The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თემი (როგორ გავხდეთ კარგი მეზობელი)


თემი (როგორ გავხდეთ კარგი მეზობელი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამართლიანად გამარჯვება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო გამომცემელი: გაეროს განვითარების პროგრამა რედაქტორი: აირინ პეტერს ონი გრაფიკული დიზაინი: Likovni studio (ww.list.hr) ეს სახელმძღვანელო დაიბეჭდა ISO:9001, ISO:14001, EMAS სტანდარტის შესაბამისად სერთიფიცირებულ ქაღალდზე ამ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მათ ავტორებს და არ გამოხატავს გაეროს ან გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო ამ პუბლიკაციის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას ვუხდით, ბატონებსა და ქალბატონებს: ტექსტის ადაპტირება: ვიქტორ ბარამია, პროგრამის მენეჯერი, ევრაზიის პარტნიორობის ფონდი ნიკოლ ჟორდანია, დამფუძნებელი და დირექტორი, The Noй Group, LLC რუსუდან მეძმარიაშვილი, კორპორატიული პასუხისმგებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბი-პი ექსპლორეიშენ ლიმიტედი |კასპიის ზღვა| საქართველო ადაპტირებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა: ქეთევან ახობაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სილქნეტი სოფიო ბალავძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, კორპორატიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა, საქართველოს ბანკი ნათია გოცაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თი ბი სი ბანკი თეკლე გურიელიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პრო კრედიტ ბანკი მაკა გვრიტიშვილი, მარკეტინგის, კომუნიკაციების და კორპორატიული მდგრადობის მენეჯერი, HSBC Bank Georgia JSC ტედ ჯონასი, ოფისის დირექტორი და პარტნიორი მარიამ კოჭლაშვილი, მარკეტინგის მენეჯერი, DLA Piper შოთა ქობელია, აღმასრულებელი დირექტორი, თელიანი ველი ინგა კუპატაძე, მარკეტინგის დირექტორი, გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები რუსა კვეზერელი-კოპაძე, ადმინისტრაციული მენეჯერი, PricewaterhouseCooper ირმა ცქიტიშვილი, მენეჯერი, კორპორატიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, Geocell ეს პროექტი დაფინანსებულია ბელგიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გვინდა მადლობა გადაუხადოთ Business in the Community-ს რადგან მოგვცა უფლება გამოგვეყენებინა მისი ტექსტი (ლოგო) United Nations Development Programme UN House, 9 Eristavi Street, Tbilisi 0179, Georgia www.undp.org.ge



1 შესავალი

▲back to top


ცნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ზეგავლენას სამყაროზე და მის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. რას აწარმოებს ბიზნესი, როგორ ყიდულობს და ყიდის, როგორ ზემოქმედებს გარემოზე, როგორ ასაქმებს, ასწავლის და ანვითარებს თანამშრომლებს, როგორ ფინანსდება და იმართება, როგორ ახდენს ინვესტირებას თემში და სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, მისი სამუშაო ძალა და მომხმარებელი - ამ ყოველივეს ერთობლიობა განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს ზეგავლენას საზოგადოებაზე.

ბიზნეს სექტორის პოზიტიური და პროაქტიული ქმედება, ზემოთ აღნიშნული და კანონით ნაკარნახევი ყველა სხვა მიმართულებით ბუნებრივი მოვლენა გახდა განვითარებულ სამყაროში, რადგან არა ერთგზის დადასტურდა, რომ ეს სასარგებლოა ყველა მონაწილე მხარისათვის. ამ სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებში ილუსტრირებულია კერძო კომპანიების სარგებელი.

საქართველოში გაეროს საქმიანობის ფარგლებში, 2010 წლის მარტში შეიკრიბა საკოორდინაციო ჯგუფი, რათა მოემზადებინა მასალები რომლებიც დაეხმარებოდა ქართულ კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ და ყოველდღიურ საქმიანობაში გაეტარებინათ ბიზნესის პასუხისმგებლობის პრინციპები.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) სახელმძღვანელო მოამზადა ბრიტანულმა ორგანიზაციამ - ბიზნესი საზოგადოებაში - რომელიც უკვე 25 წელია უწევს ბიზნეს სექტორს კონსულტაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების გატარებაში. ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ამ ორაგნიზაციას, რადგან მან ნება დაგვრთო გამოგვეყენებინამისი მოდელი. მკვლევარები ასევე ეყრდნობოდნენ ხორვატიის გაეროს ოფისის მიერ ადაპტირებულ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს.

საკოორდინაციო ჯგუფი შეეცადა წარმოედგინა ქართული კომპანიების საქმიანობა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. რამოდენიმე შემთხვევაში ნაჩვენებია არა ქართული მაგალითები - ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებული პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღავნელო წაახალისებს დაინტერესებულ მხარეებს აიმაღლონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, წამყვანი ქართული კომპანიების მხარდამხარ და განვითარებული საბაზრო ეკონომიკის სტანდარტების შესაბამისად. ამით ისინი უფრო კომპეტენტურნი გახდებიან, ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალური კაპიტალის ზრდას და დაეხმარებიან საქართველოს ერთ ერთი სტრატეგიული პრიორიტეტის მიღწევაში: ინტეგრაცია ევროკავშირის სტრუქტურებსა და ბაზრებში.

სქართველოში გაეროს გლობალური ინიციატივის ქსელი მოქმედებს როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობის პოპულარიზაციის პლათფორმა, შესაბამისად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მასში გაწევრიანება. ამასთან 2009 წლის მარტში საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები ოფიციალურად შეეცადნენ ერთობლივად გაევრცელებინათ და აემოქმედებინათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები საქართველოში და ხელი შეეწყოთ ეროვნული პროგრესისათვის ამ სფეროში.

ტექსტის შესახებ

ამ ტექსტის მომზადებისას ძალიან ვცდილობთით გამოგვეყენებინა ერთვგავროვანი, გასაგები ენა და თავი აგვერიდებინა უცხო, რთული ტერმინოლოგიისათვის. თუმცა ყოველი ახალი სფერო ითხოვს სპეციფიურ ლექსიკონს.

ტერმინი „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ ფართოდ გამოიყენება ბიზნეს სამყაროში. ევროპის კომისია განსაზღვრავს მას როგორც „ცნებას, სადაც კომპანიები ნებაყოფილობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგადად საქმიანობისას და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას.“ ამგავრი პრაქტიკა სხვა სახელებითაც გვხვდება: კორპორატიული პასუხისმგებლობა, კორპორატიული მოქალაქეობა და კორპორატიული მდგრადობა.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სიტყვა გახლავთ „მონაწილე“ (დაინტერესებული მხარე). ჩვენი განმარტებით ეს გახლავთ „ნებისმიერი პირი რომელსაც წვლილი შეაქვს საწარმოს წარმატებაში და სარგებლობს ამით, მათ შორის მფლობელი, აქციონერი, დასაქმებული და ისინიც ვისზეც ზემოქმედებს საწარმოს საქმიანობა, მაგალითად: მომწოდებლები, მომხმარებლები და ადგილობრივი საზოგადოება“.

ტერმინი „მდგრადი ბიზნესი“ გულისხმობს საწარმოს რომელიც იკმაყოფილებს საჭიროებებს ისე რომ პრობლემას არ უქმნის მომავალ თაობებს დაიკმაყოფილონ მათი საჭიროებები“. „მდგრად განვითარებას“ სამი საყრდენი განაპირობებს: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობა.

„სოციალური ანგარიშგება“, რომელსაც ხანდახან მდგრადობის ანგარიშგებას, მოქალაქეობრივ ანგარიშგებას ან სამმაგ ანგარიშგებას უწოდებენ - ნიშნავს ანგარიშეგებას რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ და ეკონომიკურ არამედ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს და ზემოქმედებს ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე და ორგანიზაციის არსებულ და სამომავლო წვლილს ამ სფეროებზე“.

სახელმძღვანელოს თავები

ეს სახელმძღვანელო საქართველოში პირველად წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს, იმგვარად რომ ეს პრაქტიკული და სასარგებლო იყოს ყველა ზომის საწარმოსათვის. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ქართული კომპანიების დასახმარებლად, თანმიმდევრულად და ეფექტურად მართონ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა სფერო. სახელმძღვანელო შედგება ხუთი ცალკეული თავისაგან. პირველი თავი - კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გვთავაზობს საკითხის ზოგად მიმოხილვას, ხოლო დანარჩენი ოთხი თავი დეტალურად განმარტავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ძირითად კომპონენტებს. ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით თითოეული თავი წაკითხული უნდა იქნეს ზოგად მიმოხილვასთან ერთად.

ეს თავებია: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმოხილვა | სამუშაო ადგილი | ბაზარი | გარემო | საზოგადოება (თემი)

2 კარგი მეზობლობა

▲back to top


რა არის ეს?

ყველა სახის ბიზნესი, მსხვილი იქნება ის თუ მცირე, ზემოქმედებას ახდენს თემზე, რომლის ფარგლებშიც მოღვაწეობს. სათანადოდ ორგანიზების შემთხვევაში, ამგვარ ზემოქმედებას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც თემისთვის, ასევე თავად ბიზნესისთვისაც.

ბიზნესი თემის ყოფა-ცხოვრების მრავალ ასპექტზე ახდენს დადებით ზეგავლენას - აწარმოებს ადგილობრივად მოხმარებად პროდუქციას და ეწევა მომსახურებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და თემის წევრებს ეხმარება სამუშაოსთან დაკავშირებული უნარების შეძენა-განვითარებაში, ხელს უწყობს ადგილობრივი მიმწოდებლების მიერ ადგილობრივი ხელშეკრულებების გაფორმებას.

