნა და გათვითცნობიერება აუმჯობესებს ბავშვების მდგომარეობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.7

5.2.4 ევროპის საბჭო

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის ადამიანის უფლებები გაცილებით მეტია, ვიდრე მათი სამართლებრივი სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი: ისინი უნდა წარმოადგენდნენ ბავშვების, ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების განათლების განუყოფელ ნაწილს. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (85)7 სკოლებში ადამიანის უფლებების სწავლებისა და შესწავლის შესახებ ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა ახალგაზრდა უნდა სწავლობდეს ადამიანის უფლებებს, რაც პლურალისტულ დემოკრატიაში ცხოვრებისთვის მათი მომზადების ნაწილია, და ამგვარი მიდგომა ნელ-ნელა ვრცელდება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასა და ორგანიზაციაში.8

საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1346 (1997), მიძღვნილი ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისადმი, გვთავაზობს ღონისძიებების რიგს ევროპაში ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გასაძლიერებლად.

გარდა ამისა, ასამბლეა იძლევა რეკომენდაციას, რომ მინისტრთა კომიტეტმა განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში დასახოს ევროპის საბჭოს მომავალი წლების სახელმწიფოთაშორისი საქმიანობის პრიორიტეტად9

ევროპის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, იუნესკოსთან, ევროკომისიასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის აღსაზრდელად მიმართული განათლების სფეროში. მაგალითად, ევროპის საბჭოს განსაკუთრებული როლი უკავია ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მსოფლიო პროგრამის (2005-2007წწ.) ევროპის დონეზე განხორციელების მონიტორინგის საქმეში. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შემუშავებას და საერთაშორისო და ადგილობრივ დონეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

2007 წელს ევროპის საბჭომ წამოიწყო პროექტი დემოკრატიული მოქალაქეობის აღსაზრდელად განათლების და ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების საპროგრამო დოკუმენტის შემუშავების მიზნით. ზემოხსენებული ყოვლისმომცველი დოკუმენტის მიღება დააწესებს წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებებს და შესაძლებელს გახდის მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას. ამგვარი პროგრესული ინსტრუმენტი იქნება ამ სფეროში მომუშავე არაფორმალური ორგანიზაციების მნიშვნელოვანი აღიარება და უზრუნველყოფს შესაბამისი სტანდარტებით უფრო ფართო საერთაშორისო გარემოს.

ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ახალგაზრდული პროგრამა

ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ახალგაზრდული პროგრამა წამოწყებულ იქნა 2000 წელს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულების სახით. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ჩართვა ახალგაზრდული საქმიანობის ყველა მიმართულებაში. პირველი სამი წელი მოხმარდა ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიცაა ახალგაზრდებისთვის სასწავლო საშუალებების შემუშავება და მათთვის ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ასევე პარტნიორთა ქსელის შექმნა სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე. მეორე სამწლიან პერიოდში პროგრამა ყურადღებას ამახვილებდა ახალგაზრდების კონკრეტული დაუცველი ჯგუფებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე და სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავებაზე რასიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე მუშაობის მიზნით. 2000 წლიდან შეიქმნა რამდენიმე ახალი სასწავლო საშუალება, ჩატარდა სხვადასხვა ხანგრძლივი და გაძლიერებული სასწავლო კურსი და განხორციელდა ასობით ევროპის მასშტაბით დაფინანსებული საცდელი პროექტი. ამ პროგრამის მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი - „კომპასი“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით - 2001 წელს მისი გამოქვეყნების შემდეგ 20 უცხო ენაზე ითარგმნა. კასკადური ეფექტის წყალობით პროგრამა გავრცელდა იმ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაზე ევროპის მასშტაბით, რომლებიც სარგებლობდნენ ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ შემოთავაზებული საცდელი პროექტების მხარდაჭერით. განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში მოექცა ევროპის ახალგაზრდობის საქმიანობის ცენტრში, მან ფორმალურ განათლებაზეც სასარგებლო გავლენა მოახდინა. 2006 წლიდან პროგრამამ ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, კულტურათაშორის დიალოგზე.

განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ძირითადი კომპონენტია კიდევ ერთი მიდგომისა -დემოკრატიული მაქალაქეობისკენ მიმართული განათლებისა, რომელიც ბავშვებს, ახალგაზრდებს დაზრდასრულ ადამიანებს აძლევს ცოდნას, უნარ-ჩვევებს და ასწავლის დამოკიდებულებებს, რომლებიცმათ დაეხმარებათ თავიანთ თემებში ქმედითი როლის შესრულებაში. 1997 წლიდან ევროპის საბჭოსდემოკრატიული მოქალაქეობისთვის მიმართული განათლების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა კონცეფციები, დებულებები და პოლიტიკური სტრატეგიები და შეიქმნა სათანადო ქსელები ამ საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. 2005 წელმა, რომელსაც ეწოდა „განათლებისმეშვეობით მოქალაქეობის წელი“, განამტკიცა წევრ სახელმწიფოთა მზადყოფნა - დემოკრატიულიმოქალაქეობისთვის განათლება სასწავლო სტრატეგიის ნაწილად აქციონ. ამჟამად პროგრამა მიზნად ისახავს, ზემოხსენებული სტრატეგიების განვითარების, კვლევისა და პედაგოგთა გადამზადებისა და დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერის გზით უზრუნველყოს მდგრადობა. პროგრამის ახალი პუბლიკაცია - „ბავშვთა უფლებების გამოკვლევა: გაკვეთილების თანმიმდევრობა დაწყებითი სკოლებისთვის“ - წარმოადგენს კონკრეტულ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვთა უფლებებზე მუშაობა საკლასო ოთახში.10

ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად

„ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ (2006-2008წწ.) ევროპის საბჭოს პროგრამაა, რომლის მიზანია, დაეხმაროს გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებს და დაინტერესებულ მხარეებს იმ ეროვნული სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივ მიდგომას ბავშვის უფლებების მხარდაჭერისადმი და ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დაცვისადმი. პროგრამის ფარგლებში ევროპის საბჭო ახორციელებს საკუთარი სამართლებრივი ბაზისა და ინსტრუმენტების გადახედვას და აწესებს ახალ სტანდარტებს ევროპაში ბავშვის უფლებათა რეალიზაციის გაუმჯობესების მიზნით. იგი გამოდის საინფორმაციო კამპანიებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების ინიციატორადაც, რათა დახმარება გაუწიოს მთავრობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ბავშვის უფლებათა უფრო ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებაში.

5.2.5 არასამთავრობო ორგანიზაციები

▲ზევით დაბრუნება


არასამთავრობო ორგანიზაციები უზარმაზარ როლს თამაშობენ ადამიანის უფლებათა მსოფლიო კულტურის განვითარებაში, განსაკუთრებით სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე, ვინაიდან მთავრობები ხშირად არ ასრულებენ დანაპირებს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ჩართვას სასწავლო პროგრამებში. ეს არის კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი აქტიური ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის შემუშავებაში და ყურადღებით აკვირდებიან ადამიანის უფლებების რეალიზაციას სახელმწიფო დონეზე. ადამიანის უფლებათა ზოგიერთი გლობალური ორგანიზაცია, მაგალითად, „Amnesty International“, სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებასთან დაკავშირებით და მსოფლიო მასშტაბით გამოსცემს სასწავლო პროგრამებს. ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ხალხთა დეკადა (PDHRE-International) ამუშავებს პროგრამებს ადამიანის უფლებათა სფეროში და უზრუნველყოფს ამ სფეროში განათლების ვებ-გვერდის ფუნქციონირებას, რომელიც შეესატყვისება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას მათ მიერ სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის წარმოებული ბრძოლის კონტექსტში.

ზოგიერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია, მაგალითად, „Human Rights Education Associates“ (HREA), „Democracy and Human Rights Education in Europe“ (DARE) და მრავალი სხვა, ყურადღებას ამახვილებს განათლებაზე ადამიანის უფლებათა სფეროში. ისინი მხარს უჭერენ ადამიანის უფლებების შესწავლას და აქტივისტებისა და პროფესიონალების გადამზადებას, ამუშავებენ სასწავლო მასალებს და მუშაობენ დემოკრატიული მოქალაქეობისთვის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განათლების გაუმჯობესებაზე. სხვა ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ განათლებაზე ბავშვთა უფლებების სფეროში. ზოგიერთი მათგანისთვის, მაგალითად, ორგანიზაციებისთვის „Save the Children“ ან „Fondation Terre des homes“ (Tdh) ეს წარმოადგენს მათი მსოფლიო მასშტაბის მისიის არსს. კიდევ სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა „Children's Rights Information Network“, ემსახურებიან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების მეშვეობით. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით ახდენს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების სასწავლო პროგრამებისა და პროექტების ორგანიზებას ადგილობრივ და სახელმწიფო დონეებზე ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით.

არსებობს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მრავალი ტიპი და იმ ორგანიზაციებისა და კერძო პირების ფართო სპექტრი, რომლებიც ცდილობენ ადამიანის უფლებების სწავლების მხარდაჭერას. ამ მცდელობებს აერთიანებს ის, რომ ყველა მათგანი მოქცეულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოებში და ცდილობს მისცეს ადამიანებს საშუალება, განახორციელონ ადამიანის უფლებები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში კონკრეტული და პრაქტიკული საშუალებებით. ამასთან, ისინი იზიარებენ ადამიანის უფლებების ფასეულობებსა და პრინციპებს, რომლებიც შეჯამებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში: „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისთვის თანდაყოლილი ღირსება და თანასწორი და განუყოფელი უფლებები“.

_____________________

სასარგებლო წყაროები:

* ABC: Teaching Human Rights Education: Offi ce of the High Commissioner for Human Rights, 2004: www.unhchr.ch/html/menu6/2/abc.htm№1.

* Claude, Richard, The Bells of Freedom; erc.hrea.org/Library/Bells-of-Freedom/index.html.

* Compendium of good practices in human rights education in the school system, including citizenship education and education for mutual respect and understanding: www.hrea.org/compendium

* First steps: A Menual for Starting Human Rights Education: Amnesty International, 1996; http:/erc.hrea.org/ Library/First-Steps/index.html

* Flowers, Nancy, The Human Rights Education Handbook: University of Minnesota Human Rights Center, 2000: www1.umn.edu/humanrts/edumat/hreduseries/hrhandbook/toc.html

* Gollob, Rolf and Kraft, Peter, Exploring Children's Rights: lesson sequences for primary schools: Strasbourg, Education for Democratic Citizenship, 2006: www.coe.int/t/dg4/education/edc/Source/Pdf/Documents/2006-17- ExploringChildrensRights-En.pdf

* Play it Right! Human Rights Toolkit for Summer Camps in the City of Montreal: Equitas, International Centre for Human Rights Education, 2006: www.equitas.org

* Set of drawings to discuss children's rights: www.vormen.org/downloads/ChildrensRightsTextillustr.pps

* Vienna Declaration and Programme of Action: World Conference on Human Rights, United Nations, Vienna 1993: www.unhchr.ch/huridocda/huridoca.nsf/(Symbol)/A.CONF.157.23.En?OpenDocument

სასარგებლო ვებ-გვერდები:

* „Amnesty International“: www.amnesty.org

* „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“: www.coe.int/children

* „ბავშვის უფლებათა საინფორმაციო ქსელი“: www.crin.org

* ევროპის საბჭო: www.coe.int

* დემოკრატია და განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში evropaSi: www.dare-network.org

* „ევროპის ბავშვთა ქსელი“ (EURONET): www.europeanchildrensnetwork.org

* „Fondation Terre des homes“: www.tdh.ch

* „Human Rights Watch“: www.hrw.org

*„პარტნიორები ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების საკითხებში“: www.hrea.org

* ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ახალგაზრდული პროგრამა: www.coe.int/compass

* გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: www.ohchr.org

* ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ხალხთა დეკადა/ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების საერთაშორისო მოძრაობა: www.pdhre.org/index.html

* გაერო-ს „CyberSchoolbus“: www.un.org/cyberschoolbus

* იუნესკო: www.unesco.org

* იუნისეფი: www.unicef.org

* იუნისეფის Innocenti Research Centre: www.unicef-irc.org

* იუნისეფის „ახალგაზრდების ხმები“: www.unicef.org/voy

* ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების გაერო-ს მსოფლიო პროგრამა (2005 წლიდან დღემდე): www.ohchr.org/english/issues/education/training/programme.htm

გამოყენებული ლიტერატურა:

1. United Nations World Conference on Human Rights, 1993, Vienna Declaration and Programme of Action, para. 33 of Section 1.

2. იხ.www.ohchr.org./english/issues/education/training/programme.htm

3.იხ.http://portal.unesco.org/education/en/ev.phpURL-ID=272348&URL-DO=DO-TOPIC&URL-SECTION=201.html

4. The Dakar Framework for Action - Education for All: meeting with our commitments, World Education Forum, Dakar, Senegal, 26-28 April, 2000: www.unesco.org/education/efa/ed-for-all/framework.shtml

5. იხ. www.unicef.org/specialsession/documentation/documents/A-S27-19-Rev1E-annex.pdf

6. იხ. www.unicef.org/voy

7. იხ. www.unicef-irc/org

8. Recommendation No R (85) 7 of the Committee of Ministers: https://wcd.coe.int/com.instranet. InstraServlet?Command=com.instranet.CmdBlobGet&Docld=686452&SecMode=1&Admin=0&Usage=4&InstranetImage=45239

9. Council of Europe's Parliamentary Assembly Recommendation 1346 (1997) on human rights education, point 12

10. Gollob, Rolf and Kraft, Peter, Exploring Children's Rights: lesson sequences for primary schools: Strasbourg, Education for Democratic Citizenship, 2006

6 III. როგორ გამოვიყენოთ „კომპასიტო“

▲ზევით დაბრუნება


ვერცერთი ბავშვი ვერ შეისწავლის ადამიანის უფლებებს ისეთ გარემოში, რომელიც თვითონ არ სცემს პატივს და მხარს არ უჭერს ადამიანის უფლებათა კულტურას. ყველაზე დიდი წვლილი, რომელიც შეიძლება პედაგოგმა შეიტანოს ადამიანის უფლებების შესწავლაში ბავშვის მიერ, არის ამგვარი გარემოს შექმნა.

6.1 „კომპასიტოს“ გამოყენების საწყისი ეტაპი

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე თავის მიზანია წამყვანებისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება „კომპასიტოს“ გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგრამ ნუ შეგაშინებთ ამდენი „როგორ“ და „უნდა“. არავინ იცნობს თქვენს გარემოს და ბავშვებს თქვენზე უკეთესად. ისარგებლეთ იმ ინფორმაციით და რჩევებით, რომლებიც გამოგადგებათ, და ჩაატარეთ აქტივობები თქვენს ჯგუფში. თუ გაგიჩნდათ კითხვები, შეგიძლიათ ამ დოკუმენტში მოიძიოთ თქვენთვის სასარგებლო პასუხები. თუ მოახერხებთ ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც პატივს სცემს და მხარს უჭერს ბავშვის უფლებებს, ჩათვალეთ, რომ თქვენი ბავშვი უკვე სწავლობს ადამიანის უფლებებს!

სასკოლო პროგრამაში ჩასმული გაკვეთილების გეგმისგან განსხვავებით, „კომპასიტოს“ შემუშავებისას შევეცადეთ, შესაძლებელი გაგვეხადა მისი ოპტიმალური ადაპტირება იმ მრავალ გარემოსთან, რომლებშიც ბავშვებს შეუძლიათ ადამიანის უფლებების შესწავლა - დაწყებული საზაფხულო ბანაკებითა და სკოლისგარე პროგრამებით და დამთავრებული ახალგაზრდული ჯგუფებითა და ტრენინგით საველე პირობებში, საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ „კომპასიტოში“ შემავალი ბევრი სავარჯიშო მოითხოვს წინასწარ მომზადებას, მათი ჩატარება შესაძლებელია თითქმის ყველგან და ნებისმიერ დროს. იმ მომენტის გამოძებნა, როდესაც ბავშვები ყველაზე კარგად აითვისებენ გაკვეთილებს ადამიანის უფლებათა შესახებ - რომელიც, მაგალითად, შეიძლება შეირჩეს ჯგუფში კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც ჯგუფში აღნიშნავენ რაიმე წარმატებას - წამყვანის მიერ ამოცანის შესრულების ხელშეწყობის ხელოვნების ნაწილს - თქვენი ხელოვნებისა!

წინამდებარე თავი მოიცავს შემდეგ თემებს:

*„კომპასიტოს“ მიზანი

* სწავლა გამოცდილების საფუძველზე

* წამყვანის მიერ ამოცანის გამარტივება

* აზროვნებისა და სწავლების სტილი

* ბავშვების განვითარების სტადიები

* რას წარმოადგენს „კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშო?

* ბავშვის უფლებათა კონვენცია როგორც საფუძველი

* პრაქტიკულ სავარჯიშოთა შერჩევა

* პრაქტიკულ სავარჯიშოთა ადაპტირება

* რჩევები მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით

* რჩევები ამოცანის გამარტივების მიზნით

* ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების პრაქტიკული გამოყენება

ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების შემდგომი განხილვა შეგიძლიათ იხილოთ II თავის პირველ ნაწილში, გვ. 25.

6.2 „კომპასიტოს“ მიზანი

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტოს“ მიზანია ბავშვებში ისეთი ცოდნის, უნარ-ჩვევების, ფასეულობებისა და დამოკიდებულებების განვითარება, რომლებიც მათ ესაჭიროებათ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი და სხვათა უფლებების ცოდნით და დაცვით, რითაც ბავშვებს აქტიური წვლილის შეტანა შეუძლიათ ადამიანის უფლებათა კულტურის ჩამოყალიბებაში.

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად „კომპასიტოს“ სასწავლო აქტივობები შემდეგნაირად არის დაგეგმილი:

* დაწყება იქიდან, რაც ბავშვებმა უკვე იციან, რაც იქნება ახალი იდეებისა და პერსპექტივების შესწავლის საფუძველი;

* ბავშვებისთვის სტიმულის მიცემა, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ გამართულ დისკუსიებში და რაც შეიძლება მეტი ისწავლონ ერთმანეთისგან;

* ბავშვების შთაგონება და მათთვის შესაძლებლობის შექმნა, გამოიყენონ თავისი ცოდნა და მარტივი, გააზრებული და შესაფერისი ქმედებებით მხარი დაუჭირონ სამართლიანობას, თანასწორობას და ადამიანის უფლებებს;

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად ფასეულობათა ასახვა და ბავშვებში ადამიანის უფლებათა კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.

ხშირად შეუძლებელია ურთიერთობებთან დაკავშირებული დამოკიდებულებებისა და ფასეულობების, კრიტიკული აზროვნების, აქტიური მხარდაჭერის, პასუხისმგებლობის, სხვათა მიმართ შემწყნარებლობისა და პატივისცემის სწავლება, ამიტომ საჭიროა მათი შესწავლა გამოცდილების მეშვეობით. შესაბამისად, „კომპასიტოს“ აქტივობები მხარს უჭერს თანამშრომლობას, აქტიურ მონაწილეობას და სწავლას. მათი მიზანია ბავშვის გონების, გულის და ხელების ერთიანი ჩართვა პროცესში. მხოლოდ ის ბავშვი იკისრებს პერსონალურ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების უფლებათა დაცვაზე, რომელსაც ესმის, რომ ადამიანის უფლებები გამომდინარეობს ადამიანის ძირეული მოთხოვნილებებიდან, და რომელიც თანაუგრძნობს სხვა ადამიანებს.

6.3 სწავლა გამოცდილების საფუძველზე

▲ზევით დაბრუნება


როგორ უნდა განვავითაროთ ბავშვში სხვა ადამიანების უფლებათა გათვითცნობიერება და თანაგრძნობა? განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში გულისხმობს ცოდნის მიღებას პირადი და სოციალური გარდაქმნის მიზნით. ამ გარდაქმნის მისაღწევად „კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშოები ხუთფაზიან სასწავლო ციკლს ეფუძნება:

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ფაზა შეიძლება ყოველთვის არ იყოს მკაფიოდ გამოხატული ან მისდიოს ზემოაღნიშნულ თანმიმდევრობას, ისინი დამახასიათებელია „კომპასიტოს“ ყველა პრაქტიკული სავარჯიშოსთვის.

გამოცდილებაზე დამყარებული სასწავლო მეთოდოლოგია საშუალებას აძლევს ბავშვებს შეიძინონ და შეცვალონ ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები და ფასეულობები მათთვის საინტერესო და გასართობ უსაფრთხო გარემოში. ვინაიდან იგი ასაბუთებს ბავშვების გამოცდილებას და სტიმულს აძლევს მათ, იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე, გამოცდილებაზე დამყარებული სწავლა ააქტიურებს ბავშვების მონაწილეობას, აძლიერებს მათ თვითდაჯერებულობას და თვითრწმენას. ამ ციკლის ყოველი ფაზა პატივისცემით ეკიდება ბავშვების ცხოვრებისეულ გამოცდილებას და, ამავდროულად, მოუწოდებს მათ, გამოთქვან აზრები, დააკვირდნენ და გაიაზრონ ნანახი, დასვან კითხვები და გამოიტანონ დასკვნები.

6.4 გამოცდილების შეძენა

▲ზევით დაბრუნება


პირველი ფაზის მიზანია არა „სწორი პასუხების“ მიღება, არამედ ყოველი ბავშვის საკუთარი თვალსაზრისის, თეორიებისა და გრძნობების სტიმულირება. ეს პასუხები უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს ბავშვის ადრინდელი გამოცდილებიდან და არა სკოლაში მიღებული ცოდნიდან. მაგალითად, პრაქტიკულ სავარჯიშოში „იყო და არა იყო რა“, გვ. 112, ბავშვები ათვითცნობიერებენ გენდერულ სტერეოტიპებს კარგად ცნობილი ისტორიის მოსმენით, რომელშიც შებრუნებულია სქესთა როლები. პრაქტიკულ სავარჯიშოში „მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი“, გვ. 126, ბავშვები თამაშის პარტნიორის არჩევისას აწყდებიან მათთვის შეუცნობ წინასწარ შექმნილ წარმოდგენებს.

6.5 განხილვა

▲ზევით დაბრუნება


მეორე ფაზა მოუწოდებს ბავშვებს, ისაუბრონ მათი გრძნობებისა და რეაქციების შესახებ. მაგალითად, „კომპასიტოს“ ყოველი პრაქტიკული სავარჯიშოს ნაწილში „სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება“ ბავშვები პასუხობენ შემდეგ კითხვებს: „როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ამ სავარჯიშომ?“, „როგორ გრძნობდი თავს ამ სავარჯიშოს მსვლელობის დროს?“ ან „რა მოხდა ამ თამაშის დროს?“ მსგავსი არაერთმნიშვნელოვანი კითხვები იძლევა ფართო სპექტრის პირადი თვალსაზრისის გამოთქმის საშუალებას არასუბიექტურ კონტექსტში.

პრაქტიკული სავარჯოშოს შემდგომი გამოკითხვის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. თუ ჩვენ არ დავუთმეთ ადეკვატური დრო ბავშვების პასუხების განხილვას და მკაფიოდ არ დავუკავშირეთ ისინი ადამიანის უფლებებს, ეს სავარჯიშო უკეთეს შემთხვევაში იქნება მხოლოდ თამაში, დროსტარება, რომელიც ადვილად დაავიწყდებათ ბავშვებს. უარეს შემთხვევაში მან შეიძლება გააძლიეროს ნეგატიური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები, შეცდომაში შეიყვანოს ან დააბნიოს ბავშვები, ან შეიძლება გაუჩინოს და არ შეურბილოს მათ მტკივნეული განცდები. თუ არ გაგაჩნიათ საკმარისი დრო დეტალური გამოკითხვისთვის, ნუ წამოიწყებთ სავარჯიშოს.

6.6 გააზრება

▲ზევით დაბრუნება


მესამე ფაზას მიჰყავს ბავშვები პრაქტიკული სავარჯიშოს შედეგად მიღებული გამოცდილებიდან განზოგადებულ დასკვნებამდე. მაგალითად, სავარჯიშოში „ღორმუცელა“, გვ. 180, ბავშვები იგებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი საქმიანობა, ხოლო თამაშის შემდეგ გამართული მსჯელობის დროს მათ სთხოვენ, ისაუბრონ ამ აღმოჩენაზე. კითხვების „თუ განგიცდიათ მსგავსი რამ ცხოვრებაში?“ ან „თუ იცნობთ მსგავს ვინმეს?“ დასმა ეხმარება ბავშვებს სათანადო კავშირების გაბმაში.

6.7 განზოგადება

▲ზევით დაბრუნება


მეოთხე ფაზა აკავშირებს პრაქტიკული სავარჯიშოს პროცესში მიღებულ გამოცდილებას ზოგადად „რეალურ სამყაროს“ და კონკრეტულად იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებების განცდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, იმ გათამაშებული სავარჯიშოების შემდეგ, როგორიცაა „თვალახვეული“, გვ. 104, ან „უხმო დიქტორი“, გვ. 173, ბავშვები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ფიზიკურ დეფექტებს შეუზღუდონ ბავშვს ადამიანის უფლებებით სარგებლობის უნარი. მესამე და მეოთხე ფაზები განსაკუთრებით ეფექტიანია დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების და ბავშვებისთვის ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობების პირობის შექმნის თვალსაზრისით. ამასთან, სწავლა უაღრესად ინდივიდუალურია: ყველა ბავშვი როდი მიიღებს ერთსა და იმავე ცოდნას ერთსა და იმავე სავარჯიშოში და შემდგომ მსჯელობაში მონაწილეობის შედეგად. საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ გაცემულ პასუხებში არსებულ განსხვავებებსაც.

6.8 გამოყენება

▲ზევით დაბრუნება


მეხუთე ფაზაში ბავშვები იძიებენ იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ საკუთრივ მათ ადამიანის უფლებათა საკითხების მოსაგვარებლად. მოქმედების დაწყება არამარტო სასწავლო პროცესის ლოგიკური შედეგია, არამედ ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცების მნიშვნელოვანი საშუალებაც, რაც ქმნის საფუძველს ციკლის შემდეგი ეტაპის დაწყებისთვის. ეს დემოკრატიაში აქტიური მოქალაქეობის განვითარების პროცესის ძირითადი ელემენტიც არის: ცალკეულ ადამიანებს, ბავშვობის ასაკშიც კი, შეუძლიათ გარკვეული ცვლილების შეტანა. მაგალითად, სავარჯიშო „კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის“, გვ. 120, უბიძგებს ჯგუფს ჩამოაყალიბოს საკუთარი უფლებები და ვალდებულებები, რომლებსაც ის მიმართავს კონფლიქტების დასარეგულირებლად და რომლებსაც ის საჭიროების შემთხვევაში გადახედავს დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო სავარჯიშო „თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, გვ. 107, მოუწოდებს ბავშვებს, მოიძიონ ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული მეთოდები. თუმცა „კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშოების მიზანი ბავშვების ჩართვა და გართობაა, ისინი მიზანდასახულია და სთავაზობს ბავშვებს შესაძლებლობას, გამოიყენონ ნასწავლი საკუთარ სოციალურ გარემოში. სავარჯიშოთა უმეტესობაში არის ნაწილი „რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ“. მოქმედება შეიძლება იყოს ინდივიდუალური და აისახოს მხოლოდ ბავშვის პირად ცხოვრებაში, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ახლებური დამოკიდებულება დების და ძმების მიმართ. მოქმედება შეიძლება იყოს კოლექტიური, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შემუშავდეს ახალი საკლასო წესები ან სათამაშო მოედანზე წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარების ახალი გზები. ადამიანის გლობალური უფლებების საკითხებთან დაკავშირებით „მოქმედების“ ახალ და მარტივ საშუალებებს ბავშვებს ინტერნეტიც სთავაზობს. იხილეთ ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდები და მოიძიეთ სამოქმედო იდეები.

რა დონის და ტიპისაც არ უნდა იყოს ბავშვების მოქმედება, მას თავად ბავშვები უნდა ირჩევდნენ და მართავდნენ. წამყვანს შეუძლია წაახალისოს და დაეხმაროს ბავშვებს მათი მიზნების შესაფერისი მოქმედების შერჩევაში, მაგრამ მოქმედების დაწყების ინიციატივა უნდა მოდიოდეს ბავშვებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები ისწავლიან არა იმას, თუ როგორ გახდნენ აქტიური მოქალაქეები, არამედ მათი უფროსის მითითებების შესრულებას.

მცირე ზომის ჯგუფებშიც კი შეიძლება არსებობდეს დიდი განსხვავება ბავშვებს შორის მოქმედების დაწყების მზადყოფნის და სურვილის თვალსაზრისით. არც ყველა მათგანი, ვინც მოისურვებს რაიმეს გაკეთებას, დათანხმდება ერთსა და იმავე მოქმედებაზე. წამყვანი უნდა დაეხმაროს ბავშვებს იმ მოქმედების ვარიანტების დიაპაზონის მოძიებაში, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და ინტერესებს. წამყვანის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ვალდებულია, მოუწოდოს ბავშვებს, იფიქრონ თავიანთი გამოცდილების ჭრილში, განსაკუთრებით კი დაუკავშირონ ადამიანის უფლებებს საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ. მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მათი სკოლა უკეთ უნდა ხვდებოდეს ახალ მოწაფეებს, მაგრამ მათ შესაძლოა დასჭირდეთ წამყვანის დახმარება მათი ქმედებების დასაკავშირებლად ადამიანის უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან.

6.9 წამყვანის მიერ გაწეული დახმარება

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტო“ „წამყვანს“ უწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამზადებს, წარმოადგენს და კოორდინაციას უწევს ყველა სავარჯიშოს და ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ, განიცადონ და გამოსცადონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. წამყვანი ქმნის სცენას და წარმოადგენს სიუჟეტს, რომელშიც პატივისცემით ეპყრობიან ადამიანის უფლებებს, მაგრამ ამ სცენაზე მთავარი როლების შემსრულებლები ბავშვები არიან. თუმცა სრულყოფილი გარემო ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მისაღებად არ არსებობს. თვით ის სიტუაციებიც, როდესაც ბავშვები არღვევენ ერთმანეთის უფლებებს, შეიძლება გახდეს სასწავლო გამოცდილება. ამასთან, ნებისმიერი სავარჯიშოს წარმატება დამოკიდებულია, ძირითადად, წამყვანის ტაქტზე, უნარზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

ბავშვებთან მომუშავე მრავალმა ადამიანმა არ იცის, რა არის დახმარება სწავლაში, და მიაჩნია, რომ იგი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მოუხერხებელია. მათ ეჭვი არ ეპარებათ თავიანთ ტრადიციულ - „ლიდერის“ ან „მასწავლებლის“ - როლში. ბავშვების უმრავლესობაც, როგორც წესი, მოელის, რომ უფროსები მიაწოდებენ ინფორმაციას, თუმცა ბავშვები მეტი ენთუზიაზმით კისრულობენ პასუხისმგებლობას თავიანთი სწავლისადმი, ვიდრე უფროსები, რომლებიც ძნელად თმობენ თავიანთ, როგორც ავტორიტეტებისა და ექსპერტების, როლს. თუმცა დახმარება ძნელი არ არის, და ბევრი წამყვანი სწავლობს მას „საქმის კეთების პროცესში“, თუ, რა თქმა უნდა, მათ ესმით და ისინი თანახმანი არიან გადავიდნენ სწავლების ისეთ სტილზე, რომლის ცენტრში ბავშვია და რომლისადმი მიდგომა გულისხმობს სწავლას მიღებულს გამოცდილებაზე დაყრდნობით.

დახმარების ხელოვნება მოითხოვს არამარტო ყურადღების ფოკუსის შენაცვლებას, არამედ მაღალი დონის თვითანალიზსაც. ვინაიდან ბავშვებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს უფროსების საქციელი, წამყვანებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ადამიანის უფლებათა ფასეულობების იმ მოდელების შექმნისას, რომელთა გადაცემაც სურთ ბავშვებისთვის. მაგალითად, გენდერული სტერეოტიპის შექმნისადმი მიძღვნილი პრაქტიკული სავარჯიშო აზრს დაკარგავს, თუ წამყვანი გამოავლენს წინასწარ შექმნილ ტრადიცულ დამოკიდებულებას სქესებისადმი. სწორედ ამიტომ წამყვანებმა უნდა გამოავლინონ და გულახდილად აღიარონ საკუთარი ცრურწმენები და წინასწარ შექმნილი წარმოდგენები, მით უმეტეს, თუ ისინი ჯგუფში მყოფი ბავშვების წინააღმდეგ არის მიმართული.

კითხვა: ყველა ადამიანს აქვს ცრურწმენა! რა ცრურწმენა გაგაჩნიათ თქვენ? შესაძლებელია თუ არა, რომ ზოგმა თქვენმა ცრურწმენამ გავლენა იქონიოს იმ ბავშვებზე, რომლებთანაც მუშაობთ? რა შეიძლება იღონოთ ამ ცრურწმენის წინააღმდეგ?

6.10 აზროვნების და სწავლის სხვადასხვა სტილი

▲ზევით დაბრუნება


ბავშვის ნიჭისა და ინტერესების გამოსაღვიძებლად წამყვანებს დიდად წაადგებათ, თუ მათთვის ცნობილი იქნება ადამიანების, მათ შორის საკუთარი აზროვნებისა და სწავლის საშუალებების მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი იყენებს აზროვნებისა და სწავლის სხვადასხვა სტილის ნარევს, თითოეულ ადამიანს გააჩნია მისთვის სასურველი ან მთავარი სტილი.

6.11 როგორია თქვენი ფიქრის სტილი?

▲ზევით დაბრუნება


* ისინი, ვინც ნანახიდან სწავლობს, სამყაროს, ჩვეულებრივ, ხედავენ სურათებში. ისინი შესაძლოა იყენებენ ისეთ ფრაზას, როგორიცაა: „ვხედავ, რასაც გულისხმობ“.

* ისინი, ვინც სმენით სწავლობს, მეტს იხსენებენ მოსმენილიდან და შეიძლება იყენებენ ისეთ ფრაზას, როგორიცაა: „მესმის, რომ კარგი აზრია“.

* მათ, ვინც კინესტეტიკურად სწავლობს, ნანახი, მოსმენილი, გაგონილი ახსოვთ შეგრძნებებითა და გრძნობებით. ისინი, ჩვეულებრივ, იყენებენ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: „მე ეს მიყვარს“ („მომწონს“ ), („მოდი, ვცადოთ“).

6.12 რომელია სწავლის თქვენთვის საყვარელი ან მთავარი სტილი?

▲ზევით დაბრუნება


* აქტივისტები საუკეთესოდ სწავლობენ ახალ გამოცდილებაზე, გამოცდილებიდან წარმოქმნილ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით. მათ უყვართ თამაშები, გუნდური მუშაობა, აქტივობები, რომლებშიც მოცემულია დავალება და განაწილებულია როლები. ისინი უარყოფითად რეაგირებენ პასიურ სწავლებასა და ინდივიდუალურ საქმიანობაზე, როგორიცაა კითხვა და დამოუკიდებელი კვლევა, აგრეთვე დავალებებზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების გამახვილებას დეტალებზე.

* მოაზროვნეები საუკეთესოდ სწავლობენ, როდესაც შეუძლიათ რაიმე სავარჯიშოს გააზრება. მათ უყვართ კვლევა-ძიების ჩატარება, მომხდარის და ნასწავლის გააზრება. ისინი უარყოფითად რეაგირებენ სხვათა მცდელობებზე, მოახვედრონ ყურადღების ცენტრში, როდესაც არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის მონაცემები დასკვნის გამოსატანად და უხდებათ მოკლე გზით სიარული ან ზედაპირული სამუშაოს შესრულება.

* თეორეტიკოსები საუკეთესოდ სწავლობენ, როდესაც ის, რასაც შეისწავლიან, არის სისტემის, მოდელის, ცნების ან თეორიის ნაწილი. მათ მოსწონთ მკაფიოდ დასახული მიზნის მქონე სტრუქტურული სიტუაციები, საინტერესო იდეებისა და კონცეფციების გარჩევა. მათ ხშირად არ მოსწონთ ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომლებშიც ყურადღების ცენტრშია გრძნობები.

* პრაგმატისტები საუკეთესოდ სწავლობენ იმ აქტივობებიდან, რომლებშიც განხილვის თემა პირდაპირ უკავშირდება რეალურ პრობლემას და მათ შეუძლიათ გამოიყენონ უკვე ნასწავლი მასალა. ისინი უარყოფითად რეაგირებენ ისეთ სწავლაზე, რომელიც, მათი აზრით, განყენებულია რეალობისგან, აგრეთვე„ყველა თეორიაზე და ზოგად პრინციპზე“

კითხვა: შეეცადეთ, გაიხსენოთ საყვარელი მასწავლებელი, ტრენერი ან წამყვანი. რა საშუალებები გამოიყენა ამ ადამიანმა იმისთვის, რომ დაგხმარებოდათ სწავლის პროცესში?

შეესაბამება თუ არა ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი ურთიერთობის სტილი თქვენი აზროვნების და სწავლის სტილს?

ადამიანების უმრავლესობა, ბუნებრივია, ასწავლის და მუშაობს ჯგუფებთან ისე, როგორც ეს შეესაბამება მათი აზროვნებისა და სწავლის სტილს. სამართლიანია თუ არა ეს თქვენს შემთხვევაში?

* როგორი ტიპის მოსწავლეებთან მიაღწევდით ყველაზე მეტ შედეგს?

* როგორი ტიპის მოსწავლეებს გაუძნელდებოდათ ყველაზე მეტად თქვენგან ცოდნის შეძენა?

* რამდენად მოქნილი შეგიძლიათ გახადოთ თქვენი ურთიერთობის სტილი, რათა მეტი მოსწავლე დააინტერესოთ სწავლის პროცესით?

პრაქტიკაში ყველა ადამიანი იყენებს აზროვნებისა და სწავლის საშუალებათა კომბინაციას. ბავშვთა ყოველი ჯგუფი წამყვანს აყენებს სწავლის მოთხოვნილებებისა და ათვისების მრავალი სხვადასხვა სტილის შერჩევის პრობლემის წინაშე. ეს უნდა გახსოვდეთ „კომპასიტოდან“ პრაქტიკული სავარჯიშოების შერჩევისას, რათა სავარჯიშოთა ტიპები შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენი ბავშვების მოთხოვნილებებთან და ათვისების სტილთან.

აზროვნებასა და სწავლაში არსებული განსხვავებებით შეიძლება აიხსნას ის, თუ როგორ ტარდება პრაქტიკული სავარჯიშოები, როგორ მონაწილეობენ ბავშვები შემდგომ განხილვებში და როგორ შეფასებას აძლევენ მათ. თქვენ შეამჩნევთ, რომ ერთი და იგივე სავარჯიშო სხვადასხვა ბავშვში მონაწილეობის განსხვავებულ დონეს და განსხვავებულ შედეგებს წარმოშობს. ზოგი ბავშვი სხვებზე მეტი მონდომებით პასუხობს კითხვებს გამოკითხვის დროს. საჭიროა, აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა აზროვნებისა და სწავლის სტილით შესაძლებელია აიხსნას ამ განსხვავებების მხოლოდ ნაწილი. მთელი რიგი ფაქტორების გამო (რომლებსაც თქვენ ვერ გააკონტროლებთ) ბავშვებმა შეიძლება სულ სხვანაირი რეაგირება მოახდინონ სხვა დღეს ჩატარებულ იმავე ტიპის სავარჯიშოზე! როდესაც უკეთესად გაეცნობით „კომპასიტოს“ სავარჯიშოებს, უფრო ადვილად ახსნით ამ განსხვავებებს.

6.13 ბავშვების განვითარების დონეები

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტოში“ შესული პრაქტიკული სავარჯიშოები შემუშავებული იქნა 6-დან 13 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის, თუმცა ბევრი მათგანი ადვილად მოსარგებია უფრო მცირე ან უფრო მეტი ასაკის ბავშვებზე და მოზრდილებზეც. ბავშვობა იდეალური დროა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების დაწყებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვან ბავშვებს უკვე გააჩნიათ მტკიცე ფასეულობები და დამოკიდებლებები, ისინი თავისუფლად ითვისებენ ახალ პერსპექტივებსა და გამოცდილებას. ისეთი ფასეულობების განვითარება, როგორიცაა პატივისცემა სხვათა მიმართ და შემწყნარებლური დამოკიდებულება განსხვავებებისადმი, ან ისეთი თვისებების და უნარების განვითარება, როგორიცაა თანაგრძნობა და კრიტიკული აზროვნება, საჭიროებს არაერთ წელიწადს. დაწყება არასდროს არ არის ძალიან ადრე! ამავე დროს, ბავშვები ძალზე დამოკიდებული არიან უფროსების, განსაკუთრებით მათი ოჯახის წევრების, მზრუნველებისა და მასწავლებლების, აგრეთვე თავიანთი თანატოლების ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერაზე. ადამიანის უფლებათა ზოგიერთი ფასეულობა და დამოკიდებულება, რომლებსაც „კომპასიტო“ გვასწავლის, შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ბავშვების ცხოვრების სხვა სფეროებში ნანახ ფასეულობებთან და დამოკიდებულებებთან. მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და თემის ლიდერებისთვის „კომპასიტოს“ მიზნებისა და მეთოდების შესახებ ახსნა-განმარტებების მიცემა უზრუნველყოფს პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილებას. წამყვანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ პოტენციური კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხეს როგორც თვით ბავშვში, ისე ბავშვის ოჯახურ, სკოლის და თემის გარემოში. ყველა შემთხვევაში განვითარების ნებისმიერ დონეზე მყოფი ბავშვი არ უნდა მოხვდეს ამგვარი კონფლიქტის ცენტრში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ბავშვი უნიკალურია, ქვემოთ მოცემულ სიებში შეჯამებულია ასაკობრივი ჯგუფების მთავარი მახასიათებლები. კვალიფიციურმა წამყვანმა უნდა დაადგინოს ჯგუფის განვითარების დონე და შეარჩიოს და/ან მიუსადაგოს პრაქტიკული სავარჯიშოები მათ ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ განვითარებას.

6-7 წლის ასაკი:

ფიზიკური განვითარება

* მოსწონთ ეზოში ან ქუჩაში თამაში, ახასიათებთ აქტიურობის ხანმოკლე, მაგრამ მკვეთრი მომატება

* ურჩევნიათ მარტივი, ხელებით შესასრულებელი დავალებები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც კომბინირებულია კონკრეტული ფიზიკური თვისების განვითარებასთან

შემეცნებითი და ემოციური განვითარება

* უყვართ ლაპარაკი, მაგრამ ყურადღების კონცენტრირებას ცოტა ხნით ახერხებენ და უჭირთ სხვათა მოსმენა

* არიან ძალიან ცნობისმოყვარეები

* საუკეთესოდ ითვისებენ ფიზიკური გამოცდილების მეშვეობით

* უჭირთ გადაწყვეტილების მიღება

* იციან წერა-კითხვა, მაგრამ ეს უნარ-ჩვევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა

* აქვთ მაღალი წარმოსახვის უნარი და თავისუფლად უერთდებიან თამაშებს როლების

განაწილებით და ფანტაზიის მოშველიებით

* უყვართ ზღაპრები, მოთხრობები მეგობრობაზე და სუპერგმირებზე

* უყვართ მულტფილმები

სოციალური განვითარება

* ძალიან უყვართ შეჯიბრებაში მონაწილეობა

* ზოგჯერ უჭირთ ერთობლივ საქმიანობაში ჩართვა

8-10 წლის ასაკი:

ფიზიკური განვითარება

* რჩება შთაბეჭდილება, რომ აქვთ ულევი ფიზიკური ენერგია

შემეცნებითი და ემოციური განვითარება

* უყვართ ახალი მასალის შესწავლა, მაგრამ არა სიღრმისეულად

* უფრო მეტი ესმით სხვა ადამიანებს შორის განსხვავებებისა და უთანასწორობის შესახებ

* მოსწონთ პრობლემების გადაწყვეტა

* მოსწონთკითხვა-პასუხის თამაშები

* შეიძლება ძალიან დასწყდეთ გული, თუ მათ მიერ შესრულებული სამუშაო არ უპასუხებს მათ მოლოდინს

სოციალური განვითარება

* მოსწონთ მეტი დამოუკიდებლობა, თუმცა მაინც ესაჭიროებათ დახმარება

* მოსწონთ თანატოლებთან საუბარი და მათთან სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა

* ახასიათებთ ძალზე კრიტიკული მიდგომა საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ

* უკეთ შეუძლიათ ერთობლივი საქმიანობის შესრულება

* მოსწონთ ჯგუფის წევრობა

* იწყებენ ნამდვილი გმირების, ტელეგმირების და სპორტის ვარსკვლავების იდეალიზაციას მულტფილმების გმირების ნაცვლად

11-13 წლის ასაკი:

ფიზიკური განვითარება

* აღწევენ გარკვეულ სიმწიფეს, თუმცა ეს ცვლილებები განსხვავებულად ვლინდება ბავშვებში და შეიძლება გამოიწვიოს სიმორცხვე და უხერხულობის გრძნობა

შემეცნებითი და ემოციური განვითარება

* აღწევენ გარკვეულ სიმწიფეს აბსტრაქტული აზროვნების უფრო მეტად განვითარების მხრივ

* სიამოვნებით მონაწილეობენ დავებში და მსჯელობებში რაიმე საკითხის ირგვლივ

* ზოგი თამაში მათთვის ძალზე მარტივი და მოსაწყენი ჩანს, ურჩევნიათ კომპლექსური აქტივობები, რომლებიც ითვალისწინებს ორიგინალური სტრატეგიისა და პროდუქტების შექმნას

* ახასიათებთ სწრაფვა სრულყოფილებისკენ თავიანთ საქმიანობაში

* უჩნდებათ შეგრძნება, რომ სხვადახვა ამბავი ან მოვლენა შეიძლება განხილული იქნეს ერთზე მეტი პერსპექტივიდან

* სულ უფრო მეტად აინტერესებთ სოციალური და მიმდინარე მოვლენები სოციალური განვითარება

* სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ უფრო ფართო სოციალური და ფიზიკური გარემოს მიმართ

* მოსწონთ საკუთარი და სხვათა შესაძლებლობების საზღვრების გამოცდა

* შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს სილაღისა და სერიოზულობის შეთავსება

* სულ უფრო მეტად აწუხებთ, როგორ გამოიყურებიან სხვათა თვალში

* უყვართ სწავლა მისაბაძი მაგალითებიდან

* იწყებენ უფრო სრულყოფილი თამაშის მოფიქრებას ჯგუფებსა და გუნდებში

* მოსწონთ ერთობლივი მუშაობა საერთო მიზნების მისაღწევად

* არიან თანატოლების შეხედულებებისა და ქცევების ძლიერი გავლენის ქვეშ

6.14 რას წარმოადგენს „კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშო?

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტოს“ პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა საკითხების გამოცდილებაზე დაყრდნობით და სიტუაციების, სწავლის სტილისა და განვითარების დონის დიდი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შესწავლის ხელშეწყობას. „კომპასიტოს“ სავარჯიშო იწყება აბსტრაქტული, წარმოსახვითი სიტუაციის შექმნით, რომელშიც ბავშვები ჩართულნი არიან როგორც ჯგუფი, თუმცა შემდგომი განხილვისა და შეფასების ნაწილს მივყავართ უფრო ინდივიდუალურ დონემდე. მრავალ სპეციალისტს განხილვა და შეფასება სავარჯიშოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიაჩნია. მათ გარეშე „კომპასიტო“ მხოლოდ სავარჯიშოა და მეტი არაფერი. თუმცა ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაზე გაცილებით მეტი და რეალური ზიანი განხილვისთვის თავის არიდებას მოაქვს: ამან შეიძლება წარმოქმნას სტერეოტიპები და ბავშვებში აქტივობით გამოწვეული გრძნობები ტრივიალურ გრძნობებამდე დაიყვანოს.

ამგვარი ტიპის არაფორმალური განათლება ძლიერ გრძნობებს იწვევს. ადამიანის უფლებების ზოგიერთი თემა შეიძლება ძალიან წააგავდეს ამა თუ იმ ბავშვის ცხოვრების რეალობას, რაც უხერხულობას იწვევს. წამყვანებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ ამის შესახებ მათ ჯგუფში ჩასატარებელი ნებისმიერი პრაქტიკული სავარჯიშოს შერჩევის ან ადაპტირების დროს.

„კომპასიტოში“ ყველა სავარჯიშო წარმოდგენილია ისეთ ფორმატში, რომლის მიზანია წამყვანებისთვის დახმარების აღმოჩენა იმ სავარჯიშოთა შერჩევის და ჩატარების საქმეში, რომლებიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ჯგუფის საჭიროებებს. აქ არის განსახილველი საკითხი, რჩევები სავარჯიშოს ჩატარებასთან და ადაპტირებასთან დაკავშირებით, ასევე რჩევები, თუ რა დამატებითი აქტივობები შეიძლება ჩაუტარდეს შემდგომში ჯგუფს მოცემულ სავარჯიშოში განხილულ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

პრაქტიკული სავარჯიშოს დასახელება
აღწერილობითი ქვესახელწოდება

თემები

სავარჯიშოში განხილული ადამიანის
უფლებების თემები (ამ თემების
განსახილველად იხ. თავი V, გვ.???).
სავარჯიშოთა უმეტესობისთვის
შემოთავაზებულია სამი თემა, რომლებიც
წამყვანებს საშუალებას აძლევს, ყურადღება
გაამახვილონ საკითხზე, რომელიც ყველაზე
ახლოსაა ბავშვების პრობლემებთან და
ინტერესებთან. თემები ასევე გულისხმობს
ურთიერთდამოკიდებულებას და
ურთიერთკავშირს ადამიანის უფლებებთან
დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შორის.

სირთულის დონე

ქულები 1, 2 ან 3, ისეთ ფაქტორებზე
დაყრდნობით, როგორიცაა ბავშვების
ცოდნის დონე და საჭირო მონაცემები,
სწავლის მიზნები, საგნის სირთულე, წესების
განრიგის სირთულე, პოტენციური რისკები
და ჯგუფური დინამიკა. სირთულის უფრო
მაღალი ხარისხი გულისხმობს მეტ სირთულეს
სასწავლო ამოცანების მისაღწევად. თუმცა
შესაძლებელია მრავალი სავარჯიშოს ადაპტირება
სირთულის ხარისხის შეცვლის მიზნით.
კომპლექსური სავარჯიშოები, როგორც წესი,
უფრო მდიდარია დინამიკის, საკითხების და,
შესაბამისად, მიღებული შედეგების
თვალსაზრისით.

ასაკი

სავარჯიშოსთვის შესაფერისი
ასაკობრივი ჯგუფი.

ხანგრძლივობა

სავარჯიშოს ჩატარებისთვის და
განხილვისთვის საჭირო საშუალო
დრო. რეალური დრო შეიძლება
დამოკიდებული იყოს ბევრ ისეთ
ფაქტორზე, როგორიც არის ჯგუფის
სიდიდე და მოწიფულობა.

ჯგუფის სიდიდე

სავარჯიშოს ჩასატარებლად საჭირო
ბავშვების ოპტიმალური რაოდენობა.

სავარჯიშოს ტიპი

მოქმედებათა ტიპები, რომლებსაც
საჭიროებს სავარჯიშო (მაგალითად,
თამაში როლების განაწილებით, ხატვა,
დისკუსია, თამაშები ბარათებით).

სავარჯიშოს აღწერა

მოკლე შეჯამება იმისა, თუ რა ხდება
სავარჯიშოს ჩატარებისას.

მიზნები

სავარჯიშოს დაგეგმილი შედეგები ადამიანის
უფლებების შესახებ/ადამიანის უფლებების
დასაცავად ცოდნის, უნარ-ჩვევების
შეძენის, დამოკიდებულებების, მოქმედების ან
ქცევის შესწავლისთვალსაზრისით.

მომზადება

სავარჯიშოს დასაწყებად საჭირო
ნივთების ჩამონათვალი.

მასალები

სავარჯიშოს ჩასატარებლად საჭირო
მასალების ჩამონათვალი.

მითითებები

თანმიმდევრული მითითებები
სავარჯიშოს ორგანიზებისა და
ჩატარებისათვის.

სავარჯიშოსშემდგომი
განხილვა და შეფასება

განსახილველი თემები სავარჯიშოს
შესახებ დაფიქრების, მისი
ძირითადი იდეების სიტყვიერი
სახით ჩამოყალიბების და
განზოგადების, აგრეთვე ადამიანის
უფლებებთან მათი დაკავშირების
მიზნით. განხილვა ნებისმიერი
სავარჯიშოს უმნიშვნელოვანესი
ნაწილია და დაუშვებელია მისი
თუნდაც ერთხელ გამოტოვება!

რჩევები შემდგომი
მუშაობისთვის

შემდგომი ჯგუფური მოქმედება
ან „კომპასიტოს“ სხვა სავარჯიშოები,
რომლებიც შეიძლება დაემატოს მოცემულ
სავარჯიშოს.

ღამდენიმე იდეა,
რომლებიც მუშაობაში
დაგეხმარებათ

წინადადებები სავარჯიშოს მიერ
დასმული საკითხების გარკვევის გზებთან
დაკავშირებით.

სასარგებლო რჩევები

წამყვანს

რჩევები სავარჯიშოს გაუმჯობესების
და/ან ადაპტირების ან პოტენციური პრობლემების
თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.

დამატებითი
ინფორმაცია

სავარჯიშოსთვის სასარგებლო დამატებითი
ინფორმაცია.

დასარიგებელი მასალა

სავარჯიშოს ჩასატარებლად საჭირო
მასალები (მაგალითად, ბარათები
როლებით, სიტუაციის ამსახველი
ბარათები, ნახაზები, ნახატები, რუკები).

6.15 ბავშვის უფლებათა კონვენცია როგორც საფუძველი

▲ზევით დაბრუნება


„კომპასიტოს“ ყოველი პრაქტიკული სავარჯიშო პირდაპირ ან ირიბად შეეხება ბავშვის უფლებათა კონვენციას. ზოგიერთი სავარჯიშო აცნობს ბავშვებს ამა თუ იმ დოკუმენტს (მაგალითად, „კურდღლის უფლებები“, გვ. 124; „გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“, გვ. 74). სხვა პრაქტიკული სავარჯიშოები ეყრდნობა წინამდებარე შესავალს, რათა ბავშვებს გააცნონ მათი უფლებები (მაგალითად, „ადამიანის უფლებათა კალენდარი“, გვ. 54; „ადამიანის უფლებები ახალ ამბებში“, გვ. 61; „უფლებების მონიშვნა რუკაზე“, გვ. 166). ზოგი, უფრო რთული სავარჯიშოს ფარგლებში, ბავშვებს სთხოვენ გადაწყვიტონ, რა არის ან რა არ არის მათი უფლება ან დაასახელონ კონკრეტული უფლებები (მაგალითად, „სამაგიდო თამაშები“, გვ. 147).

ვინაიდან ბავშვის უფლებათა კონვენციას ცენტრალური ადგილი უკავია „კომპასიტოში“, წამყვანები ჯერ თვითონ უნდა გაეცნონ ამ დოკუმენტს და შეძლონ მისი შინაარსის განმარტება ბავშვებისთვის. „კომპასიტოში“ მოცემულია ბავშვის უფლებათა კონვენციის ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია (დანართი VI, გვ. 285). ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი გამოიყენება მრავალ სავარჯიშოში, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ლამინირებული ასლების დამზადება მათი ხშირად გამოყენების მიზნით. თქვენ შეიძლება მოგინდეთ დოკუმენტის პოსტერის ზომის ვერსიის დამზადებაც, რათა დაკიდოთ იმ ადგილას, სადაც ხვდებით ბავშვებს, და ადვილად მოახდინოთ კონვენციის ციტირება.

ბავშვის უფლებათა კონვენციაში არის რამდენიმე რთული ცნება, რომლებიც აუცილებლად უნდა განემარტოს ბავშვებს:

ღირსება: ყოველი ადამიანის თანასწორობა და თანდაყოლილი ღირსება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ცნებაა. ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ ამ ცნების ახსნა-განმარტება კონკრეტული სიტყვების მოშველიებით.

დისკრიმინაცია: დისკრიმინაციის არარსებობა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი ფუნდამენტური ცნებაა, რომელიც ჩართულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა ძირითად დოკუმენტში. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში, რაც ბავშვებმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგონ. ეს არის:

* რასა

* ეთნიკური და სოციალური წარმომავლობა, ქონება (სოციალური და ეკონომიკური სტატუსი)

* დაბადება, რაც გულისხმობს ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ ქორწინებაში ან ქორწინების გარეშე

მზარდი შესაძლებლობები („მოწიფულობის ზრდა“): ეს ფრაზა მე-5 მუხლში შეეხება ბავშვის მიერ უფლებების გამოყენების შესაძლებლობის ზრდას ასაკის მომატებასთან ერთად მეტი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარის შეძენის წყალობით.

ლტოლვილი („თქვენ ჩამოხვედით ახალ ქვეყანაში, ვინაიდან თქვენი სამშობლო არ იყო უსაფრთხო“): 22-ე მუხლი შეეხება ლტოლვილებს. ბავშვების უმრავლესობა (და ბევრი ზრდასრული ადამიანიც) ვერ ხედავს განსხვავებას ემიგრანტს, რომელიც ჩამოვიდა ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, და ლტოლვილს შორის, რომელმაც დატოვა თავისი სამშობლო საფრთხისა და დევნის სავსებით დასაბუთებული შიშის გამო. ემიგრანტებისგან განსხვავებით ლტოლვილთა უმეტესობას სურს სამშობლოში დაბრუნდეს, როდესაც მათ აღარაფერი დაემუქრებათ, და მათ ეკუთვნით იმ ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა, რომელსაც თავი შეაფარეს. თქვენ ალბათ იმის ახსნაც მოგიწევთ, რომ ადამიანები, რომლებიც აიძულეს მიეტოვებინათ თავიანთი სახლები, მაგრამ რჩებიან საკუთარ სამშობლოში, ითვლებიან არა ლტოლვილებად, არამედ „იძულებით ადგილნაცვალ პირებად“ („დევნილებად“).

შესაძლებელია, საჭირო გახდეს ბავშვის უფლებათა კონვენციის საბავშვო ვერსიაში გამოყენებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინების მნიშვნელობის განმარტებაც და იმის ახსნაც, თუ რატომ არის ეს ცნებები მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისთვის. ზოგიერთ ტერმინს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა და ყველა მათგანი შესაძლოა არც იყოს ცნობილი ბავშვებისთვის (მაგალითად, ის, რომ „ძალადობა“ შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, რეალური და მუქარის ფორმით; რომ „უნარშეზღუდულობა“ შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქიკური და ფსიქო-სოციალური). სხვა ტერმინები ბავშვებმა შეიძლება ბოლომდე ვერც გაიგონ და საჭირო იქნება კონკრეტული მაგალითების მოშველიება (მაგალითად, „ექსპლუატაცია“, „კულტურა“, „შეურაცხყოფა“, „უყურადღებობა“). სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ მაგალითები თავიანთი ცხოვრებიდან.

  • შეურაცხყოფა/ცუდი მოპყრობა/უყურადღებობა

  • არასრულწლოვანთამართლმსაჯულება

  • „მიღებულია ყველგან როგორცპირი კანონის შესაბამისად“

  • თავისუფალი დრო

  • გაერთიანებების შექმნა

  • თავისუფლების დაკარგვა

  • კულტურები/ტრადიციები

  • მედია

  • ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარება“

  • ეროვნება

  • უნარშეზღუდულობა

  • სათანადო საკვები

  • „ისარგებლეთ თქვენი უფლებებით“

  • პორნოგრაფია

  • ექსპლუატაცია

  • პირადი ცხოვრება

  • მთავრობა

  • პროსტიტუცია

  • „დაარეგისტრირეთ თქვენი დაბადების თარიღი და ადგილი“

  • რეაბილიტაცია

  • „მოითხოვეთ თქვენი მდგომარეობის გადახედვა“

  • სოციალური უზრუნველყოფა

  • ჯანდაცვის სფეროს მუშაკები

  • პროფკავშირი, კავშირი

  • „ღირსება და რეპუტაცია“

  • ძალადობა

  • ინდივიდუალობა

  • საომარი მოქმედებები

  • საომარი ზონა

ბავშვის უფლებათა კონვენციის ცნებების გაცნობისას ბავშვებს არ ესაჭიროებათ ამ დონის დეტალური ინფორმაცია, მაგრამ რაც უფრო მეტს იგებენ ისინი ადამიანის უფლებებზე, მით უფრო სჭირდებათ თქვენს მიერ მოძიებული შესაძლებლობები მიღებული ინფორმაციის სწორად გასაგებად ან არასწორად გაგებული ინფორმაციის გამოსასწორებლად. ყოველთვის მზად იყავით, დაიჭიროთ „სწავლებისთვის მოსახერხებელი მომენტი“ .

6.16 პრაქტიკულ სავარჯიშოთა შერჩევა

▲ზევით დაბრუნება


პედაგოგმა მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, როდესაც ღებულობს გადაწყვეტილებას „კომპასიტოდან“ ამა თუ იმ პრაქტიკული სავარჯიშოს არჩევასთან დაკავშირებით. ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი:

1. თქვენი ბავშვები: რომელიმე სავარჯიშოს შერჩევამდე წამყვანმა უნდა იცოდეს:

ა. როგორია ბავშვების განვითარების დონე, ინტერესები, პრობლემები და სწავლის სტილი?

ბ. არსებობს თუ არა ჯგუფში კონფლიქტები და პრობლემები?

გ. დგანან თუ არა ბავშვები თავიანთ თემებში რაიმე კონკრეტული საკითხის ან პრობლემის წინაშე?

დ. რამდენად გათვითცნობიერებულნი არიან ბავშვები ადამიანის უფლებათა საკითხებში? მაგალითად, „კომპასიტოს“ ზოგიერთი სავარჯიშო ითვალისწინებს ბავშვებისთვის ბავშვის უფლებათა კონვენციის წინასწარ გაცნობას.

მაგრამ ნუ ჩათვლით, რომ უნდა შეიკავოთ თავი „კომპასიტოს“ სავარჯიშოების გამოყენებისგან, ვიდრე არ მიიღებთ პასუხს ზემოთ ჩამოთვლილ ყველაკითხვაზე. თამაშის ტიპის აქტივობები ხშირად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა თქვენი ჯგუფის შესახებ ინფორმაციის მისაღებად!

2. თქვენს მიერ დასახული სასწავლო ამოცანა: ზოგი სავარჯიშო შეიძლება ჩატარდეს იმისთვის, რომ გაიზარდოს ზოგადი წარმოდგენა ადამიანის უფლებათა შესახებ ან უბრალოდ გასართობად, თუმცა მათი უმეტესობა შეიძლება და უნდა ეხებოდეს იმ თემებს, რომლებიც ახლოსაა ბავშვებისთვის ან საკამათო თემას წარმოადგენს ჯგუფის, თემის ან მსოფლიოს მასშტაბით. „კომპასიტოს“ სავარჯიშოები ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების შემდეგ თემებზე:

ა. მოქალაქეობა

ბ. დემოკრატია

გ. დისკრიმინაცია

დ. განათლება და თავისუფალი დრო

ე. გარემოს დაცვა

ვ. ოჯახი და ალტერნატიული ზრუნვა

ზ. გენდერული თანასწორობა

თ. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

ი. მედია და ინტერნეტი

კ. მონაწილეობა

ლ. მშვიდობა და ადამიანის უსაფრთხოება

მ. სიღარიბე და სოციალური გარიყვა

ნ. ძალადობა

„კომპასიტოში“ შემავალი, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემების სრული განხილვა იხ. V თავში, გვ. 202.

3. სწავლის თანმიმდევრობა: სიღრმისეული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შეხედულებების მიღება შეუძლებელია მხოლოდ ერთი პრაქტიკული სავარჯიშოს ჩატარების შედეგად. ეცადეთ, შეარჩიოთ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც ქმნიან ადამიანის უფლებათა კონკრეტულ თემაზე ან გარკვეული შესაძლებლობების განვითარების ამოცანაზე დაფუძნებულ სერიას. ამ სერიამ შეიძლება მოიცვას ერთი თვე, სასკოლო მეოთხედი ან მთლიანი სასწავლო წელი. თქვენ შესაძლოა შეჩერდეთ ისეთ სავარჯიშოებზე, რომლებიც შეესაბამება სასწავლო პროგრამაში შემავალი საგნების სფეროებს ან ჯგუფისა თუ საზოგადოების მიმდინარე საკითხებს.

ყველა შემთხვევაში შეეცადეთ, მოძებნოთ ბალანსი სავარჯიშოთა ტიპებს შორის და პრიორიტეტულ ამოცანად დაისახოთ თქვენი ბავშვების მოთხოვნილებები. მეთოდოლოგიური მრავალფეროვნება არამარტო ხალისს მატებს სავარჯიშოებს, არამედ საშუალებას აძლევს ბავშვებს, ისწავლონ როგორც შეგრძნებებისა და ემოციების, ასევე გონების მეშვეობით. ამისთვის „კომპასიტო“ გთავაზობთ პროცედურებისა და მეთოდოლოგიების ფართო არჩევანს (მაგალითად, განხილვა, დებატი, თხრობა, სიტუაციის სიმულირება, როლების გათამაშება, თამაშები ბარათებით, შემოქმედებითი სავარჯიშო, აქტიური ჯგუფური შეჯიბრებები).

შერჩევის პროცესში შემდგომი დახმარების მიზნით იხილეთ 52-ე გვერდზე ცხრილი შესაბამისი ინფორმაციით „კომპასიტოს“ ყველა პრაქტიკული სავარჯიშოს შესახებ.

6.17 პრაქტიკულ სავარჯიშოთა ადაპტირება

▲ზევით დაბრუნება


გთავაზობთ, გამოიყენოთ „კომპასიტო“ როგორც კერძების რეცეპტების წიგნი. კარგი მზარეულების მსგავსად, წამყვანებმა თავისუფლად უნდა შეძლონ სავარჯიშოს „ინგრედიენტების“ შეცვლა, რათა მოურგონ ისინი მათი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ დროს, მასალას, ზომას, შესაძლებლობებსა და გარემოებებს. სავარჯიშოთა უმრავლესობაში მოცემულია რჩევები ადაპტაციასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯგუფში თქვენ ხვდებით განსხვავებული სწავლის სტილისა და შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. თქვენთვის, როგორც წამყვანისთვის, გაცილებით უფრო იოლი იქნება ბავშვებისთვის სწავლის სხვადასხვა მეთოდის შეთავაზება, ვიდრე ბავშვებისთვის იმ ერთადერთ მეთოდთან ადაპტირება, რომელსაც თქვენ მოითხოვთ. მაგალითად, რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებზე დაფუძნებულმა სავარჯიშომ, როგორიც არის „ადამიანის უფლებები ახალ ამბებში“, გვ. 61, შეიძლება აღაფრთოვანოს „პრაგმატისტები“, მაგრამ არ მოეწონოს „თეორეტიკოსებს“ თქვენ შეგიძლიათ ამ სავარჯიშოს ადაპტირება და მისი ანალიტიკური ასპექტების გაზრდა, თუ მოიყვანთ მედიის სხვადასხვა საშუალებების მიერ ამ პრობლემის განსხვავებული გაშუქების შედარებას. შესაძლებელია, აგრეთვე, მრავალი სავარჯიშოს ადაპტირება წერა-კითხვის უნარ-ჩვევების განსხვავებული დონის ასახვის მიზნით. მაგალითად, წამყვანს შეუძლია გააკონტროლოს ისეთი სავარჯიშოების წერილობით ფორმაში შესასრულებელი დავალებები, როგორიცაა „კურდღლის უფლებები“, მიმართეთ შემოქმედებით გზებს, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, რეაგირება მოახდინონ ნასწავლზე. მაგალითად, ჯგუფურ განხილვებთან ერთად ბავშვებმა შეიძლება ხატონ, მიმართონ პანტომიმას, საკუთარი აზრები დააფიქსირონ ჟურნალში ან გაუზიარონ თავიანთ პარტნიორებს წყვილში.

პრაქტიკული სავარჯიშოების გულმოდგინე შერჩევა და ადაპტირება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების აქტივობებში ჩართვის და თანაბარი მონაწილეობისთვის, როგორიც არიან უსახლკარო, ემიგრანტი, ლტოლვილი ბავშვები და სგანგებო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები. ნუ შეეხებით იმას, რაც შეიძლება ასახავდეს მტკივნეულ განსხვავებებს ბავშვებს შორის.

განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით უნარშეზღუდულ ბავშვებს და ეცადეთ, არ ჩააგდოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ისინი „დათანხმდებიან“, მიიღონ მონაწილეობა სავარჯიშოში, რომელშიც ისინი ვერ შეძლებენ ასპარეზობას თანაბარ პირობებზე. ამის სანაცვლოდ, როდესაც იცით, რომ თქვენს ჯგუფში ჩართული ბავშვი ფიზიკურად შეზღუდულია, მოახდინეთ სავარჯიშოს ადაპტირება ბავშვის შესაძლებლობებთან, ნაცვლად ლოდინისა, რომ ბავშვი თვითონ მოახდენს ადაპტაციას სავარჯიშოსთან. მაგალითად, უნარშეზღუდული ბავშვის მდგომარეობასთან ადაპტაციის მიზნით:

  • სავარჯიშოს მსვლელობის დროს თავი აარიდეთ წითელი და მწვანე ფერების გამოყენებას, ვინაიდან დალტონიზმით დაავადებული ბავშვები ძნელად არჩევენ ამ ფერებს.

  • შეზღუდული მხედველობის მქონე ბავშვებისთვის იქონიეთ ბრაილის შრიფტით შესრულებული განმარტებები და დასარიგებელი მასალა.

  • ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ მოძრაობენ, მოათავსეთ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ჩართვას სავარჯიშოში.

  • გამოიყენეთ გამოსახულებები და წერილობითი ინსტრუქციები შეზღუდული სმენის მქონე ბავშვების სავარჯიშოში ჩართვის მიზნით.

6.18 რჩევები მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით

▲ზევით დაბრუნება


კვალიფიციურ წამყვანს შეუძლია უზრუნველყოს ყველა ბავშვის, მათ შორის საკუთარ თავში ჩაკეტილი და გაფანტული გონების მქონე ბავშვების, სრული მონაწილეობა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა ამასთან დაკავშირებით:

  • რამდენიმეჯერ ხელახლა ჩამოაყალიბეთ თქვენი კითხვები იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა გაიგოს მათი შინაარსი.

  • გამოიყენეთ ბავშვებისთვის ადვილად გასაგები სიტყვები, მოერიდეთ ჟარგონულ გამოთქმებს.

  • ინფორმაციის მიწოდებისას დარწმუნდით, რომ იგი სწორად არის გაგებული (მაგალითად, იკითხეთ: „გასაგებად ვთქვი?“ და არა: „გაიგეთ თუ არა?“).

  • დასვით ღია კითხვები, რომლებზეც ბევშვები ვერ უპასუხებენ მხოლოდ „დიახ“-ს ან „არა“-ს (მაგალითად, ნაცვლად კითხვისა: „მოგეწონა თუ არა ეს სავარჯიშო?“ შეეკითხეთ: „რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ სავარჯიშომ?“).

  • დააწესეთ დისკუსიის წარმართვის წესები (მაგალითად, რომ არ შეიძლება შეაწყვეტინო სხვას საუბარი - ნაცვლად ამისა საჭიროა ხელის აწევა, თუ ბავშვებს სურთ აზრის გამოთქმა).

  • მიმართეთ პასიურ ბავშვს და სთხოვეთ, მოგიყვეთ ან გაგიზიაროთ თავისი გამოცდილება, მაგრამ ნურასდროს აიძულებთ მას მონაწილეობის მიღებას.

  • შექმენით სხვადასხვა როლები ჯგუფური სავარჯიშოს ჩასატარებლად (მაგალითად, მასალების მენეჯერი, რეპორტიორი, კლერკი).

  • ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ყველა ბავშვს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა სავარჯიშოში.

  • რეგულარულად შეაჯამეთ შედეგები ან სთხოვეთ ბავშვებს ამის გაკეთება.

  • სავარჯიშოს დაწყებამდე გასაგებად აუხსენით ბავშვებს მისი მიზანი, რათა ბავშვებმა იცოდნენ, რას უნდა მოელოდნენ.

  • დაუკავშირეთ მიმდინარე სავარჯიშო წინანდელ და მომავალ სავარჯიშოებს.

  • გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა სავარჯიშომ არ გახადოს ბავშვი დაცინვის ობიექტი, არ ჩააგდოს იგი უხერხულ მდგომარეობაში ან არ გამოიწვიოს უკმაყოფილება მისი ოჯახის მხრიდან.

  • როდესაც შესაძლებელია, ისარგებლეთ სხვა წამყვანების დახმარებით, რითაც ბავშვებს მეტი შანსი უჩნდებათ, დაუკავშირდნენ სხვა წამყვანებს და ეზიარონ სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა სტილს.

  • დაგვეთანხმეთ, რომ ვერცერთი წამყვანი ვერ გააკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ხდება, ან ყოველ ცალკეულ ბავშვს ნებისმიერ მომენტში. გახსოვდეთ მხოლოდ, რომ უნდა იყოთ ყურადღებით და თავი შეიკავოთ გადამეტებული ზრუნვისგან.

6.19 რჩევები წამყვანს

▲ზევით დაბრუნება


ყოველ წამყვანს ესაჭიროება გარკვეული მეთოდებისა და მცირე აქტივობების რეპერტუარი სპეციალური მიზნებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ჯგუფის მოტივაციის შექმნას, ბავშვების ჩართვას, მათი ყურადღების მოზიდვას, დაძაბულობის ან წინააღმდეგობის დაძლევას, ბავშვების ნდობისა და ინტერესის მოპოვებას ან, უბრალოდ, „ყინულის გალღობას“ და გართობას! ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე გამოცდილ და ჩვენთვის საყვარელ მეთოდს. სხვა მეთოდების ნახვა შეგიძლიათ ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა Salto-Youth Support Centre: www.salto-youth.net

6.20 სავარჯიშოები ყინულის გალღობის, განწყობის შექმნის და სტიმულის მიცემის მიზნით

▲ზევით დაბრუნება


ამ სავარჯიშოების მიზანია ჯგუფისთვის სტიმულის მიცემა და სოლიდარობის განწყობის შექმნა:

  • ჯგუფის ნატიურმორტი: სთხოვეთ ბავშვებს, სახლებიდან მოიტანონ ისეთი ნივთი, რომელსაც ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყოველი ბავშვი განმარტავს ნივთის მნიშვნელობას და ნივთი ხდება ჯგუფური გამოფენის ექსპონატი.

  • მეც!1 განუმარტეთ ბავშვებს, რომ მათ უნდა მოძებნონ სხვა ბავშვები, რომლებთანაც აერთიანებთ ერთნაირი მახასიათებლები. შემდეგ გამოაცხადეთ ზოგიერთი კატეგორია (მაგალითად, დაბადების თვე; დებისა და ძმების რაოდენობა; ფეხსაცმლის შესაკრავის ტიპი). სათანადო ვითარების არსებობისას გამოიყენეთ უფრო ფაქიზი კატეგორიები (მაგალითად, რელიგია, სასაუბრო ენა, კანის ფერი).

  • მუსიკალური სკამები: შეკარით სკამებით წრე და სთხოვეთ ბავშვებს, დასხდნენ მათზე. დადექით წრის ცენტრში და აუხსენით ბავშვებს, რომ აპირებთ თქვენი სახელის დაძახებას და რაიმე განცხადების გაკეთებას თქვენს შესახებ. გამოცხადების დროს ყველამ, ვისაც შეეხება განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, უნდა შეცვალოს სკამი (მაგალითად, „მე ვარ X-ი და ვწერ მარცხენა ხელით“ და „მე ვარ X-ი და მყავს კატა“ ან „მე ვარ X-ი და მეჯავრება ------ის ჭამა“). ეცადეთ, დაეუფლოთ სკამს თქვენთვის. შემდეგ ის, ვინც სკამის გარეშე რჩება, აკეთებს განცხადებას თავისი თავის შესახებ. გააგრძელეთ იქამდე, ვიდრე ბავშვების უმრავლესობა არ გამოიყენებს საკუთარი თავის სხვათათვის გაცნობის შესაძლებლობას.

  • პორტრეტები: დაყავით ბავშვები წყვილებად და თითოეულს მიეცით სუფთა ფურცელი და კალამი. აუხსენით, რომ ყოველმა მათგანმა უნდა გააკეთოს მის წყვილში მყოფი ბავშვის სწრაფი ჩანახატი და დაუსვას რამდენიმეკითხვა (მაგალითად, შეეკითხოს, რა ჰქვია, ჰკითხოს ჰობის, მომხდარი საკვირველი ფაქტის შესახებ), რომლებიც აისახება პორტრეტში. მიეცით ამისთვის ცოტა დრო და ყველას მოუწოდეთ, დახატონ რაც შეიძლება დიდი ზომის პორტრეტები და სახელებიც დიდად მიუთითონ. შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, აჩვენონ ჯგუფს მათ მიერ დახატული პორტრეტები და გააცნონ „ორიგინალები“. ბავშვების სახელების დასამახსოვრებლად პორტრეტები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დაკიდეთ.

  • გუნდური მუშაობა: დაყავით ბავშვები პატარ-პატარა ჯგუფებად და მიეცით დრო იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ერთმანეთში საერთო თვისებები (მაგალითად, კულტურა, გარეგნობა, პირადი გემოვნება, ჰობი). ყოველ გუნდს სთხოვეთ, დაირქვას სახელი, რომელიც დამყარებული იქნება წევრთა საზიარო თვისებებზე. შემდეგ ყოველი ჯგუფი აცნობს თავის თავს სხვა ჯგუფებს და განმარტავს თავისი სახელის მნიშვნელობას.

6.21 „ენერჯაიზერები“

▲ზევით დაბრუნება


ჯგუფისთვის ენერგიის მომატების ან სხვა რაიმეზე ყურადღების გადატანის მიზნით:

  • ჯაჭვი: სთხოვეთ ბავშვებს, დადგნენ წრეში და დახუჭონ თვალები. შეაბრუნეთ და დააჭერინეთ ერთმანეთის ხელები ისე, რომ ხელები შეიკრას კვანძში. შემდეგ სთხოვეთ, გაახილონ თვალები და სცადონ, გაინთავისუფლონ თავი ერთმანეთისთვის ხელის გაუშვებლად.

  • ფეიერვერკი: დაავალეთ პატარა ჯგუფებს, ხმების და ჟესტიკულაციის მეშვეობით განასახიერონ სხვადასხვა ფეიერვერკი. ზოგი მათგანი ბომბია, რომელიც სისინებს და ფეთქდება. ზოგი ფეთქდება ხმაურით, რომელიც წააგავს ტაშის კვრას. ზოგი მბრუნავი „ცეცხლოვანი ბორბალია“ და ა.შ. სთხოვეთ ყოველ ჯგუფს, ჯერ ცალ-ცალკე წარმოადგინონ ფეიერვერკი. შემდეგ მთლიანი ჯგუფი აწყობს დიდ წარმოდგენას.

  • ჯგუფო, ჩაიცუცქე: სთხოვეთ ბავშვებს, დადგნენ წრეში და შეაერთონ ფეხის თითები. სთხოვეთ ჩაიცუცქონ ისე, რომ არ მოაცილონ ფეხის თითები ერთმანეთს. თუ ამას კულტურული ტრადიციები უშვებს, ბავშვებს შეუძლიათ, აგრეთვე, დადგნენ წრეში ერთმანეთის უკან და ხელები წინ მდგომ ბავშვს მხრებზე დაადონ. ამ პოზიციაში დაჯდომისას ყოველი მათგანი ჯდება მის უკან მდგომი ბავშვის მუხლებზე. ბუნებრივია, არცერთი ვარიანტი არ გამოდგება იმ ჯგუფებისთვის, რომლებშიც ამა თუ იმ ბავშვს რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს.

  • ტროპიკული ტყე: დადექით ბავშვების ცენტრში და სთხოვეთ, გაიმეორონ თქვენი მოქმედებები, გაახმაურეთ და აჩვენეთ შესაფერისი ჟესტებით ტყისთვის დამახასიათებელი ხმები და ხმაური (მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკი, მწერების ბზუილი, ფოთლების შრიალი, ქარის ქროლა, ცხოველების ძახილი) წკიპურტის კვრის, გვერდებში ხელების ცემის, ტაშის ცემის და ცხოველების იმიტაციის მეშვეობით. ყოველივე ამის შედეგად წარმოქმნილი ხმაური წააგავს ტროპიკული ტყის ხმაურს.

  • მუნჯი კალენდარი: სთხოვეთ ყველა ბავშვს, დადგნენ რიგში დაბადების დღისა და თვის მიხედვით. მაგრამ დავალების შესრულების დროს მათ არ უნდა ილაპარაკონ. იგივე შეიძლება ჩატარდეს ფეხსაცმლის ზომის, კვირის განმავლობაში ტელევიზორთან გატარებული საათების რაოდენობის ან ნებისმიერი სხვა პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით.

  • თავსხმა წვიმა: დაავალეთ ბავშვების პატარ-პატარა ჯგუფებს, გამოსცენ სხვადასხვა ხმა (მაგალითად, ქარი, წვიმა, ელვა, მეხი). შემდეგ მოყევით, როგორ იწყება ნელ-ნელა წვიმა და, როგორც დირიჟორი ორკესტრს, ისე გაუძეხით ამ ხმებს (მაგალითად, „შემდეგ გაიელვებს ცა! და ისმის ქუხილი!“) წვიმის გადაღებამდე.

  • სამი წრე: სთხოვეთ ბავშვებს, დადგნენ წრეში, ჩუმად აირჩიონ რომელიმე სხვა ბავშვი და არავის გაუმხილონ თავისი არჩევანი. აუხსენით, რომ როდესაც თქვენ იტყვით: „ვიწყებთ“, მათ სამჯერ უნდა შემოურბინონ არჩეულ ბავშვს. შედეგად მივიღებთ სრულ ქაოსს, მაგრამ ძალიან სასაცილოს, რადგან ყოველი ბავშვი ვიღაცას მისდევს, ხოლო სხვა ვიღაცა მისდევს მას.

  • წინ, მაშველ ნავებთან!: უპირველეს ყოვლისა, აჩვენეთ, როგორია „მაშველი ნავი“: ორ ადამიანს ხელები აქვს ჩაკიდული ნავის ფორმის მსგავსად, ხოლო მგზავრები დგანან ხელებით შეკრულ წრეში. შემდეგ აუხსენით, რომ ისინი მიდიან სამოგზაუროდ. „თავიდან ზღვა წყნარია და მგზავრობა ყველასთვის ძალიან სასიამოვნოა. შემდეგ გემი მოულოდნელად ეჯახება კლდეს. ყველა უნდა ჩაჯდეს მაშველ ნავებში სამკაციან (ან ერთკაციან, ან ოთხკაციან და ა.შ.) ჯგუფებად“. ბავშვები წრიალებენ და ცდილობენ, შექმნან „მაშველი ნავები“ და ჩასვან მგზავრების საჭირო რაოდენობა. როგორც წესი, რომელიმე ბავშვი მაინც „იხრჩობა“ ამის შემდეგ უთხარით ბავშვებს, დაბრუნდნენ გემში და გააგრძელეთ თხრობა. „ახლა გემი კვლავ წყნარად მიცურავს..., მაგრამ უეცრად დაიწყო საშინელი ქარიშხალი, გემი იძირება. ყველა ჩაჯდეს მაშველ ნავში ორკაციან ჯგუფებად“ . რამდენიმეჯერ გაიმეორეთ „გემის დაღუპვის“ სცენა.

6.22 შეფასებისა და გააზრების შესაძლებლობები

▲ზევით დაბრუნება


დღის ან გაკვეთილის დასასრულს:

  • ბურთის სროლა: ბავშვები ესვრიან ერთმანეთს ბურთს. ყველა, ვინც იჭერს ბურთს, ასახელებს რაიმე ერთს, რაც მან ისწავლა ან შეუძლია გამოიყენოს ჩატარებული სავარჯიშოდან.

  • ერთობლივი შეჯამება: დაუსვით შემაჯამებელიკითხვა (მაგალითად: „განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდება დღევანდელი სავარჯიშოდან?“ ან მიმართეთ ღია წინადადებით (მაგალითად: „ეცადე მოიფიქრო სიტყვა ან ფრაზა, რომელიც აჯამებს შენს გრძნობებს ამ დღის ბოლოს“ ან „და მაინც საინტერესოა“). სთხოვეთ ბავშვებს, რიგრიგობით გაგცენ პასუხი.

  • ჯგუფური საინფორმაციო დაფა: ყველა ბავშვი რიგრიგობით ამატებს სიტყვას ან სურათს ჯგუფურ საინფორმაციო დაფაზე და განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რასაც იგი გრძნობს ან რაც მან ისწავლა.

  • მშვიდობის მტრედის გაშვება: წამყვანი ჟესტებით აჩვენებს, თითქოს უჭირავს რაღაც სათუთი არსება (მაგალითად, ჩიტი, ახალშობილი) და ყველა ბავშვს მოუწოდებს, მიმართოს მას რამდენიმე სიტყვით, სანამ ის გადადის ხელიდან ხელში. როდესაც „არსება“ ყველა ხელს გაივლის, ბავშვები კრავენ ვიწრო წრეს და ერთად უშვებენ მას ჰაერში.

6.23 კონფლიქტების მართვა

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტების მოსაგვარებლად ჯგუფში და ცალკეულ ბავშვებში.

კონფლიქტური გრძნობებისა და ფასეულობების წარმოშობა გარდაუვალია, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით „კომპასიტოს“ არაფორმალურ აქტივობებში მონაწილეობისას, რომლებიც შეგნებულად მიმართავენ ბავშვების გრძნობებს და ინტელექტს. ამგვარი კონფლიქტი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას როგორც ბავშვებს შორის, ისე ცალკეულ ბავშვში, არ არის აუცილებლად უარყოფითი და ფაქიზი მანიპულირების შედეგად კონსტრუქციულ გამოცდილებად შეიძლება გარდაიქმნას. კონფლიქტის მოგვარების ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევაა, რომელიც უნდა შეიძინონ ბავშვებმა და რომელიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარებისთვის მათ გარშემო არსებულ სამყაროში. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  • წინასწარ განსაზღვრე შესაძლო კონფლიქტი: სავარჯიშოს მომზადების დროს იფიქრეთ იმ კონფლიქტურ სიტუაციებზე, რომლებიც შეიძლება წარმოშვას ამ სავარჯიშომ ჯგუფში ან ცალკეულ ბავშვებში. ხომ არ არის თემა, წესები ან ტერმინოლოგია მეტისმეტად დელიკატური ზოგიერთი ან ყველა ბავშვისთვის?

  • ნუ გამოიწვევთ კონფლიქტებს და ნუ იდგებით გვერდზე მათი წარმოქმნის შემთხვევაში.

  • ნუ ჩათვლით, რომ კონფლიქტები თქვენი ან სხვისი ბრალია. კონფლიქტები ნორმალური მოვლენაა და გარდაუვალია ყოველ ჯგუფში. დაეხმარეთ ბავშვებს ამ ფაქტის აღიარებაში და მოერიდეთ დამნაშავეების ძიებას. ყურადღება გაამახვილეთ კონფლიქტის მოგვარებაზე და არა ვინმეს დადანაშაულებაზე.

  • გვერდს ნუ აუვლით ერთმანეთისადმი უარყოფით განწყობას ჯგუფში. აღიარეთ მისი არსებობა და დაეხმარეთ ბავშვებს სიტუაციის მოგვარებაში.

  • გამოკითხვას და განხილვას უნდა დაეთმოს საკმაოდ ბევრი დრო ყოველი სავარჯიშოს შემდეგ, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, გამოხატონ ის, თუ რას გრძნობენ სავარჯიშოს და ერთმანეთის მიმართ. ეს შეიძლება სერიოზული შანსი იყოს თქვენთვის კონფლიქტის მართვის მოდელის შესაქმნელად.

  • გაესაუბრეთ ბავშვებს ინდივიდუალურად: ბავშვის გრძნობები ხშირად იმდენად პირადული და სათუთია, რომ შეუძლებელია მათი განხილვა ჯგუფში. როდესაც ამას იგრძნობთ, გამოძებნეთ დრო იმისთვის, რომ პირადად დაელაპარაკოთ ბავშვს მისი განცდების გამომწვევ მიზეზებზე. აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ, მოუსმინოთ, როდესაც იგი მზად იქნება თავის პრობლემებზე სასაუბროდ.

იხ., აგრეთვე, V თავი, გვ. 259, მშვიდობის განათლების განხილვა.

6.24 ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების პრაქტიკული გამოყენება

▲ზევით დაბრუნება


ვერცერთი ბავშვი ვერ შეისწავლის ადამიანის უფლებებს იმ გარემოში, რომელიც თვითონ არ სცემს პატივს და არ უჭერს მხარს ადამიანის უფლებათა კულტურას. ყველაზე დიდი წვლილი, რომელიც წამყვანს შეუძლია შეიტანოს ბავშვის მიერ ადამიანის უფლებების გაგებაში, არის მსგავსი გარემოს შექმნა.

საჭიროა ბავშვის ინტერესებისთვის ყველაზე სასარგებლო არჩევანის პრინციპზე დამყარებული მოდელის შექმნა. მაგალითად, ბავშვებს შორის გარდაუვალი კონფლიქტების იმ პრინციპზე დაყრდნობით მოგვარება, რომელიც ხაზს უსვამს ყველა ადამიანის უფლებას - მიიღოს მონაწილეობა და გამოთქვას აზრი და ყველა ადამიანის პასუხისმგებლობას ჯგუფის კეთილდღეობაზე და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაზე. აქტიურად ჩართეთ ბავშვები კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

რეალურ ცხოვრებაში გამორიცხეთ ყოველგვარი დისკრიმინაცია, თუ გინდათ, რომ ბავშვებიც ასე მოიქცნენ. გახსოვდეთ, რომ, საუკეთესო განზრახვების მიუხედავად, ყველა ჩვენგანი ირეკლავს საკუთარი კულტურის წინასწარ შექმნილ შეხედულებებს. ეს წინასწარ შექმნილი შეხედულებები და სტერეოტიპები განსაკუთრებით თვალსაჩინოა გენდერული თანასწორობის სფეროში. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ინსტინქტურად, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, წამყვანების უმეტესობა ბიჭებს მეტ დროსა და ყურადღებას უთმობს, ვიდრე გოგონებს. განსაკუთრებით იზრუნეთ იმაზე, რომ გოგონებმა ბიჭების თანაბარი მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სავარჯიშოთა ყველა ნაწილში. თუ საჭიროა, მიმართეთ პოზიტიურ დისკრიმინაციას. „კომპასიტოს“ ეფექტიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მთლიანად არის დამოკიდებული თქვენი, წამყვანების, საქმიანობის ეფექტიანობაზე!

გამოყენებული ლიტერატურა

1 All different - All equal, Education Pack on ideas, resources, methods and activities for informal intercultural education with young people and adults, Council of Europe, 2004, p.122

7 IV. პრაქტიკული სავარჯიშოები

▲ზევით დაბრუნება


7.1 პრაქტიკულ სავარჯიშოთა ჩამონათვალი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

7.2 1. ადამიანის უფლებათა კალენდარი

▲ზევით დაბრუნება


წლის ყოველი დღე ადამიანის უფლებათა დღეა!

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
120 წუთი კალენდრის შესაქმნელად; დამატებითი მეცადინეობები ყოველთვიურად.

ჯგუფის სიდიდე:
2-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ხატვა, გაფერადება, გამოჭრა, ინფორმაციის გრაფიკულად წარმოდგენა.

სავარჯიშოს აღწერა: ჯგუფური კალენდრის გაკეთება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნით.

მიზნები:

  • ზოგადი ცოდნის გაღრმავება ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ასპექტის შესახებ

  • ზოგადი ცოდნის გაღრმავება დროის დაყოფის (მაგ. თვე, კვირა, კვირის დღეები) და საგანგებო მოვლენების აღსანიშნავი დროის შესახებ

  • დაგეგმვის უნარ-ჩევევების განვითარება

  • წარმოსახვის უნარის განვითარება სხვადასხვა დღესასწაულის შექმნასთან დაკავშირებით

მომზადება:

  • თითოეული თვისათვის მოამზადეთ კალენდრის ცალკე გვერდი, სადაც კვირის დღეები სვეტის სახით იქნება ჩამოწერილი

  • თითოეული ჯგუფისთვის დასამახსოვრებლად შეადგინეთ და გადაიღეთ საგანგებო დღეების ჩამონათვალი

  • მოამზადეთ ქაღალდის კვადრატული ნაჭრები ჯგუფის წევრი თითოეული ბავშვისა და უფროსისთვის, რომელზეც იქნება წარწერა „დაბადების დღე!“

მასალები:

  • AA4 ფორმატის ქაღალდის 12 ფურცელი, თუ შესაძლებელია, ლამინირებული ან მუყაოზე დაკრული

  • დასამახსოვრებელი საგანგებო დღეების საილუსტრაციო მასალის ასლები

  • კალმისტრები, მარკერები ან ფერადი ფანქრები თითოეული ჯგუფისთვის

  • წებოვანი ლენტი, წებო ან „ველკრო“

  • სურვილისამებრ: დამატებითი მასალები, პატარა კალენდარი, ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია (იხ. საილუსტრაციო მასალა).

მითითებები

1. აუხსენით ბავშვებს, რომ გააკეთებენ კალენდარს, რომელიც დაეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა საგანგებო დღეებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც ადამიანის უფლებებთან არის დაკავშირებული.

2. აუხსენით ბავშვებს, თუ რა არის ადამიანის უფლება (თუ მათ ჯერ არ იციან ეს) და უთხარით, რომ ბავშვის უფლებებიც არსებობს. სთხოვეთ მათ, დაასახელონ ბავშვის უფლებები და, თუ საჭირო იქნება, თქვენც დაასახელეთ.

3. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ იციან ისეთი სგანგებო დღის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბავშვის ან ადამიანის უფლებებს (მაგალითად, რელიგიური დღესასწაულები შეიძლება დაუკავშიროთ აზროვნების, სინდისის და რწმენის თავისუფლების უფლებას; ეროვნული დღესასწაულები შეიძლება დაუკავშიროთ ეროვნების ქონის უფლებას; კულტურული დღესასწაულები შეიძლება დაუკავშიროთ კულტურის მონაპოვრებზე უფლებას). ჩამოწერეთ ეს ყოველივე. გაუღვიძეთ ბავშვებს სურვილი, რომ შემოქმედებითად მიუდგნენ ამ საკითხს დამოიფიქრონ ისეთი დღეები, რომლებიც ადამიანის უფლებებს შეიძლება დაუკავშირდეს. წაახალისეთისინი, რომ გამოიცნონ ზოგიერთი რამ. შემდეგ დაარიგეთ„დასამახსოვრებელი სგანგებო დღეების“სია და მიუმატეთ მას დისკუსიის მსვლელობაში აღნიშნული სხვა დღესასწაულები. იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იზეიმონ ასეთი დღესასწაულები, რომ ადამიანის უფლებათა მნიშვნელობამ წინა პლანზე წამოიწიოს. დაყავით ბავშვები ოთხ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს სამი თვე გამოუყავით მეცადინეობისთვის.

წყარო: ადაპტირებულია
„კომპასიდან“: სახელმძღვანელო
ადამიანის უფლებათა
განათლების სფეროში
ახალგაზრდების მონაწილეობით
(ევროპის საბჭო,
2002წ.), გვ. 263

მიეცით თითოეულ ჯგუფს კალენდრის სამი ფურცელი, გასაფერადებელი მასალა და სხვა საჭირო საგნები კალენდრების შესავსებად.

4. განუმარტეთ მითითებები:

ა. პირველ რიგში ჩაწერეთ თითოეული თვის დღეები.

ბ. შემდეგ ჩამოწერეთ და კვადრატში ჩასვით ამ თვეების მნიშვნელოვანი უქმე დღეები, რომ სადღესასწაულო დღეები გამორჩეული იყოს სხვა დღეებისგან. მათი გაფორმება დაკავშირებული უნდა იყოს განსახილველი დღესასწაულის და/ან ადამიანის უფლების თემასთან. როდესაც უქმე ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მონიშნეთ ყველა დღე. სკოლის არდადეგებიც მიუთითეთ.

გ. შემდეგ ამ სგანგებო დღეებს გაუკეთეთ საფარი და ზედ დააწერეთ „დღესასწაული“, ისე, რომ საფარის გადაწევით ბავშვებს ელოდებოდეთ სიურპრიზი. დააწებეთ საფარი წებოვანი ლენტით ან „ველკროთი“ .

5. როდესაც ფურცლები შეივსება, ჩამოკიდეთ კედელზე ან დადეთ იატაკზე ისე, რომ ყველა ხედავდეს. ახსენით, რომ ზოგიერთი ძალზე მნიშვნელოვანი დღესასწაული გამოტოვებულია.

6. მიეცით თითოეულ ბავშვს ერთი კვადრატი წარწერით „დაბადების დღე!“, სთხოვეთ, მივიდნენ კალენდართან და მოძებნონ თავიანთი დაბადების დღეები; შემდეგ დააწერეთ კალენდარზე „---------------“ დაბადების დღე და დააფარეთ ზედ კვადრატი წარწერით „დაბადების დღე!“ (რომელსაც წებოვანი ლენტით მიამაგრებთ ისე, რომ შეიძლებოდეს მისი აწევა ან მოხსნა). როდესაც ეს დავალება შესრულდება, ჰკითხეთ, რატომ უკავშირდება დაბადების დღე ადამიანის უფლებებს და განმარტეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და უფლება, ჰქონდეს სახელი.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. იმსჯელეთ სავარჯიშოზე შემდეგი კითხვების გამოყენებით:

ა. მოგეწონათ ეს სავარჯიშო?

ბ. რა ისწავლეთ კალენდრის შესახებ?

გ. რომელი სგანგებო დღის მოსვლას ელით? რატომ?

2. განმარტეთ, რომ სგანგებო დღეებს აღვნიშნავთ, ხოლო ადამიანის უფლებებით ყოველდღიურად ვსარგებლობთ. დასვით ასეთი კითხვები:

ა. ადამიანის რომელი უფლებით ვსარგებლობთ ყოველდღიურად? რომელი უფლებით (უფლებებით) ვსარგებლობთ ამ წუთას?

ბ. ყველა ბავშვს აქვს თუ არა ეს უფლებები? ყველა ბავშვს შეუძლია თუ არა, ისარგებლოს ამ უფლებებით?

გ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ბავშვის უფლება დაცული იყოს? ვისი საქმეა ამის გაკეთება?

3. ყოველი თვის დასაწყისში გადაშალეთ კალენდრის ახალი გვერდი.

ა. გადაწიეთ საფარები, რომ დაინახოთ, რა მოვლენებია მოსალოდნელი.

ბ. განმარტეთ დღესასწაულის მნიშვნელობა, გაავლეთ კავშირი ადამიანის უფლებებთან.

გ. ერთად დაგეგმეთ, როგორ იზეიმებთ თითოეულ დღესასწაულს.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

იმ კვირის განმავლობაში, როდესაც ადამიანის სგანგებო უფლების დღეა მოსალოდნელი, შეარჩიეთ სავარჯიშო „კომპასიტოდან“, რომელიც ეხება კონკრეტულ დღესასწაულთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოიყენეთ 52-ე გვერდზე მოცემული თემატური სქემა, რომელიც შერჩევის დროს დაგეხმარებათ.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* სთხოვეთ ბავშვებს, გაარკვიონ, არის თუ არა მათ სკოლაში, ჯგუფში ან კლუბში ბავშვის უფლებათა დაცვის წესები და პროცედურები და მათ მოვალეობებსაც ადგენს თუ არა ეს წესები. თუ ეს ასეა, სთხოვეთ შეაფასონ ეს წესები:

  • ვისი შედგენილია ისინი?

  • ეთანხმებით თუ არა მათ?

* სთხოვეთ ბავშვებს, დაგეგმონ სგანგებო დღეების აღნიშვნა, მათ შორის დაბადების დღეებისა.

* ბავშვებს შესაძლოა მოუნდეთ, რომ ზოგიერთი დღესასწაული, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დღე ან ბავშვის უფლებათა დღე თემის სხვა წევრებთან ერთად აღნიშნონ.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ნუ შეეცდებით, სგანგებო დღეების მთლიანი ჩამონათვალი გააცნოთ აუდიტორიას, შეარჩიეთ თქვენი ჯგუფისთვის შესაფერისი დღეები, თუნდაც ბავშვები ჯერ არ იცნობდნენ ამ დღესასწაულებს. ვარსკვლავით აღნიშნული დღეები განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ბავშვებისთვის და/ან ადამიანის უფლებებისთვის.

* იმოძრავეთ ჯგუფებს შორის, სანამ ბავშვები კალენდარზე მუშაობენ, და დარწმუნდით, რომ ბავშვებს ესმით თითოეული იმ დღესასწაულის მნიშვნელობა, რომელზეც მუშაობენ.

* თუ კალენდარში ეროვნულ ან ადგილობრივ კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებს შეიტანთ, უზრუნველყავით, რომ გათვალისწინებული იყოს ის დღესასწაულები, რომლებსაც ჯგუფის წევრი ბავშვების ოჯახები და თემები აღნიშნავენ. თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდებათ, სთხოვეთ ბავშვებს, სახლებიდან მოიტანონ დღესასწაულების სია.

* იმისთვის, რომ თითოეული ბავშვის დაბადების დღე ერთნაირად აღინიშნოს, შეიმუშავეთ ჯგუფური რიტუალი, რომლის თანახმად ყველა იუბილარ ბავშვს ერთნაირი პრივილეგია მიენიჭება, ყველას ერთნაირად მიულოცავენ და გაუმასპინძლდებიან. ადგილობრივი კულტურიდან გამომდინარე, შესაძლოა ბავშვის სახელობის დღე აღნიშნოთ და არა მისი დაბადების დღე.

* ეცადეთ, კალენდარი ლამაზი და დეკორატიული გამოვიდეს. წაახალისეთ ბავშვები, რომ თითოეული დღესასწაულისთვის სათანადო სიმბოლოები და, თუ საჭიროა, უცხოენოვანი სახელები გამოიყენონ.

* ადაპტირებული ვარიანტი:

  • პატარა ბავშვებისთვის:

- დართეთ ნება, რომ თვის დღეები კალენდრიდან გადმოიხატონ. გაუმახვილეთ ყურადღება, რომ თვეებში განსხვავებული რაოდენობის დღეებია 28/29, 30 ან 31. ამის გამო ყველა თვე კვირის სხვადასხვა დღეს იწყება.

- მიეცით მათ კალენდარი, სადაც დღეებია აღნიშნული, და სთხოვეთ, აღნიშნონ სგანგებო დღეები. მოზრდილი ბავშვებისთვის: მიეცით მათ ბავშვის უფლებათა კონვენციის და/ან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საბავშვო ვერსიები და სთხოვეთ, დაუკავშირონ მათ კალენდარზე აღნიშნული დღესასწაულები დოკუმენტის კონკრეტულ მუხლებს.

დასარიგებელი მასალა: დასამახსოვრებელი დღეები

1 იანვარი

მშვიდობის მსოფლიო დღე

8 მარტი

ქალთა საერთაშორისო დღე

21 მარტი

ტყის მსოფლიო დღე

22 მარტი

წყლის მსოფლიო დღე

7 აპრილი

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე

22 აპრილი

დედამიწის დღე

1 მაისი

მშრომელთა საერთაშორისო
სოლიდარობის დღე

8 მაისი

წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის მსოფლიო დღე

9 მაისი

ევროპის დღე

15 მაისი

ოჯახების საერთაშორისო დღე

1 ივნისი

ბავშვთა მსოფლიო დღე*

5 ივნისი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

21 ივნისი

მშვიდობისა და ლოცვის
მსოფლიო დღე

7 აგვისტო

განათლების დღე

8 სექტემბერი

წერა-კითხვის საერთაშორისო დღე

1 ოქტომბერი

მუსიკის საერთაშორისო დღე

5 ოქტომბერი

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

16 ოქტომბერი

სურსათის მსოფლიო დღე

25 ოქტომბერი

გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის დღე

9 ნოემბერი

რასიზმის საწინააღმდეგო დღე

16 ნოემბერი

შემწყნარებლობის საერთაშორისო დღე

20 ნოემბერი

ბავშვთა საყოველთაო დღე

3 დეკემბერი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი

ადამიანის უფლებათა დღე*

* ბავშვებს ეძღვნება როგორც 1 ივნისი - ბავშვთა მსოფლიო დღე, ასევე 20 ნოემბერი - ბავშვთა საყოველთაო დღე, რომლებსაც აღნიშნავენ გაერო და იუნესკო. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა საკუთარი დღეები.

დასარიგებელი მასალა: კალენდრის ფურცელი

0x01 graphic

7.3 2. ადამიანის უფლებათა რეკლამირება

▲ზევით დაბრუნება


მოდი, ვამცნოთ მსოფლიოს ადამიანის უფლებათა შესახებ!

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, რომლებიც ყველა თემას მიესადაგება, მედია და ინტერნეტი

სირთულის დონე:
მე-3 დონე

ასაკი:
10 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
120-180 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
4-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ამბების თხრობა, ხატვა, წერა

სავარჯიშოს აღწერა:
ბავშვები ქმნიან სატელევიზიო რეკლამას ბავშვის უფლებათა შესახებ.

მიზნები:

  • რეკლამირებასთან და მედიასთან დაკავშირებით კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება

  • ვარჯიში შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით

  • იდეების შემუშავება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის უფლებათა რეკლამირება

  • ადამიანის უფლებათა შესახებ უკეთ გათვითცნობიერება

მომზადება:

  • თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, გამოიყენეთ ვიდეოაპარატურა რეკლამების გადასაღებად

მასალები:

  • ქაღალდები და სახატავი საშუალებები

მითითებები

1. დაყავით ბავშვები სამ ან ოთხკაციან ჯგუფებად. განუმარტეთ, რომ თითოეულ ჯგუფს ევალება ბავშვის უფლებების რეკლამირება. მათ უნდა გააკეთონ სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ერთიდან სამ წუთამდე გრძელდება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გაიგონ და/ან გაიაზრონ აღნიშნული უფლება.

2. სთხოვეთ ბავშვებს, აღწერონ ზოგიერთი სატელევიზიო რეკლამა, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო. ჩაატარეთ „გონებრივი შტურმი“ კარგი რეკლამის მოსაფიქრებლად (ჭკვიანური ფრაზები, ხმოვანი ეფექტები, მუსიკა, იუმორი, სერიოზული გზავნილი).

3. იმსჯელეთ აუდიტორიაზე, რომლისთვისაც არის განკუთვნილი რეკლამა. ვისთვის არის ის განკუთვნილი - ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ფართო აუდიტორიისთვის თუ ყველა მათგანისთვის.

4. განმარტეთ, რომ თითოეულმა ჯგუფმა უნდა აირჩიოს უფლება, რომლის რეკლამირებაც სურს, და აუდიტორია, რომელსაც უნდა მიმართოს. წაახალისეთ ბავშვები, რომ აირჩიონ ისეთი უფლება, რომელიც, მათი აზრით, ნამდვილად უნდა იცოდნენ ადამიანებმა, და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა იცოდნენ ამ უფლების შესახებ. სთხოვეთ თითოეული ჯგუფის წარმომადგენლებს, ანგარიში ჩაგაბარონ მათ მიერ არჩეული უფლების და იმ აუდიტორიის შესახებ, რომელსაც მათ უნდა მიმართონ.

5. მას შემდეგ, რაც ჯგუფები აირჩევენ უფლებას, მათ უნდა ჩამოაყალიბონ იდეა, თუ როგორ მოახდენენ მის რეკლამირებას. წაახალისეთ ბავშვები, რომ უფლების პრეზენტაციის ბევრი სხვადასხვა გზა განიხილონ (მაგალითად, მოთხრობა, რომელსაც გაითამაშებენ, სიმღერა, რომელსაც იმღერებენ, მულტფილმი, რომლის სცენარს თავად დაწერენ). შეახსენეთ ბავშვებს, რომ ეს იქნება ვიდეოსიუჟეტი ტელევიზიისთვის, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ვიზუალურად და შეიცავდეს მოქმედებას და არამარტო ლაპარაკს. არც ძალიან რთული უნდა იყოს, რომ პრეზენტაციას სამ წუთზე მეტი არ დასჭირდეს.

6. იარეთ ჯგუფებს შორის და თვალყური ადევნეთ მათ მუშაობას. მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაამთავრებს რეკლამას, სთხოვეთ, მოიფიქრონ სათაური და დაიწყონ პრაქტიკული მეცადინეობა.

7. როდესაც ყველა ჯგუფი დაგეგმავს საკუთარ რეკლამას, შეკრიბეთ ყველა და სთხოვეთ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, რომ განმარტოს მის მიერ არჩეული უფლება, აუდიტორია და იდეები. თუ ჯგუფი მზად არის, შეუძლია სცადოს და წარმოდგენა მოაწყოს. თითოეული აღწერის ან წარმოდგენის შემდეგ წაახალისეთ კონსტრუქციული წინადადებები და დასვით ასეთი კითხვები:

ა. მოეწონება თუ არა ეს იდეა სგანგებოდ შერჩეულ აუდიტორიას?

ბ. სწორად გაიგებს თუ არა აუდიტორია უფლების იდეას?

გ. რა მოგწონთ ამ იდეაში?

დ. წინადადებები ხომ არ გაქვთ მის გასაუმჯობესებლად?

8. მიეცით ჯგუფებს დრო თავიანთი რეკლამების გასაუმჯობესებლად და სავარჯიშოდ.

9. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, ერთმანეთს მოუწყონ საკუთარი რეკლამების და გეგმების პრეზენტაცია.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. ხომ არ იყო ამ სავარჯიშოს რომელიმე ნაწილი განსაკუთრებით ძნელი? განსაკუთრებით მხიარული?

ბ. გაიგეთ თუ არა რაიმე ახალი რეკლამის შექმნაზე?

გ. მხატვრული სახეებით აზროვნება უფრო ძნელი იყო თუ სიტყვებით?

დ. ძნელი იყო თუ არა იმის მოფიქრება, თუ როგორ მიგეღწიათ კონკრეტულ აუდიტორიამდე?

ე. ყოველთვის პოზიტიური არის თუ არა რეკლამები? თუ არის, რატომ? თუ არ არის, რატომ?

ვ. რა შეიტყვეთ სხვა სცენარებიდან?

ზ. დაიწყებთ თუ არა ტელევიზორის სხვაგვარად ყურებას ამ სავარჯიშოს შემდეგ?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო ადამიანის უფლებებს, დასვით შემდეგი კითხვები:

ა. რატომ აირჩია თქვენმა ჯგუფმა ეს კონკრეტული უფლება?

ბ. რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული აუდიტორია?

გ. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის რეაქცია ან მოქმედება შეიძლება მოჰყვეს თქვენს

რეკლამას?

დ. არის თუ არა სატელევიზიო რეკლამა კარგი საშუალება ადამიანის უფლებათა შესახებ გზავნილის გასაგზავნად? თუ არის, რატომ? თუ არ არის, რატომ?

ე. განიხილებოდა თუ არა თქვენს რეკლამაში სხვა უფლებები, გარდა იმისა, რაზეც ყურადღება გაამახვილეთ?

ვ. შეიძლება თუ არა უფლება ცალკე იყოს, თუ ის ყოველთვის სხვა უფლებებთან არის დაკავშირებული?

ზ. შეგიძლიათ თუ არა მოიფიქროთ ისეთი უფლება, რომლის რეკლამირება ან წარმოდგენა ძნელია?

თ. რომელიმე თქვენმა პერსონაჟმა სტერეოტიპი ხომ არ წარმოადგინა? თუ ასეა, აქვს თუ არა ამას ნეგატიური ეფექტი? რატომ აქვს ან რატომ არა აქვს?

ი. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები?

კ. ვის სჭირდება ადამიანის უფლებების შესახებ განათლების შეძენა?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

1. განმარტეთ, რომ ბევრი სარეკლამო კამპანია აერთიანებს სატელევიზიო რეკლამას და გრაფიკულ რეკლამას ბეჭდვით მედიაში, როგორიც არის ჟურნალები და გაზეთები, ან პლაკატები კიოსკებზე, ავტობუსებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. დაიწყეთ იმით, რომ ბავშვებს სთხოვეთ, გადახედონ ბეჭდვით მედიას ან დააკვირდნენ თავიანთ უბნებს, რომ იპოვონ მოსაწონი რეკლამა და შემდეგ იმსჯელონ იმაზე, თუ რა ანიჭებს ამ რეკლამებს მომხიბვლელობას. შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, გააკეთონ ორგანზომილებიანი გრაფიკული რეკლამა უფლებასთან დაკავშირებით. თუ სათანადო ტექნიკაზე მიგიწვდებათ ხელი, გრაფიკული რეკლამა კომპიუტერზეც შეიძლება გაკეთდეს. მოაწყვეთ მათი გამოფენა ბავშვთა ცენტრში ან სკოლაში.

2. აღნიშნეთ, რომ ბევრი სარეკლამო კომპანია ქირაობს ცნობილ ორატორს. სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ მაგალითები თავიანთი გამოცდილებიდან. ვინ სურთ, რომ გაგაცნონ და/ან თავიანთ რეკლამაში წარმოადგინონ? რატომ მიაჩნიათ, რომ ის პირი შეეფერება მათ მიერ არჩეულ უფლებას ან აუდიტორიას?

3. იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად, თუ როგორ შეიძლება ადამიანის უფლების შესახებ უფრო ხანგრძლივი ვიდეორგოლის გადაღება, რომელშიც ამბავი იქნება მოთხრობილი.

ა. რამდენად განსხვავებული იქნებოდა ის სხვა რეკლამებისგან?

ბ. ამ ამბის რომელი ასპექტები იქნებოდა მნიშვნელოვანი (მაგალითად, კარგი სიუჟეტი, პრაქტიკული მოსაზრებები, როგორიც არის, ვთქვათ, ხარჯები; ადამიანის უფლების შესახებ გზავნილი)?

გ. შემოთავაზებული ვიდეორგოლის რა ასპექტები იქნებოდა მნიშვნელოვანი (მაგალითად, ჯგუფის წევრი ბავშვების გარდა, სხვა მსახიობების მონაწილეობა ხომ არ გახდებოდა საჭირო, ბევრი რეკვიზიტი და კოსტიუმი ხომ არ დაგჭირდებოდათ, სახიფათო სცენები ხომ არ იქნებოდა)?

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* თუ შესაძლებელია, გადაიღეთ რეკლამები ვიდეოკამერით! განათებასა და ხმასთან დაკავშირებით დახმარებისთვის, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებისთვის შეგიძლიათ ადგილობრივ სატელევიზიო სტუდიებსა და კინოსკოლებს მიმართოთ. ცუდად გადაღებული ვიდეორგოლიც კი გამოდგება სასწავლო გამოცდილების მისაღებად.

* თუ ვიდეორგოლის გადაღება შეუძლებელია, შეგიძლიათ გაითამაშოთ სიუჟეტები, თითქოს მათი გადაღება ხდებოდეს. რამდენიმე ასეთი რეკლამა ადამიანის უფლებების ცოცხალი გაკვეთილი იქნება სხვა ბავშვებისთვის ან მშობლებისთვის.

* წაახალისეთ ბავშვები, რომ შეაფასონ მათ მიერ ნანახი სატელევიზიო რეკლამები.

  • რატომ უშვებენ აღნიშნულ რეკლამებს ტელევიზიით?

  • რომელი აუდიტორიისთვის არის ისინი განკუთვნილი?

  • რა გზავნილი არის გათვალისწინებული?

  • როგორი უნდა იყოს მნახველთა სავარაუდო რეაქცია?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ეს კომპლექსური სავარჯიშოა, რომელიც ბავშვებს ახლადნასწავლი უნარ-ჩვევების გამოყენებისკენ უბიძგებს (მაგალითად, დიალოგის ან სიმღერების წერა, სცენარის მოფიქრება). წამყვანმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს ბავშვების სავარჯიშოს და დაეხმაროს არჩეული კურსის შენარჩუნებაში.

* ზოგიერთი ჯგუფი შესაძლოა უფრო სწრაფად მიიწევდეს წინ, ვიდრე სხვები. თუ ჯგუფმა ერთი დავალება შეასრულა, მიეცით მითითებები მომდევნო საფეხურთან დაკავშირებით. ბევრი დრო მიეცით სავარჯიშოდ და მოპოვებული მასალის გასაანალიზებლად.

* გამოიყენეთ სავარჯიშო რეკლამირებასთან და მის მიზნებთან დაკავშირებით კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.

* გამოიყენეთ სავარჯიშო კონსტრუქციული კრიტიკის გამოთქმასა და მიღებაში სავარჯიშოდ.

ადაპტირება

ეს სავარჯიშო მოითხოვს ზოგადად ადამიანის უფლებების, კონკრეტულად კი ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნას. შეგიძლიათ დაიწყოთ ადამიანის უფლებათა შესახებ „გონებრივი შტურმით“ და განსაზღვროთ, თუ რამდენმა ბავშვმა იცის ადამიანის უფლებების შესახებ. თუ სავარჯიშოს წარმატებით გამოსაყენებლად მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, დაიწყეთ შესავალი სავარჯიშოთი, როგორიც არის „სამაგიდო თამაშები“ გვ. 147. ბავშვებისთვის ბავშვის უფლებათა კონვენციის გასაცნობად შეგიძლიათ თითოეულ ბავშვს დაავალოთ კონვენციის ერთი მუხლის ილუსტრაციის გაკეთება, შემდეგ კი სთხოვოთ, წაიკითხონ მუხლი და ახსნან ილუსტრაცია.

7.4 3. ადამიანის უფლებები ახალ ამბებში

▲ზევით დაბრუნება


ახალი ამბების არარსებობა ყველაზე კარგი
ახალი ამბავია - მართლა ასეა?

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, მედია და ინტერნეტი

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი: 10 — 13 წელი

ჯგუფის სიდიდე: 10 — 30 ბავშვი

ხანგრძლივობა: 45 წთ

სავარჯიშოს ტიპი:
მედიის განხილვა, პლაკატის შექმნა, განხილვა

სავარჯიშოს აღწერა:
ბავშვები ათვალიერებენ ჟურნალ-გაზეთებს ადამიანის უფლებების გამოყენებასთან, დარღვევასთან და დაცვასთან დაკავშირებით.

მიზნები:

  • მედიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გაფართოება

  • მედიაში ადამიანის უფლებათა დაცვის განხილვის შემოწმება

მომზადება:

  • სხვადასხვა გაზეთის შეგროვება

  • პლაკატისთვის ქაღალდის მომზადება ყოველი ჯგუფისთვის

მასალები:

  • გაზეთების ფურცლები

  • დიდი ფორმატის ფურცლები

  • წებოვანი ქაღალდი ან წებო და მაკრატელი

  • მარკერები

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ადაპტირებული ვერსია

წყარო: ადაპტირებულია ნაშრომიდან
„Human Rights Here and Now“ (მინესოტის
უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა
რესურს-ცენტრი, 1998წ.),
www.umn/edu/humanrts/edumat/hreduseries/hereandnow/Part-3/Activity6.htm

მითითებები

1. აუხსენით ბავშვებს, რომ ეს თამაში ეხება ახალ ამბებში ადამიანის უფლებების განხილვას. შეახსენეთ ბავშვებს წინა თამაშები და ადამიანის უფლებათა განხილვა. კიდევ ერთხელ ესაუბრეთ მათ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ.

2. დაყავით ბავშვები პატარა ჯგუფებად. მიეცით თითოეულ ჯგუფს გაზეთი ან გაზეთის ფურცლები, მაკრატლები, წებოვანი ფურცლები ან წებო, მარკერი და ფურცელი, მომზადებული ისე, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული.

3. აუხსენით ბავშვებს თამაში. გააცანით მათ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვა ინფორმაცია, ახალი ამბების გარდა, ეხებოდეს ადამიანის უფლებებს.

ა. თითოეული ჯუფი მოამზადებს პლაკატს გაზეთებიდან მოპოვებული ისტორიების გამოენებით.სთხოვეთ მათ მოიძიონ ისტორიები, რომლებიც შემდეგ სამ კატეგორიას უკავშირდება:

i. გამოყენებული უფლბები

ii. უარყოფილი უფლებები

iii. დაცული უფლებები.

ბ. უთხარით, რომ მათ მხოლოდ კი არ უნდა მოიძიონ ისტორიები, არამედ ელემენტები, რომლებიც სპორტს, განცხადებებსა და რეკლამებს ეხება.

გ. როდესაც იპოვიან სტატიას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, უნდა ამოჭრან და მიაკრან თავის პლაკატს შესაფერისი კატეგორიის ქვეშ.

დ. როდესაც იპოვიან საგაზეთო ისტორიას თითოელ კატეგორიასთან მიმართებაში, სთხოვეთ შეარჩიონ ერთი ისტორია გაანალიზებისთვის, შემდეგ იტხვებზე პასუხის გაცემის გზით:

4. რომელი უფლებები იყო კონკრეტულად განხილული ისტორიაში? ჩამოწერეთ ისინი სატიის გვერდით.

ა. იპოვეთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი/მუხლები, რომელიც თითოეულ უფლებას ეხება და ჩამოწერეთ მუხლის ნომერი/ნომრები სიის სახით.

ი. უთხარით, რომ ჩამოწერონ თავიანთი პასუხები პლაკატის ბოლოს არსებულ ცარიელ ადგილზე და დახატონ მათ მიერ გაანალიზებული ისტორიაზე მიმართული ისარი.

5. ყოველი ჯგუფიდან თითო ბავშვს სთხოვეთ ჯგუფის პლაკატის წარმოდგენა.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. ამოირჩიეთ ერთი-ორი ისტორია თითოეული ჯგუფის პლაკატიდან და სთხოვეთ ჯგუფის წევრებს, ახსნან ისტორიის ანალიზი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თვალსაზრისით:

ა. ძნელი იყო თუ არა ისტორიების დაკავშირება ადამიანის უფლებებთან?

ბ. ბევრი ისტორია ეხებოდა თუ არა ადამიანის უფლებებს?

გ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის რომელი მუხლები გამოგადგათ?

დ. როგორც ახალგაზრდას, რომელი უფლება გეხება ყველაზე მეტად?

2. განიხილეთ თამაში ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. რომელი კატეგორიის უფლებებთან დაკავშირებით იყო ყველაზე ადვილი ამბის მოძებნა?

ბ. იყო თუ არა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან რომელიმე ისეთი საკითხი, რომელიც ყველაზე ხშირად გხვდებოდათ?

გ. რამდენი სტატია ეხება განსაკუთრებით ადამიანის უფლებებს? რამდენი სტატია ეხებოდა ადამიანის უფლებებს, თუმცა მათში არ იყო მოხსენიებული ეს სიტყვები? როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყო ნახსენები ამ სტატიებში ადამიანის უფლებები?

დ. იყო თუ არა ნახსენები კერძოდ ბავშვის უფლებები?

ე. ამ სტატიებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, როგორია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში? ევროპაში? თქვენს თემში?

ვ. ამ სტატიების მიხედვით, რა განხორციელდა ადამიანის უფლებების დასაცავად? ვინ განახორციელა შესაბამისი ქმედებები?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* თამაშები „უფლებების მონიშვნა რუკაზე“ (გვ. 166) და „კომპასიტოს“ რეპორტიორი (გვ. 117) მოუწოდებენ ბავშვებს, შეხედონ თავის საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, თამაში ასწავლის ბავშვებს მათი დაკვირვების შედეგების წარმოდგენას.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* დატოვეთ პლაკატები გამოფენილი და სთხოვეთ ბავშვებს კიდევ სხვა საგაზეთო ამონაჭრების მოტანა. კიდევ ერთხელ გადახედეთ პლაკატებს მას შემდეგ, რაც მათ ახალი სტატიები დაემატება.

* ამოარჩიეთ რომელიმე ერთი უფლება, ყველაზე საინტერესო ჯგუფისთვის, და ჩაატარეთ ცოდნის გაფართოების კამპანია (მაგალითად, ქონების უფლება, შესაძლოა დაკავშირებული სიღარიბესთან; განათლების უფლება, განსაკუთრებით ხარისხიანი განათლებისა) ჯგუფის მიერ არჩეულ დონეზე (ადგილობრივი, სახელმწიფო, საერთაშორისო დონეები).

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ამოარჩიეთ მასალები სხვადასხვა გაზეთიდან და ჟურნალიდან, მათ შორის ადგილობრივი და სარეკლამო გაზეთებიდან. არ არის აუცილებელი, რომ ჟურნალ-გაზეთები ახალი იყოს.

* გაუჩინეთ ბავშვებს გაზეთების სხვა ნაწილების წაკითხვის სურვილი, მაგალითად, განცხადებების: ქონების უფლება; ქორწინების ან გარდაცვალების შეტყობინებების: კულტურის, ქორწინების, განსჯის, სინდისის და რწმენის უფლება; სპორტულის: დასვენების უფლება; პირადი განცხადებების და შეხვედრების თაობაზე შეტყობინებების: გაერთიანების უფლება.

* თავიდან ეცადეთ ყველა ჯგუფთან მუშაობას, რათა ყველამ კარგად გაიგოს დავალება.

* ალტერნატიული ვარიანტი: ყველა ჯგუფს სამ სხვადასხვა პლაკატში შეაქვს თითო კატეგორია, სტატიების კომბინირებით ისინი ახერხებენ მთლიანი კლასის პლაკატის შექმნას.

* ადაპტირება უმცროსი ბავშვებისთვის:

* მოსთხოვეთ მათ მხოლოდ ორ კატეგორიაზე მუშაობა: უფლებების გამოყენება და უარი უფლებებზე.

* გამოტოვეთ მე-3 ნაბიჯში მოცემული ანალიზი.

* დასვით გამოკითხვასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც ეფუძნება ბავშვების გამოცდილებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

* ადაპტირება უფროსი ბავშვებისთვის:

* სთხოვეთ ბავშვებს, გაარჩიონ, როგორ არის ერთი და იმავე უფლებებთან დაკავშირებული მოვლენა გაშუქებული სხვადასხვა გაზეთში. რა განსხვავებას ხედავენ ისინი საკითხის მნიშვნელობის განხილვაში? რაზეა გადატანილი აქცენტი? არსებობს თუ არა ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა ვერსიები? რომელიმე ვერსიაში არის თუ არა მოხსენიებული კერძოდ ადამიანის უფლებები?

* სთხოვეთ მონაწილეებს, უყურონ ახალ ამბებს ტელევიზიით, ჩაიწერონ იქ განხილული საკითხები და დრო, რომელიც დაეთმო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

დასარიგებელი მასალა: პლაკატის ნიმუში

გამოყენებული
უფლებები

უარი
უფლებებზე

დაცული
უფლებები

ანალიზი

ანალიზი

ანალიზი

უფლება

ადამიანის

უფლება

ადამიანის

უფლება

ადამიანის

7.5 4. ბიჭები არ ტირიან!

▲ზევით დაბრუნება


ხოლო გოგონები უფრო საზრიანები არიან.

თემები:
დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა, ადამიანის ზოგადი უფლებები

დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8 - 13 წელი

ხანგრძლივობა:
90 წუთი

სიდიდე:
8-20 ბავშვი

ტიპი:
დისკუსია, განცხადებების თეატრალური წარმოდგენა

აღწერა:

ბავშვები კამათობენ და წარმოადგენენ თავიანთ სკეტჩებს მაპროვოცირებელი განცხადებების შესახებ.

მიზნები:

  • გენდერული სტერეოტიპების და გენდერული თანასწორობის განხილვა

  • შემწყნარებლობის ხელშეწყობა

  • იმის ილუსტრირება, თუ როგორ წარმოშობს სტერეოტიპი გენდერულ უთანასწორობას

მომზადება:

  • აირჩიეთ ჩამონათვალიდან სამი განცხადება ან დაწერეთ ახალი

  • მოამზადეთ 4 ნიშანი: „ვეთანხმები“, „არ ვიცი“, „ვფიქრობ, „ვეთანხმები“

  • მოათავსეთ თითოეული ნიშანი ოთახის კუთხეებში

  • აირჩიეთ დამატებითი განცხადებები სკეტჩში გამოსაყენებლად და დაწერეთ ცალკე ფურცლებზე

მასალები:

ფურცლები ნიშნებისთვის, ქაღალდის ზოლები განცხადებებისთვის

მითითებები

პირველი ნაწილი: პოზიციის დაკავება

1. აუხსენით ბავშვებს სავარჯიშოს პირველი ნაწილი:

ა. ოთახი დაიყო ოთხ კუთხედ. თითოეულ კუთხეში არის ნიშანი: „ვეთანხმები“, „არ ვიცი“, „ვფიქრობ“, „არ ვეთანხმები“.

ბ. ხმამაღლა და სათითაოდ წაიკითხეთ სამი სხვადასხვა განცხადება. ბავშვები კუთხეებში იკავებენ პოზიციას იმის მიხედვით, ეთანხმებიან, არ ეთანხმებიან, აზრი არ გააჩნიათ თუ მეტი დაფიქრება სჭირდებათ.

