![]() |
როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის; მასწავლებლის წიგნი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბესელია ნინო, ბოკერია ნინო, კორძაძე მაკა |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
წყარო: ISBN 978-9941-15-480-5 |
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc. |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კონსულტანტები: ნათია ნაცვლიშვილი ქეთევან ჯანუაშვილი სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია რედაქტორი: თამარ გავაშელიშვილი დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: მაკა ანთაძე ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიულისაზოგადოების მშენებლობის პროცესში.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის, ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები, შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის, დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები, შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge da www.initiatives.ge; ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურმედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.
წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი გამიზნულია პედაგოგებისათვის და შეიცავს ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. სახელმძღვანელოს მეშვეობით პედაგოგები შეძლებენ ხელი შეუწყონ მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოყენებაში, თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოძიებაში, რათა მოსწავლეებმა დაგეგმონ და განახორციელონ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტები. კარგი მოქალაქეობის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს, მშენებლობასა და განვითარებაში.
მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება საჭიროებს ისეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური პიროვნების აღზრდას, რომელიც კონკურენტუნარიანი და წარმატებული იქნება სწრაფად ცვალებად სამყაროში.
წინამდებარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს დაეხმარება, საკლასო და კლასგარეშე აქტივობების საშუალებით, მოსწავლეებს განუვითარონ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია, მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნა დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი მახასიათებლების შესახებ, განუვითაროს მათ ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები, დაანახვოს აქტიური მოქალაქეობის აუცილებლობა და დადებითი შედეგები. ამის გათვალისწინებით, სასწავლო მასალა ისეა შედგენილი, რომ ემსახურებოდეს არა უბრალოდ ცოდნის დაგროვებას, არამედ ამ ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას, გამოცდილების შეძენას, კვლევას. სწავლის პროცესში ჩართული უნდა იყოს მოსწავლის წარმოსახვის უნარი, თანაგანცდის, პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასწავლო პროცესის განმავლობაში იგეგმება და ხორციელდება ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში აქტიური მოქალაქეობის უნარების განვითარებას და წარმოაჩენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მათთვის დადებით მნიშვნელობას.
![]() |
3 როგორ გამოვიყენოთ წიგნი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელო შედგება ხუთი თემისაგან. ესენია:
1. რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება;
2. აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები;
3. დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია;
4. რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან;
5. დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები აქტიური მოქალაქეობისათვის.
თითოეული თემა იწყება თეორიული ნაწილით. შემდეგ მოცემულია დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები აკეთებენ მასწავლებლის დახმარებით და რომელთა მიზანიცაა გაკვეთილზე ათვისებული თეორიული მასალის გაღრმავება. თუ კლასის სიდიდის გამო ვერ ხერხდება გაკვეთილში მოცემული ყველა საკლასო დავალების შესრულება, საკლასო დავალებები ამოარჩიეთ თქვენი შეხედულებით. თითოეული თემის ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ დავალებები, რომლებიც ერთობლიობაში მთლიან პროექტს ქმნის. ეს პროექტები მიმართულია საზოგადოებრივად სასარგებლო კონკრეტული საქმის განხორციელებისკენ. დავალებებში მოსწავლეებისათვის დეტალურად არის ახსნილი, რომელ ეტაპზე რას ახორციელებენ საბოლოო მიზნის მისაღწევად.
ეს სახელმძღვანელო შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაზო და საშუალო საფეხურების IX, X, XI, XII კლასებში. სახელმძღვანელოში მოცემული თემატიკა დაეხმარება მოსწავლეებს, გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
წიგნს თან ერთვის ლექსიკონი სახელმძღვანელოში მოცემულ ტერმინთა განმარტებებით.
![]() |
4 გამოყენებული მეთოდების აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
აქტიური მოქალაქეობის სწავლების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს გააცნოთ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების წესი, საკუთარი და სხვათა უფლებების პატივისცემა და შემწყნარებლობა, ანუ პრაქტიკული მიდგომები და ქცევის მოდელი. ასეთ თემებზე საუბრისას, ბუნებრივია, მრავალი კითხვა იბადება. ყოველივე აქედან გამომდინარე, სწავლებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია:
სწავლება წარმართეთ ინტერაქტიური მეთოდებით. ეცადეთ, დააინტერესოთ უკლებლივ ყველა მოსწავლე.
ეცადეთ, მისცეთ მოსწავლეებს საშუალება, თავისუფლად გამოთქვან აზრი გაკვეთილის თემაზე საუბრისას და დასვან შეკითხვები.
ნუ მიაწვდით მოსწავლეებს მზა პასუხებს, დოგმებს. დასვით შეკითხვა და მათთან ერთად მოძებნეთ ლოგიკური პასუხი.
ხელი შეუწყვეთ სამოქალაქო განათლების ინტეგრაციას სხვა საგნებთან, კერძოდ: ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ლიტერატურასთან.
სწავლების პროცესში გამოიყენება მეთოდები:
სასწავლო-კვლევითი საქმიანობა - ითვალისწინებს მოსწავლეთა მიერ ახალი ცოდნის შეძენას მათ ირგვლივ, სკოლაში, სამეზობლოში, საზოგადოებაში არსებული რეალობის შესწავლის, მონაცემთა შეგროვების, მათი დამუშავების და შედეგების ანალიზის საფუძველზე.
სიტუაციური მოდელის შექმნა - ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესში რეალური სიტუაციების მოდელირებას მოსწავლეთა მიერ, გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების და შეფასების მიზნით.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, თანამშრომლობას და ურთიერთშეთანხმებას. მცირე ჯგუფებში მუშაობა ეფექტური მეთოდია პასიური მოსწავლეების გასააქტიურებლად.
ჯგუფებში მუშაობა სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება: ჯგუფის მიერ დავალების შესრულება, ჯგუფის მიერ ნამუშევრის წარმოდგენა, შედეგების შეჯამება/განზოგადება.
1. დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად.
2. მიეცით მათ მკაფიო მითითება: მოსწავლემ უნდა იცოდეს, რის გაკეთებას სთხოვთ და რა ვადაში.
სასურველია, მითითება დაიწეროს დაფაზე ან დიდი ფორმატის ქაღალდზე ისე, რომ მას ყველა კარგად ხედავდეს.
3. დავალების შესრულებისათვის განკუთვნილი დროის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ჯგუფში მუშაობის დრო იწურება. ჯგუფმა უნდა შეაჯამოს შედეგები ერთ ფურცელზე და განსაზღვროს, ვინ გააკეთებს პრეზენტაციას.
4. სთხოვეთ ჯგუფების წევრებს, წარმოადგინონ ნამუშევარი.
5. შეაჯამეთ და განაზოგადეთ შედეგები.
ჯგუფური მუშაობის ძირითადი წესები:
ერთი ჯგუფი მუშაობს ერთ მაგიდასთან.
ჯგუფური სამუშაოსათვის საჭირო დრო წინასწარ არის განსაზღვრული.
ჯგუფი აყალიბებს შედეგებს წერილობით, ერთ ფურცელზე.
სასურველია, ჯგუფში თავიდანვე განისაზღვროს, ვინ გააკეთებს ჩანაწერებს და ვინ წარმოადგენს შედეგებს.
ჯგუფურ სამუშაოს ახლავს შედეგების პრეზენტაცია ან/და საკლასო განხილვა.
გონებრივი იერიში
ეს მეთოდი გამოიყენება კლასში იდეების შეგროვებისა და დახარისხებისათვის.
გონებრივი იერიში ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ხდება იდეების შეგროვება, ხოლო მეორეზე - მათი დახარისხება/გადარჩევა.
1. თავდაპირველად, წარადგინეთ საკითხი და ჩამოაყალიბეთ იგი მოკლე კითხვის სახით (სასურველია, კითხვა დაიწეროს დაფაზე).
