The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის, მოსწავლის წიგნი)

როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის, მოსწავლის წიგნი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბესელია ნინო, ბოკერია ნინო , კორძაძე მაკა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ISBN 978-9941-15-481-2
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc.
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კონსულტანტები: ნათია ნაცვლიშვილი ქეთევან ჯანუაშვილი სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია რედაქტორი: თამარ გავაშელიშვილი დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: მაკა ანთაძე ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებულიშტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე.ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის; ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები; შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები; გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის; დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი; მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები; შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივებისორი ვებპორტალი www.civics.ge da www.initiatives.ge; ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.

წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი მოგაწვდით ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, საშუალებას მოგცემთ, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ამოიყენოთ მიღებული ცოდნა, მოიძიოთ თანამოაზრეები, პარტნიორები, მათთან ერთად აგეგმოთ და განახორციელოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტები. კარგი მოქალაქეობის რინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით თქვენ მიიღებთ მონაწილეობას აქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს, მშენებლობასა და განვითარებაში.

მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ახალგაზრდებო, თქვენ წინაშეა სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი როლი და წვლილი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, გაიაზროთ აქტიური მოქალაქის თვისებები, გააცნობიეროთ, რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული ღირებულებები.

სასწავლო პროცესის განმავლობაში შექმნით პროექტს - შეარჩევთ თქვენ ირგვლივ არსებულ პრობლემას, დასახავთ პრობლემის გადაჭრის გზებს და საკუთარი ძალისხმევით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, გადაჭრით მას. ამგვარი ქმედება საშუალებას მოგცემთ, ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოახდინოთ საკუთარი ცოდნის, ნიჭის, უნარის რეალიზება, მიიღებთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და შეძლებთ, იღვაწოთ საკუთარი თავის, ოჯახის, კლასის, სკოლის, თემის, სოფლის, ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

უნდა გახსოვდეთ, რომ დემოკრატიის დამკვიდრება არ არის მარტივი პროცესი. დემოკრატიის არსებობისთვის საჭიროა მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა მისი მთავარი პრინციპების დანერგვისა და განხორციელებისათვის. დემოკრატია მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად არის განვითარებული დემოკრატიულ სისტემაში სამოქალაქო საზოგადოება. მაშინ, როდესაც ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემები საზოგადოებაში პასიურობასა და აპათიურ განწყობას აყალიბებენ, ჭეშმარიტი დემოკრატია ხელს უწყობს ადამიანთა და ადამიანთა ჯგუფების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეები საკუთარი ინტერესების მიხედვით ვითარდებიან, იყენებენ თავიანთ უფლებებს, იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ და გარშემომყოფთა კეთილდღეობაზე. ისინი ცოდნაზე არიან ორიენტირებულნი, რადგან განათლება, მართალია, ყველა სახის საზოგადოებისთვის არის საჭირო, მაგრამ განსაკუთრებით დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

თომას ჯეფერსონი წერდა: თუ ერს აქვს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს უვიცი და, ამავე დროს, წარმოადგენდეს თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას, ამ მოლოდინს ასრულება არ უწერია. ავტორიტარული საზოგადოება ხელს უწყობს არსებული რეალობის პასიურად მიღებას და შემგუებლობას - კონფორმიზმს, რაც არსებულთან შეგუებას, პრობლემაზე თვალის დახუჭვას ნიშნავს. ამის საპირისპიროდ, დემოკრატიული საზოგადოების მიზანია, სამოქალაქო განათლების მეშვეობით, ხელი შეუწყოს ისეთი მოქალაქეების ჩამოყალიბებას, რომლებსაც განვითარებული აქვთ გარემოს კრიტიკული შეფასებისა და თანამონაწილეობის უნარები, კარგად იცნობენ დემოკრატიის ძირითად ცნებებს და შეუძლიათ მათი პრაქტიკულად განხორციელება.

3 როგორ გამოვიყენოთ წიგნი

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემა, ესენია:

თემა 1 - რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება

ამ თავში გაეცნობით დემოკრატიის განსაზღვრებას, დაინახავთ განსხვავებას სახელმწიფოს მართვის ავტორიტარულ და დემოკრატიულ ფორმებს შორის. გაიაზრებთ დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლებს, პროექტის შექმნის საფეხურებს.

თემა 2 - აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები)

ამ თავში გაეცნობით, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების წევრს.

თემა 3 - დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია

გაერკვევით, თუ რა არის ტოლერანტული და არატოლერანტული ქმედებები; ისწავლით, როგორ დაძლიოთ დისკრიმინაცია.

თემა 4 - რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისგან და მოქალაქეს საზოგადოებისგან

საუბარია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისგან და რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისაგან.

თემა 5 - დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები აქტიური მოქალაქეობისთვის

აღწერილია, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატია აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.

თითოეული თემა შედგება თეორიული ნაწილისა და პრაქტიკული დავალებებისგან. ამ დავალებების მიზანია გაკვეთილზე ათვისებული თეორიული მასალის გაღრმავება.

ყოველი თავის ბოლოს აღწერილია პროექტის შექმნის თითოეული საფეხური.

დავალებებში დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა დაიყოთ ჯგუფებად და რომელ ეტაპზე რა საქმიანობა უნდა განახორციელოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად.

წიგნს თან ერთვის ლექსიკონი სახელმძღვანელოში მოცემულ ტერმინთა განმარტებებით.

ეს სახელმძღვანელო შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაზო და საშუალო საფეხურების IX, X, XI, XII კლასებში, რათა მეტად გაიღრმავოთ ცოდნა სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვან საკითხებზე.

4 თემა 1. რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილი 1

ამ თავში განვიხილავთ იმას, თუ რა არის დემოკრატია. ნახავთ,რატომ ირჩევს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას. რა უპირატესობა აქვს მას მმართველობის არადემოკრატიულ ფორმებთან შედარებით. აღნიშნული საკითხების გაცნობა დაგეხმარებათ, კარგად გაიაზროთ დემოკრატიული მმართველობის ფორმის უპირატესობა ტოტალიტარიზმთან შედარებით. გააცნობიერებთ, თუ რამდენად ადვილია დემოკრატიული მმართველობის დროს დაიცვათ თქვენი და სხვისი უფლებები. ასევე, შეისწავლით პროექტის შექმნის საფეხურებს, შეარჩევთ თქვენ ირგვლივ არსებულ პრობლემას და დაიწყებთ პროექტზე მუშაობას. დღევანდელი გაკვეთილი დავიწყოთ დემოკრატიის ცნების განმარტებით. ტერმინი დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას გულისხმობს. დემოკრატიული მმართველობის ფორმა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, იყვნენ თანასწორნი, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის დემოკრატია მხოლოდ სახელმწიფო მართვის საშუალება არ არის, იგი ცხოვრების წესსაც წარმოადგენს. დემოკრატიული ქვეყნის ოქალაქე თავისუფალია თავის არჩევანში, თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, აქვს თვითგამოხატვის უფლება (სიტყვის, შეკრების და ა.შ.), ასოციაციების შექმნის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქემ იცის თავისი უფლებები და შეუძლია მათი დაცვა. ასევე მას გაცნობიერებული აქვს საკუთარი მოვალეობები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

დემოკრატია, ძირითადად, განისაზღვრება, როგორც პროცესი და არა - როგორც ფიქსირებული სისტემა. დემოკრატიული სახელმწიფოები ვითარდებიან განსაზღვრული მიზნებისა და იდეალების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის განვითარება უნდა ხდებოდეს შემდეგი ფასეულობების, ღირებულებების გათვალისწინებით: თავისუფლება, თანასწორობა, ტოლერანტობა, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, სამართლიანობა, მრავალფეროვნება, სახალხო სუვერენიტეტი, პატრიოტიზმი, კანონმორლჩილება, ძალთა გადანაწილება, წარმომადგენლობითი მთავრობა, კონტროლი და ბალანსი, ინდივიდუალური უფლებები (ჩამოთვლილი ღირებულებების განმარტებები იხ. გვ. 79-80).

ამრიგად, დემოკრატიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნის. მმართველობის ყველა სხვა ფორმა არღვევს ამ პრინციპს. მაგალითად, ავტოკრატიული სახელმწიფო მმართველობის დროს ძალაუფლება კონკრეტული ადამიანის ან გარკვეული სოციალური კლასის ხელშია, ისინი დანარჩენი მოსახლეობის სახელით იღებენ გადაწყვეტილებას და ფეხქვეშ თელავენ ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პიროვნების ღირსებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ხშირად ავტოკრატი ხელისუფალნი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლესაც ხელყოფენ. ამის მაგალითი გახლდათ საბჭოთა კავშირი, რომლის ტოტალიტარულმა რეჟიმმა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უნდა გვახსოვდეს, რომ ტოტალიტარიზმი დემოკრატიის საპირისპირო ცნებაა. იგი არის ანტიდემოკრატიული ოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო აბატონებულია საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი ცდილობს, ონტროლი დაამყაროს საზოგადოების ყველა სფეროზე.

სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ ტოტალიტარული სახელმწიფოები, აგალითად, კუბა, სადაც იზღუდება ადამიანის უფლებები და ავისუფლებები.

0x01 graphic

2009 წლის კვლევის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაცია „თავისუფლების სახლის“ (Freedom House-ის) მონაცემებით, მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის მიხედვით, ქვეყნები სამ ძირითად კატეგორიად ერთიანდებიან: დემოკრატიულ ქვეყნებად, ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებად და არადემოკრატიულ ქვეყნებად. რუკაზე სწორედ ამ სისტემის მიხედვითაა გადანაწილებული ქვეყნები.

0x01 graphic

მწვანე ფერით აღნიშნულია დემოკრატიული ქვეყნები;

ყვითელი ფერით - ნაწილობრივ დემოკრატიული ქვეყნები;

იისფერით - არადემოკრატიული ქვეყნები.

როგორც ხედავთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი დემოკრატიული და ნაწილობრივ დემოკრატიულია. თითქმის ყველა ევროპული საზოგადოება დემოკრატიულად ითვლება, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დემოკრატიული ღირებულება დაცულია; ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებში იგულისხმება ქვეყნები, სადაც ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები შეზღუდულია.

თქვენ უკვე გაეცანით დემოკრატიის ცნების არსს, ტოტალიტარული ქვეყნის მახასიათებლებს. მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, შეასრულეთ შემდეგი დავალებები:

__________________

ლექსიკონი

აპათია - ხალისის, ინტერესის უქონლობა, სრული გულგრილობა ყველაფრისადმი.

თომას ჯეფერსონი - ამერიკის შეერთებული შტატების მე-3 პრეზიდენტი. მან დაწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნის გამო იგი ამერიკის ეროვნულ გმირად შერაცხეს. იგი წიგნიერი ადამიანი იყო. მისი ცხოვრების კრედო გახლდათ - მე არ შემიძლია წიგნების გარეშე.

ფასეულობები, ღირებულებები - ფასეულობები ადამიანისთვის არის ის, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია. ფასეულობები სოციალურად გაზიარებული იდეალებია იმის შესახებ, თუ რა არის კარგი, სწორი და სასურველი.

ავტოკრატია - სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელ ძალაუფლებას მხოლოდ ერთი ადამიანი ფლობს

დიქტატურა - გაბატონებული კლასის ან ძალაუფლების მქონე პირის შეუზღუდავი სახელმწიფო მმართველობა.

დავალება 1

ცხრილში ჩამოთვლილი ქვეყნები მოძებნეთ რუკაზე (გვ. 11) და იმსჯელეთ ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების ხარისხზე. ზემოთ ჩამოთვლილი დემოკრატიული ღირებულებებიდან, რომელი ღირებულებებია დამკვიდრებული ამ ქვეყნებში და რომელი საჭიროებს დამკვიდრებას?

0x01 graphic

ბერლინის კედელი

ქვეყანა

დემოკრატია

დიქტატურა

საქართველო

ნორვეგია

შვედეთი

ლიბია

კუბა

აშშ

ჩინეთი

დავალება 2

გაეცანით საინფორმაციო საშუალებებს და ამოწერეთ, საერთაშორისო მასშტაბით, სად მიმდინარეობს დემოკრატიული ცვლილებები.

0x01 graphic

დაიყავით ჯგუფებად, აირჩიეთ რომელიმე ქვეყანა, მაგალითად, ეგვიპტე, სუდანი, ლიბია, სადაც 2011 წელს მიმდინარეობდა დემოკრატიული ცვლილებები და მოიძიეთ ინფორმაცია შერჩეულ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით.

0x01 graphic

რევაზ ინანიშვილი მე-20 საუკუნის ქართველი მწერალია. მას კინორეჟისორი და მწერლის ახლო მეგობარი რეზო ესაძე თავის მოგონებებში „უბრალო“ კაცს უწოდებს. მართლაც, რეზო ინანიშვილი გახლდათ პირადი ცხოვრებით შეუმჩნეველი დიდი ნოველისტი. მისი „ადვილი“ სიტყვა არსებულ რეალობას მისთვის დამახასიათებელი სიზუსტით, სითბოთი და სიყვარულით გვიზიარებს ცხოვრებისეულ მოთხრობებში. მოთხრობა „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. მასში გადმოცემულია, თუ როგორ ითელება ადამიანის ღირსება და როგორ იზღუდება პიროვნების თავისუფლება ტოტალიტარულ სახელმწიფოში.

დავალება 3

წაიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - პატარა ბიჭი გოლგოთაზე და უპასუხეთ კითხვებს:

მოთხრობის წაკითხვამდე:

  • გაიხსენეთ, რას ნიშნავს გამოთქმა - „გოლგოთაზე ასვლა“.ივარაუდეთ, რის შესახებ შეიძლება იყოს ეს მოთხრობა;

  • რამდენიმე წინადადებით ჩაწერეთ თქვენი ვარაუდი; დაიწყეთ ნაწარმოების კითხვა.

კითხვის პროცესში:

  • ჩამოწერეთ მთავარი პერსონაჟის, ბიჭის მამის, დამახასიათებელი ეპითეტები;

  • მესამე აბზაციდან ამოიწერეთ წინადადებები, რომლებიც აღწერს ტოტალიტარიზმის დაუნდობლობას;

  • ამოიწერეთ ბიჭის მამის დამახასიათებელი ეპითეტები დაპატიმრების შემდეგ;

  • ბიჭის მამის, ბიჭის, ოჯახის წევრების რომელი უფლებები დაირღვა? აღმოჩენილი დარღვეული უფლებები შეუსაბამეთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამის მუხლს.

______________________________________________

ლექსიკონი

გოლგოთა - არამეულად თავის ქალას ნიშნავს. გოლგოთა არის მთა იერუსალიმის მახლობლად, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ და სადაც, სახარების მიხედვით, ჯვარს აცვეს ქრისტე.

დეკლარაცია - განაცხადი, საჯარო დოკუმენტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე. მასში ჩამოყალიბებულია მხარეთა შორის შეთანხმებული პრინციპები და სტრატეგიები.

პატარა ბიჭი გოლგოთაზე

მე მაშინ მეგონა, რომ მამა უკვე ხნიერი იყო, ოცდათექვსმეტი წლისა, ებარა სოფელი - მხრებგაშლილს, მკერდგანიერს, ბრტყელქამარშემოჭერილს, სამეფო ჩექმებამოჭიმულს. ეპყრა მათრახი, წმინდა ნახელოვნები, თახთახა, მსუბუქად გადაევლებოდა ხოლმე ღონიერ ლურჯა ცხენს. ლურჯა გიჟდებოდა მისი სიმძიმის ქვეშ, გავარდებოდა ხან აქეთ, ხან იქით, მაგრამ მამა არ აძლევდა საშველს, მკაცრად უმოკლებდა სადავეს. ლურჯას ისღა რჩებოდა, ლაგამი ეღრღნა ხმაურით. არადა, ყველასთან მამა უნდა გაჩერებულიყო - ზოგს უცინოდა, ზოგს უწყრებოდა. გადაიწევდა, ყურში ჩასჩურჩულებდა მავანს რაღაცას და ჩაჩურჩულებულიც და ჩამჩურჩულებელიც აფეთქდებოდნენ ხარხარით. გული გვისივდებოდა, თუ სადმე მივდიოდით მამასთან ერთად, ყველა მას უნდა გამონთებოდა ეზოდან, ყველას მისთვის უნდა გადაეღობა გზა, ყველას მისთვის უნდა ეფხანინებინა მათრახის ტარით საფეთქელთან, უარს ვერ ეუბნებოდა ხოლმე აივნიდან „გამოქცუნებულ“ ლავაშებზე და წასულთა შესანდობარზე ხნიერ ქალებსაც. ტკბობით უყურებდნენ ის ხნიერი ქალები სადღეგრძელოს თქმისას...

ერთხელ ბავშვები ქოხის დადგმას ვაპირებდით ჩვენი კაკლის ქვეშ. ვერაფრით კი ვერ ჩავსვით ჭიგოები. გამოიარა მამამ, მიხვდა, რაც გაგვჭირვებოდა, აიღო ერთი ჭიგო, დააწვა და ისე ჩასვა, ფესვებგატანილი გეგონებოდა. ასევე ჩასვა მეორეც, მესამეც და მეოთხეც.

შემუქებული კბილიც კი არ მახსოვს მისი. თუ კანფეტი მოჰქონდა, მოჰქონდა ბლომად, „დასაყრელად“. თუ რაღაც არ მოსწონდა ჩვენი, გვიჩვენებდა დიდსა და ნათელ სილას. უყვარდა მამიდები, ძალუები, ბებიები. ყველას დიდი ხმით მოიკითხავდა, მიუგურგურებდა. უყვარდათ იმათაც. ჩვენს გიჟს ეძახდნენ, გადარეულს.

და უცებ - დაიჭირეს. მამაც დაიჭირეს, პაპაც და ბიძაც. დაიჭირეს ქვეყანაც.- რაღაცა გეშლებათო, - თურმე სულ იცინოდა მამა. - ვნახავთო, ვის რა ეშლებაო. პაპა და ბიძა მალე გააცილეს ციხეს, სხვადასხვა ადგილას ჩაკარგეს შორეულში. მამაც იკარგებოდა, დაიკარგებოდა, არავინ არაფერი იცოდა მისი, და უცებ გამოჩნდებოდა, ე.ი. მოვიდოდა ხმა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ისევ თბილისში იყო. ჩვენც თბილისში ვიყავით შეხიზნულნი. ხორცებს იჩქლეთდა და იმდუღრებოდა ბებია, - აწამებენო, აწამებენო. გავიდა წელიწადზე მეტი, თითქოს სულ სიცივე, სიბნელე, ცუდი ამინდები...

0x01 graphic

ნოემბრის ბოლოს, შეღამებულზე, შემოიპარა ჩვენთან, ჩვენს ოთახში, მამას ბავშვობის მეგობარი ვანო, დიდი, ღონიერი კაცი, ძლივას მოაბა თავი სათქმელს; ხვალო, დილითო, გათენებისასო, სასამართლოში მოიყვანენო. თუ ყველანი წამოხვალთ, კარგი იქნება, დაგინახავთ და დარწმუნდება, ყველანი რომ ცოცხლები ხართო. ბებია ატირდა. ატირდა ჩემი უფროსი დაც, დედა არა, დედას საფეთქლებთან ჰქონდა მიჭერილი ხელი და ისე დადიოდა, მაგიდაზე აწყობდა რაღაცებს. ვანო ძია უხერხულად იჯდა, ერთი არაყიც არ დალია, წამოდგა - წავედიო, ბნელ ხიდთან დაგხვდებით ხუთზეო. ხუთზეო?! ჰო, ისინი ძალიან ადრე მოჰყავთო.

