The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში

როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|კომერციული სამართალი
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გზამკვლევი თბილისი 2003 ლიცენზიისა და ნებართვის დანერგვის პროექტი გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Centre-ის ფინანსური მხარდაჭერით (კონტრაქტი №114-C-00-01-00136-00). გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით მათ ავტორებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის თვალსაზრისს. Published with the financial support of the United States Agency for International Development (USAID) through the IRIS Centre at the University of Maryland (contract №114-C-00-01-00136-00). Any opinions expressed in this publication are those of author(s) and do not necessary reflect the views of the USAID. გზამკვლევი მომზადებულია „ლიცენზიისა და ნებართვის დანერგვის პროექტის“ ფარგლებში. პროექტი ხორცილედება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ IRIS Centre-ის მახრადჭერით. პროექტის დირექტორი: ანი ქათამიძე ექსპერტები: ლევან ბეჟაშვილი ნიკო თევდორაშვილი შოთა გვენეტაძე ლევან გუგუტიშვილი ირაკლი ნარმანია



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე გზამკვლევი „როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში“ შემუშავებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის, სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის და ექსპორტის სფეროში მეწარმეთათვის დახმარების გაწევის მიზნით.

გზამკვლევი შედგენილია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“, „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

მასში დეტალურად არის გაწერილი ლიცენზიებთან და ნებართვებთან დაკავშირებული პროცედურები.

გზამკვლევი „როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში“ მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, IRIS-საქართველოს მხარდაჭერითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით.

გზამკვლევი წარმოადგენს კანონთა კომენტარებს და იგი დაზღვეული არ არის შეცდომისაგან. ყველა დასაბუთებული და საქმიანი შენიშვნა მხედველობაში იქნება მიღებული.

გისურვებთ წარმატებებს.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ შესაბამის დაწესებულებას გააჩნდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია.

სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის და ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელია მეწარმეს ჰქონდეს სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა პროდუქციის სახეობის მიხედვით.

ტერმინთა განმარტება

გზამკვლევში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ლიცენზია - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მეწარმეს უფლება აქვს განახორციელოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა. ლიცენზია გაიცემა ერთჯერადად და იგი უვადოა.

ნებართვა - დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მეწარმეს უფლება აქვს აწარმოოს პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი იგი გაიცემა ერთჯერადად კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.

სალიცენზიო/სანებართვო პირობები - კანონით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი ნუსხა, რომლის დაცვაც აუცილებელია ლიცენზიის მისაღებად. აგრეთვე წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს ლიცენზიით/ნებართვით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად.

სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება - ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად.

სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია - საქართველოში წარმოებული და სხვა ქვეყნიდან შემოტანილი სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო ექსპერტიზის პროცედურა, რომლის საფუძველზეც დაშვებულია სამკურნალო საშუალებების მიმოქცევა საქართველოში. სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის ვადაა 5 წელი.

ხარისხის გარე კონტროლის სისტემა - სამედიცინო დიაგნოსტიკური საქმიანობის ობიექტურობისა და საიმედოობის დადასტურების მიზნით შემუშავებული სისტემა.

ჯანდაცვის სფეროში ლიცენზიასა და ნებართვას შორის არსებობს შემდეგი ძირითადი განსხვავებები:

  1. ლიცენზია გაიცემა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სამეწარმეო საქმიანობაზე, ხოლო ნებართვა - სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების, დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტისათვის;

  2. ლიცენზია გაიცემა უვადოდ, ხოლო ნებართვა - ერთჯერადად, კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.

3 ლიცენზიისა და ნებართვის სისტემის საკანონმდებლო რეგულირება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის ზოგადი წესები და პრინციპები დადგენილია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

აკრძალულია ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ისეთ საქმიანობაზე, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული;

აკრძალულია კანონქვემდებარე აქტით ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც შინაარსობრივად განსაზღვრავს რაიმე საქმიანობაზე სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმს;

ლიცენზირებას და ნებართვას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება მხოლოდ კანონით;

ლიცენზიის და ნებართვის მისაღებად საჭირო დამატებითი პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მიღებულ იქნა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონი, რომლითაც განისაზღვრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო სახეობები, ხოლო სანებართვო სახეობები და მათ მოსაპოვებლად დადგენილი დამატებითი პირობები განისაზღვრა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონებით.

4 ლიცენზია

▲ზევით დაბრუნება


4.1 I. სალიცენზიო სფეროები და მოსაკრებლები

▲ზევით დაბრუნება


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ჩამონათვალი და მოსაკრებლები

სალიცენზიო საქმიანობები განსაზღვრულია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ და „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონებით, მოსაკრებლები კი - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონით.

სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობა

ალიცენზიო საქმიანობა

მოსაკრებელი
(ლარი)

1

აივ-დიაგნოსტიკა
ლაბორატორიული

40

2

აივ-ინფექციის/შიდსის
მკურნალობა

ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

40

3

აივ-ინფექციის/შიდსის
მკურნალობა

სტაციონარული დახმარება

40

4

ალერგოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

5

ალერგოლოგია

ბავშვთა ამბულატორიული
დახმარება

20

6

ალერგოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

7

ალერგოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

8

ალკოჰოლური თრობის
შემოწმება

100

9

ანგიოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

10

ანგიოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

11

ანგიოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

12

ანგიოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

13

ანესთეზიოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-ოლიკლინიკური დახმარება

20

14

ანესთეზიოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

15

ანესთეზიოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

16

ანესთეზიოლოგია

მოზრდილთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

17

აუდიოლოგია

20

18

ახალი დიაგნოსტიკური საშუალებების,
სამკურნალო და
ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებებისა და
პრეპარატების კლინიკური
კვლევა

50

19

ახალი სამედიცინო
ხელსაწყოების, აპარატების, სამკურნალო-
დიაგნოსტიკური
კომპლექტების აპრობაცია

50

20

ახალი სამედიცინო
ხელსაწყოების, აპარატების,
სამკურნალო-
დიაგნოსტიკური
კომპლექტების დანერგვა

50

21

ახალი სამედიცინო
ხელსაწყოების, აპარატების,
სამკურნალო-
დიაგნოსტიკური
კომპლექსების შემუშავება

50

22

ბავშვების სამედიცინო
პატრონაჟი

10

23

ბაქტერიოლოგიური

გამოკვლევები

40

24

ბიოლოგიური კონტროლი

40

25

ბიოქიმიური
გამოკვლევები

40

26

ბირთვულ-მაგნიტური
რეზონანსი

100

27

გასტრეონტეროლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

28

გასტრეონტეროლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

29

გასტრეონტეროლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

30

გასტრეონტეროლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

31

გაჯანსაღების
ტრადიციული
მეთოდებით
პროფილაქტიკა,
დიაგნოსტიკა და
მკურნალობა

50

32

გენეტიკური შემოწმება და
ექსპერტიზა

100

33

გერიატრია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

34

გერიატრია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

35

გვამის
პათოლოგანატომიური
გაკვეთა

50

36

გვამის შემურვა

50

37

გინეკოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

38

გინეკოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

39

გინეკოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

40

დეკრეტირებულ პირთა
პროფვარგისიანობის
შემოწმება და ექსპერტიზა
- IV დონე

50

41

დერმატოლოგია და
ვენეროლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

42

დერმატოლოგია და
ვენეროლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

43

დერმატოლოგია და
ვენეროლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

44

დერმატოლოგია და
ვენეროლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

45

დერმატოლოგიურ-
ვენეროლოგიური
შემოწმება და ექსპერტიზა

100

46

დონორობის ორგანიზება

20

47

დროებითი
შრომისუუნარობის
ექსპერტიზა

50

48

ენდოკრინოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

49

ენდოკრინოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

50

ენდოკრინოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

51

ენდოკრინოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

52

ენდოსკოპია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

53

ენდოსკოპია

ბავშვთა ამბოლატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

54

ენდოსკოპია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

55

ენდოსკოპია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

56

ენერგოინფორმატიკა

50

57

ეპიდემიოლოგია

20

58

ესთეტიკური ქირურგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

100

59

ესთეტიკური

ქირურგია მოზრდილთა
სტაციონალური დახმარება

100

60

ექსტრემალურ
სიტუაციებში
გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების
ორგანიზაცია

