The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება და საკუთრება

თავისუფლება და საკუთრება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: ISBN 99940-23-84-5
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: [კრებული / მთ. რედ. პაატა შეშელაძე ; ბიოგრ. ცნობების ავტ. ზვიად აბაშიძე ; მთარგმნ.: რუსუდან აფაქიძე, გიგა გველესიანი და გია ჯანდიერი] - [თბ. : ენა და კულტურა, 2005] - 162გვ. ; 29სმ. - (თავისუფლების ბიბ-კა; წ. 3, 2005) - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. -: [ფ.ა.] [MFN: 31331] კრებული /მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი -თბ. კულტურა, 2005 -162გვ.; - (თავისუფლების ბ-კა;წ.III მოკლე ცნობები ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" შესახებ, კერძო საკუთრება და საქართველო/ გია ჯანდიერი. საკუთრების შესახებ (ნაწყვეტი ნაშრომიდან ,,მერე თხზულება სამოქალაქო ხელისუფლების შესახებ") /ჯონ ლოკი. საკუთრება და კანონი/ ფრედერიკ ბასტია. თავისუფლება და საკუთრება/ლუდვიგ ფონ მიზესი. საკუთრებითი უფლებების პარადიგმა/არმენ ალჩიანი, ჰაროლდ დემსეცი. კანონი, საკუთრებითი უფლებები და ჰაერის დაბინძურება/მარი ნ. როთბარდი. საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური თეორია/რომან კაპელუშნიკოვი. საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი/ჯეიმს ბუქენენი. საკუთრებითი უფლებები ბუნებრივი რესურსების, განადგურების წინააღმდეგ/დევიდ თერო. საკუთრების უფლებასა და კაპიტალიზმის დასაცავად/ტიბორ რ. მაჩანი.საკუთრებითი უფლებების ანალიზი (ნაწყ. თხზ.,,სოციალიზმი, კაპიტალიზმი, გარდაქმნა")/ლეშეკ ბალცეროვიჩი. გარემო საკუთრების უფლების გარეშე/რიჩარდ სტროუპი და ჯეინ შოუ. ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ/სტეფან კინსელა. საკუთრების წამყვანი როლი ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში: გაკვეთილები ჩინეთისათვის/ჯეიმს ა.დორნი. რამდენად დაცულია საკუთრებითი უფლებები/ტური ანდერსენი და ლაურა ჰიგინსი. კერძო საკუთრების ეთიკა და ეკონომიკა/ჰანს ჰერმან ჰოპე. რედაქტორის ბოლოსიტყვაობა ნაცარქექიაზე, მისი ინტელექტუალური მოტრფიალებისა და ჭეშმარიტი ცოდნის მიღების მსურველების გასაგონად/პაატა შეშელიძეთავისუფლების ბიბლიოთეკა წიგნი III, 2005 წელი კრებული მომზადებულია ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” მიერ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან თანამშრომლობით. სარედაქციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და დაგვეხმარა ამ გამოცემის მომზადებასა და გამოცემაში. Brochure is prepared by the Society for Disseminating Economic Knowledge “New Economic School-Georgia” in cooperation with Friedrich Naumann Foundation. Editoral group would like to express its gratitude to everybody who participated in and helped with the preparation of this publication. სარედაქციო საბჭო: გია ჯანდიერი, პაატა შეშელიძე, მთავარი რედაქტორი: პაატა შეშელიძე ტექნიკური რედაქტორი: ნინო გორგაძე ბიოგრაფიული ცნობების ავტორი: ზვიად აბაშიძე



1 მოკლე ცნობები ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი ინფორმაცია:

ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ არის მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტების, პედაგოგების, ავტორების, პოლიტიკოსების და სხვა მონათესავე საქმიანობებით დაკავებული პირების ნებაყოფილობითი დამოუკიდებელი გაერთიანება.

საზოგადოება ოფიციალურად დარეგისტრირდა ასოციაციის სტატუსით 2003 წლის 2 აპრილს, გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასართლოს გადაწყვეტილებით №1/9-48.

მიზნები და ამოცანები:

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესახებ ცოდნის გავრცელება;

ეკონომიკური განათლების თავისუფალი სამეურნეო გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ეკონომისტების ახალგაზრდა თაობის მხარდასჭერა მათ სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ სამეურნეო სამიანობაში;

ადამიანების თავისუფლების, ღირსებისა და საკუთრების დაცვის ხელშემწყობი გარემო-პირობების სრულყოფა;

კერძო პირებისა და მათი ნებაყოფილობითი, არაძალადობრივი გაერთიანებების და სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა;

საჯარო საგანმანათლებლო ეკონომიკური რესურს-ცენტრის შექმნა;

ქართულენოვანი ეკონომიკური ელექტრონული გვერდის მომზადება და სამეცნიერო პერიოდიკის გამოშვება;

საქართველოში არსებული ეკონომიკური ლიტერატურის ელექტრონული კატალოგის შექმნა;

მოწინავე ეკონომიკური სკოლების წარმომადგენელ ავტორთა წიგნებისა, სახელმძღვანელოების და სხვა ტიპის ეკონომიკური ლიტერატურის შეგროვება, თარგმნა, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიების პერიოდული გამოცემა;

სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის რადიო და სატელევიზიო გადაცემების მომზადება, პუბლიცისტიკის მხარდაჭერა;

ეკონომისტების კვალიფიკაციის ამამაღლებელი ლექცია-სემინარების, სტაJირებების, ვიქტორინების, ოლიმპიადების, კონკურსების და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა;

მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან კავშირ-ურთიერთობების დამყარება;

სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება;

ეკონომიკური განათლების სისტემის მონიტორინგი;

მონაწილეობა ეკონომიკური ტერმინოლოგიის დახვეწაში;

მონაწილეობა სამეცნიერო ხარისხების მინიჭების სისტემის სრულყოფაში;

მონაწილეობა ეკონომიკური საკითხების საჯარო განხილვებში;

ეკონომიკური ხასიათის რჩევებისა და რეკომენდაციების მომზადება;

საქართველოს ეკონომიკური გზამკვლევების შემუშავება.

შეთავაზება თანამშრომლობისათვის:

აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების პოპულარიზაციისა და მათი განხორციელებისათვის საზოგადოება მზადაა:

ითანამშრომლოს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან;

მიიღოს საქმიანი რჩევები და წინადადებები ახალი მიმართულებებით მუშაობის წარმართვის შესახებ;

განიხილოს კონკრეტული ერთობლივი პროექტები და გასწიოს კონსულტაციები;

აღმოუჩინოს კვალიფიციური დახმარება და რეალური მხარდაჭერა კერძო პირებს, მეწარმეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ცდილობენ ან დააპირებენ ხორცი შეასხან ამ მიზნებისა და ამოცანების შესაბამის გეგმებს.

საზოგადოების ხელმძღვანელობა მადლიერი იქნება ნებისმიერი პირის, რომელიც გამოიჩენს ყურადღებას ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” საქმიანობის მიმართ და თავისი მორალური და მატერიალური მხარდაჭერით უზრუნველყოფს მისი მოღვაწეობის გამრავალფეროვნებას და ნაყოფიერების გაზრდას.

2 კერძო საკუთრება და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი

0x01 graphic

,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი. დაიბადა 1961 წელს. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, საქართველოს პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ანტიკორუფციულ სამუშაო ჯგუფში, აგრეთვე სტრატეგიული კვლევების ცენტრში და კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, როგორც ქართული, ისე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. არის საქართველოს ახალგაზრდა ეცონომისტთა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციების, ისევ როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელი და წევრი. 2004 წლიდან არის კრებულ „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ თანადამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი.

წინამდებარე კრებული ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, რომ ქართული საზოგადოების წინაშე განსახილველად წარმოვადგინოთ მოსაზრებები იმის შესახებ თუ, რაოდენ მნიშვნელოვანია კერძო საკუთრება ცივილიზებული საზოგადოებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კერძო საკუთრებისადმი მიძღვნილი ეს წიგნი, დისკუსიები, რომელსაც იგი გამოიწვევს და იდეები, რომელსაც ის წარმოშობს, საქართველოს აღმშენებლობას წაადგება.

თითქმის 200 წლიანი რუსული ბატონობისა და განსაკუთრებით, თავსმოხვეული კომუნისტური წყობის შედეგად კერძო მესაკუთრეობის გაგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში ან საერთოდ გაქრა ან საკმაოდ მახინჯი ფორმებით შენარჩუნდა. ქართული აზრი და ყოფაც მნიშვნელოვნად დაშორდა კერძო საკუთრებით განპირობებულ ფასეულობათა სისტემას და შედეგად მივიღეთ საზოგადოება, რომელშიც ადამიანი მოკლებულია ღირსებას და საქმიანობის ჯანსაღ მოტივაციას.

მიუხედავად ამისა, იმის კიდევ ერთხელ დასაბუთება, რომ საქართველოში კერძო საკუთრება უხსოვარი დროიდან არსებობს, ალბათ არც ღირს: შეუძლებელია ვინმე ფიქრობდეს, რომ ქვის ხანიდან მოყოლებული და უფრო გვიანდელი ეპოქების ის ისტორიული ნიმუშები, რომლებიც საბედნიეროდ მრავლად გვაქვს, კერძო საკუთრების გარდა რაიმე სხვა სახის საკუთრებაში იყო. 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ღირებულ ლოზუნგს კერძო საკუთრების დამკვიდრება წარმოადგენდა. 1988 წლის არჩევნების დროს ბატონმა აკაკი ბაქრაძემ ხაზი სწორედ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა და განაცხადა, რომ ,,კერძო საკუთრების გარეშე თავისუფლება არ არსებობს”.

თუმცა ამაზე შორს ჩვენი პოლიტიკური კულტურა არ წასულა. პირიქით, საკუთრებათა ფორმების მრავალფეროვნების შეხამების აუცილებლობის არამეცნიერულმა მოსაზრებებმა იმძლავრა, რაც სინამდვილეში საბჭოთა სახელმწიფო საკუთრების პოსტ-საბჭოური ქართული ბიუროკრატიის ,,საკუთრებაში” დატოვების გამართლების მცდელობას წარმოადგენდა. არც მაშინ და არც დღეს, იმის მზადყოფნა, რომ კერძო საკუთრებას ის მთავარი ადგილი მიეჩინოს, რომელიც მას განვითარებულ საზოგადოებაში ეკუთვნის, არ არსებობს.

ამის დამადასტურებელ მაგალითებს შორის, წმინდა ინსტიტუციური თვალსაზრისით კონსტიტუციის განხილვა და იმ კითხვის დასმაა უპრიანი, თუ რამდენად განაპირობებს იგი კერძო სამესაკუთრეო გარემოს ჩამოყალიბებას?

სამწუხაროდ, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია კერძო საკუთრების სრულფასოვან გარანტიასა და ინსტიტუციურ გარემოს არ გვთავაზობს. ეს კიდევ უფრო საგანგაშოა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ყოფითი კულტურის გადაგვარებისა და კერძო მესაკუთრული ურთიერთობის გამოცდილების უკმარობის ფონზე.

კონსტიტუციის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“ (საქ. კონსტ. მუხლი 21), რაც იმის ტოლფასი განაცხადია, რომ თითქოს საკუთრებითი უფლებების წყარო სახელმწიფოა. არადა, სახელმწიფო მხოლოდ ერთი აზრითა და დანიშნულებით შეიძლება შეიქმნას: დაგვეხმაროს, რომ ჩვენი საკუთრება დავცვათ და არა პირიქით - მესაკუთრეობის ნება დაგვრთოს. სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი სხვა დანიშნულებით გამოყენებას პოლიტიკურ დიქტატურამდე მივყავართ. სახელმწიფო იმისთვის იქმნება, რომ მისმა შემქმნელმა მხარეებმა მიიღონ მომსხურება, რაც ძირითადად მათი სიცოცხლის, ღირსებისა და საკუთრების აბსოლუტურად ხელუხლებლად შენარჩუნებას გულისხმობს. სხვა შემთხვევა, ანუ ადამიანების გარიგება, რომ საკუთარი ბედ-იღბალი ხელისუფლების სახით წარმოდგენილი ადამიანების გარკვეულ ჯგუფის გადაულოცონ, რომელიც მხოლოდ მათი უფლებების, მათ შორის საკუთრებითი უფლებების შეეზღუდვით იქნებოდა დაკავებული, სრულიად არალოგიკური იქნებოდა.

სინამდვილეში, კერძო საკუთრების შესახებ კონსტიტუციის მუხლების ფორმულირება გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ცივილური სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით, ვიდრე ის მუხლები, რომლებიც მმართველობის უმაღლესი ორგანოების საკითხებს ეხება. ისინი უპირველეს ყოვლისა იმას გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის სახელმწიფოს შექმნა არის გადაწყვეტილი არსებული კონსტიტუციის მიხედვით. ამიტომ უპრიანია, რომ კონსტიტუციურ ფორმულირებებში უფრო ღრმად გავერკვეთ.

ის, რომ კონსტიტუციის დაწერისას კერძო მესაკუთრების საკითხის კარგად გააზრება ვერ მოხერხდა, იქიდანაც ჩანს, რომ ამავე კონსტიტუციის 33-ე მუხლი გაფიცვის უფლებას აღიარებს, ხოლო მე-3 მუხლის ი და კ პუნქტების მიხედვით ერთიანი ენერგეტიკული სისტემაზე, კავშირგაბმულობაზე, სავაჭრო ფლოტზე, ნავსადგურებზე, აეროპორტებზე და აეროდრომებზე, რკინიგზასა და საავტომობილო გზებზე, მეტეოროლოგიურ, გარემოზე დაკვირვებისა და სხვა ობიექტებზე საკუთრების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს რჩება. დოკუმენტის სხვა მუხლების განხილვის გარეშე, მხოლოდ მოყვანილი მაგალითით შეგიძლება დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოს კონსტიტუციში კერძო საკუთრების შესახებ ჩანაწერი მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა, რადგანაც შეუძლებელია ერთი და იგივე დოკუმენტით საკუთრებასაც ,,უზრუნვებელყოფდე” და ამავდროულად, გაფიცვის უფლების აღიარებით, გარკვეული ადამიანების მიერ სხვების საკუთრებითი უფლებების ხელყოფას აკანონებდე; ერთი მუხლით საკუთრებას „აღიარებდე”, ხოლო მეორით ამ უფლების კერძო პირებზე გავრცელების არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავდე.

შეიძლებოდა, რომ ეს წერილი უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ზოგადი კითხვით დაგვეწყო: არსებობს კი კერძო საკუთრების გარდა სხვა საკუთრების ფორმა? ბევრი მაშინვე დავას დაიწყებს - აბა რა არის საზოგადოებრივი, ანუ სახელმწიფო საკუთრება-ო? მათთვის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ საკუთრების ეს ფორმა არასრულყოფილია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ფორმალური მესაკუთრეების, ანუ ქვეყნის მოქალაქეები მასში საკუთარი წილის დაუყოვნებლივ გასხვისების საშუალებას მოკლებული არიან, რაც მათ საკუთრებით უფლებას არარაობად აქცევს. შეგახსენებთ - ერთობლივი საკუთრების ის ფორმები, რომლებშიც თანამოსაკუთრეებს საკუთარი წილების გასხვისება შეუძლიათ (სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო და სხვ.), ამგვარ წინააღმდეგობას არ შეიცავს. გარდა ამისა, კერძო მონაწილეობაზე დაფუძნებული ერთობლივი საკუთრება აბსოლუტურად ნებაყოფლობითი გარიგების შედეგია, ხოლო სახელმწიფო, ანუ საერთო საკუთრება - იძულებითი და სავალდებულოა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივად მხოლოდ ერთი ტიპის საკუთრება - კერძო საკუთრება არსებობს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო დაპირებას კერძო საკუთრების უზრუნველყოფის შესახებ, პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად მისი მრავალგვარი ინტერპრეტირება შეიძლება. თუმცა ერთი რამ ცხადია, როგორც არ უნდა განმარტო, იგი ბიუროკრატიის შეხედულებების, ნებასურვილისა და ინტერესების მიხედვით ,,უზრუნველყოფას“ ნიშნავს. ამის ნაცვლად აუცილებელია კონსტიტუცია საკუთრებას განიხილავდეს, როგორც სახელმწიფოს ფუნდამენტს, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს. სხვა შემთხვევებში მისი გარანტიები და ,,უზრუნველყოფის“ ხარისხი ცალკეულ მოხელეებსა და მათ ხელმძღვანელების პოლიტიკურ სიმპათიებზე ხდება დამოკიდებული, ხოლო ადამიანი, მთელი თავისი ინტერესებითა და სურვილებით, რომელიც თითქოსდა ამ სახელმწიფოს ზრუნვის მთავარი ობიექტი უნდა იყოს, ბიუროკრატიულ დერეფნებში იკარგება.

ამავდროულად, კერძო საკუთრების ,,დაცვის” დღევანდელი კონტიტუციური გარანტიები ძალიან სუსტია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საკუთრებით დავაში მხარის სახით თვით სახელმწიფოც არის ჩართული ასეთი შემთხვევები შესაძლებელია იყოს, როგორც უშუალო და ღია - კონფისკაცია, ე.წ. საზოგადოებრივი თუ სხვა საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა, ასევე არაპირდაპირიც - მაგალითად, სახელწიფოს მიერ გადასახადების მეშვეობით საკუთრების მნიშვნელოვანი წილის მითვისება. ყველა ამ შემთხვევაში სახელმწიფო, ანუ მისი სახელით მომქმედი მთავრობა, სარგებლობს რა ძალადობის მონოპოლური უფლებით, ადამიანების საკუთრებით უფლებებს მოურიდებლად არღვევს. მეტიც, ამასაც არ ჟერდება და წარმოქმნილი დავების გადაწყვეტის ერთპიროვნულ უფლებას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოს - სასამართლო სისტემას აკისრებს.

ეს ,,მსაჯული“, ხელძღვანელობს რა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, კერძო საკუთრების ,,უზრუნველყოფის” ხარისხს თვითონ განსაზღვრავს და როგორც წესი ანგარიშს მთავრობის პოზიციას და ,,საჭიროებებს” უწევს. აქ არ შევუდგებით იმის გარკვევას, თუ რატომ არის მართებული ასეთი დავების კერძო არბიტრაჟების და არა სახელმწიფო ორგანოების (სასამართლოების) მიერ განხილვა. ხაზს მხოლოდ იმას გავუსვამ, რომ კონსტიტუციაში მოცემული ფორმულირება ,,უზრუნველყოფის” შესახებ, სახელმწიფოს მონოპოლური ძალადობის ასპარეზის გაზრდის გარდა არაფერს იძლევა.

ასეთი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს - კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საკუთრება ხელშეუხებელია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს იმის იმედი, რომ ჩვენი საკუთრება რომელიმე ჩინოვნიკის აბუჩად ასაგდები არ იქნება და ვერ გახდება, ხოლო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეეწინააღმდეგება საკუთრების ხელშეუხებლობას, მისი მიღებიდანვე ბათილი იქნება და იმის იმედზე მაინც დავრჩებით, რომ როდესმე სამართალი აღდგება.

ამის შემდეგ ყველა კანონი მესაკუთრეობის საწინააღმდეგო მუხლებისგან უნდა გაიწმინდოს, როგორც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ისინი კერძო მესაკუთრის უფლებებს ,,საზოგადოების სასარგებლოდ” ლახავენ. ასევე სასამართლოების ის გადაწყვეტილებები და სამთავრობო დადგენილებები უნდა გადაისინჯოს, რომლებიც საკუთრებით ურთიერთოებებს ეხება და შეუსაბამობის შემთხვევაში - ბათილად გამოცხადდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასსმედიამ მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთრებითი უფლებების დარღვევის ფაქტებს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს და ვისი უფლებაც არ უნდა ირღვეოდეს ამით. ასეთ დარღვევები ქართულ კანონმდებლობაში, მაგალითად საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრია, რომლითაც ქონების კონფისკაციის ისეთი უხეში და უკანონო ფორმებია დადგენილი, რომ მათ ჩვენი არასრულფასოვანი კონსტიტუციაც კი ეწინააღმდეგება.

კერძო საკუთრების წინააღმდეგ გამონათქვამებით ხშირად თავად მას-მედია და პოლიტიკოსები ცოდავენ, მიუხედავად იმისა თუ რომელ ბანაკში არიან ისინი. ისინი ხშირად ეგუებიან და რეაგირების გარეშე ტოვებენ სახელმწიფოს მიერ ქონების ხელყოფის მრავალრიცხოვან ფაქტებს. არადა, კერძო საკუთრების ჩამორთმევის და ქონებირვი უფლებების დარღვევის სხვაგვარი ფაქტები ყოველთვის დიდ სკანდალს უნდა იწვევდეს და მასს-მედიისთვის კარგ საინფორმაციო მასალას წარმოადგენდეს.

იმის გასააზრებლად თუ რატომ არის კერძო საკუთრება ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, წინამდე ბარე კრებული საკმარისად მდიდარ და მრავალფეროვან არგუმენტებს შემოგთავაზებთ, მაგრამ ამ საკითხების გამოჩენილ მკვლევარების ნააზრევს, ჩვენივე ნაფიქრი, ჩვენი გამოცდილება გვინდა დავუმატოთ.

პირველ რიგში კერძო საკუთრება საბაზრო ეკონომიკის საფუძველია. კიდევ უფრო სწორი იქნება, რომ ითქვას: საკუთრება ეკონომიკის საფუძველია. მის გარეშე ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობა მიზანს კარგავს. - აბა რისთვისაა საჭირო სამეურნეო გარიგება, თუ არა კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით საკუთრებითი უფლებების გაცვლა-გადაცემა? ამ საფუძველზე მარტივია იმის ახსნაც, თუ რატომ არ გაამართლა უტოპიურმა საერთო-სახალხო საკუთრებამ ყოფილ სოციალისტურ ბანაკში; რატომ არის გაპარტახებულ მდგომარეობაში სახელმწიფო (საერთო, საჯარო) საკუთრების ყველა ობიექტი და რატომაა, რომ კერძო პირები უფრო კარგად უვლიან თავის ქონებას. ამ მიდგომით იმის გარკვევაც იოლდება, თუ რატომ აღმოჩნდა, როგორც საქართველოს, ისე აღმოსავლეთ გერმანიის თუ ნებიმიერ სხვა სოციალისტური ბანაკის წევრი ქვეყნის საერთოსახალხო სარგებლობის ყველა ობიექტი სავალალო მდგომარეობაში...

როდესაც ამ კითხვებს პასუხს სცემ, არასოდეს უნდა იფიქრო იმაზე, რომ სახელმწიფო საკუთრება მხოლოდ ერთ სფეროში არ ამართლებს, ხოლო სადღაც სხვაგან, მაგალითად ბუნებრივი რესურსების, ტყეების, ენერგეტიკის, განათლების სექტორებში, შესაძლოა გაამართლოს კიდეც. საკუთრების ის ფორმა, რომელიც ადამიანს საკუთარ ქონებაზე სრული კონტროლის საშუალებას არ აძლევს, დოვლათის გამრავლებას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს.

მაგრამ, საკუთრების მნიშვნელობა ამით არ შემოიფარგლება (და არც იმით, რასაც აქ ქვემოთ წაიკითავთ). კერძო საკუთრებას და მის მესაკუთრეს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ადამიანები საზოგადოებაში და ნებისმიერ სხვა კოლექტივში პირადი ინტერესებით ერთიანდებიან, მათი დაკმაყოფილების გაიოლების მიზნით. ასეთი შეთანხმებები პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ისინი საკუთარ წილს თმობენ საერთოს სასარგებლოდ, თუმცა ამ გარიგებაში მონაწილეობაზე უარის თქმის უფლებას ინარჩუნებენ. სახელმწიფო, სამწუხაროდ ასეთ შეთანხმებას არ წარმოადგენს. დღევანდელი სახით იგი კონკრეტულ ტერიტორიაზე, კონკრეტული ადამიანების ერთობლივი საქმიანობის ფორმატია და ამრიგად, ზოგიერთი ქონება (მიწა, სახლი და სხვ) შეუძლებლიც კია, რომ შენთან ერთად სხვაგან ,,წაიღო”, ამ შეთანხმებიდან (სახელმწიფოდან) გასვლის სურვილის განხორციელების შემთხვევაში. ეს გარემოება სახელმწიფოს შიგნით საკუთრებითი ურთიერთოებების მნიშვნელობას კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს, რადგანაც თუ საკუთრების გადარჩენა მისი უბრალოდ სხვაგან გადატანით შეუძლებელია, მაშინ მისი ხელშეუხებლობის მაქსიმალური დაცვაა საჭირო. ამ მიდგომით მესაკუთრე სახელმწიფო სისტემის გამართული მუშაობით ყველაზე დაინტერესებულ პირი ხდება, რომელიც ყოველთვის ფხიზლობს და ბიუროკრატიას ისეთი წესების შემოღების საშუალებას არ აძლევს, რომლებიც მის საკუთრებას შელახავს. მაშასადამე, სახელმწიფო მმართველობის სწორი ფორმებსა და მათ განვითარებაზე ყველაზე მეტად ის წუხს, ვინც რაიმე ქონებას პატრონობს, ვისაც რაიმე აქვს დასაკარგი. თვით დემოკრატიაც კი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ,,უარესთა შორის, საუკეთესო“ ფორმად ითვლება, შეუძლებელია განხორციელდეს, თუ მას ზურგს ასეთი დაინტერესებული მესაკუთრეების ფენა არ უმაგრებს, რომელიც თავისთავად აქტიური ,,დამკვირვებელია“, რომელსაც სათანადო აგიტაცია არ სჭირდება.

ეს ლოგიკა არასრული იქნებოდა, თუ ასევე არ მოვიყვანთ წმინდა პოზიტივისტურ არგუმეტებსაც - ყველა ის ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოს საფუძვლად საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას არ აღიარებს, როგორც წესი სულს ღაფავს: კუბა, ზიმბაბვე, ჩრდილოეთ კორეა და სხვები. და პირიქით, ბოლო საუკუნეებში სწორედ ის ქვეყნები დაწინაურდნენ, რომლებმაც დროულად დააკანონეს კერძო საკუთრეობა და მას სწორი ინსტიტუციური ფორმა მისცეს. იმ ქვეყნებში, სადაც კერძო მესაკუთრეობას გასაქანი მიეცა, დემოკრატიული სისტემაც უმტკივნეულოდ დაინერგა და პოლიტიკური სპექტრიც რევოლუციური ძალისმხევის გარეშე ახერხებს ურთიერთმონაცველობას. დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ კერძო საკუთრება განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, როდესაც საქმე საერთაშორისო დახმარებას ეხება, ის ძირითადად არაეფექტიანი და მიკერძოებულად მოტივირებული სახელმწიფო აპარატის განკარგულებაში მიემართება. ეს არა ქართული კერძო ბიზნესის ფინანსური დახმარებისკენ მოწოდება, არამედ იმის მინიშნებაა, რომ სახელმწიფო ორგანოები იმ ფულით უნდა მოქმედებდნენ, რომელიც ქვეყნის მოქალაქე კერძო პირებმა გაიმეტეს, მათივე “დაკვეთის” შესრულების ანაზღაურების მიზნით. უცხეთიდან სახელმწიფო აპარატის სუბსიდირება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემისთვის გაუგონარი ფაქტია, რადგან სამოხელეო აპარატსა და ამომრჩევლებს შორის უშუალო გარიგებით ურთიერთოებებს არღვევს. რაც შეეხება თვით საერთაშორისო ორგანიზაციებს (მაგალითად ისეთს, როგორიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა), ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, რომ მათი დეკლარაციებს და კონვენციებს საქართველოს ინიციატივით კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დებულებებიც დაერთოს, რაც აწ უკვე არარსებული საბჭოთა ბოროტების იმპერიის შიშით აქამდე არასოდეს გაკეთებულა.

მაშ ასე: შეიძინეთ საკუთრება და გისურვებთ წარმატებებს!

2005 წლის დეკემბერი

3 საკუთრების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ჯონ ლოკი (1632-1704)

0x01 graphic

გამოჩენილი ინგლისელი მოზროვნე, რომლის სახელი მჭიდროდაა ასოცირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ლოკისეულ ცნებებს ,,მმართველობა მორთულთა მიერ“ და ,,ადამიანის ბუნებითი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების და ქონების“, პოლიტიკური ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მისმა იდეებმა აშშ-ს სამართლის ჩამოყალიბებასა და კოლონისტების რევოლუციურ მოძრაობაზე გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ლოკს იმ მოაზროვნეთა გუნდში განიხილავენ, რომელთაც ,,ბრიტანელ ემპირიკოსებს“ უწოდებენ. ამ ჯგუფში პირველ რიგში დევიდ იუმი და ჯორჯ ბერკლი მოიაზრებიან. ჯონ ლოკის ძირითადი ნაშრომია: ,,ორი ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ“.

(იბეჭდება შემოკლებით)
გამოქვეყნდა 1690 წელს

ნაწილი 27. დედამიწა ადამიანისა და მასზე დაბლა მდგომი ყველა ქმნილებისთვის საერთოა, თუმცა არსებითია ის გარემოება, რომ ადამიანი საკუთარ თავს განაგებს, ანუ საკუთარი თავი მას ეკუთვნის და არც ერთ სხვა ადამიანს მასზე უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეულის ძალით და მისი ხელით შექმნილი ნივთები მის დამსახურებულ საკუთრებას წარმოადგენენ. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ადამიანი ბუნებიდან იღებს ან რასაც მასში დებს, რაშიც თავის შრომას აქსოვს და ან ამატებს იმას, რაც უკვე მისია და ამ გზით თავის საკუთრებად გარდაქმნის, მისი კანონიერი კუთვნილებაა. ადამიანის მიერ მანამდე ხელუხლებელი ბუნების საკუთარი შრომით გარდაქმნის შედეგებზე სხვა ადამიანების ზოგადი უფლებები იზღუდება: ნაშრომი უდავოდ და უპირობოდ იმ ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს, რომელმაც მასში თავისი შრომა ჩააქსოვა, ხოლო სხვა ადამიანების საკუთრება იმაზე ვრცელდება, რის მოპოვებასა ან შექმნაზე ისინი თავად ირჯებოდნენ.

ნაწილი 29. ადამიანი, რომელიც ტყეში რკოთი ან ველური ვაშლით ნაყრდება, უდაოდ ითვისებს მათ. ვერავინ უარყოფს, რომ ეს საკვები მის საკუთრებაა. მაშინ იბადება კითხვა, როდის გახდა ეს რკო და ვაშლი მისი საკუთრება? როდესაც მან ისინი დააგემოვნა? თუ როდესაც მოხარშა? თუ მაშინ, როდესაც სახლში მიიტანა? ან იქნებ მაშინ, როდესაც აკრიფა? ნათელია, რომ თუ თავად აკრეფის ფაქტი არ წარმოშობს ქონებრვ უფლებას, მაშინ ამას ვერაფერი სხვა ვეღარ განაპირობებს. მას ამ საკვებზე სხვებისგან გამორჩეული უფლებები აკრეფაში დახარჟული შრომის შედეგად გაუჩნდა. ადამიანმა ეს საკვების საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა ბუნებაში, რომელიც თავის მხრივ ყველაფრის დასაბამია და შესაბამისად, ეს რკო და ვაშილი მისი საკუთრება გახდა. ვინმეს შეუძლია განაცხადოს, რომ ამ ადამიანს არა აქვს უფლება ფლობდეს რკოს ან ვაშლს, რომელიც მან მიითვისა, იმიტომ რომ მან მთელი კაცობრიობისგან წინასწარ ნებართვა არ მიიღო ამ რკოსა და ვაშლის დაკრეფაზე? შეიძლება, რომ ეს ქმედება საერთო მფლობელობის ქონების დატაცების ტოლფასად იქნეს განხილული? წინასწარ ნებართვის აღება სავალდებულო რომ ყოფილიყო, ეს ადამიანი შიმშილით მოკვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მას რკო და ვაშლი საკმაოდ უხვად უბოძა. შეიძლება ითქვას, რომ ქონებრივი უფლება საერთო სარგებლობის საგნის მითვისებისა და მისი ბუნებრივი მდგომარეობის შეცვლისთანავე წარმოიშვება. ამ უფლების გარეშე საერთო მფლობელობაში მყოფი საგანი უსარგებლოა. ხოლო მისი ამა თუ იმ ნაწილის მითვისება არ არის დამოკიდებული სხვების თანხმობაზე. შესაბამისად ბალახი, რომელიც ჩემმა ცხენმა მოძოვა, ტორფი, რომელიც ჩემმა მოსამსახურემ მოჭრა და მადანი, რომელიც მე მოვიძიე ნაკვეთზე, რომლითაც სარგებლობის უფლება სხვებთან ერთად მეც მქონდა, ახლა ჩემს საკუთრებას წარმოადგენს, ვისიმე გაფრთხილებისა ან თანხმობის გარეშე. ჩემმა გაწეულმა შრომამ, რომელიც მათ მოსაპოვებლად დავხარჯე, მათზე საკუთრების უფლება მომიტანა.

ნაწილი 32. საკუთრების ძირითად წყაროს არა მიწის ნაკვეთი ან მისი მობინადრე ცხოველები წარმოადგენენ, არამედ თავად დედამიწა, რომელიც ყოველივე დანარჩენის დასაბამს და თავშესაფარს წარმოადგენს. ვფიქრობ ცხადია, რომ მიწაზე საკუთრება უკვე განხილული შემთხვევების მსგავსად უნდა განისაზღვროს. ანუ, მიწა ადამიანის საკუთრება იმდენადაა, რამდენადაც იგი ხნავს, თესავს, ანოყიერებს, ამუშავებს და ნაყოფს იმკის. ის თავისი შრომით ითვისებს მიწას. ...როდესაც ღმერთმა ადამიანებს დედამიწა საერთო სარგებლობაში უბოძა, პირობად მისი დამუშავება დაუდო. ღვთის ნებით, ადამიანმა სარჩო მიწის დამუშავებით უნდა მოიპოვოს და ცხოვრების პირობები გაიუმჟობესოს. შესაბამისად, ადამიანი ღვთის ნებას დაემორჩილა: გარკვეული მიწა სახნავ-სათესად დაიკავა და საკუთარი შრომით აითვისა ისე, რომ არც არავის უფლებები დაურღვევია და არც არავინ დაუზიანებია.

ნაწილი 95. ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორი, თავისუფალი და დამოუკიდებელია. არავის არა აქვს უფლება ხელყოს მისი საკუთრება და მასზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს მისი თანხმობის გარეშე. ერთადერთი მისაღები გზა იმისათვის, რომ ადამიანმა ბუნებით მინიჭებულ თავისუფლებაზე უარი თქვას და საზოგადოებრივი ვალდებულებები იტვირთოს, მის მიერ სხვა ადამიანების მოსაზრების საკუთარი ნებით გაზიარება, მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის, საკუთარების უფლების უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით გაერთიანებაა. ეს გზა შესაძლოა ადამიანების ნებისმიერმა რიცხვმა აირჩიოს, რადგან ეს სხვების თავისუფლებას არ ხელყოფს, ანუ ადამიანების დანარჩენი ნაწილი თავისუფალია დარჩეს პირველქმნილ გარემოში. როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეთანხმდება გაერთიანდეს ერთ თემად ან სახელმწიფოდ, ისინი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად გადაიქცევიან, რომლის ფარგლებშიც უმრავლესობას მოქმედებისა და სხვების დაყოლიების უფლება აქვს.

ნაწილი 96. როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, თითოეული მონაწილის თანხმობით, თემს ქმნის, ის ამ თემს იმგვარ ერთობად აქცევს, რომელიც უმრავლესობის ნებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით მომქმედი ერთიანი ორგანიზმივით იქცევა. შესაბამისად, მთელი თემის სახელით სამოქმედოდ და ერთი გეზის ასარჩევად, ამ თემის ცალკეული წევრების თანხმობაა საჭირო. ხოლო იმისთვის, რომ თემმა ერთი ორგანიზმივით იმოქმედოს, საჭიროა, რომ იმ მიმართულებით იმოძრაოს, რომელსაც უმრავლესობა ეთანხმება. წინააღმდეგ შემთხევაში, ერთი ორგანიზმივით მოქმედება შეუძლებელი ხდება. ამიტომაც, ჩვენ ხშირად მოწმენი ვართ, რომ პოზიტიური კანონების საფუძველზე უფლებამოსილი კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმრავლესობის თვალსაზრისს წარმოადგენს, რომელიც საერთო აზრად აღიქმება.

ნაწილი 123. თუ ადამიანი ბუნებით თავისუფალია, თუ იგი საკუთარი თავის და ქონების სრული ბატონ-პატრონია, თუ იგი თანასწორია და არავის არ ექვემდებარება, მაშინ რატომ იტყვის იგი უარს თავისუფლებაზე? რატომ იტყვის უარს სამფლობელოზე, რომლის ბატონ-პატრონი თავად არის და სხვას რატომ დაექვემდებარება? ამ კითხვაზე ნათელი პასუხი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ბუნებით აქვს მინიჭებული ეს უფლება, მას უჭირს მისი სათანადოდ გამოყენება, რადგანაც მუდმივად სხვების ხელყოფისგან დაცვა უხდება: ყველა, მის მსგავსად, თავისი თავის მეფეა და ამ თვალსაზრისით ყველა მისი თანასწორია, მაგრამ ყველა ერთნაირად როდი იცავს მიუკერძოებლობას და სამართლიანობას, ასეთ ვითარებაში კი, საკუთარი ქონებით სარგებლობისას თავს ძალიან დაუცველად გრძნობს. ეს განაპირობებს, რომ ადამიანი მზადაა უარი თქვას ყოფაზე, რომელშიც ის მართალია თავისუფალია, მაგრამ მუდმივად შიშსა და საფრთხეს გრძნობს. ამდენად, შემთხვევითი არაა, რომ ის თანახმაა შეუერთდეს სხვებს, ვინც უკვე გაერთიანდა, ან გეგმავს, რომ გაერთიანდეს თავიანთი სიცოცხლის, თავისუფლებისა და ქონების დაცვის მიზნით, რასაც მე ზოგადად საკუთრებას ვუწოდებ.

ნაწილი 124. პირველი და უმთავრესი მიზანი, რაც ადამიანებს გაერთიანებისკენ და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში შესვლისკენ უბიძგებთ, თავიანთი საკუთრების დაცვის სურვილია, რადგან ბუნებრივ პირობებში ადამიანს ამ ამოცანის გადასაწვეტად მრავალი რამ აკლია. უპირველეს ყოვლისა მათ სჭირდებათ ნათელი, გაცხადებული კანონები, რომლებიც საერთო შეთანხმების საფუძველზე შემუშავდება და მიიღება, როგორც მტყუან-მართლის გარჩევის საფუძველი, რასაც თავის მხრივ ყველა აღიარებს, როგორც მათ შორის სავარაუდო დაპირისპირებების მოგვარების გზას: მიუხედავად იმისა, რომ ბუნების კანონები ნათელი და ყველა გონიერი არსებისთვის გასაგებია, ადამიანი, რომელსაც საკუთარი ინტერესები ყოველთვის მიკერძოებისკენ უბიძგებს და მიდრეკილია მათი უგულვებელყოფისკენ, არ არის მზად აღიაროს, რომ იგივე კანონი მასზეც ვრცელდება.

ნაწილი 125. მეორე, ბუნებრივ პირობებში ცნობილი და მიუკერძოებელი მსაჯულის საჭიროება არსებობს, რომელიც უფლებამოსილია რომ ცალკეული საკითხები არსებული კანონის მოთხოვნების დაცვით განსაჯოს: ასეთ ვითარებაში, თითოეული ბუნების კანონების მიხედვით მოქმედი მსაჯული და აღმასრულებლიცაა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი ყოველთვის მიკერძოებულია, ვნებებმა და შურისძიების წყურვილმა შესაძლოა ან ზღვარგადასული ქმედებები ჩაადენინოს ან გულგრილობა გამოავლენინოს და სხვა ადამიანებს ავნოს.

ნაწილი 126. მესამე, რაც ბუნებრივ პირობებში ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს არის განაჩენის სამართლიანობის უზრუნველყოფა და დაცვა, აგრეთვე მისი აღსრულება. ისინი ვინც სხვათა ქმედების შედეგად დაზარალდნენ, უსამართლობის გამოსწორებას შურისძიებით ცდილობენ, რის გამოც მათი უკუქმედება სასტიკი და საკმაოდ ხშირად, მათთვისვე სახიფათოა.

ნაწილი 127. მიუხედავად იმ პრივილეგიებისა, რომლებიც კაცობრიობას ბუნებით აქვს მინიჭებული და რომლებსაც იგი სათანადოდ ვერ იყენებს, ის საზოგადოებად ჩამოყალიბებას ესწრაფვის. სწორედ ამის გამო ძალიან იშვიათია, რომ ადამიანები პირველქმნილ პირობებში დარჩენას ლამობდნენ. ასეთ პირობებში უხერხულობანი, რომლებიც დაკავშირებულია სხვების მხრიდან თავდასხმის მოგერიებასთან, ადამიანს ხელისუფლების შემოღებული კანონების მორჩილებისკენ უბიძგებს, რაც საკუთრების დაცვას საშუალებაა. ეს არის ძირითადი მიზეზი ადამიანების მზადყოფნისა, რომ უარი თქვან დამნაშავის უშუალო დასჯაზე და ეს უფლებამოსილება გარკვეულ პირებს მიანიჭონ, რომელთაც თავად ირჩევენ იმ წესებისა და კანონების შესაბამისად, რომელსაც მოცემული თემი, ამ მისი უფლებამოსილი პირები მიზანშეწონილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს, როგორც ძირეული უფლებები, ისე მზარდი საპარლამენტო და აღმასრულებელი ძალაუფლება, ისევე როგორც თავად ხელისუფლება და საზოგადოებები.

ნაწილი 131. შესაბამისად, როდესაც ადამიანები საზოგადოების სახით ჩამოყალიბებას არჩევენ, ისინი უარს ამბობენ იმ თანასწორობაზე, თავისუფლებაზე და აღმასრულებელ ძალაუფლებაზე, რომელიც მათ ბუნებამ მიანიჭა. უფლებამოსილების გადაცემის ეს აქტი ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლისა და ქონების უკეთ დაცვის სურვილი ამოძრავებთ (რადგანაც არც ერთი რაციონალური არსება არ იქნება თანახმა, რომ თავისი ნებით დათმოს მდგომარეობა, რომელშიც იგი იმყოფება და უფრო უარეს დაეთანხმოს). იმავდროულად იგულისხმება, რომ საზოგადოების ძალუფლება, ანუ საზოგადოების მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების სფერო, მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვით შემოიფარგლება. რაც ნიშნავს, რომ ის ვალდებულია საზოგადოების ყველა წევრის საკუთრება დაიცვას ზემოთ ხსენებული სამი უარყოფითი მოვლენისგან, რომლებიც ბუნებრივი გარემოს სახიფათოსა და რთულს ხდის. შესაბამისად, ის ვინც თანამეგობრობაში საკანონმდებლო ან უმაღლეს ძალაუფლებას ფლობს, ვალდებულია ხელისუფლება ხალხისთვის ცნობილი კანონების შესაბამისად და არა თვითნებური გადაწყვეტილებებით განახორციელოს. მიუკერძოებელმა და სამართლიანმა მოსამართლეებმა დავები ამ კანონების მიხედვით უნდა გადაწყვიტონ და ქვეყნის შიგნით ძალა მხოლოდ ამ კანონების აღსრულებისთვის, ან თემზე უცხოელთა შემოსევისგან თავის არიდებისა და მოგერიების მიზნით გამოიყენონ. ყოველივე ეს კი, მხოლოდ მშვიდობის, უსაფრთხოების და ხალხის საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული.

ნაწილი 134. ადამიანის საზოგადოებაში შესვლის ძირითადი მიზანი საკუთრი ქონებით, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში სარგებლობაა, ხოლო ყოველივე ამისანხორციელების უზრუნველყოფის ხერხი და საშუალება საზოგადოების მიერ შემუშავებული კანონებია. საზოგადოების მიერ შექმნილი ერთერთი უპირველესი და ძირეული კანონი საკანონმდებლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას ეხებოდა, მაშინ როდესაც ბუნების უპირველესი და ძირეული კანონი, რომელიც თავად საკანონმდებლო ხელისუფლებას მართავს, საზოგადოების და (საზოგადოებრივი კეთილდღეობის მოთხოვნების შესაბამისად) მისი ყოველი წევრის დაცვას ემსახურება. საკანონმდებლო ხელისუფლება არა მხოლოდ თანამეგობრობის უმაღლესი ძალაუფლებაა, ის წმინდა და ხელშეუხებელია მათთვისაც, ვისაც იგი საზოგადოებამ ერთხელ ჩააბარა. არც ერთ დადგენილებას, ვისიც არ უნდა იყოს ის, რასაც არ უნდა ეხებოდეს და რა ძალაც არ უნდა უჭერდეს მხარს, კანონის ძალა და უფლებამოსილი არ იქნება, თუ იგი იმ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ არ იქნება მხარდაჭერილი, რომელიც საზოგადოებამ აირჩია და დანიშნა: ამის გარეშე კანონს არ ექნება ის, რაც აუცილებლად საჭიროა, რომ ის კანონად, საზოგადოებრივ შეთანხმებად იქცეს,1 რისი გვერდის ავლითაც კანონების მიღების უფლება არავის აქვს, თუ არა ისევ და ისევ საზოგადოების თანხმობითა და მის მიერ მინიჭებული უფლებით. შესაბამისად, ყველა ქვეშევრომი, ერთის მხრივ ზღუდავს უზენაეს ძალაუფლებას, მეორე მხრივ ემორჩილება იმ კანონებს, რომელსაც ის იღებს. საზოგადოების რომელიმე წევრის კანონების მორჩილებისგან განთავისუფლება და თავის ნებაზე მიშვება, არც უცხო ქვეყნის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და არც ქვეყნის შიგნით რომელიმე ქვემდგომ ორგანოს შეუძლია. ამავდროულად, არც არავის შეუძლია, რომ მას მომქმედი კანონების საწინააღმდეგო მოქმედება, ან იმაზე უფრო მეტის გაკეთება მოსთხოვოს, ვიდრე კანონები ავალდებულებენ. წარმოუდგენელია დავუშვათ, რომ ადამიანი ვალდებული იყოს ისეთ საზოგადოებრივ ძალაუფლებას დაემორჩილოს, რომელიც უზენაესი არაა.

ნაწილი 135. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება შესაძლებელია ერთი ან მეტი ორგანოსგან შედგებოდეს, მუდმივად ან გარკვეულ ინტერვალებში მოქმედებდეს, მას მაინც უმაღლესი ძალაუფლება ექნება ნებისმიერ თანამეგობრობაში. თუმცა, ის არ არის და ვერც იქნება სავსებით თავისუფალი ადამიანთა სიცოცხლესა და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგანაც საკანონმდებლო ხელისუფლების, ან მისი წევრის უფლებამოსილებას საზოგადოების თითოეული წევრი განსაზღვრავს. ეს უფებამოსილება ვერ იქნება უფრო ფართო, ვიდრე ის, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს პირველქმნილ გარემოში გააჩნდათ, ანუ იქამდე, სანამ საზოგადოების წევრები გახდებოდნენ. ეს იმიტომ, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, რომ სხვა ადამიანს უფრო მეტი უფლებამოსილება გადასცეს, ვიდრე მას თავად გააჩნია. არც ერთი ადამიანი არ სარგებლობს ყოვლისმოცველი ძალაუფლებით, როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვა ადამიანებზე, რომ ზიანი მიაყენოს თავის სიცოცხლეს, ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა ან ქონებას. ადამიანს, როგორც დამტკიცდა, არ შეუძლია, რომ საკუთარი თავი სხვის განუკითხაობას დაუქვემდებაროს და რომ თავისი ძალაუფლება სხვის სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ქონებებაზე გაავრცელოს. ადამიანს მხოლოდ იმდენი უფლებამოსილება გააჩნია, რაც ბუნების კანონებით აქვს მინიჭებული და აუცილებელია მისი და სხვა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც ადამიანს გააჩნია და შეუძლია თანამეგობრობას და შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლებას შესთავაზოს, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ ამგვარ ნებართვას თუ დაეყრდნობა. ამ უკანასკნელს არ შეიძლება გააჩნდეს მეტი ძალაუფლება, ვიდრე მას ადამიანმა გადასცა. საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილების ზღვარი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ფარგლებით განისაზღვრება. ამ უფლებამოსილების ძირითადი მიზანი ადამიანთა გადარჩენისა და დაცვის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ამ უფლებამოსილების გამოყენება ქვეშევრდომების განადგურების, დამონების ან წინასწარი განზრახვით გაკოტრების და წართმევის მიზნით ყოველნაირად2 დაუშვებელია. ბუნების კანონების მოქმედება საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად კი არ წყდება, არამედ მრავალ შემთხვევაში პირიქით უფრო თვალსაჩინო ხდება, რადგან მათ დაცვას ადამიანების მიერ მიღებული კანონებით გათვალისწინებული სასჯელი ეხმარება. შესაბამისად, ბუნების კანონები თითოეული ადამიანის, მათ შორის კანონმდებელების მარადიული სახელმძღვანელოა. წესები, რომლებითაც კანონმდებლები სხვა ადამიანების, ისევე როგორც საკუთარ ქმედებებს აწესრიგებენ, ბუნების კანონებს უნდა შეესაბამებოდნენ, ანუ ღმერთის ნებას, რომლის გაცხადებასაც ისინი წარმოადგენენ. ხოლო რადგანაც ბუნების ფუძემდებლური კანონის არსი და მიზანი კაცობრიობის არსებობის შენარჩუნებაა, ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერც მათზე უკეთესი იქნება და ვერც მის საწინააღმდეგოდ გამოდგება.

ნაწილი 136. მეორე:3 საკანონმდებლო ანუ უზენაეს ხელისუფლებას თვითნებური გაუთვლელი დადგენილებებით მართვის უფლება არა აქვს. მისი გადაწყვეტილებები სამართლიანი, კანონების შესაბამისი და აღიარებული მოსამართლეების გამოტანილი უნდა იყოს. ბუნების კანონები დაუწერელია და მხოლოდ ადამიანების გონებაში არსებობენ. ადამიანები, რომლებიც მიდრეკილი არიან, რომ თავიანთი ვნებების და ინტერესების გამო მცდარი ახსნა ან არასწორი გამოყენება მოუძებნონ დაუწერელ კანონებს, ძნელად დარწმუნდებიან თავიან შეცდომაში თუ მათ გამოცდილი მოსამართლეები არ განსჯიან. როდესაც არ არსებობს მოსამართლე, რომელიც ადგენს სიმართლეს და იცავს მოსახლეთა ქონებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსამართლე, მოპასუხე და ჯალათიც ყველა ერთდროულადაა, ადამიანები მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგრამ ადამიანს, როდესაც იგი დამოუკიდებლად მოქმედებს, საკუთარი თავის დაცვის ან დამნაშავეთა დასჯის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, რაც პირველყოფილ პირობებში ადამიანის საკუთრებას საფრთხეს უქმნის, ადამიანები საზოგადოებებში ერთიანდებიან, რომ ერთიანი ძალით მაინც დაიცვან თავიანთი საკუთრება და ისეთი წესები შემოიღონ, რომელთა მეშვეობით საზოგადოების ყველა წევრს ეცოდინება თუ რა ეკუთვნის მას. ადამიანები ბუნებით მინიჭებულ უფლებებს საზოგადოებას სწორედ ამ მიზნით გადასცემენ, ხოლო თემი თვითონ წყვეტს თუ ვის ჩააბაროს საკანონმდებლო ძალუფლება, იმ იმედით, რომ მათი მმართველობა არსებული კანონების შესაბამისი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უსაფრთხოება, სიმშვიდე და საკუთრება კვლავ საფრთხეში აღმოჩნდება, ისევე როგორც პირველყოფილ გარემოში.

ნაწილი 137. სრულიად თვითნებურია ძალაუფლება ან მმართველობა, რომელიც არ ეყრდნობა მყარ კანონებს, არ შეესაბამება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანებიც არ დათანხმდებოდნენ, რომ უარი ეთქვათ ბუნებით მინიჭებულ თავისუფლებაზე და გაერთიანებულიყვნენ ისეთი სახით, რომ მათი ცხოვრება, თავისუფლება და ქონება დაუცველი დარჩენილიყო. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ადამიანი დათანხმდეს მის სიცოცხლესა და საკუთრებაზე სრული განმგებლობის უფლების ვინმესთვის მინიჭებს, თან ისეთი მოსამართლის მინდობას, რომელსაც მისი ბედ-იღბალი საკუთარი ნებასურვილით შეიძლია გადაწყვიტოს. ასეთი ქმედება იმის ტოლფასია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე ის პირველქმნილ პირობებში იყო, როდესაც მას სხვების ხელყოფისგან თავდაცვის უფლება მაინც ჰქონდა და სადაც იგი თანაბრად უფლებამოსილი იყო თავი დაეცვა, როგორც ერთი, ისე მრავალი ადამიანის მუქარისგან. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავისი ნებით დათმობს თავისუფლებას და საკუთარ ბედს თვითნება კანონმდებლებს ანდობს, იგი საკუთარ თავს დაუცველს დატოვებს და ხელისუფალს შეეძლება საკუთარი ნებასურვილით გადაწყვიტოს მისი ბედი. ადამიანი, რომელმაც თავისი ბედი ერთ თვითნება ხელისუფალს ჩააბარა, რომელიც თავის მხრივ 100,000 ადამიანს განაგებს, ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე მაშინ, როდესაც 100,000 ადამიანს მარტოდმარტო უპირისპირდებოდა. ვერავინ იგრძნობს თავს დაზღვეულად, რომ ასეთი თვითნება მმართველის განზრახვები უკეთესი იქნება, ვიდრე სხვების, რომელთა ძალა 100,000-ჯერ აღემატება მის ძალას. შესაბამისად, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული თანამეგობრობა, მმართველი ხელისუფლება გაცხადებული და მიღებული კანონების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს და არა დროებითი დადგენილებებითა ან ბუნდოვანი განცხადებებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანუ თუ ადამიანები ერთ ან რამოდენიმე პირს მიანიჭებდნენ ყოვლისმომცველ ძალაუფლებას, კაცობრიობა ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე ბუნებრივ საარსებო გარემოში, რადგანაც ადამიანები საკუთარ თავს ერთპიროვნულ მმართველობას დაუქვემდებარებდნენ და იძულებული იქნებოდნენ დამორჩილებოდნენ ასეთი მმართველის შეუზღუდავ ძალაუფლებას, მისი ნებასურვილისა და ხასიათის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას არ ექნებოდა მექანიზმები, რომლებიც ამ შეუზღუდავ ძალაუფლებას წინ აღუდგებოდა. სახელისუფლო ძალაუფლება მხოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფას უნდა ისახავდეს მიზნად და შესაბამისად, არ უნდა იყოს მიკერძოებული, თვითნებური და ეყრდნობოდეს წინასწარ განსაზღვრულ კანონებს. საზოგადოებასაც კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მასზე დაკისრებული მოვალეობები და საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კანონმორჩილი უნდა იყოს. გარდა ამისა, თავად ხელისუფლებაც მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს და მინიჭებულმა ძალაუფლებამ არ უნდა აცდუნოს.

ნაწილი 138. მესამე, უზენაეს ხელისუფლებას ადამიანისთვის საკუთრების ან მისი ნაწილის ჩამორთმევის უფლება, მისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე, არ უნდა ჰქონდეს. საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა მთავრობის ძირითადი პასუხისმგებლობაა და ადამიანი საზოგადოებას სწორედ ამ მიზნით უერთდება. იმთავითვე იგულისხმება, რომ ადამიანებს საკუთრება უნდა ჰქონდეთ, რადგანაც ისინი საზოგადოებას მისი დაცვის მიზნით უერთდებიან. შესაბამისად, ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს გააჩნდეს საკუთრება, რომელიც ამ საზოგადოებაში მიღებული კანონების შესაბამისად მის საკუთრებად მოიაზრება და ამ საკუთრების, ან მისი ნაწილის ჩამორთმევის უფლება, ადამიანის თანხმობის გარეშე, არავის არ გააჩნია. ასეთი კანონების გარეშე, ადამიანს ვერანაირი საკუთრების ვერ ექნება, რადგანაც ქონება, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს სხვა ადამიანმა დაუსჟელად წამართვას, ჩემს ნამდვილ საკუთრებად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ უზენაეს ძალაუფლებას, ანუ საკანონმდებლო ხელისუფლებას უფლება აქვს, რომ ქვეშევრდომების საკუთრება ნებელობით განაგოს ან მისი ნაწილი საკუთარი სურვილისამებრ ჩამოართვას. ეს საფრთხე არ ემუქრება ისეთი სახელმწიფოების ქვეშევრდომებს, სადაც საკანონმდებლო ორგანო, მთლიანად ან ნაწილობრივ საკრებულოს სახით არსებობს, რომლის შემადგენლობა იცვლება და ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა მის წევრებზეც ისევე ვრცელდება, როგორც საზოგადოების ნებისმიერ სხვა წარმომადგენელზე. მაგრამ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც საკანონდებლო ხელისუფლებას ერთი და უცვლელი შემადგენლობის საკრებულო, ან ერთი ხელისუფალი ანხორციელებს, როგორც მაგალითად აბსოლუტური მონარქიის შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ამ ორგანომ ან ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ მისი ინტერესები საზოგადოების ინტერესებისგან განსხვავდება და ხალხის ქონებისა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი დაეუფლოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანთა საკუთრება სრულიად დაუცველია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ერთი შეხედვით სამართლიანი კანონები მოქმედებს, რომლებიც ნათლად განსაზღვრავენ ურთიერთობებს მასსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის, რადგანაც ხელისუფალს, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია შეუძლია ერთპიროვნულად განაგოს ქვეშევრდომების ბედი, ხოლო მათი საკუთრება ისე გამოიყენოს, როგორც თავად საჭიროდ ჩათვლის.

ნაწილი 141. მეოთხე, საკანონმდებლო ორგანოს არ გააჩნია უფლება, რომ კანონშემოქმედების პასუხისმგებლობა სხვა ორგანოს გადასცეს, რადგანაც ეს უფლებამოსილება მას საზოგადოებამ მიანიჭა. მხოლოდ, საზოგადოებას შეუძლია განსაზღვროს თანამეგობრობის სტრუქტურა და გადაწყვიტოს, თუ ვის მიენიჭება ეს უფლებამოსილება. როდესაც ადამიანები თანხმობას გამოთქვამენ, რომ ასეთი ორგანოს წარმომადგენელი ადამიანების შემუშავებულ კანონებს დაემორჩილონ, ვერავინ იტყვის, რომ სხვებსაც აქვს ასეთი უფლება. მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიღებული კანონების გარდა სხვა კანონებით არც არავინ უნდა იხელმძღვანელოს. საკანონმდებლო ძალაუფლება, როგორც ადამიანების მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული დაწესებულება, შექმნის პირობებისგან განსხვავებულად ვერ იმოქმედებს: მისი მიზანია კანონების უშუალოდ შემუშავება და არა ამ უფლებამოსილების სხვა პირებზე გადაკისრება. საკანონმდებლო ხელისუფლებას მისი უფლებამოსილების სხვებზე გადაცემის უფლება არ გაჩნია.

ნაწილი 142. ნებისმიერ თანამეგობრობაში და ნებისმიერი ფორმით ჩამოყალიბებული მთავრობის პირობებში, საკანონმდებლო ხელისუფლება საზოგადოებრივი ნდობის, ღვთისა და ბუნების კანონების საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს. უპირველეს ყოვლისა საკანონმდებლო ხელისუფლება მის მიერ მიღებული კანონებით უნდა ხელმძღვანელობდეს და ამ კანონების გამოყენება გამონაკლისების დაშვების გარეშე უნდა უზრუნველყოს. ანუ ერთი და იგივე კანონი უნდა ვრცელდებოდეს როგორც მდიდარზე, ასევე ღარიბზე; როგორც მოსამართლეზე, ასევე გლეხზე; მეორე: კანონები მიზნად მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფას უნდა ისახავდნენ; მესამე: საზოგადოების წარმომადგენლების ან უფლებამოსილი პირების მეშვეობით გამოხატული თანხმობის გარეშე, ხალხის ქონებაზე გადასახადების მომატება დაუშვებელია. ეს უფრო ისეთი ხელისუფლების შემთხვევაშია მართებული, რომელსაც უცვლელი შემადგენლობის საკანონმდებლო ორგანო ყავს, ან რომლის საკანონმდებლო ხელისუფლებაში ხალხის წარმომადგენლებს არა აქვთ გამოყოფილი ადგილები, რომელთა დასაკავებლად დროდარო არჩევნები ტარდება; მეოთხე: საკანონმდებლო ხელისუფლებას კანონშემოქმედებითი პასუხისმგებლობის გადაცემის უფლება არ გააჩნია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას მიზანშეწონილად თავად საზოგადოება მიიჩნევს.

ნაწილი 199. უზურპირება სხვისი ძალაუფლების მითვისებას წარმოადგენს, ხოლო ტირანია უფლებამოსილების გადაჭარბებაა, რისი უფლებაც არავის არ შეუძლია, რომ ჰქონდეს. ანუ, ეს სხვისი უფლებამოსილების მითვისებაა, არა ქვეშევრდომთა სასიკეთოდ, არამედ პირადი გამორჩენის მიზნით. როდესაც ნებისმიერი უფლებამოსილების მმართველი არა კანონით, არამედ საკუთარი ნებასურვილით ხელმძღვანელობს, მისი ქმედებები არა სხვათა კეთილდღეობისა და საკუთრების დაცვას, არამედ ამ ადამიანის ამბიციებს, შურისძიების წყურვილს, სიხარბეს და სხვა ვნებებს ემსახურება.

ნაწილი 211. ის ვინც ხელისუფლების დამხობაზე მეტნაკლები სიმწვავით საუბრობს, უპირველეს ყოვლისა ერთმანეთისგან ნათლად უნდა ანსხვავებდეს საზოგადოების დამხობასა და ხელისუფლების დამხობას. ის, რაც საზოგადოებას ქმნის, ადამიანები პირველქმნილი პირობებიდან გამოყავს და ერთიან პოლიტიკურ საზოგადოებაში აწევრიანებს, არის შეთანხმება შეკავშირების, ერთიანი ქმედებისა და თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც თითოეული ადამიანი სხვებთან დებს. ასეთი კავშირის დარღვევის ყველაზე ხშირი და თითქმის ერთადერთი მიზეზი, გარეშე ძალის მიერ მისი დაპყრობაა. ასეთ შემთხვევაში (რადგანაც ასეთ თანამეგობრობის წევრებს აღარ შეუძლიათ ურთიერთმხარდაჭერა და ერთიანი და დამოუკიდებელი ორგანიზმის სახით არსებობის გააგრძელება) კავშირი აუცილებლად წყვეტს არსებობას და მისი თითოეული წევრი იმ პირველქმნილ მდგომარეობას უბრუნდება, რომელშიც გაერთიანებამდე იმყოფებოდნენ, სათანდო თავისუფლებითა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობით. როდესაც საზოგადოება იშლება, ნათელია, რომ ვერ ამ საზოგადოების ხელისუფლება შენარჩუნდება. ამგვარად, დამპყრობელთა იარაღით იძირკვება მთავრობები და იშლება საზოგადოებები. ადამიანთა დიდი რაოდენობა შეზღუდული და დაუცველი რჩება, რადგანაც ისინი დამოკიდებული იყვნენ იმ საზოგადოებაზე და მთავრობაზე, რომელსაც ისინი ამ ძალადობისგან უნდა დაეცვა. მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, რომ საზოგადოების დაშლას ხელისუფლების გაუქმება მოსდევს, რადგანაც შეუძლებელია სახლის მთლიანობის შენარჩუნება, თუ ქარბორბალამ მისი ნაწილები აქეთ-იქით მიმოფანტა ან მიწისძვრამ ერთ გროვად აქცია.

ნაწილი 212. გარდა გარეშე ძალებისა, ხელისუფლების გადაყენება შიდა ძალების მიერადაცაა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა ეს მაშინ ხდება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება იცვლება. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მშვიდობა სუფევს. მათ შორის ომი გამორიცხულია საკანონმდებლო შეთანხმების საფუძველზე, რაც აგრეთვე ნიშნავს, რომ თანამეგობრობის წევრები ერთიანი ორგანიზმის ჩამოსაყალიბებლად გაერთიანდნენ და შეხმატკბილდნენ. თანამეგობრობის არსი სწორედ ეს არის და მას სახეს, სიცოცხლისუნარიანობასა და ერთობას აძლევს. სწორედ ამიტომაა, რომ მის გარკვეულ წევრებს ერთობლივი გავლენა, ურთიერთსიმპათია და კავშირები აქვთ. შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლების დაშლას ყველა სხვა სფერს რღვევა მოსდევს. საზოგადოების არსი და ერთობა საერთო ნების გამომხატველი საკანონმდებლო ორგანოს არსებობაშია, რომელიც მას შემდეგ რაც უმრავლესობის მიერ შეიქმნა, ამ ნებას გამოხატავს და იცავს. საზოგადოების პირველ და უმთავრეს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენს, რისი მეშვეობითაც საფუძველი ექმნება მათ კავშირს, რომელსაც პიროვნებების ნება და იმ კანონების ძალა მართავს, რომელთაც ხალხის რჩეულები იღებენ. ხალხის თანხმობისა და მათი წარმომადგენლების გარეშე არავის ააქვს უფლება, რომ მიიღოს კანონები, რომლებიც ყველა სხვაზე გავრცელდება. როდესაც ვინმე ან პირთა ჯგუფი, ვისთვისაც საზოგადოებას სათანადო უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, კანონების შემოღებას შეეცდება, ასეთ კანონებს ის ძალა არ ექნება, რომელიც მათ ადამიანებისთვის სავალდებულოს გახდის. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლია გავიდნენ მათი დაქვემდებარებიდან და ახალი საკანონმდებლო ხელისუფლება საკუთარი შეხედულებებისამებრ ჩამოყალიბონ, რადგან ისინი სრულიად თავისუფალნი არიან, რომ არ დაემორჩილონ იმ ჟგუფს, რომელმაც შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გადაწყვიტა, მათზე საკუთარი მოსაზრებები მოხვევა. ამგვარად, თუკი ისინი, ვისაც საზოგადოებამ საკუთარი ნების გამოხატვის უფლებამოსილება მიანიჭა, მას განუდგებიან და ხელისუფლების უზურპირებას მოახდენენ, სათანადო უფლებამოსილებისა და რწმუნებების გარეშე, მაშინ საზოგადოების ყველა წევრს აქვს თავისუფლება, რომ საკუთარი ნებასურვილით იმოქმედოს.

ნაწილი 220. ზემოთ აღწერილ და მსგავს შემთხვევებში, როდესაც ხელისუფლება იშლება, ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა სახის და შემადგენლობის ახალი საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩამოაყალიბონ ძველის სანაცვლოდ, თავიანთივე უსაფრთოხებისა და სიკეთისთვის. იმისათვის, რომ საზოგადოებამ არასოდეს არ დაკარგოს ეს სისხლხორცეული და ძირეული უფლება, მან საკუთარი თავი უნდა დაიცვას, რაც მხოლოდ მყარი საკანონმდებლო ხელისუფლების და მის მიერ მიღებული კანონების სამართლიანი და მიუკერძოებელი შესრულების პირობებშია შესაძლებელი. ადამიანების ყოფა არც თუ ისე უხეიროა, რომ მათ კარგად არ ესმოდეთ ამგვარი ქმედების აუცილებლობა და ვითარების დროულად გამოსწორების მნიშვნელობა. ამდენად, თუ ადამიანებს ეუბნებით, რომ აუცილებელია ახალი საკანონმდებლო ხელისუფლების ჩამოყალიბება, რადგან ჩაგვრის, უკანონობისა თუ გარეშე ძალის ზემოქმედების შედეგად მანამდე არსებული ხელისუფლება დაიშალა, ეს იგივეა, რომ ადამიანს უთხრა, რომ ეშველება მაშინ, როდესაც დაავადებამ ღრმად გაიდგა ფესვები, ანუ როცა უკვე ძალიან გვიანია. ეს იგივეა, რომ ადამიანები აიძულო, რომ ჯერ მონები გახდნენ და შემდგომ იბრძოლონ თავისუფლების მოსაპოვებლად. უაზროა ადამიანებს უთხრა, რომ თავისუფალი ადამიანივით უნდა იმოქმედონ, როდესაც ისინი ბორკილებს ატარებენ. ეს ალბათ უფრო დაცინვაა, ვიდრე შველა. ადამიანი ვერასოდეს ვერ დააღწევს თავს ტირანიას, თუ იგი თანახმაა მას დაექვემდებაროს და არ ააქვს მისი უკუგდების სურვილი და შესაძლებლობა. ადამიანს გააჩნია ტირანიისგან თავის დაღწევის უფლება ისევე, როგორც ტირანიის თავიდან არიდების უფლება.

ნაწილი 221. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც მთავრობა იშლება. ეს მაშინ ხდება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება ან მმართველი, ან ორივე ერთად იმ ნდობას არ ამართლებენ, ან იმ უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რომლითაც ისინი საზოგადოებამ აღჭურვა. საკანონმდებლო ხელისუფლება მაშინ კარგავს ნდობას, როდესაც იგი მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტების საკუთრებას ხელყოფს და ცდილობს საკუთარი თავისთვის ან რომელიმე პიროვნებისთვის უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვოს, ან მიკერძოებულად და ერთპიროვნულად განაგებს ადამიანთა სიცოცხლეს, თავისუფლებას და ქონებას.

ნაწილი 222. ადამიანები საზოგადოებას თავისი საკუთრების უკეთ დაცვის მიზნით უერთდებიან. ისინი თავისი უფლებების დელეგირებას საკანონმდებლო ხელისუფლებაზე იმიტომ ახდენენ, რომ ამ უკანასკნელმა კანონები საზოგადოების წევრებისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფისა და მმართველებზე ზედამხედველობის დაწესების მიზნით შეიმუშაოს. საზოგადოება საკანონმდებლო ხელისუფლებას იმისთვის არ აყალიბებს, რომ მან გაანადგუროს ან საფრთხე შეუქმნას მათ ქონებას. როდესაც კანონმდებლები ცდილობენ მიისაკუთრონ ან გაანადგურონ ადამიანების საკუთრება ან მონებად აქციონ ადამიანები, ისინი ამით საზოგადოებას ომს უცხადებენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანები აღარ თვლიან თავს ვალდებულად დაემორჩილონ კანონმდებლებს და ძალადობისგან ხსნას ღმერთში ეძებენ. როდესაც კანონმდებლები უგულებელყოფენ საზოგადოების ძირეულ წესებს და პატივმოყვარეობის, შიშის, წინდაუხედაობის თუ გარყვნილების მიზეზით ცდილობენ, რომ მეტი ძალაუფლება მიითვისონ ან ვიმნეს მიაკუთვნონ და ამ გზით განაგონ ადამიანთა სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, ისინი იმ საზოგადოების ნდობას კარგავენ, რომელმაც ისინი სათანადო უფლებამოსილებით სულ სხვა მიზნით აღჭურვა. ასეთ შემთხვევაში ადამიანები იბრუნებენ უფლებას თავად განსაზღვრონ, თუ რა სახის საკანონმდებლო ხელისუფლება სჭირდებათ, რომ საკუთარი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან. ის, რაც ზოგადად საკანონმდებლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით აღვნიშნე, ასევე მართებულია უმაღლეს აღმასრულებელი პირის მიმართაც, რომელიც ორმაგი ნდობით არის აღჭურვილი, რადგანაც იგი ერთდროულად მონაწილეობს, როგორც კანონშემოქმედებაში, ისე კანონების აღსრულებაში. ის ამ ორივე სფეროს წინააღმდეგ გამოდის იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი წესებისა და კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. იგი საზოგადოების ნდობის წინააღმდეგ მოქმედებს, როდესაც მოქმედებს ძალისმიერი მეთოდებით, ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, ეყრდნობა ხელისუფლების კორუმპირებულ წარმომადგენლებს და იყენებს მათ საკუთარ მიზნებში, ამომრჩევლებს გარიგეგების ან მუქარით თავს მისთვის სასურველ პირებს ახვევს და მათთვის ხმის მიცემას აიძულებს. როდესაც აღმასრულებელი ასეთ ხერხებს იყენებს არჩევნების განმავლობაში, ყალიბდება არჩევნების ჩატარების მანკიერი მოდელი, რომელიც ძირს უთხრის ხელისუფლებას და წამლავს საზოგადოებას. ადამიანებს თავისი რჩეულები ჰყავთ, რომლებსაც ისინი ენდობიან. ამ ნდობის გამართლება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ამ პირებს ნამდვილად აირჩევენ და ისინი თავისუფლები იქნებიან, რომ თანამეგობრობისა და საზოგადოების ინტერესებში იმოქმედონ. ამ ადამიანებს კამათში მონაწილეობისა და მოსაზრებების ჩამოყალიბების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ამის საფუძველზე მათ გადაწყვეტილებები მიიღონ და თავად განსაჟონ, თუ რა ურჩევნიათ. თუ ადამიანები წინასწარ მისცემენ ხმას ვინმეს, ამ მოსაზრებების მოსმენის გარეშე, მათი გადაწყვეტილებები არ იქნება მართებული და შეჟერებული. თუ აღმასრულებელი ცდილობს სახელმწიფო ორგანოები ისეთი გზით დააკომპლექტოს, რომ მათ შემადგენლობაში მისთვის სასურველი პირები მოხვდნენ, ეს საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენება და პრაქტიკულად ხელისუფლების დაშლის მცდელობაა. კანონის არასწორი განმარტება და გამოყენება უდავოდ ნდობის დაკარგვას და ხელისუფლების დაშლას გამოიწვევს. ძალიან ადვილია იმის დადგენა, თუ რა ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ იმათ, ვინც საზოგადოების ნდობა ვერ გაამართლა და მის წინააღმდეგ მოქმედებს. ცხადია, რომ იმან, ვინც ასეთი რამ ერთხელ მაინც სცადა, საზოგადოების ნდობას ვერასოდეს ვერ დაიბრუნებს.

ნაწილი 223. ამასთან დაკავშირებით არგუმენტის სახით შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ ადამიანები უვიცები და ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოები არიან, რის გამოც მათი აზრი ხელისუფლების შესახებ ყოველთვის სხვადასხვაგვარია. ასეთ პირობებში ვერც ერთი მთავრობა ვერ გაძლებს დიდხანს, რადგანაც ადამიანები თუკი უკმაყოფილოები იქნებიან მოცემული მთავრობის რომელიმე ქმედებით, ყოველთვის მოისურვებენ ახალი მთავრობის შექმნას. ამასთან, დაკავშირებით მე სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება მაქვს. ადამიანი ასე ადვილად არ ამბობს უარს მისთვის ჩვეულ პირობებზე, როგორც ზოგს ჰგონია. ძნელი სავარაუდოა, რომ ადამიანებმა ადვილად დასძლიონ ნაკლოვანებები, რომლებსაც ისინი ხედავენ ან ვითარების შეცვლა სცადონ. ზოგი ნაკლოვანება კორუფციითა და იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, მაგრამ ნამდვილად არ არის ადვილი ამასთან ბრძოლა და ვითარების შეცვლა მაშინაც კი, როდესაც ყველასთვის ნათელია, თუ რა ვითარებაა. ადამიანები ძალიან ნელა და უხალისოდ ამბობენ უარს თავიანთ ჩვეულ კონსტიტუციაზე. მრავალმა რევოლუციამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა დაგვანახა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ რამე შეცვლილიყო, ადრე თუ გვიან ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ბრუნდებოდა, ანუ კვლავ მონარქიას, ლორდთა და თემთა პალატას ვუბრუნდებოდით. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მოხდა ზოგი გვირგვინოსნის თავიდან გვირგინის მოხსნა, არასოდეს არ განვითარებულა მოვლენები ისე, რომ რაღაც სულ ახალი შემოეთავაზებინათ.

ნაწილი 229. ხელისუფლების დანიშნულებაა იზრუნოს საზოგადოების კეთილდღეობაზე. მაგრამ რა არის საზოგადოებისთვის სასაკეთო, დაექვემდებაროს შეუზღუდავ ტირანიას, თუ შეეწინააღმდეგოს მას, როდესაც მისი ძალაუფლება უსაზღვროდ იზრდება და გამოიყენება არა საკუთარი ხალხის სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, არამედ მათ გასანადგურებლად?

ნაწილი 232. ის, ვინც უკანონოდ გამოიყენებს ძალას, ომს უცხადებს იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც მან იგი გამოიყენა. ასეთ პირობებში ყველა მანამდე არსებული კავშირი ირღვევა, უფლებები წყვეტენ არსებობას და ყველას გააჩნია უფლება დაიცვას საკუთარი თავი და წინააღმდეგობა გაუწიოს მომხდურს. ეს იმდენად ნათელია, რომ თავად ბარკლიმ, ადამიანმა, რომელიც ამკვიდრებდა და ამტკიცებდა მეფეების ძალაუფლებას, აღიარა, რომ ზოგ შემთხვევაში აუცილებელია მეფის ნების წინააღმდეგ წასვლა. ეს მან იმ თავში აღნიშნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ღვთის კანონები ადამიანს ნებისმიერ ჯანყს და წინააღმდეგობას უკრძალავენ. შესაბამისად ცხადია, რომ თუკი მის მოძღვრებას გავიაზრებთ, დავასკვნით, რომ თუ ადამიანს ზოგ შემთხვევაში შეუძლია, რომ წინააღმდეგობა გასწიოს, მაშინ მეფის წინააღმდეგ ყოველგვარი გამოსვლა აჯანყება როდია.

ნაწილი 240. იბადება ზოგადი ხასიათის შეკითხვა, ვინ უნდა დაინიშნოს იმის განსასჯელად, თუ ვინ იმოქმედა საზოგადოების ნდობის წინააღმდეგ, მეფემ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებამ? შესაძლებელია, რომ ეს იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ადამიანი, რომელიც მაშინაც გააკრიტიკებს მეფეს, როდესაც იგი მისი უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედებს. ამაზე მე ვუპასუხებდი, რომ ადამიანებმა უნდა განსაჯონ. ვინ უნდა განსაჯოს, თუ რამდენად ამართლებს მის ნდობას ესა თუ ის პირი, გარდა იმ ადამიანისა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა მას? თუ ეს მართებულია კერძო პირების მიმართ, რატომ უნდა იყოს სხვაგვარად იმ დროს, როდესაც მილიონების ბედი წყდება და ბოროტებას უნდა აღუდგე და საფრთხე აირიდო?

ნაწილი 241. იგივე შეკითხვა (თუ ვინ უნდა განსაჯოს) არ გულისხმობს, რომ მოსამართლე საერთოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც არ არსებობს სასამართლო, რომელმაც ადამიანთა შორის წინააღმდეგობები უნდა მოარიგოს, ღმერთი წარმოადგენს მოსამართლეს. ის ერთადერთი და საბოლოო მოსამართლეა. იგი განსჯის თუ რა არის მართალი. იმავდროულად ყოველი ადამიანი საკუთარი თავის მოსამართლეს წარმოადგენს და თავად განსჯის, თუ ვინ გამოუცხადა მას ომი და უნდა მიმართოს უზენაეს მოსამართლეს თუ არა.

ნაწილი 242. თუ წინააღმდეგობა მეფესა და ადამიანების ჯგუფს შორის წარმოიშვება და მიზეზი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შესაძლებელია საკამოდ მძიმე იყოს, მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. თუ მმართველი ნდობით არის აღჭურვილი და იგი ამ ნდობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ან თავის უფლებამოსილებას გადაამეტებს, მაშინ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ (იმათ, ვინც ამ ნდობით აღჭურვა) თუ რამდენად გადააჭარბა მან თავის უფლებამოსილებას. მაგრამ თუ ხელისუფალი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაშინ ერთადერთი ვისაც შეუძლია განსაჯოს - ღმერთია. თუ ორი ძალა, ანუ ორი მმართველი არსებობს, რომლებიც ერთმანეთს ებრძვის და დედამიწაზე მათზე ზემდგომი ხელისუფლება არ არსებობს, მაშინ დაზარალებულს ისღა დარჩენია, რომ მხოლოდ ღმერთს მიმართოს და მის ნებას მიენდოს.

ნაწილი 243. დასკვნის სახით: ძალაუფლება, რომელიც ყოველმა პიროვნებამა საზოგადოებას გადასცა, როდესაც მას შეუერთდა, ვერასოდეს დაუბრუნდება ამ ადამიანს მანამ, სანამ ეს საზოგადოება არსებობს, თუმცა ყოველთვის დარჩება ამ საზოგადოებაში, რადგანაც ამის გარეშე საზოგადოება, ანუ თანამეგობრობა ვერ იარსებებს. როდესაც საზოგადოება საკანონმდებლო უფლებამოსილებას რომელიმე ორგანოს მიანიჭებს და ეს უფლებამოსილება ამ ორგანოს სამართალმემკვიდრეს გადაეცემა, საკანონმდებლო ძალაუფლება ვერასოდეს დაუბრუნდება ადამიანებს მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, რადგანაც ადამიანებმა თავად გადასცეს პოლიტიკური უფლება ამ ორგანოს და ვერ დაიბრუნებენ მას. მაგრამ თუ საზოგადოებამ ამ უფლებამოსილების ვადა განსაზღვრა ან იგი დროებითია, მაშინ ამ ვადის დასრულების შემდეგ, ან ხელისუფლების მცდარი ქმედებების შედეგად, ამ უფლებამოსილების დაბრუნება შესაძლებელი ხდება. საზოგადოებას აქვს უფლება განსაჯოს და გადაწყვეტილება მიიღოს იმის თაობაზე, თუ ვის გადასცეს ეს უფლებამოსილება არსებული წყობის შიგნით ან როგორ გარდაქმნას ის.

_____________________________

1 კანონების შემუშავებისა და მიღების უფლებამოსილების მინიჭების მიზანი ადამიანთა საზოგადოების კანონიერი მართვის უზრუნველყოფაა. თუ რომელიმე ადამიანი ამ დედამიწაზე განაცხადებს, რომ მას ღვთის მიერ ან თავად საზოგადოების თანხმობით აქვს მინიჭებული იგივე უზენაესი უფლებამოსილება და კანონების განსაზღვრისა და მათი შესრულების უზრუნველყოფის უფლება გააჩნია, ეს ტირანიის ტოლფასი იქნება. კანონად ვერ ჩაითვლება ის, რაც საზოგადოებასთან შეთანხმებული და მის მიერ მოწონებული არ არის (ჰუკერი, ნაწილი 10). შესაბამისად, ამ ადამიანებს ჩვენი თანხმობის გარეშე ადამიანთა საზოგადოების პოლიტიკური მართვის უფლება არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველგვარი კანონიერების მიღმა შეიძლება აღმოვჩნდეთ. იმისთვის, რომ გვმართონ, ჩვენი თანხმობაა საჭირო და როდესაც საზოგადოება, რომლის წევრი ვართ, ასეთ თანხმობას გამოხატავს, იგი შეუცვლელი მანამდე იქნება, სანამ სათანადო ცვლილებას ასევე არ დავადასტურებთ. მაშასადამე, კანონები ადამიანების თანხმობის საფუძველზე მიიღება);

2 ადამიანის მიერ შემუშავებული კანონები იმგვარად არიან ჩამოყალიბებული, რომ პატივი იმ ადამიანებს უნდა სცენ, რომლებიც მართავენ. მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, კიდევ უფრო უზენაესი კანონები არსებობენ, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია. ეს შემდეგი ორი კანონია: ღვთის რჯული და ბუნების კანონი. შესაბამისად, ადამიანთა მიერ შემუშავებული კანონები ბუნების კანონებს უნდა შეესაბამებოდნენ და წმინდა წიგნების უზენაეს კანონებს არ ეწინააღმდეგებოდნენ, სხვა შემთხვევაში ეს კანონები ნაკლული იქნება. (ჰუკერი, III, ნაწილი 9). ადამიანის იძულება აკეთოს ის, რაც მისთვის მიუღებელია, გონივრული არ არის (იქვე. ნაწილი 10)

4 საკუთრება და კანონი

▲ზევით დაბრუნება


ფრედერიკ ბასტია (1801-1850)

0x08 graphic
გამოჩენილი ფრანგი პოლიტ-ეკონომისტი და ფრანგული კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი. მკვლევარები მას ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთ მთავარ წინამორბედად და ტიპიურ ლიბერტარიანელად მიიჩნევენ. ბასტიას მრავალი მოსაზრება პამფლეტებისა და საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლების სახით არის ჩამოყალიბებული. მას მიაჩნდა, რომ ეკონომიკური გადაწყვატილებები არა წამიერი მოგების და ფუფუნების შეძენის სურვილით უნდა იყოს განპირობებული, არამედ გრძელვადიან გათვლებსა და სამომავლო სტრატეგიას უნდა ეყრდნობოდეს.

გამოქვეყნდა ,,Journal des economistes 1848 წლის 15 მაისს

თანამოქალაქეების ნდობამ კანონმდებლის წოდება მომანიჭა.

მე უცილობლად უარს ვიტყოდი ამ წოდებაზე, რომ მისი არსი რუსოს მსგავსად მესმოდეს. მან განაცხადა: ,,იმ ადამიანს, ვინც მიზნად დაისახავს ერის (საზოგადოების) ჩამოყალიბებას, უნდა გააჩნდეს ადამიანის ბუნების შეცვლის უნარი, ანუ მან უნდა შეძლოს ყოველი ცალკეული ინდივიდის, რომელიც თავის თავად სრულყოფილი და მთლიანი ქმნილებაა, ერთი ორგანიზმის ნაწილად გარდაქმნა, რომელზედაც დამოკიდებული იქნება ამ ინდივიდის სიცოცხლე და არსებობა. ეს ასევე გულისხმობს ადამიანთა ფიზიკური აგებულების შეცვლას, ანუ მათ გაძლიერებას. თუ მართალია ის მოსაზრება, რომ ძლიერი და კარგი მეფე იშვიათობაა, მაშინ რა შეიძლება ითქვას კანონმდებელზე? პირველმა მხოლოდ იმ მოდელის დამკვიდრება უნდა გააგრძელოს, რომელიც სხვამ შექმნა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი გამომგონებელი უნდა იყოს, რომელიც ახალ მანქანას შექმნის. პირველი მხოლოდ ოპერატორია, რომელიც არსებულ მანქანას აიძულებს ისე იმოქმედოს, როგორც გათვალისწინებული იყო“.

დარწმუნებული იყო რა, რომ საზოგადოება ადამიანის გამოგონებაა, რუსოს მიზანშეწონილად მიაჩნდა მისი სრულყოფა კანონისა და კანონმდებლების ძალით. მას მიაჩნდა, რომ მანძილი საზოგადოებასა და კანონმდებელს შორის, რასაც შესაძლებელია უფსკრულიც კი დავარქვათ, იმდენად დიდია, რამდენადაც განსხვავება მანქანის გამომგონებელსა და იმ ინერტულ მასას შორის, რომლისგანაც ეს მანქანა შედგება.

რუსოს აზრით, კანონმა ადამიანები უნდა გარდაქმნას და უნდა დაუშვას ან არ დაუშვას საკუთრება. ჩემი აზრით საზოგადოება, ადამიანები და საკუთრება კანონის ჩამოყალიბებამდე არსებობდა. მე ასე ვიტყოდი: საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს, რომ კანონი არსებობს, არამედ კანონი არსებობს იმიტომ, რომ საკუთრება არსებობს.

ამ ორ სისტემას შორის ფუნდამენტალური განსხვავებაა. ამ სისტემების ზეგავლენა და შედეგები ხშირად ნათლად არ გვესმის, სწორედ ამიტომაც მივეცი თავს ნება ეს საკითხი უფრო ზუსტად ჩამომეყალიბებინა და გამეშუქებინა. უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ სიტყვა ,,საკუთრებას“ ზოგადი და არა „მიწის მფლობელობის უფლების“ მნიშვნელობით გამოვიყენებ. მე ვწუხვარ და ალბათ ამ მოსაზრებას სხვა ეკონომისტებიც გაიზიარებენ, რომ ამ სიტყვას ხშირად მიწის მფლობელობასთან აიგივებენ. ,,საკუთრება“ მე მესმის, როგორც მშრომელი ადამიანის უფლება ყოველივე იმაზე, რაც მან თავისი შრომით შექმნა.

რადგანაც საკუთრების მნიშვნელობა განვმარტე, მინდა დავსვა შეკითხვა: ეს უფლება კანონით არის მინიჭებული თუ ის კანონის შექმნამდე არსებობდა და მასზე უპირატესია. ანუ, კანონმა უნდა დააწესოს საკუთრების უფლება, თუ პირიქით, საკუთრება კანონამდე არსებობდა და მან მისცა დასაბამი კანონს. პირველ შემთხვევაში კანონმდებლის ფუნქციაა საკუთრების განსაზღვრა, მართვა და საჭიროების შემთხვევაში მისი ჩამორთმევა, მაშინ როდესაც მეორე შემთხვევაში მისი იურისდიქცია საკუთრების უფლების უზრუნველყოფითა და დაცვით შემოიფარგლება.

იმ კონსტიტუციის პროექტის შესავალში, რომელიც თანამდეროვეობის ერთ ერთმა უდიდესმა მოაზროვნემ მ. დე ლამენემ გამოაქვეყნა [ფელისიტე დე ლამენე (1782-1854), ფრანგი ფილოსოფოსი, კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, რეფორმატორი და მუშათა კლასის ინტერესების დამცველი]. მე შემდეგი სიტყვები აღმოვაჩინე:

ფრანგი ხალხი აცხადებს, რომ ის უფლებებისა და მოვალეობების არსებობას ხელქმნილი კანონების შექმნამდე და მათგან დამოუკიდებლად აღიარებს.

ეს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც ღვთისგან არის მინიჭებული, სამ წმინდა დოგმაშია გამოხატული: თანასწორობა, თავისუფლება და ერთობა.

მე ვსვამ კითხვას: განა საკუთრების უფლება ერთ ერთი იმ უფლებათაგანი არ არის, რომლებიც კანონის შექმნამდე არსებობდა და მისი არსებობის მიზეზს წარმოადგენს?

ეს არ არის თეორიული ხასიათის შეკითხვა. მას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ მკითხველი ამაში დარწმუნდება, როდესაც გაეცნობა ამ ნაშრომს; მასში განხილული ორი სისტემის ჩამოყალიბების მექანიზმებისა და მათი შედეგების შედარებას.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ საკუთრება ისეთივე იმთავითვე არსებული ფაქტია, როგორც ადამიანი. ადამიანი კანონს არ შეუქმნია, ისევე როგორც არ შეუქმნია საკუთრება. საკუთრება ადამიანის არსებობის ბუნებრივი შედეგია.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მესაკუთრედ იბადება, რადგანაც მას დაბადებისთანავე გარკვეული მოთხოვნილებები გააჩნია, რომელთა დაკმაყოფილება მისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. ადამიანს გააჩნია ის ორგანოები და უნარ-ჩვევები, რომელიც მას საკუთარი მოთხოვნილობების დაკმაყოფილებისთვის სჭირდება. უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები ამ ადამიანის ნაწილს, მის გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო საკუთრება არაფერია გარდა იმისა, რაც ამ უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების დანამატი. თუ ადამიანს ამ უნარ-ჩვევებს წავართმევთ, ის მოკვდება. თუ ადამიანს მის შექმნილს ჩამოაშორებენ, ის ასევე მოკვდება.

არსებობენ პოლიტიკური თეორეტიკოსები, რომლებიც ფრიად გულმოდგინედ მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი სახით უნდოდა ღმერთს ადამიანის შექმნა. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ ადამიანს ისეთი სახით ვსწავლობთ, როგორც ის ღმერთმა შექმნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე არსებობა არ შეუძლია და რომ ის ამ მოთხოვნილებებს ვერ დაიკმაყოფილებს, თუ არ იშრომებს, ხოლო ის არ იშრომებს, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ მისი შრომის შედეგის გამოყენება მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შეეძლება. ჩვენ გვჟერა, რომ საკუთრება ღვთის ნებით არის გათვალისწინებული და რომ კანონის დანიშნულება საკუთრების დაცვაა.

ამგვარად, მართებულად მიგვაჩნია, რომ საკუთრება კანონის შექმნამდე არსებობდა, რადგანაც ეს იმ პირველყოფილ ადამიანებსაც ესმოდათ, რომლებსაც კანონები, ანუ დაწერილი კანონები არ გააჩნდათ. როდესაც პირველყოფილმა ადამიანმა თავისი შრომა თავშესაფარის შექმნისკენ წარმართა, არავინ არ დაეჭვებულა იმაში, თუ ვინ იყო ამ თავშესაფარის მფლობელი. რასაკვირველია სხვა უფრო ძლიერ პირველყოფილ ადამიანს მისთვის ამ საკუთრების წართმევა შეეძლო, თუმცა ამას ტომის რისხვა მოჰყვებოდა. სწორედ ძალის ბოროტად გამოყენების შედეგად მიეცა დასაბამი გაერთიანებებს, საერთო შეთანხმებებს, კანონს, რომელიც საკუთრების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივ ძალოვან სტრუქტურებს ქმნის. შესაბამისად, კანონი საკუთრების არსებობის შედეგად შეიქმნა და არა პირიქით.

შეიძლება ითქვას, რომ საკუთრების პრინციპი ცხოველთა სამყაროშიც კი არის აღიარებული. მერცხალი თავის ბარტყებს იმ ბუდეში ზრდის, რომელიც მან თავად ააშენა. მცენარეებიც კი გარემოსთან მორგებისა და მითვისების გზით არსებობენ. ანუ, ისინი მათ მისაწვდომ ნივთიერებებს ითვისებენ, როგორიცაა მარილი, ჰაერი და სხვა. ამ პროცესის შეწყვეტა მცენარის სიკვდილს გამოიწვევს.

ადამიანიც მითვისების საფუძველზე არსებობს და ვითარდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ადამიანის არსებობისთვისაა საჭირო. საკუთრება შრომის შედეგის მითვისებას წარმოადგენს. როდესაც შრომის შედეგად პროდუქტი იქმნება, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პროდუქტი სხვა ადამიანის მიერ მითვისებისა და მისი კეთილდღეობის მიზნით იქმნება და არა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ის შექმნა.

სწორედ ამ იმთავითვე არსებული ვითარებისა და ურთიერთობების დარეგულირების მიზნით შეიქმნა კანონი. რადგანაც არსებობისა და განვითარების მიზნით ძლიერს ტენდენცია აქვს, რომ სუსტს მისი შრომის შედეგი წაართვას, ადამიანები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოების წევრთა ძალების გაერთიანებით ძალადობის პრევენცია და შეზღუდვა უზრუნველეყოთ. ამგვარად, კანონის ფუნქცია საკუთრების დაცვაა. ანუ, საკუთრება კი არ წარმოადგენს შეთანხმების შედეგს, არამედ კანონი.

მოდით ეხლა მეორე, ანუ ამ სისტემის საწინააღმდეგო სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობები განვიხილოთ.

წარსულში მომქმედ ყველა კონსტიტუციაში მითითებული იყო, რომ საკუთრება ხელშეუხებელია. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზანი კერძო შრომითი ასოციაციების და ინდივიდების შრომის განვითარების ხელშეწყობაა. ეს კი ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება კანონამდე არსებობდა და შესაბამისად, კანონის ერთადერთი მიზანი საკუთრების დაცვა უნდა იყოს.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი დეკლარაცია ჩვენს კონსტიტუციებში უფრო ინსტინქტურად იყო შეტანილი, ანუ ეს უფრო ფარისევლურ ფრაზას წარმოადგენს და არა გააზრებულ აქტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ჩვენ სოციალურ მრწამსს წარმოადგენს.

თუ სწორია, რომ ლიტერატურა საზოგადოების აზრის გამოხატულებაა, მაშინ გასაოცარია ის გარემოება, რომ პოლიტიკური თეორეტიკოსები ესალმებიან რა საკუთრების პრინციპს და აღიარებენ რა მის არსებობას, იმავდროულად მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც არა საკუთრების უფლების დაცვას, არამედ მის გადახალისების, შესუსტების, გარდაქმნის, დაბალანსების, გათანაბრების, აგრეთვე საკუთრების, კრედიტისა და შრომის მართვისკენ არის მიმართული. ანუ, ეს გულისხმობს, რომ კანონში ჩადებულია კანონმდებლის აბსოლუტური უფლება განაგოს ადამიანები და საკუთრება.

ეს გარემოება ჩვენ არ მოგვწონს, თუმცა არ გვიკვირს, რომ ეს ასეა. საიდან მოდიან ეს მოსაზრებები საკუთრების უფლების შესახებ? საწყისები ლათინურ ლიტერატურაში და რომაულ კანონმდებლობაში უნდა ვეძებოთ.

მე განათლებით იურისტი არა ვარ და არ შემისწავლია კანონმდებლობა, თუმცა ჩემთვის საკმარისია ვიცოდე, რომ ამ თეორიების პირველწყარო რომაული კანონია და შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს მოსაზრებები მცდარია. ბუნებრივია, რომ რომაელები საკუთრებას კანონის მიერ დაშვებულ პროდუქტად განიხილავენ. ისინი თანამედროვე პოლიტიკური ეკონომიის მსგავსად საწყისებს არ ეძებდნენ და არ აღიარებდნენ, რომ საკუთრება ადამიანის არსში ძევს. ისინი არ სწავლობდნენ ურთიერთობებს ადამიანს, მის შესაძლებლობებს, შრომას და საკუთრებას შორის. ამის გაკეთება მათთვის აბსურდული და თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა. რომაელები ძარცვითა და წართმევით არსებობდნენ, მათი ცხოვრების წესი მთლიანად მონების შრომას ეფუძნებოდა. როგორ დაუშვებდნენ რომაელები თავის კანონებში იმის აღიარებას, რომ საკუთრება იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც ის თავისი შრომით შექმნა? ეს ხომ მათი საზოგადოების საფუძველს შეარყევდა. არა, ისინი ასე არ ფიქრობდნენ და ამას არც აღიარებდნენ. ისინი საკუთრების ემპირიულ დეფინიციას ემხრობოდნენ: jus utendi et abutandi,, რაც ,,სარგებლობისა და ჩამორთმევის უფლებას” ნიშნავს. ეს დეფინიცია მხოლოდ შედეგს ასახავს და არა მიზეზს, რადგანაც რომაელები ამ უკანასკნელზე თვალების დახუჭვას ცდილობდნენ.

სამწუხაროა, რომ მეცხრამეტე საუკუნის სამართალი კვლავ ანტიკურ ხანაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ეფუძნება, თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს. სამართლებრივი აზროვნების განვითარებაზე მონოპოლია საფრანგეთს ეკუთვნის, ხოლო მონოპოლია გამორიცხავს პროგრესს. რასაკვირველია სამართალმცოდნეები ყოველთვის როდი არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საუნივერსიტეტო და საეკლესიო განათლება ფრანგ ახალგაზრდებს ხელს სწორედ ამ მცდარი მოსაზრებების გათავისებასა და მიიღებაში უწობს. ამის მისაღწევად განათლების სისტემა ჩვენი ცხოვრების საუკეთესო 10 წლის განმავლობაში ომისა და მონობის იმ ატმოსფეროში გვძირავს, რომელიც რომაულ საზოგადოებას ახასიათებდა.

შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ეს მოსაზრებები მეცხრამეტე საუკუნეშიც ცოცხლობენ და შესაბამისად, დღესაც ამტკიცებენ, რომ საკუთრება კანონის შედეგად ჩამოყალიბდა და არა პირიქით. რუსოს მოსაზრებით არა მხოლოდ საკუთრება, არამედ თავად საზოგადოებაც კანონმდებლის გამოგონებაა.

სოციალური წყობა ხელშეუხებელი უფლებაა, რომელიც ყველა დანარჩენის საფუძველს წარმოადგენს. ეს უფლება ბუნებისგან არ მოდის. შესაბამისად, ეს უფლება შეთანხმების შედეგია. ამგვარად, უფლება, რომელიც ყველა დანარჩენის საფუძველს წარმოადგენს ერთთავად პირობითია. შესაბამისად, საკუთრება, რომელიც ნაწარმოები უფლებაა, ასევე პირობითია და ბუნებისგან არ მომდინარეობს.

რობესპიერი საკუთრებასთან დაკავშირებით რუსოს მოსაზრებებს იზიარებდა. მოწაფის გამონათქვამებში მისი მასწავლებლის ნააზრევის გამოძახილი კარგად ჩანს.

მოქალაქენო, საკუთრების შესახებ ჩვენი თეორიის სრული სახით ჩამოყალიბების მიზნით მსურს, რომ რამოდენიმე საკითხი გავაშუქო. წინასწარ მინდა გაფრთხილებთ, რომ ჩემი სიტყვები ვინმეს შეურაცხყოფისათვის გამიზნული არ არის. მდაბალო სულები, რომლებიც მხოლოდ ოქროს აფასებთ, ნუ შეშინდებით. მე თქვენი სიმდიდრის ხელყოფა და მითვისება არ მსურს. ჩემი არჩევანი რომ იყოს, მე ფაბრიციუსის ქოხში ვირჩევდი დაბადებას, ვიდრე ლუკულუსის სასახლეში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საკუთრების კონცეფციის გაანალიზება ხდება, არასწორი იქნებოდა ამ ტერმინის სიმდიდრესთან, ან კიდევ უფრო უარესი, უკანონო გზით მოხვეჭილ ქონებასთან გაიგივება. ფაბრიციუსის ქოხი [გაიუს ლუსინუს ფაბრიციუსი, გამოჩენილი რომაელი გენერალი და კონსული, რომლის პირდაპირობამ და მიუკერძოებლობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პირუსზე, როდესაც ჩვენს წელთაღიცხვამდე 280 წელს ის დესპანად მიავლინეს მოლაპარაკებების საწარმოებლად ტყვეების სანაცვლოდ გამოსასყიდის შეთავაზებასთან დაკავშირებით. ამის შედეგად ტყვეები უსასყიდლოდ გაანთავისუფლეს. ის ისეთ სიღარიბეში გარდაიცვალა, რომ მისი ქალიშვილის ბედზე სახელმწიფოს მოუწია ზრუნვა] ისეთივე საკუთრებაა, როგორც ლუკულუსის სასახლე [ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი, რომაელი გენერალი და პლუტოკრატი ჩვენს წელთაღრიცვხამდე 110-56 წლებში, რომელიც ცნობილი თავისი ფუფუნებითა და ცხოვრების ელეგანტური და ექსტრავაგანტული სტილით იყო]. მინდა მკითხველის ყურადღება შემდეგ სიტყვებზე მივაპყრო, რომლებიც ჩემი აზრით მთელ სისტემას ზუსტად ახასიათებს:

თავისუფლების განსაზღვრის დროს, რომელიც ადამიანის ბუნებრივი უფლებებიდან უმთავრეს და ყველაზე ხელშეუხებელ უფლებას წარმოადგენს, ჩვენ ერთობ სწორად ავღნიშნეთ, რომ მის ზღვარს სხვა ადამიანების უფლებები წარმოადგენენ. რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული ეს პრინციპი საკუთრებასთან მიმართებაში, რომელიც სოციალურ ინსტიტუტს წარმოადგენს, იმგვარად რომ ბუნების მარადიული კანონების უგულებელყოფა, ადამიანების მიერ მიღწეული შეთანხმებების უგულვებელყოფაზე უფრო დასაშვები იყოს?

ამ შესავალი შენიშვნების შემდეგ რობესპიერი თავის პრინციპებს შემდეგნაირად აყალიბებს:

მუხლი 1: ყველა მოქალაქეს საკუთრების უფლება უნდა გააჩნდეს და ის გარანტირებული უნდა იყოს კანონით.

მუხლი 2: საკუთრების უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა უფლება სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის ვალდებულებით არის შეზღუდული.

ამგვარად, რობესპიერი ერთმანეთისგან განცალკევებულად განიხილავს თავისუფლებას და საკუთრებას. ეს ორი უფლება სხვადასხვა რიგისაა: ერთი ბუნებისგან არის მინიჭებული, ხოლო მეორე სოციალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. პირველი ბუნებრივია, ხოლო მეორე კი პირობითი. ის ფაქტი, რომ რობესპიერი ამ ორ უფლებასთან დაკავშირებით მსგავს ზღვარს აწესებს, იმას ნიშნავს, რომ მას უნდა ევარაუდა, რომ ამ ორი უფლების წყარო ერთნაირი უნდა ყოფილიყო. დამოუკიდებლად იმისა საუბარი ეხება საკუთრებას თუ თავისუფლებას, სხვათა უფლებების პატივისცემა გულისხმობს, რომ ეს უფლება არ უნდა შელახო ან შეზღუდო, არამედ პირიქით აღიარო და დაადასტურო. სწორედ იმიტომ, რომ საკუთრება და თავისუფლება კანონის შემუშავებამდე არსებობობდა, ორივე მათგანის არსებობა სხვების მსგავსი უფლებების პატივისცემას ეფუძნება, ხოლო კანონის ფუნქცია ამ საზღვრის დაცვის უზრუნველყოფაა, რაც თავად პრინციპის აღიარებასა და მხარდაჭერას გულისხმობს.

ნათელია, რომ რუსოს იდეებით შთაგონებული რობესპიერი საკუთრებას სოციალურ ინსტიტუტად მოიაზრებდა. ის არ აკავშირებდა ამ უფლებას შრომასთან. ის ამბობდა, რომ ეს მხოლოდ კანონით უზრუნველყოფილი საკუთრების ნაწილის განმგებლობის უფლებაა. ალბათ ზედმეტია იმის გამეორება, რომ რუსოს და რობესპიერის მეშვეობით საკუთრების შესახებ რომაული პერიოდის მოსაზრებები ე.წ. სოციალისტურმა სამეცნიერო სკოლებმა გაიზიარეს. ჩვენ ვიცით, რომ ლუი ბლანის ნაშრომის პირველი ტომი, რომელიც რევოლუციის თემას ეძღვნება ჟენევის ფილოსოფიისა და კონვენციის ლიდერისადმი დითირამბს წარმოადგენს.

ამგვარად, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლება სოციალური ინსტიტუტი, კანონმდებლის შემოქმედება და კანონის ქმნილებაა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ითქვას თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ეს არის ისეთი უფლება, რომელიც ბუნებრივ გარემოში ადამიანს არ გააჩნდა, რომიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე შენარჩუნდა სამართლის, კლასიკური მეცნიერებებისა და მეთვრამეტე საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსების სწავლების შედეგად. 1793 წლის ფრანგი რევოლუციონერები და გეგმიური სოციალური წესრიგის თანამედროვე მომხრეებიც ამ მოსაზრებას იზიარებენ.

მოდით განვიხილოთ ამ ორი სისტემის შედეგები, რომლებიც როგორც უკვე აღინიშნა ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეებს ქადაგებენ. ნება მოგვეცით სამართლებრივი სისტემის შეფასებით დავიწყოთ. პირველი შედეგი უტოპიურ გააზრებათა უკიდეგანო ასპარეზის შექმნა წარმოადგენს. ეს თავისთავად ნათელია, რადგანაც თუ დავეთამხებით იმ მოსაზრებას, რომ საკუთრების უფლება მხოლოდ კანონმა დაამკვიდრა, მაშინ შრომის ორგანიზების იმდენი სხვადასხვა გზა არსებობს, რამდენიც მეოცნებეებს გონებაში მოუვათ. როდესაც მისაღები ხდება თავად პრინციპი, რომ ადამიანებისა და საკუთრების გარკვეული ფორმით ორგანიზება, კომბინირება და ჩამოყალიბება კანონმდებელის პასუხისმგებლობაა და მისი გემოვნების საკითხია, მაშინადამიანებისა და საკუთრების ორგანიზების, კომბინირებისა და ჩამოყალიბების ფორმების მრავალფეროვნებას საზღვარი არ ექნება. ამჟამად პარიზში დაახლოებით 500 წინადადებაა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქნას ორგანიზებული შრომითი ურთიერთობები და დაახლოებით იგივე რაოდენობის წინადადებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული კრედიტის გაცემა. უდავოა, რომ ყველა ეს წინადადება ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ყველა მათგანი ერთ მოსაზრებას ეყრდნობა, კერძოდ: კანონმა შექმნა საკუთრების უფლება და კანონმდებელს აბსოლუტური უფლებამოსილება გააჩნია, რომ მშრომელები და მათი შრომის პროდუქტი განაგოს. ამ წინადადებებს შორის ყველაზე უფრო დიდი ყურადღება ფურიეს, სენ-სიმონის, ოუენის, კაბეს და ლუი ბლანის წინადადებებმა მიიქცია. თუმცა აბსურდული იქნებოდა გვეფიქრა, რომ შრომითი ურთიერთოებების ორგანიზების მხოლოდ ზემოთხსენებული ხუთი მოდელით შემოიფარგლება. სინამდვილეში, უამრავი ასეთი მოდელი არსებობს. შესაძლებელია ყოველდღე ახალი მოდელი წარმოიშვას, რომელიც გუშინდელზე უფრო მიმზიდველია და მე თქვენს წარმოსახვას მივანდობ იმაზე ფიქრს, თუ რა მოუვიდოდა კაცობრიობას, რომ ამ მიმზიდველი მოდელების გაჩენისთანავე, ვინმეს მათი ჩვენს თავზე გამოცდა გადაეწყვიტა. კაცობრიობას ყოველდღე მოუწევდა თავისი ცხოვრების სტილის შეცვლა ან პირიქით, მუდმივად იმ გეზის შენარჩუნება, რომელიც საერთო აღიარებით მცდარია, თუმცა მისგან გადახვევა შეუძლებელი.

მეორე შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ამ მეოცნებეს ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი უჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ მე შრომითი ურთიერთობების ორგანიზების გარკვეული სისტემა ჩამოვაყალიბე. თუ მე მას განსახილველად საზოგადოების წარვუდგენ და მის მოწონებას დაველოდები, გამოდის რომ ინიციატივა მათ ხელში აღმოჩნდება. მაგრამ სისტემაში, რომელსაც მე ვთავაზობ ინიციატივა კანონდმებელს ეკუთვნის. ,,კანონმდებელი“ კი, როგორც რუსოს მიაჩნდა ,,იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ადამიანთა ბუნების გარდაქმნა შეძლოს“. ამგვარად, მე უნდა ვეცადო კანონმდებელი გავხდე და ის სოციალური წესრიგი, რომელიც მე მართებულად მიმაჩნია, კაცობრიობას თავზე სწორედ ასეთი გზით მოვახვიო.

უფრო მეტიც, ნათელია, რომ სისტემებს, რომლებიც საკუთრების უფლება საზოგადოებრივ შეთანხმების საგნად მიიჩნევენ, ან პრივილეგიებისა და უფლებების კონცენტრირებამდე მივყავართ, ან სრულ კომუნიზმამდე, რაც დამოკიდებული იმაზეა, თუ რამდენად კეთილშობილური ან ბოროტი ზრახვები ამოძრავებდა კანონმდებელს. თუ მისი ზრახვები ბოროტია, ის ყველაფერს იღონებს, რომ კანონმა მცირე ჯგუფს სხვების ხარჯზე ასარგებლოს. თუ მას ფილანტროპიული ზრახვები ამოძრავებს, მაშინ ის ეცდება, რომ ადამიანები გაათანაბროს, ცხოვრების დონის ერთიანი სტანდარტი დააწესოს და კანონის ძალით უზრუნველყოს, რომ საზოგადოების ყველა წევრს ერთნაირი წილი ერგოს იქიდან, რაც იქმნება. ასეთ შემთხვევაში, საკითხავი ის იქნება, საერთოდ თუ შეიქმნება რაიმე.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ახლახანს ეროვნული ასამბლეის შეკრებაზე ლუქსემბურგის სასახლეში საინტერესო სანახაობა გაიმართა. გასაოცარია, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში, ანუ თებერვლის რევოლუციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ (ეს ის რევოლუციაა, რომელიც თავისუფლების დამკვიდრების ლოზუნგით განხორციელდა) ადამიანმა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრზე უფრო მაღალი სტატუსი გააჩნია, რადგანაც ის დროებითი მთავრობის წევრია, ანუ პირმა, რომელსაც შეუზღუდავი უფლებამოსილება მიენიჭა რევოლუციის შედეგად, მშვიდად შეიტანა ეჭვი იმაში თუ რამდენად მართებულია შრომის ანაზღაურების განსაზღვრის დროს მშრომელის ძალის, ნიჭის, შრომისმოყვარეობის, მისი უნარჩვევებისა და მის მიერ შექმნილი დოვლათის ღირებულების გათვალისწინება. სამაგიეროდ, მან ამ პირადი ღირსებების უგულვებელყოფა და ყველასთვის ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება მოითხოვა. ეს იგივეა, რომ იკითხო ერთი იარდი ქსოვილი, რომელიც ბაზარზე გასაყიდად შემთხვევითმა ადამიანმა გაიტანა იგივე ფასად უნდა გაიყიდოს, როგორც ორი იარდი ქსოვილი, რომელიც ბაზარზე მეწარმემ გაიტანა? ამასათან, რაც კიდევ უფრო დაუჟერებელია, იმავე ადამიანმა განაცხადა, რომ მისი აზრით მოგება ერთგვაროვანი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რა ხარისხისა და რაოდენობის პროდუქტი იქნა ადამიანის მიერ წარმოებულიო. შესაბამისად, მისი ბრძნული შეხედულებით, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში ორი ორს უდრის, კანონის ძალით ორი ერთის ტოლიც შეძლება იყოს.

სწორედ ასეთ დასკვნებამდე მივყავართ იმ დაშვებას, რომ კანონი ბუნებაზე უზენაესია. ის ადამიანები, ვისაც ეს პირი მიმართავდა, მიხვდნენ, რომ ასეთი მიკერძოებულობა თავად ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოა, რადგანაც ქსოვილის ერთი იარდი ვერ ეღირება იმდენი, რაც ორი იარდი ქსოვილი უნდა ღირდეს. ასეთ შემთხვევაში საღ კონკურენციას სულ სხვა ხასიათის, ანუ ნეგატიური კონკურენცია ჩაენაცვლებოდა და ყველა მშრომელი ეცდებოდა, რომ უფრო ნაკლები ემუშავა, რადგანაც კანონის მიხედვით მისი ანაზღაურება უზრუნველყოფილი და სხვა დანარჩენების მსგავსი იქნებოდა.

მაგრამ მოქალაქე [ეს მიმართვა საფრანგეთის რევოლუციის დროს დამკვიდრდა და ავტორი მას ირონიულად იყენებს, დაახლოებით იმავე მნიშვნელობით, როგორიცაა ,,ამხანაგო” ჩვენს დროში. რედაქტორის შენიშვნა] ბლანმა ამგვარი კრიტიკა ივარაუდა და თავისი, ადამიანისთვის ეგზომ სახასიათო dolce far niente-ის (მშვენიერი რამე. რედაქტორის შენიშვნა) დასაცავად ახალი გზა შემოგვთავაზა: რადგანაც ადამიანები ხალისით არ მუშაობენ მაშინ, როდესაც მათი მუშაობა ანაზღაურებული არ არის, ყველა საზოგადოებაში სტენდი უნდა დაიდგას, რომელზედაც საზოგადოების უსაქმური წევრების სახელები დაიწერება. თუმცა ბლანს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ ვინ უნდა უთვალთვალებდეს ადამიანებს მათში უსაქმურების გამოსავლენად, ან რანაირი ტრიბუნალი და სადამსჯელო ზომები იქნებოდა გამოყენებული და იარსებებდა თუ არა პოლიციური სტრუქტურები. აღსანიშნავია, რომ უტოპისტებს არასოდეს აინტერესებდათ დიდი სახელმწიფო აპარატის დეტალები, რომლებიც აუცილებელია, რომ სისტემა ამოძრავდეს. როდესაც ლუქსემბურგის სასახლეში შეკრების დელეგატებმა გაოცება გამოთქვეს, გამოვიდა ბლანის მდივანი მოქალაქე ვიდალი [ფრანსუა ვიდალი (1814-1872), Jურნალისტი, პოლიტიკოსი და ეკონომიკის საკითხებზე ნაშრომების ავტორი. მხარს უჭერდა მთავრობის მიერ შრომითი ურთიერთობებისა და კაპიტალის განაწილების რეგულირებას, გამოაქვეყნა მთელი რიგი პუბლიკაციები, მათ შორის იყო La Press-ის რედაქტორი. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ლუი ბლანმა ის შრომის ორგანიზების კომისიის მდივნად დანიშნა. შემდგომში ის აქტიურად მონაწილეობდა ლუი ბონაპარტის პოლიტიკურ ოპოზიციაში. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, რომელსაც ბასტიას მოიხსენიებს ცნობილია სახელწოდებით ,,De la repartition de richesses on De la justice distributive en economic sosiale” (1846). ეს ნაშრომი იმ პერიოდის ეკონომიკური დოქტრინების კრიტიკულ ანალიზს შეიცავს. რედაქტორის შენიშვნა] და მისი ხელმძღვანელის იდეები განავრცო. რუსოს მსგავსად მოქალაქე ვიდალმა ადამიანის ბუნებისა და ღვთის კანონების გარდაქმნა შემოგვთავაზა.1

ბუნებამ თითოეულ ადამიანს გარკვეული მოთხოვნილებები და უნარ-ჩვევები მიანიჭა, ისევ როგორც სათანადო პასუხისმგებლობა, რასაც თან თვითგადარჩენის ინსტიქტი და თვითგანვითარების სურვილი მოსდევს, რაც კაცობრიობის განვითარების მამოძრავებელი ძალაა. ბატონი ვიდალი ამის შეცვლას აპირებს. მან ღმერთის ქმნილება შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ ის სრულყოფილი არ არის. შედეგად იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ კანონს და კანონმდებელს ყველაფერი შეუძლია, მას ადამიანის პირადი ინტერესების შებოჭვა დადგენილებების მიღების გზით უნდა. ის ამ ბუნებრივ და ღვთის კანონებს ღირსებისა და მორალის კოდექსით ცვლის. ადამიანმა იმისთვის კი აღარ უნდა იცხოვროს და იმუშაოს, რომ თავისი ოჯახი შექმნას და შეინახოს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ ღირსებაზე იზრუნოს და სამარცხვინო სტენდზე საკუთარი სახელის გამოჩენას მოერიდოს. თუმცა ეს ახალი წესრიგიც განსხვავებული სახით ჩამოყალიბებულ თვითდაინტერესებაა.

ვიდალი განუწყვეტლივ იმაზე საუბრობს, თუ როგორ ხდება საჯარო შენაერთებში ღირსების კოდექსის დაცვა. ალბათ ჯობია მან სიმართლის დანარჩენ ნაწილზეც ისაუბროს და თუ მის გეგმებში მშრომელთა არმიების გაწვრთნა შედის, მაშინ ისიც თქვას, რომ სამხედრო კანონმდებლობა, რომელიც 30 სახის დანაშაულისათვის სიკვდილით დასჟას გულისხმობს შრომის კოდექსის ნაწილი უნდა გახდეს.

კიდევ ერთი საზიანო შედეგი იმ პრინციპისა, რომლის გაკრიტიკებასაც ვცდილობ იმაში მდგომარეობს, რომ ის შრომის, კაპიტალის, ვაჭრობისა და მრეწველობის თავზე დამოკლეს მახვილივითაა აღმართული. ეს იმდენად სახიფათოა, რომ მინდა მკითხველს ვთხოვო ამასთან დაკავშირებული მოსაზრებები დაკვირვებით გაიაზროს.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც საკუთრების უფლება კანონზე მაღლა დგას და სადაც საზოგადოებრივი პოლიციის დანიშნულებაა ამ ბუნებრივი უფლების დაცვის უზრუნველყოფა, ყველა ადამიანი თავისუფალია თავად განაგოს თავისი შრომა და მისი პროდუქტი. მას არ ეშინია, რომ მისი გეგმები ერთ წამში გაქარწყლდება კანონმდებლის გადაწყვეტილებით და ჩარევით.

მაგრამ როდესაც საფუძვლად ის პრინციპია აღებული, რომ საკუთრების საფუძველს არა შრომა, არამედ კანონი წარმოადგენს, ჩვენ უტოპისტებს ნებას ვაძლევთ, რომ თავს საკუთარი მოსაზრებები მოგვახვიონ, როგორც ზოგადად, ისე კანონების სახით. მათ არ ესმით, რომ ისინი ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოდ გამოდიან და სამრეწველო პროგრესს საფრთხის წინაშე აყენებენ.

ასეთ ვითარებაში ვის მოუვა აზრად ქარხნის ან საწარმოს გახსნა? გუშინ დაადგინეს, რომ მან მხოლოდ გარკვეული საათები უნდა იმუშაოს. დღეს დაადგინეს, რომ ანაზღაურება ფიქსირებული მოცულობის უნდა იყოს. ვინ იცის რას დაადგენენ ხვალ ან ზეგ ან მაზეგ? როდესაც კანონმდებელი სხვა ადამიანებზე ბევრად უფრო მაღლა დგას და მას სჯერა, რომ უფლება აქვს მათი დრო, შრომა, გარიგებები, საკუთრება განაგოს, განა ჩვეულებრივ ადამიანს შეეძლება პროგნოზი გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუვა ხვალ მას და მის შრომის შედეგს? ან ასეთ პირობებში ვის მოუნდება, რომ იმოქმედოს და იმუშაოს?

რასაკვირველია არ ვუარყოფ, რომ იმ უამრავ სხვადასხვა სისტემას შორის, რომლებიც ამ მცდარ პრინციპს ეფუძნება, არის სისტემები, რომლებიც კეთილი ზრახვებისა შედეგს წარმოადგენენ, თუმცა ყველაზე მეტი ბოროტება თავად პრინციპისგან გამომდინარეობს. ნებისმიერი ასეთი წინადადებისა და გეგმის საბოლოო მიზანს საკუთრების გათანაბრება წარმოადგენს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ პრინციპის შედეგს ალბათ უფრო საზოგადოების გაღარიბება წარმოადგენს, რადგანაც შეძლებული ოჯახები იმავე პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული, რომელშიც მოსახლეობის ღარიბი ნაწილი ცხოვრობს, ხოლო თავად ეს უკანასკნელი კიდევ უფრო უარეს პირობებში, უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან.

მე ვშიშობ ჩემი ქვეყნის მომავალზე, როდესაც ვუფიქრებდი თუ რამდენად მძიმე ფინანსური პრობლემები დადგება ჩვენს წინაშე, როდესაც ამ პრინციპის დანერგვა დაიწყება.

24 თებერვალს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი ბევრად აღემატება იმას, რაც საფრანგეთს შეუძლია შემოსავლების სახით მიიღოს. გარდა ამისა, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის განცხადებით ქვეყანას მილიარდობით ფრანკის მოცულობის დავალიანება აქვს.

ასეთ ვითარებაში, რომელიც ისედაც სერიოზულად დამაფიქრებელია, ჩვენი დანახარჯები მუდმივად იზრდება, ხოლო შემოსავლები კი მცირდება.

გარდა ამისა მოსახლეობა მუდმივად შეცდომაში შეჰყავთ, რადგანაც დაპირებებს გულუხვად არიგებენ. ეს დაპირებები ძირითადად ორი სახისაა. ერთი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო სახსრებით რამოდენიმე საქველმოქმედო ინსტიტუტის დაარსებას გეგმავენ, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მეორე დაპირების შესაბამისად, ყველა გადასახადების ტარიფები შემცირდება. ამგვარად, ერთის მხრივ საბავშვო ბაღების, თავშესაფრების, სკოლების, სახელოსნოების რაოდენობის გაზრდასა და პენსიებისა და შემწეობების განაკვეთების ამაღლებას, ყოფილი მონათმფლობელებისთვის, ისევე როგორც მონებისთვის კომპენსაციების მიიცემას, მშრომელების მიერ წარმოების იარაღის შეძენის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო საკრედიტო ინსტიტუტების შექმნასა და სესხების გაცემას აპირებენ; გარდა ამისა ჩაფიქრებულია არმიის რიცხოვნების გაზრდა, ფლოტის რეორგანიზაცია და სხვა მრავალი. ხოლო მეორე მხრივ გარკვეული გადასახადების, მოსაკრებლებისა და ეგზომ უსიამოვნო აქციზების გაუქმებას აპირებენ.

საფრანგეთის რესურსებთან დაკავშირებული მოსაზრებების მიუხედავად, ის მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რესურსები ნამდვილად უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ ხსენებული ამბიციური და წინააღმდეგობრივი გეგმები განხორციელდეს.

ამ უცნაური გადახრის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მმართველობა ცდილობს იქითკენ წარმართოს ძალისხმევა, რომ ქვეყანაში შრომა უფრო პროდუქტიული გახდეს. სწორედ ამიტომ არის გასაკვირი მოსაზრება, რომ საკუთრების უფლება კანონის ძალით არის დაწესებული ანუ, კანონმდებელს შეუძლია ნებისმიერ დროს და იმ თეორიების შესაბამისად, რომელსაც ის მოიწონებს, მიიღოს ისეთი კანონები და გამოუშვას ბრძანებები, რომლებიც საფრთხეში ჩააგდებენ მრეწველობას და შეაფერხებენ მის განვითარებას. დღეს მშრომელი იმიტომ კი არ ითვლება იმ საგნის მფლობელად, რომელიც მან თავისი შრომით შექმნა, არამედ იმიტომ, რომ ეს კანონით არის გარანტირებული. ხვალ შესაძლებელია ეს ვითარება შეიცვალოს, რადგანაც სათანადო გარანტიები გაუქმდეს, რასაც საკუთრების უკანონოდ გამოცხადება მოჰყვება.

რა შეიძლება იყოს ყოველივე ამის შედეგი? კაპიტალი და სამუშაო ძალა მომავლის წინაშე თავს დაუცველად იგრძნობს. ასეთი დოქტრინის წნეხის ქვეშ კაპიტალი დაიმალება, გაედინება ან განადგურდება. ასეთ შემთხვევაში რა მოუვა მშრომელებს, რომელთა ბედი თითქოს ასე გაღელვებთ? ისინი საკუთარ თავს უკეთ გამოკვებავენ, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება შეწყდება? ისინი უკეთ ჩაცმულები იქნებიან, თუ არავის აღარ ენდომება ფაბრიკის აშენება? ან მათ მეტი სამუშაო ადგილები ექნებათ, თუ კაპიტალის გადინება მოხდება? რა წყაროებიდან მიიღებთ გადასახადებს? ან როგორ მოხდება ხაზინის შევსება? როგორ შეინახავთ არმიას? როგორ დაფარავთ დავალიანებებს? რა ფულით შეიძენთ წარმოების საშუალებებს? რა ფულით დააფინანსებთ იმ საქველმოქმედო ინსტიტუტებს, რომელთა დაწესება დადგენილების დონეზე ასეთი ადვილია?

მე ამაზე ფიქრიც კი მეშინია. ალბათ ისღა დამრჩენია, რომ საწინააღმდეგო პრინციპის განხილვაზე გადავიდე. მე მხედველობაში ეკონომისტების პრინციპი მაქვს, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება შრომის შედეგი და არა კანონით მინიჭებული უფლებაა. ანუ პრინციპი, რომელიც ქადაგებს, რომ საკუთრება კანონის შექმნამდე არსებობდა. კანონის ერთადერთი ფუნქცია საკუთრების უფლების იმ სახით დაცვაა, რა სახითაც ის არსებობს, მიუხედავად იმისა, თუ როდის და როგორ, ინდივიდუალური თუ ჯგუფური ძალისხმევით შეიქმნა ის, იმ პირობით, რომ სხვათა უფლებები დაცული იქნება.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ თუ სამართალმცოდნეთა მოდელი ფაქტიურად მონობის პრინციპს ეყრდნობა, ეკონომისტების მოდელი თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. თავისუფლება კი, სახელმწიფო ჩარევის გარეშე საკუთარი შრომის შედეგებით სარგებლობის, მუშაობის, საკუთარი უნარ-ჩვევების თავისივე წარმოდგენების შესაბამისად გამოვლენის უფლებას გულისხმობს, თავდაცვის მიზნით განხორციელებული ქმედებების გარდა. მე დღესაც არ მესმის თუ რატომ უშვებენ თავისუფლების სისტემის მოწინააღმდეგეები, რომ რესპუბლიკის დროშაზე კვლავ სიტყვა ,,თავისუფლებაა“ გამოსახული. უდავოა, რომ რამოდენიმე მათგანი ამ სიტყვას ამოიღებდა და მის ნაცვლად ,,სოლიდარობას“ გამოიყენებდა. ალბათ ისინი უფრო გულახდილები და ლოგიკურები იქნებოდნენ, თუმცა ,,სოლიდარობას“ ნაცვლად მათ ,,კომუნიზმი“ უნდა გამოეყენებინათ, რადგანაც ადამიანთა ინტერესების თანხვედრა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც საკუთრებაა, კანონისგან დამოუკიდებლადაც არსებობს.

უფრო მეტიც, ის ერთიანობას გულისხმობს. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ თუ კანონმდებელი ქმნის საკუთრების უფლებას, მაშინ საკუთრების იმდენივე მოდელი შეიძლება არსებობდეს, რამდენი იდეაც უტოპისტების თავებში დაიბადება, ანუ ძალიან ბევრი. თუ საქმის ვითარება საპირისიროა, ანუ საკუთრების უფლება ბუნებითაა მინიჭებული და მანამდე არსებობდა, სანამ ადამიანმა კანონშემოქმედება დაიწყო, მაშინ სხვა სისტემა ვერ იარსებებს.

გარდა ამისა უსაფრთხოებაც არსებობს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თუ ადამიანები ყოველი პიროვნების მიერ საკუთარი თავი შენახვის ვალდებულებას და საარსებო საშუალებები წარმოების უფლებას აღიარებენ, ისევე იმას, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი შრომის შედეგებით სარგებლობის უფლება აქვს, მაშინ ადამიანებისა და მათთან ერთად მრეწველობის მომავალიც დაცული იქნება და მშრომელების გეგმებს, ძალისხმევას და მომავალს კანონმდებლების მოღვაწეობის შედეგად სერიოზული საფრთხე აღარ დაემუქრება. ასეთ პირობებში კაპიტალი სწრაფად განვითარდება, ხოლო მისი ზრდა თავის მხრივ შრომის ღირებულების გაზრდას გამოიწვევს. მუშათა კლასი უფრო შეძლებული გახდება და ახალი კაპიტალის ჩამოყალიბებისთვის მზად იქნება. მუშათა კლასი მხოლოდ ხელფასის გამომუშავებაში როდია დაინტერესებული და მას საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების საშუალება მიეცემა, ანუ თავიანთი საწარმოების შექმნით ისინი ღირსებას დაიბრუნებენ.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო არა მწარმოებელი, არამედ მწარმოებლების უსაფრთხოების დამცველი უნდა იყოს, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივი სახსრების მომჭირნედ ხარჯვას გულისხმობს. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მხოლოდ ამ პრინციპზე დაყრდნობით და გადასახადების სამართლიანი გადანაწილებით არის შესაძლებელი.

მოდით ნუ დაგვავიწყდება, რომ სახელმწიფოს საკუთარი სახსრები არ გააჩნია. მას არაფერი არ გააჩნია გარდა იმისა, რასაც მშრომელებისგან იღებს და თანაც სახელმწიფო მანქანის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება. როდესაც სახელმწიფო ყველაფერში ერევა, მაშინ მისი ფუნქციების კერძო სექტორის ფუნქციებით ჩანაცვლება ხდება. თუ ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებული იქნება, რომ სახელმწიფოს ფუნქცია უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფაა, მაშინ სახელმწიფო თავის ფუნქციებს ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯებით განახორციელებს. ამ ეკონომიკური მიდგომისა და სამრეწველო განვითარების პროექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ერთი შეწონილი გადასახადის დაწესება, რომლითაც სხვადასხვა სახის საკუთრება უნდა დაიბეგროს.

მინდა რამოდენიმე სიტყვით თავისუფალი სავაჭრო რეJიმის ასოციაციას შევეხო [1846 წელს ფრედერიკ ბასტიას მხარდაჭერით ბორდოში სავაჭრო ასოციაცია ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით ის პარიზში შექმნილი მსგავსი ასოციაციის მდივნად დაინიშნა. რედაქტორის შენიშვნა]. ამ ასოციაციის სახელს ბევრი აკრიტიკებდა. მისი მოწინააღმდეგეები ასოციაციის ნაკლოვანებაზე საუბრობდნენ, ხოლო მომხრეები ვითარების გამოსწორებას ცდილობდნენ. ,,რატომ უნდა გავაღიზიანოთ საზოგადოება?“ - ამბობდნენ ეს უკანასკნელნი. ,,რატომ უნდა გამოვიტანოთ პრინციპი ასოციაციის სახელწოდებაში და ლოზუნგად? არ სჯობს შემოვიფარგლოთ საბაჭო მოსაკრებლებში იმ აუცილებელი ცვლილებების გატარებით, რომელთა აუცილებლობა დრომ და გამოცდილებამ დაგვანახა?“

რატომ? იმიტომ, რომ ჩემი აზრით, თავისუფალი ვაჭრობა არასდროს არ ყოფილა დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლებთან, არამედ ის უფრო უფლების, სამართლიანობის, საზოგადოებრივი წესრიგის და საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. პრივილეგიების მინიჭება, რანაირი ფორმითაც არ უნდა იყოს ეს გამოხატული, სხვების საკუთრების უფლების შელახვას გულისხმობს. კომუნიზმი სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს ჩარევა სიმდიდრის გათანაბრების, ანუ ერთის ხარჯზე მეორის წილის გაზრდის მიზნით. წყაროს წყლის წვეთი ისევეა წყალი, როგორც ოკეანის წყლის წვეთი. ჩემი აზრით თუ საკუთრების უფლების რაიმე სახეობა შესუსტდება, მაშინ იერიში ათას სხვა ფორმაზეც იქნება მიტანილი. მე ჩემს განმარტოებულ ცხოვრებაზე უარი იმიტომ კი არ ვთქვი და მუშაობა იმიტომ არ დავიწყე, რომ ჩემთვის გადასახადები დაეწესებინათ. ეს იმთავითვე ნიშნავს, რომ მე მცდარ იდეას ვეყრდნობი, რომლის მიხედვითაც კანონი საკუთრებაზე ადრე არსებობდა. მე საწინააღმდეგო პრინციპის დაცვას ვცდილობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიწის მფლობელებმა და კაპიტალისტებმა თვითონ ჩადეს ტარიფში კომუნიზმის მარცვალი, რომელიც დღეს მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგანაც მათ კანონი საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით მუშათა კლასის ინტერესების საზიანოდ მიმართეს. ეს კლასები კი თანასწორობის პრინციპის მოშველიებით, თავისი კუთვნილის დაბრუნებას მოითხოვენ, რაც სიმდიდრის გათანაბრებაში გამოიხატება და საბოლოოდ კომუნიზმს წარმოადგენს.

თუ ჩვენი კრიტიკოსები ასოციაციის პირველ განაცხადს კარგად გაეცნობიან, ანუ პროგრამას, რომლის პროექტი 1846 წლის 10 მაისის პარლამენტის სესიისთვის მომზადდა, ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენი მთავარი იდეა შემდეგია: გაცვლა, ისევე როგორც საკუთრება, ბუნებრივად არსებული უფლებაა. ყველა მოქალაქეს, რომელმაც პროდუქტი შექმნა უფლება უნდა ჰქონდეს, რომ ან თავისი საჭიროებისთვის გამოიყენოს ის, ან ის იმ საგანში გაცვალოს, რომელიც მას სურს. თუ ადამიანს, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგისა და მორალის წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენია, ამ უფლებას მხოლოდ იმის გამო წავართმევთ, რომ ამით სხვა მოქალაქის ინტერესების დაკმაყოფილება გვინდა, ეს ძარცვის დაკანონებისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევის ტოლფასი იქნება.

ეს საზოგადოებრივი წესრიგის რღვევას გამოიწვევს, რადგანაც როგორი წესრიგი შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში, თუ მრეწველობის ყველა სფერო კანონისა და პოლიციის მოშველიებით ეცდება, რომ სხვა ადამიანები დაჩაგროს?

ჩვენთვის ეს საკითხი საბაჟო გადასახადებზე ბევრად უფრო ფართოა. ჩვენ არ ვუარყოფთ, რომ საზღვრების გადაკვეთის პროცესში სავაჭრო საქონელზე გადასახადი უნდა დაწესდეს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ხაზინაში უნდა შედიოდეს და მიზნობრივად გამოიყენებოდეს.

მაგრამ თუ გადასახადის მიზანია უცხოური პროდუქციის შემოტანის შეზღუდვა და ის ფისკალურ ეფექტს კარგავს, შედეგად ხაზინაც დანაკლისს განიცდის, ხოლო შიდა პროდუქტის ღირებულება ხელოვნურად იზრდება და თანაც ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი კლასის სასარგებლო კეთდება. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდის ასოციაცია და ცდილობს, რომ კანონმდებლობაში სათანადო მუხლები გააუქმოს.

რასაკვირველია, ჩვენ მხოლოდ საბაჟო გადასახადების შემცირებისთვის არ ვიბრძვით, როგორც ამას სხვები ვარაუდობენ. მაშინ ჩვენს ლოზუნგს პრინციპად არ გამოვიყენებდით. მე იმთავითვე მესმოდა ის წინააღმდეგობები, რომელსაც ჩვენი დეკლარაცია და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა გამოიწვევდა. განა მე არ მესმოდა, რომ მანევრირებისა და ჩვენი ძირითადი მიზნის დამალვის გზით უფრო ადვილი იქნებოდა თუნდაც ნაწილობრივი გამარჯვების მოპოვება? მაგრამ ეს ეფემერული ტრიუმფი განა იქნებოდა საკუთრების უფლების დაცვა, რაზეც ჩვენ თვითონ მიზანდასახულად ჩუმად უნდა გვესაუბრა?

მე ვიმეორებ, ჩვენ პროტექციონიზმის სისტემის წინააღმდეგ გამოვედით; არა მთავრობის მექანიზმის წინააღმდეგ, არამედ სამართლიანობის, თავისუფლების დასაცავად, რომელნიც კანონზე უფრო მაღლა დგანან. ჩვენ არ უნდა დავმალოთ ის, რისკენაც მივისწრაფით და ჩვენი ბუნდოვანი მიზნები სიტყვებით ჩამოვაყალიბოთ.2

მალე დადგება დრო, როდესაც აღიარებენ ჩვენს სისწორეს, რომ ჩვენ მართალი ვიყავით, როდესაც ასოციაციის სახელწოდებაში მიზანდასახულად გამოვიყენეთ წესრიგისა და სამართლიანობის მარადიული პრინციპი და შენიღბვის მეთოდს არ მივმართეთ. პრინციპებს ძალა გააჩნიათ, ისინი წარმოადგენენ შუქურას, რომელიც ადამიანთა გონებას ანათებს და აღადგენს იმ რწმენას, რომელიც მიიკარგა. ბოლო დროს საფრანგეთს ჟრუანტელმა დაუარა. სიტყვა კომუნიზმის ხსენებაზე ყველა შეშფოთებას გამოხატავს. როდესაც ადამიანები მოწმეები ხდებიან იმისა, თუ როგორ ყალიბდება უცნაური სისტემები და როგორ იღებენ ისინი ოფიციალურ სახეს, როდესაც მუდმივად მიიღება დამღუპველი გადაწყვეტილებები და ჩნდება იმის შიში, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო უარესი დადგენილებები მიიღონ, ყველა შეშფოთებით უყურებს თუ საითკენ მივდივართ. კაპიტალს ეშინია, კრედიტები გაედინება, მუშაობა შეჩერებულია, ჩაქუჩი და ხერხი უმოძრაოდ დევს, თითქოს დენის ნაკადმა დაუარა ადამიანების გონებასა და ხელებს და მათი პარალიზება გამოიწვია. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ საკუთრების უფლება პროტექციონისტული სისტემის მიერ ისედაც კომპრომეტირებული იყო, ხოლო ეხლა ვითარება კიდევ უფრო უარესდება. იმიტომ რომ შემოსავლების სტაბილიზაციისა და გათანაბრების მიზნით კანონი სამრეწველო ურთიერთობებში ერევა. სწორედ ამის პირველ გამოხატულებას წარმოადგენს პროტექციონისტული სისტემა, რომელიც ეხლა ათას სხვადასხვა ფორმას იღებს. დიახ, მე ღიად ვაცხადებ: მიწის მფლობელებმა, რომლებიც მთავარ მესაკუთრეებად მოიაზრებიან, საკუთრების უფლების კომპრომეტირება თავად მოახდინეს, რადგანაც კანონის ძალით სცადეს, რომ ხელოვნურად განესაზღვრათ მიწისა და მასზე მოწეული პროდუქციის ღირებულება. სიმდიდრის კანონის ძალით გათანაბრება სწორედ კაპიტალისტებმა შემოგვთავაზეს. პროტექციონიზმი კომუნიზმის წინამორბედია. უფრო მეტიც, ის კომუნიზმის გამოხატულებაა. რას ითხოვენ დღეს ტანჯული კლასები? იგივეს, რაც კაპიტალისტებმა და მიწის მფლობელებმა მოითხოვეს და მიიღეს. ისინი ბალანსისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად კანონის ჩარევას მოითხოვენ. მათ უნდათ სხვა გზით მიიღონ ის, რაც პირველ შემთხვევაში ტარიფების მეშვეობით იქნა მიღწეული, თუმცა პრინციპი იგივე რჩება: კანონის გამოყენება, როცა გინდა ერთს წაართვა და სხვას მიაკუთვნო. რადგანაც თქვენთვის კაპიტალისტებო და მიწის მფლობელებო, ეს პრინციპი მისაღები იყო, ეხლა არ უნდა იჩივლოთ, რომ მუშათა კლასი კუთვნილის მიღებას ამ გზით ცდილობს.3

მაგრამ საბოლოოდ ადამიანებს თვალი აეხილებათ და ისინი იმ უფსკრულს დაინახევენ, საითკენაც მივემართებით იმ უმთავრესი პრინციპის უგულებელყოფის გამო, რომელიც აუცილებელია სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს საშინელი გაკვეთილი როდია, ანუ გამოხატულება იმისა, რომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ეს სამართლიანობის გამოხატულებაა, რადგანაც ყველას კუთვნილი მიეგება. დღეს მდიდრები შიშმა მოიცვა იმ შემოტევის წინაშე, რომელიც მათ მიერვე დანერგილმა მცდარმა დოქტრინამ გამოიწვია. მათ ეგონათ, რომ ამ დოქტრინით თავის საკეთილდღეოდ მშვიდად ისარგებლებდნენ. დიახ, პროტექციონისტებო, თქვენ კომუნიზმის მხარდამჭერები ხართ. დიახ, მესაკუთრეებო, თქვენ საკუთრების იდეა გაანადგურეთ. პოლიტიკურმა ეკონომიამ ეს იდეა მოგვაწოდა, თქვენ კი უკანონოდ აღიარეთ ის, რადგანაც ამით თქვენი უკანონო პრივილეგიები შეიზღუდებოდა.4 და როდესაც ახალი სკოლის მიმდევრები, რომლისაც თქვენ ასე გეშინოდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რა იყო პირველი, რისი გაკეთებაც მათ სცადეს? პოლიტიკური ეკონომიის ჩახშობა, რადგანაც ის ყოველთვის კანონის ძალით გათანაბრებას ეწინააღმდეგება, რომელშიც თქვენ ასე დაინტერესებული იყავით და დღეს სხვები თქვენს მაგალითს მისდევენ. თქვენ კანონისგან იმაზე მეტს ითხოვდით, ვიდრე კანონს უნდა მიენიჭებინა. თქვენ ითხოვდით არა დაცვას და უსაფრთხოებას (რაც კანონით გეკუთვნოდათ), არამედ დამატებით ღირებულებას თქვენს საკუთრებაზე, რაც მხოლოდ სხვების უფლების შელახვის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ეხლა თქვენი მცდარი პრეტენზიები ყველას გადაედო. თუ თქვენ გინდათ თავიდან აიცილოთ ის ქარიშხალი, რომელიც გემუქრებათ, მხოლოდ ერთი ხერხი დაგრჩენიათ. თქვენი შეცდომა აღიარეთ, თქვენს პრივილეგიებზე უარი თქვით, კანონს საჭირო ფორმა დაუბრუნეთ და კანონმდებლის როლი ზუსტად განსაზღვრეთ. თქვენ მიგვატოვეთ, იერიში მიიტანეთ ჩვენზე, არ გესმოდათ ჩვენი. ეხლა, როდესაც თქვენივე ხელით შექმნილი იმ უფსკრულის წინაშე დგახართ, იჩქარეთ ჩვენთან გაერთიანება და საკუთრების უფლება დაცვა ამ ტერმინის ნამდვილი მნიშვნელობის აღიარებით, რადგანაც ის ადამიანის უნარჩვევებსაც მოიცავს და იმ პროდუქტს, რომელიც ამ უნარ-ჩვევების გამოყენების ან გაცვლის გზითა არის შეძენილი.

დოქტრინას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ მოწინააღმდეგეები ჰყავს იმ მიზეზით, რომ ის უაღრესად მარტივია. მისი არსი იმაშია, რომ ის კანონის მიერ ყველა ადამიანის დაცვას მოითხოვს. ადამიანებს არ სჟერათ, რომ სახელმწიფო აპარატის არსი შეიძლება ამ ფუნქციამდე იყოს დაყვანილი. უფრო მეტიც, რადგანაც ჩვენი დოქტრინა კანონს მხოლოდ საყოველთაო სამართლიანობის დაცვის ფუნქციას უფარგლავს, მას ბრალად ერთობის უგულებელყოფას უყენებენ. პოლიტიკური ეკონომია არ ეთანხმება ამ ბრალდებას. ეს თემა შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.

_________________________________

1. იხილეთ მ. ვიდალის I ტომი „სიმდიდრის განაწილებასთან დაკავშირებით“; II ტომი გაზეთ Le Presse-ში გამოქვეყნებული პასუხი ვიდალის ხუთ წერილზე;

2. იხილეთ I ტომი, წერილი მ. დე ლამარტინის ,,დასაქმების უფლებასთან“ დაკავშირებით, 1845 წლის იანვარი;

3. იხილეთ II ტომი, სტატიების კრებული სუბსიდიებსა და „პროტექციონიზმსა და კომუნიზმთან“ დაკავშირებით;

4. იხილეთ „შრომის და კანონის“ მე-8 და მე-10 თავი, „ომის გამოცხადება პოლიტ-ეკონომისტების წინააღმდეგ“.

5 თავისუფლება და საკუთრება

▲ზევით დაბრუნება


ლუდვიგ ფონ მიზესი (1881-1973)

0x08 graphic

გამოჩენილი ავსტრიელი ეკონომისტი. ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მეორე თაობის საკვანძო ფიგურა. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის, ვილჰელმ რიოპკეს, ლუდვიგ ერჰარდის, მარი როთბარდის და სხვთა მასწავლებელი. მიზესი ადამიანურ არჩევანს რაციონალურ საფუძველს უძებნის და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის, როგორც ძალმომრეობის ნაირსახეობის წინააღმდეგია. მან ჯერ კიდევ 1918-1920 წლებში დაასაბუთა, რომ სოციალისტური ეკონომიკა შეუძლებელია, რადგან ის არ ეყრდნობა საბაზრო კალკულაციას. იგი მრავალი შრომის ავტორია, რომლებმაც შეცვალეს ეკონომიკური აზრის განვითარება. მათგან გამორჩეულია: ,,სოციალიზმი“, ,,ადამიანური მოღვაწეობა“, ,,თეორია და ისტორია“, ,,ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი“ და მრავალი სხვა.

გამოქვეყნდა 1958 წელს

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისთვის თავისუფლების შესახებ ორი თვალსაზრისი გაბატონდა. ამასთან, თითოეული მათგანი ძალიან განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც დღეს ჩვენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვუწოდებთ.

ამ მოსაზრებებიდან პირველი, წმინდად მეცნიერული იყო და პოლიტიკურ ვითარებას არ მიესადაგებოდა. ეს იყო იდეა, რომელიც იმ ანტიკური ავტორების თხზულებებიდან მოდინარეობდა, რომელთა შესწავლა მაშინდელი უმაღლესი განათლების მიზანსა და არსს წარმოადგენდა. ამ ბერძენი და რომაელი ავტორების თვალსაზრისით თავისუფლება ყველა ადამიანისთვის როდი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს უმცირესობის უპირატესი უფლება იყო, რომელიც მას უმრავლესობიდან გამოარჩევდა. ის, რასაც ბერძნები დემოკრატიას უწოდებდნენ, ამ ტერმინის დღევანდელი მნიშვნელობით, წარმოადგენდა არა სახალხო მმართველობას, როგორც ამას ლინკოლნი მოიხსენიებდა, არამედ ოლიგარქიას - სრულუფლებიანი მოქალაქეების უზენაესობას, საზოგადოებაში, სადაც უმრავლესობას მონები შეადგენდნენ. ეს ერთობ შეზღუდული თავისუფლებაც კი, ხელსაყრელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის შემდომი ფილოსოფოსების, ისტორიკოსებისა და ორატორების მიერადაც კი აღარ განიხილებოდა. მათი შეხედულებით, ეს უიმედოდ დაკარგული წარსულის სახასითო თავისებურება იყო. ისინი ამ გარდასულ ოქროს ხანას მისტიროდნენ, მაგრამ იქ დასაბრუნებლად არცერთი გზა არ იცოდნენ.

თავისუფლების შესახებ მეორე მოსაზრება არანაკლებ ოლიგარქიული ხასიათისა იყო, თუმცა იგი ლიტერატურული შთაგონების შედეგს არ წარმოადგენდა. ეს უფრო წარჩინებულ მიწათმფლობელთა, აგრეთვე ქალაქებში მცხოვრებ დიდგვაროვანთა პატივმოყვარული ჩანაფიქრი იყო, რომ სამეფო ერთმმართველობის მზარდი ძალაუფლებისგან საკუთარი პრივილეგიები დაეცვათ. კონტინენტური ევროპის უდიდეს ნაწილში, ამგვარ დაპირისპირებებში გამარჯვებებს მეფეებმა მიაღწიეს. წვრილმა მიწათმფლობელმა თავადაზნაურობამ და ქალაქელმა დიდგვაროვნებმა მეფეთა თვითმმართველობის დამარცხება მხოლოდ ინგლისსა და ნიდერლანდებში მოახერხეს. მაგრამ ის, რაც მათ მოიპოვეს, გულისხმობდა არა საყოველთაო თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას მხოლოდ რჩეულთათვის, ანუ ხალხის მცირე ნაწილისთვის.

ჩვენ ფარისევლებად არ უნდა შევრაცხოთ ისინი, ვინც იმ დროებაში თავისუფლებას ხოტბას ასხამდა, თუმცა იმავდროულად მრავალი ადამიანის სამართლებრივ უუფლებობას, ხშირად კი ბატონყმობასა და მონობასაც კი იცავდა. მათ წინაშე იმგვარი წინააღმდეგობა იდგა, რომლის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის გზა მათ არ იცოდნენ. წარმოების იმ ხანად დამკვიდრებული სისტემა მუდმივად მზარდ მოსახლეობას ვერ აკმაყოფილებდა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის წინაკაპიტალისტური ხერხები ვერ ასაქმებდა და ასაზრდოებდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იზრდებოდა. მოსახლეობის ამ ჭარბ ნაწილს შიმშილის ზღვარზე მყოფი ღატაკები შეადგენდნენ. ისინი იმჟამად არსებული საზოგადოებრივი წესწყობილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ და საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არც არავის შეეძლო წარმოედგინა განსხვავებული წესწყობილება, ანუ ვითარება, რომელშიც ამ უიღბლო ღატაკების გამოკვება მოხერხდებოდა. ასეთ ვითარებაში საკითხიც კი არ შეიძლებოდა დასმულიყო იმაზე, რომ ამ ადამიანებს სრული სამოქალაქო უფლებები მინიჭებოდათ, მით უფრო იმაზე, რომ ისინი სახელმწიფო მმართველობაში ჩაერთოთ. იმდროინდელი მმართველები მათ დასაშოშმინებლად მხოლოდ ძალისმიერი ხერხების მიზანშეწონილობს სცნობდნენ.

