The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტფილისელ მეიარაღეთა ისტორიიდან

ტფილისელ მეიარაღეთა ისტორიიდან


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხუციშვილი რეზო, ლაღიძე გოჩა
თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები
თარიღი: 2024
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: UDC. 623.4(479.22-25)(09) ხ.- 973 რედაქტორი: გიორგი მამულია © რეზო ხუციშვილი, გოჩა ლაღიძე © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; თბილისი, ISBN 978-9941-9802-5-13



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


მჭედელი-მეიარაღე გიორგი ელიარაშვილი იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც 1980-1986 წლებში შევისწავლე და აღვადგინე ხევსურული საჭურველის სრული ანაკრები. 1980 წლიდან დაინტერესებული ვარ მათი ისტორიით და დღემდე ვიძიებ და ვაგროვებ ინფორმაციას მათ შესახებ; შეგროვებული მაქვს თითქმის ყველა არსებული პუბლიკაცია, ქართული და უცხოური. 2015-2023 წლებში შესწავლილ იქნა და შეიქმნა ათამდე ნამუშევარი გეურქის, ტფილისელი მეიარაღეების ხეჩატურ ბებუროვის და იოსებ პოპოვის სტილში. ზოგიერთ პროექტში ვთანამშრომლობდი ნიჭიერ ქართველ მჭედელ-მეიარაღე ზაქრო ნონიკაშვილთან. დღემდე მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით. ზაქროსთან ერთად შევისწავლეთ, დავამზადეთ და გამოვცადეთ მათი ცნობილი ტექნოლოგიებით ქართული ხმლის ფოლადი, ამოვხსენით და აღვადგინეთ მხატვრული ორნამენტების შესრულების მათი მრავალი ტექნოლოგია.

ელიარაშვილების ისტორია, შეიძლება ითქვას „უწვეტ ხაზად“ გაჰყვება ჩემს შემოქმედებით გზას. მათი სტილის და ტექნოლოგიების სწავლის გვერდით ყოველთვის იწვევდა ინტერესს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პუბლიკაციებში ელიარაშვილების გვარი მოხსენიებულია როგორც, ელიაროვი, ელიაზაროვი, ელიაზარაშვილი, ელიაზაროშვილი... აგრეთვე იგი სხვადასხვა პუბლიკაციებში მოხსენიებულია როგორც სომეხი ეროვნების მეიარაღე და მისი გვარის დაბოლოება „შვილი“, - როგორც ხელოვნურად ფაბრიცირებული ქართველი მეცნიერების მიერ. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სინამდვილის გარკვევაში და, საბოლოოდ, 2020 წელს მივმართე ბატონ რეზო ხუციშვილს (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი) თხოვნით, გამოეკვლია მათი გენეალოგია და წარმომავლობა. ბატონი რეზო დაინტერესდა და გამოავლინა მრავალი იმ დროისთვის არასოდეს გამოქვეყნებული უნიკალური საარქივო დოკუმენტები. წინამდებარე ნაშრომში ვთავაზობთ მკითხველს ამ საერთო კვლევის შედეგს.

მეიარაღე ელიარაშვილების საგვარეულო კვლევასთან ერთად, ჩვენ პარალელურად გამოვიკვლიეთ აგრეთვე მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის და ოსიფ პოპოვის წარმომავლობა.

კვლევა გეურქ ელიაროვის წარმომავლობის შესახებ გამოქვეყნდა ტესტირების რეჟიმში 2020 წლის აპრილში ჩემს პერსონალურ ინტერნეტ გვერდზე www.gotscha.nl. შემდგომში, - ფეისბუკზე და სამეცნიერო ინტერნეტ-საიტ Academia.edu-ზე. კვლევები მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის და ოსიფ პოპოვის წარმომავლობაის შესახებ გამოქვეყნდა ინტერნეტ სივრცეში 2020 წლის ივნისში1.

გოჩა ლაღიძე

ოსტატი-მესაჭურვლე, მკვლევარი, საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს მხატვართა კავშირების წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური რეწვის ოსტატი, ნიდერლანდების ოქრომჭედლების გილდიის ოსტატი.

___________

1. ჩვენი კვლევა გეურქ ელიაროვის (ელიარაშვილის) შესახებ უკვე დასრულებული და ჩემს პერსონალურ ინტერნეტ-გვერდზე დადებულიც იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ამავე თემაზე პარალელურ კვლევას ეწეოდა ქართველი მკვლევარი ლ. დვალიშვილი, რომელმაც 2023 წელს თბილისში გამოქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი „თბილისური ფოლადი და ელიარაშვილები“.

2 თავი I - გეურქ ელიაროვის (ელიარაშვილის) წარმომავლობა

▲ზევით დაბრუნება


როგორც ცნობილია, XVIII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტფილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საუკეთესო ფოლადის (ბულატი, ჯევარდინი) მიმღები და მისგან მაღალი ხარისხის საომარი იარაღის ჭედვის სახელგანთქმული ოსტატი გეურქ სარქისის ძე ელიაროვი. ხოლო, მისი შვილები ყარამანი და ეფრემი ამ საქმის საუკეთესო გამგრძელებელნი იყვნენ, რომლებიც გეურქის სხვა შვილებთან და ნათესავებთან ერთად აგრეთვე ტფილისში ცხოვრობდნენ.

გეურქ ელიაროვისა და მისი შვილების აღნიშნულ მოღვაწეობას გამოკვლევები მიუძღვნეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მკვლევრებმა, რომელთა საკმაოდ ვრცელი ისტორიოგრაფია (გარკვეულ პერიოდამდე) მოცემულია კოტე ჩოლოყაშვილის სადისერტაციო ნაშრომში „საბრძოლო იარაღის წარმოებისთვის საქართველოში“2. მასვე ეკუთვნის ცალკე სტატია აღნიშნულ ოსტატთა შესახებ: - „ბულატის ტფილისელი ოსტატები“3. აღსანიშნავია აგრეთვე ვ. გონგაძის ნაშრომი „ჯევარდინისა და მისგან საომარი იარაღის დამზადების გამოჩენილი ქართველი ოსტატი“4, პ. გუგუშვილის „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში“5 და სხვ. დავასახელებთ აგრეთვე ზოგიერთ უცხოელ ავტორს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო პიროვნებებს ეხებიან: Э. Г. Аствацатурян, «Оружие народов Кавказа»6. Я. Л. Махлевич, «И Эльбрус на юге...»7; Н. Б. Годеновский, „Тайна булатной стали“8; K. Rivkin, „Arms and Armor of Caucasus“9; С. Талантов, «Разборный кинжал работы Геурка Элиарова из Тифлиса»10

ამრიგად, საომარი იარაღის ჭედვის ოსტატების ელიაროვების საქმიანობა, შეიძლება ითქვას კარგად არის შესწავლილი, გამოთქმულია სხვადასხვა შეხედულებები. მაგრამ, არსებულ ნაშრომებში არსად ჩანს ინტერესი და შესაბამისად, მოკვლეული მასალა მათი წარმომავლობის შესახებ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პუბლიკაციას, მათ შორის, მაგალითად, ი. მახლევიჩის დასახელებულ ნაშრომს, რომელშიც იგი გეურქ ელიაროვის სომხურ წარმომავლობაზე მიანიშნებს11. როგორც ი. მახლევიჩის მიერ, ასევე სხვა ავტორებისთვისაც12, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ტფილისში მოღვაწე იარაღის ოსტატ ელიაროვებს განსხვავებული გვარით და ხანდახან სახელითაც კი იხსენიებენ: ელიაზარაშვილი, ელიაზაროვი, ელიზარაშვილი, ეგიაზაროვი, ელაროვი...13. ელიაროვთა გვარის ასეთ მოხსენიებებს საისტორიო წყაროებშიც ვხვდებით და ალბათ, დასახელებული ავტორები მას სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზნით იყენებდნენ14. თუმცა, გარკვეული ავტორები და წყაროები მათ გვარს სწორად ასახელებენ15.

რა თქმა უნდა, საინტერესოა თუ როგორ წერდნენ გეურქ ელიაროვი, მისი შვილები და ნათესავები საკუთარ გვარს. ეს გამოჩნდა გეურქ ელიაროვის გენეალოგიის გამოკვლევის დროს, რომელიც წინამდებარე ნაშრომს წინ უძღვოდა. მასში გამოვლინდა 1821 წელს მისივე შედგენილი წინაპრების გენეალოგიური ხე და ოჯახის წევრთა ნუსხა, რომლიდანაც ჩანს, რომ გეურქი თავის გვარს წერს როგორც ელიარაშვილი (იხ. მისი გენეალოგია ქვემოთ).

ბუნებრივად იბადება კითხვა, რამ განაპირობა გეურქისა და ზოგადად ელიაროვთა გვარსახელის სხვადასხვა ფორმით მოხსენიება და რა კავშირშია ეს მის წარმომავლობასთან. ამ კითხვების პასუხი უნდა დავიწყოთ იმით, თუ რა ინფორმაცია შემოგვინახა საისტორიო წყაროებმა გეურქის საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ.

როგორც საისტორიო საბუთები მეტყველებენ და ეს გაზიარებულია ისტორიოგრაფიაში, გეურქ ელიაროვი ტფილისში ჩამოსულა სხვა ადგილიდან და ეს ადგილი შეიძლება ყოფილიყო როგორც უცხო ქვეყანა, ასევე საქართველო. მისი გენეალოგიური კვლევის შედეგად ჩვენს მიერ გამოვლენილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ იგი დაიბადა 1769 წელს. თუმცა, გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, სათანადო დოკუმენტების უქონლობის გამო.

საიდან მოვიდა გეურქ ელიაროვი ტფილისში და რა ეროვნების იყო იგი, ჩვენს მიერ გამოვლენილ დოკუმენტებში მოცემული არ არის. ამიტომ, აღნიშნული საკითხების დადგენა ვცადეთ სხვა შინაარსის მასალიდან. ეს არის მისი შვილებისა და ნათესავების შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მათ მიერ აზნაურის ტიტულის მოპოვების მცდელობას ეხება.

როგორც ცნობილია, 1818 წელს ტფილისში დაარსდა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საკრებულო, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა თავად-აზნაურობის წოდების მაძიებელთა საქმეები და გაეცა წოდებაში მათი დამტკიცების საბუთები. როგორც მართებულად აღნიშნავს პროფ. ზურაბ ჭუმბურიძე, ეს პროცესი რთული იყო და ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავდა16

მართალია, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს გეურქ სარქისის ძე ელიაროვის, მისი ძმისა თუ ნათესავების წოდებრივი საკითხების ძიება, მაგრამ, სწორედ ამ დოკუმენტებმა შემოგვინახა მათი წარმომავლობის დასადგენად საჭირო და სანდო ინფორმაცია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გეურქ სარქისის ძე ელიაროვს ყოლია ძმა, რომელიც, რატომღაც, მის მიერვე შედგენილ გენეალოგიურ ხეში გეურქს არ შეუტანია. სწორედ მის ძმას, მიხეილ სარქისის ძე ელიაროვს, 1819 წელს დაუყენებია საკითხი მისთვის აზნაურის წოდების მინიჭების შესახებ, რაც ქვემოთ სქოლიოში მოტანილი 1820 წლის საბუთიდან ჩანს. აღსანიშნავია, რომ აქ მისი გვარი წერია ელაროვი. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ იგი არის იმ ელაროვთა შთამომავალი, რომლებიც მოიხსენებიან 1783 წლის ერეკლე II-ის მიერ ხელმოწერილ გერგიევსკის ტრაქტატის თანმხლებ აზნაურთა სიაში17.

როგორც შემდეგი საბუთიდან ჩანს, მიხეილის თხოვნა არ დააკმაყოფილა თავად-აზნაურთა საკრებულომ, თუმცა აქ ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიხეილ ელაროვი ასტრახანის მკვიდრი ყოფილა18.

რაც შეეხება თვით გეურქ სარქისის ძე ელიაროვის წარმომავლობას, როგორც ზემოთ ითქვა და ვნახეთ, მის აზნაურად დამტკიცებასთან დაკავშირებულ 1821 წლით დათარიღებულ საარქივო საქმეში მოცემულია მისივე შედგენილი წინაპრების გენეალოგიური ხე და ოჯახის წევრთა ნუსხა (იხ. ქვემოთ). თუმცა, იმავე საქმეში ვხვდებით მისი შვილებისადმი გაცემულ მოწმობას, რომელშიც ქართველ თავად-აზნაურთა ერთი ჯგუფი და სხვადასხვა ჩინოვნიკები ადასტურებენ მათ აზნაურულ წარმომავლობას19, რაც ჩვენს მიერ მოყვანილ მომდევნო საბუთს გარკვეულწილად უკავშირდება.

საქმე იმაშია, რომ თავად-აზნაურთა საკრებულომ უარი განუცხადა გეურქ ელიაროვსა და მისი ოჯახის წევრებს აზნაურის წოდების მინიჭებაზე. სწორედ ეს დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს 1825 წლის 18 სექტემბრით დათარიღებულ საქართველოს უმაღლესი მთავრობის დასკვნას მათ მოთხოვნაზე, შეიცავს ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას20.

