![]() |
ადამიანის უფლებები საქართველოში 2005-2006 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: Human rights in Georgia, 2005-2006 / არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"; [შემდგ.: კაკაბაძე ნანა, ნიკოლაიშვილი გელა] - თბ., 2006 : შპს ,,გლობუსი" - 120გვ. ; 20სმ. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ. - : [ფ.ა.][MFN: 31233] არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის’’ NGO Former Political Prisoners for Human Rights ადამიანის უფლებები საქართველოში HUMAN RIGHTS IN GEORGIA 2005 - 2006 თბილისი 2006 ადამიანის უფლებები საქართველოში 2005 - 2006 გამოცემა დაფინანსებულია ორგანიზაცია ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (აშშ) მიერ შემდგენლები: ნანა კაკაბაძე გელა ნიკოლაიშვილი ყდის დიზაინერი - ილია ნახუცრიშვილი დაიბეჭდა შპს ,,გლობუსში“ National Endowment for Democracy Supporting freedom around the world არასამთავრობო ორგნიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის NGO ,,FORMER POLITICAL PRISONERS FOR HUMAN RIGHTS’’ Human Rights in Georgia 2005 - 2006 Compilers: Nana Kakabadze Gela NikolaiShvili Publication with the support of the ,,National Endowment for Democracy’’ (NED) Cover deign - Ilia Nakhutsrishvili Printed by Ltd ,,Globus“ |
![]() |
1 არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
NGO ,,FORMER POLITICAL PRISONERS FOR HUMAN RIGHTS”
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის'' შეიქმნა 1996 წელს.
ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 80 - იან წლებში ანტისაბჭოთა აგიტაცია - პროპაგანდისათვის დაპატიმრებული და გასამართლებული პირები. ორგანიზაციის წევრობა შეუძლიათ არა მხოლოდ ყოფილ პოლიტპატიმრებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების მოთხოვნებს და აღიარებს მასში დაფიქსირებულ მიზნებსა და ამოცანებს. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, განხორციელებული პროექტების მოცულობის მიხედვით, სისტემატურად ჩართულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა;
უფლების შელახვის გამოვლენილი ფაქტების შეტყობინება ადგილობრივი და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის ამ დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით.
იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა, რომლებიც უშუალოდ ეხებიან ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის საკითხებს.
საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრობლემატიკის პოპულარიზაცია.
The NGO Former Political Prisoners for Human Rights was founded 1996 by former political prisoners of the Soviet times, covicted for anti - Soviet propaganda. Overall objective of FPPHR is protection of civil and political rights and freedoms of individual, civil education in sphere of human rights, fighting torture and humiliating treatment, athnic and religious discrimination, and facilitation reforms at the penitentiary system, increasing awareness and protecting the rights of prisoners as well as improving their living conditions. FPPHR has significant experience of cooperation with local and international organizations. It has carried out number of projects aiming protection of human rights, facilitating development of civil society, implementation of public education programs, monitoring prisons and detention facilities, providing exspertise of laws and preperation of recommendations for the parliament, monitoring of activities of governmental officials.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის ნოემბერში საქართველოში მოხდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, რომლის შედეგადაც ხელისუფლება შეიცვალა არაკონსტიტუციური გზით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გულწრფელად დაუჯერა რევოლუციის ლიდერების ლოზუნგებს და ლამაზ დაპირებებს („ადამიანის უფლებების დაცვა“, ,,თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება, მათი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა“; პენსიებისა და ხელფასების რეალურად გაზრდა“; ,,ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უმოკლეს ვადაში აღდგენა“; ,,წვრილი და საშუალო მეწარმეებისა და ფერემერების მთლიანად განთავისუფლება გადასახადებისაგან რამდენიმე წლით, ხოლო შემდგომში მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება; ,,მმართველობაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება'', ,,რაიონებისა და ქალაქების მერებისა და გამგებლების არჩევითობის შემოღება'' და ა.შ.) და აგორდა საპროტესტო ტალღა. ამის შედეგად რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა აიძულა საქართველოს ხელისუფლება გადამდგარიყო, რის შემდეგაც ძალაუფლება ხელში აიღო პოლიტიკურმა პარტიამ ,,ნაციონალური მოძრაობა“.
2004 წლის იანვარში რევოლუციურ (ე. ი. არადემოკრატიულ საარჩევნო გარემოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რითაც მოხდა ფაქტობრივი მდგომარეობის გაფორმება და ამ პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა თითქმის 97%-ის მიერ არჩეული იქნა თითქმის ერთპარტიული პარლამენტი (225 დეპუტატიდან მხოლოდ 20 - მდე ოპოზიციონერი გახდა პარლამენტის წევრი). რევოლუციურ, არადემოკრატიულ გარემოში ჩატარებულმა არჩევნებმა განსაზღვრა შემდგომში არადემოკრატიული, ერთპარტიული ხელისუფლების ჩამოყალიბება და ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული არადემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებები.
![]() |
3 არახელსაყრელი გარემო ადამიანის უფლებების დაცვისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
რევოლუციის შემდეგ განვლილმა პერიოდმა დაგვანახვა, რომ ადამიანის უფლებები დაცვის მდგომარეობა პოსტ - რევოლუციურ საქართველოში გაცილებით უფრო გაუარესდა, ხოლო მმართველობის კომუნისტური ფორმებისა და მეთოდების რეანიმაციით ბევრი რამ დაემსგავსა საბჭოთა (30 - იანი წლების) პერიოდს. რევოლუციურმა ხელისუფლებამ მალე დაივიწყა უამრავი წინასაარჩევნო დაპირება და საკანონმდებლო სფეროში დემოკრატიული რეფორმები გაურკვეველი ვადით გადადო (მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები, საგადასახადო რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის განთავისუფლება გადასახადებისაგან, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ.). სამაგიეროდ, კოსმოსური ტემპებით იქნა შემუშავებული კანონპროექტები, რომლებიც მოქალაქეთა ხარჯზე ბიუროკრატიის გაძლიერებასა და ხელისუფლების გამყარებას ემსახურება. ამ კანონპროექტებს შორის ბევრი უკანონოდ იქვცა, ხოლო მათი ნაწილი ასევე დაჩქარებული ტემპებით განხილვასა და პარლამენტის მიერ მორჩილად ხელის აწევას ელოდება.
სახელისუფლებო პოლიტიკა დღესაც ძირითადად საბჭოური ტიპის აგიტაცია - პროპაგანდაზეა აგებული. ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს საკუთარ წარმატებებზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე, კანონის უზენაესობაზე, საქმით კი თვითონ სისტემატურად არღვევს კანონებს და იღებს ახალ, ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო ნოვაციებს, რათა მოახდინოს საკუთარი არასამართლებრივი ქმედებების ლეგიტიმაცია. რეალურად შეიქმნა ძალზე არასახარბიელო გარემო ადამიანის უფლებების დაცვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1. ხელისუფლება სრულიად გამოვიდა საზოგადოების კონტროლიდან;
2. 97%-ით არჩეულმა პრეზიდენტმა და თითქმის ერთპარტიულმა პარლამენტმა შექმნა არადემოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივ - პოლიტიკური გარემო: სრულიად მოიშალა ხელისუფლების ურთიერთკონტროლისა და ურთიერთდაბალანსების მექანიზმები;
3. საერთოდ მოისპო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნიშნები, მოხდა ადვოკატის ფუნქციების ნიველირება და ფორმალობამდე დაყვანა;
4. ერთპარტიულმა პარლამენტმა ადვილად მიიღო მმართველ ძალაზე მორგებული ანტიდემოკრატიული კანონები, შექმნა ისეთი საარჩევნო სისტემა და პირობები, რომლის დროსაც პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური არჩევნების ჩამოყალიბება;
5. საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში განთავსებული პატიმრების მიმართ წამებებმა და არაადამიანურმა, ღირსების შემლახველმა მოპყრობებმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია და სისტემატური ხასიათი მიიღო;
6. რევოლუციის შემდგომ პერიოდში გამუდმებით მიმდინარეობდა თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებების მთავარ სეგმენტებზე - არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე მათი დაშინებისა და დამორჩილების მიზნით;
7. სისტემატურად მიმდინარეობს დამოუკიდებელი ბიზნესის მაქსიმალური შეზღუდვა და დატერორება (სახელმწიფო რეკეტი);
8. დიდ მასშტაბებს მიაღწია პოლიციის თვითნებობამ, რაც გამოიხატებოდა მოქალაქეებისათვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებისა და დაკავებულთა ცემა - წამების სისტემატური ხასიათით (განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ 1,5 წლის განმავლობაში). შეშფოთებას იწვევს პოლიციის მიერ მოქალაქეთა ქუჩებში ლიკვიდაციის საგანგებო პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა პრეზიდენტისა და შსს მინისტრის უშუალო საჯარო მოწოდებებით. ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტარციების სისტემატურ დარბევებს. საქართველოში კვლავ გაჩნდნენ პოლიტპატიმრები.
![]() |
4 საკონსტიტუციო ცვლილებები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში. ამ ცვლილებების შედეგად მთლიანად მოიშალა ხელისუფლების ურთიერთდაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის პრინციპი და აღმასრულებელი ხელისუფლება გახდა სრულიად უკონტროლო და ყოვლისშემძლე. პრეზიდენტმა მიიღო პარლამენტის დათხოვის უფლება, ფორმალურად ჩამოიცილა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა და აღიჭურვა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებით. აღნიშნული ცვლილებებით რეალურად მივიღეთ ქვეყნის მართვის რუსულ - თურქმენული საკონსტიტუციო მოდელი, როდესაც პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი განუსაზღვრელი ძალაუფლება და ამავე დროს მას გააჩნია მინიმალური პირადი პასუხისმგებლობა, რადგან აქვს კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, რომ პასუხსმგებლობა გადაანაწილოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფო მოხელეზე. სხვათა შორის რუსეთშიც და თურქმენეთშიც იქაურ ხელისუფლებს მათი კონსტიტუციების მიღებისას თუ ცვლილებისას ჰქონდათ ზუსტად ისეთი მდგომარეობა, რომ ხალხის მასობრივი მხარდაჭერით გათამამებულებს შეეძლოთ ნებისმიერი უფლება მიეთვისებინათ:ორივე ამ ქვეყანაში, ისევე როგორც დღევანდელ საქართველოში, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უწევდა პრეზიდენტს ხელს მორჩილი პარლამენტი. ამ ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო ორგანო ხელისუფლების ისეთივე ფორმალურ შტოდ გადაიქცა, როგორიც ეს კომუნისტური რეჟიმის პირობებში იყო.
![]() |
5 შეტევა სასამართლო ხელისუფლებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლო ხელისუფლება, მართალია, სრულიად დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა საქართველოში, თუმცა, მას ასეთი დამონებული მდგომარეობაც აქამდე არასოდეს ჰქონია. ამაზე განსაკუთრებით ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან უსამართლო სასამართლოს არსებობა ქვეყანაში გამორიცხავს დემოკრატიისა და ადამინის უფლებათა დაცვის პირობების მინიმალურ გარანტიებსაც კი.
საქართველოში ფართოდ რეკლამირებული სასამართლო რეფორმა მიმდინარეობდა 1998 -2002 წლებში, ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის მმართველობის დროს. თუმცა, ამ რეფორმის განმახორციელებლები იყვნენ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი (სააკაშვილი - პრეზიდენტ შევარდნაძის საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელი ლიდერი, შემდეგ კი მისივე მთავრობის იუსტიციის მინისტრი) და მისი ის თანაგუნდელები, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშია. 1998 - 2002 წლებში სწორედ მათი ლობირებით ხდებოდა ყველა მოსამართლის დანიშვნა. ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერები მაშინ მუდმივად გვიმტკიცებდნენ, რომ სასამართლო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობდა და ეს მათი დამსახურება იყო, მაგრამ 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, უკვე ქვეყნის სათავეში მოსულმა სააკაშვილმა და სასამართლო რეფორმის სხვა ავტორებმა უცბად განაცხადეს, რომ თურმე სასამართლო რეფორმა წარუმატებლად განხორციელდა, რაც რა თქმა უნდა ძველ პრეზიდენტს დაბრალდა. ამის გამო ახალმა ხელისუფლებამ კანონის უხეში დარღვევებით მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა სხვადასხვა საბაბით დაითხოვა სამსახურებიდან. ეს შეეხო არა მხოლოდ შელახული რეპუტაციის მქონე მოსამართლეებს, არამედ ძირითადად იმ მოსამართლეებს, რომლებიც არ დათანხმდნენ, უსიტყვოდ შეესრულებინათ აღმასრულებელი ხელისუფლების დაკვეთები. მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი დათანხმდა შეთავაზებულ მაღალ პენსიებს და საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან, ნაწილი დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით, ხოლო ისინი, ვინც ვერც მაღალი პენსიებით მოხიბლეს და ვერც კორუფციონერობა დაუმტკიცეს, ,,დისციპლინური გადაცდომების“ საბაბით გადააყენეს მოსამართლეობიდან. ამ უკანასკნელთა ნაწილმა ზემგომ ინსტანციებში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილებები და აპირებენ სტრასბურგის ევროპულ სასამარტლოშიც იჩივლონ. პირად საუბრებში არც ძველი და არც ახლადდანიშნული მოსამართლეები არ მალავენ, რომ მათ პროკურატურის წარმომადგენლები აიძულებენ გადაწყვეტილებები მიიღონ არა სამართლიანობის, ობიექტურობისა და შინაგანი რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ პროკურორების მითითებების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ხორციელდება პირდაპირი მუქარები. ხელისუფლება ასეთ პოლიტიკას ეძახის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა, რეალურად ეს არის პოლიტიკური კორუფციის დანერგვისა და უსამართლო მართლმსაჯულების დამკვიდრების პოლიტიკა, რაც ყველაზე მეტად ანადგურებს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის აუცილებელ შესაფერის გარემოს.
რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, ხელისუფლება ამას რეფორმას უწოდებს. სინამდვილეში ამას ერთადერთი მიზანი აქვს: ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული მოსამართლეების შეცვლა ახალი, „საკუთარი“ მონა - მოსამართლეებით. ამისათვის არის მოგონილი ე.წ. სასამართლოთა ლიკვიდაცია - რეორგანიზაცია და რაიონული სასამართლოების გაერთიანება. ამ ცვლილებებამდე მოქმედი სისტემა ჩამოყალიბდა 1999 წელს და იმ სახითა და იმ ფორმით იგი ევროპელმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ერთხმად მოიწონეს. სხვათა შორის, ამით მაშინ ძალიან ამაყობდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი და ხაზს უსვამდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ცივილიზებულ და პროგრესულ რელსებზე გადაყვანას. ამის მიუხდავად, როგორც ავღნიშნეთ, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებისაგან გამუდმებით გვესმოდა, რომ დაიწყო სასამართლოს ახალი რეფორმა და იგი წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა მოქალაქეებისა და უცხოელი ექსპერტების მხრიდან ამ ,,რეფორმის'' მიმართ გამოხატული მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ, 2006 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლაში ფაქტიურად აღიარა, რომ აღნიშნული ,,რეფორმა'' სასამართლო სისტემაში წარუმატებლად მიმდინარეობს და რეფორმაში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდა ექსპერტებს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, პრეზიდენტის ასეთი პოზიცია მხოლოდ დასავლეთის თვალში ქულების დაწერის სურვილით იყო გამოწვეული. არსებული გამოცდილება გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ის და მისი გუნდი ამ შემთხვევაში არცერთ ისეთ რჩევას არ გაითვალისწინებენ, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობისკენ იქნება მიმართული. საქმე ისაა, რომ არადემოკრატიული ხელისუფლება ვერასოდეს შეეგუება ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას.
საქართველოში დღეს არსებული რეალური მდგომარეობით პროკურორმა შეითავსა როგორც ბრალმდებლის, ასევე მოსამართლის ფუნქცია. კანონში უკვე შეტანილი ცვლილებებისა და მომზადებული ახალი პროექტების მიხედვით პროკურორის სურვილის გარეშე მოსამართლეს ეკრძალება როგორც პირობითი მსჯავრის, ასევე მინიმუმზე დაბალი სასჯელის შეფარდების უფლება. მოსამართლე უფლებამოსილია მხოლოდ ნოტარიუსივით დაამოწმოს პროკურორის მოთხოვნა. ასეთ პირობებში საერთოს აღარ არის ლაპარაკი მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვაზე, ხოლო ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში, უბრალოდ, ფორმალურ ფიგურად იქცევა.
მოსამართლეთა დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - იუსტიციის საბჭო. მასში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მოსამართლეები. ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით აღნიშნულ ორგანოშო გენერალური პროკურორიც კი უნდა შესულიყო, რაც ფორმალურადაც დაადასტურებდა პროკურატურისათვის მოსამართლეების მდევნელისა და დამსჯელის უფლებამოსილების მინიჭებას. მართალია, უცხოელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მკაცრი კრიტიკული შეფასებების შემდეგ პრეზიდენტმა აღიარა ამ პროექტის მცდარობა, თუმცა, ეს, რასაკვირველია, რეალურად არ ცვლის სასამართლოზე პროკურატურის ბატონობის ფაქტობრივ მდგომარეობას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შესაქმნელად უნდა განხორციელდეს არა ფსევდო - რეფორმები, რაც სასამართლოების საკუთარი მონა - მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ან სასამართლოთა შერწყმა - განცალკევებაში გამოიხატება, არამედ ჩატარდეს შემდეგი არსებითი ხასიათის ინსტიტუციონალური ცვლილებები:
1. იუსტიციის საბჭოდან გამოყვანილი იქნენ პოლიტიკოსები (მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტიც) და ეს ორგანო მოსამართლეებთან ერთად დაკომპლექტდეს მიუკერძოებელი, მაღალი რეპუტაციის მქონე და პროფესიონალი საზოგადო მოღვაწეებით, რომელთა შერჩევა მოხდება ღიად და გამჭვირვალედ, რათა არ მოხდეს ასეთებად ე.წ. ,,გონგოების'' (ანუ ხელისუფლების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციების) წარმომადგენლების გამოცხადება, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჩვენი ხელისუფლებისათვის.
2. მოსამართლეთა დანიშვნა მოხდეს უვადოდ, ან ხანგრძლივი ვადით (20 - 30 წლით) და მათი გადაყენება შეიძლებოდეს მხოლოდ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (სხვათა შორის, ერთ - ერთ საჯარო გამოსვლაში, 2006 წლის 10 ივნისს ამაზე პრეზიდენტი სააკაშვილიც საუბრობდა, თუმცა გამოცდილებით ცნობილია, რომ ხშირად იგი რომელიმე მისაღებ იდეას მის დასანერგად კი არა, მხოლოდ პიარისთვის აჟღერებს ხოლმე).
3. ჩამოყალიბდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
მხოლოდ ასეთი და მსგავსი რეფორმების შედეგად არის შესაძლებელი საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, რის გამოც, ჩვენი ხელისუფლებისათვის ასეთი სახის რეკომენდაციები რეალურად მიუღებელია. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელისუფლება ადგილობრივი ან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით იღებს ხოლმე პროგრესული ხასიათის ცვლილებებს, რეალურად ხდება ხოლმე მხოლოდ ფორმის და არა შინაარსის ცვლილება.