გარდა ამისა, კომპანიამ შეიძლება გამოიჩინოს ინიციატივა და კორპორაიული სათემო ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს თემი. ამ პროგრამამ შეიძლება საქველმოქმედო შემოწირულობების, მოხალისე თანამშრომელთა აქტივობების, და სხვა რესურსების ფორმა მიიღოს, როგორიცაა პროფესიული უნარები თუ აღჭურვილობა, ან შენობა ნაგებობები. შესაძლოა კომპანიებმა ითანამშრომლონ ადგილბრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც კომპანიის მიერ დაფინანსებული სათემო პროგრამების განმახორციელებელი პარტნიორები ხდებიან. ეს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ კომპანიის დამოკიდებულების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა და ამდენად, ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს დაინტერესებული მხარეების სურვილებს.

ბიზნესის მიზანი უნდა იყოს ისეთი მუშაობა, რომელიც ზიანის მიყენებას გამორიცხავს, თუმცა, რასაკვირველია, ბიზნესს შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენაც ჰქონდეს - დაწყებული ობიექტზე ყოველდღიური მუშაობის დროს გამოწვეული ნგრევითა და ხმაურით, დამთავრებული გარემოზე ზემოქმედებით, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, ან ძირითად ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან გაუგებარი ურთიერთობა. კარგად ჩამოყალიბებული სათემო პროგრამა ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს აღნიშნული უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებისთვის გამიზნულ ზომებს.

რაში მდგომარეობს სარგებელი?

კომპანიები სულ უფრო მეტ პრაქტიკულ ნაბიჯს დგამენ ადგილობრივ თემთან კარგი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ეს ორმხრვად სასარგებლო ურთიერთობები მხოლოდ თემს კი არ ეხმარება, არამედ ხელსაყრელ სამუშაო გარემოს უქმნის ბიზნესს თემში ნდობის ჩამოყალიბებითა და პატივისცემის ატმოსფეროს შექმნით. ეს ურთიერთობები ბიზნესის მთელი რიგი ფუნქციური ამოცანების განხორციელებას უწყობს ხელს, როგორიცაა:

მარკეტინგი

  • ბრენდის შესახებ ცნობადობისა და რეპუტაციის შექმნა

  • გაყიდვების ხელშეწყობა

პრაქტიკული მაგალითი - TBC ბანკი - ბიზნესის მიერ განათლების მხარდაჭერა

განათლება ძალიან ძვირი ღირს საქართველოში და ძალიან ცოტა კომპანია უწყობს ხელს საგანმანათლებლო ღონისძიებებს ან ინდივიდუალურ სტუდენტებს CSR ღონისძიებების ფარგლებში. ერთ-ერთი მაგალითია tbc ბანკი. 2006 წლიდან მყოლებული tbc ბანკი ყოველწლიურად გამოყოფს მთლიანი ბიუჯეტის ნაწილს საქველმოქმედო და სპონსორული პროექტებისათვის, რაც დაუცველი სტუდენტების თბილისის მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში განათლების დაფინანსებას ხმარდება. 2007-2008 წლებში tbc ბანკმა ასევე ათი ნიჭიერი პირველკურსელი დააფინანსა ზემო აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. წარსულში განათლებასთან დაკავშირებული ღონისძიებები მოიცავდა მასწავლებელთა გადამზადებას, საღამოს სწავლებისა და საზაფხულო სკოლების მხარდაჭერას და ოპერის ორი მომღერლისათვის გაცემულ სტიპენდიებს, რომლებიც იტალიაში იმაღლებდნენ კვალიფიკაციას.

პრაქტიკული მაგალითი - კომპანია DLA PIPER - პრო ბონო (საზოგადოებისთვის სასარგებლო) სამუშაო საქართველოში

DLA Piper ერთ-ერთი უმსხვილესი იურიდიული მომსახურების კომპანიაა მსოფლიოში. მისი თბილისის ფილიალი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო იურიდიულ მომსახურებას საქართველოში, რომელიც კლიენტებს მომსახურებას სთავაზობს კორპორატიულ, საფინანსო, უძრავი ქონების, სასამართლო და საარბიტრაჟო საკითხებთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. ფირმა შეიქმნა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში სამი მსხვილი ფირმის შერწყმის შედეგად, რომლებიც ხსენებულ ქვეყნებში მოღვაწეობდნენ, ფირმის მმართველი პარტნიორი საქართველოში არის ამერიკელი იურისტი. კორპორატიული სოციალუი პასუხიმგებლობა - რასაც აშშ-ში „პრო ბონო“ სამუშაოს უწოდებენ - ამერიკის იურიდიული საზოგადობის პროფესიული ეთიკისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. 2009 წელს DLA Piper-მა 130,000 სამუშაო საათზე მეტი გაიღო შემოწირულობის სახით პრო ბონო იურიდიული მომსხურებისთვის აშშ-ში (დაახლ. 68 მილიონი აშშ დოლარი), რაც საშუალოდ 86 პრო ბონო საათია თითეულ იურისტზე. ბოლო დრომდე საქართველოში ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი პრო ბონო იურიდიულ საქმიანობაზე. DLA Piper-ის თბილისის ფილიალი ეცადა საკუთარ მაგალითზე წაეხალისებინა და განევრცო პრო ბონო იურიდიული მოღვაწეობის კონცეფცია. ზოგიერთი პრო ბონო საქმე საქართველოში DLA Piper-ის აშშ და ევროპული ცენტრების მიერ იქნა შეთავაზებული, დანარჩენები ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური კლიენტების მოთხოვნებიდან წარმოიშვა. DLA Piper საქართველო გადაწყვეტილებებს თითეული საქმის მიხედვით იღებს: შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს სამუშაოს მოცულობასა და მის შესაბამისობას პრო ბონო სამუშაოსთან (მაგ. ხომ არ არის კომერციული სამუშაო ან ხომ არ ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი). DLA Piper საქართველო თვლის, რომ პრო ბონო სამუშაოს დადებითი ეფექტი აქვს - ის ამაღლებს თანამშრომელთა მორალს, ხელს უწყობს ახალგაზრდა იურისტთა დახელოვნებას (თუმცა სამუშაო ერთნაირი ხარისხის სტანდარტით სრულდება მიუხედავად იმისა, ანაზღაურებადია იგი თუ არა) და აჩვენებს საზოგადოებასა და ფირმის კლიენტებს, რომ კომპანია ზრუნავს თემზე იმ ხალხისა და ორგანიზაციებითვის დახმარების აღმოჩენის გზით, ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭიროება, მაგრამ საფასურის გადახდა არ შეუძლია.

ადამიანური რესურსები

  • თანამშრომელთა მორალური ზრდა და პასუხისმგებლობის ამაღლება

  • გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება

  • მართვის გაძლიერება და ტრენინგები

  • დამსაქმებელი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ მომავალი თანამშრომლები

პრაქტიკული მაგალითი - PRICEWATERHOUSECOOPERS თემის მხარდამჭერი ღონისძიებები

PricewaterhouseCoopers-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიას, სჯერა, რომ პასუხისმგებელია საკუთარი საქმიანობით დაუჭიროს მხარი საქართველოში ძლიერი, წარმატებული და მრავალფეროვანი საზოგადოების განვითარებას. საქართველოში PwC ორგანიზებას უწევს და ხელს უწყობს თანამშრობლებს მონაწილეობა მიიღონ სათემო ღონისძიებებში. შედარებით მცირე ოფისითა და შეზღუდული კსპ რესურსებით PwC საქართველოს ფილიალმა, 2006 წლიდან მოყოლებული, მთელი რიგი სათემო ღონისძიებები განახორციელა, დაწყებული ე.წ. გულის პროექტებით. PwC წლების განმავლობაში გასცემდა შემოწირულობებს, ატარებდა სხვადასხვა გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფრებისთვის. მას შემდეგ, რაც ობოლ ბავშვთა თავშესაფარი დაიხურა, კომპანიამ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება განაგრძო მოხუცთა თავშესაფრის სასარგებლოდ. 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დროს, PwC თანამშრომლებმა სხვადასხვა ნივთები და საკუთარი ხელფასი გაიღეს თბილისის ორ სკოლაში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ, ჩატარდა განსაკუთრებული ღონისძიებები. საქართველოში PwC-ს ყველა თანამშრომელია ჩართული მიმდინარე სათემო საქმიანობაში: ისინი გასცემენ სხვადახვა ნივთებსა და პროდუქტებს, გაიღებენ ყულაბაში შეგროვილ ფულად დახმარებას - და მუშაობენ მოხალისეებად. კომპანია თანამშრომლების ძალისხმევას თავისმხრივ უერთდება სათანადო თანხების გაღებით. კომპანია თანამშრომლის საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობას საკუთარი საკადრო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რაც საკუთარი თანამშრომლებით კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობას იწვევს, და ხელს უწყობს საქართველოში სოციალური პრობლემების უკეთ გააზრებას.

პრაქტიკული მაგალითი - BP-საქართველოს მოხალისეები

მოხალისეების მუშაობა ზოგადად მიჩნეულია თანამთანამშრომელთა მოტივაციის გაზრდის კარგ და ხარჯეფექტურ ინსტრუმენტად. თუმცა, ეს საქმიანობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთვის ჯერ კიდევ უჩვეულოა. ბოლო დროს გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი გახლდათ BP-ის თანამშრომელთა მონაწილეობის პროგრამა (EEP), რომელიც მიზნად ისახავს BP-ის თანამშრომელთა წახალისებასა და მათთვის უფლებამოსილების მინიჭებას რათა უანგაროდ დაუთმონ საკუთარი თავისუფალი დრო და ცოდნა იმ თემს, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. ამ სქემის მიხედვით აქტივობით, კომპანია თანამშრომლებს უბიძგებს უანგარო საქმიანობისკენ და შესაბამისობაში მოჰყავს მოხალისეთა მიერ სამუშაო საათების მიღმა მსგავსი ღონისძიებებისთვის დახარჯული დრო. BP-საქართველოს (EEP) პროგრამის მხარდამჭერი ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დეპარტამენტებისა და განყოფილებების თანამშრომლებით, რომლებიც განიხილავენ მათი ორგანიზაციის მოხალისეთა მიერ წვლილის შეტანის სხვადასხვა ვერსიებს. ისინი აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო ღონისძიებებში ასოციაცია ანიკასთან ერთად, რომელიც უნარშეზღუდული ბავშვების მშობლებმა ჩამოაყალიბეს და მიზნად დაისახეს ასეთი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. BP-ის თანამშრომლები ასოციაცია ანიკას დაეხმარნენ ახალ შენობაში გადასვლაში და შენობის ეზოს სამშენებლო ნარჩენებისგან დასუფთავებაში. უახლოეს მომავალში ისინი ეზოს მოამზადებენ გამწვანებისთვის, შეიძენენ ნერგებს და დარგავენ ეზოში. BP-ის გენერალური მენეჯერი და მისი მეუღლე აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში, სადაც თანამშრომელთა აქტიურობაც ძალიან მაღალი იყო, რითაც დადებითი გავლენა მოახდინეს თემის ყოფაზე, ბენეფიციართა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პრაქტიკული სამოხალისეო აქტივობა უნარშეზღუდული ბავშვებისთვის და მათთან ერთობლივად, მთლიანად ამსხრევს გონებრივად თუ ფიზიკურად ჩამორჩენილ ადამიანებში ჯერ კიდევ არსებულ „სოციალურ სტიგმას“, რის გამოც ისინი ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა იყვნენ გარიყულნი.

საჯარო საქმიანობა

  • იქმნება ეროვნული თუ ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკის განმსაზღვრელ ოფიციოზთან დიალოგის პლატფორმა

საზოგადოებასთან ურთიერთობა

  • ხდება დადებითი ინფორმაციის გავრცელებამედია საშუალებებით

  • იქმნება და ნარჩუნდება ორმხრივ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა

პრაქტიკული მაგალითი - პროკრედიტ ბანკი - თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი პროექტი პროარტი

ხელოვნება საქართველოს კულტურისა და საზოგადოების გულის გულია. პროქრედიტ ბანკის მიერ ინიცირებული პროექტი „პროარტი“ ხელს უწყობს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას. პროექტი 2007 წელს დაიწყო, როცა დაახლოებით 40 ქართველი მხატვარი მოიწვიეს პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფენების მოსაწყობად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბანკი უზრუნველყოფდა სარეკლამო მასალების დამზადებას (მოსაწვევებს, პლაკატებს), ექსპოზიციას და ფოტო სესიას ყველა მონაწილისათვის. კომპანიაში არსებული რესურსების გამოყენებით, ბენეფიციარებმა უმნიშვნელოვანესი დახმარება მიიღეს. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა კატალოგი, რომელიც ბანკმა დააგზავნა 21 ქვეყანაში სადაც პროკრედიტ ბანკი მოღვაწეობს, რითაც ხელი შეუწყო ქართული ხელოვნებისა და მხატვრობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მის მიმართ საზოგადოებრივი დაინტერესების ზრდას. 2010 წელს „პროარტი“ 60 თანამედროვე ფოტოგრაფთან აგრძელებს მუშაობას. მათი ნამუშევრების გამოფენები შემდეგ თემებს ეძღვნება: საქართველოს ბუნება, გარემოს დაბინძურება საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნეsსი საქართველოში, საქართველოს სოფლის მეურნეობა ქართველი ბავშვები, ქართული კულტურა და საზოგადოება. პროექტის მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ფოტოგრაფების ობიექტივიდან დანახული საქართველო.

პრაქტიკული მაგალითი - UNITED GLOBAL TECHNOLOGIES ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

UGT-მ უკვე არაერთხელ დაუჭირა მხარი პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ჩატარებას. 2008 წელს ღონისძიებას ერქვა: „ჩვენ ვხედავთ მზეს“. საზეიმო ღონისძიება რამდენიმე მიზანს ისახავდა: ობოლი და უნარშეზღუდული ბავშვების სოციალურ ინტეგრაციას, ნოდარ დუმბაძის (მე-20 საუკუნის პოპულარული ქართველი მწერალი) ლიტერატურული ნაწარმოებების გახსენებას და ბავშვთა ქალაქ „მზიურის” მოვლას (დასასვენებელი პარკი, რომელიც ნოდარ დუმბაძის თაოსნობით შეიქმნა), და საზოგადოებისათვის იმის შეხსენებას, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეულთა შორის იყვნენ წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც. ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, საკვები და სასმელი. ღონისძიებაში შედიოდა ბავშვების ნახატების გამოფენა თემაზე „ჩვენ ვხედავთ მზეს - სასწაულები მართლაც ხდება“. ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი სამხატვრო უნარისა, შესაძლებლობა ჰქონდა გამოფენაზე საკუთარი ნახატი მოეტანა. ასევე, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად UGT-ს მიერ მხარდაჭერილი წინამორბედი ღონისძიების თემა გახლდათ „გაიღიმეთ“.

სათემო ინვესტიცია იგივეა რაც ინვესტიციის ნებისმიერი სხვა ფორმა. თუ ის სათანადოდ ხორციელდება და მიბმულია ბიზნესის ინტერესებთან, მაშინ ის თანაბრად ემსახურება ორივე მიზანს: აკმაყოფილებს თემის საჭიროებებს და აძლიერებს ბიზნესს. ცუდად წარმართული ინვესტიცია ვერ მოახდენს სარგებელის მატერიალიზაციას და უფრო მეტიც, უარყოფითად აისახება თავად ბიზნესზე.

კარგი სათემო პროგრამის როლი, როგორც ადამიანური რესურსებისთვის მხარდაჭერა, უკვე საკამოდ კარგადაა დანერგილი. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის წარმატებული კორპორატიული მოქალაქის რანგი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფინანსური ან მომგებიანობის ფაქტორი - და მიუთითებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ისინი უფრო ლოიალურად არიან განწყობილი თემის მხარდამჭერი დამსაქმებლების მიმართ.

სათემო პროგრამა შეიძლება საუკეთესო ინსტრუმენტი გახდეს თანამშრომელთა ტრენინგისა და განვითარებისთვის (მაგ. გუნდური მუშაობა, ლიდერობა, კომუნიკაცია და პრეზენტაციები, ა.შ.) და სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან შედარებით უფრო ხარჯ-ეფექტურიც აღმოჩნდეს.

საქართველოში უფრო და უფრო მეტი ბიზნეს საწარმო ახორციელებს ინვესტიციებს სოციალურ და სათემო პროგრამებში. არის ისეთი ბიზნესებიც, რომლებსაც ამგვარი ღონისძიებების გატარების სურვილი აქვთ, მაგრამ არ ფლობენ მსგავსი სოციალური ინიციატივების ჩატარებისა და მეთვალყურეობისთვის საჭირო სათანადო შიდა სიმძლავრეს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უნარი აქვთ გამოავლინონ ის სოციალური პრობლემები, რომლებსაც კომპანიის ინიციატივა უნდა მიესადაგებოდეს, პროექტების განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემებით, შესაფერისი დამხმარე ძალაა ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სოციალური პროექტების განხორციელებაში. ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ასეთმა ფორმამ შედეგად შეიძლება კორპორატიული სოციალური პროექტების სტრატეგიული დაგეგმვა და ეფექტური განხორციელება მოიტანოს, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარისათვის დადებითი შედეგი ექნება.

პრაქტიკული მაგალითი - BP საქართველო - სათემო ინვესტიციების პროგრამა

BP საქართველო, მისი ნავთობისა და გაზის მრეწველ პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში სამ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას. მილსადენის მშენებლობის დაწყებიდან მთელი საექსპლუატაციო ფაზის პერიოდში BP საქართველო ფართომასშტაბიან სათემო ინვესტიციების პროგრამას (CIP) ახორციელებს იმ თემებში, რომლებიც მისი ობიექტების გასწვრივაა განლაგებული. პროგრამის მთავარი ამოცანაა ყოფა-ცხოვრების სოციო-ეკონომიკური ასპექტების გაუმჯობესებით დადებითი ურთიერთობების გაღრმავება BP-ისა და მილსადენის გასწვრივ მდებარე თემებს შორის. BP თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც CIP პროგრამის განმახორციელებელი პარნიორები არიან, და რომლებსაც BP-ის თანამშრომლები უწევენ სათანადო ხელმძრვანელობასა და ზედამხედველობას პროგრამის განხორციელების საქმეში. 2003 წლიდან მოყოლებული CIP პროგრამით მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო ადგილობრივი თემების განვითარების ისეთ სფეროებში მხარდასაჭერად, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნსის განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ქმედითუნარიანობის ამაღლება, ბაზარზე წვდომის გამარტივება. ერთ-ერთი წარმატებული CIP კომპონენტი გახლავთ ახალგაზრდა დამწყებ ქალ მეწარმეთა ხელშეწყობა. ქალბატონებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ წამოეწყოთ საკუთარი ბიზნესი, გადაეცათ გრანტები და ჩაუტარდათ ტრენინგები. 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიამ მხარი დაუჭირა 50 ბიზნეს წამოწყებას და ფინანსურად (დაახ. 800 - 1,000 აშშ დოლარი საშუალოდ) დაეხმარა 88 ქალბატონს. კომპაიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები მრავალგვარია და მოიცავს საკვები პროდუქტებისა და ტანსაცმლის წარმოებას, მეცხოველეობას, რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას, ხელნაკეთი ნივთების წარმოებას, საზკვებას, კომპიუტერულ მომსახურებას და სილამაზის სალონებს. ამ პროგრამის ფარგლებში დაარსებული საწარმოების 92% აგრძელებს მუშაობას და სტაბილური შემოსავლების გენერაციას ქალებისათვის.

