![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის – „საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოსა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის და ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და პარტნიორი შავი ზღვის არასამთავრობო კონფედერაცია (KASTOB). |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის - „საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოსა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის და ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და პარტნიორი შავი ზღვის არასამთავრობო კონფედერაცია (KASTOB). სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ადგილობრივი მხარეების (ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების) შესაძლებლობების განვითარებას და მოსაზღვრე რეგიონების კოლეგებთან თანამშრომლობის სქემების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. სახელმძღვანელოში მოცემულია აღნიშნული თანამშრომლობის სქემების დაწყებისა და განვითარების როგორც საკანონმდებლო, ისე მმართველობითი ასპექტები. ნაშრომი ასევე მოიცავს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სხვადასხვა მაგალითს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ისტორიიდან. სახელმძღვანელო, ძირითადად, ეფუძნება ევროპის გამოცდილებას, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მისეულ მიდგომებს და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების სტიმულირებას ამ მიმართულებით.
სახელმძღვანელო შედგება რვა ნაწილისაგან:
ნაწილი I მოიცავს შესავალს, ტერმინთა განმარტებას, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ფორმების, ასეთი თანამშრომლობის წარმოშობის ისტორიულ მიმოხილვასა და მის განვითარებას. ამავე ნაწილში განხილული გახლავთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მიზანშეწონილობა რეგიონულ და ეროვნულ კონტექსტში
ნაწილი II ეხება ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვას, რომელიც არეგულირებს რეგიონების თანამშრომლობის პროცესს, მადრიდის ჩარჩო კონვენციისა და დამატებითი პროტოკოლების ჩათვლით; საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნორმატიულ აქტებს.
ნაწილი III გახლავთ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი. მასში მოცემულია საფეხურეობრივი ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა დავიწყოთ და განვავითაროთ თანამშრომლობის სქემები საქართველოს ადგილობრივ/რეგიონულ ხელისუფლებას, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მეზობელ რეგიონებს შორის.
ნაწილი IV ეხება დაფინანსების შესაძლებლობებს და მისი მოძიების გზებს.
ნაწილი V ასახავს თანამშრომლობის მხარდამჭერ მეთოდებს.
ნაწილი VI მოიცავს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მაგალითებს ევროპაში. აღნიშნული მაგალითები, თანამშრომლობის სფეროებიდან გამომდინარე, დაჯგუფებულია რამდენიმე კატეგორიად. საერთო ჯამში, განხილულია ათი ჯგუფის მაგალითი.
ნაწილი VII მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ.
ნაწილი VIII გახლავთ სასარგებლო ბმულების ჩამონათვალი.
![]() |
2 ნაწილი I - შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 განმარტება |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა შესაძლოა განიმარტოს, როგორც ორმხრივი ან სამმხრივი სამეზობლო ურთიერთობები საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრების ორივე მხარეს არსებულ ადგილობრივ სოციუმებსა და ხელისუფლებას შორის. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა შესაძლოა მოიცავდეს მრავალ მოთამაშეს ადგილობრივი/რეგიონული ადმინისტრაციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტების, ბიზნეს-ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირების ჩათვლით. წინამდებარე სახელმძღვანელოში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა გამოყენებული იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოციუმს შორის ურთიერთობების აღწერის მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია მადრიდის კონვენციაში, რაც მოიცავს საჯარო და პარა-საჯარო ორგანოებს, რომელთაც გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აძლევს „ძალაუფლებას, რომელიც მოქმედებს შედარებით ნაკლებ ტერიტორიაზე, ვიდრე ეს ხდება სახელმწიფოს შემთხვევაში“.
მოკლედ რომ გამოვხატოთ: „...საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა არის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოციუმებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ მეზობლებს, რომელთაც ჰყოფთ საზღვარი...“
![]() |
2.2 ფორმები |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარების პროცესი შესაძლოა იყოს მეტ-ნაკლებად კომპლექსური, გამომდინარე შემდეგი ფაქტორებიდან:
პარტნიორების სიდიდე და ფუნქციები;
პარტნიორების რიცხვი;
შეთანხმებები და კონტრაქტები;
კულტურული ტრადიციები, ეთნიკური და ენობრივი განსხვავებები;
ისტორია;
არსებული პრობლემები და საზოგადოების საჭიროებები;
და სხვ.
თანამშრომლობა იღებს სხვადასხვა ფორმას, გამომდინარე თანამშრომლობის სფეროდან. შესაბამისად, ძალიან რთულია უნივერსალური მოდელის განსაზღვრა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში; განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ვითარდება და ეგუება განსხვავებულ გეოგრაფიულ და საკანონმდებლო კონტექსტს.
საერთო პრობლემის არსებობის ან სანიტარულ და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული მუდმივი ერთობლივი საშუალებების მშენებლობის შემთხვევაში, თანამშრომლობამ შესაძლოა მიიღოს არაოფიციალური დიალოგის ფორმა. შესაბამისად, თანამშრომელი მხარეების ურთიერთობებიდან გამომდინარე, განისაზღვრა თანამშრომლობის ორი ძირითადი ფორმა: ოფიციალური და არაოფიციალური თანამშრომლობა.
არაოფიციალური თანამშრომლობა
თანამშრომლობის დიდი წილი სწორედ არაოფიციალურ ფორმაზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის არ არის ოფიციალური შეთანხმება, რაც შექმნიდა თანამშრომლობისათვის აუცილებელ საკანონმდებლო საფუძველს. ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას აწარმოებენ პრინციპული შეთანხმებიდან გამომდინარე.
თანამშრომლობის აღნიშნული ფორმა, ძირითადად, გამოიყენება პროცესის საწყის ეტაპზე ან იმ საკანონმდებლო ბაზის არარსებობის დროს, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ სოციუმებსა და ხელისუფლებას, ოფიციალური სახე მისცენ თანამშრომლობას (მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონების პარტნიორების მიერ ორგანიზებული ერთობლივი ღონისძიებები/შეხვედრები, რომლებიც მოითხოვს არა საკანონმდებლო საფუძველს, არამედ ორივე მხარის მიერ გამომჟღავნებულ მოვალეობასა და ინტერესს).
ოფიციალური თანამშრომლობა
ოფიციალურ თანამშრომლობას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა. საწყის ეტაპზე პარტნიორები ხელს აწერენ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, სადაც ისინი განსაზღვრავენ საკუთარ პარტნიორობას, საერთო მიზნებს და ადგენენ ორმხრივი ურთიერთობების ფორმებს ქვეყნების ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ თუ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს შორის განსხვავებების გადალახვის გზით.
აღნიშნული შეთანხმებები, დოკუმენტის ტიპიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს სამართლებრივად სავალდებულო ან არასავალდებულო. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების უმეტესობას აქვს გაგების მემორანდუმის ფორმა, რომელშიც მხარეები აფიქსირებენ საკუთარ ვალდებულებებს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში (მაგალითად, გაგების/თანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივ უნივერსიტეტებს შორის, ითანამშრომლონ სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში).
თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე პარტნიორებმა შესაძლოა ჩამოაყალიბონ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ორგანოები. აღნიშნული ორგანო, რომელიც შესაძლოა გამოდიოდეს ან არ გამოდიოდეს სამართლის სუბიექტად ან ავტონომიად, ახორციელებს საზღვრისპირა საქმიანობებსა და პროექტებს წევრების ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ. ასეთი ერთობლივი ორგანოების შექმნა შესაძლებელი გახდაადგილობრივი საკანონმდებლო ბაზისა და კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმებების წყალობით, როგორიცაამადრიდის კონვენციის დამატებითი პროტოკოლი.
![]() |
2.3 ისტორიული მიმოხილვა - ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალფეროვანი, მაგრამ ხშირად მსგავსი კულტურისა და ისტორიის მიუხედავად, ევროპისთვის ასევე დამახასიათებელია საზღვრების სიმრავლე. ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ევროპაში დადგენილი სახელმწიფო საზღვრები ხშირად ერთმანეთისაგან ჰყოფს რეგიონებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც რეალურად ერთნი არიან. სატრანსპორტო მარშრუტები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გადის, ძირითადად, სამხედრო მიზნებისათვის გაოიყენებოდა. სასაზღვრო ადგილებში, სადაც იყო ისეთი ნედლეული, როგორებიცაა ქვანახშირი და მადანი, მნიშვნელოვნად განვითარდა ინდუსტრიული დარგები, რამაც შედეგად მოიტანა მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა და სიმდიდრის დაგროვება. მსგავსი განვითარება ხშირად იწვევს შურსა და პოლიტიკურ კონფლიქტებს მეზობელ ქვეყნებს შორის, რომლებიც რიგ შემთხვევებში ომშიც კი გადაიზარდა. მიუხედავად ამისა, ასეთი გამონაკლისების გარდა, ევროპაში არსებული მოსაზღვრე რეგიონები განვითარდნენ, როგორც პერიფერიული, სტრუქტურულად სუსტად განვითარებული ადგილები შეზღუდული სატრანსპორტი კავშირებით.
სამხედრო აგრესიის შიშმა შედეგად გამოიწვია სასაზღვრო რეგიონების მეჩხერი დასახლება. ეკონომიკური საქმიანობა, ვაჭრობა და მოსახლეობაც საზღვრებიდან მოცილებულ ადგილებში უფრო ვითარდებოდა და ცენტრისაკენ იწევდა. ბუნებრივი საზღვრები, როგორებიცაა მდინარეები, ტბები, ზღვები და მთები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ბუნებრივ ბარიერებს. საზღვრების ორივე მხარეს მოქმედი განსხვავებული პოლიტიკა, დაკავშირებული განსაკუთრებით კანონმდებლობასთან, ადმინისტრირებასთან, დაბეგვრასთან, ეკონომიკასთან, კულტურასა და სოციალურ საკითხებთან, ხელს უწყობდა სახელმწიფო სახსრების ტრანსფორმაციას სახელმწიფოებს შორის, ფაქტობრივად, ხილულ ბარიერებად. მოსაზღვრე რეგიონებში განსახლებული მოსახლეობა, ვისზეც ისტორიულმა კონფლიქტებმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია, ხასიათდებოდა ერთმანეთისადმი შიშითა და მტრობით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენდა თანამშრომლობის, ახლო ურთიერთობებისა და კავშირების დამყარების სურვილზე. მიუხედავად ამისა, მეოცე საუკუნეში ეკონომიკურმა, კულტურულმა და სოციალურმა კავშირებმა, ასევე მოსაზღვრე რეგიონებში მოსახლეობის მიმოსვლამ - მაგალითად, ბენელუქსის ზონა 1 - ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების დაახლოებას საერთო პრობლემების გარშემო (გარემოს დაცვა მდინარის გასწვრივ გამავალ საზღვართან, კულტურული და ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის საშუალებების გამოყენება და ა.შ.).
მეორე მსოფლიო ომიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპის მოსაზღვრე რეგიონების წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ და განიხილეს საზღვრების ბარიერების გაუქმებისა და საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული გამოიწვია ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების, სასაზღვრო პრობლემების, აკრძალვებისა და ადამიანებისა და ინსტიტუციების დაშორების სხვა ფაქტორების გადალახვის სურვილმა. ასევე, ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში შედის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ბუნებრივი საზღვრების გადალახვის მიზნით. შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გაჩნდა საზღვრისპირა თანამშრმლობის პირველი ფორმები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და სოციუმებს შორის (ე.წ. დაწყვილება).
პირველი ევრორეგიონი წარმოიშვა 1958 წელს გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე (ევრორეგიონი გრონაუ), ხოლო 1966 წელს შემუშავდა ევროსაბჭოს პირველი რეკომენდაცია საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც შემდეგში დასაბამი მისცა მადრიდის კონვენციას. ამის შემდეგ შეიქმნა მრავალი ევრორეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც მიზნად ისახავენ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას. სულ ახლახანს, 2006 წლის შემოდგომის შეხვედრაზე სამსუნში ევროსაბჭომ პირველი ნაბიჯები გადადგა შავი ზღვის რეგიონების შექმნისაკენ.
1970-იანი წლებიდან მოყოლებული, საზღვრისპირა რეგიონებმა დაიწყეს საკუთარი პოლიტიკის გატარება, რაშიც დახმარებას უწევდა ევროპის სასაზღვრო რეგიონების ასოციაცია, რომელიც 1971 წელს შეიქმნა. ევროპის სასაზღვრო რეგიონების ასოციაციამ მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასა და ნაციონალურ მთავრობებთან. ევროპაში შექმნილი სასაზღვრო და მოსაზღვრე რეგიონების ქსელი მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბდა ევროპაში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარების, ევროპის ინტეგრაციისა და ევროპის დახმარების პროგრამების კუთხით, რაც მიმართული იყო ევროპის საზღვრისპირა რეგიონების საკეთილდღეოდ. 1980-იანი წლების ბოლოს, ევროპის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებისა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული პროცესების განვითარების შედეგად, სახელმწიფო საზღვრები კიდევ უფრო გახსნილი გახდა. შეიქმნა მრავალი სასაზღვრო და მოსაზღვრე რეგიონი, რომლებიც ევროპის სასაზღვრო რეგიონების ასოციაციის წევრები გახდნენ.
ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ვინაიდან იგი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას როგორც შიდა, ასე გარე საზღვრებზე და პარტნიორი ქვეყნების საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას, გაიზარდა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ფორმების რიცხვი. 1990-იანი წლების ბოლოს ევროკავშირმა დაიწყო INTERREG-ის პროგრამა, რომელიც გახლდათ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ხელშემწყობი პირველი საზოგადოებრივი ინიციატივა. ეს პროგრამა დაიწყო, როგორც INTERREG I და მოიცავდა 1989-93 წლებს; შემდეგ იყო INTERREG II (1994-1999) და INTERREG III (2000-2006). აღნიშნული პროგრამა აგრეთვე ხორციელდება დღესდღეობით და მოიცავს 2007-2013 წლებს.
INTERREG გახლავთ საზოგადოებრივი ინიციატივა, გამიზნული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა გახლავთ სახელმწიფო საზღვრების გავლენის შემცირება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების გაძლიერების მიზნით ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ყოველივე ეს შესაძლოა მიღწეული იქნეს კონტინენტის დაბალანსებული განვითარებით მოსაზღვრე რეგიონების (პოზიცია - ა), ტრანსნაციონალური (პოზიცია - ბ), რეგიონებს შორის (პოზიცია - გ) თანამშრომლობის გამოყენების გზით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაშორებული რეგიონების ინტეგრაციას და იმ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს. ზემოაღნიშნული ინიციატივების დაფინანსება მოხდა ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ.
INTERREG განსხვავდება სხვა მსგავსი, გაერთიანებაზე ფოკუსირებული პროგრამებისაგან ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ასპექტის მიხედვით: იგი შეიცავს ორი ან მეტი წევრი ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობას. ასევე, INTERREG-ის საქმიანობებს მოეთხოვებათ არა მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენა მოსაზღვრე ქვეყნების განვითარებაზე, არამედ მათი ფორმა და განხორციელება უნდა მოხდეს საზღვრისპირა ქვეყნების ინტერესების დაცვით.
მას შემდეგ, რაც ევროკომისია ამტკიცებს სამოქმედო პროგრამებს, მათი განხორციელება იწყება საორგანიზაციო კომიტეტების მიერ, რომლებშიც შედიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელნი არიან გაერთიანებისაკენ მიმართული პოლიტიკის ღონისძიებებზე. ეს შესაძლოა იყოს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციები. INTERREG-ის პროექტები წევრი ქვეყნების მხრიდან ითხოვენ თანადაფინანსებას წევრი ქვეყნების, რეგიონული ხელისუფლების ან პროექტების ხელმძღვანელების მხრიდან. თანადაფინანსების მიზნით მოთხოვნილი თანხა განსხვავდება რეგიონების მიხედვით 50%25-იდან 0%25-მდე, ყველაზე ღარიბი რეგიონებისათვის. INTERREG-ის სახსრების საბოლოო ბენეფიციარები არიან საჯარო მოხელეები, დაკავშირებული ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორებიცაა სავაჭრო პალატა, დამქირავებელთა ორგანიზაციები და კვლევითი ინსტიტუტების კავშირები. INTERREG IV-ის ფარგლებში კერძო ორგანიზაციებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაცხადს შეიტანენ, როგორც რამდენიმე ორგანიზაციის კორპორაცია. წინა პროგრამების განხორციელების დროს კერძო ორგანიზაციები არ იყვნენ უფლებამოსილნი, მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პროექტში.
ცოტა ხნის წინ პრექტს შეეცვალა სახელი და ამჟამად ჟღერს შემდეგნაირად - „ევროპის ტერიტორიული თანამშრომლობის პროექტი“. მიუხედავად ამისა, პროექტის იდეა იგივე რჩება: იგი ხელს უწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონებსა და ქალაქებს, იმუშაონ ერთად დაისწავლონ ერთმანეთისაგან ერთობლივი პროექტების, პრგრამებისა და ქსელების საშუალებით.
ევროპის ტერიტორიული თანამშრომლობის პროექტი მოიცავს სამი სახის პროგრამას: მოსაზღვრე რეგიონების თანამშრომლობას (ევროკავშირის შიდა საზღვრების გასწვრივ), ტრანსნაციონალურ თანამშრომლობასა (თანამშრომლობის გაფართოება, მაგალითად, ისეთი ტერიტორიების მოცვა, როგორიცაა ბალტიის ზღვის, ალპებისა და ხელთაშუა ზღვის ტერიტორიები) და რეგიონებს შორის თანამშრომლობას (თანამშრომლობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებს შორის).
მთლიანობაში, 2007 წლიდან 2013 წლამდე, ევროპის ტერიტორიული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდება 52-ზე მეტი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამა, რომლებშიც შევა:
მეწარმეობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება, ტურიზმის, კულტურისა და საზღვრისპირა ვაჭრობის ხელშეწყობა;
ბუნებრივი რესურსების ერთობლივი მართვის გაუმჯობესება;
ქალაქისა და სოფლის ტერიტორიების კავშირების გაძლიერება;
სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამოყენების განვითარება;
თანაბარი ადმინისტრაციული და დასაქმების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, ევროკავშირმა ჩამოაყალიბა ტერიტორიული თანამშრომლობის ევროპის ჯგუფი, ევროპის ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომლის მიზანია საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა, ქვეყნებისა და რეგიონების თანამშრომლობა. 2007 წლამდე არსებული სტრუქტურებისაგან განსხვავებით, რომლებიც არეგულირებდნენ მსგავს თანამშრომლობას, ტერიტორიული თანამშრომლობის ევროპის ჯგუფი წარმოადგენს სამართლებრივ ერთეულს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა საჯარო ორგანოებს, შექმნან თანამშრომლობის ჯგუფები, რომლებსაც ექნებათ სამართლებრივი უფლებამოსილება.
წევრი ქვეყნები, რეგიონული თუ ადგილობრივი ხელისუფლება, ასოციაციები თუ სხვა ნებისმიერი საჯარო ორგანო შესაძლებელია გახდეს ტერიტორიული თანამშრომლობის ევროპის ჯგუფის წევრი. ტერიტორიული თანამშრომლობის ევროპის ჯგუფი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების საჯარო ხელისუფლებას, გაერთიანდნენ და ერთობლივად განახორციელონ მომსახურების მიწოდება წინასწარი საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმების გარეშე, რომლებიც სახელმწიფოების პარლამენტის მიერ უნდა იქნეს რატიფიცირებული. წევრი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ პროცესში მონაწილეობას პოტენციური წევრებიც მიიღებენ.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტის პრიორიტეტი გახლავთ საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების თანამშომლობას ევროკავშირის შიდა საზღვრებს მიღმა და მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს. მის პრიორიტეტებში ასევე შედის ტერიტორიული თანამშრომლობის ევროპის ჯგუფის მიზნები, რომლებიც ხელს უწყობს წევრი ქვეყნების თანამშრომლობას.
ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის დამტკიცებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობა როგორც ხარისხობრივი, ისე რიცხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივის გათვალისწინებით, ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტი მოიცავს კომპონენტს, რომლის მიზანი კონკრეტულად გახლავთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა.
ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის სტრატეგიას აქვს ოთხი ძირითადი ამოცანა:
1. მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. ინტეგრირებული და მდგრადი რეგიონული განვითარება მოსაზღვრე რეგიონებში მნიშვნელოვანია ევროკავშირის გარე საზღვრებზე სტაბილურობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით - ეს გახლავთ ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის მთავარი ამოცანა და ევროკავშირის რუსეთთან პარტნიორობის მნიშვნელოვანი ელემენტი. ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტისა და საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამები მიზნად ისახავს კერძო და სახელმწიფო მხარეების დახმარებას იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადალახვა-დარეგულირებაში, რაც ევროკავშირთან გეოგრაფიულ სიახლოვეს მოაქვს. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისხელშეწყობა ძირითადი ამოცანაა, რომელიც ზემოაღნიშნული ორი პროგრამის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
2. საერთო გამოწვევების დარეგულირება. ერთად მუშაობა დაარეგულირებს საერთო გამოწვევებს როგორც გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის, ისე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში. ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან არსებული ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე იდგება ეკოლოგიური გაუარესების პრობლემის დარეგულირების სფეროში, რომელსაც იწვევს ეკონომიკური გარდაქმნები და ეკოლოგიური საკითხების ხანგრძლივი უგულებელყოფა.
3. ეფექტიანი და უსაფრთხო საზღვრების უზრუნველყოფა. ევროკავშირის გარე საზღვრები დადგებიან გამოწვევების წინაშე, რომლებიც დაკავშირებული იქნება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ხარისხსა და ფუნქციონირების მენეჯმენტთან. საზღვრის გადალახვა ითხოვს ადამიანებისა და საქონლის მოძრაობის ხელშეწყობას, რაც დაეხმარება უფრო დიდ ეკონომიკურ და სოციალურ ამოცანებს, რომლებიც მოსაზღვრე რეგიონებს აქვთ.
4. ადამიანებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე განხორციელებული საქმიანობების გარდა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტის და საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამები ხელს უწყობენ ადამიანებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას. საზოგადოებრივ ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საზღვრისპირა რეგიონების კონტაქტები და საქმიანობები სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურისა და მედიასფეროებში, ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის, დემოკრატიისა და ურთიერთგაგების განვითარებას.
ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის პროგრამების ფარგლებში შემუშავებული იქნა შემდეგი სახის პროგრამები:
1. სახმელეთო სასაზღვრო პროგრამები ორ და მეტ საერთო საზღვრების (ზღვის ჩათვლით) მქონე სახელმწიფოებს შორის.
2. ზღვის აუზის ქვეყნების მომცველი მრავალმხრივი პროგრამები.
მთლიანობაში, 15 საზღვრისპირა რეგიონის თანამშრომლობის პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან, რომელთა მთლიანი დაფინანსება შეადგენს 1, 118, 434 მილიონ ევროს შვიდი წლის განმავლობაში (2007-2013), მათ შორის:
შავი ზღვის პროგრამა;
ხმელთაშუა ზღვის პროგრამა;
ბალტიის ზღვის პროგრამა.
საზღვრის ორივე მხარეს მყოფი რეგიონული და ადგილობრივი პარტნიორების ამოცანას წარმოადგენს საერთო საჭიროებების დადგენა და, ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, პრიორიტეტების განსაზღვრა. პროგრამების მენეჯმენტის უფლება გადაცემული აქვთ ადგილობრივ ან სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას, რომლებიც ერთად იქნენ შერჩეულნი პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მიერ. სწორედ ამ მიზნით ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტში შეტანილი იქნა კონკრეტული დებულებები, ხოლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო დეტალური მითითებები კი გაწერილია ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ განხორციელების დეტალურ წესებში. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამა, თავისი არსით, მოწოდებულია რეგიონების გაძლიერებისკენ, რომლებიც ხმელეთით ან ზღვით ესაზღვრებიან ევროკავშირს, ასევე მათი პარტნიორები ევროკავშირის საზღვრებს შიგნით. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამა იყენებს „სტრუქტურული ფონდების“ მიდგომის პრინციპებს, როგორიცაა მრავალწლიანი პროგრამები, პარტნიორობა, თანადაფინანსება, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების წესებსა და რეგლამენტს. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის, ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტის პროგრამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია გახლავთ ის, რომ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის მოსაზღვრე რეგიონებში, აქვთ ერთი მთლიანი ბიუჯეტი, მართვის ერთი სტრუქტურა, საერთო საკანონმდებლო ბაზა და განხორციელების წესები, რაც პროგრამებს აძლევს მთლიანად დაბალანსებული პარტნიორობის დამყარების საშუალებას მონაწილე ქვეყნებს შორის.
![]() |
2.4 მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა რეგიონული განვითარების წამყვან ძალად ითვლება. ზოგადად მიღებულია, რომ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა რეგიონული განვითარების აუცილებელი კომპონენტია, რადგან ხელს უწყობს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კონკრეტული პრობლემების დარეგულირებას.
მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან და გამოირჩევიან შემდეგი მახასიათებლებით:
დაბალ დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა;
სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე ძლიერი დამოკიდებულება; კონფლიქტის შიში, რომელსაც მივყავართ განვითარების დაბალ დონემდე და, რომელიც აფრთხობს ინვესტორებსა და ბიზნესმენებს; მოსახლეობის მაღალი ასაკი; მიგრაცია და ბიზნესების მოზიდვის დაბალი დონე. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა შესაძლოა თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს სოფლის განვითარებაში, სოფლის მეურნეობის ერთიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების გზით (გზები,კანალიზაცია და ნაგვის გატანა, ელექტროენერგია, განათლება და სხვ.), ინფრასტრუქტურის განვითარებით და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესებით, ასევე ბუნებრივი რესურსების ერთობლივი გამოყენებით. რასაკვირველია, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ დამოკიდებულებაში, რომელსაც იჩენს ევროპის ორი ძლიერი ორგანიზაცია: ევროკავშირი და ევროკომისია. ევროკავშირის ჩაბმის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მნიშვნელობა. ევროკავშირის განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი: „ევროკავშირი თავის რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ისევე, როგორც თავად პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, მიიჩნევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიზნად. ბენეფიციარი ქვეყნებისათვის საერთო გამოწვევებზე დახმარების გაწევის გზით, რეგიონული თანამშრომლობის მიდგომას აქვს პოტენციალი, გააძლიეროს ნდობა პარტნიორ ქვეყნებს შორის, რასაც შედეგად მოაქვს გაზრდილი უსაფრთხოება, სტაბილურობა და აყვავება. ზოგი გამოწვევა, როგორებიცაა ტრანსნაციონალური სატრანსპორტო კორიდორების განვითარება, ზღვების დაბინძურების პრობლემის მოგვარება და ტერორიზმთან ბრძოლა, თანდაყოლილი რეგიონთაშორისი ხასიათისაა და მათი დარეგულირება მხოლოდ რეგიონულ დონეზე გაერთიანებული ძალებით არის შესაძლებელი“.
