The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია)

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|საკონსტიტუციო სამართალი
თარიღი: 1926
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ა/კ. ცენ. აღმ. კომ. გამოცემა ტფილისი 1926



1 დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის საბჭოთა მე-3 ყრილობისა

-. . . . რესპუბიკის ირითა კანონის (კონსუციის)
ამკიცების შესახებ.

ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოების მე-3 ყრილობამ, მოისმინა რა ამხ. შავერდოვის მოხსენება ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) ცვლილებათა შესახებ, რაც მიღებულ იქნა ამიერკავკასიის მე-II მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესიის მიერ და რაც უნდა დაემტკიცებინა ამიერკავკასიის საბჭოთა მე-3 ყრილობას, დაადგინა:

1. დამტკიცებულ იქნეს ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პროექტი, რაც მიღებულია ამიერკავკასიის მე-II მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესიის მიერ 1924 წლის სექტემბრის 4-ს. ამასთანავე:

ა) აღნიშნული პროექტის მე-6 მუხლი მიღებულ იქნეს შემდეგის რედაქციით: „ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის დაწესებულია ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის მოქალაქეობა. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის მოქალაქენი, ისე, როგორც ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა მოქალაქენიც, იმავე დროს კავშირის მოქალაქენი არიან;

ბ) პროექტის 13 მუხლი მიღებულ იქნეს შემდეგის რედაქციით: „ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს - 210 წევრისა და 117 კანდიდატის შედგენილობით - აარჩევს ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობა;

გ) 22 მუხლი მიღებულ იქნეს შემდეგის რედაქციით: „ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აარჩევს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს 23 წევრის შედგენილობით, მათ შორის 3 თავმჯდომარეს - ა-კ. ს.ფ.ს. რესჰუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა რიცხვისამებრ - და ერთ მდივანს, აგრეთვე პრეზიდიუმის წევრთა 9 კანდიდატს“.

2. დაევალოს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუბს შეიმუშაოს კონსტიტუციის განსაკუთრებული თავი ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის საბიუჯეტო უფლების შესახებ და წარუდგინოს იგი საბოლოო დასამტკიცებლად ამიერკავკასიის მე-III მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესსიას.

ამიერკავკასიის საბჭოთა მე-3 ყრილობის
.......................................თავმჯდომარე . ცხაკაია.

ამიერკავკასიის საბჭოთა მე-3 ყრილობის
.........................................მდივანი . შავეროვი.

1925 წლის აპრილის 14.
.........ქ. ტფილისი.

2 დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის მე-3 მოწვევის ცენცრალური აღმასრულებელი კიმიტეტის მე-2 სესსიისა.

იმის შესახებ, რომ ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციას დაემატოს თავი საბიუჯეტო უფლებათა შესახებ და რომ ა-კ. ს. ფ. ს. რ. ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულთა სამმართველოები აზერბაიჯანის სოც. საბჭ. რესპუბლიკასა, სომხეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკასა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში გადაკეთებულ იქნენ ამ რესპუბლიკების ფინანსთა სახალხო კომისარიატებად.

ამიერკავკასიის ცენტრალურმა აღმასრულებელმა. კომიტეტმა მოისმინა რა მოხსენებანი:

ა) იმის თაობაზე, რომ ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციას დაემატოს თავი საბიუჯეტო უფლებათა შესახებ და, მიიღო რა მხედველობაში ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოების მე-3 ყრილობის დავალება, რომ ეს თავი საბოლოო დასამტკიცებლად წარედგინოს ამა მე-2 სესსიას, და

ბ) იმის თაობაზე; რომ ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულთა სამმართველოები აზერბაიჯანისა, სომხეთისა და საქართველოს სოციალუისტურ საბჭოთა რესპუბლიკებში გადაკეთებულ იქნენ აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ და საქართველოს სსრ რესპუბლიკანურ ფინანსთა სახალხო კომისარიატებად,

დაადგინა:

1. დამტკიცებულ იქნეს თავი ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის საბიუჯეტი. უფლებათა შესახებ წარმოდგენილი რედაქციით და შეტანილ იქნეს იგი ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციის ტექსტში შემდეგის სახით:

3 „თავი IX.

▲ზევით დაბრუნება


54. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტი (ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შემოსავალ-გასავლის ნუსხა) შედის ს. ს. რესპუბლიკების კავშირის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენილებაში.