20

61

ვირუსოლოგიური
გამოკვლევები

40

62

ზოგადი საექიმო პრაქტიკა,
ოჯახის ექიმი

40

63

თერაპია მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური
დახმარება

20

64

თერაპია მოზრდილთა
სტაციონალური დახმარება

20

65

თერაპია

მოზრდილთა დღის
სტაციონარი

20

66

თერაპიული
კოსმეტოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

67

თერაპიული
კოსმეტოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

68

თერაპიული
კოსმეტოლოგია

მოზრდილთა სტაციონალური
დახმარება

50

69

თერაპიული
კოსმეტოლოგია

ბავშვთა სტაციონალური
დახმარება

50

70

იმუნოლოგიური
გამოკვლევები

20

71

ინფექციური დაავადებები

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

72

ინფექციური დაავადებები

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

73

ინფექციური დაავადებები

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

74

ინფექციური დაავადებები

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

75

კარდიოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

76

კარდიოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

77

კარდიოლოგია/კარდიორევ
მატოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

78

კარდიოლოგია/კარდიორევ
ატოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

79

კარდიოქირურგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

80

კარდიოქირურგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

81

კბილის სატექნიკო
სამუშაოები (მათ შორის
ჩამოსხმა)

100

82

კლინიკურ-
დიაგნოსტიკური
გამოკვლევები

40

83

კლინიკური იმუნოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

84

კლინიკური იმუნოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

85

კლინიკური იმუნოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

86

კლინიკური იმუნოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

87

კლინიკური
ტოქსიკოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

88

კლინიკური
ტოქსიკოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

89

კლინიკური
ტოქსიკოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

90

კლინიკური
ტოქსიკოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

91

კლინიკური
ტრანსფუზიოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

92

კლინიკური
ტრანსფუზიოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

93

კომბუსტიოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

94

კომბუსტიოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

95

კომბუსტიოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

96

კომბუსტიოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

97

კომპიუტერული
ტომოგრაფია

100

98

კრიტიკული მედიცინა

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

99

კრიტიკული მედიცინა

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

100

კრიტიკული მედიცინა

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

101

კრიტიკული მედიცინა

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

102

კურორტოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

103

კურორტოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

104

კურორტოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

105

კურორტოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

106

ლაზეროთერაპია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

107

ლაზეროთერაპია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

108

ლაზეროთერაპია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

109

ლაზეროთერაპია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

110

ლოგოპედია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

111

ლოგოპედია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

112

ლოგოპედია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

113

ლოგოპედია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

114

მანუალური თერაპია

50

115

მასაჟი (სამკურნალო,
სპორტული, ჰიგიენური და
კოსმეტიკური)

50

116

მეანობა

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

117

მეანობა და გინეკოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

118

მეტაბოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

119

მობილური სამედიცინო
დახმარება
სპეციალიზებულ
ტრანსპორტში

100

120

მოზრდილთა სამედიცინო
პატრონაჟი

10

121

მოსახლეობის მასობრივი
იმუნიზაციის
ორგანიზება და ჩატარება

20

122

მძღოლების წინასარეისო
სამედიცინო

შემოწმება

50

123

ნარკოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

124

ნარკოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

125

ნარკოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

126

ნარკოტიკული
საშუალებებისა და
ფსიქოტროპული
ნივთიერებების
შემუშავება, შექმნა

სამეცნიერო კვლევითი
საქმიანობა

100

127

ნარკოტიკული
საშუალებებისა და
ფსიქოტროპული
ნივთიერებებისა და
სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერებების შემცველი
კომბინირებული
პრეპარატების

გადამუშავება

სასწავლო, სამეცნიერო-
კვლევითი და საექსპერტო-
დიაგნოსტიკური საქმიანობა

100

128

ნარკოტიკული
საშუალებების შენახვა და
მოხმარება

50

129

ნატუროპათია

50

130

ნევროლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

131

ნევროლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

132

ნევროლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

133

ნევროლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

134

ნევროლოგია

მოზრდილთა დღის
სტაციონარი

20

135

ნეიროქირურგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

136

ნეიროქირურგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

137

ნეონატოლოგია

20

138

ნეფროლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

139

ნეფროლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

140

ნეფროლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

141

ნეფროლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

142

ონკოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

143

ონკოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

144

ონკოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

145

ონკოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

146

ორგანოებისა და
ქსოვილების აღება

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

147

ორგანოებისა და
ქსოვილების აღება

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

148

ორგანოებისა და
ქსოვილების გადანერგვა

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

149

ორგანოებისა და
ქსოვილების გადანერგვა

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

150

ორგანოებისა და
ქსოვილების შენახვა

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

151

ორგანოებისა და
ქსოვილების შენახვა

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

152

ორთოდონტია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

153

ორთოდონტია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

154

ოტორინონგოლოგია (მათ
შორის სურდოლოგია)

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

155

ოტორინონგოლოგია (მათ

შორის სურდოლოგია)

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

156

ოტორინონგოლოგია (მათ
შორის სურდოლოგია)

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

157

ოტორინონგოლოგია (მათ
შორის სურდოლოგია)

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

158

ოფთალმოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

159

ოფთალმოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

160

ოფთალმოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

161

ოფთალმოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

162

ოფთალმოლოგია
ოფთომეტრიული

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

163

ოფთალმოლოგია
ოფთომეტრიული

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

164

ოფთალმოლოგია
ოფთომეტრიული

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

165

ოფთალმოლოგია
ოფთომეტრიული

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

166

პათოლოგანატომიური
გამოკვლევა და
ექსპერტიზა

50

167

პათომორფოლოგიური
დიაგნოსტიკა

40

168

პედიატრია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

169

პედიატრია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

170

პედიატრია

ბავშვთა დღის სტაციონარი

20

171

პროთეზირება
ორთოპედიული

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

172

პროთეზირება
ორთოპედიული

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

173

პროთეზირება
ორთოპედიული

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

174

პროთეზირება
ორთოპედიული

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

175

პროთეზირება ყურის

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

176

პროთეზირება ყურის

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

177

პროთეზირება ყურის

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

178

პროთეზირება ყურის

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

179

პროფესიულ დაავადებათა
გამოკვლევა და
ექსპერტიზა

50

180

პროფპათოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

181

პროფპათოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

182

პროქტოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

183

პროქტოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

184

პროქტოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

185

პროქტოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

186

პულმონოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

187

პულმონოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

188

პულმონოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

189

პულმონოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

190

რადიოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

191

რადიოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

192

რადიოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

193

რადიოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

194

რადიოლოგიური
დიაგნოსტიკა

50

195

რეაბილიტაცია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

196

რეაბილიტაცია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

197

რეაბილიტაცია

მოზრდილთა სტაციონარული

დახმარება

20

198

რეაბილიტაცია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

199

რეგიონში სამედიცინო
დახმარება

100

200

რევმატოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

201

რევმატოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

202

რენტგენოლოგიური
დიაგნოსტიკა

40

203

რეპროდუქტოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

204

რეპროდუქტოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

205

რეფლექსოთერაპია
(აკუპუნქტურა)

50

206

სადეზინფექციო
საქმიანობა - დეზინსექცია

40

207

სადეზინფექციო
საქმიანობა - დეზინფექცია

40

208

სადეზინფექციო
საქმიანობა - დერატიზაცია

40

209

საექთნო სამედიცინო
დახმარება

10

210

სამედიცინო გენეტიკა

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

211

სამედიცინო გენეტიკა

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

212

სამედიცინო გენეტიკა

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

213

სამედიცინო
პარაზიტოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

214

სამედიცინო
პარაზიტოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

215

სამედიცინო
პარაზიტოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

216

სამედიცინო
პარაზიტოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

217

სამედიცინო ხარისხის
აუდიტი

200

218

სამედიცინო-სოციალური
ექსპერტიზა

50

219

სამედიცინო-ტექნიკური
ნაკეთობების საბითუმო
რეალიზაცია

100

220

სამედიცინო-ტექნიკური
ნაკეთობების საცალო
რეალიზაცია

100

221

სამედიცინო-ტექნიკურ
ნაკეთობათა ტექნიკური
მომსახურება (ფუნქციური
მდგომარეობის დადგენა,
მიმდინარე და სხვა
მომსახურება-მონტაჟი,
შეკეთება დემონტაჟი)
სახეობების მიხედვით

