![]() |
სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო (გზამკვლევი სამოქალაქო ინიციატივებისთვის) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გიორგიძე ნათია |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
საავტორო უფლებები: © Project Harmony Inc. |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმძღვანელო შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. მოცემული სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევით. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება ავტორს და ის არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. კონსულტანტი: მარინა უშვერიძე და ბერდია ნაცვლიშვილი რედაქტორი: ირმა რევიშვილი დიზაინი: ნატა ყუბანეიშვილი პოლიგრაფიული საწარმო: Fountain Georgia სახელმძღვანელო ვრცელდება უფასოდ. სახელმძღვანელოს ონლაინ ვერსია განთავსებულია სამოქალაქო განათლების პორტალზე: www.civics.ge დაუშვებელია სრულად სახელმძღვანელოს ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე. ყველა უფლება დაცულია |
![]() |
1 ავტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, სასკოლო სამოქალაქო კლუბები კი სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო კლუბების დაარსებას იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. სასკოლო სამოქალაქო კლუბის აქტივობებში აქტიური მონაწილეობით მოსწავლეები შეძლებენ აკეთონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე, ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად და მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
სახელმძღვანელოზე მუშაობის საწყის ეტაპზე მოვიწვიეთ მოსწავლეები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან და განვიხილეთ მათი საჭიროებები. წინამდებარე სახელმძღვანელოს შინაარსი სწორედ პროგრამის მიზნებისა და მოსწავლეთა ინტერესების შეჯერების საფუძველზე განისაზღვრა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეებისთვის და ასევე იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საკლუბო საქმიანობის ხელშეწყობის პროცესში.
სახელმძღვანელო საინტერესო იქნება როგორც სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე კლუბებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე ცალკეული პირებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, რომლებიც, შესაძლოა, რეგულარულად არ მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგრამ აქვთ სურვილი და მოტივაცია საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეში.
![]() |
2 სახელმძღვანელოს გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისგან და ყოველი მათგანის გამოყენება სასურველია დაიგეგმოს პარალელურ რეჟიმში, რადგან ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია კლუბის არსებობისათვის.
პირველი ნაწილი - რა არის სასკოლო სამოქალაქო კლუბი და როგორი სტრუქტურა აქვს მას?
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მკითხველი გაეცნობა სასკოლო სამოქალაქო კლუბის მნიშვნელობას. ასევე, აქ წარმოდგენილი სასკოლო სამოქალაქო კლუბის სტრუქტურის ნიმუში და ინფორმაცია თანამშრომლობის სტრატეგიების შესახებ დაეხმარება მოსწავლეებს კლუბის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მეორე ნაწილი - როგორ ვიმუშაოთ სასკოლო სამოქალაქო კლუბში?
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში შემოთავაზებული მეთოდების გამოყენებით კლუბის წევრებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლების სფეროში და ასევე თავად დაგეგმონ და განახორციელონ საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორიცაა: დებატი, თანატოლთა ტრენინგი, თემატური სახელოსნო და სხვ.
მესამე ნაწილი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის ძირითადი მიმართულებები
სახელმძღვანელოს მესამე ნაწილში აღწერილია სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა: კვლევა, პროექტის მართვა და ადვოკატირება. ამ სამი მიმართულებით მუშაობისას კლუბის წევრების მიზანია თემში არსებული პრობლემების კვლევა და ამ პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად საკლუბო პროექტებისა და ადვოკატირების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.
იმედი მაქვს, სახელმძღვანელო მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.
გისურვებთ წარმატებას!
![]() |
3 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში 2010 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სამოქალაქო განათლების საჭიროებათა მასშტაბური კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სკოლის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსწავლეები ნაკლებად იყენებენ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნაკლებად ერთვებიან სამოქალაქო აქტივობაში საკუთარი ინიციატივით. იმისათვის, რომ მოსწავლეებს შეექმნათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტები, მოაგვარონ თავიანთი სკოლისა და თემის საჭიროებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კომპანიებთან, არასამთავრობო რგანიზაციებთან და საზოგადოების სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობით, პროგრამის ფარგლებში აიწყო სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაფუძნება.
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრ მოსწავლეებთან შეხვედრებმა ცხადყო საკლუბო სახელმძღვანელოს ექმნის საჭიროება, რომელიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს კლუბის საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა სასკოლო სამოქალაქო კლუბებს საკუთარი იდეების განხორციელებისათვის ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტერნეტ პორტალის www.initiatives.ge მეშვეობით მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლებსა და მშობლებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება პროექტებისთვის, აქვე შექმნილი მოხალისეთა მონაცემთა ბაზა კი საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, ჩაებას საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობებში. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტერნეტ პორტალი www.civics.ge, შეიცავს მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსწავლეთა წარმატებული პროექტებისა და საკლუბო საქმიანობის შესახებ. პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს კარგი მოქალაქეობის პრინციპების გავრცელებას მოსწავლეთა მიერ სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებით და ლიდერ მოსწავლეებს სთავაზობს ტრენინგებს სოციალურ მედიაში. სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრ მოსწავლეებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკებში, შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად დაგეგმონ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები და ინიციატივები.
იმედი გვაქვს, წინამდებარე სახელმძღვანელო დაეხმარება მოსწავლეებს სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის შედეგიანად წარმართვაში, რაც თავის მხრივ, სარგებლობას მოუტანს როგორც თითოეულ მოსწავლეს, ასევე სკოლას და მთლიანად საზოგადოებას.
მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო
![]() |
4 ნაწილი I. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფუნქცია და საქმიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 I თავი სასკოლო სამოქალაქო კლუბი და მისი საქმიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
სასკოლო სამოქალაქო კლუბში ახალგაზრდები ერთიანდებიან მოტივაციისა და ინტერესის მიხედვით, თუმცა ხშირად ბოლომდე არა აქვთ გააზრებული საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობა. სამოქალაქო ინიციატივების წარმატებით განხორციელების მრავალი გზა არსებობს, თუმცა ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს და სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარების პროცესში სჭირდება გზამკვლევი საკუთარი იდეების წარმატებით განხორციელებისთვის.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მისი თითოეული წევრის მხრიდან საქმიანობის სწორი გააზრება და იმ მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება, რომელიც მოჰყვება მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საკლუბო ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობა შეგვიძლია ორი მიმართულებით განვიხილოთ:
თვითგანვითარება - კლუბში ჩართული ახალგაზრდები იძენენ ცოდნასა და გამოცდილებას, ხდებიან უფრო აქტიურები და იჩენენ სამოქალაქო ინიციატივებს. შედეგად, ახალგაზრდები, რომლებიც ერთიანდებიან, რომ წვლილი შეიტანონ საზოგადოებისგანვითარების პროცესში, თავად იძენენ ისეთ ცოდნას, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც მომავალში დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება - კლუბი თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობის დონის ამაღლებას თემში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.
მოსახლეობა ხედავს რეალურ შედეგებს, რომლებიც სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობას მოჰყვა და თავადაც უჩნდება მოტივაცია, რომ ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში და გამოიჩინოს ინიციატივები.
საკლუბო მუშაობის საწყის ეტაპზე თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებების მიხედვით ჩამოაყალიბოს მისთვის იდეალური კლუბის საქმიანობის შედეგები.
საკლუბო საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების სია საკმაოდ ვრცელია და ამიტომ, ნიმუშად მხოლოდ მცირე ჩამონათვალს გთავაზობთ. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ყველა კლუბმა თავად უნდა განსაზღვროს, რაშიც წინამდებარე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების ნიმუშები
(კლუბის წევრების, მოსწავლეების/პედაგოგებისა და მოსახლეობის მაგალითზე):
კლუბის წევრები:
შეძლებენ, პრაქტიკულად გამოიყენონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნა;
შეიძენენ სასკოლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და ჩატარების გამოცდილებას;
გამოიმუშავებენ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს;
და სხვ.
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები:
სურვილისამებრ ჩაერთვებიან სასკოლო სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
შეძლებენ, შეაფასონ კლუბის მუშაობის მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში (ცვლილებები მოსწავლეებში, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამშრომლობის წახალისება და ა.შ.);
და სხვ.
მოსახლეობას:
საშუალება ექნება გააანალიზოს აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობა კლუბის წევრების მაგალითზე;
შეექმნება ხელსაყრელი გარემო, გამოიჩინოს ინიციატივები და აიღოს პასუხისმგებლობა თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე;
და სხვ.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი:
სათაური: რა არის სასკოლო სამოქალაქო კლუბი?
მიზანი და ამოცანები
კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს კლუბის წევრებს, გაეცნონ სასკოლო სამოქალაქო კლუბის მნიშვნელობას და გააანალიზონ შედეგები, რომლებიც მოჰყვება საკლუბო საქმიანობაში მათ ჩართულობასა და აქტიურ მუშაობას.
კლუბის სამუშაო შეხვედრის შედეგად კლუბის წევრები:
გაეცნობიან კლუბის ძირითად მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებს;
გააანალიზებენ შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს კლუბში მათ საქმიანობას;
განიხილავენ მოსალოდნელ შედეგებს, რომლებსაც კლუბის საქმიანობა
მოუტანს მოსახლეობას;
გაიცნობენ კლუბის სხვა წევრს და გაუზიარებენ ერთმანეთს შეხედულებებს;
შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრეზენტაციის
წარმართვის გამოცდილებას.
წამყვანი
კლუბის ერთ-ერთი წევრი ან პედაგოგი. ერთი თანაწამყვანი.
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ კლუბის წევრები (25-30 მონაწილე).
ხანგრძლივობა
90 წთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
პრეზენტაცია და დისკუსია: კლუბის წევრები პირველ შეხვედრაზე ერთად ეცნობიან სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის მიზანსა და მოსალოდნელ ედეგებს.
ინდივიდუალური მუშაობა და გაზიარება: კლუბის თითოეული წევრი პასუხობს ბლანკში მოცემულ შემდეგ კითხვებს:
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის კლუბში მუშაობა, რას მოველი ამ საქმიანობისგან? რა მიზანი მაქვს პირადად მე?
რა ცვლილებებს შემოიტანს კლუბი სასკოლო ცხოვრებაში? რას მიიღებს თითოეული მოსწავლე და პედაგოგი?
რა შედეგებს მოუტანს კლუბის მუშაობა ჩემს სოფელს/რაიონს/ქალაქს? რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს თითოეულ მოსახლეს?
გაზიარება მცირე სამუშაო ჯგუფებში (4-5 მოსწავლე):
ინდივიდუალურ ნამუშევრებს კლუბის წევრები უზიარებენ ერთმანეთს მცირე
ჯგუფებში და თითოეული სამუშაო ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას.
პრეზენტაცია
წამყვანი სთხოვს სამუშაო ჯგუფებს წარმოადგინონ შედეგები. პრეზენტაციების განმავლობაში წამყვანი შემოხაზავს ყველა სამუშაო ჯგუფისთვის საერთო პუნქტებს.
შეფასება და ანალიზი
შედეგების შეჯამება: წამყვანი ახალ საპრეზენტაციო ფურცელზე აკეთებს შემაჯამებელ სიას სათაურით „სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის შედეგები“. ბოლოს წამყვანი კიდევ ერთხელ გადაიკითხავს ყველა პრეზენტაციასა და სახელმძღვანელოში მოცემულ ნიმუშს და მიმართავს მონაწილეებს - „რამეს ხომ არ დაამატებდით?“
კითხვები განხილვისთვის: წამყვანი გადაიკითხავს მათი სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის მიზანსა და მოსალოდნელი შედეგების საბოლოო, განახლებულ სიას, მიმართავს მონაწილეებს შემდეგი კითხვებით:
როგორ შეაფასებდით მუშაობის პროცესს? რა იყო რთული და/ან იოლი პირადად თქვენთვის?
რომელი ნაწილის დაწერა იყო უფრო საინტერესო - (1) იმის, თუ რა სარგებლობას მოგიტანთ კლუბში მუშაობა პირადად თქვენ, (2) რა შეიძლება მიიღოს მოსწავლემ/პედაგოგმა/სკოლამ, თუ (3) რა სარგებელს მოუტანს კლუბის მუშაობა მოსახლეობას?
სხვ.
საჭირო მასალა:
ბლანკები მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
საპრეზენტაციო ფურცლები და მარკერები.
დანართების სია:
დანართი №1 (გვ 15): ბლანკი - „რას მოველით სასკოლო სამოქალაქო კლუბისგან?“
რეკომენდაცია
კლუბის სამუშაო შეხვედრისას წამყვანს უნდა ჰყავდეს ერთი თანაშემწე, რომელიც დაეხმარება ჯგუფების გადანაწილების, საპრეზენტაციო დაფაზე მუშაობის, დისკუსიების მართვისა და შეფასების პროცესში;
სამუშაო ჯგუფში არ უნდა იყოს 6 მონაწილეზე მეტი და სასურველია, დავიცვათ ბალანსი (ასაკი - სხვადასხვა კლასების მოსწავლეები. გამოცდილება - აქტიური და ნაკლებაქტიური, გოგონებისა და ბიჭების ბალანსი და ა.შ. );
პრეზენტაციების დროს საჭიროა, წამყვანმაც და თანაწამყვანმაც აკონტროლონ დრო, აგრეთვე, სთხოვონ მონაწილეებს, გამოხატონ საკუთარი აზრი სრულად და მკაფიოდ და არ გაიმეორონ უკვე დაფიქსირებული მოსაზრებები.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის:
სასურველია, რომ სამუშაო ჯგუფებთან ერთად მიღებული პრეზენტაციის შედეგები კლუბის PR კოორდინატორმა* გამოიყენოს კლუბის საქმიანობის შესახებ „საინფორმაციო გვერდის/დაფის“ ან სხვა საპრეზენტაციო მასალის მოსამზადებლად. შედეგად, კლუბის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნობიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.
*კლუბის PRკოორდინატორის საქმიანობის მიზანია სასკოლო სამოქალაქო კლუბის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასმედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა (იხ. II თავი).
დანართი №1
რას მოველით სასკოლო სამოქალაქო კლუბისაგან?
![]() |
4.2 II თავი სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფორმირება და სტრუქტურული ელემენტები |
▲ზევით დაბრუნება |
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ეფექტური საქმიანობისთვის საჭიროა განვსაზღვროთ კლუბის სტრუქტურა და თითოეული წევრის ფუნქციები. წინამდებარე თავში გთავაზობთ კლუბის მართვის კონკრეტულ ფორმას, რომელიც სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. შემოთავაზებული სტრუქტურა შედგება მმართველი ჯგუფისგან, რომელშიც გაერთიანებულნი არიან კლუბის ლიდერი და პროექტების, პროგრამებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) კოორდინატორები. თითოეული მათგანი ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფებს,
რომელთა ჩამონათვალიც წარმოდგენილია სქემაზე:
სქემა №1 - სასკოლო სამოქალაქო კლუბის სტრუქტურის მოდელი.
კლუბის ლიდერი პასუხისმგებელია კლუბის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. ამ მიზნით ის თანამშრომლობს კლუბის კოორდინატორთან და კონსულტანტთა ჯგუფთან. კლუბის ლიდერი შესაძლოა იყოს მხოლოდ სკოლის მოსწავლე, რომელსაც აირჩევს კლუბის წევრების უმრავლესობა.
კლუბის კოორდინატორი შეიძლება იყოს, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. იგი ლიდერთან ერთად კოორდინაციას უწევს კლუბს და საჭიროების შემთხვევაში თავად ერთვება კიდეც კლუბის საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სხვადასხვა ეტაპზე.
კლუბის კონსულტანტთა ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერ სფეროში მოღვაწე პიროვნება, რომელსაც კლუბი მიმართავს მხარდაჭერის და/ან კონსულტაციისთვის. ლიდერი, კოორდინატორ პედაგოგთან და კლუბის ყველა წევრთან ერთად, ადგენს კონსულტანტთა ჯგუფის სიას, რომელიც პერიოდულად განახლდება კლუბის საქმიანობის შესაბამისად. კლუბის კონსულტანტთა ჯგუფის წევრები შესაძლოა იყვნენ: მშობლები, სხვადასხვა საგნის პედაგოგები, სკოლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტები, გამოჩენილი ადამიანები და სხვ.
კლუბის ლიდერი ყველა გადაწყვეტილებას იღებს კლუბის პროგრამების, პროექტებისა და PR კოორდინატორებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა ჩაერთოს კლუბის კოორდინატორი პედაგოგიც. მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული კოორდინატორის ფუნქციები და სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც ისინი მართავენ.
კლუბის პროგრამების კოორდინატორის საქმიანობის მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად, კლუბის წევრებთან ერთად, ის ქმნის ორ სამუშაო ჯგუფს:
(1) შიდა საკლუბო პროგრამების ჯგუფი, რომელიც განახორციელებს საგანმანათლებლო შეხვედრებს მხოლოდ კლუბის წევრებისთვის (კლუბის სამუშაო შეხვედრების მოდელები იხ. IV თავში).
(2) საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი, რომელიც განახორციელებს საკლუბო საგანმანათლებლო აქტივობებს არა მხოლოდ კლუბის წევრებისთვის, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისათვის (ღონისძიებების ნიმუშები იხ. V თავში).
კლუბის პროექტების კოორდინატორი პასუხისმგებელია კლუბის სამი ძირითადი მიმართულების განხორციელებაზე, როგორიცაა: (1) კვლევა, (2) საკლუბო პროექტები და (3) ადვოკატირება. ამ სამი მიმართულების მიხედვით პროექტების კოორდინატორი, კლუბის წევრებთან ერთად, ქმნის შემდეგ სამუშაო ჯგუფებს:
(1) კვლევის ჯგუფი უზრუნველყოფს კლუბის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას. ამ ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვანია კლუბის წარმატებული ფუნქციონირებისთვის, რადგან მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე გეგმავს საქმიანობას როგორც საკლუბო პროექტებისა და ადვოკატირების, ასევე შიდა საკლუბო პროგრამებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფები (იხ. VI თავი). მაგალითად, კვლევის ჯგუფი იძიებს ინფორმაციას თემში არსებული პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარებაზეც შეიძლება იმუშაოს სასკოლო სამოქალაქო კლუბმა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეგმავენ თავიანთ საქმიანობას საკლუბო პროექტებისა და ადვოკატირების ჯგუფები.
(2) საკლუბო პროექტების ჯგუფი იქმნება დროებით, კონკრეტული პროექტის ფარგლებში და მას ამტკიცებს პროექტების კოორდინატორი კლუბის ლიდერთან ერთად. მასში შეიძლება გაერთიანდეს კლუბის ნებისმიერი წევრი. საკლუბო პროექტების იდეები ყალიბდება კვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრობლემების ანალიზის მიხედვით. ამ ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით პროექტების კოორდინატორი ირჩევს იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია საკლუბო პროექტის ფარგლებში. ამ იდეებს პროექტების კოორდინატორი წარუდგენს კლუბის ლიდერს და მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება საპროექტო ჯგუფი. (იხ. VI თავი)
(3) ადვოკატირების ჯგუფი ისე, როგორც საკლუბო პროექტების ჯგუფი, იქმნება დროებით პროექტებისკოორდინატორის ინიციატივით. ამ ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიზანია საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება მოსახლეობის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა მხარეების ჩართულობით. მას შემდეგ, რაც კვლევის ჯგუფი წარადგენს თემში არსებული პრობლემების ანალიზს, პროექტების კოორდინატორი ირჩევს ისეთ საკითხებს, რომელთა გადასაჭრელად მხოლოდ საკლუბო პროექტი არ არის საკმარისი და ეს პრობლემები საჭიროებს ადვოკატირებას. შედეგად ერთი შერჩეული პრობლემის ირგვლივ იქმნება ადვოკატირების ჯგუფი. (იხ. VIII თავი)
კლუბის PR კოორდინატორის საქმიანობის მიზანია სასკოლო სამოქალაქო კლუბის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასმედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. ამ მიზნის მისაღწევად PR კოორდინატორი, კლუბის წევრებთან ერთად, ქმნის ორ სამუშაო ჯგუფს, რომელთა ძირითადი მიზანია კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია.
(1) PR ღონისძიებების ჯგუფი გეგმავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: პრეზენტაცია, საინფორმაციო შეხვედრა, კედლის გაზეთის გამოშვება, პუბლიკაციების მომზადება და სხვ. ამ აქტივობების ძირითადი მიზანია ზოგადად კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია და ასევე, სხვა სამუშაო ჯგუფების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე, PR ღონისძიებების ჯგუფი უზრუნველყოფს მასმედიის წარმომადგენლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, რომ მოხდეს საკლუბო ღონისძიებების გაშუქება მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით.
(2) სოციალური მედიის ჯგუფი კლუბის ზოგადი საქმიანობის პოპულარიზაციასთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს კლუბის სხვა სამუშაო ჯგუფების მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების ანგარიშების მომზადებასა და გავრცელებაზე. ასევე, ამ ჯგუფის ვალდებულებაა, დროულად მოიძიოს და გაავრცელოს ინფორმაცია მიმდინარე სიახლეების შესახებ, როგორიცაა: კონკურსები, საგრანტო განაცხადები, ტრენინგები, კონფერენციები, სემინარები და სხვა მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის. სოციალური მედიის ჯგუფმა სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია შექმნას ბლოგები, ინტერნეტგვერდები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ასევე, სასურველია, მოამზადოს მიმოხილვა სხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და წარუდგინოს კლუბის წევრებს.
შენიშვნა: კლუბის საქმიანობისა და სტრუქტურის უკეთ გასააზრებლად გთავაზობთ კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელს ორ ეტაპად. კლუბის წევრებს, საჭიროებისამებრ, შეუძლიათ დაგეგმონ დამატებით სხვა შეხვედრებიც.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი:
სათაური: სასკოლო სამოქალაქო კლუბის სტრუქტურა
მიზანი და ამოცანები
კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ კლუბის მუშაობის სტრუქტურას და გააანალიზონ თითოეული კლუბის წევრის შესაძლო ფუნქციები.
წამყვანი
კლუბის წევრი მოსწავლე. მას სასურველია, დაეხმაროს კლუბის კოორდინატორი პედაგოგი.
ხანგრძლივობა
90 წთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
პრეზენტაცია: წამყვანი აცნობს კლუბის წევრებს კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანს და აკეთებს დეტალურ პრეზენტაციას კლუბის სტრუქტურის შესახებ. სახელმძღვანელოს ამ თავში (II თავი), მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამყვანი დაწვრილებით აღწერს კლუბის ლიდერის, კოორდინატორების, კონსულტანტთა ჯგუფის წევრების ფუნქციებსა და ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობას.
მიკროჯგუფებში მუშაობა - პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წამყვანი ყოფს მონაწილეებს ოთხ სამუშაო ჯგუფად და თითოეულ მათგანს ურიგებს დანართებს ფუნქციების დეტალური აღწერილობით.
I ჯგუფი - კლუბის ლიდერის, კოორდინატორი პედაგოგისა და კონსულტანტთა ჯგუფის წევრის ფუნქციები. (დანართები №: 2, 3 და 4, გვ 96, 98 და 99)
II ჯგუფი - კლუბის პროგრამების კოორდინატორის, (1) შიდა საკლუბო პროგრამებისა და (2) საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფის წევრის ფუნქციები. (დანართები №: 5, 6 და 7, გვ 100, 102 და 103)
III ჯგუფი - კლუბის პროექტების კოორდინატორის, (1) კვლევის, (2) საკლუბო პროექტებისა და (3) ადვოკატირების ჯგუფის წევრების ფუნქციები. (დანართები №: 8, 9, 10 და 11, გვ 105, 106, 107 და 108)
IV ჯგუფი - კლუბის PR კოორდინატორის, (1) PR ღონისძიებებისა და (2) სოციალური მედიის ჯგუფის წევრის ფუნქციები. (დანართები №: 12, 13 და 14, გვ 109, 111 და 112) ოთხივე ჯგუფი ეცნობა დანართებს, განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ამატებს და/ან ცვლილებები შეაქვს ფუნქციებსა და მოვალეობებში. თითოეული მიკროჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას კლუბისთვის.
პრეზენტაცია და შეჯამება - თითოეული მიკროჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას და დეტალურად წარადგენს ფუნქციებსა და მოვალეობებს კლუბის სტრუქტურის მიხედვით. კლუბის წევრებს საშუალება აქვთ, შეაფასონ პრეზენტაციის შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში შეიტანონ ცვლილებები. წამყვანი ინიშნავს ყველა რეკომენდაციას და აჯამებს თითოეულ პრეზენტაციას.