2. გააცანით/შეახსენეთ მოსწავლეებს გონებრივი იერიშის წესები:
იდეების შეგროვების ეტაპზე დაუშვებელია გამოთქმული აზრების გაკრიტიკება/შეფასება, ყველა გამოთქმული იდეა უნდა დაფიქსირდეს დაფაზე, თუმცა შესაძლებელია დაზუსტდეს, რას გულისხმობს მოსწავლე.
ნაკლები მნიშვნელობა აქვს იდეების ხარისხს, უფრო მნიშვნელოვანია იდეების რაოდენობა.
3. სთხოვეთ მოსწავლეებს, წამოაყენონ რაც შეიძლება მეტი იდეა საკითხთან დაკავშირებით, მათი თითოეული იდეა ჩამოწერეთ დაფაზე.
4. გამოკითხვა გააგრძელეთ იდეების ამოწურვამდე (იდეების შეგროვებისას არ დაუშვათ კრიტიკული და შემფასებლური გამონათქვამები).
5. კლასთან ერთად გააერთიანეთ მსგავსი იდეები, დააჯგუფეთ, გაცხრილეთ უმნიშვნელო იდეები.
6. ბოლოს განიხილეთ დარჩენილი ჩამონათვალი.
დისკუსია
გამოიყენება თითოეული გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილში მოცემული თემის უფრო ღრმად გასააზრებლად და მოსწავლეთა ჩართულობის ასამაღლებლად თემის განხილვაში.
ეს მეთოდი გამოიყენება საკითხის დასამუშავებლად - მოსწავლეებს უვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის, აზრის ლაკონურად გამოხატვის, ერთმანეთის მოსმენის და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.
დისკუსია საშუალოდ 10-25 წუთს გრძელდება. გაკვეთილის დროის სიმცირის გამო, მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს დისკუსიის პროცესის დაგეგმვასა და მართვას.
1. სადისკუსიო კითხვები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული (კითხვების თანმიმდევრობა უმეტეს შემთხვევაში მოცემულია მოსწავლის წიგნში).
2. ყველას უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა აზრის გამოსათქმელად - დაცული უნდა იყოს რეგლამენტი, საშუალოდ, 2 წუთი აზრის გამოსათქმელად.
3. სადისკუსიო დროის 10-15% უნდა დაეთმოს გამოთქმული აზრების შეჯერებასა და დასკვნების გამოტანას. ძირითადი დასკვნები უნდა დაფიქსირდეს დაფაზე.
დისკუსიის წარმართვის ხერხები:
1. თავისუფალი დისკუსია - ამ შემთხვევაში, მოსწავლეები ხელის აწევით ანიშნებენ მასწავლებელს, რომ სურთ აზრის გამოთქმა. იმისათვის, რომ დაიცვათ ბალანსი, წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენჯერ ექნება თითოეულ მოსწავლეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (მაგ. წინასწარ დაარიგეთ კლასში ჟეტონები ან ასანთის ღერები). თუ დისკუსიისათვის ცოტა დრო გაქვთ გამოყოფილი, დაურიგეთ ყოველ მოსწავლეს ასანთის თითო ღერი, თუ მეტი დრო გაქვთ - 2-3 ღერი. ყოველი აზრის გამოთქმისას მოსწავლეებმა თითო ღერი უნდა დაგიბრუნონ. დისკუსიის ბოლოს შეამოწმეთ, ვის რამდენი ასანთის ღერი დარჩა (ასანთის ღერების ან ჟეტონების გამოყენებით შეგიძლიათ მოაწყოთ შეჯიბრება რიგებს ან ჯგუფებს შორის).
2. თანმიმდევრული დისკუსია - მასწავლებელი რიგრიგობით ან საკუთარი შეხედულებისამებრ უსვამს კითხვას კონკრეტულ მოსწავლეს ან ჯგუფს (მაგალითად, „ვინ გასცემს პასუხს ამ კითხვას პირველი ჯგუფიდან/რიგიდან?“). შეგიძლიათ გამოიყენოთ კალმისტარი, ან სხვა ნივთი, რომელიც, პირობითად, „მოარული მიკროფონის“ როლს შეასრულებს.
დისკუსიის კიდევ ერთი ვარიანტია, მოსწავლემ, რომელიც პასუხობს სადისკუსიო კითხვას, თავად განსაზღვროს, ვინ იქნება შემდეგი მოპასუხე.
3. წარმომადგენლობითი ჯგუფი - მასწავლებელი სთხოვს რამდენიმე მოხალისეს, გამოვიდნენ და კლასის წინაშე წარმართონ დისკუსია მოცემულ საკითხზე. წარმომადგენლობითი ჯგუფის დისკუსიის დასრულების შემდეგ დანარჩენი მოსწავლეები აკეთებენ კომენტარებს.
თეორიული პრეზენტაცია
მასწავლებლის პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
მოკლე პრეზენტაციის დაგეგმვა რთულია და წინასწარ მომზადებას მოითხოვს.
მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს მასალის მიწოდების გეგმა.
პრეზენტაცია შედგება სამი ძირითადი ეტაპისაგან:
სასურველია, ძირითადი ნაწილი არ შეიცავდეს სამ მთავარ საკითხზე მეტს.
1. შესავალი - ამ ნაწილს პრეზენტაციის საერთო დროის დაახლოებით 20% ეთმობა. უთხარით მოსწავლეებს, რის თქმას აპირებთ:
ა) პრეზენტაციის მიზანი.
ბ) მოსწავლეთა ინტერესის გამომწვევი შეკითხვა ან მაგალითი.
გ) პრეზენტაციის ძირითადი ნაწილის მიმოხილვა (რა საკითხებს შეეხება პრეზენტაცია).
2. ძირითადი ნაწილი - ამ ნაწილს პრეზენტაციის საერთო დროის დაახლოებით 70% ეთმობა; სასურველია, ძირითადი ნაწილი არ შეიცავდეს სამ მთავარ საკითხზე მეტს. უთხარით მოსწავლეებს ძირითადი სათქმელი:
1. საკითხი 1 - მოკლე რეზიუმე, გადასვლა.
2. საკითხი 2 - მოკლე რეზიუმე, გადასვლა.
3. საკითხი 3 - მოკლე რეზიუმე.
3. დასკვნა - ამ ნაწილს პრეზენტაციის საერთო დროის, დაახლოებით, 10% თმობა.
გაუმეორეთ მოსწავლეებს, რაც უკვე უთხარით - პრეზენტაციის ძირითადი საკითხების შეჯამება და ძირითადი დასკვნები.
10-წუთიანი პრეზენტაციისთვის სრულიად საკმარისია ერთი თვალსაჩინოების გამოყენება. თვალსაჩინოება მარტივი და გასაგები უნდა იყოს. სასურველია, რომ თვალსაჩინოებაზე მოცემული ინფორმაცია არ იმეორებდეს სიტყვასიტყვით თქვენს საპრეზენტაციო ტექსტს. თვალსაჩინოებას ინფორმაციის დამატების და მასალის სტრუქტურირების დატვირთვა უნდა ჰქონდეს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მოსწავლეთა უმრავლესობა ინფორმაციის უმეტეს ნაწილს მხედველობით აღიქვამს, მეხსიერებაში ყველაზე დიდხანს მოსმენილი, ნანახი და პრაქტიკულად განხორციელებული ინფორმაცია ინახება. ამიტომ, ინფორმაციის მიწოდებისას, მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია თვალსაჩინოებების გამოყენება და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება.
დიალოგი
დიალოგის საშუალებით შესაძლებელია დამყარდეს ღია კომუნიკაცია პრობლემური საკითხების განხილვისას.
