![]() |
კერძო სექტორი და განვითარება (სადისკუსიო წერილების სერია) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის და ბელგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის და ბელგიის მთავრობის თვალსაზრისს. Copyright 2010 გაეროს განვითარების პროგრამა ერისთავის ქ. №9, 0179 თბილისი, საქართველო საავტორო უფლებები დაცულია. დაუშვებელია წინამდებარე გამოცემის რეპროდუქცია ან ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით გავრცელება ნებართვის გარეშე. რედაქტორი: რუსუდან მარგიშვილი ყდის დიზაინი: კომპანია ITDC ბეჭვდა და დაკაბადონება: შპს „სი-ჯი-ესი“ |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემთვის პატივია წარმოგიდგინოთ წინამდებარე გამოცემა, რომელშიც განხილულია კერძო სექტორის როლი საქართველოს განვითარებაში. ეს ინიციატივა გახლავთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიმდინარე საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. ეს პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ახალი სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
წარმოდგენილი განსახილველი მოსაზრებებისა და საჯარო დისკუსიების რეზიუმეების კრებული შედგენილ იქნა იმ კომპლექსური დებატების შემდეგ, რომელიც საქართველოს გლობალური ხელშეკრულების ადგილობრივი ქსელის ეგიდით 2009 წელს გაიმართა.
UNDP-ის ძალისხმევის შედეგად საზოგადოების და ოფიციალურ პირთა ყურადღება ასევე მიექცა ზოგიერთ იმ სფეროს, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროდ განისაზღვრება.
წინამდებარე გამოცემაში განხილულია საკითხების ფართო სპექტრი, რომელთა გადაჭრაც კერძო სექტორს დამოუკიდებლად, საზოგადოების სხვა მონაწილეების მხარდაჭერისა და მათთა თანამშრომლობის გარეშე, არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორს გაააჩნია მნიშვნელოვანი რესურსები და შესაძლებლობები.
ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაეროს განვითარების პროგრამამ დაიწყო შესაბამისი სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ექსპერტთა მონაწილეობით განხილვების მოწყობა, რამაც ხელი შეუწყო საჯარო დიალოგის გამართვას არსებული განსხვავებებისა და შესაძლებლობების დასადგენად და შესასწავლად, ასევე - რეკომენდირებული ქმედებების განხილვას პროგრესის მისაღწევად.
თუმცა ამ გამოცემით მოცემული სფეროები მრავალფეროვანია, ორი საკითხი მუდმივად ფიგურირებდა ექსპერტების მიერ მომზადებულ ნაშრომებსა და საჯარო დისკუსიების დროს.
პირველი საკითხი გახლავთ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, განვითარების კომპლექსური, ეროვნული სტრატეგიის საჭიროება. როგორც ჩანდა, ყველა მონაწილე იზიარებდა მოსაზრებას, რომ ამგვარი დოკუმენტით უზრუნველყოფილ იქნებოდა ძირითადი საბაზისო საფუძვლების, მიმართულებების არსებობა, და ხელს შეუწყობდა ყველა შესაბამისი მონაწილის მიერ განვითარებისაკენ მიმართული ძალისხმევის ეფექტურობის გაუმჯობესებას.
მეორე საკითხი გახლავთ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სისტემატური კონსულტაციების გამართვა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობდა მოსაზრებების მრავალფეროვნებას, რაც განაპირობებდა უფრო ეფექტური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას.
მსურს მადლობა გადავუხადო მოწვეულ ექსტერტებსა და საჯარო დისკუსიების მონაწილეებს ამ ინიციატივის ფარგლებში გაწეული თანამშრომლობისათვის. ასევე მსურს აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელიც საქართველოს გლობალური ხელშეკრულების ადგილობრივმა ქსელმა გასწია ბიზნესს, მთავრობას, და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის ასპარეზის შექმნისათვის, ცოდნის გაზიარების, სხვადასხვა დარგობლივი პოლიტიკის შესახებ დიალოგების გამართვის გზით; ასევე იმ ერთობლივი ქმედებებისათვის, რომელიც მან განახორციელა განვითარების საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების გადასალახავად.
გასაცნობად წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გამოვლენილ ფაქტებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი განამტკიცებენ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია როგორც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მიზნების მისაღწევად, ასევე იმ მისწრაფებების რეალიზების ხელშეწყობისაკენ, რომელთა მიზანია საზოგადოების შეკავშირება.
ჯეიმი მაკგოლდრიკი
გაეროს განვითარების პროგამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
პუბლიკაციის მომზადებაში წვლილი შეიტანეს
წინამდებარე გამოცემის მომზადება შეუძლებელი იქნებოდა გამოჩენილ ექსპერტთა და პრაქტიკოსთა მონაწილეობის გარეშე. მათ დამატებითი ღირებულება შესძინეს შესაბამის ექსპერტულ ნაშრომებს საჯარო დიალოგში ჩართვის გზით და მთლიანობაში ჩვენი ცოდნა გაამდიდრეს საკუთარი ნააზრევით, გამოცდილებით, და სამომავლო ხედვით. ჩვენ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ავტორს და ორგანიზაციას წინამდებარე გამოცემის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის და საქართველოში დიალოგის პრაქტიკის ჩამოყალიბების მხარდაჭერისათვის.
თავი 1: საქართველოში შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება
კომისიის წევრები: მაიკლ ქაუგილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი), დავით ყიფიანი (შრომითი რესურსების მენეჯერი, „მარიოტის“ ქსელის სასტუმროები); ნათელა სახოკია (სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი).
დისკუსიის მონაწილეები: კოტე ნანობაშვილი (ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია); მიხეილ ლელაშვილი (მმართველი პარტნიორი, ბრეინ სორს ინთერნეიშენალი); ციური ანთაძე (კოორდინატორი, დასაქმებაზე კონსულტაციისა და მიმართვის ცენტრი); მანანა რატიანი (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ექსპერტი სოციალურ მეცნიერებებში); რევაზ საყვარელიძე (გაეროს განვითარების პროგრამის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროექტის მენეჯერი); მიხეილ თოქმაზიშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეკონომიკის პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
თავი 2: მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების ხელშეწყობა (გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება)
კომისიის წევრები: დენ ა. ბერკშაია (USAID-ის პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა“, ხელმძღვანელი); გიორგი ნანობაშვილი (გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის ლიდერი); კახა კოხრეიძე (სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი).
დისკუსიის მონაწილეები: ელიზაბეთ უინშიფი (USAID-ის „პროფესიული და სახელობო განათლება“, პროექტის ხელმძღვანელი); თამარ ხუნწარია (ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი საქართველოში); არჩილ ბაკურაძე (საქართველოს პარლამენტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი); თამაზ ვაშაკიძე (ინოვაციებისა და საწარმოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი).
თავი 3: საქართველოს შესაძლებლობები მწვანე ეკონომიკაში
კომისიის წევრები: ბ-ნი ირაკლი ვარდიგორელი (EBRD, ბიზნესის განვითარების მენეჯერი/ენერგოეფექტურობის პროდუქტები); მარიკა შოთაძე (UNDP, გარემოსდაცვითი გუნდის ხელმძღვანელი).
დისკუსიის მონაწილეები: გიორგი აბულაშვილი (საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის უფროსი სპეციალისტი); თამაზ ვაშაკიძე (ინოვაციებისა და საწარმოთა განვითარების ცენტრის უფროსი), მიხეილ თუშიშვილი (საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე).
თავი 4: სტანდარტები და მათი მნიშვნელობა
კომისიის წევრები: ნინო მიქანაძე (საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს აპარატის უფროსი); გიორგი შიოლაშვილი (უფროსი სპეციალისტი, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი); მაია თევზაძე (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, საქართველო, კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერი).
დისკუსიის მონაწილეები: ლექსო ალექსიშვილი (PMC Group, მმართველი პარტნიორი); მორიზ აკერმანი (პროექტის კოორდინატორი, გერმანიის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტი); არჩილ ბაკურაძე (საქართველოს პარლამენტთან არსებული ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი).
გვსურს ასევე აღვნიშნოთ თინათინ ზურაბიშვილის (პროფესორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მონაწილეობა, რომელმაც დისკუსიების დოკუმენტირება და შეჯამება განახორციელა, და ამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმის უზრუნველყოფაში, რომ გამოცემაში ასახულიყო მრავალი დაინტერესებული პირის თვალსაზრისი, რაც ამ გამოცემის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. UNDP-ში მომუშავე მრავალმა კოლეგამ პიტერ ვან რუზველტმა, სოფო ქემხაძემ, ნათია ნაცვლიშვილმა, გიორგი ნანობაშვილმა, მარიამ შოთაძემ, ხათუნა ჭანუკვაძემ, სოფო ჭიჭინაძემ არა ერთი ღირებული რჩევა და რეკომენდაცია მოგვაწოდა გამოცემის მომზადების პროცესში.
წინამდებარე გამოცემა განხორციელდა ბელგიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „დაინტერესებული მხარეების პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეწყობა ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად დსთ-ს დასავლეთ ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს გლობალური შეთანხმების ფარგლებში“ დაფინანსებით. პროექტის ჯგუფის წევრები გახლავთ: ჰაიდი ეთეროვიჩი, რომელმაც საჯარო დისკუსიების დროს მოდერატორის ფუნქცია შეასრულა, და ნინო ქიზიყურაშვილი.
თავი 5: მწვანე მინდვრები: საქართველოს სოფლის მეურნეობის რეალობა და შესაძლებლობები
კომისიის წევრები: ბექა თაგაური, (ეროვნული პროგრამის უფროსი ოფიცერი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში), მატი ლამპი (GRM International AB, საკვების უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი/პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე); ჰენრი სტეტერი (დამოუკიდებელი ექსპერტი, ექსპორტისა და ვაჭრობის ხელშეწყობა).
დისკუსიის მონაწილეები: ქეთი გეთიაშვილი (Oxfam GB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი), დავით კირვალიძე (CNFA Inc., უფროსი მრჩეველი); ფადი ასლი (Agritechnics, აღმასრულებელი დირექტორი); ილია კვიტაიშვილი (სოფლის მეურნეობის განვითარების სპეციალისტი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში); კახა ნადირაძე (ბიოტექნოლოგიის ცენტრი, დირექტორი); დავით ჩარკვიანი (ელკანა, პროექტის მენეჯერი).
![]() |
2 საქართველოს შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ბერულავა
დოქტორი გიორგი ბერულავა გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობს ეკონომიკური პროცესების დეპარტამენტს გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში და აგრეთვე როგორც უფროსი კონსულტანტი თანამშრომლობს სტრატეგიული კვლევების ცენტრთან თბილისში. მას გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო და პროფესიული პუბლიკაცია როგორც საქართველოში ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რიგი კვლევითი პროექტი ძირითადად ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში.
ამოცანის ფორმულირება
კონკურენტული უპირატესობის ზრდა არის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზაზე. კონკურენტუნარიანობა არის სახელმწიფოს უნარი მიაღწიოს მწარმოებლურობის უფრო მაღალ დონეებს და მოიპოვოს როგორც საექსპორტო, ასევე შიდა ბაზრების დიდი წილი. მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, სახელმწიფოების, განსაკუთრებით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე პატარა სახელმწიფოების, კეთილდღეობა და განვითარება იმდენად არ არის დამოკიდებული მათ ბუნებრივ სიმდიდრეებზე, როგორც მათ უნარზე მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა უწყვეტი განახლებით და ადგილობრივი მრეწველობის სხვადასხვა დარგის გაუმჯობესებით. ეს უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო უზრუნველყოს „ძირითადი ბაზა“ იმ საქმიანობებისათვის, რომელიც „...იქნება ყველაზე პროდუქტიული სამუშაო ადგილების, ძირითადი ტექნოლოგიების და ყველაზე თანამედროვე კვალიფიკაციების ადგილი“.1 შრომითი რესურსები წარმოდგენილია იმ ძირითად ფაქტორებს შორის, რომლებიც მოიცავს ამგვარ „ძირითად ბაზას“ და აქედან გამომდინარე, განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
ქვეყნის შრომითი რესურსების კონკურენტული პოტენციალი ნიშნავს არა მხოლოდ პერსონალის რაოდენობას და ხარჯს, არამედ რთულ უნარ-ჩვევებს, რომელიც შეძენილია უმაღლესი განათლებისა და თანამედროვე კვლევებისა და მომზადების გზით, მენეჯერების კრეატიულობით და ვალდებულებებით რესურსების გამოყენებაში, მენეჯერების უნარით გარდაქმნან ადამიანური კაპიტალი უმაღლესი ხარისხის ფართო სამომხმარებლო საქონლად და შეძლონ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ქვეყნის შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს ფაქტორების მრავალფეროვნება, ანუ საერთო სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა, სიღარიბე და თანასწორობა; ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემის საიმედოობა და ინდივიდუალური კომპანიების მიერ დაქირავებული შრომითი რესურსების სტრატეგიების ეფექტურობა. სხვადასხვა შემსრულებელი და დაინტერესებული მხარე პასუხისმგებელი არიან აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, კონკურენტუნარიანობა შრომითი რესურსების სფეროში მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავარ დაინტერესებულ მხარეეებს, ე.ი. მთავრობას, კერძო სექტორსა და სამუშაო ძალას შორის.
ამ დოკუმენტის მიზანია შეიქმნას წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებს საქართველო გაზარდოს მისი მწარმოებლურობა და წარმოადგინოს შრომითი რესურსები და კომპანიების სპეციალიზებული უპირატესობები. ჩვენ დავიწყებთ არსებული მდგომარეობის და რეფორმების აღწერით შესაბამის დარგებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემები. მეორე, ჩვენ დავადგენთ არსებულ პრობლემებს და შესაძლებლობებს ამ სფეროებში. მესამე, განხილული იქნება თითოეული დაინტერესებული მხარის ფუნქცია და მათი პოტენციალი ხელი შეუწყონ საქართველოს შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის გაზრდას. მეოთხე, დეტალურად დამუშავდება პოლიტიკის რეკომენდაციები როგორც მთავრობისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.
არსებული მდგომარეობა
ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ იმ სფეროებში არსებულ მდგომარეობას, რომლებიც განსაზღვრავენ შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობას.
ეკონომიკური მდგომარეობა
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში, საქართველომ მიიღო ძლიერი დარტყმა მისი სავაჭრო ურთიერთობების და ელექტროენერგიის იმპორტის შეფერხების გამო. 1990-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას „სტაბილიზაციის პროგრამის“ განხორციელებით და მოგვიანებით, 2003 წელს, „ვარდების რევოლუციამ“ ახალი ბიძგი მისცა ეკონომიკურ განვითარებას. მთავრობის მიერ დაწყებული ამბიციური რეფორმის პროგრამა ორიენტირებული იყო კორუფციასთან ბრძოლაზე, საქართველოში ბიზნესის პირობების მართვის გაუმჯობესებაზე და გაძლიერებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის მინიჭებული მაღალი რეიტინგი,2 ასევე GDP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) რეალური ზრდის სტაბილური ტემპი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული ბიზნესის პირობების რეფორმის პროცესში.
მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი ეკონომიკის ზრდა არ იწვევს დასაქმების სხვადასხვა მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. დასაქმების სფეროში ძირითადი ტენდენციები რჩება სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის შემცირება და უმუშევრობის დონის ზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გარდამავალ პერიოდში საქართველოს დასაქმების სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა დასაქმების ტენდენციაზე გარდამავალი პროცესის პირველი გავლენა დასაქმებაზე სახელმწიფო სექტორის შემცირებულ გავლენაში აისახება. მეორე - დასაქმების სტრუქტურაში თვით დასაქმებულთა წილი არსებითად იზრდება ოფიციალურად დასაქმებულთა წილის ხარჯზე. დასაქმების სტრუქტურაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება იყო სამრეწველო და მომსახურების სფეროებიდან (ფართო განმარტებით) აგრარულ სექტორზე გადასვლა. ამ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წილი ორჯერ გაიზარდა, ხოლო სამრეწველო წილი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დასაქმების, განსაკუთრებით თვითდასაქმების, ზრდა მოწინავე გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებად ქვეყნებში ჩვეულებრივ უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოებას. ეკონომიკური რეფორმები ამცირებს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის მცირე და საშუალო საწარმოებმა გააფართოონ მათი საქმიანობა, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გაზარდონ დასაქმება და პროდუქციის გამოშვება. თუმცა ეს ასე არ იყო საქართველოს შემთხვევაში. სხვა მოწინავე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში თვითდასაქმების წილის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სექტორის საქმიანობებთან. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საქმიანობები ძირითადად ორიენტირებულია ადგილობრივ მოხმარებაზე და რომ „სასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავეთა“ მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს ფერმაში მცხოვრებ, უფასოდ მომუშავე გლეხებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გაზრდილი თვითდასაქმება საქართველოში ფაქტობრივად ასახავს მხოლოდ შენიღბულ უმუშევრობას.
შრომის ბაზარზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკის ზრდამ უმნიშვნელო გავლენა მოახდინა სიღარიბესა და უთანასწორობაზე. ამ პერიოდში მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა როგორც აბსოლუტური სიღარიბის დონე (იმ მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომელიც ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ), ისე უთანასწორობა. საქართველოს ორივე შემთხვევაში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (CEE) და ყოფილი საბჭოთა კავშირის (FSU) რესპუბლიკებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი მდგომარეობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამჟამინდელმა ეკონომიკურმა ზრდამ სტიმული ვერ მისცა ფორმალურ დასაქმებას და ვერ შეამსუბუქა უმუშევრობის პრობლემა.
საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მწარმოებლურობის ზრდა. მწარმოებლურობა ასახავს სამუშაო ძალის განათლების დონეს და წარმატებებს ტექნოლოგიის განვითარებაში და არის ეკონომიკური განვითარების მდგრადობის კარგი საზომი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველომ აჩვენა სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის დადებითი ტემპი, საქართველოს ეკონომიკის ეფექტურობა კვლავ დაბალია. საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზე რჩება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი დაბალია ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა (FSU) რესპუბლიკებთან შედარებით და მნიშვნელოვნად დაბალია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ან ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში შრომის მწარმოებლურობა ასევე უფრო სუსტია, ვიდრე გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნებში. მაგალითად, შრომის მწარმოებლურობა საქართველოში დაახლოებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (ჩეხეთი, უბგრეთი და ესტონეთი) მესამედს და მაღალ განვითარებადი ქყვეყნების (ჰონკონგი, სინგაპური) და განვითარებული ქვეყნების (აშშ, გერმანია და იაპონია)3 მეექვსედს შეადგენს.
შრომის მწარმოებლურობის ამგვარი დაბალი მაჩვენებელი განსაზღვრავს, თუ რატომ არ არის საქართველოს ეკონომიკა კონკურენტუნარიანი და ცუდად მეტყველებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე. ეკონომიკური განვითარების ქვეყნების კონკურენტუნარიანობა უფრო და უფრო დამოკიდებულია კვალიფიციური და სამეწარმეო სამუშაო ძალის მისაწვდომობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ აამაღლონ ქვეყნის მწარმოებლურობის დონე და გაზარდონ დასაქმების მაჩვენებლები, არის კვალიფიკაციის ხარისხი, რომელსაც ფლობენ მუშაკები და ცოდნის დონე, რომელსაც უზრუნველყოფს განათლების სისტემა.
განათლება
განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს შრომითი რესურსების უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და იმ ფაქტორებით უზრუნველყოფაში, რომლებიც მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მყარი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. საქართველოსთვის მთელი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი იყო განათლება და ცოდნა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქვეყნის საერთო განათლების ძალიან მაღალი მაჩვენებელი (0.91) და მოზარდთა განათლების 100%25-იანი მაჩვენებელი.4 თუმცა, სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნის პროცესმა, რომელიც საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ღრმა კრიზისში ჩააგდო საქართველოს განათლების სისტემა. ეკონომიკურმა სირთულეებმა გამოიწვია განათლების დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირება, რამაც მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა განათლების მთელ სისტემაზე, ანუ ამან გამოიწვია განათლების ინფრასტრუქტურის გაუარესება, მასწავლებლების და სხვა პერსონალის დაბალი მოტივაცია, კორუფცია, სასწავლო მასალისა და მოწყობილობების დანაკლისი და მოძველებული სასწავლო პროგრამა. გარდა ამისა, ახალ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლას თან არ სდევდა შესაბამისი ცვლილებები განათლების სტრატეგიასა და მეთოდებში. პრობლემის გადაწყვეტის გზების შესწავლისა და სტუდენტების კრიტიკული მოსაზრებების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების გათვალისწინების ნაცვლად განათლების სისტემაში გამოიყენება სტანდარტული, მასწავლებელზე ორიენტირებული მეთოდები, რომლებიც მიმართულია ინფორმაციის სტუდენტების თავში „ჩადებაზე“.
განათლების სისტემის სოციალური არაეფექტურობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით დაიწყო ამბიციური რეფორმის პროგრამა მიმდინარე დეკადის დასაწყისში. ამ რეფორმის მიზანი იყო მოწინავე განათლების დონეების დადგენა საქართველოში მართვის, დაფინანსების და ხარისხის კონტროლის ახალი მეთოდების გამოყენებით. აღნიშნულმა რეფორმებმა შექმნა საკანონმდებლო საფუძველი უმაღლესი განათლების შესახებ კანონისთვის, რომელიც მიღებულია 2004 წელს, საერთო განათლების შესახებ კანონისთვის, რომელიც მიღებულია 2005 წელს და პროფესიული განათლების შესახებ კანონისთვის, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ქვემოთ ჩვენ მოკლედ განვიხილავთ ამ რეფორმის ძირითად ასპექტებს განათლების სამ სექტორში: საშაუალო, უმაღლესი და პროფესიული განათლების დონეებზე.
საშუალო განათლება. ამ სექტორში რეფორმის ძირითადი საფუძვლები შემდეგია:
ზოგადი განათლების 12-წლიან პროგრამაზე გადასვლა, რომელიც მოიცავს სამ ეტაპს (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) და 12-წლიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისთვის.
მართვის დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის ხელშეწყობა, სკოლების დამოუკიდებლობა საგანამანათლებლო დაწესებულებების, საჯარო-სამართლებრივ პირებად დაფუძნებით და სკოლის არჩეული სამეურვეო საბჭოს წარდგენით, რომელიც ახორციელებს ფუნქციას, როგორც გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო სასკოლო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან საკითხში.
ცვლილებები დაფინანსების სტრუქტურაში, რაც ახორციელებს ვაუჩერული სისტემის დანერგვას ან სასწავლო დაწესებულებების გადართვას ერთ სულზე დაფინანსების სისტემაზე.
ეროვნული სასწავლო პროგრამის და შეფასების ცენტრის დაფუძნება და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, რომლის სტანდარტები უნდა იყოს დაცული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის განხორციელება განათლების და მეცნიერების სამინისტროს (MES) მიერ, რომელიც აფასებს სასწავლო პროცესის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სკოლის აკრედიტაციის პროცესის მეშვეობით.
მასწავლებელთა დონის და პირობების გაუმჯობესება მასწავლებელთა სასწავლო (ტრენინგი) პროგრამების უზრუნველყოფის გზით და მატერიალური წახალისების სისტემის დანერგვით.
სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სასკოლო მოწყობილობების კომპიუტერიზაცია.
უმაღლესი განათლება. ამ სექტორში რეფორმის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრაცია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში. ამ მიზნის მისაღწვად მიმდინარე პერიოდში უმაღლესი განათლების სისტემაში შემდეგი ცვლილებები ხორციელდება:
ეროვნული საგამოცდო ცენტრის დაფუძნება უნივერსიტეტის სტანდარტიზირებული მისაღები გამოცდების ადმინისტრირების მიზნით.
უნივერსიტეტის სტანდარტიზირებული სახელმწიფო მისაღები გამოცდების დანერგვა, რამაც შეამცირა კორუფცია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და უზრუნველყო პროცესის გამჭვირვალობა და აბიტურიენტების შეფასების ობიექტურობა.
ჩამოყალიბდა განათლების პროცესის ხარისხის ეფექტური კონტროლის და მისი უწყვეტი გაუმჯობესების სისტემა, დაინერგა ინსტიტუტების და პროგრამის აკრედიტაციის წესები.
დაინერგა ევროპული კრედიტის გადაცემისა და აკუმულირების სისტემა (ECTS) უმაღლესი განათლების სამივე დონეზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა და დოქტორის ხარისხი).
განათლების პროცესი გახდა უფრო მოქნილი; ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს განახორციელონ ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის ფორმულირება, მიიღონ უფრო მეტი სპეციალიზებული ცოდნა და შეისწავლონ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო დისციპლინები.
საერთო ჯამში, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს მეტი დამოუკიდებლობა.
პროფესიული განათლება. პროფესიული განათლება მოიცავს განათლების ორ დონეს: პირველი, ქვედა დონე, პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლისთვის (რომელსაც ახორციელებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „პროფესიული ცენტრები“ და პოტენციურად - კერძო სკოლები) და მეორე - პროფესიულ-ტექნიკური უმაღლესი განათლებისთვის. პროფესიული განათლების შესახებ კანონის შესაბამისად პროფესიული განათლების მთავარი მიზნებია: უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკა სამუშაო ძალით, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზრებზე; უზრუნველყოს ინდივიდუალური პროფესიული განათლების მყარი სისტემის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბევრი მოქალაქისთვის; გაზარდოს დასაქმება ქვეყანაში და უზრუნველყოს სოციალური დაცვის გარანტია.
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებები შემდეგია: პროფესიული სასწავლო დაწესებულებების ქსელის შექმნა ქვეყნის ამჟამინდელი, ასევე მომავალი მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინებით; პროფესიული სწავლების დაკავშირება ცალკეული რეგიონების პირდაპირ მოთხოვნებთან და საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის უზრუნველყოფა იმ შესაძლებლობით, რომ მიუახლოვდეს და საბოლოოდ მოახდინოს ინტერგირება ევროპული განათლების სივრცეში.
ამბიციური რეფორმის პროგრამებს სერიოზული დაბრკოლებები განათლების ყველა სფეროში შეხვდა. ამის შედეგად კი რეფორმის შედეგები ხშირად არ შეესაბამებოდა სასურველ მიზანს.
ამ რეფორმის ძირითადი საფუძველი იყო განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია და სასწავლო დაწესებულებების „ავტონომიით“ უზრუნველყოფა. სინამდვილეში კი მეცნიერების და განათლების მთელი სახელმწიფო სექტორის სახელმწიფო მართვა კვლავ უკიდურესად ცენტრალიზებულია. საგანმანათლებლო ინსტიტუტების აღიარებული „ავტონომია“ დარჩა უბრალო განცხადებად, რომელიც ოდნავ თუ უკავშირდება რეალურ სიტუაციას. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ აქვს ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტები, რომ გამოიყენოს დისკრეციული უფლება სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირებაში საოპერაციო დონეზეც კი.
განათლების სისტემაში არსებობს დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის მუდმივი, უწყვეტი, პროფესიული განათლების სისტემის შექმნის შესაძლებლობებს. მაგალითად, პროფესიული განათლების მქონე სტუდენტებს, რომლებიც შევიდნენ პროფესიულ ცენტრებში საშუალო განათლების ატესტატის გარეშე (რაც ნებადართულია კანონით), კანონის თანახმად არა აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა მომდევნო მაღალ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დონეზე, რადგან ამისათვის საჭიროა საშაულო სკოლის ატესტატი. ამ სტუდენტებისთვის არჩეული განათლების გზა გახდა გამოუვალი ჩიხი, რადგან მათ არ შეუძლიათ დაასრულონ საშუალო განათლების მიღება პროფესიული ცენტრის ფარგლებში.
განათლების მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზნები იყო განათლების პროცესის ტრადიციული მეთოდების, ფორმების, ორგანიზაციების, სისტემების შეცვლა ახალი, „პროგრესული“ მეთოდებით, რაც უზრუნველყოფდა განათლების ხარისხს. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ცვლილებები „ფორმალური“ სახის იყო და საგანმანათლებლო პროცესების ხარისხზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა.
ეს განსაკუთრებით მიზანშეწონილია სამაგისტრო და სადოქტორო დონის პროგრამებისთვის, რომლებიც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და მასალით. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების შინაარსს შორის. სადოქტორო დონეზე კი სწავლების ხარისხი მანამდე, რეფორმამდე არსებულთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა კიდეც.
ზოგადად, უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა ვერ უზრუნველყვეს ისეთი სასწავლო პირობები, რომლებიც სტიმულს აძლევს დამოუკიდებლობას, კრეატიულობას და სამეწარმეო მიდგომას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია შრომითი რესურსების განვითარებისთვის.
შრომითი ბაზრის მოვლენების ანალიზმა აჩვენა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა კურსდამთავრებულების ცოდნას, რომელიც გამოავლინეს უნივერსიტეტებიდან და სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, და იმ კვალიფიკაციას შორის, რასაც მოითხოვს ბაზარი. ეს მიუთითებს სასწავლო დაწესებულებებსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაზე.
საერთო ჯამში, განათლების სისტემამ, მიუხედავად ამბიციური რეფორმის მცდელობისა, კვლავ ვერ უზრუნველყო განათლებული და კვალიფიციური შრომითი რესურსების აღზრდა, რომელთაც აქვთ სწრაფი ადაპტირების უნარი გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში.
ნაკლოვანებები და შესაძლებლობები
მიმდინარე სიტუაციის ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ ფაქტორების ორი დიდი ჯგუფი, რომლებიც აფერხებენ კონკურენტულ შრომით რესურებს საქართველოში, ესენია: „მოთხოვნის“ და „მიწოდების“ ფაქტორები.
მოთხოვნის მხარის მთავარი ნაკლოვანება დაკავშირებულია მთავრობის უუნარობასთან, უზრუნველყოს მყარი ეკონომიკური განვითარების გარემო, სადაც ყურადღება ექცევა ბიზნესის აყვავებას, ინოვაციებზე დაფუძნებულ ინევსტიციებს და მოწინავე ტექნოლოგიების გადაცემას და სადაც შექმნილია სამუშაო ადგილები და სადაც არის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების მოთხოვნა.
საქართველომ განახორციელა ძირითადი რეფორმები, რომლის მიზანია ბიზნეს-პირობების გაუმჯობესება და მიაღწია ზრდის მაღალ ტემპს, თუმცა ეკონომიკური ზრდის ხარისხი კვლავ დაბალი რჩება ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით. კერძოდ, აღნიშნული ზრდა არ უკავშირდება არც ინოვაციებს და ინვესტიციას მაღალი ტექნოლოგიების სამრეწველო დარგებში და არც მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის გაფართოებას, არც სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას და თანასწორობას შემოსავლების განაწილებაში, არც სიღარიბის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-პირობების გაუმჯობესებამ გაზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, ზრდა საქართველოში უმთავრესად უკავშირდება ჭარბ აბსორბციას და კრედიტის გაფართოებას, ასევე უცხოურ ინვესტიციებს, ძირითადად არასავაჭრო საქონლის წარმოების სექტორებში. ზრდის დაბალი ხარისხი ნიშნავს იმას, რომ ძალიან რთული იქნება მისი შენარჩუნება მომავალში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრივატიზაციის პროცესი და თანმხლები კაპიტალის შედინება დასრულდება. ჩვენ განვსაზღვრეთ ფაქტორების ორი დიდი კატეგორია, რომელიც გამორიცხავს მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიღწევას საქართველოში. ეს ფაქტორებია: „საბაზრო ნაკლოვანებები“ და „სახელმწიფო ნაკლოვანებები“.
„საბაზრო ნაკლოვანებები“ ასახავს იმ ფაქტს, რომ ქართული ეკონომიკა შეჩერდა წონასწორობის დაბალ დონეზე, რომელიც ხასიათდება არასაკმარისი ინვესტიციით ინოვაციაში და ტექნოლოგიაში და, შესაბამისად, განვითარებისთვის უმნიშვნელო შანსებით. არც საბაზრო ძალებს, არც სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება „ჩაურევლობის“ პრინციპს, არ შეუძლია საჭირო „ბიძგი“ მისცეს მაღალი დონის წონასწორობისა და, აქედან გამომდინარე, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტემპის უზრუნველსაყოფად.
„სახელმწიფო ნაკლოვანებები“ საქართველოში ძირითადად გულისხმობს პრობლემებს საზოგადოებაში სამართლის ნორმების დადგენასა და დაცვაში და სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. სამართლის ნორმების უნდობლობა ხელს უშლის გრძელვადიანი ინვესტიციების სტიმულირებას ტექნოლოგიის განვითარებასა და ინოვაციებში; ასევე ვერ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა ეკონომიკური წარმომადგენლისთვის და, შესაბამისად, აფერხებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
ამგვარ ეკონომიკურ პირობებში ძალიან დაბალია კომპანიების მოტივაცია, შეიძინოს „თანამედროვე დონის“ ტექნოლოგიები და შეისწავლოს ღირებული შრომითი უნარ-ჩვევები. არსებული პრობლემების გადაწყვეტა, ე.ი. ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ყურადღებით შემუშავება, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებსა და მოწინავე ტექნოლოგიების გადაცემაზე, თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ეკონომიკური წარმომადგენლისათვის და კონკურენტული გარემოს შექმნა თავისთავად წარმოადგენს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების მოთხოვნის განვითარების შესაძლებლობას.
ამ მედლის მეორე მხარე ის არის, რომ ეკონომიკამ, მიუხედავად მოთხოვნისა, ვერ უზრუნველყო კვალიფიციური შრომითი რესურსების მიწოდება. მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მნიშვნელოვანი ნაწილი წავიდა ინფრასტრუქტურის მასშტაბურ პროექტებზე (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი) ან უძრავ ქონებაზე (სასტუმროები, დასასვენებელი შენობა-ნაგებობები), სადაც სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად „უცხოელი“ სამუშაო ძალა ასრულებდა. საკითხის არსი ის არის, რომ შრომის ადგილობრივმა ბაზარმა ვერ უზრუნველყო შრომითი რესურსები იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც საჭიროა ამ პროექტების განხორციელებისთვის. მაღალი ხარჯების მიუხედავად, უცხოელმა ინვესტორებმა ამჯობინეს გამოეყენებინათ სათანადოდ კვალიფიციური „უცხოელი“ მუშები, ვიდრე იაფი ადგილობრივი შრომითი რესურსები, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი უნარ-ჩვევები. შესაბამისად ის, რომ საქართველოს განათლების სისტემამ ვერ უზრუნველყო მსოფლიო კლასის საჭირო კვალიფიკაცია ან სწრაფად ვერ დააკმაყოფილა ახალი ბაზრის მოთხოვნები, განსაზღვრავს, თუ რატომ ვერ შექმნა სამუშაო ადგილები ან არ შეამცირა სიღარიბე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალმა, უზარმაზარმა შემოდინებამ, რომელსაც თან ახლავს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა.
მოწინავე კვალიფიციური შრომითი რესურსების უზრუნველყოფისას საქართველოს განათლების სისტემის არაადეკვატურობის სხვა ნათელი სურათი არის ქართული ღვინის წარმოების მრეწველობის მდგომარეობა. მრეწველობის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, კონკურენტუანარიანობის უკანასკნელმა ანალიზმა აჩვენა, რომ, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ღვინის წარმოებას აქვს შეზღუდული შესაძლებლობა მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე.5 ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ღვინის მრეწველობის კონკურენტუნარიანობას, არის თანამედროვე შრომითი უნარ-ჩვევების ნაკლებობა. მიუხედვად იმისა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს აქვს უპირატესობა დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის მხრივ ხარჯებისა თუ მისაწვდომობის თვალსაზრისით, არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლება კვალიფიციური შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობასთან, ხარისხთან და ხარჯთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, არსებობს მაღალკვალიფიციური ღვინის ტექნოლოგების, მევენახეობის მენეჯერების და მარკეტინგის სპეციალისტების დიდი ნაკლებობა. კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი დიდად არის დაკავშირებული მევენახეობის დაბალი დონის მენეჯმენტთან და უუნარობასთან სრულად იქნეს გამოყენებული საქართველოს კლიმატური უპირატესობანი. საქართველოში არსებობს სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როგორიცაა მეღვინეობის და მევენახეობის ინსტიტუტები, და რამდენიმე სპეციალიზირებული სასწავლო დაწესებულება, მაგრამ, ექსპერტების აზრით, მათი გავლენა ღვინის მრეწველობის ეფექტურობაზე ძალიან დაბალია. ყველაზე მოწინავე კომპანიები ამჯობინებენ მოამზადონ სპეციალისტები და მიიღონ თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები საზღვარგარეთიდან. ეს ნაწილობრივ ხსნის ქართული ღვინის მრეწველობაში კვალიფიციური შრომითი რესურსების, თანამედროვე ტექნოლოგიების და მევენახეობის მართვის გამოცდილების ნაკლებობას. საყურადღებოა, რომ ქართული მრეწველობის სხვა დარგებშიც თანამედროვე კვალიფიციური შრომითი რესურსების თვალსაზრისით დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც ღვინის მრეწველობაში.
ჩვენ ზემოთ განვიხილეთ საქართველოს განათლების სისტემის მთავარი სისუსტე და ნაკლოვანება. აშკარაა, ამ სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას მეტი კონკურენტული შრომითი რესურსების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ჩვენი სურვილია აღვნიშნოთ შესაძლებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მწარმოებლურობის და შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენი აზრით, ძლიერი კავშირების დამყარება კერძო სექტორსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ხელს შეუწყობს ბაზარზე მოთხოვნილი კვალიფიკაციითა და კომპეტენციით აღჭურვილი შრომითი რესურსების ზრდას.
შემდეგ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ თითოეული დაინტერესებული მხარის როლს ამ პროცესში.
თითოეული დაინტერესებული მხარის შესაძლო როლი
მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, სახელმწიფოს კონკურენტული შრომითი რესურსების წარმატებით ჩამოყალიბების მიზნით საჭიროა თანამშრომლობა მთავარ დაინტერესებულ მხარეებს, ე.ი. კერძო სექტორს, მთავრობას და სამუშაო ძალას შორის. ბიზნესის პირობების ანალიზი საქართველოში გვთავაზობს, რომ ურთიერთკავშირი მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის რეგულირდება უნდობლობით და არა ერთობლივი ფასეულობებით. თითოეული მონაწილე ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი სარგებელი (მაგალითად, მთავრობა ცდილობს შემოსავლები გადასახადებით გაზარდოს, მომუშავეები ცდილობენ ხელფასების გაზრდას, კერძო ბიზნესი - მოკლევადიან მოგებას) მთელი სისტემის ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის ხარჯზე. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის ხელშეწყობა მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის ერთობლივი ღირებულებების, მოქმედებებისა და პოლიტიკის შექმნაში, რომლებიც ორიენტირებულია გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მიღწევაზე, არის კიდევ ერთი შესაძლებლობა შრომითი რესურსების განვითარებისთვის. ქვემოთ ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ თითოეული მონაწილის როლს ამ პროცესში.
მთვარობამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია საერთო სისტემის ხელშეწყობაში, რომლის მიზანია კონკურენტული შრომითი რესურსების წახალისება როგორც „მოთხოვნის“, ასევე „მიწოდების“ სფეროში გავლენის საფუძველზე.
„მოთხოვნის მხარის“ პოლიტიკა განსაზღვრავს, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დაანებოს „ჩაურევლობის“ პრინციპს და აწარმოოს ეკონომიკური განვითარების აქტიური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია საწარმოო სტრუქტურების დინამიურ გარდაქმნაზე. მთავრობამ ასევე უნდა შექმნას ბიზნეს და სამართლებრივი გარემო, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ბაზრის მექანიზმების გამოვლენას და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა ეკონომიკური წარმომადგენლისათვის გაფართოების მიზნით. აღნიშნული პოლიტიკა შექმნის ძლიერ მოთხოვნას თანამედროვე უნარ-ჩვევებზე და მაღალპროდუქტიულ შრომით რესურსებზე.
„მიწოდების მხარის“ პოლიტიკა გავლენას ახდენს ეკონომიკის უნარზე, უზრუნველყოს კონკურენტული ადამიანური კაპიტალი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განათლების სოციალური ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება კერძო სარგებელს, „ჩაურევლობის“ სისტემის საფუძველზე წარმოიქმნება შესაბამისი განათლების და სწავლების დეფიციტი. „ბაზრის ნაკლოვანებების“ გადაწყვეტის მიზნით მთავრობა უნდა იყოს მთავარი ინვესტორი განათლების სექტორში. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ინსტიტუტების საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს განათლებულ და კრეატიულ შრომით რესურსებს და ეხმარება სწრაფ და კომპლექსურ კვლევას და განვითარებას. მთავრობამ ასევე სტიმული უნდა მისცეს კომპანიებს და სამუშაო ძალებს, განახორციელონ ინვესტიცია განათლებასა და შრომითი რესურსების განვითარებაში.
კერძო ბიზნესს ასევე შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის განვითარებაში. ქართულმა კომპანიებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ მათი ხარჯები პერსონალის განათლებასა და მომზადებაზე, მათი ორიენტაციის შეცვლაზე მოკლევადიანი შემოსავლებიდან (იაფი, არაკვალიფიციური მუშახელის გამოყენება) გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მიმართულებით (რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე, კვალიფიციური, მაღალპროდუქტიული შრომითი რესურსების დაქირავებაზე). კერძო ბიზნესს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს სასწავლო დაწესებულებებს და უზრუნველყოს ისინი იმ უნარ-ჩვევების და კომპეტენციების ჩამონათვალით, რომლებსაც მოითხოვს ბაზარი. სხვა ძირითადი გზა, რომლის მეშვეობითაც კერძო ბიზნესს შეუძლია წვლილი შეიტანოს სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობაში, არის თანამედროვე შრომითი რესურსების მენეჯმენტის პრატქიკის და სტრატეგიების გამოყენება.
კერძო ბიზნესის და მთავრობის მსგავსად, სამუშაო ძალამ ასევე უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა შრომითი რესურსების განვითარებისთვის, ჩადოს ინვესტიცია კვალიფიკაციაში და განათლებაში, რომელიც დიდ კერძო სარგებელს მოუტანს. მუშაკების პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნების და უნარჩვევების შეძენის პროცესში და მწარმოებლურობის გაზრდაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის მიზნით, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სოციალურ ასპექტს. ბიზნესისა და მართვის შესახებ ლიტერატურიდან ცნობილია, რომ შრომითი რესურსების პროდუქტიულობა და კრეატიულობა განისაზღვრება ბიზნესში მათი რისკის და სოციალური სამართლიანობის აღქმით. ამ თვალსაზრისით საქართველოს შრომის კოდექსმა, რომელიც ართმევს მუშაკებს უფლებებს დამქირავებლის სასარგებლოდ და, შესაბამისად, უზრუველყოფს სოციალური უსამართლობის საფუძვლებს, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს შრომითი რესურსების მონაწილეობაზე მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ზრდის პროცესში.
მთავრობას, მენეჯმენტსა და მუშახელს შორის თანამშრომლობის გასამარტივებლად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა - მსოფლიო ბანკმა, UNDP-მ (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა) და სხვებმა. ამ ორგანიზაციებს აქვთ დიდი, მსოფლიო გამოცდილება და შეუძლიათ დაინტერესებულ მხარეებს უშუალო დახმარება გაუწიონ პროგრამების შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს განათლების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს არსებული შრომითი რესურსების პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამგვარი დახმარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიო ბანკის მიერ საწარმოების რესტრუქტურიზაციის და მართვის ხელშეწყობის პროექტი (CERMA), რომელიც განხორციელდა საქართველოში 1990-იანი წლების შუა პერიოდში. ამ პროგრამამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოში კერძო სექტორის განვითარებაში ადგილობრივი საწარმოების მართვის თანამედროვე ცოდნით აღჭურვითა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდით.
რეკომენდაციები
ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე, შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის პრობლემის ორი ასპექტის შესაბამისად, ჩვენ ყურადღებით დავამუშავეთ რეკომენდაციების ორი დიდი ჯგუფი. რეკომენდაციების პირველი ჯგუფი ორიენტირებულია „მოთხოვნის მხარის“ ფაქტორებზე და მისი მიზანია ეკონომიკური განვითარების პროცესის შემდგომი ზრდა საქართველოში იმ დაბრკოლებების გადალახვის გზით, რომლებიც შეიქმნა როგორც „საბაზრო ნაკლოვანებების“, ასევე „სახელმწიფო ნაკლოვანებების“ შედეგად, კერძოდ:
საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დაანებოს „ჩაურევლობის“ პრინციპს და აწარმოოს ეკონომიკური განვითარების აქტიური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია საწარმოო სტრუქტურების დინამიურ გარდაქმნაზე. ამგვარი პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს იმ სექტორების დადგენას, რომლებიც წარმოადგენს სამრეწველო განვითარების საფუძველს (ეს უნდა იყოს არატრადიციულ ექსპორტზე ორიენტირებული სექტორები, რომლებიც მოიცავს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნას); განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ორიენტირებულია მრეწველობის შერჩეულ დარგებში ინვესტიციების სტიმულირებასა და მოზიდვაზე; უზრუნველყოფს სამრეწველო პოლიტიკის საიმედო წარმოებას, რომელიც ნიშნავს მკაცრი კონტროლის განხორციელებას საწარმოების საქმიანობაზე და დისციპლინის დამყარებას.
მთავრობამ უნდა შექმნას ბიზნესგარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის ეფექტური მექანიზმების გამოვლენას კონკურენციის პროცესისა და ახალი საწარმოების შექმნის პროცესების სტიმულირების მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ შეღწევას ბაზარზე, აქტიურად აწარმოებს ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას, აღადგენს ანტიმონოპოლიურ სააგენტოებს და მათ მიანიჭებს სათანადო უფლებამოსილებას და სტატუსს, ეფექტურად აწარმოონ კონკურენტული პოლიტიკა, დაადგენს ბაზრის წარმოების მკაფიო წესებს ყველა ეკონომიკური წარმომადგენლისათვის გამონაკლისის გარეშე და ხელს შეუშლის არაპროდუქტიული და გამოძალვითი საქმიანობის ყველანაირ გამოვლინებას, გამორიცხავს მთავრობის ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს საკუთრების გადანაწილების პროცესში.
ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დღესდღეობით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის გაუმჯობესება სამართლებრივი და სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებით.
რეკომენდაციების მეორე ჯგუფი ორიენტირებულია ქართული ეკონომიკის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს შრომითი რესურსები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე და საჭირო კვალიფიკაციითა და ცოდნით, კერძოდ:
მთავრობამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ინვესტიციები განათლებაში, უპირველეს ყოვლისა, ყველასათვის უნდა უზრუნველყოს საბაზო განათლების ხელმისაწვდომობა. ყურადღებით უნდა შემუშავდეს სპეციალური პოლიტიკა, რათა გაუმჯობესდეს განათლება და შემცირდეს სკოლის დატოვების შემთხვევები. ყველა აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანები აღიჭურვონ სათანადო ცოდნით, მათ შორის, საბაზო უნარ-ჩვევებით, რაც კვალიფიკაციათა შემდგომი გაუმჯობესების წინაპირობას წარმოადგენს.
მთავრობამ კერძო სექტორისთვის უნდა განახორციელოს სპეციალური მასტიმულირებელი ღონისძიებები, რათა გააფართოოს მისი მონაწილეობა განათლებასა და შრომითი რესურსების განვითარებაში. მაგალითად, კორპორატიული გადასახადების შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს მომზადებასა და აღჭურვაში გაზრდილი ინვესტიციების მოტივაციებთან.
შრომითი რესურსების პროდუქტიულობის გასაზრდელად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუშაკთა სოციალური დაცვა. საქართველოს შრომის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რაც მუშაკებს მათ დამქირავებლებთან ურთიერთობაში უფლებამოსილებას მიანიჭებს. კანონმდებლობის აღნიშნულმა ცვლილებებმა დაქირავებულებისათვის ასევე უნდა უზრუნველყოს უწყვეტი მომზადებისა და სწავლის შესაძლებლობები.
სასწავლო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს სამეწარმეო კულტურა, რაც საჭიროებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელობის მეთოდების მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს ცვლილებები, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობებს, შექმნას ახალი კვალიფიკაციები ახალი სამუშაო ადგილების საპასუხოდ, ასევე გააუმჯობესოს შრომითი რესურსების ადაპტირების უნარი.
სასწავლო დაწესებულებებში სწავლების მეთოდებისა და სასწავლო გეგმების მნიშვნელოვნად შეცვლა შემდეგნაირად უნდა მოხდეს: სასწავლო პროგრამაში, სწავლების ყველა დონეზე გადაჩემითი უნარ-ჩვევების ჩართვა; გამოცდის და ხარისხის კონტროლის მეთოდების გაუმჯობესება; სწავლების და კვლევის ინტერდისციპლინარული ხასიათის განვითარება; სასწავლო პროგრამების სოციალური და ეკონომიკური რელევანტობა და პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, სამაგისტრო და სადოქტორო განათლების დონეზე.
ხელი უნდა შეეწყოს მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას კერძო ბიზნესსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის, რათა აღარ იყოს შეუსაბამობა შეთავაზებულ კვალიფიკაციებსა და კომპეტენციას და მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და კომპეტენციას შორის. ამისათვის სასწავლო დაწესებულებებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობა უნდა შეიქმნას. ამგვარი თანამშრომლობა უნდა გახდეს სასწავლო დაწესებულებების სტრატეგიის ნაწილი, ამავე დროს კერძო საწარმომ უნდა დააფუძნოს სპეციალური საბჭო სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს უწყვეტი ბაზრების მოთხოვნილებების შესაბამისად კვალიფიკაციების გაუმჯობესება-განახლებას და სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას.
განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს უწყვეტი განათლების შესაძლებლობები სამართლებრივ და მარეგულირებელ სტრუქტურაში არსებული დაბრკოლებების გამორიცხვით, მაგალითად, საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას და უმაღლეს განათალებას შორის გაუმჯობესებული გადასვლის უზრუნველყოფით.
კერძო საწარმოებმა უნდა გამოიყენონ თანამედროვე შრომითი რესურსების მართვის მეთოდები, რაც ორიენტირებულია მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე და სამუშაო ადგილზე მომზადება-განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, მაგალითად, კვალიფიკაციების შედგენის და კომპეტენციის გამოსახვის მეთოდები.
რეზიუმე
ქვეყნის შრომითი რესურსების კონკურენტული პოტენციალი ნიშნავს არა მხოლოდ პერსონალის რაოდენობას და ხარჯს, არამედ რთულ უნარ-ჩვევებს, რომელიც შეძენილია უმაღლესი განათლების და თანამედროვე კვლევების და მომზადების გზით, მენეჯერების კრეატიულობით და ვალდებულებებით რესურსების გამოყენებაში, მენეჯერების უნარით გარდაქმნან ადამიანური კაპიტალი უმაღლესი ხარისხის ფართო სამომხმარებლო საქონლად და მიაღწიონ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ფაქტორების მრავალფეროვნება განსაზღვრავს ქვეყნის შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობას, ესენია: საერთო სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ანუ მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა, სიღარიბე და თანასწორობა; ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემის საიმედოობა და ინდივიდუალური კომპანიების მიერ დაქირავებული შრომითი რესურსების სტრატეგიების ეფექტურობა. სხვადასხვა შემსრულებელი და დაინტერესებული მხარე პასუხისმგებელია აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, შრომითი რესურსების სფეროში კონკურენტუნარიანობა მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავარ დაინტერესებულ მხარეეებს, ე.ი. მთავრობას, კერძო სექტორსა და სამუშაო ძალას შორის.
საქართველომ განახორციელა ძირითადი რეფორმები, რომლის მიზანია ბიზნეს-პირობების გაუმჯობესება და მიაღწია ზრდის მაღალ ტემპს, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ხარისხი ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით კვლავ დაბალი რჩება. კერძოდ, ეს ზრდა არ უკავშირდება არც ინოვაციებსა და ინვესტიციას მაღალი ტექნოლოგიების სამრეწველო დარგებში და არც მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის გაფართოებას, არც სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას და თანასწორობას შემოსავლების განაწილებაში, არც სიღარიბის შემცირებას, არც პროდუქტიულობის მნიშვნელოვან ზრდას.
განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს შრომითი რესურსების უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, აგრეთვე, იმ ფაქტორებით უზრუნველყოფაში, რომლებიც მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის და ქვეყნის მყარი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. საქართველოში განათლება და ცოდნა მისი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იმსახურებდა მაღალ შეფასებას. თუმცა, სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნის პროცესმა, რომელიც საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ღრმა კრიზისში ჩააგდო საქართველოს განათლების სისტემა. ეკონომიკურმა სირთულეებმა გამოიწვია განათლების დაფინანსების არსებითი შემცირება, რამაც მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა განათლების მთელ სისტემაზე - გაუარესდა განათლების ინფრასტრუქტურა, შემცირდა მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის მოტივაცია, გაბატონდა კორუფცია, გაჩნდა სასწავლო მასალისა და მოწყობილობების პრობლემა, ხოლო სასწავლო პროგრამა მოძველდა. განათლების სისტემის სოციალური არაეფექტურობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, დაიწყო ამბიციური რეფორმის პროგრამა მიმდინარე დეკადის დასაწყისში. ამ რეფორმის მიზანი იყო საქართველოში განათლების მოწინავე სტანდარტების დადგენა მართვის, დაფინანსების და ხარისხის კონტროლის ახალი მეთოდების გამოყენებით. განათლების სისტემამ, მიუხედავად რეფორმისა, ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო განათლებული და კვალიფიციური შრომითი რესურსების აღზრდა, რომელთაც გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში სწრაფი ადაპტირების უნარი ექნებათ.
მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ იმ ფაქტორების ორი დიდი ჯგუფი - „მოთხოვნის“ და „მიწოდების“ ფაქტორები, რომლებიც აფერხებენ კონკურენტულ შრომით რესურებს საქართველოში. მოთხოვნის მხარეს არსებული მთავარი ნაკლოვანებები დაკავშირებულია მთავრობის უუნარობასთან უზრუნველყოს მყარი ეკონომიკური განვითარების გარემო, სადაც ყურადღება ექცევა ბიზნესის აყვავებას, ინოვაციებზე დაფუძნებულ ინევსტიციებს და მოწინავე ტექნოლოგიების გადაცემას, სადაც შექმნილია სამუშაო ადგილები და არსებობს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების მოთხოვნა. ამ მედლის მეორე მხარეს კი ჩანს, რომ ეკონომიკამ, მიუხედავად არსებული მოთხოვნებისა, ვერ უზრუნველყო კვალიფიციური შრომითი რესურსების მიწოდება.
მსოფლიო გამოცდილების თანახმად, სახელმწიფოს კონკურენტული შრომითი რესურსების წარმატებით ჩამოყალიბების მიზნით საჭიროა თანამშრომლობა მთავარ დაინტერესებულ მხარეებს, ანუ კერძო სექტორს, მთავრობას და სამუშაო ძალას შორის. ბიზნესის პირობების ანალიზი საქართველოში აჩვენებს, რომ ურთიერთკავშირი მთავარ დანტერესებულ მხარეებს შორის უფრო უნდობლობით რეგულირდება, ვიდრე ერთობლივი ფასეულობებით. თითოეული მონაწილე ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი სარგებელი (მაგ.: მთავრობა ცდილობს გაზარდოს შემოსავლები გადასახადებიდან, მომუშავეები ცდილობენ ხელფასების გაზრდას, კერძო ბიზნესი - მოკლევადიან მოგებას) მთელი სისტემის ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის ხარჯზე. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის ხელშეწყობა მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის ერთობლივი ღირებულებების, მოქმედებებისა და პოლიტიკის შექმნაში, რომელიც ორიენტირებული იქნება გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მიღწევაზე, არის კიდევ ერთი შესაძლებლობა შრომითი რესურსების განვითარებისთვის. მთვარობამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საერთო სისტემის ხელშეწყობაში, რომლის მიზანია კონკურენტული შრომითი რესურსების წახალისება, რომელიც გავლენას ახდენს როგორც „მოთხოვნის“, ისე „მიწოდების“ მხარეზე. კერძო ბიზნესსა და სამუშაო ძალასაც შეუძლია თანამედროვე უნარ-ჩვევებში ინვესტირების გზით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის განვითარებაში.
ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე ჩვენ, შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობის პრობლემის ორი ასპექტის შესაბამისად, შევიმუშავეთ რეკომენდაციების ორი დიდი ჯგუფი. რეკომენდაციების პირველი ჯგუფი ორიენტირებულია „მოთხოვნის მხარის“ ფაქტორებზე და მისი მიზანია ეკონომიკური განვითარების პროცესის შემდგომი ზრდა საქართველოში დაბრკოლებების გადალახვის გზით, რომელიც შეიქმნა როგორც „საბაზრო ნაკლოვანებების“, ისე „სახელმწიფო ნაკლოვანებების“ შედეგად. რეკომენდაციების მეორე ჯგუფი ორიენტირებულია ქართული ეკონომიკის შესაძლებლობაზე უზრუნველყოს შრომითი რესურსები, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და საჭირო კვალიფიკაციითა და ცოდნით.
__________________
1. პორტერი, მ.ე. (1990), სახელმწიფოების კონკურენტული უპირატესობა, თავისუფალი პრესა, ნიუ-იორკი, გვ. 19.
2. ბიზნესის კეთება. 2009 წ. როგორც განხორციელდება რეფორმა. www.doingbusiness.orgda.
3. wyaroebi: Pen World Table Version 6.2, პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმოების, შემოსავალის და ფასების საერთაშორისო შედარების ცენტრი, იხ.: http://pwt.econ.upenn.edu/php-site/pwt62/pwt62-form.php.
4. UNDP. საქართველოს ჰუმანური განივთარების ანგარიში 2008წ.: რეფორმები და რეფორმების მიღმა. 2008 http://hdrstats.undp.org/countries/data-sheets/cty-ds-GEO.html
5. გ. ბერულავა. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გავლენები ევროკავშირთან ქართული ღვინის მრეწველობაზე: კონკურენტუანრიანობის ანალიზი“. GEPLAC კვლევის დოკუმენტი, 2008 წლის დეკემბერი.
![]() |
2.1 საჯარო დისკუსიის რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
აღნიშნული დისკუსია დაიწყო იმ გარემოების აღიარებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესის სექტორსა და განათლების სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესა შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში. კვლავ მნიშვნელოვანი უფსკრული არსებობს იმ ცოდნას შორის, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შედეგად შეიძენენ სტუდენტები, და იმ უნარ-ჩვევებს შორის, რომელზეც ფაქტობრივად არსებობს ბაზარზე მოთხოვნა.
დისკუსიაში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ის არის, რომ მჭიდრო და სისტემური თანამშრომლობა უნდა დამყარდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორს. მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს უნარ-ჩვევათა პროფილები და სასწავლო გეგმები იმ პროფესიონალებისათვის, რომლებზეც სხვადასხვა სექტორში არსებობს მოთხოვნა შრომის ბაზარზე.
განათლებსა და კერძო სექტორს შორის ამგვარ თანამშრომლობას მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს და ხელი შეუწყოს. პირველ რიგში, მთავრობის განვითარების საერთო სტრატეგიის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ეკონომიკის ის დარგები და შესაბამისად - პროფესიები, რომელთაც ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს. ამდენად, შრომის რესურსების კონკურენტუნარიანობის სტრატეგია ქვეყნის განვითარების საერთო სტრატეგიას უნდა დაეფუძვნოს. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ეს დარგები, მათ კოორდინირებული ყურადღება უნდა დაუთმონ დაინტერესებულმა მხარეებმა, მთავრობამ, კერძო სექტორმა, აკადემიურმა დაწესებულებებმა და სხვა შესაბამისმა ჯგუფებმა.
ცხადია, რომ ამ სფეროში ამჟამად პრობლემები არსებობს იმ ეტაპზე, როდესაც საშუალო სკოლის და უნივერსისტეტის კურსდამთავრებულთა შრომის ბაზარზე პირველად შედიან, ასევე შემდგომ, უწყვეტი განათლების ეტაპზე, ანუ როდესაც ხდება იმ ადამიანთა გადამზადება და უნარ-ჩვევების განახლება, რომლებიც უკვე არიან შრომის ბაზარზე. ამ ეტაპზე სერიოზული ნაკლოვანებები არსებობს, რომელთა აღმოფხვრასაც ზოგიერთი ბიზნესი საკუთარი გადამზადების პროგრამების განხორციელებით ცდილობს. თუმცა, მათგან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს გააჩნია საჭირო რესურსები, დანარჩენები კი ამ პრობლემის მდგარდი გადაჭრის გარეშე არიან დარჩენილნი.
დისკუსიის დროს ხაზგასმით აღინიშნა კერძო სექტორსა და სახელმწიფო აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითები. ამგვარია მარიოტის სასტუმროების ქსელის მაგალითი. სასტუმროების ბიზნესისათვის საჭირო პროფესიონალების მომზადებასთან დაკავშირებით მათ ხანგრძლივი თანამშრომლობა დაიწყეს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ცენტრთან, რათა უზრუნველყოთ თავიანთი სასტუმროს პერსონალის სასურველი ხარისხი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ისინი მონაწილეობენ სასწავლო პროგრამის შემუშავებაში, და ასევე თავიანთი სასტუმროს მენჯერებს ტრეინერებად მიავლენენ ხოლმე ცენტრში. სასტუმრო მარიოტი თავისი პერსონალის უმეტეს ნაწილს ამ მექანიზმის მეშვეობით აკომპლექტებს ხშირ შემთვევაში მას შემდეგ, რაც ისინი პრაქტიკას გაივლიან სასტუმრო მარიტოში. შემდგომ კი მათ უწყვეტ პროფესიულ მომზადებას და კარიერის გაკეთების შესაძლებლობას სთავაზობენ.
პროფესიული განათლება და გადამზადება
კომპანიებში მომუშავე კვალიფიციური პერსონალის, განსაკუთრებით კი მენეჯერების, მონაწილეობა სტუდენტთა საგანმანათლებლო და ტრეინინგის პროგრამებში სათანადოდ არ არის გამოყენებული. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ახლახანს შემოღებული მარეგულირებელი ნორმის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლექტორებს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი უნდა ჰქონდეთ. მონაწილეების მოსაზრებით ეს დაბრკოლებას ქმნის პრაქტიკული ცოდნის სტუდენტებისათვის გადაცემის თვალსაზრისით და უმაღლესი დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს მომავალი დამქირავებლის მოთხოვნებისაგან კიდევ უფრო აშორებს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მქონე ლექტორებს ხშირად არ აქვთ კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
დისკუსიის მონაწილეებმა განსაზღვრეს სხვა გზა, რომლის მეშვეობითაც კვალიფიციურ მენეჯერებს თანამედროვე ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა ექნებათ: ეს შესაძლებელია კოლეგებისათვის შესაბამის საგნებში პერიოდულად ტრეინინგების მოწყობის გზით.
დისკუსიის დროს გამოვლინდა კიდევ ორი სისტემური პრობლემა. პირველი მათგანი არის უმაღლესი განათლების მიღების უაღრესად მაღალი საფასური, რის გამოც ღარიბი სტუდენტები, განსაკუთრებით რეგიონებიდან, ვერ ღებულობენ უმაღლეს განათლებას. მეორე პრობლემა გახლავთ შრომის კანონმდებლობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ არის სტიმულის მომცემი და ხელს არ უწყობს დასაქმებულთა ლოიალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს კულტურული ფაქტორები: მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭეს მშობელთა ჩართულობას და დამოკიდებულებას, რადგან ამჟამად ისინი ხელს უწყობენ არარეალური მოლოდინის შექმნას დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებით, და ზოგადად უმაღლეს დაწესებულებაში შემსვლელ სტუდენტთა მოუმწიფებლობას.
ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარსა და საგანმანათლებლო პროგრამებს შორის უკეთეს კოორდინირებას, უკვე მოიპოვება, მაგრამ არ არის გამოყენებული: ზოგიერთ ბიზნეს ასოციაციას მართლაც აქვს მონაცემები იმ პროფესიონალთა პროფილის შესახებ, რომელზეც საბაზრო მოთხოვნა არსებობს. ამასთან პერიოდულად, უმთავრესად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ტარდება სპეციალური და დარგობრივი კვლევები მათ მიერ განვითარებაში ჩარევის ღონისძიებების შემუშავების მიზნით. მონაწილეების მიერ შემოთავაზებულ იქნა წინადადება, რომ შრომის ბაზრის შესახებ კვლევები სისტემატურად ჩატარდეს ამგვარი ინფორმაციის შეგროვების მიზნით, რომელიც გამოყენებული იქნება დაგეგმვის დროს. ამასთან, იმ კომპანიათა გამოკითხვა, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი კურსდამთავრებულებით, მიგვითითებს იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს სასწავლო პროგრამაში.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყველა აღნიშნული რეკომენდაცია საჭიროა გაერთიანდეს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სისტემაში, სადაც შრომის რესურსების კონკურენტუნარიანობის სტრატეგია ქვეყნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის საერთო სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. ამ შემთხვევაში არსებულ სისტემაში განხორციელებული ინტერვენციები ეფექტიანიც იქნება და ეფექტურიც. ამდენად, მთავრობას, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებს შორის თანმიმდევრული თანამშრომლობა მონაწილეებმა წარმატების მიღწევის ძირითად კომპონენტად მიიჩნიეს.
![]() |
3 მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა (ღირებულებათა ზრდის განვითარება) |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ თოქმაზიშვილი
პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ეკონომიკის პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიული ბიოგრაფიის მანძილზე ის გახლდათ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის მაკროეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოში მსოფლიო ბანკის ეკონომიკის ინსტიტუტის სოციალური პოლიტიკის რეფორმების პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გულიაშვილის სახ. ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. პროფესორი თოქმაზიშვილი გახლავთ 90-ზე მეთი პუბლიკაციის ავტორი ფინანსების, მაკროეკონომიკის, საჯარო პოლიტიკის და საერთაშორისო ეკონომიკის დარგში.
საკითხის დასმა
საწარმოთა ურთიერთობის ქსელში მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში, სოციალური უთანაბრობის შერბილებასა და დასაქმების ზრდაში. მცირე საწარმოები ქმედით როლს თამაშობენ სიღარიბის დაძლევაში. ისინი მოქნილად და სწრაფად რეაგირებენ ბაზრის ცვლილებებზე, ადვილად ითვისებენ ახალ პროდუქციას და ძირითადად ორიენტირებული არიან ადგილობრივ ბაზრებზე. მცირე და საშუალო საწარმოების სტაბილური და კომბინირებული ურთიერთობები და მსხვილ და გლობალურ საწარმოებთან მათი კონკურენტუნარიანობა არის საწარმოთა სიცოცხლისუნარიანობისა და სარგებლის ზრდის წინაპირობა, რომელიც ღირებულების ზრდის სახელითაა ცნობილი.
ღირებულებათა ზრდის ჯაჭვი აერთიანებს მიმწოდებლების, მწარმოებლებისა და მომხმარებლების მიერ საბოლოო პროდუქტის შექმნისა და მოხმარების მთელ პროცესს. ამ სისტემაში თითოეული რგოლის ღირებულების ზრდა დამოკიდებულია მეორეზე და მათი რაციონალური და ეფექტური კავშირები მიმართულია ერთობლივი ძალისხმევით ხარჯებისა და რისკების შემცირებისა და პროდუქტისა და მოხმარების გაზრდისაკენ. ეს არის ვერტიკალური და ჰიროზონტალური კავშირების ქსელი, სადაც პარტნიორული ურთიერთობების გზით იზრდება როგორც თითოეული რგოლის სარგებელი, ისე სტაბილური ხდება მათი საქმიანობა. ცალკე საწარმო ვერ იქნება წარმატებული, თუ იგი გაერთიანებული არ არის კარგად კოორდინირებულ ღირებულებათა ზრდის მთლიან ჯაჭვში, დაწყებული ნედლეულის შეძენიდან, დამთვრებული პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციით და მისი შემდგომი სერვისების მიწოდებით.
საქართველოს ეკონომიკური განვითარება დღევანდელ ეტაპზე ორიენტირებულია მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის გაღრმავებაზე. ამ მიზნით ხორციელდება ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება, რაც პირდაპირ ზემოქმედებს კონკურენციის განვითარებასა და ურთიერთდაკავშირებულ საწარმოთა ქსელის განვითარების პროცესზე.
როგორც ემპირიული დაკვირვებები ცხადყოფენ, დღეს საქართველოში ბიზნეს-ერთეულებს არ აქვთ ბაზარზე შესვლის პრობლემები. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ღირებულებათა შექმნის მთლიან ჯაჭვში კვლავ უმნიშვნელოა ბიზნესის შემზღუდველი მრავალი იმ ფაქტორის გამო, რომლებმაც ვერ შეუწყვეს ხელი და შეზღუდეს პროდუქციისა და მომსახურების განვითარება.
ჩვენს ნაშრომში ბიზნეს-გარემოს სრულყოფისათვის რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით აქცენტი გაკეთებულია მეწარმეობის როგორც მაკრო, ასევე მიკროგარემოს დახასიათებაზე, ბაზრების პოლიტიკისა და რეგულირების (მაგ., კონკურენციის პოლიტიკა, სუბსიდირება, ლიცენზირება, ლოგისტიკა და სხვ.) ანალიზზე, იმ მარეგულირებელ-ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რომლებიც ზემოქმედებენ და ქმნიან საწარმოების კონკურენტუნარიანობის განვითარების ბარიერებს რესურსების მიწოდების, წარმოებისა და რეალიზაციის ერთიან ციკლში, ავლენენ მცირე და საშუალო საწარმოებში წარმოშობილ იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც ხელს უშლიან მათ განვითარებას ღირებულებათა ზრდის სხვადასხვა ეტაპზე და მოქმედებენ საწარმოების შეასაძლებლობებზე, მათ მომგებიანობასა და უნარზე მოემსახურონ მომხმარებელს.
არსებული მდგომარეობა
საქართველოში 90-იან წლებში მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე და 1996 წელს პარლამენტის მიერ მიღებული სოციალური განვითარების ძირითად მიმართულებების კონცეფციაში მცირე და საშუალო მეწარმეობა აღიარებულ იქნა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებად1. 1999 წლის 23 ივლისს კი მიიღეს კანონი „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც შემდეგ, 2006 წლის 24 მაისს, გაუქმდა.
2003 წლის ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში საფუძველი ეყრება ე.წ. „რადიკალურად ლიბერალური“ ეკონომიკის პრინციპების განხორციელებას, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის ყველა სექტორი იმართება მხოლოდ თავისუფალი საბაზრო კანონების თანახმად და სახელმწიფო არც ერთ სექტორს არ ანიჭებეს პრიორიტეტს.
ამავე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა რეცესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 2003 წელს ამ საწარმოებში დასაქმებული იყო მომუშავეთა 50,6 %25 და მთლიან გამოშვებაში მათი ერთობლივი წილი 20,6 %25-ს შეადგენდა, შემდგომ პერიოდში იგი შემცირდა და 2008 წელს მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებული აღმოჩნდა მომუშავეთა 0,1%25 და მათი ერთობლივი წილი მთლიან გამოშვებაში 17,3 %25-მდე შემცირდა2.
ცხრილი 1
მცირე და საშუალო საწარმოების წილი მთლიან ბრუნვაში |
||||||
|
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
ბრუნვა |
24 |
22,5 |
23 |
18,7 |
14,5 |
15,6 |
გამოშვება |
20,6 |
20,3 |
21,5 |
18,9 |
16,1 |
17,3 |
წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების |
წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი.
დღეს საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძირითადად მსხვილი საწარმოების წილად მოდის და მზარდი ტენდენციაც აქვს. რაც შეეხება მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობასა და ეფექტიანობას, დაბალია და მცირდება. ისინი სუსტადაა განვითარებული.
საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ძირითადი სეგმენტია: ვაჭრობა, მრეწველობა, რესტორნები, ფინანსური შუამავლობა და სხვ. დასაქმების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში მცირე და საშუალო მეწარმეობა. სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარი. მცირე ზომის ფერმები აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 82%25-ს და თითო ფერმერზე საშუალოდ მხოლოდ 0.88ჰა მიწა მოდის. აქედან მხოლოდ 8-10%25 არის ორიენტირებული ბაზარზე გასაყიდად, დანარჩენი შინამეურნეობების შიდა მოხმარებისათვის არის განკუთვნილი. დიდი ზომის ფერმები აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 10%25-ს, რომელიც რეალიზდება ბაზარზე3. ეს გარემოება ადასტურებს, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება მთლიანად დაფუძნებულია მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობაზე, რაც ხასიათდება დაბალეფექტიანობით და შესაბამისად, დაბალკონკურენტუნარიანიცაა, ხოლო მათი ღირებულების შემდგომი ზრდა ძალიან შეზღუდულია.
ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი რეფორმები
2005 წლიდან დაწყებული ხელისუფლებამ რადიკალურად გააუმჯობესა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი, ახალი სამეწარმეო კანონების შემოღებით კი გაამარტივა ბიზნესის რეგულირება. რეფორმები ძირითადად შეეხო საწარმოთა რეგისტრაციის გამარტივებას. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეგულირების ზედმეტი ხარჯების შემცირებაზე. ბიზნესის დაწყებისათვის ხარჯები და რეგისტრაციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 10-ჯერ შემცირდა მოთხოვნა მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე. ბიზნესის რეგისტრაციის დელეგირება სასამართლოებიდან და ნოტარიუსიდან მოხდა საგადასახადო დეპარტამენტზე და შეიქმნა ვაჭრობის, გადასახადებისა და დასაქმების „ერთი სარკმლის“ პრინციპით რეგისტრაციის პირობები.
2005 წელს ამოქმედდა ლიცენზირების ახალი კანონი, რომელმაც 150 ლიცენზია და ნებართვა დატოვა, ნაცვლად ადრე არსებული 950-სა, რაც იყო ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისაკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საგრძნობლად შემცირდა ლიცენზირების პროცედურა და მისი გაცემის ვადაც.
ამ და სხვა ინსტიტუციურმა რეფორმებმა შეზღუდა ბიზნესში ხელისუფლების ჩარევა, ბიუროკრატიზმი და კორუფცია. ამან შეამცირა ტრანსაქციული ხარჯები და საქართველო გახდა ბიზნესში ერთ-ერთი წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. 2008 წლის „ბიზნესის კეთების“ მოხსენების თანახმად, საქართველომ 112 ადგილიდან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.4 მეწარმეებს გაუმარტივდათ ბაზარზე შესვლის ინსტიტუციური პირობები. ყოველივე ამის შედეგად 2005-2008 წლებში მკვეთრად გაიზარდა მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რადგან გამარტივდა ბიზნესის დაწყება და შემცირდა დანახარჯები.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლება ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა და გაამარტივა გადასახადები. ამის შედეგად შემცირდა მეწარმეების ფისკალური ტვირთი. დღეს 21 გადასახადიდან დარჩა მხოლოდ 6 სახის გადასახადი. დღგ 20%25-დან 18%25-მდე შემცირდა. მოგების გადასახადი 2009 წლიდან 20%25-დან 15%25-მდე შემცირდა, ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი 2009 წლიდან - 25%25-დან 20%25-მდე, ხოლო ქონების გადასახადი თვითშეფასებული ქონების 1%25-ს შეადგენს.
2009 წლიდან 2012 წლამდე გადასახადები თანდათანობით კიდევ უფრო შემცირდება. გადასახადების შემცირება ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ეკონომიკის ზრდას. გათვალისწინებულია საქართველოს ერთ-ერთი მაპროფილებელი დარგის - მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარება ადგილობრივად წამოებულ ღვინოებზე აქციზის გაუქმებით.
ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იყო 2007 წელს ახალი საბაჟო კანონმდებლობის მიღება. ამან 16 სახის საბაჟო გადასახადი სამამდე შეამცირა. გაუქმდა ადრე არსებული საბაჟო განაკვეთები 1-დან 25%25-მდე და შემოღებულ იქნა ახალი განაკვთები 0,5 და 12%25-ის ოდენობით. 2006 წელს ტარიფების შემცირების შედეგად საქართველოში ვაჭრობა სრულად გახდა ლიბერალიზებული არასასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე (ზოგიერთი მცირე გამონაკლისის გარდა) და მნიშვნელოვნად - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. გაუქმდა საბაჟოზე არსებული ბიუროკრატია და ფიტოსანიტარული, სამედიცინო-სანიტარული და ვეტერინარული სამსახურები.
საექსპორტო პროცედურების შედარებით სიმარტივემ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობამ და ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო საქმიანობაში მონაწილეობის პირობები. ამის კარგი მაგალითია ღვინისა და თხილის წარმოება და მისი ევროკავშირის ბაზრებზე რეალიზაცია. ეს პროდუქტები ძირითადი საექსპორტი ნაწარმია, რომლის ნედლეულსაც დაახლოებით 20-მდე მცირე და საშუალო მეწარმე შეისყიდის ფერმერებისაგან, ევროკავშირთან პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი კი ხელს უწყობს მისი ღირებულების ზრდას. ამ პროდუქტების ძირითადი უპირატესობებია ევროკავშირის ბაზრებზე მათზე მოთხოვნის ზრდა, დაბალი ღირებულება და სხვ.
სავიზო რეჟიმის გამარტივებამ და ტუროპერატორების გადასახადების ლიბერალიზაციასთან ერთად (ტურიზმიდან შემოსავალი ექსპორტის კატეგორიასთან არის გათანაბრებული და იგი განთავისუფლებულია დღგგან) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას საქართველოში, რაშიც ძირითადად ჩართული არიან საოჯახო მეურნეობები და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები და ტურ-ოპერატორები.
ამასთან, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ქალაქების რეკონსტრუქციის პროექტებმა (ქ. ბათუმსა და ქ. სიღნაღში) უზრუნველყვეს მცირე და საშუალო საწარმოების ღირებულების ზრდა ტურიზმის ინფრასტრუქტურის სფეროში.
ღირებულების ზრდის პროცესი დაემყარა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომლებმაც ჰორიზონტალურად დააგრძელეს ღირებულების ზრდის ჯაჭვი, თუმცა ამ პერიოდში არ მომხდარა ამ ჯაჭვის რეკონფიგურაცია.
ამდენად, 2005-2008 წლებში ინსტიტუციურმა რეფორმებმა შექმნეს სახარბიელო საინვესტიციო გარემო და თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის პირობები, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესის სწრაფ განვითარებას.
მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და ბიზნესის ახალმა რეგულირებამ გაზარდა გამოშვება და გაყიდვები. გაიზარდა ახალ მეწარმეთა რაოდენობაც, მაგრამ ბაზრების ფუნქციონირება შეიზღუდა რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორის გამო:
საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, მსხვილი მეწარმეები ძირითადად განლაგებულია გადამამუშავებელ და მოპოვებით მრეწველობაში. ისინი დამოკიდებული არიან იმპორტირებულ პროდუქტზე და ნაკლებად სარგებლობენ ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებით, რაც არ იძლევა ჰოროზონტალური კავშირების და კონკურენტული გარემოს გაძლიერების საშუალებას.
მცირე მეწარმეობა არ არის ვერტიკალურად მკაცრად ინტეგრირებული და კავშირი მეწარმეებსა და მყიდველებს შორის არ არის მკაცრად განსაზღვრული, რაც, მართალია, ქმნის ახალი ფირმების ბაზარზე თავისუფალი შემოსვლის შესაძლებლობას, მაგრამ მათ მუდმივი მიმწოდებლები არ ჰყავთ და შესყიდვებიც შედარებით ხარჯიანია. შესაბამისად, შეფერხებულია მიწოდების ღირებულების ზრდა. ეს განაკუთრებით გამოვლინდა მსუბუქი მრეწველობის დარგებში.
მიწოდების ღირებულებათა ზრდის შეფერხების შედეგად ზოგიერთი დარგი, სადაც ძირითადი მიმწოდებლები მცირე და საშუალო მეწარმეები იყვნენ, მთლიანად განიდევნა ბაზრიდან. მათ ჩაენაცვლა იმპორტირებული პროდუქცია. იმპორტმა მთლიანად დათრგუნა, მაგალითად, საფეიქრო მრეწველობა, ნაწილობრივ კი - სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების წარმოება.
ვერტიკალური ინტეგრაციისა და გეოგრაფიული სეგმენტაციის, ასევე, დედაქალაქში (სეზონურად რეკრეაციულ ზონებში) მყიდველებისა და გამყიდველების კონცენტრაციის მაღალი ხარისხის შედეგად კონკურენცია რეგიონულ ბაზრებზე დარჩა სუსტი.
დაბალია რეგიონული ბაზარი და მისი კონცენტრაციის დონე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო საწარმოები უთანაბროდ არიან წარმოდგენილი. მათი 60%25 ძირითადად თავმოყრილია ქ. თბილისში. ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს საქონლის წარმოებისა და მიწოდების ზრდას რეგიონებში.
საქართველო გეოგრაფიულად დაშორებული აღმოჩნდა იმ ბაზრებისაგან, საიდანაც ქვეყანა მიიღებდა მნიშვნელოვან სარგებელს (რუსეთი, ევროკავშირი). რუსეთის ემბარგოს შემოღებამდე (2004 წელს) საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდის ჯაჭვი, საცალო ვაჭრობის ჩათვლით, შედარებით გრძელი იყო, მაგრამ ემბარგოს შემდეგ მისი ჯაჭვის რეკონფიგურაცია ძალიან ნელა ხორციელდება, რის შედეგადაც მეწარმეებს გაუჭირდათ ახალ ბაზრებზე შესვლა.
ბაზარზე თავისუფალი შემოსვლისა და ადგილობრივი წარმოების დაბალეფექტიანობის გამო საქართველოში ადგილობრივი ნაწარმით ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს მხოლოდ 11%25 ვაჭრობს ადგილობრივად დამზადებული პროდუქტებით. ამასთან, მრეწველობის მცირე და საშუალო მეწარმეთა მხოლოდ 2-3%25 ყიდის თავის საქონელს საზღვარგარეთ.5 ამის შედეგად კი კონკურენცია ადგილობრივ და უცხოურ საწარმოებს შორის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ მიმდინარეობს. ღირებულების ზრდის ჯაჭვში გლობალურმა ტენდენციებმა ადგილობრივი წარმოების ნაკლოვანებები გამოავლინა.
კონკურენციის ზემოქმედება ბიზნეს-გარემოზე იქმნება ბაზარზე უცხოური ფირმების შემოსვლითა და გაფართოებით. ეს პოზიტიურად მოქმედებს ინოვაციებსა და გაყიდვების ზრდაზე, ხოლო ინოვაციის ზრდის თვალსაზრისით ადგილობრივი მეწარმეობის ზემოქმედება კონკურენტულ გარემოზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე უცხოურის.
გენდერული თვალსაზრისით ღირებულებათა ზრდა (Gender Inclusive Value Chain (GIVCA)) მგრძნობიარეა მცირე და საშუალო ბიზნესში. მსხვილ ბიზნესში დასაქმებულია ნაკლები ქალი, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესში. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო საწარმოები უმეტესად მასკულარული ხასიათისა და მამაკაცები არიან მიწისა და სხვა უძრავი ქონების განმკარგავები. ქალების მცირე ბიზნესში მონაწილეობის მაღალი ხარისხი და მათ მიერ საკუთრების ფლობისა და მართვის დაბალი მაჩვენებელი ხელს უშლის ქალის, როგორც შინამეურნეობის მმართველი სუბიექტის, პოტენციური რესურსის გამოყენებას.
ბარიერები და შესაძლებლობები
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ძირითადი პრობლემების ღირებულების ზრდის თვალსაზრისით ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბაზარზე შესვლის და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად მცირე და საშუალო მეწარმეობას ახასიათებს შემდეგი ძირითადი პრობლემები:
ტექნოლოგიური ბაზა/კრედიტების ხელმისაწვდომობა
დღეს მცირე და საშუალო საწამოთა საწარმოო სიმძლავრეები და ტექნოლოგიები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, სადაც ტექნოლოგიები საჭიროებს მოდერნიზაციას. ეს გარემოება ართულებს საწარმოო სიმძლავრეთა სრული ძალით დატვირთვას ტექნოლოგიების მწყობრიდან გამოსვლის რისკის ფასად, რის შედეგადაც ბოლომდე ვერ იტვირთება სიმძლავრეები და ტექნოლოგიები.6
ინვესტიციების დაბალი დონე და საბანკო კრედიტის მაღალი საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნოლოგიების გამოყენებისა და მწარმოებლურობის ამაღლების შესაძლებლობებს.7
მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში განსაკუთრებით მაღალია ტრანსაქციული ხარჯები. ინფრასტრუქტურა, ქალაქთან შედარებით, ნაკლებად განვითარებულია და ძვირი ჯდება აგროსამრეწველო ქსელის შენახვა. გაცილებით რთულია ამ სფეროში სესხების მიღება. გირაო შეზღუდულია მისი დოკუმენტაციისა და დაბალლიკვიდურობის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საფინანსო ინსტიტუტების ხარჯებს. სეზონურობის გამო ამ სფეროს დაფინანსება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
სოფლის მეურნეობაში ფერმების მხოლოდ 20%25 იყენებს ტექნიკურ საშუალებებსა და მანქანებს, ხოლო 25-30%25-ს შეუძლია მხოლოდ მანქანური ტექნიკის გამოყენება. ამასთან, არსებობს სარწყავი სისტემების, ინვესტიციების, ხარისხიანი შხამ-ქიმიკატების და სხვა ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, რაც მცირე ფერმერებისათვის ბაზარს ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. მცირე ფერმების დაბალეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზია მიწების არასწორი დანაწილებაც, ფერმერების მარკეტინგის უნარ-ჩვეევებისა და ცოდნის არქონა. ფერმერებს ხელი არ მიუწვდებათ საჭირო მეცნიერულ ინფორმაციაზე. ისინი ვერ გადიან შესაბამის ტრენინგებსა და კონსულტაციებს. განუვითარებელი ინფრასტრუქტურა კი გულისხმობს სოფლად გადამამუშავებელი საწარმოების უკმარისობას, სარწყავი და სადრენაჟო სისტემების ნაკლებობას, ცხოველთა საკვები ბაზის სიმწირეს და ფერდობზე სასოფლო-სამურნეო ტექნიკის დეფიციტს, სასუქებისა და თესლის სიძვირეს და სხვა.
უკანასკნელ წლებში ენერგეტიკის ხარჯების ზრდა გახდა მცირე და საშუალო მეწარმეთათვის კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მსოფლიო ფასების ცვლილებას, საქართველოში მისი ზრდა განპირობებული იყო ხელისუფლების სურვილით, ეს სფერო ინვესტორებისათვის მიმზიდველი მაღალი ტარიფების დაწესებით გაეხადა, განსაკუთრებით ელექტრომიწოდებაში, რაც მნიშვნელოვნად აძვირებდა ამ ნედლეულის საწარმოთა მიერ შესყიდვებს.
ბაზარზე შესვლა/საბაზრო ინტეგრაცია
სახელმწიფო რეფორმებმა გააადვილეს საწარმოების ბაზარზე შესვლა, რაც დადებითი მუხტია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის. სხვა გარემოებები - ახლადდაარსებული კომპანიებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების არარსებობა, ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების სტრატეგიის უქონლობა და დეფიციტი, ტექნოლოგიების სიმცირე, გეოგრაფიული მდებარეობა, ნედლეულის ხელმისაწვდომობა და გამოცდილებისა და ცოდნის დეფიციტი - არის მცირე და საშუალო მეწარმეების სუსტი მხარეები, რაც საბოლოოდ ზრდის ხარჯებს და ქმნის მათი ბაზრებზე შესვლის ბარიერებს.
გარდა ამისა, პროდუქციის რეკონსტრუქციისა და დისტრიბუციის განვითარებისათვის მცირე და საშუალო მეწარმეები, მსხვილი მეწარმეებისაგან განსხვავებით, ვერ იყენებენ ფასების დისკონტირების, პროდუქციის ხელშეწყობისა და ერთობლივი რეკლამირების სტიმულებს. ასეთი სახის ხარჯები მათთვის კრიტიკული ხდება ფინანსური სახსრებისა და პერსპექტიულ სფეროებსა და შესაბამის ეკოსისტემებში ინვესტიციების ნაკლებობის გამო. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს, როგორც ბაზარზე შესვლის ბარიერი, რაც ამცირებს მათ მომგებიანობას, ხელს უშლის კლასტერებისა და ღირებულების ზრდის პროცესს და, შესაბამისად, აბრკოლებს მცირე და საშუალო საწარმოების ინტეგრაციას ღირებულებათა ზრდის ჯაჭვში.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საბაზრო ინტეგრაციის დონე არ არის ღრმა, ხოლო ლოგისტიკა არ არის სტაბილური. მათ არ ჰყავთ მუდმივი მიმწოდებლები და ინვესტიციების ნაკლებობის გამო არჩევენ მცირე ღირებულების და დაბალი ხარისხის მასალას, რაც შესაბამისად აისახება მათი პროდუქციის ხარისხზე. მართალია, მომხმარებლები ნელ-ნელა უარს ამბობენ დაბალი ხარისხის პროდუქციაზე და ეს აიძულებს მეწარმეებს, იზრუნონ ნედლეულის ხარისხზე, მარამ ამის შდეგად სულ უფრო მცირდება ადგილობრივი ნედლეულისა და მასალების მიწოდება და მას ჩაენაცვლება იმპორტირებული პროდუქცია.8 ამასთან, გასაღების სუსტი მეთოდები (ზოგჯერ რეალიზაციას აწარმოებენ მძღოლები, რომლებსაც არ გაუვლიათ ტრენინგები) და სასაწყობო მეურნეობის სიმცირე ზრდის მათ ხარჯებს.
მცირე მეწარმეებს აქვთ ბაზარზე მუშაობის პატარა გამოცდილება, მარკეტინგში ნაკლებად აქტიურები არიან, გასაღების არხებზე აქვთ დაბალი კონტროლი, არ აწარმოებენ ბაზრების გამოკვლევას და მათი ცოდნა გაყიდვების არხებისა და მომხმარებლების შესახებ არის უმნიშვნელო. მათ არ აქვთ მარკეტინგული მენეჯმენტის გამოცდილება. გარდა ამისა, მათი ცოდნა საგადასახადო კანონმდებლობაში დაბალია. ყოველივე ეს კი მათ არ აძლევს საშუალებას, იზრუნონ ღირებულებათა ჯაჭვის ელემენტებზე და ხარჯების შემცირებაზე. ამას ემატება ისიც, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის მსხვილი და უცხოური კაპიტალია დაინტერესდებული იმ მცირე და საშულო ზომის საწრმოების მომსახურებით, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდება.
მსხვილი საწარმოების სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართული იქნება, რომ მიწოდების ჯაჭვში ინტეგრირებული მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი გახადოს სტაბილური, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მათ წინსვლას რესურსებითა და კვალიფიციური კადრებით, გააუმჯობესოს მენეჯმენტი და მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ტექნიკური ცოდნა, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ფინანსები და ა.შ. (რაც შესაძლებლობას მისცემს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომ ბაზარზე შესვლის ბარიერები ადვილად და მცირე დანახარჯებით გადალახონ), აღიარებულია, როგორც დიდი რისკი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დიდი ინვესტიციების საფასურად.
კვალიფიკაცია და მწარმოებლურობა
მცირე და საშუალო საწარმოებში დაბალია შრომის მწარმოებლურობა და კვალიფიცირებული კადრებისათვის ეს სფეროები არ არის მიმზიდველი. ამის მაგალითია ისიც, რომ შრომის ანაზღაურება, მსხვილ საწარმოებთან შედარებით, გაცილებით დაბალია საშუალო და განსაკუთრებით, მცირე საწარმოებში. შედეგად კი ამ საწარმოებში შეზღუდულია კვალიფიციური კადრების, როგორც ღირებულების ზრდის რესურსის, გამოყენება. საწარმოებს აქვთ კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მენეჯმენტში, რაც ხელს უშლის საწარმოებში ღირებულების ზრდას.
შრომის ბაზარზე საწარმოების სტრატეგია არის პასიური და ორიენტირებულია სამუშაო ძალის სამუშაო ადგილთან ადაპტაციაზე. არ არსებობს საწარმოების მიერ კვალიფიკაციის ზრდის სტრატეგიაც. კადრების გადამზადება არ არის საყოველთაო, ამიტომ საწარმოები ძირითადად ბაზარზე არიან ორიენტირებული, კვალიფიციური ძალის მოზიდვაში უპირატესად ძველ მიდგომებს იყენებენ და მეგობრებისა და ნაცნობობის რეკომენდაციას ანიჭებენ უპირატესობას.
ბიზნეს-გარემო/მხარდამჭერი სერვისი და სტიმულები
საქართველოში მცირეა იმ საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ ექსპო რტსა და იმპორტს. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მნიშვნელობისაა. როგორც გამოკვლევები ადასტურებენ, მეწარმეებისათვის არასატარიფო ბარიერები არ წარმოადგენს ტვირთს, რაც განპირობებულია ექსპორტის ბუნებით. მცირე და საშუალო მეწარმეები ძირითადად ეწევიან სოფლის მეურნეობის - ხილის, თხილის, ბოსტნეულის, აგრეთვე, ფერადი ლითონებისა და ჯართის ექსპორტს, მანქანების, სამრეწველო ტექნიკისა და სხვა მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს. ამ პროდუქტების ღირებულების ზრდის პროცესი მოკლე ციკლს მოიცავს. საქართველოდან ექსპორტი ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივ რესურესებითა და ნედლეულით. ევროკავშირში ექსპორტირებული მხოლოდ ორი აგროსამრეწველო პროდუქცია, ღვინო და თხილი, შეესაბამება სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნებს. სამრეწველო პროდუქცია მხოლოდ ფიზიკური სახით იწარმოება. საწარმოები გადამუშავებული საბოლოო პროდუქციის მიწოდების ნაცვლად ახდენენ ფიზიკური პროდუქციის მიწოდების მომსახურებას. უცხოელი პარტნიორები კი უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მომსახურებას და სერტიფიცირებას. მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული კომპანიები ვერ ახდენენ ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, არის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტის უქონლობა. მეწარმეებისათვის ძირითადი ბარიერი არის საქონლის დაბალი ხარისხი, უცხოურ ბაზრებზე გასვლის სირთულე, მარკეტინგული უნარ-ჩვევების ნაკლებობა და სხვ.
ინსტიტუციური ასპექტით საქართველოში საწარმოები ბიზნესის დაბეგვრის ადმინისტრირების თვალსაზრისით წინააღმდეგობრივ გარემოში იმყოფებიან. როგორც გამოკლევები ამტკიცებენ, საქართველოში საგადასახადო ორგანოს გადაჭარბებული უფლებები მიენიჭა.9 საგადასახადო ორგანოებთან და ხელისუფლებასთან დავაში მცირე და საშუალო ბიზნესი დათრგუნულია, რადგან ბაზარზე ანგარიშსწორება ჯერ კიდევ ნაღდი ფულით ხდება,10 ხოლო მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად აწყდებიან სირთულეებს ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების აღიარების დროს; შედეგად მეწარმეების დასაბეგრი შემოსავალი ხელოვნურად იზრდება, რასაც ხშირად ემატება არალეგალური გადასახადები და გაზრდილი ჯარიმები.11
სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებით კიდევ უფრო დაითრგუნა მცირე და საშუალო ბიზნესი, ხოლო კერძო საკუთრების დემონტაჟი და რეპრივატიზაციის პროცესი კი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ხორციელდებოდა, რის შედეგადაც მრავალი მცირე და საშუალო მეწარმე აღმოჩნდა სამუშაო ფართის გარეშე. განსაკუთრებით მტკივნეული გახდა კანონის უზენაესობის დაცვის საკითხიც (საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაქტებზე სამართლებრივი ზემოქმედება). ყოველივე ეს კი ანეიტრალებდა იმ პოზიტიურ რეფორმებს, რომლებიც ხელისუფლებამ ადრე განახორციელა ბიზნესის რეგულირების გამარტივებით.
ღირებულების ზრდის პროცესზე კონკურენტუნარიანობის ზემოქმედების ზრდა მოითხოვს ფინანსურ დისციპლინას მიმწოდებლების, კრედიტორების და საგადასახადო სამსახურების მხრიდან. კანონის უზენაესობა კი ხელს უნდა უწყობდეს ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტის ზრდას, მესაკუთრობის განვითარებას. ეს საკითხები რეფლექსურად აისახა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე და აღნიშნული ბარიერების გადალახვა არის ღირებულების ზრდის მთელი ქსელის განვითარების საწინდარი.
2007-2009 წლებში ხელისუფლებამ ბიზნესის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა. ფერმერების დასახმარებლად 2007 წელს დაიწყო 100 ახალი საწარმოს პროგრამის განხორციელება. იგი ითვალისწინებდა ექსპორტზე ორიენტირებული დარგების, ძირითადად რძის და რძის პროდუქტების საწარმოების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და ახალი საწარმოების ამუშავების გზით სოფლად მოსახლეობის დასაქმების და შემოსავლების გაუმჯობესებას. შემუშავდა „იაფი კრედიტის“ პროექტი სოფლის მეურნეობაში ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების დასაფინანსებლად. მათი განვითარება ხელს უწყობდა მცირე ფერმერების, როგორც ნედლეულის მიმწოდებლების, მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამდენად, ეს პროექტები ფაქტობრივად ჯაჭვურად აძლევდა სარგებელს ღირებულების ზრდაში მონაწილე საწარმოებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მცირე მეწარმეობის განვითარებაზე პირდაპირი ზემოქმედება არც ინსტიტუციურად და არც ფინანსურად არ ხორციელდებოდა.
დაინტერესებული მხარეების როლი
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ძირითადი დაინტერესებული მხარეები არიან სახელმწიფო, მცირე და საშუალო მეწარმეები, მსხვილი ბიზნესი, მუნიციპალიტეტები, ასოციაციები და სხვ. თითოეულ მათგანს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მის ჩართვას ღირებულებათა შექმნის ქსელში, იზრუნოს ღირებულების ზრდის ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრასა და სტაბილურობის გაძლიერებაზე.
სახელმწიფო
სახელმწიფო ძირითადი ინსტიტუციური ცვლიებებით და სახელმწიფო პროგრამებით უნდა უზრუნველყოფდეს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჟამად ქვეყნის კანონმდებლობაში არ არის განსხვავებული მცირე და საშუალო მეწარმეობა მსხვილი ბიზნესისაგან და არ არის არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც უპირატესად მცირე და საშუალო მეწარმეობას და მათი პრობლემების გადაჭრას შეეხებოდა. საქართველოში არსებობს უნიფიცირებული სისტემა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეობა მსხვილ მეწარმეობასთან ერთად მოგების ერთნაირი დასაბეგრი რეჟიმით განისაზღვრება. მხოლოდ ის მეწარმეები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს ან უფრო ნაკლებს შეადგენს, განთავისუფლდნენ დღგ-ის გადასახადიდან. მაგრამ ასეთი მხოლოდ მცირე მეწარმეების ნაწილია, რადგან კანონმდებლობით მცირე საწარმოებად ითვლება ის, რომლის შემოსავალი 500 ათას ლარზე ნაკლებია. ამდენად, ეს ზღვარი ძალიან დაბალია იმისათვის, რომ მცირე მეწარმეობას ჰქონდეს საგადასახადო ხელშეწყობა.
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტისა და ფინანსური კრიზისის შედეგად საწარმოების მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი გახდა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ღონისძიებების ინიცირება. დღეს მცირე და საშუალო საწარმოები სახელმწიფოსაგან მხოლოდ „რბილ“ მხარდაჭერას იღებენ, რაც არასაკმარისია მათი კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. „რბილი“ მხარდაჭერა მხოლოდ სეგმენტირებულ სფეროებში განხორციელდა, მას არასისტემატური ხასიათი აქვს.12 მხრადაჭერის სხვა ეფექტური და სისტემატური ფორმები, ანუ, მაგალითად, საგადასახადო შეღავათები, არ ყოფილა გამოყენებული.
პრობლემების გასანეიტრალებლად სახელმწიფო ქვეყანაში დროებით ადმინიტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს. იგი მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული და მიმართულია ერთი დარგიდან მეორეზე ეკონომიკური სარგებლის გადანაწილებისაკენ. ქვეყანაში არ არის შექმნილი ხანგრძლივი ეკონომიკური სტრატეგია და კომპლექსური პროგრამა იმისათვის, რომ დაიცვას მეწარმეობა, არ გამოიყენება დაზარალებულ სექტორებში ისეთი ეფექტური ინსტრუმენტები, როგორიცაა წამახალისებელი საგადასახადო შეღავათები და სტიმულები, რის გამოც ეს ინსტრუმენტები მოკლე პერიოდში კარგავენ მნიშვნელობას, ხოლო მათგან მიღებული სარგებელი კი უმნიშვნელო ხდება მცირე მეწარმეობის გაფართოებისათვის.
სახელმწიფოსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, როგორც საგადასახადო, ისე პროგრამული ინიციატივების სახით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ინსტიტუციური საფუძველი უნდა იყოს
ბიზნეს-პარტნიორიობა
მსხვილი საწარმოები მცირე ბიზნესის განვითარების საბაზრო შესაძლებლობებს მხოლოდ მაშინ წარმოქმნიან, თუ ისინი წარმოადგენენ ე.წ. „დივერსიფიცირებულ კორპორაციებს“ და იყენებენ მცირე ბიზნესის უპირატესობებს (მაგალითად, საგადასახადო შეღავთებს) და სხვადასხვა მიდგომით („აუტსორსინგი“, სტრატეგიული ალიანსი, დროის თვლასაზრისით კონკურენცია, ხარჯების ხელსაყრელი მენეჯმენტი, „რეინჯინერინგი“ და სხვ.) აძლიერებენ პარტნიორობას მცირე და საშუალო ბიზნესთან.
ღირებულებათა ზრდის პროცესში პარტნიორობა არის კარგი გარანტი იმისათვის, რომ განხორციელდეს დაფინანსება და გაძლიერდეს ფინანსური ნაკადები ღირებულების ზრდის ერთი ჯაჭვიდან მეორეზე, რაც ფინანსური ინსტიტუტებისათვის მთლიან ჯაჭვს გახდიდა მიმზიდველს. ფინანსურ ინსტიტუტებსა და ღირებულების ზრდაში მონაწილე აგენტებს შორის ხიდის გადება და ღირებულების ზრდის პირდაპირი დაფინანსება არის მეწარმეთა რისკების შემცირებისა და ფინანსური ნაკადების ინტენსიფიკაციის გზა, სადაც მონაწილეობს მყიდველი, ვაჭარი, მწარმოებელი და ბაზრის სხვა სუბიექტი. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ღირებულების ზრდის დაფინანსების არაპირდაპირი გზა შეიძლება ბანკებისა და მსხვილი საბითუმო ვაჭრების მონაწილეობით განხორციელდეს. ეს პროცესები საქართველოში მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაშია.
ბიზნეს-ასოციაციები
მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაში არსებული ბარიერების გადალახვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მეწარმეთა ბიზნეს-ასოციაციების ფორმირება და განვითარება, ასევე ის ინსტიტუტები, რომლებიც დაეხმარებიან მეწარმეებს განათლების, ინფორმაციისა და სხვა მომსახურების მიღებასა და გაცვლაში. როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, რჩევებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები იშვიათად მიმართავენ ბიზნესასოციაციებს. მართალია, არსებობს მოთხოვნა ბიზნეს-ასოციაციებზე, მაგრამ აქ მეწარმეები არ წევრიანდებიან, ვინაიდან მოქმედი ასოციაციები სასურველ მომსახურებას არ სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს - ან ამ მომსახურების ხარისხია დაბალი, ან საფასურია მაღალი. ბიზნესასიციაციების მეშვეობით მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება შესაბამისი მომსახურების მიღებით, აგრეთვე, ლობისტური კამპანიის წარმოება უკეთესი გარემოს შესაქმნელად. ბიზნესს-ასოციაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ საწარმოთა ზრდას. ამდენად, აუცილებელი ხდება ბიზნეს-ასოციაციების სრულყოფა და დახმარების გაწევა, რაც ხელისუფლებასთან ერთად დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების პრეროგატივა უნდა იყოს.
გლობალური პარტნიორობა და კოოპერაცია
გლობალურ ბაზრებში და კონკურენციაში მონაწილეობისას (მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მინერალური წყლების და ღვინოების ევროკავშირის ბაზარზე გატანისას) ფირმები განსხვავებული ხასიათის წინააღმდეგობას აწყდებიან იმის გამო, რომ საწარმოებს ან არ შესწევთ უნარი შეაფასონ პოტენციური ბაზარი, ან არ იციან ხარისხის და სტანდარტის მოთხოვნები. მათ აქვთ როგორც ბაზრის გამოკვლევის, ისე ლოგისტიკური და ტექნოლოგიური პრობლემები. გლობალურ ბაზრებზე შესასვლელად საჭირო ხდება არა მარტო მათი წარმოების მეთოდების სრულყოფა, არამედ მათი მენეჯმენტისაც. მთავარი მიზანია საწარმო გახდეს გლობალური ღირებულების ზრდის ქსელის მონაწილე. ამ ამოცანის გადაჭრაში საწარმოებს სჭირდებათ მხარდაჭერა ეფექტური ლოგისტიკის ფორმირებაში, რომელიც მოიცავს აუცლებელ ინფრასტრუქტურას, ინსტიტუციურ გარემოსა და ასევე, აუცილებელ ბიზნეს-სერვისებს. ამიტომ საწარმოთა კლასტერებში კოოპერაცია მათ დაეხმარება მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. მცირე საწარმოებს არ შეუძლიათ ამის დამოუკიდებლად გაკეთება, ხოლო გლობალურ მიმწოდებლებსა და მწარმოებლებს არ უნდათ ინდივიდებზე ცალცალკე იფიქრონ. ამიტომ მიზნობრივი კოოპერაცია სამრეწველო ასოციაციებთან, სამთავრობო სააგენტოებთან და ტრენინგისა და საკონსულტაციო ინსტიტუტებთან მათ გლობალური ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. მწარმოებელთა ასოციაციაში ერთობლივი საქმიანობა ავითარებს მათ შესაძლებლობას საერთაშორიოს ბაზრებში შესასვლელად.
რეკომენდაციები
მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის განვითარება უნდა მოხდეს როგორც ხელისუფლების მიერ ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით, ისე კერძო ფირმებს შორის პარტნიორული ურთიერთობებითა და ერთობლივი ძალისხმევით.
ქვემოთ ჩამოთვლილია მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების სტარტეგიისათვის აუცილებელი ხელისუფლების ინსტიტუციური პრიორიტეტები:
● საქართველოს საკანონმდებლო გარემო შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის კონკურენტულ პოლიტიკასთან. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (FTA) ისევე, როგორც საქართველოს ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებითა (PCA) და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგემით (ENP AP), მოითხოვს, რომ პარტნიორ ქვეყნებში კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპულ სისტემას კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და ამ თვალსაზრისით საქართველომ ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის კანონმდებლობაში.
● კონკურენციის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება მონოპოლიური ქცევების შეზღუდვით, ანტიტრასტული კანომდებლობის შემოღებითა და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნით;
● აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კი აგროსამრეწველო და კვების პროდუქტების სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სტანდარტებში. საქართველოს ხარისხის რეგულირების უზრუნველყოფა არ არის შესაბამისობაში ევროსტანდარტებთან და მოითხოვს მნიშვნელოვან მარეგულირებელი სტრატეგიის შემოღებას სტანდარტიზაციასა და ხარისხის კონტროლში.
● საქართველოში არ არსებობს სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მარეგულირებელი ნორმები. საგადასახადო კოდექსის სრულყოფა და ბიზნესის სამართლებრივი უფლებების გაფართოება, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის გაძლიერება ჯარიმებისა და საურავების ლიბერალიზაციით, აგრეთვე, დამწყები ბიზნესისთვის წამახალისებელი საგადასახადო შეღავათების დაწესება ან გადასახადებისაგან განთავისუფლება და სხვა ღონისძიებები საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
● მსხვილი საწარმოები წარმოქმნიან მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების შესაძლებლობებს და მათი ეკონომიკურ-ორგანიზაციული დაინტერესება მცირე ბიზნესში გაიზრდება მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი მას მეტ უკუგებას მოუტანენ. მიზანშეწონილია სპეციალური ეკონომიური ზონების შექმნა საგასახადო შეღავათებით (რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას ადგილობრივ დონეზე შეიქმნას სპეციალური ზონები).
● გლობალური კრიზისის ზემოქმედებითა და რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 2008 წლის ბოლოდან საქართველოში განსაკუთრებით შემცირდა მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური აქტივობა. Mმრავალმა მათგანმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო სხვები გაკოტრების წინაშე დადგენენ. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებდა მათი საბანკო დავალიანებისა და უიმედო ვალების ზრდა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით მიზანშეწონილია ხელისუფლებამ დაიწყოს საგადასახადო ამნისტიის აპრობირებული მოდელის ადაპტირება ქვეყანაში, ხოლო საბანკო სექტორმა კი იზრუნოს ვალების რესტრუქტურიზაციაზე, რისთვისაც გამოყენებული უნდა იყოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ასიგნებები.
● კანონის უზენაესობის დაცვა და საკუთრების კონფისკაციის შემთხვევაში, თუკი ამას ქალაქის იმიჯი მოითხოვს, კომპენსაციების გაცემა შეარბილებს გაურკვევლობას, გააძლიერებს მაკროსტაბილურობას და დაიცავს საკუთრების უფლებას;
● საჭირო ამცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთიანი კომპლექსური და კონკურენტული უპირატესობების სტრატეგიული გეგმის ფორმირება, რომელიც ინოვაციურ და ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე იქნება მიმართული. ამ მიზნით ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატურ გეგმებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების ორგანული კავშირი ეკონომიკური, სოციალური, რეგიონული და დარგობრივი განვითარების ამოცანებთან.
● მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებები და მყარი და ხანგრძლივმოქმედი სახელმწიფო პროგრამები (მაგალითად, საპროცენტო სარგებლის დაფარვაში თანამონაწილეობა, ტრენინგები და სხვ.) ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას.
● მიზანშეწონილია რეგიონების ეკონომიკური განვითარების სტრუქტურის სისტემატური მონიტორინგი და იმ სფეროების განსაზღვრა, სადაც კლასტერები მოიტანენ სარგებელს. ამ მიზნით საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების მუდმივი დიალოგი მცირე და საშუალო საწარმოებთან (მრგვალი მაგიდები, სემინარები, გამოფენები და სხვ.).
● მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად საჭიროა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდა, რათა თავიანთი მოთხოვნილების შესაბამისად მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.
● მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მდგომარეობის და მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების რეგულარული ანალიზი და კონტროლი მათ შესრულებაზე.
პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ასპექტით:
● ხელისუფლების მიერ ინიცირებული პილოტირებული პროექტები შეიძლება განხორციელედს მცირე და საშუალო საწარმოების კლასტერების ფორმირებით და გეოგრაფიული ან დარგობრივი პრინციპით სტიმულირებით. შესაბამისად საჭირო გახდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სააგენტოს ფორმირებაც თავდაპირველად სახელმწიფო, ხოლო შემდეგ კი კომერციულ საწყისებზე. ასეთი სააგენტოს ფუნქციებში უნდა შევიდეს კომუნიკაციები, ტრენინგები, საბაზრო ინფორმაცია, საერთოდ, გლობალური პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და სხვ.;
● მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ორგანო, რომელიც მოემსახურება ინფორმაციით, კონსულტაციებით, ჩაატარებს ტრენინგებს და სხვა ღონისძიებებს, შესაძლებელია ასოციაციების ფორმირებით. ასოციაციები უზრუნველყოფენ მათი გავლენის მოპოვებას ბაზარზე. რაც უფრო ორგანიზებული იქნება ასოციაცია და ექნება ეფექტური მენეჯმენტი, ამ ასოციაციაში გაერთიანებულ საწარმოებთან უფრო მეტად წამოვა კონტაქტზე საფინანსო დაწესებულებები, მსხვილი ბიზნესწრეები და მათ გაუადვილდებათ პარტნიორებთან კავშირის დამყარება. ასეთი კავშირები უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მანქანა-დანადგარების გამოყენებაში, ასევე საწარმოო სფეროში, მარკეტინგულ კავშირებში და კავშირებში წარმოების საშუალებების მიწოდებაში. ასოციაციის მთავარ საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს Mმასში გაერთიანებული მეწარმეების წარდგენა მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, საბაზრო განათლება, გასაღების სისტემა და სარეკლამო საქმინობა, ისეთი აქციების მხარდაჭერა, რომლებიც რეკლამას უკეთებენ ქართულ კომპანიებსა და პროდუქციას შინ და გარეთ. მისი საქმიანობა მოიცავს ბროშურებისა და საგაზეთო პუბლიკაციების გამოცემას, ასევე, რეგულარული საინფორმაციო ბიულეტენების გამოცემას უცხო ქვეყნების საელჩოებისათვის; საერთაშორისო საკრედიტო/ტექნიკური დახმარების სააგენტოებსა და სავაჭრო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; უცხოელი მყიდველებისა და ინვესტორების მისიებს ქვეყნის შიგნით; საერთაშორიოს სავაჭრო ბაზრებში მონაწილეობის ხელშეწყობას; საქართველოში სექტორული გამოფენების მხარდაჭერას; კვლევით სამუშაოებსა და განვითარებას; პროგრამებს ხარისხიანობის, პროდუქტიულობისა და ხარჯების კონტროლის ხელშესაწყობად და სხვ.;
● მცირე მეწარმეებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა შესაბამისი სააგენტოების, ასოციაციების ფორმირებით უნდა განხორციელედს, რაც გააუმჯობესებს ინფორმაციის გაცვლას, ხარისხის კონტროლს, მომსახურებას;
● მეწარმეების მიერ ელექტრონული გადარიცხვებისა და სხვა ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს მცირე და საშაულო მეწარმეების ხარჯებს. კონკურენტული გარემოს ფორმირება, ალტერნატიული უსადენო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარება უნდა გახდეს მთავარი მიმართულება ელექტრონული მომსახურების ბაზარზე.
დაფინანსების ასპექტით:
● სტიმული სჭირდება იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ სესხებს მცირე და საშუალო მეწარმეებზე. კომერციული ბანკებისათვის ხელშეწყობის პრეფერენციული პოლიტიკა მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებისათვის უნდა დაემყაროს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების სრულყოფას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბანკო სექტორის აქტივობა წარმართული იქნება კლასტერებისა და ინოვაციური წარმოების დაფინანსებაზე.
● საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოების საკრედიტო, საგარანტიო სისტემის ფორმირება სესხების რისკის შემცირების მიზნით. ნორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამარტივებდა კრედიტების ხელმისაწვდომობას და გაზრდიდა საკრედიტო უსაფრთხოების სისტემას მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, შეიძლება დაემყაროს ღირებულების ზრდის პროცესში ჩართულ ერთეულებს შორის პირდაპირ დაკრედიტებასა თუ სატრასტო სესხებს, რომლის პირობებიც განსაზღვრული იქნება ფულადი სახსრების მიმწოდებლების მიერ. მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საფინანსო არხების გაფართოება შესაძლებელია მათი საფონდო ბირჟებზე მონაწილეობის შესაბამისი მექანიზმის ფორმირებითაც.
● მცირე და საშუალო მეწარმეთა სესხების დაბრუნების რისკის შემცირების მიზნით უნდა შეიქმნას პირობები, რომ გირაოდ იქნეს გამოყენებული მოსავალი, რეალიზატორებთან (მაგალითად საცალო ქსელთან) ურთიერთობა და ხელშეკრულებები; ინვენტარი, ღირებულების ზრდაში მონაწილე მსხვილ მეწარმეთა რეპუტაცია და სხვ. პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული საკრედიტო სისტემის რისკების შემოღება გააძლიერებს მცირე და საშუალო მეწარმეთა კრედიტუნარიანობას და შესაძლებელს გახდის რისკების გადაცემის მექანიზმის გამოყენებას.
● მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საბანკო სერვისის გაუმჯობესებისათვის საფინანსო მომსახურების მეგზურის გამოცემა ხელს შეუწყობს მეწარმეებში საფინანსო კულტურისა და წესრიგის ამაღლებას.
საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა
ინსტიტუციური მშენებლობისა და რეფორმების წარმართვის სფეროში აუცილებელია დონორების დახმარება. მათი აქტივობის მთავარი სფერო უნდა იყოს ბიზნეს-ჯგუფებს შორის კოორდინაციის მხარდაჭერა, წარმომადგენლობითი მონაწილეობა და ტექნიკური დახმარების პროექტების განვითარება კლასტერებსა და ასოციაციებში.
რეზიუმე
საქართველოში ეკონომიკის სტრუქტურის სუსტი მხარეა ის, რომ მცირე და საშუალო სა წარმოები ვერ ასრულებენ ეკონომიკის ქმედითი მამოძრავებელი ძალის როლს, მათი შრომის მწარმოებლურობა დაბალია და ბოლო წლებში მათი წილი მშპ-ში შემცირდა. საქართველოს ეკონომიკის გენერატორი მსხვილი ბიზნესია, რომელიც სუსტად არის დაკავშირებული მცირე და საშუალო საწარმოებთან.
ნაშრომში მცირე და საშუალო მეწარმეობაში ღირებულების ზრდის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზები დახასიათებულია, როგორც ეკონომიკურ-ორგანიზაციული, ასევე ინსტიტუციური ფაქტორების კუთხით.
ინსტიტუციური თვალსაზრისით, ავტორის აზრით, საწარმოების დაბალკონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს გადასახადების, რეგულირების და საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ტრანსაქციული ხარჯები. ნაშრომში დასაბუთებულია, რომ მართალია საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბიზნეს-გარემო უმჯობესდებოდა და ხელისუფლება ზრუნავდა სამართლებრივი, საგადასახადო, საბაჟო და საერთოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მაგრამ სამეწარმეო გარემოზე მათი ზემოქმედების დადებითი მუხტი ხშირად ნეიტრალდებოდა იმ ინსტიტუციური და ადმინისტრაციული ქმედებებით, რომლებიც თრგუნავდა მეწარმეობას და შესაბამისად, ზრდიდა საწარმოების დანახარჯს. ამასთან, მცირე ბიზნესის სამეწარმეო ინტერესები არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ფისკალურ პოლიტიკაში.
ეკონომიკურ-ორგანიზაციული თვალსაზრისით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ცუდი მობილიზება და მათი კოლექტიური ძალისხმევის არგამოყენება აფერხებდა ინვესტიციების ზრდას, საწარმოების ლოგისტიკის მდგომარეობა და ხარჯების არსებული პოლიტიკა მოითხოვდა მათი მენეჯმენტის მნიშვნელოვან გარდაქმნას, ხოლო გლობალური ტენდენციების გაძლიერება და ქვეყანაში ადამიანთა რესურსების ნაკლებობა ამწვავებდა მეწარმეობის პრობლემებს და მცირე ბიზნესის ღირებულებათა განვითარების ჯაჭვი განუვითარებელი რჩებოდა.
მცირე და საშუალო საწარმოების ანალიზისას ავტორი ასაბუთებს, რომ ღირებულების შექმნაში მონაწილე ყველა დაინტერესებული პირის - ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტების, მსხვილი მეწარმეების, ბანკირების და ასოციაციების პარტნიორულ თანამშრომლობაზე, ნდობასა და რაციონალურ მეწარმეობაზე არის დაფუძნებული ღირებულების სოცოცხლისუნარიანობის ზრდის პროცესი.
ავტორის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები მოიცავს წინადადებების ოთხ ჯგუფს: ხელისუფლების მიერ გასატარებელ ინსტიტუციურ ღონისძიებებს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სამოქმედო აქტივობებს, სამეწარმეო სფეროში პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მიმართულებებსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის დაკრედიტების შესაძლო სქემებს.
____________________
1. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მცირე საწარმოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აჭარბებს 20 თანამშრომელს და ყოველწლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს, ხოლო საშუალო საწარმოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აჭარბებს 100 თანამშრომელს და ყოველწლიური ბრუნვა არ აღემატება 1,500,000 ლარს.
2. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 60%25-ზე მეტია. ეკონომიკურ ლიტერატურაში აღიარებულია, რომ ეკონომიკა ეფექტიანია, როდესაც მცირე და საშუალო საწარმოების წილი მშპ-ში არანაკლებ 40%25-ია.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები.
4. www.doingbusiness.org/documents/DoingBusiness2009-Overview.pdffizikuri
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები. http://www.statistics.ge/publication.php?pform=-999999&plang=2
6. მცირე და საშუალო საწამოთა მხოლოდ 4.1%25-ის საწარმოო სიმძლავრეები და ტექნოლოგიები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და 10,7%25-ისა არის კარგ მდგომარეობაში. დამამუშავებელ და ელექტროენერგიის, აირისა და წყლისწარმოება-განაწილების დარგებში სიმძლავრეთა დატვირთვა საშუალოდ 25-30%25-ს შეადგენს, ხოლო სასტუმროებსა და რესტორნებში ეს მაჩვენებელი არის 32%25, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს ამ დარგში ახალი ფირმების შემოსვლის სიმარტივით განპირობებული მაღალი კონკურენცია (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები).
7. 2007 წელს მცირე და საშუალო ბიზნესში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა ბიზნეს-სექტორში ინვესტიციების 16,2%25, სადაც 77%25 მოდიოდა საშუალო, ხოლო 22%25 კი მცირე საწარმოებზე. ამასთან, მთლიანად პროდუქციის გამოშვებაში მხოლოდ 3%25-ია იმ მცირე და საშუალო საწარმოების წილი, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს. მცირე და საშაულო საწარმოთა 64%25 ფუნქციონირებს საკუთარ ხარჯზე, მხოლოდ 6%25 აქვს ბანკიდან გამოტანილი კრედიტი, ხოლო 0,2%25 კი ფუნქციონირებს უცხოური ინვესტიციებით. ეს უკანასკნელი ძირითადად მოდის ოპერაციებზე უძრავი ქონებით, იჯარაზე და ავტომანქანებით ვაჭრობა-რემონტზე (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები).
8. ამჟამად მრეწველობაში მეწარმეების მხოლოდ 27%25 იყენებს ადგილობრივ ნედლეულს. (http://www.statistics.ge/publication.php?pform=-999999&plang=2)
9. აგალითად, მათ უფლება მიეცათ ნებისმიერ დროს შევიდნენ კომპანიის ტერიტორიაზე და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელონ ფულადი სახსრების კონფისკაცია.
10. Gგამოკვლევების მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებას ახორციელებს მცირე და საშუაო საწარმოთა მხოლოდ 11%25. (http://www.statistics.ge/publication.php?pform=-999999&plang=2).
11. როგორც გამოკვლევები ადასტურებენ, საქართველოში გაცილებით მაღალია ჯარიმების განაკვეთი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. http://www.ifc.org/ifcext/home.nsf/AttachmentsByTitle/Georgia-SME-Report-F/$FILE/Georgia+SME+Report.pdf
12. მაგალითად, ფერმერების საწვავით სუბსიდირება, დამატებითი სამუშაო ძალით დახმარება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, „იაფი კრედიტი“ და სხვ.
![]() |
3.1 საჯარო დისკუსიის რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსიის ყველა მონაწილემ მიიჩნია, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ამ საწარმოებს გააჩნიათ ქვეყნის წინაშე მდომი ორი ძირითადი პრობლემის, უმუშევრობისა და სიღარიბის, გადაჭრის თვალსაზრისით.
დისკუსიის დროს მონაწილეების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სექტორისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე პრობლემა და შემოთავაზებულ იქნა მათი გადაჭრის გზები. ზოგადად, ეს პრობლემები განეკუთვნება ორი კატეგორიის ურთიერთდაკავშირებულ პრობლემას: ერთის მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებსა და პრაქტიკას, ხოლო მეორეს მხრივ, დაინტერესებული მხარეების, უმთავრესად მთავრობის, მიერ ინტერვენციების განხორციელების საჭიროებას.
მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უმეტესობა უკმაყოფილოა მთავრობასთან ურთიერთობით მთელი რიგი მიზეზების, განსაკუთრებით კი დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ამ საწარმოთა დიდი ნაწილი არ არის რეგისტრირებული და არ იხდის გადასახადებს სარგებლობს რა არსებული შეღავათით, რომელიც ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომელთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100.000 ლარს. დისკუსიის მონაწილეებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს მცირე ბიზნესის დაბეგვრის შესახებ: ზოგიერთი მათგანის მიერ შემოთავაზებულ იქნა მცირე საწარმოებისათვის გადასახადების შემცირება, რათა სტიმული მიეცეს ამგვარი საწარმოების ჩამოყალიბებას. ხოლო ზოგიერთმა მონაწილემ მიიჩნია, რომ ყველა საწარმოსათვის თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და განამტკიცებს იმ პრინციპს, რომ ყველა საწარმო ფაქტობრივად გადასახადებს უნდა იხდიდეს.
დისკუსიაზე აღინიშნა, რომ მთავრობის ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ საწარმოების სურვილს „უჩინარნი“ დარჩნენ, და მთავრობის პასუხისმგებლობაა შეიმუშაოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარების სტრატეგია. ამ თვალსაზრისით მონაწილეების მიერ შემოთავზებულ იქნა შემდეგი პრაქტიკული ღონისძიებები:
ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან შეიქმნას ფუნქციონირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდება ეფექტური ადამიანებით, რომელთაც რეალურად გააჩნიათ ცოდნა მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ, და რომელიც აღჭურვილი იქნება არსებული პრობლემების გადაჭრის შესაბამისი უფლებამოსილებით;
მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის შემუშავებულ იქნეს საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც საწარმოების ლეგალურად ფუნქციონირებას გააჩნია; ასევე შეიქმნას მცირე და საშუალო საწარმოების ომბუდსმენის თანამდებობა, რომელიც გონივრულად დაეხმარება საწარმოებს მთავრობასთან არსებული პრობლემების მოგვარებაში.
თუმცა, ძირითად საკითხად რჩება სახელმწიფო ორგანოს ჩამოყალიბება, რომლის მიმართაც მცირე და საშუალო საწარმოებს ნდობა ექნებათ.
ამ სფეროში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ასევე დასახელდა ის, რომ არ არსებობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფუნქციონირებადი, მდგრადი ბიზნეს ასოციაცია. ამჟამად არსებობს რამდენიმე ასოციაცია, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ უზრუნველყოფს ამ სექტორის ეფექტური წარმომადგენლის ფუნქციის შესრულებას. ამ სიტუაციაში, როდესაც ზოგადად მცირე და საშუალო ზომის საწარმოები ვერ ხედავენ ასოციაციებში გაწევრიანებისა და მონაწილეობის საჭიროებას, და არ გააჩნიათ საწევროების გადახდის სურვილი, რაც ასოციაციების მდგრადობას უზრუნველყოფდა, არსებული ასოციაციები - რომლებიც უმთავრესად დონორების მიერ ფინანსდებიან - ვერ იქნებიან ქმედითუნარიანნი ხანგრძლივ პერიოდში. ამ დაბრკოლებების მიუხედავად საჭიროა გაგრძელდეს წარმომადგენლობითი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისკენ ძალისხმევის მიმართვა. ასოციაციებმა თავის მხრივ ისეთი რეალური დახმარება უნდა შესთავაზონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომელშიც საწარმოებს თანხის გადახდის სურვილი ექნებათ.
მცირე საწარმოების არსებული ინსტიტუციონალური შესაძლებლობაც დაბროკლებას წარმოადგენს, რადგან მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უმეტესობას არ გააჩნია ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარებოდა ბიზნესის მომგებიანად წარმართვაში და უზრუნველყოფდა მათი საწარმოების მდგრად განვითარებას. დისკუსიის დროს ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის დაგეგმვა, მარკეტინგი და საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევები ყველაზე პრობლემატურ საკითხებად დასახელდა. ამასთან, საწარმოების უმეტესობას არ სურს თანხა დახარჯოს კვალიფიციური პერსონალის და/ან კონსულტანტების დაქირავებაზე. ბაზარზე არსებობს საჭირო მომსახურები, რომელთა ღირებულება გონივრულია, თუმცა თვითონ საწარმოებმა უნდა გაიცნობიერონ, რომ მათთვის საჭიროა უნარ-ჩვევების გამომუშავება და ცოდნის გაფართოება, რათა განვითარდეს მათი ბიზნესი.
ასევე ზოგიერთი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები იჩენენ ერთგვარ „ინდივიდუალიზმს“, ანუ მათ სურვილი აქვთ მხოლოდ თვითონ, დამოუკიდებლად აწარმოონ ბიზნესი. ამდენად, უფრო დიდი სარგებლის მიღების პოტენციალი, რომელიც თან ახლავს სხვა მცირე მეწარმეებთან გაერთიანების ძალისხმევას, და რის შედეგად შეიძლება უფრო ეფექტური და უფრო დიდი საწარმოების შექმნა, საერთოდ არ არის გამოყენებული.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების, ან მათი ინვესტირების პრობლემა დამახასიათებელია საქართველოსათვის. მოსალოდნელია, რომ ფინასნური კრიზისის შედეგები კიდევ უფრო გაამწვავებს ამ პრობელმას. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უცხოური წყაროებით დაფინასნება არ არის მოსალოდნელი ამ საწარმოთა მცირე ზომისა და ნაკლოვანებების გამო, რომელიც მათ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გააჩნიათ. ზოგადად, საქართველოში ამ საწარმეობზე სესხების გაცემის დიდი სურვილი ბანკებსაც არ გააჩნიათ. თუმცა, ზოგიერთი ბანკი იწყებს თავიანთ კლიენტთა რიგების გაზრდის შესაძლებლობების ძიებას. იმის გამო, რომ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს არ გააჩნიათ კარგი ფინანსური მონაცემები და არ ახორციელებენ ბიზნესის დაგეგმვას, სესხების მიღებაში ეს მათ დიდ დაბრკოლებას უქმნის. დასასრულს, თუმცა მთავრობამ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაკრედიტების მიზნით გამოაცხადა იაფი დაფინანსების პროგრამა, ამ პროგრამის ბენეფიციარები უფრო დიდი საწარმოები გახდნენ.
დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გარანტიით უზრუნველყოფის პროგრამის/სააგენტოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება, რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. ამგვარი პრაქტიკის კარგი მაგალითია აშშ-ის მთავრობის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის სესხების გარანტიებით უზრუნველყოფის პროგრამა. ამგვარი სააგენტოს ჩამოყალიბებით და მისი სათანადო ფუნქციონირების შედეგად შეიქმნებოდა ის მექანიზმი, რომელიც ბანკებსა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის უფრო დიდი ოდენობის სესხების გაცემის საშუალებას მისცემდა, და რაც მთავრობას ძალიან იაფი დაუჯდებოდა. აშშ-ში მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის პროგრამა ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ძალიან წარმატებული გამოცდილების მქონე მცირე საწარმოებს ეხმარება ამ სექტორის განვითარებაში და ასევე, იგი წარმოადგენს ისეთ მექანიზმს, რომლის ჩამოყალიბება და მართვაც მარტივია. ანალოგიური ინსტიტუტების წარმატებული ფუნქციონირების მაგალითები მრავალ სხვა ქვეყანაშიც არსებობს.
ექსპორტის, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის მეშვეობით შესაძლოა მცირე და საშუალო ზომის უფრო მრავალი საწარმოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა შეიქმნას. თუმცა, უცხოურ ბაზრებზე შესვლის მცდელობისას საწარმოები მრავალ პრობლემას ხვდებიან. ეს პრობლემებია: სტანდარტები და სერტიფიცირება, ხარისხისა და რაოდენობის უზრნველყოფა, HACCP-ის (საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემა) მარეგულირებელი წესები, და კვებისა და უსაფრთხოების სხვა სტანდარტები, რომელთა გამოყენების მწირი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა გააჩნია ქვეყანას. ამჟამად, სავარაუოდოდ მხოლოდ უფრო დიდი ზომის საწარმოებს შეუძლიათ თავი გაართვან ამ პრობლემებს. მთავრობამ არასაკმარისი დამხარება გაუწია საწარმოებს ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჯერ კიდევ დიდი სამუშაო უნდა ჩაატაროს მთავრობამ, რომ დაკმაყო ფილდეს ევროკავშირისა და აშშ-ის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მოთხოვნები. პირველ რიგში, მთავრობამ ვალდებულება უნდა აიღოს და ხარისხიანი ინფრასტრუქტურისათვის საჭირო სტრუქტურული საფუძვლების შესამუშავებლად სახსრები უნდა გამოყოს. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ამგვარი ვალდებულება და სტრუქტურული საფუძვლები, მოსალოდნელია დონორებიდან დახმარების მიღება. დისკუსიის მონაწილეებმა მოითხოვეს ამ მიმართულებით დროული ქმედების განხორციელება.
დასასრულს, დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის არარსებობა და შესაბამისად მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარების სტრატეგიის არარსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბროკოლებად მიიჩნიეს. მათ გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ სისტემატური ძალისხმევის წარმატებით განხორციელება მცირე და საშუალო ბიზნესის, ან ეკონომიკის ნებისმიერი სხვა სექტორის მხარდასაჭერად. ამიტომ, მთავრობას მოუწოდეს შეიმუშაოს აღნიშნული ფუნდამენტური დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეთა მხარეთა მონაწილეობით.
დასასრულს, მონაწილებმა აღნიშნეს ყველა დაინტერესებული მხარის პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა, და მათ მოუწოდეს, რომ აღიშნული საკითხები დააყენონ მიმდინარე საჯარო დიალოგის მიმდინარეობისას, რადგან ინდივიდუალური ძალისხმევა ჯერ-ჯერობით საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა.
![]() |
4 რა პოტენციალი აქვს საქართველოს ახალ მწვანე ეკონომიკაში? |
▲ზევით დაბრუნება |
ზაალ ლომთაძე
ამჟამად ზაალ ლომთაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველია. 1995 წლიდან იგი სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე მუშაობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩამოყალიბების და განხორციელების მხრივ. მას გარემოს სექტორში მრავალ პარტნიორულ პროექტში მონაწილეობის ფართო გამოცდილება გააჩნია.
ბ-ნი ლომთაძე წარმოადგენდა ქვეყანას რამდენიმე საერთაშორისო კონვენციაში, მ.შ. გაეროს ჩარჩო-კონვენციაში კლიმატის ცვლილების შესახებ. იგი არჩეული იყო რამდენიმე საერთაშორისო პოსტზე: გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე (2004-დან; მანამდე - წევრი 2001-დან); ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის კომიტეტის თანათავმჯდომარე 2005-7 წლებში; ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პანევროპული პროგრამის თავმჯდომარე 2004-5 წლებში.
ზაალ ლომთაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მას აქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი (ინდუსტრიული გარემოსდაცვითი ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტი, ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი).
პრობლემათა გადაჭრა შეუძლებელია იმავე
აზროვნებით, რომელმაც ისინი შექმნა.
ალბერტ აინშტაინი
პრობლემის ფორმულირება
2008 წელს დაწყებულმა საყოველთაო ფინანსურმა კრიზისმა სერიოზული გამოცდა მოუწყო გლობალური ეკონომიკის შესაძლებლობებს და მდგრადობას. იგი ცხოვრების მრავალ მხარეს შეეხო. ამ მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს ყველა მთავრობებისაგან ელოდა და ეს ღონისძიებებიც დაისახა. პირველი რეაგირება კვლავ ეფუძნებოდა ძველ ფილოსოფიას - ეკონომიკური ზრდის უპირობო პრიორიტიზებას.
კრიზისის უშუალო, ზედაპირული მიზეზები ცნობილია. მათზე ადრეული რეაგირების შემთხვევაში იქნებ კრიზისის აცილებაც ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა სავარაუდოა, რომ კრიზისამდელი გლობალური ეკონომიკის მემკვიდრეობითი მანკი საბოლოო ჯამში მაინც გამოიწვევდა მსგავს დაცემას. ძველი მეთოდებით მკურნალობა - პირველ რიგში, უპრეცედენტო ფისკალური სტიმულები - არ გამოდგება მომავალი მოულოდნელობებისაგან თავდასაცავად. ამრიგად, სტაბილურობის (მდგრადობის) პრობლემა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
„დარწმუნებული ვართ, რომ სტაბილური გლობალიზაციისა და საყოველთაო მზარდი წარმატების ერთადერთ საიმედო საფუძველს წარმოადგენს ღია მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც დაეყრდნობა საბაზრო პრინციპებს, ეფექტიან რეგულირებას და ძლიერ გლობალურ ინსტიტუტებს,“ - ნათქვამია G-20-ის ბოლო განცხადებაში.1 სხვათა შორის, აქ ასევე ლაპარაკია „ინკლუზიურ, მწვანე და სტაბილურ (მდგრად) გაჯანსაღებაზე“ და დადასტურებულია სხვა ვალდებულებები, კერძოდ, ათასწლეულის განვითარების მიზნები, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და „სუფთა, ინოვაციურ, რესურსების შემნახველ, დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაზე გადასვლა“. სათქმელად იოლია, თუმცა ახლო წარსულში დიდძალი რესურსები მიმართეს არასწორად (რაც კრიზისის წინაპირობა გახდა) იმ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ბაზრის სტიმულს მიჰყვებოდნენ. ამრიგად, თუ არაფერი შეიცვლება და სტიმული დამახინჯებული სახით დარჩება, სტაბილურობის გარანტიაც არ იარსებებს.
ცნობილი ფაქტია მდგრადი განვითარების სამ - ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს - საყრდენს შორის არსებული დისპროპორცია. ეკონომიკური ზრდისადმი ზედმეტი ყურადღება (სოციალური და გარემოს საჭიროებების ხარჯზე) ერთნაირად ჩანს როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ დონეზე. სტაბილური მომავალი მოითხოვს, რომ ეს დისპროპორცია გათვალისწინებული იყოს გრძელვადიანი გაჯანსაღების ზომების დასახვისას.
ამ გამოწვევათა საპასუხოდ შემუშავდა ცნება „მწვანე ეკონომიკისა, რომელიც შეძლებს ბუნებრივი და ფინანსური კაპიტალის ბევრად უფრო ეფექტურად და ქმედითად მიმართვას პროგნოზირებად მომავალში“.2. მიმდინარე გლობალური კრიზისი იძლევა გადამწყვეტი შემობრუნების შანსს მწვანე ეკონომიკისაკენ - მისი პრინციპების გათვალისწინების გზით მსოფლიო გაჯანსაღების სტიმულირების, მართლაცდა, მასიურ გეგმებში. ამრიგად, „მწვანე გაჯანსაღება“ პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა „მწვანე ეკონომიკისაკენ“.
მწვანე გაჯანსაღების ერთ-ერთი კონცეფცია წარმოდგენილია „ახალი მწვანე გლობალური შეთანხმების“3 (ამგშ) სახელით. ამგშ-ს აქვს სამი ფართო მიზანი:
● მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნაში და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაში;
● მხარი დაუჭიროს სტაბილურ და ინკლუზიურ ზრდას და ათასწლეულის განვითარების მიზნების (აგმ) მიღწევას, განსაკუთრებით - ექსტრემალური სიღატაკის დაძლევას 2015 წლისათვის;
● ამასთანავე მან უნდა შეამციროს ნახშირბადზე დამოკიდებულება და ეკოსისტემათა დეგრადაცია - უდიდესი საფრთხეები სტაბილური მსოფლიო ეკონომიკის გზაზე. ამგშ-ის კონცეფცია თვლის, რომ მიუხედავად მრავალი ქვეყნის მიერ წამოწყებული ფისკალური სტიმულირების პაკეტების უპრეცედენტო მასშტაბისა, მათ მიზნად რჩება ძველი სტილის არასტაბილური ეკონომიკის (ე.წ. brown economy) აღდგენა. ამგშ-ის მიხედვით, უნდა მოხდეს ამ პაკეტების „გამწვანება“, რასაც თან უნდა ახლდეს საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკის შესაბამისი არქიტექტურული ცვლილებები.
საქართველოში კრიზისული სტიმულირების პაკეტები განსხვავდება განვითარებული ქვეყნების ვარიანტისაგან. საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი პროგრამა4 (მიიღო პარლამენტმა 2009 წ. თებერვალში) აქცენტს აკეთებს „მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან დაცვაზე“ და განსაზღვრავს 2.2-მილიარდლარიანი „ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის“ სამ მიმართულებას: 1.5 მლრდ ლარი (სახელმწიფოს შიდა რესურსები და დონორთა დახმარება) - ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის; 0.5 მლრდ ლარი - პირდაპირი დონორული პროექტებისათვის და 0.25 მლრდ ლარი, რაც „მომხმარებელს დარჩება საგადასახადო ტვირთის შემცირების ხარჯზე“. შეიძლება მოხდეს ამ საბიუჯეტო და დონორული (ანუ რუსეთის სამხედრო შემოჭრის შემდეგ დაპირებული კრიზისული დახმარების5) ხარჯების „გამწვანება“ ხანგრძლივი ეფექტით. საქართველოს საჭიროებათა ერთიანი შეფასების მიხედვით, რეკომენდებულია „ძირითადად სახელმწიფო სექტორის მიერ განსახორციელებული იმ ინვესტიციების საგარეო მხარდაჭერა, რომელთაც უნდა ჩაანაცვლონ კერძო ინვესტირების ნაკლებობა და დააჩქარონ დაგეგმილი სახელმწიფო ინვესტიციები (სტაბილური), რაც დასაბამს მისცემს ეკონომიკური ზრდის აღდგენას და მხარს დაუჭერს საბანკო სექტორს“.6 ეს ხარჯები შეიძლება განვიხილოთ ამგშ-ის პერსპექტივაში. გასაგები მიზეზების გამო წინამდებარე ნაშრომში ყურადღება გამახვილდება შიდა პოლიტიკის საკითხებზე. ჩვენ ვთვლით, რომ:
● თუკი პოსტკრიზისული მსოფლიოს ახალ გარემოებათა პირობებში შენარჩუნდება ბიზნესის მიმართ ქვეყანაში არსებული მიდგომა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა მზარდ სიძნელეებს წააწყდება;
● როგორც სხვა პრობლემების შემთხვევაში, აქაც უფრო მეტად დაზარალდებიან ღარიბები;
● ალტერნატივის სახით ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ამგშ-ის პრინციპები (ან მათი ელემენტები) სტაბილური განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად.
არსებული მდგომარეობა
საქართველოს კაპიტალს წარმოადგენს მდიდარი ბუნებრივი გარემო. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნის დიდი მონაკვეთის მანძილზე საქართველო იყო ნაწილი ცენტრალიზებული საბჭოთა სახელმწიფოსი, რომელსაც გარემოსადმი რეალური ინტერესი არ გააჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაწყებულმა ზოგადმა კრიზისმა და გარემოს მართვის ტრადიციების სისუსტემ ამ სექტორში სიტუაცია უფრო დაამძიმა.
2005-2009 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის საკვანძო სექტორებში რადიკალური რეფორმები გაატარა. რეფორმები აუცილებელი იყო, რადგან მმართველობის არაეფექტურობამ საქართველო კინაღამ არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსამდე მიიყვანა. რეფორმების მთავარ მიზნად იქცა ეკონომიკური ზრდისა და აყვავების სტიმულირება ბიზნესისა და ინვესტიციების ტვირთის შემცირების გზით. საქართველო გამოცხადდა „თანმიმდევრულ რეფორმისტ“ ქვეყნად7 და მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მბ/სსკ) მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილს მიაღწია (183 ქვეყანას შორის)8 . საქართველოში ბიზნესის წარმოება მართლაც ბევრად გამარტივდა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, სხვა რეიტინგი9 (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (მეფ) მიერ განსაზრვრული), სხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით, საქართველოში მიღწევების ფრაგმენტულობაზე მიუთითებს. საქართველო 134-დან მხოლოდ 90-ე ადგილზეა გლობალური კონკურენტუნარიანობით, ანუ პოტენციური ინვესტორის თვალში ქვეყნის მიმზიდველობის საბოლოო საზომით. კიდევ ერთი რეიტინგი (“Best Countries for Business“10 10 2009, the Forbes Magazine) ადასტურებს მიღწევათა დისპროპორციულობას - 127 შეფასებული ქვეყნიდან 6-ე ადგილი ჯამური ქულის მიხედვით და ერთადერთი, მე-3 ადგილი - ბიუროკრატიული ბარიერების სიმცირის ცალკე აღებულ კრიტერიუმში. ამ რეიტინგებს დამაფიქრებელ დასკვნამდე მივყავართ - საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, მაგრამ არამიმზიდველი. „[გლობალური ბაზრის] დღევანდელი არასტაბილურობა ხაზს უსვამს კონკურენტუნარიანობის მხარდამჭერ როლს ეკონომიკური გარემოსათვის, რაც დაეხმარებოდა ეროვნულ ეკონომიკას ამგვარი დარტყმების გადატანაში და მომავალში სოლიდური ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევაში“.11 ამრიგად, სამომავლო სტაბილურობის (მდგრადობის) პრობლემა ამ მხრივაც წინა პლანზეა.
ამ პრობლემის არსებობის ახსნა იოლია. ქართული რეფორმების მთავარი განმსაზღვრელი ვიწროდ გაგებული ეკონომიკური საჭიროებებია; სოციალური და, განსაკუთრებით, გარემოსეული საკითხებიც ამ ჭრილში განიხილება. ასეთი მიდგომა ზედმეტად ამარტივებს საკითხს და ქმნის ნეგატიურ წინასწარგანწყობას ნებისმიერი იმ ფაქტორისადმი, რომელიც ზრდის „ბარიერად“ აღიქმება. სტაბილური განვითარების მხარდაჭერისათვის ევროგაერთიანება-საქართველოს სამოქმედო გეგმაში12 დეკლარირებული მზაობის მიუხედავად, „ჯერჯერობით სხვა სექტორებში არ შეიმჩნევა პროგრესი გარემოსეულ ფაქტორთა გათვალისწინების მხრივ“.13
მეფის კიდევ ერთი ანგარიში14 ააშკარავებს კავშირს გარემოსა და სხვა ინდიკატორებს შორის (ამ შემთხვევაში მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში). გარემოს მდგრადობის ინდიკატორი (ჯამური) საქართველოს 133 შეფასებულ ქვეყანას შორის 56-ე ადგილზე აყენებს; საქართველოს რეიტინგი საშუალოზე დაბალია ყველა ინდივიდუალურ ინდიკატორში, გარდა ნახშირორჟანგის ემისიებისა. კერძოდ:
- გარემოს მართვა (რეგულირება) - 70;
- გარემოს კანონმდებლობის განხორციელება - 66;
- მოგზაურობა/ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების სტაბილურობა - 79;
- ნახშირორჟანგის ემისიები - 31;
- მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში - 85;
- გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი სახეობები -77;
- გარემოს დაცვის შესახებ ხელშეკრულებათა რატიფიკაცია - 67.
2004 წლის ანალიზმა15 აჩვენა, რომ საქართველო, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებდა ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთ მიზანს - გარემოს სტაბილურობის მიღწევას 2015 წლისათვის. მიუხედავად ბოლო 5 წლის მანძილზე მომხდარი დიდი ცვლილებებისა და აშკარა მიღწევებისა, ამ დასკვნის შეცვლა ჯერ კიდევ ნაადრევია.
სტაბილურობა როგორც გარემოს დაცვის სფეროში, ისე ზოგადად დამოკიდებულია ძლიერ ინტერეს-ჯგუფთა კოორდინირებულ მოქმედებაზე. საკვანძო ინტერეს-ჯგუფებია მთავრობა, დონორები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, მასმედია, საფინანსო სექტორი და საოჯახო მეურნეობები (ინდივიდუუმები).
მთავრობა
სწრაფ რეფორმათა აუცილებლობა საკმარისი საფუძველია მთავრობის სწრაფი ქმედებებისათვის; თუმცა ამ ტაქტიკას რისკიც ახლავს. „მთავრობამ არ მიაქცია ყურადღება საზოგადოების მონაწილეობას და წვლილს, უარყო თავისი პოლიტიკის მიმართ კითხვები, რადგან ეფექტიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ნებელობით და სწრაფ ქმედებებს ითხოვდა“.16 „სუფთა“ საბაზრო ძალებზე დაყრდნობამ განაპირობა მთავრობის უკანდახევა მნიშვნელოვანი სექტორების (ტრანსპორტი, გარემო, სურსათი, მშენებლობა...) რეგულირებიდან. პრობლემათა გადაჭრა ხდებოდა ცალ-ცალკე, იზოლირებულად, სტაბილური (მდგრადი) განვითარების პრინციპებისადმი რაიმე ინტერესის გარეშე.
ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები იმ სფეროებში დაფიქსირდა, სადაც მოკლევადიან გადამჭრელ ნაბიჯებს შეეძლოთ წარმატების მოტანა. მომავალში ამ რეფორმათა წარმატების კონსოლიდირებისათვის საჭიროა ყურადღების კონცენტრირება არაეკონომიკურ საყრდენებზეც.
სამწუხაროდ, საქართველოში სუსტია სტაბილურობისადმი კომპლექსური მიდგომისათვის აუცილებელი გრძელვადიანი დაგეგმვის საფუძვლები. 1996 წლის კანონი გარემოს დაცვის შესახებ კი მოითხოვს მდგრადი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მიღებას (რაც არასოდეს შესრულებულა), თვლის მას „გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემის“ ნაწილად (რაც, თავისთავად, საკმაოდ უცნაურია) და მის შექმნაში მთავარ როლს სწორედ გარემოს დაცვის სამინისტროს აკისრებს.
ქვეყნის განვითარების სტრატეგია ყალიბდება მთავრობის პროგრამაში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და ცვლილებების შეტანის მექანიზმების ამ პროგრამაში ჩადება კი არ მოითხოვება და არც ხდება. პროგრამის ზემოქმედება შეზღუდულია კონკრეტული მინისტრთა კაბინეტის მოკლევადიანი არსებობის გამოც.
ამ „ქოლგაპროგრამასა“ და კონკრეტულ სამინისტროთა მიერ წარმატებით შექმნილ სხვადასხვა სექტორულ/ქვესექტორულ სტრატეგიას შორის კავშირი სუსტია. ვიწრო სტრატეგიული დოკუმენტები იქმნება არა დაგეგმვის მთლიანი სტრუქტურირებული ჩარჩოს ნაწილებად, არამედ შეზღუდული მიზნებით - გარედან ერთჯერადი მოთხოვნის ან კონკრეტული მენეჯერის პირადი ინიციატივის გამო. როგორც წესი, პროცედურულად გაუმართავია ინტერეს-ჯგუფებთან გამართული კონსულტაციები. ასეთი დოკუმენტი იშვიათად იღებს ფართო მხარდაჭერას; ზოგჯერ კი შეცვლილი გარემოებების გამო საკუთარ ორგანიზაციაშიც კი ვერ აღწევს დამტკიცების ეტაპს.17.
ამჟამად საქართველოს მთავრობის პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“18 (პარლამენტმა დაამტკიცა 2009 წ. თებერვალში) ეფუძნება „საქართველო სიღარიბის გარეშე“19 სტრატეგიულ ხედვას, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა. სოციალური საკითხები პრიორიტეტად რჩება, რაც ძირითადად გაგებულია სახელმწიფო სუბსიდირების საჭიროებად. გარემო არსად მოიხსენიება, რომ არაფერი ვთქვათ „მწვანე ეკონომიკაზე“.
პოზიტიური ძვრებია გარემოს დაცვის სექტორში. ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიზარდა გარემოსდაცვითი სახელმწიფო ინსტიტუტების დაფინანსება. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2008 წლის ბიუჯეტი ნომინალურად 0-ჯერ აღემატებოდა 2003 წლის ბიუჯეტს. არსებითად გაუმჯობესდა გარემოსდაცვითი კანონების განხორციელება, შემცირდა კორუფცია, მოწესრიგდა ურთიერთობა რამდენიმე მსხვილ დამაბინძურებელ სუბიექტთან. ბუნებრივ საფრთხეებთან (მაგ., სანაპირო ეროზიასთან) დაკავშირებული დაფინანსების გაზრდამ ბევრ ადგილას მოუტანა უშუალო სარგებლობა ღარიბ მოსახლეობას. მეორე მხრივ, პერსონალის ხშირმა ცვლამ (განსაკუთრებით უმაღლეს, ანუ მინისტრთა, დონეზე) და „ნარჩენმა“ პოლიტიკურმა მხარდაჭერამ გაართულა წარმატებათა სტაბილურ და მრავალმხრივ პრაქტიკად კონსოლიდაცია.
კერძო სექტორი
კერძო სექტორის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გარემოსადმი დამოკიდებულია წარმოების სიდიდესა და წარმოშობაზე და მათი ბიზნესის ტიპზე. „კერძო მოთამაშენი, განსაკუთრებით დიდი კომპანიები, ეტაპობრივად რთავენ გარემოს დაცვის საკითხებს თავიანთ სტრატეგიებში, მაგრამ მცირე ბიზნესთან ეს პრობლემად რჩება“.20 საქართველოში მოღვაწე მულტინაციონალური კორპორაციები ადგილობრივზე უკეთ არიან აღჭურვილი. მრეწველობა უკეთ იცნობს გარემოს, ვიდრე სოფლის მეურნეობა ან საბანკო სექტორი.
ზემოხსენებულ განსხვავებათა უმეტესობა იოლად აიხსნება საქართველოში რეგულატორული კონტროლის განხორციელების თავისებურებებით და ნაკლებად - იმიჯისა და პროდუქტის პოზიციონირების მოსაზრებებით. დიდ წარმოებებზე სახელმწიფო კონტროლი უფრო საგრძნობია; მულტინაციონალები ყურადღებას უთმობენ თავიანთი იმიჯისა და სანდოობის საკითხებს, რადგან გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თვალთახედვის არეში იმყოფებიან. ეს სიტუაცია კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში გარემო კერძო სექტორის მიერ ან დავიწყებულია (გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად), ან უდავოდ ტვირთადაა აღქმული. ეს უკანასკნელი ეხება მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) მთელ სეგმენტს, რომელმაც „საკვანძო როლი უნდა ითამაშოს სტაბილური ეკონომიკური განვითარების მიღწევაში და სამუშაო ადგილების შექმნაში, ამასთან, წვლილი შეიტანოს ერთა სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვის კაპიტალის გამდიდრებაში“.21 მსს საქართველოს მთელი სამუშაო ძალის 0%25-ს ასაქმებს და წარმოადგენს დასაქმების რიცხობრივად უდიდეს, მაგრამ დაბალშემოსავლიან სექტორს. ქართული მსს-ები აშკარად არ იცნობენ თანამედროვე გარემოსდაცვითი მეთოდების მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ შესაძლებლობათა მთელ სპექტრს.
მსს-თა მიერ გარემოსათვის უვნებელი და ეკონომიკურად მომგებიანი პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები შემდეგია: კომპეტენტურობისა და პოტენციალის შეზღუდული დონე; თანამედროვე მენეჯერული და ტექნოლოგიური მეთოდების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია; ამ მეთოდების დანერგვისათვის საჭირო ფინანსების სიმწირე; დიდ წარმოებებთან შედარებით იმიჯისადმი და კარგი გარემოსდაცვითი „მოქალაქეობისადმი“ დაბალი ინტერესი. „ტექნიკური ცოდნისა და ჩვევების ნაკლებობას დამატებული რესურსთა სიმწირე აშკარად განაპირობებს მსს-თა „სკეპტიკურ“ დამოკიდებულებას პოტენციური მოგებისადმი, ეკონომიისა და მომხმარებლის ყურადღებისადმი, რაც ასოცირებულია გარემოს დაცვის საკითხების მოგვარებასთან“.22 ზოგჯერ ამას ემატება მსს-თა კონცენტრირება მოკლევადიან ეკონომიკურ მოგებაზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს მსს-თა გარემოსდაცვითი პრაქტიკა ზოგადად იმდენად არასახარბიელო დონეზეა, რომ არ არსებობს „ორმაგი მოგების“ მრავალნაირი შესაძლებლობა, რაც ეკონომიკისა და გარემოს დაცვისათვის სარგებელს ერთდროულად მოიტანდა. არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორად მოტივირების შემთხვევაში მსს-ები საკმაო ენთუზიაზმს იჩენენ „ორმაგი მოგების“ საპროექტო წინადადებების მიმართ, თუმცა მათთვის უმთავრესია ფინანსური ინტერესი.
საერთაშორისო დონორები
გარეშე პარტნიორებთან თანამშრომლობის დიდი წილი დახმარების პროექტებზე მოდიოდა. დახმარების სტრუქტურას განაპირობებს დონორთა და მიმღებთა პრიორიტეტები, სადაც გარემოს დაცვა ნაკლებად ფიგურირებს; მიუხედავად ამისა, ბევრი გარემოსდაცვითი პროექტია უკვე განხორციელებული, რამდენიმე კი მიმდინარეობს ან დაგეგმვის სტადიაშია.
საქართველოს გარემოს პრობლემებისადმი დონორთა ყურადღებამ აშკარა პოზიტიური გავლენა იქონია, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა სექტორის დაბალი საშინაო პრიორიტეტულობის ფონზე. 90-იანი წლების ბოლოს საგარეო დახმარებით, სხვადასხვა გამოკვლევისა და პოტენციალის ამაღლების პროექტების გზით მოხდა ქართული (სამთავრობო და სხვა) გარემოსდაცვითი ინსტიტუტებისა და მათი პრიორიტეტების ჩამოყალიბება. შემდგომ ეტაპზე ყურადღებამ გადაინაცვლა პილოტურ პროექტებზე, რომელთაც შესაძლებლობები უნდა ეჩვენებინათ და გზა გაეკვლიათ შიდა ინიციატივებისათვის.
აშშ-ის, ევროგაერთიანებისა და მისი წევრების - გერმანიის, ჰოლანდიის, ფინეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, ასევე შვეიცარიის, იაპონიისა და სხვა მთავრობები აქტიურად მოქმედებენ თავიანთი საგარეო დახმარების სააგენტოების, საელჩოებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით. გაეროს სისტემის ორგანიზაციები (გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სურსათისა და აგრიკულტურის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო), მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ეთგო, ეუთო, ნატო მრავალი პროექტის აღსრულებასა და დაფინანსებაში მონაწილეობენ.23
როგორც წესი, საერთაშორისო პარტნიორობის პროექტები სახელმწიფოთა თუ ორგანიზაციათა დონეზე დადებულ პოლიტიკურ დოკუმენტებს (გლობალურ/რეგიონულ კონვენციებს, შეთანხმებებს, ორმხრივ ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს) ეყრდნობიან. პროექტების ფორმულირება, შიდა პროექტებთან შედარებით, უფრო მკაცრ წესებს ემორჩილება, მონიტორინგი უკეთესია, დაფინანსება - საიმედო, ინტერეს-ჯგუფების მიმართ ყურადღება კი - მაღალი. რეალური შედეგების მიღწევა იოლდება თანამშრომლობის კარგად ჩამოყალიბებული ჩარჩოების არსებობისას, მაგ., ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ესპსგ) მსგავსი ინიციატივების შემთხვევაში.
ჩვეულებრივ, კრიტიკოსები მიუთითებენ იდეიდან განხორციელებამდე არსებულ დიდ დროზე, მოუქნელ ჩარჩოებზე (რაც გზადაგზა კორექტივების შეტანას აძნელებს), გადამეტებულ ადმინისტრირებაზე და ხანდახან - თანმხლებ პირობებზე. ზოგადად სწორედ ეს ასახავს განსხვავებას დონორთა (ვინც იყენებს ნელ, მეთოდურ ქმედებებს) და მიმღებთა (ვინც მიჩვეულია სწრაფ, ზოგჯერ წინასწარ გაუთვალისწინებელ ცვლილებებს და „ახლა ეს გვჭირდება“ დამოკიდებულებას) მიდგომათა შორის.
სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები
სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში იყო აქტიური საქართველოს გარემოს მართვაში. საქართველოს რამდენიმე გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროფესიული მიღწევებისათვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ამის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების რეალური „წონა“ არ შეესაბამება მის პოტენციალს და ტენდენციებიც შემაშფოთებელია. თეორიულად, მარტო პოტენციალზე რომ იყოს დამოკიდებული, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ უხელმძღვანელონ გარემოს მენეჯმენტის ცვლილებებს (ისევე, როგორც ეს მოხდა პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში ვარდების რევოლუციისას), მაგრამ სხვა ფაქტორები ამ შესაძლებლობას მკაცრად ზღუდავენ.
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაამყარეს კავშირი და პარტნიორობენ უცხოურ მთავრობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა ნაკლებად ინტენსიურია, კერძო სექტორთან კი - იშვიათი. ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ გამოწვეულია ამ ჯგუფებთან ინტერესთა დამთხვევით ან პირუკუ; მიზეზთა მეორე ნაწილი ფინანსებშია საძებნელი - არც ქვეყნის მთავრობა და არც კერძო სექტორი არ ამჟღავნებს არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებათა და სამსახურის ფინანსური მხარდაჭერის სურვილსა და შესაძლებლობას. „თვით ყველაზე გამოცდილი და დახვეწილი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იძულებული არიან თავიანთი ქმედებები გადაანაცვლონ იმ სფეროებში, სადაც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია დონორული დაფინანსება“. 24
საქართველოს საზოგადოების გადაჭარბებული პოლიტიზაცია მუდმივ საშიშროებას უქმნის თვით ყველაზე პროფესიული არასამთავრობო ორგანიზაციების სანდოობას, პატიოსნებასა და იმიჯს: მიუხედავად საკითხისა და პოზიციისა, იწყება „ნამდვილი“ პოლიტიკური მოტივების ძიება. ინფორმაციას ცხარე პოლემიკა ცვლის, კონცენტრირებას კი - ემოციები.
ზემოხსენებული ფაქტორები განსაზღვრავს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტებს და, საბოლოო ჯამში, მართლაც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ძალას საქართველოში. პრაქტიკულად არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია მეტნაკლებად შესამჩნევი გავლენა სამთავრობო თუ კერძო სექტორის (გარკვეულწილად მულტინაციონალურთა გამოკლებით) გადაწყვეტილებებზე. წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები იქცნენ „პროფესიულ ჯგუფებად, რომლებიც უფრო ელიტას მიეკუთვნებიან, ვიდრე ფართო საზოგადოებას“.25 ღარიბ და შორ რეგიონებში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვიც და პოტენციალიც შემცირების ტენდენციებს ამჟღავნებს, რაც ისედაც გაჭირვებული თემებისთვის კიდევ უფრო ძნელად ხელმისაწვდომს ხდის გარემოსეულ სერვისებს.
მასმედია
ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში მასმედია ინტერესჯგუფებსა და საზოგადოებას შორის შუამავლის ფუნქციას კისრულობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ინფორმირებასა და გარემოს დაცვისათვის საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაში. წარმატებული მობილიზება გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე და საბოლოო ჯამში ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს გარემოსდაცვითი ცნობიერების პარტიებისა და პიროვნებების სასარგებლოდ.
სამწუხაროდ, ქართული მასმედია შორსაა ამ როლისაგან. ეს ნაკლი თანაბრადაა გამოწვეული მასმედიის შიდა და გარე პრობლემებით, რომელთა მხოლოდ ნაწილია თავად მასმედიის კონტროლქვეშ. იკვრება მოჯადოებული წრე - გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების გათვითცნობიერების დაბალი დონე - დაბალი პრიორიტეტი - დაბალი მოთხოვნა ინფორმაციის ხარისხზე - დაბალი პროფესიონალიზმი - დაბალი მიწოდება - გარემოს დაცვის სფეროში გათვითცნობიერების დაბალი დონე - და ამ წრის გარღვევა ძნელია. ხშირად მასმედიის მიერ გარემოს „ექსპერტებად“ წოდებულ ადამიანთა აზრი, უკეთეს შემთხვევაში, მიკერძოებულია, უარესში კი - არაკომპეტენტური. ვიწრო მიზნის მისაღწევად გამოყენებული მასმედიის კამპანიები, რომლებიც კონკრეტულ საკითხს ეძღვნება (მაგ., დაცულ ტერიტორიებს), შესაძლოა წარმატებული იყოს გზავნილის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ არ ცვლის ზოგად მძიმე სურათს - საქართველოში მასმედიის გათვითცნობიერება გარემოს დაცვის სფეროში ყურადსაღები ფაქტორი არ არის.
საფინანსო/საბანკო სექტორი
საბაზრო ეკონომიკაში საფინანსო სექტორი ახდენს რესურსების მობილიზებას და ოპტიმალურ განაწილებას. არსებული საბაზრო შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ვარიანტებისათვის და შედეგად ბაზარზე ახდენენ უკუგავლენას. ეს სქემა შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს გლობალურ დონეზეც კი, თუ დამცავი მექანიზმები უმტყუნებენ (როგორც ეს მოხდა „ლემან ბრაზერის“ შემთხვევაში და შემდეგ); ამასთან, საქართველოს მსგავს განვითარებად ბაზრებზე მიმართული მცირე ფინანსური ინტერვენცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯაჭვური რეაქციის გამომწვევი საბაზრო სტიმულის შესაქმნელად, რაც საზოგადოების ფართო ფენებს მიაღწევს.
ამჟამად ქართულ ბანკებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ საკუთარი „მწვანე“ პორტფელების შექმნის ინტერესი. ინიციატივები (მაგ., საქართველოს ბანკის „მწვანე დეპოზიტი“26) იშვიათია და არ იყენებს არსებული „მწვანე დაფინანსების“ შესაძლებლობებს. მაგალითად, საქართველოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმის სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) გზით შესაძლებელია მცირე ინვესტიციით სერიოზული მოგების მიღება ე.წ. უნილატერალური (შიდა დაფინანსების) პროექტებით; მიუხედავად ამისა, ბანკები არ ცდილობენ წარმოებებთან დაკავშირებას ამ ტიპის პროექტების შესამუშავებლად. ეს მხოლოდ „მწვანე ინვესტირების“ შესაძლებლობათა უბრალო არცოდნითა და, შედეგად, პოტენციალის არქონით თუ აიხსნება.
იმ შემთხვევებში კი, როცა გარეშე დონორი/ინვესტორი აქვეყნებს მოთხოვნას მწვანე პროექტებისათვის ქართული ბანკების მომსახურებაზე, ბანკები ავლენენ ინტერესს. მაგ., გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის თანამშრომლობა27 განახლებადი ენერგიების პროექტებზე ან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის „კავკასიის ენერგოეფექტიანობის პროგრამა“,28 რომელთაც საფინანსო შესაძლებლობების გამო ქართული ბანკების ინტერესი მიიპყრეს.29
საოჯახო მეურნეობები
საოჯახო მეურნეობები იღებენ შესამჩნევ სარგებელს ან, პირიქით, იხდიან ზედმეტ ფასს მათი ქცევისდა მიხედვით, რაც მწვანე ეკონომიკის მიზნებისთვისაც რელევანტურია. ენერგომოხმარება, წყლის მოხმარება, ნარჩენების გენერირება და განთავსება ის სექტორებია, სადაც საოჯახო მეურნეობების პრაქტიკა ქვეყნის მასშტაბით ახდენს სერიოზულ გავლენას. რაც უფრო ღარიბია საოჯახო მეურნეობა, მით მეტია ამ პრაქტიკის პროპორციული გავლენა მის ბიუჯეტზე.
ენერგეტიკა ერთია იმ საკითხთაგან, სადაც ქცევაში განსხვავება პირდაპირ მონეტარულად აისახება. 2007 წელს საშუალო საქალაქო საოჯახო მეურნეობის მონეტარული ხარჯები შეადგენდა თვეში 07 ლარს,30 საიდანაც 7.4 ლარი (11.6%25) სათბობსა და ენერგიაზე მიდიოდა (ტრანსპორტის ჩაუთვლელად). ღარიბ საოჯახო მეურნეობებს პოტენციურად შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიების სატარიფო სქემებით, მაგრამ განფასების ზღვრები (100 და 300 კვ.სთ/თვე) და განსაკუთრებით სატარიფო დათმობის სიმცირე არასაკმარისია საოჯახო მეურნეობების წასახალისებლად ენერგოეფექტიანობის ღონისძიებათა (მაგ., უფრო ყაირათიანი ნათურების შესყიდვა) გატარებისათვის; მცირე საწყისი ინვესტიციის საჭიროება დიდ ბარიერად იქცევა.
კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ საოჯახო მეურნეობებისათვის პირდაპირი დადებითი ეფექტის მატარებელი ადგილობრივი ალტერნატიული ენერგიის სქემების შემუშავება (მცირე ჰიდრო, გეოთერმია, ბიო, ქარი, მზის ენერგია), იმავე საწყისი ინვესტიციის ბარიერს აწყდებიან. ეს ხდება პოტენციურად ფრიად მომგებიანი პროექტების შემთხვევაშიც კი.
ღარიბი საოჯახო მეურნეობების ბიუჯეტზე სამთავრობო სოციალური დანახარჯების ზრდა დადებითად აისახა: საქართველოს სოციალური ტრანსფერების სისტემა მოსახლეობის 57.8 პროცენტს აღწევს და მოიცავს პენსიებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას, მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (მსდ) და ენერგომატარებლების სუბსიდირებას მომხმარებელთა კონკრეტული კატეგორიებისათვის - პენსიონერები, მასწავლებლები, ფერმერები, სხვა - ერთჯერად საფუძველზე.31 მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4%25-ზე მეტი მიდის სოციალურ ტრანსფერებზე, რაც ევროგაერთიანების დონეზე ნაკლებია (დაახლ. 20%25), მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უღარიბესი საოჯახო მეურნეობების შემოსავალში.
პრობლემები და შესაძლებლობები
როგორც აღვნიშნეთ, ამგშ განიხილება, როგორც ნაბიჯი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. ამგშ-ის ანალიზი32 უჩვენებს, რომ ეკონომიკური, დასაქმებითი და გარემოს დაცვის სარგებლის და, განსაკუთრებით, სწრაფი წარმატებების პოტენციალის მიხედვით მნიშვნელოვანი სექტორებია ენერგოეფექტიანი შენობები, მდგრადი ენერგეტიკა, მდგრადი ტრანსპორტი, მდგრადი სოფლის მეურნეობა და წყალი. ეს ანალიზი ზოგადად საქართველოსთვისაც გამოსადეგია; თუმცა აუცილებელია მოდიფიცირება. ქვემოთ განვიხილავთ პრობლემებსა და შესაძლებლობებს ამგშ მიხედვით შემდეგ სექტორებში:
ენერგოეფექტიანი შენობები
„შეფასება აჩვენებს, რომ საქართველოს ენერგიის მოხმარების დაახლოებით 0%25 გამოიყენება შენობათა გათბობისა და განათებისათვის“.33 საქართველო შენობის სასარგებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე 00-500 პროცენტით მეტ ენერგიას ხარჯავს იმავე კლიმატურ ზონაში განლაგებულ ევროგაერთიანების ქვეყნებთან შედარებით. 34
მართალია, პრობლემა ერთნაირად მწვავეა საცხოვრებელი, საოფისე და სამრეწველო შენობების შემთხვევაში, უღარიბესი საოჯახო მეურნეობები პროპორციულად მეტად ზარალდებიან. ამ ასპექტს აქცევს ყურადღებას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, როდესაც წერს, რომ „სოციალური განსახლების ხარისხისათვის უნდა განისაზღვროს რეალისტური სტანდარტები. ამ სტანდარტებმა უნდა მოიცვას ფართობი, კეთილმოწყობა, რემონტი, შეკეთება და ენერგოეფექტიანობა“. ჯანმრთელობა უთანასწორობის მნიშვნელოვანი განზომილებაა: უფრო ღარიბი საოჯახო მეურნეობები და თემები არჩევენ გამოიყენონ იაფი, მაგრამ მავნე სათბობი (მაგ., შეშა, რაც სასუნთქი გზებისა და სხვა დაავადებების რისკს უკავშირდება). ამ ეფექტს კიდევ უფრო ამწვავებს იაფი, მაგრამ არაეკონომიური მოწყობილობები.
პრობლემები:
● საცხოვრებელი ფონდის დიდ ნაწილს ძველი და უვარგისი ან თავიდანვე არაადეკვატური თერმოიზოლაცია აქვს, რაც ენერგიის განიავებას იწვევს, განსაკუთრებით - ცივ სეზონზე;
● ახალმშენებლობები არ ექვემდებარება ადეკვატურ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რაც მომავალი უყაირათობის გარანტიაა;
● არაადეკვატურია საზოგადოების ცნობიერება, დაბალია ენერგიის ეკონომიის კულტურა;
● კერძო სექტორი ცუდად იცნობს ეკონომიის შესაძლებლობებს;
● არაადეკვატურია საგადასახადო და სატარიფო სტიმული და დაფინანსების სქემები ხელს არ უწყობს კერძო ინიციატივებს;
● მთავრობა არაა დაინტერესებული სხვადასხვა სტიმულის შემოღებით.
შესაძლებლობები:
● სწრაფი გაუმჯობესების შესაძლებლობა - როგორც ინდივიდუალური, ასევე ფართო მასშტაბით (ე.წ. lowhanging fruits);
● დადებითი სოციალური ეფექტი მცირე დანახარჯით ან სულაც უდანახარჯოდ (მთავრობის ჩარევისათვის კარგი შესაძლებლობა);
● ადგლობრივი სპეციალიზებული ორგანიზაციებისა და ექსპერტების გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა;
● მნიშვნელოვანი დონორული ინტერესი;
● დიდი პროგრამების დაფინანსებისათვის საერთაშორისო ინსტრუმენტების მოზიდვის შესაძლებლობა;
● პროექტების განსახორციელებლად საბიუჯეტო და დონორული დაფინანსების არსებული მექანიზმების მინიმალური კორექტირებით გამოყენების შესაძლებლობა (მაგ., ათასწლეულის გამოწვევა საქართველო35, მუნიციპალური განვითარების ფონდი36).
მდგრადი ენერგია
ამგშ მდგრად ენერგიაში ძირითადად განახლებად ენერგიას გულისხმობს. საქართველოში განახლებადი ენერგია უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ერთად უნდა განიხილებოდეს ენერგოეფექტიანობა, როგორც ენერგომდგრადობის ორი, მიწოდებისა და მოთხოვნის, მხარე.
განახლებად ენერგიაზე (ჰიდრო, გეოთერმული, ბიომასა, მზე, ქარი) საქართველოში ჩატარებული მრავალი გამოკვლევა უჩვენებს, რომ არსებული პოტენციალის უტილიზება მნიშვნელოვანია არა მარტო ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით (განახლებადი ენერგიის წლიური პოტენციალი 10-15 მილიარდი კილოვატსაათის ფარგლებშია შეფასებული, რაც 1 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტს უდრის და ენერგიის სრული მოხმარების 30%25-მდე შეადგენს37), არამედ სარგებლიანია ადგილობრივი ინტერეს-ჯგუფებისათვისაც, ანუ მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი თემებისათვის.38 განახლებადი ენერგიის სახეობათა სოციალური გვერდითი ეფექტი მომდინარეობს მათი მცირე მასშტაბიდან, რაც აიოლებს მათ დანერგვას საოჯახო მეურნეობებისა და დაშორებული თემების დონეზე (ბიომასა, მზე, მიკროჰიდროენერგია).
საერთოდ, ენერგიისა და მასალების ინტენსივობა საქართველოს ეკონომიკის სუსტი მხარეა. მშპ-ის მხრივ საქართველოს ენერგოინტენსივობა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 4-5-ჯერ უარესია: 0.74ტონა ნავთობის ეკვივალენტი 1000 აშშ დოლარზე.39 საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის გათვალისწინებით ეს არანორმალურად დიდი რიცხვია და მიუთითებს როგორც უყაირათო ტექნოლოგიების, ასევე არასწორი მენეჯმენტის არსებობაზე. გაეროს განვითარების პროგრამის, USAID-ის, ევროგაერთიანების, ნორვეგიის და სხვა დონორების დახმარებით ჩატარებული პილოტური პროექტები40 ადასტურებენ ენერგოეფექტიანობის და სუფთა წარმოების მიდგომების მნიშვნელოვან პოტენციალს საქართველოსათვის, განსაკუთრებით, ინკლუზიური განვითარების თვალსაზრისით.
მდგრადი ენერგეტიკის პრაქტიკული განხორციელების სფეროში დონორული პროგრამები საინტერესო შედეგებს აღწევენ, მაგრამ წარმატების რეპროდუცირება ძნელად ხდება, ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები. პოტენციური სარგებელი იმდენი მიმართულებით ვლინდება (ენერგოდამოუკიდებლობა, სავაჭრო ბალანსი, სოციალური თანასწორობა, ჰტმგარემოს გაუმჯობესება), რომ მდგრადი ენერგეტიკა ნამდვილად იმსახურებს სამთავრობო ყურადღებას. თუ ასე არ ხდება, ეს მოკლევადიანი დაგეგმვის ჩარჩოების „სელექტიურ სიბრმავეს“ უნდა მივაწეროთ. „ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება არ აღიქმება არც მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსად და არც შემოსავლის პოტენციურ წყაროდ“41. სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობა განახლებადი ენერგეტიკის წყაროებიდან მიწოდების განვითარებას ემხრობა; იგი გეგმავს „ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის გენერაციას განახლებადი ენერგიის (ჰიდრორესურსების) გამოყენებით“, თუმცა კონცენტრირება ხდება დიდ ჰიდროზე. სოფლის დაგეგმილი გაზიფიცირება გარკვეულ წვლილს შეიტანს ენერგიის არამდგრადი/არასაიმედო წყაროების ჩანაცვლებაში, მაგრამ ნაკლებად შეეხება ენერგოეფექტიანობას და არაფერს გააკეთებს განახლებადი ენერგიების გამოყენებისათვის; ამასთან, წიაღისეული სათბობის ბაზრის არასტაბილურობის პირობებში ეს უფრო ორიოდე ათწლეულის მასშტაბის დროებითი ზომაა.
ენერგოეფექტიანობის შედარებით მარტივი ზომა, რომელიც საზღვარგარეთ გამოიყენება, არის დროის სეზონური ცვლილება დღის სინათლის ეფექტიანად გამოყენებისათვის. საქართველოში იგი 90-იან წლებში გამოიყენებოდა, თუმცა ამჟამად მივიწყებულია.
პრობლემები:
● „მიწოდების მენტალიტეტი“, მათ შორის, მთავრობაში (მიწოდების გაფართოებასა და დივერსიფიკაციაზე ორიენტირება მოთხოვნის მენეჯმენტის იგნორირებით);
● ინსტიტუციური სისუსტე (არ არსებობს სპეციალიზებული სამთავრობო ქვედანაყოფი);
● კერძო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა;
● კერძო სექტორში დაბალი მენეჯერული კულტურა და პოტენციალი;
● „გათვითცნობიერების დაბალი დონე ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიების პროექტების ეკონომიკური სარგებლის შესახებ ყველა დონეზე: მთავრობაში (ეროვნული, რეგიონული, ადგილობრივი), კერძო სექტორში, საზო გადოებაში“;42
● გადასახადებისა და ტარიფების არაადეკვატური სტიმული;
● საკრედიტო დაფინანსების შეზღუდული შიდა შესაძლებლობები (ადგილობრივი საბანკო სექტორის გათვითცნობიერების დაბალი დონის გამოც);
● არსებულ პროგრამათა შეზღუდული მისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის.
შესაძლებლობები:
● სწრაფი გაუმჯობესების შესაძლებლობა - როგორც ინდივიდუალური, ასევე ფართო მასშტაბით (ე.წ. lowhanging fruits);
● იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება (მთავრობისათვის მიმზიდველი პერსპექტივა);
● დადებითი გვერდითი ეფექტი მიკროდონეზე (ადგილობრივი მთავრობებისა და თემების პერსპექტივა);
● ადგილობრივი სპეციალიზებული ორგანიზაციებისა და ექსპერტების არსებობა;
● მნიშვნელოვანი დონორული ინტერესი;
● პილოტური პროექტები რამდენიმე საკვანძო მიმართულებით, ტექნიკური და ფინანსური გამოცდილებით;
● დიდი პროგრამების დაფინანსებისათვის საერთაშორისო ინსტრუმენტების მოზიდვის შესაძლებლობა.
მდგრადი ტრანსპორტი
ტრანსპორტის სექტორის მდგრადობა მრავალგანზომილებიანი საკითხია. ამგშ მის იმ ასპექტებს განიხილავს, რომლებიც რელევანტურია როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ეკონომიკური და მდგრადობის მიზნებისათვის: ენერგოეფექტიანობა, ენერგოინტენსიური მიმართულებების სტრუქტურული კონვერსია, ტრანსპორტის ინტეგრირებული დაგეგმვა და მოთხოვნის მენეჯმენტი, მცირენახშირბადიანი საწვავი და ტრანსპორტის მზარდი ელექტრიფიცირება (ახალი ტექნოლოგიების - ჰიბრიდულის, ენერგოუჯრედის და ა.შ. გამოყენებით).
ქართული რეალობა დღეს შემაშფოთებელია. ქვეყანა კისრულობს აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო ფუნქციას, თუმცა პრობლემები თავს იჩენს შიდა (ძირითადად სამგზავრო) ტრანსპორტის კუთხით.
ტენდენციები სწრაფია: სამგზავრო ავტომობილების რაოდენობა 2001 წლის შემდეგ გაორმაგდა, ავტობუსებისა და მინიბუსებისა - გასამმაგდა4.3 გლობალური ტენდენციები44 გვიჩვენებენ, რომ ავტომობილების რაოდენობა შემდეგი ათი წლის განმავლობაში ისევ გაორმაგდება (თუკი პოლიტიკა არ შეიცვლება). ავტოპარკის ასაკობრივი სტრუქტურა ცუდია: მხოლოდ 10%25 არის 5 წელზე ახალი, მინიმუმ ნახევარი კი, სულ ცოტა, 10 წლისაა.45 ძველი ავტოპარკი უარესია მოხმარების (არაეკონომიური ძრავები) და გამონაბოლქვის თვალსაზრისით. 2007 წელს დამაბინძურებლების ჰაერში სრული გაფრქვევის 91%25, 295 ათასი ტონა, ავტოტრანსპორტის წილად მოდის. მეორადი მანქანები ადრე გამოდის ხმარებიდან და ამ პროცესის შედეგად გენერირებული ნარჩენები (სახიფათო) საქართველოს გარემოში რჩება.
მფლობელთა უმრავლესობა ურბანულ ცენტრებშია კონცენტრირებული (განსაკუთრებით თბილისში). თუ ზემოთ აღწერილი ტენდენციები პრევენციული ზომებით არ იქნება განეიტრალებული, მათ შესაძლოა ქალაქური გარემო სამუდამოდ შეცვალონ. მოხდება გადატვირთული უბნების „სეგრეგაცია“ - მდიდარი მოსახლეობა სხვა საცხოვრებელს მოძებნის, ღარიბები კი იძულებული იქნებიან დარჩნენ და თავიანთ თავზე განიცადონ სერიოზული ექსტერნალიები, რომელთაც ჯანმრთელობაზე და, ბოლო-ბოლო, ეკონომიკაზე ექნებათ გავლენა.
მთავრობამ მოქმედება დაიწყო ორ, ეროვნულ (გადასახადების გამარტივება, ტექშემოწმებათა შემცირება/შეჩერება, ეროვნულ და ადგილობრივ გზებში ინვესტირება) და მუნიციპალურ (საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების რეფორმა, პარკირების სქემების ცვლილება, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება), დონეზე. ამ ზომებს რეალური, თუმცა არა ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. და მაინც, არსებულ გაუმჯობესებათა მომავალი სათუო იქნება, თუ არ მოხდა ზემოთ აღნიშნული მდგრადობის პრობლემების გათვალისწინება. არსებული ხედვა და სპეციფიკურ საჭიროებებზე მიმართული პოლიტიკა (მაგ., „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“46) არ განიხილავენ გრძელვადიანი მდგრადობის პრობლემებს.
პრობლემები:
ფრაგმენტული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც არ არის საკმარისად კოორდინირებული ინტერეს-ჯგუფებთან;
სწრაფად მზარდი ავტომფლობელობა, ტრანსპორტის ინტეგრირებული დაგეგმვისა და მოთხოვნის მენეჯმენტის არარსებობის ფონზე;
მცირე ყურადღება ენერგოეფექტიანობას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, გარემოს და სხვა ექსტერნალიებს;
ტრანსპორტის ემისიების, საწვავის ხარისხის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართვის არასაკმარისი მონიტორინგი და კონტროლი;
ტექნიკურად გაუმართავი და ძველი ავტოპარკი;
საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე;
მდგრადი ტრანსპორტის არახელშემწყობი ფისკალური პოლიტიკა.
შესაძლებლობები:
სექტორი პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვისაც და დონორებისათვისაც;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება მუნიციპალური პრიორიტეტია;
ინფრასტრუქტურული პროექტების საერთაშორისო დაფინანსება შესაძლებელია;
პილოტური სქემები და გამოცდილება არსებობს;
ფისკალური სტიმულირება კარგად მუშაობს.
სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკისათვის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სექტორია დასაქმების თვალსაზრისით და ადრინდელზე ნაკლებ მნიშვნელოვანი მშპ წილით (50%25 1990 წელს, მაგრამ რეალურად სულ 17%25 2007 წელს). სოფლის მეურნეობის რეალური პროდუქტი სტაგნაციის მდგომარეობაშია 1997 წლიდან. „საქართველოში სიღარიბე ფართოდაა გავრცელებული სოფლად, სადაც ღარიბთა 60%25 ცხოვრობს. ამის მთავარი მიზეზებია: ა) ვიწრო ბაზაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა, რომელმაც არ მოიცვა სოფლის მეურნეობა; ბ) სოფლის მეურნეობაში დასაქმება, რომელიც მთლიანი დასაქმების 55%25-ია, ისევ ძირითადად თვითუზრუნველყოფის ხასიათისაა და გ) სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამური შემოსავლები სტაგნაციას განიცდიდა 2003-2007 წლებში და რჩება ბევრად დაბალი, ვიდრე ეკონომიკის საშუალო შემოსავლები“.47
მდგრადი სოფლის მეურნეობისადმი ამგშ-ის მიდგომა კონცენტრირებულია უფრო მეტად გახსნილ გლობალურ სასოფლო-სამეურნეო ბაზარსა და განვითარებულ ქვეყნებში სუბსიდიებისა და სატარიფო ბარიერების შემცირებაზე. შიდა პოლიტიკაში იგი მხარს უჭერს ორგანულ სოფლის მეურნეობას, რომელიც „განვითარებადი ქვეყნებისათვის რეალურ სავაჭრო და სიღარიბის შემცირების შესაძლებლობებს შეიცავს, რადგან შემოსავლის 97%25 ევროპაში წარმოიქმნება მაშინ, როცა მწარმოებელთა 80%25 აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშია“.48 ამგშ ასევე მხარს უჭერს ინვესტირებას სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრუქტურიდან გამომდინარე ცხადია, რომ სხვადასხვა ჯგუფისათვის განსხვავებული შესაძლებლობები არსებობს. სურსათისა და სასმელების სექტორში მომუშავე დიდ კომპანიებს და საწარმოებს შეუძლიათ იფიქრონ, ერთი მხრივ, პროდუქტიულობის გაზრდაზე კონკრეტული პროექტების საშუალებით (სუფთა წარმოება, გარემოს აუდიტი, ენერგოეფექტიანობა, ა.შ.) და, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაზე გავრცელებული ლეიბლინგისა და სერტიფიცირების სქემებთან მიერთების გზით (ISO 14000 სერია). საშუალო სიდიდის მწარმოებლებს შეუძლიათ პროდუქტიულობის გაზრდა ინდივიდუალური და, განსაკუთრებით, კოოპერაციული სქემებით და კონკრეტულ ნიშაზე, მაგ., ორგანულ სოფლის მეურნეობაზე, სპეციალიზებით49. ყველაზე პრობლემურია სოფლის ღარიბთა და ღატაკთა სეგმენტი. ამ სეგმენტთან კავშირის დამყარება იოლი არაა, რადგან ეს ხალხი საერთოდ ძნელად თუ აწარმოებს რაიმეს, აქვს რა ერთ საოჯახო მეურნეობაზე საშუალოდ50 0.3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, ერთ სულ მსხვილფეხა საქონელზე ნაკლები და 5 ქათამი. ამ სეგმენტთან დაკავშირება საჭიროა მიზნობრივი სოციალური დახმარების მექანიზმებით, რომელსაც დაემატება „მწვანე“ კომპონენტები: მდგრადი დასახლება, ეკონომიური საოჯახო მოწყობილობები, მაგ., შეშის ღუმლები, განახლებადი ენერგიის მიკროგამოყენება.
საზოგადოდ, ამგშ-ის ფილოსოფიამ შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს სოფლის მეურნეობის (საშინაო) სექტორში, მაგრამ სხვა ფაქტორებს (უკიდურესი სიღატაკე, ინფრასტრუქტურული და სოციალური გარიყულობა) მაინც მეტი როლი დარჩებათ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში.
პრობლემები:
კლიმატურ ზონებზე დიდი დამოკიდებულება, ამინდის ექსტრემალური მოვლენებისაგან დაუცველობა;
დაბალი პროდუქტიულობა - რესურსების განიავება;
საკუთრების არახელსაყრელი სტრუქტურა - მიკროფერმები, თვითუზრუნველყოფის მეურნეობები, არასაკმარისი კოოპერირება, რაც დაბალშემოსავლიან საოჯახო მეურნეობებს უზღუდავს ადამიანურ და ფიზიკურ კაპიტალში გრძელვადიანი ინვესტირების პოტენციალს;
საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე, ქვეკრიტიკული შიდა მოთხოვნა გარემოსათვის უვნებელ პროდუქტებზე;
სტიმულთა ნაკლებობა სექტორის „გამწვანებისათვის“, განსაკუთრებით არასაექსპორტო ორიენტაციის მწარმოებელთათვის.
შესაძლებლობები:
მიზნობრივი სოციალური დახმარების ფართომასშტაბიან მექანიზმებს შეიძლება იოლად დაემატოს „მწვანე“ კომპონენტები;
ექსპორტზე მწარმოებელთა ორიენტირების ზრდა იწვევს იმიჯისა და პრაქტიკის „გამწვანების“ მოთხოვნას;
ინფრასტრუქტურის მიმდინარე გაუმჯობესება შორეულ რეგიონებს უკეთეს პერსპექტივებს უსახავს;
ნიშური სოფლის მეურნეობისათვის ფართო ბუნებრივი შესაძლებლობებია;
პილოტური სქემები და გამოცდილება არსებობს.
წყალი
ამგშ მოუწოდებს მთავრობებს განახორციელონ ინვესტიციები მდგრადი წყალმიწოდების სისტემებში. განსაკუთრებით რეკომენდებულია: განვითარებადი ქვეყნებისათვის - სოფლის მეურნეობის სექტორში ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გაზრდა და საირიგაციო არხებში და ტრადიციულ საირიგაციო სისტემებში წყლის დანაკარგების შემცირება; განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისათვის - წყლის დაგროვებისა და ხარისხის გაუმჯობესება. წყალმიწოდებისა და სანიტარიის პროექტებს ქალაქსა თუ სოფელში მრავალგვარი სარგებლის მყისიერად მოტანა შეუძლიათ და ლოკალური დადებითი ეფექტებიც ახლავთ.
ცნობილი ფაქტორების გამო საქართველოში მოხდა წყალმიწოდებისა და წყალგაწმენდის სერვისების დეგრადირება როგორც ქალაქად, ისე სოფლად; 1990 წლის შემდეგ 15 წლის განმავლობაში ეს ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მცირე დაფინანსებასა და რეაბილიტაციას იღებდა. ბოლო წლები მნიშვნელოვანი პროგრესით აღინიშნა - მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2000-2007 წლებში იმ მოსახლეობის წილი, რომელსაც ხელი მიუწვდება წყლის გაუმჯობესებულ წყაროსთან, 76%25-დან 99%25-მდე გაიზარდა.
სექტორის მნიშვნელობა საქართველოში გაცნობიერებულია. მთავრობა ირიგაციისა და მელიორაციის სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აფინანსებს. პარალელურად მიმდინარეობს სოფლად წყლის მართვის რესტრუქტურიზაცია: სერვისის მიწოდება მოხდება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ოთხი თვითფინანსირებადი სამენეჯმენტო კომპანიის (შპს-ის) მიერ. წყალმიწოდების სისტემები გააუმჯობესა და გაარემონტა რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, რომელთა კვალს სხვებიც მიჰყვებიან როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ტრანსფერების, ასევე საერთაშორისო საკრედიტო და საგრანტო დაფინანსების საშუალებით. მაგ., ათასწლეულის განვითარება - საქართველოს ფონდი ურბანულ და სასოფლო წყალმიწოდების პროექტებს აფინანსებს;51 სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD) დაიწყო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტი,52 რომლის ფარგლებშიც სხვა პროექტებთან ერთად შეიძლება დაფინანსდეს თემების წყალმიწოდებისა და ირიგაციის მცირემასშტაბიანი ღონისძიებები.
პრობლემები:
კანონმდებლობა: მდინარის აუზის მენეჯმენტის შემოღება პრიორიტეტადაა გამოცხადებული და წყლის სექტორის რეფორმა დაწყებულია, მაგრამ დეტალები გაურკვეველია;
ორგანიზაციული ჩარჩოები: მენეჯმენტის რეფორმა დაიწყო, მაგრამ სრულად ჯერ არ ფუნქციონირებს;
ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია;
უყაირათო მოხმარება ყველა სექტორში;
სუსტი კონტროლი, სუსტი განხორციელება;
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი მაგალითები საქართველოს რამდენიმე რეგიონში;
არაადეკვატური წყალგაწმენდა, რამდენიმე ცხელი წერტილი.
შესაძლებლობები:
კარგი ბუნებრივი პირობები მრავალ ადგილას;
რეფორმათა საჭიროება გაცნობიერებულია;
ინფრასტრუქტურული რეფორმები მიმდინარეობს;
პოზიტიური „დომინოს ეფექტი“;
გრანტების და სესხების შესაძლებლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების სააგენტოებიდან.
ინტერესჯგუფების პოტენციური როლი მთავრობა
„გავრცელებულია მცდარი აზრი, თითქოს ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს მართვას შორის ერთ-ერთი უნდა იქნეს არჩეული. ეს შეცდომა ღრმავდება ეკონომიკური სიძნელეების პერიოდში“. ამგვარი ხედვა საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული - გარემოს დაცვის ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა თავისი მინისტრობის დროს ინტერვიუში განაცხადა, რომ გარემოს შეუძლია დაიცადოს, სანამ ეკონომიკა საკმაოდ განვითარდებაო.
მთავრობაში ამ იდეის პოპულარობა უნდა მიეწეროს ზოგად სკეპტიციზმს „დიდი მთავრობის“ მიმართ, რომელიც თანაბრადაა მოტივირებული თავისუფალი ბაზრის მომხრე ეკონომისტთა თეორიული ხედვით (შეიძლება ითქვას, სელექტიურად გაგებულით) და საბჭოთა ცენტრალიზებისა და ვარდების რევოლუციამდელი უუნარო სახელმწიფო მანქანის კატასტროფული გამოცდილებით. არადა, იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზულ გარემოსდაცვით პოლიტიკას ნეგატიური ზეგავლენა აქვს ვაჭრობაზე, საგარეო ინვესტიციების შემოდინებაზე ან ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე, რეალური საბუთი არ არსებობს. „სინამდვილეში მაკროეკონომიკურ დონეზე არსებობს აშკარა დადებითი კორელაცია ქვეყნების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობასა და მათი გარემოს ხარისხს შორის“.53 ამრიგად, გარემოს დაცვის ექსტერნალიების უგულებელყოფა შეიძლება აისახოს კაპიტალისა და რესურსების გადანაწილების ყალბ სტიმულში, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური მიზნების მიღწევას დაემუქრება. მთავრობა უნდა აცნობიერებდეს და მართავდეს ამ კავშირს.
ზემოთქმულთან დაკავშირებული სხვა რისკი უკავშირდება ეკონომისტებისათვის ცნობილ ე.წ. „დროში თანმიმდევრულობის“54 პრობლემას. ცხადია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო უნდა მიუერთდეს განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებულ გარემოსეულ კონკრეტულ მიდგომებს (მაგ., კლიმატის ცვლილების მხრივ). რაც უფრო დაიგვიანებს ამ თემაზე ქვეყნის პოზიციის ჩამოყალიბება და რაც უფრო დიდხანს იქნება გაუგებარი შესაბამისი პოლიტიკის მასშტაბი და დეტალები, მით უფრო გაიზრდება ეჭვი მთავრობის „გარემოსაგან თავისუფალი“ პოლიტიკის სტაბილურობისა და სანდოობის მიმართ. ეს ისევ და ისევ აისახება საგარეო ინვესტიციებზე. ამ რისკის აცილებისათვის პოლიტიკის სტაბილურობა გარანტირებული უნდა იყოს ფართო სტრატეგიებით, რასაც მარტო მთავრობა კი არა, პარლამენტიც სავალდებულოდ აღიარებს.
სტრატეგიის მხრივ მთავრობამ უნდა განიხილოს ცხადი მიზნების შემცველი მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღება, რომელსაც ექნება კანონის (იქნებ ორგანული კანონისაც) სტატუსი. ამისათვის საჭიროა ახალი, მუშა ორგანიზაციული ჩარჩო, რადგან არსებულისაგან არაფერს უნდა ველოდეთ. პრიორიტეტულ ქვესექტორთა მხარდაჭერა უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე, რადგან სამთავრობო პროგრამის მხრიდან მხარდაჭერა დროში შეზღუდულია.
სურათი 1. მთავრობის ინვესტიციების პრიორიტეტები ქართული საოჯახო მეურნეობების აზრით.55
ტაქტიკურ დონეზე საზოგადოება არ თვლის, რომ მთავრობის პრიორიტეტი გარემოსაც უნდა შეეხოს (სურათი 1). „გარემოს პოლიტიკის მუდმივი გამოწვევაა ის, რომ გარემოს დაცვის ღონისძიებები გარანტირებულად მისაღები იყოს ზოგადი საზოგადოებრივი აზრისათვის და რომ ეს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და პროგრამები დანახარჯეფექტიანია -ისინი დასახულ მიზანს უმცირესი შესაძლო დანახარჯით აღწევენ “. 56
„სუფთა“ გარემოსდაცვითი მიდგომებისადმი მთავრობის ზოგადი სკეპტიციზმის გათვალისწინებით, ოპტიმალური მოკლევადიანი მიდგომა იქნება ამგშ-ის იდეების კომბინირება მთავრობის არსებულ გეგმებთან, ამ უკანასკნელთა უმნიშვნელო კორექტირების გზით. საბედნიეროდ, არის რამდენიმე ქვესექტორი, რომელთაც სწრაფი „ორმაგი მოგების“ შესანიშნავი პოტენციალი აქვთ. საჭიროა მთავრობამ ხელი შეუწყოს მათ ორგანიზაციულ და ფინანსურ გაძლიერებას, რათა გზა გაეხსნას მეტ კერძო ინვესტიციას.
პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არაწინააღმდეგობრივ ღონისძიებებს შესამჩნევი სოციალური ეფექტით და სწრაფი უკუგებით. ეს ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს უკვე არსებული სუბსიდიების ნაწილობრივი გადახალისებით, მაგ., ენერგიის სუბსიდიები, რომელთა მიზანია საოჯახო მეურნეობების დახმარება. 2007 წელს საქართველომ 79 მილიონი ლარი (მშპ-ის თითქმის 0.5 პროცენტი) დახარჯა ენერგიის სუბსიდირებაზე.57
დაფინანსების არსებული ეროვნული მექანიზმები და პროგრამები (მუნიციპალური განვითარების ფონდი, ათასწლეულის გამოწვევა საქართველო, მიზნობრივი სოციალური დახმარება) ასევე შეიძლება მინიმალური კორექტირებით იქნეს გამოყენებული. ზოგ მათგანს ინტერესჯგუფებთან ურთიერთობის და ფართო საზოგადოებასთან კონტაქტის კარგი გამოცდილება აქვს. ზოგ არსებულ მუნიციპალურ პროგრამას (მაგ., „თბილისის კორპუსი“) იოლად შეუძლია აიღოს დამატებითი ფუნქციები მთავრობის მიერ სუბსიდირებული პროექტების საოჯახო მეურნეობებისათვის მიწოდებაში. ზოგიერთი მწვავე პრობლემა შეიძლება გადაიჭრას როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობითი სტანდარტების (მაგ., სამშენებლო სექტორისათვის ან საოჯახო მოწყობილობებისათვის) მიღებით. ეს მეთოდი, როგორც წესი, არაპოპულარულია, მაგრამ მისი გამართლება იოლად შეიძლება ასოცირებული მონეტარული და სტრატეგიული სარგებლის მარტივი გაანგარიშებით.
მთავრობის არსენალში კიდევ ერთი ეფექტური ინსტრუმენტია - გადასახადები და გადასახდელები, თუმცა არსებულ სიტუაციაში ამ ინსტრუმენტის ფართო გამოყენება გარემოს დაცვის მიზნებისათვის არარეალურია. მიუხედავად ამისა, მცირე მოდერნიზება მაინც შესაძლებელია; მაგ., იმპორტირებულ ავტომანქანებზე აქციზის მოდიფიცირებით შესაძლებელი იქნებოდა იმპორტის ასაკობრივი სტრუქტურის გაუმჯობესება. ამასთან აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული თითქოსდა გარემოსდაცვითი გადასახადის ფისკალური შემოსავლის გასაზრდელად გამოყენების ცდუნება. ფისკალურად ნეიტრალური მოდიფიკაცია უკეთეს ეფექტს ახდენს.
არის ერთი ასპექტი, სადაც არსებული სიტუაცია სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს ორჰუსის კონვენციის შესრულებას ეხება. მთავრობამ ბოლო-ბოლო ობიექტურად უნდა შეაფასოს კონვენციის პრინციპების საქართველოში განხორციელების მდგომარეობა და შესაბამისად იმოქმედოს. თუმცა სწრაფი გადაწყვეტილებები აქაც ნაკლებ სავარაუდოა.
მთავრობას შეუძლია ღონისძიებათა ეფექტიანობის გაზრდა ინტერეს ჯგუფებთან პარტნი ორობის ჩამოყალიბებით. სპეციალიზებულ არა-სამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ნოუ-ჰაუსა და ადგილობრივი კონტაქტების შემოთავაზება და სანდოობის გაზრდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საგრანტო პროგრამების კონკურენტულ საფუძველზე დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი დანახარჯები (შესაბამისი სამინისტროების ბიუჯეტების გავლით) შესაძლოა პირდაპირ დანახარჯებზე უფრო იაფი ალტერნატივა იყოს. ორმხრივი დონორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორც წესი, მზად არიან კარგი პროექტების თანადაფინანსებისათვის და შესაბამისი საკონსულტაციო მაღალი დონის მომსახურებით დახმარებისათვის.
კერძო სექტორი
არსებობს ორი გზა, რომლითაც კერძო სექტორი, ტიპისა და ამბიციების მიხედვით, შეიძლება „მწვანე“ ზრდის გზას დაადგეს.
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები (გმს) და მათი სერტიფიცირება მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია ექსპორტზე ორიენტირებული დიდი ბიზნესისათვის. დიდ საწარმოებს (ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით) შეუძლიათ გარემოს ისეთი შეფასებითი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა უფრო სუფთა წარმოებისა და/ან ენერგოეფექტიანობის აუდიტი, რათა პროდუქტიულობის სუსტი ადგილები აღმოაჩინონ და მოგების გაზრდას და იმიჯის გაუმჯობესებას ერთდროულად მიაღწიონ. ამ პროცესში დიდ ბიზნესს აქტიური როლის თამაში შეუძლია.
მცირე და საშუალო ბიზნესი დასაქმებულთა დიდი რიცხვით და მცირე შემოსავლით დიდ სოციალურ ფაქტორს წარმოადგენს. „საზოგადოდ, მსს-ები საქართველოში სწრაფ მოგებაზე არიან ფოკუსირებული. ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის: ბიზნესის ჩამოუყალიბებელი კულტურა, არაფორმალური ოპერაციები რეგულატორული ტვირთის ასაცილებლად და ზედმეტად გარანტირებული სესხები, რომლებიც მსს-ებს საგრძნობ დამატებით ხარჯად უჯდებათ“.58 ამ მიზეზებზე ზემოქმედება დადებით გავლენას მოახდენდა მსს-ების ქმედებათათვის უკეთესი გარემოსდაცვითი ეფექტის მინიჭების მხრივ. მსს-ები პასიურ ინტერეს-ჯგუფს წარმოადგენენ და სხვა ინტერეს-ჯგუფთა მხრიდან დახმარებას საჭიროებენ. ბიზნეს-კულტურის ნაკლებობის ნაწილობრივი კომპენსირება გარე საკონსულტაციო მომსახურების დაბალ ფასად ან უფასო მიწოდებით შეიძლება (არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები); „ორმაგი მოგების“ პროექტებისათვის იაფი სესხები შექმნიდნენ ცვლილებების მოტივაციას და გაანეიტრალებდნენ საწყისი ინვესტიციის ბარიერს (დონორები ადგილობრივი ბანკების გავლით, მთავრობის პროგრამები ადგილობრივი ბანკების გავლით, ადგილობრივი ბანკების საკუთარი „მწვანე“ პორტფელები მომგებიანი პროექტებისათვის).
დაფინანსება და საკონსულტაციო მომსახურება გარკვეულწილად უკვე ხელმისაწვდომია არსებული პროექტების ფარგლებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან ბარიერად დიდი ბიზნესისა და მსს-ების მხრიდან არსებული შესაძლებლობების არცოდნა გვევლინება.
არის ბიზნესის ერთი პოტენციურად საინტერესო ტიპი, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით განუვითარებელია. ეს მომსახურების ბიზნესია, რომელიც კერძო მომხმარებლებს არსებული შესაძლებლობების გამოყენებაში დახმარებას და ფინანსური რისკის გაზიარებას სთავაზობს და სანაცვლოდ ეკონომიით მიღებულ მოგებაში წილს ითხოვს. ასეთ სერვისულ კომპანიებს შეუძლიათ კერძო სექტორსა და ადგილობრივ ბანკებს შორის შუამავლის როლი ითამაშონ და მომგებიანი ბიზნესსქემები შექმნან. მაგალითად, ე.წ. ენერგოსერვისული კომპანიები „ახორციელებენ ინვესტიციებს ძირითადად კომბინირებული სითბოსა და ენერგიის ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, სათბობის ჩანაცვლებასა და მცირე ჰიდროენერგეტიკაში“.59
ბიზნესასოციაციები (მცირე გამონაკლისით) ძირითადად არ ფლობენ საკმარის ძალას ან არ ავლენენ საკმარის ინტერესს იმისათვის, რომ ინდივიდუალურ ბიზნესსა და სხვა ინტერეს-ჯგუფებს შორის მედიატორად გამოვიდნენ. მათი დრო ჯერ არ დამდგარა.
საერთაშორისო დონორები
დონორებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ორ დონეზე შეუძლიათ იმუშაონ გარემოს პრობლემატიკაზე.
სტრატეგიულ დონეზე - უნდა გაგრძელდეს მთავრობასთან მუშაობა თანამშრომლობის ისეთი საფუძვლების შესაქმნელად, რომლებიც ერთობლივ პრიორიტეტებს გაითვალისწინებს. ამ გზით უნდა მოხდეს საქართველოს ჩართვა გლობალური პრობლემების გადაჭრაში, ასევე უკვე გამოცდილი მეთოდების შემოღება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. თანამშრომლობის ჩარჩოები უნდა მოიცავდეს დამოუკიდებელ მონიტორინგს განხორციელების მხარდაჭერისათვის. ევროგაერთიანება-საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საკმაოდ კარგი მაგალითია ამ ეტაპზე (თუმცა იგი არ შეიცავს დეტალურ მიზნებს).
ტაქტიკურ დონეზე - უნდა გაგრძელდეს გადასვლა სუფთა დახმარების პროექტებიდან ეფექტის გამეორებისა და ბარიერების მოშლის პროექტებზე60 და დონორ-მიმღების ტიპის ურთიერთობებიდან, სადაც შესაძლებელია, ბაზარსა და მოგებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე. ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მართული საბრუნავი ფონდები და სესხები კარგი საშუალებაა დასახული მიზნის მისაღწევადაც და ადგილობრივი ინტერეს-ჯგუფების სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაც. მთავრობასთან თანამშრომლობა სასურველია - ბევრ შემთხვევაში მთავრობის ინსტიტუციურ მექანიზმებს წარმატებით შეუძლიათ დონორული დაფინანსების გატარება; თანამშრომლობა ადგილობრივ მოთამაშეებთან ენ(არასამთავრობო ორგანიზაციები, ბანკები, კერძო სექტორი) აუცილებელია.
დონორული დაფინანსების წარმატების შეფასება უნდა ხდებოდეს საბოლოო შედეგით - საზოგადოებაზე სტაბილური ეფექტით. ტრენინგგავლილ პირთა რაოდენობის მსგავსი კრიტერიუმები აზრს კარგავს, თუ ეს პირები ვერსად გამოიყენებენ ახალ უნარებს.
ცალკეულ დონორებს თავიანთი პრიორიტეტები აქვთ. მეტი ძალისხმევაა საჭირო რამდენიმე დონორის ან/და არსებული ფინანსური მექანიზმის (მაგ., სუფთა განვითარების მექანიზმის) ერთობლივი ქმედებების წასახალისებლად რესურსთა შეერთების და დუბლირების გამორიცხვის მიზნით. ეს იოლი არაა, მაგრამ არსებული მაგალითები იმედის მომცემია.
სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე წარმოადგენს კვალიფიციურ და კომპეტენტურ ანალიტიკურ ცენტრს და/ან საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელს. არასამთავრობო ორგანიზაციებს კარგი საწყისი პოზიციები აქვთ მრავალ ინტერეს-ჯგუფთან დასაკავშირებლად. ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოება აღარ ფლობს უწინდელ გავლენას სიტუაციაზე.
ამ ნაკლის გასანეიტრალებლად სამოქალაქო საზოგადოება მეტად უნდა ჩაერთოს მრავალპარტნიორულ (მთავრობისა და დონორების) პროექტებში და პრაქტიკულ განხორციელებაზე გააკეთოს აქცენტი. მთავრობასთან დიალოგი აუცილებელია იმ სექტორების გამოსავლენად, სადაც ეფექტიანი თანამშრომლობაა შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მთავრობის ემისრების როლი შეასრულონ ცნობიერების გაზრდისათვის, კონკრეტულ საკითხებზე საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევისათვის და ა.შ. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს თანამშრომლობის უპირატესობები კონფრონტაციასთან შედარებით.
ქართული, განსაკუთრებით, პროვინციული არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემად რჩება სტაბილური დაფინანსება. ზოგ ქვეყანას არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად აქვს საბიუჯეტო ხაზები და მიზნობრივი ფონდები; ამჟამად საქართველოში ეს ნაკლებად მოსალოდნელია და სტაბილური დაფინანსების სხვა მექანიზმებია განსახილველი, მაგ., გასაგები წესების და წინასწარ ცნობილი მოცულობის მქონე დონორული სატრასტო ფონდი.
მასმედია
წინამდებარე ნაშრომის მიზნებისათვის მასმედია პასიური ინტერეს ჯგუფია. ზოგიერთი ცალკეული გამონაკლისი სურათს ვერ ცვლის. ამ ინტერეს-ჯგუფის გააქტიურება დიდი ძალისხმევას მოითხოვს და არც მცირე დროში მოხდება. მასმედიის სამსახური მეტად ღირებული იქნება ცალკეული სტრატეგიების წარმატებისათვის; ის კი ნაკლებმოსალოდნელია, რომ იგი „მწვანე“ წესების დამოუკიდებელ და კომპეტენტურ დამცველად გამოვიდეს. ამჟამად მასმედია კარგად შეასრულებს სხვათა გზავნილების (გაუცნობიერებელი) მატარებლის როლს.
საფინანსო/საბანკო სექტორი
ქართულმა ბანკებმა ყურადღება უნდა მიაქციონ „მწვანე“ საინვესტიციო პორტფელების შესაძლებლობებს. საერთაშორისო დაფინანსებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები ცხადყოფენ მწვანე მიზნებისათვის ცალკეული სასესხო სქემების მომგებიანობას, განსაკუთრებით, საერთაშორისო პარტნიორობით დაფინანსებულ საგრანტო კომპონენტთან ერთად.
საქართველოს ბანკებისათვის პოტენციურად მიმზიდველი სექტორებია: სგმ უნილატერალური პროექტები, უფრო სუფთა წარმოება, ენერგოეფექტიანობა (სამრეწველო საწარმოებისთვისაც და საოჯახო მეურნეობებისთვისაც). მიზნობრივი საბრუნავი ფონდების დაარსება ერთ-ერთი გზაა მწვანე ინვესტიციების მზარდი ნიშების ასათვისებლად. პარტნიორობის რამდენიმე ტიპზე შეიძლება ფიქრი. დონორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა უკვე გამოცდილი გზაა. იგივე შეიძლება გაკეთდეს იმ უცხოურ ბანკებთან ერთად, რომელთაც უკვე აქვთ თავისი „მწვანე“ პორტფელები. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სწრაფი ინვესტირებისათვის მზა პროექტების შეთავაზება შესაბამის ცოდნასთან და სამიზნე ჯგუფებზე გასვლის გამოცდილებასთან ერთად. სათემო პროექტების განსახორციელებელმა „მწვანე“ სესხებმა შეიძლება კარგი მოგება მოუტანოს ადგილობრივ კომპანიებს (მაგ., საოჯახო მეურნეობებისათვის გეოთერმული ენერგიის მიწოდება). ბანკებს შეუძლიათ მთავრობის მიერ სუბსიდირებულ ფართო დაფარვის მექანიზმებში პარტნიორული მონაწილეობა, შესთავაზებენ რა დამატებითი კომპონენტების დასაფინანსებლად თავის საკრედიტო რესურსებს გარანტირებული უკუგებით.
ამ მიმართულებათა ასათვისებლად ბანკებს, პირველ რიგში, თავიანთი შიდა პოტენციალის შექმნა და ცოდნის აკუმულირება დასჭირდებათ. ახლო მომავალში სავარაუდოა მომგებიანი მწვანე ნიშებისათვის ბანკებს შორის კონკურენციის გაჩენა (ასეთი კონკურენცია უკვე არსებობს საერთაშორისო „მწვანე“ ინვესტირებათა მიმართვაში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის). ვინც ამ სფეროში დროზე დაწინაურდება, უკეთეს შანსს მიიღებს თავისი ძირითადი ბიზნესისათვის ღირებული კომპონენტების მისამატებლად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საშინაო და საგარეო იმიჯის ასამაღლებლად.
საოჯახო მეურნეობები
ქართული საოჯახო მეურნეობების მიერ ენერგიისა და წყლის არამდგრადი მოხმარება და ნარჩენების გენერირება აზარალებს არა მარტო გარემოს, არამედ საოჯახო ბიუჯეტსაც, რომლის ეკონომიაც შესაძლებელია უკეთესი ქცევის პირობებში. ეს პოტენციური ეკონომია საკმაოდ მნიშვნელოვანია საშუალო საოჯახო მეურნეობისთვის, ხოლო ღარიბებისათვის კი - პროპორციულად უფრო მეტადაც. მისაღწევი სარგებელის მასშტაბის სრულად წარმოდგენისათვის უნდა ჩავთვალოთ ასევე თანმხლები პოზიტიური ეფექტები, მაგ., ჯანმრთელობაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე.
მიუხედავად ამისა, ამ ინტერეს-ჯგუფის მოტივირება სხვა ინტერეს-ჯგუფებს მოუწევთ. განსაკუთრებით პერსპექტიულია მთავრობის ჩარევა ზემოთ ნახსენები სოციალური დახმარების მექანიზმების გავლით. არასამთავრობო ორგანიზაციებს და დონორებს შეუძლიათ ერთობლივი მოქმედება სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებისას და მათი მოძიებისას მორგებული პროგრამებისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. ბევრ შემთხვევაში კარგად იმუშავებს მიკროსაფინანსო შესაძლებლობების შეთავაზება ადგილობრივი ბანკების მეშვეობით, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებული გამოცდილების დახმარებით.
ინტერეს-ჯგუფების პოტენციური როლი
ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები ეფუძნება იმ ფართო გამოკვლევებს და წარსული თუ მიმდინარე პროექტების გამოცდილებას, რომელთა ციტირებაც მრავალგანაა ამ ნაშრომში. შერჩეული რეკომენდაციები არის შეძლებისდაგვარად არაწინააღმდეგობრივი, რომელთა განხორციელება ან თუნდაც ინიცირება მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი უმრავლესობა ამგშ-ს ეყრდნობა, როგორც პირველ ნაბიჯს ფართო „მწვანე ეკონომიკისაკენ“.
ასევე ვეფუძნებით იმ ვარაუდს, რომ მთავრობა წარმატებით გააგრძელებს ინფრასტრუქტურული განვითარების, სოციალური დახმარების და ა.შ. არსებული გეგმების განხორციელებას ისე, როგორც ეს აღწერილია პროგრამაში „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“. გარდა ამისა, დონორული დახმარებაც გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ამრიგად, ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები გათვლილია ამ გეგმებზე და მათ სრულად შეესაბამება.
საკანონმდებლო ღონისძიებები
მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიის |
მთავრობა სხვა ინტერეს |
ენერგოეფექტიანობასა და განახლებად |
მთავრობა; |
ენერგოეფექტიანობის ეროვნული სტრატეგიის |
მთავრობა სხვა ინტერეს |
ურბანული ტრანსპორტის |
მთავრობა; |
ენერგორეგულატორის მიერ ელექტროენერგიის |
მთავრობა სხვა ინტერეს |
იმპორტირებული ავტომანქანების აქციზის |
მთავრობა |
სამშენებლო სექტორის სტანდარტების |
მთავრობა; |
მოწყობილობათა ლეიბლინგის მოთხოვნის |
მთავრობა; კერძო სექტორი |
სეზონური დროის შესაძლო ხელახლა შემოღების |
მთავრობა |
საორგანიზაციო ღონისძიებები
ევროგაერთიანებასაქართველოს სამოქმედო |
მთავრობა, დონორები, |
ენერგოეფექტიანობის ორგანოს (პრომოტერისა |
მთავრობა, დონორები, |
განვითარების არსებულმა პროგრამებმა და |
მთავრობა, დონორები, |
არსებულმა მუნიციპალურმა პროგრამებმა (მაგ.,
გამოყენება) სახელმწიფო და/ან დონორული |
მთავრობა, |
სამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ |
მთავრობა, არასამთავრობო |
გარემოს დაცვისა და კონსერვაციის |
დონორები, მთავრობა, |
ქართულ ბანკებში უნდა შეიქმნას |
ბანკები, არასამთავრობო |
ფინანსური ღონისძიებები
დონორებსა და საერთაშორისო ფინანსურ |
ბანკები, დონორები, |
მსს დაფინანსების/რეფინანსირების სქემებში |
მთავრობა, კერძო სექტორი, |
გაფართოვდეს ზემოთ ხსენებული ერთობლივი პროგრამები (ან/და დაარსდეს ახლები) სამიზნე ჯგუფებში საოჯახო მეურნეობების ჩართვის მიზნით. |
მთავრობა, დონორები, |
დამყარდეს კავშირები სამრეწველო და მომსახურების სექტორის (გარკვეული ზომით სოფლის მეურნეობის) მსსებთან უფრო სუფთა წარმოებისა და ენერგოეფექტიანობის აუდიტის ჩატარების წინადადებით, შედეგად - იდენტიფიცირებულ ღონისძიებათა შეღავათიანი სესხებით დაფინანსების შეთავაზებით. |
ბანკები, დონორები, |
რამდენიმე საპროექტო იდეა
საზოგადოების მხარდაჭერისა და სამიზნე |
ონორები, არასამთავრობო |
უნდა შეირჩეს და განხორციელდეს ისეთი
ყველა სამთავრობო შენობის |
დონორები, |
სუფთა განვითარების მექანიზმის შესაძლებლობები უნდა იქნეს გამოყენებული ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისათვის; უნდა წახალისდეს უნილატერალური სგმ პროექტები. |
მთავრობა, კერძო სექტორი. |
შერჩეულ დიდ საწარმოებში (ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულში) დაარსდეს გარემოს მენეჯმენტის სისტემები ბიზნესისა და სპეციალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით. |
კერძო სექტორი, მთავრობა, |
აქტიურად შეეწყოს ხელი სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა სერტიფიცირებას საერთაშორისო სქემების საშუალებით, შეძლებისდაგვარად არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობათა გამოყენებით. |
კერძო სექტორი, მთავრობა, |
დასკვნა
საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა რადიკალურმა რეფორმებმა რეალური შედეგები მოიტანა, თუმცა თავს იჩენს დისბალანსიც, რადგან რეფორმათა უდიდეს ნაწილს ეკონომიკური მიზნები აქვს. ეს დისბალანსი აისახება საქართველოს სხვადასხვა რეიტინგშიც.
საერთაშორისო კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს ბევრი მიმართულებით გამოვლენილი აშკარა პროგრესი. ამასთან, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა საეჭვოა და სუსტია გრძელ ვადაში სტაბილური განვითარებისადმი დათმობილი ყურადღება.
გლობალური საფინანსო კრიზისი უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი შეცდომები რესურსების განაწილებაში არასრულყოფილი სტიმულებით მოტივირებული მოკლევადიანი მიზნების დასახვამ. ახალი მწვანე გლობალური შეთანხმება (ამგშ) ამტკიცებს, რომ დღეისათვის არის უნიკალური შესაძლებლობა ეკონომიკური სტიმულირების უპრეცედენტო პაკეტების გამოყენებისა ისე, რომ მოხდეს სტაბილურობის (მდგრადობის) გაუმჯობესება და მომავალი დარტყმებისაგან დაცვა. ამგშ ასევე თვლის, რომ არსებული პრაქტიკის უცვლელად გაგრძელება არ აღმოფხვრის მცდარ სტიმულებს და ამიტომ მომავალი ინვესტიციები იმავე არასწორი განაწილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. საქართველო არ არის გამონაკლისი კრიზისზე მთავრობის რეაქციის თვალსაზრისით. 2009 წლის თებერვალში მთავრობის მიერ მიღებული პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ მოიცავს 2.2 მილიარდი ლარის „ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს“. 1.45 მლრდ ლარი (სახელმწიფოს შიდა რესურსები და დონორთა დახმარება) დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის და 0.5 მლრდ ლარი - დონორების მიერ პირდაპირ დაფინანსებული პროექტებისათვის.
არსებული მომენტის გამოწვევაა „დონორთა მიერ დაპირებული რესურსების გამოყენება გრძელვადიანი ხედვის პრიორიტეტებისათვის, საქართველოს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მშენებლობაზე ფოკუსირებით“.65 ჩვენი ნაშრომის მიზანი იყო სტიმულირების პაკეტის რესურსთა გამოყენებისათვის ზოგიერთი იდეის იმგვარად წარმოდგენა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს ეკონომიკური ზრდის სტაბილურობა და გაიზარდოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ:
გლობალური და ეროვნული მასშტაბის ტენდენციები შეიცავენ რეალურ რისკს საქართველოს ეკონომიკისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ახალი გამოწვევები უყურადღებოდ დარჩება;
ქვეყანას შეუძლია ამგშ-ის მოკლე ვადაში, ხოლო უფრო გრძელ პერსპექტივაში „მწვანე ეკონომიკის“ ელემენტების გამოყენება კონკურენტუნარიანობის შემცირების გამომწვევ პრობლემათა საკომპენსაციოდ და ამგვარად რამდენიმე მიზნის მიღწევა;
მიზანმიმართული ქმედებებიდან როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობ სარგებელს მიიღებს შედარებით ღარიბი მოსახლეობა; სხვა შემთხვევაში, მათ არაპროპორციულად მძიმე ტვირთი დააწვებათ;
შესაძლებელია სინერგია. საწყის ეტაპზე არსებობს ბევრი მარტივი საშუალება სწრაფი სარგებელის მისაღებად. მთავრობის არსებული გეგმები იოლად მოირგებს მცირე ცვლილებებს, რომლებიც პოზიტიური ეფექტების ტრიგერის როლს შეასრულებენ;
დიდი პრობლემაა ძირითადი ინტერეს-ჯგუფების მიერ მოცემული სხვადასხვა რისკისა და შესაძლებლობის გაცნობიერება და გრძელვადიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება.
____________________
1. G20 Leaders' Statement - The Global Plan for Recovery and Reform. London, 02.04.2009. http://www.g20.org/Documents/final-communique.pdf (ყველა ინტერნეტმისამართი აქ და შემდგომ მოცემულია 2009 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით)
2. „Global Green New Deal“. Policy brief. United Nations Environment Programme. March 2009. www.unep.org/pdf/A-Global-Green-New-Deal-Policy-Brief.pdf
3. Ibid.
4. http://www.Government.gov.ge/index.php?lang- id=GEO&sec-id=68
5. Joint World Bank - European Commission Press Release: International Donors Pledge - US$4.5 billion (€3.4 billion) in Post-Conflict Support to Georgia. http://web.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/NEWS/0,,contentMDK: 21949175”menuPK:34463”pagePK:34370”piPK:34424”theSitePK:4607,00.html
6. „GEORGIA. Summary of Joint Needs Assessment Findings. Prepared for the Donors' Conference of October, 00in Brussels.The United Nations — The World Bank 008. http://siteresources.worldbank.org/INTGEORGIA/Resources/301645-1224598099977/GEJNA2008.pdf
7. „Doing Business 009“. A copublication of the World Bank, the International Finance Corporation, and Palgrave Macmillan. http://www.doingbusiness.org/Documents /FullReport/2009/DB-2009-English.pdf
8. „Doing Business 00“. An overview. The World Bank Group, 2009. http://www.doingbusiness.org /Documents/ DB10-Overview.pdf
9. The Global Competitiveness Report 2008-2009. 008World Economic Forum. http://www.weforum. org/documents/ GCR0809/index.html
10. „Best Countries for Business“ 009. The Forbes Magazine 009. http://www.forbes.com/lists/2009/6/ bizcountries09-best- countries-for- business-Georgia-CHI082.html
11. Ibid.
12. http://ec.europa.eu/world/enp/pdf/action -plans/georgia-enp-ap-final-en.pdf
13. Implementation of The European Neighbourhood Policy In 008. Progress Report Georgia. http://ec.europa.eu/world /enp/pdf/progress2009/sec09-513-en.pdf
14. The Travel and Tourism Competitiveness Report 009. 009 World Economic Forum. http://www.weforum.org/ documents/TTCR09 /index.html
15. Millennium Development Goals for Georgia. UNDP. http://undp.org.ge/new/files/24-135-416424-georgiamdgreng.pdf
16. Eurasia. USAID, 009. http://www.usaid.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/ngoindex/2008/complete-document.pdf
17. მაგ., გარემოსდაცვით მოქმედებათა ეროვნული გეგმა 2.
18. http://www.Government.gov.ge/index.php?lang-id=GEO&sec-id=68&info-id=123 (in Georgian)
19. http://www.Government.gov.ge/index.php?lang-id=ENG&sec-id=41
20. „Environmental governance in EECCA: trends and outlook in the context of a green growth challenge“. By OECD Task Force for the Implementation of the Environmental Action Programme for Eastern Europe, Caucasus and Central Asia; to be published in 011.
21. The Istanbul Ministerial Declaration on Fostering the Growth of Innovative and Internationally Competitive SMEs. http://www.oecd.org/document/16/0,3343,en-2649-34197-32020176-1-1-1-1,00.html
22. Small Businesses And Environmental Compliance. Review And Possible Application Of International Experience In Georgia. © OECD (00). http://www.oecd.org/dataoecd/2/22/42072908.pdf
23. პროექტების ნაწილი არის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე: ttp://www.mof.ge/en/3212
24. 008NGO Sustainability Index For Central And Eastern Europe And Eurasia . USAID, 009. http://www.usaid.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/ngoindex/2008/complete-document.pdf dem-gov/ngoindex/2008/complete-document.pdf
25. 006NGO Sustainability Index For Central And Eastern Europe And Eurasia . USAID, 007. http://www.usaid.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/ngoindex/2006/georgia.pdf
26. http://www.sb24.ge/?action=299&lang=eng
27. http://europeandcis.undp.org/environment/bdslm/show/3D25BB8A-F203-1EE9-B13C5713251AA7D2
28. http://www.ebrd.com/projects/psd/psd2007/37820.htm
29. http://energocredit.ge/?page-id=7&language=en
30 Statistical Yearbook of Georgia 00. Department of Statistics, Ministry of Economic Development of Georgia. http://www.statistics.ge/publication.php?plang=1&pform=-510
31Georgia Poverty Assessment. Document of the World Bank, 009. http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881-20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf
32. „Global Green New Deal“. Policy brief. United Nations Environment Programme. March 009. www.unep.org/pdf/A-Global-Green-New-Deal-Policy-Brief.pdf
33. The Role of Energy Conservation in Georgia's Energy Supply. Murman Margvelashvili and Badri Chkhaidze. World Experience for Georgia 008. http://weg.ge/images/stories/EE for Georgia En.pdf
34. The Energy Efficiency Perspective Of The Georgian Residential Sector. Prepared by Winrock International for USAID, 009. http://www.winrock.ge/files/microsoft-word-energy-efficiency-of-residential-sector.pdf
35. http://www.mcg.ge/?l=1&i=7
36. http://www.mdf.ge/eng/index.php
37. “Prospects of Renewable Energy Development in Georgia”. Prepared by World Experience for Georgia for Winrock International. 008. http://www.winrock.ge/files/microsoft-word---inga-resume-res-eng-fin.pdf
38. „Debt-for-Environment Swap in Georgia: Potential Project Pipelines for the Expenditure Programme. Part Two“. OECD 006.
39. The Role of Energy Conservation in Georgia's Energy Supply. Murman Margvelashvili and Badri Chkhaidze. World Experience for Georgia2 008. http://weg.ge/images/stories/EE for Georgia En.pdf
40 For more information: http://undp.org.ge/new/index.php?sec-id=19&lang-id=ENG; http://www.winrock.ge/; http://www.eecgeo.org/en/CP-project.htm; http://www.eecgeo.org/en/eecp-project.htm; http://www.eecgeo.org/en/projects.htmgaremos
41. Energy Efficiency Investment Project Development for Climate Change Mitigation. Final Report. UNECE, 009. http://www.unece.org/energy/se/docs/Final Report ECE-CIS-99-043-02.pdf
42. Ibid.
43. Statistical Yearbook of Georgia 00. Department of Statistics, Ministry of Economic Development of Georgia. http://www.statistics.ge/publication.php?plang=1&pform=-510
44. Vehicle Ownership and Income Growth worldwide: 90-00. Dargay, Gately and Sommer. 007. http://www.econ.nyu.edu/dept/courses/gately/DGS-Vehicle Ownership-2007.pdf
45. ქარჩავა, კარანაძე, მეგრელიშვილი. პრეზენტაცია მდგრადი ურბანული ტრანსპორტისა და სივრცული დაგეგმარების სამუშაო სემინარისათვის. თბილისი, ოქტომბერი 2006.
46. http://www.economy.ge/?category=22&lang=eng
47. Georgia Poverty Assessment. Document of the World Bank, 2009. http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881-20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf
48. „Global Green New Deal“. Policy brief. United Nations Environment Programme. March 009. www.unep.org/pdf/A-Global-Green-New-Deal-Policy-Brief.pdf
49. http://elkana.org.ge/about.php?lang=en
50. Georgia Poverty Assessment. Document of the World Bank, 2009. http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881-20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf
51. http://www.mcg.ge//?l=1&i=1505
52. http://www.ifad.org/operations/pipeline/pn/ge.htm
53. „Environmental Policy And International Competitiveness: Can We Afford A Better Environment In A Globalizing World?“ UNECE. Committee of Environmental Policy. 2006http://www.unece.org/env/cep/13 CEP/ECE-CEP-2006-4 e policy issues.pdf
54. http://nobelprize.org/nobel-prizes/economics/laureates/2004/
55. Georgia Poverty Assessment. Document of the World Bank, 2009. http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881-20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf
56. „Environmental Policy And International Competitiveness: Can We Afford A Better Environment In A Globalizing World?“ UNECE. Committee of Environmental Policy. 006http://www.unece.org/env/cep/13 CEP/ECE-CEP-2006-4 e policy issues.pdfsknelTa
57. Ibid.
58. Small Businesses And Environmental Compliance. Review And Possible Application Of International Experience In Georgia. © OECD (2007). http://www.oecd.org/dataoecd/2/22/42072908.pdf
59. Energy Efficiency Potential in Georgia and Policy Options for Its Utilization. Prepared by World Experience for Georgia for Winrock International. 2008. http://www.winrock.ge/files/energy-efficiency.pdf
60. მაგალითად, ზემოთ მითითებული: http://europeandcis.undp.org/environment/bdslm/show/3D25BB8A-F203-1EE9-B13C5713251AA7D2; http://www.ebrd.com/projects/psd/psd2007/37820.htm ; http://energocredit.ge/?page-id=7&language=en(
63. http://www.mcg.ge/?1=fi=250
64. http://mdf.ge/eng/index.php
65. Georgia Poverty Assessment. Document of the World Bank, 2009. http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881-20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf
![]() |
4.1 საჯარო დისკუსიის რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსიის დროს მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკის კონცეფცია მჭიდროდ დაუკავშირეს მდგრად განვითარებას. გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისი, გამოიკვეთა ეკონომიკური განვითარების ისეთი ახლებურად აღქმის საჭიროება, რაც ყველასათვის სარგებლის მომტანი იქნება. ამ თვალსაზრისით მდგრადი განვითარება, ანუ დაბალანსებული პროგრესის მიღწევა ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში თანადროულად, - სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეკონომიკური ზრდის ახალმა შესაძლებლობებმა, რომელიც ამ ახალმა გარემოებებმა შექმნა, საფუძველი დაუდო მწვანე ეკონომიკის კონცეფციას. ეს კონცეფცია გულისხმობს ისეთ მომგებიან სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც იმავდროულად ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძ-ლევას.
აღსანიშნავია, რომ მწვანე ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და ბაზრებს ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, მისი მამოძრავებელი ძალაა ახალი და გაუმჯობესებული სტიმულების შექმნა. მთელს მსოფლიოში მთავრობები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მძლავრი საბაზრო სტიმულების შექმნას მწვანე ეკონომიკისათვის, და აქცენტს აკეთებენ ისეთ სტრატეგიულ სექტორებზე, სადაც კარგად იმუშავებს ამგვარი ინტერვენციები, მაგალითად, როგორიცაა წყლის სექტორი, ენერ-გიის ალტერნატიული წყაროები, და ენერგოეფექტურობა.
მწვანე ეკონომიკა იმ გამოწვევებზე რეაგირების გზას წარმოადგენს, რომელთა წინაშეც აღმოჩ-ნდნენ ქვეყნები: დამოკიდებულება წიაღისეულ სათბობზე, ენერგო არასტაბილურობა, და გარემოს დაცვის გამკაცრებული საერთაშორისო მარეგულირებელ ნორმების ადაპტირება. მეორე მხრივ, მწვანე ეკონომიკა შესაძლებოებებსაც გვთავაზობს, მაგალითად, აღვნიშნავთ რამოდენიმე მათგანს: ეკონომიკის სრულიად ახალი სექტორების ჩამოყალიბება, ეკონომიკის არსებული სექტორების ეფექტურობის გაუმჯობესება, და კონკურენტულობის დონის გაზრდა.
იმისათვის, რომ პასუხი გაეცათ შეკითხვაზე მზად არის თუ არა საქართველო მონაწილე-ობა მიიღოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მწვანე ეკონომიკაში, დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში გავრცელებული განვითარების მოდელი. ამჟამად ყურადღება თითქმის მთლიანად არის გადატანილი ეკონომიკის განვითარებაზე, რომელსაც უფრო ვიწროდ აღიქვამენ, და ეფუძნებიან იმ დებულებას, რომ თავისუფალი ბაზარი ყველა საკითხს თავისთავად გადაჭრის. ამ მხრივ არსებობს წარმატებები, რომელიც მხოლოდ საამაყო უნდა იყოს ქვეყნისათვის, მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგულ შეფასებებში საქართველო თანმიმდევრულად იკავებს მოწინავე ადგილს.
თუმცა, აღინიშნა, რომ არსებობს სხვა რეიტინ-გული შეფასებებიც, რომელთა შედეგებიც საქართველოსათვის არ არის სახარბიელო. მაგა-ლითად, კონკურენციის გლობალური ინდექსი, სადაც საქართველოს 90-ე ადგილს იკავებს 133 ქვეყანას შორის. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სათანადო ზომების მიღების გარეშე ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კვლავ შეზღუდული იქნება. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ საბაზრო ეკონომიკას არ შეუძლია და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი გადაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ხელიდან გაუშვებს განვითარების შესაძლებლობებს.
მწვანე ეკონომიკასთან მიმართებით მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ყველაზე იმედისმომცემი პერსპექტივა გააჩნია ენერგო სექტორში, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში.
განსაკუთრებით იმედისმომცემი ჩანს ენერგოეფექტურობის სფერო, რადგან მისთვის საჭირო სტიმულების უმეტესობა უკვე შემოღებულია. უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის სექტორის მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება ცალსახად მომგებიანია, რადგან ეს ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობას იძლევა, რის შედეგადაც შესაძლებელია ჩადებული ინვესტიციის შედარებით მოკლე დროში ამოღება. გარდა ამისა ეს ბიზნესს სხვა სარგებელსაც მოუტანს, მაგალითად, როგორიცაა შემცირებული რისკები, პროდუქციის გაუმჯობესებული ხარისხი, კონკურენციის გაზრდილი ხარისხი, დაფინანსების სახსრებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებული რეპუტაცია.
გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ქართულ ბანკთან თანამშრომლობას, კიდევ ორი სხვა საჭირო კომპონენტიც მოქმედებს ამჟამად. პირველი კომპონენტი გახლავთ კომპანიებისათვის განკუთვნილი ტექნიკური კონსულტაციები ენერგოეფექტურობის პროექტების ჩამოყალიბების სფეროში. მეორე კომპონენტი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გახლავთ ამგვარი პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო ხაზი. ახლახანს ეს საკრედიტო ხაზი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ფიზიკური პირებისა და ბინის მესაკუთრეთა ასოციაციების-თვისაც, ხოლო ბრითიშ პეტროლიუმი 15%25-საც კი გამოჰყოფს გრანტის სახით ინვესტირების ხარჯების დასაფარად. თუმცა, გამოტოვებულია ერთი საჭირო რგოლი: ბენეფიციარები, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და შინამეურნეობები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი აღნიშნული საკითხის შესახებ.
დისკუსიის მონაწილეებმა მთავრობას მოუწოდეს ყურადღება გაამახვილოს ამ საკითხზე, რათა გამოყენებულ იქნეს არსებული უზარმაზარი პოტენციალი. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგო სტაბილურობას და გაზრდის ენერგიის გენერირებისა და ტრანსპორტის სფეროებისაკენ მიმართულ მთავრობის ძალისხმევას.
მთავრობის, დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული ყურად-ღება დაიმსახურა ასევე განახლებადმა ენერგი-ამ. მთავრობა ყურადღებას უმთავრესად ჰიდრო ელექტრო სადგურებზე ამახვილებს მცირე ჰიდრო ელექტრო სადგულების რეაბილიტაციის და მშენებლობის პროგრამის განხორციელებით. განახლებადი ენერგიის სხვა სახეები არ არის ასე ფართოდ გავრცელებული და ძირით-ადად სასოფლო დასახლებებში არის წარმოდგენილი ისეთი სადემონსტრაციო პროექტების მეშვეობით, რომელთა მიზანია დაგვანახოს მათი განხორციელებადობის შესაძლებლობა და სარგებელი. მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დაიწყო მზის ენერგიისა და ბიოგაზის საცდელი პროექტის განხორციელება შორეულ სასოფლო დასახლებებში და ამჟამად მუშაობს ბიომასის - რომელიც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების, კონკრეტულად, თხილის ნაჭუჭების გადამუშავების თანამდევ პროდუქტს წარმოადგენს - გამოყენების პროექტის შემუშავებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია დაფინან-სების მოპოვებაც განახლებადი ენერგიის პრო-ექტების განსახორციელებლად. მაგალითად, ამ მიზნით EBRD-ის მიერ გამოყოფილია სახსრები. ამგვარ პროექტებში, ასევე იმ პროექტებ-ში მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაზრდას, საქართველოს შეუძლია ისარგებლოს საერთაშორისო პროგრამებით, რომელთა მიზანია ნახშირბადის ემისიის შემცირება. მონაწილეების მიერ ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაზრდილი ურთიერთობების შედეგად უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ენერგო და გარემოსდაცვით პროექტებს, რადგან ეს ევროკავშირისათვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს.
დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ სფეროში პროგრესის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა განახლებადი ენერგიის შესახებ კანონის შემოღება, რომლის შემუშავება დიდი ხანია მიმდინარეობს და ამჟამად საპარლამენტო განხილვის პროცედურების გავლას ელოდება.
დისკუსიის მონაწილეებმა ასევე წამოჭრეს საკითხი დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო მეტი კოორდინირებისა და თანამშრომლობის შესახებ. მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით საჭიროა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა იმ საკითხების შესახებ, რომელიც რამდენიმე სამიზნე ჯგუფს შეეხება, და ასევე ამ ჯგუფის წევრთა ქცევის შეცვლა.
სახელდობრ, შესაბამისი პოლიტიკისა და ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის შემუშავების მიზნით მათ მონაწილე მხარეებს განსაკუთრებით მოუწოდეს ენერგოეფექტურობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებასაკენ.
![]() |
5 სტანდარტების მნიშვნელობა და როგორ შევუწყოთ ხელი მათ დამკვიდრებას |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრე მარგიშვილი
ალექსანდრე მარგიშვილი ეკონომისტი და მენეჯერია. იგი ფლობს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს. 2009 წლის დასაწყისიდან ალექსანდრე „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის“ (PMCG) დირექტორია. იგი უზრუნველყოფს აღნიშნული კომპანიის მიერ საქართველოს კერძო სექტორისათვის მიწოდებული საკონსულტაციო მომსახურების სტრატეგიულ და ყოველდღიურ მართვას. PMCG-ის მმართველ დირექტორობამდე ალექსანდრე უმაღლეს მენეჯერულ ფუნქციებს ასრულებდა სხვადასხვა დარგის კერძო კომპანიებში, საერთაშორისო დონორთა მიერ დაფინანსებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის დაწესებულებებში, საქართველოს კომერციული საფინანსო ინსტიტუტების კორპორატიული დაკრედიტებისა და ინვესტიციების მართვის განყოფილებებში და სამოქალაქო, არამომგებიან ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის არიან მოწოდებულნი. ალექსანდრე მარგიშვილის პროფესიული და კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულება საქართველოს მდგრადი მიკროეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ანალიზში მდგომარეობს.
ამოცანის ფორმულირება
საქართველო მიისწრაფვის ადგილის დასამკვიდრებლად შედარებით მოკლევადიან პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ხოლო გრძელვადიან მომავალში - მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის. ქვეყნის ყველა აქტიური ეკონომიკური აგენტი - კერძო სექტორის კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები, სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება და მოქალაქეთა უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა ადრე თუ გვიან ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამავდროულად ყველას ესმის, რომ დღის წესრიგში რამდენიმე მწვავე საკითხი დგას, რომელთა გადაუჭრელობა აღნიშნულ ინტეგრაციას შეუძლებელს გახდის. ამ საკითხთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მდგომარეობს ეროვნული ნაწარმის შესაბამისობაში როგორც ევროპის თავისუფალი ბაზრის ძირითად მოთხოვნებთან, ასევე მთლიანობაში განვითარებული მსოფლიოს გლობალური ბაზრების პირობებთან. ეკონომიკის სტანდარტიზაციის ამოცანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული პრობლემაა ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის სფეროებში.
ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი ვერ გახდება, თუ ბიზნესის წარმართვისა და ზოგადსოციალური მოთხოვნების ერთობლიობას არ გაიზიარებს. აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ამგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილება საერთაშორისო სამართლით ან ორმხრივი ხელშეკრულებით იყოს განსაზღვრული - უმეტესად ეს უფრო შესაბამისობის ბუნებრივი საჭიროებაა. ქართულ კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე შეღწევის გაცილებით ნაკლები შანსი ექნებათ, თუ უცხოელი კლიენტების მიერ მოთხოვნილი სტანდარტების უგულვებელყოფას განაგრძობენ. უცხოელი ტურისტები, ინვესტორები და ბიზნესის აღმასრულებლები თავს აარიდებენ საქართველოში ჩამოსვლას, თუ აქ ელემენტარული პროდუქტების და აპრობირებული ოპერაციების სტანდარტულ ხარისხს ვერ მიიღებენ - რაც დიდი ხანია, ჩვეულებრივი მოთხოვნა გახდა დასავლეთში. სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის შენარჩუნება უკიდურესად რთული გახდება, თუ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მაკროეკონომიკური ადმინისტრირებისა და რეგულირების დამკვიდრებული სტანდარტების დანერგვას ვერ შეძლებენ. სტანდარტები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტს, განსაკუთრებით, კერძო სექტორის მცდელობისას, დააკმაყოფილოს მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მუდმივად მზარდი ხარისხის საქონელსა და მომსახურებაზე.
საქართველოს წინაშე რთული არჩევანია: ეკონომიკის ეტაპობრივი სტანდარტიზაცია თუ მდგომარეობის უყურადღებოდ დატოვება და შესაბამისად, ვითარების შესაძლო, მნიშვნელოვანი გაუარესება. ამჟამად გვაქვს ორივე მიდგომის ნაერთი, რაც ეკონომიკის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს, ხოლო კერძო სექტორის წარმატებას - ნაკლებად მოსალოდნელს და რთულად საპროგნოზოს ხდის. არა მხოლოდ მთავრობას და განვითარებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო დონორებს, არამედ ყველა დაინტერესებულ, მონაწილე მხარეს ერთად, კერძო სექტორს, უპირველეს ყოვლისა, ხელეწიფება, პრობლემის დაძლევა, თუ შემუშავდება სტანდარტიზაციის ერთიანი სტრატეგია და მისი განხორციელებისათვის ყველა მონაწილე გააერთიანებს ძალებს. ამ დოკუმენტის მიზანია, საერთო ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობის მაქსიმალიზაციისათვის საქართველოს შესაძლებლობები საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების კუთხით გაშუქდეს.
არსებული მდგომარეობა
ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის მცდელობის გზაზე მთავრობამ კერძო კომპანიების სტანდარტიზაციის „ტვირთისგან“ გათავისუფლება გადაწყვიტა და საბჭოთა ეპოქის დროინდელი თითქმის ყველა სავალდებულო სტანდარტი გააუქმა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სტანდარტიზაცია უმეტესწილად არასავალდებულოა. ამავდროულად ნებისმიერ კომპანიას უფლება აქვს შეიმუშაოს საკუთარი ან დანერგოს და გამოიყენოს საერთაშორისო თუ რეგიონული ან ეროვნული სტანდარტები, რაც მოსალოდნელია, რომ ნაწარმის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის ზრდის წინაპირობა გახდეს. სტანდარტიზაციის შიდა სახელმწიფოებრივი რეგულირება საკმაოდ სუსტია დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით. მიკროეკონომიკურ დონეზე, უმეტესწილად გადაწყვეტილებების მიღების ქაოტური ხასიათიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების დიდ ნაწილს უარის თქმა მოუხდა საერთაშორისო სტანდარტების ინტენსიურ დანერგვაზე. მაგალითისათვის, 2009 წლის შუა პერიოდისათვის მხოლოდ 260-მდე კომპანიას აქვს დანერგილი და შენარჩუნებული მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი.
ქართული ეკონომიკა უმეტესწილად უგულვებელყოფს საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს. ადგილობრივი კომპანიების უმრავლესობა ცდილობს გაყიდოს ის, რასაც აწარმოებს და არა აწარმოოს ის, რასაც მოითხოვს ბაზარი. ბაზრის „მოთხოვნის მხარის“ საჭიროებათა სტანდარტულ ჩარჩოებში მოქცევა საქართველოში ჯერ არ დამკვიდრებულა, როგორც აპრობირებული პრაქტიკა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა საქართველოს კერძო სექტორს ჯერ ადგილობრივ ბაზარზე მოგების მაქსიმალიზაციის, ხოლო შემდგომ - საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემს. ამ მიზნის მისაღწევად სტანდარტიზაცია მეტად ღირებული აქტივი იქნება ქართული ეკონომიკის თითოეული სექტორისათვის, მიუხედავად მაკროეკონომიკური კონკურენტული უპირატესობებისა და ნაკლოვანებებისა.
ზემოთ აღნიშნული სუსტი რეგულირების პარალელურად ეროვნული ეკონომიკა წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხით, ხარისხის ხშირი ცვალებადობით და არამდგრადობით ხასიათდება. შედეგად წარმოების მაღალი დანახარჯები განაპირობებს ჩვენს არაკონკურენტუნარიანობას რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რაც საერთაშორისო სტრანდარტებს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის. მიუხედავად აღნიშნული უპირატესობისა, წევრობის შესაძლებლობის და საერთაშორისო სტანდარტების რეალურად დანერგვისა და გამოყენების ხარისხი/სიხშირე საკმაოდ დაბალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი. ქართული კომპანიების უდიდეს უმრავლესობას არც მოეთხოვება და არც რეალური მოთხოვნა გააჩნია (იგულისხმება მსყიდველუნარიანობით გამაგრებული სურვილი), რომ იყოს სტანდარტიზებული პროდუქციის მწარმოებელი, რაც მთელ მსოფლიოში საექსპორტო ბაზრებზე შეღწევის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნიშნავს.
სტანდარტები ქართული ეკონომიკის ყველა დარგის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა სტანდარტიზაციის საშუალებით ყველაზე მაღალი ეფექტის მოლოდინის გაანგარიშების მცდელობას მივყავართ დასკვნამდე: საკვებისა და სასმელის წარმოების და სამშენებლო დარგები ჯანმრთელობის დაცვისა და სატრანსპორტო დარგების პარალელურად სტანდარტებისა და მათი გამოყენების კუთხით ყველაზე პრიორიტეტულ სექტორებს წარმოადგენენ. საერთო მაკრო და მიკროეკონომიკური სარგებლისათვის სტანდარტიზაციის მნიშვნელობისა და სხვადასხვა დაინტერესულ მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვისას სწორედ ამ ორი დარგის მაგალითებით ვიხელმძღვანელებთ.
ევროკომისიის და მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ, რომელიც თითქმის მთელ აგრობიზნესის სექტორს ავალდებულებს (განსაკუთრებით მსხვილ და საშუალო ზომის ფირმებს) დანერგოს და განახორციელოს საკვების უვნებლობის სტანდარტები. მიუხედავად ამ ნაბიჯის პოზიტიური დანიშნულებისა, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ უნდა განახორციელოს კერძო სექტორმა ამ დარგის სტანდარტიზაცია. ნორმატივები არც აფასებენ და არც განსაზღვრავენ სტანდარტიზაციის შესაძლებლობას. სინამდვილეში სტანდარტიზაცია ძვირადღირებული პროცესია, ხოლო ქართული კომპანიების უმრავლესობისათვის - მეტისმეტად ძვირადღირებული (ყოველ შემთხვევაში, მფლობელებისა და უმაღლესი მენეჯმენტის გადმოსახედიდან). განუსაზღვრელი ვითარების შედეგად მხოლოდ მცირე, არასაკმარისი რაოდენობის კომპანიებმა შეძლეს საკუთარი სტანდარტების შემუშავება ან არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ამრიგად, სახელმწიფო იძულებული შეიქმნა, კანონის ძალაში შესვლის თარიღი მომავლისათვის გადაეტანა. საკვების უვნებლობის სტანდარტებმა (სხვა სიკეთესთან ერთად) საშუალება უნდა მისცეს თვით კომპანიას და მის კლიენტებს, რომ საბოლოო პროდუქტიდან უკან გაყვნენ ღირებულებით ჯაჭვს და დარწმუნდნენ, რომ უვნებლობის ნორმები სრულადაა დაცული. აღნიშნული კანონმდებლობა ძალაში შედის 2010 წლის დასაწისიდან, თუმცა კერძო სექტორი კვლავ მოუმზადებელია ასეთი ცვლილებებისათვის (სტანდარტების უზრუნველყოფა მოითხოვს კვალიფიციურ კადრებს, სპეციფიკურ ინსტრუმენტებს და/ან დანადგარებს, მმართველობითი სიმძლავრეების უწყვეტ გამოყენებას და ა.შ.). აღნიშნული საკითხი ღია და მტკივნეული დარჩება კანონის ამოქმედების მომენტისთვისაც; მისი გადაწყვეტა გადაუდებელი ამოცანაა, ძირითადად, კერძო სექტორისათვის სტანდარტიზაციის რეალური შესაძლებლობის გამოყენებისა და უზრუნველყოფის კუთხით.
საქართველოში სამშენებლო დარგის სტანდარტები საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საკმაოდ მალე იქნა უგულვებელყოფილი. დღეს სამშენებლო კომპანიებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, თუ რომელ სტანდარტებს გამოიყენებენ, თუკი საერთოდ გამოიყენებენ (ნებაყოფლობით) რომელიმე სტანდარტს. სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ქვეყანა იზიარებს საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით აღიარებულ სტანდარტებს და უერთდება შესაბამის ორგანიზაციებს. თუმცა სინამდვილეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებისაგან უფრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებისა. ახალი ნაგებობები, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული დანიშნულებისა, ან საერთოდ ნათლად გაცხადებული სტანდარტების გარეშე შენდება, ან უბრალოდ კოპირებული სტანდარტების გაცხადებით (მაგალითად, კოდების საერთაშორისო საბჭოსგან - ICC - ბრმად გადმოღებული ნორმებით) და სტანდარტების გამოყენების დადასტურების გარეშე. რეგულაცია დაინტერესებულია მხოლოდ უკიდურესად მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხებით, როგორიცაა ნაგებობის გამძლეობა და შენობის საფუძვლის სიმძლავრე. შიდა და გარე ინფრასტრუქტურის, ნაგებობის ნარჩენების მართვის, საკომუნიკაციო სისტემებისა და გარემოსივრცის მოწყობის სტანდარტიზაცია, როგორც წესი, უგულვებელყოფილია და შესაბამისად, თითოეული კონკრეტული ფირმის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა მინდობილი.
ქართულ ეკონომიკაში სტანდარტების გამოყენების კოეფიციენტების ზოგადი შეფასებით მივდივართ დასკვნამდე, რომ სტანდარტების დანიშნულება და უმთავრესი მიზნები საქართველოში არ არის მიღწეული. საქონლისა და მომსახურების სასურველი და ამავდროულად, განმეორებადი მახასიათებლები ხარისხის, გარემოს მიმართ ტოლერანტობის, საიმედოობის, ურთიერთჩანაცვლების და შესაბამისად, ეფექტიანობის კუთხით ჯერ კიდევ უნდა დამკვიდრდეს, როგორც ნორმა, რაც ეკონომიკურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.
სირთულეები და შესაძლებლობები
საერთაშორისო არენაზე სტანდარტიზაციის კუთხით დღეს არსებული ვითარების გაანალიზებითა და საქართველოს სტატუსკვოსთან შედარებითი განხილვით შევძლებთ განვსაზღვროთ რეალური არჩევანი, რომელიც დღეს ეროვნულ ეკონომიკას აქვს. ორი უმსხვილესი მონაწილე - მთავრობა (სახელმწიფო) და განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ხელშეწყობის საზოგადოება - განიხილავს საერთაშორისო სტანდარტების საქართველოში დანერგვა-გამოყენების შესაძლებლობას, რაც ამავდროულად მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის კერძო სექტორს სტანდარტიზაციის მაღალი ეკონომიკური დანახარჯების გამო. მთავრობის ე.წ. ლიბერალიზაციის სტრატეგიის აქტიური განმახორციელებლის იმიჯი, შესაძლოა, დაზიანდეს კერძო სექტორის დისკომფორტის და მთლიანი არაეფექტურობის გამო, რაც იძულებით სტანდარტიზაციას მოჰყვება. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს თავისი განსაზღვრული დანახარჯები და ფასი ახასიათებს და „ვინმემ“ (თავად კერძო სექტორმა, სახელმწიფომ, ანუ მთლიანად ქვეყნის საზოგადოებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა ან სხვა დაინტერესულმა მხარეებმა) ეს საფასური უნდა გადაიხადოს. აღნიშნულ სფეროში ორი მთავარი კითხვა დაისმის:
არსებობს საკმარისი რესურსები სტანდარტიზაციის დანახარჯების დასაფარად?
ინვესტიცია ეფექტიანი იქნება, ანუ სარგებელი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მისი მიღწევისათვის საჭირო დანახარჯების ერთობლიობა?
დღეს უკვე ნათელია, რომ საქართველოს კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერ დაფარავს სტანდარტიზაციის ხარჯებს. ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები თავს არიდებენ ამგვარი ინვესტიციების რისკების განაწილებას: საქართველოში ბანკები ჩვეულებრივ არ აფინანსებენ სტრატეგიულ განვითარებას ან სტანდარტების დანერგვას. საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ცალკეულ სასტანდარტიზაციო ინვესტიციებს (მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის BAS/TAM პროგრამა); თუმცა სანამ კერძო სექტორი თავის თავზე არ აიღებს რისკის მნიშვნელოვან წილს, წამოწყება წარმატებით ვერ დასრულდება - განვითარების საკითხებში ეფექტიანობის მისაღწევად პირველადმა მოსარგებლემ (კერძო სექტორმა) წვლილი უნდა შეიტანოს ცვლილებების განხორციელების საქმეში (მათ შორის, ცვლილებების დაფინანსებისას).
ზემოთ მოცემული მიმოხილვა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევაფასოთ სტანდარტიზაციის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ თითოეული მონაწილისათვის სარგებლით უნდა დასრულდეს. კერძოდ, შესაძლებელია (რაც განხილულია შემდეგ ორ ქვეთავში), რომ შეიქმნას მთლიანად საქართველოს კერძო სექტორის და ცალ-ცალკე, კონკრეტული დარგების ეტაპობრივი, მაგრამ უწყვეტი, ეფექტიანი სტანდარტიზაციის სტრატეგია. ტერმინი „ეფექტიანი“ გულისხმობს, რომ პროცესი ერთდროულად რეალისტურიც (ანუ გადახარჯვები საჭირო არ გახდება) იქნება და ამავდროულად სარგებელზე ოპტიმიზირებულიც (საბოლოო წმინდა რეზულტატები გადააჭარბებს პირველად ფინანსურ დანახარჯებზე მოთხოვნას).
შესაძლოა, დაინტერესებულ მხარეთა მიერ განსახილველ საკითხთა შორის უპირველესი გახდეს სტანდარტების/სტანდარტიზაციის პრობლემატიკის პრიორიტეტიზაცია, საერთო მიდგომის ჩამოყალიბება და ამოცანების/პასუხისმგებლობის მოქმედ პირთა შორის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივების მიხედვით განაწილება. ეკონომიკას სასურველ და ეფექტურ შედეგებამდე არ მიიყვანს ან ყველაფრის ერთბაშად, ან საერთაოდ არაფრის სტანდარტიზაციის მცდელობები. პირველ რიგში, კონკრეტული დარგები და ქვედარგები უნდა შეირჩეს, სადაც სტანდარტიზაცია უფრო აქტიურად განხორციელდება, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში. შემდეგ სტანდარტიზაციის უკიდურესად კონკრეტული მიზნები უნდა განისაზღვროს და შეთანხმება იქნეს მიღწეული დაინტერესებულ მონაწილეთა შორის. დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩამოყალიბდეს საერთო სტრატეგია, რომელიც თითოეული დაინტერესებული მხარის ინტერესებს გაიზიარებს და განხორციელდება კოოპერაციისა და მონიტორინგის რეჟიმში.
თითოეული დაინტერესებული მხარის შესაძლო როლი
ეკონომიკის სტანდარტიზაცია გავლენას ახდენს მონაწილეთა ფართო სპექტრზე - დაწყებული ფიზიკური პირებით, როგორც საბოლოო მომხმარებლებით, და კონკრეტული ფირმებით, როგორც ღირებულების შემქმნელი აგენტებით, და დასრულებული ინსტიტუციებით, რომლებიც ორიენტრებული არიან როგორც გრძელვადიან განვითარებაზე ასევე მოკლე და საშუალოვადიან კომერციულ წარმატებაზე/ფინანსურ უკუგებაზე. საქართველოში სტანდარტიზაციის თემასთან დაკავშირებით იკვეთება დაინტერესებულ მხარეთა ხუთი ძირითადი ჯგუფი:
საზოგადოება - სამომხმარებლო ბაზა ქვეყნის მასშტაბით.
კერძო სექტორი, როგორც სხვადასხვა დარგში მოღვაწე და საქონელსა და მომსახურებაზე ღირებულების დამამატებელი ორგანიზაციები.
საქართველოს სახელმწიფო, წარმოდგენილი ხელისუფლების სახით, რაც სხვადასხვა სამინისტროს, დეპარტამენტებს, წარმომადგენლობით-საკანონმდებლო და სახელმწიფოს კუთვნილ მასერტიფიცირებელ ორგანოებს მოიცავს
საერთაშორისო განვითარებაზე ორიენტირებული და საფინანსო ორგანიზაციები, როგორც უმეტესწილად დონორები.
ტექნიკური მხარდაჭერის ინსტიტუტები, როგორიცაა კომერციული ბანკები, საკონსულტაციო ფირმები, აუდიტორული, ხელშეწყობაზე და სტანდარტიზაციაზე ორიენტირებული დაწესებულებები, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური.
საზოგადოება, როგორც სტანდარტიზაციის მთავარი მოსარგებლე
ზოგადად საზოგადოების უმთავრესი ინტერესი მაღალი ხარისხის საქონლისა და მომსახურების მიღებაში მდგომარეობს, თან - რაც შეიძლება დაბალ ფასად. დაინტერესებულ ჯგუფებს შორის აღნიშნული ტიპი ყველაზე ბუნებრივად მოტივირებული და ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების განმხორციელებელია. მომხმარებლები ყოველთვის პირველნი გრძნობენ ცვლილებას და საკმაოდ სწრაფად რეაგირებენ მარტივი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით - მომწოდებლებს შორის გადანაცვლება ბაზრის „მიწოდების მხარისათვის“ უნდა გახდეს სტანდარტების მნიშვნელობის შესახებ ნათელი შეტყობინება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სამი ძირითადი მიზეზის გამო დღევანდელი ქართველი მომხმარებელი მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს სტანდარტების დანერგვაზე:
ქართულ სამომხმარებლო ბაზრებზე მომხმარებელთა უმეტესობის გათვითცნობიერების დაბალი ხარისხი.
ზოგადად, საქართველოს საზოგადოებისათვის დღეს დამახასიათებელი დაბალი მსყიდველუნარიანობა.
მცირე და ვიწრო არჩევანის სპექტრი ეკონომიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება დღეს სუსტ გავლენას ახდენს მთლიანობაში ხარისხის საკითხებზე და კონკრეტულად - სტანდარტიზაციაზე, ეკონომიკის მომავალს მაინც საბოლოო მომხმარებელი განსაზღვრავს. ამგვარად, საზოგადოების მიერ სტანდარტების მნიშვნელობის გააზრება და „ყიდვა-არყიდვა“, ინსტრუმენტის სტანდარტიზაციის და მთლიანობაში ხარისხის ზრდის წასახალისებლად გამოყენება უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ეკონომიკის ხვალინდელი დღის ფორმირებაში.
კერძო კომპანიები სტანდარტიზაციის სფეროში ბაზრის მიწოდების მხარეს წარმოადგენენ. სანამ მათ მომხმარებლები არ უბიძგებენ ან „აიძულებენ“ სტანდარტების დანერგვა-გამოყენებას, ფირმები სტანდარტიზაციას უპირველესი მნიშვნელობის ამოცანად არ განიხილავენ. ამავდროულად, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კომპანიები, რომლებიც ან საკუთარ, ან საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავენ, საერთო ჯამში მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ. აღნიშნული დაკვირვება ჭეშმარიტებას წარმოადგენს ასევე მთელი ქვედარგების როგორც მოკლევადიანი წარმატებისათვის, ისე გრძელვადიანი განვითარებისთვის. სტანდარტიზაციის სტრატეგიის განვითარება და განხორციელება კვების პროდუქტების ისევე, როგორც სამშენებლო დარგებში მოსალოდნელია, რომ კონკურენტი ფირმების ძალების საერთო და ინდივიდუალური წარმატებისთვის ერთობლივი გამოყენების სარბიელად იქცეს.
სახელმწიფოს მხრიდან სტანდარტიზაციის პროცესის მთავარ მმართველად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტრო გვევლინება. დარგობრივ სამინისტროებსაც გარკვეული კომპეტენციები აქვთ სტანდარტების სფეროში რეკომენდაციების შემუშავების განხრით, მაგრამ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სტანდარტების გავრცელების კუთხით ვითარების მთავარი ზედამხედველიც არის და იმავდროულად პასუხისმგებელიც როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისათვის რეკომენდაციების მიწოდებაზე სხვადასხვა სტანდარტების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. სტანდარტების განხრით სამინისტროს მთავარ ფრთას Geo STM წარმოადგენს (ყოფილი „საქსტანდარტი“), რომელიც, ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, ადგილობრივად დამკვიდრებული სტანდარტების რეგისტრაციით და კოორდინაციითაა დაკავებული. სახელმწიფო ინარჩუნებს ქვეყნის წევრობას სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც უფრო ფორმალური ხასიათის ფაქტია, ვიდრე ხელშესახები აქტივი, რომელიც ეროვნული ეკონომიკისათვის დღევანდელი მდგომარეობით რაიმე სახის მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის.
განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო და საფინანსო ინსტიტუციები ყველა დანარჩენ მონაწილესთან შედარებით უფრო პროაქტიურ როლს ასრულებენ ამ სფეროში. საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა-გამოყენების წასახალისებლად შემუშავებული იქნა მთელი რიგი სარეკომენდაციო პაკეტებისა და ფინანსური ხელშეწყობის პორტფელებისა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის შიგნით გრძელვადიანი მდგრადობის მიდგომებისა და ადგილობრივი კომერციული ბანკების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ზემოთ აღნიშნული პაკეტები და პორტფელები უბრალო რეკომენდაციებად რჩება და არა - რეალურ დახმარებად.
დონორების მიერ აგრარულ და საკვების გადამუშავება-წარმოების სექტორებში დაფინანსებული პროექტების ანალიზი ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების როლი უფრო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაში გამოვლინდა, ვიდრე გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევის ხელშეწყობაში. ბოლო პერიოდში დონორი-ორგანიზაციების მიდგომებში შესამჩნევი ცვლილებები მიუთითებს, რომ განვითარების გრძელვადიანი ხედვა მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ ძირითად ელემენტად იქცეს.
ტექნიკური მხარდაჭერის ინსტიტუტები, როგორიცაა კომერციული ბანკები, საკონსულტაციო ფირმები, აუდიტორული, ხელშეწყობაზე და სტანდარტიზაცია-სერტიფიცირებაზე ორიენტირებული დაწესებულებები (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური) ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტანდარტიზაციის პროცესში. როგორც ზემოთ იყო აღწერილი, საერთაშორისო ან შიდა სტანდარტის დანერგვა ფირმისათვის, როგორც წესი, ხანგრძლივი დროით, ენერგიითა და ფინანსურად ტევადი წამოწყებაა. ეს პროცესი მოითხოვს კვალიფიცირებულ აღმასრულებლებს, ვისაც ტექნიკური და მენეჯერული კომპეტენცია და შესაბამისი გამოცდილება აქვთ, დარგობრივ ტექნიკურ ექსპერტებს, სასესხო ან საინვესტიციო კაპიტალზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით სერტიფიცირებაში ხელშეწყობას. ქართულ რეალობაში ასეთი ტექნიკური ხელშეწყობა არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი, რადგან სტანდარტიზაციის სფეროში ჯერ არ არის დაგროვილი საკმარისი კომპეტენცია და მოგებაზე ორიენტირებული საბანკო დაწესებულებები ამ სფეროში სასესხო რისკებს აფასებენ, როგორც მისაღებზე უფრო მაღალს (ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკები ხშირად შემდგომი სახის დაშვებაზე დაყრდნობით აგებენ სტრატეგიებს: განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაფინანსება, როგორიცაა სტანდარტიზაციის პროექტი, გაცილებით უფრო მაღალრისკიანია, ვიდრე მიმდინარე, ყოველდღიური ოპერაციებისათვის სესხების გაცემა). გასული რამდენიმე წლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების სიმძლავრეებიც და კომპეტენციებიც უწყვეტად იზრდება, რაც სამომავლოდ სტანდარტიზაციის „ზურგის გამაგრების“ პერსპექტივის იმედის საფუძველს ქმნის.
რეკომენდაციები
სტანდარტიზაციის პროცესი გაგრძელდება იმის მიუხედავად, ეკონომიკურ აგენტებს მოსწონთ ეს თუ არა. შესაბამისად, გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება, თუ წინასწარ შევიმუშავებთ სტრატეგიას და სამომავლო სამოქმედო გეგმების ფარგლებში განვსაზღვრავთ სამუშაოთა განაწილების სქემას, ვიდრე დაველოდებით, როდის განხორციელდება ცვლილებები თავისთავად, ჩვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე.
გამომდინარე იმ მარტივი დაშვებიდან, რომ სტანდარტიზაცია მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა ხსენებულ მხარეს და შესაბამისად, მთელ ეკონომიკას, მრავალხრივი თანამშრომლობა აუცილებელი პირობა იქნება სტანდარტიზაციის სტრატეგიის განსახორციელებლად და ამ პროცესის ეფექტიანობის მისაღწევად. ჩვეულებრივ შემთხვევაში (იმაზე უფრო განვითარებული ეკონომიკისათვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაა) სამომხმარებლო ბაზარი სტანდარტიზაციის პროცესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა. მაგრამ ზემოთ განხილული მიზეზების გათვალისწინებით, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ დაბალმსყიდველუნარიანი მომხმარებლები შეძლებენ სპეციფიკურ სტანდარტებზე და მათ მოთხოვნებზე კონცენტრირებას. საერთაშორისო ბიზნესისა და ვაჭრობის სწრაფი გლობალიზაცია ქართულ ეკონომიკას საშუალებას არ მისცემს, რომ ადგილობრივი მომხმარებლის მომძლავრებას და გათვითცნობიერებას მშვიდად დაელოდოს. რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის მოსაპოვებლად ქართულ კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და აქტიური გამოყენება მოეთხოვებათ. რადგან საბოლოო მომხმარებლები ვერ შეასრულებენ სტანდარტიზაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალის ფუნქციებს, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა გააერთიანოს ძალები და ჩაანაცვლოს ამ ამოცანაში მომხამრებელთა ფუნქციები. მათ სტანდარტების ფართოდ გავრცელებისათვის მოტივაციაც უნდა შექმნან და განხორციელების რეალისტური საფუძვლებიც. გაერთიანებული ძალისხმევა უნდა ემსახურებოდეს ქვემოთ მოცემული ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისათვის პოზიტიური გადაწყვეტის უზრუნველყოფას:
სტანდარტიზაციისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს რესურსების მოძრაობის ერთიანი სქემით, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, ადგილობრივ კომერციულ ბანკებსა და თვით კერძო სექტორს მოიცავს.
ინვესტიციის ეფექტიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტექნიკური მხარდაჭერის ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობით.
არსებობს პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (Policy and Management Consul-ting Group - PMCG) და დაკავშირებული პირების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ამ სტატიაში განხილული სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემატიკის გადაწყვეტის ერთ-ერთ სცენარს გვთავაზობს. პაკეტი შედგება სხვადასხვა მონაწილეთა მიერ ძალისხმევის გაერთიანებისა და ერთდროული ქმედებების განხორციელების პროგნოზისაგან. საბოლოო შედეგის სახით მოსალოდნელია მთლიანად ეკონომიკის სიმძლავრის ზრდა და კერძო სექტორის ეფექტიანობასთან მიახლოება. რეკომენდაციები ეფუძნება ტრანსაქციების თანმიმდევრულ სექმას, რომელიც ყველა ზემოთ აღნიშნულ მონაწილეს, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მოიცავს და უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას.
ადგილობრივმა საბანკო ინსტიტუტებმა შესაძლოა დაიწყონ სტანდარტიზაციისა და მასთან დაკავშირებული გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული რესტრუქტურიზაციის პროექტების დაფინანსება, თუ ისინი [კომერციული ბანკები] მიზანმიმართულ ფინანსურ ხელშეწყობას და სტიმულირებას მიიღებენ (მაგალითად, რისკების დაზღვევას) დონორების მხრიდან. უცხოელი პარტნიორებისა და დონორების მხრიდან ქართულ ბანკებს მთელი რიგი საკრედიტო ხაზები აქვთ დამტკიცებული, მაგრამ აუთვისებელი: ადგილობრივი ბანკები აგრობიზნესისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სესხების გაცემას (ლიკვიდური აქტივების წინასწარი დაგირავების გარეშე) ზედმეტად მაღალი რისკის მატარებელ წამოწყებად აფასებენ. მსოფლიოს უძრავი ქონების ბაზრებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე დესტაბილიზაცია და ეკონომიკური ვარდნა ბანკების მხრიდან სამშენებლო ბიზნესის მიმართ „გაციების“ ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აუცილებელია გაერთიანებული ძალისხმევის წარმართვა საქართველოს საბანკო სექტორის მიერ „სარისკო“ დარგების იოლად და სწრაფად დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
კერძო ფირმებს უნდა მოეთხოვებოდეთ საკუთარი სტანდარტიზაციის თანადაფინანსება, მინიმუმ, ისეთი ხარისხით, რაც უზრუნველყოფს, რომ მათ მიერ შეტანილი წვლილი იყოს იმდენად დიდი, რომ გამოიწვიოს უკუგების გენერირების მოტივაცია. დონორების მიერ მხარდაჭერილი ფინანსური სქემის ფარგლებში მოზიდული სასესხო კაპიტალის ნაწილი უნდა იქნეს გამოყენებული სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებების გრძელვადიანი ეფექტის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გააგრძელოს მაკროეკონომიკური განვითარების ტემპის და ინვესტორთა რწმენისა და კეთილგანწყობის ზრდის მცდელობები. ასეთი უწყვეტი კოოპერაციის წამოწყების შედეგად მიწოდების მხარე წაახალისებს მოთხოვნას, ხოლო მომხმარებელთა პრეფერენციები პროცესს დამატებით წაწევს წინ. აღნიშნული სქემა, შესაძლოა, ჯერ აგრობიზნესის, საკვებ-სასმელის და სამშენებლო დარგებისათვის იქნეს გამოყენებული, რაც მნიშვნელოვან გამოცდილებას შეგვძენს სხვა დარგებში ანალოგიური ვითარების შესაქმნელად და გამოსაყენებლად.
განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ადგილობრივი საბანკო დაწესებულებების მხარდაჭერაში მდგომარებს, რაც განსაკუთრებით აგრობიზნესის და სამშენებლო დარგებში სტანდარტიზაციის პროექტების დაფინანსების რისკების მინიმა-განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ადგილობრივი საბანკო დაწესებულებების მხარდაჭერაში მდგომარებს, რაც განსაკუთრებით აგრობიზნესის და სამშენებლო დარგებში სტანდარტიზაციის პროექტების დაფინანსების რისკების მინიმალიზაციაში უნდა გამოიხატებოდეს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ასეთი მხარდაჭერა, სხვა ქმედებების პარალელურად, შესაძლოა სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული სესხების დაბრუნების რისკების დაზღვევას ნიშნავდეს. შედეგად, ადგილობრივი ბანკები კერძო კომპანიებისათვის ფონდების გამოყოფას მნიშვნელოვნად გაზრდიან და სტანდარტიზაციას შესაძლებელს და მიმზიდველს გახდიან. კერძო სექტორი ახალი დატვირთვით განაახლებს პროფესიული, ტექნიკური და მენეჯერული მომსახურებით სარგებლობას იმისათვის, რომ მიაღწიოს ეფექტიან სტანდარტიზაციას და შემდგომ - სერტიფიცირებას. კერძო კომპანიები ასევე მნიშვნელოვნად გაზრდიან თვითდაფინანსების შემადგენელს, რადგან მათი რისკები გადანაწილებული ექნებათ საბანკო სექტორს და დონორთა საზოგადოებას. ამგვარი პროექტების დიდ უმრავლესობას აქვს მომგებიანობის მაჩვენებლებზე გასვლის რეალური პოტენციალი იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტიზაცია მათი მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტის საჭიროებებსაც პასუხობს. ამ სქემის მიხედვით, ქვეყანაში დახარჯული დონორთა ფონდები მოხმარდება რეალური ცვლილების განხორციელებას და არა - გაურკვეველი ფუნქციების მქონე „ექსპერტების“ (ვისაც ხშირად წარმოდგენა არ აქვთ გრძელვადიანი მდგრადობის საჭიროებათა შესახებ) მომსახურების დაფინანსებას. ფირმების მოგების მაქსიმალიზაციის გზით სტანდარტიზაცია ფულად ღირებულებაში გადაიზრდება და კერძო სექტორი ბანკებში სტანდარტიზაციისათვის აღებული სესხების დიდ ნაწილს დროულად და სრულად დაფარავს.
აღნიშნული სქემის უნიკალური ეფექტიანობა მდგომარეობს დონორებს, ბანკებს, კერძო ფირმებსა და ტექნიკური მხარდაჭერის ინსტიტუტებს შორის ფინანსური რისკების ოპტიმალურ განაწილებაში - ის პროექტები, რომლებიც წარმატებული არ აღმოჩნდება, დაიხურება და ათვისებული სესხი ვერ დაბრუნდება, მაგრამ კომერციული ბანკების დანაკარგებს აანაზღაურებს დონორთა საზოგადოება. ამ გზით დონორები რეალურ ცვლილებებს დააფინანსებენ და აუცილებელ საბანკო ტრანსაქციებს წაახალისებენ. მეორე მხრივ, წარმატებული პროექტები ფირმებს უკვე მოკლევადიან პერიოდში მისცემს საშუალებას, რომ კრედიტების ნაწილი დაფარონ, რაც ადგილობრივ ბანკებს დონორთა ფონდების დაფარვის შესაძლებლობას გაუჩენს. წინასწარი გათვლებით დონორთა ფონდების მინიმალური აუცილებელი ნაკადების მოცულობა დაახლოებით 20-დან 25 მილიონ დოლარამდე შეადგენს, რაც 2010-11 წწ-ში საქართველოში სტანდარტიზაციის მხარდაჭერის პირველი რაუნდის საჭიროებებს დააფინანსებს. წარმატებული პროექტების (ანუ დაფარული სესხების თანაფარდობა პრობლემურთან) რაოდენობისა და ხვედრითი წონის მიხედვით უნდა განისაზღვროს მეორე და მესამე რაუნდების ფინანსური საჭიროებანი. რაც უფრო მაღალი იქნება წარმატების კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლები დონორის ფონდები დასჭირდება პროცესის გაგრძელებას - მინიმუმ 8-დან 12 მილიონ დოლარამდე და შესაძლოა, 20 მილიონ დოლარზე მეტიც კი, თუ წარუმატებელი პროექტების რაოდენობა ძალიან მაღალი აღმოჩნდება.
ზემოთ მოცემულ რეკომენდაციების პაკეტს შესაძლოა რამდენიმე წარუმატებლობისა და არაეფექტურობის რისკი ახასიათებდეს. შესაბამისად, საჭიროა ასეთი ინიციატივების დეტალური და ღრმა განხილვა. ორი უმთავრესი არგუმენტი, დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების საწინააღმდეგოდ, მდგომარეობს არამდგრადობაში და თანხების არაეფექტიან გამოყენებაში. აღნიშნული სტანდარტიზაციის ეროვნული პროგრამის აუცილებელი თანადამფინანსებელი უნდა გახდეს ქართული კერძო სექტორი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წამოწყებისათვის გაწეული რისკების მინიმალიზაცია და გაიზარდოს სარგებლის მიღების შანსი. თითოეულ დაკავშირებულ და დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ შეაფასოს პროგრამის პერსპექტივა და წვლილი შეიტანოს მის მოდიფიკაციასა და სრულყოფაში.
რეზიუმე
სტანდარტები უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური განვითარებისათვის. დღევანდელი გლობალური ბაზრების მოთხოვნა დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ვრცელდება თითოეულ მიმწოდებელზე. მდგრადი განვითარების მისაღწევად საქართველოს კერძო სექტორმა უნდა გაიზიაროს სტანდარტების ღირებულება და მახასიათებლები დარგების, პროდუქტების მიხედვით და ეცადოს, დააკმაყოფილოს გლობალური მოთხოვნები. ეს იოლი საქმე არ იქნება. ის კომპანიებიც კი, ვინც უკვე გაიაზრა საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა, ბოლომდე ვერ ახერხებენ მათ სრულფასოვან გამოყენებას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსური რესურსების ნაკლებობაში მდგომარეობს, რაც სტანდარტიზაციისათვის აუცილებელი დანახარჯების გაწევის საშუალებას არ აძლევს კერძო სექტორს. როგორც წესი, ფირმის მიერ კონკრეტული სტანდარტის (სამმართველო თუ ტექნიკური ხასიათის) დამკვიდრებაზე გაწეული ინვესტიცია მოკლევადიანი უკუგებით არ ხასიათდება. ქართული კერძო კომპანიების უმრავლესობა სტანდარტიზაციას ან ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევს, ან, ყოველ შემთხვევაში, არა პირველი მნიშვნელობის ამოცანად განიხილავს. სტანდარტების დამკვიდრების მუდმივი გადადება დროში განუსაზღვრელი ვადით იწვევს კომპანიების მიერ ხელიდან გაშვებული მოგების აკუმულირებას, ხოლო მაკროეკონომიკურ დონეზე - ეკონომიკური განვითარების დაბალ ტემპებს. ბოლო 3-დან 7 წლამდე ისტორია ცხადყოფს, რომ საქართველოს კერძო სექტორი მოუმზადებელია და, ალბათ, უახლოეს მომავალშიც ვერ მოემზადება ამ საკითხის დამოუკიდებლად გადასაჭრელად. გამომდინარე იმ მოლოდინიდან, რომ სტანდარტიზაციის საბოლოო შედეგები სარგებელს არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მთლიანად საზოგადოებას და შესაბამისად, სახელმწიფოს (მთავრობას) მოუტანს - მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ სტანდარტიზაციის პროცესი სტაბილურად და გონივრულად წარიმართოს. წინსაწარი პროგნოზი გვიჩვენებს, რომ ორი მთავარი გარემოების გათვალისწინებით საქართველოს კერძო სექტორის სტანდარტიზაციით მოგებული ფინანსური სექტორიც დარჩება: ა) მოსალოდნელია, რომ სხვადასხვა დარგის სტანდარტიზაციისათვის გაცემული სესხების დაბრუნების კოეფიციენტი დამაკმაყოფილებელი იქნება, რაც ბანკებისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში მისაღები მოგების შესაძლებლობებს შექმნის და ბ) თუნდაც ერთი, კონკრეტული დარგის 40%25-დან 60%25-მდე ნიშნულამდე სტანდარტიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდის სასესხო კაპიტალზე მოთხოვნას, რადგან კერძო ფირმებს გაუჩნდებათ ახალი საჭიროებანი საბრუნავი და კაპიტალური დაბანდებების განსახორციელებლად, რაც კომერციულ ბანკებს მათთვის უფრო უსაფრთხო პორტფელის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. დღეს საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები უმეტესწილად უარს ამბობენ სტანდარტიზაციისათვის სასესხო კაპიტალის გამოყოფაზე. ბანკები ამ სფეროს ზედმეტად რისკიანად მიიჩნევენ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რამდენიმე ადგილობრივი ბანკისათვის ხელმისაწვდომია ასეთი ფონდები უცხოური საკრედიტო ხაზების მეშვეობით, ისინი არ იყენებენ ამ რესურსს და თავს არიდებენ გრძელვადიანი, კაპიტალურ ინვესტიციებთან დაკავშირებული დაფინანსების განხორციელებას. ამავდროულად, კერძო სექტორის სტანდარტიზაცია შედის რამდენიმე საერთაშორისო, განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის პრიორიტეტების ჩამონათვალში. დონორებს ესმით, რომ ეკონომიკის სტანდარტიზაცია საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინტერესების აშკარა თანხვედრა იმის მანიშნებელია, რომ უნდა ვეძიოთ ერთი ან რამდენიმე შესაძლებლობა უსტანდარტობის პრობლემის გადასაჭრელად. ამ სტატიაში განხილული ერთ-ერთი ვერსია ქმნის ფონდების სწრაფი და შედარებით უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას დაინტერესე-ბული მხარეების ჩარჩოებში ისე, რომ თითოე-ულმა მათგანმა თავის მიზანს მიაღწიოს. ქვე-მოთ მოცემულია მაგალითი ფონდების შესაძ-ლო მოძრაობისათვის შემოთავაზებული სქემის მიხედვით:
სტანდარტების მნიშვნელობა და როგორ შევუწყოთ ხელი მათ დამკვიდრებას
![]() |
5.1 საჯარო დისკუსიის რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შესაძლებელია ისეთი არგუმენტების მოხმობა, რომლითაც დასაბუთდება, რომ ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა სტანდარტების შემოღების განმაპირობებელი მამოძრავებელი ძალა. ქვეყანაში არ არსებობდა მოტივაციის ის საფუძვლები, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სავალდებულო და რეკომენდაციული შინაარსის სტანდარტების შემოღებისაკენ უბიძგებდა: მომხმარებლების მხრიდან არ არსებობდა მოთხოვნა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებზე მათი დაბალი მოლოდინის, ნაკლები ორგანიზებულობისა და იმ ფაქტის გამო, რომ შესყიდვების დროს მომხმარებელთა გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის ფასს ეფუძვნებოდა; ადგილობრივი კერძო სექტორი, უმთავრესად, არ იყო ექსპორტზე ორიენტირებული, ან იმ სფეროებში ახორციელებდა ექსპორტს, სადაც არ მოქმედებს სტანდარტიზაციის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მოთხოვნები; ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლების უმეტესობა ჯერ კიდევ არ განიხილავს თავიანთი საქმიანობის კონკურენტუნარიანობის საკითხს; ხოლო მთავრობა ამ საკითხებში ჩარევისგან თავს იკავებდა.
თუმცა, სტანდარტების შემოღების საკითხი ბოლო დროს გარეშე დაინტერესებულმა მხარეებმა დააყენეს: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური და კომპლექსური თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების დროს ამ სფეროში, განსაკუთრებით კვების უსაფრთხოების სფეროში, მარეგულირებელი ნორმებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად დასახელდა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ გააფორმოს ეს ხელშეკრულება.
ამ საკითხის შესახებ გამართული დისკუსიების დროს გამოიკვთა, რომ იმ კომპანიებს, რომელთაც საექსპორტო პროდუქციის წარმოების პოტენციალი გააჩნიათ, მარეგულირებელი ნორმებისა და ინფრასატარუქტურის არარსებობა სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნის საზღვარგარეთის ბაზრებზე შესასვლელად. ამასთან, სერტიფიცირება, რომელიც საჭიროა ცალკეულ ბაზრებზე შესასვლელად, ხორციელდება შუამავლების მიერ, რომლებიც ქართული კომპანიების მოგებიდან მნიშვნელოვან წილს იღებენ. ბოლოს, ქვეყნის არასახარბიელო რეპუტაცია პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ხელფეხს უკრავს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებსა და დარგებს.
მიუხედავად იმისა, რომ საკვების უსაფრთხოების კანონის ამოქმედების რამოდენიმეჯერ გადადება კვლავ საკამათო საკითხად რჩება, დისკუსიის დროს ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელიც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იქნა მიღწეული ამ სფეროში. უმთავრესად ეს შეეხება ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქუტრის ფუნდამენტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და რესურსების შექმნას სახელმწიფო უწყებებსა და დონორებს, განსაკუთრებით GTZ-ს, შორის თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო და საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ამ ძალისხმევაში მთავარ როლს თამაშობენ. ძირითადი პრობლემა, რომელიც კვლავ არ არის გადაჭრილი, გახლავთ საქართველოში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლაბორატორიის არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის საიმედო და სანდო ტესტირების განხორციელება.
დისკუსიის დროს გაკეთებული შეფასების მიხედვით საქართველო სამიდან ათ წლამდე პერიოდით არის დაშორებული ფუნქციონალური სისტემის არსებობიდან, რომლის არსებობაც დამოკიდებულია მთავრობის მიერ ამ პროცესის განხორციელების შესახებ მტკიცე ვალდებულების აღებასა და ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურად ჩამოყალიბებაზე. შესაბამისი ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასურველი შედეგების მისაღწევად საჭიროა, რომ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმაც უაღრესად მტკიცე ვალდებულება აიღონ.
თუმცა ამ სფეროში ამჟამად ძირითადად ძალისხმევა სავალდებულო სტანდარტების შემოღებისკენ არის წარმართული, განსაკუთრებით კი საკვების უსაფრთხოების სფეროსაკენ, დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სარეკომენდაციო შინაარსის სტანდარტები და მეწარმეების მიერ მათი სამოქმედოდ შემოღება. სტანდარტების შემოღება ამ შემთხვევაშიც უმთავრესად განპირობებულია უცხოურ ბაზრებზე ორიენტაციით: კომპანიები, რომელთაც ISO-ს სხვადასხვა სტანდარტები დანერგეს, სავარაუდოდ, მოტივირებულნი იყვნენ სწორედ ამ ფაქტორით. თუმცა, არსებობს რამდენიმე ისეთი პროგრესული კომპანიის მაგალითი, რომლებიც შიდა ბაზრისთვის აწარმოებენ საქონელს, მაგრამ ნებაყოფილობით გადააჭარბეს დადგენილ ნორმებს, რათა ხარისხიანი მწარმოებლის სახელი დაიმკვიდრონ. არსებობს ისეთი მაგალითიც, როდესაც მთლიანმა სექტორმა აირჩია ამგვარი მიდგომა: ნავთობის იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების ეროვნული ასოციაციის წევრმა კომპანიებმა სამოქმედოდ შემოიღეს პროცესუალური კოდექსი, სადაც აღწერილია პროდუქციის ხარისხის სხვადასხვა დონე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ასოციაციამ ბოლო რამდენიმე შემთხვევაში მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის მართლაც აპირებს ამ სტანდარტების შესრულებას.
სექტორის მასშტაბით განხორციელებული ანალოგიური ინიციატივის მაგალითია კორპორაციული მართვის კოდექსის შემოღება საბანკო სექტორში საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაცისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის თანამშრომლობის შედეგად. ამ ინიციატივის მიზანია საბანკო სექტორმა გამოაცხადოს, რომ ეს სექტორი სათანადოდ და გამჭვირვალედ იმართება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დაცვით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაციისათვის და რეიტინგისათვის. კორპორაციული მართვის კოდექსი ეფუძნება მონაწილე ბანკების მიერ ავტომატური ანგარიშგების განხორციელებას, და ამდენად ამ სექტორის სანდოობა ხანგრძლივ პერიოდში განისაზღვრება მონაწილე ბანკების უნარით ეფექტური მონიტორინგი გაუწიონ ერთმანეთის საქმიანობას.
დასასრულს, დისკუსიაში გამომსვლელებმა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდეს თანამშრომლობისაკენ, რათა წინ წაიწიოს ქვეყანაში აღნიშნული დღის წესრიგის განხორციელების პროცესმა არა მხოლოდ ტექნიკური და მარეგულირებელი ნორმების შემუშავების მხრივ, არამედ სტანდარტების სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობის ყველა შესაბამისი ჯგუფის ინფორმირების თვალსაზრისითაც.
![]() |
6 მწვანე მინდვრები - საქართველოს სოფლის მეურნეობის რეალობა და პოტენციალი |
▲ზევით დაბრუნება |
დევიდ ვ. ლენდი
დეივიდ ლენდი გახლავთ უფროსი აღმასრულებელი პირი, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორის მართვასა და საკონსულტაციო მომსახურებაში ინტენსიური გამოცდილება აქვს. თითქმის ოც ქვეყანაში მუშაობისას იგი ძირითად აქცენტს აკეთებდა განვითარების დაგეგმვაზე, განსაკუთრებით, სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორში; ინსტიტუციების შექმნაზე (განვითარების ბანკები, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, საკონსულტაციო სამსახურები) და პროექტების იდენტიფიკაციასა და შეფასებებზე. ბატონი ლენდი აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი აგრობიზნესის უფროსი აღმასრულებელი პირია; მან შეიმუშავა ომანის და საქართველოს, სადაც ის 2005 წლიდან მუშაობს, სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სტრატეგიების პროექტები. ბატონი ლენდი გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჰაიტის იმედის“ დირექტორი, რომელიც ყოველწლიურად 20 მილონ აშშ დოლარს ხარჯავს ჯანდაცვის, განათლების, წყლის მიწოდების, ტყის გაშენების და საკვებით უზრუნველყოფაზე.
პრობლემის შესახებ
საზოგადოდ, საქართველო იყო, არის და უნდა იყოს სოფლის მეურნეობის ქვეყანა. ცოტას თუ აქვს გაცნობიერებული ეს ჭეშმარიტება და შესაბამისად, ცოტა თუ მოქმედებს გადაჭრით და თანმიმდევრულად მისი რეალიზების მიზნით - არც მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება, არც ბანკები და მეწარმეები და ზოგჯერ თვით ფერმერებიც კი ამგვარად არ მოქმედებენ. ზოგადი მიდგომა ისაა, რომ საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ფინანსურ ცენტრად, გააგრძელოს ენერგონაკადების გატარება დასავლეთისაკენ, ისევ იტვირთოს თავისი ისტორიული - აზიისა და ევროპის ვაჭრობის გზაჯვარედინის - ფუნქცია და გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული ადგილი. საბოლოო შედეგი იქნება საქართველოს გარდაქმნა, დივერსიფიცირებული ეკონომიკის მზარდ ქვეყნად, სადაც ყველა იქნება დასაქმებული, ექნებათ კარგი ხელფასები და არ იარსებებს სიღარიბე. როგორც ჩანს, მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად ძირითადად საჭიროა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების პრივატიზაცია და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნა მთავრობის, მარეგულირებელი წესებისა და გადასახადების შესაბამისად რესტრუქტურიზაციის, გამარტივებისა და შემცირების მეშვეობით. რეალურად, ამგვარი ეკონომიკური ტრანსფორმაციის განხორციელების ალბათობა სოფლის მეურნეობისათვის უფრო დიდი ყურადღების დათმობის გარეშე იგივეა, რაც წარსულში საბჭოთა ხუთწლიანი გეგმების შესრულების ალბათობა იყო.
გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმირების თვალსაზრისით. საქართველოს მომავალი ფუნქციის შესახებ მართლაც არსებობს დამაიმედებელი ხედვა. სამწუხაროდ, ისიც მართალია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უმეტესწილად უფრო ხელოვნურია და ვერ ქმნის ეკონომიკის მდგრადი გაფართოების საფუძველს. აგრეთვე მართალია, რომ ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის შედეგად არსებითად არ გაზრდილა სამუშაო ადგილების რაოდენობა და არც დადებითი ზეგავლენა მოუხდენია ქართველების უმეტეს ნაწილზე, არც სიღარიბე აღმოფხვრილა და კვლავ არსებობს საკვების სიმწირე ქვეყნის საკმაოდ მრავალ რაიონში. ამჟამად არაფერი კეთდება ამ მდგომარეობის არსებითად შესაცვლელად. გამოწვევების მიუხედავად, ამ ცვლილების მიღწევა შესაძლებელია სოფლის მეურნეობაზე შესაბამისი და უფრო მეტი აქცენტის გაკეთებით.
საქართველოს აქვს უზარმაზარი აუთვისებელი სასოფლოსამეურნეო პოტენციალი, იმდენად დიდი, რომ შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხუთჯერ გაზრდა. საშინაო და საერთაშორისო ბაზრებს კი შეუძლიათ ასეთი გაზრდილი რაოდენობით წარმოებული პროდუქციის ათვისება. წარმატება კიდევ უფრო დიდი იქნება, როდესაც შეიქმნება სოლიდური ეკონომიკური საფუძველი ქვეყნის თანდათანობითი დივერსიფიკაციის ფონზე. ამის შედეგად მრავალი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია სოფლად სიღარიბესთან, უმუშევრობასა და საკვების დეფიციტთან, აღმოიფხვრება.
სამწუხაროდ, დღეისათვის ცოტა რამ თუ მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული პოტენციალის მნიშვნელობა სრულად არის აღქმული ან არსებობს სურვილი, რომ რესურსები ამ პოტენციალის რეალიზებისაკენ წარიმართოს. საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეს დგას დიდი გამოწვევის წინაშე - გადაიჭრას სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის გაცნობიერებასთან და სოფლის მეურნეობით დაინტერესებასთან დაკავშირებული პრობლემები. ფაქტობრივად, ეს გამოწვევა მთელი საქართველოს წინაშე დგას, თუკი მას სურს მიაღწიოს იმ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც დაისახა.
წინაისტორია და არსებული მდგომარეობა
სამოცდაათწლიანი საბჭოთა მმართველობის დროს საქართველოში სასოფლოსამეურნეო წარმოება ათჯერ გაიზარდა. საქართველო, სასოფლოსამეურნეო წარმოების გაფართოების თვალსაზრისით, იყო საბჭოთა კავშირის წამყვანი რეგიონი და ბოლოს, 1980-იანი წლებისათვის, მიღწეულ იქნა 10%25-იანი წლიური ზრდა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი იმპორტს 70%25-ით აღემატებოდა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო დაახლოებით 700,000 ადამიანი, რაც მთელი სამუშაო ძალის 25%25-ს შეადგენდა. ამას გარდა, ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული წარმოებული პროდუქციის შემდგომ სასურსათო ჯაჭვში ან საწარმოო საშუალებების მიწოდებაში. მართალია, საქართველოში განვითარებული იყო ვაჭრობა, მრეწველობა, ხელოვნება, მეცნიერება და განათლება, მაგრამ მისი სიმდიდრისა და საბჭოთა კავშირში წვლილის ნამდვილი საფუძველი იყო მის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
აღნიშნული მდგომარეობა შიცვალა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის დაცემის და მცირე მასშტაბით აღდგენის შესახებ. 2005 წლის შემდეგ მდგომარეობა უფრო გაუარესდა. 2008 წლის ბოლოსთვის სასოფლო-სამეურნეო სექტორში წარმოებული პროდუქციის რეალური ღირებულება 1.19 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის (მშპ) 9%25-ია, რომელიც 2000 წელს თითქმის 20%25-ს შეადგენდა (შენიშვნა: აღნიშნული ბოლო დროინდელი შემცირება ნაწილობრივ შეიძლება განპირობებული იყოს 2006 წელს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის შეცვლით. მონაცემების შეგროვების ძველი მეთოდოლოგია რომ გამოეყენებინათ, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 2005 წლიდან მაინც შემცირდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ არა უმეტეს 200 მილიონი ლარით). ამასთან, სურსათის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2008 წელს იმპორტის 25%25-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2005 წელს 70%25 იყო, ხოლო საბჭოთა პერიოდში კი - 170%25. საინტერესოა, რომ 2000 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა სინამდვილეში გაიზარდა და ეს მოხდა იმ პერიოდში, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოში დივერსიფიკაციის გაუმჯობესების პერიოდი, რის გამოც, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირებულიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა მტკიცედ და მნიშვნელოვნადაც კი იზრდებოდა ყველაზე დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში აღინიშნა, და აგრეთვე იმის გათვალისწინებითაც, რომ ამჟამად სოფლის მეურნეობის სექტორში იწარმოება 13 წლის წინ წარმოებული პროდუქციის რეალური ღირებულების მხოლოდ ნახევარი ღირებულების პროდუქცია, შესაძლოა, რთული დასანახი იყოს სოფლის მეურნეობის ზემოაღნიშნული პოტენციალი. რა არის სოფლის მეურნეობის პოტენციალსა და არსებულ რეალობას შორის ამ განსხვავების საფუძველი? მიზეზები, რომლებიც ქვემოთაა განხილული, მრავალია.
დეინვესტიციები
სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ადგილი ჰქონდა მასიურ დეინვესტიციებს. ფაქტობრივად, ქვეყანა დამოუკიდებლობის
სოფლის მეურნეობა, ნადირობა, თევზჭერა და მეტყევეობა: ეკონომიკური მნიშვნელობა 1990-2005 წწ.
წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტის სხვადასხვა გამოცემები.
დროს არსებულ კაპიტალს უკან იღებდა და უმნიშვნელო რეინვესტირება ხდებოდა სახელმწიფო ან კერძო სექტორების მიერ. მაგალითად, 1992 წელს დაწყებული ათწლეულის განმავლობაში 552,000 ჰა სარწყავი და დრენაჟიანი ფართობი 259,000 ჰამდე შემცირდა, რადგან ეროვნული მელიორაციის სისტემა გაუარესდა უყურადღებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში „მსოფლიო ბანკის“ პროგრამა დაიწყო, მთლიანობაში სისტემის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. არასათანადო მოვლის გამო იკარგება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მიუხედავად იმისა, რომ „მსოფლიო ბანკის“ პროგრამის მეშვეობით ხდება მიწის კულტივირებაში დაბრუნება. რადგან ირიგაციას და დრენაჟს უდიდესი პოტენციალი აქვს მოსავლიანობის გაზრდისა და ცვალებადობის შემცირების თვალსაზრისით, მელიორაციის შესაძლებლობების ნებისმიერი მნიშვნელოვანი დაკარგვა გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას.
მელიორაცია დეინვესტირების მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. საბჭოთა კავშირის დროინდელი სასოფლო-სამეურნეო მანქანები ჯერ კიდევ გამოიყენება, მაგრამ მეტისმეტად არაეფექტურია, ან ამოღებულია ხმარებიდან და მათი მხოლოდ ნაწილია ჩანაცვლებული, ძირითადად სხვადასხვა სამთავრობო და დონორთა პროგრამების მეშვეობით, რასაც სხვადასხვაგვარი შედეგები ჰქონდა ფერმერთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. გადამამუშავებელი, შემფუთველი და სამაცივრო დანადგარების უმეტესობა, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რესტრუქტურიზაციისა და გაფართოების პროცესში დაგროვდა, ჯართად გადაიქცა და დღეისათვის მცირე ღირებულება აქვს. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სისტემა ძირითადად არ ფუნქციონირებს, რადგან შენობები და დანადგარები უყურადღებობის გამო უმოწყალოდ გაჩანაგდა და გაიყიდა. დაბოლოს, ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოწყობილობების მდგომარეობა გაუარესდა უყურადღებობის გამო, რაც აძვირებს და ართულებს ბაზრებამდე პროდუქციის მიტანას.
რუსეთი
რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადებამ 2005 წლის ბოლოს ხილსა და ბოსტნეულზე და შემდგომ, 2006 წლის დასაწყისში, ღვინოსა და მინერალურ წყალზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სეგმენტებზე გამანადგურებლად იმოქმედა, რადგან რუსეთის ბაზარი ისტორიულად საქართველოს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზარი იყო. 2006 წელს ექსპორტი 115 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალური ღირებულების შემცირების 2/3-ს წარმოადგენს. მართალია, 2007 წელს ექსპორტი ნაწილობრივ აღდგა ახალი ბაზრების ათვისების შედეგად, მაგრამ ეს მიღწევაც დაიკარგა 2008 წელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რუსეთის შემოჭრა საქართველოში, რამაც ქვეყნის რამდენიმე რაიონში გარკვეულწილად ხელი შეუშალა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, ხოლო შიდა ქართლს, რომელიც საქართველოს ხილის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროდუქტიული რეგიონია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამასთან, შეწყდა ოსეთის გავლით ოსების მიერ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის „არაოფიციალური“ ექსპორტი, რომელიც რუსეთის შემოჭრამდე ხორციელდებოდა ემბარგოს მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის საქართველოში რუსეთის შემოჭრის შედეგები მომავალშიც იჩენს თავს. სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ემბარგო ახლო მომავალში მოიხსნება. ეს შეფერხება განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს საქართველოსთვის აღნიშნული ისტორიული ბუნებრივი ბაზრის ხელმისაწვდომობას, ისევე, როგორც პოლიტიკური მიზეზების გამო უკვე დიდი ხანია აშშ-ის ბაზარი დახურულია კუბისთვის.
მთავრობის პოლიტიკა
არსებულ ხელისუფლებას ძირითადად სამი პრიორიტეტი აქვს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება, სახელმწიფო აქტივების და მომსახურების პრივატიზაცია და მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნა. სოფლის მეურნეობამ დღემდე ვერ დაიკავა სათანადო ადგილი ამ პრიორიტეტებში. გამონაკლისია გამოცხადებული განზრახვა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გადაეცეს კერძო სექტორს, სოფლის-მეურნეობის მექანიზაციის უმნიშვნელო პროგრამა, ყურძნის წარმოების დახმარების ბოლოდროინდელი ძალისხმევა და „მსოფლიო ბანკთან“ დადებული შეთანხმება ქვეყნის სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის შესახებ (რომლის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებლის უდიდესი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ადეკვატური ფონდები სისტემის მოვლა-შეკეთებისათვის).
მთავრობის პრიორიტეტების თვალსაზრისით სოფლის მეურნეობა ძირითადად ეკონომიკის მივიწყებული სექტორია. ეს გარემოება კარგად ჩანს წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო განაწილებიდან. 200წელს, 2008 წლის ლარის კურსის მიხედვით, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 36.1 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 1.38%25-ია. ემბარგოთი გამოწვეულ ყურძნის წარმოების კრიზისზე რეაგირების მიზნით 2007-2009 წლებში ბიუჯეტი გაიზარდა, განხორციელდა სასუქის და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის პროგრამები. რეალურად ეს ზრდა უმნიშვნელოა მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში. ამასთან, 2010-2013 წწ. ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თანმიმდევრულად შემცირდება 18.2 მილიონ ლარამდე (2008 წ-ის ლარის კურსის მიხედვით), ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 0.376%25-მდე. ამგვარად, სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის წილი 73%25-ით შემცირდება ცხრაწლიანი პერიოდის განმავლობაში. სრული ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესახებ მოტანილი ეს ციფრები არ მოიცავს იმ ფუნქციებს, რომლებიც სამინისტროს ჩამოაშორეს, მაგრამ მაინც იღებს მთავრობის მხარდაჭერას, ან დონორთა მიერ შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებულ პროექტებს, რომელთა გადახდაზეც მთავრობაა პასუხისმგებელი. თუმცა, აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაშიც საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გამოყოფილი ასიგნებები ვერც კი შეედრება ისეთი ქვეყნის ასიგნებებს, როგორიცაა განა, სადაც ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის 10%25 გამოიყოფა სოფლის მეურნეობისათვის, ან მალავის, სადაც მშპ-ის 2-3%25 გამოიყოფა სასუქის პროგრამისათვის. ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა ფილიპინიდან და ინდოეთიდან დაწყებული ბრაზილიამდე აღიარებს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას თავიანთ ეროვნულ ეკონომიკურ კეთილდღეობაში.
ამ ციფრებიდან ცხადია ორი საკითხი. პირველი, პერიოდული მოკლევადიანი აღმასვლების მიუხედავად, სოფლის მეურნეობა იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილს. მეორე, სოფლის მეურნეობას, ფისკალური თვალსაზრისით, სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება მომავალში. ეს ორივე რეალობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც საქართველოს სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, როდესაც სოფლის მეურნეობას ექსპორტის სწრაფად გაზრდის, ხოლო იმპორტის შემცირების და ეკონომიკის მდგრადი განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს და როდესაც საქართველოში სიღარიბე და საკვების დეფიციტი უმეტესწილად სწორედ სოფლადაა. მართალია, მთავრობა განუხრელად ზრდის სოციალური დაცვის დახმარებებს, მაგრამ შემოსავლის აღნიშნული გადანაწილება მცირე გავლენას ახდენს იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელთა გამოც ამ დახმარების საჭიროება ზოგადად არსებობს. ამასთან, მთავრობის ადრინდელი პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც ხდებოდა ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების, უმნიშვნელო რაოდენობით საწვავისა და სასუქის მიწოდება, განხორცილდა უფრო პოლიტიკის, ვიდრე განვითარების გამო.
სამინისტროს შესაძლებლობები
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დიდი გამოწვევები უნდა გადალახოს, რათა შეძლოს მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორების განვითარებას. აღნიშნული გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური რესურსების ნაკლებობასთან. თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება დანარჩენ ფაქტორებსაც. 2003 წლიდან სამინისტროში მუდმივად ხდება ცვლილებები. ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს ჰყავდა ხუთი მინისტრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა საკუთარი პრიორიტეტები, რაც ყოველთვის არ ემთხვეოდა წინამორბედის პრიორიტეტებს. ამგვარად, გარკვეულ ზოგად კონცეფციებს (მაგ.: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანები, ღვინო) და დონორთა გრძელვადიან პროექტებს თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფო სტრატეგია და პოლიტიკა ყოველთვის არ იყო თანმიმდევრული. ამასთან, ყოველი ახალი მინისტრი ცვლიდა თანამდებობის პირებს, რაც კიდევ უფრო უშლიდა ხელს ეფექტიანობის მიღწევას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა 70%25-ით შემცირდა, რამდენჯერმე განხორციელდა რეორგანიზაცია. მართალია, ზოგიერთი ფუნქცია კერძო სექტორს და სხვა სახელმწიფო უწყებებს გადაეცა და ზოგი დეპარტამენტი რეორგანიზაციას საჭიროებდა, მაგრამ სამინისტროს აღარ ძალუძს ადრინდელის მსგავსი წვლილის შეტანა, ყოველ შემთხვევეში, მინიმუმ, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში. 2006 წელს ყოფილმა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ათი წელი დასჭირდება სამინისტროს ისევ ეფექტური რომ გახდესო.
სასოფლო-სამეურნეო სფეროში კვლევა,
განათლება და კონსულტაციები
დღეისათვის საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში ფუნქციური კვლევა, განათლება და კონსულტირება რეალურად არასაკმარისი მასშტაბით მიმდინარეობს. ამჟამინდელი მთავრობის თვალსაზრისის მიხედვით, კონსულტირება კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა, ხოლო კვლევა უნდა განახორციელონ მათ, ვინც ტენდერში საინტერესო წინადადებებს და გონივრულ დანახარჯებს წარმოადგენენ. მაშინაც კი, როდესაც სასოფლო-სამეურნეო კვლევა ტარდება, არ არსებობს სისტემური მეთოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება კვლევის სტრატეგიულ სასოფლო-სამეურნეო პრიორიტეტებთან ან ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირება. სასოფლო-სამეურნეო განათლება ქვეყნის მასშტაბით გარდამავალ ეტაპზეა. ფაქტობრივად ყველა ძველი სასოფლო-სამეურნეო პროფსასწავლებელი გაჩერებულია და/ან დაიხურა. ეროვნულ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს არასაკმარისი დაფინანსება და მოწყობილობები აქვს. მართალია, დაწყებულია მოძრაობა სასოფლო-სამეურნეო საგნების საშუალო სკოლაში სწავლების მიმართულებით და არსებობს პროფესიული განათლების და გადამზადების 38 სკოლა, სადაც ისწავლება სოფლის მეურნეობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ან ჯერ არ არის იმდენი ხანი, რაც ფუნქციონირებს, რომ არსებითი სარგებელი მოუტანოს სოფლის მეურნეობას. საზოგადოდ, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გარდა დონორთა სპეციფიკური პროექტების ფარგლებში განხორციელებული სწავლებისა, საქართველოს ფერმერთა უმეტესობა მუშაობს ისე, რომ მათთვის არ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოში დღევანდელ პირობებში კონკურენციის გაწევისათვის საჭირო ცოდნის შეძენა.
დაავადებები
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მეცხოველეობას დიდი ზიანი მიაყენა ორმა დაავადებამ: ქათმის გრიპმა და აფრიკული ღორის გრიპმა. პირველ მათგანს მინიმალური გავლენა უნდა მოეხდინა. ქათმის გირპი რამდენიმე გარეულ ფირველს დაუდგინდა, რამაც გამოიწვია ადგილობრივი ქათმის წარმოების ნაწილობრივ განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ ქათმის პროდუქტების მომხმარებელს საფრთხე არ შეექმნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქათმის პროდუქტებისაგან სწორად მოამზადებდნენ კერძებს. მიუხედავად ამისა, ქათმის ადგილობრივი მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოიხმარებოდა ძირითადად იმპორტული პროდუქტი. შედეგად, საქართველოს ქათმის ინდუსტრია, რომელიც განუხრელად იზრდებოდა, მნიშვნელოვნად დაზარალდა და ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი. რაც შეეხება აფრიკული ღორის გრიპს, მის გამო ქვეყნაში იძულებით განადგურდა ღორების დიდი ნაწილი. ღორის ხორცის წარმოება გრიპამდე არსებულ დონემდე არ გაზრდილა და შეიძლება ეს მოხდეს წარმოების თანამედროვე საკონტროლო მოწყობილობების გამოყენებით, რაც ჯერ-ჯერობით არ ხდება. ორივე ეპიდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი.
მსოფლიო ეკონომიკა
საქართველოს ექსპორტზე ორიენტაციას თუ გავითვალისწინებთ, არ არის გასაკვირი რომ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, განსაკუთრებით, დსთ-ის და ევროკვავშირის ქვეყნებში არსებულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა, საქართველოს სოფლის მეურნეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ალბათ, ყველაზე უფრო შესამჩნევი გავლენა უკრაინის კრიზისმა მოახდინა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ქვეყანა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა სურსათის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ, როდესაც ქართველმა ექსპორტიორებმა უფრო აგრესიულად დაიწყეს უკრაინის ბაზარზე შესვლა. 2008 წელს საქართველოს სურსათის და სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის 35%25 უკრაინაზე მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის დასაწყისში უკრაინის ეკონომიკას პრობლემები ჰქონდა და მისი ვალუტა დაეცა. ორივე ფაქტორის ზემოქმედების შედეგად შემცირდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე. ევროკავშირი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ქართველმა ექსპორტიორებმა დაიწყეს მაღალი ღირებულების მოსავლის, განსაკუთრებით, თხილის, ბოსტნეულის და ღვინის გადაზიდვის გაზრდა. ამგვარად, ნებისმიერი მოვლენა, რაც უარყოფითად მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე, უარყოფითად მოქმედებს ქართული ექსპორტის პოტენციალზე.
კრედიტები
როდესაც ერთ ქართველ ფერმერს ჰკითხეს გადამზადებისა და კონსულტაციების მიღების შესაძლებლობის შესახებ, მან უპასუხა: „რა აზრი აქვს იმის სწავლას, თუ რა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება ან რა უნდა გამოვიყენო, როდესაც ფული არა მაქვს მათ შესაძენად?“ ამ ფერმერმა განსაზღვრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა - შესაფერისი და საკმარისი კრედიტები. 2006 წელს სურსათის და სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის (რომელიც შემუშავებულ იქნა, მაგრამ არ დამტკიცებულა) შექმნის ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული შეფასების მიხედვით, მხოლოდ ფერმებს დამატებით ესაჭიროებათ დაახლოებით 900 მილიონი ლარი კრედიტი. როდესაც ამას დაუმატეს მელიორაციის და შეფუთვის/გადამუშავების/სასაწყობო ინდუსტრიებისთვის საჭირო ინვესტიციები, მნიშვნელოვნად მაღალი ციფრი მიიღეს.
მიუხედავად აღნიშნული საჭიროებისა, პატარა პროგრესია მიღწეული სოფლის მეურნეობის სექტორისათვის კრედიტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამის შედეგად მუდმივად ხდება „კაპიტალის ამოღება“. ამ გარემოების მიზეზები კარგადაა დასაბუთებული. კერძოდ, კომერციული ბანკებისათვის ჯერ კიდევ არ არის მიმზიდველი ამ სექტორისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობის კრედიტის მიცემა. მდგომარეობა არ შეიცვლება მანამ, სანამ კომერციულ ბანკებს არ ექნებათ იმაზე უფრო მეტი საკრედიტო სახსრები, ვიდრე ესაჭიროებათ ბანკებისათვის უფრო მისაღებ მსესხებლებს, როგორიცაა: უძრავი ქონების სექტორი და მომხმარებლები. როდესაც ბანკებისათვის მიმზიდველი გახდება სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება, საბანკო სექტორი მოძებნის სოფლის მეურნეობის (ან შეიძლება ამ საკითხში დახმარების გაწევა) დაკრედიტების წინაშე არსებული პრობლემების გადალახვის გზებს, მაგ.: გაუთვითცნობიერებელ მსესხებელს, მის აღრიცხვიანობას, გირაოს, მიწის ნაკვეთის მფლობელობას, ტრანზაქციების მაღალ ხარჯს, საკრედიტო ინფორმაციის ანგარიშგებას და რისკების განაწილებას. თუმცა დამატებითი სასესხო რესურსების გარეშე კომერციულ ბანკებს ამ მიმართულებით მუშაობისათვის ნაკლები მოტივაცია აქვთ. სახელმწიფო/დონორთა საკრედიტო ინიციატივებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი განზრახვით კეთდება, შეზღუდულია მოქმედების სფეროს თვალსაზრისით და მათი მეშვეობით ხდება სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარი მხოლოდ ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა.
მიწა
1992 წელს საქართველომ დაიწყო სოფლებში და დაბებში მაცხოვრებლებზე 763,000 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის საკუთრებაში გადაცემის იურიდიული პროცესი (შინა-მეურნეობები, რომლებიც ადრე ფერმერული მეურნეობით იყვნენ დაკავებული, იღებდნენ 1.25 ჰექტარს. ოჯახები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობდნენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, შედარებით ნაკლებ ფართობს იღებდნენ. სხვებს მათი თანამდებობების ან კონტაქტების მეშვეობით შეეძლოთ 1.25ჰა-ზე მეტი ფართობის ნაკვეთის მიღება). დანარჩენი 464,000ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაიტოვა სახელმწიფომ, თუმცა 299,000ჰა იჯარით გასცა ფერმერებზე, რომელთაც სხვა ნაკვეთების საკუთრების უფლება ჰქონდათ მიღებული. დანარჩენი 165,000ჰა, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს, დარჩა დაუმუშავებელი. აღნიშნული საკუთრების უფლების გადაცემის იჯარის გაცემის პროცესის ბოლოს ფერმერების ხელში აღმოჩნდა მხოლოდ 1 მილიონ ჰა-ზე ცოტა მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.
2005 წელს მოხდა ორი მოვლენა: დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთები (ორივე, იჯარით გაცემულიც და ისინი, რომლებიც არ იყო იჯარით გაცემული) უნდა გადაცემულიყო კერძო საკუთრებაში და დაიწყო სასოფლო სამეურნეო აღწერა. აღნიშნული აღწერის მიხედვით დაფიქსირდა 726,021 ფერმერული მეურნეობა, რომელთა საშუალო ფართობი 1.37ჰა-ს შეადგენდა. ეს მოიცავდა დაახლოებით 10,000 ნაკვეთს, რომელთა ფართობი 0.2 ჰექტარზე ნაკლები იყო და ძირითადად საცხოვრებელ ეზოებს და ბაღებს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნულ ყველაზე მცირე ფართობის ნაკვეთებს თუ არ გავითვალისწინებთ, მეურნეობის საშუალო სიდიდე დაახლოებით არის 1.6ჰა, მაგრამ 360,000 ნაკვეთზე მეტი 1ჰა-ზე ნაკლები ფართობისაა. სპექტრის მეორე მხარეს წარმოდგენილია 16,000 ფერმერული მეურნეობა, რომელთაც 4 ჰექტარი და მეტი ფართობი აქვთ და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 40%25-ზე მეტს აკონტროლებენ.
მოკლევადიანი პერსპექტივისათვის 1992 წელს მომხდარი მიწის ზემოაღნიშნული განაწილება კარგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დანგრეული ქართული ეკონომიკისა, ოჯახების უმეტესობას საკუთარი თავის გამოკვება მათთვის მიცემული მიწის ნაკვეთებიდან შეეძლო. ამრიგად, საკმაოდ სუსტი, არასაკმარისი დაფინანსების მქონე ცენტრალურ მთავრობას, რომელიც დაკავებული იყო სხვა საფრთხეებზე ზრუნვით, არ სჭირდებოდა მნიშვნელოვანი ძალისხმევის ან ფულის დახარჯვა ამ ძირითადად თვითმყოფ სასოფლო-სამურნეო სექტორზე (პოლიტიკა, რომელიც დღემდე გრძელდება). სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას ნაკლოვანებები ჰქონდა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდებისათვის. მიწის განაწილების დროს მიწის ნაკვეთები კიდევ უფრო დანაწევრდა, რადგან ფერმერებს ხშირად სხვადასხვა ხარისხის არაერთგვაროვან მიწის ნაკვეთებს აძლევდნენ. ამ მიდგომით, ფერმერული მეურნეობის საშუალო სიდიდე იყო მცირე, ხოლო ფუნქციურად ის კიდევ უფრო მცირე გამოდიოდა. შედეგად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძირითადი ნაწილი არაეფექტური გამოდგა, პროდუქტიული მიწის ფართობი კი ეთმობოდა მიწის ნაკვეთებს შორის ბილიკებსა და გზებს. ამასთან, შემცირებულია მათი გირაოდ გამოყენების ღირებულებაც - გაკოტრების შემთხვევაში ეს ნაკვეთები ეკონომიკურად მიმზიდველი შეიძლება მხოლოდ მეზობლისათვის იყოს. ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის გავლენა ამცირებს პროდუქტიულობას და ართულებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაფართოებას.
საქართველოში მოგზაურობისას შენიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფერმერული მეურნეობები მცირე ზომისაა, ხოლო მცირე ფერმერებს სურვილი აქვთ, ჰქონდეთ უფრო მეტი ფართობის მიწა, კულტივირებადი მიწის მნიშვნელოვანი ნაკვეთები არ არის დამუშავებული. ამის გამომწვევი მიზეზებია: ნაწილობრივ - კრედიტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემა და რომ მთავრობას დარჩენილი სავარგულების პრივატიზაცია ჯერ არ განუხორციელებია. ამასთან, შეიძლება ამ პრობლემის წარმოქმნას ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკაც. ამჟამად ფერმერული მეურნეობა, რომელსაც 5 ჰექტარზე ნაკლები ფართობი აქვს (ასეთია ფერმერული მეურნეობის დაახლოებით 99%25) არ იხდის ქონების გადასახადს. ასევე არიან ოჯახები, რომლებმაც თავდაპირველად მიიღეს მიწის ნაკვეთი და შემდეგ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად ან ოჯახები, რომლებმაც თავდაპირველი მეპატრონეებისაგან შეიძინეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ არც ამუშავებენ და არც იჯარით გასცემენ მათ, ვინც დაამუშავებდა. ამგვარად, დროთა განმავლობაში შეიძლება პროდუქტიული გამოყენებისათვის უფრო დიდი ფართობი დაიკარგოს, მათი სპეკულაციური ან სხვა მიზნებით გამოყენების გამო.
ფერმერები
უფრო მცირე ფერმერებს მრავალი პრობლემა აქვთ. მათთვის რთულია: ა) მიიღონ ნებისმიერი ტიპის კრედიტი, ბ) კონკურენტულ გარემოში შეიძინონ ნედლეული და მასალები, გ) გაამართლონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანებისა და მოწყობილობების შეძენა, რადგან უმცირესი სიმძლავრის მოდელიც კი მეტისმეტად დიდია მხოლოდ მათი მიწის ნაკვეთისათვის, დ) წარმოების შესახებ მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ე) წარმოებული პროდუქცია ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად გაყიდონ. როგორც ჩანს, პრობლემების გადაჭრის ყველაზე ნათელი გზა კოოპერატივების შექმნაა. დღემდე ქართველ ფერმერთა უმრავლესობას არ სურს ამის გაკეთება. ამასთან დაკავშირებით მრავალი თეორია არსებობს, მაგალითად, დაბეგვრის დემოტივაცია და სხვა ფერმერებისადმი უნდობლობა. ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომ ფერმერები კოოპერატივებს აღიქვამენ, როგორც საბჭოთა პერიოდის კოლექტივების ან სახელმწიფო მეურნეობების დაბრუნებას. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, საქართველოში ეფექტური კოოპერატივის სისტემის განვითარების უუნარობა უარყოფითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა და ფერმერული მეურნეობის შემოსავლებზე.
მედლის მეორე მხარე
ზემოთ მოცემული მიმოხილვა მიგვანიშნებს არა იმ უდიდეს აუთვისებელ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორს აქვს, არამედ წარმოგვიდგენს იმ მნიშვნელოვან მიზეზებს, რომლის გამოც მცირდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება და რატომაც არ იქნება მიმზიდველი ამ სექტორის ინვესტირება მთავრობისათვის, ფერმერებისათვის ან მთლიანად კერძო სექტო-რისათვის. აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორი და მისი პოტენციალი მაინც მეტად მიმზიდველია როგორც ზოგადად, ისე მსოფლიოს მრავალ რეგიონთან შედარებით, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. პირველი, საქართველოში ფერმერების 100%25 არის წერა-კითხვის მცოდნე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერმერებისათვის ინფორმაციის ეფექტური გადაცემის და პროდუქციის გაყიდვის თვალსაზრისით. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს მოვლაშენახვას საჭიროებს, ქვეყნაში არსებული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ადეკვატურია სოფლის მეურნეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იმ რეგიონებს, სადაც ახალი ან გაუმჯობესებული გზების ყველაზე უფრო მეტი საჭიროებაა, ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი. მესამე, მთავრობას, სავარაუდოდ, აქვს 150,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც არ მუშავდება და ხელმისაწვდომია ინვესტორებისათვის და ფერმერებისათვის. ამასთან, აღნიშნული სავარგულების უდიდესი ნაწილი დიდი ნაკვეთებია და მათი დამუშავება ეკონომიურია. მეოთხე, 2008 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სურსათი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ადვილი შესაძლებელია ამის მესამედის ადგილზე წარმოება. მეხუთე, როგორც ეს ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რუსეთის ემბარგომდე
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით. 2001 წლიდან სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე სხვა ქართული ექსპორტი. არ არსებობს მიზეზი, რატომაც შეუძლებელი იქნებოდა რუსული ემბარგოს უარყოფითი გავლენის დროთა განმავლობაში დაძლევა და ადრინდელი ზრდის ტემპების მიღწევა.
ამ ბუნებრივი დადებითი მხარეების ფონზე ზემოთ განხილული უარყოფითი მხარეები გაქრებოდა ან შესაძლებელი გახდებოდა მათი გადაჭრა. ადრე თუ გვიან მსოფლიო ეკონომიკა კვლავ აღორძინდება. ოდესმე აღდგება რუსეთთან ურთიერთობებიც. მალე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50%25 თავმოყრილი იქნება 20,000-ზე ნაკლებ ფერმერულ მეურნეობაში და აღნიშნულ სავარგულებზე პროდუქტიულობის გაზრდა არ იქნება ისეთი მწვავე პრობლემა, როგორც ეს 700,000 ფერმერული მეურნეობის შემთხვევაშია, რომელთა საშუალო სიდიდე 1.5 ჰა-ს შეადგენს. შესაძლებელია საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა, რათა წახალისდეს არასასოფლო-სამეურნეო სავარგულების კულტივირება. ქართული ეკონომიკა (აგროინდუსტრიის ჩათვლით) დაიწყებს რა სამუშაო ადგილების შექმნას, რომელთაც ფერმერების გარკვეული ნაწილი დაიკავებს, მათი მიწის ნაკვეთები გამოთავისუფლდება გასაყიდად ან იჯარით გასაცემად და ამის შედეგად დარჩენილი ფერმერული მეურნეობები უფრო ეფექტიანი გახდება. არსებობს შემოქმედებითი მიდგომები, განსაკუთრებით, სწრაფად განვითარებადი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, რომელიც განათლების, კვლევისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში საკონსულტაციო ეფექტური სისტემების არარსებობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა. დაბოლოს, შეიძლება გამოინახოს საჭირო კრედიტის გაცემის საშუალებები.
ამ პოტენციალის რეალიზებისათვის საჭიროა თანამშრომლობა, შემოქმედებითი მიდგომა და ერთგულება მათი მხრიდან, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს განათლებაზე, სოციალურ დაცვაზე, პრივატიზაციაზე და უფრო მიმზიდველი ბიზნე-გარემოს შექმნაზე. ამის გარეშე საქართველოს სოფლის მეურნეობას და ეროვნულ კეთილდღეობას, საუკეთესო შემთხვევაში, საჭიროზე მრავალი წლით მეტი დრო დასჭირდება წარმატების მისაღწევად. უარეს შემთხვევაში კი, სოფლის მეურნეობის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც საზიანოა მთელი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი მოსახლეობის იმ ნახევრისათვის, რომელიც სოფლებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს.
ცვლილების პრინციპები
სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მიმართ მთავრობის, საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის ნამდვილი ერთგულების შემთხვევაშიც კი დაბალი იქნება წარმატების ალბათობა, თუკი გარკვეული ძირითადი პრინციპები არ იქნება შესაბამისად აღქმული და დაცული. ქვემოთ მოცემულია ამ პრინციპების სპექტრი, რომლებიც მიესადაგება საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
გეოპოლიტიკა, სოციალური დაცვა და
სოფლის მეურნეობის განვითარება
მთავრობისა და დონორების მიერ მხარდაჭერილი ადრინდელი და მიმდინარე ინიციატივები ხშირად ისეა წარმოჩენილი, თითქოს აქცენტი სასოფლო-სამეურნეო განვითარებაზე კეთდება. რეალურად კი მრავალი მათგანი მხოლოდ მასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის ან გეოპოლიტიკური სარგებლის მისაღებად ხორციელდება. შედეგად, სოფლის მეურნეობა არ ვითარდება ისე სწრაფად და ისე მდგრადად, როგორც ამის მიღწევა შეიძლებოდა გამოყენებული რესურსების პირობებში. მიზეზი შედარებით მარტივია. ფული და სხვა რესურსები ზოგჯერ გამოიყენება იქ, სადაც ფუნდამენტური რეალობის - მოცემულ არეალში რატომ არ არის სიცოცხლისუნარიანი თავისუფალი სასოფლო-სამეურნეო ბაზარი - დაძლევის შესაძლებლობის ნაკლები ალბათობაა.
მართალია, შესაძლოა, მისაღებია სოციალური დაცვისა და გეოპოლიტიკური ინიციატივები, სასოფლო-სამეურნეო კომპონენტით, მაგრამ ეს არ უნდა მივიჩნიოთ სოფლის მეურნეობის ნამდვილ განვითარებად, რომელსაც უკუგების გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს და გრძელვადიანი მდგრადობით ხასიათდება.
პოლიტიკურად მოტივირებული დახმარება
გასული ხუთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამთავრობო ინიციატივა უფრო მათი პოტენციური პოლიტიკური სარგებლის მისაღებად განხორციელდა, ვიდრე სოფლის მეურნეობაში რეალურად რაიმეს შეცვლის მიზნით. მართალია, ზოგიერთმა შეიძლება გააკრიტიკოს მთავრობა ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული ინიციატივებისათვის, მაგრამ ეს გახლავთ მოქმედი მთავრობების რეალობა უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში. მთავარია, ვცადოთ არა ამგვარი ინიციატივების აღმოფხვრა (რადგან ამას ვერავინ განახორციელებს წარმატებით), არამედ მათი იმგვარად დახვეწა, რომ დააკმაყოფილონ პოლიტიკური მიზნები და რეალურად სასარგებლო იყოს სექტორის განვითარებისათვის. საქართველოში, სოფლის მეურნეობაში ორივე ამოცანის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს საჭიროებს მოფიქრებას და სათანადო წინასწარ დაგეგმვას იმ დრომდე, როდესაც საჭიროა პოლიტიკური შედეგის მიღება.
მასშტაბზე ორიენტირება
საერთაშორისო დონორები დახმარების დაფინანსებისას მიკერძოებული არიან მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე. განვითარების თვალსაზრისით, არ უნდა არსებობდეს მიკერძოება სიდიდის მიხედვით. პროგრამები ისე უნდა შემუშავდეს, რომ ნებისმიერ საწარმოს, მიუხედავად მისი სიდიდისა, ჰქონდეს პროგრამის უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, რომ იყოს მდგრადი და წვლილი შეიტანოს წარმოებაში, დასაქმებასა და ქვეყანაში დოვლათის შექმნაში. თუ ამ მიდგომის გამოყენება სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის გარკვეული სეგმენტების, მაგალითად, ღარიბების, მცირე ფერმერების, მოთხოვნილებებს, მაშინ შესაძლოა შექიმნას სოციალური დაცვის პროგრამები ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
გამოკვებე გამარჯვებულები -
აშიმშილე დამარცხებულები
ბიზნესის სამყაროში არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვით, უფრო მეტი რესურსი უნდა მიეწოდოს იმ საწარმოებს, რომლებიც კარგად მუშაობენ და ნაკლები - იმ საწარმოებს, რომლებიც ვერ მუშაობენ სათანადოდ. ცხადია, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა დივერსიფიკაცია და ბაზრის გაჯერება, მაგრამ ეს პრინციპი მართებულია, როდესაც სხვა პირობები თანაბარია. სამწუხაროდ, უცხოური და საერთაშორისო დონორების დახმარების დიდი ნაწილი სხვა პრინციპით ხორციელდება. თუმცა, თუ მიზანია განვითარება და არა სოციალური დაცვა ან გეოპოლიტიკური მოსაზრებები, მაშინ ეს პრინციპი დაცული უნდა იყოს, თუ გვსურს, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს.
ინდივიდუალური არჩევანი
მთავრობა და საერთაშორისო დონორები ძალიან ხშირად ცდილობენ, რომ „გადაჭარბებულად დაგეგმონ“ და „გადაჭარბებული დირექტივები მისცენ“ სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორს თავიანთი დახმარების ფარგლებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი განსაზღვრავენ, თუ რა სჭირდებათ ფერმერებს და სექტორს, შეიმუშავებენ და აფინანსებენ პროექტებს აღნიშნული წინასწარგანსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, ხოლო შემდეგ ცდილობენ დაარწმუნონ ფერმერები და სხვები, რომ მონაწილეობა მიიღონ მათ განხორციელებაში. დაინტერესებული მხარეები ხშირად არ მონაწილეობენ პრიორიტეტების განსაზღვრისა და პროექტის შემუშავების პროცესში. მართალია, ფერმერები ამგვარ პროექტებში უფასო რესურსების მიღების მიზნით ერთვებიან, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, როდესაც პროექტი სრულდება, ხშირად ვერ მიიღწევა მდგრადი შედეგები ან დასახული მიზნები. ამგვარი ზემოდან წამოსული მიდგომის დროს ხშირად ავიწყდებათ, რომ მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებს შესაძლოა უკეთესად ესმოდეთ, თუ ყველაზე მეტად რა სჭირდებათ, ვიდრე მთავრობას ან დონორებს - იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის ხელმისაწვდომია საბაზისო ინფორმაცია ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად.
ინდივიდუალური პასუსიხმგებლობა
პროგრამები უნდა შემუშავდეს და გამოქვეყნდეს, რათა ყველას ჰქონდეს მათში მონაწილეობის შესაძლებლობა. თუ მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფი გადაწყვეტს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, მთავრობამ და დონორებმა არ უნდა სცადონ მათი ამ პროგამებში ჩართვა რესურსების წარმართვით. როდესაც ისინი, ვინც მონაწილეობას მიიღებს, წარმატებას მიაღწევს, ხოლო ისინი, ვინც არ მონაწილეობდა, ვერ მიაღწევენ წარმატებას, ეს უკანასკნელნი ან შეიცვლიან თავიანთ შეხედულებას და მონაწილეობას მიიღებენ, ან კვლავ არ მიიღებენ მონაწილეობას. ორივე გადაწყვეტილება უნდა იყოს მათი არჩევანი და პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. მათ უნდა მიეცეთ თავიანთი არჩევანის შედეგად სარგებლის და შედეგების მიღების შესაძლებლობა. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ და მიიღონ ის სარგებელი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობას ახლავს ან მიიღონ ის შედეგები, რომელიც მათ წინაშე დადგება იმის გამო, რომ მათ პროგრამაში არ მიიღეს მონაწილეობა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ მთავრობამ და დონორებმა ახალი პროგრამები შეიმუშაონ მათთვის, ვინც გადაწყვიტა არ ესარგებლა ადრე არსებული პროგრამებით.
მოტივაცია
არსებობს განვითარების თეორიების და უცხოური დახმარების დიდი საერთაშორისო კრიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ განვითარების ინიციატივები წარუმატებელი იქნება მანამ, სანამ არ იარსებებს სწორი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რამდენად არაპოპულარული შეიძლება იყოს აღნიშნული პირი განვითარების საკითხებზე მომუშავე საზოგადოების წევრებში, ის აბსოლუტურად მართალია. მრავალი ინიციატივა წარუმატებელია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების, მთავრობების, დონორების და/ან განმახორციელებლების არასწორი მოტივაციის გამო. მოსალოდნელია, რომ განვითარების დახმარებები კვლავ წარუმატებელი იქნება მომავალშიც ან, საუკეთესო შემთხვევაში, დაგეგმილ შედეგებზე გაცილებით ნაკლები მიიღწევა მანამ, სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება.
მთავრობის მონაწილეობა
მთავრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს პასუხისმგებელი რაიმე ინიციატივის განხორციელებაზე ან მომსახურების გაწევაზე. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, საქართველოს მთავრობამ ჯერ უნდა აჩვენოს, რომ შესწევს პროექტების ან პროგრამების შემუშავება-განხორციელების და/ან სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტების ან პროგრამების მართვის უნარი. მეორე, თუნდაც მას შეეძლოს მათი კომპეტენტურად განხორციელება, ამან შესაძლოა მოსპოს კერძო სექტორიდან მსგავსი მომსახურების ან პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა. საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ განხორციელებული მექანიზაციის, სათესლე მასალის წარმოების, ნიადაგის განოყიერებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში ორივე ნაკლოვანება იჩენს თავს.
შერჩევითობა
საქართველომ და საერთაშორისო დონორებმა შესაძლოა არასოდეს გააკეთონ არჩევანი ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის საკმარისი რესურსების გამოყოფაზე. ამგვარად, ხელმისაწვდომი რესურსები გამოყენებული უნდა იქნეს იქ, სადაც შესაძლებელია მაქსიმალური სარგებელის მიღება და სადაც წარმატების ყველაზე დიდი ალბათობაა. ეს შეიძლება ნიშნავდეს მოსახლეობის გარკვეული მიზნობრივი ჯგუფებისა და რეგიონების უყურადღებოდ მიტოვებას. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა არასწორი და მორალურად მიუღებელი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაზე ჭკვიანური და ადამიანური სამოქმედო კურსი აღმოჩნდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთლიანი წლიური ბიუჯეტი ცალკეული ფერმერული მეურნეობისათვის 0 აშშ დოლარზე ნაკლებია. ძირითადი საერთაშორისო დონორის საკრედიტო პროგრამით კი თითოეულ ფერმერულ მეურნეობაზე 30 აშშ დოლარზე ნაკლები მოდის. სამართლიანობისთვის აჯობებდა ამ მწირი რესურსების ყველა ფერმერულ მეურნეობაზე განაწილება, მაგრამ ამ შემთხვევაში დასაშვებია უმნიშვნელო სარგებლის მიღება ან გრძელვადიან სარგებელზე უარის თქმა. უკეთესი ხომ არ იქნება რესურსების კონცენტრაცია საკმარისი კრიტიკული მასის შესაქმნელად და წარმატების ალბათობის გასაზრდელად? ეს უკანასკნელი მიდგომა, შესაფერის სოციალურ დაცვასთან ერთად, უმჯობესია.
დამატებითი ღირებულების შექმნა
და შემოსავლები
სოფლის მეურნეობის განვითარების მრავალი ინიციატივით აქცენტი კეთდება დამატებითი ღირებულების შექმნაზე, თუმცა ნებისმიერი ფერმერი ძირითად აქცენტს შემოსავლის ოპტიმიზაციასა და რისკის მართვაზე აკეთებს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობების იდენტიფიცირებით და განხორციელებით. ზოგჯერ კი შესაძლოა საკმარისი იყოს ფერმერული მეურნეობის უბრალოდ გაფართოება ან ახალი, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება, რომლებიც დაუმუშავებლად ან ბითუმად იყიდება და დამატებითი ღირებულება სადმე სხვაგან იქმნება. შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესება ან სეზონის გახანგრძლივება იმ კულტურებისთვის, რომლებიც უკვე მოჰყავთ მეურნეობაში. ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში ფერმერთა უმეტესობა აწარმოებს ნედლეულს, ხოლო გადამუშავებას, შეფუთვას, სამარკო ნიშნის შექმნას და გაყიდვას სხვები ახორციელებენ. არსებობს საუკეთესო მაგალითები, როდესაც ფერმერები დამატებით ღირებულებას ქმნიან, მაგრამ ეს არ გახლავთ ფინანსური წარმატების წინაპირობა.
რეკომენდაციები
ქვემოთ მოცემულია ოთხი რეკომენდაცია, რომელთა განხორციელება არსებით გავლენას მოახდენს საქართველოს სურსათის და სოფლის მეურნეობის გამოცოცხლებასა და მნიშვნელოვნად გაფართოებაზე, რომ იგი გახდეს საქართველოს ეკონომიკის ძირითადი კომპონენტი. ამ ოთხი რეკომენდაციის გამოყოფა არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ოთხი რეკომენდაცია სექტორის უფრო სწრაფი წინსვლის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან პოტენციალს ატარებს.
ფერმერთა ორგანიზება
დღეისათვის ფერმერები საქართველოს სამუშაო ძალის 50%25-ს და ქვეყნის მოსახლეობის ამომრჩეველთა 50%25-ზე მეტს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა უყურადღებოდ არის დატოვებული მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტების და რესურსების განაწილების თვალსაზრისით. თუ ფერმერები ეფექტურად გაერთიანდებიან, აქ იგულისხმება ასოციაციები და არა მწარმოებელთა კოოპერატივები ან პოლიტიკური პარტიები, ისინი გახდებიან ქვეყანაში ერთადერთი ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ძალა. შედეგად ზემოთ განხილული ყველა პრობლემის გადაჭრა უფრო ეფექტურად დაიწყება და ადრინდელთან შედარებით უფრო მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი გამოიყოფა. ფერმერთა აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით ქვემოთ განხილული ორი ფაქტორიდან ერთ-ერთი განაპირობებს სასურველ ცვლილებას. პირველი, ორგანიზებული ფერმერები წარმოადგენენ პოტენციური ამომრჩევლების მძლავრ ბლოკს, რომლის უგულებელყოფას ვერ შეძლებს ვერც ერთი არსებული ან მომავალში შექმნილი პოლიტიკური პარტია. მეორე, ორგანიზებული ფერმერები განახორციელებენ მუდმივ მძლავრ ლობირებას ისეთი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი წესების მხარდასაჭერად, რომლებიც სასარგებლოა სექტორისათვის და ისეთი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი წესების დასაბლოკად, რომლებიც ზიანს მიაყენებს სოფლის მეურნეობის სექტორს. მესამე, ფერმერთა ან საწარმოო ასოციაციები შესძლებენ გავლენა მოახდინონ კვლევის და განათლების ფონდების ყველაზე ეფექტურად განკარგვაზე. ფაქტობრივად, ამგვარი ორგანიზაციის გარეშე მთავრობა არ განახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა სექტორის გამოცოცხლებისათვის.
რასაკვირველია, მსგავს პოლიტიკურ გავლენას ახასიათებს პოტენციური ნაკლოვანებაც. იმის ნაცვლად, რომ ადრინდელი უყურადღებობის კომპენსირება მოხდეს და რაც შეიძლება მომგებიანი, კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორი შეიქმნას, იგი შესაძლოა ასევე იქნეს გამოყენებული სექტორის სუბსიდირებისათვის და „სასათბურე“ პირობების შესაქმნელად და აღარ იყოს საჭირო სექტორის კონკურენტუნარიანობის მიღწევა. ეს ნიშნავს სექტორის საბოლოო წარუმატებლობას ყველა თანმხლები უარყოფითი შედეგით, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური არეულობაც კი გამოიწვიოს ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ სასურსათო და სოფლის მეურნეობის სექტორის, ასევე, სხვა სექტორების ჭკვიანი ხელმძღვანელობა ამას არ დაუშვებს.
სახელმწიფო რესურსები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის წილი 1%25-ზე ოდნავ მეტია და დაგეგმილია მისი შემცირება. იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატური რესურსები არ იქნება გამოყოფილი, სოფლის მეურნეობის სექტორი კიდევ უფრო დასუსტდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო მიაღწევს დასახულ მიზნებს ან ათასწლეულის მიზნებს. საქართველოს მთავრობის 2010-2013 წწ-ის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის მიხედვით, მშპ-ში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წილი 2008 წელს არსებული 30.7%25-დან 2013 წლისათვის 22.8%25-მდე შემცირება. ეს შემცირება მოხდება მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილია ამ პერიოდში ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა. ამ გარემოებას - სახელმწიფო შემოსავლების ზრდას და მშპ-ში მისი წილის შემცირებას - განაპირობებს აღნიშნული ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილი საქართველოს ეკონომიკის 60%25-იანი ნომინალური ზრდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გთავაზობთ შემდეგს: საქართველოს მთავრობამ აიღოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორის ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაფინანსების ვალდებულება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სექტორის მთლიანი გარდაქმნისათვის საკმარისი რესურსების გამოყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მშპ-თან მიმართებაში 2011-2015 წწ-თვის შემცირება მოხდეს 2010-2013 წწ-თვის დაგეგმილი შემცირების მხოლოდ 2/3-ით, რის შედეგადაც შესაძლებელია რეალურ გამოსახულებაში 1.53 მილიარდი ლარის წარმოქმნა სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებისათვის. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წილი მშპ-ში მაინც შემცირდება - 2008 წელს არსებული 30.7%25-დან 23.5%25-მდე 2015 წლისათვის (დაგეგმილი 22.0%25-ის ნაცვლად, თუ მშპ-ის აღნიშნული ნაწილი არ წარიმართება სოფლის მეურნეობაში). რადგან 1.53 მილიარდი ლარის ძირითადი ნაწილი ინვესტირებისთვისაა განკუთვნილი, რეალური მშპ შესაძლოა უფრო მაღალი ტემპით გაიზარდოს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია 2010-2013 წწ-ის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტით. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამგვარი ზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წილი მშპ-ში შესაძლოა მაინც შემცირდეს მშპ-ის 23%25-ზე ნაკლებ პროცენტამდე, როგორც ეს პროგნოზირებულია. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივა შეესაბამება იმ ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებებს, რომელთაც მთავრობა ამჟამად ახორციელებს გლობალური კრიზისის შედეგების დასაძლევად.
დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდილი დონის (რაზეც ზემოთ ითქვა) მიუხედავად, ამ ხუთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით განათლების სექტორის დაფინანსების მხოლოდ 5%25 იქნება, ხოლო სოციალური დაცვის დაფინანსების - 20%25 (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი). აღნიშნული ხუთწლიანი პერიოდის ბოლოს შესაძლებელი იქნება სოფლის მეურნეობის დაფინანსების ისევ 100 მილიონ ლარზე ნაკლებით განსაზღვრა მაშინ, როდესაც განათლებისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტების დონე შენარჩუნდება ან გაიზრება მოსალდენელზე მეტად.
დონორთა დახმარებებსა და კერძო სექტორის კაპიტალთან ერთად დაფინანსების ზემოაღნიშნულმა შემოთავაზებულმა დონემ უნდა დააკმაყოფილოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2006 შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამების და ინფრასტრუქტურის განვითარების, გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო
წარმოებისა და აგროსამრეწველო ზრდის საჭიროებები. ერთი პრობლემა იქნება ათვისების უნარი. 2010 წელი და 2011 წლის დიდი ნაწილი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაგეგმვის და მოსამზადებელ პერიოდად. ახალი დაფინანსება 2011 წლის ბოლომდე არ იქნება ხელმისაწვდომი. თავდაპირველად გამოიყოფა შედარებით მცირე თანხები, რაც გაიზრდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სექტორი კაპიტალს მითითებული ტემპით ვერ აითვისებს, შესაძლოა სახელმწიფო შემოსავლების შემდგომი ტრანშეების დროებით შეჩერება ან შემცირება.
საკრედიტო სისტემა
წინა ქვეთავში განსაზღვრული იყო სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის საჭირო პოტენციური რესურსების წყარო, თუმცა არ იყო მითითებული, თუ რომელი ორგანიზაციის მეშვეობით და რა პირობებით იქნება აღნიშნული ფონდები ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, ამ სახსრების 1/3 ნაწილი ხელმისაწვდომი გახდება მთავრობის, სახელმწიფო დონორების და სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის მეშვეობით. შესაძლოა გაიცეს მცირე გრანტებიც. ნაშთი, 1 მილიარდ ლარზე მეტი, უნდა გახდეს საბანკო სისტემის ნაწილი და გაიცეს ფერმერებზე, ნედლეულისა და მასალების მომწოდებლებსა და აგროსამრეწველო საწარმოებზე კომერციული სესხების სახით. ეს შესაძლოა განხორციელდეს არსებული კომერციული ბანკების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ ბანკები არ დაინტერესდებიან ან ვერ შეძლებენ აღნიშნული ფონდების მიზნობრივად მართვისთვის შესაფერისი მეთოდების განსაზღვრას, შესაძლოა შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო ბანკი, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობამ არ უნდა განახორციელოს აღნიშნული ფონდების მნიშვნელოვანი ნაწილის მართვა.
პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა დაკრედიტების ახალი მიდგომების გამოყენება. საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს 15%25-ზე ნაკლები (რაც შესაძლებელი იქნება კომერციული საკრედიტო სისტემის დამახინჯების გარეშე); საჭიროა შემუშავდეს გირავნობის უკეთესი საშუალებები (მაგ.: მსესხებლის მიერ დაფინანსებული კერძო სესხის დაზღვევა), ხოლო მეხილეობისა და ძირითადი საშუალებების (რომელთაც უფრო ხანგრძლივი უკუგების პერიოდი აქვთ) შეძენის დაფინანსებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უფრო გრძელვადიანი სესხები. ტრენინგები უნდა ჩაუტარდეთ ბანკის თანამშრომლებს და შეიქმნას მსესხებელთა საინფორმაციო ქსელი. ადმინისტრირების ხარჯების სამართავად კრედიტი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მცირე ფერმერებისათვის იმ კოოპერატივის, საწარმოო საშუალებების მიმწოდებლის, გადამამუშავებელის და/ან შემფუთველის მეშვეობით, რომლებთანაც ისინი ასოცირდებიან. შემდეგი სესხების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადრინდელი სესხები მიმდინარე გახდება ან გამსესხებლისთვის მისაღები პირობების თაობაზე ხელახლა მოლაპარაკება მოხდება
სოფლის მეურნეობის საკრედიტო სისტემაში დაფინანსების მსგავსი მასიური ფაქტორების გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ სწორი მოტივაციისა და სახელმძღვანელო მითითებების მეშვეობით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს საბანკო სისტემის ადრინდელი საქმიანობის შედეგებს, ვერ მოხდება ამ გამოწვევების დაძლევა. პოტენციური სარგებელი, რომელსაც ბანკები, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორი და მთლიანობაში ქვეყანა მიიღებს, უდიდესია.
საინფორმაციო სისტემები
დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ფერმერები და ბიზნესმენები შეძლებენ შემოთავაზებული კაპიტალის პროდქუტიულად გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ შესაფერისი ინფორმაცია დროულად იქნება მათთვის ხელმისაწვდომი. ამჟამად ინფორმაცია ან არ არის ხელმისაწვდომი, ან, მინიმუმ, ყველა დაინტერესებული პირისათვის არ არის ხელმისაწვდომი. ამგვარად, ფერმერებმა შესაძლოა არ იცოდნენ მათთვის განკუთვნილი პროგრამების ან მომსახურების არსებობისა თუ მათი პირობების შესახებ. შესაძლოა, მათ არ იცოდნენ რომელია წარმოების საუკეთესო ტექნოლოგიები ან თუ როგორ მოიპოვონ ეს ტექნოლოგიები. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ტექნიკური დახმარება, რაც საჭიროა წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. ისინი არ იცნობენ არაადგილობრივი ბაზრების პირობებს ან მეტეოროლოგიურ პირობებს ან არა აქვთ ინფორმაცია ახლად წარმოქმნილი მარკეტინგული შესაძლებლობების შესახებ. ხშირად ინფორმაციის ამგვარ ნაკლებობას განიცდიან ქართველი მეწარმეებიც, რომლებიც ჩართული არიან ან შესაძლოა ჩაერთონ აგრობიზნესში.
აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების ტრადიციული მიდგომაა სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კვლევების განხორციელება, განათლების, კონსულტაციებისა და პუბლიკაციების უზრუნველყოფა. ამგვარი რამ საქართველოში არ არსებობს და, სავარაუდოდ, ახლო მომავლაში არც იქნება. თუმცა ეს აღარ იქნება ისეთი პრობლემა, როგორც ათწლეულის წინ იყო. მუდმივად ცვალებადი და ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არსებობის პირობებში მოქნილი და იაფი საინფორმაციო ალტერნატივები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომია თუნდაც მცირე ფერმერებისათვის. მთავრობის, დონორების, საწარმოო საშუალებების მომწოდებლების, გადამამუშავებლების და შემფუთველებისაგან სინფორმაციო მხარდაჭერის მიღებით შესაძლებელია ინფორმაციაზე ფერმერების მოთხოვნის უმთავრესად, თუ არა მთლიანად, დაკმაყოფილება. მაგალითად:
ინფორმაცია უცხოური და ადგილობრივი ბაზრის, ამინდის და ტრანსპორტირების შესახებ მობილური ტელეფონების და კომპიუტერების მეშვეობით.
უცხოური უნივერსიტეტების და სექტორის სპეციალისტების დისტანციური ხელმისაწვდომობა წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის.
ინტერნეტის ხელიმსაწვდომობა, რათა მიიღონ ინფორმაცია ხელმისაწვდომი პროგრამებისა და მომსახურების, ახალი ბაზრების და სხვა შესაძლებლობების შესახებ.
ინტერაქტიული, ონლაინ, რეალურ დროში განხორციელებული კომუნიკაციები სხვადასხვა პროგრამისა და მომსახურების ფარგლებში გასაცემი კრედიტის ან კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებისას არსებობს გარკვეული გამოწვევები. მყისეული შედეგის მისაღებად მართებული არ არის განათლების, კვლევის და კონსულტირების დიდი სისტემის უცებ შექმნა. საჭიროა, რომ დაინტერესებული მხარეებისათვის ცნობილი გახდეს არსებული ინფორმაცია და ის, თუ როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მიღება და გამოყენება; ინფორმაციის მოპოვების საშუალებები; თარგმნის შესაძლებლობები, როდესაც ეს საჭიროა და ინიციატივების განხორციელება იმ საჭირო ინფორმაციის დროულად მოგროვების ან შექმნისათვის, რომელიც ელექტრონულად არ არსებობს. შესაბამისად, გთავაზობთ სურსათის და სოფლის მეურნეობის სრულყოფილი და თანამედროვე საინფორმაციო ქსელის შექმნას, რათა დაკმაყოფილდეს საქართველოს მოკლევადიანი და შედარებით გრძელვადიანი მოთხოვნები. ამასთან, დაფინანსება ხელიმსაწვდომი უნდა გახდეს შემოქმედებითი მიდგომებისათვის, სადაც საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ექნებათ შესაძლებლობა დაადგინონ არსებული საჭიროებები და შემდგომ შეიმუშაონ და მიაწოდონ პროდუქტი, რათა დააკმაყოფილონ წარმოქმნილი მოთხოვნა; ფერმერებსა და ბიზნესებს ასევე შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები, ხოლო საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა კონკურენციის პირობებში შესთავაზონ მათ თავიანთი მომსახურება. დასასრულ, საჭიროა განახლდეს და გაფართოვდეს ამჟამად არსებული სასოფლო-სამეურნეო კვლევის სისტემა, რათა შეივსოს არსებული ინფორმაციული ვაკუუმი, რაც ვერ მოხერხდება შემოთავაზებული ვირტუალური საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებით.
რეზიუმე
საქართველო უპირველეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო წლებში იჩინა თავი, საქართველოს სოფლის მეურნეობას და მომიჯნავე სამრეწველო დარგებს გააჩნიათ ქვეყნის ეკონომიკის ერთიმესამედის წარმოების პოტენციალი, და შეუძლია ქვეყნის ექსპორტის ძირითადი ნაწილის შექმნა, სოფლად დასაქმების დონის გაზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიღწევამდე, ასევე საკვების დეფიციტის, რაც საქართველოს მრავალ რეგიონში არსებობს, აღმოფხვრა. დღემდე ეს პოტენციალი არ ყოფილა სრულად აღიარებული და არ ყოფილა მისი გამოყენების მცდელობა მათ მიერ, ვისაც შესწევს ცვლილების განხორციელების უნარი.
თუმცა, დიდი პოტენციალის მიუხედავად, საქართველოს სურსათის და სოფლის მეურნეობის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა, რამაც განაპირობა 2005 წლიდან სექტორში შექმნილი რეალური ღირებულების 20%25-ით შემცირება. აღნიშნული პრობლემები და გამოწვევები მოიცავს: კაპიტალის დეინვესტიციას; რუსეთის ემბარგოს და რუსეთის შემოჭრას 2008 წელს; მსოფლიო ეკონომიკური კრიზისს; კრედიტზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას; ფუნქციონირებადი, ინტეგრირებული სასოფლო-სამეურნეო კვლევის განათლების-კონსულტირების სისტემის არ არსებობას; მთავრობის მოძველებულ პრიორიტეტებს; მუდმივ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვნად შემცირებულ სამინისტროში; მეცხოველეობაზე ორი დაავადების მნიშვნელოვანი ზეგავლენას; საზოგადოდ პატარა და ფრაგმენტული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს; ფერმერების გაერთიანების და საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრის სურვილის არქონას, თუ შეუძლებლობას. თუმცა, ეს პრობლემები შესაძლოა დაძლეული იქნეს, ან თვითონ გაუჩინარდეს დროთა განმავლობაში.
ამასთან, არსებობს დადებითი მხარეები, რომელთა სრული კაპიტალიზება არ მომხდარა. აღნიშნული მოიცავს: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 150,000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რომელიც არ მუშავდება, მაგრამ ხელმისაწვდომია ინვესტოამასთან, არსებობს დადებითი მხარეები, რომელთა სრული კაპიტალიზება არ მომხდარა. აღნიშნული მოიცავს: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 150,000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რომელიც არ მუშავდება, მაგრამ ხელმისაწვდომია ინვესტო
ამ პრობლემების დაძლევისა და შესაძლებლობების გამოყენების მიზნით საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა, თანამშრომლობა და მტკიცე გადაწყვეტილება მათი მხრიდან, ვისაც მაღალი თანამდებობა უკავია მთავრობაში, ვინც დასაქმებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში და აგრეთვე, დონორების მხრიდან. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა ახლებური მიდგომა და რეორიენტაცია ინიციატივების შემუშავების, მათთვის პრიორიტეტების მინიჭებისა და განხორციელების პროცესში, კერძოდ: დაცული უნდა იყოს რამდენიმე ძირითადი პრინციპი; უნდა მოხდეს გეოპოლიტიკურ, სოციალური დაცვის, პოლიტიკურ და განვითარების ინიციატივებს შორის განსხვავების გაცნობიერება; დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა დირექტივების შემუშავებაში, მათ მიერ არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფა და მათი პირადი პასუხისმგებლობა; უმთავრესად კერძო სექტორის მიერ განსახორციელებელი ინიციატივების შემუშავება და მთავრობის მიერ მხოლოდ ძირითადი რესურსების უზრუნველყოფა და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა; რესურსების საკმარისი კრიტიკული მასის გამოყენება წარმატების ალბათობის გაზრდისა და ზეგავლენის მოხდენის მიზნით; შესაფერისი მოტივაციის იდენტიფიცირება და გამოყენება; წარმატების, და არა მარცხის, წახალისება; ყველა დაინტერესებული მხარისათვის, მიუხედავად მათი სიდიდისა, შესაძლებლობის მიცემა.
არსებობს ღონისძიებების ფართო სპექტრი, რომლებიც მთავრობას, დონორებს, მეწარმეებს და ფერმერებს შეუძლიათ განახორციელონ სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წინსვლისათვის, რათა ამ სექტორმა შეძლოს საქართველოს ეკონომიკასა და კეთილდღეობაში საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისი წვლილის შეტანა. ეს საკითხები უფრო სრულყოფილად ასახულია სტრატეგიის პროექტში, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ეგვანტიჯის“ (AgVANTAGE) პროექტმა 2005-2006 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. იგი ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დამტკიცებული. მიუხედავად ამისა, არსებობს ოთხი ძირითადი ღონისძიება, რომელთა განხორციელებას შეეძლო ისეთი მყისიერი შედეგების მოტანა, რომლებიც კონკრეტულად არ არის აღნიშნული ამ სტრატეგიაში. ეს ღონისძიებებია: 1) ფერმერთა ორგანიზება დარგობრივ ასოციაციებში სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით; 2) მთავრობის მიერ 2015 წლამდე დამატებითი 1.53 მილიარდი ლარის გამოყოფისა და ძირითადად სექტორში ინვესტირების და საბრუნავი კაპიტალის შეძენის მიზნით გამოყენების შესახებ ვალდებულების აღება; 3) საბანკო/საკრედიტო სისტემის განვითარება აღნიშნული დაფინანსებიდან 1 მილიარდი ლარის ეფექტურად მართვისათვის და ) სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებ სრულყოფილი, საერთოეროვნული, ვირტუალური საინფორმაციო ქსელის შექმნა, რომელიც გაძლიერდება შემოქმედებითი საგანმანათლებლო მიდგომებით და ინტენსიური კვლევებით, რათა მოხდეს სრულყოფილად ფუნქციონირებადი სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლების და კონსულტირების არარსებული სისტემის კომპენსირება.
სამწუხაროდ, შესაძლოა ჯერ არ არის შექმნილი ისეთი პირობები, რაც აღნიშნული ოთხი რეკომენდაციის განხორციელების შესაძლებლობას შექმნიდა. ამგვარად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ორი ალტერნატიული ვარიატნი. პირველი მათგანი იქნება ძირითადი დონორების თავმოყრა და გაერთიანება, რათა საქართველოს მთავრობაზე მოახდინონ ზეგავლენა, რომ მან სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორს გაუწიოს საჭირო დახმარება, ხოლო შემდეგ მათ გამოხატონ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა სოფლის მეურნეობის ერთიანი სექტორის განვითარების ინტეგრირებული მიდგომის შემუშავების მიზნით, როდესაც თითოეული დონორი აქცენტს გააკეთებს წინასწარშეთანხმებულ რეგიონებსა და/ან ფუნქციებზე. თუმცა, შესაძლოა აღნიშნულის განხორციელებაც კი არ იყოს რეალური ახლო მომავალში. ამიტომ, შესაძლოა უმჯობესი, და უფრო განხორციელებადი რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთმა ან ორმა დონორმა იმუშავოს რეგიონალურ მთავრობასთან ერთ რეგიონში სოფლის მეურნეობის ერთიანი სექტორის განვითარების ინტეგრირებული მიდგომის შემუშავებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა გარდაქმნან ამ რეგიონში, არამედ იმიტომაც, რომ წარმოაჩინონ ქვეყნის მასშტაბით ასეთი კომპლექსური ძალისხმევის განხორციელების შედეგები და აუცილებლობა.
„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, - წერს შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“. ასევე შეიძლება ითქვას საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორზე. თუკი ამ სექტორის აყვავებისათვის არ მოხდება დროის, შემოქმედებითი მიდგომისა და რესურსების ინვესტირება, მისგან მცირე სიკეთეღაა მოსალოდნელი. ამგვარად, ქვეყანა გზათა გასაყარზე დგას: ეს სექტორი კვლავ უყურადღებოდ მიტოვებული დარჩება, რომ კიდევ უფრო დაუძლურდეს და ვერასოდეს იქნეს გამოყენებული მისი სრული პოტენციალი, რაც მთელ ხალხს დააზარალებს თუ სოფლის მეურნეობა გახდება ეროვნული პრიორიტეტი, რომ მის მიერ შეტანილი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობაში ამ სექტორის პოტენციალს შეესაბამებოდეს და შესაძლებელი გახდეს ათასწლეულისა თუ ეროვნული მიზნების განხორციელება.
![]() |
6.1 საჯარო დისკუსიის რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსიის დროს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სოფლის მეურნეობა მართლაც შეიცავს პოტენციალს იყოს საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორი, და შეუძლია დიდი წვილილი შეიტანოს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევის საერთოეროვნული მიზნის მიღწევაში. თუმცა, მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სოფლის მეურნეობის პოტენციური შესაძლებლობები ამჟამად არ არის გამოყენებული და საჭიროა ამ სექტორის გარდა სხვა სექტორთა წარმომადგენლების მხრიდან მნიშვნელოვანი და სისტემური ძალისხმევის წარმართვა, რათა სოფლის მეურნეობის სექტორის შესაძლებლობები ნაწილობრივ მაინც იქნეს რეალიზებული. ამგვარ გარეშე ძალთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან მხარეებად დასახელდა მთავრობა, საერთაშორისო დონორები, და კერძო სექტორი.
სახელდობრ, დისკუსიის მონაწილეებმა მთავრობას მოუწოდეს სოფლის მეურნეობის დარგს სისტემატურად დაუთმოს ყურადღება და გამოუყოს რესურსები, რადგან, როგორც ჩანს, ეს საჭიროება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიზეზებით არის განპირობებული. კონკრეტულად, მთავრობამ რეალურად უნდა აღიაროს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა და ეროვნულ პრიორიტეტად გამოაცხადოს იგი; შეიმუშავოს და სამოქმედოდ შემოიღოს სოფლის მეურნეობის არსებული პოტენციალის რეალიზების სტრატეგია; გამოყოს საჭირო რესურსები ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის, და უზრუნველყოს, რომ ეს იყოს ხანგრძლივი, სულ მცირე ერთ ათწლეულზე გათვალისწინებული სტრატეგია. დისკუსიის ყველა მონაწილის მოსაზრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობის სურვილს მასშტაბური მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში, და ასევე გადამწყვეტი ფაქტორია ამ დარგის საბოლოო ხვედრის განსაზღვრაშიც.
მთავრობის ძალისხმევას მხარს დაუჭერენ და შეავსებენ დონორები ერთიანი ქმედებების განხორციელების გზით. დონორები დიდი ხანია აყენებენ ამგვარი სტრატეგიული ვალდებულების აღების საკითხს. თავის მხრივ მოკამათეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა სამუშაოს უკეთესი კოორდინირება, სპეციალიზაცია და განაწილება.
დისკუსიის დროს ყურადღება დაეთმო კონცეფციებს სოფლის მეურნეობის, ერთი მხრივ როგორც ეკონომიკური და სამეწარმეო სექტორის შესახებ, და მეორე მხრივ, მისი სოციალური ფუნქციების შესახებ. ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, ფერმერული მეურნეობები ასრულებენ ამჟამად. ამ დროისათვის სოფლის მეურნეობაში, სადაც სავარაუდოდ სამუშაო ძალის ორმოცდაათი პროცენტი არის ჩართული და უმთავრესად თვითმოხმარებისათვის ხდება პროდუქციის წარმოება, სოფლის მეურნეობის დარგი მართლაც გარკვეულ გარანტიას წარმოადგენს მოსახლეობის იმ სეგმენტებისათვის, რომელთაც სხვა შესაძლებლობებზე ადვილად არ მიუწვდებათ ხელი. თუმცა დისკუსიის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სოფლის მეურნეობის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ეფექტურობისა და კონკურენტულობის საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, ისინი შეთანხმდნენ, რომ სულ მცირე, შუალედურ პერიოდში შეუძლებელი იქნება იმ ორი ფუნქციის ერთმანეთისაგან სრულიად გამიჯვნა, რასაც ამჟამად ასრულებს სოფლის მეურნეობის სექტორი. ამ თვალსაზრისით დისკუსიის მონაწილეებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს განსახილველ დოკუმენტში წარმოდგენილი წინადადება სასოფლო სამეურნეო მიწის გაცდენაზე გადასახადების დაწესების შესახებ. თუმცა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაბეგვრასთან დაკავშირებული სტიმულირების მექანიზმების კორექტირება აუცილებელია სოფლის მეურნეობაში სამეწარმეო პრინციპებზე გადასასვლელად.
დისკუსიის ყველა მონაწილის თვალსაზრისით კვების გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვნია, რადგან კერძო სექტორის ეფექტური მონაწილეები ქმნიან იმ კონსოლიდაციას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ სექტორმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოს ეფექტურობის, იმპორტის ჩანაცვლების, ან ექსპორტის პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, ძალისხმევა უნდა წარიმართოს შესაბამისი ინვესტორების მოსაზიდად, რომლებიც შესძლებენ ამ ფუნქციის შესრულებას. ამასთან, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა კვების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები, რაც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, და უფრო მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელება მიმზიდველად წარმოაჩინოს.
როგორც აღინიშნა, არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც მთავრობები მასშტაბურ მონაწილეობას ღებულობენ სოფლის მეურნეობის შესაბამისი დარგების აყვავების ხელშეწყობის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ანალოგიური მასშტაბით არ მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს სოფლის მეურნეობის რეალური მდგომარეობა და პოტენციური შესაძლებლობა კვლავ დაცილებული იქნება ერთმანეთისაგან.
საჯარო დისკუსიის საპასუხოდ განსახილველი დოკუმენტის ავტორმა ბ-მა ლენდმა წარმოადგინა ალტერნატიული რეკომენდაციები, რომელიც დაემატება მის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტს. რკომენდაციებში ჩამოთვლილია ის ღონისძიებები, რომელიც ამ სფეროში აქტიურად მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ ამჟამად მოქმედი სტიმულირების მექანიზმების პირობებში. ქვემოთ სრულად გთავაზობთ ალტერნატიულ რეკომენდაციებს.
ალტერნატიული რეკომენდაციები
ზემოაღნიშნული ოთხი რეკომენდაციის აუცილებლობისა და მნიშვნელობის მიუხედავად რეალურად ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდება, ყოველ შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით და/ან შედარებით ახლო მომავალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღნიშნული ოთხი რეკომენდაციიდან არცერთი არ შეესაბამება მთავრობის პრიორიტეტებს და სავარაუდოდ არც გახდება პრიორიტეტული გარედან ზეწოლის გარეშე. ფერმერთა და დარგობრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბების პირობებშიც კი, შესაძლოა 5-10 წელი იყოს საჭირო იმ დრომდე, როდესაც ისინი საკმარისად ეფექტიანი გახდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ცვლილებების დაწყება სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით.
აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა განხილულ იქნეს ორი ალტერნატიული ვარიანტი. პირველი, თუ დონორები თვლიან, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის და მისი სამომავლო კეთილდღეობისათვის ძირითადი პრიორიტეტი უნდა გახდეს, შესაძლებელია მთავრობაზე გავლენის მოხდენა, თუ ყველა ძირითადი დონორი გაერთიანდება და სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარეს დაიჭერს; ამასთან დონორებს უნდა ჰქონდეთ სექტორთან მიმართებაში ვალდებულებების აღების სურვილი. ფაქტობრივად, საჭიროა ინტეგრირებული, მთლიანი სექტორის მომცველი მიდგომა, როდესაც დონორები ინდივიდუალურად აიღებენ ვალდებულებას, რომ აქცენტი გააკეთონ და მთავრობასთან იმუშაონ ერთ ან მეტ ფუნქციონალურ ან გეოგრაფიულ არეალზე, რადგან მთავრობას საჭირო მასშტაბის ძალისხმევის განხორციელების შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია. რასაკვირველია, დონორთა ამგვარი გაერთიანება და ვალდებულებების აღება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და შესაძლოა ამას წლები დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუნდაც ამის სურვილი არსებობდეს, თუ გავითვალისწინებთ განსხვავებულ საბიუჯეტო ციკლებს, გეოპოლიტიკურ მიზნებს, განვითარების პრიორიტეტებს და დონორთა შორის ურთიერთობებს.
დაიჭერს; ამასთან დონორებს უნდა ჰქონდეთ სექტორთან მიმართებაში ვალდებულებების აღების სურვილი. ფაქტობრივად, საჭიროა ინტეგრირებული, მთლიანი სექტორის მომცველი მიდგომა, როდესაც დონორები ინდივიდუალურად აიღებენ ვალდებულებას, რომ აქცენტი გააკეთონ და მთავრობასთან იმუშაონ ერთ ან მეტ ფუნქციონალურ ან გეოგრაფიულ არეალზე, რადგან მთავრობას საჭირო მასშტაბის ძალისხმევის განხორციელების შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია. რასაკვირველია, დონორთა ამგვარი გაერთიანება და ვალდებულებების აღება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და შესაძლოა ამას წლები დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუნდაც ამის სურვილი არსებობდეს, თუ გავითვალისწინებთ განსხვავებულ საბიუჯეტო ციკლებს, გეოპოლიტიკურ მიზნებს, განვითარების პრიორიტეტებს და დონორთა შორის ურთიერთობებს.
მომზადდება რეგიონის სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორის გარდაქმნის საფუძველი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რუსეთის ემბარგოს შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა, მსოფლიო ეკონომიკაში ეფქეტიანი კონკურენციის გაწევა, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ეროვნული კეთილდღეობის და სოციალური მიზნების მიღწევაში, და უზრუნვეყლფილ იქნება საქართველოში არსებული სურსათის და სოფლის მეურნეობის სექტორის გამოუყენებელი პოტენციალის უფრო სრულად რეალიზება;
ერთი რეგიონის მაგალითზე მთავრობისა და სხვა დონორებისათვის იმის დემონსტრირება, რომ ქვეყნის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ერთიან სექტორს სამუშაო ადგილების შექმნაში, უცხოური ვალუტის მიღებაში, ქონების შექმნასა და სიღარიბის დაძლევაში უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ამის მიღწევა შესაძლებელია საქართველოში ამჟამად არსებული სხვა ალტენატიული ვარიანტების განხორციელებით;
ერთი რეგიონის მაგალითზე მთავრობისა და სხვა დონორებისათვის იმის დემონსტრირება, რომ ქვეყნის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ერთიან სექტორს სამუშაო ადგილების შექმნაში, უცხოური ვალუტის მიღებაში, ქონების შექმნასა და სიღარიბის დაძლევაში უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ამის მიღწევა შესაძლებელია საქართველოში ამჟამად არსებული სხვა ალტენატიული ვარიანტების განხორციელებით;
როგორც მთავრობისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ინსტიტუციური შესაძლებლობების - რაც ამჟამად არ არსებობს რეგიონებში - ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა, რომელიც მდგრადობას მიაღწევს აღნიშნული ინიციატივის დასრულებისათვის
გასული ორი წლის განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამა მუშაობდა კახეთის რეგიონთან რეგიონალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასაც მოიცავდა. საჭიროა მსგავსი ინიციატივების კაპიტალიზაცია, რათა არ დაიკარგოს ტემპი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზებისა და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. ერთ რეგიონში წარმატების დემონსტრირების შემთხვევაში უფრო სავარაუდოა, რომ ეკონომიკის დასაბალანსებლად გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობის სექტორის ერთიანი განვითარების ინტეგრირებული მიდგომა.