ახალი მიდგომით, რომელიც დაფიქსირებულია ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის პროგრამაში, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ევროპის გარე საზღვრების ორივე მხარის სასარგებლოდ მოქმედებს.
ევროკავშირის გარე საზღვრებზე საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამის მთავარი მიზანი არის საზღვრების ორივე მხარის სტაბილური განვითარება, ცხოვრების პირობების სტანდარტებს შორის განსხვავებების შემცირება, პრობლემებისა და გამოწვევების დარეგულირება, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას ან სხვა სახით წარმოშობილი პრობლემებისა და გამოწვევების დარეგულირებას საზღვრისპირა რეგიონებს შორის. სერიოზული განსხვავებების მიუხედავად, რაც დამახასიათებელია ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე განლაგებული რეგიონებისათვის, შესაძლოა გამოვყოთ საერთო პრობლემებიც. ამ კონტექსტში სასაზღვრო რეგიონების თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან ჰარმონიული და ინტეგრირებული რეგიონული განვითარება ევროკავშირის საზღვრებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ტემპი, დიდი განსხვავება შემოსავლებში და განსხვავებული დემოგრაფიული დინამიკა.
გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც განეკუთვნება ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის ბასეინებსა და ხმელთაშუა ზღვას. გარემოს დაცვის საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვრებზეც, თუმცა მათ აქ უფრო ადგილობრივი ხასიათი აქვთ, განსაკუთრებით, როცა საკითხი ეხება საზღვრისპირა წყლის რესურებს (მდინარეები დატბები).
მოქალაქეთა ჯანდაცვის საკითხები საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მაგალითად, ინფექციურ დაავადებებთან მიმართებაში (ტუბერკულიოზი, შიდსი) ან შესაძლო ეპიდემიისა და პანდემიის გავრცელების დროს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ევროკავშირი მხარს უჭერს ორმხრივ, რეგიონულ საზღვრისპირა და საერთაშორისო დონის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან პრევენციისგაუმჯობესებისა და ორგანიზებულ დანაშაულებთან,კორუფციასა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. საზღვრების ეფექტური მართვა მოითხოვს, რომ ევროკავშირის გარე საზღვრები იყოს ეფექტიანი (ადამიანების მიერ საზღვრის გადაკვეთის, კანონიერივაჭრობისა და ტრანზიტის მენეჯმენტი) და უსაფრთხო (საზღვრის არალეგალური გადაკვეთის თავიდან აცილება, არალეგალური ვაჭრობისა და ტრანზიტის პრევენცია).
კიდევ ერთი გამოწვევა და, ამასთანავე, შესაძლებლობაც, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის ყველა გარე საზღვარზე, გახლავთ ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და საზოგადოებრივიჯგუფების კონტაქტების გაძლიერება ორივე მხარეს.გარდა ამისა, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ფუნქციონირებს, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი კონფლიქტების პრევენციის კუთხით და თამაშობსმნიშვნელოვან როლს რეგიონულ დონეზე სტაბილურობისა და დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანიასაქართველოს შემთხვევაში. სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს ევროკავშირმა შესთავაზა მონაწილეობასაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობასა და ერთობლივ პასუხისმგებლობის აღებაში კონფლიქტების პრევენციისა და მათი გადაწყვეტის სფეროში. რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში გახლავთ მაღალი დონის პრიორიტეტი სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ სამოქმედო გეგმაში. აღიარებულია, რომ მთიანი ყარაბახისა და საქართველოს კონფლიქტების დარეგულირება ძლიერ მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილური განვითარებისათვის.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამები სამხრეთ კავკასიაში უნდაგანვიხილოთ, როგორც კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის დამყარების ინსტრუმენტი. ამ პროგრამებმა ხელი უნდა შეუწყოს ნდობის ფაქტორის ამაღლებას ცეცხლის შეწყვეტის ზონებში და გააძლიეროს ურთიერთობები არაღიარებულ რესპუბლიკებთან.
ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ ახლახანს მიიღო რეკომენდაცია, რომელიც ხაზს უსვამს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მნიშვნელობას დემოკრატიის სტაბილურობისა და ურთიერთგაგების სფეროში სახელმწიფოებსა და მათ მოსახლეობას შორის, საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით.
ამ თვალსაზრისით, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს კონტექსტში, როგორც კონფლიქტის დარეგულირების, მშვიდობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში, პირველად გვთავაზობს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას შორის ხალხიდან წამოსული ურთიერთობების რეალურ შესაძლებლობას და საერთო პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა გარემო, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, საზღვაო უსაფრთხოება, ზღვის გარემო, რეგიონის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და კულტურულს-ოციალური გაცვლები.
მრავალ ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც ჩამოყალიბდა შავი ზღვის ქვეყნების განვითარების მიზნით 2007 წლიდან, შავი ზღვის ქვეყნებმა შექმნეს საკუთარი გაერთიანება; მოსალოდნელია, გაძლიერებული რეგიონული ურთიერთობები გარდაიქმნას ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად. შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია განიხილება, როგორც საიმედო და საყრდენი რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.
![]() |
3 ნაწილი II. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საკანონმდებლო ბაზა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ინსტიტუციონალური უნარი და შესაძლებლობა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ საზღვრისპირა
რეგიონების თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებაში. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების შესაძლებლობებს, მონაწილეობა მიიღონ ამ სახის თანამშრომლობაში. უნარი და შესაძლებლობა მოიცავს არა მხოლოდ რესურსებს, რომლებიც საჭიროა პროექტების განსახორციელებლად, არამედ სამართლებრივ საფუძველს, რაც განსაზღვრავს თანამშრომლობის ფორმებსა და ჩარჩოებს. ამ ფაქტორების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა გახდა მნიშვნელოვანი თემა, რაც შევიდა ნაციონალური რეფორმების დღის წესრიგში და, შესაბამისად, აისახა ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის სამოქმედო გეგმაში.
სანამ დავიწყებდეთ საუბარს საქართველოს გამოცდილების შესახებ, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა სამართლებრივი კუთხით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მონაწილეობას საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამებში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც იძლევა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ჩარჩოებს, გახლავთ მადრიდის კონვენცია.
კონვენცია შემუშავდა ევროკავშირის მიერ 1980 წელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ინიციატივის უკან კი გახლდათ ნაკლებად განვითარებული მოსაზღვრე რეგიონების,
რომლებსაც, ძირითადად, პერიფერიული როლი ჰქონდათ, განვითარება. მაკრორეგიონული ინტეგრაციის ინიციატივები, როგორიცაა ევროგაერთიანება და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ხელს უწყობდა საზღვრისპირა რეგიონების ჩამოყალიბებას. ესინიციატივები ძლიერდებოდა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების მიერ, რომლებიც მიზნად ისახავდა სასაზღვრო რეგიონების პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა ტრანსპორტი და ეკოლოგიის დეგრადაცია. მადრიდის კონვენციის მთავარი მიზანი იყო საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისა და რეგიონებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების ხელშეწყობა ორივე მხარეს. ამას შედეგად მოაქვს სამართლებრივი საფუძველი ეროვნული დონისქვედა დონეზე და სხვადასხვა სფეროში.
კონვენცია ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში მოცემულია ხელშეკრულებებისათვის სამართლებრივად სავალდებულო დებულებები, ხოლო მეორე ნაწილში კი - ინსტრუქციები ხელშეკრულებების ნიმუშების სახით შესაძლო თანამშრომლობის შემთხვევისათვის, როგორიცაა 1974 წლის ხელშეკრულება ლუქსემბურგსა და გერმანიის რეინალდ-ფალცს შორის. ხელშეკრულების აღნიშნული ნიმუშები მოიცავს ხელშეკრულებებს ინფორმაციის გაცვლიდან დაწყებული, სამართლებრივ ვალდებულებებით დამთავრებული. კონვენცია სამართლებრივ ვალდებულებას აყენებს ხელმომწერი ქვეყნების მიმართ, რომ მათ ხელი შეუწყონ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას და ხელშეკრულებების გაფორმებას დაინტრესებულ მხარეებს შორის. ასეთი ხელშეკრულებები ატარებენ სამართლებრივად სავალდებულო ხასიათს.
1995 წლის 8 ნოემბერს კონვენციას დაემატა დამატებითი კონვენცია. ამ დამატებითი პროტოკოლის მიზანი გახლდათ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოება. აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობასთან დაკავშირებული საქმიანობები შესაძლოა განახორციელონ დამოუკიდებელმა ორგანოებმა, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ან არ წარმოადგენდნენ სამართლის სუბიექტებს.
აღნიშნული ორგანო შესაძლოა იქნეს საჯარო ან კერძო სამართლის სუბიექტი, მაგრამ მისი საქმიანობა უნდა ეთანხმებოდეს შესაბამისი ქვეყნის სამართლებრივ სისტემას. თანამშრომლობის ორგანო, რომელსაც აქვს სამართლებრივი სტატუსი და აკმაყოფილებს ეროვნულ სამართლებრივ მოთხოვნებს, არ შეიძლება იყოს უფლებამოსილი, განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებზე მოახდენს გავლენას. დამატებითი პროტოკოლი უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მოდელზე და ხელმომწერ ქვეყნებს ანიჭებს ასეთი თანამშრომლობის ორგანოების უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოების საშუალებას (მუხლი 5). ისინი შესაძლოა ჩამოყალიბდნენ, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტები, რომელთა გადაწყვეტილებას აქვს იგივე ძალა, როგორიც მონაწილე მხარეს. ასეთი ერთეულები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება სამართლებრივად სავალდებულო არა მხოლოდ მონაწილე ქვეყნისათვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ეხებათ ასეთი გადაწყვეტილებები.
აღნიშნული მუხლი ცვლის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ხასიათს და გადადის სრულიად ახალ დონეზე, რომელსაც შორს გამიზნული შედეგების მოტანა შეუძლია. აღნიშნული ერთეული შესაძლოა განისაზღვროს, როგორც ტრანსნაციონალური საჯარო ხელისუფლება. ზემოაღნიშნული შესაძლებლობებისა და შორს მიმავალი შედეგების გამო, გერმანიამ, საფრანგეთმა და შვედეთმა აირჩიეს, ხელი მოეწერათ პროტოკოლზე, მუხლი 5-ის გათვალისწინების გარეშე.
1998 წლის 5 მაისს მადრიდის კონვენციას დაემატა მეორე შერჩევითი პროტოკოლი. ამ პროტოკოლის მთავარი მიზანიგახლავთ თავად კონვენციის მხარდაჭერა იმ ტერიტორიების ხელისუფლებების თანამშრომლობის გზით, რომლებიც არ არიან პირდაპირ მოსაზღვრე ტერიტორიები.
როდესაც ვსაუბრობთ სამართლებრივ შესაძლებლობებზე ან საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საზღვრებზე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ: მიუხედავად იმისა, რომ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ მოახდინა მადრიდის კონვენციის რატიფიცირება (46 წევრი ქვეყნიდან 33-მა), საზღვრისპირა ადგილობრივ სოციუმებს, მათიქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, თანამშრომლობა შეუძლიათ მხოლოდ მოსაზღვრე სახელმწიფოების სოციუმებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კომუნიკაციის ან თანამშრომლობის საგანი ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან მის პრინციპებს, არანაირ საერთაშორისო შეთანხმებას ან კანონს არ შეუძლია თანამშრომლობის სამართლებრივად სავალდებულო ჩარჩოებში მოქცევა.
მადრიდის კონვენციის მუხლი 2 განსაზღვრავს:
„ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ხორციელდება ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სოციუმების ან ხელისუფლების უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ეს განსაზღვრულია ადგილობრივი კანონმდებლობით“. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მიზნით სამართლებრივი ბაზის შექმნა რთული საკითხია, რადგან წესები და კანონები, რომლებიც არეგულირებენ საზოგადოებისა და მათთვის მინიჭებული კომპეტენციების ნორმებს, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, გამომდინარე ქვეყნის სტრუქტურიდან. ქვეყნებს აქვთ განსხვავებული ადგილობრივი ხელისუფლების წყობა და სისტემა. მაგალითად, საქართველოში რეგიონულადმინისტრაციას არ გააჩნია უფლებამოსილება, ინიცირება გაუკეთოს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას, განსხვავებით ადგილობრივი საზოგადოებისაგან, რომელსაც ასეთი უფლებამოსილება აქვს.
ასეთი მდგომარეობის არსებობის პირობებში საერთაშორისო შეთანხმებები, როგორიცაა მადრიდის კონვენცია, რომელიც ქმნის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საფუძველს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც უერთდებიან შეთანხმებას და აღიარებენ პრინციპებს, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.რეალურად კი, მადრიდის ხელშეკრულება იძლევა ფართოშესაძლებლობებს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მიზნით, ვინაიდან ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობის ერთობლივი შედეგები დაამ ქვეყნების მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები განსაზღვრავს, თუ რა ჩარჩოებშიშეეძლებათ მანევრირება ადგილობრივ სოციუმებს.
შესაბამისად, კანონმდებლობის არარსებობამ უბიძგა სოციუმებს, გამოეყენებინათ დე-ფაქტო ინსტრუმენტები, როგორიცაა ფონდების ასოციაციები, რათა მომხდარიყო საზღვრისპირა რეგიონების ინიციატივების განხორციელება.ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის დიდი წილი არაოფიციალურად ხორციელდება. პარტნიორი სოციუმებიდა ხელისუფლებები ემორჩილებიან პრინციპულ შეთანხმებას. თანამშრომლობის აღნიშნული არაოფიციალური ფორმა ხშირად გამოიყენება თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ან საკანონმდებლო ბაზის არარსებობის შემთხვევაში, რაც საშუალებას აძლევს მხარეებს, ოფიციალური სახე მისცენ საკუთარ ურთიერთობას.
![]() |
3.2 საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ გადავალთ საქართველოში არსებული თანამშრომლობის ეტაპების განხილვაზე და იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით არიან რეგიონები ჩაბმულნი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაში, საჭიროა თვალი გადავავლოთ საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას და ამ საკითხის მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზას.
საქართველოს ტერიტორიული წყობა საკმაოდ რთულია - იგი შედგება ორი ავტონომიური რესპუბლიკისაგან, ერთი დროებითი ადმინისტრაციის და ტერიტორიული ერთეულისა და 69 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან. საქართველო დაყოფილია 9 რეგიონად (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი; თბილისს არა აქვს რეგიონის სტატუსი), მაგრამ ამჟამად საქართველოს არ გააჩნია საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ტერმინს - „რეგიონი“. საკანონმდებლო აქტები, რომლებიც შეეხება რეგიონებს, აღნიშნულ ტერმინს იყენებენ სხვა მნიშვნელობით, ანუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ან ისტორიული ადგილის აღსანიშნავად. საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ისევე როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, რეგიონი ხშირად გამოიყენება საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების აღსანიშნავად.
გარდა ამისა, ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილია საქართველოსა და მეზობელ რეგიონებს შორის, აქვს გარკვეული შეზღუდვები, ტერიტორიული წყობიდან გამომდინარე. ქვეყნის ტერიტორიულ წყობას განსაზღვრავს კონსტიტუციის მუხლი 2.3, რომლის მიხედვითაც: „საქართველოს ტერიტორიული სტრუქტურა კონსტიტუციური კანონით იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დადგინდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია დროებით აჩერებს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიულ წყობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ზემოაღნიშნული მუხლი აფერხებს იმ ღონისძიებების გატარებას, რომლებიც საჭიროა ქვეყნის ტერიტორიული წყობის განსაზღვრისათვის.
რეგიონებს აქვთ ადმინისტრაციები და ჰყავთ გუბერნატორები. მიუხედავად ამისა, რეგიონულ ადმინისტრაციას არ გააჩნია სამართლებრივი უფლება, განახორციელონ საზღვრისპირა რეგიონებისთანამშრომლობის ფორმები. შესაბამისად, რეგიონები და მათი ადმინისტრაციები ვერ შეძლებენ იმოქმედონ, როგორც ვალდებულების ამღებმა მხარეებმა. მიუხედავად ამისა, საქართველომ ხელი მოაწერა სხვადასხვა სახის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განმტკიცებას.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით რეგიონული ადმინისტრაციებისათვის და მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სტრატეგია, რომელზე დაყრდნობითაც წარიმართება საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სუბიექტებთან ურთიერთობანი.
„თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 26.2-ის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს „დაამტკიცოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები“. კანონი თავისთავად არ შეიცავს დებულებას, რომელიც ეხება თვითმმართველობის სტრატეგიის შემუშავებას, რაც, თავის მხრივ, არ უშლის თვითმმართველ ორგანოებს ხელს, შეიმუშავონ ასეთი დოკუმენტი.
საქართველოში რეგიონული განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავდა და დღესაც განსაზღვრავს სამინისტროები და სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას. არანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტი არ არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩაბმასა და მონაწილეობას რეგიონული განვითარების პროგრამების მომზადებაში.
სამართლებრივი შეზღუდვების მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა მადრიდის კონვენციას. 2006 წლის 26 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია №2961 - „ევროპის კონვენცია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ - რითაც მოახდინა დოკუმენტის რატიფიცირება.აღნიშნული კონვენციის თანახმად, ხელის მომწერი მხარე იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას მოსაზღვრე ქვეყნების ადმინისტრაციულ ერთეულებს/მმართველ ორგანოებს შორის. გარდა ამისა, მხარეები ვალდებულებას იღებენ, მხარი დაუჭირონ ნებისმიერი სახის შეთანხმებას რეგიონებს შორის ქვეყნების საკანონმდებლო ბაზას შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით.
კონვენციის თანახმად, თუ ხელმომწერი მხარეები ფიქრობენ ცალკე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერას საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ, ასეთი შეთანხმება შესაძლოა გაფორმდეს ისეთი ფორმით, შინაარსითა და მნიშვნელობით, რომლის ფარგლებშიც მმართველ ორგანოებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამები.
საქართველომ ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებებს იტალიასთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, ირანთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან; ხელშეკრულებების მიხედვით, საქართველო პასუხისმგებლობას იღებს, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ქვეყნის რეგიონებისა და მათი მოსახლეობის თანამშრომლობას სხვა ქვეყნების რეგიონებსა და მოსახლეობასთან.
მიუხედავად ასეთი შეთანხმებებისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმის გამო, რომ რეგიონებს არ გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი, ჯერ-ჯერობით სრულიად ვერ სრულდება შეთანხმებების მიხევით აღებული ვალდებულებები.
თვითმმართველობებს მეტად შეუძლიათ ხელშეკრულებების დადება სხვა მუნიციპალიტეტებთან, რადგან მათ აქვთ სამართლებრივი სტატუსი. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის ¹2961 რეზოლუციის მიხედვით, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა კონვენციის ხელმომწერ სხვა ქვეყნებთან განხორციელდება მხარეებს შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ დებულების მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტბსა და მმართველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთსხვა რეგიონებთან ასეთი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება, თუ სახელმწიფო დადებს შეთანხმებას რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან და განსაზღვრავს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შინაარსსა და ფორმას. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ასევე შესაძლებელია განისაზღვროს, თუ რომელ ორგანოებს ექნებათ საზღვრისპირა რეგიონების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლება. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმის აღნიშვნა, რომ, კონვენციის თანახმად, სახელმწიფოთა შორის საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმარველობას ან სხვა მმართველორგანოს ექნება უფლება, გააფორმოს შეთანხმება მხოლოდ განსაზღვრული უფლებების ფარგლებში, რომლებიც მათ მინიჭებული აქვთ სახელმწიფო კანონმდებლობით. დღესდღეობით ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აქვთსხვა ქვეყნის თვითმმართველ ორგანოებთან შეთანხმებების დამოუკიდებლად გაფორმების უფლება.
2008 წლის 28 აპრილიდან დღემდე, საქართველოს არ დაუდია არანაირი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიეცემოდათ უფლება, ხელი მოეწერათ ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მეზობელი ქვეყნების რეგიონებთან ან მუნიციპალიტეტებთან.
საქართველოს რეგიონების გამოცდილება საზღვრისპირა
რეგიონების თანამშრომლობის საკითხებში
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს არ გააჩნია საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა, მისი რეგიონების უმეტესობამ (რეგიონული ხელისუფლება) ჩამოაყალიბა მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული თანამშრომლობის ფორმები. საქართველოს რეგიონების თანამშრომლობა, ძირითადად, თავს იჩენს დიდი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების დამეგობრებითა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებით. ეს გახლავთ ის ფორმები, რითაც ხორციელდება საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა საქართველოში. თბილისი და საქართველოს ცხრა რეგიონის დიდი ქალაქები დამეგობრებულნი არიან და ხელმოწერილი აქვთ თანამშრომლობის მემორანდუმები სხვა ქალაქებთან. საქართველოს რეგიონების თანამშრომლობა მეზობელი ქვეყნების რეგიონებთან, ძირითადად, ინფორმაციის გაცვლაში გამოიხატება, რაც თანამშრომლობის ადრეული ეტაპისთვისაა დამახასიათებელი. თანამშრომლობის წინწასული ფორმები, როგორიცაა ერთობლივი პროექტების განხორციელება ან ერთობლივი კომიტეტების ჩამოყალიბება, ძალზე იშვიათი მოვლენაა. თანამშრომლობა, ძირითადად, რეგიონების წარმომადგენლების ცალკეული შეხვედრებით ან სასწავლო ვიზიტებითა და ტურებით შემოიფარგლება, რომლებიც რეგიონებს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებაზეა ორიენტირებული.
გამოცდილების, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების ტურები, ძირითადად, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში ხორციელდება, რაც ასევე თანამშრომლობის ადრეულ სტადიაზე მიგვანიშნებს იმ ეტაპის დაწყებამდე, როდესაც ხდება გრძელვადიანი თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება.
ბევრი ღონისძიება განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, მიმართული იყო ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაძლიერებაზე რეგიონებს შორის, თუმცა აქაც ჯერჯერობით ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების ეტაპია. მათი ბუნებიდან გამომდინარე, ასეთი პროგრამები საგანმანათლებლოდ უფრო უნდა ჩაითვალოს, ვიდრე ეკონომიკურად.
ამჟამად საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის მხრიდან ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს ხელისუფლების არც ერთ ძირითად დოკუმენტში არსად არის ნახსენები რეგიონების საერთაშორისო ან საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა; არც ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების და არც „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 2009 წლის კანონი არ ითვალისწინებს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას.
რეგიონებისათვის საზღვრისპირა თანამშრომლობის პერსპექტივები არც საქართველოს რეგიონების შესახებ პაპსპორტებშია ნახსენები, რომელიც 2007-2008 წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მთავარ ანგარიშს წარმოადგენს საქართველოს რეგიონების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზღვრისპირა თანამშრომლობის ღონისძიებების უმეტესობა საქართველოში საწყის ეტაპზე იმყოფება. ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის დამყარების ამ ეტაპზე შესაძლებელია სხვა მხარეების ჩაბმა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, დაინტერესებულ ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთი და იგივე მდგომარეობა აქვთ დაშეუძლიათ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროცესის დაწყება.
![]() |
4 ნაწილი III. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა მოქმედებს: თანამშრომლობის სქემების დაწყებისა და განვითარების პროცესი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის წარმატების წინაპირობები |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების წარმატებული თანამშრომლობა მოითხოვს ადგილობრივი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის გაცნობას და მათი ინტერესის ორმხრივ გამოხატვას ურთიერთობების აწყობის მიზნით. აღნიშნული არჩეული ხელისუფლება უნდა ფლობდეს საკმარის ადამიანურ რესურსებს, რომ შეძლოს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პრინციპების ფორმულირება და განხორციელება. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის საჭირო ადამიანური რესურსები შესაძლოა გაერთიანდნენ ერთ განყოფილებაში ან ჯგუფში, რომელიც განახორციელებს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის საჭირო ნაბიჯებს.
წარმატებული თანამშრომლობისათვის საჭიროა:
ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება მონაწილე მხარეების წარმომადგენლებისაგან;
ვალდებულებას ზურგს უმაგრებდეს ძლიერი ჯგუფი, რომელიც მართავს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროექტს;
პროცესის ერთი შესაძლო საქმიანობით დაწყება, რომელიც გადაიზრდება ხანგრძლივვადიან თანამშრომლობაში;
ნათლად განისაზღვროს საქმიანობის პრიორიტეტები.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აღნიშნული წინაპირობები საჭიროა საზღვრისპირა თანამშრომლობის კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით. გარდა ამისა, წარმატებისათვის საჭიროა, რომ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა:
ეფუძნებოდეს პარტნიორობასა და სუბსიდიარობას დამოიცავდეს ყველას, ვისაც შეუძლია წვლილის შეტანა;
გულისხმობდეს აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტულ ადამიანებამდე შეძლებისდაგვარად ახლოს მიტანას რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;
მოიცავდეს ყველა დონის პოლიტიკოსს:
ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური დონეების პოლიტიკოსებს;
ჩამოყალიბდეს, როგორც სტრუქტურა, ერთიანიოფისი და შემუშავდეს ერთიანი ბიუჯეტი, როგორც გაზრდილი თანამშრომლობის ინსტრუმენტი.