ეს მეთოდი 2000 წლისაა. დიალოგის მეშვეობით პრობლემის მოგვარება ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. იმისთვის, რომ დიალოგი წარმატებით და შედეგიანად წარიმართოს, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები:
1. პატივი ეცით იმ ადამიანს, რომელიც გიზიარებთ საკუთარ აზრს (თქვენ გაქვთ უფლება, არ დაეთანხმოთ მას, მაგრამ არა გაქვთ უფლება, გააჩუმოთ იგი).
2. გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ისე, რომ სხვა არ შეურაცხყოთ.
3. იბრძოლეთ სიმართლისათვის (ამოიცანით და შეასწორეთ დეზინფორმაცია).
4. გადმოეცით თქვენი შეხედულება გასაგებად.
დიალოგის პროცესში მასწავლებლის ვალია არა რაიმე კონკრეტული პოზიციის დაკავება, არამედ დისკუსიის წარმართვა, სამოქალაქო ფასეულობათა განსაზღვრა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მთავარი აზრის გამოკვეთა.
დიალოგის წარმართვისას, დაგვეხმარება სწორად დასმული შეკითხვები, რაც საუბარს მიმართულებას მისცემს და წაახალისებს მოსწავლეთა აზროვნებას.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლებელია, მას რამდენიმე საგაკვეთილო საათი დასჭირდეს იმისთვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, კომფორტულად იგრძნონ თავი და თავისუფლად გამოთქვან თავიანთი აზრი.
![]() |
5 თემა 1. რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილი 1
გაკვეთილის მიზანი:
ცოდნა
მოსწავლემ უნდა აითვისოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლები, გაეცნოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ძირითად ღირებულებებს.
უნარები
მოსწავლემ უნდა შეძლოს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ დემოკრატიული პრინციპების სკოლაში, თემში დანერგვა და ამ პრინციპებით მოქმედება.
დამოკიდებულებები
მოსწავლე აცნობიერებს დემოკრატიული ტიპის საზოგადოების უპირატესობას სხვა ტიპის საზოგადოებრივ წყობასთან შედარებით, ესმის დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების აუცილებლობა, პატივს სცემს ტოლერანტობის, პლურალიზმისა და კომპრომისის მიღწევის პრინციპებს.
იწყებთ საკითხის წარდგენით - 2-3 წუთი.
მოკლედ დაახასიათეთ გაკვეთილის მთავარი მიზანი.
თეორიული ნაწილის ახსნა დაიწყეთ კითხვებით:
თქვენი აზრით, რა არის დემოკრატია?
როგორია დემოკრატიული სახელმწიფო? თემი? სამეზობლო? სკოლა?
დახატეთ 2 წრე. პირველში ჩაწერეთ „დემოკრატია“, მეორეში - „დემოკრატიული სახელმწიფო/სამეზობლო/თემი/სკოლა“. მიეცით დავალება მოსწავლეებს, წრეების ირგვლივ გაკეთებულ სხივებს მიაწერონ დემოკრატიისა (წრე 1) და დემოკრატიული სახელმწიფოს, სამეზობლოს, თემის, სკოლის ახასიათებლები (წრე 2).
გააანალიზეთ პასუხები და განმარტეთ, რომ დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა; დემოკრატია და ადამიანის უფლებები განუყოფელია. არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია იქ, სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები.
შეჯამება მეთოდურ ნაწილში მოცემული ინსტრუქციის მიხედვით, გააკეთეთ პირველი თემის თეორიული მასალის პრეზენტაცია. აქცენტი გააკეთეთ დემოკრატიის მახასიათებელ ტერმინოლოგიაზე (პლურალიზმი, ტოლერანტობა, კომპრომისი).
დავალება 1
სთხოვეთ მოსწავლეებს, მოსწავლის წიგნში მოცემულ რუკაზე მოძებნონ ცხრილში ჩამოთვლილი სახელმწიფოები და იმსჯელონ ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების ხარისხზე.
დავალება 2
დაყავით კლასი ჯგუფებად. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული მასალა 2011 წლის თებერვალში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და გამართეთ დისკუსია დავალების ირგვლივ.
დავალება 3
მოსწავლეებმა წაიკითხონ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ (შესაძლებელია, ეს დავალება შინ შესასრულებლადაც მისცეთ). წარმართეთ დისკუსია მოსწავლის წიგნში მოცემული შეკითხვების გამოყენებით.
პროექტზე მუშაობა - I საფეხური:
თითოეული გაკვეთილის ბოლო დავალება ეხება პროექტზე მუშაობას. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები იწყებენ და ასრულებენ პროექტის შექმნას, მუშაობენ თემში, სკოლასა თუ საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, აგროვებენ და ამუშავებენ მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
როგორც აღვნიშნეთ, პროექტზე მუშაობა იწყება პირველი გაკვეთილიდანვე. მოსწავლეებს მიაწოდეთ ინფორმაცია პროექტზე მუშაობის მნიშვნელობის შესახებ.
გააცანით პროექტზე მუშაობის საფეხურები; აუხსენით, როგორ უნდა მოახდინონ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.
ყველა მნიშვნელოვანი ტერმინი განმარტებულია მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნების ბოლოს თანდართულ ლექსიკონში. ყურადღება მიაქციეთ, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ ტერმინების მნიშვნელობა. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ „სიტყვათა კედელს“.
![]() |
6 თემა 2. აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება (დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები) |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილი 2
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის
პროცესში;
გაიაზრონ, როგორ გადაჭრან პრობლემა და როგორ მიიღონ მონაწილეობასაზოგადოებრივ საქმიანობაში;
გაკვეთილს ვიწყებთ პირველ გაკვეთილზე ათვისებული მასალის მოკლე გამოკითხვით.
დავალება 1
მოსწავლეებს ასწავლეთ დისკუსიის წარმართვის ხერხები. გაააზრებინეთ განსხვავება დისკუსიასა და კამათს შორის. მასალა მოცემულია მოსწავლის წიგნში.
დავალება 2
მოსწავლეებმა იმსჯელონ თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებაზე.
დავალება 3
მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილეობის მიღება პრობლემის გადაჭრის პროცესში.
დავალება 4
მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ კონფლიქტების მოგვარებისა და პრობლემის გადაჭრის გზებისძიების სტრატეგიებზე. მათ დავალების მეშვეობით უნდა გააცნობიერონ, რამდენად დამთრგუნველია პრობლემის გადაჭრის დროს განრიდება და რომ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება მხარეებს შორის შეთანხმებაა.
დავალება 5
დაფაზე დაწერეთ სიტყვა „უმცირესობა“ და გააკეთეთ მისგან გამოსული 3 სხივი: მიაწერეთ თითოეულს - თემი, სამეზობლო, სკოლა.მოსწავლეებს სთხოვეთ, გიკარნახონ უმცირესობათა და სოციალურად დაუცველ პირთა ჯგუფები და ჩამოწერეთ სვეტებად შესაბამისი სხივის ქვეშ.
შესაძლო ვარიანტებია:
თემი: დევნილები, მოხუცები, მოხუცთა თავშესაფრის ან მიუსაფარ ბავშვთა სახლის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეპირები, ეთნიკური უმცირესობები.
სამეზობლო: სოციალურად დაუცველი ოჯახები, მოხუცები, ბავშვები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
დაუსვით მოსწავლეებს შეკითხვები:
როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს სიტყვები - დემოკრატიული პრინციპით რაიმე გადაწყვეტილების მიღება?
როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოთ უმცირესობის ან სოციალურად დაუცველი შერჩეული კონკრეტული ჯგუფის პრობლემების დასადგენად?
ამ კითხვების ირგვლივ წარმართეთ დისკუსია ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ, სწორად ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულებები გადაწყვეტილების ჭეშმარიტად დემოკრატიული წესით მიღების შესახებ. ასევე, სწორად გაიაზრონ, როგორ შეიძლება კონკრეტული ჯგუფის პრობლემების იდენტიფიცირება და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა ამისათვის საჭირო (ამ ადამიანების გამოკითხვა, მათზე ინფორმაციის მოძიება, სახელმწიფო სტრუქტურებიდან და თვითმმართველობის ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა).