კლუბის შინაგანაწესის სამუშაო ჯგუფის შექმნა - პრეზენტაციის დასასრულს,
თითოეული მიკროჯგუფის ნამუშევარი გადაეცემა წამყვანს. თითოეული მიკროჯგუფიდან (4 ჯგუფი) წამყვანი ირჩევს ერთ მონაწილეს და ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს ვალდებულებას მოამზადოს „კლუბის შინაგანაწესის“ საბოლოო ვერსია (შემდეგი შეხვედრისთვის ეს ჯგუფი ამზადებს კლუბის შინაგანაწესის დოკუმენტს და წარუდგენს კლუბს).
ინდივიდუალური დავალება - კლუბის სამუშაო შეხვედრის დასასრულს წამყვანი ხსნის ინდივიდუალურ დავალებას, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მონაწილემ უნდა განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია კლუბში. წამყვანი არიგებს ბარათებს „ჩემი ფუნქცია სასკოლო სამოქალაქო კლუბში“ (იხ. დანართი №15, გვ. 23) და განუმარტავს მონაწილეებს შევსების წესს:
- შემდეგი სამუშაო შეხვედრისთვის თითოეულმა წევრმა უნდა მოიტანოს შევსებული ბარათი, შესაბამისად, მათ აქვთ დრო დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რომელი ფუნქციების შესრულება სურთ კლუბში;
- კლუბის თითოეული წევრი ბარათზე აფიქსირებს მისთვის სასურველ სამ ფუნქციას,მნიშვნელოვნების მიხედვით. მაგ.:
1. ............... (პირველ რიგში შევასრულებდი ამ ფუნქციას)
2. ................ (მეორე რიგში - )
3. ................ (მესამე რიგში - )
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს სურს დაიკავოს კლუბის ლიდერის და/ან რომელიმე კოორდინატორის პოზიცია (პროგრამების, პროექტების ან PR), მან უნდა მოამზადოს სამოტივაციო წერილი - „რატომ მინდა, ვიყო “ კლუბის შემდეგ შეხვედრაზე მან უნდა წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა და უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული, რომ წარდგეს კლუბის წინაშე და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.
შეფასება და ანალიზი
წამყვანი აფასებს კლუბის სამუშაო შეხვედრის შედეგებს კლუბის წევრებთან
ერთად:
რამდენად კმაყოფილი ხართ მუშაობის შედეგით?
კლუბის სტრუქტურაზე მუშაობისას რა იყო თქვენთვის რთული/იოლი და რატომ?
როგორ შედეგებს მოელით ჩვენ მიერ შემუშავებული კლუბის საბოლოო შინაგანაწესის მიხედვით შესრულებული სამუშაოსგან (კარგს/საშუალოს/ცუდს)?
რატომ ფიქრობთ ასე?
სხვ....
გაეცნო თუ არა ყველა ინდივიდუალურ დავალებას და იცის თუ არა ბარათის შევსების წესი?
მოდით, შევთანხმდეთ კლუბის შემდეგი სამუშაო შეხვედრის თარიღზე ---- (წამყვანი ინიშნავს თარიღს და დროს) და ამ თარიღისთვის ყველამ მოვამზადოთ ბარათები. კლუბის ლიდერის, ან რომელიმე კოორდინატორის პოზიციის დაკავების მსურველები უნდა მოემზადონ კლუბის წინაშე პრეზენტაციისთვის.
საჭირო მასალა:
4 მიკროჯგუფისთვის დაბეჭდილი დანართები ფუნქციების შესახებ;
ინდივიდუალური დავალების ბარათები, დაბეჭდილი კლუბის წევრების რაოდენობის შესაბამისად;
კალმები, მარკერები და დიდი საპრეზენტაციო ფურცლები.
დანართების სია:
კლუბის სტრუქტურის დანართები:
დანართი №2 (გვ 96) კლუბის ლიდერის ფუნქციები;
დანართი №3 (გვ 98) კლუბის კოორდინატორის ფუნქციები;
დანართი №4 (გვ 99) კლუბის კონსულტანტთა ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №5 (გვ 100) კლუბის პროგრამების კოორდინატორის ფუნქციები;
დანართი №6 (გვ 102 ) შიდა საკლუბო პროგრამების ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №7 (გვ 103) საგანმანათლებლო ღონისძიებების
ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №8 (გვ 105) კლუბის პროექტების კოორდინატორის ფუნქციები;
დანართი №9 (გვ 106) კვლევის ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №10 (გვ 107) საკლუბო პროექტების ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №11 (გვ 108) ადვოკატირების ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №12 (გვ 109) კლუბის PR კოორდინატორის ფუნქციები;
დანართი №13 (გვ 111) PR ღონისძიებების ჯგუფის წევრის ფუნქციები;
დანართი №14 (გვ 112) სოციალური მედიის ჯგუფის წევრის ფუნქციები.
ინდივიდუალური დავალების დანართი:
დანართი №15 (გვ. 23) - ინდივიდუალური ბარათი -„ჩემი ფუნქცია სასკოლო
სამოქალაქო კლუბში“
რეკომენდაცია
კლუბის სამუშაო შეხვედრის წამყვანი წინასწარ უნდა გაეცნოს სახელმძღვანელოს II თავში მოცემულ ინფორმაციას და ყველა დანართის შინაარსს. შედეგად, მან უნდა მოამზადოს პრეზენტაცია კლუბის სამუშაო შეხვედრისთვის.
კლუბის სამუშაო შეხვედრის დაგეგმვისას წამყვანმა შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის კოორდინატორ პედაგოგს. თუ მოსწავლე დარწმუნებული არ არის, რომ დამოუკიდებლად შეძლებს მართოს კლუბის სამუშაო შეხვედრის პროცესი, მან უნდა სთხოვოს კოორდინატორ პედაგოგს, ერთად წარმართონ საკლუბო შეხვედრა.
საჭიროა, წამყვანს წინასწარ ჰქონდეს დაბეჭდილი ყველა დანართი 4 მიკროჯგუფისთვის. პრეზენტაციების დროს მან უნდა ჩაინიშნოს კომენტარები და შენიშვნები და ბოლოს, შეაგროვოს ყველა დანართი და საპრეზენტაციო მასალა „კლუბის შინაგანაწესის“ მოსამზადებლად.
თითოეული მიკროჯგუფიდან წარმომადგენლის არჩევის შემდეგ, წამყვანი უნდა შეუთანხმდეს მათ შეხვედრაზე, „კლუბის შინაგანაწესის“ ერთად დასაწერად.
დანართი №15 |
„ჩემი ფუნქცია სასკოლო სამოქალაქო კლუბში“ |
ჩაწერე შენთვის სასურველი პოზიციები მნიშვნელობის შესაბამისად 1-დან 3-მდე (1 ყველაზე სასურველი და ა.შ) მაგ.: სოციალური მედიის ჯგუფის წევრი, კლუბის ლიდერი და სხვ. |
|
1. |
(მოტივაცია) ........................................................................................................... ........................................................................................................... ........................................................................................................... ........................................................................................................... |
2. |
(მოტივაცია) ........................................................................................................... ........................................................................................................... ........................................................................................................... ........................................................................................................... |
3. |
(მოტივაცია) ........................................................................................................... ........................................................................................................... ........................................................................................................... ........................................................................................................... |
თუ ზემოთ მოცემულ გრაფებში მოხვდა ჩამოთვლილი 4 პოზიციიდან რომელიმე, მონიშნეთ, რომელზე გსურთ კლუბში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება (თუ არა, არ მონიშნოთ!): □ ქ კლუბის ლიდერი ..................□ პროგრამების კოორდინატორი □ პროექტების კოორდინატორი ........ □ PR კოორდინატორი
(მოამზადეთ ვრცელი სამოტივაციო წერილი, რატომ გსურთ, დაიკავოთ ეს პოზიცია) .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. .............................................................................................................................................. |
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი (II ეტაპი):
სათაური ფუნქციების გადანაწილება კლუბის წევრებს შორის
მიზანი და ამოცანები
კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ „კლუბის შინაგანაწესის“ საბოლოო ვერსიას და არჩევნების გზით გადანაწილდეს ფუნქციები კლუბის წევრებს შორის.
წამყვანი
კლუბის წევრი კოორდინატორ პედაგოგთან ერთად (შენიშვნა: წამყვანი უნდა იყოს იგივე მოსწავლე, რომელიც ამავე თავში მოცემულ კლუბის სამუშაო შეხვედრის I ეტაპს ატარებდა).
ასევე, წამყვანს დაეხმარება ოთხკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა „კლუბის შინაგანაწესის“ დოკუმენტის შესაქმნელად, კლუბის სამუშაო შეხვედრის I ეტაპზე.
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და კოორდინატორი პედაგოგი.
ხანგრძლივობა 3 სთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
პრეზენტაცია - წამყვანი წარადგენს „კლუბის შინაგანაწესის“ საბოლოო დოკუმენტს ოთხკაციან სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც ჩამოყალიბდა კლუბის წინა შეხვედრაზე (კლუბის სამუშაო შეხვედრის I ეტაპი). პრეზენტაცია უნდა იყოს მოკლე. თუ კლუბის რომელიმე წევრი დაინტერესდება დოკუმენტის დეტალური გაცნობით, მოგვიანებით მისი გადახედვის შესაძლებლობა მიეცემა.
კანდიდატების გამოვლენა და არჩევნები - წამყვანი შეხვედრის დასაწყისში აგროვებს ინდივიდუალური დავალების ბარათებს - „ჩემი ფუნქცია სასკოლო სამოქალაქო კლუბში“ (იხ. დანართი №15, გვ 23) მიღებული შედეგები წამყვანს გადააქვს ბლანკზე - „კლუბის ფუნქციების გადანაწილება“ (იხ. დანართი №16 გვ 27) და იწყებს არჩევნებს.
არჩევნები ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
I ეტაპი - კანდიდატების პრეზენტაციები და არჩევნები
(1) ლიდერის კანდიდატების წარდგენა;
არჩევნები ხმათა უმრავლესობით.
(2) პროგრამების კოორდინატორის კანდიდატების წარდგენა;
არჩევნები ხმათა უმრავლესობით.
(3) პროექტების კოორდინატორის კანდიდატების წარდგენა;
არჩევნები ხმათა უმრავლესობით.
(4) კოორდინატორის კანდიდატების წარდგენა;
არჩევნები ხმათა უმრავლესობით.
წამყვანი კანდიდატებს აძლევს დროს, მოემზადონ წარდგენისთვის. თითოეული კანდიდატის წარდგენა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
II ეტაპი - სამუშაო ჯგუფების ფორმირება:
- ბლანკზე - „კლუბის ფუნქციების გადანაწილება“ (იხ. დანართი №16 გვ 27) - ასახული მონაცემების საფუძველზე წამყვანი წარადგენს სავარაუდო სიას თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის.
- კლუბის წევრებს ეძლევათ საშუალება, გააცნონ ერთმანეთს საკუთარი მოტივაცია, თუ რატომ სურთ კონკრეტულ სამუშაო ჯგუფში ყოფნა ან ხომ არ ურთ სხვა რომელიმე ჯგუფში გადასვლა.
- წამყვანი, კლუბის წევრებთან ერთად, განიხილავს შედეგებს და აყალიბებს აბოლოო სიას თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის.
შენიშვნა: თუ არჩევნების I ეტაპზე არ დასახელდა რომელიმე მიმართულების ანდიდატი, წამყვანი გადადის II ეტაპზე და სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულ ლუბის წევრებს სთხოვს კანდიდატურის დასახელებას. აგ.: თუ PR კოორდინატორის პოზიციაზე კანდიდატურა არ დასახელებულა, მ მიმართულებით წამყვანი დროებით აჩერებს არჩევნებს. II ეტაპზე ამოყალიბებული PR ღონისძიებებისა და სოციალური მედიის ჯგუფებში აერთიანებულ მოსწავლეებს წამყვანი აძლევს დავალებას, რომ აირჩიონ PR კოორდინატორი ამ ორი ჯგუფის წევრთაგან.
III ეტაპი - კლუბის კოორდინატორის არჩევა და კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება.
(1) კლუბის კოორდინატორის არჩევა
- თუ კლუბს უკვე ჰყავს კოორდინატორი პედაგოგი, წამყვანი აღარ ატარებს არჩევნებს.
- თუ კლუბს არ ჰყავს კოორდინატორი, წამყვანი სთხოვს მონაწილეებს კანდიდატების დასახელებას კლუბის კოორდინატორის პოზიციაზე. კლუბის კოორდინატორი შეიძლება იყოს როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წევრი. დასახელებულ კანდიდატთაგან კლუბის წევრები ირჩევენ კოორდინატორს.
(2) კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება.
- წამყვანი სთხოვს მონაწილეებს კლუბის კონსულტანტის კანდიდატურის დასახელებას. კანდიდატებად შეიძლება მოიაზრებოდნენ: სხვა
- წამყვანი კონსულტანტთა სავარაუდო სიას გადასცემს ლიდერს, რომელმაც მომავალში უნდა უზრუნველყოს ამ პიროვნებებთან თანამშრომლობა (კონსულტანტთა სია მუდმივად განახლებადია).
შეფასება და ანალიზი
წამყვანი აფასებს კლუბის სამუშაო შეხვედრის შედეგებს კლუბის წევრებთან
ერთად:
რამდენად კმაყოფილი ხართ მუშაობის შედეგით?
მუშაობის დროს რა იყო თქვენთვის რთული/იოლი და რატომ?
როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორ იმუშავებენ ჩვენ მიერ არჩეული ლიდერი და კოორდინატორები?
როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება თითოეული სამუშაო ჯგუფის საქმიანობა?
სხვ.
საჭირო მასალა:
რამდენიმე ეგზემპლარად დაბეჭდილი ბლანკი - „კლუბის ფუნქციების გადანაწილება“ წამყვანისთვის.
საპრეზენტაციო ფურცლები, მარკერები, კალმები და სხვ.
დანართების სია:
დანართი №16 (გვ. 27) - ბლანკი - „კლუბის ფუნქციების გადანაწილება“.
რეკომენდაცია
კლუბის სამუშაო შეხვედრის მართვის პროცესში წამყვანს დასჭირდება დახმარება, რომლისთვისაც შეიძლება მიმართოს კოორდინატორ პედაგოგს ან „კლუბის შინაგანაწესზე“ მომუშავე ჯგუფის წევრებს.
არჩევნების დასრულების შემდეგ წამყვანმა კლუბის ყველა წევრს უნდა მისცეს დავალება - „კიდევ ერთხელ გაეცანით „კლუბის შინაგანაწესს“ და განსაკუთრებით დეტალურად შეისწავლეთ თქვენი პოზიციის შესაბამისი ფუნქციები“.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის
არჩევნების შედეგების გამოყენებით სოციალური მედიის ჯგუფმა შეიძლება გააკეთოს „კლუბის პორთფოლიო“ ანუ საინფორმაციო ჟურნალი ან ვებგვერდი კლუბის შესახებ. მასში ასახული უნდა იყოს კლუბის ლიდერის, კოორდინატორებისა და სამუშაო ჯგუფების წევრების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც უნდა იყოს გაფორმებული ფოტოებითა და სხვა ვიზუალური მასალით.
დანართი №16. „კლუბის ფუნქციების გადანაწილება“
![]() |
4.3 III თავი თანამშრომლობა სასკოლო სამოქალაქო კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.3.1 III.I თანამშრომლობა კლუბის წევრებს შორის |
▲ზევით დაბრუნება |
კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მის წევრებს შორის თანამშრომლობა და თანაბარი მონაწილეობა კლუბის საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სხვადასხვა ეტაპებზე. იმავდროულად, წარმატებული თანამშრომლობა კლუბის წევრებს შორის დამყარებული უნდა იყოს გუნდური მუშაობის პრინციპებზე. საკითხის უკეთ გასააზრებლად განვმარტოთ, თუ რა არის გუნდი და რა უპირატესობა აქვს მას ჯგუფთან შედარებით.
გუნდი არის ადამიანთა ისეთი გაერთიანება, რომელიც შეიკრიბა, რათა თანამშრომლობის გზით იმუშაოს გუნდური მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუშაობის ამ პროცესში გუნდი ხასიათდება ურთიერთნდობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით.
ამასთან ერთად, გუნდური მუშაობის შედეგი აღემატება ყველა მისი წევრის ცალკე მუშაობის მოსალოდნელ შედეგთა ჯამს.
ჯგუფში: 1 წევრს+1 წევრი=2 წევრს
გუნდში: 1 წევრს+1 წევრი>2 წევრზე
ჩვეულებრივ, ჯგუფის წევრებიც აღწევენ შედეგებს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გუნდური მუშაობა გაცილებით პროდუქტიულს ხდის თითოეულ წევრს და, შესაბამისად, ეფექტიც მეტია. ჯგუფური მუშაობის დროს ხშირად მეტი აქცენტი კეთდება საბოლოო შედეგის მიღწევაზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მუშაობის პროცესსა და ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეს ასრულებენ. შედეგით შეიძლება კმაყოფილი იყოს ყველა, მაგრამ არა უშუალოდ პროცესითა და მასში მონაწილეობით.
გუნდური მუშაობის დროს კი თანაბარი ყურადღება ეთმობა როგორც „პროდუქტს“, ანუ საბოლოო შედეგს, ასევე მუშაობის პროცესს და მასში ჩართულ პიროვნებებს (იხ. სქემა №2).
ნებისმიერ გაერთიანებას შეიძლება ვუწოდოთ ჯგუფი, მაგრამ არა - გუნდი, თუმცა წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ჯგუფი გადაიქცეს გუნდად. კლუბში მომუშავე თითოეული წევრის მიზანიც ეს უნდა იყოს და ისინი იოლად მიაღწევენ შედეგს, თუკი შეთანხმდებიან გუნდურიმუშაობის პრინციპებზე.
მოდით, განვიხილოთ გუნდური მუშაობის პრინციპები სასკოლო სამოქალაქო კლუბის მაგალითზე:
სქემა №2 -3 პ-ს თეორია
ყველა წევრის პროდუქტიული თანამონაწილეობა ოთხ დონეზე უნდა ხდებოდეს:
I. მონაცემების და ცოდნის გაზიარება:
მაგ.: კლუბის წევრები ეცნობიან ერთმანეთს და ცვლიან ინფორმაციას იმ ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რომელიც თითოეულ მათგანს აქვს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა კლუბის წევრმა შეაფასოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და გაუზიაროს თანაგუნდელებს. ამ ტიპის ინფორმაცია ეხმარება კლუბის წევრებს, გააანალიზონ ერთობლივი შესაძლებლობები და შესაბამისად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.
II. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და კონსენსუსის მიღწევაში მონაწილეობა:
მაგ.: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კლუბის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საშუალება, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და სრულად ჩაერთოს პროცესში. კონსენსუსის მიღწევა გულისხმობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ეთანხმებოდეს გუნდის ყველა წევრი.
III. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში უშუალო მონაწილეობა:
მაგ.: სხვადასხვა საკითხების განხილვის პროცესში კლუბის წევრებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი მოსაზრებები არ დაიკარგება და საბოლოო გადაწყვეტილებაში ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულნი. ეს შეიძლება იყოს არჩევნების გზით მიღებული გადაწყვეტილება, ან სხვა, მაგრამ მთავარია, რომ კლუბის წევრის მოსაზრება არ დაიკარგოს.
IV. გადაწყვეტილების ამუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა:
მაგ.: თუ კლუბი გადაწყვეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის გამართვას, ყველამ უნდა იცოდეს, რა ფუნქციას შეასრულებს ამ მიზნის განხორციელების პროცესში და ეს შეთანხმებული უნდა იყოს კლუბის თითოეულ წევრთან (ზოგიერთი იმუშავებს საპროექტო ჯგუფში, ზოგიერთი - ადვოკატირების და PR-ის და ა.შ.).
გუნდის მახასიათებლები:
კომუნიკაცია - კლუბი უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციის გაცვლას წევრებს შორის.
ნდობა - კლუბის წევრებს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, რაც განაპირობებს მათ წარმატებულ თანამშრომლობას.
მრავალფეროვნება - რაც უფრო მეტად განსხვავებული იქნებიან ჯგუფის წევრები გამოცდილებითა და შეხედულებებით, მით მეტად საინტერესო იქნება ერთობლივი მუშაობა. კლუბში განსხვავებულობა უნდა აღიქმებოდეს როგორც რესურსი, რადგან მუშაობის პროცესში განსხვავებული და ალტერნატიული აზრების არსებობა განაპირობებს საბოლოო გადაწყვეტილების სრულყოფილებას.
შემოქმედებითობა და რისკზე წასვლა - გუნდის ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლუბისთვის. მისი წევრები ძირითადად არიან მოსწავლეები, რომლებსაც არა აქვთ გამოცდილება. ისინი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად რისკზე წასვლას გაბედავენ, თუ იგრძნობენ გუნდის მხარდაჭერას. ასევე, გუნდურობის განცდა აძლევს სითამამეს კლუბის წევრებს, გამოავლინონ შემოქმედებითობა, გარისკონ და განახორციელონ სრულიად ახალი იდეები.
შეფასება - კლუბის წევრების გუნდად ჩამოყალიბებას ეს მახასიათებელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რადგან შეფასების პროცესში ხდება კლუბის საქმიანობისა და მისი თითოეული წევრის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება. ძლიერი მხარეების გააზრებით კლუბის წევრებს აუმაღლდებათ მოტივაცია მუშაობის გასაგრძელებლად, ხოლო სუსტი მხარეების გამოვლენით ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ შეცდომები და მათი ერთობლივი მუშაობა უფრო მტკიცე და პროდუქტიული გახდება.
ცვლილებებისადმი შეთავსებადობა - როდესაც კლუბის წევრებს აქვთ გუნდურობის განცდა, მათ არ ეშინიათ ცვლილებების, რადგან ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ. ცვლილებები და სიახლეები კი ნებისმიერ საქმიანობას წარმატებულს ხდის.
თანამონაწილეობითი ლიდერობა - კლუბის წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ გუნდური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, მის თითოეულ წევრს ჰქონდეს საშუალება, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. სხვადასხვა საკითხზე მუშაობისას გამოიკვეთება კლუბის წევრი, რომელსაც ეს თემა უკეთ ესმის ან უკეთ შეუძლია ამ კონკრეტული საქმის შესრულება. სწორედ ამ დროს გუნდმა უნდა მისცეს მას საშუალება, გახდეს სიტუაციური ლიდერი და მართოს ეს კონკრეტული საქმე. მაგ.: თუ კლუბის რომელიმე წევრს აქვს გამორჩეული უნარები პრეზენტაციის ჩატარებისა და მოლაპარაკებების წარმოებისთვის, სწორედ მან უნდა უხელმძღვანელოს ადვოკატირების პროცესს, შეხვდეს ადგილობრივ თვითმმართველობას და ა.შ. გუნდურობის პრინციპის თანახმად კლუბის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს სიტუაციური ლიდერი და ასევე პროდუქტიულად იმუშაოს სხვადასხვა ჯგუფში სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ.
ჩვენ განვიხილეთ გუნდის ძირითადი მახასიათებლები, თუმცა კლუბის მუშაობის საწყის ეტაპზე მისი წევრები თავად უნდა შეთანხმდნენ მათთვის მნიშვნელოვან გუნდური მუშაობის პრინციპებზე. ამისთვის გთავაზობთ კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელს, რომელიც დაეხმარება კლუბის წევრებს, ჩამოაყალიბონ თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის შესახებ შეთანხმება, ანუ „კლუბის დეკლარაცია“.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი:
სათაური: კლუბის დეკლარაცია
მიზანი და ამოცანები
სამუშაო შეხვედრის მიზანია, კლუბის წევრები გაეცნონ გუნდური მუშაობის პრინციპებს და ამ პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშაონ საკუთარი კლუბის დეკლარაცია, ანუ შეთანხმება ერთობლივ მუშაობაზე.
წამყვანი
კლუბის წევრი მოსწავლე და კოორდინატორი პედაგოგი
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ კლუბის წევრები
ხანგრძლივობა
90 წთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
პრეზენტაცია და დისკუსია - „რა არის გუნდი?“ - ამ პრეზენტაციის მოსამზადებლად წამყვანი გამოიყენებს ამავე თავში მოცემულ ინფორმაციას. გარდა ამისა, მას შეუძლია მოიძიოს დამატებითი მასალა ინტერნეტიდან ან სხვა წყაროებიდან. პრეზენტაციის მსვლელობის დროს სასურველია, წამყვანმა კლუბის წევრებიც ჩართოს პროცესში, დაუსვას მათ კითხვები და სთხოვოს საკუთარი მაგალითების მოყვანა.