II

წარმოების წინაკაპიტალისტური სისტემა შემზღუდველი იყო. ამის ისტორიულ საფუძველს სამხედრო დაპყრობები შეადგენდა. გამარჯვებული მეფეები მიწებს თავიანთ წარჩინებულებს ურიგებდნენ. ეს დიდგვაროვნები მართლაც რომ ბატონები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგანაც ისინი მომხმარებლების მიერ ბაზარზე ყიდვა-არყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოხატულ კეთილგანწყობილებაზე დამოკიდებული არ იყვნენ. მეორეს მხრივ, ისინი თავად იყვნენ გადამამუშავებელი მრეწველობის ძირითადი მომხმარებლები, რომელსაც ამქრების პირობებში, კორპორატიული ხასიათის შინაგანი წყობა ქონდა. ეს წყობა კი ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგებოდა და წარმოების დამკვიდრებული ხერხებიდან გადახვევას არ უშვებდა. ხალხის რაოდენობა, რომლებისთვისაც სამუშაო ადგილები თუნდაც სოფლის მეურნეობაში, ანდა ხელოვნებასა და ხელოსნობაში მოიძებნებოდა, უაღრესად მცირე იყო. მალთუსის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ პირობებში, ბევრს მოუხდა აღმოჩენა, რომ ,,თავისუფალი ადგილები ბუნების ამ დიდებულ ნადიმზე მათთვის არ მოიძებნებოდა“ და რომ ,,ის მათ გაცლას ურჩევდა“.1 მიუხედავად ამისა, ამ გარიყულთა გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებდა გადარჩენას, ბავშვების გაჩენას და ღატაკთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

შემდეგ კაპიტალიზმის ხანა დადგა. სრულიად თვალნათელია კაპიტალიზმის მიერ დანერგილი ძირეული სიახლეები, რაც არქაული და ნაკლებად მწარმოებლური სახელოსნოების მანქანებით აღჭურვილი ქარხნებით ჩანაცვლებაში გამოიხატა. ეს რასაკვირველია ზედაპირულ შეფასებას წარმოადგენს. კაპიტალიზმის სახასიათო თვისება, რომლითაც იგი წინაკაპიტალისტური წარმოებისგან განსხვავდება, ვაჭრობის ახალი წესების დანერგვაში მდგომარეობს. კაპიტალიზმი არა უბრალოდ მასობრივი წარმოებაა, არამედ ესაა მასობრივი წარმოება მასების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. ძველი, ,,კეთილი“ დროების ხელოვნება და ხელოსნობა თითქმის ერთთავად შეძლებულთა სურვილებზე იყო მორგებული, მაშინ როდესაც ქარხნებში ჩვეულებრივი ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი საქონელი იწარმოებოდა. ყველა ახალამოქმედებული ქარხანა მასების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იყო მიმართული, რომელთა უმრავლესობა თავის მხრივ იმავე საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნებოდა, რომელსაც თავად ქარხნების მუშებიც ეკუთვნოდნენ. ქარხნები მასებს ემსახურებოდნენ უშუალოდ ან ირიბად - ექსპოტის გზით და ამგვარად, მათ უცხოური საკვებითა და ნედლეულით უზრუნველყოფდნენ. მომარაგების ეს წესი ისევე ახასიათებდა ადრეულ კაპიტალიზმის, როგორც დღევანდელს. დაქირავებულები თავად მოიხმარენ წარმოებული დოვლათის უდიდეს ნაწილს. სწორედ ისინი არიან ის ყოვლისშემძლე მომხმარებელები, რომლებიც ,,ყოველთვის მართლები არიან“. მათი გადაწყვეტილებები შეიძინონ ან თავი შეიკავონ შეძენისგან განსაზღვრავს იმას თუ რა უნდა იწარმოოს, რა რაოდენობით და რა ხარისხით. იმის შეძენით, რაც მათ მოთხოვნილებების საუკეთესოდ აკმაყოფილებს, მომხმარებლები საწარმოთა გარკვეულ ნაწილს შემოსავლებით და გაფართოების საშუალებებით უზრუნველყოფენ, ხოლო სხვებს ფულს აკარგვინებენ და აკოტრებენ. შესაბამისად, საწარმოო ფაქტორებზე კონტროლის საშუალებებს ისინი მუდმივად იმ მეწარმეებისკენ მიმართავენ, რომლებიც მათ სურვილებს ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ. კაპიტალიზმის პირობებში საწარმოო ფაქტორების კერძო საკუთრება სოციალურ ფუნქციას ატარებს. მეწარმეებს, კაპიტალისტებს და მიწის მფლობელებს მომხმარებლებისგან ნდობის სიგელი აქვთ მინიჭებული და იგი შეიძლება გამუქმებულიც იქნეს კიდეც. იმისთვის, რომ მდიდარი იყო, კაპიტალის ერთხელ დაგროვება და დაზოგვა საკმარისი აღარ არის. აუცილებელია მისი განუწყვეტლივ დაბანდება იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია მომხმარებლების მოთხოვნილებების ყველაზე სრულყოფილად დაკმაყოფილება. საბაზრო პროცესი ყოველდღიური პლებისციტია, რომელიც წარმატებულთა რიგებიდან აუცილებლად განდევნის იმათ, ვინც თავის საკუთრებას საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად არ იყენებს. შესაბამისად, მეწარმეობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა თანამედროვე ხელისუფლებისა და თვითმარქვია ინტელექტუალების ფანატიკური სიძულვილის საგანია, სწორედ იმიტომ ფლობს და ინარჩუნებს მნიშვნელობას, რომ იგი მასებს ემსახურება. საამქროები, რომლებიც მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის განკუთვნილ ფუფუნების საგნებს აწარმოებენ, ვერასოდეს გაფართოვდებიან. მეცხრამეტე საუკუნის ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების შეცდომა იმის დაუნახაობა იყო, რომ მუშები სამრეწველო ნაწარმის მთავარი მომხმარებლები იყვნენ. მათი თვალსაზრისით, მოჯამაგირე მხოლოდ პარაზიტულად მცხოვრებ მუქთახორათა კლასის სახეიროდ მშრომელი ადამიანი იყო. ისინი შეცდომაში შედიოდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ ქარხნები მუშების ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებენ. მათ რომ ყურადღებით შეესწავლათ სტატისტიკა, ისინი ადვილად მიხვდებოდნენ საკუთარი შეხედულებების უსაფუძვლობას. სინამდვილეში, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ისევე, როგორც მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საშუალო ადამიანმა იმ სიკეთეებით დაიწყო სარგებლობა, რომელთა შესახებ წინა საუკუნეებში უაღრესად შეძლებულებიც კი ვერ იოცნებებდნენ.

ნიშანდობლივია, რომ მასების ასეთი უმაგალითო გამდიდრება სამრეწველო გადატრიალების თანამდევი შედეგი იყო. მისი მთავარი მიღწევა ეკონომიკური ურთიერთობებში წამყვან პოზიციებზე მიწათმფლობელების მაგივრად მოსახლეობის ფართო მასების წამოწევა იყო. უბრალო ადამიანი აღარ წარმოადგენდა მძიმე შრომისთვის განკუთვნილ იარღს, რომელიც მდიდრების ნასუფრალით უნდა დაკმაყოფილებულიყო. წინაკაპიტალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებლი სამი გარიყული კასტა, რომლებიც მონების, მსახურების და XVI-XIX საუკუნეების საეკლესიო მამების, სწავლულ-სქოლასტიკოსებისა და ბრიტანელი კანონმდებლობის მიერ მოხსენიებულ უქონელთაგან შედგებოდა, ერთთავად გაუჩინარდა. ახალ სამეურნეო პირობებში, მათი შთამომავლები არა მხოლოდ თავისუფალი მშრომელები, არამედ მომხმარებლებიც გახდნენ. ეს ძირეული ცვლილება წარმოების მიერ ბაზრისთვის მნიშვნელობის მინიჭებაში გამოიხატა. ის რაც წარმოებას უპირველეს ყოვლისა ჭირდება არის ბაზრები და ისევ ბაზრები. ეს კაპიტალისტური მეურნეობის ნიშან-სვეტს წარმოადგენს. ბაზრები, რაც ნიშნავს მუშტრებს, მყიდველებს, მომხამრებლებს. კაპიტალიზმის პირობებში გამდიდრების მხოლოდ ერთ გზა არსებობს: მომხმარებელს მოემსახურო უფრო უკეთესად და უფრო იაფად ვიდრე ამას სხვები ახერხებენ.

საამქროებში და ქარხნებში მესაკუთრე, ხოლო კორპორაციების შემთხვევაში კი აქციონერების წარმომადგენელი, პრეზიდენტია უფროსი. თუმცა ეს პირველობა ზედაპირული და პირობითია, რადგანაც ის მომხმარებლების უზენაესობაზეა დამოკიდებული. მეფე - მომხმარებელია, ისაა ნამდვილი ხელმძღვანელი, ხოლო მწარმოებელი ვერ იარსებებს, თუკი ის თავის კონკურენტებს მუშტრის მომსახურებაში არ აჯობებს.

ეს უდიდესი ეკონომიკური გარდაქმნა იყო, რომელმაც მსოფლიოს სახე უცვალა. მისი მეშვეობით პოლიტიკური ძალაუფლება ძალიან მალე პრივილეგირებული უმცირესობიდან ხალხის ხელში გადავიდა. სამეურნეო თავისუფლებას საყოველთაო საარჩევნო უფლებების აღიარება მოჰყვა. უბრალო ადამიანმა, რომელსაც საბაზრო სამეურნეო ურთიერთობებმა მწარმოებელისა და კაპიტალისტის არჩევს უფლებამოსილება მიანიჭა, მსგავსი უფლება სახელისუფლებო საკითხებშიც მოიპოვა. ის ამომრჩეველი გახდა.

მრავალმა გამოჩენილმა ეკონომისტმა, რომელთა შორის პირველობა ვფიქრობ ფრენქ ფათერს ეკუთვნის, აღნიშნა, რომ ბაზარი დემოკრატიაა, რომლის პირობებში ყოველი პენსი ხმის მიცემის უფლებას იძლევა. უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ხალხის მიერ წარმომადგენლობითი ხელისუფლების შექმნა, კონსტიტუციური საკითხების საბაზრო კანონზომიერებებზე დაფუძნების მცდელობას წარმოადგენს, მაგრამ სრულყოფილი სახით ამის განხორციელდება ვერასოდეს მოხერხდება. პოლიტიკურ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა უმრავლესობის ნებას აქვს და უმცირესობა მას უნდა დაემორჩილოს. თუმცა ის უმცირესობაც ემსახურება, თუკი ის იმდენად მცირე არ არის, რომ შესაძლებელია მისი უგულვებელყოფა. მსუბუქი მრეწველობა ტანსაცმელს არა მხოლოდ ჩვეულებრივი ზომის ადამიანების, არამედ მსუქნებისთვისაც აწარმოებს, ხოლო გამომცემლები არა მხოლოდ მასაზე გათვლილ ვესტერნებს და დეტექტივებს ბეჭდავენ, არამედ უფრო დახვეწილ მკითხველებზე გათვლილ წიგნებსაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პოლიტიკურ საკითხებში ცალკეულ პიროვნებას ან ადამიანთა მცირე ჯგუფს არა აქვს საშუალება, რომ უმრავლესობის ნება-სურვილს არ დაემორჩილოს. მაშინ როდესაც ინტელექტუალურ სარბიელზე კერძო საკუთრება წინააღმდეგობას შესაძლებელს ხდის. ამბოხებულმა თავისი დამოუკიდებელობის საფასური უნდა გადაიხადოს; ამ ქვეყანად მსხვერპლის გარეშე ჯილდოს მიღება შეუძლებელია. მაგრამ თუ ადამიანი თანახმაა ეს საფასური გაიღოს, მაშინ მას მმართველი რეჟიმისგან თავის დაღწევა შეუძლია. რა ბედი ელოდათ სოციალისტურ თანამეგობრობაში ისეთ ერეტიკოსებს, როგორებიც იყვნენ კირკეგაარდი, შოპენჰაუერი, ვებლენი ან ფროიდი, ან მანე, კურბე, უოლტ უიტმენი, რილკე და კაფკა? ყველა დროებაში, ახლებური აზროვნებისა და ქმედებების გზამკვლევებს მხოლოდ კერძო საკუთრება აძლევდათ საშუალებას, რომ გაეკიცხათ უმრავლესობის მოსაზრებები. ამგვარი მეამბოხეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ეკონომიკურად უზრუნველყოფილი იმდენად, რომ უმრავლესობის აზრის გამომხატველ მთავრობას წინ აღდგომოდა, მაგრამ ისინი თავისუფალ სამეურენო გარემოში მოღვაწეობდნენ და ადამიანების ნაწილი მზად იყო, რომ მათთვის დახმარება და მხარდაჭერა აღმოეჩინათ. რას მიაღწევდა მარქსი მისი მფარველის, მეწარმე ფრიდრიხ ენგელსის გარეშე?

III.

სოციალისტების მიერ კაპიტალიზმის ეკონომიკურ კრიტიკას ერთთავად ის გარემოება აქარწყლებს, რომ მათ საბაზრო მეურნეობაში მომხმარებლის უზენაესობა ვერ გააცნობიერეს. ისინი მხოლოდ სხვადასხვა საწარმოების და პროექტების ორაგნიზაციულ იერარქიას ხედავენ და არ ესმით, რომ მოგებაზე ორიენტირებული სისტემა ბიზნესს მომხამრებლის მოემსახურებას აიძულებს. დამქირავებლებთან ურთიერთობებში პროფკავშირები ისე იქცევიან, თითქოს მენეჯმენტის ბოროტგანზრახულობისა და სიხარბის გამოა, რომ მუშებს უფრო მაღალი ანაზღაურება არა აქვთ. ისინი იმდენად შეზღუდულები იყვნენ აზროვნებაში, რომ ქარხნის კარებს მიღმა ვერაფერს ხედავდნენ. ისინი და მათი მომხრეები ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტარციაზე საუბრობენ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რომ ეკონომიკური ძალაუფლება საბოლოო ჯამში იმ მყიდველების ხელშია, რომელთა უდიდეს ნაწილს თავად დაქირავებულები წარმოადგენენ. მათ მიერ მოვლენების ურთიერთდაკავშირების უუნარობა ისეთ მეტაფორებშია აისახება, როგორებიცაა მრეწველობის მეფე და ბარონი. ისინი იმდენად უმეცრები არიან, რომ ვერ ხვდებიან რა განსხვავებაა ერთი მხრივ თვითმყრობელ მეფესა ან ბარონს, რომელთაც სამფლობელოებს უფრო ძლევამოსილი დამყრობი თუ წაართმევს, ხოლო მეორე მხრივ ,,შოკოლადის მეფეს“ შორის, რომელიც მაშინვე დაკარგავს თავის ,,სამეფოს“, როგორც კი მომხმარებელები მის მაგივრად სხვა მომწოდებელს ამჯობინებენ. სწორედ ამგვარი უზუსტობა უდევს საფუძვლად ყოველგვარ სოციალისტურ გეგმას. რომელიმე სოციალისტ ბელადს თავის რჩენა ჰოთ-დოგების გაყიდვით რომ ეცადა, იგი მალე მიხვდებოდა თუ რას ნიშნავს მომხმარებლების უზენაესობა. მაგრამ ისინი პროფესიონალი რევოლუციონერები იყვნენ და მათი ერთადერთი საქმე სამოქალაქო ომების გაჩაღება იყო. ლენინი ოცნებობდა, რომ ქვეყანაში წარმოება ფოსტის მსგავსად მოეწყო, რომლის ორგანიზაცია მომხმარებელზე დამოკიდებული არ არის, რადგან დეფიციტი სავალდებულო გადასახადებიდან იფარება. ლენინის განცხადებით: ,,მთელი საზოგადოება ერთ დაწესებულებად და საწარმოდ უნდა გადაქცეულიყო“.2 მან ვერ განჭვრიტა, რომ დაწესებულებისა და საწარმოს ხასიათი ძირფესვიანად იცვლება, როდესაც ის მთელ მსოფლიოში ერთადერთ გაბატონებულ მდგომარეობას იკავებს და ხალხს საშუალებას აღარ აძლევს, რომ სხვადასხვა საწარმოების გამოშვებული საქონელი ან მომსახურეობა თავადვე აარჩიოს. სიბეცის გამო მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დანახვა თუ, რა დანიშნულება აქვს კაპიტალიზმის პირობებში ბაზარსა და მომხმარებლებს. მან ვერ შეძლო თავისუფლებასა და მონობას შორის განხვავების დანახვა. გამომდინარე იქედან, რომ მისთვის მუშები მხოლოდ მხოლოდ მუშები იყვნენ და არა მომხმარებლებიც, მას სწამდა, რომ კაპიტალიზმის პირობებში ისინი უკვე ისედაც მონები იყვნენ და რომ მავანის მიერ ყველა საწარმოსა და დუქნის ნაციონალიზაცია მათ მდგომარეობას არ შეცვლიდა. სოციალიზმი მომხმარებელთა უზენაესობას დიქტატორის, ან დიქტატორების კომიტეტის უზენაესობით ანაცვლებს. მოქალაქეების ეკონომიკურ უზენაესობის დაკნინების კვალობაზე მათი პოლიტიკური უზენაესობაც უჩინარდება. ერთიანი საწარმოო გეგმა, რაც მთლიანად გამორიცხავს სამომხმარებლო არჩევანს, კონსტუტუციურ საკითხებში ერთპარტიული მმართველობის დანერგვას შეეფარდება, რომელიც მოქალაქეებს სახელწმიფოს მართვაში მონაწილეობის ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს.

თავისუფლება განუყოფელია. იმას, ვისაც საკვების ან საპონის სხვადასხვა სახეობებს შორის არჩევანის უფლება არა აქვს, ასევე მოკლებულია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და პროგრამებს შორის არჩევანის გაკეთებისა და ხელისუფალთა არჩევის შესაძლებლობას. ის ადამიანი აღარ არის, არამედ პაიკი - მთავარი სოციალური ინჟინრის ხელში. ევგენიკა მათ საკუთარი შთამომავლობის აღზრდის თავისუფლებასაც ართმევს. რასაკვირველია, სოციალისტი ლიდერები დროგამოშვებით გვარწმუნებენ, რომ დიქტატორული ტირანია მხოლოდ კაპიტალიზმიდან და წარმომადგენლობითი მმართველობიდან სოციალიზმის ათასწლეულში გარდამავალი პერიოდით შემოიფარგლება, რომლის დადგომის შემდეგ თითოეულის მოთხოვნილებები და სურვილები სრულად იქნება დაკმაყოფილებული.3 იმ დროისთვის, როდესაც სოციალისტური რეჟიმი ,,საკმარისად მოძლიერდება იმისთვის, რომ კრიტიკას გაუძლოს“, ,,დამოუკიდებელი ფილარმონიული საზოგადოებების არსებობაც კი დაშვებული იქნება“, - გვპირდება ქალბატონი ჯოან რობინსონი, ბრიტანული კემბრიჯის სკოლის ახალიმიმართულების გამოჩენილი წარმომადგენელი.4 ამგვარად, ყველა მოწინააღმდეგის განადგურება უზრუნველყოფს იმას, რასაც კომუნისტები თავისუფლებას უწოდებენ. ამ თვალსაზრისით ნათელია, თუ რას გულისხმობდა კიდევ ერთი გამოჩენილი ინგლისელი, ბატონი ჯ. გ. ქროუთერი, როდესაც ინკვიზიციას, როგორც ,,აჯანყებული კლასების დაცვის მეცნიერულად სასარგებლო გზას“5 იწონებდა. ყოველივე ამის შინაარსი სრულიად ნათელია. როდესაც დიქტატორის წინაშე ყველა მორჩილად მოიხრის ქედს, არც ერთი მოწინააღმდეგე აღარ იარსებებს, რომ მისი განადგურება იყოს საჭირო. კალიგულა, თორქემადა, რობესპიერი ასეთ გადაწყვეტას იოლად დაეთანხმებოდნენ.

ტერმინების მნიშვნელობებისთვის საწინააღმდეგო აზრის მინიჭების გზით, სოციალსიტებმა სემანტიკური რევოლუცია წამოიწყეს. ჯორჯ ორუელის მიხედვით, მათ ,,ახალთქმათა“ ლექსიკონში, გამოიყენება ტერმინი ,,ერთპარტიული პრინციპი“. თავისი არსით სიტყვა ,,პარტია“ არსებით სახელ ,,ნაწილისგან“ არის წარმოებული. თუ სხვა ნაწილი არ არსებობს, ეს სიტყვა მისი ანტონიმისგან, ანუ მთლიანისგან აღარ განსხვავდება. შესაბამისად, პარტია ნაწილი აღარ არის, ხოლო ,,ერთპარტიული პრინციპი“ სინამდვილეში ერთიანობას ნიშნავს. ეს ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობას გულისხმობს.

თავისუფლება თანხმობის და უარყოფის უფლებას გულისხმობს. მაგრამ ,,ახალთქმათა“ ენაზე ეს უპირობო თანხმობის ვალდებულებას და ნებისმიერი უარყოფის დაუშვებლობას ნიშნავს. პოლიტიკური ტერმინოლოგიის ტრადიციული მნიშვნელობის ამდაგვარი გაუკუღმართება მხოლოდ რუს კომუნისტებს და მათ ფაშისტ და ნაცისტ მიმდევრების როდი ახასიათებთ. ისეთი საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც კერძო საკუთრების გაუქმებით მომხმარებლების თვითმმართველობასა და დამოუკიდებლობას ართმევს, ხოლო თითოეული ადმიანის ბედს ცენტრალური საგეგმო კომიტეტის მიკერძოებული გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს, მასების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, თუკი თავის ნამდვილ განზრახვას სათანადოდ არ შენიღბავს. სოციალისტები ამომრჩევლებს ვერასოდეს გაასულელებდნენ თუკი ღიად ეტყოდნენ, რომ თავიანთ საბოლოო მიზნად მათ დამონებას ისახავდნენ. საჯარო საუბრებში ისინი იძულებული იყვნენ, რომ თავისუფლების ტრადიციული გაგებისთვის არაგულწრფელი ხოტბა შეესხათ.

IV

შეთქმულების მონაწილე ვიწრო წრეების უაღრესად გასიდუმლოებული ვითარებაში მიმდინარე შიდა საუბრები განსხვავებული შინაარსის იყო. საქმეში ჩახედული პირები იქ არ ფარავდნენ თავიანთ შეხედულებებს თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათი აზრით თავისუფლება უდაოდ სასარგებლო იყო წარსულში, ბურჟუაზიული საზოგადოების პირობებში, რადგანაც ეს თავად მათ თავიანთი გეგმების განხორციელების საშუალებას აძლევდათ. მაგრამ სოციალიზმის დამკვიდრებასთან ერთად, თავისუფალი აზროვნებისა და ცალკეული პიროვნების თვითმყოფადი მოქმედებების საჭიროება აღარ იქნებოდა. ნებისმიერი შემდგომი ცვლილება სოციალისტურ განცხრომაში მყოფი კაცობრიობის ჭეშმარიტი გზიდან გადაცდომას გამოიწვევდა. ასეთ ვითარებაში განსხვავებული აზრის დაშვება უბრალოდ უგუნურება იქნებოდა.

ბოლშევიკების მტკიცებით, თავისუფლება ბურჟუაზიული ცრურწმენაა. უბრალო ადამიანს არ გააჩნია საკუთარი აზრები, იგი არ წერს წიგნებს, არ ანვითარებს ერეტიკულ აზრებს, არ ნერგავს წარმოების ახალ ხერხებს. მას მხოლოდ ის სურს, რომ ცხოვრებით დატკბეს. მას არაფერი ესაქმება ინტელექტუალების კლასობრივ ინტერესებთან, რომლებიც თავს აღმოჩენებითა და დისიდენტური საქმიანობით ირჩენენ.

ეს მიდგომა ჩვეულებრივი მოქალაქისადმი უკიდურესად ქედმაღლური ზიზღითაა განმსჭვალული. ამის დასაბუთება საჭირო არაა. საქმე იმაში კი არ არის, შეუძლია თუ არა უბრალო ადამიანს დამოუკიდებელი აზროვნება, საუბარი და წიგნების წერა; არამედ იმაში, შეუძლია თუ არა ზანტ და მოუხერხებელ ადამიანს იმ თავისუფლებით ხეირი მიიღოს, რომელიც იმათ მიენიჭათ, ვინც მას აზროვნების უნარსა და ნებისყოფას უბინდავს. შესაძლოა, უბრალო ადამიანი უფრო დახვეწილი ადამიანების საქმიანობას გულგრილად და დამცინავადაც კი უყურებდეს. მაგრამ იგი ხალისით ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რასაც გამომგონებლების ძალისხმევა მის განკარგულებაში აქცევს. მას უმნიშვნელოდ ეჩვენება საკითხები, რომლებზედაც წარმოდგენა არა აქვს. მაგრამ, როგორც კი ეს მოსაზრებები და მიდგომები რომელიმე გონებამახვილი მეწარმის მიერ უბრალო ადამიანის ფარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის იქნება გამოყენებული, იგი სასწრაფოდ ეცდება შეიძინოს მათი მეშვეობით დამზადებული ახალი ნაწარმი. თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების მთავრი მომხმარებელი უდავოდ უბრალო ადამიანია. მართალია, რომ საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანი მრეწველობას ვერ გაუძღვება. მაგრამ უპირატესობა, რომელსაც მას ბაზარი სამეურნეო ურთიერთოებებში ანიჭებს, ტექნოლოგებსა და მეწარმეებს მეცნიერული მიღწევების მის სასარგებლოდ გამოყენებისკენ უბიძგებს. ამას მხოლოდ ის ადამიანები ვერ ხვდებიან, რომელთა თვალსაწიერი საწარმოს შიდა მოწყობის საკითხებს ვერ სცდება და რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რა ამოძრავებს მეწარმეს.

საბჭოთა სისტემის მხარდამჭერები კვლავ და კვლავ ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ თავისუფლება პირველმნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ის „უსარგებლოა“, თუკი თავის თავში სიღატაკეს გულისხმობს. მათი აზრით სრულიად გამართლებულია, რომ თავისუფლება მასების კეთილდღეობას შეეწიროს. მათი აზრით, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებიც ვერ ეგუებიან არსებულ წყობას, რუსეთის ყველა მოქალაქე ბედნიერია. შესაძლებელია უპასუხოდ დარჩეს, რამდენად დაეთანხმებოდა ამ აზრს მილიონობით უკრაინელი გლეხი, რომლებიც შიმშილისგან დაიღუპნენ, ან შრომითი ბანაკების ტუსაღები, ან მარქსისტი ლიდერები, რომლებიც ე.წ. წმენდებში მოყვნენ. ვერც იმ ფაქტს ვუარყოფთ, რომ ცხოვრების დონე დასავლეთის ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კომუნისტურ აღმოსავლეთში. რუსებმა ცუდი არჩევანი გააკეთეს, როდესაც კეთილდღეობის მიღწევის სანაცვლოდ თავისუფლებაზე უარი თქვეს. ეხლა მათ არც ერთი აქვთ და არც მეორე.

V

რომანტიკული ფილოსოფია ილუზიით იყო მოცული, როდესაც მიიჩნევდა, რომ ადრეულ საუკუნეებში ადამიანი თავისუფალი იყო და რომ მან ეს ბუნებით მინიჭებული თავისუფლება ისტორიული ევოლუციის კვალდაკვალ დაკარგა. როგორც ჟან ჟაკ რუსო თვლიდა, ბუნებამ ადამიანს თავისუფლება მიანიჭა, ხოლო საზოგადოებამ კი წაართვა. სინამდვილეში პირველყოფილი ადამიანი ყველა იმ თანატომელის გულმოწყალეობაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მასზე ძლიერი იყო და მაშასადამე, მისთვის მწირი საარსებო საშუალებების წართმევა შეეძლო. ბუნებაში ისეთი რამ, რასაც შეიძლება თავისუფლება ეწოდოს არ არსებობს. თავისუფლების კონცეფცია ყოველთვის ადამიანებს შორის საზოგადოებრივ ურთიერთობებს გულისხმობს. სრული სიმართლეა, რომ საზოგადოებას არ შეუძლია ცალკეული პიროვნების სრული თავისუფლების შესახებ ილუზორული კონცეფციის განხორციელება. საზოგადოებაში ყველა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გაიმეტებენ სხვა ადამიანები მის საკეთილდღეოდ, მათ კეთილდღეობაში მის მიერ შეტანილი წვლილის სანაცვლოდ. საზოგადოება არსებითად ურთიერთმომსახურებას გულისხმობს. სანამ ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, ისინი თავისუფლები არიან. თუკი ისინი გაცვლის შეთავაზებულ პირობებს იძულებით ან იძულების მუქარით დაეთანხმებიან, მაშინ მიუხედავად იმისა თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამას, ისინი თავისუფლებას დაკარგავენ. მონა თავისუფალი სწორედ იმიტომ არ არის, რომ მას ბატონი ეუბნება თუ რა უნდა გააკეთოს და რას მიიღებს ამის სანაცვლოდ.

რაც შეეხება რეპრესიისა და ძალდატანების საზოგადოებრივ აპარატს, ანუ ხელისუფლებას, აქ თავისუფლების შესახებ საკითხიც დასმაც შეუძლებელია. ხელისუფლება თავისი არსით თავისუფლების უარყოფას წარმოადგენს. იგი იძულებას ან იძულების მუქარას მიმართავს, რომ თითოეული ადამიანი თავის ნებას დაუქვემდებაროს, მოსწონთ ეს მათ, თუ არა. რამდენადაც ხელისუფლების უფლებამოსილება იზრდება, ეს ძალმომრეობაა და არა თავისუფლება. ხელისუფლება აუცილებელი დაწესებულებაა, საშუალება, რომელიც საზოგადოებრივი თანამშრომლობის სისტემის მუდმივ ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს, შიდა თუ გარეშე წარმოშობის დაჯგუფებების წინააღმდეგობების მიუხედავად. ხელისუფლება აუცილებელი ბოროტება არ არის, როგორც ამას ზოგიერთები ქადაგებენ. ის საერთოდ არ არის ბოროტება, არამედ საშუალება, ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება იმისთვის, რომ ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელი გახდეს. მაგრამ ის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ის სცემს, აპატიმრებს, სახრჩობელაზე უშვებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ის შეიარაღებული პოლიციელების ქმედითი მხარდაჭერით სარგებლობს. თუ ხელისუფლება საავადმყოფოებსა და სკოლებს მფარველობს, სათანადო სახსრები საგადასახადო შემოსავლებიდან, ე.ი. მოქალაქეებიდან ამღებული თანხებით გროვდება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანთა ბუნებიდან გამომდინარე, ქმედითი სახელისუფლებო დაწესებულებების გარეშე არც ცივილიზაცია იქნებოდა და არც მშვიდობა, შეიძლება ხელისუფლება ყველაზე სასარგებლო საკაცობრიო დაწესებულებად აღვიქვათ. მაგრამ ხელისუფლება, რომ ძალმომრეობაა და არა თავისუფლება, ურყევ ჭეშმარიტებად რჩება. თავისუფლება მხოლოდ იმ სამოქმედო სივრცეებში მოიძებნება, რომლებშიც ხელისუფლება არ ერევა. თავისუფლება ყოველთვის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობაა. ეს არის ხელისუფლების ჩარევის შეზღუდვა. ის მხოლოდ იქ ვლინდება, სადაც ადამიანებს იმ გეზის არჩევის შესაძლებლობა აქვთ, რომელსაც თავად სურთ რომ გაყვნენ. სამოქალაქო უფლებები არის კანონები, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული ის სფეროები, რომლებშიც ადამიანების შექმნილ სახელმწიფოს პიროვნებათა თავისუფლების შეზღუდვის უფლება გააჩნია.

საბოლოო შედეგი, რა მიზნითაც ადამიანმა ხელისუფლება შექმნა, გარკვეული საზოგადოებრივი თანამშრომლობის სისტემაში შრომის დანაწილების პრინციპის დანერგვაა. თუ სოციალიზმი (კომუნიზმი, გეგმიური ეკონომიკა) წარმოადგენს სოციალურ სისტემას, რომლის დამკვიდრება ადამიანებს სურთ, მაშინ თავისუფლებისთვის ასპარეზი აღარ რჩება. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი მოქალაქე სახელისუფლებო ბრძანებას ექვემდებარება. სახელმწიფო ყოვლისმომცველია, ხოლო რეჟიმი ტოტალიტარულია. ხელისუფლება თავად გეგმავს და ყველას აიძულებს, რომ ამ ერთიანი გეგმით იმოქმედოს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანები სოციალური თანამშრომლობაში ჩართვის გზების არჩევანში თავისუფალი არიან. საბაზრო ურთიერთობების ასპარეზის გაფართოვების კვალობაზე, პიროვნებებს სპონტანური ქმედებების უფრო დიდი ასპარეზი უჩნდებათ. ე.წ. laissez-faire (ფრან. ჩაურევლობა. რედ. შენიშ.) სისტემის პირობებში, რომელსაც ფერდინანდ ლასალმა ღამის გუშაგი სახელმწიფო უწოდა, არსებობს სამოქმედო სივრცეები, სადაც ადამიანები საკუთარი გეგმებში თავისუფლები არიან.

სოციალისტებმა უნდა აღიარონ, რომ სოციალისტური სისტემის პირობებში არანაირი თავისუფლება არ არსებობს. ამის ნაცვლად ისინი დამმონებელ სახელმწიფოსა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის განსხვავების გააქარწყლებას იმით ცდილობენ, რომ ბაზარზე საქონლისა და მომსახურების ურთიერგაცვლის თავისუფლებას უარყოფენ. პროსოციალისტი სამართალმცოდნეების თანახმად, ყველა საბაზრო გაცვლა „სხვა ადამიანების თავისუფლების ძალადობრივი ხელყოფაა“. მათი აზრით ერთი მხრივ ადამიანის მიერ გადასახადისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდასა და მეორე მხრივ, გაზეთის ან კინოთეატრის ბილეთის ყიდვას შორის განსხვავება არ არსებობს. ყოველ ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში ადამიანი გარკვეულ წარმმართველ ძალას ემორჩილება. იგი თავისუფალი არ არის, რადგან როგორც პროფესორ ჰეილს მიაჩნია, ადამიანის თავისუფლება „მატერიალური ფასეულობების სარგებლობის პროცესში დაბრკოლებების არარსებობას“6 ნიშნავს. ეს გულისხმობს, რომ მე თავისუფალი არ ვარ, რადგანაც ქალმა, რომელმაც თავის ქმარს დაბადების დღისთვის საჩუქრად სვიტრი მოუქსოვა, მე ამ სვიტრის გამოყენება შემიზღუდა. მე თავად ვზღუდავ სხვა ადამიანების თავისუფლებას, რადგანაც მე არ ვაძლევ მათ ჩემი ჯაგრისით სარგებლობის უფლებას. ამ მოძღვრების მიხედვით, მე თავად ვსარგებლობ პირადი სახელისუფლებო ძალაუფლებით, რაც იმ ძალაუფლების მსგავსია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, როდესაც ადამიანს სინგ-სინგის საპყრობილეში ატყვევებს.

ამ გამაოგნებელი მოძღვრების მქადაგებლები ასკვნიან, რომ თავისუფლება არსად არ არსებობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ის, რასაც ისინი ეკონომიკურ ზეწოლას უწოდებენ, არსებითად არ განსხვავდება ბატონის მიერ თავისი მონების მიმართ განხორციელებული ზეწოლისგან. ისინი გმობენ იმას, რასაც პირად სახელისუფლო ძალაუფლებას უწოდებენ, თუმცა სახელწიფო ხელისუფლების მიერ თავისუფლების შეზღუდვას არ ეწინააღმდეგებიან. მათ სურთ, რომ მხოლოდ ხელისუფლების ხელში იყოს თავმოყრილი ყოველივე, რაც თავისუფლების შეზღუდვას ეხება. მათ იერიში მიაქვთ კერძო საკუთრების ინსტიტუტზე და იმ კანონებზე, რომლებიც მათი თქმით მოწოდებული არიან „საკუთრებითი უფლებების დასამკვიდრებლად, ანუ თითოეული ადამიანის თავისუფლების შესაზღუდად“.7

ერთი თაობით წინ დიასახლისები წვნიანს იმ რეცეპტის მიხედვით ამზადებდნენ, რომელსაც დედისგან იღებდნენ მემკვიდრეობით ან სამზარეულო წიგნებში კითხულობდნენ. დღეს დიასახლისების უმეტესობა დაკონსერვებულ მზა წვნიანის ყიდვას ამჯობინებს, რომელსაც მხოლოდ შეთბობა სჭირდება. მაგრამ, აცხადებენ ჩვენი სწავლულ მეცნიერები, თუნუქის ქილებზე ფასის დაწესებით, საკონსერვო მრეწველობას შეუძლია დიასახლისს ამ წვნიანით სარგებლობის თავისუფლება შეუზღუდოს. ხალხი, რომელსაც ამ ცნობილ მეცნიერთა მოწაფეობის პატივი არ ჰქონდა, იტყოდა, რომ კონსერვების დამზადებით ქარხანამ მომხმარებელს ქილების არ ქონით გამოწვეული მრავალი უხერხულობა მოუხსნა. საქონლი ვერავის ვერ დააკმაყოფილებს, სანამ ის არ დამზადდება. მაგრამ სწავლულები ამბობენ, რომ ისინი ცდებიან. მათ მიაჩნიათ, რომ კორპორაცია დომინირებს დიასახლისზე, ანადგურებს რა მას, მისი პირადი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალაუფლების მეშვეობით. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთა. პროფესორ ბერლეს მიაჩნია, რომ ფორდის ფონდი და მისი მსგავსები, ხელისუფლების ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ.8

რატომ ურჩევნია დიასახლისს კონსერვირებული საკვების შეძენა და არა დედის ან ბებიის რეცეპტებით მომზადება? უეჭველია, იმიტომ რომ ეს ხერხი მისთვის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე აქამდე არსებული. მისთვის არავის დაუძალებია. უბრალოდ არსებობდა ხალხი, მათ მოჯამაგირეებს, პრომოუტერებს, კაპიტალისტებს, სპეკულიანტებს ან საფონდო ბირჟის მაკლერებს უწოდებენ, რომლებსაც საკონსერვო მრეწველობაში ინვეტიციების დაბანდების გზით, მილიონობით დიასახლისის ფარული სურვილის დააკმაყოფილება მოუვიდათ აზრად. იქვე ასევე იყვნენ სხვა ეგოისტი კაპიტალისტებიც, რომლებიც ასობით კორპორაციის მეშვეობით, მრავალ ადამიანს სხვა საგნებით ამარაგებენ. რაც უფრო უკეთესად ემსახურება კორპორაცია საზოგადოებას, მით უფრო მეტი მომხმარებელი ყავს და სწრაფადაც იზრდება. მიბრძანდით საშუალო ამერიკელის ოჯახში და დარწმუნდებით, თუ ვისთვის ტრიალებს ათასობით დანადგარის ბორბლები და ჭანჭიკები.

თავისუფალ ქვეყანაში არავინ იზღუდება, რომ მომხმარებლების უკეთ მომსახურების გზით გამდიდრდეს. ის, რაც ადამიანს ესაჭიროება - გონიერება და შრომისმოყვარეობაა. გამოჩენილ ბრიტანელ ეკონომისტებში ყველაზე ახალგაზრდა ედვინ ქენანმა განაცხადა, რომ „თანამედროვე ცივილიზაცია, ისევე როგორც თითქმის მთელი ცივილიზაცია ეფუძნება პრინციპს, რომელიც გულისხმობს იმათ თაყვანისცემას, ვისაც ბაზარისთვის სარგებელი მოაქვს და პატივს არ მიაგებს იმათ, ვინც ამას ვერ ხერხებს“.9

ყოველგვარი საუბრები ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტარციაზე უსაგნოა. რაც უფრო დიდია კორპორაცია, მით უფრო მეტ ადამიანს ემსახურება, მით უფრო დამოკიდებულია მომხმარებლების, მრავალი ადამიანის, მასების კეთილგანწყობაზე. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური ძალაუფლება მომხმარებლების ხელშია.

კაპიტალისტური წარმოება ერთხელ მიღწეულის შენარჩუნებას არ ნიშნავს. ეს განუწყვეტელი განახლებაა; ყოველდღიური მცდელობა, რომ მომხმარებლი უფრო ახალი, უკეთესი და შედარებით იაფი საქონლით მომარაგდეს. წარმოება მუდმივად გარდამავალ მდგომარეობაშია. არსებობს მუდმივი სწრაფვა, რომ ის რაც უკვე მიღწეულია, შეიცვალოს იმით, რაც მომხმარებელს უკეთესად მოემსახურება. შესაბამისად, კაპიტალიზმის პირობებში ელიტის მუდმივი განახლება ხდება. ადამიანს, რომელსაც მავანი მრეწველობის მეფედ მოიხსენიებს, მხოლოდ სიახლეებისკენ სწრაფვისა და მათი განხორციელების უნარი შეუნარჩუნებს ამ მდგომარეობას. რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს კორპორაცია, იგი განწირულია, თუკი მას არ ექნება ყოველდღიური მცდელობა, განაახლოს მომხმარებელთა დაკმაყოფილების ხერხები. მაგრამ პოლიტიკოსები და ვაირეფორმატორები მრეწველობის მხოლოდ დღევანდელ სტრუქტურას ხედავენ. მათ ჰგონიათ, რომ სამარისად მოხერხებულები არიან და მეწარმეებს ქარხნებზე ზედამხედველობას წაგლეჟენ, რომ ისინი უკვე ჩვევად ქცეული ხერხებით მართონ. მაშინ, როდესაც ახალბედა პატივმოყვარე მეწარმე, რომელიც ხვალ მაგნატობას ლამობს, უკვე ჯერარნახულ სიმაღლეების დაპრობას გეგმავს, ამ ადამიანებს არაფერი არ მოსდით აზრად გარდა იმისა, რომ სხვების მიერ ერთხელ უკვე გატკეპნილი გზით იარონ. არ არსებობს მაგალითი იმისა, რომ ბიუროკრატებს რომელიმე ტექნოლოგიური სიახლე დაენერგათ. თუკი მავანს უძრაობაში ჩარჩენა არ სურს, თავის გამოჩენის თავისუფლება უნდა მისცეს დღესდღეისობით ჯერ კიდევ უცნობ ახალგაზრდებს, რომელთა მახვილგონიერება კაცობრიობას უფრო უკეთესი ყოფისკენ წაუძღვება. ამ პრობლემის მოგვარება, ქვეყნის ეკონომიკური მმართველობის ძირითადი საკითხია.

საწარმოო ფაქტორებზე კერძო საკუთრება არ ზღუდავს ყველა სხვა ადამიანის თავისუფლებას მისთვის ხელსაყრელი არჩევანი გააკეთოს. პირიქით, იგი საშუალებას იძლევა, რომ უბრალო ადამიანმა, როგორც მყიდველმა, თავად მართოს ეკონომიკური ვითარება. ეს არის საშუალება, რომელიც ერის ყველაზე საქმიან ადამიანებს უბიძგებს, რომ თავიანთი უნარ-ჩვევები სხვა ადამიანების სამსახურში საუკეთესო გზით გამოიყენონ.

VI

რაც არ უნდა იყოს, მავანი სრულად ვერ აღწერს ცვლილებებს, რომლებიც კაპიტალიზმმა უბრალო ადამიანის ცხოვრებაში გამოიწვია, თუკი მხოლოდ ბაზარზე მომხმარებლის უზენაესობას, სახელმწიფო საქმეებში საარჩევნო ხმის მოპოვებას და ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აღწერს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კაპიტალიზმმა ადამიანს საშუალება მისცა დაეზოგა, კაპიტალი დაეგროვებინა და დაებანდებინა კიდეც. უფსკრული, რომელიც წინაკაპიტალისტურ წყობასა და კასტურ საზოგადოებაში მესაკუთრეთა და უქონელთა შორის არსებობდა, მნიშვნელოვნად შემცირდა. ძველ დროში ხელოსანს იმდენად დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, რომ იგი ძნელად თუ დაზოგავდა რამეს და თუკი მაინც მოახერხებდა ამას, მხოლოდ რამოდენიმე გროშის გადანახვით გზით. კაპიტალიზმის პირობებში კი, მატერიალური მდგომარეობა მას ფულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევს და არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც მას დაეხმარებიან, რომ დანაზოგი წარმოებაში დააბანდოს. ამერიკის სამრეწველო კაპიტალის არც თუ ისე უმნიშველო ნაწილი დაქირავებული თანამშრომლების დანაზოგებისგან შედგება. შემნახველი ანაბრების, სადაზღვევო პოლისების და სხვადასხვაგვარი ფასიანი ქაღალდების შეძენით, მოჯამაგირეები და თანამშრომლები თავად იღებენ პროცენტებს და დივიდენდებს, შესაბამისად, მარქსისტული ტერმინოლოგიით - მჩაგვრელები არიან. უბრალო ადამიანი წარმოების აყვავებით უშუალოდაა დაინტერესებული, არა მხოლოდ, როგორც მომხმარებელი და დაქირავებული, არამედ როგორც ინვესტორიც. დღეს საწარმოო ფაქტორების მფლობელებსა და სხვა ადამიანებს შორის განსხვავების შემცირების გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა. მაგრამ ეს ტენდენცია, რასაკვირველია მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, თუკი საბაზრო ეკონომიკას ე.წ. სოციალური პოლიტიკა არ შეაფერხებს. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ,,ფულის იოლად შოვნის“ ხერხებით - საკრედიტო ექსპანსიით და დაუფარავი ინფლაციით განუწვეტლივ ითვისებს ყველა იმ ვალდებულების ნაწილს, რომელიც ადგილობრივი საგადამხდელო საშუალებით იფარება.

უბრალო ადამიანების თვითმარქვია დამცველები კვლავ იმ დრომოჭმული მოსაზრებით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც მოვალეების მხარდაჭერა კრედიტორების ხარჯზე ხალხის უმეტესობისთვის ხელსაყრელი პოლიტიკაა. საბაზრო ეკონომიკის ძირითად კანონზომიერებებში ჩაუხედაობა, იმ სრულიად ნათელი მოვლენის შეუმჩნევლობაშიც ვლინდება, რომ უბრალო ადამიანები, რომელთა დაცვასაც ისინი ასე ცდილობენ, თავად არიან კრედიტორები, როგორც დანაზოგების, სადაზღვევო პოლისებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელები.

VII

დასავლეთის სოციალური ფილოსოფიის გამორჩეული პრინციპი ინდივიდუალიზმია. იგი მიზნად ისახავს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ცალკეულ პიროვნებას თავისუფალი აზროვნების, არჩევისა და მოქმედების უფლება აქვს, ძალმომრეობის და ჩაგვრის საზოგადოებრივი დაწესებულების - სახელწიფოს გარეშე. დასავლური ცივილიზაციის ყველა სულიერი და მატერიალური მიღწევა, თავისუფლების შესახებ ამგვარი მოსაზრების განხორციელების შედეგს წარმოადგენს.

ინდივიდუალიზმისა და კაპიტალიზმის მოძღვრება და პოლიტიკა, მათი ქმედითუნარიანობა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში, დაცვასა და პროპაგანდას არ საჭიროებს. მიღწევები ისედაც თვალსაჩინოა.

კაპიტალიზმისა და კერძო საკუთრების პირობებში, სხვა საკითხებისგან გარდა, წარმოების ნაყოფიერებაა შეუდარებლად მაღალია. სწორედ ეს განაპირობებს, რომ კაპიტალისტურ მეურნეობას სულ უფრო მზარდი მოსახლეობის უზრუნველყოფა შეუძლია, მათი ცხოვრების პირობების მუდმივი გაუმჯობესების გზით. მასების კეთილდღეობის ზრდა ისეთ სოციალურ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებით ნიჭიერ პიროვნებებს საშუალება აქვთ თანამოქალაქეებს მთელი საკუთარი შესაძლებლობებით მოემსახურონ. კერძო საკუთრებასა და შეზღუდულ მმართველობაზე დაფუძნებული სოციალური სისტემა ერთადერთია, რომელიც ყველა იმ პიროვნებას უხსნის საზოგადოებაში დასაბრუნებელ კარს, ვისაც პირადი თვითდამკვიდრების თანდაყოლილი უნარი გააჩნია.

ამაოა კაპიტალიზმის მატერიალური მიღწევების დაკნინების მცდელობა და იმის განცხადება, რომ კაცობრიობისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე დიდი და სწრაფი მანქანები, ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სახლები, ჰაერის კონდიცირება, მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები და სხვა. რასაკვირველია, არსებობს უფრო მაღალი და წმინდა მიზნები. მაგრამ ისინი სწორედ იმიტომ არიან მაღალი და წმინდა, რომ არ არიან შთაგონებული გარეშე ძალისხმევით, არამედ ადამიანის პირადი გადაწყვეტილების და ძალისხმევის შედეგს წარმოადგენენ. ისინი, ვინც კაპიტალიზმს ბრალს უყენებენ, მხოლოდ მოუმწიფებელი და მატერიალისტური შეხედულებებით ხელმძღვანელობენ, ვარაუდობენ რა, რომ მორალური და სულიერი კულტურა მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერით და წარმოების მართვის გზით ვითარდება. ყველა ეს გარეშე ფაქტორი, მხოლოდ პიროვნებების თვითგანვითარებასა და დახვეწას უწყობს ხელს. კაპიტალიზმის ბრალი არ არის, რომ მასებს სოფოკლეს ანტიგონეზე მეტად კრივის ყურება უფრო ურჩევნიათ, ჯაზი უფრო მოსწონთ, ვიდრე ბეთჰოვენის სიმფონიები, ამასთან კითხულობენ კომიქსებს და არა პოეზიას. თუმცა ისიც ცხადია, რომ წინაკაპიტალისტურ პირობებში, რასაც მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა თავი ჯერჯერობით ვერ დააღწია, ყოველივე ეს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. კაპიტალიზმი კი, ყველა პირობას ქმნის, რომ მასებმა ამ მდომარეობას თავი დააღწიონ.

კაპიტალიზმი მავანმა რა კუთხითაც არ უნდა განიხილოს, ხელშესახები მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გასცქეროდეს მავანი წარსულს ნოსტალგიით არ არსებობს. კიდევ უფრო ნაკლები მიზეზია, რომ ელტვოდე ტოტალიტარულ უტოპიას, მიუხედავად ნაცისტურია ის თუ საბჭოური.

დღეს მონ პელერინის საზოგადოების მეცხრე შეხვედრა გაიმართება. ასეთ შეხვედრებზე საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქმება, რაც მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, რაც დასავლეთის ცივილიზაციის უდავო მიღწევას წარმოადგენს. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ განსხვავებული აზრის ქონის უფლება ყოველთვის იარსებებს.

_____________________________

1. თომას რ. მალთუსი, ნაშრომი მოსახლეობის პრინციპზე, მეორე გამოცემა, ლონდონი, 1803 წელი, გვ 531.

2. ლენინი, რევოლუციური მდგომარეობა, ნიუ-იორკი, საერთაშორისო გამომცემლობა, გვერდი 84.

3 კარლ მარქსი, Sur Kritik des Sozialdemokratischen Programs von Gotha, კრაიბიხი (რაიხენბერგი, 1920), გვ 23.

4. ჯოან რობინსონი, კერძო საწარმოები და სახელმწიფო კონტროლი, გამოქვეყნდა ინგლისის საუნივერსიტეტო პრესის მიერ მოქალაქეთა განათლების ასოციაციისთვის, გვ. 13-14.

5. ჯ. გ. ქროუთერი, სოციალური ურთოერთობები და მეცნიერება, ლონდონი, 1941, გვ. 333.

6. რობერტ ლ. ჰეილი, თავისუფლება კანონის მეშვეობით, სახელმწიფო კონტროლი და თავისუფალი საზოგადოება, კორპორაციის თაობაზე დისკუსია, ნიუ იორკი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, 1952 გვ 4.

7. იქვე. გვ 5.

8. ა.ა. ბერლი, თავისუფალი საზოგადოება და ეკონომიკური ძალაუფლება, დისკუსია კორპორაციის თაობაზე, ნიუ იორკი, რესპუბლიკის ფონდი, 1954.

9. ედვინ ქენანი, ეკონომისტის პროტესტი, ლონდონი, 1928.

6 საკუთრებითი უფლებების პარადიგმა

▲ზევით დაბრუნება


არმენ . ალჩიანი (1914 -)

0x08 graphic
,,კალიფორნიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის კათედრის საპატიო პროფესორი. ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის გამოჩენილი წევრი. ალჩიანი ცნობილია, როგორც ,,კალიფორნიის უნივერსიტეტის” ტრადიციის მიმდვარი, რომელიც ყურადღებას ეკონომიკაში ადამიანის ინდივიდუალურ თვითდამკვიდრებასა და რაციონალობაზე ამახვილებს. ალჩიანი განსაკუთრებით ცნობილია მისი სალექციო კურსებით მაკროეკონომიკაში, რამაც მრავალ თაობაზე მოახდინა გავლენა. მის მოწაფეთა შორის ყველაზე ცნობილია უილიამ ფ. შარფი, რომელმაც 1990 წელს ფინანსებზე დაწერილი შრომისთვის ეკონომიკაში ნობელის პრემია დაიმსახურა.

ჰაროლდ დემსეცი (1930 -)

0x08 graphic
ამერიკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის არჩეული წევრი, მონ პერელინის საზოგადოების ყოფილი დირექტორი და დასავლური ეკონომიკის ასოციაციის ინტერნაციონალის პრეზიდენტი. ის ნორთუესტერნისა და ფრანსისკო მაროკინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორია. დამსეცის ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: ,,ეკონომიკის პრიმატი: სოცილურ მეცნიერებაში ეკონომიკის შედარებითი წარმატების გამოკვლევა“, ,,ფირმის ეკონომიკა: შვიდი კრიტიკული კომენტარი“.

გამოქვეყნდა 1973 წელს

შესავალი

ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში მუდმივად იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ არჩევანზე საუბრობენ, რაც ყველა საზოგადოებამ შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით უნდა გააკეთოს: რა საქონელი უნდა იწარმოოს? როგორ უნდა იწარმოოს? ვინ უნდა მიიღოს ის, რაც იწარმოება? სოციალური არჩევანის პრობლემების ასეთი სახით ჩამოყალიბებას შეცდომაში შევყავართ. სხვადასხვა ეკონომიკური წეს-წყობილება ამ კითხვებზე განსხვავებულ პასუხებს სცემს, მაგრამ უაღრესად ცენტრალიზებულ საზოგადოებებსაც კი, ამ შეკითხვებზე წინასწარი და დეტალური პასუხი არ გააჩნიათ და ვერც ექნებათ. ალბათ უფრო ხელსაყრელი და ჭეშმარიტებასთან ახლოს იქნებოდა, რომ სოციალური სისტემა იმის მიხედვით განგვეხილა, თუ რა ხერხებით, წესებით და მეთოდებით აგვარებს იგი იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც მწირი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოიშვება, ვიდრე იმის მოლოდინი, რომ ესა თუ ის საზოგადოება ზედმიწევნით ზუსტად გაგვცემს პასუხს იმაზე, თუ რომელი რესურსი რა დანიშნულებით იქნება გამოყენებული. გამომდინარე იქედან, რომ ერთი და იგივე რესურსი ერთდროულად ვერ გამოიყენება ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, წარმოქმნილი ინტერესთა კონფლიქტი, რაღაც საშუალებით უნდა გადაწყდეს. ადამინების გამოცდილება ასეთ საშუალებათა მთელ გამას სცნობს, მათ შორისაა ომები, გაფიცვები, არჩევნები, საეკლესიო მამების გადაწყვეტილებები, სასამართლო გარჩევები, სავაჭრო გარიგებები, აზარტული თამაშები და ა.შ. ყველა საზოგადოება ამ ზემოთაღნიშნული საშუალებების სხვადასხვა ნაკრებს იყენებს და სხვადასხვა სოციალურ წეს-წყობილებას შორის განსხვავება ძირითადად იმაში ვლინდება, თუ რა მეთოდებს ენიჭება უპირატესობა, რესურსების სიმწირით გამოწვეული სოციალური წინააღმდეგობების მოგვარებისას.

კაპიტალიზმის პირობებში მსგავსი დაპირისპირებების გადაწყვეტა ბაზარსა და კერძო საკუთრებით უფლებებზე დაყრდნობით ხდება. ეკონომიკური აზროვნების გაბატონებული მიმართულებების მიმდევრებმა, იდეალიზირებული კაპიტალიზმის ეს მახასიათებელი უდავო ჭეშმარიტებად აღიარეს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა, როგორც დისციპლინა დასავლური კაპიტალიზმის კვალდაკვალ ვითარდებოდა. ამიტომ მათი უყურადღებობის გამო, კაპიტალიზმის ამ საფუძვლების შესწავლა, სამწუხაროდ მისი მემარცხენე კრიტიკოსების ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღების ცენტრში მოექცა და სოციალური წინააღმდეგობების კვლევისას, ამჟამად უფრო განსხვავებული მიდგომები გამოიყენება. არსებული ლიტერატურა ძირითადად სამ კითხვას წამოჭრის:

(1) როგორია საზოგადოების საკუთრებითი უფლებების სტრუქტურა დროის გარკვეულ მონაკვეთში?

(2) რა სოციალურ შედეგებს იწვევს საკუთრებითი უფლებების მოცემული სტრუქტურა?

(3) როგორ ჩამოყალიბდა საკუთრებითი უფლებების მოცემული სტრუქტურა?

ეკონომიკის ისტორიკოსებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ჩვენი უცოდინარობის აღმოფხვრაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ჩვენი მიზანია, რომ ამ ისტორიულ კვლევას ხელი კითხვების არსის უფრო ნათლად წარმოჩენის გზით შევუწყოთ.

უფლებების სტრუქტურა

ზოგადი საუბრების დროს, ჩვენ ხშირად ვახსენებთ, რომ მავანი მიწას, სახლს ან ფასიან ქაღალდებს ფლობს. ცხადია, ამგვარი გამოთქმა სასაუბროდ მოხერხებულია, მაგრამ მის მიღმა საკუთრებითი ურთიერთობის მთელი მრავალფეროვნება და სირთულე არ ჩანს. ის რასაც ვფლობთ, ეს რესურსებით სარგებლობის უფლებაა, რომელთა შორის ჩვენი საკუთარი სხეული და გონებაც მოიაზრება. ამასთან, ეს უფლებები ყოველთვის განსაზღვრულია, მეტწილად, გარკვეული ქმედებების აკრძალვის გზით. ,,ფლობდე მიწას“ ჩვეულებრივ ნიშნავს, გქონდეს უფლება, რომ მიწა დაამუშავო (ან არ დაამუშავო), გათხარო, ან მასზე სათანადო უფლებები გასაყიდად გაიტანო და ა.შ. მაგრამ არ იმას, რომ მიწა გამვლელს ესროლო, მდინარის კალაპოტი გადახერგო, ან ვინმეს მისი ყიდვა აიძულო. ის რასაც ვფლობთ, ეს არის უფლება სოციალურად მისაღები ქმედებებზე.

ის, თუ რაოდენ უზრუნველყოფილია უფლებების განხორციელება, შეიძლება იმის მიხედვით განისაზღვროს, თუ რამდენად გადამწყვეტია მესაკუთრის აზრი მოცემული რესურსის სარგებლობასთან დაკავშირებით. თუ ალბათობა არის ,,1“, ეს ნიშნავს, რომ მესაკუთრის არჩევანი განაპირობებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რესურსის რეალურ სარგებლობას განსაზღვრავს. შეიძლება ითქვას, რომ მესაკუთრე მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული უფლებების აბსოლუტური მფლობელია. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა ხიდან ვაშლების დაკრეფის აბსოლუტური უფლება გააჩნდეს, მაგრამ არ ქონდეს ხის შესხვლის უფლება.

შესაძლებელია, რომ რესურსის სხვადასხვაგვარი გამოყენების უფლება, რამოდენიმე ადამიანზე გადანაწილდეს. ერთსა და იმავე რესურსის მესაკუთრეობაზე გარკვეულ პრეტენზია შეიძლება ერთზე მეტ მხარეს გააჩნდეს. ერთ მხარეს შეიძლება მიწის დამუშავების უფლება ჰქონდეს, მეორე მხარეს კი, რომელიც შეიძლება სახელმწიფო იყოს, ამ მიწაზე გავლის ან მისი სხვა დანიშნულებით გამოყენების უფლება გააჩნდეს. ანუ საკუთრების საგანს თავად რესურსი კი არ წარმოადგენს, არამედ ამ რესურსის გამოყენების უფლებების კრებული ან მათი ნაწილი. თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით საკუთრება განიხილებოდა, როგორც უფლება, ამდენად რესურსები ვერ გაიგივდება საკუთრებასთან სხვაგვარად, ვიდრე უფლება ამ რესურსებზე.

რესურსის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გარკვეული პროცესის შედეგად მიიღება. გარკვეული უფლებითს სარგებლობა შეიძლება დამოკიდებული იყოს მრავალი ადამიანის თანამონაწილობაზე და მაგალითად, ხმათა უმრავლესობით იყოს მიღებული. ხმის მიცემა შეიძლება ინდივიდუალურად და ფარულადაც ხდებოდეს, მაგრამ გადაწყვეტილება მოცემულ რესურსზე უფლების გამოყენების გზების შესახებ, ხმების გარკვეული რაოდენობის საფუძველზე მიიღება.

საზოგადოებაში საკუთრებითი უფლებების სტრუქტურასთან დაკავშირებით ორი კითხვა იბადება. პირველი არკვევს, თუ საკუთრების როგორი უფლებები არსებობს. შესაძლებელია საზოგადოებაში უფლების გამოყენების ისეთი სახე არსებობდეს, რომელიც არც მანამდე არსებობდა და არც სხვა საზოგადოებებში არსებობს. მაგალითად, რადიოს განვითარების ადრეულ ეტაპზე, სამაუწყებლო სიხშირეების მოსარგებლეებს საზოგადოების სხვა წევრებისთვის იგივე სიხშირით სარგებლობის აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ. თითოეულ ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, გადაცემებისთვის ნებისმიერი სიხშირით სარგებლობა შეეძლო. გარკვეულ რადიო სიხშირეებთან დაკავშირებით ეს წესი დღესაც მოქმედებს. შეერთებულ შტატებში ჰეროინის ღია ბაზარზე გაყიდვის უფლება არ არსებობს, იმ სახით, როგორც ეს ზოგ სხვა ქვეყანაშია შესაძლებელი. გარკვეული პოლიტიკური მოძღვრებების ღია მხარდაჭერის უფლება შეერთებულ შტატებში უფრო მეტად არსებობს, ვიდრე რუსეთში. (აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მოძღვრებების მხარდაჭერის უფლება რესურსების გამოყენების უფლებას გულისხმობს, რადგანაც შეუძლებელია ამ უფლების განხორციელება შესაფერისი ადგილისა და სხვა ხელშემწყობი პირობების გარეშე).

მეორე კითხვა იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ უფლებას სხვადასხვა მესაკუთრე შეიძლება ყავდეს. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება მესაკუთრის თვალსაზრისით სახელმწიფოსა (საზოგადოების) და კერძო მესაკუთრეობას შორისაა. სხვის მიწაზე გავლის უფლება შეიძლება კერძო, ან სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს, მაშინ როდესაც პირველი კატეგორიის კორესპონდენციის გაგზავნის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სოციალური სისტემების კლასიფიკაცია ცენტრალიზაციის დონის მიხედვით, მჭიდროდ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების ფლობის ექსკლუზიურობის ხარისხს.

საკითხი რესურსის სახელმწიფო ან კერძო მესაკუთრეობის შესახებ, გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს, რადგანაც რესურსთან დაკავშირებული საკუთრებითი უფლებების კრებული დაყოფას ექვემდებარება. საკმაოდ ხშირად (და ასე არის კიდეც) შეიძლება ნათელი არც იყოს, თუ ვინ ფლობს მოცემულ რესურსს, კერძო მესაკუთრე თუ სახელმწიფო. რესურსის გარკვეული სახით გამოყენების უფლებები შესაძლოა სახელმწიფოს ეკუთვნოდეს, ხოლო სხვა უფლებები კერძო მფლობელობაში იყოს. მართალია, კერძო კონტროლი იზრდება, როდესაც კერძო მესაკუთრეს რესურსით სარგებლობის დამატებითი უფლებები ენიჭება, მაგრამ ის თუ როდის ხდება რესურსი კერძო, შეიძლება საკმაოდ მიკერძოებულად შეფასდეს.

სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიხედვით დახარისხების გარდა, კლასიფიკაცია შეიძლება კიდევ სხვა ნიშნებითაც განხორციელდეს. უფლებების სტრუქტურამ შეიძლება რესურსის გადანაწილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

უფლებების სტრუქტურის სოციალური შედეგები

რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის უფლებები არსებობს უფრო ნათელი საწინააღმდეგო ვითარებების შედარებისას გახდება, რომელთაგან ზოგიერთში გათვალისწინებულია, ხოლო სხვებში არ არის გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა. ჩვენ ვისარგებლებთ ტერმინით ,,საზიარო უფლებები“, რომ განვმარტოთ უფლებების კრებული, რომელიც მწირი რესურსებით გამოყენების უფლებებს გულისხმობს, მაგრამ არ ითვალისწინებს ,,იმ პირის უფლებას, რომელიც არ არის წარმოდგენილი“ და რომელსაც ამ რესურსის გამოყენებისგან სხვა ადამიანების ჩამოშორება არ შეუძლია. ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ მოცემული მწირი რესურსით სარგებლობის უფლება დადგენილია “პირველი მიხვედი, პირველმა ისარგებლე“ პრინციპით და მოქმედებს მანამდე, სანამ პიროვნება ამ რესურსით სარგებლობას აგრძელებს.

,,საზოგადოებრივი“ ქუჩით ან საქალაქო ტროტუარით სარგებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ხშირად, მიწათმოქმედება ან მონადირეობაც უფლებათა ამ რიგს მიეკუთვნება. ხშირად საზიარო მესაკუთრეობა ტექნიკურად სახელმწიფო მესაკუთრეობასთანაა გაიგივებული, როგორც მაგალითად, საზოგადოებრივი პარკების შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს საკმარისი ტექნიკური საშუალებები აქვს, რომ ადამიანის მიერ ამგვარი საკუთრებით სარგებლობა არ დაუშვას. თუ სახელმწიფო, როგორც ერთადერთი ძალისმიერი ინსტიტუტი, ხშირად იყენებს ამ უფლებას, მაშინ საკუთრებითი უფლებები სახელმწიფოსმესაკუთრეობასთან იგივდება. მაგრამ თუ არდაშვების უფლება სახელმწიფოს მიერ იშვიათად გამოიყენება, როგორც ეს საზოგადოებრივი პარკების ან გზებისა და ქუჩების შემთხვევაშია, მაშინ მომხმარებლები ამ რესურსს უბრალოდ საზოგადოებრივ რესურსად აღიქვამენ. საზიარო უფლებები გულისხმობს, რომ რესურსით სარგებლობის შესახებ სამუშაო შეთანხმებას იმგვარი სახე აქვს, რომ არც სახელმწიფოს და არც ცალკეულ მოქალაქეებს არა აქვთ უფლება სხვებს ამ რესურსით სარგებლობა შეუზღუდონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მავანი მას უკვე იყენებდა და კვლავ იყენებს. მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ გზაზე პირველი მგზავრობს, ამ გზით სარგებლობს მანამდე, სანამდე ესაჭიროება. მომდევნო მძღოლს გზით სარგებლობა ასევე შეუძლია, მაგრამ პირველი მძღოლის შეზღუდვა ან მისი გზიდან ჩამოშორება - არა.

საზიარო უფლებასთან დაკავშირებული სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის არ იძლევა ცალკეული ადამიანების მიერ რესურსის გამოყენების ზუსტი დანახარჯების დათვლის საშუალებას. ის ადამიანები, რომლებიც საზიარო უფლებით სარგებლობენ, როგორც წესი ამ უფლებას იმგვარად იყენებენ, რომ საკუთარი ქმედებების ყველა შესაძლო შედეგს არც კი ითვალისწინებენ. მაგალითად, იშვიათ ცხოველებზე განურჩეველმა ნადირობამ მათი სრული გადაშენება შეიძლება გამოიწვიოს. ეს გარემოება მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, როდესაც ამ ცხოველების რაოდენობის შენარჩუნებით ვინმე დაინტერესდება. ეს ინტერესი კი მაშინ იარსებებს, როდესაც ვინმეს მნიშვნელოვანი სარგებელი ექნება იმისგან, რომ ამ ცხოველების არსებული რაოდენობა შენარჩუნდება ან გაიზრდება და ამის გამო ნადირობას შეზღუდავს. საზოგადოებრივი უფლებების სისტემაში იხეირებს არა ის ვინც ნადირობისგან თავს შეიკავებს, არამედ ის, ვინც ნადირობის საზიარო უფლებით სარგებლობას აგრძელებს. შესაბამისად, ყოველ ადამიანი მიდრეკილი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ინადიროს, ხოლო შედეგად ცხოველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ხშირად, საზიარო უფლებებით სარგებლობა ადამიანს ისეთი საქციელისკენ უბიძგებს, რომელიც უზნეოდ ითვლება. 1970 წელს გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა იმის თაობაზე, რომ პრინც ედუარდის კუნძულისა და წმინდა ლოურენსის ყურის მახლობლად მოცურავე ყინულებზე ყოველწლიურად ბარბაროსულად ანადგურებდნენ ჩვილ სელაპებს. კანადის მთავრობა მხოლოდ 50,000 სელაპის რეწვის უფლებას გასცემდა. შესაბამისად, მონადირეები ცდილობდნენ, რომ კანონით დადგენილი რაოდენობის სელაპი, სხვებზე სწრაფად მოენადირებინათ. ისინი მოტივტივე ყინულის ლოდებს შეესეოდნენ ხოლმე და ჩვილ სელაპებს თავში ხელკეტის დარტყმით კლავდნენ. კანადის მთავრობა ბევრ საჩივარს იღებდა იმის თაობაზე, რომ ცხოველებს ბარბაროსულად კლავდნენ და ხშირად ცოცხლადაც კი ატყავებდნენ. თევზის რეწვის მინისტრმა მეთევზეები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად სელაპებზე ნადირობას აკრძალავდნენ თუკი ისინი უფრო ჰუმანურ მეთოდებს არ გამოიყენებდნენ. ნათელია, რომ ის რაც ხდებოდა, მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების ბრალი არ იყო. მათ ქმედებას სელაპებზე ნადირობის ის წესი განაპირობებდა, რომელიც პირველი 50,000 სელაპის რეწვის საზიარო უფლებას იძლეოდა. პირველი 50,000 სელაპის რეწვის უფლება უფასოდ ეძლეოდა იმას, ვინც ამას პირველი მოახერხებდა, ,,პირველი მიხვედი, პირველმა ისარგებლე“ პრინციპით. ეს იყო ქვოტების სისტემა, რომელიც ცხოველებზე უმოწყალო ნადირობას უწყობდა ხელს და წარმატების მისაღწევად მონადირეებს დაუნდობელი ხერხების გამოყენებისკენ უბიძგებდა.

საზიარო უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო ნათელი გახდება, თუ გარემოს დაბინძურების მიზეზებს განვიხილავთ. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს წყლის რესურსების, ტბებისა და წყალსაცავების იმგვარი მოხმარებისკენ უბიძგა, თითქოს საქმე უფასო დოვლათს ეხებოდეს, ანუ გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ ამ რესურსებით სარგებლობის საზიარო უფლების გამოყენებისგან პიროვნებების შეკავება ვერ შესძლო, ამ რესურსების უმრავლესობა ჭარბად გამოიყენებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ დაბინძურების ხარისხი მათ ნაყოფიერად გამოყენებას აფერხებს.

უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც საბაზრო ფასებით ვაჭრობას კრძალავს, ასევე ახდენს გავლენას რესურსების გადანაწილებაზე. ადამიანებს განსხვავებული და მრავალფეროვანი მიზნები აქვთ. თუ ფასებზე დაწესებული შეზღუდვები მესაკუთრეებს საკუთარი მოთხოვნილებების სრულყოფილად დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევთ, მაშინ ისინი სასურველი მოგების მისაღებად სხვა გზას ირჩევენ. მაგალითად, ბინის ქირის ოდენობაზე მკაცრი სახელისუფლო შეზღუდვების დაწესება, ბინათმფლობელებს უბიძგებს, რომ ბინები უშვილო ადამიანებს მიაქირავონ, რადგან ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის დაზიანების ნაკლები ალბათობაა. ბინის ქირის მკაცრი შეზღუდვა იმის აუცილებლობასაც აჩენს, რომ დამქირავებელი ბინათმფლობელის პირადი კეთილგანწყობით სარგებლობდეს. ჩიკაგოს ერთ-ერთ გაზეთში იმ განცხადებების პროცენტული რაოდენობა, სადაც მითითებული იყო, რომ ბინა მხოლოდ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგალითად ავეჯის შეძენის პირობით იქნებოდა გაქირავებული, 10%25-დან 90%25-მდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქირის ოდენობაზე დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა, დაქირავების მსურველთა რიგები წარმოქმნა, ხოლო გაქირავების მსურველთა რიცხვი შეამცირა. საბაზრო ფასად ვაჭრობისა და გაქირავების უფლების შეზღუდვამ, ადვილად შესაძლებელია, რომ უპირატესობა გარკვეული რასისა ან პირადი თვისებების ადამიანებს მიანიჭოს.

რესურსების გადანაწილება იმ პირობებში, როცა მათზე ხელი ნებისმიერ მსურველს მიუწვდება და საბაზრო ფასებით ვაჭრობა შეუძლებელია, საკუთრებითი უფლებების კრებულში სათანადო ცვლილებების გამო, გარიგებების ღირებულებას ზრდის. კანონები, რომლებიც ფასებს აწესებენ, რესურსების გადანაწილების ღირებულებას, საფასო მექანიზმებით დაგენილთან შედარებით მკვეთრად ზრდიან და შესაბამისად, გარიგების მხარეებს განაწილების არასაფასო საშუალებების ძიებას აიძულებენ. ყოველივე ეს ერთობ თვალსაჩინოა, მაგრამ ხშირად ასეთივე ნათელი სულაც არ არის ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარიგების ღირებულებას მაშინ, როდესაც რესურსით სარგებლობის უფლებები შეუზღუდავია.

მოდით გარკვეულ საათებში გზატკეცილებით სარგებლობისას წარმოქმნილი საავტომობილო საცობების პრობლემა განვიხილოთ. პიკის საათებში მძღოლებისთვის გზატკეცილებით სარგებლობის აკრძალვის უფლება არავის აქვს. გზატკეცილებით სარგებლობის უფლება საზიარო უფლებაა. მაგრამ მძღოლებს, რომლებსაც უნდათ, რომ ეს გზები ნაკლებად დატვირთული იყოს, კანონით არ ეკრძალებათ სხვა მძღოლებისთვის ფულის გადახდა იმის სანაცვლოდ, რომ მათ სხვა გზებით ისარგებლონ. თუმცა, საზიარო უფლებების სისტემა ხელს უწყობს იმას, რომ მძღოლები ამ საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმე სხვაზე გადაკისრებას შეეცდებიან, რადგანაც ყველასთვის გასაგებია, რომ მძღოლები, რომლებიც გადახდას არ მოისურვებენ, არსებული სისტემის პირობებში კვლავ შეინარჩუნებენ გზატკეცილებით სარგებლობის უფლებას. საზიარო უფლებების სისტემა ზრდის გარიგების ღირებულებას, რადგანაც ე.წ. ,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემას წამოჭრის. უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა გაწეული ხარჟების შედეგად საცობები დროებით შემცირდება, გზატკეცილით სარგებლობის სურვილი სათანადო უფლებით აღჭურვილ სხვა მრავალ ადამიანსაც გაუჩნდება, რადგანაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ის წინანდებურად დატვირთული აღარ არის. შესაბამისად, გზატკეცილზე დატვირთვების შემცირება, საზიარო უფლებების სისტემაში აუცილებლად გამოიწვევს მასზე მოთხოვნის ზრდას, რადგანაც ახალ მოსარგებლეებს ამ უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. მაშინ ამ ახალ მძღოლებსაც უნდა გადაუხადონ, რომ მათ სხვა გზით ისარგებლონ, რის გამოც ამ გარიგების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. უფლებების ისეთი სისტემა, რომელიც არგადამხდელებისთვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობს, როგორიცაა ფასიან გზატკეცილების სისტემა, გარიგებების ღირებულების ზრდის ამ ორივე შემთხვევას გამორიცხავს. ადამიანები ასეთი გზებით მხოლოდ მაშინ ისარგებლებენ, როდესაც მათთვის მგზავრობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ მზად იქნებიან შესაბამისი ხარჟი გაიღონ. ასეთ შემთხვევაში ფასიანი გზის მესაკუთრე არ იქნება შეზღუდული ,,უბილეთო მგზავრებზე“ ფიქრით.

უფლებების კუთვნილებიდან გამომდინარე სოციალურ შედეგებს ასევე შეუძლია რესურსის გადანაწილებაზე ზეგავლენის მოხდენა. ნათელია, რომ ხელისუფლება - პოლიტიკურს, ხოლო კერძო მესაკუთრეები - საბაზრო ნიშნებს უფრო აქცევენ ყურადღებას, რაც როგორც წესი რესურსების სხვადასხვაგვარ გამოყენებას იწვევს. თუმცა, რესურსების გადანაწილებასა და სათანადო უფლებების კუთვნილებას შორის კავშირის დანახვა, განსაკუთრებით კერძო მესაკუთრეებთან მიმართებაში, არც თუ ისე ცხადია. ერთი შეხედვით, ყველა კერძო მესაკუთრე დაახლოებით ერთნაირად რეაგირებს საბაზრო ნიშნებზე, რის გამოც ცალკეული მესაკუთრე რესურსით სარგებლობის წესს არსებითად არ ცვლის. ყველა კერძო მესაკუთრე ძალზედ მოწადინებულია, რომ საკუთრებითი უფლებები, რაც შეიძლება სარფიანად გამოიყენოს. გარკვეულ პირობებში ეს კანონზომიერება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ გარიგების ღირებულება ძალიან მცირეა; კერძოდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ რესურსის უფრო ღირებული გამოყენების უნარი გააჩნიათ, შეუძლიათ, რომ რესურსის ამჟამინდელ მესაკუთრეს უფრო ადვილად დაუკავშირდნენ და მოელაპარაკონ. თუ გარიგების ღირებულება არ არის დაბალი, მაშინ მესაკუთრის შეცვლას შესაძლებელია რესურსზე უფლებების შემდგომი დაყოფა მოჰყვეს, რადგანაც გარიგების ღირებულების გამო შესაძლებელია რესურსით სარგებლობის უფლება ერთ ხელში ვეღარ დარჩეს. ინსტიტუციური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, სწორედ გარიგებების ღირებულების ცვლილებაა. ასე მაგალითად, მოქმედებებმა, რომლებიც რესურსით სარგებლობის უფლების აღიარებისკენაა მიმართული, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გარიგების ღირებულება მათთვის, ვისაც ამ რესურსით სარგებლობის სურვილი გააჩნია და მზადაა, რომ უფრო ღირებული გამოყენება მოუძებნოს. შესაძლოა, რესურსით სარგებლობის უფლების აღიარებისკენ მიმართული მოქმედებების სხვა შედეგები გარიგებების ღირებულების შემდგომი კვლევების დროს გამოვლინდეს.

საკუთრების უფლების სტრუქტურების განვითარება

საზიარო სარგებლობის უფლების სისტემაში, თითოეულ პიროვნებას აქვს პირადი უფლება ისარგებლოს რესურსით, რომელსაც ხელში ჩაიგდებს, მაგრამ მანამდე, ამ რესურსზე საერთო სარგებლობის უფლება უნდა გავრცელდეს. საკუთრების უფლებების ამგვარი ხასიათი, ადამიანებს რესურსების მოხმარებისკენ უბიძგებთ, რადგან ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი უფლებები ყველაზე მეტად ღირებული სახით განახორციელონ; შესაბამისად, საზიარო რესურსების მისაკუთრებას შეეცდებიან, ანუ ისინი იმიტომ ინადირებენ, რომ ამ გზით ცხოველებზე კერძო უფლებები მიიღონ. ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საზიარო უფლების კერძო უფლებად გარდაქმნის გზით შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, ცხოველებზე ნადირობა მათზე პირადი უფლებების გაცხადების მიზნით საჭირო აღარ გახდება. სხვა შემთხვევაში, ადამიანების მისწრაფება, რომ საზიარო უფლებები კერძო უფლებებად აქციონ, შეიძლება კანონებით შეიზღუდოს.

წესრიგი, რომელიც გარკვეული რესურსზე საზიარო საკუთრების უფლების განხორციელებისას ერთ სახეს იღებს, ხოლო მასზე კერძო უფლებების განხორციელებისას - სხვას, იმთავითვე არამყარია. ასეთ შემთხვევაში, კერძო უფლებები საბოლოო ანგარიშში საზიარო უფლებებს განდევნის. ამას თავის მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, თუ დაღდაუსმელი ცხოველები საზიარო საკუთრებაშია, ხოლო დაღდასმული - კერძო საკუთრებაში, მაშინ ყველა იჩქარებს, რომ რაც შეიძლება მეტ ცხოველს დაასვას დაღი. ეს ძალიან ძვირი არ იქნება, თანაც დაღის დასმა აუცილებელი იქნება ამ ცხოველების ამოსაცნობად. ამ ცხოველების მოკვლა იმისთვის, რომ მათზე კერძო უფლებები გავრცელდეს საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, ამ ცხოველების მოშენება შესაძლებელი გახდება. თუკი იმისთვის, რომ ცხოველი კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მისი მოკვლაა საჭირო, მაშინ სოციალური დანახარჯები ბევრად უფრო იზრდება, რადგანაც ცხოველების განადგურების გამო, მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

თუ საზიარო და კერძო უფლებებს შორის სოციალური შეუთავსებლობის მოწესრიგებას კერძო უფლების გაუქმების გზით გადაწყვეტენ, მაშინ ერთი პრობლემის ნაცვლად მეორე პრობლემა გაჩნდება: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად მუშაობის მოტივაცია. თუ ვივარაუდებთ, რომ ნადირობაზე საზიარო უფლების გარდა, მოკლული ცხოველებიც არა მონადირეს, არამედ ყველას საზიაროდ ეკუთვნის, მაშინ მონადირეობის მსურველთა რიცხვი დაიკლებს. ამის შედეგად ჭარბი ნადირობა შეწყდება, მაგრამ თავს მეორე პრობლემა იჩენს: არასაკმარისი ნადირობა, რადგანაც ყველა გადაწყვეტს, რომ იქნებ სხვამ ინადიროს, ხოლო შედეგებით მაინც ყველა ვისარგებლებთო. არასაკმარისი ნადირობის პრობლემის შესამსუბუქებლად, ისეთ საზოგადოებაში, სადაც კერძო მესაკუთრეობა დაშვებული არ არის, აუცილებელია ისეთი სოციალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელშიც ადამიანების ქცევას ან უშუალოდ სახელმწიფო მართვას, ან კულტურულ-იდეოლოგიურ ზეგავლენას უქვემდებარებს. არჩევანი, თავად გადაწყვიტოს ინადიროს თუ არა, არ შეიძლება მიენდოს ადამიანს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა ნადირობის შედეგებით ისარგებლოს და ამიტომ საქმის თავიდან აცილებას ცდილობს. პირიქით, სახელმწიფო თანდათან აღმოაჩენს იმის მზარდ აუცილებლობას, რომ სანადიროდ წასვლის ბრძანება თავად გასცეს და ყველას მონაწილეობა მოსთხოვოს, ამასთან ნანადირევის განაწილებაზე მკაცრი ზედამხედველობა დაამყაროს. ან, შესაძლოა, თემმა კულტურულ-იდეოლოგიური ზეგავლენის ხერხებს მიმართოს, რომ ადამიანებს ნადირობის სურვილი გაუჩნდეთ. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მრავალ პრიმიტიულ ხალხში გამოიყენებოდა. ნადირი ყველასთვის ,,უფასო“ იყო ,,პირველი მიხვედი, პირველმა ისარგებლე“ წესის საფუძველზე, მაგრამ ნანადირევი კარგად გააზრებული რიტუალური პროცედურების შესაბამისად ნაწილდებოდა და ადამიანები თავად არ წყვეტდნენ, უნდა ენადირათ თუ არა. სიმწირით გამოწვეული პრობლემების კერძო უფლებების შეზღუდვის გზით გადაწყვეტის მცდელობას, აუცილებლად კიდევ უფრო მკაცრად მართული და იდეოლოგიზირებული საზოგადოების ჩამოყალიბება მოჰყვება. ეს პროცესი რომ შენიშნოთ, საკმარისია გარშემო მიმოვიხედოთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი (იგულისხმება ა.შ.შ. რედ. შენიშვ.) საზოგადოებრივი სკოლები იქ სწავლის ,,უფასო' უფლებას გვთავაზობენ. კარგი სკოლები სტუდენტების დიდ რაოდენობას იზიდავს, რის გამოც თემმა ან ამ სკოლების დაფინანსება უნდა გაზარდოს, ან სტუდენტების მოზღვავება მოაწესრიგოს. ასეთ თემებში ადამიანთა ჩასახლების შეზღუდვის მიზნით, ხშირად ზონირების ან სამშენებლო სტანდარტები გამოიყენება.

თუკი კერძო უფლებების დაცვა იოლად შეიძლება, მიზანშეწონილია, რომ პრობლემა საზიარო საკუთრების კერძო საკუთრებით ჩანაცვლების გზით გადაწყდეს.1 ზოგიერთი გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, შეიძლება ითქვას, რომ კერძო უფლებები შეიძლება სოციალურად სასარგებლო იყოს, რადგან ისინი ადამიანს სოციალური ხარჟების გათვალისწინებისკენ უბიძგებენ. კერძო უფლებების ანტისოციალურ ყოფა-ქცევასთან გაიგივება იმდენადვე მცდარი, რამდენადაც გავრცელებული აზრია.

საზიარო უფლებების სისტემის არამდგრადობა კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობა, როდესაც ტექნოლოგიური ცვლილებებისა თუ რესურსზე არსებული მოთხოვნის ზეგავლენით, საზიარო საკუთრებაში არსებული რესურსი უფრო ღირებული ხდება. ასეთ ცვლილებებს შეიძლება, როგორც საზიანო, ისე სასარგებლო შედეგები მოყვეს, რაც შეიძლება გაიზომოს საკუთრების უფლების არსებულ სტრუქტურაში გარიგებების მაღალი ღირებულების გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში საკუთრების უფლების სტრუქტურაში ცვლილებები ხდება, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევთ, რომ ახალი ვითარების უპირატესობა და სარგებლიანობა უკეთ და ზედმიწევნით გაითვალისწინონ. ახალ კონტინენტზე ბეწვეულით ვაჭრობის გავრცელებას ორი შედეგი ჰქონდა: ინდიელებისთვის ბეწვეულის ღირებულება გაიზარდა, ისევე როგორც სამონადირეო სივრცე. ბეწვეულით ვაჭრობის განვითარებამდე ინდიელების სოციალური წყობა ნადირობის თავისუფლებას ითვალისწინებდა, მაგრამ იმდენად მცირე მოცულობის იყო, რომ ცხოველების პოპულაციას არსებით ზიანს არ აყენებდა. ბეწვეულით ვაჭრობის განვითარების შემდეგ ნადირობის მოცულობების დადგენა აუცილებელი გახდა. ამ მიზნით კონტინენტის ჩრდილოდასავლეთში მცხოვრებმა ინდიელებმა სამონადირეო მიწებზე თავისუფალი შესვლის ნაცვლად კერძო უფლებების სისტემა შემოიღეს. გამომდინარე იქედან, რომ ინდიელთა ოჯახებს გარკვეულ მიწებზე სხვების არდაშვების უფლება მიეცათ, მათ ცხოველების მომრავლების მეტი მიზეზი გაუჩნდათ. ნადირობის თავისუფლების პირობებში, მომრავლებულ ცხოველებზე სხვებიც ინადირებდნენ და მათი რაოდენობა არსებითად შემცირდებოდა. კერძო უფლებების დაშვების შემთხვევაში კი, ცხოველთა რაოდენობა იმ დონეზე ნარჩუნდება, რომ ცხოველების განადგურებას ბაზარზე მზარდი მოთხოვნის პირობებშიც კი არ იწვევს.

პროფესორი ნორთიც აღნიშნავდა, რომ მეთორმეტე საუკუნის ინგლისში მიწის ღირებულების გაზრდა აღინიშნა, რის გამოც საკუთრების უფლების არსებული სისტემის ნაცვლად მიწის კერძო მესაკუთრეობისა და ვაჭრობის2 სისტემა დაინერგა. მეცამეტე საუკუნის ინგლისში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მრავალი საკანონმდებლო აქტი შემუშავდა, მათ შორის სათემო მიწების გამოყოფისა და მიწის ჩამორთმევის წესები და სხვა. აღსანიშნავია, რომ კონტინენტზეც მსგავსი ვითარება იყო.

ევროპის ქვეყნებს შორის რადიოსიგნალების გადაცემა კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად გარდაიქმნა საკუთრების უფლებები ტექნოლოგიური განვითარების შედეგად. 1926 წელს ჰოლანდიის სატელეფონო კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ჰოლანდიის ტერიტორიის გარედან შემოსული რადიოპროგრამების მიღების უფლებას ჰოლანდიელი აბონენტები გარკვეული ღირებულების გადახდის შემდეგ მიიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების უმეტესობა ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან გადმოიცემოდა და ჰოლანდიის სატელეფონო კომპანია მათ საავტორო უფლებების ღირებულებას არ უნაზღაურებდა. იმ გარემოებამ, რომ ერთ ქვეყანაში წარმოებული გარკვეული რესურსი, მეორე ქვეყანაში იყო ხელმისაწვდომი, გარკვეული იურიდიული პრობლემა წარმოშვა, რის გამოც მწვავე კამათი გაიმართა და 1928 წელს ბერნის კონვენციის შემუშავებით მოწესრიგდა. ამ კონფერენციაზე რადიოთი გადაცემულ მასალებზე საავტორო უფლებები განისაზღვრა და მათი მოქმედება ყველა ხელმომწერმა ქვეყანამ აღიარა. 1938 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური რადიო კომისია შეიქმნა, რომელმაც უკანონო რადიომაუწყებლობაზე მეთვალყურეობა დააწესა.

ჩვენ საკუთრების უფლების განვითარების მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს შევეხეთ. რასაკვირველია, საკუთრების უფლების მრავალი სახესხვაობა არსებობს, რომლებიც ასევე იმსახურებენ ყურადღებას. თუნდაც კორპორაციების კაპიტალის სტრუქტურა. საყოველთაოდ ცნობილი მოდილიანი-მილერის თეორემის შესაბამისად, კაპიტალის სტრუქტურა საწარმოს ღირებულებაში არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგანაც გარიგების ღირებულება ნულის ტოლი უნდა იყოს. საწარმოს სხვადასხვა აქტივების ღირებულება საწარმოს მიმდინარე ღირებულებას ასახავს და ეს აქტივები ნათლად უნდა იყოს გამიჯნული და ნულოვანი ღირებულებით გარიგების საშუალებას იძლეოდეს. შემდომში, ისინი ისეთი გზით უნდა იყოს გადაცემული ან გაცვლილი, რომ მესაკუთრეს, რაც შეიძლება მეტი მოგება მოუტანონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლებების კრებული გადაიცემა ან დაიყოფა ხარჟების გარეშე არ ხდება. ამგვარად, იბადენა შეკითხვა, უფლებების რა კრებულის შეთავაზებაა უფრო მომგებიანი საწარმოსთვის: ობლიგაციების, ჩვეულებრივი აქციების, პრივილეგირებული აქციების, კონვერტირებადი აქციების თუ დივიდენდების? არსებობს კი ისეთი ფაქტორები, რომლებიც გარიგების ღირებულებისა და უფლებების კრებულის გათვალისწინებით ახსნიდნენ შეთავაზებულ წინადადებებს? თავად ის გარემოება, რომ სხვადასხვა ინვესტორებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ საწარმოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, იმთავითვე სხვადასხვა შეფასებას განაპირობებს. საწარმო, რომელსაც საკუთრების უფლებების ნაწილის გაყიდვის გზით თავისი კაპიტალის გაზრდა სურს, მოწადინებული იქნება, რომ მყიდველებს უფლებების სხვადასხვა კრებული შესთავაზოს. მაგალითად, დივიდენდები - ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორებისთვის, ობლიგაციები კი, პესიმისტი ინვესტორებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე მუქთი არაფერია. მუქთი რომ იყოს, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის საჭირო აღარ იქნება. ასეთ შემთხვევაში ფინანსური შუამავლები ფირმის მიერ გამოშვებულ ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტებს იმგვარი ნარევის სახით ჩამოაყალიბებენ, რომ ოპტიმისტი და პესიმისტი ინვესტორისთვის, რომლებსაც კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლოდინი აქვთ, კმაყოფილები იქნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლებაზე და გარიგებების ღირებულებაზე სულ უფრო მეტი სტატია ჩნდება, ისინი ძირითადად თეორიულ ხასიათს ატარებენ. ემპირიული კვლევების ძალიან მცირე რაოდენობა არსებობს და ისიც მეტწილად ისტორიული ასპექტებს ეხება. ეკონომიკის ისტორიკოსებს მეტი წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ კვლევების სახით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენმა ნაშრომმა თქვენში ინტერესი გააღვივა და ქვემოთ დართული ბიბლიოგრაფიის გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ.

ბიბლიოგრაფია

1. ა.ა. ალჩიანი, „უმუშევრობა და ინფორმაციის ღირებულება“, Western Economic Journal, VII (1969), გვ. 109-128.

2. ა.ა. ალჩიანი, „საკუთრების უფლების ეკონომიკა“ il Politico XXX (1965), გვ. 816-829.

3. ა. ა. ალჩიანი და ჰ. დემსეცი, „წარმოება, ინფორმაციის ღირებულება და ეკონომიკური ორგანიზაცია“, American Economic Rewiev LXII (1972 წლის დეკემბერი).

4. ა. ბოთომლი, „მიწაზე საზიარო საკუთრების შედეგი რესუსრების განაწილებაზე ტრიპოლიტანიაში“ Land Economics (1963 წლის თებერვალი), გვ. 91-95.

5. კ. ბრუნერი და ა. მელცერი, „მონეტარული პოლიტიკის კვლევა“ Journal of Finance (1964 წლის მაისი).

6. ს. შეინგი, ,,არენდის პოლიტიკის თეორია“ (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 1969).

7. რ. ჰ. კოუზი ,,ფირმის არსი“, ხელმეორედ დაიბეჭდა ნაშრომში ,,ფასების თეორიაზე“, სტიგლერი და ბილდინგი, 1952, გვ. 331-351.

8. რ. ჰ. კოუზი, ,,სოციალური ღირებულების პრობლემა“, Journal of Law and Economics, III (1960 წლის ოქტომბერი), გვ 1-40.

9. თ. დ. ქროქერი, ,,გარეშე ფაქტორები, საკუთრების უფლება და გარიგებების ღირებულება“, Journal of Law and Economics, XIV (1971 წლის ოქტომბერი, გვ. 451-464.

10. ჰ. დემსეცი, ,,საკუთრების უფლების თეორიისკენ“, AEA Papers and Proceedings 1967 წლის მაისი, გვ. 253-257.

11. ჰ. დემსეცი, ,,როდისაა მნიშვნელოვანი კანონი ვალდებულებების შესახებ“? Journal of Legal studies,, I (1972 წლის იანვარი), გვ 13-28.

12. ჰ. დემსეცი, ..საზოგადოებრივი საქონელის კერძო წარმოება“ Journal of Law and Economics, XIII, (1970 წლის ოქტომბერი), გვ 293-306.

13. ჰ. დემსეცი, ,,გარიგებების ღირებულება“, Qarterly Journal of Economics, LXXXII (1968 წლის თებერვალი), გვ 33-53.

14. ა. ს დივეინი, რ.დ. ეკერტი, ს.ჟ. მეიერსი, დ.ჟ. ო'ჰარა და რ.ს. სკოტი ,,ელექტრომაგნიტური სპექტრის ბაზრის გადანაწილება: იურიდიული და ეკონომიკური კვლევა“, Stanford Law Rewiev, XXX (1969 წლის ივნისი), გვ 1499-1561.

15. ი. ფურუბოტნი და ს. პეიოვიჩი „საკუთრების უფლება და ფირმის ქცევის მოდელი სოციალისტურ სახელმწიფოში“, Zeitschrift für Nazionalikonomie, XXX (1970), გვ. 431-454.

16. ს. მაკკოული, ,,არა-საკონტრაქტო ურთიერთობები ბიზნესში: საწყისი კვლევა“, American Sosiological Rewiev, XXVIII (1963 წლის თებერვალი), გვ 55-67.

17. რ.ნ. მაკკინი ,,პროდუქტთან დაკავშირებული ვალდებულებები: საკუთრების უფლების შეცვლის ზეგავლენა”, Qarterly Journal of Economics, LXXXII (1970 წლის ნოემბერი), გვ 611-626.

18. დ. ნორდი და რ. თომასი „საადგილმამულო სისტემის განვითარება და რღვევა: თეორიული მოდელი”, Journal of Economic History, XXXI (1971 წლის დეკემბერი), გვ 777-803.

19. ს. პეიოვიჩი, ,,ლიბერმანის რეფორმები და საკუთრების უფლება საბჭოთა კავშირში”, Journal of Law and Economics, XII, (1969 წლის სექტემბერი), გვ 193-200.

20. ს. პეიოვიჩი, ,,ფირმა, მონეტარული პოლიტიკა და საკუთრების უფლება გეგმიურ ეკონომიკაში“, Western Economic Journal, VII, (1969 წლის სექტემბერი), გვ 193-200.

21. ს. როტენბერგი, ,,საკუთრება პრაქტიკაში“, Industrial LaborRelations Rewiev, II, (1962 წლის აპრილი), გვ 2402-05.

________________________

1. საზიარო საკუთრების უფლება შეიძლება სახელმწიფო საკუთრების უფლების სახით ჩამოყალიბდეს და სახელმწიფო, სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის ფასების მექანიზმის გამოყენებით, სხვების სარგებლობის უფლების შეზღუდვას ცდილობს. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო მესაკუთრეობის წინააღმდეგ გამოდის..

2. დ. ნორდი და რ. თომასი „საადგილ-მამულო სისტემის განვითარება და ნგრევა: თეორიული მოდელი“, ჟურნალი ეკონომიკის ისტორია, XXXI (1971 წლის დეკემბერი), გვ. 777-803

7 კანონი, საკუთრებითი უფლებები და ჰაერის დაბინძურება

▲ზევით დაბრუნება


0x08 graphic

მარი . როთბარდი (1926-1995)

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტიკური მოაზროვნე, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი, ლიბერტარიანიზმისა და ანარქო-კაპიტალიზმის თეორეტიკოსი. ცხოვრების მანძილზე იგი აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოძრაობაში, მაგრამ მთელი მოღვაწეობის მანძილზე იცავდა მისი მასწავლებლის მიზესის პრინციპებს. როთბარდის ძირითადი ნაშრომებია: „ადამიანი, ეკონომიკა, სახელმწიფო“, „ძალაუფლება და ბაზარი“, „ამერიკის დიდი დეპრესია“, „თავისუფლებისათვის: ლიბერტარიანიზმის მანიფესტი“ და მრავალი სხვა. გამოქვეყნებული აქვს 1000-ზე მეტი სტატია.

გამოქვეყნდა 1982 წელს

კანონი, როგორც ნორმატიული დისციპლინა

კანონი ბრძანებების ნაკრებს წარმოადგენს. სამოქალაქო სამართალდარღვევასთან ან სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული პრინციპები, რომლებთანაც ჩვენ საქმე გვექნება, უარისმთქმელ ბრძანებებსა ან აკრძალვებს წარმოადგენენ, რომლებიც X, Y ან Z ქმედებების ,,არ ჩადენას“ მოითხოვენ.1 სხვა სიტყვებით, გარკვეული ქმედებები იმდენად მიუღებელია, რომ მოძალადის წინააღმდეგ ბრძოლის, მისგან თავდაცვისა და მისი დასჯის მიზნით ძალის გამოყენების დაშვებაა მიზანშეწონილი (რამდენადაც კანონი ძალადობის საზოგადოებრივ აღიარებას წარმოადგენს). ბევრ შემთხვევაში, ძალის გამოყენება, არც ინდივიდუალური და არც ორგანიზებული სახით, მიზანშეწონილი არ არის. ისეთი ქმედებები, როგორიცაა უცოდველი ტყუილი (იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეთანხმება არ ირღვევა), ღალატი, უმადურობა, მეგობრებისა და თანამშრომლებისადმი არაკეთილგანწყობა, ან საქმიანი შეხვედრებზე მიუსვლელობა, ზოგადად მიუღებელ საქციელად მიიჩნევა, მაგრამ ცოტას თუ მოსდის აზრად ასეთი ქმედებების საკანონმდებლო აკრძალვით ან ძალის გამოყენებით აღმოფხვრა. ცალკეულმა პიროვნებებმა ან ჯგუფებმა შეიძლება ამ ადამიანების წინააღმდეგ იმგვარ ზომებს მიმართონ, როგორიცაა მათთან შეხვედრაზე ან რაიმე საქმიან გარიგებაზე უარის თქმა და თუნდაც მათი მივიწყება, თუმცა კანონის ძალის გამოყენება ასეთი ქმედებების შეზღუდვის მიზნით შეუფერებლად და გადაჭარბებულად არის მიჩნეული.

თუ ეთიკა ნორმატიული დისციპლინაა, რომელიც გარკვეულ ქმედებებს კეთილად და ბოროტად, დადებითად და უარყოფითად შერაცხავს და ახარისხებს, მაშინ სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობა ეთიკის ისეთ ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელიც იმ ქმედებებს განსაზღვრავს, რომლებიც ძალით უნდა აღიკვეთოს. კანონი ამბობს, რომ გარკვეული X ქმედება კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად, კანონის ძალით უნდა აღმოიფხვრას. კანონი სავალდებულო ან ნორმატიული განაცხადებების კრებულს წარმოადგენს.

ბევრი მწერალი და სამართალმცოდნე მიიჩნევს, რომ კანონს არ ახასიათებს შეფასებითი მსჟელობა და იგი „პოზიტიური“ დისციპლინაა. რასაკვირველია, შესაძლებელია არსებული კანონების უბრალოდ ჩამოთვლა, შესწავლა და დახარისხება, იმაში ჩაღრმავების გარეშე, თუ როგორი უნდა იყოს ან არ იყოს კანონი.2 ასეთ შემთხვევაში იურისტი მხოლოდ მასზე დაკისრებული ძირითადი მოვალეობების შემსრულებელი იქნება. თუმცა რადგანაც კანონი ძირითადში ნორმატიული ბრძანებების კრებულია, ნამდვილი სამართლმცოდნე ან სამართლის ფილოსოფოსი თავის მოვალეობას მანამდე ვერ მოიხდის, სანამ არ ეცდება განსაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს კანონი, რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს ეს ამოცანა. თუ იგი ამას არ გააკეთებს, მაშინ იგი თავისი მოვალეობების შესრულებაზე უარს ამბობს და ამ რთული ამოცანის გადაწყვეტას ისეთ ადამიანებს ან ჯგუფებს უთმობს, რომლებსაც სამართლის საფუძვლების შესახებ ცოდნა არ გააჩნიათ, რამაც შეიძლება ისინი ნებელობითი და თვითნებური დადგენილებების შემუშავებისკენ უბიძგოს.

აუსტინიანეს მიმდევარი სამართლმცოდნეები აცხადებენ, რომ კანონი მეფემ, ან უზენაესმა მმართველმა უნდა დააწესოს და რომ კანონი უბრალოდ მათი ნებასურვილის გამომხატველი ბრძანებების კრებულია. მაგრამ მაშინ იბადება კითხვა: რის საფუძველზე მოქმედებს ან უნდა მოქმედებდეს მეფე?3 როდესმე შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მეფის მიერ გამოცემული განკარგულება ,,ცუდი“ ან „მიუღებელია“? თუკი სამართალმცოდნე ამ კითხვების პასუხებზე დაფიქრდება, მაშინ იგი ნებელობას დაუპირისპირდება, რომ უზენაესი მმართველის მოქმედების ნორმატიული წესები შეიმუშაოს. ასეთ შემთხვევაში იგი კვლავ ნორმატიულ კანონმდებლობას უბრუნდება.

თანამედროვე პოზიტიური სამართლებრივი თეორიის მიხედვით, კანონი ის უნდა იყოს, რასაც კანონმდებლები დაადგენენ. მაგრამ რითი უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლები? თუ ჩვენ ვიტყვით, რომ კანონმდებლები მათი ამომრჩევლების ნებასურვილს უნდა გამოხატავდნენ, მაშინ წინააღმდეგობა ერთი საფეხურით ქვევით უნდა ვეძებოთ და ვიკითხოთ: რითი უნდა ხელმძღვანელობდნენ ამომრჩევლები? ან გახდება კი კანონი და შესაბამისად, თითოეულის ადამიანის მოქმედების თავისუფლება, უფრო უკეთესი, როდესაც ის ერთის ნაცვლად მილიონობით ადამიანის ნებელობითი ხუშტურის საგნად გადაიქცევა.4

კანონის არსისადმი ძველებური მიდგომაც კი, რომლის მიხედვით კანონები ტომის, ან საერთო სამართლის მსაჯულებს უნდა დაედგინათ, რომლებიც ძირითადად მოცემულ ტომში ან საზოგადოებაში არსებული წესჩვეულებების ინტეპრეტირებას ახდენდნენ, ამ მიდგომის საფუძვლების ნორმატიულ შეფასებას თავს ვერ აარიდებდა. რატომ არის სავალდებულო დამკვიდრებული წესჩვეულებების მორჩილებაჯ თუ ტომის ადათწესები ექვს ფუტზე მაღალი ყველა ადამიანი მოკვლას ითვალისწინებს, რამდენად აუცილებელი უნდა იყოს მათი გაუცნობიერებელი მორჩილება? რატომ არ შეუძლია გონებას შეიმუშაოს წესები, რომლებიც უხეირო ადათწესებს უკუაგდებს? ამის მსგავსად, რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული გონება, მეფის ან საზოგადოების მიკერძოებული მმართველობის დასამხობად?

როგორც ჩვენ დავინახავთ, სამოქალაქო ან სისხლის სამართალი აკრძალვების ნაკრებია, რომელიც კერძო საკუთრების უფლების დარღვევისა და ხელყოფისგან დაცვას უნდა ემსახურებოდეს, რაც თითოეული პიროვნების თავისუფლების ასპარეზია. ასეთ შემთხვევაში, ბრძანება „შენ A პირის ქონებრივ უფლებას არ უნდა შეეხო“ გულისხმობს, რომ A საკუთრებას სამართლიანად ფლობს და ხელშეუხებელია. შესაბამისად, საკანონმდებლო აკრძალვები არ არის თავისუფალი შეფასებითი მსჯელობისგან. სინამდვილეში ისინი სამართლის შესახებ გარკვეულ მიდგომას ეფუძნებიან, რაც საკუთრებითი უფლებებისა და ქონებრივი უფლებამოსილებების სამართლიან განაწილებას გულისხმობს. „სამართალი“ სხვა არაფერია თუ არა ნორმატიული კონცეფცია.

ბოლო წლებში სამართალმცოდნეები და „ჩიკაგოს სკოლის“ ეკონომისტები ცდილობდნენ, რომ საკუთრებითი უფლებების შესახებ შეფასებითი მსჯელობისგან თავისუფალი მიდგომა შეემუშავებინათ, სადაც უფლებები განსაზღვრული და დაცულია არა ისეთი ეთიკური ნორმების საფუძველზე, როგორიცაა მაგალითად სამართლიანობა, არამედ გარკვეული სახის „საზოგადოებრივი სარგებლის“ მიხედვით. ერთ-ერთ ასეთ ნაშრომში რონალდ ქოუზი (ჩიკაგოს სამართლის სკოლის პროფესორი, 1991 წელს ეკონომიკაში ნობელის პრემიის მფლობელი. იკვლევდა ტრანსაქციული დანახარჯებისა და საკუთრების უფლებების ურთიერთკავშირს. რედ. შენიშვნა) და ჰაროლდ დემსეცი წერდნენ, რომ „არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“ თუ როგორ ნაწილდება საკუთრებითი უფლებები ინტერესთა დაპირისპირების შემთხვევაში, თუკი გარკვეული საკუთრებითი უფლებები დაპირისპირებაში მონაწილე რომელიმეს მხარეს მიენიჭა და შემდეგ დაცული იქნა. თავის ცნობილ მაგალითში ქოუზი საუბრობს ზიანზე, რომელსაც ორთქმავლები რკინიგზის მიმდებარე ფერმებსა და ბაღებს აყენებენ. კოუზისა და დემზეცის აზრით, რკინიგზის მიერ ფერმერებისადმი მიყენებული ზარალი „გარეშე ფაქტორს“ წარმოადგენს, რაც „საზოგადოებრივი სარგებლის“ მოძღვრების მიმდევრების აზრით შიდა ფაქტორად უნდა იქცეს. მაგრამ ამ ეკონომისტებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, მოქმედების ორი შესაძლო მიმართულებიდან თუ რომელი იქნება არჩეული: ის, რომელიც აღიარებს, რომ ფერმერს მის საკუთარ ბაღზე ქონებრივი უფლება გააჩნია და შესაბამისად, რკინიგზამ ზარალი უნდა აუნაზღაუროს და ფერმერი უფლებამოსილი უნდა იყოს, რომ რკინიგზას მისი ქონების ხელყოფა დაუშალოს. თუ ის, რომლის მიხედვით რკინიგზას გამონაბოლქვის ნებისმიერი მიმართულებით გავრცელების უფლება აქვს, ხოლო თუკი ფერმერს სურს, რომ გამონაბოლქვის მიერ მისი საკუთრების დაბინძურება აღკვეთოს, მაშინ მან რკინიგზის მესვეურებს ფული უნდა გადაუხადოს, რომ მათ გამონაბოლქვის დამხშობი მოწყობილობა შეიძინონ. დანახარჯებისა და რესურსების ყაირათიანი გამოყენების თვალსაზრისით, იმას თუ მოქმედების რომელი გზა იქნება არჩეული მნიშვნელობა არა აქვს.

ასე მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ რკინიგზისგან მიყენებული ზარალი 100000 დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში, ზარალი ფერმერის საკუთრებას მიადგა. ამრიგად, რკინიგზამ ფერმერს 100000 დოლარი უნდა გადაუხადოს, ან გამონაბოლქვის შემამცირებელი დანადგარი შეიძინოს, იმისდა მიხედვით, თუ რა უფრო იაფი დაუჟდება. მაგრამ მეორე შემთხვევაში, როდესაც რკინიგზას კვამლის გამოშვების ქოენებრივი უფლება გააჩნია, ფერმისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს რკინიგზისთვის 100000 დოლარამდე გამოსასყიდის გადახდა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვის შემამცირებელი დანადგარი 100000 დოლარზე ნაკლები, ანუ მაგალითად 80000 დოლარი ღირს, მაშინ ეს დანადგარი იმისგან დამოუკიდებლად გაუკეთდება ორთქმავალს, თუ ვის მიენიჭა ქონებრივი უფლება უფლება. I შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ფერმერს 100000 დოლარი გადაუხადოს, რკინიგზას 80000 დოლარის ღირებულების დანადგარი შეძენა ურჩევნია. II შემთხვევაში ფერმერი მზად არის, რომ დანადგარის შეძენის მიზნით, რკინიგზას 80000 დოლარიდან 100000 დოლარამდე გადაუხადოს. იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვის შემამცირებელი დანადგარის ღირებულება 100000 დოლარს აღემატება, ანუ მაგალითად 120000 ღირს, მაშინ ამ დანადგარს არც ერთი განხილულ შემთხვევაში არ შეიძენენ. I შემთხვევაში რკინიგზა გამონაბოლქვის ამოფრქვევას გაარძელებს და იმის ნაცვლად, რომ 120000 დოლარის ღირებულების დანადგარი შეიძინოს, ზარალის საზღაურად ფერმერს 100000 დოლარს გადაუხდის, ხოლო II შემთხვევაში ფერმერს არ უღირს, რომ რკინიგზას მოწყობილობის შეძენისთვის 120000 დოლარი გადაუხადოს, რადგანაც ეს მისთვის მიყენებული ზიანის თანხას (100000 დოლარს) აღემატება. შესაბამისად, კოუზისა და დემზეცის აზრით რესურსების გადანაწილება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის საკუთრებითი უფლებები. ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან „განაწილების“ საკითხშიგანსხვავება, რაც შემოსავალსა და ქონებას შორის არჩევანს ნიშნავს.5

ამ მოძღვრებას მრავალი ხარვეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, მონაწილე მხარეებისთვის შემოსავალი და ქონება უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი შესაძლოა მიუკერძოებელი ეკონომისტები არ იყვნენ. ორივე მათგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ ვინ ვის უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, ეს დებულება მოქმედებს თუკი უგულვებელყოფილი იქნება ფსიქოლოგიური წანამძღვრები. დახარჯებს კი მხოლოდ ფულადი სახე როდი აქვთ. ფერმერისთვის ბაღი შეიძლება გაცილებით მეტს ნიშნავდეს, ვიდრე მხოლოდ ფულადი ზარალი. შესაბამისად, მისთვის ამ ბაღის ღირებულება შეიძლება 100000 დოლარზე მეტი იყოს და სათანადო ზარალის სრული ანაზღაურება 1 მილიონ დოლარად შეაფასოს. ასეთ შემთხვევაში ზემოთმოყვანილი ვარაუდი, რომ თითქოს გადანაწილება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის საკუთრებითი უფლებები, სრულიად ბათილდება. პირველ შემთხვევაში ფერმერი ზარალის 100000 დოლარით ანაზღაურებით არ დაკმაყოფილდება. ის არ შეეპუება მისი ქონების ხელყოფის ყველა შემდგომ მცდელობას და მაშინაც კი, როდესაც კანონი მოდავე მხარეებს შორის გარიგების შესაძლებლობას უშვებს, იგი რკინიგზისგან ზარალის ანაზღაურების სახით 1 მილიონზე მეტს მოითხოვს, რისი გადახდასაც რკინიგზა არ ინებებს.6 მეორე შემთხვევაში, პირიქით, მსგავსი გამოსავალი, რომელიც ფერმერს რკინიგზის გამონაბოლქვის შესაჩერებლად საჭირო მილიონი დოლარის თავმოყრის საშუალებას მისცემს, არ არსებობს.

ფერმერის მხრიდან საკუთარი ბაღის სიყვარული კოუზდემზეცის მოძღვრების უდიდეს ხარვეზსს წარმოაჩენს: დანახარჯები წმინდად სუბიექტური ხასიათისაა და ფულით არ იზომება. კოუზის და დემზეცის თვალსაზრისი გულისხმობს დაშვებას, რომ „გარიგების დანახრჯები“ ნულის ტოლია. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ისინი საკუთრების უფლების იმგვარ გადანაწილებას დაუჭერდნენ მხარს, რომელსაც ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯები მოჰყვებოდა. მაგრამ როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ დანახარჯებს თითოეული პიროვნებისთვის სუბიექტური ხასიათი აქვს და შესაბამისად, გაზომვას არ ექვემდებარება, ჩვენ დავინახავთ, რომ დანახარჯების დაჯამებაც შეუძლებელია. მაშასადამე, თუკი დანახარჯები, გარიგების დანახარჯების ჩათვლით, არ ჯამდება, მაშინ არც ე.წ. „საზოგადოებრივი გარიგების დანახაჯები“ არსებობს, ამრიგად, მითი შედარება არც პირველ და არც მეორე, ისევე როგორც არც ერთ სხვა შემთხვევაში არ შეიძლება.7

კოუზდემზეცის მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი იმაში მდგომარეობს, რომ ის თითქოს შეფასებითი მსჯელობისგანაა თავისუფალი; სინამდვილეში ისინი „ეფექტურობის“ ეთიკური შეფასებას იმეორებენ და ამტკიცებენ, რომ საკუთრებითი უფლებები ასეთი „ეფექტურობის“ გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. საზოგადოებრივი ეფექტურობის კონცეფცია შინაარსიანიც რომ იყოს, ისინი დამაჯერებლად მაინც ვერ პასუხობენ კითხვას, თუ რატომ უნდა იყოს მიჩნეული ეფექტურობა სამართლებრივი მოწესრიგების საფუძვლად, ან ყველა სხვა მოსაზრების მიუხედავად, რატომ უნდა გარდავქმნათ გარეშე ფაქტორები შიდა ფაქტორებად. ჩვენ ამჯერად გავცდით შეფასებით მსჯელობას და ეთიკის შეუსწავლელ საკითხებს დავუბრუნდეთ.8 9

ჩიკაგოს სკოლის ეკონომისტებს კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეფასებითი მსჟელობისგან თავისუფალი მიდგომის გამოყენებით, საკანონმდებლო სფეროში პოლიტიკური რეკომენდაციები შეემუშავებინათ, წარმოადგენს დავა იმაზე, რომ საერთო სამართლის მოსამართლეები საკუთრებითი უფლებებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საზოგადოებრივად სასარგებლო გადანაწილების გზებს ყოველთვის იპოვიან. დემზეცი განსაკუთრებით იმ უფლებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც საზოგადოებრივი გარიგების დანახარჯების შემცირებას უზრუნველყოფდა. რიჩარდ პოზნერი „საზოგადოებრივი სიმდიდრის“ ზრდას უსვამდა ხაზს. ყოველივე ეს არაჯანსაღი ისტორიული დეტერმინიზმის წინაპირობებს ქმნიდა, რომელიც უხილავი ხელივით მოქმედებდა და მოსამართლეებს, ყველა ზემოთ განხილული შეცდომისკენ, ამჟამინდელი ჩიკაგოს სკოლის მიერ გაკვალული მიმართულებით მიუძღოდა.10

თუ კანონი ნორმატიული პრინციპების ნაკრებს წარმოადგენს, იგი არსებული პოზიტიური და დამკვიდრებული პრინციპების უბრალო აღიარებას და ბრმა დაქვემდებარებას არ გულისხმობს. ყველა კანონი, ასეთ პრინციპებზე დაყდნობით საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს. თუ მომქმედ კანონსა და სამართლიან პრინციპებს შორის აშკარა შეუსაბამობები გამოვლინდა, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება კიდეც, ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ კანონი სწორ სამართლებრივ პრინციპებთან მოვიდეს შესაბამისობაში.

ფიზიკური ხელყოფა

ჩემი აზრით, კანონი შემდეგ ნორმატიულ პრინციპს უნდა დაეყრდნოს: არანაირი ქმედება არ უნდა ჩაითვალოს უმართებულოდ ან უკანონოდ, თუ იგი სხვა პირსა ან მისი კანონიერ საკუთრებას არ ხელყოფს. უმართებულო ან უკანონო ქმედებად მხოლოდ ფიზიკური ხელყოფა ანუ ძალმომრეობა უნდა ჩაითვალოს და ასეთი შემთხვევები კანონის მთელი ძალით უნდა აღმოიფხვრას. ხელყოფა უშუალო და ფიზიკური უნდა იყოს. ამგვარი ხელყოფა შესაძლებელია სხვადასხვა სიმძიმის იყოს და შესაბამისად, სხვადასხვა სასჯელი უნდა შეეფარდოს. „ძარცვა“, ქურდობის მიზნით საკუთრების ხელყოფას გულისხმობს, მაგრამ „შეიარაღებული ყაჩაღობაზე“ ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება, რადგანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში მსხვერპლის წინააღმდეგ იარაღის ძალა გამოიყენება. თუმცა წინამდებარე კვლევის საგანს წარმოადგენს არა დანაშაულის სიმძიმისა თუ სასჯელის ზომის განსაზღვრა, არამედ თავად ფიზიკური ხელყოფის არსის გარკვევა.

თუკი ადამიანს სხვა ადამიანის „კანონიერი“ საკუთრების ხელყოფის უფლება არა აქვს, მაშინ როგორი უნდა იყოს ჩვენი წარმოდგენა კანონიერების შესახებ?11 საკუთრებითი უფლებების კანონიერების შესახებ თეორიის განვითარების საშუალება ამჯერად არ არის, ამიტომ საკმარისია ავღნიშნოთ, რომ ლიბერტარიანული პოლიტიკური თეორიის ძირითადი აქსიომის შესაბამისად, ყველა ადამიანი საკუთარი თავის ბატონ-პატრონია და თავისი სხეულის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის სრული უფლება აქვს. სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ სხვაზე თავდასხმისა და მისი შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი კანონიერად ფლობს და განაგებს ყოველივე იმას, რაც მან სხვებისგან შეიძინა, ან მანამდე არავის არ ეკუთვნოდა, მაგრამ თავად მოიპოვა ან მასში თავისი შრომა ჩააქსოვა. თავისუფალი საბაზრო საზოგადოების საკუთრებითი უფლებების მთელი სისტემა „საკუთარი თავის ბატონ-პატრონობისა“ და „მკვიდრობის უფლების“ შესახებ ტყუპ აქსიომებს ეყრდნობა. ეს სისტემა აწესებს თითოეული ადამიანის უფლებას საკუთარ თავზე, მისი კუთვნილი ქონების შეთანხმების საფუძველზე გასხვისებისა ან გაცვლის, ისევე როგორც გაჩუქებისა და ანდერძისდატოვების უფლებას (და შესაბამისად, სხვისგან საჩუქრის ან მემკვიდრეობის მიღების უფლებას).12

სამართლისა და პოლიტიკურ თეორიებს უდიდესი ზიანი მოაქვთ, თუკი არ აღიარებენ, რომ ძალმომრეობა ადამიანის ერთადერთი უკანონო ქმედებაა და შესაბამისად, ძალის გამოყენების გამართლება მხოლოდ ასეთი ქმედებების შესაზღუდად ან აღმოსაფხვრელად შეიძლება. „ზიანის მიყენების“ შესახებ ბუნდოვან კონცეფციას ასეთ შემთხვევაში „ფიზიკური ძალმომრეობის“ ნათელი კონცეფცია ენაცვლება.13 განვიხილოთ შემდეგი ორი მაგალითი. ჯიმი სიუზანს ეთაყვანება და სადაცაა ცოლობაზეც დაიყოლიებდა, რომ არა ასპარეზზე ბობის გამოჩენა, რომლიც სიუზანის გულს იპყრობს. რასაკვირველია, ამით ბობმა ჯიმს დიდი „ზიანი მიაყენა“. თუკი ზიანის მიყენების არაფიზიკური ძალმომრეობის გაგება იქნება აღიარებული, მაშინ ნებისმიერი საპასუხო ქმედების გამართლება გახდება შესაძლებელი. ჯიმს უფლება ექნება, რომ ბობს გამოჩენაც კი აუკრძალოს?14

განვიხილოთ მეორე მსგავსი მაგალითი. X ადამიანი სამართებლების წარმატებული გამყიდველია. მაგრამ გამოჩნდა Y გამყიდველი, რომელსაც კანის გაჭრისგან დამცავი ტეფლონის საფარიანი უკეთესი სამართებლები აქვს. შედეგად, X გამყიდველის საკუთრება მნიშვნელოვნად უფასურდება. მაგრამ უნდა გააჩნდეს მას უფლება, რომ Y გამყიდველს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს ან მას უკეთესი სამართლებლების გაყიდვა აუკრძალოს? სწორი პასუხი იქნება, რომ ეს დაუშვებელია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მომხმარებლები ვერ შეძლებდნენ უკეთესი სამართლებლით სარგებლობას და იზარალებდნენ. სხვა სიტყვებით - არავის აქვს უფლება, რომ მისი საკუთრების დაზიანებისთვის პასუხი მოსთხოვოს ვინმეს ან შური იძიოს მასზე, თუკი ეს ფიზიკურ ძალმომრეობის შედეგად არ არის გამოწვეული. საკუთარი ქონების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება ყველას აქვს, მაშინ როდესაც, საკუთრებისღირებულების დაცვის უფლება - არავის, რადგანაც ქონების ღირებულებას ადამიანების მიერ მის შესაძენად გარკვეული თანხის გაღების მზადყოფნა განაპირობებს. თავად ადამიანების მზადყოფნა კი, ერთთავად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტენ ისინი თავიანთი ფულის დახარჯვას. სხვა ადამიანის ფულზე უფლება არავის არა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა პირი უკვე დადებული გარიგების საფუძველზეა ვალდებული, რომ ეს ფული მას გადასცეს.

სამოქალაქო სამართალში „ზიანის მიყენება“, როგორც წესი, განიხილება, როგორც ადამიანის ან მისი საკუთრების ფიზიკური ხელყოფა. ცილისწამების უკანონო ქმედებად გამოცხადება ყოველთვის სამოქალაქო სამართლის აშკარა გადახრა იყო. სიტყვები და მოსაზრებები ფიზიკური ზემოქმედების საშუალებებს არ წარმოადგენენ. საკუთრებითი უფლებები მისსავე „რეპუტაციაზე“ არავის ააქვს. რეპუტაცია სხვა ადამიანების პიროვნული შეფასებების შედეგია, ხოლო მათ სრული უფლება აქვთ, რომ ყველაფერზე თავიანთი განსაკუთრებული მოსაზრება იქონიონ. შესაბამისად, ცილისწამების კანონგარეშედ გამოცხადება, თავად წარმოადგენს ცილისმწამებლის სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვან შეზღუდვას, რაც მისი პირადი თავისუფლების ნაწილს წარმოადგენს.15

სიტყვის თავისუფლების ხელყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვან მცდელობას უორენისა და ბრენდის მიერ შემოთავაზებული სამოქალაქო კანონი წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ე.წ. „პირადი ცხოვრების“ ხელყოფის საკითხებს განიხილავს და კანონგარეშედ აცხადებს სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის მიერ მისივე ქონების გამოყენებას, თუკი ადგილი თაღლითობასა ან ბოროტგანზრახულობას აქვს.16

სამოქალაქო სამართალში, „ზიანი“, როგორც წესი განიხილება, როგორც ადამიანის ან მისი საკუთრების ფიზიკური ხელყოფა და როგორც წესი, „ემოციური“ ზიანის ანაზღაურებას მაშინ და მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც ის ფიზიკური ზემოქმედების შედეგადაა გამოწვეული. ამგვარად, კერძო საკუთრების ხელყოფის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, „თავდასხმა“ განიხილება, როგორც ადამიანის ხელყოფა, მაშინ როდესაც „მუქარა“ განიხილება, როგორც ერთი პიროვნების მიერ მეორის თავდასხმით დაშინება ან დაზაფრვა.17

იმისთვის, რომ ქმედება სახიფათო თავდასხმად შეფასდეს და სასამართლო განხილვის საგანი გახდეს, შესაბამისი კანონების მიხედვით, მუქარა ხელშესახები და გარდაუვალი უნდა იყოს. უბრალო ლანძღვა და უხეში მიმართვა, ქადილი, ან იარაღის ტარება თავდასხმას ჯერ კიდევ არ ნიშნავს.18 მუქარას მისი განხორციელებისკენ მიმართული აშკარა ქმედება უნდა ახლდეს, რომ ის გარდაუვალ ფიზიკურ შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული.19 სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სავარაუდო მსხვერპლის მიერ თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენება გამართლებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მას გარდაუვალი თავდასხმის აშკარა მუქარა უძღვის წინ.

არ არის აუცილებელი ფიზიკურმა ძალმომრეობამ ან თავის მობეზრებამ ხელშესახები ზიანი ან ნგრევა გამოიწვიოს, რომ კანონის განხილვის საგანი გახდეს. ასე მაგალითად, სასამართლოები მართლები არიან, როდესაც ადამიანის სახეში შეფურთხებას ან ქუდის მოგლეჯას თავდასხმად განიხილავენ. უფროს მოსამართლე ჰოლტის მიერ 1704 წელს გაკეთებულ განცხადებას მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს: „აღელვებულ მდგომარეობაში სხვა ადამიანის შეხებაც კი, თავდასხმის ტოლფასია“. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ იყოს და ფიზიკურ ძალმომრეობას არსებითად მხოლოდ მსხვერლის გაღიზიანება, მისთვის ხელის შეშლა მოყვეს, ასეთი აშკარად უმნიშვნელო ქმედებებიც კი, კანონდარღვევებს მიეკუთვნება.20

შეუნიღბავი ქმედება: მკაცრი პასუხისმგებლობა

თუ ადამიანის ან მისი საკუთრების ხელყოფა უკანონო ქმედებასა ან სამართალდარღვევას წარმოადგენს, მაშინ აუცილებელია განისაზღვროს, თუ როდის შეიძლება, რომ პიროვნება მოსალოდნელ ფიზიკურ ძალმომრეობას წინ აღუდგეს. ლიბერტარიანული სამართლის თეორიის მიხედვით A ადამიანს B ადამიანის მიმართ ძალის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით შეუძლია, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც B ადამიანი A ადამიანის მიმართ ძალის გამოყენებას აპირებს. მაგრამ როდის არის A ადამიანის მიერ B ადამიანის მიმართ გამოყენებული ძალა კანონიერი თავდაცვა და როდის B ადამიანის წინააღმდეგ მიმართული უკანონო და უსამართლო ქმედება? ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა განვსაზღვროთ, თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის რომელი თეორიით ვიხელმძღვანელებთ.

მაგალითად დავუშვათ, რომ სმითმა შეამჩნია თუ როგორ კვეთს ქუჩას მისი მიმართულებით მომავალი ჯოუნსი და რომ სმითს უჩვეულო შიში იპყრობს, რადგან მას წარბშეკრულს ხედავს. რამდენადაც ის დარწმუნებულია, რომ ჯოუნსი სადაცაა ესვრის, თავად იმარჟვებს იარაღს და ჯოუნსს, როგორც თავად არის დარწმუნებული, თავდაცვის მიზნით ესვრის. ჯოუნსი თავდასხმისა და დაშავების ბრალდებით სმითისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. იბადება კითხვა, წარმოადგენს თუ არა სმითი თავდამსხმელ მხარეს და უნდა დაეკისროს თუ არა მას შესაბამისი პასუხისმგებლობა? ერთ-ერთი თეორიის შესაბამისად, რომელიც ცნობილია, როგორც „კეთილგონიერი ადამიანის“, „გონივრული ქცევის“ ან „დაუდევრობის“ თეორიად, სმითს თავდამსხმელ მხარედ განიხილვას, რადგან წარბშეკრული ადამიანის დანახვა „გონიერ ადამიანში“ გარდაუვალი თავდასხმის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

„მკაცრ პასუხისმგებლობაზე“ ან „მკაცრ მიზეზ-შედეგობრივ პასუხისმგებლობაზე“ დაფუძნებული მოწინააღმდეგე თეორია, რომელიც ამჟამად აღორძინებას განიცდის, ასევე ეთანხმება, რადგან მოსამართლისა თუ მსაჯულისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჯოუნსის მხრიდან თავდასხმა გარდაუვალი იყო. ეს მიდგომა არ ითვალისწინებს, თუ რამდენად გულწრფელად სჯეროდა სმითს, რომ ჯოუნსი ნამდვილად ემუქრებოდა.

„კეთილგონიერი ადამიანის“ თეორიას ორი მნიშვნელოვანი ხარვეზი იმაში მდგომარეობს, რომ „კეთილგონიერის“ განმარტება საკმაოდ ბუნდოვანი და განყენებულია, ამასთან, თავდამსხმელი დამნაშავე დაუსჯელი რჩება, ხოლო მსხვერპლს ზარალი არ უნაზღაურდება. ამ კერძო შემთხვევაში ორივე თეორიის მიხედვით გაკეთებული დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა სხვა შემთხვევებში ეს ასე არ ხდება. ამის მაგალითად, კურვუაზიესა და რეიმონდის დავა (1896) განვიხილოთ.21 ამ საქმეში მოპასუხე მხარეს, რომელიც მაღაზიის მფლობელი იყო, გაშმაგებული ბრბო ემუქრებოდა. როდესაც მოპასუხესთან მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელი მივიდა, მოპასუხეს ის შეცდომით ერთ-ერთ თავდამსხმელი ეგონა და ესროლა. უნდა დაეკისროს თუ არა მაღაზიის გამყიდველს შესაბამისი პასუხისმგებლობა?

პირველი დონის სასამართლომ, შემთხვევა სათანადოდ განიხილა და მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა პოლიციელის სასარგებლო განაჩენი გამოიტანეს. სასამართლოსთვის ნათელი იყო, რომ მოპასუხე თავად დაესხა თავს და დააზიანა მოსარჩელე. მკაცრი პასუხისმგებლობის თეორიაში მნიშვნელოვანია მიზან-შედეგობრივი კავშირი: ვინ გამოიწვია დაპირისპირება ან სამართალდარღვევა? მოპასუხის ქცევის მთავარ გამამართლებელ საბუთად, მოსარჩელის ქმედება იქცა, რომელიც გარდაუვალი თავდასხმის მუქარად იქნა აღქმული, რადგანაც მას შესაძლოა მართლაც თავდასხმა მოჰყოლოდა. ასეთ შემთხვევებში საკითხი მსაჯულებისთვის უბრალოდ იმის დადგენაში მდგომარეობს, ნამდვილად ემუქრებოდა თუ არა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელი მაღაზიის მფლობელს? ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება პოლიციელის სასარგებლოდ მიიღეს,22 მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია და დაადგინა, რომ მაღაზიის მფლობელი „კეთილგონიერი ადამიანის“ შესაფერისად იქცეოდა, როდესაც დაასკვნა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი მასზე თავდასხმას აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნა მცდარი იყო.

როდის უნდა იქნეს მიჩნეული ქმედება თავდასხმად? წარბები შეკვრა თავდასხმის მცდელობად ძნელად თუ შეფასდება. მაგრამ ჯოუნსს იარაღი რომ ამოეღო და სმითისთვის დაემიზნებინა, მიუხედავად იმისა, გაისვრიდა თუ არა, მისი მოქმედება გარდაუვალი თავდასხმის მცდელობად იქნებოდა აღქმული და სმითის საპასუხო გასროლას გაამართლებდა, რომელიც თავდაცვად შეფასდებოდა. (ასეთ შემთხვევაში ჩვენი დასკვნა და „კეთილგონიერი ადამიანის“ თეორიის დასკვნა ერთმანეთს კვლავ დაემთხვევა). იმის დასადგენად, არის თუ არა ქმედება თავდასხმა, შემდეგ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი: განაპირობა ჯოუნსმა თავდასხმა თავისი შეუნიღბავი მუქარით? როგორც რენდი ბარნეტმა მიუთითა: „სიცხადეს მოკლებულ შემთხვევებში, ძალის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ შეუნიღბავი ქმედების საპასუხოდ, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მოცემული დანაშაულისგან დროში და სივრცეში მოწყვეტით მიმდინარე თავდასხმის სამზადისი. ის „სახიფათოზე“ მეტი უნდა იყოს; ის უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მიზნით უნდა განხორციელდეს და პირდაპირ მიუთითებდეს მისი აღსრულების განზრახვაზე.23

მსგავსი პრინციპები უდანაშაულო მომსწრეებზეც ვრცელდება. მაგალითად, ჯოუნსი თავს ესხმის და უტევს სმითს. სმითმა თავდაცვის მიზნით ესვრის, მაგრამ ტყვია ცდება და შემთხვევით ბრაუნს ხვდება, რომელიც უბრალოგამვლელია. უნდა დაეკისროს თუ არა სმითს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე? სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც დამკვიდრებული „კეთილგონიერი ადამიანის“, ან „დაუდევრობის“ თეორიას ეყრდნობოდა, სმითი დამნაშავედ არ ცნო, რადგანაც ის ჯოუნსისგან იცავდა თავს.24 მაგრამ ლიბერტარიანული და მკაცრი პასუხისმგებლობის თეორიის მიმდევრების აზრით სმითმა ბრაუნის წინააღმდეგ მართლაც გამოიყენა ძალა და მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარ განზრახული ქმედება არ იყო, მას პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისროს. შესაბამისად, ბრაუნი უფლებამოსილია, რომ სმითის წინააღმდეგ საქმე აღძრას, რადგან ჯოუნსი სმითს ზღუდავს ან თავს ესხმის, სმითსაც ასევე საფუძველი აქვს, რომ ჯოუნსის წინააღმდეგ საქმე აღძრას. სავარაუდოა, რომ ჯოუნსისადმი მისადაგებული სასჯელის ზომა უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე სმითის სასჯელი.

„დაუდევრობის“ თეორიის დამკვიდრებული მიდგომის ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ყურადღებას მსხვერპლის (ამ შემთხვევაში სმითის) თავდაცვის უფლებით გამართლებულ საპასუხო ქმედებაზე ამახვილებს, ან მის უნებლიე შეცდომაზე. მაგრამ ეს მიდგომა სამწუხაროდ უგულვებელყოფს სხვა დაზარალებულებს - ადამიანს, რომელიც ქუჩას წარბშეჭმუხნული კვეთს, სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფ პოლიციელს, რომელსაც დახმარების გაწევა უნდა და უბრალო გამვლელს. სავალალოდ, მოსარჩელის უფლება თავდაცვაზე უგულვებელიყოფა. ასეთ შემთხვევებში ყურადღების გამახვილება შემდეგ საკითხზე ღირს: ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხისთვის ზიანის მიყენების უფლება საკუთარი თავდაცვის მიზნით? წარბშეკრულ ან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს და უბრალო გამვლელებს, დროულად რომ შეძლებოდათ ამის გაკეთება, ჰონდათ თუ არა გულწრფელი, მაგრამ შეცდომაში შესული მოპასუხეების მიმართულებით სროლის უფლება, საკუთარი თავდაცვის მიზნით? რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, თუ პასუხისმგებლობის თაობაზე რომელ თეორიას ვიზიარებთ, პასუხი დადებითი უნდა იყოს. შესაბამისად, უპირატესობა მკაცრი პასუხისმგებლობის თეორიას უნდა მიენიჭოს, რომელიც თავდაცვის უფლებას ყველას და არა მხოლოდ აქ განხილული შემთხვევების მოპასუხეებს უტოვებს. რადგანაც ცხადია, რომ ყველა ზემოთხსენებულ მოსარჩელეს თავდაცვის მიზნით მოპასუხის შეჩერების უფლება ჰქონდა, მაშინ მოპასუხე მოძალადეა იმის მიუხედავად, რამდენად გულწრფელი ან „გონივრული“ იყო მისი ქმედებები.

პროფესორ ეპშტეინთან მრავალი საუბრის შედეგად ნათელი ხდება, რომ ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სამი განსხვავებული თეორია მოქმედებს. მათ შორის უძველესი, მკაცრ მიზეზ-შედეგობრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და დანაშაულის ტვირთს, მისი გამომწვევი თვალსაჩინო მიზეზების მიხედვით ადგენს. ანუ, ვინ ვის ესროლა? ვინ ვის დაესხა თავს? მისი მიხედვით, ძალის გამოყენება მხოლოდ ადამიანისა და საკუთრების დაცვის მიზნით იყო გამართლებული. მეცხრამეტე საუკუნეში ეს მიდგომა დაუდევრობის, ანუ „კეთილგონიერი ადამიანის“ თეორიამ შეცვალა, რომელმაც საშუალება მისცა ბევრი დამნაშავეს პასუხისმგებლობა აეცილებინა, რადგანაც მათი ქმედებები გონივრულად ან არც თუ ისე მნიშვნელოვან დაუდევრობად იქნა შეფასებული. შედეგად, დაუდევრობის თეორიამ წონასწორობა მოპასუხის სასარგებლოდ და მოსარჩელის საწინააღმდეგოდ დაარღვია. მეოცე საუკუნეში კიდევ ერთ განსხვავებულ თეორიას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მოსარჩელის (განსაკუთრებით ღარიბის) მხარდასაჭერადაა მომართული და მოპასუხის ბრალეულობის დამტკიცებას მაშინაც კი ცდილობს, როდესაც ფიზიკურ ძალმომრეობას ადგილი არ ჰქონია.

თუკი ყველაზე ძველს „მკაცრი მიზეზ-შედეგობრივი პასუხისმგებლობის“ თეორია ეწოდება, თანამედროვეს შესაძლოა „პრეზუმპციული პასუხისმგებლობის“ თეორია ეწოდოს, რადგანაც პრეზუმპცია ამ შემთხვევაში მოპასუხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ხოლო ანგლო-საქსური სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, საზარელი დანაშაულის შემთხვევაშიც კი, უდანაშაულობის პრეზუმპცია მოპასუხის მხარესაა.25 ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მსჯელობის შედეგების საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე გავრცელებით იგივე დასკვნის გაკეთება შეიძლება: ყველა ადამიანს გააჩნია თავისი საკუთრების დაცვის უფლება მისი ხელყოფის შეუნიღბავი მცდელობის შემთხვევაში. ადამიანს არა აქვს უფლება ძალადობას მიმართოს თავისი საკუთრების დაცვის მიზნით, სანამ მის მიწაზე ან სახლში უნებართვოდ მყოფი სავარაუდო მოძალადე თავად არ გამოიყენებს ძალას.

რა დოზით შეუძლია მსხვერპლს ძალის გამოყენება საკუთარი თავის ან ქონების დასაცავადჱ ჩვენ საერთოდ უნდა უარვყოთ ამჟამად არსებული დოქტრინა, რომლის შესაბამისადაც ძალის გამოყენება მხოლოდ „კეთილგონივრულობის“ ფარგლებშია დაშვებული, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში გამოდის, რომ მსხვერპლს თავდაცვის უფლება თითქმის მთლიანად ჩამორთმეული აქვს.26 არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, მსხვერპლს მაქსიმალური, ანუ „მომაკვდინებელი“ ძალის გამოყენების უფლება აქვს ა) მხოლოდ საკუთარ სახლში და ისიც უშუალო თავდასხმის დროს; ან ბ) როდესაც არ ხერხდება უშუალო თავდასხმის თავიდან არიდება. ყოველივე ეს სახიფათო უაზრობაა. ნებისმიერი თავდასხმა შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს; მსხვერპლს წინასწარ ვერანაირად ვერ ეცოდინება, შეიკავებს თუ არა მოძალადე თავს სასიკვდილო ზიანის მიყენებისგან. მსხვერპლს უფლება აქვს დაუშვას, რომ ნებისმიერი თავდასხმა მისი სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს და შესაბამისად, საპასუხო სასიკვდილო დარტყმის უფლება უნდა გააჩნდეს.

არსებული კანონმდებლობით მსხვერპლი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუკი საკუთარი მიწისა და უძრავი ქონების დაცვას შეეცდება. ამ შემთხვევაში ადამიანს საკუთარი სახლის დასაცავად, საპასუხო სასიკვდილო დარტყმის უფლებაც კი არ გააჩნია. ის კიდევ უფრო შეზღუდულია მიწისა და სხვა ქონების დაცვისას. ეს მიდგომა იმით საბუთდება, რომ თუ მსხვერპლს არა აქვს უფლება მოკლას ადამიანი, რომელმაც მას საათი მოპარა და შესაბამისად, არც იმის უფლება უნდა ჰქონდეს, რომ მას ქურდობის ან გაქცევის დროს ესროლოს. მაგრამ დასჯა და საკუთარი თავის ან ქონების დაცვა ერთი და იგივე არ არის და სხვადასხვაგვარად უნდა განსჟილი. დასჯა შურისძიებაა, მას შემდეგ, რაც დანაშაული უკვე ჩადენილია და დამნაშავე ცნობილი, გამოვლენილი და დაკავებულია. თავდაცვა დანაშაულის ჩადენისას ან ქონების დაბრუნებამდე და დამნაშავის დაკავება სხვადასხვა საკითხებია. მსხვერპლს თავდაცვის ან ქონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენების, მათ შორის სასიკვდილო დარტყმის უფლება უნდა გააჩნდეს, რადგანაც სანამ დამნაშავე დაჭერილი არ არის, დანაშაულებრივი ქმედება ჯერ არ დასრულებულა. სხვა სიტყვებით, მსხვერპლს მოძალადის მიმართ სროლის უფლება უნდა გააჩნდეს.27

რისკის მისაღები სიმძიმე

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკუთარი თავისა და ქონების დაცვის მიზნით ძალის გამოყენების უფლება არავის არა აქვს, სანამ მის წინააღმდეგ შეუნიღბავი თავდასხმა არ განხორციელდება. მაგრამ განა ეს მიდგომა თითოეულ ადამიანს საგრძნობი რისკის წინაშე არ აყენებს?

ამაზე ძირითადად პასუხობენ, რომ ცხოვრება ყოველთვის რისკთან და გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული და რომ ამ ბუნებრივი გარემოებიდან თავის დაღწევის გზა არ არსებობს. ერთი ადამიანისგან რისკის არიდება, მეორეს აგდებს სარისკო მდგომარეობაში. შესაბამისად, თუ ჩვენი მიდგომა უფრო სარისკოს ხდის იქამდე მოცდას, ვიდრე ვინმე თქვენზე თავდასხმას განახორციელებს, მაშინ ის უფრო ნაკლებად სარისკოს ხდის თავად ადამიანის სიცოცხლეს, რადგან როგორც არააგრესორი, თქვენ უფრო მეტად იქნებით დარწმუნებული, რომ აღელვებული სავარაუდო მსხვერპლი თავდაცვის მიზნით გააფთრებულ წინააღმდეგობას აღარ გაგიწევთ. კანონს რისკის აღმოფხვრა არასგზით არ შეუძლია. ამის გამო ქმედებების დასაშვები ზღვრების დასადგენად მნიშვნელოვანი ხდება სხვა პრინციპების გამოყენება და შესაბამისად, რისკის სიმძიმის გადანაწილება. ლიბერტარიანული აქსიომა, რომელიც შეუნიღბავი თავდასხმის გარდა ყველა ქმედებას დასაშვებად მიიჩნევს, რისკის გადანაწილების მყარ საფუძველს ქმნის.

კიდევ უფრო საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომაა შეუძლებელი უშუალო სამართლებრივი გზებით საერთო რისკების შემცირება ან მინიმიზაცია, იმაში მდგომარეობს, რომ რისკი სუბიექტური მცნებაა და ყველა ადამიანი მას თავისებურად აფასებს. შესაბამისად, რისკების რაოდენობრივი გაზომვა შეუძლებელია. მაშასადამე, შეუძლებელია ერთი ადამიანის რისკის მოცულობის მეორესთან შედარება და არც საზოგადოებრივი რისკის შეფასების ერთიანი საზომი არსებობს. რისკების შეფასების, როგორც რაოდენობრივი, ანუ ერთიანი ან საზოგადოებრივი რისკის კონცეფცია, ისე ეკონომისტების კონცეფცია „საზოგადოებრივი დანახარჯების“ ან „საზოგადოებრივი სარგებლიანობის“ შესახებ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.

მაშასადამე, ლიბერტარიანულ სამყაროში „სათანდო რისკი“28 ყველას უნდა დაეკისროს, რადგანაც თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. ეს არის რისკი, რომელიც ყოველი ადამიანის პიროვნებისა და მის საკუთრებიდან მომდინარე საფრთხეს ახლავს. რასაკვირველია, ცალკეულ ადამიანებს ამ რისკის გადანაწილება ნებაყოფლობით შეუძლიათ, როგორც ეს სხვადასხვა სახის დაზღვევაში ხდება, როდესაც რისკი საზიაროა და ხელმოცარულებს ზარალი უნაზღაურდებათ. ისევე როგორც ბირჯის ბროკერებს შეუძლიათ, რომ საბაზრო ოპერაციების დროს ფასების ცვალებადობასთან დაკავშირებულ რისკებზე პასუხისმგებლობა ნებაყოფლობით იკისრონ ან ერთმა მეორის ვალდებულებების განაღდების რისკი თავის თავზე აიღოს. მაგრამ დაუშვებელია, რომ ადამიანების ერთმა ჯგუფმა პირი შეკრას და თავიანთ რისკებზე პასუხისმგებლობა მეორე ჯგუფს იძულებით დააკისროს. თუ ერთი ჯგუფი მეორეს აიძულებს, რომ ისინი შემოსავლებით უზრუნველყონ, მაშინ ამ უკანასკნელი ჯგუფის ინტერესები შეილახება და მათი რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საბოლოო ჯამში, რასაკვირველია შესაძლებელია, რომ მთლიანად სისტემაც კი მოიშალოს, რადგანაც მეორე ჯგუფს გარანტიების განაღდება საკუთარი პროდუქციიდან და შემოსავლებიდან მოუწევს, რაც ბუნებრივია დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგანაც სოციალური პარაზიტიზმის ტვირთი იზრდება და საზოგადოებას ზიანს აყენებს.

მტკიცებულებათა წარმოდგენის სათანადო სიმძიმე

თუ ყოველი ადამიანი ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებით სათანადო სიფრთხილეს გამოიჩენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი სიცოცხლე და საკუთრება აშკარა საფრთხეშია,29 მაშინ როგორი სამხილი შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპასუხის მიმართ?

ლიბერტარიანული პრინციპების ქმედითუნარიანობისთვის უპირველეს ყოვლისა სამხილის რაციონალური სტანდარტები უნდა არსებობდეს. დავუშვათ, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურა ლიბერტარიანული თეორიის საბაზისო აქსიომას - ადამიანის ან მისი საკუთრების წინააღმდეგ ძალის გამოყენების დაუშვებლობას - ეყრდნობა. მაგრამ აგრეთვე წარმოიდგინეთ, რომ სამხილის ერთადერთი კრიტერიუმი იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველა ადამიანი, რომლის სიმაღლეც ექვს ფუტამდეა, დამნაშავედ იქნეს მიჩნეული, ხოლო ყველა, ვინც ექვს ფუტზე მაღალია - უდანაშაულოდ. ნათელია, რომ ასეთი სტანდარტები ლიბერტარიანული პრინციპების პირდაპირი და უხეში დარღვევა იქნებოდა, ისევ როგორც სიმართლის დადგენის მიზნით ისეთი შუასაუკუნოვანი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა წამება, ჩაის ფოთლებზე ან ასტროლოგიურ რუქებზე მკითხაობა.

ლიბერტარიანული თვალსაზრისით მისაღები პროცედურა ადამიანის დანაშაულის ან მისი უდანაშაულობის შესახებ რაციონალური მტკიცებულებების წარდგენას უნდა გულისხმობდეს. თანაც სამხილი მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ნათლად მიუთითებდეს მოვლენათა იმ ჯაჭვზე, რომელიც ადამიანის ან მისი საკუთრების წინააღმდეგ ქმედებას უკავშირდებოდა. ანუ, საჭიროა იმ მტკიცებულებათა მოძიება, რომელიც თვალნათელს გახდის, რომ A აგრესორი B პირის ან მისი საკუთრების მიმართ დაუფარავი ფიზიკური ძალადობის ინიციატორი იყო.30

მაგრამ ვის უნდა დაეკსიროს მტკიცებულებათა წარმოდგენის სიმძიმე? ან მტკიცებულებათა რა სტანდარტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული?

საბაზისო ლიბერტარიანული პრინციპის მიხედვით ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს თუ სხვა ადამიანის მიმართ ძალმომრეობას არ ჩადის. მაგრამ როგორი უნდა იყოს გამოსავალი ისეთ ვითარებაში, როდესაც ნათელი არ არის ძალმომრეობს ადამიანი თუ არა? ასეთ შემთხვევებში ერთადერთი მისაღები მიდგომა, რომელიც ლიბერტარიანულ პრინციპებს შეესაბამება ის არის, რომ არაფერი არ გააკეთო. ანუ, განზე გადგომა იმ იმედით, რომ სასამართლო უდანაშაულო ადამიანს არ დასჯის.31 რაკი ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში თუ რა უნდა გავაკეთოთ, უმჯობესია მოვლენები თვითდინებაზე მივუშვათ და არ გამოვიყენოთ ძალა, რათა თვითონ არ გავხდეთ მოძალადეები.32 ჰიპოკრატეს ფიცის ერთ ერთი ძირითადი დოგმატი - „არ ავნო“, სასამართლო სისტემაზეც უნდა ვრცელდებოდეს.

ანუ, ყველა საქმესთან დაკავშირებით პრეზუმპცია უნდა გულისხმობდეს, რომ მოპასუხე უდანაშაულოა, სანამ მისი ბრალეულობა არ დადგინდება და მტკიცებულებათა ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს.33

თუ ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ჩაურევლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ (laissez-faire), მაშინ ისეთი მდარე სამხილი, როგორიცაა „დამაჯერებელი მტკიცებულებები“, ადამიანის ბრალეულობის დასაბუთებად არ უნდა ჩაითვალოს. მაშინაც კი, როდესაც მოსარჩელე ისეთ სამხილს წარადგენს, რომელიც მოპასუხის დანაშაულს 51%25-ით მაინც ასაბუთებს, ეს საკმარის მტკიცებულებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ალბათობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ძალადობაზე უკეთესი არაფრით არ არის. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმპცია მტკიცებულებათა უფრო მაღალი სტანდარტის დადგენას უნდა გულისხმობდეს.

ამჟამად სამოქალაქო საქმეების გადაწყვეტა „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ პრინციპს ეყდნობა, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი სტანდარტები არსებობს, რადგანაც ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. მაგრამ ლიბერტარიანელებისთვის ბრალეულობის დადგენა არ არის დაკავშირებული სასჟელის სიმძიმესთან. სასჯელის სიმძიმისგან დამოუკიდებლად, ისინი თვლიან, რომ ბრალდება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ძალადობას გასამართლებული მოპასუხის მიმართ. მოპასუხეები ისევე უნდა იყვნენ დაცულები სამოქალაქო საქმეებში, როგორც ასევე სისხლის სამართლის საქმეებში.34

მოსამართლეთა მცირე ნაწილი მართებულად იყო აღშფოთებული იმ მიდგომით, რომ ბრალეულობის დასადგენად და ადამიანის თავისუფლების აღსაკვეთად მტკიცებულებათა 51%25-ც საკმარისია და მათ არსებული კრიტერიუმების იმგვარად შეცვლა გადაწყვიტეს, რომ იმის მიუხედავად, თუ ვის გამოაქვს განაჩენი, მოსამართლეს თუ ნაფიც მსაჟულებს, ისინი დარწმუნებულები უნდა ყოფილიყვნენ მოპასუხის დამნაშავეობასა და „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ საფუძვლიანობაში. შესაბამისად, უფრო დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლე დანაშაულში „ნათელი, თანმიმდევრული და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე“ უნდა დარწმუნდეს.35 საბედნიეროდ ეს მიდგომა სულ უფრო პოპულარული ხდება სამოქალაქო საქმეების განხილვის პროცესში. მეტიც, ზოგი მოსამართლე კიდევ უფრო შორს წავიდა და ისეთი ფორმულირებაც უარყო, როგორიცაა „ნათელი, თანმიმდევრული და არაორაზროვანი“ მტკიცებულებები, რაც ერთერთი მოსამართლის მიხედვით ნიშნავს, რომ მოსარჩელემ „შინაგანი ეჭვი უნდა გაგიბათილოს“.36

ალბათ, დანაშაულის დასაბუთების საუკეთესო ნიმუშად სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოყენებული მიდგომა გამოდგება, რომლის მიხედვით სამხილი „საფუძვლიან ეჭვს“ არ უნდა ბადებდეს. ნათელია, რომ ადამიანთა ქმედებების შეფასებისას გარკვეული ეჭვი ყოველთვის არსებობს, ასე რომ ისეთი სამხილის მოთხოვნა, რომელიც „ეჭვგარეშე“ იქნება არარეალისტურია. თუმცა ეჭვი იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს, რომ „საღად მოაზროვნე“ ადამიანი მოპასუხის დანაშაულში დარწმუნდეს. მიდგომა, რომელიც დანაშაულის „უეჭველ“ დასაბუთებას გულისხმობს, ლიბერტარიანული პრინციპებისთვის მისაღებია.

მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე, იურისტი ლისანდერ სპუნერი ამ მიდგომის ერთ-ერთი აქტიური დამცველი იყო და ამტკიცებდა, რომ „ადამიანებისთვის მათი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება იმდენად ღირებულია, რომ ბუნებრივად ძლიერია პრეზუმპცია იმისა, რომ სხვა ადამიანმა მათ ამ უფლებებს ზიანი არ უნდა მიაყენოს და თუ ასეთი მოხდა, ამგვარი საქციელის გამართლება მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება, რომლებიც ეჭვს არ იწვევს“.37

„საფუძვლიანი ეჭვის“ კრიტერიუმი სამოქალაქო საქმეების განხილვის პროცესში არ გამოიყენებოდა და ასეთი თითქოსდა ბუნდოვანი და შემაძრწუნებელი პრეცენდეტების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა არსებობს. ასე მაგალითად, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქრთამის ზეპირი შეთავაზება მოხდა, სასამართლომ დაადგინა, რომ „ეს ბრალდება ნათელი, უდაო და უტყუარი მტკიცებულებებით უნდა იყოს დამოწმებული იმისთვის, რომ სასამართლოს მის სიმართლეში ეჭვი არ შეეპაროს“. ხოლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც წერილობით დადასტურებული კონტრაქტის გადასახედად იქნა შეტანილი, სასამართლომ დაადგინა, რომ შეცდომა „იმდენად ნათელი და გადამწყვეტი უნდა იყოს, რომ ეჭვის საფუძველი არ უნდა არსებობდეს.38

მკაცრი მიზეზ-შედეგობრიობა

მაშასადამე, იმისთვის, რომ ყოველგვარი ეჭვის საფუძველი მოსპოს, მოსარჩელემ ისეთი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს, რომელიც ნათლად მიუთითებს იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, რომლის გამოც მოპასუხემ ძალა იხმარა მოსარჩელის წინააღმდეგ. ანუ მან უნდა დაამტკიცოს, რომ A ადამიანის ქმედებამ B ადამიანის ან მისი საკუთრების მიმართ ძალმომრეობა გამოიწვია.