დავალების მიზანია, მოსწავლეები დავაფიქროთ უმცირესობების პრობლემებზე და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის საჭიროებაზე.
ჩვენი კლასის უფლება-მოვალეობანი
დაუსვით კლასს კითხვები:
როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა წესებსა და მოვალეობებს შორის?
რა კავშირია უფლებებსა და წესებს შორის?
გამართეთ დისკუსია (2-3 წუთი).
ახლა თითოეული უფლების გასწვრივ დააფიქსირეთ, რა კონკრეტული მოვალეობა ეკისრება თითოეულ ადამიანს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ადამიანი სარგებლობდეს ამ უფლებით.
მაგალითი:
უფლებები |
მოვალეობები |
ყველას აქვს უფლება, რომ სამართლიანად მოექცნენ; ყველას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება... |
ჩემი მოვალეობაა, ყველას სამართლიანად მოვექცე; ყველას უნდა მივცე აზრის გამოხატვის საშუალება... |
სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ჩამოთვლილ უფლებებსა და მოვალეობებს. ხომ არ არის საჭირო რაიმეს დამატება? დაფიქრდნენ, შეიძლება თუ არა, გამოიყენონ ეს განცხადებები, როგორც მთელი კლასის „უფლება-მოვალეობანი“.
აუხსენით, რომ თითოეული ჯგუფის მიერ შექმნილი უფლება-მოვალეობების ცხრილი შეიძლება გაერთიანდეს, მიიღოს სრული სახე და ჩამოყალიბდეს, როგორც მთელი კლასის უფლება-მოვალეობანი.
დავალების შესრულების შედეგად, ბავშვებმა უნდა გააანალიზონ დემოკრატიული ღირებულების უპირატესობა, გააცნობიერონ, რომ ისინი თვითონვე ქმნიან იმ წესებს, რითაც შემდეგ ხელმძღვანელობენ, რათა დაიცვან თავიანთი და სხვების უფლებები.
გამართეთ მოკლე დისკუსია შემდეგი კითხვების ირგვლივ:
გსურთ თუ არა, რომ დაიცვათ თქვენი კლასის მიერ შექმნილი წესები?
რა მოხდება, თუ ვინმე დაარღვევს რომელიმე წესს?
არის თუ არა საჭირო, რომ წესების დარღვევის შედეგად მოსწავლეები დაისაჯონ ან ახსნა-განმარტება მისცენ სხვებს? რატომ?
ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველამ დაიცვას კლასის მიერ შემუშავებული დოკუმენტი?
თქვენი აზრით, რა დადებითი შედეგი მოაქვს თავად მოსწავლეთა მიერ შემუშავებულ საკლასო წესებს? მოიყვანეთ ორი მაგალითი.
გაარკვიეთ, არის თუ არა თქვენს სკოლაში მოსწავლეებთან დაკავშირებული რაიმე წესები, ინსტრუქციები ან პროცედურები, რომელთა შედგენაშიც სკოლის მოსწავლეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული?
ეთანხმებით თუ არა მათ?
შეიძლება თუ არა მათი შეცვლა? როგორ?
რა ხდება, როდესაც ადამიანები არ იცავენ წესებს?
პროექტზე მუშაობა - II საფეხური:
შეამოწმეთ პირველი საფეხურის დავალება.
აუხსენით მოსწავლეებს, რა უნდა გააკეთონ მათ მეორე საფეხურზე, ანუ როგორ უნდა შეარჩიონ პროექტისთვის შესაფერისი პრობლემა (იხ. მოსწავლის წიგნი, გვ. 33).
![]() |
7 თემა 3. დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილი 3
გაკვეთილის მიზანი:
ცოდნა
მოსწავლემ უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების მნიშვნელობა; შეიმეცნოს, რომ ადამიანთა უფლებები და დემოკრატია ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია; გაეცნოს ისეთი ტერმინების დეტალურ შინაარსს, როგორებიცაა: სტერეოტიპი,დისკრიმინაცია, სტიგმა.
უნარები
მოსწავლემ უნდა შეძლოს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ რეალურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენა და ამ უფლებების დაცვა.
დამოკიდებულებები
მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართ. უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ამ დარღვევების მიმართ იყოს გულგრილი და რომ თვითონაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაიცვასადამიანის უფლებები.
დავალება 1
გაახსენეთ მოსწავლეებს ტოლერანტობისა და არატოლერანტობის გამოვლინებები საქართველოს ისტორიიდან, ლიტერატურიდან.
დავალება 2
წაიკითხეთ სიტუაცია „ჭუჭყიანი თეთრეული“. იმსჯელეთ, თუ რა უწყობს ხელს სტერეოტიპის შექმნას.
დავალება 3
მოსწავლეებმა სქემა 1-ის გამოყენებით შეარჩიონ სამი ტოლერანტული და სამი არატოლერანტული საქციელი, რომლებიც ახასიათებთ, შემთხვევით თავად ჩაუდენიათ, ან ვინმეს ჩაუდენია მათ მიმართ. შემდეგ შეავსონ სქემა 2.
დავალება 4
მოსწავლეებმა აღწერონ დავალების ბლოკში მოცემული სურათი. იმსჯელონ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. როგორ შეიძლება საზოგადოება დაეხმაროს მათ.
დავალება 5
მოსწავლეებმა მოიყვანონ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ტოლერანტული შეხედულებების დამკვიდრება.
გამართეთ დისკუსია ჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ:
აღწერეთ, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი.
მოიყვანეთ სტერეოტიპის მაგალითი სატელევიზიო გადაცემის ან კინოფილმის პერსონაჟის სახით.
უპასუხეთ კითხვებს:
რატომ უერთდება ზოგიერთი ადამიანი ისეთ გაერთიანებებს, როგორიცაა სკინჰედები?
დისკრიმინაცია და ცრურწმენები არა მარტო „მსხვერპლის“, არამედ ამ დისკრიმინაციის განმახორციელებელთათვისაც საზიანოა. რატომ?
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ირგვლივ არსებული ცრურწმენების გასაბათილებლად?
დავალება 6
მოსწავლეებმა დაასრულონ მოსწავლის წიგნში მოცემული წინადადებები. დაფაზე დაწერეთ დაუსრულებელი წინადადებები და შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაასრულონ თავიანთი მოსაზრებებით - თითო სიტყვით. ჩამოწერეთ ეს სიტყვები დაფაზე თითოეული წინადადების ქვემოთ. დავალების მიზანია, მოსწავლეებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით დაანახვოთ სტერეოტიპული აზროვნების ნიმუშები.
ყველა მათემატიკოსი არის --------------------------------------------------------------
ფეხბურთელები არიან -------------------------------------------------------------------
ლამაზი ქალები არიან -------------------------------------------------------------------
დავალება 7
მოსწავლეებს გაააზრებინეთ დისკრიმინაციის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები.
დავალება 8
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და პასუხს სცემენ დავალებაში მოცემულ კითხვებს. დავალების მიზანია, წამოვწიოთ გენდერული თანასწორობის საკითხი. ხაზი გაუსვითკლასში, ოჯახში, თემში, საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებს.
დავალება 9
„სასურველი თანამგზავრი“
(ინსტრუქცია მოცემულია მოსწავლის წიგნში)
პროექტზე მუშაობა - III საფეხური:
პროექტზე მუშაობის მესამე საფეხურზე უნდა მოხდეს შერჩეული პრობლემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვება. მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ მცირე მასშტაბის კვლევა (მასალა იხ. მოსწავლის წიგნში, გვ. 49-52).
როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია;
რა არის ბულინგი
გაკვეთილი 4
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ დისკრიმინაციის დაძლევის გზებს და გაიაზრონ, რა არის ბულინგი და როგორ აიცილონ თავიდან სასკოლო ძალადობის ეს სახე.