ამ დოკუმენტის დაწვრილებითი და დაზუსტებული შინაარსი ასეთია:

1. ტფილისის მკვიდრი სახაზინო გლეხის, გეურქ სარქისის ძე ელიარაშვილის მიერ მისი ოჯახის აზნაურული წარმოშობის დასადასტურებლად წარმოდგენილი რუსუდან დედოფლის 1717 წლის 3 ივნისის სიგელი მათთვის მიცემულ იქნა არა კეთილშობილური ღირსებისთვის, არამედ მამულის საკუთრებისთვის, რომელიც მათ საქართველოში ექნებოდათ;

2. მთხოვნელი გეურქ ელიარაშვილი რეგისტრირებულია სახაზონო გლეხთა საზოგადოებაში;

3. იმის მიუხედავად, რომ აზნაურად წოდებული ქაიხოსრო პაპის შვილი ელიარაშვილი ადასტურებს, რომ გეურქის ბაბუა დელუყარდაში, მისი დიდი ბაბუის ძმა იყო, საერთო კრების 1823 წლის 21 დეკემბრის დასკვნის თანახმად, იგი არ იქნა აღიარებული აზნაურად და მისი ჩვენება კანონების მიხედვით საკმარისი არ არის;

4. თავადები და აზნაურები მოწმობენ, რომ აზნაურობის მთხოვნელი გეურქის შვილები ყარამანი, ალექსანდრე და ეფრემი აზნაურთა საგვარეულოდან არიან, რომ 1783 წელს ერეკლე მეფის მიერ რუსეთის საიმპერატორო კართან დადებულ ტრაქტატისადმი დართულ სიაში მოხსენებული ელიარაშვილი და აგრეთვე რუსუდან დედოფლის სიგელში ნახსენები დელუყარდაში, სულუა, გოდერძი და ურქმაზი ნამდვილად ყარამანის, ალექსანდრესა და ეფრემის წინაპრები არიან და ისინი მათგან მამაკაცური ხაზით მომდინარეობენ.

მაგრამ, თავადებისა და აზნაურების ეს ჩვენება არ არის სამართლიანი, რადგან ქაიხოსრო ელიარაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მათმა დიდმა ბაბუამ დელუყარდაშმა დატოვა საქართველო და თურქეთის ქალაქ ერზერუმში ცხოვრობდა, იქვე იქორწინა, საიდანაც ჩამოვიდა მისი, დელუყარდაშის შვილიშვილი გეურქი და ცხოვრობს საქართველოში, რომელიც, როგორც 1821 წელს შედგენილი მისი ოჯახის სიიდან ჩანს, 52 წლის ასაკის არის. აქედან გამომდინარე, გეურქის ბაბუამ დელუყარდაშმა საქართველო ოთხმოცდაათი წლის წინ დატოვა, ამიტომ თავადებისთვის და აზნაურებისთვის არ შეიძლება იყოს ცნობილი მისი წარმოშობა, მით უმეტეს, რომ თავადთა და აზნაურთა უმეტესობა 45 წლისაც არ არის. სახაზინო გლეხს, ტფილისის მკვიდრს, გურქ სარკისის ძე ელიარაშვილს უარი ეთქვას აზნაურის ტიტულზე. ხოლო, თავად-აზნაურებს მოცემულ ჩვენებებზე ხელმოწერის გამო გამოეცხადოთ სასტიკი საყვედური, რათა ამის შემდეგ თავი შეიკავონ მსგავსი დაუსაბუთებული მტკიცებულებების მიცემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კანონების შესაბამისად მოუწევთ პასუხისგება ...

როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, გეურქ ელიაროვი ერზერუმიდან ჩამოსულა საქართველოში, რაშიც ეჭვი არ შეუტანიათ როგორც თავად-აზნაურთა საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის ხელმომწერებს, ასევე ამ საკრებულოს ოფიციალურ ჩინოვნიკებს. ეს უკანასკნელი პირები არ იზიარებენ მხოლოდ იმას, რომ საქმის ხანდაზმულობის გამო ქართველ თავადებსა და აზნაურებს შეეძლოთ ცოდნოდათ გეურქ ელიაროვისა და მისი წინაპრების წარმომავლობა, წოდებრივი კუთვნილება და ა.შ. სამართლიანად უთხრეს თუ არა უარი აზნაურობაზე გეურქ ელიაროვს, ამის გარკვევა მისი წარმომავლობის დასადგენად თითქმის არაფერს გვაძლევს. აქედან ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ იგი მართლაც ერზერუმიდან ყოფილა ტფილისში ჩამოსული, ხოლო მისი ძმა მიხეილი ასტრახანში დასახლებულა. მაგრამ, იყო თუ არა მათი ბაბუა დელუყარდაში, თავის დროზე საქართველოდან ერზერუმში მიგრირებული, წარმოშობით ქართველი თუ სომეხი, ამის შესახებ მხოლოდ ზემომოყვანილი მასალის საფუძველზე ძნელია პასუხი გაეცეს. ამიტომ, ვნახოთ რას მეტყველებენ სხვა დოკუმენტები.

თავად-აზნაურობის წოდების მაძიებელთა საარქივო დოკუმენტებში არის გეურქ ელიაროვის ბიძაშვილის, ქაიხოსრო ელიარაშვილის საქმე (ეს სწორედ ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ის ქაიხოსრო ელიარაშვილია, რომელმაც ჩვენება მისცა გეურქის ბაბუის, დელუყარდაშის ერზერუმში გადასახლების შესახებ) სადაც წერია, რომ მარიამ დედოფლის 1656 წლის სიგელით მის წინაპრებს, შავერდ ელიაროვსა და მის ძმებს პაპიას, გიორგის და მის დეიდაშვილებს ზაქარიას, იასონს, ურამაზს და ბაინდურს გადაეცათ მათი წინაპრების მამულები სომხითის სოფელ ჰუჯაბში21. აღსანიშნავია, რომ ამ და ელიაროვთა აზნაურობის წოდების საარქივო საქმეებში თითქმის ყველგან მეორდება მარიამ და რუსუდან დედოფლების სიგელების, 1783 წლის ტრაქტატის და სხვა ზემოთ მოყვანილ დოკუმენტებში დასახელებული ფაქტები, ამიტომ, მათ აღარ ვიმეორებთ.

აქვე მოვიყვანთ მოწმობას, რომელშიც დასახელებულია ჩვენთვის საინტერესო ელიაროვთა წინაპრების სახელები, რომლებიც ქვემოთ დაგვჭირდება ისტორიული პარალელების გასავლებად22.

როგორც ზემოთ მოყვანილ ერთ-ერთ დოკუმენტში ვნახეთ, მართალია, ქაიხოსრო ელიარაშვილისთის თავდაპირველად უარი უთქვამთ აზნაურობის მინიჭებაზე, მაგრამ, თვით ქაიხოსრო, ფარსადანი და ივანე ელიარაშვილები, უკანასკნელის დედასთან, შუშანასთან ერთად, როგორც ჩანს, მოგვიანებით მაინც დაამტკიცეს აზნაურებად, რადგან მათ 1850 წელს შედგენილ თავად-აზნაურთა ოჯახების ნუსხაში ვხედავთ23.

თავად-აზნაურობის წოდების მაძიებელთა ამ საარქივო საქმეებში კარგად ჩანს გეურქ სარქისის ძე ელიაროვის ბაბუის, ბიძაშვილების და სხვა ნათესავთა სახელები: დელუყარდაში, პაპია, იესე, შავერდა, ბაინდური, ფარსადანი და სხვ. იგივე სახელები ფიგურირებს ჩვენს მიერ გამოკვლეულ გეურქ ელიაროვის გენეალოგიურ ხეში, რომელიც სხვა დამატებითი ხასიათის დოკუმენტებზე დაყრდნობით არის შედგენილი. სწორედ ამ სახელების საფუძველზე მოხდა შესაძლებელი მიგვეგნო გეურქის წინაპრების შესახებ არსებულ საბუთებისთვის და დაგვედგინა მათი პირველსაცხოვრისი, ე. წ. ბუდე-სოფელი. ყველა ამ დოკუმენტის აქ წარმოჩენა დიდ ადგილს დაიკავებდა და ჩვენი მიზნისთვის საჭიროებასაც არ წარმოადგენს24.

თუმცა, „პირთა ანოტირებული ლექსიკონის“ ჩამონათვალში, რომელშიც როგორც პირთა სახელები და გვარები, ასევე ანოტირებული სახით ის დოკუმენტებიც არის მითითებული, რომლებშიც ისინი მოიხსენებიან. ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ელიარაშვილი დელუყარდაში, რომელიც აშკარად გეურქის ბაბუა უნდა იყოს25. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ამ იშვიათი სახელების თანხვედრა, გვარის იდენტურობა და ქრონოლოგიური სიახლოვე. ამასთანავე, ჩვენ მივაკვლიეთ დოკუმენტებს, რომლიდანაც დგინდება ელიარაშვილთა ისტორიული განსახლების ადგილი სოფლების მიხედვით. ეს არის „აღწერა მეწინავე დროშისა საბარათაშვილოსა და სომხითისა“, შედგენილი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილის და გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს.

0x01 graphic
26

აქაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული დასაწყისშივე, ელიარაშვილი დელუყარდაშის სამკვიდრო სოფლისა და ტიტულის შესახებ, საიდანაც ეჭვგარეშე ხდება, რომ გეურქ ელიაროვის ბაბუა დელუყარდაში ისტორიული სომხითის სოფ. შარქარიდან (შაქარა) იყო27. ხოლო ზემოთ განხილული თავად-აზნაურთა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რაღაც მიზეზის გამო, იგი ერზერუმში გადასულა საცხოვრებლად.

ამრიგად, გეურქ სარქისის ძე ელიაროვის წინაპრების პირველსაცხოვრისი ადგილი ისტორიულ სომხითში მდებარე სოფელი შარქარი/შაქარა ყოფილა. ამასთანავე, ელიარაშვილებს უცხოვრიათ სოფ. ჭიმშურსა და ხუჯაბში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გამოვლენილ დოკუმენტებში არსად არ არის დასახელებული ამ საგვარეულოს თუ კონკრეტული პიროვნების ეროვნება, რაც გასარკვევი ხდება სხვა გზების საშუალებით.

ისტორიული სომხითის შესახებ მრავალი სპეციალური ნაშრომი არსებობს, რომლებშიც შესწავლილია ამ მხარის შექმნა, საზღვრები, მოსახლეობა და ა. შ. იგი იყო შუა საუკუნეების სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოების (ისტორიული გაჩიანისა და გარდაბნის ტერიტორიები) სახელწოდება, შედიოდა საქართველოში შექმნილ სომხით-საბარათიანოს სათავადოში, რომელიც არსებობდა XV-XVIII სს. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. მასში სომხითი მოიცავდა ბოლნის-შულავერის ხეობებისა და მცირე ხევების ტერიტორიებს.

როგორც ცნობილია, ქართველთა მიერ სომხურ-კათოლიკური სარწმუნოების მიღება სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული, იმ დროისათვის ქართული საგვარეულოების მიერ გარკვეული პრივილეგიების, ან შიშის გამო სარწმუნოების დაფარვით, სახელის ან გვარის სუფიქსის შეცვლით. ამას ადასტურებს მრავალი ფაქტი, მათ შორის დავით მოურავის და მოურავ ბაქრაძის შემდეგი ნაამბობი: ”სამშვილდეს (ქვემო ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი) მთელად ქართული სოფლები იყო, ამ სოფელთა მებატონენიც ორბელიანები იყვნენ, ზოგის ბარათოვები და მასთან სხვანიც. ყველა ამ სოფლის ქართველნი დიდს გაჭირვებაში ჩავარდნენ, მტერი მუსრს ავლებდა, შველა არსაიდან იყო. გლეხკაცობა უპატრონოდ დარჩა, მტერი გურჯებს სიკვდილით ემუქრებოდა. ეს ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ ზოგ სოფელში ქართველთ თავი სომხად აცნობეს და გადარჩნენ სიკვდილს”28. ქართველს ტანჯვა-წამება, დევნა, ფიზიკური რისხვა თავიდან რომ აეცილებინა, იძულებული იყო უარეყო საკუთარი თავი. ისინი, როგორც წესი, ჩამომავლობით ქართველები იყვნენ, ხოლო სარწმუნოებით სომხური კათოლიკენი გახდნენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქებმა მათდა დაუკითხავად სომხურ-კათოლიკური სამღვდელოების კონსისტორიას (საკრებულოს) მიაწერეს და ”სომეხ-კათოლიკებად” (სომხად) ჩაითვალეს. მთელ ამ მრევლს სომეხი მღვდელი დაენიშნათ და ღვთისმსახურებაც სომხურად სრულდებოდა29.

ამავე საკითს საინტერესო ნაშრომი მიუძღვნა მთავარეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის და ზაქარია ჭიჭინაძის ცნობებზე დაყრდნობით ასევე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქართველთა სომხურ კათოლიკურ რწმენაზე და სომხურ გრიგორიანულ-მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე მოქცევის შედეგად ქართლ-კახეთში უამრავი ქართველი, რომელიც სრულიად ინარჩუნებდა ქართულ მენტალიტეტს, სომხებად იწოდებოდნენ30.

როგორც ზემოთ განხილულ თავად-აზნაურთა დოკუმენტებში ვნახეთ, გეურქ ელიაროვი და მისი დასახელებული ნათესავები თავის გვარს ელიარაშვილებად, ანდა ელარაშვილებად ასახელებენ, ანუ, იყენებენ ქართულ სუფიქსს, რითაც მინიშნებულია მათი ქართველური წარმომავლობა. ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ არა მხოლოდ გვარის სუფიქსი, არამედ მისი ფუძე არ ჩანს სომხური, სპარსული თუ ოსმალური. ელია არის ძველი ებრაული სახელი, რაც ნიშნავს „ღმერთი ჩემი - იეღოვა“, ან „ღმერთი ჩემი სიმაგრე“, და ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც არაერთგზის იხსენიება უძველეს ქართულ ტექსტებში: „და ხეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა“ (მათე 17, 3). ბერძნულიდან მომდინარე გვიანდელი ფორმა ამ სახელისა არის ილია, ელია და სხვ. მაგალითად, სახელს ელიაკიმ ვხვდებით „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში31, რომლის საფუძველზე ეს სახელი პროფ. ალ. ღლონტს შეტანილი აქვს ქართველურ საკუთარ სახელების წიგნში (თბ., 1986, გვ. 117). ხოლო, პროფ. ზ. ჭუმბურიძის მიხედვით, ამ სახელებისგან წარმოქმნილი ქართული გვარებია: ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ელიაური32. რა თქმა უნდა, ამ გვარ-სახელთა ჩამონათვალს ელიარაშვილი უნდა დაემატოს. ცნობილია, რომ ქართული გვარები, ისევე როგორც სხვა ხალხთა გვარების უდიდესი ნაწილი, წარმოქმნილია წინაპართა სახელების ან მეტსახელებისაგან (ეპონიმებისაგან). ამიტომ, გვარი ელიარაშვილის ეტიმოლოგია/წარმომავლობა უნდა დავუკავშიროთ ბიბლიურ საკუთარ სახელ ელიარ-ს, ანუ ამ გვარს საფუძვლად უდევს ეს სახელი, ხოლო სუფიქსი „შვილი“-ს დართვით მივიღეთ გვარი ელიარაშვილი.

საისტორიო წყაროებიდან ისიც ჩანს, რომ ჩვენთვის საინტერესო ელიაროვები არა მხოლოდ თავის გვარს ელიარაშვილიბად/ელარაშვილებად ასახელებენ, არამედ აღნიშნავენ, რომ მათი გვარი იხსენიება ცნობილ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატისადმი დართულ აზნაურთა სიაში. შესაძლოა, მათ იცოდნენ კიდევაც, რომ იქ ისინი ელარაშვილებად იწერებიან. ეს ასეც არის, ამ დოკუმენტში მათი გვარი წერია როგორც ელარასშვილი, ანუ ელარაშვილი33. როგორც ცნობილია, უმრავლეს ქართულ საისტორიო წყაროში გვარსახელების მართლწერა რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ნათესაობითი ბრუნვის „ს“-ანიანი ფორმა ორნაირად იყოს ჩაწერილი (მაგ., ხუცისშვილი და ხუცის შვილი). ასევეა შეკვეცილი „ს“-ანიანი ფორმის გვარებიც (მაგ., ბერუას შვილი და ბერუაშვილი). არცერთ შემთხვევაში „ს“-ანიანი ან განცალკევებული ფორმები იმას არ ნიშნავს, რომ ხუცი ან ბერუა არის ვიღაცის ძე/შვილი, ეს მხოლოდ გვარსახელის დაწერის ძველი ფორმა/წესი იყო.

აზნაურ ელარაშვილებს იცნობს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი იოანე ბაგრატიონ-ბატონიშვილი (1768-1830), რომელიც მათ ოსეთიდან მოსულ აზნაურებად მიიჩნევს34. მართალია, იოანეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის, მაგრამ ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება ოსეთიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისგან (ვიკინგებისგან) მოდიოდა. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს: - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: „ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან...“. ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული35. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, „ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას“36.

რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიკვლიეთ ელიარაშვილების მოცემული შტოს ტფილისში XIX საუკუნის მოსახლეობის დოკუმენტები, ე.წ. კამერალური აღწერები და სხვ., ანუ, მათი აქ ჩამოსვლის შემდეგდროინდელი პერიოდი, სადაც მათი გვარი პრივილეგიების ან შიშის გამო -ვი სუფიქსით იყო ფორმირებული - ელიაროვი. 1803 წლის ტფილისის მოსახლეობის ყველაზე ადრეულ ამ ხასიათის დოკუმენტებში, რომელიც გამოაქვეყნა პროფ. ს. კაკაბაძებ, ეს გვარი არ ფიგურირებს, არიან ელიაზაროვები37.

რატომღაც, ელიაროვები არ ჩანან მომდევნო წლების აღწერებშიც და არც მათი ნათესავები ფიგურირებენ ამ დოკუმენტებში. ერთ-ერთ საბუთში ტფილისის პოლიციაც ადასტურებს, რომ 1817 წლის კამერალურ აღწერაში ფარსადან და ივანე ელიაროვები არ ირიცხებიან38.

მხოლოდ 1848 წლის ტფილისის კამერალურ აღწერებში მივაკვლიეთ ელიაროვებს, რომელთა ნათესაური კავშირი გეურქ ელიაროვთან არ იკვეთება და არც მათი ეროვნებაა ჩაწერილი:

  • ელიაროვი პეტრე - 25 წლის, მისი ვაჟიშვილი ეგორი - [ახალდაბადებული]

  • ელიაროვი შერმაზან - 65 წლის, მისი ვაჟიშვილები: სოლომონ - 16 წლის; არტამაზ - 14 წლის

  • ელიაროვი დავით - 25 წლის

  • ელიაროვი ივანე - 35 წლის39

ი. მახლევიჩი კი, რატომღაც გაურკვეველ საფუძველზე, წყაროზე მითითების გარეშე თვლის, რომ გეურქ ელიაროვი სომეხთა ოჯახს განეკუთვნებოდა-ო40. არც ის ჩანს, რას ეყრდნობა იგი, როდესაც ამბობს, რომ გეურქი მეიარაღეთა ოჯახიდან იყო, რომლებმაც მას მემკვიდრეობით გადასცეს ამ საქმის საიდუმლოება. ამასთანავე, მის მიერ მითითებულ საარქივო დოკუმენტში გეურქის გვარი არის ელიარაშვილი და არა ელიაროვი, როგორც ამას ი. მახლევიჩი წერს. თვით ამ საქმის ანაწერშიც გეურქი ელიარაშვილია41.

ვიდრე საბოლოო დასკვნას გავაკეთებთ, მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდსაც. გარკვეული საისტორიო წყაროებისა და ლიტერატურის ანალიზის შემდეგ, მკვლევარი შ. კაკულია წერს:

„ამდენად თბილისის სომხების საგრძნობი ნაწილი თავისი წარმოშობისა თუ საქართველოში ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად, მიუხედავად თავისი კონფესიონალური მდგომარეობისა, ქართულ ან გაქართველების გზაზე მდგომ მოსახლეობას წარმოადგენდა.

ეს გარემოება არ გამორიცხავდა გასომხების შემთხვევებსაც. იაკობ გოგებაშვილი 1897 წელს აღნიშნავდა, რომ თბილისში მცხოვრებ მდიდარ სომეხ სოლოლაკელებს შორის შეიძლება დავასახელოთ არა ერთი და ორი გვარი, რომელთა წინაპარნიც ქართველი მართლმადიდებელნი იყვნენო“42.

ჯერ კიდევ გასული საუკუნეების ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ლიტერატორ-ისტორიკოსის, ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) ნაშრომიდან კარგად ჩანს, რომ ე. წ. `გასომხებული ქართველები' გვართან ერთად სომხურ სახელებსაც ირქმევდნენ:

„ძველადგანვე თფილისის ნამდვილ სომხის შთამომავალ მოქალაქენი თავისუფლად ყიდულობდნენ ქართველ ყმა გლეხებს, მათა ჰფლობდნენ როგორც უნდოდათ და თან თავიანთ სჯულზედაც მიაქცევდნენ. თვით ქართველთ ყმათა მდგომარეობაც ისეთი იყო, რომ მრავალი დევნილი ყმანი ეთვისებოდნენ სომეხთა, დევნილნი სომხურს გვარსა და სახელებს ირქმევდნენ, სომხურად ინათლებოდნენ და მით გადირჩენდნენ ხოლმე თავებს. ამის ნიშნები მოთხრობა „სურამის ციხე“-შიაც არის მოყვანილი, სადაც ერთი ოჯახი, ბატონისაგან დევნილნი სომხდებიან საიდუმლოდ, სახელსა და გვარსა იცვლიან და მით ატარებენ დროს, ჩვენს ძველს დროს ასეთი მაგალითების ერთი და ორი კი არ მომხდარა, არამედ რამდენიმე ასი და ათასი, იმერეთიდგან თუ დევნილნი ყმანი აქეთ მორბოდნენ, მიტომ აქაურნიც განჯა, ერევან-ყარაბაღისაკენ მირბოდნენ და მით იფარავდნენ თავს ბატონ-ყმობისაგან“43.

გეურქ ელიაროვის გენეალოგია

ჩვენ გამოვიკვლიეთ გეურქ ელიაროვის გენეალოგია, რომლის შესახებ გაგვაჩნდა სპეციალურ ლიტერატურაში (პ. გუგუშვილი, კ. ჩოლოყაშვილი, ვ. გონგაძე, ე. ასტვაცატურიანი) და საისტორიო წყაროებში არსებული (Акты, собранные Кавказскою Археографическою Комиссиею; Кавказский календарь) ინფორმაცია, რომლის მიხედვით იგი იყო საქართველოსა და რუსეთის იმპერიაში სახელგანთქმული საომარი იარაღის ოსტატი XVIII ს. დასასრულსა და XIX ს. დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციაში გეურქ ელიაროვის შესახებ გენეალოგიური ხასიათის მონაცემები არ გვხვდება. ამასთანავე, დასახელებულ წყაროებში იგი ფიგურირებს სხვადასხვა გვარ-სახელით: იაგორ, გიორგი ელიაზარაშვილი, ელიაზაროვი და ა.შ.

დასახელებული პერიოდის გენეალოგიური კვლევისთვის საჭირო ისეთ ძირითად დოკუმენტებში, როგორიცაა საეკლესიო მეტრიკული წიგნები და მოსახლეობის ე.წ. კამერალური აღწერები, გეურქ ელიაროვის შესახებ ცნობები არ იძებნება. ტფილისის 1803 წლის მოსახლეობის აღწერაში, რომელიც გამოაქვეყნა პროფ. სარგის კაკაბაძემ, ფიგურირებენ მხოლოდ სიმონ ელიაზაროვი და ქვრივი ელიაზაროვი44.

XIX ს. პირველი ნახევრის ტფილისის კამერალურ აღწერებში გამოვლინდა ელიაზაროვთა სხვა ოჯახებიც, მაგრამ, მათი კავშირი გეურქ ელიაროვთან არ ჩანს:

1834 წელი. ტფილისი.

ელიაზაროვი გრიგორი - 28 წლის (ბერძენი ვაჭარი)45.

ელიაზაროვი დავით - 45 წლის (მექუდე, გარდაიცვალა 1862 წელს). მისი ვაჟიშვილი ისააკი - 9 წლის46.

1848 წელი. ტფილისი.

- ელიაზაროვი გიორგი - 50 წლის (მიწათმოქმედი). მისი ვაჟიშვილები: იოსებ - 19 წლის; სოლომონი - 18 წლის; ზახარი - 16 წლის (გარდაიცვალა 1850 წელს); ემზარი - 12 წლის; გაბრიელი - 4 წლის47.

- ელიაროვი პეტრე - 25 წლის (მღვდელი). მისი ვაჟიშვილი ეგორი (ახალდაბადებული)48.

- ელიაროვი შერმაზან 65 წლის. მისი ვაჟიშვილები: სოლომონი - 16 წლის; არტამაზი - 14 წლის49.

- ელიაროვი დავით - 25 წლის50.

- ივანე - 35 წლის51.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამოვიკვლიეთ სხვა საარქივო ფონდები, რომლებშიც გამოვლინდა ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტები. ამ თვალსაზრისით, განსაკურებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „საქართველოს უმაღლესი მმართველობის საერთო კრების“ ფონდი №1, რომელშიც მოცემულია გეურქ ელიაროვის შვილის ყარამან ელიაროვის მიერ შედგენილი გენეალოგიური ხე52. იქვე არის 1821 წლით დათარიღებული გეურქ ელიაროვის ოჯახის შემადგენლობა53. ამ დოკუმენტების საფუძველზე დგინდება გეურქ ელიაროვის მამაკაცი წინაპრების სახელები, მისი და მისივე ოჯახის წევრთა დაბადების თარიღები, რომელთა საფუძველზე ჩვენ შევადგინეთ ახალი გენეალოგიური ხე.

რაც შეეხება გეურქ ელიაროვის გარდაცვალების თარიღს, იგი ჯერ-ჯერობით ზუსტად არ დგინდება. 1821 წლით დათარიღებული მისი საოჯახო სიის მიხედვით, ამ დროს გეურქი ცოცხალია. მაგრამ, არქივში აღმოჩენილი გენეალოგიური ხის რუკა, სადაც შესულია ეს დოკუმენტი, საარქივო საქმის მიხედვით შედგენილია 1825-1834 წწ. თუმცა, 1830 წლის ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს მისი შვილის ალექსანდრეს თხოვნის წერილს გუბერნატორისადმი, იმ დროს გეურქ ელიაროვი ცოცხალი აღარ არის, რადგან ალექსანდრე ამ წერილს იწყებს სიტყვებით:

0x01 graphic

0x01 graphic

„გარდაცვლილი ჩემი მამა [...]“54. მისივე თქმით, გეურქს ტფილისის მე-2 ნაწილის პირველ კვარტალში გააჩნდა ფარდულები და ითხოვს მასზე დაშენების უფლებას55. ამასთანავე, არსებობს 1825 წლის 13 აგვისტოს ე. წ. „საქართველოს მთავრობის“ წერილი, რომელიც წარმოადგენს ამონაწერს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს დოკუმენტიდან, რომელთაც განუხილავთ გეურქ სარქისის ძე ელიარაშვილის საქმე მისთვის აზნაურობის მინიჭების შესახებ56. მასში მოყვანილია ჩვენს მიერ უკვე განხილული ფაქტები, რომლითაც ელიარაშვილები ამტკიცებენ თავიანთ აზნაურულ წარმომავლობას, ამიტომ, მათ აღარ გავიმეორებთ.

ამრიგად, გეურქ ელიაროვის გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება (იგი, არსებული საარქივო ცნობებით, 1825-1830 წლებს შორის უნდა იყოს გარდაცვლილი)57. მაგრამ, ამის გასაკეთებლად კვლევების გაგრძელება შესაძლებელია, რომლებიც, ძირითადად, უნდა განხორციელდეს ტფილისის იმდროინდელ საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებში, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ არქივებში. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან უცნობია რომელ ეკლესიაში გაკეთდებოდა გეურქ ელიაროვის გარდაცვალების ჩანაწერი, ასეთ კვლევას დიდი დრო დასჭირდება, ვინაიდან, ამ არქივებში ტფილისის დაახლოებით 70 სხვადასხვა ეკლესიის მეტრიკული წიგნები ინახება. რა თქმა უნდა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ასეთი ჩანაწერი არ გაკეთებულიყო, ანდა, გაკეთდა, მაგრამ არქივებმა იგი არ შემოინახა.