მუხ. 55. აზერბაიჯანის სოც. საბჭ. რესპუბლიკისა, საქართეელოს სოც. საბჭ. რესპუბლიკასა და სომხეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკის ბიუჯეტები, ამ რესპუბლიკათა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების მიერ დამტკიცების შემდეგ, შედის შემადგენელ ნაწილად ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხ. 56. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდება ა-კ. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ და, ს. ს. რესპუბლიკების კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მეშვეობით წარედგინება ს. ს. რესპუბლიკების კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მის მიერ დასამტკიცებელ ს. ს. რესპუბლიკების კავშირის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანად.

მუხ. 57. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, საერთო-საკავშირო საბიუჯეტო კანონმდებლობის ფარგლებში, დაამყარებს ა-კ.ს.ფ. ს. რ. და მის შედგენილობაში შემავალ რესპულიკათა საბიუჯეტო უფლებათ, კანონდებულებათ ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა, განხილვისა, დამტკიცებისა და აღსრულების წესის შესახებ და აგრეთვე სხვა ნორმებს, რაც საბიუჯეტო კანონმდებლობის სფეროს შეეხება“.

II. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციის IX თავი და 54, 55 და 56 მუხლები შეიცვალოს მე-X თავად და 58, 59 და 60 მუხლებად.

III. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულთა სამმართველოები აზერბაიჯანის სოც. საბჭ. რესპუბლიკასა, სომხეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკასა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში გადაკეთებულ იქნეს ამ რესპუბლიკების ფინანსთა სახალხო კომისარიატებად.

IV. ა) ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციის 51 მუხლი შეიცვალოს მით, რომ სიტყვებს: „სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი“ დაემატოს სიტყვები: „და ფინანსთა სახალხო კომისარი“; სიტყვა „რწმუნებულნი“ შეიცვალოს სიტყვად: „რწმუნებული“ და ამოშლილ იქნეს სიტყვები: „და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატისა“;

ბ) ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციის 52 მუხლი შეცვლილ იქნეს მით, რომ ნაცვლად სიტყვებისა: „შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატები“ შეტანილ იქნეს სიტყვები: „შრომისა, მუშათა და გლეხთა ინსპექციისა და ფინანსთა სახალხო კომისარიატები“.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი
...............................კომიტეტის თავმჯდომარე . ცხაკაია.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი
...............................კომიტეტის მდივანი . შავერდოვი.

1926 წლის იანვრის 29
.........ქ. ერივანი.

4 დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის ცენცრალური აღმასრულებელი კომიის პრეზიღიუმისა.

-. . . . რესპუბლიკის ირითადი კანონის (კონსტიუციის) ექსის გამოქვეყნების შესახებ.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი ადგენს:

გამოქვეყნებულ იქნეს ტექსტი ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ძირითადი კანონისა (კონსტიტუციისა], რომელიც მიღებულია ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოების 1-ლი ყრილობის მიერ 1922 წლის დეკემბრის 13-ს, იმ ცვლილებებით, რაც ამ კანონში შეიტანა ამიერკავკასიის II მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე 2 სესსიამ 1924 წლის სექტემბრის 4-ს და რაც დამტკიცებულ იქნა 1925 წლის აპრილის 14-ს ამიერკავკასიის საბჭოთა მე-3 ყრილობის მიერ და, ამ უკანასკნელის მინდობილობით, შევსებულია ამიერკავკასიის III მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესსიის მიერ 1926 წლის იანვრის 29-ს.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი
.............................კომიტეტის თავმჯდომარე . ხანოიანი.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი
.............................კომიტეტის მდივანი . ავერდოვი.

1926 წ. თებერვლის 15
....ტფილისი - სასახლე.

5 ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია).

▲ზევით დაბრუნება


5.1 კარი პირველი.

▲ზევით დაბრუნება


დეკლარაცია ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის შესახებ.

