![]() |
შიდა ქართლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ: გამოწვევები და გადაწყვეტის გზები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი მონიტორინგის ანგარიში |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედია,პოლიტიკური პარტიები, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 72, თბილისი 0154, საქართველო სააბონენტო ყუთი 101, თბილისი 0108, საქართველო ტელ: (995 32) 35 51 54, ფაქსი (995 32) 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org; www.cipdd.org დეკემბერი 2009 ერეკლე ურუშაძე მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
![]() |
1 რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ყველაზე დიდი გავლენა სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე შიდა ქართლზე¹ იქონია, სადაც ძირითადი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ომის შემდეგ ორი თვის განმავლობაში რეგიონის დიდი ნაწილი რუსეთის შენაერთების კონტროლის ქვეშ მყოფ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა. მოსახლეობის უმეტესობამ იძულებით დატოვა ტერიტორია. ამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა სოფლებში, თუმცა რეგიონში ისევ მწვავედ დგას უსაფრთხოების საკითხი; მძევლად აყვანის ინციდენტები კიდევ უფრო ამძიმებს საფრთხის განცდას რეგიონში. ომის შედეგად შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა; ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა სახლები, სატრანსპორტო საშუალებები, პირუტყვი და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით. დევნილები, რომლებიც შიდა ქართლში შექმნილ სპეციალურ დასახლებებში ცხოვრობენ, მწვავე პრობლემების წინაშე დგანან; მათ შორისაა ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობაც.
საქართველოს მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო აქტორებმა რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება განახორციელეს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. მათ მიერ მნიშველოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადგილობრივი მოსახლეების და დევნილების პრობლემების გადასაჭრელად და ახალი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დამატებითი ზომებია საჭირო შიდა ქართლის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ. წინამდებარეანგარიში იკვლევს ამ გამოწვევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს რეგიონში მოქმედი აქტორებისათვის.
საერთაშორისო აქტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, უნდა დაეხმარონ საქართველოს მთავრობას, რომ მანშიდა ქართლის მოსახლეობისთვის ეფექტური უსაფრთხოების ზომები შეიმუშაოს.ამისათვის ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისწავლოს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საჭიროებები. ამასობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ დევნილებისთვის ინფორმაციის უკეთესი ხელმისაწვდომობა.
© CIPDD
გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ინსტიტუტების ფონდის (OSI TTF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის თვალსაზრისს. პოლიტიკის ანგარიში დეკემბერი 2009
___________________
1 წინამდებარე ანგარიშში ტერმინი „შიდა ქართლი“ გულისხმობს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, კერძოდ კი, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის რაიონებს. სამხრეთ ოსეთის ნაწილებს (ქალაქი ცხინვალი და ჯავის რაიონი) საქართველოს ხელისუფლება ასევე შიდა ქართლის ტერიტორიებად მოიაზრებდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა 1990-იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაიონები სეპარატისტების კონტროლის ქვეშრჩებოდა. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთოსეთში, ხოლო 2008 წლის ოქტომბერში საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სპეციალური კანონით რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადდა.
![]() |
2 მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონასთან სიახლოვის გამო, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონი ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტად დაზარალდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შედეგად. სამხრეთ ოსეთში ომამდე მცხოვრები 25 ათას ეთნიკურ ქარველთან ერთად, შიდა ქართლის დაახლოებით 100 ათასი მოსახლე იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილები რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩებოდა 2008 წლის შუა შემოდგომის ჩათვლით; ისინი ერთგვარ ბუფერულ ზონად იქცა, სადაც ოსი მებრძოლები დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ და ანგრევდნენ, სადამდეც ხელი მიუწვდებოდათ. ამის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა რეგიონის ქართულ სოფლებს. მაგალითად, საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მონაცემებით, სახლების დაახლოებით 80% „სერიოზულად დაზიანდა ან დაინგრა“ სოფელ ერგნეთში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარეობს.1
სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილები რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩებოდა 2008 წლის შუა შემოდგომის ჩათვლით; ისინი ერთგვარ ბუფერულ ზონად იქცა, სადაც ოსი მებრძოლები დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ და ანგრევდნენ, სადამდეც ხელი მიუწვდებოდათ.
ზოგადი უსაფრთხოების სიტუაცია ჯერ კიდევ მძიმეა. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი იუწყება, რომ შექმნილია „საშიში ატმოსფერო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება“.2 მაშინ, როცა ქართულმა მხარემ მიიღო ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შემოთავაზება თხუთმეტკილომეტრიანი მძიმე შეიარაღებისგან თავისუფალი ზონის შესახებ, ანალოგიური ნაბიჯი არ გადადგმულა რუსული და სამხრეთ ოსეთის მხარეების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქამდე თავს იკავებდა გადამჭრელი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შეიძლება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს, ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობამ შეიძლება აიძულოს ქართული მხარე, გააძლიეროს უსაფრხოების ზომები; ამას კიშეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვეს.
მართალია, შიდა ქართლის დევნილების უმრავლესობა უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლებს, მათი საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად არის გაუარესებული, განსაკუთრებით, ყოფილ ბუფერულ ზონაში, სადაც ადამიანებმა დაკარგეს სახლები და შემოსავლის წყარო.
სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ახალგორის რაიონში განვითარებული მოვლენები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს შიდა ქართლში არსებულ სიტუაციაზე; რაიონში კიდევ არიან დარჩენილი ეთნიკურად ქართველები, რომლებიც ხშირად გადადიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ზონებში. ქართული მედიის მიერ წარმოებს ახალგორში განვითარებული მოვლენების მუდმივი მონიტორინგი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იქ მცხოვრები ქართველების უფლებებს. ამდენად, სიტუაცია შიდა ქართლში (და ახალგორში) მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით.
ამ ანგარიშში მიმოხილულია პოლიტიკური და უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ფართო კატეგორიების შიგნით არსებული პრობლემური საკითხები და შემოთავაზებულია გარკვეული რეკომენდაციები. ანალიზი ეყრდნობა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე, ქართული მედიის მიერ შიდა ქართლსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გაშუქების მასალებს. წინამდებარე ანგარიში ყურადღებას ამახვილებს შიდა ქართლის და სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ახალგორის პრობლემებზე. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მოვლენები განხილულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ ზეგავლენა იქონიეს ზემოხსენეულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.
__________________
1. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი. საქართველო-რუსეთი: კვლავ საშიში სიტუაცია (თბილისი/ბრიუსელი: სკჯ, ივნისი, 2009). გვ.3.
2. იქვე, გვ. 1.
![]() |
3 1. პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი უსაფრთხოების სიტუაცია
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა 2009 წლის მაისის ანგარიშში აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების სიტუაცია კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ბოლომდე არ არის სტაბილიზებული“. მან ხაზი გაუსვა, რომ „შესაბამის რაიონებში არის უსაფრთხოების მდგრადი ზომების საჭიროება“1
მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობის დაახლოებით 95% დაუბრუნდა საკუთარ სახლებს,2 სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია ამ სოფლებში. ხშირია სროლა ორივე მხრიდან და ადგილი აქვს სამხრეთ ოსეთის სამხედრო პირების შემოჭრას, გატაცებებს და ძარცვას.3 ასევე დაფიქსირებულია ზოგადი საფრთხის და დაუცველობის განცდა მოსახლეობაში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ რეგიონში დისლოცირებული საქართველოს პოლიციური ძალების მიერ მოსახლეობის დაცვის ხარისხი არ არის საკმარისი.4 როგორც ჩანს, ქართული პოლიციის შენაერთებს ნაბრძანები აქვთ, თავი აარიდონ კონფრონტაციას უფრო დიდი კონფლიქტის აღმოცენების თავიდან ასაცილებლად.5 ქართული მხარის და ოსური და რუსული მხარეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის მკვეთრად გამიჯნული საზღვრის არარსებობა მრავალი ინციდენტის მიზეზია; სეპარატისტები აკავებენ შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლის მშვიდობიან მოსახლეებს. ასეთი ინციდენტების სიხშირის გამო ზოგიერთი ქართველი ექსპერტი სამხრეთ ოსეთის მხარის მოქმედებებს ახასიათებს როგორც „ეთნიკური წმენდის ერთ-ერთ ფორმას“ და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სეპარატისტები მიზნად ისახავენ, სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფლებიდან ქართული მოსახლეობა გამოდევნონ, რათა ეს ტერიტორიები „ბუფერულ ზონად“ აქციონ.6 საქართველოს შინაგან საქმეთა ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის და რუსულ მხარეებს ბრალი დასდო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ფსიქოლოგიური ტერორის“ გაჩაღებაში, გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და, განსაკუთრებით, ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის ხშირად გაუგებარია, თუ სად მდებარეობს დე-ფაქტო საზღვარი.
ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, ქართული სოფლების ნაწილი ნელ-ნელა ცარიელდება დაუცველობის გამო, რაც შესაძლოა სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავონ.7 აღნიშნული პრობლემების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა კომუნიკაცია ქართულ და ოსურ დასახლებებს შორის, რომლებიც დე-ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მდებარეობს;8 ეს კი ნდობის აღდგენის ძალისხმევას ძირითად ბარიერად შეიძლება ექცეს, რაც მომავალში ხელს შეუშლის კონფლიქტის მოგვარების ფართო პროცესს
ასევე დაფიქსირებულია ზოგადი საფრთხის და დაუცველობის განცდა მოსახლეობაში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ რეგიონში დისლოცირებული საქართველოს პოლიციური ძალების მიერ მოსახლეობის დაცვის ხარისხი არ არის საკმარისი. როგორც ჩანს, ქართული პოლიციის შენაერთებს ნაბრძანები აქვთ, თავი აარიდონ კონფრონტაციას უფრო დიდი კონფლიქტის აღმოცენების თავიდან ასაცილებლად.
მძევლად აყვანის ინციდენტები
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის და ომის შემდგომი თვეების შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სიტუაცია შედარებით გამოსწორდა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, მძევლად აყვანის შემთხვევები კვლავ ხშირია.
უკანასკნელ თვეებში ადგილი ჰქონდა ამ სახის გახმაურებულ ინციდენტებს, რამაც ქართული მედიის, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ოქტომბრის მიწურულს სეპარატისტებმა ქართული სოფლის, გრემისხევის 16 მცხოვრები დააკავეს. სეპარატისტები ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო პირებმა ოსების მიერ კონტროლირებადი ახალგორის რაიონის საზღვარი გადაკვეთეს. ქართული მხარის მტკიცებით, სამოქალაქო პირები ქართული მხარის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გაიტაცეს.9 ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ოსურ მხარეს მოუწოდა გამოეშვათ დაკავებულები, ხოლო ორივე მხარეს მოუწოდა ახლო თანამშრომლობისაკენ, რათა არ განმეორდეს ამგვარი ინციდენტები.10
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკემბრისშუა რიცხვებში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისშემდეგ დაკავებული 14 ქართველი კვლავ დაკავებული იყოსამხრეთ ოსეთში. ქართული მხარის პროტესტის საპასუხოდ,სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დააყენა იმ ოსებისსაკითხი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და, რომლებიც, მათიმტკიცებით, ქართველი სამართალდამცავებისმიერ იყვნენ დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ 16 დაკავებული ქართველი გამოუშვეს, სიტუაცია დაძაბული რჩებოდა. ნოემბრის დასაწყისში დააკავეს ოთხი ქართველი მოზარდი სოფელ ტირძნისიდან და ცხინვალში გადაიყვანეს. მოზარდებს ბრალად ედებოდათ ასაფეთქებლების გადატანა და მათ შეეფარდათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ცხინვალის სასამართლოს მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო მოზარდების დაკავება და მოითხოვა მათი გამოშვება, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომსაკითხის შესახებ იმსჯელებს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან.11 ინციდენტზე რეაგირება ქართულმა ოპოზიციამაც მოახდინა: ქრისტიან-დემოკრატების პარლამენტის წევრებმა გიორგი თარგამაძის მეთაურობით შიდა ქართლში მოინახულეს დაკავებულთა ოჯახები.12 დეკემბრის დასაწყისში თომას ჰამარბერგის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ცხინვალში ვიზიტის შედეგად გათავისუფლებულ იქნა ორი მოზარდი, ხოლო ორ მოზარდს შეეფარდა ერთწლიანი პატიმრობა სამხრეთ ოსეთის სასამართლოს მიერ. ჰამარბერგის სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ხელახალი ვიზიტის შედეგად, ისინიგამოუშვეს დეკემბრის შუა რიცხვებში სხვაქართველ მოზარდთან ერთად, რომელიც ზაფხულის შემდეგ ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული 14 ქართველი კვლავ დაკავებული იყო სამხრეთოსეთში (ეს ციფრი ასევე მოიცავდა სამ მოზარდს, რომლებიც საბოლოოდ გამოუშვეს).13
მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ინციდენტების შესახებ ქართული მხარის პროტესტის საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დააყენა იმ ოსების საკითხი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და, რომლებიც, მათი მტკიცებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ იყვნენ დაკავებული. ნოემბერში, სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ეს საკითხი დააყენა ჟენევის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებზე,14 ხოლო სეპარატისტების პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ეს საკითხი განიხილა თომას ჰამარბერგთან მისი ცხინვალში ვიზიტის დროს.15 სამხრეთ ოსეთის მედიამ გაავრცელა მასალები,სადაც ახალგაზრდა ოსებს გაურკვეველი პირები (მათი ბრალდების მიხედვით, ქართული პოლიციის ოფიცრები) ვერბალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო სეპარატისტულმა მთავრობამ გამოაქვეყნა 20 ადამიანის სია, რომლებიც, მათი მტკიცებით, დაკავებული იყვნენ ქართული მხარის მიერ. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, უარყო დაკარგული ოსების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის ფლობა.16
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ დღეს ქართულ ციხეებში დაკავებული პირები სამხრეთ ოსეთიდან სასჯელს კონკრეტული დანაშაულის გამო იხდიან. ამდენად, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს მათ გაცვლას სამხრეთ ოსეთში დაკავებულ მშვიდობიან მოქალაქეებზე.17 ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, „წერტილი დაუსვან მძევლების აყვანის პრაქტიკას“.18
სიტუაცია ახალგორში
ახლაგორში არსებული სიტუაცია კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევას ქმნის საქართველოს ხელისუფლების წინაშე, რადგან ის სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი რეგიონია მნიშვნელოვანი რაოდენობის ეთნიკურად ქართული მოსახლეობით (თუმცა ომამდე მცხოვრები ქართველების უმრავლესობა დღეს იქიდან გამოქცეულია). მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ამჟამად საქართველოს ხელისუფლების კონტროლის მიღმაა, ხელისუფლების მიმართ არის მოლოდინი, რომ ის რაღაც ხარისხით მაინც პასუხისმგებელია იქ მცხოვრები ქართველების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალგორის მოსახლეობის ნაწილი ხშირად გადაადგილდება საქართველოს მიერ კონტროლირებად რაიონებში.
ახალგორის ზოგიერთი მცხოვრები (საბიუჯეტო ორგანიზაციების, როგორებიცაა სკოლები და საავადმყოფოები, თანამშრომლების ჩათვლით) წეროვანში არსებულ დევნილების დასახლებაში გადასახლდა, ხოლო სხვებმა გადაწყვიტეს ახალგორში დარჩენა. ზოგიერთი ანგარიში წარმოადგენს ისე, თითქოს საქართველოსხელისუფლება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ცდილობს, ახალგორში მომსახურე მასწავლებლები და ექიმები აიძულოს, მუდმივად გადასახლდნენ წეროვანში; თუ ეს ასეა, არსებობს საფრთხე, რომ რეგიონი დაცარიელდება ქართული მოსახლეობისგან.19
ახალგორსა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის კომუნიკაცია ამჟამად შეზღუდულია დე-ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტებით. დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც ახალგორის სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ უფლება არ მისცა ადგილობრივ მოსახლეებს, გადაადგილებულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.20 ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ახალგორში დაბრუნების მსურველებს არ გაატანეს სხვადასხვა ნივთი ქართული პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე.21
ქართველი სამართალდამცავების მიერ შემოღებულმა შეზღუდვებმა ზოგიერთი ქართული ოპოზიციური ჯგუფის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ყოფილმა ომბუდსმენმა და ახლანდელმა „ალიანსი საქართველოსათვის“ თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი „ოკუპანტების მიერ მშენებარე „ბერლინის კედელს“ მავთულხლართებს და აგურებს უმატებენ“.22 ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებულმა ექსპერტმა ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას ახალგორის მოსახლეობის „ტერორიზებაში“ და გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებას სურს აიძულოს ქართული მოსახლეობა, დატოვოს რეგიონი და გადასახლდეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად დასახლებებში.23
ქართველი სამართალდამცავების მიერ შემოღებულმა შეზღუდვებმა ზოგიერთი ქართული ოპოზიციური ჯგუფის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.
ხელისუფლება აქამდე თავს იკავებს ამ საკითხის კომენტირებისგან. ქართულმა მედიამ ნოემბერში გადმოსცა, რომ სეპარატისტული ადმინისტრაცია ახორციელებდა მოსახლეობის აღწერას ახალგორში და, რომ ახლო მომავალში მოსალოდნელი იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტების დარიგება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადგილობრივების თქმით, ჯერჯერობით სეპარატისტული ხელისუფლება მხოლოდ წამახალისებელი გზებით ცდილობს დაარწმუნოს ისინი, შეიძინონ პასპორტები.24 ამდენად, პასპორტების საკითხი დაძაბულობის პოტენციურ წყაროდ გვევლინება.
_______________
1. ჰამარბერგი, თ. ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი. 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ადამიანის უფლებების საკითხების შესახებ ანგარიში. სტრასბურგი. 2009 წლის 15 მაისი. გვ.2.
2. იქვე.
3. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი. საქართველო-რუსეთი: კვლავ საშიში სიტუაცია. გვ 6.
4. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ოქტომბერი, 2009 (თბილისი, CIPDD, 2009). გვ. 4-5.
5. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი. საქართველო-რუსეთი: კვლავ საშიში სიტუაცია.გვ 6.
6. ოთარაშვილი, მ. „ეთნიკური წმენდის ერთ-ერთი ფორმა“ გაზ. რეზონანსი. 2009 წლის 9 ნოემბერი.
7. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ნოემბერი, 2009 (თბილისი, CIPDD, 2009). გვ. 11.
8. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ნოემბერი, 2009. გვ. 4.
9. ჯანგირაშვილი, ხ. „საქართველოს მოქალაქეები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს“. გაზ. 24 საათი. 27 ოქტომბერი, 2009.
10. ივანიძე, თ. „მონიტორინგის მისია კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას“.გაზ. 24 საათი. 30 ოქტომბერი, 2009.
11. გამისონია, დ. „წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს გატაცებული მოზარდები“. გაზ. 24 საათი. 10 ნოემბერი, 2009.
12. იქვე.
13. „ცხინვალის რეჟიმს დაკავებული ჰყავს 14 საქართველოს მოქალაქე“. გაზ. 24 საათი. 16 დეკემბერი, 2009.
14. ხმალაძე, ლ. „8-საათიანი წყლის ნაყვა ჟენევაში“. გაზ. რეზონანსი. 12 ნოემბერი, 2009
15. ოთარაშვილი, მ. „ჰამარბერგის ცხინვალური ვიზიტი გაცვლით დასრულდება“. გაზ. რეზონანსი. 1 დეკემბერი, 2009.
16. ოთარაშივილი, მ. „ცხინვალის სიაში გარდაცვლილები და უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც არიან“. გაზ. რეზონანსი. 29 ნოემბერი, 2009.
17. ოთარაშვილი, მ. „ცხინვალი ბავშვებს გამოუშვებს - იმედოვნებენ თბილისში“. გაზ. რეზონანსი. 15 დეკემბერი, 2009.
18. ჰამარბერგი, თ. (ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი) 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ადამიანის უფლებების საკითხების შესახებ ანგარიში. სტრასბურგი. 2009 წლის 15 მაისი. გვ.2.
19. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ოქტომბერი, 2009 (თბილისი CIPDD, 2009). გვ. 48.
20. ოთარაშვილი, მ. „საზღვარი“ დაკეტილია - აცხადებს „ლენინგორის“ ვიცე-გამგებელი“. გაზ. რეზონანსი. 4 ნოემბერი, 2009.
21. ოთარაშვილი, მ. „ოკუპანტების მიერ მშენებარე „ბერლინის კედელს“ მავთულხლართებს და აგურებს ვამატებთ“. გაზ. რეზონანსი. 10 დეკემბერი, 2009.
22. იქვე.
23. ოთარაშვილი, მ. „პრინტერით ახალგორისკენ - ცდა მეორე“. გაზ. რეზონანსი. 11 დეკემბერი, 2009.
24. ოთარაშვილი, მ. „ახალგროში ოსური პასპორტიზაციისთვის მოსახლეობის აღწერა დაიწყო“. გაზ. რეზონანსი. 16 ნოემბერი, 2009.
![]() |
4 2. სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები |
▲ზევით დაბრუნება |
სოფლის მეურნეობა და უმუშევრობა
2008 აგვისტოს ომმა და მისმა შედეგებმა ერთობ უარყოფით გავლენა იქონია შიდა ქართლის ეკონომიკაზე და ცხოვრების პირობებზე. ის ფაქტი, რომ ვაშლის მთელი მოსავალი (რაც, ძირითადად, შიდა ქართლშია კონცენტრირებული) საქართველოში 2007 წლის 101 ათასი ტონიდან 38 ათას ტონამდე დაეცა 2008 წელს1 მეტყველი ინდიკატორია ომის შედეგად რეგიონისეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების წარმოსაჩენად.
ჯერ კიდევ ომამდე, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე ზეგავლენა იქონია რუსეთის გადაწყვეტილებამ, არ დაეშვა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები თავის ბაზარზე. როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია დაამძიმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში. ამ რეგიონების მოსახლეობას დაენგრა სახლები, დაკარგა სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი და სოფლის მეურნეობის სათანადო აღჭურვილობა.2 გარდა ამისა, ამ სოფლების მაცხოვრებლების მფლობელობაში არსებული საძოვრების, სახნავ-სათესი და სხვა სახის სოფლის მეურნეობის მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად ან სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშაა, ანდაც ძალიან ახლოს მდებარეობს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, რაც საფრთხეს უქმნის ნებისმიერი სახის სამუშაობის ჩატარებას ამ მიწებზე. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები თავს იკავებს მათ საკუთრებაში არსებული მიწისგამოყენებისგან, რადგან ეშინია აგვისტოს ომის შემდეგ დატოვებული აუფეთქებელი ნაღმების.3
სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას დაენგრა სახლები, დაკარგა სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი და სოფლის მეურნეობის სათანადო აღჭურვილობა.
სოფლის მეურნეობაზე უარყოფით ზეგავლენა იქონია ირიგაციის გაუარესებამ; ზოგიერთ სოფელს, რომლებიც წყალს სამხრეთ ოსეთიდან იღებდა, ომის შედეგად წყლის მიწოდება შეუწყდა. ცნობილია ინციდენტი, როცა ახალგორის სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ ნოემბრის მიწურულს წყლის მიწოდება შეუწყვიტა ახლომდებარე ქართულ სოფლებს. მათი მტკიცებით, ეს გააკეთეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა რეგიონს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება დიდი ალბათობით ახალგორში არსებული ელექტრო-მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია და ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ტექნიკურ პერსონალს არ შეეძლოა რეგიონში შესვლა.4
სოფლის მეურნეობის პრობლემებს ამძიმებს ისიც, რომ შეზღუდულია ტრანსპორტის მიმოსვლა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებსა დასაქართველოს სხვა მხარეებს შორის, რაც ხელს უშლის ადგილობრივებს მათი პროდუქციის გაყიდვაში.5
უმუშევრობა მთავარ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს რეგიონების უმეტესობაში. შიდა ქართლში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა ომის შედეგად სოფლის მეურნეობის დაკნინებით. ამასთან, ადგილობრივების თქმით, პრობლემა დამძიმდა იმის გამო, რომ მრავალმა ადგილობრივმა მოსახლემ, რომლებიც არმიასა და პოლიციაში მსახურობდნენ, ომის შემდეგ სამსახური დაკარგა.6 ადგილობრივებისმნიშვნელოვანი რაოდენობა მუშაობდა ორგანიზაციებში, რომლებიც 2008 წლის შედეგად დატოვებული აუფეთქებელი ნაღმების მოშორებას ახორციელებდნენ. დღეს ისინი ისევ უმუშევრები არიან, რადგან ეს სამუშაოები დასრულებულია.
განათლება და ჯანდაცვა
როგორც მოსალოდნელი იყო, ომმა ზეგავლენა იქონია რეგიონის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებზე. სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე სკოლების და საავადმყოფოების ნაწილმა საერთოდ შეწყვიტა მუშაობა, რადგანდაზიანდა მათი შენობები. დარჩენილ სკოლებში ხშირად წიგნების უკმარისობაა. ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს სამედიცინო სერვისების დაბალი ხარისხის (ან მათი არარსებობის) გამო.7
გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალგორში დარჩენილი მასწავლებლების გადაყვანა სურს წეროვანის დევნილთა დასახლებაში. სპეკულირება კიდევ უფრო გაამძაფრა მედიაში გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება აპირებდა ახალგორის სკოლების დაფინანსების შეწყვეტას 2010 წლის იანვრიდან. ერთ-ერთი ქართული გაზეთის გადმოცემით, ხელისუფლებას სურს, თავიდან აიცილოს ორმაგი ხელფასების გადახდა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან როგორც ახალგორში, ისე დევნილების დასახლებაში. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოსმასწავლებლების პროფკავშირების თავმჯდომარემ, თუმცა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე.8
ადგილობრივების მნიშვნელოვანი რაოდენობა მუშაობდა ორგანიზაციებში, რომლებიც 2008 წლის შედეგად დატოვებული აუფეთქებელი ნაღმების მოშორებას ახორციელებდნენ. დღეს ისინი ისევ უმუშევრები არიან, რადგან ეს სამუშაოები დასრულებულია.
ანალოგიური პრობლემის შესახებ არის ცნობები ახალგორის ჯანდაცვის დაწესებულებებში. ომამდე ახალგორში მომსახურე ექიმების დიდი ნაწილი წეროვანში გადავიდა, რამაც გამოიწვია რეგიონში ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუარესება. ამასთან, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგება, როცა პაციენტის ახალგორიდან თბილისში გადმოყვანის საჭიროება იქმნება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, წეროვანში არსებული სასწრაფო დახმარების სამსახურს რეგიონული ხელისუფლების სიტყვიერი ნებართვა სჭირდება დე-ფაქტო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პაციენტის გადასაყვანად.9
ადგილობრივები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისგან შეთავაზებული თანხები მათთვის, ვისი სახლიც დაზიანდა ან განადგურდა ომის შედეგად, მწირია საიმისოდ, რომ სრულად აღიდგინონ სახლები.
სახელმწიფო დახმარება
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული შიდა ქართლის მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების ხარისხითა და რაოდენობით (დაპირებული ან რეალური) უკმაყოფილოა. ამასთან, მათთვის გაურკვეველია მათთვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობა და სახეები.
ადგილობრივები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისგან შეთავაზებული თანხები მათთვის, ვისი სახლიც დაზიანდა ან განადგურდა ომის შედეგად, მწირია საიმისოდ, რომ სრულად აღიდგინონ სახლები. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სოფლებში, კომპენსაციის მიღების შემდეგ სახლების აღდგენის ნაცვლად სახლის პატრონები ტოვებენ იქაურობას.10
ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ დევნილების ზოგიერთი ახალი დასახლება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვართან მდებარეობს, სადაც ჯერ კიდევ ხდება შეიარაღებული ინციდენტები.
ადამიანის უფლებების ომბუდსმენის უკანასკნელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გორის ადმინისტრაციამ უარი თქვა, შეეკეთებინა 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული ზოგიერთი სახლი იმ მიზეზით, რომ დაზიანება გამოწვეული იყო სახლების სიძველით. ომბუდსმენის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ ვერ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სახლების შემოწმებას ექსპერტების მიერ მათი დაზიანების მიზეზის გამოსარკვევად.11
ხელისუფლების მიერ სახელმწიფო დახმარების ფარგლებში უფასოდ მიწოდებული პროდუქტების ხარისხიც არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევა.12 დევნილთა დასახლებებში მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გაწეული დახმარებისპროცესის „უკიდურესი ქაოტურობის“ გამო, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ დახმარების მიღების წინასწარ დაგეგმვას.13
იძულებით ადგილნაცვალი პირები
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან და ახალგორის რაიონიდან იძულებით წამოსული 25 ათასი მოსახლიდან უმრავლესობა ამჟამად შიდა ქართლში აშენებულ დევნილთა დასახლებებში ცხოვრობს.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში დასახელებულია რეგიონის დევნილთა დასახლებების პრობლემები. ესენი ეხება ახლად აშენებული სახლების ხარისხს და წყლისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას. დევნილთა დასახლებების მცხოვრებლებმა კველვის ავტორებს განუცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ექიმების ვიზიტები, რომლებიც უფრო გამოკველვას სთავაზობენ მოსახლეობას, იშვიათი იყო; ამასთან, მათ არ შეუძლიათ სათანადო მედიკამენტების შეძენა; ეს კი დიდ პრობლემებს უქმნის ქრონიკული დაავადებების მქონე (როგორიცაა დიაბეტი) დევნილებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება აპირებს დევნილებისთვის უფასო გაზის და შეშის მიწოდების შეწყვეტას; ამიტომ დევნილები შეშის შეგროვებას, ალბათ, ახლო-მახლო სოფლებში შეეცდებიან; ეს კი ადგილობრივებთან კონფლიქტს გამოიწვევს. მიწის განაწილება ასევე პოტენციური კონფლიქტის წყაროდ სახელდება. ამ ანგარიშში ისიცაა ნათქვამი, რომ დევნილები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას და იშვიათად თუ იციან, ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის გამო.14
ანალოგიური საკითხები იყო წამოჭრილი ომბუდსმენის უკანასკნელ ანგარიშში, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე წარსდგა,15 ისევე როგორც საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანგარიშში.16
ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ დევნილების ზოგიერთი ახალი დასახლებასამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვართან მდებარეობს, სადაც ჯერ კიდევ ხდება შეიარაღებული ინციდენტები.17
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეშფოთება გამოთქვა იმ ბრალდებების გამო, რომელთა მიხედვით საქართველოს ხელისუფლება აძალებს დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლებიდან დევნილებს, დაბრუნდნენ სახლებში.18 საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანგარიშში აღნიშნულია ბრალდებები, თითქოს დევნილებს განუცხადეს, რომ მათ შეუწყდებოდათ ხელისუფლების დახმარება, თუ ისინი სახლებში არ დაბრუნდებოდნენ.19
_________________
1. სოფლის მეურნეობის სელექტიური კვლევის წინასწარი შედეგები. 2008. საქართველოს სტატისტიკა. http://www.statistics.ge/main.php? pform=95&plang=2 (24 დეკემბერი, 2009).
2. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი. საქართველო-რუსეთი: კვლავ საშიში სიტუაცია. გვ.6.
3. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ოქტომბერი, 2009. გვ. 6.
4. ოთარაშვილი, მ. „ოსურმა ადმინისტრაციამ ახალგორიდან თბილისისკენ მომავალი ბავშვები არ გამოუშვა”. გაზ. რეზონანსი . 2 ნოემბერი, 2009; ოთარაშვილი, მ. „წყალი - შუქის წილ, ანუ ცხინვალის რევანში“. გაზ. რეზონანსი. 3 ნოემბერი, 2009.
5. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ოქტომბერი, 2009, გვ. 6.
6. იქვე.
7. იქვე, გვ 8.
8. ოთარაშვილი, მ. „საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს“. გაზ. რეზონანსი. 18 დეკემბერი, 2009.
9. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ოქტომბერი, 2009. გვ. 8.
10. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ნოემბერი, 2009. გვ. 11.
11. საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2009 წლის პირველი ნახევარი (თბილისი: საქართველოს სახალხო დამცველი ოფისი. 2009). გვ. 160 161.
12. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტიუტი. შიდა ქართლში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში. ნოემბერი, 2009. გვ. 11.
13. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში: პრობლემები (თბილისი: საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო, 2009) გვ. 5.
14. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში: პრობლემები. 2009. გვ. 1-5.
15. საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. 2009 წლის პირველი ნახევარი. გვ. 151-163.
16. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი. საქართველო-რუსეთი: კვლავს საშიში სიტუაცია. გვ. 10.
17.იქვე. გვ 9.
18. ჰამარბერგი, თ. (ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი) 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ადამიანის უფლებების საკითხების შესახებ ანგარიში. გვ. 6.
19. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი, საქართველო-რუსეთი: კვლავ საშიში სიტუაცია. გვ 5-6.
![]() |
5 3. რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
შიდა ქართლში არსებული მიმდინარე პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია და ამ ანგარიშში აღწერილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში, რაც გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. საჭიროა გადაიდგას განსაზღვრული ნაბიჯები ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მიერ ამ გამოწვევების ეფექტურად გასამკლავებლად.
საერთაშორისო აქტორები უნდა დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე შიდა ქართლის ტერიტორიებზე ეფექტური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი ძალებით გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს; ამ მიმართულებით მისმა ნებისმიერმა მცდელობამ კონფლიქტის განახლება შეიძლება გამოწვიოს.
საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს უსარგებლო ბარიერების შექმნისგან, რაც ხელს უშლის ახალგორის მიმართულებით გადაადგილებას, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს რეგიონში დარჩენილი ქართული მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე.
საერთაშორისო აქტორებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ ადამიანის უფლებების სიტუაციას ახალგორში, სამხრეთ ოსეთის პასპორტების დარიგების პროცესის ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული მდგომარეობა და განიხილოს დამატებითი დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა ომის შედეგად დაზარალებულთათვის, იმათი ჩათვლით, ვინც მიწა დაკარგა.
საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან უწყვეტი ელექტრო- და წყალმომარაგების მოსაგვარებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეგიონის ეკონომიკაზე მიყენებული შემდგომი ზარალი.
საქართველოს ხელისუფლებამ დაზარალებული სოფლების მოსახლეობას უნდა მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო დახმარებისა და მათთვის განკუთვნილი კომპენსაციის შესახებ, რათა მოაგვაროს არსებული უკმაყოფილება და გაურკვეველობა.
საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, რათა უზრუნველყოს დევნილებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ქართულმა არასამთავროებმა უნდა ჩაატარონ საინფორმაციო კამპანიები, რათა დევნილებისთვის გასაგები იყოს, თუ ვისუნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად და რა სახის დახმარება ეკუთვნით მათ.
წინამდებარე პოლიტიკის ანგარიშზე შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ კავკასიური ინსტიტუტის შესაბამის ბლოგზე.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და Pro NGO!-სთან (გერმანია) თანამშრომლობით, ევროპის კომისიის (ბრიუსელი) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს შიდა ქართლში მიმდინარე მოვლენებზე და ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს.
ანგარიშები შედგენილია ერეკლე ურუშაძის მიერ გია ნოდიას და მარინა ელბაქიძის მონაწილეობით, ექვსი რეგიონული კორესპონდენტის მოხსენებებისა და ქართული გაზეთების მიერ შიდა ქართლში მიმდინარე მოვლენების გაშუქების საფუძველზე. მონიტორინგის მასალები ხელმისაწვდომია კავკასიური ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. ანგარიშში მოცემული ინფორმაციის გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მონაწილე ორგანიზაციები.
ინსტიტუტის ბოლო გამოცემები
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში
ჯავახეთი აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შეფასება
საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა და არაქართულენოვანი სკოლები: რეკომენდაციები პოლიტიკის შესამუშავებლად
შრომითი მიგრაცია საქართველოდან და ორმხრივი შრომითი ხელშეკრულებები: პერსპექტივები და საჭიროებები
რამდენად შეიცვალა მსოფლიო? გავლენა ქართულ პოლიტიკაზე
საქართველოს სატყეო სექტორი
ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული მოწყობა: სამოქალაქო საზოგადოების ხედვა
მედია-სივრცის პლურალიზმის პრობლემები საქართველოში
მედია (ზე)მოქმედებაში
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ: რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები
უსაფრთხოების სექტორის რეფორმა საქართველოში 2004-2007