პრაქტიკული მაგალითი - GEOCELL - უნარშეზრუდული ადამიანების ინტეგრაცია

საკომუნიკაციო კომპანია ჯეოსელი განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარს, რომ უნარშეზღუდულმა ადამიანებმაც იგივე სარგებელი მიიღონ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რასაც სხვები იღებენ. კომპანიამ ეს იდეა განახორციელა პროექტში - “ჩვენ გვესმის თქვენი” - სადაც სმენადაქვეითებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ მომსახურების პაკეტი SMS გზავნილებზე ძალიან დაბალი ფასით. ამ პროგრამამ, და საქართველოს სმენადაქვეითებულ ადამიანთა კავშირთად დამყარებულმა თანამშრომლობამ ჯეოსლს უკარნახა განევრცო კსპ ღონისძიებები და გაეფართოვებინა თავისი მიზნები ამ მიმართულებით: საზოგადოებაში უნარშეზღუდული ადამიანების ინტეგრაციისა და მატი კომუნიკაციისათვის მხარდაჭერა. ამ ფართო კონტექსტის ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა განხორციელდა: თბილისის საქალაქო მუნიციპალიტეტთან და აღნიშნულ კავშირთან ერთად, ჯეოსელმა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის გაარემონტა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა საკლასო ოთახი. რომლის მეშვეობითაც სმენადაქვეითებული ადამიანები შეძლებენ უკეთ ეკონტაქტონ ერთმანეთს და გადალახონ კომუნიკაციის ბარიერი, რომელსაც აწყდებიან ისეთი დამხმარე საშუალების გარეშე კომუნიკაციის დროს, როგორიცაა ინტერნეტ კავშირი. მეორე მნიშვნელოვანი შენაძენი განხორციელდა განათლების სფეროში, რადგან სმენადაქვეითებულ ადამიანებს შეუძლიათ ინტერნეტ კამერის საშუალებით ჟესტების ენაზე ისაუბრონ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სმენადაქვეითებულთა კავშირის შენობის გარემონტებამ ხელი შეუწყო ბენეფიციართა უკეთ სოციალიზაციას, ხოლო მათი სწავლება გაგრძელდება უკვე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ უნარსეზღუდული ადამიანებისთვის საუკეთესო დახმარებას მათი დასაქმება წარმოადგენს, ჯეოსელმა დაიწყო სმენადაქვეითებული ადამიანების დასაქმება და მათთვის სამუშაო გარემოსა და ტექნოლოგიების ადაპტირება, რათა სხვა კოლეგების მსგავსად მათაც თანაბარი სამუშაო პირობები შეექმნათ. ჯერ ჯერობით ამ პროგრამით სათაო ოფისში დასაქმდა ოთხი ადამიანი, ხოლო დედაქალაქში ჯეოსელის თითეულ ფილიალში - 2-2 ადამიანი. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონებში გაფართოვებასაც. კომპანია ასევე ეწევა ადვოკატირებას ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. პროექტი „Me Ania“ განხორციელდა ახალგაზრდა ფოტოგრაფთან თანამშრომლობით, რომელიც ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული, და რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინვალიდის ეტლში გადაღებული ცნობილი ქართველი ქალბატონების ფოტოები, რაც მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეახსენებს საზოგადოებას. შედეგად, ინვალიდის ეტლით მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა საზოგადოებაში და ბევრმა კომერციულმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაიწყო საკუთარი შესასვლელებისა და სხვა პირობების ადაპტაცია ინვალიდის ეტლის თავისუფალი გადაადგილებისთვის.

პრაქტიკული მაგალითი - სილქნეტი - სოციალური პროგრამები

საქართველოში თითქმის ყველა კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სახის ფორმალურ თუ არაფორმალურ, ხანმოკლე საქველმოქმედო ღონისძიებებსა და სათემო დახმარებას. სილქნეტის (ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის, ვანექსის და აჭარის ელექტროკავშირის შერწყმის შედეგად) მოქმედება ამ მიმართულებით ქველმოქმედების კარგი მაგალითია. ბოლო წლებში მათ მიერ განხორციელებული აქტივობები მოიცავს:

  • ორგანიზაცია - SOS ბავშვთა სოფლის დახმარებას თბილისში: სილქნეტმა (ყოფილი გაერთიანებული ქართული ტელეკომი) საყოფაცხვორებო ნივთები და საჩუქრები დაურიგა ბვშვთა სოფელში მცხოვრებ აღსაზრდელებს.

  • ფონდ იავნანასთვის გაწეულ დახმარებას: სილქნეტის აბონენტები ფონდის საქველმოქმედო ნომრის 30-30 აკრეფვით მონაწილეობდნენ საქველმოქმედო აქციაში “შინ დაბრუნება”. რეგისრირებული იყო 30,000 ზარი, რომლიდანაც მიღებული შემოსავალიც ფონდის მიერ გატარებული ღონისძიებების გზით მოხმარდა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

  • ახალგაზრდა შემოქმედთა მხარდაჭერას: 2008 წელს სილქნეტმა დააფინანსა 12 ახალგაზრდა მხატვრის გამოფენა შარდენ გალერეაში და გამოსცა მათი ნამუშევრების კატალოგი კორპორატიული კალენდრის სახით.

  • სოლიდარული ფონდის მხარდაჭერას: სილქნეტმა მრავალჯერ განახორციელა გადარიცხვა ფონდის საბანკო ანგარიშებზე. ფონდი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს 1000 ლარის ოდენობით.

იძულებით გადაადგილებულ პირთა დამხარებას: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ სილქნეტმა 370 იძულებით გადაადგილებულ პირს გაუწია დახმარება მედიკამენტებით, საკვებით, ტანსაცმლით და სხვა სახით - რომლებიც დროებით იყვენ განთავსებულნი თბილისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. სპეციალურად გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე 101-101 დარეკვით სილქნეტის აბონენტებს საშუალება ჰქონდათ მხარი დაეჭირათ აქციისათვის და გადაერიცხათ 3 ლარი.

პრაქტიკული მაგალითი - სს თელიანი ველი - თემის მხარდაჭერა

თელიანი ველი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. მათი სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებების ნაწილია უნარშეზღუდულ, უსახლკარო ბავშვთა და მოხუცთა დახმარება და კულტურული ღონისძიებების მოწყობა. უნარშეზღუდული ბავშვებისათვის გაწეული დახმარების მაგალითია ბოლოდროინდელი სააღდგომო აქცია. თელიანი ველმა უნარშეზღუდულ მოზარდთა და ბავშვთა სკოლას შეუკვეთა 2000 ხის კვერცხი. სააღდგომო კვერცხები სკოლის საამქროში დაამზადეს 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა. სხვა სკოლების უმცროსი ასაკის უნარშეზღუდული ბავშვებიც მონაწილეობდნენ აქციაში (13 წლამდე ასაკის ბავშვები), რომლებიც კვერხცების მოხატვით იყვნენ დაკავებულნი. თელიანი ველი ბავშვების მიერ დამზადებულ დეკორატიულ კვერცხებს თავისი კლიენტებისათვის განსაკუთრებულ სააღდგომო საჩუქრად იყენებდა.

რას ემყარება იგი?

საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობისკენ მიმართული საქმიანობის წინაშე არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა, თუმცა წამახალისებელი ფაქტორიც ძალიან უმნიშვნელოა. მიუხედავად ქველმოქმედების ხანგრძლივი და ძლიერი ტრადიციისა, ეს სფერო ჯერ კიდევ საჭიროებს ქმედითუნარიანობის გაძლიერებას თუ კი გვინდა, რომ მართლაც ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ მას.

ანგარიშგება - ქართული კომპანიების უმეტესობა, რომელიც, ჩვეულებრივ პირადი კავშირების გზითაა ქველმოქმედებასა და სათემო ღონისძიებებში ჩართული, როგორც წესი არ უწევს მენეჯმენტს, შეფასებასა და მონიტორინგს ამ ღონისძიებს მათ შედეგებს, არც რაიმე სახის ანგარიშგებას აწარმოებს მათ შესახებ. ხშირად არც კონკრეტული ბიზნეს აქტივობის დადასტურება შეუძლიათ. გამონაკლისს საერთაშორისო კომპანიების ფილიალები წარმოადგენს, რომლებიც ანგარიშგების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს მიმართავენ. შედარებისთვის მოვიყვანთ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს, სადაც კომპანიებს კანონის ძალით მოეთხოვება მათ მიერ ადგილობრივად განხორციელებული მთლიანი საქველმოქმედო შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კომპანიების უმეტესობა ბევრად მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ეს ციფრებშია გამოსახული, ნივთების, სხვადასხვა საქონლის, რესურსებისა და თანამშრომელთა დროის დონაციის ჩათვლით.

საგადასახადო წამახალისებლები კომპანიებისათვის - ეს შეიძლება ერთ-ერთი სასარგებლო მოტივატორი გახდეს კორპორატიული სათემო ინვესტიციების განხორციელების საქმეში, მაგალითად, როცა კორპორატიული საქველმოქმედო ხარჯები თავისუფლდება გადასახადებისგან, მათ შორის ქველმოქმედებაში გაღებული წვლილი. საქართველოში ამ კუთხით არსებული ერთადერთი სამართლებრივი დებულება ეხება კერძო კომპანიების მიერ განხორციელებული დონაციის დაბეგვრას, რომელიც რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 186-ე, 32-ე და მე-14 მუხლებით. კანონის თანახმად, კომპანიის „დაბეგვრამდე არსებული შემოსავლის“ 8%, რომელიც „შემოწირულობის სახით გადაეცემა“ საქველმოქმედო ორგანიზაციებს - თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ეს შეღავათი განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას. თუმცა, ეს შეღავათი არც თუ ისე ხშირად გამოიყენება და ის გამორიცხავს მოწყვლადი ინდივიდებისა და ჯგუფებისათვის პირდაპირი დახმარების გაწევას, რაც საქართველოში კორპორატიული ქველმოქმედების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ასევე, გრანტების შესახებ კანონის თანახმად გრანტები თავისუფლდება გადასახადების უმეტესობისგან.

საგადასახადო წამახალისებლები თანამშრომლებისთვის - ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს არც ერთი სამართლებრივი დებულება, რომელიც დასაქმებულ ადამიანს საშუალებას მისცემს განახორციელოს დაუბეგრავი შემოწირულობა. იმ ქვეყნებში სადაც ასეთი დებულებებია ძალაში, კომპანიებს შეუძლიათ სახელფასო ანგარიშებზე შექმნან შემოწირულობების საანგარიშსწორებო სქემები, საიდანაც კომპანია იხდის იმავე ოდენობის თანხას, რასაც დაქირავებული თანამშრომელი, იმ ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომელსაც ეს უკანასკნელი თავად აირჩევს.