![]() |
4.2 თანამშრომლობის საფეხურები |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობის საფეხურების განხილვამდე, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებელია ასეთი თანამშრომლობის ორი ძირითადი ფორმა: პირველი - ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც გახლავთ კონკრეტულ მიზანზე გათვლილი თანამშრომლობა. ხშირად მოსაზღვრერეგიონები თანამშრომლობენ კონკრეტულ პრობლემაზე, რომელიც გახლავთ ერთჯერადი, აღნიშნული პრობლემისმოგვარებაზე გათვლილი თანამშრომლობა. მეორე - სტრატეგიასა და განვითარებაზე ორიენტირებულითანამშრომლობა, რომელიც უფრო ხანგრძლივია. ნათელია, რომ თანამშრომლობის ეს ორი ფორმა განსხვავებულ სტრუქტურებს მოითხოვს. პარტნიორობის საფეხურები და ეტაპები განისაზღვრება თანამშრომლობის ფორმიდან გამომდინარე. ხშირად დე-ფაქტო თანამშრომლობა წინ უსწრებს ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას. ეს კი ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე არ არის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის არსებობა ანთანამშრომლობის სქემების შემუშავება.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ეტაპის, სტრუქტურისა და ინსტრუმენტების მიუხედავად, თანამშრომლობა მიმართული უნდა იქნეს იმისაკენ, რომ ხელი შეუწყოს მხარეებს, დააკმაყოფილონ კონკრეტული საჭიროებანი დაგაამართლონ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მოლოდინები.
საფეხურებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დადგეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენების საჭიროება. ჩვენ ამ ინსტრუმენტებზე ყურადღებას გავამახვილებთ თანამშრომლობის ეტაპის განხილვისას.
შეგვიძლია, განვსაზღვროთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები:
(1) პარტნიორებს შორის კოორდინაცია: გაცნობა;
(2) სტრატეგიის შემუშავება;
(3) პროგრამების მენეჯმენტი.
![]() |
4.2.1 (1) პარტნიორებს შორის კოორდინაცია: გაცნობა |
▲ზევით დაბრუნება |
პირველი საფეხური იწყება პარტნიორების ინტერესებისგაცნობით. მსგავსი ინიციატივა შესაძლოა წამოიწყოს სოციუმის ან ხელისუფლების მცირე ჯგუფმა.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა იწყება კონკრეტული ინიციატივების საფუძველზე და პირველი ნაბიჯი გახლავთ პირველი კონტაქტი. მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის პროცესში ისინი ეცნობიან ერთმანეთს, რაც ნიშნავს ერთმანეთის ისტორიის, ტრადიციების ცოდნას და ამგვარად ნდობის ჩამოყალიბებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის პირველ ეტაპზე.
საწყის, პირველ ეტაპზე თანამშრომლობა წარმოიშობა და ვითარდება პარტნიორობის სახით. პარტნიორები ნაბიჯნაბიჯ ეცნობიან ერთმანეთს, იგებენ ერთმანეთის მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ნელ-ნელა იწყებენ პროექტების მონახაზის გაკეთებას:
პირველი ნაბიჯია საზღვრის ორივე მხარეს მყოფი პარტნიორების ურთიერთგაგება;
მეორე ნაბიჯია საერთო ინტერესებისა და ქმედებების განსაზღვრა, მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად საქმიანობების განხორციელება.
პირველი ნაბიჯები გულისხმობს პარტნიორებისგადაწყვეტილებას საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ, კომუნიკაციას მოსაზღვრე რეგიონების ხელისუფლებებთან და სათანადო თანამშრომლობის შესაძლო სფეროების განსაზღვრას. პირველი ნაბიჯების დროს გამოყენებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლავთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფორუმებისა და ქსელების ორგანიზება სხვადასხვა რეგიონში (საზღვრის ორივე მხარეს), რომელსაც მხარს დაუჭერს სამდივნო.
აღნიშნული ინსტრუმენტები წარმოადგენენ თანამშრომლობისათვის აუცილებელ მექანიზმს, რაც ხელს უწყობს კულტურული და ენობრივი ბარიერების გადალახვას. ამგვარად, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სოციალურ-კულტურული თანამშრომლობა, რაც ხშირად ქმნის საფუძველს სამომავლო, უფრო ფართო თანამშრომლობისათვის და ფუნქციონირებს, როგორცძირითადი საყრდენი წარმატებული საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის, რასაც დაეფუძნება ეკონომიკური და ინფრასრტუქტურის განვითარების პროექტები.
საწყისი პოლიტიკური და ტექნიკური სამუშაო
პროცედურების დადგენა
თანამშრომლობის ამოცანების განხორციელების მიზნით, საწყისი არაოფიციალური მიდგომის შემდეგ, მნიშვნელოვანია:
პოლიტიკური მართვის სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელმაც შესაძლოა მიიღოს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საორგანიზაციო ჯგუფის არაოფიციალური შეხვედრების ფორმა.მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება რეგულარულად და უნდა შევისწავლოთ განხორციელებული საქმიანობების შედეგები და უზრუნველვყოთ ამ საქმიანობების შესაბამისობა დასახულ მიზნებთან. ჯგუფი უნდა შედგებოდეს სოციუმისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, შესაძლოა ამ ჯგუფის გაფართოება და სხვა მონაწილეების შეყვანა.
ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. მაგალითად, იმ განყოფილებების კოორდინატორი წარმომადგენლების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქალაქისა თუ ქვეყნის დაგეგმარებასა და განვითარებაზე. აღნიშნული ჯგუფი, რომელიც უფრო ხშირად შეიკრიბება, ვიდრე საორგანიზაციო ჯგუფი, პასუხისმგებელი იქნება პროგრესის მონიტორინგზე, საწყის ტექნიკურ გაცვლაზე, ნებისმიერი საწყისი ეტაპის კვლევის ჩატარებაზე, პოლიტიკურისაორგანიზაციო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებასა და ასევე კონკრეტულ საკითხებზე მომუშავე ქვე-ჯგუფების შექმნაზე.
პარტნიორების სამუშაო ენისა და ვადების დადგენა სოციუმისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რათა მოხდეს საერთო მიზნების დაფიქსირება (სამუშაო გეგმის შემუშავება).
პოლიტიკური საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო პროცედურების შემუშავება (მაგალითად, თანათავმჯდომარეობა ან მონაცვლეობითი თავმჯდომარეობა, შეხვედრების სიხშირე და ადგილი, ოქმების მომზადება და სხვ.).
საჯარო, კერძო და არამომგებიანი სექტორის ორგანიზაციები შესაძლოა ჩაებნენ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარებაში. საწყის ეტაპზე შესაძლოა გაჩნდეს შედარებით სუსტი თანამშრომლობა რეგიონული ხელისუფლების, სავაჭრო პალატების, დამქირავებელთა ასოციაციების, სხვადასხვა სფეროების პალატებისა და პროფკავშირების დონეზე. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა შესაძლოა გამომდინარეობდეს კონკრეტული შემთხვევიდან, რაც დაეფუძნება ადგილობრივ, რეგიონულ ან სახელმწიფო დონეზე დადებულ შეთანხმებებს.
სამართლებრივი კუთხით ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და სამართლებრივად სავალდებულო ჩარჩოების შემუშავება, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს ურთიერთობები. ასეთი შეთანხმება გარკვეულწილად შემზღუდავია, არაყოვლისმომცველია და შესაძლოა ვერ შეითავსოს ყველასაქმიანობა, რომლის განხორციელების აუცილებლობის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ მხარეები თანამშრომლობის მიზნის მიღწევის პროცესში. შესაძლოა „ტექნიკური“ ხასიათის შეთანხმების გაფორმება, რომელშიც მოცემული იქნება საორგანიზაციო კომიტეტების საქმიანობის დამარეგულირებელი წესები.
![]() |
4.2.2 (2) საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავება |
▲ზევით დაბრუნება |
პრიორიტეტებისა და საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ მეორე ამოცანა გახლავთ საერთო მიზნების ფორმულირება და პროექტების შემუშავება აღნიშნული საჭიროებებისა და მოლოდინების დაკმაყოფილების მიზნით.
ეს შესაძლოა რთული ამოცანა აღმოჩნდეს, რადგან იგი მოითხოვს სხვადასხვა ხელისუფლების ერთ მთლიან ორგანიზმად განხილვას, რამაც უნდა მიგვიყვანოს არსებული დინამიკისა და პრობლემების ობიექტურ შეფასებამდე, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის საჭირო საიმედო ინფორმაციის მოპოვებამდე, სხვადასხვა სოციუმისა და ხელისუფლების ერთიან ქმედებამდე და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების დარეგულირებამდე. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ეფუძნება კონსენსუსის მიღწევისაკენ მიმართულ ძალისხმევასა და საერთო მიზნებს.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხელშემშლელი ფაქტორები, საწყისი ეტაპის საქმიანობა უნდა წარვმართოთ იმ მიმართულებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაცნობიეროთ:
რა არის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ზოგადად (მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, საჭიროებანი და ის გარემოება, თუ როგორ შეიცვლება რეგიონი ათი წლის შემდეგ);
ის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ პროცესშიმონაწილე მხარეები, ადგილობრივი/რეგიონული განვითარების სტრატეგიები (სად ემთხვევიან ერთმანეთს და როგორ შეიძლება კოორდინაცია), ადგილობრივი სტრუქტურები და არსებული ადამიანური რესურსები და მომსახურება, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევაპოლიტიკოსებისათვის საწყისი შეთანხმებების მიღწევაში.
მიზანი:
საერთო პრობლემების, საკითხებისა და მიზნების განსაზღვრა, რომლებიც უნდა შევიდეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში;
საუკეთესო შემთხვევაში, ამ ადრეულ ეტაპზე შეზღუდული ამოცანების მქონე ერთობლივი პროექტების შემუშავება, რომლებიც გათვლილი იქნება შეზღუდულ სამართლებრივ, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე.
შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც გამიზნულია ხანგრძლივვადიან ურთიერთობებზე, მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას, მიმართულს საერთო ხედვის შემუშავებაზე. სტრატეგიასა და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობა ითხოვს ხანგრძლივვადიან მიდგომას. მეორე საფეხურის დროს ანალიზდება არსებული სიტუაცია, საზღვრისპირა რეგიონების წარსული თანამშრომლობის გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი. ამ ეტაპზე საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მთავარი კონცეფცია არის ანალიზისა და ინფორმაციის მოძიება ხანგრძლივვადიანი (15-20 წელი) სტრატეგიული მიდგომისა და თანამშრომლობისათვის. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს პრიორიტეტების განსაზღვრისა და მიზნების დასახვის გარკვეულ საფუძველს, რომელთა მიხედვითაც მოხდება კონკრეტული პროექტების განხორციელება. ამიტომაც, ორივე მხარე მონდომებული უნდა იყოს ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისათვის.
აღნიშნული სტრატეგია მოითხოვს ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბებას წესდების ან დოკუმენტის სახით, რომელშიც ასევე შევა მიზნები და სამუშაო გეგმა. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან კონკრეტული რეგიონის წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული პროექტები უნდა გაერთიანდეს ადგილობრივი განვითარების ერთობლივ დოკუმენტში. აღნიშნული ეტაპი უზრუნველყოფს სასაზღვრო რეგიონების ეფექტურ და კოორდინირებულ განვითარებას.
საწყისი ეტაპის შემდეგ თანამშრომლობის მიზანი გახლავთ არა იმდენად ხელისუფლების დამატებითი დონის ჩაბმა, არამედ თანამშრომლობის ტრანსფორმაცია ერთობლივი მართვის პროცესად იმისათვის, რომ განხორციელდეს ტრანსსასაზღვრო პროექტები.
![]() |
4.2.3 (3) პროგრამების მენეჯმენტი და განხორციელება |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის აღნიშნული ეტაპი მოითხოვს მუდმივ საზღვრისპირა სტრუქტურას, რომელიც იარსებებს სტრატეგიის შემუშავებისა და გადახედვის მთელი პროცესის განმავლობაში. ეს შესაძლოა იქნეს აღმასრულებელი კომიტეტი, მუდმივი სამუშაო ჯგუფი და/ან საზღვრისპირა რეგიონების სამდივნო ორივე მხარის წარმომადგენლებით. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის სისტემები, რომლებიც ყალიბდება საზღვრისპირა რეგიონების საზღვრებს შიგნით თუ მათ მიღმა, ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ამ ეტაპზე.
გადაწყვეტილებების მიმღები საზღვრისპირა სტრუქტურები, მიუხედავად იმისა, განეკუთვნებიან საჯარო თუ კერძოსამართალს, ყურადღებით უნდა იქნეს ჩამოყალიბებული დამნიშვნელობა მიენიჭოს, რომ ორივე მხარის წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეიტანოს წვლილი თანამშრომლობაში სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის გზით, იქნება ეს საჯარო ხელისუფლება, სოციალური პარტნიორები, სხვადასხვა ასოციაციები თუ პროექტები.
ამ ეტაპზე გათვალისწინებულია ადგილობრივი/რეგიონული წარმომადგენლებისა და საჯარო ან კერძო პარტნიორების მობილიზაცია პროექტის განხორციელების მიზნით. მიზანი გახლავთ შეძლებისდაგვარად მეტი საჯარო და კერძო ბენეფიციარი წარმომადგენლის ჩაბმა პროექტებში.
აღნიშნული ეტაპი ასევე მიზნად ისახავს ყველა მონაწილე მხარესთან კონსულტაციებს იმის დასაზუსტებლად, რომ პროექტები ნამდვილად განხორციელებადია და მათ ექნებათ ფინანსური მხარდაჭერა.
ამ ეტაპზე ადვილია კვლევების სტადიიდან საერთო საკითხების განსაზღვრის სტადიაზე გადასვლა, რომლისდროსაც სხვადასხვა პროექტები განხორციელდება. ამავე ეტაპზე პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტორმა პირმა აიღოს ვალდებულება პროექტის ადმინისტრირებაზე, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხანგრძლივვადიანი და მიზანზე ორიენტირებული თანამშრომლობა ადრე თუ გვიან მოითხოვს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მუდმივ სტრუქტურას. იმისათვის, რომ ასეთი სტრუქტურა სიცოცხლისუნარიანი გახდეს და ხელი შეუწყოსსაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას, აუცილებელია, მას ჰქონდეს ადმინისტრაციული, ფინანსური და გადაწყვეტილების მიმღები შესაძლებლობები, რომლებიც შესადარი იქნებასხვადასხვა მზარდი რაოდენობისა და სირთულის საკითხებთან.
გადაწყვეტილების მიმღებ ამ ორგანოებში თანაბრად უნდაიქნენ წარმოდგენილნი მოსაზღვრე მხარეები მიუხედავად რეგიონების ზომისა, მოსახლეობის რაოდენობისა და სამართლებრივი უფლებებისა.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ჯგუფები წარმოადგენენ თანამშრომლობის სტრუქტურული დონის პირველ ფაქტს. ისინი განსხვავდებიან ერთჯერადი ქმედებების მიხედვით, რადგან მათზე არ არის გამოყოფილი დიდი რესურსი და არც მრავალმხრივი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენენ. ისინი იქმნებიან სხვადასხვა პარტნიორების მიერ რეკომენდებული ადამიანებისაგან ან ისეთი პირებისაგან, ვინც დაქირავებულნი იყვნენ, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა შესაძლოა ატარებდეს სხვადასხვა ფორმასა და ხასიათს, გამომდინარე პარტნიორების, მათი ბუნებისა და მიზნებისაგან. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონკრეტული მხარდამჭერი ორგანო, მიუხედავად მისი ფორმისა,ვერასოდეს შეცვლის წევრ სოციუმებს ან ხელისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, რაც მთავარია,ასეთი ორგანო არ წარმოადგენს ხელისუფლების ახალ დონეს.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროცესში მონაწილე ტერიტორიების თავმჯდომარე ორგანიზაციები შესაძლოა იყვნენ არაფორმალური ფორუმები, კონტრაქტორი მხარეები და ადგილობრივი ტრანსსასაზღვრო ჯგუფები. ასეთ ორგანოებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა სახელი: ბიურო, კომისია, მუდმივი კომისია და ა.შ.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არ არის სავალდებულო თანამშრომლობის ყველა ეტაპის გავლა, რაც ნიშნავს, რომ საზღვრისპირა რეგიონების კომუნიკაციის დასამყარებლად არ არის აუცილებელი ყველა ეტაპის გავლა. მთავარი აქ გახლავთ ის, რომ მხარეების მიერ განსაზღვრული ამოცანები (კონკრეტული მიზნებისათვის თუ ხანგრძლივვადიანი), საერთო ინტერესები, მონდომების დონე და თანამშრომლობის ხარისხი განსაზღვრავს საზღვრისპირა რეგიონებისთანამშრომლობის სტრუქტურებსა და საფეხურებს, ისევე როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა მოქმედებს იმინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომლებიც საჭიროა ამ თანამშრომლობის დროს, და ურთიერთობების ინტენსიურობაზე. ზემოაღნიშნული ყველა ფაქტორი განაპირობებს თანამშრომლობის ეტაპებს.
სამი ეტაპის განმავლობაში შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა საქმიანობა:
ექსპერიმენტული და გამოსაცდელი პროექტები;
მონაწილეთა ტრენინგი და ცნობიერების ამაღლებასაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მონაწილე მხარეებისათვის;
მედიის საშუალებით პროექტის პრეზენტაცია;
სამართლებრივი მონიტორინგის სისტემის შემუშავება, პროექტის განხორციელების შეფასება.
პარტნიორობის ღონისძიებები და ინტენსიურობა:
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ფორმა |
კანონმდებლობა |
დადებითი მხარე |
უარყოფითი მხარე |
მაგალითები |
ადგილობრივ |
თითოეუ- |
საშუალება |
სოციუმებს |
არაოფიციალური |
საზღვრი- |
ერთ-ერთი |
მიდგომა |
ორივე მხარე |
განზრახვების |
დე-ფაქტო |
იმ |
ხშირად |
არ |
საკონსულტაციო, |
საერთა- |
აღნიშნუ- |
ერთეულის |
პარტნიორობა |
საჯარო |
![]() |
5 ნაწილი IV. დაფინანსების შესაძლებლობები |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმების მონაწილე მხარეებისათვის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროექტების დაფინანსების საკითხი ძირითად პრობლემას წარმოადგენს. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საქმიანობის უმეტესობა თავად ასეთი თანამშრომლობის ინიციატორების მიერ ფინანსდება. თუმცა, უნდა გამოვყოთ დაფინანსების სამი დონე:
რეგიონული - ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ფონდები.
სახელმწიფო - სახელმწიფო სააგენტოებისა და რეგიონების/მუნიციპალური განვითარების ფონდები (მაგალითად, საქართველოში - მუნიციპალური განვითარების ფონდი); აღსანიშნავია, რომსაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, კულტურის საკითხებთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის სამინისტროებს.
საერთაშორისო - საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროცესის პარტნიორი მხარეებითანხებს სთხოვენ ევროკავშირს, ევროკომისიას, გაეროს განვითარების ფონდს, UNICEF-ს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვ.
საქართველოს შემთხვევაში შეგვიძლია საერთაშორისო დაფინანსების სამი საშუალების განხილვა: შავი ზღვის აუზის ერთიანი პროგრამა; გერმანიის მიერ დაფუძნებული აშშ მარშალის ფონდი და ევრაზიის ფონდი.
1). შავი ზღვის აუზის ერთიანი პროგრამა არის ევროკავშირის პროგრამა ევროპის სამეზობლო და პარტნიორული ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში (ხორციელდება 2007-2013 წლების განმავლობაში). შავი ზღვის აუზის პროგრამა მიზნად ისახავს უფროძლიერ, მდგრად, ეკონომიკურად და სოციალურად განვითარებულ შავი ზღვის რეგიონს. ამ პროგრამის საშუალებით განსაზღვრული ტერიტორიების სოციუმებს დახმარება გაეწევათ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, გარემოს გამოწვევების გამკლავებასა და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაში. აღნიშნული პროგრამა ფინანსდება ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში (თურქეთის მონაწილეობა ფინანსდება გაწევრიანების წინა პერიოდის დახმარების ინსტრუმენტის ფარგლებში). თუმცა, მონაწილე ქვეყნები ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ პროგრამების თანადაფინანსებაში, რამაც ევროკავშირის დაფინანსების 10%25 უნდა შეადგინოს.
შავი ზღვის პროგრამაში მონაწილეობს 10 ქვეყანა: სომხეთი, ზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდავეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, რუმინეთი და საბერძნეთი. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნების მხოლოდ კონკრეტული რეგიონები შეესაბამებიან დაფინანსების მიღების კრიტერიუმებს პროგრამების განხორციელებისათვის. საქართველოს შემთხვევაში ყველა რეგიონს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციები და სხვადასხვა ქალაქების საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს რეგიონებიდან ითვლებიან უფლებამოსილად, რომ შეიტანონ განაცხადი სახსრების გამოყოფის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მათ სჭირდებათ ზოგიერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რომლებიც განსაზღვრულია პროგრამაში (მაგალითად, პოტენციური პროგრამები უნდა შეესაბამებოდნენ კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია შავი ზღვის ერთიანი პროგრამების ფარგლებში). მთლიანობაში, შავი ზღვის ერთიანი პროგრამების ფარგლებში გამოიყო სამი პრიორიტეტული სფერო. ყველა პრიორიტეტულ სფეროს აქვს საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ დაფინანსების მიღების შემთხვევაში.
პრიორიტეტი 1 - საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მხარდაჭერა საერთო რესურსებით ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით (უფლებამოსილი კანდიდატები: ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციები; განვითარების სააგენტოები; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ადგილობრივი საქმიანობის განვითარების კუთხით; სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის ასოციაციები; საჯარო სააგენტოები, რომლებიც მუშაოებნ ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის კუთხით).
პრიორიტეტი 2 - რესურსებისა და კომპეტენციების გაზიარება გარემოს დაცვისა და კონსერვაციის სფეროში (უფლებამოსილი ორგანიზაციები: ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციები; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ გარემოს დაცვის საკითხებში; საკვლევი და უმაღლესი ინსტიტუტები და გარემოს დაცვის სააგენტოები).
პრიორიტეტი 3 - კულტურული და საგანმანათლებლო ქსელის მხარდაჭერა აუზში საერთო კულტურული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით (ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში).
გარდა ამისა, წარდგენილი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:
1. ინტეგრირებული პროექტები: რაც გულისხმობს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებას სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ერთობლივად აღწევს საერთო მიზანს, რომელიც გავლენას ახდენსსაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაზე;
2. სიმეტრიული პროექტები: პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყანაში მსგავსი საქმიანობების განხორციელება;
3. ერთეული პროექტები: ხორციელდება ერთ პარტნიორ ქვეყანაში, მაგრამ აქვს საზღვრისპირა თანამშრომლობის ეფექტი.
პროექტები განხორციელდება პარტნიორების მიერ, რომელშიც შევა როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები. რეკომენდებული ფინანსური დახმარების ოდენობა და პარტნიორების რიცხოვნობა თითოეულ პროექტში განისაზღვრება საპროექტო წინადადებების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებებში.
პროექტის განსაზღვრისა და პარტნიორების დადგენის შემდეგ პოტენციური კანდიდატები (ადგილობრივი/რეგიონული ადმინისტრაცია, სამოქალაქო საზოგადოება, საკვლევი ინსტიტუტები და უმაღლესისასწავლებლები) განაცხადებს შეიტანენ დაფინანსების მიღების შესახებ მას შემდეგ, რაც ერთობლივი მმართველი ორგანოს მიერ გამოქვეყნდება განცხადება საპროექტო წინადადებების/განაცხადის მიღების პროცესის დაწყების შესახებ.
საპროექტო წინადადებების/განაცხადის მიღების შესახებ განცხადება ქვეყნდება ეროვნულ და საერთაშორისო მედიაში და შავი ზღვის აუზის ერთობლივი პროგრამების ვებ-გვერდზე. განცხადება საშუალებას მისცემს მსურველებს, გაეცნონ მომზადებულ მითითებებს, რომლებიც შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას პროექტების, მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ, ასევე აუცილებელ დოკუმენტებს პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცედურებზე. განაცხადების მიღების პერიოდში ყველა ქვეყანაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, რაც დაეხმარება პოტენციურ აპლიკანტებს განაცხადების მომზადებაში.
მას შემდეგ, რაც მოხდება პროექტების შერჩევა, წარმატებული აპლიკანტები იწყებენ პროექტების განხორციელების პროცესს, რომელიც განსხვავდება პროექტების შინაარსისა და სიდიდის მიხედვით.
2). გერმანიის მიერ დაფუძნებული აშშ მარშალის ფონდი. ეს გახლავთ ამერიკის საჯარო პოლიტიკის გრანტის გამცემი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობის განმტკიცებას და ურთიერთობებისგაუმჯობესებას ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის. ფონდი საქმიანობას ახორციელებს კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით, რომლებიც მუშაობენ ტრანსატლანტიკურ საკითხებზე. ისინი მოუწოდებენ ლიდერებს, იმსჯელონ ყველაზე ცხარე საკითხებზე და შეიმუშავონ და გაიაზრონ ის გზები, რომელთა საშუალებითაც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა შეძლებს გლობალური პოლიტიკის წინაშე მდგარი მრავალი გამოწვევის დარეგულირებას. გარდა ამისა, ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიის განმტკიცებისაკენ მიმართულ საქმიანობებს.
ფონდი 1972 წელს დაარსდა გერმანიის დახმარების შედეგად და იგი წარმოადგენს მარშალის გეგმის მხარდამჭერ მუდმივ მემორიალს. იგი ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ფუნქციონირებს, ხოლო სათაო ოფისი ვაშინგტონშია განთავსებული. ფონდს შვიდი ოფისი აქვს ევროპაში: ბერლინში, ბრატისლავაში, პარიზში, ბრიუსელში, ბელგრადში, ანკარასა და ბუქარესტში.
გრანტების გაცემა ფონდის ერთ-ერთ მთვარ საქმიანობას წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც იგი მხარს უჭერს ტრანსატლანტიკურ საკითხებზე მომუშავე მრავალ ორგანიზაციასა და პიროვნებას. გერმანიის მიერ დაფუძნებული აშშ მარშალის ფონდი გრანტებს გასცემს ექვსი საგრანტო პროგრამის საშუალებით, რომელთა შორის გახლავთ შავი ზღვის ტრესტი რეგიონული განვითარებისათვის, საჯარო და კერძო სექტორის ამხანაგობა, რომელიც ბალკანეთის დემოკრატიის ტრესტის წარმატებულ მოდელზე დაფუძნებით შეიქმნა.
შავი ზღვის ტრესტმა დაიწყო რეგიონული განვითარებისათვის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამების განხორციელება. პროგრამები მიმართულია საჯარო, კერძო და არამომგებიანი სექტორების წამყვანი ორგანიზაციების დახმარებისაკენ, რაც ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და სტაბილურობას ისეთი ინიციატივების დაფინანსების გზით, როგორებიცაა:
საზღვრისპირა რეგიონების დიალოგების ორგანიზება სამთავრობო ერთეულებს, სამოქალაქო საზოგადოებებსა და პოლიტიკურ ორგანოებს შორის;
საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ძირითად ეკონომიკურ და მმართველობით საკითხებში, ასევე მოქალაქეებსა და არამომგებიან ორგანიზაციებს შორის;
გზების მოძიება, რომლებიც შეამცირებს ფიზიკურ და სამართლებრივ ბარიერებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის;
რეგიონის გაყინული კონფლიქტების დასარეგულირებლად საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავება და განხორციელების ხელშეწობა;
რეგიონის დონეზე მცდელობების ხელშეწყობა პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ქსელების შექმნის მიზნით.
არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო ერთეულები, საზოგადოებრივი ჯგუფები, პოლიტინსტიტუტებისა და სხვა ასოციაციები, რომლებიც დარეგისტრირებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, ბულგარეთში, საქართველშო, მოლდავეთში, რუსეთში (კრასნოდარისა და როსტოვის ოლქები), თურქეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და საბერძნეთში უფლებამოსილნი არიან, შეიტანონ განაცხადები 16000-19000 დოლარის გრანტის ფარგლებში. პროექტები უნდა განხორციელდეს ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ ქვეყანაში; არ არის განსაზღვრული განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა. საპროექტო წინადადებები ბარდება და გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილებები მიიღება ყოველთვიურად. დამატებითი ინფორმაციისათვის განაცხადების მიღების შესახებ პოტენციურ აპლიკანტებს შეუძლიათ, იხილონ ტრესტის ვებ-გვერდი.
3) ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არის რეგიონული ფონდი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს, როგორც ევრაზიის ფონდის განშტოება. მას აქვს ადგილობრივად დარეგისტრირებული სამი ოფისი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. სამივე ოფისს აქვს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა იმ ხუთი სფეროდან ერთერთია, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი. საგრანტო განაცხადები საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამების შესახებ მიიღება მცოცავი გრაფიკით. დამატებითი მითითებების მიღების მიზნით შეგიძლიათ, ეწვიოთ ფონდის ვებ-გვერდს.
![]() |
6 ნაწილი V. თანამშრომლობის მხარდამჭერი მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა რთული, მრავალმხრივი პროცესია. თუ გვსურს, რომ იგი სტაბილური იქნეს, არ უნდა შემოიფარგლოს ერთი ერთჯერადი პროექტით, არამედ უნდა გახდესრეგიონული პოლიტიკისა და მონაწილე მხარეების საქმიანობის შემადგენელი ნაწილი. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას შეუძლია ტერიტორიული დაგეგმვისა და კეთილმოწყობის საკითხების, ასევე საჯარო პოლიტიკის ნაწილის (ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ნაგვის შეგროვება-გადაყრა და ა.შ.) დარეგულირება. პარტნიორებს შორის განსხვავება (საკანონმდებლო ბაზა, საქმიანობა, კულტურა და სამუშაო ენა) საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროცესში იწვევს გარკვეულ სირთულეებს და მათი დაკნინება არ შეიძლება. მონაწილეები აღმოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა სამართლებრივი, კულტურული, ეკონომიკური, ფისკალური და მეთოდური სირთულეების წინაშე, რომელთა მოგვარებაც თანამშრომლობის პროცესში შესაძლებელია ეტაპობრივად.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სქემების ჩამოყალიბების შემდეგ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, მიმართული არსებული მეთოდების შენარჩუნებაგანვითარებაზე. ყოველივე ეს მოითხოვს თანმიმდევრული და კარგად გააზრებული პოლიტიკის შემუშავებასა დაგანხორციელებას. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა შესაძლოა სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, გამომდინარე გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და პარტნიორების ვინაობიდან. ამიტომაც, თანამშრომლობის საქმიანობების სტაბილურობა ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
1. პოლიტიკური მმართველობა და საჯარო მხარდაჭერა; 2. სტაბილური ტექნიკური რესურსი და შრომის საერთო კულტურა; 3. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სტრატეგიის ინკორპორირება ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიებში.
![]() |
6.1 1. პოლიტიკური მმართველობა და სამოქალაქო მხარდაჭერა |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამა მოუწოდებს ყველა საზღვრისპირა რეგიონის არჩეულ ხელისუფლებასა და სოციუმს მხარდაჭერისაკენ და მოიცავს იმ ერთობლივი გადაწყვეტილებების ჩარჩოებს, რომლებიც ასახავს და ეთანხმება საზღვრისპირარეგიონებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებსა და მოლოდინებს.
არჩეული ხელისუფლება, ასამბლეები და საზოგადოების წარმომადგენლები მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი პროექტების მიმდინარეობის შესახებ და ჩაბმულნი უნდა იყვნენ ამ პროცესში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროექტებმა დააკმაყოფილონ საზოგადოების საჭიროებანი, უნდა შეიქმნას „საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საქმიანობის მმართველი ჯგუფი“, რომელმაც:
უნდა გააცნოს მოქალაქეებს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სტრატეგია;
ხელი შეუწყოს საზოგადოების მიერ აზრის გამოხატვას;
აჩვენოს მოქალაქეებს, თუ როგორ ემსახურება პროექტები მათ ინტერესებს.
პროცესში შესაძლებელია, გამოვიყენოთ პუბლიკაციები,სამუშაო შეხვედრები, ინფორმაციის მიწოდების და სხვასაშუალებები, რაც გააძლიერებს მათ დამოკიდებულებას საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისა და ამ რეგიონისადმი მათი მიკუთვნების წინაშე.
![]() |
6.2 2. სტაბილური რესურსები და სამუშაო ცოდნის გაძლიერება |
▲ზევით დაბრუნება |
პროცესი მოითხოვს მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერას და საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის საჭირო ორგანიზაციების არსებობას, რომლებსაც ექნებათ სტაბილური რესურსები პარტნიორების ბიუჯეტებიდან. აღნიშნული რესურსები შესაძლოა გამოყენებული იქნეს სამდივნოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, პროფესიონალთა ჯგუფების (ქალაქის დაგეგმვისა და ეკონომისტთა ჯგუფები) დასაფინანსებლად. ეს შესაძლებლობას ქმნის, განხორციელდეს წლიური ან ხანგრძლივვადიანი პროგრამები, პროექტები და ერთობლივი საქმიანობები, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, აღნიშნული უნდა იქნეს, რომ მსგავსი მონაწილეობა შესაძლოა არ იყოს წმინდა ფინანსური სახის. ეს შესაძლოა გამოვლინდეს როგორც თანამშრომლებით, ისე შენობებით, კომპიუტერებით უზრუნველყოფაშიც (ნატურალური სახის მონაწილეობა). პარტნიორებმა ასევე უნდა შეიმუშავონ ის სქემა, რომლის მიხედვითაც მათ უნდა გადაინაწილონ ფინანსური ხარჯები. ბევრმა რეგიონმა მოსახლეობის რიცხვი შეარჩია თანხის გამოყოფის ერთერთ კრიტერიუმად. პარტნიორებს ბიუჯეტში შენატანი შეაქვთ მათი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. მატერიალური რესურსის გარდა, მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების ერთობლივი აზროვნების განვითარებაც. პროექტის მენეჯმენტს სჭირდება ტექნიკური ცოდნა - ორივე მხარეს არსებული სპეციალისტები კარგად უნდა იცნობდნენ ერთმანეთის ადგილობრივ და სახელმწიფო სისტემას და უნდა იქნეს ეფექტური კოორდინაცია ტექნიკურ ჯგუფსა და არჩეულ წარმომადგენლებს შორის. საზღვრისპირა ზონები პარტნიორებს სთავაზობენ სწავლის შესაძლებლობას სხვადასხვა გამოცდილებიდან გამომდინარე, განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის სასარგებლოდ გამოყენებას, რაც, გარკვეულწილად, აფართოებს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს.
არსებული კულტურული განსხვავებანი გამოყენებული უნდა იქნეს ერთობლივი შრომის კულტურის ჩამოყალიბებაგანვითარებისათვის, რადგან:
პოლიტიკურად და კულტურულად ქვეყნები განსხვავდებიან;
ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იქნეს განვითარებაზე;
პროექტები უნდა შეიქმნას ქალაქის დაგეგმარებაზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე;
სამართლებრივი თვალსაზრისით, პროექტებმა უნდა წამოწიონ ნაციონალური სუვერენიტეტის საკითხი, რაც მოიცავს სხვადასხვა საკანონმდებლო ბაზას;
გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან დაბინძურება არ ეპუება საზღვრებსა და მსგავს ფაქტორებს.
![]() |
6.3 3. საზღვრისპირა სტრატეგიების ინკორპორირება ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ პოლიტიკაში |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო ფაქტორი გახლავთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამების ინკორპორირება ადგილობრივ პოლიტიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის კომპონენტის ინკორპორირება თითოეული მხარის დაგეგმარებისა და პროგრამირების ინსტრუმენტში, რადგან პროცესის წინასწარი შესწავლა და პროექტების განხორციელება შესაძლოა აღმოჩნდეს საკმაოდ ხანგრძლივი. ადმინისტრაციული და სამართლებრივი კულტურა ქვეყნებში განსხვავდება ისევე, როგორც შესაბამისი მთავრობების პრეროგატივები.
შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ერთ-ერთი პროექტის განხორციელება დაიწყოს ერთმა მუნიციპალურმა ან რეგიონულმა ჯგუფმა და დაასრულოს მეორემ.საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გეგმები შორსმიმართული უნდა იყოს და ახდენდეს სტრატეგიების ფორმულირებას მომავალი 10, 20 და 30 წლისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა:
შეიმუშაონ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ამოცანები და ჩართონ ისინი ადგილობრივ პოლიტიკასა და დაგეგმარების ინსტრუმენტებში, როგორიცაა ურბანული განვითარების გეგმები;
მოახდინონ ამ პოლიტიკის ინკორპორირება საჯარო სამსახურების გეგმებში, მაგალითად, როცა საჯარო ტრანსპორტის განახლება დგება დღის საკითხად;
მოახდინონ საზღვრისპირა რეგიონებისთანამშრომლობის განზომილების ინკორპორირება საჯარო ინვესტირების სტრატეგიის შესახებ მოსაზრებებში: იმისათვის, რომ მივაღწიოთ ეკონომიკაში მასშტაბების გათვალისწინებას, შესაძლოა ღირდეს, განვიხილოთ ქსელების კოორდინაცია (წყალი, სანიტარული სამსახურები, ელექტროენერგია) და საერთო შენობები (წყლის გაწმენდა, ნაგვის გატანა).
მიუხედავად ამისა, ხანგრძლივმა ფიქრმა არ შეიძლება შეაყოვნოს პროექტის პარტნიორების მიერ ექსპერიმენტული პროექტის განხორციელება, რაც თანამშრომლობის პრაქტიკული გამოხატულებაა. ხანგრძლივითანამშრომლობის გაგრძელების საუკეთესო გზა გახლავთ პრაქტიკული პროექტების განხორციელება, რომლებიც აკმაყოფილებენ საზღვრისპირა რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანების საჭიროებებს.
![]() |
7 ნაწილი VI. საუკეთესო გამოცდილების მაგალითები |
▲ზევით დაბრუნება |
არსებობს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების ბევრი მაგალითი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული დაგეგმვა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, კულტურა, მედია, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა. ეს ნაწილი ასახავს იმ მნიშვნელოვან სფეროებს, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი წარმატებულისაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარების სფეროში. აღნიშნული სფეროები ასევე მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკის განვითარებისათვის, რაც ზრდის ცხოვრების დონეს და შედეგად მოაქვს უკეთესი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები რეგიონში.
![]() |
7.1 ეკონომიკური განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონების ეკონომიკურად განვითარებისათვის საჭიროა იმ ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების გამოვლენა, რომელთაც საბაზრო ეკონომიკა გვთავაზობს. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითმა დაამტკიცა, რომ ეკონომიკური განვითარება მოითხოვს პრობლემების დაძლევას, რათა მივაღწიოთ ეკონომიკურ გაძლიერებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით კიმცირე და საშუალო ბიზნესის წინსვლა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ფარგლებში. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მონაწილე მხარეებს, ეროვნულ ეკონომიკაში მათი გეოგრაფიულად პერიფერიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვთ ვაჭრობის არასწორი მოდელი, სუსტი ეკონომიკური და ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ასევე საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ქსელები, კონტაქტები და პარტნიორობა ნაკლებად განვითარებულია. აღნიშნული და კიდევ სხვა საერთო პრობლემები, რომელთა წინაშეც ბიზნესი იმყოფება, აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საზღვრისპირა რეგიონებში.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საჭიროება დაპოტენციალი საზღვრისპირა რეგიონებში განსხვავებულია. ეს გამოიხატება მათი განვითარების დონეში, სამეწარმეო კანონებში, საზღვარგარეთ ვაჭრობის დარეგულირებასა და სხვა სფეროებში, რასაც შედეგად მოაქვს მცირე ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებებისა და პოტენციალის განსხვავება.
სოფელს და ნაკლებად განვითარებულ პერიფერიულ რეგიონებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვისშეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რადგან ისინი დგანან მწვავე პრობლემის წინაშე: რეგიონული ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია და ცვლა მათი საერთაშორისო დონეზე აყვანის მიზნით. პრობლემებში შედის:
საწარმოების წახალისების კულტურის დეფიციტი;
ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის საჭიროება - ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო მოდელიდან ახლადწარმოქმნილ მცირე და საშუალო საწარმოებად;
ოფიციალური პრობლემების არსებობა ვაჭრობის სფეროში (საბაჟო და სხვა ადმინისტრაციული და მარეგულირებელი რეჟიმები);
მცირე ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სათანადო ინფრასტრუქტურის დეფიციტი;
გარღვევები ინვესტირების, სამუშაო ძალის სფეროშიდა ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკა“, რაც ძლიერ გავლენას ახდენს განვითარების პროცესზე.
ზემოთ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირისფარგლებში არსებული განვითარებული საზღვრისპირა რეგიონები უკეთ არიან აღჭურვილნი და უკეთესადაც იყენებენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. ეს შესაძლებლობები გამომდინარეობს გლობალური ტენდენციებიდან და, რაც მთავარია, საერთო ბაზრის შექმნისა და ბარიერების მოხსნიდან.
საზღვრისპირა რეგიონებში პოლიტიკის ეს სფერო გულისხმობს ნაპრალის ამოვსებას და მომწოდებლებისა და მწარმოებლების დაკავშირებას. ბიზნესურთიერთობების განვითარება მომწოდებლებსა და მწარმოებლებს შორის ქმნის ახალ საშუალებას საზღვრისპირა რეგიონებისათვის. ეს კი შესაძლებლობას აძლევს საზღვრისპირა რეგიონებს, განავითარონ მცირე საწარმოების შესაძლებლობები, მოიძიონ ახალი ბაზრები და ხელი შეუწყონ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ისფაქტი, რომ მცირე ბიზნესების ქსელის შექმნასაზღვრისპირა რეგიონებში საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს, გაძლიერდნენ და გააუმჯობესონ საკუთარი შესაძლებლობები.
შესაძლებლობების გაუმჯობესების გზებია:
პროდუქტების სახეობების გაზრდა, გაუმჯობესებული ხარისხი და ბაზრის მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილების გაზრდილი უნარი;
ეკონომიკაში მასშტაბების ფაქტორის გამოყენება, რაც ხორციელდება ხარჯების გაყოფითა და ერთ ერთეულზე გაწეული ხარჯის შემცირებით;
ზემოაღნიშნული აისახება გაუმჯობესებულკონკურენტუნარიანობაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია განვითარებისათვის;
სარგებლობა კონკურენტული ფასებიდან და შედარებითი უპირატესობების გამოყენება საზღვრის ორივე მხარეს.
საზღვრისპირა რეგიონებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს თანამშრომლობისათვის საჭირო ჩარჩოს ჩამოყალიბებას.
აღნიშნული საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
თანამშრომლობის სფეროს განსაზღვრა;
ბიზნესის წარმომადგენლებისათვის საკონტაქტო შესაძლებლობების შექმნა.
კონკრეტული ნაბიჯები მოიცავს: გაცნობითვიზიტებს, ბიზნესფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს, კონფერენციებს და ა.შ.
ასევე, კარგი იქნება კვლევის განხორციელება პოტენციურითანამშრომლობის პრობლემებისა და შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით. ასეთი სახის საქმიანობები და კონტაქტები საფუძველს უქმნის ინფორმაციის, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის ქსელების სტაბილურობას.
კონკრეტულ/თემატურ სემინარებსა და შეხვედრებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ კარგი სოციალურკულტურული საფუძველის შექმნას, რაც წარმატებული სტაბილური განვითარების საფუძველია;
ინფორმაცია და რჩევები ასევე მნიშვნელოვანია. ასეთი მომსახურება, ძირითადად, საზღვრისპირა რეგიონების სავაჭრო საკითხებსა და შესაძლებლობებს, ბიზნესისა და საინვესტიციოპოტენციალს ეხება.
საზღვრისპირა რეგიონების ბიზნესტრენინგები მათ მიერ ბიზნესის წარმოების უნარის გაუმჯობესების მიზნით.
ერთობლივი საშუალებები ახალი დაგაუმჯობესებული სახის პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება წარმოებასა და მართვაში.
ბიზნესისათვის დახმარების გაწევა კაპიტალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის დარეგულირებაში მნიშვნელოვანი საფეხურია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის;
რეგიონული, მცირე დამწყები ბიზნესების მხარდამჭერი ფონდების შექმნა საწყისი და სარისკო კაპიტალის საშუალებების ჩათვლით.
ერთიანი საბაზრო მომსახურების განვითარება,ერთობლივი შესყიდვები, გაყიდვები და დისტრიბუცია.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
INTERREG IIა. პროგრამა №49 (ავსტრია/სლოვენია)
აღნიშნული პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის გარესაზღვრებზე და ორიენტირებულია საზღვრისპირა რეგიონის განვითარებაზე. იგი კონცენტრირებულია ფიზიკურიინფრასტრუქტურის, მცირე ბიზნესის ტექნოლოგიებისხელშეწყობის, სავაჭრო პალატებს შორისთანამშრომლობისა და მცირე ბიზნესებისათვის მომსახურების გაწევაზე.
INTERREG IIა. პროგრამა №13. საარ-ლორანი/უესტფალცი
(გერმანია/საფრანგეთი)
აღნიშნული პროგრამა ამ რეგიონისათვის მოიცავსევროკავშირის შიდა სახმელეთო საზღვრებს გერმანიასა და საფრანგეთს შორის. პროგრამა ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე, კვლევასა და ტექნოლოგიებისტრანსფერზე.
გერმანია-პოლონეთის ეკონომიკური განვითარების
ორგანიზაცია (გერმანია/პოლონეთი)
ეს გახლავთ საჯარო, შეზღუდული უფლებამოსილების ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად. ეს ორგანიზაცია მოიცავს პარტნიორებს საზღვრის ორივე მხრიდან და კონცენტრირებულია გერმანიასა და პოლონეთს შორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. აღნიშნულ ორგანიზაციას ზურგს უმაგრებს INTERREG IIა პროგრამადა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამა. ორგანიზაცია მოწოდებულია საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გაძლიერებასა და მცირე ბიზნესებისათვის მომსახურების გაწევაზე.
ბიზნესფორუმი გალიცია/ნორტე (ესპანეთი/პორტუგალია)
აღნიშნული ღონისძიება 1998 წლის 9/10 დეკემბერსჩატარდა. მისი მიზანი გახლდათ ორ რეგიონში ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ბიზნესის თემატიკაზე, ასევე, მათ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და შესაძლებლობებზე. აღნიშნულ ფორუმზე მხარეებმა წარმოადგინეს და განიხილეს შემდეგი საკითხები:
ტექსტილი და მზა ტანსაცმელი;
მეტალურგია და მექანიკა;
ხისა და ავეჯის წარმოება;
სამოქალაქო მშენებლობა;
საჯარო სამუშაოები და მშენებლობა.
ფორუმი ასევე მოიცავდა პროდუქტებისა და მომსახურების გამოფენას. ღონისძიებამ რეალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ფართო ინფორმირებას ადგილობრივი ბიზნესებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სთავაზობდა რეგიონი და არსებული საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.
სალონ პირევინო (საფრანგეთი/ესპანეთი)
სალონ პირევინო გახლავთ წლიური საერთაშორისო ბაზარი, რომელმაც ფუნქციონირება 1996 წლიდან დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება იმართება ტარბის საგამოფენო პარკში (საფრანგეთი) და ბარბასტროს ბაზრების ინსტიტუტში (ესპანეთი). ყოველ წელს იმართება ბაზრობა ამ ორი ადგილიდან ერთ-ერთში, სადაც თავს იყრიან საზღვრისპირა რეგიონების ღვინის მცირე მეწარმეები, რომლებსაც არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება დიდ სავაჭრო ბაზრობებში. საზღვრისპირა რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესი ამ მხრივ არაპრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან შესაბამის ბაზრებამდე დისტანცია საკმაოდ დიდია. პროექტი მიზნად ისახავს იმ მწარმოებლებს შორის კონტაქტისა და თანამშრომლობის დამყარება/განვითარებას, რომელთაც შეუძლიათ სასაზღვრო რეგიონებში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება და ფირმების მიერ ერთობლივი საქმიანობის განხორციელების პროცესის გაძლიერება. თანამშრომლობის ხელშეწყობის პარალელურად, ბაზრობა მიზნად ისახავს პირინეის პროდუქტის იმიჯის, როგორც ხარისხიანი პროდუქტის, პოპულარიზაციას. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ სასაზღვრო რეგიონებში ღვინის ბიზნესის განვითარება.
![]() |
7.2 ტერიტორიული დაგეგმარება |
▲ზევით დაბრუნება |
ტერიტორიული დაგეგმარება გახლავთ ჰორიზონტალური საქმიანობა, რომელშიც შედის რეგიონული და ეროვნული პირობების შეფასებისა და განვითარების გეგმების შემუშავება (პოლიტიკა, საქმიანობები, გადაწყვეტილებები და განხორციელების არჩევანი) საზღვრისპირა რეგიონებისათვის.
1983 წელს ევროსაბჭომ მიიღო ევროპის რეგიონული/ტერიტორიული დაგეგმარების წესდება.დოკუმენტში ახსნილია: „რეგიონული/ტერიტორიული დაგეგმარება გეოგრაფიულ გამოხატულებას აძლევს საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკოლოგიურ პოლიტიკას. ეს ასევე გახლავთ მეცნიერების სფერო, ადმინისტრირების ტექნიკა და პოლიტიკა, რომელიც შემუშავებულია, როგორც ინტერდისციპლინარული და ყოვლისმომცველი მიდგომა და, მთლიანი სტრატეგიის თანახმად, მიმართულია დაბალანსებული რეგიონული განვითარებისა და ტერიტორიის ორგანიზებისაკენ“.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ტერმინი „რეგიონული/ტერიტორიული დაგეგმარება“ განმარტებულია, როგორც ყოველი საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პოლიტიკის ტერიტორიული გამოსახვა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა ერთგვარი შეუთანხმებლობა ამ ტერმინის გარშემო. 1994 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი პოლიტიკის განცხადებებში მიუთითებდნენ უფრო ნეიტრალურ ტერმინზე - „ტერიტორიული განვითარების პოლიტიკა“, რომელიც განმარტებული იყო შემდეგნაირად: „პოლიტიკა,რომელიც მხარს უჭერს ტერიტორიის განვითარებას გარკვეული პრინციპებისა და მამოძრავებელი კონცეფციების თანახმად“.
ტერიტორიული განვითარების მთავარი მიზნებია:
ევროკავშირში ეკონომიკური და სოციალური ერთიანობის მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონის განვითარების დონეებს შორის განსხვავებების შემცირებისა და დაბალანსებული რეგიონული სტრუქტურის შემუშავების გზით;
სტაბილური განვითარების ხელშეწყობა, რაც ნიშნავს ეკოლოგიურად მგრძნობიარე ეკონომიკურ განვითარებასა და უფრო დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას მრავალფეროვნების შენარჩუნებით.
საზღვრისპირა რეგიონების ტერიტორიული დაგეგმარების მიზანი გახლავთ დემარკაციის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება, რაც გავლენას ახდენს საზღვრების გახსნილობის დონეზე. საზღვრისპირა რეგიონების დაგეგმარება მოიცავს თანამშრომლობას ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში, რეგიონულ და ადგილობრივ დაგეგმვაში და ასევე ქალაქისა და სოფლის განვითარების დაგეგმვაში.
რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში შესაძლოა გამოვყოთ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაში ორი დონე:
სახელმწიფო დონე - საზღვრისპირა რეგიონების განვითარების დაგეგმვა ხორციელდება ხელისუფლების ან ტერიტორიული დაგეგმვის კომისიების დახმარებით;
რეგიონული/ადგილობრივი დონე - საზღვრისპირა რეგიონების განვითარების დაგეგმვა ხდება უფლებამოსილების განაწილების საფუძველზე, რაც განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
ევროპის მინისტრთა კონფერენციამ, რომელიც პასუხისმგებელია რეგიონული განვითარების დაგეგმვაზე (ევროსაბჭოს ევროპის რეგიონული/ტერიტორიული დაგეგმვის ქარტია - 1983 წელი) და ჩარჩო კონვენციამ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ ტერიტორიულ სოციუმებსა და ხელისუფლებებს შორის (1981 წელი) განსაზღვრეს საზღვრისპირა ტერიტორიული დაგეგმვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ტექნიკური საფუძველი.
სამართლებრივი ღონისძიებები, როგორიცაა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები, ტერიტორიული დაგეგმვის კოორდინაცია და საორგანიზაციო ღონისძიებები (მაგალითად, ტერიტორიული დაგეგმვის კომისიების შექმნა), მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზღვრისპირა რეგიონების ტერიტორიულ დაგეგმვას.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომლებიც ქმნიან მეზობელ ქვეყნებთან ტრანსნაციონალური თანამშრომლობისა და ტერიტორიული დაგეგმვისათვის საჭირო საფუძველს. აღნიშვნას იმსახურებს ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ რამდენიმე ორმხრივიდა სამმხრივი სამთავრობო ხელშეკრულება. ასეთებია: ხელშეკრულება ბენელუქსის ქვეყნებს, გერმანიასა და ბელგიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ავსტრიას, პოლონეთსა და შვეიცარიას შორის.
აღნიშნულმა შეთანხმებებმა ხელი შეუწყო ტერიტორიული დაგეგმვის სახელმწიფო და რეგიონული კომისიების შექმნას, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში.
ევროკავშირმა INTERRGEG I-ისა და II-ის ფარგლებში დიდი წვლილი შეიტანა ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში რეგიონული და ადგილობრივი თანამშრომლობის განვითარებაში. ევრორეგიონები, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვთავაზობენ განვითარების საკუთარ კონცეფციებს. ეს კონცეფციები ხელს უწყობსტერიტორიული დაგეგმვის პერსპექტივებს და რეგიონულ და ნაციონალურ დონეებზე ტერიტორიულ დაგეგმვას.ტერიტორიული დაგეგმვის პოლიტიკაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ მუნიციპალიტეტებმა და რეგიონებმა. ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ მოსაზრებები და მიზნები ასახული უნდა იქნეს საზღვრისპირა რეგიონების განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის სამოქმედო პროგრამებში.
მეზობელი ქვეყნების ინფორმირება და მათი მონაწილეობა, ასევე ტერიტორიული დაგეგმვის კოორდინაცია ხშირად საკმარისია საზღვრისპირა რეგიონების ერთობლივი მუშაობისათვის ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ როცა აღნიშნულიღონისძიებები საკმარისი არ არის ტერიტორიულიდაგეგმვის პრობლემების მოგვარებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით (რადგან შესაძლოა გაჩნდესინტერესთა კონფლიქტი, რაც საფრთხეს შეუქმნის სასაზღვრო რეგიონს), პროცესში მონაწილე სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ, რომ საზღვრისპირა რეგიონების ტერიტორიული დაგეგმვა გახდეს ხელშეკრულების საგანი, რომელიც იქნება სავალდებულო.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
პროექტი: ევრორეგიონი რეინ-მაას ნორდი (ნიდერლანდები/გერმანია)
ევრორეგიონმა - რეინ-მაას ნორდი (ნიდერლანდები/გერმანია) - აღიარა საზღვრისპირა რეგიონების ტერიტორიული დაგეგმვისა და განვითარების საჭიროება, რაც გამომდინარეობდა რეგიონის ცვალებადი როლიდან ერთიან ბაზარზე.
რეგიონის მიერ წინა პერიოდში გამოყენებული განვითარების ინსტრუმენტები, ძირითადად, ტერიტორიაზეგახლდათ ორიენტირებული. ახალი სტრატეგია კი შეიცავს ახალ სიტუაციას და ყველა მოვლენა, რომელიც წარმოიშვაბარიერების მოშლის შედეგად, იქნება შესწავლილი და შეფასებული.
შედეგები:
1993 წლის დეკემბერში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ბევრი ორგანიზაცია, ქალაქებისა და სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო სემინარი მოიცავდა რეგიონის სერიოზულ სოციალურეკონომიკურ ანალიზს. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის შედეგები ინკორპორირებული იქნა INTERREG II-ის სამოქმედო პროგრამის რეგიონული განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების ნაწილში. შეხვედრის მონაწილეებმა განსაზღვრეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ითხოვენ დარეგულირებას. აღნიშნულ მიმართულებებში შედის შრომის ფუნქციური განაწილება, სწრაფი ეკონომიკური და სტრუქტურული ცვლილებები,მზარდი სატრანსპორტო მოძრაობა და გარემო პირობების გაუარესება.
საზღვრისპირა რეგიონის პროექტების კვლევის პროცესში ჩაერთო მრავალი ორგანიზაცია. კონსულტაციების შედეგად შემუშავდა სტრატეგია და INTERREG II-ის სამოქმედო პროგრამა (1995-1999).
სლოვენია/ავსტრია/ საზღვრისპირა რეგიონების პროექტი
აღწერა
აღნიშნული პროექტი კონცენტრირებულია სლოვენია/ავსტრიის/ საზღვრისპირა რეგიონების სტრატეგიის შემუშავებაზე. ეს საშუალებას იძლევა, ჩამოყალიბდეს ძლიერი საფუძველი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მრავალწლიანი საქმიანობების დაგეგმვისათვის, მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის შეფასებისა და შემდგომი ფიზიკური, ეკოლოგიური და სოციალურ ეკონომიკური დაგეგმვის მიზნებისათვის.
აღნიშნული პროექტის საჭიროება გამოამჟღავნა სლოვენია/ავსტრიის/ საზღვრისპირა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურმა შეფასებამ, რის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მეთოდოლოგია და სტატისტიკური მონაცემების წყარო საზღვრის ორივე მხარეს მნიშვნელოვნად განსხვავებული გახლდათ.
პროექტის შედეგები:
ერთობლივად შემუშავებული კონცეფცია;
საზღვრისპირა მდგომარეობის ინვენტარიზაციისა და საინფორმაციო სისტემები;
სტრატეგიული მნიშვნელობის განვითარებისათვის საჭირო საკითხების ანალიზი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზღვრისპირა რეგიონების საორგანიზაციო კომიტეტი, სადაც შევლენ ავსტრიის სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები და სლოვენიის ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთობების წარმომადგენლები. ამ კომიტეტში ასევე შევლენ საზღვრისპირა რეგიონების ორორი წარმომადგენელი. საორგანიზაციო კომიტეტიგანსაზღვრავს მეთოდოლოგიას და უხელმძღვანელებს კვლევას.
შედეგები:
პროექტი შესაძლებლობას მისცემს „ნოუ-ჰაუს“ და გამოცდილების გაზიარებას და საფუძველს ჩაუყრის საზღვრისპირა რეგიონების საქმიანობის დაგეგმვას არა მხოლოდ INTERREG II-ის ფარგლებში, არამედ მის შემდგომაც.
ტერიტორიული დაგეგმარების პროექტის მოდელი
აღწერა:
„გერმანია-დანიის რეგიონული დაგეგმარების კომიტეტის ტერიტორიული დაგეგმვის პროექტი გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ ნაწილისათვის“ გახლავთ სპეციალური მოდელი საზღვრისპირა რეგიონების სამომავლოთანამშრომლობისათვის, რომელიც გამიზნულიაგაერთიანებული სამეფოს სამხრეთ ნაწილისათვის. იგი გახლავთ საზღვრისპირა რეგიონული დაგეგმვის კვლევის შედეგი. არსებობს თემატური მოდელები: „ტერიტორიული სტრუქტურები, ქალაქები, ურბანული ადგილები, მოძრაობა და სატრანსპორტო სისტემა, ლანდშაფტი, ღია ადგილები და გარემო“; იგი ასევე შეიცავს რეგიონულ მოდელებს საზღვრისპირა რეგიონების დაგეგმვის საქმიანობების ოთხ სფეროში.
შედეგები:
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მოდელი შეიცავს შეთანხმებას ჩრდილოეთ-რაინსა და ნიდერლანდებს შორის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქნეს ორგანიზებული სამომავლო თანამშრომლობა ტერიტორიული და რეგიონული დაგეგმვის მიზნით. იგი ასევე აყალიბებს გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობას ევრორეგიონების მსგავს სხვა მოსაზღვრე რეგიონებთან. სამთავრობო რეგიონული განვითარების მოდელი ადასტურებს ევრორეგიონის მნიშვნელოვან როლს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაში და ასახავს სურვილს, რომ აღნიშნული რეგიონული დაგეგმვის მოდელები გახდეს ევრორეგიონების განვითარების კონცეფციის ნაწილი. ეს კი ნიშნავს, რომ მოდელში წარმოდგენილი მთავარი მოსაზრებანი შეესაბამება ევრორეგიონებში რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას.
საზღვრისპირა რეგიონების განვითარების პერსპექტივა რეგიონული განვითარების მიზნით გერმანია/დანიის რეგიონული დაგეგმარების კომიტეტისათვის
აღწერა
განხილვის საგანს წარმოადგენს ნიდერლანდების ჩრდილოეთი და გერმანიის მოსაზღვრე რეგიონები (ქვემო საქსონია და ჩრდილო რაინი-ვესტფალია). მთელი ამ ტერიტორიის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, სუსტი და ძლიერი მხარეების გარკვევის შემდეგ, შემუშავებული იქნა ტერიტორიული დაგეგმვის მიდგომა.
შედეგები:
რეგიონული დაგეგმვის მოდელის პროექტის ფარგლებში განისაზღვრა სამი სფერო: სოფლის რეგიონები და ურბანული საკვანძო წერტილები; გადაადგილებისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემა; ბუნებრივი და კულტურული საკითხები. ეს მოდელები ასახავს განვითარების სასურველ პერსპექტივებს გერმანია-დანიის საზღვარზე. აღნიშნულ პერსპექტივებს არ გააჩნია პირდაპირი სავალდებულო ძალა საზღვრისპირა რეგიონების დონეზე, თუმცა სამომავლოდ ისინი გამოყენებული იქნება ორივე მხარის მიერ კოორდინირებულ განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობებისა და ღონისძიებების შემუშავება-ხელშეწყობის მიზნით. სწორედ ამიტომ, შემუშავებული იქნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების სამოქმედო ჩარჩო და განვითარების პერსპექტივები სამოქმედო ტერიტორიაზე.
![]() |
7.3 ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირში ტურიზმი განიხილება, როგორც რეგიონულიეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს გახლავთ ის სფერო, რომლის ფარგლებშიც წარმატებით განხორციელდება საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გეგმები. საზღვრისპირა რეგიონების უმეტესობაში ტურიზმი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. გარდა ამისა,ტურიზმი INTERREG-ის სამოქმედო პროგრამების პრიორიტეტიც გახლავთ.
საზღვრისპირა რეგიონებისათვის ტურიზმის მნიშვნელობადა ამ სფეროში თანამშრომლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ტურიზმის განვითარებას შეუძლია საზღვრისპირა რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა. მას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სხვადასხვა კომერციული საქმიანობისა და ახალი უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ტურიზმი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადგილობრივი/რეგიონული ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება რეგიონის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას.
ტურიზმის განვითარებას სჭირდება კარგი ინფრასტრუქტურა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ტურიზმის სფეროში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა გააძლიერებს ხელისუფლებაზე ზეწოლას.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საზღვრისპირარეგიონები, რომლებიც ჩამორჩებიან განვითარების კუთხით, როგორც წესი, კარგ პოტენციალს ფლობენ ტურიზმის განვითარებისათვის. საზღვრისპირა რეგიონების კომუნიკაციის ხელშეწყობამ და თანამშრომლობამ შესაძლოა შედეგად მოგვიტანოს განვითარებული რეგიონიდა იმოქმედოს, როგორც კატალიზატორმა სტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. ტურიზმის განვითარებას შეუძლია შემდეგი სახის გავლენის მოხდენა რეგიონზე:
რეგიონის ეკონომიკის დივერსიფიკაცია დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის და, შესაბამისად, შემოსავლის მიღების ხელშეწყობის გზით.
ტურიზმის განვითარების დროს იზრდება სამუშაო ადგილების რიცხვი, რაც ამსუბუქებს უმუშევრობის პრობლემას საზღვრისპირა ქვეყნებისათვის.
ტურიზმს სჭირდება განვითარებული ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა საშუალებანი, რაც თავისთავად ზრდის ინფრასტრუქტურის რაოდენობასა და ხარისხს, აუმჯობესებს მომსახურების საშუალებებს (გზების, რკინიგზისა და აეროპორტების ჩათვლით), კომუნიკაციის საშუალებებს, სასტუმროების რიცხვსა და გასართობ საშუალებებს. ტურიზმის განვითარებისათვის ასევე საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის კარგი მომსახურება და მაღაზიები.
ყველა საქმიანობა მიმართულია ტურისტების მოსაზიდად და სასაზღვრო რეგიონების განვითარების მიზნით. ასევე, რეგიონი ხდება ბევრადმიმზიდველი და საინტერესო ინვესტირების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეგიონების სასაზღვრო ბარიერები ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას. ქვემოთ მოყვანილია სხვა საკითხები, რომლებიც აფერხებენ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას:
ინფორმაციის ნაკლებობა მოსაზღვრე რეგიონის პოტენციასა და მის შესაძლებლობებზე;
საზღვრისპირა კონტაქტების ნაკლებობა საჯაროინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს შორის საერთო პოლიტიკის შემუშავების მიზნით;
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის დაბალი დონე, რაც აძვირებს საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას;
ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო უნარის, ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობა;
ძლიერი კონკურენცია მოსაზღვრე რეგიონებს შორის, რაც ხელს უშლის თანამშრომლობას.
საზღვრისპირა რეგიონებისათვის მნიშვნელოვანია ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორივე რეგიონის ინტერესები. შემუშავებული სტრატეგია მოახდენს თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმიზაციას და შეამცირებს წარუმატებლობის საფრთხეებს. სტრატეგია დაეფუძნება რეგიონის პოტენციალისა და სუსტი მხარეების შეფასებას.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ტურიზმის განვითარება და ეკოლოგიური პირობები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მათი განცალკევება თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავების დროს ძალზე რთულია. 1999 წლის ჯოინსუს წლიურ კონფერენციაზე (გარემო პირობებისა და სასოფლო-სამეურნეო ინტერესების მისადაგება განვითარების შესაძლებლობებთან) განცხადებული იქნა შემდეგი: „ტურიზმის სფეროში მდგრადი განვითარების ხელსაყრელი ფორმები, ზოგადად, ნიშნავს, რომ თავიდან იქნეს აცილებული გარემოსათვის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობისათვის ზიანის მომტანი საქმიანობები. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ტურიზმისა და გარემოსათვის ზიანის არმომტანი სოფლის მეურნეობის ჰარმონიული თანაარსებობის მიღწევა“.
როგორც წესი, როცა საზღვრისპირა რეგიონებს აქვთ მსგავსი ისტორიული და კულტურული ტრადიციები, ასევემშვენიერი ბუნება, ეს ხდება ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით საინტერესო ადგილად. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საზღვრისპირა რეგიონებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღონ ამ ტიპის თანამშრომლობიდან.
თანამშრომლობის განვითარებისაკენ მიმართული პროექტები სტიმულირებას უკეთებენ ტურისტულ და ეკოლოგიურ დივერსიფიცირებულ პროდუქტებს, ქმნიან მასშტაბების ეფექტს ეკონომიკაში, პოპულარიზაციას უკეთებენ კონკრეტულ რეგიონს მათი ტურისტულ ადგილად აღიარების გზით. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროექტების დახმარებით რეგიონს ეძლევა საშუალება, უკეთ გადაწყვიტოს პრობლემები როგორც ტურიზმის, ისე ეკოლოგიის სფეროში; მაგალითად, სეზონურობა, დასაქმების სტაბილურობა რეგიონისტურიზმის სფეროში და გაზრდილი ტურისტული პოტენციალი არატრადიციული პერიოდების დროსაც კი.
საუკეთსეო გამოცდილების მაგალითები
INTERREG IIa. პროგრამა №26. ბავარია-ჩეხეთი
(გერმანია/ჩეხეთი)
მეორე მსოფლიო ომიდან 40 წლის შემდეგ ეს საზღვრისპირა რეგიონი პერიფერიულ ტერიტორიად იქცა, რაშიც წვლილი „რკინის ფარდამ“ შეიტანა. ამ იზოლაციის შედეგი გახლდათ ერთობლივი საზღვრისპირა ინიციატივების სრული არარსებობა, რასაცშეეძლოაღნიშნული ადგილი ექცია ფრიად ხელსაყრელ ტერიტორიად ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ რეგიონში ტურიზმის განვითარება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ძალზე მნიშვნელოვანი გახდასაზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გეგმის შედგენისას. ბუნებრივი პირობები და ლანდშაფტიტურიზმისა და ხანმოკლე დასვენება გართობისათვის საჭირო საშუალებების განვითარებისათვის იდეალურ პირობებს ქმნიდა.
შედეგები:
მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოიცავენ შემდეგს:
საზღვრისპირა აქტივობების ციკლი და სალაშქრო ტურები;
გერმანია-ჩეხეთის საზღვრისპირა რეგიონების საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აგვარებს ტურისტულ საკითხებს უშუალოდ საზღვარზე;
გერმანიისა და ჩეხეთის თერმული აბაზანების თანამშრომლობა;
ორივე მხარეს არსებულ მუზეუმების თანამშრომლობა, ერთიანი ტურების ორგანიზება და საზღვრისპირა ტურისტული და კულტურული მრავალი ღონისძიება (ფესტივალები, საორკესტრო კონცერტი, სიმპოზიუმები და ა.შ.).
აღნიშნული საქმიანობები ამტკიცებს, რომ ბავარია-ჩეხეთის საზღვრისპირა რეგიონებში განხორციელებულია მნიშვნელოვანი მცდელობები იმისათვის, რომ აღნიშნული ტერიტორია გახდეს უფრო მიმზიდველი ტურიზმისა და დასვენების ბიზნესის თვალსაზრისით, როგორიცაა დასვენება-გართობის ადგილების შექმნა, ნაციონალური პარკებისა და ბუნებრივი ნაკრძალების მოვლა.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პრიორიტეტი გახლავთ რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ტურიზმის სფეროში და პარალელურად რეგიონის თვითმყოფადობის შენარჩუნება და პატივისცემა.
INTERREG IIა. პროგრამა №39. ირლანდია/ჩრდილო ირლანდია
ძალმომრეობის 25-წლიანი რეჟიმის შემდეგ რეგიონი საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებსა და განვითარებას ტურიზმის სფეროში. კონფლიქტმა რეგიონი გადააქცია ირლანდიისა და ინგლისის ტურისტულ რეგიონებს შორის ნაკლებად განვითარებულად, მიუხედავად ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო აქტივებისა და პოტენციალის არსებობისა. INTERREG I-ის ტურიზმის განვითარების პროექტებმა ევროკავშირიდან მიიღო მთლიანიდაფინანსების 21.8%25.
INTERREG IIა-ს ტურიზმის განვითარების პროექტი ხელს უწყობს იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ავითარებს რეგიონის ბუნებრივ აქტივებს და აუმჯობესებს ტურისტების განთავსებისა და მომსახურების ხარისხს. პროგრამაში ძლიერი აქცენტია გაკეთებული ხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების მარკეტინგსა და განვითარებაზე. ევროკავშირის დაფინანსება გამოიყენება საზღვრისპირა მარკეტინგული კამპანიების, ტურიზმისათვის საჭირო პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისათვის, რაც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული ღონისძიებები არეგულირებს სეზონურობის პრობლემას და გვთავაზობს ტურიზმის უფრო დივერსიფიცირებულ პროდუქტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკეანისგაღმა ტურისტების მოზიდვისათვის.
ტურისტული რუკა გალიცია/ნორტე (ესპანეთი/პორტუგალია)
პროექტი მიმართულია საზღვრისპირა რეგიონებში ერთობლივი ტურისტული პროგრამების შემუშავებისაკენ მარკეტინგისა და ხელშეწყობის ერთობლივი სტრატეგიის საშუალებით. პროექტის მნიშვნელოვანი პროდუქტი გახლავთ ტურისტული რუკის შემუშავება და დაბეჭდვა.რუკაზე ასახულია გალიციასა და ნორტეს რეგიონები. ამავე რუკაზე აღნიშნულია მნიშვნელოვანი რესურსები, ტურიზმის პროდუქტები და მარშრუტები, სადაც შედის სანტიაგო დეკომპესტელა და ღვინის, ხელოვნების, ეკოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის სხვა მარშრუტები.აღნიშნული პროექტი იმართება გალიცია/ნორტეს მუშა საზოგადოების მიერ ამ რეგიონების ტურისტულ ორგანიზაციებთან ერთად. რუკა პირველად გამოიცა 100 000 ცალის ოდენობით სხვადასხვა ენაზე: გალიციური, ესპანური, პორტუგალიური, ინგლისური და გერმანული.
INTERREG IIა. პროგრამა №33. კორსიკა-სარდინია
(საფრანგეთი-იტალია)
პროგრამა კონცენტრირებულია შემდეგ სფეროებზე:
ზღვის აუზის პოპულარიზაცია წყლის ტურიზმის განვითარების მიზნით; სანაოსნო და წყალთან დაკავშირებული სხვა სახის ტურიზმის განვითარება და ახალი პროდუქტების შემოტანა. რეგიონში ტურიზმის დივერსიფიკაციის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კორსიკასარდინიის საპორტო ქსელს.
ტურისტული, კულტურული მარშრუტებისა და სხვა პროდუქტების შემუშავება; არქეოლოგიური და ისტორიული მარშრუტები, გოლფი, ბუნების დათვალიერება და გაცნობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია სასარის პროვინციასა და სამხრეთ კორსიკაში.
ტურისტული პროდუქტების მარკეტინგის ხელშეწყობა და ორი კუნძულის პოპულარიზაცია.
![]() |
7.4 გარემო |
▲ზევით დაბრუნება |
გარემო საზღვრების გარეშე
ერთი მოსაზღვრე რეგიონის ეკოლოგიური პრობლემა ადვილად შეიძლება გახდეს მოსაზღვრე რეგიონის პრობლემა. იმ გავლენის გამო, რაც შესაძლოა ეკოლოგიას ჰქონდეს მოსაზღვრე რეგიონებისათვის, გარემოს დაცვის საკითხები კატალიზატორის როლს თამაშობენ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სქემების საჭიროებაში მოსაზღვრე რეგიონებს შორის.
გარემო საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ბუნებრივი საკითხია, რადგან ჰაერის დაბინძურებას სახელმწიფო საზღვარი ვერ შეაჩერებს. ამიტომ, სტაბილური განვითარების მიზნით ეკოლოგიური საკითხები ინტეგრირებული უნდა იქნეს რეგიონული დაგეგმვისა და განვითარების დროს.
გარემო პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან. იგი მნიშვნელოვანი თემაა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის. ამავე დროს, ეს საკითხი ნეიტრალურია, რადგან არ ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას. საერთოდ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ფრიად ეფექტიანია მშვიდობის დამყარების კუთხით. იგი ასევე წარმოადგენს კარგ საწყის წერტილს საზღვრისპირა რეგიონების ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობისათვის. რეგიონში ეკოლოგიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და სტანდარტებს. ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზანი, როგორც წესი, შეიცავს ისეთი საქმიანობების თავის არიდებას, რომლებიც ზიანის მომტანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისათვის. სასოფლო საზღვრისპირა რეგიონებს ახასიათებთ გარემოს უკეთესი პირობები, რასაც ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე განაპირობებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა არსებობდეს თანამშრომლობის პრობლემები ეკოლოგიის სფეროში.
მოსაზღვრე რეგიონები განსხვავდებიან ფიზიკური მახასიათებლებითა და ეკონომიკური საქმიანობებით. ეს კი გარკვეულწილად განაპირობებს მათ წინაშე მდგარი პრობლემების მრავალფეროვნებას, რაც შესაძლოა გახდეს ერთობლივი სტრატეგიის შემაფერხებელი ფაქტორი. შესაძლოა ასევე კონკრეტული სტრატეგია ან საქმიანობა არ დაემთხვეს ან ეწინააღმდეგებოდეს მეზობელ რეგიონში მოქმედ ნაციონალურ პრიორიტეტებს.
საზღვრისპირა რეგიონებისათვის შემუშავებული სტრატეგია და საქმიანობები უნდა ითვალისწინებდეს ურთიერთდამოკიდებულებას გარემოს, ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმს შორის. ვინაიდან ეკოლოგიური საკითხები არ ექვემდებარება დემარკაციას, მსგავსი პრობლემების დარეგულირება რეალურ თანამშრომლობას მოითხოვს.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
INTERREG IIა. პროგრამა №17. გერმანია/ლუქსემბურგი
ამ პროგრამის მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ მდგრადი განვითარება. ტურიზმი და ეკოლოგიური საკითხები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აღნიშნულ პროგრამაში. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის თვალსაზრისით, პრიორიტეტი ენიჭება წყლის გაწმენდას მდინარეებსა და ბუნებრივ პარკებში. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე მიმართულია ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაზე, რადგან მასზე გავლენას ახდენს წარმოება, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
პროექტის მაგალითები მოიცავს:
საზღვრისპირა რეგიონების საერთო წყლის გამწმენდი ნაგებობების აშენებას;
სწრაფად მზარდი წიწვოვანი ხეების შეცვლასშერეული ტყით, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით.
საერთაშორისო საზღვაო რეზერვი - ბუშე დე ბონიფაციო/მადალენას არქიპელაგი (საფრანგეთი/იტალია)
საერთაშორისო საზღვაო რეზერვი მოიცავს კორსიკასა და სარდინიას შორის არსებული საზღვაო საზღვრის დიდ
ნაწილს. ამ ტერიტორიას ძალზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ღირებულება აქვს და იგი ტურიზმის თვალსაზრისითაც ფრიად ფასეულია. სწორედ ამიტომ, ტერიტორია დაცვას მოითხოვს. პროექტი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურისა და საშუალებების ჩამოყალიბება განვითარებას, რაც საჭიროა მენეჯმენტისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროექტი დაცული ტერიტორიებისათვის (ესპანეთი/პორტუგალია)
პროექტი კონცენტრირებულია კასტილიისა (ესპანეთი) და ნორტეს (პორტუგალია) რეგიონებზე და ითვალისწინებს პარტნიორების მონაწილეობას პორტუგალიის მონტეშინოს ეროვნული პარკიდან, დუორო ინტერნაიშენალიდან და კასტილიის რეგიონული ხელისუფლების ეკოლოგიური დეპარტამენტიდან.
აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი არის დაცულიტერიტორიების სტრატეგიის შემუშავება საზღვრისპირარეგიონებისათვის. სტრატეგია შეიცავს საზოგადოებისათვის დაცულ ტერიტორიებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემის სქემას, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს დაცვას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სოფლის ტურიზმი და ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებებისსტრატეგია.
ტყეში ერთობლივი ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები
(გერმანია/პოლონეთი)
პეიტზისა (გერმანია) და ზიელონას (პოლონეთი) საზღვრისპირა რეგიონი მნიშვნელოვნად არის ტყითდაფარული; 1991-1996 წლებში მომხდარმა დაახლოებით სამოცმა ხანძარმა გაანადგურა 2000 ჰექტარი. ტყეშიხანძრის გაჩენის პრევენციისა და კონტროლის სამოქმედოგეგმა ერთობლივად შემუშავდა ორივე მხარის ტყის მეურნეობის სააგენტოების დახმარებით.
საჭირო იყო სწრაფი და კოორდინირებული მოქმედება ეკოლოგიური უბედურების თავიდან ასაცილებლად. 1996 წელს პოლონელმა პარტნიორებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა ერთობლივი საქმიანობისათვის. ამისთვის გამოყენებული იქნა ფეარის პროგრამის ფონდები.განხორციელებული სამუშაოს პირველ ეტაპზე ღონისძიებები კონცენტრირებული იყო ინფორმაციის გაცვლაზე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობდა ორ ენაზე, გამოიცა ახსნა-განმარტებითი ბროშურა, რომელზეც გამოხატული იყო ნიშნები, რაც აფრთხილებდა მოსახლეობას ხანძრის გაჩენის შესახებ.
![]() |
7.5 კულტურა და მედია |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც წესი, კულტურული საქმიანობები უზრუნველყოფს ეფექტიან საფუძველს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროექტებისათვის. კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას, პარტნიორისა და მისი კულტურული ფასეულობების აღიარებას, ძლიერი და სუსტი მხარეების აღქმას და ეხმარება მათ ენობრივი ბარიერების გადალახვაში.
საზღვრისპირა რეგიონების სოციალურ-კულტურული ურთიერთობები სტაბილური თანამშრომლობის ჩამოყალიბების წინაპირობაა ეკონომიკური, ეკოლოგიურიდა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ამმიმართულებით თანამშრომლობა გულისხმობს უნდობლობის აღმოფხვრასა და ნდობის ჩამოყალიბებას საზღვრისპირა რეგიონებს შორის.
კულტურული თანამშრომლობა წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის ძირითად საშუალებას საზღვრისპირა რეგიონების ურთიერთობების პროცესში, რაც ქმნის შემდგომი თანამშრომლობის საფუძველს. სწორედ ამიტომ, მოსაზღვრე რეგიონის გეოგრაფიული, სტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ისტორიული მდგომარეობა მნიშვნელოვანია ორივე მხარის მსგავსებებისა და განსხვავებების გაცნობიერების მიზნით.
ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობაა ყველა სოციო-პოლიტიკური ჯგუფისა და მოქალაქის აქტიური თანამშრომლობისათვის საზღვრისპირა რეგიონების ყველა ტიპის თანამშრომლობის პროცესში.
საზღვრისპირა რეგიონების სოციალ-კულტურული თანამშრომლობა ამდიდრებს ადამიანების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებას; ყოველივე ეს გავლენას ახდენს ცხოვრების დონეზე საზღვრის ორივე მხარეს და საინტერესოს ქმნის რეგიონებს ბიზნესისა და ინვესტიციის განხორციელების მიზნით.
კულტურული პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რადგან:
კულტურა გახლავთ დასაქმების მნიშვნელოვანი წყარო - კულტურული პროდუქტების შექმნა მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და უკავშირდება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;
კულტურა მნიშვნელოვანი ფაქტორია სამომავლო ინვესტიციების განხორციელებისათვის რეგიონის პოტენციალის ამაღლების მიზნით;
კულტურა ხელს უწყობს სოციალურ ინტეგრაციასა და ერთიანობას;
კულტურა ხელს უწყობს რეგიონის იმიჯის გაუმჯობესებას, სოფლისა და ურბანული ტერიტორიების განვითარებას.
INTERREG-ის და საზღვრისპირა რეგიონებისთანამშრომლობის პროგრამები გარკვეულწილად ავსებს ეკონომიკურ ღონისძიებებს სოციალურ-კულტურული საქმიანობებით, რაც ხელს უწყობს პროგრამით გათვალისწინებული ეკონომიკური მიზნების მიღწევას.რაც შეეხება მედიასა და მის მნიშვნელობას, უნდა აღინიშნოს, რომ მედიის პოლიტიკის ძირითადი მიზანი გახლავთ კულტურისა და ბიზნესის სფეროების მოთხოვნების დაბალანსება; ასევე, საზღვრის გარეთ გადაცემული პროგრამების მიერ საზღვრის მეორე მხარეს მყოფი პარტნიორის ინტერესების პატივისცემის უზრუნველყოფა.
მედიის პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ევროპის საზოგადოებისათვის გახლავთ ევროპული იდენტობის პოპულარიზაცია. ერთობლივი პროექტები, როგორიცაა ხუთენოვანი ევრონიუსი, ხელოვნების არხი და სხვადასხვა, საზღვარს მიღმა გამავალი პროგრამები, ხელს უწყობს ევროპული განზომილების დამკვიდრებას მედიაში.საზღვრისპირა რეგიონებზე გავლენას ახდენს საზღვარზე მიმდინარე მოვლენები და მათი შედეგები. მიუხედავად ერთიანი ევროპული ბაზრისა, პრობლემები მაინც საზღვრისპირა რეგიონებშია კონცენტრირებული, რაც მოიცავს ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, სამართლებრივ სისტემებს, კანონებს, მომსახურების ტიპებს და სხვ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სოციალურ-კულტურული ქსელისა და სტრატეგიის შექმნადა შემუშავება რეგიონულ/ადგილობრივ დონეებზე, რაც ხელს უწყობს პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებას.
მოსაზღვრე და საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური და კულტურული თანამშრომლობის ძირითადი მიზნებია:
საზღვრისპირა თანამშრომლობა კულტურის სფეროში;
კულტურის სფეროს პრიორიტეტების განსაზღვრა რეგიონულ დონეზე;
კულტურული რესურსების უკეთ გამოყენება ორივე მხარის მიერ და მათ სასარგებლოდ;
საინფორმაციო სისტემებისა და კულტურის სფეროს საკითხებზე, პროექტებზე, რესურსებსა და ხელოვან ადამიანებზე ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება;
მოსაზღვრე რეგიონის ენის შესწავლისათვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფა განათლების სისტემის ნებისმიერ დონეზე;
კულტურული ტურიზმისა და კულტურულ-ისტორიული პროექტების განხორციელება.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
INTERREG IIა. პროგრამა №57. ეტ გრანსლოსტ სამარბეტი
ნორვეგია/შვედეთი
აღნიშნული რეგიონი ცნობილია ტყეებით; ტბებით არხებითა და კულტურული აქტივებით, როგორიცაა შუა საუკუნეების ეკლესიები; კლდეზე ამოკვეთილი ნახატები, ქალაქები და სოფლები, სადაც შერწყმულია ტრადიციული ვაჭრობისა და თანამედროვე წარმოების სახეები.
პროგრამის მიზანია რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და შენარჩუნება კულტურული იდენტურობის გაძლიერების გათვალისწინებით და კულტურის ტურიზმის განვითარების მიზნით.
მიზნის მისაღწევად განხორციელდა შემდეგი საქმიანობები:
ერთობლივი კულტურული ღონისძიებანი;
ბუნებრივი გარემოს პრეზერვაცია და გაძლიერება;
მედიაში რეგიონის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი მარკეტინგი;
კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუციების ხელშეწყობა.
დესდე ლა რაია: საზღვრისპირა რეგიონების
რადიოპროგრამა
პროექტი მიზნად ისახავდა ესპანეთსა და პორტუგალიასშორის საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროგრამაში შედიოდა რადიოგადაცემები, სადაც მონაწილობდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები. ეწყობოდა ასევე დისკუსიები სხვადასხვასაკითხზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება, ფლამენგო და პორტუგალიური ფადო. რადიოპროგრამა ეთერში კვირაში ორჯერ გადიოდა. საქმიანობას ხელს უწყობდნენ ესპანეთისა და პორტუგალიის შესაბამისი ქალაქების მუნიციპალიტეტები.
მუსიკალურ სფეროში ჩაბმული ადამიანების შეხვედრები
(ესპანეთი/პორტუგალია)
ამ პროექტში მონაწილეობდნენ ესპანეთისა და პორტუგალიის რეგიონები, გალიცია და ნორტე. პროექტი შედგებოდა რამოდენიმე ღონისძიებისაგან, რომლებიც ტრიალებდა ერთი თემის გარშემო: „მუსიკის როლი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაში“.
მონაწილეები მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, კულტურის როლი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. იმართებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ორივე მხარეს, გაჩნდა ბევრად არაოფიციალური სახის კულტურული ურთიერთობები. ამ პირველი ნაბიჯის შემდეგ გაჩნდა ორმხრივი კავშირები საზღვრის ორივე მხარეს.
კულტურა და ტურიზმი კვარკენის რეგიონში
(ფინეთი/შვედეთი)
INTERREG IIა პროგრამის მთავარი მიზანი კვარკენის საზღვრისპირა რეგიონში გახლდათ ტურიზმსა და კულტურასთან დაკავშირებული საქმიანობების ხელშეწყობა, რაც დაეხმარებოდა კვარკენის კულტურის იდენტურობის შექმას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი პროექტები იყო მუსიკალური ღონისძიებები, თანამშრომლობა მუსიკალურ კომპანიებსა და ორკესტრებს შორის, „მუსიკა კვრაკენ II-ის“ ჩათვლით, რომელიც გახლდათ კონცერტების სერია.
სატელევიზიო ჟურნალის პროგრამა
ეს გახლდათ რეგულარული, დამოუკიდებელი სატელევიზიო გადაცემა, რომელსაც ამზადებს სზღვრისპირა სატელევიზიო არხები გერმანიასა და დანიაში. მთავარი მიზანია ინფორმაციის მიწოდება ისეთ საკითხებზე,რომლებიც საზღვრის ორივე მხარეს არსებული რეგიონებისათვის არის საინტერესო - საზოგადოების ინტერესის დონის გაზრდა, ისტორიის პოპულარიზაცია, ორივე რეგიონის კულტურული ტრადიციების ხელშეწყობა, შემწყნარებლობის განმტკიცება და კომუნიკაციის გაძლიერება მხარეების ენების შესწავლის გზით.
სოფლის მეურნეობისა და ქალაქის განვითარება
საზღვრისპირა რეგიონები, როგორც წესი, სოფლის მეურნეობით უფრო არის დაკავებული, რაც მათი პერიფერიული ადგილმდებარეობით არის განპირობებული. ამიტომაც, სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვრისპირა რეგიონების განვითარებაში. საზღვრისპირა რეგიონები მეჩხერად არის დასახლებული პატარა სოფლებსა და მცირე ან საშუალო ზომის ქალაქებში. თუკი საზღვრისპირა რეგიონს ერთი მხრიდან აკრავს ცენტრალური მხარე, ანუ ქალაქები, ეს განვითარებისათვის ხელშემწყობ პირობად განიხილება.
ასეთ მდებარეობას შეუძლია ვაჭრობის, კულტურის, კომუნალური მომსახურებისა და სხვა სფეროების განვითარების ხელშეწყობა.
ქალაქის ტიპის დასახლების მეზობელი საზღვრისპირა რეგიონები შესაძლოა იქნეს შემდეგი სახის:
სასაზღვრო რეგიონი შედარებით მჭიდროდ დასახლებული სოფლებით, კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობით, დასაქმების საშუალებებითა და მოსახლეობის ზრდის კარგი ტემპით;
სასაზღვრო რეგიონი შედარებით მეჩხერად დასახლებული სოფლებით, რომლებიც მდებარეობს უფრო დიდ ქალაქებთან, რაც განსაზღვრავს განვითრებისა და კომუნალური მომსახურების შედარებით უკეთეს საშუალებებს.
სასაზღვრო რეგიონი შედარებით ჩამორჩენილი სოფლებით, რომლებიც მდებარეობს დიდი ქალაქებისაგან შორს და, სადაც მოსახლეობა მეჩხერად არის დასახლებული. ასეთ ადგილებში კომუნალური მომსახურება ცუდია, დასაქმება არასასოფლო-სამეურნეო სფეროში დაბალია დასოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მძიმე კლიმატური პირობებია (დიდი მანძილები, ცუდი სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.).
საზღვრისპირა რეგიონებში მნიშვნელოვანია სტაბილური და გარემოს მორგებული სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, რაც ითხოვს რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და დაბინძურების შემცირებას. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სოფლად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას.
საზღვრისპირა რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პროგრამები და პროექტები:
სოფლის მეურნეობაში სტრუქტურული ცვლილებების მონიტორინგი და საოჯახო ფერმების ხელშეწყობა საზღვრის ორივე მხარეს;
საზღვრისპირა რეგიონული მარკეტინგი საოჯახო ფერმების განვითარების მიზნით;
საზღვრისპირა რეგიონების პირდაპირი მარკეტინგის პოპულარიზაცია ინდივიდუალური პრიორიტეტებისა და ასოციაციების საშუალებით;
საზღვრისპირა რეგიონების ფერმების მიერ წარმოებული პროდუქტის გადამუშავება.
სოფლის მეურნეობისა და სოფლების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების დაძლევა შესაძლებელია თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის საშუალებით, როგორებიცაა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ხელშეწყობა და „ნოუ-ჰაუს“ ტრანსფერი. შესაძლებელია შემდეგი სახის პროექტების განხორციელება:
წარმოების ტექნოლოგიების გაუმჯობესება;
მსგავს კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელება;
ახალი ბაზრების წარმოშობა ადგილობრივი პროდუქტის გასაღების მიზნით;
კონკრეტული ტიპის მომსახურების ან პროდუქტის შემუშავება;
პროგრამის უკეთ კოორდინაცია სოფლების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით საზღვრისპირა რეგიონებში.
სოფლის ტიპის საზღვრისპირა რეგიონების წინაშე მდგარი პრობლემები ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. ამის მიღწევა შესაძლებელია საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გზით, რომელშიც ჩაბმული იქნება რეგიონის დონეზე არსებული ყველ ორგანო, ხელისუფლება, ბიზნესი და ადგილობრივი მოსახლეობა.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროექტების წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობისა დასოფლის განვითარების სფეროში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა. მოსახლეობა, საწარმოები და ინსტიტუტები უკეთ ფლობენ ინფორმაციას პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამიტომ, სწორედ მათ უნდა წამოაყენონ მოსაზრებანი განსახორციელებლ პროექტებსა და პროგრამებზე.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
INTERREG IIა პროექტის მიმდინარე პროგრამა №46.
(ავსტრია/ჩეხეთი)
ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ბევრი საქმიანობა, რომლებიც ახდენენ მისი წარმატების დემონსტრირებას სოფლის განვითარების პრიორიტეტის გათვალისწინებით:
საზღვრისპირა რეგიონების სოფლისა და სატყეო მეურნეობის ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მცენარეების მოყვანის ალტერნატიული მეთოდები, ორგანული ფერმერობა და ტყის გაშენება. კურსი ტარდება საზღვრისპირა ორივე რეგიონში.
მეთევზეობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თევზის ფასის დარეგულირებას. ამ პროექტის შედეგად, რეგიონი გახდა მეთევზეობის საერთაშორისო ცენტრი.
თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმების გაძლიერებასა და ფერმერების ურთიერთობას. ეს ხელს უწყობს ბაზრის თანამშრომლობისათვის საჭირო სტრუქტურის შექმნას და ისტორიული არათანამშრომლური განწყობის შეცვლას.
INTERREG IIა პროექტის მიმდინარე პროგრამა №54.
კარელია (ფინეთი/რუსეთი)
ტერიტორია მეჩხერად არის დასახლებული და მოიცავს ორდიდ და ცხრა მცირე ზომის ქალაქს, თუმცა ყველა პროგრამა მიმართულია სოფლის განვითარებაზე. პროექტები მიზნად ისახავს შემდეგი სფეროების განვითარებას:
სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;
სოფლის მეურნეობის სტრუქტურებისა დაპროდუქციის განვითარება, პროდუქტის გადამუშავება და რუსეთში ექსპორტი;
სტაბილური ტურიზმის ხელშეწყობა.
ყველა ეს საქმიანობა მოითხოვს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას, კულტურულ თანამშრომლობას, ენობრივი ბარიერების აღმოფხვრასა და საზღვარზე არსებული პრობლემების დარეგულირებას.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლა სოფლის
მეურნეობის სფეროში (გერმანია/დანია)
პროექტი ითვალისწინებდა ფერმერულ რეგიონში ტრენერებისა და მოსწავლეების დახმარებას, მათი ცოდნის ამაღლებას სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორგანულ პროდუქტებსა და მეზობელი რეგიონების გამოცდილებაზე.
ახალგაზრდა ფერმერებმა გაიარეს 12-თვიანი პრაქტიკული ტრენინგის კურსები და მიიღეს პროფესიული გამოცდილება. სოფლის მეურნეობის სკოლებს შორის თანამშრომლობა საწყის ეტაპზე ითვალისწინებს ენის კურსებს, ერთობლივ ექსკურსიებსა და პროექტებს.
INTERREG IIა პროექტის მიმდინარე პროგრამა №41.
იტალია-ავსტრია
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პრექტების შედეგების კვლევას ალპების ეკოსისტემაზე, განსაკუთრებით კი ფერმერობის ინტენსიურ შედეგზე - ეროზიასა და წყლის რესურსებზე.კვლევა ასევე მიზნად ისახავს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ჭრილში განსაზღვროს, თუ რამდენად ხელსაყრელი იყო ტერიტორიის ბუნებრივი გატყიანება მის ხელოვნურ განაშენიანებასთან შედარებით. პროგრამის მიზანი ასევე გახლავთ ხის წარმოების სექტორის გაძლიერება, რომელიც სასაზღვრო რეგიონის რეალურ პოტენციალს წარმოადგენს. პროგრამა ორიენტირებულია გამოცდილების გაზიარებაზე კულტურის, ფერმერობისა და სატყეო მეურნეობის სფეროებში; ხელს უწყობს მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავებას და საზღვრისპირა კოოპერატივებისა და ქსელების მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას (ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა და სხვ.).
ტანსპორტი და ინფრასტრუქტურა
ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი სფეროა. სასაზღვრო რეგიონები, ძირითადად, საკუთარი ქვეყნის, ხშირად კი ევროპის პერიფერიულ ნაწილს წარმოადგენენ. მაგრამ, ამავე დროს ფუნქციონირებენ, როგორც მოსაზღვრე რეგიონებთან შემაკავშირებელი ხიდები. სწორედ ამიტომ, ცხადია, რომ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განახლება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ისახება.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სქემები და პროგრამების განხორციელება თითქმის შეუძლებელი იქნება გზების, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გარეშე. ეფექტური სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურა ქმნის თანამშრომლობისათვის საჭირო ფიზიკურ პირობებს.
საზღვრისპირა რეგიონებში ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ცუდად არის განვითარებული და არაადეკვატურია. მიზეზი კი საზღვრისპირა რეგიონების მეჩხერი დასახლებაა, რაც, თავისთავად, არ მოითხოვს კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურას. თუმცა, ინფრასტრუქტურის როლი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაში ძალზე მაღალია, რადგან იგი უკავშირდება საქონლისა და ადამიანების გადაადგილებას. ტრანსევროპული ტრანსპორტის, ელექტროენერგიისა და ტელეკომუნიკაციების ქსელების განვითარება ევროკავშირის ყველაზე მაღალი პრიორიტეტია.
ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო ათი წლის მანძილზე სწრაფად ვითარდება. 1995 წელს დაწყებული პროგრამა მიზნად ისახავს ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და მესამე ქვეყნებთან უფრო მჭიდრო კავშირს.
არსებობს ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სისტემის განვითარება საზღვრისპირა რეგიონებში. ასეთებია:
მოსახლეობის სიმეჩხერე და რეგიონების ცენტრიდან შორი ადგილმდებარეობა;
რთული გეოგრაფიული პირობები, რაც კომუნიკაციას ტექნიკურად რთულსა და ძვირს ხდის;
ვაჭრობისა და ბიზნესსაქმიანობის დაბალი დონე მოსაზღვრე რეგიონებში;
სამხედრო და პოლიტიკური მოსაზრებანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზღვრისპირა რეგიონები განიცდიან ტრანსპორტის საშუალებების ნაკლებობას მოსაზღვრე რეგიონებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. ეს ცხადყოფს ნაციონალურ სატრანსპორტო საშუალებებთან მათი მისადაგებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს საზღვრისპირა რეგიონების ინტენსიურ თანამშრომლობას.
შესაძლოა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, შემდეგის ჩათვლით:
საზღვრისპირა რეგიონებში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის პროექტების კოორდინაცია;
საზღვრისპირა მრავალფუნქციური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება;
საწარმოო და მარკეტინგული საქმიანობების განვითარება სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სექტორებში;
წყლის, ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების საშუალებების გაუმჯობესება რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე;
საზღვრისპირა რეგიონების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება;
ერთობლივი საწარმოების შექმნა ტექნოლოგიების კვლევის, განვითარებისა და ტრანსფერის მიზნით.
ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება ქმნის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მხოლოდ წინაპირობას. თანამშრომლობის მაღალი დონის მისაღწევადკი საჭიროა ერთობლივი დაგეგმვა, განათლება და მარკეტინგი. ერთობლივი დაგეგმისათვის საჭიროა:
საზღვრისპირა რეგიონების სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება და ტრანსპორტისა დაინფრასტრუქტურის სექტორებში პოლიტიკის მუდმივი კოორდინაცია;
მონაცემთა ბაზისა და კონტროლის სისტემების ჩამოყალიბება;
მუდმივი შეხვედრები და კონტაქტები საზღვრისპირა რეგიონების საჯარო მოხელეებს შორის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით საზღვრისპირა რეგიონებში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები, მიმართული ამ სფეროსათვის საჭირო წარმოებისა და მარკეტინგისაკენ:
სატრანსპორტო კომპანიების განვითარება და პოპულარიზაცია;
იმ კომპანიების პირობების გაუმჯობესება, რომლებიც მუშაობენ საზღვრისპირა რეგიონებში;
ერთობლივი მარკეტინგისა და პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება საზღვრისპირა რეგიონების სატრანსპორტო კომპანიებისათვის;
ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურების სფეროებში;
ტრანსპორტის იმიჯის შექმნა და განვითარება საზღვრის ორივე მხარეს.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
INTERREG IIა პროექტის პროგრამა №44. იტალია/ალბანეთი
პროგრამა კონცენტრირებულია ადრიატიკის ზღვის საზღვაო საზღვარზე, პროვინციალ ბარზე და ალბანეთის საზღვაო პროვინციებზე. მთავარი მიზანი გახლავთ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სისტემების განვითარება.
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კონკრეტული საქმიანობები მოიცავს:
ბარისა და ვლორეს პორტების განვითარებას;
ალბანეთში საჰაერო ტრანსპორტის განვითარებას;
ოპტიკო-ბოჭკოვანი საკაბელო კავშირის დამყარებასა და ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებას.
INTERREG IIა პროექტის პროგრამა კარელია
(ესპანეთი/საფრანგეთი)
პირინეის სატრანსპორტო კავშირის განახლება
ამ რეგიონებისათვის ცხადი გახდა, რომ ორი სწრაფმავალი კავშირი ტულუზა-ბარსელონასა და პაუსა-ზარაგოზას შორის გააუმჯობესებდა როგორც სატრანსპორტო, ისე ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს. 1991 წელს საფრანგეთმა და ესპანეთმა დაამტკიცეს სომპორტში 40-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის პროექტი.
ადგილობრივი ტერიტორიის პერსპექტივით, პროექტი ეხმარებოდა უსაფრთხო მოგზაურობას, ხოლო, საერთაშორისო თვალთახედვით, ეს იყო გაუმჯობესებული კავშირი მთიან რეგიონსა და ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ცენტრებს შორის, უკეთესი რეგიონული კომუნიკაცია რეგიონებს შორის და საზღვრისპირა რეგიონების უკეთესი კავშირი.
1998 წელს პირინეის ასოციაციამ დაამტკიცა:
ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის სანაპიროზე ორი სწრაფმავალი გზის შექმნა;
ორი სარკინიგზო ხაზის რეორგანიზაცია აღმოსავლეთ და დასავლეთ პირინეებში და ერთი სწრაფმავალი ტრასის აშენება ცენტრალურ პირინეაში, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
საზღვრისპირა გზატკეცილი მონსა და ვალენსიენას შორის
(ბელგია/საფრანგეთი)
ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ინტენსიურობა თანდათან იკლებდა. საჭირო გახდა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განახლება, რაც ხელს შეუწყობდა მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებას საზღვრისპირა რეგიონის ეკონომიკის მოდერნიზაციის მიზნით. 54-კილომეტრიანი ოპტიკო-ბოჭკოვანი, მაღალი შესაძლებლობების მქონე ტრაფიკის მშენებლობა ორ ქალაქს - ვალენსიენასა და მონს შორის 1994 წელს დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. სამუშაოს დასრულებამ სწრაფად გამოიღო შედეგი, რაც გამოიხატა სავაჭროპალატებს, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივ სატელევიზიო სადგურებს შორის ინტენსიურ თანამშრომლობაში. უნივერსიტეტებმა ძალიან მალე დამატებითი კავშირების შესაძლებლობები მოითხოვეს. დანარჩენებმა (კლინიკები, მედია და საინფორმაციო ტექნოლოგიები) კი მზარდი ინტერესი გამოიჩინეს ოპტიკო-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მიმართ. პროექტის გაგრძელება გახლდათ INTERREG IIა-ს ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი - „მაღალი შესაძლებლობების მქონე ოპტიკო-ბოჭკოვანი კავშირის გაძლიერება ვალენსიენასა და მონსის უნივერსიტეტებს შორის“.