ადრე დავაპირეთ ჩვენც დაწოლა. ვერ მოვახერხეთ. ჩემს პატარა ძმას ახველებდა, აბჟირებდა. ძილითაც, მერე, გვეძინა, არც გვეძინა. ოთხზე ფეხზე ვიყავით. ბებო და პატარა ძმა ვერ წამოვიდოდნენ, ძმას ისევ ახველებდა, აბჟირებდა. სამნი მივდიოდით: დედა, მე და ჩემი და. ვანო ძია მართლა ბნელ ხიდთან დაგვხვდა. ჩვენთან კი არ მოსულა, ისე წაგვიძღვა წინ. ფრთხილად იხედებოდა აქეთ-იქით. შესახვევთან ჩერდებოდა, მერე ისევ მიდიოდა. ფეხები დამაწყდა დაუსრულებელ გზაზე, სიბნელეში. გავითოშე. დედა მითბობდა თავისი ხელებით ხან ერთ ხელს, ხან მეორეს. ბოლოს ისევ მთლად ბნელში, - მივედითო. დამამახსოვრდა იმ ქუჩის სახელი - ათარბეგოვის ქუჩა. იდგა დიდი, მრისხანე სახლი. დიდხანს არ გაჩერდეთო. წავიდოდით, მოვიდოდით, ვიყავით, ვწრიალებდით. ისევ წავიდოდით. ვანო ძია ხეებს ეფარებოდა იქით. მოვდიოდით, ვიდექით, ველოდით. როდის-როდის დაიწყო სიარული ხალხმა. განათება დაიწყო დიდმა მრისხანე სახლმაც. მის კარში შედიოდნენ კაცები, ქალები. კართანვე მიმოდიოდნენ მილიციელები. ბოლოს მოვიდა ხმა, - მოიყვანესო, მოიყვანესო. ბნელში შავად გამომზირალ კუთხიან მანქანაზე იძახდნენ. ის მანქანაც რაღაც წვალობდა, როგორც ქნა, გაჩერდა. კარებიდან „ნაგანზე“ ხელდადებული სამხედრო მეთაური ადმოხტა, მანქანის ბოლოსთან მივიდა, გაიჭიმა. წამოვიდნენ დიდი შენობიდან რძელთოფიანი, ძგარუნა ჩექმებიანი ჯარისკაცებიც. გაიხსნა მანქანის კანა კარი. იქიდანაც გადმოხტნენ თოფიანი ჯარისკაცები, გააკეთეს წრე. ჩამოღოღდნენ მანქანიდან პატიმრებიც, შავები, დაღუღულები. დასხდნენ პირდაპირ მიწაზე. „ნაგანიანი“ მეთაური რუსულად იძახდა რაღაცებს. ამაოდ ვეძებდი მამას. ის ძირსდამსხდარი პატიმრებიც ამაოდ აპარებდნენ ზერას აქეთ-იქით. - წინ წადით, წინ წადითო! - მოგვაწვდინა ხმა ვანო ძიამ. ავედით წინ, გავჩერდით. გვიყვირეს, დავიხიეთ უკან. ააყენეს პატიმრები. ადგნენ: ჯარისკაცი, პატიმარი, ჯარისკაცი, პატიმარი. დაიძრნენ. მიდიოდნენ ნელა.

- გაიქეცი შენ და შედი შიგნით, - მიბრძანა ვანო ძიამ, - კარში თუ გკითხოს ვინმემ, დამლაგებლის შვილი ვარ, თათარაშვილის-თქო. შედი და დადექი დიდ კიბეზე.

მე გავიქეცი. არავის უკითხავს, ვინ ვიყავი. ავედი დიდ სინათლეში დიდ კიბეზე. კიბე ორად გაიყო. საით ავსულიყავი? ვყოყმანობდი. მომესმა მკაცრი ხმა, კედელს მივეკარი. გაკანკული იყო ირგვლივ ყველაფერი. მარტო ჯარისკაცები მოდიოდნენ ძგრიალით - ერთი ჯარისკაცი, ერთი პატიმარი, ერთი ჯარისკაცი, ერთი პატიმარი. მოვიდნენ სულ ახლოს. იმ საცოდავ პატიმრებში აღარც კი ვეძებდი მამას, ისინი ძლივს მოათრევდნენ ფეხებს. ერთი ხომ მთლად სახიჩარი იყო, ორივე ფეხით კოჭლი, პატარა, საქამრედ სწვდებოდა წინა ჯარისკაცს... და აი, იმ პატარა პატიმარმა დაიწყო ჩემკენყურება, გამიცინა და ხელიც ასწია ოდნავ ზემოთ, რხევით. მიყურებდა უკან შემობრუნებულიც. მე შევკრთი, მე ვიცანი, მე რაღაც ცუდი დამემართა. ის ძლივს ადიოდა საფეხურიდან საფეხურზე, ერთხელაც მომხედა სიცილით მაღლიდან...

მე ჩავჯექი. ისინი ავიდნენ სულ მაღლა და გაუხვიეს ძგრიალით. ვიღაც კაცი წამომადგა თავზე, რაღაცას მეკითხებოდა, წამოვდექი, ნახევრად წამომდგარი გავიქეცი, გავვარდი გარეთ.

დედაც ტიროდა და დაც. ცრემლები მოეწმინდა დიდ ხესთან მდგარ ვანო ძიასაც. მოვიდა დედა ჩემთან.

- დაგინახა?

მე არ ვთქვი არაფერი.

- გითხრა რამე?

მე ისევ არ ვთქვი არაფერი.

- ამოიღე ხმა!

- რაა?

- ამოიღე ხმა. გითხრა რამე?

- რაა?

დედას ისევ აუვარდა ქვითინი. მე სულ ვდუმდი, კბილების კბილებზე დაჭერით ვიკავებდი თავს.

………………………….

ბოლოს და ბოლოს? ბოლოს და ბოლოს - კი, შემეძლო იმის თქმა მაინც, რომ გამიღიმა. ორჯერ თუ სამჯერ გამიღიმა, უკან შემობრუნებულმაც გამიღიმა, მაგრამ მე იმ ღიმილს ღიმილს ვერ ვარქმევდი. ის იყო... ის იყო რაღაც უცნაური თქმა: - აი, რად გადავიქეცი მეო. მხედავო? მხედავო? ჩემს ნახევრად, ჩემს მესამედად გადავიქეცი მეო... და წავიდა, ავიდა მაღლა და იქ გაქრა, შეერია ცას...

ამისთანა რამეებზე, თქვენც მოგეხსენებათ, არსად არასოდეს არ ლაპარაკობენ შვილები მშობლებთან.

რევაზ ინანიშვილი

ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ უპასუხეთ კითხვებს:

  • საიდან ჩანს, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში მეგობრობა, თანადგომაც იკრძალება?

  • დაფიქრდით, ბიჭის მამის, თავად ბიჭის, ოჯახის წევრების რომელი უფლებები დაირღვა?

  • მოიყვანეთ მაგალითები ნაწარმოებიდან, რა მდგომარეობაში აგდებს ტოტალიტარული სახელმწიფო ადამიანს? მოიყვანეთ მაგალითები ნაწარმოებიდან.

პროექტზე მუშაობა

შესავალში თქვენ გაეცანით, რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა. დასახული მიზნის მიღწევას კი სწორედ პროექტების საშუალებით შეძლებთ. პროექტის შექმნა და განხორციელება დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. ყოველ გაკვეთილზე განიხილავთ პროექტის შექმნის თითოეულ საფეხურს და შინ განახორციელებთ თითოეული ეტაპისთვის საჭირო სამუშაოს.

პროექტზე მუშაობის პროცესში შეძლებთ, გამოხატოთ თქვენი ეხედულებები, გადაწყვეტთ, თუ ვის, რომელ სამთავრობო თუ არასამთავრობო რგანიზაციას უნდა მიმართოთ შერჩეული პრობლემის ადასაჭრელად. ისწავლით, როგორ მიაღწიოთ პრობლემის სტრატეგიულ ადაწყვეტას შერჩეულ სამთავრობო დონეზე. უნდა გახსოვდეთ, ომ თქვენ უნდა ითანამშრომლოთ კლასელებთან, მასწავლებლებთან, ოხალისე, ენთუზიასტ უფროსებთან, სხვადასხვა სამთავრობო ტრუქტურასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პროექტზე მუშაობის საფეხურები:

1. უპირველესად, მოიძიეთ თქვენს თემში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები; განსაზღვრეთ, რომელი სამთავრობო სტრუქტურაა პასუხისმგებელი ამ პრობლემის მოგვარებაზე;

2. შეარჩიეთ პროექტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა;

3. შერჩეულ პრობლემასთან დაკავშირებით მოიპოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩაატარეთ კვლევა საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით;

4. შექმენით პრობლემის გადაჭრის სტრატეგიული გეგმა;

5. მოპოვებული ინფორმაცია ჩამოაყალიბეთ პროექტად. (გამოიყენეთ პროექტზე მუშაობის პროცესში დაგროვილი მასალა, პორტფოლიო);

6. ბოლოს განახორციელებთ პროექტის პრეზენტაციას და შეუდგებით საქმეს...

გახსოვდეთ პროექტის შექმნისათვის საჭირო საყრდენი კითხვები:

რა? - მიზანი

როგორ? - ამოცანები

ვინ? - მონაწილეები

როდის? - ვადები

ასევე გახსოვდეთ!

პროექტი უნდა იყოს - სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი (შესრულებადი), რეალისტური, დროში განსაზღვრული.

-------------------------------------------------------------------

ლექსიკონი

თემი ორი ან რამდენიმე დასახლების ან სოფლის მცხოვრებლების გაერთიანება.

პორტფოლიო ნამუშევრების კრებული, ერთგვარი საქაღალდე. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და .. პორტფოლიოს დანიშნულებაა, რომ მოსწავლემ შეაგროვოს მასალა, თავად შეაფასოს თავისი ნაშრომი და გააცნობიეროს, თუ რა ცოდნა მიიღო და რომელი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა შერჩეულ თემაზე მუშაობის პროცესში. პორტფოლიო საშუალებას იძლევა, მოსწავლემ აღმოაჩინოს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი შეცდომების თავიდან არიდება.

პროექტზე მუშაობა I საფეხური:
თქვენს თემში არსებული პრობლემების განსაზღვრა

0x01 graphic

პირველი საფეხურის აღწერა:

ამ საფეხურის მიზანია, რომ თქვენ, თქვენმა თანაკლასელებმა და თემის წარმომადგენლებმა საერთო ძალისხმევით მოიძიოთ და ერთმანეთს გაუზიაროთ, რა იცით თქვენს თემში არსებული პრობლემების შესახებ. ეს დაგეხმარებათ, მიიღოთ სათანადო ინფორმაცია იმისათვის, რომ გონივრულად შეარჩიოთ საპროექტო წინადადებისთვის შესაფერისი პრობლემა. ასევე პროექტზე მუშაობის ამ ეტაპზე უნდა განსაზღვროთ, რომელი სამთავრობო სტრუქტურაა პასუხისმგებელი ამ პრობლემაზე.

1. დაიყავით 4-5 კაციან ჯგუფებად.

2. მოიძიეთ თქვენს სკოლაში, თემში, უბანში არსებული აქტუალური პრობლემები. პრობლემები შეგიძლიათ შეარჩიოთ შემდეგი კატეგორიებიდან:

  • თემში არსებული პრობლემები;

  • საერთო, საზოგადო პრობლემები;

  • პრობლემები სკოლაში;

  • თქვენი თანატოლების პრობლემები.

3. ჯგუფში შეაჯერეთ ინფორმაცია, რა იცით შერჩეული პრობლემის შესახებ ან რა გაიგეთ მასზე. ჩაატარეთ ინტერვიუები თქვენს მშობლებთან, მეზობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც გადასაჭრელ პრობლემასთან აქვთ კავშირი. გაარკვიეთ, რა იციან შერჩეული პრობლემის შესახებ და რა დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

4. ინფორმაციის შესაგროვებლად, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინტერვიუს კითხვარი.

5. მოპოვებული მასალა შეაგროვეთ, რომ შემდეგ მოათავსოთ პორტფოლიოში. სწორედ პორტფოლიოში არსებულ მასალაზე დაყრდნობით შექმნით პროექტს.

ქვემოთ მოცემულია პრობლემის განსაზღვრისა და ანალიზის, ინტერვიუსა და მედიასაშუალებების დაკვირვების ფორმები. ისინი გამოგადგებათ როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობისთვის, როგორც ინფორმაციის შეგროვების პროცესში, ასევე - ამ ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისას.

_________________________________________________________

ლექსიკონი

აქტუალური - დიდად მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო.

პრობლემის იდენტიფიცირებისა და ანალიზის ფორმა

ჯგუფის წევრების სახელები ------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------------------------------------------

პრობლემის დასახელება ------------------------------------------------------------

1. მიიჩნევთ თუ არა ამ პრობლემას თქვენ ან თემის სხვა წევრები მნიშვნელოვან პრობლემად? რატომ? ------------------------------------------------------------

2. ხელისუფლების რომელი ორგანო ან პირია პასუხისმგებელი ამ პრობლემის მოგვარებაზე? ------------------------------------------------------------

3. რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე?

------------------------------------------------------------

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე, უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ხელისუფლების მიერ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გატარებულ პოლიტიკას? --------------------------

  • როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს იგი? ----------------------------------------------

  • ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლების დამოკიდებულება, პოლიტიკა აღნიშნული პრობლემის მიმართ? რატომ? ------------------------------

  • რა დამოკიდებულება აქვს თემს ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ ამ პრობლემის მიმართ ----------------------------------------------------------------------

4. სად შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრობლემასა და მასთან დაკავშირებულ პოზიციებზე, სხვადასხვა ჯგუფისა თუ ცალკეული პიროვნების მხრიდან? -------------------------------------------------------------------

5. შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ თემში არსებული სხვა პრობლემები, რომლებიც საინტერესო იქნებოდა საკლასო განხილვებისთვის? ჩამოთვალეთ.

ინტერვიუს ფორმა

სახელი -------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------------------------------------------------------------------

პრობლემის დასახელება ----------------------------------------------------------------

1. რესპონდენტის სახელი ---------------------------------------------------------------

მისი როლი და პოზიცია თემში --------------------------------------------------------

(მაგ., ბიზნესმენი, პენსიონერი, მშობელი, მოსწავლე, მოხალისე) შენიშვნა: თუ ამ პიროვნებას არ სურს თავისი სახელის გამხელა, მიუთითეთ მხოლოდ მისი როლი და პოზიცია თემში.

2. თავდაპირველად, გააცანით რესპონდენტს, რა პრობლემას იკვლევთ. შემდეგ დაუსვით შეკითხვები და მიღებული პასუხები ჩაიწერეთ.

ა. არის თუ არა აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვანი? რატომ? ------------------------------------

ბ. თქვენი აზრით, მიიჩნევენ თუ არა თემის სხვა წევრები, რომ ეს პრობლემა მნიშვნელოვანია? რატომ? -------------------------------------------------------

გ. რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე? ------------------------------------------------------------------------------------------------

  • რა დადებითი მხარეები აქვს ხელისუფლების მიერ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გატარებულ პოლიტიკას? ---------------------------------------------

  • რა უარყოფითი მხარეები აქვს ხელისუფლების მიერ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გატარებულ პოლიტიკას? ---------------------------------------------

  • როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს იგი? ---------------------------------------------

  • ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლების დამოკიდებულება, პოლიტიკა აღნიშნული

პრობლემის მიმართ? რატომ? -----------------------------------------------------------

  • რა დამოკიდებულება აქვს თემს ხელისუფლების პოლიტიკაზე ამ პრობლემის მიმართ? ---------------------------------------------------------------------

დ. სად შეგვიძლია მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია ამ პრობლემაზე, ასევე მასთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციების შესახებ? --------------------------------------------------------------------

მედიასაშუალებებზე დაკვირვების ფორმა

სახელი ------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------------------------------------------------------------------

დრო ----------------------------------------------------------------------------------------

პრობლემის დასახელება ----------------------------------------------------------------

1. საინფორმაციო საშუალება (ეს შეიძლება იყოს სატელევიზიო ან რადიოგადაცემა, დოკუმენტური პროგრამა, ინტერვიუ ან ნებისმიერი სხვა, რაც აღნიშნულ პრობლემას ეხება) -----------------------------------------------------------

გადაცემის ყურებისას გაითვალისწინეთ შემდეგი შეკითხვები:

2. წარმოჩენილია თუ არა აღნიშნული პრობლემა, როგორც მნიშვნელოვანი? რატომ? -------------------------------------------------------------------------------------

3. რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე?

  • რა დადებითი მხარეები აქვს ხელისუფლების მიერ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გატარებულ პოლიტიკას? ---------------------------------------------

  • რა უარყოფითი მხარეები აქვს ხელისუფლების მიერ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გატარებულ პოლიტიკას? ---------------------------------------------

  • როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს იგი?

  • ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლების დამოკიდებულება, პოლიტიკა აღნიშნული პრობლემის მიმართ? რატომ? ----------------------------------------------------------

  • რა დამოკიდებულება აქვს თემს ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ ამ პრობლემის მიმართ?---------------------------------------------------------------------

5 თემა 2. აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება (დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები)

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილი 2

ამ თავში გაეცნობით, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრს. გააცნობიერებთ მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელოვან მახასიათებლებს - თანასწორობასა და პლურალიზმს.

პირველ ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. მოქალაქის ცნების განმარტება მრავალმხრივია. სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქალაქე პიროვნებაა, რომლის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სახელმწიფო, სადაც ის ცხოვრობს. ასევე, მოქალაქეებს აქვთ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე, რომელთა შორის ძირითადია ქვეყნის კანონების დაცვა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემოსავლიდან გადასახადების გადახდა და სხვ.

0x01 graphic

ისტორიულად და დღესაც მოქალაქის ცნების მთავარი განმსაზღვრელი პიროვნების მიერ უფლებების გამოყენება და მოვალეობების შესრულებაა. გახსოვდეთ, რომ ადამიანსა და მოქალაქეს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს მინიჭებული უფლებები, ხოლო მოქალაქეს, უფლებების გარდა, აკისრია მოვალეობებიც.

სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში თანამედროვე მოქალაქე აქტიურადარ მონაწილეობს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. ძირითადად, მისი მონაწილეობა შემოიფარგლება არჩევნებში ხმის მიცემით, ზოგჯერ ამასაც არ აკეთებს. ამგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება აფერხებს დემოკრატიის განვითარებას.

საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ინტერესდებოდეს ქვეყანაში, ქალაქში, თემში მიმდინარე პროცესებით, ხმამაღლა სვამდეს შეკითხვებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური მოქალაქეები მონიტორინგს უწევენ ხელისუფლებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამონაწილეობით, ახდენენ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მობილიზაციას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებებს, საჯარო გამოსვლებსა და მშვიდობიან აქციებს აზრის გამოსახატავად.

ამ თვისებების მქონე მოქალაქეებისგან შემდგარი სოციუმი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდების მიერ ინიცირებული, თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების ერთობლიობა. მათი მოღვაწეობა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისაგან კანონით არის დაცული. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, თვითნებურად შეზღუდოს მათი საქმიანობა.

დაფიქრდით, რა წვლილი შეგიტანიათ სკოლის, ოჯახის, საზოგადოების ცხოვრებაში?

ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ყოველი თქვენგანი უნდა გახდეს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე. ამაში დაგეხმარებათ დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნების კარგად გააზრება.

დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნებია:

თანასწორობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების გამჭვირვალობა, ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოებად დაყოფა, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა, პლურალიზმი.

განვმარტოთ თითოეული მახასიათებელი ცალ-ცალკე.

დაფიქრდით და გაიხსენეთ მაგალითი, როდესაც პიროვნების უფლებები შეიზღუდა მისი რაიმე ნიშნით განსხვავებულობის გამო. როგორ ფიქრობთ, რატომ? შესაძლებელი იყო თუ არა დისკრიმინაციის თავიდან აცილება?

0x01 graphic

თანასწორობა გულისხმობს ყველა ადამიანის თანასწორობას უფლებებისა და კანონის წინაშე, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, რელიგიისა, უნარისა და ა.შ. ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, რადგან ყველა ადამიანი დაბადებიდან თანასწორია.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ჯგუფი, როგორიცაა ბავშვები, ქალები, მოხუცები, ემიგრანტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეროვნული უმცირესობები, არ განიცდიან დისკრიმინაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება მათი უფლებების შეზღუდვა, პირიქით, მათ ეხმარებიან, გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა და ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ თანასწორობას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ასევე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა.

კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. დემოკრატიულ გარემოში სამართლიანობას კანონის უზენაესობა განაპირობებს.

კანონი

ზღუდავს ადამიანს - მას გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს

აკისრებს. ამავე დროს, ის პიროვნებას იცავს უსამართლობისგან.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა. სასამართლოს საშუალებით ხდება დანარჩენი ორი ხელისუფლების - საკანონმდებლო და აღმასრულებლის შეზღუდვა; ასევე - მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა.

უნდა გახსოვდეთ, რომ დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია თავისუფალი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები ხორციელდება მაშინ, როდესაც მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად და ზემოქმედების გარეშე მისცენ ხმა სასურველ კანდიდატებს. თავისუფალი არჩევნების შედეგებისამართლიანად უნდა ასახავდეს ელექტორატის ნებას. ყოველი საერთაშორისო საარჩევნო პრინციპი ითვალისწინებს თითოეული ადამიანის უფლებას, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი სახელმწიფოს მმართველობაში.

დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია პლურალიზი და მრავალფეროვნება, რაც გულისხმობს ცხოვრების წესის, მოსაზრებებისა და ინტერესების მრავალფეროვნებას. პლურალისტური საზოგადოების წევრებს გააჩნიათ პიროვნული თავისუფლება,მაგრამ ასევე მათ უწევთ ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობა, ურთიერთდათმობის გზით შეთანხმებისა და საერთო მიზნების მისაღწევად.

პლურალიზმის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების (ტრადიციების, რელიგიური რწმენის, მორალური ღირებულებების და ა.შ.) პატივისცემა, ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად.

0x01 graphic

ადამიანის თანასწორობას, კანონის უზენაესობას, პლურალიზმს, უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიული, დამოუკიდებელი მედია. იგი ხელს უწყობს მოსახლეობისთვის აქტუალურ თემებზე დისკუსიების ჩატარებას, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. დამოუკიდებელმა მედიამ უნდა უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ ზეპირად, წერილობით ან სხვა სახით მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას.

დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ხელისუფლების ინსტიტუტების გამჭვირვალობა, რაც გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რატომ და როგორ იღებს მთავრობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადებიდან არის ემდგარი.

აქტიური მოქალაქე რომ გახდეთ, თქვენ უნდა შეძლოთ საზოგადოებრივ აქმიანობაში მონაწილეობის მიღება, პრობლემის დანახვა ამისი გადაჭრის გზების ძიება. საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების იღების პროცესში ხელს უწყობს სახელმწიფოსა და აზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. აზოგადოებრივი ჩართულობა ეხმარება ინსტიტუტებს, გაითვალისწინონ აზოგადოების ინტერესები. მოქალაქის ნებაყოფლობითი მონაწილეობა ვეყნისა და საზოგადოების განვითარების აქტივობებში ეხმარება პიროვნებას, გააცნობიეროს საკუთარი საჭიროებები, რობლემები, როლები და პასუხისმგებლობები. საკუთარი როლის ნიშვნელობის გააზრება პიროვნებას თვითრწმენას უმაღლებს და ბიძგებს საკუთარი ინიციატივით პრობლემის მოგვარებისკენ.

პირად და საზოგადოებრივ დონეზე მონაწილეობის მისაღებად ნდა გამოიმუშაოთ შემდეგი უნარ-ჩვევები: თანამშრომლობა, ზრუნველობა, ერთგულება, ლიდერობა, შეუპოვრობა, პატივისცემა, ამბედაობა, პატიოსნება, პასუხისმგებლობა. აფიქრდით, დაახასიათეთ თითოეული ზემოთ მოცემული ვისება. რამდენად ხართ ამ თვისებების მატარებელი? როგორ ნდა მოხდეს ამ თვისებების განვითარება? ნააზრევი გაუზიარეთეწყვილეს.

___________________________________________________________

ლექსიკონი

ემიგრანტი - პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე (საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, ზოგადი დებულება, მუხლი 3).

ეროვნული უმცირესობები - მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.

დისკრიმინაცია - ცალკეული პირების ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვა ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება დასაბუთების გარეშე.

ელექტორატი - ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დონის არჩევნებში და მხარი დაუჭირონ რომელიმე ჯგუფს.

მრავალფეროვნება -არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყოველი უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

დავალება 1

ამ თავში მიღებული ცოდნის გათავისების საუკეთესო საშუალებაა დისკუსიის წარმართვისუნარების განვითარება. ამისათვის გაეცანით დისკუსიის წარმართვის ხერხებს დაშეასრულეთ შემდეგი დავალება:

დაიყავით 10-12 კაციან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი გაიყავით ორად: შეხედულების მომხრეებად და ოპონენტებად. ამოირჩიეთ განსახილველი თემა და ეცადეთ, დისკუსიის საშუალებით მიიღოთ გადაწყვეტილება. სავარაუდო სადისკუსიო თემებია:

- სწორად გვზრდიან თუ არა ჩვენი მშობლები და როგორ გაზრდით თქვენ შვილებს?

- შეუძლია თუ არა სამოქალაქო საზოგადოებას, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე?

- რას ვსწავლობთ ტელევიზიიდან დადებითს და რას უარყოფითს?

გაითვალისწინეთ: დავალება 1-ის შესრულებისას დაიცავით დისკუსიის წარმართვის ხერხები:

1. ყოველთვის გახსოვდეთ დისკუსიის მიზნები - უნდა იპოვოთ ჭეშმარიტება, გამოსავალი, გადაჭრათ პრობლემა.

უნდა განიხილოთ მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ თემასთან.

არაფრისმომცემი მოგონებები, წუხილი, არაზუსტი შედარებები ზრდილობიანად შეწყვიტეთ.

ეცადეთ, განხილვა არ ასცდეს თემას. ასევე, არ დაუშვათ, მხარეები ეცადონ უპირატესობის დამტკიცებას. ისწრაფეთ არა გამარჯვებისკენ, არამედ ჭეშმარიტებისაკენ.

2. პატივისცემით მოეპყარით სხვა ადამიანის შეხედულებას.

ნებისმიერი აზრი არის კონკრეტული პიროვნების შეხედულება. მიუხედავად თქვენი შეხედულებისგან განსხვავებისა, მას აქვს არსებობის უფლება. არ აწყენინოთ სხვა ადამიანს და არ უწოდოთ მის შეხედულებებს მცდარი, მიუღებელი, სასაცილო. სანამ დისკუსია არ დასრულებულა, ნებისმიერი თვალსაზრისი შესაძლებელია მისაღები იყოს. დისკუსიის ბოლოს შეიძლება სრულიად მიუღებელი თვალსაზრისი აღმოჩნდეს სწორი.

3. ნებისმიერი გამოთქმული აზრი, შეხედულება არგუმენტებით უნდა იქნეს გამყარებული.

სწორედ ამით განსხვავდება დისკუსია კამათისგან. მოსაუბრემ ფაქტებით უნდა დაამტკიცოს, რატომ მიიჩნევს ამა თუ იმ მოსაზრებას სწორად. გამოთქმები: მე ასე ვფიქრობ, მე მიმაჩნია, ყოველთვის ასე იყო, არგუმენტებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

4. პატივი ეცით ნებისმიერი ადამიანის მოსაზრებას.

ზოგჯერ ცნობილი, ავტორიტეტული ადამიანის მოსაზრება თავიდანვე ითვლება სწორად მხოლოდ ამ პიროვნების სტატუსიდან (პროფესორი, მკვლევარი) გამომდინარე. მოუსმინეთ მათ, მაგრამ დაეყრდენით რეალურ ფაქტებს. მოიძიეთ ახალი მიდგომები გადაუჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით.

5. შეინარჩუნეთ მეგობრული ტონი.

6. მიმართეთ მოსაუბრეს სახელით ან რაიმე ზრდილობიანი ფორმით (კოლეგა, ოპონენტი). თქვენი ოპონენტი არ არის თქვენი პირადი მტერი, ის არის სხვა შეხედულების მქონე პიროვნება.

არ დაუშვათ მოსაუბრის პიროვნული შეურაცხყოფა.

7. არ იკამათოთ, იმიტომ რომ იკამათოთ. არ დაუშვათ დისკუსიის კამათში გადაზრდა და ურთიერთობის გარკვევა. გახსოვდეთ, კამათის მიზანია სიმართლის დამტკიცება, ხოლო დისკუსიისა - სწორი გადაწყვეტილების პოვნა, სიტუაციიდან გამოსვლა.

______________________________________________________

ლექსიკონი

ოპონენტი - კამათის დროს საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი.

დავალება 2

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თემში, ქალაქში, სოფელში, უბანში არ არსებობს თავისუფალი დროის გატარების არანაირი საშუალება. თავისუფალი დროის ორგანიზებით არავინ არის დაინტერესებული. უფრო მეტიც, უბანში მხოლოდ ტოტალიზატორია. ამიტომ ახალგაზრდების უმრავლესობა ქუჩაში უსაქმოდ დგომით ან ტოტალიზატორში თამაშით „ირთობს“ თავს.

თავისუფალი დროის ამგვარად გატარება ქმნის ძალადობის საშიშროებას, არაჯანსაღი ცხოვრების წესის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის დამკვიდრების საფრთხეს.

  • დაიყავით ჯგუფებად და გაიაზრეთ, როგორ შეიძლება თავისუფალი დროის ორგანიზება თქვენს თემში?

  • ხომ არ არის საჭირო საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა და როგორი უნდა იყოს მისი სტრუქტურა?

  • ხომ ვერ დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში თქვენს თემში უკვე არსებული ორგანიზაციები?

დავალება 3

მშობლებმა შვილი ცურვაზე შეიყვანეს. ისინი არც დაინტერესდნენ მისი აზრით. ახალგაზრდის ინტერესის სფერო კი ფეხბურთი იყო.

იმსჯელეთ, რატომ არ გაითვალისწინეს მშობლებმა შვილის ინტერესი?

რატომ არ მიიღო ახალგაზრდამ მონაწილეობა საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაში?

რატომ მოიქცნენ მშობლები ასე?

როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მშობლები?

მსჯელობისას გაითვალისწინეთ პირადი და საზოგადოებრივი მონაწილეობისათვის საჭირო ეტაპები:

  • სიტუაციის ანალიზი;

  • საჭიროების შეფასება;

  • მიზნების დასახვა;

  • კონკრეტული აქტივობების განსაზღვრა;

  • რესურსების მობილიზაცია;

  • განხორციელება;

  • შეფასება.

დავალება 4

ერთ ოჯახში სამი სხვადასხვა ასაკის ბავშვი იზრდებოდა. მათ მხოლოდ ერთი ტელევიზორი ჰქონდათ. ხშირად უსიამოვნება მოსდიოდათ, სხვადასხვა გადაცემის ყურება სურდათ. კონფლიქტი ზოგჯერ მუშტი-კრივშიც გადადიოდა. ერთ-ერთმა პრობლემა გადაწყვიტა, ტელევიზორს აღარ უყურებდა.

სადისკუსიო კითხვები: სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა გოგონამ? დაასაბუთეთ; როგორ ფიქრობთ, გადაიჭრა თუ არა პრობლემა, როგორ?

რა იყო გოგონას განრიდების მიზეზი?

თქვენი აზრით, როგორ უნდა მოქცეულიყო გოგონა?

გახსოვდეთ, როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემა და მიიღოთ გადაწყვეტილება:

  • უნდა განსაზღვროთ პრობლემა;

  • უნდა დაისახოთ მიზანი;

  • მოიძიოთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები;

  • გაითვალისწინოთ სავარაუდო შედეგები;

  • შეარჩიოთ საუკეთესო გამოსავალი.

პრობლემის გადაჭრის ამ გზით რომ ესარგებლა გოგონას, როგორ უნდა მოქცეულიყო და რა შედეგს მიიღებდა?

როგორ მოიქცეოდა გოგონა, პლურალიზმის ცნება რომ ჰქონოდა გააზრებული?

დავალება 5

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოწერეთ თქვენი სკოლის, თემის, სამეზობლოს უმცირესობაში მყოფი ან სოციალურად დაუცველი ჯგუფები და მათი პრობლემები.

უმცირესობა

თემში

სამეზობლოში

სკოლაში

უპასუხეთ კითხვებს:

რა პრობლემები გააჩნიათ მათ?

რას აკეთებს საზოგადოება უმცირესობების პრობლემების გადასაჭრელად?

თქვენ როგორ გადაჭრიდით მათ პრობლემებს?

დავალება 6

უფლება-მოვალეობანი

  • როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა წესებსა და მოვალეობებს შორის?

  • რა კავშირია უფლებებსა და წესებს შორის?

  • რა მოხდება, თუ ვინმე დაარღვევს რომელიმე უფლებას?

  • თქვენი აზრით, რა დადებითი შედეგები მოაქვს, როდესაც კლასს აქვს მოსწავლეთა მიერ შემუშავებული წესები? მოიყვანეთ ორი ასეთი მაგალითი.

  • გაარკვიეთ, არის თუ არა თქვენს სკოლაში მოსწავლეებთან დაკავშირებული რაიმე წესები, ინსტრუქციები ან პროცედურები, რომელთა შედგენაშიც სკოლის მოსწავლეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული?

  • ეთანხმებით თუ არა მათ?

  • შეიძლება თუ არა მათი შეცვლა? როგორ?

  • რა ხდება, როდესაც ადამიანები არ იცავენ წესებს?

  • თითოეული უფლების გასწვრივ დააფიქსირეთ, რა კონკრეტული მოვალეობა ეკისრება თითოეულ ადამიანს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ადამიანი სარგებლობდეს ამ უფლებით.

მაგალითად:

(ეს უფლებები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის დაცული)

უფლებები

მოვალეობები

ყველას აქვს უფლება, რომ სამართლიანად მოექცნენ;

ყველას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება...

სიცოცხლის უფლება;

წამებისაგან თავისუფლება;

მონობისაგან თავისუფლება;

თავისუფლებისა და საფრთხოების უფლება;

მიუკერძოებელი გასამართლების უფლება;

უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, დახმარების მიღების უფლება;

დისკრიმინაციისაგან თავისუფლება; თანასწორობის უფლება;

პიროვნებად აღიარების უფლება;

ეროვნების კუთვნილების უფლება;

პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება;

საკუთრების ფლობის უფლება;

გადაადგილების უფლება;

თავშესაფრის ქონის უფლება;

აზროვნების, ცნობიერებისა და რელიგიის უფლება;

შეკრებებისა და სხვა ადამიანებთან გაერთიანების თავისუფლება;

საკვების, სასმელისა და აცხოვრებლის უფლება;

ჯანდაცვის უფლება;

განათლების უფლება;

დასაქმების უფლება;

დასვენებისა და გართობის უფლება;

სოციალური დაცვის უფლება;

პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება;

კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება;

ადამიანის უფლებათა დარღვევის აკრძალვა;

იმ სოციალური წესრიგის უფლება, სადაც აღიარებულია ადამიანის უფლებები.

ჩემი მოვალეობაა, ყველას სამართლიანად მოვექცე;

ყველას უნდა მივცე აზრის გამოხატვის საშუალება...

პროექტზე მუშაობა - II საფეხური:
პრობლემის შერჩევა საპროექტო
წინადადებებისთვის

მეორე საფეხურის აღწერა:

0x01 graphic

პროექტზე მუშაობის მეორე საფეხურზე თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს, თუ რა ინფორმაცია შეაგროვა თემში არსებული პრობლემების შესახებ. მთელი კლასი განიხილავს წარმოდგენილ პრობლემებს, მსჯელობს, არის თუ არა მიღებული ინფორმაცია საკმარისი იმისათვის, რომ შეარჩიოთ საპროექტო წინადადებისთვის შესაფერისი პრობლემა.

საკლასო დისკუსიის საშუალებით, განიხილეთ, ფლობთ თუ არა საკმარის ინფორმაციას საპროექტო წინადადებისთვის საჭირო პრობლემის შესარჩევად.

თუ კლასი ფიქრობს, რომ მოპოვებული ინფორმაცია საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეთ განსახილველი პრობლემა. დასვით შეკითხვები და გადაამოწმეთ, ნამდვილად მნიშ თუ არა შერჩეული პრობლემა როგორც თქვენთვის, ასევე თემისთვის. დარწმუნდით, რომ შესაძლებელია საინტერესო მასალის შეგროვება, პორტფოლიოს მომზადება ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ საპროექტო წინადადებისთვის საჭირო პრობლემას, მოიფიქრეთ, სად შეიძლება მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ.

6 თემა 3. დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილი 3

წინა გაკვეთილზე თქვენ გაეცანით სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლებს, გაითავისეთ აქტიური მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, პროექტისათვის შეარჩიეთ თქვენს თემში არსებული პრობლემა.

ამ გაკვეთილზე გაეცნობით დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის საშუალებებს.

დისკრიმინაცია სიტყვასიტყვით განსხვავებას ნიშნავს, მაგრამ ამ ცნებას გაცილებით რთული შინაარსი აქვს. იგი ადამიანთა განსხვავების საფუძველზე მათ შორის უსამართლო მოპყრობას, ძალადობას, დევნას, გადასახლებას, აკრძალვებს, ჩაგვრას გულისხმობს.

დისკრიმინაციის ცნების არსის გააზრების მიზნით, გაგაცნობთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითად ღირებულებას - ტოლერანტობას, ეს ცნება ხშირად დემოკრატიის სინონიმადაც იხმარება.

ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში, მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ქართულში ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.

0x01 graphic

საქართველო ცნობილია თავისი ტოლერანტული განწყობით. აქ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მართლმადიდებლური, სომხური, კათოლიკური ტაძრების, ებრაული სინაგოგის, მუსლიმანური მეჩეთის ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობა.

დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურებში არსებულ ტოლერანტობის ზნეობრივ ღირებულებებს დაემატა პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები და შეიქმნა „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული სხვადასხვა ღირებულების გამოხატვის ფორმების, განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება. ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება, კომუნიკაცია, აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი, შეგნება და რწმენა.

0x01 graphic

ტოლერანტობა არის განსხვავებათა ჰარმონია. იგი არ არის მხოლოდ მორალური მოვალეობა, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა არის მაღალი ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც ღირსებას უტოლდება. იგი ხელს უწყობს მშვიდობას და შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლებას. აღნიშნული დეკლარაცია 1995 წლის 16 ნოემბერს, მსოფლიოს 185-მა სახელმწიფომ მიიღო.

0x01 graphic

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტოლერანტობის ცნების „ხერხემალი“ ადამიანის უფლებების პატივისცემაა. ტოლერანტობა ხელს უწყობს პლურალიზმს და კანონიერების დამკვიდრებას, რაც, როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, დემოკრატიის საფუძველია.

ტოლერანტობა არ ნიშნავს შემწყნარებლობას სოციალური უსამართლობისა

და კანონდარღვევის მიმართ. იგი არც გულგრილობასა და საკუთარი ინტერესების დათმობას გულისხმობს.

შეუძლებელია ყველა სახის საქციელი მისაღები იყოს ჩვენთვის. ადამიანების ისეთი ქცევა, რაც სხვათა უპატივცემულობას გამოხატავს ან ზიანს აყენებს სხვას - მაგალითად: სიცრუე, ქურდობა - რა თქმა უნდა, ვერ იქნება შეწყნარებული. ასეთი ქცევის მიმართ ვერ ვიქნებით ტოლერანტულები. ასევე, ტოლერანტობა ნიშნავს, მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ.

ტოლერანტობის ცნების გააზრებაში ასევე დაგეხმარებათ მისი საწინააღმდეგო ცნების - არატოლერანტობის გამოვლინებების შესწავლა. არატოლერანტული ქცევის საფუძველს წარმოადგენს გარკვეული ადამიანების რწმენა, რომ მათი ხედვა, ღირებულებათა სისტემა, ცხოვრების წესი სხვებზე უკეთესია. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს განსხვავებული პიროვნების დისკრიმინაციას. შეუწყნარებლობა არა მარტო პიროვნებებს შორის იწვევს ძალადობას, არამედ - ეთნოსებსა და სახელმწიფოებს შორისაც. სახელმწიფოთა შორის ძალადობა ომით მთავრდება. ტოლერანტობის მთავარი არსი კი ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაა. სწორედ არატოლერანტული ქცევა უშლის ხელს ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას.

არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის გამოვლინებებია:

  • სხვისი შეურაცხყოფა;

  • დაცინვა;

  • გარიყვა;

  • ძალადობა;

  • დაშინება, მუქარა;

  • რასიზმი - წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების შესახებ, ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით;

  • ფაშიზმი - იდეოლოგია, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისკენ; დამახასიათებელია ყოველგვარი დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა, საკუთარი ერის განდიდება და მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება;

  • ექსპლუატაცია - ვინმეს ან რაიმეს უსამართლოდ, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება;

  • იმპერიალიზმი - სახელმწიფოს მიერ საზღვრებს მიღმა ძალაუფლების გავრცელება და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა;

  • რელიგიური და კულტურული სიმბოლოების წაბილწვა;

  • ვანდალიზმი - საზოგადოების ან კერძო პირის კუთვნილი კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაზიანება და განადგურება;

  • განდევნა;

  • აპარტეიდი - რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთით გამოიხატება.

  • რეპრესიები - სხვადასხვა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა;

  • გენოციდი - რომელიმე ეთნიკური, ნაციონალური, რელიგიური ან რასობრივი ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივ განადგურება.

რომ დავძლიოთ არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის შედეგი - ძალადობა, უნდა ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები. ყველა არატოლერანტული ქცევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი ნეგატიური სტერეოტიპები, წინასწარშეგონებები და ეთნოცენტრიზმია.

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

ეთნოცენტრიზმი არის ეთნიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების გადაჭარბებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა. ეთნოცენტრიზმი ეთნოსებს შორის კონფლიქტს იწვევს.

წინასწარშეგონებები - წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები ხელს გვიშლის, რეალურად დავინახოთ და შევაფასოთ ადამიანები და მიმდინარე მოვლენები. წინასწარშეგონება არის ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ან მოვლენის გაცნობამდე, მოვლენის გააზრებამდე შექმნილი მცდარი აზრი, რადგან შემფასებელი საერთოდ არ იცნობს ან ცუდად იცნობს განსახილველ საკითხს.

სტერეოტიპები არის შეხედულებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვიყალიბდება ადამიანებზე, მოვლენებზე, ადამიანთა ჯგუფებზე. „სტერეოტიპი“ ბერძნული სიტყვაა. სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი, „სტერეო“ ნიშნავს მყარს, მეორე, „ტიპოს“ კი - ანაბეჭდს. სტერეოტიპი წარმოადგენს ადამიანის მიერ ქცევის ნორმების, ტრადიციების, სხვა ღირებულებების უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით შეფასებას.

სტერეოტიპის შექმნის დროს ხდება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ ჩვენი მოსაზრების განზოგადება. საზოგადოება ხშირად უსამართლოდ ქმნის და სამუდამოდ აწესებს ზოგიერთ სტერეოტიპს, რომელიც ხშირად ხდება უსამართლო დევნისა და დისკრიმინაციის მიზეზი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ განვაზოგადებთ ჩვენს შეხედულებას. ამ განზოგადების საფუძველს წარსულში მიღებული გამოცდილება, წიგნებსა და ჟურნალგაზეთებში წაკითხული ამბები, ტელევიზიიდან ან ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისგან მიღებული ინფორმაცია, ნანახი კინოფილმები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვიქმნით წინასწარ განწყობას პიროვნების მიმართ არა რეალურ ფაქტებზე, არამედ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. ხშირად ვექცევით სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელთანაც არ გვაქვს სისტემატური შეხება. ძველ ამერიკულ კინოფილმებში აფროამერიკელები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც უვიცები, ზარმაცები და მოძალადეები, რამაც ხელი შეუწყო აფრო-ამერიკელების შესახებ მცდარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას.

სტერეოტიპის ნათელი მაგალითი გენდერული სტერეოტიპებია, როდესაც ქალები და მამაკაცები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად არ მონაწილეობენ, მათი როლები თანაბრად არ ნაწილდება.

განვიხილოთ საქართველოში დამკვიდრებული ერთ-ერთი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი:

0x01 graphic

ქალის ადგილი სახლშია, ქალის მთავარი მოვალეობა დიასახლისობაა.

როგორ დავძლიოთ ეს და, საერთოდ, ნებისმიერი სტერეოტიპი?

  • სტერეოტიპის დაძლევის მიზნით, უნდა შეაგროვოთ მაგალითები, რომლებიც აქარწყლებს სტერეოტიპს;

  • უარი თქვათ ნეგატიურ სტერეოტიპზე;

  • უკეთ გაიცნოთ იმ ადამიანთა ჯგუფის ტრადიციები, კულტურა და ა. შ. ვისზეც არის შექმნილი სტერეოტიპი.

გენდერული სტერეოტიპი თანდათან იმსხვრევა. ქალის როლი და იმიჯი დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხშირად გვხვდება საქმიანი იმიჯის მქონე ქალი - ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი და საქმიანი მანერით.

0x01 graphic

შესაძლოა, საქმიანი იმიჯის მქონე ქალბატონი სულაც არ იყოს დაკავებული ბიზნესით და მისი ქცევის მანერა და ჩაცმულობა მხოლოდ ილუზია იყოს.

სწორედ ეს არის სტერეოტიპის მონათესავე ტერმინის - იმიჯის ძირითადი არსი. იმიჯი კონკრეტულ საგანზე, ადამიანზე ხელოვნურად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენაა. იგი ხშირად ფაქტებს კი არ ეფუძნება, არამედ პრესტიჟს, ემოციებს, აზრებს და ა.შ. იმიჯი ხელს უშლის ობიექტის რეალურ აღქმას. იმიჯის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია საქმიანი ადამიანისათვის. იმიჯს ფართოდ იყენებენ რეკლამაში, პროპაგანდაში. „მასობრივი საშუალებები“ ხშირად, რეალური სახეების ნაცვლად, სწორედ სტერეოტიპებსა და იმიჯს იყენებენ.

ჩემი ოცნებაა, რომ ჩემი ოთხი შვილი ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათ შესახებ იმსჯელებენ მათი თვისებების, ხასიათის და არა კანის ფერის მიხედვით.

ადამიანის უფლებათა დამცველი, მარტინ ლუთერ კინგი სიტყვა წარმოთქმული 1963 წელს პრეზიდენტ ლინკოლნის მემორიალთან, ვისი დამსახურებაც იყო მონობის გაუქმება აშშ-ში.

არ განსაჯო შენი მეზობელი მანამ, სანამ სამი დღით მაინც არ წარმოიდგენ თავს მის ადგილას.

ჩრდილოამერიკული ანდაზა

დისკრიმინაციას ხშირად იწვევს უცოდინრობა. რაც არ ვიცით, უცნაურად გვეჩვენება და ამიტომ გვეშინია განსხვავებულის. მას ეჭვის თვალით ვუყურებთ და ხშირად აგრესიულადაც ვეპყრობით.

ხალხს ხშირად სძულს ერთმანეთი, რადგან ეშინია ერთმანეთის, მათ ეშინიათ ერთმანეთის, რადგან არ იცნობენ ერთმანეთს...

მარტინ ლუთერ კინგი

ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკრიმინაცია შეიძლება გამოხატული იყოს განათლებისა და სოციალური მომსახურების მიღების შეზღუდვით, ადამიანთა იგნორირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებაში თანამონაწილეობის შეზღუდვით, დაცინვით, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ქალებისა და უმცირესობათა კარიერული წინსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნით.

0x01 graphic

ხშირად უმცირესობათა ჯგუფები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, დღეს კიდევ არსებობს რასისტული ორგანიზაციები: „თეთრი დანები“, „ნეონაცისტები“, „სკინჰედები“ (skinhead - თმაგადაპარსული) და სხვა, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ დისკრიმინაციულ და რასისტულ შეხედულებებს.

_____________________________________________________________

ლექსიკონი

რასიზმი - მოსაზრება, რომ ადამიანთა ერთი რასა მეორეზე უკეთესია.

აპარტეიდი - რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მმართველი ფენა ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

რასობრივი დისკრიმინაცია - ადამიანისთვის რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ნებისმიერი შეზღუდვის, განსხვავების, გამონაკლისის ან უპირატესობის მინიჭების პროცესი. რასობრივი დისკრიმინაციის დროს ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის ინდივიდუალურ ფლებათა და ძირითად ავისუფლებათა, თანასწორობის რინციპების აღიარებისა მისი განხორციელების ესაძლებლობების უარყოფა, აკნინება.

გენოციდი - საგანგებო სისტემატური ქმედებები მკვლელობა, ფიზიკური და გონებრივი ზიანის მიყენება, შობადობის შეზღუდვა, ბავშვების ძალადობრივი ჩამოცილება მშობლიური ადგილებიდან), რაც მიზნად ისახავს კონკრეტული ეთნიკური, პოლიტიკური თუ კულტურული ჯგუფის განადგურებას ან მისი ენის, რელიგიისა და კულტურის მოსპობას.

სტერეოტიპი - ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუცნობიერებელი აღქმა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია.

ეთნოცენტრიზმი - მოსაზრება, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი სჯობს მეორეს.

პროპაგანდა - (ლათ. პროპაგანდა, სიტყვასიტყვით ნიშნავს - ექვემდებარება გავრცელებას) პროპაგანდის საშუალებით ადამიანების შეხედულებებზე, აზრებზე, ზოგადად ცნობიერებაზე, სხვადასხვა სიმბოლოების საშუალებით (სიტყვით, ლოზუნგებით, მუსიკით, მედიასაშუალებებით და სხვ.) ხორციელდება იდეური ზეწოლა. მიზნის მისაღწევად პროპაგანდისტი (პირი, რომელიც ეწევა პროპაგანდას) გვერდს უვლის ან ამახინჯებს მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობს, აუდიტორიას მიაწოდოს მხოლოდ მისთვის მისაღები ინფორმაცია.

სტიგმა

დისკრიმინაციის კიდევ ერთი მიზეზი სტიგმაა. სტიგმა არის მცდარი, „გაყინული“ შეხედულება, მიკრული იარლიყი, რომელიც იწვევს პიროვნების ან ჯგუფის მარგინალიზაციას, ანუ გარიყვას.

სტიგმატირებული ადამიანის დისკრიმინაციას ხშირად მოსდევს კონფლიქტი და ძალადობა. სტიგმის შედეგად ხდება ადამიანის განდევნა საზოგადოებიდან. სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა. იგი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური. სტიგმა გვხვდება საზოგადოებაშიც და ოჯახშიც. ჩვენ შეგვიძლია, ადვილად განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმ მიზეზით, რომ ის ჩვენგან განსხვავებულია, მისი გვეშინია, ან არ მივიჩნევთ იმ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. სტიგმის „მსხვერპლნი“ უმეტესად ხდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, გარკვეული დაავადების (მაგ., აივ/შიდსის) მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ჯგუფების წევრები, დევნილები,ლტოლვილები და სხვ.

მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღ დამოკიდებულებას შეუძლია, თავიდან აიცილოს სოციუმის გარკვეულ წევრთა სტიგმატიზაცია. ყოველმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს იმ საზოგადოების წევრი, რომელშიც ცხოვრობს.

აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა

სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც აივ/შიდსს უკავშირდება, ნაწილობრივ, შიშისა და გაუგებრობის საფუძველზე განვითარდა. აივ-ის დიაგნოზი იწვევდა პანიკას, შიშსა და უმწეობის განცდას. დღეს ცნობილია, რომ უკვე შესაძლებელია შიდსის მკურნალობა და დაავადებულმა ადამიანებმა, შესაძლოა, მრავალი წელი იცოცხლონ. მიუხედავად ამისა, ზოგადად, დაავადებისა და ინფექციისადმი შიში კიდევ არსებობს, რაც ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით არის განპირობებული. სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ეშინიათ თავიანთი სტატუსის გამჟღავნების; მათ ურჩევნიათ, თავი აარიდონ აივ/შიდსზე გამოკვლევას, ეს კი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. დაავადებისადმი ასეთი მიდგომა გამოიწვია საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ ინფიცირებულების მიმართ.

0x01 graphic

მაგალითად, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის გადასხმის შედეგად დაინფიცირდა ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალბატონი. მას აივ/შიდსით დაავადებული ჩვილი გაუჩნდა. გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ სისხლის აღება მოხდა ე.წ. ფანჯარა პერიოდში. ეს ის პერიოდია, როდესაც აივ/შიდსის ვირუსი დაფარულ სტადიაში იმყოფება. სწორედ ამან გამოიწვია ქალბატონის დაინფიცირება. სასამართლომ დაზარალებულს მცირედი კომპენსაცია მიანიჭა. ახლა ოჯახი ქალაქის გარეუბანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ისინი არ მუშაობენ, მათ არავინ ეკონტაქტება.

დაფიქრდით, რატომ არის ოჯახი ამ მდგომარეობაში? ვინ უნდა ზრუნოს ამგვარ ადამიანებზე?

როგორ ავიცილოთ თავიდან სტიგმა?

სახელმწიფომ დაიწყო სტიგმასთან ბრძოლა. იგი კანონმდებლობებით დილობს „გარიყული“ ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში. აგ., სახელმწიფომ გამოსცა „აქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ სადაც განხილულია სახელმწიფო პოლიტიკა დაავადების იმართ. კანონი ავალდებულებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფიცირებულთა უფლებების და ღირსების დაცვას. ამავე დროს, კანონმა უნდა უზრუნველყოს დაავადებულთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილება.

სახელმწიფომ ასევე შეიმუშავა დევნილთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის სტრატეგიები.

2011 წლის მარტში იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი. განადგურდა სოფლები და ქალაქები. ლოკალური ნგრევის გარდა სტიქიამ გლობალური კატასტროფის წინაშე დააყნა კაცობრიობა. ფუკუშიმას პრეფექტურაში ატომური ელექტროსადგურის დაზიანებამ რადიაციის გაჟონვა გამოიწვია. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რადიაციული დასხივების საშიშროება გაჩნდა. მსოფლიო მედია შიშობს, რომ მოხდება დასხივებული მოსახლეობის სტიგმატიზაცია.

  • დაფიქრდით, რატომ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანთა სტიგმატიზაცია?

  • რას გამოიწვევს ასეთი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ?

ამრიგად, ადამიანები ყველანი ერთნაირები და, ამავე დროს, განსხვავებულები არიან. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ფიზიკური აღნაგობით, კანის ფერით, სხვადასხვა კულტურას ვეკუთვნით. ზოგი ჩვენგანი მეტად წარმატებულია, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველანი თანასწორი ვართ. ჩვენ მსგავსნი და თანასწორნი ვართ ყველგან - საკლასო ოთახში, სკოლაში, ეზოში, უბანში, ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, მსოფლიოში!

______________________________________________________________________

ლექსიკონი

სტიგმა - ძველ საბერძნეთში: მონის ან დამნაშავის სხეულზე დასმული ამღა. ადამიანის დანიშვნა არყოფითი დამღით.

მარგინალი - სოციალური ჯგუფის არეთ მყოფი, გაძევებული.

დავალება 1

მოიძიეთ ტოლერანტული და არატოლერანტული გამოვლინებები საქართველოს ისტორიიდან, ლიტერატურიდან.

დავალება 2

წაიკითხეთ სიტუაციაჭუჭყიანი თეთრეული“:

ჭუჭყიანი თეთრეული

ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.დილით ახალგაღვიძებულმა ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.

- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, - უთხრა ქალმა თავის ქმარს.

ქმარს ყურადღება არ მიუქცევია ქალისთვის, რადგან გაზეთს კითხულობდა.

- ალბათ ცუდ საპონს იყენებს, ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა, არგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.

ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა. ხალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მეზობლის უსუფთაობის ამო. ერთ მშვენიერ დილას მან კვლავინდებურად გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:

- შეხედე, დღეს თეთრეული სუფთაა, როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა.

- არა, ჩემო კარგო, - უთხრა ქმარმა, - საქმე ის არის, რომ დღეს ფანჯარა გავწმინდე.

უპასუხეთ კითხვებს:

  • რატომ შეექმნა ქალს მცდარი შეხედულება მეზობელზე?

  • დაუკავშირეთ სიტუაციაში მოთხრობილი ამბავი სტერეოტიპებისა და წინასწარგანსჯის შექმნას.

  • გააანალიზეთ მეუღლის საქციელი.

  • როგორ მოიქცა მეუღლე? როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო?

დავალება 3

სქემა 1-ში მოცემულია ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევების ჩამონათვალი. გაეცანით ქვემოთ მოცემულ სქემას. დაფიქრდით და შეარჩიეთ სამი ტოლერანტული და სამი არატოლერანტული საქციელი, რომლებიც გახასიათებთ, ან შემთხვევით ჩაგიდენიათ, ან თქვენ მიმართ განუხორციელებია ვინმეს. გაუზიარეთ მეწყვილეს თქვენი აზრები.

ტოლერანტული ქცევა

არატოლერანტული ქცევა

სხვების მიმართ კეთილგანწყობა

სხვების შეურაცხყოფა, დაცინვა

თქვენგან განსხვავებული პიროვნების პატივისცემა

თქვენგან განსხვავებული პიროვნების იგნორირება, გარიყვა

განსხვავებული აზრის პატივისცემა

განსხვავებული აზრის უპატივცემულობა

სხვების არგანსჯა

სხვების მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით შეფასება

ჰუმანიზმი - ადამიანის სიყვარული, მისი ღირსების პატივისცემა, კაცთმოყვარეობა

უპატივცემულობა

ალტრუიზმი, ანუ სხვაზე უანგარო ზრუნვა

არავისზე ზრუნავთ

თანაგრძნობა, მისი განცდის გაზიარება

არავის თანაუგრძნობთ

მოსმენის უნარი

არ გიყვართ მოსმენა

მოთმინება, თავდაჭერის უნარი, როცა რაიმე არ მოგწონს, აგრესიას არ გამოხატავ

მოუთმენელი ხართ, ადვილად გამოდიხართ წყობიდან

ერთგულება

ღალატი

შეავსეთ სქემა:

დაფიქრდით/დაწყვილდით/გაუზიარეთ

სქემა 2

შეკითხვა

მე რა ვიფიქრე

მეწყვილემ რა იფიქრა

რა გავუზიარეთ ერთმანეთს

რომელი ტოლერანტული თვისება გაგაჩნიათ?

რომელი არატოლერანტული ქცევა ჩაგიდენიათ?

მოჰყოლია თუ არა სხვის დისკრიმინაციას კონფლიქტი და ძალადობა? რატომ?

როგორ აიცილებდით თავიდან დისკრიმინაციას და მისგან გამოწვეულ ძალადობას?

დავალება 4

აღწერეთ სურათი სამი წინადადებით. განმარტეთ, თქვენი აზრით, რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანი.

0x01 graphic

დავალება 5

0x01 graphic

  • მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ტოლერანტული შეხედულებების დამკვიდრება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • რატომ არის ეს აუცილებელი და რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გააკეთოს ამისათვის?

  • რატომ უერთდება ზოგიერთი ადამიანი ისეთ გაერთიანებებს, როგორიც არის სკინჰედები?

  • დისკრიმინაცია და ცრურწმენები არა მარტო „მსხვერპლის“, არამედ ამ დისკრიმინაციის განმახორციელებელთათვისაც ცუდია. რატომ?

  • რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ირგვლივ არსებული ცრურწმენების გასაბათილებლად?

  • აღწერეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი.

  • მოიყვანეთ სტერეოტიპის მაგალითი სატელევიზიო გადაცემის ან კინოფილმის პერსონაჟის სახით.

  • ჩამოთვალეთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტერეოტიპები, მაგალითად, „არ არის საჭირო ე.წ. მეორეხარისხოვანი საგნების სწავლა“ და სხვ.

დავალება 6

დაასრულეთ წინადადებები:

ყველა მათემატიკოსი არის ________________________________

ფეხბურთელები არიან _____________________________

ლამაზი ქალები არიან _____________________________

დავალება 7

მე განსხვავებული ვარ

  • ჩამოთვალეთ, რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან.

  • რატომ ხდება ზოგჯერ ადამიანის განსხვავებულობა მისი დისკრიმინაციის მიზეზი? მოიყვანეთ მაგალითები.

  • რა უნდა გაკეთდეს ასეთი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად?

0x01 graphic

დავალება 8

წაიკითხეთ ტექსტი და გააანალიზეთ:

ის არ მუშაობს

- ბევრი ბავშვი გყავთ? - იკითხა ექიმმა.

- ექვსი, - უპასუხა მან.

- თქვენი ცოლი მუშაობს?

- სახლიდან არ გადის.

- გასაგებია. რას აკეთებს მთელ დღეს?

- დგება დილის 4 საათზე, მოაქვს წყალი, შეშა, ანთებს ცეცხლს და ამზადებს საუზმეს. შემდეგ მიდის მდინარეზე და რეცხავს. ამის შემდეგ ბაზარში საჭირო პროდუქტს ყიდულობს. შემდეგ ამზადებს სადილს.

- თქვენ სახლში შუადღეზე ბრუნდებით?

- არა, არა, ცოლს მოაქვს საჭმელი ჩემთან, მინდორში, რომელიც სახლიდან დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული.

- და ამის შემდეგ?

- ცოლი უვლის ქათმებსა და ღორებს და, რა თქმა უნდა, მთელ დღეს ბავშვებს ადევნებს თვალყურს. შემდეგ ამზადებს ვახშამს, რომელიც ჩემი მოსვლისათვის ყოველთვის მზად არის ხოლმე.

- თქვენი ცოლი ვახშმის შემდეგ დასაძინებლად მიდის?

- არა, დასაძინებლად მე მივდივარ. მას კი რაღაც საოჯახო საქმეები აქვს დასამთავრებელი ცხრა საათამდე.

- მაგრამ თქვენ თქვით, რომ ცოლი არ მუშაობს?

- არა, მე გითხარით, რომ ის სახლიდან არ გადის.

  • ვისი უფლებები ირღვევა ამ სიტუაციაში? როგორი სახის დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

  • რა უნდა გავაკეთოთ საკლასო ოთახში, ან სახლში, რომ ერთმანეთს, როგორც თანასწორებს, ისე მოვექცეთ?

დავალებ 9

სასურველი თანამგზავრი

წარმოიდგინეთ, რომ მატარებლით მოგზაურობთ. თქვენ წინაშეა სავარაუდო მგზავრების სია. არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, აღნიშნული სიიდან რომელ სამ თანამგზავრთან არჩევდით მოგზაურობას? დაასაბუთეთ, რატომ?

0x01 graphic

პოტენციური მგზავრების სია:

  • ბოშა;

  • პანკი;

  • ახალგაზრდა მამაკაცი, აივ-ინფიცირებული;

  • ღარიბულად ჩაცმული ქალი, პატარა ბავშვით;

  • შავკანიანი სტუდენტი;

  • მოზარდი, ნარკომანის გარეგნობით;

  • გათავისუფლებული პატიმარი;

  • ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ინდიელი;

  • პოლიციელი;

  • ეტლში მჯდარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი;

  • ჩინელი, რომელიც უცნაური და უსიამოვნო სუნის მქონე საჭმელს მიირთმევს;

  • გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი.

უპასუხეთ კითხვებს:

  • რა გრძნობები დაგეუფლათ ამ დავალების შესრულებისას?

  • ადვილი იყო არჩევანის გაკეთება? რატომ?

  • რით იყო გამოწვეული აღნიშნული უპირატესობა?

  • რა მიზეზების გამო არ შეარჩიეთ ამ სიიდან რომელიმე ადამიანი? რამ შეგიშალათ ხელი არჩევანის გაკეთებაში?

  • რომელმა შეხედულებებმა შეგიშალათ ხელი, გაგეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი?

  • რამდენად შეესაბამება თქვენი შეხედულებები სინამდვილეს? ამ სიაში ყველას აქვს ეს თვისებები?

პროექტზე მუშაობა - III საფეხური:
ინფორმაციის შეგროვება შერჩეული
პრობლემის შესახებ

მესამე საფეხურის აღწერა:

პროექტზე მუშაობის მესამე საფეხურზე მთელმა კლასმა უნდა იმუშაოთ შერჩეული პრობლემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაზე. ფაქტობრივად, უნდა ჩაატაროთ მცირე მასშტაბის კვლევა. ღირებული ინფორმაციის მოსაძიებლად ქვემოთ ჩამოთვლილი საინფორმაციო საშუალებებიდან შეარჩიეთ მნიშვნელოვანი.

0x01 graphic

იმისათვის, რომ კვლევაში ყველა საინფორმაციო წყაროს ჩართვა შეძლოთ, ისევ დაიყავით ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა საკვლევად შეარჩიეთ განსხვავებული საინფორმაციო წყარო. მიღებული ინფორმაციის ჩასანიშნად გამოგადგებათ პროექტის პირველ საფეხურზე (გვ.19-21) მოცემული კითხვარები, ასევე, ქვემოთ მოცემული პუბლიკაციებიდან, წერილებიდან და ინტერვიუებიდან ამოკრებილი ინფორმაციის დოკუმენტირების ფორმა. თუ პრობლემის შესახებ ღირებული ინფორმაციის მოწოდება შეუძლია რომელიმე კერძო პირს, შეგიძლიათ იგი სტუმრის სტატუსით მოიწვიოთ კლასში. ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე - სატელეფონო და წერილობით საუბრითაც.

საინფორმაციო საშუალებები:

1. ბიბლიოთეკები;

2. ბეჭდური მედია;

3. პროფესორ-მასწავლებლები;

4. ადვოკატები და მოსამართლეები;

5. თემში არსებული ორგანიზაციები და ინტერესთა ჯგუფები;

6. საკანონმდებლო სტრუქტურები;

7. ადმინისტრაციული სააგენტოები;

8. ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები.

პუბლიკაციებიდან, წერილებიდან და ინტერვიუებიდან ამოკრებილი ინფორმაციის დოკუმენტირების ფორმა

ჯგუფის წევრების სახელები ------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------------------------------------------------------------------

ორგანიზაცია, სადაც მოიძიეთ საინფორმაციო წყარო -------------------------------

საკვლევი პრობლემის დასახელება ----------------------------------------------------

1. საინფორმაციო წყარო

ა. სახელი/სათაური -----------------------------------------------------------------------

ბ. ავტორი ----------------------------------------------------------------------------------

გ. თარიღი ---------------------------------------------------------------------------------

2. ჩაინიშნეთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ, პასუხი გასცეთ საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეკითხვებს.

ა. რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა ჩვენი თემისთვის? -----------------------

ბ. რამდენად ფართოდაა გავრცელებული ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში? --------------------------

გ. თქვენი აზრით, რომელია სწორი?

  • არანაირი კანონი და პოლიტიკა არ არეგულირებს ამ პრობლემას.

დიახ --- არა -----

  • კანონი, რომელიც ამ პრობლემას არეგულირებს, არ არის ადეკვატური.

დიახ --- არა ----

  • კანონი, რომელიც ამ პრობლემას არეგულირებს, ადეკვატურია, მაგრამ არ არის სათანადოდ დაცული.

დიახ ------- არა -------

დ. ხელისუფლების რომელი საფეხური ან ორგანოა პასუხისმგებელი ამ პრობლემის მოგვარებაზე? რა ღონისძიებებს ატარებენ ისინი ამ კუთხით? გარდა ხელისუფლებისა, ვის ევალება ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა? ----------------------------------------------------------------------------------------

ე. რა წინააღმდეგობები არსებობს თემში ხელისუფლების მიერ ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე? --------------------------------------------------------

ვ. ვინ არიან ის ძირითადი ჯგუფები, ორგანიზაციები და კერძო პირები, ვინც გამოხატავენ თავიანთ აზრს ამ პრობლემასთან დაკავშირებით? -------------------------------------------------------------------

  • რატომ არიან ისინი ამ პრობლემით დაინტერესებულნი? -------------------------------------------

  • რა პოზიცია უკავიათ? -----------------------------------------------------------------

  • რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მათ პოზიციას? -------------------------------------

  • როგორ ცდილობენ ისინი, აიძულონ ხელისუფლება, მიიღოს მათი პოზიცია? --------------------

ზ. როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ უფრო მეტი ინფორმაცია მათ პოზიციასთან დაკავშირებით?----------------------------------------------------------------------------

თ. ვინ არიან ის ძირითადი ჯგუფები, ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც ამ პრობლემის მხარეებს წარმოადგენენ? --------------------------------

  • რატომ არიან ისინი ამ პრობლემით დაინტერესებულნი? -------------------

  • რა პოზიცია უკავიათ? -----------------------------------------------------------------

  • რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მათ პოზიციას? --------------------------------------

  • როგორ ცდილობენ ისინი, აიძულონ ხელისუფლება, მიიღოს მათი პოზიცია? --------------------

ი. თუ კლასი შეიმუშავებს ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიმართულ სტრატეგიას, როგორ ვაიძულებთ ხელისუფლებას, გაიზიაროს ის? ---------------------------------------------------------------

როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია;

რა არის ბულინგი

გაკვეთილი 4

დისკრიმინაციაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას, რომელსაც “ბულინგს” უწოდებენ. ტერმინი „ბულინგი“ ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთაან სხვა ჯგუფის მიერ. ბულინგის სამი ტიპი არსებობს: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია: დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვებით მიმართვა, ნივთების წართმევა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, „მსხვერპლის“ უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება - იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.

0x01 graphic

  • დაფიქრდით, თავად თუ აღმოჩენილხართ ამგვარ სიტუაციაში?

  • თქვენ ხომ არ მოქცევიხართ სხვას ამგვარად?

ქართულში ბულინგის შესატყვისია: შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა. ბულინგი თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. რიგ ქვეყნებში ბულინგის მსხვერპლთ კანონი იცავს. სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლებელია, ტერმინი ინგლისური სიტყვა “ბულლ”-იდან მოდიოდეს, რაც ქართულად ხარს ნიშნავს. თუ პარალელს გავავლებთ ბულინგის მსგავსი შინაარსის მქონე ქართულ სიტყვასთან “ყოჩობასთან”, რომელიც სიტყვა „ყოჩიდან“ მომდინარეობს, რაც ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს, მსგავსებას დავინახავთ. მართლაც, ხშირად მოძალადე, აგრესორი მოზარდი ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. სამწუხაროდ, ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს. ხშირად ეუხეშება მასწავლებელს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას, თანატოლებს. აგრესორი მოზარდი ხასიათდება მოჭარბებული ენერგიით, საკუთარ თავზე გადამეტებული პოზიტიური ან ნეგატიური წარმოდგენით, სხვებზე ძალაუფლებისა და მბრძანებლობის სურვილით. მას უჩნდება შიში, რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი. მოძალადეს სურს, მიიქციოს ყურადღება, უჭირს მეგობრობა, არ აქვს დანაშაულის განცდა, არ შეუძლია სხვისი თანაგრძნობა. ზოგჯერ ახალგაზრდები დაუფიქრებლად, გულუბრყვილოდ ახდენენ თავიანთი აგრესიული გრძნობების დემონსტრირებას. სამწუხაროდ, ამგვარმა ქმედებამ შესაძლებელია, გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი მიაყენოს „მსხვერპლს“.

მოზარდი - მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისაგან. იგი შეუმჩნეველი, პატარა და სუსტია. გაურბის ხმაურიან თავყრილობებს. მას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამორჩეული თვისებები. მაგალითად, იყოს სხვებზე ბევრად მაღალი ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი, კარგად სწავლობდეს.

გაეცანით და გაითავისეთ წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ გახდეთ ბულინგის მსხვერპლი ან თავად არ გახდეთ მოძალადე.

1. იხელმძღვანელეთ ურთიერთობის ოქროს წესით: „არ მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ“;

2. წარმოიდგინეთ თავი ძალადობის მსხვერპლის ადგილზე;

3. მიიღეთ ყველა ისეთი, როგორიც არის; პატივი ეცით ყოველი ადამიანის ინდივიდუალობას;

4. ისწავლეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზები.

ბულინგის და, ზოგადად, დისკრიმინაციის ყველა გამოვლინების დასაძლევად, უნდა შეიარაღდეთ ცოდნით, უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის, დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის/ თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულებაარატოლერანტული ქცევისადმი.

დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებებია კომპრომისი და თანამშრომლობა.

კომპრომისი

კომპრომისი არის შუალედური წერტილი ორ ან რამდენიმე ექსტრემალურ მოსაზრებას შორის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორი ან რამდენიმე მოკამათე მხარე მზად არის, გარკვეული პოზიცია დათმოს საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად.

გაიხსენეთ თქვენი ცხოვრებიდან კამათის ეპიზოდი - მშობლებთან, კლასელებთან...

რა შედეგით დამთავრდა კამათი? როგორ შეძლებდით კამათის თავიდან აცილებას?

ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კომპრომისს

როდესაც თანატოლებთან ან უფროსებთან ვკამათობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმის მიღწევა, რაც გვსურს, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ შევძლოთ კომპრომისის მიღწევა, ყოველთვის შევხედოთ სიტუაციას მოკამათე ადამიანის მხრიდანაც. თუ ყველა სადავო სიტუაციაში მოვახერხებთ კომპრომისის მიღწევას, მოვიპოვებთ ადამიანთა ნდობას და შემდგომში მათ მხარდაჭერასაც.

დაეთანხმეთ ადამიანებს და აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მათ მოსაზრებებს. არ გეგონოთ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს თქვენ მათ უპირატესობას აღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფლობთ კომპრომისის ხელოვნებას.

ლექსიკონი

კომპრომისი - ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთახმება.

ასევე, დისკრიმინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა.

გახსოვდეთ, დიალოგი დაგეხმარებათ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში.

როგორ წარვმართოთ დიალოგი?

1. დიალოგი არის თანამშრომლობა, მისი მიზანია შეთანხმება;

2. დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რომ გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებები პოზიციებს შორის;

3. დიალოგი ხელს უწყობს განსახილველ საკითხზე მცდარი შეხედულების გამოვლენასა და შეფასებას;

4. დიალოგის პროცესში მისაღებია პოზიციის შეცვლა;

5. დიალოგი იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, იპოვო პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის ორიგინალურ პოზიციას;

6. დიალოგი ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას;

7. დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას.

დავალება 1

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი:

გაკვეთილების შემდეგ ლაშა, დათო, მიშო და კიდევ რამდენიმე ბიჭი კალათბურთის სათამაშოდ დარჩნენ სკოლაში. თეონა და ნინოც მათთან ერთად იყვნენ, ასევე, ანრიც - ცომი (ასე ეძახდნენ მას კლასში მეგობრები). ყველამ გამოთქვა თამაშის სურვილი. ლაშამ ანრის გახედა და გასძახა:

- მოუქნელი და მსუქანა ხარ!

- მაგას ჯობია, იმ ბიჭს დავუძახოთ, მაღალია!

- რომელს? - იკითხა დათომ.

- აი, ახალი რომ არის, ჭორფლიანი. მგონი გოგიტა ჰქვია, არა, რიჟა ჯობია, უფრო შეეფერება, - უპასუხა ლაშამ.

- თქვენ გვიყურეთ გოგოებო, კალათბურთი თქვენი საქმე არ არის. ანრის უნდოდა კალათბურთის თამაში, მაგრამ მოშორებით იდგა და ხმას არ იღებდა.

უპასუხეთ კითხვებს:

  • როგორ ფიქრობთ, სად არის აქ უსამართლობა? დისკრიმინაცია?

  • თავი წარმოიდგინეთ ანრის ადგილზე, რას იგრძნობთ?

  • დაასახელეთ პერსონაჟები, რომელთა ადგილზე ყოფნასაც არ ისურვებდით. რატომ? როგორ მოიქცეოდით, მათ ადგილას რომ ყოფილიყავით?

  • რას გააკეთებდით, თუ ასეთი სიტუაცია თქვენს კლასში ან თქვენს ეზოში შეიქმნებოდა?

  • ბულინგის რომელი სახეებია ნაჩვენები სიტუაციაში?

დავალება 2

წაიკითხეთ, რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დანახვაზე კაფეში ან სუპერმარკეტში ხალხი მას დაჟინებით უცქერს და ოხრავს.

  • ბავშვის მშობელს ადამიანები უსვამენ გულსატკენ კითხვებს ბავშვის შესახებ.

  • საჯარო ან კერძო დაწესებულებებს არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სათანადო აღჭურვილობა და ინვენტარი.

  • მეგობრები და ნათესავები ერიდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთან ურთიერთობას.

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ ისმის დამამცირებელი მეტსახელები.

  • ამ ადამიანთა სურვილი, სხვებს გაუზიარონ თავიანთი წუხილი და გულისტკივილი, ან იგნორირებულია, ან უბრალოდ ისინი იღებენ გულგრილ პასუხს - „ყველაფერი კარგად იქნება“.

  • გაიხსენეთ, თუ შეგიმჩნევიათ ასეთი სახის დისკრიმინაციის მაგალითი თქვენ ირგვლივ?

  • როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ასეთ შემთხვევას გადააწყდებით?

დავალება 3

გამართეთ საკლასო დისკუსია ბულინგთან დაკავშირებით, განსაზღვრეთ „მსხვერპლის“ შესაძლებელი პრობლემები.

დავალება 4

გაიხსენეთ ქართული ანდაზები, იგავ-არაკები, სადაც სიტყვის ძალაზეა საუბარი.

პროექტზე მუშაობა - IV საფეხური:
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
და პროექტის დაგეგმვა

მეოთხე საფეხურის აღწერა:

პროექტზე მუშაობის მეოთხე საფეხურზე თქვენ ამუშავებთ, აანალიზებთ და აჯამებთ კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეძებთ პრობლემის გადაჭრის გზებს და გეგმავთ, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს. თქვენ უკვე ფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას შერჩეული პრობლემის შესახებ. გააცანით თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კლასს. იმსჯელეთ, ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე. ვის შეუძლია დადებითი/უარყოფითი გავლენის მოხდენა შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე. იმუშავეთ ჯგუფებში, შეიმუშავეთ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზები და, საკლასო დისკუსიის საშუალებით, შეარჩიეთ მათ შორის საუკეთესო.

პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის შერჩევის შემდეგ, დაიწყეთ დაგეგმვა, თუ როგორ უნდა გადაჭრათ აღნიშნული პრობლემა.

0x01 graphic

7 თემა 4. რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილი 5

„თავისუფლება სულაც არ ნიშნავს შენს ნებაზე ცხოვრებას - პირიქით, თავისუფალ კაცს მეტი თავშეკავება მოეთხოვება, ვიდრე მონას. ძალიან არ მინდა, რომ მონა ვიყო“.

ოთარ ჭილაძე

სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვა ის ბუნებრივი უფლებებია, რომლებიც დაბადებიდან ენიჭება ადამიანს. ადამიანები სწორედ ამ და სხვა უფლებათა დაცვის მიზნით ქმნიან ხელისუფლებას და თუ ეს უკანასკნელი ვერ ან არ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, ხალხს შეუძლია, შეცვალოს ან გააუქმოს არსებული მმართველობა და აირჩიოს ახალი ხელისუფლება.

0x01 graphic

იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა, უნდა ჩავწვდეთ ამ უფლებათა არსს. განვიხილოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანდაყოლილი უფლება, რომელიც განაპირობებს მოქალაქის აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს არის - თავისუფლება.

იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის აზრით, თავისუფლება „პირველი სიკეთეა კაცისა“. თავისუფლება არის: „სხვას არ გაუკეთო ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ; და შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება“.

ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით - ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით.