კანონმდებლობაში აღწერილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ანალიზში, პროფესორ ეპშტეინმა წარმოაჩინა, რომ მკაცრი პასუხისმგებ-ლობის მისეული თეორია მჭიდროდ არის დაკავშირებული „მიზეზის“ წარმომავლობის შესახებ პირდაპირ, უშუალო და ჯანსაღ თვალსაზრისთან. მკაცრი პასუხისმგებლობის მიდგომაზე დაფუძნებულ კანონებში მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება დაახლოებით შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: A ადამიანმა B ადამიანს დაარტყა; A ადამიანი B ადამიანს დაემუქრა; ან A ადამიანმა თავისი ქმედებით B ადამიანს აიძულა, რომ მისთვის დაერტყა.

ამისგან განსხვავებით, საყოველთაოდ გავრცელებულ სამოაქალაქო სამართლის თეორია, ყურადღებას „დაუდევრობაზე“ და არა პირდაპირ ძალმომრეობაზე ამახვილებს, ამასთან „მიზეზს“ იმდენად დახლართული და ბუნდოვნი თეორიული წიაღსვლებით ხსნის, რომ ძალიან აშორებს მას ისეთი ნათელი მიდგომისგან, როგორიცაა „A ადამიანმა B ადამიანს დაარტყა“. დაუდევრობის თეორიია ეყდნობა „გარემოებებებით განპირობებული მიზეზის“ ბუნდოვან, „ფილოსოფიური“ გაგებას, რომელიც სინამდვილეში ერთდროულად ყველას და არავის ადანაშაულებს, როგორც წარსულ, ისე მიმდინარე და სამომავლო ქმედებებში, ხოლო თავად მიზეზი უაღესად ბუნდოვანი და არადამაკმაყოფილებელი სახით განიცდის ტრანსფორმაციას და ყოველ ცალკეულ საქმესთან მიმართებაში „უშუალო მიზეზამდე“ დაიყვანება. შედეგად, როგორც ეპშტეინი ხაზგასმით მიუთითებს, მიზეზის მცნება მახინჯდება და სასამართლოს არაფერი ზღუდავს, რომ თითოეული სასარჩელო საქმე მიკერძოებულად და საზოგადოებრივი პოლიტიკის შესახებ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე განსაჯოს.39

ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით აუცილებელია მკაცრი კავშირების გამოვლენა იმ მიზეზებთან, რომლებმაც დანაშაული გამოიწვია, ხოლო მტკიცებულება „საფუძვლიან ეჭვს“ არ უნდა ბადებდეს. შესაბამისად, ვარაუდი, შესაძლებლობა და დაშვება საკმარისი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში სტატისტიკურ კორელაციაზე დაფუძნებულმა მიდგომამ საყოველთაო გამოყენება ჰპოვა, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენაში იგი მაინც არ გვეხმარება და საკმარისი ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ მიყენებული ზიანისა თუ დანაშაულის თაობაზე საგნობრივი და საფუძვლიანი მტკიცებულებები მოვიპოვოთ. ასე მაგალითად, თუ ფილტვის კიბოს შემთხვევები სიგარეტის მწეველებში უფრო ხშირია ვიდრე არამწეველებში, ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის საკმარის დასაბუთებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. თავად ის გარემოება, რომ ბევრ მწეველებს არ ემართება ფილტვის კიბო, ხოლო ბევრ ფილტვის კიბოთი დაავადებულ ადამიანს არასოდეს მოუწევია, იმაზე მიუთითებს, რომ ამ დაავადების გამომწვევი ბევრი სხვა მიზეზი არსებობს. ასე რომ კორელაცია ვარაუდის ხასიათს ატარებს, ამდენად, სამედიცინო და მეცნიერულ დასაბუთებად ვერ გამოდგება. შესაბამისად, მით უფრო შეუძლებელია ასეთ საფუძველზე იურიდიული ბრალეულობის დადგენა (მაგალითად, ცოლმა, რომელსაც ფილტვის კიბო აღმოაჩნდა სასამართლოში უნდა აღძრას საქმე თავისი ქმრის წინააღმდეგ, რადგანაც იგი ეწეოდა და შესაბამისად, ზიანი მიაყენა მის ფილტვებს).40

მილტონ კატცი ერთ ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოსარჩელემ საქმე აღძრა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით შემდეგს აღნიშნავს: „წარმოიდგინეთ, რომ მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების პრეტენზია აქვს, მაგალითად იგი ამტკიცებს, რომ მას ამ მიზეზით ემფიზემა, ფილტვის კიბო, ბრონქიტი ან სხვა სერიოზული დაავადება დაემართა. მაშინ ამ მოსარჩელეს მტკიცებულების წარმოდგენასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. სამედიცინო დიაგნოსტიკამ დაადგინა, რომ გოგირდოვანი გაზი ან ჰაერის სხვა დამაბინძურებლები ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ემფიზემისა და ფილტვის სხვა დაავადებების ეტიოლოგიაში, მაგრამ ეს ნივთიერებები ამ დაავადებების გამომწვევი ერთადერთი მიზეზი არ არის. ემფიზემა და ფილტვის კობო რთული დაავადებებია, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა გამომწვევი მიზეზით იყოს განპირობებული, მაგალითად სიგარეტის მოწევით. ანუ, მოსარჩელემ რომც დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ გამოიწვია ჰაერის დაბინძურება მის საცხოვრებელ ადგილზე, ეს ჟერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამ დაბინძურებამ გამოიწვია მისი დაავადება. მოსარჩელემ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მისი დაავადების წარმოშობის დასასაბუთებლად“.41

შესაბამისად, უნდა არსებობდეს მყარი მიზეზშედეგობრივი კავშირი მოძალადესა და მსხვერპლს შორის, ხოლო ამ კავშირის დასაბუთება ისე უნდა მოხდეს, რომ „საფუძვილიან ეჭვს“ არ ბადებდეს. ანუ მტკიცებულება დაახლოებით ასეთი სახით უნდა ჩამოყალიბდეს: „A ადამიანმა B ადამიანს დაარტყა“ და მას სტატისტიკურ კორელაციაზე დაფუძნებული ზოგადი ვარაუდის სახე არ უნდა ქონდეს.

მოძალადის პასუხიმგებლობა

მკაცრი პასუხისმგებლობის თეორიით პასუხისმგებლობა მხოლოდ მოძალადეს უნდა დაეკისროს. ანუ თუ ვივარაუდებთ, რომ „A ადამიანმა B ადამიანს დაარტყა“ გამოდის, რომ A ადამიანი მოძალადეა და მას და მხოლოდ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. თუმცა, ამგვარ მიდგომასთან ერთად, წარმოიშვა და ზარზეიმითაც კი იქნა აღიარებული დოქტრინა, რომლის შესაბამისად ჩ ადამიანს, რომელიც მოძალადე არ არის და უდანაშაულოა, შეიძლება ასევე დაეკისროს პასუხისმგებლობა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. ამ მიდგომას თავად პროფესორ ეპშტეინის ემხრობოდა. ეს არის ცნობილი თეორია „სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის შესახებ“.

ამ თეორიას საფუძველი ჯერ კიდევ შუა საუკუნეების სამართალში ჩაეყარა, როდესაც პასუხისმგებლობა ბატონს მისი მსახურების, ვასალების ან ცოლის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც ეკისრებოდა. ინდივიდუალიზმისა და კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ზოგადი სამართალი შეიცვალა და პასუხისმგებლობის ეს სახე XVI-XVII საუკუნეებში გაუქმდა, რადგანაც სწორად იყო მიჩნეული, რომ „ბატონს მისი მსახურის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ დანაშაულის ჩადენა თავად ბატონის მითითებით მოხდა”.42

XVIII-XIX საუკუნეებში პასუხისმგებლობის ეს სახე კვლავ აღორძინდა. ანუ, თუ დანაშაული მუშაკის მიერ მისი დამსაქმებლის თუნდაც ნაწილობრივი ხელშეწყობითაა ჩადენილი და ამ უკანასკნელის საქმიან ინტერესებს უკავშირდება, მაშინ პასუხისმგებლობა მოცემულ დანაშაულზე დამსაქმებელსაც ეკისრება. გამონაკლისს წარმოადგენს ვითარება, როდესაც მოსამსახურე ან მუშაკი „თავისი ნებასურვილითა და შეხედულებით” ჩაიდენს დანაშაულს და იგი დამსაქმებლის საქმიან ინტერესებთან დაკავშირებული არ არის. პროზერი წერს: „ის გარემოება, რომ მოსამსახურის ქმედება დამქირავებლის მიერ ღიად იკრძალებოდა, გადამწყვეტი არ არის, რადგანაც ამან არ შეაჩერა მოსამსახურე დანაშაულის ჩადენისგან და არ გამორიცხავს, რომ დანაშაული მის საქმიან ინტერესებთან არის დაკავშირებული [შესაბამისად, მის პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს]. დამსაქმებელი პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაკს ფრთხილად მოქმედება უბრძანა. ასე მაგალითად, გამყიდველისთვის გაცემული ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ არასოდეს არ დაეტენა იარაღი მისი დემონსტრირების პროცესში არ არის საკმარისი, თუ გამყიდველი იარაღის გაყიდვის მიზნით მაინც გააკეთებს ამას. [დამსაქმებელი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად კონკრეტული და დეტალური იყო მისთვის მიცემული ინსტრუქცია. ეს ნათლად იქნა წარმოჩენილი ცნობილი საქმეების განხილვის დროს ინგლისში (ლიმპუსი London General Omnibus Co-ს წინააღმდეგ, 1862, ანგარიში IH ჩ.158 გვ.993). ამ შემთხვევაში ომნიბუსების კომპანიას პასუხისმგებლობა იმის მიუხედავად დაეკისრა, რომ ომნიბუსის მძღოლსთვის მიცემული მკაფიო ინსტრუქცია სხვა ომნიბუსებისთვის მოძრაობის ჩახერგვას კრძალავდა”.43

კიდევ უფრო აღსანიშნავია, რომ დღეს დამქირავებელს მაშინაც კი ეკისრება პასუხისმგებლობა, როდესაც დაქირავებული მისი თანხმობის გარეშე ჩადის დანაშაულს: ანუ დამქირავებელი ზოგადადაა პასუხისმგებელი ნებისმიერ განზრახ დანაშაულზე, რომელსაც დაქირავებული ჩაიდენს, თუკი დანაშაული დამქირავებლის ინტერესების შესაბამისად განხორციელდა. ანუ, დამქირავებელს პასუხისმგებლობა დაეკისრება თუკი მისი ავტობუსის მძღოლი კონკურენტი კომპანიის მძღოლს გზიდან გადახვევას აიძულებს, ან იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს საქონელზე, რომელსაც ყიდის.44

პროზერი სამართლიანად დასცინის სასამართლოების დამახინჯებულ ლოგიკას, რომლის საფუძველზეც ისინი ამ მცდარ, ლიბერტარიანული თეორიის, ინდივიდუალიზმისა და კაპიტალიზმის საწინააღმდეგო სამართლებლივი კონცეფციის გამართლებას და დასაბუთებას ცდილობდნენ, რომელიც მისაღები მხოლოდ წინაკაპიტალისტური საზოგადოებისთვის თუ იქნებოდა: დამქირავებლის პასუხისმგებლობის კონცეფციის მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად მახვილგონივრული მოსაზრებების მთელი რიგი იქნა წარმოდგენილი. მაგალითად: დამქირავებელს დაქირავებულის ყოფა-ქცევაზე მეტ-ნაკლებად წარმოსახვითი გავლენა აქვს; რახან მან გარკვეულ ქმედებებს ბიძგი მისცა, შედეგებზეც პასუხიც უნდა აგოს; მან შეარჩია მუშაკი და ენდო მას, შესაბამისად, პასუხი უნდა აგოს მის არასწორ ქმედებებზე, რადგანაც ეს უკანასკნელი უდანაშაულოა და მას არა აქვს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა; როდესაც ადამიანს სხვისი შრომის დაქირავების შესაძლებლობა აქვს, მან შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. სასამართლოების უმეტესობა არც კი ცდილობდნენ შედეგების ახსნას და ისეთ ცარიელ და უაზრო ფრაზებს იყვნენ ამოფარებულნი, როგორიცაა მრავალგზის გაჟღერებული დებულება „მოპასუხის უპირატესობის” შესახებ, რომელიც თავისთავად „წარჩინებული ადამიანის” მიზანში ამოღების გარდა არაფერს ნიშნავს.45

სინამდვილეში, პროზერის აზრით, სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმას გულისხმობს, რომ დამქირავებლებს მეტი ფული გააჩნიათ, ვიდრე მათ მიერ დაქირავებულ ადამიანებს. ამიტომაც უფრო მოსახერხებელია, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მდიდრებს დააკისრო. თომას ბეთის ცინიკური სიტყვებით: „ნამდვილი მიზეზი იმისა, რის გამოც პასუხისმგებლობა დამქირავებელს ეკისრება, იმაში მდგომარეობს, რომ ზარალის ანაზღაურება უფრო სქელი ჯიბეებიდან ხდება”.46

მოსამართლე ჰოლმსი ამ მიდგომას მკაცრი კრიტიკით ეწინააღმდეგებოდა: „მე მგონი საღი გონებისთვის მისაღები ნამდვილად არ უნდა იყოს, რომ ადამიანს სხვის მიერ ჩადენილ ქმედებაზე აზღვევინო, თუ მან ამ დანაშაულის ჩადენაში წვლილი მართლაც არ შეიტანა. შესაბამისად, საღი აზრი ამ ფუნდამენტალური თეორიას ვერ გაიზიარებს”.47

ალბათ ივარაუდებდით, რომ მიზეზ-შედეგობრივი პასუხისმგებლობის თეორიის გავრცელებასთან ერთად „სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის თეორია” ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე უნდა უარყოფილიყო. სწორედ ამიტომაა გასაკვირი, რომ პროფესორი ეპშტეინი თავისივე თეორიის წინააღმდეგ გამოდის. ის ამ მიდგომის დასაცავად ორ მოსაზრებას იშველიებს. ერთ-ერთის შესაბამისად, „რადგანაც დამქირავებელი მის მიერ დაქირავებული ადამიანების ხარჯზე მრავალი სიკეთით სარგებლობს, მან ამ ადამიანების ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს და საჭიროების შემთხვევაში ზარალი აანაზღაუროს”.48

ეს განაცხადი ნამდვილად არ ითვალისწინებს, რომ გარიგება ორმხრივად ნებაყოფლობითია: როგორც დამქირავებელი ასევე დაქირავებული კონტრაქტისგან გარკვეულ სარგებლობას იღებენ. უფრო მეტიც, დამქირავებელი ზარალობს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაწარმი (და შესაბამისად, მისი რესურსები) ბაზრის მოთხოვნის მიხედვით არ მიემართება. ან წარმოიდგინეთ, რომ დამქირავებელმა შეცდომა დაუშვა და არაკომპეტენტური ადამიანი აიყვანა სამსახურში, რომელსაც 10,000 დოლარს უხდის. დამქირავებელმა შესაძლებელია ეს მუშაკი სამსახურიდან გააგდოს, მაგრამ მისი ზარალი, ხომ უკვე 10,000 დოლარს შეადგენს. ამგვარად, იმის გამართლება, რომ დამქირავებელს მის მიერ დაქირავებული პირის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯები დააკისრო, შეუძლებელია.

ეპშტეინის მეორე მოსაზრება შემდეგ გამონათქვამში ჩანს: „X კორპორაციამ მაზიანა, რადგან მის მიერ დაქირავებული ადამიანმა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ზიანი მომაყენა“. აქ ეპშტეინი კონცეპტუალური რეალიზმისთვის დამახასიათებელ შეცდომას უშვებს, რადგანაც იგი ვარაუდობს, რომ „კორპორაცია“ სინამდვილეში არსებობს და რომ მან ძალმომრეობა გამოიჩინა. სინამდვილეში მოქმედებს არა კორპორაცია, არამედ ადამიანი და ყოველი მათგანი პასუხისმგებელი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე უნდა იყოს. შეიძლება, მეცხრამეტე საუკუნის მოსაზრებებზე დაფუძნებული ჰოლმსის პოზიცია, რომლის შესაბამისადაც „ცალკეული პიროვნების პასუხისმგებლობის საფუძველს მხოლოდ ამ პიროვნების საქციელი წარმოადგენს“ ეპშტეინმა აბუჩად აიგდოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჰოლმსი მაინც მართალი იყო.49

თეორია სამართლიანად შეძენილი საკუთრების შესახებ: მკვირობა

ლიბერტარიანელები თავის თეორიას სამართლიანად შეძენილი საკუთრების შესახებ ორ ძირეულ პრინციპზე აგებენ: ა) ყველა ადამიანს საკუთარ სხეულზე საკუთრების სრული უფლება გააჩნია; და ბ) ყველას გააჩნია უფლება იმ ბუნებრივ რესურსებს (მაგ. მიწას) ფლობდეს, რომლებიც მანამდე არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა და რომელსაც მოცემული ადამიანი პირველი დაეპატრონა და გამოიყენა (ლოკის სიტყვებით, რომ ვთქვათ „მიწას თავისი შრომა ჩააქსოვა“).

„პირველმომხმარებლის პირველმესაკუთრეობის“ პრინციპი, რომელიც ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში გამოიყენება, საზოგადოდ „მკვიდრობის პრინციპის“ სახელითაა ცნობილი. თუ ყველა ადამიანს გაჩნია უფლება იმ მიწას ფლობდეს, „რომელშიც თავისი შრომა ჩააქსოვა“, მაშინ მას იმ დოვლათის საკუთრების უფლება აქვს, რომელიც მან ამ შრომის შედეგად შექმნა, ამასთან მას ამ დოვლათის სხვა მისი მსგავსი მწარმოებლების მიერ შექმნილ დოვლათზე გაცვლის უფლებაც გააჩნია. აქედან გამომდინარეობს თავისუფალი გარიგებების უფლება, რაც ქონებრივი უფლებების გაცვლას გულისხმობს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთრების საჩუქრად ან ანდერძით გადაცემის უფლებაც გააჩნია.

უმეტეს ჩვენგანს გამოუყენებელი რესურსების საკუთრად დამკვირება ძველებურად ესმის და წარმოუდგენია, როგორც უპატრონო მიწის დამუშავება და მეურნეობის წამოწყება. დღეს მკვიდრობის ბევრად უფრო თანამედროვე და განვითარებული ფორმები არსებობს, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლება განისაზღვრება. მაგალითად, წარმოიდგინეთ აშენდა აეროპორტი, რომლის გარშემო საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა აუთვისებელი. აეროპორტის მახლობლად ხმაურის დონე X დეციბელის ტოლია და ხმაურის ტალღები ამ აუთვისებელ ტერიტორიებზე გარკვეული სიჩქარით ვრცელდება. სამშენებლო კომპანიამ გადაწყვიტა აეროპორტის მდებარე ტერიტორია შეიძინოს. გარკვეული დროის შემდეგ, ამ სახლების მფლობელები აეროპორტს ძლიერი ხმაურის გამო, რომელიც მათ ხელს უშლით, რომ საკუთარ სახლებში ნორმალური ცხოვრებით დატკბნენ, სასამართლოში უჩივიან.

ჭარბი ხმაური შეიძლება ძალმომრეობის გარკვეულ ფორმად ჩაითვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, აეროპორტი უკვე აქვს უფლება X დეციბელამდე ხმაურზე, რადგანაც მკვიდრობის პრინციპის შესაბამისად მას უპირატესი უფლება გააჩნია ამ ტერიტორიაზე. ანუ იურიდიული ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, მკვიდრობისა და „დერეფნით სარგებლობის უპირატესი უფლების“ პრინციპის შესაბამისად, აეროპორტმა X დეციბელის ხმაურზე უფლება შეიძინა. „დერეფნით სარგებლობის უპირატესი უფლების“ პრინციპი საკმაოდ ძველი იურიდიული კონცეფციის ერთ-ერთი მაგალითია, რომელსაც „ხანდაზმულობის პრინციპის“ სახელით იცნობენ. ამ პრინციპის შესაბამისად გარკვეული საქმიანობას, სხვებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, რადგანაც იგი უფრო დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა გარკვეული პირის მიერ და ამ პირს უპირატესი უფლება გააჩნია.

მეორეს მხრივ, თუ აეროპორტი ხმაურის დონეს გაზრდის, მაშინ სახლის მფლობელებს საკმარისი საფუძველი ექნებათ უჩივლონ აეროპორტს მომატებულ ხმაურთან დაკავშირებით, რადგანაც ეს უფლება აეროპორტს არ გააჩნია. რასაკვირველია ახალი აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ გამოწვეული ხმაური ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს შეაწუხებთ, მათ უფლება აქვთ, რომ აეროპორტის მფლობელებს უჩივლონ და ამ უკანასკნელებს ხმაურით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ნათელია, რომ იგივე თეორია ჰაერის დაბინძურების შემთხვევებზეც უნდა გავრცელდეს. თუ A პირი B პირის ჰაერს აბინძურებს და ამის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მაშინ ეს ქმედება აგრესიის გარკვეულ სახედ იქნება განხილული და ზარალი მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნებით უნდა იყოს ანაზღაურებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც A პირს უპირატესი სარგებლობის უფლება გააჩნია, რადგანაც იგი უფრო ადრე აბინძურებდა ჰაერს, ვიდრე B პირის საკუთრება ჩამოყალიბდა. მაგალითად, თუ A პირის მფლობელობაში მყოფი ქარხანა X მოცულობით აბინძურებდა იმ ტერიტორიას, რომელიც B პირის მფლობელობაში ჯერ არ იყო გადასული, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ A პირმა მკვირობის პრინციპის საფუძველზე, ამ ტერიტორიის დაბინძურების უპირატესი უფლება შეიძინა.

ნიშანდობლივია, რომ უპირატესი უფლების მოქმედების ფარგლების განსაზღვრის დროს, სასამართლოები საკმაოდ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. საქმეში კერლინი Sousthern Telephone and Telegraph Co-ს წინააღმდეგ (1941) გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნა მიღებული და სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიას მოცემულ ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირის ბოძების დაყენებისა და კაბელების გატარების უპირატესი უფლება გააჩნდა. კომპანიას ორი დამატებითი კაბელის გაყვანა უნდოდა, მაგრამ ამ ტერიტორიის მაცხოვრებლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ კომპანიას ამ კაბელების გაყვანის უფლება გააჩნდა, რადგანაც ეს კაბელები იმავე ტერიტორიაზე უნდა გაეყვანათ, რომლითაც კომპანია უკვე სარგებლობდა და ამ ფარგლების გაფართოებას იგი არ აპირებდა. მეორე მხრივ, ერთ-ერთი ძველი ინგლისური პრეცედენტის მიხედვით იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ეტლების მოძრაობა იყო დაშვებული, მოგვიანებით პირუტყვის გატარება აიკრძალა.50

სამწუხაროდ, სასამართლოები ნაკლებად სწყალობდნენ მკვიდრობის ან უპირატესი სარგებლობის უფლებას, როდესაც საქმე ხმაურს ან ჰაერის დაბინძურებას ეხებოდა. ამის კლასიკური მაგალითია სასამართლო დავა სტურგისი ბრიჯმენის წინააღმდეგ, რომელიც 1879 წელს ინგლისში შედგა. მოსარჩელემ, რომელიც პროფესიით ექიმი იყო 1865 წელს მიწა შეიძინა. მის მახლობლად მდებარე ტერიტორია მოპასუხის, პროფესიით ფარმაცევტის საკუთრებას წარმოადგენდა. ფარმაცევტი ფხვნილების საწარმოებლად სპეციალურ მოწყობილობებს ამუშავებდა, რომელიც ვიბრაციას იწვევდა მოსარჩელეს ტერიტორიაზე. 10 წლის განმავლობაში ეს გარემოება პრობლემას არ იწვევდა მანამდე, სანამ ექიმმა საკონსულტაციო ოთახი არ ააშენა. ამის შემდეგ ექიმმა სასამართლოში უჩივლა ფარმაცევტს, იმ მიზეზით, რომ ფარმაცევტის საქმიანობამ ექიმის საქმიანობას ხელი შეუშალა. მოპასუხე საფუძვლიანად ამტკიცებდა, რომ ვიბრაციას საკონსულტაციო ოთახის მშენებლობამდეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩივილს არ იწვევდა და შესაბამისად, მას თავისი საქმიანობის გაგრძელების უფლება გააჩნია. მიუხედავად ამისა, მოპასუხის თვალსაზრისი სათანადოდ გათვალისწინებული არ იქნა.

შესაბამისად, შედეგად ისეთი უსამართლოებას აქვს ადგილი, რომელიც ადამიანებს თავის საქმიანობაში ცვლილებების შეტანას ავალდებულებდნენ და გარკვეული საქმიანობის განხორციელებაზე მათ უპირატეს უფლებას არ ითვალისწინებდნენ. პროზერი აღნიშნავდა, რომ „ტერიტორია შესაძლებელია დროთა განმავლობაში იცვლებოდეს და ვითარდებოდეს, ხოლო წარმოებამ, რომელიც დაუსახლებელ ნაკვეთზე ამოქმედდა, შესაძლებელია ახლამოსახლეებს მოგვიანებით პრობლემები შეუქმნას, რის გამოც წარმოების პროცესში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. ანუ, ასეთ შემთხვევაში საწარმოს ხანდაზმულობის საფუძველზე საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ ექნება“.51 სამართლიანი კანონის მიხედვით კი, უფრო მოგვიანებით მოსულებისთვის ნათელი იქნებოდა, რომ მათ უნდა სცოდნოდათ, სადაც სახლდებოდნენ და რომ არსებული წარმოებით გამოწვეულ უხერხულობებს და გარემოპირობებს ისინი თავად უნდა მორგებოდნენ და არა პირიქით.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა, რომ „აუტანელ გარემოში დასახლებით“ მოსარჩელე ნებაყოფილობით მიიღო არსებული ვითარება და შესაბამისად, მოპასუხე დამნაშავედ არ სცნო. პროზერის აზრით „ხანდაზმულობაზე დაფუძნებული სარგებლობის უფლების გარეშე, მოპასუხეს უახლოესი მეზობლების იძულება, რომ უხერხულობობს შეეგუონ, არ უნდა შეეძლოს“, მაგრამ ჩვენი მიდგომის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხმაურიანი ან გარემოს დამაბინძურებელი საწარმოს პირველმეპატრონეს ეს უფლება იმთავითვე გააჩნია სხვა პირების მიერ „აუტანელ გარემოში დასახლების“ ყველა შემთხვევისთვის.52

სასამართლოს გადაწყვეტილების უმეტესობა „აუტანელ გარემოში დასახლების“ ზემოთმოყვანილ პრინციპს სათანადოდ არ ითვალისწინებდა ან საერთოდ უგულებელყოფდა და პირველმეპატრონეობის უპირატეს უფლებას, როგორც ეს ენსაინი უოლსის წინააღმდეგ (1948) საქმის განხილვისას მოხდა. აღსანიშნავია, რომ უმცირესობაში მოხვედრილი მოსამართლეები აქტიურად უჭერდნენ მხარს ამ უფლების გათვალისწინებას. ამის მაგალითია საქმე ბოუვი Donner Hanna Coke Co-ს წინააღმდეგ (1932). მოსარჩელე სამრეწველო რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოპასუხეს ქუჩის მეორე მხარეს კოქსის წარმოების ღუმელი ჰქონდა. მოსარჩელე ამ ღუმელის მუშაობის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი შემდეგ საფუძველზე: „იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ იცოდა, რომ მოცემული ტერიტორია სამრეწველო ტერიტორიაა და არა საცხოვრებელი დასახლება; ხოლო ღუმელები, მატარებლები და გემები მტვერს, გაზს და კვამლს უშვებენ. მოპასუხისთვის ნათელი იყო, რომ დროთა განმავლობაში ქარხნები თავის წარმოებას გააფართოვებდნენ, მაგრამ მან საცხოვრებლად მაინც მიწის ეს ნაკვეთი აირჩია. ანუ ქალბატონი ამ უბანში საცხოვრებალდ თავისი ნებით გადავიდა და კარგად ესმოდა, რომ იქ ჰაერი მუდმივად მტვრიანი, გაზიანი და კვამლიანი იქნებოდა. შესაბამისად, მას პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა, რომ ამ უბანში ჰაერი ისეთივე სუფთა იქნებოდა, როგორც იმ უბანში, სადაც მხოლოდ საცხოვრებელი სახლებია განლაგებული. ნათელია, რომ ქალბატონი, რაღაც უპირატესობებს ხედავდა, როდესაც ამ მიწის ნაკვეთზე სახლდებოდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ისეთ ვითარებასთან, როდესაც წარმოება იჭრება წყნარ დასახლებულ უბანში, არამედ პირიქით. ამ შემთხვევაში სახლი შენდება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც იმთავითვე სამრეწველო დატვირთვა ჰქონდა. მოსარჩელეს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მყუდროებას წარმოება არღვევს, პრეტენზიის გამოთქმის საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც ეს ვითარება უკვე მანამდე არსებობდა და იმ დროს, როდესაც მან ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრება შეიძინა, ხმაური და გამონაბოლქვი მას სერიოზულ პრობლემად არ მიაჩნდა“.53

ხილული და უხილავი უსიამოვნებანი

სხვის მიწაზე შეჭრა შესაძლოა ხელყოფად ან უსიამოვნების მიყენებად შეფასდეს და ამ ორი გარემოების გამიჯვნა და მათ შორის საზღვრების დადგენა საკამოდ ბევრ გაუგებრობას იწვევს. ჩვენი მიზნებისთვის ამ ორი ვითარების კლასიკურ განმასხვავებელ ნიშნების დადგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საკუთრების უფლების ხელყოფა მაშინ ხდება, როდესაც „ადგილი აქვს მიწის ნაკვეთზე ფიზიკურად შეღწევას, რაც მიწის მფლობელობის პირადპირი ხელყოფაა და რომელსაც როგორც წესი მიწის საკუთრების მრავალჯერადი დარღვევა უნდა მოყვეს:54 მეორე მხრივ, „მიწის ნაკვეთზე ისეთი მცირე ან უხილავი ნაწილაკების შეჭრა, როგორიცაა სამრეწველო გამონაბოლქვი, მავნე გაზები, ან სხივები არ განიხილება საკმარისად იმისთვის, რომ სხვის მიწის ნაკვეთზე ხელყოფად ჩაითვალოს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მიწის ნაკვეთზე შეჭრა პირდაპირი გზით არ მომხდარა და თანაც იგი თავისი ბუნებით აღურიცხავი ან უხილავი იყო“.55

ასეთი უხილავი ჩარევები პირადი უკმაყოფილების გამომწვევ გარემოებად განიხილება და შესაბამისი საქმეები სწორედ ამ ნიშნით იწარმოება. უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი, პროზერის მიხედვით შეიძლება, რომ მიწის მდგომარეობას ფიზიკური ზეგავლენა ვიბრაციის ან აფეთქების გზით მიადგეს, რაც სახლის დაზიანებას, მოსავალის განადგურებას, დატბორვას, წყლის დონის მატებას, წყაროს ან მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას გამოიწვევს. შესაძლებელია მცხოვრები უკმაყოფილებამ არასასიამოვნო სუნის, კვამლის ან გაზის, ასევე ხმაურის, ჭარბი სინათლის, ტემპერატურის ან მუდმივი სატელეფონო ზარებით გამოწვეული ხმაურის გამო შეიპყროს.56

პროზერი ასე აჯამებს განსხვავებას „სხვა პირის საკუთრებაში მყოფ მიწაზე შეჭრასა“ და „საკუთრების უფლებით სარგებლობისას უსიამოვნების მიყენებას“ შორის: სხვის მიწის ნაკვეთზე შეჭრა მოსარჩელის ერთპიროვნული მფლობელობის უფლების დარღვევაა, ხოლო უსიამოვნების გამოწვევა - ამ საკუთრების მოხმარების უფლების დარღვევა. ანუ განსახავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში თქვენ სხვის მიწაზე მდგომ ხეს ჭრით, ხოლო მეორე შემთხვევაში ხერხვით მას ძილს უფრთხობთ“.57 მაგრამ უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს „ერთპიროვნული მფლობელობა“ და „მოხმარების ხელის შეშლა“? უფრო მეტიც, განსხვავება სხვის მიწის ნაკვეთზე შეჭრასა და უსიამოვნების მიყენებაში ცხოვრებისეული თვალსაზრისით ისაა, რომ შეჭრა, როგორც ასეთი - უკანონოა, ხოლო უკმაყოფილების გამოწვევა, შეჭრის თანმდევი შედეგია. მაშინ რა გამართლება აქვს სხვის ტერიტორიაზე შეჭრისა და უსიამოვნების მიყენების სხვადასხვაგვარ შეფასებას? ანდა, როგორც პროზერი ამბობს, „თანამდეროვე მეცნიერული მიღწევების შუქზე“, ხომ არ მოძველდა ქონების ხელყოფის ხილულ და უხილავ სახეებად დაყოფა?58 ანუ, როგორც ეს Columbia Law Revoew-შია აღნიშნული: „ფედერალურმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ტრადიციულად სასამართლოები არ აღიარებდნენ, რომ სხვის სამფლობელოში უმცირესი ნაწილაკებისა ან გაზის შეჭრა ასევე ხელყოფის ტოლფასი იყო, რადგანაც სასამართლოს ხელყოფის ნივთიერი მტკიცებულება ესაჭიროებოდა. ამჟამად ეს პრობლემა აღარ არის, რადგანაც მას შემდეგ მეცნიერება განვითარდა და გაზისა და უმცირესი ნაწილაკების აღმოჩენის ხერხები დაიხვეწა. შედეგად კი, მათი რაოდენობრივი დადგენა და ნივთიერ მტკიცებულებად მოტანა გახდა შესაძლებელი“.59

აღსანიშნავია, რომ ხელყოფის ხილულ და უხილავ სახეებეებს შორის განსხვავება, თანამედროვე მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, მაინც არსებობს. მოდით ორი საპირისპირო შემთხვევა განვიხილოთ. პირველ შემთხვევაში სხვის სამფლობელოში პირდაპირი შეჭრის მაგალითი განვიხილოთ: A პირი თავისი მანქანით B პირის მდელოზე შედის ან იქ რაიმე მძიმე საგანს ანთავსებს. რატომ არის ასეთი ქმედება ხელყოფა და არსებითად უკანონობა? ინგლისის სასამართლო გამოცდილების მიხედვით, ნაწილობრივ იმიტომ, რომ „სხვა თუ არაფერი, ამ შემთხვევაში ბალახი და მყვავილები დაზიანდა”.60 მაგრამ აქ საქმე არა მხოლოდ მცენარეული საფარის დაზიანებაშია. B პირის ერთპიროვნულ საკუთრებაში შეჭრა იმას ნიშნავს, რომ ამ საკუთრებით სარგებლობის მისი საგანგებო უფლება იმ შემთხვევაშიც კი დაირღვა, თუ შეჭრა მხოლოდ ერთ კვადრატულ (ან კუბ) ფუტზე მოხდა. თუ A პირი B პირის ტერიტორიაზე გაივლის ან მასზე საგანს განათავსებს, B პირი ვეღარ გამოიყენებს იმ მიწას, რომელზედაც A დგას ან მისი საგანი ძევს. ანუ, ნივთიერი საგნების მეშვეობით სივრცეში შეჭრა არსებითად სხვისი საკუთრების უფლების დარღვევას წარმოადგენს და შესაბამისად ეს ქმედება უკანონოა.

განვიხილოთ მეორე შემთხვევა, რომელიც რადიოტალღებს ეხება. ამ შემთხვევაში ტალღები სხვა ადამიანის სამფლობელოს უხილავი გზით კვეთენ და ეს მესაკუთრისთვის შეუმჩნეველი რჩება. ჩვენზე ყველა ის რადიოტალღა ზემოქმედებს, რომელიც ჩვენი თანხმობის გარეშე და სურვილის წინააღმდეგ ჩვენს სივრცეში კვეთს. რადგანაც თანამედროვე სამეცნიერო ხერხები ტალღების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა, მათი ჩვენს სივრცეში შემოჭრა ხელყოფად და უკანონო ქმედებად უნდა იქნეს განხილული? მაშასადამე რადიო სიგნალების გადაცემა უკანონოდ უნდა გამოვაცხადოთ? და თუ არა - რატომ?

რადიოსიგნალების გადაცემას იმიტომ ვერ გამოვაცხადებთ უკანონოდ, რომ ამ ტალღების მიერ ჩვენი სამფლობელოს გადაკვეთა მასზე ერთპიროვნული საკუთრებით სარგებლობას არ გვიშლის. ეს ტალღები უხილავია, ადამიანის გრძნობები მათ ვერ აფიქსირებენ და თანაც ისინი საზიანო არ არიან. შესაბამისად, მათ მიერ ჩვენი სივრცის გადაკვეთა საკუთრების უფლებას არ ხელყოფს; შესაბამისად, ჩვენ თავად ხელყოფის მცნებას უნდა გადავხედოთ და მასში არა უბრალოდ სივრცეში შეღწევა, არამედ ამის შედეგად საკუთრების მოხმარებასა და ტკბობაში ხელის შეშლა უნდა ვიგულიხმოთ. ანუ, მნიშვნელობა იმას აქვს, მის სამფლობელოში შეღწევის მცდელობა მფლობელის შეგრძნებებზე ზემოქმედებას ახდენს თუ არა.

მოდით დავუშვათ, რომ მოგვიანებით გამოვლინდა, რომ რადიოტალღები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ისინი სიმსივნეს ან რაიმე სხვა დაავადებას იწვევენ. ასეთ შემთხვევაში რადიოტალღები ადამიანს თავისი საკუთრებით სარგებლობას უშლიან და ასეთი შეღწევა უკანონო ქმედებად უნდა ჩაითვალოს, თუ ზიანის მიყენების საკმარისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნათლად არის დადასტურებული. ანუ, როგორც დავინახეთ სხვის საკუთრებაში მყოფ სამფლობელოში შეჭრასა და უსიამოვნების მიყენებას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პირველი მკაცრი პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა პასუხისმგებლობის აღძვრის შესაძლებლობას, თუ ზიანის მიყენება ეჭვგარეშედ დასტურდება.

ამასთან, არა მხოლოდ „ერთპიროვნული მფლობელობის” კონცეფციას ეფუძნება, არამედ იმ გარემოებასაც, რომ მფლობელს საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლება. ანუ უფრო ნათელი იქნება, თუ ვისაუბრებთ ხილულ და ფიზიკურ (აღქმად) ხელყოფაზე, რომელიც მფლობელს თავისი საკუთრების გამოყენებაში ხელს უშლის და უხილავ ხელყოფაზე, რომელიც კანონის დარღვევად მხოლოდ მაშინ განიხილება, როდესაც მისგან მიყენებილი ზიანის დასაბუთებაა შესაძლებელი.

იგივე მიდგომა მართებული დაბალი რადიაციული გამოსხივების შემთხვევაშიც იქნებოდა, რომელიც პრაქტიკულად სამყაროში არსებულ ყველა საგანს ახასიათებს და შესაბამისად, ყველა მისი ზემოქმედების ქვეშ ვემყოფებით. დაბალი რადიაციული გამოსხივების კანონგარეშედ გამოცხადება, როგორც ამას რამოდენიმე გარემოსდამცველი ფანატიკოსი მოითხოვს, იგივე იქნებოდა, რომ კაცობრიობას არსებობა და საქმიანობა აუკრძალო. დაბალი რადიაციული გამოსხივება, რომლის აღმოჩენა ადამიანის შეგრძნებებით შეუძლებელია, საკუთრებით სარგებლობაში ხელს არავის არ უშლის და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მისი აკრძალვა, თუკი ამ რადიაციით გამოწვეული ზიანის უეჭველი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.

ზემოთ განხილული უპირატესი სარგებლობის მიდგომის გაზიარების შემთხვევაში რადიო ტალღების გადაცემასა ან დაბალი რადიაციული გამოსხივის აკრძალვაზე საკითხი არ დაისმებოდა. რადიოტალღების გადაცემის შემთხვევაში ის გარემოება, რომ სმითს გარკვეული მიწის საკუთრების უფლება გააჩნია, არ გულისხმობს, რომ მას ყველა იმ რადიოტალღებზე გააჩნია უფლება, რომლებიც ამ მიწას კვეთენ, რადგანაც სმითს არც რადიოსიხშირეებზე გააჩნია პირველმოსაკუთრეობის უფლება და არც მათი გამოყენება უცდია სხვებზე ადრე. ხოლო ჯოუნსს, რომელიც ვთქვათ 1200 კილოჰერცს სიხშირეზე მაუწყებლობს, ამ ტალღებზე საკუთრების უფლებით სარგებლობს მათი გავრცელების მთელ მანძილზე, ანუ მაშინაც კი, როდესაც ეს რადიოტალღები სმითის ტერიტორიას კვეთენ. თუ სმითი შეეცდება ხელი შეუშალოს ჯოუნსის მიერ რადიოტალღების გავრცელებას, იგი ჯოუნსის საკუთრების უფლებას დაარღვევს.61

ჯოუნსის საქმიანობის შეწყვეტა მხოლოდ იმ საფუძველზე გახდება შესაძლებელი, თუ დამტკიცდება, რომ ეს რადიოტალღები სმითის ჟანმრთელობას ზიანს აყენებენ. იგივე დასაბუთება რადიაციის შემთხვევაშიც მართებულია.

ერთი მხრივ სხვის მიწაზე ფიზიკურ შეჭრასა და მეორე მხრივ უხილავი რადიოტალღების ან დაბალი ხარისხის რადიაციული გამოსხივების გავრცელების გარდა კიდევ სხვა მრავალი უსიამოვნების მომგვრელი გარემოება არსებობს. როგორ უნდა მოვიქცეთ შესაბამის შემთხვევებში? ჰაერის დაბინძურება, ცუდი სუნი, კვამლი, ან სხვა ხილული გარემოებები, ნამდვილად შეიძლება უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზად იქნეს განხილული. ზემოთხსენებული ნაწილაკები ხილულია, მათ სუნი გააჩნიათ ან შეგვიძლია შევეხოთ, შესაბამისად, ეს გარემოებები საკუთრების უფლების გამოყენების ხელისშემშლელ ფაქტორებად უნდა განვიხილოთ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მავანს პირველმკვირობის საფუძველზე ამგვარი დაბინძურების უპირატესი უფლება გააჩნია. (მაგრამ ხელყოფის შედეგად გამოწვეულ ზარალს, ცხადია შემდგომი ვალდებულებები მოყვება). მაგრამ რაც შეეხება ჰაერის იმ გაზებით ან ნაწილაკებით დაბინძურებას, რომლებიც უხილავია და მათი შეგრძნება შეუძლებელია, არსებითად ვერ განიხილება ძალმომრეობად, რადგანაც ეს ადამიანს საკუთრებით სარგებლობაში არ აფერხებს. ეს ფაქტორები იგივე რიგისაა, როგორც რადიოტალღები ან დაბალი რადიაციული გამოსხივება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დამტკიცებულია, რომ ისინი ზიანის მომტანია, ამასთან მათ გამომწვევ მიზეზსა და მსხვერპლის მდგომარეობას შორის ნათელი კავშირი არსებობს.62

ძლიერი ხმაური რასაკვირველია უსიამოვნებას იწვევს, რადგანაც იგი ადამიანს თავისი საკუთრებით დატკბობასა და ჯანმრთელობის შეინარჩუნებაში უშლის ხელს. თუმცა, არავინ ასაბუთებს, რომ ყველას ხმაურგაუმტარ ოთახში ცხოვრების უფლება გააჩნია. სამართლებრივი დევნის საგანი მხოლოდ ძლიერ ხმაური შეიძლება გახდეს, თუმცა ისიც მართალია, რომ თავად „ძლიერი ხმაური“ ერთობ ბუნდოვანი მცნებაა. გარკვეულწილად თავად ცხოვრება შედგება ხმაურისგან. დედამიწის ყველა კუთხეკუნჭულს თავისებური ხმაური ახასიათებს და როდესაც ადამიანები ამა თუ იმ მიწაზე სახლდებიან, მათ უნდა ესმოდეთ, რომ გარკვეულ ხმაურს იმთავითვე უნდა შეეგუონ. როგორც ტერი იამადა მწუხარებით აღიარებს: „ქალაქელი ხმაურიან გარემოში ცხოვრების შედეგებს უნდა შეეგუოს. სასამართლოები ძირითადად იმ მიდგომას იზიარებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ან ქალაქებში ცხოვრობენ და მუშაობენ ხმაურთან შეგუება მოუწევთ. მაგრამ ეს ხმაური არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მოცემულ ტერიტორიას და მასზე განლაგებულ საწარმოებს საერთოდ ახასიათებთ“.63

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ადამიანმა, ვისაც ხმაურგაუმტარ ოთახში ცხოვრება უნდა, ასეთი ოთახის მოსაწყობად შესაბამისი ხარჟები უნდა გაიღოს. სამოქალაქო სასამართლოების დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხმაურთან დაკავშირებულ საქმეებზე საკმაოდ დასაბუთებულია და სწორია: ხმაურის წყარო თავისთავად არ წარმოადგენს კანონის დამრღვევს. კანონი მხოლოდ გარკვეულ პირობებში ირღვევა, ეს პირობები კი იმაზეა დამოკიდებული, თუ სადაა განლაგებული ხმაურის წყარო, დღის ან ღამის რომელ მონაკვეთში უფრო მატულობს ხმაური და რა გამოსცემს ხმაურს. ხმაურით მიყენებული უსიამოვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ანაზღაურებული, თუ ეს ხმაური ძლიერი ან გაუმართლებელია და ჩვეულებრივი მგრძნობელობის მქონე ადამიანს ან სერიოზულ უხერხულობას, ან ფიზიკურ ტრამვას აყენებს, რის გამოც ადამიანი თავისი საკუთრებით სარგებლობას და ტკბობას ვერ ახერხებს.64

ტექნოლოგიური წარმოების საშუალებების ფლობა: მიწა და ჰაერი.

მკვიდრობის უფლების განხილვისას ისეთ ასპექტს, როგორიცაა ამ ტერიტორიის ზომა არ შევეხეთ. თუ A პირი რესურსის მხოლოდ გარკვეულ მოცულობას იყენებს, ამ რესურსის რა ნაწილი უნდა ჩაითვალოს მის მფლობელობაში? ჩვენი პასუხია, რომ ის ამ რესურსის სამრეწველო მოცულობის გამოყენების უფლებას ფლობს, რაც თავად რესურსის ნაირსახეობაზეა დამოკიდებული. ხოლო სათანადო მოცულობა შესაბამისი რესურსის ან წარმოების მცოდნე მოსამართლეებმა, მსაჯულებმა ან არბიტრებმა უნდა დაადგინონ. თუ X რესურსს A პირი ფლობს, მაშინ ის ამ რესურსის განსაზღვრულ ოდენობას უნდა ფლობდეს. მაგალითად, 1920 წელს სასამართლომ რადიოსიხშირეების მფლობელობასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ საკუთრება რადიოტალღების ტექნოლოგიური სპეციფიკის, ანუ ელექტრომაგნიტური სპექტრში მისი სიგანის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო, რომ სხვა ტალღებს ამ ტალღაზე სიგნალის გადაცემისთვის ხელი არ შეეშალათ მისი გავრცელების მთელ სიგრძეზე. შესაბამისად, რადიოსიხშირის მფლობელობა მისი სიგანის, სიგრძის და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განისაზღვრა.

ამერიკის მიწებზე დასახლების ისტორია სამკვიდრო სივრცის ზომის განსაზღვრის გრძელი და რთული გზას ითვლის. ასე მაგალითად, სამკვიდრო უფლების შესახებ 1861 წლის ფედერალური კანონის შესაბამისად მიწის მონაკვეთი, რომლიც გაწმენდისა და დამუშავების შემთხვევაში ადამიანი მისი მფლობელი ხდებოდა, 160 აკრის ტოლი იყო. მას შემდეგ, რაც დასახლება მშრალ პრერიებშიც დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მესაქონლეობისთვის 160 აკრი საკმარისი არ იყო. შედეგად, დასავლეთის მიწებზე კერძო მესაკუთრეობის განვითარება რამოდენიმე ათწლეულით შეფერხდა, რასაც საზოგადო მიწების ჭარბი მოხმარება, ამერიკის დასავლეთისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარისა და ტყეების დაზიანდება მოჰყვა.

ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისიწნებით, ნება მიბოძეთ, რომ საჰაერო სივრცის მფლობელობის საკითხი განვიხილოთ. შესაძლებელია თუ არა საჰაერო სივრცეზე კერძო საკუთრება? ხოლო თუკი შესაძლებელია, რა დონეზე?

საერთო სამართლის პრინციპების შესაბამისად მიწის ყველა მფლობელი მისი სამფლობელოს ფარგლებში მყოფი სივრცის მფლობელიცაა, ანუ ზემოთ ზეცამდე და ქვემოთ დედამიწის ცენტრამდე. ლორდ კოუკის ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად cujus est solum ejus est esque ad coelum, ანუ ის ვინც მიწის მფლობელია, ასევე ფლობს სივრცეს ზეცამდე და ქვემოთ ჰადესის სამეფომდე (,,აჩრდილების სამყაროს გამგებელი“. მთარგ. შენიშ.).

რასაკვირველია, ეს უძველესი კანონი ადამიანის მიერ თვითმფრინავის გამოგონებამდე შეიქმნა. ამ კანონს ზედმიწევნით დაცვა, ავიაციის, ისევე როგორც კოსმოსური ხომალდებისა და სატელიტების განვითარებას შეაფერხებს.65

მაგრამ განა ავიაციის პრაქტიკული პრობლემები ad coelum მიდგომის ერთადერთი წუნია? მკვიდრობის პრინციპის მიხედვით, ad coelum-ს არასოდეს ქონია რაიმე აზრი, კარგა ხანია დრომოჭმულია და ისტორიის არქივს უნდა ჩაბარდეს. თუკი მავანი აუთვისებელ მიწაზე სახლდება და ამუშავებს, განა ეს ნიშნავს, რომ ის მის ზემოთ არსებულ სივრცეს უსასრულობამდე იყენებს? რასაკვირველია, არა. სამწუხაროდ ad coelum-ის წესი საკუთრების უფლების გადასინჯვის (1939) დროსაც შენარჩუნდა, როდესაც აერონავტიკის შესახებ ერთიანი კანონი იქნა მიღებული და 1930-იან 40-იან წლებში 22 შტატში ამოქმედდა. კანონი აღიარებდა მიწის ნაკვეთის ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის ფლობის უფლებას და ამ უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას სახელმწიფოს უტოვებდა. საბედნიეროდ 1943 წელს ერთიანი სახელმწიფო კანონების კომისიის გადაწყვეტილებით ზემოთხსენებული კანონი გაუქმდა.

ნიშანდობლივია, რომ 1936 წელს მეცხრე ოლქის ფედერალურმა სასამართლომ საჰაერო სივრცეზე კერძო საკუთრების უფლება უგულვებელყო და თვითმფრინავებს დედამიწის ზედაპირთან ახლოს ფრენის უფლება მისცა. მხოლოდ მიწის მოხმარების უშუალო ხელყოფა შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის საფუძველი.66 ყველაზე გავრცელებული მიდგომის შესაბამისად, საჰაერო სივრცის გამოყენება მიწათსარგებლობას ხელს არ უშლის, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგანაც ცალსახად გამორიცხავს საჰაერი სივრცის საკუთრების საკითხს.

ყველაზე მისაღები სამართლებრივი თეორია ,,ზონირების” მიდგომას ეყრდნობა, რომლის მიხედვით საკუთრების უფლება მხოლოდ მიწის ზედაპირთან ახლოს მდებარე საჰაერო სივრცეზე შეიძლება გავრცელდეს. ეს ზონა ამ მფლობელის მიერ საჰაერო სივრცის ,,ეფექტური გამოყენების” ზღვარს ადგენს. როგორც პროზერი აღნიშნავს, ,,ეფექტური გამოყენების” უფლება იმას ნიშნავს, რომ ,,მესაკუთრეს მხოლოდ იმ სივრცის გამოყენების უფლება აქვს, რომელიც აუცილებელია, რომ მან თავისი მიწით სრულყოფილი სარგებლობა შეძლოს”.67 საკუთრებაში მყოფი საჰაერო სივრცის მოცულობა იმისდა მიხედვით შეიცვლება, თუ რა დანიშნულებით გამოიყენება ტერიტორია და რა ტექნოლოგიური თავისებურებები ახასიათებს წარმოების პროცესს. პროზერი წერს: ,,ეს წესი გამოყენებული იყო საქმეში სმითი New England Aircraft-ს წინააღმდეგ, როდესაც 100 ფუტ სიმაღლეზე თვითმფრინავების ფრენა საკუთრების უფლების დარღვევად იყო მიჩნეული, რადგანაც სადაო მიწის ნაკვეთზე ისეთი ხეები იზრდებოდა, რომლებიც ამ სიმაღლეს აღწევდნენ. იგივე მიდგომა, რამოდენიმე სხვა საქმესთან დაკავშირებითაც იყო გამოყენებული. საჰაერო სივრცის სიმაღლე, რომელზეც საკუთრება ვრცელდება, ყოველ საქმესთან დაკავშირებით ინდივიდუალურად უნდა დაგდგინდეს“.68

მეორე მხრივ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც თვითმფრინავებით გამოწვეული ძლიერი ხმაური ხალხს ან მათ საქმიანობას ხელს უშლის ისეთ ადგილებში, რომლებიც შესაძლებელია ზუსტად თვითმფრინავის ქვეშ არ მდებარეობდეს მკაცრად ზონირებული მესაკუთრების მიდგომას უსიამოვნების თეორიაც უნდა დაემატოს. თავიდან ფედერალური სასამართლოების დადგენილებით კერძო საკუთრების უფლებას მხოლოდ ძალიან ქვემოთ მფრინავი თვითმფრინავები აღრვევდნენ, მაგრამ ძლიერ ხმაურთან დაკავშირებულ საქმეში თორნბურგი პორტლენდის პორტის წინააღმდეგ (1962) სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ სწორად მიიჩნია თორნბურგის თვალსაზრისი: ,,თუ ვაღიარებთ, რომ ხმაური შესაძლებელია უსიამოვნების წყარო გახდეს, მაშინ უსიამოვნება შეიძლება გადაიქცეს მუდმივ მოვლენად; ხოლო ხმაური, რომელიც ზემოდან მოდის და საკმარისად მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარგებლობასა და სიამოვნების მიღებას ხელს ზუსტად ისევე უშლის, როგორც სხვა მიმართულებიდან მომდინარე ხმაური“69

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ იშვიათად თუ მომხდარა, არ არსებობს მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლის, რომ აღნიშნული მიდგომა საჰაერო სივრცის მესაკუთრეობის შესახებ, ჰაერის დაბინძურების შემთხვევებზეც გავრცელდეს. მაშინაც კი, როდესაც ე ად ცოლუმ საკმაოდ წონადი კონცეფცია იყო, იგი მხოლოდ თვითმფრინავების ფრენის და არა ჰაერის დაბინძურების შესაზღუდად გამოიყენებოდა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად საზოგადოებრივი სარგებლობის რესურსად მიიჩნევდნენ. უსიამოვნების მიყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა შესაძლოა წარსულშიც ყოფილიყო გამოყენებული ჰაერის დაბინძურების შესაზღუდად, მაგრამ ამ ბოლო დრომდე მას ,,ინტერესთა დაბალანსების“ საჭიროება, დაუდევრობის შემთხვევაში მკაცრი პასუხისმგებლობის მიდგომის უგულვებელყოფა და ჰაერის ,,გონივრული“ დაბინძურების შესახებ მოსაზრებები აფერხებდნენ. ასე მაგალითად ერთერთ ცნობლი საქმეში ჰოლმანი Athens Empire Loundry Co-ს წინააღმდეგ (1919) ჯორჯიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ,,ჰაერის დაბინძურება იმ გონივრულ ფარგლებში, რომელიც საზოგადოების პროგრესისთვის დასაშვებია, კანონის დარღვევად აღიარების საკამრის საფუძვლად არ განიხილება“.70 საბედნიეროდ ეს მიდგომა აღარ მოქმედებს.

თუმცა ჰაერის დაბინძურება ისეთი ქმედებაა, რომელიც მკაცრ პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი განცხადებები, როგორიცაა ,,ყველას აქვს უფლება სუფთა ჰაერზე“ აზრს მოკლებულია. ბუნებრივი პროცესების შედეგადაც მუდმივად გამოიყოფა ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები და ჰაერი ისეთია, როგორიც გარკვეულ ტერიტორიაზე ადამიანს ერგო. წმინდა ელენეს მთაზე ლავის ამოფრქვევამ ალბათ ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ მუდმივ პროცესებზე, რასაც ბუნებრივი დაბინძურება ეწოდება. საერთო სამართლის პრინციპებით მომქმედ სასამართლოებისთვის ოდითგანვე მისაღები იყო სავსებით სწორი მიდგომა, რომლის შესაბამისადაც მიწის მფლობელი პასუხისმგებელი არ იყო იმ ზიანზე, რომელიც მის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენით იყო გამოწვეული. როგორც პროზერი წერდა, მიწის მფლობელი ,,არ არის პასუხისმგებელი მის მიწაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენის შედეგად მეზობლებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც არ უნდა დამანგრეველი და სავალალო იყოს მათი შედეგები მეზობლებისთვის. შესაბამისად, დადგინდა, რომ მიწის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი დაჭაობებაზე, კლდის ლოდების ჩამოვარდნაზე, სარეველა მცენარეების მისი მიწიდან მეზობლების მიწებზე გავრცელებაზე, გარეული ცხოველების მიერ მიყენებულ ზიანზე, მიწისზედა წყლების ბუნებრივ დინებაზე“.71

ანუ, რომ შევაჯამოთ, სუფთა ჰაერზე ზოგად უფლებას არავინ არ ფლობს, მაგრამ ყველას გააჩნია უფლება, რომ არ დაუშვას მის სამფლობელოში არსებული ჰაერის დაბინძურება გარეშე პირების ძალადობრივი ზემოქმედების შედეგად.

ჰაერის დაბინძურება: კანონი და რეგულირება

ჩვენ დავადგინეთ, რომ ყველას შეუძლია საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედოს, იმ პირობით, რომ სხვა ადამიანის პიროვნების ან საკუთრების მიმართ უშუალო ძალმომრეობას არ გამოიჩენს. ყველას ვინც ასეთ ძალმომრეობას გამოჩენს, ზარალის ანაზღაურებაზე მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრება, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება ,,გააზრებული“ იყო თუ შემთხვევითი. და ბოლოს, ასეთ ძალმომრეობამ შეიძლება სხვა პირის საჰაერო სივრცის დაბინძურების, მისთვის პიროვნული ზიანის ან უსიამოვნების მიყენების სახე მიიღოს.

ყოველივე ეს შემდეგ პირობებს გულისხმობს:

ა) დაბინძურების გამომწვევი პირი მკვიდრობის უკვე დადგენილი უფლებით არ სარგებლობს;

ბ) ხილული დაბინძურება და მომწამვლელი აირი თავისთავად ძალმომრეობას წარმოადგენს, მაგრამ უხილავი და შეუგრძნობადი დაბინძურება მოსარჩელემ მიყენებული ზიანის წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს;

გ) ასეთ შემთხვევებში მტკიცებულებათა ტვირთი მოსარჩელეს აწევს;

დ) მოსარჩელემ ის მიზეზშედეგობრივი კავშირი უნდა დაამტკიცოს, რომლის მიხედვით მოპასუხის ძალმომრეობამ მოსარჩელე მსხვერპლად აქცია;

ე) მოსარჩელემ მიზეზშედეგობრივი კავშირი და ძალადობა იმგვარად უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ეჭვგარეშე იყოს;

ვ) სხვა ადამიანების საქციელზე პასუხისმგებლობა არ არსებობს, რადგან პასუხისმგებლობა მხოლოდ იმას ეკისრება, ვინც უშუალოდ მოქმედებს.

ამ პრინციპების გათვალისწინებით მოდით ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა და ვითარება განვიხილოთ. მიუხედავად ახლახან განხორციელებული ცვლილებებისა, როდესაც ქმედებების დაუდევრობითა და ,,მიზანშეწონილობით“ გამართლების წესი მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრების წესით შეიცვალა, მოსარჩელეების გარკვეული ნაწილის ინტერესები მაინც დაუკმაყოფილებელი დარჩა. როგორც პოლ დაუნინგი ამბობს ,,სადღეისოდ ისეთი ვითარებაა, რომ მხარემ, რომელიც ჰაერის დაბინძურებისგან დაზარალდა, უნდა დაამტკიცოს, რომ A პირმა, რომელიც ჰაერის დაბინძურების წყაროა, მას ზიანი მიაყენა. ანუ მან უნდა დაამტკიცოს, რომ დაზიანებული სწორედ ისაა და ეს ზიანი მას A წყარომ მიაყენა და არა B წყარომ. ეს კი, თითქმის შეუძლებელია“.72 თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ზედმეტი ჩივილის გარეშე უნდა შევეგუოთ ასეთ ვითარებას. ყოველივე ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მიზან-შედეგობრივი კავშირის დამტკიცება ცივილური სამართლის საფუძველს იქცა, ამას ლიბერტარიანულ თეორიასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს

ჯეიმს კრირი ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ დაუდევრობა ან უპასუხისმგებლო საქციელი ახლა მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, დანაშაულებრივ ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამტკიცება კვლავ პრობლემად რჩება. კრირი წუხს, რომ ,,მიზეზი და შედეგი ჯერ კიდევ უნდა დადგინდეს“.73 იგი ,,მტკიცებულებათა ტვირთის სისტემურ საფუძველზე გადანაწილებას“ მოითხოვს, ანუ მტკიცებულებების წარდგენის პასუხისმგებლობა არა მოსარჩელეს, არამედ საწინააღმდეგო მხარეს უნდა დაეკისროს. მაგრამ მოპასუხე დამნაშავედ უნდა ჩაითვალოს მანამ, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას?

დაბინძურების მრავალი წყაროს არსებობა პრობლემებს ქმნის. როგორ უნდა დავადანაშაულოთ დაბინძურების ემისიის A წყარო, თუ არსებობს გარემოს დაბინძურებისბუნებრივი წყაროებიც? როგორიც არ უნდა იყოს ამ კითხვაზე პასუხი, ნათელია, რომ იგი არ უნდა გულისხმობდეს მკიცებულებათა წარდგენის არსებული სტანდარტების უგულებელყოფას და მოსარჩელისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის მოპასუხეზე დაკისრებას.74

მტკიცებულებათა წარდგენასთან დაკავშირებით იგივე პრობლემები თავს ბირთვულ რადიაციასთან დაკავშირებული საქმეების შემთხვევაშიც იჩენს. როგორც ჯეფრი ბოდი წერდა ,,სასამართლოები ზოგადად რადიაციის მიზეზით მიყენებული ზარალის დამამტკიცებელ გარემოებებთან დაკავშირებით ძალიან მაღალ მოთხოვნებს აყენებენ და ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგანაც ამ სფეროსთან დაკავშირებით მედიცინას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია“.75 მაგრამ სწორედ ,,შეზღუდული ცოდნის“ გამოა აუცილებელი, რომ მოპასუხეს მტკიცებულებებთან დაკავშირებული მოთხოვნების არასწორად გამოყენებისგან თავის დაცვის საშუალება ქონდეს.

რასაკვირველია, არსებობს უამრავი საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტი, რომლებიც ზოგადი სასამართლოს არასწორ გადაწყვეტილებების მსგავსად, ხელს უსამართლობას უწყობენ.76 ჩვენ არ განგვიხილავს ისეთი კანონები, როგორიცაა სუფთა ჰაერის აქტი (1970) ან სხვა საკანონმდებლო აქტები შემდეგი მარტივი მიზეზის გამო: არც ერთი მათგანი არ არის მისაღები ლიბერტარიანული სამართლის თეორიის მიმდევრებისთვის. ლიბერტარიანული თეორიის შესაბამისად, ადამიანი მიმართ ძალის გამოყენება ნებადართულია, თუკი დასაბუთებულია, რომ ეს ადამიანი თავად არის მოძალადე, ამასთან ეს სასამართლოს (ან არბიტრაჟის) მეშვეობით უნდა დამტკიცდეს და ეჭვს არ იწვევდეს. ლიბერტარიანული თეორიის შეფასებით, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი აქტი იმთავითვე უკანონოდ აცხადებს ქმედებებს, რომლებიც უშუალო ძალმომრეობას არ წარმოადგენენ. შესაბამისად, ყველა საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი აქტი არალეგიტიმურია, თავისთავად ძალადობაა და უდანაშაულო ადამიანების საკუთრების უფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

წარმოიდგინეთ, რომ A პირმა რაღაც შენობა ააშენა და იგი B პირს მიჰყიდა, მაგრამ შენობა მალე დაინგრა. A პირმა B პირისა და მისი ქონებისთვის ზიანის მიყენებისთვის პასუხის უნდა აგოს და შესაბამისი პასუხისმგებლობა სასამართლოზე უნდა დამტკიცდეს, რის შემდეგაც სასამართლოს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დადგენილებისა და ზომების გატარების უფლება ექნება. მაგრამ თუკი ,,უსაფრთხოების“ უზრუნველყოფის მომიზეზებით მშენებლობისა და ინსპექტირების მკაცრი წესებია დადგენილი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უდანაშაულო მშენებლებიც დაზარალდნენ (ანუ ისინი, ვის მიერ აშენებული შენობები არ დანგრეულა), რადგანაც მათზე საკმაოდ მკაცრი და ძვირადღირებული მოთხოვნები ვრცელდება, მაშინ როდესაც სულაც არ არის აუცილებელი, რომ დანაშაული და ზარალი ხელისუფლებამ დაადგინოს. მათ არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაუდენიათ, მაგრამ იმთავითვე ექვემდებარებიან ხელისუფლების ძალაუფლებრივი დაწესებულებების შეზღუდვებს, რომლებიც ხშირად ნაკლებადაა დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, თუმცა აუცილებელია შესასრულებლად. არადა, მაშინ როდესაც რომელიმე მშენებელი ადმინისტრაციული ინსპექციის ყველა მოთხოვნას და უსაფრთხოების წესებს აკმაყოფილებს, მაგრამ მის მიერ აშენებული შენობა ინგრევა, ხშირად იგი დაუსჟელი რჩება. მაგრამ, განა მან არ დაიცვა ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა და არ მიიღო წინასწარ დასტური მისი შენობის ხარისხიანობის შესახებ?77

სამოქალაქო და სისხლის სამართლის ერთადერთი სისტემა, რომელიც ლიბერტარიანულ თეორიას შეესაბამება ეს არის მოსამართლეების (და/ან მსაჯულების და არბირტების) მიერ მოსარჩელეების მიერ მოპასუხეთა მიმართ წამოყენებული ბრალდებების შესწავლა და მათზე დაყრდნობით მოქმედება.

ხაზგასასმელია, რომ ლიბერტარიანული თეორიის შესაბამისად მხოლოდ მხვერპლს (ან მის ბუნებრივ და სამართლებრივ მემკვიდრეს) გააჩნია კანონიერი უფლება, რომ მისი ან მისი საკუთრების ხელმყოფის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართოს. საოლქო პროკურორს ან მთავრობის სხვა წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, რომ მსხვერპლის სურვილის წინააღმდეგ საქმე აღძრან, ისეთი ბუნდოვანი და საეჭვო საბაბით, როგორიცაა ,,საზოგადოებრივ“ ან ,,სახელმწიფო“ ინტერესები. ასე მაგალითად, თუ თავდასხმის ან გაძარცვის მსხვერპლი პაციფისტია და იგი დამნაშავის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარს ამბობს, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება მისი ნებასურვილის წინააღმდეგ აღძრას საქმე. ანუ ისევე, როგორც კრედიტორს გააჩნია უფლება, რომ თავის მევალეს ვალის გადახდა ,,აპატიოს“, ასევე პაციფისტს გააჩნია უფლება - მოძალადეს ,,აპატიოს“ და საქმე დამთავრებულად ჩათვალოს, იქნება ეს მისი მოსაზრებების გამო თუ იმ მიზეზით, რომ დამნაშავემ სასამართლო განხილვა78 თავიდან მისთვის გარკვეული თანხის შეთავაზებით აირიდა.

ავტომობილების გამონაბოლქვის მოწინააღმდეგეები სახელისუფლებო რეგულირების უქონლობას ნამდვილად არ მოიწონებენ იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ რთულია კერძო ავტომობილებისგან მიყენებული ზარალის დამტკიცება.79 მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, უტილიტარული მოსაზრებები ყოველთვის სამართლიანობის მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს. ისინი, ვისაც ავტომობილების გამონაბოლქვის საკითხები აღელვებთ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ საქმე სამოქალაქო სამართალდარღვევის ჭრილში განიხილება, რადგან ლიბერტარიანული მიდგომა მეთვრამეტე საუკუნის დროინდელ და ამჟამად ერთობ მოძულებულ ,,შეთანხმების“ წესის აღდგენას მოითხოვს.

შეთანხმების წესი ძირითადად უხარისხო ნაწარმზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ვრცელდება. მის შესაბამისად წუნიანი საქონლის მყიდველს უფლება აქვს უჩივლოს მხოლოდ იმ პირს, ვისთანაც გარიგება ჰქონდა.80 თუ მომხმარებელი საათს საცალო მოვაჭრისგან შეიძენს და აღმოჩნდება, რომ მისი საათი არ მუშაობს, ამ შემთხვევაში მყიდველმა ამ საცალო მოვაჭრეს უნდა უჩივლოს, რადგანაც ამ საათის ფლობის უფლება მას სწორედ ამ მოვაჭრემ გადასცა, მისგან ფულის მიღების სანაცვლოდ. თანამედროვე მოთხოვნებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფლება არ უნდა გააჩნდეს, რომ მწარმოებლის წინააღმდეგ საქმე აღძრას, რადგანაც მას მწარმოებელთან გარიგება არ ჰქონია. ანუ, გარანტია, რომ საქონელს წუნი არ ჰქონდა, მყიდველს სწორედ საცალო მოვაჭრემ მისცა, როდესაც მას ნაწარმი მიყიდა. შესაბამისად, სწორედ საცალო მოვაჭრეა პასუხისმგებელი და მომხმარებელმა საქმე მის წინააღმდეგ უნდა აღძრას. ხოლო საცალო მოვაჭრეს უფლება აქვს საბითუმო მოვაჭრის წინააღმდეგ აღძრას საქმე, ამ უკანასკნელმა მისთვის საქონლის მიმწოდებლის წინააღმდეგ, ხოლო მიმწოდებელმა კი, მწარმოებლის წინააღმდეგ.81

,,შეთანხმების წესი“ ავტომობილების გამონაბოლქვის შემთხვევაზეც უნდა გავრცელდეს. ანუ, დაბინძურებაზე პასუხისმგებლობა კონკრეტული მანქანის მფლობელს ეკისრება და არა ამ ავტომობილების მწარმოებელს, რომელსაც რეალურ გამონაბოლქვზე და აღძრულ სამეზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. (შესაძლოა მწარმოებელი ფიქრობს, რომ მის მანქანებს მხოლოდ დაუსახლებელ ტერიტორიებზე გამოიყენებენ ან მფლობელს ესთეტიკური სიამოვნების მიღების მიზნით უბრალოდ მისი ყურება სურს). უხარისხო ნაწარმთან დაკავშირებული საქმეების შემთხვევაში საქმის აღძვრა მწარმოებლის და არა საცალო მოვაჭრის წინააღმდეგ მხოლოდ იმითია გამართლებული, რომ მწარმოებელს ბევრად უფრო სქელი ჯიბე აქვს და უფრო მდიდარია, ვიდრე საცალო მოვაჭრე.

ლიბერტარიანული სამართლის პრინციპების მიხედვით, ავტომობილების გამონაბოლქვთან დაკავშირებით, მოსარჩელეების მდგომარეობა არასახარბიელო იქნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული გამოსავალი. ლიბერტარიანული საზოგადოებაში გზები კერძო საკუთრებაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურება იმ გზებზე მოხდება, რომლებიც კერძო იქნება და მაშინ, თანამოქალაქეების ფილტვებისა და ჰაერის დაბინძურებაზე პასუხისმგებელი, სწორედ გზის მფლობელი იქნება. რასაკვირველია უფრო რეალისტურია და ადვილი უჩივლო გზის მფლობელს და არაცალკეული ავტომობილების მფლობელებს. შესაძლო სარჩელების და სასჟელის თავიდან ასარიდებლად, გზის მფლობელი ეკონომიურად დაინტერესებული იქნება, რომ ყველა მანქანისთვის ჰაერის დაბინძურების შემზღუდველი წესები შემოიღოს. ანუ, კვლავ და კვლავ ვბრუდნებით იმ მოსაზრებასთან, რომ ,,საზიარო მფლობელობიდან მომდინარე სხვა ტრაგედიების“ მსგავსად, რესურსის კერძო მფლობელობა მრავალი ,,გარეშე“ პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.82

სისხლის სამართლის სამოქალაქო სამართლით ჩანაცვლება

თუ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა საზოგადოება ან სახელმწიფო და მხოლოდ მსხვერპლს გააჩნია უფლება აღძრას საქმე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სტრუქტურა საერთოდ არ არის საჭირო და შესაბამისად, მხოლოდ სამოქალაქო სამართალი იარსებებს, რომლის პირობებში მსხვერპლს ნამდვილად გააჩნია უფლება საქმე აღძრას მოძალადის წინააღმდეგ.83 შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი, რომელიც სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებული რიგი საკითხების სამოქალაქო სამართლის იურისდიქციაში გადატანას და ამ გზით ამ უკანასკნელის უფლებამოსილებების გაფართოვებას შეუშლიდა ხელს. ასე მაგალითად, დღეს ზარალის ანაზღაურება სამოქალაქო სამართლის კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, ხოლო სასჯელი კი სისხლის სამართლის კომპეტენციაში შედის.84 განზრახ ჩადენილი სამოქალაქო სამართალდარღვევების შემთხვევაში (განსხვავებით უბედური შემთხვევებისაგან) დასჯის სახით ზარალის ანაზღაურება ძირითადად სამოქალაქო სამართლის კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ისეთი მკაცრი სასჯელის გამოტანის უფლება, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, მსხვერპლისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით იძულებითი სამუშაოების მისჯა, ასევე სამოქალაქო სამართლის კომპეტენციაში უნდა იყოს.85

სისხლის სამართლის სამოქალაქო სამართლით ჩანაცვლებას საწინააღმდეგო ერთ მნიშვნელოვანი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სასჯელის სამოქალაქო სამართლის კომპეტენციაში გადაცემა შეუძლებელია, რადგანაც ,,ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ნაფიცი მსაჯულებისშეხედულებაზე იქნება დამოკიდებული და თანაც არ იარსებებს სისხლის სამართლის შემთხვევებში გათვალისწინებული დამცავი მექანიზმები“.86 მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, გადაწყვეტილებების ,,უეჭველი დასაბუთების“ საფუძველზე მიღების წესი სამოქალაქო სამართლის შემთხვევებზეც უნდა ვრცელდებოდეს.87

პროფესორი ეპშტეინი ცდილობდა რა სისხლის სამართლის კომპეტენციების შენარჩუნებას და სამოქალაქო სამართლისთვის მათი გადაცემის არ დაშვებას, თავის მოსაზრებებს ე.წ. მცდელობის შესახებ კანონებზე აფუძნებდა. სისხლის სამართლის მიხედვით დანაშაულის ჩადენის მცდელობა, რომელიც საბოლოოდ რაიმე მიზეზით ვერ შედგა და ზარალი არ მოუტანია, ანუ შესაბამისად დაზარალებულის უფლებები არ დარღვეულა, მაინც უნდა განიხილებოდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე საქმე უნდა იქნას აღძრული. შესაბამისად, ეპშტეინი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მცდელობა ადამიანის უფლებების დარღვევას არ წარმოადგენს და სამოქალაქო სამართალდარღვევად ვერ განიხილება, ამდენად, ვერც მისი განხილვის საგანი გახდება.88

თუმცა, რენდი ბარნეტის საწინააღმდეგო არგუმენტი ერთობ დამაჯერებელია. როგორც ბარნეტი მიუთითებს, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფის წარუმატებელი მცდელობა შეიძლება უფრო მცირე დანაშაულის წარმატებით განხორციელებას ნიშნავდეს და შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის განხილვის საგანი უნდა გახდეს. ,,მაგალითად, მკვლელობის მცდელობა ძირითადად დამამძიმებელი გარემოებებით თავდასხმას და ქმედებებით შეურაცხყოფას წარმოადგენს, შეიარაღებული ძარცვის მცდელობა ძირითადად თავდასხმის ტოლფასია, ხოლო მანქანის გატაცების მცდელობა სხვისი საკუთრების ხელყოფას შეესაბამება“.89 გარდა ამისა, თუ დანაშაულის ჩადენის მცდელობა, როგორც ასეთი, სხვისი საკუთრების ხელყოფას არ წარმოადგენს, თუ მსხვერპლისთვის ცნობილი გახდა ამ მცდელობის შესახებ, მაშინ მის მიერ განცდილი შიში და შეშფოთება საფუძველს იძლევა, რომ ეს მცდელობა თავდასხმად იყოს მიჩნეული და მასზე საქმე აღიძრას.

შესაბამისად, სხვისი საკუთრების ხელყოფის მცდელობის ერთადერთი შემთხევა, რომელიც სამოქალაქო სამართლის კანონით ვერ განიხილება და ვერც დაისჯება, არის ის, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის. მაგრამ თუკი ამ მცდელობის შესახებ არავინ არაფერი იცის, მაშინ იგი ვერცერთი კანონის განხილვის საგანი ვერ გახდება.90

უფრო მეტიც, როგორც ბარნეტი ასკვნის, ლიბერტარიანული კანონებით დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლს თავდაცვა არ ეკრძალება. როგორც ბარნეტი ამბობს თავდასხმის მცდელობის მსხვერპლს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს მის წინააღმდეგ მიმართული ეს თავდასხმა თავიდან აირიდოს და დანაშაულის ჩადენის მცდელობის არსი სწორედ ამაში გამოიხატება.91

ჯგუფური სამოქალაქო დანაშაული და დაზარალებულთა ჯგუფი

ადამიანისა და მისი საკუთრების ხელყოფის განხილვის პროცესში აქამდე მხოლოდ ერთი მოძალადისა და ერთი მსხვერპლის მაგალითებს ვიხილავდით, სადაც „A პირმა B პირს დაარტყა, ან ზიანი მიაყენა“ და ა.შ. მაგრამ ჰაერის დაბინძურების რეალური საქმეები ძირითადად რამოდენიმე მოძალადისა და მრავალი დაზარალებულის არსებობას გულისხმობს. რა პრინციპებით უნდა განვიხილოთ ასეთი საქმეები და როგორ დავსაჯოთ დამნაშავეები?

როდესაც სამოქალაქო სამართალდარღვევა რამოდენიმე პირის მიერ არის ჩადენილი, მოსარჩელესთვის უფრო მოსახერხებელია, რომ მათ წინაღმდეგ ერთი სარჩელი აღძრას. თუმცა იმის გამო, რომ ეს მოსახერხებელია, სამართლიანობის პრინციპი არ უნდა შეილახოს. ჩვენი აზრით საერთო სამართლის პირვანდელი მიდგომა ჯგუფურ დანაშაულთან მიმართებაში გაერთიანებული სარჩელის წარდგენის შესახებ სწორი იყო: მოპასუხეების საქმე შეიძლება ხელოვნურად გაერთიანდეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდარღვევას თითოეული მათგანი შეთანხმებულად ანხორციელებდა.

ჯგუფური სამოქალაქო დანაშაულის თაობაზე აღძრული საქმეების შემთხვევაში აგრეთვე მიზანშეწონილია, რომ ყოველ მოძალადეს ზარალის ანაზღაურების თანაბარი პასუხისმგებლობა დავაკისროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სამართალდამრღვევი ეცდება შეამციროს თავისი პასუხისმგებლობა დანაშაულის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გზით. ამგვარად, თუ ყველა სამართალდამრღვევი შეთანხმებულად მოქმედებდა, დანაშაული ჯგუფურია და შესაბამისად, ,,ყველა, ვინც უკანონო ქმედება ჩაიდინა პასუხი ერთნაირად უნდა აგოს“. თითოეული პასუხისმგებელია მთლიან ზარალზე, თუმცა შესაძლებელია, რომ მომავალ მოსარჩელეს მხოლოდ ერთმა მათგანმა დაარტყა, მეორემ დააბა, ხოლო მესამემ კი, ვერცხლის ფოლაქები დააჭრა. თითოული ამ პირის წინააღმდეგ ერთი და იგივე დანაშაულთან დაკავშირებით შეიძლება გაერთიანებული სარჩელის აღძვრა.92

სამწუხაროდ, ხელსაყრელობის მომიზეზებით, გაერთიანებული სარჩელის აღძვრის წესი გადაისინჯა და სასამართლოები ხშირად გაერთიანებული სარჩელის აღძვრის უფლებას მაშინაც კი იძლევიან, როდესაც სამოქალაქო სამართალდარღვევევები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე არის ჩადენილი.93 გაერთიანებული სარჩელის აღძვრის საფუძველთან დაკავშირებული გაურკვევლობებების გამო, სასამართლოები ბევრ შემთხვევაში ყოველი დამნაშავის სრული, ანუ ,,გამორჩეული“ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი დაზარალებულის წინააღმდეგ რამოდენიმე დანაშაულია ჩადენილი, ეს მიდგომა აზრს კარგავს. ასეთ შემთხვევებზე იგივე წესები უნდა გავრცელდეს, როგორიც უსიამოვნების მიყენების ან საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელყოფის შემთხვევებზე მოქმედებს. ასეთ დროს სასამართლოები ყოველ მოპასუხეს დანაშაულის შესაბამისი მოცულობის ზარალის ანაზღაურებას უსჯიან.

ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ საქმეებში დაზარალებულის წინააღმდეგ ძირითადად რამოდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი აღინიშნება. შესაბამისად, ეს სამართალდარღვევები არ უნდა გაერთიანდეს ერთ სარჩელში, ხოლო ზარალის ანაზღაურება მოპასუხის მიერ ჩადენილ დანაშაულს უნდა შეესაბამებოდეს. როგორც პროზერი წერს ,,უსიამოვნების მიყენებასთან დაკავშირებული საქმეები ძირითადად ზარალის ანაზღაურების შესახებ დადგენილებით სრულდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მოსარჩელისთვის საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბების დადგენა შესაძლებელია რაოდენობრივი, პროცენტული ან ხარისხობრივი შეფასებებით. ამგვარად მოპასუხეები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აბინძურებდნენ ერთიდაიგივე წყაროს ან ტბორავდნენ მოსარჩელის მიწას, მიყენებულ ზარალზე პასუხის ცალცალკე აგებენ. იგივე წესი ხმაურით მიყენებული უსიამოვნებისა ან ჰაერის დაბინძურების შემთხვევებზეც გავრცელდება.94

სწორედ იმიტომ, რომ ზიანი მრავალჯერ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არის მიყენებული, მოპასუხემ გონივრული და დამაჯერებელი სახით უნდა წარმოაჩინოს, თუ რა მოცულობის ზიანი იქნა გამოწვეული თითოეული მოპასუხისა და აგრეთვე, სხვა მიზეზების გამო. თუ ეს წესი ზედმიწევნით და სწორად არის დაცული და წარმოდგენილი, ხოლო მტკიცებულებები ეჭვს არ იწვევს, მაშინ მოსარჩელეები ჰაერის დაბინძურების საქმეებში ბევრს ვერაფერს მიაღწევენ. გარემოსდაცვითი სფეროს სამართალმცოდნეებმა ჩვენი სამართლის სისტემის საფუძველის შესუსტება შემოგვთავაზეს, მტიკიცებულებათა სიმძიმის სხვადასხვა მოპასუხეზე დააკისრების გზით.95

ამგვარად, საერთო სამართლის მიხედვით, მოპასუხეების წინააღმდეგ გაერთიანებული სარჩელის აღძვრა, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დანაშაული შეთანხმებულადაა ჩადენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეები ცალცალკე საქმეების აღძვრას მოითხოვენ.

მაგრამ როგორ უნდა იქნეს განხილული რამოდენიმე მოსარჩელის გაერთიანებული სარჩელი ერთი ან რამოდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ? ეს შეკითხვა უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული საქმეების შემთხვევაში, როდესაც რამოდენიმე მოსარჩელე ერთი ან რამოდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ გამოდის.

ადრეულ საერთო სამართალში გაერთიანებულ სარჩელებთან დაკავშირებით მკაცრი შემზღუდველი წესები არსებობდა. ამ წესების შესაბამისად, მოპასუხეების ქმედებებს ყველა მოსარჩელეზე უნდა მოეხდინა ზემოქმედება. ამჟამად წესები უფრო ლიბერალური გახდა და მოსარჩელეებს უფლება აქვთ, რომ ერთობლივი სარჩელი ერთ ან რამოდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით აღძრან, რომლითაც მოსარჩელეებს საერთო ზიანი მიადგათ. ეს ლიბერალიზაცია სამართლიანია და მოსარჩელეებს ერთობლივი სარჩელით გამოსვლის უფლებას აძლევს.96

ზემოთ განხილულ შემთხვევაში ერთობლივი სარჩელი დაშვებულია და საფუძვლიანი, თუმცა სხვაგვარადაა საქმე ჯგუფის სახელით აღძრულ სარჩელების შემთხვევაში, რომელიც დაზარალებულთა იმ ნაწილსაც ეხება, რომელთაც სარჩელი არ შეუტანიათ. ანუ, წინასწარ დაშვებულია ვარაუდი, რომ მოსარჩელეების სახელით აღძრული საერთო სარჩელის განხილვის შედეგები იმ ვითომდა დაზარალებულებზეც გავრცელდება, რომლებიც შესაძლებელია არც კი იცნობდნენ სარჩელს, არ კი იცოდნენ მისი აღძვრის ფაქტის შესახებ, ან არ ეთანხმებოდნენ მის არსს. არადა, საქმის განხილვის შედეგები მხოლოდ იმ მოსარჩელეებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდნენ მას. ანუ, ლოს ანჟელესის 50 მცხოვრებს არა აქვს უფლება, რომ ლოს ანჟელესის ყველა მოქალაქის სახელით, მათგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით სარჩელი აღძრას. ანუ, ასეთი სარჩელების აღძვრის უფლება მხოლოდ დაზარალებულს, აგრეთვე მის ბუნებრივ ან სამართლებრივ მემკვიდრეს გააჩნია და მისი განხილვის შედეგები მხოლოდ სარჩელის ნებაყოფლობით ხელმომწერებზე ვრცელდება.97

სამწუხაროდ, მაშინ როდესაც 1938 წელს მიღებული სამოქალაქო პროცედურების ფედერალური წესი №23 ერთობის სახელით წარმოდგენილ სარჩელებში შედეგების ყველაზე გავრცელებას ერთ შემთხვევას, ე.წ. ,,ყალბი ერთობის“ მიერ აღძრულ სარჩელს, მაინც ითვალისწინებდა, 1966 წელს გადასინჯული ფედერალური წესების შესაბამისად, ერთობის სახელით წარმოდგენილი ყველა სარჩელის შედეგი მოქალაქეების მოცემული ჯგუფის ყველა იმ წარმომადგენელზე ვრცელდება, რომელიც ჯგუფის წევრობაზე თავად არ იტყვის უარს. ამ უმაგალითო გადაწყვეტილებით, უმოქმედობა ნებაყოფლობით თანხმობად განიხილება. მაგალითად, ლოს ანჟელესის მაცხოვრებლებს, რომლებმაც შეიძლება საქმის აღძვრის თაობაზე არაფერი იცოდნენ, ავალდებულებენ, რომ სარჩელისგან გასამიჯნად ზომები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება მათზეც გავრცელდება.98 აღსანიშნავია, რომ შტატების უმეტესობამ ერთობის სახელით აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით ახალი ფედერალური წესი დანერგა.

1966 წლის შემდგომ პერიოდში ერთობის სახელით აღძრულ სარჩელებისდმი მოთხოვნები ისეთივეა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანებული სარჩელის შემთხვევაში და მოქალაქეთა მოცემული ჯგუფისთვის საერთო სამართლებრივ საკითხების ან ფაქტების არსებობას გულისხმობს. საბედნიეროდ სასამართლოებმა ასეთ სარჩელებთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დააწესეს.99 უმეტეს შემთხვევებში მოცემული ერთობის სავარაუდო წევრებს სათითაოდ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია სარჩელის თაობაზე, რაც მათ საშუალებას აძლევთ, რომ თავად მიიღონ გაადწყვეტილება იმაზე, ამ სარჩელს ეთანხმებიან თუ არა. გარდა ამისა, ერთობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ცნობადი და ქმედითუნარიანი. ამ წესის მიხედვით, ფედრალური სასამართლოები ,,ლოს ანჟელესის ყველა მოსახლის“ სახელით წარმოდგენილ სარჩელს არ განიხილავენ. ასე მაგალითად, სასამართლომ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით 293 კომპანიის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის ყველა მოქალაქის სახელით შეტანილი სარჩელი, იმის საფუძველზე უარყო, რომ “მხარეთა დიდი რაოდენობის (იგულისხმებოდა, როგორც მოსარჩელეები, ასევე მოპასუხეები), მათი ინტერესების სხვადასხვაობისა და საქმესთან დაკავშირებული საკითხების მრავალფეროვნების გამო, საქმის მართვა შეუძლებლად მიიჩნია“.100

კიდევ ერთი საგრძნობი შეზღუდვა, რომელიც ერთობის სახელით წარმოდგენილ სარჩელებზე ვრცელდება იმაში მდგომარეობს, რომ საერთო ჯგუფური ინტერესი ცალკეული წევრების ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს. ამგვარად, საერთო სარჩელი იმ შემთხვევაში არ მიიღება, თუ ცალკეული პიროვნებების ინტერესებისა და საკითხების რაოდენობა ,,ძალიან დიდია და არსებითი ხასიათისაა“, რის გამოც საერთო საკითხები და ინტერესები არ არის გამოკვეთილი. მაგალითად, სასამართლომ უარი თქვა, რომ ქალაქ სან ხოსეს მოქალაქეების სახელით უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ (1974) წარმოდგენილი სარჩელის განხილვაზე, რომლითაც აეროპორტის მდებარე მიწების მფლობელები თვითმფრინავების ხმაურით, ჰაერის დაბინძურებით, სატრანსპორტო საცობებით და სხვ. მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი ნამდვილად ყველა მიწის მფლობელის საკუთრებაზე არასასურველ ზეგავლენას ახდენდა, სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ ,,ცალკეული მიწათმფლობელებისადმი მიყენებული ზარალი მრავალ ინდივიდუალურ ფაქტორთან იყო დაკავშირებული (მაგალითად, აეროპორტის ასაფრენ ბილიკებთან სიახლოვე, საკუთრების ტიპი, ღირებულება და სხვა)“, რის გამოც ერთობის სახელით წარმოდგენილი სარჩელის განხილვა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.101

ამგვარად, ასეთი ერთობის სახელით წარმოდგენილი სარჩელები განხილული არ უნდა იქნეს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსარჩელე თავისი ნებასურვილით უერთდება სარჩელს და საერთო ინტერესები კერძო ინტერესებზე მაღლა დგას.102

მაშინ როგორი წესები ვრცელდება ერთობის სახელით წარმოდგენილი იმ სარჩელებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების შემთხვევებს ეხება? კრირი აღშფოთებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ №23 ფედერალური წესი ერთობის სახელით წარმოდგენილი სარჩელებთან დაკავშირებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე მისი წინამორბედები. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ სინამდვილეში ასეთი სარჩელების წარდგენის შესაძლებლობა შეზღუდა, რადგანაც დაადგინა, რომ მოქალაქეთა ჯგუფმა ფედერალურ სასამართლოში ერთობის სახელით სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევებში შეიძლება წარადგინოს, თუ მათ საერთო განუყოფელი ინტერესები აქვთ.103 კრირის მიხედვით, ამ შემზღუდველი მოთხოვნის გამო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სარჩელები ერთობის სახელით წარმოდგენილი ვეღარ იქნება. გარდა ამისა, როგორც კრირი მიუთითებს, შემზღუდველი წესები არ ვრცელდება შტატების დონეზე შეტანილ სარჩელებზე, რომლებიც კიდევ უფრო ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი არიან, ვიდრე ფედერალური სარჩელები. კრირი ირონიულად წუხს, რომ ერთობის სახელით წარმოდგენილი ზოგი სარჩელი მოქალაქეთა მოცემული ჯგუფს სინამდვილეში არც კი ადარდებს.104

კრირის აზრით, ერთობის სახელით წარმოდგენილი სარჩელებთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მართვა და გარემოებების დადგენა უაღრესად რთულია, რადგანაც მოსარჩელეთა რაოდენობა უაღრესად დიდია. მას მაგალითის სახით დაიმონდი General Motors-ის წინააღმდეგ საქმე მოჰყავს. კრირი პრობლემის არსებობას ძირითადად მოსამართლეების განსწავლულობისა და შესაძლებლობების უკმარისობას მიაწერს, რადგანაც მისი აზრით მოსამართლეებს სხვადასხვა ინტერესების ერთმანეთთან სწორად დაკავშირება არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, კრირს არ ესმის, რომ პრობლემას ძირითადად დაზარალებულთა გაპიროვნებასთან დაკავშირებული სირთულეები, დანაშაულის დასაბუთების ბუნდოვანება, აგრეთვე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ურთიერთობაში მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცებულებების სიმწირე განაპირობებს.

დასკვნა

ჩვენ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ლიბერტარიანული პრინციპების წყება, რომლებიც კანონის შეფასებისა და გადასინჯვის პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ დავასკვენით, რომ ყველას გააჩნია უფლება გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას სურს, მაგრამ ადამიანს ისეთი ქმედების ჩადენის უფლება არა აქვს, რაც სხვა ადამიანზე ან მის საკუთრებაზე შეუფარავ ძალმომრეობას წარმოადგენს. უკანონობად განხილული მხოლოდ ამგვარი ქმედება უნდა იქნეს და სასამართლოში სამოქალაქო სამართლის მიხედვით უნდა გაირჩეს. სარჩელის აღძვრის უფლება დაზარალებულს, მის ბუნებრივ ან სამართლებრივ მემკვიდრეებს გააჩნიათ. შესაბამისად, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარევა, რაც იმთავითვე უკანონობას წარმოშობს, არ უნდა იქნეს დაშვებული. გარდა ამისა, რამდენადაც ,,საზოგადოებრივი“ ან ,,სახელმწიფო“ ინტერესების მომიზეზებით სასამართლოში საქმის აღძვრა დაუშვებელია, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი ნაწილი სრულებით უნდა გაუქმდეს, ხოლო სასჯელთან და დანაშაულის მცდელობასთან დაკავშირებული საკითხები სამოქალაქო სამართალს უნდა შეერწყას.

მოძალადეს და დამნაშავეს პასუხისმგებლობა უშუალოდ ჩადენილ დანაშაულზე უნდა დაეკისროს და მისგან პასუხისმგებლობის აცილება ,,დაუდევრობის” ან ,,მიზანშეწონილობის” თეორიების საფუძველზე მიუღებელია. ამავდროულად, მოპასუხის მიერ მოსარჩელესადმი ზარალის მიყენების ფაქტი მკაცრი მიზეზშედეგობრივი კავშირით უნდა იყოს დამტკიცებული და მოსარჩელის მიერ ეჭვშეუტანლად უნდა იქნეს დასაბუთებული.

პასუხისმგებლობა მოძალადეს და მხოლოდ მოძალადეს უნდა დაეკისროს და არა მის დამქირავებელს, რასაკვირველია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართალდარღვევა დამქირავებლის მითითებით განხორციელდა. ამჟამად მომქმედი სისტემა, რომელშიც პასუხისმგებლობა დამქირავებელს ეკისრება წინაკაპიტალისტური პერიოდის გადმონაშთია და სინამდვილეში უფრო სქელი ჯიბეების გამოცარიელების უსამართლო ხერხია.

ზემოთხსენებული პრინციპები ყველა სამოქალაქო სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის ჰაერის დაბინძურებაზე. ჰაერის დაბინძურება კერძო პირისადმი უსიამოვნების მიყენებას გულისხმობს, რომელიც ერთი პირის კუთვნილი ქონებიდან მეორეს ადგება, ამ უკანასკნელის სამფლობელოში ჰაერის დაბინძურების შედეგად და ხშირად, თავად მისთვის ვნების მიყენების გზით.

ლიბერტარიანული თეორიის საფუძველს მკვიდრობის კონცეფცია წარმოადგენს, რომლის შესაბამისად მიწის ან სხვა რესურსის პირველადი ათვისება და მოხმარება მასზე საკუთრების უფლებას წარმოშობს. შესაბამისად, თუ ,,დაბინძურების გამომწვევი” პირველი იყო, ვინც დაუსახლებელ მიწის ნაკვეთზე ჰაერის დაბინძურება ან ხმაური დაიწყო, ის ამ საქმიანობის გაგრძელების უპირატეს უფლებას პირველმკვიდრობით იძენს, იმ მიწისმფლობელთან შედარებით, რომელმაც მიმდებარე მიწის ნაკვეთი უფრო მოგვიანებით შეიძინა. ამგვარი საქმიანობის წარმოების უფლება, მისი კანონიერი ქონებრვი უფლება ხდება, მოგვიანებით მოსული მეზობლისგან განსხვავებით. ასეთ შემთხვევაში ჰაერის დაბინძურება არა დანაშაული, არამედ უბრალოდ მოცემული პირის განუყოფელი უფლებაა, თუკი ის თავის სამკვიდროში საქმიანობს. მაგრამ იქ, სადაც მკვიდრობის უფლება არ ვრცელდება და ჰაერის დაბინძურება იოლად შეიგრძნობა, დაბინძურება, როგორც ასეთი, დანაშაულია, რადგან სხვა ადამიანების მიერ ჰაერის ფლობისა და სარგებლობის ხელის შეშლას წარმოადგენს. რადიოტალღების ან დაბალი რადიაციული გამოსხივების სხვა პირის საკუთრებაში მყოფ სივრცეში შეღწევა სხვისი საკუთრების ხელყოფად არ განიხილება, რადგანაც ეს მფლობელს ხელს არ უშლის, რომ თავისი პიროვნება გამოავლინოს და საკუთრებით ისარგებლოს. ასეთი შეღწევა სხვისი სამოქალაქო უფლებების დარღვევად და შესაბამისად, პასუხისგებისა და სასჟელის საგნად, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუკი მიყენებული ზიანი მკაცრი მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა და ეჭვგარეშე მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდება.

ერთობლივი სარჩელი, რომლის დროსაც მოპასუხეებს თავიანთი ინტერესების დაცვა ერთობლივად უწევთ, მხოლოდ მაშინ განიხილება, როცა ყველა მოპასუხე შეთანხმებით მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, სარჩელიც ცალ-ცალკე უნდა აღიძრას და პასუხისმგებლობაც უნდა გაიმიჯნოს.

მოსარჩელეებს მხოლოდ მაშინ აქვთ მოპასუხეების მიმართ ჯგუფური სარჩელის წარდგენის უფლება, როდესაც მათი საერთო ინტერესები მათივე კერძო ინტერესებზე მაღლა დგას.

მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის სახელით საერთო სარჩელის წარდგენა დაუშვებელია, თუკი ყველა მოსარჩელე ნებაყოფილობით არ უერთდება მას, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სარჩელის განხილვის შედეგები იმ მოქალაქეებზეც გავრცელდება, რომლებიც სარჩელს არ ეთანხმებოდნენ.

და ბოლოს, მიუღებლად მიგვაჩნია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგიერთი ავტორის მიდგომა, რომლებიც სინამდვილეში მოსარჩელეების მხარდამჭერებად გვევლინებიან და მოპასუხეების უფლებებს ყველაფრის ფასად უგულვებელყოფენ. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის არსობრივი ღერძი, ლიბერტარიანულ და საკუთრებითი უფლების პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს და არა რომელიმე ერთი მხარის ნებასურვილსა და ინტერესებს.

_____________________

1 ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სამართლის პრინციპები, რომლებიც შემზღუდველ ნორმებს ადგენენ და ადმინისტრაციული დადგენილებები ან ნორმები, რომლებიც ისეთ პოზიტიურ მოთხოვნებს აყალიბებენ, როგორიცაა მაგალითად ,,შენ X მოცულობის გადასახადი უნდა გადაიხადო“ ან ,,გაწვევასთან დაკავშირებით ამა და ამ დღეს უნდა მოხვიდეთ“. გარკვეულწილად, ყველა ბრძანება შეიძლება ისეთი სახით ჩამოყალიბდეს, რომ მას აკრძალვის ჟღერადობა ჰქონდეს. ასე მაგალითად, „თქვენ X ოდენობის გადასახადების გადახდას თავი არ უნდა აარიდოთ“, ან „თქვენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას თავი არ უნდა აარიდოთ“. ქვემოთ იქნება განხილული თუ რატომ არის მიუღებელი მოთხოვნების ასეთი სახით ჩამოყალიბება. გარდა ამისა სამოქალაქო და სისხლის სამართალს შორის განსხვავებასაც განვიხილავთ.

2 რონალდ დვორკინმა აღნიშნა, რომ პოზიტიური იურიდიული ანალიზი აუცილებლად დაკავშირებულია მორალური ხასიათის საკითხებთან და სტანდარტებთან. დვორკინი, უფლებების სერიოზულად აღქმა, (კემბრიჯი: Harvard University Press, 1977), თავები: 2, 3, 12, 13. ასევე იხილეთ ჩარლზ ფრიდი, ,,კანონი ცვლილებების შესახებ: ,,გონიერების ვერაგობა მორალისა და სამართლის ისტორიაში“, იურიდიული კვლევების ჟურნალი (1980 წლის მარტი): 340;

3 ნორმატიული აქსიომა იუსტინიანელებმაც ისესხეს და იგი თავიანთ პოზიტიურ თეორიაში ასახეს: კანონი ისეთი უნდა იყოს, როგორც მეფემ ბრძანა. ეს აქსიომა ანალიზს არ ექვემდებარება და იგი გაუმართლებელია ნებისმიერი ეთიკური პრინციპების პირობებში. ანუ, კანონი და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის მოქმედების თავისუფლება მილიონი ადამიანის, ადამიანთა ჟგუფის ან ერთი ადამიანის მიკერძოებული გადაწყვეტილებით უნდა იმართებოდეს?

4 და კვლავაც, პოზიტიური სამართლის თეორიის თანამედროვე და უფრო დემოკრატიული ვარიანტები იმ არაპოპულარულ ნორმატიულ აქსიომაშია შეტანილი, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო აქტით უნდა განისაზღვროს ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც კანონმდებელს ან ამომრჩეველს უნდა.

5 იხილეთ რონალ. ჰ. ქოუზის სტატია, რომელიც მის ანალიტიკურ მოსაზრებებს შეიცავს: ,,საზოგადოებრივი ღირებულების საკითხი, ჟურნალი ეკონომიკა და სამართალი №3 (1960 წლის ოქტომბერი): 10. კრიტიკული მოსაზრებები ასახულია უოლთერ ბლოკის ნაშრომში ,,კოუზი და დემზეცი კერძო საკუთრების უფლების შესახებ“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი (1977 წლის გაზაფხული): 111-15;

6 დაზარალებულ მხარესთან მოლაპარაკება და თანხის შეთავაზება სასამართლო გარჩევის თავიდან არიდების მიზნით ამჟამად უკანონოდ ითვლება. ასეთ ვითარებაში კოუზ-დემზეცის მოსაზრება ღირებულების თაობაზე საერთოდ განუხორციელებელია. თეორია იმ შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავებდა, ასეთი გარიგებები დაშვებული რომ ყოფილიყო. უფრო მეტიც, შესაძლებელია არსებობდნენ ფერმერები, რომლებისთვისაც მათი ბაღები იმდენად ძვირფასია, რომ მათ მოთხოვნებს ვერანაირი საკომპენსაციო თანხა ვერ დააკმაყოფილებდა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განხილვის გარეშე საქმე ვერ განიხილებოდა და კოუზ-დემზეცის გარიგების მეთოდით პრობლემა ვერ გადაწყდებოდა. გარიგებების გზით სასამართლო განხილვის თავიდან აცილების საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ ბარტონ ჰ. თომფსონი, ,,მოლაპარაკებები გარიგების მიზნით: ეკონომიკური, მორალური და იურიდიული ანალიზი“, Stanford Law Review, 27 (1975 წლის ივლისი): 1563-95.

7 საზოგადოებრივი ღირებულების კონცეფციის მიუღებლობის თაობაზე იხილეთ მარიო ჟ. რიზოს ,,გაურკვევლობა, სუბიექტურობა და კანონის ეკონომიკური ანალიზი“; და მარი როთბარდის ,,კომენტარები: მითი ეფექტურობის თაობაზე“, აგრეთვე ნაშრომი ,,დრო, გაურკვევლობა და დისბალანსი: ავსტრიული (ეკონომიკური სკოლის - რედ.)

8 საზოგადოებრივი ეფექტურობა აზრს მოკლებული კონცეფციაა, რადგანაც ეფექტურობა ნიშნავს თუ რამდენად ეფექტურად ახერხებს ადამიანი გარკვეული საშუალებებით დასახული მიზნის მიღწევას. მაგრამ როდესაც ერთზე მეტ პირთან გვაქვს საქმე, ვინ უნდა განსაზღვროს მიზანი, რომლის მისაღწევადაც გარკვეული საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული? სხვადასხვა ადამიანის მიზნები შესაძლებელია ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, რაც მათ საბოლოოდ კონფლიქტამდე მიიყვანს. რის გამოც საზოგადოებრივი ეფექტურობის ნებისმიერი კონცეფცია აბსურდული ხდება. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ როთბარდი, ,,მითი ეფექტურობის თაობაზე“, გვ. 90;

9 ჩარლზ ფრიდმა მიუთითა, რომ ეფექტურობა გინდა არ გინდა მორალური კრიტერიუმის ჩამოყალიბების მცდელობაა, და თუმცა იგი სათანადოდ შესწავლილი არ არის, სავარაუდოა, რომ იგი მცდარია და გაუგებარი. ფრიდი, ,,კანონი ცვლილებათა შესახებ“, გვ. 341;

10 საზოგადოებრივი სიმდიდრის კონცეფციას ისეთივე ნაკლოვანებები ახასიათებს, როგორც კოუზ-დემზეცის მოსაზრებებს. პოზნერის გამანადგურებელი კრიტიკა ასახულია რონალდ მ. დვორკინის ,,არის კი სიმდიდრე ღირებულება?'' და რიჩარდ ა. ეპშტეინის ,,ზოგადი სამართლის სტატიკური აღქმა“, რომლებიც საკანონმდებლო საკითხების კვლევების ჟურნალში გამოქვეყნდა (1980 წლის მარტი): 191-226 და 253-76. ასევე, იხილეთ ენტონი ჯ. კრონმენის ,,სიმდიდრის მაქსიმიზაცია, როგორც ნორმატიული პრინციპი“; მარიო ჯ. რიზოს ,,კანონის ცვალებადობა: დაუდევრობის თეორია და მკაცრი პასუხისმგებლობის საკითხები“; ფრიდის ,,კანონი ცვლილებათა შესახებ“ და ჯერალდ პ. ო'დრისკოლის ,,სამართალი, ეფექტურობა და კანონის ეკონომიკური ანალიზი: კომენტარები ფრიდის ნაშრომთან დაკავშირებით“, იქვე: 227-42, 291-318, 335-54, 355-66

11 საჭიროა საკუთრების სწორი კვალიფიკაცია. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ A-მ B-ს საათი მოიპარა. რამოდენიმე თვის შემდეგ B მიხვდა, თუ ვინ გააკეთა ეს და თავის საათს ძალით ართმევს A-ს. თუ A მოისურვებს B-ს წინააღმდეგ საქმე აღძრას, მაშინ ამ უკანსკნელის დაცვის ძირითადი არგუმენტი შემდეგი იქნება: მოცემული საათი არ ეკუთვნის A-ს, რადგანაც მან იგი მანამდე B-ს მოპარა.

12 ლიბერტარიანელების ან ,,ნეო-ლოკიანელების“ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით იხილეთ მარი ნ. როთბარდის ,,სამართალი და საკუთრების უფლება“ ნაშრომში საკუთრება ადამიანების სამეურნეო ურთიერთობებში, გამომცემელი სემუელ ბლუმენფელდი (La Salle: ღია სასამართლო, 1974). გვ. 101-22. გარკვეულწილად პერსი ბ. ლენინგი მართალია, როდესაც ამბობს, რომ პირველმკვიდრობის პრინციპი ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქსიომა კი არ არის, არამედ იგი თავისუფლების მარტივი აქსიომაზე დაფუძნებულ პრინციპს წარმოადგენს. ლენინგი, ,,საკუთრების უფლება, სამართალი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო“, Acta Politica 15 (როტერდამი, 1980): 323-352;

13 ამგვარად, ჯორჯ სტიუარტ მილი ადამიანების პირადი საქმიანობის სრულ თავისუფლებას ქადაგებს და ამბობს, რომ ,,ადამიანებმა არ უნდა შეგვიშალონ ხელი იმის განხორციელებაში, რისი განხორციელებაც გვსურს თუ ჩვენი ქმედებები მათ ზიანს არ აყენებს“. ,,თავისუფლების შესახებ“, კერძოდ, თავი ,,უტილიტარიანიზმი, თავისუფლება და წარმომადგენლობითი მთავრობა“ (ნიუ იორკი, ი.პ. დიუტონი, 1944), გვ 175. ჰაიეკმა სწორად განსაზღვრა თავისუფლება, როგორც მდგომარეობა, როდესაც სხვისი ნების თავზე მოხვევა (ძალდატანება) არ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ მან არ განსაზღვრა ძალდატანება, როგორც ფიზიკური ხელყოფა, რის გამოც საკუთრების უფლების

14 რობერტ ნოჟიკი ისეთი ნებაყოფლობითი გაცვლების უკანონოდ გამოცხადებას ამართლებს, რომლებსაც ის ,,არაპროდუქტიულს“ უწოდებს. ანუ ასეთ ურთიერთობებს იგი შემდეგნაირად აღწერს: A პირის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნებოდა B პირი, რომ არ არსებობდეს. ნოჟიკის კრიტიკა იხილეთ მარი ნ. როთბარდის ნაშრომში ,,რობერტ ნოჟიკი და უზადო კონცეფცია სახელმწიფოს შესახებ“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი (1977 წლის ზამთარი), გვ 52.

15 ჩვენ უნდა მივესალმოთ ჟასტის ბლეკის ,,აბსოლუტისტურ“ პოზიციას, როდესაც იგი ცილისწამების თაობაზე კანონის გაუქმებას მოითხოვს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ბლეკი პირველ შესწორებასთან დაკავშირებით აბსოლუტისტური დამოკიდებულებისკენ მოგვიწოდებდა, რადგანაც ეს შესწორება კონსტიტუციის ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვემხრობით ამ შესწორებას, რომ იგი ლიბერტარიანული კრედოს განსახიერებას წარმოადგენს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კანონი ცილისწამების შესახებ საგრძნობლად შესუსტდა. იხილეთ რიჩარდ ა. ეპშტეინი, ჩარლზ ო. გრეგორი და ჰარი კალვენი უმცროსი. სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, მესამე გამოცემა (ბოსტონი, ლითლი, ბრაუნი, 1977), გვ. 977-1129 (შემდგომში მოყვანილი იქნება როგორც ,,ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები“).

16 ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ვერ დავამტკიცებთ, თუ ამ უფლებას საკუთრების უფლების რომელიმე კატეგორიას არ მივაკუთვნებთ. იხილეთ იქვე, გვ. 1131-90.

17 გარდაუვალი თავდასხმის საფრთხის ,,შეგრძნება“ უფრო მისაღები სიტყვა იქნებოდა, ვიდრე ,,შიში“, რადგანაც ეს სიტყვა მიგვანიშნებს, რომ ადამიანს ესმის თავდასხმის გარდაუვალობა და რომ თავდამსხმელის ქმედებები ამაზე ნათლად მიუთითებს. ამ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს ადამიანის სუბიექტურ შეფასებასთან, რომელიც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. ასე მაგალითად, პროზერი წერდა: ,,შეგრძნება არ არის იგივე, რაც შიში და მოსარჩელეს იმიტომ კი არ ვართმევთ მოქმედების უფლებას, რომ ის იმდენად მამაცია, რომ არ განიცდის შიშის გრძნობას“. უილიამ პროზერი, ბროშურა სამოქალაქო სამართლის აქტების შესახებ, მეოთხე გამოცემა (St. Paul, West Publishung, 1971), გვ 39.

18 სამწუხაროა, რომ დაახლოებით 1930-იანი წლებიდან სასამართლოები დაეთანხმნენ ახალ ნორმას ,,სულიერი სიმშვიდის წინასწარგანზრახული ხელყოფა უაღრესად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი საქციელით“. ნათელია, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანს საშუალებას აძლევს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა პირს, მაგრამ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ შესაძლებელია უკიდურესი ფორმა მიიღოს. უფრო მეტიც, არ არსებობს ნათელი და თანმიმდევრული კრიტერიუმები, რომლებიც უბრალო სიტყვიერ შეურაცხყოფას ,,უკიდურესი და აღმაშფოთებელი“ შეურაცხყოფისაგან განასხვავებს. მოსამართლე მაგრუდერის განახცადი სწორად მიგვაჩნია. მისი აზრით ,,საზოგადოებაში ცხოვრების პირობებში გარკვეული კონფლიქტები, გაღიზიანება და შეტაკებები გარდაუვალია და შესაბამისად, ამ ფონზე საუკეთესო დაცვას საკუთარი სულისა და გონების გამაგრება და გამოწრთობა წარმოადგენს და

19 პროზერი, კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ, გვ. 39-40.

20 ქვემოთ მოყვანილია სასამართლოს ბრძნული გადაწყვეტილება ,,South Brilliant Coal Co. უილიამსის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით: „თუ გიბსმა წიხლი ჩაარტყა მოსარჩელეს, მაშინ კანონის ძალით ვერ დავადგენთ, რომ ფიზიკური ზიანი არ ყოფილა მიყენებული. იურიდიული თვალსაზრისით ეს ფიზიკური შეურაცხყოფაა მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა ფიზიკური ზიანი ან ტკივილი არ მიეყენებინა მოსარჩელისთვის და შესაძლებელია ამ ქმედებით გამოწვეული შეგრძნებები მხოლოდ რამოდენიმე წამი გრძელდებოდა“. საქმე South Brilliant Coal Co. უილიამსის წინააღმდეგ, 637, 638 (1921). პროზერის ნაშრომში „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ. 36. ასევე იხილეთ ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ. 903.

21 კურვუაზიე რეიმონის წინააღმდეგ, 23: გვ. 113-147, 284 (1896) და ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ 21-23; ასევე რიჩარდ ა. ეპშტეინის „მკაცრი პასუხისმგებლობის თეორია“, Journal of Legal Studies, 2 (1973 წლის იანვარი), გვ. 173, 132, მარი ნ. როთბარდი.

22 როგორც ეპშტეინი ამბობს „მკაცრი პასუხისმგებლობის თეორიის შესაბამისად პირველი შეხედვით საქმის არსი ნათელია: მოპასუხემ მოსარჩელეს ესროლა. სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ დაცვის პოზიციის შესაბამისად, მოსარჩელე მოპასუხეს დაესხა თავს. ანუ ასეთ შემთხვევაში ეს ფაქტობრივი ვითარების საკითხია და ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ისეთ ზომამდე არ შეუშინებია, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ესროლა“, იხილეთ იქვე.

23 რენდი ე. ბარნეტი, „ზარალის ანაზღაურება: სისხლის სამართლის ახალი პარადიგმა“, ნაშრომი „სისხლის სამართლის დანაშაულის შეფასება: ზარალის ანაზღაურება, პასუხისმგებლობის მიკუთვნება და სამართლებლივი პროცესები“, რ. ბარნეტი და ჟ. ჰაგელი (Cambridge, Mass: Ballinger, 1977), გვ 377. ბარნეტმა შემდგომ აღნიშნა, რომ მის სტატიაში არასწორად ახსენა „დანაშაულის ჩადენის განზრახვა“ და ამ კონცეფციის ნაცვლად უფრო სწორი იქნებოდა თუ აქცენტი თავად დანაშაულებრივ ქმედებაზე იქნებოდა გაკეთებული და არა განზრახვაზე.

24 იხილეთ მორის ვ. პლატი, 32 (1864) და ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ. 22-23.

25 სისხლის სამართალსა და სამოქალაქო სამართალს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე იხილეთ ნაწილი „სისხლის სამართლის დანაშაულის სამოქალაქო სამართლის დანაშაულის კატეგორიისადმი მიკუთვნება.“

26 თანამედროვე კანონმდებლობა დისკრიმინაციულად განიხილავს ეკონომიკურ საქმეებს, ანუ ამ შემთხვევაში მსხვერპლის წინააღმდეგ დისკრიმინაციასა აქვს ადგილი, როცა საუბარია მის უფლებაზე თავდაცვის მიზნით ძალისმიერ მეთოდებს მიმართოს. ანუ, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სახელმწიფოს უფლება აქვს ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოზე ეკონომიკური საქმეების შემთხვევაში (როდესაც მოპასუხეებად კორპორაციები ან

27 სამართლის არსებულ დოქტრინასთან დაკავშირებით იხილეთ პროზერის „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ. 108-25, 134. როგორც ეპშტეინი მიუთითებს, თუ თავდაცვის მისაღებ ფარგლებს სასჯელის გათვალისიწნებით განვსაზღვრავთ, ეს ნიშნავს, რომ იმ იურისდიქციებში, სადაც უმაღლესი სასჯელი, ანუ სასიკვდილო განაჩენი გაუქმებულია, არავის არა აქვს უფლება მომაკვდინებელი ძალა გამოიყენოს თავდაცვის მიზნით იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდასხმა გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას, ანუ ადამიანის მოკვლას ისახავს მიზნად. აქამდე სასამართლოები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდნენ, რასაც მათი პოზიცია აბსურდამდე დაჰყავდა (reductio ad absurdum). ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ. 30.

28 ეს იგივე კონცეფციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში უილიამსონ ევერსის ფრაზა ,,რისკის თაობაზე სწორი ვარაუდი“ სხვაგვარად არის ჩამოყალიბებული. ახალი პერეფრაზი ცდილობს არ მოხდეს აღრევა სამოქალაქო სამართალში არსებულ „რისკის თაობაზე ვარაუდის“ კონცეფციასთან, რომელიც მოპასუხის მიერ გაკეთებული მიკერძოებული ვარაუდია იმის თაობაზე, რომ იგი საფრთხეს ქვეშაა და ამიტომ მას თავდაცვის მიზნით ზომების მიღების უფლება აქვს. „რისკის არსებობის ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი“ წარმოადგენს სამართლის კონცეფციას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მოსალოდნელი რისკის არსებობა უნდა ივარაუდოს ადამიანმა თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების პირობებში და მიუკერძოებლად გადაწყვიტოს, რომ მოსარჩელე მას საფრთხეს უქმნიდა. იხილეთ როთბარდის „ნოჟიკი და უზადო სახელწმიფოს კონცეფცია“, გვ. 40-50.

29 ან ვინმე პირის მიმართ ჩადენილი შეუფარავი ქმედება. თუ ადამიანს საკუთარი თავის და საკუთრების დაცვის კანონიერი უფლება გააჩნია, მაშინ ასევე კანონიერად უნდა ჩაითვალოს მისი უფლება მიმართოს სხვა პირს ან სააგენტოს დახმარება აღმოუჩინოს მას საკუთარი თავისა და ინტერესების დაცვაში და ამ დახმარებისთვის გარკვეული ანაზღაურება გადაიხადოს.

30 თაიერი თავის კლასიკურ ტრაქტატში მტკიცებულებათა შესახებ წერს: ,,არსებობს პრინციპი ...რომლის მიხედვით მტკიცებულებათა რაციონალური სისტემა გულისხმობს, რომ მისთვის არ არის მისაღები რაიმე არა არსებითი ხასიათის ფაქტი ან გარემოება, რომელიც ლოგიკურ და წონად მტკიცებულებას არ წარმოადგენს“, თაიერი, ,,ტრაქტატი მტკიცებულებათა შესახებ“ (1898), გვ. 264, ციტირებული მაკკორმიკის სახელმძღვანელოში კანონისა და მტკიცებულებათა თაობაზე, ე.ვ. ქლირი, მეორე გამოცემა (St. paul. Minn. West Publishing), გვ 433.

31 ბენჯამინ რ. თაქერი, მეცხრამეტე საუკუნის ინდივიდუალისტ-ანარქისტი მწერალი წერდა: ,,ძალის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხევისა, როდესაც მავანი თქვენს საკუთრებას ან უფლებას ხელყოფს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც ძნელი დასადგენია, რომ სავარაუდო დამნაშავე თქვენს საკუთრებაში შეიჭრა თუ არა; ძალის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევებშიც, როდესაც ცხადია არაა, რომ საკუთარი თავის დაცვისა და გადარჩენის

მიზნით მისი დაუყოვნებლივ გამოყენება არის აუცილებელი“, ბენჯამინ რ. თაქერი, (ნიუ იორკი, ბენჯამინ თაქერი, 1893), გვ 98, იხილეთ იქვე გვ. 74-75. მიზნით მისი დაუყოვნებლივ გამოყენება არის აუცილებელი“, ბენჯამინ რ. თაქერი, (ნიუ იორკი, ბენჯამინ თაქერი, 1893), გვ 98, იხილეთ იქვე გვ. 74-75.

32 ნამდვილად კარგად არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუმცა იგი სამწუხაროდ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება: ,,საზოგადოებამ დაადგინა, რომ ბევრად უარესია რომ უდანაშაულო ადამიანი მივიჩნიოთ დამნაშავედ, ვიდრე ნამდვილი დამნაშავე დაუსჟელი დავტოვოთ. შესაბამისად, როგორც უზენაესმა სასამართლომ აღიარა, სისხლის სამართლის საქმეებში შეცდომები გარდაუვლად ხდება, მაგრამ შეცდომის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება თუ პროცესი მტკიცებულებათა ტვირთს მოსარჩელეს და არა მოპასუხეს დააკისრებს და მეორე მხარემ (ანუ მოსარჩელემ) სარწმუნო მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს სასამართლოს, რათა დაარწმუნოს იგი, რომ დანაშაული მოპასუხემ ჩაიდინა. სასამართლო პასუხისმგებელია, რომ შესაძლო შეცდომების რიცხვი შეამციროს და არ დასაჯოს უდანაშაულო“, მაკკორმიკი, ნაშრომი მტკიცებულებათა თაობაზე, გვ. 798-99.

33 თანამედროვე სამართალში მტკიცებულებათა ტვირთი მოსარჩელესაც ეკისრება. ქლირი წერს: ,,მტკიცებულებათა ტვირთი მოსარჩელესაც უნდა დაეკისროს, რომელიც ცდილობს არსებული ვითარება შეცვალოს და ამიტომ ვალდებულია თავის თავზე აიღოს რისკი, თუ მტკიცებულებები არ იქნება დამაჟერებელი“, იქვე, გვ 786. ქლირი ასევე ამბობს: ,,რომ ბუნებრივია, რომ მტკიცებულებათა ტვირთი იმ მხარეს დაეკისროს, რომელიც არსებული ვითარების შეცვლაშია დაინტერესებული“. იქვე, გვ. 788-89.

34 იხილეთ ნაწილი ,,სისხლის სამართლის სამოქალაქო სამართლით ჩანაცვლება“.

35 იხილეთ მაკკორმიკი, ნაშრომი მტკიცებულებათა თაობაზე, გვ. 794

36 იქვე, გვ. 796. „აქ უნდა მივესალმოთ მულინექსი Twin Falls Canal Co-ს წინააღმდეგ (1934) და უილიამსი Blue Ridge building&Loan Assn-ის წინააღმდეგ (1934) საქმეების განმხილველი მოსამართლეების გადაწყვეტილებას“.

37 ს. შიველეი, მე-11 გამოცემა, ლაისანდერ სფუნერის ნაშრომების კრებული Weston, Mass. M and S Press, 1972), გვ. 208-9. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისზე დაყრდნობით, სფუნერიც ვერ ხედავდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს შორის განსხვავებას. მე დავალებული ვარ უილიამსონ ევერსის წინაშე, რადგანაც მან ეს მინიშნება გააკეთა.

38 St. Louis Union Co. ბუშის წინააღმდეგ, 36 Mო. 1237, 145 შ.ჭ. 2დ426, 430 (1940); უორდი ლაიმენის წინააღდმეგ, 108Vt 464, 188 A. 892, 893 (1937), მაკკორმიკის ნაშრომი მტკიცებულებათა შესახებ, გვ. 797, 802.

39 ეპშტეინის აზრით, ,,თუ დავეთანხმებით, რომ ტერმინისთვის ,,მიზეზ-შედეგობრივი კავშირის“ ნათელი დეფინიცია ძნელი განსასაზღვრია, მაშინ სასამართლოები თავისუფალი იქნებიან თავად გადაწყვიტონ გარკვეული საქმეების შედეგები ,,საზოგადოებრივი პოლიტიკის“ პრინციპებზე დაფუძნებით და ,,უშუალო მიზეზის“ დოქტრინის მოშველიებით“. ეფშტეინი ,,მკაცრი პასუხისმგებლობის თეორია“, გვ 163. ისეთი ბუნდოვანი და ძნელად გამოსაყენებელი კონცეფცია, როგორიცაა ,,არსებითი ფაქტორი“ ან ,,მოსალოდნელი ზიანი“ სასამართლოს ,,უშუალო მიზეზის“ დადგენაში ნაკლებად ეხმარება. დაუდევრობის თეორიის და ჩიკაგო-პოზნერიტების შესანიშნავი კრიტიკა იხილეთ იქვე, გვ. 160-62, 163-66.

40 თუ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია თამბაქოს ეწეოდა ფილტვის კიბო დაემართა და იგი გადაწყვეტს სარჩელი შეიტანოს სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ, მაშინ მას დასაბუთებაში კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება. მათგან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ მწეველმა საკუთარი ნებასურვილით არჩია ამ რისკს დაქვემდებარებოდა და ასეთ ვითარებაში კომპანია არ წარმოდგება, როგორც აგრესორი ან დამნაშავე. როგორც ეპშტეინი წერდა “წარმოიდგინეთ, რომ მოსარჩელე თავისი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სიგარეტებს ეწეოდა, ან ყოველთვის ცხოვრობდა ქალაქში, სადაც გამონაბოლქვები დიდი რაოდენობით იყო. მაშინ თუ ეს ადამიანი სარჩელს წარადგენს, რა არგუმენტს მოუყვანს იგი დაცვას, როდესაც ეს უკანასკნელი იტყვის, რომ იგი ამგვარი გადაწყვეტილებით, თავის თავზე იღებდა შესაბამის რისკს? ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ. 257. ასევე იხილეთ რიჩარდ ა. ვეგმანი, ,,სიგარეტი და ჯანმრთელობა“ ,,იურიდიული ანალიზი“, Cornell Law Quarterly 51 (1966 წლის ზაფხული), გვ 696-724; საინტერესოა სიმსივნესთან დაკავშირებული სარჩელი Kramer Service Inc უილკინსის წინააღდმეგ, 184 Miss, 483, 186, შჟ. 625 (1939), ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ. 256. სასამართლომ სწორად შეაჯამა წარმოდგენილი სამედიცინო მტკიცებულებები Daly v. Bergstert-ის საქმესთან დაკავშირებით (1964), 267 Minn. 244, 126, N.ჭ. 2დ 242. ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ 257. ასევე იქვე იხილეთ ეპშტეინის შესანიშნავი განხილვა საქმისა De Vere V. Parten (1946), სადაც მოსარჩელის აბსურდული მტკიცებულებით - დაავადება მას მოპასუხისგან გადაედო.

41 მილტონ კატცი, ,,პასუხსიმგებლობა ტექნოლოგიური შეფასების პირობებში“, Cincinnati Law Review 38, (1969 წლის შემოდგომა), გვ. 620.

42 პროზერი, კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ, გვ. 458.

43 იქვე, გვ. 461.

44 იქვე, გვ. 464.

45 იქვე, გვ. 459.

46 იქვე.

47 იხილეთ ეპშტეინი, სამოქალაქო სამართალდარღვევათა საქმეები, გვ. 705, სტატიები გამოქვეყნებული ჟურნალ ,,AgencyЭ-ში, 1891.

48 იქვე, გვ. 707.

49 იქვე გვ. 705.

50 Kerlin v. Southern Telephone & Telegraph Co (Ga), 191, 663, 13, S.E. 2d 790 (1941); Ballard v. Dyson (1808) 1 Taunt, 279, 127 Eng. Rep. 841. უილიამ ე. ბარბის ნაშრომი კანონი უძრავ ქონებაზე, მე-3 გამოცემა (St. Paul, Minn: West Publishing1965), გვ. 84-85

51 პროზერი, კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევებზე, 11ს გვ. 600-1, ასევე იხილეთ ბარბის ნაშრომი კანონი უძრავ ქონებაზე, გვ 78, Sturges v. Bridgam (1879), 1თავი, 852

52 პროზერი, კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ, გვ 611.

53 Bove v. Donner-Hanna, 236 Aპპ. Dივ. 37, 258 N.Y.შ. 229 (1932), ციტირებული ეპშტეინის სამოქალაქო სამართალდაღვევათა საქმეებში, გვ. 535. ეპშტეინისგან განსხვავებით აქ საქმე არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ რისკის თაობაზე ვარაუდს ეხება, არამედ აქ დაცვა უფრო ძლიერია, რადგანაც საკუთრების უფლება იქნა დაცული იმ საქმიანობისგან, რომელიც ამ უფლებით სარგებლობას ხელს უშლიდა. რიჩარდ ა. ეპშტეინი ,,დაცვა და შემდგომი გასაჩივრება მკაცრი პასუხისმგებლობის სისტემით“, Journal of Legal Studies 3 (1974), გვ 197-2-1.

54 ,,შენიშვნა: გაზის და მყარი სამრეწველო ნარჩენების განთავსება სხვის ტერიტორიაზე სხვის საკუთრებაში შეჭრად განიხილება“, Columbia Law Rewiev 60 (1960), 879.

55 იქვე, 879-80. ასევე იხილეთ გლენ ედვარდ კლოვერის “სამართალდარღვევები: სხვის ტერიტორიაზე შეჭრა, დისკომფორტის მიყენება და E=mc2”, Oklahoma Law Rewiev 11 (1966).

56 პროზერი, კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ, გვ. 591-92.

57 იქვე, გვ 595. დისკომფორტის გამომწვევი ფაქტორი მეტწილად A პირის ტერიტორიიდან B პირის ტერიტორიაზე აღწევს. ანუ, B პირის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იღებს დასაბამს. პროზერი ცდილობდა ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოსვლას (მოპასუხის ძაღლი მოსარჩელის ფანჯრების ქვეშ ყმუოდა, ან მოპასუხის საქონელმა მოსარჩელის მინდვრებს ზიანი მიაყენა), მაგრამ მან მთავარი ვერ გაითვალისწინა. ანუ, ძაღლი და საქონელი თავისი სურვილით გადავიდნენ მოსარჩელის ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი მოპასუხის შინაური ცხოველები არიან და ესე იგი მას პასუხისმგებლობა ეკისრება. ცხოველებთან დაკავშირებით იხილეთ იქვე გვ. 496-503.

58 იქვე გვ. 66.

59 „ნარჩენების განთავსება“, გვ 880-81. ასევე იხილეთ კლოვერი, ,,სამართალდარღვევები: სხვის ტერიტორიაზე შეჭრა, უსიამოვნების მიყენება და E=mc2“, გვ 119.

60 პროზერი, კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ, გვ 66.

61 1920-იან წლებში სასამართლოები სწორედ ასეთ სისტემაზე მუშაობდნენ რადიოსიხშირეებთან დაკავშირებით. იმ პერიოდში კერძო საკუთრების ეს სახე მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში იყო და სავაჭრო პალატის მდივანმა ჰუვერმა 1927 წელს რადიოს შესახებ აქტი მიიღო, რომლითაც ტალღების ნაციონალიზაცია მოხდა. იხილეთ რონალდ ჰ. კოუზი „ფედერალური კომუნიკაციების კომისია“, ჟურნალი ეკონომიკა და სამართალი 2 (1959 წლის ოქტომბერი), სიხშირეების გადანაწილების თაობაზე თანამედროვე კვლევები იხილეთ ა. დე ვენი და სხვები, ელექტრომაგნიტური სპექტრისადმი საკუთრების სისტემით მიდგომა (San Fransisco, Cato Institute 1980).

62 მოსალოდნელ უფლებებთან, შეგრძნებადობასთან და სამოქალაქო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ჰაერის დაბინძურების შემთხვევებში იხილეთ უილიამ პორტერის „საკუთრებით სარგებლობაში ხელის შეშლისა და დისკომფორტის მიყენების შესახებ კანონის როლი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროს“, Arizona Law Rewiev 10 (1968): 107-19 და ჟულიან იურგენსმეიერის „ჰაერის დაბინძურებაზე კონტროლი კერძო უფლებათა დაშვების გზით“, Duke Law Journal (1967): 1126-55;

63 ტერი ჯეიმს იამადა „ქალაქების ხმაური: ხმაურის შემცირება და არა ადაპტირება“, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა № 6 (1975 წლის შემოდგომა): 64. სამწუხაროდ იმ ავტორების უმეტესობის მსგავსად, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობდნენ, იამადაც გარემოსდაცვით საქმეებთან დაკავშირებული მოსარჩელეების მხარდამჭერის პოზიციიდან წერს, იმის ნაცვლად, რომ ობიექტური კანონის ჩამოყალიბების პოზიციიდან გამოდიოდეს.

64 იქვე, გვ 63. აღსანიშნავია, რომ ჩვენი აზრით ხმაურით რეალური ზიანის ან უსიამოვნების მიყენების შემთხვევაში მოთხოვნა „ზომიერი“ შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ეს მოთხოვნა ვერ მიესადაგება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა გამონაბოლქვი ან მომწამვლელი გაზები და სუნი თუ „უსიამოვნებას“ ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციას არ მივცემთ და ვიგულისხმებთ, რომ საკუთრებით სარგებლობას ხელს მსგავსი გარემოებებიც უშლის.

65 მიწის და ჰაერის საკუთრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თეორიები იხილეთ პროზერის „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 70-73.

66 Hinman v. Pacifiv Ait Transport 9 Cir. (1936), 84 F. 2დ 755, cart. უარი ეთქვა 300 აშშ დოლარზე, 654, იხილეთ იქვე, გვ 71.

67 იქვე, გვ 70.

68 იქვე, გვ 70-71, იხილეთ Smith v. New England Aircraft co. (193?) 270 Mass. 511, 170. N.E. 385. ასევე იხილეთ პროზერის ,,კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 514-15.

69 Thornburg v. Port of Portland(1962), 233 Oრე. 178, 376, P2დ 103. ციტირებული კლოვერთან „სამოქალაქო სამართალდარღვევები, სხვის საკუთრებაზე შეჭრა, დისკომფორტი და E=mc2“, გვ 121. მანამ-დე არსებული მოსაზრება ჩამოყალიბდა United States v. Causby საქმის საფუძველზე (1946). ასევე იხილეთ პროზერი ,,კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 72-73

70 Holman v. Athens Empire Laundry Co, 149 G, 345, 350, 100 S.E. 207, 210 (1919), ციტირებული ჯეკ ლანდაუს ,,ვინ არის ჰაერის მფლობელი? ემისია, კომპენსაცია და მისი ზეგავლენა“, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა 9 (1979), 589.

71 პროზერი, „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 354

72 პოლ ბ. დაუნინგი „შესავალი ჰაერის ხარისხის პრობლემისადმი“, ჰაერის დაბინძურება და საზოგადოებრივი მეცნიერებები, დაუნინგი (New Yiork, Preager, 1971), გვ 13

73 ჯეიმს ი. კრირი „ჰაერის დაბინძურება და სამართალდამცავი ინსტიტუტები: მიმოხილვა“, იქვე. ჰაერის დაბინძურება და საზოგადოებრივი მეცნიერებები, გვ. 107-8.

74 იხილეთ ნაწილი სათაურით „ჯგუფური სამოქალაქო დანაშაული და დაზარალებულთა ჯგუფი“.

75 ჯეფრი ბ. ბოდი „რადიაციით დასხივებული მოსარჩელე: Price Anderson-ის მიერ კომპენსაცია“, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა №6 (1976 წლის გაზაფხული), 868.

76 ჰაერის დაბინძურების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით იხილეთ ლანდაუს „ვინ არის ჰაერის მფლობელი“, გვ 575-600.

77 პროდუქციის გაყალბების შემთხვევების სასამართლო მექანიზმებით დარეგულირების უპირატესობის შესახებ ადმინისტრაციულ ან ნორმატიულ მექანიზმებთან შედარებით, იხილეთ ვორდსვუორთ დონისთორფი, კანონი თავისუფალი საზოგადოების პირობებში (ლონდონი, მაკმილანი, 1895), გვ 132-58.

78 სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა ჰქონდეს დაზარალებულისთვის თანხის შეთავაზების უფლება, რათა თავიდან აიცილოს სასამართლო განხილვა. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ თომფსონის სტატია “მოლაპარაკებების აკრძალვა სასამართლო გზით“, გვ. 1563-95.

79 იხილეთ ნაწილი სათაურით „ჯგუფური სამოქალაქო დანაშაული და დაზარალებულთა ჯგუფი“.

80 პირადი ცხოვრების უფლებასთან და თავდებობის უფლებასთან დაკავშირებული დისკუსიები იხილეთ რიჩარდ ა. ეპშტეინი, პასუხისმგებლობის თაობაზე ახალი კანონები (Westport, Conn, Quorum Books, 1980), გვ. 9-34, და პროზერის „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 641

81 ასეთ სარჩელებთან დაკავშირებული პრაქტიკული ხასიათის პრობლემები გაერთიანებული სარჩელების გზით უნდა გადაიჭრას, იხილეთ ნაწილი სათაურით „ჯგუფური სამოქალაქო დანაშაული და დაზარალებულთა ჯგუფი“.

82 კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით იხილეთ გარეთ ჰარდინგის The Tragedy of Commons”, Science 162 (1968): 1243-48; რობერტ ჯ. სმითი ,,პრობლემის გადაწყვეტა გარეულ სამყაროსთან დაკავშირებით კერძო საკუთრების უფლების დაშვების გზით“, Cato Journal №1 (1981 წლის შემოდგომა), 439-68.

83 პროზერი აღნიშნავს: „დანაშაული მთელი საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, რის გამოც სახელმწიფომ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა სისხლის სამართლის წარმოების გზით უნდა დაიცვას საზოგადოება და მისი ინტერესები. სისხლის სამართლის საქმეების განხილვა პროზერი, „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 7.

84 სამოქალაქო და სისხლის სამართლის გამიჯვნასთან დაკავშირებული დისკუსიები, სადაც პირველის მეშვეობით „საზოგადოებრივი წესრიგის“ დარღვევებთან დაკავშირებული საქმეები განიხილება, იხილეთ ბარნეტი ,,კომპენსაცია; სისხლის სამართლის ახალი პარადიგმა“, გვ 350-54.

85 სამოქალაქო სამართალდარღვევათა შემთხვევაში სასჟელის სახით ზარალის ანაზღაურების დადგენასთან დაკავშირებით იხილეთ პროზერის „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ 9. აქ არ იქნებოდა მიზანშეწონილი სასჯელის თეორიის განხილვა. ლიბერტარიანელი ფილოსოფოსებისა და სამართლის თეორეტიკოსების თეორიები სასჯელთან დაკავშირებით უაღრესად მრავალფეროვანია და ზოგი მათგანი უარს ამბობს ნებისმიერ იძულებით სანქციაზე გარდა კომპენსაციისა. მოსაზრებები დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით

86 იქვე, გვ. 11, ეპშტეინი, „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, 906.

87 ჩვენებების მიცემის დავალდებულების აკრძალვა არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალდარღვევებზე უნდა ვრცელდებოდეს, არამედ ყველა სავალდებულო ჩვენებებს უნდა მოიცავდეს, ანუ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემასაც უნდა ეხებოდეს.

88 რიჩარდ ა. ეპშტეინი „სისხლის სამართლის დანაშაული და სამოქალაქო სამართალდარღვევა: ძველი ღვინო ძველ ბოთლებში“, ბარნეტი და ჰაგელი, დამნაშავის შეფასება, გვ. 231-57.

89 ბარნეტი, „კომპენსაცია: სისხლის სამართლის ახალი პარადიგმა“, გვ. 376. ბარნეტი ამატებს: „დანაშაულის მცდელობის შესახებ არსებული კანონმდებლობა ორმაგი სტანდარტის არსებობას გულისხმობს და მისი ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს პოლიციას და სასამართლოს, რომ ზარალის ანზღაურების ბევრად მაღალი თანხა დაასახელონ, რის შემდეგაც განიხილონ თხოვნა მოლაპარაკებების თაობაზე. გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის მცდელობის ზოგი კატეგორია, მაგალითად ფარული გარიგება, ან ძარცვის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების ფლობა, საშუალებას აძლევს პროცესის მწარმოებელ მხარეს მიკერძოებულად გადაწყვიტოს, რომ რეალურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.“ იქვე, დავამატებდით, რომ ეს უკანონო იქნებოდა ლიბერტარიანული სამართლის ნორმებით.

90 ბარნეტის შესაბამისად „დანაშაულის ჩადენის ერთადერთი წარუმატებელი მცდელობა, რომელიც არ ექვემდებარება დასჟას [სამოქალაქო სამართლის მიხედვით] ეს არის ისეთი დანაშაული, როდესაც დამნაშავე ცდილობდა ამ დანაშაულის ჩადენას, მაგრამ იგი ვერ შედგა და ვერავინ ვერ გაიგო მის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ვერც ერთი სისტემა ვერ განიხილავს იმ ქმედებას, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.“ იქვე, გვ 376-77. ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ ჰამოვეიმ ასევე ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

91 აქ შესაძლებელია დავეთანხმოთ ბარნეტის აზრს ისე, რომ არ გავიზიაროთ მისი სამართლიანი კომპენსაციის დაწესების თეორია. ჩვენი აზრით სისხლის სამართლის ისეთი ელემენტები, როგორიცაა დასჯა გარდაქმნილ სამოქალაქო სამართლის ნორმებშიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

92 პროზერი, „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ. 291, იქვე გვ. 293.

93 ასეთ ვითარებაში გაერთიანებული სარჩელი სავალდებულოა, თუმცა შესაძლებელია მოსარჩელეებს არჩევანი მივცეთ ინდივიდუალური სარჩელი წარადგინოს, თუ საერთო;

94 პროზერი, „კანონი სამოქალაქო სამართალდარღვევათა შესახებ“, გვ. 317-18.

95 იხილე კატცი, „სამოქალაქო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციის შესახებ“, გვ 619-20.

96 ალბათ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ კერძო ინტერესებზე საერთო ინტერესების დომინირების პირობის აუცილებლობა მოგვეთხოვა. იხილეთ საქმის განხილვა City of San Jose v. Superior Court.

97 არსებობდა მოქალაქეთა ჯგუფის მიერ აღძრული სარჩელები, რომლებსაც „მოქალაქეთა ჯგუფის ცრუ სარჩელების“ (მოქალაქეთა ფსევდო ჯგუფების სარჩელები) სახელით იცნობენ და რომელთა შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ანუ ასეთი სარჩელი სინამდვილეში არა მოქალაქეთა ჯგუფის სარჩელი, არამედ მხოლოდ მექანიზმი იყო, რომელიც რამოდენიმე სარჩელის გაერთიანების საშუალებას იძლეოდა. Fed. R. Civ. P23 (1938).

98 1938 წელს მიღებული ფედერალური წესის შესაბამისად ზოგ შემთხვევაში მოქალაქეთა ჯგუფების სარჩელი წინა შენიშვნაში ნახსენები ცრუ სარჩელი იქნება. 1966 წელს ეს წესი გადასინჟული იქნა და ფსევდოსარჩელების კატეგორია გაუქმდა. იხილეთ Fed. R. Civ. 23 (1966).

99 Fed. R. Civ. 23(ა) (1966). საკითხი იმის თაობაზე რამდენად უნდა მიეწოდოს მოქალაქეს ინდივიდუალური შეტყობინება მოქალაქეთა ჟგუფის მიერ სარჩელის აღძვრის თაობაზე, იხილეთ Fed. R. Civ P23(d) (2). Fed. R. Civ. P 23 (e) Mattern v. Weinberg 519F 2d 150 (3d Cir. 1975); Eisen v. Carlicle&Jacquelin, 417. U.S. 156 (1974); Cooper v. American Savngs &

100 Dear v. Yellow Cab Co. 67 Cal 2d 695 (1967).

101 City of San Jose v. Superior Court, 12 Cal, 3d 447 (1974).

102 ეპშტეინი საინტერესო შენიშვნას იძლევა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მოპასუხეები წმინდა ლიბერტარიანული გზით ასაბუთებენ, რომ ინტერესთა სხვადასხვაობის გამო ერთობლივი ან მოქალაქეთა ჯგუფის სარჩელი ვერ იქნებოდა ჩამოყალიბებული. მედიკამენტი MER/29 ბაზრიდან 1962 წელს იქნა ამოღებული, რის შემდეგაც დაახლოებით 1,500 სარჩელი იქნა შეტანილი ამ მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ. მოპასუხემ წარმატებით უარყო საერთო სარჩელის შესაძლებლობა, ადვოკატების უმეტესობა გაერთიანდა და ასეთი გზით მიიღეს გაწეული მომსახურეობის ღირებულება. ეპშტეინი აღნიშნავს, რომ ის ადვოკატები, რომლებიც ამ ჯგუფში გაერთიანდნენ უფრო წარმატებულად იგებენ საქმეებს, ვიდრე ისინი, ვინც ამ ჯგუფს არ შეუერთდა. იხილეთ ეპშტეინი, „სამოქალაქო სამართალდარღვევები“, გვ 274.

103 Synder v. Harris, 394 U. S. 332 (1970), კრირი, ,,ჰაერის დაბინძურება და სასამართლო ინსტიტუტები“.

104 ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, რა მოხდებოდა, რომ მათ მოქალაქეთა ჯგუფის სახელით შეეტანათ სარჩელი და არავინ არ მოსულიყო? კრირს მოჰყავს ციტატა საქმიდან Riter v. Keokuk Electro-Metals Co 248 Iowa 710, 82 B.W. 2d 151 (1957). კრირი ,,ჰაერის დაბინძურება და სასამართლო ინსტიტუტები“, გვ 217. ასევე იხილეთ ჯონ ესპოზიტო ,,ჰაერის და წყლის დაბინძურება: რა გავაკეთოთ, სანამ ვაშინგტონს ველოდებით“, Harvard Civil Rights/Civil Liberties Law Rewie (1970 წლის იანვარი), გვ 36.

8 საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური თეორია-მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებები, პრობლემური საკითხები

▲ზევით დაბრუნება


რომან კაპელუშნიკოვი (1951 - )

0x08 graphic
1973 წლის შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. ჟურნალ ,,მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთოებების“ რედაქციის წევრი, ფონდ პოლიტიკური ტექნოლოგიების ეკონომიკური პროგრამების დირექტორი და რუსეთში პარლამენტარიზმის გავრცელების ფონდის გამგეობის წევრი. მისი სამეცნიერო ინტრესები კლასიკური ლიბერალიზმის ფილოსოფიაზე, კლასიკური ლიბერალიზმის ისტორიასა და თეორიაზე, საკუთრებითი ურთიერთოებებსა და შრომის ეკონომიკაზე ვრცელდება. რუსულ ენაზე თარგმნა ფრიდრიხ ფონ ჰაიკეის, რონალდ ქოუზისა და გარი ბეკერის ნაშრომები. აქტიურად თანამშრომლობს ინტერნეტ გამოცემა ,,მოსკოვსკი ლიბერტარიუმთან“.

(იბეჭდება შემოკლებით)
გამოქვეყნდა 1990 წელს.

შესავალი

საკუთრებითი უფლებების თეორია, როგორც ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის გამორჩეული დარგი 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. დღესდღეობით ის ვითარდება არა იმდენად როგორც დამოუკიდებელი და გამოკვეთილი მოძღვრება, არამედ როგორც ეკონომიკური ანალიზის სამი ახალი მიმართულებების - სამართლის ეკონომიკის, ახალი ეკონომიკური ისტორიის და ეკონომიკური ორგანიზაციების თეორიების მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლი. მსგავსი მიდგომების ერთობას ჩვეულებრივ ,,ტრანსაქციური ეკონომიკად“ და ,,ნეოინსტიტუციონალიზმად“ მოიხსენიებენ.

საკუთრებითი უფლებების თეორიის სათავეებთან ცნობილი ამერიკელი ეკონომისტები რობერტ ქოუზი და არმენ ალჩიანი იდგნენ. იმათ შორის, ვისაც აღნიშნული თეორიის შემდგომ დახვეწაში მიუძღვის წვლილი, შეიძლება ი. ბარცელი, ლ. დე ალესი, გ. დემსეცი, მ. იენსენი, გ. ეალამრეზი, უ. მექლინგი, დ. ნორტი, რ. პოზნერი, ს. პეიოვიჩი, ო. უილიამსონი, ე. ფამუ, ე. ფიურუბოტნი და ს. ჩენი დავასახელოთ.

დაახლოებით 70-იანი წლების შუამდე საკუთრებითი უფლებების თეორია დასავლური ეკონომიკური აზრის პერიფერიაზე იმყოფებოდა. შემდგომში კი, კონსერვატიული შემობრუნების საერთო ტალღაზე, აღნიშნული თეორიის მიმართ ყურადღება გაიზარდა. მის ნიადაგზე აღმოცენებულმა სხვადასხვა მიმდინარეობამ საყოველთაო აღიარება და აკადემიური რესპექტაბელურობა შეიძინა. ამას პუბლიკაციების მუდმივად მზარდი ნაკადი და შესაბამის საკითხებისადმი მიძღვნილი საგანგებო ჟურნალების (,,Journal of Law and Economics“, ,,Bell Journal of Economics“, ,,Journal of Institutional and Theoretical Economics“ და სხვ.) გამოცემა მეტყველებს. 80-იანი წლების დასაწყისიდან კი საკუთრებითი უფლებების ეკონომიკურმა თეორიამ, რომელიც მანამდე მხოლოდ ამერიკელი ეკონომისტების ძალისხმევით ვითარდებოდა, ფართო აღიარება დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც ჰპოვა.

სამწუხაროდ, საბჭოურ კრიტიკულ ლიტერატურაში საკუთრებითი უფლებების თეორია საერთოდ არ ასახულა. ჯერ კიდევ შეიძლება წავაწყდეთ იმის დასაბუთების მცდელობებს, რომ ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომია ქონებრივ უფლებებს უგულვებელყოფს, ანდა თითქოს მასში მხოლოდ სამართლებრივ საფარველს ხედავს. აგრეთვე იმის მტკიცებას, რომ თითქოს მის მიერ კერძო საკუთრება ბუნებრივ და საკუთრების ერთადერთ შესაძლებელ ფორმად არის წარმოდგენილი და ა. შ.

ამ გაურკვევლობის გამოსწორების მიზნით, შესაბამისი დასავლური კონცეფციების თანამედროვე მდგომარეობის სრული გამოკვლევა არის აუცილებელი.

ზემოთმოყვანილი საკითხების კვლევა კიდევ უფრო გამართლებულია თუკი იმ აქტუალობას გავითვალისწინებთ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საკუთრებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების განხილვამ შეიძინა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თეორიების გაცნობა ამ სფეროში შემდგომი მეცნიერული ძიებების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

1. მეთოდოლოგიური თავისებურებანი

საკუთრებითი უფლებების თეორია ე. წ. ,,ეკონომიკური იმპერიალიზმის“ ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, რაც, როგორც მოვლენა, უკანასკნელ ათწლეულებში ნეოკლასიკური ანალიზის ევოლუციისთვისაა დამახასიათებელი. ეს ტენდენცია იმ თეორიული მიმდინარეობის წიაღში ჩაისახა, რომელსაც ინგლისელმა ეკონომისტმა ჟ. ბარტონმა ,,ჩივირლა“ უწოდა, იმ სამი სამეცნიერო ცენტრის საწყისი ასოების მიხედვით, სადაც მას დასაბამი დაედო. ესენია ჩიკაგოს უნივერსიტეტი (მ. ფრიდმანი, ჯ. სთიგლერი, გ. ბექერი, რ. ქოუზი), ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ჯ. ბიუქენენი, გ. თალოქი) და ლოს-ანJელესის უნივერსიტეტი (ა. ალჩიანი, გ. დემსეცი).

,,ეკონომიკური იმპერიალიზმის“ საბოლოო მიზანი ნეოკლასიკური მიდგომის საფუძველზე საზოგადოების შესახებ არსებული მეცნიერებების გაერთიანებაა. პრაქტიკაში ეს მიკროეკონომიკური ანალიტიკური ინსტრუმენტების ადამიანების საქმიანობის ისეთ არასაბაზრო სფეროებში თანმიმდევრულ გადატანას გულისხმობს, როგორებიცაა: რასობრივი დისკრიმინაცია, განათლება, ჯანდაცვა, ქორწინება, დანაშაული, ოჯახის დაგეგმვა და ა.შ. საკუთრებითი უფლებების თეორიაში მსგავსი გადატანის ობიექტებად საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტები და სამართლებრივი რეჟიმები განიხილება.

საკუთრებითი უფლებების თეორეტიკოსების ,,იმპერიული” ამბიციები მათ მაღალ თვითშეფასებაში საკმაოდ კარგად აისახება. მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციას ისინი აფასებენ, როგორც ,,ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ეპოქის ეკონომიკური აზროვნებაში“ (32, გვ.XV). მათი აზრით, სწორედ ამ თეორიას აქვს უფლება, რომ ქცევის შესახებ უნივერსალური მეტათეორიის როლზე განაცხადოს პრეტენზია: ,,ახალი მიდგომა საკმაოდ ფართოა, რათა იმ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სინთეზის საფუძველი გახდეს, რომლებიც აქამდე განსხვავებულ დისციპლინებად აღიქმებოდნენ. საკუთრებითი უფლებების თეორიის შემადგენელი მეთოდოლოგიური პრინციპები საკმაოდ მარტივია: ანალიზის ობიექტია არა ორგანიზაცია, არამედ ინდივიდუალური აგენტი, რომელიც ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში თავისი სარგებლიანობის მაქსიმიზებას ცდილობს. თუკი აგენტის სტიმულების სისტემაზე საკუთრებითი უფლებების სხვადასხვა სტრუქტურის ზემოქმედებაა ცნობილი, მაშინ აგენტებს შორის ურთიერთგანსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მიმდინარე ურთიერთზემოქმედების ყოვლისმომცველი ანალიზი უკუკავშირების რთულ სისტემას წარმოაჩენს. საკუთრებითი უფლებების თეორიის ძალა, რომელიც მეთოდოლოგიურ ინდივიდუალიზმთან მჭიდრო კავშირს ავლენს, თავს განსაკუთრებით ისეთ საწინააღმდეგო მიდგომებთან შედარებისას იჩენს, როგორიცაა მაგალითად ფუნქციონალური სოციოლოგია ან ნეომარქსიზმი, რომლებიც კოლექტივიზმის მეთოდოლოგიას იყენებენ (46, გვ.283-284).

სხვადასხვა მიდგომების ურთიერთშედარება და დაპირისპირება საშუალებას იძლევა, რომ საკუთრებითი უფლებების თეორიის მეთოდოლოგიური თავისებურება ავხსნათ და მისი საგნი განვსაზღვროთ.

1. იმის გამო, რომ საქონელგაცვლისა და წარმოების შესახებ სტანდარტული ნეოკლასიკური მოდელი ერთი მხრივ საკუთრებითი უფლებებისა და მეორე მხრივ სტიმულების სისტემის და ეკონომიკური ქცევის ურთიერთდამოკიდებულების განხილვის ხარჯზე მდიდრდება, საკუთრებითი უფლებების თეორიის დამოკიდებულება ნეოკლასიკური ორთოდოქსიის მიმართ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ორგვაროვანი. ერთის მხრივ, ხდება საყოველთაოდ აღიარებული მიკროეკონომიკური ანალიზის ტექნიკის შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტული ინსტიტუციური გარემოს პირობების გათვალისწინება, რომელ მიდგომასაც ტრადიციული მარგინალიზმი სრულიად უარყოფს. სწორედ აქედან მომდინარეობს მტკიცება, რომ მარგინალიზმისგან განსხვავებით, საკუთრებითი უფლებების თეორიას რეალურ საზოგადოებებში მიმდინარე რეალური მოვლენების ახსნა ძალუძს. ასეთი მიდგომა რეალიზმით ხასიათდება, რ. ქოუზის მიხედვით იგი მოწოდებულია შეისწავლოს ,,ადამიანი ისეთი, როგორიც იგი სინამდვილეში არის და რომელსაც გარემოპირობებით შეზღუდულ გარემოში უწევს მოქმედება“ (23, გვ.230). ამ გაგებით აღნიშული თეორია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფასების შესახებ ნეოკლასიკური თეორიის უფრო თანმიმდევრული, გაფართოებული ვარიანტი.

სტანდარტულ ნეოკლასიკურ მოდელებში ორგვარი ხასიათის შეზღუდვები არსებობს. პირველ რიგში ,,ფიზიკური“, რომლებიც განპირობებულია რესურსების სიმწირით. მეორე რიგში კი, ,,შემეცნებითი“, რომლებიც ცოდნისა და პრაქტიკული უნარჩვევების მიღწეულ დონეს ასახავს (ანუ რესურსების მზა პროდუქციად გადაქცევაში დახელოვნების“ დონე).

საკუთრებითი უფლებების თეორია და მისი მონათესავე კონცეფციები ანალიზში სრულიად აშკარად რთავენ შეზღუდვების კიდევ ერთ სახეს, რომელიც საზოგადოების ინსტიტუციური სტრუქტურით არის განპირობებული. ამ გაგებით, ტრანსაქციური ეკონომიკის ,,განზოგადოებულ ნეოკლასიკურ თეორიად“ (29, გვ.70) დახასიათება სრულიად კანონზომიერია.

2. ამგვარი მიდგომა არამარტო იმ განსხვავებების ახსნის საშუალებას იძლევა, რომლებიც ალტერნატიული სამართლებრივი სტრუქტურების პირობებში (სტატიკური ასპექტი) ეკონომიკურ ქცევებში შეინიშნება, არამედ თვით ამ სტრუქტურების განვითარების მექნიზმების (დინამიური ასპექტი) დადგენასაც ამარტივებს. ეს კი თავის მხრივ იმის საშუალებას იძლევა, რომ მათ შორის საზოგადოებრივი არჩევანი რაციონალურ პრინციპს დაეფუძნოს (ნორმატიული ასპექტი).

3. საკუთრებითი უფლებების თეორიის ,,მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი“ იმაში გამოიხტება, რომ ფირმის ან კორპორაციის ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურების ქცევას არანაირი დამოუკიდებელ მნიშვნელობა არ ენიჭება (14). მოქმედ პირად ყოველთვის ინდივიდი და არა ორგანიზაცია აღიქმება... ორგანიზაციას არანაირი ,,საკუთარი“ მიზნები არ შეიძლება ჰქონდეს, იგი მხოლოდ შეზღუდვების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მისი ცალკეული წევრები მიზანმიმართულად მოქმედებენ: ,,ორგანიზაციები ცოცხალ ობიექტებს არ წარმოადგენენ; ისინი მხოლოდ კონცეპტუალურ არტეფაქტებია, მაშინაც კი, როდესაც მათ ინდივიდებისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი სტატუსი ენიჭებათ. საბოლოო ჯამში ადამიანის ქმედება მხოლოდ ინდივიდების მიმართ ან ინდივიდებისთვის შეიძლება იყოს მიმართული, თუმცა, რასაკვირველია, ზეგავლენა, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევებში ჯგუფში შემავალი ინდივიდები განიცდიან, შეიძლება ერთგვაროვანი აღმოჩნდეს (ყოველ შემთხვევაში, ხარისხობრივად მაინც).

ჯგუფების შესახებ ამდაგვარი მსჯელობა, ადამიანების დამახასიათებელი თვისებების ორგანიზაციებისა ან ჯგუფებისთვის მიწერის ერთობ მისტიკურ პრაქტიკასთან არ უნდა გაიგივდეს“ (45, გვ.548).

კერძოდ, მსჯელობა ,,ფირმის მიზნობრივ ფუნქციაზე“ ან ,,კორპორაციების სოციალურ პასუხისგებლობაზე“ ყოვლად უსარგებლოა: ,,ფირმა ინდივიდი არ არის“. იგი იურიდიული ფიქციაა, რომელიც იმ რთულ პროცესის ასახავს, როდესაც ინდივიდების ურთიერთკონფლიქტური მიზნების გაწონასწორება კონტრაქტით განსაზღვრული ჩარჩოებით ხდება (აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება სხვა ორგანიზაციის ,,წარმომადგენლობით“ ფუნქციას ატარებდეს). ამ ჭრილში ფირმის ,,ქცევა“ ბაზრის ქცევას გავს, ანუ რთული ურთიერთგამაწონასწორებელი პროცესების შედეგს წარმოადგენს. ჩვენ შეცდომას იშვიათად ვუშვებთ, როდესაც ვახასიათებთ ხორბლის ან ფასიანი ქაღალდების ბაზარს, როგორც ინდივიდების ერთობლიობას, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ ხშირად ვცდებით, როდესაც ვმსჟელობთ ორგანიზაციაზე, თითქოს ისინი განზრახულობებისა და მოტივაციების მქონე პიროვნებები იყვენენ“ (40, გვ.310).

4. მსგავსი მიდგომის შედეგად მიკროეკონომიკური ანალიზის დიხოტომიური დაყოფას ფირმის თეორიად (მოგების მაქსიმიზაციის პრინციპი) და სამომხმარებლო მოთხოვნის თეორიად (სარგებლიანობის მაქსიმიზაციის პრინციპი) საფუძველი ეცლება. ანალიტიკური სტრუქტურა მარტივდება - სარგებლიანობის მაქსიმიზაციის პრინციპი უნივერსალურ მნიშვნელობას იძენს. მიზნობრივი ფუნქცია ადამიანი საქმიანობის ადგილიდან, ფირმა იქნება ეს თუ ოჯახი, ბირჟა თუ საარჩევნო უბანი, დამოუკიდებეული ხდება. ამ სახით საერთო მეთოდოლოგიური საფუძველი ეყრება იმ ეკონომიკური ორგანიზაციების შესწავლას, რომელთა სრუქტურა და საქმიანობა საკუთარი ინტერესებით მომქმედი წევრების ურთიერთმოქმედებიდან გამომდინარეობს.

5. საკუთრებითი უფლებებზე მომუშავე თეორეტიკოსების დამოკიდებულება კ. მარქსის იდეების მიმართაც არაერთგვაროვანია. ისინი აღიარებენ მის უპირობო პირველობას საზოგადოების ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემების ურთიერთზემოქმედების შესახებ საკითხის დასმის თვალსაზრისით (56, გვ. 16). უფრო მეტიც, საკუთრებითი ურთიერთობების ისტორიული ევოლუციის ანალიზისას, ისინი ხშირად სარგებლობენ ფორმულირებებით, რომლებიც ემთხვევა მარქსისეულ ფორმულირებებს. შემთხევითი არაა, რომ ზოგიერთი ავტორი საკუთრებითი უფლებების თეორიას შესწორებულ და დახვეწილ ისტორიულ მატერიალიზმსაც კი უწოდებს (53, გვ. 174). ამასთან ერთად მსგავსი მიდგომა ბევრ რამეში მარქსის მიდგომას ეწინააღმდეგება. თუკი მარქსისტულ თეორიაში უპირატესობა წარმოებას ენიჭება, საკუთრებითი უფლებების თეორიაში, როგორც მწარმოებლური ისე განაწილებითი ურთიერთობების კვლევა მიმოქცევის სფეროს ჭრილში მიმდინარეობს. გარკვეული გაგებით ეს მარქსამდელი ტრადიციების დაბრუნებაა, სადაც საზოგადოება ურთიერთგაცვლების თანმიმდევრული ჯაჭვის სახით არის წარმოდგენილი (მაგ. ა. სმითთან). საზოგადოების, როგორც კონტრაქტის საფუძველზე მომქმედი ერთობის განხილვის შემთხვევაში, ადამიანზე ზემდგომი ისეთი ერთობებისთვის, როგორიცაა კლასები და სოციალური ჯგუფები, ადგილი აღარ რჩება. ის სარგებლიანობის მაქსიმიზაციით დაკავებულ მრავალ ინდივიდად იყოფა, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთხელსაყრელი, ნებაყოფლობითი და მეტწილად ორმხრივი კონტრაქტების საფუძველზე თანამშრომლობენ (56, გვ.17). საკუთრებითი უფლებების თეორიის თავისებურება კიდევ უფრო მკაფიოდ მისი ცენტრალური ცნების განსაზღვრისას იკვეთება: ,,საკუთრებითი უფლებები აღიქმებიან, როგორც ადამიანებს შორის ნებადართული ყოფითი ურთიერთობები, რომლებიც დოვლათის არსებობის გამო წარმოიშობა და მის გამოყენებას ეხება. ეს ურთიერთობები დოვლათთან დაკავშირებულ საკითხებში ქცევის ნორმებს განსაზღვრავს, რაც სხვებთან ურთიერთობებში ნებისმიერმა პირმა უნდა დაიცვას, ხოლო მათი უგულვებელყოფის შემთხვევაში სათანადო დანახარჯები გაიღოს.

ტერმინი ,,დოვლათი“ ამ შემთხვევაში ყველაფერი იმის აღსანიშნავად გამოიყენება, რასაც ადამიანისთვის სარგებელი ან კმაყოფილება მოაქვს. ამგვარად, ეს პუნქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ახალი მიდგომის საფუძველზე საკუთრებითი უფლებების ცნება ყველა მწირ დოვლათზე ვრცელდება. მისი უფლებამოსილება მოიცავს, როგორიც მატერიალურ ობიექტებს,... ისე ,,ადამიანის უფლებებსაც“ (ხმის მიცემის, ბეჭდვის და ა.შ. უფლებებს).

ამგვარად, საზოგადოებაში გაბატონებული საკუთრებითი უფლებების სისტემა მწირი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის მონაწილე საზოგადოების ცალკეული წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან (32, გვ.3).

ამ განმარტებებში მნიშვნელოვანი მომენტები უნდა გამოიყოს. პირველ რიგში, სამუშაო ტერმინად ,,საკუთრების უფლება“ და არა ,,საკუთრება“ გამოიყენება: ,,საკუთრებას არა თავად რესურსი, არამედ რესურსის გამოყენების უფლებების ნაკრები ან მათი ნაწილი წარმოადგენს. საკუთრება თავისი პირველადი მნიშვნელობით ეხებოდა მხოლოდ უფლებას, ტიტულს, ინტერესს; ხოლო რესურსები საკუთრებად იმაზე მეტად როდი მოხსენიებოდა, ვიდრე, როგორც უფლება, ტიტული ან ინტერესი“ (31, გვ.17). მეორე, საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები აიხსნება, როგორც ურთიერთობები ადამიანებს შორის და არა როგორც ურთიერთობები ,,ადამიანი/საგანი“: ,,...ტერმინი საკუთრებითი უფლებები ადამიანებს შორის მწირი საგნებით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობებს ასახავს და არა ადამიანებსა და საგნებს შორის არსებულ ურთიერთობებს (56, გვ.13). მესამე, საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები დოვლათის სიმწირის პრობლემიდან გამომდინარეობს: ,,თუ დოვლათის სიმწირის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, საკუთრებასა და სამართლიანობაზე საუბარს ყოველგვარი აზრი ეკარგება“ (62, გვ.320). ზედმეტი არ იქნება იმის გახსენება, რომ მარქსსაც მსგავსი პოზიცია ჰქონდა: მხოლოდ კომუნისტური საზოგადოების განვითარების უმაღლეს ფაზაზე, როდესაც დოვლათის სიმწირის პრობლემა მოიხსნება, შესაძლებელი გახდება მოთხოვნილებების მიხედვით განაწილება, გაუქმდება სახელმწიფო, საბოლოოდ გაქრება კლასობრივი განსხვავებები. მეოთხე, საკუთრებითი უფლებების განმარტება ყოვლისმომცველი ხასიათისაა და თავის თავში, როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ ობიექტებს (მათ შორის პირადი თავისუფლებების ელემენტებსაც) მოიცავს. საკუთრებითი უფლებები ნებისმიერი სახის მწირი რესურსების გამოყენებისადმი ადამიანის პოზიციას აფიქსირებს. მეხუთე, საკუთრებითი ურთიერთობები განიხილება, როგორც საზოგადოების მიერ ნებადართული ურთიერთობები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის აუცილებლობას არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები დაცული შეიძლება იყოს არა მხოლოდ კანონებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით, არამედ დაუწერელი კანონების, ტრადიციების, ჩვეულებებისა და სხვადასხვა მორალური ნორმების მეშვეობით. მეექვსე, საკუთრებითი უფლებებს ყოფაქცევის მნიშვნელობასაც მიაწერენ - ისინი ერთი სახის ყოფაქცევას ხელს უწყობენ, ხოლო სხვა სახის ყოფაქცევას - ზღუდავენ. მეშვიდე, უნებართვო ქცევა აგრეთვე თეორიის თვალთხედვის არეში რჩება. ის ეკონომიკური კუთხით აღიქმება: აკრძალვები და შეზღუდვები მას ვერ აღმოფხვრიან, არამედ უარყოფით სტიმულებს აძლევენ, რაც სათანადო დანახარჯებს ზრდის (შესაძლო სასჯელის გამო). ქცევის ნებადართული ნორმების დაცვაც და დარღვევაც რაციონალური ეკონომიკური არჩევანის სახეს იძენს.

განზოგადებული სახით საკუთრებითი უფლებების ცნება იმ ძირითად საკითხებს წარმოაჩენს, რომელთა დამუშავებაც საკუთრებითი უფლებების თეორიის ამოცანაა. მოცემული ნაშრომის მიზანს ამ საკითხების წარმოჩენა წარმოადგენს.

2. სამართლებრივი წინამძღვრები

საკუთრებითი უფლებების თეორიის უშუალოდ განხილვამდე, მიზანშეწონილია იმ სამართლებრივ კონტექსტს გავეცნოთ, რომელშიც მისი ჩამოყალიბება მიმდინარეობდა. ეჭვგარეშეა ის გავლენა, რომელიც მასზე ანგლოსაქსურმა სამართლის ტრადიციამ მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემებისგან საკმაოდ განსხვავდება. სხვაობა საკუთრებითი უფლების გაგებაში სათავეს ბურჟუაზიული რევლუციების პერიოდში იღებს. ბურჟუაზიული რევოლუციებისა და მათ შემდგომ პერიოდში კონტინენტური ევროპის ქვეყნებში კერძო საკუთრების უფლების ,,აბსოლუტურობის“ მოსაზრება გაბატონდა, რაც კლასიკური სახით ნაპოლეონის კოდექსში აისახა. კერძო საკუთრების უფლება ,,წმინდად და ხელშეუხებლად“, ,,შეუზღუდავად და დაუყოფლად“ გამოცხადდა. უფლებამოსილებების რამდენიმე პირს შორის განაწილების შემთხვევები, ფეოდალიზმის გადმონაშთად აღიქმებოდა; გაბატონებული მდგომარეობა ყველა საკუთრებითი უფლების ერთი პირის ხელში თავმოყრის ტენდენციამ მოიპოვა.

ამ მიდგომისგან განსხვავებით, ინგლისის სამართლებრივი სისტემა ფეოდალური სამართლის სისტემის მრავალ ინსტიტუტს ინარჩუნებდა. მაგალითად, საკუთრების საგნად კვლავ განიხილავდა, როგორც მატერიალურ საგნებს, ასევე სხვა ვალდებულებითი სახის ფასეულობებს (არამატერიალური ფასეულობები) და საშუალებას იძლეოდა, რომ საკუთრებითი უფლებები ნებისმიერი საგნის მიმართ რამდენიმე პირის ცალკეულ უფლებამოსილებებად გადანაწილებულიყო.

ამგვარად, შესაძლებელია ორი ურთიერთსაწინააღმგდეგო სამართლებრივი ტენდენციის გამოყოფა, რომელთაგანაც ერთ-ერთი საკუთრების უფლებას განუყოფელ მონოლითად, ხოლო მეორე - ცალკეული უფლებამოსილებების ერთობლიობად წარმოაჩენს. დღესდღეობით, ამ მიდგომებს შორის მეორე იმარჯვებს: იგი თანდათანობით კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში აღწევს და საერთაშორისო დონეზე სამართლის კოდიფიცირებაც სწორედ მას ეყრდნობა. უეჭველია, რომ ამ მიდგომისთვის დამახასიათებელი მოქნილობა და დახვეწილობა თანამედროვე მაღალგანვითარებული კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ რეალიებს უფრო მეტად შეესაბამება (2, გვ.17-18).

ანგლოსაქსური ტრადიციის სულისკვეთებასთან სრული შესაბამისობით, თანამედროვე ავტორები საკუთრებას განიხილავენ, როგორც ,,თვისებრივად დასაჭირო აღარ იქნება შედეგობრივად მნიშვნელოვნად განსხვავებული ურთიერთობების რთულ კვანძს“ (65, გვ.315). უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც რაიმე ცნების განმარტება ისეთი ტერმინებით ხდება, როგორიცაა ,,ჯამი“, ,,ერთობლიობა“, ,,აგრეგატი“, ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ შინაარსი შემადგენელი ნაწილების ჩამონათვალში აითქვიფოს. ფორმების მრავალფეროვნების მიუხედავად, უნდა არსებობდეს შინაარსობრივი ბირთვი, რომელიც მათ ერთ მთლიანობად კრავს.

როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი საკუთრებით ურთიერთობებთან მიმართებაში? სიახლეზე ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, ამოსავალ წერტილად მათი გამორჩეული ხასიათი შეიძლება გამოიყოს. ყველაზე ზოგადი სახით საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საზოგადოებაში ფაქტიურად მოქმედი სისტემა, რომელიც მატერიალური და არამატერიალური რესურსების ხელმისაწვდომობას ზღუდავს. (ხელმისაწვდომობაში რესურსზე ყველა შესაძლო ზემოქმედების ერთობლიობა იგულისხმება, რაც რესურსზე ფიზიკური ზემოქმედების აუცილებლობას როდი გულისხმობს). ამას, რასაკვირველია, საკუთრებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ადამიანი/საგანი ურთიერთობების დონემდე არ დაყავს. ასეთი სახით ფაქტიურად ყველა იმ ურთიერთქმედებების მატრიცის შედგენა შეიძლება, რომლებიც შესაძლოა იმათ შორის დამყარდეს, ვისაც რესურსებზე ხელი არ მიუწვდება და იმათ შორის, ვისაც ასეთი საშუალება აქვს. რესურსის ხელმისაწვდომობის შეუზღუდაობა (ანუ მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობა) ნიშნავს, რომ იგი არავის არ ეკუთვნის, ან რაც იგივეა, რომ ის ყველას ეკითვნის.

,,გამორჩეულობის“ ხარისხი მუდმივი, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული სიდიდე როდია. იგი შეიძლება მერყეობდეს ,,1“-დან, როდესაც რესურსზე ხელი მხოლოდ ერთ პირს მიუწვდება (ინდივიდუალური საკუთრება), „0“-მდე როდესაც მასზე ხელი საზოგადოების ყველა წევრს მიუწვდება (საერთო საკუთრება).1 საზოგადოებაში არსებული რესურსების ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვების ნებისმიერი სისტემა გარკვეულწილად თავის თავში ეკონომიკურ აგენტებს შორის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების ყველა სავარაუდო გზას მოიცავს.

ჩვენი აზრით, ,,გამორჩეულობის“ ცნება სწორედ იმ შინაარსობრივ კვანძს წარმოადგენს, რომელიც კონკრეტული საკუთრებითი უფლებამოსილებების უსასრულო კრიალოსანს გარკვეულ მწყობრ სისტემად კრავს. საკუთრებითი უფლების ამჟამად უკვე ქრესთომატურად ქცეული ყველაზე ,,სრული“ განსაზღვრება, ინგლისელ სამართალმცოდნე ა. ონორეს ეკუთვნის. მას 11 შემადგენელი აქვს: 1) ფლობის, ანუ საგნის ფიზიკური კონტროლის უფლება; 2) სარგებლობის, ანუ საგნით პირადი გამოყენების უფლება; 3) მართვის, ანუ გადაწყვეტილების მიღების უფლება, იმის თაობაზე თუ ვინ და როგორ შეიძლება გამოიყენოს საგანი; 4) შემოსავლის, ანუ იმ სიკეთის მიღების უფლება, რომელიც საგნის წინარე პირადი გამოყენებიდან ან ამ უფლების სხვისთვის მინიჭებიდან გამომდინარეობს (სხვა სიტყვებით, მითვისების უფლება); 5) უფლება საგნის ,,კაპიტალურ ღირებულებაზე“, რაც საგნის მოშორების, მოხმარების, გაფლანგვის, გარდაქმნის ან განადგურების უფლებას გულისხმობს; 6) უსაფრთხოების, ანუ ხელშეუხებლობის უფლება; 7) მემკვიდრეობით ან ანდერძით გადაცემის უფლება; 8) უვადობა; 9) ზიანის მომტანი გამოყენების აკრძალვა, ანუ სხვების საზიანოდ საგნის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულება; 10) პასუხისმგებლობა საზღაურის სახით, ანუ ვალის დაფარვის მიზნით საგნის ჩამორთმევის შესაძლებლობა; 11) დროებითი ხასიათი, ანუ იმის მოლოდინი, რომ გადაცემული უფლებამოსილებები ვადის გასვლის შემდეგ ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში უკან დაბრუნდება (39, გვ.112-128).

ეს 11 შემადგენელი უამრავი სხვადასხვა კომბინაციის მიღების საშუალებას იძლევა. თუმცა, როგორც ამერიკელი ფილოსოფოსი ლ. ბეკერი მიიჩნევს, კომბინაციების ყველა შესაძლო შედეგის ქონებრივ უფლებად მოხსენიება არ ღირს. ამის მაგალითად, თუნდაც ცალკე არსებული ,,კაპიტალური ღირებულების“ უფლება გამოდგება;2 ისევე, როგორც ნებისმიერი კომბინაცია ამ უფლების გამოყენებით; აგრეთვე, პირველი ოთხი შემადგენლის (ფლობის, სარგებლის, მართვის და შემოსავლის უფლებების) ნებისმიერი წყვილი, უსაფრთხოების უფლების დამატებით და ა.შ. ყველა შემთხვევაში, პირველი 5 შემადგენლისგან ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს კვანძში, რომელმაც შეიძლება საკუთრებითი უფლება შეადგინოს. ამ დაშვებების პირობებშიც კი, ვარიანტების სავარაუდო რაოდენობამ შეიძლება 1,5 ათასი შეადგინოს, ხოლო სამართლის სუბიექტებისა და ობიექტების მიხედვით მათი შესაძლო კომბინირებების გავითვალისწინებთ, საკუთრების ფორმების მრავალფეროვნება ლ. ბეკერის სიტყვებით მართლაცდა ,,შემაძრწუნებელია“ (13, გვ.21).

საკუთრებითი უფლებების მკვლევარი ეკონომისტ-თეორეტიკოსების თვალსაზრისით, ამგვარი მიდგომა, რომელიც საკუთრებითი უფლების არსებობისა და მათი არარსებობის შემთხვევებს შორის მკვეთრ საზღვრებს ავლებს, არც თუ ისე სწორია. საკუთრების უფლება განუწყვეტელი მწკრივია და არა განსაზღვრული წერტილი. ა. ალჩიანისა და გ. დემსეცის მიხედვით ის, თუ რამდენად ეკუთვნის ესა თუ ის უფლებამოსილება მესაკუთრეს, შეიძლება იმის მიხედვით დადგინდეს, თუ რამდენად განაპირობებს მისი გადაწყვეტილება რეალურ გამოყენებას. თუ არსებობს ერთის ტოლი შესაძლებლობა იმისა, რომ მესაკუთრის გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ რაიმე სახის უფლებამოსილების განხორციელებას გამოხატავს, რესურსის გამოყენების დროს მართლაც ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე აღსრულდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მფლობელს ამ რესურსზე აბსოლუტური უფლებამოსილება გააჩნია (7, გვ.17).

ა. ონორეს სიაში ყველაზე სუსტი შემადგენელი ზიანის მომტანი გამოყენების აკრძალვაა. ამერიკელი სამართალმცოდნე ჯ. უოლდრონი საკუთრებითი უფლებების სრული განსაზღვრებიდან მის საერთოდ გამორიცხვას გვთავაზობს, რადგანაც ზოგადი აკრძალვები საგნის ქონებრივ სტატუსთან მიმართებაში პირდაპირ კავშირს არ ავლენენ: თუ ავტომობილებით მოძრაობაზე სიჩქარის შეზღუდვა არსებობს, მისი დაცვა აუცილებელია იმისდამიუხედავად ადამიანი საკუთარი ავტომობილით მგზავრობს, ნათხოვარით თუ ნაქირავებით (65, გვ.336).

თუმცაღა ამგვარი მიდგომა საკუთრებითი უფლების, როგორც უფლებამოსილებების ერთობლიობის განსაზღვრებას ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უფლებამოსილებები არ შეიძლება პირდაპირი გაგებით ,,საკუთრებითი უფლებას“ წარმოადგენდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეიძლება გამოცალკევდნენ და შეკვეცილი სახით ვინმეს მიეკუთვნოს. მანქანის დაქირავების, ან თხოვების შემთხვევაში ადამიანი სულ მცირე მისი სარგებლობის უფლებას იძენს და აქედან გამომდინარე, სიჩქარის შეზღუდვა მისთვის ამ უფლების გარკვეულ ჩარჩოს წარმოადგენს.

ზიანის მომტანი გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა ძირითადად სხვა რამეში მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენების ბევრი ხერხი კანონით არათუ აკრძალული, არამედ დაცულიც კია. კერძო საკუთრებითი უფლებების შესაბამის სამართლებრივ წყობაში, სხვის საკუთრებაზე პირდაპირი ზიანის მიყენება, მის სამომხმარებლო ღირებულებაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ჩვეულებრივ არ შეიძლება; თუმცა ზიანის მიყენება შესაძლებელია ირიბი გზით - მისი საცვლელი ღირებულების შემცირებით. მეწარმეს კონკურენტის გასაკოტრებლად მისი საწარმოს გადაწვის უფლება არ აქვს, მაგრამ შეუძლია, რომ მოწინააღმდეგე საკუთარი წარმოების ეფექტიანობის მკვეთრი ზრდის მეშვეობით გააკოტროს. შუა საკუნეების საამქროებში მსგავსი ნაბიჯიც უკანონოდ ჩაითვლებოდა. სიძნელეები, რომლებიც ზიანის მომტან გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული უფლებამოსილების ზუსტი მოცულობის განსაზღვრის მცდელობას ახლავს, საკუთრებითი უფლებების შეზღუდვის დასაშვები ფარგლების დადგენის საკვანძო პრობლემას ამზეურებს. ამ უფლებამოსილების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ,,სრული განსაზღვრების” ყველა შემადგენლის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, საკუთრებითი უფლება შეუზღუდავი არაა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან თანაბარი უფლებები თანაზომადი ურთიერთშეზღუდვების არსებობასაც გულისხმობს. ინდივიდის საკუთრებითი უფლებების შეზღუდვა მის მიერ სხვა ინდივიდების საკუთრებითი უფლებების აღიარებიდან გამომდინარეობს. სხვების ქონების დაზიანებისგან თავის შეკავების შემთხვევაში ინდივიდი იმედოვნებს, რომ სხვებიც თავისმხრივ მოერიდებიან მისი ქონების დაზიანებას. თუმცა ძალიან ბევრ შეზღუდვას ამგვარი ,,გაცვლითი” ხასიათი არა აქვს (ანუ თვითშეზღუდვებს არ წარმოადგენენ). მათ მოქმედებას განაპირობებს არა ის, რომ მსგავსი ქმედება სხვა პირს დააზიანებს, არამედ ის, რომ მთლიანობაში საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამგვარი მიდგომა ,,ზიანის მომტანი გამოყენებისგან თავის შეკავების” განმარტებას ერთობ ბუნდოვანსა და განუსაზღვრელს ხდის. ზოგადი დასკვნა კი ის იქნება, რომ უფლებები გარკვეულ სისტემად ყალიბდება, რომლის შემადგენელი ქვესისტემები შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს და არავითარი ზოგადი წინაპირობა არ არსებობს, რომელიც წინააღმდეგობრივი უფლებებიდან ერთერთის შეზღუდვის აუცილებლობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, უფლებების შეზღუდვის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ გარეგნულად მსგავსი, მაგრამ თვისებრივად განსხვავებული ორი მოვლენა ერთმანეთში არ აითქვიფოს. კერძო საკუთრების უფლების განმარტებასთან დაკავშირებულ ორ მიდგომას შორის არსებული განსხვავებები უკვე აღვნიშნეთ. აქედან პირველი მას განმარტავს, როგორც გარკვეულ მონოლითს, ხოლო მეორე კი, როგორც უფლებამოსილებების ერთობლიობას, რომლებიც შეიძლება უსასრულოდ დაჯგუფდეს და გადაჯგუფდეს. აქედან გამომდინარე XIX-XX საუკუნეებში კაპიტალისტური საკუთრების ევოლუცია ორი განსხვავებული გზით შეიძლება აღიწეროს. პირველი მიდგომის ფარგლებში იგი წარმოდგება, როგორც ოდესღაც ერთიანი და განუყოფელი კერძო საკუთრების უფლების დაუსრულებელი შემცირება, შეკვეცა და შეკუმშვა, ხოლო მეორის შემთხვევაში კი, როგორც თავად მესაკუთრეების მიერ უფლებამოსილებების გადაჯგუფების ბუნებრივი და განუწყვეტელი პროცესი. ამ უკანასკნელით მიდგომით, ,,ერთიანი და განუყოფელი“ უფლება სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული იდეალური კონსტრუქცია, ხოლო რეალურ ცხოვრებაში კი, როგორც წარსულში, ისე ამჟამად, ცალკეული უფლებამოსილებები ერთმანეთს ყოველთვის სხვადასხვანაირად ერწყმოდნენ და შესაძლებელი იყო, რომ თითოეული მათგანი ცალკეული პირების კუთვნილება ყოფილიყო. საკუთრებითი უფლების ცალკეულ უფლებამოსილებებად დანაწევრება არა რაიმე არაბუნებრივ, არამედ ჩვეულებრივი მოვლენას წარმოადგენს და ამის საფუძველზე კერძო საკუთრების ეროზიაზე საუბარი ყოვლად გაუმართლებელია.

სინამდვილეში, რასაკვირველია, მიმდინარეობს, როგორც საკუთრებითი უფლების შეზღუდვის, ასევე მისი დანაწილების პროცესები. ერთსაც და მეორესაც ჩამოყალიბებულ საკუთრებით ურთიერთობებში დინამიური ელემენტი შემოაქვს, თუმცაღა მათ შორის არსებითი განსხვავებები არსებობს. პირველ რიგში, ცალკეული უფლებამოსილებების ,,გამოცალკავება“ თვით მესაკუთრეების ინიციატივით და ნებაყოფლობითი ურთიერგაცვლის სახით ხდება, მაშინ როდესაც შეზღუდვები, როგორც წესი სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი წესდება. მეორე, დაქუცმაცების პროცესი უბრალოდ უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემაში გამოიხატება, მაშინ როდესაც შეზღუდვები ატარებენ უარყოფით ხასიათს: სახელმწიფოს მიერ ავტომობილებით გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა თვით სახელმწიფოზეც ვრცელდება (მისი წარმომადგენლების სახით). სახელმწიფო კი არ ითვისებს რესურსის გარკვეული სახით გამოყენების უფლებამოსილებას, არამედ საერთოდ იღებს მას მიმოქცევის სფეროდან.

საკუთრებითი უფლებების ეკონომიკურ თეორიაში დიდი ყურადღება ექცევა, როგორც დიფერენციაციის, ისე უფლებების შეზღუდვის პროცესს. თუმცაღა მათი შეფასება სხვადასხვაგვარად ხდება: პირველი ფასდება, როგორც უდაოდ დადებითი მოვლენა; ხოლო მეორე კი, როგორც მრავალი უარყოფითი მოვლენის წყარო. სავარაუდოდ, აქაც ისევე, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, საკუთრებითი უფლებების თეორიაზე ძლიერი გავლენა ანგლოსაქსურმა სამართლებრივმა ტრადიციებმა იქონიეს.

3. საკუთრებითი უფლებების სპეციფიცირება/გაუფერულების პრობლემა

დასავლელი ეკონომისტების მიდგომით, საკუთრებითი უფლებების თეორიის ძირითადი მიზანი, ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემებს შორის ურთიერთქმედების ანალიზში მდგომარეობს. ეს ურთიერთზემოქმედება ყოველთვის ეკონომიკური აგენტების ინდივიდუალურ ქცევაში ისახება. ამის გამო არგუმენტაცია ჩვეულებრივ შემდეგი თანმიმდევრობით ყალიბდება: საკუთრებითი უფლებების განსაზღვრავენ, თუ რა ხარჯებს და შემოსავლებს უნდა ელოდნენ აგენტები თავიანთი ქმედებების შედეგად; საკუთრებითი უფლებების რესტრუქტურიზაცია ეკონომიკური სტიმულების სისტემაში ცვლილებებს იწვევს; ამ ცვლილებებზე ეკონომიკური აგენტები ქცევის შეცვლით პასუხობენ. ეს ლოგიკა, ანუ საკუთრებითი სტრუქტურიდან სტიმულების სისტემაზე გავლით ქცევით შედეგებზე გადასვლა, საკუთრებითი უფლებების სპეციფიკაციის პროცესების ანალიზში ნათლადაა გამოხატული.

საკუთრებითი უფლებების თეორია იმ საბაზისო წარმოდგენიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი გაცვლის აქტი წარმოადგენს უფლებამოსილებების ერთობლიობის გაცვლას: ,,ბაზარზე გარიგების დროს უფლებების ორი ნაკრების გაცვლა ხდება. უფლებები ჩვეულებრივ რაიმე ფიზიკურ საქონელს ან მომსახურებას უკავშირდება, თუმცა საქონლის ღირებულებას სწორედ რომ უფლებების ღირებულება განსაზღვრავს: საკითხები, რომლებიც უფლებების ერთობლიობის ფორმირების და კომპონენტების სტრუქტურას ეხება, როგორც წესი ეკონომისტების მიერ წამოწეულ საკითხებს წინ უსწრებენ. ეკონომისტები, როგორც წესი უფლებების ერთობლიობას მოცემულობად მიიჩნევენ და ცდილობენ ახსნან, თუ რა განაპირობებს გადასაცვლელი საქონლის ფასსა და რაოდენობას (31, გვ. 347).

იდეა, რომ გაცვლა უფლებების გარკვეული ნაკრების გაცვლას წარმოადგენს, ახალი არაა. გასულ საუკუნეში იგი ე. ბემ-ბავერკმა გამოთქვა (14. გვ.64). თუმცა ამის შემდეგ ეს მოსაზრება გარკვეულწილად მივიწყებულ იქნა. ამ განსაზღვრების მიხედვით საქონელი არამარტო ფიზიკური მახასიათებლების ერთობლიობა, არამედ აგრეთვე მასთან დაკავშირებული უფლებებისა და იურიდიული შეზღუდვების ერთობლიობაა. სწორედ ამიტომ საქონლის ღირებულება (და მისი ფულადი ფასი) ყველა აღნიშნული ფაქტორის ერთობლიობით განისაზღვრება. რაც უფრო ფართოა რესურსთან დაკავშირებული უფლებები, მით უფრო მეტია მისი სარგებელი. ასე მაგალითად, საკუთარი და განვადებით აღებული საგანი, მიუხედავად მათი ფიზიკური მსგავსებისა, მომხმარებლისთვის განსხვავებული ღირებულება აქვს. სახლს ღირებულება განსხვავებულია, თუკი მისი პატრონი უფლებამოსილია, რომ მის ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა აკრძალოს და მაშინ, როდესაც მას ამის შესაძლებლობა არა აქვს. აქედან გამომდინარეობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები იმ საქონლის გადაჯგუფებას ახდენს, რაც მეურნეობაში მოიპოვება. შესაბამისად, რესურსების მოცულობასა და საზოგადოების კეთილდღეობის დონეზე ზემოქმედებენ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური აგენტები გაცვლის დროს რასაკვირველია იმაზე უფრო მეტ უფლებამოსილებებს ვერ გადასცემენ, ვიდრე თვითონ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, მათი ქონებივი უფლებების გაფართოება ან შეზღუდვა ავტომატურად გაცვლის პირობებისა და მასშტაბების ცვლილებასაც იწვევს (ეკონომიკაში არსებული გარიგებების გაზრდას ან შემცირებას).

უფლებამოსილებების ჩამონათვალი, რომლითაც დასავლელი ეკონომისტები ქონებრივ უფლებებს განსაზღვრევენ, როგორც წესი ა. ონორეს ,,სრული განსაზღვრებაზე“ უფრო მოკლეა. თუმცა მიდგომა საკუთრების უფლებისადმი, როგორც უფლებამოსილებების ერთობლიობისადმი, პრინციპულად უცვლელი რჩება: ,,ს. პეიოვიჩის თვალსაზრისით, საკუთრებითი უფლება შემდეგი უფლებამოსილებებისგან შედგება: 1) ქონებით სარგებლობის უფლება (usus); 2) მისი ,,ნაყოფით“ სარგებლობის უფლება (usus fructus); 3) მისი ფორმისა და სუბსტანციის შეცვლის უფლება (abusus); 4) სხვა პირებზე მისი გადაცემის უფლება, ურთიერთ შეთანხმებულ ფასად. უკანასკნელი ორი უფლებამოსილება განსაზღვრავს მესაკუთრის უფლებას, საკუთარი ქონების ფასეულობა შეცვალოს და საკუთრებითიუფლებების ძირეულ ნაწილს წარმოადგენს“ (55, გვ.3).3 (ამასთან, მეოთხე პუნქტი გულისხმობს, როგორც ყველა, ასევე ცალკეული უფლებამოსილებების გადაცემის შესაძლებლობას).

ანალიზის ამოსავალ ფუნქტად დასავლელი თეორეტიკოსები ჩვეულებრივ კერძო საკუთრებას მოიაზრებენ. კერძო საკუთრებას ისინი მხოლოდ უფლებამოსილებების არითმეტიკულ ჯამად არ თვლიან. კერძო საკუთრება მათი განმარტებით ესაა რთული სტრუქტურა, რომლის სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტები ერთმანეთს ურთიერთგანაპირობებენ.

მათი ურთიერთკავშირის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზემოქმედებს რომელიმე უფლებამოსილების შეზღუდვა (მის საბოლოო გაუქმებამდეც კი) მესაკუთრის მიერ დანარჩენი უფლებამოსილებების განხორციელებაზე. მაგალითად, სარგებლობის განსაკუთრებული უფლება არ არის აუცილებელი, რომ თავის თავში საგნის გასხვისების შესაძლებლობას გულისხმობდეს. სამაგიეროდ, საგნის გასხვისების უფლება უცილობლად გულიხმობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებისა ან შემოსავლის მიღების გარკვეული განსაკუთრებული უფლება მაინც არსებობს (სხვა შემთხვევაში ნივთის მფლობელთან გაცვლაზე თანხმობას არავინ განაცხადებდა). რესურსიდან შემოსავლის მიღების უფლების მკაცრი შეზღუდვა (მაგალითად, ძალზედ მაღალი გადასახადის მეშვეობით) რესურსის მფლობელის მხრიდან მისი გამოყენებისადმი ყოველგვარი ინტერესის გაქრობას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, ის რესურსის გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას არანაირად აღარ დაიცავს, ანუ ისე მოიქცევა, თითქოს ეს უფლება არც ჰქონია (18, გვ.52).

დასავლელი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მაშინაც კი, როდესაც ყველა უფლებამოსილება ერთი პირის ხელშია თავმოყრილი, საკუთრების უფლებას შეიძლება განსაკუთრებული ეწოდოს, მაგრამ ეს არ იქნება ,,შეუზღუდავი” საკუთრება. ,,განსაკუთრებულობა“ ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ მას მხოლოდ კანონის ჩარჩოები ზღუდავს.

კერძო საკუთრების დამახასიათებელ ,,განსაკუთრებულობის“ მაღალ ხარისხს ორი ქმედითი შედეგი მოსდევს, რომელთაც დასავლეთის თეორეტიკოსები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და კერძო საკუთრების მხარდამჭერი სამართლებრივი რეჟიმის უპირატესობასაც უკავშირებენ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უსუს ფრუცტუს უფლების განსაკუთრებულობა განაპირობებს, რომ გაწეული საქმიანობის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მხოლოდ მესაკუთრეზე აისახება. სწორედ ამიტომ იგი მოწადინებულია, რომ ეს გარემოება, რაც შეიძლება სრულად იქნეს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური სტიმულია, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობას უზრუნველყოფს (იმ გაგებით, რომ დადებითი შედეგები უარყოფითს უნდა აჭარბებდეს), რაც თავის მხრივ ხელს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდას უწყობს: ,,რაც უფრო სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული საკუთრებითი უფლებები,... მით უფრო ახლო კავშირი არსებობს ინდივიდის კეთილდღეობასა და მისი საქმიანობის ეკონომიკურ (სოციალურ) შედეგებს შორის. ამდენად, აზრი ეძლევა იმ მოგებისა ან ზარალის გათვალისწინებას, რომელიც მის გადაწყვეტილებებს სხვა ინდივიდებისთვის მოაქვს“ (28, გვ.4).

მეორე რიგში, გასხვისების უფლების განსაკუთრებულობა ნიშნავს, რომ გაცვლის პროცესში საგანი გადაეცემა იმ ეკონომიკურ აგენტს, რომელიც მასში მაქსიმალურ ფასს გაიღებს (ანუ იმას ვისთვისაც იგი მაქსიმალურ ფასეულობას წარმოადგენს). ამით გზით რესურსების ეფექტიანი განაწილება მიიღწევა, ვინაიდან გაცვლის შედეგად რესურსები უფრო ნაყოფიერად მოიხმარება ვიდრე მანამდე და მათ ის პირები ეუფლებიან, ვინც მათ უფრო მეტად აფასებენ ვიდრე მათი წინამორბედები. დასავლელი ეკონომისტების მიერ კერძო მესაკუთრეობის სისტემის დაცვა სწორედ „ნაყოფიერების“ დასაბუთებას ეყრდნობა. შესაძლოა, საკუთრებითი უფლებების შინაარსის უფრო სრული განსაზღვრა, მათ მიერ ეკონომიკის ნაყოფიერი მოქმედების აუცილებელ პირობად მოიაზრება: ,,...რესურსთან თავისუფალი დაშვების შეზღუდვა საკუთრებითი უფლებების დაზუსტებას გულისხმობს“ (57, გვ.56). საკუთრებითი უფლებების დაზუსტება ხელს უწყობს სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას, ამცირებს გაურკვევლობებს და პიროვნებებს სრულ წარმოდგენას უქმნის იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდნენ მათ მიერ გაწეული საქმიანობისგან და თუ რისი მიღება შეიძლება სხვა ეკონომიკური აგენტებისგან. თუმცა, მიუხედევად იმისა, რომ ხშირად სწორედ ასე ხდება, საკუთრებითი უფლებების დაზუსტების აუცილებლობის გაიგივება განსაზღვრული ადამიანებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებასთან არასწორია. ასეთი ვიწრო განსაზღვრება აშკარად არაა საკმარისი. საკუთრებითი უფლებების განსაზღვრება თავის თავში გულისხმობს მინიმუმ სამ კითხვაზე პასუხის გაცემას: ,,ვინ?“, ,,რა?“, ,,რანაირად?“. აუცილებელია არამარტო საკუთრების სუბიექტის, არამედ მისი ობიექტის და აგრეთვე, სათანადო უფლებამოსილების მინიჭების გზის განსაზღვრაც.

სამყაროს ცალკეულ ობიქტებად დანაწევრების უსასრულოდ ბევრი გზა არსებობს. მაგალითად, ერთი ჰექტარის ფართობის მინდორი, რომელიც ორ ფერმერს ეკუთვნის, მათ შორის ორ ტოლ ნაწილად შეიძლება გაიყოს. თუმცა შესაძლებელია, რომ მინდორი პატარა (ერთი კვ. სანტიმეტრის ფართის) ნაწილებად დანაწევრდეს და მფლობელებს შორის ჭადრაკისებურად დანაწილდეს.

საკუთრებითი უფლებების დამტკიცების ხერხებიც არანაკლებად მრავალფეროვანია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ველური დასავლეთის ათვისების დროს, მიწის თავისუფალი ნაკვეთის დასაკავებლად საკმარისი იყო ადგილობრივ გაზეთში განცხადების მიცემა. თუმცა შემდგომში სახელმწიფომ უფრო მკაცრი მოთხოვნები შემოიღო: საკუთრებითი უფლების განსამტკიცებლად პრეტენდენტი ვალდებული იყო, რომ ნაკვეთზე გარკვეული რაოდენობის ხე დაერგო, რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად დაემუშავებინა იგი და ა.შ. (9). ნათელია, რომ საკუთრების ობიექტების განსაზღვრის და მასზე საკუთრებითი უფლებების მოპოვების სხვადასხვა გზა ტოლფასი არ არის და განსხვავებულ დანახარჟებს მოითხოვს. განსაზღვრებების არასრულყოფილება დასავლელი ეკონომისტების მიერ საკუთრებითი უფლებების ,,გაფერმკრთალებად“ მოიხსენიება. ამ მოვლენის არსი ასეთი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს ,,არავინ დათესავს, თუ მოსავალი სხვას ერგება“. წარმოსახვით ვითარებაში, სადაც მესაკუთრეთა უფლებამოსილებები სრულიად გაურკვეველია, შეუძლებელი გახდებოდა ყველანაირი საქმიანობა, რომელიც იმწამიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან არ არის დაკავშირებული, ანუ მაგალითად რესურსების დაზოგვა, მარაგების შექმნა, ინვესტირება და სხვ. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების სამეურნეო ცხოვრება პირველყოფილ დონემდე დაეცემოდა და მხოლოდ შეგროვებით და მოხმარებით შემოიფარგლებოდა.

საკუთრებითი უფლებების გაფერმკრთალება შეიძლება გამოწვეული იყოს ან იმით, რომ ისინი არასრულყოფილად განსაზღვრული და დაუცველნი არიან, ან იმიტომ, რომ მათზე სხვადასხვა შეზღუდვების და აკრძალვების გავრცელება შეიძლება (ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან): ,,...საკუთრებითი უფლებების გაფერმკრთალების ნებისმიერი მიზეზი გულისხმობს, რომ მესაკუთრის უფლება ქონების გარეგნული სახე, ადგილმდებარეობა ან შინაარსი შეცვალოს და ყველა თავისი უფლება მისაღებ ფასად გასცეს, შეზღუდულია“ (32, გვ.4). ვინაიდან ნებისმიერი სახის შეზღუდვები ზემოქმედებს ეკონომიკური აგენტის მოლოდინზე, ამცირებს რესურსის ფასეულობას და ცვლის გაცვლის პირობებს, საკუთრებითი უფლებების თეორეტიკოსები სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედებას იმთავითვე ეჭვით უყურებენ. ამასთან, ისინი ანსხვავებენ საკუთრებითი უფლებების დანაწევრებისა და გაფერმკრთალების პროცესებს. მათ თვალთახედვით, უფლებამოსილებების დანაწევრების ნებაყოფლობითი და ორმხრივი ხასიათი ეფექტურობის გარანტიას წარმოადგენს. უფლებამოსილებების დანაწევრების მთავარი შედეგად ის მიიჩნევა, რომ ეკონომიკური აგენტები ერთი განსაზღვრული უფლება-მოსილების აღსრულებაში (მაგალითად, რესურსის მართვის ან კაპიტალური ღირებულების განკარგვის) დახელოვნების საშუალებას იღებენ. საკუთრებითი უფლებების იმ შედარებითი უპირატესობების მიხედვით დანაწევრება, რომელიც სამეურნეო პროცესების ნებისმიერ წევრს საქმიანობის რომელიმე კონკრეტულ სახეში გააჩნია, ეკონომიკის ფუნქციონირების საერთო ეფექტიანობის დონის გაზრდის საშუალებას იძლევა.

ამისგან საპირისპიროდ, სახელმწიფოს მხრიდან საკუთრებითი უფლებების შეზღუდვების ცალმხრივი და იძულებითი ხასიათი ეფექტიანობის შენარჩუნების არანაირ გარანტიას არ იძლევა. სინამდვილეში, მსგავსი სახის აკრძალვები და შეზღუდვები ხშირად სრულიად განსაზღვრული ლობისტური ჯგუფების ინტერესების დაცვის მიზნით დგინდება. სწორედ აქედან გამომდინარეობს საკუთრებითი უფლებების თეორეტიკოსების სტანდარტული დასკვნა: თუ უფლება-მოსილებების ნებისმიერი სახის დანაწევრებას ხელს არაფერი არ უშლის, მაგრამ მიმდინარე მოწადინებულ მხარეებს შორის ნებაყოფლობით, ურთიერთმომგებიან ურთიერთობებში ეს არ შეიმჩნევა, ეს ნიშნავს, რომ უფლებამოსილებების ამგვარი გადანაწილება ეფექტიანობის კრიტერიუმს არ შეესაბამება (ვინაიდან მომგებიანი გარიგების ხელიდან გაშვება რაციონალურ ეკონომიკურ აგენტებს არ ახასიათებს). სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილებების გადანაწილება აკრძალვებისა და შეზღუდვების გზით საზოგადოების კეთილდღეობის დონეს მკვეთრად აცირებს. (მაგალითად, საკუთრებითი უფლებების თეორეტიკოსების მიერ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობა კომპანიების მართვაში მუშების თანამონაწილეობის უფლების შესახებ სწორედ ასე ფასდება (24)).

ამასთან ერთად, დასავლელი ეკონომისტები აღიარებენ, რომ რეალობაში საკუთრებითი უფლებების დანაწევრებისა და გაფერმკრთალების პროცესების დაშორიშორება შეუძლებელია: არ არსებობს გამოკვეთილი საზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან იმ უფლებრივ შეზღუდვებს მიჯნავს, რომლებიც ცალკეული ადამიანების გარიგებით წარმოიქმნა და შეზღუდვებს, რომლებიც სასამართლოების განმგებლობას განეკუთვნება ან სახელმწიფოს მიერ დგინდება, წერს ს. ჩენი (17, გვ.50).

გარდა ამისა, საკუთრებითი უფლებების გაფერმკრთალკების პრობლემის ეკონომიკური ანალიზი ნებისმიერ ფასად ყველა რესურსზე ყველა უფლებამოსილების განსაზღვრის აუცილებლობლობას არ გულისხმობს (რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია). ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით საკუთრებითი უფლებების ზედმიწევნით განსაზღვრას მხოლოდ იქამდე აქვს აზრი, სანამ განსაზღვრის გაგრძელებაზე გასაწევი ხარჯების ოდენობა შესაძლო სარგებელს არ გადააჭარბებს. ამიტომ რესურსების იმგვარი ჯგუფების არსებობა, რომელთა მიმართაც საკუთრებრივი უფლებამოსილებები მკვეთრად განსაზღვრული და გამიჯნული არ არის, ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველა ეკონომიკური წყობილების პირობებში შეიმჩნევა, თუმცა მისი შემადგენლობა მუდმივად ცვალებადია.

საკუთრებითი უფლებების განსაზღვრის პრობლემა დასავლელი ეკონომისტების შრომებში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს (ს. პეიოვიჩისა და ზ. ფიურუბოტნის სიტყვების მიხედვით იგი ფირმის თეორიის ბირთვს წარმოადგენს (32, გვ.47)), ვინაიდან საკუთრებასა და საწარმოს ეკონომიკურ ორგანიზაციას შორის ფარული უკუკავშირები სწორედ მისი მეშვეობით იხსნება. საკუთრებითი უფლებების თეორიის მიხედვით, ამ უფლებების შინაარსი და გადანაწილება ზეგავლენას რესურსების გადაადგილებაზე, მოცულობაზე, გაცვლის მოცულობასა და პირობებზე, შემოსავლის განაწილებასა და დონეზე, ფასწარმოქმნის პროცესებზე ახდენს. ,,ქოუზის თეორია“ სწორედ ამის საგნობრივ დასაბუთებას ეძღვნება.

4. ქოუზის თეორია

რონალდ ქოუზის სტატია ,,საზოგადოებრივი დანახარჯების თეორია“ 1960 წელს გამოქვეყნდა. მისი გამოქვეყნების დრომ, ძირითადი დასკვნის პარადოქსულობამ, მტკიცებულებებში დიდი რაოდენობით შავი ლაქების არსებობამ, რომლებიც თავის მხრივ განმარტების უამრავ ვარიანტს წარმოშობდა, გამოხმაურებების დიდი ტალღა გამოიწვია.

ქოუზის სტატია გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად ნაშრომად ეკონომიკის სფეროში: 1966-1970 წლებში ეს სტატია 80-ჯერ იქნა დამოწმებული, 1971-1975 წლებში - 286-ჯერ, ხოლო 1978-1980 წლებში - 331-ამჟამად, ქოუზის თეორემა დასავლეთის ომისშემდგომი ეკონომიკური აზრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად არის აღიარებული.4

ქოუზის თეორემა ეგრეთწოდებულ ,,გარეგან“ ეფექტებს ეძღვნება. ასე იწოდება ნებისმიერი საქმიანობის თანმდევი შედეგები, რომლებითაც არა თავად მომქმედი პიროვნება, არამედ მესამე პირები სარგებლობენ. კერძოდ, გარეგანი ეფექტის მაგალითად საკუთრებითი უფლებების ,,სრული განსაზღვრების“ ზემოთმოყვანილი ჩამონათვლიდან მეცხრე უფლებამოსილების (მავნე გამოყენების აკრძალვა) დარღვევის შემთხვევა გამოდგება. გარეგნული ეფექტების არსებობა საკუთრებითი უფლებების განსაკუთრებულობის ხარისხს ზღუდავს.

ამის კლასიკური მაგალითი თვითმფრინავების მიერ გამოწვეული ხმაურია, რომელიც აეროდრომის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, ან ფაბრიკის გამონაბოლქვი, რომელიც მიმდებარე ფერმებს აბინძურებს. მსგავსი ვითარება მაშინ იქმნება, როდესაც ცალკეული პირები გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ქმედებების შედეგების სხვებზე გავლენის შესაძლებლობებს არ ითვალისწინებენ. ისინი, ან იმ ზიანის ან იმ სარგებელს ვერ ითვალისწინებენ, რომელსაც სხვები მიიღებენ. ამ დროს წარმოიქმნება განსხვავებები ან სოციალურ და კერძო დანახარჯებს შორის (სადაც სოციალური დანახარჯები კერძო და გარეგანი ეფექტებით გამოწვეულ დანახარჯების ჯამს უტოლდება) ან კერძო და სოციალურ სარგებელს შორის (სადაც სოციალური დანახარჯები კერძო და გარეგანი ეფექტებით გამოწვეულ სარგებლის ჯამს უტოლდება). ვინაიდან ნებისმიერი პიროვნება საკუთარ გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი სარგებლისა და დანახარჯების შეფარდებითი შეფასებით ხელმძღვანელობს, ეს ან უარყოფითი გარეგანი ეფექტების მქონე დოვლათის ჭარბწარმოებას, ან დადებითი გარეგანი ეფექტების მქონე დოვლათის წარმოების დანაკლისს იწვევს. საზოგადოების თვალსაზრისით, რესურსების გადანაწილება არაეფექტიანი ხდება: ,,როგორც წესი საქმიანობების მასშტაბი სოციალური ოპტიმუმის მისაღწევად ან არასაკამრისია, ან ბევრად დიდი“.

შემთხვევებს, როდესაც კერძო და სოციალურ დანახარჯებსა ან სარგებელს შორის შეფარდება ერთმანეთისაგან განსხვავდება ა. პიგუ ,,ბაზრის ჩავარდნად“ მოიხსენიებდა. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის თეორიულ მიზეზად სწორედ ასეთი ,,ჩავარდნების“ მოყვანა ხდებოდა. პიგუს რეკომენდაციები ცალსახა იყო: აუცილებელია კერძო დანახარჯებისა ან სარგებლის სოციალურთან მიახლოება, როგორც დაბეგვრით (უარყოფითი გარეგანი ეფექტებისას), ისე სუბსიდიებით (დადებითი გარეგანი ეფექტებისას).

გარეგანი ეფექტების გასაბათილებლად სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ პიგუს დასკვნა რ. ქოუზმა უარყო. მის მიერ შემოთავაზებული თეორემიდან გამომდინარეობდა, რომ გარეგანი ეფექტების პრობლემას, გარკევულ პირობებში, ბაზარი თვითონ აწესრიგებს. ამიტომ რესურსების ოპტიმალური გადაადგილება შესაძლო ხარვეზები თავისთავად სწორდება. ქოუზის თეორემა ამტკიცებს: ,,თუ საკუთრებითი უფლებები ცალსახად განსაზღვრულია და ტრანსაქციური დანახარჯები ნულს უტოლდება, მაშინ რესურსების გადაადგილება (წარმოების სტრუქტურა) უცვლელი დარჩება მიუხედავად იმისა, თუ როგორაა დანაწილებული ეს უფლებები, თუკი შემოსავლის ეფექტს ყურადღება არ მიექცევა“. ამგვარად ქოუზის თეორემა პარადოქსულ მტკიცებულებას გვთავაზობს: ,,ეფექტიანობა და რესურსების გადანაწილება საკუთრებითი უფლებების განაწილებისგან დამოუკიდებელია (ანუ წარმოების სტრუქტურა არ იცვლება იმის მიუხედავათ თუ ვინ რომელ რესურსს ფლობს). თეორემა ორ შემთხვევაში სრულდება: სრულად განსაზღვრული საკუთრებითი უფლებებისა და ნულოვანი ტრანსაქციური დანახარჯების შემთხვევაში, რაშიც ინფორმაციის მოძიებასთან, მოლაპარაკებების წარმოებასთან, კონტრაქტების გაფორმებასთან, მათ იურიდიულ დაცვასთან და ა. შ. დაკავშირებული დანახარჯები იგულისხმება.5

ქოუზის თეორემის ლოგიკის გაგება შემდეგი მაგალითით შეიძლება (მსგავს არითმეტიკულ მაგალითებს საკუთარი თეორემის დასამტკიცებლად თავად რ. ქოუზი იყენებდა). დავუშვათ, რომ ერთმანეთის მეზობლად მიწათმოქმედის ფერმა და მესაქონლის რანჩო მდებარეობს, იმავდროულად რანჩოს მეპატრონის საქონელი ფერმერის მიდვრებით მუდმივად სარგებლობს. თუ რანჩოს მეპატრონე მისი საქონლის მიერ მიყენებულ ზიანზე კანონის მიხედვით პასუხს არ აგებს, მაშინ საკუთარი საქონლის სულადობის განსაზღვრისას ის იმ ზიანს არ გაითვალისწინებს, რომლიც შესაძლოა ფერმას ნახირმა მიაყენოს. (ანუ ,,საქონლის გამოზრდის სოციალური დანახარჯები“ მას სრულად არ დაეკისრება). მაგრამ თუ სახელმწიფო მას საფასურის გადახდას მოსთხოვს, რომელიც მიყენებულ ზიანს გაუტოლდება, მაშინ მას უკვე სტიმული გაუჩნდება, რომ თავისი ქმედებებით გამოწვეული ყველა შედეგი გაითვალისწინოს; გარეგანი ეფექტები მისთვის შინაგანად გადაიქცევა.

თუმცა ქოუზის თეორემის მიხედვით სიტუაცია სხვაგვარად ფასდება თუკი კანონი ხელს უწყობს, რომ ფერმერი და რანჩოს მეპატრონე ერთმანეთს საძოვრების გამოყენებასთან დაკავშირებით ნებაყოფლობით გაურიგდნენ, მაშინ რანჩოს მეპატრონის მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ არ დგება. დავუშვათ, რომ ფერმერი თავის მინდვრებზე 10 ცენტნერ ხორბალს იღებს, ხოლო რანჩოს მეპატრონის ნახირი 10 ძროხისგან შედგება.

კიდევ ერთი ძროხის გამოზრდა მენახირეს 50 დოლარი დაუჟდება, ხოლო მისი საბაზრო ფასი 100 დოლარია. ფერმერის მაქსიმალური ზარალი ჯოგის ერთი ძროხით გაზრდის შემთხვევაში შეადგენს 1 ცენტნერ ხორბალს, ან ფულად გამოხატულებაში 80 დოლარს (20 დოლარი პირდაპირი ხარჯები და 60 დოლარი მიუღებელი მოგება).

ეს შემთხვევა აშკარად გარეგან ეფექტს მოიცავს: სოციალური დანახარჯები 130 დოლარს უტოლდება (50 + 80), ერთი ძროხის გამოზრდით მიღებული სოციალური მოგება კი, დამატებით 100 დოლარია. ნათელია, რომ რესურსების ამგვარი გადანაწილება არაეფექტიანია. მაგრამ თუ რანჩოს მეპატრონემ ფერმერს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მაშინ მისი პირადი მოგებისა და ზარალის აწონდაწონის შემდეგ (გამოზრდის ფასი პლუს კომპენსაცია), ის უარს იტყვის, რომ ჯოგი ერთი ძროხით გაზარდოს.6 დანახარჯებსა და სარგებელს შორის კერძო ურთიერთდამოკიდებულება სოციალურს ემთხვევა და რესურსების გადანაწილება ეფექტური ხდება.

თუმცაღა, როგორც რ. ქოუზმა აჩვენა სიტუაცია აბსოლუტურად სიმეტრიული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ რანჩოს მეპატრონე ვალდებული არ იქნება, რომ ზიანი აანაზღაუროს. ასეთ შემთხვევაში, ფერმის მეპატრონე რანჩოს მეპატრონეს კიდევ ერთი ძროხის დამატებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ,,გამოსასყიდს“ შესთავაზებს. ამ გამოსასყიდის ოდენობა შესაძლოა 50 დოლარიდან (რანჩოს მეპატრონის მოგება კიდევ ერთი ძროხის დამატების შემთხვევაში) 60 დოლარამდე (ფერმერის მოგება ხორბლის მეათე ცენტნერის გაყიდვიდან) მერყეობს. ამ გარიგებაზე უარის თქმა ეკონომიკური აგენტების მხრიდან კეთილდღეობის ზრდის პრინციპს შეეწინააღმდეგება. შედეგი იგივე რჩება იმისდამიუხედავად აქვს თუ არა ფერმერს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება რანჩოს მეპატრონისგან ან რანჩოს მეპატრონეს აქვს თუ არა უფლება, რომ ნახირი ფერმერის მინდვრებზე საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აძოვოს. მართლაცდა წარმოების სტრუქტურა ორივე შემთხვევაში ერთნაირი რჩება: 10 ცენტნერი ხორბალი და 10 ძროხა.

რესურსები იმ სფეროების მიხედვით გადანაწილდება, სადაც მაქსიმალურ შედეგს იძლევა. პირველ შემთხვევაში ფერმერი ფლობს ვეტოს უფლებას რანჩოს მეპატრონის მიერ მისი მინდვრების გამოყენებაზე, მეორე შემთხვევაში კი რანჩოს მეპატრონეს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს ფერმერის მინდვრები. ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრებითი უფლებები გადაეცემა იმ მხარეს, რომლისთვისაც ის მეტ ფასეულობას წარმოადგენს. თუ არსებობს კანონიერი საშუალება, რომ გარიგება შედეგეს, მაშინ ყველა გარეგანი ეფექტი შინაგან ფაქტორად გარდაიქმენება, მიუხედავად იმისა, თუ როგორაა გადანაწილებული უფლებამოსილებები მონაწილეებს შორის: ,,თუ ყველა უფლება მკაცრად ჩამოყალიბებული და განსაზღვრული იქნებოდა, თუ ტრანსაქციური დანახარჯები ნულის ტოლი იქნებოდა და თუ ხალხი ნებაყოფლობით დათანხმდებოდა თავისუფალი გაცვლის წესებზე, მაშინ გარეგანი ეფექტები არ იარსებებდა“. ასეთ შემთხვევაში ,,ბაზრის ჩავარდნებს“ ადგილი არ ექნებოდა. ნებაყოფლობით გარიგებებს შეუძლიათ, რომ კერძო და სოციალურ დანახარჯებსა ან სარგებელს შორის განსხვავებები აღმოფხვრან. ამგვარად, სახელმწიფოს საბაზრო პროცესების კორექტირების მიზნით ჩარევის არანაირი მიზეზი აღარ რჩება. მას პირვანდელი მოვალეობა ეკისრება: იგი მოწოდებულია მკაფიოდ განსაზღვროს და დაიცვას გარიგების წევრების საკუთრებითი უფლებები.

ქოუზის თეორემიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობდა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ გარეგან ეფექტებს არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი ხასიათი აქვთ. ფაბრიკის გამონაბოლქვი ზიანს ახლომდებარე ფერმებს აყენებს, მაგრამ ჰაერის დაბინძურების აკრძალვა ფაბრიკის მეპატრონეს დააზარალებს: ,,სოციალური დანახარჯები ორმხრივია. როდესაც A აყენებს ზიანს B-ს საკითხი არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, თუ როგორ შევზღუდოთ A, ვინაიდან B-სთვის ზიანის გაუვნებელყოფა უკვე A-ს აზარალებს. სწორედ ამიტომ, საკითხის სწორი გადაწყვეტა შემდეგში იქნებოდა: დავუშვათ თუ არა, რომ A-მ B-ს ზიანი მიაყენოს, თუ ნება დავრთოთ B-ს, რომ A დააზარალოს? მიზანი რასაკვირველია უფრო მეტი ზიანის თავიდან აცილებაა“ (17, გვ.14) ამგვარად, საკითხის იურიდიული თვალსაზრისით განხილვა, რომელიც მიზეზობრივ კავშირს იკვლევს (ვინ ჩაიდინა ქმედება?) არ უნდა გაიგივდეს საკითხის ეკონომიკურ გააზრებასთან, რაც ეფექტურობას ეხება (საზოგადოებრივი თვალსაზრისით პასუხისგებლობის როგორი განაწილება შეამცირებს დანახარჯებს?).

მეორე დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ქოუზის თეორემა საკუთრებითი უფლებების ეკონომიკურ არსს ხსნის. საკუთრებითი უფლებები იმდენად მკაფიოდ განისაზღვრება, რომ ყოველი მეურნის საქმიანობის შედეგები მას და მხოლოდ მას ეხება და ყველა გარეგანი ეფექტს შინაგანად გარდაქმნის: ,,საკუთრებითი უფლებების მთავარი დანიშნულება გარეგანი ეფექტების შინაგან ეფექტებად გარდაქმნის ხელშეწყობაა. - აღნიშნავს გ. დემსეცი. - სოციალურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დანახარჟები ან სარგებელი შესაძლო გარეგან ეფექტებს წარმოადგენს“ (31, გვ. 348).

საბოლოო ჯამში გარეგანი ეფექტების მიზეზს არასათანადოდ განსაზღვრული ან საერთოდ განუსაზღვრელი საკუთრებითი უფლებები წარმოადგენს. შემთხვევითი არაა, რომ გარეგან ეფექტებთან დაკავშირებული კონფლიქტების ძირითად მიზეზებს ისეთი რესურსები წარმოადგენენ, რომლებიც შეუზღუდავი კატეგორიიდან შეზღუდულ კატეგორიაში გადაინაცვლებენ (წყალი, ჰაერი) და რომლებზეც მანამდე საკუთრებითი უფლებები არ ვრცელდებოდა. უფლებების წინასწარი დანაწილების გარეშე მათ გადაცემასა ან წილობრივ გადახალისებაზე გარიგებების დადება შეუძლებელია. საკუთრებითი უფლებების მინიჭების შესახებ მკაფიო გადაწყვეტილება, ხშირად სრულიად საკმარისია გარეგანი ეფექტების გასაქრობად. ამიტომ საკუთრებითი უფელებების ზუსტი განსაზღვრა გარეშე წინააღმდეგობების დაძლევასა და ამასთან დაკავშირებულ რესურსების გადანაწილების არასრულყოფილებას აწესრიგებს.

მესამე, ქოუზის თეორემა ჩავარდნებთან დაკავშირებით ბაზრის მიმართ ბრალდებებს უარყოფდა. თეორემის მიხედვით ერთადერთი ვინც საგანგებო ვითარებაში ,,ჩავარდნას“ განიცდიდა, თავად სახელმწიფო იყო. ქოუზის თეორემის მიხედვით გარეგანი ეფექტების დაძლევის გზას ახალი საკუთრებითი უფლებების შექმნა წარმოადგენს იმ სფეროებში, სადაც ისინი ჯერ კიდევ არ არსებობენ. უფრო მეტიც, ხშირად გარეგანი ეფექტები თვით სახელმწიფოს საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება, როდესაც იგი ბარიერებს ქმნის და ნებაყოფლობითი გარიგებების დადებას აფერხებს, რაც ამ გარეგანი ეფექტების შინაგანად გარდაქმნას შეუწყობდა ხელს.

თუმცა, აქედან სრულებითაც არ გამომდინარეობს, რომ თითქოს შესაძლებელი და საჭიროა საკუთრებით ურთიერთობებში ნაკლებად განსაზღვრული ყველა უფლების დაზუსტება. ზოგჯერ ეს ტექნიკურადაა შეუძლებელი, ხოლო ზოგჯერ ეკონომიკურადაა გაუმართლებელი. ყოველივე ამის მიუხედავად დასავლელი ეკონომისტები ხაზსუსვავენ, რომ ტექნიკური და ორგანიზაციული პროცესები მუდმივად განაპირობებენ გარეგან ეფექტებთან დაკავშირებული დანახარჯებს ,,შინაგან” დანახარჯებად გადაქცევის ახალი ხერხებისა და საშუალებების წარმოქმნას. ასე მაგალითად, საკაბელო ტელევიზიის გაჩენამ ხელი შეუწყო ტელეკომპანიების უფლებების დაცვას მათ მიერ შექმნილ ტელეპროგრამებზე. თუმცა საპირისპირო მსჯელობაც მართებულია: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი განუწყვეტლივ წარმოშობს ახალ გარეგან ეფექტებს. ყოველი ახალი რესურსის აღმოჩენა ან ახალი პროდუქტის შექმნა ახალი გარეგანი ეფექტების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს.

მეოთხე, ქოუზის თეორემა ბაზრის და კერძო საკუთრებითი მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებას თითქოს ყირაზე აყენებდა. კაპიტალისტურ ქვეყნებში გარემოს განადგურების მაგალითები ჩვეულებრივ კერძო საკუთრების ბოროტად გამოყენების ნიმუშად განიხილება. ქოუზის თეორემა კი ყველაფერს უკუღმა აყენებს: ,,მიუხედავად ზოგიერთი გავრცელებული შეხედულებისა, - წერენ ა. ალჩიანი და გ. დემსეცი, - შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ კერძო უფლებები საზოგადოებისთვის სასარგებლო შეიძლება ზუსტად იმიტომ აღმოჩნდეს, რომ ისინი ინდივიდებში სოციალური დანახარჯების გათვალისწინების სურვილს აღვიძებენ“ (7, გვ. 24).7 აქედან გამომდინარე, გარეგან ეფექტებს კერძო მესაკუთრების არა ზედმეტი, არამედ არასაკმარისი განვითარება წარმოშობს: ,,საკუთრებითი უფლებების თეორიის თვალსაზრისით ეს სხვა არაფერია თუ არა საკუთრებითი უფლებები, რომლებიც არც განსაზღვრულია და არც იყიდება. მაშინ როდესაც პიგუსეული ტრადიცია გარეგან ეფექტებს “ბაზრის ჩავარდნებად“ განიხილავს, რაც სახელმწიფოს ჩარევას საჭიროებს, საკუთრებითი ურთიერთობების თეორეტიკოსები საპირისპირო გადაწყვეტას ანიჭებენ უპირატესობას: საკუთრებითი უფლებების კიდევ უფრო გაფართოებას და განსაზღვრას“ (53, გვ. 186).8

თუმცაა საკუთრებითი უფლებების თეორეტიკოსების აღნიშნული რჩევა ლოგიკის თვალსაზრისით არც თუ ისე უნაკლოა. გარეგანი ეფექტების საკითხი შეიძლება უფლებრივი სუბიექტების გამსხვილებითაც გადაწყდეს და მითვისების ობიექტების დანაწევრებითაც. ქოუზის მიერ მოყვანილ მაგალითში, გარეგანი ეფექტების ,,შინაგან“ ეფექტებად გარდაქმნა შეიძლება მოხერდეს არამარტო ფერმერისთვის ან რანჩოს მეპატრონისთვის საგანგებო უფლების გადაცემით, არამედ მათი საწარმოების შერწყმით, ვერტიკალური ინტეგრაციით და ერთი საწარმოს წარმოქმნით. ზოგიერთ შემთხვევაში გარეგანი ეფექტების შინაგანად გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უფლებამოსილება მთლიანად საზოგადოებას ეკუთვნის. ის თუ გარდაქმნის რომელი გზაა უფრო ეფექტური, ყოველი ცალკეული ვითარების შეფასებით უნდა გადაწყდეს.

ქოუზის თეორემამ კრიტიკის და უარყოფების დიდი ნაკადი გამოიწვია. კრიტიკა ძირითადად შემოსავლის ეფექტთან იყო დაკავშირებული. ფერმერის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის შეაფასება განსხვავებული იქნება და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება სამართლებრივი პასუხისგებლობა მასა და რანჩოს მეპატრონეს შორის. ეს იმით აიხსნება, რომ ფერმერის სიმდიდრის (შემოსავლის) დონე ერთ შემთხვევაში მეტი აღმოჩნდება ვიდრე მეორეში. უფლებამოსილებების გადანაწილების ალტერნატიული ვარიანტების პირობებში ფერმერი ზღვრულ ზიანს სხვადასხვაგვარად შეაფასებს, რაზეც შეიძლება ვიმსჟელოთ მის მიერ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ: ,,რამდენს გადაიხდით ბალახის ჭარბი ძოვით ნიადაგისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად? რამდენი უნდა გადაგიხადონ, რომ ბალახის ძოვის განუსაზღვრელი ნება დართოთ?“. პასუხად დასახელებულ თანხებში განსხვავება შეიძლება იმხელა აღმოჩნდეს, რომ უფლებამოსილებების გადანაწილების ერთ შემთხვევაში ფერმერი მეზობლის ნახირის გამოკვებას დათანხმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში ამას არ დაუშვებს. აქედან გამომდინარე, წარმოების სტრუქტურა უფლებების გადანაწილების ცვლილებასთან ერთად შეიცვლება.

ამასთან ერთად, ფერმერის სამომხმარებლო არჩევანი შეიძლება რანჩოს მეპატრონის არჩევანისგან საკმაოდ განსხვავდებოდეს. ასეთ პირობებში შემოსავლის გადანაწილება, რომელიც უფლებამოსილებების გადანაწილებას მოჰყვება, ერთიანი საწარმოო პროცესის, ანუ წარმოების სტრუქტურის ცვლილებას გამოიწვევს. ინვარიანტულობის მოთხოვნა ირღვევა. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინების მიზნით იქნა ქოუზის თეორემის ფორმულირებაში შეტანილი ჩასწორება შემოსავლის ეფექტის შესახებ.

კრიტიკის მეორე ნაკადი თამაშების თეორიას ეფუძნებოდა. ამ მიდგომით, თამაშში, სადაც ორი მონაწილეა და ჯამი კი ნულის ტოლია, წონასწორობა არაოპტიმალურ წერტილშიც მიიღწევა (,,ტუსაღის დილემა“). გარდა ამისა სტრატეგიული ქცევის საშიშროებაც არსებობს: რანჩოს მეპატრონემ შეიძლება საქონლის სულადობა განზრახ გაზარდოს, რათა ფერმერს უფრო დიდი ,,გამოსასყიდი“ მოსთხოვოს. რა შედეგებს გვაძლევს ქოუზის თეორემის ანალიზი თამაშების თეორიის აპარატის გამოყენებით? კოოპერატიული თამაშების პირობებში ქოუზის თეორემა იგივეობის ხასიათს იღებს და განმარტების შესაბამისად სრულდება. არაკოოპერატიული თამაშების პირობებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პასუხი კითხვაზე: გულისხმობს თუ არა ორივე მხარის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულყოფილებას ის, რომ ტრანსაქციური დანახარჯები ნულის ტოლია? ქოუზის თეორემა ძალაში რჩება პირველ შემთხვევაში და ვეღარ მუშაობს მეორეში. ასიმეტრიულ სიტუაციაში, როდესაც ერთ მხარეს გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია, ხოლო მეორეს კი არასრულყოფილი, შედეგები შეიძლება არაერთგვაროვანი აღმოჩნდეს. თეორემა სრულდება, თუ ზუსტადაა ცნობილი გარეგანი ეფექტების მიერ გამოწვეული შესაძლო ზარალი და არ სრულდება, როდესაც უცნობია თუ რას ამჯობინებს მეორე მხარე (60).

ქოუზის თეორემა ექსპერიმენტულადაც შემოწმდა. ექსპერიმენტებმა უჩვენა, რომ იგი აღარ მუშაობს თუ გარიგების მონაწილეთა რაოდენობა ორს აღემატება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამი მონაწილის შემთხვევაშიც შედეგების 80-90 პროცენტი ოპტიმალური იყო (38).

და ბოლოს, ქოუზის თეორემას შეიძლება ბრალი არარეალურობაში დავდოთ. ო. ზერბემ სამყაროს, სადაც ტრანსაქციური დანახარჟები ნულის ტოლია ,,თითქმის მისტიური“ უწოდა (70, გვ.85). რეალურ ეკონომიკაში გარკვეული საკუთრებითი უფლებები ყოველთვის არასაკმარისადაა განსაზღვრული, ხოლო ტრანსაქციური დანახარჟები ნულის ტოლი არასოდეს არაა.

თუმცა საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქოუზის თეორემის მთავარი იდეის გაუაზრებელობას ნიშნავს. მის მიზანს კი ტრანსაქციური დანახარჯების მნიშვნელობის დამტკიცება წარმოადგენს. ფაქტიურად, ქოუზის თეორემა წყვეტს პოლიტიკური ეკონომიის ერთერთ ,,უძველეს“ პრობლემას: არსებობს თუ არა პირობები, როდესაც წარმოებისა და ეფექტიანობის კანონები არ არის დამოკიდებული განაწილებაზე და თუ არსებობს, როგორია ისინი? ქოუზის თეორემა პასუხობს, რომ საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და შემოსავლის განაწილების პროცესების ავტონომიურობობის მისაღწევად ტრანსაქციური დანახარჯები ნულს უნდა უტოლდებოდეს. საკუთრებითი ურთიერთობები ზეგავლენის წარმოების პროცესზე გავლენას დადებითი ტრანსაქციური დანახარჯების პირობებში ახდენს.

ამიტომ რეალურ სამყაროში საწარმოო და საკუთრებითი ურთიერთობები ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია, ვინაიდან ტრანსაქციური დანახარჯები ნულს არასოდეს უტოლდება. სწორედ ეს გარემოება მათ საკუთრებითი ურთიერთობების თეორიის საკვანძო თემად ხდის.

________________________

1 განსაკუთრებული შემთხვევის სახით შეიძლება გამოიყოს სიტუაცია, როდესაც რესურსების გამოყენების უფლება არ აქვს არცერთ საზოგადოების წევრს ან მათ კოალიციას.

2 ამ უფლებას ლ. ბეკერი ყველაზე უფრო ფუნდამენტალურად მიიჩნევს. ყველა დანარჩენი ელემენტი მისი აზრით, მხოლოდ ამ ძირითადი უფლების დაცვის, გაფართოების, შეზღუდვის ან განვითარების მაგალითებს წარმოადგენს.

3 ფაქტიურად ეს ფლობის, გამოყენების, მითვისებისა და განკარგვის უფლებების კლასიკური ერთობლიობაა. მსგავსი ჩამონათვალი შეიძლება სტანდარტულად ჩაითვალოს საკუთრების უფლებების თეორეტიკოსების შემთხვევაში. მაგალითად ს. ჩენის კლასიფიკაცია: ,,ქონება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კერძო საკუთრებაში, როდესაც არსებობს ფლობასთან დაკავშირებული სამი მახასიათებელი ნიშან-თვისება. პირველ რიგში, გამოყენების ექსკლუზიური უფლება (ან გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების), რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სხვებისთვის გამოყენების შეზღუდვის უფლება. მეორე, ფლობით გამოწვეული შემოსავლის მიღების უფლება. და მესამე, სრული უფლება გადაცემაზე ან გასხვისებაზე, რაც მოიცავს კონტრაქტების დადების და აგრეთვე მათი ფორმის არჩევის უფლებას. უფლებების მოყვანილი სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს კერძო საკუთრებას რაღათქმაუნდა იდეალიზაციას წარმოადგენს და განკუთვნილია თეორიული ანალიზისათვის; პრაქტიკაში კი უფლებების განსაკუთრებულობა და გასხვისებადობა ხარისხობრივ საკითხებს წარმოადგენს” (18, გვ.51).

4 ჯ. სტიგლერი იხსენებს, რომ რ. ქოუზის სტატიის პუბლიკაციამდე ჩიკაგოს უნივერსიტეტში ორგანიზებულ იქნა სპეციალური სემინარი, რომელშიც ორი ათეული წამყვანი თეორეტიკოსი იღებდა მონაწილეობას მ. ფრიდმანის თაოსნობით. განხილვამდე ქოუზის თეორემას 1 ხმა ერგო, ხოლო წინააღმდეგ 20-მა მისცა ხმა. განხილვის შემდეგ ყველა ხმა ქოუზის მხარეს აღმოჩნდა (42).

5 შედარების მიზნით მოვიყვანოთ ქოუზის თეორემის უფრო დეტალური ფორმულირება: ,,თუ წარმოვიდგენთ, რომ გარიგების მონაწილეები რაციონალურები არიან, ერთმანეთის მოთხოვნილებებზე სწორი წარმოდგენები გააჩნიათ; რომ გარიგების დადება ხარჯების გაწევას არ მოითხოვს; რომ სახელმწიფო დადებული გარიგების დაცვას დაიწყებს; რომ მოლაპარაკებების შედეგი მათ შედარებით სიმდიდრეზე არაა დამოკიდებული (შემოსავლების ეფექტი არ არსებობს), მაშინ იმას მნიშვნელობა არ ექნება, თუ როგორ გაანაწილებს სახელმწიფო მათ შორის საკუთრების უფლებებს; რა თქმა უნდა იმ პირობით, თუკი ასეთი უფლებები გაყოფადია და ექვემდებარება გაცვლას“. (25, გვ. 93).

6 მნიშვნელოვანი განსხვავება მიდგომებში: პიგუს მიხედვით კომპენსაციას მიიღებს სახელმწიფო (გადასახადის სახით), ქოუზის მიხედვით კი ფერმერი.

7 რ. ქოუზი, რაღა თქმა უნდა, არ უარყოფდა, რომ მაღალი ტრანსაქციური დანახარჯების პირობებში ბაზარი რესურსების ეფექტურ ალოკაციას ვერ უზრუნველყოფს, არსებული გადახრების კორექცია კი პრინციპში პიგუს სქემის მეშვეობით იყო შესაძლებელი. მაგრამ ეს არაა საკმარისი, რათა გარეგანი ეფექტების გასანეიტრალებლად სახელმწიფო რეგულირება ქმედით მექანიზმად ჩაითვალს. საჭიროა დავამტკიცოთ, რომ სახელმწიფოს ჩარევაზე გაწეული დანახარჯები (მათ შორის ჩარევით გაჩენილი დამატებითი ექსტერნალიები) უფრო ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე ბაზრის ,,ჩავარდნებით“ გამოწვეული ხარჯები. ქოუზის მიხედვით უმნიშვნელო ტრანსაქციური ხარჯების შემთხვევაში სახელმწიფო რეგულირება ზედმეტობაა, ხოლო მაღალი ხარჟების შემთხვევაში კი საკმაოდ საეჭვო.

8 რ. ქოუზის იდეებს უკავშირდება ა.შ.შ-ს ეკოლოგიური პოლიტიკის ორიენტაციის შეცვლის მცდელობები.

9 საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი

▲ზევით დაბრუნება


0x08 graphic

ჯეიმს . ბიუქენენი (1919 -)

ეკონომიკაში ნობელის პრიზის მფლობელი და ,,საზოგადეოებრივი არჩევნის თეორიის“ ავტორი. მისმა ნაშრომებმა, რომელშიც წარმოდგენილია პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ეკონომიკური ანალიზი, კარი გაუღო კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს პოლიტიკოსთა კერძო ინტერესები სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მისმა ნააზრევმა მნიშვნელოვნად განაპირობა მთელი რიგი ქვეყნების სახელმწიფო აპარატის რეფორმა, დაქირავებული სახელმწიფო მოხელეების შრომის საბაზრო პრინციპით მოტივირების თვალსაზრისით. ამჟამად ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ,,საზოგადოებრივი არჩევნის კვლევის ცენტრის“ მრჩეველთა საბჭოს დირექტორია.

გამოქვეყნდა 1993 წელს

წინასიტყვაობა

წინამდებარე წიგნში განხილული საკითხები სოციალური და იურიდიული სფეროს ფილოსოფოსების განსჯის საგანი მრავალი საუკუნის განმავლობაში არაერთგზის გამხდარა. მე ამ ნაშრომების უმეტესობას კარგად ვიცნობ. მე არ ვცდილობდი, რომ ჩემი მოსაზრებები იმ ავტორების მოსაზრებებთან დამეკავშირებინა, რომლებმაც ჩემზე უფრო ადრე განიხილეს ეს საკითხები და არც ვთვლიდი, რომ ჩემს კომპეტენციაში ლიტერატურაში არსებული პარალელების ან საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოვლენა და მათი განხილვა შედიოდა. მკითხველმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს წიგნი იმაზე მეტს წარმოადგენს, ვიდრე იმის მცდელობა, რომ ჩემს ნაშრომებში აღწერილი კონსტიტუციური წყობის თვალთახედვიდან გამომდინარე თავისუფლებასა და საკუთრებას შორის არსებული კავშირები განზოგადებული კუთხით განმეხილა. ჩემი აზრით სწორედ ეს იყო ის ამოცანა, რომელიც ჩემს წინაშე იდგა, როდესაც ჩემმა გამომცემელმა მოცემულ წიგნზე მუშაობა შემომთავაზა.

I. შესავალი ნაწილი

ისტორიულად, ლინგვისტურად და იურიდიულად მცნებაში ,,საერთო ან საზოგადოებრივი“ საზიარო საკუთრება იგულისხმება. ეს ნიშნავს, რომ პოტენციალურად ღირებული რესურსი რამოდენიმე (ბევრი) ადამიანის (ოჯახის) თანამფლობელობაშია. პრივატიზაცია ამ რესურსის სხვადასხვა მოსარგებლეთა შორის დანაწილებას და საზღვრების დადგენას გულისხმობს. რესურსით სარგებლობის სტიმული იზრდება და შედეგად, პროდუქტის ღირებულება იზრდება. ეს მარტივი და ნათელი მოსაზრება ალბათ ისეთივე ძველია, როგორც არისტოტელეს ფილოსოფია და იგი ეკონომიკის საფუძვლების შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს.

ამ წიგნში ჩამოყალიბებული ძირითადი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ ეს მარტივი და ნათელი მოსაზრება, რომელსაც შეგვიძლია არისტოტელესეული მოსაზრება დავარქვათ, კატეგორიულად განსხვავდება კერძო საკუთრების დაცვის ალტერნატიული მოსაზრებისგან, რომელიც აქამდე ეკონომისტებისა და იურიდიულ-პოლიტიკური სფეროს ფილოსოფოსების მიერ სათანადოდ გააზრებული არც იყო. ამ ალტერნატიული არგუმენტის მიხედვით, რესურსის გამოყენების ეფექტურობას ან პროდუქტიულობას დომინანტური და მნიშვნელოვანი როლი აღარ ენიჭება. ეფექტურობის ნაცვლად საკვანძო მნიშვნელობას თავისუფლება იძენს, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ეს ორივე ასპექტი ურთიერთშემავსებელია.

ადამიანი მის კეთილდღეობაზე სხვათა ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს, დამოუკიდებლად იმისა, ეს ზეგავლენა პირდაპირია თუ არაპირდაპირი. სხვა ადამიანების ყოფაქცევის შედეგების ზეგავლენისგან დამოუკიდებლობა ადამიანების სურვილი და მიზანია. ანუ, ადამიანებს უნდათ ,,თავისუფალი არჩევანის' შესაძლებლობა ჰქონდეთ და მათ არ უნდათ, რომ მათი არჩევანი სხვა ადამიანების ინდივიდუალური თუ კოლექტიური ქცევის შედეგად შეიზღუდოს. აქ შეიძლება ითქვას, რომ შესაძლო ურთიერთკავშირების მთელი სპექტრი არსებობს, დაწყებული სრული ურთიერთდამოკიდებულებისგან და დამთავრებული სრული დამოუკიდებლობით.

ადამიანი, როგორც საზოგადოების მონაწილე, პიროვნული თვალსაზრისით უაღრესად დამოკიდებულია სხვებზე. ერთობლივად წარმოებული პროდუქტის წილის ღირებულება იმ ჟგუფის ყველა წევრის ქცევაზეა დამოკიდებული, რომელმაც ეს პროდუქტი შექმნა და ცალკეული პიროვნების ქცევა პროდუქტის ღირებულებაზე იმის შესაბამისად ახდენს გავლენას, თუ რამდენი წევრისგან შედგება ეს ჯგუფი. საზიარო მფლობელობაში მყოფი რესურსის კერძო და ცალკეულ სფეროებად განაწილება, ცალკეული პიროვნების სხვა ადამიანების ყოფა-ქცევაზე დამოკიდებულებას ამცირებს და მოტივაციის გაზრდის შედეგად, პროდუქტის უფრო მაღალი ღირებულების წარმოების მიზეზი ხდება. ცალკეული პიროვნების თავისუფლების ხარისხი იზრდება, თუ თავისუფლებას განვიხილავთ, როგორც ცალკეული პიროვნების კეთილდღეობის უკუპროპორციულ დამოკიდებულებას სხვა ადამიანების ყოფა-ქცევაზე.

მაქსიმალური დამოუკიდებლობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ადამიანი სოციალური კავშირებიდან გარიდებული იცხოვრებს და მისი არსებობა ისეთ ნებაყოფლობითი კავშირების და ურთიერთობების არსებობასაც გამორიცხავს, როგორიცაა ვაჭრობა ან გაცვლებია. მეტაფორულად რომ გამოვხატოთ, მაქსიმალური დამოუკიდებლობა შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც თვითკმარი განცალკევებული საოჟახო მეურნეობა, რომელიც თავის ყველა საჭიროებებს დამოუკიდებლად იკმაყოფილებს. შესაბამისად, ერთობის წევრობა და სამეურნეო თვითკმარობა წარმოადგენენ იმ სპექტრის ორ საწინააღმდეგო წერტილს, რომელზეც საუბარი ზემოთ გვქონდა.

კერძო ან ჯგუფური საკუთრების ეფექტურობა, ნაყოფიერებისა და თავისუფლების განზომილებების გათვალისწინებით, ღრმა ანალიზისა და მსჟელობის საგანი უნდა გახდეს. ზემოთხსენებული განზომილებიდან მეორეს განხილვა, ისეთ საკითხების მრავალფეროვნებას წარმოაჩენს, რომლებიც შედარებით ინსტიტუციონალურ კვლევას მოითხოვენ და რომელთა გარეშე, მხოლოდ ეფექტურობის განზომილებაზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას, ეს სტანდარტულ ან დამკვიდრებულ მიდგომაში იმგვარი სიცხადის შეტანაა, რომელიც ხელს შემდგომ შედარებით კვლევას შეუწყობს. II თავში სწორედ ეს ნაბიჟია გადადგმული. კერძოდ, ეფექტურობის სტანდარტული ლოგიკის მეშვეობით, ,,საზიაროობის ტრაგედიის“ აღმოფხვრისა და ,,ჰობსისეული ჯუნგლებიდან“ თავის დაღწევის საშუალებებს განიხილავს, თუმცა განმარტავს, როგორც საბაზისო საკონტრაქტო ჩარჩოებს. III თავში აღწერილია თავისუფლების განზომილება და ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალური დამოუკიდებლობის მიღწევაა შესაძლებელი. IV თავში ეკონომიკური მიდგომების ხელახალი გააზრება ხდება, რაც მიზნად ურთიერთდამოკიდებული მდგომარეობიდან საბაზრო ურთიერთდამოკიდებულების მოდელზე გადასვლის რაციონალური და ლოგიკური საფუძვლის ჩამოყალიბებას ისახავს. V თავში განხილულია ბაზრის დამოკიდებულება მისი ცალკეული მონაწილეების ყოფა-ქცევაზე, მათ შორის მესაკუთრეობაზე, რაც ანალიტიკურად წარმოჩენილია VI თავში. VII თავში განხილულია სავაჭრო გაცვლების ზოგი დინამიური თვისება და ინფორმაცია ამ პროცესის მონაწილეთა დამოკიდებული სტატუსის თაობაზე. VIII თავში განხილულია კონკურენტული პროცესის მოდელი, სადაც მრავალი ალტერნატიული ბაზრის არსებობა და თავისუფალი შესვლის და გასვლის უფლება, გაცვლის პროცესის მონაწილეებს გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, მაგრამ მათი დამოუკიდებლობა არც იმდენად მყარ საფუძველზე დგას, ვიდრე ეს საკუთრებითი უფლების შემთხვევაშია შესაძლებელი. IX თავში მოყვანილია ჩემი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს სრულად არა აქვთ გააზრებული თუ რას ნიშნავს ეკონომისტების მიერ ეგზომ იდეალიზირებულად წარმოჩენილი ბაზრისგან დამოუკიდებლობა, რაც მესაკუთრეობის არც თუ ეფექტური მოდელისადმი უპირატესობის მინიჭებიდან ჩანს. X თავში აღწერილია მესაკუთრეობის სხვადასხვა მოდელი, კერძოდ კი გრძელვადიანი სარგებლობის საგნების საკუთრება და მისი ზეგავლენა ბაზარზე ცალკეული პირების მდგომარეობაზე. XI თავში ყურადღება გამახვილებულია არა თავად მომსახურეობაზე, არამედ ისეთი აქტივების კერძო საკუთრებაზე, რომლებიც ფულადი შემოსავლების მიღების საშუალებას იძლევა. XII თავში განხილულია კერძო საკუთრება იმ აქტივებზე, რომელთა ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება, ხოლო XIII თავში განხილულია ურთიერთკავშირი მესაკუთრეობის ფორმასა და ინფლაციას შორის. XIV თავში ყურადღება გამახვილებულია მესაკუთრეობის სოციალისტური ფორმის ორგანიზაციულ ხასიათზე და თავისუფლებასთან დაკავშირებული ასპექტებზე. XV თავში განხილულია 1893 წლამდე გაბატონებული მოსაზრებები, რომლებიც კერძო მესაკუთრეობაზე სოციალიზმის დამანგრველ ზეგავლენაზე ეხება და რომლებიც პაპ ლეო XIII-ის ენციკლიკეშია მოყვანილი. XVI თავში კაპიტალიზმის მარქსისტული ვერსია და მისი საკუთრებისა და თავისუფლებისადმი დამოკიდებულებაა აღწერილი; XVII თავში დასკვნითი მოსაზრებებია წარმოდგენილი, ხოლო XVIII თავში ჩამოყალიბებულია ნაშრომში მოყვანილი მსჯელობების პოლიტიკურ-კონსტიტუციური განხორციელების გზები.

II. ჰობსიული ჯუნგლები; ტრაგიკული ერთობა

ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა ანალიზი თომას ჰობსის მიერ ბუნებაში არსებული ვითარების თაობაზე წარმოდგენების განხილვიდან დაგვეწყო, სადაც მისი აზრით არ არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა ,,ჩემი ან შენი“, არ არსებობს ადამიანის მიერ დადგენილი და აღიარებული საზღვრები, კანონები ან შეთანხმებები. ამ წარმოსახვით ვითარებაში ნებისმიერი ადამიანის არსებობა შეიძლება შემდეგი სიტყვებით აღგვეწერა: ,,უბადრუკი, მარტოსული, უნიათო, მდაბიო და დღემოკლე“. ჰობსმა (1651) ანარქიული ჯუნგლების ამგვარი აღწერა გამოიყენა, რომ თავისი საკმაოდ დამაჯერებელი მსჟელობისთვის საფუძველი გაემყარებინა. მისი აზრით, ადამიანები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებას, რომ მზად არიან დაექვემდებარონ იმ მმართველს, რომელიც მათ სათანადო დაცვას შეპირდება.

თუმცა, არც ერთი ადამიანი ნებაყოფლობით არ აღიარებს და არ დაექვემდებარება მმართველს ან საზოგადოებრივ წყობას, თუ მისი მდგომარეობა უფრო უარესი იქნება, ვიდრე ის მდგომარეობა, რომელშიც ეს ადამიანი ანარქიული ჯუნგლების პირობებში იმყოფებოდა. ჰობსისეული ჯუნგლების ,,ბუნებრივი წონასწორობა“ იმ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს, რომლის გათვალისწინებითაც მმართველსა და ინდივიდს შორის შეთანხმების პირობები განისაზღვრება და რაც ამ შეთანხმების ძალაში შესვლაზე და მის შემდგომ განხორციელებაზე გავლენას ახდენს.1

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანი მმართველთან შეთანხმებამდე და მისგან დამოუკიდებლად არსებობდა, თუმცა მისი ყოფა შესაძლოა ნაკლებად სასიამოვნო ყოფილიყო, ვიდრე მმართველთან შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი ცხოვრება. მმართველის მიერ უზრუნველყოფილი წყობის პირობებში მიღწეულ კეთილდღეობასა და ანარქიულ ჯუნგლებში ცხოვრების პირობებს შორის განსხვავება თავად მმართველის ,,შედეგიანობაზეა“ დამოკიდებული და ამ განსხვავებას, გარკვეული დაშვებით, შეიძლება ,,სოციალური რენტა“ ეწოდოს.

ჰობსისეული მიდგომა ვარაუდებს და ისტორიულ განზოგადებებს ეყდნობა. ის არც წარსულს აღწერდა და არც აწმყოს ასახავს. უფრო სარწმუნოა, რომ ადამიანები არასოდეს არ არსებობდნენ, რაღაც კოლექტიური ერთეულისგან, ოჯახისგან, ტომისგან ან მომთაბარე ჟგუფისგან სრულიად დამოუკიდებლად. ჰობსმა უბრალოდ რედუქციონისტულ ხერხს მიმართა და განყენებული პიროვნება წარმოიდგინა, რათა ჩვენ შესაძლებლობა გვქონოდა მისი ქცევა რაციონალური არჩევანის კრიტერიუმის გამოყენებით განგვეხილა. ასეთი ნაბიჯის მიზანია იმგვარი განხილვის ხელის შეწყობაა, რომელიც მსჯელობისას მნიშვნელოვან ხარვეზებს გამორიცხავს.

თანამედროვე საზოგადოებრივი მეცნიერებისთვის ბევრად უფრო გასაგები საწყისი წერტილი ადამიანების ე.წ. ტრაგიკული ერთობაა, ვიდრე ჰობსისეული ჯუნგლები. ამ ორი მიდგომის მონაწილეების ურთიერთობების ფორმალური სტრუქტურა დაახლოებით ერთგვაროვანია. ალბათ ყველაზე უკეთ ეს სტრუქტურა პატიმრების დილემის სახელით ცნობილ კლასიკურ მაგალითში შეიძლება იყოს შეჯამებული, სადაც მონაწილეები, რომლებიც ინდივიდუალურად დომინატურ სტრატეგიას არჩევენ ისეთ შედეგებს იღებენ, რომლებიც ბევრად უფრო ნაკლებად სასურველი ან მისაღებია ყველა მხარისთვის, ვიდრე ის შედეგები, რომლებიც სტრატეგიების კომბინირების შემთხვევაში მიიღებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად მათი სტრუქტურული მსგავსებისა, სოციალური ურთიერთთანამშრომლობის ორივე მოდელი კერძო და ჯგუფური საკუთრების, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას განსხვავებულად აღიქვამს და იხილავს.

მოდით განვიხილოთ საზიაროობის ტრაგედია. ვთქვათ, არსებობს ღირებული რესურსი, რომელიც საზიაროა ყველა წევრისთვის, რომელთაგან თითოეული ხეირს ეძებს და მოწადინებულია, რომ ამ რესურსით პირადი სარგებლობის მოცულობა გასცდეს იმ საზღვრებს, რომლებიც ერთობლივი მოხმარების დროს მათი კუთვნილი წილით განისაზღვრება. კერძო არჩევანისა და საზიაორო მოხმარებას შემთხვევაში, რესურსები ჭარბად მოიხმარება. ყოველი მონაწილე რესურსს ზღვრული დატვირთვით მოიხმარს და ასეთი ყოფა-ქცევა ერთობის ყველა წევრის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. არადა, ყველა მონაწილეს შეუძლია გაიუმჟობესოს ყოფა, თუ მათ კერძო არჩევანზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდებოდა, რომლებსაც ეს კოლექტივი მიზანშეწონილად მიიჩნევდა. ამ ხელოვნურ მაგალითში გარეშე ფაქტორების ჩართვის გზა საზიარო სარგებლობის ნაცვლად კერძო და დანაწევრებული სარგებლობის აღიარება და რესურსის ყველა მონაწილეებზე გადანაწილებაა. ეს ნაბიჯი რესურსების ათვისებისას ყოველგვარი საზიარო სარგებლობის გაუქმებას და კერძო სარგებლობის დაშვებას გულისხმობს. მოცემულ ხელოვნურ გარემოში, პრივატიზაციის შემდგომ, ადამიანს რესურსის ჭარბი მოხმარების მიზეზი აღარ გააჩნია. კერძო მესაკუთრეობის პირობებში, ადამიანს რესურსის მაქსიმიზაციის სურვილი მართვას, ანუ მას უნდა, რომ ამ რესურსით ,,ოპტიმალურად“ და ,,ეფექტურად“ ისარგებლოს, რადგანაც შესაძლებლობების გამოუყენებლობით მიღებული ზარალის ანაზღაურება თავადვე მოუწევს.

კერძო მესაკუთრეობის და საზიარო სარგებლობის პირობებში წარმოებული პროდუქტების ღირებულებებს შორის განსხვავებას შეიძლება ,,სოციალური რენტა“ ეწოდოს, რაც კერძო საკუთრების ინსტიტუციონალიზაციის შედეგს წარმოადგენს. ფორმალური თვასაზრისით ,,რენტა“ იმავე ხასიათის ურთიერთობებს ასახავს, რომელიც ჰობსისეული მაგალითში ადამიანსა და მმართველს შორის შეთანხმებით არის გათვალისიწნებული. რენტა, ერთ მხრივ კერძო მესაკუთრეობის ინსტიტუტის, ხოლო მეორე მხრივ - მმართველის ინსტიტუტის შედეგიანი საქმიანობის საზომს წარმოადგენს.

თუმცა, ამ ორი მაგალითის შედარების პროცესში თავს ვითომდა წინააღმდეგობრივი ვითარება იჩენს. საზიარო რესურსის პრივატიზაცია გულისხმობს, რომ ცვლილება ინდივიდების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისკენ არის (ანუ ურთიერთდამოკიდებულება შემცირებაზეა) მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პიროვნებების შეთანხმება ჰობსისეულ ხელისუფალთან ხელშეკრულების დადებაზე მიუთითებს, სათანადო ცვლილებები ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას ზრდის, რადგანაც ისინი საერთო სახელისუფლო ინსტიტუტის წევრები ხდებიან. ამ ორ მიდგომებს შორის არსებული ზემოთხსენებული აშკარა შეუსაბამობა იმითია განპირობებული, რომ ისინი სხვადასხვა საფუძველს ეყრდნობიან. საზიაროს ტრაგედიის მეტაფორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ყურადღებას ცალკეული პიროვნების დამოუკიდებელი კერძო წილის უარის თქმის უფლებაზე ამახვილებს. ეს მეტაფორა უკვე აღიარებულ კერძო უფლებებზე ზემოქმედების სიძნელეების უგულვებელყოფის მიზეზია. ასეთ შემთხვევაში პირადი უფლებების დაკანონება გათვალისწინებული არ არის. შედარებისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქიული ჯუნგლების პირობებში ყურადღება იმ პირადი უფლებების დაკანონებისა და დაცვისკენაა მიმართული, რომლებიც სავარაუდოდ მანამდე არსებული ,,ბუნებრივი წონასწორობის“ პირობებში ჩამოყალიბდა. კუთვნილების განსაზღვრის პრობლემა, როგორც ასეთი, კონცეპტუალურად ხელისუფალთან დადებული ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად არსებობს და მხოლოდ საკუთრებითი უფლების დაცვის დროს წარმოქმნილ რენტასთან მიმართებაში განიხილება.

ამ ორ მოდელს შორის არსებული განსხვავება უაღრესად მნიშვნელოვანია, მათი განხილვისა და ნორმატიული პოტენციალის განსაზღვრის დროს. ჰობსისეული მიდგომა უფრო თანმიმდევრულია, რადგანაც ის იძულებაზე დამყარებული იმგვარი პოლიტიკურ-საკანონმდებლო წყობის კანონიერებას აღიარებს, რომელიც ადამიანთა შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება. იმავდროულად ამ მოდელის პირობებში მმართველი ან ხელისუფლებაც გარკვეულწილად შეზღუდულია სარგებლობის უფლების გადანაწილებაში იმ პრეტენზიებით, რომლებიც ამ საზოგადოებას მიერთებულ ინდივიდებს გარკვეულ საკუთრებასთან დაკავშირებით მანამდე გააჩნდათ. ამ მოდელთან შედარებით საზიარო საკუთრების მოდელი ნაკლებად თანმიმდევრული და მისაღებია. ამ მოდელის პირობებში კერძო მესაკუთრეობის უფლების დაცვა მხოლოდ ეფექტურობის კრიტერიუმზეა დამოკიდებული და საერთოდ არ არის გათვალისწინებული საკუთრების უფლების დაკანონება. შესაბამისად, ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ეს მოდელი უფრო ახლოა საზოგადოებრივი კეთილდღეობის მქადაგებელი თანამედროვე ეკონომისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ პოლიტიკური ხელისუფლება საზოგადოების კეთილდღეობისთვის და მისი ინტერესებიდან გამოდინარე იღწვის. აღნიშნულ ორ მოდელს შორის განსხვავება მეტად მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი, ისე ნორმატიული შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჰობსისეული მოდელი უფრო დამაჯერებელია, როდესაც ძალადობრივ პოლიტიკურ-იურიდიული სისტემას ცალკეული მონაწილეების შეთანხმებაზე დაფუძნებულ სამართლებრივ მოდელზე აფუძნებს. ამავდროულად, ეს მოდელი ასევე მიუთითებს, რომ უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში იმ უფლებებით არის შეზღუდული, რომლებიც პიროვნებებს ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდათ. შედარებისთვის ინდა აღინიშნოს, რომ საზიარო მოდელი ნაკლებად დამაჯერებელია შინაარსობრივი თვალსაზრისით. ამ მოდელში, კერძო საკუთრების დაცვა ერთთავად ეფექტურობას ეფუძნება და მისი დაცვის აუცილებლობაზე ყურადღებას არ ამახვილებს. შესაძლოა მოულოდნელიც არ არის, რომ ეს მოდელი ეხმიანება კეთილდღეობის სახელმწიფოს მომხრე თანამედროვე ეკონომისტების იმ ჯგუფს, რომლებსაც ძალიან სურთ წარმოაჩინონ, რომ თითქოს პოლიტიკური ხელისუფლება კეთილგანზრახულად მოქმედებს.

საზიარო საკუთრების მოდელი ვერ განმარტავას თუ როგორია ცალკეული პიროვნების წილი საზიარო საკუთრებაში და აქედან გამომდინარე, თუ რას უნდა დაეყრდნოს ერთობლივი გადაწყვეტილება, ნებისმიერი რამის განაწილების შესახებ. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მოდელში წილის მიკუთვნება, მიკერძოებულად, ერთობლივად მიღებული ნებაყოფილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელით მოხიბლული ადამიანები, მზად არიან ირწმუნონ, რომ ,,საკუთრებით უფლებებს სახელმწიფო განსაზღვრავს“. საზიაროობის ტრაგედიიდან მომდინარე სახელშეკრულებო საშუალებების უფრო დაწვრილებითი განხილვის შემთხვევაში ზოგი წინააღმდეგობრივი ასპექტი, რომელიც ზემოთ განვიხილეთ უფრო ნათლად წარმოჩნდება. მაგრამ სწორედ ამ ელემენტების უქონლობა მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საკუთრებითი უფლებების არასახელშეკრულებო მოდელი უფრო ლოგიკური და თანმიმდევრულია, ვიდრე სახელშეკრულებო.

III. საზიარო საკუთრებაში არსებული რესურსის დანაწილება; კანონის უზენაესობა და საზღვრების გამიჯვნა.

I თავში ვახსენეთ, რომ წინამდებარე წიგნის ცენტრალური თემა იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრების იდეის დაცვის კლასიკური არისტოტელესეული მიდგომა ორგანზომილებიანი ნორმატიული ინტერპრეტაციის მხოლოდ ერთ ასპექს ეხება და შესაბამისად, საჭიროა, რომ კერძო საკუთრებისა და პროდუქტიულობის გარდა კერძო საკუთრებასა და თავისუფლებას შორის ურთიერთკავშირები იქნას განხილული. II თავში შეჯამებული სახით წარმოდგენილია ის ორი მეტაფორიული გარემო, რომელსაც კარგად ვიცნობთ და რომლებიც საკუთრების ლოგიკის გაანალიზებაში დაგვეხმარება. ანუ, ჩვენ უკეთ გავიგებთ თუ, როგორ და რატომ ხდება კერძო საკუთრება ადამიანთა რაციონალური არჩევანის საგანი. ამ თავში ასევე განხილული იქნება ურთიერთკავშირი საკუთრებასა და დამოუკიდებლობას, ანუ თავისუფლებას შორის.

ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან ნათელია, რომ ყველა ვინც კი გაუნაწილებელი საზიარო რესურსით სარგებლობს ან ანარქიული ჯუნგლების პირობებში ცხოვრობს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოზიარეებთან ამ რესურსით სარგებლობის, განაწილების ან პრივატიზების პირობებზე გარკვეული შეთანხმება დადოს. შედეგად, რესურსის გარკვეული წილს ყველა მიიღებს, მაგრამ მის გამოყენებას მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები ექნება. აქ სქემის ცალკეულ მონაწილეებს შორის შეთანხმებაზე გვინდა ყურადღების გამახვილება და დროებით უგულველვყოფთ თითოეულ მათგანისა და ხელისუფალს შორის ერთდროულად დადებულ შეთანხმებას. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მე მინდა შეთანხმების ლოკისეული და არა ჰობსისეული გარემოპირობების განხილვა. თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე დანაწილებულ საკუთრებას შორის საზღვრების გამიჯვნაა გათვალისწინებული. იმისთვის, რომ განხილვა უფრო მოსახერხებელი იყოს და ლოგიკის სტრუქტურაც შევინარჩუნოთ, მოდით ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველი შეთანხმების შედეგად, თითოეული პიროვნება საკუთრების გარკვეულ წილს მიიღებს, ანუ მას სარგებლობაში გარკვეული ფიზიკური სივრცე გადაეცემა. თავდაპირველი შეთანხმება საკუთრების კანონს ადგენდა და ამ კანონის დარღვევების შემთხვევებს განსაზღვრავდა.

გარდა ამისა, მოდით ვივარაუდოთ, რომ საკუთრების პირველი დანაწილების შემდგომ ეტაპზე გარკვეულ პროდუქტს ან სპეციალიზაციას უპირატესობები არ მიენიჭება. თავისი საკუთრების ფარგლებში ყველა ადამიანს (ან ოჯახს) შესაძლებლობა აქვს თავისი შრომა ნებისმიერი საქონლის წარმოებაზე მიმართოს, რომელზედაც მოთხოვნა არსებობს და თანაც ეს იმდენად ეფექტურად უნდა გააკეთოს, როგორც ეს პროდუქტიულობის და გაცვლის პირობებშია სასურველი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თვითკმარი ადგილ-მამულის მოდელს მივიღებთ და ყოველი ამგვარი ადგილ-მამული სოციალური კავშრებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. გარდა ამისა, შესაბამისი საკანონმდებლო სტრუქტურის მიღების შედეგად ადგილ-მამული, ისევე როგორც მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, დაცული არიან ტერიტორიაზე შეჭრისგან და უფლებების ხელყოფისგან.

ზემოთ აღწერილ გარემოში ცალკეული პიროვნება (ან შიდამეურნეობა) მაქსიმალურად დამოუკიდებელია და იმავდროულად არსებულ რესურსს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს. საზიარო რესურსის გადანაწილების შედეგად, ყველა ერთეული დაინტერესებული ხდება, რომ საკუთარი სარგებლის გაზრდის შესაძლებლობების ძიებაში რესურსის შეძლებისდაგვარად ოპტიმალურად გამოიყენოს. ეკონომიკური ავთარკიის პირობებში ურთიერთდამოკიდებულების ისეთი სახეები, როგორებიცაა სპეციალიზაცია, ვაჭრობა და გაცვლა არარსებობს. ადამიანის კეთილდღეობა მთლიანად მისსავე ხელშია და სხვა ადამიანების ყოფაქცევაზე დამოკიდებული არაა. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია ხარჯთან, რომლის გაღების ნება-სურვილიც გააჩნია ცალკეულ პიროვნებას. მარტივად, რომ ითქვას, ყველა ადამიანი აკეთებს იმას, რისი კეთებაც უნდა და საზოგადოების სხვა წევრებზე არანაირ გავლენას არ ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ თემი, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ არსებობს და მის ნაცვლად არსებობს წევრობის პრინციპი, სადაც ყოველი წევრი თავდაპირველი შეთანხმების პროცესში ჩამოყალიბებულ საკუთრების კანონს ექვემდებარება. ამ ხელოვნურ გარემოს ორი განმასხვავებელი თვისება ახასიათებს: პირველი: ადამიანები ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან საკუთრების კანონის საფუძველზე; და მეორე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ საკანონმდებლო სტრუქტურის მონაწილეები არიან, რომელიც განკერძოებულ საკუთრებას აკანონებს და მის გარეთ დარჩენილი ადამიანები ან უცხოელები.

მე გთავაზობთ, რომ ამ ეტაპზე საკანონმდებლო სივრცეში ამყოფ ადამიანებსა და მის გარეთ მყოფ ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობები არ განვიხილოთ. ანალიზის გამარტივების მიზნით მოდით ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო სივრცის მიღმა არავინაა დარჩენილი. ყველანი იმ თავდაპირველი შეთანხმების მონაწილეები არიან, რომლითაც კერძო საკუთრების უფლება იყო დაკანონებული და რასაც ეფუძნება მომქმედი საკუთრების კანონი. რასაკვირველია იმისთვის, რომ ანალიზი ლოგიკური და თანმიმდევრული იყოს, კანონის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების უგულებელყოფა არ შეიძლება. დადგენილისაზღვრების დარღვევა სავსებით მოსალოდნელია, მაშინაც კი, როდესაც საკუთრება მკვეთრად განსაზღვრულია, რადგანაც მაინც იარსებებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რესურსის დადგენილი საზღვრების დარღვევას მოისურვებენ იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კანონის შესრულების უზრუნველყოფაზე. თავდაპირველი კონტრაქტის შესრულების კვალდაკვალ უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული დებულებები, რომლებიც საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავი ორგანოს არსებობას გაითვალისწინებს (პოლიცია). ეს სტრუქტურა იმ ადამიანთა გამოვლენაზე და დასჟაზე იქნება პასუხისმგებელი, რომლებმაც სხვისი საკუთრების უფლებები დაარღვიეს.

გამომდინარე იქედან, რომ სამართალდამცავი ფუნქციები ტექნოლოგიებს ვერ დაკისრება, თავს ჰობსისეული გარემოს ელემენტები იჩენენ. საკუთრების კანონის შესრულების უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოს არსებობას გულისხმობს. ანუ ეს არის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც შეთანხმების მონაწილეთა შორის ან მათ მიღმა იქნებიან არჩეული და მათ საკუთრების საზღვრების დაცვის ფუნქცია მიენიჭებათ. ამ ვითარებაში ვარაუდი სპეციალიზაციის არარსებობის შესახებ, არადამაჯერებელია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავ ორგანოს კანონის დამრღვევების გამოვლენისა და დასჯის უფლებამოსილებას მივანიჭებთ, მაშინ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ულფებამოსილების ფარგლები არ იქნას გადამეტებული? ანუ, ვინ იქნება დარაჯის დარაჯი?

ფუნქციონალისტებმა შეიძლება პასუხად, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, კანონის უზენაესობის ევოლუცია მოიყვანონ: კანონის დამცველები თავად ექვემდებარებიან იმავე კანონებს, რომლის შესრულებას სხვას სთხოვენ, ხოლო ძალაუფლების გადამეტების შემთხვევები მკაცრად ისჯებიან. ინსტიტუციური მრავალგვარობას, რაც მოიცავს სახელისუფლებო უფლებამოსილების გამიჯვნას, მრავალსაფეხურიან ხელისუფლებას, ურთიერთგადამფარავ იურისდიქციას, ასევე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და ნაფიც მსაჯულებს - თავისი არსებობის ლოგიკური გამართლება აქვს. კანონის უზენაესობის ეფექტური უზრუნველყოფის შემთხვევაში, ადამიანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ხელისუფლების მიერ თავისი უფლებამოსილების მიკერძოებულად გამოყენებისგან დაცულია. მოცემული მოდელით გათვალისწინებულ პირობით გარემოში, პიროვნებების დამოუკიდებლობა ან თავისუფლება სამართალდამცავი სტრუქტურების აუცილებელ ჩარევას არ საჭიროებს. ამ გამორჩეულ გარემოში „სახელმწიფოს“ მხოლოდ დამცავი ფუნქცია გააჩნია და ამ მიზნით არსებობს, ანუ იგი სხვა არაფერია თუ არა ღამის ან დღის გუშაგი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ უკიდურეს მოდელში იმის აუცილებლობა არ არის, რომ ადამიანთა შორის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვროს, რადგანაც ასეთი შეთანხმებები დაუწერელი ხასიათისაა. წინამდებარე თავში განხილული პირობითი მოდელი დამატებით განხილვას საჭიროებს. როგორც უკვე აღინიშნა, ურთიერთობებს, რომელიც ინდივიდის ან ოჯახის დონეს არ სცდება, მიზანშეწონილი არ არის, რომ „ეკონომიკა“ ვუწოდოთ, რადგანაც სტრუქტურულად თითოეული და ყოველი პიროვნება ან შიდამეურნეობა თვითკმარია და სხვა ერთეულებთან არ ვაჭრობს. ჩვენი ადრინდელი განმარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ყოველი პიროვნება ან შიდამეურნეობა მაქსიმალურად დამოუკიდებელია იმავე საზოგადოების სხვა ერთეულებისგან. სხვების არჩევანს არავითარი ზეგავლენა არა აქვს ამ ერთეულის არსებობაზე, რადგანაც ამ ერთეულებს მხოლოდ საერთო წესი, ანუ საკუთრების კანონი აკავშირებთ. ასეთი დამოუკიდებლობა წყდება მაშინ, როდესაც საკუთრების კანონი ირღვევა ან როდესაც თავად ხელისუფლება ხელყოფს საზღვრებს, აჭარბებს რა უფლებამოსილებებს.

ხელისუფლების წინაშე არსებული პრობლემები სხვა ნაშრომებში არაერთგზის განმიხილავს (ბიუქენენი, 1975). აქ მინდა თქვენი ყურადღება პირობითი მოდელის იმ მახასიათებლებზე შევაჩერო, რომლებიც საკუთრების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შესაძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. რამდენად შესაძლებელია, თუნდაც ვარაუდის დონეზე, რომ მთლიანად თვითკმარი ეკონომიკა არსებობდეს? აქ ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური კონსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშავებდა ასეთი ეკონომიკა. ანუ კონსტრუქცია, რომელიც ასეთ ეკონომიკას სათანადო ფუნქციონირების საშუალებას მისცემს და რომელიც თავის მხრივ ცალკეული ერთეულების არჩევანის კლასიფიკაციას და დეფინიციას მოახდენს. ყურადღება გამახვილებულია ისეთ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, როგორებიცაა: საკვები, თავშესაფარი, ტანსაცმელი. ჩვენ ძირითადში ვიცით, რომ აღნიშნული საყოველთაო მოთხოვნილების „საქონელი“ „ხეზე არ იზრდება?. ანუ, ეს საქონელი ბუნებაში ისეთი სახით და მოცულობით, რომ არსებული მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, უბრალოდ არ არსებობს. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამგვარი საქონლის სიმწირე არჩევანს განაპირობებს. პიროვნება ან ოჯახი სავარაუდოდ ვერ იარსებებს, თუკი საქონელს მეტნაკლები საჭიროების მიხედვით არ დაახარისხებს. ჩვენი წარმოსახვა პოსტედემური პერიოდის ადამიანს გვიხატავს, რომელიც იძულებულია იშრომოს იმისთვის, რომ გადარჩეს.

რასაკვირველია, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქონლის საყოველთაო სიმწირე უბრალოდ ფაქტია და სულ არ არის საჭირო მდიდარი წარმოსახვის პატრონი იყოთ იმისთვის, რომ ეს კერძო გარემოება განაზოგადოთ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად მდიდარი წარმოსახვაა საჭირო, რომ წარმოიდგინოთ ვითარება, როდესაც კავშირი შრომასა და სამომხმარებლო საგნების ხელმისაწვდომობას შორის მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ყველაფრის მიუხედავად მინდა გავცდე საქონლის სიმწირესთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც ეკონომიურად თვითკმარი პირობითი ერთეულის წინაშე დგას და მისი საქმიანობა აღვწეროთ. როგორც წესი, ასეთ შემთხევაში ყველაზე თვალსაჩინო მიწათმოქმედების მაგალითია, როდესაც თვითკმარი ერთეულის წევრები მიწაზე მუშაობენ, რომ საარსებო ლუკმა იშოვონ. ეკონომისტების ენაზე, თვითკმარი მიწათმოქმედება წარმოების ორი ფაქტორით - შრომითა და მიწით წარმოადგენილი მოდელია. ადამიანი დოვლათს მიწის დამუშავებითა და ბუნების შემწეობით იღებს. ეს შედარება მიუთითებს, რომ თვითკმარი, დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც მხოლოდ საკუთარ ნაწარმს მოიხმარს, გარკვეულ ადგილთან არის დაკავშირებული. ეს მახასიათებელი საკუთრების შესახებ კანონის ჩამოყალიბების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

უნდა აღინიშნოს, რომ მიწათმოქმედების მაგალითი შეგვეძლო არც კი მოგვეყვანა. ბუნებას თავადაც შეუძლია ცალკეული პიროვნების უხვად დააჯილდოვება, თუკი ის უარს იტყვის მისთვის ესოდენ სასიამოვნო უმოქმედობაზე და გამოიყენებს იმას, რასაც ბუნება სთავაზობს. გაიხსენეთ ბიზონებით სავსე პრერიებში მობინადრე ამერიკელი ინდიელები. ასეთ პირობებში თვითკმარობა გარკვეულ ადგილთან მკვიდრ კავშირს არ გულისხმობდა და არც მიწის რესურსი იყო მწირი.

IV. მიწის მისაკუთრება გარიგების საფუძველზე: საბაზრო ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება

წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს მრავალი თვითკმარი მეურნეობა განსაზღვრული მდებარეობით, მიწაზე კერძო საკუთრებით და ეფექტური სამართლებრივი სტრუქტურით. ამჯერად მინდა, რომ თვითკმარი წარმოების ეფექტურობის ვარაუდზე უარი ვთქვათ. მოდით დავუშვათ, რომ სპეციალიზაცია ბევრად უფრო ეფექტურია; უფრო მეტი იწარმოება თუკი, საწარმოო ძალისხმევა სპეციალიზირებულია. განცალკევებული ეკონომიკური ერთეულებისთვის უფრო მეტ მოგების მიღება შეუძლებელი ხდება. შემდგომში ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ვითარების არსი ყველა მონაწილისთვის ნათელია.

ასეთ ვითარებაში, მაქსიმალური დამოუკიდებლობა, რომელსაც თვითკმარი მეურნეობა ესწრაფვის, მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობების დაკარგვის ხარჯზე მიიღწევა. ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ინდივიდს ან ოჯახს სხვადასხვა საქონლის დანაზოგები უნდა გააჩნდეს, რაც სავარაუდოდ, საწარმოო სპეციალიზაციითა და შემდგომი გაცვლებით უფრო მიიღწევა. ერთეულების ეკონომიკური დამოუკიდებლობა რესურსის სრული გამოყენების საშუალებას არ იძლევა და მას ეკონომიკური დანაკარგები მოჰყვება. შესაბამისად, პიროვნებამ ან ოჟახმა ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ სპეციალიზაციისა და თანმდევი გაცვლების შედეგად რესურსის სარგებლიანობისა და ღირებულების ზრდას, თან დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ზარალიც ახლავს.

თუ დავუშვებთ, რომ სპეციალიზაციას უპირატესობები გააჩნია, რესურსის მომგებიანობის მაქსიმიზაცია გულისხმობს, რომ ეს უპირატესობები გარკვეულწილად გამოყენებული იქნება. გაცვლებისადმი ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებაზე, საიდანაც თავის მხრივ სავაჭრო ურთიერთობები ვითარდებიან, ჯერ კიდევ ადამ სმითი მიუთითებდა. მაგრამ თანამედროვე ეკონომისტები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, რომ უძველეს ტენდენციებზე ისაუბრონ და სპეციალიზაციისა და სასაქონლო გაცვლების აღმოცენებას მეურნეთა ანგარიშიანობით ხსნიან. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ რესურსით სარგებლობის მაქსიმიზაციის ნორმები ვერ განსაზღვრავს თუ რა მოცულობის უნდა იყოს სპეციალიზაცია, რადგანაც ცალკეული პიროვნებებისთვის დამოუკიდებლობა ასევე ძალზედ ფასეულია. რაციონალური არჩევანის პრინციპი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისეთი უკიდურესი არჩევანი, როგორიცაა ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მოცემულ პირობებში ქცევის თავისებურებებს ვერ აღწერს. პიროვნების ან ოჯახისგან შემდგარ ეკონომიკურ ერთეულს სხვადასხვა საწარმოო და გაცვლით ურთიერთობებში შესვლა იმგვარად შეუძლია, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებლობის მთელი სპექტრი მოიცავს, მინიმალურიდან მაქსიმალურამდე.

განხილვისთვის უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ ამ პროცესს საფეხურებრივად განვიხილავთ. დემონსტრირების გამარტივების მიზნით, კვლავ ვივარაუდოთ, რომ თვითკმარი ეკონომიკური ერთეული თავის სამუშაო დროს N სხვადასხვა საქმიანობაზე ანაწილებს, რომლებიც საბოლოო სამომხმარებლო საქონლით განისაზღვრება. მაგალითად, ხორბლის კულტივაციით, შეშის შეგროვებით, გარეულ ცხოველებზე ნადირობით, ტყავის დამუშავებით, სადგომების მშენებლობით და სხვა. ანალიზის გამარტივების მიზნით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ამ საქმიანობაზე დაახლოებით ერთნაირი დროა გამოყოფილი. ადამიანები გააცნობიერებენ რა, რომ წარმოების მოგების გაზრდა შეიძლება, მოცემულ ტერიტორიაზე არსებული დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთრების კანონს აღიარებენ, შეთანხმებას აღწევენ და საბაზრო ურთიერთობებისკენ პირველ ნაბიჟებს დგამენ. ყოველი ერთეული წარმოების გარკვეულ სფეროს ირჩევს. N საქონელს ისეთი რაოდენობით აწარმოებს, რომ მანამდე მის მოხმარების დონეს ბევრად აჭარბებს. ვთქვათ, F1 ერთეული X1-ის წარმოებაში სპეციალიზაციას გადაწყვეტს და ამ საქონლის წარმოებას იგი 2/N, ანუ ორმჟერ მეტ დროს დაუთმობს. ამგვარად, იგი აწარმოებს სამ ერთეულს, მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის პირობებში მხოლოდ ერთ ერთეულს აწარმოებდა. მინიმალური სპეციალიზაციის ამ საფეხურზე, ეკონომიკურ ერთეულს შეუძლია, რომ წარმოებული N საქონელი მთლიანად თვითონ მოიხმაროს; X1-ის საწარმოებლად საჭირო დამატებითი დრო კი, შეიძლება სხვა საქონლის წარმოებისთვის დახარჟულ დროს ჩამოეჭრას.

ჭარბი საქონელი ბაზარზე გატანა იმ ვარაუდით ხდება, რომ სხვა ეკონომიკური ერთეულებიც თავის ჭარბ საქონელს ბაზარზე გამოიტანენ და ხელს ურთიერთ სასარგებლო ვაჭრობას შეუწყობენ. ამ ურთიერთობების მოსალოდნელი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ პიროვნებასა ან ოჯახს მოხმარების ხარისხის გაზრდა შეუძლია, რაც გამოიხატება საქონლის, როგორც ცალკეული ერთეულის, ისე სხვადასხვა ერთეულების მოხმრების ზრდაში, იმაზე მეტი შრომის დახარჟვის გარეშე, რაც თვითკმარობის პირობებში იყო საჭირო. ჩემს მიზნებში არ შედის ჰიპოთეტიური ბაზრების ჩამოყალიბების აღწერა. ამის აღწერას შუა საუკუნეების ისტორიკოსებს მივანდობ. ჩემი მიზანია განვიხილო გაცვლის ურთიერთობების ჩამოყალიბების ზეგავლენა საკუთრების უფლებაზე, თუნდაც ასეთი ურთიერთობები მინიმალურ დონეზე იყოს განვითარებული. ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო სტრუქტურა ადამიანებს შორის დადებულ ნებაყოფლობით გარიგებებზეც ვრცელდება და ვაჭრობაში თაღლითობისგანაც იცავს.

ისეთ პირობებში, როდესაც ეკონომიკური ერთეული მოელის, რომ მის მიერ წარმოებული ჭარბი საქონელი შეიძლება სხვა საქონელზე გაცვალოს, ეს ერთეული აუცილებლად დაექვემდებარება ,,ბაზრის უხილავი ძალების“ ზეგავლენას და სხვა ადამიანთა არჩევანის შედეგებს, რომელზედაც მოცემულ ერთეულს პირდაპირი ზეგავლენის დამყარების შესაძლებლობა არ გააჩნია. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის პერიოდისგან გასხვავებით, როდესაც ეს ერთეული მხოლოდ თავის არჩევანსა და ბუნებრივ ძალებზე იყო დამოკიდებული, ახალ ვითარებაში სხვა ერთეულების ქცევაზე ხდება დამოკიდებული; რაც თავის მხრივსაკუთრებითი კანონებისა და გარიგებების მეშვეობით ხელისუფლების ზეგავლენას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ გარემოში სპეციალიზირებული ურთიერთობების მქონე ჟგუფში გაერთიანება ამ ერთეულის ნებაყოფლობითი და დამოუკიდებლი გადაწყვეტილებაა. ინდივიდი ან შიდამეურნეობა ,,ბაზარზე“ გამოდის იმ მოლოდინით, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქციისგან უფრო მაღალ ამონაგებს მიღეებს, ხოლო დამოუკიდებელი, ანუ ავტონომიური არსებობა, რომლის პირობებში ერთეული თავის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს მისთვის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს. ანუ, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ან შიდამეურნეობა საბაზრო ურთიერთობებში იწყებს მონაწილეობის მიღებას, რაც მის სხვებზე დამოკიდებულებას ზრდის, იგი თავისუფლებას არ კარგავს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისუფლებას უარყოფითი დებულების სახით განვსაზღვრავთ, ანუ სხვების მიერ ძალდატანების არ არსებობას. ასეთ ეკონომიკურ ურთიერთობებში შესვლა ადამიანის არჩევანს აფართოებს.

ასეთი გაფართოებული არჩევანის პირობებში ადამიანი აღმოაჩენს, რომ გაურკვეველ ვითარებაში იმყოფება. ანუ, საბაზრო ურთიერთობებში შესვლის დროს ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა აარჩიოს პარამეტრულად განსაზღვრული მენიუდან ის, რისი გაკეთებაც მას სურს, რაც განსხვავებით საბაზრო ურთიერთობებისგან მას შეეძლო გაეკეთებინა დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის პირობებში. ინდივიდს ან შიდამეურნეობას არა აქვს საშუალება ცალმხრივად გადაწყვიტოს ან აირჩიოს ის პირობები, რომელზედაც გაცვლა (ვაჭრობა) უნდა განხორციელდეს და ამის გამო მას არა აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს თუ რა მოცულობით უნდა გაიზარდოს მის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება საბაზრო პირობებში.

ანუ, როგორც ჩვენი მსჟელობიდან ხდება ნათელი, ადგილმდებარეობასთან მიბმულ ერთეულს შეუძლია დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულების პირობებში ისე იარსებოს, რომ ბევრი არაფერი დაკარგოს და არც დიდი მოლოდინი გააჩნდეს შეზღუდული სპეციალიზაციის გარემოში შესვლასთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ ეს მოდელი ეკონომისტების წარმოსახვაში საბაზისო მოდელს წარმოადგენს და ისინი ამ მოდელზე დაყრდნობით ასაბუთებენ სავაჭრო ურთიერთობებში შესვლის უპირატესობებს. გარდა ამისა, ეს მოდელი საკუთრების ინსტიტუტის მიწის მფლობელობასთან კავშირზე აკეთებს აქცენტს. თუ ამ მოდელს გავცდებით და ვივარაუდებთ, რომ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობა სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ინდივიდებისა და შიდა მეურნეობებისთვის, მაშინ ურთიერთობები საკუთრებასა და თავისუფლებას შორის სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ.

V . ბაზარზე დამოკიდებულება, ექსპლუატაცია და სამართლიანობა

როგორც IV თავში ავღნიშნეთ, ადამიანი, რომელიც სპეციალიზაციის მოდელზე გადადის, ჭარბი საქონლის წარმოებას იწყებს და საბაზრო ურთიერთობებში შედის, ამას ნებაყოფლობით აკეთებს და მისი მიზანია გაზარდოს კონტროლი იმ საქონელზე, რომელსაც იგი აწარმოებს და რომელზე მოთხოვნილება არსებობს. იმავდროულად მას ესმის, რომ ასეთ ურთიერთობებში შესვლასთან დაკავშირებით მას გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწევს და დამოუკიდებლობას დაკარგავს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ასეთ ურთიერთობებში შესვლა გარდაუვლად გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დამოკიდებული იქნება სხვა ადამიანთა ქცევაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არის რაიმე ძალდატანება, ადამიანის კეთილდღეობა შეიძლება შეიცვალოს სხვების ქცევის შედეგად. გარეშე ადამიანთა ქცევა ცვალებადია და იგი ინდივიდზე სხვადასხვა ზეგავლენას ახდენს. ანუ, სხვა ადამიანების ქცევა კრიტიკის, კონტროლის და მანიპულაციის საგანი გახდება. ადამიანი „დაინტერესებულია“ სხვების ქცევაში, რადგანაც მათი ქცევა გავლენას მოახდენს მის პროდუქტზე საბაზრო ურთიერთობების მეშვეობით. ადამიანის „დაინტერესება“ სხვების ქცევაში განსხვავდება იმ დაინტერესებისგან, რომელსაც ადამიანი ბუნების ისეთი ძალებისადმი იჩენდა, როგორიცაა ამინდი და სხვა. გაცვლით ანუ საბაზრო ურთიერთობებში მონაწილე პირის ეს დამოკიდებულება მაშინაც კი ნარჩუნდება, როდესაც „სხვა“ პირი არ ახდენს ბაზარზე ზეგავლენას. მაგრამ იმ უბრალო გარემოების გამო, რომ ნებისმიერმა გამყიდველმა ერთ მყიდველთან უნდა მოახდინოს სასაქონლო გაცვლა და პირიქით, საბოლოოდ მაინც გულისხმობს, რომ ბაზრის მონაწილეები საბაზრო ძალებზე ზეგავლენას სხვა პირებს მიაწერენ, თუნდაც ეს ზეგავლენა ძალიან უმნიშვნელო იყოს ან საერთოდ არ არსებობდეს.

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ანალიზის პროცესში გაცვლის პირობების შეფასება ,,სამართლიანი“ ან ,,უსამართლო“ კატეგორიებით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი მონაწილე შეიძლება სხვისი ექსპლუატაციის ქვეშ მოექცეს. ანუ, თავად ეს დამოკიდებული ურთიერთობები ქმნიან ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რაც საბაზრო ურთიერთობების შედეგად მიღებული მოგების არათანაბარი ან დაუბალანსებელი განაწილების სახით გამოიხატება.

მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის საწყისი ეტაპი, როდესაც ადამიანი დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობიდან საბაზრო ურთიერთობებში, ანუ დამოკიდებულ ურთიერთობებში შედის. ვთქვათ ფერმერმა ჭარბი რაოდენობით აწარმოა კვერცხი, რომელიც კარტოფილზე უნდა რომ გაცვალოს, რადგანაც მას ცოტა კარტოფილი აქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი რესურსები კვერცხის წარმოებაზე იყო კონცენტრირებული. გაცვლის პირობები იმ მწარმოებლებზეა დამოკიდებული, რომლებიც როგორც კვერცხს, ასევე კარტოფილს აწარმოებენ, ისევე როგორც ამ წარმოების მოცულობებზე. თუ ფერმერი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ძალიან ბევრი ფერმერი აწარმოებს კვერცხს, და მხოლოდ ერთი ფერმერი აწარმოებს კარტოფილს ისეთი რაოდენობით, რომ გაცვლით ურთიერთობებში შევიდეს, მაშინ ამ ფერმერისთვის გარიგების პირობები უაღრესად არახელსაყრელი იქნება. შესაბამისად, იგი გადაწყვეტს, რომ მონოპოლისტი მას უსამართლოდ მოექცა და იგი ექსპლუატირებულია.

რასაკვირველია, საბაზრო ურთიერთობებში შესვლის პირობებში ნებისმიერ ადამიანს ესმის, რომ იგი დაუცველია და სპეციალიზაციასთან ერთად, რომელიც შესაძლებლობების გაზრდას პირდება, ფერმერი ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი პირობები, რაც მას ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში ფერმერს თავისი მიწა აქვს, სადაც იგი თავისი შრომით წარმოებული სხვადასხვა პროდუქციით თავს იცავს შესაძლებელი ექსპლუატაციისგან, რომელსაც ვაჭრობის არასასურველი პირობების შედეგად შეიძლება დაექვემდებაროს. თუ ფერმერის ყველა რესურსი კვერცხის წარმოებაზე იქნება მიმართული, მაშინ ზემოთხსენებულ არახელსაყრელ საბაზრო პირობებში ფერმერი შესაძლებელია ბევრად უარეს ვითარებაში აღმოჩნდეს, ვიდრე მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობდა და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული. ასეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად ფერმერმა შესაძლოა ამჟობინოს რესურსების ნაწილი კარტოფილის წარმოებაზე წარმართოს. იმისთვის, რომ ადამიანმა ასეთი ნაბიჯები გადადგას, მან წარმოების რესურსებზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს. მას საშუალება უნდა ჰქონდეს თავისი შრომა და მიწა იმ დანიშნულებით გამოიყენოს, რასაც მიზანშეწონილად თავად მიიჩნევს. კერძო მფლობელობა სპეციალიზაციისა და ვაჭრობის საშუალებას იძლევა, მაგრამ იმავდროულად იგი ფერმერს საშუალებას აძლევს, რომ თავი ბაზრის „უხილავი ძალებისგან“ დაიცვას.

კერძო საკუთრების ეს მეორე ფუნქცია, რომელსაც წინამდებარე ნაშრომში არაერთგზის დავუბრუნდებით, ხშირად უგულებელყოფილია ეკონომისტების მიერ, რადგანაც მათ ყურადღება მეტწილად ეფექტურობაზე აქვთ გადატანილი. ამ ფუნქციას განვითარებული საბაზრო ურთიერთობების მონაწილეებიც ივიწყებენ, რის გამოც ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მათ ძალიან მცირე რაოდენობას გააჩნია. უაღრესად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საბაზრო ქსელებისა (მათ შორის მომავალი ბაზრების ჩამოყალიბება) და საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებასთან ერთად, ასევე ამ სტრუქტურის უკეთ გააზრებასა და გაგებასთან ერთად ბაზრის ინდივიდუალურ მონაწილეებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ გამოიყენონ სპეციალიზაციის უპირატესობები და იმავდროულად საჭიროების შემთხვევაში, დანაკარგების გარეშე შეძლონ ბაზრიდან გასვლა. ასეთი შედეგების მიღწევა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეკონომიკა კონკურენტუნარიანია და ყველა ღირებულების შექმნაზე ორიენტირებულ საქმიანობას ბაზარზე თავისუფალი შესვლის და გასვლის შესაძლებლობა აქვს. ამასთან, ბაზარი საკმარისი ზომისაა იმისთვის, რომ მასზე მრავალი ეკონომიკური ერთეულის არსებობა იყოს შესაძლებელი, რომლებიც ნებისმიერ მათთვის სასურველ ბაზარზე, როგორც წარმოების, ისე შესყიდვის პროცესში მონაწილეობენ. ეკონომისტების მიერ აღწერილი მოდელის პირობებში ყოველ ადამიანს, რომელიც ბაზარზე მყიდველის და/ან გამყიდველის სახით იღებს მონაწილეობას, რამდენიმე ობიექტური არჩევანის შესაძლებლობა აქვს, რომელიც მას ისეთი ქცევის საშუალებას მისცემს, თითქოს დამოკიდებული კავშირები არ არსებობდეს.

VI. ანალიტიკური ილუსტრაცია

მეხუთე თავში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება ანალიტიკური ილუსტრაციის სახით წარმოვადგინოთ, რომელიც ეკონომისტებს თუ ამის სურვილი ექნებათ შეუძლიათ არ განიხილონ. მოდით კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ იდეალიზირებული შიდა მეურნეობა, რომელიც ყველა თავის მოთხოვნილებებს თვითონ იკმაყოფილებს და თანაც ორი სახის პროდუქტს აწარმოებს, რომლებზეც დიდი მოთხოვნილება არსებობს, ეს არის კარტოფილი და კვერცხი. მოდით ვივარაუდოთ, რომ ეს პროდუქტები ოჯახის ბიუჯეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც დაახლოებით მის ნახევარს შეადგენს. მოდით ასევე ვივარაუდოთ, რომ ამ პროდუქტებიდან ამონაგები ბევრად უფრო აღემატება მის წარმოებაში დაბანდებულ რესურსებს, ამ შემთხვევაში რესურსის საზომი მის წარმოებაზე ერთი საათის განმავლობაში დახარჯული შრომა იქნება. ასევე ვივარაუდოთ, რომ ორივე პროდუქტი სრულიად სიმეტრიულია, ანუ წარმოების დანიშნულება (ფუნქცია) ერთნაირია. I დიაგრამაზე იზოლირებული არსებობის პირობებში ეკონომიკური ერთეულის მიერ წარმოებული პროდუქტის მოცულობა PP მრუდით არის გამოხატული თუ დავუშვებთ, რომ ჩადებული სიმძლავრეები ფიქსირებულია. რადგანაც ორივე პროდუქტი, ანუ კარტოფილი და კვერცხი საქონელს წარმოადგენს და მათი მნიშვნელობა დაახლოებით ერთნაირია, ეკონომიკური ერთეულის სარგებელის მაქსიმალიზაცია E წერტილზე მოდის, ანუ ეკონომიკური ერთეული ერთნაირი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს და მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ ამონაგები იზრდება, ეკონომიკურ ერთეულს მხოლოდ E პოზიციის შენარჩუნება შეუძლია და ამაზე უფრო არ ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ E დონის მიღწევას შიდა მეურნეობა მხოლოდ საკუთარი ძალებით და თავისი სურვილით ახერხებს (თავისი არჩევანის შესაბამისად) იმ გარემო პირობებში, რომლებიც ხშირად მის შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენენ. სხვა პირების საქმიანობა საერთოდ არ ახდენს ზეგავლენას ამ შიდა მეურნეობის საქმიანობაზე ან მდგომარეობაზე, ანუ არ არსებობს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებული კავშირები.

ამ ილუსტრაციაზე შეგვიძლია მეორე ეკონომიკური ერთეულიც ავსახოთ. ანუ, ეს არის მეორე შიდა მეურნეობა, რომელიც ყველა თავისი მახასიათებლით პირველის იდენტურია. მეორე ერთეულსაც იგივე წარმოების ფუნქციები გააჩნია, რაც პირველს. ასეთ გარემოში ნათელი ხდება, თუ რა უპირატესობები გააჩნია სპეციალიზაციას და გაცვლას (რეალიზაციას). მოდით ვივარაუდოთ, რომ ორივე ეკონომიკური ერთეული ამ ორი პროდუქტიდან რომელიმე ერთის წარმოებაზეა სპეციალიზირებული. ერთი შიდა მეურნეობა მთელ თავის რესურსებს კარტოფილის წარმოებაზე წარმართავს, ხოლო მეორე კი კვერცხის წარმოებაზე. ორივე შიდა მეურნეობა იგივე სიმძლავრეებს დებს ამ პროდუქტების წარმოებაში.

0x08 graphic

ასეთ პირობებში I დიაგრამაზე მთლიანი წარმოება M-ით არის გამოხატული, ხოლო H-ით მთლიანი პროდუქტი იზომება, რომელსაც ოროვე შიდა მეურნეობა იზოლირებულად აწარმოებს და ვაჭრობაში არ მონაწილეობს. თუ ეკონომიკური ერთეული სპეციალიზირებულია პროდუქტის წარმოებაში მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ ყოველ ერთეულს შეუძლია მიაღწიოს EE-დონეს, რომელიც ბევრად აღემატება EE-დონეს. ზემოთხსენებული ილუსტრაცია

იმ მიზნით მოვიყვანეთ, რომ ელემენტარული ეკონომიკური აპსექტები აგვესახა, რომლებსაც ეკონომისტები ხშირად იგნორირებას უკეთებენ. ყოველი ეკონომიკური ერთეული, რომელიც სპეციალიზირებულია და პროდუქტის რეალიზაციაში იღებს მონაწილეობას, თავისი წარმოებიდან ბევრად უფრო მეტ ამონაგებს იღებს, ვიდრე იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური ერთეული დამოუკიდებელია, მაგრამ იმავდროულად იგი უფრო დაუცველია, რადგანაც სხვა ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ვერ აკონტროლებს. ეკონომიკური დამოუკიდებლობის ვითარებაში ილუსტრაციაზე ნაჩვენები იზოლირებული ეკონომიკური ერთეული PP ზღვარზეა და იგი არჩევანის წინაშე დგას მასთან დაკავშირებით, თუ ამ ორი პროდუქტის წარმოების და მოხმარების რა დონეს უნდა მიაღწიოს. სპეციალიზაციისა და სავაჭრო ურთიერთობების პირობებში დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული PP ზღვარზე არ დგას და მას საშუალება აქვს, რომ ორივე პროდუქტის საბოლოო მოცულობა განსაზღვროს. თუ შიდა მეურნეობა კვერცხის წარმოებაზეა სპეციალიზირებული, მაშინ ამ ოჯახს მხოლოდ კვერცხის გარკვეული რაოდენობა გააჩნია პროდუქტის სახით. ეს შიდა მეურნეობა დამოკიდებულია სხვების საქციელზე, მაგალითად იმათი, ვინც კარტოფილის წარმოებაზეა სპეციალიზირებული.

ორი ეკონომიკური ერთეულის არსებობის პირობებში ყოველი ერთეული ორმხრივი მონოპოლიის პირობებში აღმოჩნდება და მისი წარმოების საბოლოო პროდუქტის ღირებულება მისი მფლობელის გარიგებაში შესვლის უნარზე იქნება დამოკიდებული. ამ „გარიგებაში შესვლის თამაშში“ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის წარმოების ზღვარი, იმავდროულად ამ ეკონომიკური ერთეულის სუსტი მხარეების მაჩვენებელია. თუ მეორე ერთეულს გარიგებაში შესვლის უკეთესი უნარი აქვს, მაშინ პირველი, ანუ ნაკლებად წარმატებული ერთეული დამოუკიდებელი ერთეულის სახით არსებობას არჩევს და პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს და მას გარანტირებულად ექნება ამონაგების E-დონე.

ორი ბილატერალური მონოპოლისტის არსებობის პირობებში ეკონომიკის მასშტაბის ზრდასთან და წარმოებისა და რეალიზაციის ქსელის განვითარებასთან ერთად გაურკვევლობა, ანუ დაუცველობა მცირდება. ყოველი ეკონომიკური ერთეული, რომელიც რომელიმე ერთი პროდუქტის წარმოებაზეა სპეციალიზირებული ისეთ ეკონომიკურ ურთიერთობებში შედის, სადაც სხვა საქონლის ერთზე მეტი მწარმოებელია და ცალკეული ერთეულების დაუცველობა მცირდება. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა რეალიზაციის ქსელის გაფართოებასთან ერთად ყველა ბაზარზე მყიდველებისა და მწარმოებლების მეტი რაოდენობაა წარმოდგენილი და ინდივიდუალურ ერთეულს საშუალება აქვს ისე მოიქცეს, თითქოს იგი ობიექტური გაცვლის პირობებშია, ანუ PP ზღვარზეა.

რასაკვირველია, რეალურ გარემოში ამ მოდელის ობიექტურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. მოდით წარმოვიდგინოთ რომ ერთი ადამიანი, მაგალითად კვერცხების გამყიდველი ბაზარზე გამოდის. I დიაგრამაზე PP-თი ნაჩვენები სავარაუდო ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნა არსებობს კვერცხებზე იმისთვის, რომ საბაზრო ფასი სტაბილური იყოს და ასევე იმაზე, რომ კვერცხების მომწოდებელთა რაოდენობა საკმარისი იყოს და არა ჭარბი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მოწოდებაც ჭარბი იქნება. საუკეთესო შემთხვევაში ფასს, რომლის მიხედვითაც ერთ გამყიდველს საქონლის მიწოდებაში კორექტივები შეაქვს მოსალოდნელი (მისაღები) ფასის ფარგლებში უნდა იყოს, რადგანაც საქონლის საბოლოო რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული ბაზრის ორივე სეგმენტის მონაწილეთა, ანუ მყიდველებისა და გამყიდველების აგრეგირებულ ქცევაზე. როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა იმ ბაზრებზე, სადაც კონკურენციის მოდელები რეალურად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ მოდელებს, შესაძლებელია შედარებით მოკლე პერიოდში ფასების უაღრესად მნიშვნელოვან ცვალებადობას ჰქონდეს ადგილი. ბაზრის ყველა მონაწილე სპეციალიზირებულია და წარმოდგენილია ან მყიდველი-მომხმარებლის ან მწარმოებელი-მომწოდებელის სახით და ისინი ბევრი სხვა ადამიანის ქცევაზე არიან დამოკიდებული, ანუ იმ ქცევაზე, რომელიც ინდივიდუალური მონაწილისთვის ნამდვილად „ბრმა ძალას“ წარმოადგენს.

VII. სწავლა მოქმედების გზით; დავიწყება - უმოქმედობით.

მეექვსე თავში განხილულ უაღრესად აბსტრაგირებულ და გამარტივებულ ილუსტრაციაში წარმოება-გაცვლის ურთიერთობების მონაწილეთა დაუცველობა შედარებით შეზღუდულია, რადგანაც მათ ბაზრიდან გასვლის და სხვა სფეროში დასაქმების, ანუ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის პირობებში დაბრუნების შესაძლებლობა გააჩნიათ. ამ არჩევანის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაშვებულია კერძო საკუთრება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს საკუთარი ნებით დატოვონ ბაზარი, ანუ ნაწილობრივ ან მთლიანად აღარ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით ურთიერთობებში.

ის დიფერენციალი, რომელიც მიიღწევა დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის არსებობის პირობებში ან სპეციალიზაციისა და გაცვლის ურთიერთობების პირობებში იმავდროულად დამოუკიდებლობის ფასს გვაჩვენებს, ანუ პირიქით რომ შევაფასოთ, საბაზრო დამოუკიდებლობის უპირატესობებს გვაჩვენებს. აქ უპრიანი იქნებოდა განგვეხილა ზოგი ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ამ დიფერენციალზე. როგორც მეექვსე თავში აღინიშნა, სპეციალიზაციისა და გაცვლისგან მოსალოდნელი სარგებელი (მოგება) ძირითადად ამონაგების ზრდის ხარჯზე მიიღწევა. ჩვენ არ განგვიხილია ის სარგებელი, რომელიც ისეთი დიფერენციალური ფაქტორების შედეგად მიიღწევა, როგორიცაა ინდივიდუალური ნიჭი, უნარჩვევები და შესაძლებლობები. მოგების ზრდა იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჩადებული სიმძლავრეები ბევრად უფრო მორგებულია ამონაგების გაზრდაზე. ეს ურთიერთკავშირი ბევრად უფრო გამოკვეთილი გახდება თუ სტატიკური მოდელიდან დინამიურ მოდელზე გადავალთ. რადგანაც წარმოება ისეა ორგანიზებული, რომ ჩადებული სიმძლავრეების სპეციალიზაციას მოითხოვს, ამ პროცესის მონაწილეები კეთების, ანუ მუშაობის პროცესში სწავლობენ და დროთა განმავლობაში, როდესაც ადამიანები უფრო გამოცდილები ხდებიან, ჩადებული სიმძლავრეების უფრო მაღალ ამონაგებად გარდაქმნა ხდება შესაძლებელი.

ეკონომისტები აღიარებენ, რომ სწავლა პრაქტიკული გამოცდილების შეძენის გზით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია, მაგრამ ჩემი აზრით მათ თავიანთ მოდელებში არსებული უკუკავშირები სრული სახით მაინც არა აქვთ გათვალისწინებული. მონაწილე, რომელიც გარკვეულ სფეროში სპეციალიზდება, პრაქტიკული გამოცდილების შეძენის გზით სწავლობს და იგი უაღრესად დახელოვნებული და წარმატებული ხდება მოცემულ სფეროში, მაგრამ იმავდროულად ამ ადამიანს ავიწყდება ის, რასაც აღარ აკეთებს. ანუ, ადამიანი ნაკლებად შედეგიანი ხდება იმ სფეროებში, სადაც თავის რესურსებს აღარ აბანდებს, რადგანაც მისი ძალისხმევა კონკრეტულ სფეროში დახელოვნებაზეა მიმართული. ეს ეფექტი შეგვიძლია I დიაგრამაზე გეომეტრიულად ავსახოთ. ანუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური ერთეული დროის გარკვეულ პერიოდში, რომელიმე სფეროში სპეციალიზირდება, ანუ სწავლობს პრაქტიკული გამოცდილების შეძენის გზით და ავიწყდება ის რასაც აღარ აკეთებს, მაშინ ბაზრის გარეშე არსებობის შესაძლებლობის ზღვარი PP მრუდის შიგნით გადაინაცვლებს. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული ბაზრის ძალებზე ხდება უფრო მეტად დამოკიდებული და შესაბამისად, ნაკლებად დაცულია ამ ძალების წინაშე, რომლებიც მისი კონტროლის ფარგლებს გარეთაა. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობისა და სპეციალიზაციის პირობებში შესაძლებელი სარგებლის დონეში განსხვავება სულ უფრო იზრდება, ხოლო ბაზრიდან გასვლა მონაწილეს ძალიან ძვირად დაუჯდება.

ამ დინამიური კავშირების მაქსიმალური ზღვარი მაშინ მიიღწევა, როდესაც დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული არაკომპეტენტური ხდება ყველა სხვა სფეროში გარდა იმ სფეროსი, სადაც იგი სპეციალიზირებული იყო. ჩვენს მოდელში განხილული შიდა მეურნეობის მაგალითს რომ დავუბრუდეთ, იგი კვერცხის წარმოებაზეა სპეციალიზირებული და თანდათან ავიწყდება, თუ როგორ უნდა აწარმოოს კარტოფილი. ასეთ ვითარებაში ბაზრის გარეშე არსებობის არჩევანი სხვა ფორმას იღებს. I დიაგრამას თუ დავუბრუნდებით, ბაზრის გარეთ წარმოების შესაძლებლობის ზღვარი P-ეების შიგნით ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების შიგნით არსებულ ორდინატას წარმოადგენს. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის შემთხვევაში საჭირო გახდება რომელიმე ორი პროდუქტიდან ერთი პროდუქტის წარმოებაში მუდმივი სპეციალიზაცია, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ შიდა მოხმარების დანიშნულება ექნება. სარგებლის ეს დონე საარსებო დონის დასაკმაყოფილებლად შეიძლება საკმარისი არ იყოს, მით უფრო რომ სიმძლავრეები იმ საქონლის წარმოებაზეა მიმართული, რომელიც ფართო მოხმარების საქონელს არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული მთლიანად დამოკიდებული ხდება ბაზრის მსყიდველობით უნარიანობაზე, რადგანაც ეს ერთადერთი პროდუქტია, რომლის მიწოდება ამ ერთეულს შეუძლია.

VIII. კერძო საკუთრება, საბაზარო კონკურენცია, ბაზარზე თავისუფალი შესვლა და გასვლა.

წინა თავებში ანალიზის გამარტივების მიზნით აღწერილი შეზღუდული მონაწილეობის მოდელი შესაძლებელია უფრო რთული თანამედროვე ეკონომიკის მონაწილეებზეც გავრცელდეს, სადაც სპეციალიზაცია ისეთ დონემდეა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს, ან ძალიან მცირეა იმ შიდა მეურნეობების რაოდენობა, რომლებსაც ბაზრის გარეშე არსებობა შეუძლიათ. თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ყოველი მონაწილე ან ერთეული ამ სისტემაში არსებული სხვა პირების ან ერთეულების ქცევაზეა დამოკიდებული დამოუკიდებლად იმისა, ეს სისტემა ბაზრის თუ რაიმე სხვა ფორმით არის ორგანიზებული. ეს დამოკიდებულება მიწოდებისა და მოთხოვნის მხარეებსაც ეხება, ანუ მომხმარებლის მხარესაც, რომელიც მიწოდებულ საქონელს ან მომსახურეობას შეიძენს. თუ ასეთ პირობებში ბაზრის გარეშე არსებობა არ არის რეალისტური, მაშინ კანონით გარანტირებული საკუთრების უფლება რა გზით არის დაცული შესაძლებელი ექსპლუატაციისგან? მოდით განვიხილოთ გარემო, სადაც ყველა ადამიანს საკუთრება, ანუ აქტივი გააჩნია თავისი თავის სახით. (აქ არ ვითვალისწინებთ არაადამიანურ აქტივებს). ასეთ გარემოში არ არსებობენ მონები და ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და თავად წყვეტს, თუ რა საქონელი ან მომსახურეობა უნდა შესთავაზოს სხვა ადამიანებს. ანუ, ეს ორმხრივი ნებაყოფლობითი შეთანხმებების ასპარეზია. თუ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის შესაძლებლობა აღარ არის, მაშინ რა ღირებულება გააჩნია საკუთრების უფლებას?

მხოლოდ ერთი პოტენციალური მყიდველის არსებობის შემთხვევაში მონოპოლისტურ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე და ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლების ღირებულება შედარებით მცირეა. იმისთვის, რომ იარსებოს, ადამიანს რამენაირად ხელი საარსებოდ აუცილებელ საბოლოო პროდუქტზე უნდა მიუწვდებოდეს. ხოლო მისი მომსახურეობის ან საქონლის მონოპოლისტ შემსყიდველს შეუძლია, რომ ისინი მისთვის არახელსაყრელ პირობებზე შეიძინოს. შესაბამისად, ინდივიდუალური მონაწილე არ უნდა მოექცეს ისეთ ვითარებაში, სადაც მხოლოდ ინდივიდუალური მყიდველი იარსებებს და ბაზარი კონკურენციის პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მასზე მრავალი მყიდველი და გამყიდველი იყოს წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სახის საქონელს და მომსახურეობას აწვდიან. ასეთ ვითარებაში საკუთრების ღირებულება უფრო მაღალია, რადგანაც ადამიანს არჩევანი გააჩნია და იგი რამოდენიმე ალტერნატიულ მყიდველს შორის ირჩევს, რის გამოც მისი საქონლის ღირებულება მომხმარებლის მსყიდველობით უნარზეა დამოკიდებული.

(თუ კონკურენტულ საბაზრო მოდელს სოციალისტური რეჟიმის მოდელს შევადარებთ, ამ უკანასკნელის პირობებში წარმოების საშუალებები კოლექტიურ მფლობელობაშია და ყველა პირის მიერ წარმოებულ და მიწოდებულ საქონელს თუ მომსახურეობას მხოლოდ ერთი მყიდველი შეიძენს, ანუ კოლექტივი, რის გამოც არ არსებობს ალტერნატიული მყიდველი, ხოლო საკუთრება, რომელიც თუნდაც ნომინალურად ადამიანის მფლობელობაში არის, პრაქტიკულად კარგავს თავის ღირებულებას).

შედარებით უფრო ადვილია ისეთი საბაზრო ვითარების აღწერა, სადაც ყოველ მონაწილეს მრავალი ალტერნატივა გააჩნია (მყიდველი-გამყიდველის ურთიერთობები), რის შედეგადაც ადამიანის საკუთრების უფლებას მაღალი ღირებულება გააჩნია, რადგანაც ადამიანს ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ უფრო ძნელია იმ ინსტიტუციონალური წესების აღწერა, რომლებიც კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოცემულ ეკონომიკაში ყველა ადამიანს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. რისი მეშვეობით ხდება ამ მრავალი არჩევანის არსებობის უზრუნველყოფა? კონკურენტული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის ადამიანს გარიგებებში შესვლისუფლება უნდა მიეცეს, ანუ წარმოების მიზნით ფირმის ან სხვა სახით გაერთიანების უფლება. თავის მხრივ ამ ფირმებსაც უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან გარიგებაში შესვლა გაცვლის, ანუ რეალიზაციის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არა მხოლოდ გამყიდველი-მიმწოდებლის სტატუსით მოქმედებისა უფლება უნდა მივცეთ, არამედ მათ „სავაჭრო პროცესის მონაწილეთა~ სტატუსი უნდა ჰქოდეთ ამ სიტყვის უფრო ფართო მნიშვნელობით, ანუ მათ ორგანიზაციული ერთეულის სახით მონაწილეობის, საქონლის და მომსახურეობის მიწოდებისა და შეძენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

მომსახურეობის და საქონლის მიმწოდებლის ეკონომიკური პოზიცია დაცულია, რადგანაც მას ორივე ეკონომიკური უფლების განხორციელების შესაძლებლობა აქვს. მისი ინდივიდუალური არჩევანის უფლება საშუალებას აძლევს ალტერნატიულ მყიდველებს შორის აარჩიოს. ასეთი ვითარება ასევე საშუალებას აძლევს, რომ ყველა მონაწილე მყიდველი გახდეს. ეს უფლებები ერთად ისე ფუნქციონირებენ, რომ საკმოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ ადამიანის ექსპლუატაციის შესაძლებლობაზე ვაჭრობისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნის გზით. ინდივიდუალურ მიმწოდებელს უფლება აქვს გაწყვიტოს ურთიერთობები ისეთ მყიდველთან, რომელიც მას არ აწყობს, ხოლო ნებისმიერ სხვა ინდივიდს ამ მიმწოდებელთან გარიგებაში შესვლის უფლება კვლავ რჩება.

ბაზარზე თავისუფალი შესვლის და გასვლის უფლების გარდა, კონკურეტული საბაზრო გარემოს შესანარჩუნებლად კიდევ ერთი დამატებითი პირობაა საჭირო. ეს არის ბაზრის ზომა, რომელიც საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისთვის, რომ მრავალი მყიდველისა და გამყიდველის ერთდროული არსებობა უზრუნველყოს. ეს პირობა მეტწილად დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუ არსებული წესები ხელს უწყობენ ბაზრის მისაწვდომობას ყველა პოტენციალური უცხოელისთვის. ანუ, ღია ბაზრის პირობებში. ისეთ ბაზრებზეც კი, რომლებიც შედარებით პატარაა გეოგრაფიული გარემოებებისა და პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ღია ბაზარი ხელს შეუწყობს მყიდველებისა და/ან გამყიდველების მიერ არსებული წესების დაცვას და შეაფერხებს საბაზრო ძალების ბოროტად გამოყენებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, რთული თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ძალიან მცირე რაოდენობის მონაწილეს შეუძლია იარსებოს დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით. მანამდე მოყვანილი ანალიტიკური ილუსტრაციიდან ჩანს, რომ ყველა მონაწილეს ტენდეცია აქვს ვიწრო სფეროში იყოს სპეციალიზირებული და ისინი ერთი ან ორი პროდუქტის ან მომსახურეობის წარმოებაზე აკეთებენ აქცენტს. რასაკვირველია დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის არსებობა ასეთი ვიწრო სპეციალიზაციის გარეშეც შეიძლება შეწყდეს. ინდივიდუალური მონაწილე შესაძლებელია, რომ რომელიმე ბაზარზე მის მიერ წარმოებული პროდუქტის ან მომსახურეობის რეალიზაციის პროცესზე მთლიანად დამოკიდებული იყოს, მაგრამ იმავდროულად სავალდებულო არ არის, რომ იგი მხოლოდ ამ ვიწრო სპეციალიობით საქმიანობით იყოს დაკავებული. წარმოების ჩანაცვლებადობა შესაძლებლობას მისცემს ამ ინდივიდს გამოვიდეს კონკურენტულ ბაზარზე და მაშინ ბაზრის პირობები მისთვის ნაკლებად შემზღუდველი იქნება, ვიდრე მანამდე განხილულ ვითარებაში. ყველა ინდივიდს საშუალება აქვს გაწყვიტოს ურთიერთობა ერთ მყიდველთან და თავისი საქმიანობა სხვა საქმიანობით ჩაანაცვლოს, ანუ შეცვალოს წარმოების და დასაქმების სფერო თუ ადგილმდებარეობა. როდესაც არჩევანის შესაძლებლობები უფრო ფართოა, ადამიანს უფლება აქვს, რომ ერთი სფეროდან გავიდეს და თავისი ადამიანური კაპიტალი სხვა სფეროში სპეციალიზაციას მოახმაროს, რომელიც უფრო უკეთესი დონის მიღწევაში დაეხმარება და თანაც წარმოების სისტემის მოქნილობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს მიაღწევს.

კონკურენტული სისტემისადმი მინიმალური მოთხოვნების განხილვის დროს ავღნიშნეთ, რომ ადამიანის პირად თავისუფლებას უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება. მსჯელობის პროცესში მე ძირითადად ყურადღება ადამიანის მიერ ბაზარში ჩადებული წვლილის, ანუ მიწოდების მხარეზე გავამახვილე. ადამიანი გაცვლით ურთიერთობებში მის მიერ წარმოებული საქონლის ფულზე გაცვლის მიზნით შედის, რომლითაც მას საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო საბოლოო პროდუქტის შეძენა სურს. ადამიანის დაცვა ვაჭრობის პირობებით მანიპულაციის სახით გამოხატული ექსპლუატაციისგან იმითია უზრუნველყოფილი, რომ ადამიანს რამოდენიმე ალტერნატიულ შემსყიდველს შორის არჩევის შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა თავად კონკურენტული გარემო უზრუნველყოფს, რომ ბაზარზე ალტერნატიული შემსყიდველები არსებობდნენ და შესაძლებელია უფრო მისაღები წინადადების გამოვლენა უფრო დაბალი დანახარჯების ჩადებით.

ინდივიდი, როგორც საბოლოო პროდუქტის მყიდველი ვაჭრობის პირობებით მანიპულაციისგან დაუცველია, თუ მას არა აქვს ალტერნატიულ გამყიდველებს შორის არჩევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ბაზრის ამ სეგმენტში ექსპლუატაციის შესაძლებლობას სათანადო ყურადღება არ ეთმობა და ალბათ ეს გასაგებიცაა, რადგანაც მოხმარების სფეროში სპეციალიზაცია იშვიათად სცდება წარმოების სფეროში არსებული სპეციალიზაციის საზღვრებს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდს სხვადასხვა პროფესიული თუ ინდუსტრიული სფეროსთვის შესაფერისი მომსახურეობის შეთავაზების საშუალება აქვს, მას შემდეგ, როდესაც არჩევანი გაკეთებულია, ეს ინდივიდი თავის მომსახურეობას, ანუ ჩასადებ სიმძლავრეებს მხოლოდ ერთ მყიდველს სთავაზობს. ძალიან იშვიათად თუ ვნახავთ ადამიანს, რომელიც ნახევარ განაკვეთზე დურგლად მუშაობს, ხოლო ნახევარ განაკვეთზე კი ეკონომიკის პროფესორად. რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, მოხმარების ეს მოდელი სტანდარტულ ქცევას წარმოადგენს. ადამიანი თავის შემოსავალს სხვადასხვა სახის საქონლის ან მომსახურეობის შეძენაზე ხარჟავს, ხოლო რამოდენიმე სახის საქონელი ერთდროულად მოიხმარება და ურთიერთშემავსებელია. ადამიანი ნაკლებად დამოკიდებულია ბაზრის მიწოდების სტრუქტურაზე იმ პროდუქტთან ან მომსახურეობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი თავად აწარმოებს ან აწვდის იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღოს. განსხვავება ბაზრის ორივე სეგმენტში მონაწილე ადამიანის დაუცველობას შორის, როდესაც იგი მიწოდების ან მოხმარების პროცესში მონაწილეობს, არ ნიშნავს რომ საქონლის მოხმარების სფეროში ეფექტური კონკურენციის შენარჩუნება არ არის მნიშვნელოვანი. ანუ, ეს განსხვავება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს და იგი საქონლის ან მომსახურეობის ალტერნატიულ გამყიდველებს შორის მისაღებს არჩევს, რაც უფრო ეფექტურია მოთხოვნის სეგმენტში, რადგანაც საბოლოო პროდუქტის დიდი არჩევანის პირობებში იგი ადვილად ჩანაცვლებადია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინსტიტუციური თუ სტრუქტურული მოთხოვნები, რომლებიც არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფაზეა მიმართული შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მიწოდების მხარესთან დაკავშირებული მოთხოვნები. მარტივი და გასაგები მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი: აკადემიის მონოპოლიური კონტროლი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაზე უფრო საზიანოა, ვიდრე მონოპოლიური კონტროლი პურის ყველა მიმწოდებელზე. უფრო ადვილია ხორბლიდან პარკოსნების წარმოებაზე გადასვლა, ვიდრე პროფესორობიდან დურგლის პროფესიაზე გადასვლა.

IX. ბაზრების პროფესიონალური და კერძო იმიჯი.

კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ლოგიკური სტრუქტურის სრულად გააზრების შემდეგ, მისმა ესთეტიკურმა მიმზიდველობამ შესაძლებელია მისი მიუკერძოებლად შეფასების უნარი დაგვაკარგინოს. ბაზრის იდეალიზაცია, ანუ ისეთი გარემოს იდეალიზაცია, სადაც ადამიანები უაღრესად დამოკიდებული არიან ერთმანეთზე და მაინც არც ერთ ადამიანს არა აქვს სხვა პირზე საკუთარი ნებასურვილის თავზე მოხვევის შესაძლებლობა, ზეგავლენას ახდენს ჩვენს მიერ იმ გარემოს ახსნაზე, რომელსაც ვაფასებთ. ასეთი რომანტიკული ინტერპრეტაციის შედეგები შესაძლებელია სხვა შეფასებებისგან განსხვავდებოდეს. ამიტომაც, მიზანშეწონილია შევქმნათ თავისუფალი ინტელექტუალური სივრცე პროფესიონალი ეკონომისტების მიერ შემოთავაზებულ კონკურენტულ გარემოს მოდელსა და იმ მოდელს შორის, რომელიც ინდივიდების კერძო საკუთრებისთვის უპირატესობის მინიჭების შედეგად ყალიბდება.

როგორც წინამდებარე ნაშრომის ზემოთ მოყვანილ თავებში აღინიშნა, კერძო საკუთრება ადამიანთა თავისუფლებას იცავს, რადგანაც მათ საშუალება აქვთ დატოვონ ბაზარი ან თავი აარიდონ მას და შესაბამისად, პოტენციურად ექსპლუატაციური ხასიათის ეკონომიკურ ურთიერთობებში შესვლას. მანამდე, სანამ ალტერნატივების არსებობის შედეგად, ინდივიდს „თავისუფალი არჩევანი“ გააჩნია იმის საფრთხე არ არის, რომ ადამიანი საბაზრო ურთიერთობების დამყარების პროცესში ბევრი სხვა ადამიანის ქცევაზე დამოკიდებული გახდეს. კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ამ რომანტიზირებულ ხედვაში, კერძო საკუთრების გარდა, თითქოს არც ერთი არგუმენტი აღარაა საჭირო. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ იდეალიზირებული კონკურენტული სტრუქტურის მქონე მოდელის პირობებში, თავისუფლების გარდა რაიმე დამატებითი არგუმენტის საჭიროება აღარ ჩანს.

ამ მოდელის ამსახველი თეორიის შესაბამისად, ადამიანური აქტივის გარდა სხვა აქტივების მფლობელობა პრინციპში საჭირო არ არის, რადგანაც ამ პროცესში ასეთი აქტივების ლიზინგია გათვალისწინებული და ამ ორ სხვადასხვა ინსტიტუციონალურ ალტერნატივას შორის არჩევანის არსებობის პირობებში რაციონალური გადაწყვეტილება ფასების შედარების საფუძველზე მიიღება. ბაზარი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ალტერნატივების დაახლოებით ერთნაირი ღირებულება. ბაზარზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა რასაკვირველია ზოგი ალტერნატივისადმი არაერთგვაროვან (მიკერძოებულ) დამოკიდებულებას გამოიწვევს (მაგალითად, საგადასახადო შეღავათების მინიჭება). იდეალიზირებული კონკურენტული ბაზრის პირობებში არაადამიანური კაპიტალის აქტივების ინდივიდუალური მფლობელობა უაღრესად გაბნეულია, რაც კონკურენტული გარემოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი არ არის. ასე მაგალითად, სანამ გასაქირავებელი სახლების მფლობელებს შორის ეფექტური კონკურენცია არსებობს, ისეთი არგუმენტი, რომელიც სახლების კერძო მფლობელობის აუცილებლობას გაამართლებდა არ წარმოიშვება. იგივე მართებულია კერძო მფლობელობაში არსებულ სატრანსოპრტო საშუალებებთან და გრძელვადიანი სარგებლობის საგნებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტების მიერ შეთხზულ კონკურენტული ბაზრის მოდელსა და რეალური ბაზრების მუშაობას შორის გარკვეული შეუსაბამობები არსებობს, რაც ინდივიდუალური მონაწილეების ქცევით არის გამოწვეული. ადამიანებს არ სჯერათ, რომ ბაზარი მათ ბევრ სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებით ეფექტურ ალტერნატივას სთავაზობს და ბაზრის მიერ დადგენილი ვაჭრობის პირობებზე დამოკიდებულება მათთვის მისაღები არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიტიკურ ჩარევას, რომელიც ალტერნატივების არჩევაზე ზეგავლენას ახდენს, ადგილი არ ექნება, ადამიანები უპირატესობას კერძო მფლობელობას ანიჭებენ და არა საქონლის ან პროდუქტის იჯარაში ან ლიზინგში აღებას. ადამიანებს ურჩევნიათ სახლებს თავად ფლობდნენ. მათ უნდათ, რომ საკუთარი მანქანები ჰქონდეთ, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად კონკურენტულია სალიზინგო ბაზარი. ჩემი აზრით ადამიანები ლიზინგს კერძო მფლობელობას ამჯობინებენ მაშინაც კი, როდესაც დანახარჟებში სხვაობა მნიშვნელოვანია. ანუ, თუ იგივე ხარისხის მანქანის იჟარაში აღება თვეში 100 დოლარად შეიძლება, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე საკუთარ მანქანაზე ერთი თვის განმავლობაში გაწეული დანახარჟები, ადამიანები მაინც საკუთარ მანქანას ამჯობინებენ. ბაზარზე დამოკიდებულების გაზრდის შემთხვევაში პროდუქტიულობის ზრდის შედეგად მიღებული სარგებელი არ არის საკმარისი კომპენსაცია იმ ზარალისა, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგად ნახავენ. როდესაც ადამიანების ქცევას ვაკვირდებით ნათელი ხდება, რომ ისინი უაღრესად აფასებენ საბაზრო ურთიერთობებიდან გასვლის იმ შესაძლებლობას, რომელსაც მათ კერძო საკუთრება ანიჭებთ და ეს პოზიტიური შეფასება მაინც იარსებებს დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად კონკურენტულია რომელიმე კონკრეტული ბაზარი.

X. კერძო მფლობელობა, როგორც თვითწარმოება

კაპიტალური აქტივების კერძო მფლობელობის ერთ-ერთი ინტერპრეტაციის შესაბამისად, ეს ინსტიტუტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ მათი მეშვეობით საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროდუქტი აწარმოონ, ჩვენს მიერ კვერცხისა და კარტოფილის მწარმოებელი ფერმერების მაგალითის მსგავსად. შიდა მეურნეობა, რომელსაც საკუთარი მიწა და სახლი აქვს და თავისი წარმოება გააჩნია, ანუ თავის საჭიროებებს იკმაყოფილებს, ბაზრის მომწოდებლებთან და მონაწილეებთან ურთიერთობებში შესვლას არ საჭიროებს. ადამიანი, რომელსაც მანქანა აქვს, დროდადრო საჭიროების მიხედვით იყენებს მას.

კერძო საკუთრება საშუალებას აძლევს ადამიანს საბაზრო ურთიერთობებიდან გავიდეს და საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. საკუთარი წარმოება პირდაპირი სახით ამცირებს დამოკიდებულებას სხვა მონაწილეებზე და ინდივიდს ბაზარზე მონაწილეობა გარკვეული პროდუქციისა ან მომსახურეობის მყიდველის სახით აღარ უწევს. ამ თვალსაზრისით საკუთარი წარმოება, რაც შესაძლებელი ხდება შესაბამისი აქტივების ფლობის შემთხვევაში, არ განსხვავდება იმ წარმოებისგან, როდესაც ჩასადები სიმძლავრეები ბაზრის გარეშე მოიპოვება (მაგალითად, ბოსტნეული საკუთარი მიწიდან). ბევრი სხვადასხვა აქტივის (სახლი, მანქანა, ავეჯი, ტექნიკა, საქონელი, ხილის ხეები და სხვა) კერძო მფლობელობა გულისხმობს, რომ ამ აქტივების შედეგად წარმოებული პროდუქტი ასევე ამცირებს მათი მფლობელის დამოკიდებულებას ბაზრის ფუნქციონირებაზე, რადგანაც ამ პროდუქციის ფულად შემოსავლებზე გაცვლაა შესაძლებელი.

ეს ასპექტი უფრო დეტალურ განხილვას საჭიროებს. მოდით განვიხილოთ შემოსავლების ბრუნვის ელემენტარული II დიაგრამა. A პირი ბაზარზე გადის და საკუთარ მომსახურეობას სთავაზობს. ანუ გამყიდველიმიმწოდებლის როლში გამოდის.

0x08 graphic
იმავდროულად A პირი ბაზარზე გარკვეული მომსახურეობისა და საქონლის მყიდველის სახითაც მონაწილეობს. ისეთი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სადაც ყველა ბაზარზეა დამოკიდებული, ადამიანი, როგორც მიმწოდებლის, ასევე მყიდველის როლში სხვების ქცევაზეა დამოკიდებული. ურთიერთობების ამ სტრუქტურაზე ზემოთაც გვქონდა საუბარი. თუ A პირს ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობა ექნება საკუთარი წარმოების ორგანიზების ხარჯზე, მაშინ მოთხოვნის მხარეს შემოსავლების ნაკადის მოცულობა შემცირდება. (სახლის მფლობელობასთან ერთად ადამიანს აღარ უწევს ბინის ყოველთვიური ქირის გადახდა). თუ ინდივიდს (შიდა მეურნეობას) ნაკლები შემოსავლები დასჭირდება საქონლის და მომსახურეობის შესაძენად, მაშინ მიმწოდებლის (გამყიდველის) შემოსავლების ნაკადიც შემცირდება.

საკუთარი წარმოება, რომელიც საკუთრების მფლობელობის პირობებშია შესაძლებელი, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდის, როგორც გამყიდველის დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით, ვიდრე მყიდველის დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ადამიანებმა შესაძლებელია ჩათვალონ, რომ ისინი უფრო დაუცველები არიან თუ მიწოდების მხარეს აღმოჩნდებიან, რადგანაც ამ შემთხვევაში სპეციალიზაციის ხარისხი უფრო მაღალია და გარიგების დანახარჯები უფრო მაღალია ალტერნატიული მყიდველების არსებობის პირობებში, თანაც ეს დანახარჯები ადგილმდებარეობის მიხედვით კორექტირებას საჭიროებენ. წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც საბაზრო ძალების ზეგავლენის შედეგად უმუშევარი რჩება. თუ ეს ადამიანი სახლს, მანქანას, ავეჯს და ტექნიკას ფლობს, მაშინ მისი დაუცველობა ბაზრის შედეგად გამოწვეული შოკით უფრო ნაკლები ხარისხისაა. ამ აქტივების ფლობის შედეგად საკუთარი წარმოების ორგანიზება მას საშუალებას აძლევს არსებობისთვის აუცილებელი სახსრები მოიპოვოს, რაც ამ საკუთრების გარეშე შეუძლებელი გახდებოდა. ჩემი აზრით, ეკონომისტებმა უნდა აღიარონ, რომ კერძო საკუთრების ინსტიტუტი გარკვეულწილად პარადოქსულია იმ გაგებით, რომ ის საბაზრო ურთიერთდამოკიდებულებებში ,,ეფექტურობის“ უპირატესი მნიშვნელობის მიუხედავად არსებობს. იდეალიზირებული ფუნქციონირების პირობებში ბაზარმა უფრო მეტი მომსახურეობა უნდა შესთავაზოს იგივე დანახარჯების სანაცვლოდ, ან მეტი მომსახურეობა ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე კერძო საკუთრების საფუძველზე არსებული წარმოების შედეგად მიიღება. თუ ეკონომიკის მასშტაბებს ერთმანეთს შევადარებთ იდეალურმა საბინაო ბაზარმა იგივე ხარისხის სახლის უზრუნველყოფა ნაკლები დანახარჟებით უნდა შეძლოს. (რატომ უნდა ჰქონდეს გარეუბნის სახლის ყველა პატრონს საკუთარი გაზონების საჭრელი?)

სტანდარტულ ანალიტიკურ მაგალითებში საბაზრო პირობებში ადამიანის დაუცველობა გათვალისწინებული არ არის და ნავარაუდევია, რომ მოდელები იდეალურად მუშაობენ. მაგრამ შესაძლებლობა თავისუფალი იყო ბაზრის ზეგავლენისა და შოკისგან მნიშვნელოვანი არგუმენტია საკუთრების სასარგებლო ფუნქციის დასამტკიცებლად. საკუთარი წარმოება, რის საშუალებასაც კერძო საკუთრება იძლევა, უფრო ,,ეფექტური“ ფუნქციაა ვიდრე ბაზრის პირობებში შემოთავაზებული შესაძლო სარგებელი.

XI. კერძო საკუთრება ისეთი აქტივების სახით, რომელიც ფულად შემოსავლებს იძლევიან.

კერძო საკუთრების ეფექტურობა, რომელიც ადამიანებს საბაზრო შოკისგან იცავს, აქამდე მხოლოდ იმ აქტივებთან დაკავშირებით განიხილებოდა, რომლებიც საქონელს და მომსახურეობას პირდაპირი სახით აწვდიან, ანუ აქტივების მფლობელი პირდაპირ მოგებას იღებს. ასევე მოხსენებული იყო საბინაო მომსახურეობა (გაქირავება) და გრძელვადიანი მოხმარების საგნები. აქამდე იმ აქტივების კერძო მფლობელობაზე, რომლებსაც ფულადი შემოსავლები მოაქვთ, არ ვსაუბრობდით. მიაქციეთ ყუარდღება, რომ აქ მატერიალურ აქტივებსა (უძრავი ქონება) და ფინანსურ აქტივებს შორის განსხვავებაზე საუბარი არაა, რადგანაც ზოგ მატერიალურ აქტივებსაც ფულადი და არა სხვა სახის შემოსავლები მოაქვთ. ფინანსურ აქტივებს ფულადი შემოსავლები მოაქვს, რაც თავად მათი დასახელებიდანაც ნათელია.

ფინანსური აქტივების მფლობელი, მაგალითად ობლიგაციების მფლობელი განსხვავებით ბინათმფლობელისგან, რომელიც მომსახურეობას სთავაზობს, არაფერს არ აწარმოებს. რასაკვირველია ის გარემოება, რომ ადამიანს გარკვეული ფულადი შემოსავლები ეკუთვნის არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ მონაწილეობს ბაზარზე. ეს ადამიანი ფლობს აქტივებს, რომლებსაც ფულადი შემოსავლები მოაქვს, მაგრამ იგი იხდის ბინის ქირას, მანქანისა და ტელევიზორის ქირას (თუ იჯარითა აქვს აღებული). ის, რომ ამ ადამიანს გარკვეული ფულადი შემოსავლები აქვს, მასზე, როგორც საბოლოო პროდუქციის მყიდველზე გავლენას არ ახდენს. ანუ, ამ შემთხვევაში ბაზრის შოკის წინაშე დაუცველობა გაცვლის პირობების გამო მასზე არ ვრცელდება. მაგრამ რაც შეეხება შემოსავლების ბრუნვის მიწოდების მხარეს, აქტივების მფლობელის მიერ თანხის გატანის მოთხოვნა ამცირებს რეალიზაციას, რადგანაც საქონლის მოხმარების დაფინანსებაა საჭირო. ადამიანს, რომელიც თვეში 100 დოლარს იღებს ობლიგაციებიდან საპროცენტო შემოსავლების სახით, საქონლის მოხმარებაზე თავისი შრომის რეალიზაციის შედეგად მიღებული მიმდინარე შემოსავლებიდან 100 დოლარით ნაკლები ეხარჯება. ანუ, აქტივების მფლობელი იღებს შემოსავალს, რომელიც ხელს უწყობს, რომ მან უფრო ძვირი სამომხმარებლო კალათით ისარგებლოს და იმავდროულად საკუთარი შრომით უფრო ნაკლები წვლილი შეაქვს ბაზარზე. მაგრამ შემოსავალი ორივე შემთხვევაში ბაზრის მეშვეობით ბრუნავს. ამ ვითარებისგან განსხვავებით იმ აქტივების მფლობელი, რომელიც პირდაპირ მომსახურეობას უზრუნველყოფს, ბაზრის წარმადობაზე დამოკიდებულებისა და გაცვლითი ურთიერთობებისგან განთავისუფლებულია.

კერძო მფლობელობაში არსებულ აქტივებს შორის, რომლებსაც ფულადი შემოსავლები მოაქვთ და იმ აქტივებს შორის, რომლებიც მომსახურეობას აწარმოებენ და რეალიზაციის შემთხვევაში მფლობელებისთვის ფულადი შემოსავლები მოაქვთ, სხვა განსხვავებაც არსებობს. ორივე შემთხვევაში მფლობელს ფულადი შემოსავლები აქვს, რის გამოც მისი დამოკიდებულება ბაზარზე ნაკლებია და მას ნაკლები წვლილი შეაქვს ბაზარზე პროდუქციის სახით. მაგრამ გასხვავებაა დაუცველობის თვალსაზრისით იმ ძალების წინაშე, რომლებიც აქტივების მფლობელის კონტროლის ფარგლებს გარეთ არიან. იმ შემთხვევაში, როდესაც უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მფლობელი ფულად შემოსავლებს იღებს, იგი იგივე აქტივზე ბაზრის ცვალებადობის წინაშე დაუცველია. მეორე შემთხვევაში, როდესაც მფლობელი თავისი აქტივებიდან პირდაპირ ფულად შემოსავლებს იღებს, მფლობელი ზოგადად საქონლისა და ფულადი ნაკადების მოძრაობაში ცვლილებების თვალსაზრისით დაუცველია. ეს დაუცველობა მაქსიმალურია, როდესაც კერძო საკუთრება ფულად ფორმას იღებს, ან ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ფულად ერთეულში გამოხატული მოგების გარანტიას იძლევა. მაგრამ ფულად ვალდებულებებსა და კერძო საკუთრებას შორის საუბრისგან ეხლა თავს შევიკავებთ და ეს საკითხი დეტალურად XIII თავში იქნება განხილული.

XII. კერძო საკუთრება და დრო: დაგროვება მფლობელობის შედეგად.

აქამდე არ გვისაუბრია კერძო საკუთრების როლზე იმ ასპექტში, რომ დროთა განმავლობაში იგი ადამიანს ხელს უწყობს შემოსავლების ნაკადების დარეგულირებაში, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა სახის საკუთრებაა ეს. ფინანსურ ნაკადებში, როგორც შემოსავლები ასევე დანახარჯები იგულისხმება, რომლებიც აქტივების არსებობის ციკლის განმავლობაში ბაზრის მეშვეობითაა გენერირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ანალიზი ძირითადად საკუთრების დამცავი როლით შემოიფარგლებოდა, რაც იდეალური ბაზრის პირობებში საჭირო არ უნდა იყოს. ნათელია, რომ ანალიზის პროცესში განხილული იყო კერძო საკუთრების მოდელი, რომლის დროსაც ეკონომიკური ურთიერთობების ყველა მონაწილე მუდმიავდ არსებობს და ყოველთვის წარმოადგენს მიწოდების ან მოთხოვნის მხარეს. თუ ამ მოდელში დროის ფაქტორსაც შევიტანთ, ნათელი ხდება, რომ ადამიანთა ცხოვრების განმავლობაში შემოსავლებისა და დანახარჟების მოცულობებში კორექტივების შეტანა საჭირო ხდება, რის გამოც აუცილებელია არსებობდეს ინსტიტუტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო საკუთრების ღირებულებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ის გარემოება, რომ ადამიანი თავისი შესაძლებლობების სრული მფლობელია ადამიანური კაპიტალის აკუმულაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ გარდა ამისა საჭიროა დამატებითი ფაქტორი კაპიტალური აქტივების სახით.

აქ პრობლემატურ საკითხად მესახება ურთიერთკავშირი კერძო საკუთრებას და კაპიტალის აკუმულაციის ტემპებს შორის და აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის. აქ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ, რომ საკუთრების ინსტიტუტები სიცოცხლისუნარიანი ან მნიშვნელოვანი არ არის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის, რაც ნამდვილად მისაღები და სწორი აზრია. ჩემი წიგნის მიზანია კერძო საკუთრება განვიხილო, როგორც ადამიანთა თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფის ინსტიტუტი და არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური ზრდისა და ეფექტურობის მექანიზმი.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, კერძო საკუთრება, დამოუკიდებლად იმისა, აქტივები დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ იძლევიან მოგებას თუ პირდაპირი სახით, საშუალებას აძლევს მის მფლობელს დროებით გავიდეს საბაზრო ურთიერთობებიდან. ადამიანს, რომელსაც თავისი აქტივებიდან აქვს შემოსავალი, ან ისეთი აქტივი აქვს, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს, მისი არჩევანის შესაბამისად საშუალება აქვს ან გაზარდოს საქონლის წარმოებაზე დაბანდებული კაპიტალი ან შეამციროს იგი და შესაბამისად, ბაზარზე საქონლის რეალიზაციის მოცულობა შეამციროს. ორივე შემთხვევაში გარკვეული ღირებულების მქონე აქტივების მფლობელობა ადამიანს რამოდენიმე სხვადასხვა არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, აქტივების მფლობელს ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობაც აქვს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად იმისა, იგი ამ შესაძლებლობით ისარგებლებს თუ არა. გარკვეული ღირებულების მქონე აქტივების მფლობელი „თავისუფალია თავის არჩევანში“, თუ ამ აქტივის ღირებულება არ მცირდება. როგორც სემიუელ ჯონსონმა აღნიშნა, ადამიანი ყველაზე უფრო მაშინ არის თავისუფალი, როდესაც იგი მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე აქტივების მფლობელია, რომელთა ღირებულება არ იკლებს. (Boswell, 1946).

კერძო საკუთრების როლი შემოსავლებისა და ხარჯების ნაკადებში დროებითი კორექტივების შეტანის საშუალებას იძლევა, მაგრამ იგი არ არის პირდაპირ დამოკიდებული კონკურენტული საბაზრო ძალების ზემოქმედებაზე. ამაზე ზემოთაც გვქონდა საუბარი, როდესაც საკუთრების დაცვით და პრევენციულ ფუნქციაზე ვსაუბრობდით. მაშინაც კი, როდესაც კონკურენციის პროცესები ისეთია, რომ ადამიანს დროის ყველა მონაკვეთზე მრავალ სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობს სხვადასხვა ბაზარზე, კერძო საკუთრების ღირებულება მაინც უმნიშვნელოვანესია და იგი რეალური ცხოვრების უმოწყალო ძალებისაგან დაცვის საშუალებას იძლევა. ადამიანი, რომელიც ნაკლებად ექვემდებარება „ბაზრის ბრმა ძალების“ ზემოქმედებას და კლასიკური ლიბერალების კვალდაკვალ კონკურენტული გარემოსმხარდამჭერია, მაინც დაინტერესებულია, რომ აქტივებს კერძო საკუთრების სახით ფლობდეს.

საკუთრების (აქტივების) ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა ადამიანთა სხვადასხვა მოტივაციაზეა დამოკიდებული. იმ ადამიანისთვის, რომელიც კონკურენტული საბაზრო პროცესების მხარდამჭერია და რომლის ძირითადი და ერთადერთი მოტივაცია იმაში მდგომარეობს, რომ მას თავის შემოსავლებსა და ხარჯებში დროებითი კორექტივების შეტანის შესაძლებლობა უნდა რომ გააჩნდეს, აქტივების ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა ის იქნება, რომელიც ყველაზე უფრო ადვილად გარდაიქმნება სხვა აქტივად, ანუ ნაღდ ფულად. თუ ამჯერად არ გავითვალისწინებთ საკუთრების პრევენციულ დანიშნულებას, ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები აკუმულაციის ყველაზე მიზანშეწონილ ფორმას წარმოადგენენ. ადამიანი, რომელიც არ ხედავს საკუთარი წარმოების უპირატესობებს, რომლის საშუალებასაც კერძო საკუთრების ფლობა იძლევა, ბუნებრივია თავის არჩევანს ფინანსურ აქტივებზე გააჩერებს და გამონთავისუფლებული სახსრებით ასეთ აქტივებს შეიძენს.

XIII. კერძო საკუთრება ფულის სახით: ინფლაცია და ღირებულების დაკარგვა.

ურთიერთკავშირი ინფლაციასა და კერძო საკუთრების უფლების დაცვაზე მიმართულ არგუმენტებს შორის უფრო ღრმა განხილვას საჭიროებს. როგორც უკვე აღინიშნა ადამიანი, რომელიც საბაზრო ძალების ზეგავლენას არ განიცდის და საბაზრო შოკისგან თავს დაუცველად არ გრძნობს, საკუთრების ფლობაში მაინც იქნება დაინტერესებული, თავის შემოსავლებსა და ხარჯებში დროებითი კორექტივების შეტანის შესაძლებლობის გამო. იდეალურ შემთხვევაში ეს ადამიანი ისეთ საკუთრებას ამჯობინებს, როგორიცაა ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი იდეალიზირებული გარემო რეალურად შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია არა მხოლოდ ყველა ბაზარზე რეალური კონკურენციის უზრუნველყოფა, არამედ ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ფულად სახსრებისა და საქონლის ღირებულების თვალსაზრისით არანაირ შოკს არ ექნება ადგილი. შესაბამისად, საჭირო გარკვეული დამცავი მექანიზმების დანერგვა გახდება. ეს პირობა არ არის ერთადერთი, რაც შესაძლებელია, რომ რეალურ გარემოში საჭირო გახდეს.

შესაძლებელია შევქმნათ ისეთი ანალიტიკური მოდელი, სადაც ფული მოხმარების საგნის, ან მოხმარების საგნების პაკეტის ფორმით იქნება წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში კონკურეტული ბაზრის ფუნქციონირება სტაბილური უნდა იყოს. მაგრამ თუ ეკონომიკას დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ფული არ არის ის საქონელი, რომელიც ბაზრის მეშვეობით იწარმოება ან გაიყიდება. ფული სახელმწიფოს, ანუ პოლიტიკური ერთეულის ქმნილებას წარმოადგენს და მისი მასა მისი წარმოების ღირებულებასთან უმნიშვნელოდ, ან სრულიად არ არის დაკავშირებული. იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს თავისი საკუთრება ფულადი სახსრების ან ფულადი ვალდებულებების სახით იქონიოს, დაინტერესებულია, რომ თავისი აქტივები სახელმწიფოს, რაიმე კოლექტიური სტრუქტურის, ან იგივე ბაზრის მხრიდან ექსპლუატაციისგან დაიცვას.

ზემოთ განხილულ ორ გარემოში, პოტენციურად შესაძლებელი კონფისკაციისგან დაცვის მექანიზმები ფსიქოლოგიურად ერთმანეთისგან სრულიად გასხვავდება. ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია „ბაზრის ბრმა ძალების“ ზემოქმედებისგან დამცავი მექანიზმების არსებობაში იდენტიფიცირებული პირების ან პირთა ჯგუფების მაქინაციებისა არ უნდა ეშინოდეს. იგი ამ შემთხვევაში დაცვას მყიდველებისა და გამყიდველების დიდი მასის აგრეგირებული ქცევისგან მოითხოვს, ანუ ისეთი ქცევისგან, რომელსაც ზეგავლენა აქვს ბაზრის ფასებზე, როგორც წარმოების, ასევე მოთხოვნის თვალსაზრისით. ასეთი ხასიათის დამცავი მექანიზმები ყოველთვის დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რომელსაც საბაზრო პროცესების „ნდობა“ შეიძლება ვუწოდოთ. „ნდობა“ დამოკიდებულია იმ რაციონალურ მიზეზზე, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები აქვს და მოგებაშია დაინტერესებული. გასხვავებით ზემოთხსენებულისგან, იმ პირს, რომელიც საქონლისა და ფულის სავაჭრო პირობებით გამოწვეული შოკისგან დამცავი მექანიზმების მოძებნას ცდილობს, ბაზრის მიმწოდებლებისა და მყიდველების ქცევის არ უნდა ეშინოდეს, არამედ მისთვის საფრთხეს პოლიტიკური ერთეული წარმოადგენს. დიდი რიცხვების შესახებ კანონის შესაბამისად, ბევრი ადამიანის ჯამური ქცევა ბაზარს უფრო პროგნოზირებადს ხდის იმ პირობით, რომ სხვა ასპექტები უცვლელი რჩება, ცალკეული პირებისა და სახელმწიფოს ქცევისგან განსხვავებით.

ალბათ ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც არ ესმით სახელმწიფოს მხრიდან ექსპლუატაციის შესაძლებლობა, ანუ ბიუროკრატთა მიერ ფულადი და სასაქონლო აქტივებით მანიპულაცია საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებში. ისტორიულ მაგალითებზე ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ. ის პირები, რომლებსაც საკუთრების შეძენა მხოლოდ იმ მიზეზით უნდათ, რომ შემოსავლებისა და ხარჯების კორექტირება მოახდინონ, ასეთი პოტენციალური ექსპლუატაციისგან თავის დაცვის და მისი პრევენციის მიზნით თავიანთ საქციელში ცვლილებებს შეიტანენ. ასეთ შემთხვევაში ისინი უპირატესობას მიანიჭებენ მატერიალურ და არა ფინანსურ აქტივებს. მატერიალური აქტივები მათ იმ მიზნით არ სჭირდებათ, რომ მათი მეშვეობით რაღაც მომსახურეობა აწარმოონ ან მოგება მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ ამ აქტივების ღირებულება იზრდება და ისინი დაცულები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის პირობები ფულადი სახსრებისთვის არახელსაყრელი იქნება. პოლიტიკური ერთეულისადმი ნდობის ნაკლებობა კერძო საკუთრების სფეროსთვის გარკვეულწილად შემზღუდველი ფაქტორია თუ მას ადამიანთა თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით შევაფასებთ.

ფულადი სქემების განხილვის დროს ხშირად საკუთრების შეძენის სქემა არ არის გათვალისწინებული. ეკონომისტები ამ ასპექტთან დაკავშირებითაც უფრო ფულადი ერთეულის ღირებულების პროგნოზირების ეფექტურობის გაზრდაზე მიმართულ მახასიათებლებზე საუბრობენ. რასაკვირველია ასეთი მახასიათებლები უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვადასხვა სახის საკონტრაქტო ურთიერთობები უაღრესად გამარტივებულია ისეთ გარემოში, რომელიც პროგნოზირებადია. მაგრამ ეკონომისტებს ძირითადად მხოლოდ ეს კარგად ნაცნობი არგუმენტი მოჰყავთ ეფექტურ მონეტარულ სქემასთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა არსებობს ადამიანები და მათი კერძო საკუთრება, რომელიც ამ საკონტრაქტო ურთიერთობებისგან დამოუკიდებლად არსებობს და იმ გარემოში, რომელიც პროგნოზირებადია ფულადსასაქონლო გაცვლის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება, ვიდრე არაპროგნოზირებად გარემოში. როდესაც ადამიანს ფულადი სახსრების ან ფულადი ვალდებულებების ფლობა შეუძლია, იგი დაცულია ბაზრის ფლუქტუაციისგან, როგორც მიწოდების ისე მოთხოვნის სეგმენტში.

ქვეტექსტი ნათელია. რეJიმი, რომელიც კერძო საკუთრებას (მიწას) საკანონმდებლო გზით იცავს უფრო შეზღუდულია ეფექტურობის თვალსაზრისით თუ ფულადსასაქონლო გაცვლა არ არის პროგნოზირებადი, ხოლო რეჟიმი, რომელიც ჩვეულებრივ აქტივების (სასაქონლო გაცვლის საგნებს) პრივატიზაციაშია დაინტერესებული იმავდროულად პროგნიზირებადი გარემოს შექმნაშიცაა დაინტერესებული, რათა მისდამი ნდობა გაიზარდოს. მანამდე, სანამ პოლიტიკურ ხელისუფლებას საკუთრების კონფისკაციის უფლებამოსილება გააჩნია, საკანონმდებლო სტრუქტურა, რომელიც ადამიანს საკუთრების უფლებას ანიჭებს არ იქნება ეფექტური. ანუ. კერძო საკუთრების ინსტიტუტის პოტენციალური შესაძლებლობები სრულად არ იქნება გამოყენებული.

XIV. სოციალიზმი, კერძო საკუთრება და თავისუფლება.

კერძო მესაკუთრეობის მიერ თავისუფლების გაფართოების შესაძლებლოებებზე კონცენტრირება, აუცილებლობის შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვის ფორმებთან დაკავშირებით უფრო მეტ პასუხს იძლევა, ვიდრე სოციალიზმი, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურა. სოციალიზმი კლასიკური დეფინიციის შესაბამისად კერძო საკუთრების კოლექტიური საკუთრებით ჩანაცვლებას გულისხმობს. სოციალიზმის ზეგავლენის სფეროს გაფართოებასთან ერთად კერძო საკუთრების ზეგავლენის სფერო მცირდება. სოციალისტური ორგანიზაცია არ არის სრულიად ტოტალიტარული იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უკრძალავდეს ადამიანს აქტივების ფლობას, მათ შორის საკუთარი თავის და შესაძლებლობების განკარგვის უფლებას. ყველაზე ტოტალიტარული რეჟიმიც კი, გარკვეული აქტივების კერძო მფლობელობის de facto უფლებას იძლევა, მაგალითად ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები.

მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანის მდგომარეობა სოციალისტური რეჟიმის პირობებში, სადაც ყველა წარმოების საშუალება კოლექტიური ხელისუფლების მფლობელობისა და გამგებლობის ქვეშ არის, მათ შორის ისეთი აქტივები, როგორიცა ადამიანის პირადი კაპიტალი, ანუ შესაძლებლობებია. ადამიანი გარკვეულ პროფესიულ ამოცანას წყვეტს, მაგალითად მას წარმოების პროცესში გარკვეული წვლილი შეაქვს და სანაცვლოდ ამ წარმოების შედეგის გარკვეული წილი ეკუთვნის. რაც შეეხება საბოლოო პროდუქციას, ამასაც ხელისუფლება წყვეტს თუ რა სახის უნდა იყოს იგი.

ასეთ გარემოში სოციალისტური სისტემის მონაწილე მაქსიმალურად დამოკიდებულია სხვების გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, მაქსიმალურად დაუცველია. ექსპლუატაციის წინააღმდეგ ისეთი სისტემური გარანტია, როგორიც კონკურენტული საბაზრო სისტემის პირობებში მოქმედებს, არ არსებობს. ანუ ინდივიდს იმისთვის, რომ საარსებო სახსრები მოიპოვოს ურთიერთობა უწევს მომსახურეობის მონოპოლისტ „შემსყიდველთან” და საქონლის მონოპილისტ „გამყიდველთან”. სხვა არჩევანი არ არსებობს, რადგანაც ადამიანს არა აქვს კერძო აქტივების ფლობის საშუალება მას საკუთარი წარმოების წამოწყება არ შეუძლია, ამიტომ მისი არჩევანი შეზღუდულია.

იმ შემთხვევაშიც კი (ანალიტიკური და ემპირიული გამოცდილების საწინააღდმეგოდ) სოციალისტური რეJიმი რომ „ეფექტური” იყოს, ამ სიტყვის სრული მნიშნელობით, ადამიანის დამოუკიდებლობის ან თავისუფლების გამოხატულების ფუნქცია საერთოდ არ იარსებებდა. იდეალიზირებულ სოციალისტურ გარემოშიც კი, სისტემის მონაწილეების უმეტესობა თანახმა იქნებოდა, რომ პროდუქტიული პოტენციალის ნაწილი კოლექტიური ხელისუფლების მხრიდან ექსპლუატაციისგან დაცვის სანაცვლოდ დაეთმო. რასაკვირველია რეალურ გარემოში ამ ასპექტებს შორის კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, ლოგიკური ანალიზი და ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ „ეკონომიკა” კოლექტივიზაციის სფეროს გაზრდასთან ერთად ნაკლებად პროდუქტიული ხდება და არა უფრო „პროდუქტიული”, როგორც ვარაუდობდნენ. ეკონომიკის ეფექტურობის ზრდა მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, თუ აქტივების კერძო მფლობელობის მოცულობა იზრდება და კოლექტიური კონტროლის საზღვრები მცირდება. გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც პოზიტიურად აფასებენ შეზღუდულ დამოუკიდებლობას, რომელიც კერძო საკუთრებიდან ასეთ გადანაცვლებას მოსდევს, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას.

1990-იანი წლების დასაწყისის გადმოსახედიდან სოციალისტური მოდელის ნაკლოვანებები პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეალობაში ალბათ ბევრად უფრო ადვილი დასანახია. და პირიქით, ჩვენთვის, ვინც სოციალიზმის რღვევის მოწმეები გავხდით, საკმაოდ ძნელია როგორც იდეის, ასევე პრაქტიკულ დონეზე გავიაზროთ თუ რაში მდგომარეობდა სოციალისტურ-კოლექტივისტური მოდელის უპირატესობა და მიმზიდველობა იმ ეპოქის ბევრი მოაზროვნისთვის. ჩვენ არ გვესმის, თუ რატომ აფასებდნენ ისინი თავიანთ კვლევებსა და ნორმატიულ-კომპარატიულ შეფასებებში საკუთრების ამ ფორმას პოზიტიურად. ფ. ა. ჰაიეკი ნამდვილად მართალი იყო, როდესაც ვარაუდობდა, რომ დიდი მოთხოვნა იქნება იმ მეცნიერების შრომებზე, რომლებიც შეეცდებიან გაარკვიონ თუ რატომ მოხდა, რომ ისეთი „ფატალურად თავდაჯერებული” იდეა, როგორც სოციალიზმი იყო ამდენი ხნის განმავლობაში მართავდა ადამიანების გონებას და ასეთ ინტელექტუალურ სიმაღლეებს მიაღწია. (ჰაიეკი, 1988).

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ასეთი ფატალური შეცდომა მოუვიდათ იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომისტები ყურადღებას მხოლოდ სოციალური ორგანიზაციის მოდელის ეფექტურობაზე და პროდუქტიულობაზე ამახვილებდნენ და თავისუფლების განზომილებას საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. თუ ვივარაუდებთ, რომ ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო მიზანია, მაშინ შესაძლებელია სამეცნიერო შეცდომების მთელი წყება დავუშვათ, რომელიც სოციალისტური საუკუნის ისტორიულ ჩანაწერებშიც აისახება. რეტროსპექტივაში ჩვენ ამ ისტორიული ჩანაწერების ინტერპრეტაცია შეგვიძლია და მას იმ ჰიპოთეზის ფალსიფიკაციას დავარქმევდით, რომლის მიხედვითაც წარმოების საშუალებების კოლექტიური მფლობელობის და კონტროლის პირობებში გენერირებული პროდუქტის ღირებულება იგივეა ან აღემატება კერძო მფლობელობის პირობებში გენერირებული პროდუქტის ღირებულებას. მაგრამ 1950-60-იან წლებამდე ეს ჰიპოთეზა არ იყო მიჩნეული ყალბად. მოდით ამის საწინააღმდეგოდ განვიხილოთ ჰიპოთეზა, რომელიც ინსტიტუციურ-ორგანიზაციული სქემის კომპარატიული ანალიზის დასაყრდენი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა. ეს ჰიპოთეზა თავისუფლების განზომილებასაც ითვალისწინებს. ის მოსაზრება, რომ კოლექტიური მფლობელობა და კონტროლი ადამიანთა თავისუფლების გაზრდას გულისხმობს, თუნდაც საწყისი ჰიპოთეზის სახით არავის არ წამოუყენებია. სოციალისტური ორგანიზაციის ნებისმიერ მოდელს, დიდს თუ მცირეს, თანმიმდევრულს თუ ფრაგმენტარულს, გარდაუვლად ახასიათებს თავისუფლების შეზღუდვა, რასაც ამ ექსპერიმენტების დამკვირვებლები იმთავითვე აღიარებდნენ.

XV. Rerum Novarum.

სოციალისტური საუკუნისადმი მიძღვნილი მსჯელობის პროცესში ავღნიშნეთ, რომ საკითხები მხოლოდ ეფექტურობისა და პროდუქტიულობის კუთხით არ უნდა განხილულიყო. კერძო საკუთრებიდან კოლექტიური საკუთრებისკენ გადანაცვლების ზეგავლენა ადამიანის თავისუფლებაზე სოციალისტური რეჟიმის კრიტიკის ცალკე მიზეზი გახდა. ეს კრიტიკა არ ითვალისწინებდა არც ეფექტურობის არგუმენტს და არც კონკურენტული საბაზრო პროცესების მნიშვნელობას. მე აქ ვგულისხმობს პაპ ლეო XIII-ის საჯარო წერილს, რომელიც 1893 წელს გამოქვეყნდა და კარგად არის ცნობილი თავისი ლათუნური სახელით Rerum Novarum (1939).2

„...სოციალიზმი ემყარება რა ღარიბი ადამიანის შურს მდიდარი ადამიანისადმი, ცდილობს დაანგრიოს კერძო საკუთრება და ამტკიცებს, რომ კერძო მფლობელობაში მყოფი საგნები საერთო საკუთრებაში უნდა გადავიდეს, ხოლო მის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მუნიციპალურ ორგანოებს უნდა დაეკისროს. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთრების კერძო პირებიდან საზოგადოებისთვის გადაცემის გზით არსებული უსამართლობა გამოსწორდება და ყველა მოქალაქეს თანაბარი წილი ექნება ყველაფერში, რაც იწარმოება და იარსებებს. მათი ძალისხმევა უშედეგოა ყველა პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგანაც ყოველივე ზემოთაღნიშნული რომ განხორციელდეს თავად მუშა იქნება ის, ვინც ყველაზე უფრო იზარალებს. გარდა ამისა, ისინი იმთავითვე უსამართლოები არიან, რადგანაც ისინი კანონიერ მფლობელს ძარცვავენ, სახელმწიფო შემოჰყავთ იმ სფეროში, რომელიც მის დანიშნულებას არ წარმოადგენს და საზოგადოებაში სრული აღრევა შეაქვთ.

კერძო მფლობელობა

უდავოა, რომ როდესაც ადამიანი ანაზღაურებად საქმეს აკეთებს, მისი მუშაობის ძირითადი მიზეზი და მოტივი ფულის შოვნა და კერძო საკუთრების შეძენაა. თუ ერთი ადამიანი მეორეს მიაქირავებს თავის ძალას ან ენერგიას, იგი ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ სანაცვლოდ მისთვის საარსებოდ საჭირო საკვები და საგნები შეიძინოს. ანუ, ამით იგი მოელის, რომ მისი შრომის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებაზე და მის განკარგვაზე სრული უფლება ექნებაა. ამგვარად, თუ ეს ადამიანი ეკონომიურად იცხოვრებს, ფულს დააგროვებს და შედმეგ თავის დანაზოგს დააბანდებს და მიწას შეიძენს, ეს მიწა ასეთ შემთხვევაში მის მიერ გამომუშავებული სიმდიდრის ახლებურ სახეს წარმოადგენს და შესაბამისად, მუშა ადამიანის პატარა მამული მთლიანად მის განკარგულებაშია, ისევე როგორც ის ანაზღაურება, რომელსაც იგი თავისი შრომისთვის იღებს. მფლობელობა სწორედ განკარგვის უფლებაში მდგომარეობს, იქნება ეს მიწა თუ მოძრავი ქონება. სოციალისტები ცდილობენ ადამიანების საკუთრება საზოგადოებას გადასცენ, რაც ანაზღაურებისთვის მომუშავე ყველა ადამიანის ინტერესებზე დარტყმას წარმოადგენს, რადგანაც ასეთი გზით სოციალისტები ადამიანს თავისი ანაზღაურების განკარგვის უფლებას ართმევენ და ამასთან ყველა იმედს და შესაძლებლობას გაზარდოს თავისი დანაზოგი და გააუმჯობესოს თავისი ცხოვრების დონე. (გვ 2-3).

...ადამიანს უფლება უნდა გააჩნდეს, რომ ნივთები არა დროებით და ან მიმდინარე სარგებლობაში, არამედ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს მუდმივ საკუთრებაში ჰქონდეს. მას უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ხმარების პროცესში თავდება, არამედ ის საგნებიც, რომლებიც მიუხედავად სარგებლობისა მაინც რჩება და გამოიყენება მომავალი სარგებლობისთვის, (გვ 3).

როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთმა დედამიწა ადამიანთა რასას სარგებლობისა და სიამოვნებისთვის გადასცა, ეს ნიშნავს, რომ კერძო საკუთრების უფლება დაშვებულია. ღმერთმა დედამიწა ზოგადად კაცობრიობას გადასცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ისე მოექცეს მას, როგორც თავად უნდა, არამედ იგულისხმება, რომ დედამიწის არც ერთი ნაწილი არ არის გადაცემული უშუალოდ რომელიმე ადამიანზე და რომ კერძო საკუთრების ზღვარი თავად ადამიანის შრომის და ადამიანთა მიერ მიღებული კანონების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. (გვ 4).

...ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანებს უფლება აქვთ გამოიყენონ მიწა, მათ მიწაზე მოყვანილი ხილი, მაგრამ ვამბობთ, რომ უსამართლოა ამ ადამიანს ჰქონდეს საკუთრებაში ის მიწა, რომელზეც სახლი ააშენა და რომელსაც ამუშავებს. ისინი, ვინც ამას ამტკიცებენ ადამიანს ართმევენ იმას, რაც მან თავისი შრომის შედეგად შექმნა, რადგანაც ნიადაგი, რომელსაც ადამიანი თავისი შრომით ამუშავებს თავის პირვანდელ სახეს იცვლის. იგი მანამდე ყამირი იყო, მაგრამ ეხლა მასზე ყველაფერი ჭარბად ხარობს. ის ადამიანი, რომელმაც ეს მიწა მოხნა და დაამუშავა, ეს მიწა თავის ნაწილად გახადა, შესაბამისად მიწაც ნამდვილად მისგან განუყოფელ ნაწილად იქცევა. ეს სამართლიანობაა, როდესაც ერთი ადამიანის შრომით და ოფლით მოყვანილი ხილით სხვა ადამიანმა უნდა ისიამოვნოს?

გულუბრყვილობა იქნებოდა, Rerum Novarum -იდან მოყვანილი გამონათქვამები იმის უბრალო კონსტატაციად მივიჩნიოთ, რომ ადამიანს ბუნებით საკუთრების უფლება აქვს მინიჭებული, ის უფლება, რომელიც კერძო თუ სახელმწიფო მფლობელობის სქემის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის შეფასებისგან დამოუკიდებლად არსებობს. თუ უფრო ფრთხილად გავეცნობით წერილს დავინახავთ, რომ ამ პარაგრაფების ავტორს კარგად ესმოდა კერძო საკუთრებასა და თავისუფლებას შორის არსებული ურთიერთკავშირები. ემპირიული ვარაუდი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი კერძო საკუთრების ფლობისკენ იმიტომ ილტვის, რომ რესურსების განკარგვაზე თავისუფლების შენარჩუნება უნდა, რომლის გარეშე მას თავისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების არანაირი იმედი არ ექნება. ყურადსაღებია, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ინდივიდუალურია. ანუ, ადამიანმა თუ მას რეჟიმი საკუთრების უფლებას რთავს დროთა განმავლობაში შეიძლება თავისი შრომითა და ძალისხმევით გაზარდოს თავისი საკუთრების ღირებულება და თავისი მდგომარეობა ნებისმიერი კოლექტიური ქმედების დამოუკიდებლად გააუმჟობესოს. აღსანიშნავია, რომ კოლექტიური მფლობელობის შემთხვევაში ადამიანს თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. Rerum Novarum-ი იცავს კერძო საკუთრების უფლებას და აღიარებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ადამიანებისთვის თავისუფლება, რაც მხოლოდ კერძო საკუთრების რეჟიმის პირობებშია შესაძლებელი.

XVI. მარქსისტული პროლეტარიატი და მალთუსიანური წინასწარმეტყველება.

მე-15 თავში Rerum Novarum მოყვანილი ფრაგმენტები ნათლად აჩვენებენ, რომ საკუთრების უფლება ეს ის მექანიზმია, რომელიც მშრომელ ადამიანებს თავისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ამ დისკუსიის საწინააღმდეგოდ ეკონომიკის კლასიკოსები წარმოების ღირებულების თეორიით გამოდიან. იმისთვის, რომ საკუთრების შეძენა მუშათა კლასისთვის მისაღწევი მიზანი გახდეს, მათი ანაზღაურების მოცულობა ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს იმ მოცულობაზე, რომელიც მათი მინიმალური საარსებო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო. ამ გზით ისინი კვლავწარმოებას შეძლებენ. ეკონომიკის კლასიკოსების ნააზრევის მარქსისტული გაგრძელების შესაბამისად, მუშას შესაძლებლობა არა აქვს, რომ ის მინიმალური თავისუფლება მოიპოვოს, რასაც საკუთრების ფლობა აძლევს. მუშები სამრეწველო პროლეტარიატის ხაფანგში მომწყვდეულები რჩებიან და კაპიტალისტური წარმოების პროცესის უმოწყალო ჩაგვრის ქვეშ არიან, რომლის პირობებში მთელი ჭარბი მოგება კაპიტალისტს რჩება. მუშები მაქსიმალურად დაუცველები არიან „ბრმა საბაზრო ძალების“ ზემოქმედებისგან, რომლებიც მათ ექსპლუატაციას უწყობენ ხელს. მარქსისტული მოდელის შესაბამისად, სამრეწველო კაპიტალიზმის პირობებში მუშებს იმ კერძო საკუთრების შეძენის საშუალება არა აქვთ, რომელიც მათ ამ ეკონომიკური ურთიერთობებიდან თავის დაღწევის თუნდაც ნაწილობრივ საშუალებას მისცემდა. გარდა ამისა, მათ არა აქვთ თავისი შრომის პროდუქტის ალტერნარიული მყიდველის პოვნის შესაძლებლობა, რადგანაც ექსპლუატაცია არა მხოლოდ კონკრეტული დამქირავებელს, არამედ მთელი ეკონომიკას ახასიათებს.

მარქსი დისტრიბუციის კლასიკური თეორიის ინტელექტუალურ მოსათვინიერებელ პერანგს ვერ გასცდა, რომლის შესაბამისად მეწარმეები მოგებას შრომის წარმოების ღირებულებასა და ანაზღაურების დონეს შორის სხვაობისგან იღებენ. მას რომ ესმოდეს კონკურენტული საბაზრო პროცესები, იგი მიხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მალთუსის წინასწარმეტყველება მოსახლეობის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით სწორი გამოდგებოდა, მუშები მაინც შეძლებდნენ კერძო საკუთრების შეძენას. მიუხედავად ამისა მალთუსის დემონი მაინც იმოქმედებდა და დროთა განმავლობაში მუშების თავისუფლება, რომელსაც ისინი საკუთრების საფუძველზე მიიღებდნენ მაინც შეიზღუდებოდა. ანუ, მუშები სულ უფრო მეტად მიუახლოვდებონდენ იმ პირობებს, როდესაც მხოლოდ საარსებო მინიმუმისთვის იმუშავებდნენ.

ეკონომიკის განვითარების კლასიკური მარქსისტული მოდელი სათანადოდ ვერ აფასებს ნოვატორობის პოტენციალს, რესურსების პროდუქტიულობის ზრდას, შემოსავლების ზრდის პოტენციალს, რის შედეგადაც მალთუსის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ძალების ზემოქმედება გაქარწყლდებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ზრდას ნამდვილად ჰქონდა ადგილი მრეწველობის განვითარების ადრეულ ეტაპებზე და კაპიტალისტური წარმოების ადრეული მოდელების შედეგად ურბანულ კონცენტრაციას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რის გამოც ამ პროცესების მონაწილეებისთვის ცალკე ერთეულების სახით არსებობა არაპრაქტიკული ხდებოდა. ამ წიგნის ანალიზიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ იმ ეტაპზე საკუთრების შედეგად გარანტირებული თავისუფლება შესუსტდა და შესაბამისად, უფრო ეფექტური საბაზრო კონკურენცია გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეს დასკვნა მართებულია მიუხედავად იმისა, რომ როგორც ემპირიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა მალთუსიანური წინასწარმეტყველება მცდარი გამოდგა და მის გარეშე კი, მთელი მარქსისტული კლასიკური მოდელი აზრს კარგავს.

თავის ბოლო წიგნში ფ.ა. ჰაიეკი ხაზს იმ ურთიერთკავშირს უსვამს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის წარმოების ეფექტურობასა და მოსახლეობის იმ რაოდენობას შორის, რომელიც ამ მოდელის პირობებში უნდა არსებობდეს (1988). იგი ვარაუდობს, რომ ნებისმიერი რევოლუციური გადანაცვლება საბაზრო ეკონომიკიდან საბოლოოდ მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. მაგრამ ჰაიეკს არ ესმოდა ის ურთიერთკავშირები, რომლებიც საბაზრო ურთიერთობების გაფართოებასა და მონაწილეების ზრდას შორის არსებობს, რის ფონზეც მონაწილეების მზარდ რაოდენობას სულ უფრო უძნელდებათ საკუთრების შეძენა თავისუფლების უზრუნველყოფის დანიშნულებით. თანამედროვე ადამიანს მოსწონს საბაზრო ურთიერთობები, მაგრამ იმავდროულად ის უაღრესად დამოკიდებული ხდება სხვა ადამიანების ქცევაზე, რაც მისი პირადი კონტროლის ფარგლებს გარეთაა.

ამ თვალსაზრისით ვითარება პოსტინდუსტრიული ეკონომიკური წყობისკენ გადანაცვლებით უმჯობესდება, ანუ ეს არის მომსახურეობის ეკონომიკა, რომელსაც თან სდევს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუცია. ასეთ პირობებში ეკონომიკური ღირებულების წარმოებისთვის სივრცითი კონცენტრაცია ნაკლებად საჭიროა. თანამედროვე სოციალური პრობლემები მარქსისტული პროლეტარიატის პრობლემები არაა, ანუ არ არის ისეთი ვითარება, რომ როდესაც მონაწილეებს საკუთრება არ გააჩნიათ და ისინი კაპიტალისტურ ექსპლუატაციას ექვემდებარებიან. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თანამედროვე სოციალური პრობლემები სრულიად განსხვავებული ხასიათისაა და პრაქტიკულად იმ პრობლემებისა სრულიად საწინააღმდეგოა, რომელზეც მარქსი საუბრობდა. თანამედროვეურბანული მუშათა კლასი საარსებო მინიმუმის გამომუშავების ზღვარზე არ დგას. თანამედროვე ქვედა ფენები ღირებულებას საერთოდ არ აწარმოებს, ანუ მისი არსებობის წყარო შემწეობა და არა გამომუშავებაა. ეკონომიკური პროცესების მონაწილეები ისეთ ანაზღაურებაზე არ თანხმდებიან, რომელიც საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც წარმოების პროცესში არ მონაწილეობენ, მოგება მიიღონ და საკუთრება დააგროვონ, რის შედეგადაც ისინი გარკვეულწილად დამოკიდებული სტატუსისგან განთავისუფლდებიან. ურბანული ქვედა ფენები ასეთი სახელმწიფოს ეკონომიკაში მომხმარებლების სახით მონაწილეობენ. ამ კლასის წევრები თავად ხდებიან ექსპლუატატორები და არა ექსპლუატირებულები, ისინი იღებენ ჭარბ მოგებას და სარგებლობენ იმ ღირებულებით, რაც თავად არ უწარმოებიათ.

XVII. დასკვნითი მოსაზრებები.

კარლ მარქსს არ ესმოდა კაპიტალისტური ეკონომიკური წყობის არც სტატიკა და არც დინამიკა, რომელსაც იგი ასე თავდაჯერებულად აკრიტიკებდა. იმის გამო, რომ მისთვის ეს წყობა გაუგებარი იყო, მას მიაჩნდა, რომ აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის რაიმე კოლექტივისტური ალტერნატივით ჩანაცვლება, რომელიც მას კიდევ უფრო ნაკლებად ესმოდა. მიუხედავად ამისა მარქსის ინტერპრეტაცია შემდეგნაირადაც შეიძლება: მას სჯეროდა, რომ საბაზრო-გაცვლითი ურთიერთობებისკენ გადანაცვლების შედეგად ადამიანები დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობაზე უარს ამბობენ და თავისუფლებას კარგავენ და იგი დამოუკიდებლობას მცირე კომუნის სახით არსებობაში ხედავდა. ამ თვალსაზრისით მარქსი კალსიკური პოლიტიკური ფილოსოფიის მიმდევრების - თომას ჯეფერსონის და ამ საუკუნის ხალხოსნების კვალდაკვალ წავიდა. ყველა მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებდა თავისუფალი საზოგადოების არსებობის შესაძლებლობას თუ გლეხებს საკუთრების მფლობელობის უფლება არ ექნებოდათ ამ სიტყვის ფართო გაგებით.

1992 წლის გადმოსახედიდან გვესმის, რომ კერძო საკუთრება ეკონომიკური ღირებულების წარმოების აუცილებელი პირობაა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ინტენსიური სპეციალიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკის მასშტაბურობა იყოს მიღწეული. ადამიანებმა თავისი შესაძლებლობების კონცენტრაცია უნდა მოახდინონ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ისინი სხვებზე უფრო დამოკიდებული ხდებიან და სხვების ქცევის კონტროლი მათი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ გადის. მაგრამ თანამდეროვე კომპლექსური ეკონომიკის პირობებშიც კი, სპეციალიზაცია ტოტალური არ უნდა იყოს. კერძო საკუთრების მეშვეობით ადამიანები თავისი ბაზარზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებენ. გრძელვადიანი სარგებლობის საგნების, მათ შორის სახლების მფლობელობა, ადამიანებს საშუალებას მისცემს საკუთარ თავს მოემსახურონ, რის შედეგადაც ბაზარზე ყიდვის საჭიროება შემცირდება. გარდა ამისა, შემოსავლების მომტანი აქტივების წარმოება მათ დროთა განმავლობაში მოხმარების სქემაში ცვლილებების შეტანის საშუალებას მისცემს. თანამედროვე დასავლეთის ეკონომიკის კერძო საკუთრების ეს ასპექტები მნიშვნელობას იმ შემთხვევაშიც ინარჩუნებენ, როდესაც მათ სათანადოდ არც კი ითვალისწინებენ. საკუთრების მნიშვნელობა თავისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით მხოლოდ 1989 წლამდე არსებულ სოციალისტურ რეჟიმთან შედარების პროცესში წარმოჩინდებოდა ხოლმე.

მიუხედავად დამოკიდებულების იმ რთული ქსელისა, რომელიც ამერიკის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის თანამედროვე ეკონომიკებს ახასიათებთ, ეს რეჯიმი ბევრად უფრო წინ წავიდა საშუალო ფერმერის დამოუკიდებლობასთან შედარებით, რომელიც ჯეფერსონის იდეალიზირებულ რესპუბლიკაში არსებობდა. შესაძლებელია კი რაიმე ზომების შემოთავაზება, რომლებიც შეინარჩუნებენ ან გაზრდიან სპეციალიზაციის შედეგად შესაძლებელი პროდუქტიულობის ღირებულებას და იმავდროულად დამოუკიდებელი არსებობის იმ მახასიათებლების არსებობას უზრუნველყოფენ, რომლებიც საყოველთაოდ სასურველი და ღირებულია?

ამ თვალსაზრისით არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მონეტარული სტაბილიზაციის მნიშვნელობა. დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებშიც კი, ფულადი და სასაქონლო გაცვლის კურსზე მთავრობების ზეგავლენა მოქალაქეების დაცვის პოტენციალს მნიშვნელოვნად ამცირებს. მონეტარული ინფლაციის შედეგად შესაძლოა ფულადმა აქტივებმა დაკარგოს ღირებულება და მაშინ უპირატესობა უძრავ ქონებას მიენიჭება. ეფექტური ფულადი პოლიტიკა (რომელიც პრაქტიკულად არსად მსოფლიოში არ არსებობს) მონეტარული ერთეულის სტაბილურობის გარანტიას უნდა იძლეოდეს, რაც ნამდვილად საოცრებებს მოახდენდა, როგორც თავისუფლების, ასევე ეფექტურობის კრიტერიუმით შეფასების შემთხვევაშიც.

მონეტარული სტაბილურობა ასევე უზრუნველყოფდა იმას, რომ 1930-იანი წლების მსგავსი კრიზისი არ მოხდებოდა. მაკროეკონომიკური წყაროებიდან წარმოქმნილი უმუშევრობა აღმოფხვრილი იქნებოდა და შესაბამისად, ყველა მონაწილის ბაზრისადმი დამოკიდებულება შემცირდებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც ყურადსაღებია ეს არის ეკონომიკური ცხოვრების პოლიტიზირებული სექტორის მოცულობა. ადამიანი გარკვეულწილად იძულებულია გადაიხადოს გადასახადები, რომლებიდანაც თავის მხრივ სამთავრობო პროგრამები ფინანსდება და თანხების გარკვეული წილი სხვა სარგებლის სახით უბრუნდება გადამხდელს. თავისუფლების არგუმენტიდან გამომდინარე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკონომიკის პოლიტიკური სექტორის მოცულობა ოპტიმალურია, დამოუკიდებლობის მოსაზრებების გათვალისწინებით, სახელმწიფო სექტორის ზომის შემცირება მიზანშეწონილი იქნება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ალტერნატიული მყიდველებისა და გამყიდველების არსებობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც თვითკმარი ეკონომიკური ერთეული დამოკიდებული ბაზარზე მიმდინარე გაცვლით ურთიერთობებზე ხდება. ბაზარზე არსებული კონკურენცია ადამიანს ექსპლუატაციისგან მაშინაც კი იცავს, როდესაც საკუთრების (მიწის) შეძენის შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. მაგრამ ინსტიტუციონალური სტრუქტურები შეიძლება უკეთ იყოს მორგებული და ხელი მეტი არჩევანის არსებობას შეუწყოს. ბაზარზე არსებული არჩევანის მობილურობა შეიძლება სხვადასხვა გზით გაიზარდოს.

ანუ, ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი კერძო საკუთრების ფლობის შესაძლებლობას, რომელიც მას „კერძო სფეროში” მოღვაწეობის უფლებას აძლევს მაშინაც კი აფასებს, როდესაც გარემო უაღრესად ურთიერთდამოკიდებულია. ის ადამიანიც კი, რომელიც უაღრესად სპეციალიზირებულ მომსახურეობას უზრუნველყოფს და რომლის შემოსავლები ბაზარზეა დამოკიდებული, თავის არჩევანში თავისუფალია, რადგანაც მყიდველების ალტერნატივა არსებობს. თანამედროვე კონკურენტული ეკონომიკის პირობებში ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობაც არის. ეს შესაძლებლობები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჯეფერსონის საშუალო ფერმერს გააჩნდა. მაგრამ საბაზრო კონკურენციასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის კავშირების კრიტიკული მნიშვნელობა, შესაძლებელია იმ ადამიანებს, რომლებიც აქტივების მფლობელობას ამჟობინებენ ჯერ კიდევ სრულად არ ესმით, მაშინაც კი, როდესაც ვაჭრობის პირობები არახელსაყრელია. საბაზრო ძალებს რამოდენიმე მიზეზით არ უნდა ვენდოთ, მით უმეტეს თუ სათანადოდ არ გვესმის თუ როგორ მუშაობენ ეს ძალები. გარდა ამისა, ბაზრები არ არის დაცული პოლიტიკოსების ზეგავლენისგან. ჩაურევლობის პოლიტიკა უფრო მიზანშეწონილი და სანდოა. ადამიანები, რომლებიც ბაზარზე ძალიან დამოკიდებული არიან, საკუთრების მფლობელობის გზით ცდილობენ თავის დაცვას. მაგრამ თანამედროვე სამართალი მთავრობის კანონიერი ინტერესებისგან საკუთრების უფლების დაცვას, როგორც წესი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდეს.

XVIII. შემაჯამებელი ნაწილი.

რედაქტორი დაჯინებით ითხოვდა, რომ ზემოთხსენებული ანალიზის პოლიტიკურ ორგანიზაციასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეგავლენაზე მესაუბრა. ძირითადი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრება თავისუფლების გარანტია დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ მიიღება პოლიტიკური თუ კოლექტიური გადაწყვეტილებები. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია ეფექტური კონსტიტუციური ზღვრის დადგენა, რომელიც პოლიტიკური ინსტიტუტების საკუთრების უფლებებში და საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებულ საკონტრაქტო გარიგებებში ჩარევას ეფექტურად შეზღუდავდა. თუ ინდივიდუალური თავისუფლება დაცული უნდა იქნას, ასეთი კონსტიტუციური ზღვარი მანამდე უნდა დადგინდეს, სანამ დემოკრატიული მართვა განხორციელდება.

ამ თვალსაზრისით აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა და უმრავლესობის პრინციპით მომქმედ საკანონმდებლო სისტემისთვის კონსტიტუციური ფარგლების დადგენა, ისევე, როგორც პოტენციალური მონეტარული და ფისკალური ექსპლოატაციის შეზღუდვა. გარდა ამისა, აუცილებელია „კონფისკაციის“ შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელსაც ყველა გმობს.

დასავლურ დამოკიდებულებაზე ზეგავლენას გავრცელებული მცდარი მოსაზრებები ახდენს, რის გამოც შესაძლოა სათანადოდ გამოყენებული არ იქნას ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ახალი პოსტსოციალისტური საზოგადოებების ამოქმედების სახით არსებობს. სამწუხაროდ საზოგადოებას არ ესმის, რომ „კონსტიტუციური“ „დემოკრატიულის“ წინ უნდა დადგეს თუ გვინდა, რომ ადამიანების პოლიტიკური თანასწორობა რეალურ ავტონომიად და თავისუფლებად გადავაქციოთ. უმრავლესობის ტირანია ისევე რეალურია, როგორც ნებისმიერი სხვა ტირანია და უფრო საშიშია, რადგანაც იგი იმ იდეალისტური ილუზიით ხელმძღვანელობს, რომ მონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

ლიტერატურა:

ჯ. ბოსუელი (1946), ჰიბრიდის კუნძულებზე მოგზაურობა სამუელ ჟონსონთან, ლონდონი: Everyman,s edition;.

ჯ. მ. ბიუქენენი (1975), თავისუფლების ზღვარი, ჩიკაგო: University of Cicago Press;

ვ. ბუში (1972), ინდივიდუალური კეთილდღეობა ანარქიის პირობებში, ანარქიის თეორიის შესწავლა, Public Choct Society Book და Monograph Series, Blacksburg, University Publications, გვ. 5-18;.

ფ.ა. ჰაიეკი (1988) ფატალური თავდაჟერებულობა: სოციალიზმის შეცდომები, ჩიკაგო: University of Chicago Press;

პაპი ლეო XIII (1939), ხუთი საჟარო წერილი შრომის საკითხებზე, Treacy, New York, Paulist Press, გვ. 1-36, (Rerum Novarum);

გ. ტულოკი (1972), ანარქიის თეორიის შესწავლა, Public Choice Society Book და Monograph Series, Blacksburg, University Publications;

გ. ტულოკი (1974), სოციალისტური დილემა: ომისა და რევოლუციის ეკონომიკა. Public Choice Society Book და Monograph Series, Blacksburg, University Publications

___________________

1 ეს არგუმენტი მანამდე არსებულ ნაშრომებში საკმაოდ დეტალურადაა განხილული. ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ბიუქენენი (1975); ბუში (1972) და ტალოკი (1972, 1974).

2 ამ წერილისადმი ჩემი ყურადღება პირველად ამერიკის მეწარმეობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა მაიქლ ნოვაკმა მიაპყრო.

10 საკუთრებითი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, როგორც განადგურებისგან გადარჩენის გზა

▲ზევით დაბრუნება


დევიდ თერო

0x08 graphic
,,თავისუფალი ინსტიტუტის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი, აგრეთვე ,,თავისუფალი მიმომხილველის“ გამომცემელია. თერო ისეთი ცნობილი შრომების ავტორია, როგორებიცაა: ,,ენეგეტიკული კრიზისი, კერძო უფლებები და საჯარო მიწები“, ,,პოლიტიკა და ტირანია“. თავისუფალი ბაზრისა და ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი მისი სტატიები ხშირად წამყვან ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება და ამ თემებზე სასაუბროდ მას სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო სატელივიზიო არხებზეც რეგულარულად იწვევენ. თერო ,,ამერიკული პოლიტიკის ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი თანაავტორი და მთელი რიგი სახელმწიფო კომისიების წევრია, გარდა ამისა თავისუფალი საზოგადოების განათლების ტემპლეტონის სახელობის კოლეგიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

გამოქვეყნდა 1994 წელს

ბუნებრივი რესურსების მართვის მეთოდები, რომლებსაც მთავრობა იყენებს, სულ უფრო მზარდ საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევს, როგორც ფერმერებში, ისე გარემოსდამცველებში, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სფეროს წარმომადგენლებში, ნავთობისა და გაზის მომპოვებლებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის წარმომადგენლებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს განსხვავებული მოსაზრებები ამოძრავებთ, თითოეული მათგანი აღიარებს, რომ ბუნებრივი რესურსები უყაირათოდ და ან მიკერძოებულად იმართება. თუმცა იმას, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით მრავალი მითი და მცდარი მოსაზრება არსებობს, თავად ბუნებრივი რესურსების სისტემების სირთულე განაპირობებს.

შედეგად, ბუნებრივი რესურსების სათანადო მართვისა და არსებული წინააღმდეგობების მოგვარების მრავალგვარი მცდელობის მიუხედავად, სახელისუფლო პოლიტიკამ და ბიუროკრატიული ზედამხედველობის ხერხებმა, არსებული წინააღმდეგობების გამომწვევი არსებითი მიზეზები ვერ გამოავლინეს და ვერც მათი გადაწყვეტის გზები შემოგვთავაზეს. ასეთ პირობებში, ,,საზოგადო საკუთრების“ ტყეები, ტბები, მდინარეები, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები და სხვა ბუნებრივი რესურსები სულ უფრო მეტად ხდებიან პოლიტიკური ყურადღების საგანი.

გარემოს განადგურება ,,საზიაროობის ტრაგედიისშედეგად

ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები უფრო მათი მართვის პოლიტიკური და ბიუროკრატიული, ვიდრე კერძო და საბაზრო მიდგომებიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, საქმე ეხება ტოქსიკური ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაბინძურებას, წიაღიდან საწვავის მოპოვებას, ბირთვული და ალტერნატიული ენერგიის წარმოებას, ნაკრძალებისა და ტყეების მართვას, საოკეანო თევზის რეწვას და თუ სხვა რამეს, არსებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებაზე ბევრად შედეგიანი კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობებია.

მაგალითად, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებში, როდესაც ნანადირევზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, ამერიკელი ინდიელების მრავალმა ტომმა კერძო სამონადირეო უფლებები შემოიღო, ანუ გარკვეულ ტერიტორიებზე ნადირობის უფლება ცალკეულ პიროვნებებს გადასცა. შედეგად, ცხოველების მოშენებასა და ყაირათიან ნადირობას აზრი მიეცა, რამაც ნანადირევის უკმარისობა საკმაოდ წარმატებით აღმოფხვრა. ეს გადაწყვეტილება შედეგიანი აღმოჩნდა, როგორც პატარა ცხოველების, ისე ბიზონების გადასარჩენად. არადა, მეცხრამეტე საუკუნეში ბიზონები გადაშენების პირას იყვნენ, რადგან ინდიელთა მიწებზე მოგვიანებით მისული თეთრკანიანი ადამიანები, რომლებიც პატივს არც ბიზონებზე ნადირობის ინდიელთა წესებს სცემდნენ და არც თავისას აყალიბებდნენ, მათზე უმოწყალოდ ნადირობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი მაგალითები ისტორიაში მრავლად მოიპოვება. ისეთი ბუნებრივ რესურსებს, როგორებიცაა: მიწა, ჰაერი, მცენარეები თუ ცხოველები, ყოველთვის განადგურება ემუქრებოდა, როცა მათზე საზოგადო საკუთრება ვრცელდებოდა. ასე მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიცაა მაღალმთიან ფერდობებზე განლაგებული საძოვრები, საზოგადო საკუთრებაში იყო. არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა ამ რესურსზე კერძო საკუთრების უფლება, ამდენად საძოვრები სოფლის ყველა მაცხოვრებლის საზოგადო ანუ ,,კოლექტიურ“ საკუთრებას წარმოადგენდა. თუმცა, ნებისმიერი ადამიანური განზრახვა აუცილებლად გულისხმობს ცალკეული პიროვნებების მიერ ბუნებრივად მწირი რესურსების დაპატრონების მცდელობას. შესაბამისად, ბუნებრივ რესურსებზე de facto საკუთრების უფლება სწორედ იმიტომ ყალიბდება, რომ ადამიანი თავისი პირადი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს. სინამდვილეში ,,კოლექტივები“ არ არსებობს და ადამიანებს არც საზოგადო საკუთრების პირობებში შეუძლიათ, რომ სიმდიდრე შექმნან ან რესურსების დაცვა უზრუნველყონ.

ფერდობებზე განლაგებული საძოვრების შემთხვევაში, როდესაც ეს მიწები საზოგადო საკუთრებას წარმოადგენდა (ანუ არავის საკუთრებაში არ იყო), მისი გამოყენებიდან მიღებული სარგებელი ამ მიწების მოვლას არ ხმარდებოდა. იმ დროს დაშვებული კერძო საკუთრების ერთადერთი ფორმა, თითოეული მეცხვარის ფარის მიერ მოძოვილი ბალახი იყო. ბალახი მეცხვარის საკუთრება მაშინ ხდებოდა, როდესაც მას ცხვარი შეჭამდა და ეს მეცხვარის მიერ სარგებელის მიღების ერთადერთი გზა იყო. შედეგად ყველა მეცხვარეს სურდა, რომ ძირითადად იმით ეხეირა, რომ მის ცხვარს, სხვების ცხვრებთან შედარებით, რაც შეიძლება მეტი ბალახი მოეძოვა. საძოვრებით სარგებლობაზე ასეთი კონკურენცია საძოვრების სამომავლო მდგომარეობას საზოგადოდ არ ითვალისწინებდა, რადგანაც ამ საძოვრების გამოყენებაზე ანგარიშვალდებული არავინ არ იყო. გამომდინარე იქედან, რომ მიწა არავისი საკუთრება არ იყო, არც არავინ ზრუნავდა საძოვრების ნაყოფიერების აღდგენასა და მათზე ფარის ძოვების ვადების დაწესებაზე, რესურსით სამომავლო სარგებლობის შესაძლებლობის შენარჩუნების მიზნით. ამ რესურსის შენარჩუნებითა და უფრო სახეირო გამოყენებით ვინმე მაინც რომ ყოფილიყო მოწადინებული, მას ეს მაინც არ გამოუვიდოდა, რადგანაც მისი ძალისხმევის შედეგებს სხვა მოიმკიდა. ნებისმიერი მეცხვარე, რომელიც საძოვრის მოვლას გადაწყვეტდა, წააგებდა, რადგან ამ რესურსით სარგებლობას მას სხვები შეეცილებოდნენ და კიდეც დაასწრებდნენ.

იმის გამო, რომ კონკურენცია ფარის ძოვებას და არა მიწის კულტივაციას ეხებოდა, გადაჭარბებული ძოვების შედეგად, საძოვრების ნიადაგი ნადგურდებოდა. ასეთ პირობებში, მეცხვარეები უბრალოდ სხვა საძოვარზე გადაინაცვლებდნენ ხოლმე და ცხვარს იქამდე აძოვებდნენ, სანამ ისიც არ დაზიანდებოდა. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ საძოვრებად ვარგისი მიწები არ ამოილეოდა და წასასვლელიც აღარსად რჩებოდა.

ამ დროისთვის კონკურენცია ისე მწვავდებოდა, რომ დავებს საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე და ომებამდეც მიყავდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ადამიანებს შორის ნებისმიერი დაპირისპირება, სინამდვილეში საკუთრებითი უფლებების გარკვევას ეხება. ანუ იმას, თუ ვინ, რას, როდის და როგორ უნდა ფლობდეს. მართლაც, კაცობრიობის ისტორია ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის ომებისა და ურთიერთდამონების მცდელობების გასაოცარი ქრონიკაა, რადესაც ისინი ერთმანეთთან უფრო სამართლიანი ,,საზოგადო“ საკუთრების სისტემის შესახებ საკუთარი მიდგომის გაბატონებისთვის იბრძოდნენ.

ერთი რომელიმე სისტემის გაბატონების შემთხვევაში, ,,საზიაროობის ტრაგედიის“ შედეგად წარმოშობილი გარდაუვალი დაპირისპირებების გამო, ასეთი სისტემების მართვის მიზნით, მეფეების, მმართველების და სხვადასხვა რჩეული ტირანების მიერ, პოლიტიკური გზებით ისეთი ბიუროკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება ხდებოდა საჭირო, რომლებიც მიწისა და სხვა რესურსების სარგებლობის პირობებს განსაზღვრავდნენ. ეს ბიუროკრატია წესებს ადგენდა, ხოლო მოქალაქეები იძულებული იყვნენ, რომ მკაცრი სასჯელის შიშით დამორჩილებულიყვნენ. ის, რაც ოდესღაც იყო სისტემა, რომელშიც საძოვრები, ისევე როგორც სხვა რესურსები ,,საზოგადო“ საკუთრებაში იყო, იმდაგვარად გარდაიქმნა, რომ ყველაფერს ხელისუფალნი დაეუფლენ და მართვა მათ მიერ დაქირავებულ ბიუროკრატებს დააკისრეს. საზოგადოება კი, დროთა განმავლობაში იძულებული გახდება, რომ ამ მმართველების საკეთილდღეოდ იშრომოს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ,,საზიაროობის ტრაგედიაზე“ ამგვარი ისტორიულ პოლიტიკურ-ბიუროკრატიული პასუხი ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო, რადგანაც ბიუროკრატია, როგორც წესი ხელს უყაირათიანობის ინსტიტუციონალიზებას უწყობდა. ამის უპირველესი მაგალითი ისაა, რომ ხელისუფლების შემოსავალი მოსახლეობისგან იძულებით აკრეფილი (და არა ნებაყოფილობით გადახდილი) გადასახადებიდან ყალიბდებდა, ხოლო სახელისუფლებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საზოგადოდ არ გააჩნიათ იმის შეფასების მექანიზმი, თუ რამდენად ხელსაყრელია საზოგადოებისთვის ის, რომ რესურსებს ისინი მართავენ.

ისინი ყოველწლიურად იღებდნენ ანაზღაურებას იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ასრულებდნენ თავის მოვალეობებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, იმედგაცრუებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სავაჭროდ სხვა ადგილი აირჩიონ, მაშინ როდესაც ბიუროკრატიის პირობებში ეს შეუძლებელია. სინამდვილეში, მმართველები მხოლოდ ადამიანების სასიკეთოდ მომართული ანგელოზებიც რომ იყვნენ, ისინი საქმეთა ცალკეულ ვითარებებში ჩაუხედაობის გამო, მაინც ვერ შეძლებდნენ ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გაუმჟობესების უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, ამგვარი მმართველების პირადი წინსვლის მოტივაციაც დამახინჯებული იყო: ისინი ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებდნენ უფრო მეტი საქონლის ან მომსახურების გაყიდვით, რადგანაც ისინი ასეთ ვაჭრობაში ჩართული არ იყვნენ. ისინი ვერც რესურსების სარფიანად განაწილებას უზრუნველყოფდნენ, რადგანაც პირადად მათ ეს არავითარ ხეირს არ აძლევდათ. ამის ნაცვლად, მათი წინსვლის ერთადერთი გზა უფრო მეტი ბიუროკრატიული ძალაუფლების მოხვეჭა, ბიუჟეტების კიდევ უფრო გაზრდა, ხელფასების მომატება და დიდი სამოხელეო აპარატის შექმნა აღმოჩნდა. თუმცა ამის მიღწევა მნიშვნელოვან პოლიტიკური დაპირისპირებებს და რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვა წინააღმდეგობების გადალახვას მოითხოვდა. სხვა შემთხვევაში თავად მათი თანამდებობა და საზოგადოებრივი მდგომარეობა პოლიტიკურად გაუფასურდებოდა და ხელისუფალნი ვერ შეძლებდნენ, რომ რესურსები სათავისოდ კიდევ უფრო ხელსაყრელი დანიშნულებით გამოეყენებინათ.

პოლიტიკურ-ბიუროკრატიული აპარატი რესუსრების მართვაში სრულ უვიცობას ავლენდა და თანაც ვერც ვერანაირ ხეირს ვერ ხედავდა იმაში, რომ მართვა გაეუმჯობესებინა. შედეგად, ბუნებრივი რესუსრების ბიუროკრატიული გზით მართვის ისტორია, გარემოს განადგურებისა და რესურსების არასწორად გამოყენების შემთხვევების უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგენს, რაც საზოგადო საძოვრების მაგალითის მსგავსად, რესურსების ამოწურვამდე გრძელდება. ყველაფერი კი, ხელისუფლების დამხობით მთავრდება ხოლმე.

უნდა აღინიშოს, რომ მსოფლიოს ბევრ კუთხეში ისტორიულად სრულიად განსხვავებული მაგალითებიც არსებობდა. მას შემდეგ, რაც ,,საზიაროობის ტრაგედია“ გამოსცადეს, ბევრმა გაიაზრა, რომ საძოვრების გამოფიტვა უბრალოდ იმის უგულვებელყოფით იყო განპირობებული, რომ მიწაზე კარძო საკუთრება გზას უხნის ისეთ პიროვნებებს, რომლებიც მას ადამიანების საკეთილდღეოდ ამუშავებენ. ამ მიგნებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენას - მიწათმოქმედებას, ანუ მარტივად რომ ითქვას, მიწაზე პირადი საკუთრებითი უფლებების დაკანონებას შეუწყო ხელი. ამგვარი უფლებების შემოღებით, აღარავის აღარ ჰქონდა სხვის მიწებზე შეღწევისა და მესაკუთრის შრომით მოწეული ნაყოფის მითვისების, თავისი პირუტყვის სხვის საძოვრებზე, მინდვრებზე ან სხვა სახის დამუშავებულ ნაკვეთებზე გაშვების უფლება.

ასეთ ვითარებაში, მესაკუთრე სხვების მხრიდან ფიზიკური დაზიანებისგან (მაგ. დაბინძურება და სხვ.) დაცულია და მომხვდურისგან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია. შესაბამისად, როდესაც ადამიანმა იცის, რომ სხვისი საკუთრების დაზიანების შემთხვევაში, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება, იგი იძულებული იქნება ისე იმოქმედოს და მართოს თავისი საკუთრება, რომ სხვებს ზიანი არ მიაყენოს. შესაბამისად, რესურსების მართვის კერძო საკუთრებაზე და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებულ სისტემას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დაჰყავს.

გარემოსდაცვითი ღონოსძიებების პოლიტიკური ეკონომია

დღეს მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის პოლიტიკურბიუროკრატიული ტრადიცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების პროგრამების მეშვეობით კვლავაც გრძელდება. ყველა სახელისუფლო დაწესებულება რესურსების მართვას დაახლოებით ერთნაირად, ბიუროკრატიული წესების დადგენის მეშვეობით ცდილობს, რომელთა შეუსრულებლობა ხელისუფლების მხრიდან ისჯება. ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ იქ გარემო უკიდურესად გაჩანაგებული იყო. მთელი რიგი რეგიონების ისეთი რესურსები, როგორიცაა მიწა, წყალი და ჰაერი მუდმივად ბინძურდებოდა და იწამლებოდა, ხოლო ადამიანებს ბირთვული იარაღის გამოცდისას, ისევ როგორც სხვა სახიფათო შემთხვევებში, ლაბორატორიული ცხოველების მსგავსად იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარება ყოველთვის წარმოშობს „საზიაროობის ტრაგედიას“, როცა ნებისმიერი რესურსი „საზოგადოა“, ხოლო კერძო საკუთრება - აკრძალული. შემხვევითი არაა, რომ ყველაზე უფრო მეტად და ხშირად გარემო სწორედ სახელმწიფო მფლობელობის მიწებზე, პარკებში, ტბებზე და წყალსაცავებზე, საჰაერო სივრცესა და სხვა მსგავს ადგილებში ზიანდება. თუ ადამიანებს რესურსზე ხელი მიუწვდებათ, მაშინ იგი მათი საკუთრება ხდება, მაგრამ თუ საკუთრების უფლება არ არის აღიარებული, მაშინ რესურსი პარტახდება.

კერძო ბაზრებზე ადამიანთა ურთიერთობები დაფუძნებულია კერძო ქონებრივი უფლების ნებაყოფლიბით ურთიერთგაცვლაზე, რესურსების უყაირათო გამოყენება, ყაირათიანით იცვლება. რესურსების ოპტიმალური გადანაწილება ფასების მექანიზმით მიიღწევა. ასე მაგალითად, კანზასის შტატში მიწის მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, რის გამოც მისი ფასი შედარებით დაბალია. შესაბამისად, ეს და კიდევ სხვა თანმდევი ხარჯები მიუთითებს, რომ ამ მიწების ყველაზე ხელსაყრელი გამოყენების გზა, მათზე ფერმერული მეურნეობების მოწყობაა. სან-ფრანცისკოში კი პირიქით, მიწის მიწოდება მოთხოვნას ჩამორჩება, რის გამოც მიწა საკმაოდ ძვირია. სწორედ ამიტომაა, რომ სან-ფრანცისკოში ფერმერულ მეურნეობები თითქმის არ არის და მიწა იმ დანიშნულებით გამოიყენება, რომელიც მისი მესაკუთრისთვის უფრო მომგებიანია. იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრება სან-ფრანცისკოში უნდათ, მიწის სიმწირის გამო, ცხოვრება უფრო მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში მოუწევთ, ვიდრე კანზასის შტატში.

სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობას არ ესმის, რომ რესურსები იმთავითვე საკმაოდ მწირია (ანუ მათი მიწოდება შეზღუდულია). ესე იგი, არ არსებობს ისეთი რესურსი, რომლის უკმარობა თვალსაჩინო არ გახდება, მასზე ხელოვნურად დაბალი ფასის დაწესების შემთხვევაში. შესაბამისად, რესურსების გამოყენების შესახებ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ თავისუფალი ფასების სისტემაში შეიძლება, სადაც სათანადო ნიშნებს ფასები იძლევიან. ადამიანთა მზარდი მოთხოვნილებებისა და წინააღმდეგობრივი სურვილების შეჯერება, ნებაყოფლობით გაცვლით ურთიერთობებში, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული ფასებით არის შესაძლებელი, რომლებიც თავის მხრივ, მავანისთვის ან მისაღებია, ან მიუღებელი. კერძო მესაკუთრეები თავიანთი რესურსის დღევანდელ და ხვალინდელ მდგომარეობას საუკეთესოდ აფასებენ, როდესაც სამეურნეო გეგმებს აყალიბებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე მათ პირად კეთილდღეობას ეხება. მათ იციან, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი თვითონვე არიან. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებებით თავადვე იხეირებენ ან დაზარალდებიან.

რესურსების პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მართვის, როგორც ისტორული, ისე თანამედროვე ხერხები რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების გზების ძიების საშუალებას არ იძლევა, რადგანაც არ არსებობს ფასები, რომლებიც მიანიშნებდნენ თუ სად და როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი. ისევე როგორც წარსულში, ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ვერ იხეირებენ, თუ ისინი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას და უფრო სარფიან დაბანდებას შეუწყობენ ხელს. საგადასახადო შემოსავლები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ გარემოსთვის რამდენად უსაფრთხოდ მართავენ ბუნებრივ რესურსებს სახელისუფლებო მოხელეები. ერთი შეხედვით, რაც უფრო მეტი ზიანი ადგება გარემოს, მით მეტი სახელისუფლო უწყება უნდა ანხორციელებდეს ზედამხედველობას. თუმცა ვითარება სრულიად საპირისპიროა, რადგანაც სახელმწიფო საქმეების გამრიგეებს მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და ძალაუფლების ნადვილ წყარო - ბიუროკრატიული და პირადი გამორჩენის წყურვილი ამოძრავებთ, რაც მათ თანამდებობების შენარჩუნებაში ეხმარება.

პოლიტიკოსებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესები მშვიდად უგულვებელყონ, სანამ ამომრჩეველთა იმ გავლენიან ჯგუფებს ემსახურებიან, რომლებიც სარგებელს სახელმწიფო პროგრამებიდან იღებენ. გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული გადასახადის გადამხდელებისთვის თითოეულ ასეთ პროგრამაზე გაწეული ხარჟი იმდენად დიდი არ არის, რომ მათი მდგომარეობა გააუარესოს და წინააღმდეგობის სურვილი აღუძრას, მზარდ სარგებელს სახელმწიფო ბიუროკრატიიდან მცირე ჟგუფები იღებენ, მაშინ როდესაც ხარჯის გაღება ყველას უწევს. საბაზრო ხერხების გამოყენება ადამიანების საქმიანობას საზოგადოების სამსახურში აყენებს, მაშინ როდესაც პოლიტიკურ-ბიუროკრატიული ხერხები, სარგებელს მხოლოდ გავლენიან ჯგუფებს აძლევს, მთელი საზოგადოების ხარჯზე.

ენერგეტიკა

პოლიტიკურ-ბიუროკრატიული ხერხების გამოყენების მაგალითად აშშ-ს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა განვიხილოთ. 1950-იან წლებში ფედერალური მთავრობის მიერ ბენზინის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებითა და ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ნავთობის მოპოვების ნორმების დაწესებით, ამერიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკაზე გავლენის დასამყარებლად პირველი ნაბიჯები გადადგა. გარდა ამისა, 1954 წელს ფედერალურმა ენერგოკომისიამ შტატებს შორის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ფასების დაწესება დაიწყო, რის შედეგადაც თითქმის ყველა გაზის საბადო, სადაც მოპოვება ადვილად ხელმისაწვდომი იყო, წამგებიანი გახდა. ბუნებრივი გაზის ფასები შემცირდა, რის გამოც მისი მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. შემდეგ, 1960-იანი წლების ბოლოს, ფედერალურმა მთავრობამ გარემოსთვის მავნე ნივთიერებების გამოფრქვევაზე პირდაპირი და უნივერსალური სტანდარტები დააწესა, რამაც ავტომანქანების საწვავის ეკონომიურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვად გააუარესა. ყოველივე ამას, გარემოს დაცვის გაუმჟობესების აუცილებლობის მომიზეზებით, ნავთობროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნების გაფართოებაზე ნებართვების გაცემის შეწყვეტა დაერთო. ამგვარად, მთავრობის ბიუროკრატიული აპარატის არასწორი მართვის შედეგად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) ხელსაყრელი პირობები შეექმნა იმისთვის, რომ ამერიკელი მომხმარებლები და მეწარმეები გაეძარცვა. OPEC-ის მოქმედებების საპასუხოდ, ფედერალურმა მთავრობამ ენერგეტიკის ფედერალური ადმინისტრაცია ჩამოაყალიბა, რომელიც მოგვიანებით ენერგეტიკის დეპარტამენტად გადაკეთდა. ამ უკანასკნელმა ახალი ფასები და მარეგულირებელი ნორმები დააწესა, რის შედეგადაც OPEC-ის გაველნა ამერიკელ მომხმარებლებზე და მეწარმეებზე კიდევ უფრო უარყოფითი გახდა. ნიქსონის მმართველობის პერიოდში გაზგასამართ სადგურებზე არსებული რიგების შესახებ დღესაც ლეგენდები დადის.

ზემოთ აღწერილის მსგავსად, რეგიონების ელექტრიფიკაციის ასოციაციამ (REA), რომელიც მთავრობამ 1930-იან წლებში ჩამოაყალიბა, სოფლებზე ელექტროენერგიის მიწოდების სუბსიდირება დაიწყო, რამაც გააკოტრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც სოფლების მოსახლეობას ქარის წისქვილებით და გენერატორებით ამარაგებდნენ. REA-ს მიერ ელექტროენერგიის სუბსიდირებამ ალტერნატიული ელექტროენერგიის წყაროების განვითარება შეაჩერა. მაგალითად, ისევ და ისევ REA-ს მიერ სუბსიდირებული იაფი ელექტროენერგიის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მზის ენერგიით წყლის გამათბობლების წარმოებაც შეწყდა.

1980-იან წლებში, ფედერალური მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა სინთეტიკური საწვავის კორპორაციამ (SFC) ბენზინის შემცვლელებისა და სინთეტიკური ბუნებრივი გაზის წარმოება წამოიწყო. მაგალითად, ბენზინის უკმარისობის აღმოფხვრის სანაქებო საშუალებად „გაზოჰოლი“ ითვლებოდა, რაც მარცვლეულის სპირტისა და ბენზინის ნარევისგან მზადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა რამოდენიმე წელიწადში შეწყდა, მარცვლეულის მწარმოებელთა ლობისტებმა და სხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა „გაზოჰოლის“ თემის აღორძინება სუფთა ჰაერის შესახებ აქტით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენებით მოახერხეს. არადა, „გაზოჰოლის” წარმოება იმდენად ძვირია, რომ ამას დაახლოებით იგივე აზრი აქვს, რაც საბიფშტექსე ხორცის ნაჭრის უფრო დაბალი ხარისხის ხორცში შერევას, მეტი ჰამბურგერის დამზადების მიზნით.

წყლის რესურსები

ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ ადამიანს სჟერა, რომ ამერიკა, განსაკუთრებით კი მისი დასავლეთი ნაწილი, წყლის რესურსების ნაკლებობის გამო სულ მალე გამოუვალ ჩიხში მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია, წყლის რესურსების ასეთი მწვავე ნაკლებობა გარდაუვალი სულაც არაა.

მაგალითად, ამერიკის დასავლეთში მიწისქვეშა წყლების მოხმარება პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მანქანის ზეგავლენით და არა ბაზრის მოთხოვნითა განპირობებული. კალიფორნიის კონსტიტუციას იმგვარი განმარტება მოეძებნა, რომ თითქოს ის ადამიანები, რომლებიც წყლის რესურსებზე საკუთარი საკუთრებითი უფლებების სხვებზე გადაცემას მოისურვებდნენ, ამავდროულად აღიარებდნენ, რომ წყლის რესურსებს რაციონალურად ვერ იყენებდნენ. ამის საფუძველზე კი, მთავრობას მათთვის ამ უფლებების ჩამორთმევა შეეძლო. რასაკვირველია, ასეთი პოლიტიკა წყლის რესურსების ფლანგვას განაპირობებს, რადგან უფრო ყაირათიან მომხმარებლებლს მათზე ხელი აღარ მიუწვდებათ.

იმის გამო, რომ სახელისუფლო პროექტებისა და სხვა სუბსიდიების შედეგად წყლის ფასი ხელოვნურად დაბალი იყო, მიწათმოქმედებისა და ბინათშენებლობის ისეთი ფორმები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის რესურსების ინტენსიურ ხარჯვას მოითხოვდა. არადა, წყლის რესურსებზე საკუთრებითი უფლებების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის დაშვების შემთხვევაში, როდესაც წყალზე მოთხოვნა-მიწოდებას საბაზრო ფასები მოაწესრიგებენ, მესაკუთრეები მოტივირებული იქნებოდნენ, რომ ისეთ ნარგავები გაეხარებინათ და ლანდშაფტური დეკორირების ისეთ ხერხები გამოეყენებინათ, რომლებიც ინტენსიურ მორწყვას და წყლის ხარჯვას არ საჭიროებენ.

ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის დასავლეთში წყლის უკმარობა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგი იყო. ამ საკითხის გადაწყვეტას ის საირიგაციო სისტემების (წყალსაქაჩების, არხების, კაშხლების და სხვ.) ქსელის განვითარებით ცდილობდა, თუმცა შესაბამის ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვით დანახარჟებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა. „ხაზინის სახრავი“ პროექტები გარკვეული ჯგუფების გამორჩენის მიზნით ხორციელდებოდა. ასე მაგალითად, „California Aqueduct“ („კალიფორნიის წყალსადენი“, რედ. შენიშვ.) განხორციელება ფედერალურმა მთავრობამ იმის ანგარიშგაუწევლად წამოიწყო, მოხერხდებოდა ოდესმე მისი თვითდაფინანსებაზე გადასვლა თუ არა. ყოველი ახალი წყალმომარაგების სისტემის ამოქმედებასთან ერთად, წყლის რესურსების ფლანგვა და ბიუროკრატების ქმედებების შედეგად გამოწვეული წყლის რესურსების უკმარისობა სულ უფრო მწვავდებოდა, რადგან წყლის სუბსიდირებული ფასები საბაზრო ფასებზე უფრო დაბალი იყო და არარაციონალურად იხარჯებოდა.

წყლის რესურსებზე საკუთრებითი უფლებების თავისუფალი ბაზრის არარსებობის გამო, წყალსაცავები, ტბები, მდინარეები და მიწისქვეშა წყლები განადგურების პირზე იყო მისული. ხოლო იქ, სადაც ამგვარი საკუთრებითი უფლებები აღიარებული იყო, მესაკუთრეები კეთილგონივრულად მართავდნენ და განადგურებისგან იცავდნენ წლის რესურსებს.

ჰაერის დაბინძურება

მარეგულირებელი უფლებებით აღჭურვილი გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) აწესებს სტანდარტებს, რომელთა დაცვა თანაბრად მოეთხოვება ყველას, ვინც ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, მიუხედავად სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული დახარჯების სიდიდისა. ჰაერის დაბინძურება ხალხისთვის გამოსადეგი მრავალი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების წარმოების არასასურველ თანმდევ შედეგს წარმოადგენს, როდესაც საკუთრებითი უფლებები, მათ შორის ჰაერზე, ბოლომდე დაცული არ არის. ჰაერზე ,,საზოგადო“ საკუთრების პირობებში, მისი დაბინძურება არსებითად შეუზღუდავად შეიძლება, რაც ნიშნავს რომ დამბინძურებელს არაფერი არ უჯდება. მაგრამ თუკი იმათ ვინც ჰაერს აბინძურებს, მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრებოდათ, მაშინ ისინიეკონომიკური მოსაზრებების გამო შეეცდებოდნენ, რომ ჰაერის დაბინძურება შეემცირებინათ ან აღმოეფხვრათ. მაშასადამე, დაბინძურების აღმოფხვრის მიზეზი თავად დამბინძურებლებს გაუჩნდებოდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხების ქონებრივ უფლებებსა და ბაზრის კანონზომიერებებზე მორგებული რეფორმების გზით მოგვარებას, მეტწილად სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების დაკარგვის შიშით, თავად EPA-ს ბიუროკრატები ეწინააღმდეგებოდნენ. მკაცრი და ძვირი სტანდარტების წინააღმდეგ საყოველთაო უკმაყოფილების ჩაცხრომის მიზნით, EPA-მ ისეთ დიდ მეტროპოლიებში, როგორიც სამხრეთ კალიფორნიაა, ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრის ახალი სისტემების დანერგვა დაიწყო. ეს პროექტები სამთავრობო უწყებების მიერ ჰაერის განსაზღვრულ დონზე ზემოთ დაბინძურების უფლებებით ვაჭრობას გულისხმობდა. მოცემულ სივრცეში “დაბინძურების უფლება“ საწარმოებს გარკვეული ანაზღაურების საფასურად ეძლეოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვაზისაბაზრო უფლებების დაშვება წინ გადადგმული ნაბიჯია, ახალი სისტემაც პოლიტიკურ ქარტეხილებსა და ბიუროკრატების ნებასურვილებს ემოჩილება, ხოლო საგანგებო ინტერესების ჯგუფების მიერ ბუნებათსარგებლობის წესების დარღვევის შესაძლებლობა კვლავ დიდია.

რესურსების არაეფექტური გადანაწილების კიდევ ერთი მაგალითია კანონი ჰაერის სისუფთავის შესახებ (Clean Air Amendments) რომლებიც 1977 წელს მიიღეს. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქვანახშირზე მომუშავე ყველა ახალ ქარხანას, სპეციალური გაზის მილი უნდა ჰქონოდა, გოგირდის ნახშიროJანგის გაწოვის მიზნით. ეს კანონი ყველა ქარხნისთვის სავალდებულო იყო, მათ შორის იქაც კი, სადაც გოგირდის ნახშიროJანგის დაბალი შემცველობის მქონე ქვანახშირს იყენებდნენ. რასაკვირველია, ეს მოთხოვნაც ძირითადად პოლიტიკური ზეწოლით იყო მიღებული. ამერიკის დასავლეთში მოპოვებული ქვანახშირი გოგირდის ნახშიროჟანგის დაბალი შემცველობით, ხოლო შუადასავლეთში და აპალაჩებში კი, გოგირდის ნახშიროჟანგის მაღალი შემცველობით ხასიათდება. თუ იმ ქარხნებს, რომლებიც გოგირდის ნახშიროჟანგის დაბალი შემცველობის ქვანახშირს იყენებდნენ არ მოსთხოვდნენ ამ გამწოვი მილების დამონტაჟებას, დასავლეთში მოპოვებული ქვანახშირი, შუადასავლეთში და აპალაჩებში მოპოვებული ქვანახშირზე უფრო მიმზიდველი გახდებოდა.

ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ როდესაც ეს კანონი იქნა მიღებული, კონგრესის ორივე შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე და სენატის უმრავლესობის ლიდერი დასავლეთ ვირჯინიის შტატიდან იყვნენ. თეთრ სახლს და კონგრესსაც შესანიშნავად ესმოდა, რომ მხოლოდ დასავლეთ ვირჯინიელი მაღაროელები შედიოდნენ United Mines Worker-ის გაერთიანებაში, რომელიც გარკვეული ინტერესების მქონე ადამიანთა უაღრესად ორგანიზებულ ჯგუფს წარმოადგენდა და მათი ხმები საარჩევნო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

დასავლეთის მიწები

ფედერალური მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედის მესაკუთრეა. ამ მიწების უმეტესობა დასავლეთში მდებარეობს. მიწის ფედერალური პოლიტიკის შედეგად დასავლეთის ტერიტორიები უაღრესად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1970-იანი წლების მიწურულს მომხდარი ამბოხება, რომელსაც “საგებრაშის ამბოხების” სახელით იცნობენ, სამწუხაროდ მხოლოდ კარტერის ადმინისტრაციის ქმედებებისადმი საპასუხო პოლიტიკური ნაბიჯი იყო და მეტი არაფერი. მის მიზანს ფედერალური მიწების შტატებზე გადაქვემდებარება წარმოადგენდა. თუმცა, შტატების მთავრობების მიერ ამ მიწების მართვას, „საზოგადო“ ხასიათის შენარჩუნების გამო, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიული ზედამხედველობა უფრო უშუალო გახდა.

BLM-ის, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და სხვა ფედერალური სააგენტოს მხრიდან არასწორი მართვით განპირობებული ყველა სავალალო შედეგის გამოსწორება პრივატიზაციის შემთხვევაში შეიძლება. კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებსა და რესურსებს შორის ხარისხობრივი განსხავავება ძალიან დიდია. ფედერალური და შტატების მიწებისგან განსხვავებით, კერძო მიწების მართვის ხარისხი ბევრად მაღალია. „ბოისე კასკეიდსა” და სხვა კერძო ტყეებში რესურსების განადგურება, გამოფიტვა და ნიადაგის ეროზია არ შეიმჩნევა და არც ტყეები იკაფება პირწმინდად. ინტენსიური ძოვებით გაპარტახებულ მიწებს კერძო რანჩოებზეც ვერ ნახავთ.

დასავლეთის მიწების პრივატიზაცია კიდევ ერთი წინააღმდეგობის დასაძლევად გამოდგებოდა, რომელზეც არც თუ ისე ხშირად საუბრობენ, ესაა ამერიკის დამოკიდებულება ისეთი მინერალების იმპორტზე, როგორიცაა კოლუმბიტი, სტრონციუმი, ტიტანი, მანგანუმი, ქრომი და კობალტი. ამ მინერალებით უაღრესად მდიდარი მიწები სახელმწიფო საკუთრებაშია, რის გამოც მათი მოპოვება და წარმოება კერძო კომპანიებისთვის მიუწვდომელია. ეს მიწები კერძო მფლობელობაში რომ იყოს, ბაზარზე არსებული მოთხოვნაც მეტნაკლებად დაკმაყოფილებული იქნებოდა და ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალების ფასებსაც ბაზარი განსაზღვრავდა.

ტყეები

ამერიკის ტყეებით დაფარული ტერიტორიების დაახლოებით ასი მილიონი აკრი მთავრობის საკუთრებაშია, რის გამოც ხე-ტყის გადამამუშავებლებსა და გარემოსდამცველებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია. ამ ორივე ჟგუფის წარმომადგენლებს სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს “საზოგადო“ რესურსი. გამომდინარე იქედან, რომ საბაზრო კანონზომიერებები ამ ვითარებაში ვერ მოქმედებენ, ხე-ტყის სხვადასხვა მოხმარებას შორის რეალური ღირებულებისა და შესაბამისად, მოსალოდნელი სარგებლის დადგენა, ისევე როგორც სწორი გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლებელი ხდება. ამის ნაცვლად გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ პირების კარნახითა და გავლენით მიიღება, რომლებიც მიწის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების მოთაფვლას ყველაზე უფრო დიდი წარმატებით მოახერხებენ. გამომდინარე იქედან, რომ რესურსის გადანაწილების მიზნით ბიუროკრატიული წესების მიხედვით პოლიტიკური თამაშში ჩართვა ყველას ერთნაირად არ ძალუძს, რესურსის განაწილებაც თავისუფალ ბაზართან შედარებით გაცილებით არასამართლიანი წესით ხდება და ძირითადად განსაზღვრულ პირთა (დაწყებული კერძო კომპანიებიდან, დამთავრებული მდიდარი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებით) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს პირები და ორგანიზაციები წარმატებით ახერხებენ სამთავრობო წრეების დარწმუნებას, რომ მათი პატივმოყვარე გეგმები საზოგადოების ხარჯზე უნდა დაფინანსდეს.

წინააღმდეგობების მოგვარება ამ შემთხვევაშიც პრივატიზაციას შეუძლია. ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიებისა (ისევე როგორც მათი მომხმარებლების) და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ვარაუდები რესურსების ღირებულების შესახებ, მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე შეფასებული და გადახდილი ფასის საფუძველზე შეჯერდება. გარდა ამისა, თუ ფედერალური მთავრობის საკუთრებაში მყოფი ტყეები ტენდერის იმ მონაწილეს გადაეცემა, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, მიღებული მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ვალის ან სოციალური დაცვის სისტემის დავალიანების დასაფარად დაიხარჯება.

ბუნებრივი რესურსების პრივატიზაცია

გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და გარეულ ცხოველთა სამყაროს შენარჩუნების მხარდამჭერებს პრივატიზაციის არ უნდა ეშინოდეთ. კერძო მესაკუთრეები თავიანთი მიწის ყოველ აკრს უაღრესი მზრუნველობით ეკიდებიან და ეს რესურსი მათთვის უაღრესად ღირებულია. ბუნებრივია, ზოგიერთ მიწაზე პირველქმნილი ბუნების შენარჩუნება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისი ხე-ტყის საწარმოებლად გამოყენება. ზოგიერთ ფართობზე კურორტის მოწყობა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე წიაღისეულის მოპოვება. მაგრამ იმის შეაფასება, თუ რომელი მიწის ფართის რა დანიშნულებით გამოყენება იქნება უფრო სარფიანი, მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე შემოთავაზებული და გადახდილი ფასის მიხედვით შეიძლება. თანაც ამ პროცესში ყველას შეეძლება მონაწილეობა და არა მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ასე მოხერხებულად შეუძლიათ პოლიტიკოსების მოთაფვლა.

კერძო მიწების მართვა ყოველთვის ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე სახელმწიფო მიწების მართვა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შედეგიანი მართვისთვის საჭირო ცოდნას უშუალოდ მფლობელს ფლობს. გარდა ამისა, კერძო მესაკუთრეებს მიწის ყაირათიანი მართვის უფრო მეტი სტიმული გააჩნიათ, ვიდრე პოლიტიკურ-ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს.

პრივატიზაციის შედეგად მიწის მართვის ხარისხის გაუმჯობესება სავსებით მოსალოდნელი, რომ არის, ამას კერძო საკუთრებაში არსებული ასობით ნაკრძალის მდგომარეობა ცხადყოფს. ამის მაგალითია Audubon Sosiety,s Eainey Wildlife Sanctuary (ოდუბონის საზოგადოების „რეინის ველური ბუნების ნაკრძალი”, რედ. შენიშ.) ვერმილიონ პერიშში, ლუიზიანის შტატი, სადაც წარმატებით უთავსებენ ველური ბუნების მოვლასა და ნავთობის მოპოვებას. ნაკრძალის ღირებულების გაზრდის მიზნით, ოდუბონის საზოგადოებამ გულდასმით შეისწავლა და შეაფასა მის საკუთრებაში მყოფი მიწების მდგომარეობა და აღმოაჩინა, რომ გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს არ უპირისპირდება. The Nature Concervancy („ბუნების შენარჩუნება”, რედ. შენიშვ.) კიდევ ერთი ბუნებისდამცავი ჯგუფია, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად, ერთობ წარმატებულად იყენებს პრივატიზაციას. ეს ჯგუფი ეკოლოგიურად ფაქიზ ფართოებებს ყიდულობს და მართავს. ასე მაგალითად, არიზონას შტატში არსებულ Mile Hi-Ramsey Canyon Preservation-ს („მაილ ჰაირამსეის კანიონს”, რედ. შენიშვ.) სწორედ ,,ბუნების შენარჩუნება” ინახავს, იმის ხარჯზე რომ დამთვალიერებლებს იზიდავს და გარკვეულ საფასურად მათთვის საცხოვრებელ პირობებს, საკვებს და ლაშქრობებს უზრუნველყოფს.

მიწების პრივატიზაციის მაგალითების შესწავლამ უაღრესად დადებითი შედეგები წარმოაჩინა. კერძო მესაკუთრეებს (მათ შორის ბუნებისდაცვით ჟგუფებს) ყველა საჭირო მიზეზი გააჩნდათ იმისთვის, რომ კუთვნილი მიწები ყაირათიანად მართონ და გარემოს დაზიანება თავიდან აიცილონ, რაც პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მართვის შემთხვევაში გარდაუვალია.

თავისუფალი ბაზრის გარემოსდაცვითი ასპექტები

გავრცელებულია აზრი, რომ საბაზრო პროცესები აუცილებლად დაკავშირებულია პირად დაპირისპირებებთან და შესაბამისად, ბუნებრივი გარემოს გაუარესებასთან. ასევე ვარაუდობენ, რომ მთავრობის მოვალეობა ისედაც მწირი რესურსების გონივრული მართვა უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგანაც ბუნებათსარგებლობის იმ წინააღმდეგობების მოგვარება, რომლებიც ისტორიულად არსებობდა და დღესაც მოუგვარებელი რჩება, მხოლოდ კერძო საკუთრებისა და ნებაყოფლობითი გაცვლითი ურთიერთობების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ თითოეულ ადამიანს რესურსის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობის ურთიერთშეფასების საშუალებას მივცემთ, რესურსი უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული, ვიდრე მანამდე. მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ექნება ადამიანებს რესურსების ყაირათიანი მართვის შესაძლებლობა, საკუთარი და მემკვიდრეების სიმდიდრის გაზრდის მიზნით. ეს კი მხოლოდ კერძო საკუთრების პირობებში და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების მეშვეობით არის შესაძლებელი.

პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მიერ რესურსების მართვის შემთხვევაში კი, სრულიად საწინააღმდეგო ვითარება იქნება, რადგანაც მათი გადაწყვეტილებების შეფასება შეუძლებელია. ისინი, როგორც წესი მხოლოდ მოკლევადიან გეგმებს ადგენენ და მათი მიზნები მომდევნო საარჩევნო ან საბიუჯეტო ციკლზე ფიქრით შემოიფარგლება. ცხადია, რომ ასეთი მიდგომას, რაც „საზიაროობის ტრაგედიის” სახელითაა ცნობილი, გარემოსთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფები, რომლებსაც სხვა ადამიანების საკუთრების თავისი შეხედულებებისამებრ გამოყენება სურთ, ერთმანეთს ეპაექრებიან, რომ არა საზოგადოების, არამედ პოლიტიკოსების ნდობა მოიპოვონ. პოლიტიკური ძალაუფლების მიწათმფლობელებისა და მეწარმებისგან იმ ბუნებისდამცავებისა და მათი მხარდამჭერების ხელში გადასვლის შემთხვევებმა, რომლებიც პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მანქანის უფლებამოსილების გაზრდას უჭერენ მხარს, დროულად უნდა მიგვანიშნოს, რომ პოლიტიკურ-ბიუროკრატიულ მართვაზე უარი უნდა ვთქვათ და უპირატესობა კერძო ქონებრივ უფლებებს მივანიჭოთ.

რესურსების გადანაწილების პოლიტიკურ-ბიუროკრატიული გზა ყოველთვის გულისხმობს, რომ ერთი ადამიანი წააგებს, ხოლო მეორე კი მოიგებს. საბაზრო ურთიერთობების პირობებში, სადაც თანამშრომლობა აუცილებლად ნებაყოფლობითი გაცვლას ეფუძნება, ყველა მონაწილე მოგებული, ხოლო თავად გარემო კი, სათანადოდ დაცული რჩება.

11 საკუთრების უფლებისა და კაპიტალიზმის დასაცავად

▲ზევით დაბრუნება


ტიბორ . მაჩანი (1939 -)

0x08 graphic
ალაბამას შტატის ქალაქ ოუბურნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრისა და კალიფორნიის შტატის შამპანის უნივერსიტეტში არგიროს ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის თავისუფალი მეწარმეობისა და ბიზნესის ეთიკის კათედრის პროფესორი. გარდა ამისა ის კალიფორნიაში სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მას გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი მონოგრაფია და მრავალი სტატიას, რომლებიც თავისუფალი ბაზრის კანონზომიერებების სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის კაპიტალიზმის ეთიკას, ლიბერლაიზმის პოლიტ-ეკონომისა და საკუთრების მნიშვნელობას აშუქებს.

გამოქვეყნდა 1993 წელს

თავისუფლების კონცეფცია თავისი სოციალური მნიშვნელობით ადამიანების ისეთ მდგომარეობას გულისხმობს, როდესაც ისინი სხვების აგრესიისგან თავისუფალი არიან.1 ეს პოლიტიკური თავისუფლებაა, რომელიც უნიკალური ამერიკული პოლიტიკური ტრადიციის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ეს თავისუფლება ეფუძნება ყოველი ადამიანის თანასწორობის, თვითგამორკვევის და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარებას, ადამიანებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების მიუხედავად.

პოლიტიკური თავისუფლების ქვეშ მე ვგულისხმობ, რომ არავინ არ შეიძლება საკუთარი ნების წინააღმდეგ სხვას, მათ შორის მთავრობას ემსახუროს. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური თავისუფლება მაშინ არსებობს, როდესაც მმართველობის ქვეშ მყოფი ადამიანების თანხმობა უმთავრეს პრინციპადაა აღიარებული. პოლიტიკური თავისუფლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ეს პრინციპი შელახულია.

ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური ეკონომიის კლასიკური ლიბერალური ტრადიციების შესაბამისად ვაჭრობის თავისუფლებას გულისხმობს. იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის არსი გავიგოთ, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გავიაზროთ, რომ იგი ლოგიკურად კერძო საკუთრების უფლებაზე არის დამოკიდებული. ვერავინ ივაჭრებს იმით, რასაც არ ფლობს. უცნაურია, მაგრამ მარქსიც კი, სრულიად ნათლად განმარტავს საკუთრების ფუნქციას: „კერძო საკუთრების უფლება გულისხმობს საკუთარი ნებასურვილით, სხვა პიროვნებებისა და მთლიანად საზოგადოებისგან დამოუკიდებლად სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ეგოიზმის უფლებას”.2

მარქსი ყველაზე უარეს შესაძლო სცენარს განიხილავდა, მაგრამ ამის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, როდესაც მავანს სისტემის პრინციპული მახასიათებლების განხილვა აქვს გამიზნული. რასაკვირველია, კერძო საკუთრების უფლება თავისუფალი ვაჭრობისა შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც ადამიანს შეუძლია, რომ თავისი სურვილის მიხედვით და თუნდაც არარაციონალურად განკარგოს თავისი საკუთრება. მაგრამ გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში ადამიანს ისეთი მოქმედებისა და სავაჭრო ურთიერთობების დამყარების საშუალება აქვს, რომელიც აწონ-დაწონილი და გააზრებულია, რაზეც მარქსი სამწუხაროდ ყურადღებას არ ამახვილებდა.

მარქსმა რეალობის მხოლოდ ნაწილი აღწერა. კერძო საკუთრება ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი ქონება ან სრული პასუხისმგებლობით, ან უპასუხისმგებლოდ განკარგოს და შესაბამისად, ვაჭრობის შედეგებიც ან კარგი იქნება, ან ცუდი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს კერძო საკუთრებაა, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი ისე მოიქცეს, რომ ამას მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ყველაზე მეტად თავად ეს ადამიანი იზარალებს და არა მხოლოდ ან იმდენად სხვები. საკუთრება ირაციონალური ქმედებებს ზღუდავს და რაციონალურს უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალიზმის ყველაზე ცნობილი და თანმიმდევრული მხარდამჭერები ჩვენი დროის ეკონომისტები არიან, რის გამოც ხშირად მცდარი შთაბეჭდილება იქმნება. ეკონომისტები სწავლობენ თუ როგორ აკმაყოფილებს თავისუფალი ბაზარი ადამიანთა სურვილებს, მაგრამ ისინი ხშირად იგნორირებას უკეთებენ თავად ამ სურვილების არსს, ანუ წინაპირობებს. ისინი თვლიან, რომ მათი შესწავლის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს თუ რამდენად მორალურად გამართლებულია ბაზარი და რამდენად შეესაბამება ეს ინსტიტუტი ადამიანთა მორალურ ფასეულობებს. ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირების აღწერაზე, ახსნასა და პროგნოზირებაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა ფასეულობების თაობაზე მსჯელობისგან თავისუფალია.

როდესაც თავისუფალი ბაზრის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები ეკონომისტები არიან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს, ეს არის ბაზრის ეფექტურობა. მაგრამ გარდა ამისა არსებობს თავისუფალი საზოგადოების გარკვეული ნორმატიული ან ეთიკური მახასიათებლები, რომლებზეც თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ ანალიზში არაფერია ნახსენები,3 მაშინ როდესაც ბაზარი იმ ინსტიტუტებს და იდეებს ეყრდნობა, რომლებიც თავისი ხასიათით ეთიკასთანაა დაკავშირებული.

თავისუფალი ვაჭრობა კერძო საკუთრების არსებობას გულისხმობს. თუ ასეთი უფლება არ არის დაშვებული, მაშინ არც ვაჭრობაა საჭირო და რაც თავად ასეთი შესაძლებლობა იარსებებდა. ადამიანები უბრალოდ სხვებს წაართმევდნენ იმას, რაც მათ ესაჭიროებათ და სულ არ დაელოდებოდნენ მათ თანხმობას ვაჭრობის პირობებზე. ან პირიქით, თუკი ყველა ყველაფრის მფლობელი ექნებოდა, მაშინ ვერავინ ვერ ვერასოდეს ვერ ივაჭრებდა. ყოველ ცალკეულ გარიგებასთან დაკავშირებით თითოეულის ნებართვა გახდებოდა საჭირო.

იმისთვის, რომ ადამიანმა ან ისეთმა ნებაყოფლობითმა ასოციაციებმა, როგორიცაა კორპორაციები და ამხანაგობები ვაჭრობის პირობები განსაზღვრონ, აუცილებელია, რომ მათ საკუთრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება გააჩნდეთ. ეს თავისუფალი ბაზრის არსებობის მორალური წინაპირობაა.4

საკუთრების უფლების მორალური ასპექტები ნათელია. მაგალითად, თუ მე ვფლობ რაიმეს, ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა ჩემს მიერ ამ რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ უნდა შემიშალონ. მე გამაჩნია პირობების განსაზღვრის უფლება და არა სხვებს. (სწორედ ამიტომაა ქურდობა მანკიერება). ეს მორალური ასპექტია, რადგანაც იგი განიხილავს თუ რა არ უნდა გააკეთონ ადამიანებმა.

ალბათ, არ არის გასაოცარი, რომ თავისუფალი საზოგადოების კრიტიკოსებს ეს შესანიშნავად ესმით. ისინი თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ იმ გარემოებას, რომ ეკონომისტებს არ სურთ მორალურ ასპექტებზე საუბარი და ამტკიცებენ, რომ რადგანაც ეს ასეა, თეორიას მნიშვნელოვანი ნაკლი უნდა გააჩნდეს. მაგრამ კრიტიკოსები ვერ ხვდებიან, რომ სწორედ იმიტომ, რომ საბაზრო ეკონომიკის თეორიის საფუძველს ღირებულებათა სისტემა წარმოადგენს, თავისთავად სისტემა საღია და საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებით ეკონომისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების უმეტესობა სწორია.

მაშინაც კი, როდესაც ეკონომისტები, რომლებიც მხარს საბაზრო ეკონომიკას უჭერენ, აღიარებენ, რომ მის საფუძველს წარმოადგენს გარკვეული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და რას უნდა უჭერდეს მხარს მთავრობა, მათ მაინც უნდა განაგრძონ სისტემის ფუქნციონირების ანალიზი და იმის შესწავლა, თუ რატომ მუშაობს ეს სისტემა უფრო ეფექტურად, ვიდრე სხვა სისტემები. თუმცა კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად საღი და მისაღებია სისტემის საფუძვლად აღებული მოსაზრებები უპასუხოდ რჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოსაზრებები არ არის საღი, ეკონომისტები მაინც იტყოდნენ, რომ ეკონომიკის საგანს საბაზრო პროცესების შესწავლა წარმოადგენს და სხვას მიანდობდნენ იმის შესწავლას, თუ რატომაა საბაზრო ეკონომიკის ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა უფრო მისაღები, რომელიმე არაეკონომიკური ხასიათის მოსაზრების გამო.5

მე ავღნიშნე, რომ საკუთრების უფლების პრინციპი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია. რა არის საკუთრების უფლება? იგი თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.

რასაკვირველია, არსებობს მრავალი საზოგადოება, სადაც საკუთრების უფლების სტრუქტურის მსგავსი პირობები არსებობს. ჩვენ ასეთ საზოგადოებას შეგვიძლია საკუთრებისადმი პრივილეგიის მიმნიჭებელი სტრუქტურის მქონე ვუწოდოთ. ასეთ საზოგადოებებში ადამიანებს გააჩნიათ მომსახურეობისა და საქონლის რეალიზაციის უფლება, თუმცა ამ უფლებაზე გარკვეული შეზღუდვებიც ვრცელდება. იმავდროულად მთავრობას, მაგალითად, ადგილობრივ სანაპირო ზონის კომისიას, ფედერალურ ტელესაკომუნიკაციო კომისიას ან მეფეს ამ პრივილეგიების გაუქმების უფლება გააჩნია. ასეთ საზოგადოებებში ჭეშმარიტად თავისუფალი ბაზარი არ არსებობს. ანუ, არსებობს სტრუქტურა, რომელიც თავისუფალ ბაზარს მოგვაგონებს მსგავსად იმისა, როგორც ძალიან კარგი ზოოპარკი ცდილობს, რომ თავისი გარემო ველურ სამყაროს დაამსგავსოს, ან მსგავსად იმისა, როდესაც მშობელი გარკვეულ თავისუფლებას აძლევს თავის შვილს, მაგრამ იგი მაინც შეზღუდულია. რასაკვირველია, რაც უფრო მყარი და ფესვგადგმულია ეს პრივილეგიები, მით უფრო ამჟღავნებს ბაზარი იმ ტენდენციებს, რომლებიც თავისუფალი ბაზრისთვისაა დამახასიათებელი. ნებისმიერ შემთხვევაში კერძო საკუთრების უფრო დეტალური განხილვაა საჭირო, რადგანაც იგი ეკონომიკური თავისუფლების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი განხილვის საგანი ადამიანის თავისუფლებასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის არსებული კავშირებია.

კერძო საკუთრების უფლება.

ამერიკული ლიბერტარიანული პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად ადამიანის თავისუფლება განუყოფელია ეკონომიკური თავისუფლებისგან და საკუთრების უფლებისგან. რატომ არის ეს ასე? როგორც დავრწმუნდით პოლიტიკური თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს სხვის ცხოვრებაში ჩარევისა ან მისი საკუთრების ხელყოფის უფლება არ გააჩნია. ჩვენ ასევე ავღნიშნეთ, რომ ადამიანის სწრაფვა მორალური უზადოებისკენ ადამიანის ღირსების ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინებაა. ჩვენს მსჯელობაში არაფერი არ გვითქვამს იმაზე, რომ ადამიანს თავისი შესაძლებლობების გარკვეულ სფეროში რეალიზების უფლება უნდა ჰქონდეს. მორალური არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია ის სივრცე, სადაც ამ არჩევანის რეალიზება შეიძლება. რობერტ ნოჟიკის სიტყვებით რომ ვთქვათ საჭიროა „მორალური სივრცე“.6

მარტივად რომ ვთქვათ, კერძო საკუთრების პრინციპი ადამიანს თავისი პასუხისმგებლობის რეალისტურ, კონკრეტულ პოლიტიკაში გამოხატვის საშუალებას აძლევს. ეს იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საზოგადოებრივი წყობა ცალკეულ ადამიანებს „ზოგადი კეთილდღეობისკენ“ სწრაფვას უწყობდეს ხელს, ხოლო რადგანაც ყველა ადამიანმა სიკეთის რეალიზაციას თავის უფლება-მოსილებების სფეროში, ანუ თავის „მორალურ სივრცეში“ უნდა მიაღწიოს, ადამიანთა საზოგადოებამ ყოველ ცალკეულ ადამიანს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ ასეთი ასპარეზი მისი კერძო იურისდიქციის სახით გააჩნდეს. საკუთრების შესახებ კანონი სამართლის თეორიის ის სფეროა, რომელიც რთული კავშირურთიერთობების მქონე საზოგადოებაში ადამიანის ყოველგვარ უფლებამოსილებას იმდენად ზედმიწევნით განსაზღვრავს, რომ კერძო საკუთრებაში ცხენიც და უაღრესად რთული ქიმიური ფორმულაც შეიძლება იყოს.

თუ საკუთრების შესახებ კანონი კერძო საკუთრების უფლებას არ ეყრდნობა, მაშინ კანონი მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა, როგორ უნდა განვსაზღვროთ პირადი უფლებამოსილების სფეროს პარამეტრები და დავიცვათ ის, რაც კერძო საკუთრებას წარმოადგენს? ეს უაღრესად რთული საკითხია. ლოკის თეორია შრომის შესახებ ამ შეკითხვაზე ადექვატურ პასუხს არ იძლევა, რადგანაც არ არის ნათელი, თუ რა იგულისხმება, როდესაც საუბარია, რომ მავანმა ბუნებას „საკუთარი შრომა ჩააქსოვა”. იდეალურ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ საკითხის შესწავლას ნოლიდან დავიწყებთ, მაშინ საკუთრების შესახებ ყველაზე საუკეთესო თეორიად სამეწარმეო თეორია შეიძლება იყოს მიჩნეული. ეს თეორია ჯეიმს სადოვსკის მიერ იყო ჩამოყალიბებული და მისი ანალიზი მხარს უჭერს დასკვნას, რომ „მესაკუთრე სამეწარმეო ფუნქციას ასრულებს. მან პროგნოზები უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულება ექნება მომავალში მის და სხვების ნაწარმს და ამის შესაბამისად იმოქმედოს ან არ იმოქმედოს. „ჯილდოს” ის არა შრომის, არამედ სწორი გადაწყვეტილების გამო იღებს.7

ეს ჩვენს მიერ მანამდე უკვე ხსენებული საკითხს, კერძოდ პირადი მორალური პასუხისმგებლობის საფუძვლის თემას ეხმიანება. საფუძველი კი ადამიანის მიერ არჩევანის უფლებაში მდგომარეობს - იფიქროს თუ არ იფიქროს, გამოიყენოს თუ არ გამოიყენოს მისი რაციონალური შესაძლებლობები, ნიჭი და უნარჩვევები. გამომდინარე იქედან, რომ მორალი არჩევანის არსებობას გულისხმობს და რადგანაც, ყველა ადამიანი თავისუფალია, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავისი გონება, მორალის წყარო, როგორც სადოვსკი ამბობს, საღი განსჯის უნარია. რაციონალური არსებისგან მოველით, რომ იგი საღი აზრით უნდა ხელმძღვანელობდეს და არანაკლებ სასურველია, რომ საღი განსჯის საგანი კეთილდღეობის საკითხებიც იყოს და არა მარტო ჰიგიენა, საოჟახო საქმეები, მართლმსაჯულება, კარიერა ან პოლიტიკა.

ეკონომიკური თავისუფლება ადამიანური წარმატების აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა. ეს ადამიანური ღირსების წინაპირობაა. იგი აუცილებელია მორალური ღირებულებების დასანერგად იმ კონტექსტში და იმ სამყაროში, რომლის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ადამიანები აკონტროლებენ. ყველა ადამიანს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ ამ სამყაროს რომელი ნაწილია მის იურისდიქციაში, ანუ კერძო საკუთრების უფლებაზე დაფუძნებული სისტემა მას მორალური დასაყრდენის სახით უნდა გააჩნდეს. ასეთი სისტემა ადამიანს მორალურ დამოუკიდებლობას და სოციალურ ავტონომიას უნარჩუნებს, თუმცა არა ისეთი კარიკატურული სახით სახით, როგორც ამას მარქსი და ბევრი სხვა წარმოაჩენდა.

კაპიტალიზმი და მორალი

სხვადასხვა ჯურის მეცნიერები და სტატისტიკოსები კაპიტალიზმის მორალური კანონიერების ეჭვის ქვეშ დაყენებას ცდილობდნენ. ამ ეკონომიკური სისტემის დამცველები ამ თემაზე კამათისგან თავის არიდებას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სრულიად აშკარა და საყოველთაოდ აღიარებული შედეგებიდან გამომდინარე, კაპიტალისტურ სისტემაში მთლიანობაში უფრო მეტი სიმდიდრე იწარმოება, ვიდრე სხვა სისტემებში.

მაგრამ ამგვარი გამართლება საკმარისი არ არის. ჩვენ ადვილად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი ვითარებების მაგალითები, როდესაც სხვა ფასეული მიზნების მისაღწევად კეთილდღეობასთან დაკავშირებულმა მოსაზრებებმა უკანა პლანზე უნდა გადაიწიონ. ჩვენ ვიცით, რომ ძალები და სახსრები არ უნდა დავზოგოთ, როდესაც გარკვეული მიზნების მიღწევა გვინდა. ზოგი ეკონომისტი ამ ფაქტს გვერდს უვლის და, ეკონომიკურ იმპერიალიზმში ეფლობა, რადგან ამტკიცებს, რომ რადგანაც ყოველგვარი ფასეულობა საბოლოოდ სიმდიდრემდე დაიყვანება, ყველანაირი სახის გაცვლა ეკონომიკაა.

მაგრამ ეს ასე არ არის. მეგობრობა უპირატესად ეკონომიკური ფასეულობა არ არის. ვინმემ თუ ამ ურთიერთობით ვაჭრობა გადაწყვიტა, მაგალითად, ხელფასის მომატების მიზნით, იგი არა მარტო დაკარგავს ამ ფასეულ კავშირს, არამედ არაეთიკურადაც მოიქცევა. ეკონომიკური ღირებულების მქონე გაცვლად ღალატიც ვერ შეფასდება.8

გამომდინარე იქედან, რომ ეკონომისტებმა თავად შეიკრეს ხელ-ფეხი მორალთან დაკავშირებულ საკითხებში, კაპიტალიზმი სხვადასხვა მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა. ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ადამიანების ეკონომიკური ურთიერთობების ყველაზე ჰუმანური, პროდუქტიული და პოზიტიური სისტემა, მორალური თვალსაზრისით ყველაზე უფრო გასაკიცხი ადამიანების, კერძოდ ტერორისტების, მარქსისტ-ლენინისტების, ფაშისტებისა და სხვების კრიტიკის საგანი გახდა. შექსპირის ციტატა რომ მოვიშველიოთ “ბოროტს სიბრძნე და სიკეთე ბოროტება ჰგონია: ბინძურს მხოლოდ თავისნაირის ესმის“.9

მოდით განვიხილოთ ის ბრალდებები, რომელსაც კაპიტალიზმს ყველაზე უფრო ხშირად უყენებენ:

1. კაპიტალიზმი ანარქიულია;

2. კაპიტალიზმი მფლანგველია და რაიმე ღირებულს არ აწარმოებს;

3. კაპიტალიზმი ჩვენს ყველაზე მდაბალ მოთხოვნები ემსახურება;

4. კაპიტალიზმი ღარიბთა ინეტერესებს არ ითვალისწინებს;

5. კაპიტალიზმის პირობებში მუშები ჩაგრულები არიან;

6. კაპიტალიზმის პირობებში მდიდრები არახელსაყრელი ვითარებისგან უფრო დაცულები არიან;

7. კაპიტალიზმი სახვით ხელოვნებას ანადგურებს;

8. კაპიტალიზმი გარემოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამ ჩამონათვალის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება თუ მას იმ არგუმენტებით შევავსებთ, რომლებიც სიმდიდრის უსამართლო განაწილებაზე, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ანაზღაურებას შორის სხვაობაზე, და სხვა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ ბრალდებების უკან იგულისხმება, რომ ადამიანთა ეკონომიკური თანასწორობა ნორმის სახით უნდა იყოს დადგენილი, მაგრამ ეს უფრო გრძნობების სფეროს მიეკუთვნება, ვიდრე გონივრული არგუმენტაციის სფეროს.10

მოდით გარკვეული დრო საბაზრო კაპიტალისტური სისტემის მორალურ კრიტიკაზე პასუხის გაცემას დავუთმოთ. ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანის თავისუფლების შენარჩუნებით, განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობებში, კაპიტალიზმი მორალურ ნაკლოვანებებს კი არ აღვივებს, არამედ სინამდვილეში კულტურის სფეროში მაღალი მორალური პრინციპების დანერგვას განაპიროებებს.

კაპიტალიზმი და ადამიანის მაღალზნეობრივი თვისებები

არგუმენტი კაპიტალიზმის ანარქიულობის თაობაზე იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ როდესაც თავისუფალი ვაჭრობა ანუ გაცვლითი ურთიერთობები მეფობს, ე.ი. როდესაც მეწარმეებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ მომხმარებლების თავიანთი ნაწარმით მოხიბვლა, ხოლო მომხმარებლებს - თავისი ფულის თავისუფლად განკარგვა, შედეგად ადამიანებში უნდა დაისადგუროს წინდაუხედავმა გულგრილობამ ყოველივე იმის მიმართ, რაც ნამდვილად ღირებულია ადამიანის ცხოვრებაში.

ეს ბრალდება სიმართლესთან ახლოსაა, რადგანაც თავისუფალი ბაზრის პირობებში ყოვლად უსარგებლო და ხშირად მორალურად უხამსი საქონლის წარმოებისა და შეძენის შესაძლებლობაც არსებობს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები და პორნოგრაფიული პროდუქცია, ისევე როგორც სხვა მრავალი მავნე ნაწარმი და მომსახურეობა. ეს ბრალდება, რომელიც ერთბაშად მარქსისტებისა და კონსერვატორებისგან ისმის, იმ ფაქტით არის გამყარებული, რომ ალტერნატიული შეთავაზებას ყოველთვის გარკვეული იდეალური წყობის შეთავაზების სახე აქვს, რომლის მიხედვით კაცობრიობა ბედნიერებას გარკვეულ შორეულ მომავალში ეწევა (მარქსი) და ან სრულყოფილებას ბრძენი მმართველის პირობებში მიაღწევს (პლატონი და ჯორჯ უილი).

მაგრამ რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ბაზრები ანარქიული კი არ არიან, არამედ უბრალოდ ადამიანთა ურთიერთობებს ასახავენ. ჩვენ არა ვართ გარანტირებულები, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბრძენი და ღირსეული ადამიანები იქნებიან. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გადავწყვიტოთ თუ რა გავაკეთოთ, როდესაც ასეთი ადამიანები ჩვენს სამეზობლოში აღმოჩნდებიან. ჩვენ შეიძლება გვჯეროდეს იმ ილუზიისა, რომ როდესმე მომავალში დედამიწაზე სამოთხე იქნება და უაღრესად მაღალზნეობრივი და ნიჭიერი ადამიანები იარსებებენ, მაგრამ ეს ორივე მოსაზრება ფანტასტიკის სფეროდანაა. ან უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ადამიანების სისულელისა და მანკიერების ზეგავლენა ამ ადამიანების სამოქმედო სივრცეს არ გასცდეს. კერძო საკუთრების უფლებაზე დაფუძნებული სისტემის პირობებში ეს ყველაზე უკეთ მიიღწევა.11

მეორე ბრალდების მიხედვით კაპიტალიზმი მფლანგველია და რაიმე ღირებულს არ აწარმოებს. მაგრამ ის ყველა სხვა წყობობასთან შედარებით უფრო მეტ ღირებულ საგანსაც აწარმოებს. სტერეო მოწყობილობების მასიური წარმოებით, კაცობრიობის ყველაზე გამოჩენილი ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქცირებით, საავადმყოფო ტექნიკითა და ინსტრუმენტებთ, ჟანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური კვებით, კაპიტალიზმი ნამდვილად უნიკალურ მომსახურეობას ეწევა, რადგანაც მისი საწარმოო მეთოდები საფასო სისტემით იმართება, რაც მწარმოებელს ბევრად უფრო მეტს ეუბნება, ვიდრე რომელიმე სხვა მეთოდი.

უფრო მეტიც, ის რაც ზოგ ადამიანს შესაძლოა ტრივიაულურად მოეჩვენოს, სხვა ადამიანისთვის შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. მიზეზი, რომლის გამო ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღება იმაშია, რომ ბევრი ადამიანი ინდივიდუალური თავისებურებების არსებობას სათანადოდ თანამედროვე პირობებშიც კი ვერ აცნობიერებს. ამგვარად, მაშინ როდესაც უმეტესობა ჩვენთაგანს სხვადასხვა ნივთები და სუვენირები უსარგებლოდ მიაჩნია, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ამ საგნებს გარკვეული ფასეულობა აქვს.

რაც შეეხება პორნოგრაფიას და პროსტიტუციას, რომლებიც წმინდა კაპტალისტურ სისტემაშიც შეიძლება არსებობდნენ, ღირშესანიშნავ მიღწევებად ვერ ჩაითვლებიან, მაგრამ რამდენადაც მათზე „მეფური უფლებების მქონე მომხმარებლის” მხრიდან მოთხოვნილება არსებობს, მისი შეზღუდვა შეუძლებელია.12 ამ მოვლენის აღმოფხვრა პერსონალურ, სოციალურ და კულტურულ დონეზე არის შესაძლებელი (კარიკატურების, სტატიების, საჟაროგამოსვლებით და სხვ. გზებით). კაპიტალიზმი არა მხოლოდ ქვედა ფენების თავისუფლებას იცავს, არამედ ზედა ფენების ინტერესებსაც ითვალისწინებს. მცდარია იფიქრო, რომ ბაზარი მხოლოდ ადამიანის მდაბალ საჭიროებებს აკმაყოფილებს. კაპიტალიზმი საკუთრების რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებს და ცდილობს დაძლიოს ისეთი მანკიერებები, როგორიცაა სიხარბე, შური და სიცრუე. ამ მანკიერებების გავრცელებას სწორედ გეგმიური ეკონომიკა უწყობს ხელს.

რაც შეეხება ღარიბებს და მუშებს, ადრეული სამრეწველო კაპიტალიზმის პირობებში მუშათა კლასს ისე ცუდად არ ექცეოდნენ, როგორც ამას მარქსი აღწერს. მართალია ვითარება ინგლისში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ მდგომარეობა თავისუფალი ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჟობესდა. ეს სისტემა რომ არ დანერგილიყო, მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. ყოველივე ამას იმ აზრამდე მივყავართ, რომ ამ ცვლილებებამდე რაღაც მნიშვნელოვნად არასწორი რამ ხდებოდა, რასაც სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების უმრავლესობის გაუქმების შემდეგ, ფეოდალების მფლობელობაში მყოფი უდიდეს მიწები კერძო საკუთრების პატივისცემის საბაბით ხელუხლებლი დარჩა. როგორც ცნობილია, ეს მიწები ძირითადად დაპყრობების შედეგი ან სახელმწიფოს ნაჩუქარი იყო. საეჭვოა, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში შესაძლებელი ყოფილიყო ასეთი ზომის მიწების შეძენა. სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე ამ მიწების დაყოფა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეებზე გადანაწილება მიზანშეწონილი იქნებოდა. სამწუხაროდ ასე არ მომხდარა. შედეგად რამოდენიმე ადამიანს ბევრად უფრო მეტი და წონადი ხმა აღმოაჩნდა ბაზარზე და მათ მოვლენათა შემდგომი მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონიეს.13

გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი ძალაუფლების გამო ,,კაპიტალისტებს“ გარკვეული უპირატესობები ჰქონდათ, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ასეთი ვითარება საერთოდაა დამახასიათებელი კაპიტალიზმისთვის, სერიოზული შეცდომაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს კაპიტალიზმი მუშების ექსპლუატაციას უწყობს ხელს. ამ მიდგომის მიხედვით, მუშები უმწეო არსებებად მიიჩნევიან. მაგრამ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება სწორედ ბაზრის მეშვეობითაა შესაძლებელი.

მარქსი თომას მალთუსის აზრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც მუშათა კლასის რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზრდებოდა, ვიდრე მათ შემოსავლები და შესაბამისად, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, მუშები სულ უფრო და უფრო მძიმე ექსპლუატაციის ქვეშ აღმოჩდებოდნენ. მალთუსის შეცდომა თეორიულადაც და ისტორიულადაც დამტკიცდა. მსოფლიოში არსებული მრავალრიცხოვანი მუშა მეტწილად ძალიან პროდუქტიულადაა დასაქმებული სწორედ მაშინ, როდესაც ბაზარი მეტ-ნაკლებად თავისუფალია, ხოლო მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს არ ამახინჯებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ინდივიდუალური უფლებებს დარღვევის გზით. გარდა ამისა, მარქსს ადამიანთა შემოქმედებითი და სამეწარმეო პოტენციალის დიდად არ სწამდა. იგი არ ითვალისწინებდა, რომ საქონელზე და მომსახურეობაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილება იქნებოდა, რადგანაც ადამიანს გამომგონებლობის პოტენციალი და ახალი საგნებით სარგებლობის სურვილი გააჩნია. კაპიტალისტურ საზოგადოებაში სამუშაო ძალის ექსპლუატაცია ადვილი არ არის. თავად მუშა შეურაცხყოფილი იქნებოდა ამგვარი აზრით. მარქსს (და მოგვიანებით ლენინსაც) ჩვეულებრივ ადამიანებზე დაბალი წარმოდგენა ჰქონდა.

და ბოლოს, რაც ბევრისთვის ძალიან ძნელი გასაგებია, ბევრი იმათგანი, ვინც ექსპლუატაციას დაექვემდებარა თავად იყო ამაში დამნაშავე. ისინი თავისი ნიჭისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში დაინტერესებული არ იყვნენ, სწორედ ამიტომაც მათ იმ სამუშაოებზე უწევთ დათანხმება, რომელიც ნაკლებ კვალიფიკაციას მოითხოვს. ისინი მადლობელიც კი უნდა იყვნენ, რომ ვიღაცამ მათ მუშაობის საშუალება მისცა და არაფერი აქვთ საპროტესტო. იმის მტკიცება, რომ მუშები, როგორც კლასი ყოველთვის ექსპლუატირებულები არიან, ნიშნავს, რომ იდეოლოგიური ბურუსში გაეხვიო და მუშათა კლასების წარმომადგენლებს საერთოდ არ იცნობდე.

კაპიტალიზმის წინააღმდეგ შემდეგი ბრალდების მიხედვით - კაპიტალიზმის პირობებში მდიდრები არახელსაყრელი ვითარებისგან უფრო დაცულები არიან. თავისუფალ საზოგადოებაში, სადაც რაიმე განსაკუთრებული დაკანონებული პრივილეგიით არავინ სარგებლობს და სადაც მთავრობის ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩარევა კონსტიტუცით არის შეზღუდული, მდიდრებს მხოლოდ ის უპირატესობები გააჩნია, რაც თავად სიმდიდრეს მოსდევს. ეს გულისხმობს, რომ მდიდრებს თავისუფალ ბაზარზე სხვადასხვა საქონლის და მოსმახურეობის შესყიდვის მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც კონსტიტუციურად შეზღუდული მთავრობის პირობებში პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილი არ არის. გარდა ამისა, სიმდიდრე ძირითადად მხოლოდ ერთი სახის უპირატესობას იძლევა, ხოლო პიროვნულ ღირსებებს, ნიჭს, ხასიათს, კეთილმოსურნეობას, მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას სიმდიდრეზე ბევრად უფრო მეტი შედეგების გამოღება შეუძლია.

მარქსი ცდილობდა იმ მოსაზრების დისკრედიტაცია მოეხდინა, რომ მანამდე არსებული მთავრობები თავისი ხასიათით ფეოდალური და მერკანტილური იყო და უპირატესობებს მხოლოდ რჩეულებს ანიჭებდა. როდესაც დიდი სააქციო კომპანიების ჩამოყალიბება დაიწყო, მთავრობები მათ მართლაც უპირატესობებს ანიჭებდნენ, რადგანაც ისინი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფოში მეტი სიმდიდრე შექმნილიყო, თუმცა ეს მიზანშეწონილი და სწორი სტრატეგია არ იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი კაპიტალისტური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, იყო მდიდარი ან ღარიბი არ ნიშნავს, რომ ის არის ერთხელ და სამუდამოდ მოპოვებული მდგომარეობა და არც იმას, რომ ეკუთვნოდე რომელიმე კლასს ან იყო რამოდენიმე რჩეულს შორის. პირიქით, კაპიტალიზმის პირობებში აღნიშნული ვითარება მიდმივად ცვალებადია, ყოველ შემთხვევაში წარსულში, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს დამკვიდრებადე, ასე იყო. ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზმის პირობებში მდიდრებს უფრო ნაკლები პოლიტიკური თუ საკანონმდებლო უფლებები გააჩნიათ, ვიდრე სხვა სისტემის პირობებში.

ბრალდება, რომ კაპიტალიზმი სახვით ხელოვნებას ანადგურებს, რადგან მასობრივი კულტურის გაბატონება სურს, ასევე სრულიად უსაფუძვლოა. პოპკულტურის „ხმაურის“ გამო, შესაძლოა სახვითი ხელოვნება ჩრდილში მოექცა და როკენროლი, ტელევიზია და პოპულარული ლიტერატურა წინა პლანზე გამოვიდა. მაგრამ თუ მდგომარეობას რაოდენობრივი თვალსაზრისით შევაფასებთ, არასოდეს აქამდე ერთბაშად ამდენ ადამიანს არ მოუსმენია, უნახავს ან აღუქვამს იმდენი ხელოვნების ნიმუში, როგორც ეს შესაძლებელი კაპიტალიზმის პირობებში გახდა. ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მრავალფეროვნება ამის ნათელი დადასტურებაა.

რაც შეეხება კაპიტალიზმის ზეგავლენას გარემოზე და ეკოლოგიაზე, არ არსებობს სხვა სისტემა, რომელიც გარემოსდაცვითი პრობლემებისა და საერთო მფლობელობით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტაზე უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავდეს. ამის მიზეზი ის არის, რომ კაპიტალიზმის პირობებში საკუთრება კერძო ხელშია. საკუთრების ისეთი გამოყენება, რომელიც სხვა ადამიანთა ინტერესებს ზიანს მიაყენებს კანონით ისჯება და დემპინგის, სხვისი საკუთრების უფლებაში შეჭრის ან სხვა სახის სამართალდარღვევის კვალიფიკაციას იღებს. როდესაც პრივატიზაცია შეუძლებელია ან ტექნიკურად მიზან-შეუწონელია, მაშინ დაბინძურების აღმოსაფხვრელად ზარალის ასანაზღაურებლად ცალკეული დამნაშავის წინააღმდეგ პირადი სარჩელი იქნება აღძრული. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ სფეროში დადგენილ ნორმებს არღვევს, კანონით ისჯება ისევე, როგორც თავდასხმა ან გაუპატიურება.

ყველაზე ეფექტური გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ კერძო საკუთრების უფლების სისტემაზე დაყრდნობით ყალიბდება, სადაც ადამიანი და მისი საკუთრება ხელყოფისგან მყარად არის დაცული.14

დასკვნები თავისუფალი ბაზრების მნიშვნელობის თაობაზე.

რასაკვირველია ადამიანები სრულყოფილებისაგან შორს არიან. ადამიანის იძულება, რომ სრულყოფილი გახდეს, ფუჭი საქმეა. ჰერბერტ სპენსერი მართალი იყო, როდესაც განაცხადა, რომ „სისულელის ჩადენისგან ადამიანის დაცვის ნებისმიერი მცდელობის საბოლოო შედეგი სულელების გამრავლებაა”15. ჩვენი არასრულყოფილების გამოვლინებაა ის, რომ ჩვენ კვლავდაკვლავ ადამიანის დახვეწას და სრულყოფას ვცდილობთ.

თუ თქვენ მთავრობისგან მოითხოვთ, რომ მან ჩვენი სისულელისგან უნდა გაგვკურნოს, ნიშნავს, რომ არ ხართ მზად საკუთარი შეფასებებისა და მოსაზრებების შესაბამისად იცხოვროთ. თუ სამყარო გაუმჯობესებას საჭიროებს, საუკეთესო მიდგომა თქვენი შესაძლებლობების გამოყენება იქნებოდა. ცენზორებმა თავად უნდა სინჟონ უკეთესი ლიტერატურის შექმნა. ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, რომ ღირებულს არაფერს არ ვქმნით, თავად უნდა შექმნან ღირებული რამ. ისინი, ვისაც ეშინიათ, რომ ჩვენ მდაბალი მოსაზრებები გვამოძრავებს, ჩვენში სიკეთე და მორალი უნდა დანერგონ. ისინი, ვინც „ექსპლუატირებულ” მუშათა კლასს უთანაგრძნობს, პირადი და ქმედითი დახმარება უნდა გაუწიონ მას.

კაპიტალიზმი ადამიანის ბუნების გამოვლინებაა: ჩვენ თავისუფალი ვართ ვაკეთოთ სიკეთე ან ბოროტება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამაში კი კერძო საკუთრების პრინციპით მომქმედი თავისუფალი ბაზარი გვეხმარება, რომელიც ამ ვითარებას საკუთრებით კანონმდებლობაში ასახავს.

თავად დემოკრატიაც კი, რომელსაც თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსები ასე აქებენ, თავისუფალი ბაზრის, როგორც წინაპირობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დემოკრატია იმ პირების უსაფრთხო გარემო უზრუნველყოფას ითხოვს, ვისაც ხმის უფლებას ანიჭებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ იგი უმცირესობაში მოხვდა, იგი უმრავლესობის შურისძიების მსხვერპლი არ გახდება და მას სიცოცხლეს, თავისუფლებას ან საკუთრებას არ წაართმევენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს კაპიტალიზმის, ანუ იმ სისტემის გარეშე, სადაც კერძო საკუთრება დაცულია.

_____________________

1 სხვადასხვა სახის თავისუფლება ჩემს ნაშრომში ,,ადამიანთა თავისუფლების ორი განზომილება“ არის განხილული, The Freeman, ტომი 39, 1989, გვ 33-37.

2 კარლ მარქსი, რჩეული (Oxford University Press, 1977), გვ 53.

3 აქ მხედველობაში ისეთი გამოჩენილი ეკონომისტები მყავს, როგორიცაა მილტონ ფრიდმენი, ჯეიმს ბიუქენანი, გერი ბეკერი, ჯორჯ სტიგლერი, ფ.ა. ჰაიეკი და ლუდვიგ ფონ მისესი. ყველა მათგანი ხაზს უსვამდა თავისუფალი ბაზრის იმ ასპექტებს, რომლებიც ეფექტურობას შეეხება და გვერდს უვლიდნენ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა სამართალიანობა და საღი განსჯა.

4 ზოგის აზრით უფლებები მეტანორმატიული პრინციპის სახით უნდა განიხილებოდეს და მათ არა აქვთ პირდაპირი კავშირი იმასთან, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, არამედ უკავშირდებიან და გავლენა აქვთ იმ პირობებზე, რომელიც აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებაში იმისთვის, რომ ადამიანმა თავად აარჩიოს თუ როგორ იცხოვროს. ამასთან დაკავშირებით იხილეთ დუგლას ბ. რასმუსენი და დუგლას ჯ. დენ უილი, თავისუფლება და ბუნება, ლიბერალური წყობის არისტოტელესეული დაცვა (La Salle III: Open Court Poblishing Co. Inc 1991).

5 ეს სიტყვები მართებულია ყველა გამოყენებით მეცნიერებასთან დაკავშირებით. მაგ. სამშენებლო საინჯინრო სფერო და სხვა. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი საქციელი მორალურად გამართლებულია, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა მათი კომპეტენციის სფეროში არ შედის.

6 რობერტ ნოჟიკი, ,,ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“ (NevYork: Basic Biooks, 1974), გვ 57.

7 ჯეიმს სადოვსკი, ,,კერძო საკუთრება და კოლექტიური მფლობელობა“, ტ. მაჩანი, რედ. ლიბერტარიანული ალტერნატივა (Chicago: Nelso-H, il 1974), გვ. 123.

8 დემოკრიტუსი წერდა: ,,ერთი და იგივე რამ მართალია და კარგია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ სასიამოვნო ყველასთვის სხვადასხვაა“. ციტირებულია ბარი გორდონის მიერ ,,ადამ სმითამდელი ეკონომიკის ანალიზი“ (New York: Barnes andNoble, 1976), გვ 15.

9 მეფე ლირი, IV აქტი, ნაწილი II.

10 ამ დოქტრინამ ჯონ როულსის წყალობით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. „სამართლის თეორია“, (Cembridge: Harvard Univesity Press, 1971). ამ დოქტრინის შესაბამისად მორალური ინტუიციის როლი პოლიტიკური სამართლის საფუძველია.

11 სოციალიზმის გათვლებთან დაკავშირებული პრობლემები ნათლადაა ჩამოყალიბებული ავსტრიელი ეკონომისტების ნაშრომებში. იხილეთ ტრიგვე ჯ.ბ. ჰოფი, ,,სოციალისტური საზოგადოების ეკონომიკური გათვლები“ (Indianapolis, Ind: Liberty press, 1981). საზიარო მფლობელობისთვის დამახასიათებელი პრობლემების იდენტიფიცირება არისტოტელეს უნდა მივაწეროთ (პოლიტიკა, II ნაწილი, თავი III, 1261b34-1261b38). ამ თემაზე გარეთ ჰარდინსაც ჰქონდა გამოთქმული მოსაზრებები, ,,საზიარო საკუთრების ტრაგედია“, მეცნიერება, II ტომი, 162 (1968), გვ 1243-48. იგივე პრობლემები გამოვლენილია სხვადასხვა ,,შეუძლებლობის“ თეორემებში, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ რაციონალური საზოგადოებრივი არჩევანი სრულიად დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები მთავრობისგან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას მოითხოვენ, სრულიად შეუძლებელია. იხილეთ კენეთ ჯ. ეროუ, ,,სოციალური არჩევანი და ინდივიდუალური ფასეულობები“, II გამოცემა

12 უოლთრ ბლოკის წიგნი ,,იმის დაცვა, რისი დაცვაც შეუძლებელია” (New York: Fleet Press Co, 1976). მოსაზრებები თავისუფალი ბაზრის პერსპექტივიდან არის ჩამოყალიბებული და ავტორი ცდებოდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ უკანონო ქმედებას მხოლოდ ძალის გამოყენება წარმოადგენს. რასაკვირველია ადამიანმა შეიძლება უღალატოს მეგობრებს, დააკნინოს იდეალები, არ ეყოს მამაცობა, იმოქმედოს დაუფიქრებლად და ბევრი ამორალური საქციელი ჩაიდინოს ისე, რომ ძალა არ გამოიყენოს. შეიძლება ბევრი ქმედება, რომელიც გამართლებულ ამბოხებად არის მიჩნეული, მაგალითად, ნივთების მიმობნევა, შეიძლება სხვების უპატივცემულობად იქნეს მიჩნეული. ადამიანის თავისუფლების დაცვა არ გულისხმობს მორალურ სტანდარტებზე უარის თქმას. პირიქით, ეს ნიშნავს მორალური სტანდარტებისადმი მოწოდებას და ახსნას, რომ თავისუფლება ყველა ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

13 სადოვსკი, გვ. 124.

14 სხვადასხვა სახის თავისუფლება ჩემს ნაშრომში ,,ადამიანთა თავისუფლების ორი განზომილება“ არის განხილული, The Freeman, ტომი 39, 1989, გვ 33-37.

15 კარლ მარქსი, რჩეული (Oxford University Press, 1977), გვ 53.

12 საკუთრების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


ლეშეკ ბალცეროვიჩი

0x08 graphic
1989-91 წლებში პოლონეთის სწრაფი ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამის (ე.წ. ,,შოკური თერაპია”) ავტორი და განმხორციელებელი. 1989 წლის სექტემბრიდან 1991 წლის აგვისტომდე და 1997 წლის ოქტომბრიდან 2000 წლის ივნისამდე პოლონეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე და ფინანსთა მინისტრი. 1995-2000 წლებში ჯერ ,,თავისუფლების კავშირის” და შემდეგ ცენტრისტული პარტიის თავმჟდომარეა. 2000 წლის დეკემბრიდან დღემდე კი - პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე.

ნაწყვეტი წიგნიდან ,,კაპიტალიზმი, სოციალიზმი,
ტრანსფორმაცია”, გამოქვეყნდა 1995 წელს

საკუთრების უფლებები ინსტიტუციურ ეკონომიკაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ინტენსიურად განსჯად საკითხს განეკუთვნება. ლიტერატურაც საკმაოდ ხელმისაწვდომია (მაგალითად, Furubotn & Oejovich 1972; De Alessi 1983). მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ მკაფიო და ყოვლის მომცველი ანალიტიკური ჩარჩო ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და აქედან გამომდინარე საკუთრების უფლებებისადმი ზოგიერთი კონცეპტუალური მიდგომა არასრულყოფილია. ეს ეხება საკუთრების უფლებების ორად გაყოფას ,,კარგად განსაზღვრული“ უფლებები ,,ცუდად განსაზღვრულის“ წინააღმდეგ, ან ამ უფლებების ,,მკაცრი“ რეჟიმი ,,სუსტის“ წინააღმდეგ. ეს კატეგორიები ნათლად, მკაფიოდ განსაზღვრული არაა და ზედმეტად ფართო და მრავლისმომცველია. კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული ნაკლია იმაშია, რომ საერთო ინსტიტუციური ჩარჩოსა და კონკრეტულ ინსტიტუციური კლასიფიცირებებს შორის გამიჯნვა არ შეიმჩნევა. მოთხოვნილება არსებობს, რომ საკუთრების ფაქტორის უფრო მკაფიო კონცეპტუალიზაცია მოხდეს. მე მჯერა, რომ მან უფრო მეტად სპეციფიური და ურთიერთდაკავშირებული ცვლადების ფორმა უნდა მიიღოს. ამგვარი კონცეპტუალური ჩარჩო ხელს იმ არხების განმარტებას და ახსნას შეუწყობდა, რომელთა მეშვეობითაც საკუთრება ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში ჩვენ უკეთ გავიგებდით ამ ფაქტორში მიმდინარე ცვლილებების, მათ შორის თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის - პრივატიზაციის მიერ გამოწვეულ შედეგებს.

ჩემი მიზანია სწორედ ამგვარი ანალიტიკური ჩარჩოს განსაზღვრა და მისი რიგი გადამოწმებადი თეორიების ფორმულირების მიზნით გამოყენებაა. დავიწყებ იმით, რომ საკუთრების უფლებების პრობლემას ეკონომიკაში მოთხოვნასა და მიწოდებას დავუკავშირებ.

1. მოთხოვნისა და მიწოდების მხარეები და საკუთრების ფაქტორი

საკუთრების უფლებების გარშემო არსებული დისკუსია ძირითადად მიწოდების ეკონომიკაზე ფოკუსირდება, ანუ იმაზე თუ როგორი სახის ორგანიზაციები შეიძლება შეიქმნას, რა სახის საკუთრების ფორმები არსებობს და რა გავლენას ახდენენ ისინი მათ საქმიანობაზე? ყოველივე ეს ანალიზის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. თუმცაღა მე მინდა ავღნიშნო, რომ საკუთრებითი უფლებების პრობლემა შეიძლება მოთხოვნასაც დავუკავშიროთ. კითხვა ამ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ,,კერძოა“ გადახდისუნარიანი მოთხოვნა ეკონომიკაში, ანუ როგორაა იგი განაწილებული სახელმწიფო ინსტიტუტებსა (ბიუროკრატიული აპარატი და სახელმწიფო საწარმოები) და არასახელმწიფო ეკონომიკური აგენტების (კერძო მომხმარებლები, არასახელმწიფო ორგანიზაციები) შორის. ამ შემთხვევაში გვაქვს შემდეგი განსხვავებები - კერძო ხელში არსებულ გლობალურ მოთხოვნას შეიძლება ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ჰქონდეს. სახელმწიფო ბიუროკრატიას შეიძლება ხარჯების წარმოების სპეციფიკური ხერხი ახასიათებდეს, რაც არასასურველი ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, საბიუჯეტო ხარჯების წლის ბოლოს გამოყენებას გულისხმობს. სახელმწიფო საწარმოები კი, შესყიდვების განხორციელების დროს შეიძლება კონტრაქტებს ნაკლებად აქტიურად და ოპტიმალურად დებდნენ, ვიდრე კერძო ფირმები, რაც ბიუჯეტის ნაკლების შეზღუდულობის და მოგებაზე ნაკლებად ორიენტირების გამო ხდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საერთო მოთხოვნაში სახელმწიფო საწარმოების დიდი ხვედრითი წილი მოთხოვნის ფასების ელასტიურობას ამცირებს. ამას კი, თავის მხრივ შეიძლება ინფლაციური პროცესები მოჰყვეს.

მოთხოვნის ასპექტით საკუთრებითი ურთიერთობების გაანალიზებისას აუცილებელია განვასხვავოთ სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც საგადასახდო შემოსავლებით არსებობენ (სამთავრობო ბიუროკრატია) და საწარმოები, რომლებიც გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება (სახელმწიფო საწარმოები).1

წინა შემთხვევაში მოთხოვნის ,,პრივატიზირება“ ხარჯებისა და გადასახადების შემცირებით მიიღწევა, რაც მოქალაქეების შემოსავლების ზრდას იწვევს. სახელმწიფო ბიუროკრატიის გასაწევი ხარჯების კერძო პირებისკენ გადანაცვლების კიდევ ერთი გზა გარკვეული სერვისების დაფინანსებისაგან თავის შეკავებაა; ამ შემთხვევაში კონკრეტული მომხმარებლებისთვის სერვისებზე ვაუჩერების გაცემა მოხდება (მაგალითად ვაუჩერები განათლებაზე).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მოთხოვნის ,,პრივატიზირება“ ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო საწარმოების პრივატიზირება ხდება; ფირმები ერთ რომელიმე ბაზარზე მიმწოდებლები არიან, ხოლო იმავდროულად სხვა ბაზრებზე - მყიდველები. მოთხოვნის მსგავსი ეფექტი არაპირდაპირი შედეგის სახით შეიძლება უკავშირდებოდეს მიმწოდებლებში არსებულ საკუთრების ფორმებში განხორციელებულ ცვლილებებს. მოთხოვნის მსგავსი ეფექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეულ ბაზრებზე, მაგალითად შრომის ბაზარზე. ნომინალური ხელფასის ზრდა პროდუქტიულობის ზრდის პარალელურად კერძო ფირმებს გაცილებით მეტად ახასიათებს, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მიმართ სახელმწიფო საწარმოები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, რადგან თანხების მხრივ ნაკლებად იზღუდებიან. აქედან გამომდინარე საკრედიტო ბაზარი, რომელზეც სახელმწიფო მევალეები დომინირებენ გაცილებით დიდი განაკვეთებით ხასიათდება ვიდრე ის, რომელზეც კერძო ფირმების სიჭარბეა.

2. საკუთრება: საერთო მიმოხილვა

მოდით ახლა საკუთრების ფაქტორზე მიწოდების კუთხით მოვახდინოთ კონცენტრირება. პირველ რიგში გავიაზროთ ეს ფაქტორი, როგორც სპეციფიური ცვლადების ერთობლიობა, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან გარკვეულ ,,საკუთრებით სივრცეს“. ეს სივრცე შეიცავს სხვადასხვა ალტერნატიულ საკუთრებით სისტემებს, ყოველი სისტემა საკუთრებითი ცვლადების კონკრეტულ სპეციფიურ მდგომარეობას წარმოადგენს.

თუმცაღა ემპირიულად მხოლოდ ზოგიერთი ასეთი კომბინაციაა შესაძლებელი და ინსტიტუციური ეკონომიკის ერთ-ერთი ამოცანა მათი იდენტიფიცირება და მდგომარეობის ანალიზია.

ანალიტიკური სქემის შემუშავებისას პირველი ნაბიჯი საკუთრების ძირითადი ინსტიტუტების (საკუთრების კანონმდებლობა) კონკრეტული საკუთრებითი მექანიზმებისგან (სტრუქტურა) განცალკევება იქნება.2 ეს უკანასკნელი იურიდიული შესაძლებლობების მენიუს განსაზღვრავს, რომლებიც აბსტრაქტული პიროვნებების მიმართ მკაფიოდაა განსაზღვრული. ეს უკანასკნელები კი, გარკვეულწილად იმ იურიდიული ვარიანტების კონკრეტულ გამოვლინებებს წარმოადგენენ, რომლებსაც აგენტები მოცემულ საზოგადოებაში ანხორციელებენ.

საკუთრების კანონმდებლობის განსაზღვრისას ძირითადი შემადგენელი ბლოკები, შეზღუდული რაოდენობით არსებული კერძო დოვლათი (ფული, ფიზიკური საგნები, უფლებები, სოციალური პოზიცია) და ამ დოვლათთან დაკავშირებული უფლებებია. საკუთრების პრობლემა იმიტომ ჩნდება, რომ არსებული რესურსები შეზღუდულია და ამასთან მხოლოდ ისეთ სამყაროში, სადაც მრავალ აგენტია. ჭარბი რესურსების პირობებში, ან რობინზონ კრუზოს კუნძულზე მსგავსი პრობლემა არ წამოიჭრებოდა. რეალურ სამყაროში, სადაც შეზღუდული რესურსები და უამრავი ადამიანია, საკუთრების კანონმდებლობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც საგანგებოდ დაშვებული წესების ერთობლიობა, რომელიც ადამიანებისთვის ამ რესურსების ხელმისაწვდომობას აწსერიგებს. ამ წესების მთავარი ფუნქციაა შეზღუდულ რესურსებსა და აგენტებს შორის კავშირების დამყარებაა, რომლებსაც საკუთრებითი ურთიერთობები შეიძლება ვუწოდოთ. საკუთრების უფლებების გააზრება მრავალნაირად ხდება. ტრადიციული გააზრება სათავეს რომაული სამართლიდან იღებს და გამოყენების უფლებას წარმოადგენს, რაც ფორმის შეცვლასა და ყველა უფლების გადაცემასაც (მაგალითად გაქირავება, იხ. Furubotn & Pejovich 1972, 1139-40) გულისხმობს. შედარებით ახალი კონცეფციები ერთმანეთისაგან გადაწყვეტილების მიღებაზე ან კონტროლზე უფლებებს და ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ უფლებებს გამოყოფენ; უფრო ზუსტად ამ უფლებებს cash-flow-ზე (ნაღდი ფულის ნაკადზე. რედაქტორის შენიშვნა) უფლებებს უწოდებენ (Grossman & Hart 1986; Balcerovicz 1986). ეს ორი მიდგომა ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის. ისინი მასშტაბით განსხვავდებიან: პირველი უფრო მეტად ზოგადია, ხოლო მეორე კი წარმოებასა და ფირმებთან მიმართებაში საკუთრების პრობლემის ანალიზს უკეთ ერგება.

ზემოთ მოცემული დეფინიციის თანახმად კანონი საკუთრების შესახებ სოციალური ინსტრუმენტია, რომელიც საკუთრებითი ურთიერთობების გავლით ერთმანეთთან შეზღუდულ რესურსებს და საზოგადოებაში არსებულ ადამიანებს აკავშირებს და შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს - ანუ იგი ცვლადს წარმოადგენს. შეიძლება განვასხვავოთ ცვლადობის სამი ძირითადი ასპექტი: მისი სტრუქტურა, მისი გამჭვირვალობა და იძულების დონე.

სტრუქტურის განხილვა უმჯობესია დავიწყოთ საკუთრებითი კანონმდებლობის ისტორიული ნაწილით, რომაული კანონმდებლობით. მას გააჩნდა სამი გამყოფი თვისება: (1) იგი ინდივიდუალისტური იყო - აგენტი, რომელსაც უფლებები გააჩნდა პიროვნება (ან ოჯახი) იყო, (2) იგი ლიბერალური იყო - აგენტს შეეძლო მაქსიმალურად შესაძლებელი უფლებების რაოდენობა, მათ შორის ამ უფლებების გადაცემის უფლება ჰქონოდა, (3) (1)-დან და მე-(2)-დან გამომდინარე იგი ექსკლუზიური იყო და საზოგადოებას მფლობელებად და არამფლობელებად მკაცრად ჰყოფდა. რომაული სამართალი თანამედროვე დასავლეთის მიერ იქნა გამოყენებული (Loyd 1977). მათ განავითარეს იურიდიული პირის მცნება, ანუ ორგანიზაცია ან ასოციაცია, რომელსაც ყველა კანონიერი უფლება გააჩნია, გარდა უფლებებისა, რომლებიც მხოლოდ ფიზიკურ პირს შეიძლება გააჩნდეს. ევოლუციის შედეგად კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა დაიხვეწა და კომპანიების უამრავი ფორმა წარმოიშვა, რომლებსაც აქტივების განკარგვის განსხვავებული უფლებების მქონე მენეჯმენტი ჰყავს. ამის შედეგად კაპიტალის დაგროვება მოხდა და საკუთრებისა და კონტროლის გაყოფის საფუძველი მომზადდა.

რომაული კანონმდებლობა და მისი დასავლური ვარიაცია, თავიანთ ყველაზე ლიბერალურ ფორმას მეცხრამეტე საუკუნეში იძენენ, რასაც შეიძლება, რომ საკუთრების უფლებების კლასიკური კანონი ვუწოდოთ. ესაა კანონი, რომელსაც ხშირად განხილულ საკუთრებითი ურთიერთობების ,,შევიწროვებასთან“ და დასუსტებასთან კონკრეტული კავშირი აქვს. მსგავსი ,,შევიწროვება” სხვა სახის საკუთრებითი კანონმდებლობის გამოყენებისგან უნდა განვასხვავოთ. ამ ,,შევიწროვებას” კავშირი გადაწყვეტილების მიღებასთან აქვს (მაგალითად შრომითი, უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი რეგულირება) და აგრეთვე ეკონომიკური ეფექტის შემცირებასთან გადასახადებით დაბეგვრის ან ფასების კონტროლის მეშვეობით. კონტროლის უფლებების შემცირებას არაპირდაპირი გზით მივყავართ cash-flow-ს უფლებების შემცირებისკენ, ვინაიდან შეიძლება შეზღუდული რესურსის მაქსიმალურად მომგებიანი გამოყენება გამოირიცხოს (იხ.Furubotn & Pejovich 1972, გვ.1140).

აშკარაა, რომ სწორედ საკუთრებითი კანონმდებლობის და კონკრეტული საკუთრების ფორმების სტრუქტურული განზომილება, რომელიც კარგად განსაზღვრულ საკუთრებით უფლებებს ეხება, ამ უფლებების სხვა შესაძლო ვარიანტებს უპირისპირდება (მაგ. იხ. შჰლეიფერ 1994). აქ იგულისხმება ის, თუ რამდენად ხარისხიანია საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ანუ რამდენად სწორად ანაწილებს იგი ადამიანების ენერგიას და წარმართავს მათ საქმიანობას კონკრეტული მოტივაციური და ინფორმაციული უზრუნველყოფის მეშვეობით (შეზღუდული მოტივაცია, ადამიანების ინფორმაციული შეზღუდვები).

საჭიროა საკუთრებითი კანონმდებლობის სტრუქტურული ასპექტი მისი გამჭვირვალობისგან განვასხვავოთ. კანონი შეიძლება ცუდად სტრუქტურირებული იყოს, ანუ ადამიანებს ისეთ მოქმედებას აიძულებდეს, რომელიც არასასურველ ეკონომიკურ შედეგებს იძლევა და იმავდროულად საკმაოდ გასაგები და გამჭვირვალე იყოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრება იგულისხმება.

რაც შეეხება ძალდატანების დონეს, იგი სტრუქტურასთან მჭიდრო კავშირში უნდა განვიხილოთ და არა განცალკევებულად. ვინაიდან მისი დონე ნაწილობრივ სტრუქტურაზე და მის ტიპზეა დამოკიდებული: ზოგიერთი სტრუქტურის პირობებში ზემოქმედება უფრო რთულია ვიდრე სხვების შემთხვევაში.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ძალდატანების ხარისხის ფორმულირება საკუთრების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სტრუქტურის ანალიზის გარეშე შეუძლებელია. კარგად სტრუქტუირებული საკუთრებითი კანონმდებლობის ადმინისტრირების გამკაცრების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ზრდაც ხდება, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი ცუდადაა სტრუქტუირებული.

საკუთრებითი კანონმდებლობის სტრუქტურის ზეგავლენის შესახებ მსჟელობისას საბოლოო ეკონომიკურ შედეგებზე ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ გარკვეული დონის ზეწოლის არსებობა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სტრუქტურის ზეგავლენა და არსებული იძულების დონე განვასხვავოთ (იმ დონეზე, როდესაც მათი ურთიერთკორელაცია არ ხდება). ამის გაკეთება შესაძლებელია თუ დავუშვებთ საკანონმდებლო ბაზას, გარკვეულ ალტერნატიულ სტრუქტურებს სხვადასხვა ალტერნატიული იძულების დონეებით, რომლებიც იდენტური არაა: ზიგიერთი მაღალი დონე შესაძლებელი მხოლოდ გარკვეული სტრუქტურების პირობებშია. შეიძლება დავუშვათ, რომ არსებობს იძულების ურთიერთგადაფარვადი დონეები, რომლებიც საკუთრებითი კანონმდებლობის ყველა დონეს ერგება. ამგვარი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, რომ საკუთრებით კანონმდებლობაში სამი სახის განსხვავება დავადგინოთ.

(1) ცვლილებები საკანონმდებლო სტრუქტურაში, მოცემული იძულების დონის პირობებში;

(2) ცვლილებები ძალდატანების დონეში, სტრუქტურის უცვლელობის პირობებში;

(3) ცვლილებები ორივე პირობის შემთხვევაში.

საკუთრებითი ურთიერთობების შესახებ არსებული ლიტერატურა ჩვეულებრივ ყურადღებას კანონმდებლობის სტრუქტურის ცვლილებებზე ამახვილებს და იძულების დონის პრობლემას ნაკლებად მოიცავს ან გულისხმობს, რომ ეს დონე უცვლელია. რეალურ პირობებში სტრუქტურის ცვლილებებს ზუსტად რომ იძულების ხარსხის ცვლილებები იწვევს, ვინაიდან ყოველი კონკრეტული სტრუქტურა სხვადასხვა იძულების აპარატებს მოითხოვს და უფრო ადვილია ახლის აგება, ვიდრე ახალი კანონმდებლობის მიღება.3 ეს განსაკუთრებით მიესადაგება გარდამავალ პერიოდს სახელმწიფოს მიერ დომინირებადი საკუთრებითი კანონმდებლობიდან კლასიკურ საკუთრებით კანონმდებლობაზე გადასვლას (იხ. shleifer 1994). ამ შემთხვევაში ორსაფეხურიანი გარდაქმნები იგულისხმება. პირველ ეტაპზე რადიკალური ცვლილებები ხდება საკუთრებითი კანონმდებლობის სტრუქტურის მხრივ ხდება, რასაც იძულების დონის შემცირება მოსდევს ((3) ვარიანტი). მეორე ეტაპზე შეიძლება ამ დონის ზრდა მოხდეს ((2) ვარიანტი). იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირველი ტიპის ცვლილებები (როდესაც იცვლება სტრუქტურა, ხოლო იძულების დონე უცვლელია) ანალიტიკურად მნიშვნელოვანი მაგრამ იმავდროულად ემპირიულად აზრს მოკლებული კატეგორიაა, გარდა უმნიშვნელო ცვლილებებისა საკუთრებით კანონმდებლობაში.

რაც შეეხება მეორე კატეგორიას იგი ემპირიულად მეტად მნიშვნელოვანია. იგი პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ინსტიტუციური განვითარების არამარტო მეორე სტადიას ფარავს, არამედ განვითარებად ქვეყნებში ზოგიერთი სახის ცვლილებებსაც, ქვეყნებში სადაც კერძო საკუთრება საკმაოდ სუსტად იყო დაცული კორუმპირებული ბიუროკრატიის გამო. ჰერნანდო დე სოტომ (1988) ასეთი საკუთრებითი უფლებების მომძლავრების უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა დაგვანახა.

მოდით დავუბრუნდეთ ამ კანონის სტრუქტურულ მხარეს. მასში ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ორი ნაწილი: ერთი სამომხმარებლო აქტივობას არეგულირებს, ხოლო მეორე კი წარმოებას საზოგადოებაში, ანუ ეხება შეზღუდულ რესურსებს, რომლებიც შემოსავლის საშუალებას იძლევა. საკუთრებითი უფლებების შესახებ არსებული ლიტერატურა ყურადღებას მეორე ნაწილზე ამახვილებს; ეს კანონზომიერიცაა, სწორედ აქ ჰქონდა ადგილი უამრავ ვარიაციას, რომლებსაც ეკონომიკური კეთილდღეობის მხრივ უამრავი შედეგი მოქონდა. მიზეზები, რომელთა გამოც მოხმარების სფეროში არსებული კანონმდებლობის ვარიაციები ნაკლები იყო ვიდრე წარმოებისას და ამ სფეროს რომელი კონკრეტული ვარიანტები შეიძლება ეწყობოდეს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს წარმოების სფეროში აგრეთვე ყურადღებას იმსახურებს. ამ საკითხებს ჩვენ მოგვიანებით განვიხილვთ.

სანამ ამას გავაკეთებთ ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ მეწარმეობის რეJიმის ჩვენი უმნიშვნელოვანესი კონცეფცია (ან საკუთრებითი უფლებების რეჟიმის).4 განსაზღვრების მიხედვით იგი საერთო საკუთრებითი კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის ფირმების დაფუძნება შეიძლება. ამ რეჟიმებს შორის განსხვავებები შეიძლება ეკონომიკურ შედეგებზე აისახოს, საკუთრებით ცვლადებზე უზარმაზარ ცვლილებებს ზემოქმედების ხარჯზე. ახლა გადავიდეთ ცვლადების მეორე ჯგუფზე, საკუთრების კონკრეტულ სტრუქტურულ ფორმებზე. ყველაზე ელემენტარულ დონეზე ეს ფორმები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც გარკვეული ქსელი, სადაც ფირმები უკავშირდებიან საკუთრებითი უფლებების მეშვეობით სხვადასხვა სახის მფლობელებს და ახდენენ გავრცელებას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. შეიძლება გამოიყოს ქსელის შემდეგი ძირითადი ცვლადი ასპექტები:

(1) საკუთრებითი სტრუქტურა: ფირმების ხვედრითი წილები, რომლებიც ეკონომიკაში სხვადასხვა საკუთრების ტიპებს წარმოადგენენ. მსგავსი საკუთრების ტიპის მქონე ფირმების ერთობლიობა მესაკუთრეთა სექტორს ქმნის.

(2) სხვადასხვა საკუთრებითი სექტორების ინტერსექტორალური გავრცელება. ეს ცვლადი (1)-საგან განცალკევებულად დგას და დამოუკიდებელი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან საზოგადო-კერძო ეფექტურობის დიფერენციალის ცვლილება სექტორზეა დამოკიდებული.5 განსხვავებების მიზეზები და დიფერენციალთა ზომა ჯერჯერობით ბოლომდე ახსნილი არაა, მაგრამ ემპირიულ ფაქტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საკუთრების განსხვავებული ინტერსექტორული განაწილება განსხვავებულ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს. მაგალითად, ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ნაკლებია იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მფლობელობაში ელექტროენერგიის დისტრიბუციაა კონცენტრირებული, ვიდრე მაშინ, როდესაც სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო სექტორში დომინირებს.

(3) პირობითად საკუთრების ერთ კატეგორიაში გაერთიანებული ფირმები: კერძო ფირმები, რომლებსაც შეიძლება გააჩნდეთ მფლობელობის სხვადასხვა გზა, ანუ აგენტების განსხვავებული ტიპები და/ან მოწილეები, რომლებსაც საკუთრებითი უფლებები გააჩნიათ.6 ზოგიერთი ამ განსხვავებებიდან შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მათ გარკვეული ლიტერატურული ბუმი გამოიწვიეს თემებზე ,,საკუთრებისა და კონტროლის გამიჯნვა“, ,,მენეჯერული კაპიტალიზმი“, და ფინანსური სიტემების ალტერნატიული ტიპები (მაგალითად გერმანულ-იაპონური მოდელი ანგლო-საქსურის წინააღმდეგ და ა.შ.). აგრეთვე მათი გაანალიზება ახალი ტერმინის - ,,კორპორატიული მმართველობა“-ის მეშვეობით ხდება. ეს კონცეფცია ეხება დიდი საწარმოების მფლობებელების ალტერნატიულ გაერთიანებებს და აგრეთვე უფრო ფართო გაგებით იმ აგენტებისა და მექანიზმების ერთობლიობას, რომლებიც მსხვილი კორპორაციების მენეჟმენტის მოტივირებას ეწევიან.

(4) ფოკუსირება საწარმოებიმფლობელები ქსელის საკუთრებით კომპონენტზე. ჩვენ შეგვიძლია დავანაწილოთ საკუთრებითი უფლებების აგენტებს შიდა გავრცელება. ამ შემთხვევაში იბადება კითხვა, თუ როგორაა კონცენტრირებული გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და სიმდიდრე. ამას მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა კი ორივე თვალსაზრისით მფლობელთა ელიტის მუდმივ განახლებას ეხება.

მთლიანობაში მე შვიდი საკუთრებითი ცვლადი გამოვყავი. პირველი სამი აქედან, სტრუქტურა, გამჭვირვალობა (სიცხადე) და იძულების დონე საკუთრებით კანონმდებლობასთან კავშირშია. დარჩენილი ოთხი კი, კონკრეტულ საკუთრებით ფორმებს განეკუთვნება. საკუთრებითი უფლებების ანალიზმა უნდა მოახდინოს ამ ცვლადებს შორის არსებული კავშირების და დამოკიდებულებების განსაზღვრა, საკუთრებითი სისტემების გამოყოფა, რომლებიც ემპირიულად შესაძლებელია. ყოველივე ეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში გვეხმარება, ანუ ადვილებს პასუხს თუ რა კონკრეტულ გავლენას ახდენს საკუთრების ალტერნატიული სისტემები ეკონომიკაზე?

________________________

1.მესამე კომპონენტი სახელმწიფო ხარჯებისა - ტრანსფერი მნიშვნელოვან და პირდაპირ მაკროეკონომიკურ გავლენას არ ახდენს, ვინაიდან ფული იხარჯება კერძო პირის მიერ. თუმცაღა დიდი მოცულობის ტრანსფერები შეიძლება ზემოქმედებდეს საბოლოო მოთხოვნაზე და აქედან გამომდინარე კი - მიწოდებაზე.

2. ხანდახან ტერმინებს ,,ინსტიტუტები“ და ,,ორგანიზაციები“ უპირისპირებენ, მაგალითად, ასეთი დასკვნა Douglass North-ის (1990) მიხედვით კეთდება. თუმცაღა მე ამგვარ მიდგომას მცდარად ვთვლი, ვინაიდან ტერმინი ,,ინსტიტუტები“ ჩვეულებრივ ორგანიზაციებსაც მოიცავს. მეტი ინფორმაციისთვის ძირითად ჩარჩოსა და სპეციფიურ სტრუქტურებს შორის ამგვარ გაყოფაზე შეგიძლიათ იხილოთ Bakcerowicz (1989), Pelikan (1992).

3. ეს მხოლოდ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია.

4. ეს კონცეფცია საკუთრებითი კანონმდებლობის (ღია ან დახურული) სახელითაც არის ცნობილი.

5. იგივე შეიძლება ითქვას კერძო და სხვა სახის ფირმების ეფექტურობის დიფერენციალზე.

6. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ Johm Scott-ის განმარტებას (1985).

13 გარემო საკუთრების უფლების გარეშე

▲ზევით დაბრუნება


რიჩარდ . სტროუპი

0x08 graphic
მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი და საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის წარმომადგენელია. იგი ფართოდ ციტირებული მეცნიერია ეკონომიკის სფეროში, განსაკუთრებით კი ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის საკითხებში. სტროპი ავტორია ნაშრომისა, “ეკონომიკა: რა უნდა იციდეს თითოეულმა ეკონომიკისა და გარემოს შესახებ“, რომლისთვისაც მან 2004 წელს სერ ენტონი ფიშერის სახელობის ჯილდო დაიმსახურა. სტროუპის სტატიები ძალზე ხშირად ქვეყნდება პრესის ფურცლებზეც.

ჯეინ . შოუ

0x08 graphic
კლასიკური ლიბერალიზმის პოპულიზატორი, გარემოს დაცვის აქტივისტი. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საკუთრებისა და გარემოს კვლევის ინსტიტუტთან თავისუფალი ბაზრის იდეების პოპულარიზაციის საქმეში და გამოსცემს ამავე ინსტიტუტის ბილეტენს, რომელიც თავისუფალი საბაზრო გარემოს შესახებ მძლავრი მეცნიერული კვლევების სტიმულს იძლევა.

გამოქვეყნდა 1997 წელს

1980-იანი წლების ბოლოსკენ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპამ თავისი საზღვრების გახსნა დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკი იქ გარემოს დაცვაში არსებულამ პრობლემამ გამოიწვია. ჟურნალისტები გვიყვებოდნენ მურა ნახშირითა და ქვანახშირით გამოწვეულ სმოგზე; ბავშვებზე, რომლებსაც ზამთრის უმეტესი ნაწილის დახურულ შენობებში გატარება უხდებოდათ ჰაერის დაბინძურების გამო; ცხენებზე, რომლებიც გარკვეულ ტერიტორიებზე რამოდენიმე წელი მუშაობის შემდეგ იქიდან გასაყვანი ხდებოდნენ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდებოდნენ.

ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა აუაღრესად დაბალი დონის ტექნოლოგიების გამოყენებით იყო გამოწვეული. სოციალისტური ინდუსტრიის დასაყრდენს ძველი ქარხნები წარმოადგენენ, რომლებიც გარემოს დღესაც აბინძურებენ. ნელი და ძველი ავტომობილები გამონაბოლქვს აფრქვევენ. მდგომარეობა დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ამერიკის მოსახლეობის გონებაში წარსულის ბუნდოვან მოგონებად შემორჩა.

ენერგეტიკის დანაკარგები უაღრესად მაღალი იყო. თავად მათი სტატისტიკის შესაბამისად სოციალისტური ეკონომიკა სამჯერ უფრო მეტ ენერგიას იყენებდა ფოლადის ერთეულის წარმოებაზე, ვიდრე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები.1 ეკონომისტი ვ.ვ. როსტოვი 1991 წელს წერდა, რომ ძნელია უყურო მოსკოვს, ვარშავას, ბუდაპეშტს, ზაგრებს, კრაკოვს ან სარაევოს და არ იფიქრო, რომ ეს ქვეყნები ტექნოლოგიური თვალსაზრისით დროის წარსული დროის ხაფანგში არიან მომწყვდეული.2

იმ პერიოდში ეს ყველას არ ესმოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ იქ კერძო საკუთრების უფლება არ იყო დაშვებული. ხელისუფლება რესურსების უმეტესი ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემას კრძალავდა. საბაზრო ურთიერთობები და გარიგებების უმეტესობა, ისევე როგორც სამეწარმეო საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. წარმოების დაგეგმარება ცენტრალიზებული წესით ხორციელდებოდა, ხოლო მიწა და სხვა რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაში შედიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მრავალრიცხოვანი რეპრესიული საკანონმდებლო აქტი იყო მიღებული, საკუთრების უფლების, ამ უფლების გასხვისებისა და ბაზრების უქონლობა საკამრისი იყო იმისთვის, რომ ბუნებრივი რესურსები უაღრესად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ რატომ მოხდა ბუნებრივი რესურსების ასეთ დონემდე განადგურება მოდით განვიხილოთ ის მიზეზები, რომელთა გამო კერძო საკუთრების უფლება გარემოს დაცვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე ასეთი მიზეზი არსებობს:3

1. მფლობელებს საკმარისი სტიმული გააჩნიათ იმისთვის, რომ პროდუქტიულად გამოიყენონ რესურსი და მისი კონსერვაცია უზრუნველყონ. მფლობელებს რესურსების პროდუქტიული გამოყენების შემთხვევაში სტიმულირების სახით გათვალისწინებული ფინანსური ჯილდოების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა ისინი თავად არიან დაინტერესებული დანახარჯების შემცირებაში და რესურსების კონსერვაციაში სამომავლო სარგებლობის მიზნით. მოგების გაზრდის მიზნით ფირმები რესურსების ეკონომიურად ხარჟვაზე მიმართულ ტექნოლოგიებს ნერგავენ. ასეთი სტიმულები აღმოსავლეთის სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში არ არსებობდა. მოდით გავიხსენოთ ტრაბანტი, ფართო მომხარებლებზე გათვალისწინებული მანქანა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიაში 1959-1989 წლების განმავლობაში უშვებდნენ.4 (ამ მანქანის წარმოება ბერლინის კედლის დაცემასთან ერთად შეწყდა). მანქანა საბაზისო სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა და საექსპლუატაციოდ ადვილი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნელი (66 მილი საათში) და ხმაურიანი იყო და საშინელ გამონაბოლქვს გამოყოფდა. გარდა ამისა მას არ ჰქონდა საწვავის მოხმარების ინდიკატორი. გამონაბოლქვი იმდენად საშინელი იყო, რომ დასავლეთ გერმანიაში ამ მანქანის ყიდვა და ტარება იკრძალებოდა. როდესაც ჟურნალმა ,,მანქანა და მძღოლი“ ეს მანქანა შტატებში ჩაიყვანა, EPA-მ მისი ქუჩებში ტარება აკრძალა. ეს მანქანა იმიტომაც იყო ამდენად ცუდი, რომ მისი კონსტრუქცია თავდაპირველი მოდელისგან, რომელიც 1959 წელს გამოვიდა, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. ბოლო მოდელი - 601, 1964 წელს გამოვიდა და იგი პრაქტიკულად 25 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. საქმე იმაშია, რომ მწარმოებლები ამ მანქანის გაუმჯობესებისგან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებდნენ, ამიტომაც მათ უკეთესი ტექნოლოგიების დანერგვის არანაირი დაინტერესება არ გააჩნდათ. სწორედ იმიტომ, რომ ქარხნები სახელმწიფო მფლობელობაში იყო აღმოსავლეთ გერმანიაში მანქანების წარმოება არ ვითარდებოდა. შედეგად, მანქანები იმდენად მცირე რაოდენობით იწარმოებიდა, რომ ადამიანებს საშუალოდ 13 წელი უხდებოდათ ლოდინი, სანამ მათი რიგი მოვიდოდა.

2. საწარმოზე კერძო საკუთრების უფლება მისი სათანადო მართვის უფრო მეტ სტიმულს იძლევა, ვიდრე სახელმწიფო კონტროლის სისტემა. თუ რესურსი სათანადო მართვის ქვეშ არის, მისი ღირებულება და ამონაგები იზრდება, რის შედეგადაც თავად მფლობელის პირადი სიმდიდრეც იზრდება. თუ მფლობელი რესურსს არასწორად მართავს და გარემოს აბინძურებს, იგი პირადად აგებს პასუხს ასეთ ქმედებაზე და ვალდებული იქნება მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

საბჭოთა კავშირში კომუნიზმის ბატონობის პერიოდში რესურსების გაფლანგვა და უყაირათო მოხმარება გავრცელებული პრაქტიკა იყო. გასაგები მიზეზების გამო ძირითადად აქცენტი რესურსით სარგებლობაზე და არა მის წარმოებაზე იყო გადატანილი. ცენტრალური დაგეგმარების პირობებში ძირითადად რესურსის მოპოვებაში დაბანდებული სიმძლავრეების გამოთვლა ხდებოდა და ამის საფუძველზე ადგენდნენ, თუ რამდენად სრულდება გეგმა ამა თუ იმ ქარხნის თუ საწარმოს მიერ. ასე მაგალითად, ან-მარი სატრ ალანდერის ანგარიშის შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო სფეროში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მოსავლის რაოდენობა დაბალი იყო, სასუქები და პესტიციდები უაღრესად დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა.5 ეს იმითი აიხსნება, რომ ამ სასუქების გამოყენება იმის ინდიკატორი იყო, რომ სამუშაოები სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიკატების ასეთი დიდი რაოდენობით გამოყენება უაღრესად საზიანო შედეგების მომტანი იყო.

ესტონეთის ერთ-ერთ ნაწილში მიწისქვეშა წყლები, მათსი საავიაციო საწვავის შემცველობის ძალიან მაღალი კონცენტრაციის გამო ადვილად აალებადი იყო. საქმე იმაში იყო, რომ საწვავი ისე ინახებოდა, რომ იგი მიწისქვეშა წყლებში აღწევდა. ეს საწვავი ახლოს მდებარე საბჭოთა სამხედრო ბაზას ეკუთვნოდა და ამ ბაზაზე საცდელი ფრენები ტარდებოდა. იმისთვის, რომ დაედგინათ თუ რამდენად სრულდებოდა დადგენილი საფრენი საათების რაოდენობა, სამხედრო ხელმძღვანელობა ამ საწვავის რაოდენობას აკონტროლებდა. როდესაც პილოტებს ფრენა არ უდოდათ, ისინი ყალბ ანგარიშებს ავსებდნენ, ხოლო ამ სიცრუის დაფარვის მიზნით საწვავს ნიადაგში ღვრიდნენ.6

3. რესურსის მფლობელს იურიდიული უფლება გააჩნია და მას კანონის ძალით შეუძლია მოსთხოვოს პასუხი ნებისმიერ პირს, რომელიც მის ამ უფლებას შელახავს. რესურსის კერძო მფლობელი თავისი რესურსის შენარჩუნებაში უაღრესად დაინტერესებულია, გარდა ამისა მას კანონიერი უფლებები გააჩნია თავის საკუთრებაზე და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის მთავრობას) მიყენებული ზიანისთვის, იქნება ეს ფიზიკური ზიანი თუ დაბინძურება, პასუხი აგებინოს. ტყეების ან ფერმის კერძო მფლობელი ნამდვილად არ დარჩება უმოქმედოდ თუ ვინმე მისი ნებართვის გარეშე მოჭრის მის ხეებს ან მის ტერიტორიას საშიში ნივთიერებებით დააბინძურებს. იგი თავისი უფლებების დაცვის მიზნით სარჩელს აღძრავს. კერძო მფლობელი ალბათ ხელს შეუშლიდა საწვავის დაღვრას, რომელიც ესტონეთში ხდებოდა.

მაგრამ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში ასეთი დაცვის მექანიზმები არ არსებობდა. პიტერ ჟ. ჰილის ანგარიშის შესაბამისად ბულგარეთში საირიგაციო წყალში მძიმე ლითონების მაღალი შემადგებლობის გამო ფერმერების მიერ მოწეული მოსავლის რაოდენობა ძალიან მცირდებოდა. ამ ლითონებით დაბინძურების წყარო ცნობილი იყო, მაგრამ ფერმერებს არავითარი ზემოქმედების ან საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმი არ გააჩნდათ. თუ ასეთი პრობლემების სასამართლო გზით დარეგულირების შესაძლებლობა არ არსებობს, ფერმერებს არსებული პრობლემების სარჩელის აღძვრის გზით მოგვარება არ შეუძლიათ და გზა ძალადობას ეხსნება.7

4. საკუთრების უფლება რესურსის ღირებულების მაქსიმიზაციის გრძელვადიან დაინტერესებას განაპირობებს და ეს იმ ფერმერებსაც ეხება, რომლებიც პრინციპში რესურსის მოკლევადიან პერიოდში მოხმარებას გეგმავენ. თუ მიწა ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელის გასაშენებლად გამოიყენება, ბუნებრივია ეს მის მომავალ ნაყოფიერებაზე უარყოფითად აისახება, რის გამოც მიწის ღირებულება დღითიდღე უფრო დაბალი ხდება და მფლობელი ზარალობს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიწის ღირებულება მის მიმდინარე ღირებულებას და სამომავლო ღირებულებასაც ასახავს, ანუ იმ ღირებულებას, რომელიც მიწაზე მოყვანილი პროდუქციის სახით მიიღება. ამ ღირებულებას შემოსავლების გენერირებაზე გასაწევი ხარჯები აკლდება. (დათვლა მიმდინარე ფასებით ხდება).

ბაიკალის ტბა დედამიწაზე ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა. ეს ტბა ერთ დროს ყველაზე სუფთა იყო, მაგრამ ახლა იგი უაღრესად დაბინძურებულია, რადგანაც საბჭოთა დამგეგმარებლებმა იქ ქაღალდის მწარმოებელი ქარხნების აშენება გადაწყვიტეს, ხოლო დამაბინძურებელი ნივთიერებების წყალში ჩადინების შემცირებაზე საერთოდ არ უზრუნიათ. ერთ-ერთი წყაროს შესაბამისად ნარჩენები პირდაპირ ტბაში ჩაედინება, რის გამოც დაბინძურების არეალი 23 მილს უდრის.8 ნათელია, რომ ტბისა და მისიმიმდებარე ტერიტორიების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა დაბინძურების შედეგად.

კერძო საკუთრების პირობებში თუ ტბა ვისიმე საკუთრება ექნებოდა, იგი ბუნებრივია ამ ტბას ტურისტებისა და სახლების მფლობელების მიზიდვის მიზნით გამოიყენებდა. ასეთი მფლობელი დაინტერესებული იქნებოდა ამ საკუთრების ღირებულების შენარჩუნებაში და მის დაცვაში. სახელმწიფო მფლობელებს და დამგეგმარებლებს ასეთი სტიმული არ გააჩნიათ.

ეხლანდელ პირობებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ბოლო მოეღება. თუნდაც იმ ქარხნების დახურვა, რომლებიც ბუნებრივ რესურსებს ანადგურებენ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას, მაგრამ ის თუ რამდენად სწრაფად და წარმატებით მოხდება ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს აღდგენა, კერძო საკუთრების უფლების დაშვებაზეა დამოკიდებული.

___________________________

1. მაიქლ ბერნსტამი, ქვეყნების სიმდიდრე და გარემოს დაცვა (ლონდონი, ეკონომიკის ინსტიტუტი, 1991) გვ 24.

2. ვ.ვ. როსტოუ, აღმოსავლეთ ევროპა და საბჭოთა კავშირი: ტექნოლოგიური პერიოდის ხაფანგი, ლენინიზმის კრიზისი და მემარცხენეების მარცხი, დანიელ შიროს გამომცემლობა (სიეტლი, ვაშინგტონის პრესის უნივერსიტეტი, 1991), გვ. 60-73; 61.

3. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჯეიმს დ. გვართნის და რიჩარდ ლ. სტროუპის ,,ეკონომიკა: კერძო და საზოგადოებრივი არჩევანი“, მე-8 გამოცემა (Dryden press, 1977), თავი 28.

4. ტრაბანტის თაობაზე ინფორმაცია მოყვანილია ჟურნალ ,,მანქანა და მძღოლში” გამოქვეყნებული სტატიიდან, 1990 წლის აპრილისა და დეკემბრის ნომერი.

5. ან-მარი სატრ ელანდერი, ,,გარემოსდაცვითი პრობლემები და ეკონომიკის ნაკლოვანებები“ (Aldershot: Edward Elgar, 1994), გვ. 19.

6. ეს შემთხვევა ავტორს ესტონელმა ოფიციალურმა პირმა უამბო.

7. პიტერ ჯ. ჰილი, ,,გარემოსდაცვითი პრობლემები სოციალიზმის პირობებში“, ჟურნალი ჩატო, ტომი 12, II ნომერი (1992 წლსი შემოდგომა), გვ. 321-335, 328.

8. ჰილი, გვ. 322, ციტირებულია ჟურნალ ,,თიმე”-იდან, 1989 წლის იანვარი.

14 ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


0x08 graphic

სტეფან კინსელა

ლიბერტარიანული სამართლის თეორეტიკოსი, ინტელექტუალური საკუთრების პრაქტიკოსი ვექილი და სამხრეთი ტეხასის სამართლის კოლეჯის ყოფილი პროფესორია. ის აქტიურადაა ჩაბმული ლიბერტარიანული სამართლისა და პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებაში და მჭიდროდ თანამშრომლობს მიზესის ინსტიტუტთან. შესაბამისად, მის ნაშრომებს, რომლებიც საპატენტო, სახელშეკრულებო, სავაჭრო და საერთაშორისო სამართალს ეხება, თავისუფალი ბაზრის კანონზომიერებების ახლებურად გააზრებაში და განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

გამოქვეყნდა 2001 წელს

საკუთრების უფლება: მატერიალური და არამატერიალური

ყველა ლიბერტარიანელი საკუთრების უფლებას აღიარებს და იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ საკუთრების უფლება მატერიალურ რესურსებზე ვრცელდება. ამ რესურსებს მიეკუთვნება, როგორც უძრავი ქონება, მაგალითად მიწა, სახლი, ისე მოძრავი ქონება, მაგალითად სკამი, მანქანა და საათი.1

გარდა ამისა ლიბერტარიანელები ადამიანის მიერ საკუთარი თავის ფლობის და განკარგვის უფლებას აღიარებენ. ასეთ უფლებას შეიძლება “საკუთარი თავის ბატონ-პატრონობა“ დავარქვათ, თუმცა დღეს სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ადამიანისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, მკვიდრობის პრინციპის ხელყოფისა და სხვა საგნების ფლობის უფლების ჩამორთმევის მსგავსად.2 ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ლიბერტარიანელი იზიარებს მოსაზრებას, რომ ყველა მწირი მატერიალური რესურსი, მოპოვებული იქნება ის თუ წარმოებული, მოძრავი თუ უძრავი, თვით ადამიანის სხეულის ჩათვლით, გარკვეული პიროვნებების სამართლებრივი კონტროლის, ანუ ,,მფლობელობის“ საგანს წარმოადგენს. თუ მატერიალური რესურსებიდან არამატერიალურ რესურსებზე გადავალთ, მაშინ ყველაფერი უფრო ბუნდოვანი ხდება. მაგალითად, რეპუტაციის ხელშეუხებლობის (ცილისწამების კანონმდებლობა) და შანტაჟისგან თავდაცვის უფლებები არამატერიალურ უფლებებს მიეკუთვნება. ლიბერტარიანელების უმეტესობა, თუმცა არა ყველა მათგანი, შანტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის საჭიროებას არ ეთანხმება და ბევრი მათგანი რეპუტაციის ხელშეუხებლობის უფლებასაც არ სცნობს.3

გარდა ამისა დავას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებიც იწვევს. არსებობს თუ არა პიროვნული უფლებები გამოგონებებსა ან წერილობით ნაშრობებზე? უნდა იცავდეს თუ არა ასეთ უფლებებს საკანონმდებლო სისტემა? ქვემოთ მე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კანონმდებლობას განვიხილავ. შემდეგ ლიბერტარიანელების მოსაზრებებს წარმოვაჩენ და ბოლოს, ჩემი აზრით სწორ მოსაზრებასაც ჩამოვაყალიბებ.

ინტელექტუალური საკუთრების კანონი
ინტელექტუალური საკუთრების სახეები

ინტელექტუალური საკუთრება ფართო მცნებაა და იგი რამოდენიმე სახის კანონმდებლობით აღიარებული შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტის ან იდეების საკუთრების უფლებას აღიარებს.4 ინტელექტუალური საკუთრების უფლება არამატერიალურ საგნებს, ანუ იდეებს შეეხება5 და საავტორო უფლებებს ამკვიდრებს, რომელთა უზრუნველყოფა პატენტების მეშვეობით არის შესაძლებელი. ტომ პალმერი ამას ასეთი სახით აყალიბებს: ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლება წარმოსახვითი საგნების ფლობის უფლებას ამკვიდრებს, რომლებიც იმ მატერიალური საგნებისგან განსხვავდება, რომელთა მიმართებაშიც ამ საგნების განსხეულება ხდება”.6 დღეს არსებულ საკანონმდებლო სისტემებში ინტელექტუალური საკუთრების უფლება საავტორო უფლებებს, სავაჭრო მარკას, პატენტებს და სავაჭრო სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობის კონფიდენციალურობას მოიცავს.7

საავტორო უფლებები

საავტორო უფლებები ავტორებს ისეთი ,,ორიგინალური ნაშრომებისთვის” მიენიჭებათ, როგორიცაა წიგნები, სტატიები, ფილმები და კომპიუტერული პროგრამები. საავტორო უფლებები ავტორს მისი ნაშრომების გამოქვეყნების, ჩვენების, რეპროდუცირების ან საჯაროდ წარმოდგენის ექსკლუზიურ უფლებას აძლევს.8 საავტორო უფლებები მხოლოდ იდეების ფორმას, ანუ გამოხატულებას იცავენ და არა თავად იდეებს.9

საავტორო უფლებები დარეგისტრირებული იმისთვის უნდა იყოს, რომ იურიდიული უფლებები გეკუთვნოდეთ, მაგრამ საავტორო უფლებების დარეგისტრირება ნაშრომების დემონსტრირებისთვის არ არის საჭირო. ანუ, საავტორო უფლებები ავტომატურად ჩნდება მაშინვე, როდესაც ნაშრომი გამოხატულების რომელიმე ხელშესახებ ფორმაში „დაფიქსირდება“ და ავტორის ცხოვრების განმავლობაში და მისი დასრულებიდან სამოცდაათი წლის შემდეგ იარსებებს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორს და დამქირავებელს საკუთარი საავტორო უფლებები გააჩნიათ, საავტორო უფლებები 95 წლის განმავლობაში მოქმედებენ.10

პატენტი

პატენტი გამოგონებებზე საკუთრების უფლებას წარმოადგენს, ანუ იმ მოწყობილობების ან პროცესების საკუთრების უფლება, რომლებიც ,,სასარგებლო“ ფუნქციებს ასრულებენ.11 მაგალითად, სათაგურის ახალი ან გაუმჯობესებული ვერსია ასეთ გამოგონებებს მიეკუთვნება და შეიძლება დაპატენტებული იქნას. პატენტი გამომგონებელს მისი გამოგონების წარმოებაზე, რეალიზაციაზე ან გაყიდვაზე მონოპოლიურ უფლებას ანიჭებს. მაგრამ პატენტი სინამდვილეში პატენტის მესაკუთრეს მისი გამოგონების სხვების მიერ გამოყენებისა და წარმოების შეზღუდვის უფლებას აძლევს (ანუ, გამომგონებელს უფლება აქვს ხელი შეუშალოს სხვას მისი დაპატენტებული გამოგონებით სარგებლობაში), თუმცა იგი პატენტის მესაკუთრეს მისი გამოგონების გამოყენების უფლებას არ აძლევს.12

ყველა გამოგონების ან აღმოჩენის დაპატენტება შეუძლებელია. ამერიკის უზენასესმა სასამართლომ გამოგონებების სამი კატეგორია დაადგინა, რომელთა დაპატენტება შეუძლებელია, კერძოდ: ,,ბუნების კანონები, ბუნებრივი მოვლენა და აბსტრაქტული იდეები“.13 მაგრამ შესაძლებელია იმ აბსტრაქტული იდეების დაპატენტება, რომლებიც რაიმე ,,პრაქტიკული გამოყენების“ ფორმით ჩამოყალიბდება, ანუ „სასარგებლო ფუნქციების მატარებელი მატერიალური საგნის ფორმას მიიღებს“.14 1995 წლის 8 ივნისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში პატენტები მათი გაცემის დღიდან 20 წლის განმავლობაშია ძალაში (მანამდე არსებული წესის მიხედვით ეს ვადა 17 წელი იყო).15

სავაჭრო საიდუმლოება

სავაჭრო საიდუმლოება რაიმე კონფიდენციალური ხასიათის ფორმულას, მოწყობილობას ან ფასის თაობაზე ინფორმაციას გულისხმობს, რომელიც ამ უფლების მესაკუთრეს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მანამდე, სანამ ეს საიდუმლოება დაცული იქნება.16 მაგალითად, კოკა-კოლას ფორმულა. სავაჭრო საიდუმლოება შეიძლება ისეთ ინფორმაციას ეხებოდეს, რომელიც არ წარმოადგენს სიახლეს ისეთი მოცულობით, რომ მისი დაპატენტება შეიძლებოდეს ან არ არის იმდენად ორიგინალური, რომ საავტორო უფლებებით იქნას დაცული (მაგ. მომხმარებელთა სიები ან სეისმოლოგიურ მონაცემთა ბაზა). კანონები სავაჭრო საიდუმლოების შესახებ ამ საიდუმლოების ,,არასწორ” გამოყენებას ზღუდავს ან ამგვარი გამოყენების შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის წესებს ადგენენ.17 სავაჭრო საიდუმლოება შტატების კანონმდებლობით არის დაცული, თუმცა სავაჭრო საიდუმლოების გამჟღავნების აღმოსაფხვრელად ახლახან ფედერალური კანონებიც იქნა მიღებული.18

სავაჭრო საიდუმლოების დაცვის უფლება ამ საიდუმლოების მესაკუთრის სათანადო განცხადების საფუძველზე მოიპოვება. თეორიულად სავაჭრო საიდუმლოება შეიძლება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში იყოს დაცული, თუმცა ეს საიდუმლოება ინფორმაციის გამჟღავნების ან სხვა მსგავსი გამოგონების შედეგად დაირღვევა. სავაჭრო საიდუმლოების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციისა და პროცესების დაცვაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც ცნობების მოპოვებისა და დამუშავების, აგრეთვე რუქების დაცვა საავტორო უფლებების გამოყენებით შეუძლებელია. სავაჭრო საიდუმლოების მეშვეობით პროგრამული უზრუნველყოფის კოდების დაცვაც ხერხდება, რაც საავტორო უფლებების მეშვეობით შეუძლებელია. მაგრამ სავაჭრო საიდუმლოებას გარკვეული ნაკლოვანებაც გააჩნია, რადგანაც თუ კონკურენტი დამოუკიდებლად მოახერხებს იგივე სფეროში რაიმე მოწყობილობის ან პროცესის გამოგონებას, ეს პირველ გამომგონებელს (ანუ სავაჭრო საიდუმლოების მესაკუთრეს) ამ ახალი გამოგონებით სარგებლობაში ხელს შეუშლის.

სავაჭრო ნიშანი.

სავაჭრო ნიშანი არის სიტყვა, ფრაზა, სიმბოლო ან დიზაინი, რომელიც საქონლისა და მიწოდებული მომსახურეობის წყაროს ამოცნობის საშუალებას იძლევა და რომელიც მას სხვა მომწოდებლის საქონლისგან და მომსახურეობისგან განასხვავებს. მაგალითად წარწერა ,,კოკა-კოლა“ და დიზაინი, რომლითაც ამ კომპანიის პროდუქციას სხვების, მაგალითად ,,პეპსის“ პროდუქციისგან განასხვავებს. სავაჭრო ნიშნის შესახებ კანონმდებლობა კონკურენტების მიერ ამ სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ზღუდავს, ისევე როგორც ,,შეცდომაში შეყვანის მიზნით მსგავსი ნიშნით“ სარგებლობას აკონტროლებს. პატენტებისა და საავტორო უფლებებისგან განსხვავებით სავაჭრო ნიშნის უფლებები განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეიძლება არსებობდეს, ანუ მანამდე, სანამ მესაკუთრეს ამ ნიშნის გამოყენება უნდა. ფედერალური წესით დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის ძალაში ყოფნის ვადა 10 წელია და მისი შემდგომი 10 წლით გაგრძელება შეიძლება.19 სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებული სხვა უფლებები სავაჭრო ნიშნის შებღალვას,20 კიბერმეთოდებით21 გაყალბებასა და “უპატიოსნო კონკურენციისგან“ დაცვას გულისხმობს. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ასევე თანამედროვე გამოგონებებზე, მაგალითად ნახევარგამტარების ინტეგრირებული ქსელის დიზაინის22 sui generis (ანუ უნიკალურობის) დაცვასაც მოიცავს, რაც დაახლოებით იგივეა, რაც გემების კორპუსის დიზაინის23 დაცვა საავტორო უფლებების მეშვეობით. sui generis დაცვის უფლება ასევე მონაცემთა ბაზების, ან სხვა ინფორმაციის შემთხვევაშიც არსებობს.24

ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტორო უფლებებთან და პატენტთან დაკავშირებული საკითხები ფედერალური კანონებით რეგულირდება, რადგანაც კონსტიტუცია ,,მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების მხარდაჭერის“ პასუხისმგებლობას კონგრესს აკისრებს.25 მიუხედავად იმისა, რომ პატენტები და საავტორო უფლებები ფედერალური კანონმდებლობით განისაზღვრება, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად პატენტების მესაკუთრეობა შტატების კანონმდებლობის კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შტატების კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ერთგვაროვანი ხასიათისაა.26 ფედერალური კანონმდებლობა სავაჭრო ნიშნების თაობაზე, შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებებს ეყრდნობა და ამ შეთანხმებებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურეობის სახეებს ეხება.27 აღსანიშნავია, რომ შტატების სავაჭრო ნიშნები დღესაც არსებობს, რადგანაც ფედრალური კანონმდებლობა ჯერ კიდევ არასრულყოფილია, თუმცა ფედერალური სავაჭრო ნიშნები კომერციული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერია. სავაჭრო საიდუმლოებას ძირითადად არა ფედერალური, არამედ შტატების კანონმდებლობა იცავს.28

ბევრ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს, მათ შორის ლიბერტარიანელებსაც მაინც და მაინც კარგად არ ესმით ინტელექტუალური საკუთრების კონცეფცია და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. შესაბამისად, ხშირად საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნებისა და პატენტების ერთმანეთში აღრევასა აქვს ადგილი. ფართოდ არის გავრცელებული არასწორი მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სისტემის მიხედვით იმ გამომგონებელს, რომელიც პირველი შეიტანს განაცხადს თავისი გამოგონების თუ ნამუშევრის დაპატენტებაზე უფრო მოგვიანებით შეტანილ განაცხადზე უპირატესი უფლებით სარგებლობს. სინამდვილეში ამერიკული სისტემა ,,პირველი გამოგონების“ და არა ,,პირველი დარეგისტრირების“ პრიორიტეტულობას აღიარებს.29

ინტელექტუალური საკუთრების უფლება მატერიალურ საკუთრებასთან მიმართებაში

ზემოთ აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ანუ პატენტებსა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება განყენებულ საგნებთან დაკავშირებული უფლებების სახით განიხილებოდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია მივუთითოთ, რომ იდეის ან განყენებული საგნის მესაკუთრეობა ამ იდეის ან საგნების მესაკუთრეებს მათი იდეის ხორცშესხმის, ანუ გამოგონების მესაკუთრეობის უფლებასაც ანიჭებს. მოდით წარმოვიდგინოთ საავტორო უფლებები რაიმე წიგნზე. საავტორო უფლებების მფლობელ A პირს იმ წარმოსახვით საგანზე აქვს უფლება, რომელსაც წიგნი ეძღვნება. საავტორო უფლებების სისტემა A პირს ამ წიგნში გამოყენებული სტილის მესაკუთრეობის უფლებას ანიჭებს. შესაბამისად, A პირი ამ წიგნის შინაარსის ნებისმიერი ხელშესახები ფორმით განხორციელების საავტორო უფლებებს ფლობს. ე.ი. უფლებას ამ წიგნის ყოველ გამოცემაზე, სულ ცოტა არსებული სამართლებრივი სისტემის ფარგლებში.

ამგვარად, თუ A პირი რაიმე რომანს დაწერს, მას საავტორო უფლებები გააჩნია ამ ნაწარმოებზე. თუ იგი თავისი ნაწარმოების ფიზიკურ ხორცშესხმას, ანუ წიგნს B პირს მიჰყიდის, ეს ნიშნავს, რომ B პირი მხოლოდ ამ კონკრეტული ეგზემპლარის მესაკუთრე გახდება. B პირი თავად ამ რომანის მესაკუთრე არ არის და შესაბამისად, მისი ხელახალი გამოცემის უფლება არ გააჩნია, თუნდაც ის ამას საკუთარ ქაღალდზე და მელნით აპირებდეს. შესაბამისად, B პირს რომც გააჩნდეს თავისი სტამბა და ქაღალდი, მას A პირის წიგნის ასლის გამოცემის უფლება არა აქვს. ამ წიგნის გამოცემის უფლება მხოლოდ A პირს გააჩნია („საავტორო უფლებები“ სწორედ ამას გულისხმობს).

მსგავსად ამისა, თუ A პირს რაიმე გამოგონებაზე პატენტი გააჩნია, ეს პატენტი მას მესამე მხარის მიერ მისი გამოგონების გამოყენებისგან იცავს, მაშინაც კი, თუ მესამე მხარე ამისთვის მხოლოდ თავის საკუთრებას იყენებს. ასეთი გზით A პირს თავის გამოგონებაზე კონტროლის დაწესების გარკვეული შესაძლებლობები ექმნება. პატენტი და საავტორო უფლებები პრაქტიკულად ყოველთვის საკუთრებითი უფლებების ნაწილობრივ გადაცემას გულისხმობს, რადგანაც იდეის მატერიალური განსახიერება ყოველთვის გულისხმობს, რომ ავტორი, გამომგონებელი და ხელოვანი ამ იდეის ხორცშესხმას სხვას დააკისრებს.

ლიბერტარიანელების მოსაზრებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე

სპექტრი

ლიბერტარიანელების მოსაზრებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე საკმაოდ ნაირგვარია და ზოგი მათგანი ან ინტელექტუალური საკუთრების მთელ შესაძლებელ გამას უჭერს მხარს, ან საერთოდ უარყოფენ ამ უფლებებს. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კამათი ძირითადად პატენტსა და საავტორო უფლებებს ეხება. როგორც ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებებიდან ნათელი გახდება, სავაჭრო ნიშანი და სავაჭრო საიდუმლოება აზრთა ასეთ ნაირგვარობას არ იწვევს და ნაკლებად პრობლემატური ასპექტებია. სწორედ ამიტომაც არის რომ ამ სტატიაში ძირითადად ყურადღება პატენტებისა და საავტორო უფლებების კანონიერებასა და არსებობის უფლებაზეა გამახვილებული. ინტელექტუალური საკუთრების მხარდამჭერი მოსაზრებები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: ბუნებრივი უფლებები და უტილიტარული გარემოებებით განპირობებული მოსაზრებები. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ლიბერტარიანელი მხარდამჭერები ამ ორი არგუმენტიდან უფრო პირველს ემხრობიან.30 მაგალითად, ბუნებრივი უფლებების არგუმენტაციას ისეთი ლიბერტარიანელები ემხრობიან, როგორიცაა გალამბოსი, შულმანი და რანდი.31 თანამედროვე ლიბერტარიანელთა წინამორბედთა შორის ინტელექტუალური საკუთრების მხარდამჭერებს სპუნერი და სპენსერი მიეკუთვნებოდა.32

ბუნებრივი უფლებების არგუმენტაციის ლიბერტარიანელ მიმდევართა თვალსაზრისით ადამიანის გონების ქმნილება ისევე უნდა ექვემდებარებოდეს დაცვას, როგორც მატერიალური საკუთრება. ორივე ადამიანის შრომის და გონების შედეგს წარმოადგენს. თუ ადამიანი თავისი შრომის შედეგის მესაკუთრეა, მას საკუთარი გონებრივი შრომის შედეგზეც იგივე უფლება უნდა გააჩნდეს. ამ თვალსაზრისის შესაბამისად თუ ადამიანს უფლება აქვს იმ მოსავალზე, რომელსაც იგი დათესავს, მას იგივე უფლებები გააჩნია მის მიერ გენერირებულ იდეებზე ან მის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებზე.33

ეს თეორია იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ ადამიანი თავისი სხეულისა და შრომის შედეგების, მათ შორის ინტელექტუალური „ქმნილებების“ მესაკუთრეა. სონეტს, მუსიკას ან ქანდაკებას ადამიანი თავისი შრომისა და სხეულის გამოყენებით ქმნის. შესაბამისად, მას უფლება აქვს ფლობდეს თავის ქმნილებებს, რადგანაც ეს ქმნილებები იმის შედეგია, რასაც ადამიანი თავად ფლობს.

გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების მხარდამჭერი უტილიტარული არგუმენტებიც არსებობს. ფედერალური მოსამართლე რიჩარდ პოზნერი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიბერტარიანელია, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას უჭერდა მხარს.34 ერთ-ერთი ლიბერტარიანელი, ანარქისტი დევიდ ფრიდმენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ასევე იკვლევდა და თვლიდა, რომ იგი უტილიტარულ ინსტიტუციონალურ გარემოში „კანონსა და ეკონომიკას“ ეფუძნება.35

უტილიტარისტული მოსაზრების მხარდამჭერების მიხედვით ადამიანებმა ისეთი კანონები და პოლიტიკა უნდა ამოარჩიონ, რომელიც „სიმდიდრის“ ან „სარგებლის“ მაქსიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა. საავტორო უფლებებსა და პატენტებთან დაკავშირებით ისინი თვლიან, რომ რაც უფრო შემოქმედებითია ხელოვნება ან ინოვაციურია გამოგონება, მით უფრო მეტი სიმდიდრის შექმნა შეიძლება მისი მეშვეობით. საზოგადოებრივი საქონლისა და მუქთი მომხმარებლის ეფექტები ამ სიმდიდრის ოპტიმალურ მოცულობას ამცირებს, ანუ იგულისხმება, რომ ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე სათანადო კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაში უფრო მეტი სიმდიდრის შექმნა შეიძლება.

ამგვარად, საავტორო უფლებებისა და პატენტების გაცემის გზით შესაძლებელი ხდება სიმდირის ოპტიმიზაცია ან მისი ზრდა, რადგანაც ავტორებს და გამომგონებლებს უფრო მეტი სტიმული აქვთ შემოქმედებითად იაზროვნონ და ახალი ნაწარმოებები ან გამოგონებები შექმნან.36 მეორე მხრივ, საავტორო უფლებებსა და პატენტებს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ. თანამედროვე ოპონენტებს შორის არიან როთბარდი, მაკელროი, პალმერი, ლიპეიჟი, ბოკარტი და თავად მე.37 ინტელექტუალური საკუთრებისწინააღმდეგ ბენჟამინ თაქერიც ენერგიულად ილაშქრებდა და მეცხრამეტე საუკუნის ინდივიდუალისტ-ანარქისტების პერიოდულ გამოცემაში „თავისუფლება“ ამ თემაზე მწვავე დებატები ჰქონდა.38 ზემოთხსენებული პირები ინტელექტუალური საკუთრებისადმი უტილიტარისტული და ბუნებრივი უფლების მიდგომების მრავალ ნაკლოვანებებზე მიუთითებდნენ. ქვემოთ ინტელექტუალური საკუთრების მხარდამჭერების არგუმენტაციის სუსტი მხარეებს განვიხილავ.

ინტელექტუალური საკუთრების უტილიტარისტული მოსაზრებებით გამართლება

ინტელექტუალური საკუთრების მხარდამჭერები ამ უფლებას უტილიტარისტული მოსაზრებებით ამართლებენ. უტილიტარიანელებს მიაჩნიათ, რომ ისეთი მიზანი, როგორიცაა ინოვაციური და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში ერთი შეხედვით თითქოსდა ამორალურ ,,საშუალებას“ ამართლებს, როგორიცაა ადამიანების შეზღუდვა ისე გამოიყენონ თავიანთი საკუთრება, როგორც ეს მათ სურთ. მაგრამ გარდა ამისა სამი ფუნდამენტალური პრობლემა არსებობს, რაც ნებისმიერი წესისა თუ კანონის უტილიტარისტული მიდგომებით გამართლებას შეუძლებელს ხდის.

უპირველეს ყოვლისა, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ სიმდიდრისა და სარგებლიანობის მაქსიმიზაცია გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღების გზით არის შესაძლებელი.

ასეთი შემთხვევაც კი არ ადასტურებს, რომ სათანადო საკანონმდებლო აქტები გამართლებულია. მაგალითად, შეიძლება არგუმენტის სახით მოყვანილი იყოს, რომ სუფთა სარგებელი იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც საზოგადოების ყველაზე მდიდარი ნაწილის ერთი პროცენტის სიმდიდრე ყველაზე ღარიბი ნაწილის ათ პროცენტზე გადანაწილდება. მაგრამ თუკი A პირს საკუთრების ნაწილს ჩამოვართმევთ და მას B პირს მივცემთ, მაშინ ამ უკანასკნელის ,,კეთილდღეობა“ უფრო მეტი მოცულობით გაიზრდება, ვიდრე A პირის კეთილდღეობა დაიკლებს (თუ ასეთი შედარების გაკეთება შესაძლებელია), თუმცა ეს A პირისთვის საკუთრების წართმევის გამართლებად ვერ ჩაითვლება. სიმდიდრის მაქსიმიზაცია არ წარმოადგენს კანონის მიზანს. მის მიზნებში სამართლიანობის უზრუნველყოფაა, ანუ ყველა ადამიანისთვის იმის მიკუთვნება, რაც მას სამართლიანად ერგება.39

მაშინაც კი, როდესაც ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შედეგად საზოგადოების საერთო კეთილდღეობა იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ასეთი სასურველი საბოლოო შედეგის გამო დასაშვებად უნდა ჩაითვალოს ზოგიერთი ადამიანის უფლებების დარღვევა და მათივე ქონების საკუთარი ნებასურვილის მიხედვით განკარგვის შესაძლებლობის შეზღუდვა.

გარდა იმისა, რომ უტილიტარიზმს ეთიკური პრობლემები ახასიათებს, იგი თანმიმდევრულიც არ არის, რადგანაც მას აუცილებლად სარგებლიანობის პიროვნებათა შორის შედარება მოსდევს, ანუ ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონების ,,ღირებულება“ მოსალოდნელ ,,სარგებელს“ აკლდება და კანონების მოსალოდნელი წმინდა სარგებელი ასეთი გზით განისაზღვრება.40 მაგრამ ყველაფერს, რაც ჩვენ ვაფასებთ, საბაზრო ფასი როდი გააჩნია. სინამდვილეში, საბაზრო ფასი არც ერთ ასეთ ნივთს არ გააჩნია. მიზესმა დაასაბუთა, რომ საქონლის საბაზრო ფასები საქონლის ღირებულების საზომს არ წარმოადგენენ.41

და ბოლოს, სულაც რომ არ ვისაუბროთ სარგებლიანობის შედარებასა და სიმდიდრის გადანაწილების სამართლიანობაზე, შეფასების სტანდარტული უტილიტარული ტექნიკის გამოყენების შემთხვევაც იმის საკმარისი მტკიცებულება არ არის, რომ ინტელექტუალური საკუთრების კანონები ამცირებდნენ ან ზრდიდნენ საზოგადოებრივ სიმდიდრეს და კეთილდღეობას.42 ანუ, სადავოა ნამდვილად საჭიროა თუ არა პატენტები და საავტორო უფლებები იმისთვის, რომ ნოვატორულ და შემოქმედებით საქმიანობას ხელი შეეწყოს, თუ პირიქით, მზარდი მოგება და ნოვატორობა უფრო ღირებული და წონადია, ვიდრე ინტელექტუალური საკუთრების სისტემასთან დაკავშირებული დანახარჯები. ეკონომეტრიული კვლევები მაინცდამაინც თანმიმდევრულად ვერ ასაბუთებენ სიმდიდრის ზრდას. შესაძლოა პატენტების შესახებ კანონები რომ არ არსებობდნენ, კიდევ უფრო მეტი ნოვატორული იდეა დაბადებულიყო. შესაძლოა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვისაც უფრო მეტი თანხები გამონთავისუფლებულიყო, რაც უფრო მეტ სტიმულს მისცემდა ნოვატორულად მოაზროვნე ადამიანებს, ვიდრე თითქმის ოცწლიანი მონოპოლია ამ სფეროზე.43

რასაკვირველია, საპატენტო სისტემის მოქმედებასთან მნიშვნელოვანი დანახარჟებია დაკავშირებული. როგორც უკვე აღინიშნა, პატენტების აღება მხოლოდ იდეების ,,პრაქტიკული“ ხორცშესხმის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანუ, აბსტრაქტული იდეების დაპატენტება შეუძლებელია. ამის გამო რესურსების დიდი ნაწილი თეორიული და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს ნაცვლად სხვა დანიშნულებით გამოიყენება.44 თანაც, არ არის ნათელი მართლაც უკეთესია თუ არა საზოგადოების ვითარება, როდესაც ყურადღება პრაქტიკულ გამოგონებებზეა გადატანილი და თეორიული კვლევები და განვითარება უყურადღებოდ რჩება. გარდა ამისა, ბევრ გამოგონებას ძირითადად მათი დაცვის მიზნით აპატენტებენ, რის გამოც იურისტებისა და საპატენტო სტრუქტურების ჰონორარები იზრდება. რომ არა პატენტები, ასეთი მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა არ გახდებოდა საჭირო. საპატენტო კანონმდებლობის უქონლობის შემთხვევაში კომპანიები თანხებს ისეთ უცნაურ პატენტებზე არ დახარჯავდნენ, რომელთა ჩამონათვალი დანართშია მოცემული. უბრალოდ არ იქნა დამტკიცებული, რომ ინტელექტუალური საკუთრება სიმდიდრისა და მოგების ზრდას უწყობს ხელს. მაგრამ განა იმ ადამიანებმა, ვინც სხვების საკუთრებას ძალისმიერი მეთოდებით გადანაწილებას ემხრობიან, ვერ უნდა შეძლონ საკმარისი დამაჯერებლობით ამ კავშირის დამტკიცება?

უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც გარკვეული კანონებისა და უფლებების მიზანშეწონილობას ვქადაგებთ და მათ დაკანონებას მოვითხოვთ, ჩვენ ძალის გამოყენების ეთიკურ წანამძღვრებს უნდა ვითვალისწინებდეთ და სამართლიანობის მოსაზრებებიც უნდა გვამოძრავებდეს. თუ ვსვავთ შეკითხვას იმის თაობაზე, უნდა არსებობდეს და სრულდებოდეს თუ არა გარკვეული კანონი, ჩვენ იმავდროულად უნდა დავსვათ შემდეგი კითხვა: რამდენად გამართლებულია გარკვეულ გარემოებებში ძალის გამოყენება გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ? ალბათ არ არის გასაოცარი, რომ სიმდიდრის მაქსიმიზაციის კვლევისას ეს საკითხი არ განხილულა. უტილიტარისტული ანალიზი სრულიად მცდარი და ბუნდოვანია: სიმდიდრის გაზრდაზე საუბარი მოკლებულია მეთოდოლოგიურ დასაბუთებებს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრება სიმდიდრეს ზრდის. ეს ასეც რომ იყოს, სიმდიდრის ზრდა სხვა პირების კანონიერი საკუთრების ჩამორთმევის მიზნით ძალის გამოყენებას ვერ ამართლებს. ამ მოსაზრებების გამო ინტელექტუალური საკუთრების უტილიტარისტული მოსაზრებებით დაცვა დამაჯერებელი არ არის.

ბუნებრივ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები

ინტელექტუალური საკუთრების სხვა ლიბერტარიანელი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ გარკვეული იდეები სხვა ქონებრივი უფლებების მსგავსად დაცვას საჭიროებენ, რადგანაც ეს იდეები ქმნილებას წარმოადგენენ. აინ რანდი პატენტებისა და საავტორო უფლებების არსებობას მხარს იმიტომ უჭერდა, რომ მისი აზრით „ეს ყველა საკუთრების უფლების განხორციელების იურიდიულ საფუძველს იძლევა. ადამიანს მისი გონების შემოქმედების შედეგზე უფლება უნდა ჰქონდეს“.45 რანდის აზრით, ინტელექტუალური საკუთრების უფლება პროდუქტიული შრომის აღიარებას და ანაზღაურებას წარმოადგენს. შესაბამისად, სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ იდეების ავტორს ამ იდეების შედეგებით სარგებლობის უფლება ჰქონდეს. ამავე მიზეზით ის პატენტისა და საავტორო უფლებების სამუდამო, ანუ განუსაზღვრელი დროით მინიჭებას ეწინააღმდეგება, რადგანაც ავტორის მემკვიდრეები თავიანთი წინაპრის შემოქმედებაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.

ამ მიდგომის ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მხოლოდ გარკვეული ტიპის ქმნილებებს იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სასარგებლო იდეა საკუთრების საგანი უნდა გახდეს (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი). იმავდროულად გადაწყვეტილება იმაზე თუ რომელი იდეა იმსახურებს დაცვას და რომელი არა, ყოველთვის მიკერძოებულია. მაგალითად, ფილოსოფიური, მათემატიკური თუ სამეცნიერო იდეების დაცვა არსებული კანონმდებლობის პირობებში შეუძლებელია იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ კომერცია და სოციალური ურთიერთობები ყველა ახალ ფილოსოფიურ იდეას ჩაახშობდა, თუკი იგი საკუთრების სახით იქნებოდა განხილული და დაცული. სწორედ ამ მოსაზრების გამოა, რომ პატენტები არა იდეებზე, არამედ მათ პრაქტიკულ ხორცშესხმაზე გაიცემა. რანდი ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ მიდგომა დიფერენცირებული უნდა იყოს, ანუ უნდა დავუშვათ, რომ არსებობენ აღმოჩენები, რომლებიდანაც ზოგი დაპატენტებას ექვემდებარება და ზოგი არა. იგი ამტკიცებს, რომ ,,სამეცნიერო თუ ფილოსოფიური აღმოჩენა, რომელიც ბუნების კანონებს ეხება, მანამდე უცნობ პრინციპს ან ფაქტს წარმოადგენს“ და იგი გამომგონებლის მიერ შექმნილი რამ არ არის.

მაგრამ ქმნილებასა და აღმოჩენას შორის ასეთი მკვეთრი ზღვარის გავლება შეუძლებელია.46 გარდა ამისა, ნათელი ამგვარი განსხვავების მიზეზიც კი არ არის. მატერიას არავინ არ ქმნის, ადამიანები უბრალოდ ფიზიკის კანონების შესაბამისად გარკვეული სახით იყენებენ მათ. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე სინამდვილეში არავინ არაფერს არ ქმნის. ადამიანები უბრალოდ გარკვეულ მატერიას სხვადასხვა სქემით და მოდელით აწყობენ. ინჟინერმა, რომელმაც ახლებური სათაგური გამოიგონა, უბრალოდ არსებული ნაწილები სხვანაირად გადააწყო და სათაგურს მანმადე არარსებული ფუნქციები მიანიჭა. სხვა ადამიანებს, რომლებიც ამ გამოგონების შესახებ გაიგებენ, ასევე შეეძლებათ მისი შემდგომი დახვეწა. მაგრამ სათაგური უბრალოდ ბუნების კანონების შესაბამისად იხვეწება. გამომგონებელს არ გამოუგონია ის მასალა, რომლისგანაც სათაგურია დამზადებული, ისევე როგორც ფაქტები და ბუნების კანონები, რომლებიც მისი დამზადებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ზემოთხსენებული თვალსაზრისის შესაბამისად, როდესაც ადამიანებმა გაიგეს აინშტაინის გამოგონების თაობაზე, რომლის მიხედვითაც E=mc2, მათ მატერიის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. ანუ, აინშტაინის გარეშე სხვები ვერასოდეს ვერ შეიტყობდნენ გარკვეულ მიზეზშედეგობრივ კანონზომიერებებს და მატერიის სხვადასხვა გზებით გამოყენებას ვერ მოახერხებდნენ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ როგორც გამომგონებელი, ასევე თეორეტიკოსი მეცნიერი ერთნაირადაა ჩაბმული შემოქმედებითი აზროვნების პროცესში და ორივე სასარგებლო ახალ იდეებს ქმნის.

მიუხედავად ამისა, ერთის შრომა აღიარებულია, ხოლო მეორესი კი - არა. ამის მაგალითად შემდეგი შემთხვევა გამოდგება, რომელიც ახლახან მოხდა. გამომგონებელმა განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოითვალოს რიცხვი, რომელიც ორ წერტილს შორის უმოკლეს კავშირს ადგენს. ეს უაღრესად სასარგებლო გამოგონებაა იყო, მაგრამ იგი დაპატენტებული არ იქნა, რადგანაც უბრალოდ მათემატიკურ ალგორითმად იქნა მიჩნეული.47 ეს ნამდვილად მიკერძოებული და უსამართლო მიდგომაა, რადგანაც მხოლოდ პრაქტიკული გამოგონებების ავტორები იღებენ სარგებელს, მაგალითად რაიმე საგნის გამომგონებელი ან სიმღერის ავტორი, მაშინ როდესაც თეორიული მეცნიერებისა და მათემატიკური სფეროს მკვლევარები, ისევე როგორც ფილოსოფოსები თავიანთი იდეების შედეგებით ვერ სარგებლობენ. ასეთი განსხვავება იმთავითვე უსამართლო, ბუნდოვანი და მიკერძოებულია.

გარდა ამისა, მიდგომა მაშინაც მიკერძოებულია, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლება გარკვეული ვადით იფარგლება და განუსაზღვრელი ვადით არ მიენიჭება. მაგალითად, პატენტის ვადა განცხადების შეტანის დღიდან ოც წელიწადზე ვრცელდება, მაშინ როდესაც საავტორო უფლებები ავტორის გარდაცვალებიდან სამოცდაათი წლის განმავლობაშია ძალაში. ანუ ვერავინ ვერ დაასაბუთებს დანამდვილებით, რომ პატენტებისთვის 19 წელი მოკლე ვადაა, ხოლო 21 წელი კი გრძელი, ისევე როგორც ვერ დაასაბუთებს, რომ ერთი ლიტრი რძის ფასი ძალიან დაბალია თუ ძალიან მაღალი.

ამგვარად, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით ბუნებრივი უფლების თვალსაზრისით მიდგომის ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ყოველთვის მიკერძოებულად ადგენს განსხვავებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქმნილებები ექვემდებარება დაცვას და რომლები არა, ისევე როგორც დაცვის ვადებს.

ასეთი სიძნელეების დაძლევის ერთ-ერთი შესაძლებელი გზა იმისა აღიარებაა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ყველაფერზე შეიძლება გავრცელდეს. მაგალითად, სპუნერი პატენტებისა და საავტორო უფლებების განუსაზღვრელი ვადით მინიჭებას უჭერს მხარს.48 შულმანი იდეების დაცვასთან დაკავშირებით უფრო ფართო კონცეფციას აყალიბებს. იგი ამტკიცებს, რომ უნდა არსებობდეს ისეთი უფლებები, როგორიცაა ,,სავაჭრო ნიშნის” (ლოგოს) დაცვის უფლება. ლოგო წარმოებული პროდუქტის ,,მატერიალური იდენტურობის” მაჩვენებელია. ლოგოს მესაკუთრე მატერიალური საგნების თაობაზე ინფორმაციისა და გამოსახულების მესაკუთრეა.

ინტელექტუალური საკუთრების ყველაზე რადიკალური მხარდამჭერი ენდრიუ ჟოზეფ გალამბოსია, რომლის იდეები ჩემი აზრით აბსურდულობის ზღვარზეა.49 გალამბოსს მიაჩნია, რომ ადამიანს თავის ცხოვრებაზე (თანდაყოლილი საკუთრება) და ,,მისი ცხოვრების ყველა შედეგზე” საკუთრების უფლება აქვს.50 რადგანაც ადამიანის სიცოცხლის უპირველესი ,,შედეგი” მისი იდეები და აზრებია, ამიტომ იდეები და აზრები მის “ძირითად, ანუ პირველად საკუთრებას“ წარმოადგენენ. რადგანაც ადამიანის მოქმედებები მისი ,,პირველადი საკუთრების” (ანუ იდეების) შედეგია, ამიტომ ადამიანის ქმედებებიც მის საკუთრებას წარმოადგენენ. სწორედ ამას უწოდებს გალამბოსი ,,თავისუფლებას”. მეორადი შედეგები, მაგალითად მიწა, ტელევიზორები და სხვა მატერიალური საგნები ადამიანის იდეებისა და მოქმედებების ნაყოფს წარმოადგენენ.

ამგვარად, მატერიალური საგნების საკუთრების უფლება თანდათანობით მეორე პლანზე გადაიწევა, ხოლო იდეებს კი პირველი პლანი ენიჭებათ. (რანდმაც კი, პატენტები მატერიალური საგნების მესაკუთრეობის უფლებაზე უფრო მაღლა დააყენა, როდესაც თავის უცნაურ აზრს აყალიბებდა იმის თაობაზე, რომ ,,პატენტები საკუთრების უფლების არსს და საფუძველს წარმოადგენენ”.51 შეიძლება დავიჯეროთ, რომ 1800-იან წლებამდე, ანუ როდესაც პატენტების სისტემატიზაცია მოხდა, საკუთრების უფლება არ არსებობდა?). გალამბოსი თავისი იდეების გავრცობისას გასაოცარ აბსურდულობამდე მიდიოდა და ამტკიცებდა, რომ მისი იდეები მის საკუთრებას წარმოადგენდნენ და თავის სტუდენტებს მათ გამეორებას უკრძალავდა.52 გალამბოსი იმდენად ხშირად ახსენებდა სიტყვა ,,თავისუფლებას” თომას პეინის პატივისცემის ნიშნად, რომ ასეთივე სიხშირით ყულაბაში ხურდა რომ ჩაგვეგდო, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა დაგროვდებოდა. გალამბოსმა თავისი სახელიც კი გადააკეთა, ანუ ჯოზეფ ენდრიუ გალამბოსის ნაცვლად ენდრიუ ჯოზეფ გალამბოსი დაირქვა, რომ ამ სახელზე მამამისის საკუთრების უფლება არ დაერღვია, რადგანაც მასაც იგივე სახელი ჰქონდა.53

ინტელექტუალური საკუთრების მასშტაბის გაფართოება და მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, ინტელექტუალურ საკუთრებას (ამას გალამბოსის მოსაზრებები ნათლად ადასტურებს) კიდევ უფრო უსამართლოს და აბსურდულს გახდის. პატენტებისა და საავტორო უფლებების განუსაზღვრელი ვადით მინიჭების შემთხვევაში მომავალი თაობები მათი საკუთრების გამოყენების შეზღუდვების მძიმე ტვირთის ქვეშ აღმოჩნდებიან. ვერავინ ვეღარ შეძლებდა ნათურის წარმოებას ან თუნდაც გამოყენებას ედისონის მემკვიდრეებისგან შესაბამისი ნებართვის მიღების გარეშე. ვერავინ ვეღარ შეძლებდა სახლის აშენებას პირველყოფილი ადამიანის იმ შთამომავლების ნებართვის გარეშე, რომელმაც გამოქვაბული დატოვა და სახლი ააშენა. ვერავინ ვერ გამოიყენებდა სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელ სხვადასხვა ტექნიკას, ქიმიკატებს და მედიკამენტებს მათი გამომგონებლების შთამომავლებისგან ნებართვის მიღების გარეშე. ვერავინ ვერ შეძლებდა წყლის ადუღებას მისი გაწმენდის მიზნით, ან პროდუქტების დაკონსერვებას გამომგონებლის (ან მისი მემკვიდრეებისგან) ლიცენზიის მიღების გარეშე.

ასეთი შეუზღუდავი უფლებების მინიჭება მატერიალური საგნების საკუთრების უფლებასაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ინტელექტუალური საკუთრების უფლების გამო მატერიალური აქტივების მესაკუთრეობა შეუძლებელი გახდებოდა, ისევე როგორც სხვა სახის საკუთრება და მოქმედება, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების მესაკუთრეების უფლებები დაირღვეოდა და საბოლოოდ ეს კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევდა. როგორც თავად რანდმა აღნიშნა ადამიანები მოჩვენებები არ არიან. ჩვენ სულიერი ასპექტების გარდა ფიზიკური ასპექტებიც გაგვაჩნია.54 ნებისმიერი სისტემა, რომელიც იდეების საკუთრების უფლებას უშვებს და ამით მატერიალური საგნების საკუთრების უფლების მნიშვნელობას ამცირებს, მდგრად, ეთიკურ ან თანმიმდევრულ სისტემას არ წარმოადგენს. ინტელექტუალური საკუთრებისადმი ასეთი არარეალისტური დამოკიდებულების შემთხვევაში ადამიანი ვერ იარსებებს და იმოქმედებს. ინტელექტუალური საკუთრების სხვა მხარდამჭერები უფრო ზომიერ მიდგომებს ქადაგებენ და ინტელექტუალური საკუთრების პირობებისა და ვადების განსაზღვრით კმაყოფილდებიან, მაგრამ ამით ისინი ეთიკურად მიკერძოებულ მიდგომასაც ემხრობიან, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

,,ბუნებრივი უფლების“ პოზიციის ყველაზე დიდი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქცენტს უფრო ინტელექტუალური საკუთრების უფლების ,,მინიჭებაზე“ და არა მისი საზღვრების დადგენაზე აკეთებს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

ინტელექტუალური საკუთრება და საკუთრების უფლება
საკუთრება და სიმწირე

მოდით უკან დავიხიოთ და საკუთრების უფლება კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ლიბერტარიანელები მატერიალური საგნების (რესურსების) საკუთრების უფლებას აღიარებენ.

რატომ? რა არის მატერიალურ აქტივებში ისეთი, რომ ისინი საკუთრების უფლების საგნად უნდა ჩაითვალოს? რატომ წარმოადგენენ მატერიალური საგნები საკუთრებას? თუ ამ საკითხს უფრო დეტალურად ჩავუღრმავდებით, ნათელი გახდება, რომ რესურსების სიმწირე არის ის მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ადამიანებსა და მხარეებს შორის შესაძლო დაპირისპირების მიზეზი გახდეს. სწორედ რესურსთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტების გამო ხდება საჭირო, რომ მათი მოგვარების მიზნით ეთიკური ნორმები დაწესდეს. შესაბამისად, საკუთრების უფლების ძირეულ და ეთიკურ ფუნქციაში რესურსების სიმწირიდან წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება შედის.55 როგორც ჰოპე აღნიშნავს „თავად რესურსების სიმწირე განაპირობებს მორალური წესების დადგენის სირთულეს, რადგანაც მაშინ როდესაც რესურსები შეუზღუდავი რაოდენობითაა (ანუ, უფასო საქონელი), მათი განაწილების პრობლემაც არ არსებობს და არც ამ პროცესის კოორდინაციაა საჭირო. რესურსები რომ შეუზღუდავი რაოდენობით ყოფილიყო, მაშინ მათთან დაკავშირებით დაპირისპირება არ წარმოიქმნებოდა და შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ზომების მიღება საჭირო არ გახდებოდა. ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი ეთიკური ნორმასაკუთრების თეორიის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ანუ ისეთი თეორიის სახით, რომელიც მწირი რესურსების საკუთრებისა და განუყოფელი კონტროლის უფლებას განსაზღვრავს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი გარდაუვალი დაპირისპირებების მოგვარება.56 პლანტი, ჰიუმი, პალმერი, როთბარდი და თაქერი57 იმ პიროვნებებს წარმოადგენენ, რომლებსაც გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ რესურსების სიმწირე სწორედ ის საკითხია, რომელიც თავის მნიშვნელობის გამო, საკუთრების უფლებების განსაზღვრის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამგვარად, ბუნებაში არსებობს გარკვეული რესურსები, რომელთა რაოდენობა უაღრესად შეზღუდულია. ჩემს მიერ ასეთი რესურსით სარგებლობა თქვენ მიერ მის გამოყენებას გამორიცხავს და პირიქით.

საკუთრების უფლების ფუნქცია რესურსების სიმწირით გამოწვეული შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება და მოწესრიგებაა, რაც რესურსებზე განუყოფელი საკუთრების უფლების გარკვეული ადამიანებისთვის მინიჭების გზით წყდება. ამ ფუნქციის წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია, რომ რესურსებზე საკუთრების უფლება სამართლიანად იქნეს მინიჭებული. ნათელია, იმისთვის, რომ ადმიანებმა სხვისი საკუთრებით არ ისარგებლონ, აუცილებელია საკუთრების საზღვრების დადგენა და საკუთრების უფლების ობიექტურად მინიჭება. თანაც, საკუთრების უფლება ხილული, ანუ ნათლად განსაზღვრული უნდა იყოს.58 ამ მიზნით საკუთრების უფლება ობიექტური და არაორაზროვანი უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,კარგი ღობე გეხმარებათ, რომ კარგი მეზობლობა შეინარჩუნოთ“.59

საკუთრების უფლება ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი უნდა იყოს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ მაშინ როდესაც ის მისაღები არ იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს წესები ეხება, იგი დაპირისიპირებას ვერ მოაგვარებს.60 თუ საკუთრების უფლება უსამართლოდ იქნება განაწილებული ან ძალით წართმეული, მაშინ ეს საკუთრების უფლების საერთოდ არარსებობის ტოლფასი იქნება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომელიც საკუთრების უფლების განსაზღვრამდე არსებობდა. მაგრამ თავად ლიბერტარიანელები და მათ შორის ლოკი აღიარებენ საკუთრების უპირატესი მფლობელობის უფლებას, ანუ მკვიდრობის ბუნებრივ უფლებას. რესურსების სიმწირის პირობებში, საკუთრების ობიექტურ, ეთიკურ და მიუკერძოებელ გადანაწილების პირობას მხოლოდ პირველი მესაკუთრეს საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს.61 როდესაც მწირი რესურსების საკუთრების უფლება მკვიდრობის პრინციპით არის მინიჭებული, საკუთრების საზღვრები ნათელია, ხოლო განაწილება კი - სამართლიანი. ასეთი საკუთრების უფლების სისტემის პირობებში შესაძლებელი ხდება კონფლიქტების თავიდან აცილება, რადგანაც მესამე მხარე ხედავს და აღიარებს სხვა პირის საკუთრების უფლებას და მას საკმარისი მოტივაცია აქვს რათა სხვისი უფლებები არ დაარღვიოს, რადგანაც ისინი სამართლიანადაა განსაზღვრული. მაგრამ საკუთრების უფლების წარმომავლობის, დასაბუთებისა და ფუნქციის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ ეს წესები მხოლოდ შეზღუდული მოცულობის რესურსებთან მიმართებაში მოქმედებს.

ჩვენ რომ ედემის ბაღში ვცხოვრობდეთ, სადაც მიწა და სხვა რესურსები შეუზრუდავი რაოდენობითაა, მაშინ რესურსების სიმწირე არ წარმოიქმნებოდა და არც საკუთრების უფლების განმსაზღვრელი წესები გახდებოდა საჭირო. თავად საკუთრების კონცეფციას კი არ ექნებოდა აზრი. ანუ, კონფლიქტისა და საკუთრების უფლების საკითხიც კი არ დადგებოდა. მაგალითად, თქვენ რომ ჩემი ბალახის მოსათიბი მანქანა აგეღოთ, ეს არანაირ ზიანს არ მომაყენებდა, რადგანაც იმწამში მეორე ასეთ მანქანას ვიშოვიდი. ასეთ გარემოებებში ჩემი ბალახის სათიბი მანქანის სხვა პირის მიერ აღება ქურდობად ვერ განიხილებოდა. საკუთრების უფლება არ ეხება ისეთ საგნებს, რომლებიც დიდი რაოდენობით არსებობენ, რადგანაც ასეთ საგნებთან დაკავშირებით დაპირისპირება არ წარმოიქმნება.

ამგვარად, საკუთრების უფლებას ობიექტური და ნათლად გამიჯნული საზღვრები უნდა გააჩნდეს, ანუ უპირატესი სარგებლობის წესი უნდა მოქმედებდეს. გარდა ამისა, საკუთრების უფლება მხოლოდ მწირ რესურსს შეეხება. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის წარმოსახვითი საგნები, რომლებსაც ასეთი უფლებები იცავენ, შეზღუდული რაოდენობის სულაც არ არიან. გარდა ამისა, ასეთი საკუთრების უფლება არ არის და ვერც იქნება გადანაწილებული მკვიდრობის პრინციპით, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ უფრო დეტალურად.

რესურსების სიმწირე და იდეები

იდეები მწირი რესურსი სულაც არაა. თუ მე ბამბის მოსავლის აღების ახალ ტექნიკას გამოვიგონებ, ის გარემოება, რომ თქვენც იმავე ტექნიკას გამოიყენებთ ბამბის მოსავლის ასაღებად, მე არაფერს დამაკლებს, რადგანაც ეს ტექნიკა მაინც ჩემი გამოგონებულია. ანუ, მე მაინც მექნება ჩემი ტექნიკა (ისევე როგორც ჩემი ბამბა). ანუ, თქვენ რომ ბამბით სარგებლობთ, ეს მე იმავე რესურსით სარგებლობაში ხელს არ მიშლის. ამ რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით მწირი არ არის და ამის გამო დაპირისპირების საფუძველს არ წარმოშობს. ამგვარად, ეს რესურსი ექსკლუზიური სარგებლობის საგანს არ წარმოადგენს.

მსგავსად ამისა, თუ თქვენ ჩემს მიერ დაწერილ წიგნს გადაბეჭდავთ, მე მაინც ორიგინალის მესაკუთრე ვარ და ამ წიგნის სტილი და მასში გამოყენებული სიტყვები ,,მეკუთვნის“. ამგვარად, საავტორო ნაწარმოებებიც არ წარმოადგენენ მწირ რესურსს იმ გაგებით, როგორც მიწა ან მანქანაა. თუ თქვენ ჩემს მანქანას წაიყვანთ, მე მანქანა აღარ მეყოლება. მაგრამ თუ თქვენ ჩემი წიგნის სტილს გადაიღებთ და მას თქვენს წიგნში გამოიყენებთ, მე მაინც მექნება ჩემი წიგნი. იგივე ეხება გამოგონებებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის შემთხვევებს. როგორც თომას ჟეფერსონი, თავად გამომგონებელი და ამერიკული პატენტების სისტემის შემქმნელი წერდა: “ის ვინც ჩემგან რაიმე იდეას გადაიღებს, ამ იდეასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს თავად არკვევს, ხოლო მე ჩემი იდეა და ინსტრუქციები გამაჩნია. იმ ადამიანს, რომელიც თავის სანთელს ჩემი სანთლიდან ანთებს, შუქი თვითონაც აქვს და სიბნელეში მეც არ ვრჩები“.62 სხვა ადამიანების მიერ გარკვეული იდეების გამოყენება მათ ავტორს ხელს არ უშლის, რომ თავისი იდეებით ისარგებლოს და ამიტომ დაპირისპირების საფუძველს არ ქმნის. შესაბამისად, იდეებზე საკუთრებითი უფლები ვერ გავრცელდება. რანდიც კი აღიარებდა, რომ ,,ინტელექტუალური საკუთრების ამოწურვამდე მოხმარება შეუძლებელია“.63

იდეები ბუნებრივად მწირი არ არის. მაგრამ თუ ჩვენ წარმოსახვითი საგნის საკუთრების უფლებას ვაღიარებთ, მაშინ ,,სიმწირეს“ ხელოვნურად ვქმნით, რომელიც მანამდე არ არსებობდა. როგორც არნოლდ პლანტი განმარტავდა ,,პატენტით (და საავტორო უფლებებით) განსაზღვრული საკუთრების უფლების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს უფლებები რესურსის სიმწირის გამო კი არ წარმოიშვება, არამედ კანონის ძალით შექმნილ უფლებას წარმოადგენს. მაშინ როდესაც კერძო საკუთრების ინსტიტუტი მწირი რესურსის საფუძველზე და მისი დაცვის მიზნით იქმნება, რომ შედეგად ამ მწირი რესურსის დაცვა და გამრავლება მოხდეს“. პატენტით და საავტორო უფლებებით განსაზღვრული საკურების უფლება გარკვეული პროდუქტის სიმწირეს თავად ქმნის, რომელიც სხვაგვარად არ გაჩნდებოდა.64

ბოკარტი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ რესურსის ბუნებრივი სიმწირე საკუთრების უფლების შესახებ წესების შემუშავების საფუძველია, ხოლო კანონები, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრებას ეხება. ხელოვნური წარმონაქმნებია და სიმწირეს თავად ქმნიან. როგორც ის აღნიშნავს: ,,ბუნებრივი სიმწირე ადამიანის მიერ ბუნების ათვისების შედეგია. სიმწირე ბუნებრივია თუკი ის ყოველგვარი პიროვნებათშორისი, ინსტიტუციონალური და ხელშეკრულებრივი აქტის დამოუკიდებლად არსებობს. ხელოვნური სიმწირე ადამიანების მიერ მიღებული აქტების შედეგად წარმოიშობა. ხელოვნური სიმწირე ვერ გამოდგება საკანონმდებლო ჩარჩოს გამართლებად, რომელიც სიმწირის შექმნას ხელს უწყობს. ეს არგუმენტი სრულიად საწინააღმდეგოდ უნდა ჟღერდეს. პირიქით, სამართლებრივი ახსნა ხელოვნურ სიმწირეს სჭირდება“.65

ამგვარად, ბოკარტი ამტკიცებს, რომ ,,საკუთრებითი უფლებების დაცვის საგანი მხოლოდ ფიზიკურად ხელშესახები ბუნებრივად მწირი რესურსები შეიძლება გახდნენ“.66 რაც შეეხება წარმოსახვით საგნებს, მათი დაცვა მხოლოდ პიროვნული უფლებების საფუძველზე, ანუ კონტრაქტების მეშვეობით შეიძლება (უფრო დეტალურად ქვემოთ იქნება განხილული).67

ადამიანებს შორის კონფლიქტების მიზეზი მხოლოდ მატერიალური და მწირი რესურსები შეიძლება გახდეს და შესაბამისად, საკუთრების უფლება და შესაბამისი კანონები მხოლოდ მათზე უნდა ვრცელდებოდეს.

მაშასადამე, პატენტები და საავტორო უფლებები გაუმართლებელი მონოპოლიაა, რომელიც მთავრობის მიერ დადგენილი კანონების გამო არსებობს. ამიტომაც გასაცარი არ არის, რომ როგორც თავად პალმერი ამბობდა ,,მონოპოლიური პრივილეგიები და ცენზურა პატენტებისა და საავტორო უფლებების ისტორიულად არსებულ საფუძველს და წინაპირობას წარმოადგენს“.68 სწორედ მონოპოლიური პრივილეგიების შედეგად იქმნება ხელოვნური სიმწირე იქ, სადაც იგი მანამდე არ არსებობდა.

მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გარკვეული მატერიალური საგნების გამომგონებელს და შემოქმედს ნაწილობრივი კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებენ.

ანუ, გამომგონებელს და შემოქმედს სხვისი საკუთრების ნაწილობრივი ფლობის უფლება აქვთ იმის გამო, რომ ინტელექტუალური საკუთრების ფლობის უფლება გააჩნიათ. ამ გარემოების გამო მათ შეუძლიათ, რომ სხვა ადამიანებს იმ ქონების გამოყენება აუკრძალონ, რომელიც მათი საკუთრებაა. მაგალითად X ავტორს შეუძლია, რომ მესამე მხარეს, ანუ Y პირს მისივე კუთვნილ ქაღალდზე და მისი მელნით, რაღაც კონკრეტული სიტყვების დაწერა აუკრძალოს. ანუ, რადგანაც ადამიანს გარკვეულ აზრებზე ან არსებული მატერიების რაიმე ახალი გზით გამოყენებაზე (რეცეპტი) საკუთრების უფლება აქვს, მაშინ ინტელექტუალური საკუთრების მესაკუთრეს ავტომატურად უფლება უჩნდება, რომ სხვა პირის საკუთრების ნაწილობრივი მესაკუთრე გახდეს. ანუ, მას შეუძლია მესამე მხარეს უთხრას, რომ მას რაღაცის გაკეთების უფლება არა აქვს.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება საკუთრების სხვაგვარად გადანაწილების გზით სტატუს ქვოს ცვლის, ანუ საკუთრების უფლება ადამიანთა ერთი ჯგუფიდან (მატერიალური საკუთრების მესაკუთრეები) შეიძლება მეორე ჯგუფზე გადავიდეს (ავტორები და გამომგონებლები). ერთი შეხედვით, კანონები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მატერიალური დოვლათის მესაკუთრეების უფლებებს ხელყოფს, მათ საკუთრებაზე ქონებრივი უფლებების გამომგონებლებსა და ავტორებზე გადაეცემის გზით.

კანონები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწორედ ასეთი ჩარევისა და საკუთრების უფლების გადანაწილების გამართლებას ემსახურებიან. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ უტილიტარისტული არგუმენტაცია სრულყოფილი არ არის. ქვემოთ ბუნებრივი უფლებების მიდგომების სხვა ნაკლოვანებებიც იქნება განხილული.

წარმოება სიმწირის საპირისპიროდ

ზემოთ ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ბუნებრივი უფლებების თეორიებზე დაყრდნობით განხილვის პრობლემებზე უკვე ვისაუბრეთ. წინამდებარე ნაწილში რესურსების სიმწირის მნიშვნელობის გათვალისწინებით ამ მიდგომის სხვა ნაკლოვანებები იქნება განხილული.

როგორც უკვე აღინიშნა, ინტელექტუალური საკუთრების ზოგი ლიბერტარიანელი მხარდამჭერი, მათ შორის რანდი ამტკიცებდა, რომ წარმოება საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს.69 ეს საკუთრებითი უფლებების არსისა და მიზეზების არასწორი წარმოჩენაა, რადგანაც ის რესურსების სიმწირითაა განპირობებული. საკუთრების უფლების არსებობას სწორედ სიმწირე და მის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირებები განაპირობებენ, რომელიც მათი მოგვარებისა და საკუთრების სწორად გადანაწილების საშუალებას იძლევა. თავად საკუთრების უფლების მიზნებიდან გამომდინარე განისაზღვრება მასთან დაკავშირებული წესები და ნორმები. თუკი გვინდა, რომ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული წესები ობიექტური იყოს და დაპირისპირებების მოგვარებას ემსახურებოდეს, ეს წესები მიკერძოებული და არაობიექტური არ უნდა იყოს.70 ამ გზით რესურსები, რომლებიც მანამდე არავის არ ეკუთვნოდა, გარკვეული ადამიანების საკუთრებაში გადადის, ანუ საკუთრების უფლება მკვიდრობის, იგივე პირველი მესაკუთრის უპირატესი უფლების საფუძველზე განისაზღვრება.71

საზოგადოდ მწირ რესურსებზე მესაკუთრეობა იმის საფუძველზე განისაზღვრება, თუ ვინ დაეპატრონა მას პირველი. რესურსების დაპატრონებისა და მიტაცების, ისევე როგორც ამგვარი მისაკუთრების დადასტურების რამოდენიმე გზა არსებობს, რაც რესურსის სახეობასა და დანიშნულებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მე შემიძლია ტყეში ან სადმე ბაღში ვაშლი მოვწყვიტო და ასეთი გზით დავეპატრონო მას, ან შემიძლია მიწის ნაკვეთი შემოვღობო, რომელიც არავის არ ეკუთვნის და იგი ჩემს ფერმად ვაქციო. არსებობს მოსაზრება, რომ რესურსის დაპატრონების ერთ-ერთი ფორმაა რაიმეს ,,შექმნა“.72 მაგალითად, მე შემიძლია მარმარილოსგან ქანდაკება შევქმნა, ფოლადისგან ხმალი ჩამოვასხა, ან თუნდაც აუთვისებელ მიწიზე ფერმა ,,გავაშენო“.

ამ მაგალითებიდან ნათელი ხდება, რომ ისეთი საგნების შექმნა, როგორიცაა ქანდაკება, ხმალი, ფერმა ამ მწირი რესურსის საკუთრების საკითხთან მჭიდროდაა დაკავშირებული. შექმნის აქტი პრაქტიკულად დასაკუთრების აქტს წარმოადგენს, თუ რესურსი მანამდე არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა და თქვენ მას პირველი დაეპატრონეთ.

მაგრამ მხოლოდ ,,შექმნა“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ ამ რესურსის მესაკუთრე ხართ. ეს არც საკმარისი და ხანდახან არც აუცილებელი პირობაა. ადამიანს არ შეუძლია შექმნას რაიმე ისე, რომ გარკვეული მწირი რესურსი, ანუ ნედლეული არ გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ნედლეულიც დეფიციტს წარმოადგენს და მე შეიძლება ამ ნედლეულის მესაკუთრე ვიყო, ან არ ვიყო. თუ მე ნედლეულის მესაკუთრე არა ვარ, მაშინ საბოლოო პროდუქტი მე არ მეკუთვნის. თუ მე საწარმოო ნედლეულს ვფლობ, მაშინ საბოლოო პროდუქტიც მე მეკუთვნის.

მოდით განვიხილოთ ხმლის მაგალითი. თუ მე ვფლობ ნედლეულს (მაგალითად, რამდენადაც მე ფოლადი მიწიდან მოვიპოვე მე მას ვფლობ), მაშინ ეს ლითონი მას შემდეგაც ჩემი საკუთრებაა, როდესაც მე მას ხმლის ფორმას მივცემ. ანუ, ეს ხმალი იმიტომ კი არ მეკუთვნის, რომ მე იგი შევქმენი, არამედ იმიტომ, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც ხმალი გავაკეთე, ჩემი საკუთრება იყო.73 ანუ, იმისთვის, რომ მე რაღაცის მესაკუთრე გავხდე, არ არის აუცილებელი, რომ ეს რაღაცა უშუალოდ მე შევქმნა, რადგანაც ეს საბოლოო პროდუქტი ისედაც მე მეკუთვნის, იმ უბრალო გარემოების გამო, რომ ნედლეული ჩემი საკუთრება იყო. მეორე მხრივ, თუ მე ხმალს თქვენი მასალისგან გავაკეთებ, საბოლოო პროდუქტი მე არ მეკუთვნის. პირიქით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მე თქვენი საკუთრების ხელყოფისა ან სარგებლობისთვის ანაზღაურების გადახდა მომიწიოს. ამგვარად, რაღაცის შექმნა არც საკმარისი, ხოლო ხანდახან არც აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი რაღაცის მესაკუთრე გახდეს. ანუ, თუ ძირითადი აქცენტი შექმნაზე იქნება გადატანილი, მაშინ ისეთი ფუნდამენტალური ასპექტი, როგორიცაა რესურსების სიმწირე და მათზე მკვიდრობის უფლება უყურადღებოდ დარჩება. ანუ, პირველ რიგში რესურსის დასაკუთრება და არა შექმნა, ანუ წარმოება უნდა განიხილებოდეს, როგორც საკუთრებითი უფლებების წარმოშობის ყველაზე მთავარ პირობად. უპირველეს ყოვლისა რესურსის მესაკუთრეობა და არა შრომა და და წარმოება, წარმოადგენს, როგორც აუცილებელ, ისე საკმარის პირობას მანამდე არავის საკუთებაში არ მყოფი მწირ რესურსების მესაკუთრედ, რომ ითვლებოდეთ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შექმნას ამდენად დიდი მნიშვნელობა დაუმსახურებლად მიენიჭა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგის აზრით შრომა ის გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც ადამიანს საკუთრების უფლება მიენიჭება. ანუ, გავრცელებულია აზრი, რომ ადამიანი იმიტომ ხდება მიწის მესაკუთრე, რომ მან მიწას თავისი შრომა ჩააქსოვა, ხოლო თავად შრომა კი იმთავითვე ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, როგორც პალმერი სრულიად მართებულად აღნიშნავდა: ,,რესურსის დასაკუთრება და არა შრომა არის ის ქმედება, რომლის შედეგად გარეშე საგნები ჩვენი საკუთრება ხდება“.74 ანუ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ რესურსის დასაკუთრება არის ის ქმედება, რის გამოც ადამიანი მისი მესაკუთრე ხდება, მაშინ ეინ რანდისა და სხვა ობიექტივისტების მსგავსად იმის მტკიცება, რომ შექმნა საკუთრებითი უფლების წარმოშობის გადამწყვეტი პირობაა, საჭირო აღარ არის.

ამის ნაცვლად უნდა ვაღიაროთ, რომ პირველ მეპატრონეს (ან მათ სამართალმემკვიდრეებს) უპირატესი უფლება გააჩნია, რადგანაც ასეთი გზით მწირი რესურსების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება. შექმნა არც აუცილებელი პირობა და არც საკმარისი ქმედებაა იმისთვის, რომ ადამიანს რესურსების ფლობის უფლება გააჩნდეს. გარდა ამისა, იმ უცნაური მოსაზრების მხარდაჭერა, რომლის შესაბამისადაც ადამიანი თავისი შრომის და ამის საფუძველზე იმ საგნების მესაკუთრეა, რომელსაც შრომა დაახარჯა, საჭირო არ არის. შრომა მოქმედების ერთ-ერთი ფორმაა, ხოლო მოქმედების “დასაკუთრება~ შეუძლებელია. მოქმედება ადამიანის სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.

ბუნებრივი უფლების მიდგომის საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების გამართლება იმის გამო არ არის მისაღები, რომ ამ შემთხვევაში იდეის ავტორი, ანუ გამომგონებელი ,,ქმნის“ რაღაცას და ამ საგნის მესაკუთრე სწორედ ასეთი გზით ხდება. ეს არგუმენტი ნამდვილად ბადებს ბევრ კითხვას, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოსახვითი საგნების საკუთრება საერთოდ წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ამას დავეთანხმებით, მაშინ გამოდის რომ წარმოსახვითი საკუთრების ,,შემქმნელი“ მისი ბუნებრივი და კანონიერი მესაკუთრეა. მაგრამ წარმოსახვითი საგნების მესაკუთრეობა შეუძლებელია.

ლიბერტარიანელების მიდგომის შესაბამისად რესურსების სიმწირის პირობებში მათი მესაკუთრე იმის საფუძველზე განისაზღვრება, თუ ვინ დაეპატრონა მათ პირველი. შექმნილი, ანუ წარმოებული საქონლის შემთხვევაში (მაგ. ქანდაკება, ფერმა და სხვა) შეგვიძლია დავუშვათ, რომ შემქმნელიც გარკვეულწილად პირველ მესაკუთრეს წარმოადგენს, რადგანაც მან ნედლეული მოიძია და რაღაცა შექმნა (ანუ რაღაც მატერიას ფორმა მისცა, ხელოვნების ნიმუშად გადააქცია). მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, თავად შექმნის აქტი არ არის საკმარისი საკუთრებისუფლების მისანიჭებლად.75 იგივე მოსაზრებების გამო ლოკის იდეა იმის შესახებ, რომ მწირი რესურსის დამუშავებაზე ,,შრომის დახარჯვა“ საკმარისია მოსარგებლის ამ რესურსის მესაკუთრედ ჩასათვლელად, არ არის მისაღები (რადგანაც იმისთვის, რომ რაღაცას შრომა დაახარჯოთ, იგი თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ). არც ის არგუმენტია საკმარისი, რომ ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს და ანაზღაურებული იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ შრომა ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შექმნა და შრომის დახარჯვა მიუთითებს, რომ ადამიანი მწირ რესურსს დაეპატრონა (მკვიდრობის პრინციპით).76

ინტელექტუალური საკუთრების მხარდამჭერები ყურადღებას შრომაზე და შექმნაზე ამახვილებენ და მწირი რესურსების დასაკუთრების მნიშვნელობას უგულებელყოფენ. ამით ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს. ეს ადამ სმითის შრომის თეორიას ძალიან ჰგავს, რომელიც მცდარ მოსაზრებებს ეფუძნებოდა და რომელზე დაყრდნობითაც მარქსმა კიდევ უფრო მცდარი თეორიები განავითარა კომუნიზმსა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.77

როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ეინ რანდის აზრით ინტელექტუალური საკუთრების უფლება გარკვეულწილად შემოქმედებითი შრომის აღიარებას წარმოადგენს. ეინ რანდი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა მხარდამჭერები შერეული ბუნებრივი უფლებების მიდგომას ემხრობიან, ანუ უტილიტარისტული მიდგომას, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანის შრომა, რომელიც თავის ძალისხმევას გარკვეული რაღაცის შესაქმნელად წარმართვას აღიარებული უნდა იყოს და მან თავისი შრომის შედეგებით უნდა ისარგებლოს (მაგ. ეინ რანდი ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ პატენტები და საავტორო უფლებები განუსაღვრელი ვადით უნდა ყოფილიყო მინიჭებული. იგი ამტკიცებდა, რომ ასეთ შემთხვევაში გამომგონებლის ან შემოქმედის შთამომავლები, რომლებსაც არანაირი წვლილი არ მიუძღვით მოცემულ გამოგონებაში, მისი შედეგებით ისარგებლებენ).78

გარდა ამისა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით ბუნებრივი უფლებებისა და უტილიტარისტული დასაბუთების ასეთი უცნაური ნარევი გულისხმობს, რომ რაღაცა შეიძლება საკუთრებად იყოს მიჩნეული თუ მას გარკვეული ღირებულება გააჩნია. როგორც ჰოპემ მართებულად აღნიშნა, ადამიანს საკუთრების უფლება არა ქონების ღირებულებაზე, არამედ მხოლოდ მის ფიზიკურ ერთიანობაზე შეიძლება გააჩნდეს.79 გარდა ამისა, მიკერძოებული მიდგომის შედეგად ბევრ რაიმეს შეიძლება მიენიჭოს ეკონომიკური ღირებულება. ასე მაგალითად, მთავრობამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ გარკვეული რესურსებით და საგნებით სარგებლობაზე მონოპოლიური უფლება უნდა იქნას მინიჭებული მიუხედავად იმისა, რომ ეს რესურსები მწირი არ არის (მაგალითად, საფოსტო მომსახურეობის სფეროში პირველი კატეგორიის კორესპონდენციის მიწოდების მონოპოლიური უფლების მინიჭება).

ამგვარად, რადგანაც იდეები არ წარმოადგენენ მწირ რესურსს და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით დაპირისპირებების ნაკლებად სავარაუდოა, მაშასადამე საკუთრებითი უფლებების საგნად, რომელიც სწორედ დაპირისპირებების მოსაგვარებლად არის მოწოდებული, იდეები ვერ ჩაითვლება.

მკვიდრობის ორი სახე

რა პრობლემებია დაკავშირებული საკუთრების ,,ახალი“ უფლებების აღიარებასთან? ახალი იდეები, ხელოვნების ნიმუშები და ნოვატორული გამოგონებები ჩვენს სულიერ და მატერიალურ გამდიდრებას ემსახურება და მაშინ რა ზიანის მოტანა შეუძლია იმას, თუ დროსთან ერთად ჩვენს მიდგომებსაც შევცვლით და საკუთრების ახალ ფორმებს ვაღიარებთ? პრობლემა იმაშია, რომ თუ საკუთრებითი უფლებების აღიარება ჭარბი რესურსებზე შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ მატერიალურ რესურსებზე საკუთრებითი უფლებების მნიშვნელობა შედარებით შესუსტდება.

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს რეალურ სამყაროში, სადაც რესურსების სიმწირე ფაქტია, წარმოსახვით საგნებთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღიარების ერთადერთი გზა, საკუთრებითი უფლებები მატერიალურ საგნებზე გადატანაა. მე მიმაჩნია, რომ სინამდვილეში საპატენტო უფლებები, ანუ უფლება იდეასა ან გამოგონებაზე და არა მწირ რესურსზე, ნიშნავს ჩემს მიერ ნებისმიერი სხვა ადამიანის მწირი რესურსების კოტროლის უფლების ქონას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ინტელექტუალური საკუთრებითი უფლებები მწირი რესურსების დასაკუთრების ახალ წესებს ადგენს, რომლებიც ლიბერტარიანული მკვიდრობის პრინციპის მნიშვნელობას და ქმედითობას ამცირებს. ასე მაგალითად, ლოკისა და ლიბერტარიანელების მკვიდრობის პრინციპის შესაბამისად, რესურსის მფლობელად ის ადამიანი ითვლება, რომელიც პირველი დაესაკუთრა რესურსს, რომელიც მანამდე არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ანუ, ეს ადამიანი ამ რესურსის მესაკუთრე ხდება. მოგვიანებით მოსული ადამიანი, რომელიც ასეთ საკუთრებას მთლიანად ან ნაწილობრივ მიიტაცებს, სინამდვილეში ქურდია, რადგანაც ის სხვის საკუთრებას ხელყოფს. ეს ქურდი წარმატებით გვთავაზობს მკვიდრობის ახალ და მიკერძოებულ წესებს, რომელთა საფუძველზე პირველი მესაკუთრის უპირატესი უფლებების ახალი უფლებებით ჩანაცვლება ხდება. ანუ, ეს წესი პრაქტიკულად ასე ჟღერს: “მე ყოველივე იმის მესაკუთრე ვხდები, რასაც თქვენ ძალით წაგართმევთ“. რასაკვირველია, ასეთი წესი მისაღები არ არის და მისი წესად აღიარებაც კი, შეუძლებელია, რადგანაც იგი პირველი მესაკუთრეს უპირატესი უფლების წესთან შედარებით შეუსაბამო და ნაკლოვანია. ქურდის წესი ვერ იქნება უნივერსალური წესი. იგი არ არის სამართლიანი და კონფლიქტების თავიდან აცილებას საერთოდ არ ემსახურება.

ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდამჭერებმა მკვიდრობის ახალი წესიც უნდა შემოგვთავაზონ, რომელიც ზემოთხსენებულ წესს შეავსებდა და პირველი მესაკუთრეს უპირატესი უფლების წესს ჩაანაცვლებდა. ანუ, მათ უნდა დაუშვან, რომ არსებობს მატერიალური საკუთრების ფლობის სხვა, მეორე გზა. ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდამჭერებმა მკვიდრობასთანდაკავშირებით ალბათ დაახლოებით შემდეგი შინაარსის წესი უნდა შემოგვთავაზონ: ,,ადამიანი, რომელიც ღირებულ და სასარგებლო იდეას შეიმუშავებს, რომელიც სხვა ადამიანების მიერ თავიანთი მატერიალური საკუთრების გამოყენების წესებს განსაზღვრავს, მაშინვე ამ ადამიანების საკუთრების განკარგვის უფლებას იძენს, თუკი ეს ადამიანები თავიანთ საკუთრებას ამ წესის შესაბამისად განაგებენ“. მკვიდრობის ეს ახალი ტექნიკა იმდენად ფართო უფლებამოსილების მინიჭებას გულისხმობს, რომ იგი იდეის შემქმნელს მესამე მხარის საკუთრებაში მყოფი მატერიალური საკუთრების კონტროლისა და შესაბამისად ფლობის უფლებას აძლევს.

მაგალითად, ჭის გათხრის ახალი ტექნიკის გამოგონების შემთხვევაში გამოგონების ავტორი ყველა სხვა ადამიანს უკრძალავს ამ ტექნიკით სარგებლობას, თუნდაც ადამიანები ამას თავისი რესურსებით აკეთებდნენ. ამასთან დაკავშირებით სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება: წარმოიდგინეთ ის ხანა, როდესაც ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. ერთმა ჭკვიანმა პირველყოფილმა ადამიანმა, მოდით მას გალტმაგნონი დავარქვათ, გადაწყვიტა, რომ იმ მინდორში, სადაც იგი მიწას ამუშავებდა და სხვადასხვა კულტურებს ზრდიდა, მორებისგან სადგომი აეშენებინა. რასაკვირველია ეს კარგი იდეა აღმოჩნდა და სხვებიც მიხვდნენ ამას. მაგრამ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდამჭერების შესაბამისად, იმ პირველ ადამიანს, რომელსაც სახლის აშენება მოუვიდა აზრად, ასევე უფლება ჰქონდა, რომ სხვებისთვის მსგავსი სახლების აშენება აეკრძალა, ან ამ იდეით სარგებლობაზე გარკვეული თანხა დაეწესებინა. ამ მაგალითებიდან ნათელი ხდება, რომ გამოგონების ავტორი სხვა ადამიანების მატერიალური საკუთრების (მაგალითად, მორებისა და მიწის) ნაწილობრივი მესაკუთრე ხდება არა იმიტომ, რომ იგი პირველი დაეპატრონა რომელიმე მათგანს, არამედ იმიტომ, რომ მას გარკვეული იდეა დაებადა. რასაკვირველია ეს წესი წინააღმდეგობაში მოდის მკვიდრობის წესთან, ანუ იმ წესთან, რომელიც საკუთრების უფლებების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მისაღები დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა მივანიჭოთ გამომგონებელს სხვა პირების მესაკუთრეობაში არსებული კერძო საკუთრების ნაწილობრივი ფლობის უფლება მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ იგი ამ გამოგონების ავტორია, სინამდვილეში არ არსებობს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა წესი იქნა შემოთავაზებული, ეს არ ნიშნავს, რომ იგი სამართლიანი ან მიზანშეწონილია. ძალიან ბევრი არაობიექტური კანონი არსებობს და კიდევ მრავალი ისეთი კანონის მოფიქრებაა შესაძლებელი, რომლის საფუძველზეც ქონებრივი უფლების განაწილება შეიძლება რომ მოხდეს. მაგალითად, რასისტმა შეიძლება ისეთი ნორმა შემოგვთავაზოს, რომლის შესაბამისად ნებისმიერ თეთრკანიან ადამიანს გააჩნია მკვიდრობის უფლება და შეუძლია ის მწირი რესურსები მიისაკუთროს, რომელიც მანამდე შავკანიან ადამიანს ეკუთვნოდა. ან, სახელმწიფოს შეუძლია წარმოების ყველა საშუალების მესაკუთრე გახდეს, იმ წარმოების საშუალებების ჩათვლით, რომლებიც მანამდე სხვა ადამიანების საკუთრებას წარმოადგენდა. ან, სახელმწიფოს შეუძლია, რომ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, კერძო საკუთრეობაში მყოფი მიწების ნაწილი გადასახადის სახით მიისაკუთროს. მკვიდრობის უფლებასთან დაკავშირებული ყველა ასეთი არაობიექტური წესი, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული წესები, რომლის შესაბამისადაც გამომგონებლებს სხვა პირების საკუთრებაში არსებული მატერიალური რესურსების ნაწილობრივი კონტროლის უფლება გააჩნია, გაუმართლებელია.

ყველა ეს წესი ეწინააღმდეგება მკვიდრობის ერთადერთ მისაღებ წესს, რომელიც პირველი მესაკუთრის უპირატეს უფლებას ეფუძნება. არც ერთი ზემოთხსენებული წესი მწირი რესურსების საფუძველზე წარმოქმნილი დავების მოგვარებას არ უზრუნველყოფს. იდეების, ქმნილებებისა და ღირებული გამოგონებების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებული დისკუსიები მხოლოდ იმ გარემოების დამალვას ემსახურება, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდამჭერები პრაქტიკულად მკვიდრობის და კერძო საკუთრების ფლობის ყველაზე საბაზისო პრინციპების უგულებელყოფას ცდილობენ.

ინტელექტუალური საკუთრება, როგორც კონტრაქტი
კონტრაქტის საზღვრები

კანონი ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დაცვას და მწირი რესურსების კანონიერი გზით დასაკუთრების უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს. წარმოსახვითი საგნების, ანუ ინტელექტუალური გამოგონებებისა და ქმნილებების ფლობის ბუნებრივი უფლება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მწირი რესურსის ფლობის უფლება. ინტელექტუალური საკუთრების მოწინააღმდეგეების უმეტესობა იდეებისა და გამოგონებების დაცვის საკონტრაქტო გზას უჭერს მხარს, ანუ კერძო საკუთრების მფლობელებს შორის კონტრაქტების გაფორმებას.80

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ A ადამიანმა წიგნი დაწერა და ამ წიგნის ეგზემპლარები რამოდენიმე სხვადასხვა მყიდველს, ანუ B1, B2, B3…BN ადამიანს მიჰყიდა. კონტრაქტის პირობაში შემდეგი შედიოდა: ყოველი B მყიდველი ვალდებულებას იღებს, რომ ეს წიგნი არ გაყიდოს ან გაამრავლოს.

კონტრაქტის თეორიის შესაბამისად, ყველა B მყიდველი ვალდებული იქნება, რომ კონტრაქტით განსაზღვრული პირობების დაარღვევის შემთხევაში A პირს ზარალი აუნაზღაუროს.81 მაგრამ ინტელექტუალური საკუთრების უფლების საკონტრაქტო მიდგომის საფუძველზე განსაზღვრის მხარდამჭერები ცდებიან, თუ სჟერათ, რომ კერძო კონტრაქტით იგივე ხარისხის დაცვა იქნება მიღწეული, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველმყოფი თანამედროვე წესებით. პატენტები და საავტორო უფლებები ყველა მესამე მხარის წინააღმდეგ უაღრესად ქმედით დაცვას იძლევა, იმის მიუხედავად, მესამე მხარეებს ასეთი თანხმობა გაცემული აქვთ და კონტრაქტი გააფორმეს თუ არა. ეს რეალური უფლებებია, რომლებიც დამავალდებულებელი ხასიათისაა, მსგავსად იმისა, როგორც ჩემი კანონიერი უფლება გარკვეულ მიწაზე ყველას აიძულებს, რომ პატივი სცეს ჩემს საკუთრების უფლებას, დამოუკიდებლად იმისა, გააფორმეს ჩემთან კონტრაქტი ამის თაობაზე თუ არა. ზემოთხსენებული სიტუაციისგან განსხვავებით, კონტრაქტი მხოლოდ იმ მხარეებზე ვრცელდება, რომელთა შორისაც იგი დაიდო. კონტრაქტი დაახლოებით ორი მხარის მიერ შემუშავებული კანონის ტოლფასია.82 ანუ, კონტრაქტი არ ავალდებულებს მესამე მხარეებს, ანუ იმ მხარეებს, რომლებსაც ეს კონტრაქტი არ დაუდევთ.83

ამგვარად, თუ წიგნის მყიდველი მესამე მხარეს, ანუ თ პირს ამ წიგნის სიუჯეტს მოუყვება, ეს მესამე მხარე კონტრაქტის მონაწილე არ არის. თუ მე შევიტყვე, თუ როგორ უნდა დავარეგულირო ჩემი მანქანის კარბიურატორი ისე, რომ მანქანის ეფექტურობა გაორმაგდეს, ან თუ მე შევიტყობ სხვის მიერ შექმნილი ფილმის ან ნოველის სიუJეტს, რატომ მოვაჩვენო ვინმეს თავი რომ ამის შესახებ არაფერი ვიცი და თავი შევიკავო ამ ცოდნის გამოყენებისგან? მე ხომ კონტრაქტი არ დამიდია და ამიტომ იგი მე არაფერს არ მავალდებულებს. მე ვაღიარებ, რომ კონტრაქტის პირობები შეიძლება ნათლად იყოს გაწერილი, ან ბევრი რამ მასში ნაგულისხმევი იყოს და არ იყოს გაწერილი, მაგრამ მოცემულ ვითარებაში მე საერთოდ არა ვარ კონტრაქტის მხარე და არც სათანადო ვალდებულებები მაკისრია.

გარდა ამისა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე მოვიპარე ან მოტყუებით მივიღე ინფორმაცია, რადგანაც ინფორმაციის მიღების მრავალი სხვადასხვა და კანონიერი გზა არსებობს. ხელოვნების ნიმუშები თავისი ხასიათიდან გამომდინარე სწორედ იმიტომ იქმნება, რომ საჟაროდ იქნას გამოტანილი. ამის მსგავსად, გამოგონებებისა და ინოვაციების შინაარსი შეიძლება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ კონფიდენციალური შეთანხმების მონაწილე მხარეებისთვის გახდეს. უდავოა, ის რომ მე კარბიურატორს გარკვეული რეჟიმით ვამუშავებ ან მოსმენილი სიუჟეტის საფუძველზე ჩემს წიგნს დავწერ, ეს გამოგონების ან წიგნის ავტორს ხელს არ შეუშლის, რომ თავისი ნამუშევრით და მატერიალური საკუთრებით ისარგებლოს.

ამგვარად, ჩემს მიერ კარბიურატორის სრულყოფა კონტრაქტის პირობის დარღვევად ვერ განიხილება. ეს არ არის ქურდობა, ან სხვისი საკუთრების უფლების დარღვევა, რადგანაც მე გამომგონებლის უფლებები არ შემიზღუდია. ყველაზე დიდი ზეგავლენა, რაც ჩემს საქციელს შეიძლება მოჰყვეს იმაში გამოიხატება, რომ გამომგონებლი გარკვეულწილად ვეღარ მოახერხებს, რომ თავისი გამოგონება მონოპოლიურად გამოიყენოს. მაგრამ როგორც უკვე დავრწმუნდით, ადამიანი საკუთრებით უფლებებს ღირებულებებზე ვერ გაავრცელებს, ანუ შესაძლებელი მხოლოდ ფიზიკურ გამოხატულების ფლობაა.84

შესაბამისად, კონტრაქტი მხოლოდ გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს. წიგნის გამომცემელმა შეიძლება კონტრაქტის საფუძველზე მყიდველებს ვალდებულება დააკისროს, რომ მათ ეს წიგნი არ გამოაქვეყნონ. მაგრამ იგი ვერ შეუშლის ხელს მესამე მხარეებს, რომ ეს წიგნი გამოაქვეყნონ და გაყიდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტრაქტი ამასთან დაკავშირებით გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს.

კონტრაქტები დაჯავშნილი უფლებების საპირისპიროდ

ამგვარად, მესამე მხარეებზე, რომლებიც კონტრაქტის მონაწილეები არ არიან კონტრაქტის პირობები არ ვრცელდება. ამ მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ გამომგონებელს შეუძლია კონტრაქტის მეშვეობით კონტრაქტის მონაწილე მხარეს მისი იდეების თავისი სურვილის შესაბამისად გამოყენება აუკრძალოს, სტანდარტული საკონტრაქტო კანონმდებლობის მეშვეობით ძალიან ძნელია აიძულო მესამე მხარეები, რომ ავტორის იდეები არ გამოიყენონ, რომლებიც მათთვის მისაწვდომი გახდა. სწორედ იმიტომ, რომ ეს პრობლემა გააცნობიერეს, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ზოგიერთი კვაზიმხარდამჭერი წმინდა საკონტრაქტო მიდგომისგან ,,უფლებების დაჯავშნის“ მიდგომისკენ გადაიხარა. ამ მიდგომის შესაბამისად მატერიალური რესურსების საკუთრების უფლება შეიძლება უფლებების პაკეტის სახით განისაზღვროს. მაგალითად, უფლებების სტანდარტული პაკეტის შესაბამისად, მიწის მესაკუთრეს შეუძლია, რომ მადნეულის სახით არსებული აქტივი ნავთობის მომპოვებელ კომპანიას მიჰყიდოს, მაშინ როდესაც მოცემული ნაკვეთის მიწისზედა ნაწილის საკუთრების უფლება შეინარჩუნოს, გარდა სერვიტუდის უფლებისა (მისადგომის უფლება), რომლის მიხედვითაც მეზობელს მისასვლელის (გზის) გამოყენების უფლება გააჩნია და უზუფრუქტის უფლებისა, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია თავისი ნაკვეთით (მიწისზედა ნაწილი) სარგებლობის უფლება მაგალითად დედამისს გადასცეს. უფლებების პაკეტის მიდგომაზე დაყრდნობით ,,უფლებების დაჯავშნის“ მიდგომის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ,,კერძო“ ინტელექტუალური საკუთრების უფლება შეიძლება ,,უფლებების დაჯავშნის“ მეშვეობით გახდეს ახალი მატერიალური საგნების წარმოების წყარო, რომლებიც მყიდველებს მიეწოდება.