რუსეთის პროლეტარიატის ოქტომბრის რევოლიუციამ გაანთავისეუფლა მშრომელნი კაპიტალისტთა და მემამულეთა კლასობრივ მჩაგვრელობისაგან და თავისუფლება მოუტანა ყოფილ იმპერიის დაჩაგრულ ერებსაც, მიანიჭა რა მათ უფლება თვითგამორკვევისა, სახელმწიფოებრივ გამოყოფამდეც კი. ამიერკავკასიის გაბატონებულმა კლასებმა, თავიანთ ბურჟუაზიულ-მემამულეთა პარტიების სახით, ისარგებლეს ამ უფლებით თავიანთ პოლიტიკური და ეკონომური ბატონობის განსამტკიცებლად და, გერმანია-ოსმალეთის იმპერიალიზმის კარნახით, ჯერ ჩამოაშორეს ამიერკავკასია მუშათა და გლეხთა რუსეთს, შექმნეს რა ამიერკავკასიის რესპუბლიკა სეიმის მეთაურობით, და შემდეგ ერთიანი ამიერკავკასია სამ ნაწილად დაჰყვეს და ცალკე ეროენულ რესპუბლიკებად წავიდ-წამოვიდნენ. განაგრძობდნენ რა, რუსეთის კონტრ-რევოლიუციასა და იმპერიალისტურ ანტანტასთან შეკავშირებით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, აზერბაიჯანისა, საქართველოს და სომხეთის ბურჟუაზიულ-მემამულეთა მმართველმა პარტიებმა ამ ქვეყნების ხალხთა მასსები ერთმანეთს მიუსიეს, ეროვნული სიძულვილი და განხეთქილება გააძლიერეს და სისხლის მღვრელ ბრძოლაში ჩაითრიეს.

მარტოოდენ რევოლიუციონურმა საბჭოთა გადატრიალებამ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, დაამხო-რა მჩაგვრელთა ბატონობა და დაამყარა-რა მუშათა და გლეხთა ხელისუფლება, მოუტანა ამიერკავკასიის ხალხთ ეროვნული მშვიდობიანობა და შექმნა ნიადაგი ძმური თანაცხოვრებისათვის და საერთო მტრის წინააღმდეგ შეერთებული ბრძოლისათვის. ამ ნიადაგზე ამიერკავკასიის რესპუბლიკათა და ამ რესპუბლიკებში აღმოცენებულ ავტონომიურ ერთეულთა მშრომელებმა, იმ მიზნით, რომ შეთანხმებულად და გეგმის შესაფერისად ემუშავნათ მეურნეობის აღორძინებისათვის და გარეშე და შინაური მტრის მოგერიებისათვის, შეჰქმნეს ამიერკავკასიის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების ფედერატიული კავშირი.

ამ კავშირმა, განაგრძო რა საქმე ეროვნული მშვიდობიანობის განმტკიცებისა და ამიერკავკასიის ხალხთა ძმური სოლიდარობის საფუძველზე დაახლოვებისა შემდეგშიაც, გამოიღო სასურველი ნაყოფი სამეურნეო და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სფეროში. ხოლო, ითვალისწინიბდნენ-რა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების მდგომარეობას, რომელთაც საერთაშორისო ბურჟუაზია ეკონომიურ ბოიკოტს უწევდა და იმპერიალისტურ სახელმწიფოთა შემოსევა ემუქრებოდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების მშრომელებმა საჭიროდ და დროის შესაფერისად აღიარეს შემდგომი პოლიტიკური, სამეურნეო და სამხედრო გაერთიანება. ამ მიზნით ამიერკავკასიის ყველა რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელნი შეიკრიბნენ ამიერკავკასიის საბჭოთა პირველ ყრილობაზე და დაადგინეს შექმნან ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკა.

ამიერკავკასიის მშრომელნი, ერთგულნი მუშათა მასსის ტრადიციებისა და მისი მისწრაფებისა სოლიდარობისაკენ და ძმური ერთობისაკენ, ამავე დროს აღფრთოვანებით აცხადებენ მთელი მშრომელი კაცობრიობის წინაშე, რომ სრულიად მზად არიან, საბჭოთა რესპუბლიკების მუშებთან და გლეხებთან ერთად, შექმნან ერთიანი საბჭოთა ფრონტი მსოფლიო კაპიტალის წინააღმდეგ საერთო ბრძოლისათვის.

ამის მიხედვით ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკა (აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა) გაერთიანდება რუსეთის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკასთან, უკრაინის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკასთან და ბელორუსიის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთ საკავშირო სახელმწიფოდ - „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირად“.

5.2 კარი მეორე.

▲ზევით დაბრუნება


ხელშეკრულება ამიერკავკასიის სოციალისური ფერატიული საბჭოთა რეპუბლიკის ექმნის შესახებ.

აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა გაერთიანდებიან ერთ ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკად (ა-კსფსრ).

5.2.1 თავი პირველი.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციალისტური ფეერატი საბჭოთა რესპუბლიკის ელისუფლების უმაღლეს ორგანოთა გამგებლობის საგანი.

1. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის გამგებლობას - მისი უმაღლესი ორგანოების, სახელდობრ: ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოთა ყრილობისა და ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სახით, - ექვემდებარება:

ა) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპბუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება, შეცვლა და შევსება;

ბ) სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მიღება ამიერკავკასიის ფედერაციის შედგენილობაში და ნებისდართვა ამ ფედერაციიდან მისი ცალკე ნაწილის გამოსვლისათვის;

გ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მთლად სახალხო მეურნეობისა და მისი ცალკე დარგების საფუძველთა და საერთო გეგმის დაწესება და წინასწარი განხილვა საკონცესიო ხელშეკრულებათა, რასაც საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირი დასდებს ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის სახელით;

დ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ერთიანი ბიუჯეტის დამტკიცება;

ე) საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირის საკავშირო ხელისუფლების ნებართვით დამატებითი გადასახადებისა და გამოსაღების დაწესება ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ბიუჯეტის შესაქმნელად;

ვ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი. სასამართლოს მოწყობა;

ზ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მიწათმოწყობისა, მიწათსარგებლობისა და აგრეთვე მიწის წიაღის სარგებლობის საფუძველთა დამყარება;

თ) ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობამი შემავალი რესპუბლიკების საბჭოთა ყრილობებისა, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტებისა და სახალხო კომისართა საბჭოების იმ დადგენილებათა გაუქმება, რაც ამა კონსტიტუციას დაარღვევს;

ი) ამნისტიის უფლება ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე და აგრეთვე შეწყალებისა და რეაბილიტაციის უფლება იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც მსჯავრდადებულ იქნება ამიერკავკასიის სოციალისტრი ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის სასამართლო და ადმინისტრატიული ორგანოების მიერ;

კ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის სტატისტიკის მოწყობა;

ლ) სასამრთლოს წყობილებისა და სამართლის წარმოების საფუძველთა და აგრეთვე სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველთა დაწესება;

მ) საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირის საკავშირო ხელისუფლების ნებართვით საგარეო და შინა სესხის აღება;

ნ) საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირის საკავშირო ხელისუფლების მიერ დაწესებული ზომა-წონის სისტემის შემოღება ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ო) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შინა-ვაჭრობის საქმისათვის ხელმძღვანელობის გაწევა;

პ) კანონმდებლობა შრომის სფეროში;

ჟ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახალხო განათლების საერთო საფუძველთა დაწესება;

რ) ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახალხო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საერთო ღონისძიებათა დამყარება;

ს) ამიერკავკასიის სოც. ფედ. საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა შორის აღძრული სადავო საკითხების გადაწყვეტა.

2. ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობის განსაკუთრებულ გამგებლობას ექვემდებარება ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკoს კონსტიტუციის ძირითად საფუძველთა დაწესება, შევსება და შეცვლა.

5.2.2 თავი მეორე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციალისცური ფედერატიული საბჭოთა რესპუბიკის გენიობაში ემავალი რესპუბლიკების სუვერენული უფლებანი და საკავშირო მოქალაქეობა.

3. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკების სუვერენიტეტი შეზღუდულია მხოლოდ საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციით და ამა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში, და მარტოოდენ იმ საგანთა სფეროში, რაც საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირისა და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის კომპეტენციას მიეკუთვნება.

ამ ფარგლების გარეშე, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი თითოეული რესპუბლიკა დამოუკიდებლად განახორციელებს თავის სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას.

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკა დაიცავს მის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა სუვერენულ უფლებათ.

4. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი თითოეული რესპუბლიკა, ამა კონსტიტუციისა და საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის მიხედვით, შეიტანს ცვლილებებს თავის კონსტიტუციაში.

5. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება შეცვლილ იქნეს მისი თანხმობის გარეშე.

6. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის დაწესებულია ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის მოქალაქეობა ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის მოქალაქენი, ისე როგორც ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა მოქალაქენიც, იმავე დროს კავშირის მოქალაქენი არიან.

5.2.3 თავი მესამე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუების საბჭოთა ყრილობა.

7. ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელისუფლების უზენაესი ორგანო არის ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეჰუტატების საბჭოების ყრილობა, ბოლო საბჭოთა ერთი ყრილობიდან მეორე ყრილობამდე - ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

8. ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობა შესდგება ქალაქთა საბჭოების წარმომადგენელთაგან, იმ ვარაუდით, რომ ყოველ 3.000 ამომრჩეველზე მოდიოდეს თითო დეპუტატი და საბჭოთა სამაზრო ყრილობების წარმომადგენელთაგან, იმ ვარაუდით, რომ ყოველ 15.000 მცხოვრებზე მოდიოდეს თითო დეპუტატი.