პროექტის მთავარი ამოცანები გახლდათ:
მაღალი შესაძლებლობების მქონე ოპტიკო-ბოჭკოვანი კავშირის ფუნქციური გამოყენება;
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარება მაღალი შესაძლებლობების მქონე ოპტიკო-ბოჭკოვანი კავშირის იმიჯის ჩამოყალიბებასა და მომსახურებაში;
ციფრული გამოსახულების მიღებისათვის საჭირო ახალი ტექნიკის პოპულარიზაცია.
გუადიანას ხიდის გამოყენების საშუალებების
გაუმჯობესება (პორტუგალია/ესპანეთი)
გუადიანა ბუნებრივი საზღვარი გახლავთ ანდალუზიასა დაალგარვეს შორის. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა წარსულში ძალზე დაბალ დონეზე იყო. ხიდი აშენდა 1994 წელს და კავშირის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ორ მოსაზღვრე რეგიონს შორის.იგი ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას, ასევე ტურისტების მოზიდვას ანდალუზიასა და ალგარვეში.ხიდის გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით გაუმჯობესდა მთავარი მისასვლელი გზები. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ გზების გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების სტიმულირება ორივე რეგიონში. კარგი კავშირი და კავშირის გაუმჯობესებული საშუალებები ხელს უწყობს ბაზრის განვითარებას ორივე რეგიონში.
INTERREG IIა-ს პროგრამა №55. სამხრეთ-აღმოსავლეთიფინეთის
რეგიონი (ფინეთი/რუსეთი)
პროგრამა მოიცავს ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს, ჰელსინკის აღმოსავლეთსა და ლენინგრადის ოლქს, სანკტპეტერბურგის ჩათვლით (რუსეთის ფედერაცია). პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ ევროპის სატრანსპორტო კორიდორის გაფართოება რუსეთიდან ფინეთის ტერიტორიაზე. ამაში შედის სასაზღვრო პუნქტების განვითარება და ტრანსპორტის განახლება, წყლის ტრანსპორტის ჩათვლით.
INTERREG IIა-ს პროგრამა №28. საბერძნეთის გარე
საზღვრები
ეს პროგრამა ეხება საბერძნეთის სზღვრებს ევროპის გარესაზღვრებთან, როგორებიცაა ალბანეთი, ბულგარეთი, თურქეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა. პროგრამის მთავარი მიზანია საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება მეზობელ ქვეყნებს შორის. აღნიშნული მოითხოვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითრებას, როგორებიცაა გზები, რკინიგზა და საჰაერო ტრანსპორტი, ასევე სატელეკომუნიკაციო ქსელების გაფართოებას.
![]() |
7.6 ვაჭრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მეზობელი ქვეყნების ბაზრები ადვილად მისაწვდომია ერთმანეთისათვის. სათანადო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ამ რეგიონში მნიშვნელოვნად ზრდის ბუნებრივ უპირატესობებს. საზღვრისპირა რეგიონებს შორის ვაჭრობის სტიმულაცია ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას დეპრესიულ საზღვრისპირა რეგიონებში და აცოცხლებს ქვეყნის ეკონომიკას მთლიანობაში. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობიდან განსაკუთრებით დიდ სარგებელს იღებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რადგან საზღვრისპირა რეგიონების ბაზრებს შორის მანძილი მცირეა. საზღვრისპირა რეგიონების მეწარმეები სარგებლობენ ბაზრებს შორის მცირე მანძილით,რაგდან პროდუქტის დისტრიბუცია შორ მანძილზე ბევრად ძვირია. ამავე მიზეზით მცირდება გადაზიდვის სატრანსპორტო ხარჯები.
ამგვარად, საზღვრისპირა მეწარმისათვის ბევრად მომგებიანია საკუთარი პროდუქციის საზღვრის იქით მცირე დისტანციაზე გადატანა, ვიდრე ქვეყნის შიგნით, მოშორებულ ბაზრებზე ტრანსპორტირება. როცა საქმე მცირე პარტიებს ეხება, ეს ძალზე მომგებიანია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ორმაგი სარგებელის მომტანია ბიზნესმენისა და მომხმარებლისათვის. ეს კი შესაძლოა ხელოვნურად იქნეს აღკვეთილი სახელმწიფო საზღვრების მიერ. საზღვრები ზღუდავს ვაჭრობის პოტენციალს საზღვრისპირა რეგიონების მეწარმეებისა და შუამავლებისათვის.
მეზობელი ქვეყნების დაშორება საზღვრების საშუალებით გავლენას ახდენს ბიზნესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. ქვეყნები განსხვავდებიან სამეწარმეო სფეროსთან მიდგომით, აქვთ სხვადასხვა წესები, კანონები, საგადასახადო კოდექსი, განვითარების განსხვავებული ტენდენციები, რაც ქმნის განსხვავებულ მოლოდინებსა და საინვესტიციო საქმიანობებს. წარმატებული საზღვრისპირა თანამშრომლობისათვის საჭიროა ამ განსხვავებების დარეგულირება და საერთო ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება.
საზღვრისპირა რეგიონებს შორის ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობა გამოსადეგია იმ რეგიონებისათვის, რომელთაც განსხვავებული ეკონომიკური დონე და ეკონომიკის განსხვავებული მასშტაბები აქვთ სახელმწიფო დონეზე.შედარებით მდიდარ მოსაზღვრე რეგიონს შეუძლია ნაკლებად განვითარებული რეგიონისათვის საქონლის უკეთესი ხარისხისა და მრავალფეროვნების შეთავაზება. ნაკლებად განვითარებული რეგიონი, თავის მხრივ, შესანიშნავი საშუალება და ადგილია მეზობელი განვითარებული რეგიონის მწარმოებლებისათვის შრომის დაბალი ღირებულების, ბაზრისა და ფასების გამო. იგივე სქემა მოქმედებს მომსახურების სფეროშიც. აღნიშნული უპირატესობები, რასაც იღებენ მოსაზღვრე რეგიონები, კარგი მიზეზია ინტენსიური ვაჭრობისათვის საზღვრისპირა რეგიონებსა და მოსაზღვრე ქვეყნებს შორის.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
ინტერვაჭრობა-ირლანდია
ინტერვაჭრობა-ირლანდია ჩამოყალიბდა 1999 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის. ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახლდათ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების პოპულარიზაცია ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის. მთავარი ამოცანები მოიცავს: ინფორმაციის გაცვლას, საზღვრისპირა რეგიონებს შორის სავაჭროსაქმიანობის კოორდინაციას, ბიზნესის განვითარებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
ორგანიზაცია კონცენტრირებულია შემდეგ სფეროებში თანამშრომლობაზე:
ბიზნესის განვითარების საშუალებების ხელშეწყობა;
საზღვრისპირა რეგიონების ბიზნესის განვითარების გზების ძიება კვლევების, ტრენინგების, მარკეტინგისა და ხარისხის გაუმჯობესების ჩათვლით;
უნარების გაძლიერებაზე, ტელეკომუნიკაციაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ საქმიანობაზე კონსულტაციები კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით;
ჩრდილოეთ-სამხრეთ ნაწილების ვაჭრობა და მიწოდების ქსელის შექმნა;
საზღვრისპირა რეგიონებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების გზით: ბაზრობები, მარკეტინგი და სხვა;
საზღვრისპირა რეგიონების ბაზრებსა და ვაჭრობაზე ინფორმაციის მიწოდება და ინფორმირებულობის გაუმჯობესება;
საზღვრისპირა რეგიონების ერთობლივი სავაჭრო პროექტების ინიცირება;
რჩევები საზღვრისპირა რეგიონების სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით.
გერმანია და საფრანგეთი
თანამშრომლობა სავაჭრო პალატებს შორის
პროექტი ხორციელდება საზღვრისპირა რეგიონში, რომელშიც შედის ლუქსემბურგიც. იგი ცნობილია, როგორც „უდიდესი რეგიონი“, რაც გამოხატავს მის, როგორც საზღვრისპირა ეკონომიკური ზონის როლს.
რეგიონთაშორისმა სავაჭრო საბჭომ განახორციელა სამი მთავარი პროექტი.
ერთ-ერთი პროექტი ეხებოდა ეკოლოგიას და ამსაკითხებთან დაკავშირებულ დახმარებას იმ მცირე დასაშუალო ბიზნესებისათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ საზღვრისპირა საქმიანობებში. მეორე პროექტი ითვალისწინებს მუდმივ ფორუმს, რომელიც კოორდინაციას უწევს საზღვრისპირა რეგიონების საბაზრო სტრატეგიას. მესამე პროექტი - „კულტურა და მასალა“ - მიზნადისახავს, განსაზღვროს რეგიონთაშორისი ფასი ხელნაკეთ საგნებზე, რაც გააუმჯობესებს ცნობიერებას ხელოვნების შესახებ. ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს მარკეტინგის განვითარებას.
ირლანდია INTERREG ჩრდილოეთი-სამხრეთი
ინტერკომი
პროექტის მთავარი ამოცანა არის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება ირლანდიის ზღვის გასწვრივ. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით პროექტი მიზნად ისახავს, ჩამოაყალიბოს კონტაქტები, პოპულარიზაცია გაუკეთოს მცირე და საშუალო საწარმოებს და გაზარდოს დასაქმების დონე, რაც, საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიას შეიყვანს გლობალურ ბაზარში.
პროექტი დაიწყო უექსფორდისა და პემბროკშაირის სავაჭრო პალატების დამეგობრებით 1993 წელს. ამ დროიდან მოყოლებული, მათ შორის კავშირი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები მოიცავს ვებ-გვერდის შექმნას, რომელშიც მოცემულია რეგიონული მონაცემთა ბაზა და რეგიონებში არსებული ყველა საწარმოს ჩამონათვალი. პროექტი ასევე ხელს უწყობს ინდუსტრიული განვითარების სააგენტოს და უელსის განვითარების სააგენტოს ისეთი საქმიანობების განხორციელებაში, რომლებიც ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვისაკენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა წლიური ფორუმი (კომერციული ხიდი), რომელზეც ხდება პოტენციური ინვესტორების თავმოყრა საინვესტიციო საქმიანობების განსაზღვრის მიზნით. პროექტი აქტიურად ეხმარება ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბებას, ტექნოლოგიების ტრანსფერს და გაყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას. პროექტის შედეგი, სატრანსპორტო კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გახლავთ სამოგზაურო ხარჯების შემცირება პროექტში მონაწილე მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.
აღნიშნულმა პროექტმა გვიჩვენა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის მაღალი დონე და მისი წვლილი მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესების ხელშეწყობაში. სამომავლოდ იგეგმება პროექტის სამოქმედო არეალისგაფართოება.
![]() |
7.7 განათლება, ტრენინგი და შრომის ბაზრის განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადად მიჩნეულია, რომ ერთიანი შრომის ბაზრის ჩამოყალიბება, რომელიც ფუნქციონირებს საზღვრებს მიღმა,ხელს უწყობს რეგიონულ რესტრუქტურიზაციასა და ადგილობრივ განვითარებას. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ დამქირავებლებს შეუძლიათ პროფესიონალი სამუშაო ძალის დაქირავება, ხოლო, მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებლებს აქვთ სამუშაოს შოვნის შესაძლებლობები საზღვრიდან შორ მანძილზე გადაადგილების გარეშე. ამის მისაღწევად საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, ტრენინგები და დასაქმების სამსახური. ამაში უნდა შევიდეს ისეთი მომსახურების მიწოდება, რომელიცსაჭირო და მოთხოვნადია საზღვრის ორივე მხარეს არსებული რეგიონებისათვის (ინფორმაცია, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები) და კვალიფიკაციის ორმხრივი აღიარების სისტემა (გამოცდები/სერტიფიცირება).
განისაზღვრა საქმიანობის ორი ტიპი (მოსამზადებელი და შემდგომი ეტაპი). მოსამზადებელი საქმიანობები მოიცავს:
კონტაქტების დამყარებას განათლების, ტრენინგისა და დასაქმების მომსახურების სფეროში ისეთი საქმიანობებით, როგორებიცაა შეხვედრები, სასწავლო ტურები, კონფერენციები და სხვ.
ინფორმაციისა და ადამიანური რესურსების გაცვლა, როგორც ტრენინგისა და საგანმანათლებლო პროგრამების ან კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილი.
თანამშრომლობას საგანმანათლებლო და ტრენინგის ინსტიტუტებს შორის, რაც გულისხმობს კონკრეტული პროგრამების შედგენასა და ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, თუ რა სახის კურსები და ტრენინგებია შემოთავაზებული; ასევე თანამშრომლობა დაწყებით და საშუალო სკოლებს შორის იმ პირობების შექმნის მიზნით, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა სფეროების განვითარებას, როგორებიცაა სოციალურ-კულტურული, ეკონომიკური და ბიზნესთანამშრომლობა.
აღნიშნული საქმიანობები ატარებენ საზღვრისპირა თანამშრომლობის ფორმას და მიზნად ისახავენ საზღვრისპირა რეგიონებში ხელმისაწვდომი საჭირო უნარების მართვისა და განათლების, ტრენინგისა და შრომის ბაზრის ინტეგრირებას რეგიონების განვითარების ყოვლისმომცველ სტრატეგიებსა დაპროგრამებში. ასეთი საქმიანობები მოიცავს:
მუდმივ ერთობლივ საქმიანობებს, რომელთა საშუალებით მოხდება საზღვრისპირა რეგიონებისათვის ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შრომის ბაზრის კვლევის ჩართვით (შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საჭირო პროფესიების კვლევის ჩათვლით) და საერთო სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება.
საგანმანათლებლო და ტრენინგის კურსების მუდმივი ერთობლივი დაგეგმვა და ჩატარება (პროგრამები, მასალები, სასწავლო მეთოდები, ტრენერთა ტრენინგები, ტრენერების დაქირავება და სხვ.) კონკრეტულ ინსტიტუტებში. ამაში შესაძლოა შევიდეს ახალი საერთო საშუალებების (ტრენინგის ცენტრების) ჩამოყალიბება.
ერთობლივი შრომის ბაზრის, საინფორმაციო და მართვის სისტემების შექმნა ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების, ერთობლივი მონაცმეთა ბაზის, ინფორმაციის მიღების სადგურების ჩამოყალიბების ჩათვლით.
საქმიანობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანების დაქირავებას საზღვრისპირა რეგიონებში დამქირავებლებისა და სამუშაოს მაძიებლებისათვის ინფორმაციის მიწოდებით. ეს დაეხმარება საზღვრისპირა რეგიონებში გადაადგილებას, სოციალურ დაცვას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სასწავლო გრანტების ხელმისაწვდომობას და სხვ.
ევროპაში ასეთი საქმიანობების წარმატებული განხორციელების ბევრი მაგალითი მოიძებნება. ზოგი მათგანი INTERREG II-ის პროგრამის ფარგლებშია განხორციელებული.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
პროფესიული ტრენინგი სასტუმროებსა და კვების
ობიექტებში (გერმანია/ჩეხეთი)
პროექტი შეიქმნა 1996-97 წლებში. მისი მიზანი იყო ადამიანური რესურსების განვითარება საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გზით განათლებისა და პროფესიული ტრენინგის სფეროებში. კონკრეტულად კი, პროექტი შედგებოდა პროგრამისაგან, რომელიც ხორციელდებოდა პირნა-სონესნტეინის (გერმანია) ტექნიკურ კოლეჯში. ამ პროგრამამ საშუალება მისცა 100 სტუდენტზე მეტს (მათ შორის, 40 ჩეხი), გაევლოთ ტრენინგი სასტუმროს მენეჯმენტსა და კვების ობიექტებში. უფრო მეტიც, ტრენინგის მესამე წლის ბოლოს ყველა სტუდენტი (გერმანელი და ჩეხი) უკვე მაღალი კვალიფიკაციის გახდა და შესძლეს ხარისხის მიღება დრეზდენში. ტრენინგის შემდეგ ჩეხ სტუდენტებს შეუძლიათ, ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ უსტიში, ლაბემსა და ტემპლსში და მიიღონ ჩეხეთში აღიარებული სერტიფიკატი.
ევრო-ჯგუფი (გერმანია/დანია)
პროექტი მიზნად ისახავდა სამშენებლო სამუშაოების მეთოდებისა და პრაქტიკის სწავლებას. პროექტის საქმიანობებში შედის ერთობლივი დაგეგმვა და ინფორმაციის გაცვლა შენობების სტანდარტებთანდაკავშირებით.
პროექტმა საშუალება მისცა დანიელ და გერმანელ მედურგლეებსა და აგურის დამგებელ მეწარმეებს, ერთად ემუშავათ გერმანიაში არსებული შენობის აღდგენაში, რამაც გააძლიერა ერთმანეთის მეთოდებისა და კულტურის უკეთ გაგება. გარდა ამისა, ორგანიზებული იყო სამშენებლო შეხვედრები და კონფერენციები საზღვრისპირა რეგიონების წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის
გზით (იტალია/ალბანეთი)
აღნიშნული პროექტი შემუშავებული და განხორციელებული იქნა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარების მიზნით იტალიასა და ალბანეთს შორის. პროექტი მიზნად ისახავდა კავშირების სიმცირის პრობლემის დარეგულირებას პუგლინის რეგიონის (იტალია) ტრენინგის დეპარტამენტის მიერ ტრენინგების ჩატარების გზით.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ალბანეთის ადმინისტრაციისათვის ტექნიკური პროფესიონალების კადრების მომზადება, რომლებსაც ექნებოდათ უნარი და ცოდნა, კოორდინირება გაეწიათ რეგიონის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა ოპერაციისათვის. ამაში შედის ტერიტორიული დაგეგმარება, საქმიანობის დაგეგმვა, ინტეგრირებული პრგრამების კონცეფციის ჩამოყალიბება, მათი განხორციელება და შემდგომი შეფასება.
მაროკოს აღმასრულებელი ხელისუფლების ტრენინგის
კურსები (მაროკო/ჰიბრალტარი)
მაროკოსა და ჰიბრალტარს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას აფერხებს საერთო ენის არქონა (არაბული და ფრანგული ერთ მხარეს და ინგლისური და ესპანური - მეორე მხარეს). ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შემუშავდა პროექტი, რაც გულისხმობდა კონტაქტების ხელშეწყობას აკადემიურ, ადმინისტრაციულ და ბიზნესის დონეებზე. აქ ჩადებული რაციონალური მოსაზრება გახლავთ კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა ენობრივი ბარიერების გადალახვისა და მაროკოს ბიზნესსაზოგადოებისათვის ჰიბრალტარის ფინანსური მომსახურების საშუალებების გაცნობით. პროექტის ძირითადი კომპონენტი გახლდათ ტრენინგების ჩატარება მაროკოელი ბიზნესმენებისა და პროფესიონალებისათვის ბიზნესინგლისურში, ბიზნესის წარმოებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. პროექტის პირველ საფეხურზე რაბათის ბრიტანულმა საბჭომ ჩაატარა კვლევა საქმიანობების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ, რომელმაც დაადასტურა მაროკოში და მის ბიზნესწრეებში ინგლისური ენის შესწავლაზე არსებული მოთხოვნის მაღალი დონე. ამის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ პროექტში შევიდოდა ინგლისური ენის კურსები სპეციალურ საგნებში, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები, მოლაპარაკებებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, მენეჯმენტის უნარი, ბიზნესენა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები. პროექტში პარტნიორებად მონაწილეობდნენ ჰიბრალტარის განათლებისა და ტრენინგის დეპარტამენტი, ჰიბრალტარის ფინანსური ცენტრი და ჰიბრალტარისა და მაროკოს კერძო სექტორი.
გამოცოცხლებული საზღვრისპირა რეგიონი
(ბელგია/გერმანია)
1993 წელს ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებამ გამოიწვია საბაჟო პუნქტების დახურვა, სადაც, დაახლოებით, 500 ადამიანი მუშაობდა. პროექტი ითვალისწინებდა ამ ტერიტორიის განახლებას და მისი მნიშვნელობის გაზრდას. ეს ხელს შეუშლიდა მის უსარგებლო ადგილად ქცევას და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ძველი საბაჟო შენობების ბიზნესცენტრებად გარდაქმნა. შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ემსახურებოდა პოტენციურ ინვესტორებს და ინფორმაციის მაძიებელ სხვა ადამიანებს იმ ინფორმაციის მიღებაში, რომელიც ეხებოდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ტურიზმის განვითარების პოტენციალს.განხორციელდა სხვა საქმიანობებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაზრდაზე (გადასასვლელები, ტროტუარები და სხვ.).
![]() |
7.8 ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება |
▲ზევით დაბრუნება |
ხშირად სწორედ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ქმნის ეკონომიკურ სფეროში შემდგომი წარმატებული თანამშრომლობის საფუძველს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვნად ითვლება, როგორც ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურების სფეროებში.
ბევრი სასაზღვრო რეგიონი არის ნაკლებად განვითარებული და ცენტრიდან დაშორებული, მეჩხერად დასახლებული და ახალგაზრდებისაგან დაცლილი; მოსახლეობის დიდ ნაწილს მოხუცები და ბავშვები შეადგენენ.
სოფლის დასახლებები და ნაკლებად დასახლებული ადგილები ვერ იღებენ სათანადო სოციალურ მომსახურებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგი სასაზღვრო რეგიონი დგას დიდი სირთულეების წინაშე ჯანდაცვისა და სოციალური მოსახურების გაწევის თვალსაზრისით. საზღვრისპირა რეგიონები საჭიროებენ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების შესაბამისი დონის ჩამოყალიბებას პერიფერიულ ადგილებში.
ამ თვალსაზრისით, ერთობლივ საქმიანობებში შეიძლება შედიოდეს შემდეგი:
საავადმყოფოების გამოყენება მოსაზღვრე რეგიონების მიერ (სისხლის ბანკები და პაციენტების გადაცემა);
გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სფეროებში თანამშრომლობა;
ეფექტის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის საშუალებების ერთობლივი დაგეგვმა;
სადაზღვევო კომპანიების საზღვრისპირა რეგიონების ერთობლივი ფონდი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საზღვრებს მიღმა გამოყენების შემთხვევებისათვის;
გადაუდებელი და მაშველი სამუშაოების განხორციელების მიზნით საგანგებო სიტუაციების გეგმების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს სპეციალისტების, ტრანსპორტისა და სხვარესურსების შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას; ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს სახელმწიფო გეგმების შესწორებაც, რაც გააადვილებს მათ რეალურ განხორციელებას.
საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
სამთო მაშველები (საფრანგეთი/იტალია/შვეიცარია)
საფრთხე, უბედური შემთხვევები და მაშველთა საქმიანობა ვერ შეიზღუდება სახელმწიფო საზღვრების დადგენით.
განსაკუთრებით რთულია სამაშველო საგანგებო სამუშაოების ჩატარება დაშორებულ ადგილებში. იმდენად, რამდენადაც იზრდება ალპებში ტურისტთა რაოდენობა, მთებში უბედური შემთხვევები მატულობს და სამაშველო საქმიანობები სულ უფრო რთული და ძვირი ხდება. საჰაერო სამაშველო სამსახურის შექმნა გადაწყვიტეს საფრანგეთმა, შვეიცარიამ და იტალიამ. ყოველ წელს 850 მაშველი შვეულმფრენი დგას სავოის სადგურში და ელოდება გამოძახებას დაზიანებული ტურისტების გადარჩენის მიზნით.
ნარკომანების დახმარების გეგმა
(გერმანია/ნიდერლანდები/ბელგია)
ამ საქმიანობაში ჩაბმულია შვიდი ინსტიტუტი. პროექტის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ სოციალური თანამშრომლების ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც უვლიან უცხოელ ნარკომანებს. ეს ხდება ადგილობრივ კოლეგებთან ერთად. ნარკომანიასთან მებრძოლ სხვა სააგენტოებთან კონტაქტები და კავშირები (პოლიცია, იურიდიული მომსახურება) ასევე ჩაბმულია საქმიანობაში.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების
ხელმისაწვდომობის შედარებითი ანალიზი
(ესპანეთი/პორტუგალია)
აღნიშნული პროექტი განხორციელდა 1996 წელს და მოიცავდა კვლევას გალიციისა (ესპანეთი) და ნორტეს (პორტუგალია) საზღვრისპირა რეგიონების მუშებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ. პროექტის საბოლოო მიზანი გახლდათ ისეთი ჰარმონიული კანონმდებლობის შექმნა,რომელიც უზრუნველყოფდა ამ ორი რეგიონის მოსახლეობის თანაბარ პირობებს ჯანდაცვის, სოციალური უსაფრთხოების, დასაქმებისა და პროფესიული ტრენინგის სფეროებში.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა და გავრცელდა სათანადო ორგანიზაციებში. იმედია,რომ სირთულეებისა დაპრობლემების გამოკვეთის შემდეგ საკანონმდებლო გარემო შეიცვლება და საღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პირობები გაუმჯობესდება.
სტომატოლოგიური ჰიგიენა და მკურნალობა
(საბერძნეთი/ალბანეთი)
პროექტი გულისხმობდა მობილური სტომატოლოგიური კლინიკის შექმნას და აღჭურვას, რომელიც მოემსახურებოდა საზღვრისპირა რეგიონების სკოლებს ალბანეთში. ასეთი კლინიკის ჩამოყალიბებას თან სდევდა ტრენინგი ალბანელი დანტისტებისა და კბილის ტექნიკებისათვის. კლინიკა დაკომპლექტებული იყო ბერძენი დანტისტით, ინსტრუქტორით, ალბანელი დანტისტითა და სტაჟიორით. კლინიკა შედიოდა სკოლებში, არიგებდა საგანმანათლებლო მასალას დენტალური ჰიგიენის შესახებ და სკოლის მოსწავლეებს უწევდა დენტალურ მომსახურებას.
პროექტის შედეგად კარგად აღიჭურვა აღნიშნული კლინიკა, რომელიც მომსახურებას უწევდა საზღვრისპირა მოსახლეობის დიდ რაოდენობას. გარდა ამისა, ალბანელი დანტისტების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ მიიღი პრაქტიკული ტრენინგი ახალ ტექნოლოგიებთან, თეორიასა და სიახლეებთან, ასევე მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
რადიოდახმარება სახლებში (ესპანეთი/პორტუგალია)
პროექტის განხორციელება დაიწყო 1995 წელს და მიზნად ისახავდა ესპანური და პორტუგალიური „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციების დაახლოებას. პროექტი უკვე არსებობდა ესპანეთში, მაგრამ არა პორტუგალიაში. პროექტის ტრანსნაციონალური ასპექტი გულისხმობდა რადიოკომუნიკაციის ქსელის შექმნას, რომელსაც კოორდინაციას გაუწევდა ბადაჯოზში განთავსებული ცენტრალური რადიოსადგური.
„რადიოდახმარება სახლებში“ დასაწყისში ფოკუსირებული იყო კომუნიკაციის საკითხებზე პორტუგალიის ევორას, ბეჯას, პრტალეგრეს, ესტრემოზის დასახლებებსა და ესპანეთში - ექსტრამადურას თემში, სადაცფუნქციონირებდა „წითელი ჯვარი“. პროექტმა საფუძველი ჩაუყარა ესპანეთის „წითელი ჯვრისა“ და მისი ეკვივალენტური პორტუგალიური ორგანიზაციის დაახლოებას.
![]() |
8 ნაწილი VII. საქართველოს გამოცდილება |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად მეორე ნაწილში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვებისა, საქართველომ შესძლო გარკვეული გამოცდილების შეძენა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის სფეროში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ასეთი თანამშრომლობა საკმაოდ შეზღუდული ხასიათისაა და, ძირითადად, შემოიფარგლება დონორების მიერ დაფინანსებული საქმიანობებით; არ ჩანს საქართველოს ხელისუფლების სისტემური მიდგომა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარების კუთხით. რეგიონული განვითარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა თავის ანალიტიკურ ნაშრომში აღნიშნა, რომ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა არ არის ნახსენები საქართველოს ხელისუფლების არც ერთ სერიოზულ დოკუმენტში. ამ საკითხზე არაფერს ამბობს არც 2009 წლის კანონი „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და არც ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი. ეს თემა არც „პასპორტებშია“ განხილული, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ რეგიონების შესახებ მომზადებულ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური თანამშრომლობის ფორმები მაინც შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური თანამშრომლობა ხალხებს, საზოგადოების ჯგუფებსა და კერძო სექტორებს შორის ფართოდ გავრცელებული ფორმაა, ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობების შესახებ რთულია.
შეინიშნება ოფიციალური თანამშრომლობის ნიშნებიც, თუმცაღა ხშირად სამართლებრივად არასავალდებულო ფორმით. ეს ნაწილი უფრო მოქმედებს შეთანხმებების, მემორანდუმების (ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ) საფუძველზე. შეინიშნება ასევე გარკვეული მცდელობები საზღვრისპირა რეგიონებს შორის უფრო წინწასული ფორმით თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, როგორებიცაა ერთობლივი ორგანოების დაარსება. თუმცა, ეს მცდელობებიბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. მაგალითად, 2007 წელს ერთობლივად იქნა წამოწყებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ქვემო ქართლსა და სომხეთის ტავუშის რეგიონებს შორის, რომელსაც მხარს უჭერდა ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში და პოლონეთის მთავრობა. პროექტი ითვალისწინებდა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ერთობლივი საწარმოების შექმნას რეგიონებში, თუმცა პროექტი დასაწყისშივე, პირველი შეხვედრებისა და სამუშაო სემინარების შემდეგ, შეჩერდა.
ერთ-ერთი პირველი პროექტი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა საქართველო, იყო სამხრეთ კავკასიის საზღვრისპირა რეგიონების პროგრამა, რომელიც განახორციელა ევრაზიის ფონდმა 1998 წელს. ეს ინიციატივა დღესაც გრძელდება და ერთობლივი მიდგომების შემუშავების, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური იდეების მომზადების გზით არეგულირებს საერთო რეგიონულ პრობლემებს. 1998 წლიდან დაწყებული, პროგრამის მიერ ინვესტირებული იქნა 6 მილიონი გრანტი და ტექნიკური დახმარება გაეწია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. გრანტი ითვალისწინებდა 150-ზე მეტი სამმხრივი პროექტის განხორციელებას და ამ გზით ისეთი სფეროების ხელშეწყობას, როგორიცაა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა და საჯარო პოლიტიკის განვითარება.
დონორების მიერ დაფინანსებული საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ზოგიერთი პროგრამა/პრიორიტეტები:
GTZ - მრავალქვეყნიანი პროექტები - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო - ინიციატივა კავკასიაში
სათაური: სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარება და ტრენინგები
პერიოდი: ოქტომბერი, 2002 - სექტემბერი, 2010
მეფერმეობის ტექნიკურ და მენეჯმენტის საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მუშებს სამი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებში. ეს ხელს უწყობს პრივატიზაციის პროცესს სოფლის მეურნეობის სფეროში და ქმნის ბაზარზე ორიენტირებულ და მდგრად ფერმებს. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რაც ამცირებს სოფლიდან ქალაქებში მიგრაციის დონეს. სასოფლო-სამეურნეო მენეჯმენტის კურსები ჩატარდა პროფესიულ სასწავლებლებსა და ტექნიკურ სკოლებში. ამის მსგავსად, უფრო მაღალი დონის სასოფლო-სამეურნეო მენეჯმენტის კურსები ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებში. კურსდამთავრებულები გაივლიან ტრენინგებს ვეიჰენსტეფანის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრესდორფში, გერმანია. ამის შემდეგ ისინი ლექციებს წაიკითხავენ საკუთარ უნივერსიტეტებში.
სათაური: მუნიციპალური დემოკრატიის განვითარება სამხრეთ კავკასიაში
პერიოდი: ოქტომბერი, 2002 - სექტემბერი, 2009 პროექტი ხელს უწყობს ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ასოციაციები ადგილობრივი განვითარების პროცესების ინიცირებას, ადგილობრივი საქმიანობის გამჭვირვალედ და ეფექტიანად განხორციელებას, ასევე ამ პროცესებში მოსახლეობის, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობას. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის უკეთ გავრცელებაზე საზოგადოებასა და მუნიციპალიტეტს შორის, ასევე საქმიანობების დაგეგმვის პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობაზე. დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტებს ასოციაციების ჩამოყალიბებასა და მათ გაძლიერებაში, რადგან ისინი გამოხატავენ საკუთარი მუნიციპალიტეტების ინტერესებს და მოქმედებენ, როგორც რეგიონული ამოცანების აღმასრულებელი აგენტები.
სათაური: კავკასიის ქალაქის ქსელი
პერიოდი: მარტი, 2002 - დეკემბერი, 2009
პროექტი ყურადღებას ამახვილებს კონსულტაციებსა და ტრენინგებზე. ძირითადი მექანიზმი არის ფაქტების შესწავლა რეგიონსა და გერმანიაში და სტაჟირება. რეგიონული სამუშაო სემინარები, ტრენინგები დაკონფერენციები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას. ფინანსური სახსრები საშუალებას აძლევს გერმანიის ხელისუფლებას, განავითაროს ადგილობრივი პროცესები პარტნიორ ქალაქებში და დაეხმაროს მათ. GTZ პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს ღონისძიებების შერჩევისა და განვითარების პოლიტიკაზე ორიენტაციის განსაზღვრასთან დაკავშირებულ რჩევებს.
სათაური: ბიომრავალფეროვნების სტაბილური მართვა დაცულ ტყეებსა და ტერიტორიებზე, სამხრეთ კავკასია პერიოდი: ივნისი, 2002 - მაისი, 2016
პროგრამა ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების სტაბილური მართვისათვის საჭირო პირობების შექმნას. დახმარება გაეწევა გარემოს დაცვის სამინისტროებსა დაორგანიზაციებს სათანადო საკანონმდებლო ბაზისა და ინსტრუქციების შექმნაში, ორგანიზაციულ განვითარებასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ერთ-ერთი ადგილობრივი პრიორიტეტი გახლავთ ბუნებრივი რესურსების დაცვა კონკრეტულ საპილოტე ადგილებში. მთლიანი პროცესის ჯაჭვის შექმნა ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების სათანადო და ეკონომიურ გამოყენებას. იგეგმება ადამიანებისათვის, განსაკუთრებით ქალებისათვის, ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება, რაც დაეხმარება მათ შემოსავლის მიღებაში. პროექტი ხელს უწყობს საზღვრისპირა რეგიონებს შორის დიალოგს და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაცვლებს. პარტნიორები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ დიალოგებში პროექტის ღონისძიებების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ.
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი, სამხრეთ კავკასია
2008-2011 წლების სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს ეკონომიკური განსხვავებების შემცირებასა და სამხრეთ კავკასიაში გარდამავალი პერიოდის შემსუბუქებას. მუშაობა, ძირითადად, განხორციელდება შემდეგ სფეროებში:
კარგი მართვის პრინციპები: (ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ეფექტიანობა, არადისკრიმინაციული მიდგომა, მოქალაქეების ჩაბმულობა): მონიტორინგი გაეწევა ზემოაღნიშნული პრინციპების გატარებას კონკრეტულ პროგრამებში.
გენდერული საკითხები: პროექტები და პროგრამებიშემუშავდება გენდერული დისაგრეგაციისა და თანაბარი შესაძლებლობების მინიჭების საფუძველზე.
ბაზრის განვითარება - პროგრამა ორიენტირებულია ისეთ ინტერვენციებზე, რომლებიც საშუალებას მისცემენ ბენეფიციარ ჯგუფებს, მოახდინონ ინტეგრირება არსებულ ან პოტენციურ ბაზრებში. პროექტი გამიზნულიაფერმერების ოჯახებზე და ეხმარება მათ ბაზარზე ორიენტირებულ, მცირე საწარმოებად გარდაქმნაში.
კატასტროფების რისკის გათვალისწინება პროექტის შემუშავების დროს - იმის გამო, რომ კავკასიაში არსებობს კატასტროფების მაღალი რისკი, მათი შემცირების სტრატეგია პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. შვეიცარიის განვითარების საბჭომ შეიმუშავა საკუთარი სახელმძღვანელო პრინციპები რისკის თავიდან ასაცილებლად, რითაც ყურადღება გაამახვილა რისკის შემცირებასა და განვითარებას შორის არსებულ კავშირზე. საქართველო შერჩეული იქნა ამ სახელმძღვანელო პრინციპების გამოცდის არეალად.
ადამიანური რესურსების პოლიტიკა - პროექტში ასახულიაადამიანური რესურსების შესახებ პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა 2006 წელს ისეთ საკითხებთან მიმართებაში,როგორებიცაა იძულებით გადაადგილებული პირები(ჰუმანიტარული დახმარება და ინტერვენცია საქართველოსა და სომხეთში, განვითარების პროექტები აზერბაიჯანში).
პარტნიორებისა და დახმარების ტიპის შერჩევა - ჰარმონიული და სწორად ორიენტირებული პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები, რომელთა განხორციელებაში მონაწილეობს ხელისუფლება, რაც პროექტს უფრო ეფექტურს ხდის.
ჰარმონიზაცია და სწორად ორიენტირებული პროგრამები - თანამშრომლობის სტრატეგია მთლიანად შეესაბამება ეროვნულ პრიორიტეტებს, როგორებიცაა სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამების სამოქმედო გეგმები და ათასწლეულის განვითარებისპროგრამების მიზნების მიღწევა.
კონფლიქტის სენსიტიურობა - გადაუჭრელი და პოტენციური პრობლემები, რომლებიც აშორებს სამხრეთკავკასიის ხალხებს, გადაიჭრება ინტერვენციების გონივრული შერჩევით (ღარიბი მოსახლეობის შემოსავლის გაზრდისა და შოვნის გზების მოძიება სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით) და მიდგომით, რომელიც გაითვალისწინებს კონფლიქტშიმონაწილე მხარეების სენსიტიურობას.
მიგრაციის საკითხები - შვეიცარიის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთთან და აწარმოებს დიალოგს აზერბაიჯანთან. ამ შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია მიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების სოციალურეკონომიკურ ინტეგრაციაზე.
გარემოს დაცვის რეგიონული ცენტრი, კავკასია საინფორმაციო პროგრამა - საინფორმაციო სამსახურის პროგრამა ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას გარემო პირობების შესახებ, ეხმარება ადამიანებს ამ პროცესში, აძლიერებს ადამიანების ინფორმირებულობის დონეს ეკოლოგიურ საკითხებში და თანამშრომლობის დონეს მონაწილე მხარეებს შორის.
საზოგადოების მონაწილეობის პროგრამა - მიზანი გახლავთ პროექტის მდგრადი განვითარება და გამრავალფეროვნება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩაბმის გზით, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფებისა, რომლის წევრებიც არ არიან დედაქალაქის მაცხოვრებლები. ასევე,სხვა პროექტებსა და პროგრამებთან თანამშრომლობის გზით ცნობიერებისა და პროფესიული დონის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობაში, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ეკოლოგიური საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ეკოლოგიური პოლიტიკა და ადგილობრივი გარემოსდაცვის სამოქმედო გეგმა - ახორციელებს პროექტებს,რომელთა მიზანია არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება რეგიონულ, ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე ხელისუფლებებისათვის ექსპერტული, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით შემდეგ სექტორებში: ეკოლოგიური პოლიტიკა და ადგილობრივი გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების პროგრამა - შემუშავებულია დახმარების გაწევის მიზნით ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ გრანტები. ორგანიზაცია მუშაობს საპროექტო წინადადებების წერის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროექტის მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით პარტნიორების მოძიებაზე; მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტის საკითხებზე და ეხმარება როგორც დონორ ორგანიზაციებს, ისე ფონდებს ადგილობრივი საგრანტო სქემებისა და პროცედურების უკეთ გააზრებაში.
სტაბილური განვითარების პროგრამა - სექტორებს შორის თანამშრომლობის გზით ექსპერიმენტული პროექტების განხორციელება, განათლებისა და ცოდნის გადაცემა, რეგიონულ პრობლემებზე დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.
მაღალმთიანი რეგიონების პროგრამა - გარემოს დაცვის რეგიონული ცენტრი კავკასია - მაღალმთიანი რეგიონების გლობალური პარტნიორობის წევრი - დაარსდა გაერთიანებული ერების კვების, სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციისა და ეკოლოგიური პროგრამის მიერ და მხარს უჭერს კავკასიაში შემდეგი პროცესების განვითარებას:
დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა;
ადგილობრივი თვითმმართველობის უნარისა და შესაძლებლობების გაძლიერება;
ადგილობრივი პრობლემებისა და ეკოლოგიური მენეჯმენტის მიმართ კომპლექსური და ინტეგრირებული მიდგომის ჩამოყალიბება;
სტაბილური განვითარების ინსტრუმენტების ხელშეწყობა;
ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე რეგიონული მიდგომების შემუშავება საზღვრისპირა პრობლემების მიმართ;
სხვა ევროპული და საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედება კავკასიის მაღალმთიანი რეგიონების ინტეგრირებული მართვის მიზნით.
პროგრამა კავკასიის მაღალმთიანი რეგიონების ეკოსისტემის უკეთ მართვის მიზნით დახმარებას უწევს მთავრობებს კომპლექსური სამართლებრივი და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებაში.
წყლის პროგრამა - შეიქმნა კავკასიის სამი სახელმწიფოსხელისუფლებების მიერ და ეფუძნება საერთაშორისო ეკოლოგიური პოლიტიკის მოთხოვნებს, როგორებიცაა გარემო ევროპაში; ევროკავშირის ინიციატივა წყლის შესახებ; აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა დაცენტრალური აზიის სტრატეგია და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. წყლის პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონის სამი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას საზღვრისპირა წყლის რესურსების უკეთ და ინტეგრირებულად მართვის მიზნით. აღნიშნულის მიღწევა იგეგმება შემდეგი ღონისძიებების განხორციელების გზით:
დიალოგის ორგანიზება და წარმართვა მონაწილე მხარეებს შორის ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების მართვის შესახებ;
საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების გზით;
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების დახმარება ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების მართვის საკითხებში.
საგანმანათლებლო პროგრამა: აღნიშნული პროგრამის მიზანია სამხრეთ კავაკასიის ქვეყნების დახმარება სტაბილური განვითარების სტრატეგიის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და განათლების კუთხით.
ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი
კავკასიის ჟურნალისტური ქსელი
CrossCausasus.net
პროგრამის მიზანია კავკასიაში ჟურნალისტებს შორის კავშირის დამყარება, ინფორმაციის გაზიარება და თანამშრომლობის ფორმების შემუშავება. პროგრამა მიზნად ისახავს:
ქსელის შექმნას დაახლოებით 50 ჟურნალისტის მონაწილეობით სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან;
უნარ-ჩვევების განვითარებას კონფლიქტებისა და ნაციონალური უმცირესობების საკითხებზე ანგარიშგების დროს;
საზოგადოებისათვის სწორი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას;
დიალოგისა და საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარებას.
ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ რეგულარული ტრენინგები კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში, რომლებიც კონცენტრირებული იქნება კონფლიქტის დარეგულირებისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე.
საქართველოშო საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის კიდევ ერთი ადრეული გამოხატულება გახლავთ „სომხეთის შირაქის რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთისრეგიონებს შორის საზღვრისპირა თანამშრომლობის“ პროგრამა, რომელიც გაეროსგანვითარების პროგრამის მიერ იყო ინიცირებული 2005 წელს. ამ პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ რეგიონებშიმოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ხელშეწყობის, კერძოდ კი, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. კვლევა ჩატარდა ქართველი, სომეხი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.კვლევის შედეგად დაიდო რეკომენდაციები თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
საბოლოო კვლევა ფოკუსირებული იყო უფრო ვაჭრობაზე და არა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობაზე, რადგან, ავტორების აზრით, კვლევა, ძირითადად, ქართულ მხარეს შეეხებოდა. შესაბამისად, რადგან არ იყო ინფორმაცია საზღვრის ორივე მხრიდან, აზრი არ ჰქონდა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ მსჯელობას ამ დოკუმენტში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ძალზე მცირე რამ კეთდებოდა საზღვრისპირა რეგიონებს შორის ვაჭრობის განვითარების მიზნით და რეკომენდებული იყო უფრო დეტალური ანალიზის ჩატარება.
იგივე პროექტმა წინანდადება წამოაყენა, გაკეთებულიყო საჭიროებების შეფასება შესაძლო საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და თურქეთს შორის. ეს გაკეთდა იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, შესაბამისად, ასეთი საქმიანობის გაძლიერება ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებას. შედეგად მოხდება ეკონომიკური განვითარების გაძლიერება და დაჩქარება საზღვრის ორივემხარეს. აღნიშნული წინადადება არ იქნა რეალიზებული და, საბოლოო ჯამში, არც ასეთი კვლევა ჩატარებულა. მოგვიანებით საქართველოში კვლავ დაიწყო საუბარი საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესახებ. ეს მოხდა ევროპის სამეზობლო და პარტნიორული ინსტრუმენტის პროგრამის გამოცხადების შემდეგ, რომელიც გულისხმობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა გახლავთ. ევროპის სამეზობლო და პარტნიორული ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში 15 პროგრამაზე მეტი განხორციელდა.
საქართველო გახდა შავი ზღვის ერთობლივი პროგრამის ნაწილი. ეს არის ზღვის აუზის პროგრამებიდან ერთ-ერთი, რომლებიც შემუშავდა 2007-2013 წლებისათვის ევროპის სამეზობლო და პარტნიორული ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში. შავი ზღვის ბასეინის პროგრამებში,საქართველოს გარდა, მონაწილეობს ცხრა ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მოლდავეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, რუმინეთი და საბერძნეთი.
საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის საქმიანობებიდან ბოლო ხანებში აღსანიშნავია საქართველოში რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც გახლავთ ევროკომისიის, პოლონეთის, გერმანიისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივა. ჯგუფი შეიქმნა 2008 წლის 18 დეკემბრს და შედგება მრავალი მონაწილისაგან რეგიონული და ადგილობრივი წარმომადგენლების, სამინისტროების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების ჩათვლით. ჯგუფის თავმჯდომარე გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
აღნიშნული ჯგუფის მიზანია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავება, პროცესში მონაწილე მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა და რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელთა განხორციელებაც გააძლიერებს საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობას და შეამცირებს მათ შორის არსებულ განსხვავებებს.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა შვიდი ქვეჯგუფი, რომლებიც მუშაობენ რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. 2009 წლის ივნისში სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა ანალიტიკურ ანგარიშზე. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის პროექტის მომზადებისათვის, რომელსაც მოჰყვება სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროექტები. ანალიტიკური ანგარიში პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტია საქართველოში საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. დასკვნები ეფუძნება ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონების უმეტესობას დამყარებული აქვთ გარკვეული სახის თანამშრომლობა უცხო ქვეყნების რეგიონებთან. თუმცა, ასეთი თანამშრომლობა უფრო საერთაშორისო და არა საზღვრისპირა ფორმას ატარებს. მიუხედავად ამისა, ასეთი თანამშრომლობაც ფრიად სასარგებლოა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, რადგან მან უკვე შექმნა გარკვეული საფუძველი.
ანგარიშის მიხედვით, ასეთი თანამშრომლობები გამოხატულია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების დამეგობრება/დაძმობილების ფორმით. მაგალითად, თბილისი და საქართველოს ცხრა რეგიონის დიდი ქალაქები დაძმობილებულნი არიან უცხო ქვეყნის ქალაქებთან და ხელმოწერილი აქვთ თანამშრომლობის მემორანდუმი. ხუთი რეგიონი გახლავთ ევროპის რეგიონების ასამბლეის წევრი (აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი). ანგარიში ასევე ეხება თანამშრომლობის ფორმებსა დასფეროებს, როგორებიცაა ინფორმაციის გაცვლა. ერთობლივი პროექტების განხორციელება ან არ ხდება, ან - ძალზე მცირე დოზით. ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს განათლებისა და კულტურის სფეროებში. ასეთებია: მოსწავლეებისა და სტუდენტების გაცვლითი პროექტები, საჯარო მოსამსახურეების ტრენინგები. აღნიშვნის ღირსია ზოგი საერთაშორისო პროექტი, რომლებიც განხორციელდა საქართველოს მონაწილეობით. თუმცა, მათაც უფრო რეგიონული და არა საზღვრისპირა თანამშრომლობის სახე აქვთ. ასეთებია:
შავი ზღვის ევრორეგიონი, 2006 წელი, ინიცირებული ევროკომისიის მიერ. მიზანი: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოციალური ჰარმონიის მიღწევის მიზნით. ოფიციალურად დაარსდა 2008 წლის 26 სექტემბერს. ეს პროექტი ღიაა უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ალბანეთის, საბერძნეთისა და სერბეთისათვის. საქართველოს მხრიდან ევრორეგიონში გაერთიანდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, 1992 წელი. მონაწილეობენ: ალბანეთი, საბერძნეთი, მოლდავეთი, რუმინეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სერბეთი, ბულგარეთი, თურქეთი და უკრაინა. თანამშრომლობის სფეროები: ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, დანაშაულის აღკვეთა, ტურიზმი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, კომუნიკაციები, გარემოს დაცვა, მეცნიერება და ტექნოლოგია და განათლება. მუდმივი სამდივნო მდებარეობს სტამბულში.
შავი ზღვის ქვეყნებში ვაჭრობისა და ინვესტიციებისხელშეწყობის პროგრამა, 2007 წელი. ეს არის საბერძნეთის, თურქეთის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი. მენეჯმენტი წამროებს ათენიდან დასტამბულიდან. მიზანი: რეგიონებს შიგნით და მათ შორის ვაჭრობის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა საინვესტიციო სფეროებისა და სავაჭრო პოტენციალის გამოკვლევის გზით. ასევე, ქსელის შექმნა, გლობალური კონვენციის შემუშავება რეგიონებში, ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონმდებლობის გაცნობა.
შავი ზღვის ფორუმი დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, 2006 წლის ივნისი, ბუქარესტი. დეკლარაციას ხელი მოაწერეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, მოლდავეთის, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთისა და საბერძნეთის სამთავრობო წარმომადგენლებმა. დეკლარაცია განსაზღვრავს თანამშრომლობის გაძლიერებას შემდგომ სფეროებში: საერთო მიზნების ჩამოყალიბება, კარგი მართვა, მიმტევებლობის განმტკიცება, მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარების ხელშეწყობა. ფორუმი მიზნად არ ისახავს ახალი სტრუქტურის შექმნას. მისი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება პრობლემების მოგვარებისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებით.
შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კომისია, მაკოორდინირებელი მექანიზმი - ორიენტირებულია, განახორციელოს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენცია (1992) და შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (1996, განახლებულია 2002-ში). მასში მონაწილეობენ ქვეყნების თითი-თითო წარმომადგენელი (აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და რუმინეთის).
შავი ზღვისპირა სახელმწიფოების საზღვრების/სანაპირო დაცვის თანამშრომლობის ფორუმი. შეიქმნა შავი ზღვისპირა სახელმწიფოების საზღვრების/სანაპირო დაცვის სააგენტოების მიერ 2000 წელს (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და რუმინეთი). მიზანი: სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში და ამისკენ მიმართული თანამშრომლობის გაძლიერება და კოორდინაცია ტერორიზმის, არალეგალური მიგრაციის, ნარკოტიკების, საწვავის, იარაღისა და რადიოაქტიული ნივთიერებების კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით.
![]() |
9 ნაწილი VIII. სასარგებლო ბმულები ევროკავშირი |
▲ზევით დაბრუნება |