2. წაიკითხეთ პირველი განცხადება და დაიცადეთ, სანამ ბავშვები პოზიციას აირჩევენ. შემდეგ ჰკითხეთ სხვადასხვა კუთხეში მყოფ ბავშვებს, რატომ აირჩიეს ეს კონკრეტული პოზიცია. უთხარით ბავშვებს, შეიცვალონ პოზიცია, თუ სხვათა არგუმენტების მოსმენის შემდეგ აზრს შეიცვლიან. სამივე განცხადების შემთხვევაში გაიმეორეთ ეს პროცესი.

3. კვლავ ერთ ჯგუფად გააერთიანეთ ბავშვები და იმსჯელეთ სავარჯიშოს ამ ნაწილზე:

ა. რამემ ხომ არ გაგაოცათ ამ სავარჯიშოსთან დაკავშირებით?

ბ. როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ადამიანებს განსხვავებული აზრი ამ განცხადებებთან დაკავშირებით?

გ. ხომ არ შეგაცვლევინათ აზრი ვინმეს არგუმენტებმა? რატომ?

დ. როგორ გავიგოთ, რომელი პოზიციაა სწორი?

მეორე ნაწილი: პოზიციის გათამაშება

4. დაყავით ბავშვები პატარა ხუთკაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცით განსხვავებული განცხადება. აუხსენით, რომ მათ აქვთ 15 წუთი განცხადების წასაკითხად, მსჯელობისთვის და მოკლე სკეტჩის დასადგმელად (მინი სპექტაკლი), რომელიც ამ განცხადების შესახებ გზავნილს შეიცავს.

5. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, წარმოადგინოს თავისი სკეტჩი. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეთ აუდიტორიას, რა გზავნილის გადმოცემას ისახავდა მიზნად ეს პრეზენტაცია. შემდეგ ჰკითხეთ პრეზენტაციის ავტორებს, რა გზავნილის გადმოცემა სურდათ მათ.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. იმსჯელეთ გენდერული სტერეოტიპების შედეგების შესახებ და დასვით შემდეგი კითხვები:

ა. რა საერთო ჰქონდა ამ განცხადებებს? ხომ არ იცით ამის მსგავსი სხვა განცხადებები?

ბ. არის თუ არა განსხვავებული წესები და მოთხოვნები ბიჭების ან გოგონებისთვის ამ ჯგუფში? საკლასო ოთახში ან სკოლაში? ოჯახში? რა დამოკიდებულება აქვთ ამის მიმართ?

გ. შეგიძლიათ გამოთქვათ სხვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორები უნდა იყვნენ გოგონები და ბიჭები ან რა უნდა აკეთონ მათ? არის თუ არა მსგავსი იდეები ჩვენი ქვეყნის სხვა ნაწილებში? ევროპაში? მსოფლიოში?

დ. რა ხდება, როდესაც რომელიმე ბიჭი ან გოგონა არ ეთანხმება ამ იდეებს და სურს სხვანაირი იყოს ან სხვანაირად მოიქცეს? თუ ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში? როგორ გრძნობდით თავს? როგორ მოიქეცით?

ე. ისევე მოქმედებს თუ არა ზრდასრულ ადამიანებზე იდეები იმის თაობაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ მამაკაცები და ქალები, როგორც ბავშვებზე?

2. დაუკავშირეთ გენდერული სტერეოტიპები დისკრიმინაციას და დასვით შემდეგი კითხვები:

ა. რამდენად ზღუდავს იდეები მამაკაცების და ქალების თაობაზე ჩვენს არჩევანს? შეგიძლიათ მაგალითების დასახელება?

ბ. რა გავლენას ახდენს ეს შეზღუდვები ადამიანის უფლებებზე?

გ. რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში, რომ ბიჭები და გოგონები უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ, თუ ამის სურვილი აქვთ?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშო „რა მშვენიერია სამყარო“, გვ. 135 ყურადღებას ამახვილებს გარეგნულ სახეზე და რეალობაზე.

* გენდერულ სტერეოტიპებს ეხება, აგრეთვე, სავარჯიშო „იყო და არა იყო რა“, გვ. 112.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

ბავშვებთან ერთად შეიმუშავეთ პერსონალური „ქცევის კოდექსი“, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორუნდა მოექცნენ ერთმანეთს ჯგუფის წევრები და როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გოგონების და ბიჭების თანასწორობა. დაამაგრეთ კედელზე და გამოიყენეთ, როდესაც ჯგუფში კონფლიქტი წამოიჭრება.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ფრთხილად იყავით, რომ არ განამტკიცოთ ის სტერეოტიპი, რომელსაც სავარჯიშოს მსვლელობაში განიხილავთ. გახსოვდეთ თქვენი საკუთარი ცრურწმენები და სტერეოტიპები გენდერთან დაკავშირებით და ის, თუ როგორ უნდა გააცნოთ ისინი ბავშვებს როგორც წამყვანმა.

* აირჩიეთ განცხადებები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ხდება, რომ გოგონებს და ბიჭებს, მათი ფიზიკური განსხვავების მიუხედავად, ერთნაირი უფლებები აქვთ. აირჩიეთ წინააღმდეგობრივი განცხადებები, რომ განსხვავებული აზრების დემონსტრირება მოახდინოთ.

* ერიდეთ გოგონების და ბიჭების პოლარიზებას. ჯგუფის მიხედვით შეგიძლიათ სკეტჩებისთვის შეარჩიოთ ერთსქესიანი ან შერეულსქესიანი ჯგუფები.

* მშობლების პოზიციას ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვების პოზიციაზე. მშობლებს შეიძლება პოზიტიური რეაქციაც ჰქონდეთ და ნეგატიურიც ამ სავარჯიშოსთან დაკავშირებით.

ადაპტირებული ვარიანტი

  • სავარჯიშოს შემოკლების მიზნით მხოლოდ თქვენი ჯგუფისთვის მისადაგებული ნაწილი გაითამაშეთ.

  • სკეტჩის წარმოდგენას სჯობია, სთხოვოთ ბავშვებს, მოაწყონ ვიზუალური პრეზენტაცია (მაგალითად, ნახატები, მულტფილმები, კოლაჟები ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათებით და ა.შ.)

განცხადებების ნიმუშები

* თოჯინები მხოლოდ გოგონებს აქვთ

* ბიჭები არ ტირიან

* ბიჭები არ ატარებენ ქვედა ბოლოებს

* გოგონა ვერ იქნება ხელმძღვანელი პირი

* ფეხბურთს მხოლოდ ბიჭები თამაშობენ

* გოგონები სუსტები არიან, ბიჭები ძლიერები

* გოგონები ეხმარებიან დედებს, ბიჭები - მამებს

* სჯობია გოგო იყო, ვიდრე ბიჭი

* როდესაც რამე დაშავდება, პირველ რიგში ბიჭებს ადანაშაულებენ

* ბიჭებს შეუძლიათ უზრდელი სიტყვების თქმა, გოგონებს - არა

* გოგონები უფრო საზრიანები არიან, ვიდრე ბიჭები

* გოგონები იგებენ ჩხუბში, რადგან„ბინძური“ხერხებით ჩხუბობენ

* ბიჭებისთვის ნორმალურია ერთმანეთს რომ ურტყამენ, გოგონებისთვის - არა

* ბიჭები უფრო ზარმაცები არიან, ვიდრე გოგონები

* გოგონები უფრო მატყუარები არიან, ვიდრე ბიჭები

7.6 5. ბრძოლა ფორთოხლისთვის

▲ზევით დაბრუნება


შეიძლება ამ ბრძოლაში ორივე მხარემ გაიმარჯვოს?

თემები:
მშვიდობა სირთულის დონე: პირველი

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
30 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
4-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ჯგუფური შეჯიბრი და დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები ერთმანეთს ფორთოხლის ხელში ჩაგდებაში ეჯიბრებიან და კონფლიქტის მოგვარების გზებს განიხილავენ

მიზნები:

  • კონფლიქტურ სიტუაციებში კომუნიკაციის აუცილებლობის განხილვა

  • კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვა

მომზადება:
არ არის საჭირო

მასალები:
ერთი ფორთოხალი

მითითებები

1. უთხარით ბავშვებს, რომ „ფორთოხლის თამაში“ უნდა ითამაშონ. სთხოვეთ „ა“ ჯგუფს, გარეთ დაგელოდოთ, „ბ“ ჯგუფს კი უთხარით, რომ მათი მიზანი ფორთოხლის მოპოვებაა, რადგან მათ ამ ფორთოხლის წვენი სჭირდებათ.

2. გადით გარეთ და უთხარით „ა“ ჯგუფს, რომ მათი მიზანი ფორთოხლის მოპოვებაა, რადგან მათ ფორთოხლის კანი სჭირდებათ ფორთოხლის ნამცხვრის გამოსაცხობად.

3. შეკრიბეთ ორივე ჯგუფი ოთახში და სთხოვეთ, დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ.

4. უთხარით თითოეულ ჯგუფს, რომ სასურველი ნივთის მისაღებად მხოლოდ სამი წუთი აქვთ. ხაზგასმით სთხოვეთ, რომ ძალადობა დაუშვებელია. შემდეგ დადეთ ფორთოხალი შუაში და დაიძახეთ „მიდი.“

როგორც წესი, ვიღაც სტაცებს ხელს ფორთოხალს და ის ერთ-ერთი ჯგუფის საკუთრება გახდება, მაგრამ საინტერესო ისაა, თუ როგორ გაართმევენ ჯგუფები თავს ამ სიტუაციას. ხანდახან ისინი ცდილობენ, მოილაპარაკონ და ფორთოხალი შუაზე გაყონ. ხანდახან სულ არ ცდილობენ მოლაპარაკებას. ზოგჯერ ერთმანეთში საუბრის შედეგად აღმოაჩენენ, რომ მათ ფორთოხლის სხვადასხვა ნაწილი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ჯგუფის წევრი ფორთოხალს გაფცქვნის და ორივე ჯგუფი იმას მიიღებს, რაც სჭირდება. ნუ ჩაერევით.

5. სამი წუთის შემდეგ დაიძახეთ „შეჩერდით“ ან „დრო“

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომი განხილვისას შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. მიიღო თქვენმა ჯგუფმა ის, რაც უნდოდა, და თანაც 3 წუთის ამოწურვამდე?

ბ. რა იყო თქვენი ჯგუფის მიზანი?

გ. რა შედეგით დასრულდა დავა ფორთოხლის გარშემო?

დ. რა გააკეთეთ ამ შედეგის მისაღწევად?

ე. რატომ არის აუცილებელი ადამიანებს შორის კომუნიკაცია კონფლიქტის მოსაგვარებლად?

ვ. კონფლიქტის დროს ადამიანები განა ყოველთვის ურთიერთობენ ერთმანეთთან? რატომ? რატომ არა?

ზ. კონფლიქტის დროს ადამიანებს ერთი და იგივე რამ უნდათ?

თ. ოდესმე ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში? რა შედეგით დამთავრდა ის?

2. მიუსადაგეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვის დახმარებით:

ა. ადამიანის რომელი უფლებები ირღვევა კონფლიქტისას?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* კონფლიქტების მოგვარებას შეეხება ასევე სავარჯიშო „როგორ ავიცილოთ ძალადობა“, გვ. 133.

* არის კიდევ რამდენიმე სავარჯიშო, სადაც მოლაპარაკებების წარმართვაა საჭირო, ესენია: „დაიპყარი ციხე-სიმაგრე“ გვ. 89; „ღორმუცელა“ გვ. 95.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

შეიმუშავეთ ჯგუფის შიგნით შესაძლო კონფლიქტის მოგვარების გზები. ჩამოწერეთ ეს გზები დიდი ფორმატის ფურცელზე და დაკიდეთ ოთახის რომელიმე კედელზე.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* იმისთვის, რომ სავარჯიშოსშემდგომი განხილვისას ბავშვების ყურადღება ფორთოხალზე არ იყოს კონცენტრირებული, სამი წუთის გასვლის შემდეგ აიღეთ ფორთოხალი (ან ფორთოხლის ნარჩენები).

* ეცადეთ, არ მოახდინოთ გავლენა კონფლიქტზე, თუმცა სიფრთხილეა საჭირო: ბავშვებს ხაზგასმით უნდა უთხრათ, რომ ძალადობით სასურველი შედეგის მიღწევა დაუშვებელია.

* უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფებისთვის მორგებული ვარიანტი: ორი ჯგუფის ნაცვლად ბავშვები ოთხ ჯგუფად დაყავით; გაიმართება ერთდროულად ორი „ბრძოლა ფორთოხლისთვის“. შეადგინეთ ორი „ა“ და ორი „ბ“ ჯგუფი და მათ იგივე მითითებები მიეცით, რაც ზემოთაა მოყვანილი. პირველი „ა“ ჯგუფი პირველი „ბ“ ჯგუფის პირისპირ დაჯდეს, მეორე „ა“ ჯგუფი კი მეორე „ბ“ ჯგუფის პირისპირ. ფორთოხლები ჯგუფებს შორის დადეთ. ჯგუფებმა სავარჯიშო ერთდროულად უნდა დაიწყონ და ერთდროულად უნდა დაასრულონ. ორივე „ბრძოლის“ დროს მიმდინარე სხვადასხვა პროცესის და შედეგების განხილვა შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს.

7.7 6. გადადგი ნაბიჯი წინ

▲ზევით დაბრუნება


ყველა თანასწორია, თუმცა ერთნი უფრო
თანასწორნი არიან, ვიდრე მეორენი

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, დისკრიმინაცია, სიღარიბე და სოციალური გარიყვა

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
10-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
10-30 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:

როლური თამაში, სიმულაცია, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ თავიანთი თავი სხვის ადგილას და იფიქრონ იმაზე, რომ დისკრიმინაციის და გარიყულობის სათავე არის უთანასწორობა

მიზნები:

  • განსხვავებული ადამიანების მიმართ თანაგრძნობის კულტივაცია

  • საზოგადოების წევრებს შორის არათანაბარ შესაძლებლობებში გარკვევა

  • იმის შეცნობა, თუ რა შედეგი მოაქვს უმცირესობის ჯგუფის შესაძლო წევრობას

მომზადება:

  • მოარგეთ როლები და „სიტუაციები“ ჯგუფს

  • დაამზადეთ ბარათი თითოეული როლისთვის

  • გაამრავლეთ როლების ამსახველი ფურცლები, დაჭერით ისინი

  • წვრილ ზოლებად და გადაკეცეთ

მასალები:

  • ბარათები

  • სიტუაციების ამსახველი სია

  • შესაძლებელია, აგრეთვე, ფერადი ქაღალდების გამოყენება ბარათების და (ან) სურათების დასამზადებლად

მითითებები

1. სანამ სავარჯიშოს დაიწყებთ, ჰკითხეთ ბავშვებს, ოდესმე თუ წარმოუდგენიათ თავიანთი თავი სხვის ადგილას? სთხოვეთ, დაგისახელონ მაგალითები. აუხსენით, რომ ამ სავარჯიშოში თითოეულმა ბავშვმა უნდა წარმოიდგინოს, ვითომ სხვა არის, საკუთარი თავისგან ძალზე განსხვავებული.

2. განმარტეთ, რომ თითოეულმა ბავშვმა უნდა აიღოს ფურცელი, რომელზეც მისი ახალი ვინაობაა მითითებული, და ის არავის უნდა გაუმხილოს. თუკი რომელიმე ბავშვს თავისი როლის ამსახველ ბარათზე რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, ჩუმად უნდა აიწიოს ხელი და დაელოდოს წამყვანს, რომელიც აუხსნის.

3. ეცადეთ, სავარჯიშოს ამ ეტაპზე ბავშვემბა კითხვები არ დაგისვან. აუხსენით, რომ თუ ამ ადამიანის შესახებ მათ ბევრი არაფერი იციან, უბრალოდ ფანტაზია დაიხმარონ. დაეხმარეთ ბავშვებს როლის გათავისებაში და სთხოვეთ, რამდენიმე კონკრეტული რამ გააკეთონ, რაც როლის გათავისებაში დაეხმარებათ. მაგალითად:

ა. დაირქვით სახელი. დაწერეთ ეს სახელი ბარათზე, რომ გახსოვდეთ, ვის როლს თამაშობთ.

ბ. დახატეთ თქვენი თავი.

გ. დახატეთ თქვენი სახლი, ოთახი ან ქუჩა.

დ. მოიარეთ ოთახი ისე, თითქოს ეს ადამიანი ხართ.

4. მათი ფანტაზიის გასახალისებლად დაუკარით წყნარი მუსიკა და სთხოვეთ ბავშვებს, დასხდნენ, თვალები დახუჭონ და მოისმინონ და წარმოიდგინონ პასუხები ქვემოთ მოყვანილ იტხვებზე, რომლებსაც წაუკითხავთ:

ა. სად დაიბადეთ? რა გახსოვთ პატარაობიდან? როგორი ოჯახი გყავდათ პატარაობაში? ახლა შეიცვალა რამე?

ბ. როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება დღეს? სად ცხოვრობთ? რომელ სკოლაში სწავლობთ?

გ. რას აკეთებთ დილაობით? ნაშუადღევს? საღამოს?

დ. რა თამაშები გიყვართ? ვისთან ერთად თამაშობთ ხოლმე?

ე. რას აკეთებენ თქვენი მშობლები? რამდენია მათი ყოველთვიური შემოსავალი? კარგად ცხოვრობთ?

ვ. როგორ ატარებთ არდადეგებს? შინაური ცხოველი ხომ არ გყავთ?

ზ. რა გახარებთ ხოლმე? რისი გეშინიათ?

წყარო: ადაპტირებულია
„კომპასიდან“: სახელმძღვანელო
ადამიანის
უფლებათა განათლების
სფეროში ახალგაზრდების
მონაწილეობით (ევროპის
საბჭო, 2002 წ.), გვ. 217

5. სთხოვეთ ბავშვებს, ჩუმად დამწკრივდნენ, თითქოს რიგში დგანან. როდესაც დამწკრივდებიან, აუხსენით, რომ თქვენ მათ ზოგიერთ ისეთ ამბავს მოუყვებით, რომელიც ბავშვსაც შეიძლება შეემთხვეს. თუკი ეს ამბავი მათი წარმოსახვით შექმნილ ადამიანს მართლა შეიძლება გადახდეს, მათ წინ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგან. თუ არა, თავიანთ ადგილზე უნდა დარჩნენ.

6. სათითაოდ წაიკითხეთ სიტუაციები. გააკეთეთ პაუზა ყოველი წინადადების შემდეგ, რომ ბავშვებს წინ ნაბიჯის გადმოდგმის დრო ჰქონდეთ. სთხოვეთ მათ, გაიხედ-გამოიხედონ და ნახონ, სად დგანან სხვები.

7. სავარჯიშოს ბოლოს სთხოვეთ ყველას, თავის ადგილზე დაჯდეს. სთხოვეთ ბავშვებს, რიგრიგობით მოყვნენ თავიანთი როლები. როცა მოსწავლეები მონათხრობს დაასრულებენ, სთხოვეთ, დააკვირდნენ, ვინ სად დგას სავარჯიშოს დასასრულს.

8. სავარჯიშოსშემდგომი განხილვის დაწყებამდე დაასრულეთ როლების თამაში. სთხოვეთ ბავშვებს, დახუჭონ თვალები და ისევ თავიანთ თავს დაუბრუნდნენ. თვლაზე „სამი“ სათითაოდ უნდა დაიძახონ თავიანთი სახელი. ამ სახით დაასრულეთ სავარჯიშო და უზრუნველყავით, რომ ბავშვებმა არ განაგრძონ სხვა ადამიანების როლის თამაში.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომი განხილვისთვის დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:

ა. რა მოხდა ამ სავარჯიშოში?

ბ. რამდენად ძნელი ან ადვილი იყო მოცემული როლის თამაში?

გ. როგორი იყო თქვენს მიერ წარმოდგენილი ადამიანი, რომლის როლსაც თამაშობდით? იცნობთ ასეთ ადამიანს?

დ. რას განიცდიდით, როდესაც თავს იმ ადამიანად წარმოიდგენდით? გგავთ ეს ადამიანი? იცნობთ ვინმეს, ვინც ამ ადამიანს ჰგავს?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო დისკრიმინაციის და სოციალური თუ ეკონომიკური უთანასწორობის საკითხებს და დასვით შემდეგი კითხვები:

ა. რას განიცდიდით ნაბიჯის წინ გადადგმისას?

ბ. თუკი წინ ნაბიჯის გადადგმა ხშირად გიწევდათ, როდის ამჩნევდით, რომ სხვები თქვენსავით სწრაფად არ გადაადგილდებოდნენ?

გ. ის ადამიანი, რომლის როლსაც თქვენ ასრულებდით, დაწინაურდა? რატომ?

დ. უსამართლობის გრძნობა ხომ არ გაგიჩნდათ?

ე. ჰგავს თუ არა ამ სავარჯიშოში მომხდარი მოვლენები რეალურ ცხოვრებას? რა საერთო აქვს?

ვ. რატომ აქვს საზოგადოების ზოგიერთ წევრს სხვაზე მეტი შესაძლებლობა? სხვაზე ნაკლები შესაძლებლობა?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

უმცროსი ასაკის ბევრი ბავშვისთვის სტერეოტიპების ცნების ათვისება რთულია. ამ სავარჯიშოს შედეგად მიღებული ცოდნა შეიძლება გამყარდეს მსგავსი ტიპის აქტივობებით: „თამაშები სურათებით“ გვ. 96, „მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი“, გვ. 126, „ზაბდერფილიო“, გვ. 90.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

განიხილეთ ბავშვებთან ერთად ის, თუ ვის აქვს მათ გარშემო უფრო მეტი ან უფრო ნაკლები შესაძლებლობები. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს? არის ისეთი უთანასწორობის მაგალითები ჯგუფში ან ბავშვების გარშემო მყოფ საზოგადოებაში, რომელთა აღმოფხვრა ბავშვებს შეუძლიათ?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* თქვენ თვითონ შეადგინეთ ბარათები როლების აღწერით. მაგალითისთვის სახელმძღვანელოში მოცემული ბარათები გამოიყენეთ. რაც უფრო კარგად ასახავს თქვენი ბარათები ბავშვების გარშემო არსებულ სამყაროს, მით უფრო მეტს ისწავლიან ისინი ამ სავარჯიშოდან.

* ისე მოარგეთ როლი სიტუაციას, რომ ის არ ჰგავდეს ბავშვის რეალურ ცხოვრებას, რათა მას უხერხულობა არ შეექმნას.

* წამყვანმა შეიძლება არ იცოდეს ყველა ბავშვის ცხოვრებასთან დაკავშირებული სიტუაცია, ამიტომ ამა თუ იმ როლმა შესაძლოა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე მოახდინოს გავლენა. წამყვანი დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ სავარჯიშოს და განსაკუთრებული ყურადღება იმ ბავშვებს დაუთმოს, რომლებსაც სავარჯიშოს დამთავრების შემდეგ უჭირთ როლიდან გამოსვლა ან უცნაურად იქცევიან. ასეთ ბავშვს წამყვანი ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს.

* ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როლების დარიგებისას ბავშვებმა სიჩუმე შეინარჩუნონ და წარმოიდგინონ იმ ადამიანის ცხოვრება, რომლის როლსაც თამაშობენ; ასევე, გადადგან ნაბიჯი, რომელიცამ ადამიანის ცხოვრებას შეესაბამება. სიჩუმე ეხმარება ბავშვებს როლზე კონცენტრირებაში; მათი ყურადღება ძირითადად როლზეა გადატანილი.

* დაეხმარეთ ბავშვებს, რომ სავარჯიშოსშემდგომი განხილვისას ყველას მიეცეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ამ სავარჯიშომ დიდი ვნებათა ღელვა შეიძლება გამოიწვიოს; რაც უფრო ბევრი ბავშვი შეძლებს თავისი აზრის და ემოციის გამოხატვას, უფრო შედეგიანი იქნება სავარჯიშო. თუ საჭირო გახდება, შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ სავარჯიშოსშემდგომ განხილვას.

* ამ სავარჯიშოს ჩატარება შეიძლება ღია ცის ქვეშ ან დიდ ოთახში. მას შემდეგ, რაც როლს შეასრულებენ, ბავშვები თავიანთ ადგილებზე უნდა დარჩნენ, რადგან უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია განსხვავებების ვიზუალურად განმტკიცება. სავარჯიშოსშემდგომი განხილვის ჩასატარებლად დასვით ბავშვები წრეში ან შენობაში შემოიყვანეთ, რომ ბავშვებს ერთმანეთის ესმოდეთ.

* ამ სავარჯიშოს ძლიერი მხარე იმაშია, რომ თვალნათლივ ჩანს მონაწილეთა შორის მზარდი დისტანცია, განსაკუთრებით სავარჯიშოს ბოლოს. ამ შედეგის განსამტკიცებლად არსებული რეალობის ამსახველი როლები შეარჩიეთ. ისე მოარგეთ როლები ბავშვებს, რომ მხოლოდ რამდენიმემ გადადგას ნაბიჯი წინ (მაგალითად, შეძლონ პასუხი „კი“).

* სავარჯიშოსშემდგომი განხილვის და შეფასებისას გამოარკვიეთ, საიდან იცოდნენ ბავშვებმა იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ, რომელთა როლსაც ასახიერებდნენ - პირადი გამოცდილებიდან თუ სხვა საინფორმაციო წყაროებიდან (მაგალითად, სხვა ბავშვებისგან, უფროსებისგან, წიგნებიდან, მედიიდან, ანეკდოტებიდან). გამოჰკითხეთ, თუ რამდენად სანდოა მათი წყაროები. ამ გზით შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვებს, თუ როგორ მოქმედებს სტერეოტიპები და წინასწარი განწყობა.

* ზოგადად, ბავშვებმა იციან, თუ რა მატერიალური შესაძლებლობები აქვთ - სხვებზე მეტი თუ ნაკლები. თუმცა ბავშვებს ხშირად უჭირთ საკუთარი პრივილეგიების გააზრება. ეს სავარჯიშო დაეხმარება მათ თავიანთი ცხოვრების უფრო ფართო კონტექსტში დანახვაში.

ბარათები როლების აღწერით

შენიშვნა წამყვანისთვის: ბარათები თვითონ დაამზადეთ! რაც უფრო მეტად ჰგავს ბარათებზე ასახულისიტუაცია ბავშვების რეალურ ცხოვრებას, მით უფრო შედეგიანი იქნება სავარჯიშო. ქვემოთ ბარათების მაგალითებია მოცემული

რვა წლის ხარ. შენ და შენი ორი ძმა კარგ სახლში
ცხოვრობთ, რომელსაც დიდი ბაღი და აუზი აქვს.
მამაშენი ქალაქის ერთ-ერთი ბანკის მენეჯერია.
დედაშენი დიასახლისია და ოჯახს უვლის.

შენ ამ ქალაქში დაიბადე, მაგრამ შენი მშობლები
აზიიდან ჩამოვიდნენ. მათ კარგი რესტორანი აქვთ
შენ და შენი და რესტორნის თავზე მდებარე
ოთახებში ცხოვრობთ. სკოლის შემდეგ შენ და შენი
და რესტორანში ჩადიხართ და მშობლებს
ეხმარებით. შენ ცამეტი წლის ხარ.

ათი წლის ხარ და სოფლის ფერმაში ცხოვრობ.
მამაშენი ფერმერია, დედა კი ძროხებს, ბატებს და
ქათმებს უვლის. შენ სამი ძმა და ერთი და გყავს.

დედასთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ სახლში
ცხოვრობ. და-ძმა არ გყავს. დედაშენი ქარხანაში
მუშაობს. შენ მუსიკა და ცეკვა გეხერხება. ცხრა
წლის ხარ.

შენ თორმეტი წლის ბოშა ხარ; პატარა სოფლის
განაპირას ერთ პატარა სახლში ცხოვრობ, სადაც
აბაზანა არ არის. ექვსი და-ძმა გყავს.

მშობიარობის დროს მიღებული ტრავმის გამო
ეტლში ზიხარ. მშობლებთან და ორ დასთან ერთად
ქალაქში, ერთ-ერთ სახლში ცხოვრობ. შენი
მშობლები მასწავლებლები არიან. შენ თორმეტი
წლის ხარ.

თერთმეტი წლის ხარ. ბავშვობიდან ობოლთა
თავშესაფარში ცხოვრობ და არ იცი, ვინ იყვნენ
შენი მშობლები.

ცხრა წლის ხარ და იდენტური ტყუპის ცალი გყავს.
დედასთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ ბინაში
ცხოვრობთ. დედა მაღაზიაში მუშაობს. მამა
ციხეშია.

ცხრა წლის ხარ და და-ძმა არ გყავს. მშობლებთან
ერთად ბინაში ცხოვრობ. მამაშენი მშენებელია,
დედა - ფოსტალიონი. ძალიან სპორტული ხარ.

შენ და შენი მშობლები შენ სამშობლობში -
აფრიკაში - მიმდინარე ომს გამოექეცით და ამ
ქვეყანაში ჩამოხვედით. ახლა თერთმეტი წლის ხარ
და უკვე სამი წელია აქ ცხოვრობ (ცხრა წლიდან).
შენ არ იცი, როდის შეძლებ სამშობლოში
დაბრუნებას.

ცამეტი წლის ხარ და ექვს და-ძმას შორის ყველაზე
უფროსი. მამაშენი სატვირთო მანქანის მძღოლია
და ხშირად მივლინებაშია. დედა მიმტანია და ღამ-
ღამობით მუშაობს ხოლმე. ხშირად გიხდება
ბავშვებთან ყოფნა.

შენი მშობლები გაეყარნენ, როდესაც შენ ჯერ კიდევ
პატარა იყავი. ახლა თორმეტი წლის ხარ და
დედასთან და მის მეგობარ მამაკაცთან ერთად
ცხოვრობ. შაბათ-კვირას მამასთან, მის ახალ
ცოლთან და მათ ორ პატარა შვილთან მიდიხარ
ხოლმე სტუმრად.

ბარათები როლების აღწერით

თერთმეტი წლის ხარ. პატარაობიდან რამდენიმე
დედობილთან და მამობილთან გიხდებოდა
ცხოვრება, რადგან შენი საკუთარი მშობლები არ
გივლიდნენ; ძალიან კარგ ოჯახებში გიხდებოდა
ცხოვრება. შენთან ერთად შვილად აყვანილი ოთხი
ბავშვი ცხოვრობს.

რვა წლის ხარ. შენ და შენი და ბებიასთან და
ბაბუასთან ერთად პატარა ქალაქში ცხოვრობთ.
შენი მშობლები გაყრილები არიან. დედაშენი დიდ
ქალაქში მდივნად მუშაობს. მამაშენს იშვიათად
ხედავ.

სწავლა გიჭირს და ამიტომ სკოლაში ორი კლასით
ჩამორჩი. ათი წლის ხარ, მაგრამ ყველაზე მაღალი,
რადგან შენი კლასელები მხოლოდ რვა წლის არიან.
შენი მშობლები მუშაობენ და საშინაო დავალების
შესარულებაში ვერ გეხმარებიან - დრო არ აქვთ.

დედაშენი შენს დაბადებას გადაყვა -
მშობიარობისას გარდაიცვალა. მამამ სხვა ცოლი
შეირთო და შენ მამასთან, დედინაცვალთან და მის
ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობ. შენ რვა წლის
ხარ, ისინი კი თინეიჯერები არიან. მამა იურისტია.

ხარ რვა წლის და სამი და-ძმიდან ყველაზე პატარა.
შენი ოჯახი დიდი ქალაქის პატარა ბინაში
ცხოვრობს. მამაშენი მექანიკოსია, მაგრამ ამჟამად
სამუშაო არა აქვს, შენი ოჯახის შემოსავალი მცირეა,
მაგრამ მამაშენს შენთან სათამაშოდ მეტი დრო აქვს.

ემიგრანტების ოჯახიდან ხარ; ამ ქვეყანაში ჩვილი
ჩამოგიყვანეს. ახლა ათი წლის ხარ. შენს
სამეზობლოში, სადაც მამაშენს მაღაზია აქვს, ბევრი
ემიგრანტი ცხოვრობს. შენ იმ ქვეყნის ენაზე
ლაპარაკობ, საიდანაც შენი ოჯახი ჩამოვიდა, და
შენი დღევანდელი სამშობლოს ენაც იცი, ასე რომ
დედას და ბებიას ხშირად უთარგმნი.

თერთმეტი წლის ხარ და სოფელში ცხოვრობ
მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან ერთად.
სიმსუქნის გამო დაგცინიან ხოლმე.

ასტმა გაქვს და ავადმყოფობის გამო ბევრი
გაკვეთილის გაცდენა გიწევს, განსაკუთრებით
ზამთარში. დიდ დროს ატარებ სახლში, ლოგინში
და თან ტელევიზორს უყურებ, ინტერნეტში მუშაობ
და ინტერნეტთამაშებით ერთობი. თავს მარტო
გრძნობ, რადგან მშობლები სამსახურში არიან. შენ
ცამეტი წლის ხარ.

ამერიკის ელჩის შვილი ხარ და საერთაშორისო
სკოლაში სწავლობ. დიდი სათვალე გიკეთია და
ცოტა ენა გებმება. თერთმეტი წლის ხარ.

შენ და შენი უფროსი ძმა ძალიან ნიჭიერები ხართ
თითქმის ყველა სგანში - მათემატიკაში, ფიზიკაში,
ენებში. შენი მშობლები უნივერსიტეტის
პროფესორები არიან. ისინი სპეციალურ კურსებზე
და სასწავლო ბანაკებში გაგზავნიდნენ, რომ
კონკურსებისთვის მომზადებულიყავი.

გამონათქვამები

სიტუაციები და მოვლენები

ხმამაღლა წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები. თითოეული სიტუაციის წაკითხვის შემდეგ მიეცით ბავშვებს საკმარისი დრო იმისთვის, რომ გადადგან ნაბიჯი წინ, მიმოიხედონ და განსაზღვრონ, თუ სად დგანან სხვებთან მიმართებაში.

1. შენ და შენს ოჯახს ყოველთვის გაქვთ საკმარისი ფული თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

2. შენ კარგ უბანში ცხოვრობ, გაქვს ტელეფონი და ტელევიზორი.

3. არავინ გაბრაზებს და არ გრძნობ თავს გარიყულად იმის გამო, რომ სხვებს არ ჰგავხარ ან შეზღუდული უნარი გაქვს.

4. ისინი, ვისთან ერთადაც ცხოვრობ, გეკითხებიან აზრს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტლებებზე, რომლებიც შენ შეგეხება.

5. შენ კარგ სკოლაში სწავლობ და გაკვეთილების შემდეგ სასკოლო და სპორტულ ღონისძიებებში იღებ მონაწილეობას.

6. სკოლის შემდეგ მუსიკის და ხატვის დამატებით გაკვეთილებზე დადიხარ.

7. პოლიციის არ გეშინია.

8. ცხოვრობ უფროსებთან ერთად. მათ უყვარხარ და შენთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ.

9. არასოდეს გიგრძვნია თავი დისკრიმინირებულად შენი ან შენი მშობლების წარმომავლობის, რელიგიის ან კულტურის გამო.

10. რეგულარულად იტარებ სამედიცინო და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მაშინაც, როცა ავად არ ხარ.

11. ოჯახთან ერთად წელიწადში ერთხელ დასასვენებლად მიდიხარ.

12. შეგიძლია მოიწვიო მეგობრები სადილად ან ღამე დასარჩენად.

13. როცა გაიზრდები, შეგიძლია ჩააბარო უნივერსიტეტში ან აირჩიო ნებისმიერი სამსახური ან პროფესია.

14. არ გეშინია, რომ ქუჩაში, სკოლაში ან სახლთან ახლოს ვინმე გაგაბრაზებს, დაგცინებს ან თავს დაგესხმება.

15. კინოში და ტელევიზორში ხშირად ხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც შენსავით გამოიყურებიან ან შენსავით ცხოვრობენ.

16. თვეში ერხელ მაინც შენ და შენი ოჯახი დადიხართ კინოში, ზოოპარკში, მუზეუმში, ქალაქგარეთ ან სხვა გასართობ ადგილას.

17. შენი დედ-მამა, ბებია, ბაბუა, დიდი ბებია და ბაბუაც კი ამ ქვეყანაში დაიბადნენ.

18. როცა მოგინდება, შეგიძლია ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდო.

19. ბევრი დრო გაქვს სათამაშოდ, ბევრი მეგობარიც გყავს.

20. შეგიძლია ისარგებლო კომპიუტერით და ინტერნეტით.

21. ყველაფერი, რასაც აკეთებ, გიფასდება; ხელს გიწყობენ ყველა შესაძლებლობის გამოყენებაში.

22. გჯერა, რომ, როცა გაიზრდები, ბედნიერი მომავალი გექნება.

7.8 7. გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ

▲ზევით დაბრუნება


რას გადააგდებ ზღვაში

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
პირველი

ასაკი:
8—13 წელი

ხანგრძლივობა:
45 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
8-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
პრიორიტებების დადგენა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ გემით ახალ კონტინენტზე მიემგზავრებიან, თუმცა იქ მისაღწევად მათ ზღვაში ის ნივთები უნდა გადაყარონ, რომლებიც არ არის აუცილებელი

მიზნები:

  • იმის განსაზღვრა, თუ რა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადარჩენისთვის და შემდგომი განვითარებისთვის

  • სურვილის და საჭიროების ერთმანეთისგან გამიჯვნა

  • ადამიანის უფლებების და საჭიროებების ერთმანეთთან დაკავშირება

მომზადება:

გადაიღეთ და გამოჭერით„სურვილების“ და„საჭიროებების“ ბარათები ყოველი ჯგუფისთვის და ჩადეთ კონვერტში

მასალები:

  • კონვერტები

  • „სურვილის“ და „საჭიროების“ ბარათების ასლები

  • წებო ან წებოვანი ლენტი და ფურცლები

მითითებები

1. სთხოვეთ ბავშვებს, წარმოიდგინონ, რომ ისინი ახალ კონტინენტზე გემით გასამგზავრებლად ემზადებიან. ამ კონტინენტზე ამჟამად არავინ ცხოვრობს, ასე რომ ისინი კონტინენტზე ჩასული პირველი ადამიანები იქნებიან და ახალი ქვეყნის დაარსება მოუწევთ.

2. დაყავით ბავშვები პატარა ჯგუფებად. მიეცით თითოეულ ჯგუფს კონვერტები „სურვილის“ და „საჭიროების“ ბარათებით და აუხსენით, რომ ბარათებზე ყველა ის ნივთია აღნიშნული, რომლებიც მათ ახალ ქვეყანაში ცხოვრების დასაწყებად თან უნდა წაიღონ. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, გახსნან კონვერტი და კარგად გაეცნონ ბარათებს. ალტერნატიული ვარიანტი: დაურიგეთ ბავშვებს ცარიელი ბარათები და სთხოვეთ, რომ მათზე ის ნივთები ჩამოწერონ, რომლებიც დასჭირდებათ ან უნდათ, რომ თან ჰქონდეთ.

3. უთხარით ბავშვებს, რომ გემი უკვე ზღვაში გადის; ასეთი შესავალი გააკეთეთ: თავიდან მოგზაურობა ძალზე სასიამოვნოა. მზე ანათებს და ზღვა მშვიდია. მაგრამ უცებ დიდი შტორმი იწყება და გემის რწევას იწყებს. უფრო სწორად, ჩაძირვას! იმისთვის, რომ გემი არ ჩაიძიროს, გემბანიდან სამი ბარათი უნდა გადააგდოთ.

სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, მოიფიქროს და გადაწყიტოს, თუ რას შეელევა; აუხსენით, რომ ბავშვები ამ ნივთებს ვეღარ დაიბრუნებენ. შეაგროვეთზღვაში გადაგდებული“ ბარათები და ერთად შეკარით.

კითხეთ თვითოეულ ჯგუფს თუ რომელ ბარათს შეეცილება. აუხსენით რომ ისინი ვეღარ დაიბრუნებენ მოგვიანებით ამ საგნებს. შეაგროვეთ „გემბანსგარეთ გადაყრილი“ ბარათები და ცალკე შეინახეთ.

4. გააგრძელეთ თხრობა:

ზღვა როგორც იქნა დამშვიდდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა, თუმცა ამინდის ბიურომ გამოაცხადა რომ მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ამოვარდა და გემისკენ მოემართება. თუ გინდათ, რომ ქარიშხალს გადაურჩეთ, კიდევ სამი ბარათი უნდა გადააგდოთ ზღვაში. გახსოვდეთ: არ გადააგდოთ ის, რაც შესაძლოა ახალ ქვეყანაში დაგჭირდეთ.

ისევე, როგორც წინა ჯერზე, შეაგროვეთ ბარათები და ცალკე შეინახეთ.

5. გააგრძელეთ თხრობა:

ძლივს გადავრჩით! თითქმის მივადექით ახალ კონტინენტს. ყველა გახარებული და აღელვებულია. თუმცა, როგორც კი ჰორიზონტზე მიწა გამოჩნდა, გემს უზარმაზარი ვეშაპი დაეჯახა და მის გვერდზე ნაპრალი გაჩნდა, ასე რომ გემი უფრო მჩატე უნდა გახდეს! კიდევ სამი ბარათის გადაგდება მოგიწევთ.

შეაგროვეთ და ცალკე შეკარით ეს ბარათები.

6. გამოუცხადეთ ბავშვებს, რომ მათ მშვიდობით მიაღწიეს ახალ კონტინენტს და მზად არიან ახალი ქვეყნის ასაშენებლად. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, დააწებონ დარჩენილი ბარათები ფურცელზე, რომ ყველას ახსოვდეს, თუ რა მიაქვთ ახალ კონტინენტზე. გაქვთ ყველა ის ნივთი, რომლებიც ახალ კონტინენტზე გაგაძლებინებთ? რომელიც გაზრდასა და განვითარებაში მოგეხმარებათ?

7. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, ჩამოკიდონ თავიანთი ფურცელი ოთახში და ახსნან, რა მიაქვთ ახალ კონტინენტზე. ამის შემდეგ ჰკითხეთ მთელ ჯგუფს, ხომ არ რჩებათ რაიმე ისეთი, რაც ახალ კონტინენტზე აუცილებელია, რაც შემდგომი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. შეაფასეთ ეს სავარჯიშო შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. რა მოგეწონათ ამ სავარჯიშოში?

ბ. როგორ გადაწყვიტეთ, რომ ამა თუ იმ ნივთის გარეშე გაძლებდით? რა იყო ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი?

გ. იყო თუ არა რთული ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება? რომლის?

დ. იყო თუ არა ჯგუფში უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაგეტოვებინათ და რა გადაგეგდოთ? როგორ მოაგვარეთ ეს უთანხმოება?

ე. ყველას ერთი და იგივე რამ სჭირდება? ვის შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული საჭიროებები?

ვ. რას ფიქრობთ თქვენს საბოლოო არჩევანზე? შეძლებთ ახალ ქვეყანაში ცხოვრებას? შეძლებთ ნორმალურად განაგრძოთ ზრდა და განვითარება?

ზ. როგორ მიიღო თქვენმა ჯგუფმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა გადაეგდო?

თ. გაგაკვირვათ საბოლოო შედეგმა?

ი. მეორედ რომ მოგიხდეთ ამ სავარჯიშოს ჩატარება, სხვა ნივთებს გადააგდებდით?

2. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ადამიანის უფლებები ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარეობს და იმას ეფუძნება, რაც ყველა ადამიანს გადარჩენის, ზრდისა და განვითარებისთვის და ღირსული ცხოვრებისთვის სჭირდება. დაუსვით ბავშვებს შემდეგი კითხვები:

ა. გქონდათ ყველა ის ნივთი, რაც გადარჩენაში დაგეხმარათ?

ბ. გქონდათ ყველა ის ნივთი, რაც ზრდასა და განვითარებაში დაგეხმარათ?

გ. რომელი იყო ის ნივთი, რომლის ქონის სურვილი გქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეთ, რომ ის არ იყო აუცილებელი?

3. ხაზი გაუსვით იმას, რომ ადამიანს ყველა უფლება თანაბრად სჭირდება. ზოგიერთი უფლება სიცოცხლის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი, მაგალითად საკვები, სამედიცინო მომსახურება, სუფთა წყალი და თავშესაფარი. ზოგი კი იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანმა კარგად იცხოვროს და განვითარდეს. მხოლოდ ის, რომ ცოცხალი ხარ არ არის საკმარისი. შეეკითხეთ ბავშვებს:

ა. რომელ ბარათებზეა გამოსახული ნივთები, რომლებიც შესაძლოა გინდოდეთ, მაგრამ თავის გადასარჩენად არ არის უცილებელი?

ბ. რომელ ბარათებზეა გამოსახული ნივთები, რომლებიც ფიზიკური გადარჩენისთვისაა აუცილებელი?

გ. რომელ ბარათებზეა გამოსახული ნივთები, რომლებიც ჩვენ ზრდისა და განვითარებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს?

დ. რა მოხდება ამ ახალ ქვეყანაში, რომ არ გქონდეთ ----------?
(აირჩიეთ ბარათებზე მოცემული რამდენიმე მაგალითი)

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სწორი დასკვნა გამოიტანონ ამ სავარჯიშოდან. მათ არ უნდა ჩათვალონ, რომ ადამიანის ერთი უფლება მეორეზე უფრო მნიშვნელოვანია და ამის გამო მისი უგულებელყოფა შეიძლება. სავარჯიშოს შემდგომ საუბარში ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ უფლებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

* აუხსენით ბავშვებს, რომ იმ ნივთებს, რომლებზეც უარს იტყვიან, ვეღარ დაიბრუნებენ, დარჩენილი ნივთები კი ახალი ქვეყნის ასაშენებლადაა საჭირო და არა იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ, სანამ ვინმე გადაარჩენს.

* ზოგი ნივთი განზრახ არის შერჩეული, რომ კამათს შეუწყოს ხელი და განისაზღვროს, თუ რას ნიშნავს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი (მაგალითად, მობილურ ტელეფონს შესაძლოა ერთნი ფუფუნების საგნად მიიჩნევენ, მეორენი კი კომუნიკაციის აუცილებელ საშუალებად).

* მცირე ასაკის ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ სხვაობის დადგენა სურვილსა და საჭიროებას შორის. დაეხმარეთ მათ იმის გარჩევაში, თუ რა დასჭირდებათ ახალ ქვეყანაში ცხოვრების დასაწყებად.

სხვადასხვა ვარიანტი

სავარჯიშოსშემდგომი განხილვისას შეადარეთ ერთმანეთს „ზღვაში გადაგდებული“ ბარათები, რომლებიც ყოველი კრიზისული სიტუაციის დროს შეაგროვეთ. სთხოვეთ ბავშვებს, აგიხსნან, თუ რა განსხვავებას ხედავენ სხვათა მიერ გაკეთებულ არჩევანში.

დასარიგებელი მასალა:სურვილის“ და
საჭიროების“ ბარათები

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

7.9 8. დაიპყარი ციხე-სიმაგრე

▲ზევით დაბრუნება


წააგებ, თუ არ იფიქრებ!

თემები:
მშვიდობა და ადამიანების უსაფრთხოება

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
120 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
16-30 ბავშვი, 2-3 წამყვანი ან უფროსი ადამიანი

სავარჯიშოს ტიპი:
აქტიური სათავგადასავლო თამაში, სწავლა ექსპერიმენტის საფუძველზე

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები წარმოადგენენ ბრძოლის მონაწილე სხვადასხვა ჯგუფს და გასამარჯვებლად სჭირდებათ ორგანიზება. შემდეგ ისინი მსჯელობენ კონფლიქტის მონაწილე სხვადასხვა მხარეს არსებული სხვადასხვა გრძნობის, კონფლიქტის მიზეზებისა და არსებული მექანიზმების შესახებ

მიზნები:

  • თანაგრძნობის ჩამოყალიბება კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის მიმართ

  • თანამშრომლობა ერთმანეთთან

  • კონფლიქტისას არსებული ემოციების აღქმა

  • სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმარების უნარ-ჩვევბის განვითარების ხელშეწყობა

მომზადება:

  • თუ თამაში მიმდინარეობს გარეთ, დაათვალიერეთ გარემო და მკაფიოდ მონიშნეთ სამოქმედო არე. განსაზღვრეთ პოტენციურად სახიფათო ადგილები და აჩვენეთ ისინი ბავშვებს და ჯგუფების ლიდერებს.

  • მოამზადეთ წარმოდგენითი „სამოქმედო გეგმა“, თითოეული სხვადასხვა ფერის ფურცელზე. დაჭერით ისინი ათ ნაწილად და ჩადეთ თითოეული მათგანი ცალკე კონვერტში.

მასალები:

  • დიდი სივრცე, რომელიც ბავშვებს მისცემს სირბილის და დამალვის საშუალებას.

  • 6 წარმოდგენითი „სამოქმედო გეგმა“, თითოეული სხვადასხვა ფერის ფურცელზე, დაჭრილი ათ ნაწილად.

  • 3 სხვადასხვა განმასხვავებელი ნიშანი 3 განსხვავებული ჯგუფისთვის (მაგალითად, სახის გასაფერადებელი საღებავები ან მკვეთრი ფერების ლენტები).

  • გამაგრილებელი სასმელები თამაშის დასრულების შემდეგ.

მითითებები

1. მოუყევით ბავშვებს ლამაზი ქალაქის შესახებ, რომლის ცენტრშიც განლაგებულია ციხესიმაგრე. ქალაქს აკონტროლებს „იასამნისფერი პარტია“, მაგრამ არსებობს ორი მოწინააღმდეგე ჯგუფი, რომლებსაც უნდათ ქალაქის დაპყრობა და ციხე-სიმაგრის აღება. ეს ჯგუფებია „ლურჯი პარტია“, რომელიც მოემართება სამხრეთიდან, და „ნარინჯისფერი პარტია“ - ჩრდილოეთიდან.

2. დაყავით ბავშვები სამ ჯგუფად: 50%25 - „იასამნისფერები“, 25%25 - „ლურჯები“ და 25%25 -„ნარინჯისფერები“ მიეცით „ლურჯ პარტიას“ და „ნარინჯისფერ პარტიას“ სამ-სამი „სამოქმედო გეგმა“ თითოეულს.

3. კარგად აუხსენით ბავშვებს თამაშის წესები ისე, რომ ყველასთვის გასაგები გახდეს, რომ:

ა. თამაშის განმავლობაში ყველა უნდა დარჩეს მონიშნულ საზღვრებში;

ბ. თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოაწყოს ბანაკი მონიშნულ საზღვრებში; არცერთ ჯგუფს არა აქვს მეორე ჯგუფის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ქალაქი, რომელსაც „იასამნისფერი პარტია“ იცავს, უნდა იდგეს ზუსტად ტერიტორიის შუა ადგილას. აქეთ-იქიდან განლაგებული უნდა იყოს „ლურჯების“ და „ნარინჯისფერების“ პარტიები.

გ. ციხე-სიმაგრის ასაღებად ორი მოწინააღმდეგე პარტია უნდა ეცადოს ერთმანეთში „სამოქმედო გეგმების“ გაცვლას. ყოველ მათგანს აქვს სამ-სამი სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერილი გეგმა. თითოეული დაჭრილია 10 ნაწილად. თითოეული ამ ნაწილთაგანი ცალ-ცალკე უნდა იქნეს გადატანილი მოწინააღმდეგეების ერთი ბანაკიდან მეორეში. ერთ ჯერზე შეიძლება მხოლოდ ერთი ნაჭრის წაღება. „ლურჯებს“ არა აქვთ „ნარიჯისფერების“ ნაჭრების გადატანის უფლება და პირიქით. ნაჭრის გადაცემა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა „ლურჯი“ ან „ნარინჯისფერი“ კურიერი მიაღწევს მოკავშირის ბანაკს.

დ. ციხე-სიმაგრის დასაცავად „იასამნისფერებმა“ ხელი უნდა შეუშალონ მოწინააღმდეგეებს მათი „სამოქმედო გეგმის“ ერთმანეთისთვის გადაცემაში. ისინი ცდილობენ მათ დაჭერას და მათი გეგმების ნაწილების წართმევას. „დაჭერა“ ნიშნავს უბრალოდ მხარზე ან ხელზე შეხებას.

ე. დაჭერილ მომხვდურს აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: 1) მისცეს თავისი გეგმის ფურცელი „იასამნისფერებს“ და კვლავ შეუერთდეს თავის პარტიას; 2) უარი თქვას გეგმის ფურცლის გადაცემაზე და დარჩეს „ტყვედ“ ქალაქში თამაშის ბოლომდე ან ფურცლის „იასამნისფერებისთვის“ გადაცემამდე „ლურჯ“ და „ნარინჯისფერ“ პარტიებს შეუძლიათ ერთმანეთის დახმარება.

ვ. გეგმის ფურცლების დანახვა ყველას უნდა შეეძლოს გადატანისას.

ზ. ორი ან სამი წამყვანი არ მიიღებს მონაწილეობას თამაშში. ისინი ყურადღებას მიაქცევენ ყველა წესის დაცვას.

თ. თუ „ლურჯი“ ან „ნარინჯისფერი“ პარტია შეკრებს ყველა ათ ნაწილს და, ამგვარად, მათ ექნებათ მთლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შეუძლიათ მიიღონ „იასამნისფერი პარტიის“ სამოქმედეო გეგმის ყველა ნაწილი, ეს კი ნიშნავს გამარჯვებას! თუ „იასამნისფერი“ პარტია მოახერხებს „ლურჯების“ ან „ნარიჯისფერების“ გეგმის ათივე ნაწილის ხელში ჩაგდებას, მაშინ შესაბამისი ჯგუფი გამოეთიშება თამაშს. მიუხედავად ამისა, დარჩენილ პარტიას მაინც შეუძლია წარმატების მიღწევა: თუ იგი შეძლებს მთლიანი გეგმის მიტანას მეორე ბანაკში, მაშინ გამარჯვება დარჩებათ მათ და თამაშიდან გავარდნილ პარტიას.

ი. თამაში მთავრდება მაშინ, როცა იმარჯვებს ერთ-ერთი პარტია, ან როცა იწურება წამყვანის მიერ თამაშისთვის გამოყოფილი დრო.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. მოაწყეთ თამაშთან დაკავშირებული თამაშის განხილვა ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. რას გრძნობთ?

ბ. რა მოუვიდა თქვენს სამოქმედო გეგმას?

გ. მოახერხეთ მთლიანი გეგმის მოპოვება? როგორი იყო თქვენი სტრატეგია? როგორ იღებდით გადაწყვეტილებას?

დ. ყველა მონაწილეობდა თამაშში? იყო თუ არა სხვადასხვა როლები?

ე. რას ფიქრობ ორ დანარჩენ პარტიაზე?

ვ. „ლურჯები“ და „ნარიჯისფერები“ შეიკრნენ ერთად თუ ებრძოდნენ ერთმანეთს? როგორ იმოქმედა ერთად მოქმედებამ საერთო შედეგზე?

ზ. იბრძოდნენ „ლურჯები“ და „ნარინჯისფერი“ პარტიები „იასამნისფერი პარტიის“ წინააღმდეგ თუ პირიქით? თუ კი, რატომ? საიდან იღებდა კონფლიქტი სათავეს?

თ. ჰგავდა სიტუაცია რეალურს? ცნობილია თუ არა თქვენთვის რაიმე მსგავსი ნამდვილი სიტუაცია? რა მიზეზების დასახელება შეგიძლიათ ასეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით რეალურ ცხოვრებაში?

ი. როგორ გგონიათ, როგორ უნდა შეიცვალოს ასეთი სიტუაცია? როგორ შეიძლება ამგვარი კონფლიქტების თავიდან აცილება?

კ. რაიმე სხვა კონფლიქტი თუ გაგიგიათ კიდევ? რას აკეთებთ (საერთოდ თუ აკეთებთ რაიმეს) ამგვარი კონფლიქტის მოსაგვარებლად?

ლ. როგორ ჩნდება კონფლიქტები? რისი გაკეთება შეგვიძლია ამ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გადასაჭრელად, სამართავად და/ან მშვიდობის დასაცავად (განხილული მაგალითებიდან გამომდინარე)?

2. დაუკავშირეთ თამაში ადამიანის უფლებების დაცვას ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. რომელია ადამიანის ის ზოგიერთი უფლება, რომელიც შეიძლება დაირღვეს კონფლიქტისას? შეიარაღებული კონფლიქტისას?

ბ. როგორ ზეგავლენას ახდენს თითოეულ მხარეზე მათი უფლებების დარღვევა? როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს მათზე მომავალში?

გ. როგორ მოქმედებს კონფლიქტი ბავშვებზე? როგორ იმოქმედებს ეს მათ მომავალზე?

დ. რისი გაკეთება შეიძლება კონფლიქტების და ადამიანების უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად?

ე. შეიძლება თუ არა ყველა კონფლიქტის გადაჭრა? თუ არა, რა დახმარების გაწევა შეუძლია ადამიანის უფლებების დაცვას ინდივიდებისთვის კონფლიქტის მართვის საქმეში?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* ღრმად ჩაწვდით საზოგადოებაში, ქვეყანაში, რეგიონსა თუ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს. შეეცადეთ მათი მიზეზების გარკვევას, განიხილეთ სიტუაცია. რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* თუ თქვენი გამოკითხვა უმთავრესად ეხება შეიარაღებულ კონფლიქტებს და მშვიდობას, შეეცადეთ მშვიდობის მხარდამჭერი დემონსტრაციის მოწყობას და/ან რომელიმე სამშვიდობო ორგანიზაციის სტუმრობას. დაანახეთ ბავშვებს, როგორ ესმით სამშვიდობო ორგანიზაციებს მშვიდობა და როგორ უდგებიან ისინი კონფლიქტის გადაჭრას.

* განიხილეთ, თუ როგორ აგვარებენ ისინი კონფლიქტებს ერთმანეთს შორის. დაეხმარეთ მათ რამდენიმე ძირითადი წესის ჩამოყალიბებაში კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯგუფში, რომელშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებათა სტანდარტები (მაგალითად, არავითარი ფიზიკური ძალადობა, არავითარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის და მონაწილეობის თანასწორი უფლება).

სასარგებლო რჩევები წამყვანს:

* არავიან უნდა იჩხუბოს თამაშისას. უფრო სუსტი ფიზიკური ძალის ბავშვებს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ სტრატეგიის, სისწრაფის და თანამშრომლობის დახმარებით, ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ აგრესიის და ძალის იმედი აქვთ.

* მზად გყავდეთ დამხმარე წამყვანები ან დამხმარეები. დარწმუნდით, რომ მათ ნამდვილად ესმით თამაშის წესები და იციან გარემოში არსებული ყველა პოტენციური საფრთხე.

* აუხსენით „ლურჯ“ და „ნარინჯისფერ“ პარტიებს სტრატეგიის ჩამოყალიბების საჭიროება, რაც აუცილებელია გეგმის ფურცლების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

* ხაზგასმით აუხსენით მონაწილეებს, რომ „დაჭერა“ ნიშნავს უბრალოდ ხელის შეხებას. ქვემოთ იხილეთ რამდენიმე ვარიანტი, რომლის მორგება შეიძლება სხვადასხვანაირი უნარის მქონე ჯგუფებზე.

* თამაშის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჯგუფზე. მზად იყავით მოსალოდნელზე ხანმოკლე ან ხანგრძლივი თამაშისთვის.

* თამაშის შემდგომი განხილვისას მკაფიოდ გამოყავით ერთმანეთისგან შეიარაღებული კონფლიქტი და მშვიდობა, ან ზოგადად კონფლიქტები, როგორც ამას გრძნობენ ბავშვები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ მოითხოვს სხვადასხვა სახის მიდგომას.

ადაპტირებული ვარიანტი:

* თუ ერთი ჯგუფი ან ერთი ბავშვი სხვებზე სუსტია, შესთავაზეთ დახმარება შესაძლო სტრატეგიასთან დაკავშირებით (მაგალითად, დაუზუსტეთ, სამოქმედო გეგმის უკვე რამდენმა ნაწილმა მიაღწია მეორე ბანაკში; ურჩიეთ, გარისკოს გეგმის რამდენიმე ნაწილის დაკარგვა, რაც გადაარჩენს დანარჩენებს; არ გაგზავნოს გეგმის ყველა ნაწილი თამაშის დასაწყისშივე, არამედ შეინახოს რამდენიმე მათგანი თამაშის რიტმის კარგად შეგრძნებამდე).

* ვინმეს უბრალოდ „დაჭერის“ ნაცვლად, ჩართეთ დამატებითი თამაშები მას შემდეგ, რაც„იასამნისფერი პარტია“დაიჭერს „ლურჯი“ ან „ნარინჯისფერი“ პარტიების წევრს (მაგალითად, შეხვედრისას ითამაშონ „ქვა, ქაღალდი, მაკრატელი“; თუ „იასამნისფერი“ გაიმარჯვებს, მაშინ „ლურჯი“ ან „ნარინჯისფერი“ დაუთმობს მას გეგმის ნაწილს, ხოლო თუ გაიმარჯვებენ „ლურჯი“ ან „ნარინჯისფერი“, „იასამნისფერი“ გაათავისუფლებს მათ). ეს ეფექტიანია მაშინ, როცა ბავშვები განსხვავდებიან ასაკით და ფიზიკური მომზადებით, ვინაიდან თამაში პატარებს და უფრო სუსტებს თანაბარ შანსს აძლევს.

7.10 9. დამკვირვებლის ნაცვლად - დამხმარე

▲ზევით დაბრუნება


მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია?

თემები:
მშვიდობა და უსაფრთხოება, ძალადობა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
7 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წთ

ჯგუფის სიდიდე:
4-24 ბავშვი

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები ყვებიან ამბებს იმ პერიოდის შესახებ, როცა ისინი აღმოჩნდნენ მსხვერპლი, შეურაცხმყოფელები, დამკვირვებლები ან დამხმარეები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციებში

სავარჯიშოს ტიპი:
ამბის თხრობა, განხილვა

მიზნები:

  • დადგენა იმისა, რომ ყველა ხვდება ცხოვრებაში ძალადობას ამა თუ იმ ფორმით

  • ერთმანეთის პატივისცემის და დაცვის პასუხისმგებლობის ხაზგასმით აღნიშვნა

  • ყურადღების გამახვილება „დამხმარის“ მნიშვნელობაზე

მომზადება:

ალტერნატიული ვარიანტი: გააკეთეთ ალტერნატიული განხილვის სახელმძღვანელოს ასლები თითოეული ჯგუფისთვის

მასალები:

  • დიდი ფურცელი და მარკერები ან დაფა და ცარცი

  • ალტერნატიული ვარიანტი: ალტერნატიული განხილვის სახელმძღვანელო

მითითებები

1. შეახსენეთ ბავშვებს, რომ ძალადობა და შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სიტყვიერიც და ემოციურიც, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას. ჰკითხეთ მათ ძალადობის და შეურაცხყოფის სხვა მაგალითები.

2. დაყავით ბავშვები სამ-ოთხკაციან ჯგუფებად. აუხსენით თამაში ისე, რომ ბავშვებმა კარგად გაიგონ თითოეული კატეგორია.

ა. თითოეული პარტნიორი ილაპარაკებს ძალადობის და შეურაცხყოფის სხვადასხვა მაგალითის შესახებ:

i. როცა ხედავთ, რომ ვინმეს შეურაცხყოფას აყენებენ ან უსამართლოდ ექცევიან;

ii. როცა მონაწილეობას იღებთ ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ან უსამართლოდ მოპყრობაში;

iii. როცა ხედავთ, რომ ვინმეს შეურაცხყოფას აყენებენ ან უსამართლოდ ექცევიან და მათ არავინ ეხმარება;

iv. როცა ხედავთ, რომ ეხმარებიან ადამიანს, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებენ ან უსამართლოდ ექცევიან.

სთხოვეთ მათ მაგალითების მოყვანა თითოეულ კატეგორიაზე - თითო ჯერზე ერთი მაგალითის.

დაარწმუნეთ ისინი, რომ არავინ დაისჯება თავისი აზრის გამოთქმისთვის.

ბ. თამაშის ამ ნაწილისთვის გექნებათ 15 წუთი. დასაწყისისთვის ცოტა ხანს ისხედით ჩუმად და იფიქრეთ იმაზე, რისი თქმაც გსურთ.

შენიშვნა: თუ ბავშვებმა იციან კითხვა, მიეცით თითოეულ მათგანს ფურცელი, რომელიც გაყოფილი იქნება ოთხ ნაწილად. თითოეულ ნაწილში ჩაწერილი იქნება განსხვავებული სიტუაცია, რაც დახმარებას გაგიწევთ განხილვისთვის მიმართულების მიცემაში.

3. ისევ ერთ ჯგუფად შეკრიბეთ ბავშვები მათი დაკვირვებების განსახილველად. თავდაპირველად სთხოვეთ მაგალითების მოყვანა ადამიანების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ნუ ეცდებით იმ ამბების გამოყოფას, რომლებშიც ბავშვებს თვითონ აქვთ მიღებული მონაწილეობა. აღნიშნეთ ეს მაგალითები როგორც „ძალადობა“ ქვემოთ მოყვანილ დიდ ფურცელზე.

4. ახლა იკითხეთ მაგალითები, რომლებშიც ბავშვები „დამხმარეების“ როლს ასრულებდნენ.

5. ბოლოს იკითხეთ მაგალითები, რომლებშიც ისინი „დამკვირვებლის“ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ. იკითხეთ: „რისი გაკეთება შეიძლებოდა ზოგიერთ ამ სიტუაციაში იმისთვის, რომ „დამკვირვებლის“ ნაცვლად „დამხმარედ“ ქცეულიყავით?“ დაიტანეთ მათი პასუხები დიდ ფურცელზე.

ა. ძალადობა: გამოიყენეთ მე-3 ნაბიჯში მოყვანილი ძალადობა და შეურაცხყოფა და იკითხეთ, როგორ შეეძლო ვინმეს ამაში დახმარება. ჩაიწერეთ მათი პასუხები.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. ხმამაღლა წაიკითხეთ დახმარებისთვის შემოთავაზებული ქცევების ჩამონათვალი, მოცემული მე-5 ნაბიჯში. აღწერეთ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს დამხმარეებად გადაქცევა.

ა. რომელი შემოთავაზებული მოქმედების შესრულება იქნება რთული? რომელი იქნება შესასრულებლად ადვილი?

ბ. არის თუ არა ჩამონათვალში მოცემული რაიმე ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებასაც თქვენ შეძლებდით?

გ. რა უშლის ადამიანებს ხელს დახმარებაში?

დ. თუ უფრო მეტი ადამიანი გახდება დამხმარე, ვიდრე დამკვირვებელი, გაუმჯობესდება თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა?

2. განიხილეთ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება ისეთი კითხვებით, როგორიცაა:

ა. რა თვისებები და აზროვნება უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ გახდეს „დამხმარე“, ანუ იმოქმედოს როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა?

ბ. როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანის უფლებათა დამცველებს?

გ. როგორ წავახალისოთ ჩვენი ჯგუფის ადამიანები იმისთვის, რომ ისინი „დამხმარეები“ გახდნენ?

3. განაცხადეთ დასკვნის სახით, რომ ნებისმიერი შეურაცხყოფა და ძალადობა ბავშვების წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს ბავშვები შემჩნეულნი არიან ძალადობაში ერთმანეთის მიმართ, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას. ეს ხდება ნებისმიერ საზოგადოებაში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. განსაკუთრებით აღნიშნეთ, რომ ადამიანის უფლებათა შესწავლა ასევე ნიშნავს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას. ჩვენ ვერ მოვსპობთ ძალადობას ან შეურაცხყოფას მთლიანად, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

ისეთი თამაში, როგორიცაა „სიტყვები, რომლებიც გულს გვტკენს“ (გვ. 159), რომელიც ეხება ბავშვების რეალურ ქცევას, უადვილებს მათ განხილვის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

თუ თქვენმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა წესები ერთმანეთში ურთიერთობისთვის, იმსჯელეთ, როგორ შეიძლება ამ წესების ნაწილი გადაიქცეს„დამხმარის ქცევად“ .

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* გადადით ერთი ჯგუფიდან მეორისკენ და დარწმუნდით, რომ ყველა ბავშვმა კარგად გაიგო დავალება, რომ ისინი რიგ-რიგობით განიხილავენ თითოეულ კატეგორიას და ყველას თავისი აზრის გამოთქმის თანაბარი შესაძლებლობა აქვს.

* გაუფრთხილდით ბავშვების გრძნობებს, ალაპარაკეთ დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე და არა პირად გამოცდილებაზე, გარდა ძალადობის და შეურაცხყოფის შემთხვევებში მონაწილეობის მაგალითებისა.

* ეს თამაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ადრე უკვე გიმუშავიათ. მნიშვნელოვანია თამაშის დაწყებამდე ჯგუფში „უსაფრთხო ზონის“ განცდის ჩამოყალიბება.

ალტერნატიული განხილვის სახელმძღვანელო

როცა ხედავთ, რომ ვიღაცას
შეურაცხყოფას აყენებენ

როცა იღებთ მონაწილეობას
სხვის შეურაცხყოფაში

როცა ხედავთ, რომ ვიღაცას შეურაცხყოფას
აყენებენ და არავინ ეხმარება მას

როცა ხედავთ, რომ შეურაცხყოფილ
ადამიანს ეხმარებიან

დიდი ფურცელი

ძალადობა

რისი გაკეთება შეიძლება?

7.11 10. ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?

▲ზევით დაბრუნება


როდის შეგიძლია თქვაუკვე დიდი ვარ?“

თემები:
ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა, მონაწილეობა

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
7-10 წელი

ხანგრძლივობა:
45 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
4-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
გადაწყვეტილების მიღება, დისკუსია მცირერიცხოვან ჯგუფებში

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები პასუხს სცემენ შეკითხვების ჩამონათვალს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მიიღოს გადაწყეტილება ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში. ყოველი შეკითხვისბოლოს პასუხის გაცემისთვის ბავშვები ფერად ბარათებს იყენებენ

მიზნები:

  • ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ფიქრი

  • ოჯახურ ცხოვრებაში ბავშვების მონაწილეობის განხილვა

  • უნარების განვითარების ცნების შემოტანა

მომზადება:

  • მოამზადეთ შეკითხვები ხმამაღლა წასაკითხად

  • დაამზადეთ ბარათების შეკვრა თითოეული ბავშვისთვის

მასალები:

  • მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი ბარათი თითოეული ბავშვისთვის

მითითებები

1. სთხოვეთ ბავშვებს, დააკვირდნენ, რა აცვიათ და თავის გვერდზე მჯდომთან ერთად ისაუბრონ იმაზე, თუ რა აცვიათ და ვინ გადაწყვიტა, რას ჩაიცვამდნენ ისინი იმ დღეს - მშობლებმა, თვითონ, თუ ეს მშობლების და მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. აუხსენით ბავშვებს, რომ ეს სავარჯიშო გადაწყვეტილებების მიღებას ეძღვნება.

2. დაურიგეთ ბავშვებს ბარათები (მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი). განუმარტეთ, რომ თქვენ ხმამაღლა წაიკითხავთ კითხვებს და ყოველი კითხვის შემდეგ სთხოვთ ბავშვებს, გიპასუხონ, ვინ უნდა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. თუკი ბავშვები ფიქრობენ, რომ ეს მშობლების მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, მწვანე ბარათი უნდა ასწიონ. თუკი გადაწყვეტილება ბავშვმა უნდა მიიღოს - ყვითელი ბარათი უნდა ასწიონ. თუკი ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება ბავშვმაც და მშობელმაც ერთობლივად უნდა მიიღონ - ნარინჯისფერი ბარათი უნდა ასწიონ.

3. რიგრიგობით წაიკითხეთ კითხვები და დაელოდეთ, სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ ასწევს ბარათს. სთხოვეთ ბავშვებს, გაიხედ-გამოიხედონ და ნახონ, თუ რომელ ბარათებს ასწევენ ჯგუფის წევრები. ზოგიერთ ბავშვს ალბათ კომენტარების გაკეთება მოუნდება, მაგრამ ნუ გამართავთ დისკუსიას სავარჯიშოს ამ ეტაპზე - დისკუსია სავარჯიშოსშემდგომი განხილვისთვის შემოინახეთ.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. როგორ მოგეწონათ ეს სავარჯიშო?

ბ. რთული იყო ზოგიერთკითხვაზე პასუხის გაცემა? რატომ?

გ. რომელი კითხვები იყო იოლი და რომელი რთული? რატომ?

დ. რატომ ჰქონდა ზოგიერთებს განსხვავებული პასუხები?

ე. არსებობსკითხვაზე სწორი პასუხი და არასწორი პასუხი?

ვ. აქვს თუ არა ბავშვის ასაკს მნიშვნელობა იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც თვითონ ბავშვს შეეხება? რატომ ან რატომ არა?

2. შემოიტანეთ ფრაზა „უნარ-ჩვევების განვითარება“ და განმარტეთ მისი მნიშვნელობა. ახსენით, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ბავშვებს მეტი საშუალება აქვთ და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირად საკითხებთან დაკაშირებით გადაწყეტილების მიღებაში. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მოუყვანოთ მაგალითად უშუალოდ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-5 და მე-14 მუხლები და ისაუბროთ იმ დებულებებზე, რომლებიც ბავშვებს შეეხება. დასვით ქვემოთ მოყვანილი კითხვები ბავშვების როლზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში:

ა. მონაწილეობთ ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში? რომელში?

ბ. არის საკითხები, რომლებსაც თქვენ თვითონ წყვეტთ? რომელი საკითხებია ეს?

გ. არის საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად თქვენ დახმარება და მშობლების რჩევა გჭირდებათ? რა საკითხებია ეს?

დ. რა გზით სთხოვთ ხოლმე მშობლებს რჩევას?

ე. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი მშობლებისთვის ოჯახურ ცხოვრებაში მონაწილეობა? რატომ კი ან რატომ არა?

ვ. რა გზები არსებობს იმისთვის, რომ თქვენ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ოჯახის ცხოვრებაში?

ზ. მოგწონთ თქვენს ოჯახში გადაწყვეტილების მიღების გზები? არის რაიმე ისეთი საკითხები, რომელში მონაწილეობაც გსურთ, მაგრამ საშუალება არ გაქვთ? რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ გაიზარდოს თქვენი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

3. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს და დასვით შემდეგი კითხვები:

ა. რატომ შეეხება ადამიანის ზოგიერთი უფლება ბავშვებს და მათ ოჯახებს?

ბ. თქვენი აზრით, რატომ ითვლება ბავშვის მონაწილეობა მის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბავშვის უფლებად?

გ. ვინ იღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ცხოვრებაზე, გარდა თვით ბავშვების და მათი მშობლებისა? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* ოჯახზე ყურადღების გადასატანად ჯერ შეგიძლიათ ჩაატაროთ სავარჯიშო „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, გვ. 198.

* სავარჯიშო „კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის“, გვ. 120, ასევე შეეხება ბავშვების მონაწილეობას მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* სთხოვეთ ბავშვებს, მშობლებთან ერთად შეიმუშაონ ოჯახის სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას ოჯახის ყოველი წევრი ოჯახის ცხოვრებაში.

* მოიწვიეთ მშობლები და სთხოვეთ, გაუზიარონ ბავშვებს თავიანთი შეხედულებები ოჯახის ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობენ ისინი ბავშვების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებში და როგორ იცვლება ეს როლი ბავშვების ზრდასთან ერთად.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ზოგკითხვაზე პასუხი. უნდა დაეხმაროთ შესაბამისი ბარათის ან იმ პასუხის შერჩევაში, რომელიც მათთვის მისაღებია.

* აუცილებელია, რომ იცოდეთ ბავშვების ოჯახური მდგომარეობა. ზოგი ბავშვი შესაძლოა არა მშობლებთან, არამედ მეურვესთან ცხოვრობს. ამ შემთხვევაში საქმეში მშობლებთან ერთად მეურვეც უნდა ჩართოთ.

* ზოგი ბავშვი იქვე, იტხვის დასმისას იწყებს საუბარს თავისი არჩევანის შესახებ და არ ელოდება დისკუსიას; შეახსენეთ მათ, რომ დისკუსიისას საუბრის უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.

  • კითხვების ხმამაღლა წაკითხვამდე სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ სურათი ყველა ფერად ბარათზე, რათა ახსოვდეთ, რომელი ბარათი რომელკითხვას გამოხატავს. შეგიძლიათ ასევე დაკიდოთ ეს ნახატები დაფაზე, რომ ბავშვებს არ დაავიწყდეთ, თუ რომელი ფერი რომელკითხვაზე პასუხს გამოხატავს.

ადაპტირებული ვარიანტი:

  • უფრო ხანგრძლივი და სიღრმისეული საუბრისთვის სთხოვეთ ბავშვებს, განიხილონ თავიანთი გადაწყვეტილებები ყოველკითხვაზე პასუხის შემდეგ.

  • უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: სთხოვეთ მათ, განსაზღვრონ, ბავშვის უფლებათა კონვენციის რომელ მუხლს შეეხება ესა თუ ისკითხვა.

  • უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის: ჰკითხეთ, თუ რომელი ადამიანის უფლებები იცავს ბავშვების და მშობლების ოჯახურ ცხოვრებაში მონაწილეობას? როტომაა ეს უფლებები მნიშვნელოვანი?

ხმამაღლა წასაკითხი კითხვები

ვინ წყვეტს, დარჩე თუ არამარტო სახლში, როდესაც მთელი ოჯახი საყიდლებზე მიდის:

5 წლის ასაკში?
10 წლის ასაკში?
15 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა ორივე მშობელთან გააგრძელო ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ისინი გაშორდებიან ერთმანეთს:

4 წლის ასაკში?
9 წლის ასაკში?
17 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, უნდა წახვიდე თუ არა ჯარში:

6 წლის ასაკში?
11 წლის ასაკში?
16 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, უნდა გეცვას თუ არა საწვიმარი, როდესაც წვიმაში გადიხარ:

3 წლის ასაკში?
9 წლის ასაკში?
14 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, ვეგეტარიანელი უნდა იყო თუ არა:

4 წლის ასაკში?
8 წლის ასაკში?
13 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, სიგარეტს მოწევ თუ არა:

6 წლის ასაკში?
9 წლის ასაკში?
15 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა შუაღამემდე არ დაიძინო:

5 წლის ასაკში?
9 წლის ასაკში?
14 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა ინტერნეტის ხმარება მეთვალყურეობის გარეშე:

6 წლის ასაკში?
10 წლის ასაკში?
16 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა რელიგიის არჩევა:

5 წლის ასაკში?
9 წლის ასაკში?
13 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა სკოლას თავი დაანებო:

6 წლის ასაკში?
10 წლის ასაკში?
15 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა გაწევრიანდე ადგილობრივ მომღერალთა გუნდში:

5 წლის ასაკში?
9 წლის ასაკში?
17 წლის ასაკში?

ხმამაღლა წასაკითხი კითხვები

ვინ წყვეტს, შეგიძლია თუ არა გქონდეს საკუთარი მობილური ტელეფონი:

4 წლის ასაკში?
8 წლის ასაკში?
15 წლის ასაკში?

ვინ წყვეტს შენი მზრუნველობის ქვეშ აყვანის საკითხს:

4 წლის ასაკში?
10 წლის ასაკში?
16 წლის ასაკში?

7.12 11. ზაბდერფილიო

▲ზევით დაბრუნება


ერთი ყველასთვის და არცერთი ერთისთვის

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, დისკრიმინაცია

სირთულის დონე:
პირველი

ასაკი:
7-10 წელი

ხანგრძლივობა:
35 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-35 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ამბების მოყოლა, განსჯა

მიზნები:

  • განხილვა ცნებისა „ყველა განსხვავებულია, მაგრამ თანასწორია“

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების რაობის განხილვა

  • დისკუსია ძალადობის და კონფლიქტის მართვის შესახებ

საყოველთაობის პრინციპის გაგება

მომზადება:

  • წინასწარ გაიარეთ რეპეტიცია თოჯინების გამოყენებით

  • დაამზადეთ თოჯინა ზაბდერფილიო — ცხოველი, რომელსაც სხვადასხვა ცხოველის მახასიათებლები აქვს (იხ. საილუსტრაციო მასალა)

მასალები:

  • თოჯინების თეატრი ან მსგავსი მოწყობილობა

  • თოჯინები სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით, მონადირე თოჯინა, წამყვანი თოჯინა და ზაბდერფილიო — ისეთი, როგორც საილუსტრაციო მასალაზეა მოცემული

მითითებები

1. დასვით ბავშვები თოჯინების თეატრის საყურებლად. სთხოვეთ, რომ დაიცვან სიჩუმე და ისხდნენ თავიანთ ადგილებზე წარმოდგენის მსვლელობისას. მათ საუბარი მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყონ, როცა წარმოდგენის პერსონაჟი კითხვას დაუსვამს. არავინ უნდა შეეხოს თოჯინებს.

2. დაიწყეთ წარმოდგენა. რეგულარულად დაუსვით ბავშვებს კითხვები, რომ მათი ყურადღება სავარჯიშოში დასმულ ამოცანებზე იყოს კონცენტრირებული.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. როგორი განწყობა გაქვთ წარმოდგენის მიმართ?

ბ. რა მოხდა წარმოდგენაში?

გ. რომელი ცხოველი მოგეწონათ ყველაზე უფრო? ყველაზე ნაკლებად? რატომ?

დ. სამართლიანად მოექცნენ სხვა ცხოველები ზაბდერფილიოს?

ე. რატომ მოიქცნენ ასე?

ვ. თქვენი აზრით, რატომ დაუმეგობრდნენ სხვა ცხოველები ზაბდერფილიოს? იმის გამო, რომ ყველაზე ღონიერი იყო? ყველაზე ლამაზი? თუ მამაცი და გულუხვი? თუ ბევრი სხვადასხვა უნარის გამო?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. გინახავთ ოდესმე, ისე მოქცეოდნენ ვინმეს, როგორც ცხოველები მოექცნენ ზაბდერფილიოს?

ბ. რატომ ხდება ასე რეალურ ცხოვრებაში?

გ. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ და მაინც განვსხვავდებით? რაში ვგავართ ერთმანეთს? რით ვართ განსხვავებულები?

დ. რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ბავშვებმა არ იგრძნონ თავი ისე, როგორც ზაბდერფილიომ, როდესაც მას არავინ ემეგობრებოდა?

წყარო: პორტუგალიური
თოჯინების შოუს
„Animacao e Inovacao
Social“ (MAIS)
ადაპტირებული
ვარიანტი
www.mais.online.pt

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

ბავშვებს თვითონ შეუძლიათ ამ მარტივი თოჯინური წარმოდგენის დადგმა სხვა ბავშვებისთვის. თოჯინების დამზადებაც თავად შეუძლიათ და სხვა ფაბულის მოგონებაც. „კომპასიტოში“ მოცემულ სავარჯიშოებში აღწერილი ამბები თოჯინების დახმარებით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი (მაგალითად, „თანამედროვე ზღაპარი“, გვ. 99, „იყო და არა იყო რა“, გვ. 112).

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

სთხოვეთ ბავშვებს, წარმოიდგინონ, რა იქნება, ზაბდერფილიო რომ მათ ჯგუფში იყოს. დაეხმარეთ მათ შიდა „ქცევის წესების“ შემუშავებაში, ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და მათ შორის განსხვავებების პატივისცემაში. დაკიდეთ ეს წესები საჯარო ადგილას და საჭიროების შემთხვევაში შეახსენეთ ბავშვებს.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ნაცვლად ნამდვილი თოჯინების თეატრისა, გამოიყენეთ გადასაფარებელი, რომლის უკან გაიმართება წარმოდგენა;

* გამოიყენეთ ნებისმიერი თოჯინა, რომელიც გაქვთ. თუკი საჭირო თოჯინები არ გაქვთ, გააკეთეთ ისინი მუყაოსგან ან ძველი წინდებისგან;

* შეცვალეთ ზაბდერფილიო თქვენი წარმოსახვის მიხედვით. შეიძლება მას ჰქონდეს კურდღლის ყურები, მარტორქის რქა, თაგვის ცხვირი და ულვაშები, ლომის ფაფარი, კენგურუს ჩანთა ან ნებისმიერი სხვა კომბინაცია, რომელიც თქვენს მიერ გამოგონილ ამბავს დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უცნაურად უნდა გამოიყურებოდეს და უნდა ჰქონდეს დიდი ცხვირი, ხმამაღალი ხმა და უხმოდ სიარულის უნარი. შეგიძლიათ, ასევე, ისე შეცვალოთ ფაბულა, რომ ნებისმიერ თოჯინას მოერგოს.

* უფრო დიდ ჯგუფებში მეორე პედაგოგის დახმარება იქნება საჭირო, რომ ბავშვებსა და თოჯინებს შორისკითხვა-პასუხი მშვიდად წარიმართოს.

სცენარი

შესავალი: (იწყებს თოჯინა-წამყვანი, რომელიც თვითონ ამბავში არ მონაწილეობს)

თოჯინა-წამყვანი: გამარჯობა, ქალბატონებო და ბატონებო, ბიჭებო და გოგონებო. ძალიან მიხარია, რომ მზად ხართ მოისმინოთ და ნახოთ ჩვენი დღევანდელი განსაკუთრებული წარმოდგენა!

თავიდანვე შემიძლია ერთი დღევანდელი უცნაური ამბავი გიამბოთ. ეს ამბავი ცხოველების სამყაროში ხდება. ამ სამყაროში, ისევე, როგორც ჩვენთან, ყველაფერი ლამაზი არ არის, მაგრამ არც უშნოა. ყველაფერი ნორმალური არ არის, მაგრამ არც არანორმალურია. მაგრამ მოულოდნელობები ყოველთვის ხდება!

ეს ამბავიც სწორედ ამ მოულოდნელობას შეეხება. ეს არის ამბავი ერთ განსაკუთრებულ ცხოველზე, რომელსაც ზაბდერფილიო ჰქვია. უყურეთ და უსმინეთ ყურადღებით. გთხოვთ, ნუ ადგებით თქვენი ადგილებიდან, რადგან ცხოველები შეიძლება შეშინდნენ და გაიქცნენ და ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რა მოხდება ამ ამბის ბოლოს. აბა, დროებით!

ამბავი

მოკლე შინაარსი: ზაბდერფილიო სათითაოდ ხვდება სხვადასხვა ცხოველს. ყოველი მათგანი მიიჩნევს, რომ ზაბდერფილიო ძალიან უცნაური ცხოველია. ზაბდერფილიო ეძებს მეგობარს, მაგრამ არცერთ ცხოველს არ უნდა მასთან მეგობრობა, იმიტომ რომ ის უცნაურია!

ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთ ცხოველთან შეხვედრა:

ჟირაფი: (გამოდის სცენაზე და მიმართავს ბავშვებს) გამარჯობა, ბავშვებო! იცით, ვინ ვარ?

(აუდიტორია: ჟირაფი ხარ)

ჟირაფი: საიდან იცით? სადმე მაწერია?

(აუდიტორია: იმიტომ რომ გრძელი კისერი გაქვს და შენი ფერების ქურქი..)

ჟირაფი: სწორია. მე მსოფლიოს ყველა ცხოველზე გრძელი კისერი მაქვს, შორს ვხედავ და იოლად შემიძლია მაღალი ხეებიდან ფოთლების ჭამა. (სცენაზე გამოდის ზაბდერფილიო)

ზაბდერფილიო: (მეგობრულად და დიდი მონდომებით) გამარჯობა!

ჟირაფი: ვაიმე! შემეშინდა უცებ, ასე რომ მომეპარე! მოიცა, შენ ვინ ხარ?

ზაბდერფილიო: მე ზაბდერფილიო ვარ.

ჟირაფი: ზაბდერბადერაფილოიოო - ვინაო???

ზაბდერფილიო: მე ზაბდერფილიო მქვია და მეგობარს ვეძებ. გინდა ვიმეგობროთ?

ჟირაფი: მმ.. რა ვიცი. ძალიან უცნაურად გამოიყურები. არც თაგვი ხარ, არც ლომი, არც კენგურუ, მაგრამ ყველას ჰგავხარ. ყველა ჩემი მეგობარი ან ერთი ცხოველია ან მეორე და არა შენსავით ნარევი! უკაცრავად, მაგრამ მეგობრები უნდა ვნახო! შენ მართლა უცნაური ხარ და უშნო!

ზაბდერფილიო: (გულნატკენია) კი მაგრამ - მოიცა... (ჟირაფი უკვე გაიქცა. ზაბდერფილიო აუდიტორიას მიმართავს)

ზაბდერფილიო: ამან ძალიან დამაღონა. რატომ არ უნდა ჟირაფს ჩემთან მეგობრობა? მოდი, ცოტას კიდევ გავისეირნებ ტყეში და ეგებ კიდევ რომელიმე ცხოველს შევხვდე და ვეთამაშო.

არცერთ ცხოველს, რომელსაც ზაბდერფილიო შეხვდა, არ უნდა მასთან მეგობრობა. უცებ სცენაზე მონადირე გამოდის. ის ცხოველებზე ნადირობს. როდესაც სცენაზე ცხოველი გამოჩნდება, მონადირე მის დაჭერას ცდილობს, მაგრამ ცხოველები გაურბიან.

მონადირე სცენიდან ქრება - ტყეში მიდის ცხოველების საპოვნელად, სცენაზე კი ზაბდერფილიო გამოჩნდება. ზაბდერფილიო ეკითხება მაყურებლებს, რა ხმაურიაო.

მას შემდეგ, რაც მაყურებლები ზაბდერფილიოს აუხსნიან, რა ხდება, ის ცხვირით ეძებს მონადირის სუნს (ჩემი ცხვირის დახმარებით შემიძლია ვიყნოსო მონადირის მოახლოება), კატის ფეხებით უხმოდ გადაადგილდება (კატის ფეხების წყალობით შემიძლია მივეპარო მას!) და ლომის ღრიალით შეუძლია დააფრთხოს მონადირე (ახლა ჩემს ბოხ ხმას გამოვიყენებ და ლომივით დავიღრიალებ, რომ შევაშინო ის - ღრრრრ!)

ამ გმირული საქციელის შემდეგ სხვა ცხოველები ზაბდერფილიოსთან მოდიან და ბოდიშს უხდიან უღირსი საქციელისთვის. ისინი სთხოვენ ზაბდერფილიოს, გახდეს მათი მეგობარი და ზაბდერფილიო დიდი სიამოვნებით თანხმდება. ყველა ცხოველი მაყურებელს ემშვიდობება და სცენაზე თოჯინა-წამყვანი ჩნდება.

დასკვნა

თოჯინა-წამყვანი: გოგონებო და ბიჭებო, ქალბატონებო და ბატონებო, ეს იყო ზაბდერფილიოს ამბავი. მოგეწონათ?

რასაკვირველია, შესახედავად ზაბდერფილიო სასაცილო ცხოველია! მაგარამ ის მეგობრებს დაეხმარა, რადგან ბევრი სხვადასხვა რამის გაკეთება შეეძლო. შემდეგში, როცა ნახავთ, რომ ვიღაც ცოტა უცნაურად გამოიყურება, ზაბდერფილიო გაგახსენდებათ. იმასაც შესაძლოა ისეთი უნარი გააჩნდეს, რომელზეც თქვენ არც კი გიოცნებიათ. ის შეიძლება შესანიშნავი მეგობარი გამოდგეს!

დასარიგებელი მასალა: ზაბდერფილიო

0x01 graphic

7.13 12. ზღაპარს თოჯინები ყვებიან

▲ზევით დაბრუნება


...ბედნიერ დასასრულს კი შენ იგონებ!

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
120 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
8-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
თოჯინებით ზღაპრის დადგმა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:
ბავშვები თოჯინების სპექტაკლს დგამენ ცნობილი ზღაპრის მიხედვით, რომელშიც ადამიანის უფლებები ირღვევა

მიზნები:

  • ადამიანის უფლებების თემების ამოცნობა ცნობილ ზღაპრებში

  • ადამიანის უფლებების დარღვევების მოგვარების გზების პოვნა

  • ერთად გართობა და მუშაობა

მომზადება:

დაამზადეთ ნიმუშად ერთი თოჯინა, ბავშვებისთვის დემონსტრირების მიზნით

მასალები:

  • თოჯინები ან მასალა თოჯინების დასამზადებლად

  • თოჯინების თეატრი ან მასალა სცენის გასაკეთებლად

მითითებები

1. გაუღვიძეთ ბავშვებს ინტერესი იმით, რომ სთხოვეთ, გაიხსენონ მათთვის ცნობილი ზღაპრებიდან ის პერსონაჟები, რომლებსაც უსამართლოდ მოექცნენ. დაეხმარეთ, გაიგონ, რომ ეს პერსონაჟები და ზღაპრები ხშირად გაზვიადებულად ასახავენ რეალურ სიტუაციებს. შესთავაზეთ ისტორიების წყაროები (მაგალითად, ხალხური გადმოცემა ან ზღაპარი, სცენა საბავშვო წიგნიდან, ეპიზოდი მედიის ისეთი საშუალებიდან, როგორიცაა ტელევიზია ან ფილმები).

2. მას შემდეგ, რაც ბავშვები რამდენიმე იდეას დაასახელებენ, დაყავით ისინი სამ-ოთხ წევრიან ჯგუფებად. სთხოვეთ ჯგუფის თითოეულ წევრს, დაასახელოს მისთვის ცნობილი ზღაპარი და თუ ეს ზღაპარი სხვებმა არ იციან, მოუყვეს მათ. ყოველი ზღაპრის დასრულების შემდეგ დაეხმარეთ ჯგუფს, დაასახელოს უფლება (უფლებები), რომელიც ამ ზღაპარში დაირღვა.

3. როდესაც ზღაპრების ერთად მოყოლის დრო ამოიწურება, სთხოვეთ მათ, აირჩიონ ერთი ზღაპარი, რომელსაც ჯგუფს აჩვენებენ თოჯინების სპექტაკლის სახით. აუხსენით, რომ მხოლოდ 30 წუთი აქვთ თოჯინების მომზადებისა და წარმოდგენის რეპეტიციისთვის. ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოდგენაში ერთი როლი მაინც უნდა შეასრულოს. აჩვენეთ, როგორ გააკეთონ თოჯინა იმ მეთოდის მიხედვით, რომელსაც აირჩევთ.

4. რიგრიგობით სთხოვეთ ჯგუფებს, წარმოადგინონ თავიანთი თოჯინების სპექტაკლები. იმ ეპიზოდის გათამაშებისას, რომელშიც ადამიანის უფლება ირღვევა, თქვენ ან წარმოდგენის შემსრულებლებმა უნდა დაიძახოთ „გაშეშდი!“. მოქმედება წყდება და ბავშვები იწყებენ განხილვას:

ა. ადამიანის რომელი უფლება ირღვევა?

ბ. როგორ შევცვალოთ მოქმედება, რომ აღვკვეთოთ დარღვევა და დავიცვათ პერსონაჟები?

5. სთხოვეთ წარმოდგენის დამდგმელ ჯგუფს, შეცვალოს სპექტაკლის დაბოლოება იმ ერთი ან მეტი რეკომენდაციის გამოყენებით, რომლებიც განხილვის დროს გამოითქვა.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო თითოეული ჯგუფისთვის შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რას ფიქრობთ სპექტაკლზე?

ბ. როგორ შეარჩია თქვენმა ჯგუფმა ეს ზღაპარი დასადგმელად?

გ. როგორ იმუშავა თქვენმა ჯგუფმა როგორც გუნდმა?

დ. რა მეთოდი გამოიყენეთ ზღაპრის შერჩევაზე გადაწყვეტილების მისაღებად? როლების გასანაწილებლად?

ე. რას გრძნობდი შენი როლის შესრულების დროს?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დასმით:

ა. ოდესმე თუ განგიცდია ან შესწრებიხარ ისეთ სიტუაციებს, როგორიც წარმოდგენაში იყო?

ბ. რა კავშირია ამ სიტუაციებსა და ადამიანის უფლებებს შორის? დაირღვა თუ არა რაიმე უფლება? დაცული ან გამოყენებული იყო თუ არა რაიმე უფლება?

გ. იქნა თუ არა წარმოდგენაში უფლების (უფლებების) დარღვევის შემთხვევა მოგვარებული? როგორ? არსებობდა თუ არა პრობლემის გადაჭრის სხვა შესაძლო გზები?

დ. რას გააკეთებდი რეალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* ზღაპრებმა და, განსაკუთრებით, მოგვარების გზების პოვნის მცდელობამ შეიძლება ისეთი კითხვები წამოჭრას ადამიანის უფლებების შესახებ, რომელთა საპასუხოდ ბავშვებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. დაეხმარეთ მათ, იპოვნონ პასუხები საკუთარ კითხვებზე, განსაკუთრებით ბავშვის უფლებათა კონვენციაში. იფიქრეთ შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევაზე, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთ სამუშაოზე და მოგვარების ისეთ გზებზე, რომლებსაც ბავშვები მხარს დაუჭერენ.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

შეასრულეთ სპექტაკლები სხვა ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. სთხოვეთ ბავშვებს, აუდიტორიას აუხსნან მათი სპექტაკლების ადამიანის უფლებათა კონტექსტი და დარღვევა, რომელიც მასშია ნაჩვენები.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ზოგადი თემის ნაცვლად უმჯობესია კონცენტრირება ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ან თემაზე, რომელსაც ჯგუფი განიხილავს (მაგალითად,, დაშინება, გენდერული დისკრიმინაცია ან სიტყვიერი შეურაცხყოფა).

* წამყვანმა უნდა იცოდეს ზღაპრებში განხილული ადამიანის უფლებათა საკითხები, რათა დაეხმაროს ბავშვებს, დააკავშირონ ზღაპარი ადამიანის უფლებებთან.

* წამყვანი არ უნდა ჩაერიოს ჯგუფის მუშაობაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯგუფს გაუჭირდება ზღაპრის მიხედვით წარმოდგენის დადგმა.

* შედარებით მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება დახმარება დასჭირდეთ პრობლემის გადაჭრის შესაფერისი გზის მოფიქრებაში. პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზის არსებობის შემთხვევაში ბავშვებს შეიძლება დახმარება დასჭირდეთ არჩევანის გაკეთებაში. დაეხმარეთ მათ თითოეული გზის უპირატესობების აწონ-დაწონაში, შეიძლება გაითამაშოთ დასასრულის რამდენიმე ვარიანტი.

* თუ ბავშვები გრძელ ნაწარმოებს, მაგალითად, რომანს ან ფილმს შეარჩევენ, დაეხმარეთ მათ წარმოდგენისთვის ერთი სცენის შერჩევაში.

* ეს სავარჯიშო ადვილად შეიძლება ორი ან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

* თუ თოჯინების თეატრი არ გაქვთ, გამოიყენეთ დიდი პლედი, რომელსაც ბავშვები ამოეფარებიან და იქიდან გაითამაშებენ თოჯინების სპექტაკლს.

* თოჯინების დამზადების მრავალი გზა არსებობს: გამოიყენეთ არსებული ჩვეულებრივი თოჯინები ან ცნობილი პერსონაჟების თოჯინები; მოხატეთ წინდები; ქაღალდისგან გამოჭერით და ჯოხებზე წამოაცვით; მოხატეთ მუყაოს რგოლები ან ქაღალდის ჭიქები. დიდ დროს ნუ დახარჯავთ თოჯინების დამზადებაზე. აქ მთავარია სპექტაკლი.

* რეკომენდებული საბავშვო კლასიკა: კონკია, პიტერ პენი, ჰანსელი და გრეტელი, სამი დათვი, წითელქუდა, მახინჯი იხვის ჭუჭული.

* რეკომენდებული ისტორიები „კომპასიტოს“ სხვა სავარჯიშოებში: „ძვირფასი დღიური“, გვ. 190;

„თანამედროვე ზღაპარი“, გვ. 99; „იყო და არა იყო რა...“, გვ. 112; „ზაბდერფილიო“, გვ. 90.

სხვადასხვა ვარიანტი

* შედარებით მოზრდილ ბავშვებთან: დაეხმარეთ, მოიგონონ ისტორიები, რომლებშიც მოთხრობილი იქნება პრობლემებზე ბავშვების პირადი გამოცდილებიდან ან პრობლემებზე, რომლებსაც ჯგუფი განიხილავს (მაგალითად, დაშინება, დისკრიმინაცია, ძალადობა ან კონფლიქტის მართვა).

* სთხოვეთ ბავშვებს, შეცვალონ ცნობილი ზღაპრის ზოგი ასპექტი (მაგალითად, „წითელქუდაში“ მგელი აქციეთ ბოროტი ჭორის მსხვერპლად; შეცვალეთ პერსონაჟების სქესი, როგორც ეს გაკეთდა სავარჯიშოში „იყო და არა იყო რა“, გვ. 112).დამატებითი ინფორმაცია ეს სავარჯიშო შეიძლება ასევე ჩატარდეს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად.

7.14 13. თამაშები სურათებით

▲ზევით დაბრუნება


სურათი თავისთავად მრავლისმეტყველია - მეტიც!

თემები:
დისკრიმინაცია, ადამიანის ზოგადი უფლებები, მედია და ინტერნეტი

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
30 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
2-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
თამაში სურათებით

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები მუშაობენ სურათებით და იკვლევენ სტერეოტიპებს, სხვადასხვა მიდგომას, როგორ შეიძლება სურათებით ინფორმირება და დეზინფორმირება

მიზნები:

  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავება

  • „ვიზუალური აღქმის“, მოსმენის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება

  • თანაგრძნობის და ადამიანური ღირსების პატივისცემის განვითარება

ამ სავარჯიშოში მოცემულია ადამიანის უფლებათა თემებზე სურათებით მუშაობის სამი სხვადასხვა იდეა. აირჩიეთ ბავშვების გუნდისთვის ყველაზე შესაფერისი ერთ-ერთი ვარიანტი.

7.15 13ა. სურათის ნაწილი

▲ზევით დაბრუნება


სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები დასკვნებს აკეთებენ სურათის მხოლოდ ერთი ნაწილის მიხედვით და მარტო ამის შემდეგ ნახულობენ მთლიან სურათს.

მომზადება:

  • მოიძიეთ ისეთი სურათები, რომლებითაც მარტივი ამბავია მოთხრობილი სიღარიბის ან ცხოვრების მსგავსი დონის შესახებ. სურათები მიაკარით მუყაოს ქაღალდზე და გაჭერით ორად ისე, რომ თითოეულ ნაწილში ასახული სიტუაცია განსხვავდებოდეს მთლიანი სურათის სიტუაციისაგან.

  • სურათების კომპლექტები ცალ-ცალკე მოათავსეთ კონვერტებში, თითო კომპლექტი თითო ბავშვისთვის

მასალები:

  • სურათები

  • მუყაოს ქაღალდი და წებო

  • კონვერტები

  • ევროპის საბჭოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთული ნახატებიანი წიგნი

მითითებები

1. დაყავით ბავშვები ორ-ორად. თითოეულ წყვილს მიეცით ორი კონვერტი, რომლებშიც სურათების ერთი კომპლექტია მოთავსებული.

2. აუხსენით სავარჯიშო:

ა. ერთი ბავშვი ხსნის კონვერტს და სურათის ერთ ნაწილს აძლევს პარტნიორს.

ბ. სთხოვეთ პარტნიორს თქვას რა ხდება ამ სურათზე (ვინ არის სურათზე, რა ხდება სურათზე).

გ. ჰკითხეთ პარტნიორს, ეხება თუ არა სურათი ადამიანის რომელიმე უფლებას.

დ. შემდეგ მიეცით პარტნიორს სურათის მეორე ნაწილი და სთხოვეთ, გითხრათ, რა ხდება სურათზე ახლა, როცა მთლიანი სურათი აქვს.

ე. ეხება თუ არა მთლიანი სურათი ადამიანის რომელიმე უფლებას?

ვ. შეცვალეთ როლები.

წყარო: ადაპტირებულია „კომპასიდან“: ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში სახელმძღვანელოდან ახალგაზრდების მონაწილეობით (ევროპის საბჭო, 2002წ.), გვ. 192.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. თუ გაგაკვირვათ რაიმემ ამ სავარჯიშოში?

ბ. როგორ შეიცვალა სურათი მეორე ნაწილის მოცემის შემდეგ?

გ. რა უფლებებია ასახული მთლიან სურათზე?

2. დააკავშირეთ სავარჯიშო აღქმასთან შემდეგი კითხვების დასმით:

ა. თუ შეგიძლია გაიხსენო ისეთი სიტუაციები, როდესაც ადვილია შეგექმნას მცდარი წარმოდგენა, რადგან სიტუაციას მხოლოდ ნაწილობრივ ხედავ ან გესმის?

ბ. რამდენად ხშირად იჯერებს ხალხი იმას, რასაც ხედავს, და ავიწყდება, რომ ეს შეიძლება არ იყოს „სრული ამბავი“?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ეს სავარჯიშო შეგიძლიათ „ყინულის გალღობისთვის“ გამოიყენოთ.

* სხვადასხვა ვარიანტი:

* განავრცეთ სავარჯიშო იმით, რომ ორმა წყვილმა გაცვალოს სურათები და გაიმეოროს სავარჯიშო. უადვილდებათ ბავშვებს სავარჯიშო მეორედ შესრულებისას? თუ უნარების მეტი მობილიზება სჭირდებათ? რატომ?

* მიეცით ერთი და იგივე სურათები ორ წყვილს. შემდეგ სთხოვეთ, გაერთიანდნენ და შეადარონ თავიანთი პასუხები.

* გამოიყენეთ გაზეთში დაბეჭდილი სურათები, შეაფასეთ ეს სურათები და შემდეგ წაიკითხეთ სტატია, რომელიც ამ სურათებით არის ილუსტრირებული.

7.16 13ბ. სურათის ტიტრები

▲ზევით დაბრუნება


სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები წერენ სურათების ერთი კომპლექტის ტიტრებს, შემდეგ ადარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

მომზადება:

  • შეარჩიეთ და დანომრეთ 8-10 საინტერესო სურათი.

  • სამუშაო ფურცელი დაყავით რაც შეიძლება ბევრ გრძელ ნაჭრად

მასალები:

  • დანომრილი სურათები

  • სამუშაო ფურცელი, ქაღალდი და კალამი თითოეული წყვილისათვის

  • წებო ან წებოვანი ლენტი და მაკრატელი თითოეული წყვილისათვის

მითითებები

1. დააწყვეთ სურათები მაგიდაზე. დაყავით ბავშვები ორ-ორად და სთხოვეთ, დაწერონ ტიტრები თითოეული სურათისთვის. სთხოვეთ, დაწერონ გარკვევით, რათა სხვებმა მათი წაკითხვა შეძლონ.

2. როდესაც ყველა შეასრულებს დავალებას, რიგრიგობით აწიეთ სურათები და მოხალისეებს სთხოვეთ, წაიკითხონ თავიანთი ტიტრები.

3. მიაკარით თითოეული სურათი ქაღალდზე ან საინფორმაციო დაფაზე და სთხოვეთ ბავშვებს, ნახატის ქვეშ მიაწებონ ან წებოვანი ლენტით მიაკრან თავიანთი ტიტრები, რათა გაკეთდეს „პლაკატი“.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. ძნელი იყო ტიტრების დაწერა? რატომ იყო ან არ იყო ძნელი?

ბ. რა არის საჭირო კარგი ტიტრის დასაწერად?

გ. სურათი თუ თავისთავად მრავლისმეტყველია, რა საჭიროა ტიტრი?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო მრავალფეროვნებას შემდეგი კითხვების დასმით:

ა. დიდი განსხვავებები იყო ადამიანების მიერ სურათის ინტერპრეტაციებს შორის? რატომ?

ბ. თუ ფიქრობდი, რომ შენი რომელიმე ტიტრი არასწორი იყო?

გ. რატომ არის კარგი ერთი და იმავე რამის სხვადასხვაგვარი ინეტრპრეტაცია?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* მოძებნეთ ისეთი სურათები, რომლებზე ასახული ქმედება საინტერესოც იქნება და მრავალფეროვანიც და, შესაძლოა, ბუნდოვანიც.

* გამოიყენეთ ფერადი ფურცლები და კალმები, პლაკატები რომ ლამაზი გამოვიდეს.

7.17 13გ. ლაპარაკობენ პერსონაჟები

▲ზევით დაბრუნება


სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები აანალიზებენ სურათებს და წერენ, რას ამბობენ პერსონაჟები, შემდეგ ადარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

მომზადება:

  • დაამზადეთ სურათების ასლები: ორ ან მეტ წყვილს ერთი და იგივე სურათი უნდა მისცეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მე-V თავში მოცემული ადამიანის უფლებათა ილუსტრაციები.

  • სამუშაო ფურცელზე დაწერეთ კითხვები: ვინ? რა? სად? როდის? როგორ?

მასალები:

  • სამუშაო ფურცელი, ქაღალდი და კალამი თითოეული წყვილისათვის

  • წებო

მითითებები

1. დაყავით ბავშვები ორ-ორად. მიეცით თითოეულ წყვილს სურათი, სამუშაო ფურცელი, ქაღალდი, კალამი და წებო.

2. ბავშვებს მიეცით შემდეგი მითითებები:

ა. დააკვირდნენ სურათს და სამუშაო ფურცელზე გასცენ პასუხები სურათის შესახებ დასმულ კითხვებს: ვინ? რა? სად? როდის? როგორ?

ბ. შემდეგ მიაწებონ სურათი სამუშაო ფურცელზე.

გ. სურათზე პერსონაჟების პირთან დახატონ რგოლები და ჩაწერონ, რას ამბობენ პერსონაჟები.

3. სთხოვეთ წყვილებს, გააკრან თავიანთი სურათები კედელზე ისე, რომ გვერდიგვერდ განათავსონ ერთი და იგივე სურათი შესადარებლად. სთხოვეთ ბავშვებს, შეხედონ ყველა სურათს და წაიკითხონ, რასაც პერსონაჟები ამბობენ.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რამდენად ძნელი იყო სურათის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა? იმის დაწერა, თუ რას ამბობენ პერსონაჟები?

ბ. რა განსხვავებაა ერთი და იმავე სურათის თქვენი წყვილისა და მეორე წყვილის

ანალიზებს შორის?

გ. რა სტერეოტიპები გამოჩნდა ამ სურათებში? პერსონაჟების ნათქვამში?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

ადამიანების სურათების გარდა, გამოიყენეთ ცხოველების სურათები. ეს ეფექტიანი იქნება სტერეოტიპების შესახებ დისკუსიის დროს. დაიწყეთ იმის აღნიშვნით, რომ მულტფილმებში ცხოველები ხშირად გამოიყენება სტერეოტიპების გამოსახატად და შემდეგ სთხოვეთ ჯგუფს, მოიძიონ სტერეოტიპების მაგალითები თავიანთ სურათებში და პერსონაჟების ნათქვამებში.

7.18 14. თანამედროვე ზღაპარი

▲ზევით დაბრუნება


ქვიშაზე ფეხის ნაკვალევს ჯდომით ვერ დატოვებ!

თემები:
დისკრიმინაცია, განათლება და თავისუფალი დრო, ძალადობა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-15 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ამბის თხრობა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:
ბავშვები რიგრიგობით ყვებიან ამბავს სურათების მიხედვით

მიზნები:

  • ბავშვთა შრომისა და თანამედროვე მონობის პრობლემის გაცნობა

  • აქტიური მოსმენის უნარის განვითარება

  • შედარებით მოზრდილი ბავშვებისათვის: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გაცნობა

მომზადება:

  • მოამზადეთ ხის სწორი ჯოხი

  • დაამზადეთ ნახატების ასლები ყოველი ორი ბავშვისთვის

  • დაამზადეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსიის ასლები

მასალები:

  • ხის ჯოხი

  • ნახატების ასლები დასარიგებელ მასალად

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსიის ასლები

მითითებები

1. სთხოვეთ ბავშვებს, შეგროვდნენ წრეში სგანგებო ამბის მოსასმენად. შეეცადეთ, შექმნათ ჯადოსნური ატმოსფერო. აჩვენეთ ბავშვებს ხის ჯოხი; აუხსენით, რომ ეს „სასაუბრო ჯოხია“ და ლაპარაკის უფლება მხოლოდ იმას აქვს, ვისაც ხელში ეს ჯოხი უჭირავს. ლაპარაკ ს რომ დაასრულებენ, ჯოხი სხვა ბავშვს უნდა გადასცენ.

2. დააწყვეთ ნახატები ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ მათი დანახვა და აუხსენით, რომ ამ სურათების მიხედვით ერთად უნდა მოიგონონ ამბავი გოგონაზე, რომელსაც სივა ჰქვია. შემდეგ დაარიგეთ ნახატები, თითო ნახატი თითო ბავშვს ან ბავშვების ერთ წყვილს მიეცით. განმარტეთ, რომ თითოეულ ნახატზე ამბის ის ნაწილია ასახული, რომელსაც ბავშვი ან ბავშვთა წყვილი მოყვება. მიეცით ბავშვებს დრო იფიქრონ და, წყვილში მუშაობის შემთხვევაში, ერთად განიხილონ, რა არის ნახატზე ნაჩვენები.

3. პირველმა თქვენ აიღეთ ჯოხი და თქვით რამდენიმე სიტყვა, რომ ბავშვებს აჩვენოთ, როგორ იქნება ამბავი მოთხრობილი. შემდეგ გადაეცით ჯოხი იმ ბავშვს, რომელიც ამბის მოყოლას დაიწყებს. აუხსენით ბავშვებს, რომ თხრობის გაგრძელების მსურველმა ნახატი უნდა აწიოს. თუ გაგრძელების მსურველი რამდენიმეა, მთხრობელი გადაწყვეტს, ვის გადასცეს სასაუბრო ჯოხი.

4. ამბის თხრობის დასრულების შემდეგ ჰკითხეთ ბავშვებს, სურთ თუ არა იმ ნამდვილი ამბის მოსმენა, რომელიც ამ სურათებზეა ასახული. მოუყევით ან წაუკითხეთ სივას ამბავი.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ ჩატარებული სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რას ეფუძნება შენი ამბავი? ხომ არ მოგაგონა ნახატებმა ისეთი რამ, რაც თავად

განგიცდია ან რის შესახებაც გსმენია?

ბ. ჰგავს თუ არა ამ ნახატების მიხედვით მოგონილი ამბავი ნამდვილ ისტორიას?

გ. რა იფიქრე სივას ისტორიაზე? რა იგრძენი?

დ. რაიმეკითხვა ხომ არ გაქვს სივას ისტორიასთან დაკავშირებით?

2. იმსჯელეთ ბავშვის შრომასა და თანამედროვე მონობაზე შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რას ნიშნავს მონა?

ბ. რატომ ჰგავდა სივას მდგომარეობა მონობას?

გ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია სივას მსგავსი ამბავი თქვენს ქვეყანაშიც მოხდეს?

ხომ არ გსმენიათ მსგავსი შემთხვევის შესახებ?

დ. კიდევ არიან მსოფლიოში მონები?

3. მიეცით ბავშვებს ბავშვის უფლებათა კონვენციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო

დეკლარაციის ან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ადაპტირებულ ვერსიათა ასლები. დაუკავშირეთ სივას ამბავი ადამიანის უფლებებს:

ა. რა ემართებათ ბავშვებს, რომლებსაც აიძულებენ, იშრომონ?

ბ. როგორ აისახება ეს მათ უფლებებზე? შეგიძლიათ დაასახელოთ სივას რომელიმე უფლება ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელიც დაირღვა?

გ. როგორ იცავს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვებს?

დ. იცავს თუ არა ბავშვებს ადამიანის უფლებათა სხვა დოკუმენტები?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშო ისეთ საკითხზე, რომელმაც შეიძლება ბავშვები შეაშინოს, არ უნდა ჩატარდეს იზოლირებულად. გააგრძელეთ იგი ოპტიმისტური და პოზიტიური აქტივობებით, როგორიც არის, მაგალითად, „უფლებების მონიშვნა რუკაზე“, გვ. 166, ან „დამკვირვებლის ნაცვლად - დამხმარე“, გვ. 84, თუმცა შემოკლებული ვერსიით.

* გამოიყენეთ ევროპის საბჭოს კომიქსები, რომლებიც მსგავს ისტორიას ასახავს. წინასწარ შეამოწმეთ ამ კომიქსების შესაფერისობა. ეს კომიქსები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე: www.hurights.eu/ notforsale/fabia/en/01.html

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* ბავშვებმა შეიძლება მოიძიონ მათი ქვეყნის ის კანონები, რომლებიც კრძალავს ბავშვთა შრომას. რა მოცულობის სამუშაო შეიძლება კანონით შეასრულოს ბავშვმა? იცავს თუ არა კანონი ბავშვებს გარკვეული ფორმის შრომისგან?

* ბავშვებმა შეიძლება შეადგინონკითხვარი და ჩაატარონ გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა მოცულობის და რა ტიპის სამუშაოს ასრულებენ ბავშვები სახლში. ითვლება ოჯახისთვის და ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობა (მაგალითად, ბავშვის მოვლა, სახლის დალაგება, მშობლების დახმარება საოჯახო საქმის შესრულებაში) ბავშვის შრომად? თანაბრად ეხმარებიან გოგონები და ბიჭები თავიანთ მშობლებს საოჯახო საქმის კეთებაში?

* ბავშვებთან ერთად დაგეგმეთ კამპანია ბავშვის შრომისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ანუ ისეთ თემაზე, რომელიც შესაძლოა ბავშვებისთვის უცხო იყოს, მაგრამ დააინტერესებს და დააფიქრებს მათ.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება სურათების მიხედვით ამბის მოყოლაში. შეგიძლიათ თხრობა ნამდვილ ვერსიასთან უფრო მიახლოებულად წარმართოთ, თუ მონაწილეობას მიიღებთ, როგორც ერთ-ერთი მთხრობელი. ბავშვებს შეიძლება ნახატების თანმიმდევრობით დალაგებაც გაუჭირდეთ.

* შეიძლება დაგჭირდეთ ადამიანებით ვაჭრობის ანუ ტრეფიკინგის ცნების ახსნა.

* მზად იყავით, უპასუხოთ ბავშვების კითხვებს სივას ისტორიის შესახებ, რომელმაც შეიძლება ბევრი მათგანი გააკვირვოს ან ცუდ გუნებაზე დააყენოს. ასევე, უნდა შეგეძლოთ აუხსნათ ბავშვებს, ვისგან და როგორ შეიძლება დახმარების მიღება, თუ ისინი ან სხვები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

* სივას ისტორია ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა („სილიდანი საფრანგეთის წინააღმდეგ“, 73316/01). „კომპასიტოში“ მოთხრობილ ამბავში განგებ არ არის მითითებული სივას სამშობლო (სინამდვილეში, სივა ტოგოდან იყო) და ქვეყანა, სადაც ის გააგზავნეს (სინამდვილეში, საფრანგეთში), რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების უმეტესობა აფრიკიდან ან არაევროპული ქვეყნებიდან არის, ანდა საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასეთი ამბები ხდება. შეგიძლიათ ეს ისტორია შეცვალოთ, რათა თქვენს ქვეყანაში არსებული ვითარება ასახოთ. თუმცა სიფრთხილე გამოიჩინეთ, ისე არ გამოგივიდეთ, თითქოს ტრეფიკინგი მხოლოდ არაევროპულ ქვეყნებში ხდება. სამწუხაროდ, ერთი ევროპული ქვეყნიდან მეორეში ტრეფიკინგის ბევრი შემთხვევაა ცნობილი.

* უნდა შეგეძლოთ აუხსნათ ბავშვებს შრომისგან ბავშვის დაცვის სხვა ინსტრუმენტებიც, გარდა ბავშვის უფლებათა კონვენციისა. იხილეთ თავი V, ბავშვის შრომის (გვ. 221) და ტრეფიკინგის (გვ. 270) საკითხების განხილვა.

* დაეხმარეთ ბავშვებს, განასხვავონ სამუშაო, რომელსაც ისინი შეიძლება თავიანთი ოჯახების დასახმარებლად აკეთებენ, ბავშვისთვის შეუფერებელი შრომისგან. დაუკავშირეთ ეს ბავშვის ისეთ უფლებებს, როგორებიცაა დასვენების და გართობის, სწავლისა და სხვა უფლებები.

* საერთოდ გოგონებს, ბიჭებთან შედარებით, გართობის ნაკლები საშუალება ეძლევათ და მათგან მეტ უფასო შრომას მოელიან. შეგიძლიათ განიხილოთ ბიჭებისა და გოგონების მიმართ არსებული განსხვავებული მოლოდინები და დაუკავშიროთ ეს გენდერული თანასწორობის საკითხს.

ადაპტირებული ვარიანტი

* შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის: დაუკავშირეთ სივას ისტორია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ასეთი კითხვების დასმით:

* სივამ და მისმა ადვოკატმა სივას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. თუ გსმენიათ ოდესმე ამ სასამართლოს შესახებ? ვინ ან რა უნდა შეეცვალა სივას საქმეს?

* რა გადაწყვეტილება მიიღო სივას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ? რა შედეგი მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას?

* არის თუ არა თქვენი ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი მხარე?

* შეგიძლიათ თუ არა თქვენ, როგორც ბავშვმა, მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს? რით შეუძლია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თქვენი დახმარება?

* შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის: შეადარეთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ბავშვის უფლებათა კონვენცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. კონვენციის ადაპტირებული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე: www.youthinformation.com/Templates?Internal. asp?NodeID=90847

* შედარებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის: დანომრეთ ნახატები და დააწყვეთ რიგის მიხედვით ისე, რომ ბავშვებმა მოვლენათა თანმიმდევრობა დაინახონ.

დამატებითი ინფორმაცია

* ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე: www.echr.coe.int

* ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიდეომასალები იხილეთ: www.echr.coe.int/t/e/multimedia/defaulten.asp

* ევროპის საბჭოს მიერ წარმოებული ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის შესახებ იხილეთ:

www.echr.coe.int/t/dg2/trafficking/campaign/default-en.asp

* ევროპის საბჭოს ბროშურა „ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა“, კომუნიკაციის დირექტორატი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატი - თანასწორობის განყოფილებასთან თანამშრომლობით, 2006წ. (ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.echr.coe.int/t/dg2/trafficking/campaign/Source/English brochure.pdf)

* ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.echr.coe.int/t/dg2/trafficking/campaign)

დასარიგებელი მასალა

0x01 graphic

სივას ამბავი

არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ძალიან ღარიბ ქვეყანაში, ცხოვრობდა გოგონა, რომელსაც სივა ერქვა. სივა ბიძასთან ცხოვრობდა, რადგან მშობლები მაშინ გარდაეცვალა, როცა პატარა იყო.

როცა წამოიზარდა, სივა მიხვდა, რომ სამყარო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მისი სამშობლო და ბევრი სხვა საინტერესო ქვეყანა არსებობდა, სადაც წასვლა შეიძლებოდა. მაგრამ სივა, თანამემამულეთა უმეტესობის მსგავსად, ღარიბი იყო და სამოგზაურო ფული არ ჰქონდა.

ერთხელაც სივასთან ბიძია მივიდა და ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში ქალბატონ X-თან ცხოვრება შესთავაზა. სივას მოეწონა მოგზაურობის იდეა და ძალიან მოუნდა წასვლა. ბიძია ქალბატონ X-ს შეუთანხმდა, რომ თვითმფრინავის ბილეთს ქალბატონი იყიდდა, სივა მის სახლში იცხოვრებდა და საოჯახო საქმეში დაეხმარებოდა მანამ, სანამ სივა თვითმფრინავის ბილეთის ღირებულებას გამოიმუშავებდა. ამრიგად, სივა ჩაჯდა თვითმფრინავში და იმ მდიდარ ქვეყანაში გაემგზავრა. გოგონა სიხარულით ელოდა ყველა იმ სიახლეს, რაც იქ უნდა ენახა და განეცადა. ქალბატონი X სივას დაჰპირდა, რომ სკოლაში გაუშვებდა და მის ყველა იურიდიულ საბუთს მოაგვარებდა, რათა მას თავისუფლად ემოგზაურა და ეს ახალი ქვეყანა ენახა.

თუმცა ქალბატონი X-ის სახლში მისვლის შემდეგ საქმე ცუდად წავიდა. ქალბატონი X არც ისეთი მეგობრული აღმოჩნდა, როგორიც სივას წარმოედგინა. იგი სივას თავისი შვილების მოვლას და ყველა საოჯახო საქმის გაკეთებას სთხოვდა. როდესაც სივამ სკოლის შესახებ ჰკითხა, მან უთხრა, სკოლა მოიცდისო.

ცოტა ხნის შემდეგ ქალბატონმა X-მა სივას უთხრა, ქალბატონ Y-თან გადახვალ საცხოვრებლადო. სივას იმედი გაუჩნდა, ახლა მაინც ვივლი სკოლაში და ვისიამოვნებ ამ ახალ ქვეყანაში ყოფნითო. სამწუხაროდ, ქალბატონი Y ქალბატონ X-ზე უარესი აღმოჩნდა. სივას ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე გახდა. მუშაობას დილით ადრე იწყებდა და დასაძინებლად გვიან ღამემდე ვერ წვებოდა. თუმცა ღამითაც ვერ ახერხებდა გამოძინებას, ვინაიდან ბავშვების ოთახში იატაკზე ეძინა და პატარა ბავშვს უვლიდა, რომელიც ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ტირილით იღვიძებდა. გარდა იმისა, რომ სახლის დალაგებას, საჭმლის მომზადებას და ბავშვების მოვლას აიძულებდნენ, სივას ქალაქში სასეირნოდ გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ. სივა უბედური იყო და ნანობდა, რომ აფრიკიდან წამოვიდა.

ერთ დილას სივამ მოახერხა, მიეღო ნებართვა წირვაზე დასასწრებად წასულიყო. მაგრამ ეკლესიაში წასვლის ნაცვლად მან გამბედაობა მოიკრიბა და მეზობლის სახლის კარზე დააკაკუნა. ამ სახლში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილს სივამ დახმარება სთხოვა და თავისი ისტორია უამბო. მოსმენილმა წყვილი გააოგნა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ თანამედროვე ეპოქაში შეიძლებოდა ვინმეს მონასავით მოპყრობოდნენ. სივას ისტორია ძველებურ ზღაპარს ჰგავდა, ოღონდ ამ ზღაპარში არ იყო ის კეთილი ფერია, რომელიც მას დაეხმარებოდა. სივას საკუთარი თავი თვითონ უნდა გადაერჩინა.

ამ წყვილმა სივა სახლში შეიყვანა, მისი ამბავი კი პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ გამოიძია ესშემთხვევა და ქალბატონ X-სა და ქალბატონ Y-ს ბრალი წაუყენა. თუმცა ამ ქალბატონების დასჯით სივა არ დაკმაყოფილდა. მას სურდა, რომ მისნაირი ბავშვები აღარასდროს აღმოჩენილიყვნენ მსგავს სიტუაციაში. ამიტომ ადვოკატის დახმარებით სივამ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა და მოსთხოვა ქვეყანას, რომელშიც ქალბატონი X-ი ცხოვრობდა, კანონების ისე შეცვლა, რომ ბავშვები დაცულები ყოფილიყვნენ მსგავსი მონობისგან. სასამართლომ დააკმაყოფილა სივას თხოვნა და ის ქვეყანა იძულებული გახდა, მიეღო ზომები, რომ მომავალში იძულებითი შრომის მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორებულიყო. სივა ბედნიერი იყო. მან არამარტო ქალბატონი Y-ის სახლში ტყვეობას დააღწია თავი, არამედ ისიც უზრუნველყო, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ბავშვი აღარ გადაიტანდა იმას, რაც მან განიცადა.

წყარო: ადაპტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიდან Siliadin v. France 73316/01.

7.19 15. თვალახვეული

▲ზევით დაბრუნება


ნუ შეხედავთ, მხოლოდ მოისმინეთ!

თემები:
დისკრიმინაცია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მონაწილეობა

სირთულის დონე:
1-ლი დონე

ასაკი:
6 - 8 წელი

ხანგრძლივობა:
45 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
4-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
სიმულაცია, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა: თვალახვეული ბავშვები ცდილობენ ჩააცვან ქაღალდის თოჯინას.

მიზნები:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სპეციფიკური უფლებებისა და საჭიროებების შესახებ წარმოდგენის შექმნა

  • ჯგუფის შიგნით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარება

მომზადება:

  • გააკეთეთ ბავშვის კონტურული გამოსახულება ან ქაღალდის/მუყაოს თოჯინა ყოველი 4 ბავშვისთვის

  • ჩამოკიდეთ გამოსახულებები კედელზე

  • თითოეული კონტურული გამოსახულებისათვის გააკეთეთ ტანსაცმელი

  • თითოეულ ჯგუფს გადაეცით მასალების ნაკრები (კონტურული გამოსახულება, ტანსაცმელი, ყელსახვევი)

მასალები:

  • ერთი ყელსახვევი ყოველი 4 კაციანი ჯგუფისთვის

  • ქაღალდი ან მუყაო კონტურული გამოსახულებისთვის და ტანსაცმლისთვის

  • წებო, წებოვანი ლენტი ან ჭიკარტები კონტურულ გამოსახულებაზე ტანსაცმლის დასამაგრებლად

მითითებები

1. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ იცნობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს. სთხოვეთ, ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ზოგიერთი შეზღუდული უნარი.

2. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ უფიქრიათ იმაზე, რას ნიშნავს იყო უსინათლო? განმარტეთ, რომ ეს სავარჯიშო წარმოდგენას შეუქმნით იმ ადამიანებზე, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს.

3. დაყავით ბავშვები ოთხკაციან ჯგუფებად. აჩვენეთ მათ ქაღალდის თოჯინები და ტანსაცმლის კომპლექტები თითოეული ამ ფიგურისთვის. განუმარტეთ ჯგუფის თითოეულ წევრს, რომ ისინი მონაცვლეობით, თვალახვეულები ჩააცმევენ ტანსაცმელს ქაღალდის თოჯინას. ჯგუფის დანარჩენ წევრებს შეუძლიათ რჩევებით გაუწიონ დახმარება.