შენიშვნა. უკეთუ საბჭოების რესპუბლიკანური ყრილობა წინ უსწრებს ამიერკავკასიის ყრილობას, დელეგატები ამ უკანასკნელისათვის შეიძლება გაიგზავნონ რესპუბლიკანური ყრილობის მიერ.

9. ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობას მოიწვევს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი წელიწადში ერთხელ.

10. ამიერკავკასიის საბჭოთა საგანგებო ყრილობას მოიწვევს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავისი თაოსნობით ან და ამიერკავკასიის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი თუნდაც ერთ-ერთი რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით.

11. განსაკუთრებულ პირობებში, რასაც შეუძლიან დააბრკოლოს ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობის ვადაზე მოწვევა, ამიერკავკასიის ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს უფლება ეძლევა გადასდოს ყრილობის მოწვევის ვადა.

5.2.4 თავი მეოთხე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის ცენცრალური აღმასრულებელი კომიტეი.

12. ამიერკავკასიის საბჭოთა ერთი ყრილობიდან მეორე ყრილობამდე ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთ რესპუბლიკაში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო არის ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

13. ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს აარჩევს ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობა 210 წევრისა და 117 კანდიდატის შედგენილობით.

14. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი მთლად პასუხისმგებელია ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობის წინაშე.

15. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი არის უმაღლესი საკანონმდებლო, განმკარგულებელი და კონტროლის გამწვევი ორგანო.

16. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი მისცემს საერთო მიმართულებას ამიერკავკასიის ს. ფ. ს. რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მთავრობის მოქმედებას; განსაზღვრავს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისა და ა/კ. ს. ფ. ს. რ. სახალხო კომისართა საბჭოს მოქმედების ფარგლებს; გააერთიანებს და შეათანხმებს ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა მუშაობას კანონმდებლობის სფეროში.

17. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი გამოსცემს დეკრეტებსა, დადგენილებებსა და განკარგულებებს; გააერთიანებს მუშაობას კანონმდებლობისა და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის მმარვთა-გამგებლობის სფეროში; თვალყურს ადევნებს მისი კონსტიტუციისა დ ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობისა და ამიერკავკასიის ს. ფ. ს. რესპუბლიკის ყველა სახელმწიფოებრივი ორგანოს დადგენილებათა განხორციელებას.

18. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი განიხილავს და დაამტკიცებს დეკრეტებისა და დადგენილებების პროექტებს და სხვა წინადადებას, რასაც წარუდგენენ ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმი და ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკათა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები და აგრეთვე ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სხვა ორგანოები, რომელნიც სახალხო კომისარიატს ეთანაბრებიან.

19. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გამოცემული ყველა დეკრეტი, დადგენილება და განკარგულება სავალდებულოა შესასრულებლად მთლად ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

20. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა, მისი პრეზიდუმისა და ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს ყველა დეკრეტი, დადგენილება და განკარგულება გამოქვეყნდება სომხურ, ქართულ, რუსულ და თურქულ ენაზე.

21. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავის მოქმედების ანგარიშს და მოხსენებას საერთო პოლიტიკისა და ცალკე საკითხების შესახებ წარუდგენს ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობას.

22. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აარჩევს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმს 23 წევრის შედგენილობით, მათ შორის 3 თავმჯდომარეს - ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა რიცხვისამებრ - და ერთ მდივანს, აგრეთვე პრეზიდიუმის წევრთა 9 კანდიდატს.

23. ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მოიწვევს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი წელიწადმი სამჯერ.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სესსია მოიწვევა ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმის დადგენილებით, ან ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით, ან და ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით.

24. ყველა საკითხი ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადასწყდება ხმის აშკარა მიცემით და ხმის მარტივი უმეტესობით. ხოლო სახელობითი ხმის მიცემა მოხდება, უკეთუ ამას წერილობითი განცხადებით მოითხოვს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ოცი წევრი მაინც.

25. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის საქმეთა საერთო გამგებლობისათვის ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი შეადგენს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს და აგრეთვე ცალკე სახალხო კომისარიატებსა და სხვა ორგანოებს მმართვა-გამგებლობის ცალკე დარგთა ხელმძღვანელობისათვის.

ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი დანიშნავს და გადააყენებს, როგორც ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს ცალკე წევრებს, ისე ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მთელ შედგენილობას, და აგრეთვე დანიშნავს ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეთ.