100

222

სამედიცინო-ტექნიკური
ნაკეთობების წარმოება

100

223

სამკურნალო კვება

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

224

სამკურნალო კვება

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

225

სამკურნალო კვება

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

226

სამკურნალო კვება

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

227

სამკურნალო
ფიზკულტურა და
სპორტული მედიცინა

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

228

სამკურნალო
ფიზკულტურა და
სპორტული მედიცინა

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

229

სამკურნალო
ფიზკულტურა და
სპორტული მედიცინა

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

230

სამკურნალო
ფიზკულტურა და
სპორტული მედიცინა

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

231

სამხედრო-სამედიცინო და
წვევამდელთა
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმება
და ექსპერტიზა

50

232

სანატორიული
მკურნალობა

50

233

სანიტარული განათლება

20

234

სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა

50

235

სასამართლო-
ფსიქიატრიული
ექსპერტიზა

50

236

სასწრაფო და

გადაუდებელი
სამედიცინო დახმარება

50

237

საშუალო სამედიცინო
პერსონალის უწყვეტი
განათლება

100

238

საშუალო სამედიცინო
საგანმანათლებლო
(განათლების სამინისტროს
მიერ ლიცენზირებული)
დაწესებულების საბაზო
ლინიკური საქმიანობა

100

239

საწარმოო
ტრანსფუზიოლოგია

100

240

სეროლოგიური
გამოკვლევები

40

241

სექსოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

242

სექსოლოგია მოზრდილთა
სტაციონარული
დახმარება

20

243

სპორტსმენების საექიმო
კონტროლი

20

244

სტომატოლოგია
თერაპიული მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

245

სტომატოლოგია
თერაპიული

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

246

სტომატოლოგია
ორთოპედიული

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

247

სტომატოლოგია
ორთოპედიული

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

248

სტომატოლოგია
ქირურგიული

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

249

სტომატოლოგია
ქირურგიული

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

50

250

სტომატოლოგია
ქირურგიული

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

251

სტომატოლოგია
ქირურგიული

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

252

ტრავმატოლოგია და
ორთოპედია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

253

ტრავმატოლოგია და
ორთოპედია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

254

ტრავმატოლოგია და
ორთოპედია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

255

ტრავმატოლოგია და
ორთოპედია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

256

ტრანსპორტირებისას
სამედიცინო თანხლება

50

257

ულტრაბგერითი
დიაგნოსტიკა

100

258

უმაღლესი სამედიცინო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
(განათლების სამინისტროს
მიერ ლიცენზირებული)
საბაზო კლინიკური
საქმიანობა

100

259

უმაღლესის შემდგომი
პროფესიული მზადება
(რეზიდენტურა)

100

260

უროლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

261

უროლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

262

უროლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

263

უროლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

264

უწყვეტი სამედიცინო
განათლება

100

265

ფთიზიატრია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

266

ფთიზიატრია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

267

ფთიზიატრია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

268

ფთიზიატრია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

269

ფიზიოთერაპია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

270

ფიზიოთერაპია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

271

ფიზიოთერაპია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

272

ფიზიოთერაპია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

273

ფიტოთერაპია

50

274

ფსიქიატრია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

275

ფსიქიატრია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

276

ფსიქიატრია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

277

ფსიქიატრია

ბავშვთა სტაციონარული დახმარება

20

278

ფსიქიატრიული შემოწმება

50

279

ფსიქოაქტიური
ნივთიერებებით
გამოწვეული თრობის
შემოწმება და ექსპერტიზა

100

280

ფსიქოთერაპია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

281

ფსიქოთერაპია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

282

ფსიქოთერაპია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

283

ფსიქოთერაპია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

284

ფუნქციური დიაგნოსტიკა

50

285

ქიმიურ-ოქსიკოლოგიური
დიაგნოსტიკა

40

286

ქირურგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

287

ქირურგია

მოზრდილთა დღის
სტაციონარი

20

288

ქირურგია

ბავშვთა დღის სტაციონარი

20

289

ქირურგია

გულმკერდის მოზრდილთა
სტაციონარული დახმარება

20

290

ქირურგია გულმკერდის

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

291

ქირურგია ზოგადი

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

292

ქირურგია ზოგადი

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

293

ქირურგია ზოგადი

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

294

ქირურგია პლასტიკური და
რეკონსტრუქციული

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

100

295

ქირურგია პლასტიკური და
რეკონსტრუქციული

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

100

296

ქირურგია პლასტიკური და
რეკონსტრუქციული

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

100

297

ქირურგია სისხლძარღვთა

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

50

298

ქირურგია სისხლძარღვთა

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

50

299

ქირურგია ჩირქოვანი

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

300

ქირურგია ჩირქოვანი

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

301

შრომათერაპია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

302

შრომათერაპია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

303

ცალკეულ პროფესიათა
საქმიანობის უფლების, ან
ნებართვის მისაღებად
მოქალაქეთა
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმება
და ექსპერტიზა - I დონე

50

304

ცალკეულ პროფესიათა
საქმიანობის უფლების, ან
ნებართვის მისაღებად
მოქალაქეთა
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმება
და ექსპერტიზა - II დონე

50

305

ცალკეულ პროფესიათა
საქმიანობის უფლების, ან
ნებართვის მისაღებად
მოქალაქეთა
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმება
და ექსპერტიზა - III დონე

50

306

ციტოგენეტიკური
გამოკვლევები

40

307

ციტოლოგიური
დიაგნოსტიკა

40

308

ჰემატოლოგია

მოზრდილთა
ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

309

ჰემატოლოგია

ბავშვთა ამბულატორიულ-
პოლიკლინიკური დახმარება

20

310

ჰემატოლოგია

მოზრდილთა სტაციონარული
დახმარება

20

311

ჰემატოლოგია

ბავშვთა სტაციონარული
დახმარება

20

312

ჰომეოპათია

20

ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობა

სალიცენზიო საქმიანობა

მოსაკრებელი
(ლარი)

1.

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის სპეციალურ
კონტროლს დაქვებდებარებული საშუალებების) მომზადება,
რეალიზაცია (I ჯგუფის აფთიაქი)

300

2.

სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია (II ჯგუფის
აფთიაქი);

300

3.

სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული
საშუალებებისა) რეალიზაცია (II ჯგუფის აფთიაქი)

300

4.

სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული საშუალებებისა) რეალიზაცია (III
ჯგუფის აფთიაქი)

300

5.

ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების საცალო
რეალიზაცია (აფთიაქის ფილიალი)

50

6.

სამკურნალო საშუალებების მომზადება და სამკურნალო-
პროფილაქტიკური დაწესებულებების განყოფილებებზე
გაცემა, საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-
პროფილაქტიკური დაწესებულებების აფთიაქი)

50

7.

სამკურნალო საშუალებების სამკურნალო-პროფილაქტიკური
დაწესებულებების განყოფილებებზე გაცემა, საცალო
რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტიკური
დაწესებულებების აფთიაქი)

50

8.

სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი,
რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული
ბაზა);

400

9.

ნარკოტიკული საშუალებების იმპორტი, ექსპორტი,
რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული
ბაზა)

100

10.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების
(გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი,
რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული
ბაზა)

100

11.

სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული
საშუალებებისა) წარმოება; წარმოებული სამკურნალო
საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა)
ექსპორტი და რეალიზაცია; სამკურნალო საშუალებების
(გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი საკუთარი
წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება)

400

12.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების
შემცველი იმ კომბინირებული პრეპარატების წარმოება,
რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების
ჩამონათვალს; წარმოებული პრეპარატების ექსპორტი და
რეალიზაცია; პრეპარატების იმპორტი საკუთარი
წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება)

100

13.

სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი
(ლაბორატორია)

300

4.2 II. განცხადება ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო პირობები

▲ზევით დაბრუნება


მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად მიმართავს ლიცენზიის გამცემს წერილობითი განცხადებით (იხ. დანართი 1). განცხადებაში აღინიშნება:

ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

განმცხადებლის ვინაობა, მისამართი, სამეწარმეო რეესტრის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი, ხელმძღვანელი პირი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი);
რომელი ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა:

სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში სათანადო რწმუნებულება (იხ. დანართი 2);

ა) სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებისათვის საჭიროა:

ა.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის ასლის წარმოდგენით) (იხ. დანართი 3);

ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების პასპორტი1;

ა.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი (იხ. დანართი 4);

ა.დ) განაცხადი ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე (იხ. დანართი 5).

ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებისათვის საჭიროა:

ბ.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის ასლის წარმოდგენით) (იხ. დანართი 3);

ბ.ბ) ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი2;

ბ.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი (იხ. დანართი 4);

ბ.დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ბრუნვის შემთხვევაში პასუხისმგებელი ფარმაცევტის დანიშვნის ბრძანება, ცნობები მისი ნასამართლობისა და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ.

ბ.ე) განაცხადი ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე (იხ. დანართი 7).

√პასპორტი არის საჯარო ინფორმაცია, იგი (ასლი ან ელექტროვერსია) უნდა გაიცეს მოთხოვნისთანავე.

√სამკურნალო საშუალებების წარმოებისა და მათი რეალიზაციის ლიცენზიის მისაღებად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების/რეალიზაციის უფლებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

√ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო სტანდარტები, ნორმები და დადგენილი წესით წარუდგინოს სამედიცინო სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს.

ლიცენზიის მიღების პროცესში, ანდა ლიცენზიის მიღების შემდეგ განცხადებაში მითითებული სამეწარმეო რეესტრის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია, ამის თაობაზე, წერილობით აცნობოს ლიცენზიის გამცემს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

____________________

1-2 პასპორტები იხილეთ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე: www.economists.ge

4.3 III. ლიცენზიის გაცემის წესი

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია მეწარმის განცხადება რეგისტრაციაში გაატაროს მიღებისთანავე (დაუსვას მას რეგისტრაციის თარიღი და ნომერი).

ლიცენზიის გამცემი განმცხადებლის მოთხოვნისას გასცემს ცნობას განცხადების მიღების შესახებ.

ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს, თუ არა ლიცენზიის მაძიებლის განცხადება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მომდევნო 3 დღის განმავლობაში კი აქვეყნებს ცნობას, საჯარო გაცნობისათვის, დოკუმენტების წარდგენის შესახებ (იხ. დანართი 8).

ლიცენზიის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადას.

ხარვეზის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი სთხოვს განმცხადებელს ყველა აუცილებელ დოკუმენტს და განუსაზღვრავს მათი წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები1. თუ ამ ვადაში დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 15 დღისა2 გააგრძელოს დამატებით დოკუმენტების წარდგენის ვადა.

  • ლიცენზიის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა განახლდება ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის დღიდან.

მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა იწვევს ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებას.

  • ლიცენზიის გამცემი გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან ერთ თვეში.

განცხადებისა და მასთან ერთად წარდგენილი სხვა მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ლიცენზიის გამცემი ორგანო ადგილზე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმნეტებში მითითებულ მონაცემთა სისწორეს. ადგილზე შემოწმებისას ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს (იხ. დანართი 9), რომელსაც ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი.

სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმებისას ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს ოქმს დაურთოს ახსნა-განმარტება, გაეცნოს ოქმის შინაარსს, თუ ეთანხმება ხელი მოაწეროს ოქმზე, გამოთქვას შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით. თუ ლიცენზიის მაძიებელი ხელს არ აწერს ოქმს, მაშინ ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, თუ რატომ არ აწერს იგი ხელს.

თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე.

  • ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შეტანიდან 7 დღეში, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს დაესწროს ადმინისტრაციულ წარმოებას პირადად ან წარმომადგენელთან ერთად, ასევე დააყენოს ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის აცილების საკითხი (იხ. დანართი 10).

გადაწყვეტილების გამოტანამდე ყველას უფლება აქვს წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება ლიცენზიის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე, განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან 20 დღის განმავლობაში3. მოსაზრებებს წარადგენს არა მხოლოდ განმცხადებელი, არამედ სხვა ნებისმიერი პირიც, რომელსაც უფლება აქვს არ გაამხილოს თავისი ვინაობა.

საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში შემდეგი პროცედურა საქმის ზეპირი მოსმენაა, რომელიც უნდა გაიმართოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში4. განმცხადებელს ეცნობება საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და იგი მოიწვევა ამ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად5. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიძახოს მაძიებელი ზეპირ მოსმენაზე. მაძიებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს ლიცენზიის მაძიებლის მონაწილეობის გარეშეც. ადმინისტრაციული ორგანო ლიცენზიის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ერთ სამუშაო დღეს.

  • ლიცენზიის გამცემი ზეპირი მოსმენის შემდეგ 10 დღის ვადაში6 იღებს ადმინისტრაციულ აქტს ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ადმინისტრაციულ აქტში მიეთითება ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ამ აქტის გასაჩივრება (მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადები).

სალიცენზიო მოწმობა გაიცემა ლიცენზიის გაცემის შესახებ, ლიცენზიის გამცემის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული აქტის) საფუძველზე, 3 დღის ვადაში.

ლიცენზიის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა წერილობით. იგი ძალაში შედის ლიცენზიის მაძიებლისათვის აქტის გადაცემის ან გამოქვეყნების დღეს. ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს.

ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

აკრძალულია ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა.

ლიცენზიის გაცემის ზოგადი (სტანდარტული) სქემა

0x01 graphic

______________________

1 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 83-ე მუხლი, მე-3 ნაწილი;

2 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 83-ე მუხლი, მე-3 ნაწილი;

3 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 118-ე მუხლი, პირველი ნაწილი;

4 „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონი, მე-10 მუხლი, მე-9 პუნქტი;

5 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 110-ე მუხლი, მე-2 ნაწილი;

6 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 120-ე მუხლი, პირველი ნაწილი;

4.4 IV. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს;

ლიცენზიის მაძიებელი ითხოვს ლიცენზიას, რომელიც გაუქმებულია და გაუქმებიდან არ გასულა ერთი წელი;

ლიცენზიის მაძიებელს შეუჩერდა ამ სფეროში მიღებული ლიცენზიის მოქმედება და არ აღმოფხვრილა ლიცენზიის შეჩერების საფუძველი.

  • აკრძალულია ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

4.5 V. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

▲ზევით დაბრუნება


სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მიღების თაობაზე.

ლიცენზიის გამცემი განცხადების მიღებიდან 2 დღეში გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს. შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში.

  • სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებელი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

√სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებელი შეადგენს 10 ლარს.

4.6 VI. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს.

თუ ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების გარეშე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, რომელთა შესრულებაც (გამოსწორებაც) გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების განახლებას.

ლიცენზიის მოქმედება შეჩერდება გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრამდე, მაგრამ არა უგვიანეს 3 თვისა.

ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის განახლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების განახლების ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, განაახლოს ლიცენზიის მოქმედება.

  • თუ ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმება ზიანს აყენებს, საზოგადოებრივ ან სახელმწიფო ინტერესებს, ლიცენზიის მფლობელს, კანონის საფუძველზე, უფლება აქვს გარკვეული ვადით გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ლიცენზიის გამცემის ზედამხედველობით.

  • ლიცენზიის თაობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს არსებული გადაწყვეტილების შეჩერებას, თუ ლიცენზიის გამცემი ან სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

4.7 VII. ლიცენზიის გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, თუ:

იგი გასცა არაუფლებამოსილმა ორგანომ ან პირმა;

იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად ირღვევა ლიცენზიის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ლიცენზიის გაუქმება პირდაპირ მითითებულია კანონში;

არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ლიცენზიის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული აქტი და ლიცენზიის მოქმედებამ (საქმიანობამ) შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

არსებობს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

სახეზეა ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა) ანდა ლიკვიდაცია;

ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადა გასულია და არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ზიანი მიადგა, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება.

ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი წესით (იხ. ლიცენზია, თავი III).

თუ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლისას არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი და თუ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღეში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინებს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

  • სალიცენზიო მოწმობა გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში.

5 ლიცენზიის გამცემი ორგანოს მონაცემები

▲ზევით დაბრუნება


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მისამართი: ქ. თბილისი 0160, კ. გამსახურდიას გამზ. №30

საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ეროვნული ბანკი, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიში, ა/ა №000141107, კოდი 2864.