საქართველოს საისტორიო არქივის ამავე ფონდებში გამოვავლინეთ კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გეურქ ელიაროვის ბიძაშვილის ქაიხოსრო ელიაროვის გენეალოგიურ ხეს58 და მისი ოჯახის შემადგენლობას59. აქვე ვხვდებით კიდევ ერთ საინტერესო დოკუმენტს, საიდანაც ირკვევა ამ საგვარეულოს ზოგიერთი ისტორიული საკითხი. როგორც მასში აღნიშნულია, 1653 წელს მარიამ დედოფალს მათი წინაპრებისთვის მამულები უბოძებია60.

1819 წლის ცალკე საქმეში აღმოჩნდა აგრეთვე გეურქ ელიაროვის ძმის შესახებ არსებული დოკუმენტები, რომლის საფუძველზე იგი განვათავსეთ გენეოლოგიურ ხეში. მაგრამ ამ საქმეში მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღები არ ჩანს61.

ამასთანავე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმ ზოგიერთი საარქივო მასალის წყაროს აქ მოყვანა, რომელშიც საუბარია გეურქ ელიაროვის შვილების ქონებრივ საკითხებზე და რომელშიც ფიგურირებენ იმდროინდელი სხვადასხვა შტოს ელიაროვები:

«Переписка с Главноуправляющим в Грузии об утверждении в дворянском происхождении Елиарова П.И. и о внесении его в дворянскую родословную книгу. 2 ноя[бря] 1836 - 6 сен[тября] 1869»62.

«Указы Сената об отказе тифлисскому жителю Попову К., именующему себя Елиаровым, в признании в дворянском происхождении за отсутствием документов. 3 янв[аря] 1824 - 17 сент[ября] 1826»63.

«Переписка с Иполнительной экспедицией о расследовании прошений Элиаровых К и Е., вдовы Автандиловой и Кагарева С., о передаче им имущества оставшегося после смерти зятя их Автандилова В. 5 нояб[ря] 1835 - сент[ябрь] 1838»64.

«Переписка с землемером Гукасовым о правах чиновника Елиарова К. на сады в селе Крцанисы, Тифлисского уезда. 14/XII.-1859 /4/IV-1858 /21/XII-1859»65.

ასეთია გეურქ სარქისის ძე ელიაროვის (ელიარაშვილის) წარმომავლობის საკითხები ზემოთ მოყვანილი დოკუმენტებისა და სპეციალური ლიტერატურის განხილვის საფუძველზე, საიდანაც შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ძირითადი დასკვნები:

  • გეურქ სარქისის ძე ელიაროვი (ელიარაშვილი) დაიბადა 1769 წელს თურქეთის ქ. ერზერუმში და გარდაიცვალა 1825 წლიდან 1830 წლამდე პერიოდში, სავარაუდოდ ქ. ტფილისში.

  • მისი წინაპრები იყვნენ ისტორიული სომხითის სოფელ შარქარაში (შაქარა) მცხოვრები ქართველი აზნაური ელიარაშვილები, რომლებიც საისტორიო წყაროებში XVII საუკუნიდან იხსენებიან.

  • გაურკვეველი მიზეზის გამო, სოფ. შარქარის მკვიდრი გეურქ სარქისის ძე ელიარაშვილის ბაბუა დელუყარდაში ქ. ერზერუმში გადასულა საცხოვრებლად, სადაც გეურქი დაბადებულა. სომხური წარმომავლობის სახელები სარქისი და გეურქი, სავარაუდოდ უნდა აიხსნას იმით, რომ დელუყარდაშს, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი საარქივო ცნობებით, ცოლი ერზერუმში გადასახლების შემდეგ შეურთავს. შესაბამისად, სავარაუდოდ, მისი ცოლი ადგილობრივი სომეხი უნდა ყოფილიყო, რამაც, ისევე როგორც ადგილობრივმა გარემომ, განაპირობეს ის, რომ დელუყარდაშის შვილს და შვილიშვილს - სარქისი და გეურქი დაარქვეს (საქართველოში დარჩენილი დელუყარდაშის ძმის შტოში, ძირითადად, ქართული სახელები: - სულუა, გოდერძი, პაპია, სჭარბობდა). უეჭველად, ერზერუმის ეთნო-სოციალური გარემოთი უნდა ყოფილიყო განპირობებული ის ფაქტიც, რომ დელუყარდაშის მემკვიდრეებს, ქართველი აზნაურობისთვის არადამახასიათებელი ხელობა-ოსტატობისთვის (ამ შემთხვევაში - მეიარაღეობისთვის) მოუკიდიათ ხელი.

  • ერზერუმიდან ტფილისში ჩამოსული გეურქ ელიარაშვილი ელიაროვის გვარით იხსენიება, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო კარგად ცნობილი ქართველთა გასომხების მიზეზებით. ამიტომ, ქართველი მეცნიერები და მკვლევარები მის გვარს მართებულად წერენ როგორც ელიარაშვილი და უწოდებენ საომარი იარაღის დამზადების გამოჩენილ ქართველ ოსტატს.

  • მაგრამ, თუ გარკვეული დამატებითი კვლევებით დამტკიცდება, რომ ისტორიული სომხითის მკვიდრი ელიარაშვილები ეთნიკური სომხები იყვნენ, რაც ჯერ დოკუმენტალურად არ ჩანს, რა თქმა უნდა, XIX საუკუნეში ტფილისში მიგრირებული მათი შთამომავალი ელიაროვები სომხებად უნდა მივიჩნიოთ.

0x01 graphic

გეურქ ელიარაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი, ქარქაშთან ერთად. ტფილისი, 1790-1804 წლები. დამასკური ფოლადი, ოქრო, ვერცხლი, ნახევრადძვირფასი ქვები, ტყავი, ხე.ჭედვამ ოქროზარნიში, გრავირება, სევადა, ცვარა. სიგრძე ქარქაშში - 49,8 სმ, პირის სიგრძე - 36 სმ, პირის სიგანე დასაწყისში - 4,7 სმ. Copyright Isa Askhabov & Khamzat Askhabov.

დამღაზე მოცემულია ქართული წარწერა „გევო“. ჩეჩენი მკვლევარის და კოლექციონერის ჰამზატ ასხაბოვის დაკვირვებით, „თავად დამღა გაკეთებულია ოქროს მრგვალი ფირფიტით, რელიეფური ქართული ასოებით. ეს უნიკალური ხანჯალი, სავარაუდოდ, დამზადებულია XVIII საუკუნის ბოლოს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (1720-1798) კარის სახელოსნოში და წარმოადგენს კავკასიური საიარაღო ხელოვნების მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ ძეგლს. პირი დამზადებულია დამასკური ფოლადისაგან, რომლის ჯავარის სირთულე მოწმობს უმაღლეს პროფესიონალიზმზე და საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს მშვენიერი პირი პირადად გეურქ ელიარაშვილის მიერ იყოს დამზადებული, მეფე ერეკლეს კარის მეიარაღედ ყოფნის დროს. გარდა ამისა, ხანჯალი განეკუთვნება კავკასიური იარაღის უადრეს ნიმუშებს, ტფილისის ზარაფხანის 1804 წლის ვერცხლის სასინჯი დამღით.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის დასაწყისის ქართულ ხანჯლებს შორის, წარმოდგენილ ხანჯალს ანალოგები გააჩნია რუსეთის უმსხვილეს მუზეუმთა საცავებში. თუმცა, შესრულების დონით, ის მნიშვნელოვნად აღემატება ნიკოლოზ I-ის კუთვნილ ცნობილ ხანჯალს, რომელიც ცარსკოსელსკის არსენალშია დაცული“.

_____________

2. კ. ჩოლოყაშვილი, საბრძოლო იარაღის წარმოებისთვის საქართველოში, თბ., 1959, გვ. 150.

3. იხ. მეცნიერება და ტექნიკა, 1956, №5, გვ. 15-17.

4. იხ. მნათობი, 1959, №7, გვ. 146-152.

5. პ. გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ. 5, თბ., 1962, გვ. 138-141.

6. Э. Г. Аствацатурян, Оружие народов Кавказа, СПб, 2004.

7. Я. Л. Махлевич, И Эльбрус на юге..., Москва, 1991.

8 Н. Б. Годеновский, Тайна булатной стали, изд. Феникс, Ростов-на-Дону, 2010.

9. K. Rivkin, „Arms and Armor of Caucasus“, USA, Yamna Publishing, 2015.

10. С. Талантов, Разборный Кинжал Работы Геурка Элиарова из Тифлиса, Историческое Оружиеведение, 4/2017..

11. Я. Л. Махлевич, И Эльбрус на юге..., стр. 41..

12. იხ. კ. ჩოლოყაშვილი, საბრძოლო იარაღის წარმოებისთვის საქართველოში, გვ. 151-152 და სხვ.

13. იხ. ე. ასტვაცატურიანი, Оружие народов Кавказа, გვ. 393; კ. ჩოლოყაშვილი, ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა, 1956, №5, გვ. 16; ვ. გონგაძე, ჯურნ. მნათობი, 1959, №7, გვ. 147.

14. იხ. Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею, Тифлис, 1878, Т. 7, стр. 342.

15. იხ. პ. გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, გვ. 138; იხ. ასევე: Кавказский Календарь на 1846 г.

16. ზ. ჭუმბურიძე, ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები, თბ., 2005, გვ. 7.

17. «1820 года Октября 23 дня Грузинское дворянское Депутатское Собрание получа при предложении управляющаго в Грузии Господина Генерал Лейтенанта и Кавалера Вельяминова от 2-е Октября прошлаго 1819 года №1221-м по постановлению Государственного Совета разных грузинских уроженцев жительствующих в России дела по коим они доказывали дворянское свое происхождение для удостоверения точности памянутыя роды происходят от таких фамилий кои в списке приложенном при трактате заключенном в 1783 Году с Грузинским Царем Ираклием показаны. - В числе каковых и грузинскаго дворянина Михаила Сергеева сына Еларова прошение подаваемое им прямо в [...] (სიტყვა არ იკითხება - გ.ლ., რ.ხ.) с двумя свидетельствами данными ему, просителю, 1-е 1815 года Ноября 3-го дня от 12-ть благородных особ жительствующих в Грузии что он действительно грузинский дворянин происходящий от того рода дворян Еларовых, который значится помещенным Грузинским Царем Ираклием в трактат в 1783 году заключенном. - И 2-е 1818 года Июня 8-го дня от покойнаго Грузинскаго царевича Давыда подтверждающее, что он Еларов точно есть Грузинский дворянин рода Еларова, который в трактате помещен […]“. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (შემდგომ - სცსა), ფონდი 231, ანაწერი 1, საქმე 27, ფურცელი 3. იხ. აგრეთვე დანართი N 1.

18. სცსა, ფონდი 16, ანაწერი 1, საქმე 3262, ფურცელი 2. იხ. დანართი N 2.

19. «Свидетельство

Дано сие Тифлисскаго уезда дворянам Караману Александру и Ефрему сыновьям Геурковым Елиаровым в том, что они действительно происходят из той дворян Елиаровых фамилии которая показана в трактате Российским ИМПЕРАТОРСКИМ двором 1783 года с покойным Грузинским царем Ираклием заключенном, и суть вышеупомянутые лица дворяне Елиаровы. - Во уверение чего подписуемся Собственными руками нашими 1825 года Апреля 16-го дня подписали:

Тифлисский уездный Маршал Князь Иосиф Меликов

Князь Каихосро Орбелианов

Губернский Секретарь К[нязь] Биртвел Туманов

Капитан К[нязь] Георгий Баратов

Прапорщик К[нязь] Димитрий Баратов

Губернский Секретарь К[нязь] Яков Баратов

Губернский Секретарь Соломон Джораев

Коллежский Секретарь Иосиф Магалов

Князь Самарагдон Орбелианов

Князь Иван Павленов

Гавриил Магалов

Дворянин Зураб Сагинов». სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურც. 5. იხ. აგრეთვე დანართი N 3.

20. «Выписка из заключения Верховнаго Грузинскаго Правительства Общаго Собрания от 18 Сентября 1825 за № 101.

Представленная Тифлисским жителем казенным крестьянином Геурком Саркисовым сыном Елиарашвили к доказательству о дворянском рода его происхождении грамота Царицы Русадан писанная 3-го Июня 1717 года пожалованна не на дворянское достоинство, а на имение, не движимым же имением владеют в Грузии и простолюдины 2-е Проситель Геурк Елиарашвили состоит записанным в общество казенных крестьян 3-е Хотя называющийся дворянином Кайхосро Папов сын Елиарашвили удостоверяет, что дед Просителя Геурка Делукардаш есть брат прадеда его Кайхосро, но как означенный Кайхосро по заключению общаго собрания 21 декабря 1823 года в дворянском достоинстве не признан то свидетельство его на основании законов не достаточно и 4-е Князья и дворяне свидетельствуют, что сыновья просителя Геурка Караман и Александр и Ефрем произходят из той дворянской фамилии, которая показана в списке приложенном при трактате заключенном Российским двором с Грузинским Царем Ираклием в 1783 году, и что упомянутыя в грамоте Царицы Русаданы Делукардаш Сулуа Годерзий и Уркмаз дворяне Елиаровы суть действительно предки их Карамана Александра и Ефрема, и они происходят от них по прямой Мужской линии но таковое показание Князей и дворян не справедливо: ибо из Свидетельства Кайхосра Елиарашвили видно, что еще прадед их Делукардаш вышел из Грузии, имел жительство в Турецком Городе Ерзуме, там женился от куда прибыл уже внук его Делукардаша Геурк и имеет жительство в Грузии, которому показано в семейном списке в 1821 году писанном 52 года, следовательно дед его Геурка Делукардаш вышел из Грузии на зад тому до девяносто лет, почему князьям и дворянам не может быть известно родопроисхождение его тем более, что многие из князей и дворян не имеют и 45 летов от роду, а потому общее собрание мнением полагает: Тифлисскому жителю Казенному крестьянину Геурку Саркисову сыну Елиарашвили в доискиваемом дворянском достоинстве отказать, а князьям и дворянам подписавшим означенные Свидетельства сделать в присутствии общего собрания Строгий выговор, подтвердить, чтобы они впредь от дачи подобных Свидетельств воздержались, в противном же случае поступлено будет с ними по законам. Дабы же отвратить на будущее время подобныя не справедливыя Свидетельства наносящия затруднения и могущия ввести в ошибку, то предоставить Исполнительной Экспедиции опубликовать по Грузии, что если и за сим кто из грузинскаго дворянского Сословия дозволит себе свидетельствовать о неизвестном ему происхождении из доискивающих Княжеского или дворянского достоинства людей, то не минуемо подвергнется ответственности по всей строгости Законов о каковом заключении общаго Собрания с приложением дела представить на благодосмотрение и уважение Вашего Превосходительства и ожидать разрешения». სცსა, ფონდი 2, ანაწერი 1, საქმე 1708, ფურცელი 1-2ა. იხ. დანართი N 4.