ინდივიდუალური მუშაობა - წამყვანი სთხოვს მონაწილეებს მინიმუმ სამი პრინციპის და/ან მახასიათებლის ჩამოწერას, რომელიც უნდა ჰქონდეს მის სასკოლო სამოქალაქო კლუბს. მაგ.:
განსხვავებული აზრის პატივისცემა;
თანასწორობა;
ნდობა და პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
და სხვ.
მუშაობა მიკროჯგუფებში - წამყვანმა უნდა შექმნას ოთხი მიკროჯგუფი. მათში გაერთიანებული მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს და ერთ საერთო საპრეზენტაციო ფურცელზე მოათავსებენ საბოლოო შედეგებს, ანუ კლუბში ერთად მუშობის პრინციპებს.
პრეზენტაცია და „გუნდური შეთანხმება“ - ოთხივე მიკროჯგუფი წარადგენს საკუთარ შედეგებს. ყველას ეძლევა აზრის გამოხატვის საშუალება, რათა შეაჯერონ სრული სია შემდეგი სათაურით „კლუბის დეკლარაცია“ - ანუ როგორ ვმუშაობთ ერთად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ წამყვანი აერთიანებს ყველა ნამუშევარს და
შემდეგ საკლუბო შეხვედრაზე ყველას წინაშე წარადგენს კლუბის დეკლარაციის საბოლოო ვერსიას.
შეფასება და ანალიზი
წამყვანი და კლუბის წევრები ერთად აფასებენ სამუშაო შეხვედრის შედეგებს
შემდეგი კითხვების მიხედვით:
მუშაობის პროცესში რა იყო თქვენთვის რთული და რა უფრო იოლი? რატომ?
კმაყოფილი ხართ თუ არა მიღებული შედეგით? რამეს ხომ არ შეცვლიდით?
მუშაობის პროცესში რა იყო თქვენთვის ახალი და მეტად საინტერესო? რამ დაგაფიქრათ?
თქვენი აზრით, რაში დაგეხმარებათ „კლუბის დეკლარაცია“, რატომ ფიქრობთ ასე?
სხვ.
საჭირო მასალა:
საპრეზენტაციო და თაბახის ფურცლები, მარკერები, კალმები და სხვ.
დაფა, პროექტორი და/ან წინასწარ დიდ საპრეზენტაციო ფურცლებზე გამზადებული თვალსაჩინო მასალა (თეორიის მიხედვით მომზადებული თვალსაჩინო მასალა საპრეზენტაციოდ წამყვანს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული).
დანართების სია:
შენიშვნა: დანართი შეიძლება მომზადდეს წამყვანის სურვილის მიხედვით. მაგალითად, მან შესაძლოა მოამზადოს მცირე თეორიული მასალა გუნდური მუშაობის პრინციპებზე და დაურიგოს კლუბის წევრებს მუშაობის პროცესში.
რეკომენდაცია
სასურველია ლექცია - „რა არის გუნდი?“ (თეორია მოცემულია ამავე თავის შესავალში) - წამყვანმა და კლუბის კოორდინატორმა მოამზადონ ერთად. აგრეთვე, კოორდინატორი დაეხმაროს მას ჩატარებაში.
სასურველია პრეზენტაციისთვის წამყვანმა გამოიყენოს პროექტორი ან საპრეზენტაციო ფურცლებზე მომზადებული თვალსაჩინო მასალა.
მიკროჯგუფების მიერ წარმოდგენილი მასალის შესაჯამებლად წამყვანმა და კლუბის კოორდინატორმა უნდა იმუშაონ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მათ უნდა მოამზადონ „კლუბის დეკლარაციის“ როგორც ელექტრონული ვერსია, ასევე თვალსაჩინო საპრეზენტაციო მასალა, რომელსაც განათავსებენ კლუბის სამუშაო ოთახში.
![]() |
4.3.2 III.II სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფუნქციონირებაში ჩართული მხარეები და მათი როლები |
▲ზევით დაბრუნება |
სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი წევრების აქტიური თანამშრომლობა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. წარმატებული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად კლუბის წევრები კარგად უნდა იცნობდნენ ყველა ჩართული მხარის ინტერესებსა და მათ მოტივაციას, ითანამშრომლონ კლუბთან.
სახელმძღვანელოში შემოთავაზებული კლუბის სტრუქტურის მიხედვით ნათლად ჩანს კოორდინატორი პედაგოგისა და კლუბის კონსულტანტთა ჯგუფის წევრის ძირითადი ფუნქციები, თუმცა სასურველია, ყველა კლუბმა ინდივიდუალურად განსაზღვროს მათი როლი და უფრო მეტად დააკონკრეტოს თითოეული მათგანის ფუნქციები.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი:
სათაური: ვისთან ვთანამშრომლობთ?
მიზანი და ამოცანები
სამუშაო შეხვედრის მიზანია, კლუბის წევრებმა განსაზღვრონ ყველა დაინტერესებული პირი, ვისთანაც სურთ თანამშრომლობა და გამოიკვლიონ თითოეული მათგანის ინტერესები.
წამყვანი
კლუბის წევრი მოსწავლე და კოორდინატორი პედაგოგი ერთად
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ კლუბის წევრები
ხანგრძლივობა
3 სთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
შესავალი - წამყვანი აცნობს კლუბის წევრებს სამუშაო შეხვედრის მიზანს და ათანხმებს მუშაობის განრიგს.
გონებრივი იერიში - წამყვანი სთხოვს მონაწილეებს დაასახელონ ყველა
მხარე, ვისთანაც შეიძლება ითანამშრომლოს კლუბმა. წამყვანი მონაწილეების
მიერ გამოთქმულ ყველა იდეას კამათისა და განხილვის გარეშე აფიქსირებს
საპრეზენტაციო ფურცელზე.
მაგალითები:
1) მშობლები;
2) სკოლის ადმინისტრაცია და სხვა პედაგოგები;
3) მოსწავლეები, რომლებიც კლუბის წევრები არ არიან;
4) სკოლის კურსდამთავრებულები;
5) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები;
6) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები;
7) კერძო კომპანიები (ბიზნეს კომპანიები);
8) სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბები;
9) ჟურნალისტები;
10) ადგილობრივი თემის წარმომადგენლები;
11) სხვ.
გონებრივი იერიშის დასრულების შემდეგ წამყვანი კითხულობს სრულ სიას და სთხოვს მონაწილეებს, დააკონკრეტონ, ამ ჩამონათვალიდან პირველ რიგში ვისთან სურთ თანამშრომლობა. საბოლოო სიას წამყვანი წერს ახალ საპრეზენტაციო ფურცელზე.
მუშაობა მიკროჯგუფებში - წამყვანი საბოლოო სიაში მითითებულ რაოდენობას უმატებს ერთს (სასკოლო სამოქალაქო კლუბს) და შესაბამისად, ქმნის მიკროჯგუფებს. მაგალითად, თუ საბოლოო სიაში არის დასახელებული დაინტერესებული მხარე, კლუბის წევრები დაიყოფიან 11 მიკროჯგუფად. 1მიკროჯგუფი განასახიერებს სასკოლო სამოქალაქო კლუბს, ხოლო დანარჩენი 10 - ათ დაინტერესებულ მხარეს (წამყვანი სთხოვს მონაწილეებს, წარმოიდგინონ, რომ ისინი ნამდვილად არიან მშობლების ჯგუფი, ჟურნალისტები და სხვ. და შევიდნენ როლებში).
თითოეული მიკროჯგუფი მუშაობს ცალკე და წამყვანის დავალებებს ასრულებს თანმიმდევრობით. დავალებები კი, შემდეგნაირია:
- დაინტერესებული მხარეების ჯგუფებს (10 ჯგუფი) წამყვანი სთხოვს მოტივების ჩამოწერას: რატომ სურთ თანამშრომლობა სასკოლო სამოქალაქო კლუბთან? რას შეიძლება მოელოდნენ ამ თანამშრომლობისგან? (მაგ.: მშობლების ჯგუფი ჩამოწერს ყველა იმ მოტივს, რის გამოც ითანამშრომლებდა კლუბთან და ა.შ.) - ხოლო მე-11 ჯგუფს (სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჯგუფი) წამყვანი სთხოვს ჩამოწეროს თანამშრომლობის მოტივები ამ 10 ჯგუფის მიმართ ცალ-ცალკე - „რას მოელის სასკოლო სამოქალაქო კლუბი ... -თან თანამშრომლობისგან“.
შენიშვნა: თერთმეტივე ჯგუფი მუშაობს ცალ-ცალკე და არ უზიარებს ერთმანეთს იდეებს. ასევე, თითოეული ჯგუფი აფიქსირებს მოტივებს თაბახის ფურცლებზე - ერთი მოტივი ერთ ფურცელზე - მაგ.: „კლუბთან თანამშრომლობა გვინდა ... მიზნით“, „კლუბთან თანამშრომლობით ჩვენ მივიღებთ...“, „კლუბი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისგან მოელის ...“ და ა.შ.
მუშაობა საერთო წრეში - მიკროჯგუფებში მუშაობის დასრულების შემდეგ წამყვანი სთხოვს მონაწილეებს, დასხდნენ წრეში მიკროჯგუფების მიხედვით (სასურველია წრის შუაში იყოს თავისუფალი სივრცე მაგიდებისა და სკამების გარეშე). მიკროჯგუფები ისე უნდა გადანაწილდნენ, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჯგუფი იყოს ერთ მხარეს, ხოლო დანარჩენი შვიდი ჯგუფი, წრის მეორე მხარეს რკალზე. (იხ. სქემა №3, გვ. 98).
წამყვანი ცალ-ცალკე ხაზებით (სკოჩის ან ცარცის გამოყენებით) აკავშირებს სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჯგუფსა და დანარჩენ ათ მიკროჯგუფს. თითოეული მიკროჯგუფი ამ ხაზზე (ხაზის ბოლოში სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჯგუფთან ახლოს) ალაგებს გამზადებულ თაბახის ფურცლის ბარათებს, რომელზეც დატანილია მათი მოტივები. ხოლო სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჯგუფი ალაგებს თავის ბარათებს თითოეული ჯგუფისთვის ცალ-ცალკე (ხაზის ბოლოში, ამ ჯგუფთან ახლოს).
თითოეულ ჯგუფს წამყვანი აძლევს დროს, გაეცნოს ამ ბარათებს და დაუსვან „+“ იმ მოტივს რომელსაც ეთანხმებიან, ხოლო „-“ რომელსაც არ ეთანხმებიან. თუკი ჯგუფს არა აქვს საბოლოო პასუხი, ან სურს დააზუსტოს ინფორმაცია რომელიმე მოტივთან დაკავშირებით - აღნიშნავს კითვის ნიშნით - „?“.
დიალოგი მხარეებს შორის და შეჯამება - წამყვანი ამოწმებს ყველა ბარათს და აძლევს მიკროჯგუფებს ახალ დავალებას: „თითოეულ ჯგუფს გეძლევათ დრო (5 წთ), რომ მიმართოთ სასკოლო სამოქალაქო კლუბს და შეთანხმდეთ თანამშრომლობაზე, ანუ რომელ მოტივებს ეთანხმებით და რომელი მოტივებია თქვენთვის მიუღებელი თანამშრომლობაში. ამასთანავე, საერთო მოტივების არსებობის შემთხვევაში, მათი ბარათები ერთად უნდა დალაგდეს“.
შენიშვნა: მანამ, სანამ ერთი ჯგუფი მუშაობს სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჯგუფთან, სხვა მონაწილები ისმენენ და აძლევენ რეკომენდაციას უკეთესი თანამშრომლობისათვის.
მასალების შეგროვება - წამყვანმა დისკუსიის პროცესში უნდა ჩაინიშნოს მოსწავლეთა კომენტარები და ბოლოს შეაგროვოს ყველა ბარათი, რომლებზეც მოტივებია დაფიქსირებული.
შეფასება და ანალიზი
კლუბის სამუშაო შეხვედრას აფასებს წამყვანი, კოორდინატორი პედაგოგი და კლუბის წევრები ერთად შემდეგი კითხვების მიხედვით:
წამყვანი ჯერ ცალ-ცალკე ეკითხება ჯგუფებს - „კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგით? მიიღეთ თუ არა თქვენთვის საინტერესო პასუხები კლუბისგან? ცხრავე მიკროჯგუფის გამოკითხვის შემდეგ წამყვანი მიმართავს სასკოლო
სამოქალაქო კლუბის ჯგუფს:
კმაყოფილი ხართ თუ არა თანამშრომლობის შედეგებით, დაემთხვა თუ არა თქვენი ინტერესები?
შედგებოდა თუ არა თანამშრომლობა, ეს რომ რეალური სიტუაცია ყოფილიყო? რომელი დაინტერესებული მხარის მოტივები დაემთხვეოდა კლუბის ინტერესებს მეტად?
კითხვა მთელ ჯგუფს - „რაზე დაფიქრდით ამ დავალების შესრულების პროცესში, რა იყო თქვენთვის საინტერესო?“
სხვ.
საჭირო მასალა:
თაბახის ფურცლები, მარკერები და დიდი საპრეზენტაციო ფურცლები
ცარცი ან თეთრი ქაღალდის სკოჩი (ხაზების გასავლებად)
დანართების სია:
სქემა №3 - „ვისთან ვთანამშრომლობთ“.
რეკომენდაცია
ამ შეხვედრის მართვის პროცესში სასურველია მოსწავლეს დაეხმაროს კოორდინატორი პედაგოგი ან კლუბის სხვა წევრი მოსწავლე.
![]() |
5 ნაწილი II. სამოქალაქო განათლება და საკლუბო ღონისძიებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 IV თავი სამოქალაქო განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე თავში წარმოდენილი კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელები გათვალისწინებულია კლუბის შიდა ღონისძიებებისთვის, ანუ აქტივობებისთვის, რომლებშიც მხოლოდ კლუბის წევრები იქნებიან ჩართულნი. თუმცა, სასკოლო სამოქალაქო კლუბის მიერ თითოეული მოდელის წარმატებით განხორციელების შემდეგ შეიძლება მსგავსი ტიპის ღონისძიებები სხვა მოსწავლეებისთვისაც დაიგეგმოს.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ყველა წევრს კარგად უნდა ესმოდეს სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო განათლების მიმართულებით შემდეგი საკითხები იკვეთება:
საკმაოდ რთულია, მოქალაქეებმა დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლებები, თუ არ ფლობენ შესაბამის ინფორმაციას იმის შესახებ, რისი მოთხოვნა შეუძლიათ მათ.
თუ მოქალაქე არ იცნობს საკუთარ უფლებებს, მას ვერც დაიცავს. მაგ.: მოსწავლემ არ იცის, რომ აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და თუ ვინმემ ეს უფლება შეუზღუდა, ვერ დაიცავს საკუთარ ინტერესებს.
ასევე, მოქალაქეთათვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ეფექტური დიალოგი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციებთან ან სახელმწიფო მოხელეებთან, თუ არ ფლობენ კვალიფიციურ ინფორმაციას მათ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ.
მომსახურება შეიძლება გულისხმობდეს ბავშვების ისეთი სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორიც არის განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვ. მაგ.: თუკი მოსწავლე არ ფლობს ინფორმაციას ამის შესახებ, იგი ვერ წარმართავს დიალოგს ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო მოხელესთან, რომელიც უწევს მომსახურებას და ვერ ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ეს მომსახურება მისთვის უფრო მისაღები გახდეს (გაიუმჯობესოს განათლების მიღება სკოლაში და სხვ.).
მოქალაქეთათვის საკმაოდ რთულია მიიღონ დროული და ეფექტური ანგარიშგება, თუ არ ფლობენ ადეკვატურ ინფორმაციას და არ იციან ის გზები, რომლითაც უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლებები.
ანგარიშგება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობაა, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან ყველა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას, ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას. მაგ.: თუ მოსწავლემ არ იცის, რომ არსებობს ბავშვისთვის შესაფერისი ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლება, არც ის იცის, ვის, როგორ და როდის უნდა მიმართოს ამ უფლების უზრუნველსაყოფად.
ზემოთ მოყვანილი საკითხებიდან გამომდინარე, სამოქალაქო განათლება უნდა მიმართავდეს საზოგადოების ინფორმირებას სამი მახასიათებლის მიხედვით:
პიროვნული - საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა და გამოყენება
პოლიტიკური - გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა
სოციალური - თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა ანუ ადვოკატირება.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს ამ ნაწილში წარმოდგენილი ქვეთავები კლუბის წევრების სწორედ ამ სამი მიმართულებით ინფორმირებას გულისხმობს. თითოეულ მათგანში მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე ინსტრუქციები და პრაქტიკული მაგალითები კლუბის სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად.
![]() |
5.1.1 IV.I აქტიური მონაწილეობა და ბავშვის უფლებების კონვენცია |
▲ზევით დაბრუნება |
აქტიური მონაწილეობის თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია თვალი გადავავლოთ ბავშვთა უფლებების კონვენციას. ხშირად მოსახლეობის უმრავლესობა მეტ აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რისი უფლება აქვს და ავიწყდება, რომ არსებობს მოქალაქეობრივი მოვალეობები და პასუხისმგებლობებიც. გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ძირითად სამიზნე ჯგუფს მოსწავლეები შეადგენენ, ბავშვთა უფლებების კონვენცია კარგი მასალაა ჯანსაღი სამოქალაქო მიდგომისსაილუსტრაციოდ.
„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია საწყისი წერტილი იყო; მან საქვეყნოდ აღიარა, რომ ბავშვები მხოლოდ დაცვის ობიექტები კი არ არიან, არამედ მათ თავად ეკუთვნით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.“
/ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე/
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წელს მიიღო. ბავშვის უფლებათა კონვენცია - ასევე უწოდებენ ბავშვთა კონვენციას - ბავშვად განსაზღვრავს 18 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს და ადასტურებს, რომ ბავშვი სრულად ფლობს ადამიანის უფლებებს. კონვენცია მოიცავს 54 მუხლს ბავშვის უფლებების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაიყოს სამ ზოგად კატეგორიად.
ეს სამი კატეგორია ზოგჯერ „სამი P-ს“ სახელითაც მოიხსენიება:
1. დაცვა (Protection), აერთიანებს უფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოებას;
2. უზრუნველყოფა (Provision), რომელიც გულისხმობს ბავშვების ისეთი სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორიც არის განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვ.;
3. მონაწილეობა (Participation), რომელიც აღიარებს ბავშვის უნარს (რომელიც თანდათან ვითარდება), მიიღოს გადაწყვეტილებები, ასევე, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოწიფულობის ასაკთან მიახლოებისას.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი
სათაური: აქტიური მონაწილეობა და ბავშვის უფლებების კონვენცია მიზანი და ამოცანები
სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განხილვა ბავშვის უფლებების კონვენციის მაგალითზე.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანია კლუბის წევრების მიერ ბავშვის უფლებების კონვენციის უფრო დეტალური გაცნობა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის გაანალიზება.
წამყვანი
კლუბის წევრი და/ან კოორდინატორი პედაგოგი.
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ კლუბის წევრები.
ხანგრძლივობა
2 სთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
თემის გახსნა - წამყვანი აცნობს კლუბის წევრებს სამუშაო შეხვედრის მიზანს და მიმართავს კითხვებით თემის გასახსნელად:
„იცნობთ თუ არა ბავშვის უფლებების კონვენციას?“
„თუ იცნობთ, რომელ უფლებას დაასახელებდით, რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი? რატომ?“
მინი-ლექცია და მუშაობა ჯგუფებში - წამყვანი აცნობს მონაწილეებს 3P-ს მიხედვით უფლებების გადანაწილების თეორიას და აძლევს დავალებას: - მოდით, დავიყოთ სამ სამუშაო ჯგუფად. ყველას გექნებათ განსხვავებული დავალება. თითოეულს დაგირიგებთ ბავშვის უფლებების კონვენციის მუხლებს დაჭრილ ბარათებად (თითო ბარათზე თითო მუხლი), რომლებიც თქვენ საპრეზენტაციო ფურცლებზე დავალების მიხედვით უნდა გადაანაწილოთ. მას შემდეგ, რაც წამყვანი კლუბის წევრებს სამ სამუშაო ჯგუფად დაყოფს, მათ ინდივიდუალურ დავალებებს აძლევს:
I ჯგუფი - მოძებნეთ კონვენციაში ის მუხლები, რომლებიც ეხება დაცვას (Protection);
II ჯგუფი - მოძებნეთ კონვენციაში ის მუხლები, რომლებიც ეხება უზრუნველყოფას (Provision); კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი;
III ჯგუფი - მოძებნეთ კონვენციაში ის მუხლები, რომლებიც ეხება მონაწილეობას (Participation).
- თითოეული ჯგუფი უნდა ეცადოს იპოვოს რაც შეიძლება მეტი მუხლი საკუთარი დავალების მიხედვით და მოემზადოს პრეზენტაციისთვის. პრეზენტაციის დროს თქვენ უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ შეარჩიეთ კონკრეტული მუხლები.
პრეზენტაცია და დისკუსია - ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ წამყვანი სთხოვს მონაწილეებს, მოემზადონ პრეზენტაციისთვის. თითოეული ჯგუფი წარადგენს ნამუშევარს და ისმენს შეფასებებს და რეკომენდაციებს სხვა წევრებისგან. წამყვანმა უნდა იზრუნოს დისკუსიის ეფექტურად წარმართვაზე და სთხოვოს მონაწილეებს იყვნენ ობიექტური, შენიშვნა ჩამოაყალიბონ პოზიტიური ფორმით და მისცენ ერთმანეთს სასარგებლო რჩევები. გამომსვლელი გუნდის წევრები ინიშნავენ კომენტარებს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ ცვლილებები საკუთარ პრეზენტაციაში. ასევე, თუ ჯგუფებს გამოყენებული აქვთ ერთი და იგივე მუხლები, ასაბუთებენ, რატომ მიეკუთვნება ეს მათ მიმართულებას და ა.შ.
შეჯამება - წამყვანი აფასებს შედეგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მონაწილეობის თემას.
- შედეგად შეიძლება ითქვას, რომ დაცვის, უზრუნველყოფისა და მონაწილეობის მნიშვნელობა თანაბარია, თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად გვავიწყდება ხოლმე.
მოდით მითხარით, გიფიქრიათ თუ არა მონაწილეობის მნიშვნელობაზე აქამდე.
- მოდით, განვსაზღვროთ ჩვენი, როგორც სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების, მონაწილეობის ხარისხი ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით. მე წავიკითხავ თითოეულ მუხლს, თქვენ კი მითხარით, რომელი ნიშნით აღვნიშნო.
ნიშნები შემდეგია:
შემოვხაზავ - თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ამ მუხლის უზრუნველსაყოფად უნდა იმუშაოს;
გავხაზავ - თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ამ მუხლის უზრუნველსაყოფად უნდა იმუშაოს ნაწილობრივ, მაგრამ არა სრულად.
წყვეტილი ხაზით აღვნიშნავ - თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბი ამ მუხლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებს, შეიძლება მხოლოდ ზოგადად შეეხოს, საქმიანობიდან გამომდინარე.
შედეგად, წამყვანი ამზადებს დოკუმენტს, რომელიც ასახავს მათი კლუბის ძირითად და სავარაუდო სამუშაო თემებსა და მიმართულებებს, ბავშვის უფლებების კონვენციის მუხლების მიხედვით. ამ დოკუმენტის საფუძველზე კლუბმა შეიძლება დაგეგმოს პროგრამები, პროექტები და სხვ.
შეფასება და ანალიზი
წამყვანი, მონაწილეებთან ერთად, აფასებს კლუბის სამუშაო შეხვედრას. სავარაუდო კითხვები შეფასებისთვის:
კმაყოფილი ხართ თუ არა მიღებული შედეგით? კი/არა რატომ?
რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად მუშაობის პროცესში და რა იყო თქვენთვის იოლად შესასრულებელი?
რა გაიგეთ ახალი ბავშვის უფლებების კონვენციის შესახებ?
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სამუშაო შეხვედრის შედეგები, რა სამომავლო გეგმების დასახვა შეგვიძლია?
მოდით, ჩამოვაყალიბოთ იდეები მომავალი საქმიანობისთვის:
სხვ.
საჭირო მასალა:
მუხლების მიხედვით (სულ ვიყენებთ 1-დან 42 მუხლამდე) ბარათებად დაჭრილი ბავშვის უფლებების კონვენცია 3 ჯგუფისთვის ცალ-ცალკე. წამყვანმა შეიძლება გამოიყენოს ბავშვის უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია, რომელიც მომზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და ასევე სახელმძღვანელო „კომპასიტოს“-გან. (იხ. სასარგებლო ლიტერატურის სია გვ. 116)
მარკერები, მშრალი წებო, საპრეზენტაციო ფურცლები 3 სამუშაო ჯგუფისთვის.
რეკომენდაცია
წამყვანმა წინასწარ უნდა მოამზადოს მცირე პრეზენტაცია ბავშვის უფლებების კონვენციის შესახებ და თავად გაიაზროს 3P-ს თეორიის მნიშვნელობა.
სასურველია შეხვედრას ესწრებოდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მოსწავლეებს ბავშვის უფლებების კონვენციის თითოეული მუხლის განმარტებაში.
![]() |
5.1.2 IV.II სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდების მონაწილეობის დონის შეფასებისთვის განვიხილოთ „მონაწილეობის კიბე“, რომელიც კარგად ასახავს ჩართულობის ხარისხს თითოეულ საფეხურზე. როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო მონაწილეობაზე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ აქტიურობა და სხვადასხვა ღონისძიებებში ხშირი ჩართულობა ყოველთვის არ გულისხმობს რეალურ მონაწილეობას. მოდით, განვიხილოთ „მონაწილეობის კიბე“ და შევაფასოთ თითოეული საფეხური ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხის მიხედვით:
მერვედან მეოთხე საფეხურის ჩათვლით წარმოდგენილია ახალგაზრდების ჩართულობის სხვადასხვა დონე კლებადობის მიხედვით. შესაბამისად, მერვე საფეხური ყველაზე მაღალი დონის მონაწილეობაა.
მესამედან პირველი საფეხურის ჩათვლით კი ყველაზე დაბალია მონაწილეობის ხარისხი და მათ არმონაწილეობის საფეხურებსაც უწოდებენ.
სქემა №4 - „მონაწილეობის კიბე“
დანართში №17 მოცემულია თითოეული საფეხურის დახასიათება ახალგაზრდების მონაწილეობის ხარისხის მიხედვით.
დანართი №17 |
„მონაწილეობის კიბე“ |
8. ახალგაზრდების ინიციატივა, გადაწყვეტილებების მიღება უფროსებთან ერთად ბავშვები და ახალგაზრდები იჩენენ ინიციატივას და უფროსი თაობის წარმომადგენლებს რთავენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მონაწილეობის ხარისხი: ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ იდეა, ქმნიან პროექტს და სთავაზობენ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათთან ერთად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. |
|
7 ახალგაზრდების ინიციატივა და მართვა ბავშვები და ახალგაზრდები მართავენ. მათ აქვთ იდეა და დამოუკიდებლად გეგმავენ და ახორციელებენ ინიციატივებს. მონაწილეობის ხარისხი: ბავშვებს და ახალგაზრდებს აქვთ საწყისი იდეა და იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ წარმართონ პროექტი. უფროსების რესურსები ხელმისაწვდომია, თუმცა ისინი პასუხისმგებლობასა და კონტროლს არ იღებენ საკუთარ თავზე. |
|
6. უფროსების ინიციატივა, გადაწყვეტილებების მიღება ახალგაზრდებთან ერთად უფროსები იჩენენ ინიციატივას და ახალგაზრდებს რთავენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მონაწილეობის ხარისხი: უფროსებს აქვთ საწყისი იდეა, მაგრამ ბავშვები და ახალგაზრდები ჩართულნი არიან პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა საფეხურზე. ხდება არა მარტო მათი იდეების გაზიარება, არამედ ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. |
|
5. კონსულტაცია (შეთანხმება) და ინფორმირება ინიციატივა მომდინარეობს უფროსებისგან და დაგეგმვის პროცესში კონსულტაციას გადიან ახალგაზრდებთან. შედეგად უფროსები აწვდიან მათ ინფორმაციას უკვე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ღონისძიების განხორციელების შესახებ. მონაწილეობის ხარისხი: პროექტს გეგმავენ და ახორციელებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ აქვთ კონსულტაციები ბავშვებთან და ახალგაზრდებთან. პროექტით გათვალისწინებულ მოვლენებთან მიმართებაში ახალგაზრდებს აქვთ სრული ინფორმაცია და მათი მოსაზრებები სერიოზულად აღიქმება. |
|
4. ინფორმირება და ჩართვა უფროსებს აქვთ იდეა, აწვდიან ახალგაზრდებს ინფორმაციას და რთავენ მათ უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში. მონაწილეობის ხარისხი: უფროსები ქმნიან პროექტს და ბავშვები და ახალგაზრდები ერთვებიან მასში. უფროსები პატივს სცემენ მათ შეხედულებებს. |
|
3. სიმბოლიზმი ბავშვებსა და ახალგაზრდებს სთხოვენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა მათ ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ შანსი განსაზღვრონ საკუთარი აზრის გამოხატვის ფორმები და იდეების განვრცობის მასშტაბები. მონაწილეობის ხარისხი: ახალგაზრდებს აქვთ მონაწილეობის განცდა, თუმცა გაურკვეველია მისი ხარისხი. ამავდროულად, ახალი ნაცნობების წრე, საერთო ინტერესები, საინტერესო საკითხის ირგვლივ მსჯელობა და სხვ. ხშირად ამაღლებს ახალგაზრდას მოტივაციას, მომავალში თავად გამოიჩინოს ინიციატივა. 2. დეკორაცია ბავშვები და ახალგაზრდები მონაწილეობენ ისეთ ღინისძიებებში, როგორიცაა მაგალითად, სიმღერა, ცეკვა ან სხვადასხვა ლოგოს გამომსახველი მაისურების ტარება, მაგრამ მათთვის თითქმის გაუგებარია, რა ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. მონაწილეობის ხარისხი: ახალგაზრდები ხალისით ერთვებიან, თუმცა ხშირად უმრავლესობას არ უხსნიან ღონისძიების მთავარ მიზანს. შესაბამისად, მათი მონაწილეობის ხარისხი ძალიან დაბალია. |
|
1. მანიპულაცია ბავშვები და ახალგაზრდები აკეთებენ და/ან ამბობენ იმას, რასაც უფროსები სთავაზობენ, მაგრამ თითქმის არ ესმით საკითხი და მათ არც მოსაზრებებს ეკითხებიან. უფროსები იყენებენ მათ გარკვეულ იდეებს, თუმცა არ უხსნიან, რა გავლენა იქონია მათმა მოსაზრებამ საბოლოო შედეგზე. მონაწილეობის ხარისხი: ამ საფეხურზე მონაწილეობის ხარისხის შეფასება ძალიან რთულია, რადგან ახალგაზრდები არ გამოხატავენ საკუთარ აზრს და მათი მონაწილეობაც ფიქტიურია. |
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი
სათაური: „მონაწილეობის კიბე“ მიზანი და ამოცანები
კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანია, მომავალი საკლუბო ღონისძიებების დასაგეგმად, კლუბის წევრებმა მონაწილეობის საფეხურების გაანალიზების გზით განსაზღვრონ მათთვის სასურველი ჩართულობის დონე.
წამყვანი
კლუბის ერთ-ერთი წევრი ან პედაგოგი. ერთი თანაწამყვანი.
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ კლუბის წევრები და კოორდინატორი პედაგოგი (25-30 მონაწილე)
ხანგრძლივობა 2 სთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
I ნაწილი
მინი-ლექცია და დისკუსია: წამყვანი ამზადებს მინი-ლექციას თემაზე „მონაწილეობის კიბე“. ლექცია უნდა იყოს თვალსაჩინო. წამყვანმა ხშირად უნდა მიმართოს ჯგუფს და ჩართოს მონაწილეები დისკუსიაში (მაგ.: სთხოვოს მაგალითების მოყვანა მონაწილეობის კიბის საფეხურის შესაბამისად ან საკუთარი აზრის გამოხატვა და ა.შ.). ლექციის ბოლოს წამყვანი ჯგუფს აძლევს პრაქტიკულ დავალებას, რომლითაც დაადგენს, რამდენად ზუსტად გაიგეს მონაწილეებმა მასალა.
პრაქტიკული დავალება: წამყვანს წინასწარ აქვს მომზადებული ღონისძიებების ნიმუშები მონაწილეობის კიბის საფეხურების მიხედვით. დაჭრილ ქაღალდებზე, ცალკე იქნება ღონისძიებები და ცალკე საფეხურების სათაურები. წამყვანი მონაწილეებს ყოფს 4 ჯგუფად და ყველას ერთნაირ დავალებას აძლევს. 10 წუთში მათ უნდა დაალაგონ ღონისძიებები 8 საფეხურის მიხედვით, „რომელი რომელს შეესაბამება?“. პრეზენტაციის მოსამზადებლად წამყვანი თითოეულ ჯგუფს აძლევს საპრეზენტაციო ფურცელს, მშრალ წებოს, მარკერებს და გამზადებულ დაჭრილ ფურცლებს (ღონისძიებებითა და სათაურებით).
პრეზენტაცია და განხილვა: თითოეული გუნდი კედელზე აკრავს გამზადებულ საპრეზენტაციო ფურცლებს და მათი თითო წარმომადგენელი მარკერით ხელში დგება გუნდის პოსტერთან. წამყვანი იწყებს მე-8 საფეხურიდან და ბოლოს განიხილავს პირველ საფეხურს. თითოეული ჯგუფი ასახელებს შედეგებს და შეცდომის შემთხვევაში პოსტერთან მდგომი გუნდის წარმომადგენელი მარკერით აფიქსირებს ცვლილებას.
მცირე შესვენება
II ნაწილი
ანალიზი და პრეზენტაცია: წამყვანი მონაწილეებს ყოფს 8 ჯგუფად და თითოეულს განსახილველად აძლევს მონაწილეობის კიბის ერთ საფეხურს. მონაწილეებმა უნდა ჩამოწერონ საფეხურის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ პრეზენტაციის დროს პრეზენტატორებს გაუჭირდათ დადებითი ან უარყოფითი მხარეების სრულად ჩამოყალიბება, წამყვანი სთხოვს ჯგუფის ყველა წევრს, რომ მათ იდეებით დაეხმარონ.
განხილვა საერთო წრეში: მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი გააანალიზებს მონაწილეობის თითოეულ საფეხურს, წამყვანი მთელ ჯგუფს არჩევნების ჩატარებას სთავაზობს. დავალება ასეთია: „რომელი საფეხურის შესაბამისი ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ ჩვენს სასკოლო სამოქალაქო კლუბში?“ თითო მონაწილეს აქვს მხოლოდ 2 ხმა.
შეფასება და ანალიზი
შედეგების შეჯამება: წამყვანი შედეგებს აფიქსირებს საპრეზენტაციო ფურცელზე, სადაც წინასწარ აქვს დახატული „მონაწილეობის კიბე“ და წარუდგენს მონაწილეებს. მან უნდა შემოხაზოს ის სამი საფეხური, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა და მიმართოს ჯგუფს კომენტარებისთვის. კითხვების მაგალითები:
რატომ აირჩიეთ ეს საფეხური ინდივიდუალური მუშაობისას?
კმაყოფილი ხართ თუ არა საბოლოო შედეგით?
რა დადებით შედეგებს მივიღებთ თუ დავგეგმავთ საკლუბო ღონისძიებებს შერჩეული სამი საფეხურის მიხედვით? რა იქნება რთული?
და სხვ.
საჭირო მასალა:
სამუშაო ჯგუფების რაოდენობის მიხედვით ამობეჭდილი და დაჭრილი დანართები.
საპრეზენტაციაო ფურცლები, მარკერები, მშრალი წებო, მაკრატელი, კალმები, თაბახის ფურცლები, კედლის სკოჩი და სხვ.
დანართების სია:
დანართი №17 (გვ 46) „მონაწილეობის კიბე“
დანართი №18 (გვ 50) „საკლუბო ღონისძიების ნიმუშები მონაწილეობის კიბის მიხედვით“
რეკომენდაცია
მონაწილეებმა არ უნდა იცოდნენ დანართის შინაარსი წინასწარ. რადგან დანართის ნიმუში მოცემულია სახელმძღვანელოში და მის წაკითხვას ყველა შეძლებს, წამყვანმა პედაგოგის დახმარებით უნდა შექმნას ახალი დანართის ნიმუში, რომელიც კლუბის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება.
დანართი №18 |
„საკლუბო ღონისძიების ნიმუშები მონაწილეობის კიბის მიხედვით“ |
მაგალითი: მოსწავლეები ირჩევენ სკოლაში არსებული პრობლემიდან ერთ-ერთს და გეგმავენ პროექტს მისი გადაჭრის მიზნით. ისინი არწმუნებენ უფროსებს, რომ საჭიროა ამ პროექტის განხორციელება და რთავენ მათ დაგეგმვის პროცესში. |
|
მაგალითი: ახალგაზრდები ქმიან ეკოკლუბს, გეგმავენ ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ და იწყებენ მუშაობას. |
|
მაგალითი: მოსწავლეებს სთხოვენ მიიღონ მონაწილეობა სკოლის ბიბლიოთეკის განახლების და ახალი სისტემის შექმნაში. |
|
მაგალითი: დასასვენებელი სკვერისა და სათამაშო მოედნის დაგეგმარებისათვის ქალაქის მერი რჩევას ეკითხება ახალგაზრდებს და მათ აზრს ითვალისწინებს პროექტის დაგეგმვის პროცესში. |
|
მაგალითი: საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად ორგანიზებულია ახალგაზრდების ჯგუფი. ისინი ინფორმირებულნი არიან ღონისძიების მიზნების შესახებ და მათთვის საინტერესოა ამ აქციაში მონაწილეობა. |
|
მაგალითი: საზოგადოებრივად აქტიურ მოსწავლეებს ეპატიჟებიან ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ღონისძიების სადისკუსიო თემების ირგვლივ სათანადო მომზადებისა და ინფორმაციის მიწოდების გარეშე. |
|
მაგალითი: ახალგაზრდები ორგანიზებულად მონაწილეობენ პოლიტიკურ დემონსტრაციაში და უჭირავთ პოლიტიკური ტრანსპარანტები, რომელთა შინაარსიც მათ არ ეკუთვნით და არც ესმით. |
![]() |
5.1.3 IV.III ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები/ინსტიტუტები |
▲ზევით დაბრუნება |
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი:
სამოქალაქო განათლების მიმართულებით მუშაობისათვის მნიშვნელოვანია, კლუბის წევრები გაეცნონ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. საინტერესოა, დასაწყის ეტაპზე შევაფასოთ კლუბის წევრებს შორის ვინ რა ინფორმაციას ფლობს ამ ტიპის ორგანიზაციების შესახებ. გთავაზობთ კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელს, რომელიც დაგვეხმარება საკითხის უკეთ შესასწავლად, ნიმუშისათვის განვიხილოთ სახალხო დამცველის მაგალითი.
სათაური: გაიგე მეტი სახალხო დამცველის შესახებ!
მიზანი და ამოცანები
კლუბის სამუშაო შეხვედრის მიზანია ინფორმაცის მიწოდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ და ასევე, კლუბის წევრების ინფორმირებულობის დონის შეფასება და მიზეზების ანალიზი - იციან თუ არა მოსწავლეებმა სახალხო დამცველის შესახებ, რა ტიპის ინფორმაციას ფლობენ და რომელი წყაროებიდან. თუ არ იციან - რატომ?
წამყვანი
კლუბის ერთ-ერთი წევრი და/ან პედაგოგი
მონაწილეთა ჯგუფი
კლუბის წევრები
ხანგრძლივობა
90 წთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
საკითხის ირგვლივ ჯერ ჩავატაროთ გამოკითხვა წყვილებში და შემდეგ ინფორმაცია ერთმანეთს საერთო წრეში გავუზიაროთ. შესაძლოა წამყვანმა წინასწარ მოამზადოს მცირე კითხვარი/ტესტი და დაურიგოს მონაწილეებს შესავსებად.
შესავალი - წამყვანი წინასწარ ამზადებს მცირე პრეზენტაციას, რომ შეხვედრის მიზანი და თემატიკა გააცნოს კლუბის წევრებს. მან ასევე შეიძლება გააკეთოს ძალიან მოკლე მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობის შესახებ - რა ტიპის ორგანიზაციები არსებობენ, მათი მოკლე ჩამონათვალი და ა.შ. ამ მიზნით შეხვედრაზე შეიძლება გვყავდეს მოწვეული სტუმარი/ექსპერტი.
მუშაობა კითხვარზე/ტესტზე: სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ავსებენ კითხვარს/ტესტს, რომ მოხდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ არსებული როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო ცოდნის შეფასება; მონაწილეები ჯერ ინდივიდუალურად მუშაობენ კითხვარზე/ტესტზე, რომელიც მოიცავს ძირითად ინფორმაციას სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ; შემდეგ წამყვანი ქმნის 5-6 კაციან მიკროჯგუფებს და სთხოვს მონაწილეებს გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ნამუშევრები და მოამზადონ საერთო პრეზენტაცია.
პრეზენტაცია და მინი-ლექცია: მიკროჯგუფები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და ისმენენ შეფასებას წამყვანისა და მოწვეული სტუმრისგან. მათ მიერ წარდგენილი ნამუშევრების მიხედვით ხდება კლუბის წევრების ინფორმირებულობის დონის ზოგადი შეფასება. დასასრულს წამყვანი და მოწვეული სტუმარი მინი-ლექციის სახით აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ.
შეფასება და ანალიზი
წამყვანი შეფასების დროს ჯერ კითხვებით მიმართავს კლუბის წევრებს და ბოლოს მოწვეულ ექსპერტს სთხოვს, შეაფასოს მათი მუშაობა.
კითხვები კლუბის წევრებს:
კმაყოფილი ხართ თუ არა მუშაბის პროცესით?
სამუშაოს რომელი ნაწილი იყო თქვენთვის უფრო საინტერესო ინდივიდუალური თუ ჯგუფური? იყო თუ არა სირთულეები?
როგორ შეაფასებდით წამყვანისა და სტუმრის მინი-ლექციას, რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და რა ისწავლეთ ახალი?
კითხვები მოწვეულ ექსპერტს:
გთხოვთ შეაფასოთ კლუბის წევრების მუშაობა - რა იყო, რაც ყველაზე მეტად მოგეწონათ და რა რეკომენდაციებს მისცემდით მოსწავლეებს?
თქვენი აზრით, რა ცოდნას უნდა ფლობდნენ ახლაგაზრდები ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შესახებ და რომელი საინფორმაციო არხების საშუალებით არის შესაძლებელი დამატებითი ინფორმაციის მიღება მათ შესახებ?
სხვ.
საჭირო მასალა:
კალმები, მარკერები და საპრეზენტაციო ფურცლები;
პროექტორი - თუ წამყვანს ან მოწვეულ სტუმარს აქვს მომზადებული პრეზენტაცია;
კითხვარები მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით;
დასარიგებელი მასალა - წამყვანს და სტუმარს წინასწარ უნდა ჰქონდეთ მომზადებული დასაბეჭდი მასალა შემდეგი ინფორმაციით - ძირითადი ინსტიტუტების სია და მათი საქმიანობის მოკლე დახასიათება, საკონტაქტო ინფორმაცია, ვებგვერდები და სხვ.
დანართების სია:
დანართი №19 (გვ. 53); მინი-ლექციის ნიმუში (სახალხო დამცველის ინსტიტუტის მაგალითზე)
რეკომენდაცია
იმ შემთხვევაში თუ საკლუბო შეხვედრას არ ესწრება მოწვეული სტუმარი, წამყვანმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია დამოუკიდებლად. თუმცა მან, სასურველია, კონსულტაცია გაიაროს ექსპერტთან.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის
მსგავსი სამუშაო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს ადამიანის უფლებების
დამცველი სხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის წევრები, რომლებიც უკვე ფლობენ საბაზისო ინფორმაციას სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ, შესაძლოა შეთახმდნენ ახალ საპროექტო იდეაზე, რომელსაც ისინი განახორციელებენ სხვა მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისათვის, რომ მიაწოდონ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შესახებ.
დანართი №19 |
მინი-ლექციის ნიმუში
|
|
საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს პარლამენტი და მისი მოვალეობაა პარლამენტის სახელით ზედამხედველობა გაუწიოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საჯარო ადმინისტრაციაში გამოყენებას; რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის და იურიდიულ პირთა საქმიანობის ზედამხედველობას, მათ მიერ მიღებული აქტების შეფასებას. სახალხო დამცველის იურისდიქცია ზედამხედველობის ფართო სფეროს მოიცავს - ყველა სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოსა და ორგანოს, ამ სააგენტოებისა და ორგანოების მოხელეებს; განიხილავს სხვა პირთა საჩივრებსა და განცხადებებს ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოს, ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. |
![]() |
5.2 V თავი საკლუბო ღონისძიებების ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე თავში გვინდა გაგაცნოთ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ღონისძიებების ნიმუშები, რომელთა განხორციელებაც გამოცდილებას შესძენს კლუბის თითოეულ წევრს, ხოლო მათი საქმიანობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობასა და ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
![]() |
5.2.1 V.I დებატი |
▲ზევით დაბრუნება |
დებატი, როგორც ტერმინი, გულისხმობს შეხვედრაზე, სხდომაზე რაიმე საკითხის გარჩევასა და მოსაზრებების გაცვლას. ხშირად დემოკრატიული საზოგადოების განვითარების დონეს სწორედ დებატის კულტურით აფასებენ, რადგან აქ მჟღავნდება მოსახლეობისა თუ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების ღიაობა და მზაობა პრობლემური საკითხების განხილვისათვის. სასკოლო სამოქალაქო კლუბის სამუშაო თემატიკიდან გამომდინარე, დებატი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: მოქალაქის უფლებები და მოვალეობები; დემოკრატია საქართველოში; მრავალეთნიკური საზოგადოება - საფრთხე თუ შესაძლებლობა; დისკრიმინაცია და ძალადობა მოსწავლეებში და სხვ. სასკოლო გაკვეთილებზე განხილული ნებისმიერი საკითხი შეიძლება შეირჩეს დებატისთვის სასურველ თემად. ამისთვის, კლუბის საპროგრამე ჯგუფი პედაგოგებთან თანამშრომლობით არჩევს სადისკუსიო თემებს, რომლებმაც ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია გაკვეთილების მსვლელობის პროცესში.
ერთი მხრივ, დებატის ორგანიზება არ არის რთული და ყველას შეუძლია გამართოს დისკუსია მისთვის საინტერესო თემის ირგვლივ. მეორე მხრივ, კლუბის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერ ღონისძიებას სჭირდება სწორი დაგეგმვა და დებატის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება, რომ მათი დისკუსია არ გადაიზარდოს ქაოსში და იყოს შედეგიანი როგორც ორგანიზატორებისთვის, ისე თითოეული მონაწილისთვის.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი
სათაური: დებატი, მიზანი და ამოცანები:
დებატების ორგანიზება ხელს შეუწყობს კლუბის წევრებში ორგანიზატორული უნარ-ჩვევების განვითარებას, აგრეთვე, დემოკრატიული ღირებულებებისა და ჰუმანური პრინციპების პოპულარიზაციას. დებატის, როგორც საკლუბო ღონისძიების უპირატესობებია:
მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვასა და შემეცნების პროცესი მათთვის უფრო სახალისო ხდება;
დებატები ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები, თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ეცნობიან კამათის ახალ ფორმას, სადაც თითოეულის შეხედულება პატივისცემას იმსახურებს.
მიზანი (ამოცანები)
კლუბის საგანმანათებლო ღონისძიებების ჯგუფმა შერჩეული თემიდან გამომდინარე უნდა ჩამოაყალიბოს დებატის მიზანი.
წამყვანი:
კლუბის ერთ-ერთი წევრი ან პედაგოგი. ერთი თანაწამყვანი.
მონაწილეთა ჯგუფი:
4-6 კაციანი დებატ ჯგუფები.
სასურველია, დასაწყის ეტაპზე თითოეულ თემაზე მონაწილეობდეს მხოლოდ ჯგუფი.
ხანგრძლივობა:
3 საათი.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
მომზადება:
საგანმანათებლო ღონისძიებების ჯგუფი სკოლის პედაგოგებთან ერთად არჩევს დებატის თემატიკას. ისინი თანხმდებიან იმ თემებზე, რომლებმაც გაკვეთილების მსვლელობის პროცესში ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
სასურველი იქნება საგანმანათებლო ღონისძიებების ჯგუფმა სთხოვოს ყველა საგნის პედაგოგს (ვისაც კი ეს ეხება) აქცენტი გააკეთოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხმიანება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ჰუმანურ პრინციპებს.