მაგალითად, როთბარდის აზრით შესაძლებელია, რომ სხვა ადამიანს საკუთრების ,,პირობითი“ უფლება (მაგალითად რაიმე ცოდნა) გადასცე და ამავდროულად ამ გამოგონებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გავრცელების უფლება შეინარჩუნო. ბრაუნის აზრით გაუმჯობესებული სათაგურის გამომგონებელს შეუძლია ამ სათაგურზე საავტორო უფლებები გააჩნდეს და სათაგურების გავრცელების უფლება გაყიდოს, მაგრამ მის წარმოებაზე უფლება შეინარჩუნოს. მსგავსად კანონით განსაზღვრული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, ასეთი ,,დაჯავშნა“, ანუ სხვების უფლებების შეზღუდვა ასევე დაკანონებულია და ყველასთვის დამავალდებულებელი ხასიათისაა და არა მხოლოდ იმათთვის, ვინც კონტრაქტის მხარეებს წარმოადგენენ. ამგვარად, მესამე მხარეებს, რომლებიც ასეთ აკრძალულ საგანს იძენენ, ამსაგნის წარმოების უფლებით არ სარგებლობენ არა იმიტომ, რომ მათ კონტრაქტი ბრაუნთან გააფორმეს, არამედ იმიტომ, რომ ,,არავის არა აქვს უფლება იმ საგნების ან იდეის მესაკუთრე გახდეს, რომელიც უკვე გაყიდულია ან გასხვისებულია“.

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მესამე მხარე მატერიალურ საგანს იძენს, მაგალითად წიგნს ან სათაგურს, მაგრამ მას აკლია ნაწილი, რომელზეც წერია, რომ საგამომცემლო უფლებები დაცულია. ან, როდესაც მესამე მხარე ინფორმაციის ,,ფლობის“ უფლებას ისეთი პირისგან იძენს, რომელიც ამ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არ მისი სხვებისთვის გადაცემის უფლება აქვს.85

რასაკვირველია, ამ მსჯელობაში ყველაფერი სწორი არ არის. წარმოიდგინეთ, რომ A პირმა დაწერა რომანი და მისი პირველი ასლი B1 პირს მიჰყიდა ყოველგვარი შემზღუდველი პირობის გარეშე, ხოლო წიგნის მეორე ასლი მიჰყიდა B2 პირს, მაგრამ ამჟამად გარკვეული შემზღუდველი პირობით, ანუ ამ წიგნზე უფლება მას რჩებოდა. ორივე წიგნი, ანუ პირველი და მეორე ასლი მესამე მხარის აზრით აბსოლუტურად იდენტურია, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთი არასრულუფლებიანია, ხოლო მეორის უფლებები კი მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია. წარმოიდგინეთ, რომ B1-მა და B2-მა ეს წიგნები პარკის სკამზე დატოვეს. მესამე მხარემ - T პირმა კი ეს წიგნები იპოვა. როთბარდის შესაბამისად მეორე ასლი არ არის სრულფასოვანი, რადგანაც მის მესაკუთრეს ,,წიგნის გამოცემის უფლება” არ გააჩნია. წიგნს აკლია რაღაც მსგავსად იმისა, როგორც ელექტრონული სათამაშო ელემენტების გარეშე რომ გაიყიდოს. მეორე ასლი უხილავი ძაფით დაკავშირებულია მის პირველ მესაკუთრეთან, ანუ A პირთან, სადაც არ უნდა იყოს იგი. ამგვარად, თუ T პირი ამ წიგნზე უფლებების მოპოვებას მოინდომებს, იგი მხოლოდ იმ მოცულობის უფლებებს შეიძენს, რომელიც ამ ეგზემპლართანაა დაკავშირებული. ანუ, იგი იქნება იმ წიგნის მესაკუთრე, რომლის რეპროდუცირების უფლება არ გააჩნია, ანუ პრაქტიკულად მას მეორე ასლზე უფლებები არ გააჩნია. იგივე გავრცელდება სხვა მესამე მხარეებზეც, რომლებიც ამ წიგნის მესაკუთრეები გახდებიან.

შეგვიძლია ასეთი მიდგომა მისაღებად მივიჩნიოთ? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთრების უფლება, რომელიც ასეთი გზით ნაწილდება? და რომც წარმივიდგინოთ და მისაღებად ჩავთვალოთ, მივიღებთ კი სასურველ შედეგებს, ანუ შევზღუდავთ მესამე მხარის მიერ დაცული იდეებით სარგებლობის უფლებას?

ძალიან ძნელი სავარაუდოა, რომ უფლებების ასეთი გზით დაცვა შესაძლებელი იქნება.

საკუთრების უფლების ერთ-ერთი ფუნქციაა დაპირისპირებების არიდება და მესამე მხარისთვის საკუთრების საზღვრებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაა. საკუთრების საზღვრები ობიექტური და მხარეების მიერ აღიარებული უნდა იყოს, ანუ საკუთრების საზღვრები ნათელი უნდა იყოს. ეს ფარგლები მხოლოდ მაშინ არის დაცული, თუ ისინი ხილული, ობიექტური და სამართლიანია. მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წიგნის პირველი და მეორე ასლი.

რა განსხვავებაა მათ შორის? როგორ შეიძლება ადამიანმა დაინახოს უფლების ის ძაფი, რომელიც მეორე წიგნს მის მესაკუთრესთან აკავშირებს? მესამე მხარეებმა როგორ უნდა დაიცვან საკუთრების ასეთი უხილავი, ამორფული და მისტიური საზღვრები?

ასეთ მიდგომასთან დაკავშირებული ვითარება ნამდვილად წინააღმდეგობრივია. პალმერი წერს: საკუთრების უფლების დანაწევრება და მათგან გამოქვეყნების უფლების გაცალკევება საჭოჭმანო საკითხია. შეუძლია კი ადამიანს, რომ რაიმე ინფორმაციის დამახსოვრების უფლება მიითვისოს? მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მე წიგნი დავწერე და თქვენ მისი წაკითხვა შემოგთავაზეთ. იმავდროულად მე წიგნთან დაკავშირებული ინფორმაციის დამახსოვრების უფლება დავიტოვე. ასეთ შემთხვევაში მე მართალი ვიქნები თუ თქვენ სასამართლოში გიჩივლებთ იმიტომ, რომ წიგნის გმირის სახელი დაიმახსოვრეთ?86

აღსანიშნავია, რომ ამ თეორიის შემთხვევაში მესამე მხარეები კვლავ პრობლემას წარმოადგენენ. მაშინაც კი, თუ საგნის გამყიდველი ეცდება გაყიდულ საგანთან დაკავშირებით სარგებლობის უფლებების ,,დაჯავშნა“ მოახდინოს, ეს რანაირად მესამე მხარეებს ამ საგანთან ერთად შეძენილი ინფორმაციით სარგებლობისგან შეზღუდავს? უფლებების შეზღუდვის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ B1 მყიდველს წიგნის რეპროდუცირების უფლება არა აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ B1 მყიდველსა და A გამყიდველს შორის ნათლად გაწერილი კონტრაქტია დადებული.

მოდით განვიხილოთ მესამე მხარე - T1, რომელმაც ეს დატოვებული წიგნი იპოვა და წაიკითხა. ამგვარად, მან ინფორმაცია მიიღო წიგნის თაობაზე. მოდით კიდევ ერთი მესამე მხარე განვიხილოთ - T2, რომელსაც ეს წიგნი არასოდეს არ უნახავს. იგი მის შესახებ ინფორმაციას მითქმა-მოთქმის, კედელზე გაკეთებული წარწერების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით იღებს. არც T1 და T2-ს არა აქვს გაფორმებული ხელშეკრულება A პირთან, თუმცა ორივეს გარკვეული ინფორმაცია გააჩნია ამ წიგნის თაობაზე. ამ წიგნთან ერთად მისი გამოცემის უფლება არ იგულისხმება, T1 და T2-ს არაფერი არ უშლის ხელს, რომ წიგნის თაობაზე შეძენილი ინფორმაციით ისარგებლონ. და თუნდაც T1-ს გარკვეული საკონტრაქტო ვალდებულებები ჰქონდეს იმის გამო, რომ წიგნზე გაკეთებულია წარწერა, რომელიც გამოცემის უფლებას ზღუდავს, T2 -ზე ეს არ ვრცელდება.

როთბარდი ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ გზას ხედავდა: ზოგადი ლოგიკა ასეთია: გრინის (მყიდველი) მხრიდან ნამდვილად კანონის დარღვევა იქნებოდა, რომ მას ბრაუნის მიერ გამოგონებული სათაგური ეწარმოებინა და გაეყიდა. მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ, რომ სხვა ადამიანმა, მაგალითად ბლეკმა, რომელსაც ბრაუნთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, ნახა გრინის სათაგური, თავადაც ასეთივე გააკეთა და გაყიდა. ბლეკმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: არავის არ შეიძლება ქონდეს იმაზე მეტი საკუთრების უფლება, ვიდრე გაჩუქდა ან გაიყიდა.

ბრაუნთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, გრინს სათაგურზე საკუთრების უფლების სრული პაკეტი არ ჰქონდა, ანუ მას სათაგურის ასლის გაყიდვის გარდა ყველა უფლება გააჩნდა. მაგრამ ბლეკის უფლება სათაგურზე არ განსხვავდება გრინის უფლებისგან და შესაბამისად, ისიც კანონის დამრღვევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ბრაუნის საკუთრების უფლებას არღვევს მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ წარმოადგენს კონტრაქტის მხარეს.87

ამ არგუმენტაციას რამოდენიმე ნაკლოვანება ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, ბლეკი უბრალოდ აკვირდება გრინის სათაგურს. ანუ, მისთვის გრინის გონებაში არსებული იდეები მიუწვდომელი და უცნობია. მაგრამ მას ეს ინფორმაცია არც კი სჭირდება იმისთვის, რომ სათაგურის მახასიათებლებში გაერკვეს და მსგავსი რამ გააკეთოს.

გარდა ამისა, ადამიანის გონებაში არსებული იდეები არ შეიძლება ,,საკუთრებას“ წარმოადგენდეს, ისევე როგორც შრომა არ არის საკუთრება. საკუთრებას შეიძლება მხოლოდ მწირი რესურსები წარმოადგენდნენ. რესურსების სიმწირის ამ ასპექტისა და პირველი მესაკუთრის უპირატესი უფლების გაუთვალისწინებლობამ როთბარდი და მასთან ერთად სხვებიც შეცდომაში შეიყვანა და ისინი ცდებოდნენ, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ იდეები და შრომა საკუთრების საგანს წარმოადგენენ. თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ შეუძლებელია იდეების ფლობა (რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ მწირ რესურსს), რომ რაღაცის შექმნა საკმარისი ან აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ მესაკუთრედ ჩაითვალოთ, მაშინ ამ მცდარი თეორიებით გამოწვეული დაბნეულობა გაქარწყლდებოდა.

თუ ბლეკი რაღაცა გზებით იმ იდეებს გაეცნობა, რომლებზეც დაყრდნობით ბრაუნმა სათაგური გამოიგონა (როთბარდის მაგალითში ის მას ,,შემთხვევით ნახავს“), მაშინ არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ სათაგურს შეიძლება მისი ასლის წარმოების უფლება არ ერთვოდა, რადგანაც ბლეკს ნებართვა იმისთვის, რომ თავისი საკუთრება, როგორც უნდა ისე გამოიყენოს არ სჭირდება. როგორ შეიძლება, რომ ბლეკის მიერ სათაგურის „შემთხვევით ნახვა“, ბრაუნის საკუთრების უფლებების დარღვევად ჩაითვალოს?

ყველა ქმედება, რომელიც საკუთრებაში მქონი მწირი რესურსების მოხმარებას გულისხმობს, ტექნიკურ ცოდნას საჭიროებს.88 ეს ცოდნა შეიძლება ნაწილობრივ საგნების დათვალიერებით იყოს შეძენილი. იმისთვის, რომ რაღაცის მსგავსი რამ გაკეთდეს საჭირო არ არის, რომ სპეციალური უფლება გაგვაჩნდეს. პირიქით, ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენი რესურსებით და საკუთრებით რაც გვინდა ის ვაკეთოთ, თუკი ეს სხვების საკუთრების უფლებას არ დაარღვევს. ეს ლიბერტარიანელების ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. თუ მე 100 აკრი მიწის მესაკუთრე ვარ, მე შემიძლია დედიშობილამ ვიარო ჩემს ტერიტორიაზე არა იმიტომ, რომ ამ მიწას ,,დედიშობილა სიარულის უფლება“ ერთვოდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩემი მიწაა და მე ჩემი ქმედებით სხვების საკუთრების უფლებას არ ვარღვევ.

ზემოთხსენებულის მსგავსად, მე შემიძლია ჩემი საკუთრებით, ანუ მანქანით, ქაღალდით, კომპიუტერით რაც მინდა ის გავაკეთო, მათ შორის კარბიურატორი გავაუმჯობესო, ან ჩემი მელანი გამოვიყენო წიგნის დასაბეჭდად. ეს შესაძლებელია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მე ამ მოქმედებებისგან გაფორმებული კონტრაქტის პირობები მზღუდავს. მე ჩემი საკუთრებით სარგებლობის უფლებების განსაზღვრა არ მჭირდება იმისათვის, რომ შემდეგ ამ დოკუმენტით ვისარგებლო, რადგანაც სარგებლობის ყველა გზები დასაშვებია, გარდა ისეთისა, რომელიც კონტრაქტითაა შეზღუდული და სხვების საკუთრების უფლების დარღვევას წარმოადგენს. ლიბერტარიანელების მოსაზრებით ჩვენ უფლებების განხორციელების პირობებში ვცხოვრობთ და არა ნებართვების საფუძველზე.

ნებართვა იმაზე, რომ ჩვენი საკუთრება ჩვენივე ნებასურვილის შესაბამისად განვკარგოთ, არ გვჭირდება. ტოტალიტარული საზოგადოებებისგან გასხვავებით ჩვენს საზოგადოებაში ყველაფერი დაშვებულია, რაც აკრძალული არ არის. უფლებების დაჯავშნის მიდგომის განხორციელება ამ ვითარებას შეცვლიდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში საკუთრების სარგებლობის მხოლოდ ის სახეები იქნებოდა დაშვებული, რომელიც როგორღაც თავად ამ საკუთრებას ერთვის ან ახასიათებს.

მოდით შემდეგ მაგალითზე განვიხილოთ ეს ვითარება. ჯადი, ფერმერი თავის ნაკვეთზე ნავთობს აღმოაჩენს. მიმდებარე ფერმებზე არავინ არ იცის ამ შავი ოქროს შესახებ. ჯადს უნდა, რომ მეზობლის საკუთრებაში მყოფი მიწა იაფად შეიძინოს. ისინიც მზად არიან იაფად გაყიდონ მიწა, რადგანაც არაფერი იციან ნავთობის შესახებ. ერთ ღამეს მისი ცნობისმოყვარე მეზობელი ქუთერი, რომელსაც ძალიან დააეჭვა ჯადის კარგმა განწყობილებამ, რომელიც მას ბოლო ხანს დასჩემდა, ჯადის მიწაზე შეიპარა და ყველაფერი გაიგო. მეორე დილით ფლოიდის სადალაქოში ქუთერმა ყველაფერი ქლემს და კიდევ რამოდენიმე იქმყოფს მოუყვა. ერთ-ერთი მათგანი ტელეფონის დავალიანების გადასახდელად წავიდა და ,,უოლ სთრით ჯორნალის“ რეპორტიორს (რომელიც მისი ძმისშვილია) მოუყვა ეს ამბავი. ძალიან მალე ყველამ შეიტყო ახალი ამბავი. შედეგად მეზობლებმა თავიანთ მიწებს ძალიან მაღალი ფასები დაადეს და ჯადის გეგმებიც ჩაიშალა.

მოდით ვივარაუდოთ, რომ ქუთერის წინააღმდეგ სარჩელი შეიძლება აღიძრას იმ საფუძველზე, რომ იგი სხვის საკუთრებაში შეიჭრა და მის მესაკუთრეს ზიანი მიაყენა. ისმის კითხვა, შეიძლება ჯადის მეზობლებს ხელი შევუშალოთ იმაში, რომ ისინი მათთვის მისაწვდომი ცნობის საფუძველზე იმოქმედებენ? ანუ, შეგვიძლია ვაიძულოთ ეს ხალხი, რომ თავი მოაჩვენონ, თითქოს არაფერი იციან ნავთობის შესახებ და ჯადს მიწა იმავე ფასში მიჰყიდონ, თითქოს ახალი გარემოებები არ იციან?

რასაკვირველია, ამ ადამიანებს ასე მოქცევას ვერ ვაიძულებთ. ეს მიწა მათი საკუთრებაა და ამ მიწით სარგებლობა ისე შეუძლიათ, როგორც თავად მოესურვებათ. მატერიალური აქტივებისგან განსხვავებით ინფორმაცია საკუთრების საგანს არ წარმოადგენს. მოპარული საათის მესაკუთრეს მისი პატრონისთვის დაბრუნება მოუწევს, მაგრამ პირი, რომლისთვისაც რაღაც ინფორმაცია გახდა ცნობილი და იგი მან უკანონო გზით არ მოიპოვა, უფლებამოსილია, რომ ეს ინფორმაცია, როგორც უნდა ისე გამოიყენოს.

მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ უფლებების დაჯავშნის მიდგომის მხარდამჭერების შესაბამისად მეზობლებს იმ ინფორმაციით სარგებლობის უფლება არა აქვთ, რომელიც ქუთერისგან შეიტყვეს, რადგანაც ამ უკანასკნელმა იგი უკანონოდ მოიპოვა. ამგვარად, ამ ინფორმაციაზე უფლება ქუთერის მსგავსად მის მეზობლებსაც არა აქვთ. გარდა ამისა სხვა ადამიანებსაც, მაგალითად მზვერავ-გეოლოგებს, რუქების შედგენის სპეციალისტებს და სხვებს, ამ ინფორმაციით სარგებლობის უფლება ასევე არა აქვთ. მათაც თავი უნდა მოაჩვენონ, რომ თითქოს არაფერი იციან მანამდე, სანამ ჯადისგან ნებართვას არ მიიღებენ. სწორედ ასეთი სიტუაცია იქმნება, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების წესების გამო ხელოვნურად იქმნება რესურსისა და ინფორმაციის სიმწირე. არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ უფლებების დაჯავშნის შედეგად მესამე მხარის ქმედებების შეზღუდვა და მათ მიერ შეძენილი ინფორმაციის გამოყენებაზე ზედამხედველობის დაწესება იქნება შესაძლებელი.

უბრალოდ, სამართლიანი არ არის, რომ მესაკუთრეს თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლება შეუზღუდო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მესაკუთრე კონტრაქტის გაფორმების გზით თანხმობას გამოაცხადებს იმაზე, რომ ინფორმაციით არ ისარგებლებს ან მან ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და ამით სხვა მესაკუთრის უფლებები შელახა და ზიანი მიაყენა. უფლებების დაჯავშნის მიდგომა ცდილობს უზრუნველყოს, რომ მოთხოვნა სავალდებულო იყოს იმ მხარეებისთვისაც, რომლებიც კონტრაქტის მონაწილეები არ არიან.89

ამგვარად, ზოგადად მყიდველი გამყიდველთან დადებული კონტრაქტის პირობებითაა შეზღუდული და მისი ნებართვის გარეშე საგნის ან გაყიდვის უფლება არ გააჩნია. მაგრამ თუ მესამე მხარისთვის მისაწვდომი გახდება ინფორმაცია ლიტერატურული ნაწარმოებისა ან გამოგონების შესახებ, მის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენება, როგორც წესი მესაკუთრეს საკუთრების უფლების დარღვევად არ ითვლება. მოდით ინტელექტუალური საკუთრების უფლების გავრცელებული ფორმები რესურსების სიმწირეს, კონტრაქტის ხასიათისა და საკუთრების უფლებების გათვალისწინებით განვიხილოთ.

საავტორო უფლებები და პატენტი

ნათელია, რომ საავტორო უფლებები და პატენტი მატრიალური აქტივების, ანუ მწირი რესურსების მესაკუთრეების დაცვას ემსახურება. მაგალითად, პატენტის თაობაზე არსებული კანონების შესაბამისად, სხვების მიერ დაპატენტებული მეთოდების გამოყენება ან დაპატენტებული საგნების ფორმის ასლების გაკეთება, თუნდაც საკუთარი რესურსებით აკრძალულია, თუნდაც ეს მეთოდები ან საგნები თავად მათ, ორიგინალის გამომგონებლისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს. საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მესამე მხარეებს, რომლებიც არ არიან კონტრაქტის მონაწილეები, ეკრძალებათ ავტორის ნამუშევრის ასლების გაკეთება და ამისგან მოგების მიღება.

ნათელია, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების ან გამოგონებების ავტორებს უფლება აქვთ კონტრაქტი გააფორმონ მყიდველებთან და შეზღუდონ მათი საკუთრების რეალიზაციის ან რეპროდუცირების უფლება. ასეთი საკონტრაქტო პირობები შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. ლიტერატურული ნაწარმოების ავტორმა შეიძლება ფილმების გადამღებ სტუდიას მისცეს ლიცენზია თავისი ნაწარმოების გამოყენებაზე იმ პირობით, რომ ყველა კინოთეატრმა თავისი კლიენტებისგან უნდა მოითხოვოს, რომ მათ ფილმის სიუჟეტი არავის მოუყვნენ.

მაგრამ როდესაც მესამე მხარისთვის, რომელიც კონტრაქტის მონაწილე არ არის, ეს ინფორმაცია მისაწვდომი გახდება, მათ უფლება აქვთ ეს ინფორმაცია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. უფლებების დაჯავშნის მიდგომა ამას ვერ შეცვლის. ამგვარად, ძნელია პატენტებისა და საავტორო უფლებების არსებული სისტემის მხოლოდ საკონტრაქტო მოდელით ჩანაცვლება.

სავაჭრო საიდუმლოება

სავაჭრო საიდუმლოების მიზანშეწონილობის გამართლება უფრო ადვილია, ვიდრე პატენტებისა და საავტორო უფლებების. პალმერი ამტკიცებს, რომ სავაჭრო საიდუმლოების კანონმდებლობა ზოგადი სამართლის უფლებების საფუძველზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად, კანონიერია.90 სავაჭრო საიდუმლოების კანონმდებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სავაჭრო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა. გათვალისწინებული სანქციები იმ პირების მიმართ იქნება გამოყენებული, რომლებმაც ინფორმაცია უკანონო გზით მოიპოვეს ან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები დაარღვიეს და ინფორმაცია გაამჟღავნეს. ასევე, ეს სანქციები იმ პირებზე გავრცელება, რომლებიც სხვა პირის მიერ უკანონო გზით მოიპოვებული ინფორმაციით ისარგებლეს.91 წარმოიდგინეთ, რომ X კომპანიის A მუშაკისთვის მისაწვდომია ამ კომპანიის სავაჭრო საიდუმლოება, კერძოდ კი გამაგრილებელი სასმელის წარმოების ფორმულა. ამ მუშაკს ხელმოწერილი აქვს შეთანხმება თავის დამქირავებელთან, რომლის შესაბამისადაც იგი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს სასმელის წარმოების ფორმულა. მაგრამ ეს მუშაკი მიდის X კომპანიის კონკურენტთან Y კომპანიის მესაკუთრეთან, რომელსაც ამ ფორმულის საფუძველზე სასმელის წარმოება უნდა. არსებული კანონის შესაბამისად, სანამ ეს ფორმულა საჯაროდ განცხადებული არ არის, X კომპანიის მესაკუთრეს უფლება აქვს სასამართლო წესით A მუშაკს ხელი შეუშალოს მისი ფორმულის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებაში. თუ A პირმა უკვე გასცა საიდუმლოება, მაშინ X კომპანიის მესაკუთრეს უფლება აქვს Y კომპანიის მესაკუთრეს ამ ფორმულის გამოყენება სასამართლო წესით აუკრძალოს.

ნათელია, რომ A პირმა კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ანუ საიდუმლოების გამჟღავნებაზე პასუხი ნამდვილად უნდა აგოს და ვალდებულია მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. უფრო სადაოა, თუ რამდენად სამართლიანია Y კომპანიის მესაკუთრესთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგანაც მას კონტრაქტი X კომპანიის მესაკუთრეთან არ გაუფორმებია. ასეთ სიტუაციებში, რომლებიც საკმაოდ ხშირადაა პრაქტიკაში, ძირითადად Y კომპანიის მესაკუთრე X კომპანიის მუშაკთან ფარულ გარიგებაში შედის და მან წინასწარ იცის, რომ ასეთი გზით ინფორმაციის მოპოვება უკანონოა და მუშაკი კონტრაქტის პირობებს არღვევს, როდესაც კონკურენტ კომპანიას საიდუმლო ფორმულას უმJღავნებს. მაგრამ A პირი ვერ ჩაითვლება კონტრაქტის დამრღვევად მანამდე, სანამ ამ ინფორმაციას კონკურენტ კომპანიას რეალურად არ მიაწოდებს. თუ Y კომპანიის მესაკუთრე A პირს კონტრაქტის პირობების დარღვევისკენ აქტიურად აქეზებს, მაშინ იგი ფარული გარიგების მონაწილე ხდება და X კომპანიის მფლობელის საკუთრების უფლებას არღვევს. მანქანის მძღოლს, რომელსაც ბანკის გაძარცვის შედეგად გატაცებული თანხა გადააქვს, ისევე როგოც მაფიის ბოსს, რომელმაც მკვლელობა შეუკვეთა პასუხისმგებლობა სხვების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედების გამო ნამდვილად უნდა დაეკისროს. რაც შეეხება მესამე მხარეს, განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა სამართლიანი იყოს და ასეთი გზით შეეშალოს ხელი კანონდარღვევით მოძიებული ინფორმაციით სარგებლობას.92

სავაჭრო ნიშანი

პალმერი ამტკიცებდა, რომ კანონი სავაჭრო ნიშნის თაობაზე მისაღებია და უნდა არსებობდეს.93 წარმოიდგინეთ, რომ ლაქმანიანი, ადამიანი რომელსაც ჰამბურგერებით ვაჭრობის არც თუ ისეთი წარმატებული ქსელი აქვს გადაწყვეტს, რომ თავის სარეალიზაციო პუნქტებს ლაქმან-ბურგერების ნაცვლად როთბარდ-ბურგერები დაარქვას, რაც უკვე არსებული ქსელის სახლია. მე მომხმარებელი ვარ და მინდა, რომ როთბარდ-ბურგერი ვჭამო. მე ვოთომდა როთბარდ-ბურგერების ერთ-ერთ წერტილს ვხედავ და მათ ბურგერს ვყიდულობ. არსებული კანონის შესაბამისად როთბარდს, ანუ როთბარდ-ბურგერის სავაჭრო ნიშნის მესაკუთრეს უფლება აქვს, რომ ლაქმანიანს ამ ნიშნით სარგებლობა აუკრძალოს, რადგანაც იგი „დამაბნეველად გავს“ მის სავაჭრო ნიშანს.

ანუ, ამ ნიშანს მომხმარებელი წარმოების წყაროსთან მიმართებაში შეცდომაში შეჰყავს. ანუ, კანონი სავაჭრო ნიშნის მესაკუთრეს სხვა პირების მიერ მისი ნიშნის გამოყენებისგან იცავს.

ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში არა სავაჭრო ნიშნის მესაკუთრის, არამედ მომხმარებლის უფლებები ირღვევა. ზემოთ მოყვანილ მაგალითში მე, ანუ მოხმარებელს მეგონა, რომ როთბარდ-ბურგერს ვყიდულობდი, მაგრამ მის ნაცვლად სხვა ბურგერი შევიძინე, რომლის არც გემო მომწონს და არც საწებელი. მე უფლება უნდა მქონდეს, რომ სასამართლო წესით ჩემი ინტერესების დაცვა მოვითხოვო და გაყალბების, კონტრაქტის პირობების დარღვევისა და ჩემთვის ემოციური ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობა ლაქმან-ბურგერების მესაკუთრეს დავაკისრო. მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა ზიანი მიადგა როთბარდს, თუ მე შეცდომაში ლაქმან-ბურგერების ქსელმა შემიყვანა? ანუ, ლაქმანიანის მოქმედებებს როთბარდის საკუთრებისადმი ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია. ის არც სხვებს მოუწოდებს, რომ მათ როთბარდს ზიანი მიაყენონ. ერთადერთი, რასაც იგი შესაძლოა აკეთებდეს ისაა, რომ იგი მესამე მხარეებს ბურგერების როთბარდის ნაცვლად მისგან შეძენაში არწმუნებდეს. შესაბამისად, ლიბერტარიანულ საზოგადოებაში კანონმდებლობა სავაჭრო ნიშნების შესახებ სასამართლოში სავაჭრო ნიშნის მიმთვისებლის წინააღმდეგ ჩივილის უფლებას მომხმარებელს და არა ნიშნის მესაკუთრეს უნდა აძლევდეს.

მეტიც, სავაჭრო ნიშნების შესახებ კანონმდებლობის ახალი მოთხოვნები, მაგალითად სავაჭრო ნიშნის გაუკუღმართებისა და ელექტრონული გვერდების მისამართების დარეგისტრირების წინააღმდეგ, შეუძლებელია, რომ გამართლებული იყოს. სავაჭრო ნიშნის მესაკუთრეს მისი ნიშნის გაუკუღმართების წინააღმდეგ წასვლა იმიტომ არ შაეუძლია, რომ ის თავის სავაჭრო ნიშანზე უფლებებს არ ფლობს.

კანონის მუხლები, რომლებიც ელექტრონული გვერდების მისამართების დარეგისტრირებას ეხება ეკონომიკური უცოდინარობის ბრალია. რასაკვირველია, არაფერია საძრახისი იმაში, რომ რაღაც დომენის მესაკუთრე ვინმე პირველი გახდეს და შემდეგ იმას მიჰყიდის, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დასკვნა

როგორც დავრწმუნდით განყენებული საგნების საკუთრების უფლება ყოველთვის სხვა პირების საკუთრების უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ანუ სხვა ადამიანებს აღარა აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი მატერიალური საკუთრება საკუთარი ნებასურვილის მიხედვით განკარგონ.94 ასეთი სისტემა მკვიდრობის ახალ წესს მოითხოვს, რომელიც თავის მხრივ პირველი მესაკუთრეს უპირატესი უფლებების სისტემას ძირს გამოუთხრის. მიმაჩნია, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, სულ მცირე პატენტებისა და საავტორო უფლებების სახით გამართლებული არ არის.

არ არის გასაოცარი, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდამჭერები, ხელოვანები და გამომგონებლები ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის არსებობას ხშირად აბსოლუტურად ბუნებრივად მიიჩნევენ. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფლების, სიმართლისა და უფლებების საკითხები უფრო აინტერესებთ, ამ უფლებების ინსტიტუციონალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდნენ. ნაცვლად ამისა ჩვენ ინდივიდუალური უფლებების და მწირი რესურსების პირველმკვირობის უფლების უზენაესობა კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ.

დანართი: პატენტებისა და საავტორო უფლებების მაგალითები
ამერიკის შეერთებული შტატების პატენტების მაგალითები:

“საშობაო ნაძვის ხე და კორომის მორწყვის სისტემა, აშშ პატენტი №4,993,176, 19 თებერვალი, 1991. (საშობაო ნაძვის ხეების სანტა კლაუსის მსგავს კორომად განლაგება);

,,გაერთიანების გაწევრიანების პროცედურა“, აშშ პატენტი №819,814, 8 მაისი, 1906 (კანდიდატის საძმოს წევრად მიღების ,,უვნებელი“ პროცედურა ელექტროდების გამოყენებით მისი შოკში ჩაგდების გზით);

,,კატის ვარჯიშის მეთოდი“, აშშ პატენტი №5,443,036, 22 აგვისტო, 1995 (ლაზერის შუქის მიმართვა იატაკზე, კატის მიერ შუქის რგოლის გაყოლის მიზნით);

,,ზურგზე მოფერების სიმულირების აპარატი“, აშშ პატენტი №4,608,967, 2 სექტემბერი, 1986 (აპარატი, რომელზეც ზურგზე მოფერების სიმულირების მიზნით ხელოვნური მტევანია მიმაგრებული);

,,სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი სიხშირის ანტენა“ აშშ პატენტი №6,025, 810, 15 თებერვალი, 2000 (სხვა ,,განზომილებაში“ ნაპრალის გაჭრა და RF სიხშირეების გენერირება მცენარეების ზრდის ხელშეწყობის მიზნით);

,,მაღალი გამძლეობის ხმოვანი კონდომი”, აშშ პატენტი №5,163,447,, 17 ნოემბერი, 1992 (მაგ. უკრავს ,,დიქსის”);

,,საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით შესყიდვის შეკვეთის განთავსების სისტემა და მეთოდი”, აშშ პატენტი №5,960,411, 28 სეტემბერი, 1999 (კომპიტერულ მაუსზე თითის ერთი დაჭერის მეთოდით ინტერნეტის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება);

ზემოთხსენებული და სხვა პატენტების თაობაზე დეტალური ინფორმაცია შემდეგ ვებგვერდებზეა განთავსებული: http:/www.delphion.com;
http:/www.uspto.gov/patft/index.html:
http:/www.patentgopher.com

,,ფინანსური სერტიფიკატები, სისტემა და პროცესი”, აშშ პატენტი №6,017,063, 25 იანვარი, 2000 (განკუთვნილია ციფრული ინფორმაციის მოპოვების სისტემების კორპორაციებისთვის);

,,ლიდერობის ეფექტურობის გაზომვის მეთოდი და სისტემა”, აშშ პატენტი №6.007.340, 28 დეკემბერი, 1999 (გაცემულია ელექტრონული მონაცემთა სისტემის კორპორაციისთვის);

,,სანიტარული მოწყობილობა ჩიტებისთვის”, აშშ პატენტი №2,882,858, 21 აპრილი, 1959 (ჩიტების საფენები);

,,რელიგიური საპონი”, აშშ პატენტი №3,936,384, 3 თებერვალი, 1976 (საპონი, რომლის ერთ მხარეზე რელიგიური ემბლემაა გამოსახული, ხოლო მეორეზე კი ლოცვა);

,,გარდაცვლილების შენახვის მეთოდი”, აშშ პატენტი №748,284, 29 დეკემბერი, 1903 (გარდაცვლილი ადამიანის თავის შუშის ბლოკში შენახვა).

საავტორო უფლებების კანონი ზემოთხსენებულის მსგავსი აბსურდული მეთოდების გამოყენებას ამტკიცებს, რასაც თავად სასამართლო გადაწყვეტილებებიც უწყობენ ხელს. თავიდან საავტორო უფლებების კანონმდებლობა ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორების უფლების დაცვის მიზნით ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ჩარჩოები და კონცეფცია ისე გაფართოვდა, რომ კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა, სხვადასხვა დანადგარების ნაწილები და მრავალი სხვა რამ მოიცვა.

________________________

1. ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,უძრავი ქონება“, ,,ინდივიდუალურობა“ და ,,მატერიალური“ ზოგადი სამართლის ტერმინოლოგის სფეროს მიეკუთვნება. სამოქალაქო სამართლის ტერმინოლოგის სფეროს ისეთი ტერმინები მიეკუთვნება, როგორიცაა ,,უძრავი ქონება“, ,,მოძრავი ქონება“ და ,,კორპორაციული“. იხილეთ ნ. სტეფან კინსელა, ,,ზოგადი სამართლის და სამოქალაქო სამართლის ტერმინოლოგის ლექსიკონი“, Luisiana Law Rewiev 54 (1994), გვ. 1265-305. ტერმინი საგნები“. სამოქალაქო სამართლის ზოგად ტერმინოლოგიას მიეკუთვნება და ყველა სახის საგანს გულისხმობს, როგორც უძრავს, ასევე მოძრავს.

2 ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე კამათი მიმდინარეობს და იგი საკონტრაქტო კანონმდებლობას და საკუთრების უფლების გასხვისებას შეეხება. მაგალითად, შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენი სხეული მსგავსად იმისა, როგორც ვყიდით მატერიალური (უძრავი ქონების) საკუთრების უფლებას? იხილეთ ნ. სტეფან კინსელა, ,,კონტრაქტების თეორია: დამავალდებულებელი პირობები, საკუთრების უფლების გადაცემა და უფლებების განუყოფლობა“ (ნაშრომი წარდგენილი იყო ავსტრიელი მეცნიერების კონფერენციაზე, ობურნი, ალაბამა, 1999 წლის აპრილი) და ნ. სტეფან კინსელა, ,,საკუთრების უფლების განუყოფლობა და გათვალისწინებული სასჯელი; პასუხი გეორგ სმითისადმი“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი, 14, №1 (1989-99, ზამთარი) გვ. 79-93. საკუთრების უფლების განუყოფლობასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ უოლტერ ბლოკი, ,,საკუთრების უფლების

3 კრიტიკული მოსაზრებები შანტაჟის თაობაზე კანონმდებლობასთან დაკავშირებით იხილეთ უოლტერ ბლოკის ,,ლიბერტარიანული თეორია შანტაჟის თაობაზე კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი 15, №2 (2001 წლის გაზაფხული) და უოლთერ ბლოკის ,,ლიბერტარიანული თეორია შანტაჟის თაობაზე კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, Irish Jurist 33 (1998), გვ.280-310. უოლთერ ბლოკის ,,იმის დაცვა, რაც დაცვას არ ექვემდებარება“ (ნიუ იორკი, Fleet Press, 1976), გვ. 53-54. მარი თ. როთბარდის „თავისუფლების ეთიკა (ნიუ იორკი, New York university Press, 1998), გვ. 124-26; და ერიკ მაკის ,,შანტაჟის დასაცავად“, ფილოსოფიური კვლევები 41, (1982) გვ. 274. ლიბერტარიანელების მოსაზრებები შანტაჟის თაობაზე კანონმდებლობის მხარდასაჭერად იხილეთ რობერტ ნოზიკის ,,ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“ (ნიუ იორკი, Basic Books, 1974). გვ. 85-86 და რიჩარდ ეპშტეინის ,,შანტაჟი“, ჩიკაგოს უნივერსიტეტის საკანონმდებლო მაცნე 50 (1983), გვ. 553. ლიბერტარიანელების მოსაზრებები ცილისწამებასთან დაკავშირებით იხილეთ ბლოკის ,,იმის დაცვა, რაც დაცვას არ ექვემდებარება“, გვ. 50-53 და როთბარდის ,,თავისუფლების ეთიკა“, გვ. 126-28. მხარდამჭერი მოსაზრებები ასახულია დევიდ კელის ნაშრომში ,,დევიდ კელი ნათ ჰენთოფის წინააღმდეგ: მოსაზრებები წინააღმდეგ და მხარდასაჭერად“, აუდიოფირი (Free Press Association, Liberty Audio1987).

4 ევროპის ზოგ ქვეყანაში ,,ინტელექტუალური საკუთრების” ნაცვლად გამოიყენება ტერმინი ,,ინდუსტრიული საკუთრება”.

5 De la Vergne refrigerating Mach. Co. V. Featherstone147 U.S. 209, 222, 13 S.Ct. 283,285 (1893).

6 ტომ გ. პალმერი ,,რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით? განყენებული საგნების საკუთრების უფლების ფილოსოფია” ნაშრომში ,,სიმპოზიუმი: ინტელექტუალური საკუთრება”, Harvard Journal of Law&Public Policy 13, №3 (1990 წლის ზაფხული), გვ. 818. როგორც ერთ-ერთმა მეცნიერმა აღნიშნა “ინტელექტუალური საკუთრება შეიძლება განისაზღვროს, როგორც მატერიალურ ფორმაში ხორცშესხმული ახალი იდეების საკუთრების უფლება”. დეილ ა. ნანსი ,,წინასიტყვაობა: იდეების საკუთრების უფლება“, ,,სიმპოზიუმი: ინტელექტუალური საკუთრება”, Harvard Journal of Law&Public Policy 13, №3 (1990 წლის ზაფხული), გვ. 757.

7 საინტერესო მოსაზრებები ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით ასახულია არტურ რ. მილერის და მაიქლ ჰ. დევისის ნაშრომში ,,ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები, სავაჭრო ნიშანი, საავტორო უფლებები” მეორე გამოცემა( Saint Paul, Minn West Publishing, 1990), ასევე იხილეთ ,,პატენტები, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო საიდუმლოება”; Http://profs.lp.findlaw.com/patents/index.html. . საპატენტო კანონმდებლობასთან დაკავშირებით იხილეთ რონალდ ბ. ჰილდრეთის ,,პატენტის კანონმდებლობა: პრაქტიკული ცნობარი”, მესამე გამოცემა (New York< Practising Law Institute, 1998); უფრო დეტალური ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობასთან დაკავშირებით იხილეთ დონალდ ჩიზამის ,,ჩიზამი პატენტების თაობაზე” (New York:Mathew Bender, 2000), მელვილ ნაიმერის და დეივიდ ნიმერის ,,ნიმერი საავტორო უფლებების თაობაზე” (New York:Mathew Bender, 2000), პოლ გოლდსტეინის ,,საავტორო უფლებები: პრინციპები, კანონი და პრაქტიკა” (Boston:Little, Brown, 1989) ჯ. თომას მაკკარტი ,,მაკკარტი სავაჭრო ნიშნებისა და უსამართლო კონკურენციის თაობაზე“, მეოთხე გამოცემა (St. Paul, Minn: West Group, 1996) და როჯერ მ. მილგრიმი ,,სავაჭრო საიდუმლოება“ (New York:Mathew Bender, 2000). დამატებითი ინფორმაცია და ბროშურები მისაწვდომია ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების ოფისში, http://lcweb.loc.gov/copyright და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნის ოფისში, http://uspto.gov სხვა საინტერესო საიტები მითითებულია წინამდებარე სტატიის ბიბლიოგრაფიაში და დანართში.

8 ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-17 მუხლის 101, 106 და მომდევნო ნაწილები.

9 საავტორო უფლებების თანამედროვე კანონმდებლობამ თანდათანობით შეითავსა ,,ზოგადი სამართლის საავტორო უფლებები“, რომლებიც ნაშრომის ან გამოგონების შექმნისთანავე ავტომატურად შედიან ძალაში და რომელიც მხოლოდ პირველი პუბლიკაციის უფლებაზე ვრცელდება. გოლდსტეინი, საავტორო უფლებები, №№ 15.4.

10 ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-17 მუხლის 302 ნაწილი. ახალი კანონმდებლობით ვადა 20 წლით უფრო მეტია, ვიდრე მანამდე არსებული კანონმდებლობაში. იხილეთ HR2589, სონი/ბონოს საავტორო უფლებების ვადის გაგრძელების აქტი/მუსიკალური ნაწარმოებების ლიცენზირების აქტი, 1998.

11 ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის 35-ე მუხლის 1 ნაწილი; ფედერალური მარეგულირებელი კოდექსი 37-ე მუხლის პირველი ნაწილი.

12 წარმოიდგინეთ A პირმა გამოიგონა და დააპატენტა სათაგურის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც სათაგურის მექანიზმის უკეთესი დარტყმითი ქმედებისთვის ნიტინოლის ზამბარა აქვს. წარმოიდგინეთ, რომ B პირმა გამოიგონა და დააპატენტა სათაგურის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ასევე ნიტინოლის ზამბარა აქვს, მაგრამ ზამბარა ისეთი მასალითაა დაფარული, რომელიც არ იკრავს, რაც თაგვის სათაგურიდან ამოღებას აადვილებს. ანუ, B პირს საფუძვლად ნიტინოლის ზამბარიანი სათაგური ესაჭიროებოდა, მაგრამ ეს A პირის პატენტითაა დაცული. მსგავსად ამისა, A პირს არა აქვს უფლება თავის სათაგურს B პირის მიერ გაუმჟობესებული ტექნოლოგიის გამოყენებით ზამბარა დაუყენოს, რადგანაც ეს ამ უკანასკნელის პატენტითაა დაცული. ასეთ ვითარებაში შეიძლება ორივე პატენტის ერთად ლიცენზირება და მაშინ ორივე პირი შეძლებს ერთმანეთის გამოგონებით სარგებლობას.

13 Diamond v. Diehr, 450, US 165, 185 (1981), ასევე იხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის 35-ე მუხლის 101 ნაწილი.

14 In re Allapat 33 F3d 1526, 1544, ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო დავთარი 31-ე მუხლის 2d 1545, 1557 (1994). ასევე იხილეთ State Stree bank&Trust co. V Signature Financial Group, 149 F3d 1368 (1998).

15 ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის 35-ე მუხლის 154-ე ნაწილის a 2 თავი.

16 იხილეთ მარქ ჰალიგანის ,,მესამე კანონის თავიდან ამოქმედება - უსამართლო კონკურენცია: მოკლე შეჯამება“, 39-45 ნაწილები. http://execpe.com/mhallign/unfair.html; ასევე იხილეთ სავაჭრო საიდუმლოებათა აქტი (UTSA) http://nsi.org/Library/Espionage/autsa.html

17 იხილეთ სავაჭრო საიდუმლოებათა აქტი (UTSA).

18 ეკონომიკური შპიონაჟის აქტი, 1996, ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 მუხლის 31-39 ნაწილები.

19 15 USC №1501; 37 CFR, ნაწილი 2.

20 15 USC №1125 (c) , 1127

21 15 USC №1125 (d), მომხმარებლების დაცვა კიბერმითვისებისგან. PL 106-113 (1999); HR 3194, S1948.

22 იხილეთ 17 USC №901.

23 იხილეთ 17 USC №1301

24 იხილეთ HR 354 (მიღებულია 1/19/1999), ინფორმაციის ქურდობის საწინააღმდეგო აქტი. ასევე იხილეთ ჯეინ ს. გინსბურგის ,,საავტორო უფლებები, ზოგადი სამართალი და მონაცემთა ბაზების Sui Generis დაცვა აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ“, University of Cincinnati Law Review 66 (1997) გვ 151.

25 აშშ კონსტიტუცია, I მუხლი №8, Kewanee Oil. Co. V Bicron Corp, 415 US 470, 479, 94, S.Ct 1879, 1885 (1974).

26 იხილეთ პოლ ს. ვან სლაიკი და მარკ მ. ფრიდმენი ,,დამქირავებელთა, ასევე მათი მუშაკების და დირექტორების უფლებები გამოგონებებზე და პატენტებზე“, AIPLA Quarterly Journal 18 (1990), გვ 127 და ,,ჩიზამი პატენტების თაობაზე“, №22.03; 17 USC №№ 101, 201.

27 აშშ კონსტიტუცია, I მუხლი, ნაწილი 8, პარაგრაფი 3; Wickard v Filburn, 317 Uშ 111, 63 S. Ct. 82 (1942).

28 იხილეთ ფედერალური აქტი შპიონაჟის თაობაზე, 1996, 18 USC №№1831-39.

29 განათავსებს პატენტს პრიორიტეტული უფლება აქვს (და თანაც იგი ძალიან ცდილობდა ასეთი სისტემის დაცვას). იხილეთ ეინ რანდი პატენტები და საავტორო უფლებები“, ,,კაპიტალიზმი: უცნობი იდეალი“ (New York: New American Library 1967), გვ. 133. ის ასევე პატენტების მესაკუთრეების ანტი-სატრასტო თვალსაზრისით შემოწმებას აკრიტიკებდა. მაგრამ, რადგანაც პატენტები მთავრობის მიერ მინიჭებული მონოპოლიაა, არ მიგვაჩნია უსამართლოდ ანტი-მონოპოლიური კანონმდებლობით პატენტების მესაკუთრეს უფლებამოსილების შეზღუდვა, რათა მისი მონოპოლია პატენტით გათვალისწინებულ ფარგლებს არ გასცდეს. ანტი-სატრატსო კანონმდებლობის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჩვეულებრივ, ნორმალურ ბიზნესს ზღუდავს და არა მთავრობის ნებართვით შექმნილი მონოპოლიების. იგივე მართებულია ბილ გეიტსთან დაკავშირებით, რომლის ქონება ძირითადად მთავრობის ნებართვით დაარსებული მონოპოლიის ხარჟზეა შექმნილი. ბილ გეიტსი ლიბერტარიანელი არ არის და რასაკვირველია ანტი-სატრასტო კანონმდებლობის აუცილებლობას არ უარყოფს, თუმცა „იმ ლოგინში წევს, რომელიც თვითონ დაიგო“.

30 ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით იხილეთ ,,ზოგადი თეორიების ბიბლიოგრაფია ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით“, ეკონომიკისა და სამართლის ენციკლოპედია, http://encyclo.findlaw.com/biblio/1600.htm და ედმუნდ კიჩი „საპატენტო სისტემის ხასიათი და ფუნქცია“, ეკონომიკისა და სამართლის ჟურნალი, 20 (1977), გვ. 265.

31 იხილეთ ენდრიუ ჯ. გალამბოსი, თეორია დარღვევების შესახებ, I ტომი, პიტერ ნ. სისკოს გამოცემა (სან დიეგო: Universal Scientific Publications 1999) ჟ. ნეილ შულმანი ,,ინფორმაციული საკუთრება: ლოგოს უფლებები“, Journal of Social and Biological Structures ა (1990); ეინ რანდის ,,პატენტები და საავტორო უფლებები“. სხვა ობიექტივისტები (ეინ რანდიანელები), რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებას უჭერდნენ მხარს, მათ შორის ჯორჯ რეისმანი, ,,კაპიტალიზმი: ტრაქტატი ეკონომიკაზე (ოტავა, III: 1996); გვ. 388-89. დევიდ კელი ,,პასუხი კინსელასადმი“ IOS ჟურნალი 5, №2 (1995 წლის ივნისი), გვ 13, პასუხი კინსელას წერილზე ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა შესახებ“ IOS ჟურნალი 5, №2 (1995 წლის ივნისი), გვ 12-13, მიურეი ი. ფრანკი ,,ეინ რანდის ინტელექტუალური საკუთრების უფლება და ადამიანთა თავისუფლება“, აუდიოჩანაწერი 2. ობიექტივისტურ კვლევათა ინსტიტუტი; Laissez-Faire წიგნები (1991); მიურეი ი. ფრენკის ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლება: არამატერიალური საგნები წარმოადგენს თუ არა ნამდვილ საკუთრებას“ IOS ჟურნალი 5, №3 (1995 წლის სექტემბერი), გვ 7; პასუხი კინსელას წერილზე ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა შესახებ“. საკმაოდ ძნელია გალამბოსის იდეების გამოქვეყნებული ვერსიების მოძიება, ალბათ მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მისი თეორიები თავად ზღუდავდნენ მისი მხარდამჭერების შესაძლებლობას გამოექვეყნებინათ მისი ნაშრომები. იხილეთ ჯერომ ტაკილის ,,ყველაფერი ეინ რანდით იწყება“ (სან ფრანსისკო: Cobden Press 1971); გვ 69-71. გალამბოსის თეორიების ფრაგმენტები ასევე მოყვანილია დევიდ ფრიდმენის ნაშრომში ,,კერძო საკუთრების დასაცავად: კომენტარები ჯული კოენის ,,საავტორო უფლებები და იურისპრუდენცია“, ბარკლის ტექნოლოგიური სამართლის ჟურნალი 13, №3 (1998 წლის შემოდგომა), და სტეფან ფიორსტერის ,,ეკონომიკური მართვის საფუძვლები“, http://economic/net/articles/ar0001.html

32 ლისანდერ სპუნერი ,,კანონი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ: ან ნაშრომი ავტორებისა და გამომგონებლების მუდმივი უფლება საკუთარ იდეებზე“, ლისანდერ სპუნერის ნაშრომების კრებული, ტომი III, ჩარლზ შივლის გამომცემლობა (1855, უესტონი, მასაჩუსეტსი: M&S Press 1971); ჰერბერტ სპენსერის ,,ეთიკის პრინციპები“ ტომი II (1983, მეორე გამოცემა, ინდიანაპოლისი, Liberty Press 1978). IV ნაწილი, თავი 13, გვ121. ასევე იხილეთ უენდი მაკილროის ,,ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები და პატენტები“; http://www.zetetics.com/mac/intpro1.htmდა http://zetettics.com/mac/intpro 2.htm; პალმერის ,,პატენტები და საავტორო უფლებები მორალურად გამართლებულია?“, გვ 818, 825.

33 პალმერი ,,რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 819.

34 რიჩარდ პოზნერის ,,კანონის ეკონომიკური ანალიზი“, მეოთხე გამოცემა (ბოსტონი, ლიტლი, ბრაუნი, 1992); №3. გვ38-45.

35 დეივიდ დ. ფრიდმენის ,,სტანდარტები, როგორც ინტელექტუალური საკუთრება: ეკონომიკური მიდგომა“, დაიტონის უნივერსიტეტის საკანონმდებლო მიმოხილვა 19, №3 (1994 წლის გაზაფხული) გვ 1109-29 და დევიდ ფრიდმენის ,,კანონი: რა კავშირი აქვს ეკონომიკას კანონთან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი“ (პრინსტონი, პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000), თავი 11, ეჟან მაკკაი ასევე მხარს უჭერდა ინტელექტუალურ საკუთრებას უტილიტარისტულ საფუძველზე თავის ნაშრომში ,,ეკონომიკური ინიციატივები საინფორმაციო და გამოგონებების ბაზარზე“, გამოქვეყნებულია კრებულში ,,სიმპოზიუმი: ინტელექტუალური საკუთრება“, ჰარვარდის სამართლისა და სახელმწიფო პოლიტიკის ჟურნალი, 13, №3, გვ 867. ინტელექტუალური საკუთრების ადრინდელ მხარდამჭერთა შორის იყვნენ ჯონ სტიუარტ მილი და ჯერემი ბენთემი. ასევე იხილეთ არნოლდ პლანტის ,,ეკონომიკური თეორია პატენტებსა და გამოგონებებთან დაკავშირებით“, რჩეული ეკონომიკური კვლევები (ლონდონი, Rautledge&Kegan Paul 1974), გვ 44; როჯერ ი. მეინერსი და რობერტ ჯ. სტააფი ,,პატენტები, საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები: საკუთრება თუ მონოპოლია?“, გამოქვეყნებულია კრებულში ,,სიმპოზიუმი: ინტელექტუალური საკუთრება“, ჰარვარდის სამართლისა და სახელმწიფო პოლიტიკის ჟურნალი, 13, №3, გვ 911.

36 იხილეთ პალმერი “რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 820-21; ჯულიო ჰ. კოლი ,,პატენტები და საავტორო უფლებები: უპირატესობები აღემატება დანახარჯებს?“ http://www.economia.ufm.edu.gt/Catedraticos/jhcole/Cole _MPS.pdf

37 იხილეთ მარი ნ. როთბარდის ,,ადამიანი, ეკონომიკა და სახელმწიფო (ლოს ანJელესი: ნეშის გამომცემლობა, 1962), გვ 652-60 და მარი ნ. როთბარდის ,,თავისუფლების ეთიკა“, გვ 123-24; უენდი მაკილროი ,,საავტორო უფლებების წინააღმდეგ“, ჟურნალი ,,ვოლუნტარისტი: (1985 წლის ივნისი); მაკილროი ,,ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები და საავტორო უფლებები“; ტომ ჯ. პალმერი ,,ინტელექტუალური საკუთრება: მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“, Hamline Law Review ალმერი ,,რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“; იხილეთ მაკკაის ,,ეკონომიკური ინიციატივები“, გვ 869; ბუდევიინ ბუკარტი ,,რა არის საკუთრება?“ გამოქვეყნებულია კრებულში ,,სიმპოზიუმი: ინტელექტუალური საკუთრება“, ჰარვარდის სამართლისა და სახელმწიფო პოლიტიკის ჟურნალი, 13, №3, გვ 775; სტეფან ნ. კინსელა ,,რამდენად კანინიერია ინტელექტუალური საკუთრება?“, პენსილვანიის იურისტთა ასოციაციის პუბლიკაცია ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე 1, №2 (1998 წლის ზამთარი), გვ 3. სტეფან ნ. კინსელას წერილი ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ“ და ,,ნაფსტერის დასაცავად და ჰოუმსტედინგის მეორე წესის წინააღმდეგ“. ფ. ა. ჰაიეკი ასევე პატენტების წინააღმდეგ გამოდის, იხილეთ ,,ფ. ა. ჰაიეკის ნაშრომთა კრებული“, ტომი I, ,,ფატალური თავდაჯერებულობა: სოციალიზმის შეცდომები“, გამომცემელი ვ.ვ. ბერტლი (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989), გვ 6; მეინერსი და სტააფი ,,პატენტები, საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები“, გვ 911. კოული ეჭვის ქვეშ აყენებს პატენტების და საავტორო უფლებების უტილიტარული მოსაზრებით გამართლებას თავის ნაშრომში ,,პატენტები და საავტორო უფლებები: უპირატესობები აღემატება დანახარჯებს?“, ასევე იხილეთ ფრიც მახლუპის ,,აშშ სენატის ქვეკომიტეტი პატენტების, საავტორო უფლებების და სავაჭრო ნიშნის შესახებ“, საპატენტო სისტემის ეკონომიკური მიმოხილვა, 85-ე კონგრესი, მეორე სხდომა, 1958, ნაშრომი №15; ფრიც მაჩლაპი და ედით პენროუზი ,,პატენტებთან დაკავშირებული წინააღმდეგობები მეცხრამეტე საუკუნეში“, ეკონომიკის ისტორიის ჟურნალი 10 (1950), გვ 1; როდერიკ ტ. ლონგი ,,ლიბერტარიანელები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ“, ფორმულირებები 3, №1 (1995 წლის შემოდგომა); სტეფან ბრეიერი ,,საავტორო უფლებების რთული შემთხვევები: საავტორო უფლებები წიგნებზე, ფოტოასლებზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე“, ჰარვარდის საკანონმდებლო მიმოხილვა 84 (1970), გვ 281; ვენდი ჯ. გორდონი ,,საავტორო უფლებების უპირატესობების შესწავლა: პრობლემები თანმიმდევრულობასთან, თანხმობასთან და სტიმულირებასთან დაკავშირებით“, სტენფორდის საკანონმდებლო მიმოხილვა 41 (1989), გვ 1343 და ჯესი უოკერის ,,როგორ ახშობს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა პოპულარულ კულტურას“, Reason (2000 წლის მარტი).

38 მაკილროი ,,ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები და პატენტები“. ინტელექტუალური საკუთრების მოწინააღმდეგთა შორის იყო მეცხრამეტე საუკუნის ავტორი უილიამ ლეგეტი. იხილეთ პალმერის „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისი?” გვ 818, 828-29. ლუდვიგ ფონ მიზესი არ გამოხატავდა თავის შეხედულებებს ამ საკითხზე, იგი უბრალოდ ამ კანონების არსებობის ან არარსებობის შედეგად ეკონომიკურ ზეგავლენაზე საუბრობდა. იხილეთ ,,ადამანური მოღვაწეობა“, მესამე გამოცემა (ჩიკაგო: ჰენრი რეგნერი, 1996), თავი 23, ნაწილი 6, გვ 661-62.

39 იუსტინიანეს შესაბამისად ,,სამართალი ყველას თავისი კუთვნილის მიგების მუდმივი სურვილია. კანონს შემდეგი პრინციპები უდევს საფუძვლად: იცხოვრე პატიოსნად, არავის არ მიაყენო ზიანი, ყველას თავისი მიაგე“. ჟურნალისტიკის ინსტიტუტი: ტექსტები, თარგმანები და კომენტარები (ამსტერდამი: ჩრდილოეთი ჰოლანდია).

40 უტილიტარიზმისა და საკუთრების შედარების ნაკლოვანებებთან დაკავშირებით იხილეთ მარი ნ. როთბარდის ,,პრაქსეოლოგია, განსჟის ფასი და სახელმწიფო პოლიტიკა“ The Logic of Action One (ჩელტენემი, ინგლისი: ედვარდ ელგარი, 1997), გვ 90-99; ,,უტილიტარიზმისა და კეთილდღეობის ეკონომიკის რეკონსტრუქცია“ The Logic of Action One,; ენტონი დე ჟასეი, ,,პოლიტიკის წინააღმდეგ: მთავრობა, ანარქია და წესრიგი (ლონდონი, Routledge 1997), გვ 81-82, 92, 144, 149-51. მეცნიერებასა და ემპირიზმზე იხილეთ როთბარდი “მეცნიერების საფარი“ The Logic of Action One , ჰანს ჰერმან ჰოპე ,,ექსტრემალური რაციონალიზმის დასაცავად“ აზრები დონალდ მაკკლოსკის ,,ეკონომიკის რიტორიკაზე', ავსტრიელი ეკონომისტების მიმოხილვა 3 (1989), გვ 179. ეპისტემიოლოგიური დუალიზმის თაობაზე იხილეთ ლუდვიგ ფონ მიზესის ,,ეკონომიკური მეცნიერების საფუძვლები: ნაშრომი მეთოდის თაობაზე“, მეორე გამოცემა (კანზას სიტი, Sheed Andrews and McMeel 1962); ლუდვიგ ფონ მიზესი ,,ეკონიმიკის ეპისტემიოლოგიური პრობლემები“, (ნიუ იორკი: New York University Press 1981); ჰანს-ჰერმან ჰოპე ,,ეკონომიკური მეცნიერება და ავსტრიული მეთოდი“ (Auburn, Ala: Ludwig von Mises Institutem 1995) და ჰოპეს ,,ექსტრემალური რაციონალიზმის დასაცავად'.

41 მიზესი ამბობდა: ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა ფულზე, როგორც ღირებულებისა და ფასის საზომზე მსჯელობა, ეს მოსაზრება მცდარია. თუ ღირებულების სუბიექტური თეორია იქნება აღიარებული, მაშინ საზომის საკითხი არ წარმოიშვება“. ,,ღირებულების საზომზე“, გამოქვეყნდა ,,ფულის და კრედიტის თეორიაში“ (1912, ინდიანაპოლისი, Liberty Fund 1980), გვ 51. ასევე: ,,ფული არც ღირებულების და არც ფასის საზომი არ არის. ღირებულება ფულით არ იზომება. არც ფასები იზომება ფულით. ღირებულება და ფასები ფულის გარკვეულ რაოდენობას შესაბამება“. ლუდვიგ ფონ მიზესი, ,,სოციალიზმი: ეკონომიკური და სოციალური ანალიზი“, მესამე გამოცემა (ინდიანაპოლისი, Liberty Press 1981) გვ 99, ასევე იხილეთ ლუდვიგ ფონ მიზესის ,,ადამიანური მოღვაწეობა“, გვ 96, 122, 204, 210, 217 და 289.

42 პატენტებისა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ხარჯების ეფექტურობის ანალიზის შესანიშნავი კვლევა და კრიტიკა ასახულია კოულის ნაშრომში ,,პატენტები და საავტორო უფლებები: უპირატესობები აღემატება დანახარჯებს?“ ასევე პალმერის ,,ინტელექტუალური საკუთრება: მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“, გვ 300-2. პალმერი ,,რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები

43 იხილეთ კოული ,,პატენტებისა და საავტორო უფლებები: უპირატესობები აღემატება დანახარჯებს?“

44 პლანტი ,,პატენტებსა და გამოგონებებთან დაკავშირებული ეკონომიკური თეორია“, გვ 43. ასევე როთბარდი ,,ადამიანი, ეკონომიკა და სახელმწიფო“, გვ 658-59. ,,ნათელია, რომ პატენტები კვლევასთან დაკავშირებულ დანახარჯებს ზრდიან. ასევე ხელს სამეცნიერო კვლევების დანახარჯების არასწორ წარმართვას უწყობენ. სამეცნიერო კვლევების დანახარჯების სტიმულირება კვლევის ადრეულ ეტაპზე ხდება, მანამდე, სანამ ვინმეს პატენტი ექნება, მაგრამ როდესაც პატენტი გაიცემა, დანახარჯების მოცულობა იკლებს. გარდა ამისა, ზოგი გამოგონებები ექვემდებარება დაპატენტებას, ხოლო ზოგი კი არა. გარდა ამისა, საპატენტო სისტემა ხელს ხელოვნურად უწყობს დანახარჟების ზრდას იმ გამოგონებებზე, რომლებიც ექვემდებარება დაპატენტებას და პირიქით, ზღუდავს ხარჯებს იმ სფეროებში, სადაც პატენტების გაცემა არ ხდება.

45 ეინ რანდი ,,პატენტები და საავტრო უფლებები“, გვ 130. შეუძლებელია, პატენტების თაობაზე არსებული კანონმდებლობა მაინც ანსხვავებს ამ ორი რიგის საკუთრებას.

46 პლანტი სწორია, როცა ამბობს, რომ ,,სამეცნიერო აღმოჩენის განსხვავება მისი პრაქტიკული გამოყენებისაგან, რომელიც ექვენდებარება დაპატენტებას ხშირად საკმაოდ რთულია და და ეს ყველაზე გამოცდილ იურისტებსაც უჭირთ“. ,,პატენტებსა და გამოყენებასთან დაკავშირებული ეკონომიკური თეორია“, გვ. 49-50 ამასთან დაკავშირებით აშშ უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ,,პატენტების ტექნიკური მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული პრეტენზიები ყველაზე რთულ იურიდიულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ“. Topliff v. Topliff, 145, 156, 171, 12 S Ct 825 (1892). შესაძლებელია ეს იმიტომაა ასე, რომ საპატენტო კანონმდებლობას არ გააჩნია მკვეთრად დადგენილი საზღვრები ისე, როგორც მატერიალურ საკუთრებას. მისი საზღვრები ბუნდოვანი, ამორფული და სუბიექტურია. ამ ბოლო მიზეზის გამო უნდა ვივარაუდოთ, რომ ობიექტივისტები, რომლებიც სუბიექტივიზმს მკვეთრად ეწინააღმდეგებიან, პატენტებსა და საავტორო უფლებებსაც არ აღიარებენ.

47 In re Trovaro 33 USPQ2 d (Fed Cir 1994) ბოლო პერიოდის საპრეცედენტო სამართალი მათემატიკური და კომპიტერული ალგორითმების, ისევე როგორც ბიზნესის მართვის მეთოდების პრეტენზიებით დაცვის მაგალითებსაც შეიცავს. მაგალითად, State Street Bank&Trast Co. v. Signature Financial Group 149 F3d 1368 Fed Cir 1998). მიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ სადაც არ უნდა გადიოდეს ზღვარი იმ იდეების პრაქტიკულ ხორცშესხმას შორის, რომელიც დაპატენტებას ექვემდებარება და ,,ბუნების კანონებსა“ და ,,აბსტრაქტულ იდეებს შორის“, რომელთა დაპატენტება სეუძლებელია, პატენტების თაობაზე არსებული კანონმდებლობა მაინც ანსხვავებს ამ ორი რიგის საკუთრებას.

48 სპუნერი „კანონი ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე”, მაკილროი „ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები და პატენტები”; პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?” გვ 818, 825.

49 იხილეთ გალამბოსი „თეორია დარღვევათა შესახებ”, ტომი I. ევან რ. სულე უმცროსი „რა არის ვოლიტარული (ნებაყოფლობითი აქტის) მეცნიერება?” http://tuspco.com//html/what_is_v-50_html. მე მხოლოდ გალამბოსის თეორიების მონახაზები მაქვს წაკითხული. გარდა ამისა ერთხელ შევხვედრივარ გალამბოსის ერთ-ერთ მიმდევარს, რამაც ძალიან გამაოცა. ეს მიზესის ინსტიტუტის კონფერენციაზე მოხდა რამოდენიმე წლის წინ (მე მეგონა, რომ ეს ადამიანები რეალურად არ არსებობდნენ და ტუცილის პერსონაჟები იყვნენ [„ყველაფერი ეინ რანდიდან იწყება”, გვ. 69-71]). ჩემს მიერ გალამბოსის მოსაზრებების კრიტიკა იმ შემთხვევაშია მართებული, თუ მე სწორად მესმის და აღვწერ მის თეორიას.

50 ფრიდმენი „კერძო საკუთრების დასაცავად”, 52; ფიორსტერი „ეკონომიკური მართვის საფუძველი”.

51 ეინ რანდი „პატენტები და საავტორო უფლებები”, გვ 133.

52 ფრიდმენი „კერძო საკუთრების დასაცავად”, 52.

53 ტუცილი „ყველაფერი ეინ რანდიდან იწყება“, გვ 70. ჩემი აზრით გალამბოსის გარდა მისი მიმდევრებიც დაახლოებით იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ და შესაძლოა მხოლოდ სახელის გამოცვლა მათ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ალბათ პრობლემის გადაწყვეტის გზა თავად გალამბოსის განუყოფელ ,,აბსოლუტურ“ იდეაშია.

54 ჰარი ბინსვანგერი ,,ეინ რანდის ლექსიკონი: ობიექტივიზმი ადან ზეტამდე (New York: New York American Library 1986), გვ 326-27, 467.

55 ფუნდამენტალური ეკონომიკა, ანუ კერძო საკუთრების უფლების, ისევე როგორც საკუთრების გაცვლის პროცესში ჩამოყალიბებული ფასების როლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ეკონომიკური გათვლების საშუალებას იძლევა. იხილეთ ნ. სტეფან კინსელა ,,ცოდნა, გათვლა, კონფლიქტი და კანონი: ეინ რანდი ე. ბარნეტის ნაშრომის მიმოხილვა“, ,,თავისუფლების სტრუქტურა: სამართალი და კანონის უზენაესობა“, ავსტრიული ეკონომიკის კვარტალური ჟურნალი 2, №4 (1999 წლის ზამთარი), გვ 49-71.

56 ჰანს-ჰერმან ჰოპე ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“ (ბოსტონი: Kluwer Academic Publishers 1989). გვ. 235, 9.

57 პლანტი „პატენტებსა და გამოგონებებთან დაკავშირებული ეკონომიკური თეორია“, გვ 35-36; დევიდ ჰიუმი „მორალის პრინციპების შესწავლა: დიალოგი (1751; მეორე გამოცემა, ნიუ იორკი: Liberal Arts Press 1957); პალმერი „ინტელექტუალური საკუთრება: მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“ გვ. 261-66, 50 (სტატიკურ და დინამიკურ დეფიციტს შორის განსხვავების დადგენა), ასევე გვ 279-80; პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 860-61, 864-65; და როთბარდი „სამართალი და საკუთრების უფლება“ გამოქვეყნდა ნაშრომში „The Logic of Action One” , გვ 274; თაქერთან დაკავშირებით იხილეთ მაკილროის „ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები და საავტორო უფლებები“.

58 ჰოპე ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, გვ 140-41. ტერმინში „ხილული“ თვალსაჩინო, ანუ იოლად დასანახი იგულისხმება. ეს განმარტება ჯინ კალაჰანმა მომაწოდა.

59 რობერტ ფროსტის „კედლის გამთელება“, გამოქვეყნდა North of Boston-ში, მეორე გამოცემა (ნიუ იორკი: ჰენრი ჰოლტი, 1915), გვ 11-13 (თუ შეიძლება ამის თაობაზე არ მომწეროთ. ის თუ რას გულისხმობდა ფროსტი ამ პოემით სინამდვილეში სულაც არ მაინტერესებს. მე უბრალოდ ეს გამონათქვამი მომეწონა).

60 ჰოპე ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, გვ 138.

61 მკვიდრობისა და პირველი მესაკუთრეს უპირატეს უფლებასთან დაკავშირებით იხილეთ ჰოპეს ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, გვ 141-44; ასევე „კერძო საკუთრების ეკონომიკა და ეთიკა“ (ბოსტონი: Kluwer Academic Publishers 1993), გვ 191-93; ჟეფრი მ. ჰერბენერის „პარეტოს წესი საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკის პირობებში“, ავსტრიული ეკონომიკის მიმოხილვა 10, №1 (1997), გვ 105: „როდესაც საგანი პირველი მფლობელის საკუთრებაშია, სხვებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია იქონიონ მის საკუთრებით უფლებაზე, შესაბამისად მათ სურვილს არა აქვს გავლენა პარეტოს პირველი მესაკუთრის პრინციპზე:; დე ჯასეის „პოლიტიკის წინააღმდეგ:, გვ 172-79. პირველი მესაკუთრეს უფლების ეთიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იხილეთ ჰოპეს ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, VII თავი; ჰოპე „კერძო საკუთრების ეკონომიკა და ეთიკა“; როთბარდი „თავისუფლების ეთიკა“; როთბარდი „სამართალი და საკუთრების უფლება“, გამოქვეყნდა ნაშრომში „The Logic of action One”, ნ. სტეფან კინსელას „დასჯისა და უფლებების ლიბერტარიანული თეორია“, Lyola of Los Angeles Law Review 30 (1996 წლის გაზაფხული), ნ. სტეფან კინსელას „უფლებების ლიბერტარიანული თეორიის ახალი რაციონალისტური მიმართულებები“, Journal of Liberations Studies 12, №2 (1996 წლის შემოდგომა), გვ. 313-26.

62 თომას ჯეფერსონი და აიზეკ მაკფერსონი, მონტიჩელო, 1813 წლის 13 აგვისტო, წერილი „თომას ჯეფერსონის ნაშრომები“, ტომი 13, გამოცემა A.A. Lipscomb A.E. Bergh (Washington D.C: Thomas Jefferson Memorial Assosiation, 1904), გვ 326-38. ჯეფერსონმა აღიარა, რომ რადგანაც იდეები არ არის მწირი, პატენტი და საავტორო უფლებები არ წარმოადგენს ბუნებრივ უფლებებს და მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ისინი უტილიტარული მოსაზრებებისა და სასარგებლო სიახლეებისა და ლიტერატურული ნაშრომების მხარდაჭერას ემსახურება (მაშინაც კი ეს საკანონმდებლო წესით უნდა განისაზღვროს, რადგანაც არ წარმოადგენენ ბუნებრივ უფლებას), იხილეთ პალმერი „ინტელექტუალური საკუთრება: მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“, გვ 278-53. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯეფერსონი პატენტებს მხარს უჭერდა თუნდაც უტილიტარისტული მოსაზრებების საფუძველზე. პატენტების ისტორიკოსი ედვარდ ს. უოლტერშეიდი განმარტავდა, რომ „ჯეფერსონი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში სკეპტიკურად აფასებდა პატენტების სისტემის მიზანშეწონილობას:, „თომას ჯეფერსონი და პატენტების აქტი“, ნაშრომები ისტორიაზე 40 (1998).

63 ეინ რანდი „პატენტები და საავტორო უფლებები“, გვ 131, მიზესი „ადამიანური მოღვაწეობა“, გვ 661. იგი აღიარებს, რომ არ არის მიზანშეწონილი „ფორმულების“ მომჭირნეობით გამოყენება, „რადგანაც ისინი ცვეთას არ ექვემდებარებიან“. 128-ე გვერდზე იგი წერს: „უაღრესად მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა. ფორმულა, თუნდაც ყავის მომზადების რეცეპტი უაღრესად საჭირო და სასარგებლოა. ფორმულა არ კარგავს თავის მნიშვნელობას რამდენჯერაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული. მისი პროდუქტიული ძალა უსაზღვროა. შესაბამისად, ფორმულა ეკონომიკურ საქონელს არ წარმოადგენს. ადამიანი ისეთი არჩევანის წინაშე არ უნდა იდგეს, რომ მას ცნობილი ფორმულის სარგებლიანობის შეაფასებასა, ან რაიმე სხვა სასარგებლო რამის გამოყენებას შორის უწევდეს არჩევანი.“ ასევე იხილეთ გვ 364.

64 პლანტი „პატენტებსა და გამოგონებებთან დაკავშირებული ეკონომიკური თეორია“, გვ 35; ასევე მიზესის „ადამიანური მოღვაწეობა“, გვ 364; „ასეთი რეცეპტები, როგორც წესი უფასო საქონელს წარმოადგენს, რადგანაც მათი გამოყენება შეუზღუდავად შეიძლება. ანუ, ფორმულები ეკონომიკური საქონელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ მათი მონოპოლიზაცია მოხდება და გამოყენება შეიზღუდება. ნებისმიერი ფასი, რომელიც რეცეპტთან დაკავშირებით იქნება გადახდილი მონოპოლიური ფასი იქნება. არა აქვს მნიშვნელობა შესაძლებელია თუ არა რეცეპტების გამოყენების შეზღუდვა ისეთი ინსტიტუციური პირობებით, როგორიცაა პატენტები და საავტორო უფლებების კანონები, ან თუნდაც იმას, რომ ფორმულა საიდუმლოდ შეინახო, თუ სხვა ადამიანებს მაინც შეუძლიათ ამ ფორმულამდე თავად მივიდნენ და აღმოაჩინონ იგი.

65 ბუკარტი „რა არის საკუთრება?“, გვ 793, ასევე 797-99.

66 ბუკარტი „რა არის საკუთრება?“, გვ 793, ასევე 799, 803

67 შეიძლება ვიკამათოთ იმის თაობაზე, რომ განყენებულ საგნებსაც ესაჭიროება სამართლებლივი დაცვა ისევე, როგორც ,,საზოგადოებრივი მოხმარების საგნებს“, რადგანაც გარეშე უარყოფითი ფაქტორები ზემოქმედებას ახდენენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე და იგი დაუცველია ამ ზემოქმედებისგან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ,,საზოგადოებრივი მოხმარების საგნების“ კონცეფცია თანმიმდევრული ან სათანადოდ დასაბუთებული არ არის. იხილეთ პალმერის ,,ინტელექტუალური საკუთრება; მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“, გვ 279-80, 283-87; ჰანს-ჰერმან ჰოპეს ,,საზოგადოებრივი მოხმარების საგნებისა და უსაფრთხოების თეორიის ნაკლოვანებები“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი 9, №1 (1989 წლის ზამთარი), გვ 27; ასევე ჰოპეს ,,კერძო საკუთრების ეკონომიკა და ეთიკა“, თავი I. როგორც პალმერი აღნიშნავს ,,ნებისმიერი საქონლის თუ მომსახურეობის წარმოების ღირებულებაშრომის, მარკეტინგის და მთელ რიგ სხვა კომპონენტებს შეიცავს, მაგრამ გარდა ამისა იგი ასევე საკუთრების ფარგლების დადგენასთან (,,შემოღობვასთან“) დაკავშირებულ დანახარჯებს შეიცავს. მაგალითად, კინოთეატრები ისეთ ასპექტებში ანხორციელებენ ინვესტიციებს, როგორიცაა ფანჟრები, კედლები, პერსონალი, დაემონტაჟებინათ და შეეზღუდათ გამვლელების უფლება ესარგებლათ მათი მომსახურეობით, ან შეეძლოთ მთავრობისგან ეთხოვათ, რომ ყველას, ვისაც ბილეთის საფასური არ გაუღია, სპეციალური სათვალის ტარება დაევალდებულებინათ, რომ ფილმი ვერ ნახონ. ღია კინოთეატრებს, სადაც ფილმის ყურება მანქანიდან შეიძლება, სწორედ მსგავსი ხასიათის პრობლემა ჰქონდათ, რადგანაც სხვა მანქანებიდანაც შეეძლოთ ფილმების ყურება. ამის შესაზღუდად მათ საკმაო დანახარჯების გაწევამ მოუწიათ და ყოველი მანქანისთვის ინდივიდუალური ყურსასმენები შეისყიდეს, რის გამოც სხვა მანქანებს მხოლოდ ფილმის ვიზუალური ფონის ნახვა შეეძლოთ, მაგრამ ტექსტის მოსმენა - არა. ანუ, საკუთრების ფარგლების დადგენის და სხვების მიერ მისი უფასოდ სარგებლობის დანახარჯები ყველა წარმოების სფეროსთვისაა დამახასიათებელი. მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საგნების შერჩევა და იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო მზადაა გარანტიები გასცეს გარკვეული კატეგორიის საქონლის წარმოების ღირებულებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქონელი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს, გამართლებული არ არის“. პალმერი ,,მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“, გვ 284-85. არანაირი დასაბუთება იმისა, რომ იდეები საზოგადოებრივი მოხმარების საგანს წარმოადგენენ, არ არსებობს. ეს ასე რომც იყოს, მაინც არ არის გამართლებული იდეების საკუთრების საგნად განხილვა. საზოგადოებრივი სიმდიდრის გაზრდაზე მიმართული ზომებიც არ არის გამართლებული, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

68 პალმერი: ,,ინტელექტუალური საკუთრება; მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“, გვ 264.

69 იხილეთ ეინ რანდი „პატენტები და საავტორო უფლებები“; კელის „პასუხი კინსელასადმი“; ფრენკი „ინტელექტუალური და ინდივიდუალური საკუთრება“ და „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები: რამდენად წარმოადგენენ საკუთრებას არამატერიალური საგნები?“

70 იხილეთ ჰოპეს „სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, თავი VII, გვ 138.

71 იხილეთ ჰოპეს „სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, გვ 142. ნაშრომი „პოლიტიკის წინააღმდეგ“, გვ 172-79 და ჰერბენერის „პარეტოს წესი საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკის პირობებში“. გვ 105.

72 დასაკუთრება შეიძლება სამი ფორმით განხორციელდეს: (1) ფიზიკური დასაკუთრება, (2) საკუთრების ფორმირება, (3) საკუთრების მონიშვნა, ანუ შემოსაზღვრა“. პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 838.

73 მე არ მჭირდება, რომ ჩემი შრომა ჩემს უფლებას წარმოადგენდეს, ანუ ჩემს საკუთრებად განიხილებოდეს. შრომა არ შეიძლება საკუთრების საგანს წარმოადგენდეს და არ არის საჭირო ამის მტკიცება იმისთვის, რომ აღიარებული იყოს ჩემი უფლება იმ საკუთრებაზე, რომელსაც მე ვქმნი.

74 პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 838, გეორგ ჰეგელის ციტატა ჰეგელის „უფლებების ფილოსოფიიდან“ (1821, მეორე გამოცემა, ლონდონი, Oxford University Press 1967). გვ. 45-46

75 ინტელექტუალური საკუთრების ისეთი მხარდამჭერიც კი, როგორიც ეინ რანდია თვლიდა, რომ მხოლოდ შექმნის აქტი საკამრისი არ არის იმისთვის, რომ საკუთრების უფლება აღიარებული იქნას. ეს არ არის საჭირო, რადგანაც ის საგანი ან ტერიტორია, რომელიც არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა შეიძლება მითვისებული იქნას, ანუ თქვენ მას დაეპატრონებით მკვიდრობის პრინციპით. ანუ, შექმნა არ არის საკმარისი, რომ თქვენ საგნის მესაკუთრე გახდეთ. ეინ რანდის მიხედვითაც თუ თქვენ რაიმეს სხვის საკუთრებაში მყოფი ნედლეულით აწარმოებთ, ეს საგანი თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენს. ეინ რანდი თვლის, რომ უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება მაშინ წარმოიქმნება, როდესაც კონფლიქტის შესაძლებლობა არსებობს. ეინ რანდი ასევე თვლის, რომ უფლებები სოციალურ კონცეფციას წარმოადგენენ და ეს თემა მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ ადამიანზე მეტს შეეხება. იხილეთ ეინ რანდი ,,ადამიანის უფლებები“ ნაშრომში ,,კაპიტალიზმი; უცნობი იდეალი“, გვ 321: ,,უფლება მორალური პრინციპია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას იცავს სოციალურ კონტექსტში“. ეინ რანდი ამტკიცებს, რომ ,,ადამიანის უფლებები მხოლოდ მაშინ ირღვევა, როდესაც ფიზიკური ძალის გამოყენება ხდება“, ანუ როდესაც მწირი რესურსის ნიადაგზე კონფლიქტები წარმოიქმნება. ,,მთავრობის არსი“ ნაშრომში ,,კაპიტალიზმი; უცნობი იდეალი“, გვ 330. 334-ე გვერდზე ეინ რანდი ცდილობს (წარუმატებლად) მთავრობა გაამართლოს, ანუ აგენტი, რომელიც უფლებებს ადგენს იმ გარემოებაზე დაფუძნებით, რომ შესაძლებელია არსებობდეს ,,სამართლიანი კონფლიქტები“, ანუ კონფლიქტები ,,რაციონალური და უნაკლო მორალის მქონე ადამიანებს შორის“. ანუ, ეინ რანდის თეორიის მიხედვით შექმნის აქტი საჭირო ან საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანი საკუთრების მფლობელად ჩაითვალოს.

76 სწორედ ამ მოსაზრებების გამო არ ვეთანხმები ობიექტივისტების დევიდ კელისა და მიურეი ფრენკის მიდგომებს. ფრენკის ნაშრომის ,,ინტელექტუალური და ინდივიდუალური საკუთრება“, გვ.7 შესაბამისად ,,მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება გვეხმარება გადავანაწილოთ მწირი რესურსი, თავად რესურსი ვერ წარმოადგენს საკუთრების უფლების საფუძველს. მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ეს ასეა, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არასწორად განიხილავს და უფლებები ასეთ შემთხვევაში საზოგადოების საჭიროებების ფუნქციად განიხილება და არა ადამიანის საჭიროებად, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრობს“. მე დარწმუნებული არ ვარ თუ რას ნიშნავს, როდესაც ამბობენ, რომ უფლებები, რომლებიც მხოლოდ სოციალურ კონტექსტში წარმოადგენენ რაციონალურ მცნებას, ინდივიდის ,,თანდაყოლილი“ თვისებაა“, ან როდესაც ისინი რაღაცის ,,ფუნქციად“ განიხილება. პირველი მოსაზრება პოზიტივისტურ მიდგომას უფრო ჰგავს (როდესაც იგულისხმება, რომ უფლებებს ,,წყარო“ გააჩნია, ანუ თითქოს თავად ღმერთმა ან მთავრობამ დაადგინა ასე), ხოლო უკანასკნელი გამონათქვამი კი მეცნიერული მიდგომისკენ იხრება (რადგანაც მათემატიკური ტერმინით ,,ფუნქციით“ ცდილობს განიხილოს ეს ასპექტი). საკუთრების უფლებების არგუმენტაცია არ უნდა ემყარებოდეს მწირი რესურსების განაწილების საჭიროებას, არამედ იგი იმას უნდა ითვალისწინებდეს, რომ ადამიანებს გარკვეული საშუალებები სჭირდებათ საბოლოო პროდუქტის მისაღებად და ამასთან დაკავშირებით კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ამგვარად, რესურსების სიმწირე არ წარმოადგენს საკუთრების უფლების საფუძველს, არამედ იგი მისი წინაპირობაა, რომელიც მანამდე უნდა იქნას განსაზღვრული, სანამ საკუთრების უფლებაზე დავიწყებთ საუბარს. კონფლიქტი მხოლოდ მწირი რესურსების საფუძველზე შეიძლება წარმოიქმნას და არა ჭარბი რესურსების შემთხვევაში. (როგორც წინა პარაგრაფში (75) აღინიშნა, ობიექტივიზმის მიმდევრების აზრით კონფლიქტი საკუთრების უფლების განუყოფელ და აუცილებელ პირობას წარმოადგენს).

გარდა ამისა, აქ მოყვანილი არგუმენტი, რომელიც რესურსების სიმწირის აუცილებელ წინაპირობაზე ამახვილებს ყურადღებას, დაახლოებით იგივეა, რაც ფრენკის ობიექტივისტური მიდგომა, რომელიც ,,საზოგადოების საჭიროებების ფუნქციაზე“ საუბრობს. ფრენკს მიაჩნია, რომ ადამიანს უნდა ..შეეძლოს“ აწარმოოს პროდუქტი იმისთვის, რომ იარსებოს და ეს ყველაფერი სოციალურ გარემოში ხდება, სადაც სხვა ადამიანებთან კონფლიქტებია შესაძლებელი.

ამგვარად, კანონმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლება მის მიერ წარმოებულ საგნებზე. მაგრამ სიმწირეზე დამყარებული არგუმენტაციის შესაბამისად აღიარებულია, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს მწირი რესურსებით სარგებლობა და ამისთვის კონფლიქტების თავიდან აცილებაა აუცილებელი. ანუ, კანონმა უნდა უზრუნველყოს მწირ რესურსებზე საკუთრების უფლების გადანაწილება. დამოუკიდებლად იმისა, თუ რა უპირატესობები გააჩნიათ ერთი მხრივ წარმოებაზე და მეორე მხრივ რესურსების სიმწირეზე დაფუძნებულ მიდგომებს, ეს ბოლო არგუმენტაცია უფრო კოლექტივისტური არ არის, ვიდრე შექმნაზე დაფუძნებული არგუმენტაცია, ხოლო შექმნაზე დაფუძნებული არგუმენტაცია უფრო ინდივიდუალისტური არ არის, ვიდრე რესურსების სიმწირის არგუმენტაცია.

კელი თავის ნაშრომში ,,პასუხი კინსელასადმი“ წერდა (გვ 13): ,,საკუთრების უფლება აუცილებელია, რადგანაც ადამიანს უნდა შეეძლოს არსებობა ამ უფლების გამოყენებით. ამასთან დაკავშირებით უპირველესი ამოცანაა ისეთი ფასეულობების შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანთა საჭიროებებს და არა უბრალოდ იმაზე დაყრდნობით არსებობა, რასაც ბუნება გვაძლევს, ანუ ისე არსებობა, როგორც ცხოველები არსებობენ. საკუთრების უფლების საფუძველი საგნების წარმოებაშია. რესურსების სიმწირის პრობლემა მაშინ იძენს მნიშვნელობას, როდესაც ჩვენ ისეთი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე გვაქვს საუბარი, როგორიცაა მიწა. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ორი წინაპირობაა საჭირო იმისთვის, რომ ბუნებრივ რესურსს დაესაკუთრო და იგი შენს მესაკუთრეობაში მიიღო. კერძოდ: 1) ეს რესურსი გარკვეული წარმოების მიზნით უნდა გამოიყენებოდეს 2) ეს პირობა მაშინაა მართებული, როდესაც რესურსი მწირია. მაგრამ იმ ახალ საგნებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანმა თავად შექმნა, საკუთრების უფლების საფუძველს თავად შექმნის, ანუ წარმოების აქტი წარმოადგენს, დამოუკიდებლად იმისა, რესურსი მწირია თუ არა“.

ის მიზეზები, რომელთა გამო ვერ დავეთანხმები კელის მოსაზრებებს აშკარაა, მაგრამ ნება მომეცით ავღნიშნო, რომ ადამიანთა ყველა ქმედება, მათ შორის ,,ფასეულობების“ შექმნა მწირი რესურსების გამოყენებით, ანუ ბუნებაში არსებული მატერიალური საგნებისა და სუბსტანციების გამოყენებით ხორციელდება.

ყველა აქტი, რომელიც ბუნებაში რაღაცის შექმნისკენ არის მიმართული, უკვე არსებული ატომების ნაკრების გამოყენებას წარმოადგენს და ეს გარემოება არ გულისხმობს, რომ ადამიანი ცხოველის მსგავს არსებობას ეწევა.

ადამიანი ცხოველებისაგან განსხვავებით უფრო მაღალი რანგის ფასეულობებს ქმნის იმ მწირი რესუსრებისგან, რომლებიც ბუნებაში მოიპოვება. გარდა ამისა, კელი რესურსების მისაკუთრების ორი სხვადასხვა წესის არსებობას აღიარებს: პირველი რესურსების მოხმარებას გულისხმობს, ხოლო მეორე კი რესურსების გამოყენებით ახალი, უფრო ღირებული რამის შექმნას. ანუ, ამ საგნების შემქმნელს უფლება აქვს ფლობდეს მათ და შეზღუდოს ყველა სხვა ადამიანების უფლება გამოიყენოს მსგავსი მასალა და ტექნიკა ამ საგნის წარმოების მიზნით, თუნდაც ისინი ამას თავისი საკუთრების გამოყენებით ცდილობდნენ. როგორც ქვემოთ იქნება განხილული, დასაკუთრების ეს ორი წესი ერთმანეთთან კონფლიქტში შედის და მხოლოდ პირველი არის მისაღები და გამართლებული.

და ბოლოს, კელი თვლის, რომ ახალი პროდუქტის შემქმნელი მისი მესაკუთრე იმ გარემოების გამო უნდა იყოს, რომ მან იგი შექმნა და ეს იმასთან დაკავშირებული არ არის, თუ რამდენად მწირია ეს რესურსი. თუ კელი აქ მატერიალურ პროდუქტს გულისხმობს, მაგალითად სათაგურს, ასეთი საქონელი რეალურ და მწირ მატერიალურ საგანს წარმოადგენს. ანუ, მისი შემქმნელი იმ ნედლეულის მესაკუთრე იყო, რომლისგანაც მან სათაგური შექმნა. მაგრამ არ არის სავალდებულო, რომ ადამიანი სათაგურის იდეის მესაკუთრე იყოს იმისთვის, რომ სათაგურს, ანუ იდეის მატერიალიზაციის სხვა ფორმებს ფლობდეს. მას უკვე ჰქონდა საკუთრებაში ნედლეული და იგი მაშინაც რჩება ამ ნედლეულის მესაკუთრე, როდესაც მას სხვა ფორმას შესძენს. თუ კელის მიაჩნია, რომ იდეის ან რაიმე საგნის მოდელის შემუშავების გამო ადამიანს უფლება ეძლევა კონტროლი დაამყაროს სხვების საკუთრებაში არსებულ მწირ რესურსებზე, მაშინ იგი მკვიდრობის ახალი პრინციპის შემოღებას ცდილობს, რომელსაც მე ქვემოთ განვიხილავ.

77 იხილეთ მარი ნ. როთბარდის ,,ეკონომიკური აზროვნება ადამ სმითამდე: ეკონომიკური აზროვნების ისტორიის ავსტრიული პერსპექტივიდან განხილვა“ I ტომი (Brookfield, Vt: Edward Elgar 1995), გვ 453: ,,სწორედ ადამ სმითია პასუხისმგებელი ეკონომიკაში შრომის ღირებულების თეორიის დამკვიდრების ხელშეწყობაზე. შესაბამისად, სმითია ის ადამიანი, რომელმაც მარქსის თეორიის გაჩენას და ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი“.

ზოგჯერ საკმაოდ საღად მოაზროვნე მეცნიერებიც კი, არასწორად განიხილავენ შრომას, როგორც მკვიდრობის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს და თვლიან, რომ შესაძლებელია მისი ,,ფლობა“. თავად როთბარდიც კი ამტკიცებდა, რომ ,,ადამიანი თავისი თავისა და შესაბამისად, მისი შრომის მესაკუთრეა“, როთბარდის ,,სამართლიანობა და საკუთრების უფლება“. გვ 284. ასევე იხილეთ როთბარდის ,,თავისუფლების ეთიკა“, გვ 49. არასწორი მოსაზრებაა, როდესაც ამტკიცებენ, რომ ,,ადამიანი თავის შრომას ფლობს“ (ან თავის სიცოცხლეს და იდეებს). საკუთარი შრომის შედეგებით სარგებლობის უფლება შენი სხეულის ფლობისა და კონტროლის დამყარების შედეგს წარმოადგენს, ისევე როგორც ,,სიტყვის თავისუფლება' მხოლოდ კერძო საკუთრების შედეგს, ანუ წარმოებულ აქტს წარმოადგენს. ეს როთბარდის მიერაც იყო აღიარებული მის ნაშრომში ,,თავისუფლების ეთიკა“, თავი XV .

78 ასევე იხილეთ რეისმანის ,,კაპიტალიზმი“, გვ 388-89.

79 ჰოპე ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, გვ 139-41; 237, №17.

80 იხილეთ მაკილროი „ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები და პატენტები“; როი ჰოლიდეი „იდეები და საკუთრება“ ნაშრომში „ფორმულირებები“ 4, №4 (1997 წლის ზაფხული); ბუკარტი „რა არის საკუთრება?“ გვ 804-5; პალმერი „ინტელექტუალური საკუთრება: მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან?“ გვ 280, 291-95; პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“ გვ 821, 851-55, 864 და რიჩარდ ო. ჰამერი „ინეტელქტუალური საკუთრება განხილული კონტრაქტების თვალსაზრისით“, ნაშრომი „ფორმულირებები“ 3, №2 (1995-96 წლის ზამთარი).

81 იხილეთ კინსელას „კონტრაქტების თეორია“; როთბარდის „თავისუფლების ეთიკა“, თავი XIX; უილიამსონ მ. ევერსის „კონტრაქტების თაობაზე კანონმდებლობის ფორმულირება“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი 1, №1 (1997 წლის ზამთარი); გვ 3-13; ეინ რანდი ბარნეტი „კონტრაქტზე შეთანხმების თეორია“, Columbia Law Review (1986), გვ 269-321

82 საერთაშორისო კანონმდებლობაში მეტაკანონი pacta sunt servanda ანუ კონტრაქტები სავალდებულოა შესასრულებლად გულისხმობს. კონტრაქტები სუვერენულ მხარეებს შორის (საერთაშორისო სამართლის კონტექსტში სახელმწიფოები) და „შეთანხმების შესახებ კანონების“ ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. იხილეთ პოლ ი. კომეო და ნ. სტეფან კინსელა (უცხოური ინვესტიციების დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით: პოლიტიკური რისკები და სამართლებლივი ასპექტები (Dobbs Ferry, N.Y: Oceana Publications, 1997), თავი II და V.

83 „კონტრაქტის საიდუმლოების“ დეფინიცია იხილეთ ბლეკის იურიდიული ტერმინების ლექსიკონში, მეექვსე გამოცემა (St Paul, Minn: West Publishing 1990), გვ 1199. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ბუკარტის „რა არის საკუთრება?“ გვ 795, 805.

84 ჰოპე ,,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“, გვ 139-41 №17

85 როთბარდი „თავისუფლების ეთიკა“, გვ 123

86 პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“ გვ 853, პალმერს ასევე შემდეგი ციტატები მოჰყავდა:

ჰეგელი: „ავტორის ან გამომგონებლის უფლებების არსი არ გამოიხატება იმაში, რომ როდესაც იგი თავისი წიგნის ერთადერთი ეგზემპლარის განკარგვას ანხორციელებს, იგი მიკერძოებულ წინაპირობას აყენებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წიგნის რეპროდუცირების უფლებას იძლევა და შესაბამისად, ავტორი წიგნის გამოცემის უფლებამოსილებას სხვა ადამიანს ანიჭებს, მაგრამ წიგნი ამ სხვა ადამიანის საკუთრება კი არ ხდება, არამედ კვლავაც ავტორის საკუთრებას წარმოადგენს. ანუ, იბადება კითხვა, საგნის ასეთი მფლობელობის უფლება და მისი რეპროდუცირების უფლებამოსილების გაყოფა რამდენად შეესაბამება საკუთრების კონცეფციას. ანუ, ასეთი გზით ხომ არ ხდება ამ წიგნის საკუთრების უფლების გაუქმება, რადგანაც წიგნის პირველ მესაკუთრეს, ანუ ავტორს ასევე მისი რეპროდუცირების უფლება უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული, ან მან ამ უფლებაზე უარი უნდა თქვას და თავისი პირველი ეგზემპლარის გამოცემის უფლების სხვა პირისთვის მინიჭებასთან ერთად ამ წიგნის მფლობელობის უფლებაც უნდა გადასცეს მას“. ჰეგელის „უფლებების ფილოსოფია“, გვ 55. ციტირებული პალმერის მიერ. „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“ გვ 853.

როგორც კანტი აღნიშნავდა, „ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ წიგნის პუბლიკაცია მისი ერთადერთი ეგზემპლარის, ანუ ავტორის საკუთრების რეპროდუცირების უფლებაა და ამასთან ერთად წიგნის საკუთრების უფლება გამომცემელზე გადადის, ან თუ ნაშრომი მანამდე სხვა გამომცემლის მიერ იყო გამოქვეყნებული და მას გარკვეული უფლებები აქვს შენარჩუნებული ამ წიგნის შემდგომ პუბლიკაციაზე, ასეთი გზით სხვების უფლებებს ზღუდავს და ამ წიგნის სხვების მიერ რეპროდუცირება უკანონო იქნება, ხოლო დასახულ მიზანს, ანუ სხვების უფლების შეზღუდვას ვერასოდეს ვერ მიაღწევენ. წიგნის მყიდველს ვერ შეუზღუდავ უფლებას გამოიყენოს თავისი საკუთრება, ანუ წიგნი და ვერ დაავალდებულებ მას, რომ მხოლოდ გარკვეული გზით ისარგებლოს ამ წიგნით.“ იმანუელ კანტი „Was ist ein Buch“ ნაშრომში „Die Metaphysic die Sitten”, გამომცემელი ვ. ვაიშედელი (Franfurt a. M: Suhrkamp Verlag, 1977), გვ 581, ნათარგმნი და ციტირებული პალმერის მიერ, „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“ გვ 853, 138. ალტერნატიული თარგმანი იხილეთ იმანუელ კანტის „Essay Three of the Injustice of Counterfeiting Books თარგმანი ჯონ რიჩარდსონისა, გადასინჯული სტეფან პალმქვისტის მიერ (Philopshychy Press 1994)

87 როთბარდის „თავისუფლების ეთიკა“, გვ 123.

88 კინსელა „ცოდნა, გამოთვლა, კონფლიქტი და კანონი“, იორგ გვიდო ჰიულსმანი „ცოდნა, განსჯა და საკუთრებით სარგებლობა“, ავსტრიული ეკონომიკის მიმოხილვა 10, №1 (1997), გვ 44.

89 რასაკვირველია, ანარქო-კაპიტალიზმის პირობებში ძალიან ძნელია საკონტრაქტო რეჟიმთან, ინსტიტუტებთან და ქსელებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება. საზოგადოების სხვადასხვა ანკლავებს თავიანთი კლიენტები, მფარველები და „მოქალაქეები“ ეყოლება, რომლებიც ინეტლექტუალური საკუთრების მსგავს წესებს დაექვემდებარებიან. ანარქო-კაპიტალიზმთან დაკავშირებით იხილეთ ჰანს-ჰერმან ჰოპეს „კერძო თავდაცვა“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი“ 14, №1 (1998-1999 წლის ზამთარი), გვ 27-52.

90 პალმერი „ინტელექტუალური საკუთრება: მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან“ გვ 280, 292-93 და პალმერის „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 854-55.

91 UTSA №1 ჰალიგანი, „მესამე კანონის აღდგენა - უსამართლო კონკურენცია: მოკლე შეჯამება“, №40.

92 კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით იხილეთ ტეხასის სისხლის სამართლის კოდექსი №№ 7.02 (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა) და 15.02 (უკანონო გარიგება). „წამქეზებლის“, „მონაწილის“ „თანამონაწილის“, „რომელიმე პირის ხელშეწყობით“, „ფარული გარიგების“ და „შეთქმულების“ განმარტებები ბლეკის იურიდიული ტერმინების ლექსიკონში არის ასახული.

93 პალმერი: „ინტელექტუალური საკუთრება: „მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან?“ გვ 280.

94 პალმერი: „ინტელექტუალური საკუთრება: „მიდგომა არა-პოზნერისეული სამართლის და ეკონომიკის მხრიდან?“ გვ 281, ასევე პალმერი „რამდენად გამართლებულია პატენტები და საავტორო უფლებები მორალური თვალსაზრისით?“, გვ 831, 862.

15 საკუთრების წამყვანი როლი ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში: გაკვეთილები ჩინეთისთვის

▲ზევით დაბრუნება


ჯეიმს . დორნი

0x08 graphic
კატონის სახელობის ინსტიტუტის აკადემიურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი, ამავე ინსტიტუტის ჟურნალისა და ყოველწლიური მონეტარული კონფერენციის დირექტორია. მისი კვლევის ინტერესებში შედის: ვაჭრობა და ადამიანის უფლებები, ჩინეთის ეკონომიკური რეფორმები და ფულის მომავლის კვლევა. დორნი უძღვებოდა ,,კატონის“-ს სამოქალაქო საზოგადობის პროექტს და თეთრი სახლის საპრეზდენტო მეცნიერთა კომისიაში მუშაობდა. დორნი ათი მონოგრაფიისა და მრავალი სტატიის ავტორია. კითხულობდა ლექციებს ესტონეთში, გერმანიაში, ჰონკონგში, რუსეთსა და შვეიცარიაში. იგი მიწვეული იყო პრაღის ცენტრალური ევროპის და შანხაის ფუდანის უნივერსიტეტებში. ამჟამად, მერილენდში ტოუსონის უნივერიტეტში ეკონომიკის პროფესორია.

გამოქვეყნდა 2003 წელს

ჩინეთის სვლა საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით, რომელიც 1978 წელს დაიწყო, ნელი, მაგრამ სტაბილური ხასიათის იყო. 1980 წელს ჩინეთმა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით (EFW) საკმაოდ დაბალი შეფასება დაიმსახურა: 10-დან მხოლოდ 3,7 ქულა, მაშინ როდესაც ჰონ-კონგი 8,7 ქულით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ჰონ-კონგი მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ტიტულს ინარჩუნებს. 2000 წელს ამ ქვეყნის შეფასება 8,8 ქულა იყო, ხოლო ჩინეთმა კი ამ დროისთვის უკვე 5,3 ქულა დაიმსახურა (Gwartney and Lawson 2002, 83, 110). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა და მის სანაპირო ზოლთან არსებული დინამიურად მზარდი ტერიტორიები, რომლებიც ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკაზე არიან, ცალკე შეფასებისას, ეკონომიკური თავისუფლების გაცილებით მაღალ დონეს აფიქსირებენ, ვიდრე მთლიანი ქვეყანა (Fan,Wang, and Zhang 2001).

საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციამ ხელი ჩინეთის წარმოების გარდაქმნას შეუწყო. ქვეყანა სრულიად ახალი იდეებით წარმოჩინდა და მისი ნაწარმი ახალ ბაზრებზე გამოჩნდა. ჩინეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ რეფორმებს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

ეკონომიკური თავისუფლება მრავალი ასპექტისაგან შედგება. მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია: ,,პირადი არჩევანის უფლება, თავისუფალი გაცვლა, თავისუფალი კონკურენცია და ადამიანის და მისი საკუთრების დაცვა“ (Gwartney and Lawson 2002, 5). ის ფაქტი, რომ ეკონომიკის თავისუფლების კუთხით ჩინეთი 123 ქვეყნიდან 101-ე ადგილზე იმყოფება, ადასტურებს, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება სათანადო დონეზე დაცული არაა და ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფო ზედმეტად ერევა.

მომავალში ჩინეთმა კონსტიტუციური და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოახდინოს, რომ საკუთრებითი ურთიერთობების სათანადო დონეზე დაცვა და სახელმწიფოს საქმიანობის შეზღუდვა მოახერხოს, რათა ქვეყანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების შესრულება შეძლოს და კაპიტალის რეალური ბაზრები შექმნას. ჩინეთმა შეიძლება ჰონ-კონგის წარმატებული გაკვეთილები გამოიყენოს. თუ ჩინეთი შესძლებს ჰონ-კონგის კონსტიტუციური წყობის მოდელი გადაიღოს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას ხელს მაქსიმალურად უწყობს, მისი მომავალი უდაოდ ბრწყინვალე იქნება.

ამ სტატიაში მე ყურადღებას თავისუფალი საზოგადოებაში საკუთრების უფლებების წამყვან როლზე გავამახვილებ. როგორც მილტონ ფრიდმანი აღნიშნავს, ,,საკუთრებითი უფლებები არა მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების, არამედ პოლიტიკური თავისუფლების წყაროცაა“ (2002,xvii). დასაწყისში მე საკუთრებით უფლებებს განვსაზღვრავ და ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში მათ მორალურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ვაჩვენებ. სახელმწიფოს ლეგიტიმური როლი საკუთრების დაცვასა და აქედან გამომდინარე, სამართლიანობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. როდესაც პიროვნებებსა და მათი საკუთრებას კანონის უზენაესობა იცავს, ლიბერალურსაბაზრო წესრიგი ყალიბდება, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკურ აქტივობას და კეთილდღეობის ზრდას განაპირობებს. მე ვაჩვენებ, რომ სპონტანური წესრიგის იდეა, რომელიც ლიბერალური კონსტიტუციური წესრიგის გულს წარმოადგენს, ყოველმხრივ შეესაბამება ჩინეთის უძველეს კულტურას და კერძოდ, ლაო ძის შეხედულებებს. ჩინეთმა ,,საბაზრო სოციალიზმი“ ,,საბაზრო ტაოიზმით“ უნდა შეცვალოს. კონსტიტუციური დიქტატის სისტემიდან კი, ნაბიჯები კონსტიტუციური თავისუფლებისკენ უნდა გადადგას. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მომავლისთვის საკუთრებითი უფლებების დაცვა და შეკვეცილი უფლებამოსილებების მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საკუთრება, თავისუფლება და სამართალი

საკუთრების შესახებ მსჯელობისას ჩვეულებრივ ფიზიკურ მხარეს გულისხმობენ, თუმცა ამგვარი კონცეფცია საკმაოდ მცდარია. საკუთრების უფრო ზუსტი განსაზღვრება შემდეგნაირია: უფლებების ერთობლიობა და შესაბამისი ვალდებულებები, რომლებიც ინდივიდუალურ თავისუფლებასთანაა კავშირში. მართლაც, ამერიკის კონსტიტუციის მთავარი არქიტექტორის - ჯეიმს მედისონის მიხედვით ,,საკუთრება ფართო გაგებით მოიცავს და გულისხმობს ყველაფერს, რაც ადამიანისთვის შესაძლოა ღირებული იყოს და რაზეც მას უფლება აქვს, ხოლო ყველა დანარჩენს კი, მსგავს შესაძლებლობას არ უკარგავს“ ([1792] 1906, 101). საკუთრების ქვეშ მედისონი ,,ადამიანების კუთვნილ მიწას, საქონელს, ან ფულს“ გულისხმობდა. აგრეთვე პიროვნების ქონებრივ უფლებებს ,,საკუთარი შეხედულებების ქონასა და მათ გამოხატვაზე“; განსაკუთრებით, ადამიანის უფლებას ,,რელიგიური აღმსარებლობის, და შესაბამისი პროფესიისა და საქმიანობის სახის ნებაყოფლობით არჩევაზე“. გარდა ამისა, პიროვნებას ,,საკუთრების უსაფრთხოებისა და პირად თავისუფლების უფლება აქვს“, ისევე როგორც ,,საკუთარი ნიჭით სარგებლობისა და მისი გამოყენების მიმართულების არჩევანის თავისუფლება“. მოკლედ, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ ,,ადამიანს საკუთრების უფლება გააჩნია, იმდენად შეიძლება ითქვას, რომ ის მისივე უფლებების მფლობელიც არის“ ([1792] 1906, 101).

მედისონი ფაქტიურად დიდი ლიბერალი მოაზროვნის - ჯონ ლოკის კვალს მიყვებოდა.

1690 წელს გამოქვეყნებულ თავის მეორე ტრაქტატში ლოკმა საკუთრება განმარტა, როგორც ,,სიცოცხლე, თავისუფლება და ქონება“ (§ 123). იგი მეფეების ეგრეთწოდებულ ღვთისგან ბოძებულ უფლებებს კითხვის ქვეშ აყენებდა და ამტკიცებდა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა - მორალური ანუ ,,ბუნებრივი უფლება“, რომელიც სახელმწიფოზე უფრო ადრე არსებობდა. ყველა პიროვნებას აგრესორებისგან საკუთრების დაცვის უფლება და იმავდროულად სხვებისადმი ზიანის მიყენებისგან თავი შეკავების ვალდებულება გააჩნია, თავდაცვის აუცილებლობით გამოწვეული კანონიერი შემთხვევების გარდა. შესაბამისად, ბედნიერებისკენ სწრაფვის თანაბარი უფლება ყველას აქვს, იმ პირობით, რომ ჩაურევლობის ძირითადი პრინციპი ყველას მიერ დაცული იქნება.

მედისონის მიხედვით სახელმწიფოს პირველადი ფუნქცია ,,ყველა სახის საკუთრების, მათ შორის სხვადასხვა პირების უფლებების დაცვაა. სახელმწიფოს უმთავრეს მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს, ამდენად სამართლიანი მხოლოდ ის მმართველობაა, რომელიც განურჩევლად ყოველი ადამიანის საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა თუ რას წარმოადგენს თავად მესაკუთრე“ ([1792] 1906, 102). აქედან გამომდინარე, რამდენადაც თავისუფლება საკუთრებაზე მორალურ უფლებას ეფუძნება, გლობალური მიდგომის პირობებში სამართლიანობა დამოკიდებულია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ძალმომრეობის შეზღუდვაზე, სიცოცხლის, თავისუფლებისა და ქონების უსაფრთხოების მიზნით. სამართლიანობა დაკავშირებულია წესებთან და არა შედეგებთან: წესები სამართლიანი რომ იყოს, ისინი ყველაზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს და ჩაურევლობის ძირითად უფლებას არ ეწინააღმდეგებოდეს.

ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში სამართლიანობის განსაზღვრა ძალიან ადვილია: ის უბრალოდ იმ უსამართლობის არარსებობას ნიშნავს, რასაც სიცოცხლის, თავისუფლების ან ქონების ხელყოფა ქვია.

როგორც გენიალურმა ფრანგმა ლიბერალმა ფრედერიკ ბასტიამ 1850 წელს დაწერა, როდესაც კანონი და ძალაუფლება ადამიანს სამართლის ბორკილებს ადებს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ უარყოფას იწვევს. ისინი ადამიანს მხოლოდ სხვისთვის ზიანის მიყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას უწესებენ, მაგრამ მის პიროვნულ თვითმყოფადობას, თავისუფლებას ან საკუთრებას არანაირად არ ზღუდავენ. ეს შეზღუდვები უბრალოდ სხვების თვითმყოფადობას, თავისუფლებას და საკუთრებას იცავს. შეზღუდვებს დაცვითი ფუნქცია აქვთ, ისინი თითოეული პიროვნების თანასწორუფლებიანობის სადარაჟოზე დგანან. შეზღუდვები ასრულებენ მისიას, რომლის უვნებლობა ნათელია, სარგებლიანობა თვალსაჩინო, ხოლო კანონიერება კი - უდაო 1964, 65).

უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში საკუთრება, თავისუფლება და სამართლიანობა განუყოფელი მცნებებია: საკუთრების უფლებების შეზღუდვა ფაქტიურად ზარალს პიროვნულ თავისუფლებასა და სამართალსაც აყენებს.

კერძო საკუთრების უფლება, ეკონომიკური
თავისუფლება და კეთილდღეობა

ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანწილად კერძო საკუთრების უფლების არსებობაზეა დამოკიდებული, რაც კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად გამოყენების, გაყიდვის, ან სათანდო ქონებრივი უფლებების დანაწილების უფლებამოსილებას გულისხმობს. თავისუფალი ბაზრები კარგად განსაზღვრულ საკუთრებით უფლებებზეა დამოკიდებული, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი სისტემა კანონის უზენაესობას და მთავრობისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს (Niskanen 2002).

პრივატიზაციის (ანუ კერძო საკუთრებითი უფლებების თავისუფალი ვაჭრობის) გარეშე რეალურად კონკურენტული ბაზრების არსებობა შეუძლებელია. არმენ ალჩიანი, სამართლისა და ეკონომიკის პიონერი ხაზს უსვავს: გასაყიდი ნაწარმის ვარგისიანობა სამომავლო შედეგების ამჟამინდელ ფასებში კაპიტალიზაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, გასაყიდ ნაწარმთან დაკავშირებული სამომავლო შედეგები მის ამჟამინდელ მფლობელს უბრუნდება. სწორედ ამიტომ მესაკუთრე გრძელვადიან შედეგებს ითვალისწინებს და თავის გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, რასაც არ გააკეთებდა, თუკი უფლებებით ვაჭრობა შეუძლებელი იქნებოდა“ (1967, 12).

კერძო საკუთრების (მაგალითად მიწა, ობლიგაციები და სხვა სახის კაპიტალური აქტივები) სავაჭრო მომხიბვლელობა ანუ ვარგისიანობა გულისხმობს, რომ მესაკუთრეებს შეუძლიათ მომავალში მოსალოდნელი შემოსავლების ნაკადების ამჟამინდელი (კაპიტალური) ღირებულება დაადგინონ. ამჟამინდელი ღირებულების კალკულაცია შესაძლებელია, რადგან ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები შეიძლება მომავალი შემოსავლების ამჟამინდელი ღირებულებაში დისკონტირებისთვის იქნან გამოყენებული, რაც აქტივების ფასებში აისხება. დაცული საკუთრებით უფლებების მქონე კონკურენტული ბაზრების არარსებობის პირობებში, კაპიტალის სწორად განთავსებას და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებას ვერავინ შესძლებს. კაპიტალის რეალური ბაზრების არარსებობის დროს, ინვესტორთა გადაწყვეტილებების პოლიტიზირება ხდება, როგორც ეს ჩინეთში ხდება.

საკუთრებითი უფლებების შეზღუდვა ამ უფლებების საბაზრო ფასს და პიროვნულ თავისუფლებას ამცირებს (Alchian 1977; Jensen and Meckling 1985). თუკი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი პიროვნული თავისუფლების ზრდაა, მაშინ საკუთრებითი უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა ეკონომიკურ თავისუფლებას და საზოგადოების განვითარებას ამცირებს.

პიტერ ბაუერი, ადამ სმითისა და სხვა კლასიკური ლიბერალების მსგავსად, არჩევანის თავისუფლებას, როგორც განვითარების წინაპირობას, წამყვან როლს ანიჭებს: ,,მე ყურადღებს ვამახვილებ არჩევანის გაფართოებაზე, ეს ხალხისთვის ხელმისაწვდომი ეფექტური ალტერნატივების რაოდენობას ზრდის და ეკონომიკური განვითარების პრინციპულ კრიტერიუმს წარმოადგენს” (1957, 113-14).

ამგვარ განვითარების კონცეფციას გულისხმობდა ბასტია, როდესაც წერდა: ,,პროგრესის საუკეთესო შანსი სამართლიანობასა და თავისუფლებაშია” (1964, 137). თავის ცნობილ თხზულებაში ,,კანონი”, იგი ხაზს დაცულ საკუთრებით ურთიერთობებს, სახელმწიფოს უფლებამოსილებების შეზღუდვას, პიროვნული და ეკონომიკური განვითარებისთვის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობას უსვავს. ,,ყოველი ადამიანი მიისწრაფვის რათა შესაბამის კეთილდღეობასა და სტატუსს მიაღწიოს. პროგრესის დახმარებით, კანონიერებაზე დამყარებული სამართლის, საკუთრების უფლების უზენაესობის, თავისუფლების გავლენის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პასუხისგებლობის პირობებში, კაცობრიობა ამ მიზანს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თუმცა ნელი და მოწესრიგებული ნაბიჯებით მიაღწევს“. (1964, 94).ბასტია პროგრესს ხედავდა, როგორც ევოლუციურ პროცესს, სადაც პიროვნებები ცდებისა და შეცდომების მეთოდით სწავლობენ. პროცესი მიმდინარეობს თავისუფალი საბაზრო სისტემის პირობებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კერძო საკუთრების უფლებას. მას ესმოდა საბაზრო სისტემის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა და ის ფაქტი, რომ კონკურენცია ხელს ადამიანებს ახალი ინფორმაციის აღმოჩენასა და შეცდომებიდან გაკვეთილების მიღებაში უწყობს. ამგვარად, ჰაიეკის მსგავსად ბასტია კონკურენციას და შეჯიბრს უყურებდა, როგორც აღმოჩენების პროცესს. იგი აგრეთვე უჩვენებს, რომ თავისუფლება ხელს სოციალურ განვითარებას უწყობს: ,,სოციალური ორგანოებიც იმგვარად არიან მოწყობილნი, რომ თავისუფლების ღია ჰაერზე უფრო ჰარმონიულად ვითარდებიან“ (1964, 95).

ისტორია გვიჩვენებს, რომ ქვეყნები სადაც კერძო საკუთრება მკაცრად არის დაცული და ეკონომიკური თავისუფლება დიდია, ცხოვრების დონის საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ხასიათდებიან. 150 ქვეყნის ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებულმა კვლევამ (ლი ჰოსკინსი და ანა ეირასი, 2002) გამოვლინდა, რომ ქვეყნები, სადაც კერძო საკუთრებითი უფლებები დაცულია, მეტ დოვლათს ქმნიან (მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე), იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც მსგავსი უფლებები გარანტირებული არაა და კორუფციის მაღალი დონეა. ჯეიმს გვარტნი და რობერტ ლოუსონი ასაბუთებენ ძლიერ კორელაციურ კავშირს ეკონომიკურ თავისუფლებასა (გაზომილი მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით) და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს, ეკონომიკურ ზრდასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. მსგავსი კვლევები გვიჩვენებს, რომ კერძო საკუთრებითი უფლებების დაცვა და სახელმწიფოს როლის შესუსტება აუცილებელია არამხოლოდ სამართლიანი საზოგადოების შექმნისათვის, როგორც ამას მედისონი მიიჩნევდა, არამედ სიღარიბის დასაძლევადაც.

თავისუფლების კანონი და სპონტანური წესრიგი

მაშინ როდესაც პიროვნებებისა და მათი საკუთრების დაცვა მთავრობის მთავარი ამოცანაა, ხოლო ხალხს არჩევანის თავისუფლებაერთმანეთის უფლებების პატივისცემის საფუძველზე გააჩნია, ეკონომიკური გადაწყვეტილებების კოორდინირებას თავად ბაზრები ახდენენ და გაცვლები მრავალმხრივ მომგებიან ხასიათს იძენს.

მსგავსი ნებაყოფლობითი ან სპონტანური წესრიგი მხოლოდ ლიბერალური კონსტიტუციური წყობით უზრუნველყოფილი თავისუფლების პირობებში შეიძლება დამყარდეს: რასაც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი ,,თავისუფლების კონსტიტუციას“ უწოდებდა. თავისუფლების კანონით უზრუნველყოფილი თანაბარუფლებიანობა ლიბერალიზმის მთავარი სახასიათო ნიშანია. ,,თავისუფალი საზოგადოება” წერს როჯერ პილონი, ეს თანაბარი უფლებების საზოგადოებაა. მეტიც, ეს თანაბარი თავისუფლების საზოგადოებაა, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც, რამდენადაც ეს ტერმინი თანასწორუფლებიანობის პირობებში გარეგანი ჩარევისგან დაცულობის განცდას იძლევა. (1983, 175, emphasis in original)

იდეა, რომ ჰარმონილი ეკონომიკური და სოციალური წესრიგი შეიძლება პიროვნების ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად სპონტანურად ჩამოყალიბდეს, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მხოლოდ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებებს უზრუნველმყოფ წესებსა და კანონებს იცავს, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ლიბერალიზმისთვის, ისე შეზღუდული უფლებამოსილების ხელისუფლების შემთხვევაში. ჰაიეკის მიხედვით, ,,სამართლებრივი მმართველობის უნივერსალური წესების დაცულობის პირობებში, როდესაც ცალკეული პიროვნებების კერძო სამფლობელოები ხელშეუხებელია, ადამიანთა საქმიანობის სპონტანური წესრიგი გაცილებით უფრო ადვილად მყარდება, ვიდრე კარგად გათვლილი გეგმით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სწორედ ამ წესებისა და კანონების დაცვით უნდა შეიზღუდოს“ (1967, 162).

ჩინეთის ლიდერებმა სპონტანური წესრიგის იდეა უნდა გაითავისონ. ქაოსის შიში, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ავრცელებს, სრულებით გაუმართლებელია. მათ არ უნდათ დაინახონ, რომ კანონის ჩარჩოებით შეზღუდული თავისუფლება, როგორც შეუზღუდავი თავისუფლების, ისე შეუზღუდავი ხელისუფლების ალტერნატივას წარმოადგენს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნება სწორედ ქაოსის შესახებ არგუმენტებს მოშველიებით ხერხდება.

ჩინეთის ლიდერებმა სპონტანური წესრიგის შესახებ შესაძლოა ძალიან ბევრი ადამ სმითის ნაშრომების, ან მათი თანამემამულის ლაო ძის ნააზრევის გაცნობით ისწავლონ, რომელმაც ადამ სმითამდე გაცილებით ადრე მიაკვლია სპონტანური წესრიგის იდეას.

ადამ სმითის ტაოიზმი

1776-ში სმითი ამტკიცებდა, რომ ,,თუკი ყველა ამკრძალველი ან წამახალისებელი სისტემა გაუქმდებოდა, მაშინ თავისთავად ბუნებრივი თავისუფლების მარტივი სისტემა წარმოიქმნებოდა. ამ შემთხვევაში ყოველ პიროვნებას ,,თავისი ინტერესების გამოხატვისა და მათი განხორციელების, ისევე როგორც საკუთარი ნაწარმისა და კაპიტალის საერთო კონკურენციაში ჩართვის საშუალება იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი კანონს არ დაარღვევდა“ ([1776] 1937, 651).

სმითის ბუნებრივი თავისუფლების სისტემაში მთავრობას ვალდებულება აღარ ექნება, რომ ,,საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე კერძო მეწარმეობასა და უმუშევრობაზე იზრუნოს”, რაც თავის მხრივ ადამინისთვის შეუძლებელი ამოცანაა, რადგან ,,სათანადო დონეზე შესრულების ნიჭიცა და უნარიც ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ აღმოაჩნდა“ ([1776] 1937, 651).

სმითის ლიბერალური საბაზრო რეჟიმის პირობებში ხელისუფლება კი არ გაქრებოდა, არამედ მისი მოქმედების არეალი სამ ძირითად ფუნქციამდე დავიდოდა: 1) სხვა დამოუკიდებელი საზოგადოებების მხრიდან ძალადობისა და დაპყრობისგან საზოგადოების დაცვის ვალდებულება; 2) შესაძლებლობების ფარგლებში საზოგადოების ყოველი წევრის უსამართლობისგან და სხვა წევრების მხრიდან ჩაგვრისგან დაცვა; და 3) გარკვეული საზოგადოებრივი სამუშაოების ჩატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის ვალდებულება“ ([1776] 1937, 651).

სმითი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საბაზრო სისტემის პირობებში ადამიანები სხვებისთვის მომსახურების გაწევისა და მათი კერძო საკუთრებითი უფლებების პატივისცემის ხარჟზე მდიდრდებიან. აქედან გამომდინარე ბუნებრივი თავისუფლების სისტემას გააჩნია როგორც მორალური, ასევე წმინდა პრაქტიკული ფუნდამენტი. კერძო საკუთრება და თავისუფალი ბაზრები ადამიანებში პასუხისგებლობისა და გულისხმიერების გაღვივებას უწყობს ხელს. საბაზრო ლიბერალიზმმა ყველგან, სადაც იგი ადამიანების თავისუფლების დაცვის მიზნით გამოიყენებოდა, ხელი სიმდიდრის დაგროვებას შეუწყო, რაც მათ საშუალება ეძლეოდათ, რომ ვაჭრობის დროს საკუთარი შედარებითი უპირატესობა გამოეყენებინათ. ამის საუკეთესო მაგალითი ჰონ-კონგია.

ჰონ-კონგის ეკონომიკური სასწაულის მთავარი არქიტექტორი სერ ჯონ ქაუფერთვაითი იყო, შოტლანდიელი, რომელიც პატივს ადამ სმითისა და სხვა კლასიკოსი ლიბერალების ნაშრომებს სცემდა.

1961-1971 წლებში ჰონ-კონგის ფინანსურ მდივნად მუშაობისას, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მთავრობის ძალაუფლების მასშტაბების ზრდას არ დაეშვა.

სმითის მსგავსად, ის მიიჩნევდა, რომ თავისუფალი კერძო ბაზრები ხელს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას უწყობენ, შეზღუდული რესურსების ათვისებისას დაშვებული შეცდომებზე საზღაურის დაწესებისა და სწორი გადაწყვეტილებების დაჯილდოების გზით. მას ესმოდა, რომ უნაკლო სისტემა არ არსებობს, მაგრამ ყველა ცნობილ ეკონომიკურ სისტემას შორის საბაზრო ფასების სისტემა საუკეთესო შედეგს იძლევა, რადგან ის ავტომატური უკუკავშირის პრინციპს ეფუძნება: ,,საბოლოო ჯამში თავისუფალი ეკონომიკის პირობებში მეწარმეების მიერ მიღებული თუნდაც მცდარი გადაწყვეტილებები ნაკლებად საზიანოა, ვიდრე მთავრობის მიერ ცენტრალიზებული გზით მიღებული მცდარი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგად მიღებული ზიანის აღმოფხვრას ყველაფერთან ერთად მეტი დროც სჭირდება“ (qtd. In N. Smith1997, A14).

მოსაზრება, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვაში თავისუფალ ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის ავტონომიურად გაუმჯობესების უნარი გააჩნიათ და შეხედულება, რომ laissez-faire-ის ანუ ჩაურევლობის პრინციპის შედეგი ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბება იქნება, თუ სახელმწიფო პიროვნებებისა და მათ საკუთრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, დასავლური საბაზრო ლიბერალური წესრიგის საფუძველს წარმოადგენს; იმავდროულად, თვითრეგულირების შესახებ მსგავსი ხედვა ძველი ჩინური ტაოისტური მოძღვრებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომელსაც ჩვენ ,,საბაზრო ტაოიზმი” შეგვიძლია ვუწოდოთ (Dorn 1997, 1998).

ტაოისტური, ისევე როგორც სმითისეული სისტემა ბუნებრივი თავისუფლების შესახებ, მორალურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს: მორალური, ვინაიდან იგი დიდსულოვნებას ეფუძვნება და პრაქტიკული, ვინაიდან მას კეთილდღეობისკენ მივყავართ. მთავრობის როლის შემცირებისა და ბაზრის როლის გაზრდის ხარჯზე, ჩინეთმა საბაზრო სოციალიზმზე უარი უნდა თქვას და საბაზრო ტაოიზმი შემოიღოს, რაც საბოლოო ჯამში ხელს სამოქალაქო საზოგადოების გაჟანსაღებას შეუწყობს.

ლაო ძი და ვუ ვეის პრინციპი

დასავლური საბაზრო ლიბერალიზმის ტრადიციების თავზე მოხვევის შიშით, ჩინეთი საბაზრო სოციალიზმით არ უნდა შემოიფარგლოს, ვინაიდან ბაზრის ფორმირების პროცესი უნივერსალურია.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, როგორც ვაცლავ ჰაველი აღნიშნავდა, ,,ერთადერთი ბუნებრივი ეკონომიკაა, ერთადერთი, რომელსაც აქვს აზრი, ერთადერთი, რომელიც კეთილდღეობამდე მიგვიყვანს, ვინაიდან იგი ერთადერთია, რომელიც ცხოვრების ჩვეულებრივ, ბუნებრივ მხარეებს ასახავს“ (1992, 62). 1978 წლიდან საბაზრო ლიბერალიზმმა მილიონობით ჩინელის ცხოვრების დონე გააუმჯობესა, რის შემდეგაც პიროვნებებმა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ თავიანთი შეხედულებების ღიად გამოხატვა დაიწყეს. M. Pei-ს მიხედვით ,,1993 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც ექვსი პროვინციაში მცხოვრები 5,455 რესპოდენტი მონაწილეობდა, გამოკითხულთა 78 პროცენტი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას აღიარებდა“ (1998b, 76).

შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე ჩინეთის მმართველებმა საკუთარ ძველ კულტურას უნდა გადახედონ, რომ სპონტანური წესრიგის პრინციპი, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი ჯეიმს ბიუქენენი ,,ეკონომიკის მთავარ და უმნიშვნელოვანეს პრინციპს უწოდებდა“ (1979, 81-82) ხელახლა აღმოაჩინონ. ლაო ძი თავის ნაშრომში Tau Te Ching-ი, რომელიც ადამ სმიტის ,,ხალხთა სიმდიდრეზე“ ორი ათასი წლით ადრე დაიწერა, მმართველს ვუ ვეის ანუ ჩაურევლობის პრინციპის მიღებას ურჩევს, როგორც ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საუკეთესო გზას:

„იმპერია ხალახის საქმიანობაში ჩარევის გარეშე მართეთ. რაც უფრო მეტი ტაბუ და აკრძალვა იქნება ქვეყნად, მით უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი. რაც უფრო მეტი კანონი და ბრძანებულება იქნება, მით მეტი ქურდი და მძარცველი იქნება. აქედან გამომდინარე მმართველი ამბობს: მე არაფერს არ მოვიმოქმედებ და ხალხი თვითონ გარდაიქმნება. მე მათ საქმიანობაში არ ჩავერევი და კეთილდღეობას ადამიანები თვითონვე მიაღწევენ.“ (Chan 1963, 166-67)

მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ რაც უფრო მეტად ჩაერევა მთავრობა ყოველდღიურ საქმიანობაში, მით მეტი იქნება კორუფციის დონე; და პირიქით, თუ ადამიანებს საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვაში თავისუფლებას მივანიჭებთ, საბაზრო წესრიგი თვით დამყარდება, რაც საბოლოო ჯამში ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის წინაპირობაა. ლაო ძის მსგავსად ჩინეთის მმართველებმა უნდა გაითავისონ, რომ კორუფცია არა თავისუფლების, არამედ მთავრობის მიერ მისი ხელყოფის შედეგია. ნობელის პრემიის ლაურეატი გარი ბეკერი აღნიშნავს, რომ ,,ბაზრები მთავრობისგან დამოუკიდებლად ფართოვდებიან, თუ პიროვნებებს თავისუფლებას მივანიჭებთ, ეს ხელს ბაზრებზე ისეთი საქონლის გაჩენას შეუწყობს, რომელსაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა” (1996, 75).

ვუ ვეის პრინციპი ისეთივე ძირეულია ტაოიზმისთვის, როგორც სპონტანური წესრიგი - ეკონომიკური ლიბერა ლიზმისთვის. საუკეთესო მმართველობა - მინიმალური მმართველობაა, ანუ მდგომარეობა როდესაც მმართველები ,,არაბუნებრივად არ მოქმედებენ”. მთავრობის შეზღუდვა ხელს ისეთი გარემოს შექმნას უწყობს, რომელშიც ადამიანებს ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალება აქვთ. ლაო ძი თავის Tau Te Ching-ში წერს: მოქმედება არ ხდება და მიუხედავად ამისა გაუკეთებელი არაფერი რჩება. იმპერიაში ხშირადაა შესაძლებელი, რომ წესრიგი უმოქმედობით დამყარდეს“ (Chan 1963, 162).

ჩინეთში თავისუფალი ბაზრის გაფართოებაა აუცილებელი და შესაბამისად, მისი მხარდაჭერისთვის საჭირო ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის შექმნა (Friedman 1990, 5). გამოსავალი საბაზრო სოციალიზმზე უარის თქმასა და მის ნაცვლად საბაზრო ტაოიზმის აღორძინებაში მდგომარეობს. როგორც გაო შანხუანი, ეკონომიკის რესტრუქტურირების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობის პერიოდში ამტკიცებდა, მიმდინარე მიზანს სახელმწიფოს ხელთ არსებული საწარმოების ,,საბაზრო ეკონომიკის ოკეანეში გადასროლა“ წარმოადგენს (qtd. In Chang 1997, 15).

საბაზრო სოციალიზმიდან საბაზრო ტაოიზმისკენ

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა შთამბეჭდავი პროგრესი უჩვენა საბაზრო ეკონომიკისკენ გადადგმულ ნაბიჯებში, კერძო საკუთრებასა და თავისუფალ კონტაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. თავისუფალი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო საწარმოების არსებობა ჯერ კიდევ სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. ლინმა, კაიმ და ლიმ ყურადღება იმ ,,ინსტიტუციურ შეუსაბამობაზე” გაამახვილეს, რომელიც გეგმასა და ბაზარს შორის არსებობს და განაცხადეს რომ: ,,ჩინეთის ეკონომიკის შემდგომი წინსვლისთვის აუცილებელი საკანონმდებლო სისტემის გამჭვირვალეობის მიღწევაა, რომელიც საკუთრებით ურთიერთობებს დაიცავს და ამასთან ერთად ქვეყანაში ინოვაციებს, ტექნიკურ პროგრესს, შიდა და გარე ინვესტიციებს მოზიდვას წაახალისებს” (1996, 226).

ჩინეთს ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები ესაჭიროება, რომლებიც თავისუფლების პრინციპებს განმტკიცებას ეკონომიკური ცხოვრების დეპოლიტიზირებით მოახდენს. ამ შემთხევაში რეალური კაპიტალის ბაზრების წარმოქმნა შესაძლებელი გახდება, რაც ინვესტიციების ცენტრალიზებულ დაგეგმარებას და ფულად ნაკადებზე სახელმწიფო კონტროლს ჩაენაცვლება. ბაზრისგან მთავრობის ჩამოშორება ინსტიტუციური შეუთავსებლობის პრობლემასაც გადაჭრის და კორუფციასაც შეამცირებს.

თავისუფლების კონსტიტუცია ჩინეთისთვის

ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები განუყოფელია. ეკონომიკური ცხოვრების დეპოლიტიზირებისთვის ჩინეთმა კონსტიტუცია რომელიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას განადიდებს, უნდა შეცვალოს, კონსტიტუციით, რომელიც პიროვნებასა და მის ქონებას იცავს. შედეგად, ახალი აზროვნების (xinsi wei) საჭიროება გაჩნდება: დაგეგმარების აუცილებლობის მხარდამჭერა ადგილს კანონის ფარგლებში მოქცეული თავისუფლების იდეას დაუთმობს. ეს იდეა არც დასავლეთის და არც ჩინეთისთვის ახალი არაა. როგორც ჩიხუან ხუ წერს: ,,მინიმალური შეზღუდვების არსებობა და ადამიანებისთვის თავისუფალი საქმიანობის ხელისშეწყობა საშუალებას მოგვცემს, რომ კონკრეტული დიზაინის არქონის პირობებშიც კი, უკეთესი საზოგადოება მივიღოთ. ეს იდეა ახალი არაა, ეს კანონიერების, კონსტიტუციურობის იდეაა. რეალური კონსტიტუციური მთავრობა უნაკლოდ მოწყობილ საზოგადოებაზე ოცნების ალტერნატივაა... ეს იდეა თვითორგანიზების პრინციპებს ეფუძნება” (1991, 44).

ამჟამად ჩინეთის კონსტიტუციის მე-11 მუხლში შესული შესწორება, რომელიც არასახელმწიფო სექტორის მნიშვნელობას ეხება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამასთან ერთად თავისუფალი საზოგადოებისკენ ტრანსფორმირების გასაგრძელებლად ჩინეთმა დანარჩენ მსოფლიოს თავისი ბაზრები უნდა გაუხსნას და საერთაშორისო სამართალი აღიაროს. პილონის სიტყვით, ჩინეთს ,,კანონის და არა ადამიანების ძალით გამყარებული კონსტიტუცია; თავისუფლების კონსტიტუცია“ ესაჭიროება (1998, 352).

თუმცაღა ამ იდეის გაზიარება ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითმყოფადი წესრიგისა და ვუ ვეის, ანუ ჩაურევლობის პრინციპის გაზიარებას ნიშნავს. ჩინეთის მმართველებმა და ხალხმა შეიძლება, რომ ლაო ძის ნაშრომები გამოიყენონ:

როდესაც გადასახადები ძალიან მაღალია - ხალხი შიმშილობს.

როდესაც მთავრობა აქტიურია - ხალხი თვითმყოფადობს კარგავს.

იმოქმედეთ ხალხის კეთილდღეობისათვის.

ენდეთ მათ და მიუშვით საკუთარ ნებაზე. (Mitchell 1991, 75)

დენ ქსიაო პინგი ფაქტიურად ეხმაურება ლაო ძის მოსაზრებებს, როდესაც წერს, რომ „ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელსაც ჩვენ არ მოველოდით, დიდი რაოდენობით საწარმოების სოფლების მეშვეობით მართვა იყო. ეს იყო ახალი ძალა, რომელიც თავისით გაჩნდა. ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ერთადერთი დახმარება, ეკონომიკის წახალისების მხარდამჭერი სწორი პოლიტიკის წარმართვა იყო. მიღებული მშვენიერი შედეგები ცხადყოფს, რომ არჩევანი სწორი აღმოჩნდა. ეს შედეგები განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც მე და ჩემი მეგობრები ვწინასწარმეტყველებდით.“ (1987, 189)

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს შეუძლია თავისუფლების თავისივე ხედვას ლაო ძის აზრების გამოყენებისა და გაფართოების მეშვეობით დაუბრუნდეს, საბაზრო ტაოიზმის ხელის შეწყობა შესაძლებელია კლასიკური ლიბერალური ეკონომიკური აზროვნების უკეთ გაცნობით და თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტების შესწავლით. გეგმაზე დამოკიდებულებისგან გონებრივ განთავისუფლებაში ჩინეთს საკუთარი კულტურა და დასავლეთის გაკვეთილები დაეხმარება.

ჩინეთში რეალური კაპიტალის ბაზრების შექმნა

ქმედითუნარიანი სოციალისტური კაპიტალის ბაზრების შექმნის მიზანი ილუზიაა (Nutter 1968). თანამედროვე გლობალური კაპიტალის ბაზრები ავტომატურად გამჭვირვალე საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას გულისხმობს, რომელიც კერძო საკუთრებას იცავს და ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალებას იძლევა. აქტივების ფასები ამ შემთხვევაში გამოხატავენ მომავალი შემოსავლების კაპიტალიზირებულ ფასს. ორგანიზებულ ბაზრებზე წილების თავისუფალი ყიდვისა და გაყიდვის უფლებების გარეშე, კონკურენციის პირობებში დადგენილი საპროცენტო განაკვეთების გარეშე, რეალური კაპიტალის ბაზრების არსებობა გამორიცხულია და აქტივების რეალური ფასების დადგენის შესაძლებლობა არ არსებობს.

ჰერნანდო დე სოტო, ,,The Mystery of Capital“-ის ავტორი აცხადებს, რომ ,,კაპიტალი არის ღირებულება, ის ზედმეტი ღირებულება, რომელიც სწორი განსაზღვრებების გამოყენების შემთხვევაში წარმოიქმნება; ...კაპიტალი იმავდროულად კანონიცაა” (qtd. In Fetting 2001, 23, 26). ქვეყნები სიღარიბეში რჩებიან, როდესაც მათი ლიდერები პრივატიზაციას ეწინააღმდეგებიან და თავს კანონის უზენაესობას არიდებენ. ჰონ-კონგი მდიდარია იმის გამო, რომ იგი კანონის უზენაესობას მტკიცედ იცავს და ბაზრის ხელისშემწყობი სტრუქტურები გააჩნია; და არა იმიტომ, რომ მას ფიზიკურად მსხვილი კაპიტალი გააჩნია.

რაც უფრო მეტადაა გარანტირებული და დაცული უფლებები მომავალ შემოსავალზე, პიროვნებებს მომავლის მით უფრო მეტი რწმენა გააჩნიათ, მით მეტადაა განვითარებული კაპიტალის ბაზრები, მით უფრო მეტია ლიკვიდურობა. ასევე აღსანიშნავია, რომ კერძო საკუთრებითი ურთიერთობების (მათ შორის საკუთრების გამოყენების, გაყიდვის ან დანაწილების უფლებებისა) ყოველგვარი შევიწროვება ან შეზღუდვა ნდობის ნაკლებობას, ნაკლებ ლიკვიდურობასა და კეთილდღეობის შემცირებას იწვევს.

საკუთრების მოხმარებასა და სათანადო რისკის გაწევაში ჩინელი მეწარმეების დახელოვნების თავისუფლების შეზღუდვა მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის და მათთვის ხელსაყრელი საბაზრო ინფრასტრუქტურების მშენებლობას აფერხებს. სანამ სახელმწიფოს მფლობელობაში საწარმოების უდიდესი წილი რჩება, საინვესტიციო გადაწყვეტილებებიცა და მენეჯერული დანიშნვებიც პოლიტიზირებული დარჩება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანებამ მისი ფსევდო კაპიტალის ბაზრების უცხოელებს გაუხსნა. ხუთ წელიწადში უცხოურ ბანკებს ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე სრულყოფილი მოქმედების საშუალება გაუჩნდებათ. უცხოელების მიერ ქონების ფლობაზე აკრძალვების უმეტესი ნაწილი გაუქმდება და დასავლეთის იურიდიულ და აუდიტორულ კომპანიებს ბაზარზე შეღწევის საშუალება გაეზრდებათ. უცხოურ სადაზღვევო კომპანიებზე გეოგრაფიული ლიმიტები გაუქმდება და ისინი მომსახურებათა ფართო სპექტრის, მათ შორის საპენსიო და სადაზღვევო მომსხურებას შეთავაზებას შესძლებენ.

ლიბერალიზაციისკენ მიმართული სხვა ზომებს შორის აღსანიშნავია უცხოური ფირმებისთვის ჩინეთის ტერიტორიაზე პირდაპირი ვაჭრობის უფლების მიცემა, რაც კონკურენციას განაღრმავებს და არასახელმწიფო სექტორის ზრდას გამოიწვევს (Groombridge 2000, 6-7).

რეალური კაპიტალის ბაზრების შესაქმნელად ჩინეთმა პოლიტიკური რეფორმები უნდა გაატაროს. სახელმწიფომ კაპიტალის მესაკუთრედ თავის მაგივრად კერძო პირები უნდა გამოიყვანოს და მათ საშუალება მისცეს, რომ აქტივები პოლიტიკური კონტროლის გარეშე საკუთარი სურვილის მიხედვით განათავსონ.

ეს ტრანსფორმირების პროცესი ჩინეთში საკუთრებითი უფლებების ახლებურ გააზრებას და სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურაში დიდ ცვლილებებს მოითხოვს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამმხრივ ჩინეთს საჭირო მიმართულებთ ბიძგს მისცემს.

პეკინმა სახელმწიფოს ხელში არსებული საწარმოები დაყო და აქტივების განმკარგავი კომპანიები შექმნა, რომ ამ გზით სახელმწიფო ბანკების უიმედო სესხების დაბრუნებაზე ეზრუნა. თუმცაღა ეს ზომები ჩინეთის საკუთრებით სისტემაში არსებული პრობლემების დასაძლევად საკმარისი არაა. ძალზედ არაეფექტური სახელმწიფო საწარმოები კერძო კომპანიებს კაპიტალის დეფიციტის პირობებში ამყოფებენ. კაპიტალის მთავარ მფლობელად მთავრობა, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტია რჩება და ის იღებს გადაწყვეტილებებს იმაზე, თუ რომელ ფირმებს გააჩნიათ უფლება, რომ თავიანთი აქტივები საფონდო ბირჟაზე განათავსონ. სახელმწიფო ბანკების გადარჩენის მცდელობები ყოველგვარ აზრს მოკლებულიაა, თუ ისინი კვლავაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე სესხების გაცემას გააგრძელებენ, იმ პირობებში, რომ მათ მთავრობის პოლიტიკური ნება და არა ბაზარი მართავს.

თუ ჩინეთი გეგმავს საკუთარი ფირმები და ბანკები გამოაცოცხლოს და ფინანსური კატასტროფა თავიდან აიცილოს, მან თავისი კაპიტალის ბაზრები უნდა გახსნას და მომაკვდავ ინსტიტუტებში ზედმეტი ინვესტიციების აღარ განახორციელოს. კერძო მფლობელებს, რომლებსაც საწამოს მოგებაზე ექსკლუზიური უფლება და საკუთარი წილების გაყიდვის თავისუფლება გააჩნიათ, კაპიტალზე ხელი უფრო ადვილად უნდა მიუწვდებოდეთ. ჩინეთის მმართველები უნდა მიხვდნენ, რომ სამომავლოდ ჩინეთი თანამედროვე ფინანსურ ცენტრად მხოლოდ სათანდადო ნდობის მოპოვების შემთხვევაში გადაიქცევა. უცხოელი და შიდა ინვესტორები საწარმოს მოგებაზე მკაცრად განსაზღვრულ უფლებებს უნდა ფლობდნენ და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს კონკურენციის პირობებში იღებდნენ.

პოლიტიკური თვალსაზრისით საჭიროა ის, რასაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ჟერჟერობით, მცირე გამონაკლისების გარდა, არ ეთანხმება. კერძოდ, სამეურნეო საქმიანობიდან მთავრობის ჩამოშორებას და ეფექტური კერძო მესაკუთრეობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

მესაკუთრეობაში დახელოვნებისა და სათანადო რისკების გაწევის შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, რისკისა და მოგების უამრავ შესაძლო კომბინაციას შორის არჩევანის პირობებში აქტივების გამოყენების თავისუფლება სიმდიდრის შექმნის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს (Alchian 1977, chap. 5). გამდიდრებულ კერძო პირებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ თავიანთი ქონება სახელმწიფოს ხელყოფისგან დაიცვან. რანაირად შეიძლება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს, თუკი იგი კერძო საკუთრების ფართოდ გავრცელებას შეეწინააღმდეგება? საკმაოდ ძნელია, რომ ჩინეთის მმართველები კერძო საკუთრების, როგორც ნორმის და არა, როგორც გამონაკლისის აღიარებით დააინტერესო. კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც კერძო მესაკუთრეობას განამტკიცებდა, კარგი ნიშანი იქნებოდა ქვეყნიდან კაპიტალის გაჟონვის შესაჩერებლად და პირიქით, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. პეკინის უნივერსიტეტის ეკონომისტის ჯონგ ვეის განცხადებით „კაპიტალის გადინებების შეჩერების აუცილებლობამ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ცვლილებების მიღების საკითხი საკმაოდ მწვავე გახადა“ (qtd. In Jia 2002, 5).

გაკვეთილები ჩინეთისთვის

სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგი შეიძლება იძულებას ან თანხმობას ემყარებოდეს. თავისუფლების ლიბერალურმა კონსტიტუციურმა წესრიგმა მსოფლიოს მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებაში სათანადო სამსახური გაუწია. ცენტრალური დაგეგმარებისა და კომუნიზმის კრახმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში, საზოგადოებრივი თანამშრომლობის პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფო კონტროლის იდეის დისკრედიტაცია მოახდინა. ბასტია სამართლიანად ამტკიცებდა: ,,სოციალური პრობლემის გადაჭრის გასაღები თავისუფლებაა” (1964, 94).

1978 წლიდან ჩინეთის მიერ საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობამ ეთიკური პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა: ნებაყოფლობითმა გაცვლებმა შეცვალეს სახელმწიფო კონტროლი და ხალხი სპონტანური წესრიგისა და ბაზრის პირობებში ცხოვრებასთან შეგუება დაიწყო. კულტურული ტრანსფორმაცია ადვილი შესამჩნევია, განსაკუთრებით სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე. როგორც ჟიანინგ ჟა წერს, ,,ეკონომიკურმა რეფორმებმა ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა, ახალი ოცნებები, და გარკვეულწილად ახალი ატმოსფერო და ახალი აზროვნება. ძველი კონტროლის სისტემა მრავალ სფეროში შესუსტდა, განსაკუთრებით კი ეკონომიკასა და ცხოვრების წესებთან მიმართებაში. მზარდი პიროვნული თავისუფლების შეგრძნება ცხადი გახდა“ (1995, 202).

იანგ შუგუანგი, პეკინის უნირულის ინსტიტუტის (ჩინეთის ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი) ეკონომისტი წერს, ,,გეგმიური ეკონომიკა და საბაზრო ეკონომიკა, როგორც იდეოლოგიურად, ასევე ეთიკურად განსხვავდებიან.… გეგმიური ეკონომიკა ემყარება იდეალური საზოგადოებისა და მშვენიერი ოცნების იდეას, მაგრამ მისი განხორციელების ერთადერთი შესაძლებლობა ძალდატანებას ემყარებოდა. ამ სისტემის პირობებში პიროვნება დიდ სახელმწიფო მექანიზმში მხოლოდ ჭანჭიკია და კარგავს თავის თვითმყოფადობასა და შემოქმედებითობას. ძირითადი მოთხოვნა ასეთი სისტემის პირობებში მორჩილებაა. საბაზრო სისტემის პირობებში კი, რომელიც თანასწორუფლებიანი გაცვლებისა და შრომის დანაწილების განვითარების შედეგია, ძირეული როლი თანასწორუფლებიანობასა და პიროვნებების თანასწორ სტატუსს ენიჭება. აქედან გამომდინარე საბაზრო სისტემის პირობებში ძირითადია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსარგებლიანობა და ურთიერთნდობა (1996, 5). ამ განსხვავებების გააზრება საბაზრო სოციალიზმიდან საბაზრო ტაოიზმისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმის ტოლფასია და კონსტიტუციური დიქტატიდან კონსტიტუციური თავისუფლებისკენ გრძელი გზის დასაწყისი“.

თავიანთ წიგნში ,,ჩინეთის ახალი პოლიტიკური ეკონომია“ სუსუმი იაბუკი და სტივენ ჰარნერი ამტკიცებენ, რომ ,,მშპ-ს ძლიერი ზრდის ტენდენცია არასახელმწიფო მფლობელობის საწარმოების ხვედრითი წილის ზრდის პირდაპირპროპორციულია“ (1999, 100). პროვინციები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე უფრო მაღალი იყო უფრო სწრაფად განვითარდნენ, ვიდრე ისინი, სადაც თავისუფლების დონე ნაკლები იყო. მაგალითად ფუჯიანი, გუანგდონგი, ჯეჯიანგი (პროვინციები, სადაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების ხვედრითი წილი 30 პროცენტზე ნაკლები იყო) წელიწადში დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდის ტემპით ხასიათდებოდნენ 1990-დან 1995 წლამდე. რაც შეეხება ქინგჰაის, ჰეილონგჯიანგსა და ნინგქსიას ავტონომიურ რაიონს, სადაც ძირითადად სახელმწიფოს საწარმოებია, ზრდის ტემპი მხოლოდ წლიური 7-8 პროცენტით შემოიფარგლებოდა (Yabuki and Harner 1999, 99-100).

უცხოელების დაფინანსებული საწარმოებისა და საგარეო ვაჭრობის როლის მნიშვნელობის შეფასებლობა შეუძლებელია. ჩინეთმა სახელმწიფო საწარმოებისთვის ალტერნატივების შექმნის ხარჯზე მოიგო. ექსპერიმენტირება არასახელმწიფო საკუთრების ფორმებზე ძალზედ შედეგიანი აღმოჩნდა. მთავრობამ დოვლათის შექმნაში კერძო საკუთრების უმნიშვნელოვანესი როლი დაინახა. როგორც, ფიფლზ დეილი იუწყება ,,იანგ დეჯიანგმა, ჯეჯიანგის პროვინციის კომუნისტური პარტიის კომიტეტის მდივანმა განაცხადა, რომ “კერძო სექტორის მიერ შეტანილი წვლილი მხარის ეკონომიკურ აღმავლობაში არ შეიძლება, რომ შეფასებელი დარჩეს” (,,Chinese Private Economy” 2002).

ამჟამად, უფრო მეტი თავისუფლების დაშვების დროა და აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება აღიარებული იქნეს არა მხოლოდ, როგორც ხელსაყრელი, არამედ, როგორც ადამიანის ძირეული უფლება. ამის მიმანიშნებელია ფიფლზ დეილის სტატია ,,ახალი მოხსენება ჩინეთის მომავალი სოციალური სტრატეგიის შესახებ, რომელიც ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიაში გაკეთდა ამტკიცებს, რომ კერძო საკუთრება სოციალისტური საზოგადოების ეკონომიკური საფუძვლებისა და საერთო კეთილდღეობის შექმნაში ისეთივე როლს ითამაშებს, როგორსაც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საკუთრება ასრულებს“ (,,Chinese Private Economy” 2002). ერთი შეხედვით ეს მტკიცებულება აბსურდულია: კერძო და სახელმწიფო საკუთრება დიამტრალურად საწინააღმდეგო ხასიათისაა, პირველი ეყრდნობა პიროვნების თავისუფლებას და უფლებას აძლევს მას განკარგოს მის ხელთ არსებული საკუთრებითი უფლებები, ხოლო მეორე კი სახელმწიფოს და მისი აპარატის ხელში აქცევს ყველაფერს და პიროვნებებს თავისუფლად გადაცემად უფლებებს არ უტოვებს; მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ სტრიქონებს შორის წაკითხვას შევეცდებით, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩინეთი შეიძლება კერძო საკუთრებითი უფლებების განსამტკიცებლად კიდევ უფრო მზად იყოს და ამით კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლება დაუშვას. მართლაც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის 16-ე კონგრესზე, 2002 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ძიან ძემინმა განაცხადა: ჩვენ გვჭირდება… გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო სისტემა, რომ უკეთესად დავიცვათ კერძო საკუთრება“ (qtd. In McGregor and Kynge 2002, 3).

საბაზრო სოციალიზმიდან საბაზრო ტაოიზმისაკენ ჩინეთის ტრანსფორმაციის პერიოდში საჭიროა შემდეგი ხუთი გაკვეთილის გაცნობიერება:

- კერძო საკუთრება, თავისუფლება და სამართალი განუყოფელია;

- სამართალი მოითხოვს სახელმწიფოს უფლებამოსილებების პიროვნებებისა და მათი საკუთრების დაცვით შემოფარგვლას;

- ძალის გამოყენების მინიმიზირება სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვისას თავისუფლებას ზრდის და სპონტანურ საბაზრო-ლიბერალურ წესრიგს ქმნის;

- კერძო თავისუფალი ბაზრები არა მარტო მორალურად სრულყოფილნი არიან, არამედ ხელს დოვლათის წარმოებასაც საუკეთესო უწყობენ, ახალი აღმოჩენების წახალისებისა და ალტერნატიული შესაძლებლობების ზრდის ხარჯზე;

- მთავრობა საუკეთესოდ მართავს მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობისა და ჩაურევლობის პრინციპის მიხედვით მოქმედებს (ვუ ვეის პრინციპი).

ჩინეთის ბედნიერი მომავლის გასაღები უკეთეს სახელმწიფო დაგეგმარებისა და მეტ უცხოურ დახმარებაში კი არ იმალება, არამედ კონსტიტუციაში, რომელიც პიროვნებას და საკუთრებას მთავრობის ძალმომრეობისგან იცავს და კანონის უზენაესობით დაცული მშვიდობიანობის პრინციპზეა აგებული. ესაა ჰონ კონგის მემკვიდრეობა და ჩინეთის მიზანი.

16 რამდენად დაცულია საკუთრებითი უფლებები?

▲ზევით დაბრუნება


ტერი . ანდერსენი (1947 -)

0x08 graphic
საკუთრებისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორია. მისი ორი უახლესი ნაშრომია: ,,არც თუ ისე ველური ველური დასავლეთი: საკუთრების უფლება მოსაზღვრე ტერიტორიებზე“ და ,,უნდა ვაღიაროთ რომ უკეთესობაა: ეკონომიკური კეთილდღეობიდან გარემოს დაცვის ხარისხამდე“. თავის ნაშრომებში თავისუფალ საბაზრო ეკონომიკისა და გარემოს მოხმარების კონკრეტული მაგალითების შესწავლას ეხება. მისი ინტერესების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ წყლის ბაზარი, საჯარო მიწების მართვა და საკუთრების უფლების ეკონომიკა. აგრეთვე იკვლევდა ამერიკელი ინდიელების ეკონომიკური განვითარების პროცესებს.

თავი წიგნიდან ,,საკუთრებითი უფლებები“,

გამოქვეყნდა 1995 წელს

იქ, სადაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა, საკუთრების ყველანაირი ფორმა მოკლებულია სათანადო პატივისცემას. არავინაა დაცული გამოთქვას თავისი მოსაზრებები, იყოს პიროვნულად ხელშეუხებელი, გამოამჟღავნოს უნარჩვევები და ფლობდეს ქონებას.

ჯეიმს მედისონი, ფედერალისტური ნარკვევები

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი საჩუქრით თამაშობს, ხოლო მეორე ონავარი მას ამ ნივთს ართმევს. უმრავლესობა ამას ქურდობად განიხილავს, რადგანაც ონავარს ამ სათამაშოს აღების უფლება არა აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ძიძამ, რომელიც მშობლების მიერ ბავშვების მომვლელად და მათი დავების მომრიგებლად იქნა დაქირავებული, პირადი კეთილგანწყობიდან გამომდინარე, ერთი ბავშვის კუთვნილი სათამაშო, მეორეს გადასცეს. იმის გამო, რომ ძიძა ძლიერია და სათანადო უფლებამოსილებასაც ფლობს, მას გარკვეული უფლებების გადაცემა ძალუძს და ბავშვიც, სულ მცირე მშობლების სახლში დაბრუნებამდე მაინც, იძულებულია, რომ მდგომარეობას დაემორჩილოს. მშობლების მოსვლის შემდეგ კი, ბავშვს შეუძლია, რომ გადაწყვეტილების შესაცვლელად მათ შესჩივლოს. უფლებების მომავალი გადანაწილებისგან თავის დასაზღვევად, ბავშვმა შეიძლება მშობლებს სთხოვოს, რომ სხვა ძიძა იპოვონ და ყველა მათთაგანს აუხსნან, რომ მათი მოქმედებები სამართლიანი უნდა იყოს.

ასეთივე სირთულეები თავს ხელისუფლების მიერ იძულების უფლების გამოყენებისას იჩენს. საკუთრების უფლების უზრუნველსაყოფად და დავების განსასჯელად, მოქალაქეები ისეთი ხელისუფლების შესაქმნელად ერთიანდებიან, რომელსაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის საკმარისი ძალაუფლება ექნება. ცალკეულ პიროვნებებს შეუძლიათ თავიანთი საკუთრებითი უფლებები კერძო გაერთიანებში გაწევრიანებით ან საკუთარი ძალისხმევითაც (კლიტეები, ღობეები, სიგნალიზაცია) დაიცვან. მაგრამ კერძო პირების შესაძლებლობები და ძალისხმევა შეზღუდულია, რაც გონივრულ საფუძველს იძლევა, რომ სხვა მოქალაქეებისა და ან სხვა ქვეყნების მხრიდან მათი საკუთრებითი უფლებების ხელყოფის აღკვეთის უფლებამოსილება ხელისუფლებას მიანიჭონ.

შემდგომი სირთულე, ხელისუფლების უფლებების იმგვარ შეზღუდვაში მდგომარეობს, რომ მან მინიჭებული ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს და ამით, საკუთრების გადანაწილებაზე არ იმოქმედოს.

ამ სირთულეებს თავისუფალი საზოგადოების ხუროთმოძღვრები, ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამებიც აღიარებდნენ. კერძოდ ჯეიმს მედისონი, ცენტრალიზებული ძალაუფლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებასა და პიროვნული უფლებების ხელშეუხებლობაზე წუხდა. 1829 წლის 1 დეკემბრის, ვირჟინიის შტატის კონსტიტუციურ კონვენტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ,,ხელისუფლების არსი ძალაუფლებაა, ხოლო ადამიანი ყოველთვის მიდრეკილია, რომ მის ხელთ არსებული ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს“. მედისონი ხშირად გამოხატავდა შეშფოთებას ,,უმრავლესობის ტირანიის“ გამო, რადგან შიშობდა, რომ დემოკრატიის პირობებში უმრავლესობის კოალიციებს უმცირესობების მშრალზე დატოვება უბრალო ხმის მიცემით შეეძლოთ.

წინამდებარე ნაშრომში, ჩვენ ჯეიმს მედისონის ეჭვებს განვიხილავთ და მათი გაქარვების გზებს დავსახავთ. იმისთვის, რომ საკუთრებითი უფლებების დაცულობის დონე განვსაზღვროთ, უპრიანია კერძო ძალისხმევის შედეგად საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფის შინაგან წყობას და შედეგებს დავაკვირდეთ და შევადაროთ თუ რა შედეგები მოაქვს მათ ცენტრალიზებულ უზრუნველყოფას. იმის შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ, რომ ხელისუფლების მიერ საკუთრებითი უფლებების განსაზღვრასა და უზრუნველყოფას დიდი დანახარჯები შეიძლება ჰქონდეს, ყურადღებას პოლიტიკური ეკონომიის ძირეულ წინააღმდეგობაზე გავამახვილებთ, რომელიც მოითხოვს პასუხს იმაზე, თუ როგორ ,,ამოვდოთ ლაგამი“ სახელისუფლებო იძულებას, რათა საკუთრებითი უფლებები, სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენებით, უფლებების ერთი ინდივიდიდან ან ჟგუფიდან, სხებზე გადაცემის გარეშე დავიცვათ.

კერძო იძულება სახელისუფლო იძულების წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი საკუთრებითი უფლებების დაცვა ცალკეულ პიროვნებებსაც შეუძლიათ, ამ მიდგომას თვალსაჩინო ხარვეზები აქვს. ყველაზე ცხადი წინააღმდეგობა, რომელიც საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის გაწეულ კერძო ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, იმაში მდგომარეობს, რომ თუკი მისი მეშვეობით უფლებების დადგენა მოხდება, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს, რომელიც ღირებულ რესურსებს შთანთქავს და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობებს გაანადგურებს.

საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფაზე გაწეულ კერძო ძალისხმევასთან დაკავშირებული მეორე წინააღმდეგობა იმაში მდგომარეობს, რომ მასშტაბის ეკონომიას შეუძლია კოლექტიური მოქმედება უფრო იაფი და შედეგიანი გახადოს.

სპეციალიზაციასა და მასშტაბის ეკონომიას შეუძლია, რომ ავტომობილების წარმოების დანახარჯები შეამციროს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამავე გზით საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფის დანახარჯები შემცირდეს? ზოგადად, დიდ არმიებს პატარა არმიების დაამარცხება შეუძლიათ, ეს თვალსაზრისი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ გვაქვს ეროვნული სახელმწიფოები.

საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის გაწეულ კერძო ძალისხმევასთან დაკავშირებული მესამე წინააღმდეგობა ე.წ. ,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემას უკავშირდება. ის თავს იჩენს მაშინ, როდესაც გარკვეული მოქმედებების შედეგად ისეთებიც სარგებლობენ, რომლებსაც ვერ ვაიძულებთ, რომ ამის საფასური გადაიხადონ. როდესაც ადამიანთა დიდ ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, საქმე მასშტაბის ეკონომიასთან გვაქვს, ძნელია დავიცვათ მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარი უსაფრთხოებისთვის გადაიხადა და ისინი არ დავიცვათ, ვინც მათ ახლომახლო ცხოვრობს, მაგრამ არ გადაუხდია. საკეტი სახლის კარებზე მხოლოდ ამ სახლს იცავს და მაშასადამე, ,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემას არ წარმოშობს; მაგრამ ,,სამეზობლო ურთიერთმეთვალყურეობის პროგრამა“1 განსხვავებულად მოქმედებს და ყველა სახლს ფარავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეზობელი ამ პროგრამაში საერთოდ არ მონაწილეობს.

,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო ქვეყნის საზღვრის შემთხვევაშია, რომელიც მის შიგნით ყველა მცხოვრებს იცავს, მიუხედავად იმისა ისინი ამ მომსახურების საფასურს ანაზღაურებენ თუ არა.

იმის გამო, რომ საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის გაწეული კერძო ძალისხმევა შესაძლოა ძვირი და ნაკლებად შედეგიანი იყოს, ცალკეული პიროვნებები ხელისუფლებებს აყალიბებენ. ეს ემსახურება, როგორც სათანადო დანახარჟების შემცირებას და ,,უბილეთო მგზავრობის“ შეზღუდვას, ისე საკუთრებითი უფლებების უფრო მკაფიოდ განსაზღვრასა და მათი დაცვის ამოცანის გადაწყვეტას. ამ მიზნით მოქალაქეები ხელისუფლებას ნებას რთავენ, რომ იმ ერთადერთ დაწესებულებას წარმოადგენდეს, რომელიც საკუთრებითი უფლებების უზრუნველსაყოფად იძულების უფლებით ისარგებლებს.

ამასთან დაკავშირებით დეივიდ ფრიდმენი წერს: ხელისუფლება იძულების უფლებით აღჭურვილი დაწესებულებაა. გამორჩეული თვისება, რითაც ხელისუფლება იძულებაზე დაფუძნებული სხვა დაწესებულებებიდან განსხვავდება (როგორიცაა მაგალითად, ჩვეულებრივი დამნაშავეთა ჯგუფები) ის არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ხელისუფლების მხრიდან იძულების გამოყენებას აღიქვამს, როგორც ბუნებრივს და სწორს. ერთიდაიგივე ქმედება აღიქმება, როგორც ძალადობა, თუკი მას კარძო პირი ჩაიდენს, ხოლო სრულიად კანონიერად, თუკი მას ხელისუფლების წარმომადგენლი მოიმოქმედებს. (1973, 152-154)

სხვა სიტყვებით, ცალკეული პიროვნებები იმ ჩარჩო-პირობებზე თანხმებიან, რომელიც ადგილობრივი, შტატისა თუ ეროვნული ხელისუფლების მიერ, მათი ან სხვების მიმართ იძულების გამოყენების უფლებამოსილებას განსაზღვრავს, რისი მიზანიც საზოგადოებრივად სასიკეთო კანონიერებისა და წესრიგის უზრუნველყოფაა. მოქალაქეები ხელისუფლებას უფლებამოსილს ხდიან, რომ მან ძალა გამოიყენოს, თუკი ეს საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის, იძულების გამოყენებაზე კანონით მინიჭებული მონოპოლიური უფლებამოსილების მეშვეობით, ხელისუფლებას პოტენციურად იმ პრობლემების გადალახვა შეუძლია, რომელიც საკუთრებითი უფლებების განსაზღვრისა და უზრუნველყოფისთვის გაწეული კერძო ძალისხმევის დროს წარმოიშობა. პირველ რიგში, ხელისუფლებას პოტენციურად შეუძლია მოქალაქეთა შორის მშვიდობის დაამყარება, მრავალი კერძო ჯგუფის მიერ თავიანთი საკუთრებითი უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული ძალადობის დათრგუნვის გზით. ისეთ მოძალადე ჯგუფებს შორის კონკურენციას, როგორიც მაგალითად მაფიაა, შეუძლია ჰობსისეულ2 ,,ჯუნგლებამდე“ მიყვანა. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებიც ჩრდილო ირლანდიასა და სომალის მსგავსად სამოქალაქო ომების მიზეზით არიან გაჩანაგებული, ნათელყოფენ, თუ რა შეიძლება მოხდეს თუკი წესებს დაპირისპირებული პირები ან დაჟგუფებები ადგენენ. ამ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარე შეიარაღებულია და თავიანთი უფლებების დასამკვიდრებლად დიდ ენერგიას ხარჯავს. იძულების უფლება-მოსილებით კოლექტიურად აღჭურვილ ერთ დაწესებულებას შეუძლია, რომ ეს შეურიგებელი დაპირისპირება გააუქმოს და იგი კანონიერებითა და წესრიგით შეცვალოს. ხოლო, როდესაც მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ მათი უფლებების დაცვის საკითხში ხელისუფლებას დაეყრდნონ, ისინი საკუთარ ძალისხმევას შეიარაღებული დაპირისპირებაზე უფრო ნაყოფიერი საქმიანობისკენ მიმართავენ.

მეორე, ხელისუფლებას შეუძლია პოლიციის ან შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების აუცილებელი მინიმუმი გამოიყენოს და შეუძლია, მასშტაბის ეკონომიის უპირატესობით ისარგებლოს, იქ სადაც კი ეს მოხერხდება. ადგილობრივი თვითმმართველობების შემთხვევაში, პატარა ერთეულებს შეუძლიათ პატრულირება და ქურდობის წინააღმდეგ ზომების მიღება. როდესაც უფლებამოსილებები აღემატება პატარა ერთეულის შესაძლებლობებს, დავებს უფრო დიდ ერთეულები წყვეტენ. მაგალითად, საგრაფოების ხელისუფლებებს შეუძლიათ მეზობელ ქალაქებს შორის წარმოქმნილი დავები მოაგვარონ, შტატის ხელისუფლებამ კი, საგრაფოებს შორის არსებული საკამათო საკითხები გადაწყვიტოს, ხოლო ეროვნულ დონეზე, მოქალაქეებს გარეშე საფრთხეებისგან კიდევ უფრო მძლავრი შეიარაღებული ძალა იცავს.

და ბოლოს, ხელისუფლებებს შეუძლიათ შეამცირონ ,,უბილეთო მგზავრების“ არსებობით გამოწვეული წანააღმდეგობები, რომლებიც თავს საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისას იჩენს. გადასახადების დაწესების უფლებამოსილება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ პოტენციურ ,,უბილეთოებს“ კანონიერების უზრუნველყოფასა და თავდაცვაში მონაწილეობა მიაღებინონ და იმ რესურსების ნაკლებობა დაძლიონ, რომლებიც საკუთრებითი უფლებების უზრუნველმყოფ ნებაყოფლობით ჯგუფებს შეიძლება ჰქონოდათ.

ხელისუფლებასთან დაკავშირებული თავსატეხი

მიუხედვად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლებების განსაზღვრასა და უზრუნველყოფას გარკვეული სარგებელი აქვს, მას დანახარჯებიც ახლავს. ერთ-ერთი ნიშანდობლივი წინააღმდეგობა, რომელსაც ხელისუფლება მოქალაქეებზე გარკვეული ღირებულების მქონე საკუთრებითი უფლებების გადანაწილების მცდელობისას აწყდება, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ამ საკუთრებითი უფლებების მოსაპოვებლად სხვადასხვა შემოვლით გზებს პოულობენ. (ახალ ზელანდიაში ასეთი სახის კონკურენციას ,,ლოლი სქრემბლ“3 დაარქვეს, რაც საბავშვო ზეიმების დროს გავრცელებულ ერთ-ერთ თამაშს უკავშირდება, რომლის დროსაც ბავშვები იატაკზე მიმოფანტული კანფეტებისთვის იბრძვიან.)

მაგალითისთვის მიწის ნაკვეთების დასაკუთრებისთვის გამართული რბოლა განვიხილოთ. როდესაც ფედერალურმა ხელისუფლებამ დასავლეთ სანაპიროს მიწების ათვისება პირველივე მსურველისთვის გახადა შესაძლებელი, ,,პირველი მიხვედი, პირველმა მიირთვი“ წესით, ხალხს არ შეეძლო დაცდა, ვიდრე მიწით სარგებლობა და მისი ნაყოფით ვაჭრობა მომგებიანი გახდებოდა; თუკი ისინი დააყოვნებდნენ, მათ ვინმე სხვა დაასწრებდა. ამიტომ ისინი ერთმანეთს ეჟიბრებოდნენ, რომ მიწაზე საკუთრებითი უფლებები მოეპოვებინათ, ამისთვის მათ დიდ მანძილებზე გადაადგილება, შიმშილისა და გაჭირვების მოთმენა უწევდათ. ამით აიხსნება ის მრავალრიცხოვანი წარუმატებლობები, რომლებიც მიწების ათვისებას ახლდა თან.

რბოლა, რომელიც 1893 წელს ოკლაჰომის შტატის მიწებზე საკუთრების მოსაპოვებლად გაიმართა, გვაძლევს ყველაზე სახასიათო მაგალითს იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მიწაზე საკუთრებითი უფლებების გაცემას სახელმწიფო ცდილობს. 16 სექტემბრის დილას, როდესაც ჩიროკის დაბლობი მიწის დასაკუთრების მსურველებისთვის უნდა გახსნილიყო, 100000-დან 150000-მდე ადამიანი ელოდებოდა, რომ მიწისთვის რბოლაში მიეღო მონაწილეობა. ყოველ 600 ნაბიჟზე შეიარაღებული ჯარისკაცი იყო გამწკრივებული, რომ ,,სრულსწრაფებისთვის“ საგანგებო ნიშნის მიცემამდე გამგზავრება დაეშალათ. როდესაც სათანადო ნიშანი გაიცა, ბედლამის4 მსგავსი საგიჟეთი დაიწყო: ცხენები ფეხებს იმტვრევდნენ, დროგები ყირავდებოდნენ და მათი შიგთავსი პრერიაში იფანტებოდა. ხოლო ადამიანები, რომლებიც გზას ფეხით დაადგნენ, ცხენებმა და დროგებმა გადათელეს.

ასეთ რბოლები ისევ განმეორდება, თუკი ხელისუფლება ღირებული საკუთრებითი უფლებების გაჩუქებას შეეცდება. როდესაც სახელმწიფო მიწებზე ნავთობისა ან სხვა წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობა ჩნდება, კომპანიები თავიანთი უფლებების დამკვიდრებას საძიებო სამუშაოების წარმოების გზით ესწრაფვიან.

1930 წელს, როდესაც ამერიკის შერთებული შტატების ხელისუფლებამ რადიო სიხშირეების განაწილება სცადა, ადამიანები შესაბამის სიხშირეებზე მაუწყებლობის წამოწყებაში პირველობისთვის რბოლაში ჩაებნენ და ამრიგად, სათანადო ლიცენზიებზე უფლებები წამოაყენეს. ასეთი აღტკინებას განაპირობებდა ის გარემოება, რომ სიხშირეები განსაზღვრული ვადით ნაწილდებოდა და ეყრდნობოდა წესს - ,,პირველი მივიდა, პირველმა ისარგებლა”. შესაბამისად, სიხშირეების ფლობის საჭიროების გააზრება მხოლოდ ზედაპირულად ხდებოდა (ქოუზი, 1962, 40).

ალასკაში, სადაც თევზჭერა მხოლოდ რამოდენიმე დღით არის ნებადართული, მეთევზეები ყიდულობენ დიდ, მძლავრ გემებს, რათა თევზჭერისთვის საუკეთესო ადგილებამდე სხვებზე ადრე მიაღწიონ და მათთვის გამოყოფილ მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ.

უფრო მეტიც, თუკი კონკურენცია ხელისუფლების მიერ გაჩუქებული ღირებული რესურსებისთვის რბოლის სახეს არ იღებს, ის მაინც ახალისებს ძალისხმევას, რომელიც ხელისუფლების მიერ საკუთრებითი უფლებების განაწილების წესზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული. ტექნიკური ტერმინი, რომლითაც ეკონომისტები საკუთრებითი უფლებებისთვის პოლიტიკურ კონკურენციას აღწერენ ,,რენტის ძიებაა“, სადაც რენტა იმ აქტივის ღირებულებაა, რომლის მოსახვეჭადაც პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძვიან.

მაგალითად, როდესაც ფედერალური სააგენტო სახელმწიფო მიწების გამოყენების უფლებას განაწილებას ცდილობს, რენტა, რომელიც ამ მიწების განაწილებიდან მიიღება, იმ ინტერესჯგუფებიდან იკრიბება, რომლებიც განაწილებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში ციგურებიანი თოვლმავლის დაშვების საკითხი, სწორედ ამის მაგალითია. ცხადია, თოვლმავლების მეპატრონეებს სურთ, რომ პარკში საკუთარი მანქანების გამოიყენების უფლება შეინარჩუნონ და ამ ბრძოლაში მათ გვერდით თოვლმავლების მწარმოებლები დგანან. მეორე მხრიდან არიან ბუნების მოყვარულები, რომლებსაც სიამოვნების მიღების მიზნით პარკში სიმშვიდისა და სიწყნარის დაიცვა უნდათ.

ორივე მხარე დროსა და ფულს ხარჯავს, რომ შესაბამისი უწყებები და კონგრესი მათი საჩივრების უპირატესობაში დაარწმუნონ.

ზონირება და მშენებლობების რეგულირება წარმოადგენენ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურმა ვითარებებმა საკუთრებითი უფლებები შელახონ.

მესაკუთრე, რომელიც საკუთარი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებაში იზღუდება, შედეგად, ამ ქონების ღირებულების შემცირების ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ზონირებისგან თავდასაცავად იბრძოლებს. მაგრამ მისი მეზობელი, რომლის საკუთრებაც ზონირების შედეგად გაძვირდება, ზონირების შენარჩუნებას შეეცდება. საკუთრებითი უფლებებისთვის კონკურენცია ,,რბოლებისგან” ცოტათი თუ განსხვავდება; ზონირების შესახებ მიმდინარე განხილვებში მხარეები ერთმანეთს საკუთარი მიდგომების დამკვიდრებაში ეცილებიან.

მოხერხებული პოლიტიკოსები რენტის ძიებისკენ მიმართული ძალისხმევის მათთვის სასარგებლოდ შემობრუნებას შეეცდებიან. კორუფცია ამის ერთ-ერთი გზაა, თუმცა ის შეერთებულ შტატებში მიღებული არ არის. თუმცა, საარჩევნო კამპანიებისთვის გაღებული შემოწირულობები და სხვა ლობისტური ხრიკები ამის ლეგიტიმურ ალტერნატივას წარმოადგენენ.

ხალხს, რომელსაც სურს, რომ პოლიტიკურად განაწილებული „ნაზუქის“ მეტი წილი მიიღოს, ან უკვე მიღებული წილი დაკარგვისგან დაიცვან, გარკვეული სტიმული აქვს, რომ პოლიტიკოსებზე გავლენა მოახდინონ, მათი საარჩევნო კამპანიების სასარგებლოდ შეწირულობების გაკეთების გზით. ასეთი გზით პოლიტიკოსებს ფულის შოვნა ,,არაფრისგან“ შეუძლიათ (მაკჩესნი 1997). რამდენადაც პოლიტიკური პროცესის შედეგად საკუთრებითი უფლებები გაიცემა და გადანაწილდება, საარჩევნო კამპანიების ფინანსირების რეფორმას ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნამდვილი წარმატებები მოყვეს.

ჩამორთმევის ძალაუფლება

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რასაც ხელისუფლების მიერ საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფა წარმოშობს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობაში მდგომარეობს. შესაბამისად, ხელისუფლების ჩამოყალიბების მთავარი სირთულე ძალაუფლების იმგვარ შებოჭვაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით საკუთრების დაცვა, სათანადო უფლებების ერთი ადამიანის ან ჟგუფისგან სხვებზე გადანაწილების გარეშე განხორციელდეს.

ჩამორთმევა სამხედრო ძალის გამოყენებით

მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ინდიელთა მიწების თეთრკანიანებისთვის გადაცემა, ნათელყოფს თუ როგორ იქნა გამოყენებული ხელისუფლების უხეში ძალა საკუთრებითი უფლებების გადასაცემად (ანდერსონი და მაკჩესნი 1994). მანამდე, გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ინდიელებსა და თეთრკანიანებს შორის მიწებთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად სავაჭრო გარიგებებით გვარდებოდა, ვიდრე ურთიერთძალადობით. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მესამედ ნაწილში, ინდიელებს შედარებით კარგად ჰქონდათ განაწილებული მიწები ოჯახებსა და კლანებს შორის, რომელთა საკუთრებითი უფლებები მიწებზე, რომლებსაც ამუშავებდნენ დაცული იყო. პოლიტიკურ წონასწორობისა და ძალის ზომიერ გამოყენებასთან ერთად, ასეთი მდგომარეობა ჯამში ვაჭრობისთვის კარგ პირობებს ქმნიდა.

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, როდესაც ახალმოსახლეთა ტალღამ დასავლეთს მიაშურა, შექმნილმა პირობებმა საკუთრების მიტაცება წაახალისა.

უპირველეს ყოვლისა ამას იწვევდა ის, რომ დაბლობებში მცხოვრები მომთაბარე ტომების უფლებები მიწასთან დაკავშირებით ნაკლებად იყო ჩამოყალიბებული და დაცული, ხოლო იმ პიროვნებებისა და ოჯახების რიცხვი, რომლებიც მიწებს ფლობდნენ, შედარებით მცირე იყო. იმის გამო, რომ ინდიელები ბიზონების ჯოგების გადაადგილებაზე იყვნენ დამოკიდებული, მიწაზე კერძო პირების საკუთრებას აზრი თითქმის არ ჰქონდა.

მეორე გარემოება მექსიკა-ამერიკის ომის დროს, შეერთებული შტატების მიერ 1848 წელს მუდმივი ჯარის შექმნასთან იყო დაკავშირებული, რამაც ქონების ხელყოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაზარდა. განსაკუთრებით სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც უამრავი ჯარისკაცი უქმად დარჩა. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრებითი უფლებების ხელყოფის დანახარჟი მკვეთრად შემცირდა და მიწაზე საკუთრებითი უფლებებისთვის დაპირისპირებების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმის კვალდაკვალ, რაც ინდიელთა მიმართ ამერიკულ პოლიტიკაში ვაჭრობა მიტაცებამ ჩაანაცვლა.

თანამედროვე მსოფლიოში, საკუთრების ხელყოფის პოტენციალი კვლავ არღვევს ქონებრივ უფლებებს. ეს წინააღმდეგობა ზიმბაბვეში ნათლად ჩანს, სადაც რობერტ მუგაბეს ხელისუფლებამ 1990 წლების ბოლოს მიწის რეფორმის პროგრამა დაიწყო, რომელიც მიწაზე საკუთრებითი უფლებების შავკანიან მოსახლეობაზე იძულებით გადანაწილებას გულისხმობდა. შავკანიან მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში არსებული მიწების თვითნებური დაკავებისა და მისაკუთრების უფლება მიეცათ.

მუგაბეს საკმარისი სამხედრო ძალა გააჩნდა, რომ თეთრკანიანი მოსახლეობა მათი მიწებიდან აეყარა, ხოლო უმაღლეს სასამართლოში საკუთარი მომხრეების მეშვეობით, ქონების ხელყოფის საკონსტიტუციო შეზღუდვებისთვის გვერდი აევლო. არ არის საკვირველი, რომ ზიმბაბვემ შედეგად სისხლისღვრა მიიღო და საკუთრებითი უფლებების გაურკვევლობამ ამ ქვეყნის მეურნეობა სრულიად გააჩანაგა. საკუთრებითი უფლებების განუსაზღვრელობით გამოწვეული მსგავსი მოვლენები განვითარებადი სამყაროს სენია, რასაც შემდეგი ფორმულირება შეიძლება მივცეთ: ,,უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის ქონების ჩამორთმევის საარჩევნო უპირატესობა, როგორც ფედერალისტური ნარკვევების მე-10 ტომში ამას მედისონი გვაფრთხილებდა“ (იხ. მაკჩესნი 2003).

სახელმწიფოს განუყოფელი უფლება კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე ზარალის ანაზღაურებით როგორ შეგვიძლია, რომ აღმოვფხვრათ მოკერძოება და არ დავუშვათ სახელისუფლო ძალაუფლების გამოყენება საკუთრებითი უფლებების ძალადობრივი გადანაწილებისთვის? ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემქმნელები უმრავლესობის ტირანიასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებში კარგად ერკვეოდნენ. კერძოდ, ჯეიმს მედისონი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატიაში, სადაც უმრავლესობა მართავს, უმცირესობების დაჯგუფებებს საფრთხე თითქმის არ ემუქრება, მაგრამ ის დემოკრატიული უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების ხელყოფის შესაძლებლობაზე წუხდა.

რასაკვირველია, რომ მისი ეჭვები საფუძვლიანი იყო, მაგრამ დღევანდელი ყოვლისმომცველი ხელისუფლების პირობებში, ინტერესთა ჯგუფების გავლენა გადანაწილებაზე ასევე უნდა გახდეს განხილვის საგანი. ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს რთულ სახელმწიფო წარმონაქმნში, ამომრჩევლები მათ მიერვე დემოკრატიულად არჩეულ წარმომადგენელთა საქმიანობას თვალს სრულფასოვნად ვერ ადევნებენ. სენატორების ან კონგრესმენების მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე მეთვალყურეობის დაწესება საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, რამდენადაც პროგრამების უმრავლესობას სარგებელი გარკვეული ჯგუფებისთვის მოაქვს, ხოლო შესაბამისი ხარჯები მთელ მოსახლეობაზეა გადანაწილებული, თითოეულ პროგრამაზე გაწეული ხარჯის ოდენობას არავის ატყობინებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ხელეწიფებათ, რომ უმცირესობაში მყოფ საგანგებო ინტრესების მქონე ჯგუფებს დოვლათის გადანაწილების გზით მოემსახურონ.

იმისათვის, რომ საკუთრებითი უფლებების მნიშვნელობა კარგად გავიგოთ, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლება განვიხილოთ, რაც კანონებით დადგენილი წესით და სათანადო ზარალის ანაზღაურების გზით, კერძო საკუთრების საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ჩამორთმევის შესაძლებლობას გულისხმობს. ასეთი შემთხვევების ცნობილი მაგალითებია მიწების ჩამორთმევა სკოლების, პარკების, გზების, გზატკეცილების, გვირაბების, საზოგადოებრივი შენობების, სახანძრო და საპოლიციო სადგურების ასაშენებლად. მოვლენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას შეუძლია საკუთრება ძალის გამოყენებით ჩამოართვას მეპატრონეს მაშინაც კი, როდესაც მას გაყიდვა არ სურს.

როდესაც ხელისუფლებას მიწის ხელში ჩაგდება სურს, ის ისევ როგორც ნებისმიერი სხვა მხარე, თავისუფალ ბაზარს მიმართავს. მაგრამ გამყიდველებმა შეიძლება საბაზროზე მაღალი საფასური მოითხოვონ და დაემუქრონ, რომ საკუთრებას არ დათმობენ. ვთქვათ, ხელისუფლებას გზატკეცილის ასაშენებლად მიწის შეძენა სურს. თუ ჩაფიქრებულმა გზატკეცილმა მრავალი მესაკუთრის მიწა უნდა გადაკვეთოს, ყოველ მათგანს კუთვნილი მიწის გაყიდვაზე უარის თქმა შეუძლია, თუკი საბაზარო ღირებულებაზე მაღალ საფასურს არ გადაუხდიან. სწორედ ამ სახის დაუმორჩილებლობა წარმოშობს კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების გამოყენების საფუძველს (იხ. ეპშთეინი 2003).

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეხუთე შესწორების მიუხედავად, რომელიც ჩამორთმევის პირობებს განსაზღვრავს, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების ბოროტად გამოყენება მაინც შესაძლებელია, რადგან საზოგადოებრივი მოხმარება საკმაოდ ბუნდოვანი ცნებაა. სასამართლოების მიერ ცნება “საზოგადოებრივი მოხმარება“ მრავალგვარად განიმარტება. იმისთვის, რომ გეგმა საზოგადოებრივი მოხმარების საგნად იქნეს მიჩნეული, საჭირო არ არის მისი საჯაროობა. ამის ნაცვლად, მას მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებელი მოეთხოვება. დავუშვათ, მაგალითად, რომ ქალაქის თვითმმართველობა საკუთარ ,,ემინენთ დომეინის“ (ხელისუფლბის სუვერენული უფლება ქონების კონფისკაციაზე - რედ. შენიშვნა) ძალაუფლებას იყენებს, რომ განვითარების სახელით საკუთრება ერთი სახის წარმოებას ჩამოართვას და სხვას გადასცეს. არის ეს კანონიერი და საზოგადოებრივად სასარგებლო ნაბიჯი, თუ უბრალოდ, საკუთრების ერთი მესაკუთრიდან მეორეზე გადაცემა?

უამრავი ასეთი მაგალითი თავმოყრილია ,,ციხე-დარბაზთა კავშირის“ (www.castlecoalition.org) მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც ,,სახელისუფლებო ყაჩაღობა: კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების 10 ყველაზე ხშირი ბოროტად გამოყენების შემთხვევა, 1998-2002” ეწოდება. საბუთები ქონექთიქუთის შტატის ქალაქ ნიუ ლანდენის მაგალითსაც მოიცავენ, სადაც კერძო განვითარების ორგანიზაციამ, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლებების საფუძველზე სახელისუფლებო ძალის გამოყენებით, ოცამდე მესაკუთრე, მათ შორის 82 წლის ქალი გაასახლა და ავტოსადგომი ააშენა. ქანზასის შტატი ქალაქ მარუმში, ქალაქის თვითმმართველობამ მანქანების ერთი დილერის საკუთრება მეორე დილერს გადასცა, ამ უკანასკნელის საქმიანობის გაფართოვების მიზნით. რივერა ბიჩის საქალაქო თვითმმართველობამ, ფლორიდის შტატში, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების მთელი გავლენა 5000-მდე მოსახლის წინააღმდეგ იმისათვის გამოიყენა, რომ ხელი სავაჭრო და საწარმოო დაწესებულებების განვითარებისთვის შეეწყო.

უფრო ,,ბრწყინვალე” დასასრული კალიფორნიის შტატის ქალაქ ლანქასთერში მომხდარ ამბავს ახლდა. ,,ქოსთქოს” მაღაზიისთვის გაფართოების საშუალების მიცემის მიზნით, ქალაქის საბჭომ მაღაზია ,,მხოლოდ 99 ცენტის” მიერ სავაჭრო ცენტრში დაკავებული ფართის ჩამორთმევას მისცა ხმა. სავაჭრო ცნტრში ,,ქოსთქო ვჰოლსეილ ქორფორეიშნმა”5 საქმიანობა ერთი დეკადით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ,,მხოლოდ 99 ცენტმა“, რომელიც მხოლოდ 1998 წელს გაიხსნა. „მხოლოდ 99 ცენტის“ გახსნისთანავე, ,,ქოსთქომ“ ქალაქის საბჭოს აცნობა, რომ მას გაფართოვების მიზნით ,,მხოლოდ 99 ცენტის“ მიერ სავაჭრო ცენტრში დაკავებული ფართი სჭირდებოდა და თუ არ მიიღებდა, მაშინ ქალაქს დატოვებდა. 2000 წლის ივნისში, ქალაქის მესვეურებმა მხარი ,,მხოლოდ 99 ცენტისთვის“ სავაჭრო ფართის ჩამოართმევას დაუჭირეს. ,,მხოლოდ 99 ცენტის“ მფლობელებმა იჩივლეს იმ მოტივით, რომ ქალაქის საბჭომ მეხუთე ცვლილებით განსაზღვრული მათი უფლება დაარღვია. მათ ეს საქმე მას შემდეგ მოიგეს, რაც აშშ საოლქო სასამართლოს მოსამართლე სთივენ ვ. უილსონმა ნებისმიერი სამომავლო ცდა აღკვეთა, რომ ,,მხოლოდ 99 ცენტს“ სავაჭრო ფართი კერძო მიზნებისთვის ჩამორთმეოდა; დადგენილებაში მოსამართლე წერდა: ,,ამ საქმის განხილვიდან ცხადი გახდა, რომ ლანქასთერის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი კერძო პირის ქონების მეორისთვის გადაცემის სრულიად აშკარა მცდელობა. ასეთი მოქმედება, რამდენადაც ის ერთმნიშვნელოვნად კერძო მიზნებს ემსახურება, არაკონსტიტუციურ ჩამორთმევას მოიცავს.“ ამ შემთხვევაში საკუთრებითი უფლებების გადაცემა შეჩერდა, მაგრამ ,,მხოლოდ 99 ცენტისთვის“ ამას უდანახარჯოდ არ ჩაუვლია.

საკუთრების ჩამორთმევის გარეშედაც კი, ქონების ღირებულებას თვით რეგულირების შესაძლებლობაც ამცირებს. მაშ შემდეგ, რაც თაჰოს რეგიონულმა საგეგმო უწყებამ (შემდგომში თრსუ) ე.წ. ზონირების წესები დააწესა, რითიც ბერნარდინ სუითუმის მიერ საკუთარ მიწაზე მშენებლობა შეაფერხა, თაჰოში ძვირადღირებული ქონების ფასი დაეცა. ქალბატონ სუითუმს უზენაეს სასამართლომდე უდიდესი გზის გავლა მოუწია, რომ საგეგმო უწყებისთვის დავა მოეგო. თრსუ-მა კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურებისთვის გვერდის ავლა ქ-ნ სუითუმისთვის ,,განვითარების გარდამავალი უფლებების“ შეთავაზებით სცადა, რადგან ვარაუდობდა, რომ ის მათ მესამე პირებზე საბაზრო ფასად გაყიდდა. ქ-ნ სუითუმს ამ რთულ ურთიერთობებში ჩაბმა არ სურდა; უფრო ზუსტად, მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ თრსუ-ს საკუთარი ვალდებულებები პატიოსნად აღესრულებინა და მისთვის, მოთხოვნის შესაბამისად, ზარალი აენაზღაურებინა. ,,ქ-ნ სუითუმი - თაჰუს რეგიონული საგეგმო უწყების წინააღმდეგ, 520 USA 725 (1997)“ საქმის ექვს წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, აშშ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქ-ნ სუითუმს სასამართლოში მოსმენის და საკუთრების ჩამორთმევით მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურების უფლება ჰქონდა. მართალია სასამართლომ ქ-ნ სუითუმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევამ ისინიც გამოაფხიზლა, ვინც თავს ხელშეუხებლად მიიჩნევდა.

რიჩარდ ეპშტეინი (2003) სახელისუფლებო მიწებს შორის მოქცეული კერძო მიწების ჩამორთმევის შესაძლებლობას იკვლევს. მფლობელებმა შეიძლება ადვილად დაკარგონ მათი საკუთრების ღირებულების ნაწილი, თუკი სახელისუფლებო უწყება, რომელიც გარშემო არსებულ მიწებს ზედამხედველობს, გზებს გადაკეტავს. ასეთი ხელყოფისგან თავდაცვის გარკვეულ საშუალებას სხვისი მიწის დროებით და განსაზღვრული სახით გამოყენების უფლება იძლევა, მაგრამ პოლიტიკური უკუღმართობების შედეგად, ასეთი უფლებები შეიძლება ,,ორ მეომარ ტომს შორის არასრული შეთანხმებით” დამთავრდეს (ეფშთეინი, 2003). კერძო მფლობელის მიერ მთავრობის საკუთრებაში არსებული ტალახიანი გზის გამოყენების უფლება, ბევრ ძირეულ კითხვას წარმოშობს. მაგალითად, თუ როგორი ტიპის ავტომობილები შეიძლება დაიშვას ამ გზაზე სამოძრაოდ, ან შეიძლება თუ არა, რომ მფლობელმა გზა შეაკეთოს, და თუ შეუძლია, როგორი სახელისუფლებო მეთვალურეობის ქვეშ. როგორც გარშემო მიწების მესაკუთრეს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ მფლობელის საკუთრების ღირებულების ნაწილი მიითვისოს.

მფლობელის უფლებების არასაიმედოობა ხელისუფლების მიერ მიწის მესაკუთრეობიდან მომდინარე საფრთხეებს გვაჩვენებს. საკუთრებასთან დაკავშირებული ასეთი ვითარება ბევრჟერ აღინიშნა დასავლეთის შტატებში, სადაც მრავალი კერძო სამფლობელოა სახელისუფლებო მიწებს შორის მოქცეული და სადაც დამატებითი მიწების შეძენის მიზნით, ხელისუფლებაზე ზეწოლას ბევრი ბუნებისდამცველი ჯგუფი ახდენს. როდესაც შეძენები იზრდება, საჯარო და კერძო მესაკუთრეების დაპირისპირება იზრდება, ისევე როგორც იმის ალბათობა, რომ ეს ძალადობა დაჯგუფებების იმგვარი ტირანიით დამთავრდება, რომელიც მედისონს აფრთხობდა.

ზარალის სამართლიანი ანაზღაურების დადგენის სირთულე, რაც მიწების არაერთგვაროვნებით არის გამოწვეული, ჩამორთმევის საკითხს კიდევ უფრო ართულებს. ზარალის ანაზღაურების მიზანი მესაკუთრის ,,იმგვარად უზრუნველყოფაა, რომ თითქოს მისი ქონება ჩამორთმეული არც იყო” (ოლსენი შეერთებული შტატების წინააღმდეგ 292 US 264, 1934). თუ კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების შემადგენელი წესები სწორად მოქმედებენ, კერძო მესაკუთრის ზარალის საზღაური მის მიერ მიწის ფლობის სურვილს აწონასწორებს. იმ კანონის განმარტებები კი, რომლებიც ჩამორთმევის პირობებს ადგენენ, ამ ძირეულ კანონზომიერებას უგულვებელყოფენ, რადგან ხელისუფლების მიერ მიყენებული ზარალის სრულფასოვან ანაზღაურებაზე უარს ამბობენ. ეფშთეინის (2003) მიხედვით ,,ამას განაწილების მნიშვნელოვან დარღვევებამდე მივყავართ: ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული დაბალი ფასები ჩამორთმევების რიცხვს ზრდის, რაც თავისი მხრივ ხელისუფლების საჭიროზე მეტად გაფართოებას იწვევს და შედეგად, საზოგადოებრივსა და კერძო ზედამხედველობას შორის წონასწორობას არღვევს.”

დასკვნა

კერძო საკუთრებითი უფლებების განსაზღვრისა და მათი უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებას დადებითი როლის შეასრულება შეუძლია. მას, საკუთრებითი უფლებების უზრუნველყობისთვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვა, სათანადო ხარჯების შემცირება და ,,უფასო მგზავრობის” აღმოფხვრა ძალუძს. ხოლო ყოველივე ამის აღსრულება ხელისუფლებისგან ძალის გამოიყენებას მოითხოვს, რაც ,,ორლესური მახვილივით“ მოქმედებს.

იგივე ძალაუფლება, რომელიც კერძო საკუთრებას იცავს, შესაძლებელია მის ჩამოსართმევადაც იქნეს გამოყენებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სახელით კეთდება. როგორც მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის შესავალში (ფრეიზერის ინსტიტუტი 1996) იქნა განმარტებული:

ხელისუფლების ძირეულ მოვალეობა კერძო საკუთრების დაცვა და ნებაყოფლობითი საქონელგაცვლებისთვის მდგრადი გარემოპირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს. როდესაც სახელმწიფო კერძო საკუთრებას ვერ იცავს, ქონებას სრული ანაზღაურების გარეშე ართმევს, ან ნებაყოფლობითი საქონელგაცვლებისთვის შეზღუდვებს აწესებს, ის მისივე მოქალაქეების ეკონომიკურ თავისუფლებას არღვევს.

დარღვევების შესაძლებლობა სავარაუდოდ შემცირდებოდა, ხელისუფლებას არანაირი საკუთრების შეძენის უფლება რომ არ ქონდეს, მაგრამ ეს იმ სარგებელზე უარის თქმას მოითხოვოს, რომელიც შესაძლოა სახელისუფლებო მფლობელობას მოყვეს. მაგალითი შეიძლება იყოს სამხედრო ქონება, ან საუწყებო შენობები, ისტორიული ძეგლები, რომელთაც შეიძლება მნიშვნელოვანი ღირებულება ჰქონდეთ, ისევე როგორც საზოგადოებრივი საავტომობილო გზები იმ ადგილებში, სადაც კერძო ფასიანი გზები დაუშვებელია. თუმცა, ხელისუფლების მიერ ქონების შეძენის მიზნების უფრო მკვეთრად შემოფარგვლით, აუნაზღაურებელი და არასრულად ანაზღაურებული ჩამორთმევების შესაძლებლობა სავარაუდოდ შემცირდებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ქონების ჩამორთმევის წესების განსაზღვრელი მუხლების უფრო მკაცრი განმარტება ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა გზებს იძლევა. როგორც ჯეიმს მედისონმა განჭვრიტა, სასამართლო განხილვას შეუძლია ,,კანონმდებლისა და აღმასრულებლის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შეუვალი კედელი აღმართოს“ (კონგრესის ანალები, 457, 1789). თუმცა, როგორც წლების განმავლობაში წარმოჩინდა, რომ ერთია მტკიცება, რომ სასამართლო განხილვების აღმართავს შეუვალ კედელს, ხოლო მეორე - სასამართლოს მიერ ჩამორთმევის შესახებ მუხლების მკაცრი განმარტება.

დარჩენილი კითხვა, არის ის თუ რამდენად შესაძლებელია ქონებრვი უფლებების უზრუნველყოფა ხანგრძლივი ეკონომიკური აღმასვლის ხელშეწყობისთვის. თანამედროვე მოძრაობა საკუთრებითი უფლებებისთვის განმსჭვალულია იმ რწმენით, რომ საკუთრებითი უფლებები შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო და საზედამხედველო მეთვალყურეობის გაიოლების სასარგებლოდაა შესუსტებული.

თუ ეს ასეა, რა პერსპექტივები არსებობს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის აღსადგენად ადამიანის თავისუფლების, აგრეთვე კეთილდღეობისა და წინსვლის მუდმივი სრულყოფის უზრუნველსაყოფად?

_________________________

1 აშშ-ში მომქმედი სამეზობლო უსაფრთხოების პროგრამა ძარცვისადა ქურდობის თავიდან აცილების მიზნით (მთარგმნელისგან).

2 ბრიტანელი მეცნიერი (რედაქტორის შენიშვნა)

3 Lolly Scremble - ბრძოლა კარამელისთვის ინგ.

4 ბედლამი (Baldam) - ლონდონში განლაგებული წმინდა მარიამ ბეთლემელის სახელობის საგიჟეთის სახელწოდება.

5 ქოსთქოს საბითუმო კორპორაცია.

17 კერძო საკუთრების ეთიკა და ეკონომიკა

▲ზევით დაბრუნება


ჰანს ჰერმან ჰოპე (1949 - )

0x08 graphic
გამოჩენილი გერმანელ-ამერკელი ეკონომისტი. გერმანიაში მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის შემდგომ, ჰოპე აშშ-ში გადაბარგდა, სადაც მარი როთბარდს დაემოწაფა და ლიბერტარიანიზმისა და ანარქო-კაპიტალიზმის მკვლევარი გახდა. მისი ინტერსების სფეროა კერძო საკუთრების ეთიკა, ფული და მონეტრარული პოლიტიკა, პოლიტ-ეკონომია, დემოკრატია და ა.შ. ამჟამად ჰოპე ლას-ვეგასისი უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, მიზესის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი და Journal of Libertarian Studies გამომცემელია. ინტენსიურად მართავს ლექცია-სემინარებს სხვადასხვა ქვეყებში და გამოირჩევა სამეცნიერო უკომპრომისობით.

გამოქვეყნდა 2004 წელს

1. საზოგადოებრივ წყობის წინააღმდეგობები

თავის კუნძულზე მარტოდმარტო მცხოვრებ რობინზონ კრუზოს ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რაც კი მოესურვებოდა. მის წინაშე ადამიანური ქცევის, ანუ საზოგადოებრივი თანამშრომლობის წესების დაცვის საკითხი უბრალოდ არც კი იდგა. რასაკვირველია, ეს საკითხი მხოლოდ მაშინ დადგა დღის წესრიგში, როდესაც კუნძულზე მეორე ადამიანი, ანუ პარასკევა გამოჩნდა. ამასთან, ამის შემდეგაც კი, საკითხი უმნიშვნელო დარჩება, ვიდრე რესურსების სიმწირე არ წარმოიქმნება. დავუშვათ, რომ ეს კუნძული ედემის ბაღია; ყველაფერი უხვად მოიპოვება და ,,მუქთია”, ისევე როგორც ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ. კრუზომ რანაირადაც არ უნდა ისარგებლოს ამ სიკეთით, მისი ქმედებები ვერანაირ ზეგაველნას არ მოახდენს თავად მის, ისევე როგორც პარასკევას მიმდინარე და სამომავლო უზრუნველყოფაზე. ასეთ ვითარებაში კრუზოსა და პარასკევას შორის დაპირისპირების არანაირი საფუძველი არა აქვს. დაპირისპირებას მხოლოდ რესურსების სიმწირე განაპირობებს. შესაბამისად, გარკვეული წესების დადგენა საჭირო მხოლოდ რესურსების სიმწირის პირობებში გახდება, რაც დაპირისპირებებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიდა.

ედემის ბაღში მხოლოდ ორი რამ არის განსაზღვრული რაოდენობით: ეს არის ადამიანის ფიზიკური სხეული და სივრცე, რომელსაც მისი ფიზიკური სხეული იკავებს. კრუზოს და პარასკევას ცალცალკე სხეული აქვთ და მოცემულ დროს, გარკვეული სივრცის დაკავება მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. ამგვარად, კრუზოსა და პარასკევას შორის დაპირისპირება ედემის ბაღშიც კი შეიძლება მოხდეს: კრუზოს და პარასკევას არ შეუძლიათ, რომ ერთი და იგივე სივრცე, ერთდროულად, ფიზიკური შეხლაშემოხლის გარეშე დაიკავონ.

შესაბამისად, ედემის ბაღშიც კი, საზოგადოებრივი ქცევის წესები უნდა არსებობდეს, რომ ადამიანის ყოფისა და მოქმედებების პირობები მოგვარებული იყოს. ხოლო ედემის ბაღის მიღმა, სიმწირის საუფლოში, ისეთი წესები უნდა არსებობდეს, რომ მათი მეშვეობით არა მარტო თავად ადამიანების სხეულების და მათი ადგილ-სამყოფელი სივრცის, არამედ იმ ყველაფრის გამოყენების წესები განისაზღვროს, რისი სიმწირეც არსებობს; რომ შედეგად, ყველა შესაძლო დაპირისპირება მოგვარებადი იყოს. საზოგადოებრივი წესრიგის მთავარ საკითხს სწორედ ამ წესების განსაზღვრა წარმოადგენს.

II. გადაწყვეტის გზა: კერძო საკუთრება და საკუთრებითი უფლებების საწყისები

საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების სხვადასხვა გზა იქნა მოსინჯული, რომელთა ურთიერთგამომრიცხავმა ხასიათმა განაპირობა მოსაზრება, რომ თითქოს ერთადერთი ,,სწორი“ გადაწყვეტილების მოძებნა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მე ვეცდები დავამტკიცო, რომ გამოსავალი არსებობს და ამიტომაც მორალურ რელატივიზმში გადაშვების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. სწორი პასუხი სულ მცირე რამოდენიმე ასეული წელია რაც ცნობილია.1 თანამედროვეთა შორის ეს ძველი და მარტივი პასუხი ყველაზე უფრო ნათლად და დამაჟერებლად მარი როთბარდმა ჩამოაყალიბა.2

ნება მომეცით ამ პასუხის შინაარსის ჩამოყალიბება უპირველეს ყოვლისა ედემის ბაღის განსაკუთრებული შემთხვევის განხილვით დავიწყო და ,,რეალური” სამყაროს რესურსების ყოველმხრივი სიმწირის განზოგადოებული მაგალითით გავაგრძელო, რასაც იმის განმარტება უნდა მოჰყვეს, თუ რატომ არის სწორი ეს და არა სხვა პასუხი.

ედემის ბაღში კითხვაზე პასუხს ის უბრალო წესი განაპირობებს, რომ ყველას შეუძლია საკუთარი სხეული სურვილისამებრ ამოძრაოს და გადაადგილოს იქ, სადაც ჯერ კიდევ არავინ დგას და რომელიც არავის ეკუთვნის. ხოლო ედემის ბაღს მიღმა, რესურსების სიმწირის პირობებში გამოსავალი შემდეგში მდგომარეობს: თითოეული ადამიანი თავისი სხეულის, ისევე როგორც ყველა იმ სივრცის და ბუნების მიერ ბოძებული დოვლათის კანონიერი მფლობელია, რომელიც მან დაიკავა და საკუთარი ძალისხმევით მოიხმარა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი სივრცე და დოვლათი მის მისვლამდე არც არავის ეკუთვნოდა და არც არავს სარგებლობაში იყო. აუთვისებელი სივრცისა და დოვლათის გარკვეული პიროვნების მიერ ,,პირველადი მისაკუთრება“ გულისხმობს, რომ მას მათი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვისა და გარდაქმნის უფლება აქვს, იმ პირობით, რომ ის ამ ქმედებით არ ხელყოფს სხვის საკუთრებას. კერძოდ, მას შემდეგ, რაც რომელიმე ადგილსამყოფელს ან დოვლათს მესაკუთრე გამოუჩნდა და ჯონ ლოკის სიტყვებით - ,,თავის შრომა ჩააქსოვა“, მასზე საკუთრებითი უფლებების მიღება სხვა პიროვნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუკი მისი მფლობელი ახალ მესაკუთრეს სათანადო უფლებებს ნებაყოფლობით - შეთანხმების საფუძველზე გადასცემს.

ესოდენ გავრცელებული მორალური რელატივიზმის თვალსაზრისის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული წინააღმდეგობების გადაწყვეტის გზად მკვიდრობის უფლებისა და კერძო მესაკუთრეობის აღიარება სრულად შეესაბამება ჩვენს მორალურ „ალღოს“. მართლაც და უგუნური არ იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ადამიანი არ უნდა იყოს საკუთარი სხეულის, აგრეთვე იმ სივრცისა და დოვლათის ჭეშმარიტი ბატონ-პატრონი, რომელსაც ის სხვებზე ადრე დაეპატრონა, აითვისა და ან შექმნა საკუთარი ძალისხმევით? თუ ის არა, აბა სხვა ვინ უნდა იყოს მესაკუთრე? ამასთან, განა ნათელი არ არის, რომ ადამიანების უმრავლესობა, მათ შორის ბავშვები და პირველყოფილი ადამიანებიც კი, სინამდვილეში სწორედ ამ წესებით ხელმძღვანელობენ, მიხედავად იმისა, რომ ამას რასაკვირველია გაუცნოებიერებლად აკეთებენ?

მორალური ალღო, რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, საკმარის მტკიცებულებას მაინც არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მორალური ალღოს ჭეშმარიტების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს.

ასეთი მტკიცებულებები ორმაგი ხასიათისაა. ერთი მხრივ, მკვიდრობის უფლებისა და კერძო მესაკუთრეობის უარყოფას შემდეგი შედეგები მოსდევს: თუკი A ადამიანი არ იქნებოდა თავისი სხეულის, აგრეთვე იმ სივრცისა და დოვლათის მესაკუთრე, რომელსაც ის სხვებზე ადრე დაეპატრონა, აითვისა და ან შექმნა საკუთარი ძალისხმევით, ისევე როგორც ყოველივე იმის მფლობელი, რაც მან სხვა მეპატრონეებისგან ნებაყოფილობითი გარიგების გზით მიიღო, მაშინ მხოლოდ ორი არჩევანი იარსებებდა: ან A ადამიანის სხეულის, აგრეთვე იმ სივრცისა და დოვლათის მესაკუთრედ, რომელიც მან აითვისა, შექმნა ან შეიძინა, სხვა, მაგალითად, B ადამიანი უნდა იქნეს აღიარებული, ან ორივე პიროვნება ერთად, ანუ როგორც A, ასევე B თანაბრად უნდა იქნენ მიჩნეული მათი სხეულების, სივრცეებისა და დოვლათის თანამფლობელებად.

პირველ შემთხვევაში, A ადამიანი B ადამიანის მონად და მისი მხრიდან ჩაგვრის საგნად გადაგვარდებოდა. B ადამიანი A ადამიანის სხეულის, აგრეთვე იმ სივრცისა და დოვლათის მესაკუთრე გახდება, რომელიც ამ უკანასკნელმა აითვისა, შექმნა ან შეიძინა, მაგრამ ამავდროულად, A ადამიანი არ იქნებოდა B ადამიანის სხეულის, აგრეთვე იმ სივრცისა და დოვლათის მესაკუთრე, რომელიც ამ უკანასკნელმა აითვისა, შექმნა ან შეიძინა. შესაბამისად, ასეთი წყობის პირობებში ადამიანთა ორი ფენა იარსებებდა, რომლებზედაც სხვადასხვა წესები გავრცელდებოდა - მართულები, ანუ ისეთები, როგორიცაა A და მმართველები, როგორიცაა B. შესაბამისად, ასეთი წყობა უარყოფილი უნდა იქნეს, რადგანაც ეთიკური კანონები ყველა ადამიანზე, როგორც მოაზროვნე არსებაზე თანაბრად ვრცელდება. იმთავითვე მიიჩნევა, რომ ყველა მსგავსი წყობა ყველასთვის მისაღები არ არის და შესაბამისად, ვერც კანონი საფუძვლად გამოდგება. იმისთვის, რომ გარკვეული წესი კანონად, ანუ სამართლიან სახელმძღვანელოდ იქცეს, აუცილებელია, რომ ის ყველა ადამიანზე თანაბრად და ერთგვაროვნად ვრცელდებოდეს.

პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, მეორეში, სადაც საყოველთაო და თანასწორი თანამფლობელობაა, მოთხოვნა, რომ გარკვეული წესი ყველაზე ერთნაირად ვრცელდებოდეს შესრულებული იქნება. მაგრამ ეს მიდგომა კიდევ უფრო დიდ ხარვეზსს მოიცავს, რადგან მისი განხორციელების შედეგად კაცობრიობა დაუყოვნებლივ დაიღუპებოდა. (შესაბამისად, რამდენადაც ადამიანური ეთიკა მიზნად კაცობრიობის გადარჩენას უნდა ისახავდეს, ეს არჩევანიც არ არის მისაღები). ადამიანის ნებისმიერი ქმედება მწირი რესურსების (სულ ცოტა ადამიანის სხეულისა და მის ადგილ-სამყოფელის) გამოყენებასთანა არის დაკავშირებული, მაგრამ თუ მთელი დოვლათი ყველა ადამიანის თანამფლობელობაში იქნებოდა, მაშინ არავის, არასოდეს და არსად არ ექნებოდა უფლება რაიმე გაეკეთებინა მანამდე, სანამ ყველა თანამესაკუთრის თანხმობას არ მიიღებდა. თუმცა როგორ შეიძლება, რომ ვინმემ ასეთი თანხმობა გასცეს, თუკი თავად არ წარმოადგენს ამგვარი ქმედებისთვის აუცილებელი თავისივე სხეულის (მათ შორის თავისი ხმის სიმების) ერთპიროვნულ მფლობელს? ანუ გამოდის, რომ საკუთარი თანხმობის დასადასტურებლად, ადამიანს თავად სჭირდება სხვების ნებართვა, მაგრამ თანხმობას ვერც სხვები გასცემენ მანამ, სანამ ჯერ მისგან არ მიიღებდნენ ასეთ ნებართვას და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.

„უნივერსალური კომუნიზმის“ პრაქსეოლოგიური შეუძლებელობის არსის ამგვარმა ხედვამ, როგორც ამას მარი როთბარდი მოიხსენიებდა, მიბიძგა, რომ მკვიდრობის უფლებისა და კერძო საკუთრების, როგორც საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგობების გადაწყვეტის ერთადერთ სწორი გზა, განსხვავებულად წარმოვაჩინო.3 მხოლოდ სათანადო დასაბუთების (მოსაზრებების ურთიერთგაცვლის) შედეგად შეიძლება დაგინდეს ის, აქვთ თუ არა ადამიანებს რაიმე უფლებები და თუ აქვთ, კერძოდ რომელი? გამართლება, ისევ როგორც მტკიცებულება, ვარაუდი და უარყოფა, თანმიმდევრულ დასაბუთებას გულისხმობს.

ნებისმიერი, ვინც ამ მოსაზრებას უარყოფს, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდება, რადგან უარყოფა თავისთავად გულისხმობს ახსნა-განმარტებას. ეთიკური რელატივისტიც კი იძულებული იქნება მიიღოს ეს პირველადი მოსაზრება, როგორც აპრიორი მტკიცებულება შემდგომი დასაბუთებებისთვის.

დასაბუთების აპრიორულობის, მისი აქსიომატური სტატუსის უეჭველი აღიარებიდან ორი დასკვნა გამომდინარეობს. პირველი მათგანი თავად დასაბუთების აპრიორულობიდან გამომდინარეობს, როდესაც რესურსების სიმწირით გამოწვეული წინააღმდეგეობების გადაწყვეტის გონივრული გზა არ არსებობს. ვივარაუდოთ, რომ კრუზოსა და პარასკევას ჩემს მიერ უკვე ხსენებულ მაგალითში, პარასკევა არა ადამიანის, არამედ გორილას სახელია. ნათელია, რომ კრუზოს თავის სხეულსა და ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით შესაძლოა ისეთივე წინააღმდეგობები ჰქონოდა გორილა პარასკევასთან, რაც ადამიან პარასკევათან. გორილას შეიძლება იმავე ადგილას დგომა მოუნდეს, სადაც უკვე კრუზო დგას. ასეთ შემთხვევაში, რადგანაც გორილა ცხოველია, ამ წინააღმდეგობის გონივრული გზით მოგვარება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, ან გორილა გააგდებდა, გათელავდა ან შეჭამდა კრუზოს, რაც წინააღმდეგობის გადაწყვეტის გორილასეული გზა იქნებოდა, ან კრუზო მოახერხებდა გორილას მოთვინიერებას, გაძევებას, ცემას ან მოკვლას, რაც კრუზოსეული გამოსავალი იქნებოდა. მოცემულ მაგალითში, მავანმა შესაძლოა მართლაც მორალური რელატივიზმი დაინახოს. თუმცა, ალბათ უფრო შესაფერისი იქნებოდა, რომ ეს მაგალითი ერთ-ერთ ისეთ შემთხვევად განგვეხილა, როდესაც სამართლიანობისა და გონივრულობის საკითხი საერთოდ არ წამოიჭრება. ანუ, ეს არის შემთხვევა, რომელიც მორალის ფარგლებს სცილდება. გორილა პარასკევას არსებობა კრუზოს არა მორალურ, არამედ ტექნიკურ უხერხულობას უქმნის. მას გორილას მოძრაობაზე თვალყურის მიდევნებისა და მისი დამორჩილების გზების ათვისების გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩება, ისევე, როგორც ის იძულებულია, რომ მის გარშემო არსებული უსულო საგნები შეისწავლოს და დაიმორჩილოს.

შესაბამისად, მავანს მორალურ წინააღმდეგობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეეძლება, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მტკიცებულებების მოყვანის უნარი აქვთ და გამოსავლის არსებობა-არარსებობის საკითხი განსჯის საგანი ხდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარასკევას თავისი გარეგნობის მიუხედავად, მტკიცებულებების ჩამოყალიბება შეეძლება (მაშინაც კი, თუკი მან ეს უნარი მხოლოდ ერთხელ გამოავლინა), ის მოაზროვნე ქმნილებად შეიძლება იქნეს მიჩნეული და საზოგადოებრივ წყობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების გადაწყვეტის გზების ავკარგიანობის გარკვევის საკითხი აზრს შეიძენს.

არავისგან არ არის მოსალოდნელი პასუხი კითხვაზე, რომელიც მავანს არ დაუსვამს, მითუმეტს თუკი მას თავისი რელატივისტური თვალსაზრისი მტკიცებულებების სახით არასოდეს ჩამოუყალიბებია. ასეთ ვითარებაში, იმ „სხვას” ვერ მივიჩნევთ და ვერ მოვექცევით სხვაგვარად, ვიდრე როგორც ცხოველს ან მცენარს, ანუ მორალის ფარგლებს გარეთ მყოფ არსებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ,,სხვა“ თავის საქმიანობას შეაჩერებს, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს იგი, ჩაფიქრდება და „დიახს“ ან „არას“ უპასუხებს კითხვის დამსმელს, ჩვენც ვალდებული ვხდებით, რომ გარკვეული პასუხი გავცეთ მას და შესაბამისად, შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენ პასუხი სწორია ორივე დაპირისპირებულ მხარისთვის.

გარდა ამისა, დასაბუთების აპრიორულობიდან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი, რაც დასაბუთებისას წინასწარ უნდა იყოს ნავარაუდევი, როგორც ლოგიკური და პრაქსიოლოგიური წინაპირობა, ვერ იქნება დასაბუთებულად უარყოფილი თუ ის შინაგანი წინააღდმეგობაში არ არის ჩაფლული.

ამგვარად, მოსაზრებების ურთიერთგაცვლა შეხედულებების უმისამართო ნაკადიდან ადამიანთა განსაზღვრულ საქმიანობად გარდაიქმნება. კრუზოსა და პარასკევას შორის მოსაზრებების ურთიერთგაცვლა გულისხმობს, რომ ორივე მათგანს თავთავიანთ სხეულზე (გონებაზე, ხმის სიმებზე და ა.შ) და ადგილსამყოფელ სივრცეზე ურთიერთ აღიარებული საგანგებო უფლება გააჩნია. არავის არ შეუძლია ვინმეს რაიმე შესთავაზოს და მოელოდოს, რომ ის დაეთანხმება ან უარყოფს მისი წინადადებას და საკუთარ განსხვავებულ წინადადებას წამოაყენებს, თუკი წინასწარ ნავარაუდევი არ იქნებოდა, რომ მას და მის მოპასუხეს თავთავიანთი სხეულებსა და მათ ადგილ-სამყოფელზე საგანგებო უფლება აქვთ. სინამდვილეში, ყოველგვარი კამათის ცჰარაცტერისტიცუმ სპეციფიცუმ-ს (თავისებურებას) სწორედ ის გარემოება წარმოადგენს, რომ მოდავე მხარეები თავთავიანთ სხეულებსა და ადგილ-სამყოფელ სივრცეზე ერთმანეთის უფლებას აღიარებენ: შესაძლებელია მავანი არ დაეთანხმოს გამოთქმულ მოსაზრებას, თუმცა მას შეუძლია აღიაროს, რომ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს. მეტიც, სხეულსა და ადგილ-სამყოფელზე საკუთრებითი უფლებები მოდავე მხარეების მიერ აპრიორულად (ანუ უდავოდ) უნდა იყოს აღიარებული. ნებისმიერი ვინც მოწინააღმდეგის საპირისპიროდ თავისი მოსაზრების ჭეშმარიტებას ქადაგებს, მისი და მოდავის მიერ თავთავიანთ სხეულებსა და ადგილ-სამყოფელ სივრცეზე საგანგებო უფლების არსებობას ვარაუდობს, იმ უბრალო მიზნით, რომ თითოეულს ქონდეს უფლება განაცხადოს „მე ვთვლი, რომ ჭეშმარიტება ამასა და ამაშია, ხოლო თუ ვტყუი - დამისაბუთეთო“.

გარდა ამისა, ასევე შეუძლებელი იქნებოდა კამათში ჩაბმა და მხოლოდ საკუთარ მტკიცებულებების ძალაზე დაყრდნობა, თუკი მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარ სხეულისა და ადგილ-სამყოფელის გარდა სხვა რესურსების ერთპიროვნული ფლობისა და განკარგვის უფლება არ ექნებოდა. თუკი მავანს ამგვარი უფლება არა აქვს, მაშინ ჩვენ დაუყოვნებლივ დავიღუპებოდით და სამართლიანი წესების დადგენის საკითხი, ისევე როგორც მრავალი სხვა საკაცობრიო საჭმუნავი, უბრალოდ არ იარსებებდა. შესაბამისად, თავად სიცოცხლის არსებობა განაპირობებს, რომ საკუთრებითი უფლებები წინასწარ უნდა იყოს აღიარებული. ვერც ერთი სულდგმული საწინააღმდეგოს ვერ დაასაბუთებს.

ამასთან, თუ პიროვნებას თავდაპირველი დაპატრონების გზით ხელმისაწვდომ დოვლათსა და ადგილ-სამყოფელ სივრცეზე საკუთრების უფლება არ ექნება, რაც მას და განსაზღვრულ საგანს და ან ადგილ-სამყოფელ სივრცეს შორის ობიექტური (საყოველთაოდ აღიარებული) კავშირის ნებისმიერ სხვაზე უფრო ადრე დამყარებას გულისხმობს და თუ ამის ნაცვლად, დოვლათი და ადგილ-სამყოფელი სივრცე მოგვიანებით მისულის მიეკუთვნება, მაშინ არავის ექნება რაიმე საგნით სარგებლობის უფლება მომდევნო ადამიანის თანხმობის გარეშე. მაგრამ როგორ შეიძლება, რომ მოგვიანებით მისულმა წინამორბედს უფლება მისცეს? უფრო მეტიც, ყოველმა შემდგომ მოსულმა, თავის მხრივ, თანხმობა მომდევნოსგან უნდა მიიღოს და ასე უსასრულობამდე. ამ წესით რომ ვხელმძღვანელობდეთ, ვერც ჩვენ და ჩვენი წინაპრები გადავრჩებოდით და ვერც ჩვენი შთამომავლები იარსებებენ. თუმცა, საკუთარი აზრის დასასაბუთებლად, ნებისმიერ ადამიანს გადარჩენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ხოლო ამისთვის, საკუთრების უფლება შეუძლებელია ჩასახულიყო, როგორც რაღაც განყენებული და ზოგადი მოვლენა ადამიანებთან მიმართებაში; მეტიც, საკუთრების უფლება უნდა განიხილებოდეს, როგორც სავსებით განსაზღვრულ დროსა და სივრცეში გარკვეული ადამიანის მოქმედების შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროისა და სივრცის გარკვეულ მონაკვეთში სიტვასაც ვერავინ ამოიღებდა და ვერც ვერავინ შეეპასუხებოდა.

შესაბამისად, სიმარტივისთვის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კერძო მესაკუთრეობის ეთიკაში პირველმოსარგებლის-მკვიდრობის წესის უარყოფა ან მიუღებლობა შინაგან წინააღმდეგობას წარმოშობს, რამეთუ მავანის მიერ ამის მტკიცებაც კი, თავად მისი, როგორც მოცემულ დროსა და სივრცეში მომქმედი დამოუკიდევლი მოაზროვნის არსებობის ნიშანი და დადასტურებაა.

III. მცდარი წარმოდგენები და მათი გაქარწყლება (გაუგებრობები და განმარტებები)

კერძო საკუთრების აღნიშნული გაგებიდან გამომდინარე, მესაკუთრეობა განსაზღვრული პიროვნების მიერ გარკვეული საგნებისა და სივრცის ერთპიროვნულ განმგებლობას გულისხმობს. ამის საპირისპიროდ, ქონებრივი უფლების დარღვევა სხვა პირის მფლობელობაში არსებული საგნებისა ან სივრცეების უნებართვო ხელყოფას ნიშნავს.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრება ამ მიდგომისგან განსხვავებულია და ვისიმე საკუთრების ღირებულების (ან ფასის) დაზიანებას ან შემცირებას დასჯად სამართალდარღვევად მიიჩნევს.

ამ ორი მიდგომის შეთავსებლობა სავსებით ცხადია. ადვილი მისახვედრია, რომ ადამიანის თითქმის ყოველ ქმედებას შეუძლია სხვისი საკუთრების ღირებულებაზე (ფასზე) გავლენის მოხდენა. ასე მაგალითად, როდესაც A ადამიანი შრომით ბაზარზე გადის, ან ქორწინდება, ამით შეიძლება B ადამიანის დასაქმებასა და ქორწინებაზე იქონიოს გავლენა. ხოლო, როდესაც A ადამიანი ლუდისა და პურის მოხმარებისადმი თავის დამოკიდებულებას გადააფასებს, ან თუ თავად გადაწყვეტს, რომ მელუდე ან მეპურე გახდეს, ამ ქმედებით ის სხვა მელუდეებისა ან მეპურეების საკუთრების ღირებულებაზე მოახდენს ზეგავლენას. თუ ჩვენ იმ აზრს გავიზიარებთ, რომ ღირებულების შეცვლა სამართალდარღვევას წარმოადგენს, მაშინ A ადამიანი დანაშაულს ჩადის მელუდეებისა ან მეპურეების მიმართ და იგი უნდა დაისაჟოს. თუ A ადამიანი დამნაშავეა, მაშინ B ადამიანს, ისევე როგორც სხვა მელუდეებსა ან მეპურეებს A ადამიანის ქმედებებისგან თავდაცვის უფლება უნდა გააჩნდეთ და ეს მხოლოდ A ადამიანის პიროვნებისა და საკუთრების ხელყოფით არის შესაძლებელი. B ადამიანმა A ადამიანს შრომის ბაზარზე გასვლა და დაქორწინება ძალის გამოყენებით უნდა დაუშალოს, ხოლო მელუდეები და მეპურეები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ A ადამიანს საკუთარი ფულის თავისივე გემოვნებით განკარგვა ძალის გამოყენებით შეუზღუდონ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგების საკუთრების დაზიანება ან გაუფასურება დანაშაულად არ განიხილება, რადგანაც მათ თავდაცვითი ხასიათი აქვთ და ამდენად, სამართლებრივად გამართლებულია.

მაგრამ, თუ საკუთრების ხელყოფა ან გაუფასურება უფლებების დარღვევას წარმოადგენს, მაშინ B ადამიანს, ისევე როგორც მელუდეებს და მეპურეებს არა აქვთ A ადამიანის ქმედებებისგან თავდაცვის უფლება, რადგან ამ ქმედებებით, ანუ შრომის ბაზარზე გასვლით და ქორწინებით, ლუდისა და პურის მოხმარების შეცვლით, ან ლუდისა ან პურის წარმოების წამოწყებით, არც B ადამიანის სხეულს ადგება ზიანი და არც მელუდეებისა და მეპურეების ქონებას. თუმცა, თუკი ისინი თავს ძალის გამოყენებით დაიცავენ, მაშინ თავდაცვის უფლება A ადამიანსაც გაუჩნდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მისი ქმედება დასჯადი აღარ არის, თუნდაც ეს სხვების ქონების ღირებულებაზე ახდენდეს გავლენას. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ საკუთრების შესახებ ეს ორი მოსაზრება არა მხოლოდ არათავსებადია. განსხვავებული მოსაზრება, რომ მავანი შესაძლებელია მწირი რესურსების ღირებულების ან ფასის მფლობელი იყოს, უსაფუძვლოა. ადამიანს შეუძლია, რომ სხვის საკუთრებაზე საკუთარ ფიზიკურ ზემოქმედებას ანგარიში მეტნაკლებად მაინც გაუწიოს, მაგრამ მას არ ძალუძს ზეგავლენა იქონიოს იმაზე, ცვლის თუ არა მისი ქმედებები სხვა ადამიანების საკუთრების ღირებულებას. მათი ღირებულება სხვა პიროვნებების შეფასებებით ყალიბდება. შესაბამისად, წინასწარ იმის ცოდნა, თუ რამდენად კანონიერი იყო მავანის ქმედებები შეუძლებელია. მთელი მოსახლეობის გამოკითხვა იქნება საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ მავანის ქმედებები რომელიმე პიროვნების საკუთრების ღირებულებას ზიანს არ მიაყენებს და ადამიანი ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს, სანამ საყოველთაო შეთანხმება არ მიიღწევა.4

კაცობრიობა დიდი ხნის გადაშენებული იქნებოდა, ეს ვარაუდი როდესმე რომ განხორციელებულიყო. მეტიც, იმის მტკიცება, რომ მავანს საგნების ღირებულებაზე საკუთრებით უფლება გააჩნია თავისთავად წინააღმდეგობრივია, რადგანაც იმისთვის, რომ ამ მოსაზრების მართებულობა დაამტკიცო, უნდა ივარაუდო, რომ ყველას გააჩნია უფლება იმოქმედოს მანამდე, სანამ შეთანხმება მიღწეული იქნება. წინაღმდეგ შემთხვევაში მოსაზრებასაც ვერავინ გამოთქვამდა. მაგრამ თუ ადამიანს მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვს და არავის არ შეუძლია მისი უარყოფა ისე, რომ თავის თავთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს, მაშინ ასეთი რამ მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ ფიზიკური საკუთრების საზღვრები არსებობს. ე.ი. საზღვრები, რომელთა ცნობა და დაადგენა სხვებისგან დამოუკიდებლად, მათი პირადი შეფასებების სრული უგულვებელყოფით, ნებისმიერს შეუძლია.5

კიდევ ერთი საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული ქმედებების დახარისხება დასაშვებ და დაუშვებელ ქმედებებად მხოლოდ მათი ფიზიკური კუთვნილების საფუძველზე ხდება. ანუ, იმის გაუთვალისწინებლად, რომ ყოველ საკუთრების უფლებას თავისი წინაისტორია (წარმომავლობა) გააჩნია.

ვითარება, როდესაც A ადამიანი B ადამიანის საკუთრებას ფიზიკურ ზიანს აყენებს (მაგალითად, ჰაერის დაბინძურებით ან ხმაურით), იმისდა მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ ვისი საკუთრებითი უფლებები განისაზღვრა უფრო ადრე. თუკი პირველად A ადამიანის ქონებრივი უფლება განისაზღვრა და შესაბამისი საქმიანობასაც იმაზე ადრე მისდევს, ვიდრე B ადამიანის ქონებრივი უფლება განისაზღვრა, მაშინ მას თავისი საქმიანობის გაგრძელება შეუძლია.

B ადამიანმა ქონება ისეთ ადგილზე შეიძინა, სადაც თავიდანვე დაბინძურებული ჰაერი ან ხმაური იყო, ხოლო თუ მას სურს, რომ ქონება წყნარ და სუფთა გარემოში იქონიოს, მაშინ მან ამ უფლების მოსაპოვებლად A ადამიანს სათანადო საზღაური უნდა გადაუხადოს. და პირიქით, თუ ჯერ B ადამიანის საკუთრებითი უფლებები განისაზღვრა, მაშინ A ადამიანმა თავისი საქმიანობა უნდა შეწყვიტოს ან თუკი მას ამის გაკეთება არ სურს, მაშინ შესაბამისი უფლება B ადამიანისგან უნდა გამოისყიდოს.

სხვა სახელმძვანელო წესის შემოღება შეუძლებელი და არასწორი იქნებოდა, რადგანაც მანამ სანამ ადამიანი ცოცხალია და არსებობს, მას არ შეუძლია, რომ არ იმოქმედოს. ნებისმიერ ადამიანი, რომელიც პირველად დაეპატრონა რესურსს, ძალიანაც რომ უნდოდეს, მის შემდეგ მოსულ ადამიანს და მის თანხმობას ვერ დაელოდება. მას მოქმედების შესაძლებლობა იმთავითვე უნდა ჰქონდეს. ხოლო თუკი პირველად მისული ადამიანის გარდა საკუთრებას არავინ ფლობს (რადგანაც სხვა ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა), მაშინ მის მოქმედებებს მხოლოდ ბუნების კანონები ზღუდავენ.

მოგვიანებით მისულს მხოლოდ მაშინ შეუძლია წინამორბედს მოედაოს, თუ ამ უკანასკნელის ქმედებები ზიანს მის საკუთრებას აყენებენ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მოგვიანებით მისული იმის მფლობელი შეიძლება იყოს, რაც პირველს არ მიუთვისებია. ე.ი. ეს ადამიანი შეიძლება იმის მფლობელი გახდეს, რაც ჯერ არ აღმოუჩენიათ ან მიუთვისებიათ ფიზიკური ძალისხმევით. ეს გულისხმობს, რომ არავინ იზღუდება, რომ მანამდე უცნობ და აუთვისებელ ერთეულებს დაეპატრონოს.

IV. კერძო საკუთრების ეკონომიკური საფუძვლები

კერძო საკუთრების იდეა არა მხოლოდ შეესაბამება ჩვენს მორალურ ინტუიციასთან, არამედ იგი საზოგადოებრივი წყობისა და წინააღმდეგობების მოგვარების ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს. კერძო საკუთრების ინსტიტუტი ეკონომიკური აღმავლობისა და „საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ საფუძველს წარმოადგენს. თუკი ადამიანები კერძო საკუთრების ინსტიტუტით განსაზღვრულ წესებს იცავენ, საზოგადოებრივი კეთილდღეობა იზრდება.

დამკვიდრების თითოეული შემთხვევა მეპატრონის კეთილდღეობას ზრდის (ეხ ანტე, ანუ ვარაუდის დონეზე მაინც), წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება არც კი განხორციელდებოდა. იმავდროულად, ამ ქმედებით ზიანი არავის არ ადგება. შეიძლება, რომ ნებისმიერი სხვა ადამიანი გამხდარიყო იგივე დოვლათისა ან სამკვიდროს მფლობელი, თუკი გააცნობიერებდა მათ იშვიათობას და შესაბამისად, ფასეულობას. მაგრამ რადგანაც სხვას არავის მიუსაკუთრებია, შესაბამისად ამის შედეგად არავის შეეძლო, რომ ეზარალა. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული პარეტოს პირობა (რომლის მიხედვით, „საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ ზრდაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მეცნიერულად გამართლებული, როდესაც გარკვეული ცვლილების შედეგად თუნდაც ერთი ადამიანის ყოფა უმჟობესდება, ხოლო სხვების მდგომარეობა არ უარესდება) შესრულებულია. თავდაპირველი დაპატრონების ნებისმიერი შემთხვევა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. იგი ისე ზრდის ერთი ადამიანის, ანუ მესაკუთრის კეთილდღეობას, რომ სხვების დოვლათს (საკუთრებას) არ ხელყოფს. ყველას ისეთივე რაოდენობის საკუთრება რჩება, რაც მანამდე გააჩნდა, ხოლო მიმთვისებელი ახალ, მანამდე არარსებულ ქონებას იძენს. შესაბამისად, დამკვიდრება ყოველთვის ზრდის საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

ასეთი გზით მითვისებული დოვლათისა და სამკვიდროს შემდგომი გამოყენება ასევე ზრდის საზოგადოებრივ კეთილდღეობას, მიუხედავად იმისა თუ როგორ იყენებს ის მას, ის მოწოდებულია, რომ მის კეთილდღეობა გაზარდოს. ეს მართებულია, მაშინაც როდესაც ადამიანი ამ საკუთრებას თავად მოიხმარს და მაშინაც, როდესაც ადამიანი ახალ ქონებას „ბუნების ძღვენისგან“ ქმნის. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია წარმოებისკენ განპირობებულია მწარმოებლის სურვილით, რომ ნაკლებად ღირებული საკუთრება უფრო ღირებულ საკუთრებად გადააქციოს. თუ წარმოება და მოხმარება არ იწვევს სხვა ადამიანთა მფლობელობაში მყოფი ქონების ფიზიკურ დაზიანებას ან შემცირებას, იგი ყოველთვის საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლებას ემსახურება.

და ბოლოს, მითვისებული (მოპოვებული) ან წარმოებული ქონების ერთი მესაკუთრიდან მეორეზე ნებაყოფლობით გაცვლის და ან გადაცემის ყოველი შემთხვევა საზოგადოებრივ კეთილდღეობას აუმჯობესებს. საკუთრების გაცვლა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ არის, თუ ორივე მფლობელი უპირატესობას ანიჭებს იმას, რასაც მიიღებენ იმაზე, რასაც გასცემენ და ამდენად, გაცვლიდან სარგებელს ელიან. ასეთ შემთხვევაში ქონებრივი გაცლებიდან ორივე ადამიანი მოგებაში რჩება, ხოლო თითოეულის საკუთრებითი უფლებები ხელშეუხებებლი რჩება.

ზემოთაღწერილი ვითარების სრულიად საპირისპიროდ, კერძო საკუთრების ინსტიტუტიდან ნებისმიერი გადახვევა საზოგადოებრივი კეთილდღეობის შემცირებას გამოიწვევს.

საყოველთაო და თანასწორუფლებიანი თანამფლობელობის, ანუ კერძო მესაკუთრეობის ნაცვლად უნივერსალური (ყოვლისმომცველი) კომუნიზმის დამკვიდრების შემთხვევაში, საფასური, რომლის გაღებაც კაცობრიობას მოუწევდა, დაუყოვნებელი გადაშენება იქნებოდა, რადგანაც საყოველთაო თანამფლობელობა ნიშნავს, რომ არავინ იქნებოდა უფლებამოსილი რაიმე ეკეთებინა ან სადმე წასულიყო. კერძო მესაკუთრეობიდან ყოველი გადახვევა ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას ნიშნავს, რომელიც უთანასწორობას და ჰეგემონიას დაამკვიდრებს. ანუ, ეს ისეთი წყობა იქნებოდა, სადაც ერთ პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს, ანუ მმართველებს, მჩაგვრელებს ან ზეადამიანებს, შესაძლებლობა ექნებოდათ საკუთრება არა თავდაპირველი დაპატრონების ან გაცვლის შედეგად შეეძინათ, არამედ სხვების ექსპლუატაციის ხარჯზე, ხოლო სხვა პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს, ანუ მართულებს, ჩაგრულებს ან არასრულფასოვან არსებებს, ამის კეთება შეზღუდული ექნებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰეგემონიის დამყარება შესაძლებელია, იგი ყოველთვის საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუარესებას და შედარებით გაღარიბებას (გაუღმერთებას, გაუკუღმართებას) იწვევს.

თუ A ადამიანს უფლება აქვს მიისაკუთროს ის დოვლათი ან სამკვიდრო, რომელიც გარეგნული ნიშნებით B ადამიანს ეკუთვნის, მაშინ A ადამიანის კეთილდღეობა B ადამიანის მდგომარეობის შესაბამისი გაუარესების ხარჯზე იზრდება. პარეტოს პირობა არ სრულდება და საზოგადოებრივი კეთილდღეობა არასრულფასოვანია. იგივე ვრცელდება ნებისმიერის სახის ჰეგემონიური მმართველობაზე. თუკი A ადამიანი B ადამიანს იმ ბუნებრივი რესურსის ათვისებას უკრძალავს, რომელიც მანამდე არავის არ ეკუთვნოდა; თუკი A ადამიანს B ადამიანის ნაწარმის უნებართვო მითვისება შეუძლია; თუკი A ადამიანს B ადამიანისთვის იმის განსაზღვრა შეუძლია, თუ როგორ გამოიყენოს მის მიერ ათვისებული ან შექმნილი დოვლათი (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მავანს სხვისი საკუთრების ხელყოფა ეკრძალება), ყოველთვის არსებობს „მოგებული“, ანუ A ადამიანი და „წაგებული“ - B ადამიანი. ნებისმიერ შემთხვევაში A ადამიანის ხელთ არსებული ქონება იზრდება, B ადამიანის შესაბამისი ქონებრივი ზარალის ხარჯზე. პარეტოს პირობა არც ერთ შემთხვევაში არ სრულდება და შედეგად საზოგადოებრივი კეთილდღეობა ვერასოდეს ვერ აღწევს სრულყოფილებას.

გარდა ამისა, ჰეგემონია და ექსპლუატაცია შემდგომი წარმოების შემცირებას იწვევს. ნებისმიერი სამოქმედო წესი, რომელიც ათვისებულ, წარმოებულ ან ნავაჭრ დოვლათზე, იმათ ნაწილობრივ ან სრულ ზედამხედველობას აწესებს, ვისაც მოცემული დოვლათი არ აუთვისებია, არ უწარმოებია ან არ შეუძენია, აუცილებლად ზღუდავს სამომავლო ათვისებას, წარმოებასა და ურთიერთხელსაყრელ ვაჭრობას. იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნულ საქმიანობებს მისდევს, თითოეული მათგანზე გარკვეული ხარჯის გაღება უწევს, რაც ჰეგემონიური წყობის პირობებში კიდევ უფრო იზრდება, მაშინ როდესაც იმათი ხარჯი, ვინც არ არის დაკავებული აღნიშნული საქმიანობებით - კლებულობს. მიმდინარე მოხმარება და გართობა, წარმოებასთან, ანუ სამომავლო მოხმარებასთან შედარებით უფრო მიმზიდველი ხდება, რის შედეგადაც მწარმოებლურობა იმაზე უფრო შემცირდება, ვიდრე წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა. ხოლო ის გარემოება, რომ მმართველებს საკუთარი სიმდიდრის გაზრდა სხვების მიერ ათვისებული, წარმოებული ან გარიგებით შეძენილი ქონების მითვისების ხარჯზე შეუძლიათ, მათ შესაბამისი დოვლათის უყაირათოდ ფლანგვისკენ უბიძგებს. იმის გამო, რომ მმართველები უფლებოსილნი არიან თავიანთი სიმდიდრე მომავალში სხვების ქონების მითვისების გზით (მაგ. გადასახადებით) შეავსონ, ხელი მედღევეობასა და მოხმარებას (დროში მაღალი უპირატესობის მინიჭებას) ეწყობა, ხოლო რამდენადაც ისინი ამ შესაძლებლობას სათავისოდ სავსებით „ნაყოფიერად“ იყენებენ, ბუნებრივია, რომ რესურსების არასწორი მართვის, არასწორი გათვლებისა და სამეურნეო ზარალის შემთხვევები მუდმივად იზრდება.

V. კლასიკური მიდგომის წარმომავლობა

როგორც თავიდანვე აღინიშნა, ზემოთ წარმოდგენილი მოსაზრებები კერძო საკუთრების ეთიკისა და ეკონომიკის შესახებ არავითარ სიახლეს არ შეიცავს. პირიქით, იგი იმ „კლასიკური“ ტრადიციის თანამედროვე გამოხატულებას უფრო წარმოადგენს, რომლის საფუძვლები არისტოტელედან, რომაული სამართლიდან, თომა აქვინელის, ესპანელი სქოლასტიკოსების, გროტიუსის და ლოკის მოძღვრებებიდან მოდის.6

პლატონის „რესპუბლიკის” კომუნისტური უტოპიისგან განსხვავებით, არისტოტელე თავის „პოლიტიკაში” კერძო საკუთრების შედარებითი უპირატესობების თანმიმდევრულ ჩამონათვალს იძლევა. უპირველეს ყოვლისა, კერძო საკუთრება უფრო ნაყოფიერია. „ის, რაც მრავალი ადამიანის ერთობლივ საკუთრებაშია, ყველაზე ნაკლებადაა მოვლილი. ადამიანები ყველაზე მეტ ყურადღებას იმას უთმობენ, რაც მათ ეკუთვნით და ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, რაც საზოგადოა. ან თუ მაინც ზრუნავენ, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს თითოეულ მათთაგანს პირადად ეხება. მაშინაც კი, როდესაც უყურადღებობის სხვა მიზეზი არ არსებობს, ადამიანები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას თავს მაინც აარიდებენ, თუკი ფიქრობენ, რომ მათი საქმე შეიძლება სხვამ გააკეთოს.”7

მეორე: კერძო საკუთრება დაპირისპირებების არიდებასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც ადამიანებს თავთავიანთი საზრუნავი გააჩნიათ, „დაპირისპირებების ნაკლები საფუძველი არსებობს, რადგანაც ყოველი ადამიანი იგრძნობს, რომ ამისთვის ის თავად უნდა დაიხარჟოს”8 „მართლაც, დაკვირვება ნათელყოფს, რომ მათ, ვისაც საერთო საკუთრება გააჩნიათ და მის მმართველობასაც ინაწილებენ, ბევრად უფრო მეტი უთანხმოება აქვთ, ვიდრე იმათ, ვისი საკუთრებაც გამიჯნულია”9. გარდა ამისა, კერძო საკუთრება ყოველთვის და ყველგან არსებობდა, მაშინ როდესაც კომუნისტური უტოპიები თავისთავად არსად აღმოცენებულა. და ბოლოს, კერძო საკუთრება ხელგაშლილობასა და კეთილგანწყობას ბადებს. იგი ადამიანს გაჭირვებაში მყოფ მოყვასის დახმარების საშუალებას აძლევს.

რომაული სამართლის ისეთ ნიმუშებში, როგორიცაა „თეოდოსიანეს კოდექსის თორმეტი მუხლი” და „იუსტინიანეს კორპუსი”, კერძო მესაკუთრეობის უფლება ლამის უზენაესადაა აღიარებული. უდავო მფლობელობის აღიარებამ საკუთრება წარმოშვა, წინარე გამოცდილებამ უპირატესი სარგებლობის უფლება ჩამოაყალიბა, მესაკუთრეს თავისი ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა შეეძლო, ხოლო გარიგებებში შესვლის თავისუფლება აღიარებული იყო. ამასთან, რომაული სამართალი „სამოქალაქო”, ანუ რომაულ (ius civile) და ,,საერთაშორისო” სამართალს (ius gentum) განასხვავებდა.

ამ კლასიკური ტრადიციის გაგრძელებაში ქრისტიანული მოძღვრების წვლილი კიდევ უფრო დიდია და ის წმინდა თომას აქვინელისა და გვიანდელი ესპანელი სქოლასტიკოსების, ისევე როგორც პროტესტანტი ჰუგო გროტიუსისა და ჟონ ლოკის ნაშრომებში აისახა. რომისა და საბერძნეთის ცივილიზაციები მონათმფლობელობას ეფუძნებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ არისტოტელე მონათმფლობელობას ბუნებრივ დაწესებულებად მიიჩნევდა. ამისგან განსხვავებით, დასავლური, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციები, მიუხედავად რამოდენიმე გამონაკლისისა, ძირითადად თავისუფალი ადამიანების ცივილიზაციებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, თომას აქვინელისა და ლოკის მოსაზრებით, ყველა ადამიანს საკუთარი თავის განკარგვის უფლება (თავისუფლება) აქვს. უფრო მეტიც, არისტოტელე და ზოგადად კლასიკური ცივილიზაციები შრომას, ვაჭრობას და ფულის კეთებას პატივს არ სცემდნენ. ამის საპირისპიროდ, ძველი აღთქმაზე დაყრდნობით, ეკლესიამ შრომა და გარჯა განადიდა. შესაბამისად, აქვინელისა და ლოკისთვის ქონებრივი უფლების საფუძვლად სწორედ შრომა, მოხმარება და მანამდე აუთვისებელი მიწების განაყოფიერება წარმოადგენდა.

კერძო მესაკუთრეობის შესახებ კლასიკურ მოძღვრებას, რომელიც ადამიანის თავისუფლებას, თავდაპირველ ათვისებასა (მკვიდრობას) და გარიგებებს ეფუძნებოდა, ჟ. ბ. სეის მსგავსი თვალსაჩინო მიმიდევრები ყოველთვის ყავდა. თუმცა, მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე მეოცე საკუნის ბოლო ათწლეულებამდე, ანუ როთბარდიანული (მარი როთბარდი. რედ. შენიშვ.) მოძრაობის წინ წამოწევამდე, კლასიკური თეორია მივიწყებული იყო.

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ეკონომიკა და ეთიკა (პოლიტიკური ფილოსოფია) ბუნებითი სამართლის მოძღვრების საერთო ნიადაგს დაშორდა და თვალსაჩინოდ უნაყოფო მეცნიერულ განსჯებში გადაეშვა. ეკონომიკა „შეფასებითი მსჯელობისგან“ თავისუფალ „პოზიტიურ“ მეცნიერებად მოიაზრებოდა. იგი საკითხს ასე სვამდა: „რა საშუალებები განაპირობებს განსაზღვრულ (სასურველ) შედეგებს?“ ეთიკა „ნორმატიულ“ მეცნიერებად განიხილებოდა (თუ კი იგი საერთოდ მიიჩნეოდა მეცნიერებად). იგი საკითხს ასე სვამდა: „რა მიზნის (აგრეთვე საშუალებების) შერჩევა იქნება გამართლებული ადამიანისთვის?” ასეთი დაშორიშორების შედეგად, თავად საკუთრების კონცეფცია ორივე მეცნიერების ყურადღების მიღმა დარჩა. ეკონომისტებისთვის საკუთრება ძალიან ნორმატიულად ჟღერდა, ხოლო პოლიტიკური ფილოსოფოსები საკუთრებას მეტისმეტად ყოფიერ საკითხად მიიჩნევდნენ. ამ მოსაზრებისგან განსხვავებით, მარი როთბარდი აღნიშნავდა, რომ ისეთი მარტივი ეკონომიკური ტერმინებიც კი, როგორიცაა პირდაპირი ან არაპირდაპირი გაცვლა, ბაზრები და საბაზრო ფასები, ისევე როგორც ძალადობა, დანაშაული, ყაჩაღობა და თაღლითობა, საკუთრების შესახებ მოძღვრების გარეშე განსაზღვრასა და გააზრებას არ ექვემდებარება. არც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ცნობილი ეკონომიკური თეორემების შემუშავება გახდება შესაძლებელი, თუ ისინი არ იქნება დაფუძნებული საკუთრებისა და საკუთრებითი უფლებების ცნებების აღიარებაზე. სათანადო განმარტება და საკუთრების შესახებ თეორიის განსაზღვრა ყველა სხვა ეკონომიკური ტერმინისა და თეორემის ჩამოყალიბებას წინ უნდა უძღოდეს.

მარი როთბარდის განუმეორებელი მეცნიერული წვლილი, 1960-იანი წლების დასაწყისიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე 1995 წელს, საკუთრებისა და საკუთრებითი უფლებების, როგორც ეკონომიკისა და პოლიტიკური ფილოსოფიის საერთო საფუძვლის ხელახალ აღმოჩენასა და თანამედროვე, ზღვრულ სარგებლიანობაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და ბუნებით სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკური ფილოსოფიის თანმიმდევრული აღორძინებისა და კონცეპტუალური შეხამების გზით, შეკრული მორალური მოძღვრების - ლიბერტარიანიზმის ჩამოყალიბებაში მდგომარეობდა.

VI. ჩიკაგოს სკოლის გადახრები

დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მარი როთბარდი ეკონომიკურ მეცნიერებაში კერძო საკუთრეობის შესახებ მოძღვრების გადამწყვეტი მნიშვნელობის აღდგენითა და ეკონომიკისა და ეთიკის ხელახალი შერწყმით იყო დაკავებული, სხვა ეკონომისტები და სამართლის თეორეტიკოსები, მაგალითად, რონალდ ქოუზი, ჰაროლდ დემსეცი და რიჩარდ პოზნერი, რომლებიც ჩიკაგოს უნივერსიტეტთან იყვნენ დაკავშირებული, ასევე იმის მცდელობაში იყვნენ, რომ სამეცნიერო წრეების ყურადღება საკუთრებასა და ქონებრივ უფლებებზე გაემახვილებინათ.10 მაგრამ მაშინ, როდესაც როთბარდი თვლიდა, რომ კერძო საკუთრება და ეთიკა ლოგიკურად წინ უნდა უძღოდეს ეკონომიკურ მეცნიერებას, ჩიკაგოს სკოლის ხსენებული წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ კერძო საკუთრება და ეთიკა ეკონომიკურ მეცნიერებასა და სამეურნეო მიზანშეწონილობას ექვემდებარებიან. შესაბამისად, პოზნერის შეხედულებით, სამართლიანია ყველაფერი, რაც ხელს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლებას უწყობს.11

განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის ქოუზის მიერ განხილული ერთ-ერთი მაგალითის საფუძველზე შეიძლება წარმოჩინდეს: რკინიგზა ფერმის გასწვრივ გადის. მატარებელი ნაპერწკალს ისვრის, რის გამოც ფერმას ალი ედება და მოსავალი ნადგურდება. რა უნდა გაკეთდეს? კლასიკური თვალსაზრისით, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, ფერმერი დასახლდა იქ უფრო ადრე თუ ჯერ რკინიგზა იქნა გაყვანილი? თუ პირველი ფერმერი იყო, მას შეუძლია აიძულოს, რომ რკინიგზამ მოქმედება შეაჩეროს და შეწყვიტოს, ან ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. თუკი ჯერ რკინიგზა იქნა გაყვანილი, მაშინ ის უფლებამოსილია ნაპერწკლების ფრქვევა გააგრძელოს და შესაბამისი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერმა რკინიგზას თანხა უნდა გადაუხადოს.

ქოუზის თვალსაზრისით ორგვარი პასუხი არსებობს. ქოუზის პირველი და ,,შეუვალი” პასუხის შესაბამისად, არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ არის გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები და ვალდებულებები, რამდენადაც ისინი უკვე გადანაწილებულია და იმ (არარეალისტური) პირობით, რომ საოპერაციო ხარჟები ნულის ტოლია.

ქოუზს არასწორად მიაჩნია, რომ ფერმერსა ან რკინიგზაზე, როგორც „მართალსა“ ან „მტყუანზე“ (ანუ პასუხისმგებელზე), ან როგორც „მოძალადესა” ან „მსხვერპლზე” იფიქრო. „საკითხი, რომელიც უმეტეს შემთხევებში განიხილება, იმას გულისხმობს, თუ როგორ შეიძლება შეიზღუდოს A პიროვნება, რომ მან B პიროვნებას ზიანი არ მიაყენო? მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ საქმე ორმხრივი ხასიათის წინააღმდეგობასთან გვაქვს. B პიროვნების დაცვა A პიროვნებისთვის ზიანის მიყენებას გულისხმობს. ამ ვითარებაში მართებული კითხვა, რომელზედაც პასუხი იქნებოდა გასაცემი, შემდგომში მდგომარეობს: A და B პიროვნებებს შორის, რომელს უნდა მიენიჭოს უფლება, რომ მეორეს ზიანი მიაყენოს? ძირითადი საკითხი ხომ უფრო მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილებაა”12.

შემდეგ, თუ გავითვალისწინებთ, რომ A და B პიროვნებები მორალურად თანასწორუფლებიანები არიან, ეკონომიკური რესურსების გადანაწილებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომლის საკუთრებითი უფლებები განისაზღვრა უფრო ადრე. დავუშვათ, ფერმერის მიერ ხორბლის განადგურების მიყენებული ზარალი 1000 ამერიკული დოლარია, ხოლო მატარებლის ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობის ღირებულება 750 ამერიკული დოლარია. თუკი მიჩნეული იქნება, რომ ხორბლის განადგურებაზე პასუხისმგებელი B პიროვნებაა, მაშინ ის ან ნაპერწკლებისგან დამცავ მოწყობილობას დააყენებს მატარებელზე, ან შეწყვეტს საქმიანობას. თუ B პიროვნება უდანაშაულოა, მაშინ A პიროვნებამ მას 750-იდან 1000 ამერიკულ დოლარამდე უნდა გადაუხადოს, რომ მან მატარებელზე ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობა დააყენოსს. ორივე შემთხვევაში დანადგარი უნდა იქნას შეძენილი. ეხლა მოდით საწინააღმდეგო ვითარება წარმოვიდგინოთ: ხორბლის განადგურებით მიყენებული ზარალი 750 ამერიკული დოლარია, ხოლო ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობა კი 1000 ამერიკული დოლარი ღირს. თუკი ზარალზე პასუხისმგებელი B პიროვნებაა, იგი 750 ამერიკულ დოლარს კი გადაიხდის, მაგრამ ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობას არ დააყენებს. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ B პიროვნება ზარალზე პასუხისმგებელი არ არის, A პიროვნებას არ ძალუძს, რომ B პიროვნებას ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობის დაყენებისთვის საკამრისი თანხა გადაიხადოს. ანუ, ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია: ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობა შეძენილი არ იქნება. შესაბამისად, დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ იყო გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები თავდაპირველად, კოუზის, დემსეცის და პოზნერის მიხედვით, წარმოების ფაქტორების გადანაწილება ერთნაირი იქნება.

მეორე და „ნორმატიული”, ანუ საოპერაციო ხარჯების რეალისტური შემთხვევის პირობებში, ქოუზის, დემსეცის და პოზნერის მიხედვით სასამართლოებმა საკუთრებითი უფლებები მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ისე უნდა გადაანაწილონ, რომ შედეგად, „სიმდიდრის” ანუ „საწარმოო ღირებულების” მაქსიმიზაცია იყოს უზრუნველყოფილი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ თუ ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე მოსავლის ღირებულება, მაშინ სასამართლომ ფერმერს უნდა დაუჭიროს მხარი და რკინიგზამ გასწიოს დანახარჟები. ხოლო თუ ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე განადგურებული ხორბლის, მაშინ სასამართლომ რკინიგზას უნდა დაუჭიროს მხარი და ფერმერმა ხარჯები გასწიოს. პოზნერს სხვა მაგალითიც მოჰყავს. ქარხანა გამონაბოლქვს უშვებს, რის გამოც გარშემო არსებული საცხოვრებელი სახლების ღირებულება მცირდება. თუ საკუთრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა, ხოლო ქარხნის სხვაგან გადატანის ღირებულება 2 მილიონი იქნება, მაშინ პასუხისმგებლობა ქარხანას დაეკისრება და იგი გადატანილი უნდა იქნას. მაგრამ თუ ეს თანხები პირიქით გადანაწილდება, მაშინ ქარხანა ადგილზე უნდა დარჩეს და გამონაბოლქვის გამოფრქვევა გააგრძელოს.

ჩიკაგოს სკოლის ეკონომისტებისა და სამართლის თეორეტიკოსების ორივე, ანუ როგორც პოზიტიური, ასევე ნორმატიული მოსაზრებები, უარყოფილი უნდა იქნას,13 რადგანაც იმის მტკიცება, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ ვისი საკუთრებითი უფლებები განისაზღვრა უფრო ადრე, არასწორია და ამ შემთხვევაში სამი პასუხი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, თავად კოუზი აღიარებდა, რომ ფერმერისთვის და რკინიგზისთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვისი უფლება იქნება აღიარებული. ანუ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ არის რესურსები გადანაწილებული, არამედ ისიც, თუ ვინ ფლობს მათ.

მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ წარმოების საზოგადოებრივი ღირებულების თვალსაზრისით, ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ არის განსაზღვრული საკუთრებითი უფლებები. წარმატებული საწარმოს განკარგულებაში არსებული რესურსები, ნაჩუქარი როდია. ისინი თავის მხრივ იმ ძალისხმევის შედეგებს წარმოადგენენ, რომელიც მათ ათვისებასა და წარმოებაზე დაიხარჟა, ხოლო მათი შედეგები ამთვისებლებისა და მწარმოებლების უკუგებაზე (მოტივაციაზე) იყო დამოკიდებული. თუ ამთვისებლები და მწარმოებლები ყოველივე იმას, რაც აითვისეს და აწარმოეს სრულფასოვად ფლობენ, ანუ თუ მომდევნო და კიდევ უფრო შემდგომ მოსულების მიმართ არავითარი ვალდებულება არა აქვთ, მაშინ სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაიზრდება. მეორე მხრივ, თუ თავდაპირველ მესაკუთრეები და მწარმოებლები, შემდომი მოსულების მიმართ ვალდებულები იქნებიან, როგორც ეს ქოუზის „ზიანის ორმხრივობის” მოძღვრებაში იგულისხმება, მაშინ საწარმოო ღირებულება შემცირდება იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. ანუ, მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს, რომ „არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის მკვიდრი მესაკუთრე”, სიმდიდრის გაზრდის განცხადებული მიზნის საწინააღმდეგო შედეგებს იძლევა.

მესამე: ქოუზის მტკიცება, რომ საკუთრების საწყისი განაწილება რესურსების გამოყენებაზე გავლენას არ ახდენს, არასწორია. ძალიან ადვილია ამის საწინააღმდეგო მაგალითების მოყვანა. წარმოიდგინეთ, რომ ფერმერი მატარებლიდან გამოსტყორცნილი ნაპერწკალის შედეგად 1000 ამერიკული დოლარის ღირებულების ხორბლის ზარალს არ განიცდის, მაგრამ სამაგიეროდ მისი ყვავილების ბაღი ზიანდება. ფერმერისთვის ზარალის მოცულობა 1000 ამერიკული დოლარის ტოლფასია, ხოლოს სხვისთვის ეს ბაღი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. თუ სასამართლო პასუხისმგებლობას რკინიგზას დააკისრებს, მაშინ 750 ამერიკული დოლარის ღირებულების ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ რკინიგზა არ არის პასუხისმგებელი, მაშინ ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობა არ იქნება დაყენებული, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფერმერს რკინიგზის მოსასყიდი სახსრები არ გააჩნია. საკუთრებითი უფლებების საწყისი განაწილება რესურსების განთავსებაში განსხვავებებს განაპირობებს.

შესაბამისად, ჩოკაგოს სკოლის ეკონომისტებისა და სამართლმცოდნეების ნორმატიული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, რომელიც სასამართლოებს საკუთრებითი უფლებების განსაზღვრას საზოგადოებრივი სიმდიდრის გაზრდის ამოცანიდან გამომდინარე ავალებენ, სამი მტკიცებულების მოყვანა შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, სარეგლიანობის პიროვნებათაშორისი შეფასება მეცნიერულად შეუძლებელია, მაგრამ სასამართლოები ნებით თუ უნებლიეთ ჩართული უნდა იყვნენ შეფასებებში, რამდენადაც ისინი დანახარჯებისა და უკუგების გათვლებში არიან ჩართული. ასეთი გათვლები შეიძლება მიკერძოებული იყოს, რადგანაც ისინი ამა თუ იმ ადამიანის ვარაუდს ეფუძნება. ასე მაგალითად, მათი ვარაუდით შესაძლებელია სულიერი ხარჯების უგულვებელყოფა, ხოლო ფულის ზღვრული სარგებლიანობა მუდმივი და ყველასთვის თანაბარია.

მეორე: როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ნათელი ხდება, სასამართლოები ქონებრივ უფლებებს საბაზრო ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ. თუ ნაპერწკლებისგან დამცავი მოწყობილობის ღირებულება უფრო იაფი იქნება, ვიდრე მიყენებული ზიანის მოცულობა, მაშინ ფერმერის საკუთრების უფლებას ენიჭება უპირატესობა, ხოლო თუ მოწყობილობის ღირებულება მიყენებულ ზარალზე უფრო მაღალი იქნება, მაშინ რკინიგზის სიმართლე იქნება აღიარებული. ამგვარად, საკუთრებითი უფლებების გადანაწილება სხვადასხვა შემთხვევში სხვადასხვაგავრად მოხდება. ვერავინ ვერასოდეს ვერ იქნება დარწმუნებული თავის ქონებრივ ხელშეუხებლობაში.14 სამართლებლივი გაურკვევლობა მუდმივი გახდება. ეს არც სამართლიანია და არც ეკონომიური. უფრო მეტიც, რომელი საღ გონებაზე მყოფი ადამიანი მიმართავს სასამართლოს, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ შეუძლია საკუთრებითი უფლებები საბაზრო ვითარების ცვლილებებს მიუსადაგოს?

და ბოლოს, ეთიკა გარემოებების ცვლილებების მიუხედავად არა მარტო მუდმივი და მდგრადი უნდა იყოს, არამედ, მავანს საშუალებას უნდა აძლევდეს, რომ გადაწყევტილება „ავკარგიანობის“ შესახებ მანამდე მიიღოს, სანამ რაიმეს მოიმოქმედებს და ის უნდა ეხებოდეს იმას, რაზედაც ადამიანის გავლენა ვრცელდება. ასეთია კერძო საკუთრების ეთიკის მიმართ კლასიკური მიდგომა, რომელიც „პირველი მივიდა, პირველმა ისარგებლა“ წესს ეფუძნება. ამ ეთიკის შესაბამისად, სამართლიანი მოქმედება ნიშნავს, რომ პიროვნება მხოლოდ კანონიერად შეძენილ ქონებით სარგებლობს, ანუ იმით, რაც მან აითვისა, აწარმოა ან წინა მფლობელისგან გარიგების შედეგად მიიღო, ამასთან ის მათ იმგვარად იყენებს, რომ სხვა ადამიანების ქონებას არ ხელყოფს (ფიზიკური ზიანს არ აყენებს). ყველა ადამიანს შეუძლია ეხ ანტე (წინასწარ რედ. შენიშ.) განჭვრიტოს დაცულია თუ არა აღნიშნული პირობები და მას აქვს უნარი, რომ ივარაუდოს ფიზიკურად დააზიანებს თუ არა მისი ქმედებები სხვების საკუთრებას. სიმდიდრის მაქსიმიზაციის ეთიკა კი სრულიად საპირისპირო შედეგებს იძლევა და ვერცერთ ზემოთხსენებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ეხ ანტე განჭვრიტოს არის თუ არა მისი ქმედებები სიმდიდრის მაქსიმიზაციასკენ მიმართული. ამის დადგენა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მხოლოდ ეხ პოსტ (შედეგების მიხედვით რედ. შენიშ.) შეიძლება. არც იმის გათვლა ძალუძს ვინმეს გაზრდის თუ არა მისი ქმედებები საზოგადოებრივ დოვლათს. სურთ თუ არა ეს მათ, ისინი სხვა ადამიანების ქმედებებსა და შეფასებებზეა დამოკიდებული. და კვლავაც, რომელი საღ გონებაზე მყოფი ადამიანი მიმართვს განსასჯელად ისეთი სასამართლოს, რომელიც იმის მაგივრად, რომ წინასწარ განმარტოს, თუ რომელი ქმედებებია კანონიერი და როგორ შეიძლება უსამართლო ქმედებებისთვის თავის არიდება, გადაწყვეტილებებს ეხ პოსტ, შედეგების მიხედვით იღებს?

_____________________

1 იხილეთ V ნაწილი.

2 იხილეთ მარი როთბარდის „ადამიანი, ეკონომიკა და სახელმწიფო A(Auburn, al: Mises Instittue, 1993 [1962]); იგივე ავტორის „ძალაუფლება და ბაზარი” (Kansas City: Sheed Andrews& McMeel, 1977 [1970]), იგივე ავტორის „თავისუფლების ეთიკა” (New York University Press, 1998 [1982]; იგივე ავტორის „ეგალეტარიანიზმი, როგორც აჯანყება ბუნების წინააღმდეგ და სხვა ნაშრომები” (Auburn, al: Mises Instittue, 2000 [1974]; იგივე ავტორის „მოქმედების ლოგიკა”, 2 ტომი (Cheltenham, UK: Edward Elgar, 1977).

3 იხილეთ ჰანს-ჰერმან ჰოპეს „სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“ (Boston: Kluwer Academic Publishers, 1989), იგივე ავტორის „კერძო საკუთრების ეკონომიკა და ეთიკა (Bოსტონ: Boston: Kluwer Academic Publishers, 1993).

4 მიაქციეთ ყურადღება, რომ საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგობების მოგავრება ,,ბუნებითი სამართლის“ საფუძველზე, იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრება და მისი დაუფლება დამკვიდრების შედეგად (ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების ბუნებიდან გამომდინარე) აუცილებელ, თუმცა წინასწარი შეთანხმებულ დაწესებულებას წარმოადგენს. რადგანაც იგი ეს თავიდანვე არსებული და გავრცელებული სქემა დასახულ მიზნებს პასუხობს და მისი ალტერნატივის გამოძებნა შეუძლებელია. მაგალითად, ლათინური ანბანი წერითი კომუნიკაციის საშუალებაა. მას აქვს ალტერნატივა კირილიცას სახით. შესაბამისად, ეს მიღებული და აღიარებული ჭეშმარიტებაა.

რა მიზანი გააჩნია ნორმებს? მწირი ფიზიკური საგნების და რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაპირისპირებების დაშოშმინება. დაპირისპირებების წარმომშობი წესების არსებობას თვით წესების არსს ეწინააღმდეგება. მაგრამ რაც დაპირისპირებების თავიდან აცილებას შეეხება, კერძო საკუთრების და უპირატესი ფლობის უფლების აღიარებაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. თუ მონაწილეებს შორის თანხმობის განმაპირობებლი გარემოებები არ არსებობს, მაშინ დაპირისპირებების დაშოშმინების ერთადერთი საშუალება კერძო საკუთრების აღიარებაა, რის შედეგადაც ყველამ შესანიშნავად იცის თუ ვის რა ეკუთვნის. გარდა ამისა, კონფლიქტების თავიდან აცილება კაცობრიობის არსებობის დღიდანვე მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, როდესაც კერძო საკუთრების შეძენა პირველადი ათვისების შედეგად (და არა შემდგომ მოსული ადამიანების სიტყვიერი განცხადებების საფუძველზე) არის შესაძლებელი.

5 რადგანაც ვერავინ ვერ იმოქმედებს, როდესაც საერთო საკუთრება არსებობს, მაშინ შესაძლებელი ხდება რომ ერთმა ადამიანმა, მაგალითად A პიროვნებამ ან ადამიანთა ჯგუფმა განსაზღვრონ თუ რა უნდა აკეთოს B პიროვნებამ და მის ქმედებებზე ზედამხედველობა დააწესებენ. ეს კი ნიშნავს, რომ B ადამიანი არ ფლობს არც თავის ფიზიკურ შესაძლებლობებს და არც მის მიერ წარმოებულ დოვლათს. ანუ B ადამიანი და მისი საკუთრება A ადამიანს ეკუთვნის. ამ წყობის დამკვიდრება შესაძლებელია, მაგრამ იგი არ შეესაბამება ეთიკის ნორმებს. პირიქით, ეს ის ორსაფეხურიანი წყობაა, სადაც ჩაგრულები და მჩაგვრელები არსებობენ.

6 უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მარი ნ. როთბარდის ,,ეკონომიკა, როგორც იგი ადამ სმითამდე მოიარზებოდა, ავსტრიული სკოლის თვალსაზრისი ეკონომიკის ისტორიაზე”I ტომი (Aldershot, UK: Edward Elgar, 1995), აგრეთვე ტომ ბეთელის ,,კეთილშობილების ზეობა, საკუთრება და კეთილდღეობა საუკუნეების განმავლობაში“ (New York: St. Martin,s Press, 1998).

7 არისტოტელე, პოლიტიკა (Oxford: Clarendon press 1946), 1261ბ.

8 იქვე, 1263 ა.

9 იქვე, 1263 ბ.

10 იხილეთ რონალდ ქოუზის ,,საწარმო, ბაზარი და კანონი (Chikago University of Press, 1988) და ჰაროლდ დემსეცის ,,საკუთრება, კონტროლი და საწარმო“ (Oxford: Basil Blackwell, 1988); რიჩარდ პოზნერის ,,სამართლის ეკონომიკა“ (Cambridge: Harvard University press, 1981).

11 რიჩარდ პოზნერის ,,სამართლის ეკონომიკა“, გვ. 74. ,,უსამართლო გადაწყვეტილებად (განსაზღვრების შესაბამისად) მიიჩნევა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების სიმდიდრეს ამცირებს”.

12 რონალდ ქოუზის ,,სოციალური ღირებულების პრობლემა”, იქვე: ,,საწარმო, ბაზარი და კანონი”, გვ 96. ამ მტკიცების მორალური მიუღებლობა ყველაზე ნათლად იმ შემთხვევის მაგალითზე ჩანს, როდესაც A პიროვნება B პიროვნებას აუპატიურებს. კოუზის მიხედვით, A პიროვნების უფლებები არ უნდა შეიზღუდოს. იგი ამტკიცებს, რომ ,,ამ შემთხვევაში ორივე მხარე იღებს მონაწილეობას ქმედებაში”. ანუ, თუ A პიროვნებას ხელს შევუშლით B პიროვნების გაუპატიურებაში, მაშინ მისი ინტერესები უგულვებელყოფილი იქნება და მას გაუპატიურების თავისუფლად გააგრძელება აღარ შეეძლება. მაგრამ კითხვა ასე უნდა დაისვას: გააჩნია კი A პიროვნებას B პიროვნების გაუპატიურების უფლება, ან აქვს თუ არა B პიროვნებას უფლება, რომ თავი დაიცვას A პიროვნების მხრიდან მისი გაუპატიურების მცდელობისგან? ,,საკითხი უფრო სერიოზული ზიანის თავიდან აცილებას ეხება“.

13 ასევე იხილეთ უალთერ ბლოკის ,,კოუზი და დემსეცი კერძო საკუთრების უფლების შესახებ“, ,,ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი“, ტომი 1, №2, 1977. იგივე, ,,ეთიკა, ეფექტურობა და საკუთრების უფლება კოუზის მიხედვით: პასუხი ჰაროლდ დემზეცისადმი,“ ,,ავსტრიული ეკონომიკის მიმოხილვა“, ტომი 8, №2, 1995, იგივე, ,,კერძო საკუთრების უფლება, მცდარი წარმოდეგენები, მორალი და ეკონომიკა“, ,,ავსტრიული ეკონომიკის ყოველკვარტალური ჟუნრალი“, ტომი 3, №1, 2000. ჰერი ნორდი, ,,კოუზის თეორემა: წარმომავლობის კვლევა“ (Tylir, Texas: Institute for Christian Economics, 1992); იგივე, ,,საკუთრების უფლების უგულებელყოფა: კოუზი და ბეკერი“, ,,ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი“, ტომი 16, №4.

14 პოზნერი, ,,სამართლის ეკონომიკა“ გვ 70-71, მომაჯადოებელი გულწრფელობით აღიარებს, რომ ,,უზენაესი უფლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართლის ეკონომიკურ თეორიაში... მაგრამ როდესაც გარიგების ღირებულება ძალიან მაღალია, უზენაესი უფლებების აღიარება არახელსაყრელი ხდება... მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება უზენაესი უფლებაა, იგი გარიგების ფასზეა დამოკიდებული და სიმდიდრის მაქსიმიზაციის მიზანს უნდა ექვემდებარებოდეს.“

18 რედაქტორის ბოლოსიტყვაობა ნაცარქექიაზე,მისი ინტელექტუალი მოტრფიალეებისა და ჭეშმარიტი ცოდნის მიღების მსურველების გასაგონად

▲ზევით დაბრუნება


პაატა შეშელიძე (1968 - )

0x01 graphic

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს თანადამფუძნებილი და პრეზიდენტი. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1989 წლის აპრილი). ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი (1994 წლიდან). მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშირისო ეკონომიკურ სემინარში. 1994 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ბოლდერში, კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის ინსტიტუტში (კოლორადოს შტატი, ა.შ.შ.), 2001 წელს, ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში (ქ. ოუბურნი, ალაბამას შტატი, ა.შ.შ.), ხოლო 2003 წელს - ქ. გუმერსბახში (გერმანია), თეოდორ ჰეუსის აკადემიაში. 2001 წლიდან არის ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2004 წლიდან არის კრებულ ,,თავისუფლების ბიბლიოთეკის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

გამოქვეყნდა 2005 წელს

ამ ოთხიოდე წლის წინ, ერთერთ ცნობილ და იმ ხანად ახალგაზრდობაში მოწონებულ სატელევიზიო გადაცემა ,,კომუნიკატორში”, უაღრესად ცნობილი და პოპულარული ახალგაზრდა ქართველმა ინტელექტუალებმა განავითარეს მოსაზრება, რომ მაშინდელმა მართლაცდა ყოვლად უნიათო პოლიტიკურმა რეჟიმმა მათ შესაძლებლოებები შეუკვეცა და ნაცარქექიებად აქცია. ამასთან, პოლიტიკური ,,უძრაობით” და ეკონომიკური სიდუხჭირით შეწუხებულები იქადნიდნენ, რომ მალე მათი, ანუ ნაცარქექიების დრო დადგება და ყველაფერი, რაც მმართველ ,,დევებს“ გააჩნდათ მათ ხელში აღმოჩნდებოდა...

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა... იგივე ახალგაზრდები მოგვიანებით 2003 წლის დიდი ნოემბრის ,,ვარდების რევოლუციაში” მონაწილეობდნენ და საქართველოს სახელისუფლებო სავარძლებისთვის ,,გადამწყვეტი ბრძოლის” ავანგარდშიც იყვნენ. მოგვიანებით კი, მათ უმრავლესობას მიმდინარე პოლიტიკური რეფორმაციის შედეგებზე გული აუცრუვდა და კვლავ ,,ოპოზიციური“ უკმაყოფილება დაეუფლა. ხოლო ერთერთმა გამორჩეულმა მათთაგანმა, სატელევიზიო კომპანია 202-ის ეთერში ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში ნაცარქექიების დრო დადგა... თუმცა ნაცარქექიასთვის აღარ შეუდარებია.

ცხადია, რომ ამ ხალხში შეხედულებების გადაფასება დაიწყო. იმედია, რომ ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალების მიერ ნაცარქექიას გაიდეალების დროც წარსულს ჩაბარდა. მაგრამ შეცდომების გამეორების თავის არიდების მიზნით უპრიანია, რომ ,,ნაცარქექიას” და მისთვის ინტელექტუალების მიერ ხოტბის შესხმის ამბავი უფრო სიღმისეულად გავარჩიოთ.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ინტელექტუალები თუ ამჯერად არა, ერთ დროს მაინც თვლიდნენ, რომ ქართულ ზღაპარ “ნაცარქექიაში!“ თავად ნაცარქექია დადებითი გმირია, ხოლო დევი - უარყოფითი.

ვფიქრობ, რომ ნაცარქექიასა და დევის ამბის სხვაგვარ ინტერპრეტაციას უფრო მეტი საფუძველი აქვს. კერძოდ, ვფიქრობ რომ ეს ორივე გმირი უარყოფითია და ზღაპრის მორალი სიკეთის მიერ ბოროტის დამარცხებაში არ მდგომარეობს.

ამ მოსაზრების განსამარტად, მოდით გავარკვიოთ, თუ ვინ არის დევი და ვინ არის ნაცარქექია? დევი არის დაუდგრომელი ხასიათის, მაგრამ ბუნებით უხეში, ტლუ, მალემრწმენი და მოძალადე. ის თავის ქონებას სხვისი ქონების მითვისების ხარჯზე აგროვებს. ამისთვის კი, არც სხვისი ღირსების, საკუთრების და სიცოცხლის ხელყოფას ერიდება.

ნაცარქექია არის მუქთახორა, მაგრამ ბუნებით კვაჭი. არც ისაა უარზე, რომ თავისი ქონება სხვისი ქონების მითვისების ხარჯზე დააგროვოს და ცდილობს, რომ ამისთვის არა ძალა, არამედ გამჭრიახობა და მოხერხებულობა გამოჩინოს.

რასაკვირველია, ხერხი სჯობია ღონეს! ნაცარქექია ამარცხებს დევს!

მაგრამ ისევე როგორც დევს, ნაცარქექიასაც ყველაფერი თავისთვის უნდა და არა იმისთვის, რომ სამართლინობა აღადგინოს და დევისგან ყოველ კერძო დაზარალებულს დაკარგული დაუბრუნოს. ნათელია, ნაცარქექია ხუთკუნჭულა არ არის!

სინამდვილეში, რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს მათი მიდგომები, ნაცარქექიაც და დევიც ცოდვის ერთ ნაპირზე დგანან: მათ სხვისი შრომის შედეგის და ქონების მისაკუთრება სურთ!

(სწორედ ამაში მდგომარეობს ინტელექტუალათა ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტის რეციდივები. კაპიტალიზმი არის სამეურნეო ურთიერთობების წესი, როდესაც ადამიანებს შორის საქონლის და მომსახურების გაცვლა ხდება ნებაყოფლობით, მშვიდობიანი გარიგებით და სათანადო ურთიერთსარგებლით. შესაბამისად, ქონების დაგროვება ხდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ადამიანი ახერხებს სხვებს მიაწოდოს მათთვის საჭირო საქონელი და მომსახურება და ამაში მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ყველგან, სადაც ეს პრინციპი ირღვევა, კაპიტალიზმის ადგილს იკავებს სხვადასხვა ელფერის, მაგალითად ,,ვარდისფერი” სოციალიზმი და გარდაუვალი ხდება ტოტალიტარიზმის გაბატონება).

ამდენად, ამ ზღაპრის მორალი არის არა ის, რომ სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, არამედ ის, რომ იქ, სადაც ,,დევობა”, ანუ ძალადობა და ადამიანური ფასეულობების უგულვებელყოფა „მოსულა“ და ,,გასდით”, ყველაფერი ,,ნაცარქექიებს“ რჩებათ.

ის, თუ ვინაა თანამედროვე საქართველოში ,,დევი“ და ვინ - ,,ნაცარქექია“, ამასთან ვინ ვის სჯობს, - თავადვე განსაჯეთ!

[ამავე თემის პოლიტიკური ინტერპრეტაციისთვის შეიძლება საინტერესო იყოს უდიდესი ავსტრიელი ეკონომისტის, თავისუფლების მებაირახტრის, ფრიდრიჰ ფონ ჰაიეკის უკვდავი ნაშრომი ,,გზა ბატონყმობისაკენ” (გამოქვეყნდა 1944 წელს), რომლის შემოკლებული ვერსია 2004 წელს ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს გამოცემის „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ მეორე კრებულში ,,ლიბერალიზმი და ძალაუფლება“ დაიბეჭდა. ავტორის შენიშვნა].

რასაკვირველია, ქართველი ინტელექტუალური საძმოს წარმოადგენელი ერთი ოსტატი მელექსის არ იყოს, ,,Жить бедно, очень вредно!” (,,სიღარიბეში ხოხვა, არის ტანჟვა და ოხვრა”. ავტორის თავისუფალი თარგმანი), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს და იმედია, ასე არც ავტორს უგულისხმია, რომ “დევების” ნაშენები სასახლეები ,,ნაცარქექიებს” უნდა დარჩეთ და რომ საერთოდ, ერთის გაჭირვება მეორის უბედურების ხარჯზე შეიძლება მოგვარდეს.

შესაძლოა, შეხედულებების გადაფასების პროცესში მყოფ ქართველ ინტელექტუალებს, რომელთაგან ზოგიერთი უნებლიეთ კვლავ ,,დევების” ნასახლარებზე შეიძლება ოცნებობდეს, ისევე როგორც მრავალ სხვას, ჯერ კიდევ არა აქვთ არჩეული სოციალური ურთიერთოებების მოწესრიგებისა და სამართლიანობის მიღწევის სწორი გეზი. ამიტომ, ამ გზების მაძიებელ, ისევ როგორც თავისუფლებასა და კერძო საკუთრებას შორის მჭიდრო კავშირების, აგრეთვე ეკონომიკური კანონზომიერებების შემეცნების მსურველ ადამიანებს, შესაძლოა ქვემოთ წარმოდგენილ წიგნებში გაბნეული სიბრძნე გამოადგეთ:

1. მარი . როთბარდი. ,,ჩვენება ფედერალური სარეზერვო სისტემის წინააღმდეგ”.

წიგნში მოკლედ, ხატოვნად და ნათლად არის გადმოცემული ავსტრიული ეკონომიკური სკოლის შეხედულებები ფულსა და საბანკო სისტემაზე. დამაჯერებლად არის აღწერილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ისტემის ჩამოყალიბების ჭეშმარიტი ისტორია: ფინანსური ელიტების კონკურენტული ბრძოლა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის შესახებ დანაშაულებრივი გარიგება. ავტორი ცენტრალური ბანკების გაუქმებისა და ლითონური (ოქროს, ვერცხლის და ა.შ.) სტანდარტის აღდგენისკენ მოუწოდებს.

2. მარი . როთბარდი. ,,სახელმწიფო და ფული, ანუ როგორ დაეუფლა სახელმწიფო საზოგადოების ფულად სისტემას”.

წარმოდგენილი ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესო გამოკვლევაა ფულად საკითხებში. ავტორი ასაბუთებს, რომ ფული თავისუფალი საბაზრო ურთიერთგაცვლების შედეგად წარმოიქმნა, მას ამოყენებითი ხასიათი აქვს და ის არ შექმნილა საზოგადოებრივი შეთანხმებებით ან სახელმწიფო დადგენილებებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა ფულად მეურნეობაში ზედმეტი და სავალალოა: ადამიანს არ ჭირდება იძულება, რომ ფულით მისთვის მისაღები მიზნით და ხერხით გამოიყენოს, დაზოგოს, დახარჯოს, ან დააბანდოს. ავტორი იხილავს ფულადი სისტემის განვითარებას მე-19 საუკუნიდან დღემდე - ,,ოქროს სტანდარტიდან” - ელექტონულ ფულამდე. აგრეთვე, განიხილავს ევროპის კავშირის საერთო ფულის შექმნის შესაძლებლობას და სავარაუდო საფრთხეებს.

3. მარი . როთბარდი. ,,სახელმწიფო და ეკონომიკა.

წიგნში განხილულია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური საქმიანობაში ჩარევის ყველაზე გავრცელებული 80-ზე მეტი მაგალითი და მათი სავალალო შედეგები, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო და ზნეობრივი თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გადასახადების და სამეურნეო საქმიანობისშეზღუდვების საკითხს ეხება. ამ წიგნში წარმოჩენილმა მოსაზრებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისევ, როგორც გადასახედების გაუქმებისა და კერძო სამართალდამცავი დაწესებულებების შექმნის სასარგებლოდ წამოწყებულ ინტელექტუალურ მოძრაობაზე. ამ წიგნში განვითარებულმა შეხედულებებმა გავლენა ეკონომიკური კვლევების მრავალ მიმდინარეობაზე, მათ შორის ისეთ ცნობილ ეკონომიკურ მოძღვრებზე, როგორიც ,,საზოგადოებრივი არჩევანის თეორიაა“.

4. მარი . როთბარდი. ,,ამერიკის შეერთებული შტატების ფულად-საკრედიტო სისტემის ისტორია კოლონიური დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე.

ნაშრომში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების ფულად-საკრედიტო სისტემის ისტორიის ორიგინალური ვერსია და ფარდა აქვს ახდილი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტმის შექმნის გარემოებებს. ავტორი ასაბუთებს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მომხადარი ეკონომიკური კატასტროფები გამოწვეული იყო მთავრობის ინფლაციური პოლიტიკით და რომ მათ უკან, როგორც წესი გავლენიანი ფინანსური დაჯგუფებების ინტერესები იმალებოდა. ავტორი განსაკუთრებულად არმოაჩენს ორი უმძლავრესი ფინანსური დაჯგუფების, მორგანებისა და როკფელერების თანამშრომლობისა და დაპირსპირებებით არსავსე ურთიერთოებების ისტორიას.

5. იოსეფ კულიშერი. ,,დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ყოფის ისტორია.

წიგნში ვრცელ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით განხილულია დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ყოფის მრავალი მხარე, ადრეული შუა სააუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ყურადღებას ძირითადად რამოდენიმე ქვეყანას უთმობს, ევროპის ეკონომიკური განვითრება წარმოდგენილია, როგორც ერთიანი პროცესი. ნაშრომი ეხება მოსახლეობის რიცხოვნობას, მოხმარების სტრუქტურას, სხვადასხვა ფენის, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეხედულებების, ტრადიციების, ფსიქოლოგიის, გემოვნების განვითარებას.

6. იოსეფ კულიშერი. ,,რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის ისტორია.

წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი რუსეთის სავაჭრო და სამრეწველო ურთიერთობების განვითარება უძველესი დროიდან მოყოლებული. აღწერილია სამეურნეო კავშირ-უერთიერთობები, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ისე ევროპასთან.

7. იოსეფ კულიშერი. ,,რუსეთის სახალხო მეურენობის ისტორია.

წიგნში აღწერილია რუსეთის ეკონომიკური ისტორია. ავტორის მას ორგვარად განიხილავს: ქრონოლოგიურად და დარგობრივად. ქრონოლოგიურად ის სამ ნაწილად იყოფა: უძველესი დროიდან მე-10 საუკუნემდე, პეტრე დიდის მოღვაწეობამდე და მისი რეფორმაციის შემდეგ. დარგობრივი კვლევის საგნებია მიწის მფლობელობა, ხელოსნობისა და წარმოებების განვითარება, ფულადი მეურნეობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალაქების ზრდის წინაპირობებს და მათ ყოფას. დიდი ყურადღება ექცევა საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითრებას და სათანადო პოლიტიკას. ხშირად გამოიყენება რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე მოვლენების შედარებები. ხაზგასმულია, რომ მიუხედავად თავისებურებებისა, განვითარების კანონზომიერებები და მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა.

8. იოსეფ კულიშერი. ,,საგარეო ვაჭრობის ძირითადი საკითხები.

წიგნში სრულყოფილადაა აღწერილი მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ მესამედში საგარეო ვაჭრობაში გამოყენებული შეზღუდვები და მათი შედეგები, საბაჟო გადასახადების წარმოშობა და მერე მსოფლიო ომის წინ საბჭოთა კავშირის საბაჟო სისტემის მოქმედება. საბუთდება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან თანდათან გაბატონებულმა პროტექციონიზმმა ქვეყნებს შორის ურთიერთოებების გამწვავება, შიდა პროცესების დაძაბვა და საბოლოო ჯამში ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია.

9. კრებული. ,,საპნის ბუშტების მაესტრო. იაპონიის გაკვეთილები.

კრებულში თავმოყრილია ავსტრიული ეკონომიკური სკოლის პოზიციებიდან თანამედროვე ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შეფასებისადმი მიძღვნილი სტატიები. საკითხი ძირითადად ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბიუროს პოლიტიკას, რომელიც ფულადი ექსპანსიის შედეგად, მოჩვენებით ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. აგრეთვე, განიხილება იაპონიაში 80-იანი წლებიდან მიმდინარე ხანგრძლივი ეკონომიკური რეცესიის მიზეზები.

10. კრებული. ,,აღმასვლა, ვარდნა და მომავალი - მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა და მისი ანალიზი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მხრიდან.

კრებულში თავმოყრილია მიზესის, ჰაიეკის, კალახანის, სალერნოს და სხვათა სტატიები, რომლებიც თანმიმდევრულად ასაბუთებენ, რომ ე.წ. ,,საწარმოო ციკლები“ გამოწვეულია სამეურენეო ურთიერთობებში

სახელმწიფოს მრავალმხრივი ჩარევით, განსაკუთრებით კი, ცენტრალური ბანკების მეშვეობით წარმოებული სავალალო ფულად-საკრედიტო პოლიტიკით. ავსტიული სკოლის მიმდევართა აზრით, სწორედ ამის შედეგია მიმდინარე რეცესია. ხაზი ესმევა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ჰაერიდან შექმნილი ფული მნიშვნელოვნად ვნებს წარმოებას და კეთილსინდისიერ მეწარმეობას, რომლის ხარჯზე ხელს უმართავს პოლიტიკურ კორპორაციებსა და თვითნება ბიუროკრატიას.

11. დევიდ ბოუზი. ,,ლიბერტარიანელობა: ისტორია, პრინციპები, პოლიტიკა.

ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე ,,ლიბერტარიანიზმის” საფუძვლების მიმოხილვას. ,,ლიბერტარიანიზმი” პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომელიც საზოგადოებრივი მოწყობის პრინციპად ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლისა და სხეულის ერთადერთ მეპატრონედ, მესაკუთრედ მიიჩნევს. ეყრდნობა რა მოსაზებას, რომ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე და ქონება თავად უნდაგანკარგოს, თავადვე წყვეტდეს თუ როგორ იცხოვროს და სხვასაც აძლევდეს ამის საშუალებას. ლიბერტარიანელობა ადამიანის თავისუფლებასა და სახელმწიფოს მკაცრ შეზღუდვას ემხრობა და მას მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის და საკუთრების დამცველის მოვალეობას უსაზღვრავს.უხვად ილუსტრირებულ წიგნში ავტორი ახერხებს, რომ მარტივად გადმოსცეს ლიბერტარიანული შეხედულებები ფილოსოფიაში, ეკონომიკაში, სამართალსა და ისტორიაში. წიგნი თანამედროვე ლიბერტარიანელთა სამაგიდო საკითხავია.

12. ფრედერიკ კლოდ ბასტია. ,,ეკონომიკური სოფიზმები, ანუ თავისუფალი ბაზრის მომხრის მიერ გამოაშკარავებული ეშმაკობები.

ავტორი, რომელმაც მთელი ცხოვრება ეკონომიკური თავისუფლების უპირატესობებისთვის ბრძოლას შესწირა, ოსტატურად და ირონიულად ამხელს ე.წ. ,,ეროვნული სამეურნეო თვითკმარობის” მომხრეებს. პროტექციონისტთა აბსურდული არგუმენტები, საღი მსჯელობითა და თვალსაჩინო საბუთებითაა უარყოფილი.

14. ფრედერიკ ბასტია. ,,კობდენი და ლიგა. მოძრაობა თავისუფალი ვაჭრობისთვის ინგლისში.

წიგნი წარმოადგენს კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საჯარო გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო ვაჭრობის თავისუფლების აკრძალვების წინააღმდეგ და ე.წ. ,,პურის კანონების”გასაუქმებლად წამოწყებული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე ჯღერდა 1842-1845 წლებში. გარდა ამისა, კრებულში შესულია რიჩარდ კობდენისა და ლიგის სხვა წევრების გამოსვლები 1848-1865 წლებში, თავად კობდენის ცხოვრების ამსახველი ცნობები და ე.წ. ,,პურის კანონების” წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის თანმდევი მოვლენები 1815-1846 წლებში. ნიშანდობლივია, რომ ლიგის საქმიანობამ, მისმა ინტელექტუალურმა ძალამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი, აიძულა პარლამენტი, რომ გაეუქმებინა ხსენებული კანონები და განაპირობა პროტექციონიზმის მკვეთრი შესუსტება, რას შემდეგაც დადგა თავისუფალი ვაჭრობის დრო, რამაც მე-19 საუკუნეში ინგლისის აყვავება განაპირობა.

15. ფრედერიკ ბასტია. ,,ის, რაც ხილულია და ის, რაც უხილავია”.

ნარკვევი დანახარჯების შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომს წარმოადგენს. მასში ახნილია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკურ ურთიერთოებებში ჩარევის ხილული და უხილავი შედეგები: მოკლევადიანი გადაწყვეტილებების საზიანოობა გრელვადიანი თვალსაზრისით და გაკრიტიკებულია მითი სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნის შესახებ.

16. კრებული. ,,ტრანსპორტის მომავალი. ეფექტური სატრანსპორტო პოლიტიკა.

კრებულში წარმოდგენილია რუსეთის ფედერალური საბჭოს საწარმოო პოლიტიკის კომიტეტის ექსპერტების მოსაზრებები. გაანალიზებულია სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვებისა და საავტომობილო მიმოსვლების სფეროში ლიბერალიზაციის პერსპექტივები. ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას, ეკოლოგიას, მოძრაობის ორგანიზებასა და შრომით ურთიერთობებს. ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის.

17. ეუგენ ბემ-ბავეკი. ,,მარქსის თეორიის კრიტიკა.

წიგნში საფუძვლიანად არის განხილული და უარყოფილი კარლ მარქსის ეკონომიკური მოსაზრებები, განსაკუთრებით მის მიერ საფუძვლად აღებული ე.წ. ,,შრომითი ღირებულების კანონი”. ავტორმა, რომელიც სამჯერ იყო ავსტრიის ფინანსთა მინისტრი, ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია წინააღმდეგობა მარქსის ,,კაპიტალის“ პირველსა და მესამე ტომებს შორის. მან აღმოაჩინა შეცდომის წყარო და მისი გავრცელების გზები.

18. გოთფრიდ ჰაბერლერი. ,,აყავავება და დეპრესია: ციკლური რხევების თეორიული ანალიზი”.

ნაშრომის მიზანი ეკონომიკური ციკლების ახსნა და მათ გამომწვევი მიზეზების დადგენაა. ავტორი ამ მოვლენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხარვეზებს უკავშირებს და სახელმწიფოს მიერ ფულად მეურნეობაზე მონოპოლიის გარდაუვალ შედეგად მოიხსენიებს.

19. უილიამ ბონერი, ედისონ უიგინი. ,,ამერიკის ფინანსური განკითხვის დღე: 21- საუკუნის მსუბუქი დეპრესია”.

იუმორითა და თანაგრძნობით გაჟღენთილი ეს ნაშრომი საფრანგეთის რევოლუციიდან დღემდე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მოვლენების კვლევასა და შეფასებას ეხება. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ამერიკის ფინანსური სისტემის მომავლის პესიმისტური პროგნოზი და მისი წინაპირობების ანალიზი შეადგენს.

20. ლუდვიგ ფონ მიზესი. ,,ბიუროკრატია. დაგეგმილი ქაოსი. ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი”.

სამი ნაწილისგან შემდგარი კრებული მოიცავს სახელმწიფო ბიუროკრატიის სამიანობის პრინციპის ანალიზს, რომელშიც ნაჩვენებია თუ რატომ არის ის მიდრეკიალია ზრდისკენ მაშინაც, როდესაც მის საქმიანობას ეკონომიკური და სოციალური შედეგები არ მოაქვს. ნაცისტური და კომუნისტური სისტემების მაგალითებზე გაანალიზებულია ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრალიზაციის შედეგები, რაც ეკონომიკური კრახით და სოციალური ქაოსით მთავრდება. აგრეთვე განხილულია ის გარემოება, თუ რატომ არის მეცნიერება და ხელოვნება მეტწილად ანტიკაპიტალისტურად განწყობილი და რა როლი მიუძღვის მათ თანამედროვე საზოგადოების მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაში.

21. ლუდვიგ ფონ მიზესი. ,,ადამიანის მოღვაწეობა: ტრაქტატი ეკონომიკური თეორიის შესახებ”.

ნაშრომი წარმოადგენს ეკონომიკის ეპისტოლოგიური, მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მასშტაბურ ანალიზსს. მასში ძირეულადაა განხილული საბაზრო ეკონომიკა, სოციალიზმი, ინტერვენციონიზმი. ეკონომიკა წარმოდგენილია, როგორც ადამიანის ერთიანი მოღვაწეობის ნაწილი, რომელიც მის გაცვლით ურთიერთობებში მონაწილეობას შეისწავლის და მისი გადაწყვეტილებების მოტივაციურ სისტემას იკვლევს.

22. ლუდვიგ ფონ მიზესი. ,,სოციალიზმი: ეკონომიკური და სოციოლოგიური ანალიზი.

ნაშრომი სოციალიზმის იდეის ალოგიკურობის ანალიზს წარმოადგენს. ავტორი ასაბუთებს, რომ სოციალისტური ეკონომიკა სეუძლებელია, რადგან საბაზრო ფასების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური გათვლები და შესაბამისად მოთხოვნაზე ორიენტირებული წარმოება. სოციალიზმის გარდაუვალი შედეგი დიქტატურის დამყარება და ადამიანების თავისუფლების შეზღუდვაა. წიგნი 1922 წელს დაიწერა, მაგრამ მოვლენათა განვითარების პროგნოზი საოცარი სიზუსტით ემთხვევა ისტორიის რეალურ განვითარებას, რაც ნაშრომს სამეცნიერო წინასწარმეტყველების ნიმუსად აქცევს.

23. აინ რანდი. ,,მხარგაშლილი ატლასი.

რომანი ახლებურად სცემს პასუხებს კითხვებს: რა უნდა ვაკეთოთ და ვინ არის დამნაშავე? მისი გმირები მიზანმიმათული ადამიანები არიან, რომლებიც სატანადო პასუხისმგებლობასაც არ გაურბიან და თავისი მაგალითით სანიმუშონი არიან. რომანი საკულტო ნაშრომად იქცა, 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს 100 საუკეთესო რომანს შორის პირველ ნომრად დასახელდა. ამ წიგნის გაყიდვების რიცხვი მხოლოდ ბიბლიას ჩამოუვარდება.

24. აინ რანდი. ,,წყაროსთავი.

რომანის მთავარ გმირს ჰოვარდ პორკს საზოგადოებასთან საკუთარი შემოქმედებითი თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რაც მის ხასიათსა და მიზანსწრაფვას წრთობს. ავტორი ადამიანის ეგოს კაცობრიპობის პროგრესის წყაროდ მიიჩნევს, ხოლო პირადი ინტერესებით მოქმედებას - უმაღლეს სათნოებად.

25. პოლ ჰეინე, პიტერ ბოუტკე, დავიდ პრიჩიტკო. ,,აზროვნების ეკონომიკური წესი.

ნაშრომი პედაგოგებისა და სტუდენტების, აგრეთვე ეკონომიკის თეორიული საფუძვლების შესწავლის მსურველებისთვის განკუთვნილ გამორჩეულ ეკონომიკურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მარტივად და ზუსტად არის ჩამოყალიბებული ეკონომიკური მეცნიერების საბაზისო მცნებები: ეფექტურობა და გაცვლა, მოთხოვნა და მიწოდება, ფულის ბუნება და კონკურენცია, მონოპოლია და დასაქმება, სპეციალიზაცია და შედარებითი უპირატესობები. ავტორები იხილავენ ქვეყნების სიმდიდრისა და წარუმატებლობების მიზეზებს, მეწარმისა და სახელმწიფოს როლს, ინდივიდუალური არჩევანისა და საბაზრო კოორდინაციის მნიშვნელობას და ა.შ. სახელმძღვანელოში უხვად არის გამოყენებული ავტრიული ეკონომიკური სკოლის მიდგომები და თავისი არსით რეალურად აგრძელებს მის ტრადიციებს.

26. სტენლი ევონსი. ,,ფული და გაცვლის მექანიზმი.

კლასიკური ნაშრომი არწერს ფულის მნიშვნელობას ეკონომიკურ ურთიერთოებებში. მასში აღწერილია ოქროს, ვერცხლის და ქაღალდის დეკრეტული ფულის მიმოქცევის თავისებურებები. მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ე.წ. გრეჰემის კანონზე, კონკურირებად ფულად ერთეულებზე, ფულად-საკრედიტო რეგულირების წესებსა და ფულად-საკრედიტო თეორიის სხვა ასპექტებზე.

27. ულიან საიმონი. ,,ამოუწურავი რესურსი.

წიგნი ბუნებრივი რესურსების ეკონომიკას ეძღვნება და ეკოლოგიური კატასტროფების და ენერგო დეფიციტის უსაფუძვლობას ასაბუთებს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ აქარწყლებს მრავალფეროვან მითებს, რომლებიც მოსხლეობის ზრდისა და მიგრაციების საფრთხეზე ტეხენ განგაშშს, აგრეთვე დასაბუტებულად ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი სრულყოფს ბუნებსი მოხმარების წესებს და უფრო რაციონალურად იყნებს მის შესაძლებლობებს, სამყარო უფრო სუფთა და უსაფრთხო ხდება, ხოლო საკვები პროდუქტები იწარმოება მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად საჭირო რაოდენობაზე ბევრად მეტი. კრიტიკულობამ ავტორი ე.წ. ეკოლოგისტების ნომერ პირველ ინტელექტუალურ მოწინააღმდეგედ აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

28. იერემია ბენთამი. ,,საკანონმდებლო საკრებულოების ტაქტიკა.

1816 წელს დაწრილი ეს ნაშრომი დღემდე ინარჩუნებს სიხალასეს და პრაქტიკულ მნიშვნელობას. ის აყალიბებს საკანონდებლო ორგანოს ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს: დისკუსიების წარმართვის და დეპუტატების ქცევის წესებს, კანონპროექტის მომზადების, განსახილველად გამოტანისა და ხმის მიცემის პროცედურებს. მოცემული წიგნის საფუძველზე მტელ მსოფლიოში მზადდება საპარლამენტო ცხოვრების გზამკვლევები და მეთოდოლოგიური

29. ინ კალაჰანი. ,,ეკონომიკა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის - ავტრიული ეკონომიკის საფუძვლები.

ნაშრომში ავსტრიული ეკონომიკური სკოლის პოზიციებიდან, თანმიმდევრულად არის გაშუქებული ეკონომიკური მეცნიერების საკითხები.

30. ფრედერიკ ბასტია. ,,ქურდობა კანონზე დაყრდნობით.

ნაშრომი წარმოადგენს კრებულს, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია კანონზე და გადასახადებზე, როგორც იძულების და უსამართლობის იარაღზე.

ყველას, ვისაც ზემოთ წარმოდგენილი წიგნებისადმი ცნობის წადილი გაუჩნდა, მათ შორის იმათ ვინც თავს ინტელექტუალად მიიჩნევს და შესაბამისად წიგნები საკითხავად უყვარს, ვაცნობებ, რომ გამომცემლობა ,,სოციუმის” მიერ რუსულ ენაზე გამოცემული წარმოდგენილი ლიტერატურის შეძენა ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” სემინარებზე შეიძლება.