5.2.5 თავი მეხუთე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის ცენრალური აღმასრულებელი კომიეტის პრეზიდიუმი.

26. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ერთი სესსიიდან მეორე სესსიამდე არის ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო.

27. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი დანიშნავს ცალკე სახალხო კომისრებს ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წარდგენისამებრ.

28. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი თვალყურს ადევნებს ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციის განხორციელებას და ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობისა და ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებათა შესრულებას ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ.

29. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი გამოსცემს დეკრეტებსა, დადგენილებებსა და განკარგულებებს; განიხილავს და დაამტკიცებს დეკრეტებისა და დადგენილებების პროექტებს, რასაც წარუდგენენ ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო, ა/კ. ს. ფ .ს. რესპუბლიკის ცალკე უწყებანი, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები, მათი პრეზიდიუმები და ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოები.

30. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი განიხილავს შუამდგომლობას შეწყალების შესახებ, დაამტკიცებს შრომის დროშის ორდენით დაჯილდოებას და მიანიჭებს წითელი დროშის ორდენს.

31. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს უფლება აქვს შეაჩეროს და გააუქმოს ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს და ცალკე სასალხო კომისარიატებისა და აგრეთვე ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტებისა და სახალხო კომისართა საბჭოების დადგენილებანი.

32. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს უფლება აქვს შეაჩეროს ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკების საბჭოთა ყრილობების დადგენილებანი. ხოლო შემდგომ ეს დადგენილებანი უნდა წარუდგინოს განსახილველად და დასამტკიცებლად ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს.

33. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი გადასწყვეტს ურთიერთობის საკითხს, ერთის მხრით, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს და ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისარიატებს შორის და, მეორეს მხრით, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებსა და მათ პრეზიდიუმებს შორის.

34. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი პასუხისმგებელია ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე.

5.2.6 თავი მეექვსე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციაისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო.

35. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო არის ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო, რომელსაც მოაწყობს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი შემდეგი შედგენილობით: ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, ფინანსთა სახალხო კომისარი, შინა-ვაჭრობის სახალხო კომისარი, მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი, შრომის სახალხო კომისარი, კონტრ-რევოლუციასთან, სპეკულაციასთან და თანამდებობრივ დანაშაულთან ბრძოლის ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე და აგრეთვე სათათბირო თუ გადამწყვეტი ხმის უფლებით, - ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებისამებრ, - ს. ს. რესპუბლიკების კავშირის გარეშე საქმეთა, სამხედრო და საზღვაო საქმეთა, საგარეო. ვაჭრობისა, გზათა და ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარიატების რწმუნებულნი.

36. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა, საბჭო, იმ უფლებათა ფარგლებში, რაც მას მინიჭებული აქვს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, და აგრეთვე ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს შესახებ გამოცემული დებულების საფუძველზე, - გამოსცემს დეკრეტებსა და დადგენილებებს, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა მთლად ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

37. ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოსთან მოეწყობა უმაღლესი ეკონომიური საბჭო, როგორც ორგანო, რომელმაც უნდა წარმართოს ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიური პოლიტიკა, და ხელმძღვანელობა გაუწიოს რესპუბლიკების სახალხო მეურნეობის საბჭოებისა და რესპუბლიკების ეკონომიურ საბჭოების მუშაობას.

38. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო განიხილავს დეკრეტებსა და დადგენილებებს, რასაც წარუდგენენ, როგორც ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ცალკე სახალხო კომისარიატები, ისე ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები და მათი პრეზიდიუმები.

39. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო მთლად თავისი მუშაობისათვის პასუხისმგებელია ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წინაშე.

40. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება და განკარგულება შეიძლება შეჩერებულ და გაუქმებულ იქნეს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის მიერ.

41. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები და მათი პრეზიდიუმები პროტესტს შეიტანენ ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტებისა და დადგენილებების გამო ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმში, ხოლო ვერ მეაჩერებენ მათ შესრულებას.

5.2.7 თავი მეშვიდე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციალისცური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო.

42. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რევოლუციონური კანონიერების დასამყარებლად, ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან მოეწყობა ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო, რომლის კომპეტენციასაც შეადგენს:

ა) მისცეს სახელმძღვანელო განმარტებანი ა/კ. ს. ფ. ს.რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებს ფედერატიული კანონმდებლობის სფეროში;

ბ) განიხილოს თვით და საპროტესტოდ შეიტანოს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმში, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პროკურორის წარდგენით, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა უზენაესი სასამართლოების დადგენილება, გადაწყვეტილება და განაჩენი, უკეთუ ეს დადგენილება, გადაწყვეტილება და განაჩენი ეწინააღმდეგება ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კანონმდებლობას ან სხვა რესპულიკის ინტერესებს შეეხება;

გ) მისცეს დასკვნა, ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნისამებრ, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობამი შემავალ რესპუბლიკათა ამა თუ იმ დადგენილების კანონიერების შესახებ ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის კონსტიტუციის თვალსაზრისით;

დ) გადასწყვიტოს ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ რესპუბლიკათა შორის სასამართლოს წესით აღძრული დავა;

ე) განიხილოს პერსონალური პასუხისმგებლობის საქმე ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წევრთა შესახებ და აგრეთვე ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის დაწესებულებების იმ უმაღლესი თანამდებობის პირთა შესახებ, რომელთაც თანამდებობრივი დანაშაული ჰბრალდებათ.

43. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო მოქმედობს შემდეგი შედგენილობით:

ა) ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენარული სხდომა;

ბ) ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო-სასამართლო კოლეგია და სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგია;

გ) სამხედრო-საკასაციო კოლეგია.

44. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო, მისი პლენარული სხდომის შედგენილობით, მოეწყობა 9 წევრისაგან, მათ შორის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემამავალ რესპუბლიკათა უზენაესი სასამარლოების პლენარული სხდომების სამი თავმჯდომარე, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ერთი წარმომადგენელი, ორი წევრი, რომელნიც სასამართლო კოლეგიის სხდომებში თავმჯდომარეებად იქნებიან (ერთი - სამოქალაქო და მეორე - სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიაში) და ერთი თავმჯდომარე სამხედრო-საკასაციო კოლეგიისა.

თავმჯდომარესა დი მის მოადგილეთ, სამხედრო-საკასაციო კოლეგიის თავმჯდომარესა და ორ წევრს დანიშნავს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი.

45. ა/კ. ს. ფ. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პროკურორსა და მის მოადგილეს დანიშნავს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმი. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პროკურორის მოვალეობაა - მისცეს დასკვნა ყველა საკითხის შესახებ, რაც ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადასწყვიტოს, გამოვიდეს ბრალმდებლად მის სხდომაზე და, უკეთუ ა|კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენარული სხდომის გადაწევეტილებას არ დაეთანხმება, - პროტესტი შეიტანოს გადაწყვეტილების გამო ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმში.

46. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენარულ სხდომაში საკითხების განსახილველად წარმართვის ინციატივა ეკუთვნის მხოლოდ ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, მის პრეზიდუმს, ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლთს პროკურორს და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს.

47. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენარული სხდომები შეადგენენ სპეციალურ სასამართლო საკრებულოებს (შედგენილობას), რომელნიც განიხილავენ:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეს, რომელიც თავისი შინაარსით ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალ ორ რესპუბლიკას მაინც მეეხება და.

ბ) საქმეს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წევრთა პერსონალური პასუხისმგებლობის შესახებ სასამარლოს წესით.

ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეთა საწარმოებლად მიღება შეიძლება მხოლოდ ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა ან მისი პრეზიდიუმის დადგენილებით.

5.2.8 თავი მერვე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციალისცური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკისა და მის ედგენიობაში ემავალი რესპუბლიკების უზენაეს ორგანოთა ურთიერთობა.

48. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი თითოეული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოებია: რესპუბლიკის საბჭოთა ყრილობა, ხოლო ერთი ყრილობიდან მეორე ყრილობამდე - საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

49. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი თითოეული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აარჩევს თავის წრიდან პრეზიდუმს, რომელიც ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ერთი სესსიიდან მეორე სესსიამდე ამ რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა.

50. ურთიერთობა ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკების უმაღლეს ორგანოთა და ა/კ. ს. ფ. რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოთა შორის განისაზღვრება ამა კონსტიტუციით.

51. ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი თითოეული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი მოაწყობს თავის განმკარგულებელ ორგანოს სახალხო კომისართა საბჭოს შემდეგი შედგენილობით: სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, შრომის სახალხო კომისარი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, იუსტიციის სახალხო კომისარი, მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი, განათლების სახალხო კომისარი, ჯანმრთელობის სახალხო კომისარი, სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი, ფინანსთა სახალხო კომისარი და აგრეთვე სათათბირო თუ გადამწყვეტი ხმის უფლებით, რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმის დადგენილებისამებრ, ამიერკავკასიის შინა-ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული.

52. შრომისა, მუშათა და გლეხთა ინსპექციისა და ფინანსთა სახალხო კომისარიატები, ემორჩილებიან-რა ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებსა და სახალხო კომისართა საბჭოებს, - განახორციელებენ თავიანთი მოქმედებით ა/კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების დირექტიეებს.

53. ამნისტიის უფლება ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობაში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიაზე და რეაბილიტაციის უფლება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელნიც მსჯავრდადებულ იქნებიან ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის შედგენილობაიში შემავალი რესპუბლიკების სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებoს მიერ, - ეკუთვნის ამ რესპუბლიკათა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს.

5.2.9 თემი მეცხრე.

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციალისური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის საბიუო უფლებანი.

54. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტი (ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის შემოსავალ-გასავლის ნუსხა) შედის ს. ს. რესპუბლიკების კავშირის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენილებაში.

56. აზერბაიჯანის სოც. საბჭ. რესპუბლიკისა, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკისა და სომხეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკის ბიუჯეტები, ამ რესპუბლიკათა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების მიერ დამტკიცების შემდეგ, შედის შემადგენელ ნაწილად ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში.

56. ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდება ა-კ. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ და, ს. ს. რესპუბლიკების კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მეშვეობით, წარედგინება ს. ს. რესპუბლიკების კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მის მიერ დასამტკიცებელ ს. ს. რესპუბლიკების კავშირის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანად.

57. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, საერთო-საკავშირო საბიუჯეტო კანონმდებლობის ფარგლებში, დაამყარებს ა/კ. ს. ფ. ს. რ. და მის შედგენილებაში შემავალ რესპუბლიკათა საბიუჯეტო უფლებათ, კანონდებულებათ ა-კ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა, განხილვისა, დამტკიცებისა და აღსრულების წესის შესახებ და აგრეთვე სხვა ნორმებს, რაც საბიუჯეტო კანონმდებლობის სფეროს შეეხება.

5.2.10 თავი მეათე

▲ზევით დაბრუნება


ამიერკავკასიის სოციალისცური ფედერაიუი საბჭოთა რესპუბლიკის ერბი, დროშა და რეზიდენცია.

58. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ღერბის ზემო ნაწილში, მთაგრეხილისა და ამომავალი მზის არეზე, გამოსახულია ოქროს ნამგალი და სანგი, გადაჯვარედინებული ისე, რომ ორივეს ტარი ქვემოდ არის მოქცეული; ამასზევით მოთავსებულია ხუთკუთხიანი წითელი ვარსკვლავი. ღერბის ქვემო ნაწილში, სამ მწვერვალიანი მთაგრეხილის ძირში, გამოსახულია: მარჯვნით სანავთე ჩარდახი, მარცხნით კვამლის აღმომქშინავი ქარხანა და შუაგულში ვაზი, ბამბა, ბრინჯი, სიმინდი და ხორბლის თავთავი. მთლად ღერბს გარშემოვლებული აქვს წითელი (ალისფერი) ლენტი, რომელზედაც ოქროს ასოებით, მარცხნიდან მარჯვნით, სწერია სომხურსა, რუსულსა, ქართულსა და თურქულ ენაზე - „ა-კ. ს. ფ. ს. რ.“ ღერბის ძირში, ლენტით შემოვლებულ ოქროს არეზე, მოთავსებულია ლოზუნგი: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“.

59. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის დროშა შესდგება წითელი (ალისფერი) ქსოვილისაგან, რომლის კუთხეშიც, ბუმთან, ზევით მოთავსებულია ნახევარ რკალად ოქროს ასოები „ა.-კ. ს. ფ. ს. რ.“, ხოლო მის თავზე, მარცხენა კუთხეში - ოქროთი გარშემოვლებული ხუთკუთხიანი ვარსკვლავი.

სიგანის სიგრძესთან შეფარდება - 1:2.

60. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ყველა ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულების რეზიდენციად არის ქალაქი ტფილისი.

ამიერკავკასიის საბჭოთა მე-3 ყრილობის თავმჯდომარე . ცხაკაია.

ამიერკავკასის საბჭოთა მე-3 ყრილობის მდივანი . შავერდოვი.

......1925 წ. აპრილის 14.

...............ქ. ტფილისი.

6 ს. ფ. ს. რ. სახელმწიფო დროშა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic