The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი არასამთავრობო ორგანიზაციები
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


რეგისტრირებულია
თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ
2007 წლის „ -----“ „---------------“
№ ___ გადაწყვეტილებით

მიღებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის XIV საერთო კრების მიერ
2007 წლის 28 ოქტომბერს
თბილისი
2007

მუხლი 1
ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (შემდგომში - ასოციაცია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი (ასოციაცია). ასოციაცია დაფუძნებულია 1994 წლის 9 სექტემბერს.

1.3. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.4. ასოციაციის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, კრილოვის ქ. №15.

მუხლი 2
მიზნები

2.1. ასოციაციის მიზნებია:

ა) საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება;

ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის განვითარება;

გ) ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება.

მუხლი 3
საქმიანობის ფორმები

3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

ა) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას იურისტთა პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ბ) ზრუნავს თანამედროვე იურიდიული ლიტერატურით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის განვითარებაზე;

გ) ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;

დ) ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივი დაცვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას;

ე) ქმნის იურიდიული მომსახურების ცენტრებს და უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობას;

დ) ლობირებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან;

ვ) ეწევა ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;

ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იურიდიული და სამოქალაქო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;

თ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;

ი) ეწევა მოსახლეობაში სამართლებრივ, საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას;

კ) სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ორგანიზაციის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განხილვაში,

ლ) ქმნის ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

მ) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

ნ) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

მუხლი 4
წევრობა

4.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს 40 წლამდე ასაკის იურიდიული განათლების მქონე პირი ან იურიდიული სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

4.2. ასოციაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ასოციაციის ორი წევრის დადგენილი ფორმის წერილობითი რეკომენდაცია.

4.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ასოციაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

4.4. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

4.5. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
დ) გარდაცვალებისას;

4.6. საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 5
წევრთა უფლება-მოვალეობანი

5.1 ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველობის ორგანოებში;

გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებში;

დ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;

ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

ვ) ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ზ) ატაროს ასოციაციის ემბლემა.

5.2 ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

ე) გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

5.3. ასოციაციის 40 წელს გადაცილებულ წევრზე არ ვრცელდება ამ წესდების 5.1.ბ. მუხლით გათვალისწინებული ასოციაციის მმართველ ორგანოებში არჩევის (პასიური) უფლება.

მუხლი 6
საერთო კრება

6.1. ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ და ტარდება ყოველი წლის ოქტომბერში;

6.2. საერთო კრების დღის წესრიგში წესდების ცვლილებების საკითხის შეტანას წყვეტს გამგეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის მოთხოვნით.

6.3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 1/4. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

6.4. საერთო კრება:

ა) დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში, გარდა დანართი №1-სა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრთა სია);

ბ) ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს გამგეობის წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;

გ) ისმენს ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

დ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ე) დამსწრეთა უმრავლესობით 3 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის სარევიზიო კომისიას;

ვ) დამსწრეთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;

ზ) წევრთა ოთხი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებას წევრის ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ.

6.5. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის გამგეობის მიერ:

ა) საკუთარი ინიციატივით;

ბ) თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი თვისა;

გ) სარევიზიო კომისიის ინიციატივით.

მუხლი 7
ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

7.1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მისი მოადგილე.

7.2. ასოციაციის სპეციალური წარმომადგენელია აგრეთვე აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფარგლები, აგრეთვე მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული

მუხლი 8
გამგეობა

8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა 21 წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.

8.2 გამგეობის სხდომები იმართება ყოველი კენტი თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

8.3. გამგეობა:

ა) გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;

ბ) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;

გ) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ერთი თვით ადრე;

დ) იძლევა თანხმობას აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე;

ე) ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღების საკითხებს;

ვ) სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

ზ) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

თ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ი) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;

კ) ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;

ლ) წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

მ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას;

ნ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ო) ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;

პ) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ჟ) ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს;

რ) თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;

ს) ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს;

ტ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

უ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

8.4. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

მუხლი 9
თავმჯდომარე

9.1. ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან ერთი წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე.

პირი ასოციაციის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.

თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს.

ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას.

ასოციაციის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.

საერთო კრების შემდეგ თუ თავმჯდომარე და მოადგილე, ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციების შესრულება დაევალოს გამგეობის უხუცეს წევრს.

9.2. თავმჯდომარე:

ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

ბ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

გ) წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

დ) წყვეტს ასოციაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს გამგეობის წევრებს;

ე) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;

ვ) უძღვება ასოციაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;

ზ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს გარდა ფინანსური დოკუმენტაციისა;

თ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ი) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;

კ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

9.3. მოადგილე თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ფარგლებში. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

9.4. თავმჯდომარის (მოადგილის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.

9.5. ასოციაციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებას დატვირთვის ან ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.

9.6. ასოციაციის თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს გამგეობა.

მუხლი 10
აღმასრულებელი დირექტორი

10.1 აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით;

10.2. აღმასრულებელი დირექტორი:

ა) მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების ფარგლებში წარმოადგენს გამგეობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარის და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;

ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშს აბარებს გამგეობას;

გ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

დ) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;

ე) დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაციის სახელით;

ვ) თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს;

ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს;

10.3 აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით;

10.4. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე.

მუხლი 11
სარევიზიო კომისია

11.1. ასოციაციის თავმჯდომარის, გამგეობის, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) თანამდებობის პირების მიერ ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს ასოციაციის სარევიზიო კომისია, რომელსაც სამი წლის ვადით ხუთი წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება. სარევიზიო კომისია არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში საკუთარ წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს. სარევიზიო კომისია მუშაობს მის მიერ შემუშავებული რეგლამენტით.

11.2. სარევიზიო კომისიაში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ასოციაციის გამგეობის წევრი ან მუდმივი ანაზღაურების მქონე თანამშრომელი.

11.3. სარევიზიო კომისია 6 თვეში ერთხელ მაინც აწყობს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზიას და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციას. რევიზიის შედეგები მოხსენდება გამგეობასა და მორიგ საერთო კრებას. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით.

11.4. სერიოზული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სარევიზიო კომისია იწვევს გამგეობის რიგგარეშე სხდომას ან რიგგარეშე საერთო კრებას და გაუძღვება მას.

11.5. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ სარევიზიო კომისიის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან სარევიზიო კომისიის წევრი შეირჩევა კომისიის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული სარევიზიო კომისიის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

მუხლი 12
მრჩეველთა საბჭო

12.1. ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოა გამგეობის მიერ შვიდი წევრისაგან შექმნილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭო. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა. მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. მრჩეველთა საბჭოს სხდომები მოიწვევა დებულებით განსაზღვრულ ვადებში და წესით ასოციაციის თავმჯდომარის, გამგეობის, სარევიზიო კომისიის ან საბჭოს ინიციატივით.

მუხლი 13
ასოციაციის ქონება

13.1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

13.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

მუხლი 14
ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

14.1 ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

14.2. ასოციაციის ლიკვიდაციას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი;

14.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე

გამგეობის წევრები

გამგეობის წევრთა ჩამონათვალი (დანართი №1) წარმოადგენს წესდების განუყოფელ ნაწილს.

1.

დავით უსუფაშვილი

ქ. თბილისი, ფანასკერტელის №20 ბ.81
დაბად. 1968 წ 5 მარტი სოფ: მაღარო
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: რესპუბლიკური პარტიის
თავმჯდომარე;
ტ.899 585930

2.

თინათინ ხიდაშელი

ქ. თბილისი, ფანასკერტელის №20 ბ. 81
დაბად: 1973 წ. 8 ივნისი ქ.თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: რესპუბლიკური პარტიის
თბილისის პარტიული ორგანიზაციის უფროსი;
ტ. 877 417601

3.

თამარ ხიდაშელი

ქ. თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.
№8, ბინა 46.
დაბადებული: 22 აგვისტო, 1979 წელი, ქ.
თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, ორგანიზაციული
განვითარების მენეჯერი.
877400744

4.

თამარ გურჩიანი

ქ. თბილისი, გამსახურდიას გამზ. №41
დაბადების თარიღი: 1980 წლის 27 იანვარი;
მესტია;
პროფესია: იურისტი;
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია;
ტ. 899 903362

5.

ლალი ჩხეტია

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, V კვარტალი,
პირველი კორპუსი, ბინა №30;
დაბადების თარიღი: 1981 წლის 6 ივნისი, ქ.
ბათუმი;
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია - პროექტის დირექტორი;
ტ. 899 245775

6.

გიორგი ჩხეიძე

ქ. თბილისი, სულხან-საბას 1/5
დაბადების თარიღი: 1981 წლის 15 აპრილი, ქ.
თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია;
თავმჯდომარე; ტ. 93-61-01, 95-23-53

7.

ლევან მოსახლიშვილი

ქ. თბილისი, ქვიშხეთის ქუჩა №3,
დაბადების თარიღი: 1980 წლის 15 დეკემბერი, ქ.
თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: „კორძაძის საადვოკატო
ბიურო“
ტ. 877 710087

8.

თამარ მეტრეველი

ქ. თბილისი, გარიშვილების ქ. №6
დაბად. 1970წ. 26 ივლისი, ქ. თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია; იურიდიული სწავლების
ცენტრის დირექტორი;
ტ. 899 510063

9.

ირაკლი ცნობილაძე

ქ. რუსთავი, მე-17 მ/რნი, კორპუსი 10/8
დაბადებული: 23 ივნისი, 1978 წელი, ქ. რუსთავი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: სააქციო საზოგადოება „ინფო
- ჯორჯია XXI“;
ტ. 877 95 8500

10.

დიანა ბერეკაშვილი

ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, კორპუსი 22,
ბინა №154. 1971წ. 23 აგვისტო, ქ. ქუთაისი;
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: თბილისის საქალაქო
სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე;
ტ. 899 919180

11.

ლაშა მაღრაძე

ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-V
კვარტალი, მე-8 კორპუსი, ბინა №40
დაბადებული: 15 მაისი, 1980 წელი, ქ. თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: იუსტიციის სამინისტროს
სააღსრულებო დეპარტამენტი;
ტ. 895 33 16 61

12.

ეკატერინე ფავლენიშვილი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 3/59
დაბადებული: 13 ივნისი, 1972 წელი, ქ. რუსთავი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, რუსთავის ოფისის
ხელმძღვანელი;
ტ. 899 10 22 30

13.

ეკატერინე ბესელია

ქ. თბილისი, თემქა, მე-3 მიკრორაიონი, მე-4
კვარტალი, კორპუსი 62, ბინა 30
დაბადების თარიღი: 1971წ. 6 ნოემბერი, ქ. სენაკი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: „ეკა და კომპანია“ - ადვოკატი
(პარტნიორი);
ტ. 899 550181

14.

პაატა კიკვიძე

ქ. რუსთავი. დონეცკელ მეტალურგთა 5/5
დაბად. 1976წ. 4 დეკემბერი, ქ. რუსთავი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საადვოკატო ბიურო „კიკვიძე
და ტიტვინიძე“, პარტნიორი;
ტ. 899 679397

15

თამარ ქალდანი

ქ. თბილისი ლეონიძის №10
დაბად. 1981 წ. 23 თებერვალი, ქ.თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: ფონდი ღია საზოგადოება -
საქართველო; სამართლებრივი პროგრამების
კოორდინატორი.
ტ. 877 458909

16.

თამარ კორძაია

ქ. სოხუმი, თბილისის გზატკეცილი №26
დაბადებული: 17 ივლისი, 1977 წელი, ქ. სოხუმი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია - იურისტი;
ტ. 895 25 29 90

17.

ზურაბ ბურდული

ქ. კასპი, ლენინის ქ. №77
დაბადებული: 3 სექტემბერი, 1974 წელი, ქ. კასპი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტი - დელეგატი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში;
ტ. 877420910

18.

ბესარიონ აბაშიძე

სოფ. დიღომი. დიდგორის ქ. №72, ბინა 14
დაბ. 1981წ. 1 თებერვალი. ქ. თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: სააქციო საზოგადოება
„თიბისი ბანკი“
ტ. 877 446985

19

ანა დოლიძე

ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქ. №12, ბინა 22
დაბად. 1979წ. 26 ოქტომბერი, ქ. თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: ნიუ იორკის უნივერსიტეტი -
მასწავლებელი

20

ქეთი კვინიკაძე

ქ. თბილისი, დიღმისი მასივი, III კვარტალი, მე
14 კორპ, ბინა №4
დაბ. 1980წ. 6 ივლისი, ქ. თბილისი;
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია;
ტ. 899 900654

21

გიორგი ზედელაშვილი

ქ. თბილისი მე-3 მასივი, ზ/პლატო, კორპუსი 4,
ბინა №42.
დაბად. 1974 წ. 31 ოქტომბერი, ქ. თბილისი
პროფესია: იურისტი
სამუშაო ადგილი: იურიდიული ფირმა
„უსუფაშვილი და ზედელაშვილი ადვოკატთა
ჯგუფი“ - პარტნიორი;
ტ. 877 431713

თავმჯდომარე: გიორგი ჩხეიძე