21. კერძოდ, შესაბამის დოკუმენტში, მარიამ დედოფლის 1656 წლის სიგელის შესახებ ნათქვამია: «Грамота 1656 Года Царицы Марии, коею она Еларову Шавердиа Братьям его Папию, Георгию и двоюродным его же Братьям Захарию, Ясону, Урамазу и Байдуру с потомством подтвердила наследственное имение предков их, состоящее в Сомхетии деревни Худжабы со всеми к оной принодлежностьми и угодьи». სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 14ა. იხ. აგრევე დანართი N 5.

22. სცსა, ფონდი 213, ანაწერი 1, საქმე 431, ფურცელი 7. იხ. აგრეთვე დანართი N 6.

23. «Эларовы. 579. Кайхосро Папов. Сыновья его: Яссе. Соломон. Григорий. 580. Вдова Ивана Шушана. Сновья ея: Парсадан. Иван». წიგნში: ზ. ჭუმბურიძე, ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები, გვ. 130.

24. დაწვრილებით ისტორიულ საბუთებში და დოკუმენტებში მოხსენიებული ელიარაშვილების შესახებ იხ. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, თბ., 1993, ტ. II, გვ. 120.

25. „ელიარაშვილი დელუყარდაშ - მოწმე ბერ ჭიჭაშვილის მიერ გივი [თუმანიშვილისადმი] მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Hd-13058)“. იხ. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, გვ. 120.

26. ე. თაყაიშვილი, მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში, თბილისი, 1907, გვ. 245-247, 261, 284.

27. „771. შაქარას სოფელი - შარქარი - სომხითში, ფოლადაურის მარჯვენა მხარეზე, შაინის სოფლ. დასავლ., წყლამდის სოფლ. აღმ.-სამხრ. (რ); სიით 92 იხს. 1778 წ. (სიძვ. III-188) მებატონე ელიარაშვილი. 1721 წლ. აღწ. ითვლებოდა შარქარში 1 მებატონე (დედოფალი), 5 მემამულე (აზნ. ელიარაშვილები), 20 გამომღები და 1 ბოგანო ყმა“. იხ. ი. ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, თბ., 1935, ტ. I და II, გვ. 365.

ჩვენს მიერ უკვე ზემოთმოყვანილ საარქივო დოკუმენტში, მარიამ დედოფლის 1656 წლის სიგელის შესახებ ნათქვამი იყო, რომ მარიამ დედოფალმა, 1656 წლის სიგელით, ქაიხოსრო ელიარაშვილის წინაპრებს დაუმტკიცა სამემკვიდრეო მფლობელობაში მათ წინაპართა მამული «[…] состоящее в Сомхетии деревни Худжабы со всеми к оной принодлежностьми и угодьи». სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 14ა. ცხადია, აქ იგულისხმება არა საკუთრივ სომხეთი (ასეთ შემთხვევაში რუსულ დოკუმენტში სიტყვა Армения იქნებოდა გამოყენებული), არამედ ქართლის სამეფოს ისტორიული სომხითის პროვინცია.

28. გაზ. სამშობლო, 1915, N 178..

29. ი. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, თბ., 1994, გვ. 86, 99-100, 109.

30. ა. ჯაფარიძე, ქართლ-კახეთი, ქართველთა გასომხება, თბ., 1999, გვ. 34.

31. ქართლის ცხოვრება, თბ, 1955, ტ. I, გვ. 172.

32. ზ. ჭუმბურიძე, რა გქვია შენ? თბ., 2003.

33. ი. ბიჭიკაშვილი, httpdspace.nplg.gov.gebitstream123447192Danarti.pdf

34. „აზნაურნი ელარაშვილი.

ამათნი წინა-პარნი არიან ძველად კავკასიის მთით მოსრულნი ოსთა აზნაურთაგანი. ცნობილან 1719 წ. ელიყანას შვილებად, რომლისა გამო გაუგვარდათ ილარის შვილობა. და იწოდებიან ესენიცა ილარის შვილად და არიან აზნაურადვე ცნობილნი დროსა მეფისა თეიმურაზისა და ვახტანგისასა და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენიებულნი“. იხ. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ., 1997, გვ. 64.

35. რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბ., 1968, გვ. 26.

36. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 1970, ტ. I, გვ. 313.

37. ს. კაკაბაძე, ქალაქ ტფილისის აღწერა 1803 წლისა, საისტორიო მოამბე, ტფ., 1925, წიგნი II, გვ. 71-72.

38. «[...] Тифлисская Градская Полиция уведомляет, что доказывающие Дворянское достоинство Парсадан и Иван Ивановы сыновья Елиаровы по Комеральному описанию о людях податнаго состояния в 1817 году учиненном не записаны и ныне Казенных податей не взносят». სცსა, ფონდი 213, ანაწერი 1, საქმე 431, ფურცელი. 14.

39. სცსა, ფონდი 254, ანაწერი 1, საქმე 2388-ბ., ფურცლები 125ა, 129ა, 130ა.

40. Я. Л. Махлевич, И Эльбрус на юге..., стр. 41.

41. სცსა, ფონდი 2, ანაწერი 1. «Выписка из заключения Общего собрания Верховного грузинского правительства и представление главноуправляющего в Грузии в Сенат о происхождении тифлисского жителя, государственного крестьянина Элиарашвили Геурка, претендующего на дворянство».

42. შ. კაკულია, თბილისის მოსახლეობა 1803-1870 წწ. თბ., 1979, გვ. 48.

43. ზ. ჭიჭინაძე, ქართველი გრიგორიანელები, თბ., 1906, გვ. 68.

44. იხ. ს. კაკაბაძე, ქალაქ ტფილისის აღწერა 1803 წლისა, საისტორიო მოამბე, 1925, წიგნი II, გვ. 71-72.

45. სცსა, ფონდი 254, ანაწერი 1, საქმე 1424, ფურცელი 396.

46. იქვე, ფურცელი 76.

47. სცსა, ფონდი 254, ანაწერი 1, საქმე 2388-ბ., ფურცელი 49ა.

48. იქვე, ფურცელი 125ა.

49. იქვე, ფურცელი 129ა.

50. იქვე, ფურცელი 129ა.

51. იქვე, ფურცელი 130ა.

52. სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურცელი. 7. იხ. აგრეთვე დანართი N 7.

53. იქვე, ფურცელი 9. იხ. აგრეთვე დანართი N 8.

54. სცსა, ფონდი 209, ანაწერი 1, საქმე 229, ფურცელი. 1. იხ. დანართი N 9.

55. სცსა, ფონდი 209, ანაწერი 1, საქმე 229, ფურცელი 5. იხ. დანართი N 10.

56. სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურცელი. 2. იხ. დანართი N 11.

57. აქვე ინტერესმოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ გ. ელიაროვის მემკვიდრეებმა წარმატებით გააგრძელეს მისი საქმე და მისი სახელის მატარებელი სახელოსნო (ფაქტიურად - ფირმა) გეურქის სიკვდილის შემდგომაც განაგრძობდა არსებობას ტფილისში. ასე, ფრანგი მოგზაური ფლორიან ჟილი, რომელიც 1858 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იმყოფებოდა ტფილისში, აღნიშნავდა, რომ რომ ის ეწვია „სახელოსნოს (ის არ მდებარეობს ბაზარზე) მეიარაღე გეურქის (გიორგის), რომელიც გარკვეული რეპუტაციით სარგებლობს ტფილისში. ის აწარმოებს კარგ ხანჯლის პირებს, ძირითადად, სანადირო დანებს, და დახელოვნებულია ფოლადზე ოქროს ორნამენტების ინკრუსტაციაში, სპარსული გემოვნებით“. იხ.: [F. Gille], Lettres sur le Caucase et la Crimée. Paris, 1859, p. 265.

58. სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი. 8. იხ. დანართი N 12.

59. სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი. 10. იხ. დანართი N 13.

60. «[...] 1653 года Царицы Марии, коею она Еларову Шавердиа, Братьям его Папию, Георгию и двоюродным его же братьям Захарию, Ясону, Урамозу и Байбуру с потомством подтвердила наследственное имение предков их, состоящее в Сомхетии деревни Худжобы [...]». სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 14-об. იხ. დანართი N 14.

61. სცსა, ფონდი 231, ანაწერი 1, საქმე 27.

62. სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 750.

63. სცსა, ფონდი 2, ანაწერი 2, საქმე 32.

64. სცსა, ფონდი 2, ანაწერი 2, საქმე 210.

65. სცსა, ფონდი 240, ანქწერი 2, საქმე 63.

3 თავი II - ხეჩატურ ბებუროვის და მისი წარმომავლობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ერეკლე II-ისა და მეფე გიორგი XII-ის კარზე საბრძოლო იარაღის ოსტატი ხეჩატურ ბებუროვი მოღვაწეობდა, რომლის შემოქმედება სპეციალურ ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი და მას ჩვენ აღარ გავიმეორებთ, მეტადრე ეს სფერო წინამდებარე ნაშრომის მიზანს სცილდება.

დავიწყებთ იმით, რომ ხეჩატურ ბებუროვის შესახებ ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტები გამოავლინა და გამოაქვეყნა ცნობილმა ისტორიკოსმა, აკად. შოთა მესხიამ, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ მას აღნიშნულ მეფეებთან ნამდვილად უმსახურია. კერძოდ, საქართველოში რუსული ჯარების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტ პავლე ციციანოვის სახელზე 1803 წლის ივნისში წარდგენილ მოხსენებაში, ხეჩატურ ბებუროვი წერს: „მე ვიყავ ჩემის ხელოვნებით მსახური მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა და ვაკეთებდი იმათ საკადრის იარაღებს, რომელსაც თვითონ ხმარობდნენ და ხანებსაც ფეშქაშებად უგზავნიდნენ, და მქონდა იმათგან ულუფა და ჯამაგირი განწესებული.“66 ამის დასტურად ბებუროვს მეფე გიორგი XII-ს სიგელიც წარუდგენია.

საყურადღებოა, რომ აკად. შ. მესხია აღნიშული პუბლიკაციის შესავალ წერილში ხეჩატურის გვარს მოიხსენიებს ქართული სუფიქსით - ბებურიშვილი67 თუმცა, თვით ხეჩატურის მიერ დაწერილ ზემოთ მოყვანილ მოხსენებაში, იგი ხელს აწერს როგორც ხეჩატურ ბებუროვი.

ამავე პუბლიკაციაში მოყვანილია 1800 წლის 9 ივნისით დათარიღებული გიორგი XII-ს ხსენებული სიგელის დავით ბატონიშვილის მიერ 1801 წლის 18 აპრილს დამოწმებული რუსული თარგმანიც, საიდანაც ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის ბოლო მეფის დროს ხეჩატურს გააჩნდა აზნაურის ტიტული, ხასიათდებოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და შემსრულებლობით, რის გამოც მას მეფე გიორგიმ ყოველწლიურად 60 მანეთის ოდენობის ჯამაგირიც დაუნიშნა: «Мы всея Грузии, Карталинии, Кахетии и протчих царь Георгий 13-й оказали милость тебе нашему казенному дворянину Хечатуру, оружейных дел мастеру, поелику по художному твоему промыслу всегда к службе нашей был попечительным да и ныне когда от нас какая служба тебе приказывается по должности твоей, то всегда с усердием и ревностию отправляешь, и в воздаяние за твою службу сею милостивую грамотою определили тебе в год жалованье 60 ру(б) да пенсий 6 халваров хлебом. Сии жалованье и пенсию должен ты ежегодно получать из казне нашей»68.

კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ შეგროვებულ და გამოცემულ დოკუმენტთა კრებულში ჩვენს მიერ ნაპოვნი იქნა დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ გიორგი მეფის სიგელის და დავით ბატონიშვილის შუამდგომლობის მუხედავად, 1803 წელს ხეჩატურ ბებუროვის მიერ პენსიის მოთხოვნისადმი ციციანოვს ცალსახად დადებითი დამოკიდებულება არ ჰქონდა და ამ საკითხის გადაწყვეტა იმპერატორ ალექსანდრე I-ს კეთილ ნებას მიანდო. თუმცა, იქვე ხაზს უსვამდა მისი, როგორც მეიარაღის მაღალ კვალიფიკაციას, რაც მისი აზრით, ხეჩატურის თხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ციციანოვის შეხედულებით, საქართველოში ახლად დამყარებულ იმპერიულ ხელისუფლებას ხეჩატურისთვის პენსია, პრინციპში, არ უნდა დაემტკიცებინა, ვინაიდან ამ დრომდე პენსიას მას მხოლოდ იმიტომ უხდიდა, რომ ის, „როგორც ხელოსანი, მეფეზე უფულოდ მუშაობდა, ამჟამად კი უფულოდ არავისზე არ იმუშავებს“. პენსიის დატოვება მისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი „მისი ოსტატობის მხარდაჭერის და გიორგი მე-XII-ს სიგელის დაურღვევლობის საფუძველზე“, იმპერატორი მიზანშეწონილად ჩათვლიდა „დაეტოვებინათ მისთვის ეს პენსია“69.

ჩვენთვის უცნობია, მიენიჭა თუ არა საბოლოოდ ხეჩატურს რუსეთის მთავრობის პენსია. ვიცით მხოლოდ, რომ ისევე როგორც ქართველ თავად-აზნაურთა დიდმა ნაწილმა, მანაც მიიღო მონაწილეობა რუსეთ-სპარსეთის 1804-1813 წლების ომში. კერძოდ, მის პირველ, საწყის სტადიაზე, როდესაც მთავარსარდალმა ციციანოვმა 3000 რუსი ჯარისკაცით და ქართველი და სომეხი მოხალისით გაილაშქრა ერევნის სახანოზე, ერევნის ციხის ასახებად. მიუხედავად სპარსელებზე მოპოვებული რამდენიმე გამარჯვებისა, 1804 წლის სექტემბრის დასაწყისში მტრის მიერ ტფილისთან გაწყვეტილი კომუნიკაციების გამო, ციციანოვი იძულებული იყო მოეხსნა ერევნის ციხის ალყა და უკან მობრუნებულიყო. მანამდე, 7 აგვისტოს, ქართველ თავად-აზნაურთა ერთ-ერთი რაზმი, გამომდინარე იქედან, რომ სურსათის ნაკლებობის და ცუდი ბუნებრიბი პირობების გამო ერევნის ალყას პერსპექტივა არ ჰქონდა, ციციანოვის თანხმობით ტფილისისკენ გამობრუნდა. მის შემადგენლობაში იმყოფებოდა ხეჩატურიც, რომელიც, როგორც ჩანს, როგორც მეიარაღე ემსახურებოდა ხსენებულ რაზმს. გზაში მათ თავს დაესხა სპარსელთა მრავალრიცხოვანი რაზმი, რის შედეგად ხეჩატური, სხვა ცნობილ თავად-აზნაურებთან ერთად, დაახლებით 150 კაცის ოდენობით, ირანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა70. ამ ამბების ერთ-ერთი მონაწილე, გენერალი ივანე ორბელიანი, რომელიც სხვა ტყვეებთან ერთად სპარსელებს თავრიზში წაუყვანიათ, იმავე წლის ნოემბერში პავლე ციციანოვს თხოვს დახმარებას საკუთარი თავის და სხვა ტყვეების, მათ შორის ხეჩატურის განთავისუფლებისთვის71. როგორც ცნობილია, ივანე ორბელიანი ტყვეობიდან გაქცეულა, მაგრამ, სხვების, და მათ შორის ხეჩატურ ბებუროვის ტყვეობაში ყოფნის შემდგომი ბედის შესახებ, წყაროები ინფორმაციას აღარ გვაწვდიან. ვიცით მხოლოდ ის, რომ მათ განთავისუფლებაში პ. ციციანოვი სპარსელებს გამოსასყიდს სთავაზობდა, რაზედაც ისინი თანახმანი ყოფილან72. როგორც ჩანს, საბოლოოდ ხეჩატურიც სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებულ იქნა.

როგორც ცნობილია, 1818 წელს ტფილისში დაარსდა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საკრებულო, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა თავად-აზნაურთა წოდების მაძიებელთა საქმეები და გაეცა წოდებაში მათი დამტკიცების საბუთები. მართებულად აღნიშნავს პროფ. ზ. ჭუმბურიძე, რომ ეს პროცესი რთული იყო და ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავდა73.

მართალია, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ხეჩატურ ბებუროვის წოდებრივი საკითხების ძიება, მაგრამ სწორედ ასეთი შინაარსის დოკუმენტებმა შემოგვინახა მისი წარმომავლობის დასადგენად საჭირო და სანდო ინფორმაცია, რომელსაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განვიხილავთ. ამ მხვრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეფე ერეკლე II-ის მიერ 1792 წლის 2 აგვისტოს ხეჩატურ ბებუროვის სახელზე გაცემული სიგელი, რომელიც, ადასტურებს რა მისადმი ქართველი აზნაურის წოდების მინიჭებას, ამავე დროს შეიცავს უმნიშვნელოვანეს ცნობებს მისი ბიოგრაფიისათვის. სამწუხაროდ, სიგელის ქართული ორიგინალი შემორჩენილი არ არის, თუმცა ამ დოკუმენტის 1811 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული რუსული თარგმანი, სათანადოდ დამოწმებული საგარეო კოლეგიის მიერ, ინახება საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში. ხსენებული სიგელის მიხედვით, ხეჩატურის ბაბუა, დროთა გარემოების გამო, გადმოსახლებულა განჯიდან ტფილისში თავის შვილ ოჰანესთან ერთად და ქართლ-კახეთის სამეფოს ქვეშევრდომობა მიუღია. ოჰანესს, როგორც მეიარაღეს, თავისი ხელოვნებით ბევრი კარგი სამსახური გაუწევია ერეკლეს მამისთვის, მეფე თეიმურაზ II-სთვის (дед твой по обстоятельствам времени, переселился из Ганжи в Тифлис, и вступа в подданство наше прижил одного сына то есть отца твоего, именем Оганеса, который собственным искуством в деле своем оказал многия услуги, блаженной памяти родителю нашему). ხოლო, თავად ხეჩატურს, „მამაზე სამჯერ აღმატებულს“ ცოდნით, არამხოლოდ გაუთქვია საკუთარი თავი ქართლ-კახეთის სამეფოში ოქრომჭედლობის ახალი ტექნოლოგიების შემოღებით, არამედ ხმლების იმგვარი სამჭედლო საწარმოც (ქარხანა) დაუარსებია, რომელიც ადრე საქართველოში არ არსებობდა და მეფისთვის და მისი საგვარეულოსთვის ისეთი მაღალი ხარისხის ბულატის (საუკეთესო ფოლადი) ხმლები გაუკეთებია, რომლებსაც „საკუთარ გვერდზე“ თავად ერეკლე მეფე ატარებდა (а ты в трое превзошел онаго отца твоего отличными знаниями, введением в Грузии преположных царству нашему ходожеств превосходнаго зарнишанства и завода для ковки саблей который так устроен, что подобнаго во всей Грузии никогда не было и сверх того сделал для нас собственного изобретения своего отменныя сабли булатныя кой мы на бедре своем носим). ყოველივე ამის გამო, 1792 წლის 2 აგვისტოს ამ სიგელით მეფე ერეკლე II-ს მისთვის ქართლ-კახეთის აზნაურობა უბოძებია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამიერიდან ხეჩატურ ბებუროვი ქართველი აზნაურის წოდებაშია აყვანილი, მისდამი ყველა ამ წოდების შესაბამისი პრივილეგიის მინიჭებით74.

აქვე მოვიყვანთ ტფილისის თავად-აზნაურობის მარშლის, იოსებ მელიქოვის (მელიქიშვილის) მიერ 1821 წლის 1 მარტით დათარიღებულ ხეჩატურ ოჰანესის ძე ბებუროვის სახელზე გაცემულ მოწმობას, რომლითაც დადასტურებულია მისი აზნაურული წარმომავლობა.

«Свидетельство

Данное тифлисскаго уезда Дворянину Хачатур Оханову сыну в том, что сей упомянутый Хечатур и сыновья его, Иван, Габриел, поручик Мелекседек75, поручик Иосеб и Аветис Бебуровы, истинно суть дворяне Бебуровы, которых помазанный царь Ираклий 2-ой пожалованною грамотою дал нынче дворянское достоинство 1792-м году Августа 2-го дня и в силу сей грамоты упомянутые Бебуровы суть дворяне для утверждения которого подписывал собственноручно марта 1-го дня 1821-го года.

Тифлисского уезда маршал капитан и кавалер Иосиф Меликов76

როგორც ზემოთ მოყვანილ ამ ორ დოკუმენტში ვხედავთ, პირველ მათგანში ხეჩატურის სახელი და გვარი წერია ხეჩატურ ბებუროვი, მეორეში - ხაჩატურ ბებუროვი. აქ აშკარად საქმე გვაქვს ასოთა ცვალებადობასთან გვარ-სახელებში. დროთა განმავლობაში ასოთა ასეთი ცვალებადობა ან დაკარგვა გვარ-გვარებში კარგადაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, - აღნიშნავდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია77. ეს გარემოება საფუძვლიანად შეისწავლა აკადემიკოსმა ვარლამ თოფურიამ, რომლის შესახებ იგი წერდა: „ერთიდაიგივე ბგერა ერთ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში ჩაერთოს“. ავტორს ნაშრომში მრავალი ასეთი სახის მაგალითი მოჰყავს78.

ამასთანავე, ვნახოთ დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა ხეჩატურ ბებუროვისა და მისი შვილების დაბადების თარიღები, რომელიც თვითონ ხეჩატურის შედგენილი უნდა იყოს. იგი არ არის დათარიღებული, მაგრამ, ვინაიდან საარქივო საქმეში 1821 წლის ზემოაღნიშნულ დოკუმენტის მომდევნოდ გვხვდება, სავარაუდოდ, ისიც ამავე წელს უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ დროს ხეჩატური 55 წლის ყოფილა79, ანუ, დაბადებულა 1766 წელს. ეს საარქივო საქმე მოიცავს დოკუმენტებს 1821 წლიდან 1828 წლამდე და ხეჩატურ ბებუროვი 1828 წლის დოკუმენტშიც იხსენიება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისათვის იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო80. როგორც ჩანს, ხეჩატური თავის საქმიანობასაც აგრძელებდა, რადგან არსებობს მის მიერ 1827 წელს დამზადებული ხმალი, რომელიც იმავე წელს რუსეთის მეფე ნიკოლოზ I-სთვის მიურთმევიათ81.

ამ მასალისა და ხეჩატურ ბებუროვის მამის ვინაობის ჩვენს ხელთ არსებულ ცნობების საფუძველზე შევადგინეთ მცირე გენეალოგიური ხე მისი ბიოგრაფიისა და ოჯახის შედარებით ნათლად წარმოსაჩენად.

0x01 graphic

ახლა უნდა შევეხოთ ხეჩატურ ბებუროვის წარმომავლობის ერთ-ერთ საინტერესო საკითხს, მისი გვარის კავშირსა და ურთიერთმიმართებას ბებურიშვილის გვართან. ცნობილია, რომ ასეთი თემა წამოიჭრა და გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ზეპირი გზითა თუ ზოგიერთი ბეჭდური გამოცემით გავრცელდა ცნობა, თითქოს ილია ჭავჭავაძის დედა მაგდანა (მარიამ) ქრისტეფორეს ასული ბებუროვი (ბებურიშვილი) ეროვნებით სომეხი იყო. ქრისტეფორეს კი გრიგორიანული (მონოფიზიტური) სარწმუნოება ნამდვილად მიუღია და ნათლობის დროს სახელად ხეჩატური დაარქვეს. აქედან გამომდინარე ისიც ითქვა, რომ მაგდანას მამა ხეჩატურ ბებურიშვილი და იარაღის ოსტატი ხეჩატურ ბებუროვი იდენტური პირები შესაძლოა ყოფილიყვნენ. მაგრამ, როგორც ამ აზრის მქონე პირებისთვის, ასევე მათი ოპონენტებისთვის არ იქნებოდა ცნობილი ჩვენს მიერ წინამდებარე გამოკვლევაში გამოვლენილი დოკუმენტები, რომლის მიხედვით მაგდა ბებურიშვილის დაბადების დროს, 1818 წელს, იარაღის ოსტატი ხეჩატურ ბებუროვი 52 წელს იქნებოდა მიღწეული და ყავდა 5 ვაჟიშვილი, რაც უნდა გამორიცხავდეს დასახელებულ ფაქტს.

ასეთი სხვა არასწორი ფაქტები და ამის შესახებ მოყვანილი დამახინჯებული არგუმენტები, საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს და საფუძვლიანად უარყვეს ქართველმა მეცნიერებმა, რომელთა გამეორება საჭიროდ არ მიგვაჩნია82.

ამავე დროს სრულიად ვეთანხმებით ბატონ როლანდ თოფჩიშვილის სტატიაში გაკეთებულ დასკვნებს ბებურიშვილთა ქართული თავადური წარმომავლობის შესახებ83. მაგრამ, ვერ გავიზიარებთ მის ნაშრომში აღნიშნულ ამ ფაქტს: „არ არსებობს სომხური გვარი, რომლის ფუძეც ბებურია“84. არსებობს „ბებური“ და „ბაბური“ ფუძიანი სომხური გვარები, რომელთა ნახვა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებითაც. მაგრამ, ეს გარემოება არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ ქართულ გვარ ბებურიშვილთან რაიმე ნათესაური კავშირი გააჩნდათ. აკად. აკაკი შანიძის მართებული განმარტებით, „ერთი და იგივე სახელი სულ სხვადასხვა წარმოშობის პირებს შეიძლება ჰქონდეთ. მიუხედავად ერთნაირი გვარისა, წარმოშობით ისინი შეიძლება სხვადასხვანი იყვნენ და ნათესაური კავშირი არ ჰქონდეთ“85.

ამასთანავე, ამ ორი გვარის ურთიერთობის გასარკვევად არავითარი საფუძველი არ არსებობს ვამტკიცოთ, რომ ქართველი ბებურიშვილები სომხეთში შესაძლოა წასულიყვნენ საცხოვრებლად და იქ თავიანთი გვარის სუფიქსი -შვილი, -ვი სუფიქსით შეეცვალათ, ანდა, დასახლებულიყვნენ განჯაში, სადაც XVIII საუკუნეში ხეჩატურ ბებუროვის წინაპრებს უცხოვრიათ და იქ გამხდარიყვნენ ბებუროვები და სომხური საკუთარი სახელებიც დაერქვათ (ოჰანესი, ხეჩატური...). ასეთი მტკიცებულების საშუალება გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ბებურიშვილთა გვარის საქართველოში გასომხების შესახებ საუბრისთვის გვექნებოდა რაიმე საფუძველი, როგორც ეს გამოიკვეთა ჩვენს მიერ ცოტა ხნის წინ დაწერილ ნაშრომში, ასევე ცნობილ საბრძოლო იარაღის ოსტატ გეურქ ელიაროვის წარმომავლობის შესახებ. მასში ჩვენ იმ დოკუმენტს ვეყრდნობით, რომელიც ადასტურებს გეურქ ელიაროვის წინაპრის ელიარაშვილის საქართველოდან არზრუმში გადასვლას, რასაც ვერ ვიტყვით ბებურიშვილების შესახებ, რომ ისინი საქართველოდან განჯაში უნდა წასულიყვნენ საცხოვრებლად.

არც პირიქითი მოვლენის დამამტკიცებელი ფაქტები მოგვეპოვება, ანუ, განჯიდან ტფილისში მოსულმა ბებუროვებმა რომ ბებურიშვილების გვარი მიიღეს. ისინი ბებურიშვილის გვარით საისტორიო საბუთებში არ გვხვდებიან, მხოლოდ, აკად. შ. მესხია იხსენიებს მათ ასე, მაგრამ გაურკვეველი წყაროთი და მიზეზით, როდესაც მისსავე ზემოთ დასახელებულ პუბლიკაციაში წერია „ხეჩატურ ბებუროვი“.

კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი. 1792 წლის ერეკლე II-ის ზემოთმოყვანილი სიგელი ბებუროვს „ქართველ აზნაურად“ ასახელებს, რაც ცალსახად იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ამ დროსითვის ხეჩატურს მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა მიეღო, რაც ქართული აზნაურობის მინიჭების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მათი ეთნიკურად ქართველობის შესახებ ეს ცნობა არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროისთვის ხეჩატური დიდწილად გაქართველებული იყო, რასაც ცალსახად ამტკიცებენ მის მიერ ციციანოვის სახელზე ქართულად დაწერილი წერილიც. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენთვის საინტერესო ბებუროვების რაიმე ნათესაური კავშირი ერეკლე მეფის ცნობილ თანამებრძოლ პაპა ბებურიშვილთან არ ჩანს.

ამრიგად, ზემოთ მოყვანილი საარქივო დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ერეკლე II-ის და მეფე გიორგი XII-ის კარზე მოღვაწე საბრძოლო იარაღების ოსტატი ხეჩატურ ბებუროვის ბაბუა თავის შვილთან ოჰანესთან ერთად ტფილისში განჯიდან გადმოსახლებულან და ქართლ-კახეთის სამეფოს ქვეშევრდომობა მიუღიათ. აქ 1766 წელს დაბადებულა ოჰანესის შვილი ხეჩატურ ბებუროვი, რომლისთვისაც, სამეფო კარზე წარმატებული მოღვაწეობისთვის, 1792 წელს ერეკლე II-ს აზნაურობა უბოძებია. ამ მიზეზით, მას ერეკლე II-ის სიგელი, ისევე როგორც შემდგომი ხანის დოკუმენტები, ქართველ აზნაურად იხსენიებენ. თუმცა, მისი ქართველური წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება და სავარაუდოდ, იგი ეთნიკური სომეხი უნდა ყოფილიყო, რომელსაც სრული უფლებით შეიძლება სომხური წარმოშობის ქართველი ვუწოდოთ. ამის თქმის სრულ უფლებას ის გვაძლევს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი იყო, რადგან გამორჩენით და ერთგულად ემსახურებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს მისი ბოლო ორი მეფის: - ერეკლე II-ის და გიორგი XII-ს დროს. ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ხეჩატურ ბებუროვი 55 წლის ასაკამდე ცოცხალი ჩანს.

მორთულობის ეს სტილი დამახასიათებელია ტფილისის ადრეული, XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის სტილისათვის. თითოეულ უზანგზე გვაქვს ფოლადზე გრავირებული წარწერა: „ხეჩატურ, ტფილისი“.

ხეჩატურმა, სახელგანთქმულმა ტფილისელმა ოსტატმა, იმ ეპოქის სხვა ნიჭიერ ოსტატებთან ერთად, ოქროს ასოებით შეიტანა საკუთარი სახელი საქართველოს საიარაღო საქმის ისტორიაში. უზანგების მორთულობის მაღალი მხატვრული ღირებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოსტატი ხეჩატური იყო ქართველ მეფეთა კარის ოსტატი, და ასევე, მას დამზადებული ქონდა ხმალი (პალაში) რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-სთვის*, გვაფიქრებინებს რომ ეს რარიტეტი, წყვილი უზანგი, დამზადებულ იქნა ან ქართველ მეფეთა ან რუსეთის საიმპერატორო სახლის უავგუსტოესი წარმომადგენლებისათვის. ხსენებულ უზანგებს დიდი კულტურული და ეთნოგრაფიული ღირებულება აქვთ და ისინი, უდავოდ, საქართველოს საიარაღო და საოქრომჭედლო საქმის უმაღლესი ხელოვნების შედევრებს უნდა მივაკუთვნოთ.

ანალოგიური უზანგები ჩვენთვის უცნობია“.

0x01 graphic

ხეჩატურ ბებუროვის მიერ დამზადებული უზანგები.

Photo copyright © Runjeet Singh / Philip Connor / The Khamzat Askhabov Collection.

კავკასიური იარაღის მკვლევარისა და კოლექციონერის, ჰამზატ ასხაბოვის86 შეფასებით, „უზანგების შიდა და გარე მხარე მორთულია ოქროზარნიშის ტექნიკით შესრულებული ფრინველთა გამოსახულებებითა და მცენარეული ორნამენტებით, სადაც სჭარბობს ყვავილოვანი მოტივები და ვარდულის ფორმები.

_________________

66. მის ბრწყინვალებას უფალს საქართველოს უპირველეს მთავარს კნიაზ პავლე დიმიტრის ძეს ციციანოვს. აზნაურის ხეჩატურ ბებუროვის მოხსენება. ივნისის ლ, წელსა 1803. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (სცსა), ფონდი 1448, ანაწერი 1, საქმე 9094, ფურცელი 669. იხ. დანართი N 15.

67. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, თბ., 1948, ნაკვ. I (26), გვ. 23.

68. იქვე, გვ. 79-80.

69. «Поелику сие жалованье производилось уповательно за то, что он на царя работал, яко ремесленник, безденежно, ныне ни на кого без денег работать не будет, то по мнению моему не следует; разве благоугодно будет в одобрение мастерства и в ненарушимости грамоты оставить ему сей пенсион». იხ. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею (АКАК). Тифлис, 1868, Т. II, с. 811.

70. იქვე.

71. იქვე, გვ. 813.

72. იქვე, გვ. 814.

73. ზ. ჭუმბურიძე, ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები, თბ., 2005, გვ. 7.

74. დოკუმენტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოგვყავს მისი რუსული თარგმანის სრული ტექსტი: «Божиею милостию мы от колена Йесесова, Давыдова, Соломонова, Багратова, сын помазанного царя Теймураза, царь всея Грузии и прочих Ираклий и супруга наша царица Дария урожденная Княжна Дадианова, любезные дети наши первородный патрон Георгий, Иулон, Вахтанг, Мириан, Александр и Фарнаваз, внуки наши Давыд, Иоанн, Баграт, Теймураз, Михаил, Гавриел, Илия, Леон, и Луарсав жалуем сию нашу грамоту тебе верноподданному зарнишеннаго тот кто наводит на сталь золотом цветы и фигуры дела мастеру Хачатуру Бебурову, детям твоим Ивану Бабуру и впредь будущему потомству твоему, во изъявление того что дед твой по обстоятельствам времени, переселился из Ганжи в Тифлис, и вступа в подданство наше прижил одного сына то есть отца твоего, именем Оганеса, который собственным искуством в деле своем оказал многия услуги, блаженной памяти родителю нашему а ты в трое превзошел онаго отца твоего отличными знаниями, введением в Грузии преположных царству нашему ходожеств превосходнаго зарнишанства и завода для ковки саблей который так устроен, что подобнаго во всей Грузии никогда не было и сверх того сделал для нас собственного изобретения своего отменныя сабли булатныя кой мы на бедре своем носим, почему мы в знак таковаго отличнаго дарования твоего жалуем тебя и детей твоих, равно и все будущее впредь твое потомство в дворянское достоинство, тем паче что и предки твой происходили от знатнаго рода а в следствие того и повелевается всем нашим Князьям-дворянам, придворным чиновникам и поданным признавать всех вас и почитать грузинскими дворянами наравно с прочими. Естли же кто тебя или потомка твоего обечнетит, поранит, или убиет, то тот должен по закону нашему таковому же доставить тебе удовлетворение каковое делается каждому дворянину каковой нашей милости и утверждения и да не лишитесь вы никогда как от нас, так и от переменною в наших писана рукою придворнаго мдивана нашего Дмитрия Туманова Августа 2-го дня 1792-го года в чернильных печатях значится царь Ираклий, царица Дария, царевич Георгий, Иулон. Вахтанг, Александр, Фарнавоз, Давыд, Иоанн, Баграт». სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 434, ფურცელი 7-8. იხ. დანართი N 16.

75. სხვა შემდგომ დოკუმენტში, ხეჩატურის ეს შვილი Мелко-დ მოიხსენიება.

76. სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 434, ფურცელი 4. იხ. დანართი N 17.

77. ს. ჯანაშია, შრომები, თბ., 1959, ტ. III, გვ. 40-45.

78. თოფურია, ქართლური, თბ., 1925, გვ. 135-138.

79. სცსა, ფონდი 1, ან. 1. საქმე 434, ფ. 6. იხ. დანართი N 18.

80. სცსა, ფონდი 1, ან. 1. საქმე 434, ფ. 13.

81. Y. A. Miller, Caucasus Arms from the State hermitage Museum, St. Petersburg, 2004, pp. 84-85.

82. დაწვრილებით იხ. Г. Майсурадзе, Новые попытки искажения историчекой правды. წიგნში: Некоторые вопросы истории Грузии в армянской истортографии, Тбилиси, 2009, стр. 234.

83. რ. თოფჩიშვილი, ჭავჭავაძეთა და ბებურიშვილთა გვარების ისტორიისათვის. ილიას კრებული II, თბ., 2004, გვ. 83-87.

84. იქვე, გვ. 86.

85. ა. შანიძე, თეოფორული სახელები ქართველურ ენებში, თსუ შრომები, თბ., 1951, № 45, გვ. 195-196.

86. ავტორი წიგნის: Х. Асхабов, Поисĸи утраченных релиĸвий, Москва, 2016.

* ინახება ერმიტაჟში, საინვენტარი ნომერი №3838. იხ. стр 60-61, Y. A. Miller, Caucasus Arms from the State hermitage Museum, St. Petersburg, 2004, pp. 60-61.

4 თავი III - იოსებ პოპოვის წარმომავლობა

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნეში ტფილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მაღალი ხარისხის საბრძოლო იარაღის სახელგანთქმული ოსტატი იოსებ პოპოვი, რომლის საქმიანობა სპეციალურ ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი. ეს საკითხი შედარებით ვრცლად არის მოცემული ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ემა ასტვაცატურიანის ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც ქვემოთ შევეხებით.

აქვე უნდა ითქვას, რომ არსებულ ნაშრომებში არსად ჩანს ინტერესი და შესაბამისად მოკვლეული მასალა ი. პოპოვის წარმომავლობის შესახებ. მხოლოდ ზოგიერთი ავტორი უწოდებს მას სომეხ მეიარაღეს და შენიშნავენ, რომ მისი გვარ-სახელი საისტორიო წყაროებში სხვადასხვა ფორმით გვხვდება: პოპოვი, პაპოვი, იოსებ, უსუპ, ოსიპ... ეს მართლაც ასეა, რომლის საილუსტრაციოდ რამდენიმე დოკუმენტს შევეხებით, რომლებშიც მისი მოღვაწეობაც არის აღნიშნული. მათგან პირველად იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიას მოვიყვანთ, რომელშიც იგი უ. პოპოვის ფორმით იხსენიება:

„მეექვსე ოთახში იყო ხალიჩები, ქეჩები და სხვა ნამუშევარი მატყლისა და ბამბისა, აქაური ტანსაცმელი, ვერცხლეული და ძვირფასი ნივთები, ჭეშმარიტი სამკაული ამ ოთახისა უეჭველად იყო იარაღი, გაკეთებული ზარნიშნით და სევადით ჩვენის გამოჩენილის ხელოსნისა, თბილისის მოქალაქის უ. პოპოვისა. თავისი საკვირველი ოსტატობითა უ პოპოვმა შეიძინა წოდება მისის იმპერატორობითის დიდებულების მეიარაღისა და იმისი ნაკეთები იარაღი ისე მოეწონათ შარშანწინდელ ლონდონის ვისტავკაში, რომ იქაურმა ხელოსნობის აკადემიამა თავის მწევრად მიიწვია“87.

კავკასიის ისტორიის ცნობილ საისტორიო წყაროში „კავკაზსკი კალენდარ“-ში, მის 1851 წლის ერთ და იგივე ნომერში იგი იხსენიება როგორც პოპოვი იოსებ და პოპოვი ოსიპ88. ხოლო, ამავე გამოცემის 1872 წლის ნომერში იგი კვლავ იოსებ პოპოვის ფორმით გვხვდება89.