გაკვეთილი დაიწყეთ თეორიული მასალის ახსნით. აქცენტი გააკეთეთ ბულინგის, როგორც სასკოლო დისკრიმინაციის გამოვლინებაზე.კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი ადამიანების მრავალფეროვნებას და მათ თანასწორობას.
სავარჯიშოების საშუალებით, ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, გამოიმუშაონ დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის/თანაგანცდის უნარ-ჩვევები.
სიტუაციური მაგალითის წაკითხვის შემდეგ
გამართეთ დისკუსია ქვემოთ მოცემული კითხვების გამოყენებით:
როგორ ფიქრობთ, სად არის აქ უსამართლობა?
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ანრი. რას გრძნობთ?
ჩამოთვალეთ პერსონაჟები ან პერსონაჟი, რომლის ადგილზე ყოფნას არ ისურვებდით. რატომ? როგორ მოიქცეოდით, მათ ადგილას რომ ყოფილიყავით?
რას გააკეთებდით, თუ ასეთი სიტუაცია თქვენს კლასში ან თქვენს ეზოში შეიქმნებოდა?
დისკუსიის პროცესი ისე უნდა წარმართოთ, რომ არ შეიქმნას რაკომფორტული გარემო რომელიმე კონკრეტული პიროვნების საკითხის წამოწევით. ამავე დროს,მოსწავლეებმა უნდა შეძლონ დავალებაში აღწერილი სიტუაციის რეალურ სიტუაციებთან იდენტიფიცირება, გააცნობიერონ, რომ ასეთ დროს ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა დარღვევას და, ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციასაც კი.
თუ გაძლევთ საშუალებას საგაკვეთილო დრო, შეგიძლიათ დავალების პერსონაჟები აირჩიოთ კლასიდან და გაითამაშოთ აღწერილი სიტუაცია.
შეახსენეთ მოსწავლეებს ანდაზა: „არ განსაჯო შენი მეზობელი მანამდე, სანამ სამი დღით მაინც არ წარმოიდგენ თავს მის ადგილას“.
დავალება 2
მოსწავლის წიგნში მოცემულია მტკიცებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ, რამდენად მართებულია ამ პირების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება.
დავალება 3
წარმართეთ დისკუსია ბულინგთან დაკავშირებით.
დავალება 4
მოსწავლეებმა გაიხსენონ ანდაზები, იგავ-არაკები სიტყვის ძალასთან დაკავშირებით.წარმართეთ დისკუსია სიტყვიერ დისკრიმინაციაზე. სასურველია ლიტერატურასთან ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება.
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
პროექტზე მუშაობა - IV საფეხური:
პროექტის მე-4 საფეხურზე მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზები და დაგეგმონ პროექტი.
![]() |
8 თემა 4. რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილი 5
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქის ართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ცოდნა
მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიული საზოგადოების ოქალაქეობა უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობაა. ოქალაქეს ახელმწიფოსგან სჭირდება საკუთარი უფლებების დაცვა, აგრამ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, აკუთარ უფლებებთან ერთად დაიცვას სხვათა იგივე უფლებებიც.
უნარები
მოსწავლემ უნდა შეძლოს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ნუ შეძლოს ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში ქტიური მონაწილეობის მიღება.
დამოკიდებულებები
მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების აქტიური წევრისთვის უცილებელი დამოკიდებულებები. მან უნდა გააცნობიეროს, ომ მოქალაქის აქტიური, თავისუფალი თანამონაწილეობა თემისა და მთლიანად ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დემოკრატიული საზოგადოების წევრის მოვალეობაა.
გაკვეთილს იწყებთ საკითხის წარდგენით - 2-3 წუთი.
მოკლედ დაახასიათეთ გაკვეთილის მთავარი საკითხი.
გაკვეთილი დაიწყეთ თეორიული მასალის მიმოხილვით.
საკლასო დავალების შესრულებისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი პასუხი კითხვაზე:
დავალება 1
ჯგუფური მუშაობა:
მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ „პერიკლეს სიტყვას, წარმოთქმულს ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე“.
თითოეული ჯგუფი წერილობით სცემს პასუხს შემდეგ კითხვებს:
თქვენი აზრით, რატომ უწოდა პერიკლემ ადამიანს, რომელსაც საზოგადოებრივი საქმეებისგან თავი შორს უჭირავს, არა “მშვიდი“, არამედ უსარგებლო ადამიანი?
შეგიძლიათ თქვენი ნაცნობებიდან დაასახელოთ, ვინ იქნებოდა, პერიკლეს აზრით, სასარგებლო ადამიანი და რატომ?
გაიხსენეთ ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარებაში.
კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბეთ, რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისგან და პირიქით? რა სჭირდება საზოგადოებას თქვენგან და თქვენ საზოგადოებისგან?
თქვენი აზრით, იყო თუ არა პერიკლეს დროის საბერძნეთში მოქალაქისთვითრეალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემო? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
არის თუ არა დღევანდელ საქართველოში ასეთი გარემო? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
ჯგუფებს შესთავაზეთ, გააცნონ კლასს თავიანთი პასუხები. გამართეთ დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ.
დავალება 2
„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“. წარმართეთ დისკუსია, რათა მოსწავლეებმა დაინახონ, რა საერთოა პერიკლეს სიტყვასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ სტროფს შორის (სადისკუსიო კითხვები იხ. მოსწავლის წიგნში, გვ. 64).
დავალება 3
წააკითხეთ მოსწავლეებს ოთარ ჭილაძის სიტყვა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაუსვით შეკითხვები:
რატომ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები?
ადამიანის რომელ უფლებას იცავდნენ ისინი?
„...სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა - გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმავოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის“. - როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ტექსტის ავტორი ამ სიტყვებში?
გამართეთ დისკუსია ამ კითხვების ირგვლივ. აქცენტი გააკეთეთ მესამე კითხვაზე.
დავალება 4
უამბეთ მოსწავლეებს რომელიმე კონკრეტული ადამიანის უფლებათა დამცველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (მაგალითად, მაჰათმა განდი, დედა ტერეზა, ელეონორა რუზველტი, შეარჩიეთ თქვენი შეხედულებისამებრ). მოისმინეთ მათგან ინფორმაცია, თუ რა იციან ასეთი პიროვნებების შესახებ. მიეცით დავალება, მოძებნონ და გაეცნონ ერთი ან რამდენიმე უფლებათა დამცველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.დაყავით კლასი ჯგუფებად (4-5 კაცი). მიეცით დავალება, წაიკითხონ „მშვიდობის დამცველების“ ცხოვრებიდან ამონარიდები და გაიაზრონ, თუ რა აერთიანებთ ამ ადამიანებს.
დავალება 5
ჯგუფური მუშაობა:
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა სკოლის მაგალითზე გაიაზრონ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქის ურთიერთდამოკიდებულებები.
ჩამოაყალიბეთ, რა სჭირდება მოსწავლეს (მასწავლებელს, სკოლის ნებისმიერ სხვა თანამშრომელს) სკოლისგან და რა სჭირდება სკოლას მოსწავლისგან (მასწავლებლისგან, სკოლის ნებისმიერი სხვა თანამშრომლისგან)?
გააკეთეთ მოკლე ანალიზი, თუ რა ფუნქციები აქვს სკოლასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობას; რატომ უნდა მივმართოთ მათ პრობლემის გადასაჭრელად; რატომ არის ეს გზა დემოკრატიული.
დავალება 6
იგავი „რა დამოკიდებულება გვაქვს“. წაუკითხეთ და გაააზრებინეთ მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება.
პროექტზე მუშაობა - V საფეხური:
მოსწავლეებმა საბოლოო სახე უნდა მისცენ პროექტს (იხ. დანართი, გვ. 38-41; მოსწავლის წიგნში - გვ. 83-86).
მოსწავლეებს გააცანით პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები.
შემდეგ მოსწავლეებმა უნდა გააფორმონ პროექტი. ასევე, შექმნან მიმართვის ტექსტი ადგილობრივი თვითმმართველობის ან სხვა შესაბამისი სტრუქტურებისადმი, რომელიც თან უნდა ერთვოდეს პროექტს. მოსწავლეები პროექტსა და მიმართვის ტექსტს წარმოადგენენ შემდეგ გაკვეთილზე. პროექტის გაფორმების პროცესში მოსწავლეები იხელმძღვანელებენ მოსწავლის წიგნის 83-84-ე გვერდებზე მოცემული ინსტრუქციით.
![]() |
9 თემა 5. დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები აქტიური მოქალაქეობისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილი 6
გაკვეთილის მიზანი:
შემაჯამებელი გაკვეთილი.
ცოდნა
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, როგორ გახდეს აქტიური მოქალაქე. მან უნდა გაიაზროს დემოკრატიული ღირებულებები და მათი მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარების გზაზე. ეცადეთ, მოსწავლეებმა იმსჯელონ თითოეულ დემოკრატიულ ღირებულებაზე. შესაძლებელია, დაუბრუნდეთ მოსწავლეების მიერ პირველ თავში შევსებულ აზრობრივ რუკას დემოკრატიაზე, რათა მათ დაამატონახლად მიღებული ცოდნა (ტერმინები, ღირებულებები, მოსაზრებები და სხვა), უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები.
უნარები
მოსწავლემ უნდა შეძლოს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ მან უნდა შეძლოს გადადგას რეალური ნაბიჯები საზოგადოებისთვის სასარგებლო საკითხების გადასაწყვეტად, აქტიურად ჩაერთოს თემის, სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაიცვას როგორც საკუთარი, ისე სხვათა უფლებები. ამისათვის შეუძლია, ინტერესების მიხედვით შეარჩიოს არასამთავრობო ორგანიზაცია, მოსწავლეთა გაერთიანება/კლუბი და ითანამშრომლოს მასთან.
სთხოვეთ მოსწავლეებს, გაეცნონ მოცემულ სიტუაციას (იხ. მოსწავლის წიგნი, გვ. 78) და იმსჯელონ, რა არის დილემა და რატომ უჭირს სალომეს გადაწყვეტილების მიღება.
დამოკიდებულებები
მოსწავლე აცნობიერებს, რომ მოქალაქეობრივი აქტიურობის გარეშე დემოკრატია ვერ განვითარდება და რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლაც უსმენენ თითოეული მოქალაქის ხმას.
პროექტზე მუშაობა - VI საფეხური:
პროექტის პრეზენტაცია
ამ გაკვეთილზე მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტს. ხდება წარმოდგენილი პროექტის/პორტფოლიოს პრეზენტაცია.
თუ პროექტი საჭიროებს წარდგენას მმართველობის შესაბამისი ორგანოებისადმი, მოსწავლეებს მოამზადებინეთ საბოლოო მიმართვის ტექსტი და შეარჩიეთ მოხალისეები პროექტის წარსადგენად.
თუ, პროექტის მიხედვით, ასეთი წარდგენა არ არის საჭირო, შეუდექით მის განხორციელებას.
წარდგენილი პროექტის შედეგების შეჯამება და ანალიზი
მოხალისეთა ჯგუფი წარმოადგენს პროექტის შედეგებს. გაიმართება დისკუსია.
გაკვეთილზე გამართეთ დისკუსია თემაზე, რა შედეგები მოჰყვა მოსწავლეების საზოგადოებრივ აქტიურობას. კარგი შედეგია, დამაკმაყოფილებელი თუ არადამაკმაყოფილებელი? რატომ მიიღეთ ეს შედეგი? ამ მიმართულებით კიდევ რა საქმიანობების განხორციელება მიაჩნიათ მიზანშეწონილად?
განუმარტეთ მოსწავლეებს, რატომ წარმოიქმნა ესა თუ ის პრობლემა; რა ვერ გააკეთეს სათანადოდ და სად შეხვდათ წინააღმდეგობა, რომელიც მათზე არ იყო დამოკიდებული; რა უნდა გაკეთდეს ასეთი წინააღმდეგობის გადასალახავად.
![]() |
10 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
გაეცანით მოკლე სახელმძღვანელო მასალას, თუ როგორ უნდა დაწეროთ პროექტი. საპროექტო განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:
1. თავფურცელი
2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
3. პროექტის მოკლე შეჯამება
4. პრობლემის აღწერა
5. პროექტის დეტალური აღწერა
6. პროექტის განხორციელების გრაფიკი
7. პროექტის ბენეფიციარები
8. პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა
9. პროექტის შეფასება
10. პროექტის ბიუჯეტი
11. რისკის ფაქტორების აღწერა
1. თავფურცელზე განათავსეთ წარდგენილი პროექტის სახელწოდება, პროექტის განხორციელებისათვის დათქმული ვადა და პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი.
2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ მოიცავს პროექტში მონაწილე მთავარი მხარეების, ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციას. ეს საინფორმაციო ბლოკი უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის დაფუძნების თარიღსა და მის მიერ განხორცილებულ იმ აქტივობებს, პროექტებს, რომელიც უშუალო კავშირშია წარდგენილ პროექტთან ან პროექტის რომელიმე კომპონენტთან. არ დაგავიწყდეთ თითოეული მხარის და ორგანიზაციის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. საკონტაქტო ინფორმაციაში მიეთითება საფოსტო და ელექტრონული მისამართი, ასევე, ტელეფონის და ფაქსის ნომრები. დღეისათვის ორგანიზაციების უმეტესობას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ან ბლოგი, რომელიც ასევე სასურველია, მიუთითოთ, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის განმხილველი დაწვრილებით ინფორმაციას სწორედ ამ რესურსებიდან მიიღებს. განაცხადის ამ ნაწილში აღწერეთ, თუ თითოეული პარტნიორი რა კონკრეტულ საქმიანობას და აქტივობას განახორციელებს.
3. პროექტის მოკლე შეჯამება ძირითადად მას შემდეგ იწერება, რაც საპროექტო განაცხადი დასრულებულია. ამ ნაწილში თქვენ უნდა შეაჯამოთ და ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბოთ პროექტის მიზანი, მიზნის განხორციელების ძირითადი გზები და მოსალოდნელი შედეგები. პროექტის მოკლე შეჯამება ისე უნდა ჩამოაყალიბოთ, რომ
მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, შეეცადეთ, მოკლედ აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიღწევები.
4. პრობლემის/საჭიროებების აღწერა - ეს არის პროექტის განაცხადის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, სადაც თქვენ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ თვლით, რომ განაცხადში დასმული საკითხი პრობლემურია. ამ ნაწილის ჩამოყალიბებისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი არგუმენტი, სტატისტიკური მონაცემი, თქვენი ან სხვათა დაკვირვებისა და კვლევის შედეგი მოიშველიოთ. გაეცით პასუხი კითხვებს: რატომ გაჩნდა ეს პრობლემა? რა წყაროებზე და დასმა უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, ობიექტურ მონაცემებს. ამ ნაწილის ჩამოყალიბებისას, ერიდეთ ისეთ მსჯელობებს, როგორებიცაა: ჩემი აზრით, ჩვენი დაკვირვებით. უმჯობესია: ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე, ფაქტებზე ან კვლევაზე დაყრდნობით პრობლემის დასაბუთება.
5. პროექტის დეტალური აღწერა - განაცხადში დასმული პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოყოთ ძირითადი და ქვეაქტივობები. თვალსაჩინოების მიზნით, ჩამოწერეთ ეს აქტივობები და შემდეგ მიუწერეთ თითოეულს ქვეაქტივობები. ამ ნაწილის მოსამზადებლად, თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს: რა ღონისძიებები ხორციელდება? როდის, დროის ან პროექტის რომელ პერიოდში და რა სიხშირით ხორციელდება? სად ხორციელდება? ვინ ახორციელებს? ვინ არის პასუხისმგებელი პირი მათ განხორციელებაზე? თქვენთვის და სხვა მკითხველისთვის თვალსაჩინო რომ გახადოთ პროექტის აქტივობები და მისი შემადგენელი ინფორმაცია, შეგიძლიათ, სიტყვიერ აღწერილობას დაურთოთ გრაფიკული სურათები, ან ცხრილი, რომელსაც ხშირად ვარქმევთ პროექტის განხორციელების გრაფიკსაც. პროექტის დეტალური აღწერა, ძირითად და ქვეაქტივობებადდაშლა თქვენ გაგიადვილებთ, შემდგომში რეალისტური და კარგად გათვლილი ბიუჯეტი შეადგინოთ.
6. პროექტის განხორციელების გრაფიკი არის ცხრილის სახით წარმოდგენილი პროექტის მოქმედებების დეტალური, დროში გაწერილი გეგმა, კვირების, თვეების, კვარტლების და ხშირად წლების მიხედვით. გეგმა გვიჩვენებს, თუ რომელი აქტივობა დროის რა პერიოდში განხორციელდება. ამ გეგმაში ასევე შეგიძლიათ პატარა სამკუთხედით მიუთითოთ ის პერიოდი (თვე, კვირა), როცა პროექტში დაგეგმილი ძირითადი აქტივობის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება მზად (ამ მონიშვნასინლისურად მაილ-სტოუნს ეძახიან, ანუ მილის სანიშნი ქვა, რაც ნიშნავს, რომ მთავარი შედეგი მიღწეულია, აქტივობების მთვარი წილი გავლილია).
7. ის პირები, რომლებიც პროექტისგან სარგებელს იღებენ (ბენეფიციარები) - ამ ნაწილში აღწერეთ, ვინ არიან ის ადამიანები/ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს აღნიშნული პროექტი. შეეცადეთ, მიახლოებით, თუ ზუსტად არა, მიუთითოთ, რამდენი ადამიანი ისარგებლებს, ანდა რამდენ ადამიანზე გავრცელდება პროექტის შედეგი. შემდგომში, პროექტის წარმატების შეფასებისას, თქვენ გამოიყენებთ ამ მითითებას და აღნიშნავთ, შეძლო თუ არა თქვენმა პროექტმა სავარაუდოდ დათქმული რაოდენობის ადამიანს მომსახურებოდა. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ეს თქვენი პროექტის წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება.
8. ბენეფიციარების დაყოფა - სასურველია, ბენეფიციარები დაყოთ კატეგორიების მიხედვით (მაგ., 30 პედაგოგი, 35 მშობელი, 10 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 100 თემის წარმომადგენელი და ა.შ.), რათა პროექტის შედეგების გავრცელების სურათი უფრო ნათელი იყოს, ხოლო წარმატება - კარგად გაზომვადი.
9. პროექტის შეფასება მოიცავს შეფასების კრიტერიუმებს, ანუ პროექტის ამ ნაწილში თქვენ აჩვენებთ, რითი გაზომავთ და როდის იტყვით, რომ პროექტი წარმატებულია. აქ თქვენ შეგიძლიათ, შეიმუშაოთ კითხვარი პროექტში ჩართული ყველა მონაწილისთვის. გამოკითხვა შეიძლება ჩაატაროთ პროექტის დასაწყისში და დასასრულს, ან გამოიკითხოთ შემთხვევითი შერჩევით პროექტის შესახებ საზოგადოების, პროექტით მოსარგებლე პირთა, ადგილობრივი თემის, ოჯახის წევრების აზრი პროექტის შედეგების მნიშვნელობის შესახებ.
10. პროექტის ბიუჯეტი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტის დეტალური აღწერიდან გამომდინარეობს. აქვე მიუთითეთ, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვთ დონორი ორგანიზაციისაგან და რა ოდენობის თანამონაწილეობას განახორციელებს განმცხადებელი (ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სახით, მაგ., პროექტის განმახორციელებლების მხრიდან უსასყიდლოდ შრომა ტექნიკის უფასოდ დათმობა და სხვა.) გახსოვდეთ, შეიძლება დაიწეროს პროექტი, რომელიც საჭიროებს დაფინანსებას და, პირიქით, პროექტი, რომელიც დაფინანსებას არ საჭიროებს. კონკრეტულ შემთხვევაში უფრო რეალური იქნება, თუკი დაწერთ პროექტს, რომლის შესრულებისთვისაც უსასყიდლოდ იშრომებთ, დაფინანსების გარეშე. ასეთი პროექტის განხორციელების შანსი გაცილებით მეტი იქნება, რადგან დაფინანსების მოპოვება რთულად მისაღწევია და პროექტის განხორციელებას რისკის ქვეშ დააყენებს. თქვენს მთავარ მიზანს კი არა მარტო პროექტის შედგენა, არამედ მისი განხორციელებაც წარმოადგენს.
11. რისკის ფაქტორების აღწერა - საჭიროა პროექტის დაწყებამდე იფიქროთ და დაწეროთ, თუ რა შესაძლო სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ პროექტის განხორციელებისას. ჩამოწერეთ ეს რისკფაქტორები და შემდეგ ყველაზე მეტად მოსალოდნელი ფაქტორების დაძლევის და თავიდან აცილების გეგმა შეადგინეთ. ასევე, გამოყავით კონკრეტული პირი/პირები, რომლებიც აღწერილი რისკის შემთხვევაში კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებენ. ჩამოწერეთ განსახორციელებელი გადაუდებელი აქტივობების ნუსხა და შესრულების თანმიმდევრობა. გახსოვდეთ, რისკების მართვაზე, უმჯობესია, ადრევე იზრუნოთ, რათა შემდგომში პროექტის განხორციელება არ შეჩერდეს.
![]() |
11 სახელმძღვანელოს ანბანური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის10 დეკემბერს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ: დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება და სხვა. საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია.
ავტოკრატია - (ბერძნ. თვითმართვა) - სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელ ძალაუფლებას მხოლოდ ერთი ადამიანი ფლობს.
აპათია - ხალისის, ინტერესის უქონლობა, სრული გულგრილობა ყველაფრისადმი.
აპარტეიდი - რასისტული დაყოფის პრინციპი სამხრეთ აფრიკაში; რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მმართველი ფენა ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.
აქტუალური - დიდად მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო.
გაერო - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
ამჟამად გაეროს წევრია 192 სახელმწიფო.
გაეროს მთავარი მიზნებია:
დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა, დაფუძნებული ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.
გენდერული თანასწორობა - ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.
გენოციდი - საგანგებო სისტემატური ქმედებები (მკვლელობა, ფიზიკური ა გონებრივი ზიანის მიყენება, შობადობის შეზღუდვა, ბავშვების ძალადობრივი ჩამოცილება მშობლიური ადგილებიდან), რაც მიზნად ისახავს კონკრეტული ეთნიკური, პოლიტიკური თუ კულტურული ჯგუფის განადგურებას ან მისი ენის, რელიგიისა და კულტურის მოსპობას.
დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია შეთანხმებული პრინციპები და სტანდარტები. დეკლარაცია არ ატარებს სამართლებრივად მავალდებულებელ ხასიათს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ხშირად გამოსცემს დიდი გავლენის მქონე დეკლარაციებს, რომლებსაც არ აქვს მავალდებულებელი ხასიათი.
დილემა - 1. (ლოგ.) მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეიცავს ერთმანეთის გამომრიცხავ ორ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. 2. ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.
დისკრიმინაცია - ცალკეული პირების ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვა ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება დასაბუთების გარეშე.
დიქტატურა - გაბატონებული კლასის ან ძალაუფლების მქონე პირის შეუზღუდავი სახელმწიფო მმართველობა.
ეთნოცენტრიზმი - მოსაზრება, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი სჯობია მეორეს.
ელექტორატი - ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ხვადასხვა დონის არჩევნებში და მხარი დაუჭირონ რომელიმე ჯგუფს.
ემიგრანტი - პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში.
ეროვნული უმცირესობები - მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.
თემი - ორი ან რამდენიმე დასახლების ან სოფლის მცხოვრებლების გაერთიანება.
კომპრომისი - ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთანხმება.
კომუნიზმი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც როგორც ხელისუფლება, ასევე საკუთრება უნდა იყოს საზოგადოების ხელში. საზოგადოებრივი კეთილდღეობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მარქსისტული თეორიით, კომუნიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება. საზოგადოების თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ იღებს მოთხოვნილების მიხედვით.
კონსენსუსი - ყველა მოსაზრების გათვალისწინებით ჯგუფის საერთო შეთანხმებამდე მიყვანა.
მარგინალი - სოციალური ჯგუფის გარეთ მყოფი, გაძევებული.
მრავალფეროვნება - არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყველა უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
ნიჰილიზმი - ყველაფრისადმი გულგრილობა.
ოპონენტი - კამათის დროს საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი.
პლურალიზმი - აზრების მრავალფეროვნების არსებობა და მათი აღიარება.
პორტფოლიო - ნამუშევრების კრებული, ერთგვარი საქაღალდე. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და ა.შ. პორტფოლიოს დანიშნულებაა, მოსწავლემ შეაგროვოს მასალა, თავად შეაფასოს თავისი ნაშრომი და გააცნობიეროს, თუ რა ცოდნა მიიღო და რომელი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა შერჩეულ თემაზე მუშაობის პროცესში. პორტფოლიო საშუალებას იძლევა, მოსწავლემ აღმოაჩინოს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი შეცდომების თავიდან არიდება.
პროპაგანდა - (ლათ. propaganda - სიტყვასიტყვით ნიშნავს - ექვემდებარება გავრცელებას) პროპაგანდის საშუალებით ადამიანების შეხედულებებზე, აზრებზე, ზოგადად ცნობიერებაზე, სხვადასხვა სიმბოლოების საშუალებით (სიტყვით, ლოზუნგებით, მუსიკით, მედიასაშუალებებით და სხვ.) ხორციელდება იდეური ზეწოლა. მიზნის მისაღწევად პროპაგანდისტი (პირი, რომელიც ეწევა პროპაგანდას), გვერდს უვლის ან ამახინჯებს მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობს, აუდიტორიას მიაწოდოს მხოლოდ მისთვის მისაღები ინფორმაცია.
რასიზმი - მოსაზრება, რომ ადამიანთა ერთი რასა მეორეზე უკეთესია.
რასობრივი დისკრიმინაცია - ადამიანისთვის რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ნებისმიერი შეზღუდვის, განსხვავების, გამონაკლისის ან უპირატესობის მინიჭების პროცესი. რასობრივი დისკრიმინაციის დროს ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, დაკნინება.
სტერეოტიპი - ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუცნობიერებელი აღქმა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია. ტერმინი „სტერეოტიპი“ საბეჭდი მოწყობილობის სახელწოდებას უკავშირდება. სტერეოტიპი ლითონის მთლიანი საბეჭდი ფორმაა, რომელიც შექმნის შემდეგ ძნელად იცვლება. გადატანითი მნიშვნელობით, სტერეოტიპი უცვლელად გამეორებულს, შაბლონურს ნიშნავს.
სტიგმა - ძველ საბერძნეთში: მონის ან დამნაშავის სხეულზე დასმული დამღა. ადამიანის დანიშვნა უარყოფითი დამღით.
ქალაქ-სახელმწიფო - (ბერძნ. Polis) დამოუკიდებელი, ავტონომიური წარმონაქმნი. ძველ საბერძნეთში ქალაქ-სახელმწიფოები კულტურის ცალკეული მმართველობითი ერთეულები იყვნენ. მათ საერთო ენა, რელიგიური წარმოდგენები და მსოფლმხედველობა გააჩნდათ, თუმცა კანონმდებლობა და ქალაქის მმართველობა სუვერენული სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით იყო წარმოდგენილი. ქალაქ-სახელმწიფოს ბერძნები პოლისს უწოდებდნენ, სწორედ აქედან წარმოდგა ტერმინი პოლიტიკა. იგი მხოლოდ ერთი ქალაქისგან შედგებოდა, ისე, როგორც ეს თანამედროვე მონაკოსა და ლუქსემბურგის შემთხვევაშია. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: მმართველობის ფორმით, სოციალური იერარქიით, კანონმდებლობის სტრუქტურითა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით. მაგ., ათენში დემოკრატიული მმართველობა იყო, ხოლო სპარტას 2 მეფე განაგებდა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე (საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, ზოგადი დებულება, მუხლი 3).
![]() |
12 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
(გამოყენებული ლიტერატურის გაცნობა დაგეხმარებათ, უფრო ღრმად შეისწავლოთ სახელმძღვანელოში განხილული თემები)
1. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი, თბილისი, 2005 წ.;
2. აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო, თავისუფლების ინსტიტუტი, 2005 წ.;
3. „დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა“, მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა, დავით ლოსაბერიძე, მარიამ მკალავიშვილი, გიორგი ნოზაძე, სოლომონ ნოზაძე. თბილისი, 2007 (DVV international-ის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ მხარდაჭერით);
4. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წწ. დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/5 რძანებით;
5. „ვასწავლოთ ადამიანის უფლებები“ - სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის - ჰელგე ბროკმანი, რანჰილდ ლაგერი, ედრიდ მიდტუნი, ჰოკან ვალი. 1998 წ.;
6. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები - საქართველოს მთავრობის განკარგულება 84, 2004 წლის 18 ოქტომბერი, 1. თბილისი;
7. „კომპასი“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით - პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი. თბილისი, 2004 წ.;
8. „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისათვის - ნენსი ფლაუერსი, ჯო კლეისი, რანია ფაზაჰი, ანეტ შნაიდერი, ჟუჟანა სელენი. 2009 წ.;
9. „მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო“, პიტერ ბრეტი, პასკალ მომპოინტ-გელარდი, მარია ელენა სალემა. Council of Europe. პირველი ქართული გამოცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009 წ.;
10. მრავალფეროვნების მართვის საფუძვლები, „პარტნიორები საქართველო“, 2010 წ.;
11. „პირველი ნაბიჯები“ - დამწყები სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების განათლებისათვის - Amnesty International, 1996 წ.;
12. პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი - პრაქტიკული გზამკვლევი - ჯ. თერნბული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009 წ.;
13. სამოქალაქო განათლება, მასწავლებლის ბიბლიოთეკა ტ. I, II. ლექსიკონი, ცნობარი. თბილისი, 2010 წ., გამოცდების ეროვნული ცენტრი;
14. სამოქალაქო საზოგადოება, შედარებითი ანალიზი (სალექციო კურსი), მარინა მუსხელიშვილი. თბილისი, 2006 წ.;
15. „სკოლიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ“ (მასალები ინტერაქტიური სწავლებისათვის), 2003 წ., ავტორთა ჯგუფი (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით); „გზა უფლებებისკენ“, 2002წ. ავტორთა ჯგუფი (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით);
16. „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“, როლფ გოლობი, ტედ ჰუდლესტონი, პიტერ კრაფი, დონ როუვი, უიმ ტაელმანი. წიგნი III. პირველი ქართული გამოცემა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009 წ.;
17. We the People… Project Citizen - Center for Civic Education, 2001;
18. www.hrea.org/compendium
19. www.undp.org/LgalEmpowerment
20. www.wisegeek.com
![]() |
13 სასარგებლო ბმულები |
▲ზევით დაბრუნება |
1. www.civics.ge
2. www.coe.int/compass
3. www.hreoc .gov.au/education/index.html