ლიცენზიის გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.

მისამართი: ქ. თბილისი 0102, დ. უზნაძის №78, მე-3 სართული,
ტელ.: 94-29-13.

6 ავტონომიურ რესპუბლიკებში ლიცენზიების გაცემის წესი

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიას ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში გასცემენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროები, რომელთაც სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემათ 2005 წლის 1 იანვრიდან (საქართველოს პრეზიდენტის 6 ნოემბრის, №551 ბრძანებულება - „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე).

თუ განცხადება ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამინისტრო ვალდებულია განცხადება თანდართული დოკუმენტებით 3 დღეში გადაუგზავნოს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. რის შესახებაც უნდა ეცნობოს ლიცენზიის მაძიებელს შესაბამისი დასაბუთებით, საბუთების გადაგზავნიდან 2 დღეში.

ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აცნობებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ეს პროცედურა ხორციელდება წერილობითი განცხადების მიღებიდან 3 დღეში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული ასლებით.

ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია ლიცენზიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და უწყებრივ რეესტრში მონაცემების შეტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

___________________

შენიშვნა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

7 ნებართვა

▲ზევით დაბრუნება


7.1 I ნებართვის სახეები

▲ზევით დაბრუნება


სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის (ექსპორტის რეგულირება იხ. გვ. 35), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის და ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელია მეწარმეს ჰქონდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა პროდუქციის ნომენკლატურის მიხედვით.

7.2 II განცხადება ნებართვის მისაღებად. სანებართვო პირობები

▲ზევით დაბრუნება


სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის და ექსპორტის, ნებართვის მისაღებად მაძიებელი განცხადებით (იხ. დანართი 11) მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

განცხადებაში აღინიშნება:

ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
განმცხადებლის ვინაობა და მისამართი (სამეწარმეო რეესტრის მონაცემები);
თუ რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს მაძიებელი (განსახორციელებელი ოპერაციის მოცულობა);
განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
თანდართული საბუთების ნუსხა.

განცხადებას უნდა დაერთოს:

სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ხარისხის სერტიფიკატი;

ინფორმაცია პროდუქციის ნომენკლატურის, რაოდენობის, ერთეულის ფასის, თანხის, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის, გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით დაშვებული გამონაკლისებისა (დანართი 12), მომწოდებლისა და/ან მიმღების დასახელების და მისამართის, მწარმოებლისა და მწარმოებელი ქვეყნის, საიდენტიფიკაციო კოდის და საბაჟოს დასახელების შესახებ;

შესაბამისი ლიცენზიის (ფარმაცევტული ბაზის/საწარმოს) მოწმობის ასლი;

მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამისი სპეციფიკის ამსახველი დანართით;

წინასწარი ნებართვის ასლი, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში.

  • ნებართვა გაიცემა მხოლოდ რეგისტრირებულ სამკურნალო საშუალებებზე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (იხ. დანართი 12).

  • ნებართვის მისაღებად სხვა პირობების დაწესება აკრძალულია

სანებართვო მოსაკრებელი განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.

სანებართვო სახეობა

მოსაკრებლის
მოცულობა

სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და
დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი

100 ლარი

სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და
დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის რეექსპორტი

100 ლარი

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო
საშუალებების იმპორტი

100 ლარი

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო
საშუალებების ექსპორტი

100 ლარი

ნებართვის მიღების შემდგომ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღეში.

7.3 III ნებართვის გაცემის წესი

▲ზევით დაბრუნება


ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი ორგანო იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

საქმისწარმოება იწყება წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენით, რომელთა შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში ამოწმებს ნებართვის გამცემი ორგანო 3 დღეში1.

დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მაძიებელს აძლევს 3 დღის ვადას2 ხარვეზის გამოსასწორებლად. განმცხადებლის თხოვნით ნებართვის გამცემ ორგანოს უფლება აქვს 15 დღით3 გაუგრძელოს მას საჭირო დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის ვადა.

  • მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა იწვევს ნებართვის მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებას.

საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში ნებართვის გამცემი ორგანო უგზავნის მასალებს საზოგადოებრივ ექსპერტს. საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს 7 დღეში. როდესაც ამ ვადაში დასკვნის წარდგენა შეუძლებელია, ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, ხოლო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დასკვნის წარდგენის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 7 დღით. ამ პერიოდში ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენამდე საქმისწარმოების ვადა შეჩერებულია. საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარდგენა არ დააბრკოლებს წარმოდგენილი მასალების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს განმცხადებელი. მას უფლება აქვს:

- გამოთქვას თავისი მოსაზრება (მათ შორის, წერილობითი);

- გაეცნოს საქმის მასალებს;

- გადაიღოს მათი ასლები;

- წარმოადგინოს მტკიცებულებები;

- დააყენოს შუამდგომლობები.

  • სამინისტრო ვალდებულია აცნობოს ნებართვის მაძიებელს საქმის განხილვის ადგილი და თარიღი.

  • სამინისტრო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს ნებართვის მაძიებლის მონაწილეობის გარეშეც.

  • ნებართვის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამოცემის ვადას.

ნებართვის გამცემი ორგანო განიხილავს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შუამდგომლობებს, მოწმეების, ექსპერტების და მხარეების ახსნა-განმარტებებს (საჭიროების შემთხვევაში), რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ან უარის თქმის შესახებ.

  • ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღეში4.

თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია დამატებითი ვადა, ნებართვის გამცემ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას (განცხადების შეტანიდან 3 დღეში) გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს5.

ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებულ ვადებში. ვადის გასვლისას (თუ განმცხადებელმა დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა ესა თუ ის მოქმედება) ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით განაცხადოს გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ, რომელიც განიხილება 5 დღის ვადაში6. აღნიშნული უფლებით განმცხადებელი სარგებლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა (დაუძლეველი ძალა, ავადმყოფობა, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალი და ა.შ.).

  • ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებამდე მისცეს მაძიებელს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, თუ უარი ეფუძნება:

ა) ინფორმაციას მაძიებლის შესახებ (მაგ. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების უზუსტობა);

ბ) ინფორმაციას, რომელიც განსხვავდება მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისაგან.

ამ გარემოებათა შესახებ მაძიებელი ნებართვის გამცემს საკუთარ მოსაზრებას წარუდგენს 3 დღის ვადაში.

თუ ნებართვის მაძიებელს უარი ეთქვა ნებართვის მიღებაზე, მას ხელმეორედ იმავე მოთხოვნით განცხადების შეტანა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ აღმოიფხვრება გარემოება, რაც გახდა ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი (იმავე მოთხოვნით განცხადების ხელმეორედ წარდგენისას ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება თავიდან).

ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არის ადმინისტრაციული აქტი. აქტის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საოლქო სასამართლოში. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მაძიებლისათვის გადაცემის ან გამოქვეყნების მომენტიდან.

ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში გასცეს სანებართვო მოწმობა.

  • ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა ჩაითვლება ნებართვის გაცემაზე უარის თქმად და შეიძლება გასაჩივრდეს.

ნებართვის გაცემის ზოგადი (სტანდარტული) სქემა

0x01 graphic

___________________

1 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 83-ე მუხლი, პირველი ნაწილი.

2 სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

კანონი, მე-23 მუხლი, მე-5 პუნქტი;

3 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 83-ე მუხლი, მე-3 ნაწილი;

4 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 100-ე მუხლი, მე-2 ნაწილი;

5 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 100-ე მუხლი, მე-3 და მე-4 ნაწილები;

6 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 94-ე მუხლი, მე-5 ნაწილი.

7.4 IV ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ნებართვა არ გაიცემა, თუ:

წარდგენილი დოკუმენტაცია და/ან წარმოების ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს;

მაძიებელი მოითხოვს ისეთ ნებართვას, რომელიც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე;

მაძიებელს შეუჩერდა ნებართვის მოქმედება და არ აღმოფხვრილა მისი შეჩერების საფუძველი.

  • აკრძალულია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

  • გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

  • ნებართვის დუბლიკატის მისაღებად საჭირო არის მხოლოდ წერილობითი განცხადება.

განცხადების მიღებიდან 2 დღეში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს. დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებელი შეადგენს 10 ლარს1.

  • სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

  • ნებართვა გაიცემა ერთჯერადად და მოქმედებს კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.

  • აკრძალულია იმ სამკურნალო საშუალებების იმპორტი, რომელთაც გაუვიდათ რეგისტრაციის ვადა2.

  • აკრძალულია ნებართვის სხვა პირთათვის გადაცემა3.

__________________

1 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონი;

2 „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი;

3 ნებართვის გადაცემაში იგულისხმება სანებართვო მოწმობის გასხვისება.

7.5 V ნებართვის მოქმედების შეჩერება

▲ზევით დაბრუნება


ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ნებართვის მფლობელი არღვევს სანებართვო პირობებს.

ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი იღებს ამ ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესით (იხ. ნებართვები, თავი III).

გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილი ვადის დაუცველად და ამის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნებართვის მფლობელს.

ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს, რომელი სანებართვო პირობაა დარღვეული. თუ ნებართვის მფლობელი 3 თვის განმავლობაში გამოასწორებს დარღვეულ სანებართვო პირობას, იგი მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მოქმედების განახლების მოთხოვნით. განცხადებაში მეწარმე უფლებამოსილია დასვას შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ნებართვის მოქმედების განახლების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ.

  • გადაწყვეტილება ნებართვის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

7.6 VI ნებართვის გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


ნებართვის გაუქმების საფუძველია, თუ:

ნებართვა გასცა არაუფლებამოსილმა ორგანომ ან პირმა;

იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ნებართვის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული აქტი და ნებართვის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ნებართვის მფლობელის მიერ არ სრულდება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულებები;

გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ნებართვის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ზიანი მიადგა, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება;

ამას მოითხოვს ნებართვის მფლობელი;

სახეზეა ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა) და/ან ლიკვიდაცია;

გავიდა ნებართვის მოქმედების შეჩერების ვადა და ამ ვადაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი.

8 ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

▲ზევით დაბრუნება


სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის და ექსპორტის ნებართვას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო -

მისამართი: ქ. თბილისი 0160, კ. გამსახურდიას გამზ. №30,
ტელ: 22-12-35; 38-70-71.

საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ეროვნული ბანკი, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიში, ა/ა №000141107, კოდი 2864.

სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი:

მისამართი: ქ. თბილისი 0102, დ. უზნაძის №78, მე-3 სართული,
ტელ.: 94-29-13.

9 გასაჩივრების წესი

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მათი მოქმედების შეჩერების ან განახლების და/ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლო

მისამართი: დიღმის მასივი, რობაქიძის 7,
ტელ.: 53-09-15.

საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირების მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან შესაბამის რაიონულ სასამართლოში, კერძოდ:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან.

მისამართი: ქ. თბილისი 0160, კ. გამსახურდიას გამზ. №30,

ტელ: 22-12-35; 38-70-71.

ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.

მისამართი: თბილისი, არაყიშვილის ქ. №3,
ტელ.: 22-45-82.

  • განმცხადებელს უფლება აქვს, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირების მოქმედება ან უმოქმედობა) გადაწყვეტილების გასაჩივრების გარეშე, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

  • თუ განმცხადებელი ფიზიკური პირი გადაწყვეტილებას ჯერ გაასაჩივრებს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და შემდგომ წარადგენს სარჩელს სასამართლოში, იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისაგან.

  • აკრძალულია დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რაიმე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის.

სამინისტროში გასაჩივრება

ადმინისტრაციული საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმის (იხ. დანართი 13), სადაც აღინიშნება:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება, სადაც შეიტანება საჩივარი;

ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

გ) იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება, რომლის გადაწყვეტილება (მოქმედება ან უმოქმედობა) საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების (მოქმედება ან უმოქმედობა) დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებები, რომლებსაც მოთხოვნა ეფუძნება;

ზ) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  • ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნას ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების, ან ოფიციალური წესით მისი გაცნობის დღიდან ერთ თვეში.

  • იგივე წესით გასაჩივრდება, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა.

სამინისტრო არ განიხილავს საჩივარს, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით;

ბ) სასამართლოში იხილება დავა იმავე მხარეებს შორის, იგივე საკითხზე;

გ) არსებობს ამ ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

დ) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ე) საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ვ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

სამინისტრო საჩივრის განხილვის (წარმოებაში მიღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წარდგენიდან 5 დღეში1. მანამდე კი, საჩივრის წარმდგენ პირს აძლევს საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლებას.

სამინისტრო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისათვის აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, მაშინ სამინისტრო უფლებამოსილია, საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 7 დღისა გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომჩივანს2.

სამინისტროს საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

  1. საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

  2. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

  3. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

    • სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

სასამართლოში გასაჩივრება

სარჩელი (იხ. დანართი 14) სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვის ვადაში3.

სარჩელში უნდა აღინიშნოს:

  1. სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის სარჩელი;

  2. მოსარჩელის ვინაობა და მისამართი;

  3. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება და მისამართი, რომლის აქტიც საჩივრდება;

  4. მოსარჩელის მოთხოვნა;

  1. გარემოებები, რომლებსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა;

  2. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

  3. სარჩელზე დართული საბუთების ნუსხა.

    • ლიცენზიის/ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ სამინისტრო ან სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

____________________

1 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 182-ე მუხლი, მე-2 ნაწილი;

2 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 183-ე მუხლი, მე-3 ნაწილი;

3 ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, 22-ე მუხლი, მე-3 ნაწილი.

10 სალიცენზიო-სანებართვო რეესტრი

▲ზევით დაბრუნება


სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის სახეებია:

  1. უწყებრივი რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

  2. სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი შეჩერების ანდა გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

  • ლიცენზიის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება სარეგისტრაციო ჩანაწერის სახით.

  • ყველას აქვს უფლება, გაეცნოს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

ინფორმაციის მისაღებად პირი შესაბამის უწყებაში წარადგენს წერილობით განცხადებას. სავალდებულო არ არის განცხადებაში მიეთითოს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი და მიზანი.

  • აკრძალულია დაწესდეს რაიმე საფასური ინფორმაციის გაცემისათვის, ასლის გადაღებისათვის აუცილებელი საფასურის გარდა.

რეესტრის სამსახური მოთხოვნილ ინფორმაციას (მონაცემებს) გასცემს დაუყოვნებლივ. გაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს 10 დღემდე, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

  1. სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას ანდა კონსულტაციას;

  1. მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

თუ ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს, შესაბამისი დასაბუთებით.

დამატებითი ინფორმაცია მეწარმეთათვის
_____________________________________

სამკურნალო და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზია მოქმედებს უვადოდ. თუ ლიცენზიის მფლობელი არ აკმაყოფილებს ახალი კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და ეს დადასტურებულ იქნა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული შემოწმების შედეგად, (იხ. დანართი 15) მას შეიძლება შეუჩერდეს ლიცენზიის მოქმედება ხარვეზების გამოსწორებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.

სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპერტი
________________________________________

სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტირებისას ექსპორტიორი ვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატი;

  • ინფორმაცია პროდუქციის ნომენკლატურის, რაოდენობის, ერთეულის ფასის, თანხის, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის, მომწოდებლის ან/და მიმღების დასახელებისა და მისამართის, მწარმოებლისა და მწარმოებელი ქვეყნის, საიდენტიფიკაციო კოდისა და ტვირთის გამტარებელი საბაჟოს დასახელების შესახებ.

11 დანართი

▲ზევით დაბრუნება


დანართი 1

ნიმუში

საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს
----------------------------------------

----------------------------------------
(განმცხადებელი)

განცხადება

გთხოვთ, მოგვცეთ ლიცენზია -----------------------------------------------------
ფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფსალიცენზიო სფეროს დასახელება

------------------------------------------------------------- წარმოების სფეროში.
ფფფფფფფფფფფფფფფფფსალიცენზიო სფეროს დასახელება

ლიცენზიის მაძიებლის იურიდიული მისამართი:-----------------------------------

მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება:-----------------------------------------

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი:------------------------------------------------

საკონტაქტო ტელეფონი:----------------------------------------------------------

განცხადებას თან ერთვის:---------------------------------------------------------
sdsfdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsedfsdfsdfsdfsdfsთანდართული საბუთების ნუსხა

პატივისცემით,

განმცხადებელი: ---------------------------/ ------------------/
ფფsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsხელმოწერა ფფფფsdfsdfsdfsსახელი, გვარი

„-------“ --------------- 200 წ.