![]() |
6 საკანონმდებლო ცვლილებები |
▲ზევით დაბრუნება |
რევოლუციის შემდეგ მიღებული ბევრი საკანონმდებლო ცვლილება მიმართულია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა მთელი კომპლექსის გადახედვისაკენ, ყველაზე დამაფიქრებელი კი ამ ცვლილებებში ის არის, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა ამ კომპლექსის შეცვლა ძირითადად მიმართულია მოქალაქეთა უფლებების ხარჯზე ბიურიკრატიის უფლებების გაზრდისაკენ. რასაკვირველია, სახელმწიფო (თავისი ჩინოვნიკიანებიანად) უნდა იყოს ძლიერი და სამართლიანი, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ მისი ნდობა და იმედი, მაგრამ დემოკრატიული სივრცისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერება ასეთ სახელმწიფოს აქცევს არა მოქალაქეთა უფლებების დაცვის, არამედ მათი დათრგუნვის გარანტად. ასეთი ტიპის ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრების „სიტკბო“ კი უკვე გამოვცადეთ „დიად საბჭოეთში“ მცხოვრებმა მოქალაქეებმა. არის იმის მტკიცების საფუძველი, რომ დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სწორედ კომუნისტური მმართველობის ფორმებისა და მეთოდების რეანიმაციისაკენ, რაც ოსტატურად ინიღბება დემოკრატიული რიტორიკით და ევროპული ფასეულობების დაცვისაკენ მისწრაფებების ლოზუნგებით. ხდება საზოგადოების მოტყუება იმით, რომ რევოლუციური ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებული პრინციპების უმრავლესობა სხვადასხვა კუთხითა და ხარისხით მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამართალში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც ხორციელდება ეს საკანონმდებლო ნოვაციები. ყველაზე სახიფათო ამ ცვლილებებში ის არის, რომ საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ფაქტი კიდევ უფრო გაშიშვლდა. შეიძლება ითქვას, რომ 2005 - 2006 წლებში სასამართლო ხელისუფლების მიერ ფაქტიურად არ ყოფილა მიღებული არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სრულად არ დააკმაყოფილებდა აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნას (შეკვეთას).
საპროცესო შეთანხმება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XIV თავი). აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ მოახდინა ბრალდებულისაგან ფულის გამოძალვის ლეგალიზაცია და ლეგიტიმაცია (სახელმწიფო რეკეტის დაკანონება). ამ კანონის მიღებამდე თუ რომელიმე სამართალდამცველი ბრალდებულებისაგან აღებული ქრთამის ან მისგან მიღებული საჭირო ინფორმაციის ფასად ბრალდებულს დაეხმარებოდა გათავისუფლებაში ან სასჯელის შემსუბუქებაში, ასეთი მოქმედება ამ სამართალდამცველის მხრიდან ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად. ახალი კანონის მიხედვით კი, თუ ასეთი გზით ბრალდებულისაგან სახელმწიფოს სახელით ხდბა თანხის გამოძალვა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა, ასეთი ქმედება ნებადართული და წახალისებულია. ამის გამო სახელმწიფო მოხელეები ხშირად ასრულებენ იმ ბანდიტების როლს, რომლებიც მოქალაქეებს იტაცებენ ფულის გამოძალვის მიზნით და გამოსასყიდის მიღების შემდეგ ათავისუფლებენ მათ (დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად). ,,საპროცესო შეთანხმებების“ ინსტიტუტის დამკვიდრებამ თითქმის მთლიანად მოსპო კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რადგან ამ ღარიბ ქვეყანაში მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ ,,თავისუფლების ყიდვა“ რამდენიმე ათას დოლარად და პატიმარს უალტერნატივო არჩევანი აქვს - მრავალწლიანი პატიმრობა. ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ფაქტიურად სრულიად უკონტროლოა, თუ რეალურად სად მიდის პატიმრისაგან გამოძალული თანხა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფა სამართლიანად მიუთითა საქართველოს მთავრობას ამ სერიოზულ ხარვეზზე და მისი გამოსწორებაც დაავალა, მაგრამ ასეთი რეკომენდაციების შესრულების ყოველგვარი ვადები უშედეგოდ ამოიწურა.
2005 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლი) ბრალდებულისათვის განსაზღვრულ აღკვეთის ღონისძიებების სახეებიდან ამოიღეს პოლიციის ზედამხედველობა, გაუსვლელობის ხელწერილი და შინაპატიმრობა იმ მოტივით, რომ სამართალდამცველებს უჭირდათ ასეთი სახის აღკვეთის ღონისძიების შესრულების კონტროლი. ძალაში დარჩა მხოლოდ პატიმრობა, გირაო და პირადი თავნებობა. ამან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მდიდარი და ღარიბი ბრალდებულები, ვინაიდან გირაოს გადახდის თანხა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ. გარდა ამისა, ამით მოსამართლეებს საკანონმდებლო დონეზეც უკიდურესად შეეზღუდათ პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა ბრალდებულის მიმართ და მიეთითათ, რომ ნებისმიერი სახის ბრალდებისათვის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის გამოყენებაა ეფექტური და სასურველი. ამის შემდეგ, რასაკვირველია, დაშინებული მოსამართლეები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაბედავენ აღმკვეთ ღონისძიებად დარჩენილი 2 სახის (გირაო ან პირადი თავდებობა) გამოყენებას, თუ ამას მოითხოვენ პროკურატურის წარმომადგენლები. ამრიგად, თანდათან წარსულს ჩაბარდა მოსამართლის გადაწყვეტილებების მიღების მთავარი პრინციპები (სამართლიანობა, კანონიერება, მოსამართლის შინაგანი რწმენა) და მოსამართლე გადაიქცა პროკურატურის გადაწყვეტილების ნოტარიულად დამმოწმებელ მორჩილ ფიგურად.
2005 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მეორე ნაწილი) დაშვებულ იქნა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოძიების დაწყება და ოპერატიული მუშაობის წარმოება კონკრეტულ მოქალაქეთა მიმართ. ამ კანონის საფუძველზე არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მათთვის მიუღებელი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება და მისი ოპერატიული დამუშავება არარსებული ,,ანონიმური“ ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მათ ვერავინ მოედავება - ნებისმიერი პიროვნების მიმართ ოპერატიული მუშაობის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ თითქოს მის მიმართ არსებობდა ,,რაღაც“ ანონიმური ინფორმაცია. ანონიმური ცნობების საფუძველზე სისხლის სამართალწარმოების შესაძლებლობას ითვალისწინებდა ე.წ. სტალინური რეპრესიების პერიოდის საბჭოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ამჟამად იგივე სამართლებრივი ინსტიტუტის აღდგენა აშკარად მიუთითებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კურსზე - რეპრესიული და არადემოკრატიული მეთოდებით მართონ სახელმწიფო და საზოგადოება.
დღეისათვის მოქმედი, საქართველოს 1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 64 -ე - 67-ე მუხლები ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ინსტიტუტს, რომლის თანახმად, თუ სასამართლო საქმის გარემოებებისა და ბრალეულიე პიროვნების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იყო ბრალეული პირის მიერ საპატიმრო სასჯელის მოხდა, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ამგვარი პირის მიმართ, პირობით ყოფილიყო გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულს უწესდება გამოსაცდელი ვადა. თუ აღნიშნული ვადის განმავლოვბაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და თავისი ქცევით გაამართლებს მის მიმართ გამოცხადებულ ნდობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთა აღარ გამოიყენება. პირობითი მსჯავრდება უმეტესწილად გამოიყენება ნაკლებადმძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩამდენი პირების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ საქმის გარემოებებისა და დამნაშავის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება შეიძლება საპატიმრო სასჯელის მოხდის გარეშე. აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტი შეესაბამება კანონმდებლობისა და სამართალწარმოების ჰუმანიზმის იდეას. თუმცა, 2006 წლის 23 თებერვალს, ახლადდანიშნულ მოსამართლეებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნულოვან ტოლერანტობას წვრილმანი დაბნაშაულის მიმართ; ახალი კანონით ფაქტიურად უქმდება პირობითი მსჯავრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამნაშავე თანამშრომლებს გამოძიებასთან და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით უფრო მძიმე დანაშაული გაიხსნება. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანთ ამონარიდს საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული სიტყვიდან - ,,...ჩვენ ახლა დღეს პარლამენტში პირველად განვიხილეთ კანონი წვრილმანი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის, ნულოვანი მოთმენის შესახებ. ... ჩვენ კანონის ძალით ავკრძალავთ ყველანაირ პირობით სასჯელებს. ჩვენ ახლა ვაშენებთ ახალ ციხეებს და... თქვენ გულმოწყალება არ უნდა გამოიჩინოთ საზოგადოების ხარჯზე, ეს არის კანონის მოთხოვნა. ...ამიტომ ჩვენი ახალი კანონით პირობითი სასჯელები უქმდება. ყველა წავა ციხეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გამოძიება ჩათვლის, რომ მისგან ისეთ ინფორმაციას მიიღებს, რომელიც კიდევ უფრო დიდ დამნაშავეს დააჭერინებს''. ამრიგად, კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომ ბრალდებულის ბედს წყვეტს არა მოსამართლე (თუნდაც ფორმალურად დამოუკიდებელი), არამედ პროკურატურა. პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყნის მმართველი ხელისუფლების არაჰუმანურ ორიენტაციაზე, რომელიც არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობის დეკლარირებულ კურსს.
საქართველოს სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ 2005 წლის 16 დეკემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირისათვის ბრალდების წაყენებისთანავე გამომძიებელი აღარ არის ვალდებული (ის მხოლოდ უფლებამოსილია) დაკითხოს ბრალდებული; ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად კი აღარ წარედგინება სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა, მას წარედგინება მხოლოდ მოცემული საკითხის განხილვისათვის საჭირო მასალები, ანუ-ის, მასალა, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს საჭიროდ, მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის დასასაბუთებლად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო განიხილავს მხოლოდ პირის ბრალეულობისა და ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომელთაც ბრალდების მხარე წარადგენს სასამართლოში. სასამართლოს არ წარედგინება და შესაბამისად, მისი მსჯელობის საგანი ვერ გახდება საქმის ის მასალა (მტკიცებულებები), რომლებიც ბრალდებულის უდანაშაულობასა და ნაკლებ ბრალეულობაზე, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსა თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებენ. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებებით, სისხლის სამართლის პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როგორიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის გამოყენების საკითხის სასამართლო განხილვა და გადაწყვეტაა, იგნორირებულია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით.
1999 წლიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შემოღებული იქნა ალტერნატიული ექსპერტიზის ინსტიტუტი. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად - მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოებების დასადგენად, რომლებსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. საექსპერტიზო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. აღნიშნული სიახლე უდაოდ პროგრესული ხასიათის იყო, რამდენადაც დაცვის მხარეს, ბრალდების მხარის თანასწორად, მიეცა შესაძლებლობა დამოუკიდებლად მოეპოვებინა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება სისხლის სამართლის პროცესში, როგორიც ექსპერტიზის დასკვნაა. სამწუხაროდ, 2005 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით (სისხლის სამართლის საპროცესო საპროცესო კოდექსისი 29-ე, 420-ე, 608-ე და 678-ე მუხლები) ხელისუფლებამ სრულიად არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა სახელმწიფო და დამოუკიდებელი ექსპერტები. ამ ცვლილებების მიხედვით, ფაქტიურად მხოლოდ სახელმწიფო ექსპერტის მიერ ჩატარებულ საექსპერტო დასკვნას მიენიჭა მტკიცებულების ძალა. ამით მოხდა დამოუკიდებელი, კერძო საექსპერტო დაწესებულებების უფლებების შეზღუდვა. ამის მიზეზი ისაა, რომ პროკურატურას შეუძლია სახელმწიფო ექსპერტებს ადვილად დააწერინოს მათთვის მისაღები მისთვის სასურველი ყალბი საექსპერტო დასკვნა, დამოუკიდებელ ექსპერტებზე ზემოქმედება კი გაცილებით უფრო ძნელია.
2005 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით (სისხლის სამართლის კოდექსის 3711-ე მუხლის მიღებით) დაზარალებულს ან მოწმეს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, თუ ისინი შეცვლიან წინასწარ გამოძიებაში პირველად მიცემულ ჩვენებას. საგამოძიებო ორგანოები კანონის ამ ნორმას იყენებენ არა ჭეშმარიტების დადგენისათვის, არამედ იმ დაზარალებულისა და მოწმის დაშინებისათვის, რომლებმაც თავიდან მოტყუების, შეცდომის ან იძულების გამო მისცეს მცდარი ჩვენება ვინმეს წინააღმდეგ. თუ ასეთი მოწმეები დააპირებენ სასამართლოზე ჩვენების შეცვლას და სიმართლის თქმას, მათ ელით 5 წლამდე ვადით პატიმრობა. დაზარალებულებზე და მოწმეებზე ამით ზემოქმედებისა და დაშინების შემთხვევები უკვე ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა.
ამავე პერიოდში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით (სისხლის სამარტლის კოდექსის 42-ე მუხლი) ნებისმიერი მუხლით ჩადენილ დანაშაულზე შეიძლება დამატებით სასჯელად დაინიშნოს ჯარიმა (მანამდე არსებული კანონით ჯარიმა დამატებით სასჯელად გათვალისწინებული შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მხოლოდ კოდექსში კონკრეტულად მითითებულ ცალკეულ მუხლებზე). ეს ცვლილება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტის შევსების მიზნით დაუკვეტოს მოსამართლეებს, რათა მათ სისტემატურად გამოიყენონ ჯარიმები დამატებითი სასჯელების სახით. უფრო მეტიც, ამჯერად იხილება ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის მინიმალურ ოდენობად 2000 ლარის (დაახლოებით უდრის $ 1100) დაწესებას, მაქსიმალური ზღვარი კი განუსაზღვრელია. ევროპის ქვეყნებში ჯარიმის მინიმალური თანხა 20 - 30 ევროა. მდიდარი ევროპელებისა და ღარიბი ქართველებისათვის ჯარიმებს შორის ასეთი დიდი სხვაობა გაოცებას იწვევს, მაგრამ ყველაფერი გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სხვა ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით სისხლის სამართალი ბიუჯეტის შევსების წყაროდ აქცია.
როგორც ავღნიშნეთ, ბოლო 2 წელიწადში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა მიმართულია სახელმწიფო მოხელეთა უფლებების გაზრდისა და რიგითი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვისაკენ. მართალია, იყო ზოგიერთი ისეთი ცვლილებაც, რომელიც ერთი შეხედვით, შეიძლება განვიხილოთ ბრალდებულისა და დაცვის მხარის სასარგებლოდ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი საერთო ფონის გათვალისწინებით ასეთი სახის ცვლილებებს არ შეუძლიათ სასურველი ეფექტის მოცემა. მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს:
1. 2006 წლის 1 იანვრიდან წინასწარი პატიმრობისა და ყველა ინსტანციის სასამართლო გამოძიების ვადები მთლიანობაში მნიშვნელოვნად შემცირებულია (წინასწარი გამოძიების მაქსიმალური ვადა შემცირდა 9 თვიდან 4 თვემდე, ხოლო ყველა ინსტანციის სასამართლო გამოძიების მაქსიმალური ვადა შემცირდა 30 თვიდან 12 თვემდე), რამაც ობიექტურად ხელი უნდა შეუწყოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და მისი ყველა გადაწყვეტილება დამოკიდებულია პროკურატურის სურვილზე, მაშინ გასაგები გახდება, რომ ამ ცვლილებებით, მართალია, მართლმსაჯულება გახდება სწრაფი, ეფექტური, მაგრამ დარჩება არასამართლიანი.
2. 2005 წლის ივნისში წამება განისაზღვრა, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება (სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი), მაგრამ პრაქტიკაში ამ მუხლის გამოყენება ხდება ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში (ოფიციალური მონაცემებით ამ მუხლით აღძრულია 29 სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მათი უმრავლესობა წინასწარი გამოძიების ეტაპზევე შეწყდა ან გადაკვალიფიცირდა სხვა მუხლებზე, ხოლო დღემდე ამ მუხლით სასამართლოს მიერ მიღებული ჯერ არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა გამოტანილი).
3. საქართველოს ხელისუფლება 2005 წლის აგვისტოში შეუერთდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას და მის აღჭურვას საპატიმრო ადგილებში თავისუფალი შესვლის უფლებით. ამის მიუხედავად, ასეთი ჯგუფი დღემდე არ შექმნილა, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ის შეიქმნება, მასში ალბათ შევლენ არა დამოკიდებული ექსპერტები, არამედ ,,გონგოების“ (ხელისუფლების მორჩილი არასამთავრობოების) წარმომადგენლები, რომლებიც ფორმალურად არასამთავრობო სექტორს, რეალურად კი ხელისუფლების აქტივისტებს წარმოადგენენ.
ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა, რომლებიც კიდევ უფრო ზღუდავენ ადვოკატის უფლებებს და უფრო აძლიერებენ ბრალდების მხარის პოზიციებს. თუმცა, ამ პროექტის კანონად ჩამოყალიბებამდე აქ ზედმეტად მიგვაჩნია მისი დეტალური განხილვა.
საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენას და სასამართლოებში სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას ხელს არ უწყობს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებენ მოწმის ,,გასაიდუმლებას“ საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი სახის (,,დაპირისპირების“) გაუქმებას. რაც შეეხება პრეზიდენტისა და შს მინისტრის პირდაპირ საჯარო მოწოდებებს დამნაშავეთა ადგილზე ლიკვიდაციის შესახებ, ეს ხელ - ფეხს უხსნის სამართალდამცველებს, რომ მოახდინონ გადამეტებული ძალის გამოყენება და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ადგილზე დახვრიტონ მათ მიერ დამნაშავედ მიჩნეული ნებისმიერი პირი, შემდეგ კი ადვილად დაამტკიცონ, რომ ისინი მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ (მოკლულისთვის ხელში იარაღის ჩადება და ტელევიზიით ამის ჩვენება მათ იმის მტკიცების საშუალებას აძლევს, რომ მათი ჩახოცვა გარდაუვალი აუცილებლობა იყო).
2004 -2005 წლებში მოქალაქეთა ადგილზე ლიკვიდაციის რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა, ხოლო 2006 წლის პირველ 5 თვეში ოფიციალური მონაცემებით უკვე 20 - მდე ადამიანია ადგილზე ლიკვიდირებული. მოვიყვანთ რამდენიმე ტიპიურ მაგალითს:
1. 2005 წლის 25 სექტემბერს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩაჩხათში პოლიციელებმა ჩაცხრილეს ადრე ნასამართლევები - ალექსანდრე თაბაგარი და ხვიჩა მელაძე.
2. 2005 წლის 31 ოქტომბერს პოლიციელებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს გიორგი კვირიკაშვილი (ადრე ნასამართლევი) და გიორგი მანჯავიძე. პოლიციის ინფორმაციებში ყოველთვის ხაზგასმულია ,,ადრე ნასამართლევობა'', რათა ხაზი გაესვას მათ პოტენციურ დამნაშავეობას და მოქალაქეებმა უფრო ადვილად დაიჯერონ, რომ მათი მკვლელობით პოლიციამ კარგი საქმე გააკეთა და საზოგადოებას მოკლულთა სახით დიდი საფრთხე ააცილა. მით უმეტეს, რომ პოლიციელთა მიერ ყველა მოკლული ,,შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს“.
3. 2006 წლის 13 იანვარს, საღამოს, თბილისში ჩაცხრილეს 3 ახალგაზრდა, რომლებიც მანამდე არავითარ დანაშაულში არ ყოფილან შემჩნეულნი და არც ნასამართლობა ჰქონიათ. ამის შემდეგ პოლიციამ თავის გამართლების მიზნით ყველა მოკლულს გვერდით ავტომატები დაულაგა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს მეტი დამაჯერებლობისთვის შეითხზა ვერსია, რომ თითქოს მოკლულები აპირებდნენ თილისიდან დაახლოებით 50 კმ. მანძილზე მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმართა გაქცევის ორგანიზებას. ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა იმ პერიოდსი სასჯელს იხდიდა აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იგი სიკვდილის მუქარით აიძულეს რომ მას ტელეკამერების წინ სასწრაფოდ ,,ეღიარებინა“ გაქცევის მომზადების ვერსია. ხელისუფლებამ ვერაფერი უპასუხა სავსებით ლოგიკურ კითხვას: თუ აღნიშნული პირები მართლაც აპირებდნენ პატიმართა გაქცევის ორგანიზებას და ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გააჩნდათ სამართალდამცველებს, რატომ არ მოხდა მათ წინააღმდეგ ჩასაფრება და ოპერაციის მოწყობა და ცოცხლად აყვანის მცდელობა სწორედ დანაშაულის ადგილას (ან მიმდებარე ტერიტორიაზე) და არა იმ ადგილიდან 50 კმ-ის დაშორებით?
4. 2006 წლის 5 მარტს ქუთაისთან, ქუჩაში პოლიციელებმა ჩაცხრილეს 23 ახალგაზრდა: 29 წლის ზვიად ბაბუხადია, 31 წლის ვალერი ბენდელიანი და 25 წლის ბუთხუზ კიზირია. ამ უკანასკნელს 53 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, თუმცა სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ ,,გარდაცვალების მიზეზი უცნობია“. რასაკვირველია, შსს-მ ოპერაციის დასრულების შემდეგ ყველა ტელეკომპანიის საშუალებით გაავრცელა კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ სამივე მოკლულს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა.
5. 26 თებერვალს მოწყობილი სპეცოპერაციის დროს საკუთარ ბინაში მოკლეს ყოფილი პოლიციის პოკოვნიკი გიორგი თელია. სიკვდილამდე რამდენიმე თვის განმავლობაში გ. თელია საჯაროდ (არასამთავრობო ორგანიზაციებში, პრესით, ტელევიზიით) აცხადებდა, რომ მას გააჩნდა კომპრომატები პოლიციის ამჟამინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რის გამოც ისინი მის მკვლელობას გეგმავდნენ და ამტკიცებდა, რომ მისი მოკვლის მცდელობას ორჯერ უკვე ჰქონდა ადგილი. მართლაც, 26 თებერვალს სპეცრაზმელებმა გიორგი თელია საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს, ხოლო შემდეგ ამ ბინაში შეყვანილ ტელეჟურნალისტებს დააფიქსირებინეს მაგიდაზე დაყრილი ნარკოტიკები და გ. თელიას გვამი, რომელსაც მარჯვენა ხელში პისტოლეტი ეკავა (არადა, გ. თელია ცაცია იყო). იქვე კედელში იყო რამდენიმე ნატყვიარი (რა თქმა უნდა, ნასროლი იყო მოკლულის ხელში არსებული პისტოლეტიდან), რითაც ,,დაამტკიცეს“, რომ თელია სპეცრაზმელებმა მოკლეს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს.
6. 2 მაისს, დილის 10 საათზე, თბილისის ცენტრში ავტომანქანაში ჩაცხრილეს 3 ახალგაზრდა, რომელთაგან 2 (ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი) ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი (ბონდო ფუთურიძე) რამდენიმე ტყვიით მძიმედ დაიჭრა. ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის ,,დასაბუთება“ ასეთი იყო: ეს პირები მიდიოდნენ რომელიღაც ბინის დასაყაჩაღებლად, ერთ-ერთი მათგანი 3 თვის წინ იყო ციხიდან განთავისუფლებული, მათ შეამჩნიეს ადევნებული პოლიციელები, ცეცხლი გაუხსნეს და პოლიცია იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლით ადგილზევე ჩაეცხრილათ ბოროტმოქმედები. აღნიშნული ვერსიის გასამყარებლად ტელეეთერით გაავრცელეს მოკლულების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერი, რომელშიც ისინი შეხვედრის დროს და ადგილს ათანხმებდნენ. ხელისუფლებას ამ შემთხვევაშიც არა აქვს პასუხი ლოგიკურ კითხვებზე: თუ მოკლულებს მართლაც ჰქონდათ რომელიღაც ბინის დაყაჩაღების განზრახვა და ეს პოლიციამ წინასწარ იცოდა (როგორც თვითონ ამტკიცებენ), რატომ დანაშაულის ადგილზე არ მოუწყვეს მათ ჩასაფრება? მრავალი თვითმხილველიდან რატომ არც ერთი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოკლულებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს? რატომ უნდა დაიჯეროს მსმენელმა, რომ ორი მამაკაცის სატელეფონო საუბარი (თუნდაც იგი მართლაც ორ მოკლულს შორის შემდგარიყო), სადაც ისინი შეხვედრის დროს და ადგილს ათანხმებენ, მაინცდამაინც ყაჩაღობის დაგეგმვას ნიშნავდა? ან რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ტელევიზიით ნაჩვენები პისტოლეტები და ნიღბები მართლაც მოკლულთა მანქანიდან ამოიღეს და პოლიციელებმა არ ჩააწყვეს იქ მათი მოკვლის შემდეგ? პოლიციელთა მხრიდან მანქანაში იარაღების ჩაწყობის ზუსტად ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2004 წლის 23 ნოემბერს, როდესაც პატრულმა გააჩერა ახალგაზრდების მანქანა და ერთ-ერთი გადმოსული, 19 წლის ამირან რობაქიძე ადგილზევე ჩაცხრილა. შემდეგ ამის გამართლებისა და წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით მანქანაში იარაღის მთელი არსენალი ჩაალაგეს, მანქანაში მსხდომი ცოცხლად გადარჩენილი ახალგაზრდები დააპატიმრეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონოდ ტარებისა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისათვის. მხოლოდ დიდი ბრძოლისა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის შედეგად მოხერხდა მკვლელი პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა, იგი დღემდე არ არის დაპატიმრებული (აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული აქვს გირაო) და გასამართლებული. პოლიცია ყოველნაირად ცდილობს და ახერხებს, რომ ერთის მხრივ, ნებადართული მკვლელობებით დააშინოს საზოგადოება, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარ მკვლელ თანამშრომლებს პასუხისმგებლობა ააცილოს და არ შელახოს ,,მუნდირის ღირსება“, რათ საფრთხე არ შეექმნას პიარ - კამპანიების შედეგად საზოგადოებაში დამკვიდრებულ ილუზიას ძალოვან სტრუქტურებში ჩატარებული წარმატებული რეფორმის შესახებ.
ცალკე განხილვის საგანია ხელისუფლების მიერ კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის ფართოდ რეკლამირებული კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში 2005 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილების მიხედვით (223¹ მუხლი) ,,კრიმინალური სამყაროს წევრობა“ ან ,,კრიმინალური ავტორიტეტობა“ ისჯება 10 წლამდე პატიმრობით. ვინაიდან არ არსებობს ,,კრიმინალური ავტორიტეტის“ ან ,,წევრის” განსაზღვრის კრიტერიუმები, ეს მუხლი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართალდამცავებმა ნებისმიერი მათთვის მიუღებელი პირი შეიძლება დაადანაშაულონ ამ მუხლით.თანაც, სრულიად ნათელია, რომ ადამიანი შეიძლება ისჯებოდეს მხოლოდ კონკრეტული ქმედებისთვის და არა რაღაც არაოფიციალური წოდების მიკიუთვნებისთვის. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, საკუთარი ქონების წარმომავლობის გარკვევისას მტკიცების ტვირთი არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მისი ოჯახის წევრს ან ე.წ. ,,დაკავშირებულ პირს“ ეკისრება. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გამოძიება მიიჩნევს ასეთად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოძიებას შეუძლია სასამართლოს ძალით ე.წ. ,,დაკავშირებულ პირს“ ეკისრება. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აგამოძიება მიიჩნევს ასეთად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოძიებას შეუძლია სასამართლოს ძალით ე.წ. ,,დაკავშირებულ'' პირს ჩამოართვას წლების წინ შეძენილი პიანინო, ოქროს სამკაული ან სხვა ძვირფასი ნივთი, თუ ის დოკუმენტურად ვერ დაამტკიცებს მისი შეძენის ადგილს ან ფინანსურ წყაროს. რაც მთავარია, ამ კამპანიის ფარგლებში პატიმართა წამებებმა და მათ მიმართ არაადამიანურმა, ღირსების შემლახველმა მოპყრობებმა სისტემატური ხასიათი შეიძინა. 2005 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნული 24 წლის ბაჩო ახალაია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან ერთად განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში პირადად სისტემატურად აწამებდა პატიმრებს. ამას ადასტურებენ არა მხოლოდ თვითონ პატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები და უფლებადამცველები, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სახალხო დამცველი და იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც ხელისუფლების რუპორებად მოიაზრებიან (ე.წ. ,,გონგოები“). ამის მიუხედავად ხელისუფლება ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავს, რადგან ბ. ახალაია ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას. ასეთი პოლიტიკის მიმართ გამოხატული ბუნებრივი პროტესტი 2006 წლის 27 მარტს თბილისის ერთ - ერთ ციხეში ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო - ოფიციალური მონაცემებით აღნიშნული ბუნტის დროს მოკლეს 7 და დაჭრეს რამდენიმე ათეული ადამიანი. ხელისუფლების მხრიდან ეს სისხლიანი ოპერაციაც კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლად შეფასდა.
![]() |
7 ხელისუფლება და მედია |
▲ზევით დაბრუნება |
კომუნისტური რეჟიმი არასოდეს უშვებდა დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რასაც იმით ამართლებდა, რომ რადგანაც ,,პარტია გამოხატავს ხალხის გულისთქმას“, ამიტომაც პარტიული მედიისაგან განსხვავებული და მით უმეტეს, მისი მოწინააღმდეგე აზრების დაფიქსირება და ქადაგება ნიშნავს ერთი მუჭა გადაგვარებულებისათვის (მაგალითად, დისიდენტებისათვის) ხალხის ნების წინააღმდეგ გამოსვლის საშუალების მიცემას, რაც დაუშვებელია (ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე). ბუნებრივია, დღევანდელ საქართველოსი შეუძლებელია მედიისადმი ზუსტად ასეთი დამოკიდებულება, რადგანაც დამოუკიდებელი მედიის პირდაპირ, უხეშ აკრძალვას ვერ დაუშვებს ვერცერთი ხელისუფლება, რომელსაც სურს დემოკრატიულობის იმიჯის შენარჩუნება საერთაშორისო არენაზე. ამიტომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა თავისუფალი მედიისადმი უფრო მოქნილი და ეშმაკურია. იგი უშვებს თავისუფალი ბეჭდვითი მედიის (პრესის) არსებობას, რადგანაც მიაჩნია, რომ პრესას ნაკლებად შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ გაზეთების ტირაჟები საკმაოდ მცირეა (სულ რამდენიმე ათასი) და თანაც, საზოგადოების დიდი ნაწილის უკიდურესი სიღარიბის გამო გაზეთების შეძენა მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია. ამის მიუხედავად, თავისუფალი პრესის არსებობა უმაღლეს ხელისუფალთა ძლიერ გაღიზიანებას იწვევს. საქმე იქამდე მივიდა, რომ შარშან ქვეყნის პრეზიდენტმა ერთ - ერთ გამოსვლაში თავის ჩინოვნიკებს ოფიციალურად მოუწოდა, რომ არ წაეკითხათ გაზეთები, ხოლო ამ მოწოდების შემდეგ სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უარი განაცხადეს პრესის გამოწერაზე.
ხელისუფლებას განსხვავებული პოლიტიკა აქვს ელექტრონული მედიის მიმართ. მან კარგად იცის, რომ ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საქმეში უდიდეს ძალას წარმოადგენს. ამის გამო არაპირდაპირი გზებით ცდილობს აკრძალოს არა მხოლოდ მაღალრეიტინგიანი ოპოზიციური გადაცემები, არამედ ტელეეკრანებზე მისთვის მიუღებელი ოპონენტების გამოჩენაც კი. აქ საქმესი ერთვება მიუღებელი პოლიტიკოსების თუ უფლებადამცველების მიმართ ბინძური წორების გავრცელების კაგებეშნიკური მეთოდები, რომ ასეთი ხალხის მხრიდან ანტისახელისუფლებო პოზიციების დაფიქსირების საფუძვლები მხოლოდ ,,ხელმოცარულობა“, ,,ანგარება“, ,,შურიანობა'' ან ,,ქვეყნის მტრობა'' -ა. ამიტომაც მათი საუბრები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც ,,ყიყინი'', ,,ყაყანი'' ან ,,ჭყლოპინი“ (ეს საქართველოს პრეზიდენტის შეფასებებია).
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი კონტროლიდან გამოსულ მედიას რეალურად დამოუკიდებელ საშუალებებს შეუზღუდოს ან საერთოდ მოუსპოს მუშაობის შესაძლებლობა. ამ მიზნით გამოყენებულია სხვადასხვა ფორმები და მეთოდები: რედაქტორებისა და მედიის საშუალებათა მეპატრონეების მიმართ შანტაჟი და მუქარები, მათთვის ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნა და ამ საბაბით მათი დახურვა, სასამართლოში ჩივილი და მოსამართლეთა მიერ მედიის წინააღმდეგ შეკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანა (ზოგჯერ არც უშუალოდ ჟურნალისტების დევნა - შევიწროებას ერიდებიან). ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად 2004 - 2005 წლებში უკვე დაიხურა, პოზიციები დათმო ან მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის არაერთი საშუალება (ტელეკომპანიები: „მე-9 არხი“, „იბერია“, „კავკასია“, „202“, გაზეთები: „დილის გაზეთი“, „ჯორჯიან ტაიმსი“, „ტრიბუნა“, „მთავარი გაზეთი“, „ხალხის გაზეთი“, „თავისუფალი გაზეთი“, „ახალი ეპოქა“, „ქართული მწერლობა“, ჟურნალები „ომეგა“, „იმიჯი“ და „პრეს-პრემიერი“ და ა.შ.). ეს იმ დროს, როდესაც სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარ დამრტყმელ ძალას - ტელეარხებს „პირველ არხსა“ და „რუსთავი-2-ს“ სრული ფინანსური ამნისტია აქვთ გამოცხადებული და მათ მილიონობით დოლარის არსებულ დავალიანებაზე ხელისუფლებამ შეგნებულად დახუჭა თვალი. დღეისათვის საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე დარჩენილი ტელეარხებიდან 4 აშკარად სახელისუფლებოა (I და II არხები, „რუსთავი-2“ და „აჭარა“), ხოლო დანარჩენები - მხოლოდ გასართობი. დამოუკიდებელი, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეკომპანია ,,იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმაც კი 2006 წლის აპრილში ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ გალაშქრება დაიწყო იმის გამო, რომ მისმა ტელეკომპანიამ საკმაოდ მწვავე და მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ახალგაზრდა ბანკირის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემაზე. ამ მკვლელობამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და ხელისუფლება იძულებული გახდა დაეპატიმრებინა მკვლელობის 4 შემსრულებელი პოლიციელი, თუმცა, საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მკვლეობის შემკვეთი მაღალჩინოსანი მოხელეები ისევ თავისუფლები არიან.
მედიაზე შეტევის ნათელი გამოვლინება იყო ფაქტიურად ერთადერთი უკონტოლო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის - „კავკასიის“ დახურვის მცდელობა, რის მიზეზადაც დასახელდა რამდენიმე ათასი ლარის არსებული დავალიანება (ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარ ტელეარხს „რუსთავი -2-ს“ 10 მლნ - მდე ლარის ვალის გადახდა მრავალი წლით გადაუვადა). თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მორიგ მკაფიო გამოვლინებას წარმოადგენდა ტელეკომპანია „მზეზე“ ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის საავტორო გადაცემის „არჩევანის ზღვარზე“ დახურვა. ამას წინ უძღვოდა ხელისუფლების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის გიგა ბოკერიას მუქარა პირდაპირ ეთერში, რომ იმნაიშვილის მსგავსი ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ ტელევიზიაში.
თავისუფალი მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების დამახასიათებელი მაგალითია სახელმწიფო ტელევიზიასთან დაკავშირებული ისტორია. ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სახელისუფლებო დაჯგუფებამ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თავისუფლების ინსტიტუტმა“, გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ბაზაზე შექმნილიყო საზოგადოებრივი ტელევიზია. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შექმნა ამისათვის კანონპროექტი, რომელიც უპრობლემოდ მიიღო პარლამენტმა. შემდეგ ასევე უპრობლემოდ ამ ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 17 მლნ-მდე ლარი (დაახლოებით 10 მლნ დოლარამდე) და პარლამენტმა დაამტკიცა 9-კაციანი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის უმრავლესობასაც სწორედ მათივე შეთავაზებული კანდიდატურები წარმოადგენდნენ. აღნიშნულ საბჭოს დაევალა კონკურსის წესით ტელევიზიის გენერალური დირექტორის კანდიდატურის შერჩევა და დამტკიცება. ამის შემდეგ ორჯერ ჩატარდა კონკურსი და 20 - მდე კანდიდატურიდან მათ მიერ ყველა მათგანი დაწუნებულ იქნა. ასეთი პოზიციის ძირითადი არგუმენტი ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ ტელეკომპანიის მართვის საკმარისი გამოცდილება. ამის შემდეგ მოულოდნელად საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორის კანდიდატად დასახელდა „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქ-ნი თამარ კინწურაშვილი. საბჭოს კოლეგა წევრებმა იგი უპრობლემოდ აირჩიეს ამ თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას მანამდე ტელევიზიაში ერთი დღეც არ უმუშავია („თავისუფლების ინსტიტუტში“ მისვლამდე რამდენიმე წლით ადრე იგი ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტი იყო). მალე გენერალურმა დირექტორმა პარტიული (და არა პროფესიული) ნიშნით დააკომპლექტა საზოგადოებრივი ტელევიზია და ნათელი გახდა, რომ ფსევდო-საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნით ,,თავისუფლების ინსტიტუტმა“ საკუთარი ტელევიზია შექმნა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი მიიღო.
საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის შემცირებას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევებიც. მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური კვლევის შედეგად საქართველო სიტყვის თავისუფლების ხარისხით 194 ქვეყანას შორის 118 - ე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო მეორე საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2006 წლის აპრილში ამავე საკითხზე კვლევა ჩაატარა 167 ქვეყანაში და საქართველო სიტყვის თავისუფლების ხარისხით 99 - ე ადგილზე აღმოჩნდა. მთავარი ის არის, რომ ამ მაჩვენებლით ბოლო ორ წელიწადში საქართველომ მნიშვნელოვნად დაიხია უკან. მაგალითად, 2005 წელს 2004 წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა 26 პუნქტითაა ჩამორჩენილი, ასევე გაუარესებული მაჩვენებელია დაფიქსირებული 2004 წელს წინა წელთან შედარებით. ,,ფრიდომ ჰაუსის'' დასკვნის თანახმად, საქართველო სიტყვის თავისუფლების ხარისხის მიხედვით მიჩნეულია ,,ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად.