დებატის მიზანი და შერჩეული თემის ირგვლივ ძირითადი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს სკოლაში და დებატ ჯგუფებს შორის.
(ვერსია 1) - დებატ ჯგუფებს წინასწარ ეძლევათ ინფორმაცია და დრო, რომ მოემზადონ შეხვედრისთვის;
(ვერსია 2) - დებატ ჯგუფები მოდიან შეხვედრაზე, თუმცა წინასწარ იციან მხოლოდ სადისკუსიო თემა. შეხვედრის დასაწყისში მათ წამყვანი (კლუბის წევრი და/ან პედაგოგი) აცნობს დებატის მიზანსა და მიმართულებებს.
დებატს შესაძლოა ესწრებოდნენ მხოლოდ დებატ-ჯგუფები, თუმცა სასურველია დებატის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს და შეხვედრა კლუბის მიერ ორგანიზებული იყოს ისე, რომ სხვა დაინტერესებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება. გასათვალისწინებელია, რომ დამსწრეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ დებატების პროცესს.
დებატების მსვლელობისა და შედეგების შესაფასებლად საპროგრამე ჯგუფმა წინასწარ უნდა განსაზღვროს მინიმუმ 3 კაციანი „ჟიური“.
განხორციელება - დებატის დასაწყისში წამყვანი აცნობს ყველას სამუშაო წესებსა და რეგლამენტს. თითოეულ ჯგუფს აქვს წარდგენისათვის მოსამზადებელი დრო.
დებატის წარმართვის პროცესში წამყვანი უნდა იყოს ნეიტრალური და არ გამოხატავდეს რომელიმე მხარის პოზიციას.
ასევე, წამყვანმა უნდა მართოს დისკუსიის შინაარსი, რომ ის არ გადაიზარდოსმხოლოდ კითხვა-პასუხში და მიუთითოს დებატების მონაწილეებს, რომ მსჯელობა არ იყოს მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ და შემოიტანოს ახალი თემები.
წამყვანმა უნდა ჩაინიშნოს ყველა შენიშვნა და/ან დარღვევა მოდებატე ჯგუფების მხრიდან და გაითვალისწინოს ის საბოლოო შედეგების შეფასებისას.
შედეგების შეფასებისთვის წამყვანი ჯერ მიმართავს აუდიტორიას და გებულობს მათ აზრს/მოსაზრებას/შეხედულებას, თუ რამდენად პროდუქტიული იყო მათთვის განხილული საკითხის ირგვლივ მსჯელობა.
აუდიტორიის მხრიდან შეფასებების მოსმენის შემდეგ წამყვანი ყველას უხდის მადლობას და სთხოვს მათ დებატების ოთახის დატოვებას. ამის შემდეგ დებატ ჯგუფები და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი ერთად აფასებს შედეგებს. შედეგების შეფასებაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ჟიურის.
შენიშვნა: შესაძლოა წამყვანმა წინასწარ დაგეგმოს პოზიციების ცვლილება, ანუ მსვლელობის გარკვეულ ეტაპზე შეაჩეროს დებატები და ჯგუფებს შეუცვალოს პოზიციები.
შეფასება და ანალიზი
შეჯამება: შედეგების შეფასება ხდება რამდენიმე ეტაპად:
აუდიტორია აფასებს მოდებატე ჯგუფებს;
მოდებატე ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს;
საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი შერჩეულ ჟიურის წევრებთან ერთად აცხადებს გამარჯვებულს.
საჭირო მასალა:
ამობეჭდილი სახით: დებატის თემატიკა, მიზანი, დებატის წესები და რეგლამენტი;
თაბახის ფურცლები და კალმები მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით;
დებატების ოთახი, სადაც სკამებისა და მაგიდების რაოდენობა განსაზღვრული იქნება დებატის მონაწილეებისა და აუდიტორიის მიხედვით.
რეკომენდაცია
სასურველია, დებატის მინი-მოდელი საპროგრამე ჯგუფმა წინასწარ გაათამაშოს
წამყვანი და თანაწამყვანი უნდა იყვნენ შეთანხმებულნი დებატის მართვის წესებზე და მსვლელობის პროცესში დაეხმარონ ერთმანეთს.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის
დებატის დასრულებისას შესაძლოა გაჩნდეს თემატიკიდან გამომდინარე ახალი იდეა, რომელსაც საპროგრამე ჯგუფი დაგეგმავს მომავლისთვის.
![]() |
5.2.2 V.II თანატოლთა ტრენინგი |
▲ზევით დაბრუნება |
თანატოლთა ტრენინგი გულისხმობს კლუბის წევრების მიერ მათივე თანატოლებისთვის მომზადებულ პროგრამას, რომ მოხდეს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეებს შორის. ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ კლუბისთვის, ხშირად არ არის ცნობილი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის და ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას კლუბის წევრებმა ასწავლონ მათ თანატოლებს ის, რაც თავად ისწავლეს.
თანატოლთა ტრენინგის დაგეგმვის პროცესში სასკოლო სამოქალაქო კლუბის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი აქტიურად უნდა მუშაობდეს იმ პედაგოგებთან, ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ვინც მსგავსი ღონისძიება უკვე ჩაატარა მათთვის. მაგალითისთვის, კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა სემინარში ადვოკატირების შესახებ, იგივე თემაზე მათ შეუძლიათ დაგეგმონ შეხვედრები თანატოლთა განათლებისთვის, ხოლო დახმარებისთვის შესაძლოა, მიმართონ ამავე ღონისძიების ორგანიზატორებს, გაიარონ კონსულტაცია და მოამზადონ მასალები.
საკლუბო ღონისძიების ნიმუში
სათაური: თანატოლთა განათლება მიზანი და ამოცანები:
თანატოლთა განათლების მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც კლუბის წევრებისთვის, ასევე მათი აუდიტორიისთვის, რომელსაც ძირითადად მათი თანატოლი მოსწავლეები შეადგენენ.
კლუბის წევრები გამოიმუშავებენ სემინარების, ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო შეხვედრების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების უნარ-ჩვევებს;
სკოლის მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და გამოცდილებას კლუბის წევრებისგან, რაც მათთვის მამოტივირებელია, რომ მომავალში თავად დაგეგმონ მსგავსი ღონისძიებები.
მიზანი (ამოცანები)
კლუბის საგანმანათებლო ღონისძიებების ჯგუფმა თემატიკიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს თანატოლთა განათლების მეთოდი (ტრენინგი, სემინარი და სხვ.) და ჩამოაყალიბოს შესაბამისი მიზანი.
წამყვანი:
კლუბის წევრები
მონაწილეთა ჯგუფი:
მონაწილეთა შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის ან პირდაპირი შერჩევის საფუძველზე.
საპროექტო ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენი მონაწილე და რომელი კლასის მოსწავლე უნდა ჰყავდეს დაგეგმილ შეხვედრაზე.
ხანგრძლივობა:
1 საათიდან 3 დღემდე, რაც დამოკიდებულია შერჩეულ მეთოდზე. მაგ.:
სემინარი ადვოკატირებაზე შეიძლება იყოს 1 საათიანი;
ტრენიგნი ადვოკატირებაზე შეიძლება იყოს 3 დღიანიც;
შესაძლოა იყოს სემინარების ციკლი - კვირაში 1 სემინარი 1 თვის განმავლობაში;
სხვ. (დამოკიდებულია თემის მნიშვნელობასა და მოცულობაზე).
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
მომზადება - საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი კლუბის საქმიანობის ყოველ ეტაპზე უნდა აგროვებდეს ინფორმაციას ყველა ჩატარებული შიდა- საკლუბო ღონისძიების შესახებ. ასევე, მათ თავი უნდა მოუყარონ კონკრეტულ შეხვედრაზე გამოყენებულ საპრეზენტაციო და თეორიულ მასალას სრულად. ამ მასალაზე დაყრდნობით საპროექტო ჯგუფი ამზადებს შესაძლო ღონისძიებების სიას და უკავშირდება ექსპერტს და/ან პედაგოგს კონსულტაციისთვის. შედეგად, საპროექტო ჯგუფი ამზადებს ღონისძიებას და ავრცელებს ინფორმაციას სკოლის მოსწავლეებს შორის.
თემატიკის შესარჩევად საპროგრამე ჯგუფს აქვს ორი წყარო:
1. შიდა საკლუბო ღონისძიებები, რომლებიც თავად დაგეგმეს მხოლოდ კლუბის წევრებისთვის (IV თავში მოცემული ქვეთავების მიხედვით). თუ კლუბის შიდა ღონისძიება შეფასდა წარმატებულად, იგივე თემაზე მსგავსი ღონისძიება დაიგეგმება სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც.
2. ტრენინგები, სემინარები და სხვა შეხვედრები, რომლებშიც კლუბის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.
განხორციელება:
ღონისძიების მონაწილეთა შერჩევა და შეტყობინება - შეიძლება ჩატარდეს კონკურსი ან მოსწავლეები შეარჩიონ კონკრეტული კლასების მიხედვით;
ღონისძიების წამყვანისა და სამუშაო ჯგუფის მომზადება - სასურველია, წამყვანმა წინასწარ გაიაროს რეპეტიცია და გაათამაშოს იგივე ღონისძიების მოდელი კლუბის წევრებს შორის.
შეფასება და ანალიზი
ღონისძიების დასრულებისთვის წამყვანს და საპროექტო ჯგუფს უნდა ჰქონდეს დაგეგმილი შეფასების ბლოკი. შეფასება შეიძლება იყოს:
სიტყვიერი - მაგ.: განხილვა სემინარის დასრულებისას;
სავარჯიშო - მაგ.: დაგეგმილი მეთოდი, როდესაც მონაწილეები აფასებენ პროგრამის შინაარსს და შედეგებს;
წერილობითი - მაგ.: წინასწარ მომზადებული შეფასების ანკეტა.
საჭირო მასალა:
საპრეზენტაციო და თეორიული მასალები ამობეჭდილი ან ვიზუალის სახით;
სხვ. (ინვენტარი განისაზღვრება დაგეგმილი ღონისძიების შესაბამისად წამყვანისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფის მიერ).
რეკომენდაცია
პროგრამის დასრულებისას საპროგრამე ჯგუფი აფასებს შედეგებს და ითვალისწინებს ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას, როგორც მონაწილეების, ისე კლუბის წევრების მხრიდან. თუ პროგრამამ მოწონება დაიმსახურა, კლუბმა შესაძლოა იგივე ღონისძიება სხვა მოსწავლეებისთვისაც დაგეგმოს.
თანატოლთა განათლების მიმართულებით წარმატებით განხორციელებული ღონისძიებები კლუბის წევრებმა შესაძლოა სხვა სკოლებსაც შესთავაზონ.
![]() |
5.2.3 V.III სახელოსნოები (აქტიური მოქალაქისთვის საჭიროუნარ-ჩვევების გამომუშავება) |
▲ზევით დაბრუნება |
სასკოლო სამოქალაქო კლუბის საპროექტო ჯგუფმა კლუბის სხვა წევრებთან ერთად უნდა ჩამოაყალიბოს აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სია. სასურველია, მათ გაიარონ კონსულტაცია ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პედაგოგებთან. მაგალითისთვის გთავაზობთ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მცირე ჩამონათვალს:
ლიდერობა და გუნდის მართვა;
ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
როგორ შევადგინოთ CV;
კონფლიქტის მართვა;
მოლაპარაკებების ტექნიკა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა;
პროექტის დაგეგმვა და მართვა;
ადგილობრივი პრობლემების კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები;
სხვ.
საკლუბო ღონისძიების ნიმუში:
სათაური: სახელოსნო მიზანი და ამოცანები
სახელოსნოების დაგეგმვა და ჩატარება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კლუბის წევრებისთვის, ისე სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის. კლუბის წევრები გეგმავენ, მაგრამ სწავლის პროცესში ორივე თანაბრად არიან ჩართულნი.
მიზანი (ამოცანები)
მიზანი ყველა სახელოსნოს ექნება კონკრეტული უნარ-ჩვევიდან გამომდინარე. მაგ.: სახელოსნო CV-ის მომზადებაზე, ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფის მართვა და ა.შ.
წამყვანი
გამოცდილი კლუბის წევრი და/ან ექსპერტი.
მონაწილეთა ჯგუფი
კლუბის წევრები და სკოლის მოსწავლეები. სასურველია, ჯგუფის ზომა არ აღემატებოდეს 25 მონაწილეს.
გამოცდილების გაზიარებისთვის სახელოსნოში შეიძლება ჩავრთოთ 5 გამოცდილი და 20 გამოუცდელი მოსწავლე, რაც საშუალებას მისცემს წამყვანს გამოიყენოს მაგალითები მათი პრაქტიკიდან.
ხანგრძლივობა
სახელოსნოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაიგეგმოს სახელოსნოების დღეები - მაგ.: 3 სთ-იანი სახელოსნო კვირაში ერთხელ და ა.შ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
სახელოსნოს მოსამზადებელი პერიოდი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1. სახელოსნოების სიის მომზადება და შერჩევა - საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი არჩევს თემატიკას ორი კრიტერიუმის მიხედვით (1) აქტუალობა - ყველაზე საჭირო უნარ-ჩვევა აქტიური ახალგაზრდისთვის და (2) ხელმისაწვდომობა - ანუ ვინ ჩაატარებს სახელოსნოს, ჰყავთ თუ არა ექსპერტი/კონსულტანტი პედაგოგი, თუ თავად შეძლებენ წამყვანობას.
2. სახელოსნოს თემის შერჩევის შემდეგ მზადდება პროგრამა. პროგრამას ამზადებს კლუბის წევრი ექსპერტთან კონსულტაციით ან კლუბი მოიწვევს ექსპერტს, რომელიც თავად ჩაატარებს სახელოსნოს.
3. მონაწილეთა შერჩევა სახელოსნოსთვის - კლუბის საპროგრამე ჯგუფმა უნდა შეარჩიოს მონაწილეები და განსაზღვროს გრაფიკი.
განხორციელება:
ვერსია 1. თუ კლუბის წევრი ატარებს სახელოსნოს, მან სასურველია რეპეტიცია გაიაროს კლუბის წევრებს შორის და ექსპერტისგან მიიღოს რეკომენდაციები.
ვერსია 2. თუ სახელოსნოს ატარებს მოწვეული ექსპერტი, სასურველია, მას მიემაგროს ერთი კოორდინატორი კლუბიდან, რომელიც ჩართული იქნება პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში მთლიანად. ის უნდა დაეხმაროს ექსპერტს სახელოსნოს მსვლელობის პროცესში.
შენიშვნა: მე-2 ვერსიის მიხედვით სახელოსნოს ჩატარების შემდეგ, შეიძლება ექსპერტის ასისტენტი, რომელიც ამავდროულად კლუბის წევრია, მომზადდეს, როგორც ამ სახელოსნოს წამყვანი და მომავალში თავად ჩაატაროს იგივე პროგრამა სხვა მოსწავლეებისთვის.
შეფასება და ანალიზი
სახელოსნოს დასრულებისთვის წამყვანს და საგანმანათლებლო ღნისძიებების ჯგუფს უნდა ჰქონდეს დაგეგმილი შეფასების ბლოკი. შეფასება შეიძლება იყოს:
სიტყვიერი - მაგ.: განხილვა შეხვედრის დასრულებისას;
სავარჯიშო - მაგ.: დაგეგმილი მეთოდი, როდესაც მონაწილეები აფასებენ პროგრამის შინაარსს და შედეგებს;
წერილობითი - მაგ.: წინასწარ მომზადებული შეფასების ანკეტა.
შეფასება დავალების მიხედვით - მაგ.: თუ სახელოსნო იყო CV-ის მომზადებაზე, შეფასება გაკეთდება მონაწილე მოსწავლეების მიერ მომზადებული დავალებების მიხედვით, შეფასდება მათი ინდივიდუალური დავალებები ანუ სახელოსნოს მსვლელობის პროცესში მომზადებული CV-ები.
საჭირო მასალა:
სახელოსნოს წამყვანი და/ან ექსპერტი ერთად მოამზადებენ საჭირო მასალას.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის
ღონისძიების წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლოა:
სახელოსნო დაიგეგმოს ახალი ჯგუფებისთვის; სახელოსნო დაიგეგმოს სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც;
კლუბის PR ჯგუფმა განათავსოს სახელოსნოს შედეგები სხვადასხვა სახით: გამოფენა, ინფორმაცია ბლოგზე და/ან ვებგვერდზე და სხვ.
![]() |
5.2.4 V.IV მოწვეული სტუმარი/ექსპერტი |
▲ზევით დაბრუნება |
სასკოლო სამოქალაქო კლუბის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და კლუბის წევრების რესურსი არ არის საკმარისი ყველა საკითხის დასაფარად, რომლებიც მოსწავლეებს აინტერესებთ. სწორედ ამიტომ, მოწვეული სტუმრისა თუ სამოქალაქო საკითხებზე მომუშავე ექსპერტის ჩართვა საკლუბო ღონისძიებებში საინტერესო და პროდუქტიული იქნება როგორც კლუბის წევრებისთვის, ასევე მოსწავლეების, პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
საკლუბო ღონისძიების ნიმუში
სათაური: მოწვეული სტუმარი/ექსპერტი მიზანი და ამოცანები
მოწვეული სტუმრის/ექსპერტის მიერ ჩატარებულ შეხვედრას უფრო საჯარო ლექციის სახე უნდა ჰქონდეს და თემატიკაც ფართო აუდიტორიაზე უნდა იყოს გათვლილი. მაგ.: დემოკრატიის განვითარება საქართველოში; ტოლერანტობა და ქართული კულტურა და სხვ.
მიზანი (ამოცანები)
შეხვედრის მიზანს განსაზღვრავს საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი მოწვეულ ექსპერტთან ერთად.
წამყვანი
სტუმარი/ექსპერტი
მონაწილეთა ჯგუფი
ღონისძიების ეს ტიპი იძლევა საშუალებას შეხვედრას დაესწროს ფართო აუდიტორია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სტუმარი/ექსპერტი შესაძლოა მხოლოდ ერთხელ ეწვიოს კლუბს და მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ხანგრძლივობა
სასურველია შეხვედრა არ აღემატებოდეს 2 საათს.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი აყალიბებს საკითხების სიას, რომლებზეც, კლუბის ღონისძიებების ფარგლებში, საკუთარი რესურსებით ვერ მუშაობენ ან რომელიმე საკითხთან დაკავშირებით სჭირდებათ უფრო მეტი კვალიფიციური ინფორმაცია. იქმნება საკითხებისა და სტუმრებისსავარაუდო სია;
საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი კონსულტაციას გადის პედაგოგთან, ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვ. მათი დახმარებით კლუბი აკეთებს იმ სტუმრების საბოლოო სიას, რომლებიც შეიძლება კლუბში საჯარო ლექციის ჩასატარებლად მოიწვიონ;
მას შემდეგ, რაც განისაზღვრება თემატიკა და სავარაუდო სტუმართა სია,საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი:
- კლუბის ლიდერთან ერთად უკავშირდება სავარაუდო სტუმრებს და მათთან ერთად ადგენს შეხვედრების განრიგს, შინაარსსა და აუდიტორიის ტიპს;
- PR კოორდინატორთან ერთად ავრცელებს ინფორმაციას შეხვედრასთან დაკავშირებით;
- სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ამზადებს აუდიტორიას შეხვედრისთვის (დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვ.);
შეხვედრის მსვლელობისას საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს აუდიტორიისა და სტუმრების ინფორმირება და კიდევ ერთხელ შეახსენოს მათ მიზანი და მუშაობის განრიგი;საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფმა უნდა მართოს კითხვა-პასუხი და მოწვეულ სტუმარს შეუქმნას სამუშაო გარემო (თარგმანი, მასალები, სხვ.).
შეფასება და ანალიზი
შეხვედრის აუდიტორია საკმაოდ დიდია და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფმა შეიძლება მოამზადოს შთაბეჭდილებების ბარათები, წიგნი ან ყუთი, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი შეფასების ფურცელზე დაფიქსირება.
საჭირო მასალა:
ამობეჭდილი შეხვედრის განრიგი მოწვეული სტუმრისთვის და სკოლის ადმინისტრაციისთვის;
შეხვედრის ოთახი საჭირო რაოდენობის მაგიდებით, სკამებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი.
საინფორმაციო მასალა ექსპერტისთვის და აუდიტორიისთვის;
სხვ.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის
შეხვედრის შესახებ წინასწარ გაკეთდება პრესრელიზი და მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოამზადონ სიუჟეტები, რეპორტაჟები და სხვ;
შესაძლოა PR ჯგუფმა ინფორმაცია განათავსოს სასკოლო გაზეთში, ჟურნალში, ებგვერდზე, ბლოგზე და/ან სხვ;
შეხვედრის წარმატებულობის შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდება სხვა სკოლების კლუბებსთვისაც, რომ მათთანაც დაიგეგმოს საჯარო ლექცია იმავე ექსპერტის მონაწილეობით.
![]() |
5.2.5 V.V „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ მინი-მოდელი |
▲ზევით დაბრუნება |
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ არის სადისკუსიო მოდელი, სადაც შესაძლებელია მოიწვიოთ სტუმრები და ექსპერტები საინტერესო, მნიშვნელოვან და პრობლემატურ თემებზე სასაუბროდ, თუმცა ღონისძიებას სხვებისგან განსხვავებული ფორმა აქვს: ბიბლიოთეკის „წიგნებად“ გვევლინებიან ცოცხალი ადამიანები სხვადასხვა სოციალური ან ეთნიკური ჯგუფებიდან, ხოლო წიგნის „მკითხველებად“ - დაინტერესებული მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და სხვ.
„ცოცხალი ბიბლიოთეკის“ დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თემატიკისა და „წიგნების“ შერჩევას. მაგალითად, თუ ღონისძიების თემა ეხება კულტურათშორის განათლებას, „წიგნებად“ შესაძლოა მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ნაკლები, ან ნაწილობრივ მცდარი, სტერეოტიპული შეხედულება აქვს.
„ცოცხალი ბიბლიოთეკის“ ჩატარება მოითხოვს სერიოზულ და ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს, რათა წინასწარ იქნას მოგვარებული ყველა დეტალი: თემატიკის განსაზღვრა, „წიგნების“ მოწვევა და დეტალური ინსტრუქტაჟი, „ბიბლიოთეკის თანამშრომლების“ მომზადება (ბიბლიოთეკარი, თანაშემწეები, თარჯიმანი - საჭიროების შემთხვევაში), „წიგნების“ კატალოგის შექმნა, „მკითხველების“ ინფორმირება, საბიბლიოთეკო სივრცის მომზადება.
ვინ შეიძლება იყოს „წიგნი“: სწორად ორგანიზებული „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ უნდა მოიცავდეს სოციალური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ფართო სპექტრს. ისინი მზად უნდა იყვნენ თავისუფლად და ღიად ისაუბრონ ახალგაზრდებთან საკუთარი ცხოვრების შესახებ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება „წიგნების სია“, მით უფრო ეფექტური იქნება „ცოცხალი ბიბლიოთეკა“. ღონისძიებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ან იშვიათი პროფესიის ადამიანებმა, დიდი გამოცდილების მქონე ხანში შესულებმა, აგრეთვე, ისეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ვინც ხშირად აწყდება არასწორ ან მიკერძოებულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში.
„ცოცხალი ბიბლიოთეკის“ მიზანია გავაცნოთ მოსწავლეებს ალტერნატიული შეხედულებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.
ჩატარების ადგილი: „ცოცხალი ბიბლიოთეკა“, როგორც წესი, ტარდება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება სტუმართმოყვრული და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა. უკეთესია, რომ ეს იყოს დახურული სივრცე, მაგალითად, საკმაოდ ტევადი დარბაზი, სადაც დაეტევა მაგიდები (წიგნებისრაოდენობის მიხედვით) და სკამები („წიგნებისა“ და მკითხველებისთვის). გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიების მსვლელობისას მოსალოდნელია გარკვეული ხმაური, რადგან პარალელურ რეჟიმში იმუშავებს რამდენიმე „წიგნი“.
რითი დავიწყოთ:
ჩამოაყალიბეთ მიზანი, რომელსაც უნდა პასუხობდეს „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ შინაარსი;
შეადგინეთ თქვენთვის ცნობილი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სია, საიდანაც შესაძლებელი იქნება „წიგნების“ კანდიდატების მოწვევა, გამოიყენეთ კლუბის კონტაქტები;
კლუბის წევრებიდან შეარჩიეთ ბიბლიოთეკარი და მისი თანაშემწეები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ღონისძიების ჩატარება დაბრკოლებების გარეშე;
კლუბის წევრებისა და მოხალისე მოსწავლეების დახმარებით მოამზადეთ დარბაზი;
წინასწარ უნდა ჩატარდეს ინსტრუქტაჟი „წიგნებთან“, მაგალითად:
- რა თემაზე უნდა ისაუბრონ „წიგნებმა“ და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ ითამაშონ როლი, არამედ წარმოაჩინონ საკუთარი თავი;
- ბიბლიოთეკის წესები და როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც საუბრის თემა და სტილი ქმნიან გარკვეულ დისკომფორტს;
- რამდენი ხანი ისაუბრებს თითო მკითხველთან;
- რამდენი ხანი გაგრძელდება ღონისძიება;
- რა უნდა ეცვათ და რა შეუძლიათ წამოიღონ თან სურვილის შემთხვევაში;
თუკი არ მოვიდა რომელიმე „წიგნი“, შეიძლება სათადარიგო „წიგნების“ გათვალისწინება, რომლებიც მოვლენ საჭიროების შემთხვევაში.
„წიგნი“ უნდა იყოს ენთუზიასტი, კომუნიკაბელური, რომელიც სიამოვნებით გაესაუბრება მოსწავლეებს;
ბოლო რაუნდის შემდეგ ბიბლიოთეკარი შეაჯამებს ღონისძიებას.
ჩატარების პროცესი: ვარიანტი 1 - წიგნები სხედან მაგიდებთან, ბიბლიოთეკარს აქვს წიგნების კატალოგი, რომელსაც ეცნობიან მკითხველები და დაინტერესების შემთხვევაში „იწერენ წიგნს“ და ესაუბრებიან მას. ხდება მკითხველების თავისუფალი როტაცია; ვარიანტი 2 - იდეალური ვარიანტი 40 მკითხველი (4-კაციანი 10 ჯგუფი), 10 წიგნი, 1-2 ბიბლიოთეკარი, 6 დამხმარე, 1-2 ლექსიკონი (საჭიროების შემთხვევაში). მკითხველები სხდებიან 4-კაციან ჯგუფებში, ბიბლიოთეკარი მოკლედ აცნობს ღონისძიების მიზანს და მოუწოდებს მკითხველებს იყვნენ აქტიურნი; თითოეულ ჯგუფთან მიდის ერთი „წიგნი“, საუბარი გრძელდება 10 წუთი, რის შემდეგაც ხდება „წიგნების“ როტაცია.
რეკომენდაცია: ღონისძიების დასაგეგმად საპროექტო ჯგუფი საჭიროა გაეცნოს სახელმძღვანელოს ცოცხალი ბიბლიოთეკის შესახებ (Don't judge a book by its cover! - The Living Library Organiser's Guide © Council of Europe, 2005), რომელიც შესაძლებელია გადმოვწეროთ შემდეგი მისამართიდან: http://www.eycb.coe.int გაითვალისწინეთ, რომ სახელმძღვანელო ჯერ-ჯერობით არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე.
![]() |
5.2.6 V.VI კინო კლუბი |
▲ზევით დაბრუნება |
„კინო კლუბს“ შესაძლოა მიეცეს მუდმივმოქმედი ხასიათი, მისი წევრები შეიძლება იკრიბებოდნენ რგანიზებულად, კვირაში ერთხელ ან თვეში 1-2-ჯერ. იგი შეიძლება ფუნქციონირებდეს არამარტო ლუბის წევრებისთვის, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც.
კლუბის წევრები გამოკითხვის/კვლევის საფუძველზე შეარჩევენ ახალგაზრდებისათვის აქტუალურ ემატიკაზე დოკუმენტურ, მხატვრულ, მოკლემეტრაჟიან/სრულმეტრაჟიან ფილმებს, ან კლიპებს.
ყოველი ჩვენების შემდეგ გაიმართება საუბარი, განხილვა, გაზიარება ან მოეწყობა ზემოთ ჩამოთვლილი ონისძიებებიდან ერთ-ერთი (დებატი, დისკუსია, მოწვეულ სტუმართან/ექსპერტთან საუბარი).
„კინო კლუბის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის აგრეთვე სასკოლო სამოქალაქო კლუბის ოღვაწეობის ამსახველი ვიდეომასალების შეგროვება, დამუშავება, კლიპების და პატარა ფილმების ამზადება, სხვა სასკოლო სამოქალაქო კლუბებს შორის ჩვენებების გამართვა და კონკურსების ოწყობა.
„კინო კლუბის“ საქმიანობის წარმატებულობას განაპირობებს პედაგოგების, ექსპერტების/სპეციალისტების ართვა, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებში მათი მხარდაჭერა. ამ კუთხით ასურველი იქნება ვიდეო გადაღებების, კლიპების მონტაჟისა და დამუშავების სახელოსნოების ჩატარება.
სასკოლო „კინო კლუბის“ მცირე ჯგუფებში (10 კაცამდე) ჩვენებების მოწყობისას საკმარისი იქნება ტელევიზორი და DVD ან კომპიუტერი, თუმცა უფრო ფართო აუდიტორიისთვის საჭირო იქნება პროექტორი.
სახელმძღვანელოს მესამე ნაწილში წარმოდგენილია სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა: კვლევა, პროექტის მართვა და ადვოკატირება. ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელზეც უნდა იმუშაოს სასკოლო სამოქალაქო კლუბმა, რადგან მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია თემში არსებული პრობლემების კვლევა და ამ პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად საკლუბო პროექტებისა და ადვოკატირების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.
![]() |
6 ნაწილი III. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ძირითადი მიმართულებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 VI თავი სასკოლო სამოქალაქო კლუბი და თემში არსებული პრობლემების კვლევა |
▲ზევით დაბრუნება |
სამოქალაქო მონაწილეობა გულისხმობს ზოგადად მოქალაქის უფლებასა და მოვალეობას აქტიურად ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, შეისწავლოს კონკრეტული ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას. ამ საკითხის შესწავლა დაეხმარება კლუბის წევრებს მათი კლუბის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის გააქტიურებასა და მათს სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია, რომ კლუბის წევრებმა საქმიანობის საწყის ეტაპზე შეაფასონ სამოქალაქო აქტიურობის დონე არა ზოგადად მოსახლეობაში, არამედ მოსწავლეებს შორის, რადგან ეს უშუალოდ მათ საქმიანობას ეხება. მათ უნდა გააანალიზონ თემში არსებული აქტუალური პრობლემები და ასევე ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ამ პრობლემების მოგვარების პროცესში.
შენიშვნა: კლუბმა საქმიანობის ფარგლებში შესაძლოა დაგეგმოს მსგავსი კვლევები სხვადასხვა მიმართულებით. ქვემოთ მოყვანილი კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელის გამოყენება შესაძლებელია კლუბის ნებისმიერი საკითხის საკვლევად (მაგ.: დასახლებაში მოსახლეობის სამოქალაქო აქტიურობის დონის შეფასება; თემში არსებული პრობლემების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა და სხვ.).
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სასკოლო სამოქალაქო კლუბის კვლევითი მიმართულება პირველ რიგში უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა აქტიურობის დონის შეფასებას და იმ ბარიერების გამოვლენას, რომლებიც ხელს უშლიან მათს ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აქტიური მოქალაქეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაა. სასკოლო სამოქალაქო კლუბისთვის ამ საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან სწორედ მისმა საქმიანობამ უნდა წაახალისოს როგორც წევრი მოსწავლეების მონაწილეობა, ასევე, ინიციატივები საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ამა თუ იმ საზოგადოებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხს. გვინდა გაგაცნოთ მიდგომა, რომელიც ნათლად ასახავს ხუთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, რომელსაც ახალგაზრდების მონაწილეობის წინაპირობას ვუწოდებთ. სწორედ ამ წინაპირობებზე დაყრდნობით შეიძლება შეაფასოს სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ის მიზეზები, რომელთა გამოც არ იჩენენ სამოქალაქო აქტიურობას მოსწავლეები, რატომ არ იჩენენ ინიციატივას საზოგადოების სხვა წევრები და როგორ შეიძლება გავზარდოთ მათი მონაწილეობის ხარისხი. განვიხილოთ თითოეული წინაპირობა სასკოლო სამოქალაქო კლუბის მაგალითზე:
სქემა №5 - მონაწილეობის ხუთი წინაპირობა
უფლებები - მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს ახალგაზრდის ჩართულობას სხვადასხვა სფეროში. თუმცა კანონმდებლობის არსებობა არ არის საკმარისი, რადგან თუ მის შესახებ მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია, ვერც გამოიყენებენ შესაბამის უფლებას მონაწილეობისთვის. მოსწავლეთა მონაწილეობას განაპირობებს შესაბამისი უფლებების არსებობა, მათ შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და განათლება, საბოლოოდ კი მათ მიერ ამ უფლებებისა და მოვალეობების პრაქტიკაში/რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
პრობლემების ნიმუშები:
რატომ არ მონაწილეობენ ახალგაზრდები?
თვლიან, რომ თემში არსებული პრობლემები მათ არ ეხებათ და მათი მოსაგვარებელი არ არის;
არ იციან საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობები;
არ იცნობენ საკუთარ უფლებებს;
არ აქვთ სურვილი, მოტივაცია და ინტერესი, მოაგვარონ თემში არსებული პრობლემები;
არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა;
არ იციან რომელ საკითხზე ვის უნდა მიმართონ;
ფიქრობენ, რომ არ გამოუვათ, აზრი არ აქვს, არ მოუსმენენ, არ დაეხმარებიან; თვლიან, რომ არ ექნებათ მხარდაჭერა ორგანიზაციისგან, რომელსაც მიმართავენ (უარყოფითი გამოცდილება);
სხვ.
საშუალებები - თუ მოსწავლეს დაკმაყოფილებული არ აქვს ისეთი ძირითადი საჭიროებები, როგორიცაა: ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის, კულტურული და ფიზიკური შესაძლებლობის, ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფისა და სხვ. ის ვერ გამოიჩენს საზოგადოებრივ ინიციატივებს. ახალგაზრდების მონაწილეობის ხარისხი დაბალია, რადგან მათ პირველადი მნიშვნელობის საკითხები აქვთ მოსაგვარებელი და საზოგადო საქმეზე ვერ გადაერთვებიან.
პრობლემების ნიმუშები:
რატომ არ მონაწილეობენ ახალგაზრდები?
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის არ არის რესურსები თავისუფალი გადაადგილებისთვის (პანდუსები, ხმოვანი შუქნიშნები და სხვ.);
არ აქვთ შესაბამისი სახსრები გადაადგილებისთვის და/ან საჭირო ინვენტარის შესაძენად;
არ იცის კარგად ქართული ენა, რის გამოც მისთვის ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი;
ოჯახური კულტურიდან გამომდინარე, გოგონებს არ აქვთ საშუალება გაემგზავრონ სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
სხვ.
სივრცე - ხშირად ახალგაზრდების მონაწილეობას განსაზღვრავს მათ ირგვლივ არსებული სივრცითი რესურსები, როგორიცაა სკვერი, სტადიონი, ბიბლიოთეკა, საკონცერტო დარბაზი, ახალგაზრდული ცენტრი და სხვ. თუ არ არსებობს სივრცე ან ის არ არის კეთილმოწყობილი, ეს გარკვეულ გავლენას ახდენს მოსწავლეების მონაწილეობის ხარისხზე.
პრობლემების ნიმუშები:
რატომ არ მონაწილეობენ ახალგაზრდები?
სტადიონი დაზიანებულია და სპორტულ ღონისძიებებს ვერ ატარებენ ხშირად ან ასეთ აქტივობებს მხოლოდ სპონტანური ხასიათი აქვს;
არ არის კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა, რომ შეძლონ მათთვის საჭირო რესურსების გამოყენება;
არ არის სივრცე, სადაც შეძლებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარებას;
სკვერი დაბინძურებულია და არის მაწანწალა ძაღლების საშიშროება;
სხვ.
შესაძლებლობები - ეს წინაპირობა გულისხმობს ახალგაზრდებისთვის საჭირო და საინტერესო პროგრამების არსებობას და მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ახალგაზრდა ვერ გამოიჩენს ინიციატივას თუ არ აქვს ინფორმაცია მიმდინარე პროგრამების შესახებ და ა.შ.
პრობლემების ნიმუშები:
რატომ არ მონაწილეობენ ახალგაზრდები?
ახალგაზრდებმა არ იციან რა ტიპის პროგრამები სჭირდებათ და არც ის, თუ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია;
მოსწავლეები არ მონაწილეობენ, რადგან არ ტარდება მათთვის საინტერესო პროგრამები;
არ ხდება პროგრამების შესახებ სწორი და სრულყოფილი ინფორმირება და ამიტომ, ახალგაზრდებს არ აქვთ ჩართვის ინტერესი და მოტივაცია;
პროგრამები, რომლებიც ტარდება, არ აინტერესებთ, რადგან ვერ ხედავენ მათ საჭიროებას;
ახალგაზრდული პროგრამების ინიციატივებს ხელს უშლის შესაბამისი სივრცის სიმცირე ან არარსებობა;
ყველა ვერ ახერხებს ჩატარებულ პროგრამებში ჩართვას;
არ აქვთ ახალგაზრდულ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება და, შესაბამისად, არ იციან რატომ უნდა ჩაერთონ;
არის ინფორმაცია და არ არის გამოყენების სურვილი;
ახალგაზრდებმა არ იციან რა სჭირდებათ და არც ის, თუ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია;
ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება ინტერნეტით მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია;
საქართველოში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ჩვენს სოფელში/ქალაქში/რაიონში ინფორმაცია არ ვრცელდება.
სხვ.
მხარდაჭერა - გულისხმობს მორალურ, მატერიალურ, ინსტიტუციონალურ და კვალიფიციურ მხარდაჭერას ახალგაზრდებისთვის, რომ წაახალისონ მათი ინიციატივები და ხელი შეუწყონ მათ სამოქალაქო მონაწილეობას. თუკი კლუბის წევრ ახალგაზრდას არ აქვს მორალური მხარდაჭერა მისი ოჯახის, მეგობრებისა და სამეზობლოსგან, მან შეიძლება დაკარგოს მოტივაცია და აღარ ჩაერთოს საკლუბო ცხოვრებაში. ასევე, თუკი კლუბი გეგმავს პროექტს და სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება, მისი ინიციატივა ვერ განხორციელდება ეფექტურად ასეთი მხარდაჭერის გარეშე.
პრობლემების ნიმუშები:
რატომ არ მონაწილეობენ ახალგაზრდები?
მათ ინიციატივებს სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან ბავშვები არიან და არავის სჯერა, რომ ისინი საქმის გაკეთებას შეძლებენ;
ვერ იღებენ თვითმმართველობისა და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას მათთვის სასურველი ღონისძიების განსახორციელებლად;
მათ ინიციატივებს აკრიტიკებენ და დასცინიან ოჯახის წევრები და მეზობლები;
ვერ იპოვეს სპეციალისტი, რომელიც ეკოლოგიური პროგრამის განსახორციელებლად კვალიფიციურ მხარდაჭერას აღმოუჩენდა;
სხვ.
საკლუბო ღონისძიების ნიმუში
სათაური: რატომ მონაწილეობენ ან არ მონაწილეობენ მოსწავლეები?
მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობის დონის შეფასება.კლუბისსამუშაო შეხვედრა გულისხმობს კვლევას, რომლის მიზანია, კლუბის წევრებმა შეაფასონ მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობის დონე და
გააანალიზონ ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ზოგადად მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რათა კლუბის საქმიანობის ფარგლებში დაიგეგმოს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა გააქტიურებასა და ინიციატივებს.
ამოცანები
კლუბის წევრები ეცნობიან სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მათ დასახლებაში, სოფელსა თუ ქალაქში;
ახალგაზრდები იძენენ თემთან მუშაობის გამოცდილებას და იღრმავებენ ცოდნას სამოქალაქო განათლებაში;
ამ ტიპის სამუშაო ხელს უწყობს კლუბის წევრებში კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარებას; სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემები თვალსაჩინო ხდება ყველასთვის (პედაგოგი, მშობელი, მოსახლეობა, თვითმმართველობა და სხვ.);
პოტენციური დამფინანსებლები ხედავენ, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბის მიერ შემოთავაზებული პროექტი ეფუძნება თემში არსებული პრობლემების ანალიზს, ისინი უფრო ღია არიან ასეთი ინიციატივების მხარდასაჭერად.
წამყვანი
კლუბის ერთ-ერთი წევრი და აუცილებელია პედაგოგის/ექსპერტის კონსულტაცია
მონაწილეთა ჯგუფი
მხოლოდ კლუბის წევრები.
ხანგრძლივობა
მუდმივი შეხვედრები (ინსტრუქციის მიხედვით დაიგეგმება კლუბის პროექტების კოორდინატორის მიერ).
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ძრითადი მიმართულებები
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
პრეზენტაცია და დისკუსია: საწყის ეტაპზე კლუბის წევრები ერთად ეცნობიან თეორიას „ხუთი წინაპირობის“ შესახებ და განიხილავენ თითოეულის მნიშვნელობას სამოქალაქო მონაწილეობისათვის. დისკუსიის დასასრულს იქმნება 5 სამუშაო ჯგუფი, თითოეული იმუშავებს ერთი წინაპირობის ჩამოყალიბებაზე;
სამუშაო ჯგუფებში პირველადი მონაცემების შეგროვება: თითოეული ჯგუფი აკეთებს პრობლემების ჩამონათვალს, რომელიც მიემართება მონაწილეების წინაპირობიდან ერთ-ერთს და ახდენს მათ რანჟირებას აქტუალობის მიხედვით;
პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი წარადგენს ნამუშევარს და კლუბის ყველა წევრს აქვს საშუალება მისცეს რეკომენდაცია სამუშაო ჯგუფს;
კვლევის კითხვარის შედგენა: პირველად მონაცემებზე დაყრდნობით კლუბის წევრებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია კვლევის კითხვარის შესადგენად. ჯგუფის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კითხვარი იყოს მარტივად შესავსები და ასევე, ზუსტად უნდა განსაზღვრონ კვლევის სამიზნე აუდიტორია (ვისთან, რა ფორმით და რამდენი კითხვარი უნდა შეავსონ);
კვლევის შედეგების პუბლიკაცია: კლუბმა უნდა გააკეთოს მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია, ანუ წარმოადგინოს ის ყველაზე მწვავე პრობლემები და ბარიერები, რაც ხელს უშლის მოსახლეობის და განსაკუთრებით მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეფასება და ანალიზი
ინსტრუქციაში მოცემული თითოეული ეტაპის შემდეგ კლუბის პროექტების კოორდინატორი პედაგოგთან/ექსპერტთან და კვლევის ჯგუფთან ერთად აფასებს შესრულებულ სამუშაოს და მხოლოდ შემდეგ გადადის ახალ ეტაპზე.
საჭირო მასალა:
თაბახის ფურცლები და კალმები მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით;
საპრეზენტაციო ფურცლები და მარკერები;
(საჭირო ეტაპზე) კვლევის კითხვარების ბეჭდვა.
დანართების სია:
დანართი №20 (გვ. 78); კითხვარი - ახალგაზრდების მონაწილეობა/ჩართულობასაზოგადოებრივ ცხოვრებაში
რეკომენდაცია
კლუბის პროექტების კოორდინატორი (უკვე არჩეული უნდა იყოს კლუბის მიერ) კვლევის ჯგუფთან ერთად ირჩევს პედაგოგს და/ან ექსპერტს, რომელიც გაუწევს მათ კოორდინაციას და დაეხმარება საქმიანობის სწორად აგეგმვაში.
კლუბის პროექტების კოორდინატორი და შერჩეული პედაგოგი/ექსპერტი ერთად ამზადებენ მოკლე პრეზენტაციას მონაწილეობის ხუთი წინაპირობის შესახებ.
იდეები საკლუბო ღონისძიებებისთვის:
საინფორმაციო შეხვედრა, პრესკონფერენცია და პრეზენტაცია: შესაძლოა მოეწყოს პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები, კლუბის წევრების მიერ მათ დასახლებაში არსებული პრობლემების ანალიზის წარმოსადგენად. ასევე, შესაძლოა, დაიბეჭდოს სტატიები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რაც საკლუბო მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის, ხოლო მოსახლეობა დაინახავს სასკოლო სამოქალაქო კლუბის მუშაობის დანიშნულებას;
სასკოლო სამოქალაქო კლუბის გაზეთი/ჟურნალი: მიღებულ შედეგებს კლუბის წევრები პერიოდულად გამოაქვეყნებენ საკლუბო გაზეთში/ჟურნალში;
მასმედიასთან თანამშრომლობა: კლუბის წევრები თავად მოამზადებენ სტატიებსა და სიუჟეტებს და/ან შესთავაზებენ ჟურნალისტებს, რომ მოხდეს ინფორმაციის სრულყოფილად გაშუქება.
სადისკუსიო ჯგუფები: დისკუსია შეიძლება მოეწყოს ერთი ან რამდენიმე პრობლემის ირგვლივ (კლუბის წევრებმა უნდა განსაზღვრონ დისკუსიის თემატიკა კვლევის შედეგების მიხედვით, ზოგიერთი საკითხი შესაძლოა იყოს ვრცელი და სჭირდებოდეს ცალკე შეხვედრა, და, ასევე, სადისკუსიო ჯგუფმა შეიძლება განიხილოს ერთდროულად რამდენიმე პრობლემაც).
სადისკუსიო შეხვედრის მოდელი I: დისკუსიაში ჩართულნი არიან მხოლოდ კლუბის წევრები და სკოლის მოსწავლეები კოორდინატორ პედაგოგთან ერთად. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იქნება მოსწავლეების ინფორმირება არსებულ პრობლემებზე და მათი მოსაზრებებისა და შეხედულებების გაზიარება.
სადისკუსიო შეხვედრის მოდელი II: მას შემდეგ, რაც კლუბის წევრები შეარჩევენ დისკუსიის თემატიკას, უნდა განსაზღვრონ მოწვეული სტუმრის/ ექსპერტის კრიტერიუმები კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში. სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით კლუბის წევრებმა უნდა შეარჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატურა, რომ მოისმინონ შეფასებები და მიიღონ კვალიფიციური რეკომენდაციები ექსპერტისგან/მოწვეული სტუმრისგან.
სადისკუსიო შეხვედრის მოდელი III: სხვა სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოწვევა სადისკუსიო შეხვედრაზე, ვისთვისაც განსახილველი პრობლემა ასევე აქტუალური და მნიშვნელოვანია. მოხდება ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება და სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიების განსაზღვრა. შეხვედრის შედეგად კლუბებს ექნებათ საშუალება დაგეგმონ ერთობლივი საკლუბო პროექტები, სადისკუსიო შეხვედრის თემატიკიდან და შედეგებიდან გამომდინარე.
დანართი №20 |
კითხვარი - ახალგაზრდების მონაწილეობა/ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში |
I. საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში. 1. დიახ 2. არა
(დიახ პასუხის შემთხვევაში) გთხოვთ დაგვისახელოთ ღონისძების თემატიკა, განხორციელების თარიღი, ადგილი და ორგანიზატორი. 1. ------------------------------------------------------------------------- 2. ------------------------------------------------------------------------- 3. ------------------------------------------------------------------------- II. ყოფილხართ თუ არა ინიციატორი და/ან დაგიგეგმავთ თუ არა პირადად თქვენ ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებას? 1. დიახ 2. არა (დიახ პასუხის შემთხვევაში) გთხოვთ დაგვისახელოთ ღონისძების თემატიკა, განხორციელების თარიღი, ადგილი და ორგანიზატორი.
1. ------------------------------------------------------------------------- 2. ------------------------------------------------------------------------- 3. -------------------------------------------------------------------------
II. როგორ შეაფასებდით ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში? რამდენად აქტიურნი არიან ისინი?
1. ფაქტობრივად არ არიან ჩართულები 2. ნაკლებად არიან ჩართულები 3. საკმაოდ არიან ჩართულები 4. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები 5. არ ვიცი 6. უარი IV. თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ჩართულობის დაბალი დონის მიზეზი? რა გიშლით ხელს ჩაერთოთ საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში? (ჰკითხეთ თუკი რესპონდენტი III კითხვაში შემოხაზავს 1 ან 2-ს) 1. -------------------------------------------------------------------------2. -------------------------------------------------------------------------3. -------------------------------------------------------------------------4. არ ვიცი 5. უარი (V და VI კითხვების შესავსებად ვავსებთ ერთ ბარათს - ჯერ ვავსებთ V კითხვის სვეტს და მხოლოდ შემდეგ -VI-ს) V. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, რა ფაქტორები გიშლით ხელს ახალგაზრდებს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაში? (შეიძლება შემოვხაზოთ რამდენიმე პასუხი) VI. თქვენი აზრით, არსებული რეალობიდან გამომდინარე რომელი ფაქტორებია ყველაზე ხელისშემშლელი, რომლის მოგვარებაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია პირველ რიგში, მეორე რიგში და მესამე რიგში. დაასახელეთ მხოლოდ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი. (თითო პასუხი თითო სვეტში, მაქსიმუმ სამი). |
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ძრითადი მიმართულებები
ფაქტორები (5 წინაპირობის მიხედვით) |
კითხვა V |
კითხვა VI |
|||
|
დიახ |
არა |
I |
II |
III |
1. ახალგაზრდების მიერ საკუთარი უფლებების არ ცოდნა, კანონების დაბალი ცნობადობა. |
1 |
2 |
1 |
1 |
1 |
2. ადამიანის ძირითადი საჭიროებების (სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების) დაკმაყოფილების დაბალი დონე. |
1 |
2 |
2 |
2 |
2 |
3. სათანადო სივრცის არ არსებობა, როგორიცაა ბიბლიოთეკა, კლუბი, სტადიონი, სკვერი, ახალგაზრდული ცენტრი, სპორტდარბაზი. |
1 |
2 |
3 |
3 |
3 |
4. ინფორმაციის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების ნაკლებობა და მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობა. |
1 |
2 |
4 |
4 |
4 |
5. მორალური, მატერიალური, კვალიფიციური თუ ინსტიტუციონალური მხარდაჭერის ნაკლებობა/არ არსებობა |
1 |
2 |
5 |
5 |
5
|
6. სხვა (ჩაიწერეთ |
|
|
|
|
|
7. არ ვიცი |
|
|
|
|
|
8. უარი |
|
|
|
|
|
(VII და VIII კითხვების შესავსებად ვავსებთ ერთ ბარათს - ჯერ ვავსებთ VII კითხვის სვეტს და მხოლოდ შემდეგ - VIII-ს)
კითხვა VII. პირადად თქვენ ძირითადად როგორ ხართ ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულები, ყველაზე ხშირად ჩართულობის რომელ ფორმას იყენებენ შესაბამისი ორგანიზაცია/ინსტიტუტები? (ერთი პასუხი)
კითხვა VIII. თქვენთვის ჩართულობის რომელი ფორმაა უფრო მისაღები? როგორ გინდათ რომ იყოთ ჩართულნი? (ერთი პასუხი)
ჩართულობის ფორმა („მონაწილეობის კიბის“ მიხედვით) |
კითხვა VII |
კითხვა VIII |
ახალგაზრდებს აქვთ იდეა, ქმნიან პროექტს და ეპატიჟებიან უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათთან ერთად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში |
1 |
1 |
ახალგაზრდები იჩენენ ინიციატივას და თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად მართავენ და ახორციელებენ პროექტებს |
2 |
2 |
ორგანიზაციების/ინსტიტუტების უფროსები თაობის წარმომადგენლები იჩენენ ინიციატივას და ახალგაზრდები ჩართულნი არიან პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა საფეხურზე. ხდება არა მარტო მათი იდეების გაზიარება, არამედ ისინი პირდაპირ არიან ჩერთულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში |
3 |
3 |
უფროსი თაობის წარმომადგენლები აწარმოებენ კონსულტაციებს ახალგაზრდებთან, აწვდიან სრულ ინფორმაციას და ითვალისწინებენ ახალგაზრდების მოსზრებებს პროექტის დაგეგმვისათვის. |
4 |
4 |
ახალგაზრდებს აქვთ მონაწილის სტატუსი, მაგრამ არიან ინფორმირებულები და აქვთ გააზრებული მონაწილეობის მიზნები |
5 |
5 |
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს სთხოვენ მხოლოდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა მათ ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ შანსი განსაზღვრონ მათი აზრის გამოხატვის ფორმები და იდეების განვრცობის მასშტაბები. |
6 |
6 |
ახალგაზრდები მონაწილეობენ ისეთ ღინისძიებებში როგორიცაა, მაგალითად, სიმღერა, ცეკვა ან სხვადასხვა ლოგოების ამსახველი მაისურების ტარება, მაგრამ მათ თითქმის ან საერთოდ არ ესმით საკითხი, თუ რაში მონაწილეობენ. |
7 |
7 |
ახალგაზრდები აკეთებენ და/ან ამბობენ იმას რასაც უფროსები სთავაზობენ, მაგრამ თითქმის არ ესმით საკითხი და არც ეკითხებიან მოსაზრებებს. უფროსები იყენებენ მათს გარკვეულ იდეებს, თუმცა არ უხსნიან თუ რა გავლენა იქონია მათმა მოსაზრებამ საბოლოო შედეგზე. |
8 |
8 |
9. არ ვიცი |
9 |
9 |
10. უარი |
10 |
10 |
![]() |
6.2 VII თავი საკლუბო პროექტები |
▲ზევით დაბრუნება |
VI თავში წარმოდგენილი კვლევის შედეგების საფუძველზე სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს აქვთ საშუალება დაწერონ და განახორციელონ საკლუბო პროექტები სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობისთვის. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მათი პროექტების მეტ სანდოობას, რადგან, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა პოტენციური დამფინანსებლები ეცნობიან კვლევაზე დაფუძნებულ საკლუბო პროექტს, მეტად ინტერესდებიან, მხარი დაუჭირონ მოსწავლეების ასეთ ინიციატივას.
სამოქალაქო მონაწილეობის ხუთი წინაპირობის მიხედვით ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ პროექტები. თითოეულ პრობლემაზე შესაძლოა ერთი ან რამდენიმე პროექტის გაკეთება, რაც დამოკიდებულია შერჩეული პრობლემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე.
საკლუბო პროექტების ნიმუშები ხუთი წინაპირობის მიხედვით
მოსწავლეებში ადამიანის უფლებების ცნობადობა და გამოყენება - მაგალითად, თუ კვლევის შედეგად ამ მიმართულებით ყველაზე აქტუალურ პრობლემად დასახელდა მოსწავლეებში საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების დაბალი ცნობადობა, კლუბის მიერ დაგეგმილი პროექტის მიზანიც შესაბამისად იქნება შემდეგი: „პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ“. ამ მიზნის მისაღწევად კლუბის წევრები სასკოლო პროექტის ფარგლებში დაგეგმავენ შესაბამის ღონისძიებებს.
მოსწავლეთა ძირითადი საჭიროებები - პრობლემების გამოკვეთა ისეთი ჯგუფების მიხედვით, როგორიცაა: სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული, მავნე ზეგავლენის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები და სხვ.
თუ კლუბი ამ მიმართულებით შეარჩევს მავნე ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსწავლეების საკითხს, პროექტი, შესაბამისად, შეიძლება მიზნად ისახავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეთა თავისუფალი დროის ეფექტურ ორგანიზებას.
შესაბამისი სივრცის არსებობა და უზრუნველყოფა - სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები: ბიბლიოთეკა, საკონცერტო და სპორტული დარბაზები, მოედნები, თავშეყრის ადგილები და სხვ. ასევე, ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
თუ მოსწავლეების მიერ დასახელებული პრობლემებიდან ყველაზე აქტუალური სკოლის ბიბლიოთეკის გაუმართაობაა, კლუბის წევრებს საკლუბო პროექტის ფარგლებში საშუალება აქვთ მოიძიონ დაფინანსება და საკუთარი სკოლის ბიბლიოთეკა უზრუნველყონ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ სახელმძღვანელოთი.
ახალგაზრდული პროგრამების არსებობა და ინფორმირებულობის დონის შეფასება -
კვლევის ფარგლებში ამ მიმართულების ანალიზი, საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს იმ ძირითადი პროგრამების თემატიკა, რომლითაც დაინტერესებულია მოსწავლეთა უმრავლესობა, თუმცა ანალოგიური პროგრამა მათთვის არ არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, სასკოლო პროექტების ფარგლებში დასახელებული პროგრამის დანერგვა კლუბის წევრებმა თავად შეძლონ და/ან მიაწოდონ ინფორმაცია ორგანიზაციებსა თუ ექსპერტებს, რომ სკოლაში ეს პროგრამები მათ განახორციელონ. მაგალითად, დაიგეგმოს ტრენინგები სოციალური მედიაში, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და შემდგომში თავად შეძლონ მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ.
მხარდაჭერა - რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივების ინტელექტუალური, მორალური, ფინანსური და ინსტიტუციონალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
გამომდინარე იქიდან, რომ საკლუბო პროექტები დაფუძნებული იქნება კვლევის შედეგებზე, კლუბის წევრებს არ გაუჭირდებათ მხარდაჭერის მოპოვება, როგორც სკოლის ადმინისტრაციისგან, ასევე შესაბამის სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. თუმცა, შესაძლოა, მოსწავლეებმა დაგეგმონ საკლუბო პროექტები, რომელთა მიზანიც იქნება კონკრეტული მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მაგალითისთვის, დაგეგმონ საინფორმაციო კამპანია სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, რომ მიიღონ არა მხოლოდ მორალური, არამედ სხვა ტიპის მხარდაჭერაც სკოლის მოსწავლეებისგან, მოსახლეობისგან, პედაგოგისგან, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და სხვ.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა საკლუბო პროექტის განაცხადის ნიმუში და მცირე საგრანტო პროგრამების სახელმძღვანელო (იხ. სასარგებლო ლიტერატურის სია - პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო) შესაძლებელია ჩამოტვირთონ მათთვის განკუთვნილი ვებგვერდიდან www. initiatives.ge
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (იხ. VI თავი) სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის მარტივი იქნება არა მხოლოდ მცირე საგრანტო პროექტების შემუშავება, არამედ ნებისმიერი პროექტის განაცხადის ფორმის შევსება, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფონდების მიერ.
![]() |
6.3 VIII თავი სასკოლო სამოქალაქო კლუბი და ადვოკატირება |
▲ზევით დაბრუნება |
ადვოკატირების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია კლუბის წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადვოკატირების როლისა და მნიშვნელობის შესახებ. მანამ, სანამ კლუბის წევრები ადვოკატირების მიმართულებაზე დაიწყებენ მუშაობას, უნდა გააანალიზონ თემში არსებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ადვოკატირების გზით და ამისთვის მხოლოდ საკლუბო პროექტები არ არის საკმარისი. სახელმძღვანელოს წინამდებარე თავში წარმოდგენილი თეორიული მასალა და პრაქტიკული მუშაობის ნიმუშები, დაეხმარება კლუბის წევრებს დაგეგმონ სამოქალაქო ინიციატივები თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
![]() |
6.3.1 VIII.I ადვოკატირება |
▲ზევით დაბრუნება |
ადვოკატირება წარმოადგენს პირდაპირ გზას საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკისა და იმ დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით, რომლებიც იწვევენ უთანასწორობას, უსამართლობასა და ადამიანის უფლებების დარღვევას. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა გაძლიერება და უფლებებით აღჭურვა ისე, რომ მათ შეძლონ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენა.
ადვოკატირების ძირითადი მიზნებია:
მოქალაქეთა უფლებებით აღჭურვა და მობილიზება;
სახელმწიფოს მიერ მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც მიიღწევა მიმდინარე პროცესებზე მოქალაქეთა აქტიური ზეგავლენის გზით.
საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ინდივიდების პოლიტიკური თანამონაწილეობა და აქტიური ჩართულობა ადგილობრივ დემოკრატიულ პროცესებში. შედეგად ვიღებთ წარმატებულ მმართველობას, რომელიც მიიღწევა მხოლოდ საზოგადოების აქტიური მონაწილეობით;
სასკოლო სამოქალაქო კლუბი ადვოკატირების მიმართულების განხორციელებით მიზნად ისახავს:
ხელი შეუწყოს დიალოგს მოქალაქეებს, სახელმწიფო მოხელეებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას;
გააძლიეროს საზოგადოება, რათა მათ შეძლონ მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურების ეფექტურობასა და ანგარიშგებაზე ზეგავლენა, რათა უზრუნველყონ მოსახლეობისათვის აუცილებელი მომსახურების მიწოდების მაღალი ხარისხი მმართველობის ადმინისტრაციული და პოლიტიკური შტოების მხრიდან, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე;
გაამყაროს ურთიერთობები მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოსახლეობის შესაბამისი განათლებითა და უფლებებით აღჭურვის გზით. შედეგად, მოქალაქეებმა უნდა შეძლონ სახელმწიფო მოხელეებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა, მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით.
დანართში №21 წარმოდგენილია ადვოკატირების ტიპები, რომელთა გაანალიზებაც დაეხმარება სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს დაგეგმონ ადვოკატირების მიმართულება. მათ უნდა შეაფასონ საკუთარ თემში არსებული სიტუაცია, გამოიკვლიონ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება და შესაბამისად აირჩიონ ამ სამი ტიპიდან ერთ-ერთი. ადვოკატირების მიმართულებაზე მუშაობის პროცესში სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები შეიძლება მიმართავდნენ ამ სამი ტიპიდან ნებისმიერს და ეს დამოკიდებული იქნება მათ მიერ შერჩეულ პრობლემაზე და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის კლუბის წევრები საუბრობენ მოქალაქეთა ნაცვლად;
მოქალაქეები იჩენენ პასიურობას;
გამოკვეთილია მოსახლეობის ჩართულობის ძალიან დაბალი დონე პრობლემის მოგვარების პროცესში;
პრობლემა გვარდება, მაგრამ შედეგი მიღწეულია მხოლოდ კლუბის წევრების ძალისხმევით.
ძირითადი მიმართულებები
დანართი №21 |
ადვოკატირების ტიპები სასკოლო სამოქალაქო კლუბისთვის |
|
რეპრეზენტატიული - ადვოკატირება მოქალაქეთათვის
თანამშრომლობითი - ადვოკატირება მოქალაქეებთან ერთად
ტრანსფორმაციული - ადვოკატირება მოქალაქეების მეშვეობით
|
ადვოკატირების ტიპების უკეთ გასაანალიზებლად გთავაზობთ კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის.
კლუბის სამუშაო შეხვედრის მოდელი
სათაური: ადვოკატირების ტიპები და სასკოლო სამოქალაქო კლუბი მიზანი
სამუშაო შეხვედრის მიზანია კლუბის წევრებმა მიიღონ საბაზისო ინფორმაცია ადვოკატირების შესახებ, გააანალიზონ ადვოკატირების სამი ტიპი და შეიმუშაონ კლუბის მიდგომა - თუ რომელი მიმართულებით სურთ მუშაობა თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
წამყვანი
კლუბის წევრი ან პედაგოგი
მონაწილეთა ჯგუფი
კლუბის წევრები
ხანგრძლივობა
90 წთ.
ინსტრუქცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“
პრეზენტაცია და დისკუსია: წამყვანი აკეთებს პრეზენტაციას ადვოკატირებაზე და აცნობს მონაწილეებს ადვოკატირების სამ ტიპს, რომელთა მიხედვითაც უნდა განსაზღვროს კლუბმა მომავალი საქმიანობა ადვოკატირების მიმართულებით.
მიკროჯგუფებში მუშაობა და გაზიარება: პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წამყვანი ყოფს მონაწილეებს 3 სამუშაო ჯგუფად და თითოეულ მათგანს ურიგებს დანართს №21 ადვოკატირების სამი ტიპის დეტალური აღწერილობით. თითოეული მიკროჯგუფი იმუშავებს ადვოკატირების ერთ ტიპზე და მოამზადებს პრეზენტაციას ამ ტიპის ადვოკატირების განხორციელების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და ასევე, გამოკვეთონ პრობლემების ტიპები, რომელთა მოგვარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება ადვოკატირების ეს ტიპი. შედეგად, მიკროჯგუფის დავალება ორ ძირითად ნაწილად იქნება გაყოფილი:
(1) ადვოკატირების ერთ-ერთი ტიპის განხორციელების ძლიერი და სუსტი მხარეები;
(2) ადვოკატირების ამავე ტიპის გამოყნება, ანუ როგორი პრობლემების მოსაგვარებლად იქნება მიზანშეწონილი ამ ტიპის ადვოკატირება.
პრეზენტაცია და დისკუსია: თითოეული მიკროჯგუფი წარადგენს ნამუშევარს და მოისმენს უკუკავშირს. წამყვანი სთხოვს სხვა მონაწილეებს ჩაერთონ დისკუსიაში და საჭიროებისამებრ დაამატონ საკუთარი მოსაზრებები, რომ მიკროჯგუფის მიერ წარმოდგენილი ადვოკატირების ტიპის შესახებ მომზადდეს მაქსიმალურად სრულყოფილი პრეზენტაცია.
პრობლემების ანალიზი: წამყვანი წარუდგენს მონაწილეებს თემში არსებული პრობლემების სიას, რომელიც წინასწარ აქვს მომზადებული კვლევის ჯგუფის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კლუბის წევრებმა უნდა განსაზღვრონ თითოეული პრობლემისთვის შესაბამისი ადვოკატირების ტიპი. წამყვანი აძლევს დავალებას მონაწილეებს - საპრეზენტაციო დაფაზე მოცემულია 3 გრაფა ადვოკატირების სამი ტიპის დასათაურებით. თქვენი დავალებაა განიხილოთ ჩვენს თემში არსებული სიტუაცია და გადაანაწილოთ პრობლემები შესაბამის გრაფებში.
განსახილველ სიაში უნდა იყოს არაუმეტეს 10 პრობლემისა, რომ გავითვალისწინოთ კლუბის სამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობა და ეს პრობლემები მონაწილეებმა განიხილონ როგორც სამოდელო. შედეგად კლუბის წევრები ისწავლიან პრობლემების გადანაწილებას ადვოკატირების ტიპების მიხედვით და მომავალში შეძლებენ გამოიყენონ ეს გამოცდილება ადვოკატირების მიმართულების დაგეგმვის პროცესში.
შეფასება და ანალიზი
წამყვანი კითხვების საშუალებით მონაწილეებთან ერთად აფასებს სამუშაო შეხვედრას:
კმაყოფილი ხართ თუ არა სამუშაო შეხვედრით? რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და რა ისწავლეთ?
როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სასკოლო სამოქალაქო კლუბში მუშაობის პროცესში?
სხვ.
საჭირო მასალა:
საპრეზენტაციო ფურცლები, მარკერები, კალმები და სხვ.
საპრეზენტაციო დაფაზე ჩამოწერილი პრობლემების სია, რომელიც წამყვანმა წინასწარ უნდა მოამზადოს შეხვედრისთვის (პრობლემების ნიმუშები მოცემულია VI თავში).
დანართების სია:
დანართში №21 (გვ. 85) ადვოკატირების ტიპები სასკოლო სამოქალაქო კლუბისთვის
რეკომენდაცია
სასურველია წამყვანმა დისკუსიის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილოს მათ თემში არსებულ რეალურ სიტუაციაზე და სთხოვოს მონაწილეებს პრობლემების გადანაწილებისას ადვოკატირების ტიპების მიხედვით გაითვალისწინონ მოსახლეობის აქტიურობის დონე და დამოკიდებულება პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობის მიმართ.
![]() |
6.3.2 VIII.II ადვოკატირების დაგეგმვის ხუთი საფეხური |
▲ზევით დაბრუნება |
ადვოკატირება სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მისი ეფექტური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები კარგად იცნობდნენ ადვოკატირების დაგეგმვის თითოეულ საფეხურს.
სქემა №6 - ადვოკატირების დაგეგმვის ხუთი საფეხური
I საფეხური - პრობლემის შერჩევა
კლუბის წევრები ირჩევენ მათ თემში არსებულ ყველაზე აქტუალურ პრობლემას, რომლის მოგვარებაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და ასევე განსაზღვრავენ იმ სამთავრობო სტრუქტურების/ინსტიტუტების სიას, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ ამ საკითხის მოგვარებაში.
რეკომენდაცია: სასურველია ადვოკატირების ჯგუფმა პრობლემების ანალიზისთვის მიმართოს კლუბის კვლევის ჯგუფს და მათთან ერთად შეარჩიოს ყველაზე აქტუალური პრობლემა.
II საფეხური - ინფორმაციის შეგროვება როდესაც კლუბის წევრები შეარჩევენ პრობლემას, რომელიც მათი აზრით ყველაზე აქტუალურია, სასურველია, ამ საკითხზე მოისმინონ სხვა მხარეების აზრიც. კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა უნდა შეაგროვოს ინფორმაცია მათ მიერ შერჩეული პრობლემის ირგვლივ ყველა მნიშვნელოვანი წყაროს გამოყენებით (ვინ რას ფიქრობს ამ პრობლემაზე? - მოსწავლეები, პედაგოგები, სამეზობლო, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედიის წარმომადგენლები და სხვ.) შედეგად, კლუბის წევრებს ექნებათ სრული ინფორმაცია პრობლემის დახასიათებისთვის.
III საფეხური - ალტერნატივების გამოვლენა
მეორე საფეხურზე მუშაობის პროცესში კლუბის წევრები აგროვებენ ინფორმაციას პრობლემის ირგვლივ, თუმცა, ამავდროულად მათ უნდა გამოარკვიონ ვინ და რას აკეთებს ამ საკითხის მოსაგვარებლად. „ალტერნატივები“ შესაძლოა იყოს, მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შესრულებული, მიმდინარე და/ან დაგეგმილი პროექტები, ასევე მოსახლეობის მიერ უკვე განხორციელებული ინიციატივები. მესამე საფეხურის შედეგად კლუბის წევრებს უნდა ჰქონდეთ სრული სია იმ აქტივობებისა, რომლებიც მათ მიერ შერჩეულ პრობლემაზე განხორციელებულა და/ან იგეგმება.
IV საფეხური - იდეის ფორმირება და შეთავაზება
მეორე და მესამე საფეხურის შედეგებზე დაყრდნობით კლუბის წევრები აყალიბებენ ახალ იდეას ადვოკატირებისთვის. ეს შეიძლება იყოს უკვე განხორციელებული პროექტის ან ინიციატივის ანალოგიური აქტივობა, რომელიც მესამე საფეხურზე მუშაობისას შეფასდა წარმატებულად და მისი განმეორება ეფექტური იქნება პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე, კლუბის წევრებმა შესაძლოა განავითარონ სრულიად ახალი იდეა, რომელიც ჯერ არავის განუხორციელებია.
V საფეხური - სამოქმედო გეგმის შემუშავება
კლუბის წევრები წერენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელიც საჭიროა მათი იდეის განსახორციელებლად (მეოთხე საფეხურზე მათ უკვე განსაზღვრეს იდეა). მათ მიერ შემუშავებული გეგმა უნდა იყოს კონკრეტული, დროში გაწერილი და მოიცავდეს ინფორმაციას ყველა პასუხისმგებელი პირის შესახებ.
მანამ, სანამ კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ, კლუბის წევრებმა კარგად უნდა გაიაზრონ რა არის ადვოკატირება და რა არა! შერჩეული პრობლემის ანალიზის პროცესში, ისინი იძიებენ ინფორმაციას იმ სამთავრობო სტრუქტურებისა და ინსტიტუტების შესახებ, ვისი უშუალო ვალდებულებაცაა ამ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა. თუმცა, მოსწავლეებმა ისიც კარგად უნდა გააანალიზონ, რომ ყველა პრობლემის მოგვარებისთვის მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურის ჩართვა არ არის აკმარისი. ხშირად, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია მოსახლეობას, ადგილობრივ არასამთავრობო რგანიზაციებსა და სხვა კონკრეტულ დაინტერესებულ მხარეებს (მშობლები, სამეზობლო, პედაგოგები და სხვ.).
სწორედ ამ პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს კლუბმა სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას. ადვოკატირების ჯგუფმა უნდა შეადგინოს ყველა დაინტერესებული ინსტიტუტის, ორგანიზაციის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და/ან ინდივიდების სია და გაწეროს თანმიმდევრულად თითოეულის ფუნქცია, ანუ ვინ რა ეტაპზე და როგორ იქნება ჩართული ადვოკატირების პროცესში კლუბის წევრებთან ერთად.