დანართი 2
ნიმუში

ორგანიზაციის სატიტულო ფურცელი
--------------------------------------------------------------------------------

რწმუნებულება

ეს რწმუნება ეძლევა---------------------------------------------------------
Sdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdsdfsdfsრრრd(გვარი, სახელი)

რათა მან წარმოადგინოს და დაიცვას---------------------------------------------
Sdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdჰჰ(ორგანიზაციის დასახელება)

ინტერესები--------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------
(ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანიზაციის დასახელება)

ლიცენზიის/ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ისარგებლოს მაძიებლისათვის კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, გაასაჩივროს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებები, დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ანდა სასამართლოში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ---------------------/ -------------------/
Sdfsdfsdfsdfsdfsdfsdfsdგგfsdfsdfsdfsdfssdხელმოწერა sdfგგგsdfsსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

--------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა:
ინდ. მეწარმის მიერ გაცემული რწმუნებულება დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ.

წარმომადგენლის დანიშვნის წესი

წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი. წარმომადგენლობის დროს სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი იყოს კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული რწმუნებულება (მინდობილობა). ფიზიკური პირის მიერ გაცემული რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. რწმუნებულებას იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციის სახელით გასცემს ხელმძღვანელი ან ის პირი, რომელსაც წესდებით ენიჭება ასეთი უფლებამოსილება.

წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.

დანართი 3
ნიმუში

ინფორმაცია

ლიცენზირებადი სამედიცინო (ფარმაცევტული) საქმიანობის შემსრულებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ

ლიცენზიის მაძიებელი---------------------------------------------------------

ლიცენზირებადი სამედიცინო (ფარმაცევტული) საქმიანობა---------------------

N

გვარი, სახელი,
მამის სახელი

სპეციალობა

სპეციალო-
ბით
მუშაობის
სტაჟი

უმაღლესი
(საშუალო)
სასწავლებლის
დიპლომი,
ფაკულტეტი

სპეციალიზაციის
და
კვალიფიკაციის
ამაღლების
დამადასტურე-
ბელი საბუთის
№, გაცემის წელი,
სპეციალობა

1

2

3

4

გაგრძელება

სერტიფიკატის, გაცემის
წელი მოქმედების ვადა
სპეციალობა

სამედიცინო ხარისხი,
დიპლომის გაცემის
წესი

სამეცნიერო წოდება
დიპლომის, გაცემის
წესი

შენიშვნა

დანართი 4

საქართველოს სანიტარიული კოდექსი

ამონაწერი

მუხლი 39. ობიექტის ჰიგიენური სერთიფიკატის გაცემის პროცედურა

1. ობიექტის ჰიგიენური სერთიფიკატის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულია:

ა) ობიექტის ჰიგიენური შეფასება (საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მეთოდების გამოყენება) და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა;

ბ) ობიექტის ჰიგიენური სერთიფიკატის გაცემა.

2. ობიექტის ჰიგიენური სერთიფიკაციისათვის წაროდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ეპიდემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტის სანიტარული მინიმუმის ჩაბარებას დაქვემდებარებულ მუშაკთა ჩამონათვალი;

გ) ობიექტის პროექტი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ტექნოლოგიური პროცესის (მომსახურების) ნორმატული და ტექნიკური დოკუმენტაცია;

ე) პროდუქციაზე ეროვნული ან მეწარმე სუბიექტის სტანდარტი;

ვ) ობიექტზე გამოყენებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში მასალის, ნივთიერების, ნაკეთობის, მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოებისა და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ჰიგიენური სერთიფიკატი, ჰიგიენური დასკვნა და სხვა), რომლებიც გაცემულია პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

3. ფიზიკური ანდა იურიდიული პირის მოთხოვნით დასაშვებია ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაცია და ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა ობიექტის ნაწილზე (საამქრო, განყოფილება, კაბინეტი, ლაბორატორია და ა.შ.), რომელსაც აქვს ტექნოლოგიის (მომსახურების) განცალკევებული და დასრულებული ციკლი.

4. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა (ან გაცემაზე უარი ითქმება) მისი მფლობელის (მესაკუთრის) მიერ სანიტარული სამსახურის დაწესებულებაში განცხადების წარდგენიდან 15 დღეში, ხოლო თუ ობიექტის შესწავლა საჭიროებს ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მეთოდების გამოყენებას - 30 დღეში.

5. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სანიტარული სამსახურის დაწესებულება ვალდებულია ობიექტის მფლობელს (მესაკუთრეს) წერილობით აცნობოს:

ა) სანიტარული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც არ აკმაყოფილებს ობიექტი;

ბ) სანიტარიულ-ტექნიკურ, პროფილაქტიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემდეგ შესაძლებელია განმეორებით დადგეს ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის საკითხი.

6. ობიექტის მფლობელი (მესაკუთრე) ვალდებულია დაიცვას ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატით ობიექტისთვის დადგენილი საქმიანობის პროფილი და სიმძლავრე, პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა (მოცულობა).

7. ობიექტის მფლობელი (მესაკუთრე) პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და ობიექტურობაზე.

8. ობიექტის მფლობელის (მესაკუთრის) მიერ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან შეცვლის შემთხვევაში ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას ან შეჩერებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

9. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი განმეორებით გაიცემა, თუ:

ა) გათვალისწინებულია ობიექტის საქმიანობის პროფილის ანდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის შეცვლა;

ბ) გათვალისწინებულია ობიექტის სიმძლავრის ანდა გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის (მოცულობის) გაზრდა;

გ) განხორციელდა ობიექტის რეკონსტრუქცია (ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება);

დ) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ შესრულდა სანიტარიული სამსახურის დაწესებულების მიერ დასახული სანიტარიულ-ტექნიკური, პროფილაქტიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

დანართი 5
ნიმუში

საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს
---------------------------------------

---------------------------------------
(განმცხადებელი)

განცხადება

------------------------------------- ლიცენზიის მაძიებელი---------------------
(სალიცენზიო საქმიანობის დასახელება) sdfsjdfksjdhfjshdjkfhsjkdfhsks(განმცხადებელი)

-----------------------------------------ლიცენზიის ფლობის პერიოდში ვიღებთ
გგგგგგგგგგ(განმცხადებელი)

ვალდებულებას სამედიცინო საქმიანობის სფეროში ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე.

პატივისცემით,

განმცხადებელი:-------------------------/-------------------/
sdsdsdდდდდდfsddfsdfsdfssხელმოწერა sdfsდდდდdსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

დანართი 6

ნასამართლობის ცნობა

ნასამართლობის ცნობას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფორმატიზაციის სამმართველო, განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს:

განმცხადებლის ვინაობას;
პირადობის მოწმობის ნომერს;
პირად ნომერს;
მისამართს (რეგისტრაციის მიხედვით);
მოთოხვნის მიზანს (მაგ. სამსახურის დაწყებისათვის).

განმცხადებელს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ცნობის გაცემა უფასოა.

ცნობის გამცემი:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,

ინფორმატიზაციის სამმართველო.

მისამართი:თბილისი, გულუას ქ. №10;
ტელ: 99-15-82; 99-16-46 (სამმართველოს უფროსის მისაღები).

ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობის გაცემა

ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნარკოლოგიის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, მიმართვიდან 1 დღის ვადაში.

√ცნობის გაცემისათვის დაწესებულია 5 ლარი.

მისამართი:თბილისი, დოდო აბაშიძის №17;
ტელ: 95-69-65.

დანართი 7
ნიმუში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს
----------------------------------------

----------------------------------------
(განმცხადებელი)

განცხადება

---------------------------------- ლიცენზიის მაძიებელი ---------------------
(სალიცენზიო საქმიანობის დასახელება) sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsds(განმცხადებელი)

--------------------------------------ლიცენზიის ფლობის პერიოდში ვიღებთ
sdsdsdsdsdsdsds(განმცხადებელი)

ვალდებულებას ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე.