4. მიუთითეთ ჯგუფებს, რომ ყელსახვევით აუხვიონ თვალი ერთ ბავშვს. შემდეგ უთხარით, რომ თვალახვეულ ბავშვს თითო-თითოდ მისცენ ტანსაცმლის დეტალები, რომლებიც მან სწორ ადგილზე უნდა დაადოს ქაღალდის თოჯინას. უთხარით მათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკონ, მაგრამ მითითება მისცენ თვალახვეულ ბავშვს, როდესაც მას დახმარება დასჭირდება.

5. იმისთვის, რომ სავარჯიშო ცოცხლად მიმდინარეობდეს, ყოველ ოთხ წუთში შეცვალეთ როლები, მიუხედავად იმისა, თუ როგორი წარმატებით აცმევს ბავშვი ქაღალდის თოჯინას. იქამდე გააგრძელეთ, სანამ ყველა ბავშვი არ იქნება თვალახვეული.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. დასვით კითხვები სავარჯიშოს შესახებ:

ა. რა გრძნობაა, როცა უსინათლო ხარ?

ბ. ძნელი იყო დავალების შესრულება?

გ. მიიღეთ თუ არა ჯგუფისგან სასარგებლო მითითებები? შეეძლო ჯგუფს, რომ უფრო მეტად დაგხმარებოდათ?

დ. როგორ მოგწონთ მითითებების მიცემა? ძნელი იყო თუ არა ზოგიერთი მითითების განმარტება?

ე. უსინათლო რომ იყოთ სინამდვილეში, კიდევ რისი გაკეთება გაგიჭირდებოდათ? რომელი დავალებაა უფრო ადვილი ან უფრო ძნელი?

ვ. რისი კეთება მოგწონთ, თუნდაც შეზღუდული უნარის პირობებში? რთულ რაღაცეებზე რას იტყვით? მაინც მოგეწონებოდათ მათი კეთება?

2. ისაუბრეთ შეზღუდულ უნართან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე და დასვით შემდეგი კითხვები:

ა. როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება მოსწონთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს? განსხვავდება ეს იმისგან, რაც თქვენ მოგწონთ? რატომ განსხვავდება ან არ განსხვავდება?

ბ. როგორ ფიქრობთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ჰყავთ მეგობრები? ყველა მათი მეგობარიც უნარშეზღუდულია? რატომ შეიძლება იყოს ძნელი უნარშეზღუდულ ბავშვთან მეგობრობა? რატომ არის ეს საინტერესო?

გ. როგორ ფიქრობთ, რა უნდათ უნარშეზღუდულ ბავშვებს, რომ გამოვიდნენ, როცა გაიზრდებიან? როგორ ფიქრობთ, განსხვავდებიან ისინი თქვენგან? რით განსხვავდებიან ან არ განსხვავდებიან თქვენგან უნარშეზღუდული ბავშვები?

დ. ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ მხედველობადაქვეითებულ ბავშვებს ზოგჯერ დახმარება სჭირდებათ ისეთი რამის გასაკეთებლად, რაც კარგი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის ადვილია. შეგიძლიათ მოიფიქროთ სხვა სახის უნარშეზღუდულობა, რომელიც დახმარებას საჭიროებს?

ე. ყველას აქვს ისეთი რაღაცის ხელმისაწვდომობის უფლება, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის არის საჭირო. შეგიძლიათ დაასახელოთ ისეთი რაღაცეები, რაც გჭირდებათ? უნარშეზღუდულ ბავშვებსაც სჭირდებათ იგივე რამეები?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ სავარჯიშო, რომელიც თვალახვეულებს შეუძლიათ შეასრულონ. უსაფრთხოების მიზნით აირჩიეთ მჯდომარე სავარჯიშო (მაგალითად, თამაში გამოცნობაზე, თავსატეხი, როლების გათამაშება). აუხსენით ბავშვებს სავარჯიშოს პირობები და ყურადღება გაუმახვილეთ როგორც არარსებულ უნარზე, ასევე იმაზეც, რომელიც არსებობს. როგორ შეიძლება სავარჯიშოს იმგვარად ადაპტირება, რომ მასში მხედველობადაქვეითებულმა ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა?

* იმის საილუსტრაციოდ, რომ დახმარების გაწევაც გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, სცადეთ უსაფრთხო ადგილზე მოკლე სავარჯიშოს ჩატარება, როგორიც არის„სიარული სხვისი დახმარებით,“რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთ თვალახვეულ ბავშვს მეორე ბავშვი დაატარებს. შემდეგ სთხოვეთ მათ, რომ გაცვალონ როლები. განიხილეთ ეს სავარჯიშო.

* მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა, ექსპერიმენტები აწარმოონ სხვა სახის შეზღუდულ უნარებთან დაკავშირებით, როგორიც არის შეზღუდული მოძრაობა (შეჯიბრი ტომრებით სირბილში, ექსპერიმენტები ყავარჯნებით, ჩამოკიდებული ცალი ხელით და ა.შ.) ან ლაპარაკის, კითხვის, ანგარიშის შეზღუდული უნარი.

* რამდენიმე სხვა სავარჯიშოც არსებობს უნარშეზღუდულ ბავშვებთან დაკავშირებით. მაგალითად, „უხმო დიქტორი,“ გვ. 173, სმენადაქვეითებული ბავშვების გამოცდილებას ეხება. სავარჯიშოში „ცოდნის მოცულობა“ 187-ე გვერდზე განხილულია ის, თუ რა გავლენას ახდენს უნარშეზღუდული ბავშვების განვითარებაზე მათი გამოთიშვა დანარჩენი საზოგადოებიდან.

რამდენიმე იდეა, რომელიც შემდგომ მუშაობაში დაგეხმარებათ

* ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი შეხვედრის ადგილი ან საცხოვრებელი, სკოლა ან თემი განიხილონ იმ კუთხით, თუ რამდენად შესაძლებელია უნარშეზღუდული ადამიანისთვის ამ გარემოში კომფორტულად და უსაფრთხოდ ცხოვრება თუ თამაში. შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება ამ ადგილების უფრო მეტი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად?

* სად ცხოვრობენ და რომელ სკოლებში სწავლობენ ამ თემის უნარშეზღუდული ბავშვები? ბავშვებს შეუძლიათ გაიკითხონ, თუ სად ცხოვრობენ და სწავლობენ უნარშეზღუდული ბავშვები, რომლებსაც სგანგებო პირობები სჭირდებათ, და რატომ არიან ან არ არიან ისინი სხვა ბავშვებთან ერთად.

* მოაწყვეთ გაცვლის დღე სხვა სკოლის, ორგანიზაციის ან ბავშვების ცენტრის უნარშეზღუდული ან შერეული უნარის მქონე ბავშვების ჯგუფთან. სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ეს სავარჯიშო გულისხმობს, რომ არცერთ მონაწილე ბავშვს არა აქვს შეზღუდული უნარი. ბავშვების ბევრ ჯგუფში არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, თუმცა ეს შესაძლოა თვალსაჩინო არ იყოს (მაგალითად, ბავშვები, რომლებიც სათვალეს ატარებენ, შეიძლება მიჩნეული იქნენ მხედველობადაქვეითებულებად). ფაქიზად მოეპყარით ბავშვებს და მათ მიერ საკუთარი თავის, თავიანთი უნარების და/ან შეზღუდული უნარის აღქმას. გამოიყენეთ კლასის უნარშეზღუდული ბავშვები საშუალებად, რომ პასუხი გაეცეს განხილვაზე დასმულ ზოგიერთკითხვას, მაგრამ ჯერ ცალკე გაიყვანეთ და ჰკითხეთ, რამდენად მისაღებია მათთვის ამ როლში გამოსვლა.

* შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნაწილისთვის დახმარების აუცილებლობის შესახებ დისკუსია დააბალანსეთ იმის მტკიცებით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი რამ დამოუკიდებლად გააკეთონ. ხაზი გაუსვით იმას, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს იგივე ძირითადი მოთხოვნილებები და უფლებები აქვთ, რაც ყველა სხვა ადამიანს.

* ქაღალდისგან გამოჭრილი ბავშვის ფიგურები შეგიძლიათ დაამაგროთ „ველკროთი“, წებოვანი ლენტით ან ჭიკარტებით (შეგიძლიათ გამოიყენოთ მუყაო ან ქაღალდი, დამაგრებული დაპრესილი საცობის დაფაზე).

ვარიაციები

* შეგიძლიათ ქაღალდის მხოლოდ ერთი ან ორი თოჯინა გამოიყენოთ და სხვადასხვა ბავშვს სთხოვოთ, დაამაგროს ზედ ტანსაცმლის სხვადასხვა დეტალი. ორი ფიგურის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, რომ ერთი გოგონას ფიგურა იყოს, მეორე - ბიჭისა. თუ მხოლოდ ერთი ფიგურა გაქვთ, შეგიძლიათ ორჯერ გამოიყენოთ: ერთხელ როგორც ბიჭი, ხოლო მეორედ - როგორც გოგონა. შეგიძლიათ განიხილოთ შეზღუდულ უნართან დაკავშირებული გენდერული საკითხები და სტერეოტიპები.

* თუ ქაღალდის დიდი ფურცლები გაქვთ, შეგიძლიათ ჯგუფის წევრების კონტურები შემოხაზოთ და გამოიყენოთ ისინი ქაღლდის თოჯინებად.

7.20 16. თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს

▲ზევით დაბრუნება


მაგრამ ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ნიშნავს?

თემები:
მოქალაქეობა, დემოკრატია

სირთულის დონე:
მე-3 დონე

ასაკი:
10 - 13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთიანი 2 მეცადინეობა

ჯგუფის სიდიდე:
10-30 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
განხილვა, დაგეგმვა, სიმულირება

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები აყალიბებენ დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს და აწყობენ ფიქტიურ არჩევნებს ერთ-ერთი მათი გეგმის მიხედვით

მიზნები:

სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობის გაგება

ვარჯიში სამართლიანი არჩევნების მოწყობაში

დემოკრატიული არჩევნების მექანიზმის შესწავლა

მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის აღიარება

მომზადება:

  • თითოეული ჯგუფისთვის „სიტუაციის ამსახველი ფურცლის“ ასლის მომზადება

  • როლების შედგენა და შესაბამისი ბარათების დაჭრა

მასალები:

  • თითოეული ჯგუფისთვის „სიტუაციის ამსახველი ფურცლის“ ასლის მომზადება

  • ფურცლები და კალმისტრები ხმებისთვის

მითითებები

პირველი მეცადინეობა:

1. აუხსენით მონაწილეებს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ყველას აძლევს გარანტიას, რომ ექნება უფლება „მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით“ და რომ „სახელმწიფო ხელისუფლება უნდა ირჩეოდეს რეგულარულად სამართლიანი და ფარული კენჭისყრით“ (მუხლი 21). ჰკითხეთ ბავშვებს:

ა. რას ნიშნავს „სამართლიანი“ არჩევნები?

ბ. რატომ უნდა იყოს კენჭისყრა ფარული?

გ. ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?

დ. რას ნიშნავს „შენი წარმომადგენელი“?

ე. როგორია ასეთი ადამიანის პასუხისმგებლობა?

ვ. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვებს ან თავის რეგიონს სახელმწიფო დონეზე? ადგილობრივ დონეზე?

2. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ თუმცა ბავშვები არ იღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სრულწლოვანებამდე, მაინც არის არჩევნების სხვადასხვა ფორმები, რომლებიც წყვეტენ მათი პირადი ცხოვრების საკითხებს. სთხოვეთ ბავშვებს, განიხილონ არჩევანის გაკეთების მათეული საშუალებები:

ა. არის თუ არა ისეთი სიტუაციები, როცა თქვენ გეთქმით სიტყვა ან გაქვთ ხმის უფლება?

ბ. ეს „სამართლიანი“ გადაწყვეტილება ან არჩევანია?

გ. ფარულია?

დ. ვინ იღებს გადაწყვეტილებას ან მონაწილეობას არჩევნებში?

ე. ვინ წყვეტს, რა საკითხი უნდა გადაწყდეს ან გატანილი იქნეს კენჭისყრაზე?

3. აუხსენით ბავშვებს, რომ ამ თამაშისას მათ მოუხდებათ გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული მეთოდების ჩამოყალიბება. დაყავით ბავშვები ლუწი რაოდენობის ჯგუფებად ისე, რომ თითოეულ მათგანში შედიოდეს 5-6 ბავშვი. მიეცით თითოეულ ჯგუფს „სიტუაციის ამსახველი ფურცელი“ და თითოეულ სიტუაციაზე სამუშაოდ მიიწვიეთ, სულ ცოტა, ორი ჯგუფი. სიტუაციაზე სამუშაოდ აუცილებლად დანიშნეთ ორი ჯგუფი. ეს საბოლოოდ გამოყენებული იქნება სიმულაციისთვის. განსახილველი კითხვები მოათავსეთ ფურცლის ქვედა ნაწილში და აუხსენით ბავშვებს ყველა ის ტერმინი, რომელიც შეიძლება მათთვის უცნობი აღმოჩნდეს.

ა. ალტერნატივა: მიეცით ყველა ჯგუფს სიტუაცია და მიუთითეთ, რომ ერთსა და იმავე საკითხს შეიძლება სხვადასხვა გადაწყვეტა ჰქონდეს, და ურჩიეთ, მიმართონ მე-5 ნაბიჯში მითითებულ მოლაპარაკებათა პროცესს.

4. როცა ბავშვებს ექნებათ დრო დაგეგმვისთვის (15-20 წთ.) პატარა ჯგუფებში, სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, ახსნას საკუთარი სიტუაცია და მის მიერ ამ მიზნისთვის ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გამოიძახეთ ჯგუფები, რომლებსაც მიცემული აქვთ სიტუაცია. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ სთხოვეთ სხვა ბავშვებს შეფასება:

ა. დემოკრატიულია იგი?

ბ. ყველა მონაწილეს ჰქონდა ცვლილების გამოხატვის შესაძლებლობა?

გ. სამართლიანია იგი?

დ. ფარულია იგი?

ე. იცის თუ არა არჩევნებში მონაწილე ყველა ადამიანმა, რას აძლევს იგი ხმას?

5. როცა წარმოდგენილი იქნება ყველა სიტუაცია, სთხოვეთ ბავშვებს, ყურადღება მიაქციონ სიტუაციას. უთხარით, რომ მათ მოუწევთ იმიტირებული არჩევნების ჩატარება ამ სიტუაციის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მაგრამ ამისთვის ისინი უნდა შეთანხმდნენ ერთ სამოქმედო გეგმაზე. სთხოვეთ მათ სიტუაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა გეგმის შედარება:

  • ა. რითი ჰგავს ერთმანეთს გეგმები? შეიძლება თუ არა ამ შეთანხმებების გამოყენება ფიქტიური კენჭისყრისთვის?

  • ბ. რითი განსხვავდება ისინი? რომელი იდეა იქნება უკეთესი? რომელი გამოვიყენოთ?

6. როცა ბავშვები მიაღწევენ შეთანხმებას, დაწერეთ მათი გადაწყვეტილებები ფურცელზე და განიხილეთ ისინი. დაუსვით შემდეგის მსგავსი კითხვები:

ა. რამე ხომ არ გამოგვრჩა ახალ გეგმაში სიტუაციასთან დაკავშირებით?

ბ. როგორ გგონია, დემოკრატიული იქნება ეს?

მეორე მეცადინეობა:

1. შეახსენეთ ბავშვებს პირველი მეცადინეობა და სიტუაციის ფაქტები. კიდევ ერთხელ წარმოადგინეთ პირველ მეცადინეობაზე ჩამოყალიბებული გეგმა და აუხსენით, რომ გამოიყენებთ მათ გეგმას ფიქტიური არჩევნებისას სიტუაციასთან დაკავშირებით.

2. დაურიგეთ ბარათები ბავშვებს და აუხსენით სიმულაციური სიტუაცია:

ა. არჩევნების მენეჯერი სთხოვს 3 წარმომადგენელს თავისი აზრის გამოთქმას.

ბ. არჩევნების მენეჯერი შემდეგ სთხოვს აუდიტორიას, დასვან კითხვები და, ასევე, გამოთქვან თავისი აზრი.

გ. არჩევნების მენეჯერი კითხულობს, არის თუ არა ყველა მზად არჩევნებისთვის, და ხსნის, როგორ ხდება კენჭისყრის მოგება ჯგუფის გეგმის მიხედვით (მაგალითად, მარტივი უმრავლესობა, ხმათა პროპორცია).

დ. ოფიციალური პირი თხოვს ყველას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯგუფის გეგმაში მოტანილი მეთოდის მიხედვით. ოფიციალური პირი და არჩევნების მენეჯერი შეაგროვებენ ხმებს და დათვლიან მათ.

ე. ოფიციალური პირი აცხადებს კენჭისყრის შედეგებს. თუ ეს ნიშნავს გამარჯვებას, არჩევნების მენეჯერი აცხადებს ჯგუფის გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების მენეჯერი აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნების დამატებითი ტური.

ვ. არჩევნების დამატებითი ტურის ჩატარების შემთხვევაში ოფიციალური პირი აკეთებს ახალ ბიულეტენებს და იწყებს მოქმედებას ზემოთ მოცემული ნაბიჯის მიხედვით.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოს განხოლვა ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. ფიქრობთ, რომ სიმულირებისას არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო?

ბ. ცხოვრებისეული სიტუაცია ხომ არ ამოგიცნიათ თამაშისას?

გ. როგორ ხდება ჩვეულებრივ ამგვარი სიტუაციების გადაწყვეტა? აქვთ თუ არა ბავშვებს თავისი აზრის გამოთქმის ან არჩევანის გაკეთების საშუალება?

დ. არის თუ არა რაიმე ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მხოლოდ უფროსებს შეუძლიათ?

ე. თქვენს ჯგუფში ჩვეულებრივ დემოკრატიულად მიიღება გადაწყვეტილებები? რატომ კი ან რატომ არა?

ვ. რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ თქვენი ჯგუფის მიერ დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება?

2. დაუკავშირეთ თამაში ადამიანის უფლებების დაცვას ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. რას ვგულისხმობთ, როცა ვლაპარაკობთ „მთავრობაზე“?

ბ. რომელია თქვენს მახლობლად კენჭისყრით არჩეული უწყება? თქვენს ქვეყანაში?

გ. არჩეული უწყების გარდა, კიდევ რა გზებით შეუძლიათ ადამიანებს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში?

დ. რამდენი წლის უნდა იყოს ადამიანი თქვენს ქვეყანაში, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში?

ე. არის თუ არა იმის საშუალება, რომ რამენაირად მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში კენჭისყრის ასაკის დადგომამდე?

ვ. რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება იმდენად მნიშვნელოვნია, რომ ადამიანის უფლებად ითვლება?

ზ. რა მოხდებოდა, რომ ერთ-ერთ მოთამაშეს უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე? რა ხდება, როცა ადამიანები არ იყენებენ თავის უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში?

თ. რატომაა მნიშვნელოვანი თქვენთვის მონიჭებული ადამიანის უფლებების გამოყენება?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

თამაში „კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის“ (გვ. 120) ბავშვებს აძლევს რეალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ დებატებში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჯგუფი, და პრაქტიკულად გამოცადონ კენჭისყრის უნარ-ჩვევები.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელიც ესახება თქვენს ჯგუფს გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების მოდელირებისთვის, უმნიშვნელო საკითხებთან (მაგალითად, რა ვჭამოთ; დარბაზში ვითამაშოთ თუ ეზოში) დაკავშირებით იქნება ეს, თუ სერიოზულ საკითხებთან. ბავშვები დემოკრატიულ პროცედურებს საუკეთესოდ სწავლობენ მათი პრაქტიკაში გამოყენებისას. ასევე კარგია, როცა მათ ეკითხებიან, გამოკითხული იქნა თუ არა ყველა მონაწილე.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ამ საკმაოდ რთული თამაშის ჩატარების უმარტივესი გზაა ყველა ბავშვის ერთად ჩართვა გ სიტუაციისთვის გეგმის შედგენაში. ამ ხერხით ყველა კარგად გაიგებს სიტუაციას და ხაზგასმით აღინიშნება კომპრომისული გეგმის შედგენის საჭიროება, რაც უკვე თავისთავად დემოკრატიული პროცესია.

* თუ ამჯობინებთ რამდენიმე განსხვავებულ სიტუაციას, გამოიყენეთ, სულ ცოტა, ერთი სიტუაცია, რომლის დროსაც არჩეული უნდა იქნეს ადამიანი (სიტუაციები და), და ერთი - რომლის დროსაც მიღებული უნდა იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება (სიტუაციები დ და ე). პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული არჩევნები უკეთესია ფიქტიური კენჭისყრის მოსაწყობად, ვინაიდან წარმომადგენლები წარმოადგენენ უფრო შეხედულებებს, ვიდრე საკუთარ თავს.

* ეს თამაში მოიცავს ზოგიერთ ისეთ ტერმინს, რომელიც შეიძლება უცნობი იყოს ბავშვებისთვის (მაგალითად, ნომინაციები, კანდიდატები, კამპანიასთან დაკავშირებული გამოსვლები, დებატები, დამატებითი არჩევნები, ხმების პროპორციულობა, ბიულეტენი). ვიდრე ბავშვები იმუშავებენ მცირე ჯგუფებში, შემოიარეთ ისინი და დარწმუნდით, რომ მათთვის ყველა ტერმინი გასაგებია. უფრო პატარა ბავშვებს პროპორციული წარმომადგენლობა უნდა აუხსნათ, როგორც „ნახევარზე მეტი“ ან „მარტივი უმრავლესობა“.

* ინსტრუქციების მიხედვით სიმულირებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სიტუაცია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ როლების ადაპტირება ნებისმიერი სხვა სიტუაციის გამოსაყენებლად.

* მოიგონეთ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული სხვა სიტუაციები, რომლებიც თქვენი ჯგუფის ბავშვებმა უნდა გადაჭრან

* უფრო დიდი ჯგუფისთვის: დებატებს დაუმატეთ სხვა აზრის მქონე წარმომადგენლები.

ადაპტირება

იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, შეგიძლიათ სხვა ისეთი ალტერნატიული როლების ჩამოყალიბება, როგორიც მოყვანილია ქვემოთ. ხმამაღლა წაიკითხეთ ისინი სიმულაციური თამაშის დაწყებამდე და მოაწყეთ ბავშვებთან დებატები, უნდა მიიღონ თუ არა აღნიშნულმა ბავშვებმა მონაწილეობა არჩევნებში. თავისთავად ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს კენჭისყრით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ალტერნატიული როლები

* ექვსი წლის ხარ და სწავლობ პირველ კლასში. შენ ჯერ არცკითხვა შეგიძლია და არც ბევრი რამ იცი ჯგუფის შესახებ. უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში?

* ცამეტი წლის ხარ, მაგრამ მეხუთე კლასში ხარ, ვინაიდან შეზღუდული გაქვს სწავლის უნარი. უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში?

* ახლახან გადმოხვედი ამ რაიონში და ჯერ არ იცნობ ადამიანებს. უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში?

* მაჩხუბარი ხარ. უხეშად ექცევი პატარებს და მოუწოდებ შენს ტოლებს, შემოგიერთდნენ სხვათათვის შეურაცხმყოფელი სახელების შერქმევაში. უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში?

დასარიგებელი მასალა: სიტუაციის ამსახველი ფურცელი,
პირველი მეცადინეობა

სიტუაცია ა

თქვენმა სკოლამ უნდა გაგზავნოს წარმომადგენელი, ვინც წარმოადგენს სკოლას ბავშვთა საერთაშორისო დღის ზეიმზე ქალაქის მერიაში. არჩევანი ბავშვებმა უნდა გააკეთონ. სკოლაში 500 მოსწავლეა. როგორ ამოირჩევთ წარმომდგენელს დემოკრატიული გზით?

სიტუაცია ბ

თქვენს სპორტულ კლუბს სჭირდება პრეზიდენტი. კლუბში სამოცი წევრია. როგორ გადაწყვეტთ დემოკრატიულად, ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი?

სიტუაცია გ

თქვენი სკოლის მოსწავლეები თავად გადაწყვეტენ, რომელმა ნახატმა უნდა მიიღოს პირველი, მეორე და მესამე პრიზი. კონკურსზე გამოტანილი იქნა 50 ნახატი. სკოლაში 300 მოსწავლეა. როგორ გამოავლენთ გამარჯვებულს დემოკრატიული გზით?

სიტუაცია დ

თქვენი სკოლის მოსწავლეები მსჯელობენ იმაზე, უნდა ატარებდნენ თუ არა ბავშვები მობილურ ტელეფონებს სკოლაში. ზოგიერთს უნდა მობილურის ტარება, სხვები კი თვლიან, რომ ეს უსმართლობაა იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც არა აქვთ მობილური ტელეფონები. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ეს საკითხი ბავშვებმა თავადვე უნდა გადაწყვიტონ. სკოლაში 350 მოსწავლეა. როგორ შეიძლება ამ საკითხის დემოკრატიული გზით გადაჭრა?

სიტუაცია ე

თქვენმა ჯგუფმა საჩუქრად მიიღო დაახლოებით 500 ლარი. ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჯგუფმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. ზოგიერთს უნდა წვეულების გამართვა გემრიელი საჭმელებით. ზოგიერთს ლაშქრობაში წასვლა სურს. ზოგიერთს უნდა ახალი თამაშებისა და ხატვისთვის საჭირო მასალების შეძენა. ერთმა გამოთქვა ამ ფულის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადადების სურვილი. სხვას ელექტროკლავიატურის ყიდვა მოუნდა. ჯგუფში 30 ბავშვია. როგორ გადაწყვეტთ დემოკრატიული გზით ამ თანხის დახარჯვის საკითხს?

ზოგიერთი გასათვალისწინებელი გარემოება

* როგორ გადაწყვეტთ, რა საკითხი უნდა დააყენოთ კენჭისყრაზე? გეყოლებათ დასახელებული კანდიდატები? თუ კი, როგორ?

* რამდენი კანდიდატი გეყოლებათ? შეზღუდული იქნება თუ არა რაოდენობა?

* როგორ გაიგებს ყველა, ვის ან რას უყრიან კენჭს? შესთავაზებთ თუ არა ადამიანებს, წარმოთქვან საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სიტყვა ან გამართონ დებატები?

* როგორ მისცემს ხალხი ხმას? ფარული იქნება კენჭისყრა?

* როგორ გადაწყვეტთ გამარჯვებულის ვინაობას?

რას იზამთ, თუ კანდიდატებისთვის განკუთვნილ ხმებში სულ ოდნავი განსხვავებაა? გექნებათ თუ არა დამატებითი არჩევნები? დასჭირდება თუ არა გამარჯვებულს ხმების გარკვეული პროპორცია (მაგალითად, 50%25-ზე მეტი)?

დასარიგებელი მასალა: სიტუაციის ამსახველი ფურცელი,
მეორე მეცადინეობა

ფიქტიური არჩევნების როლები სიტუაციისთვის

თქვენ არჩევნების მენეჯერი ხართ. ორგანიზებას უწევთ დებატებს, ახსენით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გაიმარჯვოს გადაწყეტილებამ, და დახმარება გაუწიეთ სხვებს ხმების დათვლაში. თუ საჭირო გახდება დამატებითი არჩევნები, ისევ თქვენ უნდა გაუწიოთ მათ ორგანიზება.

თქვენ კენჭისყრის პროცესის ოფიციალური წარმომადგენელი ხართ. თქვენ ადგენთ ბიულეტენებს, ორგანიზებას უწევთ არჩევნებს, ითვლით ხმებს და აცხადებთ შედეგებს. თუ საჭირო ხდება დამატებითი არჩევნები, თქვენ ორგანიზებას უწევთ ბიულეტენებს და კენჭისყრას.

თქვენ წარმომადგენელი ხართ. თქვენ ფიქრობთ, რომ ფული უნდა დაიხარჯოს დიდ წვეულებაზე. მოიტანეთ ამის დამადასტურებელი მიზეზი.

თქვენ წარმომადგენელი ხართ. თქვენ ფიქრობთ, რომ ფული უნდა დაიხარჯოს ახალი თამაშებისა და აღჭურვილობის შეძენაზე. მოიტანეთ ამის დამადასტურებელი მიზეზი.

თქვენ წარმომადგენელი ხართ. თქვენ ფიქრობთ, რომ ფული უნდა დაიხარჯოს არაჩვეულებრივ ექსკურსიაზე ყველა ბავშვისთვის. მოიტანეთ ამის დამადასტურებელი მიზეზი.

7.21 17. იყო და არა იყო რა...

▲ზევით დაბრუნება


ნახე რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის
პერსონაჟებს სქესს შეუცვლი

თემები:
დემოკრატია, დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
7-13 წელი

ხანგრძლივობა:
40 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-15 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ამბის თხრობა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება

მიზნები:

  • სხვადასხვა ამბავსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სტერეოტიპული გენდერული ფუნქციების და დამახასიათებელი თვისებების ამოცნობა

  • ტრადიციული და არატრადიციული გენდერული ფუნქციების განხილვა

  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა

მომზადება: გადააკეთეთ/ხელახლა დაწერეთ მაქსიმუმ 10 წუთიანი ცნობილი ამბავი (მაგ., მოთხრობა, ზღაპარი, ფილმი), რომელშიც პერსონაჟების უმეტესობას სქესი ექნება შეცვლილი. თუ საჭიროა, შეცვალეთ მათი სახელები და სხვა დეტალებიც. შეარჩიეთ ისეთი ამბავი, რომელშიც ორივე სქესის პერსონაჟების ტრადიციული ქცევაა აღწერილი (იხილეთ ქვემოთ სქესშეცვლილი კონკიას მაგალითი)

მასალები:

ფორმატი და კალმები

მითითებები

1. სთხოვეთ ბავშვებს, მოხერხებულად დასხდნენ წრეში. აუხსენით, რომ მოუყვებით ამბავს, მათ ყურადღებით უნდა მოგისმინონ და აღნიშნონ, თუ არის რაიმე უცნაური ამ ამბავში. წაუკითხეთ ბავშვებს გადაკეთებული ამბავი. დროდადრო შეწყვიტეთკითხვა და ჰკითხეთ, თუ შენიშნეს რაიმე უცნაური ამ ამბავში. მას შემდეგ, რაც ყველა ბავშვი მიხვდება, რომ როლები შეცვლილია, შეიძლება აღარ დაგჭირდეთ მთელი ამბის წაკითხვა ანდა შეიძლება პირდაპირ დასკვნის წაკითხვაზე გადახვიდეთ.

2. იმსჯელეთ ამბავზე შემდეგი კითხვების დასმით:

ა. მოგეწონათ ამბავი?

ბ. რაიმე უცნაური ხომ არ აღმოგიჩენიათ მასში?

გ. როდის მიხვდით, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა? სთხოვეთ, მოიტანონ მაგალითები.

3. აუხსენით, რომ, ჩვეულებრივ, უცნაურად ისეთი რამ გვეჩვენება, რაც ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებისა და მოლოდინებისგან განსხვავდება. სთხოვეთ ბავშვებს, გაიხსენონ ის თვისებები და საქმიანობები, რომლებიც მათ მიაჩნიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მამაკაცისა და ქალისთვის დამახასიათებლად. ჩამოწერეთ მათი მოსაზრებები ცხრილში, როგორიც ქვემოთ არის ნაჩვენები.

წყარო: ადაპტირებულია სავარჯიშოდან „სქესებს შორის განსხვავების გაქრობა“, ადამიანის უფლებათა სწავლების ანაბანა, პრაქტიკული სავარჯიშოები დაწყებითი და საშუალო სკოლებისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ნიუ-იორკი, ჟენევა, 2004წ., და მირა სადკერის ადვოკატები: www.sadker.org

ცხრილი 1: სტერეოტიპული გენდერული როლები

კაცები/ბიჭები

ქალები/გოგონები

დამახასიათებელი
თვისებები

ცნობისმოყვარე, ჭკვიანი,
მამაცი, ხმაურიანი, რისკიანი,
აგრესიული, ამბიციური,
მოკლეთმიანი

ზრდილობიანი, მგრძნობიარე,
სხვათადმი ყურადღებიანი,
გაუბედავი, დამჯერე, ცხვირს
ყოფს ყველაფერში, აცვია კაბა,
გრძელთმიანი

დამახასიათებელი
ქმედებები

უყვარს სპორტი, ჩხუბში
ერევა, სამსახურში დადის,
მოქმედებს, მართავს სატვირთო
მანქანას

სახლში არის, საოჯახო
საქმეს აკეთებს, ადვილად ტირის,
ჭორაობს, უყვარს ლამაზი
ტანსაცმელი, მწერების ეშინია

4. განიხილეთ ეს ცხრილი:

ა. შეადარეთ ეს ცხრილი ზღაპრის რეალურ ვერსიას. პერსონაჟებს ტიპიური თვისებები აქვთ და ტიპიურ საქმიანობას ასრულებენ? (მაგალითად, კონკია სახლშია, ტირის, მას ცუდად ეპყრობიან, ლამაზ ტანსაცმელს აძლევენ, ხოლო უფლისწული ღებულობს ზომებს, საცოლე რომ მოძებნოს და იგონებს ჭკვიანურ გეგმას კონკიას საპოვნელად).

ბ. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ შეუძლიათ გაიხსენონ სხვა ზღაპრები, რომლებშიც პერსონაჟებს ასეთი ტიპიური თვისებები აქვთ და ასეთ ჩვეულ საქმიანობებს ასრულებენ? ჩამოწერეთ ეს ზღაპრები და სთხოვეთ ბავშვებს, ახსნან, რატომ დაასახელეს ისინი.

5. ეს თვისებები და საქმიანობები დამახასიათებელია თანამედროვე ქალისთვის და მამაკაცისთვის?

ა. შეადგინეთ ცხრილი, როგორიც ქვემოთ არის ნაჩვენები, და სთხოვეთ ბავშვებს, დაწერონ უცნაური ქცევის მაგალითები, რომლებიც აღმოაჩინეს ჯერ ზღაპარში, შემდეგ კი რეალურ ცხოვრებაში.

ცხრილი 2: არასტერეოტიპული გენდერული როლები

კაცები/ბიჭები

ქალები/გოგონები

არადამახასიათებელი
თვისებები

ზღაპარში: დახმარება სჭირდება
თქვენი აზრით:

ზღაპარში: მბრძანებლური,
ჭკვიანი თქვენი აზრით:

არადამახასიათებელი
ქმედებები

ზღაპარში: ტირის, სახლის საქმეს
აკეთებს, უნდა ლამაზი
ტანსაცმელი, სახლში რჩება
თქვენი აზრით:

ზღაპარში: აქტიურად ეძებს
ქმარს, ორგანიზებას უკეთებს
ძიებას თქვენი აზრით:

6. შეადარეთ ეს ორი ცხრილი ერთმანეთს და განიხილეთ შემდეგი კითხვების დასმით:

ა. შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვა ზღაპრები, რომლებშიც პერსონაჟებს ასეთი ატიპიური თვისებები აქვთ და ასეთ უჩვეულო ქმედებებს ჩადიან? ჩამოწერეთ ეს ზღაპრები და სთხოვეთ ბავშვებს, ახსნან, რატომ დაასახელეს ისინი.

ბ. თუ იცნობთ რეალურ კაცებს და ქალებს ასეთი ატიპიური თვისებებით და ქმედებებით? სთხოვეთ ბავშვებს, აღწერონ ამ ადამიანების უჩვეულო თვისებები და ქმედებები და ახსნან, რით არის ისინი უჩვეულო.

7. განსაზღვრეთ სიტყვა „სტერეოტიპი“ და მოიტანეთ მაგალითები.

8. სთხოვეთ ბავშვებს, შეხედონ ტიპიური თვისებებისა და ქმედებების თავიანთ ცხრილს. სთხოვეთ მათ, განსაზღვრონ, რომელი თვისება და ქმედება წარმოადგენს ბიოლოგიურ ფაქტს ქალისა და კაცის შესახებ და რომელი წარმოდგენას, შეხედულებას ან სტერეოტიპს.

9. აღნიშნეთ, რომ ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა შემოსავლის შოვნა, ბავშვების გაზრდა და საოჯახო საქმის კეთება, როგორც ქალის, ისევე მამაკაცის საერთო პასუხისმგებლობაა.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. როდესაც ბავშვები გაიგებენ სტერეოტიპების ცნებას, დაუსვით მათ ასეთი კითხვები:

ა. როგორ ეპყრობიან იმ ადამიანებს, რომლებიც არ შეესაბამებიან კაცისა და ქალის ქცევის სტერეოტიპებს?

ბ. რატომ არის სტერეოტიპები უსამართლო კაცების და ბიჭების მიმართ? ქალების და გოგონების მიმართ?

გ. როგორ ქმნის გენდერული სტერეოტიპები უთანასწორობას კაცებსა და ქალებს შორის? ბიჭებსა და გოგონებს შორის?

2. რა შეგიძლია გააკეთო სტერეოტიპების წინააღმდეგ?

3. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ ხედავენ რაიმე კავშირს გენდერულ სტერეოტიპებსა და ადამიანის უფლებებს შორის? დაეხმარეთ, გაიგონ, რომ ყველა ადამიანის უფლებაა, დაცული იყოს დისკრიმინაციისგან, მათ შორის სქესის ან გენდერული სტერეოტიპის ნიშნით დისკრიმინაციისგან.

4. ჰკითხეთ ბავშვებს, რა აზრისა არიან ამ სავარჯიშოზე.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სთხოვეთ ბავშვებს, მოიძიონ სხვა ამბები ან ფილმები, სადაც გოგონები და ბიჭები უფრო თანასწორუფლებიანები არიან და არატრადიციული ფუნქციები და თვისებები გააჩნიათ.

* სავარჯიშო „ბიჭები არ ტირიან“, გვ. 63, და „რისი კეთება მომწონს და რას ვაკეთებ“, გვ. 138, ასევე გენდერულ სტერეოტიპებსა და მათ გავლენას ეხება.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

5. დასვით კითხვა: „განიცდიან ადამიანები დისკრიმინაციას ჩვენს საზოგადოებაში იმის გამო, რომ არ იქცევიან ისე, როგორც ხალხის აზრით კაცები/ბიჭები ან ქალები/გოგონები უნდა იქცეოდნენ?“

ა. სთხოვეთ მაგალითების მოტანა, განსაკუთრებით ბავშვის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ბ. სთხოვეთ ბავშვებს, გაითამაშონ, რას იტყოდნენ ან მოიმოქმედებდნენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ასეთ სიტუაციაში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ამ სავარჯიშოში თქვენი მიზანია, გააძლიეროთ გენდერული თანასწორობის იდეა და უბიძგოთ ბავშვებს, კრიტიკულად შეხედონ თავიანთ და სხვათა წარმოდგენებს გენდერულ როლებზე.

* აღნიშნეთ, რომ მოლოდინები კაცებისა და ქალების ქცევის მიმართ შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების, საზოგადოებების და ოჯახების მიხედვითაც კი. ხაზი გაუსვით, რომ თანასწორობა აუცილებლად არ ნიშნავს „ისეთივეს“ .

* სავარჯიშოსშემდგომი განხილვის და შეფასების კითხვების დასმის დროს გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ბავშვს შეიძლება დასცინიან ან გარიყულია კიდეც არატრადიციული გენდერული ქცევის გამო. არ დაუშვათ დისკუსია, რათა მათ დისკომფორტი არ შეუქმნათ.

* მცირეწლოვან ბავშვებთან არ არის საჭირო, გამოიყენოთ ტერმინები „გენდერი“ ან „გენდერული როლი“. თუმცა განვითარების გამოკვლევამ აჩვენა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც კი ესმით განსხვავება გენდერულ მოლოდინებს შორის.

ადაპტირებული ვარიანტი

* მრავალრიცხოვანი გუნდისთვის: შექმენით ოთხწევრიანი პატარა ჯგუფები. თითოეულ ჯგუფს მიეცით პირველი ცხრილის ასლი და სთხოვეთ, ჩაწერონ კაცების და ქალების ტიპიური ქმედებები და თვისებები. ჯგუფებიდან თითო-თითო წევრმა წარმოადგინოს მათი შედეგები. მთელ გუნდთან ერთად განიხილეთ ტრადიციული და არატრადიციული როლები. შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, დაუბრუნდნენ თავიანთ მცირე ჯგუფებს და შეავსონ ცხრილი კაცების და ქალების არატრადიციული თვისებებითა და ქმედებებით როგორც ზღაპრებში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაასრულეთ სავარჯიშო დისკუსიით მთელ გუნდთან.

* შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის: ზღაპრის ნაცვლად შეარჩიეთ მოთხრობა ან ცნობილი ფილმი. დაიწყეთ მოთხრობა შეცვლილი გენდერული როლებით და ბავშვებს გააგრძელებინეთ თხრობა. ზოგმა მოზრდილმა ბავშვმა შეიძლება თავად შეძლოს ცნობილი მოთხრობის გადაკეთება და მოყოლა. შემდეგ თითოეული მცირერიცხოვანი ჯგუფი თავის მოთხრობას მთელ გუნდს მოუყვება.

ზღაპრის ნიმუში, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი

კონკია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი უბედური ბიჭი. ბიჭს მამა გარდაეცვალა, დედა კი ხელმეორედ გათხოვდა, ერთ ქვრივს გაჰყვა ცოლად, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. ახალ მამინაცვალს ოდნავადაც არ უყვარდა ბიჭი. საუკეთესო ნივთებს, კეთილ სიტყვებსა და განსაკუთრებულ პრივილეგიებს მხოლოდ მამინაცვლის ვაჟები ღებულობდნენ. მათ მოდურ ტანსაცმელს აცმევდნენ, გემრიელ საკვებს აჭმევდნენ და განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ. ამ საცოდავი ბიჭისთვის კი არაფერი ემეტებოდათ - კარგი ტანსაცმლის ნაცვლად მამინაცვლის შვილების გამონაცვალი ეცვა, გემრიელი კერძების მაგივრად კი მხოლოდ ნარჩენებით იკვებებოდა. არც რაიმე პრივილეგიით სარგებლობა და არც დასვენების საშუალება ჰქონდა, ვინაიდან მთელი დღე შრომობდა - მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობდა, სადილს ამზადებდა, ტანსაცმელს რეცხავდა და მთელ სახლს ალაგებდა. მხოლოდ საღამოობით სამზარეულოში მბჟუტავ ბუხართან განმარტოებით ჯდომის უფლება ჰქონდა.

მარტოობის ამ გრძელი საღამოების დროს ბიჭი ტიროდა ხოლმე და კატას ელაპარაკებოდა. კატა კი ამბობდა „მიაუ“, რითიც სინამდვილეში ეუბნებოდა: „გულს ნუ გაიტეხ! შენ ისეთი რამ გაქვს, რაც მამინაცვლის არცერთ შვილს არა აქვს - ეს შენი სილამაზეა“.

კატა სიმართლეს ეუბნებოდა. ძონძებში ჩაცმული და ჭვარტლით გამურული სახითაც კი იგი მიმზიდველი ახალგაზრდა კაცი იყო, ხოლო მამინაცვლის ვაჟები, მიუხედავად მათი ელეგანტური ტანსაცმლისა, უხეშები და უშნოები იყვნენ და მუდამ ასეთებად დარჩებოდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს სახლში ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სამკაულები მოიტანეს. დედოფალი მეჯლისს მართავდა და მამინაცვლის შვილები ამ მეჯლისზე წასასვლელად ემზადებოდნენ. ისინი სარკეს არ შორდებოდნენ. ბიჭი მათ მდიდრული სამოსით გამოწყობაში ეხმარებოდა. მან ვერ გაბედა ეკითხა „მე არ მოვდივარ?“, ვინაიდან მშვენივრად იცოდა, რომ პასუხად მიიღებდა: „შენ? ჩემო კარგო, შენ სახლში დარჩები, რომ ჭურჭელი დარეცხო, იატაკი მოხეხო და მამინაცვლის შვილებს ლოგინები გაუშალო. ისინი დაღლილები დაბრუნდებიან შინ და ძილი ენდომებათ“.

როცა მამინაცვალი და მისი ვაჟები მეჯლისზე წავიდნენ საბრალო ბიჭმა ცრემლები მოიწმინდა, ამოიოხრა და კატას შესჩივლა: „ღმერთო, რა უბედური ვარ!“ კატამ კი თქვა „მიაუ“.

ამ დროს სინათლის შუქმა სამზარეულო გაანათა და კაცი ფერია გამოჩნდა „ნუ ხარ დაღვრემილი, ბიჭუნა“, უთხრა ფერიამ. „ქარმა შენი ოხვრა ჩემამდე მოიტანა. ვიცი, რომ ძალიან გინდა მეჯლისზე წასვლა და წახვალ კიდეც!“

„როგორ წავალ ძონძებში ჩაცმული?“უპასუხა საბრალო ბიჭმა. „მსახურები იქ არ შემიშვებენ!“ ფერიამ გაიღიმა. ჯადოსნური ჯოხის ერთი შეხებით საბრალო ბიჭი ისეთ ულამაზეს ტანსაცმელში გამოაწყო, როგორიც მთელ სამეფოში არასდროს ენახათ.

„ახლა, როდესაც ტანსაცმლის საქმე მოვაგვარეთ , თქვა ფერიამ, „უნდა ვიზრუნოთ შენს ეტლზე. ნამდვილი ჯენტლმენი მეჯლისზე ფეხით არ მიდის! სწრაფად! გოგრა მომეცი!“ - ბრძანა მან.

„ოჰ, რა თქმა უნდა“, - თქვა ბიჭმა და გოგრის მოსატანად გაიქცა.

შემდეგ ფერია კატას მიუბრუნდა და უბრძანა „შენ კი შვიდი თაგვი მომიყვანე!“

საბრალო ბიჭი მალე მოზრდილი გოგრით დაბრუნდა, კატამ კი შვიდი თაგვი მოიყვანა, რომლებიც სარდაფში დაეჭირა. „მშვენიერია!“, - შესძახა ფერიამ, გოგრას ჯადოსნური ჯოხი შეახო და - ჰოი, საოცრებავ! - გოგრა ბზინვარე ეტლად გადაიქცა, ექვსი თაგვი თეთრ რაშებად, მეშვიდე კი ლამაზ კაბაში გამოწყობილ მეეტლე ქალად, რომელსაც ხელში მათრახი ეკავა. საბრალო ბიჭი თვალებს არ უჯერებდა.

„მე შენ სასახლეში წარგადგენ. მალე პრინცესა, ვის საპატივსაცემოდაც მეჯლისი იმართება, შენი მშვენიერი გარეგნობით მოიხიბლება. მაგრამ გახსოვდეს! მეჯლისი შუაღამის 12 საათზე უნდა დატოვო და შინ წამოხვიდე, ვინაიდან ზუსტად ამ დროს დასრულდება ჯადოსნობა. ეტლი ისევ გოგრად გადაიქცევა, ხოლო ცხენები და ქალი მეეტლე - თაგვებად. შენ კი ისევ ძონძებით შეიმოსები და ამ ლამაზი საცეკვაო ფეხსაცმლის ნაცვლად ხისძირიანი ფეხსაცმელი გეცმევა! გაიგე, რაც გითხარი?“

ბიჭმა ფერიას გაუღიმა და უთხრა: „დიახ, გავიგე!“

როდესაც ბიჭი სამეჯლისო დარბაზში შევიდა, სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ შეწყვიტა საუბარი, რათა ბიჭის მომხიბლაობით, სილამაზითა და მოხდენილობით დამტკბარიყო.

„ნეტა ვინ არის?“ - ერთმანეთს ეკითხებოდა ხალხი. მამინაცვლის შვილებსაც აინტერესებდათ ამ ახალი სტუმრის ვინაობა, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს მშვენიერი ბიჭი სინამდვილეში მათი დედინაცვლის ვაჟი იყო, რომელსაც კატასთან საუბარი უყვარდა!

შემდეგ პრინცესამ თვალი მოჰკრა ამ ლამაზ ბიჭს. მიუახლოვდა მას, მიესალმა და სთხოვა, ვიცეკვოთო. პრინცესა მთელი საღამო ცეკვავდა მასთან, რითიც ყველა სხვა ახალგაზრდა ჯენტლმენი გააწბილა.

„ვინა ხარ, ლამაზო ბიჭო?“, - ეკითხებოდა ბიჭს პრინცესა.

საბრალო ბიჭმა კი უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარ! მაინც ვეღარასდროს მნახავ.“

„ოჰ, აუცილებლად გნახავ, ამაში დარწმუნებული ვარ!“, - უპასუხა პრინცესამ.

საბრალო ბიჭი შესანიშნავ დროს ატარებდა მეჯლისზე და უცბად საათის რეკვის ხმა შემოესმა - საათმა თორმეტი საათის პირველი ზარი ჩამოკრა! მას ფერიის გაფრთხილება გაახსენდა; ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე იგი პრინცესის მკლავებს დაუძვრა და კარისკენ გაიქცა. კიბეებზე რომ ჩარბოდა, ერთი საცეკვაო ფეხსაცმელი გაძვრა, მაგრამ წუთითაც არ უფიქრია მის ასაღებად შეჩერება! თორმეტი საათის ბოლო ზარს რომ ჩამოეკრა... ოჰ, საშინელება მოხდებოდა! ბიჭი გაიქცა და სიბნელეში გაუჩინარდა.

პრინცესამ, რომელსაც უკვე სიგიჟემდე შეუყვარდა ბიჭი, აიღო მისი საცეკვაო ფეხსაცმელი და გამოაცხადა, რომ ცოლად იმ კაცს გაჰყვებოდა, ვისაც ეს ფეხსაცმელი მოერგებოდა. მან თავის მინისტრებს უთხრა: „წადით და ყველგან მოძებნეთ ის ბიჭი, ვისაც ეს ფეხსაცმელი მოერგება. არ დავწყნარდები, სანამ არ ვიპოვნი!“ მინისტრებმა ეს ფეხსაცმელი ყველა ბიჭს მოაზომეს.

ერთ-ერთი ქალი მინისტრი იმ სახლში მივიდა, სადაც საბრალო ბიჭი თავის მამინაცვალსა და მამინაცვლის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მინისტრმა იკითხა, თუ მოიზომებდნენ ფეხსაცმელს ახალგაზრდა კაცები, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ. მამინაცვლის შვილებს თითიც კი არ ჩაეტიათ ფეხსაცმელში. მინისტრისკითხვაზე, ხომ არ ცხოვრობდა კიდევ სხვა ახალგაზრდა კაცი ამ სახლში, მამინაცვალმა უპასუხა „არა“. მაგრამ ამ დროს, მინისტრის ყურადღება მიიპყრო კატამ, რომელმაც მას შარვლის ტოტზე მოქაჩა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.

სამზარეულოში ნაკვერჩხლებთან საბრალო ბიჭი იჯდა. მინისტრმა ფეხსაცმელი მოაზომა და, მისდა გასაკვირად, ბიჭს ფეხსაცმელი ზუსტად მოერგო.

„ეს საშინელი, ფეთხუმი ბიჭი უბრალოდ ვერ იქნებოდა მეჯლისზე!“ - მკვახედ თქვა მამინაცვალმა.

„უთხარით პრინცესას, რომ ერთ-ერთ ჩემს ვაჟს უნდა გაჰყვეს ცოლად! შეხედეთ, რა მახინჯია ეს ბიჭი. ვერ ხედავთ?“

იგი უცბად გაჩუმდა, ვინაიდან კაცი ფერია გამოჩნდა.

„კმარა!“- წამოიძახა ფერიამ, მოიქნია ჯადოსნური ჯოხი და წამიც არ გასულა, რომ მათ წინაშე ლამაზ სამოსში გამოწყობილი, კარგი გარეგნობის ახალგაზრდა ბიჭი იდგა. მამინაცვალი და მისი შვილები გაოცებულები მისჩერებოდნენ მას, მინისტრმა კი ბიჭს უთხრა: „წამომყევი, მშვენიერო ბიჭო! პრინცესა გელოდება, რომ ნიშნობის ბეჭედი მოგართვას!“ ასე რომ გახარებული ბიჭი გაჰყვა მას. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭი და პრინცესა დაქორწინდნენ და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ.

კატამ კი თქვა „მიაუ!“

ზღაპრის წყარო: კონკიას ზღაპრები: www.ucalgary.ca/“ dkbrown/cinderella.html

7.22 18. „კომპასიტოს“ რეპორტიორი

▲ზევით დაბრუნება


კომპასიტოსმიმდევრები თავიანთი ფოტოაპარატებით
ადამიანის უფლებებს იცავენ!

თემები:
გარემო, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მონაწილეობა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
10 - 13 წელი

ხანგრძლივობა:
90-120 წთ.

ჯგუფის სიდიდე:
8-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ფოტო ან სხვა ტიპის რეპორტაჟი

სავარჯიშოს აღწერა:
ბავშვები მოგვითხრობენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ მათ რეგიონში

მიზნები:

  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების მნიშვნელობის გათვითცნობიერება

  • გაგება, თუ როგორ შეიძლება უფლებების დაცვა და დარღვევა

  • ადამიანის უფლებების დაცვასა და მათი დარღვევების აღმოფხვრაში აქტიური მონაწილეობისათვის აუცილებელი თანამშრომლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება

მომზადება:

  • ამოირჩიეთ ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასა და გარემოსთან დაკავშირებული რეგიონში არსებული რამდენიმე სიტუაცია (მაგალითად, ტუალეტები, რესტორნები, ნარჩენების გადამუშავების მდგომარეობა)

  • გამოყავით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვის უფლებათა კონვენეციის შესაბამისი მუხლები საბავშვო ვერსიებში და გადაიღეთ ასლები თითოეული ბავშვისთვის

  • მოამზადეთ რეგიონის რუკები

  • ვინაიდან თამაში მოიცავს ზოგიერთი ადგილობრივი დაწესებულების კრიტიკულ განხილვას, წინასწარ გააფრთხილეთ შესაბამისი ოფიციალური პირები

  • შეეცადეთ მეცადინეობის მოწყობას იმ შესაბამის ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, რომლებისთვისაც ბავშვები შეძლებენ თავისი შედეგებისა და წინადადებების წარდგენას; განიხილეთ შესაძლო ცვლილებები

მასალები:

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვის უფლებათა კონვენციის ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსიის ასლები თითოეული გუნდისთვის და/ან დიდი ასლები გამოსაფენად

  • ერთი ციფრული ან პოლაროიდის ტიპის ფოტოაპარატი თითოეული გუნდისთვის

  • ბლოკნოტები და კალმისტრები ჩანაწერებისთვის ან ჩანახატებისთვის

  • რეგიონის რუკების ასლები

  • ალტერნატიული ვარიანტი: პრინტერი ციფრული ფოტოსურათების დასაბეჭდად

მითითებები

1. განიხილეთ ბავშვებთან, რას აკეთებენ რეპორტიორები, როგორც ბეჭდვით მედიაში, ასევე ტელევიზიაში. აუხსენით, რომ ისინი თავად იქნებიან რეპორტიორები და გადაიღებენ სურათებს, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ ხდება მათ რეგიონში ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა. მათ უნდა მოძებნონ უფლებების დაცვის ან, პირიქით, დარღვევის

მაგალითები.

2. განიხილეთ ეს უფლებები ბავშვებთან ერთა დ. დაურიგეთ მათ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვის უფლებათა კონვენციის საბავშვო ვერსიების ასლები და მოუნიშნეთ შესაბამისი მუხლები. ასევე დიდ ფურცელზე შეგიძლიათ გადაიღოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლი და ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3.3, 24-ე და 27-ე მუხლები თვალსაჩინოდ გამოსაკრავად და განიხილოთ მათი შინაარსი ბავშვებთან ერთად. აუხსენით, რომ ეს ის უფლებებია, რომლებზეც მათ უნდა იმუშაონ; მიუთითეთ, სად შეიძლება შესაბამისი მაგალითების მოძებნა რეგიონში (მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოება სკოლაში; ჯანსაღი პირობები კვების პროდუქტების მოყვანის, გაყიდვის ან მომზადების ადგილებში; სუფთა ჰაერი, წყალი და გარემო). სთხოვეთ ბავშვებს, განიხილონ, თუ როგორ შეიძლება დაცული იქნეს უფლებები რეგიონში. სთხოვეთ მათ სხვა მაგალითების მოყვანა.

3. დაყავით ბავშვები სამ-ოთხკაციან ჯგუფებად. მიეცით თითოეულ ჯგუფს ფოტოაპარატი და კონკრეტული დავალება. მაგალითად:

ა. ჯგუფმა შეიძლება შეამოწმოს უსაფრთხოების პირობები სკოლაში და სხვა ადგილებში (მაგალითად, სად არის განლაგებული ცეცხლმაქრები? არის თუ არა ისინი წესრიგში? ადვილია თუ არა მიდგომა ავარიულ კარებთან? იციან თუ არა ბავშვებმა, როგორ უნდა მოიქცნენ ავარიულ სიტუაციაში?)

ბ. ჯგუფმა შეიძლება შეამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება (მაგალითად, უსაფრთხოა თუ არა ფეხით მოსიარულეთა სავალი გზები? არის თუ არა უსაფრთხოდ მოწყობილი გადასასვლელები? არის თუ არა გზები კარგ მდგომარეობაში? კონტროლდება თუ არამანქანების მოძრაობის სიჩქარე? მუშაობს თუ არა შუქნიშნები ღამით?)

გ. ჩ ჯგუფმა შეიძლება შეამოწმოს კვების პირობები (მაგალითად, მაღაზიების და რესტორნების ჰიგიენური პირობები, ინფორმაცია მენიუს, საკვები პროდუქტის და სასმელის ხარისხის შესახებ, წყლის მოწოდების უსაფრთხოება)

დ. ჯგუფი შეიძლება დააკვირდეს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს (შეიძლება თუ არა ჰაერის ხარისხის გაგება? არის თუ არა მახლობლად გამწვანებული ადგილები? სუფთაა თუ არა ქუჩები და ადამიანების თავშეყრის ადგილები? რეგულარულად გააქვთ თუ არა ნაგავი? არის თუ არა სპეციალური ყუთები პლასტმასის, ქაღალდის, მინის და ა.შ. ნაკეთობების გადასაყრელად?)

4. მიეცით ჯგუფებს დრო საკითხზე მსჯელობისთვისა და მამტკიცებელი საბუთების მოძებნის დაგეგმვისთვის. დარწმუნდით, რომ ბავშვებმა იციან, ვის უნდა მიმართონ გარკვეულ ადგილებში შესვლის ნებართვის მისაღებად (მაგალითად, სკოლის ან პარკის ზედამხედველს). ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს ფოტოაპარატის გამოყენება. თითოეულ ჯგუფში გამოყოფილი უნდა იყოს ერთი ბავშვი, რომელიც გააკეთებს ჩანაწერებს და დაწერს ფოტოებისთვის სათაურებს, ერთი - რომელიც ფოტოს დაუკავშირებს ადამიანის გარკვეულ უფლებას, და ერთი - რომელიც წერილობით ჩამოაყალიბებს ჯგუფის რჩევებს საკითხთან დაკავშირებით.

5. სთხოვეთ თითოეულ გუნდს ანგარიშის წარდგენა მთლიანი ჯგუფისთვის. ამ დავალებისთვის დაუდგინეთ სგანგებო თარიღი.

6. სურათების გადაღების შემდეგ მიეცით ჯგუფებს დრო პატარა გამოფენის მოსაწყობად. გამოფენას უნდა ჰქონდეს:

ა. სახელწოდება

ბ. ჯგუფის წევრი ბავშვების სახელები და გვარები

გ. თითოეული ფოტოს სათაური, როდის და სად არის გადაღებული და რას აღწერს იგი

დ. ადამიანის რომელი უფლება იქნა დაცული და/ან დარღვეული

ე. რეკომენდაციები აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით და კეთილი სიტყვები კარგ მაგალითებთან დაკავშირებით.

7. გამოფენაზე მოიწვიეთ მშობლები და მეზობელი მოსახლეობა.

8. შეეცადეთ რეგიონის წარმომადგენლების მოწვევას (მაგალითად, მერის, სკოლის დირექტორის, ქალაქის საბჭოს წევრების, ადგილობრივი ასოციაციების წარომადგენლების) გამოფენის სანახავად, ბავშვებთან შესახვედრად, მათი აზრისა და წინადადებების მოსასმენად და შესაძლო ცვლილებების განსახილველად.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. მოაწყეთ თამაშთან დაკავშირებული გამოკითხვა ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. როგორ მოგეწონათ რეპორტიორობა?

ბ. გაგიჭირდათ თქვენთვის საჭირო მაგალითების მოძებნა?

გ. ძნელი იყო სიტუაციის „დაჭერა“ ფოტოაპარატით?

დ. ძნელი იყო სათაურების მოგონება?

ე. ძნელი იყო რეკომენდაციების ან კეთილი სიტყვების ჩამოყალიბება?

ვ. ისწავლეთ რაიმე თქვენი რეგიონის შესახებ? საკუთარი თავის შესახებ? ახლებურად ხომ არ დაგინახავთ რაიმე?

ზ. კარგი იარაღია თუ არა ფოტოაპარატი სიტუაციის გამოსავლენად? ასევე სასარგებლოა თუ არა წერა?

თ. რაიმე სხვა საშუალება ხომ არ გახსენდებათ სიტუაციის გამოსავლენად?

2. დაუკავშირეთ თამაში ადამიანის უფლებების დაცვას ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. რა ისწავლეთ ადამიანის უფლებების შესახებ თქვენს რეგიონში?

ბ. რომელია ის დადებითი მაგალითები, როცა ხდება ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა?

გ. რომელია ის უარყოფითი მაგალითები, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები?

დ. შეგვიძლია თუ არა რაიმე კონკრეტული წინადადებების მიწოდება ადამიანის უფლებათა დაცვის გასაუმჯობესებლად? ვისთვის (მაგალითად, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისთვის, მერისთვის, ადგილობრივი საბჭოსთვის, მედიისთვის, მასწავლებლებისთვის)?

ე. ბავშვის უფლებათა კონვენცია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის მათი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას მათთან დაკავშირებული ყველა საკითხის თაობაზე. იყენებთ თუ არა თქვენ ამ უფლებას? თუ კი, როგორ? როგორ შეიძლება ამ უფლების უფრო ეფექტიანად გამოყენება? როგორი უნარები გჭირდებათ ამისთვის?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* თამაში „უფლებების მონიშვნა რუკაზე“ (გვ. 166) ასევე იკვლევს, თუ როგორ ხდება უფლებების პრაქტიკულად გამოყენება საზოგადოებაში.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* სთხოვეთ ბავშვებს, გაიხსენონ სულ ცოტა ერთი სიტუაცია, რომლის გამოსწორებასაც ისურვებდნენ. იმსჯელეთ არჩევანის მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.

* შესრულებული სამუშაოს გაცნობა მთელი სკოლისთვის და მეზობელი საზოგადოებისთვის ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. შეეცადეთ გამოფენის მოწყობას ხალხმრავალ ადგილას (მაგალითად, ფოსტის განყოფილებაში, ქალაქის მერიაში, სკოლაში, ახალგაზრდობის ცენტრში) და მოიწვიეთ საზოგადოება.

* მისწერეთ მადლობის წერილები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას სამუშაო ადგილებზე. ასევე გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არღვევენ ამ საკითხებთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

* თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, მოიწვიეთ ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნული საკითხების ბავშვებთან ერთად განსახილველად. მიზნად დაისახეთ ცვლილების შეტანის საქმეში ბავშვების თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ეს სავარჯიშო ადვილად შეიძლება იქნეს ადაპტირებული ადამიანის სხვა უფლებებთან დაკავშირებითაც (მაგალითად, ძალადობა, სქესთა თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები, ინფორმირებულობა, თამაში და თავისუფალი დრო).

* თუ ბავშვების ანგარიში ეხება სკოლებს და სხვა დაწესებულებებს, შეეცადეთ აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობას. მათი ურთიერთობა ბავშვებთან მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელებისთვის.

* აუხსენით ბავშვებს, რომ ეს მუშაობა მხოლოდ დარღვევების აღმოჩენას არ ისახავს მიზნად და რომ ასევე აუცილებელია კარგი მხარეების აღნიშვნა. ხაზგასმით მიუთითეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ორგანიზაციების დასახელებას, რომლებიც იცავენ ჯანრმთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს.

* შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვებისთვის მარტივი მითითებების მიცემა ფოტოაპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით.

სხვადასხვა ვარიანტი

* დაახატინეთ ბავშვებს სურათები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს მათ გრძნობებს (მაგალითად, სადაც გამოხატულია შიში, საიდუმლოება, სიმშვიდე, ბედნიერება, უსიამოვნება და ა.შ.).

* თუ ფოტოაპარატი არ არის ხელმისაწვდომი, ბავშვებს შეუძლიათ დანახულის სიტყვებით, ნახატებით ან მაგნიტოფონით აღწერა.

7.23 19. კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის

▲ზევით დაბრუნება


ვინ არის პასუხისმგებელი ჩემს უფლებებზე?

თემები:
მოქალაქეობა, დემოკრატია, მონაწილეობა

სირთულის დონე:
მე-3 დონე

ასაკი:
10 - 13 წელი

ხანგრძლივობა:
I ფაზა: 60-90 წუთი; II ფაზა: 30-45 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
10-30 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
დისკუსია, კონსენსუსის მიღწევა, წესის ჩამოყალიბება

სავარჯიშოს აღწერა:
ბავშვები შეიმუშავებენ ჯგუფის „კონსტიტუციას“, სადაც განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები

მიზნები:

  • უფლებებისა და მოვალეობების ურთიერთკავშირის გააზრება

  • უფლებებისა და მოვალეობების დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან

  • უფლებების შექმნასა და დაცვაში მონაწილეობის ხაზგასმა

  • ჯგუფისთვის შეთანხმებული წესების და მოვალეობების ფორმულირება

მომზადება:

არ არის საჭირო

მასალები:

  • ფანქარი და ქაღალდი ყველა მონაწილისთვის

  • სალექციო პლაკატები და მარკერები

  • სურვილისამებრ: ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია

მითითებები

პირველი ფაზა

* გამოიკვლიეთ ბავშვების გამოცდილება და გათვითცნობიერება წესებთან და მოვალეობებთან მიმართებაში, დაიწყეთ ზოგიერთი აკრძალვით, რომელიც მათ უკვე ესმით. სთხოვეთ, დაამთავრონ წინადადება: „მე უფლება არა მაქვს, რომ ------, რადგან ------“ (მაგალითად, უფლება არა მაქვს, რომ ადამიანებს დავარტყა როდესაც გაბრაზებული ვარ, რადგან ... -----/ უფლება არა მაქვს, რომ ადამიანებს უსამართლოდ მოვექცე). ჩამოთვალეთ ეს ყველაფერი და სთხოვეთ ბავშვებს, რომ ეს წინადადებები უარყოფითიდან მტკიცებითში გადაიყვანონ (მაგალითად, უფლება მაქვს, რომ არ დამარტყან/ უფლება მაქვს, რომ სამართლიანად მომექცნენ).

* როდესც ბავშვები გაიგებენ პოზიტიური უფლებების შესახებ განცხადებების შექმნის პროცესს, როგორიც ზემოაღნიშნული იყო, დაყავით ისინი ოთხ ან ხუთკაციან პატარ-პატარა ჯგუფებად. მიეცით თითოეულ ჯგუფს ქაღალდი და მარკერები. აუხსენით, რომ:

  • თითოეულმა მცირე ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს სამი ან ოთხი ძირითადი წესი მთელი ჯგუფისთვის.

  • მათ უნდა გამოიყენონ ფრაზა „ყველას აქვს უფლება, რომ...“ (მაგალითად, ყველას აქვს

  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება).

  • ბავშვებს მხოლოდ მაშინ აქვთ წესის ჩაწერის უფლება, როდესაც ჯგუფის ყველა წევრი თანახმაა.

  • მიზანი ბევრი წესის მოფიქრება კი არ არის, არამედ ისეთი წესების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ჯგუფის ყველა წევრისთვის მისაღებია.

* შეკრიბეთ ყველა ჯგუფი და თითოეულს სთხოვეთ, წარმოადგინოს თავისი წესები. დაწერეთ ეს წესები სალექციო პლაკატზე, როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული.

პირველად იკითხეთ, რა კონკრეტული უფლების იდენტიფიცირება მოახდინეს ჯგუფებმა. გააერთიანეთ ერთნაირი უფლებები, ენობრივი შესწორებების შემთხვევაში ნებართვა სთხოვეთ ჯგუფს. ეს ყოველივე სალექციო პლაკატზე დაწერეთ იქ, სადაც„უფლებების“სვეტია.

უფლების დაფიქსირების შემდეგ იკითხეთ, რა კონკრეტული მოვალეობა ეკისრება თითოეულადამიანს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ადამიანი სარგებლობდეს ამ უფლებით. ჩაწერეთ ეს „მოვალეობის“ სვეტში „უფლების“ მარჯვნივ და გამოიყენეთ ფრაზა: „ჩემი მოვალეობაა, რომ...“, ან „მე უნდა...“

* ამის შემდეგ იკითხეთ, რა მოვალეობას აკისრებს ადამიანს თითოეული უფლება. დაწერეთ ეს მარჯვნივ დაფიქსირებული განცხადების გვერდით, პირველი პირის გამოყენებით (მაგალითად, ჩემი მოვალეობაა, ხელი არ შევუშალო სხვა ადამიანის მონაწილეობას).

კონსტიტუცია

უფლებები

მოვალეობები

ყველას აქვს უფლება, რომ სამართლიანად
მოექცნენ. ყველას აქვს აზრის
გამოხატვის უფლება.

ჩემი მოვალეობაა, ყველას სამართლიანად
მოვექცე.ყველას უნდა მივცე
აზრის გამოხატვის უფლება.

* პატარა ჯგუფების მიერ ჩამოთვლილი ყველა უფლების და მოვალეობის სიაში შეტანის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, განიხილონ თავიანთი კონსტიტუციის პროექტი.

  • აღნიშნეთ, რომ უმჯობესია, ცოტა და კარგი წესი გქონდეთ, ვიდრე ბევრი, მაგრამ არც თუ ისე კარგი. შეიძლება თუ არა რომელიმე ამ უფლების და მოვალეობის გაერთიანება? შეიძლება თუ არა რომელიმე მათგანის ამოღება?

  • ხომ არ უნდა დაემატოს რომელიმე უფლება ან მოვალეობა?

* როდესაც უფლებების და მოვალეობების სია დასრულდება, ჰკითხეთ ბავშვებს, შეუძლიათ თუ არა გამოიყენონ ეს განცხადებები როგორც თავიანთი ჯგუფის კონსტიტუცია.

  • სურთ თუ არა, დაიცვან მათ მიერვე შექმნილი წესები?

  • ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველამ დაიცვას „კონსტიტუცია“?

  • რა მოხდება, თუ ვინმე დაარღვევს რომელიმე უფლებას?

  • არის თუ არა საჭირო, რომ წესების დარღვევას შედეგი მოჰყვეს? რატომ?

* როდესაც„კონსტიტუციის“საბოლოო ვერსიას შექმნით, გააკეთეთ მისი სუფთა ასლი და თვალსაჩინო ადგილზე დაკიდეთ კედელზე. გამოაცხადეთ, რომ ეს იქნება ერთად მუშაობის და თამაშის წესები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

* დაასრულეთ დისკუსია იმის ხაზგასმით, რომ წესები და მოვალეობები გვეხმარება ერთად ვიცხოვროთ ისე, რომ ყველას უფლებას პატივს სცემდნენ. წესები იცავს ჩვენს უფლებებს (მაგალითად, მონაწილეობის, საკუთარი აზრის გამოხატვის, სწავლის, თამაშის და ა.შ.), უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას და, ამასთან ერთად, გვაკისრებს სხვისი უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სთხოვეთ ბავშვებს, განიხილონ ამ სავარჯიშოს შედეგად მიღებული გამოცდილება.

ა. რამდენად ადვილი იყო პატარა ჯგუფისთვის უფლებების სიის შედგენა? რამდენად ადვილი იყო მათთვის მოვალეობების სიის შედგენა?

ბ. რამდენად ადვილი იყო ჯგუფში მუშაობა? რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ჯგუფურ მუშაობას?

გ. თუ იყო ისეთი იდეები უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ გაიზიარა მთელმა ჯგუფმა? რატომ?

დ. რა უქენით იმ იდეებს, რომლებიც ვერ შეათანხმეთ? თუ სცადა ვინმემ, რომ ჯგუფის დანარჩენი ნაწილი დაერწმუნებინა და თანხმობისთვის მიეღწია? მოხდა თუ არა რომელიმე იდეის გადახედვა?

ე. რა გაიგეთ საკუთარი თავის შესახებ ამ სავარჯიშოს შედეგად? რა გაიგეთ წესების და მოვალეობების შესახებ?

ვ. ისწავლეთ თუ არა რაიმე დემოკრატიის შესახებ?

2. განიხილეთ წესების და მოვალეობების მიზანი ქვემოთ მოცემული კითხვების დასმით და პასუხების ჩაწერით.

ა. რა წესებით ხელმძღვანელობთ ცხოვრებაში (მაგალითად, სახლში, სკოლაში, სხვა გარემოში)? ვინ შექმნა ეს წესები?

ბ. რა მოვალეობები გაკისრიათ? ვინ დაგაკისრათ ეს მოვალეობები?

გ. აქვთ თუ არა უფროსებსაც წესები და მოვალეობები? საიდან გაჩნდა ყოველივე ეს?

დ. რატომ გვაქვს ყველას წესები და მოვალეობები? რამდენად გვჭირდება ისინი?

ე. რა ხდება, როდესაც ვინმე არღვევს წესებს? საჭიროა თუ არა, რომ წესების დარღვევას შედეგები მოჰყვეს? რატომ?

3. იმსჯელეთ უფლებების და მოვალეობების განხორციელების შესახებ და დასვით შემდეგი სახის კითხვები:

ა. ახლა, როდესაც უფლებების და მოვალეობების შესახებ შევთანხმდით, როგორ უზრუნველყოფთ, რომ ყველამ დაიცვას ისინი?

ბ. ვინ არის პასუხისმგებელი ამ უფლებების დაცვაზე?

გ. უნდა იყოს თუ არა მიღებული რაიმე ზომა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ იცავს ამ წესებს? ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ზომების შესახებ?

მეორე ფაზა

1. კონსტიტუციის შედგენიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, გადახედონ მას. მიუთითეთ, რომ კანონები ხშირად საჭიროებს გაუმჯობესებას, გაუქმებას ან დამატების შეტანას.

ა. კვლავ ეთანხმებიან თუ არა ადრე მათ მიერვე შემუშავებულ უფლებებს და მოვალეობებს?

ბ. არის თუ არა ზოგიერთი მოვალეობა სხვებზე უფრო ძნელი შესასრულებელი?

გ. არის თუ არა მათ კონსტიტუციაში რაიმე შესაცვლელი, გასაუქმებელი ან დასამატებელი?

2. იმსჯელეთ წესების და მოვალეობების შესრულებაზე შემდეგი კითხვების დასმით:

ა. ხომ არ არის ისეთი უფლება, რომელიც სხვებზე უფრო ხშირად ირღვევა? რატომ?

ბ. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უფლებების დაცვაზე?

გ. ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორი რეაგირება უნდა მოჰყვეს ვინმეს მიერ ჯგუფის რომელიმე წესის დარღვევას?

დ. არის თუ არა საჭირო ჯგუფის ერთობლივი მუშაობა წესების დარღვევის საწინააღმდეგო ზომების დასაწესებლად?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

* იმსჯელეთ, რას ნიშნავს, როდესაც ჯგუფს აქვს წესები, შემუშავებული თავად ჯგუფის მიერ. დაუკავშირეთ ეს პროცესი კანონშემოქმედებას დემოკრატიული წყობის პირობებში.

  • ეხმარება თუ არა ეს ჯგუფს, რომ ჰქონდეს კონსტიტუცია?

  • რას ცვლის ის ფაქტი, რომ ჯგუფმა თავად შეადგინა საკუთარი წესები?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* ალბათ გენდომებათ, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ჯგუფის „კონსტიტუციის“ ასლი, რომელსაც ის შეინახავს.

* როდესაც ჯგუფში კონფლიქტი ან უთანხმოება წამოიჭრება, სცადეთ, გამოიყენოთ ჯგუფის „კონსტიტუცია“ მათ გადასაჭრელად. რეალური პრობლემები ხშირად გვეხმარება „კონსტიტუციის“ გადასინჯვის საჭიროების გამოვლენაში.

* შეგიძლიათ მეორე ფაზის მეორე საფეხური გამოიყენოთ, რათა ბავშვებს შესაძლებლობა მისცეთ, ერთობლივად შეიმუშაონ ზომები წესების დარღვევის შემთხვევებისთვის.

* მიეცით ბავშვებს ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია, გვ. 285. სთხოვეთ, შეადარონ თავიანთი კონსტიტუცია ბავშვის უფლებათა ამ მსოფლიო მასშტაბის დოკუმენტს. არის თუ არა ბავშვის უფლებათა კონვენციაში ისეთი უფლებები და შესაბამისი მოვალეობები, რომლებსაც ისინი თავიანთ კონსტიტუციაში შეიტანდნენ?

* შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებთან ერთად იმსჯელეთ იმაზე, თუ რატომ სჭირდებათ ბავშვებს მათი უფლებების განმსაზღვრელი სგანგებო კონვენცია. აქვთ თუ არა ბავშვებს უფროსებისგან განსხვავებული უფლებები? განსხვავებული მოვალეობები? დაეხმარეთ ბავშვებს, გაიგონ, თუ რა კავშირია მოვალეობებსა და ბავშვის უფლებათა კონვენციაში ასახულ მზარდი შესაძლებლობების პრინციპს შორის.

* „თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, გვ. 107, რომელიც ბავშვებს ჩართავს დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კარგი სავარჯიშოა წინასწარი ან შემდგომი მუშაობისთვის.

რამდენიმე იდეა, რომელიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* სთხოვეთ ბავშვებს, გაარკვიონ, არის თუ არა მათ სკოლაში, ჯგუფში ან კლუბში ბავშვის უფლებათა დაცვის წესები და პროცედურები და მათ მოვალეობებსაც ადგენს თუ არა ეს წესები. თუ ეს ასეა, სთხოვეთ შეაფასონ ეს წესები:

  • ვისი შედგენილია ეს წესები?

  • ეთანხმებით თუ არა მათ?

  • შეიძლება თუ არა მათი შეცვლა? როგორ?

  • რა ხდება, როდესაც ადამიანები არ იცავენ წესებს?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს სიტყვა ან ცნება „კონსტიტუცია.“ თქვენ შეგიძლიათ არ ახსენოთ ეს სიტყვა (პირველი ფაზა, მეოთხე საფეხური) და ამ დოკუმენტს მარტივად უწოდოთ „ჩვენი ჯგუფის უფლებები და მოვალეობები.“ მეორე მხრივ, თქვენ შეგიძლიათ კონსტიტუციის ცნება უფრო ადრე გააცნოთ ბავშვებს, ვიდრე ამ სავარჯიშოს დაიწყებთ და სთხოვოთ ბავშვებს, პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:

  • აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას კონსტიტუცია?

  • რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში?

  • ვინ და როდის დაწერა ჩვენი კონსტიტუცია?

  • ვინ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რამდენად იცავენ კონსტიტუციას?

  • რა ხდება, როდესაც ვინმე არღვევს კონსტიტუციას?

* ბევრი ბავშვი უარყოფითად არის განწყობილი წესების მიმართ და საკუთარი თავისუფლების შემზღუდველად აღიქვამს. გარკვეული დრო დაუთმეთ იმაზე მსჯელობას და მაგალითების მოყვანას, თუ რატომ გვჭირდება წესები ერთობლივი ცხოვრებისთვის.

* პატარა ბავშვებს დახმარება დასჭირდებათ, რომ განსხვავება აღმოაჩინონ სხვათა მიმართ პირად ვალდებულებებს (მაგალითად, რიგის დაცვა, ადამიანის განსხვავებულობის პატივისცემა, ძალადობის დაუშვებლობა) და მათთვის უფროსების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და დავალებებს (მაგალითად, კბილების გახეხვა, ლოგინის გასწორება, სკოლაში ხელის აწევა, საშინაო დავალების შესრულება) შორის.

* ხაზი გაუსვით კავშირს ყველა ადამიანის - როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვის - უფლებებსა და როლებს/მოვალეობებს შორის. აღნიშნეთ როგორც წესების განხორციელების, ისე მათი პატივისცემის პასუხისმგებლობა.

ადაპტირებული ვარიანტი

1. იმისთვის, რომ გაამარტივოთ ეს სავარჯიშო პატარა ბავშვებისთვის, მიანიჭეთ მას კონკრეტული სახე:

ა. დისკუსიის დროს ყურადღება გაამახვილეთ უფლებებსა და მოვალეობებზე;

ბ. ნუ შეეხებით წესების სირთულეებს, განხორციელებას, განხორციელების მოვალეობას.

2. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს შეგიძლიათ აუხსნათ აბსტრაქტული დამოკიდებულება უფლებებს, წესებს და მოვალეობებს შორის შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რა კავშირია უფლებებსა და წესებს შორის?

ბ. რა განსხვავებაა წესებსა და მოვალეობებს შორის?

7.24 20. კურდღლის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ბედნიერი,
დაცული და ჯანმრთელი

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
1-ლი დონე

ასაკი:
8-10 წელი

ხანგრძლივობა:
30 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
წარმოსახვა, ერთად მოფიქრება, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები წარმოიდგენენ იმ ზრუნვას, რომელიც ესაჭიროება სახლის კურდღელს, და განაზოგადებენ ამას ბავშვის საჭიროებებზე და გადარჩენის და განვითარების უფლებებზე

მიზნები:

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა

  • ბავშვებისთვის იმის ჩვენება, რომ ისინი ინსტინქტურად იცნობენ ბავშვის უფლებებს

  • ადამიანის საჭიროებების დაკავშირება ადამიანის უფლებებთან

მომზადება:

მოამზადეთ ცხრილი, ბავშვის უფლებათა კონვენციის ასლები

მასალები:

  • ცხრილიანი ფურცელი და მარკერები

  • ცხრილი, ბავშვის უფლებათა კონვენციის ასლები

მითითებები

1. ბავშვებს სთხოვეთ, წარმოიდგინონ, რომ სახლში კურდღელი ჰყავთ და დაარქვან მას სახელი. ბავშვებმა უნდა დაასახელონ ყველაფერი, რაც კურდღლისთვის არის საჭირო, რომ იყოს ბედნიერი, დაცული და ჯანმრთელი. ჰკითხეთ: „რა არის ის ყველაფერი, რაც კურდღელს დასჭირდება?“ ბავშვებმა შეიძლება დაასახელონ კურდღლის გალია, ჩალა, საკვები, წყალი, ვარჯიში, ყურადღება, სიყვარული ან მეორე კურდღელი, მარტო რომ არ იყოს. დაწერეთ სიტყვა „კურდღელი“ (ან კურდღლის სახელი) ცხრილის მარცხენა სვეტის ზედა გრაფაში, როგორც ეს ქვემოთ არის ნაჩვენები, და ჩაწერეთ ბავშვების პასუხები.

2. შემდეგ ბავშვებს ჰკითხეთ: „ვინ უნდა უზრუნველყოს ის ყველაფერი, რაც კურდღელს სჭირდება?“. ჩაიწერეთ ბავშვების პასუხები; პასუხებში ბავშვებმა შეიძლება თქვან, რომ თავად არიან ან კურდღლის პატრონია პასუხისმგებელი ამ ყველაფრის უზრუნველყოფაზე.

3. დააზუსტეთ ის, რაც კურდღელს გადარჩენისა და გაზრდისთვის სჭირდება, მაგალითად, საკვები, წყალი და გალია. შემდეგ ჰკითხეთ ბავშვებს:

ა. თუ ეს ყველაფერი კურდღელს მართლაც სჭირდება, რომ გადარჩეს, უნდა ჰქონდეს თუ არა კურდღელს ამ ყველაფრის უფლება?

ბ. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ უზრუნველყოს კურდღლის ეს უფლებები?

4. დაწერეთ სიტყვა „ბავშვები“ ცხრილის მარჯვენა სვეტის ზედა გრაფაში და სთხოვეთ ბავშვებს, ერთად მოიფიქრონ, „რა არის საჭირო ბავშვებისთვის, რომ განვითარდნენ და რა უნდა ჰქონდეთ მათ ბედნიერი, დაცული და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის“. ჩამოწერეთ ბავშვების პასუხები და დაეხმარეთ მათ, დაასახელონ ისეთი რაღაცეები, როგორიცაა სახლი, საკვები, წყალი, ოჯახი, მეგობრები, სათამაშოები, განათლება, სიყვარული და ყურადღება.

5. ჰკითხეთ ბავშვებს: „ვინ უნდა უზრუნველყოს ბავშვები იმ ყველაფრით, რაც საჭიროა, რომ ბედნიერები, დაცულები და ჯანმრთელები იყვნენ?“. დაეხმარეთ მათ, რომ პასუხებში მოხვდნენ უფროსები, მშობლები, ოჯახი და მზრუნველები.

6. დაუსვით ბავშვებს ქვემოთ მოყვანილი კითხვები, რათა გააფართოვოთ ბავშვის უფლებების არეალი, დამატებითი საჭიროებების ჩამატებით:

ა. რა არის საჭირო ბავშვების დაცვის, გადარჩენის, განვითარებისა და ჩართულობისთვის?

ბ. თუ ეს ბავშვებისთვის არის საჭირო, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ ამის უფლება?

გ. ვინ უნდა უზრუნველყოს ბავშვები ამ უფლებებით?

წყარო: საკუთარი ძალებით საზოგადოების გაუმჯობესების სახელმძღვანელო -
ბავშვების და ახალგაზრდების ჩართვა, Save the Children, შოტლანდია, 2005წ.

7. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ სმენიათ ოდესმე ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ. მიეცით მათ კონვენციის ადაპტირებული ვერსია ან გამოიყენეთ საპლაკატო ვერსია. აუხსენით, რომ ამ დოკუმენტში განსაზღვრულია ის, რისი უფლებაც ყველა ბავშვს აქვს მსოფლიოში.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სთხოვეთ ბავშვებს, შეადარონ მათ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებები ბავშვის უფლებათა კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებს. უთხარით ბავშვებს, რომ მათ შეადგინეს ბავშვის უფლებათა სია. დაუსვით ასეთი კითხვები:

ა. რა საჭიროებები დაასახელეთ, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც არის მოცემული? აღნიშნეთ ისინი ცხრილზე ვარსკვლავით.

ბ. როგორ შეძელით თქვენ თვითონ ამდენი უფლების დასახელება?

2. უთხარით ბავშვებს, რომ მათ თავიდანვე, უფროსების დახმარების გარეშე, იცოდნენ, რა სჭირდებათ ბავშვებს აღზრდა-განვითარებისთვის. ისინი ექსპერტები არიან საკუთარი ცხოვრების საკითხებში! აუხსენით, რომ ბავშვის უფლებათა კონვენცია არსებობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას, დაიცვას ბავშვები, უზრუნველყოს ბავშვები ამ უფლებებით, უზრუნველყოს, აგრეთვე, ბავშვების სრულფასოვანი მონაწილეობა გარემომცველ სამყაროში.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* ეს სავარჯიშო ბავშვის უფლებების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა და იგი ამყარებს მძლავრ კავშირს საჭიროებებსა და უფლებებს შორის. მას პირდაპირ მივყავართ სხვა ისეთ სავარჯიშოსთან, როგორიც არის „უფლებების მოძრავი კონსტრუქცია“, გვ. 169, რომელშიც ბავშვის უფლებები უფრო ვრცლად შეისწავლება.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ვინაიდან ამ სავარჯიშოსთვის კითხვის უნარ-ჩვევები არ არის საჭირო, მისი ჩატარება მცირეწლოვან ბავშვებთანაც შეიძლება. თუმცა მათ მარტივი სიტყვებით უნდა აუხსნათ „უფლების“ მნიშვნელობა. ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა მოგვიანებით შეიძლება.

* შეგიძლიათ „კურდღელი“ ნებისმიერი სხვა სახლის ცხოველით შეცვალოთ.

* სხვადასხვა ვარიანტი: თუ შესაფერისი იქნება ჯგუფისთვის, სავარჯიშო შეიძლება დაასრულოთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ხმამაღლა წაკითხვით, სადაც თითო ბავშვი კონვენციის თითო მუხლს წაიკითხავს.

* ადაპტაცია შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის: ბავშვების მიერ შედგენილი უფლებათა ჩამონათვალისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის შედარებისას ბავშვებმა იმსჯელონ იმაზე, თუ რა გამოტოვეს შემდეგი კითხვების დახმარებით:

* არის თუ არა სხვა საჭიროებები და უფლებები ბავშვის უფლებათა კონვენციაში, რომლებიც არ ყოფილა თქვენს ჩამონათვალში?

* როგორ ფიქრობთ, რატომ არის ისინი ბავშვის უფლებათა კონვენციაში?

* რატომ შეიძლებოდა გეფიქრათ ამ საჭიროებებსა და უფლებებზე?

ცხრილის ნიმუში

კურდღელი

ბავშვები

7.25 21. მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი

▲ზევით დაბრუნება


ჩემი საყვარელი საქმე ჩემი საყვარელი
ადამიანების ამორჩევაა!

თემები:
დისკრიმინაცია, ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2-მე-3

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
45-60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
მაქსიმუმ 20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
პრიორიტეტების დადგენა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

სიიდან ბავშვები არჩევენ „კარვის მეგობრებს“ და საუბრობენ იმაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ესა თუ ის არჩევანი

მიზნები:

  • სტერეოტიპების და წინასწარი განწყობის განხილვა და იმის დადგენა, თუ რა უდევს მათ საფუძვლად

  • თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პოპულარიზება

მომზადება:

  • მოცემული სიიდან ამოარჩიეთ 12 ბავშვი, რომელიც ბანაკში იცხოვრებს, ან შეადგინეთ ბანაკის წევრთა სია, რომელიც თქვენს ჯგუფს მიესადაგება. ერთი ბავშვი მაინც უნდა იყოს გამოგონილი ადგილიდან

  • ვარიანტი: ჩამოწერეთ სია დაფაზე

  • ყოველი ბავშვისთვის გადაიღეთ ამ სავარჯიშოს ასლები, სადაც აღწერილი იქნება ბანაკი, დავალება და ბანაკის 12 წევრი

მასალები:

  • სავარჯიშოს ასლი და ფანქარი თითოეული ბავშვისთვის

  • ფურცელი და მარკერი ყოველი ჯგუფისთვის

მითითებები

1. მიეცით თითოეულ ბავშვს სავარჯიშოს ასლი და ფანქარი. აღწერეთ სცენარი და ინსტრუქციები საილუსტრაციო ფურცელზე. ხმამაღლა წაიკითხეთ თითოეული წევრის აღწერილობა.

2. სთხოვეთ ბავშვებს, იმუშაონ სათითაოდ და აირჩიონ სხვა სამი წევრი, რომლებთან ერთადაც იცხოვრებდნენ კარავში. ამ დროს არავინ უნდა საუბრობდეს.

3. როდესაც შერჩევის პროცესს ყველა დაასრულებს, დაყავით ბავშვები სამ ან ხუთკაციან ჯგუფებად და აუხსენით მათ დავალება:

ა. ბანაკის ნაწილში ოთხი კარავია. თითო კარავში ოთხი ადამიანი ეტევა. თქვენს ჯგუფში სამი წევრია, ხოლო თითოეულ თქვენგანს სამი კაცი ჰყავს სიაში, ასე რომ სულ 16 კაცი უნდა იყოს. თქვენს ჯგუფში მოითათბირეთ და გადაწყვიტეთ, ვინ იცხოვრებს ერთად კარვებში. დახატეთ ოთხი კარავი და თითოეულ მათგანს იმ ბავშვების სახელები დააწერეთ, ვინც იქ იცხოვრებს; შემდეგ მიაკარით ფურცლები დაფაზე.

ბ. თუ გყავთ 16 ადამიანზე მეტი, ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს ვინ ამოიღოს სიიდან. თუ ჯგუფის ერთ წევრზე მეტი შეარჩევს ერთიდაიმავე ბავშვს, რომელთანაც ექნება კარავში ერთად ცხოვრების სურვილი, ჯგუფმა უნდა შეარჩიოს კიდევ ერთი ადამიანი სიიდან.

4. მიეცით ბავშვებს დრო, რომ სხვა ჯგუფების კარვების სქემას შეხედონ. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეთ ბანაკის წევრთა სია და გამოარკვიეთ, რომელ კარავში გაანაწილა ეს წევრი ჯგუფმა. ეს მისცემს ბავშვებს საშუალებას, ნახონ, კიდევ ვინ აირჩია მათ მიერ

არჩეული წევრი.

წყარო: ადაპტირებული ვარიანტი სგანმანათლებლო კომპლექტიდან Euro-rail a la carte,
კამპანიისთვის „ყველა განსხვავებულია, მაგრამ თანასწორია“, ევროპის საბჭო, 1995 წ.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშოს შედეგები:

ა. რთული იყო სამი ბავშვის შერჩევა თქვენს კარავში დასაბინავებლად? რატომ? რატომ არა?

ბ. იყო თუ არა ერთი და იგივე ბავშვი ბევრჯერ შერჩეული? რატომ?

გ. იყო ვინმე ისეთი, ვინც არავინ შეარჩია? რატომ?

დ. როგორ შეარჩიე ბავშვი იმ ადგილიდან, რომელიც არასდროს გაგიგია?

2. რას გრძნობთ სავარჯიშოს შემდეგ?

ა. იყო რაიმე სასაცილო ჯგუფში განხილვისას?

ბ. რთული იყო თანხმობის მიღწევა ჯგუფში?

გ. ვინ არის კმაყოფილი საბოლოო შედეგით და ვინ არა?

დ. რაიმე ახალი ხომ არ გაიგეთ საკუთრი თავის შესახებ? იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებენ ადამიანები არჩევანს?

3. შეადარე ეს სავარჯიშო ცხოვრებისეულ სიტუაციას:

ა. რეალისტური იყო ეს სიტუაცია?

ბ. სხვა სიტუაცია ხომ არ გაგონდება, სადაც უნდა აირჩიო, ვისთან ერთად იყო?

გ. როგორ გრძნობ თავს არჩევანის გაკეთებისას?

დ. რას განიცდი, როდესაც რეალურ ცხოვრებაში გირჩევენ? როცა არ გირჩევენ?

ე. რომელი ცხოვრებისეული არჩევანი ჰგავს სავარჯიშოში მოცემულს?

ვ. ყველა ბავშვს აქვს არჩევანის უფლება? უფლება, რომ იყოს არჩეული?

4. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვექმნება აზრი სხვათა შესახებ, იმათზეც, ვისაც არასდროს შევხვედრივართ:

ა. რა არის ყველა ბავშვისთვის საერთო? რით არიან ისინი განსხვავებულები?

ბ. როგორ გექმნებათ აზრი იმ ბავშვების შესახებ, რომლებსაც არასდროს შეხვედრიხართ?

გ. როგორ იგებთ, თუ საიდან არიან ისინი წარმოშობით?

დ. არიან ადამიანები, რომლებსაც სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ? ბავშვების მიმართ?

ე. თქვენ თვითონ გაქვთ სტერეოტიპული დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ?

ვ. რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ავირიდოთ უსამართლო დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომელიც სტერეოტიპს ემყარება?

ზ. რატომ იწვევს სტერეოტიპები დისკრიმინაციას?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშოში „ძვირფასი დღიური“, გვ. 190, ერთსა და იმავე დღეს მიღებული შთაბეჭდილებებია დაპირისპირებული.

* სავარჯიშოში „ზაბდერფილიო“, გვ. 90, ლაპარაკია უცნობის შიშზე და ამის შედეგებზე.

* სავარჯიშოებში „თვალახვეული“, გვ. 104 და„თამაშები სურათებით“, გვ. 96 , სხვადასხვა სტერეოტიპებია განხილული.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* შემდეგ ჯერზე, როდესაც ჯგუფს პარტნიორების ან ჯგუფის შერჩევა მოუწევს, შეახსენეთ ბავშვებს ეს სავარჯიშო და ის, რაც არჩევის შესახებ ისწავლეს.

* თქვენ თვითონ გაუკეთეთ ორგანიზება საზაფხულო ბანაკს: ევროპული დაფინანსების წყალობით ამ ტიპის ბანაკები უკვე არსებობს. 13 წელზე უფროსი მოზარდებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას Youth in Action.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოხდეს სტერეოტიპების გამყარება, რაც ეწინააღმდეგება ამ სავარჯიშოს მიზანს.

* უმჯობესი იქნება, რომ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა ოთხს არ აღემატებოდეს. ამ ოთხიდან თითოეული სამკაციან სიას შეადგენს. თუმცა სავარჯიშო შედეგიანი იქნება ნებისმიერი პატარა ჯგუფისთვის, რომელიც შემდეგ გამართავს მოლაპარაკებას სიიდან ბანაკის წევრთა ამოღების ან დამატების შესახებ, ისე, რომ საბოლოოდ 16 ბავშვი გამოვიდეს.

* ფრთხილად მოახდინეთ ბანაკის წევრთა სიის ადაპტირება ისე, რომ თქვენს მიერ დასმული სგანმანათლებლო ამოცანა შესრულდეს. უნდა უზრუნველყოთ, რომ ჯგუფიდან არცერთი ბავშვი არ ჰგავდეს ბანაკის წევრს. უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის გაამარტივეთ აღწერილობა, განსაკუთრებით წარმომავლობა. თუმცა დატოვეთ ერთი წევრი გამოგონილი ადგილიდან, რომ ბავშვებმა მიიღონ გადაწყვეტილება წინასწარი ინფორმაციის/ცოდნის გარეშე.

* თუკი საზაფხულო ბანაკი და კარავში ერთად ცხოვრება არარეალურია ამ ბავშვებისთვის, აირჩიეთ სხვა მსგავსი სიტუაცია (მაგალითად, ერთ მერხზე ჯდომა, ოთახი საერთო საცხოვრებელში ან საერთო საძინებელი).

* თავიდან აიცილეთ პასუხები კითხვებზე ბანაკის წევრთა სიის შესახებ. აუხსენით, რომ ბავშებმა გადაწყვეტილება მხოლოდ სიის საფუძველზე უნდა მიიღონ.

* ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლოა ვერ შეძლოს შერჩევა და თქვას, რომ მათთვის სულერთია, ვისთან ერთად იქნებიან კარავში. ასეთ შემთხვევაში სთხოვეთ მათ, თქვან, თუ ვისთან ერთად არ უნდათ კარავში ყოფნა. შედეგების შედარება ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია.

* ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა შესაძლოა სხვებთან ერთად მოინდომოს კარავში ყოფნა და„უცხოების“ სხვა კარვებში განაწილება. არ ჩაერიოთ, რადგან შედეგები ძალზე საინტერესო იქნება. ბავშვებს არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, თითქოს თავისნაირი ადამიანების შერჩევის სურვილი ცუდია. ყველა არჩევანი დისკრიმინაციას არ ნიშნავს.

ადაპტირებული ვარიანტი

ამ სავარჯიშოს შესამოკლებლად:

  • აღწერეთ პატარა კარვები, რომ ბავშვებს მხოლოდ ერთი ან ორი კომპანიონის არჩევა მოუწიოთ

  • შეამცირეთ ასარჩევთა საერთო სია

  • გამოტოვეთ მუშაობა მცირერიცხოვან ჯგუფებში - პუნქტი 3

  • მცირერიცხოვან ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღების გასაადვილებლად შეადგინეთ ბანაკის იმ წევრთა სია, რომლებსაც ჯგუფის წევრები აირჩევენ. შემდეგ ყოველი ბავშვი რიგრიგობით ირჩევს ერთ მოგზაურს, სანამ ყველა მოგზაური არ განაწილდება

  • უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის:

  • სავარჯიშოს შესამოკლებლად გამოიყენეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები

  • გაამარტივეთ მოგზაურთა აღწერილობა და მიუსადაგეთ ის უმცროსი ასაკის ბავშვთა გამოცდილებას (მაგალითად, მონღოლეთი ან კუნ ფუ-ს მაისური შესაძლოა მათ არ იცოდნენ)

დასარიგებელი მასალა: სავარჯიშო

მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი

მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებთან ერთად სულ ახლახანს ჩახვედით „მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკში“. ერთმანეთს არავინ არ იცნობს. ბანაკის ხელმძღვანელებმა გადაწყიტეს, მოგცენ უფლება, აირჩიოთ, თუ ვისთან ერთად გინდათ კარავში ყოფნა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. თითოეულ კარავში ოთხი ბავშვი ეტევა, ერთ-ერთი აქედან თქვენ ხართ. უნდა აირჩიოთ დანარჩენი სამი.

ბანაკის ბავშვები

ამ სიიდან აირჩიეთ 3 ბავშვი, რომლებთან ერთად იქნებით კარავში, და ჩაწერეთ ქვემოთ

1.-----------------------------------------------
2.-----------------------------------------------
3.-----------------------------------------------

1. ბავშვი მოტეხილი ფეხით და ყავარჯნებით

2. ბოშა ბავშვი ოქროს საყურეებით თქვენი ქვეყნიდან

3. ავსტრალიელი ბავშვი წითელი თმით და ბევრი ჭორფლით

4. იაპონელი ბავშვი, რომელსაც კუნ ფუ-ს მაისური აცვია

5. მსუქანი ამერიკელი ბავშვი

6. მორცხვი ტრანსმარინიელი ბავშვი

7. ემიგრანტი ბავშვი აფრიკიდან

8. უსინათლო ბავშვი, რომელსაც მეგზური ძაღლი ახლავს

9. მუწუკებიანი ბავშვი, რომელსაც სქელშუშებიანი სათვალე უკეთია

10. ბავშვი დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც სკოლის ფორმა აცვია

11. თურქი ბავშვი გერმანიიდან ჩალურჯებული თვალით, რომელსაც აცვია მაისური თავის ქალის გამოსახულებით

12. ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვი ლათინური ამერიკიდან

13. ბავშვი, რომელიც ჟესტების ენაზე ურთიერთობს

14. ბავშვი მონღოლეთიდან, რომელსაც გრძელი შავი თმა აქვს

15. ბავშვი თქვენი ქვეყნიდან, რომელიც არც ისე ჭკვიანი ჩანს

16. პალესტინელი ბავშვი, რომელსაც ერთი ხელი აქვს

17. ქერათმიანი ბავშვი, რომელსაც ძალიან წესიერი მეტყველება აქვს

18. ბავშვი, რომელსაც მუდმივად ასლოკინებს

19. ბავშვი, რომელსაც თქვენნაირი პიჯაკი აცვია

20. ბავშვი, რომელიც სულ MP3 უსმენს

7.26 22. რა იქნება ...

▲ზევით დაბრუნება


დედამიწა რომ ბრტყელი იყოს?

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, განათლება და თავისუფალი დრო, სიღარიბე და სოციალური დაცვა

სირთულის დონე:
მე-3

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
8-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ანალიზი, სკეტჩის გათამაშება, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ ის შედეგები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციას შეიძლება მოჰყვეს, და შემდეგ გაითამაშონ ეს შედეგები

მიზნები:

  • უფლებების მნიშვნელობის და მათი ურთიერთდამოკიდებულების განხილვა

  • უფლებების განხილვა ყოველდღიურ ცხოვრებაში

მომზადება:

  • შეარჩიეთ სიტუაციები და მოახდინეთ მათი ადაპტირება ისე, რომ ბავშვების გამოცდილებას მიესადაგებოდეს

  • გადაიღეთ ასლი და გამოჭერით ბარათები სიტუაციების აღწერით

  • გადაიღეთ „შედეგების კასკადის“ ასლები

მასალები:

  • ბარათები სიტუაციების აღწერით

  • ფურცლები და კალმისტრები

  • „შედეგების კასკადის“ ასლები

მითითებები

1. სავარჯიშოს დასაწყისშივე აუხსენით ბავშვებს, რომ ყველამ უნდა სცადოს და წარმოიდგინოს ის, თუ „რა იქნება...“. სიტუაცია, რომელსაც წარმოვიდგენთ, შეიძლება კარგიც იყოს (მაგალითად, „რა იქნება, ომები რომ აღარ იყოს?“) და ცუდიც (მაგალითად, „რა იქნება, ჩემს ქვეყანაში რომ ომი დაიწყოს?“). ამ სავარჯიშოში ბავშვებს უნდა შესთავაზოთ სიტუაცია და ჰკითხოთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ადამიანების ცხოვრებაზე;

2. გააცანით ბავშვებს „შედეგების კასკადი“ და ახსენით, როგორ შეიძლება ერთმა სიტუციამ გამოიწვიოს შედეგების ჯაჭვი; გამოიყენეთ მარტივი და ნაცნობი სიტუაცია (მაგალითად, რა იქნება, სკოლაში წასვლის უფლება რომ არ მოეცათ? >კითხვას ვერ ისწავლიდი >ვერ შეძლებდი დაწერილი მითითებების წაკითხვას, რუკის წაკითხვას, წერილის დაწერას, კომპიუტერის ხმარებას);

3. დაყავით ბავშვები მცირერიცხოვან ჯგუფებად. დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს ბარათები სიტუაციის აღწერით, დასარიგებელი მასალა „შედეგების კასკადი“ და კალმისტრები. სთხოვეთ, ერთად შეავსონ „შედეგების კასკადი“;

4. მას შემდეგ, რაც ბავშვები „შედეგების კასკადს“ შეავსებენ, აუხსენით, რომ უნდა გაითამაშონ სკეტჩი, რომელშიც მათ მიერ წარმოდგენილი სიტუაციის შედეგები იქნება წარმოჩენილი. მიეცით ბავშვებს დრო პრეზენტაციების მოსამზადებლად;

5. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, რიგრიგობით წაიკითხონ მათ მიერ მომზადებული სიტუაციები და გაითამაშონ ისინი;

6. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ დასვით კითხვები და გააკეთეთ კომენტარები. დაუსვით ბავშვებს

შემდეგი კითხვები:

ა. სხვა რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ სიტუაციას?

ბ. ადამიანის რომელ უფლებებს ასახავს ეს სიტუაცია? ხდება რომელიმე უფლების დარღვევა? რომელიმე უფლების დაცვა ან პოპულარიზება?

გ. სხვა უფლებებს ხომ არ მოიცავს ეს სიტუაცია?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. როგორი განწყობა გაქვთ ამ სავარჯიშოს მიმართ?

ბ. რთული იყო მოცემული სიტუაციის წარმოდგენა?

გ. რთული იყო იმ შედეგების მოფიქრება, რომლებიც შესაძლოა ამ სიტუაციებს მოჰყოლოდა?

დ. როგორ ფიქრობთ, რეალისტურია ეს სიტუაციები? რატომ კი ან რატომ არა?

ე. გჯერათ, რომ ასეთი მოვლენები მსოფლიოში არსებობს?

ვ. როგორ მოიქცეოდით ამ სიტუაციაში?

ზ. რას იზამდით ამ სიტუაციის შესაცვლელად?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. როგორ გავლენას ახდენს ერთი უფლების დარღვევა დანარჩენ უფლებებზე? წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან ხომ ვერ მოიყვანთ მაგალითს?

ბ. როგორ გავლენას ახდენს ერთი უფლების დაცვა და ხელშეწყობა სხვა უფლებებზე?

წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან ხომ ვერ მოიყვანთ მაგალითს?

გ. რატომ გვჭირდება ადამიანის ყველა უფლება?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშოებში „გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“, გვ. 74, და „უმნიშვნელოვანესი ვისთვის?“, გვ. 162, ასევე განხილულია უფლებების ურთიერთდამოკიდებულება.

* სავარჯიშო „ცოდნის მოცულობა“, გვ. 187, სთხოვს ბავშვებს, იფიქრონ, თუ რა შედეგი მოაქვს ბავშვებისთვის ცოდნის მიღების საშუალების შეზღუდვას. რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ სავარჯიშო„კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის“, გვ. 120, სთხოვს ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ იმ უფლებრივი გარემოს გაუმჯობესებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ჯგუფისთვის მიღებული კონსტიტუცია ადასტურებს, თუ რა მრავალმხრივი შედეგი შეიძლება მოიტანოს უფლებრივი გარემოს

გაუმჯობესებამ რეალურ ცხოვრებაში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ამ სავარჯიშოს ეფექტიანობა მრავალწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტიპის სიტუაციებს შევთავაზებთ ბავშვებს. მოახდინეთ სიტუაციების ადაპტირება ან მოიგონეთ ახალი სიტუაციები, რომლებიც ბავშვების გამოცდილებას და ინტერესს ეყრდნობა. სიტუაციები შეიძლება შეეხებოდეს ადამიანის ზოგად უფლებებს ან ერთ რომელიმე უფლებას. მაგალითად, შეიძლება მოიფიქროთ სიტუაციები, რომლებიც ეხება მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს ან ისეთ სპეციფიკურ თემებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა ან გარემოს დაცვა. ეცადეთ, ჩართოთ როგორც პოზიტიური სიტუაციები (მაგალითად, რა იქნება, კაცები და ქალები რომ ერთნაირ გასამრჯელოს იღებდნენ? რა იქნება, ჩვენს ქალაქში რომ ნაგვის გადამუშავა დაიწყონ და ამით ნაგვის რაოდენობა შემცირდეს?), ისე ნეგატიური სიტუაციები (მაგალითად, რა იქნება, მარტო მამაკაცებს რომ ჰქონდეთ უძრავი ქონება? რა იქნება, ჩვენს ქალაქში ყველა მოზრდილს რომ პირადი მანქანა ჰქონდეს?)

* მოამზადეთ მაგალითები ამჟამინდელი ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ და მოუყევით ბავშვებს (მაგალითად, ქალებს არა აქვთ უძრავი ქონების ფლობის ან სკოლაში სიარულის უფლება; ბიჭები და გოგონები იძულებით მიდიან სამხედრო სამსახურში).

სხვადასხვა ვარიანტი

* მიეცით ერთი და იგივე სიტუაცია ბავშვების რამდენიმე ან ყველა ჯგუფს. შეადარეთ ერთმანეთს მათი მოსაზრებები შედეგების შესახებ.

* დაყავით ბავშვები ერთი სქესის ჯგუფებად და შეადარეთ მათ მიერ მოცემული სხვადასხვა პასუხები გენდერთან დაკავშირებული იმავე სიტუაციების შესახებ.

* დროის დასაზოგად გამოტოვეთ სკეტჩების გათამაშება ან წარმოადგინეთ სიტუაციები მიმიკის ან„გაყინული პოზების“ საშუალებით.

ადაპტირებული ვარიანტი

* მცირე ასაკის ბავშვებისთვის: გამოტოვეთ„შედეგების კასკადი“ და პირდაპირ პრეზენტაციებზე გადადით. მცირე ასაკის ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ უფლებების ურთიერთდამოკიდებულების აღქმა, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ ყველა უფლებით სარგებლობის მნიშვნელობას.

* უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: სთხოვეთ ბავშვებს, მიუსადაგონ პრეზენტაციები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და/ან ბავშვის უფლებათა კონვენციას.

დასარიგებელი მასალა: შედეგების კასკადი

0x01 graphic

დასარიგებელი მასალა: სიტუაციები

ქვემოთ მოყვანილია სიტუაციები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეცადეთ, ის სიტუაცია შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ჯგუფს მიესადაგება, ან ახალი სიტუაცია მოიფიქრეთ. ორივე ტიპის სიტუაცია გამოიყენეთ - პოზიტიურიც და ნეგატიურიც.

სიტუაცია 1

მთავრობამ გადაწყვიტა, დახუროს ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. ხვალიდან სკოლაში სიარულის ნაცვლად ბავშვებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის აკეთონ.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა გავლენას მოახდენს ის მომავალზე?

სიტუაცია 2

ფულის დაზოგვის მიზნით მთავრობამ გადაწყვიტა, დახუროს ყველა საავადმყოფო. აღარ იქნებიან ექიმები და აღარ იმუშავებენ აფთიაქები. ამის სანაცვლოდ მოსახლეობას შესთავაზებენ იაფ წიგნებს ბალახებით მკურნალობის შესახებ.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა გავლენას მოახდენს ის მომავალზე?

სიტუაცია 3

მთავრობამ გადაწყვიტა, აკრძალოს თამაში ქუჩაში, პარკში, სკოლაში და ყველგან, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ, რომ ვიღაც თამაშობს. სათამაშოს ყველა მაღაზია დაიკეტება და ვერავინ შეძლებს მათ გაყიდვას. ვისაც თამაშისას წაასწრებენ, გაასამართლებენ და დააპატიმრებენ.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა გავლენას მოახდენს ის მომავალზე?

სიტუაცია 4

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხვალიდან მხოლოდ გოგონებს ეძლევათ უფლება, იარონ სკოლაში და ითამაშონ თავისუფალ დროს, ყველა ბიჭმა კი ქარხანაში უნდა დაიწყოს მუშაობა.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა გავლენას მოახდენს ის მომავალზე?

სიტუაცია 5

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხვალიდან იკრძალება ორზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ წესის დამრღვევს პატიმრობა ემუქრება.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა შედეგს მოიტანს ის?

სიტუაცია 6

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს კომპიუტერების ოთახი, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს კომპიუტერის გამოყენება კვირაში სულ მცირე სამი საათი.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა შედეგს მოიტანს ის სამომავლოდ?

სიტუაცია 7

მთავრობამ გადაწყვიტა, შექმნას ახალგაზრდული საბჭო, რომელიც კონსულტირებას გაუწევს სახელმწიფო საბჭოს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა შედეგს მოიტანს ის?

სიტუაცია 8

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ცამეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ევროპის სხვა ქვეყნებში წასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა შედეგს მოიტანს ის?

სიტუაცია 9

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უნარშეზღუდულმა ბავშვებმა რაც შეიძლება უფრო მეტი მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათთვის ყოველგვარი შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ბავშვებს ყველანაირი დახმარება უნდა გაეწიოს - სავარძლებით, სმენის აპარატებით, ბრაილის შრიფტიანი წიგნებით და კომპიუტერებით. უნარშეზღუდული ბავშვები სკოლაში ყველა სხვა ბავშვთან ერთად უნდა სწავლობდნენ.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა შედეგს მოიტანს ის?

სიტუაცია 10

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხვალიდან ყველა ბავშვი, რომელიც ერთ ტესტს მაინც ვერ ჩააბარებს, სკოლიდან გაირიცხება. მხოლოდ ის ბავშვები გააგრძელებენ სწავლას, ვინც ტესტს ყოველთვის აბარებს.

რა უახლოესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას? რა გავლენას მოახდენს ის მომავალზე?

7.27 23. რა მშვენიერია სამყარო

▲ზევით დაბრუნება


როგორ გინდათ იცხოვროთ?

თემები:
დისკრიმინაცია, გარემო, სიღარიბე და სოციალური გარიყვა

სირთულის დონე:
პირველი

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
50 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
1-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ხატვა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები განსხვავებულ ნახატებს ხატავენ და ამ ნახატებში იმ გარემოს აღწერენ, სადაც მათ სურთ ან არ სურთ ცხოვრება. ისინი განიხილავენ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ამ სხვაობას და გარემოზე გავლენის მოხდენის ხერხებს

მიზნები:

  • გარემოში არსებული კონკრეტული და აბსტრაქტული ფაქტორების განხილვა

  • საკუთარი და სხვების გარემოს შეფასება

  • საკუთარი და სხვების გარემოს დაცვის ან შეცვლის გზების განხილვა

მომზადება:

  • მოამზადეთ გასაფერადებელი მასალა

  • გადაიღეთ დასარიგებელი მასალა ყველა ბავშვისთვის

მასალები:

  • ფურცლები

  • გასაფერადებელი საშუალებები, მაგ. საღებავები, მარკერები, ცვილის ფანქრები და ფანქრები

  • ქინძისთავები ან წებოვანი ლენტი ნახატების დასაკიდებლად

მითითებები

* დააწყვეთ ყველა ფერის გასაფერადებელი მასალა და სთხოვეთ ბავშვებს, დაფიქრდნენ, თუ რა ტიპის რეალურ თუ წარმოსახვით გარემოში სურთ მათ ცხოვრება. სთხოვეთ, დახატონ მათთვის სასურველი გარემო.

* სთხოვეთ ბავშვებს, დაფიქრდნენ, თუ რა გარემოში არ სურთ ცხოვრება და დახატონ ის.

* როდესაც ბავშვები ხატვას დაამთავრებენ, დაკიდეთ ნახატები და სთხოვეთ, დაათვალიერონ ეს პატარა გამოფენა.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. იოლი იყო ორ სხვადასხვა გარემოზე ფიქრი?

ბ. რომელი ნახატი ან გარემო მოგწონთ ყველაზე მეტად? რატომ?

გ. რომელი ნახატი ან გარემო მოგწონთ ყველაზე ნაკლებად? რატომ?

დ. თქვენს მიერ დახატულ გარემოში რომ ადამიანები ცხოვრობდნენ, როგორ იგრძნობენ თავს?

ე. რომელი ნახატი შეესაბამება თქვენს ნამდვილ გარემოს?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. გარემო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ადგილი თქვენს გარშემო. კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს დადებით ან უარყოფით გარემოს? გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შესაძლებლობები, ძალადობის დაუშვებლობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თავისუფლება და ადამიანის უფლებები.

ბ. რა გავლენას ახდენს ჩვენზე ფიზიკური გარემო? რა გავლენას ახდენს ჩვენზე უფლებრივი გარემო?

გ. როგორია ის უფლებრივი გარემო, რომელშიც ცხოვრობთ?

დ. რას შეცვლიდით თქვენს გარშემო არსებულ ფიზიკურ გარემოში? უფლებრივ გარემოში?

ე. რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, ისეთი გახდეს, როგორც თქვენს მიერ დახატულ ნახატზეა ასახული?

ვ. მსოფლიოს ყველა ბავშვი თანაბარ გარემოში ცხოვრობს?

ზ. გვაქვს კარგ გარემოში ცხოვრების უფლება?

თ. როგორ ფიქრობთ, უნდა გვქონდეს კარგ გარემოში ცხოვრების უფლება?

ი. რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კარგი გარემოს შექმნას ყველა ბავშვისთვის?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშოები „კომპასიტოს რეპორტიორი“, გვ. 117, და „წყლის წვეთები“ გვ. 194 სთხოვს ბავშვებს, შეაფასონ თავიანთი გარემო.

* სავარჯიშოში „ძვირფასი დღიური“, გვ. 190, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი და იგივე გამოცდილება სხვადასხვა კუთხით დაინახონ.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* გაისეირნეთ თქვენს უბანში და გაესაუბრეთ ბავშვებს იქ არსებული გარემოს შესახებ - რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ. დაეხმარეთ ბავშვებს ცვლილებების შესახებ კონკრეტული წინადადებების შემუშავებაში. მოიწვიეთ მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი მმართველობის) წარმომადგენლები, მათთან ერთად განიხილეთ ეს წინადადებები და გამოდით ცვლილებების შეტანის ინიციატივით.

* ბავშვების მოსაზრებების უფროსებისთვის გასაცნობად მოაწყვეთ გარემოს შესახებ მათი ნახატებისა და იდეების გამოფენა.

* გამოიყენეთ ბავშვების იდეები მათ გარშემო არსებული გარემოს შესაცვლელად. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ გარემოს გასაუმჯობესებლად?

* ეცადეთ, მოიძიოთ ისეთი მიმდინარე პროექტები, რომლებშიც ბავშვებიც შეძლებენ მონაწილეობასდა დაეხმარებიან სხვა, უფრო ნაკლებად უზრუნველყოფილი რეგიონების ბავშვებს. უფროსი ასაკის ბავშვებმა შესაძლოა თავიანთი ინიციატივებიც წამოაყენონ.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* დაეხმარეთ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ გარემო კონკრეტული ფიზიკური და აბსტრაქტული ფაქტორებისგან იქმნება, როგორიცაა, მაგალითად, უფლებების და თავისუფლებების ხარისხი; ხაზი გაუსვით იმას, რომ კარგ გარემოს ორივე ფაქტორის არსებობა განაპირობებს. უმცროსი ასაკის ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ გარემოს აბსტრაქტული ცნების გაგება.

* სავარჯიშოს დაწყებამდე ნათლად განსაზღვრეთ, გარემოს რომელ ასპექტზე გსურთ ყურადღების გამახვილება. გარემოზე ზოგადი საუბარი, მის კონკრეტულ შემადგენლებზე ყურადღების გამახვილების გარეშე, ძალიან ვრცელი და აბსტრაქტული იქნება.

სხვადასხვა ვარიანტი

* გამოიყენეთ სხვადასხვა გასაფერადებელი საშუალება ერთი და იმავე ნახატისთვის. მაგალითად,: ცვილის ფანქრები, საღებავი, ქაღალდის მოზაიკა.

დასარიგებელი მასალა

0x01 graphic

7.28 24. რისი კეთება მომწონს და რას ვაკეთებ

▲ზევით დაბრუნება


ეს ორი რამ ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა!

თემები:
დისკრიმინაცია, ოჯახი, გენდერული თანასწორობა

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
45 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
8-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
სურვილების გამოხატვა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები ყვებიან, თუ რას აკეთებენ, რას არ აკეთებენ ან რას გააკეთებდნენ ისეთს, რაც მათი სქესისთვის „შესაფერისად“ ან „შეუფერებლადაა“ მიჩნეული. შემდეგ ბავშვები გენდერულ სტერეოტიპებს განიხილავენ და მათ ადამიანის უფლებებს უკავშირებენ

მიზნები:

  • საკუთარ და სხვის შესაძლებლობებსა და ცოდნაში გარკვევა

  • გენდერული სტერეოტიპების მნიშვნელობის გათვითცნობიერება

მომზადება:

არ არის სავალდებულო: ამობეჭდეთ კითხვარის ასლები

მასალები:

  • ფურცლები და კალმისტრები

  • შეხედულებისამებრ: კითხვარის ასლები

მითითებები

1. გააცანით ბავშვებს გენდერის ცნება შემდეგი კითხვების საშუალებით: გაიხსენეთ ისეთი ქცევა(ან საქმიანობა), რომელიც მხოლოდ „გოგონების“ ან მხოლოდ „ბიჭების“ ქცევად (ან საქმიანობად) არის მიჩნეული. სთხოვეთ ბავშვებს, მოიყვანონ მაგალითები.

2. დაურიგეთ ბავშებს ფურცლები და კალმისტრები და სთხოვეთ, დაწერონ შემდეგი:

ა. ფურცლის თავში აღნიშნე, გოგონა ხარ თუ ბიჭი.

ბ. დაასახელე ოთხი ისეთი რამ, რასაც აკეთებ და რისი გაკეთებაც მოგწონს და ეს შენი სქესისთვის შესაფერისადაა მიჩნეული.

გ. დაასახელე ოთხი ისეთი რამ, რაც მოგწონს და რასაც აკეთებ, მაგრამ ეს არ არის შენი სქესისთვის შესაფერისად მიჩნეული.

დ. დაასახელე ოთხი ისეთი რამ, რაც არ მოგწონს და რასაც არ აკეთებ, მაგრამ ეს მხოლოდ შენი საპირისპირო სქესისთვის შესაფერისადაა მიჩნეული.

ე. დაასახელე ოთხი ისეთი რამ, რასაც არ აკეთებ და რისი გაკეთებაც ძალიან მოგწონს, თუმცა ეს შენი საპირისპირო სქესისთვის შესაფერისადაა მიჩნეული.

3. სთხოვეთ ბავშვებს, წაიკითხონ თავიანთი პასუხები თითოეულკითხვაზე და ჩაწერეთ ისინი შემდეგ სქემაში:

მომწონს და
ვაკეთებ
არ ვაკეთებ

ვაკეთებ, მაგრამ
არ მომწონს

არც ვაკეთებ და
არც მომწონს

მინდა რომ
ვაკეთებდე

გოგონები

ბიჭები

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. ხომ არ გაგაკვირვათ იმან, თუ რისი გაკეთება მოწონთ ან არ მოწონთ ადამიანებს?

ბ. დააკვირდით სავარჯიშოთა იმ ნუსხას, რისი გაკეთების სურვილი ბავშვებს არ აქვთ. რაიმე საერთო პრინციპს ხომ არ ხედავთ?

გ. რა მოსდის გოგონას, რომელიც „ბიჭის“ საქმეებს აკეთებს? რა მოსდის ბიჭს, რომელიც „გოგოს“ საქმეებს აკეთებს? რატომ ხდება ეს?

დ. როგორ უპასუხებდნენ თქვენს ოჯახში მცხოვრები უფროსები ზემოთ მოცემულ ოთხკითხვას?

ე. თქვენი ოჯახის წევრები ერთი აზრის არიან კაცის (ბიჭის) და ქალის (გოგონას) „შესაფერის“ საქმიანობაზე?

ვ. საიდან გვექმნება აზრი იმის შესახებ, თუ რა შეეფერება კაცს (ბიჭს) და რა შეეფერება ქალს (გოგონას)?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. რა გავლენას ახდენს ბიჭების და გოგონების საქმიანობის შეზღუდვა მათზე? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ასეთმა შეზღუდვამ ოჯახზე? საზოგადოებაზე?

ბ. თქვენი აზრით, იცვლება თუ არა გენდერული როლები (ან სტერეოტიპები)?თუკი იცვლება, როგორ?

გ. ოდესმე თუ დაპირისპირებიხართ გენდერულ სტერეოტიპებს? რა შედეგი მიიღეთ?

დ. როგორ ზღუდავენ გენდერული როლები/სტერეოტიპები ადამიანის უფლებებს?

ე. რა უნდა ვქნათ, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება გენდერული როლების მიმართ ჩვენს ჯგუფში?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* გენდერული როლები/სტერეოტიპები განხილულია, აგრეთვე, სავარჯიშოებში „იყო და არა იყო რა“, გვ. 112, და „ბიჭები არ ტირიან“, გვ. 63.

* სავარჯიშოში „სიტყვები, რომლებიც გულს გვტკენს“, გვ. 159, განხილულია გულსატკენი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც გენდერულ თავისებურებებზეა დამყარებული.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* ბავშვებთან ერთად განიხილეთ თემები, რომლებიც მათ დაასახელეს კატეგორიაში„არ ვაკეთებ, მაგრამ სიამოვნებით გავაკეთებდი.“ დაეხმარეთ ბავშვებს, განახორციელონ სასურველი საქმიანობა, თუნდაც ჯგუფის ფარგლებში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ხელი შეუწყვეთ ბავშვებს, რომ „სქესისთვის შესაფერისი საქმიანობისას“ (მაგალითად, ლამაზი ტანსაცმლის სიყვარული, ჭორაობა, ყველაფერზე ტირილი, უცენზურო გამოთქმების ხმარება, ჩხუბი) გაითვალისწინონ ქცევა და გარეგნობა.

* ალტერნატიული ვარიანტი: ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა ერიდება ან რცხვენია იმის აღიარება, რომ მისი სქესისთვის „შეუფერებელი“ საქციელის ჩადენა სურს. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ: 1) შეაგროვოთ ქაღალდის ბარათები, გადაურიოთ ერთმანეთში და სთხოვოთ ბავშვებს, წაიკითხონ სხვა, უცნობი ბიჭის ან გოგონას აზრები; 2) დაყავით ბავშვები პატარა, ერთი სქესის ჯგუფებად და სთხოვეთ, უპასუხონ ზემოთ მოცემულ კითხვებს ჯგუფურად; 3) გამოიყენეთ კითხვები დაბეჭდილი სახით.

* თუკი ჯგუფისთვის შესაფერისია, შეგიძლიათ შემოიტანოთ სიტყვა „სტერეოტიპი“ და ისაუბროთ მის მნიშვნელობაზე. სთხოვეთ ბავშვებს, მოიყვანონ მაგალითები. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ზღუდავენ სტერეოტიპები ადამიანის უფლებებს.

* არატიპური ქცევის განხილვისას, როდესაც ბავშვების ქცევა გენდერულ სტერეოტიპებში არ ჯდება, სთხოვეთ ბავშვებს, დაგისახელონ ის სიტყვები, რითაც მათ მოიხსენიებენ („ჩმორი“, „ცისფერი“).

7.29 25. როგორ ავიცილოთ ძალადობა

▲ზევით დაბრუნება


ახლა ვხედავ, რისი გაკეთება შემეძლო!

თემები:
ძალადობა

სირთულის დონე:
1-ლი დონე

ასაკი:
7-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
4-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ადამიანთა ფოტოების შექმნა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები აჩვენებენ კონფლიქტურ სიტუაციას ან ძალადობას „ადამიანთა ფოტოს“ მეშვეობით და შემდეგ აღწერენ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციის მოგვარება ძალადობის გარეშე

მიზნები:

  • ძალადობის ძირითადი მიზეზების შესახებ ცოდნის გაღრმავება

  • კონფლიქტის მოგვარების არაძალადობრივი გზების შემუშავება

  • დისკუსიის დაწყება ძალადობის მიზეზების შესახებ

მომზადება:
არ არის საჭირო

მასალები:
არ არის საჭირო

მითითებები

1. ჯგუფთან ერთად განიხილეთ „ძალადობის“ თემა. რა არის ძალადობა? ძალადობის რა არსებული ფორმები შეუძლიათ ბავშვებს გაიხსენონ? დაეხმარეთ ბავშვებს, გაიფართოვონ წარმოდგენა ძალადობის შესახებ და გაიგონ, რომ ფიზიკურის გარდა ძალადობა სიტყვიერი და ფსიქოლოგიურიც შეიძლება იყოს.

2. დაყავით ბავშვები ოთხ-ექვსკაციან ჯგუფებად. განუმარტეთ, რომ თითოეულმა ჯგუფმა 15 წუთის განმავლობაში უნდა განიხილოს ძალადობრივი სიტუაციები, რომლებსაც შესწრებიან ან განუცდიათ (მაგალითად, სკოლაში, ოჯახში, მეგობრებთან). ჯგუფმა განხილული სიტუაციებიდან ერთ-ერთი უნდა შეარჩიოს და ამ სიტუაციაზე „ადამიანთა ფოტო“ შექმნას და სხვებს აჩვენოს. ეს „ადამიანთა ფოტო“ უნდა მოიცავდეს ჯგუფის ყველა წევრს და უნდა იყოს „გაშეშებული“, ანუ უხმო და უძრავი. ბავშვებმა პოზებით და სახის გამომეტყველებით უნდა გამოხატონ თავიანთი როლები ,,ფოტოზე” (მაგალითად, მსხვერპლის, მოძალადის ან მოწმის).

3. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, წარმოადგინოს თავისი„ადამიანთა ფოტო“ სხვა ჯგუფებმა უნდა თქვან, რას ასახავს „ფოტოსურათი“. „ფოტოსურათის“ წარმომდგენმა ჯგუფმა კომენტარები არ უნდა გააკეთოს.

4. მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი აჩვენებს თავ-თავის „ფოტოს“, უთხარით მათ, ისევ თავიანთ ჯგუფებად დაიყონ და მოიფიქრონ, როგორ შეიძლება მათ მიერ წარმოდგენილი სიტუაციის ან კონფლიქტის მოგვარება ყოველგვარი ძალადობის გარეშე. შემდეგ ჯგუფებმა უნდა შექმნან სხვა „ფოტო“, რომლითაც აჩვენებენ, როგორ მოგვარდა სიტუაცია.

5. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, დანარჩენებს აჩვენოს „კონფლიქტის მოგვარების ფოტო“ ყოველი ჩვენების შემდეგ გაიმართება მოკლე დისკუსია, რომლის დროსაც ჯერ სხვა ჯგუფები იტყვიან, რა დაინახეს „ფოტოსურათზე“, შემდეგ კი „ფოტოს“ წარმომდგენი ჯგუფი ახსნის, რაში იყო საქმე და როგორ მოგვარდა სიტუაცია. სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ კონფლიქტის მოგვარების სხვა შესაძლო გზები. სთხოვეთ, შეაფასონ მოგვარების ეს გზები თავიანთი გამოცდილების გათვალისწინებით და ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ, ჩვეულებრივ, ძალადობის დაძლევის ერთზე მეტი გზა არსებობს.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. შეგიძლიათ საკუთარი თავის გაიგივება ძალადობრივ სიტუაციაში „ადამიანთა ფოტოსთან“? ოდესმე თუ მოხვედრიხართ მსგავს სიტუაციაში?

ბ. ძნელი იყო სიტუაციის/კონფლიქტის არაძალადობრივი მოგვარების გზის პოვნა? რატომ?

გ. როგორ მოძებნეთ მოგვარების გზა?

დ. როგორია „ადამიანთა ფოტოს“ ნაწილად ყოფნა?

ე. უკეთ იგრძენით თავი მოგვარებული სიტუაციის „ფოტოს“ ჩვენებისას? რატომ იგრძენით ან რატომ არ იგრძენით უკეთ თავი?

ვ. რა მიზეზებმა შეიძლება გახადოს სიტუაცია ძალადობრივი ან ადამიანი მოძალადე?

ზ. რა გზები არსებობს იმისა, რომ რთულ სიტუაციებში შეამცირო ან თავიდან

აიცილო ძალადობა?

თ. ძალადობრივი ქცევის რა ნიშნები არსებობს?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დასმით:

ა. არსებობს თუ არა უფლება, რომელიც ადამიანს ძალადობისგან იცავს? ადამიანის რომელი უფლებები ეხება ძალადობის აღმოფხვრას?

ბ. რატომ არის ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი?

დ. როგორ შეიძლება ადამიანის ამ უფლებების დაცვა?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* ეს სავარჯიშო ძალადობის თემის ჯგუფური განხილვის შესაძლებლობებს იძლევა. სავარჯიშო „ჩვენი ჯგუფის კონსტიტუცია“, გვ. 120, ბავშვებს სთავაზობს, შეიმუშაონ თავიანთი ჯგუფის ქცევის სტანდარტები და ითანამშრომლონ ამ სტანდარტების ასამოქმედებლად.

* ტრენინგი ძალადობის პრევენციაში ან აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

* გაარკვიეთ, ხომ არ მიმდინარეობს თქვენს რეგიონში რაიმე კამპანია ან აქტივობა ძალადობის წინააღმდეგ.

* ორგანიზება გაუკეთეთ თანატოლებს შორის ინფორმაციის გაზიარებას სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე.

* სავარჯიშო „დამკვირვებლის ნაცვლად - დამხმარე“, გვ. 84, ასევე ეხება სხვადასხვა როლს ძალადობრივ ქცევაში. „სიტყვები, რომლებიც გულს გვტკენს“, გვ. 159, სიტყვიერ ძალადობას ეხება. რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* შექმენით პლაკატები ძალადობაზე და ძალადობის აღმოფხვრაზე და გამოკიდეთ ისინი საჯარო ადგილებში. მიუთითეთ იმ დაწესებულის ტელეფონის ნომერი ან მისამართი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა შეუძლია მიმართოს.

* დადგით ქუჩაში წარმოდგენა, რომელშიც აჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარება.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ბავშვებს, რომლებსაც უკვე გამოცდილი აქვთ ძალადობა.

* ბავშვებმა შეიძლება „ტიპიური“ სიტუაცია აირჩიონ; არ არის აუცილებელი, თავიანთ თავზე ისაუბრონ, თუ ეს მათ არ სურთ.

* როდესაც გააცნობთ სავარჯიშოს, შეგიძლიათ ერთ მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად „ადამიანთა ფოტო“ წარმოადგინოთ.

* ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ ძალადობრივი სიტუაციების მოგვარების რეალური გზების მოძებნა, განსაკუთრებით იმ სიტუაციებისა, რომლებშიც უფროსები მონაწილეობენ. უნდა შეგეძლოთ დახმარების და დაცვის წყაროების, მათ შორის ბავშვთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების დასახელება.

* ადაპტაცია: ბავშვებს შეუძლიათ ნამდვილი ფოტოაპარატის გამოყენება, რათა სცენები გადაიღონ. ამისთვის დაგჭირდებათ პოლაროიდის ფოტოაპარატი ანდა ნებისმიერი აპარატი და ფოტოპრინტერი. შემდეგ შეგიძლიათ ოთახში ჩამოკიდოთ ფოტოები და მიაკრათ მათ ლოზუნგები და იდეები, როგორ ავიცილოთ თავიდან ძალადობა.

7.30 26. საბრძოლო მზადყოფნა

▲ზევით დაბრუნება


ნახევარი უფლება სჯობია თუ უუფლებობა?

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი (ნაკლები დრო უფრო მოზრდილი ჯგუფისთვის)

ჯგუფის სიდიდე:
სულ მცირე 10 ბავშვი და 3 წამყვანი

სავარჯიშოს ტიპი:
აქტიური ჯგუფური თამაში ღია ცის ქვეშ

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები ცდილობენ იპოვნონ უფლების დაკარგული ნახევარი, სანამ მას მოიპარავენ

მიზნები:

  • ჯგუფური დინამიკის ხელშეწყობა

  • ადამიანის უფლებებზე დისკუსიისთვის შესაძლებლობების შექმნა

მომზადება:

  • გულდასმით შეისწავლეთ თამაშის მითითებები და როლების ბარათები, რათა კარგად გაიგოთ, თუ როგორ წარიმართება სავარჯიშო. ეს კომპლექსური თამაშია, რომელშიც ყველა მოთამაშეს რთული როლი აქვს შესასრულებელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ სავარჯიშოსთვის საჭიროა რამდენიმე წამყვანი: 10 მოთამაშე ბავშვისთვის საჭიროამინიმუმ 3 წამყვანი (1 კოორდინატორი, 1 ცენტრალურ პუნქტში და 1 მონადირე) და 2 ბარათის მფლობელი ადამიანი, რომლებიც შეიძლება ბავშვებმა განასახიერონ

  • დაამზადეთ როლების ბარათების ასლები წამყვანებისათვის დაყოველი იმ ბავშვისთვის, ვინც როლს შეასრულებს

  • მითითებები მიეცით წამყვანებს და ყველა იმ ბავშვს, ვინც როლს შეასრულებს

  • გადაიღეთ უფლებათა 10 ბარათის ასლები ან დაწერეთ ისინისხვადასხვა ფერის ფურცლებზე ისე, რომ სულ 50 ბარათი გქონდეთ. ეს რაოდენობა საჭიროა 10-15 ბავშვიანი ჯგუფისთვის. ყოველი 5 დამატებითი ბავშვის შემთხვევაში დაამატეთ კიდევ ერთი ფერი (მაგალითად, 25 ბავშვის შემთხვევაში დაგჭირდებათ 70 ბარათი შვიდ ფერში)

  • დაჭერით უფლებების ბარათები ინდივიდუალური უფლებების ლენტებად

  • გაჭერით უფლებების ბარათები ორად. დაყავით ბარათების ნახევრები ორ კომპლექტად. ერთი კომპლექტი მიეცით ცენტრალურ პუნქტში მყოფ ადამიანს, ხოლო მეორე ალალბედზე გაუნაწილეთ ბარათების მფლობელ ადამიანებს

  • შეამოწმეთ ადგილი თამაშისთვის და განსაზღვრეთ სათამაშო მოედნის ფარგლები. განსაზღვრეთ ადგილმდებარეობა ცენტრალური პუნქტისთვის და ბარათების მფლობელი ადამიანებისთვის

მასალები:

  • შუაზე გაჭრილი უფლებების ბარათების 50-70 ლენტი სხვადასხვა ფერის ქაღალდებზე

  • მაკრატელი

  • წებოვანი ლენტი ბარათების მისაწებებლად

  • ჭიკარტები ან წებოვანი ლენტი გამთლიანებული უფლებების ბარათების ჩამოსაკიდებლად

  • ხმოვანი სიგნალი, რომლითაც ამცნობენ „სანადირო სეზონის“ დაწყებას და დასრულებას (მაგალითად, სასტვენი)

  • ნიშნები, ქუდები ან სხვა განმასხვავებელი ტანსაცმელი მონადირეებისთვის

  • რეკომენდებულია: პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი, ბოთლით წყალი

მითითებები

1. შეკრიბეთ ბავშვები ცენტრალურ პუნქტში და გააცანით სავარჯიშო. საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადებულია და უთხარით მათ, რომ უნდა იმოქმედონ. ბავშვის ათი უფლება დაიკარგა და შეიძლება სამუდამოდ გაქრეს. თუმცა მოხერხდა ამ 10 უფლების ნახევრების მოძებნა. ბავშვების ამოცანაა, იპოვნონ მეორე ნახევრები და სრულად აღადგინონ უფლებები. მათ ყველა უფლების ბარათის განსაზღვრულ დროში მოგროვება უნდა შეძლონ და ასე დაამარცხონ მონადირეები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან ბავშვის უფლებებს.

2. განსაზღვრეთ თამაშის ხანგრძლივობა (30 წუთი მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის; 20 წუთი 20 ან მეტი წევრისგან შემდგარი ჯგუფისთვის). განუსაზღვრეთ სათამაშო სივრცის ფარგლები და შეთანხმდით ხმოვან სიგნალზე, რომლითაც თამაშის დაწყებასა და დასრულებას შეატყობინებთ. უთხარით, რომ თამაშს გარედან დააკვირდებით, რათა უზრუნველყოთ ყველა მოთამაშის უსაფრთხოება და მათ მიერ წესების შესრულება.

3. წამყვანი, რომელიც ცენტრალურ პუნქტში თავის როლს ასრულებს, აძლევს ყოველ ბავშვს ბარათის ნახევარს, ხოლო რაც დარჩება, ინახავს. აუხსენით ბავშვებს, რომ თამაშის მიზანია მათი ბარათის მეორე ნახევრის პოვნა, რათა უფლების ბარათი გამთლიანდეს. ბარათების მეორე ნახევრების აღება შეიძლება ბარათის მფლობელი ადამიანებისგან. ეს მეორე ნახევარი პირველს უნდა შეესაბამებოდეს როგორც უფლების ნომრით, ასევე ბარათის ფერით.

4. როდესაც ბავშვებს ბარათის ორივე ნახევარი ექნებათ, ის ცენტრალურ პუნქტში უნდა მიიტანონ.

5. აუხსენით ბავშვებს ცენტრალური პუნქტის ფუნქცია:

ა. სავარჯიშო იწყება და მთავრდება ცენტრალურ პუნქტში.

ბ. როდესაც ბარათის ორივე ნახევარი გაქვთ, მიგაქვთ ისინი ცენტრალურ პუნქტში. იქმყოფი ადამიანი ამ ორ ნახევარს ერთმანეთს მიაწებებს და ჩამოკიდებს გამთლიანებულ უფლების ბარათს.

გ. თქვენ ახალი ბარათის ნახევრის არჩევას შემოგთავაზებენ.

6. გააცანით და აუხსენით ბავშვებს ბარათის მფლობელი ადამიანების როლი:

ა. ბარათის მფლობელ ადამიანებს უფლების ბარათის დაკარგული მეორე ნახევრები აქვთ.

ბ. ისინი იქნებიან სათამაშო მოედნის სხვადასხვა ადგილას, სადაც მოთამაშეები იპოვნიან მათ. ბარათის მფლობელი ადამიანების უმეტესობა ერთ ადგილას იდგება, მაგრამ, სულ ცოტა, ერთი ბარათის მფლობელი ადამიანი იმოძრავებს.

გ. თქვენ მიხვალთ ბარათის მფლობელ ადამიანთან და აჩვენებთ თქვენი ბარათის ნახევარს. თუ ბარათის მფლობელ ადამიანს თქვენი ბარათის მეორე ნახევარი აქვს, იგი მოგცემთ მას. შემდეგ თქვენ გამთლიანებულ ბარათს მიიტანთ ცენტრალურ პუნქტში, აიღებთ სხვა ბარათის ნახევარს და თავიდან შეუდგებით იმავეს გაკეთებას.

დ. თუ ბარათის მფლობელ ადამიანს არა აქვს თქვენი ბარათის მეორე ნახევარი, სხვა ბარათის მფლობელ ადამიანთან უნდა მიხვიდეთ.

ე. სანადირო სეზონების დროს ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ბარათის მფლობელი ადამიანისგან გაწვდილი ხელის სიგრძეზე დაშორებული ადგილია.

7. გააცანით და აუხსენით ბავშვებს მონადირეების როლი და „სანადირო სეზონების“ სისტემა:

ა. სანადირო სეზონების დროს მონადირეები თქვენს დაჭერას და უფლებების წართმევას ცდილობენ.

ბ. ყოველი დაჭერის დროს მონადირეები თქვენს ნახევარ ბარათს კიდევ შუაზე ხევენ. გახეულის ერთ ნაწილს თქვენ გიბრუნებენ, მეორეს კი თვითონ იტოვებენ და ბარათის მფლობელ ადამიანებს აძლევენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მონადირეების მიერყოველი დაჭერის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება თქვენი ბარათის გამთლიანება, ვინაიდან იგი უფრო მცირე ნაწილებად არის დაყოფილი.

გ. სანადირო სეზონის დაწყებას სასტვენის ან საყვირის ერთი ჩაბერვით შეგატყობინებენ, ხოლო სანადირო სეზონის დასრულებას - ორი ჩაბერვით.

დ. გახსოვდეთ: ერთადერთი ადგილი, სადაც მონადირე ვერ დაგიჭერთ, ის ადგილია, სადაც ბარათის მფლობელი ადამიანის გაწვდილი ხელი მოგწვდებათ.

8. დაიწყეთ თამაში. ბავშვები დაიწყებენ სირბილს სათამაშო მოედანზე, რათა მოძებნონ ბარათის მფლობელი ადამიანები და გაამთლიანონ თავიანთი ბარათები.

9. თამაში დაამთავრეთ მაშინ, როდესაც ყველა ბარათი გამთლიანდება ან დრო ამოიწურება.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რა მოხდა თამაშის დროს?

ბ. რომელი მომენტები იყო ყველაზე ამაღელვებელი?

გ. გქონდა თუ არა კონკრეტული სტრატეგია?

დ. კიდევ რომ ითამაშო, შეცვლიდი რამეს ამ თამაშში?

ე. რას ფიქრობ ამ სავარჯიშოზე?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დასმით:

ა. რას ნიშნავს, როდესაც ვამბობთ: ჩვენ გვაქვს „უფლება, რომ...“?

ბ. როგორ ფიქრობ, ეს უფლებები „საყოველთაოა“? მთელს მსოფლიოში იცავენ მათ?

გ. ვინ შეიძლება იყოს „მონადირე“ და „ბარათის მფლობელი ადამიანი“ რეალურ ცხოვრებაში?

დ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ერთნაირი უფლებებით?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშო „უფლებების მოძრავი კონსტრუქცია“, გვ. 148, ფოკუსირებულია ამავე ათ უფლებაზე და აკავშირებს მათ გენდერის საკითხთან. ეს მშვიდი და შემოქმედებითი სავარჯიშოა.

* სავარჯიშო „უმნიშვნელოვანესი ვისთვის?“, გვ. 118, და „გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“, გვ. 152, ითხოვს ბავშვებისგან, განსაზღვრონ პრიორიტეტული უფლებები და ხაზს უსვამს უფლებების სრული სპექტრის ქონის მნიშვნელობას.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

განიხილეთ ბავშვებთან, თუ რომელი უფლებებით სარგებლობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოიფიქრეთ კონკრეტული ქმედებები მათ თემში ამ უფლებების გაძლიერებისთვის.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სავარჯიშოს რამდენიმე წამყვანი სჭირდება. მინიმუმ ერთი წამყვანი თამაშს გარედან უნდა აკვირდებოდეს როგორც კოორდინატორი. ბარათის მფლობელი ადამიანები შეიძლება წამყვანებიც იყვნენ და ბავშვებიც, მაგრამ ცენტრალურ პუნქტში მყოფი ადამიანი ან მონადირეები მხოლოდ წამყვანები უნდა იყვნენ. რაც უფრო მეტი ბავშვი მონაწილეობს თამაშში, მით უფრო მეტი წამყვანია საჭირო უსაფრთხო და შეუფერხებელი თამაშისთვის.

* წამყვანების მინიმალური რაოდენობა ბავშვების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის: 3 წამყვანი (1 კოორდინატორი, 1 ცენტრალურ პუნქტში და 1 მონადირე) და 2 ბარათის მფლობელი ადამიანი.

* წამყვანების მინიმალური რაოდენობა 20-მდე მონაწილისგან შემდგარი ჯგუფისთვის: 4 წამყვანი (1 კოორდინატორი, 1 ცენტრალურ პუნქტში და 2 მონადირე) და 3-4 ბარათის მფლობელი ადამიანი.

* წამყვანების მინიმალური რაოდენობა 25-მდე მონაწილისგან შემდგარი ჯგუფისთვის: 5 წამყვანი (1 კოორდინატორი, 1 ცენტრალურ პუნქტში და 3 მონადირე) და 4-5 ბარათის მფლობელი ადამიანი.

* ეს სავარჯიშო ყველაზე კარგად გარეთ ტარდება (მაგალითად, სათამაშო მოედანზე, სპორტულ მოედანზე, პარკში, ტყეში). შეიძლება მისი ადაპტირება დიდ დახურულ სივრცეში ჩასატარებლადაც.

* მართალია, ეს სავარჯიშო საკმაოდ უსაფრთხოა, მაგრამ სკოლის ან ცენტრისგან მოშორებით გარეთ თამაშისთვის სასურველია ყოველთვის გქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი და ბოთლით წყალი.

დასარიგებელი მასალა: როლების ბარათები

კოორდინატორი წამყვანის როლი (1 წამყვანი)

თავდაპირველად თქვენ განმარტავთ თამაშს და ადგენთ თამაშის საზღვრებს. ასევე, ეუბნებით, რა სიგნალს გამოიყენებთ თამაშის შესაწყვეტად ან სგანგებო შემთხვევის დროს; ეს სიგნალი უნდა განსხვავდებოდეს „სანადირო სეზონის“ მაუწყებელი სიგნალისგან.

უზრუნველყავით, რომ ბავშვებმაც და წამყვანებმაც გაიგონ და შეასრულონ თავიანთი როლები. სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს თქვენ გააკონტროლებთ თამაშს, რათა არავინ ითამაშოს უხეშად ან არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც შეიძლება სახიფათო იყოს ბავშვისთვის. თუ საჭირო გახდა, ჩაერიეთ და გააჩერეთ თამაში. თქვენთან იქნება პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი და ბოთლით წყალი, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.

დროის ამოწურვის შემდეგ დაასრულებთ თამაშს და ჩაატარებთ სავარჯიშოს შემდგომ განხილვას.

ცენტრალური პუნქტის ფუნქცია (1 წამყვანი)

როგორც ამას დასახელება გულისხმობს, ეს იქნება ცენტრალური ფიქსირებული ადგილი. სავარჯიშო იწყება და მთავრდება ამ ადგილას.

თქვენ აძლევთ ბავშვებს ბარათების ნახევრებს და იტოვებთ იმ დარჩენილ ნახევრებს, რომლებიც ბავშვებისთვის არ მიგიციათ. ბარათის მფლობელ ადამიანებს ყველა ბარათის მეორე ნახევრები აქვთ.

* ბავშვი, რომელსაც უფლების ბარათის ორივე ნახევარი აქვს, თქვენ მოგიტანთ ამ ბარათს. შემდეგ თქვენ დარჩენილი ბარათების ნახევრებიდან ბავშვს ახალ ნახევარს ამოარჩევინებთ.

* დასრულებული უფლების ბარათის ნახევრები ერთმანეთს მიამაგრეთ. ჩამოკიდეთ დასრულებული ბარათები კედელზე ან ხეზე ისე, რომ ბავშვებმა ადვილად დაინახონ, როგორ მიდიან წინ.

* გაითვალისწინეთ, რომ ახალი ბარათის ნახევრების ამორჩევასთან ერთად ბავშვები საკუთარი სტრატეგიების შემუშავებას იწყებენ და ბარათებს ალალბედზე კი აღარ ირჩევენ, არამედ ცდილობენ, ფერთა სრული კომპლექტი შეადგინონ. ამ სტრატეგიის შემუშავებაში ხელი შეუწყვეთ, მაგრამ არ უკარნახოთ.

* ის ბავშვები, რომლებიც თამაშიდან გამოვლენ, ცენტრალურ პუნქტში თქვენი მოვალეობების შესრულებაში დაიხმარეთ.

ბარათის მფლობელი ადამიანების როლი (2+ბავშვები ან წამყვანები)

გაინაწილეთ ერთმანეთში ყველა ბარათის ნახევრები.

* დაიკავეთ ადგილები სათამაშო მოედანზე. თქვენ კი არ უნდა დაიმალოთ, არამედ უნდა გაიფანტოთ. ბავშვებს უნდა შეეძლოთ თქვენი პოვნა.

* ყველა, გარდა ბარათის მფლობელი ერთი ადამიანისა, ჩერდება ერთ ადგილზე. ბარათის მფლობელი ერთი ადამიანი დადის თამაშის განმავლობაში, რაც ამ წამყვანს შესაძლებლობას აძლევს, დამატებით გააკონტროლოს მთელი თამაში.

* მოთამაშეები თქვენთან მოვლენ და ბარათის ნახევარს გაჩვენებენ. თუ ამ ბარათის მეორე ნახევარი გაქვთ, მიეცით მოთამაშეს.

* სანადირო სეზონების დროს თქვენს ირგვლივ თქვენგან მისაწვდომ ადგილამდე უსაფრთხოების ზონა არსებობს. ამ ზონაში მონადირეებს მოთამაშის დაჭერა არ შეუძლიათ.

* მაშინაც კი, როდესაც აღარ დაგრჩებათ ნახევარი ბარათები, დარჩით ადგილებზე, სანამ სიგნალი არ გამცნობთ თამაშის დასრულებას. ამის შემდეგ დაბრუნდით ცენტრალურ პუნქტში და გზად ის ბავშვებიც წაიყვანეთ, რომლებმაც შესაძლოა თამაშის დასრულების სიგნალი ვერ გაიგონეს.

მონადირეები (1 + წამყვანი)

* თქვენი ფუნქციაა, სანადირო სეზონების დროს მოთამაშეები დაიჭიროთ და უფლებები წაართვათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მოთამაშეს დაიჭერთ, ორად გახიეთ მისი ბარათი. გახეულის ერთი ნაწილი მოთამაშეს დაუბრუნეთ, ხოლო მეორე მიეცით ბარათის მფლობელ ერთ-ერთ ადამიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთამაშეს უფრო გაუძნელდება თავისი ბარათის გამთლიანება.

* სანადირო სეზონი ძალზე ამაღელვებელი მომენტია ბავშვებისთვის. რეგულარულად გამოაცხადეთ სანადირო სეზონი, მაგრამ მოკლე პერიოდით. ჩაჰბერეთ სასტვენს ან საყვირს ერთხელ სანადირო სეზონის დასაწყებად და ორჯერ მის დასასრულებლად.

* მონადირეებს ერთნაირად უნდა ეცვათ (მაგალითად, რაიმე ნიშანი, ქუდი, პიჯაკი ან შარფი) და ძალიან ადვილი გასარჩევები უნდა იყვნენ. სანადირო სეზონის დროს იხმაურეთ, რათა ბავშვებისთვის ნადირობა უფრო ამაღელვებელი იყოს.

* ბავშვებზე„ნადირობის“მიზანი უფრო მეტად ბავშვების გამოცოცხლებაა, ვიდრე ბავშვების დაჭერა. თუ ძალიან ბევრ მოთამაშეს ან ერთსა და იმავე მოთამაშეებს დაიჭერთ, ბავშვებს შეიძლება იმედი გაუცრუვდეთ.

დასარიგებელი მასალა: როლების ბარათები

გადაიღეთ ქვემოთ მოცემულ ბადის ასლები ფერად ქაღალდზე და გამოჭერით თითოეული უფლება ცალ-ცალკე. შემდეგ გაჭერით თითოეული უფლება ორ ნაწილად. ყოველი უფლება გაიყოფა ორ, ერთი და იგივე ფერით და რიცხვით აღნიშნულ ნაწილად. ბარათის ნახევარი ბავშვებს დაურიგეთ, მეორე ნახევარი კი - „ბარათების მფლობელ ადამიანებს“. 10-15 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფისთვის უფლებების ბარათები 5 სხვადასხვა ფერის ქაღალდზე გადაიღეთ - სულ 50 ბარათი გამოვა. ყოველი 5 ზედმეტი ბავშვისთვის დაამატეთ კიდევ ერთი ფერი (მაგალითად, 25 ბავშვისთვის შვიდი სხვადასხვა ფერის 70 ბარათი დაგჭირდებათ). თუკი ბარათების გადაღება გაგიჭირდათ, ხელით დაწერეთ.

1. ყველა ბავშვს აქვს დაცვის უფლება -------------------------------------------1.
2. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება ---------------------------------------2.
3. ყველა ბავშვს აქვს ჯანდაცვის უფლება -----------------------------------------3.
4. ყველა ბავშვს აქვს თავისუფალი დროისა და თამაშის უფლება --------------------4.
5. ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს სახელი და გვარი ---------------------------5.
6. ყველა ბავშვს აქვს უფლება აირჩიოს რელიგიური მრწამსი ------------------------6.
7. ყველა ბავშვს აქვს ინფორმაციის მიღების უფლება -----------------------------7.
8. ყველა ბავშვს აქვს გაერთიანების უფლება -------------------------------------8.
9. ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს სახლში ოჯახთან ერთად -----------------9.
10. ყველა ბავშვს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება ----------------------10.

7.31 27. სამაგიდო თამაშები

▲ზევით დაბრუნება


რამდენად კარგად იცით საკუთარი უფლებები?

თემები:
ადამიანის ძირითადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
45 წუთი

ჯგუფის სიდიდე: 4-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი: სამაგიდო თამაში

ეს სავარჯიშო შედგება განსხვავებული წესების მქონე ორი სხვადასხვა თამაშისგან. ამ თამაშებში ადამიანის უფლებები განიხილება და ისინი იმავე დაფაზე შეგიძლიათ ითამაშოთ, რომელიც საილუსტრაციო მასალაც არის. ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ითამაშონ, მაგრამ საჭიროა მათ წამყვანი დაეხმაროს და გაუძღვეს განხილვას.

7.32 27ა. იცით თუ არა თქვენი უფლებები?

▲ზევით დაბრუნება


სავარჯიშოს აღწერა:

ისევე, როგორც საბავშვო თამაშში „გველები და კიბეები“ ბავშვები წინ მიდიან ან უკან გადადიან იმის მიხედვით, თუ რომელ ბარათს იღებენ. თუმცა ამ თამაშში მათ შეუძლიათ „გაანეიტრალონ“ ცუდი ბარათი, თუ დაასახალებენ ბავშვის უფლებას, რომელიც ირღვევა.

მიზნები:

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა

  • დახმარება, რომ ბავშვებმა შეძლონ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირონ ადამიანის უფლებები

  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

მომზადება:

  • პასუხები წინასწარ შეამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თავად იცით ამ პრობლემების შესახებ

  • გააკეთეთ საილუსტრაციო მასალის სახით წარმოდგენილი დაფის ასლი

  • დაწერეთ მითითებები და „გამანეიტრალებელი უფლებები“ ერთ ფურცელზე

  • თითოეული მოთამაშე ჯგუფისთვის მოამზადეთ ბარათების თითო კომპლექტი, სადაც ადამიანის უფლებებია დაწერილი, და საჯარიმო ბარათები

  • გაამრავლეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია

მასალები:

  • სათამაშო დაფა, ქაღალდის ნაჭრები და კამათელი

  • სათამაშო ბარათები

  • ქაღალდზე დაწერილი მითითებები და„გამანეიტრალებელი უფლებების“სია

მითითებები

1. დაყავით ბავშვები ორიდან ექვსკაცამდე ჯგუფებად და დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს დაფა, კამათელი, ბარათები ზედ დაწერილი უფლებებით და საჯარიმო ბარათები, ფურცელი მითითებებით და „გამანეიტრალებელი უფლებების“ სია. თითოეულ მოთამაშეს მიეცით ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია. ამ თამაშში ბავშვებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ დაფაზე გამოსახულ გველებსა და კიბეებს და მხოლოდ ფერადი კვადრატები გამოიყენონ. სათამაშო ბარათი გააცნობს ბავშვებს, თუ რა უნდა გააკეთონ.

2. განმარტეთ თამაშის წესები:

ა. ააგდეთ კამათელი. ის ბავშვი, ვისაც ყველაზე მაღალი ქულა შეხვდება, დაიწყებს თამაშს.

ბ. პირველი მოთამაშე აგდებს კამათელს და მიდის წინ კამათელზე მოსული რიცხვის მიხედვით.

გ. თუ მოთამაშე ფერად კვადრატში მოხვდება, ის აიღებს ბარათს, წაიკითხავს ხმამაღლა და შეასრულებს იქ მოცემულ ინსტრუქციებს. ეს შეიძლება იყოს წინ წაწევა, უკან წასვლა ან რიგის გამოტოვება.

დ. ბარათი, რომელიც ამბობს, რომ მოთამაშე უკან უნდა გადავიდეს, შეიძლება განეიტრალდეს, თუ მოთამაშეს შეუძლია დაასახელოს ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლი, რომელიც ირღვევა. ამ შემთხვევაში მოთამაშე იღებს პრემიას - წინ გადადგმული ნაბიჯის სახით.

ე. გააგრძელეთ შემდეგ ბავშვთან ერთად, რომელიც პირველი მოთამაშის მარცხნივ დგას.

ვ. პირველი მოთამაშე, რომელიც ბოლოში გადის, გამარჯვებულია, მაგრამ თამაში გრძელდება, სანამ ყველა მოთამაშე ბოლოში არ გავა.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. იმსჯელეთ სავარჯიშოს შესახებ და დასვით შემდეგი კითხვები:

ა. რას ფიქრობთ ამ თამაშის შესახებ?

ბ. რა შეიტყვეთ ახალი ადამიანის უფლებათა შესახებ? თქვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ?

გ. უცნაურად ხომ არ მოგეჩვენათ ან ხომ არ გეუცხოვათ ზოგიერთი სიტუაცია?

დ. თუ შეგიძლიათ მოიფიქროთ მსგავსი სიტუაციები, როდესაც ადამიანის უფლებებს იცავენ ან როდესაც მათ არღვევენ?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* თუ დასჭირდებათ, მოთამაშე ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ „გამანეიტრალებელი უფლებების“ სია და ბავშვის უფლებათა კონვენცია, ან წამყვანს შეუძლია ამ სიის გამოყენება.

* ადაპტაცია პატარა ბავშვებისთვის: გამოტოვეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის მაიდენტიფიცირებელი მუხლები, რომ „განეიტრალდეს“ უკან გადასადგმელი ნაბიჯები.

* რადგან ბავშვებს ბევრიკითხვა ექნებათ მიცემულ დავალებებთან დაკავშირებით, რეკომენდებულია მეორე წამყვანის დახმარება, თუ თამაშში ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობს.

* ბავშვებს შეუძლიათ ჯგუფურად ითამაშონ, რომ ერთმანეთს დაეხმარონ „გამანეიტრალებელი უფლებების“ იდენტიფიცირებაში.

დასარიგებელი მასალა:
ბარათები ადამიანის უფლებების შესახებ

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 1

შენი მეგობრის მშობლები ამ ზაფხულს დასცილდნენ ერთმანეთს, მაგრამ შენი მეგობარი ერთი კვირა ერთთან ცხოვრობს, მეორე კი მეორესთან, ვინაიდან თავად გადაწყვიტა ასე. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-12 მუხლი: ბავშვის შეხედულებების პატივისცემა:

ბავშვებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, როდესაც უფროსები იღებენ გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რომლებიც ბავშვებს ეხება, და მათ შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 2

თქვენ უკვე შეიტყვეთ, რომ, როდესაც სერიოზული პრობლემა გაწუხებთ, ყოველთვის შეგიძლიათ დახმარება ითხოვოთ. თუ აკრეფთ გადაუდებელი დახმარების ნომერს და აუხსნით სიტუაციას, პასუხისმგებელი პირი დაგაკავშირებთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეეცდებიან, დაეხმარონ მიტოვებულ, უგულებელყოფილ ან სხვა პრობლემების მქონე ბავშვებს. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-19 მუხლი: ბავშვის დაცვა ყველანაირი ფორმის ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან:

მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვებზე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვან ისინი მშობლებისა თუ მათზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანების მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 36-ე მუხლი: ბავშვის დაცვა სხვა ფორმის ექსპლუატაციისგან:

ბავშვები დაცულები უნდა იყვნენ ნებისმიერი ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს მათ განვითარებას და კეთილდღეობას.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 3

შენი მეგობრის კლასში იმ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ სწავლა, მასწავლებლები დამატებით ეხმარებიან. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 23-ე მუხლი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები:

რაიმე სახის უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს უნდა გაეწიოთ სგანგებო ზრუნვა, ხელშეწყობა და მიეწოდოთ განათლება, რათა მათ შეძლონ სავსე და დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად ხორცშესხმა.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 4

შენი სკოლის დირექტორმა შეიტყო, რომ ბავშვები თქვენი თემიდან არ დადიან სკოლაში იმის გამო, რომ მათ მშობლებს არა აქვთ იქ ცხოვრების კანონიერი უფლება. დირექტორი შეხვდა მათ და დაარწმუნა, გაეშვათ ბავშვები სკოლაში. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 28-ე მუხლი: განათლების უფლება:

ბავშვებს აქვთ განათლების, ანუ სკოლაში სიარულის უფლება... დაწყებითი განათლება უფასო უნდა იყოს.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახე5

თქვენ გაქვთ უფლება, იცოდეთ საკუთარი უფლებების შესახებ. ოთხი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 29-ე მუხლი: განათლების მიზნები:

განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, უნარ-ჩვევებისა და ნიჭის სრული განვითარებისკენ. განათლება ბავშვებს ცხოვრებისთვის ამზადებს. მან უნდა შთაუნერგოს ბავშვებს თავისი მშობლებისადმი, თავისი და სხვა ერების კულტურული თვითმყოფადობისადმი პატივისცემა.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 6

მასწავლებლებს შენს სკოლაში არა აქვთ უფლება, გამოიყენონ დასჯის ფიზიკური მეთოდები ან შეურაცხყონ ბავშვები, მაშინაც კი, როდესაც ისინი ცუდად იქცევიან. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 28-ე მუხლი: განათლების უფლება:

სასკოლო დისციპლინის დამყარებისას აუცილებელია ბავშვების ღირსების მიმართ პატივისცემით მოპყრობა. დისციპლინის დასამყარებლად დაუშვებელია ძალადობის (როგორც ფიზიკური, ისე ფსქილოგიური) გამოყენება.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 7

თქვენს სკოლაში ბევრი კიბეა, მაგრამ ამავე დროს არის ლიფტებიც და პანდუსებიც, რათა იმ ადამიანებმა, ვისაც უჭირს სიარული და იყენებს სპეციალურ სავარძელს, შეძლონ გადაადგილება. სამი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 23-ე მუხლი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები:

რაიმე სახის უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს უნდა გაეწიოთ სგანგებო ზრუნვა, ხელშეწყობა და მიეწოდოთ განათლება, რათა მათ შეძლონ სავსე და დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად ხორცშესხმა.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 8

შენი მეგობრის მამა მძიმე ავარიაში მოყვა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ მუშაობდა. სანამ ის გამოჯანმრთელდებოდა, მთავრობა ეხმარებოდა ოჯახს ფულით საკვების შესაძენად და ბინის ქირის გადასახდელად. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 26-ე მუხლი: სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მიერ გაწეული დახმარება:

საზოგადოებამ, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს, უნდა უზრუნველყოს მისთვის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ყველა სიკეთე (განათლება, კულტურა, კვება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა), რომელიც ეხმარება ბავშვს განვითარებაში და კარგ პირობებში ცხოვრებაში. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 9

თქვენ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენი უფლებები ომის პერიოდშიც კი დაცული უნდა იყოს და რომ არსებობს სგანგებო შეთანხმებები ამის უზრუნველსაყოფად. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 38-ე მუხლი: შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების დაცვა:

მთავრობებმა არ უნდა დაუშვან, რომ 15 წელს მიუღწეველი ბავშვები მსახურობდნენ ჯარში ან რაიმე სახით პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მოქმედებებში. გარდა ამისა, საომარ ტერიტორიებზე მყოფმა ბავშვებმა სგანგებო დაცვა უნდა მიიღონ.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 10

შენს თემში არის საბავშვო ბიბლიოთეკები და სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადებული ჟურნალები, ფილმები, თამაშები და სატელევიზიო შოუები, რაც გაძლევს საშუალებას, შეიტყო და გაიგო, რა ხდება მსოფლიოში. ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-13 მუხლი: შეხედულებების გამოხატვისა და ინფორმაციის მოძიების, მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება:

ბავშვებს აქვთ უფლება, მოიძიონ, მიიღონ ან გაავრცელონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია (ხელოვნების სახით, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ან გადაცემული ნებისმიერი სხვა სამაუწყებლო საშუალებით), თუკი ეს ინფორმაცია არ არის საზიანო მათთვის ან სხვა ადამიანებისთვის.

ბარათი ადამიანის უფლებების შესახებ 11

სამწუხაროდ, ოპერაციის გაკეთება მოგიწევს. მაგრამ საბედნიეროდ, შენ გაქვს უფლება, მიიღო სგანგებო დაცვა და ზრუნვა და იმის უფლებაც კი გაქვს, რომ რომელიმე შენი მშობელი ან სხვა ადამიანი, ვინც გიყვარს, შენთან ერთად იყოს! ორი უჯრით წინ წაიწიე.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 24-ე მუხლი: ჯანმრთელობის დაცვისა და მომსახურების მიღების უფლება:

ბავშვებს აქვთ უფლება, ავადმყოფობისას მიიღონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვა, რაც გამოხატულია მედიკამენტებით, საავადმყოფოთი და ექიმებით. ბავშვებს ასევე აქვთ უფლება, ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი, კარგი საკვები და სუფთა გარემო, რათა ისინი ჯანმრთელნი იყვნენ. მდიდარი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უფრო ღარიბებს ამ მიზნის მიღწევაში.

დასარიგებელი მასალა: საჯარიმო ბარათები

საჯარიმო ბარათი 1

შენმა მეგობარმა დაკარგა ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ არა აქვს ახალი წყვილის შესაძენად საკმარისი ფული. სკოლაში ამბობენ, რომ არ დაიშვებიან ფეხშიშველი ბავშვები. ორი უჯრით უკან დაიხიე.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 2

შენი თანაკლასელის მშობლები ბოშები არიან. მათი ოჯახი პრობლემებს აწყდება საცხოვრებელი ადგილის ძიებისას, ვინაიდან ადამიანები ამბობენ: „ისინი ჩვენგან განსხვავებულები არიან“. ოთხი უჯრით უკან დაიხიე.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 3

შენ შეიტყვე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებს აიძულებენ, ომში წავიდნენ საბრძოლველად. მათ შიათ, სწყურიათ და ძალიან ეშინიათ. დაბრუნდი პირველ უჯრაში. ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 4

ერთი გოგონა შენს სკოლაში მოდელია. ის ბევრ ფულს შოულობს, მისი ფოტოები ჟურნალებში იბეჭდება, მაგრამ ხშირად აცდენს სკოლას და არა აქვს საშინაო დავალების შესრულების ან მეგობრებთან თამაშის დრო. ის ნამდვილად დაღლილად გამოიყურება. ორი უჯრით უკან დაიხიე. ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 5

სკოლაში მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ლაპარიკის უფლება გვაქვს. სხვა ენაზე მოლაპარაკე ბავშვებს სჯიან, თუ ისინი თავიანთ ენაზე დაილაპარაკებენ, სათამაშო მოედანზეც კი. გამოტოვე შენი ჯერი. ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 6

შენს თემში არის სკოლა, სადაც კარგად ხვდებიან ბავშვებს სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ოჯახებიდან, მაგრამ ცუდი თვალით უყურებენ ბავშვებს, რომელთა ოჯახები არავითარ რელიგიას არ მისდევენ. გამოტოვე შენი ჯერი.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 7

შენი მეგობრის მშობლები შარშან გაეყარნენ ერთმანეთს. დედა არ აძლევს მას არც მამის და არც ბებია-ბაბუის ნახვის უფლებას. მას ძალიან ენატრება მამა. სამი უჯრით უკან დაიხიე.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 8

ერთი შენი თანაკლასელი გოგონა ვერასოდეს თამაშობს სკოლის შემდეგ, მას არც სწავლისთვის აქვს დრო, რადგან უმცროსი და-ძმის მოვლა უწევს. სამი უჯრით უკან დაიხიე.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 9

შენი თანაკლასელი ბიჭი უარს ამბობს საუზმის შემდეგ დალაგებაში მოხმარებაზე. მისი თქმით, „დალაგება გოგოების საქმეა“. ორი უჯრით უკან დაიხიე.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

საჯარიმო ბარათი 10

ბიჭებს შენს სკოლაში საფეხბურთო გუნდიც აქვთ და მრავალი სხვა სპორტული კლუბიც, გოგონებს კი საერთოდ არა აქვთ. ორი უჯრით უკან დაიხიე.

ხომ არ იცი რომელიმე უფლება, რომელიც გამოასწორებდა (გაანეიტრალებდა) ამ დარღვევას?

დასარიგებელი მასალა:
დარღვევების გამანეიტრალებელი უფლებები

საჯარიმო ბარათი 1

შენმა მეგობარმა დაკარგა ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ არა აქვს ახალი წყვილის შესაძენად საკმარისი ფული. სკოლაში ამბობენ, რომ არ დაიშვებიან ფეხშიშველი ბავშვები. ორი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, 27-ე მუხლი: ცხოვრების სათანადო დონე:

ბავშვებმა უნდა იცხოვრონ კარგ პირობებში, რომლებიც აუცილებელია მათი ფიზიკური და გონებრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მთავრობები უნდა დაეხმარონ ამ მიზნის მიღწევაშიიმ ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ ამის შესაძლებლობა.

საჯარიმო ბარათი 2

შენი თანაკლასელის მშობლები ბოშები არიან. მათი ოჯახი პრობლემებს აწყდება საცხოვრებელი ადგილის ძიებისას, ვინაიდან ადამიანები ამბობენ: „ისინი ჩვენგან განსხვავებულები არიან“. ოთხი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-2 მუხლი:

დისკრიმინაციის აკრძალვა:

კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველას, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, შესაძლებლობების განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ თუ ლაპარაკობენ ისინი, რა ენაზე ლაპარაკობენ და რა წარმომავლობისა არიან; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან.

საჯარიმო ბარათი 3

შენ შეიტყვე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებს აიძულებენ ომში წავიდნენ საბრძოლველად. მათ შიათ, სწყურიათ და ძალიან ეშინიათ. დაბრუნდი პირველ უჯრაში.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, 38-ე მუხლი: შეიარაღებული კონფლიქტებით დაზარალებული ბავშვების დაცვა:

მთავრობებმა არ უნდა დაუშვან, რომ 15 წელს მიუღწეველი ბავშვები მსახურობდნენ ჯარში ან რაიმე სახით პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მოქმედებებში. გარდა ამისა, საომარ ტერიტორიებზე მყოფმა ბავშვებმა სგანგებო დაცვა უნდა მიიღონ.

საჯარიმო ბარათი 4

ერთი გოგონა შენს სკოლაში მოდელია. ის ბევრ ფულს შოულობს, მისი ფოტოები ჟურნალებში იბეჭდება, მაგრამ ხშირად აცდენს სკოლას და არა აქვს საშინაო დავალების შესრულების ან მეგობრებთან თამაშის დრო. ის ნამდვილად დაღლილად გამოიყურება. ორი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, 32-ე მუხლი: ბავშვთა შრომა:

მთავრობებმა უნდა დაიცვან ბავშვები სახიფათო შრომისგან ან ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს მათ ჯანმრთელობას ან განათლებას ან გამოიწვიოს მათი ექსპლუატაცია.

საჯარიმო ბარათი 5

სკოლაში მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ლაპარაკის უფლება გვაქვს. სხვა ენაზე მოლაპარაკე ბავშვებს სჯიან, თუ ისინი თავიანთ ენაზე დაილაპარაკებენ, სათამაშო მოედანზეც კი. გამოტოვე შენი ჯერი.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლებები:

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 29-ე მუხლი: განათლების მიზნები:

განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, უნარ-ჩვევებისა და ნიჭის სრული განვითარებისკენ. განათლება ბავშვებს ცხოვრებისთვის ამზადებს. მან უნდა შთაუნერგოს ბავშვებს თავისი მშობლებისადმი, თავისი და სხვა ერების კულტურული თვითმყოფადობისადმი პატივისცემა.

ან

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 30-ე მუხლი: უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის ბავშვები:

უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის ბავშვები: ბავშვებს უფლება აქვთ, ისწავლონ და გამოიყენონ მშობლიური ენა და საკუთარი ოჯახების წეს-ჩვეულებები, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამ ენასა და წეს-ჩვეულებებს ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა.

განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, უნარ-ჩვევებისა და ნიჭის სრული განვითარებისკენ. განათლება ბავშვებს ცხოვრებისთვის ამზადებს. მან უნდა შთაუნერგოს ბავშვებს თავისი მშობლებისადმი, თავისი და სხვა ერების კულტურული თვითმყოფადობისადმი პატივისცემა.

საჯარიმო ბარათი 6

შენს თემში არის სკოლა, სადაც კარგად ხვდებიან ბავშვებს სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ოჯახებიდან, მაგრამ ცუდი თვალით უყურებენ ბავშვებს, რომელთა ოჯახები არავითარ რელიგიას არ მისდევენ. გამოტოვე შენი ჯერი.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლებები:

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-14 მუხლი: აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება:

ბავშვებს აქვთ უფლება, იფიქრონ და სჯეროდეთ იმის, რაც უნდათ და მისდიონ საკუთარ რელიგიას, თუკი ისინი არ უშლიან სხვა ადამიანებს ხელს მათი უფლებების განხორციელებაში. მშობლებმა უნდა უხელმძღვანელონ ბავშვებს ამ საკითხებში.

ან

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-2 მუხლი: დისკრიმინაციის აკრძალვა:

კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველას, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, შესაძლებლობების განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ თუ ლაპარაკობენ ისინი, რა ენაზე ლაპარაკობენ და რა წარმომავლობის არიან; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან.

საჯარიმო ბარათი 7

შენი მეგობრის მშობლები შარშან გაეყარნენ ერთმანეთს. დედა არ აძლევს მას არც მამის და არც ბებია-ბაბუის ნახვის უფლებას. მას ძალიან ენატრება მამა. სამი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-9 მუხლი: მშობლებისგან დაშორება:

ბავშვები არ უნდა დაშორდნენ მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, მაგალითად, მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვებს და არ ზრუნავენ მათზე. ბავშვებს, რომელთა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, აქვთ უფლება, კონტაქტი იქონიონ ორივე მშობელთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვს. მთავრობებს ეკისრებათ ოჯახიდან წასული წევრის ადგილსამყოფელის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობა.

საჯარიმო ბარათი 8

ერთი შენი თანაკლასელი გოგონა ვერასოდეს თამაშობს სკოლის შემდეგ, მას არც სწავლისთვის აქვს დრო, რადგან უმცროსი და-ძმის მოვლა უწევს. სამი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლებები:

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 31-ე მუხლი: დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ყველა ბავშვს აქვს დასვენებისა და თამაშის უფლება, ასევე გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.

ან

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 32-ე მუხლი: ბავშვთა შრომა:

მთავრობებმა უნდა დაიცვან ბავშვები სახიფათო შრომისგან ან ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს მათ ჯანმრთელობას ან განათლებას ან გამოიწვიოს მათი ექსპლუატაცია.

საჯარიმო ბარათი 9

შენი თანაკლასელი ბიჭი უარს ამბობს საუზმის შემდეგ დალაგებაში მოხმარებაზე. მისი თქმით, „დალაგება გოგოების საქმეა“. ორი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-2 მუხლი:

დისკრიმინაციის აკრძალვა:

კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველას, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, შესაძლებლობების განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ თუ ლაპარაკობენ ისინი, რა ენაზე ლაპარაკობენ და რა წარმომავლობისა არიან; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან.

საჯარიმო ბარათი 10

ბიჭებს შენს სკოლაში საფეხბურთო გუნდიც აქვთ და მრავალი სხვა სპორტული კლუბიც, გოგონებს კი საერთოდ არა აქვთ. ორი უჯრით უკან დაიხიე.

დარღვევის გამანეიტრალებელი უფლება: ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-2 მუხლი:

დისკრიმინაციის აკრძალვა:

კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველას, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, შესაძლებლობების განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ თუ ლაპარაკობენ ისინი, რა ენაზე ლაპარაკობენ და რა წარმომავლობისა არიან; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან.

7.33 27ბ. მოკშა-პატამუ

▲ზევით დაბრუნება


სავარჯიშოს აღწერა:

თავდაპირველად ინდური თამაში იყო, რომლის მიზანს რელიგიის სწავლება წარმოადგენდა და მოთამაშეს საშუალებას აძლევდა, ცხოვრებაში მაღალ დონეზე ასულიყო ან დაბლა დაშვებულიყო. ამ სავარჯიშოს ფარგლებში თამაში ისეა ადაპტირებული, რომ ბავშვებს ადამიანის უფლებათა პატივისცემა ასწავლოს და კარგ შედეგს მიაღწიოს.

მიზნები:
ადამიანის უფლებათა პოზიტიურ შედეგებზე ყურადღების გამახვილება

მომზადება:
გადაიღეთ და გამოჭერით სათამაშო ბარათები და გაადიდეთ დაფა

მასალები:

  • სათამაშო დაფა

  • ბარათები

  • კამათელი და სათამაშო ქაღალდის ნაჭრები

მითითებები

1. დაყავით ბავშვები ექვსკაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცით დაფა, სათამაშო ნაჭრები და კამათელი.

2. ახსენით სავარჯიშოს წესები:

ა. ააგდეთ კამათელი. ის ბავშვი, ვისაც ყველაზე მაღალი ქულა შეხვდება, დაიწყებს თამაშს.

ბ. პირველი მოთამაშე აგდებს კამათელს და მიდის წინ კამათლის რიცხვის მიხედვით.

გ. შემდეგ რა მოხდება, დამოკიდებულია იმ კვადრატზე, სადაც მოთამაშე მოხვდება:

i. თუ მოთამაშე მოხვდება კვადრატზე, სადაც კიბის დასაწყისია მოქცეული, იგი ადის კვადრატის თავზე, სადაც კიბის ბოლოა.

ii. თუ მოთამაშე მოხვდება კვადრატზე, სადაც გველის კუდია, იგი დაბლა უნდა დაეშვას კვადრატზე, სადაც გველის თავია.

iii. თუ მოთამაშე ფერად კვადრატზე მოხვდება, მოთამაშის მარცხნივ მდგომი პირი იღებს ბარათს და კითხულობს ხმამაღლა. მოთამაშემ, რომელიც ამ კვადრატზე მოხვდა, უნდა თქვას, სწორია თუ არა ბარათზე მოცემული განცხადება ადამიანის უფლებათა მიხედვით.

iv. თუ მოთამაშე არასწორად პასუხობს, იგი რჩება კვადრატზე. მოთამაშე, რომელიც სწორად პასუხობს, ორი კვადრატით წინ გადადის. თუ მას შეუძლია დაასახელოს ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ან იცავს აღნიშნულ უფლებას, იგი კიდევ ერთი კვადრატით მიიწევს წინ. აუცილებელი არ არის ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლის ზუსტი ნომრის დასახელება.

v. მომდევნო მოთამაშეები რიგ-რიგობით თამაშობენ.

დ. თამაში მაშინ მთავრდება, როდესაც მოთამაშე ბოლო სივრცეს აღწევს ან კამათელს ისე ააგდებს, რომ მისი ნაჭერი ბოლო სივრცეს გადასცდება.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. იმსჯელეთ სავარჯიშოზე და დაუკავშირეთ ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დასმით:

ა. როგორ მოგეწონათ სავარჯიშო?

ბ. როგორ დაგეხმარათ ადამიანის უფლებების ცოდნა კიბეზე ასვლაში?

გ. როგორ გეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა რეალურ ცხოვრებაში? როგორ ეხმარება ეს სხვებს?

დ. რა ემართება საზოგადოებას, როდესაც ადამიანებმა არ იციან თავიანთი უფლებები?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* დაურიგეთ ბავშვებს ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსიები, სთხოვეთ, გამოთქვან საკუთარი იდეები და გააკეთონ ბარათები, რომლებიც ასახავს მათ გამოცდილებას. შემდეგ თავიდან დაიწყეთ თამაში მათ მიერ გაკეთებული ბარათების გამოყენებით.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

დაუკავშირეთ ბარათები ბავშვების გამოცდილებას. იმსჯელეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ, როდესაც მსგავსი სახის დარღვევები იჩენს თავს. ვინ არის მათი მოკავშირე მათი უფლებების დაცვის დროს?

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* განხილვის დროს წაახალისეთ ბავშვები, რომ გაიხსენონ საკუთარი გამოცდილება, ყურადღება გაამახვილონ ძალადობაზე, ხულიგნობაზე, უსამართლობაზე, რომელიც თავად გადაიტანეს ან რისი მოწმეც გახდნენ.

* გააკეთეთ სათამაშო დაფის ასლები და დაურიგეთ ბავშვებს, რომ მათ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეძლონ თამაში.

დასარიგებელი მასალა: ბარათები

გაამრავლეთ და ამოჭერით ეს ბარათები ან მოამზადეთ თქვენი ჯგუფისთვის შესაფერისი სხვა ბარათები.

განცხადება: ადამიანი, რომელიც ქორწინდება, აღარ არის ბავშვი.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 1-ლი მუხლი. ვინ არის ბავშვი: ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი და, შესაბამისად, იგი სარგებლობს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

განცხადება: ყველა ბავშვს ერთი და იგივე უფლებები აქვს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი და მათი მშობლები მოცემული ქვეყნის მოქალაქეები.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-2 მუხლი. დისკრიმინაციისაკრძალვა:

კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმომავლობისა არიან ისინი; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან.

განცხადება: გოგონებს საფეხბურთო მოედანზე თამაში მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ მოედანს ბიჭები არ იყენებენ.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-2 მუხლი. დისკრიმინაციის აკრძალვა:

კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველას, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, შესაძლებლობების განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ თუ ლაპარაკობენ ისინი, რა ენაზე ლაპარაკობენ და რა წარმომავლობისა არიან; სახელმწიფოებმა უნდადაიცვან ბავშვები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან.

განცხადება: თუ დანაშაულს ჩადიხარ, შესაძლებელია შენი მოთავსება ციხეში ზრდასრულ ადამიანებთან ერთად.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 37-ე მუხლი. წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა და თავისუფლების აღკვეთა:

კანონის დამრღვევ ბავშვებთან დაუშვებელია სასტიკად მოპყრობა. ისინი არ უნდა იქნენ მოთავსებულნი ციხეში ზრდასრულ ადამიანებთან ერთად და უნდა შეეძლოთ ოჯახებთან კონტაქტი.

განცხადება: ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარი ნებას მრთავს, გამოვიწერო ნებისმიერი წიგნი, რომელიც მინდა.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-17 მუხლი. ბავშვისთვის შესატყვისი ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმისაწვდომობა:

ბავშვებს უფლება აქვთ, მიიღონ სარწმუნო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. ტელევიზიამ, რადიომ და გაზეთებმა უნდა გამოაქვეყნონ ბავშვებისთვის გასაგები ინფორმაცია და არ უნდა გამოაქვეყნონ ისეთი მასალები, რომლებმაც შეიძლება ავნოს ბავშვებს.

განცხადება: ჩვენს სიახლოვეს განლაგებული ქარხნიდან ჰაერში გამოიფრქვევა მძაფრი სუნის მქონე ქიმიკატები, რაც ადამიანებში ხველებას იწვევს.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 24-ე მუხლი. ჯანმრთელობის დაცვისა და მომსახურების მიღებისუფლება:

ბავშვებს აქვთ უფლება, ავადმყოფობისას მიიღონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვა, ანუ მედიკამენტები, საავადმყოფოები და ექიმები. ბავშვებს ასევე აქვთ უფლება, ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი, კარგი საკვები და სუფთა გარემო, რათა ისინი ჯანმრთელნი იყვნენ. მდიდარი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უფრო ღარიბებს ამ მიზნის მიღწევაში.

განცხადება: მხოლოდ მამაშენს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რა არის კარგი შენთვის.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-18 მუხლი. მშობელთა ერთობლივი პასუხისმგებლობა:

ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა ორივე მშობელს ეკისრება და მათ ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, თუ რა არის უკეთესი თითოეული ბავშვისთვის. მთავრობები უნდა ეხმარებოდნენ მშობლებს მათი ხელშემწყობი სამსახურების შექმნით, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორივე მშობელი მუშაობს.

განცხადება: მართალია, ინვალიდის სავარძელს ვხმარობ, მაგრამ სკოლაში სიარული შემიძლია ჩემს მეზობელ ბავშვებთან ერთად. სკოლამ ჩემთვის პანდუსი უნდა მოაწყოს.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 23-ე მუხლი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები:

რაიმე სახის უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს უნდა გაეწიოთ სგანგებო ზრუნვა, ხელშეწყობა და მიეწოდოთ განათლება, რათა მათ შეძლონ სავსე და დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად ხორცშესხმა.

განცხადება: ჩვენი სკოლის კომპიუტერები ბლოკავს ზოგიერთ ინტერნეტ გვერდს.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-17 მუხლი. ბავშვისთვის შესატყვისი ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმისაწვდომობა:

ბავშვებს უფლება აქვთ, მიიღონ სარწმუნო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. საინფორმაციო წყაროებმა უნდა გამოაქვეყნონ ბავშვებისთვის გასაგები ინფორმაცია და არ უნდა გამოაქვეყნონ ისეთი მასალები, რომლებმაც შეიძლება ავნოს ბავშვებს.

განცხადება: ზოგიერთ ადგილებში ბავშვებმა, განსაკუთრებით კი ბიჭებმა, უნდა იმსახურონ ჯარში.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 38-ე მუხლი: შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების დაცვა:

მთავრობებმა არ უნდა დაუშვან, რომ 15 წელს მიუღწეველი ბავშვები მსახურობდნენ ჯარში ან რაიმე სახით პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მოქმედებებში. გარდა ამისა, საომარ ტერიტორიებზე მყოფმა ბავშვებმა სგანგებო დაცვა უნდა მიიღონ.

განცხადება: როდესაც ბავშვი იბადება, მშობლებმა უნდა მისცენ მას სახელი და ოფიციალურად დაარეგისტრირონ მისი დაბადება.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-7 მუხლი: ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, სახელის ქონის, მოქალაქეობის შეძენის უფლება და უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით:

ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს დაბადების მოწმობაში ოფიციალურად დარეგისტრირებული სახელი. მათ აქვთ უფლება, შეიძინონ მოქალაქეობა, აგრეთვე უფლება, იცნობდნენ თავიანთ მშობლებს და გარემოსილი იყვნენ მათი მზრუნველობით.

განცხადება: ჩემი მშობლები ჩემს 17 წლის ძმას ნებას რთავენ, უყუროს ტელევიზორში ყველაფერს, რაც უნდა, მაგრამ მე მირჩევენ გადაცემებს, რადგან მხოლოდ 10 წლისა ვარ.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-5 მუხლი: მშობლების მიერ ბავშვის ხელმძღვანელობა და ბავშვის უნარების განვითარება:

ძირითადი პასუხისმგებლობა იმის ხელმძღვანელობაზე, თუ როგორ ახორციელებს ბავშვი საკუთარ უფლებებს, აკისრია ოჯახს, ბავშვის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით. მთავრობებმა პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.

განცხადება: მე 13 წლის ვარ, ჩემი მშობლები ჩემს ფოსტას კითხულობენ, სანამ მე მომცემდნენ.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-16 მუხლი: პირადი ცხოვრება, პატივი და რეპუტაცია:

ბავშვებს აქვთ პირადი ცხოვრების უფლება. კანონმა უნდა დაიცვას ისინი თავდასხმებისგან მათი ცხოვრების წესზე, მათ სახელზე, მათ ოჯახებზე, მათ საცხოვრებელზე და მათ წერილებსა და ფოსტაზე.

განცხადება: მე-8 კლასი უშვებს ყოველკვირეულ გაზეთს და ავრცელებს სამეზობლოში.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-13 მუხლი: შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება:

თქვენ გაქვთ უფლება, იფიქროთ, რაც გინდათ და თქვათ, რაც გინდათ. ეს არავინ უნდა აგიკრძალოთ. უნდა შეგეძლოთ თქვენი შეხედულებებისა და აზრების გაზიარება მიუხედავად საზღვრებისა.

განცხადება: დედაჩემი სხვა ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ ყოველთვიურად ან ის ჩამოდის სახლში, ან მე და მამაჩემი მივდივართ მის სანახავად.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-10 მუხლი: ოჯახის გამთლიანების უფლება:

ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, უფლება აქვთ იმოძრაონ ამ ქვეყნებს შორის, რათა მშობლებს და ბავშვებს რეგულარული კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან.

განცხადება: მე და ჩემს მეგობრებს სკოლაში გვიკრძალავენ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 30-ე მუხლი: უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის ბავშვები: ბავშვებს აქვთ უფლება, ისწავლონ და გამოიყენონ მშობლიური ენა და საკუთარი ოჯახების წეს-ჩვეულებები, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამ ენასა და წეს-ჩვეულებებს ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა.

განცხადება: მე მაქვს უფლება, მქონდეს სახელი, მოქალაქეობა და ოჯახი.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მე-8 მუხლი: ინდივიდუალობის შენარჩუნება:

მთავრობებმა პატივი უნდა სცენ ბავშვის უფლებას, ჰქონდეს სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები. მთავრობებს აკისრიათ ვალდებულება, დაიცვან და დახმარება აღმოუჩინონ ბავშვს მისი ინდივიდუალობის აღდგენაში.

განცხადება: იმ ბავშვების მიმართ, ვინც სკოლაში ცუდად იქცევა, არ უნდა იქნეს გამოყენებული არავითარი ფიზიკური სასჯელი.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 28-ე მუხლი: განათლების უფლება:

ბავშვებს აქვთ განათლების, ანუ სკოლაში სიარულის უფლება. სასკოლო დისციპლინის დამყარებისას აუცილებელია ბავშვების ღირსების მიმართ პატივისცემით მოპყრობა. დისციპლინის დასამყარებლად დაუშვებელია ძალადობის გამოყენება.

განცხადება: ჩემი ოჯახი აქ ჩამოვიდა, რათა სამშობლოში მიმდინარე ომს გამოქცეოდა. მაგრამ ჩემნაირ ლტოლვილ ბავშვებს არა აქვთ უფლება, რომ აქ სკოლაში იარონ.

პასუხი: არასწორია/ეს

დარღვევაა ბავშვის უფლებათა კონვენცია,22-ე მუხლი: ლტოლვილი ბავშვები:

აუცილებელია ლტოლვილი ბავშვების განსაკუთრებული დაცვა. ქვეყანაში ლტოლვილების სახით ჩამოსულ ბავშვებს ისეთივე უფლებებიუნდა ჰქონდეთ, როგორც ამ ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს.

განცხადება: მე მაქვს უფლება, შევხვდე ორივე მშობელს, თუკი ისინი განქორწინებული არიან.

პასუხი: სწორია/ეს უფლებაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია,მე-9 მუხლი: მშობლებისგან დაშორება:

ბავშვები არ უნდა დაშორდნენ თავიანთ მშობლებს, თუკი ეს მათ ინტერესში არ კეთდება, მაგალითად, როდესაც მშობელი ცუდად ეპყრობა ან უგულებელყოფს ბავშვს. განქორწინებული მშობლების ბავშვებს აქვთ უფლება, კონტაქტი იქონიონ ორივე მშობელთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.

განცხადება: სკოლას ხშირად ვაცდენ, რადგან როდესაც ჩემი პატარა ძმა (და) ავად არის, მას ვუვლი, სანამ დედა სამსახურშია.

პასუხი: არასწორია/ეს დარღვევაა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, 32-ე მუხლი: ბავშვთა შრომა:

მთავრობებმა უნდა დაიცვან ბავშვები სახიფათო შრომისგან ან ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს მათ ჯანმრთელობას ან განათლებას ან გამოიწვიოს მათი ექსპლუატაცია.

0x01 graphic

7.34 28. სიტყვები, რომლებიც გულს გვტკენს

▲ზევით დაბრუნება


ნასროლი ქვები და ჯოხები მხოლოდ ძვლებს დამიმტვრევს,
ნასროლი სიტყვა კი გულს მატკენს!

თემები: დისკრიმინაცია, ოჯახი, გენდერული თანასწორობა, ძალადობა

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
10-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
სიის შედგენა, პრიორიტეტების დადგენა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები ასახელებენ გულსატკენი გამონათქვამების მაგალითებს და აანალიზებენ მათ მიზეზებს და შედეგებს

მიზნები:

  • გულსატკენი გამონათქვამების მიზეზების განხილვა

  • იმის გარკვევა, თუ როგორ განსხვავდება ადამიანის რეაქცია სხვადასხვა გამონათქვამზე

  • გამოხატვის თავისუფლების ზღვარის გარკვევა

  • გულსატკენი გამონათქვამების ოპონირების საშუალებებში გაწაფვა

მომზადება:

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-13 მუხლი გადაიტანეთ დიდი ფორმატის ფურცლებზე ან დაწერეთ დაფაზე

მასალები:

  • პატარა ზომის წებოვანი ფურცლები და წებოვანი ლენტი

  • დიდი ფურცლები და მარკერი, ან დაფა და ცარცი

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-13 მუხლის ასლი

მითითებები

1. დაწერეთ და წაიკითხეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-13 მუხლი. მიუთითეთ, რომ ესმუხლი ანიჭებს ბავშვს გამოხატვის უფლებას, მაგრამ ზღუდავს ისეთ გამოხატვას, რომელიც არღვევს და ზიანს აყენებს სხვათა უფლებებს და რეპუტაციას. განიხილეთ გამოხატვის უფლება შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რაც გვინდა, ის ვთქვათ?

ბ. უნდა ვიყოთ თუ არა შეზღუდულნი იმაში, თუ რისი თქმა შეგვიძლია საკუთარი აზრის ან მრწამსის შესახებ?

გ. რა ტიპის გამონათქვამები არღვევს სხვათა უფლებებს?

დ. რა ტიპის გამონათქვამებს შეუძლია სხვათა რეპუტაციის შელახვა?

2. ახსენით, რომ ეს სავარჯიშო ზემოხსენებული საკითხების დადგენას ემსახურება.

3. დაურიგეთ ყველას პატარა ფურცლები და სთხოვეთ, დაწერონ გულსატკენი გამონათქვამები, რომლებსაც ადამიანები ხმარობენ, ან სახელები, რომლებსაც ბავშვები ერთმანეთს უწოდებენ. თითო გამონათქვამი თითო ფურცელზე დაწერეთ.

4. დახატეთ ქვემოთ მოყვანილი სქემა და ჩამოკიდეთ კედელზე. სქემაში ჩაწერეთ გამონათქვამების სრული სპექტრი „გასაბრაზებელიდან“ „ძალიან გულსატკენამდე.“ სთხოვეთ ბავშვებს, ჩასვან „თავიანთი“ სიტყვები შესაბამის გრაფაში. სთხოვეთ, დაიცვან სიჩუმე ამ სავარჯიშოს დროს.

გასაბრაზებელი/
სახუმარო
არაგულსატკენი

ცოტა
გულსატკენი/
შეურაცხმყოფელი

საშუალოდ
გულსატკენი/
შეურაცხმყოფელი

ძალიან
გულსატკენი/
შეურაცხმყოფელი

განსაკუთრებულად
გულსატკენი/
შეურაცხმყოფელი

5. სთხოვეთ ბავშვებს, კარგად დააკვირდენ სქემას და შეინარჩუნონ სიჩუმე. როგორც წესი, ერთი და იგივე სიტყვა რამდენიმე გრაფაშია ნახმარი და სხვადასხვა ხარისხის შეურაცხყოფად აღიქმება.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. მას შემდეგ, რაც ყველა ბავშვი თავის ადგილს დაუბრუნდება, ქვემოთ მოყვანილი კითხვების დახმარებით ჰკითხეთ, თუ რა შეამჩნიეს სქემაზე დაკვირვებისას:

ა. ზოგიერთი სიტყვა ერთზე მეტ გრაფაში ხომ არ ყოფილა ნახმარი?

ბ. რატომ ფიქრობენ ერთნი, რომ ზოგი გამონათქვამი/სიტყვა არ არის გულსატკენი, მეორენი კი მას გულსატკენად და შეურაცხმყოფელად აღიქვამენ?

გ. აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ ან ვინ გამოთქვამს ამა თუ იმ სიტყვას?

დ. რატომ ხმარობენ ადამიანები ასეთ გამონათქვამებს/სიტყვებს?

ე. ადამიანებისთვის გულისტკენა ძალადობის ფორმა ხომ არ არის? რატომ?

2. სთხოვეთ ბავშვებს, დაადგინონ, არსებობს თუ არა ტიპიური გულსატკენი გამონათქვამები ან მათი კატეგორიები. მას შემდეგ, რაც ბავშვები გაიხსენებენ ამა თუ იმ გამონათქვამს ან ჩამოთვლიან მათ კატეგორიებს (მაგალითად, ფიზიკური ნაკლის ან უნარის, გონებრივი უნარის, სექსუალობის, ოჯახური ან ეთნიკური წარმომავლობის შესახებ), ჩამოწერეთ ისინი დაფაზე. გააანალიზეთ მიღებული პასუხები შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. არის გამონათქვამები/სიტყვები, რომლებიც მხოლოდ გოგონებს შეეხება? ან მხოლოდ ბიჭებს შეეხება?

ბ. თქვენი აზრით, რატომ იხმარება გულსატკენი გამონათქვამები ამ თემებთან მიმართებაში?

გ. რომელ საკითხებთან მიმართებაში იხმარება ყველაზე უფრო გულსატკენი გამონათქვამები?

დ. რა დასკვნებს გამოიტანთ გულსატკენი გამონათქვამების შესახებ?

3. სთხოვეთ ბავშვებს, მოაცილონ პირველ სქემაზე დაკრული წებოვანი ფურცლები და მიაკრან ისინი იმ თემის ან კატეგორიის ქვეშ, რომელსაც ისინი ყველაზე უფრო მიესადაგება. შეიძლება დაამატოთ კატეგორია სახელწოდებით „სხვა“. ბავშვები რომ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდებიან, ჰკითხეთ:

ა. რომელ კატეგორიაში მოგროვდა ყველაზე მეტი ფურცელი? როგორ ახსნით ამას?

ბ. ყველაზე უფრო გულსატკენად მიჩნეული სიტყვები რაიმე განსაკუთრებულ კატეგორიებად ხომ არ იყოფა?

გ. ხმამაღლა ნუ უპასუხებთ, იფიქრეთ: თქვენს მიერ ნახმარი გამონათქვამებიც/სიტყვებიც ხომ არ იყოფა კატეგორიებად?

დ. დაყავით ბავშვები მცირერიცხოვან ჯგუფებად და მიეცით თითოეულ ჯგუფს რამდენიმე ფურცელი, სადაც ყველაზე უფრო გულსატკენი სიტყვა წერია. სთხოვეთ ერთ წარმომადგენელს ყოველი ჯგუფიდან, წაიკითხოს პირველი სიტყვა ან ფრაზა. ჯგუფმა უნდა აღიაროს, რომ ეს ფრაზა გულსატკენია და განიხილოს: 1) უნდა მიეცეთ თუ არა ადამიანებს მისი თქმის უფლება და 2) რა უნდა ვქნათ, თუკი ეს მოხდება. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო თითოეული სიტყვის/გამონათქვამის შემთხვევაში.

4. სთხოვეთ ბავშვებს, მოახსენონ დანარჩენ ბავშვებს თავიანთი დასკვნები მე-3 ეტაპთან

დაკავშირებით. დაუკავშირეთ გულსატკენი გამონათქვამები ადამიანის უფლებების საკითხებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. ევალებათ თუ არა უფროსებს გულსატკენი გამონათქვამების აკრძალვა? თუ ევალებათ, რატომ?

ბ. ევალებათ თუ არა ბავშვებს გულსატკენი გამონათქვამების აკრძალვა? თუ ევალებათ, რატომ?

გ. თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენს გარშემო გულსატკენი გამონათქვამების წინააღმდეგ?

დ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ე. როგორ არღვევს გულსატკენი გამონათქვამები ადამიანის უფლებებს?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* მეტი ისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ბავშვებს გულსატკენი გამონათქვამების აღსაკვეთად. მიეცით ბავშვებს როლები და ათამაშეთ, თითქოს მათ ვიღაც გულსატკენ სახელებს ეძახის. ერთად გამოძებნეთ რეაგირების გზები.

* სავარჯიშო „დამკვირვებლის ნაცვლად - დამხმარე“, გვ. 84, ეხმარება ბავშვებს, გაერკვნენ, თუ როგორ შეუძლია თითოეულ მათგანს ჩაერიოს გულსატკენ ქცევაში.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* გამოიყენეთ ეს სავარჯიშო იმის განსახილველად, თუ როგორ იყენებენ ბავშვები სხვადასხა გამონათქვამს ჯგუფში. არის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც, ბავშვების აზრით, ჯგუფში საერთოდ არ უნდა იხმარებოდეს?

* თუკი ჯგუფის ქცევის წესები უკვე დადგენილია, დაამატეთ მათ სხვადასხვა გამონათქვამთან დაკავშირებული წესი.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ამ სავარჯიშოში წამყვანს დიდი სიფრთხილე მართებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ბევრი „ცუდი სიტყვა“ იციან, ისინი უფროსებთან ამ თემაზე იშვიათად საუბრობენ. მე-2 და მე-4 პუნქტებმა შესაძლოა უხერხულობა და ნერვული სიცილი გამოიწვიოს ბავშვებში. წამყვანმა მათ უნდა განუმარტოს, რომ ამ კონტექსტში ამ სიტყვების გამეორება დასაშვებია და რომ ეს მხოლოდ განხილვაა და მათ ხმარებას არ ნიშნავს.

* კარგი იქნება, თუკი სიტყვები ხმამაღლა კი არ ითქმება, არამედ ფურცელზე დაიწერება, გარდა მე-3 პუნქტში მოყვანილი სავარჯიშოსა, სადაც ბავშვები განმარტავენ, მისაღებია თუ არა ამა თუ იმ სიტყვის გამოყენება.

* ძირითადი სგანმანათლებლო დატვირთვა ამ სავარჯიშოსი შემდეგშია: ერთი და იგივე სიტყვა შესაძლოა სხვადასხვა გრძნობას გამოხატავდეს, მაგალითად, სიტყვა, რომელიც ერთი ბავშვისთვის სახუმაროა, მეორესთვის შეიძლება გულსატკენი იყოს. ნუ მისცემთ შესაძლებლობას, რომ დისკუსიამ ზემოქმედება მოახდინოს მგრძნობიარე ბავშვებზე. თუ საჭიროა, უფრო მეტი დრო დაუთმეთ ზოგიერთი გამონათქვამის გარჩევას და ბავშვების ყურადღების მიქცევას მათზე.

* ეს სავარჯიშო არ არის რეკომენდებული სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლოა არ იცოდეს სიტყვის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ისეთი სიტყვისა, რომელიც სექსის სფეროსთანაა დაკავშირებული. უმცროსი ასაკის ბავშვებს შესაძლოა არ ესმით, რომ ზოგიერთი სიტყვა სექსუალურ ქცევასთან არის დაკავშირებული. მოახდინეთ ამ სავარჯიშოს ადაპტირება ბავშვების ასაკთან.

* ამ სავარჯიშოსთვის განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიეცით ბავშვებს საკმარისი დრო, რომ საკუთარ კატეგორიებად დაყონ გამონათქვამები/სიტყვები და თავიანთი საკუთარი დასკვნები გამოიტანონ, სხვაგვარად კავშირი ადამიანის უფლებებთან სუსტი იქნება.

ადაპტირებული ვარიანტი უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის

* ეს სავარჯიშო შეიძლება წარმატებით იქნეს მოდიფიცირებული უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის (მაგალითად, 8-10 წლის ან უფრო მცირე ასაკის), თუ გამოტოვებული იქნება მითითებების პუნქტი 1 და მხოლოდკითხვა 1 სავარჯიშოსშემდგომი განხილვიდან. სავარჯიშოს დასასრულს წამყვანი ბავშვებთან ერთად ფიქრობს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გულსატკენი სიტყვების ხმარება.

ადაპტირებული ვარიანტი

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: შეიძლება სავარჯიშო დაიყოს და ორ სხვადასხვა დღეს ჩატარდეს. მაგალითად, პირველ დღეს ჩატარდეს სავარჯიშო და სავარჯიშოსშემდგომი განხილვის პუნქტი 1 და 2, ხოლო მომდევნო დღეს ჩატარდეს პუნქტები 3 და 4 იმისთვის, რომ ბავშვებს მიეცეს დრო, გაითავისონ ის, რაც ისწავლეს და მეტად ინფორმირებულებმა განაგრძონ დაკვირვება მათ გარშემო არსებულ გარემოზე.

უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის: სავარჯიშოსშემდგომი განხილვის პუნქტი 1 შესაძლოა საკმარისი იყოს. მას შეიძლება მოჰყვეს როლების გათამაშება გულსატკენი გამონათქვამების თემაზე.

7.35 29. უმნიშვნელოვანესი ვისთვის?

▲ზევით დაბრუნება


თქვენი პრიორიტეტები შეიძლება ჩემსას არ დაემთხვეს!

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-3 დონე

ასაკი:
10-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
12-24 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:

პრიორიტეტების განსაზღვრა, კონსენსუსის მიღწევა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები გადაწყვეტენ, რომელი მუხლი ამოიღონ ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, და მსჯელობენ ამ ამოღების შედეგების და უფლებების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

მიზნები:

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა

  • გაგება იმისა, თუ როგორ არის უფლებები საყოველთაო, ხელშეუვალი და ურთიერთდამოკიდებული

მომზადება:

დაამზადეთ ბარათები, რომლებზეც წერია ბავშვის უფლებები

მასალები:

  • ფურცლები და კალმები

  • დიდი ფორმატის ფურცლები და მარკერები

  • იმდენი ბარათი, რომლებზეც ბავშვის უფლებები იქნება დაწერილი, რამდენიც ბავშვების ნახევარს ეყოფა

მითითებები

1. დაიწყეთ სავარჯიშო ჯგუფური მსჯელობით ბავშვის უფლებებზე, რათა განსაზღვროთ, რამდენად იცნობენ ბავშვები ბავშვის უფლებათა კონვენციას და/ან გაახსენოთ ბავშვებს ის, რაც მათ შეიძლება ადრე აქვთ გაგონილი ბავშვის უფლებების შესახებ. თუ ჯგუფმა არაფერი იცის ბავშვის უფლებების შესახებ, დაიწყეთ ქვემოთ შემოთავაზებული ადაპტაციით.

2. დაყავით ბავშვები ორ-ოთხკაციან პატარა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცით ბავშვის უფლებების ორი ბარათი, კალამი და ფურცელი. აუხსენით მათ, რომ თითოეულ ბარათზე წერია კონკრეტული უფლება ბავშვის უფლებათა კონვენციიდან. სთხოვეთ ბავშვებს, ხმამაღლა წაიკითხონ ბარათზე დაწერილი ორი მუხლი კონვენციიდან და გადაწყვიტონ, ამ უფლებებიდან რომელია მათთვის უფრო მნიშვნელოვანი. შემდეგ მათ უნდა დაწერონ ის მიზეზები, რომელთა გამოც ერთ უფლებას მიანიჭეს უპირატესობა.

3. შეკრიბეთ „ნაკლებადმნიშვნელოვანი“ უფლებების ბარათები. სთხოვეთ თითოეულ ოთხწევრიან ჯგუფს, აიღონ მათ მიერ შერჩეული ბარათები და შეუერთდნენ მეორე ჯგუფს. ამ შედარებით მოზრდილ რვაწევრიან ჯგუფში გაიმეორეთ პირველი ნაბიჯი - გადაწყვიტონ, ორ ბარათზე დაწერილი ბავშვის უფლებებიდან რომელია მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, და დაწერონ ამის მიზეზები.

4. ისევ შეკრიბეთ „ნაკლებადმნიშვნელოვანი“ უფლებების ბარათები. ჩამოწერეთ ისინი დიდი ფორმატის ფურცლებზე სათაურით „ნაკლებადმნიშვნელოვანი უფლებები“.

5. მას შემდეგ, რაც ჯგუფები საბოლოო არჩევანს გააკეთებენ, ყოველი ჯგუფის თითო წარმომადგენელს სთხოვეთ, ხმამაღლა წაიკითხოს ბავშვის ის უფლება, რომელიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, და ახსნას ამ არჩევანის მიზეზები. თითოეული უფლების წაკითხვის შემდეგ დაწერეთ იგი დიდი ფორმატის ფურცლებზე სათაურით „ჩვენი უფლებები“. იმისდა მიხედვით, თუ რა სიდიდის ჯგუფებია, საბოლოოდ 2-დან 4 უფლებამდე დარჩება.

6. განიხილეთ არჩევანის გაკეთების პროცესი:

ა. გაგიძნელდათ თუ არა ამ არჩევანის გაკეთება? რატომ?

ბ. რა ფაქტორებმა განაპირობა ერთი უფლებისთვის უპირატესობის მინიჭება?

გ. ამ სავარჯიშოს მიმდინარეობისას ხომ არ შეგეცვალათ წარმოდგენა იმაზე, თუ რომელი უფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?

დ. ეთანხმებით თუ არა იმ მიზეზებს, რომლებითაც სხვა ჯგუფებმა ახსნეს თავიანთი არჩევანი? რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით?

7. ალალბედზე დაარიგეთ „ნაკლებადმნიშვნელოვანი“ უფლებების ბარათები და ბავშვებს სთხოვეთ, ხმამაღლა წაიკითხონ ისინი. ისაუბრეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ უფლებების სინამდვილეში უარყოფის შემთხვევაში.

ა. შეარჩიეთ რამდენიმე კონკრეტული„ნაკლებადმნიშვნელოვანი“უფლება და სთხოვეთ ბავშვებს, წარმოიდგინონ, რა მოხდებოდა მათ გარეშე (მაგალითად,, შვილად აყვანის და ალტერნატიული მზრუნველობის უფლება, ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლება, თამაშისა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება).

ბ. როგორ იმოქმედებდა თქვენზე პირადად, ამ „ნაკლებადმნიშვნელოვანი“ უფლებებიდან რომელიმე რომ მართლა დაგეკარგათ?

გ. როგორ იმოქმედებდა შერჩეულ უფლებებზე ამ „ნაკლებადმნიშვნელოვანი“ უფლებების დაკარგვა?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. შეახსენეთ ბავშვებს საყოველთაოობის ფუნდამენტური პრინციპი: ნებისმიერ ადამიანს ყველა უფლება აქვს, და იმსჯელეთ:

ა. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი უფლებები ჰქონდეს?

2. შეიძლება ზოგ ადამიანს წაართვან გარკვეული უფლებები? რატომ?

ა. ისაუბრეთ ბავშვის ყველა უფლების ქონის მნიშვნელობაზე. არ არის აუცილებელი ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა „ხელშეუვალობა“ ან „ურთიერთდამოკიდებულება“, მაგრამ დაეხმარეთ ბავშვებს, მიხვდნენ, რომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ყველა უფლება.

ბ. კონკრეტული მაგალითებით აჩვენეთ უფლებების ურთიერთდამოკიდებულება (მაგალითად,, განათლების მიღების უფლების და ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებისა; ოჯახში ცხოვრების უფლების და მშობლებისგან განცალკევების დაუშვებლობის უფლებისა).

3. სთხოვეთ ბავშვებს, გაიხსენონ მაგალითები იმისა, როგორ სჭირდებათ მათ ყველა ეს უფლება.

ა. იმსჯელეთ იმაზე, რომ რომელიმე უფლებისთვის უპირატესობის მინიჭება ინდივიდის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული (მაგალითად, „მე არასდროს ვყოფილვარ დაპატიმრებული“, ან „მე ორივე მშობელთან ერთად ვცხოვრობ“), თუმცა ბავშვის უფლებათა კონვენცია მსოფლიოს ყველა ბავშვის საჭიროებებს ითვალისწინებს.

ბ. სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ ისეთი სიტუაციები, სადაც ყოველი „ნაკლებადმნიშვნელოვანი“ უფლება შეიძლება უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს კონკრეტული ბავშვის გადარჩენის ან კეთილდღეობისთვის.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშო „ჩვენი ჯგუფის კონსტიტუცია“, გვ.120, აკავშირებს უფლებებს პასუხისმგებლობებთან.

* სხვა სავარჯიშოები, რომლებიც ეხება ბავშვის უფლებათა კონვენციას, არის „სამაგიდო თამაშები“, გვ. 147, და „კურდღლის უფლებები“, გვ. 124.

* სავარჯიშო „გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“; გვ. 74, ასევე მოითხოვს ბავშვებისგან უფლებებს შორის პრიორიტეტების განსაზღვრას.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* დაეხმარეთ ბავშვებს იმ უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების მაგალითების მოტანაში, რომლებიც განიხილეს.

* მოიძიეთ და/ან გამოიკვლიეთ ისტორიები ბავშვის უფლებების დარღვევის ან დაცვის შესახებ, განსაკუთრებით ისეთი ისტორიები (მაგალითად, ბავშვის შრომის შესახებ), რომლებიც უცხოა ბავშვებისთვის.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* შედარებით მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება ზოგი უფლების მეტად განმარტება დასჭირდეთ.

* წამყვანმა ყველა ჯგუფის გადაწყვეტილება უკომენტაროდ უნდა მიიღოს. რომელიმე ჯგუფის გადაწყვეტილება მხოლოდ სხვა ბავშვებმა შეიძლება უარყონ.

* არ არის საჭირო ისეთი იურიდიული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა „ხელშეუვალობა“ ან „ურთიერთდამოკიდებულება“, რათა ბავშვებმა ძირითადი კონცეფცია გაიგონ.

* სავარჯიშოსშემდგომი განხილვისთვის მოამზადეთ მაგალითები იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს რომელიმე კონკრეტული უფლების წართმევის შემთხვევაში.

* გააგებინეთ ბავშვებს, რომ ყველაფერი უფლება არ არის.

ადაპტირებული ვარიანტი

ამ სავარჯიშოში იგულისხმება, რომ ბავშვებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ. თუ ბავშვებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ არაფერი იციან, დაიწყეთ სავარჯიშო ბავშვის უფლებების გაცნობით და შემდეგ თავად ბავშვებს მოამზადებინეთ ბავშვის უფლებების ბარათები. დაყავით ბავშვები წყვილებად და ბავშვის უფლებათა კონვენციის საბავშვო ვერსიიდან მიეცით ერთი ან ორი მუხლის ტექსტი, მუყაოს ბარათები და სახატავი საშუალებები. სთხოვეთ მათ, დაწერონ თითო უფლება თითო ბარათზე და დაასურათონ იგი. როდესაც ბარათები მზად იქნება, თითოეულ წყვილს წააკითხეთ მისი უფლება, აახსნევინეთ, რას ნიშნავს იგი და აჩვენეთ მათი ნახატი მთელ ჯგუფს. შემდეგ დაიწყეთ მითითებების მე-2 პუნქტიდან. ბავშვებს შეიძლება პედაგოგის დახმარება დასჭირდეთ მათი მუხლის მნიშვნელობის გაგებაში.

დასარიგებელი მასალა: უფლებების ბარათები

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 7

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 3

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 6

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 12

სახელი და
მოქალაქეობა
ბავშვს გააჩნია უფლება
ჰქონდეს სახელი. ბავშვს
ასევე აქვს უფლება
მიიღოს მოქალაქეობა და,
რამდენადაც ეს
შესაძლებელია,იცნობდეს
თავის მშობლებს და
მათი მზრუნველობით

იყოს გარემოსილი.

ბავშვის ჭეშმარიტი
ინტერესები
ბავშვის მიმართ
ნებისმიერი
ქმედების
განხორციელებისას
სრულად
უნდა იქნეს
გათვალისწინებული

ბავშვის
ჭეშმარიტი ინტერესები.

სიცოცხლისა და განვი
თარების უფლება
ყოველ ბავშვს აქვს
სიცოცხლის
ხელშეუხებელი
უფლება და
სახელმწიფო
ვალდებულია
უზრუნველყოს
ბავშვის სიცოცხლის
შენარჩუნება და
ჯანსაღი განვითარება.

ბავშვის შეხედულებები
ბავშვს უფლება აქვს,
თავისუფლად
გამოთქვას
თავისი აზრი და
შეხედულებები
ნებისმიერ
საკითხზე, რომელიც
მას ეხება. ამასთან, ამ
შეხედულებებს
ანგარიში
უნდა გაეწიოს ბავშვის
ბედთან
დაკავშირებული
ნებისმიერი საკითხის
გადაწყვეტისას.

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 9

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 27

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 28

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 13

მშობლებთან ცხოვრების
უფლება
ბავშვს უფლება აქვს
იცხოვროს თავის
მშობლებთან ერთად,
გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ეს
ეწინააღმდეგება
ბავშვის ჭეშმარიტ
ინტერესებს (თუ
მშობელი
სასტიკად ექცევა
ბავშვს). ბავშვს, რომლის
მშობლებიც
განცალკევებულები
არიან, აქვს
უფლება შეინარჩუნოს
პირადი ურთიერთობა
ორივე მშობელთან.
ბავშვებსა
და მათ მშობლებს
უფლება
აქვთ დატოვონ
ნებისმიერი
სახელმწიფო და
დაბრუნდნენ თავის
ქვეყანაში ოჯახის
გამთლიანების მიზნით.

ცხოვრების სათანადო
დონე
მშობლებს ეკისრებათ
პასუხისმგებლობა,
უზრუნველყონ
ბავშვის
განვითარებისთვის
საჭირო
ცხოვრების პირობები.
სახელმწიფო,
თავის მხრივ,
ვალდებულია
უზრუნველყოს
შესაბამისი პირობები ამ
პასუხისმგებლობის
რეალიზაციისთვის,
განსაკუთრებით
თუ ორივე
მშობელი მუშაობს.

განათლება
ბავშვს უფლება აქვს მიიღოს
ისეთი განათლება,
რომელიც მიმართული
იქნება ბავშვის
პიროვნების, მისი ნიჭის
განვითარებისკენ და
შთაუნერგავს ადამიანის
უფლებების,
კულტურული
თვითმყოფადობის და
ეროვნული
ფასეულობების
პატივისცემისკენ.

დაწყებითი განათლება
უნდა იყოს უფასო.
სასკოლო
დისციპლინა უნდა
ეფუძნებოდეს ბავშვის
ადამიანური ღირსების
პატივისცემას.

ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა
ბავშვს უფლება აქვს
მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებებიდან.
ტელევიზია, რადიო
და გაზეთები უნდა
ავრცელებდნენ ისეთ
ინფორმაციას, რომელიც
გასაგებია ბავშვისთვის
და არ უნდა
გაავრცელოს
იმ სახის ინფორმაცია,
რომელიც საზიანოა
მისი
კეთილდღეობისთვის.

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლები 24 და 26

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 40

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 16

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 15

სამედიცინო
მომსახურება
და სოციალური დაცვა
ბავშვს აქვს უფლება,
სარგებლობდეს
ხარისხიანი
სამედიცინო და
სოციალური
მომსახურებით,
სასმელი წყლით,
სრულფასოვანი საკვებით
და სუფთა გარემოთი.

სამართლებრივი
ზომები
კანონისდამრღვევ
არასრულწლოვანთა
მიმართ
ბავშვს, რომელსაც
ბრალად ედება კანონის
დარღვევა, უფლება აქვს
ისარგებლოს
სამართლებრივი
დახმარებით.
თავისუფლების
აღკვეთის ღონისძიება
გამოყენებული უნდა
იქნეს მხოლოდ
უმძიმესი
დანაშაულისთვის.

პირადი ცხოვრების
დაცვა
ბავშვს აქვს პირადი
ცხოვრების
ხელშეუხებლობის
უფლება. ბავშვი
კანონით დაცული უნდა
იყოს პირადი
ცხოვრების,
რეპუტაციის, ოჯახის
და
საცხოვრებელი ბინის
ხელყოფისგან.

ასოციაციათა
თავისუფლება
ბავშვს უფლება აქვს
შეხვდეს სხვა
ადამიანებს,
გახდეს ამა თუ იმ
ჯგუფის
ან ორგანიზაციის
წევრი, თუ ამით არ იზ-
ღუდება სხვათა
უფლებები.

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 18

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლი 14

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლები 30 და 31

ბავშვის უფლებათა
კონვენცია
მუხლები 9, 20 და 21

მშობელთა
ვალდებულებები
მშობლებს ეკისრებათ
ძირითადი
პასუხისმგებლობა
ბავშვის
აღზრდაზე. ორივე
მშობლის
საერთო და თანაბარი
პასუხისმგებლობაა
ბავშვის აღზრდა და
მათ ყოველთვის უნდა
გაითვალისწინონ
ბავშვის

ყველაზე ჭეშმარიტი
ინტერესები.

აზრის,
სინდისისა და
რელიგიის
თავისუფლება
ბავშვს აქვს უფლება
სარგებლობდეს აზრის,
სინდისისა და
რელიგიის
თავისუფლებით, თუ
ამით არ იზღუდება
სხვათა უფლებები.
მშობლები უნდა
ხელმძღვანელობდნენ
ბავშვებს
ამ საკითხებში.

თამაში და
კულტურული
ცხოვრება
ყველა ბავშვს აქვს
დასვენების და თამაშის
უფლება, გასართობ და
კულტურულ
ღონისძიებებში
მონაწილეობის
უფლება,
აგრეთვე უფლება,
ეზიაროს
ხელოვნებას.

სახელმწიფოს
მოვალეობაა
უზრუნველყოს
ბავშვები
ალტერნატიული
მზრუნველობით,
პატივი სცეს ბავშვის
რელიგიურ,
კულტურულ,
ეთნიკურ
წარმომავლობას
და უზრუნველყოს,
რომ ბავშვის შვილად
აყვანის ნებართვას
იძლეოდენენ
მხოლოდ
კომპეტენტური
ორგანოები.

7.36 30. უფლებების მონიშვნა რუკაზე

▲ზევით დაბრუნება


სად იწყება ადამიანის უფლებები?...
პატარა ადგილებში სახლთან ახლოს!

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2 და მე-3 დონეები

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი — რამდენიმე დღე

ჯგუფის სიდიდე:
2-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ხატვა, ანალიზი, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები მუშაობენ ერთად, რომ შექმნან თავიანთი უბნის რუკა და განსაზღვრონ ძირითად ინსტიტუტებთან ასოცირებული უფლებები

მიზნები:

  • ადამიანის უფლებებში გათვითცნობიერება

  • ადამიანის უფლებათა იმ ადგილებთან დაკავშირება, სადაც ბავშვებს ყოველდღიურად უხდებათ ყოფნა

  • ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება იმ საზოგადოებაში, რომელშიც ბავშვები იზრდებიან

მომზადება:

შედარებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის: რუკის მონახაზის შექმნა

მასალები:

  • სახატავი საშუალებები, დიდი ფორმატის ფურცლები

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ადაპტირებული ვერსიის ასლები

მითითებები

1. დაყავით ბავშვები მცირერიცხოვან ჯგუფებად და მიეცით სახატავი საშუალებები და დიდი ფორმატის ფურცლები. სთხოვეთ, დახატონ უბანი სადაც ისინი ცხოვრობენ (ან სოფელი, თუ თემი შედარებით პატარაა). იგი უნდა მოიცავდეს მათ სახლებს, ძირითად საზოგადოებრივ ობიექტებს (მაგალითად, პარკებს, ფოსტას, მერიას, სკოლებს, რელიგიურ შენობებს), საზოგადოებრივ სამსახურებს(მაგალითად,, საავადმყოფოებს, სახანძრო სამსახურს, პოლიციას) და ნებისმიერ სხვა ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის (მაგალითად, პროდუქტის მაღაზიებს, სასაფლაოს, კინოთეატრს, აფთიაქს და სხვ.).

2. რუკების შედგენის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, გააანალიზონ თავიანთი რუკები ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის რომელ უფლებებს უკავშირებენ რუკებზე აღნიშნულ სხვადასხვა ობიექტს? მაგალითად, რელიგიურ შენობას აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას; სკოლას - განათლების მიღების უფლებას; ფოსტას - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ბიბლიოთეკას ან ინტერნეტ-კაფეს - ინფორმაციის მიღების და გადაცემის უფლებას. ამ უფლებების განსაზღვრის შემდეგ ბავშვებმა უნდა მოძებნონ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში შესაბამისი მუხლი (მუხლები) და რუკაზე ობიექტს მიუწერონ მუხლის (მუხლების) ნომერი.

3. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, ანახოს თავისი რუკა მთელ ჯგუფს და მოკლედ შეაჯამოს ადამიანის ის უფლებები, რომლებიც მის თემში გამოიყენება.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. ძნელი იყო თქვენი უბნის რუკის დახატვა?

ბ. რაიმე ახალი ხომ არ შეგიტყვიათ თქვენი უბნის შესახებ?

გ. გაგიკვირდათ ადამიანის უფლებათა აღმოჩენა თქვენს უბანში?

დ. რით განსხვავდება თქვენი რუკა სხვათა რუკებისგან?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დასმით:

ა. თუ არის თქვენს რუკაზე ისეთი ადგილი, რომელთანაც ადამიანის მრავალი უფლებაა დაკავშირებული?

ბ. თუ არის ისეთი ადგილი, რომელთანაც მხოლოდ ორიოდე ან არცერთი უფლებაა დაკავშირებული?

გ. არის თუ არა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ისეთი მუხლები, რომლებსაც თქვენს თემში განსაკუთრებით იყენებენ?

დ. არის ისეთი მუხლები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომლებიც არცერთ ჯგუფს არ გამოუყენებია საკუთარ რუკებზე? რით შეიძლება ეს აიხსნას?

ე. არის თუ არა ისეთი ობიექტები თქვენს უბანში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა?

ვ. არიან თუ არა ისეთი ადამიანები თქვენს თემში, რომელთა უფლებებიც ირღვევა?

ზ. რა ხდება თქვენს თემში, როდესაც ვინმეს უფლება ირღვევა?

თ. არის ისეთი ადგილები თქვენს თემში, რომლებსაც ადამიანები მიმართავენ, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები ან თავიდან აიცილონ მათი დარღვევა?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* თქვენი რუკების გამოყენებით გაისეირნეთ უბანში და დააკვირდით უფლებების პრაქტიკულ გამოყენებას.

* სავარჯიშოში „კომპასიტოს“ „რეპორტიორი“, გვ. 117, ბავშვებს ასევე მოეთხოვებათ თავიანთი თემის შეფასება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

მოიწვიეთ უბნის სოციალური მუშაკი, ძველი მკვიდრი ან ადგილობრივი აქტივისტი, რომელიც მოუყვება ჯგუფს, თუ რას ფიქრობს უბანზე, როგორ იცვლება იგი და რისი გაკეთებაა საჭირო, რომ საცხოვრებლად უკეთეს ადგილად იქცეს. დაეხმარეთ ბავშვებს, დაფიქრდნენ, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ ცვლილების განხორციელებაში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ამ სავარჯიშოში ნავარაუდევია, რომ ბავშვები გარკვეულწილად იცნობენ ადამიანის უფლებებს და იგი ეხმარება ამ კონცეფტუალური ცოდნის ნაცნობ გარემოში გამოყენებას. მაგრამ ბავშვებს შეიძლება მაინც დასჭირდეთ დახმარება მათთვის ჩვეული ობიექტების უფლებებთან დაკავშირებაში, მაგალითად, პროდუქტის მაღაზიის, ჯანდაცვის ან ცხოვრების სათანადო დონის უფლებასთან.

* ამ სავარჯიშოს გზავნილი ძალზე დადებითია: ჩვენ ყოველდღე ვსარგებლობთ ადამიანის უფლებებით ჩვენს უბანში. უფლებების დარღვევის შემთხვევები შეგიძლიათ სხვა დღეს განიხილოთ, რათა საშუალება მისცეთ ბავშვებს, გაითავისონ ეს პოზიტიური ეფექტი.

* ზოგ მცირეწლოვან ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს რუკის წაკითხვის გამოცდილება და დრო დასჭირდეს გასაგებად და შესაჩვევად. შეგიძლიათ დაიწყოთ იმ ოთახის, სათამაშო მოედნის ან შენობის რუკის დახატვით, რომელშიც ბავშვებს ხვდებით.

სხვადასხვა ვარიანტი:

  • სავარჯიშოს თითოეული ნაწილი სხვადასხვა დღეს ჩაატარეთ, რაც დროს მისცემს ბავშვებს, მიეჩვიონ რუკის წაკითხვას და შეძლონ უბნის რუკის შედგენა.

  • გამოუყავით თითოეულ ჯგუფს ერთი კონკრეტული უფლება, რომელსაც გაითვალისწინებენ რუკის დახატვის დროს.

  • ამ სავარჯიშოსთვის უმჯობესია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნაცვლად გამოიყენოთ ბავშვის უფლებათა კონვენცია.

  • კონცენტრირება მოახდინეთ უფლებათა ერთ საკითხზე, როგორიც არის, მაგალითად, არაძალადობრივი ქცევა ან ცხოვრების ადეკვატური პირობები, და დააკვირდით, რა ასახვას ჰპოვებს ეს საკითხი უბანში.

წყარო: ადაპტირებულია ანეტ ფეი იაკობსენის პრეზენტაციიდან, ადამიანის უფლებათა დანიის ინსტიტუტი

ადაპტაცია შედარებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის:

  • სამუშაოდ შეარჩიეთ ბავშვისთვის ნაცნობი ადგილი, მაგალითად, უშუალო შემოგარენი, სკოლა ან სახლი. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო პატარა უნდა იყოს ის მიდამო, რომელსაც რუკაზე დახატავს.

  • მოამზადეთ სამგანზომილებიანი რუკა მუყაოს, ყუთებისა და სახატავი მასალის გამოყენებით.

  • დრო რომ დაიზოგოს და კონცენტრირება რუკის შედგენის პროცესზე მოხდეს, მიეცით ბავშვებს უბნის მზა რუკა ან აეროფოტო, რომელსაც შეავსებენ და აღნიშვნებს გააკეთებენ. ევროპის უმეტესი ნაწილის ახლო აეროხედების მოძიება შეიძლება Google Earth-ზე: http://earth.google.com/download-earth.html

გამოტოვეთ მე-2 საფეხური, თუ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლები უფლებებთან არის დაწყვილებული.

ადაპტაცია შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის:

  • დახატეთ რუკები მასშტაბში.

  • დაყავით ბავშვები ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს გასაანალიზებლად მიეცით ერთი საერთო რუკის ცალკეული ნაწილი.

  • სავარჯიშოსშემდგომი განხილვის დროს ჰკითხეთ ბავშვებს, მათ მიერ აღნიშნულ უფლებებში რომელია სამოქალაქო და პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. ხომ არ სჭარბობს რუკაზე ერთი სახის უფლება? ხომ არ სჭარბობს ერთი სახის უფლება რომელიმე კონკრეტულ უბანში (მაგალითად, მეტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლოსთან, მერიასთან ან პოლიციასთან)?

7.37 31. უფლებების მოძრავი კონსტრუქცია

▲ზევით დაბრუნება


ვამაყობ, რომ შემიძლია ყველას დავანახო ჩემი უფლებები

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, გენდერული თანასწორობა

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
10—13 წელი

ხანგრძლივობა:
120—180 წუთი

ჯგუფის სიდიდე: 1—20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
შემოქმედებითი სავარჯიშო

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები ამზადებენ მოძრავ კონსტუქციას (იხ. ამ სავარჯიშოს ბოლოს მოცემული სურათი), რომელზეც დაკიდებულია ფურცლები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებების აღწერით

მიზნები:

  • ძირითადი უფლებების არსსა და შინაარსზე მსჯელობა

  • იმის განსაზღვრა, თუ რომელი უფლებებია დაცული იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ

  • იმის განსაზღვრა, თუ როგორ გავლენას ახდენს გენდერული განსხვავება ადამიანის უფლებებზე

მომზადება:

  • წინასწარ მოსინჯეთ კონსტრუქციის დამზადება

  • აჩვენეთ უკვე დამზადებული კონსტრუქცია ბავშვებს, რომ მიახვედროთ, რა მოეთხოვებათ

  • დიდ ფურცლებზე ან დაფაზე ჩამოწერეთ ათი ძირითადი უფლების შემოკლებული ვარიანტი

  • გამოჭერით ადამიანების გამოსახულებები

მასალები:

  • თეთრი მუყაოს ქაღალდიდან გამოჭრილი ადამიანის გამოსახულება

  • გასაფერადებელი მასალები (მაგ. ცვილის ფანქრები, საღებავები, მარკერები)

  • ლურჯი, თეთრი და წითელი მოგრძო ფურცლები, სამ—სამი თითოეული ბავშვისათვის

  • დიდი ფორმატის ფურცლები ან დაფა უფლებების ჩამოსაწერად

  • პატარა, მსუბუქი, 20 სმ სიგრძის ჯოხები (ხის, პლასტმასის ან მეტალის)

  • წვრილი თოკი

  • წებო, წებოვანი ლენტი ან „სტეპლერი“; ქინძისთავები ან პატარა ლურსმნები

  • მაკრატლები

  • (არ არის სავალდებულო) ჟურნალი ილუსტრაციების ამოსაჭრელად

მითითებები

1. სავარჯიშოს დაწყებისთანავე აჩვენეთ ბავშვებს მოძრავი კონსტრუქცია და აუხსენით, რომ მათ უნდა გააკეთონ ასეთივე კონსტუქცია, რომელზეც დაიკიდება ფურცლები ადამიანის უფლებების აღწერით (იხ. ილუსტრაცია).

2. სთხოვეთ ბავშვებს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთში ისაუბრონ (წყვილად) და განსაზღვრონ, თუ რა არის მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი (მაგალითად, ოჯახი, მეგობრები, საჭმელი, სახლი, სკოლა, თამაში).

3. მიეცით თითოეულ ბავშვს ცარიელი ქაღალდისგან გამოჭრილი ადამიანის გამოსახულება. სთხოვეთ, რომ ერთ მხარეს თავისი სახელი დაწერონ, მეორე მხარეს კი საკუთარი თავის აღმნიშვნელი რაიმე სიმბოლო გამოსახონ.

4. აუხსენით ბავშვებს, რომ ადამიანს ყველა უფლება თანაბრად სჭირდება და მათ შორის არჩევანის გაკეთება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მოძრავი კონსტრუქციისთვის ბავშვებმა უნდა გამოყონ ის უფლება, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით თითოებულ ბავშვს სამი წითელი, სამი ლურჯი და სამი თეთრი მოგრძო ფურცელი და აუხსენით, რომ წითელი ნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვანს, ლურჯი - მნიშვნელოვანს და თეთრი - ნაკლებად მნიშვნელოვანს.

5. აჩვენეთ ბავშვებს დიდ ფურცლებზე ჩამოწერილი უფლებები. წაუკითხეთ მათ უფლებების ადაპტირებული ვერსია და იმსჯელეთ თითოეულ მუხლში მოცემულ უფლებებზე. ჰკითხეთ ბავშვებს, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის მუხლი და სთხოვეთ, მოგიყვანონ თითოეულ მუხლში აღწერილი უფლების მაგალითი. შემდეგ დაფაზე ჩამოთვლილი უფლებებიდან ბავშვებმა მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უნდა ამოარჩიონ და წითელ ფურცლებზე დაწერონ. ნაკლებადმნიშვნელოვანი უფლებები ლურჯ ფურცლებზე უნდა დაწერონ, ხოლო ყველაზე ნაკლებადმნიშვნელოვანი - თეთრ ფურცლებზე. ახსენით, რომ მიუხედავად ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისა, ამ სავარჯიშოსთვის ბავშვებმა ის ცხრა უფლება უნდა აირჩიონ, რომლებიც მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

6. მას შემდეგ, რაც ბავშვები ფერად მოგრძო ფურცლებზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ცხრა უფლებას ჩამოწერენ, აუხსენით, როგორ დაამზადონ მოძრავი კონსტრუქცია. უჩვენეთ, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ კონსტრუქციის წონასწორობა.

7. დაკიდეთ კონსტრუქცია გამოსაჩენ ადგილას, მაგალითად, ჭერში.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. მას შემდეგ, რაც ბავშვები კონსტრუქციას დაამზადებენ, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით, გააანალიზეთ უფლებების თანამიმდევრობა. იმსჯელეთ მიღებულ შედეგებზე შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. რომელი უფლებები აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯგუფისთვის? როგორ ახსნით ამას?

ბ. რომელი უფლებები აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებადმნიშვნელოვანი ჩვენი ჯგუფისთვის?როგორ ახსნით ამას?

გ. რომელი უფლებებია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის? განსხვავდება თუ არა თქვენი პირადი არჩევანი ჯგუფის არჩევანისგან? როგორ ახსნით ამას?

დ. არის თუ არა განსხვავება ბიჭების არჩევანსა და გოგონების არჩევანს შორის? როგორ ახსნით ამას?

ე. ხომ არ გეგულებათ ადამიანთა სხვა ჯგუფები, რომელთა არჩევანი თქვენგან განსხვავებული იქნება (მაგალითად, უნარშეზღუდული ბავშვები, ლტოლვილები, ეთნიკური უმცირესობები, უფროსები)?

ვ. არის თუ არა დაცული ეს უფლებები ჩვენს საზოგადოებაში?

2. იმსჯელეთ ჩატარებული სავარჯიშოს შესახებ შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. რა აზრის ხართ ჩატარებულ სავარჯიშოზე?

ბ. ძნელი იყო პრიორიტეტული უფლებების გამოყოფა?

გ. სავარჯიშოს რომელი ეტაპი მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?

დ. რამემ ხომ არ გაგაკვირვათ?

3. დაუკავშირეთ ჩატარებული სავარჯიშო ადამიანის ზოგად უფლებებს ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვების დახმარებით:

ა. რა არის უფლება?

ბ. რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობა და არა მხოლოდ იმ უფლებებით, რომლებიც ყველაზე მეტად მოგვწონს?

გ. გოგოების და ბიჭების უფლებები განსხვავდება ერთმანეთისგან?

დ. უფროსებს განსხვავებული უფლებები აქვთ?

ე. როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბავშვებს ერთნაირი უფლებები აქვთ? რატომ? თუ არა, რატომ არა?

ვ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს ცხოვრების თანაბარი პირობები ჰქონდეს?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

სავარჯიშო „უმნიშვნელოვანესი ვისთვის?“, გვ. 162, ეხმარება უფლებების ერთმანეთზე დამოკიდებულების ცნების დამკვიდრებას.

იდეები, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* დაუკავშირდით იმ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად აღიარებული უფლებების სფეროში მუშაობენ, და სცადეთ მათთან თანამშრომლობა.

* ბავშვებმა ზოგიერთი უფლება არ იციან და ამის გამო შესაძლოა ის ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვალონ. შეისწავლეთ ეს უფლებები და დაადგინეთ, თუ რა როლი ენიჭება მათ საზოგადოებაში.

* დაკიდეთ ბავშვების მიერ დამზადებული კონსტრუქციები და მათზე მიმაგრებული უფლებები საჯარო თავშეყრის ადგილას (მაგალითად, ბიბლიოთეკაში, ფოსტაში, სკოლის დერეფნებში). გამოიყენეთ ეს მასალები 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დღის აღნიშვნისას ან სხვა ღირშესანიშნავ დღეებში (იხ. „ადამიანის უფლებების კალენდარი,“ გვ. 54).

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ არც ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების შერჩევის უფლება და არც მთავრობას. ჩვენ ყველა უფლება თანაბრად გვჭირდება. განმარტეთ, რომ ეს სავარჯიშოეხმარება ბავშვებს, დაადგინონ, რომელი უფლებაა პირადად მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუთითეთ, რომ მნიშვნელოვანია უფლებების ურთიერთდამოკიდებულების აღნიშვნა „მითითებების“ მესამე საფეხურზე და „სავარჯიშოსშემდგომი განხილვის და შეფასების“ პირველი ნაწილის პირველკითხვაში.

* წინასწარ დაამზადეთ მცირე ზომის კონსტრუქცია და ივარჯიშეთ კონსტრუქციის წონასწორობის და ფურცლებს შორის სწორი ინტერვალების დაცვაში, ასევე იმაში, თუ როგორ უნდა მიამაგროთ ქაღალდი ჯოხებს და თოკებს, წებოვანი ლენტის, წებოს თუ სტეპლერის გამოყენებით.

* ბავშვის უფლებათა კონვენციიდან შეგიძლიათ ის უფლებები აირჩიოთ, რომლებიც თქვენს ჯგუფს ყველაზე მეტად მიესადაგება.

სხვადასხვა ვარიანტი:

  • უფრო დიდხანს გააგრძელეთ ეს სავარჯიშო. ბავშვებს შეუძლიათ დაამზადონ დაკიდებული კონსტრუქცია, რომელიც მთელ საზოგადოებას, ევროპას ან მსოფლიოს გამოხატავს.

  • მიეცით ბავშვებს ქაღალდის ცხრა ფერადი მოგრძო ლენტი, მაგრამ არჩევანი მათ ცხრაზე მეტი უფლებიდან უნდა გააკეთონ.

  • სთხოვეთ ბავშვებს გამოჭრან საკუთარი სილუეტები.

  • სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ ნახატები ფერადი ქაღალდის ლენტებზე ან გამოჭრან და დააწებონ ამ ლენტებზე უფლებების გამომხატველი (ჟურნალიდან ამოჭრილი) სურათები.

  • უფრო მეტი ვიზუალური ეფექტის მოსახდენად დაამზადეთ დიდი ზომის დაკიდებული კონსტრუქცია.

  • ჯგუფის სიდიდის, დროისა და წამყვანთა რაოდენობის გათვალისწინებით ბავშვებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც ცალ-ცალკე, ისე მცირერიცხოვან ჯგუფებში. ჯგუფური მუშაობისას ბიჭები და გოგონები ცალკე უნდა ვამუშაოთ, რომ გამოჩნდეს გენდერული თავისებურებები უფლებებთან მიმართებაში.

ადაპტირებული ვარიანტი:

  • მცირე ასაკის ბავშვებისთვის: მათ შეიძლება წამყვანის დახმარება დასჭირდეთ;

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: სთხოვეთ ბავშებს, დაამზადონ დასაკიდი კონსტუქცია მცირერიცხოვან ჯგუფებში, სადაც ყველა უნდა შეთანხმდეს იმაზე, თუ რა ჩამოკიდონ კონსტუქციაზე. „სავარჯიშოსშემდგომ განხილვასა და შეფასებაში“ მოცემულ იტხვებს უნდა დაემატოს ისეთი კითხვები, რომლებიც ჯგუფურ მუშაობას და საბოლოო ტექსტზე შეთანხმების მიღწევას დაეხმარება.

მოძრავი კონსტრუქცია, რომელზეც დაკიდებულია
ფურცლები ადამიანის უფლებების აღწერით

0x01 graphic

უფლებების სქემა

ქვემოთ მოყვანილი სქემა შეიძლება გამოყენებული იქნეს თითოეული უფლებისთვის „ქულის“ დასაწერად. „წითელი უფლებები“ აღნიშნეთ 3-ით, „ლურჯი უფლებები“ 2-ით, ხოლო დარჩენილი „თეთრი უფლებები“ 1-ით.

ადამიანის უფლებები

გოგონები

ბიჭები

საერთო
შეფასება

საბოლოო
შეფასება

ყველა ბავშვს აქვს
დაცვის უფლება

ყველა ბავშვს აქვს
განათლების უფლება

ყველა ბავშვს აქვს
ჯანდაცვის უფლება

ყველა ბავშვს აქვს
თავისუფალი დროისა და
თამაშის უფლება

ყველა ბავშვს აქვს
სახელის და
ეროვნების უფლება

ყველა ბავშვს აქვს
რელიგიის არჩევის
უფლება

ყველა ბავშვს აქვს
ინფორმაციის მიღებისა და
გავრცელების უფლება

ყველა ბავშვს აქვს ჯგუფად
შეკრების უფლება

ყველა ბავშვს აქვს უფლება,
იცხოვროს სახლში
თავის ოჯახთან ერთად

7.38 32. უხმო დიქტორი

▲ზევით დაბრუნება


დამაკვირდი და ჩემი ტუჩების მოძრაობით მიხვდი, რას ვამბობ

თემები:
დისკრიმინაცია, ჯანმრთელობა, მონაწილეობა

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
8-13 წელი

ხანგრძლივობა:
45 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
6-21 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
როლების თამაში, გამოცნობა

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები უხმოდ კითხულობენ ბავშვის უფლებათა კონვენციის ერთ-ერთ მუხლს; მათი ჯგუფის წევრები აკვირდებიან მათი ტუჩების მოძრაობას და ცდილობენ, გაიგონ ამ მუხლის შინაარსი

მიზნები:

  • იმის გაცნობიერება, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან სმენადაქვეითებული ადამიანები

  • იმაში გარკვევა, თუ როგორია ტუჩების მოძრაობით მეტყველების აღქმის უნარი და როგორ შევუწყოთ მას ხელი

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლების გამეორება

  • პოზიტიური დისკრიმინაციის აუცილებლობის გაცნობიერება

მომზადება:

  • ყველა ბავშვისთვის მოამზადეთ ბარათები, რომლებზეც მოცემულია ბავშვის უფლებათა კონვენციიდან შერჩეული მუხლები. ყოველ ბარათზე უნდა ეწეროს ბავშვის სახელი, მუხლის ნომერი და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული ტექსტი

  • კოლოფი გამოჭერით ისე, რომ გამოვიდეს ტელეეკრანის მსგავსი ჩარჩო, საიდანაც დიქტორი გამოვა, ან გამოიყენეთ არსებული თოჯინების თეატრის სცენა

  • გაამრავლეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსიის ტექსტი და დაურიგეთ ყველა ბავშვს

მასალები:

  • ბარათები, რომლებზეც ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებია მოცემული

  • ბავშვისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი ბავშვის უფლებათა კონვენციის ასლი

  • რაიმე ტიპის ჩარჩო დიქტორისთვის

  • ჩანთა ან კალათა ბარათებისთვის, სადაც ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლების აღმნიშვნელი ბარათები ჩაიდებაბ მითითებები

1. განმარტეთ, რომ ამ სავარჯიშოს სჭირდება მსაჯი და ჰკითხეთ ბავშვებს, ვინ იმსაჯებს თავისი სურვილით. გაყავით ბავშვები სამ ან ოთხკაციან გუნდებად. დაურიგეთ ყველას ბავშვის უფლებათა კონვენციის მათთვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის ასლები. მათთან ერთად გადახედეთ კონვენციას და დარწმუნდით, რომ ყველა იცნობს დოკუმენტს.

2. განმარტეთ სავარჯიშო:

ა. ყოველი გუნდიდან თითო ბავშვი „უხმო მოსაუბრე“ იქნება. მსაჯი სთხოვს თითოეულ მონაწილეს, აიღოს ბარათი, რომელზეც ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლია მოცემული. „უხმო დიქტორი“ დგება ჩარჩოში და იწყებს მუხლისკითხვას; ის ასახელებს მუხლის ნომერს და სათაურს და შემდეგ აგრძელებს ტუჩების მკაფიო მოძრაობით უხმოდ კითხვას. დიქტორის გუნდის წევრები ცდილობენ გამოიცნონ, თუ რომელ მუხლს კითხულობს ის.

ბ. მსაჯი წერს ანგარიშს თითოეული გუნდისთვის. გუნდს შეუძლია მიიღოს:

გ. სამი ქულა, თუკი სათაურსაც გაიგებს და ტექსტსაც. დ. ერთი ქულა, თუკი გამოიცნობს მუხლის სათაურს და იმ უფლებას, რომელიც მასშია აღწერილი.

ე. თუკი გუნდი დიქტორის მიერ მუხლის კითხვის დასრულებამდე მას ვერ გამოიცნობს, ის ქულას ვერ მიიღებს.

3. დაიწყეთ სავარჯიშო. მას შემდეგ, რაც გუნდის თითოეული წევრი დიქტორის როლს შეასრულებს,

გამოაცხადეთ პირველი რაუნდის ქულები. ის გუნდი, რომლის წევრი უმაღლეს ქულას მიიღებს, იწყებს შემდეგ რაუნდს. სავარჯიშო იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ყველა ბავშვი არ ითამაშებს დიქტორის როლს.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. მოაწყვეთ სავარჯიშოსშემდგომი განხილვა შემდეგი კითხვების გამოყენებით:

ა. რას გრძნობდი უხმოდ კითხვის დროს? ძნელი იყო? სახალისო იყო? დამღლელი იყო?

ბ. რა აადვილებს უხმოდკითხვას? რა ართულებს მას?

გ. რით ეხმარებოდი უხმოდ კითხვისას მსმენელებს და როგორ გაუადვილე მათ ტექსტის გაგება?

დ. რით განსხვავდებოდნენ დიქტორები ერთმანეთისგან? იყო თუ არა ზოგიერთი დიქტორის გაგება უფრო ადვილი?

ე. იყო თუ არა ზოგიერთი ბგერა ან სიტყვა უფრო იოლი გასაგები სხვებთან შედარებით?

2. განიხილეთ ეს სავარჯიშო სმენადაქვეითებულთა კონტექსტში. ამაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, ვისაც მუდმივად ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვება სჭირდება. ვინ არიან ეს ადამიანები ?

ბ. იცნობთ ვინმეს, ვისაც სმენასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს?

გ. ბგერის წარმოთქმისას ტუჩებზე დაკვირვებით გამონათქვამის მხოლოდ ერთი მესამედის გაგებაა შესაძლებელი. როგორ იგრძნობდი თავს, სულ რომ ტუჩების მოძრაობაზე გიხდებოდეს დაკვირება? დამღლელი იქნებოდა? სახალისო იქნებოდა?

დ. აღწერე ის ყოველდღიური სიტუაცია, რომელშიც სმენადაქვეითებულ ადამიანს განსაკუთრებით უჭირს ყოფნა.

3. განიხილეთ სმენის დაქვეითება ადამიანის უფლებების კონტექსტში შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. რა აძლევს სმენადაქვეითებულ ადამიანებს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრების საშუალებას? საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას?

ბ. სმენადაქვეითებულ ბავშვებს რაიმე განსაკუთრებული, მათთვის აუცილებელი ხომ არ სჭირდებათ?

გ. რა საშუალებით ეხმარება ჩვენი საზოგადოება სმენადაქვეითებულებს? სხვა შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებს?

დ. თქვენ რით შეგიძლიათ უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება?

ე. აქვთ თუ არა შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებს უფლება, ჰქონდეს ის, რაც სჭირდებათ? რატომ?

ვ. ახსენით, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლი 23 ნათლად განსაზღვრავს, რომ უნარშეზღუდულ ბავშვებს აქვთ უფლება, მიიღონ დახმარება, რათა სრულად შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება. რა უშლის ხელს უნარშეზღუდულ ბავშვებს, რომ თავიანთი უფლებებით ისარგებლონ? რა სახის დახმარება სჭირდება მათ?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშო სათაურით „თვალახვეული“, გვ. 104, იმ ადამიანების განსაკუთრებულ საჭიროებებს შეეხება, რომლებიც მხედველობასთანაა დაკავშირებული.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაატარონ სკოლის ან თემის „უხმო კვლევა“ და დაადგინონ, თუ რა სიტუაციაში ექმნებათ სმენადაქვეითებულ ბავშვებს განსაკუთრებული პრობლემები, შემდეგ კი შეუძლიათ გამოიკვლიონ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო კონკრეტული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

* ბავშვები შეიძლება გავაცნოთ ჟესტების იმ ენებს, რომლებიც დღეს ნამდვილ ენებადაა მიჩნეული. გააცანით ბავშვებს ჟესტების ის ენა, რომელიც მათ ქვეყანაში იხმარება.

* მოსწავლეებს შეუძლიათ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სასწავლო მასალების მოფიქრება, დამზადებაში დახმარება, მაგალითად, ბგერითი სათქმელის ჩანაცვლება ვიზუალური ხერხით (მაგალითად, შეჯიბრის დაწყებისას დროშის აფრიალება ნაცვლად ბგერითი სიგნალის მიცემისა), მათ შეუძლიათ მოიძიონ ნახატებით გადმოცემული ამბები, აგრეთვე, წაიკითხონ ტექსტი, რომელსაც თარჯიმანი კითხვის პარალელურად ჟესტების ენაზე „იტყვის“. სხვა სავარჯიშოების შესახებ შესაძლო რჩევების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ ყრუ-მუნჯთა საზოგადოებას.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ეს თამაში უნდა მიესადაგებოდეს ბავშვების ასაკს, კითხვის უნარს და ადამიანის უფლებების შესახებ მიღებულ ცოდნას. თუკი ბავშვებიკითხვაში კარგად გაწაფულნი არ არიან და ჯერ არ იციან ადამიანის უფლებების შესახებ, ეს სავარჯიშო უნდა გამარტივდეს და კონვენციის მუხლების წაკითხვის ნაცვლად ბავშვებმა მხოლოდ სათაურები უნდა წაიკითხონ.

* რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ქულების დაწერას, რადგან ამან ბავშების ყურადღება შეიძლება სხვა, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე მიმართოს. ანგარიში მხოლოდ რაუნდის დასრულებისას გამოაცხადეთ და მიეცით უფლება უმაღლესი ქულის მიმღებ ჯგუფს, დაიწყოს შემდეგი რაუნდი. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ქულების დაგროვებისკენ სწრაფვა, თუმცა შესაძლოა ბავშვებისგან წინააღმდეგობა შეგვხვდეთ.

* წესებში კარგად გასარკვევად თამაშის დაწყებამდე სთხოვეთ ბავშვებს, ივარჯიშონ ჯგუფის წევრების სახელების უხმოდ წარმოთქმაში. დამსწრეთ უნდა გამოიცნონ, თუ რა სახელი წარმოითქვა.

* განმარტეთ, შეიძლება თუ არა მიმიკის და სხეულის მოძრაობის გამოყენება. უფრო ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა ამ ტიპის დახმარება დასჭირდეთ.

7.39 33. ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მაგალითები

▲ზევით დაბრუნება


ფიზიკურ/ფსიქოლოგიური ზეწოლის ჩამდენი ნებისმიერი პირი
შენიღბული ლაჩარია!

თემები:
დისკრიმინაცია, ძალადობა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
7 - 13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
დისკუსია, მოძრაობა

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები მსჯელობენ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის ჩამდენებზე და აჩვენებენ, თუ როგორ მოიქცევიან ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის სხვადასხვა შემთხვევაში

მიზნები:

  • სხვადასხვა სახის ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის განხილვა

  • სტრატეგიის, ადამიანების და ორგანიზაციების იდენტიფიცირება ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად

  • ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირების სხვადასხვა სახის ანალიზი

მომზადება:

  • დანომრეთ ოთახის 4 კუთხე ციფრებით 1-4. ბავშვებმა თავისუფლად უნდა იმოძრაონ კუთხეებს შორის

მასალები:

  • საკმარისი სივრცე, რომ ბავშვებმა წრეში დაჯდომა შეძლონ

  • ფერადი ქაღალდები

  • მარკერები

  • მაკრატელი

მითითებები

1. გააცანით ბავშვებს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის სგანი და დასვით შემდეგი კითხვები:

  • რას ნიშნავს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლა?

  • რა სახის ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ ადამიანებს?

  • როგორ ფიქრობთ, რატომ მიმართავენ ადამიანები ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლას ერთმანეთის მიმართ?

  • რა გავლენას ახდენს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე, ვინც მისი მსხვერპლი ხდება? ვინც სხვის მიმართ ახორციელებს ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლას? მთელს საზოგადოებაზე?

2. სთხოვეთ თითოეულ ბავშვს, გამოჭრას ფერადი ქაღალდისგან საკუთარი ხელის გამოსახულება. შემდეგ ყველა თითისთვის მოიფიქროს თითო ადამიანი (მაგალითად, მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი სკოლის ადმინისტრატორი, პოლიცია, კონსულტანტი, და-ძმა), ვისაც მიმართავს, თუ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდება. სთხოვეთ ბავშვებს ისაუბრონ იმ დამხმარეებზე, ვინც დაასახელეს.

3. უთხარით ბავშვებს, რომ ახლა განიხილავთ სხვადასხვა გზას, თუ როგორი რეაგირება შეუძლიათ ადამიანებს მოახდინონ ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. ამის საილუსტრაციოდ:

ა. წამყვანი წაიკითხავს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის აღწერას. თითოეული სიტუაციისთვის მოცემულია სამი სავარაუდო რეაგირება. გარდა ამისა, ყოველთვის შეიძლება მეოთხე რეაგირების მოფიქრება.

ბ. ოთახის თითოეული კუთხე დანომრილია. როდესაც თქვენ მოისმენთ სიტუაციას და რეაგირების შესაძლო ვარიანტებს, წადით იმ კუთხეში, რომლის ნომერიც შეესაბამება თქვენს მოქმედებას.

4. წაიკითხეთ ფიზიკურ/ფსიქოლოგიური ზეწოლის სიტუაცია და მიეცით ბავშვებს დრო, რომ აირჩიონ რეაგირების სახე და წავიდნენ ოთახის შესაბამის კუთხეში. როდესაც ბავშვები სათანადო პოზიციას დაიკავებენ, ჰკითხეთ თითოეულ კუთხეში მდგომ ბავშვებს, რატომ აირჩიეს აღნიშნული რეაგირება, მისინუპირატესობა და სირთულეები. ღია კუთხეში მდგომ ბავშვებს სთხოვეთ, აღწერონ, თუ როგორი იქნება მათი რეაგირება.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის ხუთი ან ექვსი სცენის გათამაშების შემდეგ გაარჩიეთ სავარჯიშო და დასვით შემდეგი კითხვები:

  • როგორ მოგეწონათ სავარჯიშო?

  • ძნელი ხომ არ იყო ზოგიერთ მაგალითზე რეაგირება? რომელზე და რატომ?

  • შეგიძლიათ თუ არა დაუკავშიროთ რომელიმე მაგალითი თქვენს გამოცდილებას?

  • სჭირდება თუ არა დახმარება და მხარდაჭერა ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლს? რატომ?

  • ვის შეუძლია მიმართოს დახმარების და მხარდაჭერისთვის ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლმა?

  • დაასახელეთ ზოგიერთი მიზეზი, რის გამოც სხვათა მიმართ ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავენ. რამდენად სამართლიანია ეს მიზეზები?

  • რას მოიმოქმედებდით, ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი რომ გამხდარიყავით და ის ადამიანი, ვისაც დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მიმართეთ, არანაირ რეაგირებას არ მოახდენდა?

  • არის თუ არა ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის რომელიმე სახეობა, რომელსაც ხშირად ეგუებიან ბავშვები და უფროსები?

  • ვისი მოვალეობაა, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლ ბავშვებს?

  • შეიძლება თუ არა ზრდასრული ადამიანი გახდეს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი? დაასახელეთ მაგალითები.

  • ვისი მოვალეობაა, დაეხმაროს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლ ზრდასრულ ადამიანებს?

  • რა შეიძლება გაკეთდეს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც თავად მიმართავენ ფიზიკურ/ ფსიქოლოგიურ ზეწოლას სხვათა მიმართ, რომ მათი ქცევა შეიცვალოს?

  • რა მოხდება, თუ არავინ გაუწევს წინააღმდეგობას ადამიანებს, ვინც ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავს სხვათა წინააღმდეგ?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს და დასვით შემდეგი კითხვები:

  • აქვს ვინმეს სხვის მიმართ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების უფლება? რატომ აქვს ან რატომ არა აქვს?

  • ადამიანის რომელი უფლება ირღვევა, როდესაც სხვათა მიმართ ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავენ?

  • როგორ გააუმჯობესებს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის აღკვეთა ადამიანის უფლებების გარემოს ყველასთვის?

3. განხილვის ბოლოს სთხოვეთ ბავშვებს, კვლავ დახედონ მათ მიერ გამოჭრილ „დახმარების ხელს“ და დაამატონ სხვა ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებსაც მიმართავენ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევაში. შემდეგ „დახმარების ხელები“ ოთახის რომელიმე ადგილზე მოათავსეთ, რომ ბავშვებმა შეძლონ მათი გამოყენება მომავალში.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

შეგიძლიათ ძალადობის თემის განხილვა გააგრძელოთ სავარჯიშოებით „როგორ ავიცილოთ ძალადობა“, გვ. 140, და „სიტყვები, რომლებიც გულს გვტკენს“ გვ. 159, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს სიტყვიერ ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და შეიძლება ზემოხსენებულ სავარჯიშომდე ან მის შემდეგ ჩაატაროთ.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

აღწერეთ ის გზები, რომლებიც ჯგუფს ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის საწინააღმდეგოკამპანიის საწარმოებლად შეუძლია გამოიყენოს და სთხოვეთ თემის წევრებს, რომ შეუერთდნენ ამ ინიციატივას. მაგალითად, მოაწყვეთ გამოფენა და მოიწვიეთ ბავშვებთან სასაუბროდ ბავშვთა დახმარების ორგანიზაციის პროფესიონალი მუშაკი და/ან მოახდინეთ სკოლაში მომუშავე იმ პირის იდენტიფიცირება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავენ.

დადგით თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც აჩვენებთ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ბავშვებმა იმ ადამიანებს, ვინც მათ მიმართ ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევა.

გაარკვიეთ, არსებობს თუ არა ადგილობრივი ცხელი ხაზი ბავშვებისთვის, რომელზეც შეიძლება დარეკო ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევაში. გაიგეთ, ადგილობრივი თემის რომელ სამსახურებს შეუძლიათ მიმართონ ბავშვებს დახმარებისთვის. ეს ინფორმაცია ბავშვებს მიაწოდეთ სავარჯიშოს დროს და, თუ შესაძლებელია, მოიწვიეთ ამ უწყებათა წარმომადგენლები ბავშვებთან სასაუბროდ.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

გაითამაშეთ, რომ გაქვთ ჯადოსნური ჯოხი/სალაპარაკო ჯოხი ან მიკროფონი, ისე, რომ ვისაც აზრის გამოთქმა სურს, თავის რიგს დაელოდოს.

შესაძლოა ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის რაიმე ფორმა ბავშვების ჯგუფშიც იყოს. ფიზიკური/ ფსიქოლოგიური ზეწოლა ყველა ბავშვზე სხვადასხვა გავლენას ახდენს და მან მრავალნაირი ფორმა შეიძლება მიიღოს. ფრთხილად იყავით იმ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა არსებობს ჯგუფში და ნუ გაამახვილებთ ყურადღებას რომელიმე პერსონალურ სიტუაციაზე.

ადაპტირებული ვარიანტი

დაწერეთ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის საკუთარი სცენები, რომლებსაც თქვენი ჯგუფის ბავშვები განიხილავენ, იმ სცენების ნაცვლად, რომლებიც წარმოდგენილი იყო.

დაყავით ბავშვები მცირე ჯგუფებად, მიეცით მათ განსახილველად ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის სიტუაციები და სთხოვეთ, გაითამაშონ როგორც ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის, ასევე მასზე რეაგირების სცენები. განიხილეთ თითოეული მაგალითი და სთხოვეთ სხვა ჯგუფებს, მოიფიქრონ რეაგირების ალტერნატიული გზები.

დასარიგებელი მასალა: ფიზიკური/ფსიქოლოგიური
ზეწოლის სცენები

თქვენი ამხანაგები უდიერად მოგიხსენიებენ, უზრდელ შეტყობინებებს გიგზავნიან და გაიძულებენ სხვადასხვა ნივთები მისცეთ. თქვენ ცუდად გრძნობთ თავს ამის გამო. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. არაფერი. ალბათ შეცდომა დაუშვით, რაკი თქვენი ამხანაგები ასე გექცევიან.

2. თქვენც უდიერად უნდა მოექცეთ და დაემუქროთ.

3. უნდა დაელაპარაკოთ მშობლებს ან მასწავლებელს და მოუყვეთ, რაც ხდება.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

თქვენი კლასელების ერთი ჯგუფი მობილური ტელეფონის გზავნილებით საწყენ ჭორებს ავრცელებს თქვენს შესახებ. ბევრ ბავშვს აღარ სურს თქვენთან თამაში და აღარც გელაპარაკებათ. თქვენი ამხანაგებიც კი ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს სიმართლეა. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. არაფერი. არავინ არ დაგიჯერებთ, თუ ყველას მიაჩნია, რომ ჭორები მართალია.

2. თქვენც უნდა დაიწყოთ ცუდი ჭორების გავრცელება სხვა ბავშვებზე.

3. ყველას უნდა უთხრათ, რომ ჭორები არ შეესაბამება სიმართლეს.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

თქვენი უფროსი და/ძმა გამუდმებით გირტყამთ როდესაც დაგიმარტოხელებთ და გემუქრებათ უარესით, თუ ვინმეს ეტყვით ამის თაობაზე. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. მშობლებს ან მასწავლებელს უნდა უთხრათ, რაც ხდება.

2. სკოლის ამხანაგებს უნდა სთხოვოთ, დაგეხმარონ დასთან/ძმასთან ჩხუბში

3. უთხრათ დას/ძმას, რომ უნდა შეწყვიტოს ასეთი ქცევა, რადგან ეს მტკივნეულია.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

მასწავლებელი სულელს გიწოდებთ ყოველთვის, როდესაც კლასში არასწორ პასუხს იძლევით, და ამბობს, რომ უაზროა თქვენთვის რაიმეს ახსნა, რადგან სწავლა არ შეგიძლიათ. სხვა ბავშვებმაც დაიწყეს თქვენი უდიერად მოხსენიება. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. პირდაპირ ხელმძღვანელ პირთან უნდა წახვიდეთ და უთხრათ, რაც ხდება.

2. დაიწყოთ გაკვეთილების გაცდენა, რადგან არ მოგწონთ სკოლაში სიარული.

3. ჰკითხოთ მშობლებს, თუ შეგიძლიათ კლასის ან სკოლის შეცვლა.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ამხანაგი აბრაზებს და დასცინის უმცროს ბავშვებს საზაფხულო ბანაკში. გარდა ამისა, იგი ართმევს მათ სხვადასხვა ნივთს. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. უთხრათ ბანაკის უფროსებს, რაც ხდება ისე, რომ ამხანაგმა ვერ გაიგოს.

2. დაეხმაროთ ამხანაგს პატარა ბავშვებისთვის ნივთების წართმევაში, რათა თქვენ არ წაგართვათ რამე ნივთი.

3. უთხრათ ამხანაგს, რომ, თქვენი აზრით, ის არასწორად იქცევა და რომ თავი უნდა დაანებოს პატარებს.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

სხვა სკოლის უფროსკლასელებს მოსწონთ თქვენი სკოლელი დაწყებითი კლასების მოსწავლეების გაბრაზება. ისინი უსაფრდებიან შინ მიმავალ ან ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ბავშვს, გარს შემოეხვევიან და ართმევენ ფულს, საჭმელს ან სათამაშოებს. ქვებსაც ესვრიან და უარესით ემუქრებიან. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და სკოლაში ჯგუფთან ერთად წახვიდეთ და იქიდანაც ჯგუფთან ერთად წამოხვიდეთ.

2. უფროსებს უნდა უთხრათ მომხდარის თაობაზე და დახმარება სთხოვოთ.

3. ქვები ან დანა უნდა ატაროთ თავის დასაცავად.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

კლასში ახალი მოსწავლე ბიჭი გადმოვიდა, რომელიც ლტოლვილია. თქვენი ამხანაგები რასისტული გამონათქვამებით მიმართავენ, დასცინიან მისი ქართულის ცოდნის დონეს და ეუბნებიან, წადი შენს სამშობლოშიო. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. თქვენც უნდა შეუერთდეთ მათ, ის ხომ თქვენი მეგობარი არ არის და არც უნდა გაღელვებდეთ.

2. უთხრათ მასწავლებელს, რომ თქვენი ამხანაგები რასისტული გამონათქვამებით მიმართავენ ახალ მოსწავლეს.

3. შესთავაზოთ ბიჭს ქართულში მეცადინეობა მაშინ, როდესაც არ თამაშობთ, რომ დაეხმაროთ მას სიტუაციის ადაპტირებაში.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

თქვენ აბრაზებდით ერთ-ერთ ამხანაგს, რომელსაც მართლაც უჭირდა წერა-კითხვა. შემდეგ შენიშნეთ, რომ ის მარტო იჯდა. ერთხელაც კი დაინახეთ, რომ თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. არაფერი, რადგან ალბათ ცუდი დღე ჰქონდა და თქვენთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს.

2. აღარ გააბრაზებთ ამხანაგს და ჰკითხავთ, რატომ ტირის.

3. ეტყვით ამხანაგს, რომ აღარ გააბრაზებთ სხვათა თანდასწრებით, მაგრამ ისე ნამდვილი შტერია და დამატებითი მეცადინეობა სჭირდება.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

გყავთ უფროსი ნახევარძმა, რომელსაც ძალიან უყვარხართ. მას ხშირად უნდა თქვენი მოფერება და მოხვევა. თქვენ ეს უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ, თუმცა თქვენც გიყვართ ის. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

1. უნდა უთხრათ მშობლებს ან მეორე ძმას/დას.

2. წინააღმდეგობა გაუწიოთ და როცა მოფერებას დაგიპირებთ, დაარტყათ.

3. თავი უნდა მოარიდოთ და დისტანციაზე ამყოფოთ.

4. სხვანაირად უნდა მოიქცეთ (ღია კუთხე).

7.40 34. ღორმუცელა

▲ზევით დაბრუნება


მომეცი, მომეცი, მომეცი!

თემები:
მშვიდობა და ადამიანების უსაფრთხოება, სიღარიბე და სოციალური გარიყვა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ხანგრძლივობა:
40-60 წთ.

ჯგუფის სიდიდე:
6-12 ბავშვი

ასაკი:
8 — 13 წელი

სავარჯიშოს ტიპი:
ჯგუფური მოლაპარაკებები, განხილვა

სავარჯიშოს აღწერა:

ჯგუფები აწარმოებენ მოლაპარაკებას ერთმანეთში პროდუქტების გაყოფასთან დაკავშირებით

მიზნები:

  • მოლაპარაკების და მშვიდობის პროცესის აღმოჩენა

  • „თანასწორუფლებიანობის“ საკითხის განხილვა

  • სიღარიბის სისტემების განხილვა

მომზადება:

  • ამობეჭდეთ ქვემოთ მოცემული დასარიგებელი მასალა ან დაწერეთ დაფაზე

  • მოამზადეთ საკვები

მასალები:

  • პროდუქტების სულ ცოტა 40 დასახელება (მაგალითად, ნამცხვრები, თხილი, ყურძენი)

  • დასარიგებელი მასალის ასლები

მითითებები

1. დაყავით ბავშვები ორ გუნდად და მიეცით თითოეულ მათგანს წესების ფურცელი და პროდუქტების ოც-ოცი სახეობა.

2. აუხსენით თამაშის წესები და დარწმუნდით, რომ ყველამ კარგად გაიგო ისინი, განსაკუთრებით ის, რომ ყველა პროდუქტი ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება გუნდებს შორის.

ა. თამაშის დროს ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაყონ პროდუქტები გუნდებს შორის. თამაშისთვის თითოეულ გუნდს აქვს პროდუქტების ოცი სახეობა. ჩატარდება სამი რაუნდი და თითოეული გუნდი რიგ-რიგობით მიიღებს მათში მონაწილეობას.

ბ. თითოეულ რაუნდში ყოველ გუნდს ეტყვიან, რამდენი სახეობა უნდა გაუყოს მეორე გუნდს. პირველი გუნდი სთავაზობს გაყოფის გზას, რომელიც მეორე გუნდს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს. თუ გუნდის წევრები წინადადებას მიიღებენ, მაშინ პროდუქტები გაიყოფა შემოთავაზებული წინადადების მიხედვით. თუ მათ არ მოეწონებათ წინადადება, მაშინ პირველ გუნდს ექნება კიდევ ერთი შანსი ახალი წინადადების მიწოდებისთვის. თუ არც მათი მეორე წინადადება იქნება გაზიარებული, მაშინ ყველა გასაყოფი პროდუქტი დაუბრუნდება წამყვანს და არავინ მიიღებს რაიმეს.

i. მაგალითად, გუნდი, რომელმაც უნდა გაყოს ათი სახეობა, გადაწყვეტს, რომ თავისთვის დაიტოვოს რვა სახეობა და მეორე გუნდს მისცეს მხოლოდ ორი. ამის შემდეგ გუნდს კვლავ ეძლევა ერთი შანსი. გუნდის წევრები გადაწყვეტენ ათი სახეობის ტოლ ნაწილებად დაყოფას. გუნდი იღებს ასეთ წინადადებას და თითოეული გუნდი იღებს პროდუქტის ხუთ-ხუთ სახეობას.

ii. მეორეს მხრივ, თუ გუნდი მეორე ჯერზე გადაწყვეტს, რომ მას უნდა დარჩესშვიდი სახეობა, ხოლო გუნდმა უნდა მიიღოს სამი, წამყვანი დაიბრუნებს ათივე სახეობას.

გ. მას შემდეგ, რაც პირველი გუნდი დაამთავრებს თავის საქმიანობას, წინადადებების შეთავაზებას სახეობების გაყოფასთან დაკავშირებით დაიწყებს მეორე გუნდი მითითებების მიხედვით.

დ. მეორე რაუნდი მიმდინარეობს, როგორც პირველი, ოღონდ ახალი მითითებებით თითოეული გუნდისთვის, რამდენი გაიყოს დარჩენილი სახეობებიდან.

3. აუხსენით ბავშვებს, რომ ყოველი გაყოფის შედეგებს დაწერთ დაფაზე, რათა ცნობილი იყოს, რამდენი სახეობა მიიღო თითოეულმა გუნდმა. ყველა რაუნდის შემდეგ მთლიანი საერთო შეფასება მიეცით თითოეულ გუნდს. დაფაზე გამოსახული უნდა იყოს რაღაც ამდაგვარი:

გუნდი

გუნდი

პედაგოგი

რაუნდი 1

5

5

რაუნდი 2

0

0

13

რაუნდი 3

8

8

სულ

13

13

13

4. აუხსენით ბავშვებს ქვემოთ მოცემული დეტალები პროდუქტებთან დაკავშირებით:

ა. ბავშვებს შეუძლიათ თამაშისთვის გამოყოფილი პროდუქტის შეჭმა თამაშის შედეგების გარჩევის შემდეგ.

ბ. პროდუქტების ნაწილებად გატეხვა-გაყოფა არ შეიძლება.

გ. თამაშის დროს გუნდის წევრების მიერ შეჭმული პროდუქტები არ შეიცვლება.

დ. კიდევ ერთხელ აღნიშნეთ, რომ ყველა პროდუქტი ისევ დაუბრუნდება წამყვანს, თუ ბავშვები ვერ შეთანხმდებიან გაყოფაზე.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. ყურადღების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად მოკრიბეთ პროდუქტები და აუხსენით ბავშვებს, რომ ისინი კვლავ დაურიგდება მათ საჭმელად თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ;

2. განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. რა მოხდა თამაშისას?

ბ. რა გრძნობა გქონდათ სავარჯიშოს განხორციელებისას?

გ. გქონდათ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია? როგორ ჩამოაყალიბეთ იგი?

დ. ვინმემ გამართა მოლაპარაკება? წარმატებით ჩაიარა მოლაპარაკებამ?

ე. მოიქცეოდით თუ არა სხვანაირად, კიდევ ერთხელ რომ გეთამაშათ ეს თამაში?

ვ. როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო საბოლოო შედეგი?

3. განიხილეთ თამაშის შედეგები შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. ენდობოდით მეორე გუნდს იმაში, რომ ის სამართლიანად გაყოფდა პროდუქტებს? რატომ ენდობოდით? თუ არა, რატომ არ ენდობოდით?

ბ. რას გულისხმობთ სიტყვაში„სამართლიანად“ ? ან სიტყვაში„განაწილება“ ?

გ. განაწილებისას აქვს მნიშვნელობა ნდობას?

დ. რომელია ის უარყოფითი მაგალითები, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები?

ე. გახსენდებათ ცხოვრებიდან რაიმე ისეთი სიტუაცია, როცა ბავშვებს განაწილება სჭირდებათ? მნიშნველოვანია თუ არა სამართლიანი განაწილება? რა ხდება, როცა განაწილება არ არის სამართლიანი?

ვ. გახსენდებათ ცხოვრებიდან რაიმე ისეთი სიტუაცია, როცა უფროსებს განაწილება სჭირდებათ? რა ხდება, როცა უფროსები არ ანაწილებენ სამართლიანად?

ზ. გახსენდებათ თუ არა ცხოვრებიდან მაგალითები, როცა ადამიანები არ იღებენ „სამართლიან წილს“ მათთვის საჭირო რაღაცეებში?

თ. რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი, რომ ყველა სამართლიან წილს იღებდეს?

4. დაუკავშირეთ თამაში და განხილვა ადამიანის უფლებებს ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. ადამიანის უფლებები დაფუძნებულია ყველას საჭიროებაზე არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ თანასწორი სტანდარტებით ღირსეული ცხოვრებისთვის. რა არის ისეთი, რაც ყველა ადამიანს სჭირდება? ჩამოწერეთ ამგვარი საჭიროებები.

ბ. რა ხდება, როცა ადამიანებს არა აქვთ დაკმაყოფილებული ეს საჭიროებები (მაგალითად, არა აქვთ საკმარისი საკვები, განათლება, ოჯახი)?

გ. ხედავთ კავშირს „სამართლიანი წილის“ აუცილებლობასა და ადამიანის უფლებებს შორის?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* თამაში „დაიპყარი ციხე-სიმაგრე“ (გვ. 81) ასევე ეხება თანამშრომლობას საერთო „მტრის“წინააღმდეგ.

* თამაშები „გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“ (გვ. 74) გვასწავლის განსხვავებას სურვილებსა და საჭიროებებს შორის.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* სთხოვეთ ბავშვებს, მოიყვანონ იმ გზების მაგალითები, რომლებიც გააუმჯობესებს სამართლიან განაწილებას მათ ჯგუფში, სახლსა და საზოგადოებაში (მაგალითად, აზრის გამოთქმის საშუალება, სათამაშოებისა და მოწყობილობების გამოყენება, უფროსების ყურადღება, ლიდერობა).

* დაუკავშირდით ადგილობრივ ან ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფის საკითხებზე. მოიწვიეთი ისინი და სთხოვეთ, მოუთხრონ თქვენს ჯგუფებს თავისი საქმიანობის შესახებ. ორგანიზება გაუწიეთ ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერ საქმიანობებს.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* დამოკიდებულება ადამიანის საჭიროებებსა და ადამიანის უფლებებს შორის ფუნდამენტურია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული განათლებისთვის. თუ ეს კონცეფცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, შეიძლება ამ თამაშამდე ჩაატაროთ ისეთი სხვა თამაში, როგორიცაა„გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“(გვ. 74), რომელიც ეხება ამ კონცეფციას.

* უფროს ბავშვებთან მუშაობისას სამართლიანი განაწილება შეიძლება დაუკავშიროთ განვითარებას. განვითარებასთან დაკავშირებული განათლებისთვის რესურსები შეგიძლიათ იხილოთ 221-ე გვერდზე.

* ამ თამაშის ჩატარება მეორედაც შეიძლება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ სხვა და უფრო სასურველი პროდუქტები ინტერესის შენარჩუნების მიზნით.

* ერთდროულად შეიძლება რამდენიმე ჯგუფმა ითამაშოს. თუმცა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთი ჯგუფის ქცევამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა ჯგუფზე. ხელი შეუწყვეთ ასეთ ურთიერთმოქმედებას, გააკეთეთ ქულების ერთიანი დაფა, რომ ყველა ხედავდეს შედეგებს. განიხილეთ ამგვარი ზეგავლენა გამოკითხვის დროს.

I გუნდი,
ჯგუფი
A

I გუნდი,
ჯგუფი B

I გუნდი,
ხელმძღვანელი

II გუნდი,
ჯგუფი
A

II გუნდი,
ჯგუფი B

II გუნდი,
ხელმძღვანელი

რაუნდი 1

6

5

6

5

რაუნდი 2

0

0

13

6

7

რაუნდი 3

8

8

8

8

სულ

14

13

13

20

20

* თუ ბავშვები მოინდომებენ, მიეცით მათ პროდუქტის ხელახლა დაყოფის საშუალება თამაშის შემდეგ.

ადაპტირებული ვარიანტი

  • სავარჯიშოს გამარტივების მიზნით: იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და მოლაპარაკების წარმოებას, გასაყოფი პროდუქტების რაოდენობა შეგნებულად არ არის თანაბარი. თუმცა, თუკი ეს თქვენი ჯგუფისთვის რთულია, ყოველ რაუნდში პროდუქტები ყველა გუნდში თანაბრად გაანაწილეთ.

  • სირთულის დონის გასაზრდელად: დაამატეთ რაიმე წესი, რომელიც გუნდს მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს. თუ გუნდი უარს განაცხადებს ამგვარ წინადადებაზე, ის არაფერს მიიღებს.

  • თამაშის კავშირი ადამიანის უფლებებთან: თუ ერთზე მეტი წამყვანი გყავთ, დაყავით ბავშვები ორ ან მეტ პატარა ჯგუფად მე-4 კითხვაზე საუბრისთვის - კავშირი ადამიანის საჭიროებებსა და ადამიანის უფლებებს შორის. რაც უფრო მცირეა ჯგუფი, მით უფრო ღრმად განიხილება ეს მნიშვნელოვანი თემა. დაასრულეთ მცირე ჯგუფების გაერთიანებით, რომლებიც გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს. ამისთვის დაუმატეთ თამაშს კიდევ 30 წუთი.

დასარიგებელი მასალა: ბარათები ინსტრუქციით

I გუნდი

* თქვენს ჯგუფს აქვს 20 სახეობის პროდუქტი, რომელიც უნდა გაყოთ თქვენსა და გუნდს

შორის;

* ითამაშებთ 3 რაუნდს;

  • თითოეული რაუნდისას გექნებათ პროდუქტების შემდეგი რაოდენობა:

რაუნდი 1

რაუნდი 2

რაუნდი 3

6 სახეობის გასაყოფი
პროდუქტი

3 სახეობის გასაყოფი
პროდუქტი

11 სახეობის გასაყოფი
პროდუქტი

პროდუქტის შესანარჩუნებლად მოგიწევთ თქვენსა და გუნდს შორის პროდუქტების განაწილების გზის შეთავაზება. თითოეულ რაუნდში შეგიძლიათ ორი გადაწყვეტილების შეთავაზება. თუ გუნდი მიიღებს ერთ-ერთ თქვენს წინადადებას, მაშინ ორივენი მიიღებთ პროდუქტების მოლაპარაკებულ რაოდენობას. თუ გუნდი უარყოფს თქვენს ორივე წინადადებას, მაშინ ორივე გუნდი დარჩება პროდუქტების გარეშე.

მაგალითი:

რაუნდი 1: გუნდმა უნდა გაყოს 6 სახეობის პროდუქტი;

თქვენი წინადადებაა, ორი სახეობის პროდუქტი გადაეცეს გუნდს და თქვენ დაგრჩეთ 4 სახეობა;

თუ გუნდი დათანხმდება ამ წინადადებაზე, მაშინ ის მიიღებს 2 სახეობის პროდუქტებს, ხოლო თქვენ დაგრჩებათ 4 სახეობა;

თუ გუნდი უარს განაცხადებს ამგვარ დაყოფაზე, მაშინ თქვენ შეგიძლიათ სხვა წინადადების შეთავაზება. ეს წინადადება შეიძლება იყოს იგივე ან განსხვავებული;

თუ გუნდი მიიღებს მეორე წინადადებას, მაშინ ორივე გუნდს ექნება პროდუქტების მოლაპარაკებული რაოდენობა;

თუ გუნდი მეორე წინადადებაზეც უარს განაცხადებს, მაშინ ორივე გუნდი რჩება პროდუქტების გარეშე და პროდუქტები უბრუნდება წამყვანს.

II გუნდი

* თქვენს გუნდს აქვს 20 სახეობის პროდუქტი, რომელიც უნდა გაყოთ თქვენსა და გუნდს შორის;

* ითამაშებთ 3 რაუნდს;

* თითოეული რაუნდისას გექნებათ პროდუქტების შემდეგი რაოდენობა:

რაუნდი 1

რაუნდი 2

რაუნდი 3

5 სახეობის გასაყოფი
პროდუქტი

10 სახეობის გასაყოფი
პროდუქტი

5 სახეობის გასაყოფი
პროდუქტი

პროდუქტის შესანარჩუნებლად მოგიწევთ თქვენსა და გუნდს შორის პროდუქტების განაწილების გზის შეთავაზება. თითოეულ რაუნდში შეგიძლიათ ორი გადაწყვეტილების შეთავაზება. თუ გუნდი მიიღებს ერთ-ერთ თქვენს წინადადებას, მაშინ ორივენი მიიღებთ პროდუქტების მოლაპარაკებულ რაოდენობას. თუ გუნდი უარყოფს თქვენს ორივე წინადადებას, მაშინ ორივე გუნდი პროდუქტების გარეშე დარჩება.

მაგალითი:

  • რაუნდი 1: გუნდმა უნდა გაყოს 5 სახეობის პროდუქტი;

  • თქვენი წინადადებაა, ორი სახეობის პროდუქტი გადაეცეს გუნდს და თქვენ დაგრჩეთ 3 სახეობა;

  • თუ გუნდი დათანხმდება ამ წინადადებაზე, მაშინ ის მიიღებს 2 სახეობის პროდუქტს, ხოლო თქვენ დაგრჩებათ 3 სახეობა;

  • თუ გუნდი უარს განაცხადებს ამგვარ დაყოფაზე, მაშინ თქვენ შეგიძლიათ სხვა წინადადების შეთავაზება. ეს წინადადება შეიძლება იყოს იგივე ან განსხვავებული;

  • თუ გუნდი მიიღებს მეორე წინადადებას, მაშინ ორივე გუნდს ექნება პროდუქტების მოლაპარაკებული რაოდენობა;

  • თუ გუნდი მეორე წინადადებაზეც უარს განაცხადებს, მაშინ ორივე გუნდი რჩება პროდუქტების გარეშე და პროდუქტები უბრუნდება წამყვანს.

7.41 35. შენ რა აზრის ხარ?

▲ზევით დაბრუნება


მიეცით ხმა ფეხით!

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, მონაწილეობა

სირთულის დონე:
პირველი

ასაკი:

8-13 წელი

ხანგრძლივობა:
30-40 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
6-12 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
დისკუსია ფიზიკურ სავარჯიშოსთან ერთად

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს ოთახში; შემდეგ ახსნიან და იცავენ თავიანთ აზრს

მიზნები:

  • „მონაწილეობის“ მნიშვნელობის გაგება

  • მოსმენის უნარის განვითარება

  • დისკუსიის და არგუმენტირების უნარის განვითარება მომზადება:

მომზადება

  • დაყავით ჯგუფი ორ ნაწილად და ერთ მხარეს დაკიდეთ ნიშანი „ვეთანხმები“, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ნიშანი „არ ვეთანხმები“

  • დაწერეთ სადისკუსიო თემები დიდ ფურცლებზე — თითო თემა თითო ფურცელზე - და ჩამოკიდეთ ფურცლები ოთახის შუაგულში

მასალები:

  • დიდი ფორმატის ფურცლები და კალმისტრები

  • თოკი ან ცარცი

  • ქაღალდი და მარკერები

მითითებები

1. უთხარით ბავშვებს, რომ გაინტერესებთ მათი აზრი ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. უთხარით, რომ თქვენ წაიკითხავთ გამონათქვამს, მათ კი სათითაოდ უნდა გითხრან, ეთანხმებიან თუ არა მას; შემდეგ თითოეული ბავშვი ოთახის იმ მხარეს უნდა დადგეს, სადაც მისი აზრის შესაბამისი ნიშანი კიდია. ამ ორი ჯგუფის საბოლოო მიზანი ერთმანეთის დარწმუნებაა.

ა. არავის აქვს ლაპარაკის დაწყების უფლება, სანამ ყველა თავის ადგილას არ დადგება

ბ. რაც უფრო მტკიცედ ეთანხმები ან არ ეთანხმები წაკითხულ გამონათქვამს, მით უფრო შორს უნდა დადგე ცენტრიდან.

გ. შუა ხაზზე არავინ არ დაიშვება, მაგრამ თუკი გადაწყვეტილებას ვერ იღებ, შეგიძლია დადგე შუა ხაზთან ახლოს, ან ერთ, ან მეორე მხარეს.

2. დაანახეთ და ხმამაღლა წაუკითხეთ ბავშვებს პირველი გამონათქვამი. შემდეგ სთხოვეთ, გამოთქვან თავიანთი აზრი გამონათქვამის შესახებ და დაიკავონ შერჩეული ადგილი.

3. დაელოდეთ, სანამ ყველა ბავშვი თავის ამორჩეულ ადგილს დაიკავებს. შემდეგ ჰკითხეთ ორივე მხარის წარმომადგენლებს, თუ რატომ დგანან სხვადასხვა მხარეს. აცალეთ, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და იკამათონ. ეცადეთ, რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა გამოთქვას აზრი.

4. მას შემდეგ, რაც დისკუსიას საკმარის დროს დაუთმობთ, ჰკითხეთ, ვინმეს ხომ არ სურს აზრის შეცვლა. თუკი რამდენიმე მსურველი აღმოჩნდება, ჰკითხეთ, რამ გადააწყვეტინა მათ აზრის შეცვლა.

გააგრძელეთ სავარჯიშო და გააკეთეთ იგივე სხვა გამონათქვამთან მიმართებაში.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. როგორ მოგეწონათ ეს სავარჯიშო?

ბ. ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება ზოგ შემთხვევაში? რომელში?

გ. იცვლით აზრს როდისმე? რა გაიძულებთ, რომ აზრი შეიცვალოთ?

დ. რომელიმე გამონათქვამი სხვებზე უფრო რთული იყო?

ე. ხომ არ ჭოჭმანობთ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით?

ვ. კიდევ ხომ არ გინდათ ზოგიერთი საკითხის განხილვა?

ზ. ამ სავარჯიშოდან რაიმე ახალი ხომ არ ისწავლეთ? რა?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. ამ კითხვებს შორის კავშირს ხედავთ?

ბ. ოჯახის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობთ? კლასში? სკოლაში? სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში?

გ. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ მონაწილეობის მიღების უფლება ყველა ბავშვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. წაიკითხეთ ეს უფლება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სხვა სფეროები, სადაც მონაწილეობას მიიღებდით.

დ. რატომ ფიქრობთ, რომ მონაწილეობა მართლა მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* დისკუსიის ბოლოს დაყავით ბავშვები ოთხ ან ხუთკაციან ჯგუფებად და დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს სავარჯიშოში გამოყენებული გამონათქვამების ასლები. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, ისე შეცვალონ გამონათქვამებში მოცემული ფორმულირებები, რომ შედეგი ყველასთვის მისაღები იყოს. შეადარეთ ჯგუფებში მიღებული შედეგები ერთმანეთს.

* სავარჯიშოებში „კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის“, გვ. 120, და „თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, გვ. 107, ხაზგასმულია დემოკრატიულ პროცესში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* წაახალისეთ ბავშვები, რომ გამოძებნონ ინიციატივებში მონაწილეობის გზები, მაგალითად, ღიად ისაუბრონ სკოლასთან ან ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მისწერონ წერილი ადგილობრივ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმ ადგილობრივი პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ.

* სთხოვეთ ბავშვებს, დაწერონ სტატიები, სადაც გამოხატავენ აზრს თავიანთი ცხოვრების შესახებ (მაგალითად, ოჯახი, ორგანიზაცია, კლასი, სკოლა, რაიონი). გამოაქვეყნეთ ეს სტატიები ჯგუფის მიერ გამოშვებულ გაზეთში ან კედლის გაზეთში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ყველა ბავშვს, ნაკლებად აქტიურსაც კი, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი აზრი. ეცადეთ, იმ ბავშვებს სთხოვოთ აზრის გამოთქმა, ვინც ჩუმად არის.

* თითოეული გამონათქვამისთვის გარკვეული დრო გამოყავით, რომ სავარჯიშო უსასრულოდ არ გაგრძელდეს.

  • იმისთვის, რომ ბავშვები გამოცოცხლდნენ, მიეცით მათ საშუალება, ხელები გაშალონ; ჩაატარეთ მოკლე ფიზიკური ვარჯიში განხილვებს შორის.

ადაპტირებული ვარიანტი უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

* მოსთხოვეთ ბავშვებს, უფრო მეტად დააზუსტონ გამოთქმული აზრი (მაგალითად, სრულად ვეთანხმები, ნაწილობრივ ვეთანხმები, ნაწილობრივ არ ვეთანხმები, სრულიად არ ვეთანხმები)

სხვადასხვა ვარიანტი

* მოიფიქრეთ გამონათქვამები, რომლებიც ადგილობრივ სიტუაციას შეეხება და ბავშვებისთვის ნაცნობია.

* მოიფიქრეთ გამონათქვამები, რომლებიც ბავშვების ნებისმიერ სხვა უფლებებს შეეხება (მაგალითად, შეკრების, თანასწორობის, ინფორმაციის, გარემოს დაცვის, ოჯახის და ალტერნატიული მზრუნველობის უფლებები).

სადისკუსიო გამონათქვამების ნიმუში

* ყველა ბავშვს, უმცროსი ასაკის ბავშვების ჩათვლით, აქვს უფლება, გამოთქვას აზრი ისეთ საკითხებზე, რომლებიც მას შეეხება.

* ბავშვებს არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მშობლებმა უკეთ იციან, რა არის მათი შვილებისთვის უკეთესი.

* სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე აზრის გამოთქმა ბავშვებისთვის შეიძლება საშიში იყოს.

* მხოლოდ აქტიურ და უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

* ყველა ბავშვს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სკოლის პარლამენტის/მოსწავლეთა საბჭოს მუშაობაში თანაბარი უფლებებით.

* ის ბავშვი, რომელსაც კანონთან მიმართებაში პრობლემები შეექმნა, კარგავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას.

* ყველა ბავშვს არა აქვს თანაბარი მონაწილეობის უფლება. ღარიბ ბავშვებს არ შეუძლიათ ისეთივე მონაწილეობა, როგორც სხვებს.

* მონაწილეობა კლასში ბევრ საუბარს გულისხმობს.

* თუკი ვინმეს მშობელი გაყრილია ან ცალკე ცხოვრობს, ბავშვებს აქვთ უფლება, გამოთქვან თავიანთი აზრი სასამართლო პროცესზე.

7.42 36. ცოდნის მოცულობა

▲ზევით დაბრუნება


არც კი ვიცოდი, რამდენი რამე მცოდნია

თემები:
დისკრიმინაცია, განათლება და თავისუფალი დრო, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სირთულის დონე: 1-ლი დონე

ასაკი:
7 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
2 მეცადინეობა, თითოეული 60 წუთის ხანგრძლივობის ჯგუფის სიდიდე: 4-30 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
კოლაჟის გაკეთება, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

დახატული სხეულის კონტურზე ბავშვები წერენ, რა ცოდნა და უნარ-ჩვევებია დაკავშირებული სხეულის სხვადასხვა ნაწილთან. ისინი მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიძინო ცოდნა და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვს შესაბამისი შესაძლებლობა ან უფლება, ან თუ შენი სხეულის ნაწილები არ არის სათანადოდ განვითარებული.

მიზნები:

  • საკუთარი და სხვისი უნარების და ცოდნის აღმოჩენა

  • სწავლის გზებისა და ადგილების შესახებ ცოდნის გაღრმავება

  • დისკუსია განათლების უფლების შესახებ

  • განსხვავებული უნარების მქონე ადამიანების შესახებ ცოდნის გაღრმავება

მომზადება:

  • ჟურნალების შეგროვება

მასალები:

  • ქაღალდის დიდი ფურცლები

  • მარკერები

  • ჟურნალები, საიდანაც სურათების ამოჭრა შეიძლება

  • მაკრატელი, წებო და სხვა მასალები კოლაჟის გასაკეთებლად

მითითებები

პირველი მეცადინეობა:

1. გააცანით განსახილველი თემა ბავშვებს იმის შეხსენებით, რომ მათ აქვთ ადამიანის უფლება, ისწავლონ და მაქსიმალურად განვითარდნენ. აღნიშნეთ, რომ მათ უკვე აქვთ დიდი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, არც უფიქრიათ. სთხოვეთ მათ, დაასახელონ, მაგალითად, ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც ახლა შეუძლიათ, მაგრამ ხუთი ან ექვსი წლის ასაკში არ შეეძლოთ (კითხვა, წერა, ფულის დათვლა, საათის ცნობა). აუხსენით, რომ ამ სავარჯიშოში განიხილავთ სწავლისა და განვითარების უფლებას.

2. დაყავით ბავშვები 4-კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცით საკმარისად დიდი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც ერთ-ერთი ბავშვის სხეულის კონტურს შემოხაზავენ, და დაურიგეთ მასალები კოლაჟის გასაკეთებლად. აუხსენით ამ სავარჯიშოს შინაარსი:

ა. თითოეულმა ჯგუფმა უნდა დახატოს ბავშვის ნატურალური ზომის ფიგურა.

ბ. შემდეგ უნდა მოიფიქრონ, რა იციან და ყველაზე კარგად რისი გაკეთება შეუძლიათ. სხეულის რომელი ნაწილი სჭირდებათ ყოველივე იმისთვის, რაც იციან და რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ჩართეთ ფიზიკური (მაგალითად, სიმღერა, ველოსიპედის ტარება), გონებრივი (მაგალითად, მათემატიკის მეცადინეობა, ანეკდოტების დამახსოვრება) და პიროვნული უნარ-ჩვევები (მაგალითად, მეგობრობა, საიდუმლოს შენახვა).

გ. შემდეგ ბავშვებმა ეს ცოდნა ან უნარი თვალსაჩინოდ უნდა წარმოაჩინონ: დახატონ ფანქრით ან საღებავით, დაწერონ ან დააწებონ მათი გამოსახულებები სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც გამოიყენებენ. მაგალითად, თუ ვინმე კარგად თამაშობს ფეხბურთს, კონტურული ფიგურის ფეხზე (ან თავზე?) ალბათ ფეხბურთის ბურთი უნდა დაიხატოს; თუ კარგად კითხულობს, ალბათ წიგნის სურათი უნდა ამოიჭრას და ფიგურის თვალებთან ან თავთან მოთავსდეს; თუ კარგი მომღერალია, ალბათ ფიგურის პირიდან გამომავალი ნოტები უნდა დაიხატოს.

დ. უნდა მოიფიქრონ სხვა ისეთი რამეებიც, რაც იციან ან რისი გაკეთებაც შეუძლიათ და არა მხოლოდ ის, რაც კარგად გამოსდით.

3. იმდენი ხანი ამუშავეთ ბავშვები, რომ მათ მიერ დახატული ფიგურა შეივსოს ნახატებით/ სურათებით/სლოგანებით და ა.შ.

4. შეკრიბეთ ბავშვები და თითოეულ ჯგუფს სთხოვეთ,„გააცნოს“თავისი„ბავშვი“სხვებს, განმარტოს ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომლებიც ბავშვებმა დააფიქსირეს. თუ შესაძლებელია, ფიგურები მომდევნო მეცადინეობამდე დატოვეთ კედელზე.

მეორე მეცადინეობა:

1. სთხოვეთ ბავშვებს, აიღონ თავიანთი ფიგურები და დაუბრუნდნენ პირვანდელ ჯგუფებს. მიეცით ასეთი მითითებები:

ა. კვლავ იფიქრონ იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც ბავშვის ფიგურაზე გამოსახეს. როგორ მიიღეს ეს ცოდნა და უნარი? რომელი ადგილი ან ადამიანი, დაწესებულება ან სიტუაცია დაეხმარათ ამ ყველაფრის შესწავლაში? მაგალითად, ქსოვა ან ბანქოს თამაში შესაძლოა ბებიამ ან ბაბუამ ასწავლეს, თამაში ალბათ უბნის ბავშვებისგან ისწავლეს, საკუთარი ქვეყნის ისტორია, სავარაუდოდ, სკოლაში ისწავლეს.

ბ. როდესაც შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ სად მოხდა გარკვეული ცოდნის ან უნარ-ჩვევების შეძენა, დახატეთ ისარი აღნიშნული უნარის გამოსახულებიდან ფურცლის კიდემდე და დაწერეთ სწავლების წყაროს დასახელება.

2. კვლავ შეკრიბეთ ბავშვები და სთხოვეთ, მთელ ჯგუფს გააცნონ მიღებული შედეგები. ჩამოწერეთ სწავლების წყაროები, რომელსაც ახსენებენ, და შეამოწმეთ ჩამონათვალის თითოეული პუნქტი.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. გაარჩიეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების დასმით:

ა. ადვილი იყო იმის მოფიქრება, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ?

ბ. არის თუ არა დიდი განსხვავება კოლაჟებს შორის?

გ. რაიმე მნიშვნელოვანი უნარის მითითება ხომ არ გამოგრჩათ კოლაჟზე?

დ. ყოველთვის გახსოვთ, თუ ვინ შეგასწავლათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები?

ე. მხოლოდ ერთ ადგილზე/ერთი ადამიანისგან ისწავლეთ ეს?

ვ. როგორ ფიქრობთ, რატომ გთხოვეთ, გაგეხსენებინათ, თუ სად შეიძინეთ ცოდნა ან უნარ-ჩვევები?

2. დაუკავშირეთ სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დასმით:

ა. როგორ ფიქრობთ, ყველა ბავშვს შეუძლია იმის სწავლა, რაც თქვენ ახსენეთ? რატომ შეუძლია ან არ შეუძლია?

ბ. როგორი ადამიანები და დაწესებულებები სჭირდებათ ბავშვებს, რომ ყოველივე ამის შესწავლა შეძლონ?

გ. არის თუ არა გარკვეული ადამიანები და დაწესებულებები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვები (მაგალითად, სკოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტული კლუბი)?

დ. რა ხდება, როდესაც სწავლის რომელიმე აღნიშნული წყარო არ არსებობს?

i. მაგალითად, რა მოხდებოდა, სკოლები რომ არ იყოს? როგორ ისწავლიდნენ ბავშვები წერა-კითხვას? რა მოხდება, თუ ამ უნარ-ჩვევებს ვერ გამოიმუშავებენ? რა გავლენას მოახდენს ეს მათ მომავალ ცხოვრებაზე?

ii. მაგალითად, რომ არ იყვნენ სხვა ბავშვები, რომლებთანაც ითამაშებთ, თუ არ გეყოლებათ ოჯახის წევრები, რომლებისგანაც სწავლა შეიძლება, თუ არ იქნება ან ახალგაზრდული ჯგუფები ან კლუბები?

iii. მაგალითად, თუ ბავშვი უნარშეზღუდულია და არ შეუძლია სკოლაში ან კლუბებში სიარული და სხვა ბავშვებთან თამაში?

ე. თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა ცოდნას და უნარებს დაუკავშირეთ. რა ხდება, როდესაც ბავშვი უნარშეზღუდულია და ვერ იყენებს სხეულის ამ ნაწილს? არსებობს თუ არა რაიმეს კეთების და სწავლის ალტერნატიული გზები? როგორ შეუძლია უნარშეზღუდულ ბავშვს განივითაროს სხვა უნარები?

ვ. იცნობთ თუ არა ვინმეს, ვისაც სწავლის შეზღუდული უნარი აქვს? როგორ ახერხებს ეს ადამიანი აღნიშნულისთვის თავის გართმევას? ეხმარებით თუ არა მას?

ზ. როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ბავშვებს სწავლის და განვითარების უფლება?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* მიამაგრეთ კოლაჟები კედელზე ისე, რომ სხვა ბავშვებმაც შეძლონ მათი დანახვა.

* სავარჯიშოები „თვალახვეული“ (გვ. 104) და „უხმო დიქტორი“ (გვ. 173) ბავშვებს დააფიქრებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეზღუდულ უნართან გამკლავება. „ძვირფასი დღიური“ (გვ. 190) სთხოვს ბავშვებს, განიხილონ ერთი და იგივე გამოცდილება, დანახული სამი სხვადასხვა ბავშვის მიერ, რომელთაგან ერთს სწავლა უჭირს, მეორეს ქრონიკული დაავადება სჭირს.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* მოიწვიეთ ვინმე, ვისაც სწავლა უჭირს, ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ სახის მიზნობრივ ჯგუფებთან მუშაობს, და ბავშვებთან ერთად განიხილეთ სწავლების სირთულეები და სწავლების ალტერნატიული სტრატეგია.

* გააცანით ბავშვებს სწავლების სტილის კონცეფცია (იხილეთ თავი III, გვ. 38), ხაზი გაუსვით, რომ გონებრივი შესაძლებლობების მრავალი სახე და სწავლების ბევრი გზა არსებობს. წაახალისეთ ბავშვები, რომ განსაზღვრონ სწავლის საკუთარი სტილი და გზები, რომლებიც უფრო ადვილი და საინტერესოა მათთვის. სცადეთ, ბავშვებთან ერთად შეიმუშაოთ სტრატეგია, თუ როგორ დაეხმარონ ერთმანეთს სწავლაში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ეს სავარჯიშო შეგიძლიათ წარმართოთ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ფიგურების გამოსახვაზე ინდივიდუალურად ან წყვილებად იმუშავებენ.

* წაახალისეთ ბავშვები, რომ თავიანთ ფიგურას სახელი დაარქვან და კოლაჟს დააწერონ როგორც საკუთარი, აგრეთვე, ჯგუფის სხვა წევრების სახელები.

* ზოგიერთ ბავშვს უჭირს გაიხსენოს, თუ როგორ ისწავლა ესა თუ ის, განსაკუთრებით, თუ ისეთი ადამიანისგან ისწავლა, რომელიც განათლების სისტემის წარმომადგენელი არ არის. გაახსენეთ, რომ ბევრ რამეს სწავლობენ ერთმანეთისგან, ოჯახის წევრებისგან და სხვა უფროსებისგან. დაეხმარეთ დაინახონ, რომ სხვა ბავშვებთან კონტაქტი სწავლის მნიშვნელოვანი წყაროა, რასაც შესაძლოა მოკლებული იყოს უნარშეზღუდული ბავშვი. არ არის აუცილებელი ბავშვების მიერ ჩამოთვლილი ყველა უნარის განხილვა! მიზანი ის არის, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ სწავლის და განვითარების მრავალი სხვადასხვა წყაროს მნიშვნელობა.

* განხილვის დროს დაეხმარეთ ბავშვებს, დაუკავშირონ ერთმანეთს ის, თუ როგორ შეიძინეს ცოდნა ან უნარები და რა ხდება, როდესაც ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია ამგვარი ადგილები, დაწესებულებები, ადამიანები ან სიტუაციები.

* ხაზი გაუსვით, რომ ყველას ერთნაირი უფლება აქვს, ისწავლოს, თუმცა ყველა ერთნაირად არ სწავლობს.

7.43 37. ძვირფასი დღიური

▲ზევით დაბრუნება


ჩადექი ჩემს ტყავში სულ ცოტა ხნით...

თემები:
დისკრიმინაცია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, სიღარიბე და სოციალური გარიყვა

სირთულის დონე:
მე-2 დონე

ასაკი:
8 — 13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წთ.

ჯგუფის სიდიდე:
6-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
თხრობა, განხილვა

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები კითხულობენ სამ სხვადასხვა ჩანაწერს ერთი და იმავე სიტუაციის შესახებ და მსჯელობენ ადამიანებთან დაკავშირებით გამოთქმული მცდარი შეხედულებების შესახებ

მიზნები:

  • ურთიერთობის და დაკვირვების უნარების გამომუშავება

  • თანაგრძნობის გაღვივება

  • მსჯელობაზე დაფუძნებული მიდგომების გათვითცნობიერება

  • ინდივიდუალური გამოცდილების სუბიექტურობის გაგება

  • მსჯელობა განათლების, თამაშის და ჯანმრთელობის დაცვის უფლების შესახებ

მომზადება:

მონათხრობის ადაპტირება თქვენი ბავშვების რეალობასთან და/ან თქვენს სასწავლო მიზნებთან

მასალები:

სამი ჩანაწერის ასლები

მითითებები

1. აუხსენით მონაწილეებს, რომ სამმა ბავშვმა მოგვცა უფლება წაგვეკითხა მათი დღიურები, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ შარშან ბანაკში ყოფნისას. დაყავით ბავშვები სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს წასაკითხად მიეცით თითო ამბავი.

2. მას შემდეგ, რაც ბავშვები წაიკითხავენ ამბავს, მოუყარეთ მათ თავი და კიდევ ერთხელ გაიარეთ ბანაკის ბინადართა ისტორიები (მაგალითად, თავსატეხების ამოხსნა, ლანჩი, ფეხბურთის თამაში, ტივის აგება, მდინარის გადალახვა). გაჩერდით ყოველი ამბის შემდეგ და ჰკითხეთ ბავშვებს, რას აკეთებდა, ფიქრობდა და გრძნობდა მათი გმირი თითოეულ შემთხვევაში. ამ ეტაპზე არ სთხოვოთ ბავშვებს ბანაკის ბინადართა განსხვავებული რეაქციებისა და გრძნობების მიზეზების ახსნა.

3. სთხოვეთ ჯგუფის წევრებს, აღწერონ ამბის ავტორი ბავშვი. განიხილეთ, როგორ შეიძლება სამ ბავშვს ჰქონდეს ასეთი განსხვავებული რეაქცია ერთი და იმავე მოვლენის მიმართ. დასვით ისეთი კითხვები, როგორიცაა:

ა. რატომ ვერ გაუგეს ერთმანეთს ამ ბავშვებმა?

ბ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ბავშვები სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ, ერთმანეთის ცხოვრება რომ სცოდნოდათ? როგორ მოიქცეოდნენ?

გ. რა ვერ გაიგეს მათ ერთმანეთის შესახებ?

დ. როგორ დაუშვეს მათ ეს შეცდომა?

ე. ოდესმე თუ დაგიშვიათ ამგვარი შეცდომა?

ვ. რა ხდება, როცა ვერ ვუგებთ სხვა ადამიანებს?

ზ. რა უნდა ვიღონოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა ადამიანების არასწორი გაგება?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. განიხილეთ სავარჯიშო ისეთი კითხვების დახმარებით, როგორიცაა:

ა. რას ფიქრობთ ამ სამი ისტორიის შესახებ?

ბ. სიამოვნებას მოგანიჭებდათ ასეთი დღე? თუ კი, რატომ, და თუ არა, რატომ?

გ. შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ეს ისტორიები?

დ. შეგიძლიათ თქვენი თავის გაიგივება რომელიმე ამ ბავშვთან? რომელთან? რატომ?

ე. შეიძლება თუ არა გყავდეთ ამხანაგები მაშინაც კი, როცა ღარიბი ხართ ან წერა-კითხვის უცოდინარი? რატომ?

ვ. რას ნიშნავს მეგობრობა?

ზ. არიან თუ არა თქვენს გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას? ვინ არიან ისინი?

თ. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მდგომარეობის შესაცვლელად?

2. დაუკავშირეთ თამაში ადამიანის უფლებების დაცვას ისეთი კითხვებით, როგორიცაა:

ა. ადამიანის რომელი უფლებებით სარგებლობდნენ ბავშვები ბანაკში?

ბ. ადამიანის რომელი უფლებებით სარგებლობდნენ ისინი სახლში?

გ. ირღვევა თუ არა რომელიმე ამ ბავშვის უფლებები?

დ. რა გავლენას ახდენს მათზე მათი უფლებების დარღვევა? როგორ იმოქმედებს ეს მათ მომავალზე?

ე. რისი გაკეთება შეიძლება უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* დახატეთ მონათხრობში მოცემული სიტუაციები (მაგალითად, „დიდი თავგადასავლების დღის“ სიტუაციები, თითოეული ბავშვი მათ ოჯახურ გარემოში და ა.შ.).

* თამაშები „უმნიშვნელოვანესი ვისთვის“ (გვ. 162) და „გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ“ (გვ. 74) ყურადღებას აქცევს კონტრასტულ რეაქციებს და პრიორიტეტებს ერთსა და იმავე სიტუაციაში. რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ მსგავსი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, თქვენსავე ჯგუფში ჩამოაყალიბეთ ბავშვებთან ერთად ყოფნისთვის აუცილებელ ქცევათა კოდექსი.

სასარგებლო რჩევები წამყვანს:

* ეს ისტორიები შეიძლება არარეალურად ან სრულიად უცხოდ ჟღერდეს ზოგიერთი ბავშვისთვის. ისე მოარგეთ ამბავი არსებულ სიტუაციას, რომ იგი გასაგები გახდეს ასეთი ბავშვებისთვის, მაგრამ არც იმ ბავშვების თავმოყვარეობა შელახოს, რომლებისთვისაც მონათხრობი ძალიან ახლოსაა მათი ცხოვრების რეალობასთან.

* განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დაუცველი ბავშვების და მათი დამოკიდებულების მიმართ საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან. განიხილეთ მოთამაშეებთან ერთად დაუცველი ბავშვების საკითხი და შეეცადეთ მათი დარწმუნება, რომ ყველა ბავშვს აქვს მისთვის სასურველი ცხოვრებით ცხოვრების და მისი უფლებების მიმართ პატივისცემის მოთხოვნის უფლება.

* ვინაიდან ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნოს მონათხრობებში, ამიტომ ისტორიების განხილვისას დიდი დაკვირვებაა საჭირო. ყურადღებით იყავით სტერეოტიპებისა და მსჯელობის მიმართ. ამ ისტორიებმა შეიძლება ზოგიერთ ბავშვს სტერეოტიპის შექმნის პროვოცირება გაუწიოს როგორც პრივილეგირებული ბავშვების (მაგალითად, „მათ არა აქვთ პრობლემები“; „ისინი სნობები არიან“), ასევე დაუცველი ბავშვების მიმართ (მაგალითად, „მათ ოჯახი ვერ ეხმარება“; „ისინი ზარმაცები არიან“). ამ ისტორიების მიზანია, დააფიქროს ბავშვები ზოგიერთი მათგანის საქციელზე, და არა დაუფიქრებელი დასკვნები გააკეთონ მხოლოდ საკუთარი აზრიდან გამომდინარე.

* ყველასთვის გასაგებად გამოყავით ისტორიის გმირის მოქმედება და მისი გრძნობები და ფიქრები მოქმედებისას.

სხვადასხვა ვარიანტი

* წაიკითხეთ ამბები ბავშვების შესახებ ან ბავშვებს სთხოვეთ მათი წაკითხვა. შემდეგ განიხილეთ ისინი, როგორც ეს მე-3 ნაბიჯშია მოცემული. თითოეული მონათხრობის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ განხილვასთან დაკავშირებული კითხვების დასმა.

* სთხოვეთ ბავშვებს, გააკეთონ იგივე, რასაც მათი ისტორიების გმირები აკეთებდნენ. მერე ჰკითხეთ, რას გრძნობდა ამ დროს თითოეული მათგანი. შემდეგ ერთი მოქმედი პირის სათამაშოდ მოიწვიეთ ორი ბავშვი. ერთმა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა ისტორიის გმირი, ხოლო მეორემ ისე, რომ გამოხატოს მისი შინაგანი გრძნობები.

ადაპტირება

* მცირე ასაკის ბავშვებს დღის განმავლობაში ბანაკში მომხდარი ამბების დასამახსოვრებლად თვალსაჩინო მასალები სჭირდებათ. დიდი ოდენობის ინფორმაციამ შეიძლება მოადუნოს მათი ყურადღება და გაართულოს გამოკითხვა. შემდეგ ამბავზე გადასვლამდე დარწმუნდით, რომ ბავშვებმა კარგად გაიგეს უკვე წაკითხული ამბავი.

დასარიგებელი მასალა: ჩანაწერები

ზაფხულში ბევრი ბავშვი მიდის დასასვენებლად საზაფხულო ბანაკში. ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერები ამოღებულია იმ სამი ბავშვის დღიურებიდან, რომლებიც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ბანაკში. ისინი ერთი ასაკის არიან და დაკავებული არიან ერთი და იმავე საქმიანობით. ერთ დღეს ბავშვების ხელმძღვანელმა მოაწყო „დიდი თავგადასავლების დღე“. დღის ბოლოს სამივე ბავშვმა გააკეთა იმ დღეს მიღებულ შთაბეჭდილებებთან დაკავშირებული ჩანაწერები თავის დღიურში.

მარგარეტმა, თავზე საბანგადახურულმა, ფარნის შუქზე დაწერა შემდეგი სიტყვები:

ძვირფასო დღიურო!

ო, რა მშვენიერი დღე იყო. უამრავი გიჟური რამ ჩავიდინეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო. ისეთ თამაშებს ვთამაშობდით, რომლებიც ზოგჯერ სახიფათოც კი ხდებოდა, მაგრამ მე არ შემშინებია. თუმცა ბევრ ჩემს ამხანაგს ასეთი გართობა არ მოეწონა, რაც ჩემთვის გასაკვირი იყო. სამწუხაროა, რომ ელზა და რიკარდო ასე უცნაურად იქცეოდნენ დღეს.

მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ - გავიღვიძეთ თუ არა, ხელმძღვანელმა რამდენიმე ჯგუფად დაგვყო. მე რიკარდოსა და ელზასთან მოვხვდი. მე მომწონს ისინი, რადგან წინა დღესაც ერთ ჯგუფში ვიყავით და ბევრი ვიცინეთ ერთმანეთისთვის მოყოლილ ხუმრობებზე. ხელმძღვანელმა მოგვცა სამი კოდირებული წერილი ამოსახსნელად. მე პირველმა ამოვხსენი კოდები, ცოტა ხნის შემდეგ - რიკარდომაც, მაგრამ ელზა ძალიან ნელა მოქმედებდა. როცა დახმარება შევთავაზე, მან მიპასუხა, რომ არ მოსწონს ეს თამაში და რომ საიდუმლო კოდების ამოხსნა ძალიან მოსაწყენია. მერე დავინახე, რომ ფურცელი მას თავდაყირა ეჭირა, გამეცინა და ვუთხარი, რომ ასე ვერასდროს მოძებნიდა ამოცანის ამოხსნას. მან გაბრაზებულმა შემომხედა და ფურცელი გადააგდო. „მე თამაში მინდა და არაკითხვა“, - თქვა მან. არა მგონია, რომ ჭკვიანი იყოს. ნეტა, საერთოდ თუ იცის კითხვა - საკვირველია, ჩემი ასაკის ყველა ბავშვმა იცის წერა-კითხვა.

ბოლოს და ბოლოს ამოვიკითხეთ ყველა წერილში დაფარული სიტყვები. შემდეგ მდინარესთან ჩავედით, სადაც სხვა გუნდს ფეხბურთი ვეთამაშეთ. ძალიან გავმხიარულდით. სულ ელზას ბრალია ჩვენი წაგება. რამდენიც კი ბურთი მიუახლოვდა, იმდენი ხელი მოჰკიდა, უხეშად ეთამაშებოდა სხვა ბავშვებს და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. თითქოს არასდროს ეთამაშა ფეხბურთი ადრე! ძალიან საკვირველია. ჩვენ ხომ ყველანი ვთამაშობთ ფეხბურთს სკოლაში. სხვა დროს აღარ მინდა ელზასთან ერთ გუნდში მოხვედრა.

ლანჩის შემდეგ (საჭმელი აქ საშინელია!) ტივი უნდა აგვეგო მდინარეზე გადასასვლელად. ეს ძალიან მაგარი დავალება იყო, რადგან უნდა მოგვეგროვებინა მორები, გადაგვება თოკებით, რომლებიც სხვადასხვაგვარი ნასკვებით უნდა შეგვეკრა. მე და ელზა ვეძებდით შესაფერის მორებს, რიკარდოს კი სულ წვრილი ჯოხები მოჰქონდა. მე მივუთითე, რომ იგი ბიჭი იყო და ჩვენ არ უნდა ჩამოგვრჩენოდა საქმეში. მან მითხრა, რომ თავბრუ ეხვევა და ზურგი სტკივა. მე კი მგონია, რომ მას უბრალოდ მუშაობა ეზარებოდა. როცა ყველაფერი დამთავრდა, ჩვენი ტივი საუკეთესო გამოვიდა - ეს ხელმძღვანელმაც კი აღნიშნა! შემდეგ ხელმძღვანელის ნიშანზე ჩვენ უნდა ავმხტარიყავით ტივზე და გადაგვეცურა მდინარე. მე პირველმა ვისკუპე, მაგრამ წყალში ჩავვარდი. ო, წყალი ისეთი ცივი იყო, რომ ვიყვირე. ხელმძღვანელმა ტივზე ამომათრია და მერე ყველამ გულიანად ვიცინეთ. როცა ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რა ცივი იყო წყალი, რიკარდომ აღარ მოინდომა წამოსვლა. მგონი, ცივი წყლის ეშინია. აქამდე არ მეგონა, რომ რიკარდო ასეთი მშიშარა იყო - ჯერ მორები, მერე წყალი! როცა ვუთხარი, რომ ის უფრო გაბედული უნდა ყოფილიყო, მან ტირილი დაიწყო და გაიქცა. არც მასთან ერთად მინდა ჯგუფში ყოფნა ამის შემდეგ! მე ხელმძღვანელს ვთხოვ, რომ სხვა ჯგუფში გადამიყვანოს იმიტომ, რომ ელზა უბრალოდ სულელია, რიკარდო კი - მშიშარა.

ამის შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ ელზას და რიკარდოს და ო, მგონი ხელმძღვანელები მოდიან ჩვენი ოთახისკენ. ძილი ნებისა, ჩემო ძვირფასო დღიურო, ხვალ უფრო მეტ ახალ ამბავს მოგიყვები.

სიყვარულით,
მარგარეტი

დასარიგებელი მასალა: ჩანაწერები

გამარჯობა, დღიურო!

შენ ჩემი პირველი საკუთარი დღიური ხარ, მე კი ელზა ვარ. იმედი მაქვს, რომ დიდხანს დარჩები ჩემთან. მე ხელმძღვანელს ვთხოვე, დაეწერა ჩემს მაგივრად. მან მითხრა, რომ როცა გავიზრდები, წავიკითხავ, როგორ დროს ვატარებდი ბანაკში. მე მომეწონა ეს აზრი. ჩვენ სხვა ბავშვებისგან შორს ვსხედვართ იმიტომ, რომ არ მინდა ვინმემ იცოდეს, რომ ხელმძღვანელი მეხმარება.

დღეს საქმეებით დატვირთული დღე გვქონდა. დილით მარგარეტთან და რიკარდოსთან ერთ ჯგუფში მომიხდა ყოფნა. მე რიკარდო უფრო მომწონს, ვიდრე მარგარეტი. მარგარეტს თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია!

ყველაფერი დაიწყო კოდირებული წერილებიდან, რომლებიც ჩვენ უნდა ამოგვეკითხა. მე არ მომეწონა ეს თამაში, რადგან ჯერაც ვერ ვკითხულობ წესიერად, მარგარეტი კი სულ მიყვიროდა და მაჩქარებდა. ნეტა უკეთ ვკითხულობდე! მაშინ ყველა წიგნს წავიკითხავდი მსოფლიოში. მაგრამ რაც მამამ მიგვატოვა, სკოლაში ვეღარ დავდივარ, ვზივარ სახლში და ვუვლი პატარა და-ძმას იმიტომ, რომ დედამ იმუშაოს. ძალიან მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ დედა ამბობს, რომ უკეთესია საჭმელი გვქონდეს, ვიდრე მეკითხვა ვიცოდე. არ მინდოდა, რიკარდოს და მარგარეტს გაეგოთ, რომკითხვა არ ვიცი, და თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს ვცდილობდი ამოცანის ამოხსნას. მაგრამ მარგარეტმა დამცინა. მე თან მეწყინა და თანაც ძალიან გავბრაზდი.

იგივე მოხდა ფეხბურთისას. ნამდვილად მინდოდა მოგება, მაგრამ რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი არასწორი იყო. ყველამ იცის თამაში ჩემს გარდა. მე ხშირად ვხედავ, როგორ თამაშობენ ბავშვებიm ფეხბურთს სკოლიდან დაბრუნების შემდეგ. დედა ყოველთვის მეუბნება: „თუ თამაშის დრო გაქვს, ესე იგი მუშაობის დროც გქონია.“ ასე რომ, ვერასდროს მოვახერხე ამ თამაშის შესწავლა.

ლანჩის შემდეგ წავედით ტივის ასაგებად მდინარის გადაკვეთის მიზნით. აქ კი, როგორც მგონია, მარგარეტსაც ვაჯობე და რიკარდოსაც. მე ვიცი ნასკვების გაკეთება და როგორი მორებია საჭირო მაგარი ტივის ასაგებად. მაგრამ ძალიან უცნაურად იქცეოდა რიკარდო. მან კინაღამ შარვალში ჩაისველა, როცა მარგარეტმა უთხრა, რომ წყალი ძალიან ცივი იყო.

მგონი ხვალ ისევ ერთ გუნდში ვიქნებით. მინდა დავუმტკიცო მათ, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია! ძალიან მომწონს ამ ბანაკის ხელმძღვანელები!

აბა, ხვალამდე, ჩემო დღიურო!
ელზა

რიკარდოს დიდი დღიური აქვს, რომელსაც იგი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში
აწარმოებს. აი, რა დაწერა მანდიდი თავგადასავლების დღისშესახებ:

ძვირფასო დღიურო!

ისევ გწერ, რომ გითხრა, რამდენად მოწყენილი და იმედგაცრუებული ვარ. დილით ისეთი თამაშები ვითამაშეთ, რომლებიც მე მომწონს. საიდუმლო კოდის გახსნა ჩემთვის ადვილი იყო, რადგან ამას ყოველთვის ვთამაშობ სახლში. ფეხბურთიც ისე ვითამაშე, როგორც ყოველთვის.

ლანჩი მშვენიერი იყო, ალბათ საუკეთესო, რომელიც კი ოდესმე მიჭამია. აქ ბევრს ვჭამ, რასაც ვერ ვაკეთებ სახლში იმიტომ, რომ იქ ყოველთვის უნდა მოვიცადო, სანამ ჩემი უმცროსო დები და ძმები შეჭამენ. აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა, საჭმლის დამატებაც კი შემიძლია. მე ეს მომწონს. მგონი გავსუქდი კიდეც. სახლში რომ დავბრუნდები, უკვე აღარ ვიქნები „კნაჭა“.

მაგრამ შუადღე საშინელი იყო. უნდა მოგვეგროვებინა ძალიან მძიმე მორები, ხოლო შემდეგ უნდა შევსულიყავით ძალიან ცივ წყალში. მე ეს არ მომეწონა, რადგან შეიძლება ისევ ავად გავმხდარიყავი, მე კი მეტი აღარ მინდა ავადმყოფობა. მამა დამპირდა, რომ როგორც კი იშოვნის სამუშაოს, მაშინვე წამიყვანს საავადმყოფოში და დამიბრუნებს ჯანმრთელობას. მერე ყველაფრის გაკეთებას შევძლებ და აღარ მომიხდება მუდმივად ლოგინში წოლა. ნეტავ ხვალვე იშოვნიდეს მამა სამსახურს! ჩქარა მინდა გამოჯანმრთელება! მაგრამ ამას არავის ვეუბნები ბანაკში იმიტომ, რომ ბავშვები მიხვდებიან, რომ ფული არ გვაქვს და დამიწყებენ დაცინვას.

ძვირფასო დღიურო, როდის გამოვჯანმრთელდები? მინდა სხვებს ვგავდე. მინდა სხვებივით ვთამაშობდე, დავრბოდე და ვხტუნავდე. იმედი მაქვს, რომ მალე, თუმცა მეშინია, რომ ეს არასდროს მოხდება.

ძილი ნებისა, ჩემო საყვარელო დღიურო. ხვალ კიდევ სხვა ამბებს მოგიყვები. შენ ერთადერთი ხარ, ვინც ჩემი საიდუმლოებები იცის.

რიკარდო

7.44 38. წყლის წვეთები

▲ზევით დაბრუნება


წყალია ყველგან, მაგრამ ერთ წვეთსაც ვერ დალევ

თემები:
გარემო, ადამიანის ზოგადი უფლებები

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
7-13 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
5-20 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:

ცოდნის მიღება გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრიორიტეტების დადგენა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ბავშვები სწავლობენ წყლის მოხმარებას ისეთნაირად, რომ წყალი ტყუილად არ დაიღვაროს. ბავშვები ეცნობიან თავიანთი პირადი წვლილის მნიშვნელობას ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის დაზოგვაში და ზოგადად გარემოს დაცვაში

მიზნები:

  • მეტი ცოდნის შეძენა ბუნებრივი რესურსების ყოველდღიურ ცხოვრებაში მდგრადი გამოყენების შესახებ

მომზადება:

  • მოამზადეთ იმდენი ჭიქა, რამდენი ბავშვიც არის ჯგუფში

  • მოამზადეთ ორლიტრიანი ბოთლი და აავსეთ წყლით

  • მოიმარაგეთ ყველა ჭიქის შესავსებად საკმარისი წყალი.

  • დიდი ჯგუფისთვის დიდი ბოთლი მოიმარაგეთ

  • მოამზადეთ „წყლის წვეთების“ დასარიგებელი მასალის ასლი ყველა ბავშვისთვის

მასალები:

  • ორი ორლიტრიანი ბოთლი

  • ჭიქა თითოეული ბავშვისთვის

  • ჩაის კოვზი თითოეული ბავშვისთვის

  • ჯამი დაზოგილი წყლისთვის

  • დიდი ფურცლები

  • ფურცლები და კალმისტრები

მითითებები

1. სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ რაც შეიძლება მეტი მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს (მაგალითად, მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის, ადამიანებისთვის, წარმოებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, დასვენებისთვის). ამაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

  • სად არის წყალი დედამიწაზე (ოკეანე, ყინული, მტკნარი წყალი)?

  • დედამიწაზე არსებული წყლის რა რაოდენობას მოიხმარს ადამიანი (ადამიანისთვის გამოსადეგი არის ოკეანეების 97%25, ყინულის 2%25 და მტკნარი წყლის 1%25)?

  • როგორი იქნება სიცოცხლე დედამიწაზე წყლის გარეშე? ნაკლები წყლის შემთხვევაში?

  • მტკნარი წყალი დედამიწაზე ყველგან ერთნაირად მოიპოვება?

  • რა ემუქრება დღეს მტკნარი წყლის მარაგს?

2. იფიქრეთ და ერთად შეადგინეთ წყლის ყოველდღიური მოხმარების ჩამონათვალი (მაგალითად, საჭმლის მოსამზადებლად, აბაზანის ან შხაპის მისაღებად, ტუალეტისთვის, სარეცხის გასარეცხად). დაწერეთ ეს ჩამონათვალი დიდი ფორმატის ფურცლებზე ან დაფაზე.

3. განმარტეთ, რომ ეს სავარჯიშო შესაძლებლობას მისცემს მათ, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ მოიხმარონ წყალი უფრო ყაირათიანად. აჩვენეთ მათ ბოთლი და სთხოვეთ, წარმოიდგინონ, რომ მთელ ჯგუფს მხოლოდ ეს ერთი ბოთლი წყალი აქვს მთელი დღის განმავლობაში და უნდა გამოიზოგოს.

4. მიეცით თითოეულ ბავშვს ჭიქა და სთხოვეთ მისი ბოთლიდან შევსება. აუხსენით, რომ ეს რაოდენობა მათ მთელი დღის განმავლობაში უნდა ეყოთ. სთხოვეთ, გამოიცნონ, თუ რა რაოდენობის წყალს მოიხმარს თითოეული მათგანი დღეში (ევროპაში საშუალო მოხმარება დღეში დაახლოებით 135 ლიტრია). შეახსენეთ ბავშვებს წყლის მოხმარების ის ჩამონათვალი, რომელიც მეორე პუნქტის თანახმად მომზადდა.

5. ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ცვლილებებს შეიტანენ ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის დასაზოგად. მიეცით მათ დრო გადაწყვეტილების მისაღებად. შესთავაზეთ, რომ ერთი კოვზი წყალი ერთ ლიტრად ჩათვალონ, შემდეგ სთხოვეთ ჯგუფის წევრებს, რიგრიგობით ისაუბრონ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ და იმდენი კოვზი წყალი ჩაასხით საერთო ჯამში, რამდენის დაზოგვასაც ისინი აპირებენ. სთხოვეთ ბავშვებს, ჩამოწერონ თავისი აზრები დასარიგებელ მასალაში „წყლის წვეთები.“

6. მას შემდეგ, რაც ბავშვები დაასრულებენ თავისი აზრის გამოთქმას, უთხარით, რომ წყალი, რომლის დაზოგვასაც ისინი აპირებენ, მთელ ჯგუფს ეკუთვნის. აუხსენით, რომ ჯამი სავსე იქნება, თუკი ბავშვები გააგრძელებენ წყლის დაზოგვას ყოველდღე; თუ წყალს არ დაზოგავენ, დაუმთავრდებათ.

7. ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენებენ წყლის საერთო რესურსს გარემოში; როგორ აპირებენ დაზოგილი წყლის გამოყენებას. შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის წყლის მეორადი გამოყენება?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. მოაწყვეთ სავარჯიშოსშემდგომი განხილვა შემდეგი კითხვების გამოყენებით:

გაგიადვილდათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ იყენებთ წყალს ყოველდღე?

წყლის მოხმარების ჩვევაში რაიმე სიახლე ხომ არ შეგიმჩნევიათ? ოჯახში ხომ არ შეგიმჩნევიათ წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილება? საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წყლის მოხმარებაში ხომ არ მომხდარა რაიმე ცვლილება (მაგალითად, სკოლებში, საავადმყოფოებში, საჯარო დაწესებულებებში და პარკებში)?

რის საფუძველზე გადაწყვიტეთ თქვენი ყოველდღიური მარაგის გარკვეულ ოდენობაზე უარის თქმა?

წყლის დაზოგვის რომელი ხერხია ყველაზე უფრო რეალური თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რომელი ხერხია უფრო რთული?

ძნელი იყო „საერთო წყლის“ გამოყენებაზე გადაწყვეტლების მიღება? კმაყოფილი ხართ ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით? ამ წყლის გამოყენების სხვა გზები ხომ არ გაქვთ მოფიქრებული?

2. ხელი შეუწყვეთ ბავშვებს, ისაუბრონ წყლის დაზოგვაზე ზოგადად:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის დაზოგვა?

  • რა ხდება, როდესაც ადამიანებს არა აქვთ საკმარისი რაოდენობის წყალი?

  • საიდან მოდის წყალი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ? როგორ მოდის ის ჩვენამდე?

  • ჩვენი საზოგადოება უყაირათოდ ხარჯავს წყალს?

3. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

  • წყალი აუცილებელია სიცოცხლისა და გადარჩენისთვის. რომელი სხვა რესურსი თამაშობს გარემოში ასეთივე როლს?

  • ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია ისეთი რესურსი, როგორიცაა, მაგალითად, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი და გარემო? რა ხდება, როდესაც რესურსები ხელმისაწვდომია, მაგრამ არ არის კარგი ხარისხის?

  • ვინ არის პასუხისმგებელი ამ რესურსების ხარისხზე?

  • ბავშვებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა იმაში, რომ კარგი ხარისხის რესურსებზე ყველას მიუწვდებოდეს ხელი?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვის ბოლოს სთხოვეთ ბავშვებს, ჩახედონ დასარიგებელ მასალას „წყლის წვეთები“ და დაუმატონ თავიანთი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავზოგოთ და გამოვიყენოთ წყალი. გამოფინეთ „წყლის წვეთების“ დასარიგებელი მასალა ოთახში, რომ ბავშვებს სამომავლოდ ამ მასალაში ჩახედვის საშუალება ჰქონდეთ.

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

  • სავარჯიშო „რა მშვენიერია სამყარო“, გვ. 135, ასევე ხელს უწყობს ბავშვებს, უკეთ გაერკვნენ იმაში, თუ რა არის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემო.

  • გამოიყენეთ ამ სავარჯიშოში მოცემული მიდგომა სხვა რესურსებთან მიმართებაში; გამოარკვიეთ, თუ რა გავლენას ახდენს ისინი ბავშვების ცხოვრებაზე (მაგალითად, სუფთა ჰაერი, უსაფრთხო და ყუათიანი სურსათი, ელექტროენერგია, გაზი და ნავთობი). განიხილეთ ბავშვებთან ერთად ამ რესურსების დაზოგვის ხერხები (მაგალითად, გადამუშავება, ნაგვის დახარისხება სხვადასხვა სანაგვე ყუთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, განახლებადი რესურსების გამოყენება და ა.შ.).

  • უკეთ გაეცანით სიტუაციას იმ ქვეყნებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი სუფთა წყალი

  • (მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი).

  • უკეთ გაეცანით წყალთან დაკავშირებულ საკითხებს (მაგალითად, ფილმების, დოკუმენტური ფილმების, მითების და ზღაპრების, საგაზეთო სტატიების საშუალებით). ხაზგასმით აღნიშნეთ კავშირი პირად მაგალითსა და წყლის დაზოგვას შორის, ასევე უფრო აბსტრაქტულ უფლებას, რესურსებსა და მდგრად განვითარებაზე და სიცოცხლის უფლებას შორის.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

  • მთელმა ჯგუფმა ერთად უნდა შეიმუშაოს მოქმედების გეგმა წყლის დასაზოგად. 500 მილილიტრიანი ბოთლის და 10 ლიტრიანი ჭურჭლის გამოყენებით ბავშვებს შეუძლიათ გაზომონ, დაახლოებით რამდენ წყალს ხარჯავენ დღეში. ერთი კვირის განმავლობაში მათ უნდა ჩაიწერონ ეს მონაცემები. ერთი კვირის შემდეგ ბავშვებთან ერთად განიხილეთ მონაცემები და ისიც, გაუჭირდათ თუ არა მათ წყლის დაზოგვა. ისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო იყო ეს ექპერიმენტი.

  • ერთი კვირის განმავლობაში წყლის დაზოგვის ცდაში დასახმარებლად დაუკავშირდით ბავშვების მშობლებს ან უფროსებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ.

  • ბავშვებთან ერთად ითამაშეთ „დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი პატრული“. თუკი სკოლის ახლოს პატარა ტბა ან მდინარეა, დააკვირდით, არის თუ არა ნაგავი ნაპირებზე ან წყალში. როგორ მოიხმარენ ადამიანები ამ წყალს?

გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად და დაათვალიერეთ, როგორ ხდება ნაგვის შეგროვება; განიხილეთ და ახსენით, როგორც ხდება ნაგვის გადამუშავება და რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა გარემო. გამოიყენეთ ბავშვების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცვლება მათი ქცევა ისეთ რესურსებთან მიმართებაში, როგორიც არის ჯანმრთელი საკვები, წყალი, შუქი, გაზი და ა.შ. დაეხმარეთ ბავშვებს იმის გაგებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის ქცევას გლობალურ კონტექსტში; ახსენით, რომ თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლას მოაქვს ცვლილება რესურსების მდგრად განვითარებაში.

სასარგებლო რჩევები წამყვანს

  • დაეხმარეთ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და სიცოცხლის უფლების დაცვაზეა დამოკიდებული გარემოს დაცვა.

ადაპტირებული ვარიანტი

უფროსი ასაკის ბავშვებთან შეიძლება ამ საკითხების - რესურსებით სარგებლობის უფლება, მდგრადი განვითარება და სიცოცხლის უფლება - უფრო აბსტრაქტულ ჭრილში განხილვა შემდეგი კითხვების გამოყენებით:

  • რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლება, ისარგებლოს წყლით და დედამიწაზე არსებული ყველა სხვა რესურსით?

  • არის თუ არა დედამიწაზე სხვა ამოწურვადი რესურსი?

  • რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება მომავალ თაობას, ისარგებლოს სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსებით?

დამატებითი ინფორმაცია

სამუშაო რვეულში „მოგზაურობა წყლის წვეთთან ერთად“ მოცემულია ძირითადი მონაცემები, საინტერესო ინფორმაცია და რამდენიმე სავარჯიშო წყლის თემაზე სერიიდან „გააკეთე და თან ისწავლე.“ მასში მოცემულია ზოგადი და პრაქტიკული ინფორმაცია იმისთვის, რომ შევისწავლოთ წყალი და მისი წარმოშობა, ის, თუ რა რაოდენობის წყალს მოიხმარს ადამიანი სასოფლო მეურნეობისთვის, საწარმოო თუ შინაური მოხმარებისთვის; მოცემულია, ასევე, წყლის დაბინძურების საკითხები.

http://unep.org/publications/search/pub-details-s.asp?ID=3729

დასარიგებელი მასალა: წყლის წვეთი

0x01 graphic

7.45 39. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ

▲ზევით დაბრუნება


თემები:
დისკრიმინაცია, ოჯახი, გენდერი

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
8-10 წელი

ხანგრძლივობა:
60 წუთი

ჯგუფის სიდიდე:
8-30 ბავშვი

სავარჯიშოს ტიპი:
ხატვა, დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

ნახატების და სურათების გამოყენებით ბავშვები განიხილავენ ოჯახის სხვადასხვა განმარტებას და შემადგენლობას

მიზნები:

  • მრავალფეროვანის და განსხვავებულის მიმართ ტოლერანტობის სტიმულირება

  • ბავშვებში აღზრდის სხვადასხვა მეთოდზე ფიქრის სტიმულირება; ასევე ოჯახის განმარტებაზე საუბარი

  • „არაორდინარული“ შემადგენლობის ოჯახებში ბავშვების დისკრიმინაციის განხილვა

  • ოჯახისა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის გარკვევა

მომზადება:

  • მოამზადეთ ილუსტრაციები და ფოტოები ოჯახის თემაზე, ყველა ტიპის ოჯახის აღწერით (მაგალითად, მარტოხელა დედა ან მამა, კლასიკური ოჯახი, ერთი სქესის მშობლები, ოჯახები, სადაც იზრდებიან შვილები წინა ქორწინებებიდან, აყვანილი შვილები, დიდი ოჯახები, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს)

მასალები:

ფოტოების და ილუსტრაციების ასლები ყველა ბავშვისთვის

მითითებები

1. სავარჯიშოს დაწყებისთანავე განუმარტეთ ბავშვებს, რომ ამ სავარჯიშოს განხორციელების პროცესში განხილული იქნება ადამიანებს შორის ის სხვადასხვა სახის კავშირი და თანაცხოვრების სხვადასხვა სახე, რასაც ჩვენ ოჯახად მივიჩნევთ. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ოჯახები, რომლებშიც ბავშვები ცხოვრობენ, ერთმანეთისგან განსხვავებულია.

2. სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ ოჯახი, რომელშიც ცხოვრობენ (და არა ის, რომელსაც შესაძლოა მოწყვეტილნი არიან, სადაც ოდესღაც ცხოვრობდნენ ან ცხოვრებას ისურვებდნენ და ა.შ.). თუკი ბავშვებს ნახატზე დამატებითი ინფორმაციის აღნიშვნა მოუნდებათ (მაგალითად, ოჯახის წევრის სახელი და გვარი, ასაკი, სქესი), ნუ დაუშლით.

3. ჰკითხეთ ბავშვებს, რა იციან მათგან განსხვავებული ტიპის ოჯახებზე და სთხოვეთ, ისაუბრონ ამ თემაზე. შემდეგ სთხოვეთ, წარმოადგინონ საკუთარი ნახატები.

4. ბავშვებთან ერთად განიხილეთ სხვადასხვა ტიპის ოჯახები და ჩამოწერეთ ეს ნუსხა დაფაზე. ოჯახის ის ტიპები აღნიშნეთ, რომლებზეც საუბარი არ ყოფილა.

5. დაყავით ბავშვები მცირერიცხოვან, ოთხ-ხუთკაციან ჯგუფებად და მიეცით თითოეულ ჯგუფს თქვენს მიერ ადრე მომზადებული ფოტოები და ილუსტრაციები. ჰკითხეთ თითოეულ ჯგუფს, თუ რა განსხვავებებია მათ შორის, ასევე, რით არის ესა თუ ის ოჯახი „გამორჩეული“. სთხოვეთ ბავშვებს, ისაუბრონ საკუთარი ოჯახის სურათების შესახებ, ასევე იმაზე, თუ რა განასხვავებს მათი ოჯახების სურათებს თქვენს მიერ მიცემული სურათებისგან.

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასებ

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

ა. რა გააკეთეთ ამ სავარჯიშოს განხორციელებისას?

ბ. რამდენად იოლი იყო თქვენი ოჯახის დახატვა და წარმოდგენა?

გ. გაგიკვირდათ სხვა ბავშვების ნახატების ნახვა? რატომ?

დ. გაგიკვირდათ სხვა ოჯახების სურათების ნახვა? რატომ?

ე. რა გაიგეთ ოჯახების შესახებ?

ვ. როგორ ფიქრობთ, რას გრძნობენ ბავშვები, როდესაც მათი ოჯახი „სხვანაირია?“

ზ. რით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ბავშვებს?

2. დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების დახმარებით:

ა. ყველა ბავშვს აქვს ოჯახში ცხოვრების უფლება?

ბ. მნიშვნელოვანია ოჯახში ცხოვრება? რატომ? რატომ არა?

გ. რომელი ბავშვები არ ცხოვრობენ ოჯახში? სად ცხოვრობენ ისინი?

დ. ვინ უზრუნველყოფს ამ ბავშვების ოჯახების დაცვას?

ე. იცნობთ ასეთ ბავშვებს? რით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ბავშვებს?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

* სავარჯიშოში „ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, გვ. 86, განხილულია ის, თუ როგორ ცხოვრობენ ოჯახები და როგორ იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს.

* სტერეოტიპების საკითხები განხილულია, აგრეთვე, სავარჯიშოებში „თამაშები სურათებით“, გვ. 96 და „მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი“, გვ. 126.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

* დაგეგმეთ რამდენიმე ვიზიტი უახლოეს ბავშვთა თავშესაფარში ან ბავშვთა სახლში და იქ მყოფ ბავშვებთან ერთად შექმენით სადისკუსიო კლუბი ან მეგობართა ჯგუფი.

* თუკი ადგილობრივ თემში არსებობს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს „მშობლის აყვანას“ ან „ბაბუის ან ბებიის აყვანას“ (მოხუცებულის წამოყვანას თავშესაფრიდან), ბავშვებმა შეიძლება ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვან.

* ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა „ძმის ან დის აყვანის“ ინიციატივით გამოვიდეს და ეს ინიციატივა ადგილობრივი საზოგადოების ან სკოლის მიერ იქნეს გაზიარებული

სასარგებლო რჩევები წამყვანს

* ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებმა უხერხულად არ იგრძნონ თავი და მათ არავინ დასცინოს განსხვავებული ტიპის ოჯახის წარდგენისას. მთელი სავარჯიშოს განმავლობაში ყურადღება გაამახვილეთ ტოლერანტობაზე და გრძნობებსა თუ ფასეულობებზე, რომლებიც ოჯახს უდევს საფუძვლად.

* უნდა მოახდინოთ სავარჯიშოს ადაპტირება ბავშვების ოჯახებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რომ საკუთარი ოჯახის გამო ბავშვებმა უხერხულად არ იგრძნონ თავი.

* სავარჯიშოს დაწყებამდე წაიკითხეთ წინასწარი ინფორმაცია, რომელიც მოცემულია თამაშში „ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა“, გვ.230. შეგიძლიათ ასევე ნახოთ ინფორმაცია სხვადახვა ტიპის ოჯახების და მათი შემადგენლობის შესახებ და ამ სავარჯიშოში გამოიყენოთ.

ადაპტირებული ვარიანტი

ამ სავარჯიშოს შესამოკლებლად შეიძლება მისი ჩატარება ოჯახების სურათების გარეშე. ბავშვების ჯგუფებად დაყოფისას შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, ისაუბრონ თავიანთი ოჯახების ამსახველი ნახატების შესახებ, დამატებითი სურათების და ფოტოების გარეშე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განხილვისას ბავშვები ისეთი ტიპის ოჯახებსაც შეეხონ, რომლებიც მათი ოჯახებისგან განსხვავებულია.

7.46 40. ვისი სურათი მაქვს ზურგზე დაკრული?

▲ზევით დაბრუნება


აბა, ვინ ვარ მე?

თემები:
ადამიანის ზოგადი უფლებები, დისკრიმინაცია, მედია და ინტერნეტი

სირთულის დონე:
მე-2

ასაკი:
10-13 წელი

ჯგუფის სიდიდე:
10-20 ბავშვი

ხანგრძლივობა:

30 წუთი

სავარჯიშოს ტიპი:

თამაში-გამოცნობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოტოების აღქმა სტერეოტიპებზე დაყრდნობით; დისკუსია

სავარჯიშოს აღწერა:

სხვების პასუხებზე დაყრდნობით თითოეულმა ბავშვმა უნდა გამოიცნოს, ვინ არის მის ზურგზე მიკრულ ფურცელზე გამოსახული

მიზნები:

  • თითოეული ადამიანის და ადამიანთა ჯგუფისთვის იარლიყების მიკერების და სტერეოტიპების ზეგავლენის განხილვა

  • სტერეოტიპებს, წინასწარ განწყობას და დისკრიმინაციას შორის კავშირის განხილვა

  • სტერეოტიპების და წინასწარი განწყობის ხელშეწყობაში მედიის როლის გაანალიზება

მომზადება:

შეაგროვეთ 25 ფოტო, სადაც გამოსახულია ადამიანები სხვადასხვა ქვეყანასა და გარემოში. დაკიდეთ ფოტოები მუყაოს დაფაზე. შეხედულებისამებრ: გაუკეთეთ ლამინირება და დანომრეთ

მასალები:

  • 25 ფოტო, რომლებიც მუყაოს დაფაზეა დაკიდებული

  • ჭიკარტები ან წებოვანი ლენტი და ბლუტეკი

  • კალმისტრები და ფურცლები

  • დიდი ფორმატის ფურცლები და მარკერი

მითითებები

1. განუმარტეთ ბავშვებს სავარჯიშო:

ა. ყოველ თქვენგანს წებოვანი ლენტით ზურგზე მიკრული გექნებათ ადამიანის ფოტო.

ბ. ბავშვებმა წრეზე, ოთახის გარშემო უნდა იარონ. შემხვედრის მიმართულებით მომავალი ბავშვის ზურგზე მიკრული ფოტოს დანახვისას გამოთქვით საზოგადოებაში გავრცელებული აზრი ამ ტიპის ადამიანის შესახებ. შესაძლოა ეს თქვენი პირადი აზრი არ იყოს, თუმცა უნდა გამოხატავდეს იმ განწყობას და სტერეოტიპს, რომელიც საზოგადოებაში ამ ტიპის ადამიანების მიმართ არსებობს. ეს გამონათქვამები შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნაგატიური, არაკეთილგანწყობილიც კი.

გ. ჩამოწერეთ ამ გამონათქვამებში თქვენს მიმართ ნახმარი სიტყვები და ეცადეთ, გამოიცნოთ, თუ რა ტიპის ადამიანი ხართ.

2. თითოეულ ბავშვს მიაკარით ფოტო ზურგზე ისე, რომ მან ფოტოზე გამოსახული ადამიანი ვერ დაინახოს. მიეცით ყველა ბავშვს ფურცელი და კალმისტარი და სთხოვეთ, ჩაიწეროს მის დასახასიათებლად გამოყენებული სიტყვები.

3. სავარჯიშოს დაწყებისას ბავშვები ერთმანეთში აირევიან და ერთმანეთს ისეთ სიტყვებს ეუბნებიან, რომლებიც ადამიანის დახასიათებისას გამოიყენეთ. დაახლოებით 10 წუთში ისევ შეკრიბეთ ჯგუფი.

4. დაიწყეთ პირველი ფოტოდან და სთხოვეთ თითოეულ ბავშვს, გამოიცნოს ფოტოზე გამოსახული ადამიანი სხვა ბავშვების მიერ მოცემული დახასიათებების მიხედვით. სთხოვეთ თითოებულ ბავშვს, ახსნას, როგორ გამოიცნო ესა თუ ის ადამიანი. შემდეგ სთხოვეთ, რიგრიგობით წაიკითხონ ის სიტყვები, რომლებიც ფოტოს აღწერისას იყო გამოყენებული, და ჩამოწერეთეს სიტყები ფლიპჩარტზე ან დაფაზე.

ა. მას შემდეგ, რაც გამოცნობის ეტაპს ყველა ბავშვი გაივლის, ჩამოხსენით ფოტოები და აჩვენეთ მთელ ჯგუფს, მიაკარით ისინი დაფაზე ან ფლიპჩარტზე, შესაბამისი კომენტარების გვერდით.

5. მოკლედ ისაუბრეთ თითოეული ფოტოს შესახებ:

ა. როგორ ფიქრობთ, სად არის ფოტოზე გამოსახული ადამიანი?

ბ. რას აკეთებს?

გ. რაიმე უფლებით სარგებლობის პროცესში ხომ არ არის ის გადაღებული?

სავარჯიშოსშემდგომი განხილვა და შეფასება

1. სავარჯიშოსშემდგომ განხილვაში შემდეგი შეკითხვები დაგეხმარებათ:

ა. რთული იყო ისეთი სიტყვების გამოძებნა, რომლებიც ზუსტად ასახავს ამ ტიპის ადამიანების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს?

ბ. რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც მკაცრ ან უსამართლო შეფასებებს იყენებდით ამ ადამიანის მიმართ?

გ. რთული იყო სურათზე გამოსახული ადამიანის გამოცნობა იმის მიხედვით, თუ რას ამბობდნენ მასზე?

დ. რას გრძნობდით, როდესაც ისმენდით, თუ რას ამბობდნენ იმ ადამიანზე, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ?

ე. განსხვავდებოდა თქვენი აზრი სხვადასხვა ფოტოზე წარმოდგენილ ადამიანებზე იმ კომენტარებისგან, რომლებსაც ისმენდით?

ვ. ვინმეს გაუჭირდა იმ ადამიანის გამოცნობა, ვისაც წარმოადგენდა? რატომ?

2. განიხილეთ სიტყვების ნუსხა და დაუკავშირეთ ის ადამიანის უფლებებს. გამოიყენეთ იარლიყები და სტერეოტიპები, რომლებიც ამ ადამიანებთან მიმართებაში იხმარება; დასვით შემდეგი შეკითხვები:

ა. როგორ ფიქრობთ, თქვენი თემის უმრავლესობა შეხვედრია ასეთ ადამიანებს?

ბ. რის საფუძველზე ექმნებათ მათ შეხედულებები ამ ადამიანების შესახებ?

გ. იცვლით თუ არა აზრს ამა თუ იმ ადამიანის შესახებ?

დ. რატომ არის ადამიანის მიმართ სხვადახვა იარლიყის და სტერეოტიპის გამოყენება უსამართლო?

ე. რამდენად შეუძლია იარლიყების მიკერებას და სტერეოტიპებს უბიძგოს ადამიანს უფლებების დარღვევისკენ?

ვ. გვთავაზობს თუ არა ბავშვების მიერ მოცემული დახასიათება სხვადასხვა ადამიანის ხედვას? განა ყველა ადამიანის ხედვა ერთნაირია?

ზ. მიაქციეთ ყურადღება, რომ უცნობი ადამიანების შესახებ აზრს ჩვენ ხშირად მედიიდან (მაგ. რადიო და ტელევიზია) ვიგებთ. ისაუბრეთ სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში მედიის როლის შესახებ შემდეგი შეკითხვების დახმარებით:

თ. როგორ წარმოადგენს მედია სხვა კულტურის და ქვეყნის წარმომადგენლებს? როდესაც ისინი სხვა კულტურაში ან ქვეყანაში ცხოვრობენ? როდესაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობენ?

ი. როგორ შეუძლია მედიას ხელი შეუწყოს სტერეოტიპების და წინასწარი განწყობების ჩამოყალიბებას?

რჩევები შემდგომი მუშაობისთვის

სტერეოტიპებს სხვა სავარჯიშოებიც შეეხება, მაგალითად:

  • სავარჯიშოებში „თამაშები სურათებით“, გვ. 96, და „მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი“, გვ. 126, განიხილება რამდენიმე სხვადასხვა სტერეოტიპი;

  • სავარჯიშოები „ბიჭები არ ტირიან“, გვ. 63, და „იყო და არა იყო რა...“ გვ. 112, განიხილავენ გენდერულ სტერეოტიპებს;

  • „თვალახვეული“, გვ. 104, და „ცოდნის მოცულობა“, გვ. 187, შეეხება სტერეოტიპებს უნარშეზღუდული ბავშვების შესახებ.

რამდენიმე იდეა, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ

  • ბავშვებს შეუძლიათ ჩაატარონ კვლევა და გაიგონ, თუ როგორია სხვების - ბავშვებისა და/ ან უფროსების - აზრი ფოტოების შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ მოაგვარონ სტერეოტიპებსა და წინასწარ განწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

  • მაგალითისათვის ამოირჩიეთ რაიმე მიმდინარე მოვლენა, რომელიც სხვა ქვეყნებს და კულტურებს შეეხება, და გააანალიზეთ, თუ როგორ აღწერენ გაზეთები, რადიო და ტელევიზია ამ ამბებს და მათში მონაწილე ადამიანებს. შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა მედიის მიერ გადმოცემული ერთი და იგივე ამბავი. როგორაა გადმოცემული ადამიანის უფლებების საკითხები?

თუკი ბავშვებს აქვთ კამერა, მათ შეუძლიათ მოაწყონ ფოტოგამოფენა „ადამიანის უფლებები“ ან „მრავალფეროვნების სხვადახვა სახე.“

სასარგებლო რჩევები წამყვანს

  • სავარჯიშოსშემდგომი განხილვისას სხვადასხვა სურათის გამოყენებით და სხვადასხვა შეკითხვის დასმის საშუალებით შესაძლებელია ამ სავარჯიშოს ადაპტირება და მთელი აქცენტის გადატანა ადამიანის უფლებების ნებისმიერ თემაზე, მაგალითად, გენდერულ თანასწორობაზე, სიღარიბესა ან სოციალურ გარიყულობაზე.

  • ძალზე მნიშვნელოვანია კარგი სურათების შერჩევა. მათი შერჩევა შესაძლებელია ჟურნალებიდან, სამოგზაურო ბროშურებიდან, ძველი კალენდრებიდან და საფოსტო ბარათებიდან. შეიძლება, აგრეთვე, მათი ამობეჭდვა ოოგლე-იდან. მიაქციეთ ყურადღება, რომ არცერთ სურათს არ ახლდეს ტექსტი, მაგრამ ჩაინიშნეთ ფოტოს შესახებ ინფორმაცია, რომ შემდგომში მასთან დაკაშირებულ შეკითხვებს უპასუხოთ.

  • სურათებზე წარმოდგენილი უნდა იყოს „დედამიწაზე ცხოვრების“ სხვადასხვა ასპექტი. ასევე, წარმოდგენილი უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და კულტურის წარმომადგენლები. უნდა იყოს სურათები სოფლისა და ურბანულ გარემოში, ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობაში, ადამიანები დაკავებული სხვადასვა სახის სამუშაოთი და დასვენებით; სხვადასხვა წარმომავლობის, კანის ფერის, რასისა და რელიგიის მიმდევარი ადამიანები. ნუ ეცდებით რაიმე თანამიმდევრობით მათ დალაგებას.

  • ეცადეთ, ისეთი სურათები შეარჩიოთ, სადაც არ არის გამოსახული ჯგუფის წევრებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რადგან ეს უხერხულობას გამოიწვევს.

  • ბევრ ბავშვს გაუჭირდება სტერეოტიპულ პასუხებსა და საკუთარ აზრს შორის განსხვავების დადგენა.

  • თუმცა ეს სავარჯიშო დააფიქრებს მათ და მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის.

ადაპტირებული ვარიანტი

ბავშვები განსხვავდებიან თავიანთი სიმწიფით, სიღრმით, სტერეოტიპების ზოგადი ცოდნით და „ვიზუალური წიგნიერების“ უნარით. მოახდინეთ ანალიზის ადაპტირება ჯგუფის შესაძლებლობებთან.

8 V. თემები

▲ზევით დაბრუნება


8.1 1. მოქალაქეობა

▲ზევით დაბრუნება


როგორც წესი [ბავშვები], როგორც მოქალაქეები, ან იგნორირებული არიან, ან უფრო ხშირად მათ მომავლის და არა აწმყოს მოქალაქეებად თვლიან საკუთარი შეხედულებების შესაბამისად.

ბრაიან ჰოუვი

0x01 graphic

თანამედროვე მოქალაქეობის მრავალმხრივი ასპექტები

ვიწრო სამართლებრივი თვალსაზრისით მოქალაქე წარმოადგენს იმ სახელმწიფოს მაცხოვრებელს, სადაც კანონი იცავს ადამიანების მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს და სადაც ადამიანებს საკუთარი მოვალეობები აქვთ სახელმწიფოს წინაშე. ეს მოვალეობებია ქვეყნის კანონების დაცვა, ერთიან ხარჯებში წვლილის შეტანა, ქვეყნის დაცვა მტრის თავდასხმის შემთხვევაში. მოქალაქეობა განსხვავდება ეროვნებისგან ანუ ეთნიკური იდენტურობისგან. აღნიშნულ კონტექსტში ორი უკანასკნელი ტერმინი სინონიმებია კულტურული და ენობრივი ნიშნით დაჯგუფებისთვის. ევროპის უმეტესი ქვეყნები რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით არის დასახლებული. თუმცა ერთი და იმავე ეროვნების ადამიანები შეიძლება მეზობელ ქვეყნებშიც ცხოვრობდნენ. თუ სახელმწიფო პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენს, ერი კულტურული და/ან ეთნიკური ერთეულია. მოქალაქეობა დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და არ არის დამოკიდებული ეროვნებაზე.

დღეს არსებული„მოქალაქეობა“სცილდება უბრალოდ სამრთლებრივ ურთიერთობებს ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. მას არა მხოლოდ სამართლებრივი ასპექტი ახასიათებს, რომელიც მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებსა და მოვალეობებს გულისხმობს, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტებიც. მოქალაქეობა ადამიანის ინდივიდუალობის ნაწილია. შენ გიყვარს შენი თემი, რადგან მისი ნაწილი ხარ და სხვათაგანაც ამას ელი და გინდა, რომ ისინი შენთან ერთად ზრუნავდნენ მთელი თემის საერთო კეთილდღეობაზე.

ამ უფრო ფართო გაგებით, მოქალაქეობა არ ნიშნავს მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობების დამყარების პროცესს. ის მოიცავს ინდივიდუალობის, კუთვნილების, საზოგადოებაში ჩართულობის, მონაწილეობისა და საზოგადეობის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობებს. მოქალაქეს, როგორც საზოგადოების წევრს, შეუძლია გავლენა მოახდინოს, მონაწილეობა მიიღოს მის განვითარებაში და წვლილი შეიტანოს მის კეთილდღეობაში. ამგვარად, მოქალაქე არის როგორც უფლებების და მოვალეობების „მიმღები“, ასევე „მონაწილე“, რომელიც მონაწილეობას ღებულობს იმ ჯგუფის ცხოვრებაში, რომლის ნაწილადაც თავს აღიქვამს. ამ ასპექტში მოქალაქეები ღირსების თვალსაზრისით თანასწორნი არიან.

კითხვა: არჩევნებში მონაწილეობის გარდა, ჩართულობის ან მონაწილეობის კიდევ რა ფორმებია შესაძლებელი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის? როგორ შეიძლება მათი წახალისება მონაწილეობის მისაღებად?

მოქალაქეობის ისტორიული და თანამედროვე კონცეფციები

მოქალაქეობის ისტორიული განვითარების იდეის გააზრება გვეხმარება მოქალაქეობის მრავალმხრივი ასპექტების ახსნაში.

მოქალაქეობის ერთ-ერთი ადრეული კონცეფცია უკავშირდება ძველი საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებს, სადაც „მოქალაქეებად“ ითვლებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ სახელმწიფოს საქმეებში მონაწილეობის კანონიერი უფლება. თუმცა მოსახლეობის მხოლოდ პატარა პროცენტი ითვლებოდა მოქალაქეებად: მონებს და ქალებს უბრალო ნივთებად თვლიდნენ, ხოლო უცხოელები საერთოდ არ შედიოდნენ ამ სიაში. იმ თავისუფალი ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მოქალაქის პრივილეგირებული სტატუსი, „მოქალაქეობრივი ღირსება“ ან „კარგი მოქალაქეობა“ მნიშვნელოვანი იყო. ამ ტრადიციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა იმ პასუხისმგებლობებს, რომლებსაც მოქალაქეობა აკისრებდა მოქალაქეებს.

მოქალაქეობის ასოცირება ეროვნულ კუთვნილებასთან მეცხრამეტე საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც ევროპის მთელი მასშტაბით ჩნდებოდა ეროვნული სახელმწიფოები და როცა „მოქალაქის“ სამართლებრივი სტატუსი ხშირად უკავშირდებოდა ეროვნულ სახელმწიფოს, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ეთნიკური წარმოშობის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში მოქალაქეობასა და პატრიოტიზმს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა.

მოქალაქეობის ლიბერალური გაგება, რომელიც საფრანგეთის რევოლუციასთან ერთად წარმოიშვა, ყურადღებას ამახვილებდა ყველა მოქალაქისთვის უფლებების მინიჭების მნიშვნელობაზე, კონსტიტუციის ერთგულებაზე და არა ეთნიკურ წამომავლობაზე. რაც უფრო მეტ ადამიანს ეძლეოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამართლიანობა და პოლიტიკური უფლებები უფრო მეტი ადამიანისთვის იქცეოდა რეალობად. მეოცე საუკუნეში „სოციალური მოქალაქეობის“ მხარდამჭერები უფრო შორს წავიდნენ და აღიარეს, რომ მოქალაქეებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სახელმწიფოსგან უნდა ჰქონოდათ მინიჭებული. გასულ საუკუნეში მდიდარი სახელმწიფოების აღმავლობა მნიშვნელოვანწილად იმ მოაზროვნე ადამიანებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეების უფლებები მათ საარსებო და სამუშაო პირობებსაც უნდა გულისხმობდეს.

დღეს მოქალაქეობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, რომლებიც ურთიერდაკავშირებული და ურთიერდამოკიდებულია. „აქტიური მოქალაქეობა“ გულისხმობს მუშაობას უკეთესი საზოგადოების შექმნის მიმართულებით ეკონომიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფო სამსახურში, ნებაყოფლობით საქმიანობაში მონაწილეობის გზით და სხვა ისეთი საქმიანობით, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

„ევროპის მოქალაქეობა“ სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს. ევროკავშირის შესახებ მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომ ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოთა მოქალაქეებს გარკვეული უფლებები და მოვალეობები აქვთ როგორც მთალიანად კავშირის, ისე საკუთარი სახელმწიფოების მიმართ. ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მინიჭებული ამგვარი უფლებები გულისხმობს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლებას და ცხოვრების უფლებას, ასევე ევროპის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებას. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ დღევანდელი „ევროპული საზოგადოება“ ისეთივეა, როგორიც, ვთქვათ, საბერძნეთის ან ჩეხეთის საზოგადეობები. ამჟამად ევროპის მოქალაქეობა სადღაც ხელშესახებ რეალობასა და შორეულ იდეალს შორის იმყოფება. „ევროპის მოქალაქეობის იდეალური ვარიანტი დამყარებული იქნებოდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის ფასეულობებზე.“1 ევროპის მოქალაქეობა იძლევა სხვადასხვა ფასეულობის სისტემებისადმი - ადამიანის უფლებების, ეროვნების, ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის, ადგილობრივი თემის, ოჯახის, იდეოლოგიური ჯგუფისადმი და ა.შ. - კუთვნილების გრძნობას. კუთვნილების აღნიშნული მრავალფეროვანი და დინამიკური სისტემა, რომელსაც გულისხმობს ევროპის მოქალაქეობა, არ მოდის წინააღმდეგობაში არც ერთ ეროვნულ იდენტურობასთან, იგი მოცულობითია და მოქმედებს ადგილობრივ დონეზე.

„მსოფლიოს მოქალაქეობა“ შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც წარმოიშვა იმ შეხედულებიდან, რომ ყველა ადამიანი მსოფლიოს მოქალაქეა. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ცნება „მსოფლიოს მოქალაქე“ არ არსებობს. „მსოფლიოს მოქალაქეობა გულისხმობს უსამართლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროების გათვითცნობიერებას, ასევე ამ მიმართულებით აქტიურად მოქმედების სურვილს და შესაძლებლობას. ეს არის დედამიწის აღქმა როგორც ძვირფასი და უნიკალური რამისა და მომავალი თაობებისთვის მისი დაცვისა და შენარჩუნების სურვილი. მსოფლიოს მოქალაქეობა არსებობს ნებისმიერი სხვა მოქალაქეობის პარალელურად; ეს არის აზროვნების სტილი და რეალური სიკეთის კეთების სურვილი.“2

იმის გამო, რომ ტერმინებს „მოქალაქე“ და „მოქალაქეობა“ მრავალი განმარტება აქვთ და ეროვნული სახელმწიფო, სხვადასხვა კულტურის მქონე ევროპაში, აუცილებლად არ ნიშნავს სათანადო ცნებას, ევროპის საბჭო ტერმინით „მოქალაქე“ აღნიშნავს „საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ერთად მცხოვრებ ადამიანს“ „ეროვნული სახელმწიფოს“ ნაცვლად სიტყვა „თემი“ უკეთესად მიესადაგება იმ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

კითხვა: პირადად თქვენ როგორ გესმით მოქალაქეობა? მოქალაქეობის როგორი კრიტერიუმები უნდა არსებობდეს სულ უფრო სწრაფად განვითარებად და სხვადასხვა კულტურისგან შემდგარ სამყაროში? ვისზე არ უნდა ვრცელდებოდეს მოქალაქეობის უფლებები თქვენს საზოგადოებაში?

ამჟამად, ადამიანების უმეტესობის გაგებით, მოქალაქეობა შეიცავს ყველა აღნიშნული კონცეფციის ელემენტებს, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. ზოგი ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას აქცევ„მოვალეობებს“, მაშინ, როცა სხვებმა შეიძლება „უფლებებს“ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინონ. ზოგიერთებისთვის პატრიოტიზმი და კავშირი რომელიმე ერთ სახელმწიფოსთან უმთავრესია, მაშინ, როცა სხვა ადამიანები მოქალაქეობის მნიშვნელობას უფრო ღრმად გაიაზრებენ.

ბავშვები - მოქალაქეები

ბევრი ქვეყნის კანონის თანახმად ოდესღაც ბავშვები მათი მშობლების საკუთრებად ითვლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ patria potestas (მამის ძალაუფლება), რომელიც მამას ყველანაირ (მათ შორის სიცოცხლის და სიკვდილის) უფლებას აძლევდა საკუთარ შვილებზე, დიდი ხანია აღარ არსებობს, ამ ტრადიციის გადმონაშთი ჯერ კიდევ გვხვდება ზოგიერთ ქვეყანაში. ტრადიციული შეხედულებაა, რომ ბავშვები საზოგადოებაში „არ არიან მოქალაქეები“ ან „ჯერ არა აქვთ მოქალაქეობის სტატუსი“. მაშინ, როცა ბავშვის უფლებათა კონვენცია აღიარებს მშობლების უფლებებს საკუთარ შვილებზე ზრუნვაზე, მათ განათლებასა და წარმომადგენლობაზე (მე-5 და მე-18 მუხლები), მას ასევე შემოაქვს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების პრინციპი, რომელიც მშობლის უფლებებზე ზღვარს აწესებს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით (მე-3 მუხლი).

ბავშვთა უფლებების კანადელი დამცველის ბრაიან ჰოუვის აზრით, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ბავშვები დაბადების ან ნატურალიზაციის ძალით მოქალაქეებს წარმოადგენენ, მათ ხშირად არ აღიარებენ და არ თვლიან მოქალაქეებად. „ბავშვები როგორც მოქალაქეები ან იგნორირებული არიან, ან მათ უფრო ხშირად მომავლის და არა აწმყოს მოქალაქეებად აღიქვამენ.“3 ჰოუვი ამ დამოკიდებულების ორ მთავარ მიზეზს განსაზღვრავს: ბავშვების ეკონომიკურ დამოკიდებულებას მშობლებზე და მათ ფსიქოლოგიურ მოუმწიფებლობას. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკურად დამოკიდებულ სხვა ჯგუფებს, როგორებიცაა უმუშევარი მშობლები, პენსიონერები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ან ზრდასრული შრომისუუნარო ადამიანები, უარს არ ეუბნებიან მოქალაქეობაზე. ჰოუვი ასკვნის, რომ ბავშვებს აქვთ მოქალაქეობის უფლება, ვინაიდან„მოქალაქეობა ეხება ჩართულობას და არა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას“ .

კითხვა: ნამდვილად არიან თუ არა ბავშვები მოქალაქეები? თუ ისინი მომავალი მოქალაქეები არიან ანჯერ არა აქვთ მოქალაქეობის სტატუსი?

ბავშვებს ნამდვილად ჯერ არა აქვთ უფროსებისნაირი კოგნიტიური განვითარება, მოწიფულობა და თვითკონტროლი. თუმცა განვითარება მუდმივი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს, და ბავშვების კოგნიტიური განვითარება იზრდება, როცა მათ პატივისცემით ეპყრობიან და მათი ასაკის შესაბამის შესაძლებლობებს აძლევენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მოქალაქეების სახით იმოქმედონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად ბავშვებს, უფროსების მსგავსად, აქვთ უფლებები და მოვალეობები. თუმცა მათ ასევე განსხვავებული მოქალაქეობა აქვთ: ბავშვის უფლებათა კონვენცია აღიარებს ბავშვების განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას (მაგალითად, ძალადობისგან, უგულებელყოფისგან, ეკონომიკური და სექსუალური ექსპლუატაციისგან), მათი უზრუნველყოფის (ანუ ძირითადი საჭიროებების - როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა ან ცხოვრების ნორმალური პირობები - დაკმაყოფილების, ასევე სახელის, ინდივიდუალობისა და მოქალაქეობის უზრუნველყოფის) აუცილებლობას და ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში ბავშვების მონაწილეობის უფლებას, რომლებიც მათ ეხება. აღნიშნული უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის მზარდი შესაძლებლობების შესაბამისად, ისევე, როგორც ბავშვის, როგორც მოქალაქის, მოვალეობები. ბავშვებმა, უფროსების მსგავსად, პატივი უნდა სცენ სხვათა უფლებებს და დაემორჩილონ კანონს, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის ხარისხი და პასუხისმგებლობა კანონის წინაშე ასაკის შესაბამისად განსხვავდება. აღნიშნული პრინციპის გამოყენება მონაწილეობის უფლებასთან მიმართებაში განხილულია პრაქტიკულ სავარჯიშოში, „მონაწილეობა“, გვ. 262.

კითხვა: მოქალაქეობრივი მონაწილეობის რომელი ფორმებია ბავშვებისთვის შესაძლებელი და შესაფერისი?

მოქალაქეობის წინაშე მდგომი გამოწვევები

დღევანდელ ევროპაში არსებობს რამდენიმე სოციალური ფენომენი, რომლებიც მოქალაქეობის ტრადიციულ მოდელს პრობლემებს უქმნის. ზოგიერთ ადგილებში ეთნიკური კონფლიქტები და აშკარად გამოხატული ნაციონალიზმი აფერხებენ მოქალაქეობის ახალი ფორმების წარმოქმნას. გარდა ამისა, მოქალაქეობის ცნებისთვის ახალი გამოწვევაა თანამედროვე მიგრაციის მნიშვნელოვანი მასშტაბიც. მოქალაქეობის გააზრებაში სიძნელეებს ქმნის ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის წარსულში აკრძალული კოლექტიური თვითმყოფადობის ახალი ფორმების გამოჩენა, საკუთარი ავტონომიის გაზრდის მოთხოვნები და თანასწორობის ახალი ფორმები. სოციალური ერთობისა და ადამიანებს შორის სოლიდარობის შესუსტება, ასევე ტრადიციული პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მზარდი უნდობლობა მუდმივად საჭიროებს დემოკრატიული მოქალაქეობის ხელახალ გააზრებას და ამ სფეროში განათლების მისადაგებას ახალ რეალობასთან.

განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის ეხება სგანმანათლებლო პროცესს, რომლის დანიშნულებაა, რომ ყველა ბავშვი და ახალგაზრდა აქტიური და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქე გახდეს, რათა შეძლოს და მზად იყოს, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ საზოგადოების კეთილდღეობაში, რომელშიც ცხოვრობს. დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარების განათლების სამი ძირითადი მიზანია: 1) პოლიტიკური გათვითცნობიერების უზრუნველყოფა: პოლიტიკური და სამოქალაქო ინსტიტუტებისა და სოციალური პრობლემების ცოდნის მიცემა; 2) ისეთი საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა და აქტიური მოსმენა, და 3) ისეთი ფასეულობებისა და დამოკიდებულების დამკვიდრების ხელშეწყობა, რომლებსაც თემის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისკენ და ჩაბმისკენ მივყავართ. ამგვარი კომპლექსური მიდგომა დემოკრატიული მოქალაქეობის აღსაზრდელ განათლებას განასხვავებს ტრადიციული სამოქალაქო ან მოქალაქეობის განვითარებისკენ მიმართული განათლებისგან, რომელიც ძირითად ყურადღებას ცოდნის შეძენაზე და უფლებების დაცვასა და პასუხისმგებლობაზე ამახვილებს.

1997 წლიდან ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების სფეროში. ეს პროექტი აანალიზებს და პოლიტიკურ რეკომენდაციებს იძლევა აღნიშნულ საკითხზე და აგროვებს სასწავლო მასალას და საუკეთესო პრაქტიკას. 2002 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია, რომელიც მოუწოდებს მთავრობებს, განათლების პოლიტიკის თავიანთი რეფორმების პრიორიტეტულ ამოცანად დემოკრატიული მოქალაქეობის მიმართულებით განათლება დასახონ.4

ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების მონაწილეობის ხელშეწყობას შესაძლებლობათა შექმნის გზით, რათა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი განათლების პროცესში. ევროპის საბჭომ წამოიწყო პროგრამა ბავშვთა უფლებების ხელშესაწყობად და ბავშვთა დასაცავად ძალადობისგან, რომელსაც უწოდა „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ 2006-2008 წლებისთვის.

აქტიურ მოქალაქეობაში ბავშვების განათლების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მათთვის პრაქტიკული შესაძლებლობების უზრუნველყოფა უშუალო გარემოში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები და ისარგებლონ ოჯახში, სკოლაში, საბავშვო კლუბებში და ადგილობრივ ორგანიზაციებში გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობით. ამ როლში ბავშვები განიცდიან კუთვნილების გაღრმავებულ გრძნობას და ერთვებიან მოქალაქეობის კომპლექსურ და დინამიკურ პროცესში.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

მინისტრთა კომიტეტის REC (2002)12 რეკომენდაციაში, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში განათლების საკითხებს ეხება, ნათქვამია: „განათლებას დემოკრატიული მოქალაქეობის აღსაზრდელად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს უპირველესი ამოცანის - თავისუფალი, შემწყნარებელი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის - მიღწევის ხელშეწყობისთვის“. ევროპის მდიდარ კულტურულ მრავალფეროვნებას ევროპის საბჭო მიიჩნევს ფასეულ ქონებად, რომელიც ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საერთო გაგებაზეა დამყარებული. ევროპის საბჭო მოქალაქეობას ყველაზე ფართო კუთხით განიხილავს: „მოქალაქე შეიძლება დავახასიათოთ როგორც“ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობს საზოგადოებაში“ მაგრამ ვინაიდან ეროვნული სახელმწიფო აღარ წარმოადგენს ძალაუფლების კონცენტრირების ერთადერთ წერტილს, არსებობს იმის საჭიროება, რომ შემუშავდეს აღნიშნული ცნების უფრო გლობალური გაგება“. მოქალაქეობა „მოიცავს უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ ასევე თანასწორობის, მრავალფეროვნების და სოციალური სამართლიანობის იდეებს... მოქალაქეობა ასევე უნდა მოიცავდეს ინდივიდის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს თემის ცხოვრებაზე (ადგილობრივი, ქვეყნის, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით)“5

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი უზრუნველყოფს უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია ქმედითი მოქალაქეობის საკითხებთან. ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები (მუხლი 5), აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 9), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10), მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11) და განათლების უფლება (ოქმი 1, მუხლი 2). ევროპის კულტურული კონვენციის პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა დაიცვას და ხელი შეუწყოს ევროპის საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში საკუთარი ეროვნული წვლილის შეტანას“ .

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია სიტყვას „მოქალაქე“ ან „მოქალაქეობა“ იყენებს ქვეყნისადმი კუთვნილების თვალსაზრისით. მე-15 მუხლში ნათქვამია, რომ„ყველას აქვს მოქალაქეობის უფლება“ და დაუშვებელია მოქალაქეობის ჩამორთმევა სერიოზული მიზეზების გარეშე. ამ მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ადამიანს აქვს მოქალაქეობის შეცვლის უფლება.

საყოველთაო დეკლარაციის 29-ე მუხლი აღიარებს, რომ მოქალაქეობის უფლება პასუხისმგებლობებსაც მოიცავს და ასევე აღიარებს, რომ მოქალაქეობა არა მხოლოდ სამართლებრივი სტატუსი, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ფასეულობაცაა:

„ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება“ .

ბავშვის უფლებათა კონვენცია ასევე ეხება მოქალაქეობას. მე-7 მუხლით გარანტირებულია ბავშვის უფლება, მიიღოს მოქალაქეობა და დაცვა მოქალაქეობის უქონლობის თავიდან ასაცილებლად. მე-8 მუხლი აღიარებს ბავშვისთვის მოქალაქეობის მნიშვნელობას და მოუწოდებს მთავრობებს „პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, ჩათვლით“.

მოქალაქეობის გაგება ბავშვის უფლებათა კონვენციაში სცდება მხოლოდ სამართლებრივ საზღვრებს. კონვენცია შეიცავს უფროსებისთვის ადამიანის უფლებათა უფრო ადრეულ დოკუმენტებში (როგორიცაა ევროპული კონვენცია და ორი პაქტი) გარანტირებულ ბევრ უფლებას. თუმცა ბავშვის უფლებათა კონვენცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც, მათი მოქალაქეობის არსებით ასპექტზე დაყრდნობით, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ თემის ცხოვრების ყველა სფეროში:

* მუხლი 9: მონაწილეობა სასამართლო პროცესში, რომელიც ბავშვის მეურვეობას ეხება

* მუხლი 12: მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში „ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვს ეხება“

* მუხლი 13: აზრის გამოთქმა და ინფორმაციის მიღება და გადაცემა

* მუხლი 14: უფლება, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები აზრის, სინდისისა და რელიგიის სკითხებზე

* მუხლი 15: სხვებთან გაერთიანების უფლება

* მუხლი 23: უნარშეზღუდული ბავშვის უფლება, „აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ცხოვრებაში“

* მუხლი 30: უმცირესობების ან მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების უფლება, საკუთარი ჯგუფის წევრებთან და უფრო ფართო საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების ცხოვრებაში

* მუხლი 31: უფლება, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ ცხოვრებაში და ეზიაროს ხელოვნებას იხილეთ, აგრეთვე, თემის - „მონაწილეობა“ - განხილვა, გვ. 252.

სასარგებლო წყაროები

* Council of Europe Actions to Promote Children's Rights to Protection from All Forms of Violence: UNICEF, Innocenti Research Centre, Florence, 2005.

* Children's and Young People's Preparation Seminar of the Launching Conference „Building a Europe with and for Children“, Final report: Council of Europe, 2006.

* Declaration and Programme on Education for Democratic Citizenship, Based on the Rights and Responsibilities of Citizens, Committee of Ministers: Council of Europe, 1999.

* Gittins, Chris, Violence reduction in Schools - How to make a difference: Council of Europe, 2006.

* Gollob, Rolf and Krapf, Peter, Exploring Children's Rights: Lesson sequences for primary schools, DGIV/EDU/CIT (2006) 17: Council of Europe, 2006. www.unicef-icdc.org/publications

* Howe, Brian, „Citizenship Education for Child Citizens“, Canadian and International Education Journal, Vol. 34, no.1: 2005, p. 42-49.

* O'Shea, Karen, Developing a shared understanding, a glossary of terms for education for democratic citizenship, DGIV/EDU/CIT (2003) 29: Strassbourg, Council of Europe, 2003: www.coe.int/t/dg4/education/edc/ Source/Pdf/Documents/2003-29-GlossaryEDC.PDF

* Ramberg, Ingrid, Citizenship Matters: the participation of young women and minorities in Euro-Med youth projects, Seminar report: Council of Europe Publishing, 2005.

* Torney-Purta, Judith et al., Citizenship and Education in Twenty-Eight Countries: Civic knowledge and engagement at age fourteen: International Association for the Evaluation of Educational Achievement, Amsterdam, 2001.

* Under Construction: Citizenship, Youth and Europe, T-Kit on European Citizenship: Council of Europe, 2003.

* Violence against Children in Europe, A preliminary review of research: UNICEF, Innocenti Research Centre, Florence, 2005.

___________________

სასარგებლო ვებგვერდები

* Droits Partagès: des droits de l'homme aux droits de l'enfant: www.droitspartages.org

* ფონდი Citizenship: www.citizenshipfoundation.org.uk

* Oxfam Cool planet for teachers on global citizenship: www.oxfam.org.uk

* პროგრამა „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“: www.coe.int/children

* „იუნისეფის“ კვლევითი ცენტრი Innocenti: www.unicef-irc.org/publications/

_______________________

გამოყენებული ლიტერატურა

1 Under construction, Citizenship, Youth and Europe, T-kit No 7.Council of Europe, 2003. p.34.

2 Global Citizenship, Cool Planet for Teachers: www.oxfam.org.uk/coolplanet/teachers/globciti/index.htm

3 Howe, Brian, Citizenship Education for Child Citizens, Canadian and International Education Journal, Vol.34, no.1: 2005, p. 44.

4 Recommendation REC (2002)12 of the Committee of Ministers to member states on education for democratic citizenship.

5 O'Shea, Karen, Development of a shared understanding: A glossary of terms for education for democratic citizenship: Council of Europe, GDIV/EDU/CIT (2003)29, p.8. ouncil of Europe, GDIV/EDU/CIT (2003)29, p.8.

8.2 2. დემოკრატია

▲ზევით დაბრუნება


მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის კულტურის და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა, ვინაიდან დამოკიდებულება და ქცევა ყალიბდება ადრეულ ასაკში და მომავალში საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართვისთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

დემოკრატიის მომავლისთვის ევროპის საბჭოს ფორუმის დასკვნები, 2007 წლის ივნისი.

0x01 graphic

რა არის დემოკრატია?

ევროპის ისტორიის მანძილზე დემოკრატია არასოდეს ყოფილა ასე ფართოდ დამკვიდრებული და განმტკიცებული კონტინენტზე, როგორც 21-ე საუკუნის დასაწყისში. თითქმის ყველა ევროპული საზოგადოება დემოკრატიულად ითვლება, თუ იგი ემყარება სუვერენული მოქალაქეობის, გადაწყვეტილებების მიღების დროს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებული მთავრობის პრინციპებს. რეალურ ცხოვრებაში რთულია აღნიშნული პრინციპების სრულად მიღწევა, მაგრამ ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად სწორედ ისინი წარმოადგენენ თანამედროვე ევროპაში დემოკრატიის განვითარების პრინციპებს.

„დემოკრატია“ ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს - ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“: ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს.

დემოკრატია ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

* „ინდივიდუალური ავტონომიის“ პრინციპი: რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს წესებს, რომლებიც სხვათა მიერ არის დაწესებული;

* „თანასწორობის“ პრინციპი: რომ ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ადამიანებს საზოგადოებაში.

ხელისუფლების სხვა ფორმები არღვევს ორივე ამ პრინციპს, ვინაიდან ძალაუფლება გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული ადამიანის ან სოციალური კლასის ხელშია და ისინი დანარჩენი მოსახლეობის სახელით იღებენ ყველა გადაწყვეტილებას. მაგალითად, ოლიგარქია პატარა, პრივილეგირებული, ზოგიერთი ნიშნით (სიმდიდრე, ოჯახური ან სამხედრო ძალაუფლება) გამორჩეული ჯგუფის მმართველობაა. პლუტოკრატია არის მმართველობა, რომელიც კონტროლდება მდიდრების მიერ, ხოლო დიქტატურა ერთი, სრული ძალაუფლების მქონე პირის მმართველობაა. მმართველობის ამ სხვა ფორმების დროს პატივს არ სცემენ არც ინდივიდუალურ ავტონომიას და არც თანასწორობას.

დემოკრატია შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს. მაგალითად, პირდაპირ დემოკრატიაში მოქალაქეები უშუალოდ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა დემოკრატიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს, სადაც მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კანონებს და პოლიტიკას და ნიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს. თეორიულად, წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს ხელისუფლების თავისუფალ და სამართლიან არჩევას ხალხის ხმათა უმრავლესობით. ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გაყოფა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა. კანონის უზენაესობა არის პრინციპი, როდესაც ხელისუფლება და სასამართლო მხოლოდ დაწერილი კანონების შესაბამისად მოქმედებენ. აღნიშნული პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალაუფლების გაყოფის პრინციპთან, რომლის თანახმად ხელისუფლების საკანონმდებლო (პარლამენტი), აღმასრულებელი (მთავრობა) და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები საერთო ფასეულობების სისტემას წარმოადგენს. შესაბამისად, მცირე წარმომადგენლობის მქონე ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, როგორიცაა ბავშვები, ქალები, ემიგრანტები, რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დაცული არიან დისკრიმინაციისგან და ხდება მათი ინდივიდუალობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.

ტერმინი „დემოკრატია“ აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ტიპს, ასევე ხელისუფლების გარკვეულ ტიპს. დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მმართველობის ყველაზე სამართლიან მეთოდს უმეტესი ხალხისთვის და მაქსიმალურ თანასწორობას, გაცილებით მეტი ადამიანია აქტიური და არა პასიური მონაწილე. დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ადამიანისთვის, ჯგუფისთვის თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისთვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ, უფრო სავარაუდოც არის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ მის გადაწყვეტილებებს. დემოკრატია არსებობს როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე.

დემოკრატია პრაქტიკაში

დემოკრატიული სისტემები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არცერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს მოდელად სხვათათვის. დემოკრატიულმა ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს რამდენიმე ფორმა, მათ შორის საპრეზიდენტო მმართველობის (როგორიცაა საფრანგეთში, რუმინეთში ან რუსეთში) ან საპარლამენტო მმართველობის (როგორც დიდ ბრიტანეთში, სლოვაკიაში ან ესპანეთში). სხვა ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ფედერალური მმართველობის ფორმები აქვთ. ზოგიერთი საარჩევნო სისტემა პროპორციულია, ხოლო ზოგი მათგანი მაჟორიტარული. თუმცა ზოგადი პრინციპებია ყველა მოქალაქის თანასწორობა და ყველა ადამიანის უფლება გარკვეულ ინდივიდუალურ ავტონომიაზე. მაგრამ ინდივიდუალური ავტონომია არ ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია იმის კეთება, რაც მას ნებავს. ის გულისხმობს, რომ მმართველობის სისტემა ყოველ მოქალაქეს თანაბარი ხმის უფლებას აძლევს, აღიარებს, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა და რომ მის არჩევანს ანგარიში უნდა გაუწიონ. ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ცალკეული მოქალაქეების ინიციატივასა და მონაწილეობაზე.

დემოკრატიული სისტემები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის გათვალისწინებითაც, თურამდენად სცემენ ისინი პატივს თანასწორობას და აძლევენ მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ გავლენამოახდინონ გადაწყვეტილებებზე. ადამიანებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, შეიძლება ნაკლებიხმის უფლება ჰქონდეთ. ქალებს, რომლებიც ნაკლებად არიან წარმოდგენილი საზოგადოებაში, შეიძლებანაკლები შესაძლებლობები ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების დროს, მაშინაც კი, როცა აღნიშნულიგადაწყვეტილებები კონკრეტულად ქალებს ეხება. ზოგიერთ სოციალურ ჯგუფს, როგორიცაა ბავშვები დაუცხო ქვეყნის მუშები, შეიძლება არ ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. ამავე დროს ბევრ ადამიანს სჯერა,რომ მათ წესები ისეთმა არჩეულმა პირებმა დაუდგინეს, რომლებიც მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ.ამგვარად, სად არის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები? რამდენად შეგვიძლია შევიგრძნოთ „საკუთრება“ ნებისმიერ კანონზე და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე?

დემოკრატია არასოდეს არის იდეალური და ყოვლისმომცველი. კარლ პოპერიც კი აღნიშნავს: „დემოკრატია არის სიტყვა, რომელიც არარსებულ რაღაცას ნიშნავს“. ეს შეიძლება გაზვიადებაა, მაგრამ ჭეშმარიტი დემოკრატია ნადვილად იდეალური მოდელია. ადამიანების გადასაწყვეტია, თუ რამდენად ახლოს შეუძლია მათ საზოგადოებას ამ იდეალურ მდგომარეობამდე მისვლა.

დემოკრატია მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მოქალაქეები აქტიურები არიან

დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე საარჩევნო კოდექსი. ეს არის ქცევის კოდექსი, დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გათვითცნობიერება ტერი დევისი, შესავალი სიტყვა, რომელიც მან ევროპის საბჭოს მიერ 2006 წელს ორგანიზებულ „დემოკრატიის ზაფხულის უნივერსიტეტში“ წარმოთქვა.

დემოკრატიული საზოგადოება გაცილებით მეტია, ვიდრე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ეროვნული ინსტიტუტების სისტემა. დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი გამოვლინებებია ძლიერი და დამოუკიდებელი ადგილობრივი ხელისუფლება, განვითარებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე და დემოკრატიული სული სამუშაო ადგილებზე და სკოლებში. დემოკრატია პრაქტიკული პროცესია, რომლის სწავლაც ყოველდღიურად და ყველგან არის საჭირო.

დემოკრატია შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს და უფრო უკეთ ემსახურებოდეს მოქალაქეების ინტერესებს, თუ ადამიანები ჩამოაყალიბებენ მოთხოვნებს, მეტ ზეგავლენას მოახდენენ და ხელისუფლების მოქმედებას მონიტორინგს მუდმივად გაუწევენ. თანამედროვე საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოქალაქეთა კონტროლის ძირითად საშუალებებს წარმოადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დაიცვან, ასწავლონ და ყურადღების მობილიზაცია მოახდინონ საზოგადოების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ხელისუფლების ან სხვა მმართველობითი ორგანოების ქცევის მონიტორინგი აწარმოონ. არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ გახდნენ მამოძრავებელი ძალა და მთავარი მოქმედი პირები უფრო დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობის გზაზე.

დემოკრატიულ საზოგადოებებში მედიას მეტად ძლიერი ფუნქცია აკისრია. მედიის საშუალებით ხორციელდება ახალი ამბების გაგება და სხვადასხვა სოციალურ სფეროში ჩაბმული ადამიანების აზრის წარმოჩენა. მედია მოქალაქეების სახელით ასრულებს ე.წ. „მეთვალყურის“ როლს. მაგრამ ამგვარი ფორმა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალი არიან ხელისუფლების ან კორპორატიული ინტერესებისგან და ზეგავლენისგან, თუ მათ იციან საზოგადოების სამსახურის ფასი და საკუთარ როლს სერიოზულად უდგებიან.

დემოკრატიის პრობლემები

დღეს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, საყოველთაო დაფიქრების სგანია დემოკრატიის მდგომარეობა. ევროპის ბევრ დემოკრატიულ სისტემაში ფართოდ არის გავრცელებული პოლიტიკური დაუკმაყოფილებლობა და სკეპტიციზმი. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ელიტა მხედველობაში არ იღებს ადამიანების ნებას. დემოკრატიის ზოგიერთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენა, როგორიცაა მკვეთრი სოციალური უთანასწორობა და კორუფცია, იწვევს იმედგაცრუებას და ბრაზს, რომლებმაც შეიძლება პოპულიზმამდე მიგვიყვანოს, რასაც ხელს უწყობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. მოქალაქეებს ხშირად უძლურების გრძნობა ეუფლებათ და სურვილი აღარა აქვთ, უფრო აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დემოკრატიის მდგომარეობაზე ამგვარი დაფიქრება ხშირად განპირობებულია არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის დონით, რომელიც უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა ევროპაში. აღნიშნული შემცირება, რომელიც მიუთითებს მოქალაქეების მხრიდან ინტერესისა და ჩართულობის ნაკლებობაზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს.

არჩევნებში მონაწილეობის განსაკუთრებით დაბალი დონე შეინიშნება ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის, ასევე დიდი სხვაობაა ახალგაზრდა თაობასა და სხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის მონაწილეობის წილში. თუმცა ამგვარი სხვაობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები უფრო აქტიურად არ ჩაებმებიან ხმის მიცემის პროცესში, როცა ასაკი მოემატებათ, მაგრამ მათი ინტერესები უფრო ნაკლებად არის წარმოდგენილი არჩევნებზე. მთელ მსოფლიოში ახალგაზრდები სულ უფრო მეტად შორდებიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს და პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციულ სტრუქტურებს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები ან ოფიციალური ახალგაზრდული ორგანიზაციები.1

მიუხედავად იმისა, რომ ეს უდავოდ სერიოზული პრობლემებია, სხვა კვლევები2 ცხადყოფს, რომ მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა იზრდება გავლენის მქონე ჯგუფებში, კამპანიებში, სპეციალურ სამოქალაქო ინიციატივებში ან საკონსულტაციო ორგანოებში. გლობალური სამოქალაქო საზოგადოება და ინტერნეტის აქტიური ჩაბმა აღნიშნულ პროცესში წარმოადგენს სამოქალაქო მონაწილეობის ახალ, მოქნილ ფორმებს, რომლებიც ეფუძნება ტექნიკური პროგრესის შესაძლებლობებს. ახალგაზრდებს შეუძლიათ სწრაფი მობილიზაცია მოახდინონ რომელიმე კონკრეტული საკითხის გარშემო, როგორც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერაყის ომთან ან უკრაინაში ნარინჯისფერ რევოლუციასთან დაკავშირებით. პოლიტიკური აზრის გამოხატვა ასევე შეიძლება ხელოვნების ან სპორტის მეშვეობით, გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხმის ამაღლებით, ქალთა უფლებების დაცვით ან მომხმარებელთა ბოიკოტით. მონაწილეობის აღნიშნული ფორმები ისეთივე არსებითია დემოკრატიის ეფექტიანი მოქმედებისთვის, როგორც ამომრჩეველთა მისვლა არჩევნებზე. საბოლოო ჯამში, არჩევნები საკმაოდ არასრულყოფილი საშუალებაა იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები ზედმიწევნით იყოს წარმოდგენილი. არჩევნებს შორის ოთხი-ხუთი წელი საკმაოდ დიდი პერიოდია საიმისოდ, რომ დაელოდო მთავრობისთვის ანგარიშის მოთხოვნას. დემოკრატიაში არსებითი მნიშვნელობის ფაქტორია ყოვედღიური მონაწილეობა და ეს ადგილობრივ დონეზე იწყება. საჭიროა ყოველდღიური ძალისხმევა იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

კითხვა: იცნობთ თუ არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ან მოქალაქეთა ინიციატივას თქვენს ქვეყანაში, რომელმაც უკანასკნელ წლებში წარმატებას მიაღწია საზოგადოების ან ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით?

ევროპის დემოკრატიული საზოგადოებების კიდევ ერთი სერიოზული სუსტი მხარეა უმცირესობათაწარმომადგენლობა, გასაკუთრებით მათი, ვინც სოციალური გარიყვის მსხვერპლია. თომას ჰამარბერგმა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისარმა, ცოტაოდენი ხნის წინათ აღნიშნა, რომ უუფლებობა ყველაზე დიდი პრობლემაა იმ მილიონობით ადამიანისთვის....

„..რომლებიც დევნილები არიან; რომლებსაც არ გააჩნიათ იმის საშუალება, რომ მიიღონ იურიდიული კონსულტაცია; ვისაც ენის ბარიერი აქვს, როცა მათ დახმარება სჭირდებათ; ვინც დაჩაგრულია საკუთარი კულტურული ჯგუფის მიერ ან მოქცეულია ცხოვრების ორ განსხვავებულ წესს შორის; ვინც იატაკქვეშეთშია და გამოჩენის ეშინია; ვინც იზოლირებულია შრომისუუნარობის გამო; იმ მოხუცებისთვის, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და აღარ შეუძლიათ ცხოვრების თავიდან დაწყება; მათთვის, ვინც მიეკუთვნება უმცირესობებს, რომლებიც ქსენოფობიის ან ჰომოფობიის მიმდევართა სამიზნეა3

ისეთ საზოგადოებაში, სადაც მთავრობებს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ და საარჩევნო სისტემები მუშაობენ პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“, უმცირესობებისთვის განსაკუთრებით რთულია მიაღწიონ სათანადო წარმომადგენლობას. დემოკრატიული მმართველობის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმირებულობის გაუმჯობესება უმცირესობათა თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის მისაღწევად.

ოცდამეერთე საუკუნეში რამდენიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა მოვლენამ მოახდინა გავლენა დემოკრატიის კონცეფციასა და პრაქტიკულ გამოვლინებაზე. ევროპული ინტეგრაცია და გლობალური ურთიერთდამოკიდებულება, ტექნიკური პროგრესი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მზარდი გავლენა შეიძლება დადებით ფაქტორებად ჩაითვალოს დემოკრატიის განვითარებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება ზიანი მიაყენონ ტრადიციულ დემოკრატიულ სტრუქტურებს. სწრაფად ცვალებადმა დემოგრაფიულმა ტენდენციებმა და კულტურებს შორის არსებულმა მიგრაციამაც შეიძლება დაარღვიოს ბალანსი საზოგადოებაში. აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ისეთი შესაძლებლობების გამოყენება და შექმნა, რომლებიც დემოკრატიას უფრო მეტად განავითარებს და გააძლიერებს.

კითხვა: თქვენი აზრით, უზრუნველყოფს თუ არა ინტერნეტი ახალ მეთოდებს გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რათა მათ უშუალო კონსულტაციები მიიღონ ხალხისგან ადგილობრივი თუ სახელმწიფო მნიშვნელობის კონკრეტულ საკითხებზე?

რატომ და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დემოკრატია?

იმისთვის, რომ დემოკრატიამ განაგრძოს განვითარება, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ მათ დემოკრატია საკუთარი ცხოვრების წესად აქციონ. დემოკრატიის შენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ბავშვებში თავისთავად არ განვითარდება. დემოკრატიის სწავლება ნიშნავს ბავშვების მომზადებას იმისთვის, რომ ისინი ისეთი მოქალაქეები გახდნენ, რომლებიც შეინარჩუნებენ და ჩამოაყალიბებენ დემოკრატიას მომავალში. ამიტომ დემოკრატია რაც შეიძლება ადრეულ ასაკში განათლების ყველა ფორმაში ძირითადი ასპექტი უნდა გახდეს.

როგორც განათლების საკითხებში ავსტრალიელი კონსულტანტი ლაიან სინგლტონი ამტკიცებს, განათლების მუშაკებს უნდა სწამდეთ, რომ დემოკრატია შესაძლებელია და რომ შეიძლება დემოკრატიული ცხოვრების წესით ცხოვრება საზოგადოებაში და ბავშვების გარემოცვაში. ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ არცერთი დემოკრატია და არცერთი იდეოლოგია არ არის იდეალური და რომ არცერთი იდეოლოგია არ არის უდავოდ ჭეშმარიტი. ჯანსაღი დემოკრატიის პირობებში მოქალაქეები კითხვებს სვამენ მათი ლიდერების მოტივებთან დაკავშირებით და მონიტორინგს უწევენ მათ საქმიანობას.

დემოკრატიის სწავლება არის სწავლება მოცულობითი საზოგადოების შესახებ. ასეთი საზოგადოება აღიარებს ყველა წევრს,... მისი მდგომარეობის ან სტატუსის მიუხედავად... აღიარებს განსხვავებას თავის წევრებს შორის და აგრძნობინებს მათ, რომ ისინი საზოგადოების წევრები არიან.4

დემოკრატიის სწავლება გულისხმობს ცნობისმოყვარეობის, დისკუსიის, კრიტიკული აზროვნებისა და კონსტრუქციული კრიტიციზმის უნარის განვითარებას. ბავშვებმა უნდა ისწავლონ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება. ამგვარი სასწავლო შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მოქმედების საშუალებით. იმისთვის, რომ ბავშვებმა გაათვითცნობიერონ დემოკრატიის ძირითადი კონცეფციები, საუკეთესო და ერთადერთი საშუალებაა დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება და მოქმედება. სკოლები, დაწესებულებები, ბავშვთა კლუბები და ორგანიზაციები, ასევე ოჯახები, სადაც პატივს სცემენ დემოკრატიულ პრინციპებს და სადაც ჭეშმარიტი დემოკრატიული სტრუქტურებია, ყველაზე კარგი მოდელებია იმისთვის, რომ ბავშვებს დახმარება გაუწიონ იმის გაგებაში, თუ რას წარმოადგენს დემოკრატია. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს სკოლის სტრუქტურებში და პროგრამებში და ისინი სტანდარტად უნდა იქნეს მიღებული სასკოლო ურთიერთობებში. განათლების მუშაკებმა უნდა მოახდინონ ბავშვების მიმართ პატივისცემის დემონსტრირება. ეს უნდა გაკეთდეს გადაწყვეტილების მიმღები საბავშვო ორგანოების ჩამოყალიბების გზით და თანატოლების შუამავლობის საშუალებით. ბავშვებს უნდა მიანდონ საკუთარი ღონისძიებების მოწყობა და მისცენ საშუალება, განიხილონ სხვადასხვა საკითხი, იკამათონ, ჩამოაყალიბონ შეხედულებები, ჩაერთონ დებატებში, წამოჭრან სტრატეგიები კონფლიქტების მოგვარებისა და სათანადო მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად. მონაწილეობის ამგვარი ფორმები განსაკუთრებულ დახმარებას უწევს ბავშვებს იმის გაგებაში, რომ მონაწილეობა სასარგებლო მცდელობაა.

მსოფლიოში არსებობს მრავალი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აიგოს წარმატებული დემოკრატიული სტრუქტურები ბავშვების ბუნებრივ გარემოცვაში. ევროპის საბჭოს პროგრამამ „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის“ გამოსცა სახელმძღვანელო მითითებები და შეაგროვა სკოლაში დემოკრატიის შენების და დემოკრატიული მმართველობის კარგი მაგალითები. აქ „მმართველობა“ ახდენს სგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გახსნილობის დემონსტრირებას, მონაწილეები (მასწავლებლები, ბავშვები, მშობლები, მესაკუთრეები) განიხილავენ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ საჭირბოროტო საკითხებზე და პროცესის დასრულების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. „დემოკრატიული“ მიუთითებს, რომ მმართველობა დამყარებულია ადამიანის უფლებათა ფასეულობებზე, უფლებამოსილებაზე და ყველა მონაწილის - ბავშვების, უფროსების, მშობლებისა და დაწესებულებათა თანამშრომლების - ჩართულობაზე.

დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დოკუმენტები

ადამიანის უფლებები და დემოკრატია ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ადამიანის უფლებები ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის საფუძველია და სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ეს უფლებები და უზრუნველყონ მათი შესრულება. მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელნი არიან: ისინი განუყოფელნი არიან და ყველა ადამიანზე ვრცელდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია. მაგრამ მხოლოდ დემოკრატიულ სტრუქტურებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა დაცვა. ადამიანის უფლებები და დემოკრატია მუდმივად ვითარდებიან.

სასარგებლო წყაროები

* Backman, Elisabeth and Trafford, Bernard, Democratic Governance of Schools, Council of Europe, 2007.

* Boman, Julia, Challenges to Democracy in Today's Europe, Synthesis of plenary sessions and workshops, Council of Europe, 2006.

* Forbrig, Joerg, Revisiting youth political participation, Council of Europe Publishing, 2005: www.youth-knowledge.net/system/galleries/download/research-reports/2005-revisiting- youth-political-participation-coepub.pdf

* The Future of Democracy in Europe, Trends, analysis and reforms, Green Paper for the Council of Europe, Council of Europe, 2004: http://edc.unige.ch/download/Schmitter-Trechsel-Green-Paper.pdf

* Gollob, Rolf and Kampf, Peter, Exploring Children's Rights, Nine projects for primary level, Council of Europe, 2007.

* Kovacheva, Síyka, „Will Youth Rejuvenate the Patterns of Political Participation?“ Forbrig, Joerg (ed.), in: Revisiting Youth Political Participation, Challenges for research and democratic practise in Europe, Council of Europe Publishing, 2005.

* Revised European Charter on the Participation of Young People in Local and Regional Life, Adopted by the Congress of Local and Regional Authorities of Europe 2003: www.coe.int/t/e/cultural-cooperation/youth/TXT-charter-participation.pdf

* Singleton, Lianne, Discovering Democracy, Teaching democracy in the primary school: www.abc.net.au/civics/democracy/pdf/td-primary.pdf

__________________

სასარგებლო ვებგვერდები

* დემოკრატიული რესურსების აღმოჩენა: www.civicsandcitizenship.edu.au/cce/default.asp?id=9180

* განათლება ბავშვებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით: http://aceproject.org/electoral-advice/archive/questions/replies/493883939

* არჩევნები ევროპაში: www.elections-in-europe.org

* არჩევნებთან დაკავშირებული რესურსები ინტერნეტში: http://electionresources.org/other.html

* დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი: www.civilsoc.org/elctrnic/ngo-devl/iid.htm

* ახალგაზრდების ხმები: www.unicef.org/voy

გამოყენებული ლიტერატურა:

1 Forbrig, Joerg, Revisiting Youth Political Participation, Challenges for research and democratic practise in Europe, Council of Europe Publishing, 2005, p.134.

2 Kovacheva, Síyka, „Will Youth Rejuvenate the Patterns of Political Participation?“ in Forbrig, Joerg (ed.), in Revisiting Youth Political Participation: Challenges for research and democratic practise in Europe: Strasbourg, Council of Europe Publishing, 2005.

3 Thomas Hammarberg's speech at the 1,000th session of the Committee of Ministers, Council of Europe, 2007.

4 Singleton, Lianne, Discovering Democracy, Teaching democracy in the primary school: www.abc.net.au/ civics/democracy/pdf/td-primary.pdf

8.3 3. დისკრმინაცია

▲ზევით დაბრუნება


დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპს.

0x01 graphic

დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანისთვის პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური ან კულტურული უფლებების და თავისუფლებების ჩამორთმევას. დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპს: რომ ყველა ადამიანი თანასწორია ღირსების თვალსაზრისით და მათზე ვრცელდება ერთი და იგივე ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნული პრინციპი მეორდება ადამიანის უფლებათა ყველა ძირითად დოკუმენტში (მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლში, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლში და მე-12 ოქმის პირველ მუხლში). დებულებები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ქვეყნების უმეტესობის კონსტიტუციებშიც შედის.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა სამართალში არ არსებობს „დისკრიმინაციის“ ერთიანი განმარტება, ადამიანის უფლებათა შეთანხმებებში (მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ბავშვის უფლებათა კონვენციაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციაში თუ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციაში) მოცემული „დისკრიმინაციის“ განმარტება შეიცავს გარკვეულ საერთო ელემენტებს:

1. არსებობს დისკრიმინაციის მიზეზი, რომელიც დამყარებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მაგალითად, ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 2, დისკრიმინაციის მიზეზებად კონკრეტულად მიუთითებს ბავშვის ან მისი მშობლის ან კანონიერი მეურვის რასას, კანის ფერს, სქესს, ენას, რელიგიას, პოლიტიკურ თუ სხვა მრწამსს, ეროვნულ, ეთნიკურ თუ სოციალურ წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობას, ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობას, დაბადების ან სხვა სტატუსს. უკანასკნელი პუნქტი - „ან სხვა სტატუსი“ - გულისხმობს დისკრიმინაციის ბევრ სხვა მიზეზს, როგორიცაა სოციალური კლასი, საქმიანობა, სექსუალური ორიენტაცია ან ენა.

2. არსებობს ქმედებები, რომლებიც დისკრიმინაციად კვალიფიცირდება. ასეთი შეიძლება იყოს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უარყოფა, შეზღუდვა ან გარიყვა. აღნიშნული ქმედებები მოიცავს როგორც ადამიანის უფლებათა ყველაზე უხეშ დარღვევებს, როგორიცაა გენოციდი, მონობა, ეთნიკური წმენდა ან დევნა რელიგიურ ნიადაგზე, ისე დისკრიმინაციის შედარებით მსუბუქ, მაგრამ უფრო ხშირ ფორმებს, რაც დაკავშირებულია, მაგალითად, სამუშაოზე დაქირავებასთან და დაწინაურებასთან, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფასა და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან. ბავშვებს შორის დისკრიმინაციის გამოვლინებაა გარიყვა (მაგალითად, ბავშვისთვის უარის თქმა თამაშში მონაწილეობაზე), განსხვავებულობის გამო დაშინება და დაცინვა (ე.წ. „ფიზიკურ/ფსიქოლოგიური ზემოქმედების“) და მეტსახელების შერქმევა (მაგალითად, „ქალაჩუნა“ „სქელო“, „სულელო“). იხილეთ პრაქტიკული სავარჯიშო, „ძალადობა“, გვ. 270.

3. დისკრიმინაციას მოჰყვება შედეგები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, შეუძლიათ ხელი შეუშალონ ადამიანებს მათი უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გამოყენებაში. დისკრიმინაცია ასევე მთლიანობაში ახდენს გავლენას საზოგადოებაზე, აძლიერებს წინასწარ შექმნილ ნეგატიურ განწყობას და რასისტულ დამოკიდებულებას.

დისკრიმინაცია ხშირად დამყარებულია უვიცობაზე, წინასწარ შექმნილ ნეგატიურ განწყობასა და ნეგატიურ სტერეოტიპებზე. იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს ეშინია იმის, რაც უცნაურად ეჩვენება ან მისთვის უცნობია, ის ეჭვის თვალით ან სისასტიკით ეპყრობა ნებისმიერ ადამიანს, რომლის გარეგნობა, კულტურა ან ქცევა არ არის მისთვის ნაცნობი.

დისკრიმინაციად შეიძლება ჩაითვალოს იმგვარი დამოკიდებულებები, მოქმედებები ან ინსტიტუციური პრაქტიკა, რომლებიც ადამიანს დამოკიდებულს ან იზოლირებულს ხდის. ისტორიული ფესვები განსაკუთრებით რასიზმს აქვს გადგმული, მას სწამს ერთი ჯგუფის უპირატესობისა მეორეზე. ეს რწმენა ოდესღაც „დაბალ საფეხურზე მდგომი ჯგუფების“ მიმართ დისკრიმინაციის გასამართლებლად გამოიყენებოდა. თუმცა ამგვარი რწმენა ამჟამად უარყოფილია, რასობრივი დისკრიმინაცია ჯერ კიდევ არსებობს. დისკრიმინაციის სხვა ფორმებია სექსიზმი, ეიჯიზმი, ჰომოფობია, ანტისემიტიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა და ქსენოფობია, რომელიც უცხოელების და უცხო ქვეყნების მიმართ შიშს ან სიძულვილს ნიშნავს.

დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა სეგრეგაცია - კანონის ან წეს-ჩვეულების საფუძველზე ეთნიკური ჯგუფების განცალკევება. ევროპაში არსებობდა სეგრეგაციის ოფიციალური ფორმები; მაგალითად, ოდესღაც ებრაელები გეტოებში იყვნენ იზოლირებულნი. ამჟამად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბევრ ბოშას მტრული მოპყრობით ან ეკონომიკური სეგრეგაციით აიძულებენ, ცალკე თემებად იცხოვრონ.

დისკრიმინაცია შეიძლება გამოვლენილი იყოს საჯაროდ - ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შეგნებული დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითებია, როცა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის ბავშვს არ უშვებენ სკოლაში, ან როცა უძრავი ქონების კომპანია არ აქირავებს ბინებს ემიგრანტებზე. არაპირდაპირი დისკრიმინაცია ორიენტირებულია იმ შედეგზე, რომელიც მოჰყვება პოლიტიკურ კურსს ან ზომას, რომელიც შეიძლება ნეიტრალური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში სისტემატურად აყენებს გარკვეული უმცირესობის ადამიანებს სხვებთან შედარებით არასასურველ მდგომარეობაში. მაგალითად, სახანძრო უწყება, რომელიც აწესებს აუცილებელ მინიმალურ სიმაღლეს მეხანძრეებისთვის, ავტომატურად გამორიცხავს ბევრი ქალისა და ემიგრანტების მიერ განაცხადის შეტანას; ამასვე აკეთებს უნივერსალური მაღაზია, რომელიც არ იყვანს სამსახურში პირებს, რომლებსაც გრძელი

ქვედაბოლო აცვიათ ან თავზე მოსახვევს ატარებენ.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, განსაკუთრებით ისეთი დისკრიმინაციისა, რომელიც არაპირდაპირი და შეფარულია, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო პოზიტიური დისკრიმინაციის ზომები. აღნიშნული დისკრიმინაცია საკომპენსაციო დისკრიმინაციის სახელითაც არის ცნობილი. ზოგ სიტუაციაში პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს გამიზნულ კეთილგანწყობას კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიმართ, რომლებიც განიცდიდნენ ისტორიულ და ყოვლისმომცველ დისკრიმინაციას (მაგალითად, უპირატესობის მინიჭებას კანდიდატებისთვის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც იშვიათად შედიან უმაღლეს სასწავლებლებში, კვოტების დაწესება კონკრეტულ სახელმწიფო თანამდებობებზე უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მაგალითად ქალების ან სოფლის მოსახლეობისთვის. წინასწარ განზრახულ შედეგს წარმოადგენს შეფარული დისკრიმინაციის კომპენსირება და უფრო მეტად დაბალანსებული სოციალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. სხვა სიტუაციებში პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს ისეთი პირობების შექმნას პრობლემების მქონე ხალხისთვის (მაგალითად, ფიზიკურად უნარშეზღუდულთათვის), რომ მათ სხვათა მსგავსი უფლებები და შესაძლებლობები ჰქონდეთ. პოზიტიური დისკრიმინაციის კიდევ ერთი ფორმა ცდილობს, „გამოასწოროს“ მანამდე არსებული უსამართლობა. ყველა აღნიშნული ღონისძიებისა და პრაქტიკის მიზანია, ხელი შეუწყონ თანასწორობას „უთანასწორობის საშუალებით“1

ყოველთვის, როცა ვანსხვავებთ ადამიანებს და სხვადასხვა პირებსა და ჯგუფებს სხვადასხვა უფლებებსა და ვალდებულებებს ვანიჭებთ, ჩვენ უნდა დავსვათკითხვა, რატომ ვაკეთებთ ამას. ეს მართლა საჭიროა? ყველასთვის სასარგებლოა? თუ არა, პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლება თავად გახდეს წინასწარ შექმნილი ნეგატიური განწყობისა და დისკრიმინაციის გამოხატულება.

დისკრიმინაცია რასობრივი ნიშნით

რასიზმი შეიძლება განიმარტოს როგორც გამიზნული ან გაუმიზნავი რწმენა ერთი რასის უპირატესობაში მეორეზე. ამგვარი განსაზღვრება წინასწარ ითვალისწინებს სხვადასხვა ბიოლოგიური „რასების“ არსებობას. ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც გაქარწყლებულია უკანასკნელ კვლევებში, განსაკუთრებით ადამიანის გენომის პროექტით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „რასა“ აშკარად გამოხატული სოციალური კონცეფციაა, რასიზმი მაინც პრევალირებს მთელ მსოფლიოში. იმის მიუხედავად, რომ დღეს ცოტაა ისეთი ხალხი, ვისაც„მაღალი „რასის“ სჯერა, რომელსაც აქვს თანდაყოლილი უფლება, გამოიყენოს ძალაუფლება „უფრო დაბალ საფეხურზე“ მდგომი ადამიანების მიმართ, ბევრი ადამიანი მაინც მიმართავს კულტურულ რასიზმს ანუ ეთნოცენტრიზმს. მათ სწამთ, რომ ზოგიერთი კულტურა, ჩვეულებრივ, მათი საკუთარი, ყველაზე უკეთესია ან რომ სხვა კულტურები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და ისტორიები ახლოს ვერ მივლენ მათ კულტურასთან.

ნებისმიერი სახის რასიზმი დაკავშირებულია ძალაუფლებასთან, როცა ძლაუფლების მქონე ადამიანები განსაზღვრავენ, რა არის „საუკეთესო“ და ახდენენ ნაკლები ძალაუფლების მქონე ადამიანების დისკრიმინაციას. ამგვარად რასიზმი წინასწარ შექმნილი ნეგატიური განწყობის პრაქტიკულ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

კითხვა: რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს, რომლებთანაც მუშაობთ, იმაში, რომ ისწავლონ და შეაფასონ საკუთარი საზოგადოების რასების და ეთნიკური უმცირესობების მრავალფეროვნება?

რასიზმის შედეგები, დღესაც და წარსულშიც, დამღუპველია როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის. რასიზმმა მიგვიყვანა მასობრივ განადგურებამდე, გენოციდამდე და შევიწროებამდე. ამან გამოიწვია უმრავლესობის დამორჩილება სიმდიდრის და ძალაუფლების მქონე პატარა უმცირესობების ახირებებზე.

დისკრიმინაცია ეთნიკური და კულტურული კუთვნილების მიხედვით

ისევე, როგორც კულტურული რასიზმის შემთხვევაში, რომლის თანახმად კონკრეტული კულტურები სხვებზე მაღლა დგას, ეთნიკური და კულტურული კუთვნილების მიხედვით დისკრიმინაცია ზოგიერთ კულტურას, ჩვეულებრივ, უმცირესობათა კულტურებს, იმთავითვე მეორეხარისხოვნად და არასასურველად მიიჩნევს. ისტორიულად დისკრიმინაციის ამგვარი ფორმისგან ყველაზე მეტად ევროპელი ებრაელები და ბოშები ზარალდებოდნენ.

ანტისემიტიზმი, ანუ ებრაელების, როგორც რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობის, მიმართ მტრული დამოკიდებულება, სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს, როცა ებრაელები ქრისტიანულ ევროპაში მცხოვრებ ერთადერთ არაქრისტიანულ უმცირესობას წარმოადგენდნენ. როგორც წესი, მათთვისაკრძალული იყო ზოგიერთი კომერციული საქმიანობა და პროფესიები, მათ აიძულებდნენ, გეტოებში ეცხოვრათ, ქრისტიანებისგან განცალკევებით, აჯარიმებდნენ დიდი გადასახადებით, ართმევდნენ ქონებას და ქვეყნიდანაც კი აძევებდნენ ან კლავდნენ. ებრაელები საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ უსამართლობისა და ქრისტიანულ საზოგადოებათა უარყოფითი დამოკიდებულების წინააღმდეგ.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ფაშიზმის აყვავებამ, თავისი იდეოლოგიით რასობრივი უპირატესობის შესახებ, გაამძაფრა ანტისემიტიზმი ევროპაში და საბოლოო ჯამში ჰოლოკოსტით - მეორე მსოფლიო ომის დროს ექვს მილიონზე მეტი ებრაელის განადგურებით - დასრულდა. ოცდამეერთე საუკუნეში ანტისემიტიზმი ჯერ კიდევ არსებობს. ჯგუფები, რომლებიც საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ, ბილწავენ ებრაელთა სასაფლაოებს, ხოლო ნეონაცისტური ქსელები ღიად ეწევიან ანტისემიტურ პროპაგანდას.

კითხვა: რა ბედი ეწია ებრაელ ხალხს თქვენს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროს?

ბოშები, რომლებსაც არასწორად „ციგნებს“ უწოდებენ, ევროპაში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ.საკუთარი სამშობლოს გარეშე ბოშებმა შეინარჩუნეს მშობლიური ენა და კულტურა მაშინ, როცა ისინიმოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ და დაკავებული იყვნენ მეთუნუქეობით, ხელოსნობით, მუსიკითადა ვაჭრობით. ბოშები მთელი თავისი არსებობის მანძილზე განიცდიან დისკრიმინაციას, იძულებითიასიმილაციის და აშკარა მონობის ჩათვლით. მეოცე საუკუნის განმავლობაში ბოშები გერმანელინაცისტების ხელში განიცდიდნენ გენოციდს, აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დროს - იძულებით სოციალიზაციას, ხოლო მაღალგანვითარებული კაპიტალისტური ეკონომიკების ქვეყნებში - ეკონომიკურ გარიყვას, ვინაიდან მათ არა აქვთ საჭირო უნარ-ჩვევები. ამჟამად ბოშათა ბავშვები მტრულსოციალურ გარემოში იზრდებიან, სადაც მათ უარს ეუბნებიან ისეთ ძირითად უფლებებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და საცხოვრებელი პირობები.

კითხვა: არიან თუ არა ბოშები თქვენს საზოგადოებაში? მათი ბავშვები დადიან სკოლაში? რა დამოკიდებულება აქვთ სხვა ბავშვებს ბოშა ბავშვების მიმართ?

ქსენოფობიაზე დამყარებული დისკრიმინაცია

მზარდ გლობალიზაციას და მრავალფეროვან საზოგადოებათა წარმოქმნას ზოგიერთი ადამიანები ქსენოფობიით პასუხობენ, რაც უცხოელების ან უცხო ქვეყნების მიმართ შიშს და ზიზღს ნიშნავს. უმეტეს შემთხვევაში, ცნება „უცხოელი“ დამყარებულია სოციალურად შექმნილ სახეებზე და იდეებზე, რომლებიც მსოფლიოს ყოფენ „ჩვენებად“, ნორმალურებად, „ჩემსავით კარგებად“, და „სხვებად“ - რომლებიც განსხვავებულები არიან. ეს არის სერიოზული საშიშროება, ნგრევა ფასეულობებისა და სათანადო ქცევის დეგრადაცია.

კითხვა: შეგიძლიათ გაიხსენოთ ქსენოფობიის მაგალითები თქვენს ქვეყანაში? რა გავლენას ახდენს ქსენოფობია ბავშვებზე?

იმის მიუხედავად, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ქსენოფობიას მიუღებლად თვლის და ადამიანის უფლებათა კულტურის საპირისპიროდ მიაჩნია, ის ჩვეულებრივი მოვლენაა. ქსენოფობიაზე დამყარებული დისკრიმინაციული ქმედებები, როგორიცაა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის ფაქტები, ადამიანის უფლებათა აშკარად გამოხატული დარღვევებია.

დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით

თუმცა ევროპაში გენდერული დისკრიმინაცია მსუბუქი ფორმით ვლინდება და მეტ-ნაკლებად შეფარულია, ის მაინც გავრცელებულია. ბევრი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, როგორიცაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ოჯახი, საბავშვო ბაღები ან სკოლები, ინარჩუნებს და ავრცელებს ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპებს. ტრადიციული გენდერული თავისებურებები დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებებში ხშირად დაკავშირებულია ძალასთან: მამაკაცებს და მათ ტიპიურ საქმიანობებს შემდეგნაირად ახასიათებენ: კომუნიკაბელური, ძლიერი, პროდუქტიული, მამაცი, მნიშვნელოვანი, საზოგადოებაზე ორიენტირებული, გავლენიანი და მაღალი ფინანსური ანაზღაურებით, საზოგადოებაში მიღებული და დაფასებული. ქალებისთვის დამახასიათებელი თვისებები ასახავს უსუსურობას: დამოკიდებული, მზრუნველი, პასიური და ოჯახზე ორიენტირებული. ქალებს ხშირად უკავიათ მეორეხარისხოვანი პოზიცია, მათი სამუშაო ნაკლებადმნიშვნელოვანია და ისინი ნაკლებ აღიარებას და ანაზღაურებას ღებულობენ. გოგონები და ბიჭები, რომლებიც არ შეესაბამებიან სტერეოტიპულ მოლოდინს, შეიძლება კრიტიკის, ოსტრაკიზმისა და ძალადობის საგნად იქცნენ. ამგვარმა კონფლიქტებმა შეიძლება უწესრიგობა შეიტანოს ბავშვთა გენდერული ინდივიდუალობის განვითარებაში. იხილეთ, აგრეთვე, თემის - „გენდერული თანასწორობა“ - განხილვა, გვ. 235.

დისკრიმინაცია რელიგიურ ნიადაგზე

რელიგიის თავისუფლებას ოფიციალურად პატივს სცემენ ევროპაში, თუმცა რელიგიურ ნიადაგზე დამყარებული დისკრიმინაცია მაინც ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული რასიზმთან და ქსენოფობიასთან. მაშინ, როცა წარსულში ევროპაში სხვადასხვა კონფლიქტი მძვინვარებდა და არსებობდა დისკრიმინაცია პროტესტანტ და კათოლიკე ქრისტიანებს, რომაულ და აღმოსავლეთ ორთოდოქსულ კათოლიკებს და „ოფიციალურ“ ეკლესიებსა და კონფორმისტულ სექტებს შორის, ამჟამად აღნიშნული განსხვავებები ქრისტიანულ რელიგიებს შორის ნაკლებადმნიშვნელოვანი გახდა. ამავდროულად, უმცირესობაში მყოფი ბევრი რელიგიური თემი - მათ შორის ებრაული, ინდუისტური, ბუდისტური, ბაჰაისტების, მუსულმანური - კვალავაც კარგად ცხოვრობს ევროპაში. აღნიშნული მზარდი რელიგიური მრავალფეროვნება ხშირად იგნორირებულია, ისევე, როგორც მილიონობით ევროპელი ადამიანი, რომელიც არ არის რელიგიური ან არ არის ქრისტიანი.

კითხვა: რომელი რელიგიური უმცირესოებები არსებობენ თქვენს საზოგადოებაში? სად იკრიბებიან ისინი და ლოცულობენ?

განსაკუთრებული ზრუნვის სგანია ისლამოფობიის აღმავლობა, დისკრიმინაცია, შიში და სიძულვილი ისლამისა, რომელიც, ქრისტიანობის შემდეგ, ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში და უმრავლესობის რელიგიაა ბალკანეთისა და კავკასიის ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონში. ისლამის მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ, რომელიც გამოიწვია ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში, ესპანეთსა და ინგლისში განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, გამოამჟღავნა ღრმად გადგმული წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური განწყობა ევროპის უმეტეს საზოგადოებებში. აღნიშნული დამოკიდებულების ყველაზე ჩვეულებრივი საჯარო გამოხატულებაა ისლამის, როგორც რელიგიის, ოფიციალურად აღიარების ნაკლებობა, ის, რომ კრძალავენ მეჩეთების მშენებლობას, მხარს არ უჭერენ მუსულმანურ რელიგიურ ჯგუფებს ან კავშირებს და შეზღუდვებს აწესებენ იმ ქალებისა და გოგონებისთვის, რომლებიც თავსაბურავებით დადიან.

ერთ-ერთი ყველაზე ტიპიური წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური განწყობა ისლამის მიმართ ემყარება მის ე.წ. „შეუთავსებლობას ადამიანის უფლებებთან“. მტკიცებულებად მოჰყავთ დემოკრატიის არარსებობა და ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევები ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში, თუმცა ვერ ათვითცნობიერებენ, რომ რელიგია მხოლოდ ერთია იმ მრავალი ფაქტორიდან, რომლებიც არადემოკრატიულ ხელისუფლებას ქმნის.

წინასწარი განწყობა ისლამის მიმართ უვიცობითაც არის გამოწვეული. ბევრი ადამიანი ისლამს მხოლოდ ტერორიზმს, ექსტრემიზმს და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკას უკავშირებს. სინამდვილეში კი ისლამი, სხვა რელიგიების მსგავსად, შემწყნარებლობას, სოლიდარობას და მოყვასის სიყვარულს ქადაგებს.

დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო

ჰომოფობია არის ანტიპათია ან სიძულვილი ჰომოსექსუალების ან ლესბოსელების, მათი ცხოვრების წესის, კულტურის, ანდა საერთოდ იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ, მათ შორის ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მომხდარმა სამართლებრივმა რეფორმებმა გააძლიერა ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების უფლებები, პირობები მაინც მკვეთრად განსხვავებულია ქალაქებში, სადაც ჰომოსექსუალები ღიად ცხოვრობენ და მუშაობენ, სადაც შედარებით ადვილად ქმნიან სამოქალაქო კავშირებს, და სოფლებში, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ნაწილებში, სადაც ჰომოსექსუალები აწყდებიან დისკრიმინაციულ კანონებს, შეურაცხყოფას და ძალადობას როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიიჩნევს ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად, ფსიქოლოგიურ აშლილობად ან მორალურ ცოდვად. სხვები შეგნებულად თუ შეუგნებლად იყენებენ ჰეტეროსექსუალურ ნორმებს ჰომოსექსუალების და ლესბოსელების მიმართ, ადანაშაულებენ მათ იმაში, რომ ისინი „ნორმალური ადამიანების“ მსგავსად არ იქცევიან.

კითხვა: ხომ არ გამოთქვამენ ბავშვები, რომლებთანაც მუშაობთ, უპატივცემლობას ჰომოსექსუალების მიმართ, როცა მათ არც ესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა? რისი გაკეთება შეგიძლიათ ამის წინააღმდეგ?

დისკრიმინაცია უნარშეზღუდულობის მიზეზით

ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი“ შეიძლება გამოყენებული იყოს ბევრ სხვადასხვა პირობებში: უნარშეზღუდულობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ინტელექტუალური, სენსორული ან ფსიქოსოციალური, დროებითი ან მუდმივი, შეიძლება გამოწვეული იყოს ავადმყოფობით, ტრავმით ან გენეტიკურად. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს. თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო, სხვა ადამიანების მსგავსად, ისინი ხშირად აწყდებიან სოციალურ, სამართლებრივ და პრაქტიკულ ბარიერებს საკუთარი უფლებების თანასწორობის მოთხოვნისას. აღნიშნული მიზეზები, ჩვეულებრივ, მომდინარეობს უნარშეზღუდულობის არასწორი აღქმიდან და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებიდან.

ბევრ ადამიანს აქვს არასწორი შეხედულება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ საზოგადოების პროდუქტიული წევრები. ნეგატიურ დამოკიდებულებებს შორის მთავარი ის არის, რომ შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები ან „გატეხილები“ და „ავადმყოფები“ არიან და მათ მკურნალობა სჭირდებათ, ან რომ ისინი უსუსურები არიან და ზრუნვას საჭიროებენ.

საპირისპიროდ, არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება უნარშეზღუდულობის მიმართ, როცა მას ადამიანური მრავალფეროვნების ბუნებრივ ნაწილად აღიქვამენ, რომელსაც გონივრული მისადაგება ესაჭიროება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ზომა, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უნარშეზღუდული ადამიანისთვის სრულფასოვანი მონაწილეობისა და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და მისცეს მასსაშუალება და უფლება, საკუთარი სახელით იმოქმედოს (ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, სპეციალური სავარძელი ან მეტი დროის დათმობა რაიმე დავალების შესასრულებლად). აღნიშნული პოზიტიური მიდგომა გულისხმობს, რომ საზოგადოებას აკისრია პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ხელშეწყობაზე (გონივრული მისადაგებით უზრუნველყოფაზე).

ინვალიდობის სოციალური მოდელი: უნდა აღმოიფხვრას სოციალური და ფიზიკური გარემოს მიერ შექმნილი დაბრკოლებები, რომლებიც აფერხებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი უფლებების დაცვას. ეს მოიცავს პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობას და ფიზიკური დაბრკოლებების მოდიფიცირებას (მაგალითად, შენობებში სპეციალური პანდუსების მოწყობას სპეციალურ სავარძელში მჯდომი ადამიანებისთვის).

უნარშეზღუდულობის სოციალური მოდელის გათვალისწინებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დღეს მიიჩნევენ ბავშვებად, რომლებსაც „სპეციალური საჭიროებები“ აქვთ. სოციალური დაწესებულებები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ეს საჭიროებები და მოერგონ მათ. უნარშეზღუდული ბავშვების დიდი ნაწილი ამჟამად რეგულარულად დადის სკოლაში.

ტერმინი „ბავშვები სპეციალური სასწავლო საჭიროებებით“ ასევე ეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში პრობლემები აქვთ იმ მიზეზების გამო, რომლებიც მათ ყოველმხრივ განვითარებას და პროგრესს აფერხებს. საჭიროა, რომ სკოლებმა ცვლილებები შეიტანონ საკუთარ პროგრამებში, სასწავლო პროცესში და ორგანიზებაში და/ან უზრუნველყონ დამატებითი მხარდაჭერა მოსწავლეებისთვის, რათა დაეხმარონ მათ საკუთარი პოტენციალის მიღწევაში. აღნიშნული ღონისძიებები ინკლუზიური განათლებისკენ გადადგმული ნაბიჯია.2

კითხვა: როგორ იღებენ განათლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თქვენს ქვეყანაში? რა ზომებს იღებენ სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის?

2006 წლის დეკემბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პირველი საერთაშორისო შეთანხმება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით. ეს იყო კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ევროკავშირმა მას ხელი 2007 წლის მარტში მოაწერა და უწოდა „ახალი ათასწლეულის ადამიანის უფლებების პირველი საყოველთაო კონვენცია“:

კონვენცია უნარშეზღუდულობას ადამიანური მრავალფეროვნების ელემენტად განსაზღვრავს და სათანადოდ აფასებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების წვლილს საზოგადოებაში. ის კრძალავს დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლის მონაწილეობას, და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ჩართულობას საზოგადოებაში. აღნიშნული კონვენციის გრძელვადიანი მიზანია, შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ და ამგვარად მთლიანობაში შეცვალოს საზოგადოება.3

განათლება დისკრიმინაციის წინააღმდეგ

განათლების სფეროს მუშაკები აღიარებენ საჭიროებას, ყველა ბავშვში განავითარონ შემწყნარებლობა, დისკრიმინაციის გამომრიცხავი დამოკიდებულება და შექმნან ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც აღიარებს და, იგნორირებისა და აკრძალვის ნაცვლად, სარგებლობას იღებს მრავალფეროვნებიდან. მათ, ვინც ბავშვებთან მუშაობს, და თავად ბავშვებმაც, უნდა გააცნობიერონ საკუთარი და სხვათა დისკრიმინაციული ქცევა. პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ბავშვებს აძლევს როლების გათამაშების და თანაგრძნობის გამოხატვის საშუალებას, ეხმარება ბავშვებს ცოდნის მიღებაში და თანაგრძნობის განვითარებაში, ასევე უვითარებს ფიზიკურ და სულიერ მდგრადობას ბავშვებს, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან, და უბრუნებს მათ საკუთარ თავში რწმენას.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ევროპული პროგრამები ევროპის საბჭომ ჩამოაყალიბა ევროპაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ორგანო და პროგრამა. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია, რომელიც 1993 წელს ჩამოყალიბდა, რეგულარულად აქვეყნებს კვლევებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში რასიზმისა და შეუწყნარებლობის მოვლენის შესახებ. ევროპის საბჭო აწყობს მრგვალ მაგიდებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად და ამზადებს ზოგად პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობებისთვის არის განკუთვნილი. ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო - ძირითად უფლებათა სააგენტო - 2007 წელს ჩამოყალიბდა და ის ექსპერტთა გამოცდილებას სთავაზობს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც იღებენ კანონებს ძირითადი უფლებების საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის ცდილობს, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ერთგვარი სახის ეროვნული თანასწორობის ორგანო, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ არის მიმართული და ხელს უწყობს თანასწორობას და შემწყნარებლობას.

კითხვა: არსებობს თუ არა თქვენს ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფო ორგანო, რომლის მისიას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს?

ევროპის საბჭო ასევე მუშაობს ინფორმირებულობის გაზრდაზე სხვადასხვა პროგრამის საშუალებით. 2006-2007 წლებში განხორციელებული ევროპის ახალგაზრდული კამპანია „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია“ ყურადღებას ამახვილებდა სამ განსხვავებულ ფასეულობაზე: მრავალფეროვნებაზე (სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის სიმდიდრის დემონსტრირებაზე), ადამიანის უფლებებზე და მონაწილეობაზე (ისეთი ევროპის აშენებაში მონაწილეობის მიღების საშუალების უზრუნველყოფა, სადაც ყველას აქვს უფლება, იყოს თვითმყოფადი - განსხვავებული და თანასწორი). ევროპის საბჭოს კიდევ ერთი კამპანია, რომელიც ბოშების დისკრიმინაციის წინააღმდეგ არის მიმართული, არის „დოსტა“. ბოშურ ენაზე ეს სიტყვა ნიშნავს „საკმარისია“. ინფორმირებულობის გაზრდის აღნიშნული კამპანია მიმართულია არაბოშური მოსახლეობის დაახლოებაზე ბოშა მოქალაქეებთან.

ყველაფრის მიუხედავად, ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ისევ მიმდინარეობს და ევროპის საბჭო ენერგიულად განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას.

სასარგებლო წყაროები

* Bellamy, Carol, La Situation des Enfants dans le Monde: UNICEF, 2004: www.unicef.org/french/sowc04/fi les/ SOWC-04-FR.pdf

* Children's Etiquette or How to Be Friends with Everybody: Croatian Union of Physically Disabled Persons Associations (CUPDPA), Zagreb, 2002.

* The Salamanca Statement and Framework for Action on Special Needs Education: UNESCO, Salamanca, 1994: http://unesdoc.unesco.org/images/0009/000984/098427eo.pdf

* Tous les Enfants du Monde ont le Droit : Editions Fleurus Presse/ UNICEF France, 2007.

* Titley, Gavan, Youth work with Boys and Young Men as a means to prevent violence in everyday life, Council of Europe, 2003.

_____________________

სასარგებლო ვებგვერდები

* ევროპის საბჭო: www.coe.int

* „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“: http://alldifferent-allequal.info

* გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: www.ohchr.org/english/

* იუნისეფი: www.unicef.fr

* Bibliothèque Numérique pour le Handicap : http://bnh.numilog.com

* ევროკავშირის განცხადება - გაერო: კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, 2007: www.europa-eu-un.org/articles/fr/article-6914-fr.htm

* განათლების საერთაშორისო სტანდარტების კლასიფიკაცია (ISCED): იუნესკო, 1997:

www.unesco.org/education/information/nfsunesco/doc/isced-1997.htm

გამოყენებული ლიტერატურა

1 See Droits Partagés, des droits de l'homme aux droits de l'enfants: www.droitspartages.org

2 See International Standard Classifi cation of Education (ISCED): www.unesco.org/education/information/nfsunesco/doc/isced-1997.htm

3 See EU Statement - United Nations: Convention on the Rights of Persons with Disabilities: www.europa-eu-un.org/articles/fr/article-6914-fr.htm

8.4 4. სწავლა და თავისუფალი დრო

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატიის სწავლების ერთადერთი გზა დემოკრატიული განათლებაა. თუ კავშირი დამყარდა, შეიძლება შეიკრას ქმედითი წრე, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს და უფრო ფართო გზასგაუხსნის განათლებას და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების ფრო დიდ პატივისცემას.

მო დე ბოერ-ბუკიკიო,
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე

0x01 graphic

განათლება თავისთავად ადამიანის ძირითადი უფლებაა. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებისთვის და, გარდა ამისა, ის სხვა უფლებათა მოსაპოვებელი იარაღიც არის. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ყველას აქვს უფლება, მიიღოს განათლება და რომ განათლება უნდა იყოს უფასო დაწყებით ეტაპზე მაინც, რომელიც სავალდებულოა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოქმი 1, მე-2 მუხლი, უზრუნველყოფს განათლების უფლებას ყველასთვის. საშუალო სკოლები, პროფესიული მომზადება და უმაღლესი განათლება რაც შეიძლება ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რაც ამგვარად არ არის ჯერჯერობით დღევანდელ ევროპაში.

თუმცა მხოლოდ უფასო დაწყებითი განათლება უკვე აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს განათლების უფლება. უნდა დაკმაყოფილდეს კიდევ სამი მოთხოვნა:

1. თანაბარი შესაძლებლობები: ამ საქმეში წარმატების მისაღწევად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, არამედ თანაბარი შესაძლებლობებიც. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი დახმარება და სპეციალური პირობები. მაგალითად, სმენადაქვეითებულ ბავშვებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ საჭირო საშუალებები, რომლებიც მათ სწავლაში დაეხმარება. ამგვარი საშუალებებია: ჟესტების ენა, სასმენი აპარატები და, როცა საჭიროა, მთარგმნელი. მსგავსი საშუალებები უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის, რომლებსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ, იმგვარად, რომ მათ შეძლონ იმავე სკოლებში სიარული, სადაც სხვა ბავშვები დადიან, და მათი თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობა. მაგალითად, ზოგიერთ ბავშვს, მაგალითად, მოხეტიალე ჯგუფების ბავშვებს ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, შეიძლება წართმეული ჰქონდეს განათლების უფლება, თუ არ იქნება სპეციალური სკოლები, რომლებიც მოერგება მათი მშობლების მოხეტიალე ცხოვრების წესს.

თანასწორობა შესაძლებლობებში განათლებაში წარმატების მისაღწევად მოითხოვს ყურადღებას სხვა ასპექტების მიმართაც, როგორიც არის, მაგალითად, ბავშვის მშობლიური ენა, შინ მუშაობის პირობები, წიგნების ხელმისაწვდომობა ან ნებისმიერი სიძნელე სწავლაში. მშობლიურ ენაზე სწავლა არა მხოლოდ სკოლაში წარმატების საწინდარია, არამედ ის კულტურულ უფლებასაც წარმოადგენს. სწავლაში სიძნელეების გადაწყვეტის გზაა კარგად მომზადებული მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ სწავლების სტილის მისადაგებას, ასევე არასასწავლო პერსონალი, მაგალითად, სოციალური მუშაკები ან ფსიქოლოგები. თანაბარი შესაძლებლობები განათლებაში მნიშნელოვან როლს თამაშობს სიღარიბის დაძლევაში.

2. ხარისხიანი განათლება: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ძალიან ხშირად არსებობს სისტემა განათლების ორგვარი მოდელით. ერთია განათლება ელიტისთვის პროფესიონალი მასწავლებლებით და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, ხოლო მეორე - ღარიბებისთვის, საჭირო ტექნიკური და ადამიანის რესურსების გარეშე. გარანტირებული უნდა იყოს საბაზისო განათლება, რომელიც გარკვეულ ასაკამდე საყოველთაო იქნება და შესძენს ბავშვებს მომავლისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. თუმცა ხარისხიანი განათლება არ გულისხმობს სკოლის სისტემაში მხოლოდ მატერიალური რესურსების ჩადებას ან სკოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. იუნესკოს1 განმარტებით, ხარისხიანი განათლება დამყარებული უნდა იყოს მიდგომაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ითვალისწინებს, და მიმართული უნდა იყოს ისეთი ახალი სფეროების შესწავლისკენ, როგორიც არის კულტურული მრავალფეროვნება, მრავალენოვნება განათლებაში, მშვიდობა და არაძალადობრივი ცხოვრება, მდგრადი განვითარება და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები.

3. განათლება ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისთვის: განათლება, რომელიც ყველა ადამიანის უფლებაა, არ არის მხოლოდ წერა-კითხვისა და არითმეტიკის საფუძვლების დაუფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არაორაზროვნად განმარტავს, რომ განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის სრულყოფილი განვითარებისკენ, ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ და მსოფლიოს ყველა ხალხს შორის მშვიდობისკენ. ბავშვის უფლებათა კონვენცია უფრო დეტალურად განმარტავს განათლებას, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს:

„ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს... თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის, მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით ბავშვის შეგნებული ცხოვრებისთვის მომზადებისკენ“ .

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 29

ამიტომ განათლების უფლება ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მიღების უფლებას. განათლებისადმი ამგვარი მიდგომის განხორციელება შესაძლებელია როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური განათლებით, რომელიც გულისხმობს სგანმანათლებლო პროგრამებს სასკოლო განათლების ოფიციალური სისტემის გარეთ და ხშირად უზრუნველყოფილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ორი ფორმა ერთმანეთს ავსებს.

ზოგიერთ ბავშვს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, რომ განათლება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ის სავალდებულოც არის. ისინი გაიგებენ ამ მოთხოვნას, თუ შეიტყობენ ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებისთვისაც სკოლა მიუწვდომელია, და გაიაზრებენ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამგვარი უფლების უქონლობამ მათ ახლანდელ და მომავალ ცხოვრებაზე.

ამ საკითხთან არის დაკავშირებული ბავშვთა შრომის საკითხი. მაშინ, როცა უფროსებს მინიჭებული აქვთ „მუშაობის უფლება“, ბავშვები დაცული არიან გადაჭარბებული ან სახიფათო სამუშაოსგან. სკოლაში სიარული ბავშვის მთავარ „სამუშაოდ“ ითვლება. თუმცა ზოგიერთმა ბავშვმა უნდა იმუშაოს, რათა ოჯახს დაეხმაროს, და ყველა ბავშვს შეუძლია და უნდა დაეხმაროს საკუთარ ოჯახს. ბევრი ბავშვი ზაფხულში მუშაობს ჯიბის ფულის საშოვნელად, ეს შეიძლება დიდი სასწავლო ფუნქციის მქონე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება იყოს. თუმცა ბავშვებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ კანონები იცავს მათ შეურაცხყოფისგან და ისეთი საქმიანობისგან, რომელიც სახიფათო ან ზიანის მომტანია მათი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის სამუშაომ ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების, დასვენების ან თამაშის უფლებას (ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლები 32 და 36). ბავშვებმა შეიძლება შეიტყონ წარსულში ბავშვის შრომის ექსპლუატაციის შესახებ მოთხრობების ან ფილმების საშუალებით. უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის შრომის თანამედროვე ფორმების შესახებ, მათ უნდა გაიგონ განსხვავება ახალგაზრდებისთვის მისაღებ სამუშაოსა და ექსპლუატაციას შორის.

ოცდამეერთე საუკუნეში განათლების წინაშე მდგომი გამოწვევები და
სგანმანათლებლო პოლიტიკის ახალი მიმართულება

1996 წელს „იუნესკოს“ კომისიამ ჩამოაყალიბა მსოფლიოში არსებული ძირითადი პრობლემები, რომლებიც განათლებაზე ახდენს ზეგავლენას:2

1. წინააღმდეგობა გლობალურსა და ადგილობრივს შორის
2. წინააღმდეგობა საყოველთაოსა და ინდივიდუალურს შორის
3. წინააღმდეგობა ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის
4. წინააღმდეგობა სულიერსა და მატერიალურს შორის
5. წინააღმდეგობა გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებს შორის
6. წინააღმდეგობა კონკურენციასა და თანაბარ შესაძლებლობებს შორის
7. წინააღმდეგობა ცოდნის განსაკუთრებულ გავრცელებასა და ადამიანების მიერ მისი ასიმილირების უნარს შორის

აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად„იუნესკომ“ სწავლის „ოთხი ძირითადი პრინციპი“ გამოყო:

1. სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრების სწავლა: ნიშნავს, რომ განათლებამ უნდა გააძლიეროს მოსწავლეებში უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ მიიღონ სხვა ადამიანებთან თავისი ურთიერთდამოკიდებულება. ეს არის კონფლიქტების მოგვარება; სხვებთან ერთად მუშაობა და საერთო ამოცანებისა და მომავლის დაგეგმვა; პლურალიზმისა და განსხვავებების (მაგალითად, სქესის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული ნიშნით) პატივისცემა; აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

2. სწავლა ცოდნის მისაღებად: გულისხმობს, რომ განათლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, მიიღონ ცოდნა: კომუნიკაციისა და ზეპირი გამოხატვისთვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები, წერაკითხვა, არითმეტიკა და პრობლემების გადაჭრა: ფართო ზოგადი განათლება და ღრმა ცოდნა მცირე რაოდენობის სფეროებში; უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაგება; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლა იმისა, თუ როგორ ისწავლო.

3. რაიმეს კეთების სწავლა: განათლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, მიიღონ პროფესიული უნარ-ჩვევები და სოციალური და ფსიქოლოგიური ცოდნა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში გადაწყვეტილებები ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ, შეეძლოთ სოციალური და სამუშაო ურთიერთობების დამყარება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზრებში, გამოიყენონ ტექნიკური საშუალებები, დაიკმაყოფილონ საკუთარი ძირითადი საჭიროებები და გააუმჯობესონ საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების დონე.

4. ცხოვრების სწავლა: განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების ჩამოყალიბებას და შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს, იმოქმედონ უფრო დამოუკიდებლად, ჰქონდეთ განსჯის, კრიტიკული აზროვნებისა და პირადი პასუხისმგებლობის აღების უნარი. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს, განავითაროს ადამიანის პოტენციალის ყველა ასპექტი: მაგალითად, მეხსიერება, მსჯელობა, ესთეტიკური აღქმა, სულიერი ფასეულობები, ფიზიკური შესაძლებლობები და ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები; ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტითა და დასვენებით სიამოვნების მიღების უნარი; საკუთარი კულტურის პატივისცემა, ეთიკისა და ზნეობის კოდექსის მიმდევრობა; საკუთარი სახელით ლაპარაკისა და საკუთარი თავის დაცვის უნარი; მოქნილობა.

აღნიშნულმა სგანმანათლებლო ამოცანებმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს უბიძგა, შეემუშავებინათ ახალი სტრატეგიები განათლების სფეროში სამომავლო მიზნების მისაღწევად. ევროკავშირმა ლისაბონის სტრატეგიაში3 განსაზღვრა ძირითადი თვისებები ევროპაში ეფექტიანი და კარგად მომზადებული მოქალაქეობისთვის:

* ურთიერთობა მშობლიურ ენაზე

* უცხო ენებზე ურთიერთობა

* მათემატიკის ცოდნა

* მეცნიერებისა და ტექნიკის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა

* ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა

* სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება

* სოციალური და სამოქალაქო ცოდნა

* ინიციატივისა და შემოქმედებითობის გრძნობა

* კულტურული ინფორმირებულობა და გამოხატვა

ევროპის სგანმანათლებლო პოლიტიკაში ორი ძირითადი კონცეფციის ინტეგრირება ხდება: სწავლა ცხოვრების მანძილზე მოსწავლე საზოგადოებაში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ისეთი საზოგადოების არსებობა, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, განავითარონ საკუთარი ცოდნა მთელი სიცოცხლის მანძილზე. აღიარებულია აღნიშნულ პროცესში ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთშემავსებელი როლი. არაფორმალურმა განათლებამ შეიძლება მოიცვას უფრო ფართო თემები და მეთოდიკები. მისი მოქნილი მიდგომის საშუალებით შესაძლებელია წერა-კითხვისა და სხვა უნარ- ჩვევების სწავლება მილიონობით ბავშვისა და მოზრდილი ადამიანისთვის, რომელთათვისაც ოფიციალური განათლების სისტემა ხელმისაწვდომი არ არის ან რომლებიც წერა-კითხვის უცოდინრები არიან.

კითხვა: მიგიღიათ თუ არა ოდესმე მონაწილეობა რაიმე სახის არაფორმალურ სწავლებაში? რა გამოცდილება მიიღეთ? რით განსხვავდება ის ფორმალური განათლებისგან?

თავისუფალი დროისა და თამაშის უფლება

თამაში იმდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის 31-ე მუხლით ის ფუნდამენტურ უფლებად არის აღიარებული. „ბავშვის თამაშის უფლების საერთაშორისო ასოციაციის“ განცხადების თანახმად, „თამაში არსებითი მნიშვნელობის საქმიანობაა ყველა ბავშვის პოტენციალის განვითარებისთვის.ვინაიდან თამაშის საშუალებით შეიძლება ისწავლო ცხოვრების სიყვარული და აღმოაჩინო ცხოვრება და არა უბრალოდ დრო გაატარო.“4 ნებისმიერ ასაკში ბავშვს თამაშის დროს უვითარდება უნარ-ჩვევები, უვარჯიშდება სხეული და წარმოსახვის უნარი, უყალიბდება ესოდენ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ურთიერთობები. ბავშვის უფლებათა კონვენციის იმავე მუხლში აღნიშნულია, რომ ყოველ ბავშვებს აქვს უფლება „...ყოველმხრივი მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში და [სახელმწიფოები] ხელს უწყობენ მისთვის სათანადო და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თავისუფალი დროით სარგებლობისა და დასვენებისთვის.“

თამაში, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები არ არის მხოლოდ გართობა და სიამოვნების მიღება. მათ წვლილი შეაქვთ ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაში და ხელს უწყობენ ადამიანებთან ურთიერთობისა და კულტურათაშორისი უნარების განვითარებას. თამაშით და ხელოვნებით ბავშვები ეზიარებიან ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს, როგორიცაა პატივისცემა, ღირსება, თანასწორობა, ჩართულობა, სამართლიანობა და თანამშრომლობა.

სპორტი ასევე ხელს უწყობს მონაწილეობის, თანამშრომლობის, ერთგულების, ძალისხმევის გაწევისა და დადებითი კონკურენციის სოციალურ ფასეულობებს. თუმცა იმისთვის, რომ სპორტისგან ეს სასწავლო სარგებელი მიიღონ, პედაგოგებმაც და ბავშვებმაც ეს შესაძლებლობა შეგნებულად უნდა გამოიყენონ და ის საფრთხეებიც გააცნობიერონ, რომლებიც თან ახლავს სპორტს, განსაკუთრებით, როცა სპორტული აქტივობა ძალზე კონკურენტული ხდება.

საერთაშორისო ირგანიზაციები, ადამიანის უფლებები და განათლება

იუნესკო - პროგრამა„განათლება ყველასთვის“

განათლების მსოფლიო ფორუმმა 2006 წელს მიიღო დაკარის სამოქმედო პროგრამა, ახალი საყოველთაო სტრატეგია „განათლება ყველასთვის“, რომელიც მომდევნო ათწლეულში უნდა განხორციელდეს „იუნესკოს“ და წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მიერ. აღნიშნული პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ბავშვების ზრუნვაზე ადრეულ ასაკში, ხარისხიან განათლებაზე, გოგონებსა და ბიჭებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე.

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს საქმიანობას განათლების სფეროში საფუძვლად უდევს ევროპის კულტურული კონვენცია. ევროპის საბჭოში განათლების საკითხებით ძირითადად ორი სექტორია დაკავებული: სასკოლო, სკოლისგარეშე და უმაღლესი განათლების დირექტორატი და ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატი. სასკოლო, სკოლისგარეშე და უმაღლესი განათლების დირექტორატის საქმიანობა კონცენტრირებულია ხარისხიან განათლებაზე, თანამედროვე განათლების პოლიტიკაზე, კულტურათაშორის დიალოგზე განათლების საშუალებით და განათლებაზე დემოკრატიული მოქალაქეობისთვის.

ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატი შეიმუშავებს პოლიტიკურ სტრატეგიებს და პროგრამებს ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეებზე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან დაკავშირებული ჰარმონიული და ეფექტიანი პოლიტიკის განვითარებისთვის. დირექტორატი აფინანსებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული მოქალაქეობის, მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა საკითხებში განათლების, სოციალური ერთობისა და ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირებას. ახალგაზრდული სექტორი მუშაობს როგორც ევროპული რესურსცენტრი არაფორმალური განათლების სფეროში.

ევროპის საბჭო ასევე მხარს უჭერს სპორტს, მიაჩნია რა, რომ იგი წარმოადგენს ადამიანებს შორის სამართლიანი თამაშის სწავლისა და შემწყნარებლობის განვითარების საშუალებას, ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტით დაკავებას. მაგალითად, ევროკავშირთან ერთად ევროპის საბჭომ გამოუშვა „სუფთა წესებზე დაფუძნებული სპორტის სახელმძღვანელო“ - სასწავლო კომპლექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლებისა და სპორტული ორგანიზაციებისთვის.

სასარგებლო წყაროები

* Delors, Jacques, Learning: the Treasure Within: Report to UNESCO of the International Commission on Education for the Twenty-fi rst Century: UNESCO Publishing, 1996: www.unesco.org/delors/delors-e.pdf

* Recommendation of the European Parliament and of the Council of 18 December 2006 on Key Competencies for Lifelong Learning, Doc: (2006/962/EC), Offi cial Journal of the European Union, 2006: http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/site/en/oj/2006/l-394/l-39420061230en00100018.pdf

____________________

სასარგებლო ვებგვერდები

* ევროპის საბჭო: www.coe.int

* ევროპის საბჭოს ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატი: www.coe.int/youth

* ხელშემწყობი სგანმანათლებლო ქსელი: www.eenet.org.uk

* ევროპის პარალიმპიური კომიტეტი: www.europaralympic.org

* ევროპის სპორტული ქარტია: www.coe.int/t/dg4/sport/SportinEurope/charter-en.asp

* ფეხბურთი ევროპაში რასიზმის წინააღმდეგ: www.farenet.org

* „თამაშის საერთაშორისო ასოციაცია“: www.ipaworld.org/home.html

* „მოდი, გავაძევოთ რასიზმი ფეხბურთიდან“: www.kickitout.org

* პროექტი „განათლების უფლება“: www.right-to-education.org

* იუნესკო: portal.unesco.org/education

______________________

გამოყენებული ლიტერატურა

1 See UNESCO, Peace and Human Rights Education: www.portal.unesco.org/education

2 Delors, Jacques, Learning: the Treasure Within: Report to UNESCO of the International Commission on Education for the Twentyfi rst Century: UNESCO Publishing, 1996, p.16

3 Recommendation of the European Parliament and of the Council of 18 December 2006 on Key Competencies for Lifelong Learning, Doc: (2006/962/EC), Offi cial Journal of the European Union, 2006

4 `Declaration' International Play Association,1982

8.5 5. გარემო

▲ზევით დაბრუნება


მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც აკმაყოფილებს ახლანდელ საჭიროებებს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დაიკმაყოფილონ მათი საჭიროებები.

ბრუნტლანდის კომისია, 1987.

0x01 graphic

ადამიანები მათი გარემოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და გარემო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე, მათ შორის ადამიანების უფლებებზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1972 წლის კონფერენციამ ადამიანების გარემოს საკითხებზე ოფიციალურად აღიარა ურთიერთკავშირი გარემოსა და ადამიანის უფლებებს შორის, საჯაროდ გამოაცხადა, რომ „ადამიანის გარემო, ბუნებრივი თუ ხელთქმნილი, არსებითია მისი კეთილდღეობისთვის და ადამიანის ძირითადი უფლებებით - თავად სიცოცხლის უფლებითაც კი - სარგებლობისთვის“.1

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უფლებები განეკუთვნება ე.წ. მესამე თაობის ანუ კოლექტიური უფლებების კატეგორიას. ეს არის უფლებები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე ან ადამიანთა ჯგუფებზე და არა ცალკეულ პირებზე. ამ უფლებებში იგულისხმება მშვიდობის, სტაბილური განვითარების, ურთიერთობის ან კაცობრიობის საერთო მონაპოვრის გაზიარების უფლება. კოლექტიური უფლებები, როგორიცაა უფლება ჯანსაღ გარემოზე, აღიარებს იმას, რომ ადამიანის უფლებები არსებობს არა მხოლოდ პირებისთვის პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში, არამედ ყველა ადამიანისთვის, რომლებიც, როგორც საზოგადოების წევრები, გაერთიანებულნი არიან ურთიერთდამოკიდებულ სისტემებში, რომლებიც სცილდებიან ეროვნული სახელმწიფოების საზღვრებს. მაგალითად, გლობალური დათბობა გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ არსებაზე, იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში არიან ისინი. ზუსტად ისევე, როგორც თითოეულმა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანების ფასეულობებს, ადამიანებმა უნდა პატივი სცენ ყველაფერს გარშემო: ცხოველებს, მცენარეებს და ეკოსისტემებს, რომლებშიც ჩვენ ვარსებობთ.

გარემო ადამიანის უფლებებზე როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, ჩვენი საკვების ნედლეული მასალებით მომარაგებაში, მრეწველობასა და განვითარებაში. თუმცა გარემოს მავნე ფაქტორებმა, როგორიცაა ჭარბი რადიაცია ან მოწამლული სასმელი წყალი, შეიძლება საფრთხე შეუქმნან ცხოვრების უფლებას. ადამიანებმა, რომლებიც განიცდიან ნიადაგის, ჰაერის ან საკვების და წყლის მარაგების დაბინძურების გავლენას, შეიძლება თავის თავზე გამოსცადონ ადამიანის უფლებათა დარღვევები, ასევე ჯანმრთელობის შერყევა, გენეტიკური პრობლემები, დაკარგონ არსებობის საშუალება და სიცოცხლეც კი. ადამიანის ბევრ ძირითად უფლებას აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ასპექტები. ეს არის ჯანმრთელობის, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების, სათანადო საცხოვრებელი პირობებისა და საკვების, მუშაობის და ცხოვრების ადეკვატური დონის უფლებები.

გარემოს დაცვის საკითხები ევროპაში

ევროპა დგას მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების წინაშე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ მომავალ თაობებზე:

* მძიმე მრეწველობისა და წიაღისეული საწვავის შედეგად ჰაერის დაბინძურება უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ყველა ცოცხალ არსებაზე.

* გლობალური დათბობით და სათბურის ეფექტით გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მომავალ თაობებზე, გამოიწვიოს გვალვები, ძლიერი ქარიშხლები და სათესი მინდვრების დაკარგვა.

* ყველაზე მთავარი საზრუნავია წყლით ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხი.

* თანამედროვე მასობრივ მოხმარებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უარყოფითი ზეგავლენა აქვთ გარემოზე. ამის მაგალითებია ავტომობილების ჭარბი რაოდენობა, ცელოფანის პაკეტები, დასაფასოებელი და შესაფუთი მასალა.

* გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რომელთა გენეტიკური მასალა შეიცვალა მოდიფიცირებული გენის დანერგვით, შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე და სოფლის მეურნეობაზე.

ბავშვები და გარემო

2004 წელს ევროპის სახელმწიფოთა მინისტრებმა მიიღეს სამოქმედო გეგმა ევროპელი ბავშვებისთვის გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სფეროში. ეს გეგმა ეხება იმ გარემოსდაცვით რისკ-ფაქტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს ზეგავლენას ევროპელი ბავშვების ჯანმრთელობაზე. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ევროპის ოთხ რეგიონულ პრიორიტეტულ ამოცანაზე ამახვილებს ყურადღებას:2

* უსაფრთხო წყლითა და სათანადო სანიტარული პირობებით უზრუნველყოფა

* დაზიანებებისგან დაცვა და სათანადო ფიზიკური ვარჯიში

* სუფთა ჰაერით უზრუნველყოფა სახლში და სახლის გარეთ

* ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა

აღნიშნული მიზნების მისაღწევად ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვების ინფორმირებულობის გაზრდა და მათ მიერ როგორც გარემოსთან დაკავშირებული საკითხების გათვითცნობიერება, ისე იმის გაგება, თუ რა კავშირშია გარემოს დაცვის საკითხი ადამიანის უფლებებთან.

კითხვა: რომელი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები დგას თქვენს საზოგადოებაში? როგორშეიძლება ბავშვების აქტიურად ჩაბმა ამ საკითხების გადაწყვეტის საქმეში?

ბავშვებს შეუძლიათ აქტიური როლი ითამაშონ გარემოს დაცვაში და მის გაუმჯობესებაში. თავად მათშეუძლიათ შეაფასონ ან შეცვალონ ცხოვრების საკუთარი სტილი, შეაფასონ, აგრეთვე, თუ რა გავლენასახდენს ის გარემოზე (მაგალითად, მათ შეუძლიათ დაზოგონ ისეთი რესურსები, როგორიც არის წყალი,ელექტროენერგია, არ გააფუჭონ საკვები). ადგილობრივ დონეზე მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონპროექტებში, რომელთა მეშვეობით მათი ოჯახები, სკოლები და ახალგაზრდული ორგანიზაციები უფრომეტ ყურადღებას გამოიჩენენ გარემოს მიმართ (მაგალითად, უსაფრთხო პროდუქტების გამოყენება,ნარჩენების განადგურება, სხვადასხვა მასალის ხელახლა გადამუშავება). ბავშვებს შეუძლიათ შეაფასონსაკუთარი ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული საზოგადოების პოლიტიკა და პრაქტიკა დაწარმოადგინონ მათი გაუმჯობესების წინადადებები. მათ შეუძლიათ შეუერთდნენ კამპანიებს და ისეთიგლობალური დღესასწაულების აღნიშვნას, როგორიცაა დედამიწის დღე და გარემოს დაცვის მსოფლიოდღე.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, 5 ივნისი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 1972 წელს დაწესდა. მისი აღნიშვნა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება, როგორიც არის ქუჩებში მიტინგები, პარადები ველოსიპედებით, მწვანეთა კონცერტები, სკოლებში მოწყობილი შეჯიბრებები ნარკვევების დაწერაში და პლაკატების მომზადებაში, ხეების დარგვა, ნარჩენების გადამუშავება და დასუფთავების კამპანიები. ყოველწლიურად გარემოს დაცვის მსოფლიო დღე კონკრეტულ თემას ეძღვნება, როგორიცაა „ყინულის დნობა - აქტუალური თემა?“, „ნუ მიატოვებთ მიწას!“ და „მწვანე ქალაქები: პლანეტის გეგმა“3 დედამიწის დღის - 22 აპრილის - აღნიშვნის კოორდინაციას ახორციელებს „დედამიწის დღის ქსელი“, რომელიც მუშაობს სხვა გარემოსდაცვით და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად, როგორიც არის „Sierra Club“ და „Amnesty International“. ამ დღეს ეწყობა ადამიანის უფლებათა დარღვევის და გარემოს ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.4

მდგრადი განვითარება

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ათწლეულში „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის აღნიშვნისკენ 2005-2014 წლებში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მოგვიწოდა. რას ნიშნავს „მდგრადი განვითარება“? ბრუნტლანდის კომისიამ, რომელიც 1980-იან წლებში შეიკრიბა, ის შემდეგნაირად განსაზღვრა: „განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს ახლანდელ საჭიროებებს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დაიკმაყოფილონ მათი საჭიროებები“5. მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია „სამოქმედო პროგრამა-21“, რომელიც წარმოდგენილი იყო 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ დედამიწის სამიტზე და რომელიც შემდეგ 172 მთავრობამ მიიღო. აღნიშნული ამომწურავი სამოქმედო გეგმა ხორციელდება მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. 2002 წელს გაიმართა მსოფლიო სამიტი მდგრადი განვითარების საკითხებზე. მდგრადობა არ ნიშნავს მხოლოდ გარემოს შენარჩუნებას, ეს არის სწავლა იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთმანეთის და ჩვენი პლანეტის პატივისცემით. ასე რომ „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ნიშნავს ფასეულობების, ქცევების სწავლას და ცოდნის მიღებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვითარება ისე წარვმართოთ, რომ მომავალ თაობებს არ წავართვათ იგივე შესაძლებლობა.6

ბავშვებმა შეიძლება დაიწყონ იმის გათვითცნობიერება, თუ რა გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება ადამიანების ქმედებებს გარემოზე, თუ შეისწავლიან საკუთარ უშუალო გარემოს და შემდეგ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მსოფლიო კონტექსტზე გაავრცელებენ. თუ, მაგალითად, ქალაქის მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ააშენოს გზა ქალაქის გამწვანებულ ტერიტორიაზე, ბავშვებს შეიძლება აღარ ჰქონდეთ სათამაშო ადგილი და ისინი ვეღარ დატკბებიან ბუნებრივი გარემოთი. მხოლოდ მომავალ თაობებზე ზრუნვით და ფიქრით შევძლებთ ჩვენი პლანეტის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

ევროპის გარემოს დაცვის ბიურო, რომელიც ევროპის დაახლოებით 150 გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიზნად ისახავს, საზოგადოებაში გაავრცელოს ცოდნა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მდგრად განვითარებასთან ევროპაში, და მოახდინოს მოსახლეობისა და მთავრობების მობილიზება მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ ახსენებს გარემოს, გასაკვირი არ არის. ეს კონვენცია 1950 წელს იქნა მიღებული, როცა ცოტა ადამიანმა თუ იცოდა გარემოს დეგრადაციის შორსმიმავალი შედეგების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ბევრჯერ ახსენებს „ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას“, მაგრამ არა მის ეკოლოგიურ კეთილდღეობას. ანალოგიურად, ის განამტკიცებს „ჯანმრთელობის დაცვის“ მნიშვნელობას, მაგრამ არ ლაპარაკობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ჯანმრთელი მოსახლეობისთვის, თუმცა ახლა არის იმის მცდელობები, რომ ადამიანის უფლებათა გარემოსდაცვითი ასპექტები აღიაროს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.7

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ევროპული კონვენციის მსგავსად, ადამიანის უფლებათა ადრე მიღებული დოკუმენტები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ორი პაქტი, წინ უსწრებდა ზოგადად საზოგადოების მიერ გარემოს მნიშვნელობის გათვითცნობიერებას და, შესაბამისად, არც ისინი ახსენებენ ამ საკითხს. მაგრამ 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია 24.გ მუხლში სგანგებოდ მოიხსენიებს გარემოს ბავშვის ჯანმრთელობის უფლების კონტექსტში და მოუწოდებს მთავრობებს:

ებრძოლონ დაავადებებსა და შიმშილობას, „მათ შორის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ფარგლებში, ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიისა და საკმაო სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით, გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით“ [.]

გარდა ამისა, მუხლი 24.ე მოუწოდებს მთავრობებს ჯანდაცვის სფეროში განათლების ზოგადი ნაწილის სახით გარემოსდაცვითი განათლების შემოღებას მშობლებისა და ბავშვებისთვის. გარემოსდაცვით განათლებას მუხლი 29-ე ხარისხიანი განათლების (რომლის უფლება ყველა ბავშვს აქვს) სხვა მიზნებს შორის მოიხსენიებს:

ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს] გარემოსადმი პატივისცემის სულისკვეთებით ბავშვის აღზრდისკენ.

ჯანსაღი გარემოს უფლების თანდათანობითი აღიარება გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდება ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა, ხდება ახალი უფლებების აღიარება, განსაზღვრა და საბოლოო ჯამში ადამიანის უფლებათა დოკუმენტებში კოდიფიცირება. ამჟამად სარედაქციო კომიტეტი მუშაობს გარემოსდაცვითი უფლებების კონვენციაზე. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი და სადავო პროცესი,რომელიც გულისხმობს ერთიანი აზრის შემუშავებას, კონსულტაციას მთავრობებთან, მთავრობათაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

___________________

სასარგებლო წყაროები

* Declaration of the United Nations Conference on the Human Environment, Report of the United Nations Conference on the Human Environment, Stockholm, 1972: http://un-documents.net/unchedec.htm

* Fourth Ministerial Conference on Environment and Health: Children's Environment and Health Action Plan for Europe: World Health Organisation, 2004: www.euro.who.int/document/e83338.pdf

* Garcia San José, Daniel, Environmental protection and the European Convention on Human Rights: Council of Europe, 2006.

* Report of the World Commission on Environment and Development, Resolution 42/187: United Nations, 1987: www.un.org/documents/ga/res/42/ares42-187.htm

* Links between the Global Initiatives in Education, Education for sustainable development in action, Technical Paper N 1: UNESCO, 2005: http://unesdoc.unesco.org/images/0014/001408/140848m.pdf

_____________________

სასარგებლო ვებგვერდები

* განათლების პროგრამა განვითარების სფეროში: www.worldbank.org

* განათლება პარტნიორების განვითარების სფეროში: www.dea.org.uk

* Earthday Network Homepage: www.earthday.net

* Epaedia, Environment explained: http://epaedia.eea.europa.eu/

* ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო: www.eea.europa.eu/

* ევროპის გარემოსდაცვითი ბიურო: www.eeb.org/Index.htm

* ევროკავშირის გარემოსდაცვითი საკომუნიკაციო ქსელი (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით): http://ec.europa.eu/environment/networks/bestpractise-en.htm

* Green Peace: www.greenpeace.org

* გაერო-ს მდგრადი განვითარების დეპარტამენტი: www.un.org/esa/sustdev/

* გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა: www.unep.org

* Veolia Environment - Tales around the world youth campaign: ww.veoliaenvironnement.com/globe/en/

_________________________

გამოყენებული ლიტერატურა

1 Declaration of the United Nations Conference on the Human Environment, Report of the United Nations Conference on the Human Environment, Stockholm, 1972.

2 Fourth Ministerial Conference on Environment and Health: Children's Environment and Health Action Plan for Europe: World Health Organisation, 2004.

3 See United Nations Environment Programme: www.unep.org

4 See Earthday Network Homepage: www.earthday.net

5 Report of the World Commission on Environment and Development: United Nations, 1987.

6 Links between the Global Initiatives in Education, Education for sustainable development in action, Technical Paper N.1: UNESCO, 2005.

7 Garcia San José, Daniel, Environmental protection and the European Convention on Human Rights: Council of Europe, 2006.

8.6 6. ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა

▲ზევით დაბრუნება


ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 16.3

0x01 graphic

ბავშვის უფლებათა კონვენცია ოჯახს აღიარებს ბუნებრივ უჯრედად, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ბავშვებს და მათი ჯანსაღი განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს. ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს ისეთი აღზრდა, დაცვა და მზრუნველობა, რომლებიც პატივს სცემს მის პიროვნებას და ინდივიდუალობას. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი აცხადებს, რომ მშობლების უპირველესი მიზანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა უნდა იყოს.

ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოცული იყოს მათი მზრუნველობით (მუხლი 7). ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას ორივე მშობელს და სახელმწიფოს აკისრებს. სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, აღიარონ, რომ ბავშვის აღზრდის და განვითარების უპირველესი პასუხისმგებლობა მშობლებს აკისრიათ (მუხლი 5) და იღებენ სხვადასხვა პოზიტიურ ზომებს მშობლების დასახმარებლად მათი მოვალეობის შესრულებაში (მუხლი 18). მშობლებს ასევე ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები, მაგრამ თუ მათ არ შეუძლიათ საკუთარ ბავშვებზე ზრუნვა, სახელმწიფოებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, დახმარება გაუწიონ ან ჩაერიონ მათზე ზრუნვაში (მუხლი 27).

მშობლები სათანადოდ უნდა ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მისი უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარებად უნარებს, ანუ აღიარებდნენ, რომ როცა ბავშვი გაიზრდება, მას უფლება ექნება, მეტად ჩაერთოს იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც მას შეეხება (მუხლი 14). ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით მშობლებმა ბავშვი უნდა აღიქვან როგორც საზოგადოებრივი არსება, თავისი უფლებებით, და არა მხოლოდ როგორც მათი საკუთრება.

რა არის ოჯახი?

„ტრადიციული“ ოჯახის გარდა, რომელიც გულისხმობს დაქორწინებულ მშობლებს და მათ ბიოლოგიურ ბავშვებს, ევროპელები სხვა ოჯახებადაც ცხოვრობენ, როგორიცაა:

* სხვადასხვა თაობებისგან შემდგარი ოჯახი;

* მარტოხელა დედის ან მამის ოჯახი, როცა ერთ-ერთი მშობელი არ ცხოვრობს ოჯახში - განქორწინებულია, ან მიტოვებული ჰყავს ოჯახი, ან გარდაცვლილია ან სხვა მიზეზების გამოა წასული სახლიდან;

* ოჯახი, რომელშიც ბავშვი აყვანილია ან რომლისთვისაც აღსაზრდელად არის გადაცემული;

* ხელახლა შექმნილი ოჯახი, რომელიც შედგება დედინაცვლის ან მამინაცვლისგან და ბიოლოგიური მშობლისგან და ზოგჯერ როგორც ბიოლოგიური, ისე არაბიოლოგიური და-ძმისგან;

* დე ფაქტო კავშირი, როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს ქორწინების გარეშე;

* ოჯახი, რომელიც ერთი სქესის მშობლებისგან შედგება;

* ოჯახი, რომელიც შედგება ბავშვებისგან და მათი ბებია-ბაბუებისგან.

სულ უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ოჯახური მდგომარეობის შეცვლა და ერთ მშობელთან ან დედინაცვალთან თუ მამინაცვალთან ცხოვრება უწევთ. თუმცა ევროპის ყველა ქვეყანაში ბავშვების სულ მცირე ორი მესამედი მათი ბავშვობის უმეტეს ნაწილს ოჯახებში საკუთარ ბუნებრივ მშობლებთან ერთად ატარებს.

იმის მიუხედავად, თუ როგორ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი, ორივე მშობელს ერთნაირი პასუხიმგებლობა აკისრია ბავშვებზე ზრუნვის თვალსაზრისით, მაშინაც კი, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი აღიარებს ორივე მშობლის პასუხისმგებლობას ბავშვების აღზრდაზე და მათ ზრუნვაზე. ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო მუშაობს იმ პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რომელიც ოჯახის და მშობლების საჭიროებებს ითვალისწინებს, როგორიცაა მამებისთვის დეკრეტის მიცემა და ბავშვზე ზრუნვა მომუშავე წყვილებისთვის. ბავშვების უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობებით, მათი სქესის, სტატუსის ან ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის მშობლების პასუხისმგებლობის ხელშეწყობის მიზნით.

ევროპული ოჯახების პრობლემები

ევროპაში ოჯახები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან:

* დასაქმებული მშობლები: უფრო ხშირად ორივე მშობელი მუშაობს. ხანგრძლივი სამუშაო საათები და კონფლიქტი, სამუშაო და ოჯახის პასუხისმგებლობებს შორის ბევრ პრობლემას ქმნიან. ევროკავშირის ქვეყნების მშობლების სულ მცირე 10%25 და ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების მშობლების 15%25 აღნიშნავენ, რომ მათ სიძნელეები აქვთ ოჯახის პასუხისმგებლობების შესრულებაში, ვინაიდან ბევრი მუშაობა უწევთ, ხოლო მშობლები, რომლებსაც სამ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ჰყავთ, კიდევ უფრო დიდი სიძნელეების წინაშე დგანან.1

* მარტოხელა მშობლებისგან შემდგარი ოჯახები: მთლიანობაში ევროპის ქვეყნების ბავშვების 80%25 მშობლებთან ერთად ცხოვრობს. თუმცა პროცენტი საბერძნეთსა და იტალიაში 90%25- დან გაერთიანებულ სამეფოში 70%25-ზე ნაკლებამდე მერყეობს. აღნიშნული ციფრები მნიშვნელოვან გეოგრაფიულ განსხვავებებზე მეტყველებს: ბელგიაში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ბავშვების 9%25-ზე ნაკლები ცხოვრობს მარტოხელა მშობლებთან ერთად, ხოლო დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვეციაში ასეთი ბავშვების რაოდენობა 15%25-ს აღწევს. ბავშვების 10-დან 15%25-მდე ცხოვრობს მარტოხელა მშობლებთან ერთად ავსტრიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და შვეიცარიაში.2

ევროპის საბჭო ინტენსიურად მუშაობს ამ პრობლემებზე. 2006 წელს მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის მშობლების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის პოზიტიურად შესრულების ხელშემწყობ პოლიტიკასთან დაკავშირებით. რეკომენდაციაში „მშობლების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის პოზიტიურად შესრულება“ განსაზღვრულია როგორც „ქცევა, რომელიც ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზეა დამყარებული, რაც გულისხმობს ბავშვის სათანადო მოვლას, მისი უფლებების უზრუნველყოფას და არაძალადობრივ დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს აღიარებას და ხელმძღვანელობას, რაც მოიცავს საზღვრების დაწესებას ბავშვის სრულყოფილი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.“ აღნიშნული რეკომენდაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგი საკითხების მნიშვნელობაზე:

* მშობლების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის პოზიტიურად შესრულება;

* სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც მშობლებს დახმარებას უწევენ;

* სხვადასხვა მომსახურება იმ მშობლებისთვის, რომლებიც საზოგადოებიდან გარიყვის რისკის წინაშე დგანან;

* ბალანსი სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის;

* ბავშვებზე ზრუნვის სამსახურები.3

გარდა ამისა, 2006 წელს ევროპის საბჭომ მოამზადა ანგარიში მშობლების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის პოზიტიურად შესრულების საკითხებზე თანამედროვე ევროპაში, სადაც ყურადღება გაამახვილა მშობლების როლზე და ბავშვების მიმართ სათანადო მოპყრობაზე, ასევე აღზრდაზე ძალადობის გარეშე (იხილეთ თემა „ძალადობა“, გვ. 270). აღნიშნულ ანგარიშში ძირითადი ყურადღება ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა:

* აუცილებელი ზრუნვა: ბავშვის ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება (საკვები, სითბო, თავშესაფარი, ჰიგიენა, საჭირო ტანსაცმელი და სამედიცინო მომსახურება);

* უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ბავშვის დაცვა ზიანისგან როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ;

* ადამიანური სითბო: ბავშვმა უნდა მიიღოს ადამიანური მხარდაჭერა და იგრძნოს, რომ ის ძვირფასია;

* სტიმულირება: ბავშვის განათლების სტიმულირება და ინტელექტუალური განვითარება ბავშვის დაინტერესებით და მისი განათლების შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით;

* მიმართულების მიცემა და ზღვარი: ზღვარის დაწესება და ბავშვისთვის სათანადო ქცევის დემონსტრირება;

* სტაბილურობა: ადამიანური სითბოს მუდმივი გამოვლენა და რეაგირება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან.4

ანგარიშში აღიარებულია, რომ ბავშვები შეიძლება დაშორდნენ მშობლებს სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა მშობლების გაცილება, ოჯახის წევრების გადაადგილება მოგზაურობის ან ომის, ერთი ან ორივე მშობლის სიკვდილის, ტრეფიკინგის ან მიტოვების გამო. ნებისმიერი მიზეზით დაშორება ღრმა კვალს ტოვებს ბავშვებზე, საშიშროების წინაშე აყენებს მათ კეთილდღეობას, განათლებას და განვითარებას. სწორედ ამიტომ აქვთ ბავშვებს უფლება, დარჩნენ საკუთარ მშობლებთან, იმ კონკრეტული შემთხვევების გარდა, როცა სასამართლო ორგანოები დაადგენენ, რომ დაშორება უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს (მუხლი 9).

კითხვა: ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებია. მაგრამ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა არის საუკეთესო? მაგალითად, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენად ბავშვის ინტერესებშია შეუფერებელ მშობელთან დარჩენა? ოჯახის სხვა წევრები? თავად ბავშვი? სახელმწიფო? სხვა ვინ?

თუმცა ყველა მშობელს არც შეუძლია და არც აქვს სურვილი, პოზიტიურად შეასრულოს მშობლის პასუხისმგებლობა და არც ყველა ბავშვისთვის არის სასარგებლო საკუთარ ოჯახში ცხოვრება. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-20 მუხლი განმარტავს:

ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ან მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს... [რომელმაც უნდა] უზრუნველყოს ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლა

ამგვარი ზომები მხოლოდ ექსტრემალური გარემოებების დროს მიიღება. ევროპის ბევრ ქვეყანაში ბავშვის დაცვის სისტემა და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის პირობებს რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისთვის. თუმცა ზოგ ქვეყანაში ბევრი ბავშვი დაწესებულებაში მოთავსებულია არა აუცილებელი მიზეზების გამო და ზედმეტად დიდი ხნით. ბავშვები, რომლებსაც ოჯახის გარეთ ან მშობლების ზრუნვის გარეშე უწევთ ცხოვრება, უფრო მეტად არიან დაუცველნი დისკრიმინაციის, სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციის წინაშე, ასევე ემოციური და სოციალური მდგომარეობის გაურესების წინაშე, რაც მზრუნველობის ნაკლებობის შედეგია.

ბავშვებზე ალტერნატიული მზრუნველობის საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ალტერნატიულ მზრუნველობაში იგულისხმება არაოფიციალური თუ ოფიციალური აღმზრდელები, სისხლით ნათესავის მხრიდან ზრუნვა და შვილად აყვანა. საჭიროა, აგრეთვე, სოციალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობა, როგორიცაა ბავშვებზე დღის განმავლობაში ზრუნვა, განათლება აღზრდის საკითხებში და ოჯახში დახმარება, რათა მათ გააძლიერონ როგორც მშობლებისა და სხვადასხვა თაობებისგან შემდგარი ოჯახების შესაძლებლობები, ასევე თემებისა, რომლებიც ზრუნავენ მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე.

ევროპის ბევრ ქვეყანაში არიან ქუჩის ბავშვები. მათ ყველა ხედავს - ისინი ქუჩაში ცხოვრობენ დამუშაობენ - თუმცა არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია მათი ვინაობის ან რიცხოვნობის შესახებ,რაც ხელისუფლების ორგანოებისთვის უკიდურესად ართულებს მათ უზრუნველყოფას სასიცოცხლომნიშვნელობის ჯანდაცვით ან განათლებით, ასევე მათ დაცვას ზიანისგან. ისინი შეუმჩნეველნიც არიან,ვინაიდან ბევრი ადამიანი იგნორირებას უკეთებს ამ ბავშვებს - ჩვენი საზოგადოებების ყველაზე დიდიმარცხის ფიზიკურ განსახიერებად მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემა გლობალურ ხასიათს ატარებს და სულუფრო ღრმავდება. მისი მიზეზებია სიღარიბე, ოჯახის დაშლა, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა,მიტოვება, უგულებელყოფა და სოციალური მღელვარება. ქუჩის ბავშვები დაუცველი არიან. ბევრიმათგანისთვის რეალური რისკფაქტორებია პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, დანაშაული, ნარკოტიკები,ჯგუფური ძალადობა და ასევე ძალადობა პოლიციის მხრიდან; სხვათათვის კი ეს უკვე რეალობაა.

ბავშვებთან მუშაობა ოჯახის საკითხებზე

როცა ბავშვებთან ერთად ოჯახურ საკითხებს განიხილავენ, პედაგოგებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი სახის სტერეოტიპულ ქცევაზე ან მოლოდინზე ოჯახის სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით. ბავშვებმა უნდა გაათვითცნობიერონ და მიიღონ ოჯახის ნებისმიერი ფორმა და გამოამჟღავნონ თანაგრძნობა და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რომ ბავშვებმა მიიღონ ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ ოჯახებში, როგორიცაა მონაწილეობა ან ძალადობის დაუშვებლობა. ოჯახური ცხოვრების განხილვამ შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობრივი გრძნობები ზოგიერთ ბავშვში, განსაკუთრებით მოზარდებში. შეიძლება სასარგებლო გამოდგეს მშობლებთან და მზრუნველებთან გასაუბრება, იმ სიტუაციების გამოკლებით, როცა სავარჯიშოს მსვლელობისას გამოვლინდება ოჯახში ძალადობის ფაქტები. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, ბავშვებმა გაიგონ, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი მომხდარ ძალადობაზე, მათ შორის სექსუალურ ძალადობაზე. მათ უნდა ვუბიძგოთ, რომ საკუთარი პრობლემები გაუმხილონ მეგობრებს და უფროსებს, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ (იხილეთ თემა „ძალადობა“, გვ. 270).

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი იცავს ყველა ადამიანის „პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას“ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგან. აღნიშნული უფლება ყურადღებას ამახვილებს ოჯახის დაცვის მნიშვნელობაზე - სოციალური უჯრედისა, რომელიც უმეტესი ბავშვების აღზრდაზე ზრუნავს მოწიფულობის ასაკამდე.

ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის მე-16 მუხლი იცავს ბავშვების, როგორც ოჯახის წევრების, უფლებებს:

„ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, აქვს უფლება შესაბამის სოციალურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ დაცვაზე მისი სრული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.“

არსებობს ევროპის საბჭოს სხვა კონვენციები, რომლებიც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობილი ან ნაშვილები ბავშვების უფლებების დასაცავად არის განკუთვნილი. ბავშვთა უფლებების და მათი ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა სამართლებრივი პროცედურებით გარანტირებულია ბავშვთა უფლებების განხორციელების ევროპულ კონვენციაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ოჯახს „საზოგადოების ბუნებრივ და ძირითად უჯრედად“ აცხადებს და ამბობს, რომ „მას უფლება აქვს, დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“ (მე-16 მუხლი). დეკლარაცია განსაზღვრავს ოჯახს როგორც ცხოვრების ერთ-ერთ კონკრეტულ სფეროს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, დაცული იყოს ამ სფეროში თვითნებურად ჩარევისგან (მე-12 მუხლი). იგივე დეკლარაცია ყველა ადამიანს ანიჭებს „დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლებას“ (მე-16 მუხლი). დეკლარაცია არ განსაზღვრავს „ოჯახს“ - ტერმინს, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში შეიძლება განისაზღვროს მრავალი სხვადასხვა კომბინაციის სახით, გარდა ტრადიციული ოჯახისა ორივე მშობლით და მათი გენეტიკური შვილებით.

ბავშვის უფლებათა კონვენცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის მნიშვნელობას და პრეამბულაში აცხადებს, რომ ოჯახი არის არა მხოლოდ საზოგადოების ძირითადი უჯრედი, არამედ ასევე მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, და იძლევა რეკომენდაციას ბავშვის პიროვნების „სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის“.

კონვენცია იძლევა დეტალურ მითითებებს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო დაშორებულები არიან ოჯახს, მხარს უჭერს ოჯახის გამთლიანებას და აღიარებს, რომ ზოგ შემთხვევაში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე ბავშვები უნდა დააცილონ ოჯახს, რომელსაც არ შეუძლია ან არ აძლევს ბავშვს სათანადო აღზრდას (მუხლები 9, 10, 20, 21 და 22). თუმცა უპირველესი მნიშვნელობა ბავშვის მშობლებს ენიჭება. სახელმწიფოს მოეთხოვება, პატივი სცეს მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ... ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის,... უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 5). მე-7 მუხლში აღიარებულია ოჯახის მნიშვნელობა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში და ბავშვისთვის მინიჭებული უფლება, „იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით“ (მუხლი 7). მშობლებს ენიჭებათ უპირველესი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაზე, განვითარებაზე და ფინანსურ დახმარებაზე, შემდეგ პრინციპზე დაყრდნობით: „ორივე მშობელს ერთნაირი პასუხისმგებლობა ეკისრება ბავშვის აღზრდაზე და განვითარებაზე“ (მუხლი 18 და მუხლი 27). თუმცა, როცა მშობლებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ბავშვის სათანადო აღზრდა, სახელმწიფო ვალდებულია, დახმარება აღმოუჩინოს მათ (მუხლი 18.2).

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად, ბავშვის უფლებათა კონვენცია კრძალავს ჩარევას ბავშვის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელში, ასევე მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას (მუხლი 16). გარდა ამისა, ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს განათლება, რომელიც მიმართული უნდა იყოს „ბავშვისთვის თავისი მშობლებისადმი, თავისი კულტურული თვითმყოფადობის, ენისა და ფასეულობების პატივისცემის ჩანერგვისკენ“ (მუხლი 29.გ).

__________________

სასარგებლო წყაროები

* Changes In Parenting: Children Today, Parents Tomorrow, Conference of European Ministers Responsible for Family Affairs, Final Communique: Lisbon, Council of Europe, May 2006: www.coe.int/t/dg3/youthfamily/source/2006 minconFinaldeclaration-en.pdf

* Child Poverty in Perspective: An overview of child well-being in rich countries: UNICEF Innocenti Research Centre, Florence, 2007: www.unicef-icdc.org/publications/pdf/rc7-eng.pdf

* Child Protection Information Sheet: Children Without Parental Care: UNICEF, May 2006: www.unicef.org/ protection/fi les/Parental-Care.pdf

* Daly, Mary, ed., Parenting in contemporary Europe: a positive approach: Council of Europe, 2007.

* Explanatory Report on Policy to Support Positive Parenting, 983 Meeting of European Committee for Social Cohesion, CM (2006)194 add: Council of Europe, December 2006:

* Flaquer, Lluis, Poverty in Southern Europe: Barcelona, Institute of Childhood and Urban World, Sociology Department, Universitat Autonoma de Barcelona, 2005:http://devel.ciimu.org/webs/wellchi/reports/workshop-2/ww2-fl aquer.pdf

* Hantaris, Linda; Philipov, Dimiter; Billari, Francesco C., Policy implications of changing family formation (Population studies No. 49): Council of Europe, 2006.

* Rights of Children at risk and care, Council of Europe, 2007.

* Krieger, Hubert, Family Life in Europe: Results of recent surveys on quality of life in Europe, Paper presented at the Irish Presidency conference `Families, change and social policy in Europe', Dublin, May 2004: www.eurofound. europa.eu/docs/areas/populationandsociety/krieger040513.pdf

* Recommendation Rec(2006)19 of the Committee of Ministers to Member States on Policy to Support Positive Parenting: Council of Europe, 2006: http://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1073507&BackColourInternet=9999CC&BackColourIntranet=FFBB55&BackC olourLogged=FFAC75

* Which Are the Provisions in the Family Law that Foster Children's Well-being and Which Kind of Reforms Should Be Envisaged in this Respect?, Wellchi Network Workshop 2: Sofi a, Institute For Legal Studies, Bulgarian Academy Of Sciences, 2005: www.ciimu.org/webs/wellchi/reports/workshop-2/w2-abstracts.pdf

____________________

გამოყენებული ლიტერატურა

1 Krieger, Hubert, Family Life in Europe: Results of recent surveys on quality of life in Europe, Paper presented at the Irish Presidency conference `Families, change and social policy in Europe', Dublin, 2004.

2 Child Poverty in Perspective: An overview of child well-being in rich countries, UNICEF Innocenti Research Centre, 2007.

3 Recommendation Rec(2006)19 of the Committee of Ministers to Member States on Policy to Support Positive Parenting: Council of Europe, 2006.

4 Explanatory Report on Policy to Support Positive Parenting, 983 Meeting of European Committee for Social Cohesion, CM(2006)194 add: Council of Europe, 2006.

8.7 7. გენდერული თანასწორობა

▲ზევით დაბრუნება


განათლების მუშაკებმა უნდა აღიარონ საკუთარი გენდერული სტერეოტიპები და დაფიქრდნენ იმაზე, ასახავს თუ არა მათი სწავლების მეთოდები, ენა და ურთიერთობა ბიჭებსა და გოგონებთან გენდერულ თანასწორობას, რომლის სწავლებასაც ისინი ცდილობენ.

0x01 graphic

რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?

ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხი, გენდერული თანასწორობა, ნიშნავს თანაბარ უფლებამოსილებას როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში. ეს არ ნიშნავს, რომ ორივე სქესი ერთნაირია: ისინი თანასწორები არიან საკუთარ უფლებებში და ღირსებაში. ადამიანის ყველა სხვა უფლების მსგავსად, საჭიროა გენდერული თანასწორობისთვის მუდმივად ბრძოლა, მისი დაცვა და ხელშეწყობა.

ას ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის მანძილზე მოძრაობა ქალების ემანსიპაციისთვის მიმართულია იმ საყოველთაოდ გავრცელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ, რომელსაც უმეტესი ქალი განიცდის, და საზოგადოებაში მამაკაცების და ქალების უფრო თანასწორი მონაწილეობის მიღწევისკენ. ამის შედეგად ევროპელი ქალებისა და მამაკაცების უმეტესი ნაწილი მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი საუკუნისწინანდელი წინამორბედებისგან. ქალთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი სფეროებია:

* განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა

* დიდი რაოდენობით ქალთა გასვლა შრომის ბაზარზე

* ქალთა ეკონომიკური სტატუსი

* შინაური საქმეებისა და ბავშვებზე ზრუნვის განაწილება

* ოჯახის სტრუქტურა

* ახალგაზრდული კულტურა

* ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

თუმცა გენდერული თანასწორობის და მის მიმართ დამოკიდებულების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია, ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობები გენდერულ თანასწორობაში.

რა არის გენდერი?

სქესი და გენდერი ერთი და იგივე ცნებები არ არის. სქესი ბიოლოგიური ფაქტია. თითქმის ყველა ადამიანი იბადება ბიოლოგიურად განსხვავებული ორი ტიპის ადამიანად: გოგონად ან ბიჭად. გენდერი კი სოციალური ცნებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულს შემდეგნაირად განმარტავს:

„სქესი“ გულისხმობს იმ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ თვისებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქალებს და მამაკაცებს.

„გენდერი“ გულისხმობს სოციალურად ჩამოყალიბებულ როლებს, ქცევებს, საქმიანობას და იმ ატრიბუტებს, რომლებსაც კონკრეტული საზოგადოება მამაკაცებისთვის და ქალებისთვის შესაფერისად თვლის.

სხვა სიტყვებით რომ გამოვხატოთ:

„მამრობითი“ და „მდედრობითი“ სქესის კატეგორიებია, ხოლო „მამაკაცი“ და „ქალი“ - გენდერული კატეგორიებია.1

სქესობრივი თავისებურების ზოგიერთი მაგალითი:

* გოგონებს მენსტრუაცია აქვთ, ხოლო ბიჭებს არა;

* ბიჭებს სათესლე ჯირკვალი აქვთ, ხოლო გოგონებს არა;

* ქალებს შეუძლიათ ბავშვს ძუძუ აწოვონ, ხოლო მამაკაცებს არა;

* სქესობრივი მომწიფების შემდეგ ბიჭებს უფრო ძლიერი კუნთები უვითარდებათ,

ვიდრე გოგონებს.

გენდერული თავისებურების ზოგიერთი მაგალითი:

* ევროპაში ქალები ანალოგიური სამუშაოსთვის გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობენ, ვიდრე მამაკაცები;

* ბევრ ქვეყანაში გოგონები უფრო მეტს ცეკვავენ, ხოლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ;

* მთელ მსოფლიოში ქალები და გოგონები უფრო მეტად არიან დაკავებული შინაური საქმეებით, ვიდრე მამაკაცები და ბიჭები;

* ბიჭები უფრო ხშირად იღებენ სხეულის დაზიანებას, ვიდრე გოგონები.

ადამიანის პიროვნებისა და ინდივიდუალობის მნიშვნელოვანი ნაწილი - გენდერული როლები - საზოგადოებრივი ურთიერთობების საშუალებით ყალიბდება. დღევანდელ დღეს არა მხოლოდ ოჯახი, სკოლა და სამუშაო ადგილი ახდენენ გავლენას ამგვარ ურთიერთობებზე, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც, მათ შორის ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მუსიკა და ფილმები. როგორც ტრადიციული, ასევე ამგვარი ახალი ურთიერთობები ხელს უწყობენ გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნებას და გადაცემას.

გენდერული თანასწორობა ჯერ შორს არის რეალობისგან ევროპაში

ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს ღრმა ფესვები აქვს გადგმული ევროპის კულტურაში და ისინი ყოვედღიურ ცხოვრებაში ვლინდება. ამის შედეგად მამაკაცებსა და ქალებს ჯერ კიდევ არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ბრიტა ლეჟონმა, შვედეთის დემოკრატიისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, პრეზენტაციაში თვალსაჩინოდ წარმოადგინა, თუ რამდენად რეალურია აღნიშნული უთანასწორობა ევროპის ახალგაზრდებში:

* ახალგაზრდა მამაკაცები დაახლოებით 20%25-ით მეტ ანაზღაურებას ღებულობენ, ვიდრე ახალგაზრდა ქალები;

* როცა ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები ერთად ცხოვრობენ, ქალები მამაკაცებთან შედარებით ორჯერ მეტად არიან დაკავებული შინაური საქმეებით;

* ახალგაზრდა მამების ძალიან მცირე რიცხვი იღებს დეკრეტულ შვებულებას იმ ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელია.2

ქალებთან შედარებით ჯერ კიდევ უფრო მეტი მამაკაცები იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. რამდენიმე პოზიტიური ღონისძიების მიუხედავად, ქალების მონაწილეობის წილი პოლიტიკაში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია: ევროპაში პარლამენტართა მხოლოდ 21%25 მოდის ქალებზე, ეს პროცენტი თურქეთში 4.4%25-დან შვედეთში 45%25-მდე მერყეობს.3 ვინაიდან მამაკაცებს ძირითადი როლი უკავიათ პოლიტიკაში, ფინანსურ სამყაროში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ პოლიტიკური პროგრამები და საჯაროდ ისაუბრონ მათ შესახებ. ზოგადად, მამაკაცები ჯერ კიდევ ითვლებიან ადამიანის ქცევის სტერეოტიპად და სტანდარტად.

გენდერული სტერეოტიპები

საზოგადოების ბევრი ინსტიტუტი განამტკიცებს ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს. მაგალითად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალები უპირატესად ჩნდებიან მოქმედების ობიექტის, მსხვერპლის და მოვალეობის დროებით შემსრულებლების როლში, ხოლო მამაკაცებს შემოქმედ, ძლიერ, ჭკვიან და ინიციატივიან ადამიანებად წარმოაჩენენ. მაშინ, როცა მედია აშუქებს მამაკაცის ძალას და მიღწევებს, ქალს, ძალზე წარმატებულსაც კი, პირველ რიგში გარეგნობით აფასებენ. ამგვარი საშუალებით მედია, რომელშიც შედის ტელევიზია, რადიო, სახელმძღვანელოები, საბავშვო წიგნები, ჟურნალები, ფილმები და ელექტრონული კომუნიკაციის ბევრი ფორმა, ინარჩუნებს და ავრცელებს სტრეოტიპებს მამაკაცების და ქალების შესახებ.

პასუხისმგებლობა გენდერული სტერეოტიპების განმტკიცებაზე, მედიის მსგვასად, ოჯახს, სკოლებსა და თავისუფალი დროის გასატარებელ ცენტრებსაც აწევთ. უახლესი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ მასწავლებლები ბიჭებს უფრო ხშირად აფასებენ პოზიტიურად, თუ ისინი დინამიკურები, აგრესიულები, დამოუკიდებლები, ცნობისწადილით აღსავსენი და კონკურენტულები არიან, ხოლო გოგონები ხშირად დადებით შეფასებას მაშინ ღებულობენ, თუ ისინი მორჩილები, კეთილი, ნაზი, პასიური და თემისთვის პოზიტიურები არიან.4 იმის გამო, რომ ამგვარი გენდერული სტერეოტიპები ძირითადად სკოლის წლებში ყალიბდება, ბევრი გოგონა ვეღარ ახერხებს დამოუკიდებელ ქმედებას, კონკურენციაში ჩართვას და საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო სამსახურში წასვლას.5 ის გოგონები, რომლებიც არ შეესაბამაბიან მიღებულ სტერეოტიპებს, შეიძლება კრიტიკის, ოსტრაკიზმისა და ძალადობის მსხვერპლიც კი გახდნენ.

ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს ზიანის მოტანა შეუძლია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის. სტერეოტიპული მამაკაცის მიმართ არსებული მოლოდინი ძალისა და კონკურენციის გამოვლინების თვალსაზრისით ხშირად კონფლიქტში მოდის ბიჭის ყოველდღიურ გამოცდილებასთან - მაგალითად, არატიპიურ ოჯახებში ცხოვრების, მამაკაცებს შორის უმუშევრობის ან საზოგადოების ყველა სფეროში ქალების მზარდი მონაწილეობის შემთხვევებში. ამგვარმა კონფლიქტებმა შეიძლება დააბრკოლოს ბიჭის გენდერული იდენტიფიკაციის განვითარება. ბიჭები, რომლებიც არ ერგებიან ტიპიურ მამრობით სტერეოტიპებს, შეიძლება ე.წ. „ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზემოქმედების“ (დაშინების, დაცინვის), გარიყვის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ.

კითხვა: რამდენად შეესაბამება ჩვენი საზოგადოება ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს? რა გავლენას ახდენს აღნიშნული სტერეოტიპები ბავშვის ცხოვრებაზე? თქვენს ცხოვრებაზე?

გენდერული ნიშნით ძალადობა

გენდერული ნიშნით ძალადობა არის ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ძალადობის ნებისმიერი ფორმისთვის, იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე და იდენტურობაზე და რომელიც გენდერული უთანასწორობის შედეგს წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ემყარება ქალებსა და მამკაცებს შორის განსხვავებებს. გენდერული ნიშნით ძალადობამ შეიძლება გავლენა იქონოს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე, მაგრამ ის არაპროპორციულად დიდ ზეგავლენას ახდენს ქალებსა და გოგონებზე და ამიტომ გენდერული ნიშნით ძალადობა ხშირად დაყვანილია ტერმინამდე „ძალადობა ქალების მიმართ“.

გენდერული ნიშნით ძალადობა ყველა ქვეყანაში გვხვდება და იგი სცილდება კულტურის, კლასის, განათლების, ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის ფარგლებს. მაგალითად, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ევროპაში 12%25-დან 15%25-მდე გოგონები და ქალები საკუთარი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობის წინაშე დგას.6 ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სექსუალური ძალადობა ქალების მიმართ ასევე აქტუალურია სხვადასხვა გარემოში, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში და სამუშაო ადგილებზე.

თუმცა, რასაკვირველია, გენდერული ნიშნით ძალადობა მამაკაცებზეც ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, ბიჭები და მამაკაცები, რომლებსაც არა აქვთ ტრადიციული „მამაკაცური ღირსებები“, დაცინვას და ძალადობას განიცდიან. მსგავსად, ჰომოსექსუალები და ლესბოსელები ასევე ხშირად ხდებიან ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი, განსაკუთრებით სკოლებში, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები პირველად იგებენ ხოლმე სექსუალობის შესახებ.

გენდერული ნიშნით ძალადობა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას და ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს. გენდერული ძალადობა, ჩვეულებრივ, ხშირად ხორციელდება მსხვერპლის ახლობლების მიერ. მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებს ძირითადი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ მსხვერპლის წინაშე - მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ ძალადობის ყველანაირი ფორმის თავიდან ასაცილებლად. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, რომლის მონაწილე ამჟამად 185 ქვეყანაა.

გაერო-ს განცხადებით, „აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს ბაზას ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დასამკვიდრებლად ქალებისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი ხელმისაწვდომობის, თანაბარი შესაძლებლობების, მათ შორის ხმის უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის, აგრეთვე განათლების, ჯანდაცვისა და დასაქმების უზრუნველყოფის მეშვეობით. წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, როგორც საკანონმდებლო, ასევე სპეციალური დროებითი, რათა ქალებმა შეძლონ ყველა საკუთარი უფლებითა და ძირითადი თავისუფლებით სარგებლობა“ .7

რა არის გენდერული განათლება?

გენდერული განათლება, განსაკუთრებით თუ ის როგორც ბიჭების, ასევე გოგონებისთვის არის განკუთვნილი, თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება დადებით ძალად იქცეს გენდერული თანასწორობის დასამყარებლად. ის ეძებს გზებს, რათა შეცვალოს როლები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები, ასევე ქალები და მამაკაცები ასრულებენ როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გენდერული სტერეოტიპების შემცირების გზით გენდერული განათლება ეხმარება ბავშვებს ჭეშმარიტი სამოქალაქო თანასწორობის მშენებლობაში, როდესაც მამაკაცები და ქალები თანამშრომლობასა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემაზე დამყარებულ გარემოში იცხოვრებენ.

გენდერული განათლება გენდერულ საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდით იწყება. ეს ნიშნავს გენდერული სტერეოტიპების ნეგატიური ზეგავლენის აღიარებას და იმ უთანასწორობათა აღმოფხვრას, რომლებსაც ეს სტერეოტიპები წარმოქმნის.8 გენდერული განათლების შედეგად გოგონები საკუთარ თავში მეტ თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას იძენენ და ებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიჭები კი ძლევენ წარუმატებლობის შიშს, სწავლობენ, როგორ უნდა იყვნენ ნაკლებად აგრესიულები, უფრო კომუნიკაბელურები და პასუხისმგებლობით აღსავსენი და უფრო მეტად ებმებიან შინაურ ცხოვრებაში.

გენდერული განათლების მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მოხდეს ფაქტებისა და შეხედულებების განსხვავება. მოთხრობების ან საკუთარი აქტივობების ანალიზის შედეგად ბავშვები უცბადვე ნორმალურად აღიქვამენ იმას, რომ გოგონები შეიძლება „ბიჭურად“ მოიქცნენ, ბიჭები კი შეიძლება მგრძნობიარენი და სუსტები იყვნენ. საჭიროა, რომ ყველა ბავშვმა საკუთარი თავი მრავალმხრივ და უნიკალურ პიროვნებად ჩათვალოს, რომელსაც მთელი რიგი თავისებურებები აქვს. სტერეოტიპებმა და ჩაკირულმა გენდერულმა მოლოდინებმა კი შეიძლება ხელი შეუშალონ ინდივიდუალურ განვითარებას და ბიჭების და გოგონების სრული პოტენციალის რეალიზებას.

გენდერული განათლება მუდმივი პროცესია, რომელიც არ შეიძლება შემოიფარგლოს კონკრეტული სასწავლო საქმიანობით. პედაგოგებმა თავი უნდა აარიდონ გენდერულ სტერეოტიპულ სავარჯიშოებს ადრეული ასაკიდან და უზრუნველყონ, რომ ბიჭებსა და გოგონებს ერთნაირი შესაძლებლობები ჰქონდეთ ნებისმიერ საქმიანობაში მონაწილეობისთვის და ურთიერთკავშირისთვის. საჭიროა გოგონების სტიმულირება, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლო მეცადინეობებშიც და სპორტშიც, ხოლო ბიჭებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მზრუნველობით აქტივობებში. გოგონებსაც და ბიჭებსაც უნდა მიეცეთ სტიმული, რომ მონაწილეობა მიიღონ ყველა სახის საქმიანობაში, მაგალითად, გუნდში, სპექტაკლებში ან ცეკვაში, ხის ნაკეთობათა დამზადებაში, კულინარიაში, ტურიზმში და ჭადრაკში. გოგონები უნდა შევაქოთ მათი მიღწევებისთვის, ხოლო ბიჭები - მზრუნველობისა და სოლიდარობის გამოვლინებისთვის.

გენდერული განათლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დახმარების გაწევა ბავშვებისთვის, რათა მათ აღიარონ, თუ სოციალური თვალსაზრისით რაოდენ ღირებულია ქალებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი საქმიანობა, როგორიცაა დედობა, და ისეთი თვისებები, როგორიცაა მზრუნველობა, ყურადღება, თანამშრომლობა და შემწყნარებლობა. ამ აღიარებამ უნდა მიგვიყვანოს მამაკაცსა და ქალს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობამდე, რომელიც გენდერული განათლების ძირითადი მიზანია. ამგვარი საშუალებით ბავშვები სწავლობენ, რომ მამაკაცების და ქალების სხვადასხვა წვლილი ოჯახში ან საზოგადოებაში თანაბრად მნიშვნელოვანია და რომ ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი უფლებები და პასუხისმგებლობები აკისრიათ.

იმისთვის, რომ გენდერული განათლება ეფექტიანი იყოს, განათლების მუშაკებმა უნდა აღიარონ საკუთარი გენდერული სტერეოტიპები და დაფიქრდნენ იმაზე, ასახავს თუ არა მათი სწავლების მეთოდები, ენა და ურთიერთობა ბიჭებსა და გოგონებთან გენდერულ თანასწორობას, რომლის სწავლებასაც ისინი ცდილობენ.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭო თანასწორობას ქალებსა და მამაკაცებს შორის ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი აცხადებს, რომ „უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების.“ ეს მუხლი იძლევა საფუძველს ორგანიზაციის ფართო საქმიანობისთვის. პასუხისმგებელი ორგანო ამ სფეროში არის ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც აანალიზებს, სწავლობს, აფასებს, განსაზღვრავს სტრატეგიებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს და, როდესაც აუცილებელია, იღებს გადაწყვეტილებას საჭირო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ.9

ინფორმირებულობის გაზრდის და ისეთი კამპანიის საშუალებით, როგორიცაა კამპანია „ბოლო მოვუღოთ ქალების მიმართ ოჯახურ ძალადობას“10, ევროპის საბჭო აქტიურად ეხმაურება ძალადობას გენდერული ნიშნით. ევროპის საბჭოს პროგრამა „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ გამიზნულია ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის - ინცესტის, პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და თანატოლთა შორის სექსუალური ძალადობის - წინააღმდეგ.11

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

სავალდებულო ძალის მქონე პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც კრძალავს ქალების დისკრიმინაციას და მოითხოვს მთავრობებისგან, მიიღონ ზომები ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის სასარგებლოდ, არის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია12. აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან (1981 წელს) იგი საფუძვლად დაედო ქალთა ძირითად უფლებებს პოლიტიკაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, სამართალში, საკუთრებაში, ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებში. ის ქვეყნები, რომლებმაც მოახდინეს ამ კონვენციის რატიფიცირება ან შეუერთდნენ მას, იურიდიულად ვალდებულნი არიან, განახორციელონ მისი დებულებები. ისინი ასევე ვალდებულნი არიან, სულ მცირე ოთხ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ანგარიშები იმ ზომების შესახებ, რომლებიც განახორციელეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. 2000 წლიდან ქალებს ან ქალთა ჯგუფებს საშუალება ეძლევათ, უფლებათა დარღვევის შესახებ საჩივრები შეიტანონ ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტში, რომელსაც სერიოზული და სისტემატური დარღვევების შემთხვევაში გამოძიების დაწყება შეუძლია.

კითხვა: არის თუ არა თქვენი ქვეყანა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე? თუ არის, როდის წარადგინა მან ბოლო ანგარიში? ხომ რ წარმოუდგენია რომელიმე ჯგუფს ალტერნატიული ანგარიში, რომელშიც თქვენი მთავრობის მიერ მოყვანილი ფაქტების საწინააღმდეგო შეხედულებები იყო შესული? შეეცადეთ, გაარკვიოთ ეს საკითხი!

2000 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წამოიწყო პროგრამა„ათასწლეულის განვითარების მიზნები“13. ერთ-ერთი მიზანია„გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა დაწყებით და საშუალო განათლებაში, სასურველია 2005 წლისთვის, და ყველა დონეზე 2015 წლისთვის“ აღნიშნული პროგრამა აქტუალურია ევროპისთვის, სადაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და გოგონების სრული მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჯერ კიდევ არ არის რეალობა.

ბავშვის უფლებათა კონვენცია

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი აცხადებს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონვენციაში გარანტირებული უფლებები ყოველგვარი, მათ შორის ბავშვის სქესის ნიშნით, დისკრიმინაციის გარეშე. მე- 18 მუხლი მიზნად ისახავს ოჯახში და ბავშვებზე ზრუნვაში მშობლების როლის დაბალანსებას, აღიარებს ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპს ბავშვების აღზრდაში და მოუწოდებს მათ, მუდამ გაითვალისწინონ, თუ რა არის საუკეთესო მათი ბავშვისთვის.

___________________

სასარგებლო წყაროები

* Åkerlund, Pia, Girls' Power: A compilation from the conference on gender equality: Swedish National Board for Youth Affairs, Stockholm, 2000

* The Council of Europe Campaign to Combat Violence against Women, Including Domestic Violence, Factsheet: Council of Europe, 2006:www.coe.int/t/dg2/equality/domesticviolencecampaign/source/PDF-FS-Vi lence-Campaign-rev-E.pdf

* Domestic Violence against Women and Girls: UNICEF, Innocenti Centre, Florence, 2000: www.unicef-icdc. org/publications/pdf/digest6e.pdf

* Gender Matters - A manual on addressing gender-based violence with young people: Council of Europe, 2007

* Making Rights Reality, Gender awareness workshops: Amnesty International, 2004: http://web.amnesty.org/library/pdf/ACT770352004ENGLISH/$File/ACT7703504.pdf

* Promoting Gender Mainstreaming in Schools, Final Report of the Group of

Specialist. EG-S-GS (2004) RAP FIN Council of Europe, 2004: www.coe.int/T/E/Human-Rights/Equality/PDF-EG-S-GS(2004)-E.pdf

* Sex-Disaggregated Statistics on the Participation of Women and Men in Political and Public Decision making in Council of Europe member states, Steering Committee for Equality between Women and Men (CDEG): Doc. CDEG (2006) 15 , Council of Europe, 2006: www.coe.int/t/e/human-rights/equality/1PDF-CDEG(2006)15-E.pdf

* Thun, Eva, Gender Stereotypes in the School, Hírnok Feminist webportal, Hungary 2002

____________________

სასარგებლო ვებგვერდები

* „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“: www.coe.int/t/transversalprojects/children/violence/sexualAbuse-en.asp

* „თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის“ : www.coe.int/T/e/human-rights/equality

* „ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ... ტკივილი, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვება“:

ევროპის საბჭო:

www.coe.int/t/transversalprojects/children/violence/sexualAbuse-en.asp

*„ბოლო მოვუღოთ ქალების მიმართ ოჯახში ძალადობას“: www.coe.int/t/dc/campaign/stopviolence/default-en.asp

*„ბოლო მოვუღოთ ქალების მიმართ ძალადობას“: http://web.amnesty.org/actforwomen/index-eng

* გაერო-ს „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია“: www.un.org/womenwatch/daw/cedaw

* გაერო-ს განვითარების ფონდი ქალებისთვის: www.unifem.org

* გაერო-ს „ათასწლეულის განვითარების მიზნები“: www.un.org/millenniumgoals

* „ახალგაზრდა ქალები უმცირესობათა ჯგუფებიდან“: www.scas.acad.bg/WFM/default.htm

*„რა იგულისხმება სიტყვებით„სქესი“ და „გენდერი“? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: www.who.int/gender/whatisgender/en

_________________

გამოყენებული ლიტერატურა

1 See „What do we mean by „sex“ and „gender“?“ www.who.int/gender/whatisgender/en 2 Lejon, Britta quoted in Åkerlund, Pia, Girls' Power: A compilation from the conference on gender equality: Swedish National Board for Youth Affairs, Stockholm, 2000

3 Sex-disaggregated statistics on the participation of women and men in political and public decision making in Council of Europe member states, Steering Committee for Equality between Women and Men (CDEG), Doc. CDEG (2006) 15: Council of Europe, 2006

4 Thun, Eva, Gender Stereotypes in the School, Hírnok Feminist webportal, Hungary, 2002

5 Promoting Gender Mainstreaming in Schools, Final Report of Group of Specialists EG-S-GS (2004) RAP FIN, Council of Europe, 2004

6 The Council of Europe Campaign to Combat Violence against Women, including Domestic Violence, Fact sheet: Council of Europe, 2006

7 www.un.org/womenwatch/daw/cedaw

8 Making Rights a Reality: Gender awareness workshops, Amnesty International, 2004, p. 61

9 See Equality Between Women and Men: www.coe.int/T/e/human-rights/equality 10 See Stop Domestic Violence against Women: www.coe.int/t/dc/campaign/stopviolence/default-en.asp

11 See Sexual Abuse for Children… hurt for life: www.coe.int/t/transversalprojects/children/violence/sexualAbuse-en.asp

12 See Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women: www.un.org/womenwatch/daw/cedaw

13 See UN Millenium Development Goals: www.un.org/millenniumgoals

8.8 8. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

▲ზევით დაბრუნება


ჯანმრთელობის დაცვა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხიცაა

0x01 graphic

ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, სამედიცინო მომსახურება, ჯანმრთელი საკვები, სუფთა წყალი, სანიტარული სერვისები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ძირეულად არის ურთიერთდაკავშირებული ადამიანის სხვა უფლებებთან, მათ შორის ისეთ უფლებებთან, როგორიცაა სოციალური დაზღვევა, თავისუფალი დრო და განტვირთვა, განსაკუთრებით კი, ადეკვატური საცხოვრებელი პირობების ქონა. ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევამ შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (მაგ: მავნე წეს-ჩვეულებები, ტრეფიკინგი, წამება, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა). მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დაცვის და შესრულებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს დადებითი ზეგავლენა აქვთ ადამიანთა ჯანმრთელობაზე (მაგალითად, დისკრიმინაციისგან დაცვა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, განათლება).

ჯანდაცვა ასევე წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხს, ვინაიდან, უთანასწორობასა და სიღარიბეს თან სდევს ავადმყოფობა და ჯანმრთელობის გაუარესება. ჯანმრთელობის შესახებ 2005 წლის მსოფლიო ანგარიშის თანახმად უკიდურესი სიღარიბე სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზია1 მთელს მსოფლიოში. ამგვარად, ანგარიშში დასახული ამოცანები, რომლებიც ებრძვის სიღარიბის ყოველგვარ გამოვლინებას, მიზნად ისახავს სიღარიბესა და სუსტ ჯანმრთელობას შორის არსებული მანკიერი წრის გარღვევას.2

კითხვა: რამდენად ახდენს ზეგავლენას დისკრიმინაცია და სიღარიბე იმ ბავშვებზე, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ?

ბავშვებს უფლება აქვთ, მიიღონ სპეციალური დაცვა, რათა განვითარების ამ კრიტიკულ ეტაპზე ისარგებლონ ამ უფლებებით. კარგ ჯანმრთელობაზე ბავშვის უფლების დაცვა მოიცავს პრევენციულ მზრუნველობას და განათლებას ჯანდაცვის საკითხებზე, ასევე შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციისგან დაცვას და შემდგომ რეაბილიტაციას.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ევროპელი ბავშვებისთვის

ევროპელი ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებსა და კეთილდღეობას უკავშირდება რამდენიმე საკითხი ჯანმრთელობის სფეროში.

გადამდები დაავადებები

ბავშვებს სჭირდებათ დაცვა ნებისმიერი სახის დაავადებისგან. ამ დაცვის საფუძველია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კარგი კვება და ვაქცინაცია. პრიორიტეტულია ასევე ტუბერკულოზის კონტროლი, ანტიბიოტიკებისადმი დაავადებების რეზისტენტულობის გავრცელების შემცირება, მზარდ დაავადებებთან ბრძოლა და სამედიცინო განათლება. ბავშვები, რომლებიც არიან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი, შეიძლება დაავადდნენ აივ ინფექციით ან სხვა სქესობრივად გადამდები დაავადებებით.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ფიზიკური და სამედიცინო საკითხი. ევროპის ქვეყნების მოზარდთა 10%25-დან 20%25-ს სავარაუდოდ ერთი ან რამდენიმე ფსიქიკური ან ქცევითი პრობლემა აქვს.3 ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს მათი აზროვნების, მგრძნობელობისა და ქცევის განვითარებისთვის. მაშინ, როდესაც გონებრივი ჩამორჩენა შესაძლებელია თანდაყოლილი იყოს, იგი ასევე შეიძლება განვითარდეს უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად. ბავშვებს, რომლებიც განიცდიან მზრუნველობის ნაკლებობას, ყოველდღიურად ხდებიან ოჯახური კონფლიქტების მოწმე ან არიან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის, დისკრიმინაციის ან ჩაგვრის მსხვერპლნი სკოლაში, ხშირად უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასების უნარი და მათი სასკოლო მომზადების დონე დაბალია. განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული გონებრივი დარღვევებია: ყურადღების გაფანტულობა, შფოთვა, გულგატეხილობა, კვებითი დარღვევები (ანორექსია და ბულიმია), თვითდაზიანების სურვილი, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების მოხმარება, ძალადობა, დეპრესია და თვითმკვლელობაც კი. 12-17 წლის ასაკის მოზარდთა თითქმის 4%25, ხოლო 18 წლის ახალგაზრდების 9%25 განიცდის დეპრესიას, რომელიც ყველაზე დომინანტური დარღვევაა და ხასიათდება შედეგების ფართო სპექტრით.4 უმეტეს შემთხვევაში ფსიქო-სოციალურად უნარშეზღუდული ბავშვები საჭიროებენ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ მკურნალობას, მაგრამ დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ ასევე მათ პედაგოგებსაც. განსაკუთრებული ყურადღება, ჩართულობა და ხელშემწყობი სგანმანათლებლო გარემო ხელს უწყობს მათი პრობლემების გადაჭრისა და სოციალური აქტივობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

ჭარბწონიანობა

სიმსუქნე ყველაზე გავრცელებული დარღვევაა ბავშვებში ევროპის ტერიტორიაზე: ბავშვების თითქმის 20%25-ს ჭარბი წონა აქვს, ხოლო მათი მესამედი ითვლება მსუქნად. დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჭარბწონიანობის მაჩვენებელი 1980-იანი წლების დასაწყისიდან 1990-იანი წლების ბოლოსთვის 10%25-დან 20%25-მდე გაიზარდა. რამდენადმე დაბალი მაჩვენებლებია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.5

სიმსუქნე, როგორც 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის. სამხრეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ყოველი მესამე ბავშვი ჭარბწონიანია. კეთდება პროგნოზები, რომ 2010 წლისთვის ყოველი მეათე ბავშვი ანუ მთლიანი მოსახლეობის ათი პროცენტი გახდება ზედმეტი წონის მსხვერპლი, რაც მთლიანობაში შეადგენს თხუთმეტ მილიონ ჭარბწონიან ბავშვს და მოზარდს. ასეთ ბავშვებში გაცილებით მაღალია ორი ტიპის დიაბეტის, ჰიპერტენზიის, ძილისა და ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარების რისკი. უფრო მეტიც, ჭარბწონიანი ბავშვების უმრავლესობა ასეთივედ რჩება სიყმაწვილეშიც, რის გამოც მათ უვითარდებათ უფრო სერიოზული დაავადებები, რომლებიც საბოლოოდ საფრთხეს უქმნიან მათი სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობას.

აღიარებს რა, რომ ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უმთავრესი საფრთხეა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ოფისმა ეს პრობლემა თავის სამუშაო პრიორიტეტად მიიჩნია მომდევნო წლებში. 2006 წელს მინისტრების დონეზე ჩატარებული კონფერენცია მიზნად ისახავდა პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას რეგიონში და პოლიტიკური ვალდებულებების განსაზღვრას მისი დაძლევისთვის.6

ჭარბი წონის პრობლემის დასაძლევად ბავშვებმა ყოველდღიურად უნდა შეასრულონ ფიზიკური ვარჯიშები და დაიცვან ჯანმრთელი დიეტა, რომელშიც შედის ხილი, ბოსტნეული დამარცვლეული და თავი შეიკავონ ხორცის, ცხიმებისა და შაქრის მოხმარებისგან.

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და თამბაქო

სულ უფრო მცირე ასაკის ახალგაზრდების მიერ ალკოჰოლის მოხმარების ბოლოდროინდელი ზრდა შემაშფოთებელი ტენდენციაა ევროპის ბევრ წევრ სახელმწიფოში, სადაც 15 წლის ასაკის მოზარდთა თითქმის 30%25 სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს.7 ევროპის რეგიონში ყოველწლიურად ალკოჰოლი ხდება 55 000 ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი, რომელთა შორის 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდა ევროპელი მამაკაცების სიკვდილის ყოველი მეოთხე შემთხვევა უკავშირდება ალკოჰოლს.

თამბაქოს მოწევის დონე კვლავაც მაღალია ევროპის ქვეყნებში. უფრო მეტი ბავშვი იწყებს მოწევას ადრეულ ასაკში. უფროსი მწეველების თითქმის 80%25-მა მოწევა დაიწყო თვრამეტ წლამდე ასაკში, ხოლო სტატისტიკის მიხედვით კვირის განმავლობაში მწეველების რიცხვი შედგება 11-57%25 ვაჟებისა და 12-67%25 გოგონებისგან, რომელთა ასაკი თხუთმეტი წელია და რომელთა უმრავლესობა ყოველდღიურად მოიხმარს თაბმაქოს. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში თხუტმეტი წლის ასაკში უფრო მეტი ვაჟი ეწევა, ვიდრე გოგონა, საპირისპირო მდგომარეობაა რეგიონის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში.8 ბავშვების 50%25-ზე მეტი პასიური მოწევის მსხვერპლია როგორც სახლში, ისე სხვა დახურულ სივრცეში, როგორიცაა მანქანა, სკოლა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. თამბაქოს ზემოქმედება ბავშვზე პირდაპირ კავშირშია მწვავე რესპირატორულ დაავადებებთან, როგორიცაა ასთმა და ფილტვების დაქვეითებული ფუნქცია, რამაც შეიძლება თავი იჩინოს სიყრმის ასაკში და გაგრძელდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უფროსი ასაკის მწეველთა 80%25-მა მოწევა დაიწყო 18 წლამდე ასაკში, ხოლო სტატისტიკის მიხედვით გარკვეულ ქვეყნებში 15 წლის მოზარდების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ეწევიან მინიმუმ კვირაში ერთხელ, 57%25-ს აღწევს ვაჟებში (აღმოსავლეთ ევროპაში) და 67%25-ს გოგონებში (ძირითადად ევროპის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში).9

როგორც ჩანს, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების მოხმარების „ჩვეულერივ“ ან „ბანალურ“ ამბად მიჩნევა მზარდი ტენდენციაა, რაც გავლენას ახდენს ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებასა და ამ ნივთიერებების მოხმარების ფორმებზე. გამოკვლევის თანახმად, ევროპელ ახალგაზრდებს შორის შეიმჩნევა ინტოქსიკაციის მიმართ მეტი ტოლერანტობა და მოწონებაც კი.10

უნარშეზღუდულობა და სპეციალური საჭიროებები

ტერმინი „უნარშეზღუდულობა“ მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის ფართო სპექტრს, ზომიერიდან მწვავე დარღვევებამდე, რომლებიც თვალნათელია (მაგ: სიბრმავე, სიყრუე, გონებრივი ჩამორჩენილობა, მოძრაობის შეზღუდვა). „სპეციალური საჭიროებები“, რაც გულისხმობს ნაკლებად რთულ მდგომარეობას, შეიძლება არ იყოს თვალნათელი და მანამ არ გამოვლინდეს, სანამ ბავშვი სკოლის ასაკს არ მიაღწევს. „სპეციალური საჭიროებები“ მოიცავს სწავლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ამასთან ასოცირებულ ქცევით დარღვევებს. სავარაუდოდ მსოფლიოს მოსახლეობის 20%25 უნარშეზღუდულობის მსხვერპლია პირდაპირ ან არაპირდაპირ, ოჯახის წევრების და მომვლელების სახით.

ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უნარშეზღუდულ ბავშვებს მალავდნენ საზოგადოებისგან, რისთვისაც მათ ათავსებდნენ მსხვილ ინსტიტუციურ დაწესებულებებში. თუმცა, დამოკიდებულებები და პოლიტიკა იცვლება იმის აღიარებისკენ, რომ უნარშეზღუდული ბავშვების მოვლის საუკეთესო გზა არის მათი საკუთარ ოჯახებში ცხოვრება, საზოგადოებრივი მხარდაჭერა და სხვა ბავშვებთან ერთად ჩვეულებრივ სკოლებში სწავლა. საქმე ის არის, რომ უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ მოპყრობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც ყველა სხვა ბავშვის მიმართ, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ ოჯახის წევრებად და გაუჩნდეთ ნდობა თავიანთი მშობლებისა და და-ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიმართ.

წარსულში ითვლებოდა, რომ უნარშეზღუდულ ბავშვებს სჭირდებათ, ასე ვთქვათ, „გამოსწორება“, ანუ ისეთი სამედიცინო მოდელი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება არ შეუძლია ბავშვს და რისი კომპენსირება შეიძლება მკურნალობის კურსის საშუალებით. მაგრამ ასეთი მიდგომით ხდება იმის უგულვებელყოფა, რომ სხვა ყველა ბავშვის მსგავსად, უნარშეზღუდული ბავშვებიც ასევე აქტიურები, ემოციურები და გამორჩეული პატარა არსებები არიან, თავისი პირადი ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და თვისებებით, რომელთაც თავი უნდა იგრძნონ ოჯახის და ფართო საზოგადოების წევრებად. ამგვარად, სრულად განვითარებისთვის მათ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ისეთივე შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს.

რა თქმა უნდა, ბევრ უნარშეზღუდულ ბავშვს ესაჭიროება ფართო სპექტრის და ხანგრძლივი სამედიცინო ჩარევა, აგრეთვე მნიშვნელოვანი დახმარება სწავლაში, რისი უფლებაც ყველა ბავშვს აქვს. მაგრამ უნარშეზღუდული ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობა, გარდა ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, მოიცავს ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას. მათ ოჯახებს სჭირდებათ ისეთი სერვისები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, იზრუნონ უნარშეზღუდულ ბავშვზე ყოველდღიურ ოჯახურ ცხოვრებაში.

ამისდა მიუხედავად, დამოკიდებულება უნარშეზღუდულობის მიმართ ძნელად იცვლება. ერთის მხრივ, უკანასკნელ პერიოდში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გამოცემულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უნარშეზღუდულობის სტატუსის მატარებელ ბავშვთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, რაც მიანიშნებს უნარშეზღუდულობის ფაქტის მზარდ აღიარებასა და დაშვებაზე, და არა უნარშეზღუდული ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე. ასეთი მზარდი აღიარების მიუხედავად,„სპეციალიზებული განათლება“ ამ რეგიონში კვლავ რჩება დომინანტურ და ზოგად პოლიტიკად.11 უნარშეზღუდული ბავშვების დახმარებისთვის მიღებული სპეციალური ზომები შეიძლება ძალიან აქტუალური და გამართლებული იყოს. სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპაში ზოგჯერ არასწორად ხდება „სპეციალური განათლების“ გამოყენება, რის შედეგადაც ადგილი აქვს იზოლაციას.

ასევე იხილეთ მსჯელობა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის საკითხზე თემა „დისკრიმინაცია“, გვ. 214.

კითხვა: იღებენ თუ არა ის ბავშვები, რომელთანაც თქვენ მუშაობთ, კარგ სამედიცინო მომსახურებას? თუ არა, რამდენად ახდენს ეს გავლენას მათ ცხოვრებასა და განვითარებაზე? რა არის საჭირო იმისთვის, რომ მათ ისარგებლონ ამ ძირითადი უფლებით?

განათლება ჯანდაცვის საკითხებზე

ჯანდაცვის საკითხებზე განათლების უმთავრესი მიზანი არის დადებითი დამოკიდებულებების და პრაქტიკული მეთოდების წარმოჩენა. ბავშვებს შეუძლიათ გაათვითცნობიერონ, რომ პასუხს აგებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც ინდივიდები და ოჯახისა და ფართო საზოგადოების წევრები. უკეთესი ჯანმრთელობით მათ შეუძლიათ გაიუმჯობესონ საკუთარი და სხვათა ცხოვრებაც. ეფექტური განათლება ჯანდაცვის საკითხებში აძლევს ბავშვს სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მხარს უჭერს გათვითცნობიერებულობას, დადებით დამოკიდებულებებს და ხანგრძლივ პრაქტიკულ რჩევებს ჯანრთელობის კრიტიკულ საკითხებზე. ამაში შედის ემოციური ჯანმრთელობა და პოზიტიური იმიჯის შექმნა; ადამიანის სხეულის პატივისცემისა და მოვლის აუცილებლობა; ფიზიკური ფორმის შენარჩუნება; ისეთი მავნე ჩვევების შესახებ ინფორმაციის ფლობა, როგორიცაა ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების მოხმარება; სწორი კვება და უსაფრთხო სექსუალური კავშირები. სექსუალური განათლება უმნიშვნელოვანესია თინეიჯერთათვის, ის ეხმარება მათ მიიღონ ინფორმაცია ჯანმრთელი სხეულის შესახებ და თავი დაიცვან არასასურველი ორსულობის, სქესობრივად გადამდები ინფექციებისა და სექსუალური ძალადობისგან. თანატოლთა ტრეინინგი განსაკუთრებით ადეკვატური და დასაფასებელია სამედიცინო განათლებაში. სხვადასხვა სპორტული ობიექტების ხელმისაწვდომობა სკოლებში და საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვების სტიმულირებაში, რომ მათ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე მთელი ცხოვრების მანძილზე. მოცულობით და ხელშემწყობ განათლებას შეუძლია ეფექტური დახმარების გაწევა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ევროპის სოციალური ქარტია (განახლებული) ფართოდ ეხება ჯანმრთელობის საკითხს მე-11 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ნებისმიერი მომსახურებით, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს ჯანმრთელობის მაქსიმალურად კარგი დონე. მუხლი 13 ადგენს, რომ „ყველას, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი რესურსები, უფლება აქვს, მიიღოს სოციალური და სამედიცინო დახმარება“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ჯანმრთელობის დაცვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25.1 მუხლით, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობა დაკავშირებულია ცხოვრების ადეკვატურ დონესთან:

ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

აღნიშნული მუხლი ასევე აღიარებს ბავშვთა უფლებას, მიიღონ „სპეციალური მზრუნველობა და დახმარება“. ეს უფლება ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დამცველ რამდენიმე დოკუმენტში, როგორიცაა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საეთაშორისო პაქტი (მუხლი 12).

ბავშვის უფლებათა კონვენცია დეტალურად განსაზღვრავს ბავშვის უფლებებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა კუთხით.

* მე-3 მუხლში, რომელიც ადგენს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს, განსაკუთრებით ხაზგასმულია ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იმ დაწესებულებებთან, მომსახურებასა და ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვებზე ზრუნვაზე.

* ზოგიერთის განმარტებით, მუხლი 13, რომელიც ადგენს ბავშვის უფლებას, რომ „მოიძიოს, მიიღოს და გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია და აზრი“, მოიცავს სამედიცინო განათლების მიღების უფლებას, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური ქცევის შესახებ ინფორმაციისა.

* მუხლი 17 აღიარებს მასმედიის მნიშვნელოვან როლსა და პასუხისმგებლობას ბავშვთა ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის განვითარებაში.

* მუხლი 23, რომელიც შეეხება უნარშეზღუდულ ბავშვთა უფლებებს, ხაზს უსვამს სამედიცინო დახმარების, პროფილაქტიკული ზომების და სოციალური ინტეგრაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი ჯანმრთელობის განვითარებისთვის.

* მუხლი 24 ყველაზე კონკრეტულად განსაზღვრავს ბავშვის უფლებას ჯანმრთელობის დაცვაზე და სახელმწიფოს ვალდებულებას მის უზრუნველყოფაზე. ის ადგენს:

ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არცერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმ-რთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით.

მუხლი 24 ასევე მიუთითებს იმ სასიცოცხლო ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავს ჯანმრთელობას, როგორიცაა ჯანსაღი საკვები, სუფთა სასმელი წყალი და სასარგებლო ბუნებრივი გარემო. ის ხაზს უსვამს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ჯანმრთელობის საკითხებზე განათლების მნიშვნელობას.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-12 მუხლში აღნიშნულია, რომ ქალებსა და გოგონებს ჯანმრთელობის სფეროში მამაკაცებისა და ვაჟებისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, განსაკუთრებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით.

მართალია, კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ არ ადგენს ახალ უფლებებს, ის ხაზს უსვამს და აღიარებს უნარშეზღუდული ბავშვის უფლებას, მიიღოს არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება, არამედ ასევე ადეკვატური საცხოვრებელი და განათლება და იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულფასოვანი მონაწილე, რაც აუცილებელია ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

სასარგებლო წყაროები:

* Atlas of Health in Europe: World Health Organization, 2003:

www.euro.who.int/document/E79876.pdf

* Children and Adolescents' Health in Europe, Fact Sheet EURO/02/03: World Health Organisation, 2003: www.euro.who.int/document/mediacentre/fs0203e.pdf

* Children's Health and Environment: Developing National Action Plans, Fourth Ministerial Conference on Environment and Health, Budapest, 2004:

www.euro.who.int/document/eehc/ebakdoc07.pdf

* Children and Disability in Transition in CEE/CIS: UNICEF Innocenti Research Centre, Florence, 2004: www.unicef.org/protection/index-28534.html

* The European Health Report 2005: Public health action for healthier children and populations: World Health Organization, 2005: www.euro.who.int/document/e87325.pdf

* European Strategy for Child and Adolescent Health and Development: World Health Organization, 2005:www.euro.who.int/document/E87710.pdf

* The Right To Health: World Health Organization, 2002: www.who.int/bookorders/anglais/detart1.jsp?sesslan=1&codlan=1&codcol=15&codcch=474

* 10 Things You Need to Know about Obesity: Diet and physical activity for health: WHO European Ministerial Conference on Counteracting Obesity, 2006:

www.euro.who.int/Document/NUT/ObesityConf-10things-Eng.pdf

_________________________

სასარგებლო ვებგვერდები:

* ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა და განვითარება: www.euro.who.int/childhealthdev

* ევროპის მონაცემთა ბაზა - ჯანმრთელობა ყველას: www.euro.who.int/hfadb

* ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების ევროპული ქსელი: www.euro.who.int/enhps

* ტენდენციები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში:

www.unece.org/stats/trend/register.htm№ch6

გამოყენებული ლიტერატურა:

1 The World Health Report 2005: World Health Organisation.

2 Ibid.

3 European Forum on Social Cohesion for Mental Well-being among Adolescents, World Health Organisation, Regional Offi ce for Europe: www.euro.who.int/PressRoom/pressnotes/20071002-1

4 Ibid.

5 The European Health Report 2005, World Health Organisation, p. 75.

6 Ten Things You Need to Know about Obesity: Diet and physical activity for health: World Health Organisation European Ministerial Conference on Counteracting Obesity, 2006.

7 The European Health Report 2005, World Health Organisation, p. 82.

8 The World Health Report 2005: World Health Organisation.

9 The European Health Report 2005, World Health Organisation, p. 82.

10 Ibid

11 Children and Disability in Transition in CEE/CIS: UNICEF Innocenti Research Centre, 2004, p.2.

8.9 9. მედია და ინტერნეტი

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭო ურჩევს წევრ სახელმწიფოებს, შეიმუშავონ ერთიანი სგანმანათლებლო და სასწავლო მომზადების სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მათი პედაგოგებისთვის უფლებების მინიჭებას, რათა მათ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებები და ტექნოლოგიები...

ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია REC (2006) 121

0x01 graphic

ჩვენს საზოგადოებაში მედიის მნიშვნელობა იმდენად გაიზარდა, რომ ხშირად მას „მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებენ მსგავსად დემოკრატიის სამი ტრადიციული - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო - ხელისუფლებისა. ზოგიერთი ადამიანი ინტერნეტ-ჟურნალებს უწოდებს მეხუთე ძალაუფლებას, რადგან ისინი სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევენ ტრადიციულ მედიასაშუალებებს საკითხების წინ წამოწევაში და ასრულებენ „მეთვალყურის“ როლს. მართალია მედიის ეს გაზრდილი ძალაუფლება ხელს უწყობს ადამიანთა მონაწილეობის ზრდას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მაგრამ მას შეიძლება თან ახლდეს დამახასიათებელი საფრთხეები, განსაკუთრები ბავშვებისთვის. რთულ ტექნიკურ უნარებს, რომლებითაც ბავშვი იღებს ინფორმაციას, შეუძლიათ დაუცველი გახადონ ის ქსელური რისკების წინაშე.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი ყველა ადამიანს სიტყვის თავისუფლებას ანიჭებს, რაც მოიცავს ასევე ინფორმაციისა და აზრების მიღებისა და გაცვლის უფლებას ნებისმიერი საშუალებით. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად ეს უფლებები ბავშვებზეც ვრცელდება. სხვა საერთაშორისო შეთანხმებები და ეროვნული კონსიტუტიციების უმეტესობა ადგენს ამ უფლებას და უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, მაგრამ ამასთანავე აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს პრესისთვის, რათა დაცული იყოს ადამიანთა უფლება პირად ცხოვრებასა და რეპუტაციაზე. კონვენციის ორი შემდგომი მუხლი განსაზღვრავს ბავშვთა უფლებებს, მიიღონ და გასცენ ინფორმაცია (მუხლი 13) და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან მიიღონ უსაფრთხო, სანდო და გასაგები ინფორმაცია (მუხლი 17). ეს აკისრებს პასუხისმგებლობას მედია საშუალებებს, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყოს მათთვის შესაფერისი და გასაგები.

კითხვა: რამდენად ახდენს მედია გავლენას იმ ბავშვებზე, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ? რა არის ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

დღესდღეობით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები წამყვან როლს ასრულებენ ბავშვების ცხოვრებაში. ყოველდღიურად ბავშვები საათობით სხედან ტელევიზორის წინ, მაგრამ კიდევ უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან და იყენებენ იმ უნარებს, რომლებსაც ადვილად სწავლობენ თავიანთი თანატოლებისგან. ინტერნეტს ისინი იყენებენ რომ ითამაშონ, ისაუბრონ, აწარმოონ ინტერნეტ-დღიურები, მოუსმინონ მუსიკას, განათავსონ თავიანთი სურათები, მოძებნონ სხვა ადამიანები, რომელთანაც დაამყარებენ ურთიერთობას ონლაინ რეჟიმში. იმის გამო, რომ ახალგაზრდა და უფროსი თაობების მედიაგანათლებას შორის არსებობს რეალური უფსკრული, უფროსების უმრავლესობამ არ იცის რას აკეთებს ბავშვი ინტერნეტში ან როგორ აკეთებს ამას.

ვირტუალური სამყარო ბავშვს ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს, თუმცა ბევრ მახესაც უგებს. ელექტრონული, ციფრული და ინტერნეტ-მედიის გამოყენებას უამრავი დადებითი შედეგი აქვს ბავშვის განვითარებაზე; ის გასართობია, შემეცნებითია და ხელს უწყობს სოციალიზაციას. მაგრამ ამასთანავე, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვს და საზოგადოებას, იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება. ამ ვირტუალურ სამყაროს ისეთივე სიძლიერით შეუძლია განსაზღვროს ბავშვის ცხოვრება, როგორც რეალურ ცხოვრებას, ისევე მოითხოვოს ბავშვისგან მოერგოს სიტუაციას, აკონტროლოს თავისი საქციელი და ჰყავდეს ბევრი მეგობარი.

მედიასაშუალებებით, განსაკუთრებით კი ტელევიზიით ზღვარგადასული გატაცება იწვევს უარყოფით შედეგებს, რაც ხდება მშობლებისა და პედაგოგების მღელვარების მიზეზი და მრავალი კვლევის სგანი:

* ტელევიზორის წინ გატარებული დრო: არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვები, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებენ ტელევიზორთან, ნაკლები წარმატებით სწავლობენ სკოლაში, მაშინ, როდესაც იმ ბავშვებს, რომელთა ოჯახებშიც უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის გამოყენების საკითხს, უფრო კარგი შედეგები აქვთ სკოლაში.2

* ძალადობა: როგორ ზეგავლენას ახდენს ძალადობრივი თემები ბავშვებზე, იქნება ეს ტელევიზორიდან, ფილმებიდან თუ ვიდეო თამაშებიდან? ხდის თუ არა ეს მათ უფრო აგრესიულებად? უფრო უგრძნობებად? აქვს თუ არა ამას შემასუსტებელი ეფექტი? ეს შედეგები ყველა ბავშვში ვლინდება თუ მხოლოდ უფრო დაუცველ ბავშვებში და მხოლოდ კონკრეტულ ვითარებებში?

* მომხმარებელთა ინტერესების დაცვა: რეკლამა მისი სხვადასხვაგვარი ფორმებით ხშირად გამხდარა კრიტიკის სგანი იმის გამო, რომ ის ახდენს ბავშვებით, ხოლო მათი საშუალებით კი მშობლებით მანიპულირებას, რომ შეიძინონ გარკვეული საკვები პროდუქტები (რომლებიც ხშირად ასოცირდება ბავშვთა სიმსუქნის ეპიდემიასთან), ტანისამოსი და საწმენდი საშუალებებიც კი სახლისთვის ან მანქანისა და მგზავრობისთვის!

* სტერეოტიპები: მედიას აკრიტიკებენ სოციალური სტერეოტიპების დაწესებისთვის, განსაკუთრებით გენდერული ფუნქციებისა და ეთნიკური ნიშნების თვალსაზრისით.

აღნიშნული პრობლემების საპასუხოდ ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია რეკლამის ჩვენება საბავშვო გადაცემების მსვლელობისას. ზოგმა ქვეყანამ დააწესა ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათი“, რომლის დაწყებამდეც აკრძალულია ძალადობრივი და პორნოგრაფიული სიუჟეტების ჩვენება. გარკვეულ ქვეყნებში მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ ფილტრები, რათა აარიდონ ბავშვებს გარკვეული პროგრამების ყურება. თუმცა, მობილური ტელეფონების, მრავალრიცხოვანი სატელევიზიო არხებისა და ინტერნეტის ახალ ტექნოლოგიურ ხანაში ამ ზომების უმეტესობა არაეფექტურია.

უფრო ინტენსიური მედია საშუალებები, როგორიცაა ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, ქმნიან დამატებით საფრთხეს ბავშვებისთვის: ბავშვებს შეუძლიათ გასცენ პირადი მონაცემები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს არასასურველი სარეკლამო მიზნებისთვის და ხელი შეუწყონ ინტერნეტმტაცებლებს. ზოგჯერ ბავშვები იყენებენ არაკონტროლირებად ონლაინ გარემოს სხვა ბავშვებისთვის სასტიკი გზავნილებისა და შეურაცხმყოფელი ფოტოების გასაგზავნად. ვირტუალური სექსით დაკავება ადვილია და განსაკუთრებით მავნეა, ვინაიდან ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული ასეთი ტიპის არაჯანსაღი ქცევა, როგორც წესი, ანონიმურია.

ინფორმაციის მიღების უფლება დაცვის უფლების წინააღმდეგ

მედიაში ხშირად განიხილება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები როგორც ბავშვის უფლებების დაცვის, ისე ბავშვის მიერ ინფორმაციის მიღების უფლების თვალსაზრისით. მაგალითისთვის:

* ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული უთანასწორობები. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა არ არის ერთნაირი ყველასთვის, რაც სავარაუდოდ ხელს უწყობს უთანასწორობის გრძნობის წარმოშობას სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის მქონე ბავშვებში. როგორ შეიძლება მოიხსნას და დარეგულირდეს ეს „ციფრული სხვაობა“?

* შინაარსის და კონტაქტის არასასურველი ფორმები. უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 9-დან 19 წლამდე ახალგაზრდების ნახევარზე მეტს, რომლებიც მინიმუმ კვირაში ერთხელ სარგებლობენ ინტერნეტით, ნანახი აქვს ონლაინ პორნოგრაფია და უმეტესად წინასწარი განზრახვის გარეშე. ზოგიერთ მათგანში ეს ზიზღს ან მღელვარებას იწვევს, ვინაიდან ასეთ გვერდებს თან ახლავს სხვა არასასურველი შინაარსის შემცველი მასალა, როგორიც არის ძალადობის ამსახველი ფოტოები ან გვერდები, რომლებიც მტრულად არის განწობილი ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? რამდენად არის დასაშვები ცენზურის დაწესება ბავშვის მიერ მედიის ხელმისაწვდომობაზე ისე, რომ არ შეიბღალოს მისი უფლება ინფორმაციის მიღებაზე? ან სხვათა უფლება აზრის გამოხატვაზე?

* ახალი განათლება ინტერნეტისა და მედიის სფეროში. ბავშვები ჩვეულებრივ თავს თვლიან - და უფროსების მხრიდანაც ითვლებიან - უფრო გამოცდილებად ინტერნეტით სარგებლობაში, ვიდრე მათი მშობლები, რითიც მაღლდება მათი თვითშეფასება და სოციალური სტატუსი ოჯახში. ამისდა მიუხედავად, ბევრ ბავშვს აკლია იმის გამოცდილება და გონიერება, რომ სათანადოდ შეაფასოს ინტერნეტით ნანახის შინაარსი ან წყაროები, ინფორმაციის ძიებისა და განხილვის ან საკონტაქტოდ გამოყენების დროს. როგორ შეუძლიათ სგანმანათლებლო ინიციატივებს მართონ განსხვავებული მოთხოვნილებები ბავშვებისა და უფროსების მედია განათლების სფეროში?3

კითხვა: როგორ მოახდინეთ ინტერნეტითა და მედია საშუალებებით სარგებლობის დარეგულირება ისე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაციის მიღებისა და სწავლის მაქსიმალური შესაძლებლობა? როგორ იცავთ ასეთ ბავშვებს ინტერნეტის მეშვეობით შეუფერებელი მასალის მიღებისა და ექსპლუატაციისგან?

განათლება მედიის სფეროში

ერთ-ერთი პასუხი ამ იტხვებზე არის ბავშვებისთვის სათანადო განათლების მიცემა, რომ გახდნენ უფრო კრიტიკული და გამოცდილი მედია მომხმარებლები და კომუნიკატორები. მედიის შესახებ განათლების მიზანია მიაწოდოს ინფორმაცია ყველა ბავშვს და შეძლებისდაგვარად, ყველა მოქალაქეს, მედიის მნიშვნელობისა და ძალაუფლების შესახებ. სასწავლო მეთოდების საშუალებით ბავშვებმა უნდა გაათვითცნობიერონ ის, რასაც ხედავენ და ის, თუ რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს მათზე. მაგალითად, ბავშვებს შეიძლება სთხოვონ, რომ ჩამოთვალონ ის ძალადობრივი სიუჟეტები, რომლებსაც განსაზღვრული დროის პერიოდში უყურებენ, გააანალიზონ რეკლამის აგიტაციური სტრატეგიები ან მოიფიქრონ ერთი და იმავე ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა გზები, რათა მიხვდნენ, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება რეალობის აღქმის შექმნა.

გასული 50 წლის მანძილზე მედია განათლებაში სამი მნიშვნელოვანი ტენდენცია შეინიშნებოდა:

* ვაქცინაცია, რომლის მიზანია ბავშვებს გამოუმუშავდეთ იმუნიტეტი მედიის ზეგავლენის მიმართ;

* კრიტიკული აზროვნება, რომლის მიზანია ბავშვებში კრიტიკული აზროვნების განვითარება მედიის უარყოფითი შინაარსის მიმართ;

* გაშიფვრა, რომელიც განიხილავს მედიას, როგორც აუცილებელ საშუალებას თანამედროვე სამყაროს შესაცნობად და ცდილობს დაეხმაროს ბავშვებს მედია პროდუქციის და მოხმარების ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის უკეთ გაგებაში და ასევე შეასწავლოს გზავნილის გაშიფვრის ტექნიკა.4

ამ ტენდენციათა თანმიმდევრობაში შეიძლება დავინახოთ ცვლილება ბავშვის, როგორც მედიამომხმარებლის, აღქმაში ანუ დაუცველი ობიექტიდან ის ვითარდება მონაწილე მოქალაქედ.

ახალი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის, განვითარების პარალელურად ასევე ვითარდება ამ მედია საშუალებების მისაწვდომობასთან დაკავშირებული უპირატესობები და საფრთხეები. ინტერნეტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ყველა სახის ინფორმაციის მისაღებად და შორეულ მანძილზე კონტაქტის დასამყარებლად. მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ მასში მოწოდებული ინფორმაცია მართალია და რომ კონტაქტის დამყარება არ მოხდა ავი განზრახვით.

ამგვარად, მედიაგანათლება უნდა გაძლიერდეს, ხელი შეუწყოს ბავშვებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ამ ძლევამოსილი იარაღის სწორ აღქმას. მედიის შესახებ განათლების მიზანია ასევე, რომ ბავშვმა უფრო კარგად შეძლოს თავისი იდეებისგადაცემა, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს და შეისწავლოს სხვადასხვა მედია საშუალებები, მათ შორის მაგიდის გამომცემლობის სისტემა, რადიო და ტელემაუწყებლობა, ინტერნეტ-გვერდები და ინტერნეტ-ჟურნალები. ამავე დროს, მედიაგანათლება აუცილებელია იმ უფროსებისთვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან. მშობლებმა, მასწავლებლებმა და სხვა პედაგოგებმა უნდა დაუთმონ დრო და ენერგია იმას, რომ შეისწავლონ და დააკვირდნენ, თუ როგორ ურთიერთობენ და თანაცხოვრობენ მათი ბავშვები.

ევროპის საბჭო იძლევა შემდეგ რეკომენდაციას მედიაგანათლების შესახებ:

აცნობიერებს რა იმ რისკს, რომელიც დაკავშირებულია ახალ საინფორმაციო და საკომუნიკაციო გარემოში მავნე შინაარსსა და ქცევასთან, რომელიც შეიძლება ყოველთვის არ იყოს უკანონო, მაგრამ შესძლოს მავნე ზემოქმედების მოხდენა ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორიც არის ონლაინ პორნოგრაფია, ძალადობისა და მაზოხისმის გამოვლინება და განდიდება, დამამცირებელი, დისკრიმინაციული ან რასისტული აზრები ან ასეთი ქცევის უმაღლესი გამოვლინება (გრუმინგი- ბავშვის ნდობის მოპოვება და შემდეგ გამოყენება), დაშინება, დევნა და სექსუალური ზეწოლის სხვა ფორმები... ევროპის საბჭო ურჩევს წევრ-სახელმწიფოებს შეიმუშავონ ერთიანი სგანმანათლებლო და სასწავლო მომზადების სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მათი პედაგოგებისთვის უფლებების მინიჭებას, რათა მათ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისები და ტექნოლოგიები5

ევროპის საბჭოს მედიის განყოფილებას აქვს პროექტი, რომელიც ასწავლის, თუ როგორ უნდა შეიძინონ ბავშვებმა, მათმა მშობლებმა და პედაგოგებმა „განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიების მქონე საზოგადოებისთვის“ საჭირო ცოდნა და უნარები. მედიის განყოფილების გამოცემა - „ინტერნეტის შემსწავლელი სახელმძღვანელო: მითითებები მშობლების, მასწავლებლების და ახალგაზრდებისთვის“ იძლევა შესაბამის ზოგად ინფორმაციას და ფაქტიურ მონაცემებს ამ კომლექსური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ქსელის შესახებ.6

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია და საკუთარი მოსაზრებები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჩაურევლობის გარანტიით (მუხლი 10). ეს უფლება ისევე ვრცელდება ბავშვებზე, როგორც უფროსებზე, იმ გამონაკლისით, რომ ბავშვებს უფლება აქვთ, იყვნენ დაცულნი ექსპლუატაციისა და მათთვის შეუფერებელი ძალადობრივი და პორნოგრაფიული მასალების ხილვისგან. კონვენცია აღიარებს ამას იმ ვალდებულებებთან ერთად, რომლებიც თან ახლავს უფლებას „ჯანმრთელობისა და მორალური პრინციპების დაცვის შესახებ“. მაგრამ ის არ აკონკრეტებს, თუ როგორ და ვის მიერ ხდება მასალის „შეუფერებლად“ შეფასება.

კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მე-9 მუხლი შეეხება ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დარღვევებს და ადგენს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ„სამართლებრივი და სხვა ზომები, რათა უკანონოდ გამოცხადდეს კომპიუტერის გამოყენების გარკვეული ფორმები, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის მიზნით“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ინფორმაციის მიღების უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას, რაც ჩადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში.

ყველას აქვს უფლება ჰქონდეს და თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს ასევე თავისუფლებას, რომ ადამიანს სხვათა მხრიდან ჩარევის გარეშე გააჩნდეს საკუთარი შეხედულებები და რომ მოიძიოს, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია და აზრები ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებით საზღვრების გარეშე.

რა თქმა უნდა, 1948 წელს, როდესაც დაიწერა საყოველთაო დეკლარაცია, არავინ ფიქრობდა ინტერნეტზე, როგორც ერთ-ერთ საინფორმაციო არხზე. 1989 წლისთვისაც კი, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ბავშვის უფლებათა კონვენცია, მოსახლეობის, არა თუ ბავშვების, მიერ ინტერნეტის გამოყენება წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ ბავშვთა კონვენცია გამოყოფს სიტყვისა და აზრის თავისუფლებას და ინფორმაციის თავისუფლებას სამ სხვადასხვა მუხლში, სადაც ხაზგასმულია თითოეულის მნიშვნელობა: მუხლი 12 ადგენს ბავშვის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და ეს აზრი იყოს გათვალისწინებული; მუხლი 14 ადგენს ბავშვის უფლებას აზროვნებაზე, ზნეობასა და რელიგიაზე. მუხლი 13 შეიცავს ძირითად მტკიცებულებას ბავშვის უფლებაზე აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების შესახებ:

ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საზღვრების არსებობის მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ.

თუმცა ეს მუხლი არ აძლევს ბავშვს ინფორმაციის მიღების შეუზღუდავ უფლებას. ამას აბალანსებს ისეთი უსაფრთხოების მექანიზმები, როგორიც არის ექსპლუატაციისგან დაცვა (მუხლი 19 და მუხლი 36), განსაკუთრებით სექსუალური ექსპლუატაციისგან (მუხლი 19 და მუხლი 34).

კონვენცია ასევე ხაზს უსვამს ბავშვის მუდმივად განვითარებად შესაძლებლობებს და ასაკობრივ მომწიფებას, ასე, რომ ის, რაც შეიძლება შეუფერებელია ბავშვისთვის დაწყებით კლასებში, შეიძლება მისაღები იყოს ყმაწვილობაში. ისევე როგორც უფლებებთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში, უფლებები ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ამ დარგში დაწესებულ დაცვის ზომებთან, რასაც დაფიქრება და შეთანხმება სჭირდება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

სასარგებლო წყაროები

* Family Guide to the Internet: Barnardos' National Children's Resource Centres, 2004.

* Gentile, Douglas A. and Walsch, David A., „A normative study of family media and habits“ in Applied Developmental Psychology 23 (2002) 157-178: National Institute on Media and the Family, 2002: www.mediafamily. org/research/index.shtml

* Recommendation Rec (2006) 12 of the Committee of Ministers to Member States on Empowering Children in the New Information and Communications Environment: Council of Europe, 2006: http://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1041181&BackColourInternet=9999CC&BackColourIntranet=FFBB55&BackC olourLogged=FFAC75

* Frau-Meigs, Divina, Council of Europe Pan-European Forum on Human Rights in the Information Society: Empowering children and young people: Council of Europe, 2006: www.euro.who.int/document/mediacentre/fs0203e. pdf

* Linddal Hansen, Birthe, Consumer children 2016, Council of Europe, 2006: www.coe.int/t/e/human-rights/media/links/events/1Forum2006YerevanFuturist-en.asp№TopOfPage

* Livingstone, Sonia and Bober, Magdalena, UK Children Go Online: Final report of key project fi ndings: Economic and Social Research Council, 2005: http://news.bbc.co.uk/1/shared/bsp/hi/pdfs/28-04-05-childrenonline.pdf

* Masterman, Len and Mariet, François, L'éducation aux Média dans l'Europe des Années 90: unguide pour les enseignants: Council of Europe, 1994.

* Piette, Jacques, Education aux Média et Fonction Critique: L'Harmattan, Paris, 1996.

* Richardson, Janice, ed., The Internet Literacy Handbook: A guide for parents, teachers and young people, 2nd Edition: Strasbourg, Council of Europe, 2006: www.coe.int/T/E/Human-Rights/Media/hbk-en.html

* O'Connell, Rachel and Bryce, Jo, Young people, well-being and risk on-line, Council of Europe, 2006: www. echr.coe.int/Library/DIGDOC/DG2/H-INF/COE-2006-EN-H-INF(2006)5.pdf

____________________

სასარგებლო ვებგვერდები

* ევროპის ქარტია მედიაგანათლების შესახებ: www.euromedialiteracy.eu/index.php

* განათლების სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვის ეროვნული ცენტრი:

www.ncte.ie/Internetsafety

* გარემოსა და ოჯახის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი: www.mediafamily.org/index.shtml

* მედია ინფორმირების ტესტი: www.mediawise.org.uk

_______________________

გამოყენებული ლიტერატურა:

1 Recommendation Rec (2006) 12 of the Committee of Ministers to Member States on Empowering Children in the new Information and Communications Environment: Council of Europe, 2006.

2 Douglas A. Gentile and David A. Walsch, „A normative study of family media and habits, National Institute on Media and the Family“, Applied Developmental Psychology 23 (2002), p.174.

3 Livingstone, Sonia and Bober, Magdalena, UK Children Go Online: Final report of key project fi ndings: Economic and Social Research Council, 2005

4 Masterman, Len, and Mariet, François, L'éducation aux Média dans l'Europe des Années 90: Council of Europe, 1994.

5 Recommendation Rec (2006) 12 of the Committee of Ministers to Member States on Empowering Children in the New Information and Communications Environment: Council of Europe, 2006: http://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1041

181&BackColourInternet=9999CC&BackColourIntranet=FFBB55&BackColourL gged=FFAC75

6 Richardson, Janice, ed., The Internet Literacy Handbook: A guide for parents, teachers and young people, 2nd Edition: Strasbourg, Council of Europe, 2006.

8.10 10. მონაწილეობა

▲ზევით დაბრუნება


როგორც უფროსებში, ისე ბავშვებში თანამონაწილეობის კულტურის განვითარება შეიძლება იყოს დემოკრატიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.

0x01 graphic

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება არის როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპი, ისე ყველა ადამიანის მოქალაქეობის შემადგენელი ნაწილი. ბავშვის უფლების გამდიდრება მონაწილეობის უფლების განმტკიცებით არის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი და ყველაზე პროგრესული ინოვაცია, რომელსაც გვთავაზობს ბავშვის უფლებათა კონვენცია (იხილე თავი 1, გვ. 22, სადაც განხილულია ბავშვის უფლებათა კონვენცია).

ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაზღვრავს რამდენიმე განსხვავებულ ასპექტს მონაწილეობაზე ბავშვთა უფლებასთან მიმართებაში:

* უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და რომ მათი შეხედულებები სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული (მუხლი 12)

* სიტყვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ნებისმიერი სახის მიუკერძოებელი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების უფლებას (მუხლი 13)

* აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 14)

* გაერთიანებისა და შეკრების უფლება (მუხლი 15)

* ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მასალებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება (მუხლი 17)

* საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება (მუხლი 31).

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვების მონაწილეობა?

ბავშვების მონაწილეობა იმ შემთხვევაშია შედეგის მომტანი თუ დაცულია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ უფროსმა პატივი სცეს ბავშვის უნარს, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მოექცეს მას როგორც პარტნიორს. ტრადიციული ურთიერთობებისგან განსხვავებით, რომელიც ემყარებოდა უფროსის ძალაუფლებასა და ბავშვის კონტროლის ქვეშ მოქცევას, რეალური შედეგი მხოლოდ დემოკრატიულ პარტნიორულ ურთიერთობებს მოაქვს. სხვაგვარად ბავშვის მონაწილეობა უბრალოდ სიმბოლური იქნება: ბავშვებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მაგრამ მათ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ იმაზე, თუ როგორ იქნებადა იქნება თუ არა საერთოდ გამოყენებული, მათ მიერ შეტანილი წვლილი.

მონაწილეობის არსი კარგად არის განმარტებული მოდელში „მონაწილეობის“1 როჯერ ჰარტი აღწერს რვასაფეხურიან მონაწილეობის კიბეს. პირველი სამი ეტაპი არის მანიპულირება, დეკორაცია და სიმბოლიზმი, მონაწილეობის ცრუ მნიშვნელობები, რომელთაც შეუძლიათ საფრთხის ქვეშ დააყენონ მთლიანი პროცესი. მონაწილეობის რეალურ ფორმებში შედის ეტაპი სახელწოდებით „დანიშნვა და ინფორმირება“, რომლის დროსაც ბავშვებს აძლევენ კონკრეტულ როლებს და „შეთანხმებისა და ინფორმირების“ ეტაპი, როდესაც ბავშვები იძლევიან რჩევებს უფროსების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და ესმით, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს მათი აზრი შედეგზე.

მონაწილეობის კიბე

მაგალითები

0x01 graphic

ყველაზე პროგრესული საფეხურებია „უფროსების მიერ ინიცირებული“ მონაწილეობა, ბავშვებთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების ერთობლივი პროცესი და „ბავშვის მიერ ინიცირებული და მართული“ პროექტები, სადაც უფროსებს მხოლოდ დამხმარის და მრჩევლის როლი აქვთ. ეს უკანასკნელი საფეხური აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში, პროცესების მართვაში და გაინაწილონ პასუხისმგებლობა ბავშვებსა და უფროსებთან, აქვთ ინფორმაციის გაცვლის და ერთმანეთის ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების საშუალება.

წარმატებული მონაწილეობა არ შემოიფარგლება ერთი პროექტით, არამედ არის მუდმივი პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეობის კულტურის დანერგვას იმ გარემოში, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს და მოღვაწეობს: სახლში, სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემაში, თემსა და საზოგადოებაში. უფროსებისა და ბავშვებისთვის თანამონაწილეობის ასეთი კულტურის განვითარება შეიძლება იყოს დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოვლინება. ამის შედეგად განვითარებული აღქმა ადამიანის უფლებების და აქტიური მოქალაქეობის სტიმულირება სასარგებლოა მთელი საზოგადოებისთვის.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები პროცესებში?

უპირველეს ყოვლისა, ბავშვების მონაწილეობისთვის საჭიროა ხელშემწყობი გარემო. ბავშვები იხსნებიან, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათ ნათქვამს მნიშვნელობა აქვს და ესმით მათი ჩართულობის მიზანი. იმის გამო, რომ ბავშვები უფროსებისგან განსხვავებულად ფიქრობენ და გამოხატავენ თავიანთ თავს, პროცესები მათი მონაწილეობით აგებული უნდა იყოს კონკრეტულ საკითხებზე, გამოცდილებებზე და რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, უნდა განსხვავდებოდეს სირთულის მიხედვით ბავშვის მზარდი უნარების შესაბამისად. საწყისი სავარჯიშოები შეიძლება მოიცავდეს კონსულტაციებს და აზრის გამოკითხვას სხვადასხვა საკითხის შესახებ, რომელსაც უფროსები უნდა წარმართავდნენ. მონაწილეობისუფრო პროგრესული ხერხებია პროგრამების დაგეგმვა, განხორციელება, მართვა, მონიტორინგი და შეფასება. ბავშვების მიერ ინიცირებული პროექტები, კვლევები, საკუთარი თავის წარმოჩენა, პრეზენტაციები ან უფროსებთან ერთად ორგანიზაციების და დაწესებულებების მართვაში მონაწილეობა მეტად შემეცნებითი და ძლიერი გამოცდილებაა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

კითხვა: ვინ წყვეტს, თუ მონაწილეობის როგორი ფორმაა მისაღები ბავშვებისთვის სიმწიფის სხვადასხვა ეტაპზე? როგორ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება?

შედეგის მომტანი მონაწილეობა პროცესში ავითარებს ფართო სპექტრის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას. ბავშვები იძენენ ახალ ინფორმაციას, სწავლობენ თავიანთ უფლებებს და იგებენ სხვათა შეხედულებებს აქტიური მოსმენით. აზრის ჩამოყალიბებითა და გადმოცემით ისინი იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარს, კრიტიკულ აზროვნებას და ორგანიზაციულ და ცხოვრებისეულ თვისებებს. ისინი გრძნობენ, რომ რეალურად შეუძლიათ ცვლილების მოხდენა.

ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დამკვიდრება ის ამოცანაა, რომლის მისაღწევად აუცილებლია ბავშვების ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. ამის ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორიაუფროსების უკვე მყარად დამკვიდრებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამიტომ, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის საჭიროა სპეციალური განათლება ადამიანის უფლებების, ბავშვის უფლებების, ხელშეწყობის, ეთიკის პრინციპებისა და კვლევის საკითხებში. ყველა ადამიანმა, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და ბავშვებისთვის, უნდა აითვისოს ბავშვთა მონაწილეობის ძირითადი პრინციპები და განავითაროს უნარები, რომ ხელი შეუწყოს, დაეხმაროს და აგიტაცია გაუწიოს მას. დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ და პიროვნულ ვალდებულებებს. თუმცა მონაწილეობის კულტურის დამკვიდრებას სჭირდება ადამიანური და ფინანსური რესურსები, შედეგი ამართლებს დახარჯულ ძალისხმევას.

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდების მაგალითები

ბავშვების წარმატებული მონაწილეობის კარგი მაგალითები მრავლადაა მთელს ევროპაში.

ოჯახი: ბავშვის მონაწილეობა შეიძლება დაიწყოს სახლში, სადაც ძალიან პატარა ბავშვებიც ასრულებენ როლს ოჯახის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ევროპის საბჭოს კონფერენციის, რომელსაც ეწოდებოდა„ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ , მონაწილე ბავშვებმა განაცხადეს:

ჩვენ წარმატებით ვმონაწილეობდით ჩვენს ოჯახებთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვსურს თავისუფალი დროის გატარება, ვირჩევდით რისი ჭამა გვინდოდა, ზოგჯერ იმასაც ვირჩევდით, თუ რომელ სკოლაში გვინდოდა სიარული, როგორ ვინაწილებდით სახლის საქმეებს, ვწყვეტდით ოჯახურ პრობლემებს, ორგანიზებას ვუწევდით ოჯახურ ღონისძიებებს.2

სკოლა: სკოლა შეიძლება იყოს წარმატებული მონაწილეობის მნიშვნელოვანი მოდელი. სასკოლო წესების შედგენა ერთად ან ბავშვებისთვის საკლასო ოთახის გაფორმებისა და წესრიგის დაცვის მინდობა შეიძლება კარგი დასაწყისი იყოს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებს სკოლის გარემოსთან შეჩვევაში. მაგრამ, სკოლის საბჭოსა და ბავშვთა პარლამენტის შექმნა შეიძლება გამართლებული მეთოდები იყოს მონაწილეობის თვალსაზრისით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ რეალური გადაწყვეტილებების მიღება აკისრიათ. ბავშვების ინიციატივებს, რომ გამოუშვან გაზეთი, შექმნან რადიოპროგრამა ან ინტერნეტგვერდები, მოაწყონ კლუბები, ფესტივალები ან კამპანიები ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სკოლის დემოკრატიულ ცხოვრებაში.3

ღონისძიებები თავისუფალ დროს: კლასგარეშე პროგრამების საშუალებით ბავშვები იძენენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ მონაწილეობას რეალურად აქვს მნიშვნელობა. არასამთავრობო ორგანიზაციები, არაფორმალური ადგილები, ქუჩის აქციები, ფესტივალები, ინტერნეტი და ახალი საინფორმაციო პლატფორმები იძლევიან მრავალგვარ შესაძლებლობას დემოკრატიის პრაქტიკული განხორციელებისთვის. კლასგარეშე აქტივობები ხშირად შეიძლება იყოს სასკოლო პროგრამების დამატება.

სოციალურად დაუცველი ბავშვები: მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში ან ინსტიტუციურ დაწესებულებაში, ხშირად მოკლებულნი არიან ცხოვრებაში ჩართულობის მინიმალურ ფორმებსაც კი. ყველა ბავშვს უნდა დახვდეს კარგად მომზადებული პერსონალი, როდესაც ის შედის დაწესებულებაში ან საავადმყოფოში ან მონაწილეობენ პოლიციურ გამოძიებაში ან სასამართლო პროცესში, როგორც დაზარალებული ან დამნაშავე. ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სთხოვენ საკუთარი აზრისა და კომენტარის გამოთქმას ასეთ პროცესებზე.

ბავშვების მონაწილეობა სახელმწიფო პროცესებში

საზოგადოებრივ დონეზე: საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ გამიზნულ პროექტებში ბავშვების მონაწილეობისთვის არსებობს შესაძლებლობათა ფართო არჩევანი. ევროპის საბჭომ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, რომ ჩაერთონ მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, რაც კარგი დასაწყისი იქნება როგორც მუნიციპალიტეტების, ისე თავად ბავშვთა ჯგუფებისთვის.4

კითხვა: როგორ წავახალისოთ ბავშვები, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროცესებში და როგორ დავიცვათ ისინი უფროსების მხრიდან პოლიტიკური მანიპულირებისგან?

კანონმდებელთა და პოლიტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, ვინც სისტემატიურად გადის კონსულტაციებს ბავშვებთან. მაგალითად, ლონდონში ქალაქის მერი რჩევას ეკითხება ბავშვებს, თუ როგორ გახადონ ქალაქი უფრო შესაფერისი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, სათამაშო მოედნები, უსაფრთხოება და ინტერნეტძალადობა.5 შოტლანდიაში დაიწყო საზოგადოებრივ პარტნიორთა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც იკვლევს, თუ როგორ შეიძლება გახდეს აქტიური საზოგადოებრივი თანამშრომლობა ეფექტური საშუალება ბავშვებისა და ახალგაზრდების მარგინალიზაციის აღმოფხვრისთვის. განხორციელებული პროგრამები, შემუშავებული მეთოდოლოგიები და საბოლოო შედეგები შეჯამებულ იქნა სახელმძღვანელოს სახით.6

ეროვნულ დონეზე: რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკაში გათვალისწინებულია ბავშვების მონაწილეობა. მაგალითად, გერმანიაში, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთში მთავრობები ხელს უწყობენ ბავშვების, მათი ოჯახების ან მომვლელების ეფექტურ ჩართულობას საბავშვო ტრასტების განვითარებასა და მართვაში და მოუწოდებენ მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებს, რომ ასევე მოიქცნენ. იმის გამო, რომ ასეთი სიახლეები მოითხოვს ცვლილებებს ორგანიზაციულ კულტურაში, ვალდებულებებიდან პრაქტიკულ განხორციელებაზე გადასვლა ხშირად არ არის ადვილი.7

საერთაშორისო დონეზე: ყველაზე უკეთ ბავშვებს შეუძლიათ ჩაერთონ ადგილობრივ და ეროვნულ პროცესებში, სადაც მათი ყოველდღიური გამოცდილება ეფექტურად იქნება გათვალისიწნებული. მაგრამ კარგი დაგეგმვის შემთხვევაში ბავშვებს ასევე შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საერთაშორისო დონეზე. გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ მთავარი დასაყრდენი იყო ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობა. ბავშვები ჩართული იყვნენ რეგიონულ კონსულტაციებში და მათი რეკომენდაციები შეტანილი იქნა ამ კონსულტაციების შედეგად მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტებში. მართალია ორგანიზატორებისთვის რთული იყო მათთვის უჩვეულო პროცესის წარმართვა, მაგრამ ამან ხელი შეუწყო ზოგიერთი ყველაზე სტიმულისმომცემი და ღირებული შედეგის მიღებას.8

ბავშვთა მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, რომელიც არის მსოფლიო მასშტაბის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობისთვის, შეიმუშავა პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვთა მიზანშეწონილ მონაწილეობას. ეს დირექტივები შესაბამისია ნებისმიერი ფორმის მონაწილეობისთვის:

* ბავშვებს უნდა ესმოდეთ პროექტის ან პროცესის შინაარსი, მიზანი და მათი როლი ამ პროცესში.

* ძალთა თანაფარდობა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე.

* ბავშვების მონაწილეობა უნდა დაიწყოს ნებისმიერი ინიციატივის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე.

* ყველა ბავშვს უნდა მოექცნენ თანაბარი პატივისცემით, მიუხედევად ასაკის, მდგომარეობის, ეთნიკური წარმომავლობის, შესაძლებლობების და სხვა ფაქტორებისა.

* საბაზისო წესები უნდა ჩამოყალიბდეს ყველა ბავშვთან დასაწყისშივე.

* მონაწილოება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ პროცესიდან გასვლის უფლება ნებისმიერ ეტაპზე.

* ბავშვები იმსახურებენ პატივისცემას მათი შეხედულებებისა და გამოცდილებისთვის.9

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ადამიანების პროცესებში ჩართულობა ევროპის საბჭოს მუშაობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება ახალგაზრდა თაობას. ევროპის საბჭომ თავის ახალგაზრდულ სექტორში უნიკალური ფორმით ჩამოაყალიბა ერთობლივი მენეჯმენტის სისტემა, რომელშიც ევროპული ახალგაზრდული ორგანიზაციები და მთავრობები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ პროგრამასა და ბიუჯეტზე. ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობათა კონგრესთან თანამშრომლობით 1992 წელს გამოიცა ევროპის ქარტია ახალგაზრდების ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ, რომელშიც 2003 წელს შევიდა ცვლილებები. ეს უნიკალური დოკუმენტი არა მხოლოდ ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას, არამედ გვთავაზობს კონკრეტულ იდეებსა და ხერხებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ახალგაზრდებმა და ადგილობრივმა მთავრობებმა. პრაქტიკული სახელმძღვანელო სახელწოდებით „გქონდეს შენი სათქმელი!“, რომელშიც დამატებითი რჩევებია მოცემული, გამოიცა 2007 წელს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები მჭიდრო კავშირშია მოქალაქეობასთან დაკავშირებულ უფლებებთან როგორც მათ მიერ მინიჭებული თავისუფლებების, ისე მათ მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობების ფარგლებში (იხილეთ თემა მოქალაქეობა, გვ. 202). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 29-ე მუხლი აღიარებს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად მოქალაქეებისთვის:

მაგრამ მხოლოდ 1989 წელს, როდესაც მიღებული იქნა ბავშვის უფლებათა კონვენცია, მონაწილეობის უფლებები და უპირატესობები აღიარებული იქნა ბავშვებთან მიმართებაში. მათი მონაწილეობა გარანტირებულია საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში:

* მუხლი 9:
მიიღოს მონაწილეობა ბავშვის მეურვეობის ან დაცვის თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესში

* მუხლი 12:
მიიღოს მონაწილოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში „ყველა საკითზე, რომელიც შეეხება ბავშვს“

* მუხლი 13:
გამოთქვას საკუთარი აზრი, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია

* მუხლი 14:
გააჩნდეს საკუთარი შეხედულება აზროვნების, ზნეობისა და რელიგიის საკითხებში

* მუხლი15:
დაამყაროს ურთიერთობები სხვებთან

* მუხლი 23:
უნარშეზღუდული ბავშვის უფლება, „აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“

* მუხლი 30:
უმცირესობის წარმომადგენელი ან ადგილობრივი მკვიდრი ბავშვის უფლებაა მონაწილეობა მიიღოს როგორც თავისი ჯგუფის, ისე ფართო საზოგადოების ცხოვრებაში

* მუხლი 31:
მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და პროფესიონალურ ცხოვრებაში.

ბავშვის უფლებათა კონვენციის განმარტების თანახმად ბავშვი არის თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი, რაც აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს აქვს სათანადო უნარ-ჩვევები ან საკმარისი სიმწიფე, რომ ერთნაირად მიიღოს მონაწილეობა ცხოვრებაში. ამ ფაქტთან მიმართებაში კონვენცია გვთავაზობს განვითარებადი უნარ-ჩვევების პრინციპს და გვირჩევს, რომ როგორც მშობლებმა, ისე სახელმწიფომ გააცნობიერონ ბავშვის მზარდი უნარები და ასაკობრივი სიმწიფე და იმოქმედონ შესაბამისად. ბევრ უფროსს, ისევე როგორც ბევრ დაწესებულებას, კვლავ სჭირდება თავიანთი დიდი ხნის ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების და მიდგომების შეცვლა ბავშვის მიერ ნებისმიერ ასაკში მონაწილეობის უფლების შესაბამისად.

სასარგებლო წყაროები

* Backman, Elisabeth, and Trafford, Bernard, Democratic Governance of Schools: Council of Europe, 2007: www.coe.int/t/dg4/education/edc/Source/Pdf/Documents/2007-Tool2demgovschools-en.pdf

* Brocke Hartmut and Karsten, Andreas, Towards a common culture of cooperation between civil society and local authorities, Centre Francais de Berlin, Berlin, 2007

* Building a Europe for and with Children, Children and young people's preparation seminar: Council of Europe, Monaco, 2006 www.coe.int/t/transversalprojects/children/Source/reports/MonacoPrepSe inar-en.doc

* Catch Them Young, Recommendations on children's participation, Ministry of Flemish Community Youth and Sport Division, Benelux, Brussels, 2004: www.wvc.vlaanderen.be/jeugdbeleid/internationaal/documenten/catch them young.pdf

* Children and Young People's Participation, CRIN Newsletter No 16: Child Rights Information Network, October 2002: www.crin.org/docs/resources/publications/crinvol16e.pdf

* Children, Participation, Projects - How to make it work: Council of Europe, 2004: www.bernardvanleer.org/fi les/crc/3.A.5 Council-of-Europe.pdf

* DIY Guide to Improving Your Community - Getting children and young people involved: Save the Children, Scotland, 2005: www.savethechildren.org.uk/scuk-cache/scuk/cache/cmsattach/4130-DIY.pdf

* Dürr, Karlheinz, The School: A democratic learning community, DGIV/EDU/CIT (2003) 23fi nal: Council of Europe, 2004: www.coe.int/t/dg4/education/edc/Source/Pdf/Documents/2003-23-All- EuropStudyChildrenParticipation-En.PDF

* Gozdik-Ormel, Zaneta, `Have your say!' Manual on the Revised European Charter on the Participation of Young People in Local and Regional Life: Council of Europe, 2007.

* Hart, Roger, Ladder of Participation, Children's Participation: From Tokenism to Citizenship: UNICEF Innocenti Research Centre, 1992.

* Learning to Listen, Core Principles for the Involvement of Children and Young People: Department of Education and Skills, Children's and Young People's Unit, UK, 2001: www.dfes.gov.uk/listeningtolearn/downloads/LearningtoListen CorePrinciples.pdf

* Promoting Children's Participation in Democratic Decision making: UNICEF Innocenti Research Centre, Florence, 2001: www.asylumsupport.info/publications/unicef/democratic.pdf

* Recommendation No. R(81)18 of the Committee of Ministers to Member States concerning Participation at Municipal Level, Council of Europe, 1981: http://wcd.coe.int/com.instranet.InstraServlet?Command=com.instranet.CmdBlobGet&DocId=673582&SecMode=1&Admin=0&Usage=4&InstranetImage=45568

* Seven Good Reasons for Building a Europe with and for Children: Council of Europe, 2006: www.coe.int/t/ transversalprojects/children/publications/Default-en.asp

* Sutton, Faye, The School Council - A Children's Guide, Save the Children, 1999.

* The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

სასარგებლო ვებგვერდები

* ასოციაცია „Themis“: www.grainedecitoyen.fr

* ბავშის უფლებების საინფორმაციო ქსელი: www.crin.org

* ალიანსი „ბავშვები როგორც პარტნიორები“ (CAPA): www.crin.org/childrenaspartners

* ინგლისის ბავშვთა უფლებების ალიანსი (CRAE): www.crae.org.uk

* ხშირად დასმული კითხვები ბავშვთა მონაწილეობაზე: www.everychildmatters.gov.uk/participation/faq

* გადავარჩინოთ ბავშვები: www.savethechildren.net

* გაერო-ს ბავშვთა ფონდი: www.unicef.org

_____________________

გამოყენებული ლიტერატურა:

1 Originally developed by Arnstein, Sherry R.: A Ladder of Citizens Participation, JAIP, Vol 35, No.4, 1969, p. 216- 224. http://lithgoschmidt.dk/sherry-arnstein/ladder-of-citizen participation.html The model was developed by Hart, Roger: Children's Participation from Tokenism to Citizenship: UNICEF Innocenti Research Centre, 1992, Florence.

2 Building a Europe for and with Children, Children and young people's preparation seminar, Council of Europe, Monaco 2006, p.16.

3 Dürr, Karlheinz, The School: A democratic learning Programme Education for Democratic Citizenship DGIV/EDU/ CIT (2003) 23fi nal, Council of Europe, 2004.

4 Recommendation No. R(81)18 of the Committee of Ministers to Member States concerning Participation at Municipal Level, Council of Europe, 1981.

5 See Young London Kids: www.london.gov.uk/young-london/kids/have-your-say/index.jsp

6 DIY Guide to improving your community - Getting children and young people involved, Save the Children, Scotland, 2005.

7 Learning to Listen, Core Principles for the Involvement of Children and Young People, Department of Education and Skills, CYPU, UK, March 2001.

8 See The United Nations Secretary General's Study on Violence against Children.

9 Promoting Children's Participation in Democratic Decision making: UNICEF Innocenti Research Centre, 2001.

8.11 11. მშვიდობა

▲ზევით დაბრუნება


მშვიდობის კულტურა დამკვიდრდება მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოქალაქეები გააცნობიერებენ გლობალურ პრობლემებს, ექნებათ კონფლიქტების გადაჭრის უნარი და იბრძოლებენ სამართლიანობისთვის ძალადობის გარეშე, იცხოვრებენ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დააფასებენ კულტურულ მრავალფეროვნებას და პატივს სცემენ დედამიწას და ერთმანეთს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობისკენ მიმართული განათლების საშუალებით.

ჰააგის მიმართვა მშვიდობის შესახებ განათლებისადმი
მიძღვნილი გლობალური სამშვიდობო კამპანიისადმი

0x01 graphic

ადამიანის უფლებათა ასეთი კულტურის განვითარება არის მშვიდობიანი მდგომარეობის წინაპირობა. ომი და ძალადობა აუცილებლად იწვევს ადამიანის უფლებათა უარყოფას, ხოლო მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულდება ადამიანის ყველა უფლება.

ევროპა ოცდამეერთე საუკუნეში შეიძლება შედარებით თავისუფალი იყოს ომებისგან, მაგრამ ის არ არის თავისუფალი კონფლიქტებისგან, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ ბავშვებზე. შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხე ემუქრება ბალკანეთის ზოგიერთ რეგიონს და კავკასია. იმის გამო, რომ სამყარო ურთიერთდაკავშირებულია, შეიარაღებულ კონფლიქტებს ისეთ შორეულ ადგილებში, როგორიც არის ავღანეთი ან ერაყი, ზეგავლენას ახდენენ მადრიდსა და ლონდონზე ევროპაში. ასევე მზარდია არასამხედრო საფრთხეები მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ: გვალვა, დაავადებები, სიღარიბე, შიმშილი, რასიზმი და არატოლერანტულობა - ყველაფერი ეს წარმოადგენს როგორც კონფლიქტის წყაროს, ისე შედეგს.

მეოცე საუკუნე იყო ისტორიის ყველაზე ძალადობრივი პერიოდი, რომელმაც მოიტანა ყველაზე დიდი მსხვერპლი, ვიდრე ყველა წინა საუკუნემ ერთად. ისეთმა კონფლიქტებმა, როგორიც არის პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ჩაითრია მთელი პლანეტა და ნანგრევებში დატოვა ევროპის უდიდესი ნაწილი. იყო ასევე რეგიონალური კონფლიქტებიც (მაგალითად, შიდა კონფლიქტები ესპანეთში, კვიპროსზე, საბერძნეთში და ირლანდიაში). ევროპაში, მეოცე საუკუნე დასრულდა ომებით ყოფილ იუგოსლავიასა და კავკასიაში.

მუდმივად განვითარებადი მაღალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ხანაში ძლიერ შეიცვალა კონფლიქტების ხასიათი, მაგრამ კვლავაც ბევრია სიკვდილიანობის შემთხვევები მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს შორის. მსოფლიოს დევნილთა უდიდეს ნაწილს ბავშვები წარმოადგენენ, მათი უმრავლესობა გამოექცა თავიანთ სამშობლოში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებს. უფრო მეტიც, 18 წლამდე ასაკის გოგონებისა და ვაჟების მინიმუმ ნახევარი მილიონი გახდა ექსპლუატაციის მსხვერპლი, როგორც ომების მონაწილენი მთელს მსოფლიოში, პირდაპირი სროლის, დაგებული ნაღმებისა და ასაფეთქებელი იარაღის მეშვეობით ან დახმარების გაწევის დროს. ომის ზეგავლენა ბავშვებზე გამანადგურებელი და ტოტალურია, როდესაც ზიანი ადგება მათ სხეულებს და სულს და ინგრევა მათი ოჯახები და გარემო.

რა არის ადამიანის უსაფრთხოება?

ადამიანის უსაფრთხოება შედარებით ახალი ცნებაა, რომელიც აღიარებს ურთიერთკავშირს ძალადობასა და ყველა სახის დანაკარგს შორის. ის მოიცავს პიროვნებისა და საზოგადოების დაცვას როგორც ფიზიკური ძალადობის პირდაპირი საფრთხისგან, ისე სიღარიბით და სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორებებით, ასევე ბუნებრივი კატასტროფებითა და ეპიდემიებით გამოწვეული არაპირდაპირი საფრთხეებისგან. ქვეყანა შეიძლება არ იყოს გარეშე დარტყმისა და შიდა კონფლიქტის რისკის ქვეშ, მაგრამ მაინც დაუცველი იყოს, თუ, მაგალითად, მას არა აქვს ძალა, რომ შეინარჩუნოს კანონის უზენაესობა; თუ შიმშილის გამო ხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის იძულებით გადაადგილება ან მასიურად მოსპობა ეპიდემიისგან ან თუ ერს არ გააჩნია მინიმალური საარსებო საშუალებები.

ადამიანის უსაფრთხოება ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა განვითარებას, რადგან ის უპირისპირდება ისეთ სიტუაციებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერს ისეთი სისტემების განვითარებას, რომლებიც აძლევენ ადამიანს საყრდენს არსებობისთვის, ღირსებისა და სასიცოცხლო უფლებებისთვის, როგორიცაა თავისუფლება საჭიროებებისგან, თავისუფლება შიშისგან და თავისუფლება, იმოქმედოს საკუთარი გადაწყვეტილებით. ამის მისაღწევად უსაფრთხოებისთვის გამოიყენება ორი ზოგადი სტრატეგია, ესენია: სამართლებრივი დაცვა და უფლებების მინიჭება. სამართლებრივი დაცვა იცავს ადამიანებს პირდაპირი საფრთხეებისგან, მაგრამ ასევე ცდილობს დანერგოს ნორმები, პროცესები და სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების შენარჩუნებას. უფლებების მინიჭება საშუალებას აძლევს ადამიანებს, განავითარონ თავიანთი პოტენციალი და გახდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები. სამართლებრივი დაცვა და უფლებების მინიჭება ურთიერთგამაძლიერებელი სტრატეგიებია და ბევრ შემთხვევაში ორივე თანაბრად აუცილებელია.

2003 წელს გაერო-ს სპეციალურმა კომისიამ ადამიანის უსაფრთხოებაზე გამოსცა ანგარიში სახელწოდებით „ადამიანის უსაფრთხოება დღეს“, რომელშიც ხაზგასმულია ძირითადი პრობლემატური საკითხები ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შენარჩუნების საქმეში:

* ადამიანთა სამართლებრივი დაცვა ძალადობრივი კონფლიქტის დროს, მათ შორის იარაღის გავრცელების შემთხვევაში;

* ადამიანთა სამართლებრივი დაცვა და უფლებების მინიჭება გადაადგილებისას როგორც მათთვის, ვინც იცვლის ადგილსამყოფელს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ისე მათთვის, ვინც იძულებულია გაიქცეს კონფლიქტური სიტუაციებისგან ან ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისგან თავის დაცვის მიზნით;

* ადამიანთა სამართლებრივი დაცვა და უფლებების მინიჭება პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში, მათ შორის ომით დანაწევრებული საზოგადოებების კომპლექსური აღმშენებლობა;

* ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობა საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფით ყველგან და ადამიანების სიღარიბიდან გამოყვანა;

* ჯანდაცვის ძირითადი სერვისების საყოველთაო მისაწვდომობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით გლობალურად გავრცელებულ ინფექციებსა და დაავადებებთან ბრძოლა, სიღარიბესთან დაკავშირებულ რისკებთან და ძალადობით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება;

* შესაძლებლობების მიცემა ყველა ადამიანისთვის უნივერსალური ელემენტარული განათლების მეშვეობით;

* გლობალური ადამიანური თვითმყოფადობის აუცილებლობის აღიარება და ამავდროულად პიროვნების თავისუფლების პატივისცემა, რომ ჰქონდეს განსხვავებული ინდივიდუალურობა და აღმსარებლობა.

კითხვა: რა ფაქტორები ემუქრება თქვენი ერის უსართხოებას? როგორ ახდენს ეს საზოგადოების დესტაბილიზაციას? როგორ ზეგავლენას ახდენს ასეთი დაუცველობა იმ ბავშვებზე, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ?

მშვიდობა - ადამიანის ერთ-ერთი უფლება

მშვიდობა არ ნიშნავს მხოლოდ კონფლიქტისა და ძალადობის არარსებობას, არამედ ეს არის ცხოვრების ისეთი წესი, როდესაც საზოგადოების წევრები თანაცხოვრებისას აღწევენ თავიანთი უფლებების რეალიზაციას. მართალია ფორმალურად მშვიდობა არ არის კლასიფიცირებული როგორც ადამიანის უფლება, მაგრამ ის აღიარებულია, როგორც ადამიანის უფლებათა განხორციელებისთვის საჭირო აუცილებელი ელემენტი და მიეკუთვნება ადამიანის უფლებათა მესამე თაობას ანუ ეგრეთ წოდებულ სოლიდარულ უფლებებს. ეს არის უფლებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მთელს საზოგადოებებზე ან ადამიანთა ჯგუფებზე და არა მხოლოდ ინდივიდებზე, ასეთია, მაგალითად უფლება ჯანსაღ გარემოზე, მდგრად განვითარებაზე, კომუნიკაციაზე ან კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის გაზიარებაზე. მშვიდობა არის აგრეთვე ადამიანის უფლებათა ნაყოფი: რაც უფრო მეტად უწყობს ხელს საზოგადოება, იცავს და ასრულებს მისი ხალხების ადამიანურ უფლებებს, უფრო დიდია იმის შანსი, რომ შეაჩეროს ძალადობა და მშვიდობიანად გადაჭრას კონფლიქტები.

„იუნესკოს“ ხელმძღვანელობით 1999 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია მშვიდობის კულტურის შესახებ. ის აღიარებს, რომ პასუხისმგებლობა მშვიდობის კულტურის ხელშეწყობაზე ეკისრება საზოგადოების ყველა წევრს, მათ შორის მშობლებს, მასწავლებლებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებებს, სამეცნიერო, ფილოსოფიურ და კულტურულ სფეროში ჩართულ პირებს, ჯანდაცვის მუშაკებს, სოციალურ მუშაკებს, სხვადასხვა რანგის მენეჯერებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დიალოგი კულტურათა და რელიგიათა შორის

კულტურათა შორის დიალოგი, არის დემოკრატიული საუბრის უძველესი და ყველაზე ფუნდამენტური ფორმა, უარყოფისა და ძალადობის საწინააღმდეგოდ მოქმედი საშუალება. მისი მიზანია მოგვცეს საშუალება, რომ ვიცხოვროთ ერთად მშვიდობიანად და კონსტრუქციულად ჩვენს მრავალკულტურულ სამყაროში, რომ გავაღვივოთ ერთობისა და სულიერი სიახლოვის გრძნობა.

კულტურათაშორისი დიალოგი და ევროპის საბჭო:

www.coe.int/t/dg4/intercultural/default-en.asp

მზარდმა მიგრაციამ, გლობალიზაციისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ გაცილებით უფრო მობილური გახადა კაცობრიობა დღეს. ამის შედეგად კულტურული მრავალფეროვნება მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახდა ევროპის ყველა ქვეყნისთვის. ეს მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენი საზოგადოებებისთვის, თუმცა მას ასევე თან სდევს ახალი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევები. როდესაც უფრო კრიტიკულად ისმის კითხვები პიროვნების ინდივიდუალიზმის მიმართ, „სტერეოტიპებს, რასიზმს, ქსენოფობიას, არატოლერანტულობას, დისკრიმინაციას და ძალადობას შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მშვიდობას და ეროვნულ და ადგილობრივ საზოგადოებრივ წყობას“1 ამ ფენომენების უარყოფითი შედეგები მოიცავს როგორც სოციალურ იზოლაციას საზოგადოების შიგნით, ისე საერთაშორისო კონფლიქტებს.

კულტურათა შორის დიალოგი აუცილებელი იარაღია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ამგვარ მოვლენებს, ვისწავლოთ ერთად ცხოვრება და განვავითაროთ ერთობისა და სულიერი სიახლოვის გრძნობა. „კულტურათაშორისი დიალოგი არის სხვადასხვა კულტურის ადამიანებსა და ჯგუფებს შორის აზრთა გაცვლის ღია და პატივსაცემი ფორმა, რომელიც იძლევა სხვათა მსოფლმხედველობის უფრო ჩაღრმავებული აღქმის საშუალებას.“2 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფუნქციის აღიარება, რომელსაც რელიგიური საზოგადოებები ასრულებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში და რელიგიათაშორისი დიალოგის წახალისებაში, რათა დაძლიონ რელიგიური ნიშნით არსებული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია საზოგადოების ყველა დონეზე.

ითხვა: თქვენს გარემოცვაში არიან თუ არა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების თანაცხოვრებაზე? ახდენენ თუ არა ზეგავლენას რელიგიური განსხვავებების მოტივით წარმოშობილი კონფლიქტები იმ ბავშვებზე, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ?

განათლება მშვიდობის შესახებ

განათლება მშვიდობის შესახებ, რომელიც თავდაპირველად მიმართული იყო ატომური იარაღის საშუალებით გლობალური განადგურების საფრთხის აღმოფხვრისკენ, დღეს მიზნად ისახავს უფრო ფართო ამოცანას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის კულტურის შენებას. მისი მიზანია ღრმად შეისწავლოს და აღმოფხვრას კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი და დისკრიმინაციის ყველა ფორმა და ასევე შეასწავლოს კონფლიქტის მართვის უნარები. კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება არ არისთანდაყოლილი ადამიანური თვისება, არამედ უნარი, რომელიც ადამიანმა ბავშვობიდან უნდა შეისწავლოს და განავითაროს. როგორც მაჰათმა განდი შენიშნავდა „თუ ჩვენ გვინდა მშვიდობის დამყარება მსოფლიოში, ჩვენ ბავშვებით უნდა დავიწყოთ“.3

...ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მოამზადოს ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავისუფალ საზოგადოებაში, ურთიერთგაგების, მშვიდობის, ტოლერანტობის, სქესობრივი თანასწორობის და მეგობრობის სულისკვეთებით ყველა პიროვნებას, ეთნიკურ, ნაციონალურ და რელიგიურ ჯგუფსა

და ადგილობრივ მკვიდრთ შორის.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლი 29.

როგორც წესი, ბავშვი განიცდის კონფლიქტს სხვა ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და სხვა უფროსებთან. კონფლიქტი არ არის თავისთავად ნეგატიური ან მავნე მოვლენა; ჩვეულებრივ მისი შერბილება და გადაჭრა შესაძლებელია. ამის საპირისპიროდ კი, ძალადობა, ძალის აგრესიულად ან ბოროტად გამოყენება ყოველთვის მთავრდება ზარალითა და ნგრევით. ამიტომ, საზოგადოებამ შეიმუშავა არაძალადობრივი მეთოდებით კონფლიქტების მოგვარების მრავალი გზა, როგორიც არის მოლაპარაკებების წარმართვა და სხვა კონსტრუქციული მიდგომები, რომლებითაც მიიღწევა ურთიერთმომგებიანი შეთანხმებები („ყველა გამარჯვებულია“ პრინციპით) და კომპრომისი. კონფლიქტთან გამკლავების და ძალადობისგან თავის შეკავების სწავლა ბავშვებისთვის სოციალიზაციის მნიშვნელოვანი პირობაა.

კითხვა: როგორ რეაგირებენ კონფლიქტებზე ის ბავშვები, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ? გაქვთ თუ არა მეთოდები, რომ დაეხმაროთ მათ ისწავლონ კონფლიქტების უკეთ მართვა და გადაწყვეტა?

მშვიდობის შესახებ განათლება აძლევს ცოდნას, ასწავლის უნარებს, დამოკიდებულებას და ფასეულობებს, რაც აუცილებელია ქცევითი ცვლილებების განხორციელებისთვის, რომლის საშუალებითაც ბავშვები, ახალგაზრდები და უფროსები თავიდან აირიდებენ როგორც აშკარა, ისე სტრუქტურულ კონფლიქტს და ძალადობას, მშვიდობიანად გადაჭრიან კონფლიქტებს და შექმნიან მშვიდობისთვის ხელსაყრელ პირობებს ინდივიდუალურ, ჯგუფურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. მშვიდობის შესახებ განათლება ამაღლებს ბავშვის თვითშეფასებას, ავითარებს მასში პრობლემების გადაჭრის უნარს და აფერხებს არასაიმედო ქცევებს.

გაერო-ს სააგენტოთა შორის მშვიდობის შესახებ განათლებას ხელს უწყობენ იუნისეფი და იუნესკო. „იუნისეფის“ განმარტებით, მშვიდობის შესახებ განათლება გულისხმობს ისეთ სასკოლო და სხვა სგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც:

* ფუნქციონირებენ, როგორც „მშვიდობის ზონები“, სადაც ბავშვები დაცული არიან ძალადობრივი კონფლიქტისგან;

* მხარს უჭერენ ბავშვის ძირითად უფლებებს, რომლებიც დეკლარირებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაში;

* ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც წარმოადგენს სასწავლო დაწესებულების ყველა წევრს შორის მშვიდობიანი და პატივსაცემი ქცევის მოდელს;

* ახდენენ ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და პრაქტიკაში თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპების დემონსტრირებას;

* ემყარებიან საზოგადოებაში არსებულ ცოდნას მშვიდობის გაძლიერების სფეროში, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების ისეთ მეთოდებს, რომლებიც არის ეფექტური, არაძალადობრივი და დამკვიდრებულია ადგილობრივ კულტურაში;

* გვთავაზობენ კონფლიქტების მოგვარების ისეთ გზას, რომელიც პატივს სცემს ყველა მონაწილე მხარის უფლებებსა და ღირსებას;

* აერთიანებენ მშვიდობის, ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და გლობალური საკითხების გაგებას, სადაც ეს შესაძლებელია სასწავლო პროგრამაში;

* ხსნიან ფორუმს მშვიდობისა და სოციალური სამართლის ფასეულობებზე ღია დისკუსიისთვის;

* იყენებენ ისეთ სასწავლო მეთოდებს, რომლებიც ხაზს უსვამენ მონაწილეობას, პრობლემების გადაჭრას და განსხვავებების პატივისცემას;

* აძლევენ ბავშვებს შესაძლებლობას, რომ პრაქტიკაში გადმოიტანონ მშვიდობის გაძლიერების დარგში შეძენილი ცოდნა არა მხოლოდ სასწავლო გარემოში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

* ქმნიან შესაძლებლობებს მშვიდობის, სამართლისა და უფლებების საკითხებთან დაკავშირებული ყველა პედაგოგის მუდმივი განსჯისა და პროფესიული განვითარებისთვის.4

„იუნესკოს“ მუშაობის დიდი ნაწილი ეთმობა მშვიდობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემებზე განათლების ხელშეწყობას. 1990-იანი წლების დასაწყისიდან „იუნესკომ“ წინ წამოწია „მშვიდობის კულტურის“ სგანმანათლებლო კონცეფცია იმ მიზნით, რომ „დამკვიდრდეს მშვიდობის ახალი ხედვა მშვიდობის კულტურის განვითარებით, რომელიც დამყარებული იქნება ისეთ უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორიცაა სიცოცხლის პატივისცემა, თავისუფლება, სამართალი, სოლიდარობა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა ქალთა და მამაკაცთა შორის“, და ასევე ხელი შეეწყოს სგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას ამ ხედვისთვის.“5

მშვიდობის შესახებ განათლება სხვადასხვა სგანამათლებლო სფეროების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს და მშვიდობისა და დემოკრატიის კულტურას. იხ. თავი II, გვ. 25.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრეამბულა ადასტურებს აუცილებელ ურთიერთდამოკიდებულებას მშვიდობასა და ადამიანის უფლებებს შორის, სადაც აღნიშნულია, რომ ძირითად თავისუფლებებს ეფუძნება სამართლიანობა და მშვიდობა მსოფლიოში და რომელთა დაცვა საუკეთესოდ ხორციელდება, ერთის მხრივ, ეფექტიანი დემოკრატიული პოლიტიკითა და, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთო გაგებითა და მათი უზრუნველყოფით, რასაც ისინი ემყარებიან.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი უზრუნველყოფს პირად უსაფრთხოებას ყველასთვის, განსაკუთრებით დაკავებისა და დაპატიმრების ფორმით სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ.

ევროპის საბჭო ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს ხალხთა შორის ტოლერანტობის, მშვიდობის და ურთიერთგაგების პროპაგანდის მიზნით, მათ შორის სგანმანათლებლო პროგრამებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მოქალაქეობის, კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის თემებზე. 2007 წელს ევროპის საბჭომ გამოსცა „თეთრი წიგნი კულტურათაშორის დიალოგზე“, ერთიანი პოლიტიკა კულტურათაშორის დიალოგის ხელშეწყობისთვის ევროპის ფარგლებში და ევროპასა და მის მეზობელ რეგიონებს შორის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაერო ჩამოყალიბდა 1945 წელს, რათა „დაეცვა მომავალი თაობები ომის დანაშაულისგან“, „ხელახლა განემტკიცებინა რწმენა ადამიანური ღირსებისა და ფასეულობებისა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობისა“, „შეექმნა ისეთი პირობები, რომ აღსრულებულიყო კანონი და შესაძლებელი ყოფილიყო შეთანხმებებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება“, და „ხელი შეეწყო სოციალური პროგრესისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის თავისუფლების უფრო მაღალ ხარისხში“.6

მშვიდობის შესახებ განათლება ვითარდებოდა, როგორც საშუალება ამ მიზნების განხორციელებისთვის. სწორედ განათლება არის ასახული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლში, რომელიც არა მხოლოდ შეიცავს უფლებას განათლების მიღებაზე, არამედ კონკრეტულად განსაზღვრავს განათლებას, როგორც „ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისკენ და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის გამყარებისკენ მიმართულ საშუალებას“ ის მხარს უჭერს „ურთიერთგაგებას, ტოლერანტობასა და მეგობრობას ყველა ერებს შორის, ყველა რასისა და რელიგიის წარმომადგენლებს შორის“ და წარმოადგენს „მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაერო-ს საქმიანობის“ დამატებით ხელშემწყობ ასპექტს.

ბავშვის უფლებათა კონვენციის 38-ე და 39-ე მუხლები შეეხება ბავშვთა უფლებებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს. მუხლი 38 მოუწოდებს „ყველა შესაძლო ძალისხმევის მობილიზებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა ბავშვის დაცვა და მოვლა“ მუხლი 39 მოითხოვს ძალადობის სხვადასხვაგვარი გამოვლინებების, მათ შორის ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა „ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სოციალურ რეინტეგრაციას“ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკითხი შეიარაღებულ ძალებში გაწვევისგან ბავშვების დაცვის თაობაზე. მუხლი 38 კრძალავს თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სამხედრო მოქმედებებში პირდაპირი მონაწილეობის მიღებას, მაგრამ 2000 წელს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ფაკულტატური ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ, რომელიც ზრდის მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს თვრამეტ წლამდე.

სასარგებლო წყაროები

* Fountain, Susan, Peace Education in UNICEF: UNICEF, 1999: www.unicef.org/girlseducation/fi les/PeaceEducation.pdf

* Myers-Walls, Judith A., Talking to Children about Terrorism and Armed Confl ict: Vol.7, No.1, 2002: North Carolina State Forum for Family and Consumer Issues: www.ces.ncsu.edu/depts/fcs/pub/2002w/myers-wall.html

_______________________

სასარგებლო ვებგვერდები

* გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება: www.unhchr.ch/html/menu3/b/ch-pream.htm

* ბავშვები შეიარაღებული კონფლიქტის დროს: www.crin.org/themes/ViewTheme.asp?id=11

* დეკლარაცია მშვიდობის კულტურის შესახებ: UNESCO, 2000: www.unesco.org/cpp/uk/declarations/2000.htm

* ევროპის ქარტია მედიის სფეროში განათლების შესახებ: www.euromedialiteracy.eu/index.php

* ისტორიის სახელმძღვანელო, განათლების ძირეული შეცვლა სოკრატეს სიბრძნისეული სულისკვეთებით: www.historyguide.org

* ევროპის საბჭოს თეთრი წიგნი კულტურათაშორისი დიალოგის შესახებ: www.coe.int/t/dg4/intercultural/default-en.asp

* 2000 წლის მანიფესტი მშვიდობისა და ანტი-ძალადობის კულტურაზე, მშვიდობისა და ანტი-ძალადობის კულტურის საერთაშორისო დეკადა მსოფლიოს ბავშვებისთვის, 2001 - 2010: UNESCO, 2000:www.unesco.org/manifesto2000/uk/uk-manifeste.htm

* გაერო-ს ვირტუალური სკოლის ავტობუსი: www.un.org/cyberschoolbus/peace/home.asp

_________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

1 Preparing the „White paper on intercultural dialogue“ of the Council of Europe, Consultation document p.3. www.coe.int

2 Ibid., p.6.

3 See Inspiring Quotations: www.peace.ca/inspiringquotations.htm

4 Fountain, Susan, Peace Education in UNICEF, 1999. p. 6.

5 UNESCO and a Culture of Peace, UNESCO Publishing, 1995.

6 See Charter of the United Nations: www.unhchr.ch/html/menu3/b/ch-pream.htm

8.12 12. სიღარიბე და სოციალური გარიყვა

▲ზევით დაბრუნება


მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 27.1

0x01 graphic

სიღარიბეში მყოფ ადამიანს არა აქვს ცხოვრების ადეკვატური პირობები, როგორიც არის ადეკვატური საცხოვრებელი და სამოსი, ჯანსაღი საკვები და სუფთა სასმელი წყალი, საკმარისი შემოსავალი, სამსახური; მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურეობა, განათლება და სოციალური მომსახურება. სიღარიბის მიზეზი შეიძლება გახდეს კონკრეტული მოვლენები, როგორიც არის ომი ან ბუნებრივი კატასტროფა ან შეიძლება ქრონიკულად იყოს გავრცელებული მთელს მოსახლეობაში, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მისი მიზეზი, სიღარიბე ადამიანის უფლებების დარღვევაა. როდესაც ადამიანს აკლია ელემენტარული საარსებო საშუალებები, ამით საფრთხე ექმნება ადამიანის სხვა უფლებებსაც, სიცოცხლის უფლებასაც კი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მაშინ, როდესაც მდიდარ ქვეყნებში მხოლოდ ასიდან ერთი ბავშვი ვერ აღწევს თავის მეხუთე დაბადების დღეს, ღარიბ ქვეყნებში სიცოცხლეს კარგავს ასიდან ათი ბავშვი.1 მაგრამ, აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრება არ არის სიღარიბისგან განთავისუფლების გარანტია. ბავშვთა სიღარიბის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანგარიში ამტკიცებს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მაცხოვრებელი ბავშვების სამიდან ოცდახუთ პროცენტამდე ცხოვრობს სიღარიბეში. ამავე ანგარიშის თანახმად 47 მილიონი ბავშვი ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის 29 წევრი ქვეყნიდან ანუ ყოველი მეექვსე ცხოვრობს სიღარიბის ეროვნულ ზღვარს ქვემოთ, რომელიც განსაზღვრულია, როგოც საშუალო ეროვნული შემოსავლის ნახევარი.2

ყველა საზოგადოება იღვწის სოციალური ერთობის მისაღწევად. ამისთვის ის აძლიერებს იმ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს და ებრძვის იმ დამანგრეველ ძალებს, რომლებიც მათ აშორებთ. ნებისმიერი საზოგადოების გაყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ღრმა უფსკრულის არსებობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ამგვარად, სიღარიბის დაძლევა არა მხოლოდ აუმჯობესებს ღარიბთა ცხოვრებას, არამედ ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის დამკვიდრებას და აუმჯობესებს მთელი საზოგადოების სოციალურ ერთობას.4

ბავშვები უფროსებისგან განსხვავებულად განიცდიან სიღარიბეს. სიღარიბე შეადგენს
ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას და აქვს მზარდი და ნეგატიური ეფექტი მათ ცხოვრებაზე3
მარტა სანტოს პაისი
იუნისეფის კვლევითი ცენტრი
Innocenti-ს დირექტორი

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლი აღიარებს ბავშვის უფლებას, ჰქონდეს ცხოვრების ადეკვატური დონე შესაბამისად მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარებისა და მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომელთაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი შვილებისთვის ეს ელემენტარული პირობები, განსაკუთრებით კვების, სამოსისა და საცხოვრებლის თვალსაზრისით. კონვენციის 26-ე მუხლი შემდგომ გამოყოფს ბავშვის უფლებას, რომ მიიღოს სოციალური დაზღვევის შეღავათები, რომლებიც ეხმარება ბავშვს განვითარებაში და ნორმალურ ცხოვრებაში. მაგრამ, ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია ფინანსური სახსრები ან პოლიტიკური ნება, რომ დააკმაყოფილოს ბავშვების მოთხოვნილებები. მდიდარ ქვეყნებშიც კი ბავშვების დიდი რაოდენობა ცხოვრობს გაჭირვებაში. გაერთიანებულ სამეფოში, მაგალითად, ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში.5

ევროკავშირში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი მერყეობს და აჭარბებს 15%25-ს სამხრეთ ევროპულ ქვეყნებში (პორტუგალია, ესპანეთი და იტალია) და ნაკლებია 5%25-ზე ჩრდილოეთის ოთხ ქვეყანაში (დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი). ჩრდილოეთ ევროპის ცხრა ქვეყანამ მოახერხა ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის დაწევა 10%25-ზე ქვემოთ.6 მიუხედავად ამისა, არ არსებობს აშკარა ურთიერთკავშირი ბავშვთა კეთილდღეობის დონესა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს შორის. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკა აღწევს ბავშვთა კეთილდღეობის უფრო მაღალ საერთო დონეს, ვიდრე გაცილებით უფრო მდიდარი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და ავსტრია. ნორვეგია არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ბავშვთა სიღარიბე ხასიათდება, როგორც ძალიან დაბალი და მუდმივად კლებადი.7

ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ცვლილებები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე. ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდები სავარაუდოდ სიღარიბის უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე მთლიანად მოსახლეობა (20%25 0-15 წლის ბავშვები და 21%25 16-24 წლის ახალგაზრდები, ხოლო უფროსები - 16%25)8 ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ მშობლებთან ან ვერ ცხოვრობენ თავიანთ მშობლებთან ერთად, ისევე როგორც ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები, განსაკუთრებით დაუცველნი არიან სიღარიბის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის წინაშე.9

მდგომარეობა უფრო სერიოზულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა საერთო რიცხვმა იკლო უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ყოველი მეოთხე ბავშვი ანუ დაახლოებით 18 მილიონი ბავშვი კვლავაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში. მართალია რეგიონის ეკონომიკურმა აღორძინებამ გაუმჯობესებული პირობები შექმნა უფროსების უმრავლესობისთვის, Innocenti-ის სოციალური მონიტორი10 იუწყება, რომ ბევრი ბავშვი მოკლებულია მსგავს უპირატესობებს. ანგარიშის დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმ დიდი განსხვავებებისა, რომლებიც არსებობს ამ რეგიონის ქვეყნებში, მთავრობების უმეტესობა არ ხარჯავს საკმარის სახსრებს ბავშვებზე.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, რა არის სიღარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი შედეგები ბავშვებზე?

მტკიცებულებები მრავალი ქვეყნიდან უცვლელად ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან სიღარიბეში, ზოგადად უფრო დაუცველები არიან: სავარაუდოდ მათი ჯანმრთელობა უფრო სუსტია, მათ უჭირთ სწავლა და აქვთ ქცევითი პრობლემები, დაბალი შედეგები აქვთ სკოლაში, უფრო ადრე ორსულდებიან, უფრო შეზღუდული უნარები და მისწრაფებები აქვთ, ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვერ შოულობენ სამუშაოს და დამოკიდებული არიან სოციალურ შემწეობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდებიან დამამცირებელ სიტუაციაში ან უკიდურესი გაჭირვების პირობებში სხვადასხვა არახელსაყრელი გარემოებების ძალით, განიცდიან „სოციალურ იზოლაციას“11 სოციალური იზოლაცია და შეზღუდული შესაძლებლობები განათლებაში, დასაქმებასა და განვითარებაში განსაკუთრებულად ემუქრებათ ღარიბი მშობლების შვილებს. ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უფლების გარდა, სიღარიბე პირდაპირ განაპირობებს ღარიბი ბავშვისთვის სხვა უფლებების ჩამორთმევას: ის ართმევს ბავშვს განათლების, გაერთიანებისა და შეკრების, დასვენებისა და განტვირთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და სხვა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.

ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პროცესები, რომლებიც იწვევენ სიღარიბეს, ჩვეულებრივ ერთმანეთს აძლიერებენ, რითიც ამძაფრებენ თავის ზემოქმედებას გაჭირვებული ხალხის ცხოვრებაზე. ამის გამო ღარიბი ბავშვი ეროვნული უმცირესობიდან შეიძლება გახდეს ერთდროულად როგორც რასისტული დისკრიმინაციის, ისე სიღარიბით გამოწვეული არასრულფასოვანი პირობების მსხვერპლი. სოციალური გარიყულობის გარდა ბევრი ემიგრანტი, დევნილი და ბოშა ბავშვი დგას არასათანადო განათლების, არასაკმარისი ჯანდაცვის მომსახურების და ბავშვთა შრომის რისკის წინაშე.

მთვარობებმა უნდა დაძლიონ ბავშვთა სიღარიბის პრობლემა იმით, რომ უზრუნველყონ მათთვის სოციალური (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური შემწეობა) და საზოგადოებრივი სერვისების (წყალი, ელექტროენერგია, ტრანსპორტი) მისაწვდომობა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავიანთ როლს ასრულებენ სიღარიბის დაძლევის საქმეში იმით, რომ უზრუნველყოფენ გადაუდებელ დახმარებას საკვების, ტანისამოსის, სამედიცინო დახმარებისა და განათლების სახით. სამოქალაქო საზოგადოების შიგნით მოქმედ მთავრობებს და ორგანიზაციებს შეუძლიათ შესთავაზონ ღარიბ მოსახლეობას მომგებიანი პროექტები, დაეხმარონ მცირე ბიზნესების განვითარებაში და შეუქმნან დასაქმების შესაძლებლობები, დამატებითი პროფესიული მომზადებისა და ხელობის შემსწავლელი პროგრამები.

ღარიბი ხალხის საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა აუცილებელი, მაგრამ მოკლევადიანი ზომაა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სიღარიბის დაძლევისთვის საჭიროა გაძლიერდეს ღარიბი ადამიანების როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უზრუნველყოფილი იყოს განვითარება საზოგადოებრივ საწყისებზე და აღმოიფხვრას დისკრიმინაცია სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის ნიადაგზე. უმთავრესი ტაქტიკა სიღარიბის შემცირებისთვის არის ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, ბაზრის მუშაობის გაუმჯობესება ღარიბი ხალხისთვის და მათი უნარ-ჩვევების განვითარება. ეს ის ფუნქციებია, რომლებიც როგორც პიროვნებებმა და ორგანიზაციებმა, მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეასრულოს.

ვინაიდან მსოფლიო დგას ბავშვთა სიღარიბისა და მზარდი სოციალური იზოლაციის საფრთხის წინაშე, უკანასკნელ წლებში რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შეიმუშავა სამთავრობო სტრატეგია მათ დასამარცხებლად. ეს კომპლექსური სტრატეგიები გამიზნულია არა მხოლოდ ისეთი დამხმარე ზომების გასაძლიერებლად, როგორიცაა სოციალური შემწეობა, ჯანდაცვის მომსახურება და ადრეულ ასაკში ბავშვებზე მზრუნველობა, არამედ ოჯახებისა და მათ შორის ბავშვებისთვის უფლებების მინიჭებასა და ქმედუნარიანობის ასამაღლებლად, რაც მოიცავს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის, მშობელთა განათლებას და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბავშვთა მონაწილეობის ხელშეწყობას. რასიზმთან და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლა სიღარიბის დაძლევის პროგრამების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს) დამატებას წარმოადგენს ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც მიღებული იქნა 1961 წელს, ხოლო შესწორდა 1996 წელს და უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. როგორც ადამიანის უფლებების დამცველი დოკუმენტების უმრავლესობა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეიცავს მკაცრ დებულებებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მართალია ის კონკრეტულად არ ასახელებს სიღარიბეს, როგორც სოციალური მარგინალიზაციის მიზეზს, მაგრამ ის აღნიშნავს „ქონებას... ან სხვა სტატუსს“. ეხება რა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებს, ევროპის სოციალური ქარტია მოიცავს სიღარიბის ბევრ ძირითად კომპონენტს:

* საცხოვრებელი: ადეკვატური და ხელმისაწვდომი სახოვრებლის არსებობა; უსახლკარობის შემცირება.

* ჯანმრთელობა: ხელმისაწვდომი, ეფექტიანი ჯანდაცვის მომსახურება მთელი მოსახლეობისთვის, მათ შორის პროფილაქტიკური ზომები.

* განათლება: უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება და პროფესიული ორიენტაცია; უწყვეტი პროფესიული მომზადება.

* დასაქმება: ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, რომელიც გამიზნულია საყოველთაო დასაქმების უზრუნველყოფისკენ.

* სამართლებრივი და სოციალური დაცვა: სოციალური დაზღვევის, სოციალური შემწეობისა და სოციალური მომსახურების უფლება; სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციისგან დაცვის უფლება.

ქარტიის ამ დებულებათაგან უმთავრესია მუხლი 30 - სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციისგან დაცვის უფლება:

იმისთვის, რომ შეიქმნას ეფექტური მექანიზმი სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციისგან დაცვის უფლების განხორციელებისთვის, მხარეები იღებენ ვალდებულებას:

* მიიღონ ზომები ერთიანი და კოორდინირებული მიდგომის ფარგლებში, რომ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ან დგანან სოციალური იზოლაციის ან სიღარიბის რისკის წინაშე, ასევე მათი ოჯახებისთვის, კონკრეტულად შემდეგი სფეროების ეფექტურ უზრუნველყოფას: დასაქმება, საცხოვრისი, პროფესიული მომზადება, განათლება, კულტურა, სოციალური და სამედიცინო დახმარება;

* საჭიროებისამებრ გადახედონ აღნიშნულ ზომებს მათი რეალობასთან ადაპტაციის მიზნით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს, მიაწოდონ შესაბამისი მომსახურებები და დახმარება თავის მოქალაქეებს მათთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით:

* სოციალური დაზღვევის უფლება, მუხლი 22;

* თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების უფლება, მუხლი 23;

* დასვენებისა და განტვირთვის უფლება, მუხლი 24;

* განათლების უფლება, მუხლი 26;

* კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, მუხლი 27.

ყველაზე პირდაპირ სიღარიბისა და სოციალური გარიყვის თემას უკავშირდება მუხლი 25:

1. ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

2. დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.

ყველა სახელმწიფოს არ გააჩნია იმის რესურსები, რომ დაეხმაროს ყველა უმუშევარს, ავადმყოფს, უნარშეზღუდულ ადამიანს, მოხუცებულს ან სხვებს, ვისაც არ ძალუძს შეიქმნას ცხოვრების ადეკვატური პირობები, მაგრამ მთავრობები ვალდებულნი არიან გასცენ იმდენი დახმარება, რამდენიც შეუძლიათ. ადამიანის უფლებები პირდაპირ ასახავს ადამიანურ საჭიროებებს. საკვები, ტანისამოსი, თავშესაფარი და ჯანდაცვა არ არის უბრალოდ აუცილებელი სოცოცხლისთვის; ეს არის ის, რაც აუცილებელია ადამიანური ღირსებისთვის.

ბავშვის უფლებათა კონვენცია ფართოდ განიხილავს ბავშვის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის თემას. მაშინ, როდესაც ძირითადი პასუხიმგებლობა ბავშვის მოვლაზე, განვითრებასა და დახმარებაზე ეკისრებათ მის მშობლებს, სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მშობლებსა და მეურვეებს, თუ მათ არ შეუძლიათ სათანადოდ იზრუნონ ბავშვზე (მუხლი 18). კონვენცია ასევე უფლებას ანიჭებს ყველა ბავშვს, ჰქონდეს:

* ჯანმრთელობის მაქსიმალურად მიღწევადი დონე და ისარგებლოს სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულებების მომსახურებით (მუხლი 24);

* ადეკვატური საცხოვრებელი პირობები ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარებისთვის (მუხლი 27);

* უფლება, რომ ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფით, მათ შორის სოციალური დაზღვევით (მუხლი 26).

ყველა სახელმწიფოს რომ ჰქონდეს საჭირო რესურსები და პოლიტიკური ნება, რომ სრულად შეასრულოს ბავშვთა უფლებების კონვენცია, არ იარსებებდნენ უსახლკარო ან მშიერი ბავშვები.

სასარგებლო წყაროები

* Bradshaw, Jonathan and Benette, Fran, Fifth Report on United Kingdom National Action Plan On Social Inclusion 2003-2005: Social Policy Research Unit, University of York, Heslington, York, 2004: http://ec.europa.eu/ employment-social/social-inclusion/docs/3uk-en.pdf

* Child Poverty in Perspective: An overview of child well-being in rich countries: UNICEF Innocenti Research Centre, 2007: www.unicef-icdc.org/publications/pdf/rc7-eng.pdf

* Ending Child Poverty within the EU? A review of the 2006-08 national reports on strategies for social protection and social inclusion: Eurochild,2007:www.nabukeuropa.de/fileadmin/user-upload/downloads/Handlungsund-Themenfelder/ Jugendsozialarbeit/Final-NAPs-report-January-2007.pdf

* Huster, Ernst U., Benz, Benjamin, and Boeckh, Jurgen, Implementation of the National Action Plan of Germany against Poverty and Social Exclusion (NAPincl) on the Regional and Local Level: Second report 2004 of the nongovernmental experts: Bochum, 2004: http://ec.europa.eu/employment-social/social-inclusion/docs/3de-en.pdf

* Innocenti Social Monitor 2006: Understanding Child Poverty in South-eastern Europe and the Commonwealth of Independent States: UNICEF Innocenti Research Centre, 2006: www.unicef.org/ceecis/SocialMonitor-20061018.pdf

* Malta National Action Plan on Poverty and Social Exclusion 2004-2006: http://mfss.gov.mt/documents/msp/nap-incl-mt-20040703.pdf

* Minoff, Elisa, The UK Commitment: Ending Child Poverty by 2020: Center for Law and Social Policy, Washington DC, 2006: www.clasp.org/publications/uk-childpoverty.pdf

* A League Table of Child Poverty in Rich Nations: UNICEF, 2000: www.unicef-icdc.org/publications/pdf/repcard1e.pdf

* Strategy for Social Cohesion, Council of Europe Document (CDCS (2000) 43): www.coe.int/t/dg3/socialpolicies/socialcohesiondev/source/strategy-fr.doc

* Towards a EU Strategy on the Rights of the Child: Communication from the Commission COM (2006) 367 fi nal, Brussels, 2006: http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/site/en/com/2006/com2006-0367en01.pdf

* World Development Report 2000/2001: Attacking poverty, World Bank, 2000: http://siteresources.worldbank.org/INTPOVERTY/Resources/WDR/English-Full-Text-Report/ ch3.pdf

_______________________

სასარგებლო ვებგვერდი:

* ევროპის სოციალური ქარტია:

http://conventions.coe.int/treaty/en/Reports/HTML/163.htmv

_________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

1 World Development Report 2000/2001: Attacking poverty, World Bank, 2000.

2 A League Table of Child Poverty in Rich Nations: UNICEF, 2000, p. 4.

3 Ibid., p. iii.

4 Strategy for Social Cohesion, Document (CDCS (2000) 43): Council of Europe, 2000, pp. 7-10.

5 A League Table of Child Poverty in Rich Nations: UNICEF, 2000.

6 Child Poverty in Perspective: An overview of child well-being in rich countries: UNICEF Innocenti Research Centre, 2007, p. 5.

7 Ibid., p.6.

8 Ibid.

9 Towards an EU Strategy on the Rights of the Child: Communication from the Commission COM (2006) 367 fi nal, Brussels, 2006.

10 Innocenti Social Monitor 2006: Understanding Child Poverty in South-eastern Europe and the Commonwealth of Independent States: UNICEF Innocenti Research Centre, 2006.

11 See European Social Charter: http://conventions.coe.int/treaty/en/Reports/HTML/163.htm

8.13 13. ძალადობა

▲ზევით დაბრუნება


...მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და სგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 19

0x01 graphic

ძალადობა ნიშნავს ძალის გამოყენებას ან მუქარას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის დაზიანება, ზარალი, დანაკარგი ან სიკვდილიც კი. მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მიზანი, როგორიცაა დასჯა ან ადამიანის იძულება, რომ მოიქცეს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ან შეიძლება იყოს სისასტიკის შემთხვევითი გამოვლინება. ის შეიძლება იყოს ფიზიკური, სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური. რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს ძალადობა, ის ადამიანის უფლებების დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებების კონვენცია და მრავალი სხვა საერთაშორისო და რეგიონული შეთანხმება იძლევა ბავშვის ფიზიკური ხელშეუხებლობის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის გარანტიას, ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული. მას ადგილი აქვს ევროპის ყველა ქვეყანაში, ადამიანების ეთნიკური წარმომავლობის თუ სოციალური ფენის მიუხედავად.

ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა იყოფა ოთხ ზოგად კატეგორიად:

ემოციური შეურაცხყოფა: ამან შეიძლება მიიღოს სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფსიქიკური ჩაგვრისა და ფსიქოლოგიური დამცირების ფორმები. ეს არის ისეთი მოქმედებების ჩადენა ან შეუსრულებლობა მშობლების ან მომვლელების მიერ, რომლებიც იწვევენ ან შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული ქცევითი, შემეცნებითი, ემოციური ან მენტალური დარღვევები.

უგულებელყოფა: ბავშვის ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობა. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, ემოციოური ან განათლების კუთხით. ფიზიკურ უგულებელყოფაში შეიძლება შედიოდეს ადეკვატური საკვების ან ტანისამოსის, სათანადო სამედიცინო მომსახურების, ზედამხედველობის ან ბუნების ძალთაგან დაცვის უზრუნველყოფის შეუძლებლობა. აქ ასევე შეიძლება შედიოდეს მიტოვებაც. განათლების თვალსაზრისით უგულებელყოფა მოიცავს ადეკვატური სასკოლო ან სპეციალური განათლების მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას და გადაჭარბებული სიზარმაცის დაშვებას. ფსიქოლოგიური უგულებელყოფა მოიცავს სიყვარულის და ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობას და ჩაგვრისგან ბავშვის დაუცველობას, რაც მოიცავს ასევე ბავშვისთვის უფლების მიცემას, რომ გახდეს ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების მომხმარებელი.

ფიზიკური შეურაცხყოფა: ბავშვისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება. ამაში შედის დაწვა, დარტყმა, მუშტებით ცემა, შენჯღრევა, წიხლის ამორტყმა, ცემა ან სხვაგვარად ბავშვისთვის ზიანის მიყენება. ასეთი ზიანის მიყენება ითვლება შეურაცხოფად, იმისდა მიუხედავად ჰქონდა თუ არა უფროსს განზრახული ამის გაკეთება. მაგალითად, ზიანის მიყენება შეიძლება გამოწვეული იყოს დისციპლინის დამყარების გადამეტებული მცდელობით ან ფიზიკური დასჯით, რაც შეუფერებელია ბავშვის ასაკისთვის.

სექსუალური შეურაცხყოფა: არასათანადო სექსუალური ქცევა ბავშვთან მოიცავს ბავშვის სასქესო ორგანოების მოფერებას, ბავშვის იძულებას, რომ მოეფეროს უფროსის სასქესო ორგანოებს, სექსუალური კავშირის დამყარებას, სისხლის აღრევას, გაუპატიურებას, ჰომოსექსუალიზმს, ეგზიბიციონიზმს და სექსუალურ ექსპლუატაციას. ამაში შედის ბავშვის იძულება, მოტყუება, მოქრთამვა, დაშინება ან ზეწოლის განხორციელება სექსუალური გათვითცნობიერების ან აქტის ჩატარების მიზნით. სექსუალურ შეურაცხოფას ადგილი აქვს, როდესაც უფროსი ასაკის ან უფრო გათვითცნობიერებული ბავშვი ან უფროსი იყენებს ბავშვს სექსუალური სიამოვნების მისაღებად. სექსუალური შეურაცხოფა არის ძალის ბოროტად გამოყენება ბავშვის მიმართ და წარმოადგენს დარღვევას ბავშვის უფლებისა, ჰქონდეს ნორმალური, ჯანსაღი და სანდო ურთიერთობები.

ასეთი ძალადობა გამანადგურებელ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. ის საფრთხეს უქმნის მათ კეთილდღეობას, ნორმალურად სწავლისა და სოციალიზაციის უნარს. ის ტოვებს ფიზიკურ და ემოციურ ჭრილობებს, რომლებიც ახდენენ ხანგრძლივი ტრავმების პროვოცირებას. უფრო მეტიც, გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძალადობა წარმოშობს ძალადობას: შეურაცხყოფილი ბავშვი განსაკუთრებით მიდრეკილია იმისკენ, რომ გახდეს აგრესორი მშობელი.

ბავშვების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ყველა სტრუქტურულ დონეზე. განათლება, პროფესიული მომზადება და ქმედუნარიანობის ამაღლება საჭიროა ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის და არაძალადობრივი ქცევის კულტურის დამკვიდრებისთვის. გამჭვირვალე პოლიტიკა და ეფექტური ანგარიშგების მექანიზმები აუცილებელია, ისევე, როგორც აქტიური პროპაგანდა, რათა ძალადობის აღკვეთის საკითხი შევიდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ძალადობა ოჯახში

ბევრ ევროპულ ქვეყანაში საზოგადოება ტოლერანტულად და ზოგჯერ მოწონებითაც კი ეკიდება ბავშვთა მიმართ პერიოდულად ძალადობის ზოგიერთი ფორმის გამოყენებას, კერძოდ, ფიზიკურ დასჯას, რომელსაც ოჯახი იყენებს დისციპლინის სახით. ძალადობის ასეთი გამოვლინება არაპირდაპირი ფორმით დაშვებულია კანონდამცავი ორგანოების მხრიდან, რომლებიც არ აღიარებენ ასეთ ქმედებას დანაშაულად. მაშინაც, როდესაც სახელმწიფოები გამოსცემენ კანონს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, კანონის განხორციელება შეიძლება იყოს სელექციური ან საერთოდ არ არსებობდეს. ცუდი მოპყრობის გამო ყოველკვირეულად ათობით ევროპელი ბავშვი კვლავაც იღუპება.1

ძალადობა შეიძლება იყოს ფარული და ძნელად გამოსავლენი, როდესაც მას სჩადიან ადამიანები, რომლებიც შეადგენენ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს ისეთ ადგილებში, რომლებიც უნდა იყოს თავშესაფარი ბავშვისთვის, მაგალითად სკოლა, ოჯახი ან ბავშვთა სახლი. იმის გამო, რომ ძალადობაოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე ნაკლებად აშკარა ფორმაა, ძნელია სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, რომლებიც ხშირად არასანდოა. ბევრ ბავშვს ეშინია ხმამაღლა ლაპარაკი ოჯახის წევრების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევაში. ეს სიჩუმე უპირობო პასუხისმგელობას აკისრებს ყველას, ვინც მუშაობს ბავშვებთან, რომ ამოიცნონ ძალადობის ნიშნები და განაცხადონ ამის შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ერთმა მესამედმა გააუქმნა ფიზიკური დასჯა (ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და უკრაინა),2 ხოლო სხვებმა აიღეს პასუხისმგებლობა სამართლებრივი რეფორმის გატარებზე. ამ პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად ფიზიკური დასჯა კვლავ რჩება კანონიერად რამოდენიმე ქვეყანაში და ითვლება „დისციპლინის“ მისაღებ ფორმად. სახლში ფიზიკური დასჯის აღსაკვეთად საჭიროა მშობლების მიერ დამოკიდებულების შეცვლა ბავშვების აღზრდის უფრო პოზიტიური, არაძალადობრივი მეთოდებისკენ.