რაც შეეხება საარქივო დოკუმენტებს, 1886 წლის ტფილისის საოჯახო სიებში იგი იოსებ პაპოვად იხსენიება, ხოლო 1866 წლის იმავე შინაარსის დოკუმენტში - იოსებ პოპოვად. ასეა თუ ისე, ამ დოკუმენტებიდან ხერხდება მისი გენეალოგიური ხის შედგენა, კერძოდ კი 1886 წლის ტფილისის საოჯახო სიიდან, რომელშიც მოცემულია მისი იმდროინდელი ოჯახის შემადგენლობა ასაკთა ჩვენებით. იქვე, შესაბამის გრაფებში აღნიშნულია მათი ეროვნება: - სომხები, სალაპარაკო ენები - სომხური, რუსული, ქართული90.

გენეალოგიური ხე

0x01 graphic

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელეთ იოსებ პოპოვისა და მისი ოჯახის გენეალოგიური კვლევა უფრო ადრეული წლების სათანადო დოკუმენტებში. მაგრამ, იოსებ პოპოვი მხოლოდ 1866 წლის ტფილისის კამერალურ აღწერაშია დაფიქსირებული როგორც გადასახადის გადამხდელი წრის წარმომადგენელი, XIX საუკუნის ტერმინით «Податное лицо»91.

თუმცა, ჩვენი ყურადღება მიიპყრო 1803 წლის ქ. ტფილისის მოსახლეობის აღწერაში დასახელებულმა ივან პაპაოვმა92, რადგან იოსებ პოპოვის/პაპოვის მამის სახელი ივანე იყო. ამას ემატება გვართა მსგავსება და ქრონოლოგიური სიახლოვე. როგორც ვიცით, იოსები დაბადებულა 1813 წელს და 1803 წელს ხსენებული ივანე სავსებით შესაძლებელია მისი მამა ყოფილიყო. მაგრამ, ამ ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი ანდა არგუმენტი არ გაგვაჩნია.

ახლა ვნახოთ რას ამბობს ი. პოპოვის წარმომავლობის შესახებ ზემოთ დასახელებული სომეხი მკვლევარი ემა ასტვაცატურიანი. მისი ცნობა ეყრდნობა 1862 წლის კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის საარქივო დოკუმენტს, რომელსაც ჩვენ ვერც შესაბამის ფონდსა, თუ სხვა მის მიერ მითითებულ საარქივო ფონდებში ვერ მივაკვლიეთ93. იგი ამ ნაშრომში წყაროთა მოყვანის დროს დოკუმენტების ფურცლებს არ უთითებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული ფონდი 13, ანუ კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის ფონდის კიდური თარიღებია 1905-1917 წწ.94

ემა ასტვაცატურიანის აღნიშნულ წიგნში არის შემდეგი ინფორმაცია: «Попов происходил из семьи потомственных оружейников. В документе канцелярии кавказского наместника, датированном 1862 г., читаем: «Попов, занимаясь ремесленным наследственным в его семействе со времени царей грузинских, коим придворным оружейником был дед его, приобрел лично репутацию искусного мастера»95.

მაგრამ, იოსებ ივანეს ძე პოპოვის წინაპრები ქართველთა სამეფო კარზე მოღვაწე საბრძოლო იარაღის ოსტატთა ოჯახებში არ ფიგურირებენ, რისი ნახვაც შეიძლება ჩვენს მიერ ამავე ნაშრომში გამოკვლეულ ასეთ ოსტატთა (გეურქ ელიაროვი (ელიარაშვილი), ხეჩატურ ბებუროვი) გენეალოგიურ ცხრილებში. როგორც ვნახეთ, თვით იოსებ პოპოვი 1813 წელს დაბადებულა, ხოლო მისი მამის სახელი ივანე წინა წლების მასალებში საერთოდ არ გვხვდება.

ამრიგად, წინამდებარე კვლევამ გვიჩვენა, რომ XIX საუკუნეში ტფილისში მოღვაწე საბრძოლო იარაღის ოსტატი იოსებ პოპოვი დაიბადა 1813 წელს, რომლის მამის სახელი ივანე ყოფილა. იოსებ პოპოვი თავის მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა ტფილისში. მაგრამ, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რომელ ქვეყნაში დაიბადა ი. პოპოვი, საქართველოში თუ სხვაგან. ეს შესაძლოა ტფილისში მომხდარიყო და მის წინაპრებს საქართველოში ეცხოვრათ. თუმცა, მისი ეროვნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მათი სამშობლო სომხეთი უნდა ყოფილიყო. იოსებ პოპოვის გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება, სათანადო დოკუმენტების უქონლობის გამო. იგი საისტორიო წყაროებში საქართველოში 1880-იანი წლების ბოლომდე ფიგურირებს.

ჩეჩენი მკვლევარის და კოლექციონერის ჰ. ასხაბოვის შეფასებით, „ეს მშვენიერი დამბაჩა დამზადებულია 1867 წელს, ცნობილი ოსტატის, იოსებ პოპოვის მიერ, რომელიც „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეიარაღის“ ტიტულს ფლობდა. დამბაჩის უკანა მხარეს მოცემულია საერთაშორისო გამოფენებზე მიღებული სამი საპრიზო მედალი. თავადი ტრუბეცკოი პოპოვზე წერდა: „რომ ტფილისში გავლით მყოფმა პოლკოვნიკმა ბეზობრაზოვმა, მას შეუკვეთა სამაგალითო ხმალი, რომელიც შემდგომში იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს გაუგზავნა. ის ამბობდა, რომ ძველი ტფილისელი მეიარაღე, სომეხი პოპოვი, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მეიარაღეთა საქმის საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა“.

კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის 1862 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „პოპოვმა, რომლის პაპაც ქართველ მეფეთა კარის მეიარაღე იყო, პირადად მოიხვეჭა დახელოვნებული ოსტატის რეპუტაცია. ის საკუთარი ოჯახის სამემკვიდრეო ხელოსნობას ეწევა“.

შესაძლებელია, ეს ის დამბაჩაა, რომელიც ექსპონირებული იყო პარიზის 1867 წლის გამოფენაზე. (იხ. Аствацатурян Э. Г. დასახ. ნაშრ., გვ. 401). ამ სახელგანთქმული მეიარაღის ნაკეთობები ძალიან იშვიათად გვხვდება, მით უმეტეს, საპრიზო მედლებით დამშვენებული - რუსეთის იმპერიის გერბი, ალექსანდრე II-ის პორტრეტი, ასევე წარწერა „შრომისმოყვარეობისთვის და ხელოვნებისთვის იოსებ პოპოვს, 1865 წ.“. დამბაჩას დიდი ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს“.

0x01 graphic

იოსებ პოპოვის მიერ დამზადებული კაჟის დამბაჩა. საქართველო, მე XIX საუკუნის სამოციანი წლები. ფოლადი, ვერცხლი, ტყავი, ხე. ჭედურობა, გრავირება, სევადა, ცვარა. სერთო სიგრძე - 49 სმ., ლულის სიგრძე - 35,5 სმ., კალიბრი - 15 მმ. Copyright the Khamzat Askhabov Collection.

________________

87. გუთნის დედა, 1864, №2, გვ. 15.

88. Кавказский календарь на 1851 г. стр. 129, 132.

89. Кавказский календарь на 1872 г. стр. 31.

90. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (შემდგომ - სცსა), ფონდი 254, ანაწერი 3, საქმე 1639, ფურცელი 65ა-66. იხ. აგრეთვე დანართი N 19.

91. სცსა, ფონდი 254, ანაწერი 2, საქმე 391, ფურცელი 106. იხ. აგრეთვე დანართი N 20.

92. ს. კაკაბაძე, ქალაქ ტფილისის აღწერა 1803 წლისა, საისტორიო მოამბე, 1925, ტ. II, გვ. 71.

93. «ЦГИАГ» р - Центральный государственный исторический архив Грузии,

ф. 5, оп. 1 (Канцелярия начальника главного управления главноначальствующего гражданской частью на Кавказе),

ф. 7, оп. 1 (Департамент Главного управления главноначальствующего гражданской частью на Кавказе),

ф. 13, оп. 5 (Канцелярия наместника на Кавказе),

ф. 199 (Тифлисская ремесленная управа),

ф. 249 (Тифлисская окружная пробирная палатка, 1836-1885),

ф. 254 (Тифлисская казенная палата),

Ф. 414, оп.1 (Тифлисский статистический комитет)“. იხ. Э. Асвацатурян, Оружие народов Кавказа, СПБ, 2004.

94. საისტორიო ცენტრალური არქივის მეგზური, თბ., 2018, გვ. 14.

95. Э. Асвацатурян, Оружие народов Кавказа, стр. 400.

5 დანართები

▲ზევით დაბრუნება


დანართი 1.

0x01 graphic

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (შემდგომ - სცსა), ფონდი 231, ანაწერი 1, საქმე 27, ფურცელი 3.

დანართი 2.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 16, ანაწერი 1, საქმე 3262, ფურცელი 2.

დანართი 3.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურცელი 5.

დანართი 4.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 2, ანაწერი 1, საქმე 1708, ფურცელი 1-2.

დანართი 5.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 14.

დანართი 6.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 213, ანაწერი 1, საქმე 431, ფურცელი 7.

დანართი 7.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურცელი 7.

დანართი 8.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურცელი 9.

დანართი 9.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 209, ანაწერი 1, საქმე 229, ფურცელი 1.

დანართი 10.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 209, ანაწერი 1, საქმე 229, ფურცელი 5.

დანართი 11.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 552, ფურცელი 2.

დანართი 12.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 8.

დანართი 13.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 10.

დანართი 14.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 486, ფურცელი 14 (უკ.).

დანართი 15.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1448, ან. 1, საქმე 9094, ფურც. 669.

დანართი 16.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 434, ფურცელი 7-8.

დანართი 17.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 434, ფურცელი 4.

დანართი 18.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 1, ანაწერი 1, საქმე 434, ფურცელი 6.

დანართი 19.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 254, ანაწერი 3, საქმე 1639, ფურცელი 65-66.

დანართი 20.

0x01 graphic

სცსა, ფონდი 254, ანაწერი 2, საქმე 391, ფურცელი 106.

6 რეზო ხუციშვილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დაიბადა თბილისში 1949 წელს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1975-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო არქივებში - მეცნიერ მუშაკიდან რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემდე. 2001-2008 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009-2011 წლებში კომპიუტერული კომპანია „გურიან-სოფტ თბილისის“ დირექტორი. 2004 წლიდან დღემდე პოპულარული ვებ-საიტის „ქართული გენეალოგია“-ს მფლობელი, რომელმაც 2007 წლის ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში 1 ადგილი დაიკავა.

არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 წიგნის: „ლაიოშ ტარდი და ქართველოლოგია“ (თბ., 1992); „უნგრული ქრონიკები“ (თბ., 1993); „უნგრულ-კავკასიური პრობლემა (უნგრული ტომები ჩრდილო კავკასიაში, V-IX სს.)“, თბ., 1994 და სხვ. უკანასკნელი ნაშრომის საფუძველზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან: 1997 და 1998 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოდან (ვაშინგტონი); 2003 წელს ბუდაპეშტის ევროპული უნივერსიტეტიდან; 2006 წელს ბრიტანეთის მუზეუმიდან. 1992 წლიდან არის უნგროლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (ბუდაპეშტი) წევრი, 1994 წლიდან ევროპისა და ამერიკის ინსტიტუტის პრეზიდიუმის წევრი.

საქართველოში საარქივო დარგის განვითარების, ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1997 წ.) და ღირსების ორდენით (2002 წ.).

7 გოჩა ლაღიძე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დაიბადა 1965 წელს თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.

1980 წლიდან დაინტერესებულია ისტორიული ქართული საჭურველით და მათი დამზადების ტექნოლოგიებით.

1986-1987 წლებში მთლიანად აღადგინა ხევსურული აბჯარი.

1987-1988 წლებში მუშაობდა მხატვარ ზურაბ წერეთლის პირად დაკვეთებზე. 1989-1991 წლებში მუშაობდა აკად. ა. ჩიტაიას სახელობის არქიტექტურისა და ყოფის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სხვადასხვა წლებში შესრულებული აქვს მხატვრული ნამუშევრების სერია, მონაწილეობს გამოფენებში და ცნობილია როგორც ლითონის რესტავრატორი. ნიდერლანდების კულტურის სამინისტროს დასკვნით, მისი რამდენიმე ნამუშევარი წარმოადგენს ნიდერლანდების კულტურაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს.

1998-2000 წლებში იყო ქ. ვეხელის (ნიდერლანდები) პიტერ ბრეიგელის სახ. სამხატვრო ინსტიტუტის დოცენტი. 2001-2002 წლებში კითხულობდა ლექციებს ნიდერლანდების კოლექციების ინსტიტუტში, 2006-2007 წლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში.

მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ჩვენებებსა და გამოფენებში ნიდერლანდებში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ხსენებულ გამოფენებზე 15-ჯერ აქვს მოგებული გრანპრი - „საუკეთესო ნამუშევარი“.

2009 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიწვეულ რესტავრატორად.

მისი ინიაციატივით, ავტორობით და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ-მეიარაღეთა ინტერნეტ-პორტალი www.georgians-weapons.com, რომელიც დღემდე აქტიურად ემსახურება ქართული მესაჭურვლეობის ხელოვნების უკეთ წარმოჩინების და პოპულარიზაციის საქმეს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

1988 წელს მიენიჭა საქართველოს მხატვართა კავშირის სახალხო ოსტატის წოდება.

2002 წლიდან არის ნიდერლანდების მხატვართა კავშირის და ნიდერლანდების ხელოვანთა კავშირების ფედერაციის წევრი. 2004 წლიდან 62

- ისტორიული იარაღის და საჭურველის მკვლევარ-მეცნიერთა საერთაშორისო გაერთიანების წევრი. 2005 წლიდან - საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2013 წელს მიენიჭა ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის წოდება.