![]() |
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი განათლება|განათლების სისტემა |
წყარო:
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 - 58გვ. ; 29სმ. - (უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ). - ISBN 99940-710-2-5 : [ფ.ა.] [MFN: 23953] UDC: 378.3 + 378.014.15 + 378.2](075) K 23.076/4 - საერთო ფონდი K 23.077/4 - საერთო ფონდი K 23.078/4 - საერთო ფონდი 336.77:378.3/კ-826 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 6.956/4 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმძღვანელო განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატი ბრიუსელი, 2005 წლის 14 თებერვალი კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი - სახელმძღვანელო The European Credit Transfer and Accumulation System and The Diploma Supplement Users Guide სახელმძღვანელოს რედაქტორები: ლალი ბაქრაძე ლიკა ღლონტი ემზარ ჯგერენაია პასუხისმგებელი რედაქტორი: ლიკა ღლონტი მთარგმნელი: ზაქარია მაჩაბელი რედაქტორი: ლია კაჭარავა კრებული მომზადდა და გამოიცა ევრაზიის ფონდის დაფინანსებით (გრანტი N.: G04-0138) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრების მეშვეობით. მასში გადმოცემული თვალსაზრისები შეიძლება არ ემთხვეოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის ფონდის შეხედულებებს თბილისი 2005 |
![]() |
1 ქართული გამოცემის წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას ევროპული ორიენტირები აქვს: ბოლონიის პროცესში გაწევრიანებით ქვეყანას ეძლევა უნიკალური შანსი უმაღლესი განათლება ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვოს. ამავდროულად ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს - უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნა რთული პროცესია, რომელიც მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებასთანაა დაკავშირებული.
ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა კრედიტების სისტემის შემოღება და მათი ტრანსფერის მეშვეობით სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა. ევროპის სხვა დასხვაქვეყნების უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნის აღიარებას კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა (ECTS-ი) უზრუნველყოფს, რომელიც პირველად 1989 წელს შეიქმნა. დღეს ეს სისტემა, რომელმაც კრედიტების დაგროვების ფუნქციაც შეითავსა, ბოლონიის პროცესში მონაწილე ყველა ქვეყნის მიერაა აღიარებული. ECTS-ი გავრცელებულია ევროპის ოცდაათზე მეტ ქვეყანაში და დანერგილია ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საქართველოს კანონით ,,უმაღლესი განათლების შესახებ” (მუხლი 87, პუნქტი 8) ჩვენ ქვეყანაში კრედიტების ტრანსფერის ევროპულ სისტემაზე გადასვლა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე. წინამდებარე სახელმძღვანელოს ამოცანაა, დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კრედიტების სისტემის დანერგვასა და ECTS-ის გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.
კრედიტები პირველად XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ჰარვარდის უნვერსიტეტში შემოიღეს. შემდეგ შეფასების ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში შემოვიდა, და ბოლოს, მთელ ევროპაში გავრცელდა. კრედიტები, როგორც სტუდენტის დატვირთვის საზომი ერთეული, საქართველოში მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებშია გამოყენებული, თუმცა არ არსებობს კრედიტების ერთიანი ეროვნული სისტემა - ზოგიერთი სასწავლებელი კრედიტების ამერიკულ მოდელს იყენებს, ზოგი ბრიტანულს და ა.შ. შესაბამისად, სასწავლებლებს დიდი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი, რომ კრედიტების არსებული სისტემიდან საერთო ევროპულზე გადასვლა უზრუნველყონ.
ვიმედოვნებთ, რომ სახელმძღვანელო, რომელიც ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO-ს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა, სასარგებლო იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
სახელმძღვანელოში დეტალურადაა ახსნილი კრედიტების ევროპული სისტემის ძირითადი მახასიათებლები, მოყვანილია ბევრი საინტერესო მაგალითი და პასუხები ყველაზე უფრო გავრცელებულ კითხვებზე. სახელმძღვანელოს ლექსიკონში ტერმინების განმარტებისას ვიყენებდით არა მარტო ორიგინალს, არამედ საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ,” რათა მკითხველისათვის უფრო გაგვეადვილებინა მათი გაგება. ამავე მიზეზით ქართულად ითარგმნა დანართში მოცემული ყველა ის ოფიციალური ფორმა, რომელთა გამოყენება ინგლისურ ენაზეა გათვალისწინებული. ტერმინების განმარტება შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. თანამშრომლობისათვის მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ ლელა მაისურაძეს და ბატონ ირაკლი მაჩაბელს.
სახელმძღვანელოს ტექსტი განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (www.sivilin.org) ვებ-გვერდებზე.
ლიკა ღლონტი
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა (ECTS) თავდაპირველად 1989 წელს შეიქმნა, როგორც საპილოტო სქემა ერაზმუსის (Erasmus) პროგრამის ფარგლებში. იმ დროს ამ სისტემის მიზანი იყო მობილური სტუდენტების მიერ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის აღიარების გამარტივება კრედიტების ტრანსფერის სისტემის მეშვეობით. როგორც ტრანსფერის სისტემა ECTS-ი გავრცელებულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში და დანერგილია ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბოლონიის პროცესში მონაწილე ორმოცმა ქვეყანამ ECTS-ი აღიარა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ერთ-ერთ ქვაკუთხედად. ბევრმა კანონით მიიღო ECTS-ი ქვეყნის შიგნით კრედიტების დაგროვების სისტემად, სხვა ქვეყნებში კი ახლა იწყება ეს პროცესი. ზოგან ECTS-ი აკრედიტაციის აუცილებელი წინაპირობა გახდა. 2002 წლის ოქტომბერში, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ციურიხში, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების შესახებ ჩატარებულ კონფერენციაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა ECTS-ის დიდი მნიშვნელობა უმაღლესი განათლებისათვის. ECTS-ი ძირითად როლს შეასრულებს ეროვნული და ევროპული კვალიფიკაციების სისტემის შექმნაში. ECTS-ზე დაფუძნებული სქემები იქმნება სხვა კონტინენტებზეც.
ECTS-ის სწორი გამოყენება დამოკიდებულია იმ ათასობით მოტივირებული ადამიანის მონდომებაზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სფეროში სრულიად განსხვავებულ პირობებსა და კულტურაში მოღვაწეობენ. მათ დასახმარებლად და ECTS-ის სწორი და თანმიმდევრული გამოყენებისათვის ევროპაში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:
ეს სახელმძღვანელო წარმოდგენილია მოსახერხებელი ფორმატით, და ასევე შეიცავს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს;
ECTS-ის ძირითადი მახასიათებლების აღმწერი მოკლე ბროშურა ხელმისაწვდომია როგორც ინტერნეტში, ასევე ნაბეჭდი სახით;
შემოღებულია ECTSის სერტიფიკატი (სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც სწორად იყენებენ ECTS-ს.
კონსულტანტები ECTS/დიპლომის დანართის საკითხებში მზად არიან დახმარება გაუწიონ ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ECTS-ის დანერგვასა და ECTS-ის სერტიფიკატის მიღებისათვის მზადებაში.
ECTS-ის მეშვეობით ადვილდება სასწავლო პროგრამების გაგება და შედარება. ამ სისტემის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის პროგრამისათვის, მიუხედავად მისი ტი პისა, და აგრეთვე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შემთხვევაშიც. ეს სისტემა ემსახურება როგორც მობილურ, ასევე არამობილურ სტუდენტებს: მისი გამოყენება კრედიტების დასაგროვებლად შესაძლებელია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ასევე ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლისათვის. ECTS-ი ეხმარება სტუდენტებს გადაადგილდნენ ქვეყნებს, ქალაქებს, რეგიონებს, ასევე სხვადასხვა ტი პის სასწავლებლებს შორის. სისტემა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სწავლასა და სამუშაო გამოცდილებას. ამის გამო კარგად ცნობილი აკრონიმი ,,ECTS“ ნიშნავს ,,კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემას“.
დიპლომის დანართი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამჭვირვალობისათვის, და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ECTS-თან. შესაბამისად, ამ სახელმძღვანელოში განიხილება ინფორმაცია დიპლომის დანართისა და დიპლომის დანართის ,,სერტიფიკატის“ შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ ECTS-ის ახალი სახელმძღვანელო თქვენთვის სასარგებლო იქნება; ჩვენ კი სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ თქვენს კომენტარებს და შენიშვნებს მისი სამომავლო გაუმჯობესებისათვის.
![]() |
3 ECTS-ის ძირითადი მახასიათებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS-ის კრედიტები
სტუდენტის დატვირთვა
სწავლის შედეგები და კომპეტენციები
ECTS-ის შეფასების სკალა
ECTS-ის კრედიტები
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) სტუდენტზეა ორიენტირებული და ემყარება სტუდენტის აკადემიურ დატვირთვას, რომელიც სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევადაა საჭირო. სასურველია პროგრამის მიზნები განისაზღვრებოდეს სწავლის შედეგებითა და კომპეტენციებით.
ECTS-ი ეფუძნება პრინცი პს, რომ დასწრებული სწავლების ფორმის სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 60 კრედიტით განისაზღვრება. ევროპაში სტუდენტის დატვირთვა სრული სასწავლო პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაახლოებით 1500-1800 საათს შეადგენს; ამ შემთხვევაში ერთი კრედიტი 25-30 სამუშაო საათს უდრის.
ECTS-ის კრედიტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და სწავლის შედეგებისა და მიღწევების შესაბამისი შეფასების შემდეგ. სწავლის შედეგად ითვლება კომპეტენციების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება, თუ რა უნდა იცოდეს, ესმოდეს ან რისი გაკეთება უნდა შეეძლოს სტუდენტს ამ ცოდნის გამოყენებით გრძელვადიანი ან მოკლევადიანი სასწავლო პროცესის დასრულების შედეგად.
სტუდენტის დატვირთვა, ECTS-ის მიხედვით, არის დრო, რომელიც საჭიროა ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებისათვის, როგორიცაა ლექციებსა და სემინარებზე დასწრება, დამოუკიდებელი სწავლა, პროექტებისა თუ გამოცდების მომზადება და ა.შ.
კრედიტები განაწილებულია საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდულები, კურსები, სამუშაო პრაქტიკა, დისერტაცია და ა. შ.) და ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის სპეციფიკური მიზნებისა და სწავლის შედეგების მისაღწევად. იგი დაკავშირებულია სასწავლო წლის განმავლობაში აუცილებლი სამუშაოს მთლიანი მოცულობის წარმატებით შესრულებასთან.
როგორ უნდა განაწილდეს კრედიტები?
კრედიტი შეიძლება განაწილდეს ნებისმიერი ტი პის საგანმანათლებლო პროგრამის პირობებში, მისი ხანგრძლივობისა და სტრუქტურის მიუხედავად. პროგრამები შეიძლება შედგებოდეს ერთწლიანი კურსების ან უფრო მოკლე მოდულებისაგან. ისინი შესაძლოა მოიცავდნენ სამუშაო პრაქტიკასა და კვლევას. პროგრამები შეიძლება მიეკუთვნებოდეს უმაღლესი განათლების პირველ, მეორე ან მესამე საფეხურს. კრედიტების გამოყენება შესაძლებელია, ასევე ავტონომიური კურსებისათვის, როგორიცაა მოდულები, რომლებიც არ შედის სრული საგანმანათლებლო პროგრამის ციკლში.
სწორი მიდგომა:
სხვადასხვა კომპონენტზე კრედიტების გადანაწილება უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიური მოსწრების სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისთვის დადგენილი სწავლის შედეგის მისაღწევად. დარწმუნდით, რომ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კრედიტების რაოდენობა სამოცს შეადგენს. კრედიტების განაწილების სისწორე რეგულარულად უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სახელმძღვანელოს თავი - ,,სტუდენტის დატვირთვა“.
შეცდომა: კრედიტების დაკავშირება საკონტაქტო საათებთან
არ არსებობს პირდაპირი კავშირი კრედიტებსა და საკონტაქტო საათებს შორის. მაგალითად, ერთსაათიანი ლექციისათვის სტუდენტს შეიძლება დასჭირდეს დამოუკიდებელი მეცადინეობის სამი საათი, მაშინ როდესაც ორსაათიანი სემინარისათვის მომზადებამ შეიძლება მეცადინეობის ერთი კვირა მოითხოვოს. შესაბამისად, ECTS-ის მსგავსი სისტემის მიხედვით, სტუდენტთა დატვირთვა არ შეიძლება ეფუძნებოდეს საკონტაქტო საათებს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს საათები სასწავლებლის მიერ გამოიყენება სხვა მიზნებისათვის, მაგალითად, აკადემიური პერსონალის დატვირთვის გაანგარიშებისათვის.
კიდევ ერთი შეცდომა: კრედიტების დაკავშირება სტატუსსა თუ პრესტიჟთან
ECTS-ის კრედიტები ასახავენ სტუდენტის დროში გაზომილ დატვირთვას. ამ კრედიტების მიხედვით ვერაფერს ვიტყვით კურსის სტატუსზე თუ ლექტორის პრესტიჟზე. მაგალითად, შესავალი კურსის ასათვისებლად შეიძლება მეტი საათი იყოს საჭირო, ვიდრე სპეცკურსისათვის. თითოეული კურსის სპეციფიკური მახასიათებელი აღწერილი უნდა იყოს ,,საინფორმაციო პაკეტში/კურსის კატალოგში.”
ხშირად დასმული კითხვები
ყველა სტუდენტი განსხვავებულია. ზოგი სწრაფად, ზოგი კი ნელა სწავლობს, რატომ ეფუძნება კრედიტების სისტემა ,,საშუალო აკადემიური მოსწრების სტუდენტს?“
რა თქმა უნდა, სტუდენტებს განსხვავებული დრო სჭირდებათ ერთი და იგივე შედეგის მისაღწევად. მიუხედავად ამისა, საშუალო აკადემიური მოსწრების სტუდენტისათვის საჭირო დროის რეალურსა და რაციონალურ შეფასებაზე პროგრამის დაფუძნება დაიცავს ყველა სტუდენტს არარეალური, გადატვირთული თუ ზედმეტად მარტივი და უინტერესო პროგრამებისაგან. ეს ეხმარება აკადემიურ პერსონალს რეალური კურიკულუმის (საგანმანათლებლო პროგრამის) შექმნაში.
აღიარებენ თუ არა უნივერსიტეტები კრედიტებს ავტომატურად?
ECTS-ი არ უზრუნველყოფს ავტომატურ აკადემიურ აღიარებას. აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თვითონ გადაწყვეტს კრედიტების რა რაოდენობაა საჭირო ამა თუ იმ პროგრამის შესასწავლად. კრედიტების აღიარება სავალდებულოა, თუ არსებობს წინასწარი სასწავლო შეთანხმება სტუდენტის მშობლიურ უნივერსიტეტს, მასპინძელ უნივერსიტეტსა და თავად სტუდენტს შორის, როგორც ეს არის სოკრატეს-ერაზმუსის (Socrates-Erazmus) პროგრამის შემთხვევაში. ECTS-ის ნიშნების ფურცელი და დიპლომის დანართი აადვილებს სწრაფ აღიარებას.
ვალდებულია თუ არა უნივერსიტეტი მიიღოს ECTS-ის კრედიტების მქონე სტუდენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ სწავლის გარკვეული პერიოდის გამოტოვების შემდეგ?
არა, აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სასწავლებელი თავად გადაწყვეტს მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამის მიუხედავად, სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისი სწავლის წინა პერიოდის დაწვრილებითი განხილვა. ECTS-ის გამჭვირვალობისათვის მიღებული ზომების შედეგად ამ ინფორმაციის მოპოვება მარტივია.
არსებობს თუ არა კრედიტების მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაგროვდეს აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ სასწავლებელში?
ეს საკითხი მთლიანად აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სასწავლებლის გადასაწყვეტია ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.
უნდა შეიცავდეს თუ არა ერთი და იგივე მოდული, რომელიც ერთ სასწავლებელში სხვადასხვა პროგრამებში გამოიყენება, კრედიტთა ერთნაირ რაოდენობას ყველა სტუდენტისათვის?
დიახ, თუ მოდული ნამდვილად იგივეა, ის, მიუხედავად პროგრამისა, კრედიტების ერთნაირ რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს. შესაძლებელია ერთი და იგივე სწავლის შედეგის მქონე მოდულის შესწავლას სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებმა სხვადასხვა დრო მოანდომონ, რადგანაც მათი საწყისი ცოდნა და მასალის არჩევანი შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს მახასიათებელი ახსნილი უნდა იყოს კურსის აღწერაში, რომელიც შედის საინფორმაციო პაკეტში/კურსის კატალოგში.
შეიძლება აკადემიური პროგრამა სამოცზე მეტ კრედიტს შეიცავდეს წლის განმავლობაში?
გამონაკლის შემთხვევებში, თუ პროგრამა აშკარად სცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 1500/1800 საათს - კრედიტების რაოდენობა შეიძლება სამოცს აღემატებოდეს. ასეთი შემთხვევები კარგად უნდა იქნეს დასაბუთებული და ახსნილი საინფორმაციო პაკეტში/კურსის კატალოგში. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სრულგანაკვეთიან სწავლებას 52 კვირის განმავლობაში (დასვენების დღეებისა და არდადაგების გარეშე), როგორც წესი, 75 კრედიტის დაგროვების საშუალებას იძლევა. კურსის ,,პეციალური ხარისხი” ან ,,მაღალი ინტენსივობა” არ არის საკმარისი მიზეზი მეტი კრედიტის მისაღებად.
აუცილებელია, რომ სტუდენტმა 60 კრედიტი დააგროვოს წელიწადში, 30 - სემესტრში, ან 20 - ტრიმესტრში?
დასწრებული სწავლების ფორმის სტუდენტი, წლის განმავლობაში, აგროვებს 60, სემესტრის განმავლობაში - 30, და ტრიმესტრში - 20 კრედიტს, რადგანაც საგანმანათლებლო პროგრამები სწორედ ამგვარადაა სტრუქტურირებული. წარმატებულმა მობილურმა სტუდენტმა შეიძლება გამონაკლისის სახით, ცოტა მეტი ან ნაკლები კრედიტი დააგროვოს, რაც საზღვარგარეთ მისთვის მისაღები საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის სირთულესთანაა დაკავშირებული. სასწავლო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს და ათანხმებდეს ასეთ მცირე ცდომილებებს.
მიიღებს თუ არა წარუმატებელი სტუდენტი კრედიტებს იმ საგნებისთვის, რომლებიც ვერ ჩააბარა?
სტუდენტის აკადემიური მოსწრება წარმატებული უნდა იყოს, მან უნდა მიიღოს გამსვლელი ქულა, რათა მოაგროვოს გათვალისწინებული კრედიტები. შეღავათის შემთხვევაში სასწავლებელს უფლება აქვს გაათავისუფლოს სტუდენტი ამა თუ იმ მოდულში კრედიტების დაგროვებისგან, თუ სტუდენტმა წლის განმავლობაში უკვე მიაღწია პროგრამის მიზნებს. ეს პროცედურა დეტალურად უნდა დადგინდეს.
შესაძლებელია თუ არა, რომ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა და იქ ჩააბარა გამოცდები, აიძულონ იგივე გამოცდები ჩააბაროს (პირადად ან ელექტრონული ფორმით) სწავლების იგივე პერიოდისათვის?
არა, უცხოეთში სწავლის პერიოდი (გამოცდებისა და შეფასების სხვა მეთოდების ჩათვლით) მთლიანად ანაცვლებს სწავლის შესაბამის პერიოდს (ანალოგიურად, გამოცდებისა და შეფასების სხვა მეთოდების ჩათვლით) მშობლიურ უნივერსიტეტში.
ვალდებულია თუ არა უნივერსიტეტი ცნოს სტუდენტის მიერ წარმატებით დამთავრებული ის კურსები, რომლებიც არ არის მითითებული სასწავლო ხელშეკრულებაში?
არა, უნივერსიტეტს ასეთი ვალდებულება არ აქვს. სტუდენტის მიერ გავლილი ყველა კურსი შეტანილი უნდა იყოს სასწავლო ხელშეკრულებაში. სასწავლო ხელშეკრულების შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ მას თავიდან უნდა მოაწეროს ხელი სამივე მხარემ: სტუდენტის მშობლიურმა უნივერსიტეტმა, მასპინძელმა უნივერსიტეტმა და თავად სტუდენტმა.
ფარავს თუ არა ECTS-ი სამუშაო პრაქტიკას?
დიახ, ECTS-ი არ შემოიფარგლება მხოლოდ სასწავლო კურსებით. იგი ასევე ფარავს სამუშაო პრაქტიკასაც. სამუშაო პრაქტიკა შეიძლება განისაზღვროს როგორც სწავლის შედეგი და სამუშაო დრო, რომელიც გამოიხატება ECTS-ის კრედიტებში. ცხადია, კრედიტების მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი შეფასების შედეგად.
შეიძლება თუ არა კრედიტების გამოყენება დოქტორანტურის საფეხურზე?
დიახ, ECTS-ი გამოიყენება როგორც სასწავლო კურსების, ასევე კვლევების სფეროშიც. შესაბამისად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოქტორანტურის საფეხურზეც. სწავლა ამ საფეხურზე შეიძლება განისაზღვროს როგორც სწავლის შედეგი და სამუშაო დრო, რომელიც გამოიხატება ECTS-ის კრედიტებში.
შეგიძლიათ მოიყვანოთ კრედიტების განაწილების რამდენიმე მაგალითი?
ქვემოთ სქემატურად არის მოყვანილი რამდენიმე მაგალითი:
მაგალითი 1 - პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) - სასურველი (სემესტრული ან ტრიმესტრული სისტემა და კრედიტების საერთო საბაზო რაოდენობა)
მაგალითი 2 - პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) - მისაღები (კრედიტების საერთო საბაზო რაოდენობა
მაგალითი 3 - პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) - მისაღები (კრედიტების ცვლადი რაოდენობა)
კრედიტების განაწილების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასწავლებელმა უნდა გამოიყენოს კრედიტების საერთო საბაზო რაოდენობა (მაგალითად, 5 ან 6), რაც ამარტივებს სხვადასხვა ფაკულტეტებზე მიღებული კრედიტების კომბინაციას. უფრო კონკრეტული მაგალითებისთვის მიმართეთ ECTS-ის ,,სერტიფიკატით” დაჯილდოებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდებს.
![]() |
4 სტუდენტის დატვირთვა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპაში შეიმუშავეს უმაღლესი განათლების პროგრამებში სტუდენტთა დატვირთვის განსაზღვრის რამდენიმე სქემა. მათ შორის ერთ-ერთი შემოწმდა ევროკომისიის მიერ სოკრატეს (შოცრატეს) პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: ,,ევროპაში საგანმანათლებლო სტრუქტურების რეგულირება”1. პროექტი შეისწავლიდა სწავლის შედეგებს, ზოგად კომპეტენციებს და საგანთან დაკავშირებულ კომპეტენციებს. პროექტმა აჩვენა, რომ ამ მიდგომას სწავლის, სწავლებისა და შეფასებისადმი გავლენა აქვს დატვირთვაზე. იგი განსაზღვრავს სტუდენტის დატვირთვის გაანგარიშების ოთხ ეტაპს.
ოთხი ეტაპი
მთავარი მიზნის მისაღწევად, კერძოდ, ისეთი სქემის შესამუშავებლად, რომელიც სტუდენტების დატვირთვის რეალურ განსაზღვრას უზრუნველყოფს, შემდეგი ნაბიჯებია რეკომენდირებული:
I. მოდულების/კურსების შემოღება
არსებობს სისტემები დამყარებული მოდულებზე და მათ გარეშე. სისტემაში, რომელშიც მოდულები არ გამოიყენება, თითოეულ კურსს შეიძლება კრედიტების განსხვავებული რაოდენობა ჰქონდეს, თუმცა ერთი წლის კრედიტების ჯამური რაოდენობა კვლავ სამოცია. მოდულებზე დამყარებულ სისტემაში კურსს/მოდულს ფიქსირებული დატვირთვა აქვს, მაგალითად, 5 კრედიტი, ან მისი ჯერადი. მოდულის დატვირთვა ეფუძნება იმ ამოცანების მთლიან რაოდენობას, რომელიც სტუდენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ეს ამოცანები განისაზღვრება სწავლის შესაბამისი შედეგების მისაღწევად საჭირო დროის მიხედვით. მაგალითად, ხუთკრედიტიანი მოდული ტიპურისტუდენტისათვის 125 სამუშაო საათს ითვალისწინებს.
II. სტუდენტების დატვირთვის შეფასების განსაზღვრა
ყოველი მოდული გარკვეულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეფუძნება, რომელიც შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით განისაზღვრება:
კურსის ტიპები: ლექცია, სემინარი, კვლევითი სემინარი, სავარჯიშო კურსი, პრაქტიკული სამუშაო, ლაბორატორიული სამუშაო, ინდივიდუალური სწავლა ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მეცადინეობა, ინტერნატურა, სამუშაო პრაქტიკა, საველე პრაქტიკა, პროექტზე მუშაობა და ა.შ.
სასწავლო საქმიანობის ტი პები: ლექციებზე დასწრება, სპეციალური დავალებების შესრულება, ტექნიკური ან ლაბორატორიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ნაშრომების წერა, წიგნებისა და სტატიების კითხვა, სხვისი ნაშრომების კონსტრუქციული კრიტიკის სწავლა, შეხვედრების გაძღოლა, და ა.შ.
შეფასების ტიპები: ზეპირი გამოცდა, წერითი გამოცდა, პრეზენტაცია, ტესტი, სამეცნიერო მოხსენება, პორტფოლიო, თეზისი, ინტერნატურის ანგარიში, საველე პრაქტიკის ანგარიში, უწყვეტი შეფასება და ა.შ.
მასწავლებლები განსაზღვრავენ ამა თუ იმ კურსის/მოდულის დასრულებისათვის საჭირო დროს. დროში გამოხატული დატვირთვა უნდა ემთხვეოდეს ამ კურსისათვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობას. მასწავლებლებმა უნდა შეიმუშაონ ადეკვატური სტრატეგია, რათა მოხერხდეს მოცემული დროის ეფექტურად გამოყენება.
III. განსაზღვრული დატვირთვის შემოწმება სტუდენტის მიღწევების საფუძველზე
არსებობს განსაზღვრული დატვირთვის სისწორის შემოწმების განსხვავებული მეთოდები. ყველაზე ხშირად გამოიყენება კითხვარები, რომლებსაც სტუდენტები ავსებენ სწავლის განმავლობაში ან კურსის დასრულების შემდეგ.
IV. დატვირთვისა და/ან საგანმანათლებლო საქმიანობის კორექტირება
მონიტორინგის პროცესმა ან კურსის შინაარსის განახლებამ შეიძლება გამოიწვიოს დატვირთვის და/ან სასწავლო პროცესის კორექტირება. მოდულებზე დამყარებულ სისტემაში აუცილებელი იქნება სასწავლო მასალის რაოდენობის და/ან სწავლის, სწავლებისა და შეფასების ტი პების შეთანხმება, რადგანაც კრედიტების რაოდენობა (როგორც ჩვენს მაგალითში, ხუთი ან ხუთის ჯერადი) ფიქსირებულია. სისტემაში, რომელიც მოდულებს არ იყენებს, მართალია, შეიძლება კრედიტების რაოდენობის შეცვლა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს სხვა ერთეულებზე, რადგანაც კრედიტების მთლიანი რაოდენობა ასევე ფიქსირებულია (მაგალითად, 30 - სემესტრში, 60 - წელიწადში და ა.შ.). დატვირთვისა და /ან სასწავლო საქმიანობის კორექტირება საჭიროა ყოველთვის, როდესაც მონიტორინგი გამოავლენს, რომ დადგენილი დატვირთვა რეალურს არ შეესაბამება.
,,რეგულირების პროექტი” სტუდენტის დატვირთვის დადგენისა და კორექტირების ორ ფორმას გვთავაზობს. პირველი განკუთვნილია მასწავლებლისათვის, რომელიც გეგმავს მოდულს და აფასებს შესაბამის სამუშაო საათებს. მეორე განსაზღვრულია სტუდენტებისათვის, რომ აღინიშნოს მოდულზე დახარჯული საათების რაოდენობა. ეს დაგვეხმარება დადგენილი და რეალური დატვირთვის შესაბამისობის შემოწმებაში.
იხილეთ:----------საგანმანათლებლო მოდულის დაგეგმვის ფორმა (მასწავლებლებისათვის) საგანმანათლებლო მოდულის დატვირთვის შემოწმების ფორმა (სტუდენტებისათვის)
ხშირად დასმული კითხვები
რა არის კურსის/მოდულის იდეალური მოცულობა?
ეს დამოკიდებულია მასწავლებლებზე, მაგრამ სასურველია კურსები ძალიან მცირე არ იყოს, რომ თავიდან ავიცილოთ საგანმანათლებლო პროგრამის ფრაგმენტაცია. სასწავლო პროცესში, ასევე, შეფერხებების თავიდან ასაცილებლად არარეკომენდირებულია კურსების ზედმეტად გაზრდა.
__________________________
1. დამატებითი ცნობები პროექტის ,,საგანმანათლებლო სტრუქტურების რეგულირება“" შესახებ შეიძლება მოიძიოთ ევროკავშირის ვებ-გვერდზე: http:/europa.eu.int/comm/education/policies/educ/tuning/tuning_en.html; ან მაკოორდინირებელი ინსტიტუტების: დუესტოს (ბილბაო, ესპანეთი) უნივერსიტეტის (www.relint.duesto.es/TuningProject/index.htm) ან გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის (www.let.rug.nl/TuningProject/index.htm) ვებ-გვერდებზე.
![]() |
5 სწავლის შედეგები და კომპეტენციები |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთ აღინიშნა, სწავლის შედეგები კომპეტენციების ის ერთობლიობაა, რომლითაც განისაზღვრება, თუ რა უნდა იცოდეს, ესმოდეს ან უნდა გააკეთოს სტუდენტმა მოკლე თუ გრძელვადიანი სწავლის პროცესის დამთავრების შემდეგ. ეს შეიძლება ეხებოდეს სწავლის პერიოდს, მაგალითად, პირველი ან მეორე საფეხურის პროგრამას, ცალკეულ კურსს ან მოდულს. სწავლის შედეგები განსაზღვრავს კრედიტის მინიჭების მოთხოვნებს, რომლებიც აკადემიური პერსონალის მიერაა დაწესებული. ინდივიდუალური სტუდენტისათვის საჭირო კომპეტენცია, ცხადია, შეიძლება აღემატებოდეს სწავლის დადგენილ შედეგებს.
კომპეტენცია თვისებების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების დინამიური კომბინაციაა. ის შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციფიკური ხასიათის. საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია კომპეტენციის ხელშეწყობა; პროგრამები შედგება სხვადასხვა მოდულებისგან/კურსებისაგან და ფასდება სხვადასხვა ეტაპზე.
საგანმანათლებლო პროგრამები იყოფა ბლოკებად ან ჯგუფებად, რომლებიც სწავლის განსაზღვრულ შედეგებს უნდა შეესაბამებოდეს (ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და კრიტიკულ აზროვნებას).
უნივერსიტეტებმა უნდა აღწერონ თითოეული კურსის სწავლის შედეგები და კომპეტენცია. იხილეთ სახელმძღვანელოს თავი - ,,საინფორმაციო პაკეტი/კურსის კატალოგი“. მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნების უმრავლესობაში სწავლის შედეგების აღწერა უნივერსიტეტების პერსონალისათვის ჯერ უცხოა. სწავლის შედეგების აღწერისა და გამოყენების გამოცდილების გაცვლა სხვადასხვა ენისა და კულტურის პირობებში აშკარად საჭიროა. მკითხველებს პირველ რიგში ვთავაზობთ ,,რეგულირების პროექტს” და 2004 წლის 1-2 ივლისს ედინბურგში სწავლის შედეგების გამოყენებისადმი მიძღვნილი ბოლონიის სემინარის ვებ-გვერდს.1
ხშირად დასმული კითხვები
რატომ უნდა აღვწეროთ კურსები/მოდულები და საგანმანათლებლო პროგრამები სწავლის შედეგების მიხედვით და არა ტრადიციულად, შინაარსის მიხედვით?
განათლების საბოლოო მიზანია სტუდენტების მომზადება საზოგადოებაში აქტიური და დადებითი როლისათვის. სწავლის შედეგების შეფასებისას ყურადღება ექცევა ცოდნას, კრიტიკულ აზროვნებასა და უნარ-ჩვევებს და არა იმ საშუალებებს, რომელიც მასწავლებელმა გამოიყენა სწავლების პროცესში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სწავლის შედეგების გამოყენება ნიშნავს აკადემიურ პერსონალსა და მის საქმიანობაზე ორიენტირებული სისტემიდან სტუდენტსა და შედეგებზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას.
რა კავშირია სწავლის შედეგებსა და კომპეტენციას შორის?
განსაზღვრული სასწავლო პროგრამის ან კურსის /მოდულის სწავლის შედეგები გამოიხატება კომპეტენციით.
შეგიძლიათ სასწავლო შედეგების კომპეტენციის სახით გამოხატვის კონკრეტული მაგალითის მოყვანა?
მაგალითები:
ისტორიის დარგში საგანზე დაფუძნებული კომპეტენციის მაგალითი:
კურსის/მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტმა დისცი პლინის კრიტიკული კანონების შესაბამისად, ტექსტებისა და დოკუმენტების კომენტირებისა და ანოტირების უნარი უნდა გამოამჟღავნოს.
ფიზიკის დარგში საგანზე დაფუძნებული კომპეტენციის მაგალითი:
კურსის/მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს აღწეროს და ახსნას ოპტოელექტრონიკის ძირითადი ხელსაწყოების ფუნქციები; ოპტიკური ბოჭკოები; თხევადი კრისტალის ეკრანები; ბი პოლარული და ზედაპირული ველის ეფექტების ტრანზისტორები და სინათლის დიოდები.
ზოგადი კომპეტენციის მაგალითი:
კურსის/მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, როგორც პირველადი, ასევე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით.
______________________
1. http://www.bologna-edinburgh2004.org.uk/library.asp განსაკუთრებით საყურადღებოა კონფერენციის პუბლიკაცია ,,კავშირის დონეები, სწავლის შედეგები და შეფასების კრიტერიუმები". ჯენი მუნი, ექსტერის უნივერსიტეტი.
![]() |
6 ECTS-ის შეფასების (რანჟირების) სკალა |
▲ზევით დაბრუნება |
სტუდენტების რანჟირება სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ზედმიწევნით აღწერს ამ პროცესს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპის სხვადასხვა პედაგოგიური და კულტურული ტრადიციების მქონე განათლების სისტემებთან. თუმცაღა, აუცილებელია რანჟირების ეროვნული სისტემების გამჭვირვალობის გაზრდა, რათა გაიოლდეს შეფასების გადატანა ერთი სისტემიდან მეორეში, რაც დაეხმარება მობილურ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
ECTS-ის ჩარჩოებში სტუდენტების რანჟირების (დახარისხების) სისტემა შეიქმნა სხვადასხვა ეროვნულ სისტემაში მიღებული შეფასების გაგებისა და შედარების გასაადვილებლად. ის არც ერთ ეროვნულ სისტემას არ ეყრდნობა და განკუთვნილია სისტემის შიგნით სტუდენტების ობიექტური შეფასებისათვის. ESTC-ის შექმნის მიზეზი რანჟირების ეროვნული სისტემების შეცვლა კი არ არის, არამედ საზღვარგარეთ მათი გაგების გაადვილება.
ECTS-ის რანჟირება ეფუძნება მოცემული შეფასების ფარგლებში სტუდენტის ადგილს, რომელიც მას სხვა სტუდენტებისაგან გამოარჩევს. ECTS-ის მიხედვით ხდება სტუდენტთა გაერთიანება ჯგუფებში, რაც რანჟირების ინტერპრეტაციას აადვილებს. სწორედ დაჯგუფების ეს პრინცი პია ძირითადი ECTS-ის რანჟირების სისტემაში.
ECTS-ის მიხედვით სტუდენტები ორ ძირითად ჯგუფად: ჩაჭრილ და გამოცდა ჩაბარებულ სტუდენტებად იყოფიან. შემდეგ ხდება ამ ორი ჯგუფის ცალ-ცალკე შეფასება. გამოცდა ჩაბარებულთა ჯგუფი იყოფა ხუთ ქვეჯგუფად: საუკეთესო 10%25 სტუდენტი იღებს A შეფასებას, მომდევნო 25%25 - B შეფასებას, შემდეგი 30%25 - ჩ-ს, შემდეგი 25%25 - D-ს, და ბოლო 10%25 კი - E-ს.
ჩაჭრილთა ჯგუფი იყოფა ორ ქვეჯგუფად: FX (ჩაიჭრა -კრედიტის მისაღებად მეტი სამუშაოა საჭირო) და F (მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი). ეს აადვილებს სტუდენტთა დიფერენციაციას: ნაწილს დადებითი შეფასების მისაღებად ცოტა მეტი სამუშაო ესაჭიროება, მეორე ჯგუფს კი ნამდვილად არ აქვს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ECTS-ის შეფასების სისტემა ქვემოთ ცხრილის სახითაა მოყვანილი:
ECTS-ის შეფასება |
წარმატებულ სტუდენტთა |
კომენტარი |
A |
10 |
აღარ არის საჭირო ისეთი შეფასებების გამოყენება, როგორიცაა ფრიადი, კარგი და ა.შ., რადგან ისინი არ შეესაბამება პროცენტებზე დამყარებულ ECTS-ის შეფასებათა ტრანსფერის სკალას |
B |
25 |
|
C |
30 |
|
D |
25 |
|
E |
10 |
|
FX |
-- |
ჩაიჭრა - გამოცდის ჩასაბარებლად მეტი სამუშაოა საჭირო |
F |
-- |
ჩაიჭრა - მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი |
ECTS-ის შეფასების დამკვიდრებისათვის ძირითადი მოთხოვნებია: დეტალური პირველადი მონაცემები, შესაბამისი სტატისტიკური მეთოდები, ჯგუფში შესაფასებელ სტუდენტთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა მიღწეულ იქნეს სანდოობა, და მუდმივი კონტროლი გამოყენებული სკალით მიღებული შედეგების ხარისხზე.
დიფერენციაციის ხარისხი ნიშნებს შორის დიდად განსხვავდება როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, ხშირ შემთხვევაში, ერთსა და იმავე ქვეყანასა და სასწავლებელშიც კი. შეფასების გამოხატვა ECTS-ის დახმარებით ძალიან მარტივია, მაშინ როცა ადგილობრივ დონეზე შეფასება ძალზედ დიფერენცირებულია. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეფასების ეროვნულ სისტემაში ნიშნების დიფერენცირების დონე ნაკლებია, ვიდრე ECTS-ში. ასეთი შემთხვევები იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაძლებელია ადგილობრივ სისტემაზე დაყრდნობით შეფასების რანჟირების შედგენა, ორ კატეგორიად იყოფა. თუ შეფასების ორიგინალური სისტემა ამის საშუალებას იძლევა, მაშინ მისი გამოყენება პირდაპირ ECTS-ით შეიძლება. თუ პირველადი შეფასების მონაცემები სანდო რანჟირების საშუალებას არ გვაძლევს, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ECTS-ი.
ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობას ECTS-ის რანჟირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შეფასებულია სტუდენტთა დიდი ჯგუფი ერთისა და იმავე კურსის/მოდულისათვის ერთსა და იმავე დროს, სიტუაცია მარტივდება, რადგანაც შეფასების შედეგები შეიძლება პირდაპირ იქნეს გამოყენებული ECTS-ის რანჟირებისათვის. სტუდენტთა ჯგუფი, რომელშიც სულ მცირე 30 მაინც მიიღებს გამსვლელ ქულას, ითვლება მართებული შეფასებისთვის საჭირო მინი მალურ რაოდენობად, თუმცა უპირატესობა ეძლევა სტუდენტთა უფრო დიდ ჯგუფებს.
იმ სასწავლებლებისათვის, სადაც სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში არაოპტიმალურია, სხვადასხვა სტრატეგია არსებობს: სხვადასხვა სესიაზე ან განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ მოდულებში მიღებული შეფასებები ერთიანდება, რათა მივიღოთ ადეკვატური ზომის ჯგუფი. მაგალითად, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ:
ერთნაირი დონის რამდენიმე კურსის/მოდულის შეფასებებს ერთნაირი განაწილება აქვთ;
ნიშნების განაწილება ხუთწლიან პერიოდზე იძლევა დაბალანსებულ შედეგებს.
უმაღლესმა საგანამანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სტუდენტები ECTS-ის საბოლოო შეფასებით და უნდა გაითვალისწინონ სხვაგან მიღებული ECTS-ის შეფასებები. საჭიროა გარკვეული მოქნილობის გამოყენება, რადგანაც ECTS-ის შეფასების სისტემა შექმნილია განსხვავებული შეფასების სისტემებში გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და შესაბამისად, ვერ მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევას.
ხშირად დასმული კითხვები
სავალდებულოა თუ არა ECTS-ის შეფასებათა ტრანსფერის სკალის გამოყენება?
დაბეჯითებით რეკომენდირებულია სკალის გამოყენება. მაგრამ მისი გამოყენება არ არის სავალდებულო ECTS-ის სერტიფიკატის მისაღებად.
როგორ უნდა ვიმუშაოთ სისტემაში, სადაც მხოლოდ ჩაბარება - ჩაჭრის შეფასება არსებობს?
თუ ეროვნული შეფასების სისტემა მხოლოდ ჩაჭრა-ჩაბარებას ან ზღვრულ კრიტერიუმებს ეყრდნობა, რანჟირება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში ჩაბარების ფაქტი უნდა აღინიშნოს ნიშნის გრაფაში ,,P” ან ,,პასს”-ის (ჩაბარება) ჩაწერით. ასეთი სისტემით მოქმედმა სასწ ავლებლებმა აუცილებლად უნდა აღნიშნონ ეს ფაქტი საინფორმაციო პაკეტში/კურსების კატალოგში, რადგანაც ამას შეიძლება გარკვეული სირთულეები მოჰყვეს განსხვავებული შეფასების სისტემის მქონე სასწავლებლებში გადასვლისას.
საჭიროა თუ არა ამა თუ იმ კურსში/მოდულში ჩაჭრილი სტუდენტის პროცენტული
მაჩვენებლის მითითება?
ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ გამჭვირვალობა უმჯობესდება, როდესაც ჩაჭრილი სტუდენტების პროცენტული მაჩვენებელი მოცემულია თითოეული შეფასებული კურსისათვის. რეკომენდირებულია ამ მონაცემების მითითება ნიშნების ფურცელში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეროვნული შეფასების სისტემაში გამსვლელი შეფასებების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ხუთ ასოზე (A, B, C, D, E) დაფუძნებული (წარმატებული სტუდენტებისათვის) ECTS-ის შეფასების სკალა?
რაც უფრო შესაბამისი იქნება უნივერსიტეტის და ECTS-ის ნიშნები, მით უფრო გაადვილდება შეფასების პროცესი. სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ შეფასების სისტემებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უსამართლობა სტუდენტების მიმართ.
![]() |
7 ECTS-ი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შემთხვევაში |
▲ზევით დაბრუნება |
აკადემიური ხარისხის მისაღებად რეგულარული პროგრამის ყველა მონაწილე არ არის დასწრებული განყოფილების სტუდენტი. იზრდება ზრდასრულ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც ავტონომიურ კურსებს ან მოდულებს გადიან. ეს კურსები ფორმალურ კვალიფიკაციასთან შეიძლება დაკავშირებული არც კი იყოს, ასეთია მაგალითად, უწყვეტი პროფესიული განათლების კურსები. მრავალი ადამიანი იძენს ცოდნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებს გარეთ, დამოუკიდებელი სწავლის, სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილების საშუალებით. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ასეთ არატი პურ მოსწავლეებს ECTS-ის გამჭვირვალობისა და ცნობის პრივილეგიები მოაკლდეთ.
როგორ მოხერხდება ასეთი მრავალმხრივი სწავლების შეფასება კრედიტების მეშვეობით და, თუ ამის სურვილი არსებობს, ოფიციალური კვალიფიკაციის მიღება? ეს შესაძლებელია ECTS-ის ორი ძირითადი პარამეტრის - სტუდენტის დატვირთვისა და სწავლის შედეგების - გამოყენებით. ყველა სახის სწავლება აისახება სწავლის შედეგებში და ყველა სახის სწავლას აქვს (რეალური/საშუალო) დატვირთვა, რაც კრედიტებში გამოიხატება.
ძირითადი საკითხებია საიმედოობა და სერტიფიცირება: ვინ ადგენს სწავლის შედეგებსა და მისანიჭებელ კრედიტთა რაოდენობას? უმაღლესი განათლების სფეროში პასუხი ნათელია: ევროპაში უნივერსიტეტებსა და უმაღლესი განათლების სხვა დაწესებულებებს აქვთ უფლება განსაზღვრონ და შეაფასონ სწავლის შედეგები და მიანიჭონ შესაბამისი კრედიტები როგორც დასწრებული სწავლების სტუდენტებს, ასევე არატი პურ მოსწავლეებს, ვისაც არაფორმალურ პირობებში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების აღიარება სურს.
უნივერსიტეტებს მათ ფარგლებს გარეთ მიღებული სწავლის შედეგები შეუძლიათ დააკავშირონ შესაბამის ფორმალურ სასწავლო პროგრამებში მინიჭებულ კრედიტებთან. სხვა სიტყვებით, უნივერსიტეტებს შეუძლიათ ფორმალური პროგრამა ათვლის წერტილად გამოიყენონ და ამის მიხედვით მიანიჭონ კრედიტები.
უნივერსიტეტების ავტონომიიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროგრამისათვის მინიჭებული კრედიტები შეიძლება განსხვავდებოდეს. 2004-2005 წლებში დაიწყო საპილოტო პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ECTS-ის ,,სერტიფიკატის“ მქონე სასწავლებლების მიერ კრედიტთა მინიჭების გამოცდილების გაზიარება და იმის გარკვევა, შეიძლებოდა თუ არა და რამდენად მთელი ევროპის მასშტაბით უნარ-ჩვევები და კომპეტენცია გამოხატულიყო ,,ობიექტურ“ კრედიტებში. მაგალითად, უნივერსიტეტების ჯგუფებმა შეიძლება გადაწყვიტონ ენის ცოდნის გარკვეული დონისათვის კრედიტების ერთი და იგივე რაოდენობის მინიჭების საკითხი.
ECTS-მა შეიძლება უზრუნველყოს სწავლის შედეგებთან დაკავშირებული დატვირთვის დოკუმენტირება ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური სწავლისათვის. არ არის საჭირო ახალი საბუთების შემოღება. მაგალითად, ECTS-ის ნიშნების ფურცელი შეიძლება იქნეს გამოყენებული იმის აღსაწერად, რას მიაღწია სტუდენტმა იმის მიუხედავად, თუ სად მიიღო მან განათლება და როგორ იყო ორგანიზებული სწავლის პროცესი.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შეიძლება ჩემმა უნივერსიტეტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისათვის ECTS-ის შემდგომ განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა?
ECTS-ის ,,სერტიფიკატის” მქონე სასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ სოკრატეს-ერაზმუსის ეროვნულ სააგენტოებს ,,ECTS-ი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის გრანტის” მისაღებად. გრანტი საშუალებას მისცემს სასწავლებლებს მონაწილეობა მიიღონ ,,ECTS-ი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საპილოტო” პროექტში და შეეცადონ შეიმუშაონ მექანიზმები, რომლებიც, ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური სწავლით მიღებული შედეგებისა და კომპეტენციის კრედიტებით შეფასების საშუალებას მოგვცემს. ამ პროექტში მონაწილეობა დაეხმარება დაინტერესებულ უნივერსიტეტებს გახდნენ რეგიონალური ცენტრები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის და გაზარდონ პროფესიული ცხოვრებისა და სხვა არატრადიციული საგანმანათლებლო გარემოს გამოცდილების მქონე მოსწავლეთა მიღება.
![]() |
8 ECTS-ის ძირითადი დოკუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი
სტუდენტის განაცხადის ფორმა
სასწავლო ხელშეკრულება
ნიშნების ფურცელი
საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი
საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი ECTS-ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. მისი მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საგანმანათლებლო პროგრამების გაგებისა და შედარების გაადვილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; ასევე, მათი უზრუნველყოფა საჭირო აკადემიური და პრაქტიკული ინფორმაციით.
საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი არ შექმნილა მხოლოდ მობილური სტუდენტებისათვის. ეს დოკუმენტი უნდა გამოიყენოს ყველა სტუდენტმა. უნივერსიტეტის გადასაწყვეტია დოკუმენტის ფორმატი და მისი დაბეჭდვის წესი - იქნება ის მთლიანი თუ ცალკეული ნაწილებისაგან შედგენილი. დაბეჯითებული მოთხოვნაა, რომ დოკუმენტი განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და მასზე ხელი მიუწვდებოდეს მხედველობა დაქვეითებულ სტუდენტებს. ეს დოკუმენტი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განახლდეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვებ-გვერდზე ამ დოკუმენტის მოძებნა მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს.
საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი შეიცავს არა მარტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათი კურსებისა და მოდულების სიასა და აღწერილობას, არამედ სრულ ინფორმაციას იმისთვის, რომ სტუდენტმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მოცემულ სასწავლებელში ამა თუ იმ პროგრამის შესწავლა ან გარკვეული მოდულის არჩევა. ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტუდენტებისთვის სწავლის პროცესის დაწყებამდე.
საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივ ენაზე (რომელზეც სწავლება მიმდინარეობს) და ინგლისურად (ან მარტო ინგლისურად, თუ პროგრამა ინგლისურად ისწავლება) ვებ-გვერდზე და/ან ნაბეჭდი სახით. საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი უნდა შეიცავდეს საკონტროლო ცხრილში მოცემულ ყველა პუნქტს:
საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგის საკონტროლო ცხრილი
პირველი ნაწილი: ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ
სახელწოდება და მისამართი
აკადემიური კალენდარი
აკადემიური ხელმძღვანელობა
სასწავლებლის ზოგადი აღწერა (ტი პისა და სტატუსის ჩათვლით)
აკადემიური ხარისხების პროგრამების სია
მიღების/რეგისტრაციის პროცედურები
უნივერსიტეტის ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები (განსაკუთრებით აღიარების პროცედურები)
სასწავლებლის ECTS-ის კოორდინატორი
მეორე ნაწილი: ინფორმაცია აკადემიური ხარისხების პროგრამებზე A) ზოგადი აღწერა
მისანიჭებელი კვალიფიკაციები
სასწავლებელში მიღების პირობები
საგანმანათლებლო და პროფესიული მიზნები
სხვა საფეხურებზე სწავლის გაგრძელების საშუალება
პროგრამის კრედიტების სტრუქტურის დიაგრამა (60 კრედიტი წელიწადში)
საბოლოო გამოცდა (თუ არსებობს)
გამოცდისა და შეფასების წესები
ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორი
B) ინდივიდუალური კურსების აღწერა
კურსის სახელწოდება
ურსის კოდი
კურსის ტიპი
კურსის დონე
სწავლების წელი
სემესტრი/ტრიმესტრი
კრედიტების რაოდენობა
ლექტორის სახელი
კურსის მიზნები (სასურველია აღწერა სწავლის შედეგებითა და კომპეტენციებით)
წინაპირობები
კურსის შინაარსი
რეკომენდირებული ლიტერატურა
სწავლების მეთოდები
შეფასების მეთოდები
სწავლების ენა
მესამე ნაწილი: ზოგადი ინფორმაცია სტუდენტებისათვის
ცხოვრების ღირებულება
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
კვება
სამედიცინო უზრუნველყოფა
პირობები უნარშეზღუდული სტუდენტებისათვის
დაზღვევა
ფინანსური დახმარება სტუდენტებისათვის
სტუდენტების მომსახურების განყოფილება
სასწავლო პირობები
საერთაშორისო პროგრამები
პრაქტიკული ინფორმაცია მობილური სტუდენტებისათვის
ენის კურსები
ინტერნატურა
სპორტი
გასართობი ღონისძიებები
სტუდენტების ასოციაციები
ხშირად დასმული კითხვები
უნდა გამოიცეს თუ არა უნივერსიტეტის საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგი ერთ წიგნად?
არა, თუ მთელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისათვის, უნივერსიტეტი თვითონ გადაწყვეტს, რა სახით გამოსცეს ეს დოკუმენტი: მთლიანად, თუ ნაწილ-ნაწილ. ეს გადაწყვეტილება მიიღება სტუდენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების არსებულ წესებზე დაყრდნობით. მაგალითად, ზოგი უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას უნივერსიტეტის, ფაკულტეტების და დეპარტამენტების შესახებ ცალ-ცალკე. მთავარია ინფორმაცია არსებობდეს საკონტროლო ცხრილში მოცემულ ყველა პუნქტთან დაკავშირებით და თუ ეს ასეა, ECTS-ი არ განსაზღვრავს გამოქვეყნებული ინფორმაციის ფორმატსა და რაოდენობას.
მისაღებია თუ არა მთელი საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგის მხოლოდ ვებგვერდზე განთავსება?
დიახ, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია. სასურველია დოკუმენტის ძველი ვერსიების გარკვეული დროით შენახვაც, რათა თვალნათლივ ჩანდეს გასული წლების მანძილზე ჩატარებული სამუშაოს მოცულობა. ,,ინსტრუქციები საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგის ვებ-გვერდის შექმნისათვის (XML-ის საფუძველზე)" ხელმისაწვდომი იქნება 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე. საერთო ელექტრონული ენის გამოყენება გააადვილებს ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში.
აუცილებელია საკონტროლო ცხრილის ყველა ელემენტი?
დიახ. საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმისათვის, რომ დააკვალიანოს, ინფორმაცია მიაწოდოს და ხელი შეუწყოს როგორც სტუდენტებს, ასევე აბიტურიენტებსა და პარტნიორებს როგორც თქვენი, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
რა იგულისხმება ,,უნივერსიტეტის ძირითად ნორმატიულ დოკუმენტებში" (განსაკუთრებით აღიარების პროცედურებში)?
სასწავლებელმა მოკლედ უნდა აღწეროს, რა პროცედურებია საჭირო სამართლიანი აღიარებისათვის და თუ სად, როგორ და როდის შემუშავდება ECTS-ის დოკუმენტები (სასწავლო ხელშეკრულება და ნიშნების ფურცელი).
საჭიროა თუ არა მთელი პაკეტის თარგმნა, თუ ადგილობრივი ენა არ არის ინგლისური?
დიახ. ეს შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ECTS-ის მიზანია პოტენციური სტუდენტების და პარტნიორების ხელმისაწვდომი ინფორმაციით უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოიდგინეთ მასწავლებელთა მდგომარეობა დანარჩენ 30 ქვეყანაში, სადაც საჭირო იქნება მობილური სტუდენტებისათვის თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (პროგრამის მნიშვნელობა, დონე, შინაარსი, შეფასების ტიპი და ზოგადი სტრუქტურული ორგანიზაცია) გაგება და გაანალიზება. აი, რატომ აქვს საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგის ინგლისურად თარგმნას დიდი მნიშვნელობა. იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებიან უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ აკადემიური ხარი სხის (პირველი, მეორე ან მესამე საფეხურის) მისაღებად სწავლა გააგრძელონ თქვენ უნივერსიტეტში ან, ვისაც სურს თქვენი ენის შესწავლა. მათ ასევე ესაჭიროებათ ნათარგმნი ინფორმაცია იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, თუ სად გააგრძელონ სწავლა. მთელი საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგის ინგლისურ ენაზე თარგმნა ECTS-ის ,,სერტიფიკატის" მიღების აუცილებელი პირობაა.
ძალიან რთული და ძვირი ხომ არ არის მთელი პაკეტის თარგმნა ყოველწლიურად?
პირველი ნაწილი (ინფორმაცია სასწავლებლის შესახებ) და მესამე ნაწილი (ზოგადი ინფორმაცია სტუდენტებისათვის) უნდა ითარგმნოს ერთხელ და შემდეგ უნდა მოხდეს მათი განახლება მთელი სასწავლებლისათვის. მეორე ნაწილის A პუნქტი (ზოგადი ინფორმაცია აკადემიური ხარისხის პროგრამების შესახებ) შედგება თითოეული საფეხურისათვის (ბაკალავრი/მაგისტრი/ დოქტორი) განკუთვნილი რამდენიმე გვერდისაგან და ხშირად არ შეიცვლება. მეორე ნაწილის B პუნქტი (ინდივიდუალური კურსების აღწერა) შედგება თითოეული კურსისათვის განკუთვნილი მაქსიმუმ თითო გვერდისგან და განახლებასა და თარგმნას საჭიროებს წელიწადში ერთხელ. ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ შესაბამის ფაკულტეტებს და ისინი დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი შემოთავაზებები და საქმიანობა კარგად იყოს წარმოდგენილი.
სავალდებულოა თუ არა ECTS-ი სოკრატეს-ერაზმუსის (Socrates-Erasmus) პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტებისათვის?
არა, მიუხედავად იმისა, რომ ერაზმუსი (Erasmus) მოითხოვს სრულ და გამჭვირვალე აკადემიურ აღიარებას, რისი მიღწევაც, ECTS-ის მეშვეობით, ბევრად მარტივია.
სრული აკადემიური აღიარება ნიშნავს, რომ სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტი აღიარებს საზღვარგარეთ სწავლის პერიოდს (გამოცდებისა და/ან სხვა შეფასების ჩათვლით) ამ უნივერსიტეტში სწავლის შესადარებელი პერიოდის შემცვლელად (ასევე, გამოცდებისა და/ან სხვა შეფასების ჩათვლით), თუმცა შინაარსი შეიძლება განსხვავებული იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია კურსის შინაარსის შესახებ, რადგან საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შედგენის შესაძლებლობა მიეცეს. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის დასასრულს მასპინძელმა უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტი და მისი მშობლიური უნივერსიტეტი ნიშნების ფურცლით, რომელიც ადასტურებს, რომ სწავლის შეთანხმებული პროგრამა დასრულებულია და შეიცავს სტუდენტის მიერ გავლილი კურსების/მოდულების ჩამონათვალსა და მიღწეული შედეგების დეტალებს.
სავალდებულოა თუ არა ECTS-ის ,,სერტიფიკატის" მისაღებად ECTS-ის შეფასების სკალის გამოყენება?
ECTS-ის სკალის გამოყენება ECTS-ის ,,სერტიფიკატის" მისაღებად სავალდებულო არ არის, მაგრამ რეკომენდირებულია. ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი შეფასების სისტემის განმარტება აუცილებლად უნდა არსებობდეს.
![]() |
9 სტუდენტის განაცხადის ფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS-ის სტუდენტის განაცხადის ფორმა შეიქმნა მობილური სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლას დროის გარკვეულ პერიოდში სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში აგრძელებენ. ის სტუდენტები, რომელთაც აკადემიური ხარისხის მიღება სხვა უნივერსიტეტში სურთ, ჩარიცხულნი იქნებიან ამ სასწავლებლის წესების მიხედვით და, შესაბამისად, შეავსებენ სხვა სახის დოკუმენტებს.
სტუდენტის განაცხადის ფორმა შეიცავს მასპინძელი უნივერსიტეტისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას. თუ სასწავლებელს ესაჭიროება რაიმე დამატებითი ცნობები სტუდენტის შესახებ (მაგალითად, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სპეციალური სამედიცინო მომსახურება და ა.შ.) მან ეს განსხვავებული ფორმებით უნდა მოითხოვოს.
თავიანთი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნისას სასწავლებლებს შეუძლიათ საკუთარი ფორმის გამოყენება, თუ ის შეიცავს სტანდარტულ ანკეტაში შემავალ ყველა პუნქტს. უმჯობესია ECTS-ის სტანდარტული განაცხადის ფორმის გამოყენება.
იხილეთ: ECTS-ის სტუდენტის განაცხადის ფორმა - სტანდარტული ფორმა
ხშირად დასმული კითხვები
სავალდებულოა თუ არა ECTS-თვის სტუდენტის განაცხადის ფორმის გამოყენება?
მობილური სტუდენტებისათვის ECTS-ის სტუდენტის სტანდარტული განაცხადის ფორმის გამოყენება სასურველია, თუმცა ECTS-ის ,,სერტიფიკატის” მისაღებად ეს არ არის სავალდებულო, თუ გამოყენებული ფორმა შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს.
![]() |
10 სასწავლო ხელშეკრულება |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS-ის სასწავლო ხელშეკრულება შეიქმნა მობილური სტუდენტებისათვის, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე სწავლობენ საზღვარგარეთ, როგორც ერაზმუსის (Erasmus) პროგრამაში მონაწილე სტუდენტები.
სასწავლო ხელშეკრულება შეიცავს პროგრამის იმ კურსებისა და მოდულების სიას, რომლის შესწავლასაც აპირებს სტუდენტი. თითოეული კურსისა თუ მოდულისთვის მოცემულია დასახელება, კოდი და ECTS-ის კრედიტების რაოდენობა.
სასწავლო ხელშეკრულებას ხელს აწერენ სტუდენტი, მისი მშობლიური უნივერსიტეტისა და მასპინძელი უნივერსიტეტის პასუხისმგებელი პირები. მასპინძელი უნივერსიტეტის პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ დაგეგმილი კურსების/მოდულების შესწავლას.
სასწავლო ხელშეკრულება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ საზღვარგარეთ წარმატებით დასრულებული კურსების შესაბამისი კრედიტების ტრანსფერს. სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტის კომპეტენტური ორგანო ან ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ამ კრედიტების ცნობას. სტუდენტს არ სჭირდება კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თითოეულ პროფესორთან მოლაპარაკება. სასწავლო ხელშეკრულება, ნიშნების ფურცელთან ერთად, უზრუნველყოფს სრულ აღიარებას.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც პროგრამა შეცვლას საჭიროებს სტუდენტის დაბრუნების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სასწავლო ხელშეკრულება უნდა შესწორდეს და მას თავიდან უნდა მოაწეროს ხელი მასში მონაწილე სამივე მხარემ: სტუდენტის მშობლიურმა უნივერსიტეტმა, მასპინძელმა უნივერსიტეტმა და თავად სტუდენტმა. მარტო ამ გზით შეიძლება სწავლის შედეგების აღიარების უზრუნველყოფა.
რეკომენდირებულია, რომ, სასწავლო ხელშეკრულების პარალელურად, უნივერსიტეტმა სხვა უნივერსიტეტში წამსვლელ ყველა სტუდენტს მისცეს ცნობა აღიარების დადასტურების შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება იმ კურსების ან მოდულების სია, რომლისგანაც გათავისუფლდება სტუდენტი მის მშობლიურ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ. ნათელია, რომ ამ გზით საზღვარგარეთ სწავლა ანაცვლებს სწავლის შესაბამის პერიოდს სამშობლოში (გამოცდებისა და/ან შეფასების სხვა ფორმების ჩათვლით). ცხადია, აუცილებელი არაა, რომ საზღვარგარეთ მიღებული სწავლის გამოცდილება სამშობლოში არსებულის იდენტური იყოს.
სასწავლებლებს შეუძლიათ სასწავლო ხელშეკრულების საკუთარი ვერსიის გამოყენება, თუ ის შეიცავს სტანდარტული ხელშეკრულების ყველა ელემენტს. მაგრამ სასურველია ECTS-ის სტანდარტული ფორმის გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებლების გარკვეული რიცხვი სასწავლო ხელშეკრულებას იყენებს არა მხოლოდ მობილობისათვის. მათი უმეტესობა ამ დოკუმენტს უკვე იყენებს, როგორც კრედიტების დაგროვების საკუთარი სისტემის ნაწილს. ყოველი სემესტრის ან წლის დასაწყისში სტუდენტსა და სასწავლებელს შორის ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა კონფლიქტის თავიდან აცილებისათვის, როდესაც სტუდენტს აქვს საგნის არჩევის უფლება სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სასწავლო ხელშეკრულების გამოყენება იძლევა გარანტიას, რომ სტუდენტი ირჩევს იმ საგანს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროგრამის მოთხოვნებს.
იხილეთ: ECTS-ის სასწავლო ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა
ხშირად დასმული კითხვები
სავალდებულოა თუ არა სასწავლო ხელშეკრულების გამოყენება ECTS - თვის?
დიახ, და ის ასევე სავალდებულოა ECTS-ის სერტიფიკატის მისაღებად.
![]() |
11 ნიშნების ფურცელი |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS-ის ნიშნების ფურცელი დოკუმენტია, რომელშიც აისახება სტუდენტის საქმიანობა გარკვეული დროის მანძილზე. მასში ჩამოთვლილია კურსები ან მოდულები, მიღებული კრედიტების რაოდენობა, საბოლოო შეფასებები და ის სასურველია შეიცავდეს ECTS-ის შესაბამის შეფასებებსაც. დოკუმენტი ასახავს როგორც სამუშაოს მოცულობას, ასევე აკადემიური მოსწრების დონეს.
მობილური სტუდენტებისათვის ნიშნების ფურცელი ორ შემთხვევაში გამოიყენება: 1. როდესაც სტუდენტების მშობლიური უმაღლესი სასწავლებელი სხვა სასწავლებელში წამსვლელი ყველა სტუდენტისათვის მათ გამგზავრებამდე ავსებს და უგზავნის ნიშნების ფურცელს მასპინძელ უმაღლეს სასწავლებლებს, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს ინფორმაცია სტუდენტის მიერ უკვე შესწავლილ კურსებზე/მოდულებზე და მიღებულ შედეგებზე; 2. როდესაც მასპინძელი სასწავლებელი ავსებს და უგზავნის ნიშნების ფურცელს სტუდენტის მშობლიურ სასწავლებელს მის მიერ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის დამთავრებისას.
ნიშნების ფურცელი არის სტანდარტული ფორმატის დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია სტუდენტის მიერ განხორციელებული ყველა სახის სასწავლო საქმიანობის აღსაწერად. იგი აკადემიური აღიარების მნიშვნელოვანი მექანიზმია. შესაბამისად არსებითია იმის გარკვევა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მის შედგენაზე, როგორ ხდება მისი შედგენა და გადაცემა. სასწავლებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ნიშნების ფურცლის გამოყენებისა და საბოლოო შეფასებების ცვლილების პროცესისათვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებას.
ყველა (არა მარტო მობილური) სტუდენტის მიღწევები სისტემატურად უნდა შედიოდეს ნიშნების ფურცლის ფორმატის კომპიუტერიზებულ ბაზაში. ეს შესაძლებელს გახდის ECTS-ის ნიშნების ფურცლის ჩამატებას ყველა კურსდამთავრებული სტუდენტის დიპლომის დანართში, მიუხედავად მობილობისა.
სასწავლებლებს უფლება აქვთ გამოიყენონ ნიშნების ფურცლის საკუთარი ვერსია, თუ იგი შეიცავს სტანდარტულ ვარიანტში შემავალ ყველა ელემენტს. თუმცა უმჯობესია ECTS-ის სტანდარტული ნიშნების ფურცლის გამოყენება.
იხილეთ: ECTS-ის ნიშნების ფურცელის სტანდარტული ფორმა
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა ნიშნების ფურცელსა და დიპლომის დანართს შორის?
დიპლომის დანართი უკავშირდება აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას. იგი თან ერთვის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის დამადასტურებელ ოფიციალურ დი პლომს. ის მოიცავს აკადემიური ხარისხის მთელ პროგრამას (პირველ, მეორე ან მესამე საფეხურს), გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ფორმატში და ასახავს აკადემიური ხარისხის მისაღებად განხორციელებულ საქმიანობას. ამ მხრივ, დიპლომის დანართი სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ყველა ნიშნების ფურცლის შემაჯამებელი დოკუმენტია. სასურველია, თუ დიპლომის დანართს 4.3 პუნქტის სახით ჩაემატება ECTS-ის საბოლოო ნიშნების ფურცელი. დიპლომის დანართის ფორმატი დადგენილია ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ და დამტკიცებულია ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნების მიერ.
![]() |
12 ერაზმუსის (Erasmus) პროგრამაში მონაწილე სტუდენტების ქარტია |
▲ზევით დაბრუნება |
ერაზმუსის (Erasmus) პროგრამაში მონაწილე სტუდენტების ქარტია1 ერთგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც შეიქმნა ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტების მიერ. მასში ნათლადაა ახსნილი ერაზმუსის (Erasmus) პროგრამის სტუდენტების უფლებები და მოვალეობები.
ქარტია ეფუძნება ECTS-ის ორ მთავარ მექანიზმს: სასწავლო ხელშეკრულებასა და ნიშნების ფურცელს. ECTS-ის მექანიზმების სათანადო გამოყენება მობილური სტუდენტისათვის სრული აკადემიური აღიარების გარანტიას იძლევა.
სასურველია ქარტიის ასლის გადაცემა ყველა მობილური სტუდენტისათვის, რათა ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ერაზმუსის (Erasmus) პროგრამის სტუდენტების უფლება-მოვალეობების შესახებ საზღვარგარეთ გატარებული სწავლის პერიოდის სრული აღიარების მისაღწევად.
________________________
![]() |
13 ECTS-ის ძირითადი მოქმედი პირები |
▲ზევით დაბრუნება |
სასწავლებლის და ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორები
ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტები
სასწავლებლის და ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორები
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა დანიშნონ სასწავლებლისა და ფაკულტეტის/ დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორები თითოეული დეპარტამენტისა თუ ფაკულტეტისთვის.
სასწავლებლისა და ფაკულტეტის/დეპარტამენტის კოორდინატორებს შორის ფუნქციების განაწილება სხვადასხვა სასწავლებლებში განსხვავებული იქნება, მაგრამ მათი ზოგადი პასუხისმგებლობები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
სასწავლებლის ECTS-ის კოორდინატორი თვალყურს ადევნებს სასწავლებელში ECTS -ის პრინცი პებისა და მექანიზმების განხორციელებას, კერძოდ, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების პროცედურებს და მათ სწორ გამოყენებას;
სასწავლებლის ECTS-ის კოორდინატორი ფაკულტეტის/დეპარტამენტის კოორდინატორებთან ერთად, პასუხისმგებელია საინფორმაციო პაკეტის/კურსების კატალოგის მომზადება-გამოცემასა და გავრცელებაზე. ამასთან კრედიტების ტრანსფერი/დაგროვება რეგულირდება შეთანხმებულად მთელ უნივერსიტეტში ყველა დეპარტამენტსა და ფაკულტეტზე.
ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორი შუამავალი პირია სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის დეპარტამენტის ან ფაკულტეტის ფარგლებში. მას, ფაკულტეტის/დეპარტამენტის დონეზე, ეხება ECTS-ის პრაქტიკული და აკადემიური ასპექტები. მან უნდა უზრუნველყოს პოტენციურად მობილური სტუდენტები პარტნიორი სასწავლებლის საინფორმაციო პაკეტებით/კურსების კატალოგებით. ასევე უნდა გააკონტროლოს სტუდენტების მიერ განაცხადის ფორმის და სასწავლო ხელშეკრულების სწორი შევსება და მათ მიერ აკადემიური ცნობის პროცედურების გაგება.
ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს საზღვარგარეთ მიმავალი და იქიდან, სწავლის დასრულების შემდეგ, ჩამოსული სტუდენტები შესაბამისი ნიშნების ფურცლით.
სასწავლებლის კომპეტენციაში შედის სასწავლებლისა და ფაკულტეტის/დეპარტამენტის კოორდინატორებს შორის მოვალეობების გადანაწილება. შესაბამისად მათივე გადასაწყვეტია, თუ ვისი ხელმოწერა იქნება აუცილებელი შესაბამის ECTS-ის დოკუმენტებზე: იქნება ეს განაცხადის ფორმა, სასწავლო ხელშეკრულება თუ ნიშნების ფურცელი. ეს გადაწყვეტილება უნდა უზრუნველყოფდეს გამჭვირვალობასა და ვარგისიანობას.
ხშირად დასმული კითხვები
აუცილებელია თუ არა კოორდინატორი აკადემიური პერსონალიდან იყოს?
ეს სასწავლებლის გადასაწყვეტია. კოორდინატორებს უნდა ჰქონდეთ უფლება ფაკულტეტის/დეპარტამენტის სახელით ეფექტურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.
შეუძლია თუ არა ერთ პიროვნებას ორივე მოვალეობის შესრულება?
დიახ, ამ გადაწყვეტილებას სასწავლებელი და ფაკულტეტები/დეპარტამენტები იღებენ. ალბათ, ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება უფრო პატარა სასწავლებლებისათვის.
![]() |
14 ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტები |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტები1 თავიანთ ქვეყანაში უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს უწევენ კონსულტაციებს ECTS და დიპლომის დანართის გამოყენებასთან დაკავშირებით. ისინი ასევე ახორციელებენ გასვლით ღონისძიებებს როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებშიც. ისინი დაწესებულებებს აძლევენ რჩევებს, თუ როგორ მოემზადონ ECTS-ის და დიპლომის დანართის შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად და როგორ გამოიყენონ ECTS-ი კრედიტების დაგროვებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის. კონსულტანტები უმაღლესი განათლების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები არიან. მათ შეუძლიათ თანმიმდევრული კონსულტაციები გაუწიონ უმაღლესი განათლების თანამშრომლებს იმის პარალელურად, რასაც ჩვეულებრივად უზრუნველყოფენ სამინისტროები, ეროვნული სააგენტოები, რექტორთა საბჭოები, საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი და აკადემიური აღიარების ეროვნულ საინფორმაციო ცენტრები (ENIC/NARIC) და ა.შ.
ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტები წარმოადგენენ ბოლონიის მხარდამჭერთა გუნდის ნაწილს, რომელიც ყველა ქვეყანაშია შექმნილი და უზრუნველყოფენ საკონსულტაციო მომსახურებას ბოლონიის პროცესის ისეთი მრავალფეროვანი ასპექტების დანერგვისათვის, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფა, კურიკულუმის რეფორმა და აკადემიური ხარისხებისა და სწავლის პერიოდების აღიარება.
თუ თქვენ გჭირდებათ რჩევა ECTS-ისა და დიპლომის დანართთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდით რომელიმე ECTS /დიპლომის დანართის კონსულტანტს.
______________
1. კონსულტანტების მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: http://europa.eu.int/comm/education/programmes/socrates/ects/ectscons.pdf
![]() |
15 ECTS-ის სერტიფიკატი: კრიტერიუმები და განაცხადის შეტანის/განხილვის პროცედურა |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS -ის სერტიფიკატის კრიტერიუმები
ECTS სერტიფიკატზე განაცხადის შეტანის/განხილვის პროცედურა
ECTS -ის სერტიფიკატის მფლობელთა პირველი შერჩევის შედეგები
![]() |
16 ECTS -ის სერტიფიკატის კრიტერიუმები |
▲ზევით დაბრუნება |
ECTS-ის სერტიფიკატი შეიძლება მიენიჭოს იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც სწორად იყენებენ ECTS-ს აკადემიური ხარისხის ყველა პროგრამაში. ბოლონიის პროცესში მონაწილე ყველა ქვეყნის სასწავლებლებმა შეიძლება მიმართოს ECTS-ის სერტიფიკატის მისაღებად. სხვა ქვეყნებიდან შემოსული განაცხადების განხილვა არ გამოირიცხება, მაგრამ მოცემულ ეტაპზე არაა გარანტირებული.
სერტიფიკატის მისაღებად საჭირო მოთხოვნები:
სასწავლებელმა თავისი ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი, როგორც ადგილობრივ ენაზე, ასევე ინგლისურად (ან მხოლოდ ინგლისურად, თუ სწავლების ენა ინგლისურია); თუ რაიმე ინფორმაცია არ არის ვებ-გვერდზე ის უნდა არსებობდეს დაბეჭდილი სახით.
სასწავლებელმა სწორად უნდა გამოიყენოს ECTS-ის კრედიტები და უნდა აჩვენოს, რომ ისინი განაწილებულია სტუდენტის დროის ერთეულებში გაზომილი დატვირთვის შესაბამისად;
სასწავლებელი ვალდებულია ასევე სათანადოდ გამოიყენოს ECTS-ის სხვა სავალდებულო დოკუმენტებიც (სასწავლო ხელშეკრულება, ნიშნების ფურცელი).
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც არ შეიცავენ ECTS-ის სერტიფიკატის განაცხადის ფორმით მოთხოვნილ ყველა დოკუმენტს.
მიწოდებული ინფორმაცია და მაგალითები განიხილება ევროპის კომისიის მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. ის სასწავლებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, დაჯილდოვდებიან ECTS-ის სერტიფიკატით და მათი სია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. ამ სერტიფიკატის მიღება დადებითად იმოქმედებს დაწესებულების იმიჯზე და იმაზე მეტყველებს, რომ იგი საიმედო პარტნიორია ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. ECTS-ის სერტიფიკატის მიღება მეტ უმაღლეს სასწავლებელს მისცემს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ახალ საპილოტო პროექტში: ,,ECTS-ი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის.”
სერტიფიკატი ძალაშია სამი აკადემიური წლის განმავლობაში და გაკონტროლდება ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტების მიერ. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, სასწავლებელს ჩამოერთმევა ECTS-ის სერტიფიკატი. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია სერტიფიკატის ჩამორთმევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე გამოქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
![]() |
17 ECTS-ის სერტიფიკატზე განაცხადის შეტანის/განხილვის პროცედურა |
▲ზევით დაბრუნება |
იხილეთ: ECTS-ის სერტიფიკატის მისაღებად საჭირო განაცხადის ფორმა1
განაცხადის მიღების ყოველწლიური ვადაა 1 ნოემბერი
_______________________
1. http://europa.eu.int/comm/education/programmes/socrates/usersg_en.html
![]() |
18 ECTS-ის სერტიფიკატის მისაღებად ჩატარებული პირველი შერჩევის შედეგები 2003 წ. 1 ნოემბრი |
▲ზევით დაბრუნება |
განაცხადების რაოდენობა: 91
__________________________
ავსტრია 4
ბელგია 15
ბულგარეთი 1
კვი პროსი 1
ჩეხეთის რესპუბლიკა 4
გერმანია 5
დანია 3
ესტონეთი 4
ესპანეთი 4
ფინეთი 15
საფრანგეთი 2
უნგრეთი 1
ისლანდია 1
იტალია 4
ლიტვა 1
ნიდერლანდები 3
ნორვეგია 2
პოლონეთი 5
პორტუგალია 5
რუმინეთი 2
შვედეთი 3
სლოვაკეთის რესპუბლიკა 1
თურქეთი 3
გაერთიანებული სამეფო 2
შერჩეული სასწავლებლები: 10
__________________________
შერჩეულ იქნა 3 ბელგიური, 2 ფინური და თითო-თითო სასწავლებელი შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია და ესპანეთი. მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ექსპერტებზე, რადგანაც აქვთ: პირველი და მეორე საფეხურის ყველა პროგრამებზე წარმატებით დანერგილი ECTS-ი, ადგილობრივ და ინგლისურ ენებზე გამოცემული კარგი საინფორმაციო პაკეტი/კურსების კატალოგი (ნაბეჭდი სახით ან ვებ-გვერდზე) და აღიარების ისეთი გამჭვირვალე დოკუმენტები, როგორიცაა სასწავლო ხელშეკრულება, ნიშნების ფურცელი და აღიარების დადასტურება.
ეს სასწავლებლები მოიცავს უნივერსიტეტებს და გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტებს: პოლიტექნიკურ სასწავლებლებს, კოლეჯებს და ტექნიკურ უნივერსიტეტებს. უფრო მეტიც, როგორც დიდ, ასევე პატარა სასწავლებელს შეუძლია წარმატებული განაცხადის შეტანა. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ამ სერტიფიკატის მიღება შეუძლია რეალურად ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს.
განაცხადების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
სერტიფიკატის მფლობელთა დაბალი რიცხვი (10) შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ მიზეზები, რომლის გამოც უარი ითქვა სერტიფიკატის გაცემაზე, ოპტიმიზმს ბადებს: ბევრმა სასწავლებელმა არასრული განაცხადების წარდგენით თავადვე შექმნა წარუმატებლობის საფუძველი. ეს პრობლემა ადვილად გამოსწორებადია შემდგომი რაუნდისათვის. ხარვეზებით იქნა განსახილველად წარდგენილი ისეთი საკითხები, როგორიცაა კურსის კატალოგი ერთ ან ორივე ენაზე, სწავლების პერიოდის სრული და შესაბამისი აღიარება ან კრედიტების სრულყოფილად გამოყენება - ესაა არასრული სია საკითხებისა, რომლის გამოც სასწავლებლებს უარი ეთქვა სერტიფიკატის მინიჭებაზე. მოთხოვნები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია ნათლადაა ჩამოყალიბებული კომისიის რამდენიმე დოკუმენტში (სერტიფიკატის განაცხადის ფორმა და ECTS-ის ძირითადი მახასიათებლების ბროშურის მოძიება შესაძლებელია კომისიის ვებგვერდზე). ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებულ სასწავლებლებს ადვილად შეეძლოთ მიეღოთ სერტიფიკატი, რჩევები ზუსტად რომ შეესრულებინათ.
ECTS-ის სეტიფიკატის მქონე სასწავლებლის სია
____________________________________________
29283 Technische Universitaet Graz, AT
28084 Faculte Universitaire des Sciences Agronomiques de Gembloux, BE
103466 University of Atwerp, BE
27910 Universiteit Gent, BE
38034 Universidad de Deusto, ES
29323 Arcada - Nylands Svenska Yrkeshogskola, FI
29580 Lapeenranta University of Technology, FI
29646 Hogskolen i Agder, NO
43414 Agricultural University of Wroclaw, PL
29154 University of Aveiro, PT
ხშირად დასმული კითხვები
დარჩება თუ არა ჩემი სასწავლებელი სერტიფიკატის გარეშე განაცხადის რამდენიმე პუნქტის არასრული შევსების გამო?
თქვენ ზუსტად უნდა მისდიოთ საკონტროლო ცხრილს, რადგან მასში მოცემული ყოველი პუნქტი აუცილებელია პოტენციური სტუდენტისა და მისი პარტნიორებისათვის როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
თუ რომელიმე აკადემიური ხარისხის პროგრამა არ არის შეტანილი საინფორმაციო პაკეტში/კურსების კატალოგში, დარჩება თუ არა ჩემი სასწავლებელი სერტიფიკატის გარეშე?
დიახ, ამ შემთხვევაში სრული განაცხადი უნდა შეიტანოთ მომავალ წელს.
ჩემი დაწესებულების ზოგიერთი ფაკულტეტი პასიურია სტუდენტთა მობილობის სფეროში, დარჩება თუ არა ჩემი სასწავლებელი სერტიფიკატის გარეშე?
არა, არ არის აუცილებელი ყველა ფაკულტეტი იყოს აქტიური სტუდენტთა მობილობის სფეროში. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სერტიფიკატის მისაღებად და წარადგინოთ საბუთები იმ ფაკულტეტებისათვის, რომლებსაც ჰყავთ მობილური სტუდენტები.
![]() |
19 დიპლომის დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომის დანართის საკონტროლო ცხრილი
დიპლომის დანართის სერტიფიკატის კრიტერიუმები
დიპლომის დანართის სერტიფიკატზე განაცხადის შეტანის/განხილვის პროცედურა
დიპლომის დანართის სერტიფიკატის მფლობელთა პირველი შერჩევის შედეგები
დიპლომის დანართი არის დამატება, განმარტებითი ბარათი, რომელიც თან ერთვის უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიჭებულ დი პლომს. იგი განმარტავს დი პლომს, რომელიც ხშირად მხოლოდ საკუთარ ქვეყნაშია გასაგები. სრულად შევსებული ეს დოკუმენტი შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას ნებისმიერი აკადემიური ხარისხისა ან კვალიფიკაციის მართებული შეფასებისათვის.
დიპლომის დანართი უნდა შემუშავდეს ევროპაში ფართოდ გავრცელებულ ენაზე და უნდა მიეცეს ყოველ სტუდენტს ყველა ტიპის აკადემიური ხარისხის პროგრამისათვის, მისი დასრულების შემდეგ ოფიციალურ დი პლომთან ერთად უფასოდ.
სასწავლებელმა უნდა გაავრცელოს ინფორმაცია დიპლომის დანართის მიზნებსა და შინაარსზე თავის სტუდენტებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, დამქირავებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ევროკომისიის ევროპასსის (EUROPASS1) ინიციატივა. კომისიის წინადადებაა მოხდეს პროფესიული განათლებისათვის შემუშავებული განსხავებული გამჭვირვალე მექანიზმების (ევროპული პორტფოლიო და ავტობიოგრაფიის ევროპული სქემა - CV) ინტეგრირება და ერთიან ევროპულ ჩარჩოში მოთავსება, დიპლომის დანართში მოცემული კვალიფიკაციებისა და კომპეტენციის გამჭვირვალობის მიზნით.
______________________
1. http://www.lex.unict.it/cde/documenti/vari/2004/040107europass_en.pdf
![]() |
20 დიპლომის დანართის საკონტროლო ცხრილი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომის ყოველი დანართი უნდა დაიწყოს ასეთი პრეამბულით:
დიპლომის ეს დანართი მიესადაგება ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ შემუშავებულ მოდელს. დანართის მიზანია უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური მონაცემები საერთაშორისო ,,გამჭვირვალობის” გასაუმჯობესებლად და კვალიფიკაციების (დიპლომი, აკადემიური ხარისხი, სერტიფიკატი და ა. შ.) სამართლიანი აკადემიური და პროფესიული აღიარება. იგი შემუშავებულია, რათა უზრუნველყოს დანართში მოყვანილი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ წარმატებით დასრულებული სწავლის ხასიათის, დონის, კონტექსტის, შინაარსისა და სტატუსის სრული აღწერა. იგი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სუბიექტურ დასკვნებს, ეკვივალენტობის მტკიცებას ან წინადადებებს აღიარების შესახებ. ინფორმაცია უნდა შეივსოს რვავე პუნქტის მიხედვით. თუ ინფორმაცია არ არის მოცემული, საჭიროა ამის მიზეზების განმარტება.
გაგრძელდეს შემდეგი რვა პუნქტით:
1 ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ
1.1 გვარი:
1.2 სახელი:
1.3 დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი):
1.4 სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი (თუ არსებობს):
2 ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ
2.1 კვალიფიკაციის სახელწოდება და (თუ არსებობს) მინიჭებული წოდება (ორიგინალის ენაზე):
2.2 სწავლების ძირითადი დარგი კვალიფიკაციის მისაღებად:
2.3 დიპლომის გამცემი სასწავლებლის სახელწოდება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე):
2.4 იმ სასწავლებლის (თუ განსხვავდება 2.3-სგან) სახელწოდება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე), რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი:
2.5 სწავლების/გამოცდის ენა (ენები):
3 ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ
3.1 კვალიფიკაციის დონე:
3.2 პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა:
3.3 მიღების მოთხოვნები:
4 ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე
4.1 სწავლების ფორმა:
4.2 პროგრამის მოთხოვნები:
4.3 პროგრამის დეტალები: (მაგალითად, შესწავლილი მოდულები ან კურსები) და მიღებული ინდივიდუალური საბოლოო შეფასებები/ ნიშნები /კრედიტები: (თუ არსებობს, აქ უნდა დაერთოს ოფიციალური ნიშნების ფურცელი)
4.4 საბოლოო შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების
ინსტრუქცია:
4.5 კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია (ორიგინალის ენაზე):
5 ინფორმაცია კვალიფიკაციის დანიშნულების შესახებ
5.1 დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე:
5.2 პროფესიული სტატუსი (თუ არსებობს):
6 დამატებითი ინფორმაცია
6.1 დამატებითი ინფორმაცია:
6.2 დამატებითი ინფორმაციის წყაროები:
7 დანართის სერტიფიცირება
7.1 თარიღი:
7.2 ხელმოწერა:
7.3 თანამდებობა:
7.4 ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი:
8 ინფორმაცია ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ
(NB იმ სასწავლებლებმა, რომელთაც განზრახული აქვთ დიპლომის დანართის გამოცემა, უნდა გამოიყენონ ქვემოთ მოცემული განმარტებები).
განმარტებები დანართის შევსების შესახებ
(ქვემოთ მოყვანილი ნუმერაცია ემთხვევა დიპლომის დანართის ნუმერაციას)
1 ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ
1.1 გვარი.
1.2 ყველა ოფიციალური სახელი.
1.3 მიუთითეთ დაბადების დღე, თვე და წელი.
1.4 ამ პარაგრაფით უნდა მოხდეს პირის იდენტიფიკაცია, როგორც სტუდენტისა, რომელიც დაშვებული იყო დიპლომის დანართში მითითებულ კონკრეტულ პროგრამაზე. ეროვნული ან სახელმწიფო პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა იქნეს მითითებული იმ ქვეყნებისათვის, სადაც არსებობს მსგავსი საიდენტიფიკაციო სისტემა.
2 ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ
2.1 წარმოადგინეთ კვალიფიკაციის სრული სახელწოდება ისე, როგორც ეს მიღებულია კვალიფიკაციის გამცემ ქვეყანაში, მაგალითად, Kandidat nauk, Maitrise, Diplom და ა.შ. თუ საქმე ეხება ორმაგ კვალიფიკაციას, ესეც უნდა მიეთითოს. აღნიშნეთ, ანიჭებს თუ არა კვალიფიკაცია მის მფლობელს ქვეყანაში მიღებულ რაიმე წოდებას და რას ნიშნავს ეს წოდება. მაგალითად, Doctor, Ingenieur და ა.შ. მიუთითეთ, ცნობს თუ არა ამ წოდებას კანონმდებლობა.
2.2 მიუთითეთ მხოლოდ სწავლის ძირითადი დარგი(ები) (დისციპლინები), რომლებიც განსაზღვრავს მთავარ საგნებს კვალიფიკაციისათვის. მაგალითად, პოლიტიკა და ისტორია, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, მოლეკულური ბიოლოგია და ა.შ.
2.3 მიუთითეთ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლებელი. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ეს იგივე სასწავლებელია, რომელმაც განახორციელა სასწავლო პროცესი (იხ. 2.4 ქვემოთ). კვალიფიკაციები შეიძლება გაიცეს ქვეკონტრაქტორი დაწესებულების მიერ, რომელსაც გადაეცა ,,ფრანჩაიზი” ან ხელმძღვანელი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ,,აკრედიტაციის” გარკვეული ტიპის მქონე სასწავლებელს. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო, უნივერსიტეტი ან დარგობრივი უმაღლესი სასწავლებელი.1 ზოგ შემთხვევაში ხელმძ ღვანელიკომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს უცხოური დაწესებულება. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი დასახელება. მიუთითეთ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლებლის სტატუსი: კერძო/დამოუკიდებელი, კერძო და სახელმწიფოს მიერ აღიარებული, სახელმწიფო და, შეძლებისდაგვარად, ვის მიერ არის აკრედიტებული და ა.შ. ბოლოს, მიუთითეთ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლებლის ადგილი ზოგად ეროვნულ საგანმანათლებლო კლასიფიკაციაში. მაგალითად, უნივერსიტეტი, Fachhochschule, პროფესიული დაწესებულება, ტექნიკური კოლეჯი, Grand Ecole და ა.შ. თუ არსებობს განსხვავება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ სასწავლებელსა და სასწავლო პროცესის განმახორციელებელ სასწავლებელს შორის, მიუთითეთ ორივეს სტატუსი.
2.4 ეს პარაგრაფი ეხება იმ სასწავლებელს, რომელიც აწარმოებდა სწავლებას. ზოგ შემთხვევაში იგი განსხვავდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლებლისაგან (იხ. 2.3 ზევით). მიუთითეთ სწავლების განმახორციელებელი სასწავლებლის სტატუსი: კერძო/დამოუკიდებელი, კერძო და სახელმწიფოს მიერ აღიარებული, სახელმწიფო და თუ შესაძლებელია მიუთითეთ. ვის მიერ არის აკრედიტებული. მიუთითეთ (სწავლების განმახორციელებელი) სასწავლებლის ადგილი ზოგად ეროვნულ საგანმანათლებლო კლასიფიკაციაში. მაგალითად, უნივერსიტეტი, Fachhochschule, პროფესიული დაწესებულება, ტექნიკური კოლეჯი, Grand Ecole და ა.შ. 2.5 მიუთითეთ სწავლებისა და გამოცდის ენა.
3 ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ
3.1 მიუთითეთ კვალიფიკაციის ზუსტი დონე და მისი ადგილი აკადემიური ხარისხების სპეციფიკურ ეროვნულ საგანმანათლებლო სტრუქტურაში (რომელიც მოცემული და ახსნილია მერვე პარაგრაფში). უნდა განიმარტოს ადგილობრივი საგანმანათლებლო ჩარჩოები. მაგალითად, დი პლომამდელი/ დიპლომის შემდგომი სასწავლებელი, ბაკალავრიატი + X წელი და ა.შ. მიუთითეთ ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია იმ ,,დონის ინდიკატორის” შესახებ, რომელიც მიღებული და აღიარებულია კვალიფიკაციის გამცემ ქვეყანაში.
3.2 განმარტეთ პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა კვირეებში ან წლებში და სასწავლო დატვირთვა ძირითადი ქვეკომპონენტების მითითებით, მაგალითად, საწარმოო პრაქტიკა. სასურველია, დატვირთვა ასახავდეს სტუდენტის მიერ სწავლაზე დახარჯულ სრულ დროს. იგი მოიცავს პროგრამისათვის განკუთვნილ ჩვეულებრივ დროს, მათ შორის: ლექციებს, ინდივიდუალურ მეცადინეობას, გამოცდებს და ა.შ. ეს შეიძლება გამოისახოს როგორც X საათი კვირაში X კვირის განმავლობაში ან, უბრალოდ, სწავლების ნორმალური ხანგრძლივობის ადგილობრივი აღწერით, მაგალითად, სრული წლიური დატვირთვით.
3.3 ჩამოთვალეთ ან ახსენით ის მოთხოვნები, რომელიც საჭიროა დიპლომის დანართში მითითებული კვალიფიკაციის შესაბამის პროგრამაში აბიტურიენტის დასაშვებად. მაგალითად, ბაკალავრის ხარისხი, ბაკალავრიატი და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც დასახელებული კვალიფიკაციის მისაღებად მოითხოვება შუალედური სწავლა.
4 ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე
4.1 სწავლის ფორმა უჩვენებს რა სახით იყო მიღებული კვალიფიკაცია, მაგალითად, დღის დასწრებული სწავლება, დაუსწრებელი სწავლება, სწავლა ,,სენდვიჩის” პროგრამით, დისტანციური სწავლა და ა.შ.
4.2 თუ შესაძლებელია მიუთითეთ დეტალები დებულებიდან, რომელიც განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს. მაგალითად, ნებისმიერი სავალდებულო კომპონენტები ან სავალდებულო პრაქტიკული ელემენტები, საჭიროა თუ არა ყველა ელემენტის ერთდროული შესრულება, თეზისის/დისერტაციის დებულებები, და ა.შ. მოიყვანეთ განსაკუთრებული დეტალები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კვლიფიკაციის აღწერა, განსაკუთრებით, ინფორმაცია იმ მოთხოვნებზე, რომლებიც აადვილებენ ამ კვალიფიკაციის მიღებას. მოიყვანეთ დეტალები სწავლის შედეგების, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მიზნების შესახებ.
4.3 მიუთითეთ კვალიფიკაციის ყოველი ინდივიდუალური ელემენტის ან ნაწილის დეტალები და მათი წვლილი კვალიფიკაციის განსაზღვრაში. ჩამოთვალეთ ნიშნები და/ან საბოლოო შეფასებები, მიღებული კვალიფიკაციის ყოველი ძირითადი კომპონენტის მიხედვით. ჩანაწერი ზედმიწევნით სრული უნდა იყოს. მიუთითეთ ყველა გამოცდისა ან შეფასების კომპონენტი და/ან სწავლების საგნები, თეზისის ან დისერტაციის ჩათვლით. მიუთითეთ მოხდა თუ არა ამ უკანასკნელის დაცვა. ყველა ეს ინფორმაცია, ხშირად, წარმოდგენილია ნიშნების ფურცლის სახით (ნიშნების ფურცლის მოხერხებული ფორმატი დამუშავებულია კრედიტების ტრანსფერის ევროპულ სისტემაში). კრედიტებზე დამყარებული სისტემების უმრავლესობა იყენებს დეტალურ ნიშნების ფურცელებს, რომლებიც შეიძლება ჩაირთოს დიპლომის დანართის ფართო ჩარჩოებში. თუ შესაძლებელია ინფორმაციის მიღება პროგრამის ელემენტებსა და ერთეულებს შორის კრედიტის გადანაწილებაზე, ის უნდა ჩაირთოს აღწერაში.
4.4 გადმოეცით ინფორმაცია კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საბოლოო შეფასებების სქემისა და გამსვლელი ნიშნების შესახებ. მაგალითად, გამსვლელია მაქსიმალური ქულის 40%25. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები სხვადასხვა ქვეყნის და უმაღლესი სასწავლებლის შეფასებათა სისტემაში. მაგალითად, ზოგან 70%25-იანი შეფასება ძალიან მაღალი შეფასებაა მაშინ, როდესაც სხვაგან ეს საშუალო ან ცუდი შეფასებაც კი არის. ამიტომ უნდა მიეთითოს ინფორმაცია კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საბოლოო შეფასებების გამოყენებისა და განაწილების შესახებ.
4.5 თუ არსებობს, მოიყვანეთ საბოლოო კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია, მაგალითად, დიპლომი წარჩინებით, First Class Honour Degree, Summa Cum Laude, Merit, Avec Distinction და ა.შ.
5 ინფორმაცია კვალიფიკაციის დანიშნულების შესახებ
5.1 მიუთითეთ, იძლევა თუ არა კვალიფიკაცია შემდგომ აკადემიურ და ან პროფესიულ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, განსაკუთრებით, თუ იგი სრულდება სპეციფიკური კვალიფიკაციის მიღებით (მაგალითად, სადოქტორო პროგრამა უნგრეთში). თუ ეს ასეა, დააზუსტეთ, რა შეფასებები ან სტანდარტებია საჭირო სწავლის გაგრძელების ნებართვის მისაღებად. აღნიშნეთ ეს კვალიფიკაცია საბოლოოა, თუ ხარისხების იერარქიის მხოლოდ ერთი ნაწილია.
5.2 დეტალურად ახსენით კვალიფიკაციის მფლობელის ნებისმიერი პრაქტიკული საქმიანობის უფლება ან პროფესიულ სტატუსთან შესაბამისობა. რა სპეციალური დაშვების უფლებას (თუ ასეთი არსებობს) იძლევა კვალიფიკაცია დასაქმებისა და პროფესიული პრაქტიკის თვალსაზრისით და მიუთითეთ, რომელი კომპეტენტური ორგანო იძლევა მას. უჩვენეთ, რომელ ,,რეგულირებად პროფესიაზე” აქვს დაშვება ამ კვალიფიკაციას.
6 დამატებითი ინფორმაცია
6.1 გადმოეცით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც არაა ზემოთ მოცემული, მაგრამ მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ხასიათის, დონისა და გამოყენების შეფასების მიზნებისათვის. მაგალითად, ის, რომ კვალიფიკაცია მოიცავს სწავლის/მომზადების პერიოდს სხვა სასწავლებელში /კომპანიაში/ქვეყანაში და დაურთეთ შესაბამისი დეტალები იმ სასწავლებლის შესახებ, სადაც იქნა მიღებული კვალიფიკაცია.
6.2 გადმოეცით ინფორმაცია სხვა სასარგებლო წყაროების და ლიტერატურის შესახებ, სადაც შეიძლება ცნობების მოპოვება კვალიფიკაციის შესახებ. მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლის ვებ-გვერდი, ფაკულტეტი კვალიფიკაციის გამცემ სასწავლებელში, ეროვნული საინფორმაციო ცენტრი, ევროკავშირის ეროვნული აკადემიური ცნობის საინფორმაციო ცენტრები (NARIC), ევროპის საბჭო/UNESCO, ეროვნული აკადემიური ცნობისა და მობილობის საინფორმაციო ცენტრები (ENIC).
7 დანართის სერტიფიცირება
7.1 დიპლომის დანართის გაცემის თარიღი. სავალდებულო არ არის ის ემთხვეოდეს კვალიფიკაციის მინიჭების თარიღს.
7.2 დიპლომის დანართის გამცემი ოფიციალური პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა.
7.3 ამ პირის ოფიციალური თანამდებობა.
7.4 იმ დაწესებულების ოფიციალური ბეჭედი, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომის
დანართის ავთენტურობას.
8 ინფორმაცია ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ გადმოეცით ინფორმაცია უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ. ზოგადი მოთხოვნები უმაღლეს სასწავლებელში მიღების წესებზე, დაწესებულებათა ტიპები და კვალიფიკაციების სტრუქტურა. აღწერამ უნდა უჩვენოს კვალიფიკაციის კონტექსტი. ამ აღწერის სტანდარტული ჩარჩო არსებულ აღწერასთან ერთად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც.
ეს საბუთი შექმნილია ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკური სივრცის ქვეყნების შესაბამის აკადემიური ცნობის ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებთან (NARIC), აკადემიური ცნობისა და მობილობის საინფორმაციო ცენტრების ევროპულ (ევროპის საბჭო/UNESCO) ქსელთან (ENIC), მინისტრებისა და რექტორების კონფერენციებთან თანამშრომლობით.
_________________________
1. რედაქტორის შენიშვნა: რეგულირებადი პროფესიების (მაგ. სამედიცინო სფეროში) შემთხვევაში კვალიფიკაციას სახელმწიფო ანიჭებს სასერტიფიკაციო გამოცდის შემდეგ, ანუ სასწავლო პროცესი ხორციელდება უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, მაგრამ კვალიფიკაციის მიმნიჭებელია არა ის, არამედ სახელმწიფო.
![]() |
21 დიპლომის დანართის სერტიფიკატის კრიტერიუმები |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომის დანართის სერტიფიკატი მიენიჭება იმ სასწავლებლებს, რომლებიც კორექტულად გამოსცემენ დიპლომის დანართს ყოველი სტუდენტისათვის სწავლის დამთავრების შემდეგ, დიპლომთან ერთად, უფასოდ და ფართოდ გავრცელებულ ევროპულ ენაზე.
ბოლონიის ხელმომწერი ყველა ქვეყნის სასწავლებელს შეუძლია გააკეთოს განაცხადი დიპლომის დანართის სერტიფიკატის მიღებაზე. სხვა ქვეყნებიდან მიღებული განაცხადების შეფასება (ან განხილვა) არ არის გამორიცხული, მაგრამ არაა გარანტირებული მოცემულ ეტაპზე.
სასწავლებლებმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართის მოქმედი ნიმუშები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიპლომის დანართი გამოშვებულია ყველა კურსდამთავრებულისათვის. არ განიხილება განაცხადი, რომელიც არ შეიცავს დიპლომის დანართის სერტიფიკატის განაცხადის ფორმით მოთხოვნილ ყველა საბუთს.
სერტიფიკატის მფლობელი სასწავლებლების სია ქვეყნდება ვებ-გვერდზე. სერტიფიკატის მიღება მოქმედებს დაჯილდოებული სასწავლებლის ავტორიტეტზე და უჩვენებს, რომ იგი საიმედო პარტნიორია ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის.
მოწოდებული მაგალითები და ინფორმაცია შეფასებული იქნება ევროკომისიის მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. დიპლომის დანართის სერტიფიკატი სასწავლებელს ენიჭება სამი წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ECTS/დიპლომის დანართის კონსულტანტებს შეუძლიათ განახორციელონ საკონტროლო ვიზიტი და თუ ნათელი გახდება, რომ მოთხოვნები არ სრულდება, დიპლომის დანართის სერტიფიკატი შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს. ასეთ შემთხვევაში დიპლომის დანართის სერტიფიკატის ჩამორთმევის კრიტერიუმები და პროცედურები გამოქვეყნებული იქნება კომისიის ვებ-გვერდზე.
![]() |
22 დიპლომის დანართის სერტიფიკატზე განაცხადის შეტანის/განხილვის პროცედურა |
▲ზევით დაბრუნება |
იხილეთ: დიპლომის დანართის სერტიფიკატის განაცხადის ფორმა1
განაცხადის მიღების ყოველწლიური ვადაა 1 ნოემბერი
___________________________
![]() |
23 დიპლომის დანართის სერტიფიკატის მფლობელთა პირველი შერჩევის შედეგები 2003 წლის 1 ნოემბრი |
▲ზევით დაბრუნება |
განაცხადების რაოდენობა: 85
__________________________
ავსტრია 1
ბელგია 4
ჩეხეთის რესპუბლიკა 1
გერმანია 6
დანია 9
ესტონეთი 1
ფინეთი 12
საფრანგეთი 1
ნიდერლანდები 2
ნორვეგია 25
პოლონეთი 1
პორტუგალია 1
შვედეთი 17
სლოვენია 1
თურქეთი 3
შერჩეული სასწავლებლების რაოდენობა: 28
________________________________________
წარმატებული განმცხადებლების რაოდენობიდან გამომდინარე (33%25) ცხადია, რომ დიპლომის დანართის სერტიფიკატის მიღება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ECTS-ის სერტიფიკატისა.
წარმატებული განაცხადების ნახევარი წარმოადგენილია ნორვეგიიდან, რომელიც ბოლონიის პროცესში მონაწილე ერთ-ერთი პატარა ქვეყანაა. ჩრდილოეთის ქვეყნებმა მიიღეს სერტიფიკატების 75%25, აქედან შვედეთმა და ფინეთმა თითოეულმა სამ-სამი, ხოლო დანიამ კი 2 სერტიფიკატი მოიპოვა. გერმანიამ წარმოადგინა 2 წარმატებული განაცხადი, ხოლო ავსტრიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და პორტუგალიამ კი თითო-თითო.
ნორვეგიის წარმატება შეიძლება მიეწეროს ქვეყნის განათლების სამინისტროს, რომელმაც გასცა განკარგულება დიპლომის დანართის დაუყოვნებელი გაცემის შესახებ ყველა უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ. 2001 წლის ბოლოს ყველა დაწესებულებამ დაამუშავა დიპლომის დანართი და დაიწყო მისი გაცემა ავტომატურად.
განაცხადების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
როგორც ECTS-ის განაცხადის შემთხვევაში აქაც პრობლემათა უმეტესობის გადაწყვეტა ადვილია: წარუმატებელმა განმცხადებლებმა არ გაითვალისწინეს ახსნა-განმარტებით ბარათში ჩამოთვლილი რჩევები და ამიტომ არ წარადგინეს მოთხოვნილი ინფორმაცია დანართის ყველა პუნქტის მიხედვით. ყველაზე მეტი ხარვეზები დაშვებულ იქნა მე-4 პუნქტში (ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე). კერძოდ, ეს ეხება ქვეპუნქტს 4.3-ს ,,პროგრამის დეტალები“ (მაგალითად, შესწავლილი მოდულები ან კურსები) და მიღებულ ინდივიდუალურ შეფასებებს/ნიშნებს/კრედიტებს. სასწავლებელთა უმრავლესობამ შეიმუშავა დამატებები დიპლომის დანართის შესაბამისი პუნქტების შესავსებად, მაგრამ მათ აღნიშნული მასალა არ დაურთეს თავის განაცხადებს. რამდენიმე განმცხადებელს უარი ეთქვა მე-8 პუნქტის შეუვსებლობის გამო.
დიპლომის დანართის სერტიფიკატის მქონე სასწავლებლის სია
28505 PД DAGOGISCHE AKADEMIE DES BUNDES IN NЦ, AT
28375 FACHHOCHSCHULE STRALSUND, DE
28749 HANDELSHOCHSCHULE LEIPZIG GMBH, DE
28824 SYDDANSK UNIVERSITET, DK
101822 DANMARKS PAEDAGOGISKE UNIVERSITET, DK
64947 ESTONIAN BUIZNESS SCHOOL, EE
29497 OULUN SEUDUN AMMATTIKORKEAKOULU, FI
29560 TAMPEREEN YLIOPISTO, FI
29574 LAUREA- AMMATTIKORKEAKOULU, FI
29625 HШ GSKOLEN I BODШ, NO
29627 HШ GSKOLEN I LILLEHAMMER, NO
29642 HШ GSKOLEN I NARVIK, NO
29643 UNIVERSITETET I BERGEN, NO
29646 HШ GKSOLEN I AGDER, NO
29650 NORGES WETERIN?RHШ GSKOLE, NO
29652 HШ GSKOLEN I NORD-TRШ NDELAG, NO
29654 HШ GSKOLEN I TROMSШ, NO
29684 HШ GSKOLEN I SШ R-TRШ NDELAG, NO
29714 UNIVERSITETET I OSLO, NO
29724 UNIVERSITETET I TROMSШ, NO
29726 HШ GSKOLEN I MOLDE, NO
100293 HШ GSKOLEN I GJШ VIK, NO
218548 HШ GSKOLEN I Д LESUND, NO
68668 WYZSZA SZKOLA HUMANISTYCZNO-EKONOMICZNA W LODZI, PL
29238 UNIVERSIDADE DO MINHO, PT
29350 UPPSALA UNIVERSITET, SE
29369 MД LARDALENS HЦ GSKOLA, SE
29375 VД XJЦ UNIVERSITET, SE
ხშირად დასმული კითხვები
სავალდებულოა თუ არა ECTS-ის კრედიტების გამოყენება დიპლომის დანართში?
არა, მაგრამ ეს დაბეჯითებით არის რეკომენდებული. კარგ მაგალითს წარმოადგენს კურსდამთავრებულის ECTS-ის ნიშნების ფურცლის ჩართვა დიპლომის დანართის 4.3 ქვეპუნქტში. ECTS-ის კრედიტების ჩართვა აუმჯობესებს დანართის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჭვირვალობას.
არის თუ არა დაკავშირებული დიპლომის დანართისა და ECTS -ის სერტიფიკატები?
არა. თითოეული სერტიფიკატის მიღება შეიძლება დამოუკიდებლად. ამასთან, დაბეჯითებით ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ორივე სერტიფიკატი წარმოდგენილ იქნეს ერთნაირი ინფორმაციის საფუძველზე, რადგან მონაცემები, რომელიც მოითხოვება ორივესათვის, ერთნაირია და შეიძლება შეგროვდეს, შედარდეს, შეინახოს და გახდეს ხელმისაწვდომი ორივე შემთხვევისათვის. ცხადია, უფრო ადვილია გაკეთდეს განაცხადი ერთდროულად ორივე სერტიფიკატისათვის.
შეიძლება დიპლომის დანართის მიღება 4.3 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გარეშე სწავლის კომპონენტების, კურსების, მოდულებისა ან ერთეულების შესახებ?
არა, ასეთი საბუთი არ არის ოფიციალური დიპლომის დანართი.
![]() |
24 ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აკადემიური ხარისხი/დიპლომი
აკადემიური ხარისხი ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მინიჭებულ კვალიფიკაციას. კრედიტების დაგროვების სისტემაში პროგრამა სრულდება სწავლის შედეგების სპეციფიკური ერთობლიობის მისაღწევად კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის მინიჭების საშუალებით.
არაოფიციალური სწავლა
ფორმალური და არაფორმალური სწავლისაგან განსხვავებით არის ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი შედეგი; არ წარმოადგენს მიზნობრივ სწავლას და ადამიანის მიერ შეიძლება არც კი იქნას აღქმული, როგორც მისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განახლების საშუალება.
არაფორმალური სწავლა
განათლების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებს გარეთ და არ ისახსავს მიზნად ოფიციალური სერიტფიკატის მიღებას.
არჩევითი კურსები
არჩევითი კურსები არ არის სავალდებულო ყველა სტუდენტისათვის და შეიძლება გამოყენებული იქნეს სასწავლო პროგრამის ნაწილად.
აღიარება
იხილეთ ცნობა
გამოცდა
გამოცდა, ჩვეულებრივ, აღნიშნავს ოფიციალურ წერით და/ან ზეპირ ტესტირებას კურსის ან მოდულის დასრულებისას ან მოგვიანებით, აკადემიური წლის ბოლოს. გამოიყენება შეფასების სხვა მეთოდებიც. ტესტირება კურსის ან მოდულის მიმდინარეობისას კვალიფიცირდება როგორც უწყვეტი შეფასება, თუ მისი შედეგები გათვალისწინებულია საბოლოო შეფასებაში.
განმეორებითი გამოცდა ან შეფასება
სტუდენტს, რომელმაც ვერ შეძლო ვადაში გამოცდაზე ან შეფასებაზე გასვლა, ან ჩაიჭრა, შეიძლება მიეცეს საშუალება მოგვიანებით მიიღოს მონაწილეობა განმეორებით გამოცდაში ან შეფასებაში.
დაახლოება
დაახლოება ნიშნავს ზოგადი მიზნების მისაღწევად შესაბამისი პოლიტიკის ნებაყოფლობით აღიარებას. ეროვნული საგანმანათლებო სისტემების დაახლოება გათვალისწინებულია ბოლონიის პროცესით.
დიპლომამადელი სწავლება
დი პლომამადელ სწავლებაში იგულისხმება სწავლის პერიოდი პირველი აკადემიური ხარისხის მიღებამდე.
დიპლომის დანართი
დიპლომის დანართი წარმოადგენს ოფიციალური აკადემიური ხარისხის/ კვალიფიკაციის დამატებას, რომლის მიზანია სწავლების ხასიათის, დონის, კონტექსტის, შინაარსისა და სტატუსის აღწერა, რომელიც განხორციელებულია და წარმატებით არის დასრულებული აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მფლობელის მიერ. მის საფუძველს წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ შემუშავებული მოდელი. იგი აუმჯობესებს საერთაშორისო გამჭვირვალობასა და კვალიფიკაციების აკადემიურ/პროფესიულ აღიარებას.
დიპლომის შემდგომი სწავლება
სწავლების პერიოდი პირველი აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, მთავრდება მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
დოქტორის ხარისხი
დოქტორის ხარისხი არის საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი დონის კვალიფიკაცია, რომელიც მის მფლობელს აძლევს კვლევისა და აკადემიური მუშაობის წარმართვის უფლებას. ის შეიცავს ორიგინალურ სამეცნიერო კვლევას, რომელიც წარმოდგენილია დისერტაციაში (თეზისში). მას ამჟამად განიხილავენ როგორც აკადემიურ ხარისხს, მინიჭებულს მესამე საფეხურის დასრულების შემდეგ.
ერთობლივი აკადემიური ხარისხი
ხარისხი, რომელიც ენიჭება მობილურ სტუდენტს ორი (ან მეტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.
ინდივიდუალური კონსულტაცია
ინდივიდუალური კონსულტაცია არის სწავლების ფორმა, როდესაც მასწავლებლის ხელმძღვანელობით ხდება კურსის ან მოდულის ღრმა შესწავლა, მასალისა და საგნის კრიტიკული განხილვა და დისკუსია.
თეზისი (დისერტაცია)
თეზისი (დისერტაცია) არის ოფიციალურად წარმოდგენილი წერილობითი ანგარიში, რომელიც ემყარება დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს, და აუცილებელია აკადემიური ხარისხის მისაღებად (როგორც წესი, მესამე აკადემიური ხარისხი ანუ დოქტორის ხარისხი).
კომპეტენცია
კომპეტენცია წარმოადგენს თვისებების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების დინამიურ კომბინაციას. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპეტენციის განვითარება. კომპეტენცია ყალიბდება სხვადასხვა კურსების ფარგლებში და სხვადასხვა საფეხურზე ფასდება. იგი შეიძლება დაიყოს საგანთან დაკავშირებულ კომპეტენციად (დარგისათვის სპეციფიკური) და ზოგად კომპეტენციად (რომელიც საერთოა ყველა აკადემიური სფეროსათვის).
კრედიტი
ECTS-ის შემთხვევაში კრედიტი დროის ერთეულებში გამოსახული სტუდენტის დატვირთვის მოცულობაა.
კრედიტების დაგროვება
კრედიტების დაგროვების სისტემაში პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად სემესტრის, აკადემიური წლის ან სრული პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის კრედიტების განსაზღვრული რაოდენობა უნდა იყოს მიღებული. კრედიტების მინიჭება და დაგროვება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სწავლის განსაზღვრული შედეგის წარმატებით დასრულება დადასტურებულია შეფასებით.
კრედიტების ტრანსფერი
მობილური სტუდენტის მიერ მშობლიურ და მასპინძელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების გადატანა ურთიერთაღიარების მიზნით.
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS)
ECTS-ი არის სისტემა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სისტემების გამჭვირვალობისა და ევროპის რეგიონში სტუდენტთა მობილობის გაუმჯობესება კრედიტების ტრანსფერის საშუალებით. ის ეფუძნება ძირითად დებულებას, რომ აკადემიური წლის განმავლობაში სწავლების საერთო დატვირთვა 60 კრედიტის ტოლია. 60 კრედიტი ნაწილდება კურსებზე ან მოდულებზე შესაბამისი სწავლების შედეგების მიღწევისათვის სტუდენტის დატვირთვის აღსაწერად. კრედიტის ტრანსფერი გარანტირებულია დეტალური ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტი, მასპინძელი უნივერსიტეტი და თავად მობილური სტუდენტი.
კურიკულუმი
იხილე საგანმანათლებლო პროგრამა
კურსი/მოდული
დამოუკიდებელი, ოფიციალურად მიღებული სასწავლო გამოცდილება. მასში ნათლად და ზუსტად უნდა აისახოს კომპეტენციის სახით გამოსახული სწავლის შედეგები და შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები.
კურსის კატალოგი
დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი პროგრამების შესახებ.
მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი
მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, რომელიც ენიჭება პიროვნებას მეორე საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ. ეს საფეხური შეიძლება მოიცავდეს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოსაც. ჩვეულებრივ, სტუდენტი მეორე საფეხურზე დაიშვება პირველი საფეხურის აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ.
მობილობა
სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით.
მობილური სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც აკადემიური ხარისხის მიღებისათვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლიური უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ (ხშირად სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გადის.
მოდული
იხილე კურსი
ნიშანი
ნიშანი არის რიცხვობრივი ან ხარისხობრივი საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალური კურსის/მოდულის შეფასებისათვის.
ნიშნების ფურცელი
დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, კერძოდ, გავლილი კურსებისა და მოდულების ჩამონათვალს, მიღებული კრედიტების რაოდენობას, ადგილობრივსა და ECTS-ის შეფასებას.
პირველი აკადემიური ხარისხი
ბოლონიის დეკლარაციით განსაზღვრული უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციას, რომელიც ენიჭება კურსდამთავრებულს მინიმუმ სამი წლის სწავლის ან 180 კრედიტის დაგროვების შემდეგ, ეწოდება პირველი აკადემიური ხარისხი.
პორტფოლიო
პორტფოლიო არის სტუდენტის ნამუშევრების (ხელოვნების ნიმუშები, საშემსრულებლო პრაქტიკა, პროექტები და ა.შ.) თემატური ნაკრები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
რეგულირება
,,რეგულირება" ნიშნავს რადიომიმღების დაყენებას საჭირო ტალღაზე; ორკესტრის სხვადასხვა ინსტრუმენტის ,,აწყობას" იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ დისონანსებს. ,,რეგულირების პროექტის" შემთხვევაში ეს ნიშნავს შეთანხმებული ათვლის წერტილის შემოღებას ევროპის უმაღლესი განათლების სტრუქტურის ორგანიზაციისათვის. ამავე დროს ხდება იმ ფაქტის აღიარებაც, რომ ტრადიციების მრავალფეროვნება დადებითი ფაქტორია უმაღლესი განათლების დინამიური საერთო სივრცის შესაქმნელად.
საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი)
კურსების ან მოდულების დამტკიცებული ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური აკადემიური ხარისხის მისაღებად. იგი შეიძლება განისაზღვროს კრედიტების დადგენილი რიცხვის მისაღწევად აუცილებელი სწავლის შედეგებით.
საინფორმაციო პაკეტი
იხილე კურსის კატალოგი.
საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სწავლება
საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სწავლება ნიშნავს სწავლებას/სწავლას, რომელიც მოიცავს საინფორმაცო და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს. ის ჩვეულებრივ ელექტრონული სწავლების ფორმით მიმდინარეობს.
საკონტაქტო საათები
45-60 წუთიანი სასწავლო კონტაქტი მასწავლებელსა და სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შორის განსაზღვრულია როგორც საკონტაქტო საათი.
სასწავლო ხელშეკრულება
ECTS-ის სასწავლო ხელშეკრულება წარმოადგენს იმ კურსებისა და მოდულების ჩამონათვალს, რომელთა დაუფლებასაც გეგმავს მობილური სტუდენტი მასპინძელ უნივერსიტეტში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ სტუდენტის მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და თავად სტუდენტი.
საფეხური
საფეხური წარმოადგენს სწავლების პერიოდს, რომელიც საჭიროა აკადემიური ხარისხის მისაღებად. ბოლონიის დეკლარაციაში დასახელებული ერთ-ერთი მოთხოვნა არის ,,ორ ძირითად, დი პლომამდელ და დიპლომის შემდგომ, საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება". ამჟამად სწავლა დოქტორანტურაში ითვლება მესამე საფეხურად.
სტუდენტის დატვირთვა
სტუდენტის დატვირთვა მოიცავს სწავლის შედეგის მისაღწევად საჭირო ყოველგვარ
საგანმანათლებლო საქმიანობას (მაგალითად ლექციებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ინფორმაციის მოძიებას, დამოუკიდებელ მუშაობას და ა.შ.).
სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში
საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომლის მიზანია პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ოპტიმალური პირობების შექმნა.
სწავლების ფორმა
განსაზღვრავს პროგრამის განხორციელების ფორმას: დასწრებული, დისტანციური და ა.შ.
სწავლის შედეგები
სწავლის შედეგით განისაზღვრება, თუ რა უნდა იცოდეს, ესმოდეს და/ან შეეძლოს სტუდენტს სწავლის პროცესის დასრულების შემდეგ. სწავლის შედეგებს თან უნდა ახლდეს შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, მიღწეულ იქნა თუ არა სწავლის მოსალოდნელი შედეგები. სწავლის შედეგები შეფასების კრიტერიუმებთან ერთად განსაზღვრავს კრედიტის მინიჭების მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ნიშნები კრედიტის შესრულების ხარისხს გამოხატავს. კრედიტების აკუმულაცია და ტრანსფერი ადვილდება, თუ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სწავლის შედეგები იმ მიღწევების აღსანიშნავად, რისთვისაც კრედიტები გაიცემა.
უნარ-ჩვევები
უნარ-ჩვევები არის სწავლის პროცესში ფორმირებული შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება დაიყოს ,,საგნობრივად“ და ,,ზოგადად“.
უწყვეტი შეფასება
უწყვეტი შეფასება აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც ქვემოთ აღწერილი შეფასება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს და გავლენას ახდენს საბოლოო შეფასებაზე.
საბოლოო შეფასება
საბოლოო შეფასება ეფუძნება მოცემული სასწავლო პროგრამისათვის კურსის ან მოდულის ფარგლებში გამოვლენილ წარმატებას.
შეფასება
შეფასება არის წერითი, ზეპირი და პრაქტიკული ტესტების/გამოცდების, პროექტებისა და პორტფოლიოს ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება კურსის ან მოდულის ფარგლებში სტუდენტის წარმატების შესამოწმებლად. შეფასება შეიძლება თვით სტუდენტმა გამოიყენოს საკუთარი წარმატების შესამოწმებლად (ფორმატული შეფასება) ან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ იმის დასადგენად, მიაღწია თუ არა სტუდენტმა სწავლის დასახულ მიზნებს კურსის ან მოდულის ფარგლებში (ჯამური შეფასება).
შეღავათი
ეს არის პროცედურა, როდესაც საგამოცდო კომისია ათავისუფლებს სტუდენტს იმ კურსის/მოდულის გადაბარებისაგან, რომელშიც იგი ჩაიჭრა, თუ მას სხვა მონათესავე კურსები/მოდულები მაღალ ნიშნებზე აქვს ჩაბარებული.
ცნობა (აღიარება)
აღიარება ECTS-ის ფარგლებში ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ კურსის ან მოდულის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებული კრედიტები, რომლებიც დაფიქსირებულია სასწავლო ხელშეკრულებაში მასპინძელ უნივერსიტეტში, უნდა ჩანაცვლდეს მის მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების სისტემის შესაბამისი რაოდენობით.
![]() |
25 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS )
სტუდენტის განაცხადის ფორმა
(ფოტოსურათი)
აკადემიური წელი 20.. /20..
დარგი (დისციპლინა):____________________________
განაცხადი უნდა შეივსოს შავი ფერის კალმით, რომ გაადვილდეს ასლის გადაღება, ფაქსისა და ელ-ფოსტის გაგზავნა
სტუდენტის მშობლიური სასწავლებელი სახელწოდება და სრული მისამართი:___________________________________________
ფაკულტეტის/დეპარტამენტის კოორდინატორი - გვარი, სახელი, ტელეფონი, ფაქსი და ელ-ფოსტა
სასწავლებლის კოორდინატორი - გვარი, სახელი, ტელეფონი, ფაქსი და ელ-ფოსტა
|
ინფორმაცია სტუდენტის შესახებ
(უნდა შეივსოს სტუდენტის მიერ)
გვარი:___________________________ სახელი (სახელები):______________________ დაბადების თარიღი:_______________ სქესი:____________________________ მოქალაქეობა:_____________________ მუდმივი მისამართი:_____________________ დაბადების ადგილი:______________ ამჟამინდელი მისამართი:__________ მისამართი ძალაშია:_______________ ტელ:_____________________________ ტელ:___________________________________ ფაქსი:____________________________ ფაქსი:__________________________________ ელ-ფოსტა:_______________________ ელ-ფოსტა:_____________________________
|
ამ განაცხადის მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი (პრიორიტეტულობის მიხედვით):
უმაღლესი------ ქვეყანა---სწავლის პერიოდი----სწავლის---------მოსალოდნელი საგანმანათლებლო-----------დან -მდე-------ხანგრძლივობა---ECTS კრედიტების დაწესებულება-------------------------------(თვეები)-------------რაოდენობა 1._____________----________---____-____-------____________--------___________ 2._____________----________---____-____-------____________--------___________
|
სტუდენტის სახელი _______________________________________________________ სტუდენტის მშობლიური სასწავლებელი:_______________ ქალაქი_______________ |
მოკლედ ჩამოაყალიბეთ საზღვარგარეთ სწავლის სურვილის მიზეზები
|
ენის ცოდნა
მშობლიური ენა:______________________________________________________________ სწავლების ენა მშობლიურ სასწავლებელში (განსხვავების შემთხვევაში):____________ |
||||||
სხვა ენები |
ამჟამად ამ ენას |
ენის ცოდნა საკმარისია ლექციების |
ლექციების გაგებისათვის |
|||
|
დიახ |
არა |
დიახ |
არა |
დიახ |
არა |
|
|
|
|
|
|
|
მიმდინარე სწავლასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში)
სამუშაო გამოცდლების-------ფირმა/ორგანიზაცია--------ვადები-------- ქვეყანა სახე ______________________ -------_____________________ ---- ________ --- _________ ______________________ -------_____________________ ---- ________--- _________
|
წინა და ამჟამინდელი სწავლა
დიპლომი/აკადემიური ხარისხი, რომლის მიღებასაც ამჟამად აპირებთ:_____________
სასწავლო წლების რაოდენობა საზღვარგარეთ გამგზავრებამდე:____________________ გაქვთ საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება? ------- დიახ ------- არა
თუ კი, როდის? რომელ სასწავლებელში?________________________________________
თან დართული ნიშნების ფურცელი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას წინა და ამჟამინდელი უმაღლესი განათლების შესახებ. დეტალები, რომლებიც უცნობია განაცხადის წარდგენის მომენტში, მოგვიანებით უნდა დაემატოს. |
გსურთ თუ არა შეიტანოთ განაცხადი მობილობის გრანტის მისაღებად, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის განმავლობაში დამატებით ხარჯებს შეგიმსუბუქებთ? დიახ ------- არა |
სტუდენტის მასპინძელი სასწავლებელი
ამით ჩვენ ვადასტურებთ განაცხადის, შემოთავაზებული სასწავლო ხელშეკრულებისა და კანდიდატის ნიშნების ფურცლის მიღებას. ზემოთ აღნიშნული სტუდენტი ----- პირობითად მიღებულია სასწავლებლის მიერ ----------------------------------- არ არის მიღებული სასწავლებლის მიერ ფაკულტეტის/დეპარტამენტის -------------- სასწავლებლის კოორდინატორის კოორდინატორის ხელმოწერა ---------------------ხელმოწერა ___________________________ ---------------- ______________________________ თარიღი:___________________ ---------------- თარიღი:______________________
|
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS)
სასწავლო ხელშეკრულება
აკადემიური წელი 20..../20.... - დისციპლინა: ...........................
სტუდენტის სტუდენტის გვარი, სახელი:_____________________________________ მშობლიური სასწავლებელი ______________________________________ --------------- ქვეყანა:_______________ |
საზღვარგარეთ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამის დეტალები / სასწავლო ხელშეკრულება
სტუდენტის მასპინძელი სასწავლებელი: _____________________________________ ----------- ქვეყანა_____________________
|
კურსის კოდი (თუ არსებობს) და საინფორმაციო პაკეტში გვერდის ნომერი
|
კურსის სახელწოდება (საინფორმაციო პაკეტის მიხედვით)
|
ECTS -ის კრედიტების რაოდენობა
|
საჭიროების შემთხვევაში გააგრძელეთ ჩამონათვალი ცალკე ფურცელზე
სტუდენტის ხელმოწერა _____________________________________--------- თარიღი:_______________________ |
სტუდენტის მშობლიური სასწავლებელი
ჩვენ ვადასტურებთ, რომ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამა/სასწავლო ფაკულტეტის/დეპარტამენტის ---------------- სასწავლებლის კოორდინატორის კოორდინატორის ხელმოწერა ---------------- ხელმოწერა _______________________________--------------- _______________________________ თარიღი:_______________________---------------თარიღი:_______________________
|
სტუდენტის მასპინძელი სასწავლებელი
ჩვენ ვადასტურებთ, რომ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამა / სასწავლო ხელშეკრულება დამტკიცებულია. ფაკულტეტის/დეპარტამენტის ---------------- სასწავლებლის კოორდინატორის კოორდინატორის ხელმოწერა ---------------- ხელმოწერა _____________________________ ----------------______________________________ თარიღი:_____________________----------------თარიღი:_______________________
|
სტუდენტის გვარი, სახელი___________________________________________________ სტუდენტის მშობლიური სასწავლებელი:______________________________________ ქვეყანა_____________________________________________________________________
|
ცვლილებები შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში/სასწავლო ხელშეკრულებაში (შეივსოს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
კურსის კოდი (თუ
|
კურსის სახელწოდება
|
გაუქმებული----დამატებული
-- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ -- ------------------ |
ECTS-ის
|
საჭიროების შემთხვევაში გააგრძელეთ ჩამონათვალი ცალკე ფურცელზე
სტუდენტის ხელმოწერა ___________________________________----------ქვეყანა__________________________
|
სტუდენტის მშობლიური სასწავლებელი
ჩვენ ვადასტურებთ, რომ ცვლილებები შეთანხმებულ საგანმანათლებლო პროგრამაში/სასწავლო ხელშეკრულებაში დამტკიცებულია. ფაკულტეტის/დეპარტამენტის ------------------ სასწავლებლის კოორდინატორის კოორდინატორის ხელმოწერა ------------------ ხელმოწერა ___________________________________-------------____________________________ თარიღი: __________________________ ---------- თარიღი:______________________
|
სტუდენტის მასპინძელი სასწავლებელი
ჩვენ ვადასტურებთ, რომ ცვლილებები შეთანხმებულ საგანმანათლებლო პროგრამაში/სასწავლო ხელშეკრულებაში დამტკიცებულია. ფაკულტეტის/დეპარტამენტის ------------------ სასწავლებლის კოორდინატორის კოორდინატორის ხელმოწერა ------------------ ხელმოწერა _____________________________ ---------- _____________________________ თარიღი:_____________________ ---------- თარიღი:_____________________
|
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS)
ნიშნების ფურცელი
სტუდენტის მშობლიური სასწავლებლის სახელწოდება:___________________________ ფაკულტეტი/დეპარტამენტი____________________________________________________ ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS-ის კოორდინატორი:_________________________ ტელ:____________________ ფაქსი:____________________ ელ-ფოსტა:_____________
|
სტუდენტის გვარი:__________________________ სახელი:________________________ დაბადების თარიღი და ადგილი:______________ სქესი__________________________ მატრიკულაციის თარიღი:____________________ მატრიკულაციის ნომერი:________
|
სტუდენტის მასპინძელი სასწავლებლის სახელწოდება:___________________________ ფაკულტეტი/დეპარტამენტი____________________________________________________ ფაკულტეტის/დეპარტამენტის ECTS -ის კოორდინატორი:_________________________ ტელ:____________________ ფაქსი:___________________ ელ-ფოსტა:_____________
|
კურსის კურსის კურსის ადგილობრივი ECTS -ის ECTS -ის (1) ---------------- (2) ---------------- (3) ------------- (4) ------------- (5) _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ _______ _____________ ____________ ___________ _________ ___________ ______ ______________ ____________ ___________ __________ __________ ______ ______________ ____________ ___________ __________ __________
|
გააგრძელეთ ცალკე ფურცელზე
(1) (2) (3) (4) (5) იხილეთ განმარტება მეორე გვერდზე
მინიჭებული დიპლომი/აკადემიური ხარისხი:
..............................................................................................................................................
თარიღი
დეკანის/ადმინისტრაციის წარმომადგენლის ხელმოწერა
სასწავლებლის შტამპი/ბეჭედი:
NB: ეს დოკუმენტი ძალაში არ არის სასწავლებლის ბეჭდისა და დეკანის/ადმინისტრაციის წარმომადგენლის ხელმოწერის გარეშე.
(1) კურსის კოდი:
შეესაბამება ECTS-ის საინფომაციო პაკეტს
(2) კურსის ხანგრძლივობა:
Y=1 სრული აკადემიური წელი
1S=1 სემესტრი--------------------------2S = 2 სემესტრი
1T = 1 ტრიმესტრი2T = 2 ტრიმესტრი
(3) სასწავლების შეფასების (რანჟირების) სისტემის აღწერა:
(4) ECTS-ის შეფასების (რანჟირების) სკალა:
ECTS------------- წარმატებული----- განმარტება (მხოლოდ ჩაჭრის შემთხვევაში) შეფასება ------------- სტუდენტების %25
|
-A ---------------------10 -B ---------------------25 -C ---------------------30 -D ---------------------25 -E ---------------------10 -FX ---------------------------ჩაიჭრა - კრედიტის მისაღებად დამატებითი ---------------------------მუშაობაა საჭირო
-F--------------------------- ჩაიჭრა - მნიშვნელოვანი სამუშაოა --------------------------- საჭირო
|
(5) ECTS-ის კრედიტები:
1 სრული აკადემიური წელი ---------= 60 კრედიტი
1 სემესტრი ------------------------= 30 კრედიტი
1 ტრიმესტრი ----------------------= 20 კრედიტი
დიპლომის დანართი
დიპლომის დანართის ეს ფორმა ეფუძნება ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPEC - ის მიერ შემუშავებულ მოდელს. დანართის მიზანია უზრუნველყოს კვალიფიკაციების (დიპლომის, აკადემიური ხარისხის, სერტიფიკატის და ა.შ.) აღიარება. დანართში აღწერილია კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დასრულებული სწავლის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. იგი არ უნდა შეიცავდეს სუბიექტურ შეფასებებს, ეკვივალენტობის მტკიცებას ან წინადადებებს ცნობის შესახებ. ინფორმაცია უნდა შეივსოს რვავე პუნქტში. ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ამის მიზეზების განმარტება.
1. ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ |
4. ინფორმაცია შინაარსისა და მიღწეული |
1.1. გვარი: |
4.1. სწავლების ფორმა: |
|
|
1.2. სახელი (სახელები): |
4.2. პროგრამის მოთხოვნები: |
|
|
1.3. დაბადების თარიღი (დღე/თვე/წელი): |
|
|
4.3. იხილეთ ბოლო გვერდი |
1.4. სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი (არსებობის შემთხვევაში): |
|
|
4.4. შეფასების (რანჟირების) სქემა და თუ |
2. ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ |
|
2.1. კვალიფიკაციისა და წოდების (არსებობის შემთხვევაში) სახელწოდება: |
|
|
|
2.2. სწავლების ძირითადი დარგი |
|
|
|
2.3. კვალიფიკაციის მიმნიჭებელი |
|
|
4.5. კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია (ორიგინალის ენაზე) |
2.4. იმ სასწავლებლის სახელწოდება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე), რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი (2.3. განსხვავების შემთხვევაში): |
|
|
5. ინფორმაცია კვალიფიკაციის ფუქნციის |
2.5. სწავლების/გამოცდის ენა (ენები): |
5.1. დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე: |
|
|
3. ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის |
5.2. პროფესიული სტატუსი (არსებობის |
3.1. კვალიფიკაციის დონე: |
|
|
6. დამატებითი ინფორმაცია |
3.2. პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა: |
6.1. დამატებითი ინფორმაცია: |
|
|
3.3. მიღების მოთხოვნები: |
6.2. დამატებითი ინფორმაციის წყაროები: |
4.3. პროგრამის დეტალები (შესწავლილი მოდულები და კურსები), და მიღებული |
|
7. დანართის სერტიფიცირება |
|
სასწავლებელი |
დანართის გამცემი სტრუქტურა |
|
|
7.1. თარიღი |
თარიღი |
|
|
7.2. ხელმოწერა |
ხელმოწერა |
|
|
7.3. თანამდებობა |
თანამდებობა |
|
|
7.4. ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი |
ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი |
|
|
საგანმანათლებლო მოდულის დაგეგმვის ფორმა
(უნდა შეივსოს მასწავლებლის მიერ)
საგანმანათლებლო პროგრამა:
მოდულის დასახელება:
სამიზნე ჯგუფი:
კურსის დონე:
მიღების მოთხოვნები:
ECTS-ის კრედიტების რაოდენობა:
განსავითარებელი კომპეტენციები:
1.
2.
3.
4.
5.
6.
სწავლის შედეგები
|
საგანმანათლებლო |
შეფასება |
სტუდენტის |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საგანმანათლებლო მოდულის დატვირთვის შემოწმების ფორმა
(უნდა შეივსოს სტუდენტის მიერ)
საგანმანათლებლო პროგრამა:
მოდულის დასახელება:
სამიზნე ჯგუფი:
კურსის დონე:
მიღების მოთხოვნები:
ECTS-ის კრედიტების რაოდენობა:
განსავითარებელი კომპეტენციები:
1.
2.
3.
4.
5.
6.
სწავლის შედეგები |
საგანმანათლებლო |
შეფასება |
სტუდენტის
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
თბილისი. 26 მაისის მოედანი №2
www.civilin.org
ვრცელდება უფასოდ