ძალადობა სკოლაში

ყოველი მეათე სკოლის მოსწავლე ხდება სკოლაში ძალადობის მსხვერპლი და ეს ციფრი იზრდება.3 ძალადობის დონე ნაკლებად უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ის დამოკიდებულია ქვეყნის დამოკიდებულებაზე ბავშვების მიმართ და მათ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საზოგადოებაში.4 ფიზიკური დასჯა აკრძალულია ევროპის უმეტეს სკოლაში, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია დაშინება და დევნა. ბავშვები, რომლებიც ოდნავ განსხვავებულები არიან - უფრო ჭკვიანები, ტანით უფრო დიდები ან პატარები არიან, ან განსხვავებული კანის ფერი ან აქცენტი აქვთ - ხდებიან სარკასტული ხუმრობების, ჭორების, ლანძღვის, დამამცირებელი სიტუაციებისა და იზოლაციის და ასევე პირადად მათზე ან მათ ნივთებზე ფიზიკური შეტევების სამიზნე.

დაშინებამ სკოლებში შეიძლება მიიღოს ჯგუფური ძალადობის ან რასისტული მოტივით შეტევების ფორმა, რაც განსაკუთრებით მიმართულია ეთნიკური უმცირესობებისა და ემიგრანტებისკენ. დღეს დაშინება ხშირად ხდება ვირტუალური ფორმით, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ხდება ბავშვის დამამცირებელი ფოტოების და მასზე შეურაცხმყოფელი კომენტარების გავრცელება. ვინაიდან დაშინების ასეთი ფორმა უმეტესად ანონიმური, მყისიერი და შორსგამიზნულია, ის განსაკუთრებით საზიანოა დაზარალებული ბავშვებისთვის. ასეთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სკოლა ტერორის და არა სწავლის ადგილი ხდება. გაერო-ს მსოფლიო ანგარიში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ამტკიცებს,რომ გოგონებს ევროპაში უფრო მეტად აშინებენ, ვიდრე ვაჟებს და რომ ძალადობის 80%25 სკოლებში სრულდება 12-16 წლის ასაკობრივი ჯგუფის მიერ.5

საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და სკოლებში ძალადობის მიმართ ტოლერანტულობის სრულად აღკვეთა. სკოლის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს და მშობლებს უნდა შეეძლოთ ძალადობის სიმპტომების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირების მოხდენა. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრევენციული სტრატეგია, რომ აღმოფხვრას ძალადობა და დანერგოს ბავშვებისთვის გამარტივებული, კონფიდენციალური გასაჩივრების სისტემა. ბავშვების ჩართვა ინფორმაციის გავრცელებისა და თანატოლთა დახმარების პროცესში ეფექტური საშუალებებია სკოლებში ძალადობის აღმოფხვრისთვის.

ევროპის სკოლებში ძალადობის ობსერვატორია იკვლევს ძალადობას სკოლებსა და ქალაქებში. საფრანგეთში ვიქტორ სეგალენის ბორდოს უნივერსიტეტის ბაზაზე ის შეისწავლის ძალადობის თემას ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ისევე როგორც ზოგიერთ არაევროპულ ქვეყანაში, კერძოდ, კანადაში, იაპონიაში, მექსიკასა და ბურკინა ფასოში. ობსერვატორია იკვლევს ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და კოორდინაციას უწევს პარტნიორთა საერთაშორისო ქსელის მუშაობას, რომელთა შორის არიან იუნესკო და ევროპის პარლამენტი.

ევროპის სკოლებში ძალადობის ობსერვატორია: www.obsviolence.com/english/presentation/index.html

მედიისა და ინტერნეტის გავლენა

ინტერნეტს და მედიის სხვა ფორმებს შეუძლიათ მრავალგვარი რისკის წინაშე დააყენონ ახალგაზრდები. ნებსით თუ უნებლიედ ისეთი შეუფერებელი მასალის ხილვა, როგორიც არის ძალადობის ამსახველი ფოტოები, რასისტული პროპაგანდა და პორნოგრაფია, წარმოადგენს ძალადობის ფორმას. ინტერნეტის მეშვეობით ბავშვი ასევე შეიძლება გახდეს სექსუალური შეურაცხყოფისა და პედოფილიის მსხვერპლი, უსაფრთხო ოჯახურ გარემოშიც კი.6 მედია და ინტერნეტი, გვ. 247, დისკუსია თემაზე მედიაგანათლება ბავშვების ასეთი ტიპის ექსპლუატაციისგან დაცვის მიზნით. 2006 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა სპეციალური რეკომენდაცია ბავშვებისთვის უფლებების მინიჭების შესახებ ახალ საინფორმაციო და საკომუნიკაციო გარემოში.7

ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა

ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფა და ექსპლუატაცია სერიოზული პრობლემებია დღევანდელ ევროპაში. ეს შეიძლება გამოვლინდეს ბევრნაირი ფორმით, როგორიც არის ინცესტი, პორნოგრაფია, პროსტიტუცია, ადამიანთა ტრეფიკინგი და თანატოლთა სექსუალური ჩაგვრა, რომელთაგან ყველა სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

შეფასებულია, რომ ევროპაში ბავშვების ათიდან ოც პროცენტამდე განიცდის სექსუალურ ჩაგვრას ბავშვობაში.8 თუმცა, მსხვერპლთა უმრავლესობა არ აცხადებს მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ბევრი მათგანი ძალიან მცირეწლოვანია იმ დროს, რომ მიხვდეს თუ რა მოხდა. სხვებს შეიძლება არ ჰყავდეთ არავინ, ვისაც ენდობიან ან ვინც მათ დაუჯერებთ, ან იმდენად შერცხვენილად, დამნაშავედ და ყველასგან მოტყუებულად გრძნობენ თავს, რომ არავის ეუბნებიან მომხდარის შესახებ. ბევრი დაშინებულია შეურაცხმყოფელის მიერ, რომელიც მანიპულირებს მსხვერპლით და უმეტეს შემთხვევაში არის ოჯახის წევრი ან უფროსი მეგობარი, რომელსაც ბავშვი იცნობს.

იძულებითი პროსტიტუცია და ორგანიზებული პედოფილია არის სექსუალური შეურაცხყოფის სხვა ფორმები, როდესაც ბავშვს აიძულებენ, რომ დაამყაროს სექსუალური კავშირი უცხო პირებთან და სხვა უფროსებთან უფროსი სუტენიორისთვის გადახდილი ფულის სანაცვლოდ. ბავშვები შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, იძულებით გადაადგილებული, ემიგრანტი და დევნილი ბავშვები, ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, ბავშვები, რომელთაც აკლიათ ოჯახის მხარდაჭერა და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სექსუალური ექსპლუატაციის ყველა გამოვლინების წინაშე. მშობლებს, მასწავლებლებს, სოციალურ მუშაკებს და კანონმდებლებს - ყველას ენიჭებათ როლი ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფისგან დაცვის საქმეში.

ბავშვთა ტრეფიკინგი

ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენს მონებით ვაჭრობის თანამედროვე ვერსიას. ადამიანებს ეპყრობიან, როგორც მოხმარების სგანს, რომელიც იყიდება და მათზე ხორციელდება ექსპლუატაციის ყველა ფორმა. ტრეფიკინგი არის ადამიანის უფლებების დარღვევა და პიროვნების ღირსებისა და ხელშეუხებლობის შეურაცხყოფა.

„ტრეფიკინგის მსხვერპლი“ ბავშვი არის თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი, რომელსაც იყვანენ სამუშაოდ, ამგზავრებენ, აძლევენ თავშესაფარს და იღებენ ექსპლუატაციის მიზნით, ქვეყნის შიგნით ან გარეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებს მოტყუებით ითრევენ ტრეფიკინგში სწავლისა და მოგზაურობის დაპირებებით; ზოგჯერ კი მათი გაღარიბებული ოჯახები აბარებენ მათ ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ.

ტრეფიკინგის შედეგად ბავშვები ხდებიან ძალადობისა და სექსუალური ჩაგვრის მსხვერპლნი, რაც ბღალავს მათ უფლებას, რომ შეინარჩუნონ პიროვნული ინდივიდუალიზმი, აღიზარდონ ოჯახში, მიიღონ განათლება და ჯანდაცვის მომსახურება, დაისვენონ და განიტვირთონ, იყვნენ თავისუფალნი დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯისგან. (იხილეთ, ასევე დისკუსია ბავშვთა შრომის შესახებ თემაში სწავლა და თავისუფალი დრო, გვ. 221).

ევროპაში ბავშვთა ტრეფიკინგის მიზანი, როგორც წესი, მათი სექსუალური ექსპლუატაცია ან იძულებითი შრომაა. ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს ითრევენ პროსტიტუციაში, აიძულებენ დაქორწინებას ან უკანონოდ იყვანენ შვილად; ისინი იაფ ან უფასო მუშახელს წარმოადგენენ სოფლის მეურნეობაში ან უკიდურესად მძიმე სამუშაოებზე, მუშაობენ შინა მოსამსახურეებად ან მათხოვრებად და მათ იყენებენ სპორტში. იმის გამო, რომ ისინი კანონგარეშე არიან, ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს ჩვეულებრივ მალავენ საზოგადოებისგან და მათი იდენტიფიკაცია გართულებულია. რადგანაც ხშირად ისინი არ საუბრობენ ადგილობრივ ენაზე და იმყოფებიან მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, მათი გაქცევის ან დახმარების ძიების შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდულია.

სოციალურად დაუცველი ბავშვების ჯგუფები

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ჯგუფით ან ეკონომიკური კლასით, ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებით დაუცველია ჩაგვრისგან. ასეთები არიან:

* უსახლკარო ქალაქელი ბავშვები: „ქუჩის ბავშვები“ სექსუალური ექსპლუატაციის გაცილებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, განსაკუთრებით გოგონები. „იუნისეფის“ ცნობით, დღესდღეობით მსოფლიოში 100 მილიონ ბავშვზე მეტი ცხოვრობს ქუჩაში.9 ევროპის ყველა დიდ ქალაქში ნახავთ ათასობით ქუჩის ბავშვს და მათი რიცხვი მატულობს უმუშევრობის, სიღარიბისა და ემიგრაციის გამო.

* უნარშეზღუდული ბავშვები: მიუხედავად იმისა, რომ უნარშეზღუდული ბავშვები ხშირად ხდებიან შეურაცხყოფის, მათ შორის ძალადობისა და სექსუალური ჩაგვრის სამიზნე, ბავშვთა დამცველი სამსახურები იშვიათად აქცევენ ყურადღებას მათ საჭიროებებს. რეალურად, სოციალურმა სამსახურებმა შეიძლება თავად დაჩაგრონ უნარშეზღუდული ბავშვები მათი, როგორც „განსაკუთრებულ“ ან „გაჭირვებულ“ ადამიანებად სტიგმატიზაციის შედეგად. ბევრ ასპექტში უნარშეზღუდულ ბავშვებს ასწავლიან, რომ იყვნენ კარგი მსხვერპლი, განსაკუთრებით გოგონებს, რომელთაც ნაკლებად აფასებენ, ვიდრე ბიჭებს. სავარაუდოდ უნარშეზღუდული გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ნაკლებ განათლებას, ჯანდაცვის მომსახურებასა და სარეაბილიტაციო მკურნალობას იღებენ, ასევე მათ ნაკლები უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.10

* დევნილი და ემიგრანტი ბავშვები: დევნილი და ემიგრანტი ბავშვები განიცდიან ძალადობას როგორც სახლში, ისე საზოგადოებაში ქსენოფობიის ფორმით. იმის გამო, რომ მათი მშობლები ხშირად არ იცნობენ არსებულ კანონებსა და ნორმებს, ბავშვები ხშირად ხდებიან ისეთი მავნე ტრადიციების მსხვერპლნი, როგორიც არის მდედრობითი სასქესო ორგანოების კვეთა და მამრობითი წინდაცვეთის რიტუალი. ოჯახური ტრავმები და არასტაბილურობა ასევე შეიძლება გახდეს ბავშვის ჩაგვრის მიზეზი.

* არასრულწლოვანი დედები: მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯერ კიდევ ბავშვები არიან და ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი ყველა დაცვითი მექანიზმი მათთვისაა გათვალისწინებული, ითვლება, რომ გოგონები, რომელთაც შვილები ჰყავთ, უკვე დაქალდნენ, მიუხედავად იმისა გათხოვდნენ თუ არა. ისინი უბრალოდ იმყოფებიან ერთგვარ სამართლებრივ სატუსაღოში, სადაც ჩამორთმეული აქვთ ბავშვებისთვის განსაზღვრული დაცვა და არ არიან იმ ასაკის, რომ მოითხოვონ უფროსებისთვის განკუთვნილი კანონიერი უფლებები.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ აღკვეთოთ ბავშვების მიმართ ძალადობა

* დააკვირდით ბავშვების მდგომარეობას და განაცხადეთ ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ;

* აწარმოეთ სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების მონიტორინგი, რათა დაიცვათ ბავშვები ძალადობისგან და მოუწოდოთ სამთავრობო სტრუქტურებს, რომ მიიღონ ბავშვთა უფლებების დამცველი კანონმდებლობა;

* დაეხმარეთ ოჯახებს ბავშვთა აღზრდის პროგრამების საშუალებით;

* დაარღვიეთ სიჩუმე! ხმამაღლა განაცხადეთ თქვენზე ან თქვენი თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ;

* დასვით საკითხი საზოგადოების მიერ ძალადობისადმი ტოლერანტობის შესახებ;

* გაავრცელეთ ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ;

* ამოიცანით ძალადობის ნიშნები;

* მობილიზება გაუწიეთ სკოლას და საზოგადოებრიობას, რომ აიკრძალოს და აღიკვეთოს ბავშვთა მიმართ დაშინების და ძალადობის სხვა ფორმების გამოვლინება;

* ასწავლეთ ბავშვებს, რომ დაიცვან თავი ჩაგვრისა და ფიზიკური შეურაცხყოფისგან;

* ასწავლეთ ბავშვებს კონფლიქტების მოგვარების არაძალადობრივი გზები;

* თავად არ მიმართოთ ძალადობას.

შესაბამისი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი ადგენს, რომ „არავინ უნდა განიცადოს წამება ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი“. ამ ფუნდამენტური უფლების მხარდასაჭერად და დასაცავად ევროპის საბჭომ ძალადობის ბევრ ასპექტზე მოახდინა რეაგირება სამართლებრივი ბერკეტების, ინფორმირებისა და პროპაგანდისტული კამპანიების მეშვეობით (მაგ: ტრეფიკინგი, გენდერული ძალადობა, ბავშვთა შრომა, ძალადობა მედიაში).

ევროპის საბჭომ შექმნა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ძალადობის მრავალი ფორმის წინააღმდეგ:

* წამებისა და არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი შეიმუშავებს ნორმებს არასრულწლოვანთა დაცვისთვის, რომელთაც მისჯილი აქვთ თავსუფლების აღკვეთა, უზრუნველყოფს არაიურიდიულ პრევენციულ მექანიზმებს ახალგაზრდა პატიმართა დასაცავად და ახორციელებს რეგულარულ ვიზიტებს არასწრულწლოვანთასაპატიმროებში.11

* კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიზნად ისახავს ტრეფიკინგის პრევენციას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ადამიანური უფლებების დაცვას და ადამიანებით მოვაჭრეთა დასჯას.12 ეს სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც შევიდა ძალაში 2005 წელს, შეეხება ტრეფიკინგის ყველა ფორმას, ყველა მსხვერპლსა და ექსპლუატაციის ყველა ფორმას, მათ შორის სექსუალურ ექსპლუატაციას, იძულებით შრომას, მონობას, კატორღულ შრომას და ორგანოთა მოკვეთას ვაჭრობის მიზნით.

* კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, მე-9 მუხლით ადგენს, რომ მხარეებმა უნდა მიიღონ „სამართლებრივი და სხვა ზომები, რომ კანონსაწინააღმდეგოდ გამოაცხადონ კომპიუტერით სარგებლობის გარკვეული კონკრეტული ფორმები, რომელიც შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას“.13

* სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური შეურაცხყოფისგან ბავშვთა დაცვის კონვენცია, დამტკიცებული 2007 წელს, არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც კონკრეტულად ბავშვთა ჩაგვრის წინააღმდეგ არის მიმართული. ის შეავსებს ევროპულ კანონმდებლობაში არსებულ ნაკლოვანებებს და შექმნის ჰარმონიზებულ სამართლებრივ ბაზას ამ სენის დასამარცხებლად, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ევროპაში მცხოვრებ ბავშვთა 10-20%25-ზე.14

ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული მრავალი აქცია და პროგრამა ასევე ეძღვნება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს:

* 2006 წელს ევროპის საბჭოს ინიციატივით დაიწყო პროგრამა „ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“. ეს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ გაერო-ს ანგარიშის შემდგომი ნაბიჯია. ამ სამწლიანი პროგრამის ძირითად ამოცანებში შედის ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლა, როგორიც არის ფიზიკური დასჯა, ოჯახური ძალადობა, სექსუალური შეურაცხყოფა და ტრეფიკინგი. პროგრამის მანდატით განსაზღვრულ ამ სფეროში ის ადგენს ნორმებს, აყალიბებს პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს და ხელმძღვანელობს ინფორმირებულობის დონის ამაღლების აქტიურ კამპანიას, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების მთავრობები, პარლამენტები, მუნიციპალიტეტები, სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

* ადამიანის უფლებათა კომისარი სისტემატურად ახმოვანებს ბავშვის უფლებებისა და ძალადობისგან ბავშვების დაცვის თემებს წევრ სახელმწიფოებში თავისი საკონტროლო ვიზიტების დროს.

* ევროპის საბჭოს ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის კამპანია დაიწყო 2006 წელს დევიზით „ადამიანი არ არის გასაყიდი ნივთი“ კამპანიის მიზანია ინფორმაციის გავრცელება ტრეფიკინგის მასშტაბებზე დღევანდელ ევროპაში. ის ხაზს უსვამს სხვადასხვა ზომებს როგორც მონობის ამ ახალი ფორმის თავიდან აცილებისთვის, ისე ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის და დამნაშავეთა დასჯისთვის საჭირო ქმედებებს.

* 2007 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით მთელი ევროპის მასშტაბით ჩატარდა კვლევა ქუჩის ბავშვებსა და შესაბამის კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრობლემას შეეხება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948წ.) მე-5 მუხლით აღიარებს ძალადობისგან თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტურ ადამიანურ უფლებას. უფრო ვრცლად ეს უფლება გაწერილია ბავშვის უფლებათა კონვენციაში (1989წ.). მუხლი 19 განსაზღვრავს ცუდად მოპყრობის ყველა ფორმას, მათ შორის სექსუალურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას და ექსპლუატაციას:

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა საჭირო სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სოციალური და სგანმანათლებლო ზომა, რომ დაიცვან ბავშვი ნებისმიერი ფორმით ფიზიკური თუ გონებრივი ძალადობისგან, ფიზიკური ზიანის თუ ჩაგვრისგან, უგულებელყოფის ან უყურადღებო მოპყრობისგან, ცუდი მოპყრობის თუ ექსპლუატაციისგან, მათ შორის სექსუალური შეურაცხყოფისგან, როდესაც ის იმყოფება მშობლის (მშობლების, კანონიერი მეურვის (მეურვეების) ან ნებისმიერი სხვა პირის მზრუნველობის ქვეშ.

როგორც მუხლი 19, ისე მუხლი 37 კონკრეტულად იცავს ბავშვს სიკვდილით დასჯისგან, რაც ჯერ კიდევ არის პრაქტიკაში ზოგიერთ ქვეყანაში ევროპის გარეთ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული დოკუმენტი, ბავშვთა უფლებების კონვენცია იძლევა ძლიერ სამართლებრივ ბაზას ძალადობისგან ბავშვების დაცვისთვის, იქნება ეს სახელმწიფოს, დაწესებულებებისა თუ ადამიანების მხრიდან. ის ფასდაუდებელია ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც მუშაობს ბავშვთა დაცვის სფეროში.

დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა ოჯახური ძალადობის, როგორც „პირადი საკითხის“ უგულებელყოფა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სრულდებოდა ბავშვის სხეულის სერიოუზული დაზიანებით ან სიკვდილით. მაგრამ, 1993 წლის ვენის დეკლარაციით ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა სახელმწიფოს თუ პიროვნებების მხრიდან, აღიარებული იქნა ადამიანის უფლებების დარღვევად. ამავე წელს ამ აღიარებას მოჰყვა გენერალური ასამბლეის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციის დამტკიცება და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის დანიშვნა, რომელიც არის დანიშნული ექსპერტი და ევალება ქალებსა და გოგონებთან მიმართებაში ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. დეკლარაცია კონკრეტულად მოუწოდებს სკოლებში ყველა დონეზე განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც გამიზნული იქნება მამაკაცებისა და ქალების ქცევითი მოდელების გამოსწორებისკენ.15

სასარგებლო წყაროები

* Action against Traffi cking in Human Beings: Prevention, protection and prosecution, Council of Europe, 2007: www.coe.int/t/dg2/traffi cking/campaign/Source/eg-thb-sem2-2006-Proceedings.pdf

* Building a Europe for and with Children: The facts about children and violence, Fact-pack, Council of Europe: www.coe.int/t/E/Com/Press/Source/Factpack-English.doc

* Campaign to Combat Violence against Women, Fact Sheet: Council of Europe: 2006: www.coe.int/T/E/Human-Rights/Equality/PDF-FS-Violen-E.pdf

* Declaration on the Elimination of Violence against Women: General Assembly Resolution 48/104 of 20: UNESCO, 1993: http://portal.unesco.org/education/en/fi le-download.php/ 7ed3f0d989b575571389ec99fb1bce6bDeclaration-Elimination-Violence-Women.pdf

* Forced Labour, Child Labour and Human Traffi cking in Europe: An ILO Perspective: International Labour Offi ce, Brussels, 2002: www.belgium.iom.int/STOPConference/Conference Papers/06. ILO - Final Brussels Traffi cking Paper Sept. 2002.pdf

* Frau-Meigs, Divina, Council of Europe Pan-European Forum on Human Rights in the Information Society: Empowering Children and Young People: Council of Europe, 2006:

www.euro.who.int/document/mediacentre/fs0203e.pdf

* Gender Matters - A manual on addressing gender-based violence with young people: Council of Europe, 2007.

* Handbook for Parliamentarians: The Council of Europe Convention on Action against Traffi cking in Human Beings: Council of Europe, 2007:http://assembly.coe.int/committeedocs/2007/Traffi cking-human-beings-E.pdf

* Kennedy, Margaret, „Rights for Children Who Are Disabled“, in The Handbook of Children's Rights: Routledge, London, 1995.

* May-Chahal, Corinne and Herczog, Maria, Child sexual abuse in Europe: Council of Europe, 2003.

* Recommendation Rec(2006)12 of the Committee of Ministers to Member States on Empowering Children in the New Information and Communications Environment, Council of Europe, 2006.

* Working to Prevent the IT-Related Sexual Exploitation of Children: Save The Children Denmark, 2005: www.redbarnet.dk/…/DWSDownload.aspx?File=Files%252FFiler%252FSeksuelt-misbrug %252FAarsberetningHotline05-ENG.pdf

_____________________

სასარგებლო ვებგვერდები

* ინსტრუმენტარი აქტივისტებისთვის, „ვაქციოთ უფლებები რეალობად“: http://web.amnesty.org/actforwomen/svaw-toolkit-eng

* საინფორმაციო ქსელი ბავშვთა უფლებების შესახებ: www.crin.org

* ფიზიკური დასჯა... არანაირი სასჯელი არ არის გამართლებული: www.coe.int/t/transversalprojects/children/violence/corporalPunishment-en.asp

* ევროპის საბჭო: www.coe.int/children

* ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ: http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/Html/197.htm

* სკოლებში ძალადობის ევროპული ობსერვატორია: www.obsviolence.com/english/presentation/index.html

* ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარიატი: www.coe.int/t/commissioner/default-EN.asp

* ქუჩის ბავშვები და უსახლკარობა: www.cyc-net.org/cyc-online/cycol-0904-Homelessness.html

* გაერო-ს გენერალური მდივნის კვლევა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ: www.violencestudy.org

* UNICEF: www.unicef.org/protection

* ბოლო მოვუღოთ ბავშვთა პროსტიტუციას, ბავშვთა პორნოგრაფიას და ბავშვთა ტრეფიკინგს სექსუალური მიზნებისთვის: www.ecpat.net

* საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია, საერთაშორისო პროგრამა ბავშვთა შრომის აღკვეთისთვის (ILO-IPEC): www.ilo.org

* მშრომელ ბავშვთა კვლევის ინსტიტუტი (IREWOC): www.childlabour.net

* კოალიცია არასრულწლოვანი ჯარისკაცების გაწვევის შეჩერებისთვის (CSC): www.child-soldiers.org

გამოყენებული ლიტერატურა:

1 Corporal Punishment…No violence against children is justifi able: www.coe.int/t/transversalprojects/children/violence/corporalPunishment-en.asp

2 Building a Europe for and with Children: The facts about children and violence, Fact-pack, Council of Europe: www.coe.int/t/E/Com/Press/Source/Factpack-English.doc

3 The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

4 Violence Against Children - Europe and Central Asia, UNICEF, p.9: www.unicef.org/ceecis/sgsvac-eca-04-01-48. pdf

5 The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

6 Working to Prevent the IT- Related Sexual Exploitation of Children: Save the Children Denmark, 2005.

7 Recommendation Rec(2006)12 of the Committee of Ministers to Member States on Empowering Children in the New Information and Communications Environment: Council of Europe, 2006.

8 The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

9 See Street Children and Homelessness: www.cyc-net.org/cyc-online/cycol-0904-Homelessness.html

10 Margaret Kennedy, „Rights for Children Who are Disabled“ in The Handbook of Children's Rights: London, Routledge, 1995, p. 149.

11 See www.cpt.coe.int/EN/about.htm

12 Council of Europe Convention on Action against Traffi cking in Human Beings: http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/Html/197.htm

13 See Council of Europe Convention on Cybercrime: ttp://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/HTML/185.htm

14 Council of Europe's Convention on the Protection of Children against Sexual Exploitation, See www.coe.int/T/E/Legal-Affairs/Legal-cooperation/Fight-against-sexual-exploitation-of-children

15 Declaration on the Elimination of Violence against Women: General Assembly Resolution 48/104 of 20, Art. 4: UNESCO, 1993: www.unhchr.ch/huridocda/huridoca.nsf/(Symbol)/A.RES.48.104.Eng

გამოყენებული ლიტერატურა:

1 Corporal Punishment… No violence against children is justifi able: www.coe.int/t/transversalprojects/children/violence/corporalPunishment-en.asp

2 Building a Europe for and with Children: The facts about children and violence, Fact-pack, Council of Europe: www.coe.int/t/E/Com/Press/Source/Factpack-English.doc

3 The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

4 Violence Against Children - Europe and Central Asia, UNICEF, p.9: www.unicef.org/ceecis/sgsvac-eca-04-01-48. pdf

5 The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

6 Working to Prevent the IT- Related Sexual Exploitation of Children: Save the Children Denmark, 2005.

7 Recommendation Rec(2006)12 of the Committee of Ministers to Member States on Empowering Children in the New Information and Communications Environment: Council of Europe, 2006.

8 The United Nations Secretary General's Study on Violence against Children: www.violencestudy.org

9 See Street Children and Homelessness: www.cyc-net.org/cyc-online/cycol-0904-Homelessness.html

10 Margaret Kennedy, „Rights for Children Who are Disabled“ in The Handbook of Children's Rights: London, Routledge, 1995, p. 149.

11 See www.cpt.coe.int/EN/about.htm

12 Council of Europe Convention on Action against Traffi cking in Human Beings:http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/Html/197.htm

13 See Council of Europe Convention on Cybercrime: ttp://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/HTML/185.htm

14 Council of Europe's Convention on the Protection of Children against Sexual Exploitation, Seewww.coe.int/T/E/Legal-Affairs/Legal-cooperation/Fight-against-sexual-exploitation-of-children

15 Declaration on the Elimination of Violence against Women: General Assembly Resolution 48/104 of 20, Art. 4: UNESCO, 1993: www.unhchr.ch/huridocda/huridoca.nsf/(Symbol)/A.RES.48.104.Eng

9 VI. დანართები

▲ზევით დაბრუნება


9.1 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია)

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 1. თანასწორობის უფლება:

შენ დაიბადე თავისუფალი და ყველა სხვა ადამიანის თანასწორი შენი უფლებებით. შენ მონიჭებული გაქვს ფიქრის და კარგის ცუდისგან განსხვავების უნარი. სხვა ადამიანებს მეგობრულად უნდა მოეპყრო.

მუხლი 2. დისკრიმინაციის არარსებობა:

შენ გაქვს ამ დეკლარაციაში ნახსენები ყველა უფლება მიუხედავად შენი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, შეხედულებების, ოჯახური მდგომარეობის, სოციალური თუ ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ ეროვნებისა.

მუხლი 3. სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება:

შენ გაქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება.

მუხლი 4. მონობისგან თავისუფლება:

არავის აქვს უფლება, მოგექცეს როგორც მონას და არც შენ უნდა მოექცე ვინმეს როგორც მონას.

მუხლი 5. წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა:

არავის აქვს უფლება გაწამოს, რაიმე დაგიშავოს ან დაგამციროს.

მუხლი 6. კანონის წინაშე სუბიექტად აღიარების უფლება:

შენ გაქვს უფლება, ნებისმიერ ადგილას გცნონ ადამიანად კანონის შესაბამისად.

მუხლი 7. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება:

შენ გაქვს უფლება, დაცული იყო კანონის მიერ და უფლება, მოგეპყრონ ყველას თანასწორად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მუხლი 8. კომპეტენტური მოსამართლეების მხრიდან სამართლებრივი დაცვის მიღების უფლება:

თუ დაირღვა შენთვის კანონით მონიჭებული უფლებები, შენ გაქვს უფლება, შენი უფლებები სამართლიანმა და კომპეტენტურმა მოსამართლეებმა დაიცვან.

მუხლი 9. თვითნებური დაპატიმრების და გაძევების აკრძალვა:

არავის აქვს უფლება, დაგაპატიმროს, მოგათავსოს ციხეში ან გაგაძევოს შენი ქვეყნიდან სერიოზული მიზეზების გარეშე.

მუხლი 10. სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება:

თუ რაიმე დანაშაულში გედება ბრალი, შენ გაქვს უფლება, შენი საქმე საჯაროდ იყოს განხილული სამართლიანი სასამართლოს მიერ.

მუხლი 11. უდანაშაულოდ ჩათვლის უფლება ბრალის დამტკიცებამდე:

1) მიჩნეული უნდა იქნე უდანაშაულოდ, ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ დაამტკიცებს შენს ბრალს.

2) შენ ვერ დაისჯები ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა დანაშაულად.

მუხლი 12. პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და მიმოწერაში ჩაურევლობის უფლება:

შენ გაქვს უფლება, დაცული იყო, თუ ვინმე ცდილობს ზიანი მიაყენოს შენს სახელს ან შემოვიდეს შენს სახლში, გახსნას შენი მიმოწერა ან შეგაწუხოთ შენ ან შენი ოჯახი სერიოზული მიზეზების გარეშე.

მუხლი 13. თავისუფალი მიმოსვლის უფლება:

1) შენ გაქვს შენს ქვეყანაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება.

2) შენ გაქვს უფლება, დატოვო შენი ქვეყანა და წახვიდე სხვა ქვეყანაში და შენ უნდა შეგეძლოს სურვილის შემთხვევაში დაბრუნდე შენს ქვეყანაში.

მუხლი 14. სხვა ქვეყანაში დაცვის მიღების უფლება:

1) „თუ ვინმე გემუქრება, შენ უფლება გაქვს, წახვიდე სხვა ქვეყანაში და ითხოვო დახმარება როგორც ლტოლვილმა.“

2) შენ დაკარგავ ამ უფლებას სერიოზული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. მუხლი 15. მოქალაქეობის და მისი შეცვლის

უფლება:

1) შენ გაქვს უფლება, ეკუთვნოდე შენს ქვეყანას და გქონდეს მოქალაქეობა.

2) არავის აქვს უფლება, ჩამოგართვას მოქალაქეობა სერიოზული მიზეზების გარეშე. შენ გაქვს უფლება, სურვილის შემთხვევაში შეიცვალო მოქალაქეობა.

მუხლი 16. ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება:

1) როდესაც კანონის მიხედვით სრულწლოვანებას მიაღწევ, გაქვს უფლება, დაქორწინდე და შექმნა ოჯახი შენი რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე. ორივე პარტნიორი თანასწორი უფლებებით სარგებლობს ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

2) არავინ უნდა გაიძულოს დაქორწინება.

3) ოჯახი საზოგადოების ძირითადი ბუნებრივი ერთეულია და სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის.

მუხლი 17. ქონების ფლობის უფლება:

1) შენ გაქვს უფლება, ფლობდე ნივთებს.

2) არავის აქვს უფლება, ჩამოგართვას შენი ნივთები სერიოზული მიზეზის გარეშე.

მუხლი 18. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება:

შენ გაქვს უფლება, გქონდეს საკუთარი აზრები და გწამდეს ნებისმიერი რელიგია. შენ შეგიძლია აღასრულო შენი რელიგია ან რწმენა და ასევე შეიცვალო ისინი.

მუხლი 19. აზრის გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება:

შენ გაქვს უფლება, გქონდეს და გამოხატო საკუთარი შეხედულებები. შენ უნდა შეგეძლოს გაუზიარო შენი შეხედულებები სხვა ადამიანებს, მათ შორის სხვა ქვეყნებში მყოფ ადამიანებს, ყოველგარი საშუალებით.

მუხლი 20. მშვიდობიანი შეკრებისა დაგაერთიანების თავისუფლება:

1) შენ გაქვს უფლება, მშვიდობიანად შეხვდე სხვა ადამიანებს.

2) არავის შეუძლია გაიძულოს შეხვიდე რაიმე გაერთიანებაში.

მუხლი 21. ქვეყნის მართვა-გამგეობაში და არჩევნებში მონაწილეობის უფლება:

1) შენ გაქვს უფლება, მონაწილეობა მიიღო შენი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან შენს მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით.

2) შენ და ყველა სხვა ადამიანს გაქვთ უფლება, ემსახუროთ თქვენს ქვეყანას.

3) სახელმწიფოს ხელისუფლება რეგულარულად უნდა იქნეს არჩეული სამართლიანი და ფარული კენჭისყრით.

მუხლი 22. სოციალური დაცვის უფლება:

იმ საზოგადოებამ, რომელშიც შენ ცხოვრობ, უნდა უზრუნველყოს შენთვის სოციალური დაცვა და უფლებები, რომლებიც აუცილებელია შენი ღირსების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

მუხლი 23. სასურველი სამუშაოსა და პროფესიულ კავშირებში შესვლის უფლება:

1) შენ გაქვს შრომის, სამუშაოს არჩევის და კარგი სამუშაო პირობების უფლება.

2) ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ ერთნაირ ხელფასს უნდა ღებულობდნენ.

3) შენ უნდა იღებდე ისეთ ხელფასს, რომელიც მოგცემს ცხოვრების და ოჯახის შენახვის შესაძლებლობას.

4) ყველა მომუშავე ადამიანს აქვს უფლება, შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 24. დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება:

შენ გაქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება. შენი სამუშაო დღე არ უნდა იყოს ძალიან გრძელი და უნდა შეგეძლოს რეგულარული ანაზღაურებული შვებულების აღება.

მუხლი 25. უფლება ცხოვრების სათანადო დონეზე:

1) შენ გაქვს უფლება, გქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრებისთვის. შენ გაქვს უფლება, მიიღო დახმარება, თუ უმუშევარი დარჩი ან რაიმე მიზეზით არ შეგიძლია მუშაობა.

2) დედები და ბავშვები განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით უნდა სარგებლობდნენ.

მუხლი 26. განათლების უფლება:

1) შენ გაქვს უფლება, იარო სკოლაში. დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო უნდა იყოს. შენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა, მიიღო პროფესიული განათლება ან გააგრძელო სწავლა შენი უნარის შესაბამისად.

2) სკოლაში უნდა გქონდეს შესაძლებლობა, სრულად განავითარო საკუთარი ნიჭი და ისწავლო სხვა ადამიანების პატივისცემა მათი რასის, რელიგიისა თუ ეროვნების მიუხედავად.

3) შენს მშობლებს უნდა ჰქონდეთ უფლება, აირჩიონ, თუ რა სახის განათლება სურთ შენთვის.

მუხლი 27. საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება:

1) შენ გაქვს უფლება, მონაწილეობდე შენი საზოგადოების ტრადიციებსა და კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდე ხელოვნებით და ისარგებლო მეცნიერული პროგრესის სიკეთით.

2) თუ მხატვარი, მწერალი ან მეცნიერი ხარ, შენი სამუშაო დაცული უნდა იყოს და შენ უნდა შეგეძლოს სარგებლობა მიიღო მის შედეგად.

მუხლი 28. უფლება სოციალურ წესრიგზე:

შენ გაქვს უფლება ისეთ სამყაროზე, სადაც შენ და ყველა სხვა ადამიანი შეძლებს ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას.

მუხლი 29. მოვალეობანი საზოგადოების წინაშე:

1) შენი პიროვნების სრული განვითარება მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი და შენ გაქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე.

2) კანონმა უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებები. მან საშუალება უნდა მისცეს ყოველ ადამიანს, პატივი სცეს სხვებს და თავადაც მიიღოს პატივისცემა.

3) ამ უფლებებმა და თავისუფლებებმა ხელი უნდაშეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 30. დეკლარაციაში ჩამოთვლილი უფლებების დარღვევის აკრძალვა:

არცერთმა ადამიანმა, ადამიანთა ჯგუფმა თუსახელმწიფომ მთელს მსოფლიოში არ უნდა გააკეთოს რაიმე ისეთი, რაც დაარღვევს ამ უფლებებს.

9.2 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა და გამოაცხადა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის სრული ტექსტიც აქ არის მოცემული. მიიღო რა ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ასამბლეამ მოწოდებით მიმართა ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს, გამოაქვეყნონ დეკლარაციის ტექსტი და ყველაფერი იღონონ „მისი გავრცელების, საჯაროობისა და განმარტებისთვის, უმთავრესად სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, ქვეყნების ან ტერიტორიების პოლიტიკური სტატუსის განურჩევლად“ .

პრეამბულა

ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისთვის დამახასიათებელია ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება, წარმოადგნს თავისუფლების, სამართლიანობისა დასაყოველთაო მშვიდობის საფუძველს, და ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს და რომ ისეთი მსოფლიო შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება, და ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, და ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისთვის, და ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი, გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში, და ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას, და ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულებების მთლიანად შესრულებისთვის.

გენერალური ასამბლეა აცხადებს:

ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყოველი ხალხი და სახელმწიფო რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.

მუხლი 1.

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

მუხლი 2

(1) ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

(2) გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავებაიმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია - დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.

მუხლი 3.

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 4.

არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალურია.

მუხლი 5.

არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.

მუხლი 6.

ყოველ ადამიანს სადაც უნდა იმყოფებოდეს იგი, იმის უფლება აქვს, რომ აღიარებული იქნეს მისი სამართალსუბიექტობა.

მუხლი 7.

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისგან.

მუხლი 8.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნასაღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.

მუხლი 9.

არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.

მუხლი 10.

ყოველ ადამიანს მის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისთვის და მისთვის წაყენებული სისხლისსამართებლივი ბრალდების საფუძველზე, აქვს იმის უფლება რომ, მისი საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.

მუხლი 11.

(1) ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი წესისამებრ საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.

(2) არავის არ შეიძლება მსჯავრი დაედოს დანაშაულისთვის რაიმე ისეთი მოქმედების ჩადენის საფუძველზე, ანდა ისეთი უმოქმედობისთვის, რომლებიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ნაციონალური კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ შეიძლება აგრეთვე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ დროს, როცა ჩადენილ იქნა დანაშაული.

მუხლი 12.

არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისგან.

მუხლი 13.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველიქვეყანა, მათ შორის თავისიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

მუხლი 14.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეძიოს დევნისგან თავშესაფარი სხვა ქვეყანაში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით.

(2) ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ანდა ქმედებისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 15.

(1) ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.

(2) არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა.

მუხლი 16.

(1) სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას.

(2) დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას.

(3) ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი დაძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

მუხლი 17.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

(2) არავის არ უნდა ჩამოერთვას ქონება თვითნებურად.

მუხლი 18.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისადა რელიგიის თავისუფლებისა: ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა, როგორც ერთპიროვნულად ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.

მუხლი 19.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა: ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით და სახელმწიფო საზღვრებისგან დამოუკიდებლად.

მუხლი 20.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებისა.

(2) არავის იძულება არ შეიძლება რაიმე ასოციაციაში შესასვლელად.

მუხლი 21.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

(3) ხალხის ნება უნდ ა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა: ეს ნება უნდა გამოხატავდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების პირობებში, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

მუხლი 22.

ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს,აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის.

მუხლი 23.

(1) ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

(3) ყველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისთვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

(4) ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 24.

ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.

მუხლი 25.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლიოსა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

(2) დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.

მუხლი 26.

(1) ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო; ტექნიკური და პროფესიული განათლება კი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად მისაწვდომი ყველასთვის თვითეულის უნარისამებრ.

(2) განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანისპიროვნების სრული განვითარებისადა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

(3) მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება აირჩიონ რა სახის განათლება სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისთვის.

მუხლი 27.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები,როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორსაც იგი წარმოაგდენს.

მუხლი 28.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება ისეთ სოციალურსა და საერთაშორისო წესრიგზე, რომლის პირობებში შესაძლებელია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.

მუხლი 29.

(1) ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

(2) თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვას, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

(3) ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 30.

ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც მინიჭება რომელიმე სახელმწიფოსთვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალი პირებისთვის უფლებისა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას ან ჩაიდინონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსასპობად.

_________________________

წყარო:

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ინგლისურენოვანი ვერსია): www.un.org/Overview/ rights.html

9.3 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია)

▲ზევით დაბრუნება


თავი I - უფლებები და თავისუფლებები

მუხლი 1. ადამიანის უფლებათა პატივისცემისვალდებულება

თუ შენ იმ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კონვენციას, შენ მონიჭებული გაქვს ეს ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა მოქალაქე.

მუხლი 2. სიცოცხლის უფლება

შენ გაქვს სიცოცხლის უფლება და ეს უფლება კანონით არის დაცული.1

მუხლი 3. წამების აკრძალვა

არავის აქვს უფლება, გაწამოს, ზიანი მოგაყენოს ან დაგამციროს.

მუხლი 4. მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა

არავის აქვს უფლება, მოგეპყროს როგორც მონას და არც შენ უნდა აქციო ვინმე შენს მონად. არავინ შეიძლება გაიძულოს სავალდებულო სამუშაოს შესრულება.

მუხლი 5. თავისუფლებისა და ხელშეუხებლობისუფლება

შენ გაქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეუძლია წაგართვას ეს უფლება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ დაგაპატიმრებენ, შენ ბევრი უფლება გაქვს, მათ შორის უფლება, გაიგო შენი დაპატიმრების მიზეზი, შენი საქმე სწრაფად იქნეს მოსმენილი და გაასაჩივრო შენი დაპატიმრება.

მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

თუ დანაშაულის ჩადენაში გედება ბრალი, შენ გაქვს უფლება, შენი საქმე საჯაროდ და სამართლიანად იქნეს განხილული.

მუხლი 7. არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

შენ ვერ დაისჯები ისეთი რამის ჩადენისთვის, რაც ჩადენის დროს არ ითვლებოდა დანაშაულად.

მუხლი 8. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

შენ გაქვს უფლება, დაცული იყო, თუ ვინმე შეეცდება შემოვიდეს შენს სახლში, გახსნას შენი წერილები ან შეგაწუხოთ შენ და შენი ოჯახი სერიოზული მიზეზების გარეშე.

მუხლი 9. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

შენ გაქვს უფლება, გქონდეს საკუთარი აზრები და გწამდეს ნებისმიერი რელიგია. შენ შეგიძლია აღასრულო შენი რელიგია ან რწმენა და ასევე შეიცვალო ისინი.

მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება

შენ გაქვს უფლება, იფიქრო, რაც გინდა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე დაყრდნობით თქვა რაც გინდა, უნდა შეგეძლოს შენი იდეებისა და შეხედულებების სხვათათვის გაზიარება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის გაზეთებითა და ჟურნალებით, რადიოთი, ტელევიზიით და ინტერნეტით.

მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

შენ გაქვს უფლება, მშვიდობიანად შეხვდე სხვა ადამიანებს, შექმნა პროფესიული კავშირები და შეუერთდე ასეთ კავშირებს.

მუხლი 12. ქორწინების უფლება

როდესაც კანონით სრულწლოვანი გახდები, შენ გაქვს უფლება, იქორწინო და შექმნა ოჯახი.

მუხლი 13. სამართლებრივი დაცვის ეფექტიანისაშუალების უფლება

თუ შენს უფლებებს დაარღვევს სხვა ადამიანი ან მთავრობა, შენ გაქვს უფლება, მოითხოვო დახმარება სასამართლოებისგან ან სხვა საჯაროდაწესებულებებისგან, რათა მათ დაიცვან შენი უფლებები.

მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა

შენ გაქვს ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება, შენი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

მუხლი 15. გადახვევა სგანგებო მდგომარეობის დროს

მთავრობას შეუძლია შეაჩეროს თავისი მოვალეობის - დაიცვას ამ კონვენციაში განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები - შესრულება ომის დროს. ეს შეჩერება არ ეხება მე-2 მუხლს - სიცოცხლის უფლებას.

მუხლი 16. უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

მთავრობას არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს შენს პოლიტიკურ საქმიანობას მხოლოდ იმიტომ, 1 კონვენციის ორი შესწორება (რომლებსაც ოქმები ეწოდება) მიზნად ისახავს ევროპაში სიკვდილით დასჯის გაუქმებას. რომ შენ არ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე.

მუხლი 17. უფლებათა დარღვევის აკრძალვა

არცერთმა ადამიანმა, ადამიანთა ჯგუფმა თუსახელმწიფომ მთელს მსოფლიოში არ უნდა გააკეთოს რაიმე ისეთი, რაც დაარღვევს ამ უფლებებს.

მუხლი 18. უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

შენი უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონვენციაში განსაზღვრული მიზნებისთვის.

ავი II - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მუხლები 19-51, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მისი მანდატი და საქმიანობა:

კონვენცია აყალიბებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც განიხილავს მისთვის კერძო პირებისა და მთავრობების მიერ წარმოდგენილ საქმეებს. მოსამართლეები სრულიად დამოუკიდებელნი არიან. მათ ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

თავი III - სხვადასხვა დებულება

მუხლები 52-59, კონვენციით აღიარებულ უფლებათა გამოყენება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აკონტროლებს იმას, თუ როგორ ასრულებენ მთავრობები ამ კონვენციას და მათ ვალდებულებებს - დაიცვან ადამიანის უფლებები და ხელი შეუწყონ მათ განხორციელებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოქმები

1950 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიღების შემდეგ ევროპის საბჭომ შეიტანა მასში მნიშვნელოვანი შესწორებები, რომლებსაც ოქმები ეწოდება და რომლებიც ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის ამატებს ახალ უფლებებს. დამატებულ უფლებებსა და თავისუფლებებს შორის მთავარს განეკუთვნება:

ოქმი №1

მუხლი 1. საკუთრების დაცვა

შენ გაქვს უფლება, ფლობდე საკუთრებას და სარგებლობდე ამ საკუთრებით.

მუხლი 2. განათლების უფლება

შენ გაქვს სკოლაში სიარულის უფლება.

მუხლი 3. თავისუფალი არჩევნების უფლება

შენ გაქვს უფლება, აირჩიო შენი ქვეყნის მთავრობა ფარული კენჭისყრით.

ოქმი №4

მუხლი 2. მიმოსვლის თავისუფლება

თუ ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფები, შენ გაქვს უფლება, თავისუფლად იმოძრაო ამ ტერიტორიაზე და აირჩიო საცხოვრებელი ადგილი, ასევე გაქვს უფლება, დაბრუნდე შენს სამშობლოში.

ოქმები №6 და №13

მუხლი 1. სიკვდილით დასჯის გაუქმება

მთავრობა ვერ გამოგიტანს სიკვდილით დასჯის სასჯელს და ვერ აღასრულებს ამ სასჯელს ვერც მშვიდობის და ვერც ომის პერიოდში.

ოქმი №7

მუხლი 2. სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება

თუ მსჯავრი დაგდეს დანაშაულის ჩადენისთვის, შენ უფლება გაქვს გაასაჩივრო განაჩენი უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში.

ოქმი №12

მუხლი 1. დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა

სახელმწიფოს ხელისუფლება ვერ მოახდენს შენს დისკრიმინაციას ისეთი მიზეზების გამო, როგორიც არის შენი კანის ფერი, სქესი, ენა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება თუ წარმოშობა.

9.4 ბავშვის უფლებათა კონვენცია (ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია)

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 1. ბავშვის განმარტება

სანამ 18 წლის გახდები, შენ ბავშვად ითვლები და გაქვს ამ კონვენციით განსაზღვრული ყველა უფლება.

მუხლი 2. დისკრიმინაციის აკრძალვა

არ უნდა მოხდეს შენი დისკრიმინაცია არავითარი მიზეზით, მათ შორის ისეთებით, როგორიც არის შენი რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, შეხედულებები, წარმომავლობა, სოციალური თუ ქონებრივი მდგომარეობა, უნარშეზღუდულობა, დაბადება ანდა შენი თუ შენი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების რომელიმე სხვა თვისება.

მუხლი 3. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი

ყველა ქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც ბავშვებს ეხება, უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა არის საუკეთესო შენთვის თუ სხვა ბავშვისთვის.

მუხლი 4. კონვენციით აღიარებული უფლებებით სარგებლობა

მთავრობებმა შენ და ყველა სხვა ბავშვს უნდა მისცენ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

მუხლი 5. მშობლების მხრიდან ხელმძღვანელობა და ბავშვის უნარის განვითარება

შენს ოჯახს აკისრია უმთავრესი პასუხისმგებლობა შენს ხელმძღვანელობაზე, რათა ზრდასთან ერთად ისწავლო შენი უფლებების მართებულად გამოყენება. მთავრობებმა პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.

მუხლი 6. სიცოცხლისა და განვითარების უფლება

შენ გაქვს სიცოცხლის და ჯანსაღად გაზრდის უფლება. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შენი სიცოცხლის შენარჩუნება და ჯანსაღი განვითარება.

მუხლი 7. დაბადების რეგისტრაცია, სახელი, მოქალაქეობა და მშობელთა მზრუნველობა

შენ გაქვს უფლება, მოხდეს შენი დაბადების იურიდიული რეგისტრაცია, გქონდეს სახელი და მოქალაქეობა და მზრუნველობა შენი მშობლების მხრიდან.

მუხლი 8. ინდივიდუალობის შენარჩუნებისუფლება

მთავრობებმა პატივი უნდა სცენ შენს უფლებას, გქონდეს სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები.

მუხლი 9. მშობლებისგან დაშორება:

შენ არ უნდა დაშორდე მშობლებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს შენთვის სასიკეთოდ კეთდება (როდესაც, მაგალითად, მშობლები ცუდად გექცევიან და არ ზრუნავენ შენზე). თუ შენი მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შენ გაქვს უფლება, კონტაქტები იქონიო ორივე მშობელთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შეიძლება ზიანი მოგიტანოს.

მუხლი 10. ოჯახის გამთლიანების უფლება

თუ შენი მშობლები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, შენ უნდა შეგეძლოს, იმოძრაო ამ ქვეყნებს შორის, რათა მშობლებთან რეგულარული კონტაქტი გქონდეს ან თქვენი ოჯახი გამთლიანდეს.

მუხლი 11. სხვა ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანისგან დაცვა

მთავრობებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა არ მისცენ არავის საშუალება, უკანონოდ გაგიყვანოს შენი ქვეყნიდან.

მუხლი 12. ბავშვის შეხედულებების პატივისცემა

შენ გაქვს უფლება, თავისუფლად გამოხატო საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, როდესაც უფროსები იღებენ გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რომლებიც შენ გეხება, და შენს შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს

მუხლი 13. შეხედულებების გამოხატვისა და ინფორმაციის მოძიების, მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება

შენ გაქვს უფლება, მოიძიო, მიიღო და გაავრცელონ ებისმიერი სახის ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით (მაგალითად, წერილობითი ფორმით, ხელოვნების სახით, ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით), თუკი ეს ინფორმაცია არ არის საზიანო შენთვის ან სხვა ადამიანებისთვის.

მუხლი 14. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

შენ გაქვს უფლება, იფიქრო და გჯეროდეს იმის, რაც გინდა და მისდიო საკუთარ რელიგიას, თუკი არ უშლი სხვა ადამიანებს ხელს მათი უფლებების განხორციელებაში. მშობლებმა უნდა გიხელმძღვანელონ ამ საკითხებში.

მუხლი 15. გაერთიანებისა და მშვიდობიანიშეკრების თავისუფლება

შენ გაქვს უფლება, შეხვდე და გაერთიანდეჯგუფებსა და ორგანიზაციებში სხვა ბავშვებთან ერთად, თუკი ეს ხელს არ უშლის სხვა ადამიანებს თავიანთი უფლებებით სარგებლობაში.

მუხლი 16. პირადი ცხოვრება, პატივი და რეპუტაცია

შენ გაქვს პირადი ცხოვრების უფლება. არავინ უნდა დაესხას თავს შენს სახელს, შენს საცხოვრებელს, არ უნდა გახსნას შენი წერილები და ელექტრონული ფოსტა ან შეგაწუხოს შენ და შენი ოჯახი სერიოზული მიზეზის გარეშე.

მუხლი 17. ბავშვისთვის შესატყვისი ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმისაწვდომობა

შენ გაქვს უფლება, მიიღო სარწმუნო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის წიგნებიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან და ინტერნეტიდან. ეს ინფორმაცია შენთვის სასარგებლო და გასაგები უნდა იყოს.

მუხლი 18. მშობელთა ერთობლივი პასუხისმგებლობა

შენს აღზრდაზე პასუხისმგებლობა ორივე მშობელს ეკისრება და მათ ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, თუ რა არის შენთვის უკეთესი. მთავრობები უნდა ეხმარებოდნენ მშობლებს მათი ხელშემწყობი სამსახურების შექმნით, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორივე მშობელი მუშაობს.

მუხლი 19. ბავშვის დაცვა ყველანაირი ფორმის ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან

მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შენზე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაგიცვან მშობლებისა თუ შენზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანების მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან.

მუხლი 20. ალტერნატიული მზრუნველობა

თუ მშობლებს და ოჯახს არ შეუძლიათ შენზე სათანადოდ ზრუნვა, მაშინ შენ უნდა მოგიარონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც პატივს სცემენ შენს რელიგიას, ტრადიციებსა და ენას.

მუხლი 21. შვილად აყვანა

თუ შენ შვილად ხარ აყვანილი, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, თუ რა არის უკეთესი შენთვის, მიუხედავად იმისა, შვილად აყვანილი ხარ ქვეყანაში, სადაც დაიბადე, თუ სხვა ქვეყანაში.

მუხლი 22. ლტოლვილი ბავშვები

თუ ახალ ქვეყანაში იმიტომ ჩამოხვედი, რომ შენს სამშობლოში ცხოვრება არ არის უსაფრთხო, შენ გაქვს დაცვისა და მხარდაჭერის მიღების უფლება. შენ იგივე უფლებები გაქვს, რაც ამ ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს.

მუხლი 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

თუ რაიმე სახის უნარშეზღუდულობა გაქვს, უნდა გაგეწიოს სგანგებო ზრუნვა, ხელშეწყობა და მოგეცეს განათლება, რათა შეძლო სავსე და დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრება და შენი შესაძლებლობების მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად მონაწილეობა.

მუხლი 24. ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანდაცვის მომსახურების მიღების უფლება

შენ გაქვს უფლება, ავადმყოფობისას მიიღო მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვა (ანუ წამლები, საავადმყოფოები და ექიმები). შენ გაქვს უფლება, გქონდეს სუფთა სასმელი წყალი, კარგი საკვები და სუფთა გარემო, ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებული ცოდნა, რათა ჯანმრთელი იყო. მდიდარი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უფრო ღარიბებს ამ მიზნის მიღწევაში.

მუხლი 25. ბავშვების მიმართ მოპყრობის პერიოდული შესწავლა

თუ შენზე სახელმწიფო ორგანოები ან დაწესებულებები ზრუნავენ და არა შენი მშობლები, შენი კონკრეტული სიტუაცია პერიოდულად უნდაშეფასდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ შენზე კარგად ზრუნავენ და კარგად გეპყრობიან.

მუხლი 26. სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მიერ გაწეული დახმარება

საზოგადოებამ, რომელშიც შენ ცხოვრობ, უნდა უზრუნველყოს შენთვის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ყველა სიკეთე (კვება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა), რომელიც დაგეხმარება განვითარებაში და კარგ პირობებში ცხოვრებაში. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის

მუხლი 27. ცხოვრების სათანადო დონე

შენ უნდა იცხოვრო კარგ პირობებში, რომლებიც დაგეხმარება ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და სოციალურ განვითარებაში. მთავრობები უნდა დაეხმარონ ამ მიზნის მიღწევაში იმ ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ ამის შესაძლებლობა.

მუხლი 28. განათლების უფლება

შენ გაქვს განათლების მიღების უფლება. სასკოლო დისციპლინის დამყარებისას აუცილებელია შენი ღირსების მიმართ პატივისცემით მოპყრობა.დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო უნდა იყოს. მდიდარი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უფრო ღარიბებს ამ მიზნის მიღწევაში.

მუხლი 29. განათლების მიზნები

განათლება მიმართული უნდა იყოს შენიპიროვნების, ნიჭისა და გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების სრული განვითარებისკენ. განათლებამ შენ ცხოვრებისთვის უნდა მოგამზადოს და უნდა შთაგინერგოს მშობლებისადმი, შენი და სხვა ერების კულტურული თვითმყოფადობისადმი პატივისცემა. შენ გაქვს უფლება, იცოდე შენი უფლებები.

მუხლი 30. უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის ბავშვები

შენ გაქვს უფლება, ისწავლო და გამოიყენო შენი ოჯახის წეს-ჩვეულებები, რელიგია და ენა, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა მათ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა.

მუხლი 31. დასვენების და თამაშისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება

შენ გაქვს დასვენებისა და თამაშის უფლება, ასევე სხვადასხვა გასართობ და კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება.

მუხლი 32. ბავშვთა შრომა

მთავრობამ უნდა დაგიცვას ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს შენს ჯანმრთელობასან განვითარებას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს შენს განათლებას ან გამოიწვიოს შენი ექსპლუატაცია სხვა ადამიანების მხრიდან.

მუხლი 33. ბავშვები და ნარკომანია

მთავრობამ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა დაგიცვას სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან, წარმოებისა თუ გავრცელებისგან.

მუხლი 34. დაცვა სექსუალური ექსპლუატაციისგან

მთავრობამ უნდა დაგიცვას სექსუალური ექსპლუატაციისგან.

მუხლი 35. ტრეფიკინგისგან, გაყიდვისა და მოტაცებისგან დაცვა

მთავრობამ უნდა დაგიცვას მოტაცებისგან,გაყიდვისა და სხვა ქვეყნებში ექსპლუატაციის მიზნით წაყვანისგან.

მუხლი 36. დაცვა ექსპლუატაციის სხვა ფორმებისგან

შენ დაცული უნდა იყო ნებისმიერი ისეთიქმედებისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენეოს შენს განვითარებას და კეთილდღეობას.

მუხლი 37. დაცვა წამებისგან, ღირსებისშემლახველი მოპყრობისა და თავისუფლების აღკვეთა

თუ კანონი დაარღვიე, დაუშვებელია შენს მიმართ სასტიკად მოპყრობა. შენ არ უნდა მოგათავსონ ციხეში ზრდასრულ ადამიანებთან ერთად და უნდა შეგეძლოს ოჯახთან კონტაქტი.

მუხლი 38. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების დაცვა

თუ შენ 15 წლის (ევროპის ქვეყნების უმეტესობაში - 18 წლის) ჯერ არა ხარ, მთავრობებმა არ უნდადაუშვან, რომ შეხვიდე ჯარში ან რაიმე სახით პირდაპირი მონაწილეობა მიიღო სამხედრო მოქმედებებში. საომარ ტერიტორიებზე მყოფმა ბავშვებმა სგანგებო დაცვა უნდა მიიღონ.

მუხლი 39. მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია

თუ შენ უგულებელყოფის, წამების ან შეურაცხყოფის, ექსპლუატაციის ან ომის მსხვერპლი ხარ, ან თუ ციხეში იჯექი, შენ უნდა მიიღო სგანგებო დახმარება შენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გაჯანსაღებისთვის და სოციალური რეინტეგრაციისთვის.

მუხლი 40. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

თუ ბრალად გედება კანონის დარღვევა, შენისე უნდა მოგეპყრონ, რომ პატივი სცენ შენს ღირსებას. შენ უნდა მიიღი იურიდიული დახმარება და თავისუფლების აღკვეთის განაჩენი მხოლოდ განსაკუთრებით სერიოზული დანაშაულებისთვის უნდა გამოგიტანონ.

მუხლი 41. პატივისცემა ადამიანის უფლებათა უფრო მაღალი სტანდარტების მიმართ

თუ შენი ქვეყნის კანონები უფრო მეტად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა რეალიზაციას, ვიდრე ეს კონვენცია, საჭიროა ამ კანონებით ხელმძღვანელობა.

მუხლი 42. კონვენციის საქვეყნოდ გავრცელება

მთავრობამ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა მშობელს, დაწესებულებასა და ბავშვს.

მუხლები 43-54. მთავრობათა მოვალეობები

კონვენციის ამ მუხლებში განმარტებულია, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ უფროსმა ადამიანებმა და მთავრობებმა, რათა ყველა ბავშვმა ისარგებლოს საკუთარი უფლებებით.

__________________

შენიშვნა:

ბავშვის უფლებათა კონვენცია მიღებული იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნაწილის სახით ძალაში შევიდა 1990 წელს. ბავშვის უფლებათა კონვენციაში 54 მუხლია, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვის უფლებებს და ასევე იმას, თუ როგორ უნდა დაიცვან მთავრობებმა ეს უფლებები და ხელი შეუწყონ მათ რეალიზაციას. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება და დადო მასში განსაზღვრული უფლებების აღიარების პირობა.

9.5 ბავშვის უფლებათა კონვენცია

▲ზევით დაბრუნება


მიღებული იქნა და გაიხსნა ხელმოწერის, რატიფიცირებისა და მიერთებისთვის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1989 წლის 20 ნოემბრის 44/25 რეზოლუციის საფუძველზე. ძალაში შევიდა 1990 წლის 2 სექტემბერს, მისი 49-ე მუხლის თანახმად.

პრეამბულა

წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები

მიიჩნევენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული პრინციპების შესაბამისად საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, თანასწორი და ხელშეუვალი უფლებების აღიარება არის დედამიწაზე თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველი, მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა წესდებაში ცხადყვეს თავიანთი ერთგულება ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მეტი თავისუფლების პირობებში ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აღიარებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში გამოაცხადა, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებში მითითებული ყველა უფლება და თავისუფლება განურჩევლად ისეთი ნიშნებისა, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსი, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა ვითარებანი, ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა ბავშვთა უფლება, განსაკუთრებული მზრუნველობით იყვნენ გარემოსილნი, დარწმუნებული არიან რა, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი, აღიარებენ რა, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, მიაჩნიათ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპე-ციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით, მხედველობაში იღებენ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“, ეყრდნობიან რა დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ, რომლებიც მოიცავს ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობას, განსაკუთრებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვთა აღსაზრდელად გადაცემისა და შვილად აყვანისას, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციისეულ მინიმალურ სტანდარტულ წესებს („პეკინის წესები“), განსაკუთრებულ ვითარებაში და შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ დეკლარაციას, აღიარებენ რა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ განსაკუთრებით რთულ პირობებში და რომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, სათანადოდ ითვალისწინებენ რა ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობას, აღიარებენ რა ყველა ქვეყანაში, კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი 1

წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

მუხლი 2

1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ დაუზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკურითუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

2. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

მუხლი 3

1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისთვის და ამისთვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისთვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

მუხლი 4

მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისთვის ასეთ ზომებს ღებულობენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

მუხლი 5

მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

მუხლი 6

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუხებელი უფლება.

2. მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.

მუხლი 7

1. ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.

მუხლი 8

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა.

2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისთვის.

მუხლი 9

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულშემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.

3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

4. იმ შემთხვევაში, როცა ასეთი დაშორებაგამომდინარეობს მონაწილე სახელმწიფოთა რომელიმე გადაწყვეტილებიდან, ანუ როცა საქმე ეხება, მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრებას, გასახლებას, დეპორტაციას ან სიკვდილს (მოცემული პირის სახელმწიფო გამგებლობაში ყოფნისას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ჩათვლით), მონაწილე სახელმწიფო ასეთ მშობლებს, ბავშვს ან, თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს მათი თხოვნით აძლევს აუცილებელ ინფორმაციას ოჯახიდან წასული წევრის/წევრების ადგილსამყოფელის შესახებ, თუ ამ ინფორმაციის მიცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნათავისთავად არ იწვევდეს შესაბამისი პირისთვის (პირთათვის) არასასურველ შედეგებს.

მუხლი 10

1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით თავის თავზე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ბავშვის ან მისი მშობლის განცხადება ოჯახის გამთლიანების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში შესვლის ან იქიდან გასვლის თაობაზე მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ პოზიტიურად, ჰუმანურად და ოპერატიულად. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენას არ მოჰყვეს არასასურველი შედეგები განმცხადებლის ან მათი ოჯახის წევრებისთვის.

2. ბავშვს, რომლის მშობლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, უფლება გააჩნია, განსაკუთრებული ვითარების გარდა, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პატივს სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფლებას დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის ჩათვლით, და დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლების მიმართ მოქმედებს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის და შეთავსებადია წინამდებარე კონვენციაში აღიარებულ სხვა უფლებებთან.

მუხლი 11

1. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს ბავშვთა უკანონოდ გადაადგილების ან საზღვარგარეთ მათი უკანონოდ დატოვების წინააღმდეგ საბრძოლველად.

2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ხელსუწყობენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დადებას ან მოქმედ შეთანხმებებთან შეერთებას.

მუხლი 12

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.

2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევაშესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმისგანხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 13

1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას,საზღვრების არსებობის მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ.

2. ამ უფლების განხორციელება, შესაძლოა, ერთგვარად შეიზღუდოს, მაგრამ ეს შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული და აუცილებელი უნდა იყოს:

ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისთვის;

ბ) სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისთვის.

მუხლი 14

1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარებად უნარებს.

3. რელიგიური აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობისა და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის.

მუხლი 15

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს ასოციაციებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებით.

2. მოცემული უფლების განხორციელების მიმართარ შეიძლება დაწესდეს რაიმე შეზღუდვა, გარდა შეზღუდვებისა, რომლებიც დაწესდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public) ინტერესებისთვის, ანმოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის.

მუხლი 16

1. არცერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადიდა ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.

2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისგან.

მუხლი 17

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისთვის სხვადასხვა ეროვნულიდა საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდო-მობას, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალებისა, რომლებიც მიმართულია ბავშვის სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობისკენ, აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობისკენ. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები

ა) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელების წახალისებას, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით და გამოხატავს 29-ე მუხლის სულისკვეთებას;

ბ) ახდენენ საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას სხვადასხვა კულტურული, ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ამგვარი ინფორმაციისა და მასალების მომზადების, გაცვლისა და გავრცელების მიზნით;

გ) ახდენენ საბავშვო ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების წახალისებას;

დ) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წახალისებას, რათა მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ ბავშვის ენობრივ მოთხოვნილებებს, რომელიც მიეკუთვნება რომელიმე უმცირესობის ჯგუფს ან მკვიდრ მოსახლეობას;

ე) ახდენენ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავების წახალისებას, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისთვის, მე-13 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

მუხლი 18

1. მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ სგანს.

2. წინამდებარე კონვენციაში გამოკვეთილ უფლებათა განხორციელების გარანტიის შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები სათანადო დახმარებას უწევენ მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს მათი მოვალეობის შესრულებაში, აღზარდონ ბავშვი და უზრუნველყოფენ საბავშვო დაწესებულებათა ქსელის განვითარებას.

3. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ღებულობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ, უფლება ჰქონდეთ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი სამსახურებითა და დაწესებულებებით, რომელთაც ბავშვთა მოვლა-პატრონობა ეკისრებათ.

მუხლი 19

1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და სგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

2. დაცვის ასეთი ღონისძიებები აუცილებლობის შემთხვევაში მოიცავს ეფექტურ პროცედურებს სოციალური პროგრამების შემუშავებისთვის იმ მიზნით, რათა აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს და იმ პირებს, ვინც მასზე ზრუნავს, აგრეთვე ხელი შეუწყონ ბავშვთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულების ზემოთაღნიშნული გამოვლინებების თავიდან აცილების, წინასწარი გამომჟღავნების, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი - სასამართლო პროცედურის აღძვრას.

მუხლი 20

1. ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა, მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს.

2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლას.

3. ასეთი მზრუნველობა შეიძლება მოიცავდეს, კერძოდ, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას, მუსლიმანური სამართლის „კაფალას“, შვილად აყვანას ან აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა მოვლა-პატრონობისთვის მოწოდებულ შესაბამის დაწესებულებაში მის მოთავსებას. მზრუნველობის ფორმის შეცვლის ვარიანტების განხილვისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობის სასურველობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.

მუხლი 21

მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენან თანხმდებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას,უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები გათვალისწინებული იქნეს უწინარეს ყოვლისა, და ისინი:

ა) უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის შვილად აყვანის ნებართვას იძლეოდეს მხოლოდ კომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც სათანადო კანონებისა და პროცედურების შესაბამისად და საქმესთან დაკავშირებული სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს, რომ შვილად აყვანა დასაშვებია მშობლებთან, ნათესავებთან და კანონიერ მეურვეებთან მიმართებაში ბავშვის სტატუსის გათვალისწინებით და რომ, თუ ეს საჭიროა, დაინტერესებული პირები შეგნებულად დათანხმდნენ შვილად აყვანას ისეთი კონსულტაციის საფუძველზე, როგორიც შეიძლება აუცილებელი იყოს;

ბ) აღიარებენ, რომ შვილად აყვანა სხვა ქვეყანაში შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, თუ ბავშვი არ შეიძლება აღსაზრდელად გადაეცეს ან შეუერთდეს ოჯახს, რომელიც შეძლებდა უზრუნველეყო მისი აღზრდა ან შვილად აყვანა და თუ იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვი დაიბადა, შეუძლებელია მისი შესაფერისი რამენაირი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;

გ) უზრუნველყოფენ, რომ სხვა ქვეყანაში ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში არსებობდეს ისეთივე გარანტიები და ნორმები, როგორიც არსებობს ქვეყნის შიგნით შვილად აყვანის დროს;

დ) იღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა ქვეყანაში შვილად აყვანის დროს ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებსარ მიეცეთ გაუმართლებელი ფინანსური მოგების მიღების საშუალება;

ე) აუცილებელ შემთხვევაში ხელს უწყობენ წინამდებარე მუხლის მიზნების მიღწევას ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების გზით და ცდილობენ ამ საფუძველზე უზრუნველყონ, რომ ბავშვის მოწყობა სხვა ქვეყანაში ხორციელდებოდეს კომპეტენტური ხელისუფლების ან ორგანოების მიერ.

მუხლი 22

1. მონაწილე სახელმწიფოები აუცილებელ ზომებს იღებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვმა, რომელსაც სურს მიიღოს ლტოლვილის სტატუსი ან რომელიც შესატყვისი საერთაშორისო ან საშინაო სამართლისა და პროცედურების ძალით ითვლება ლტოლვილად და რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს მშობლებიან ნებისმიერი სხვა პირი, ისარგებლოს სათანადო დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით წინამდებარე კონვეციაში და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ იმ სხვა საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ დოკუმენტებში აღიარებული უფლებების გამოყენებისას, რომელთა მონაწილენი არიან აღნიშნული სახელმწიფოები.

2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, როცა ამას აუცილებლად მიიჩნევენ, ხელს უწყობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და იმ სხვა კომპეტენტური სამთავრობათაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას, რომლებიც თანამშრომლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, დაიცვან ასეთი ბავშვი, დაეხმარონ მას და მოძებნონ ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის მშობლები თუ ოჯახის სხვა წევრები, რათა მიიღონ მისი ოჯახთან შეერთებისთვის აუცილებელი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როცა არ ხერხდება მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების მოძებნა, მაშინ ბავშვი, როგორც ამას ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია, უზრუნველყოფილია ისეთივე დაცვით, როგორითაც სხვა ნებისმიერი ბავშვი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო მუდმივად ან დროებით მოკლებულია ოჯახურ გარემოს.

მუხლი 23

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მას ღირსების გრძნობას, საკუთარი თავის რწმენას და უადვილებს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ უნარშეზღუდული ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს განსაკუთრებული მზრუნველობით და სათანადო რესურსების არსებობის პირობებში, ახალისებენ და უზრუნველყოფენ ამ უფლების მქონე ბავშვისთვის და მის მიმართ მზრუნველობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ისეთი დახმარების გაწევას, როგორსაც ითხოვდნენ და რომელიც შეესაბამება ბავშვისა და მისი მშობლების, ან იმ სხვა პირთა მდგომარეობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვზე მზრუნველობას.

3. უნარშეზღუდული ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებათა აღიარების ნიშნად, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დახმარება, მშობლებისა და ბავშვზე მზრუნველობის უზრუნველმყოფი სხვა პირების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად უფასოა და მიზნად ისახავს უნარშეზღუდულ ბავშვს მისცეს იმის ეფექტური შესაძლებლობა, რომ მან ისარგებლოს სგანმანათლებლო, სამედიცინო, ჯანმრთელობის აღმდგენი, პროფესიული და შრომითი საქმიანობისთვის მოსამზადებლად საჭირო მომსახურებით და დასვენების საშუალებებით, რაც ბავშვს მაქსიმალურად სრულად ჩართავს სოციალურ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მისი პიროვნების განვითარებას, რაც კულტურული და სულიერი თვალსაზრისით მის ზრდასაც მოიცავს.

4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ ინფორმაციის გავრცელებას უნარშეზღუდული ბავშვების პროფილაქტიკური ჯანდაცვისა და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური მკურნალობის დარგში, სათანადო რეაბილიტაციის, ზოგადსგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდებზე ინფორმაციის გავრცელების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმისთვის, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა გაიფართოვონ ამ დარგში თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.

მუხლი 24

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არცერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით.

2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ მიაღწიონ მოცემული უფლების სრულ განხორციელებას და, კერძოდ, აუცილებელ ზომებს იღებენ:

ა) ჩვილთა სიკვდილიანობის დონისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისთვის;

ბ) ყველა ბავშვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, იმისთვის, რომ უპირატესი ყურადღება დაეთმოს პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების გაწევას;

გ) დაავადებებთან და შიმშილობასთან ბრძოლისთვის, მათ შორის პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების ფარგლებში, ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიისა და საკმაო სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით, გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით;

დ) დედებისთვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურების გაწევისთვის;

ე) საზოგადოების ყველა ფენის, კერძოდ, მშობლებისა და ბავშვებისთვის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ძუძუთი კვების უპირატესობების გაცნობის უზრუნველყოფისთვის, ჰიგიენის, ბავშვის საცხოვრებელი გარემოს სანიტარიის დაცვისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების, აგრეთვე მათთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და ცოდნის გამოყენებაში დახმარების გაწევისთვის;

ვ) პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარებისდა ოჯახის დაგეგმვის სფეროში სგანმანათლებლო მუშაობის გაშლისა და მომსახურების განვითარებისთვის.

3. მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისთვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

4. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და განავითარონ იგი მოცემულ მუხლში აღიარებული უფლების სრული განხორციელების თანდათანობით მიღწევისთვის. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.

მუხლი 25

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით სამეურვეოდ გამწესებული ბავშვის უფლებას, იყოს დაცული და ისარგებლოს ფიზიკური თუ ფსიქიკური მკურნალობით; აღიარებენ ბავშვის უფლებას, პერიოდულად ხდებოდეს მისთვის გაწეული მკურნალობის და მის მიმართ ასეთ მეურვეობასთან დაკავშირებული სხვა პირობების შეფასება.

მუხლი 26

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველიბავშვის უფლებას, ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის ყველა სიკეთით, სოციალური დაზღვევის ჩათვლით, და აუცილებელ ზომებს იღებენ ამ უფლების სრული განხორციელებისთვის თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეს შეღავათები ბავშვს ეძლევა აუცილებლობისამებრ, მისი და მის რჩენაზე პასუხისმგებელ პირთა რესურსებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე ბავშვის მიერ ან მისი სახელით ამ შეღავათების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოსაზრების გათვალისწინებით.

მუხლი 27

1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის.

2. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები.

3. მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისთვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

4. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ახორციელებენ იმისთვის, რათა უზრუნველყონ მშობლების, ან ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელსხვა პირთა მიერ ბავშვის რჩენის აღდგენა, როგორც მონაწილე სახელმწიფოს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, თუ ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელი პირი და ბავშვი ცხოვრობენსხვადასხვა სახელმწიფოში, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთებას ან ასეთი ხელშეკრულებების დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევას.

მუხლი 28

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე ამ უფლების თანდათანობით განხორციელების მიზნით ისინი, კერძოდ:

ა) აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას;

ბ) ხელს უწყობენ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისთვის მათ ხელმისაწვდომობას და ღებულობენ ისეთ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა უფასო განათლების შემოღება და აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა;

გ) ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფენ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას ყვე-ლასთვის თითოეულის უნარის შესატყვისად;

დ) უზრუნველყოფენ განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის;

ე) ღებულობენ ზომებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და სკოლიდან განთესილ მოსწავლეთა რიცხვის შესამცირებლად.

2. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ, რათა უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინის დაცვა იმ მეთოდებით, რომლებიც ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემასა და წინამდებარე კონვენციას ეფუძნება.

3. მონაწილე სახელმწიფოები ახალისებენ და ავითარებენ საერთაშორისო თანამშრომლობას იმ საკითხებში, რომლებიც ეხება განათლებას, კერძოდ, მთელ მსოფლიოში უმეცრებისა და წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების მისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.

მუხლი 29

1. მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს:

ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისკენ;

ბ) ბავშვისთვის ადამიანის უფლებებისა დაძირითადი თავისუფლებებისადმი, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში განცხადებული პრინციპებისადმი პატივისცემის გაღვივებისკენ;

გ) ბავშვისთვის თავისი მშობლებისადმი, თავისი კულტურული თვითმყოფადობის, ენისდა ფასეულობების პატივისცემის ჩანერგვისკენ; ბავშვის აღზრდისკენ იმ ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, რომელშიც ის ცხოვრობს, ასევე იმ ქვეყნისა, საიდანაციგი არის წარმოშობით; ბავშვის პატივისცემის გაღვივებისკენ მისი საკუთარი ცივილიზაციისგან განსხვავებული ცივილიზაციისადმი;

დ) თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის, მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით ბავშვის შეგნებული ცხოვრებისთვის მომზადებისკენ;

ე) გარემოსადმი პატივისცემის სულისკვეთებით ბავშვის აღზრდისკენ.

2. წინამდებარე ან 28-ე მუხლის არცერთი ნაწილი არ ზღუდავს ცალკეული პირებისა და ორგანოების თავისუფლებას, შექმნან სასწავლო დაწესებულებები და უხელმძღვანელონ მათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პრინციპების მუდმივი დაცვისა და იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ასეთ სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ ნორმებს.

მუხლი 30

იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები ან პირები, რომლებიც მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნებიან, ბავშვს, რომელიც ასეთ უმცირესობას ან მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნება, არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, რომ თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეზიაროს საკუთარ კულტურას, აღიაროს თავისი რელიგია და შეასრულოს მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე გამოიყენოს მშობლიური ენა.

მუხლი 31

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება, მისი ასაკისთვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და ახალისებენ ბავშვის უფლებას, ყოველმხრივი მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში, ხელს უწყობენ მისთვის სათანადო და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თავისუფალი დროით სარგებლობისა და დასვენებისთვის.

მუხლი 32

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსშესრულებისგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდესმის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლებისმიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას,ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომებს, ატარებენ ღონისძიებებს განათლებისსფეროში, რათა განხორციელდეს წინამდებარე მუხლი. ამ მიზნით, ხელმძღვანელობენ რა სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ:

ა) ადგენენ სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს ან მინიმალურ ასაკებს;

ბ) განსაზღვრავენ სამუშაო დღის ხანგრძლივობასა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ აუცილებელ მოთხოვნებს;

გ) ითვალისწინებენ სასჯელის შესაბამის სახეობებსან სხვა სანქციებს წინამდებარე მუხლის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 33

მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სოციალური ზომების ჩათვლით, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ხმარებისგან და არ დაუშვან ბავშვების გამოყენება ამ ნივთიერებათა კანონსაწინააღმდეგო წარმოებაში ან ვაჭრობაში.

მუხლი 34

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, დაიცვან ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ცდუნების ყველა ფორმისგან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ორმხრივ და მრავალმხრივ ეროვნულ დონეებზე ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ:

ა) ბავშვის დაყოლიება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ ქმედებაზე ან ბავშვის იძულება, მონაწილეობდეს ასეთ ქმედებაში;

ბ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში;

გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში.

მუხლი 35

მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავი დან აიცილონ ბავშვთა მოტაცება, ბავშვებით ვაჭრობა ან მათი კონტრაბანდ ნებისმიერი მიზნებით და ნებისმიერი ფორმით.

მუხლი 36

მონაწილე სახელმწიფოები ბავშვს იცავენ ექსპლუატაციის ყველა სხვა ფორმისგან, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის კეთილდღეობის ნებისმიერ ასპექტს.

მუხლი 37

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:

ა) არცერთი ბავშვი არ იყოს წამების, საერთოდ, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. არც სიკვდილით დასჯა, არც მუდმივი პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს განთავისუფლების შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს;

ბ) არცერთ ბავშვს არ აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდებაკანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში.

გ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ეპყრობოდნენ ჰუმანურად და პიროვნების განუყრელი ღირსების პატივისცემით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებები. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისგან, თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებისთვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის ან შეხვედრების ფორმით, განსაკუთრებულ გარემოებათა გამოკლებით;

დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყონებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება, გააპროტესტოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და რომ მათ დაუყონებლივ გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი პროცესუალური ქმედების თაობაზე.

მუხლი 38

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს მათ მიმართ ძალის მქონე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ბავშვებთან დაკავშირებულ ნორმებს და უზრუნველყონ მათი დაცვა.

2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა უზრუნველყონ, რომ 15 წელს მიუღწეველი პირები პირდაპირ არ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში.

3. მონაწილე სახელმწიფოები თავს იკავებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ყველა იმ პირის გაწვევისგან, რომელთაც არ მიუღწევიათ 15 წლისასაკისთვის. 15 წელს გადაცილებულ იმ პირთა გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ შეარჩიონ უფრო ასაკოვანი პირები.

4. შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინაშე თავისი ვალდებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები მოვალენი არიან მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა შეიარაღებულ კონფლიქტებში მოხვედრილ ბავშვთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 39

მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას იღებენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც ნებისმიერი სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციის ან ბოროტად გამოყენების, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, სასჯელის ან შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლია. ასეთი გაჯანსაღება და რეინტეგრაცია უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გრძნობის შენარჩუნების უზრუნველმყოფ პირობებში.

მუხლი 40

1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისთვის ხელშეწყობის სასურველობას.

2. ამ მიზნით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ:

ა) არცერთი ბავშვი არ ითვლებოდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, მას ბრალად არ დაედოს მისი დარღვევა და ის არ იქნეს აღიარებული დამნაშავედ იმ ქმედების ან არქმედების მიზეზით, რომლებიც მათი ჩადენის დროს არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით;

ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ანბრალი ედება მის დარღვევაში, ჰქონდეს, სულ ცოტა, შემდეგი გარანტიები:

I) უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი დანაშაული არ იქნება დამტკიცებული კანონის შესაბამისად;

II) მისი დაუყოვნებელი და უშუალო ინფორმირება - აუცილებლობის შემთხვევაში კი ინფორმირება მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით - მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ დასამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარებისმიღება თავისი დაცვის მომზადებისა და განხორციელებისთვის;

III) კომპეტენტური, დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლო ორგანოს მიერ სამართლიანი განხილვის შედეგად განსახილველ საკითხზე დაუყოვნებელი გადაწყვეტილების მიღება კანონის თანახმად, ადვოკატის ან სხვა შესაბამისი პირის თანდასწრებით და, თუკი ეს არ ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, მისი ასაკის ან მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით;

IV) ბავშვის დაცვა ჩვენების მიცემის ან დანაშაულის აღიარების მიზნით მასზე ძალდატანების მოხდენისგან; ბრალდების მოწმეთა ჩვენებების შესწავლა დამოუკიდებლად, ან სხვა პირთა დახმარებით და დაცვის მოწმეთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობისა და მათი ჩვენებების შესწავლის უზრუნველყოფა;

V) თუ ითვლება, რომ ბავშვმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ზემდგომი კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელიორგანოს ან სასამართლო ორგანოს მიერ კანონის თანახმად შესაბამისი გადაწყვეტილების და მასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ღონისძიების ხელახალი განხილვა;

VI) თარჯიმნის უფასო დახმარება, თუ ბავშვსარ ესმის გამოყენებული ენა ან ვერ ლაპარაკობს ამ ენაზე;

VII) მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა საქმის გარჩევის ყველა სტადიაზე.

3. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ბავშვებთან უშუალო დამოკიდებულების მქონე კანონების, პროცედურების, ორგანოებისადა დაწესებულებების ჩამოყალიბებას, რომლებმაც,როგორც ითვლება, დაარღვიეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან აღიარებული არიან მის დამრღვევებად და, კერძოდ:

ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის მიღწევამდეც, როგორც ითვლება, ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი;

ბ) როცა ეს აუცილებელი და სასურველია, ასეთიბავშვების მიმართ ზომების მიღებას სასამართლო განხილვის გარეშე, ადამიანის უფლებათა და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვით;

4. აუცილებელია ისეთი სხვადასხვაგვარი ღონისძიებები, როგორიცაა მოვლა, მეურვეობისა და მეთვალყურეობის დებულება, საკონსულტაციო მომსახურება, გამოსაცდელი ვადის დანიშვნა,აღზრდა, სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამები და მოვლის ისეთი ფორმები, რომლებიც დაწესებულებებში მოვლას შეიძლება შეენაცვლოს. ამ ღონისძიებათა მიზანია ბავშვისადმი იმგვარი მოპყრობის უზრუნველყოფა, როგორიც შეესაბამება ბავშვის კეთილდღეობის ინტერესებს, აგრეთვე მის მდგომარეობას და დანაშაულის ხასიათს.

მუხლი 41

წინამდებარე კონვენცია არ აბრკოლებს იმგვარ დებულებათა განხორციელებას, რომლებიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა რეალიზაციას და შეიძლება დაფიქსირებული იყოს:

ა) მონაწილე სახელმწიფოს კანონში;

ან

ბ) მოცემული სახელმწიფოს მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებში.

ნაწილი II

მუხლი 42

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, სათანადო და ქმედითი საშუალებების გამოყენებით ფართო ინფორმაცია მიაწოდონ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების თაობაზე.

მუხლი 43

1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით ფუძნდება ბავშვის უფლებების კომიტეტი, რომელიც ასრულებს ქვემოთ მითითებულ ფუნქციებს.

2. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისგან, რომლებსაც აქვთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და კომპეტენტურად არიან აღიარებულნი წინამდებარე კონვენციით მოცულ სფეროში. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეთა შორის და ისინი წარმოდგენილნი არიან დამოუკიდებელ პიროვნებათა სტატუსით, ამასთან, ყურადღება მახვილდება სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებაზე, აგრეთვე ძირითად სამართლებრივ სისტემებზე.

3. კომიტეტის წევრები აირჩევიან მონაწილე სახელმწიფოების მიერ წამოყენებულ, სიაში შეტანილ პირთაგან ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წამოაყენოს ერთი პირი თავისი მოქალაქეებიდან.

4. კომიტეტში პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, შემდგომ კი - ორ წელიწადში ერთხელ. ყოველ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე მაინც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს წერილით და სთავაზობს მათ წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის ვადაში. შემდეგ გენერალური მდივანი ანბანის რიგის მიხედვით ადგენს ამგვარად დასახელებული ყველა კანდიდატის სიას, მიუთითებს რა მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც წამოაყენეს ეს პირები, და ამ სიას წარუდგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს.

5. არჩევნები ტარდება მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე, რომელიც მოიწვევა გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში. ამ თათბირზე, სადაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი ქმნის ქვორუმს, კომიტეტის შემადგენლობაში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.

6. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხწლიანი ვადით. მათ აქვთ უფლება, ხელახლა იქნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება ორწლიანი პერიოდის ბოლოს; პირველი არჩევნებისთანავე ამ ხუთ წევრს წილისყრით განსაზღვრავს თათბირის თავმჯდომარე.

7. კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, ან თუ მას რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია შეასრულოს კომიტეტის წევრის მოვალეობები, ამ წევრის წამომყენებელი მონაწილე სახელმწიფო თავის მოქალაქეთაგან დარჩენილი ვადისთვის ნიშნავს სხვა ექსპერტს, კომიტეტის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში.

8. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს.

9. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით.

10. კომიტეტის სესიები, როგორც წესი,ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას. კომიტეტი, როგორც წესი, თავის სესიებს ატარებს ყოველწლიურად. კომიტეტის სესიების ხანგრძლივობა განისაზღვრება და აუცილებლობის შემთხვევაში იცვლება წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე გენერალური ასამბლეის თანხმობით.

11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოყოფს აუცილებელ პერსონალსა და მატერიალურ საშუალებებს, რათა კომიტეტმა, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ეფექტურად განახორციელოს თავისი ფუნქციები.

12. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დაფუძნებული კომიტეტის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან ღებულობენ გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებულ ანაზღაურებას გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

მუხლი 44

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები მათ მიერ მიღებულიზომების შესახებ კონვენციით განმტკიცებულ უფლებათა დამკვიდრებისა და ამ სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით:

ა) მონაწილე სახელმწიფოსთვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში;

ბ) ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში;

2. წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილმოხსენებებში მითითებულია ფაქტორები და სირთულეები, თუკი ასეთი არსებობს, რომლებიც ზემოქმედებს ამ კონვენციის ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე. მოხსენებები აგრეთვე შეიცავს საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რათა კომიტეტისთვის სრულიად გასაგები იყოს, როგორ მოქმედებს კონვენცია მოცემულ ქვეყანაში.

3. მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც კომიტეტს წარუდგენს ყოვლისმომცველ პირველად მოხსენებას, არ სჭირდება წინამდებარე მუხლის 1ბ პუნქტის მიხედვით წარდგენილ შემდგომ მოხსენებებში გაიმეოროს ადრე გადმოცემული ძირითადი ინფორმაცია.

4. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.

5. მოხსენებები კომიტეტის საქმიანობის შესახებეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით ორ წელიწადში ერთხელ წარედგინება გენერალურ ასამბლეას.

6. მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ქვეყნებშიუზრუნველყოფენ თავიანთი მოხსენებების ფართო საჯაროობას.

მუხლი 45

კონვენციის განხორციელებისთვის ეფექტური ხელშეწყობისა და წინამდებარე კონვენციით მოცულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:

ა) სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს უფლება აქვთ წარმოდგენილნი იყვნენ წინამდებარე კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების შესახებ საკითხთა განხილვაში, რომლებიც მათ უფლებამოსილებაში შედის. მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს, წარმოადგინონ ექსპერტთა დასკვნა კონვენციის განხორციელების თაობაზე იმ სფეროებში, რომლებიც შედის მათი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს სთხოვოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის;

ბ) მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტი სპეციალიზებულ დაწესებულებებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნის მონაწილე სახელმწიფოების ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეიცავს თხოვნას ტექნიკური კონსულტაციის ან დახმარების შესახებ, ან მიუთითებს მის საჭიროებაზე, აგრეთვე კომიტეტის შენიშვნებსა და წინადადებებს მსგავსი თხოვნისა და მითითებების თაობაზე.

გ) კომიტეტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გენერალურ ასამბლეას, წინადადება მისცეს გენერალურ მდივანს, რათა მან ასამბლეის სახელით ჩაატაროს კვლევა ცალკული საკითხების შესასწავლად, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება.

დ) კომიტეტს შეუძლია წარადგინოს წინამდებარე კონვენციის 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები. ასეთი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ნებისმიერ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს და ეცნობება გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოთა შენიშვნებთან ერთად, თუკი ასეთი რამ არსებობს.

ნაწილი III.

მუხლი 46.

წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოს მიერ ხელმოსაწერად.

მუხლი 47.

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 48.

წინამდებარე კონვენცია ღიაა მასთან ნებისმიერი სახელმწიფოს შეერთებისთვის. დოკუმენტები შეერთების შესახებ ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 49.

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.

2. ყოველი სახელმწიფოსთვის, რომელიცწინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან მას შეუერთდება მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.

მუხლი 50.

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შეთავაზება და წარდგენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის. ამის შემდეგ გენერალური მდივანი შესწორებას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით - მიუთითონ, მხარს უჭერენ თუ არა ამ წინადადების განსახილველად და კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოების თუნდაც ერთი მესამედი მაინც მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული შესწორება დასამტკიცებლად წარედგინება გენერალურ ასამბლეას.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორ-განიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მისი დამტკიცებისა და მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მომცველი უმრავლესობის მიერ მისი მიღების შემდეგ.

3. შესწორება ძალაში შესვლისთანავე ხდება სავალდებულო იმ მონაწილე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც იგი მიიღეს, სხვა მონაწილე სახელმწიფოებისთვის კი სავალდებულო რჩება წინამდებარე კონვენციის დებულებები და ნებისმიერი წინა შესწორება, რომელიც მათ მიერ არის მიღებული.

მუხლი 51.

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგენერალური მდივანი ღებულობს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შენიშვნების ტექსტს.

2. არ დაიშვება შენიშვნა, რომელიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან.

3. შენიშვნების მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელიც შემდეგ ამის თაობაზე აცნობებს ყველა სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების დღიდან.

მუხლი 52.

ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსირება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

მუხლი 53.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარად.

მუხლი 54.

წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

რის დასამოწმებლადაც ქვემორე ხელისმომწერნი, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი სრულუფლებიანიწარმომადგენლები, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

9.6 ადამიანის უფლებების სიტყვარი

▲ზევით დაბრუნება


შენიშვნა: წინამდებარე სიტყვარში მითითებული ტერმინები კომპასიტო”-ში გამოყოფილი სახით გვხვდება.

ადამიანისა და ხალხის უფლებათა აფრიკულიქარტია (აფრიკული ქარტია): ადამიანის უფლებათა რეგიონული შეთანხმება აფრიკის კონტინენტისთვის, რომელიც 1981 წელს მიიღო აფრიკის ერთობის ორგანიზაციამ.

ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (ამერიკული კონვენცია): ადამიანის უფლებათა რეგიონული შეთანხმება, რომელიც 1969 წელს მიიღო ამერიკის სახელმწიფოთაშორისმა ორგანიზაციამ ამერიკის სახელმწიფოებისთვის. კონვენცია ვრცელდება ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე.

ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები: სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ნებისმიერი ოფიციალური, წერილობითი დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს უფლებებს არასავალდებულო ხასიათის პრინციპების სახით (დეკლარაცია) ან ახდენს უფლებათა კოდიფიცრებას და ეს დოკუმენტები იურიდიულად სავალდებულო ხდება იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ახდენენ მათ რატიფიცირებას (პაქტი, შეთანხმება ან კონვენცია).

ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა: ერთობლიობა მუდმივად განვითარების პროცესში მყოფი და ურთიერთდაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტებისა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს და აყალიბებს მექანიზმებს მათი დაცვისა და განხორციელების ხელშეწყობისთვის.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (საყოველთაო დეკლარაცია): მიღებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს. გაერო-ს ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებს. ყველა წევრ სახელმწიფოს დადებული აქვს საყოველთაო დეკლარაციის შესრულების პირობა. მართალია, დეკლარაცია ჩაფიქრებული იყოარასავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტად, მაგრამდროთა განმავლობაში მისმა დებულებებმა ისეთი ფართო აღიარება ჰპოვა, რომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ის საერთაშორისო სამართლის ჩვეულებრივი ნაწილია.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია): რეგიონული შეთანხმება ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც ევროპის საბჭომ 1950 წელს მიიღო. ევროპის საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფო მიერთებულია ამ კონვენციას. საბჭო ელის, რომ ყველა ახალი წევრი რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებას.

ალტერნატიული ანგარიში: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაწესებულებების ან პირების მიერ მომზადებული არაოფიციალური ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ შეთანხმების მონიტორინგის განმახორციელებელი კომიტეტისთვის წარსადგენად. ასეთ ანგარიშებში, ჩვეულებრივ, მოყვანილია მთავრობის ანგარიშის (რომელსაც მთავრობა წარუდგენს კომიტეტსშეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებისსახით შეთანხმებასთან შესაბამისობისა და მისიგანხორციელების შესახებ) საწინააღმდეგო მოსაზრებები ან დამატებითი ფაქტები.

არაფორმალური განათლება: ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები: ორგანიზაციები, რომლებსაც ქმნიან ადამიანები, რომლებიც არ შედიან მთავრობაში. არასამთავრობო ორგანიზაციებიმ ონიტორინგს უწევენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე უწყებების (როგორიც არის, მაგალითად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო) მუშაობას და დგანან ადამიანის იმ უფლებათა სადარაჯოზე, რომლებზეც მათი მანდატი ვრცელდება. ზოგიერთი მათგანი დიდია და საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი აქვს (მაგალითად, „წითელი ჯვარი“, „Amnesty International“, „Scouts“); სხვები შეიძლება პატარა და ადგილობრივიმასშტაბის იყოს (მაგალითად, ორგანიზაცია, რომელიციცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსრომელიმე ქალაქში; კოალიცია ლტოლვილთა ბანაკში ქალთა უფლებების დასაცავად). არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გაერო-ს პოლიტიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით და ბევრი მათგანი გაერო-ში ოფიციალური საკონსულტაციო სტატუსითაც სარგებლობს.

არაოფიციალური განათლება: მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც ყველა ადამიანი ითვისებს დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, იძენს უნარ-ჩვევებსა და ცოდნას საკუთარი გარემოცვის განმანათლებელი გავლენის და რესურსების, აგრეთვე, ყოველდღიური გამოცდილების მეშვეობით (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი და ბიბლიოთეკა, მასმედია, სამუშაო, თამაში).

ბავშვის უნართა განვითარება: ბავშვის უფლებათა კონვენციაში ჩამოყალიბებული პრინციპი, რომელიც გვირჩევს ბავშვის უფლებების უფრო ფართო განხორციელებას მისი შემეცნებითი და ემოციური მოწიფულობის ზრდის გათვალისწინებით.

ბავშვის უფლებათა დეკლარაცია: მიიღო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1959 წელს. ეს დოკუმენტი, რომელსაც არა აქვს სამართლებრივად მავალდებულებელი ხასიათი, აყალიბებს ათ ზოგად პრინციპს, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო 1989 წელს მიღებულ ბავშის უფლებათა კონვენციას.

ბავშვის უფლებათა კონვენცია (ბავშვთა კონვენცია) (მიღებულია 1989 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1990 წელს): კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო, კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა მთელ სპექტრს ბავშვებისთვის.

განუყოფელი: გულისხმობს ადამიანის ყველა უფლების თანაბარ მნიშვნელობას. ადამიანსვერავინ წაართმევს უფლებას იმის გამო, რომ ის „ნაკლებად მნიშვნელოვანია“ ან „უმნიშვნელოა“ .

გენდერი: სოციალური ცნება, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ქალებისა და მამაკაცების როლების, დამოკიდებულებების, ფასეულობებისა და მათშორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მაშინ,როცა სქესს ბიოლოგია განაპირობებს, გენდერი განპირობებულია საზოგადოებით, რომელიც თითქმის ყოველთვის ცდილობს ქალების დაქვემდებარებას მამაკაცებისთვის.

გენოციდი: ქმედებები, რომლებიც ჩადენილია მთლიანად ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურების განზრახვით.

დათქმა: გამონაკლისები, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები უშვებენ შეთანხმების ხელმოწერისას (ანუ ის დებულებები, რომელთა შესრულებაზე ისინიარ არიან თანახმა). თუმცა დათქმებმა ხელი არ უნდა შეუშალოს შეთანხმების ძირითად მნიშვნელობას.

დეკლარაცია: დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია შეთანხმებული პრინციპები და სტანდარტები. დეკლარაცია არ ატარებს სამართლებრივად მავალდებულებელ ხასიათს. გაერო-ს კონფერენციებზე (როგორიც არის, მაგალითად, ვენაში 1993 წელს ჩატარებული გაერო-ს კონფერენცია ადამიანის უფლებათა სფეროში და 1995 წელს პეკინში ჩატარებული მსოფლიო კონფერენცია ქალთა საკითხებზე), ჩვეულებრივ, იღებენ ორი სახის დეკლარაციებს: პირველიამთავრობათა წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტები და მეორე - შემუშავებული არასამთავრო ორგანიზაციების მიერ. გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხშირად გამოსცემს დიდი გავლენის მქონე დეკლარაციებს, რომლებსაც არა აქვს სამართლებრივად მავალდებულებელი ხასიათი.

ევროპის კულტურული კონვენცია (მიღებულია ევროპის საბჭოს მიერ 1954 წელს, ძალაში შევიდა 1955 წელს): რეგიონული შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს განათლების, კულტურის, მემკვიდრეობის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროპის საბჭოს საქმიანობის ოფიციალურ საფუძველს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემავსებელი დოკუმენტი - ევროპის კულტურული კონვენცია - მიზნად ისახავს ევროპული კულტურის შენარჩუნებას, ურთიერთგაგებისა და ევროპის სხვადასხვა ხალხის კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.

ევროპის საბჭო: 1949 წელს დაარსებული ევროპის საბჭო პირველი ევროპული მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა. დღეს მისი 47 წევრი სახელმწიფო ევროპის პრაქტიკულად მთელ კონტინენტს ფარავს. ევროპის საბჭო მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით საერთო დემოკრატიული და სამართლებრივი პრინციპების დამკვიდრებას.

ევროპის სოციალური ქარტია (მიღებულია ევროპის საბჭოს მიერ 1961 წელს, ხოლო გადასინჯული 1996 წელს): რეგიონული შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. ქარტია ავსებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც ძირითადად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ეხება.

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (მიღებულია 1966 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1976 წელს): აცხადებს, რომ ყველა ხალხს აქვს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრი.

იუნისეფი (გაერო-ს ბავშვთა ფონდი): იუნისეფი, რომელსაც მანდატი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ აქვს მინიჭებული, ახდენს ბავშვთა უფლებების დაცვის პროპაგანდირებას, რათა დახმარება გაუწიოს მათ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და გააფართოოს მათი შესაძლებლობები პოტენციალის სრულად განსახორციელებლად. თავის საქმიანობაში იუნისეფი ბავშვის უფლებათა კონვენციით ხელმძღვანელობს. იგი იღვწის, რომ დაამკვიდროს კონვენცია როგორც უკვდავი ეთიკური პრინციპებისა და ბავშვების მიმართ ქცევის საერთაშორისო სტანდარტების კრებული.

კოდიფიცირება: კანონის ან უფლებების წერილობით ინსტრუმენტში ოფიციალურად გაფორმების პროცესი.

კოლექტიური უფლებები: ჯგუფების უფლებები, რომელთა დანიშნულებაა ჯგუფის წევრთა ინტერესებისა და ინდივიდუალობის დაცვა; ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „მესამე თაობის უფლებები“ .

კონვენცია: იურიდიულად მავალდებულებელი ძალის მქონე შეთანხმება სახელმწიფოებს შორის; იხმარება შეთანხმებისა და პაქტის სინონიმად. კონვენციას მეტი ძალა აქვს, ვიდრე დეკლარაციას, ვინაიდან იგი იურიდიულად ავალდებულებს იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებმაც მისი რატიფიცირება მოახდინეს. როდესაც, მაგალითად, გაერო-ს გენერალური ასამბლეა ღებულობს კონვენციას, იგი აყალიბებს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ კონვენციის მიღების შემდეგ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონვენციის რატიფიცირება და ამით მისთვის საერთაშორისო სამართლის სტატუსის მინიჭება.

კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ (კონვენცია გენოციდის შესახებ, 1951წ.) (მიღებულია 1948 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1951 წელს): საერთაშორისო კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს და კრძალავს გენოციდს; გაერო-ს პირველი საერთაშორისო შეთანხმება.

კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (მიღებულია 2006 წელს): პირველი კონვენცია, რომელიც აყალიბებს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური და ფსიქოსოციალური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.

მეორე თაობის უფლებები: გულისხმობს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, როგორიც არის ცხოვრების სათანადო დონე, ჯანმრთელობის დაცვა, საცხოვრებელი და განათლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ახდენს ამ უფლებათა კოდიფიცირებას. იმის გამო, რომ ეს ტერმინი გვაფიქრებინებს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იერარქიული თვალსაზრისით უფრო მაღლა დგას ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე, იგი სულ უფრო ნაკლებად იხმარება.

მესამე თაობის უფლებები: იხ. კოლექტიური უფლებები.

მთავრობათაშორისი ორგანიზაციები: ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებენ რამდენიმე ქვეყნის მთავრობები მათი ძალისხმევის კოორდინირების მიზნით; ზოგიერთი ამ ორგანიზაციათაგან რეგიონულია (მაგალითად, ევროპის საბჭო, აფრიკის ერთობის ორგანიზაცია), ზოგი ალიანსია (მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - „ნატო“), ხოლო ზოგი ამა თუ იმ კონკრეტულ მიზანს ემსახურება(მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და იუნესკო - გაერო-ს ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში).

ფორმალური განათლება: განათლების სტრუქტურირებული სისტემა დაწყებითიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელმაც შეიძლება აგრეთვე მოიცვას ტექნიკური და პროფესიული ტრენინგის სპეციალური პროგრამები.

პაქტი: იურიდიულად მავალდებულებელი ძალის მქონე შეთანხმება სახელმწიფოებს შორის; იხმარება კონვენციისა და შეთანხმების სინონიმად. ადამიანის უფლებების სფეროში ორი ძირითადი პაქტია - სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი. ორივე პაქტი 1966 წელს იქნა მიღებული და 1976 წელს შევიდა ძალაში.

პირველი თაობის უფლებები: ტერმინი, რომელიც ეხება ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას, როგორიც არის ხმის მიცემა, საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, რელიგიის, გაერთიანებათა შექმნის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და სიცოცხლის უფლება. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით ხდება ამ უფლებათა კოდიფიცირება. იმის გამო, რომ ეს ტერმინი გვაფიქრებინებს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იერარქიული თვალსაზრისით უფრო მაღლა დგას მეორე თაობის უფლებებზე, ანუ ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე, იგი სულ უფრო ნაკლებად იხმარება.

პოზიტიური დისკრიმინაცია: იხ. საკომპენსაციო ქმედება.

ჟენევის კონვენციები: 1949 წელს შვეიცარიაში, ჟენევაში განლაგებული „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ თაოსნობით მიღებულია ოთხი შეთანხმება. ამ შეთანხმებებით ხდება 1864 და 1929 წლებში მიღებული თავდაპირველი კონვენციების გადასინჯვა და გაფართოება. კონვენციები სგანგებოდ იცავს ავადმყოფ და დაჭრილ ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს, სამხედრო ტყვეებს და მტრის მიერ კონტროლირებულ მშვიდობიან მოსახლეობას.

რატიფიცირება: პროცესი, რომლის მეშვეობითსახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს მთავრობის მიერ შეთანხმების ხელმოწერას; ოფიციალური პროცედურა, რომლითაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება შეთანხმების შესრულებაზე მასთან მიერთების შემდეგ.

საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად (რასიზმის საწინააღმდეგო კონვენცია) (მიღებულია 1965 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1969 წელს): კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს და კრძალავს რასის ნიშნით დისკრიმინაციას.

საკომპენსაციო დისკრიმინაცია: მთავრობისან კერძო დაწესებულების მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს წარსულში განათლებასა თუ დასაქმებაში დისკრიმინაციის კომპენსაციას.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (მიღებულია 1966 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1976 წელს): აცხადებს, რომ ყველა ხალხს აქვს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ფართო სპექტრი და აყალიბებს საშუალებებს იმის მონიტორინგისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა პატივი სცენ ამ უფლებებს.

საყოველთაობა: პრინციპი, რომ ადამიანის ყველა უფლება ეკუთვნის ყველა ადამიანს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოებაში.

სოლიდარული უფლებები: იხ. კოლექტიური უფლებები.

სპეციალური მომხსენებელი: პირი, რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა რომელიმე უწყება ნიშნავს კონკრეტულ თემასთან (მაგალითად, ბავშვებით ვაჭრობასთან, ბავშვთა პროსტიტუციასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ქალების მიმართ ძალადობასთან) დაკავშირებით მოხსენების მომზადების ან რომელიმე ქვეყანაზე ინფორმაციის მოგროვების მიზნით.

სტერეოტიპი: ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუთვითცნობიერებელი აღქმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია.

ურთიერთდამოკიდებული: გულისხმობს ადამიანის უფლებათა ურთიერთდამხმარე სისტემას. მაგალითად, თქვენი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ თქვენი მთავრობის მუშაობის პროცესში, უშუალო კავშირშია თქვენს უფლებასთან, გამოხატოთ თქვენი შეხედულებები, მიიღოთ განათლება და პირველადი საჭიროების საგნებიც კი.

ფაკულტატური ოქმი: შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სხვა შეთანხმებაში შედის ცვლილებები (მაგალითად, ემატება ახალი პროცედურები ან დებულებები). მას „ფაკულტატური“ იმიტომ ეწოდება, რომ მთავრობას, რომელმაც მოახდინა თავდაპირველი შეთანხმების რატიფიცირება, შეუძლია მიიღოსგადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, მოახდინოს თუ არა ამ ოქმით შეტანილი ცვლილებების რატიფიცირება.

ფაკულტატური ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების მონაწილეობის შესახებ: 2000 წელს ბავშვის უფლებათა კონვენციაში შეტანილი შესწორება, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის დასაშვებ მინიმალურ ასაკსთავდაპირველი თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე ზრდის.

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია (ქალთა კონვენცია) (მიღებულია 1979 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1981 წელს): იურიდიულად მავალდებულებელი ძალის მქონე პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კრძალავს ქალთა დისკრიმინაციას და ავალდებულებს მთავრობებს, მიიღონ ქმედითი ზომები ქალთა თანასწორობის დასამკვიდრებლად.

ქსენოფობია: უცხოელების, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისა და თუ ზოგადად ყველაფერიუცხოურის შიში. ქსენოფობიამ შეიძლება მიგვიყვანოს უცხოელთა დისკრიმინაციამდე, რასიზმამდე, ძალადობამდე და შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი.

შეთანხმება: ოფიციალური შეთანხმება სახელმწიფოებს შორის, რომელიც განსაზღვრავს და მოდიფიცირებას უკეთებს მათ მოვალეობებსა და ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ; იხმარება კონვენციისა და პაქტის სინონიმად. როდესაც წევრი სახელმწიფოები ახდენენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული შეთანხმების რატიფიცირებას, ამ შეთანხმებისმუხლები სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ ვალდებულებათა ნაწილი ხდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: ჩამოყალიბდა 1919 წელს ვერსალის საზავოხელშეკრულების ფარგლებში. 1946 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო-ს სპეციალიზებული სააგენტო გახდა. საკუთარი მანდატის - გააუმჯობესოს სამუშაო პირობები და ხელი შეუწყოს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას - საფუძველზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო რიგი კონვენციებისა, რომლებიც ეხება ბავშვთა უფლებებს, განსაკუთრებით კი ბავშვთა შრომას.

ძალაში შესვლა: პროცესი, რომლის მეშვეობითაც შეთანხმება ღებულობს სამართლებრივად მავალდებულებელ ძალას სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება. ეს ხდება, როდესაც მიიღწევა რატიფიცირებათა ის სავალდებულო მინიმალური ოდენობა, რომელსაც შეთანხმება მოითხოვს.

წამების თავიდან აცილების შესახებ ევროპული კონვენცია: რეგიონული შეთანხმება ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც ევროპის საბჭომ 1987 წელს მიიღო. კონვენცია მიზნად ისახავს, აღკვეთოს სხვადასხვა სახის დარღვევები სახელმწიფო ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ადგილას - მაგალითად, ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრებში, პოლიციის უბნებში, ლტოლვილთა ბანაკებში თუ ფსიქიატრიულ კლინიკებში - დაკავებული ადამიანების მიმართ.

წევრი სახელმწიფოები: მთავრობათაშორისი ორგანიზაციების (მაგალითად, გაერო-ს, ევროპის საბჭოს) წევრი ქვეყნები.

ხელშეუვალი: გულისხმობს უფლებებს, რომლებიც აქვს ყველა ადამიანს და რომელთა წართმევა ადამიანისთვის დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: მთავრობათაშორისი ორგანიზაცია გაერო-ს ფარგლებში, რომელიც მუშაობს მსოფლიო მასშტაბით ადამიანთა ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.

ჰუმანიტარული სამართალი: კანონთა კრებული, რომელიც ძირითადად ჟენევის კონვენციებს ეფუძნება და იცავს გარკვეული კატეგორიის ადამიანებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ეხმარება დაზარალებულებს და ზღუდავს ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებს, რათა მინიმუმადე შეამციროს ნგრევა, ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა და ტანჯვა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.

9.7 სასარგებლო წყაროები

▲ზევით დაბრუნება


შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროები იძლევა ზოგად ინფორმაციას ბავშვთა უფლებების შესახებ,მაგრამ ეს არ არის სრული ნუსხა. კონკრეტულ თემებთან დაკავშირებული წყაროების მოსაძიებლად იხილეთ V თავი, „შერჩეული თემები ადამიანის უფლებათა სფეროში“.

Action Aid: www.actionaid.org

Amnesty International: http://web.amnesty.org

ბერნარ ვან ლეერის ფონდი (BVLF): www.bernardvanleer.org

კოალიცია ჯარისკაცი-ბავშვების გამოყენების აკრძალვისთვის (CSC): www.child-soldiers.org

„ბავშვის უფლებათა საინფორმაციო ქსელი“ (CRIN): www.crin.org

  • ალიანსი „ბავშვები - პარტნიორები“: www.crin.org/childrenaspartners/

  • საკოორდინაციო ცენტრი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საკითხებში: www.crin.org/organisations/vieworg.asp?id=725

  • არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი ბავშვის უფლებათა განსახორციელებლად: www.crin.org/NGOGroupforCRC

ბავშვთა სახლი: http://child-abuse.com/childhouse/

ბავშვების, ახალგაზრდებისა და საოჯახო პოლიტიკის საკითხებში საერთაშორისო მოვლენათა საინფორმაციო ცენტრი: www.childpolicyintl.org

Childnet International: www.childnet-int.org

„ჯარისკაცი-ბავშვები“: www.childsoldiers.org/home/

„მშრომელი ბავშვები აზიაში“ (CWA): www.cwa.tnet.co.th

ადამიანის უფლებების სფეროში განათლების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების კრებული:

www.hrea.org/compendium

ევროპის საბჭო: www.coe.int

ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად: www.coe.int/children

ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატი: www.coe.int/youth

განათლება დემოკრატიული მოქალაქეობის აღსაზრდელად: ww.coe.int/t/dg4/education/edc/default-EN.asp?

ახალგაზრდული რესურსები ადამიანის უფლებების სფეროში განათლებისთვის: www.coe.int/compass

„მშრომელი ბავშვების ბედზე დაფიქრებულები“ (CWC): www.workingchild.org

„ბავშვთა საერთაშორისო დაცვა“ (DCI): www.dci-is.org

„ხელშემწყობი სასწავლო ქსელი“: www.eenet.org.uk/urobarometer: www.gesis.org/en/data-service/eurobarometer/Euronet, ევროპელ ბავშვთა ქსელი: www.europeanchildrensnetwork.org

ბავშვთა კეთილდღეობის ევროპული ფორუმი: www.efcw.org

„ბოლო მოეღოს ბავშვთა პროსტიტუციას, ბავშვთა პორნოგრაფიას და სექსუალური მიზნით ბავშვებით ტრეფიკინგს: www.ecpat.net

Handicap International: www.handicap-international.org/index.html „პარტნიორები ადამიანის უფლებების სწავლების სფეროში“: www.hrea.org/

Human Rights Internet: www.hri.ca/children/!ematicIndex.shtml ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისტემა: www.huridocs.org/

Human Rights Watch: http://hrw.org

Human Rights Web: www.hrweb.org

მშრომელ ბავშვებთან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტი (IREWOC): www.childlabour.net

კათოლიკური ეკლესიის საერთაშორისო ბიურო (BICE): www.bice.org

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბავშვთა შრომის აღმოფხვრის საერთაშორისო პროგრამა (ILO-IPEC): www.ilo.org

საერთაშორისო ფედერაცია Terre des Hommes (IFTDH): www.terredeshommes.org

საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი ბავშვების, ახალგაზრდებისა და მედიის საკითხებზე: www.nordicom.gu.se/clearinghouse.php

Media Wise Trust: www.mediawise.org.uk

უმცირესობათა უფლებების დამცველი საერთაშორისო ჯგუფი (MRG): www.minorityrights.org

ბავშვთა ომბუდსმენი ნორვეგიაში: www.barneombudet.no

ღია საზოგადოების ინსტიტუტი: www.osi.hu/

Organisation Mondiale Contre la Torture (OMCT): www.omct.org

Oxfam International-is samdivno: www.oxfaminternational.org

ადამიანის უფლებების სფეროში განათლების სახალხო მოძრაობა: www.pdhre.org/

Plan International Website: www.plan-international.org

პროექტი„განათლების უფლება“: www.right-to-education.org

Safe On Line Outreach (SOLO): www.safeonlineoutreach.com

ალიანსი შავე the Children: www.savethechildren.net

  • Save the Children - ევროპის ჯგუფი:

www.savethechildren.net/alliance/where-we-work/europegrp-who.html

  • Save the Children - norvegia: www.reddbarna.no

  • Save the Children - SvedeTi: www.rb.se

  • Save the Children - გაერთიანებული სამეფო (SCUK): www.savethechildren.org.uk

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპელ ბავშვთა უფლებების ქსელი (SEECRAN): www.seecran.org

Understanding Children's Work: www.ucw-project.org

iunisefi: www.unicef.org

იუნისეფის ცაე/დსთ და ბალტიისპირეთის რეგიონული ოფისის ვებგვერდი: www.unicef.org/programme/highlights/cee

იუნისეფის ბავშვებით ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრი: www.childtrafficking.org/

იუნისეფის კვლევითი ცენტრი Innocenti: www.unicef-icdc.org

იუნისეფის „ჯადოსნობა“: www.unicef.org/magic/

იუნისეფის „ახალგაზრდების ხმები“: www.unicef.org/voy/

იუნისეფის „ახალგაზრდების მედიაქსელი“: http://ypmn.blogspot.com/2006-07-23-archive.html

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტი: http://193.194.138.190/html/menu2/6/crc/

გაერო-ს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CERD): www.ohchr.org/english/bodies/cerd/index.htm

გაერო-ს პროექტი „CyberSchoolbus“: http://cyberschoolbus.un.org/

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: www.unhchr.ch

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ბავშვების გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებზე: www.ohchr.org/english/issues/children/rapporteur/index.htm War Child: www.warchild.org

მსოფლიო ბანკი:

  • ევროპა და ცენტრალური აზია: http://lnweb18.worldbank.org/eca/eca.nsf

  • მსოფლიო ბანკის outhink!:www.worldbank.org/html/schools/

  • ბავშვთა შრომის მსოფლიო პროგრამის მსოფლიო ბანკის ჯგუფი:

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): www.who.int/en/

  • World Vision International (WVI): www.wvi.org/home.shtml

9.8 ადამიანის უფლებათა ძირითადი საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირების მდგომარეობა

▲ზევით დაბრუნება


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ევროპის საბჭო

0x01 graphic

0x01 graphic

ევროპის საბჭოს პუბლიკაციების რეალიზაციის აგენტები

ბელგია

La Librairie Européenne -
The European Bookshop
Rue de l'Orme, 1
B-1040 BRUXELLES
tel.: +32 (0)2 231 04 35
faqsi: +32 (0)2 735 08 60
el. fosta: order@libeurop.be
http://www.libeurop.be
Jean De Lannoy
Avenue du Roi 202 Koningslaan
B-1190 BRUXELLES
tel.: +32 (0)2 538 43 08
faqsi: +32 (0)2 538 08 41
el. fosta: jean.de.lannoy@dl-servi.com
http://www.jean-de-lannoy.be

კანადა

Renouf Publishing Co. Ltd.
1-5369 Canotek Road
OTTAWA, Ontario K1J 9J3, Canada
tel.: +1 613 745 2665
faqsi: +1 613 745 7660
ufaso tel.: (866) 767-6766
el. fosta: order.dept@renoufbooks.com
http://www.renoufbooks.com

ჩეხეთის რესპუბლიკა

Suweco CZ, s.r.o.
Klecakova 347
CZ-180 21 PRAHA 9
tel.: +420 2 424 59 204
faqsi: +420 2 848 21 646
el. fosta: import@suweco.cz
http://www.suweco.cz

დანია

Vimmelskaftet 32
DK-1161 KØBENHAVN K
tel.: +45 77 66 60 00
faqsi: +45 77 66 60 01
el. fosta: gad@gad.dk
http://www.gad.dk

ფინეთი

Akateeminen Kirjakauppa
PO Box 128
Keskuskatu 1
FIN-00100 HELSINKI
tel.: +358 (0)9 121 4430
faqsi: +358 (0)9 121 4242
el. fosta: akatilaus@akateeminen.com
http://www.akateeminen.com

საფრანგეთი

La Documentation française
(diffusion/distribution France entière)
124, rue Henri Barbusse
F-93308 AUBERVILLIERS CEDEX
tel.: +33 (0)1 40 15 70 00
faqsi: +33 (0)1 40 15 68 00
el. fosta: commande@ladocumentationfrancaise.fr
http://www.ladocumentationfrancaise.fr
Librairie Kléber
1 rue des Francs Bourgeois
F-67000 STRASBOURG
tel.: +33 (0)3 88 15 78 88
faqsi: +33 (0)3 88 15 78 80
el. fosta: francois.wolfermann@librairie-kleber.fr
http://www.librairie-kleber.com

გერმანია
ავსტრია

UNO Verlag GmbH
August-Bebel-Allee 6
D-53175 BONN
tel.: +49 (0)228 94 90 20
faqsi: +49 (0)228 94 90 222
el. fosta: bestellung@uno-verlag.de
http://www.uno-verlag.de

საბერძნეთი

Librairie Kauffmann s.a.
Stadiou 28
GR-105 64 ATHINAI
tel.: +30 210 32 55 321
faqsi: +30 210 32 30 320
el. fosta: ord@otenet.gr
http://www.kauffmann.gr

უნგრეთი

Euro Info Service kft.
1137 Bp. Szent István krt. 12.
H-1137 BUDAPEST
tel.: +36 (06)1 329 2170
faqsi: +36 (06)1 349 2053
el. fosta: euroinfo@euroinfo.hu
http://www.euroinfo.hu

იტალია

Licosa SpA
Via Duca di Calabria, 1/1
I-50125 FIRENZE
tel.: +39 0556 483215
faqsi: +39 0556 41257
el. fosta: licosa@licosa.com
http://www.licosa.com

მექსიკა

Mundi-Prensa México, S.A. De C.V.
Río Pánuco, 141 Delegacíon Cuauhtémoc
06500 MÉXICO, D.F.
tel.: +52 (01)55 55 33 56 58
faqsi: +52 (01)55 55 14 67 99
el. fosta: mundiprensa@mundiprensa.com.mx
http://www.mundiprensa.com.mx

ნიდერლანდები

De Lindeboom Internationale Publicaties b.v.
M.A. de Ruyterstraat 20 A
NL-7482 BZ HAAKSBERGEN
tel.: +31 (0)53 5740004
faqsi: +31 (0)53 5729296
el. fosta: books@delindeboom.com
http://www.delindeboom.com

ნორვეგია

Akademika
Postboks 84 Blindern
N-0314 OSLO
tel.: +47 2 218 8100
faqsi: +47 2 218 8103
el. fosta: support@akademika.no
http://www.akademika.no

პოლონეთი

Ars Polona JSC
25 Obroncow Street
PL-03-933 WARSZAWA
tel.: +48 (0)22 509 86 00
faqsi: +48 (0)22 509 86 10
el. fosta: arspolona@arspolona.com.pl
http://www.arspolona.com.pl

პორტუგალია

Livraria Portugal
(Dias & Andrade, Lda.)
Rua do Carmo, 70
P-1200-094 LISBOA
tel.: +351 21 347 42 82/85
faqsi: +351 21 347 02 64
el. fosta: info@livrariaportugal.pt
http://www.livrariaportugal.pt

რუსეთის ფედერაცია

Ves Mir
9a, Kolpacnhyi per.
RU-101000 MOSCOW
tel.: +7 (8)495 623 6839
faqsi: +7 (8)495 625 4269
el. fosta: orders@vesmirbooks.ru
http://www.vesmirbooks.ru

ესპანეთი

Mundi-Prensa Libros, s.a.
Castelló, 37
E-28001 MADRID
tel.: +34 914 36 37 00
faqsi: +34 915 75 39 98
el. fosta: libreria@mundiprensa.es
http://www.mundiprensa.com

შვეიცარია

Van Diermen Editions - ADECO

Chemin du Lacuez 41

CH-1807 BLONAY

tel.: +41 (0)21 943 26 73

faqsi: +41 (0)21 943 36 05

el. fosta: info@adeco.org

გაერთიანებული სამეფო

The Stationery Offi ce Ltd
PO Box 29
GB-NORWICH NR3 1GN
tel.: +44 (0)870 600 5522
faqsi: +44 (0)870 600 5533
el. fosta: book.enquiries@tso.co.uk
http://www.tsoshop.co.uk

აშშ და კანადა

Manhattan Publishing Company
468 Albany Post Road
CROTTON-ON-HUDSON, NY 10520, USA
tel.: +1 914 271 5194
faqsi: +1 914 271 5856
el. fosta: Info@manhattanpublishing.com
http://www.manhattanpublishing.com

ევროპის საბჭოს გამოცემები

F-67075 Strasbourg Cedex
tel.: +33 (0)3 88 41 25 81
faqsi: +33 (0)3 88 41 39 10
el. fosta: publishing@coe.int
vebgverdi: http://book.coe.int