ადამიანი ცხოვრობს გარემოში, რომელიც მოიცავს ბუნებრივი და საზოგადოებრივი ფაქტორების ერთობლიობას. ბუნება თავისი მოვლენებით, სახელმწიფო თავისი კანონებით, საზოგადოება თავისი ტრადიციებით, ღირებულებებითა და ზნეობრივი ნორმებით ახდენს მასზე ზემოქმედებას, ზეწოლას. გარემო ადამიანს უპირისპირდება, როგორც გარეგანი, უცხო ძალა, რომელიც აიძულებს მას, იმოქმედოს შესაბამისად. მაგრამ ადამიანს შეუძლია, აღუდგეს ამ ზეწოლას და განახორციელოს მისი საპირისპირო ქმედება, ანუ იმოქმედოს გარემო პირობებისაგან დამოუკიდებლად.

ადამიანი არ უნდა გახდეს სურვილის მონა, ანუ თავისუფლება არ უნდა იქცეს თვითნებობად.

როგორც ხედავთ, თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს არასდროს ეძლევა სრული თავისუფლება. მას არ აქვს ყველაფრის გაკეთების უფლება, რაც თავში მოუვა. ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს სხვადასხვა კანონი, მაგრამ მთავარი ცენზორი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა თავისუფლების აუცილებელი პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არ არის, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე: პოლიტიკოსს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია, დანაშაულს იურიდიული პასუხისმგებლობა აწესრიგებს, ნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული საკუთარი სინდისი და ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ღირებულებებია.

პიროვნების უფლებები და თავისუფლებები ადამიანური ბუნებიდან ამომდინარეობს, ისინი იმიტომ გააჩნია პიროვნებას, რომ დამიანია. რაც შეეხება მოვალეობებს, პიროვნებას ისინი აკისრია ახელმწიფოს წინაშე. მათი შეუსრულებლობისათვის სახელმწიფოს შეუძლია, დასაჯოს მოქალაქე.

ამრიგად, სახელმწიფო ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ ემსახუროს ხალხს და არა პირიქით - ხალხი ემსახუროს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი პრინციპი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი არის ქვეყნის მოქალაქეების (და არა სუბიექტების) ერთობლიობა. ამდენად, სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ხოლო, თავის მხრივ, მოქალაქეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რომლებიც საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ აკისრიათ. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით და თავისუფლებით, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაში ხშირად მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულობას გულისხმობენ. თუმცა სინამდვილეში მოქალაქეობრივი მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეებს შეუძლიათ, შექმნან საზოგადოებრივი ჯგუფები და მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვაში. სახელმწიფო დონეზე მოქალაქეებს შეუძლიათ, შეუერთდნენ სხვადასხვა გაერთიანებას, მოხალისეთა ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა თავიანთი წვლილიშეიტანონ დემოკრატიის განვითარების საქმეში.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი განათლების საკითხებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი დიანა რავიჩი წერს: „დემოკრატია ეს არის პროცესი, საშუალება ერთად ცხოვრებისა და მუშაობის. ის მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას, კომპრომისსა და ტოლერანტობას ყველა მოქალაქის მხრიდან. ეს მძიმე შრომაა. თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა თავისუფლებას პასუხისმგებლობისგან“.

დავალება 1

ძვ. წ. 431 წელს ათენისა და სპარტას ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ომი გაჩაღდა. ამ პერიოდში ათენის არქონტი ბერძენ-სპარსელთა ომების ერთ-ერთი გმირი - პერიკლე იყო. ბრძოლაში დაცემული ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე მან საზეიმო გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ათენის სახელმწიფოსა და საზოგადოების იდეალებსა და ცხოვრების წესზეც გაამახვილა ყურადღება.

0x01 graphic

  • ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი;

  • ცალ-ცალკე ამოიწერეთ ათენის სახელმწიფო მმართველობის დამახასიათებელი ნიშნები, საზოგადოებაში არსებული ღირებულებების და ათენელი მოქალაქეების ცხოვრების წესის მაჩვენებელი სიტყვები.

...ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობისთვის არანაირი უცხოური დაწესებულება არ აგვიღია. პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მაგალითის მიმცემნი სხვებისათვის, და არა ვინმეს მიმბაძველნი რაიმეში. და ვინაიდან ჩვენს ქალაქს მართავენ არა ერთი მუჭა ადამიანები, არამედ ხალხის უმრავლესობა, ამიტომ ჩვენს სახელმწიფოებრივ წყობას ხალხის მმართველობა ეწოდება. კერძო საქმეებში ყველა სარგებლობს ერთნაირი უფლებით და კანონთა მიხედვით; რაც შეეხება სახელმწიფოებრივ საქმიანობას, საპატიო სახელმწიფო თანამდებობაზე აწინაურებენ ღირსების მიხედვით, ვისაც თავი გამოუჩენია არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების ძალით, არამედ პირადი სიქველით. სიღარიბე ხელს არ უშლის საპატიო თანამდებობის დაკავებას... ჩვენ საზოგადოებრივ საქმეებში არ ვარღვევთ კანონებს, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონებს, განსაკუთრებით - დაჩაგრულთა დასაცავად დაწესებულთ... ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფლად. ...სიმდიდრე ჩვენთვის ფუჭი დიდების მიღწევის საშუალება კი არ არის, არამედ ახალი მიღწევების შესაძლებლობაა. არ მიგვაჩნია, რომ სიღარიბის აღიარება სირცხვილია, მაგრამ ნამდვილი უკუსვლაა, როდესაც არაფერს იღონებ მის დასაძლევად. ჩვენი მოქალაქეები პირნათლად ასრულებენ როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო მოვალეობებს. სხვა სახელმწიფოებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ადამიანს, რომელსაც თავი საზოგადოებრივი საქმეებისაგან შორს უჭირავს, არამშვიდ“, არამედ უსარგებლო მოქალაქედ მივიჩნევთ. პოლიტიკის ყველა საკითხს სათითაოდ და ყურადღებით განვიხილავთ და ვკამათობთ მათზე, რადგან გვჯერა... რომ ნებისმიერი წამოწყება განწირულია, თუკი საერთო მსჯელობის გარეშეა დაწყებული. ჩვენი განმასხვავებელი თვისებაა, რომ ერთდროულად უშიშარნი (რისკიანნი) ვართ ქმედებებში და ძალზე ბევრს ვფიქრობთ მათ დაწყებამდე... ერთი სიტყვით, მე ვამტკიცებ, რომ ჩვენი ქალაქი მთელი ელადის სკოლაა და მიმაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს თავისთავად შეუძლია იოლად და მოხდენილად გამოამჟღავნოს თავისი პიროვნება სრულიად განსხვავებულ ცხოვრების პირობებში.

უპასუხეთ კითხვებს:

  • რას მოითხოვს ათენში საზოგადოება მოქალაქისგან და რით უზრუნველყოფს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს?

  • თქვენი აზრით, რატომ უწოდა პერიკლემ ადამიანს, რომელსაც საზოგადოებრივი საქმეებისგან თავი შორს უჭირავს, არა “მშვიდი“, არამედ უსარგებლო ადამიანი?

  • შეგიძლიათ თქვენი ნაცნობებიდან დაასახელოთ, ვინ იქნებოდა პერიკლეს აზრით სასარგებლო ადამიანი და რატომ? ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოპოვებული ინფორმაცია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩაწერეთ.

ათენის მმართველობის დამახასიათებელი ნიშნები

საზოგადოებრივი ღირებულებები

ათენელ მოქალაქეთა ცხოვრების წესი

__________________________________________

ლექსიკონი

ქალაქ-სახელმწიფო - (ბერძ. Polis) დამოუკიდებელი, ავტონომიური წარმონაქმნი. ძველ საბერძნეთში ქალაქ-სახელმწიფოები კულტურის ცალკეული მმართველობითი ერთეულები იყვნენ. მათ საერთო ენა, რელიგიური წარმოდგენები და მსოფლმხედველობა გააჩნდათ, თუმცა კანონმდებლობა და ქალაქის მმართველობა სუვერენული სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით იყო წარმოდგენილი. ქალაქ-სახელმწიფოს ბერძნები პოლისს უწოდებდნენ, სწორედ აქედან წარმოდგა ტერმინი პოლიტიკა.

დავალება 2

„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“.

უპასუხეთ კითხვებს:

  • რა საერთოა პერიკლეს სიტყვასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ სტროფს შორის?

  • გაიხსენეთ ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარებაში.

  • კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბეთ, რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისგან და პირიქით? რა სჭირდება საზოგადოებას თქვენგან და თქვენ საზოგადოებისგან?

  • თქვენი აზრით, იყო თუ არა პერიკლეს დროის საბერძნეთში მოქალაქის თვითრეალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემო? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.

  • არის თუ არა დღევანდელ საქართველოში ასეთი გარემო? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.

დავალება 3

0x01 graphic

ოთარ ჭილაძე - XX საუკუნის თვალსაჩინო ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, სცენარისტი, „თავისი დროის გულწრფელი მემატიანე“ - თავისი ცხოვრების არსს შემდეგი სიტყვებით გადმოსცემს:

„რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით“.

წაიკითხეთ ნაწყვეტი ოთარ ჭილაძის სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ:

ვგმობ სისასტიკეს!
(რადიოგამოსვლა 1989 წლის 11 აპრილს)

მთელი ჩემი არსებით ვგმობ იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც, ჩვენდა სამწუხაროდ, 9 აპრილის ღამით გავხდით. ეს ღამე ალბათ ახალ „ბართლომეს ღამედ“ ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო ჩვენს შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება - აღარასოდეს გათენდება, როგორც არ უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც, დავუშვათ, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაცაფუცით, გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც, დავუშვათ, ქვეწარმავლები. ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვამსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი

0x01 graphic

თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა. ეს გზა, ადრე თუ გვიან, ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის, რასაკვირველია, ჩვენც. მაგრამ საქმეც ისაა, ვინ როგორ გაივლის ამ გზას, ანუ ბოლომდე გაივლის თუ შუა გზაში შეფერხდება, დაიბნევა, გადაცდება, მხარი ექცევა... სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა - გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმაოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის...“

უპასუხეთ კითხვებს:

რატომ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები?

რა იყო მათი პროტესტის მიზანი?

ადამიანის რომელ უფლებას იცავდნენ ისინი?

„..სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა - გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმაოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის.“ - როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ტექსტის ავტორი ამ სიტყვებში?

დავალება 4

„მოქმედება ძალადობის გარეშე“ - ეს ტერმინი გულისხმობს პროტესტის განსაკუთრებულ მშვიდობიან ფორმას უსამართლობის წინააღმდეგ. აქ მოყვანილი პიროვნებები სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ეროვნების შვილები არიან, სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველას აერთიანებდა - ბრძოლა მშვიდობისათვის, ძალადობის გარეშე. სწორედ ამიტომ მსოფლიომ აღიარა მათი თავდადება, ხოლო თავიანთ ქვეყნებში ხალხმა ისინი ეროვნულ გმირებად შერაცხა. ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია უფლებათა ცნობილ დამცველებზე.

მაჰათმა განდი

0x01 graphic

ჩემი მისია მხოლოდ ინდოეთის თავისუფლებით არ შემოიფარგლება. იგი ითვალისწინებს ამ ცნების გაანალიზებას, ადამიანების მეგობრობასა დაურთიერთგაგებას“.

მაჰათმა განდი

მოჰანდას კარამ ჩანდ განდი, იგივე მაჰათმა განგი („მაჰათმა“ ინდოელმა მწერალმა თაგორმა უწოდა, რაც „დიდ სულს“ ნიშნავს) ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი გახლდათ. იგი განათლებით იურისტი იყო.

დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთის გასათავისუფლებლად მაჰათმა განდიმ არაძალადობრივი დაუმორჩილებლობისაკენ, ანუ მშვიდობიანი გაფიცვისკენ მოუწოდა ხალხს. ადგილობრივი მრეწველობის აღორძინების მიზნით, მან ბოიკოტი გამოუცხადა ბრიტანულ ნაწარმს. თვითონაც უარი თქვა ევროპულ სამოსზე. ჩაიცვა ინდური შინნაკეთი ქსოვილის სამოსი და გლეხური სანდლები. განდიმ მოუწოდა ინდოელ ქალებს, ყოველდღიურად, სახლის პირობებში დაემზადებინათ ტრადიციული ინდური ქსოვილი „ხადი“. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლიდა ინგლისური საფეიქრო ნაწარმის ინდოეთში რეალიზაციას და ინდოეთის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის განდისეული გეგმა ორი ნაწილისაგან შედგებოდა:

1. ინდოეთს არ უნდა მიეღო ინგლისური ნაწარმი;

2. ინდოეთს უნდა გამოეცხადებინა დაუმორჩილებლობა ინგლისური კანონებისათვის.

მაჰათმა განდიმ თავისი პრინციპებით, რწმენით, არაძალადობრივი ქმედებებით ზემოქმედება მოახდინა 200 000 ადამიანის ცნობიერებაზე და დაარწმუნა ისინი, გაერთიანებულიყვნენ და ერთად ემოქმედათ ძალადობის წინააღმდეგ. ინდოელი ხალხისა და განდის თავდაუზოგავმა პროტესტმა - ისინი უარს ამბობდნენ ინგლისელებთან თანამშრომლობაზე, აწყობდნენ საპროტესტო მარშებს, დაპატიმრებასაც არ უფრთხოდნენ და სხვ., შედეგი გამოიღო - 1947 წელს ინდოეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

ვაცლავ ჰაველი ჩეხური მითი

ვაცლავ ჰაველი - ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი დაიბადა 1936 წელს. იგი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახლდათ.

0x01 graphic

პრაღის გაზაფხული ხშირად ესმით, როგორც შეჯახება ხელისუფლების ორ დაჯგუფებას შორის: ერთს სურდა, შეენარჩუნებინა სისტემა არსებული სახით, მეორეს კი სურდა მისი გარდაქმნა. კომუნისტმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც შეეცადნენ სისტემის შეცვლას, შეცვალეს ცვლილებათა გეგმა არა იმიტომ, რომ მათ უცებ გაუნათდათ გონება, არამედ იმიტომ, რომ განიცდიდნენ საზოგადოებრივი აზრის გავლენას.“

ვაცლავ ჰაველი

ჰაველის 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა, მათ შორის იყო ქვეყნის განვითარების დემოკრატიული გზის არჩევა, სლოვაკეთისაგან გამოყოფა, ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება და სხვა. როდესაც სლოვაკეთმაც (სლოვაკები და ჩეხები ერთ ქვეყანაში, ჩეხოსლოვაკიაში, ცხოვრობდნენ) დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჰაველმა თქვა, რომ სამწუხარო იყო, სლოვაკებს მათთან ერთად [ჩეხებთან] ცხოვრება რომ აღარ სურდათ, მაგრამ რაკი ეს ნება სლოვაკმა ხალხმა რეფერენდუმით გამოხატა, ჩეხები მათ [სლოვაკთა] ნებას უნდა დამორჩილებოდნენ. ამის გამო ჰაველი ბევრმა გააკრიტიკა, ჩეხოსლოვაკიის დაშლაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ გავიდა დრო და აღიარეს, რომ ჰაველი სწორად მოიქცა, მან ქვეყანას სისხლისმღვრელი ომი ააცილა თავიდან. ყოველივე ეს მოხდა1989 წელს. ვაცლავ ჰაველის მეთაურობით, ჩეხებმა აღმოსავლეთ ევროპაში პირველებმა, „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეშვეობით, დაამარცხეს საბჭოთა რეჟიმი.

ჩეხოსლოვაკიის მსგავსად, „ხავერდოვანი რევოლუციების“ ტალღამ გადაუარა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც (პოლონეთი,უნგრეთი). ამგვარივე „უსისხლო“ მეთოდით დასრულდა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რეჟიმიც (2003 წელი - „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში; 2004 წელი - „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში; 2005 წელი - „ტიტების რევოლუცია“ ყირგიზეთში).

0x01 graphic

ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში

0x01 graphic

ტიტების რევოლუცია ყირგიზეთიში

0x01 graphic

ლექსიკონი

კომუნიზმი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც როგორც ხელისუფლება, ასევე საკუთრება უნდა იყოს საზოგადოების ხელში. საზოგადოებრივი კეთილდღეობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მარქსისტული თეორიით, კომუნიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება. საზოგადოების თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ იღებს მოთხოვნილების მიხედვით.

მარტინ ლუთერ კინგი

0x01 graphic

ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორც სიკეთისთვის ხელშეწყობა.

მარტინ ლუთერ კინგი

დაიბადა 1929 წ. 15 იანვარს ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, აშშ), შავკანიანთა ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მონობა აშშ-ში კარგა ხნის გაუქმებული იყო, შავკანიანი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებასა და დისკრიმინაციას განიცდიდა. კინგი გახლდათ რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მას სურდა თანასწორობის მშვიდობიანი გზით მიღწევა. მისი არაძალადობრივი ქმედებების - მშვიდობიანი მსვლელობების, ეკონომიკური ბოიკოტების, მასობრივი გამოსვლების შედეგად, აშშ-ის კონგრესმა მიიღო აქტი უფლებების შესახებ.

მარტინ ლუთერ კინგს ღრმად სწამდა, რომ ძალმომრეობას და სიძულვილს შემწყნარებლობა და სიყვარული დაამარცხებდა. სწორედ ამ პრინციპს ემყარებოდა მისი პოლიტიკური ბრძოლის სამოქმედო გეგმა.

1. არც ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი არ უნდა იყენებდეს ძალადობას სამართლიანობის აღსადგენად, რადგანაც არსებობს მეორე, ალტერნატიული გზა.

2. რა არის მოქმედება ძალადობის გარეშე? მთავარი მახასიათებელი - არასოდეს დაამცირო მოწინააღმდეგე, არ ეცადო მის განადგურებას, მოიპოვე მისი სიყვარული, გაგება და პატივისცემა.

3. ამ პოლიტიკის მიზანია, მოქმედება მიმართული იყოს არა კონკრეტული ადამიანების, არამედ იმ ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლნიც ეს ადამიანები არიან.

4. ამ პოლიტიკის მთავარი პრინციპია, გაიაზრო სხვათა მწუხარება, არ უპასუხო ძალადობას ძალადობით და არ იფიქრო შურისძიებაზე.

5. მოქმედება ძალადობის გარეშე გამორიცხავს არა მხოლოდ გარეგან და ფიზიკურ ძალადობას, არამედ შინაგან ძალმომრეობასაც ადამიანის სულსა და გონებაზე;

6. ეს პოლიტიკა ეფუძნება რწმენას, რომ მსოფლიო წესრიგი ეფუძნება სამართლიანობას. ეს კი ნათელი მომავლის რწმენას იძლევა.

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია.

1963 წელს ვაშინგტონში 300 000 ადამიანმა გამართა მშვიდობიანი მსვლელობა. მიტინგზე მთელი დღე ისმოდა სიმღერები, გამოდიოდნენ სიტყვით. მიტინგის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა.

ნელსონ მანდელა

0x01 graphic

არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგანაც ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს.

ნელსონ მანდელა

ნელსონ მანდელა დაიბადა 1918 წელს. მან მიიღო იურიდიული განათლება. 1952 წლიდან გახდა „აფრიკის ეროვნული კონგრესის“ აქტივისტი. მთელ ქვეყანაში ეწეოდა აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობას, იცავდა შავკანიანთა უფლებებს. მან, შვიდ თანამოაზრესთან ერთად, 27 წელი ციხეში გაატარა. საპატიმრო გარე სამყაროსაგან იზოლირებულ კუნძულზე მდებარეობდა, სადაც ტუბერკულოზით დაავადდა.

1990 წელს ციხიდან გაათავისუფლეს სამხრეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერი, რომელიც 1994 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

მანდელას მთავრობის პრიორიტეტებს ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენდა. ის მუდმივად მოუწოდებდა თავის ხალხს - შავკანიან უმრავლესობასა და თეთრკანიან აფრიკელებს - სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ.

მანდელას რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევის კარგი მაგალითია შავკანიანი აფრიკელების მიერ მათთვის უწინ საძულველ თეთრკანიან თანამოქალაქე რაგბისტთა გუნდის გულშემატკივრობა. 1995 წლის მსოფლიო თასზე ურთიერთსიყვარულისა და თანასწორობის ნიშნად, მანდელამ „სფინქსბოქსების“ (თეთრკანიან რაგბისტთა გუნდის სახელწოდება) მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის თეთრკანიან კაპიტანს ჯილდო.

ნელსონ მანდელას ავტორიტეტმა დიდი როლი შეასრულა სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დღესაც „ოჯახის უფროსს“ ანუ „მადიბას“ ეძახიან.

2009 წლის ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 18 ივლისი „მანდელას დღედ“ გამოაცხადა.

_____________________________________

ლექსიკონი

გაერო - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს.

მერაბ კოსტავა

0x01 graphic

თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ საერთო ენას, შესაძლოა, დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ, დაბრმავებულები, ამაოდ დავუწყებთ ერთმანეთს ძებნას და ვეღარ ვიპოვით“.

მერაბ კოსტავა

საქართველოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის გზებით მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში.

მერაბ კოსტავამ, თავის თანამებრძოლებთან ერთად, პირველი პატრიოტული არალეგალური ორგანიზაცია „გორგასალი“ დააარსა. ორგანიზაციის წევრები მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლებით საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ამის გამო მეათე კლასის მოსწავლე დააპატიმრეს, მაგრამ როგორც არასრულწლოვანი, 6 თვის შემდეგ პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

1972 წელს მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდიასთან ერთად, აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. მის წინააღმდეგ არ წყდებოდა რეპრესიები. მან 10 წელი გადასახლებაში, საპყრობილეში გაატარა. მის დაბრუნებას ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა. ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი პროცესი გახდა.

მერაბ კოსტავა 1987-1989 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. იგი მშვიდობისათვის, არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ქართველი ხალხის, საზოგადოების გამთლიანებისათვის იბრძოდა.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა.

1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მერაბ კოსტავას მოღვაწეობის ძირითადი პრინციპი იყო: სამართლიანობა, ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდი, შედეგის მისაღწევად საზოგადოების გამთლიანება, პიროვნების შინაგანი თავისუფლება.

უპასუხეთ კითხვებს:

  • რა აერთიანებს ადამიანის უფლებათა წარმოდგენილ დამცველებს?

  • გამოყავით მათი მოღვაწეობიდან მნიშვნელოვანი ეტაპები;

  • ადამიანების უფლებათა დამცვლებიდან კიდევ ვის გაიხსენებდით?

დავალება 5

მოდით, დავიწყოთ ჩვენი სკოლიდან:

  • ჩამოაყალიბეთ, რა სჭირდება მოსწავლეს (მასწავლებელს, სკოლის ნებისმიერ სხვა თანამშრომელს) სკოლისგან და რა სჭირდება სკოლას მოსწავლისგან (მასწავლებლისგან, სკოლის ნებისმიერი სხვა თანამშრომლისგან)?

  • გააკეთეთ მოკლე ანალიზი, თუ რა ფუნქციები აქვს სკოლასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობას; რატომ უნდა მივმართოთ მათ პრობლემის გადასაჭრელად; რატომ არის ეს გზა დემოკრატიული.

დავალება 6

იგავი - რა დამოკიდებულება გვაქვს:

„ორი ბრძენი მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა, რათა გაეგოთ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. ერთ პატარა ქალაქში მათ ნახეს ადამიანები, რომლებიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ. ისინი შეუჩერებლად ეზიდებოდნენ უზარმაზარ ლოდებს სადღაც. როგორც ერთი შეხედვით იგრძნობოდა, ძალიან უჭირდათ, დაკოჟრილი ხელებიდან სისხლი სდიოდათ. გატანჯულ სახეებზე ღვარად ჩამოსდიოდათ ოფლი.

ბრძენკაცები დაინტერესდნენ, რას ემსახურებოდა მათი საქმიანობა.

- რას აკეთებ? - ჰკითხეს ერთ-ერთ მათგანს.

- ქვებს ვეზიდები, - იყო პასუხი.

- შენ რაღას აკეთებ? - ჰკითხეს მეორეს.

- ბავშვებისთვის ლუკმაპურის ფულს გამოვიმუშავებ.

- და შენ რაღას აკეთებ?

- ღვთის ტაძარს ვაშენებ!

მაშინ კი ჩასწვდნენ ბრძენკაცები ერთ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას:
მთავარია არა ის, რას აკეთებ, არამედ ის, თუ როგორ ეკიდები ამ საქმეს.

ერთმა და იმავე საქმიანობამ შეიძლება ერთ ადამიანს ტანჯვა და ტკივილი მიაყენოს, მეორეს კი ბედნიერება განაცდევინოს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი რაღაც კარგი აღმოვაჩინოთ. რადგან ის იქ უთუოდ არსებობს. უბრალოდ, კარგად უნდა მიმოვიხედოთ ირგვლივ, ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვა შევძლოთ - მხოლოდ ამგვარად მოვახერხებთ მთელი ჩვენი ცხოვრების შეცვლას.

წაიკითხეთ იგავი და უპასუხეთ კითხვებს:

  • გაიხსენეთ შემთხვევა, როცა ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, ამ საქმის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ? შეეცადეთ, ახსნათ.

  • დაუკავშირეთ იგავის შეგონება აქტიური მოქალაქის თვისებებს - პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობას, ინიციატივას, მონაწილეობის სურვილს, ზრუნვას, სიყვარულით და სიკეთით საქმის კეთებას და ა.შ.

პროექტზე მუშაობა - V საფეხური:
პროექტის წერა

მეხუთე საფეხურის აღწერა:

თქვენ უკვე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია დაგიგროვდათ საპროექტო წინადადებისთვის შერჩეული პრობლემის შესახებ. პროექტზე მუშაობის ამ საფეხურზე უნდა დაიწყოთ დაგროვილი ინფორმაციის, პორტფოლიოს გამოყენებით პროექტის წერა.

ისევ დაიყავით ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა იმუშავეთ პორტფოლიოს ერთ ნაწილზე. ეს ნაწილები უნდა იყოს თქვენ მიერ ჩატარებული სამუშაოს ამსახველი და უნდა წარმოადგენდეს პროექტის განვითარების იმ კომპონენტს, რომელზეც თქვენმა ჯგუფმა იმუშავა.

პორტფოლიოს დაურთეთ თქვენ მიერ მოძიებული მასალა, ასევე, ფოტოები, ჩანაწერები და სხვა ტიპის ნამუშევრები.

0x01 graphic

გაითვალისწინეთ, რომ დაინტერესებული პირი, პორტფოლიოს გაცნობის შემდეგ, სრულად უნდა ფლობდეს ინფორმაციას შერჩეული პრობლემის და მისი გადაჭრის გზების შესახებ. პორტფოლიო შეიძლება მოიცავდეს როგორც ელექტრონულ რესურსს, ასევე ბეჭდურ მასალასა და მოსწავლის ხელნაწერს.

პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები

0x01 graphic

იმისათვის, რომ შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი პორტფოლიო კარგად ორგანიზებული, მიმართეთ ერთმანეთს შეკითხვებით:

  • მოიცავს თუ არა თქვენი პორტფოლიო დეტალურ ინფორმაციას პრობლემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ?

  • ხომ არ არის თქვენს პორტფოლიოში ზედმეტი ინფორმაცია?

  • არის თუ არა თქვენი პორტფოლიო გასაგებად დაწერილი? გრამატიკულად და ორთოგრაფიულად გამართული?

  • არის თუ არა არგუმენტები და საკითხები ნათლად ჩამოყალიბებული?

  • არის თუ არა მოყვანილი ინფორმაცია ზუსტი?

  • პასუხობს თუ არა ეს ინფორმაცია მთავარ საკითხებს?

  • დაეხმარება თუ არა მკითხველს ეს ინფორმაცია პრობლემის არსის გააზრებაში?

8 თემა 5. დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები აქტიური მოქალაქეობისათვის

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილი 6

სახელმძღვანელოს წინა თავებში თქვენ უკვე გაეცანით, რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება; რას გულისხმობს აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება, რა ვალდებულებები აქვს აქტიურ მოქალაქეს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ; ასევე - იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთა თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია ერთმანეთისა და კანონის წინაშე; თქვენ უკვე იცით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას სწორედ აქტიური მოქალაქეები აშენებენ. სახელმძღვანელოს წინამდებარე თავი მიღებული ცოდნის შემაჯამებელია. პროექტზე მუშაობამ საშუალება მოგცათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოგეყენებინათ და, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე მუშაობით, თავი აქტიურ მოქალაქედ გეგრძნოთ.

თქვენ ასევე გაეცანით ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებს და მოქალაქის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას დემოკრატიულ პროცესებში. როგორ ყალიბდება საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე? ამის საფუძველი, უპირველესად, იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გარშემომყოფების მიმართ გვაკისრია.

რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პასუხისმგებლობის ხარისხს ასეთი ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშ, სკოლიდანვე გააცნობიეროთ თქვენი როლი და პასუხისმგებლობა იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით.

აუცილებელია, გააცნობიეროთ, რომ სკოლა არაა ადგილი, სადაც მხოლოდ განათლებას ვიღებთ, არამედ ესაა ადგილი, სადაც, განათლების მიღებასთან ერთად, ვცხოვრობთ, ვიზრდებით და პიროვნებებად ვყალიბდებით; ვსწავლობთ, როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ გარემოზე, რომლის ნაწილიც ვართ, და როგორ გავხადოთ ეს გარემო იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.

0x01 graphic

პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი სავარაუდო გადაწყვეტილების ყველა შესაძლო ალტერნატივას, მის შედეგებს, გავლენას სხვა ადამიანებზე - ოჯახის წევრებზე, თანაკლასელებზე, სკოლაზე, საზოგადოებაზე; ვითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა, ამავე დროს ეს თავისუფლება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა სხვაზე; ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები ისე, რომ პატივი ვცეთ სხვის უფლებებსაც. სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობას - ადამიანები იცავენ როგორც საკუთარ, ასევე სხვის უფლებებს და იღებენ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვის და ქვეყნის პრობლემებზე.

0x01 graphic

ზოგადად, პასუხისმგებლობაზე საუბრისას, განიხილავენ პასუხისმგებლობის რამდენიმე ტიპსა და დონეს. მაგ., თვითმმართველობის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, პროფესიული თუ მედიის, მშობლის, მასწავლებლის და ა.შ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გარკვეულ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უფლებებზეა დაფუძნებული. ძირითადად, გამოიყოფა სამი მთავარი დონე: იურიდიული პასუხისმგებლობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მორალური პასუხისმგებლობა.

იურიდიული პასუხისმგებლობა არის კანონმდებლობით და სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის მოქალაქის პასუხისმგებლობა, იზრუნოს საკუთარი და სხვების უფლების დაცვასა და კეთილდღეობაზე.

მორალური პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელსაც პირადი დამოკიდებულებები, სოციალური, მორალური და ეთიკური ღირებულებები განსაზღვრავს.

ხშირად ვერ ხერხდება დაკისრებული პასუხისმგებლობების, მაგ., მორალური და იურიდიული, ან მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობების შეთანხმება და ამ წინააღმდეგობის საფუძველზე ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დილემის წინაშე.

ლექსიკონი

დილემა - 1. (ლოგ.) მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეიცავს ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია.

2. ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.

დაჩი და სალომე საუკეთესო მეგობრები არიან. თამაშისას დაჩის ნასროლი ბურთი მოხვდა ფანჯარას და მინა ჩაიმსხვრა. ეს სალომემაც დაინახა. როდესაც მასწავლებელმა დამნაშავის ძებნა დაიწყო, დაჩიმ ვერ გაამხილა, რომ მან ჩაამსხვრია მინა. სალომე კი აღმოჩნდა დილემის წინაშე, დააბეზღოს თუ არა მეგობარი.

იმსჯელეთ, რატომ უჭირს სალომეს გადაწყვეტილების მიღება.

თქვენ ნახეთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ხშირად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ყოველთვის არ ხერხდება უფლებების, პასუხისმგებლობების და ღირებულებების ჰარმონიული თანხვედრა, პირიქით, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და სწორედ ეს წინააღმდეგობა ქმნის დილემას. სირთულეს ქმნის ასევე ის, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ „სურვილებით“ ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობის უმაღლეს კატეგორიას. სწორედ ამ ერთგვარ გამოცდასა თუ გამოწვევას გულისხმობს რუსთაველისეული „რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, რაცა გწადს, რა საქმნელია“.

პირველივე გაკვეთილიდან თქვენ დაიწყეთ პროექტზე მუშაობა. პროექტზე მუშაობის მიზანი სწორედ იმის სწავლება იყო, თუ როგორ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ გარშემო არსებულ პრობლემებზე.

0x01 graphic

დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანთა გაერთიანებების მრავალი ფორმა არსებობს. ისინი მიისწრაფვიან საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევისაკენ. საქართველოში ბევრი ასეთი ორგანიზაციაა. მაგალითისათვის გავიხსენოთ საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციები:

  • ფონდი „პირველი ნაბიჯი“;

  • უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანა“;

  • საქართველოს კარიტასი;

  • კათარზისი.

0x01 graphic

ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო ფედერაცია

ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად.

მსოფლიოში ბევრი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა, მაგალითად:

  • „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (International Federation for Human Rights) http://www.fidh.org

  • „ამნესტი ინტერნეიშენელი“ (Amnesty International) http://www.amnesty.org

  • „ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) http://www.hrw.org

  • „თავისუფლების სახლი“ (Freedom House) http://www.freedomhouse.org

0x01 graphic

ყველა ამ ტიპის ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს ჭეშმარიტი აზრის მობილიზაციაზე და, ასევე, ცდილობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, რომ გავლენა მოახდინოს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებზე.

ასეთი ინტერესთა ჯგუფები შუამავლის როლს ასრულებენ ცალკეულ ინდივიდებსა და ხელისუფლებას შორის. მათი მოღვაწეობის შედეგად - ღია დებატების, დიალოგის, კომპრომისისა და კონსენსუსის ზით - დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლებელია ისეთი ადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობას ააუმჯობესებენ.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანი ეკრებებისა და თავიანთი პროტესტის ძალადობის გარეშე ამოხატვისა. დემონსტრაციები, პეტიციები, მარშები, მიტინგები, ახალხო გამოსვლები, პიკეტი, პროკლამაციები და პამფლეტები, ლაკატების გამოფენა, ლოზუნგები, საპროტესტო წერილები, დარბაზის ემონსტრაციულად დატოვება, უარის თქმა სამთავრობო ილდოებზე, ბოიკოტი, შიმშილობა, საპროტესტო გაფიცვა და ა.შ. როტესტის ფორმებია, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ არის იმართული. პროტესტის ასეთი ფორმები ყოველთვის იყო დემოკრატიული აზოგადოების განუყოფელი ნაწილი.

საზოგადოებრივი აქტიურობის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საშუალება და მეთოდი მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში ეიძლება განხორციელდეს სრულად და მოგვცეს რეალური ადებითი შედეგი.

ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტია ადამიანის ოტივაცია, სხვადასხვა სახით მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ხოვრებაში, ვინაიდან აქ მართლაც უსმენენ თითოეული მოქალაქის ხმას.

დემოკრატიული საზოგადოება აყალიბებს აქტიურ მოქალაქეს და, პირიქით, აქტიური მოქალაქე ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ღირებულებებზეა დაფუძნებული:

ლექსიკონი

კონსენსუსი - ყველა მოსაზრების გათვალისწინებით ჯგუფის საერთო შეთანხმებამდე მიყვანა.

სიცოცხლე: არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საფრთხე ემუქრება თქვენს ან სხვების სიცოცხლეს.

თავისუფლება მოიცავს პირად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. აერთიანებს ასევე შეკრების თავისუფლებას; როდესაც ხალხს აქვს საკუთარი რწმენა, შეხედულებები, იდეები და უფლება, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.

0x01 graphic

  • პირადი დამოუკიდებლობა - სახელმწიფო კონტროლის გარეშე ფიქრისა და ქცევის უფლებას გულისხმობს;

  • პოლიტიკური დამოუკიდებლობა - პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას წარმოადგენს;

  • ეკონომიკური დამოუკიდებლობა - პირადი საკუთრების ყიდვის, გაყიდვის და კომერციული მიზნებით გამოყენების უფლებაა, რომელიც ასევე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საქმიანობის/შრომის/მუშაობის უფლებაცაა.

სამართლიანობა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თანაბრად უნდა ინაწილებდეს საზოგადო სარგებელსაც და ვალდებულებებსაც. არავის აქვს ინდივიდუალური ან ჯგუფური უპირატესობის უფლება.

თანასწორობა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის უფლება. ყველას აქვს უფლება, იყოს თანასწორი, მიუხედავად რასის, სქესის, რელიგიის, წარმომავლობისა და ეკონომიკური სტატუსისა.

მრავალფეროვნება გულისხმობს ადამიანთა ჯგუფების კულტურული, ენობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებების აღიარებას, რაც ძლიერი საზოგადოების მახასიათებელს წარმოადგენს.

სიმართლე: ხელისუფლება არ უნდა ატყუებდეს ხალხს და არ უნდა უმალავდეს ინფორმაციას. არც ხელისუფლებას და არც ხალხს არ აქვს ტყუილის უფლება.

სახალხო სუვერენიტეტი გულისხმობს, რომ ხელისუფლების ძლიერების სათავე არის ხალხი.

პატრიოტიზმი: ხალხი გამოხატავს სიყვარულსა და ერთგულებას თავისი ქვეყნისა და მისი ღირებულებების მიმართ, როგორც სიტყვით, ასევე - მოქმედებით, და ზრუნავს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ანონმორჩილება: როგორც ხალხი, ასევე ხელისუფლება უნდა ემორჩილებოდეს კანონს.

ძალთა გადანაწილება: ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები ინსტიტუციურად უნდა იყოფოდნენ და მხოლოდ ერთი შტო არ უნდა იყოს მთელი ძალაუფლების მატარებელი.

წარმომადგენლობითი მთავრობა: ხალხს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი მთავრობაში.

კონტროლი და ბალანსი: ხელისუფლების სამივე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ძალები უნდა ბალანსდებოდეს და არც ერთი არ უნდა იყოს დომინანტი. თითოეულ შტოს აქვს უფლება, აკონტროლოს დანარჩენი ორის საქმიანობა.

ინდივიდუალური უფლებები: ყველა ინდივიდს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ბედნიერების ფუნდამენტური უფლება.

პროექტზე მუშაობა - VI საფეხური:
პროექტის პრეზენტაცია

მეექვსე საფეხურის აღწერა:

პროექტზე მუშაობის მეექვსე საფეხური წარმოადგენს პროექტზე მუშაობის ბოლო, დასკვნით ეტაპს. ამ საფეხურზე თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენ მიერ შემუშავებული პროექტის პრეზენტაცია, სადაც არმოდგენილი იქნება პროექტის განვითარების სრული დინამიკა - რატომ შეარჩიეთ აღნიშნული პრობლემა, როგორ მოიძიეთ ინფორმაცია ის შესახებ, რა კვლევა ჩაატარეთ, როგორ განსაზღვრეთ რობლემის გადაჭრის გზები, რა რესურსები დაგჭირდათ პროექტზე უშაობაში და როგორ და ვის მიერ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.

0x01 graphic

პორტფოლიოს პრეზენტაციისას, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ქვენი პრეზენტაცია ემსახურება შემდეგ მიზნებს:

  • დაანახვოთ აუდიტორიას თქვენ მიერ შერჩეული პრობლემის ნიშვნელობა;

  • დაანახვოთ აუდიტორიას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;

  • წარმოადგინოთ კლასის გადაწყვეტილება, როგორც პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა;

  • წარმოადგინოთ, როგორ შეიძლება მოიპოვოს თქვენმა შერჩეულმა სტრატეგიამ სხვადასხვა სექტორის, თვითმმართველობის, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა პროექტის განხორციელების კუთხით.

რა გამოცდილება მიიღეთ?

პროექტზე მუშაობის ბოლო, დასკვნითი საფეხური მოიცავს იმის გააზრებას, თუ რა ისწავლეთ ამ პროექტზე მუშაობის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეთ და რა უნარები გამოგიმუშავდათ. თქვენ მიერ შექმნილი პროექტით უკვე შეგიძლიათ, მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. ასევე, მოსწავლეთა პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.initiatives.ge.

0x01 graphic

ქვემოთ მოცემულია შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ, გააანალიზოთ ის გამოცდილება, რაც პროექტზე მუშაობამ შეგძინათ:

1. რა ისწავლეთ პირადად და რა ისწავლა კლასმა, როგორც ერთმა გუნდმა პროექტზე მუშაობისას?

2. რა უნარების გამომუშავებაში შეგიწყოთ ხელი ამ პროექტზე მუშაობამ?

3. რა დადებითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობის პრინციპს?

4. რა უარყოფითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობის პრინციპს?

5. რა იყო თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

6. რა იყო კლასის, როგორც ერთი გუნდის, ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

7. როგორ შეძლებთ გაიუმჯობესოთ პრობლემის გადაჭრის უნარები?

8. რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ამ პროექტზე მუშაობას?

თქვენ უკვე დაასრულეთ პროექტზე მუშაობა. გისურვებთ მის წარმატებით განხორციელებას!

0x01 graphic

9 დანართი

▲ზევით დაბრუნება


გაეცანით მოკლე სახელმძღვანელო მასალას, თუ როგორ უნდა დაწეროთ პროექტი. საპროექტო განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

1. თავფურცელი

2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

3. პროექტის მოკლე შეჯამება

4. პრობლემის აღწერა

5. პროექტის დეტალური აღწერა

6. პროექტის განხორციელების გრაფიკი

7. პროექტის ბენეფიციარები

8. პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა

9. პროექტის შეფასება

10. პროექტის ბიუჯეტი

11. რისკის ფაქტორების აღწერა

1. თავფურცელზე განათავსეთ წარდგენილი პროექტის სახელწოდება, პროექტის განხორციელებისათვის დათქმული ვადა და პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი.

2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ მოიცავს პროექტში მონაწილე მთავარი მხარეების, ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციას. ეს საინფორმაციო ბლოკი უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის დაფუძნების თარიღსა და მის მიერ განხორცილებულ იმ აქტივობებს, პროექტებს, რომელიც უშუალო კავშირშია წარდგენილ პროექტთან ან პროექტის რომელიმე კომპონენტთან. არ დაგავიწყდეთ თითოეული მხარის და ორგანიზაციის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. საკონტაქტო ინფორმაციაში მიეთითება საფოსტო და ელექტრონული მისამართი, ასევე, ტელეფონის და ფაქსის ნომრები. დღეისათვის ორგანიზაციების უმეტესობას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ან ბლოგი, რომელიც ასევე სასურველია, მიუთითოთ, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის განმხილველი დაწვრილებით ინფორმაციას სწორედ ამ რესურსებიდან მიიღებს. განაცხადის ამ ნაწილში აღწერეთ, თუ თითოეული პარტნიორი რა კონკრეტულ საქმიანობას და აქტივობას განახორციელებს.

3. პროექტის მოკლე შეჯამება ძირითადად მას შემდეგ იწერება, რაც საპროექტო განაცხადი დასრულებულია. ამ ნაწილში თქვენ უნდა შეაჯამოთ და ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბოთ პროექტის მიზანი, მიზნის განხორციელების ძირითადი გზები და მოსალოდნელი შედეგები. პროექტის მოკლე შეჯამება ისე უნდა ჩამოაყალიბოთ, რომ მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, შეეცადეთ, მოკლედ აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიღწევები.

4. პრობლემის/საჭიროებების აღწერა - ეს არის პროექტის განაცხადის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, სადაც თქვენ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ თვლით, რომ განაცხადში დასმული საკითხი პრობლემურია. ამ ნაწილის ჩამოყალიბებისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი არგუმენტი, სტატისტიკური მონაცემი, თქვენი ან სხვათა დაკვირვებისა და კვლევის შედეგი მოიშველიოთ. გაეცით პასუხი კითხვებს: რატომ გაჩნდა ეს პრობლემა? რა წყაროებზე დაყრდნობით ასკვნით პრობლემურობას? გახსოვდეთ, პრობლების დასმა უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, ობიექტურ მონაცემებს. ამ ნაწილის ჩამოყალიბებისას, ერიდეთ ისეთ მსჯელობებს, როგორებიცაა: ჩემი აზრით, ჩვენი დაკვირვებით. უმჯობესია: ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე, ფაქტებზე ან კვლევაზე დაყრდნობით პრობლემის დასაბუთება.

5. პროექტის დეტალური აღწერა - განაცხადში დასმული პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოყოთ ძირითადი და ქვეაქტივობები. თვალსაჩინოების მიზნით, ჩამოწერეთ ეს აქტივობები და შემდეგ მიუწერეთ თითოეულს ქვეაქტივობები. ამ ნაწილის მოსამზადებლად, თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს: რა ღონისძიებები ხორციელდება? როდის, დროის ან პროექტის რომელ პერიოდში და რა სიხშირით ხორციელდება? სად ხორციელდება? ვინ ახორციელებს? ვინ არის პასუხისმგებელი პირი მათ განხორციელებაზე? თქვენთვის და სხვა მკითხველისთვის თვალსაჩინო რომ გახადოთ პროექტის აქტივობები და მისი შემადგენელი ინფორმაცია, შეგიძლიათ, სიტყვიერ აღწერილობას დაურთოთ გრაფიკული სურათები, ან ცხრილი, რომელსაც ხშირად ვარქმევთ პროექტის განხორციელების გრაფიკსაც. პროექტის დეტალური აღწერა, ძირითად და ქვეაქტივობებად დაშლა თქვენ გაგიადვილებთ, შემდგომში რეალისტური და კარგად გათვლილი ბიუჯეტი შეადგინოთ.

6. პროექტის განხორციელების გრაფიკი არის ცხრილის სახით წარმოდგენილი პროექტის მოქმედებების დეტალური, დროში გაწერილი გეგმა, კვირების, თვეების, კვარტლების და ხშირად წლების მიხედვით. გეგმა გვიჩვენებს, თუ რომელი აქტივობა დროის რა პერიოდში განხორციელდება. ამ გეგმაში ასევე შეგიძლიათ პატარა სამკუთხედით მიუთითოთ ის პერიოდი (თვე, კვირა), როცა პროექტში დაგეგმილი ძირითადი აქტივობის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება მზად (ამ მონიშვნას ინლისურად მაილ-სტოუნს ეძახიან, ანუ მილის სანიშნი ქვა, რაც ნიშნავს, რომ მთავარი შედეგი მიღწეულია, აქტივობების მთვარი წილი გავლილია).

7. ის პირები, რომლებიც პროექტისგან სარგებელს იღებენ (ბენეფიციარები) - ამ ნაწილში აღწერეთ, ვინ არიან ის ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს აღნიშნული პროექტი. შეეცადეთ, მიახლოებით, თუ ზუსტად არა, მიუთითოთ, რამდენი ადამიანი ისარგებლებს, ანდა რამდენ ადამიანზე გავრცელდება პროექტის შედეგი. შემდგომში, პროექტის წარმატების შეფასებისას, თქვენ გამოიყენებთ ამ მითითებას და აღნიშნავთ, შეძლო თუ არა თქვენმა პროექტმა სავარაუდოდ დათქმული რაოდენობის ადამიანს მომსახურებოდა. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ეს თქვენი პროექტის წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება.

8. ბენეფიციარების დაყოფა - სასურველია, ბენეფიციარები დაყოთ კატეგორიების მიხედვით (მაგ., 30 პედაგოგი, 35 მშობელი, 10 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 100 თემის წარმომადგენელი და ა.შ.), რათა პროექტის შედეგების გავრცელების სურათი უფრო ნათელი იყოს, ხოლო წარმატება - კარგად გაზომვადი.

9. პროექტის შეფასება მოიცავს შეფასების კრიტერიუმებს, ანუ პროექტის ამ ნაწილში თქვენ აჩვენებთ, რითი გაზომავთ და როდის იტყვით, რომ პროექტი წარმატებულია. აქ თქვენ შეგიძლიათ, შეიმუშაოთ კითხვარი პროექტში ჩართული ყველა მონაწილისთვის. გამოკითხვა შეიძლება ჩაატაროთ პროექტის დასაწყისში და დასასრულს, ან გამოიკითხოთ შემთხვევითი შერჩევით პროექტის შესახებ საზოგადოების, პროექტით მოსარგებლე პირთა, ადგილობრივი თემის, ოჯახის წევრების აზრი პროექტის შედეგების მნიშვნელობის შესახებ.

10. პროექტის ბიუჯეტი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტის დეტალური აღწერიდან გამომდინარეობს. აქვე მიუთითეთ, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვთ დონორი ორგანიზაციისაგან და რა ოდენობის თანამონაწილეობას განახორციელებს განმცხადებელი (ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სახით, მაგ., პროექტის განმახორციელებლების მხრიდან უსასყიდლოდ შრომა პროექტისათვის, პროექტისათვის საკონფერენციო დარბაზისა თუ ტექნიკის უფასოდ დათმობა და სხვა.) გახსოვდეთ, შეიძლება დაიწეროს პროექტი, რომელიც საჭიროებს დაფინანსებას და, პირიქით, პროექტი, რომელიც დაფინანსებას არ საჭიროებს. კონკრეტულ შემთხვევაში უფრო რეალური იქნება, თუკი დაწერთ პროექტს, რომლის შესრულებისთვისაც უსასყიდლოდ იშრომებთ, დაფინანსების გარეშე. ასეთი პროექტის განხორციელების შანსი გაცილებით მეტი იქნება, რადგან დაფინანსების მოპოვება რთულად მისაღწევია და პროექტის განხორციელებას რისკის ქვეშ დააყენებს. თქვენს მთავარ მიზანს კი არა მარტო პროექტის შედგენა, არამედ მისი განხორციელებაც წარმოადგენს.

11. რისკის ფაქტორების აღწერა - საჭიროა პროექტის დაწყებამდე იფიქროთ და დაწეროთ, თუ რა შესაძლო სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ პროექტის განხორციელებისას. ჩამოწერეთ ეს რისკფაქტორები და შემდეგ ყველაზე მეტად მოსალოდნელი ფაქტორების დაძლევის და თავიდან აცილების გეგმა შეადგინეთ. ასევე, გამოყავით კონკრეტული პირი/პირები, რომლებიც აღწერილი რისკის შემთხვევაში კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებენ. ჩამოწერეთ განსახორციელებელი გადაუდებელი აქტივობების ნუსხა და შესრულების თანმიმდევრობა. გახსოვდეთ, რისკების მართვაზე, უმჯობესია, ადრევე იზრუნოთ, რათა შემდგომში პროექტის განხორციელება არ შეჩერდეს.

10 სახელმძღვანელოს ანბანური ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის10 დეკემბერს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ: დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება და სხვა. საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია.

ავტოკრატია - ბერძნ. თვითმართვა) - სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელ ძალაუფლებას მხოლოდ ერთი ადამიანი ფლობს.

აპათია - ხალისის, ინტერესის უქონლობა, სრული გულგრილობა ყველაფრისადმი.

აპარტეიდი - რასისტული დაყოფის პრინციპი სამხრეთ აფრიკაში; რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მმართველი ფენა ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

აქტუალური - დიდად მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო.

გაერო - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.

ამჟამად გაეროს წევრია 192 სახელმწიფო.

გაეროს მთავარი მიზნებია:

  • დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;

  • განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა, დაფუძნებული ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;

  • განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;

  • ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და ელიგიის განურჩევლად.

გენდერული თანასწორობა - ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.

გენოციდი - საგანგებო სისტემატური ქმედებები (მკვლელობა, ფიზიკური და გონებრივი ზიანის მიყენება, შობადობის შეზღუდვა, ბავშვების ძალადობრივი ჩამოცილება მშობლიური ადგილებიდან), რაც მიზნად ისახავს კონკრეტული ეთნიკური, პოლიტიკური თუ კულტურული ჯგუფის განადგურებას ან მისი ენის, რელიგიისა და კულტურის მოსპობას.

დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია შეთანხმებული რინციპები და სტანდარტები. დეკლარაცია არ ატარებს სამართლებრივად მავალდებულებელ ხასიათს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ხშირად გამოსცემს დიდი გავლენის მქონე დეკლარაციებს, რომლებსაც არ აქვს მავალდებულებელი ხასიათი.

დილემა 1. (ლოგ.) მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეიცავს ერთმანეთის გამომრიცხავ ორ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. 2. ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან უცილებელია ერთ-ერთის არჩევა.

დისკრიმინაცია - ცალკეული პირების ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვაან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება დასაბუთების გარეშე.

დიქტატურა -გაბატონებული კლასის ან ძალაუფლების მქონე პირის შეუზღუდავი სახელმწიფო მმართველობა.

ეთნოცენტრიზმი - მოსაზრება, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი სჯობია მეორეს.

ელექტორატი - ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ხვადასხვა დონის არჩევნებში და მხარი დაუჭირონ რმელიმე ჯგუფს.

ემიგრანტი - პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში.

ეროვნული უმცირესობები - მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.

თემი - ორი ან რამდენიმე დასახლების ან სოფლის მცხოვრებლების გაერთიანება.

კომპრომისი - ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთანხმება.

კომუნიზმი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც როგორც ხელისუფლება, ასევე საკუთრება უნდა იყოს საზოგადოების ხელში. საზოგადოებრივი კეთილდღეობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მარქსისტული თეორიით, კომუნიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება. საზოგადოების თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ იღებს მოთხოვნილების მიხედვით.

კონსენსუსი - ყველა მოსაზრების გათვალისწინებით ჯგუფის საერთო შეთანხმებამდე მიყვანა.

მარგინალი - სოციალური ჯგუფის გარეთ მყოფი, გაძევებული.

მრავალფეროვნება - არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყველა უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

ნიჰილიზმი - ყველაფრისადმი გულგრილობა.

ოპონენტი - კამათის დროს საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი.

პლურალიზმი - აზრების მრავალფეროვნების არსებობა და მათი აღიარება.

პორტფოლიო - ნამუშევრების კრებული, ერთგვარი საქაღალდე. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და ა.შ. პორტფოლიოს დანიშნულებაა, მოსწავლემ შეაგროვოს მასალა, თავად შეაფასოს თავისი ნაშრომი და გააცნობიეროს, თუ რა ცოდნა მიიღო და რომელი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა შერჩეულ თემაზე მუშაობის პროცესში. პორტფოლიო საშუალებას იძლევა, მოსწავლემ აღმოაჩინოს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი შეცდომების თავიდან არიდება.

პროპაგანდა - (ლათ. propaganda - სიტყვასიტყვით ნიშნავს - ექვემდებარება გავრცელებას) პროპაგანდის საშუალებით ადამიანების შეხედულებებზე, აზრებზე, ზოგადად ცნობიერებაზე, სხვადასხვა სიმბოლოების საშუალებით (სიტყვით, ლოზუნგებით, მუსიკით, მედიასაშუალებებით და სხვ.) ხორციელდება იდეური ზეწოლა. მიზნის მისაღწევად პროპაგანდისტი (პირი, რომელიც ეწევა პროპაგანდას), გვერდს უვლის ან ამახინჯებს მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობს, აუდიტორიას მიაწოდოს მხოლოდ მისთვის მისაღები ინფორმაცია.

რასიზმი - მოსაზრება, რომ ადამიანთა ერთი რასა მეორეზე უკეთესია.

რასობრივი დისკრიმინაცია - ადამიანისთვის რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ნებისმიერი შეზღუდვის, განსხვავების, გამონაკლისის ან უპირატესობის მინიჭების პროცესი. რასობრივი დისკრიმინაციის დროს ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, დაკნინება.

სტერეოტიპი - ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუცნობიერებელი აღქმა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია. ტერმინი „სტერეოტიპი“ საბეჭდი მოწყობილობის სახელწოდებას უკავშირდება. სტერეოტიპი ლითონის მთლიანი საბეჭდი ფორმაა, რომელიც შექმნის შემდეგ ძნელად იცვლება. გადატანითი მნიშვნელობით, სტერეოტიპი უცვლელად გამეორებულს, შაბლონურს ნიშნავს.

სტიგმა - ძველ საბერძნეთში: მონის ან დამნაშავის სხეულზე დასმული დამღა. ადამიანის დანიშვნა უარყოფითი დამღით.

ქალაქ-სახელმწიფო - (ბერძნ. Polis) დამოუკიდებელი, ავტონომიური წარმონაქმნი. ძველ საბერძნეთში ქალაქ-სახელმწიფოები კულტურის ცალკეული მმართველობითი ერთეულები იყვნენ. მათ საერთო ენა, რელიგიური წარმოდგენები და მსოფლმხედველობა გააჩნდათ, თუმცა კანონმდებლობა და ქალაქის მმართველობა სუვერენული სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით იყო წარმოდგენილი. ქალაქ-სახელმწიფოს ბერძნები პოლისს უწოდებდნენ, სწორედ აქედან წარმოდგა ტერმინი პოლიტიკა. იგი მხოლოდ ერთი ქალაქისგან შედგებოდა, ისე, როგორც ეს თანამედროვე მონაკოსა და ლუქსემბურგის შემთხვევაშია. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: მმართველობის ფორმით, სოციალური იერარქიით, კანონმდებლობის სტრუქტურითა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით. მაგ., ათენში დემოკრატიული მმართველობა იყო, ხოლო სპარტას 2 მეფე განაგებდა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი -ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე (საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, ზოგადი დებულება, მუხლი 3).

11 გამოყენებული ლიტერატურა და ფოტოები

▲ზევით დაბრუნება


(გამოყენებული ლიტერატურის გაცნობა დაგეხმარებათ, უფრო ღრმად შეისწავლოთ სახელმძღვანელოში განხილული თემები)

1. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი - თბილისი, 2005 წ.;

2. „გზა უფლებებისკენ“, 2002წ., ავტორთა ჯგუფი (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით);

3. „კომპასი“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით - ავტორები.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი. თბილისი 2004 წ.;

4. „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისათვის - ავტორები: ნენსი ფლაუერსი, ჯო კლეისი, რანია ფაზაჰი, ანეტ შნაიდერი, ჟუჟანა სელენი - 2009 წ.;

5. მრავალფეროვნების მართვის საფუძვლები, „პარტნიორები საქართველო“, 2010 წ.

6. „პირველი ნაბიჯები“ - დამწყები სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების განათლებისათვის - Amnesty International - 1996 წ.;

7. სამოქალაქო განათლება, მასწავლებლის ბიბლიოთეკა ტ. I, II. - ლექსიკონი, ცნობარი. თბილისი 2010 წ., გამოცდების ეროვნული ცენტრი;

8. We the People… Project Citizen - Center for Civic Education, 2001 w.

9. გვ.11 © FFreedom House

10. გვ. 12. © Mikle15/Dreamstine.com

11.გვ.13 © როზა ინანიშვილი

12. გვ. 14 „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ - რევაზ ინანიშვილი © როზა ინანიშვილი

13. გვ. 25 © Julia Freeman-Woolpert

14.გვ. 26 © Renjith Krishnan

15.გვ. 36 © დავით ნადარაია

16. გვ. 45 © Maggie Smith

17. გვ. 47 © Master Isolated Images

18. გვ. 49 © www.vectoropenstock.com

19. გვ. 57 © გოგა ჩანადირი

20. გვ. 62 © Florida Center for Institutional Technology, 2009

21. გვ. 65 © საქართველოს კინო-ფოტო არქივი

22.გვ. 67 © გოგა ჩანადირი

23. გვ. 70 © საქართველოს კინო-ფოტო არქივი

24. გვ. 76 © გოგა ჩანადირი

25. გვ. 78 © საქართველოს კარიტასი; © Human Rights Watch; © Federation internationale desligues des droits de l'Homme

26. გვ. 79 © Bailly ElodieB

27. გვ. 81 © გოგა ჩანადირი