![]() |
8 ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები |
▲ზევით დაბრუნება |
ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანაში განვითარდნენ და გაძლიერდნენ მისი პოლიტიკის უსიტყვოდ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები. ხელისუფალთათვის მისაღები და სასურველია ისეთივე უწყინარი და ხელისუფლების მორჩილი „არასამთავრობო ორგანიზაციები“, როგორებიც საბჭოთა პერიოდში იყვნენ ,,ტყის მეგობარი“, „წითელი ჯვრის საზოგადოება“, „ვეტერანთა საბჭო“, „ქალთა საბჭო“, „მშვიდობის ფონდი“, „დოსააფი“ და ა.შ. ასეთი ორგანიზაციები ერთგულად შეასრულებენ პარტიისა და მთავრობის დავალებები და ამავე დროს უცხოელების თვალში დემოკრატიულობის ფასადადაც გამოდგებიან. მათი ფუნქცია კი დაახლოებით ასეთი პოზიციების აფიშირებაა: ,,ქვეყნის აღმშენებლობის სახელისუფლებო სტრატეგიული კურსი სხვადასხვა სფეროებში (სამხედრო აღმშენებლობის, ქვეყანაში წესრიგის დამყარების, განათლების, სასამართლო, საგადასახადო, საარჩევნო სისტემის რეფორმების და ა.შ.) სწორი და გამართლებულია და ამას საზოგადოების უმრავლესობა მიესალმება, ოღონდ არსებობს ცალკეული გადაცდომები და მათ გამოსწორებაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხელისუფლებას“. სხვაგვარად ხელისუფლება საკუთარი მოქმედების საკრიტიკებლად ასპარეზსს აძლევს საკუთარ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებს, რომლებიც დოზირებულად, „ორთქლის გამოშვების“ პრინციპით ისევ ხელისუფლებას ემსახურება და ქმნის ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ილუზიას. ხელისუფლებასთან შეზრდილი ასეთი ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციები“ (,,გონგოები“) დღეისათვის ბევრი აღარ დარჩა, რადგან თვით რევოლუციაში მონაწილე არასამთავრობოებმაც განვლილ პერიოდში თანდათან დაინახეს რევოლუციური ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ხასიათი. ზოგი მათგანი მმართველი ძალისგან გამოყოფილი ოპოზიციური ძალების ინტერესებს გამოხატავს, თუმცა, ხელისუფლებასთან შეზრდილი („გონგოები“) („თავისუფლების ინსტიტუტი“, ,,კავკასიური ინსტიტუტი'', „ალტერნატივა“, „ალპე“ „კმარა“ და რამდენიმე სხვა „არასამთავრობო“ ორგანიზაცია) ხელისუფლების დახმარებით კვლავაც ახერხებენ ზოგიერთი უცხოელის დარწმუნებას საკუთარ ობიექტურობასა და კვალიფიციურობაში. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დამოუკიდებელი არასამთავრობოების ნიშისა და ფინანსური ბერკეტების კონტროლის შენარჩუნება. საქმე ისაა, დღეს ფაქტიურად ისევ ასეთი „გონგოების“ ხელშია იმის გადაწყვეტის ბერკეტები, თუ მათთვის მისაღები რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები „იმსახურებენ“ გრანტის (დაფინანსების) მიღებას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ხელისუფლებისათვის მიუღებელი არასამთავროო ორგანიზაციებისათვის ფონდების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის გადაკეთვა კი მათთვის საარსებო სასუნთქი ჰაერის გადაკეტვას ნიშნავს. მით უმეტეს, რომ დაფინანსების სხვა წყარო (ბიზნესისაგან ან თუნდაც სახელმწიფოსაგან დაფინანსება) დღევანდელ საქართველოში არ არსებობს.
ბოლო წლებში საქართველოს არასამთავრობო სექტორი ითვლებოდა ერთ - ერთ ყველაზე ძლიერად და წარმატებულად პოსტ-საბჭოთა სივრცეში. გარკვეულწილად, ამაში იყო სიმართლის ნაწილი, რადგანაც ყოფილი ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი, არ სარგებლობდა მოსახლეობის მხარდაჭერით და ამიტომ ადვილად ექვემდებარებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას. რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, როგორც საძულველი მთავრობის მოშორების წამყვანი ძალა, თავის დროზე სარგებლობდა მოქალაქეთა დიდი ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ბევრი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე მეტადაც იყო ჩართული რევოლუციის დროს ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. ხელისუფლებაში რევოლუციური ძალების მოსვლის შემდეგ კი ზოგიერთი არასამთავრობო ლიდერი უშუალოდ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში და პარლამენტში მოხვდა, ხოლო მესამე სექტორში დარჩენილი რევოლუციონერი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უბრალოდ, ხელისუფლების დანამატად და მისი პოზიციების გაძლიერებისათვის მებრძოლად გადაიქცა. ასეთ სიტუაციაში არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვნად დასუსტდა, რადგანაც რეალურად ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი უველა მოქალაქე (მათ შორის მესამე სექტორის მიუკერძოებელი წარმომადგენლები) კონტრრევოლუციონერებად მონათლა სახელისუფლებო პროპაგანდამ. სამწუხაროდ, თავის დროზე მხოლოდ ჩვენი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რომ მესამე სექტორი აქტიურად ჩართულიყო სახელისუფლებო ბრძოლაში და რევოლუციაში. ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ამით მესამე სექტორი კარგავდა მისთვის ბუნებრივ (ობიექტურ, ნეიტრალურ, მიუკერძოებელ) პოზიციას. გარდა ამისა, ჩვენ იმთავითვე ვაფიქსირებდით, რომ დემოკრატიული ლოზუნგებით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გარემოს აშკარად გააუარესებდა. მთელი პოსტ - რევოლუციური პერიოდის მანძილზე ეს ასეც ხდებოდა, თუმცა ამის წინააღმდეგ რეალურად მხოლოდ ერთეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიბრძოდით, რევოლუციონერი არასამთავრობოები კი დიდი ხნის განმავლობაში რევოლუციური ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებს მხოლოდ წინა ხელისუფლების ინერციას ან კონკრეტულ უღირს ჩინოვნიკებს აბრალებდნენ. ჩვენ ადრეც ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესება სწორედ ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ ამ სფეროსი გაუარესებული მძიმე მდგომარეობის დაფარვა უკვე შეუძლებელია, ბოლო ხანებში ინტენსიურად ცდილობს, რომ ნეიტრალურობის, ობიექტურობისა და პროფესიონალების იმიჯი აღუდგინოს საკუთარ სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ეს ნიშაც სწორედ მათი მომხრეების მიერ იყოს დაკავებული. ასეთ პირობებში საერთოდ აღარ რჩება ადგილი მიუკერძოებელი და ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ამ უკანასკნელთა მუშაობა ხელისუფლებისაგან იბლოკება როგორც სახელისუფლებო, ისე ფინანსური (სამთავრობო ენჯეოების გავლენის ქვეშ მყოფი ფონდების) ბერკეტების მეშვეობით. გამონაკლისის სახით მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ არასახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არც წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდნენ რაიმე ანგარიშგასაწევ ძალას და დღესაც მათი საქმიანობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რის გამოც არ უქმნიან არავითარ პრობლემას ხელისუფლებას. ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რევოლუციის შემდეგ განვლილ პერიოდში ხელისუფალთა მხრიდან გახშირდა ადამიანის უფლებების, კანონისა და სამართლიანობის ნორმების თავხედური დარღვევები, რადგანაც სრულადაა მოშლილი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები.
რევოლუციის შემდგომ განვლილმა პერიოდმა დაგვანახვა, რომ ლიბერალური ღირებულებებისათვის ბრძოლის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსული ბევრი გაპოლიტიკოსებული რევოლუციური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ეს ლოზუნგები რეალურად მხოლოდ ხელისუფლების დაპყრობის საშუალება ყოფილა და ისინი მესამე სექტორში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას ამ სექტორის დასაკნინებლად იყენებენ. ნიშანდობლივია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შევარდნაძის მმართველობის ბოლო ხანებში გახსნილი პოლიციის განყოფილებებისა და პენიტენციური სისტემის კარები ახალი ხელისუფლების შს და იუსტიციის მინისტრებმა მყარად მიხურეს და მხოლოდ `'სახელისუფლებო'' არასამთავრობოებისთვის არის დაშვებული მათ სისტემებში ფორმალური გამჭვირვალობა. თუმცა, რასაკვირველია, ეს გასაღდა, როგორც არასამთავრობო სექტორისათვის კარის გახსნა, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შემუშავებული პოლიტიკის მიხედვით, ხელისუფლება ცდილობს სწორედ საკუთარი არასამთავრობოები (,,გონგოები'') წარმოაჩინონ მესამე სექტორის სახედ.
![]() |
9 წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა |
▲ზევით დაბრუნება |
2001-2003 წლებში პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობების გამოვლინების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენდა და თითოეულ გამოვლენილ შემთხვევაზე საზოგადოებრივი პროტესტი (ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება) საკმაოდ მწვავე იყო. თვით სახალხო დამცველისა და „გონგოების“ აღიარებითაც კი 2004 - 2005 წლებში დაკავებულთა წამების შემთხვევებმა მასობრივი ხასიათი მიიღო და სხვადასხვა მონაცემებით 1000-ს გადააჭარბა. მხოლოდ ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე ასეული ასეთი ფაქტი მოიპოვა და ინფორმაცია შს სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა, მაგრამ მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
წამებათა ასეთი მასშტაბების მიუხედავად, ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ რამდენიმე ათეული პოლიციელია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათ შორის 12 პოლიციელი - თანამდებობის გადამეტებისა და დაკავებულთა წამებისათვის. თუმცა, დღეისათვის ფაქტიურად დამდგარია სულ რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი და მათთვის მისჯილია იმდენად მსუბუქი სასჯელები, რომ თითქმის ყველა მათგანმა ეს სასჯელები უკვე მოიხადეს და გათავისუფლდნენ.
ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული საქართველოს სახალხო დამცველი 2004 - 2005 წლებში ძირითადად გვევლინებოდა არა მოქალაქეთა, არამედ ხელისუფლების უფლებების დამცველად. ამის მიუხედავად, მანაც კი დააფიქსირა დაკავებულთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ათეული ფაქტი და გადაუგზავნა ისინი პროკურატურას რეაგირებისათვის, თუმცა დღემდე არც მის მიერ მიკვლეულ ფაქტებთან დაკავშირებულ პოლიციელებზე არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები.
საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო კომისია) რეკომენდაციების მიუხედავად საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა და პატიმართაგან აღიარების მოპოვების მიზნით წამების შემთხვევებზე მოეხდინა ადეკვატური რეაგირებები.
ოფიციალური მონაცემებით, 2005 წელს პენიტენციურ სისტემაში პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებიდან გადაყვანილ 700-მდე პატიმარს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, ხოლო მათგან 200-ზე მეტი აცხადებდა, რომ მათ ეს დაზიანებები მიაყენეს პოლიციის წინასწარი დაკავების ადგილებში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაკავებული პირი წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფება 72 საათის განმავლობაში, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებამდე. ამისათვის საქართველოს სხვადასხვა რაიონების (სულ დაახლოებით 70 რაიონია) პოლიციის თითოეულ განყოფილებაში განთავსებულია საშუალოდ 5-10 საკანი. აღნიშნული საკნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის წყალი, გათბობა, ვენტილაცია, კვება, ლოგინი, არის ანტისანიტარია და ა.შ. ამიტომ ასეთ საკნებში ადამიანების მოთავსება უტოლდება წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის პირობებს.
წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის თვალსაზრისით ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში. ერთი მხრივ, კატასტროფულად გაიზარდა (თითქმის გაორმაგდა) პატიმართა რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, პატიმართა მთლიან მასაში წინასწარ გამოძიებაში მყოფ, ჯერ კიდევ გაუსამართლებელ პატიმართა რაოდენობამ 65 - 70%-ს მიაღწია (საერთაშორისო სტანდარტებით, ნორმალურ ქვეყნებში და ნორმალურ სიტუაციაში პატიმართა საერთო მასაში გაუსამართლებლები 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მისჯილები - 70%-ს). ოფიაციალური მონაცემებით, თუ საქართველოს ციხეებში 2004 წლის დასაწყისში პენიტენციალურ სისტემაში დაახლოებით 5900 პატიმარი იყო, 2006 წლის ივნისისათვის მათი რაოდენობა დაახლოებით 13000 - ია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საპყრობილეებში, სადაც კანონმდებლობის მიხედვით, განთავსებულები არიან ჯერ კიდევ გაუსამართლებელი პირები, ანუ, პატიმრები, რომლებიც, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დამნაშავეებად. ამ პატიმრებს მორიგეობით უწევთ ძილი, რადგანაც არ არსბობს საკმარისი რაოდენობის საწოლები (ხშირად ერთ საწოლზე 3 - 4 და მეტი პატიმარი მოდის), საკნებში არსებული სანიტარული ნორმები, ვენტილაცია. კვებისა და სამედიცინო მომსახურების დონის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას რომ მათ ასეთ პირობებში ყოფნაც კი წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასია. 2005 წლის დეკემბრიდან ამ მძიმე პირობებს დაემატა პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორებები პატიმრებზე ადმინისტრაციის მხრიდან, რაც მიმდინარეობს კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ლოზუნგით. საზოგადოებაში პოპულარულობის მოსაპოვებლად ხელისუფლება (პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი) პირდაპირ მოუწოდებენ თავის ხელქვეითებს დაკავებულთა მიმართ შეუწყნარებლობისაკენ, მათ სასამართლოს გარეშე აცხადებენ დამნაშავეებად და საჯაროდ გასცემენ ბრძანებებს ადგილზე მათი ლიკვიდაციის შესახებ. ასეთმა გაუსაძლისმა პირობებმა უკვე გამოიწვია რამდენიმე მასობრივი ბუნტი ციხეებში. კერძოდ, პატიმართა ასეთი მასობრივი დაუმორჩილებლობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა: ქუთაისის ციხეში - 2-5 წლის 22 და 25 დეკემბერს, 2006 წლის 26 იანვარს და 6 ტებერვალს; ბათუმის ციხეში - 2006 წლის 24 იანვარს (ბათუმის ციხეში საკნების ჩხრეკის გამო 7-8 საათის განმავლობაში ჩაუცმელი პატიმრები ეზოში ჰყავდათ გამოყვანილი ყინვაში); რუსთავის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - 2006 წლის 29 იანვარს; თბილისის N1, N5 საპყრობილეებში და ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 2006 წლის 27 მარტს. ხელისუფლება სასტიკად ახშობს პატიმართა ამ მასობრივ პროტესტებს (ოფიციალური მონაცემებით თბილისის N5 საპყრობილეში ბუნტის ჩახშობისას მოკლულ პატიმართა რაოდენობამ 7-ს, ხოლო დაჭრილთა და დაზიანებულთა რაოდენობამ რამდენიმე ათეულ ადამიანს გადააჭარბა). ხელისუფლება ცდილობს ეს ყველაფერი გაამართლოს კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლით და ყველა ადამიანს, ვინც პატიმართა უფლებების დასაცავად ხმას ამოიღებს, კრიმინალსა და დამნაშავეს უწოდებს. სინამდვილეში პატიმართა თითქმის ყველა დაუმორჩილებლობის აქცია თუ მასობრივი შიმშილობა დაკავშირებულია არა ე.წ.კრიმინალური პრივილეგიების დაკარგვასთან, კანონიერი ქურდების გავლენის შესუსტებასთან, მობილური ტელეფონების გამოძალვასთან, არამედ ეს არის უფლებააყრილი პატიმრების იძულებითი, აბსოლუტურად გულწრფელი და კანონით ნებადართული უკიდურესი ფორმით გამოხატული შინაგანი პროტესტი, რომლის უმთავრესი მიზანია ეჭვმიტანილისუფლებების თუნდაც იმ დონეზე უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის მათი სიცოცხლის აღიარებული უფლების უპირობო დაცვას. პატიმართა პროტესტები დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთ საწოლზე 3-5 ადამიანის მოთავსებით, ისიც არნახული ანტისანიტარიის, საშინელი კვებისა და მედიკამენტების უქონლობის პირობებში ხელისუფლება ფიზიკურად ანადგურებს და აავადმყოფებს ადამიანებს. ამ ადამიანების სასამართლო პროცესები კი თვეობითა და წლობით ჭიანურდება. საქართველოში ნორმად იქცა ასეთ პირობებში პატიმართა 2-3 წლის განმავლობაში ყოფნა. ის ცნობილი საპროცესო ვადები კი, რომელთა წესით 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა შეემსუბუქებინა ამ მხრივ მდგომარეობა (რომელზეც ქვემოთ გვქონდა საუბარი), მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ აღძრულ საქმეებს შეეხება.
ხელისუფლებამ ცინიკურად მოატყუა საზოგადოება, როდესაც ტელევიზიით აჩვენა, თუ როგორ ხსნიდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი 2004 წელს ციხის საკნებში არსებულ ,,ფარდა - ჟალუზებს“, რომელიც საკნებს იფარავს ჰაერისგან, დღის სინათლისგან და მზის სხივებისაგან. რკინის ეს სტალინისდროინდელი რუდიმენტი დღესაც წარმატებით ასრულებს წამების ფუნქციას.
ასეთ პირობებში ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვნად (60- 70%-ით) ამცირებს პატიმრებისათვის განკუთვნილი პაემნების რაოდენობას, ხოლო იმ მოტივით, რომ გაიხსნა 2 ახალი ციხე (ქუთაისში და რუსთავთან), თითქმის ,მთლიანად აუქმებს პატიმრებისათვის ამანათების (ე.წ. ,,პერედაჩების“) გადაცემის უფლებას. ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება თვითონ ვერ უზრუნველყოფს პატიმრებს მინიმალური საკვებით.
საქართველოში პატიმართა მასობრივი საპროტესტო შიმშილობები და დაუმორჩილებლობის სხვა ფორმები, ერთის მხრივ, კანონითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული უფლებაა, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის კონვენციით, გაეროს მსჯავრდებულებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესებით და ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების მოთხოვნების, სტანდარტებისა და უფლებების განუხრელ შესრულებას.
სამართლიან პროტესტს იწვევს ისეთი საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიცაა პატიმრის ადვოკატთან დაუბრკოლებელი და კონფიდენციალური შეხვედრის უფლება. ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პატიმრებისათვის ოჯახის წევრების მიერ პროდუქტების გადაცემის უფლებაც. ცივილიზებულ ქვეყნებში ადმინისტრაცია თვითონ უზრუნველყოფს პატიმრებს შესაბამისი საკვებით და ამიტომ არც არის ოჯახის წევრებისაგან მათთვის პროდუქტების ამანათების სახით გადაცემის აუცილებლობა. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული პატიმრის კვებაზე ყოველდღიურად გამოყოფილია დაახლოებით 60 ცენტი, ხოლო მის სამედიცინო მომსახურებაზე - დღეში დაახლოებით 2 ცენტი, ასეთ პირობებში პატიმრებისათვის საკვებისა და მედიკამენტების ოჯახიდან მიღების უფლების აკრძალვა ფაქტიურად, მათი შიმშილობისა და მძიმე ავადმყოფობისათვის აწირვის ტოლფასია.
ასეთ ვითარებაში ნამდვილად პარადოქსული და შთამბეჭდავია სასამართლოში პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. სტაისტიკა მოწმობს, რომ პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნის 10 შემთხვევიდან სასამართლო 9-ს ავტომატურად აკმაყოფილებს, ხოლო ერთ შუამდგომლობაზე ,,უარის თქმა“ და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მხოლოდ პროკურატურის ირიბი თანხმობით და ისიც სტატისტიკის შესალამაზებლად ხდება. მოსამართლეები თავიანთ ხშირ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილების კომენტირებისას კერძო საუბრებში პირდაპირ ამბობენ, რომ მათ სხვა გზა არა აქვთ და ითხოვენ მიტევებას, რადგან სამართლიანი გადაწყვეტილების დადგენის შემთხვევაში, როგორც აცხადებენ, თვითონ მათ ემუქრებათ პროკურატურის მხრივ დაპატიმრების რეალური საშიშროება. რაც შეეხება მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციას, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელ რეპრესიებს (იგულისხმება ე.წ. ,,ამბოხებული მოსამართლეების“ - მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, დავით სულაქველიძის და სხვათა წინააღმდეგ ხელისუფლების უსინდისო და უკანონო ქმედებები), პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ უპრეცედენტო აქციამ, რომელსაც ანალოგი თვით კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი არ ჰქონია, მთლიანად გადაწურა ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლებით რეალურად სარგებლობის იმედიც კი (სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი).
კანონისა და სასამართლოს წინაშე აშკარად ცინიკური გამოვლინებები აისახა რამდენიმე რეზონანსულ საქმეში. არაერთი მათგანი ადასტურებს ხელისუფლების და სასამართლოს პარტიულ და პოლიტიკურ დამოკიდებულებებს სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს: არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიხედვით, ერთი ბოთლი ლუდის, 10 კილო ჯართის ან 4 ცარიელი შუშის ქილის ქურდობისათვის ცალკეული პირები მსჯავრდებულები იქნენ შესაბამისად, 9, 7 და 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით. იმავდროულად, რამდენიმე პროკურორს, რომლებიც ქრთამის აღებისთვის იქნენ გასამართლებულნი, აგრეთვე მმართველი პარტიიდან პარლამენტის ერთ დეპუტატს (გიორგი კენჭაძეს), რომელიც 100 ათასი დოლარის გამოძალვისთვის იქნა დაკავებული უშუალოდ პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან, 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და დღეს უკვე გათავისუფლებულნი არიან ,,სანიმუშო ქცევისათვის“. საგულისხმოა, რომ პირველ შემთხვევაში, როცა სასამართლომ საოცარი სიმკაცრე გამოიჩინა, განსასჯელთა ბრალეულობა სერიოზულ კითხვებს და ეჭვებს ბადებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, სადაც სასამართლო ესოდენ ლმობიერი აღმოჩნდა, პროკურორებისა და დეპუტატის მოქმედებები ვიდეოფირზე იყო აღბეჭდილი და ტელევიზიით იხილა საზოგადოებამ. საგულისხმოა, რომ დამნაშავეობის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის კომენტირებისას პრეზიდენტი არ ახსენებს თავისი თანაპარტიელი და თანამებრძოლი დეპუტატის ესოდენ მოკლე ვადაში ,,გამოსწორებისა“ და გათავისუფლების ამბავს, მით უმეტეს, რომ ეს პერსონა ჯერ კიდევ დეპუტატობამდე იყო არაერთგზის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო. სხვათა შორის, განსხვავებით იმ პირველად გასამართლებული არასრულწლოვანისაგან, რომელსაც ცარიელი ქილების (2 ლარის და 80 თეთრის ზარალი) მოპარვისათვის სასამართლომ 4-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რითაც მთელი ცხოვრება გაუმრუდა.
ასევე ორმაგი სტანდარტემედებს ხელისუფლება 2006 წლის იანვარში თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის გამოძიებისას. 27 იანვარს შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ სადისტურად იქნა მოკლული 28 წლის ახალგაზრდა ბანკირი სანდრო გირგვლიანი. მხოლოდ საზოგადოების მხრიდან გამოხატული მძაფრი პროტესტის შემდეგ მოხდა 4 დამნაშავე მაღალჩინოსნის დაკავება, თუმცა, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, ისინი ციხეში დღესაც სასათბურე პირობებში იმყოფებიან, რათა არ დაასახელონ მკვლელობის შემკვეთი უფრო მაღალი ჩინის პოლიციელები.
ხელისუფლებისა და სამართალდაცვის სისტემისადმი საფუძვლიანი უნდობლობისა და უკიდურესი ნიჰილიზმის ნიადაგს ქმნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წაქეზებით დანერგილი ე.წ. ,,ჩაგდებების'' პრაქტიკა. დღეს ყოველმა მეორე მოქალაქემ ზედმიწევნით ზუსტად იცის, რომ პოლიცია და სხვა სპეცსამსახურები ,,არასასურველ პირებს''ან პოლიტიკურ ოპონენტებს 2004 - 2005 წლებში მასობრივად აპატიმრებდნენ (და შემდგომში სასამართლო სანქციასაც ადვილად აფორმებინებენ მოსამართლეს) იარაღის ან ნარკოტიკის ჩაგდების გზით. ასეთი კატეგორიის პატიმრებით სავსეა პენიტენციური სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იარაღის შენახვისა და ტარებისათვის (5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) და ნარკოტიკის ერთჯერადი მოხმარებისთვის სასამართლოებმა როგორც წესი, თავი უნდა შეიკავონ პატიმრობის შეფარდებისაგან და გამოიყენონ სხვა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებები. იარაღებისა და ნარკოტიკების მასობრივი ,,ჩადებების“ ფაქტების არსებობას ხელისუფლება არაპირდაპირ აღიარებს კიდეც. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2006 წლის აპრილში ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მიღებულმა და სხვა კანონებმა საშუალება მისცა პოლიციელებს, რომ იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ჩაგდებების გარეშე დაეპატიმრებინატ მათ მიერ დამნაშავეებად მიჩნეული პირები. ამით მან ფაქტიურად აღიარა, რომ ამ კანონების მიღებამდე, ანუ 2005 წლის მეორე ნახევრამდე ასეთი დანაშაულებრივი გზით მასობრივად ხდებოდა მოქალაქეთა დაპატიმრებები. მანამდე იარაღისა და ნარკოტიკების პოლიციელთა მიერ ,,ჩაგდებების“ ფაქტების არსებობა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ამის მიუხედავად, ამ დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პოლიციელი არ დაუპატიმრებიათ და ერთი უკანონოდ დაპატიმრებულიც კი არ გაუთავისუფლებიათ.
ასეთმა უსამართლო და სასტიკმა პრაქტიკამ წარმოშვა და წაახალისა ე.წ. ცრუ მოწმეების ინსტიტუტი. სასამართლო პრაქტიკის განზოგადოებისას უამრავი შემთხვევა აღმოაჩინეს, როცა პოლიციის ოფიციალური თუ ფარული აგენტები რამდენიმე საქმეში ერთდროულად გამოდიოდნენ მოწმეებად და ადასტურებდნენ ამა თუ იმ პიროვნებასთან აღმოჩენილი იარაღისა თუ ნარკოტიკის ამოღების ფაქტს. ,,ჩაგდებებისა“ და ,,ცრუ მოწმეების“ პრაქტიკა განსაკუთრებით ფართოდ იყო გამოყენებული 2004 წელს და შედარებით შემცირდა 2005 წელს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს პროცესი ძალიან გახმაურდა და ადვოკატებისა და ჟურნალისტების მეშვეობით და სულ უფრო და უფრო ცნობილი გახდა ასეთი მზაკვრული პრაქტიკის შესახებ. ამის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ გააგრძელა საპროცესო კანონმდებლობის შემდგომი ,,დემოკრატიზაციის“ პროცესი და საკანონმდებლო ცვლილებების გზით საერთოდ გააუქმა ჩხრეკისა და ამოღების დროს მოწმეთა (დამსწრეთა) მონაწილეობის იურიდიული ვალდებულება. ფორმალურად ჩხრეკის ობიექტს მიეცა უფლება, რომ თვითონ მიეყვანა ჩხრეკისა თუ ამოღების პროცედურის დამსწრე ან საერთოდ უარი ეთქვა ვინმეს დასწრებაზე. რეალურად კი ისე ხდება, რომ გაუთვითცნობიერებელ, შეშინებულ და დაბნეულ დაკავებულს მაშინვე ავტომატურად აწერინებენ ხელს, რომ დამსწრეს არ საჭიროებს.
,,ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ხელისუფლებამ ზემოაღნიშნულ საპროცესო სიახლეებს დაბეზღების ინსტიტუტიც დაუმატა და ამით ამორალობისა და უსამართლობის წამქეზებლად მოგვევლინა, რადგან ,,ახლებურად“ გაგებული დაბეზღება ანგარებასთან და საკუთარი თავის ალტერნატივასთან არის დაკავშირებული და ამდენად, თამამად შეიძლება შეფასდეს, რომ უზნეობაზე დაფუძნებული საკანონმდებლო ნოვაცია, მით უფრო, რომ ამ სიახლემდე ქართულ კანონმდებლობაში ისედაც არსებობდა დანაშაულის გაცხადების სისხლისსამართლებრივი ვალდებულება. დაპატიმრებულთა შორის მკვეთრად იმატა მამა - შვილის, ძმების, ან და - ძმების, ცოლ - ქმრებისა და სხვა ახლო ნათესავების ერთობლივად დაპატიმრების უსასტიკესმა ფაქტებმა. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი დაპატიმრებების დროს პროკურატურა და პოლიცია სთავაზობს დაცვას ერთ-ერთის განთავისუფლებას მეორის „საკმაო მტკიცებულებებით“ მსჯავდების სანაცვლოდ. სასოწარკვეტილ და უფლებააყრილ პატიმარს არჩევანის გაანალიზების საშუალებაც კი არა აქვს-ის სასწრაფოდ თანხმდება წინადადებას, ოღონდ დროულად გაათავისუფლოს ჯოჯოხეთის მარწუხებისაგან შვილი, მეუღლე, დედა, თვითონ მზად არის ყველაფერზე მოუწეროს ხელი სამართალდამცველებს უკვე მომზადებულ აღიარებით დოკუმენტებზე.
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ემატება ისიც, რომ ქვეყანაში დამკვიდრებულ ასეთ ბარბაროსულ და ანტიჰუმანურ პრაქტიკას უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პარლამენტი და პრეზიდენტი კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ხშირ შემთხვევაში ახალისებს და ხელს უწყობს კიდეც. დღემდე არ წყდება პრეზიდენტის მიერ კონკრეტული პატიმრების კორუმპირებულებად, ბანდიტებად, ქურდებად, კაცისმკვლელებად საჯარო გამოცხადება, რაც ეთიკის ყველა ნორმისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში უგულებელყოფის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საქართველოსი. მაგალითად, 2006 წლის 27 მარტს თბილისის ციხეში მოწყობილი საპროტესტო აქციის სისხლში ჩახშობის შემდეგ, რომლის დროსაც ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 7 და დაიჭრა 20-მდე პატიმარი, ხელისუფლების უმაღლესი პირები საჯაროდ მოიხსენიებდნენ ჯერ კიდევ გაუსამართლებელ პატიმრებს ბანდიტებად, ქურდებად, კაცისმკვლელებად და საკუთარი სისასტიკის გასამართლებლად არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ თითქოს ეს მკვლელები აპირებდნენ ციხიდან გაქცევას და საზოგადოების დაწიოკებას (ეს იმ დროს, როდესაც მათი პროტესტი შეეხებოდა მხოლოდ არაადამიანური პირობების შეცვლის მოთხოვნას, მინიმალური სტანდარტების დაცვას და გაქცევის მცდელობის არავითარი მტკიცებულება არ ყოფილა). მით უმეტეს, არსებობს იმის მრავალი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ბუნტის პროვოცირება მოახდინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა.
პატიმართა მიერ შემუშავებულ იქნა ერთობლივი პეტიციის ტექსტი, სადაც ჩამოყალიბებული იყო მათი მოთხოვნები.ამ მოთხოვნათაგან ყველა არის ლეგიტიმური და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ შეასრულოს ისინი. ეს მოთხოვნებია:
1. შეიქმნას მონიტორინგის საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოებაში ნდობით აღჭურვილი პირებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. ამ საბჭოს უნდა მიეცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებისმიერ დროს შესვლისა და პატიმრებთან შეხვედრის უფლება.
2. შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ბოლო დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განვითარებული მოვლენების მიზეზებს და საზოგადოებას გააცნობს თავისი კვლევის შედეგებს.
3. შეწყდეს წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა, ე.წ. „შმონებისა“ (ჩხრეკვების) და ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებისას უზრუნველყოფილი იქნეს ზემოაღნიშნული მონიტორინგის საბჭოს წევრთა დასწრებების შესაძლებლობა.
4. პატიმრებისათვის შეიქმნას ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა და ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცხოვრების ადეკვატური (თუნდაც მინიმალური) პირობები.
5. პატიმრებს მიეცეთ, როგორც წესი, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრის უფლება თვეში ერთხელ მაინც.
6. პატიმრებისთვის ნებადართული იყოს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მოწოდება იმ დრომდე, ვიდრე სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ამ მხრივ სათანადო პირობების შექმნას.
7. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაიდგას ტელეფონების აპარატები და პატიმრებს მიეცეთ ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია გათვალისწინებული.
8. შეწყდეს პროკურატურის წარმომადგენელთა უხეში ზეწოლისა და უკანონო ჩარევის ფაქტები სამედიცინო და კერძოდ, ფსიქიატრიული კომისიებისა და ექსპერტებისმუშაობაში, რითაც იგნორირება ხდება ავადმყოფების, მათ შორის ფსიქიურად დაავადებული პატიმრების ელემენტარული უფლებებისა.
9. დაწესდეს მონიტორინგის საბჭოს მკაცრი კონტროლი პატიმართა კოლონიებსა და საპყრობილეებში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებებში განაჩენში მითითებული რეჟიმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განთავსებაზე.
10. კატეგორიულად აიკრძალოს ცეცხლსასროლი იარაღით ნებისმიერი თანამდებობის პირის შესვლა და გადაადგილება პენიტენციალური სისტემის დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე.
![]() |
10 ცვლილებები პენიტენციურ კანონმდებლობაში |
▲ზევით დაბრუნება |
2005 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 161-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამოღებით) დაშვებულ იქნა პატიმრებთან ოპერატიული მუშაობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფაქტიურად დაუბრუნდა 1999 წლამდე პერიოდს, როდესაც პენიტენციური სისტემა იყო არა იუსტიციის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისრტოს დაქვემდებარებაში. აღნიშნულ მუხლში პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოს პრეზიდენტს ევროსაბჭოს მითითებით, პირიქით, უნდა აეკრძალა ასეთი ოპერატიული მუშაობის ჩატარების შესაძლებლობა ციხეებში. ამ ცვლილების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილია სიტუაცია, როდესაც იუსტიციის მინისტრი საერთოდ ვერ ერევა მის საქმიანობაში (ასეთია უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება) და რეალურად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირდაპირ ექვემდებარება შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს ფაქტობრივი მდგომარეობა ყველასათვის ცნობილია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში ამას იმით ამართლებენ, რომ ეს საჭიროა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობისათვის. კითხვაზე, მაშინ რატომ არ ხდება ამის ლეგიტიმაცია და პენიტენციური სისტემის ოფიციალურად დაქვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი პასუხი ასეთია: ასეთი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მოეწონებათ ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რის გამოც შეილახება საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯი. ამიტომ უკეთესია, რომ ფორმალურად (ოფიციალურად) პენიტენციური სისტემა ექვემდებარებოდეს იუსტიციის სამინისტროს, რეალურად (ფაქტობრივად) კი შინაგან საქმეთა მინისტრს. საქართველოს ხელისუფლების ასეთი მიდგომა დამახასიათებელია მთელი მისი პოლიტიკისათვის: ხელისუფლებისათვის კანონის უზენაესობის, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის მხოლოდ ის ფასადი, რომელიც საჭიროა დასავლეთის თვალში დემოკრატიული ხელისუფლების იმიჯის მოსაპოვებლად, მისგან ფინანსური და მორალური მხარდაჭერის მისაღებად, ქვეყნის შიგნით განხორციელებულ რეალურ პოლიტიკაში კი მათთვის მთავარია მოქალაქეთა დამორჩილება, შიშის სინდრომის დათესვა და ყველანაირი მეთოდით საკუთარი ხელისუფლების გამყარება და გახანგრძლივება.
თითქმის ყველა ცვლილება, რაც განხორციელდა პენიტენციურ სფეროსი, აუარესებს პატიმრების მდგომარეობას და აადვილებს მათი უფლებების დაუსჯელად შელახვას სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან. ხელისუფლება, გრძნობს რა ამ ცვლილებათა ანტიდემოკრატიულ ხასიათს, მათ ამართლებს იმით, რომ ისინი იმოქმედებენ მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე, მანამ, სანამ სახელმწიფოს ექნება ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების დაცვის შესაძლებლობა. მათი მტკიცებით, ეს დრო 2007 - 2008 წლებში დადგება, როდესაც ქვეყანაში აშენდება საჭირო რაოდენობის ევროპული სტანდარტების ციხეები და სახელმწიფო გამოყოფს საკმარის თანხებს პატიმართა შენახვისათვის. მანამდე კი... მანამდე კი გაუქმდა ,,პატიმრობის შესახებ'' კანონში ან ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული ყველა ის ნორმა, რომელიც ადამიანურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა პატიმარს. მაგალითად:
1. ახალი კანონით პრაქტიკულად აიკრძალა ამანათების გადაცემა, რომლითაც ძირითადად იკვებებოდნენ პატიმრები. დაწესებულებათა უმრავლესობაში (ქუთაისის N2, რუსთავის N6, თბილისის N7 საპყრობილეებში) შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ ხილისა და წვენების გადაცემაა დაშვებული.
კომენტარი: ბიუჯეტიდან პატიმართა კვებისათვის გამოყოფილი მიზერული დაფინანსების გამო ამანათების გარეშე დარჩენილი პატიმრები დღეისათვის ნახევრად მშიერ მდგომარეობაში იმყოფებიან. მართალია, კანონმა ამის საკომპენსაციოდ დაუშვა უნაღდო ანგარიშსწორებით სასურველი პროდუქტების შეძენა ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, სპეციალურად ამისათვის გახსნილ მაღაზიებში, თუმცა ასეთი მაღაზიები ჯერ არ არსებობს.
2. საერთოდ გაუქმდა ხანგრძლივი პაემანის ინსტიტუტი, რომლის დროსაც პატიმრებს უფლება ჰქონდათ 3 დღემდე ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ეცხოვრათ ოჯახის წევრებთან ერთად საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში.
კომენტარი: ხანგრძლივი პაემნები ხელს უწყობდა პატიმართა ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის პროცესს. დღეს ამაზე აღარავინ ზრუნავს, რადგან პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა და მათი ღირსების სისტემატური შელახვა სახელმწიფო პოლიტიკის
3. პატიმართა წახალისების სახეებიდან ამოღებულ იქნა დამატებითი ხანმოკლე პაემნები, ხოლო ხანმოკლე პაემანთა საერთო რაოდენობა თითქმის 70%-ით შემცირდა (კანონი „პატიმრობის შესახებ“, მუხლი 29);
4. კომენტარი: კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე ოპტიმალურად იყო განსაზღვრული პაემანთა რაოდენობა - თვეში 5 ხანმოკლე პაემანი (3 საათამდე ვადით) საერთო რეჟიმის დაწესებულებებში და თვეში 4 პაემანი-საერთო რეჟიმის დაწესებულებებში. ახლა ხანმოკლე პაემნების რიცხვი შემცირდა 2 - მდე (საერთო რეჟიმისათვის0 და 1 - მდე (მკაცრი რეჟიმისათვის). ხანმოკლე პაემნების დაშვებული რაოდენობა ქალებისათვის შემცირდა თვეში 5 - დან 3 - მდე, ხოლო არასრულწლოვანებისთვის შეიზღუდა (მანამდე მათ ეს შეუზღუდავად ჰქონდათ), ხოლო ამ პაემნების ხანგრძლივობა 3 საათიდან 1 საათამდე შემცირდა.
5. საერთოდ აიკრძალა პატიმართა პაემნები იმ პირებთან, რომლებიც არ არიან მისი ოჯახის წევრები (მაგალითად, ჟურნალისტები, უფლებადამცველები) ცვლილებების შეტანამდე ეს შესაძლებელი იყო, რადგან კანონი პაემნებზე პატიმართან შეხვედრის უფლების მქონეთა ჩამონათვალში ოჯახის წევრების გარდა დასახელებული იყო ,,და სხვა პირები“.
კომენტარი: ეს ცვლილება მიმართულია საზოგადოებისაგან პენიტენციური სისტემისა და იქ მიმდინარე მოვლენების მაქსიმალური დახურვისაკენ.
6. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გადაეცა მსჯავრდებულისათვის რეჟიმის განსაზღვრისა და შეცვლის ფუნქციები (,,კანონი პატიმრობის შესახებ“, მუხლი 19), რომელიც ადრე მოსამართლეს ეკუთვნოდა.
კომენტარი: ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ერთპიროვნულად დეპარტამენტის თავმჯდომარე ამა თუ იმ პატიმრისათვის რეჟიმის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს. მართალია, კანონმა განსაზღვრა, რომ რეჟიმების განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების კომისიები, მაგრამ რეალურად ასეთი კომისიები არ არსებობენ.
7. ადმინისტრაცია აქამდე თვალს ხუჭავდა პატიმართა შორის მობილური ტელეფონების არსებობაზე, ბოლო ხანებში კი მოხდა მათი სასტიკი აკრძალვა და ამოღება, რითაც ფორმალურად შესრულდა კანონის მოთხოვნა,
კომენტარი: სამაგიეროდ არავინ ასრულებს კანონით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პატიმრებს უნდა ჰქონდეთ ადმინისრტაციის კონტროლით საქალაქო ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა. საქმე ისაა, რომ კანონის ასეთი მოთხოვნის მიუხედავად, დღეისათვის რეალურად ქსელში ჩართული ასეთი ტელეფონები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ არსებობს.
8. ბრალდებულებს და განსასჯეებს (ანუ ჯერ ,,უდანაშაულოს“ სტატუსის მქონეებს) პაემანის უფლებას აძლევდა მხოლოდ გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (რომელიც იმ მომენტში აწარმოებდა გამოძიებას). კანონში ცვლილებებით მათ ეს უფლებებიც შეეზღუდათ.
კომენტარი: უდანაშაულო ადამიანებისათვის პაემნების უფლების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა არის საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა.
აღნიშნულ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს ემატება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა და ზოგიერთ სხვა თანამშრომლობა სადისტური ქცევები პატიმართა მიმართ.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი განაპირობებს ბოლო ხანებში სასჯელაღსრულების სისტემაში გახშირებული უკმაყოფილების მასობრივ გამოხატულებას (ზოგჯერ პირდაპირ ბუნტებს), მკვლელობათა და თვითმკვლელობათა რაოდენობის კატასტროფულ ზრდას და სხვა მანკიერებებს. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გააქტიურების გარეშე ციხეებში არსებული განუკითხაობის ატმოსფერო ვერ შეიცვლება.
![]() |
11 ხელისუფლება და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლის პოლიტიკა ყველა სახის დამნაშავეობისა და კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ, ფართოდაა რეკლამირებული პოლიციის წარმატებული და სანიმუშო პატრულის შექმნა. საინტერესოა, რამდენად ჰპოვებს ეს ყოველივე ასახვას რიგითი მოქალაქეების მდგომარეობაზე, მათი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რადგან მთავარი ყოველთვის რეალური შედეგია და არა პიარი. სამწუხაროდ, პოლიციის რეფორმა და პატრული ,,წარმატებული და სანიმუშოა'' მხოლოდ მანამ, სანამ ამის შესახებ ხელისუფალთა აღფრთოვანებულ საუბრებს ვისმენთ, ხოლო როდესაც ამის შემოწმებას ვახდენთ მოქალაქეთა განწყობებისა და სტატისტიკური მონაცემების გამოკვლევებით, ვხედავთ, რომ საქმე სავალალოდაა. ვინაიდან ცალკეულ მოქალაქეთა განწყობა სუბიექტურია და შეიძლება ამან შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური სურათი ვერ მოგვცეს, ამიტომ ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად მოვიტანთ მხოლოდ მშრალ სტატისტიკას, რომელიც იძლევა ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში ბოლო ორ წელიწადში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები არის ოფიციალური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი, რის გამოც შეუძლებელია ვინმემ ეჭვი შეტანოს ამ მონაცემების ხელოვნურად გაზრდის მცდელობაში.
![]() |
12 რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წელს საქართველოში მთლიანად დაფიქსირდა 24856 დანაშაული, 2005 წელს - 43266, დანაშაულის რაოდენობის მატება შეადგენს 18410-ს, ანუ 74%-ს.
2004 წელს საქართველოში მოხდა 7786 მძიმე და 7023 ნაკლებად მძიმე დანაშაული, ხოლო 2005 წელს - შესაბამისად 12750 მძიმე და 18946 ნაკლებად მძიმე დანაშაული, ანუ ერთ წელიწადში მძიმე დანაშაული გაიზარდა 63%-ით, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაული - 169%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 281 განზრახ მკვლელობა, ხოლო 2005 წელს - 403, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 43%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 62 გაუპატიურება, ხოლო 2005 წელს - 134, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 127%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 10634 ქურდობა, ხოლო 2005 წელს - 16256, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 53%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 1316 ძარცვა, ხოლო 2005 წელს - 1592, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 272%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 427 თაღლითობა, ხოლო 2005 წელს -1592, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 272%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 61 გამოძალვა, ხოლო 2005 წელს - 167, ანუ ამ სახის დანაშაულიო ერთ წელიწადში გაიზარდა 174%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 706 ხულიგნობა, ხოლო 2005 წელს - 1314, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 86%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 9 ნარკოტიკების კონტრაბანდა, ხოლო 2005 წელს - 27, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 300%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 26 ყალბი ფულის დამზადება ანუ გასაღება, ხოლო 2005 წელს - 82, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 310%-ით.
2004 წელს საქართველოში მოხდა 189 მითვისება და გაფლანგვა, ხოლო 2005 წელს - 500, ანუ ამ სახის დანაშაული ერთ წელიწადში გაიზარდა 165%-ით.
![]() |
13 საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის პოლიციის წინასწარი დაკავების ადგილებსა და ციხეებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ წერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, Amnesty International-ისა ,,Human Rights Watch“-ის ბოლოდროინდელ მოხსენებებშიც არის ამაზე ნაწილობრივ საუბარი, თუმცა, საქართველოში მცხოვრებ და ამ თემებით ყოველდღიურად დაკავებულ უფლებადამცველებს გაცილებით მეტი ინფორმაციები მოეპოვებათ ადამიანის უფლებათა შელახვის მასშტაბების შესახებ, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ.
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შექმნილმა შემაშფოთებელმა მდგომარეობამ ადეკვატური ასახვა ჰპოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2005 რეზოლუციაში (რეზოლუციის პროექტის ავტორები: მათიას იორში ევგენი კირილოვი), სადაც ვკითხულობთ:
,,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თვლის, რომ:
1. პოსტ-რევოლუციური სიტუაცია გახდა საქართველოს მთავრობისათვის ალიბი, რომლითაც ის ამართლებს თავის ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და უგულებელყოფს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.
2. საქართველო თუმცა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, მაგრამ დღევანდელმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ძალზე გაზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. საპარლამენტო ოპოზიცია ჩანასახოვან სტადიაზეა, ძალზე სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო სასამართლო სისტემა სრულადაა დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
3. ურთიერთკონტროლი და ბალანსი ხელისუფლების სამ შტოს შორის სრულიად მოშლილია. ამ სფეროში მდგომარეობის გამოსწორებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეფორმის რეალური ჩატარებისათვის.
4. ადგილობრივი თვითმმართველობა საერთოდ არ არსებობს. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის წესების“ შესაბამისად ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ადგილობრივი მერების დემოკრატიული არჩევნები.
5. იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების უფლებამოსილების გაზრდა მიუღებელია. ევროსაბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას ჩაატაროს იუსტიციის საბჭოს ღრმა რეფორმა, რათა აღიკვეთოს მართლმსაჯულების განხორციელებაში აღმასრულებელი ხელისუფლების უხეში ჩარევა.
6. ევროსაბჭო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას ჩაატაროს სასამართლოს, პროკურატურის და პოლიციის რეფორმა ევროსაბჭოს სტანდარტებთან მკაცრი შესაბამისობით და ევროსაბჭოს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
7. ხელისუფლება არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპს. აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები წინასწარ აცხადებენ პიროვნებას დამნაშავედ, რითაც ზეწოლას ახდენენ სასამართლოზე. მასობრივი ხასიათი აქვს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მაშინ, როდესაც არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეჭვმიტანილი დაემალება მართლმსაჯულებას.
8. ასამბლეას მიუღებლად მიაჩნია აშშ-ს იურიდიული მოდელის კოპირება ,,საპროცესო გარიგებასთან“ დაკავშირებით, თანაც, დამახინჯებულად. ასეთი საკანონმდებლო ნოვაცია საფუძველშივე ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს სტანდარტებს, რადგან ის ქმნის კორუფციის პირობებს. და ეს მაშინ, როდესაც საქართველო, უპირველეს ყოვლისა, არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. ევროსაბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და არსებითად გადახედოს ,,საპროცესო გარიგების“ მოდელს, ე.წ. ,,საპროცესო ვაჭრობას“ და მოიყვანოს კანონმდებლობა ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში.
9. გაიზარდა უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცთა შორის. პენსიები ძალზე დაშორებულია საარსებო მინიმუმს. სიღატაკე და მათხოვრობა ფართოდ არის გავრცელებული.''
![]() |
14 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები:
2004 წელი
1. 2004 წლის 10 იანვარს ბანკირ თამაზ მაღლაკელიძის ბრალდებით დაკავებული 3 პირის (გია ვაშაკიძე, ელდარ გოგბერაშვილი და ბენიამინ სანებლიძე) მიმართ არაერთი დარღვევა იქნა დაფიქსირებული (ადვოკატთა უფლების შელახვიდან დაწყებული და დაკავებულებზე სადისტური ფიზიკური ძალმომრეობიოთ დამთავრებული), რომელსაც დაკავებულთა განცხადებით ესწრებოდა შს მინისტრი გიორგი ბარამიძეც.
2. 2004 წლის 11 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფ. ჭიშურაში მოქალაქეთა მიერ ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო დაკავებულ იქნა რამდენიმე პიროვნება. ამ პირთა დაკავების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენებისას მილიონობით ტელემაყურებელმა იხილა, თუ როგორ სასტიკად ურტყამდნენ პოლიციელები ხელკეტებსა და წიხლებს უკვე დაშლილი პიკეტის მონაწილეებს, ხოლო მათ მიმართ წაყენებულ ოფიციალურ ბრალდებაში ნათქვამია, რომ მათ ,,ჩაიდინეს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რომელმაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიწვია ტრანსპორტის შეფერხება“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი).
3. 2004 წლის 11 იანვარს სასტიკად გაუსწორდნენ რუსთაველი სამართალდამცველები დაკავებული პირებისათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობის საბაბით სხვადასხვა პირებს მაშინ, როდესაც ეს აქცია უკვე დიდი ხნის დაშლილი იყო. კერძოდ, სამოქალაქო ტრანსპორტში ჩაცმულმა პოლიციელებმა მაღაზიიდან გამოათრიეს და სასტიკად სცემეს ზურაბ ბიბიაშვილი, რომეო სულთანიშვილი და ვახტანგ ზედგინიძე.
4. 2004 წლის 11 იანვარს რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ში მცხოვრებ ბერდია ფილაურს შეუვარდნენ საცხოვრებელ ბინაში ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები, სცემეს მას და უგონო მდგომარეობაში აიყვანეს მე-2 განყოფილებაში, სადაც მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემა სამძებრო განყოფილების უფროსმა ზაალ ადამიამ. იმავე დღეს იმავე ზაალ ადამიამ რუსთავში, ტოლსტოის ქ. N21-ში მცხოვრები 53 წლის ჭიოკაძე არაადამიანურად სცემა მე-2 განყოფილების უფროსის ბეგაშვილის კაბინეტში. იმავე დღეს პოლიციის თანამშრომელმა გია ქათამაძემ სცემა მეზობლის ქელეხში მყოფი ძმები ლევან და გიორგი აბაიძეები, ხოლო იმავე დღეს პოლიციელებმა ტოტალიზატორში სცემეს იქ მყოფი რუსთაველები ლაშა ალადაშვილი (მცხ. გურამიშვილის 11) და პაატა წიკლაური (მცხ. მე-17 მკრ-ნი, 1-29). ახალი ხელისუფლების მიერ ,,საყოვეთაო წესრიგის დამყარებისაკენ“ აღებული კურსის გულწრფელობაში და სამართლიანობაში ეჭვი არ შეგვეპარებოდა, რომ არა ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებული რამდენიმე გარემოება: ა. სულ ორიოდე თვის წინ თვითონ დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ ,,ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში აქტიურ მონაწილეობას, რომელიც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და იწვევდა ტრანსპორტის შეფერხებას'', თუმცა ეს დანაშაულად კი არა, ,,ცუდი ხელისუფლების'' წინააღმდეგ მიმართულ ,,კარგ საქციელად'' ითვლებოდა; ბ. აღნიშნულ ინციდენტამდეც და ინციდენტის შემდეგაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოთხოვნებით (შუქი, პენსიები, ხელფასები და ა.შ.) მოქალაქეთა მიერ რამდენჯერმე იქნა გადაკეტილი საგზაო მაგისტრალები, რამაც ,,უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიწვია ტრანსპორტის შეფერხება'', თუმცა ამ შემთხვევაში არავინ დაუკავებიათ და არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე. ეს ახალი ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს, რადგან სსკ-ის 226-ე მუხლის მიხედვით ისჯება კონკრეტულად ,,საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ტრანსპორტის შეფერხება'', განურჩევლად იმისა, თუ რა მიზნით ხდება ეს დანაშაული (,,ცუდი ხელისუფლების წინააღმდეგ“, ,,კანონიერი ქურდის“ დაკავების საპროტესტოდ თუ პენსიის მოთხოვნით); გ. საბჭოთა პერიოდში არაერთი დისიდენტი იქნა გასამართლებული ზუსტად ანალოგიური ბრალდებით (,,საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ტრანსპორტის შეფერხება“). ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ 11 იანვარს სოფელ ჭიშურაში დაპატიმრებული მოქალაქეები საბჭოთა დისიდენტებთან გავაიგივოთ, მაგრამ ეს პრეცედენტი ქმნის იმის საფრთხეს, რომ მომავალში ხელისუფლებამ შეიძლება მსგავსი ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მიუღებელი პირების სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს. დ. ყველაზე კურიოზული ის არის, რომ დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება აღნიშნულ პიკეტთან და დარბევის დროს იმ ადგილას მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ მოძრაობდნენ ტრანსპორტით და პიკეტის გამო უბრალოდ, ვეღარ შეძლეს გზის გაგრძელება. აღნიშნული ინციდენტის დროს დაკავებული რამდენიმე პიროვნების მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და ისინი გასამართლებულ იქნენ.
5. პოლიტიკურ ბრძოლაში ცენტრსა და რეგიონს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას) შორის ხშირად ხდება რიგითი მოქალაქეების უფლებების შელახვა პოლიტიკური ნიშნით. აჭარის ხელმძღვანელობის მმართველობის ფორმები და მეთოდები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატარებს არადემოკრატიულ და ავტორიტარულ ხასიათს, რის გამოც ხდება ანგარიშსწორებები პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ. უკანასკნელ ხანებში გახშირდა ფიზიკური ანგარიშსწორებები პოლიტიკურად არასაიმედო პირთა მიმართ, ხოლო ბოლო ასეთი ანგარიშსწორება მოხდა 2004 წლის 6 მარტს რუსთავი 2-ის გადაცემა ,,60 წუთის“ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიმართ, როდესაც ის აჭარაში ამზადებდა რეპორტაჟს და ნიღბიანმა რამდენიმე პირმა იგი სადისტურად სცემა. ასევე სადისტურად იქნა ნაცემ-ნაწამები ,,უცნობი პირების“ მიერ 3 დღის მანძილზე (8-10 მარტს) აჭარის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ აფხაზავა. ასევე პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლად იქცნენ თბილისში ჩამოსული აჭარელი სტუდენტები (ლაშა ცახვაძე და მერაბ მიქელაძე), რომლებიც დააკავეს იარაღის უკანონო ტარებისათვის. არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ მათ იარაღები პოლიციამ „ჩაუდო“ (შენიშვნა: აჭარის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება რევოლუციამდელ პერიოდს).
6. 2004 წლის 7 იანვარს საგარეჯოს პოლიციის რაიგანყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ ბადრი მირზაშვილს.
7. 10 იანვარს თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში სასტიკად სცემეს დაკავებულ გიორგი შუბითიძეს.
8. 24 იანვარს სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების საგანში სცემეს დაკავებულ ირაკლი გოგიას.
9. 25 იანვარს წალკის შს განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ გოჩა წიკლაურს.
10. 27 იანვარს ახალციხის პოლიციის განყოფილებაში აწამეს დაკავებული კახა კვანტალიანი.
11. 2004 წლის 28 იანვარს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის ვაჟა - ფშაველას N2 ქვეგანყოფილებაში დააკავეს და 5 დღის მანძილზე სასტიკად აწამებდნენ ქურდობის ბრალდებით დაკავებულ შალვა ორველაშვილს. N5 იზოლატორში გადაყვანისას ერთ-ერთი მისი მწამებელი ემუქრებოდა, რომ თუ სხეულის დაზიანების მიზეზად წამებას დაასახელებდა, უკან გადაიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში და რაც იქ მოუვიდოდა, საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. ამის დასამტკიცებლად მის თვალწინ საბუთებიდან ამოიღო ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლის გარეშეც, მისივე მტკიცებით, საპყრობილე მას არ მიიღებდა და პოლიციას მიეცემოდა მისი უკან (პოლიციის განყოფილებაში) დაბრუნების შესაძლებლობა.
12. 31 იანვარს ჯერ ქუჩაში, ხოლო შემდეგ გლდანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა (ქავთარაძემ, ცარციძემ, მოსიამ და მიგინეიშვილმა) სასტიკად სცემეს 46 წლის ავთანდილ ლორთქიფანიძეს, რის შედეგადაც სხვა დაზიანებებთან ერთად მან მიიღო ფეხის მოტეხილობა. მისი უმძიმესი მდგომარეობის დანახვაზე შეშინებულმა პოლიციელებმა თვითონვე წაიყვანეს ქალაქის მე-8 საავადმყოფოში, თვითონვე გადაიხადეს მკურნალობის ფული და ხელზეც მისცეს 300 ლარი (დაპირდნენ კიდევ 900 ლარს), თუმცა, შემდეგ მიცემული თანხაც მოტყუებით უკან გამოართვეს და არც დაპირებული გადაუხდიათ. მოტყუებული დაზარალებულის ოჯახმა მხოლოდ 2 თვის შემდეგ გაბედა აღნიშნულის გახმაურება.
13. იანვარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ დაკავებული 3 ახალგაზრდიდან (ილია ჩუბინიძე, ზურაბ გაბადაძე და რომან გვენეტაძე) პირველ ორს სასტიკად სცემეს პოლიციელებმა.
14. 3 თებერვალს - თბილისის პოლიციის სამმართველოში ირმა ტყეშელაშვილს მიყენებული აქვს სხეულის დაზიანებები (ორივე ფეხზე მუხლის არეში და წელზე).
15. 2004 წლის 4 თებერვალს - ჩხოროწყუს შს რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ კობა ნადარაიას.
16. 2004 წლის 4 თებერვალს - ჩხოროწყუს შს რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ რამაზ ქარდავას.
17. 2004 წლის 4 თებერვალს - ჩხოროწყუს შს რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ დავით ბერიშვილს.
18. 9 თებერვალს - გლდანი-ნაძალადევის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ივანე მარიდაშვილს.
19. 17 თებერვალს - რუსთავის შს რაიონულ განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ დიმიტრი ჭიჭიბოშვილს.
20. 17 თებერვალს - თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ რომან ხოფერიას.
21. 2004 წლის 21 თებერვალს თემქის N6 პოლიციის ქვეგანყოფილებაში დააკავეს და აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად აწამეს იოსებ ჭიკაიძე.
22. 26 თებერვალს, 03 საათზე დააკავეს და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის N8 განყოფილებაში სატიკად სცემეს ლაშა გობეჯიშვილს. დაკავებულს ჯიბეში ,,აღმოუჩინეს“ ხელყუმბარა, რისი ცრუ მოწმეც აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი.
23. 2004 წლის 27 თებერვალს ბაღდათის პოლიციაში სასტიკად აწამეს ყაჩაღობის ბრალდებულით დაკავებულები ზაზა ჭრელაშვილი.
24. 28 თებერვალს ბაღდათის პოლიციის თანამშრომლები ჩვენების გამოძალვის მიზნით ფეხისგულებზე ხელკეტების ცემის მეთოდით 3 დღის განმავლობაში აწამებდნენ დაკავებულ პაატა ცხადაძეს.
25. 28 თებერვალს ბაღდათის პოლიციის თანამშრომლები ამავე საქმესთან დაკავშირებით და ამავე მიზნით, იგივე მეთოდით აწამებდნენ დაკავებულ მიხეილ ლომინაშვილს.
26. წყალტუბოს პოლიციამ დააკავა ავთანდილ მგალობლიშვილის 2 ვაჟი, ხოლო თვითონ მას ფიზიკურად გაუსწორდა - ჩაუმტვრია 3 ნეკნი, ხოლო შემდეგ, ამის გამო საავადმყოფოში მოხვედრილს პოლიცია მუქარებს უთვლიდა.
27. 1 მარტს ზესტაფონის პოლიციაში სასტიკად სცემეს ირაკლი ასათიანი (მცხოვრები ჯავახიშვილის 16-ში).
28. 5 მარტს ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში სცემეს ირაკლი ასათიანი (მცხოვრები ჯავახიშვილის 16-ში).
29. 9 მარტს ბასილ მკალავიშვილისა და მისი ,,გლდანის მართლმადიდევბელი ეკლესიის“ მრევლის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას და დაკავების შემდეგაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ მრევლის რამდენიმე წევრს.
30. 2004 წლის 12 მარტს ოზურგეთში დააკავეს მარტვილელი დავით ძაგანია, რომელიც სასტიკად იქნა ნაცემი ოზურგეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში.
31. 2004 წლის 19 მარტს ყვარლის რაიონის პოლიციაში სასტიკად სცემეს და ქურდობაში მონაწილეობაზე ხელის მოაწერინეს ხვიჩა ხახანაშვილს.
32. 2004 წლის 19 მარტს ყვარლის რაიონის პოლიციაში სასტიკად სცემეს და ქურდობაში მონაწილეობაზე ხელის მოაწერინეს ფარნაოზ ბიწკინაშვილს.
33. 2004 წლის 21 მარტს ვანის რაიონის სოფ. ქვედაგორაში საკუთარი ბალიშის ქვეშ ,,ლიმონკა“ ,,აღმოუჩინეს“ შალვა შარაშენიძეს.
34. 2004 წლის 24 მარტს, დილის 7 საათზე ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში ნიღბიანი სამართალდამცავები შეიჭრნენ სუბიდარ ბათირაშვილის საცხოვრებელ სახლში და მას და მის სამივე ვაჟს კონდახების ცემით მიაყენეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. სამართალდამცველთა განცხადებით ისინი ეძებდნენ ვინმე ჩეჩენ ალიხანს. როდესაც გაირკვა, რომ არავითარი ჩეჩენი იქ არ იყო და ალიხანი ზემოდასახელებული ქ-ნის ერთ - ერთ ვაჟს ერქვა, მათ სამივე ნაცემი ვაჟი ახმეტაში წაიყვანეს, ნაცემი დედა (სუბიდარ ბათირაშვილი, რომელსაც მესამე სტადიის სიმსივნე აქვს) უგონო მდგომარეობაში სახლში დატოვეს და სისხლით მოსვრილი იატაკი და კედლები წყლით მორეცხეს. ამას უყურებდა კივილზე შეკრებილი რამდენიმე ათეული მეზობელი, რასაც ისინი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ. არსებობს დაზიანებულ პირთა სამედიცინო შემოწმების დასკვნების ასლებიც. შემდგომში თავგატეხილი 2 ძმა (ალიხანი), რომელსაც თურმე ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს, პოლიციის განყოფილებაში დატოვეს. ყველაფრიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ასეთი სისასტიკისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
35. 2004 წლის 10 მარტს მარტვილის რაიონის პოლიციის მიერ დაკავებისას სასტიკად იქნა ნაცემი მამუკა ძაგანია.
36. 2004 წლის 20 მარტს ბინის ქურდობის ბრალდებით გლდანი ნაძალადევის რაიონში დააკავეს ბადრი წოწორია, რომელსაც აღიარების მოთხოვნით 12 საათის განმავლობაში აწამებდნენ თემქის პოლიციის განყოფილებაში.
37. 2004 წლის 26 მარტს მარნეულში პოლიციის 9 თანამშრომელი შეიჭრა ალეკპეროვების ბინაში, მრავალი მოწმის განცხადების თანახმად, ისინი ცდილობდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადენას, რომლის დაფიქსირებისა და ხელის შეშლის შემდეგ ერთ-ერთმა გამწარებულმა პოლიციელმა ოჯახის დიასახლისს კიფაიატ ალეკპეროვს მთელი ძალით ყურში დაარტყა, რამაც მისი ცალი ყურიდან სისხლდენა და დაყრუება გამოიწვია, ამის შემხედვარე 4 წლის ბავშვი კი შიშისაგან დამუნჯდა.
38. 2004 წლის 31 მარტს პოლიციის მთავარ სამმართველოში, მე-11 სართულზე სასტიკად აწამეს 28 წლის გიორგი ჟორჟოლიანი და მისი არასრულწლოვანი (16 წლის) და ია ჟორჟოლიანი.
39. 1 აპრილს სიღნაღის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებული კახა ებრალიძე.
40. 2 აპრილს თბილისის შსს მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ვაჟა გეგენავას.
41. 2004 წლის 9 აპრილს წყალტუბოს პოლიციაში სცემეს ავთანდილ მგალობლიშვილს, რომელსაც ჩამტვრეული აქვს 3 ნეკნი, მის ორ შვილს (ერეკლე და ლევან მგალობლიშვილებს) კი ნარკოტიკი და ხელყუმბარა ჩაუდეს, დააპატიმრეს და პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს.
42. 14 აპრილს გარდაბნის რაიონის პოლიციამ დააკავა სოფ. ახალსოფელში მცხოვრები, 24 წლის იაკობ მარტიაშვილი, რომელსაც აიძულებდნენ საკუთარ თავზე აეღო იარაღის ტარების ბრალდება. იგი ჯერ ტყეში წაიყვანეს, აწამეს, გააშიშვლეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შემდეგ გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს წამება, თუმცა, მან დანაშაული თავის თავზე არ აიღო. არაოფიციალურ საუბრებში პოლიციელები აცხადებდნენ, რომ იარაღის ,,ჩადების“ მიზეზი იყო მარტიაშვილის მიმართ გავრცელებული ის ეჭვი, რომლის მიხედვითაც მას შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა 1 თვით ადრე სოფელში მომხდარ მკვლელობასთან. ამ საქმეში არსებული მრავალი დაღვევის გამო გარდაბნის სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად არ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
43. 15 აპრილს არჩილ ფულარიანს გორის საფინანსო პოლიციამ იარაღის მუქარით ჯერ ჩამოართვა ტვირთი, ხოლო შემდეგ იგი სასტიკად სცემეს (ფულარიანის სხეულის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებულია გორის საავადმყოფოს მიერ).
44. 16 აპრილს ქ. ფოთის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად აწამეს დაკავებული ივანე კურლოჩოვი.
45. 20 აპრილს ღამით დაკავებულ ვახტანგ აბაზაშვილს და ლექსო ყაველაშვილს თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში წამების შედეგად გადაუმტვრიეს თითები და ნეკნები. დაზარალებულთა მტკიცებით, მათ წამებაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციელები: ტაბატაძე, გუნთაიშვილი, ხუციანიძე, ტყეშელაშვილი და ყველაშვილი. ადვოკატის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.
46. 20 აპრილს, სამტრედიის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად აწამეს ძებნაში მყოფი დაკავებული პაატა მხეიძე, რომელიც წინა დღეებში დააკავა ქობულეთის პოლიციამ და გადასცა შსს სამტრედიის სამმართველოს. მის მიმართ დღესა ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დააფიქსირა სხეულზე არსებული დაზიანებები.
47. 21 აპრილს თერჯოლის რაიონის პოლიციის სამმართველოში არაადამიანურად აწამეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დავით ფანჩულიძე, რომელიც ასახელებს მის წამებაში მონაწილე კონკრეტულ პოლიციელებს.
48. 21 აპრილს პოლიციამ ასევე აწამა (ფეხიგულებზე ხელკეტის ცემით) ამავე საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხული 16 წლის შოთა მეფარიძე.
49. 22 აპრილს თბილისში, დიღმის მე-5 კვარტალში დააკავეს გიორგი ლობჟანიძე, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად აწამეს (მათ შორის ელექტროშოკით).
50. 22 აპრილს თბილისში, დიღმის მე-5 კვარტალში დააკავეს ვალერი კურტანიშე, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად აწამეს (მათ შორის ელექტროშოკით).
51. 23 აპრილს გორის შსს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს დაკავებულ რევაზ მეცხვერიშვილს.
52. 23 აპრილს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ელექტროშოკის გამოყენებითა და სიგარეტის ტანზე ჩაქრობის მეთოდით აწამეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი.
53. 27 აპრილს თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ვაჟა შუბითიძეს.
54. 2 მაისს ჩხუბის გამო დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს ზურაბ კოხრეიძეს.
55. 4 მაისს უშიშროების თანამშრომლებმა დოლიძის ქუჩაზე დააკავეს ერთი წლის წინ N5 იზოლატორიდან გაქცეული, ძებნილი დავით გამყრელიძე, რომელიც შუაღამისასა ვაკის პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს დიღომში მდებარე ქალაქის პოლიციის სამმართველოში, სადაც სადისტურად იქნა ნაცემი.
56. მიმდინარე წლის 4 მაისს საღამოს თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, დააკავეს და ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს ნოდარ გვიჩიანი. დაკავებული მეორე დილის 5 საათზე გადაიყვანეს ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც იგი სასტიკად იქნა ნაწამები (მათ შორის, დენზე შეერთებით).
57. 5 მაისს წნორის პოლიციაში დააკავეს და სასტიკად სცემეს 8 შვილის მამა ლეონიდ ბოიკო. საღამოს იგი თითქმის მომაკვდავ მდგომარეობაში გამოატანეს სახლში ოჯახის წევრებს.
58. 7 მაისს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩვენების მოპოვების მიზნით პოლიციელებმა სასტიკად აწამეს (მათ შორის ელექტროშოკით) დაკავებული დავით ჯამბურია.
59. 8 მაისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შსს დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ რევაზ მურადოვს.
60. 10 მაისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შსს დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიიღო დაკავებულმა ზურაბ ძამუკაშვილმა. მართალია, იგი აცხადებს, რომ დაზიანებების თვითონ მიიყენა იზოლატორში დაკავების შემდეგ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ადამიანმა თვითონ მიიყენოს აღნიშნული სახის დაზიანებები (აღენიშნება ,,სისხლნაჟღენთები შუბლისა და საფეთქლის არეში, ჭრილობა თხემის არეში, მარცხენა კიდურის იდაყვის სახსრის სიგრძივი ჭრილობა“).
61. 15 მაისს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურთან, პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ზაურ ლურსმანაშვილს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო მოთავსებულ იქნა ნევროლოგიის ინსტიტუტში).
62. 22 მაისს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ამავე პოლიციის უფროსის მოადგილის გელა წერეთლის თანმხლებმა პირმა (სავარაუდოდ, ასევე პოლიციელმა) მისსავე თვალწინ სასტიკად სცემა ამავე სოფლის მკვიდრი, 24 წლის ალექსანდრე კოტაშვილი.
63. 23 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მუხიანის განყოფილებაში დაკავებისა და პოლიციის თანამშრომელთა მიერ სახლსი მიყვანის შემდეგ ნახევარ საათში გარდაიცვალა 40 წლის ხვიჩა კვირიკაშვილი. გვამს აღენიშნება სისხნაჟღენეთები.
64. 27 მაისს ჯერ ნარკოტიკი ,,ჩაუდეს“, ხოლო შემდეგ თელავის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს დაკავებულ ბაკურ კირვალიძეს.
65. 2004 წლის 12 ივნისს სოფ. წინუბანში მწვანე ფერის ნივით (N136) მიიტანეს იარაღი და ჩადეს სკოლის ნანგრევებში, 15 წუთში იქ მივიდნენ კახეთის სამართალდამცავები ტელევიზიებით და ფიქტიურად ამოიღეს იარაღი. ამას ხელმძღვანელობდა კახეთის გუბერნატორი. იქ მყოფ ქალებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ერთ-ერთმა ქალმა გაუწია წინააღმდეგობა - ნუ ალაგებთ იარაღს და დაგვასვენეთ, ძალით ნუ ქმნით დაძაბულობასო, რის გამოც მასზე საცემად გაიწიეს და გინება დაუწყეს შორენა გუმაშვილს, რათა მისი ეს ნათქვამი არ დაეფიქსირებინა ტელევიზიას.
66. 2004 წ. 20 ივნისს სოფ. ბირკიანში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც სცემეს დაკავებულებს და მის მეზობლებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, ასევე ჩაუდეს ნარკოტიკი. დაკავებულებს ადამ ცათიაშვილს და მის ძმას ზვიად ცათიაშვილს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ ისინი იქნენ სასტიკად ნაცემები.
67. 2004 წ. 20 ივნისს სოფ. ბირკიანში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც სცემეს დაკავებულებს და მის მეზობლებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, ასევე ჩაუდეს ნარკოტიკი. სცემეს უჩი მუთოშვილს და ანზორ მუთოშვილს, რომელსაც ბორკილები დაადეს, მიწაზე დააწვინეს და სახეში ურტყეს.
68. 21 ივნისს თეთრიწყაროს პოლიციის განყოფილებაში სცემეს იქ თბილისიდან სტუმრად ჩასულ არმენ ბაბაიანს, რომელსაც აბრალებდნენ რაიონში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმას, თუმცა, საქმის გახმაურების შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა იგი გაენთავისუფლებინა და საქმეც არ აღუძვრია მის წინააღმდეგ.
69. 21 ივნისს თეთრიწყაროს პოლიციის განყოფილებაში სცემეს იქ თბილისიდან სტუმრად ჩასულ ტიგრან შაუმიანს, რომელსაც აბრალებდნენ რაიონში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმას, თუმცა საქმის გახმაურების შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა იგი გაენთავისუფლებინა და საქმეც არ აღუძვრია მის წინააღმდეგ.
70. 21 ივნისს თეთრიწყაროს პოლიციის განყოფილებაში სცემეს იქ თბილისიდან სტუმრად ჩასულ არმენ მკრტიჩიანს, რომელსაც აბრალებდნენ რაიონში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმას, თუმცა, საქმის გახმაურების შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა იგი გაენთავისუფლებინა და საქმეც არ აღუძვრია მის წინააღმდეგ.
71. 23 ივნისს პოლიციის თბილისის სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს რუბენ ხოჟავას.
72. 24 ივნისს შსს დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად იქნა ნაწამები ჯამბულ თოდუა.
73. 25 ივნისს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში სცემეს დაკავებულ ზურაბ ოგანიანს, რომლისგანაც მოითხოვდნენ ,,ჩადებული'' იარაღის ტარების აღიარებას.
74. 25 ივნისს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში სცემეს დაკავებულ რამაზ ჭერელიძეს.
75. 25 ივნისს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში სცემეს დაკავებულ გიორგი მიქაბერიძეს.
76. 17 ივლისს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა (ონოფრიშვილმა და ხაჩიძემ) დააკავეს 17 წლის კახა სანდოძე, რომელსაც სცემეს და ფეხებში იარაღი ესროლეს. ბრალად ედება რამდენიმე კოკა - კოლის ქურდობა (ზარალი შეადგენს 19 ლარს და 50 თეთრს). ამავე საქმეზე პოლიციელებმა დააკავეს დავით გოგრიჭიანი, რომელსაც სცემეს და მისგან მოითხოვდნენ, რომ კოკა - კოლას ქურდობის გარდა საკუთარ თავზე აეღო კომპიუტერების მოპარვა.
77. 24 ივლისს ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის განყოფილებაში სცემეს დაკავებულ გიზო კოკობანიძეს.
78. 3 აგვისტოს დილის ექვსის ათ წუთზე პანკისის ხეობაში, ,,ანტიტერორისტული“ ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც იყო ისეთი დარღვევები, რომლებიც, თვით ჩეჩენი მოსახლეობის სიტყვებით, რუსების მიერ ჩეჩნეთში ჩატარებული ,,წმენდების'' დროსაც კი არ ხდება. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ანტიტერორისტული სამმართველოს უფროსის მოადგილე გ. გაბუნია. დააკავეს 12 მამაკაცი, მათგან ორი საქართველოს მოქალაქე. დაკავებულებიდან ნაცემი და ნაწამები არიან; აჰსან ოკუევი და მაგამედ აზაევი. თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალებს, ჰპირდებოდნენ ერის ამოწყვეტას, თუ არ დატოვებდნენ საქართველოს.
79. 3 აგვისტოს დილის ექვის ათ წუთზე პანკისის ხეობაში, ,,ანტიტერორისტული“ ოპერაციის ჩატარებისას სცემეს ალიკო ბორჩაშვილს.
80. 3 აგვისტოს პანკისის ხეობაში, შატარეს „ანტიტერორისტული“ ოპერაციის ჩატარებისას სცემეს ისუბი ბორჩაშვილი, ვისური მარგოშვილი, ლიჩი მუსიხანოვი, ასლანბექ მუსიხანოვი, აჰსან ოკუევი, ზაინდი საიდოევი, აბომუსლიმ ახმედოვი, ასლანბექ ომაროვი, მაგამედ აზაევი, ეხაჰევ სალამოვი, მუსა ისლამოვი, ბახარჩიევა იახა (დიაგნოზი: ზედაპირული სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის მიდამოში, სისხლჩაქცევები ორივე მხრის შიდა ზედაპირზე - ნათითურების სახით, მრავლობითი განაკაწრები წელის არეში და აქვე ზედაპირული სისხლჩაქცევები), ხარსაევა მალიქა (დიაგნოზი: თავის ტვინის მსუბუქი შერყევა), აზაევა ხავა (დიაგნოზი: შესიება მარცხენა მხარის მიდამოში), თავის ტვინის შერყევა), იბრაგიმოვა საცითა (დიაგნოზი: შეწითლება მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე Д=5-610.), ისრალიევა მაქა (დიაგნოზი: შეწითლებული მარჯვენა წვივის წინა შუა მიდამოში Д=2-3 სმ თავის ტვინის შერყევა), ჰარლიევა მაქა (კეფის არეში სისხლჩაქცევა, მარჯვენა მკლავზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება), აზაზიევა ამინათ (დიაგნოზი: ორივე მუხლზე დაზიანება, წელის არეში სისხლჩაქცევა).
81. 4 აგვისტოს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ბონდო ფხაკაძეს.
82. 4 აგვისტოს თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სამმართველოში წამების დროს დაკავებულმა მუხრან კობახიძემ წამებისაგან თავის დაღწევის მიზნით მოახერხა კაბინეტში, საწერ მაგიდაზე დაგდებული სამართებლის აღება და ამ ნივთით საკუთარი სხეულის დაზიანება. რადგანაც პოლიციამ სისხლისდენა ვერ შეუჩერა, გადაიყვანეს დიღომში მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში.
83. 4 აგვისტოს თბილისის პოლიციის სამმართველოს იზოლატორში სცემეს დაკავებულ ბონდო ფხაკაძეს.
84. 5 აგვისტოს პოლიციის მთავარ სამმართველოში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ბორის ათუაშვილს.
85. 7 აგვისტოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ედიბერიძეს.
86. 12 აგვისტოს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციაში სასტიკად სცემეს დაკავებულ მამუკა ჩუბინიძეს.
87. 24 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ რუსტამ ანზოროვს.
88. 12 სექტემბერს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სცემეს დაკავებულ ალექსანდრე ჯორბენაძეს.
89. 14 სექტემბერს საკუთარ სახლში პოლიციელმა სცემა სოფ. დუისში მცხოვრებ მოხუცს მუხმადა გუნაშაშვილს.
90. 16-20 სექტემბერს ახმეტის პოლიციაში დაკავებული ჰყავდათ ომარ ცისკარიშვილი, რომელსაც გათავისუფლების შემდეგ პოლიციაში ცემის შედეგად აღენიშნებოდა ხერხემლის მალის დაზიანება და გაბზარული ჰქონდა მკლავის ძვალი.
91. 1 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს ზვიად ქარსელაძე (დაკავების ჯგუფის ხელმძღვანელი - ალექსანდრე სვინტრაძე), ჯერ დაკავებისას სცემეს სასტიკად, შემდეგ ცემა გააგრძელეს პოლიციის სამმართველოსი. დაკავებულს ,,ჩაუდეს“ იარაღი, რასაც ადასტურებს ,,სტაჟიანი დამსწრე“ ვინმე კახა კოხოძე, რომელიც სხვა საქმეებშიც ფიგურირებს დამსწრის სტატუსით. სხვებთან ერთად დაკავებულის ცემაში პოლიციის სამმართველოს შენობაში მონაწილეობდ სამხარეო სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი ზაზა გონგაძე. ცემის შედეგად დაკავებულს მოტყდა 2 ნეკნი, მძიმედ დაუზიანდა თირკმელები და ჰქონდა სისხლჩაქცევები (არსებობს ექსპერტიზის დასკვნა).
92. 4 ოქტომბერს ჭიათურაში პოლიციელებმა ქუჩაში დააკავეს გოჩა ტაბატაძე და არაერთი იქ მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლის თვალწინ სცემეს და მას იარაღი ჩაუდეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა და ამჟამად პოლიციელთა მხრიდან მიყენებულ სხეულის დაზიანებებს საავადმყოფოში მკურნალობს. მის დაკავებაში და ცემაში მონაწილეობდნენ პოლიციელები შსს ჭიათურისა და ზესტაფონის სამმართველოებიდან.
93. 5 ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაკავებული მამუკა სარჯველაძე (დაკავებისას, 29 სექტემბერს ბათუმში დაკავებისას პატრულმა 4 ტყვიით დაჭრა), ღამით საავადმყოფოს პალატაში სცემა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბათუმის შს სამმართველოს გამომძიებელმა კახა ინაიშვილმა. მან პალატიდან გამოუშვა ბადრაგის თანამშრომლები და დაჭრილთან მარტო დარჩენილმა მას წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით რამდენიმე ათეულჯერ ჩაარტყა ნატყვიარ ჭრილობებში მუცელში და ფეხში (იგი პატიმრისაგან მოითხოდა საქმეების გახსნაში დახმარებას). ამის შედეგად მუცლის ჭრილობიდან ნაწლავები გადმოიყარა, ხოლო ნაჭრილობევ ფეხზე ძვლები ისე დაცილდა ერთმანეთს, რომ ქუსლი თავდაყირა იყო ამოტრიალებული. სასწაულად გადარჩენილი ავადმყოფი რამდენიმე დღეში თბილისში გადმოიყვანეს და ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს ხელმეორე ოპერაციები.
94. 12 ოქტომბერს სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს გელა გოგელია.
95. 12 ოქტომბერს სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს გივი ცინცაძე.
96. 12 ოქტომბერს ქსნის ტუბერკულიოზით დაავადებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამომხვრჩალი იპოვეს (თავი ჩამოიხრჩო ან ჩამოახრჩვეს) მსჯავრდებული დავით ჭყონიშვილი.
97. 8 ნოემბერს თბილისის შს მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს დაკავებული გოჩა ქოიავა.
98. 15 ნოემბერს თბილისის შს სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული ლაშა ენდელაძე.
99. 19 ნოემბერს სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს დაკავებულ ირაკლი დარახველიძეს.
100. 22 ნოემბერს სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სატიკად სცემეს დაკავებულ თეიმურაზ ხუჭუას.
101. 23 ნოემბერს წალკის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს დაკავებულ ამირან სისვაძეს.
102. 29 ნოემბერს შს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ კახაბერ ღლონტს.
103. 2 დეკემბერს თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული რამაზ ქამხაძე.
104. 4 დეკემბერს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს დაკავებული ირაკლი ხორავა.
105. 4 დეკემბერს თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებული აშოთ სარქისიანი.
106. 5 დეკემბერს ახმეტის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს დაკავებული თენგიზ ჭინჭარაული.
107. 5 დეკემბერს თბილისის შს სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული თეიმურაზ ყურაული.
108. 15 დეკემბერს ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს დაკავებული ნუგზარ ასლანიშვილი.
109. 21 დეკემბერს თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებული მერაბ ბიჭიაშვილი.
110. 26 დეკემბერს ქუთაისის პოლიციის განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში პოლიციელებმა სცემეს დაკავებული გიგლა ფხაკაძე.
2005 წელი
111. 2005 წლის 12 იანვარს თბილისის შს სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში პოლიციელებმა სცემეს დაკავებული ავთანდილ შუღლიაშვილი.
112. 27 იანვარს შს სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში პოლიციელებმა სცემეს დაკავებული გოჩა დავრეშოვი.
113. 30 მარტს №1 საპყრობილეში პატიმრებმა სცემეს ბრალდებული თამაზ პაპიტაშვილი, რომელმაც მეორე დღეს, იმის გამო, რომ მის საჩივრებს ყურადღება არ მიაქცია, პროტესტის ნიშნად თავი დაიჭრა.
114. 2 აპრილს ჭიათურის შსს საქალაქო განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გიორგი ოსიპოვი.
115. 4 აპრილს ქუთაისის შსს-ს საგამოძიებო იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გივი გიორგაძე.
116. 5 აპრილს სამტრედიის საგამოძიებო იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული აკაკი ახვლედიანი.
117. 6 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გრიგოლ ძნელაძე.
118. 7 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გიორგი აბაშიძე.
119. 8 აპრილს ქუთაისის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გიორგი ჭელიძე.
120. 8 აპრილს გურჯაანის პოლიციაში სასტიკად სცემეს მსჯავრდებულ ელდარ ქონენიშვილს, რომელიც „მოწმის“ სტატუსით გადაიყვანეს დასაკითხად გურჯაანში.
121. 9 აპრილს ქუთაისის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ლევან კვატაშიძე.
122. 9 აპრილს ქუთაისის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ვალტერ როგავა.
123. 9 აპრილს ქუთაისის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გრიგოლ რობაქიძე.
124. 9 აპრილს ქუთაისის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გიორგი ზვიადაძე.
125. 9 აპრილს სამტრედიის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ოტია ჯიშკარიანი.
126. 9 აპრილს სამტრედიის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული იაჰან ოდიშევი.
127. 13 აპრილს სამტრედიის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული რომან ლობჟანია.
128. 13 აპრილს მარტვილის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ვეფხია ბერულავა.
129. 14 აპრილს რუსთავის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული როვშან შახვერდოვი.
130. 14 აპრილს ბაღდათის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მალხაზ გიორგაძე.
131. 16 აპრილს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გოდერძი სორდია.
132. 16 აპრილს ბაღდათის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს გოჩა ჯაოშვილი.
133. 17 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ვაგიფ იბრაგიმოვი.
134. 17 აპრილს თბილისის გლდანი-ნაძალhადევის რაიონის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ბადრი სვანიშვილი.
135. 17 აპრილს საგარეჯოს შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული შალვა პავლიაშვილი.
136. 17 აპრილს შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ლომარ ღოღონაძე.
137. 18 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ზაზა დევდარიანი.
138. 18 აპრილს ქუთაისის შს სამმართველოს I განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ალექსანდრე ხარაიშვილი.
139. 20 აპრილს გურჯაანის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ზაზა შიშნიაშვილი.
140. 20 აპრილს ზუგდიდის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ზაალ აკობია.
141. 20 აპრილს საჩხერის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ოთარ გვარამაშვილი.
142. 20 აპრილს თბილისის სს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ნიკოლოზ აბგაიძე.
143. 21 აპრილს ზუგდიდის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გოჩა კვირკველია.
144. 21 აპრილს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული დიმიტრი შუბითიძე.
145. 21 აპრილს ახალგორის შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ზურაბ ბაკლანოვი.
146. 21 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ბიძინა მჭედლიშვილი.
147. 22 აპრილს შსს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ბეჟან მაჭავარიანი.
148. 22 აპრილს ამბროლაურის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ელდარ მაჭარაშვილი.
149. 22 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული თამაზ საჯაია.
150. 22 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული რევაზ საჯაია.
151. 23 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მურთაზ მიქიაშვილი.
152. 24 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ზვიად სოხაშვილი.
153. 24 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ვაჟა კიტაშვილი.
154. 24 აპრილს გარდაბნის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ვასილ კუპატაძე.
155. 24 აპრილს ზუგდიდის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მინდია ხულორდავა.
156. 25 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ლაშა შათირიშვილი.
157. 25 აპრილს დუშეთის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ჯემალ ავსაჯანიშვილი.
158. 26 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გივი არონიშიძე.
159. 26 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ირაკლი კოკაია.
160. 26 აპრილს ქვემო ქართლის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული თემურ ტოროშელიძე.
161. 26 აპრილს ქვემო ქართლის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გურამ ღიბრაძე.
162. 26 აპრილს ზესტაფონის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული თემურ თოლორაია.
163. 29 აპრილს დუშეთის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მერაბ კირვალიძე.
164. 29 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული პაატა ავალიანი.
165. 29 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ზვიად არონია.
166. 29 აპრილს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გოჩა არონია.
167. 29 აპრილს ქარელის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გიორგი მღებრიშვილი.
168. 30 აპრილს თბილისის შს სამმართველოს მთაწმინდა - კრწანისის დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მალხაზ ბოჭორიშვილი.
169. 30 აპრილს თბილისის შს სამმართველოს გლდანულის დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული ნუგზარ კუპრაძე.
170. 30 აპრილს თბილისის შს სამმართველოსვაკე-საბურთალოს რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მალხაზ დანიელიანი.
171. 30 აპრილს ბაღდათის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული მამუკა გუმბერიძე.
172. 12 მაისს რუსთავის შს სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან საპყრობილეში სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს დაკავებული გივი ჯანიშვილი.
173. 28 აგვისტოს თეთრიწყაროს პოლიციის სამმართველოში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ გიორგი ყვავაძეს.
174. 30 აგვისტოს დააკავეს და თელავის პოლიციის განყოფილებაში აწამეს (სიგარეტებს უქრობდნენ სხეულზე, რისი ნაკვალევი დღესაც აღენიშნება) მურთაზ სოთაიძე.
175. 1 სექტემბერს აბაშის რაიონისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში დააკავეს 26 წლის ზურაბ ფირცხალავა (თვითონვე მუშაობდა სამეგრელოს სამხარეოს სპეცრაზმის უფროსის მოადგილედ). სამართალდამცველებმა თვითონ მიიყვანეს საკუთარო დამსწრეები და მათივე დამოწმებით ბინიდან ამოიღეს „ლიმონკა“. დაკავებული არის ნაწამები-სხეულზე ემჩნევა სიგარეტით ამომწვარი ადგილები, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა.
176. 1 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 17 წლის რატი ანთელაძე. იგი სასტიკად იქნა ნაცემი. 4 სექტემბერს გადაიყვანეს ოზურგეთის საავადმყოფოში და ცემის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იყო მოკვლის მუქარები.
177. 1 სექტემბერს ზუგდიდში დააკავეს 9 პიროვნება, მათ შორის უმრავლესობა - პარტიზანული რაზმის ყოფილი წევრები, რომელთაგან 2 (გენო ქულავა და ლადო ძაძუა) 2 სექტემბერს ხობის პოლიციის ქვეგანყოფილებაში სასტიკად იქნენ ნაწამები. ექსპერტიზამ დააფიქსირა სხეულზე წამებისა და სიგარეტით ამოწვის კვალი.
178. 9 სექტემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციამ მეტრო ,,ახმეტელის“ მიდამოებში ღამით დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამუკა ქეთელაური და გიორგი გოდერძაული, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ სცემეს და მეორე დღეს გაანთავისუფლეს.
179. 12 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის თემქის პოლიციის N7 განყოფილებაში სცემეს დაკავებული ლევან მესაბლიშვილი, რომელიც შემდეგ გაანთავისუფლეს.
180. 12 სექტემბერს თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს II განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ზაზა მირიანაშვილს.
181. 13 ოქტომბერს თბილისის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ გიორგი სულაქველიძეს.
182. 16 ოქტომბერს სიღნაღის შს სამმართველოს იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ მერაბ ანსიანს, ტარიელ ტუხაშვილს.
183. 16 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის პოლიციის უფროსმა გელა მჭედლიშვილმა და მისმა მოადგილემ (ვინმე გელამ) გზის პირას მდებარე სასაფლაოსთან სცემეს დაკავებული, 14 წლის გიორგი იაშვილი. მათ დაკავებული გადაჰყავდათ საგარეჯოში და ამ მომენტში მათთან მიახლოებული საპატრულო პოლიციელების კითხვაზე, თუ რატომ ჰყავდათ ბავშვი სასაფლაოსთან, უპასუხეს, რომ ბავშვი გადაიყვანეს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად..
184. 20 ოქტომბერს შსს მცხეთის სამმართველოში დააკავეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს კახა ჭიკაიძეს. (არის ტუბერკულიოზით დაავადებული).
185. 16 ოქტომბერს ფოთის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ მირიან მარღიშვილს, დიმიტრი შიშმანიშვილს, ზურაბ გაიპარაშვილს.
186. 20 ოქტომბერს შსს მცხეთის სამმართველოში დააკავეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს გიორგი ოდიშელიძეს.
187. 22 ოქტომბერს თბილისის შს სამმართველოს იზოლატორში სცემეს დაკავებულ ლევან ნებიერიძეს.
188. 25 ოქტომბერს თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს II განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ალბერტ ტოროსიანს.
189. 26 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის I ქვეგანყოფილებაში სასტიკად იქნენ ნაცემები დაკავებული სურაჯი ჩქუფორია.
190. 26 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის I განყოფილებაში სასტიკად იქნენ ნაცემები დაკავებული ხვიძა ხუნწარია.
191. 31 ოქტომბერს სამმა პოლიციელმა (ერთი მათგანის სახელი და გვარია ოთარ ფრიდონაშვილი) ჯერ საკუთარ სახლში და შემდეგ ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემა დუშეთის რაიონის სოფ. ციხისძირში მცხოვრები გიორგი გოზიტაშვილი.
192. 31 ოქტომბერს ქუთაისის შს რაიგანყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ ალუდა ქარქაშაძეს.
193. 1 ნოემბერს ქარელის შს რაიგანყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ გიორგი კვარიანთაშვილს.
194. 2 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ რამო არზუმანოვს.
195. 5 ნოემბერს ზუგდიდის პოლიციის განყოფიელბაში სასტიკად სცემეს დაკავებულ გია ნანავას.
196. 6 ნოემბერს ზუგდიდის პოლიციის განყოფილების სცემეს ირაკლი შალამბერიძეს.
197. 7 ნოემბერს თბილისის შს სამმართველოს დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული ზურაბ თარაშვილი.
198. 8 დეკემბერს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს დაკავებულ აქიფ ნაიბოვი.
199. 9 ნოემბერს ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში 8 პოლიციელმა სასტიკად სცემა ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ გოჩა ბუკიას.
200. 9 ნოემბერს მცხეთის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებული ბორის აბრამიშვილი.
201. 9 ნოემბერს თბილისის შს სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული ჯემალ ჩეჩელაშვილი.
202. 10 ნოემბერს თბილისის შს სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული გივი ბალიაშვილი.
203. 15 ნოემბერს თბილისის შს სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული ბექა მგალობლიშვილი.
204. 15 ნოემბერს 24 ივლისს ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის განყოფილებაში სცემეს დაკავებულ გიზო კოკობინაძეს.
205. 15 ნოემბერს თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებული კახაბერ ნიქაბაძე.
206. 10 დეკემბერს გორის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს დაკავებული იაგო ნებიერიძე.
207. 5 დეკემბერს თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს ელდარ კაპანაძე.
208. 8 დეკემბერს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს რამაზ აშიაროვი.
209. 8 დეკემბერს თბილისის შს მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად იქნა ნაცემი დაკავებული გიორგი წიქორიძე.
210. 11 დეკემბერს ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს დაკავებული გია ხორავა.
დასახელებულთა გარდა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე მრავალი პატიმარი, რომლებიც აღნიშნული დაზიანებების მიზეზად ასახელებენ მიღებულ ტრავმებს დაკავებამდე, დაკავებისას, შემთხვევითი დაცემისას ან საერთოდ არ ასახელებენ სხეულის დაზიანების მიზეზებს. ზოგიერთი მათგანის მტკიცებით კი თვითონ მიიყენეს სხეულის დაზიანება. არის სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ მათი უმრავლესობა დაშინებულია და შეგნებულად არ ამხელს პოლიციის განყოფილებებში მათზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს. მაგალითისათვის ავღნიშნავთ, რომ ერთ - ერთ სამედიცინო დასკვნაში აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: ,,ცხვირის ძგიდეზე, მარცხენა თვალბუდის არეში, სისხლჩაქცევა მუქი ლურჯი ფერის, მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე სისხლჩაქცევა შინდისფერი ზომით, მარცხენა ბეჭის ძვლის გარეთა კიდესთანმუქი ლურჯი ფერის სისხლჩაქცევა.“ ქ-ნი ლეილა გუმაშვილის განცხადებით მას თურმე ეს დაზიანებები მიუღია დაკავებამდე. ასევე საეჭვოდ ხსნიან თავის სხეულის მსგავს ან სხვა სახის დაზიანებებს დანარჩენი ზემოხსენებული პატიმრები.კიდევ ეთ ასეთ მაგალითად გამოდგება პატიმარი ზურაბ ძამუკაშვილი, რომელმაც 10 მაისს მარნეულის შსს მარნეულის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიღო სხეულის დაზიანებები. დაკავებული აცხადებს, რომ ეს დაზიანებები თვითონ მიიყენა იზოლატორში დაკავების შემდეგ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ადამიანმა თვითონ მიიყენოს აღნიშნული სახის დაზიანებები (აღენიშნება „შუბლისა და საფეთქლის არეში, ჭრილობა თხემის არეში, მარცხენა კიდურის და საფეთქლის არეში, ჭრილობა თხემის არეში, მარცხენა კიდურის იდაყვის სახსრის სიგრძივი ჭრილობა“). დაფიქსირებულია უშუალოდ შს სამინისტროს შენობაში ცემის რამდენიმე (გოჩა ქანთარია, ბერდია გუგავა და მისი ფეხმძიმე მეუღლე, გიორგი ონიანი) და იარაღის ან ნარკოტიკის ,,ჩადების'' მრავალი შემთხვევა.
ჩვენ ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების დამყარებას მხოლოდ იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ სცილდება კანონიერების ფარგლებს და არ ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მიგვაჩნია, რომ ლამაზი ლოზუნგების საფარქვეშ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული და ვოლუნტარისტული ქმედებები მხოლოდ სამართლებრივი ნიჰილიზმის დათესვას გამოიწვევს საზოგადოებაში, რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ასევე მთელი ქვეყნისათვის.