უნარშეზღუდული ადამიანები - გაერთიანებულ სამეფოში სატელეფონო მომსახურების, წყალმომარაგების, გაზისა და ელექტრო მომარაგების სფეროებს მოეთხოვებათ ადვილად ხელმისაწვდომი გახადონ თავისი მომსახურება უნარშეზღუდული მომხმარებლებისთვის ან გადახდის უუნარო მომხმარებლებისთვის. ბევრ ქვეყანას აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია და შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებაში უნარშეზღუდული ადამიანების ცხოვრებას. აქ მოცემულია დამსაქმებლებისათვის განკუთვნილი დირექტივები დასაქმებასა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებით, და ასევე უნარშეზღუდული ადამიანებისთვის საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობებში გადაადგილების პრობლემებთან დაკავშირებით.

2009 წელს საქართველომ მიიღო უნარშეზღუდულ ადამიანთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წლების სამთავრობო მოქმედების გეგმის კონცეფცია. მცირე ბიზნესში უნარშეზღუდული ადამიანების დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის ხელშემწყობი პროგრამების შექმნასა და განხორციელებაში კონცეფცია ითვალისწინებს დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის აქტიურ თანამონაწილეობას.

როგორ ახორციელებთ ამას პრაქტიკულად?

უფრო შედეგიანი რომ იყოს, სათემო ღონისძიებები ბიზნესის საქმიანობად უნდა განიხილებოდეს - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფორმით განხორციელებული ინვესტიცია. სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია თავისი მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს ისევე სისტემატიურად იკვლევს და აანალიზებს, როგორც სათემო საჭიროებებს, შემდეგ კი ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აყალიბებს პრიორიტეტებს. ბუნებრივად მნიშვნელოვანია საქმიანობის იმ სფეროების გამოვლენა, რომლებიც იმავდროულად შეესაბამება კომპანიის ბიზნეს ინტერესებსა და სტრატეგიულ მიზნებს. იმისათვის, რომ სათემო ინვესტიციამ უზრუნველჰყოს როგორც თემის, ისე ბიზნესისთვის სარგებელის მოტანა, ძირითადი მოთხოვნა შესაბამისი პროცედურების გამოყენებაა, რომლებიც სრულ ურთიერთგაგებასა და სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობას, და ადგილობრივ სამეწარმეო კონტექსტში კომპანიის სტრატგიული მიზნებისა და თემის საჭიროებების განხორციელებას უზრუნველყოფს.

პრაქტიკული მაგალითი - HSBC ბანკი - ადგილობრივი სათემო ინვესტიციები საქართველოში

HSBC-მ გლობალურ დონეზე გამოავლინა თავისი პრიორიტეტები კორპორატიული მდგრადობის (CSR) პროგრამასთან დაკავშირებით, რაც რისკებისა და შედეგების ყურადღებით შეფასებას ეყრდნობა და მის ძირითად ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირდება მთელს მსოფლიოში.

დაქვემდებარებული ოფისები და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ფილიალები მუშაობას განაგრძობენ აღნიშნული პრიორიტეტებისთვის საუკეთესო მიდგომების შესარჩევად. პრიორიტეტები მოიცავს: იმ ეროვნული კონტექსტის გარემოს დაცვას და განათლების სფეროს, სადაც ეს ფილიალები მოქმედებს.

სათემო ინვესტიციების პროგრამების განხორციელებაში HSBC ბანკის საქართველოს ფილიალი ამოცანების შესრულებაში ხელმძღვანელობს ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით. პირველ რიგში, ბანკი ისეთ პროექტებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც გრძელვადიან სარგებელს უზრუნველყოფს, და თავს იკავებს ერთჯერადი დახმარების გაწევისგან, და მეორე რიგში, ბანკი ისეთ პროექტებს არჩევს, რომლებიც მისი თანამშრომლების პირდაპირი ჩარტულობის შესაძლებლობას იძლევა.

პრაქტიკული მაგალითი - საქართველოს ბანკი - მომავლის ფონდისთვის თანხების გამოყოფა

2008 წლის აგვისტოში სს საქართველოს ბანკი პირველი იყო ვინც სპეციალური ფონდი დააარსა რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დასახმარებლად. საქართველოს ბანკმა თავდაპირველად ერთი მილიონი ლარის ოდენობის კონტრიბუცია გაიღო, რასაც შემდეგ 600,000 ლარი დაემატა როგორც ბანკის ასევე მისი პარტნიორებისა და კლიენტების მიერ გაწეული დახმარების სახით. ფონდის მიზანი გახლდათ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მყისიერი საჭიროებების მოსაგვარებლად ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. შემოწირულობები დაიხარჯა თბილისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსებული 1000 იძულებით გადაადგილებული პირისთვის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ასევე, კონფლიქტის დროს დაზიანებული სამი საჯარო სკოლის აღსადგენად. ფონდის აქტივობები ხორციელდებოდა საქართველოს შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ჰუმანიტარული პროექტების კოორდინაციასა და განხორციელებაში. პროექტებს ზედამხედველობას უწევდა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი. მოგვიანებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთათვის შექმნილი დახმარების ფონდის მიერ მიღებული დადებითი გამოცდილება საქართველოს ბანკს დაეხმარა ფონდის მეშვეობით გაეგრძელებინა სათემო მხარდაჭერისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების გატარება. 2009 წლის დეკემბერში, დახმარების ფონდის ფინანსური მონაწილეობით, რუსთავში გაიხსნა ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა საოჯახო ტიპის თავშესაფარი. პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, დახმარების ფონდმა კვლავ მიმართა სხვა ორგანიაციებთან მჭიდრო კოორდინაციის ხერხს, რომელთა შორისაც ამჯერად იყო შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო და ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“, რომელსაც მიუსაფარ და ქუჩის ბავშვებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. 2010 წელს საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა საქმიანობაში სხვა ტიპის სათემო ღონისძიებებიც ჩაერთო, რაც მიზნად ისახავდა მომავალი თაობისა და მათი გარემოს მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკმა დააარსა და დაარეგისტრირა მომავლის ფონდი, რომელიც პასუხისმგებელი ორგანოა ბანკის მიერ მომავალში განსახორციელებელი სათემო აქტივობების დაგეგმვაზე, კოორდინაციასა და განხორციელებაზე.

პრაქტიკული მაგალითი - TBC ფონდი - CSR სათემო დახმარების გამჭირვალობა

TBC ფონდი დაარსდა 2008 წლის 13 აგვისტოს. მისი დაარსების მთავარი მიზანი იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარება. პირველი შემოწირულობა თავად ბანკმა შეიტანა ფონდში 5 მილიონი ლარის ოდენობით. განცხადება გაკეთდა სხვა ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირების საყურადღებოდაც, რომ შეერთებოდნენ ინიციატივას. საბოლოოდ, ფონდის მთლიანმა ბიუჯეტმა 8 მილიონ ლარს გადააჭარბა და სოციალური ინვესტიციების ერთ ერთ უმსხვილეს კერძო ფონდად იქცა საქართველოში. თავდაპირველად, ფონდი ძირითადი მოხმარების საქონელსა და სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებდა, რომელიც გამიზნული იყო თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე დროებით განთავსებული 6,000 იძულებით გადაადგილებული ბავშვისთვის, ახალშობილებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის. მოგვიანებით, ფონდმა ყურადღება გადაიტანა ლტოლვილი ბავშვებისათვის გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაზე. პროექტები მოიცავდა: ლტოლვილი ბავშვებისთვის სკოლის აშენებას, კონფლიქტის შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მოვლა-პატრონობას, ლტოლვილი ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილების მხარდაჭერას, იზულებით გადაადგილებულ ქათათვის მკერდის კიბოს სადიაგნოსტიკო სკრინინგს და ბავშვებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას. TBC ფონდის განსაკუთრებულ თავისებურება გახლდათ ის, რომ ის კსპ აქტივობებთან დაკავშირებულ ტენდერებს აცხადებდა ღიად და კონკურენციის თანაბარ პირობებს ქმნიდა. ასეთმა მიდგომამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რესურსების გამოყენების შესახებ ანგარიშგებისა და გამჭირვალობის ხარისხი, და აქტივობების მენეჯმენტი პროფესიულ რანგში აიყვანა.

ახალ გლობალურ ტენდენციას წარმოადგენს სექტორებს შორის თანამშრომლობა, როგორც ამ მიდგომისა და პროცესების კომბინაციის შედეგი, და სავარაუდოდ საუკესო შედეგების მქონეც. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ორგანიზაციები, როგორიცაა „საქველმოქმედო დახმარების ფონდი“, ან „საქველმოქმედო ფონდი“ (დიდ ბრიტანეთში) ან „გაერთიანებული გზა“ (აშშ-ში), რომელიც კომპანიებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს რაშიც იგულისხმება კომპანიების დახმარება და მათი შემოწირულობების მიზნობრივად განკარგვის გარანტია. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ამ სფეროში კომპანიების დამხმარე რაიმე პროფესიული ინსტრუმენტი. თუმცა, მაგალითები, რომელიც იმ კომპანიებს ეხება, ვისთვისაც ნათელია თემის ჩართულობის მნიშვნელობა, კარგ მაგალითს აძლევენ ყველა დანარჩენს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია კარგი მეზობლის სახელი. ქართულ კომპანიებს საშუალება აქვთ დახმარება მიიღონ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ გვერდებიდან. წარმატებული სათემო პრაქტიკის ფუნდამენტური კომპონენტები ძალიან მარტივია და შეჯამებულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

როგორ აწყობთ ამ პროცესს?

1-ლი საფეხური კომპანია ახლა იწყებს სათემო პრობლემების გაცნობას:

  • დარწმუნდით, რომ მაღალი რანგის მენეჯმენტი საზოგადოების მიერ კორპორატიული სათემო ინვესტიციების ფონზე მიღებული შედეგების მართვისა და შეფასებისთვის საკმაო პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული.

  • შეამოწმეთ კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა სათემო ინვესტიციების კუთხით, კერძოდ დაადგინეთ:

  • სამართლებრივი ბაზა

  • სამიზნე თემი

  • მიმდინარე აქტივობები და სამიზნე ბენეფიციარები თუ საზოგადოება

  • ბიზნესის ამოცანები

  • თემის საჭიროებები

  • კომპანიის სარგებელი

  • წარმატების ინდიკატორები

  • გადაწყვიტეთ, რა რესურსები (ბიუჯეტი და პერსონალი) იქნება საკმარისი ამ პროგრამის განსახორციელებლად.

  • დაასახელეთ სათემო ღონისძიების პროექტის ლიდერი და ბიუჯეტის მენეჯერი.

1-ლი საფეხურის აქტივობებში შედის:

  • მიიღეთ მაღალი რანგის მენეჯერებისგან საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ პასუხისმგებლობის დასტური და ამოარჩიეთ საზოგადიოების (თემის) ლიდერი (უფროსი მენეჯერი) და პროექტის მენეჯერი, რომლებიც კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ საწყის განმარტებებსა და სტრატეგიას.

  • პროექტის ლიდერი და პროექტის მენეჯერი განიხილავენ სამართლებრივ ბაზას და არსებულ საზოგადოებტრივ (სათემო) პოლიტიკას, მონიშნავენ არსებულ სტრატეგიასა და აქტივობებს, რომლებიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას (დადებითად ან უარყოფითად).

  • თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით ჩამოაყალიბებენ საზოგადოებივ საქმიანობაში ჩართვის საფუძველს.

  • მოამზადებენ, წარადგენენ და მოიპოვებენ საჭირო რესურსებს საწყის სამოქმედო გეგმაში შეთანხმებული მიზნებისა და ვადების განსახორციელებლად, რაც მოიცავს: აქტივობების ჩამონათვალს, განმახორციელებელი პარტნიორების სიას, თემის დახმარების ფულად ღირებულებას დათვლილს დაბეგვრამდე მიღებული შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლით, თანამშრომელთა მიერ გაღებული დროის ღირებულებას, ნატურით გაღებული დახმარების ღირებულებას, პროგრამის მართვისა და ადმინისტრირების ხარჯებს.

  • საზოგადოების ლიდერი ეცნობა ჩამოყალიბებულ მიზნებსა და გრაფიკს ყოველ კვარტალურად, მოქმედებს საჭიროებისამებრ და ადასტურებს მიღწეულ წარმატებას, ხოლო .ანსაკუთრებულ მიღწევებს ინიშნავს და უპატაკებს უმაღლეს ხელმძღვანელობას.

  • წლის ბოლოს, დადებითი შედეგები მოეხსენება უმაღლეს ხელმძღვანელობას და პერსონალს კომუნიკაციისთვის შესაბამისი და გასაგები ფორმატით.

  • წარმატებები და მიღწევები განიხილება თანამშრომლებთან, საზოგადოების (თემის) ლიდერებთან ერთად, მათი დამოკიდებულების, მოსაზრებების და მონაწილეობის გასარკვევად.

  • ერთი წლის შემდეგ, მოახდინეთ პირველადი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რაფინირება მიღწეული წარმატებების, მიღებული გაკვეთილების და სხვა კომპანიების შესახებ არსებული საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით. შედეგები მოახსენეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.

მე-2 საფეხური - კომპანიას სურს საბაზისო მონაწილეობიდან უფრო წინ წაიწიოს

  • ჩამოაყალიბეთ სათემო პოლიტიკა და სტრატეგია და გამოაქვეყნეთ, განსაკუთრებით თანამშრომელთა საყურადღებოდ. ამ განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

  • კომპანიის მიერ განხორციელებული მიმდინარე აქტივობების მიმოხილვა და ახალი პოლიტიკის საზღვრები

  • პოლიტიკის დასაბუთება, სადაც ნათლად ჩანს კომპანის მიზნებთან და სტრატეგიულ ამოცანებთან თანხვედრა.

  • სამოქმედო გეგმა მიზნებისა და ამოცანების მითითებით

  • გამოყოფილი აუცილებელი რესურსები

  • შერჩეული საზოგადოების (თემის) და განმახორციელებელი პარტნიორების თანამონაწილეობა

  • შესრულების ძირითადი ინდიკატორები

  • განსახორციელებელი პროგრამები შეარჩიეთ თემთან თანამშრომლობით.

  • გაუწეთ შესაბამისი ტრენინგი და დახმარება სათემო ღონისძიებებში ჩართულ თანამშრომლებს.

  • დააკვირდით მიღწევებს და შეაფასეთ მათი ღირებულება.

  • აწარმოეთ ღია კომუნიკაცია სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც ამავე თემსა თუ საზოგადოებაში მოღვაწეობენ, რეგულარულად მიაწოდეთ ინფორმაცია და ჩართეთ თქვენს პროგრამებში.

მე-2 საფეხურის აქტივობებში შედის:

  • მაღალი დონის პასუხისმგებლობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა და სათემო პოლიტიკისა და სათემო სტრატეგიის ჩამოყალიბება მაღალი რანგის მენეჯერებისათვის

  • არსებული სათემო პოლიტიკის განხილვა და თანამშრომლებთან და თემის წარმომადგენლებთან ერთად - სათემო ღონისძიებების შესახებ კომპანიის ხედვის ჩამოყალიბება

  • თანამშრომლებთან ერთად სათემო პოლიტიკისა და 3-წლიანი სათემო სტრატეგიის ჩამოყალიბება, დასრულება და თანამშრომლებისათვის გაცნობა, სადაც ყურადღება ეთმობა შედეგების შეფასებას

  • სამოქმედო გეგმის განახლება შეთანხმებული მიზნების და გრაფიკის მიხედვით და უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერისა და რესურსების მიღება. აქვე იგულისხმება: თანამშრომელთა დროის ღირებულება, ნატურით გაღებული საჩუქრების ღირებულება, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯები; სათემო პროგრამის PR სტრატეგიის ჩამოყალიბება.

  • თემის ლიდერი და უფროსი საოპერაციო მენეჯერი ახორციელებენ მონიტორინგს და ამოწმებენ მიზნებისა და გრაფიკის შესრულებას ყოველთვიურად ან კვარტალურად, საჭიროების შემთხვევაში ვითარების გამოსასწორებლად იღებენ შესაბამის ზომებს და მიღწევების შესახებ უპატაკებენ ხელმძღვანელობას.

  • მიღწევების შესახებ უპატაკებენ ხელმძღვანელობას, მთელ საშტატო შემადგენლობას, თემის ლიდერებს და, ასევე, სხვა სტეიქჰოლდერებსა და ფართო საზოგადოებას.

  • იქმნება თანამშრომლებთან და ძირითადი თემის წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატი და სათემო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შედის აუცილებელი ცვლილებები.

  • დაინტერესებული მხარეების შეხედულებების გათვალისწინებით მოწმდება მიმდინარე მიღწევები და წარედგინება ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც ყალიბდება სტრატეგიის დახვეწისათვის საჭირო ერკომენდაციები

მე-3 საფეხური - კომპანიას სურს კიდევ უფრო გააუმჯობესოს მოღვაწეობა

  • სათემო ინვესტიციების რატიფიცირება კომპანიის შიგნით და გარეთ

  • პასუხისმგებლობა მუდმივი განახლების მიმართ და სისტემატური შეფასებებისა და შედეგების შედარების გზით ახალი გამოცდილების მიღება

  • სათემო პროგრამების ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა

  • პროგრამის მიღწევებისა და გრძელვადიანი შედეგების შეფასება, და ანგარიშის წარდგნა.

ამ კუთხით გაითვალისწინეთ პროგრამაში ჩართული მხარეების მიერ გატარებული ზომები.

  • ღონისძიებები და სათემო ინვესტიციების შედეგების შესახებ ანგარიშგება

  • პროგრამის განვითარებასა და გაუმჯობესებაში სტეიქჰოლდერების სისტემატური და რეგულარული მონაწილეობა

  • სხვებისათვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ლიდერის ფუნქციის შესრულება და ამ სფეროში ბიზნესის მონაწილეობის პროპაგანდა

მე-3 საფეხურის აქტივობებში შედის:

  • შექმენით სათემო ღონისძიებებში მაღალი რანგის ხელმძღვანელების აქტიური მონაწილეობის პირობები

  • გაითვალისწინეთ, რამდენად სარგებლიანია სათემო პროგრამის გრძელვადიანი შედეგი კომპანიისათვის და უზრუნველყავით, რომ სათემო სტრატეგია კომპანის მთლიანი ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცეს

  • გააფართოვეთ სტრატეგია კომპანიის გარედან მიღებული დასტურისა და გატარებული ზომების მიხედვით

  • განაახლეთ და გააუმჯობესეთ სამოქმედო გეგმა, რომელშიც შევა: თემის მიერ აღქმული საზომები, კონკრეტული შედეგების საზომები, და გარე შეფასებები;

  • ყოველთვიურად დააკვირდით და შეამოწმეთ ყველა აქტივობა და მიზანი და იმოქმედეთ საჭიროებისამებრ

  • ანგარიში წარუდგინეთ ყველა სტეიქჰოლდერს, სადაც ნათლად აჩვენებთ (თუ შესაძლებელია) თემში მიღწეულ დადებით შედეგებს და იმას, თუ როგორ აამაღლა სათემო პროგრამამ კომპანიის რეპუტაცია

  • ჩამოაყალიბეთ სტეიქჰოლდერებთან დიალოგის ფომატი სათემო პროგრამების განსახილველად

  • გადაამოწმეთ და გააუმჯობესეთ სათემო პროგრამა, დასარწმუნებლად მიმართეთ კომპანიის გარეთ არსებულ დამოუკიდებელ შემფასებლებს, გაუზიარეთ საუკეთესო გამოცდილება და იმოქმედეთ როგორც მისაბაძმა მაგალითმა. გაითვალისწინეთ მნიშვნელოვან ჯილდოზე წარდგენის შესაძლებლობაც

როგორ ზომავთ?

ბიზნესს უნდა შესწევდეს ძალა თვალნათლივ დაანახოს გამიზნული სათემო პროგრამების შედეგად მიღებული სარგებელი და ფართო სოციალური შედეგი, როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოებას. შესაძლებლობის შემთხვევაში ეს შედეგები გამოისახება ციფრებში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად შეუძლებელიცაა სრულყოფილი პროგრამების შედეგების ციფრებში ასახვა.

1-ლი საფეხური - კომპანია ახლა იწყებს სათემო პრობლემების გაცნობას

  • თემის მხარდაჭერის ფულადი ღირებულება გამოხატული დაუბეგრავი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლით

  • ხელფასიანი თანამშრომლების დროის, ნატურით გაღებული საჩუქრებისა და ადმინისტრირების ხარჯების გაანგარიშებული კომბინირებული ღირებულება

1

მე-2 საფეხური - კომპანიას სურს საბაზისო მონაწილეობიდან უფრო წინ წაიწიოს

  • თანამშრომელთა ინდივიდუალური დროის ღირებულება, ნატურით გაღებული საჩუქრებისა და ადმინისტრირების ხარჯები

  • სათემო პროგრამების შესახებ მედიით გაშუქებული დადებითი და უარყოფითი კომენტარები

  • პროექტის მიმდინარეობისა და მიღწევების საზომები

  • სხვა რესურსების გამოყენება

2

მე-3 საფეხური - კომპანიას სურს კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქმიანობა

  • სათემო პროგრამების შედეგების შეფასება, როგორიცაა:

  • გაუმჯობესებული მიღწევები განათლებაში

  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა

  • სათემო ორგანიზაციებისათვის გაწეული პროფესიული დახმარება

  • თემის ყოფა ცხოვრების გაუმჯობესებული სოციო-ეკონომიკუჯრი ასპექტები

  • გარემოს დაცვის გაუმჯობესება ან კონსერვაცია

  • აღქმის საზომები - კომპანია როგორც კარგი მეზობელი - და თემთან გაუმჯობესებული ურთიერთობა

3

სათემო ინვესტიციების შედეგების შეფასება არ არის ადვილი საქმე. ბიზნესის კუთხით, შეიძლება გამოდგეს საზომები, როგორიცაა ტრენინგის ხარჯების შემცირება, თუმცა სათემო პროგრამებში ზუსტი მიზეზებისა და შედეგების დადგენა ყოველთვის არ იქნება ასე ადვილი. სხვა საზომები, როგორიცაა, მაგ. უნარჩვევების გაუმჯობესების და თანამშრომელთა მოტივირების მაჩვენებელი აუცილებლად სასიამოვნო იქნებოდა, რომ იზომებოდეს.

თემის მხრიდან ადვილია მათი მონაწილლეობის გაწეული სამუშაოს ოდენობის მიხედვით გაზომვა. თუმცა, საჭიროა რეალური შედეგების გაზომვა. სოციალური შედეგის გაზომვაში შეფასების მრავალი შესაძლო ერთეული იგულისხმება, ეს პროგრამის ხასიათზეა დამოკიდებული. საზომების დიდი ნაწილი შეეხება ადამიანების აღქმას და მესამე მხარის მიერ მოხსენებულ სარგებელს.

თითეულმა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს ზემოთხსენებულიდან რომელი ინდიკატორებია მისი მოღვაწეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი და შემდეგ ამ ინდიკატორების მიხედვით შეაფასოს შესრულებული სამუშაო. მთავარია, დარწმუნებული იყოს, რომ შერჩეული ინდიკატორები მიესადაგება: ა) მის ხედვას, ძირითად ღირებულებებსა და ამოცანებს; ბ) კომპანიის სოციალური იმიჯიდან გამომდინარე რისკებსა და პოტენციალს; და გ) მოწილეთა და დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებს.

ანგარიშგების გლობალურ ინიციატივაში შეგიძლიათ ნახოთ ინდიკატორების სრული ჩამონათვალი. შესაფერისი შედეგების ინდიკატორების სია განსხვავებულია კომპანიებისა და სექტორების მიხედვით. ინდიკატორების მოკლე სიის შედგენისას ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გათვალისწინებული იქნას კომპანიის ბუნება და ტიპი და მისი გავლენა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიამ ინდიკატორების ისეთი ნაკრები უნდა აირჩიოს, რითაც საუკეთესოდ შეაფასებს რისი მიღწევაც უნდა სათემო პროგრამების საშუალებით და რისი გაგებაც სურთ სტეიქჰოლდერებს კომპანიის შესახებ. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ კომპანიამ დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს უკუგება, რადგან ეს კომპანიას დაეხმარება გაარკვიოს, თუ რომელი ინდიკატორი უფრო უკეთ მიესადაგება ამ მიზანს.

მონაწილეობის შეფასების მაგალითები

შედეგების შეფასების მაგალითები

ჩვენ 200 კომპიუტერი გადავეცით ადგილობრივ სკოლებს, რომლის საერთო ღირებულება 175,000 ლარის ტოლია.

პროგრამაში მონაწილე სკოლებმა აღნიშნეს რომ ახლა უკვე თითეულ ბავშვს აქვს კომპიუტერზე დამატებით 2 საათიანი მუშაობის შესძლებლობა ჩვენი დახმარების წყალობით.

200 პროფესიული მომსახურების საათი გავიღეთ თემისთვის ბიზნეს მხარდაჭერის აღმოსაჩენად, რაც ფულადი ღირებულებით 12,000 ლარის ტოლფასია.

ჩვენს მიერ ბიზნეს გეგმის შედგენაში გაწეულმა დახმარებამ 10 ქალაქში მოხუცებულთა მომსახურების გარანტია შექმნა, რაც მომსახურებას უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთანაც ვმუშაობთ, ყოველწლიურად 2000 მოხუცებულს ეხმარება.

400 საათიანი მოხალისეთა მომსახურება გავიღეთ სკოლებში ბავშვების მიერ წაკითხულის მოსასმენად.

ორი წლის მანძილზე სკოლის დირექტორი ჩვენი დახმარების შესახებ აღნიშნავდა, რომ ეს იყო 20 მოსწავლის მიერ კითხვის უნარის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან მათ უკვე მიაღწიეს დონეს, როცა დამოუკიდებლად გააგრძელებენ კითხვას.

როგორ ამცნობ სხვებს შენი საქმიანობის შესახებ?

რატომ ანგარიში?

ანგარიშგება და შენი საწარმოს საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება გეხმარება:

  • უჩვენო შენი საქმიანობის გახსნილობა და გამჭვირვალობა და შექმნა ნდობა

  • ხელი შეუწყო ცვლილებებს საწარმოში

  • დააკმაყოფილო დაინტერესებული მხარეების ინტერესი სათანადო ინფორმაციით

  • უჩვენო სერიოზული დამოკიდებულება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ

  • დააჯილდოვე თანამშრომლები ბიზნეს პროგრამებში სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისათვის

  • წაახალისე ცვლილება ბიზნეს სექტორსა და მთლიანად საზოგადოებაში

დღეისათვის არსებობს სამართლებრივად დადგენილი ანგარიშგების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერი კომპანიის არა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, გარემოსდაცვითი, სოციალური ან უფრო მრავალმხრივი მდგრადობის ანგარიშების (მათ შორის ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ) მომზადების პრაქტიკა გასული ათწლეულის განმავლობაში სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით დიდ და საერთაშორისო კომპანიებში. კომპანიები რომლებიც არ ამზადებენ ცალკეულ ანგარიშებს ხშირად დაურთავენ ხოლმე წლიურ ანგარიშს თავებს მათი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ ან აქვეყნებენ ინფორმაციას ვებ გვერდის სპეციალურ განყოფილებაში.

ყოველწლიური ანგარიშგება პროგრესის შესახებ სავალდებულოა Global Compact-ის კორპორატიული წევრებისთვის და წარმოადგენს მათი წევრობის გაგრძელების ძირითად პირობას. Global Compact-ის წევრებს შორის კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (COP) გამოქვეყნებულია ინიციატივის ცენტრალურ ვებ გვერდზე.

იმისთვის რომ კორპორატიული ანგარიშები საიმედო და თავსებადი გახდეს, გლობალური ანგარიშგების ინიციატივამ შეიმუშავა ინდიკატორების და სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც ახლა წარმოადგენს ყველაზე გამოყენებად და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ანგარიშგების ჩარჩოს. გლობალური ანგარიშგების ინიციატივის მესამე ვერსია ითარგმნა საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ და განთავსებულია მის ვებ გვერდზე. კომპანიებისთვის რომლებსაც სურთ ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა, განსაკუთრებით რეკომენდებულია ონ ლაინ რეჟიმში ანგარიშგების მექანიზმი.

ანგარიშგების ელემენტები

ლიდერობის საუკეთესო ტესტი არის თანმიმდევრულობა, რომლითაც კომპანანიაში ერთი მესიჯი გადაიცემა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით. ეს უჩვენებს, რომ კომპანიას აინტერესებს მთლიანად სოციალური ზემოქმედება და არა ერთჯერადი ინიციატივები.

კომპანიებმა ანგარიშგებისას უნდა უჩვენონ თუ როგორ არის მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები დაკავშირებული მათ ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიასთან.

მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს გადამეტებულ მოთხოვნებს, რადგან შეიძლება შეიქმნას შტაბეჭდილება რომ შენი საქმიანობა მხოლოდ საჩვენებელია. კომერციული სპონსორის მიერ გაღებული თანხები არ უნდა იქნეს წარმოდგენილი როგორც სათემო ინვესტიციები. ასევე, მაგალითად თუ კანონი სთხოვს კომპანიებს ინვალიდების დასაქმებას და თქვენი კომპანია ემორჩილება ამ საკანონმდებლო მოთხოვნას, მართებული არ იქნება ამაზე როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ქცევაზე საუბარი.

კომპანიებმა უნდა სძლიონ ცდუნებას და რეკლამირებისას არ თქვან, რომ ყველა პრობლემა მოაგვარეს, უმჯობესია ისაუბრონ გაუმჯობესების უწყვეტ პროცესზე თუნდაც ეს პატარა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდეს.

ამასთან სრული კომუნიკაცია უნდა წარმოებდეს მარტივი და გასაგები ენით. ყოველთვის გახსოვდეთ რომ ანგარიშგების მიზანია პასუხი გაეცეს დაინტერესებული მხარეების კითხვებს თქვენი კომპანიის შესახებ.

როგორ მივაღწიოთ მიზანს

ეფექტური ანგარიშგებისთვის კომპანიებმა უნდა:

  • განსაზღვრონ და პრიორიტეტულობის მიხედვით დაალაგონ სამიზნე აუდიტორიები კომუნიკაციისათვის

  • მოიფიქრონ მთავარი მესიჯები

  • უზრუნველყონ საკომუნიკაციო არხები სამიზნე აუდიტორიებისათვის

  • უზრუნველყონ პროგრამაში მონაწილე ყველა ადამიანის საკონტაქტო დეტალები

  • წარმოადგინონ ანგარიში ბიზნეს პროგრამაში მათი სოციალური პასუხისმგებლობის მოკლე და გრძელვადიანი მიღწევების ზემოქმედების შესახებ

  • გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმონ, რომ კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან ნამდვილ დიალოგს ემსახურება, სადაც ორმხრივად ხდება ნფორმაციისა და იდეების ნაკადების მოძრაობა

კომუნიკაციის გზები

კომპანიის ანგარიშგების მაღალი დონე აისახება მის მიერ ინფორმაციის გამიზნულად მიწოდებასა და დამატებით ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფაში. ბიზნეს სიტუაციების უმრავლესობაში შესაძლებელია კომუნიკაციის ქვემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენება:

შიდა

გარე

გუნდის ბრიფინგები

წლიური ანგარიშები

პროცედურული ჩანაწერები, ოქმები, ცირკულარები, შეტყობინებები

ვებ გვერდი

ტრენინგები

ცალკეული ანგარიშები

შიდა ჟურნალები, იულეტენები

ინტეგრირებული ანგარიშები, პროფესიული ჟურნალები, გარე ჟურნალები

შიდა შესაბამისობა, აუდიტორული ანგარიშები

წლიური შეხვედრები

ინტრანეტი

მედია გამოშვებები

საინფორმაციო დაფები, შეთავაზებების ყუთები

უფროსი მენეჯერების სასაუბრო პლათფორმები

თანამშრომლების შეხვედრები (თათბირები)

კორპორატიული ვიდეოები

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას კომპანიებმა არ უნდა დაივიწყონ შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებსა და მენეჯერებთან. ეს ხელს უწყობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირებას საქმიანობაში, აუმჯობესებს ჰორიზონტალურ კომუნიკაციას კომპანიაში და ამაღლებს თანამშრომლების მოტივირებულობას და ერთგულებას.

ანგარიშების შენაარსი

შედარებით დიდი კომპანიები ანგარიშგებისას იყენებენ ამ მეთოდების კომბინაციას:

  • ბიზნესის საქმიანობის სფერო და ზემოქმედება

  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში ინტეგრირების მტკიცებულება

  • მართვის საკითხები (ძირითადი ზემოქმედებები, მართვის სტრუქტურები და პასუხისმგებლობები, მიზნები და ამოცანები)

  • შედარებითი მონაცემები და ტენდენციები (დროთა განმავლობაში და სექტორის შიგნით)

  • დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მომწოდებლებსა და კლიენტებთან ურთიერთობის დონე

  • ბიზნეს სფეროში სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები

  • დისკუსია მდგრადობასთან დაკავშირებული ვადების და კომპლექსური საკითხების შესახებ

გასათვალისწინებელი პრინციპები

როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას აუდიტორიისათვის ყველაზე შესაფერისი მეთოდების შესახებ, უნდა გაითვალისწინო პრინციპები რომლებიც ანგარიშების სტრუქტურირებაში დაგვეხმარება:

  • ასახე ყველა დაინტერესებული ჯგუფის მისწრაფებები და საჭიროებები

  • შეიტანე შენი კომპანიის საქმიანობის ყველა შესაბამისი სფერო

  • შეიტანე მთელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • უზრუნველავი ანგარიშგების რეგულარულობა, სისტემატურობა და დროულობა

  • გამოიყენე ხარისხის უზრუნველყოფის აუდიტორული მეთოდები და გახადე ანგარიშგება საიმედო

  • სათანადო და ეფექტური კომუნიკაცია დაამყარე ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან

  • გახადე ინფორმაცია თავსებადი, საიმედო, რელევანტური და გასაგები

  • მოახდინე ანგარიშგების ინტეგრირება სისტემებში, პოლიტიკის მომზადებასა და საქმიანობაში

  • განსაზღვრე სამომავლო ნაბიჯები საქმიანობის გაუმჯობესებისკენ

ნებისმიერი ტიპის ანგარიში უნდა ეყრდნობოდეს შენი ბიზნესის მიზნის და ღირებულებების ლოგიკას. დაიმახსოვრეთ: ანგარიშგება თავად არ არის დასასრული. ეს არის თანამშრომლებს, კლიენტებს, მომწოდებლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის ამაღლება. საქმიანობისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ღიად საუბრის წყალობით თქვენი კომპანია გახდება სამაგალითო მომგებიანობის და სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

რას გვპირდება მომავალი?

გარდამავალ პერიოდს და ახალ ბაზარს სოციალური ცვლილება მოყვება; სათემო ინვესტიციების სფერო სწრაფად ვითარდება ახალი ტიპის ინიციატივებით.

კვლევები უჩვენებენ, რომ საზოგადოების ინტერესი იზრდება სათემო ბიზნეს ინვესტიციების მიმართ. მომხმარებლები მეტ ყურადღებას უთმობენ კომპანიების სოციალურ ზემოქმედებას, ხოლო პოტენციური დასაქმებულები მომავალი დამსაქმებლის არჩევის დროს მეტად ინტერესდებიან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებით. კვლევამ ასევე უჩვენა, რომ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სათემო აქტივობებში, უფრო დადებითად საუბრობენ როგორც დამსაქმებლებზე.

გლობალური ბაზრის ახალი წესების გათავისების შედეგად, ქართულმა კომპანიებმა სულ უფრო მეტად დაიწყეს სოციალური პასუხისმგებლობის ჩართვა განვითარების სტრატეგიებში. ბოლო წლებში საქართველოში განვითარდა სოციალური პასუხისმგებლობა და მარტივი საქველმოქმედო დონაციიდან და სპონსორობიდან გადაიქცა სტრატეგიულ კოპლექსურ, მდგრად და ყველა მხარისთვის სასარგებლო ინტერვენციად. საწარმოები სულ უფორ მეტად ერთვებიან მდგრად სათემო პროგრამებში და აღიარებენ ამგვარი საქმიანობის მნიშვნელობას კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

ბიზნესისა და თემის განვითარებაში ინვესტირების ცოდნა და შესაძლებლობა მომდევნო წლებში გაიზრდება საქართველოში. ქართული საწარმოები სულ უფრო მეტად შეძლებენ გაანალიზონ ბიზნეს გარემო და მათი გავლენა თემზე, უფრო დახვეწილი სტრატეგიით იმუშავებენ, განახორციელებენ, მართავენ და შეაფასებენ სათემო ინვესტიციების პროგრამებს, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს და ასარგებლებს როგორც თემს ისე ბიზნესს. სხვაგავარად რომ ვთქვათ სათემო პროგრამები გარდაიქმნება:

  • ერთჯერადიდან სტრატეგიულად

  • დონაციიდან პარტნიორობად

  • მარტივი დაფინანსებიდან აქტიურ ჩართულობად

  • არა მართულიდან მართულად.

საქართველოში კორპორატიული სათემო ინვესტიციების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან; რადგან ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ სათემო ინვესტირების პროგრამები და დაეხმარონ ბიზნესს ექსპერტიზითა და პროფესიონალიზმით.

ქართული სექტორული და ბიზნეს ასოციაციები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ბიზნესის სათემო ინვესტიციების შემდგომ განვითარებაში, რადგან აღნიშნული უზრუნველყოფს საჭირო ქსელებს, მხარდაჭერას და შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

შეთავაზებული Site-seeing

დამატებითი ინფორმაციის საძიებლად შეთავაზებული ვებ გვერდები (თუმცა მათი მუდმივი განახლების გარანტირება არ შეგვიძლია)
ანგარიშვალდებულება 1000: www.accountability.org.uk
ბოსტონის ცენტრი კორპორატიული მოქალაქეობისათვის: http://bccorporatecitizenship.orgwww.bc.edu
ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობისათვის (BSR): www.bsr.org
ბიზნესი თემში: www.bitc.org.uk
საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG): www.csrgd.ge
საქველმოქმედო დახმარების ფონდი: www.cafonline.org
ქველმოქმედების ნდობა: www.charitiestrust.org/index.html
კლინტონის გლობალური ინიციატივა (CGI): www.clintonglobalinitiative.org
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ევროპა (CSR Europe): www.csreurope.org
კსპ 360 გლობალური პარტნიორობის ქსელი: www.csr360gpn.org
ევრაზიის პარტნიორობის ფონდი: www.epfound.ge/index.php?article_id=45&clang=0
გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოში: www.globalcompact.ge
საერთაშორისო ბიზნესის ლიდერთა ინიციატივა: www.thepartneringinitiative.org
ნებაყოფილობითი ორგანიზაციების ეროვნული საბჭო (NCVO): www.ncvo-vol.org.uk
გაეროს გლობალური შეთანხმება (GC): www.unglobalcompact.org
ერთიანი გზა: www.liveunited.org

საერთაშორისო კორპორაციების უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ან სპეციალური ბიზნესის განყოფილება ვებ გვერდზე.