შედეგად, კლუბის წევრები მათ მიერ შერჩეული პრობლემის ეფექტური მოგვარებისთვის აირჩევენ შესაბამის და ყველაზე რეალისტურ ადვოკატირების ტიპს (იხ. დანართი №21 გვ. 85 - „ადვოკატირების ტიპები სასკოლო სამოქალაქო კლუბისთვის“):
სქემა №7 - „ადვოკატირების ტიპები“
შენიშვნა: ადვოკატირების ჯგუფის თითოეული წევრი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ იქმნება „ადვოკატირების პორთფოლიო“ და ხუთივე საფეხურზე მუშაობის პროცესში შეაგროვოს როგორც ანალიტიკური, ასევე თვალსაჩინო მასალა საბოლოო პრეზენტაციისთვის.
ადვოკატირების პორთფოლიოს შექმნა
ადვოკატირების ხუთი საფეხურის შესრულების შედეგად სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ქმნიან „ადვოკატირების პორთფოლიოს“, რომელმაც სრულად უნდა ასახოს შერჩეული პრობლემის ირგვლივ მოპოვებული ინფორმაცია. „ადვოკატირების პორთფოლიოში“ კლუბის წევრები ათავსებენ, როგორც წერილობით ანალიზს, ასევე ამდიდრებენ ნაშრომს მონაცემთა ცხრილების, ფოტოებისა და სხვა თვალსაჩინო მასალის გამოყენებით. პორთფოლიოში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა
მოიცავდეს:
ნაწილი I - რა შევისწავლეთ და გავიგეთ კლუბის მიერ შერჩეული პრობლემის ირგვლივ?
ნაწილი II - უკვე არსებული რომელი ალტერნატივები, გადაწყვეტილებები და ინიციატივები მოვიძიეთ თემში, რომლებიც მიმართული იყო ჩვენს მიერ შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე - ანუ რა კეთდება და/ან გაკეთებულა ამ პრობლემის მოსაგვარებლად აქამდე, ვისი ინიციატივით და როგორ?
ნაწილი III - როგორი მიდგომა შეიმუშავა კლუბმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ჩვენი იდეა და ძირითადი მიზნები.
ნაწილი IV - როგორია ჩვენი კლუბის სამოქმედო გეგმა? შემოთავაზება - რას ვაკეთებთ „ნაბიჯ-ნაბიჯ“ და ვინ, რომელ ეტაპზე და რა ფორმით გვინდა ჩაერთოს ადვოკატირების პროცესში (კლუბის წევრი, მოსწავლე, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია, მშობლები, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სხვ.)?
სქემა №8 - ადვოკატირების პორთფოლიო
![]() |
6.3.3 VIII.III ადვოკატირების განხორციელება |
▲ზევით დაბრუნება |
ადვოკატირების კამპანია ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: (1) ადვოკატირების დაგეგმვა და პორთფოლიოს შექმნა, რომელიც წარმოადგენს ადვოკატირების დაგეგმვის ხუთი საფეხურის შედეგების საპრეზენტაციო ფორმას; (2) განხორციელების კომპონენტი, რომლის მინიმალური მიზანი არის დაინტერესებული მხარეებისთვის ადვოკატირების პორთფოლიოს გაცნობა და პრობლემის შესახებ მათი ინფორმირება, ხოლო მაქსიმალური, რომლის დროსაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით კლუბის წევრები აღწევენ მიზანს - აგვარებენ შერჩეულ პრობლემას.
ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაძლოა გაჩნდეს საკლუბო პროექტის იდეაც, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ადვოკატირების კამპანიის დამატებითი კომპონენტი, რადგან ის მიმართული იქნება იმავე პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა განხორციელდება მხოლოდ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ძალისხმევით.
სქემაზე N9 მოცემულია ადვოკატირების კამპანიის კომპონენტები. VIII.II ქვეთავში ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ ადვოკატირების დაგეგმვის საფეხურები და პორთფოლიოს შექმნა. ახლა მოდით განვიხილოთ ადვოკატირების განხორციელების სხვადასხვა ეტაპები და შესაძლებლობები ახალი საკლუბო პროექტების იდეების ფორმირებისათვის.
სქემა №9 - „ადვოკატირების კამპანია“
ადვოკატირების განხორციელებისას კლუბის წევრებმა უნდა დაისახონ „გეგმა მინიმუმი“ (პორტფოლიოს გაცნობა დაინტერესებული მხარეებისათვის) და „გეგმა მაქსიმუმი“ (დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობა და პრობლემის მოგვარება). კლუბის წევრების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯის შედეგი განაპირობებს შემდგომ ქმედებას. განვიხილოთ ადვოკატირების განხორციელება ნაბიჯ-ნაბიჯ მინიმალური შედეგიდან მაქსიმალურამდე.
პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია „ადვოკატირების პორთფოლიოს“ გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის. კლუბის წევრებმა უნდა მიმართონ ინფორმაციის გავრცელების ისეთ წყაროებს, რომ უზრუნველყონ ყველა დაინტერესებული მხარის სრული ინფორმირება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „პრეზენტაცია სკოლაში“, რომელზეც დაინტერესებული მხარეები ერთად იქნებიან მოწვეულნი, გაეცნობიან კლუბის მუშაობის შედეგს და გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს კლუბის მიერ შერჩეული პრობლემის ირგვლივ (სხვა მაგალითები: „პორთფოლიოს“ ელექტრონული ვერსიის გავრცელება სოციალური მედიის საშუალებით, დისკუსიის მოწყობა შერჩეული პრობლემის ირგვლივ, „პორთფოლიოს“ ბეჭდვა და მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის, სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზება კლუბში და სხვ.).
რეკომენდაცია: თუ გაცნობას არ მოჰყვა გამოხმაურება, კლუბი დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას.
ადვოკატირების პორთფოლიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგი ეტაპი დაინტერესებული მხარეების გამოხმაურებაა. კლუბის წევრები აჯამებენ ინფორმაციას, რომელი დაინტერესებული მხარე ითანამშრომლებს მათთან პრობლემის ერთობლივი მოგვარებისთვის.
რეკომენდაცია: თუ გამოხმაურებას შედეგად არ მოჰყვა თანამშრომლობა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება, კლუბი დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას.
გამოხმაურების შემდეგ კლუბის წევრები ადგენენ ერთობლივი თანამშრომლობის გეგმას. საზღვრავენ ყველა დაინტერესებული მხარის როლსა და ფუნქციებს და მათთან ერთად ადგენენ კონკრეტული აქტივობების თარიღებს.
რეკომენდაცია: ფუნქციების განსაზღვრისას კლუბის წევრებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ ყველა დაინტერესებული მხარის შესაძლებლობა და იმის მიხედვით შეადგინონ ნაკლებრისკიანი თანამშრომლობის გეგმა.
გეგმის საბოლოო შეთანხმების შემდეგ იწყება ადვოკატირება ქმედებაში, ანუ კლუბის წევრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებით ახორციელებენ შემუშავებულ გეგმას.
რეკომენდაცია: ადვოკატირების უშუალო განხორციელების პროცესში სასურველია, კლუბის წევრებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა დაბალანსებული იყოს შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა უმჯობესია, კლუბი იყოს კოორდინატორი და დაინტერესებულ მხარეებს მთლიანად თავად განახორციელებინოს ადვოკატირების სამოქმედო გეგმა.
საკლუბო პროექტის იდეა შეიძლება გაჩნდეს ადვოკატირების დაგეგმვის პროცესში, როდესაც შერჩეული პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო აქტივობა ცდება ადვოკატირების ფარგლებს და შეიძლება ჩამოყალიბდეს ცალკე პროექტის სახით. ამგვარად შექმნილი საკლუბო პროექტების მიზანია წვლილი შეიტანოს ადვოკატირების ჯგუფის მიერ შერჩეული პრობლემის მოგვარების პროცესში.
მაგალითი: თუ პრობლემა არის ტელევიზიის მავნე ზეგავლენა მოსწავლეებზე, ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს ტელეკომპანიებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან, ხოლო საკლუბო პროექტის იდეა კი შეიძლება იყოს „ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება“, დაიგეგმოს ღონისძიებები, სადაც ჩაერთვებიან მოსწავლეები და თავისთავად შემცირდება ტელევიზორზე მათი მიჯაჭვულობის ხარისხი.
როგორც აღვნიშნეთ, სასკოლო პროექტის იდეა შესაძლოა გაჩნდეს და ჩამოყალიბდეს ადვოკატირების დაგეგმვის პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია, კლუბის პროექტების კოორდინატორსა და ადვოკატირების გუფს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია. როგორც კი გაჩნდება ახალი იდეა, კლუბის გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი საპროექტო ჯგუფიც.
საინტერესოა, რა უპირატესობა აქვს პროექტს, რომელიც გაჩნდება ადვოკატირების დაგეგმვის პროცესში? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, შერჩეული პრობლემის ირგვლივ ინფორმაცია შეგროვებული და გაანალიზებულია ადვოკატირების ჯგუფის მიერ; შედეგად, საპროექტო ჯგუფს აქვს ანალიტიკური მასალა, პროექტის იდეა და ძირითადი მიზნები და შეუძლია პირდაპირ გადავიდეს პროექტის დაგეგმვის ეტაპზე. სამუშაო ჯგუფებს შორის ასეთი თანამშრომლობა კლუბის საქმიანობის წარმატების გარანტიაა.
![]() |
7 კლუბის სტრუქტურის დანართები |
▲ზევით დაბრუნება |
კლუბის ლიდერის, კოორდინატორი პედაგოგისა და კონსულტანტთა ჯგუფის წევრის ფუნქციები
დანართი №2 |
კლუბის ლიდერის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
კლუბის ლიდერი ვალდებულია, მოისმინოს ანგარიშები კლუბის სამი (პროგრამების, პროექტების და PR) კოორდინატორისგან და მათთან ერთად შეაფასოს განხორციელებული ღონისძიებები. PR ჯგუფთან ერთად იგი პასუხისმგებლობას იღებს, მოამზადოს კლუბის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშები და წარუდგინოს ის მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა სკოლების კლუბებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას. |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
(კლუბის ლიდერის სხვა ფუნქციები) .................................... ................................... .................................... |
დანართი №3 |
კლუბის კოორდინატორის ფუნქციები:
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
კლუბის კოორდინატორი შეიძლება ჩაერთოს კლუბის შიდა სამუშაო შეხვედრების განხორციელების პროცესში. კლუბის საქმიანობა იგეგმება სახელმძღვანელოში მოცემული „კლუბის სამუშაო შეხვედრის“ მიხედვით, რომელთა წამყვანებიც არიან კლუბის წევრი მოსწავლეები, თუმცა მათ ხშირად სჭირდებათ დახმარება კლუბის კოორდინატორი პედაგოგისგან. ამიტომ, კოორდინატორი კარგად უნდა იცნობდეს სახელმძღვანელოში წარმოდგენილ „კლუბის სამუშაო შეხვედრის გეგმებს, რათა შესაბამისი დახმარება გაუწიოს კლუბისწევრებს. |
.................................... .................................... .................................... |
კლუბის კოორდინატორი უნდა იყოს ინფორმირებული სამივე მიმართულების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ, უნდა მოისმინოს მათი გეგმები და მისცეს რეკომენდაციები. |
.................................... .................................... .................................... |
კლუბის კოორდინატორი უნდა ჩაერთოს საკლუბო ღონისძიებების კალენდარული გეგმის შემუშავების პროცესში და შემდგომ, დაეხმაროს კლუბის ლიდერს განრიგის დაცვაში. ასევე, იგი უნდა დაეხმაროს ყველა სამუშაო ჯგუფს კალენდრის მიხედვით დაგეგმილი საკლუბო ღონისძიების ხარისხიან განხორციელებაში. |
.................................... ................................... |
(კლუბის კოორდინატორის სხვა ფუნქციები) |
დანართი №4 |
კლუბის კონსულტანტთა ჯგუფის წევრის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
კონსულტანტთა ჯგუფის წევრი ლიდერისგან იღებს ინფორმაციას კლუბის საქმიანობის შესახებ და საჭიროებისამებრ აძლევს მას რეკომენდაციებს საკლუბო საქმიანობის ეფექტური მართვისათვის. |
.................................... .................................... .................................... |
- პროგრამების კოორდინატორისა და სამუშაო ჯგუფების მოთხოვნის საფუძველზე კონსულტანტი შესაძლოა დაეხმაროს შიდა საკლუბო პროგრამებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების წამყვანს დაგეგმვის პროცესში ან მასთან ერთად განახორციელოს პროგრამა. - ასევე, კონსულტანტი შეიძლება ჩაერთოს საკლუბო საგანმანათლებლო ღონისძიებაში, როგორც სტუმარი ან მოწვეული ექსპერტი. |
.................................... .................................... .................................... |
პროექტების კოორდინატორთან თანამშრომლობით კონსულტანტი შეიძლება ჩაერთოს (1) კვლევის, (2) საკლუბო პროექტებისა და (3) ადვოკატირების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა ან შეფასების ეტაპებზე. |
.................................... ................................... .................................... |
კონსულტანტს შეუძლია PR კოორდინატორთან ერთად ჩაერთოს PR ღონისძიებების განხორციელების პროცესში. ასევე, მან შეიძლება რეკომენდაციები მისცეს სოციალური მედიის სამუშაო ჯგუფს კლუბის საქმიანობის უკეთ წარმოსაჩენად. |
.................................... .................................... |
(კლუბის კონსულტანტთა ჯგუფის წევრის სხვა ფუნქციები) |
კლუბის პროგრამების კოორდინატორის ფუნქციები და შიდა საკლუბო პროგრამებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფების საქმიანობა
დანართი №5 |
კლუბის პროგრამების კოორდინატორის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
პროგრამების კოორდინატორი კლუბის წევრებთან ერთად ქმნის ორ ჯგუფს: (1) შიდა საკლუბო პროგრამების ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს საგანმანათლებლო შეხვედრებს მხოლოდ კლუბის წევრებისთვის (შეხვედრების ნიმუშები მოცემულია IV თავში). (2) საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს, განახორციელებს და შეაფასებს საკლუბო საგანმანათლებლო აქტივობებს არა მხოლოდ კლუბის წევრებისთვის, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის (ღონისძიებათა ნიმუშები იხ. V თავში). შენიშვნა: ამ ორ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ კლუბის წევრები, რომლებსაც აქვთ აუდიტორიასთან მუშაობისა და ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. |
.................................... .................................... .................................... |
|
|
|
.................................... .................................... .................................... |
(2) საგანმანათლებლო ღონისძიებების კალენდარს პროგრამების კოორდინატორი ავრცელებს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, როგორებიც არიან: სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და სხვ. |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... |
(კლუბის პროგრამების კოორდინატორის სხვა ფუნქციები) |
დანართი №6 |
შიდა საკლუბო პროგრამების ჯგუფის წევრის ფუნქციები: შიდა საკლუბო პროგრამების ჯგუფი გეგმავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს მხოლოდ კლუბის წევრებისათვის და, შესაბამისად, მის ფუნქციებში შედის: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
სამოქალაქო განათლებისა და სხვა სასკოლო გაკვეთილებზე განხილული თემების მიხედვით საპროგრამე ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მოამზადონ ახალი მასალა, რომელიც საინტერესო იქნება მათი კლუბის წევრებისთვის. ახალი საგანმანათლებლო შეხვედრების უკეთ დასაგეგმად მათ დახმარებისთვის შეუძლიათ მიმართონ როგორც კოორდინატორ პედაგოგსა და სკოლის ადმინისტრაციას, ასევე იმ პირებს კონსულტანტთა ჯგუფიდან, რომლებსაც შეუძლიათ მათ მიერ არჩეულ თემაზე კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება. |
.................................... .................................... .................................... |
მათ უნდა უზრუნველყონ კლუბის ყველა წევრის დასწრება შიდა საკლუბო პროგრამებზე. |
.................................... .................................... .................................... |
|
დანართი №7 |
საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფის წევრის ფუნქციები: საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი გეგმავს ისეთ პროგრამებს, რომლებშიც კლუბის წევრებთან ერთად შესაძლებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართვა. ჯგუფის ფუნქციები ასეთია: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... |
ასევე, სამოქალაქო განათლებისა და სხვა სასკოლო გაკვეთილებზე განხილული თემების მიხედვით, საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ახალი მასალის მომზადება. ახალი საგანმანათლებლო ღონისძიებების უკეთ დასაგეგმად მათ შეუძლიათ, მიმართონ დახმარებისთვის როგორც კოორდინატორ პედაგოგსა და სკოლის ადმინისტრაციას, ასევე, იმ პირებს, კონსულტანტთა ჯგუფიდან, რომლებსაც შეუძლიათ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება, მათ მიერ არჩეულ თემაზე. |
.................................... .................................... .................................... |
მათ უნდა უზრუნველყონ, რომ საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ყველამ, ვისაც კი მონაწილეობა შეუძლია. მაგალითად, თუ იგეგმება ღონისძიება მხოლოდ მე-9 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ისინი ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ. |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
(საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფის წევრის სხვა ფუნქციები) |
კლუბის პროექტების კოორდინატორის ფუნქციები და კვლევის, საკლუბო პროექტებისა და ადვოკატირების ჯგუფების საქმიანობა
დანართი №8 |
კლუბის პროექტების კოორდინატორის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... ................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
(კლუბის პროექტების კოორდინატორის სხვა ფუნქციები) |
დანართი №9 |
კვლევის ჯგუფის წევრის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
ჯგუფის წევრები ირჩევენ პრობლემებს, რომელთა მოგვარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კლუბის წევრების აქტიურობა და საჭიროა სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობაც, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობა, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები, მასმედიის წარმომადგენლები და სხვ. |
.................................... .................................... .................................... |
კვლევის ჯგუფმა შეიძლება ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამების კოორდინატორსა და მისი სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომ მათ უკეთ შეარჩიონ თემები სამოქალაქო განათლების ხელშესაწყობად. |
.................................... .................................... .................................... |
კვლევის ჯგუფმა შეიძლება გამოიყენოს სოციალური მედია თემში არსებული პრობლემების ირგვლივ ინფორმაციის მოსაძიებლად. მაგალითად: ინტერნეტ-გამოკითხვები, სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიების ანალიზი, სხვადასხვა ვებ-გვერდებსა და ბლოგებზე განთავსებული ინფორმაციის შეჯამება და ა.შ. |
.................................... .................................... .................................... |
კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია სხვადასხვა მედია-საშუალებებით. ასევე, შესაძლებელია პრესკონფერენციების დაგეგმვა, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და სხვ. |
.................................... .................................... .................................... |
(კვლევის ჯგუფის წევრის სხვა ფუნქციები) |
დანართი №10 |
საკლუბო პროექტების ჯგუფის წევრის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
საკლუბო პროექტის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება. ჯგუფის წევრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიარონ პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები. (იხ. VII თავი) |
.................................... .................................... .................................... |
სასურველია PR ჯგუფების ჩართულობა პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა თუ შეფასების ეტაპების მიხედვით, რომ მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის როგორც მოძიება, ასევე გავრცელება. |
.................................... .................................... .................................... |
საკლუბო პროექტის ჯგუფმა უნდა მოამზადოს საბოლოო ანგარიში და წარუდგინოს PR კოორდინატორსა და კლუბის ლიდერს. მასზე დაყრდნობით PR ჯგუფებმა უნდა მოამზადონ ვიზუალურად გაფორმებული მოკლე ანგარიში და გაავრცელონ ყველა შესაძლო საინფორმაციო წყაროს გამოყენებით. |
.................................... .................................... .................................... |
(საკლუბო პროექტების ჯგუფის წევრის სხვა ფუნქციები) .......................................................................................... ........................................................................................... .......................................................................................... ......................................................................................... |
დანართი №11 |
ადვოკატირების ჯგუფის წევრის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
კვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მხოლოდ საკლუბო პროექტის ფარგლებში არ არის შესაძლებელი და საჭიროა ადვოკატირება. |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
ჯგუფის წევრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიარონ ადვოკატირების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები. (იხ. VIII თავი) |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
........................................................................................... ........................................................................................... ........................................................................................... ........................................................................................... |
კლუბის PR კოორდინატორის ფუნქციები და PR ღონისძიებებისა და სოციალური მედიის ჯგუფების საქმიანობა
დანართი №12 |
კლუბის PR (საზოგადოებასთან ურთიერთობის) კოორდინატორის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
PR კოორდინატორი ქმნის PR ღონისძიებებისა და სოციალური მედიის სამუშაო ჯგუფებს. |
.................................... .................................... .................................... |
PR კოორდინატორი ჩართულია კლუბის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პერიოდულად წარუდგენს კლუბის ლიდერს PR-ის სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შედეგებს. |
.................................... .................................... .................................... |
სამუშაო ჯგუფების მოთხოვნების შესაბამისად, PR კოორდინატორი დავალებებს აძლევს PR ღონისძიებებისა და სოციალური მედიის ჯგუფებს. |
.................................... .................................... .................................... |
PR კოორდინატორი ვალდებულია, კლუბის ლიდერთან ერთად წარუდგინოს კლუბის საქმიანობა ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას. საჭიროებისამებრ წარადგენს კონკრეტული პროექტების ანგარიშებს როგორც კლუბის წევრებს შორის, ასევე სკოლაში, სხვა კლუბების წარმომადგენლებისთვის, დონორებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და სხვ. |
.................................... .................................... .................................... |
ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სკოლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება კლუბის წევრებისთვის. |
.................................... .................................... .................................... |
პრესრელიზების მიწოდება ჟურნალისტებისთვის, საკლუბო ღონისძიებებზე მათი მოპატიჟება და სხვ. |
.................................... |
(კლუბის PR კოორდინატორის სხვა ფუნქციები) ........................................................................................... ........................................................................................... ..................................................................................................................................................................................... |
დანართი №13 |
PR ღონისძიებების ჯგუფის წევრის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
მოთხოვნის შესაბამისად ეხმარება ყველა სამუშაო ჯგუფს საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა თუ შეფასების ეტაპებზე ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებაში. |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
........................................................................................... .......................................................................................... .......................................................................................... .......................................................................................... |
დანართი №14 |
სოციალური მედიის ჯგუფის წევრის ფუნქციები: |
.................................... .................................... .................................... |
● კლუბის საინფორმაციო ბაზის შექმნა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა: ჯგუფი ქმნის ბაზას ინფორმაციის დროული და ხარისხიანი გაცვლის მიზნით. (1) შიდა კომუნიკაცია - ინფორმაციის მობილიზება კლუბის წევრების, კოორდინატორი პედაგოგების, კონსულტანტთა ჯგუფისა და სკოლის ადმინისტრაციის შესახებ. (2) გარე კომუნიკაცია - პარტნიორი სასკოლო სამოქალაქო კლუბების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციის მობილიზება. |
.................................... .................................... .................................... |
მოთხოვნის შესაბამისად ეხმარება ყველა სამუშაო ჯგუფს საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა თუ შეფასების ეტაპებზე ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებაში. |
.................................... .................................... .................................... |
|
.................................... .................................... .................................... |
|
|
(სოციალური მედიის ჯგუფის წევრის სხვა ფუნქციები) ........................................................................................... ........................................................................................... ........................................................................................... ...................................................................................... |
![]() |
8 გამოყენებული ლიტერატურის სია |
▲ზევით დაბრუნება |
კომპასი
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. (საავტორო უფლებები © ევროპის საბჭო, 2001)
Have Your Say!
Manual - The revised European charter on the participation of young people in local and regional life. This Manual was written by Zaneta Gozdzik-Ormel. (© Council of Europe, 2008)
T-Kit on Training Essentials
(© Council of Europe and European Commission, October 2002) T-Kit on Organisational Management (© Council of Europe and European Commission, July 2000)
Don't judge a book by its cover!
The Living Library Organiser's Guide (© Council of Europe, 2005)
პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო
პუბლიკაცია მომზადებული და გამოცემულია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
![]() |
9 ავტორის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ნათია გიორგიძე არის არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრ „მზიანი სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და პროგრამის ტრენერი. მას არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის, პროექტის მენეჯმენტისა და არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ნათია ამ სფეროში მოღვაწეობის პარალელურად მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის თვისობრივი კვლევის მენეჯერის პოზიციაზე და ამჟამად არის ჩართული როგორც ექსპერტი საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევაში. ასევე, როგორც ტრენერი ის თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
არაფორმალური განათლების სფეროში მის განსაკუთრებულ ინტერესებს წარმოადგენს ადამიანის უფლებები, ადვოკატირება, სამოქალაქო განათლება და კულტურათშორისი სწავლება.
სახელმძღვანელო შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათ ლებისა და მეცნიერების სამინისტრო.