პატივისცემით,

განმცხადებელი:vvvvv------------------------/------------------/
sdsdsdsdsdsdsdsფფფფფფფdხელმოწერა sdგგგგგგგsსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

დანართი 8
ნიმუში

ც ნ ო ბ ა
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების
წარდგენის შესახებ

--------------------------------------------------------------------------------
(ლიცენზიის გამცემი უწყების დასახელება)

მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

--------------------------------------------------------------------------------
(ლიცენზიის გამცემი უწყების მისამართი, ოთახის №, ტელეფონი)

ლიცენზიის მაძიებელი:-----------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsd(სახელწოდება, მისართი)

ითხოვს ლიცენზიას -------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsd(ლიცენზიის სფერო)

სფეროში სამეწარმეო საქმიანობაზე.

ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა --------------------
დღის ვადაში.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება წერილობითი ფორმით 20 დღის ვადაში, ამ ცნობის გამოქვეყნების დღიდან.

პასუხისმგებელი პირი: ----------------/------------------/
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdჰჰჰხელმოწერა sdsdსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

დანართი 9
ნიმუში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

-------------------------dsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsd„------“-------------- 200_ წ.
ოქმის შედგენის ადგილი sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdssფფფთარიღი

სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების ოქმი № -------------

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირების და ლიცენზირების დეპარტამენტის

--------------------------------------------------------------------------------
შემოწმებაში მონაწილე პირების თანამდებობრივი მდგომარეობა, სახელი და გვარი

--------------------------------------------------------------------------------
შემოწმებაში მონაწილე პირების თანამდებობრივი მდგომარეობა, სახელი და გვარი

ლიცენზიის მიღების შესახებsdsd ---------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdგანმცხადებლის დასახელება

განცხადების საფუძველზე, „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, მოვახდინეთ --------------------------------------------------------------------------------
შესამოწმებელი ობიექტის, სამედიცინო საშუალებების და ა.შ. დასახელება

--------------------------------------------------------------------------------
შესამოწმებელი ობიექტის, სამედიცინო საშუალებების და ა.შ. დასახელება

მისამართი: ---------------------------------------------------------------------

შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------

ეს ოქმი შეიძლება ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ან რაიონულ სასამართლოში.

მისამართი: კ. გამსახურდიას გამზ. №30.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს
წარმომადგენელი: sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsd/-----------------------/
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdსახელი, გვარი

ლიცენზიის მაძიებელი:sdsdsdsddddsdsdsdsdsdsdsdsddsdss/------------------------/dsds
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsჰჰსახელი, გვარი

დანართი 10

აცილების საფუძვლები

განმცხადებელს ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე წერილობითი სახით შეუძლია განუცხადოს აცილება ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, რომელსაც კანონის შესაბამისად არა აქვს უფლება მონაწილეობას იღებდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაუშვებელია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებდეს ის თანამდებობის პირი, რომელიც:

ა) თვითონ არის საქმეში დაინტერესებული მხარე;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია (მოცემულ შემთხვევაში ნათესავად ითვლება: პირდაპირი ხაზის ნათესავი; მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები);

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) იყო ექსპერტი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით;

ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

ვ) თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

შენიშვნა:
აცილების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 92-ე მუხლით.

დანართი 11
ნიმუში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო
-----------------------------
-----------------------------
(განმცხადებელი)

განცხადება

გთხოვთ, მოგვცეთ ნებართვა------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdგგგგგანსახორციელებელი ოპერაცია

--------------------------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsგგგგანსახორციელებელი ოპერაცია

ლიცენზიის ნომერი: -------------------------------------------------------------

ნებართვის მაძიებლის იურიდიული მისამართი: -----------------------------------

მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება: ----------------------------------------

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: -----------------------------------------------

საკონტაქტო ტელეფონი: ---------------------------------------------------------

განცხადებას თან ერთვის: --------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdთანდართული საბუთების ნუსხა

პატივისცემით,

განმცხადებელი: -------------------/------------------------/
sdsdsdsdsdsdsdჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰsdsdsხელმოწერა sdsdsdsdsdსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

დანართი 12

ამონაწერი კანონიდან
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

მუხლი 187. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა

  1. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს:

ა) კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის;
ბ) სახელმწიფო რეგისტრაციისათვის - ნიმუშის სახით;
გ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის;
დ) საერთაშორისო მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების

რიგადის მიერ მგზავრთა სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ოდენობით;
ე) გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ფორუმებისა და

ონგრესებისათვის - ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;

ვ) რეექსპორტისათვის.

დანართი 13
ნიმუში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრსჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ბატონ/ქალბატონ ------------------------
ფფ(სახელი, გვარი)ssdsd
----------------------------------------
(განმცხადებელი)ჰჰჰჰsdsdsdsd
----------------------------------------
(მისამართი)sdsdsdsdsdsdsds

ადმინისტრაციული საჩივარი

მოგახსენებთ, რომ ---------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsd[ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება]

გადაწყვეტილებით (მოქმედებით/უმოქმედობით) ----------------------------------

--------------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციული აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი ასეთის არსებობის შემთხვევაში)

არ დაკმაყოფილდა ჩვენი განცხადება ----------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsგგგგგგd(მოთხოვნის არსი)

თაობაზე.
მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ჩვენი განცხადების დაკმაყოფილების საკითხი

ჩვენი მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს -------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------

თანდართული საბუთების ნუსხა:
ფგფფგფგგჰჰ-------------------------------------------------------------------
გჰფგჰგფჰგჰფ(დოკუმენტები, რომლებიც საჩივრის საფუძვლიანობას დაადასტურებენ)

განმცხადებელი: -----------------------/---------------------/
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsგჰფჰფჰფჰფგჰფჰგჰგჰგჰგჰჰჰხელმოწერა sdsdsdsყყსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ

დანართი 14
ნიმუში

--------------------------------- სასამართლოს
(სასამართლოს დასახელება);;;;;ლლლ;;;;;

მოსარჩელე:---------------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsლლdsdsds(სახელწოდება, მისამართი)

მოპასუხე:-----------------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsd(ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, მისამართი)

--------------------------------------------------------------------------------

ადმინისტრაციული სარჩელი

მოგახსენებთ, რომ ---------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsd(ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, მისამართი)

გადაწყვეტილებით --------------------------------------------------------------
sdsdsdsdsdsdsdsdsdsdsdsds(ადმინისტრაციული აქტის სახელწოდება და თარიღი)

არ დაკმაყოფილდა ჩვენი განცხადება ლიცენზიის/ნებართვის ------------------------
-------------------------------------------------------------------------შესახებ.

გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი სარჩელი, გააუქმოთ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაავალოთ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: --
--------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: -----------------
--------------------------------------------------------------------------------

სარჩელს თან ერთვის:
გჰგჰჯგგჯგჰ------------------------------------------------------------
გჰფგჰფჰ(დოკუმენტები (მტკიცებულებები), რომლებიც სარჩელის საფუძვლიანობას გჰგფჰგფჰგჰგჰფჰფჰჰფგჰგჰჰფგჰფგჰადასტურებენ)

მოსარჩელე: ----------------------/-----------------/
dfdfdfdfdfdfdჯჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჯჯჯfddffკკკხელმოწერა [[[[ddfსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ

--------------------------------------------------------------------------------

შენიშვნა: ადმინისტრაციული სარჩელი და მასზე თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს იმდენ ეგზემპლარად, რამდენიც მოპასუხეა.

დანართი 15

ამონაწერი კანონიდან

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი

მუხლი 3

1. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გაანკოროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს.

2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს სამეწარმეო საქმიანობას (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი ან საწარმოში გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

3. მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანომდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.

4. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მეწარმის შემოწმება არ განხორციელდება. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, მოსამართლის მიერ შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმისას იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მეწარმეს უპირობოდ დაუბრუნდეს მაკონტროლებელი ორგანოსათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა ან სხვა გადაცემული ქონება თუ დოკუმენტი. ხოლო თუ ეს შესაძლებელია, მეწარმეს მიეცემა სათანადო და სრული ანაზღაურება. მეწარმეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.

6. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება.

7. ამ მუხლით განსაზღრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით.