![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნი ასახავს ტრენერთა გუნდის მიერ მთელი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოს შედეგებს. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ შეკრიბა ფსიქოლოგებისა და პედაგოგებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც დაევალა ტრენინგ-პროგრამის შედგენა. პროგრამა ორი ასაკობრივი ჯგუფისათვის, 5-8 და 8-11 წლის ბავშვებისათვის, დაიწერა. პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები საჭიროებები. ამ ტრენინგების მიზანი გახლავთ ბავშვებისათვის ემოციური, ფსიქიკური ინერპერსონალური სირთულეების დაძლევაში დახმარების გაწევა; ფანტაზიის, ინტელექტის და სხვა ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის სწავლება. ნაშრომში მოცემულია პირველი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის 30 შეხვედრის სავარჯიშოები და მეორე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის - 32. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ასაკობრივი დაყოფა არ ემთხვევა ყოფილ საბჭოთა კავშირისა და ქართული ტრადიციული ფსიქოლოგიის მიერ ასაკობრივ განსაზღვრას. უზნაძის მიხედვით, 12 წლამდე ბავშვობა იყოფა სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკად. ამ სახელმძღვანელოში გამოყენებული ასაკობრივი დაყოფა ეფუძნება ერიკსონის სოციოგენეტიკურ მიდგომაზე აგებულ მოსაზრებასა და კრაიგის საშუალო ასაკის განსაზღვრებას.
2003-2004 სასწავლო წელს ეს პროგრამა ავჭალის დასახლების იძულებით გადაადგილებულ ბავშვებთან იქნა აპრობირებული. შეხვედრების დაწყებამდე, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ხელშეწყობით და დახმარებით, გარემონტდა ოთახი, შეძენილ იქნა ტრენინგისათვის ყველა საჭირო ნივთი, საკანცელარიო მასალა და ლიტერატურა. მუშაობის პროცესში მოხდა მთელი პროგრამის ადაპტირება, სავარჯიშოების შესწორება და კორექტირება.
ავტორების მიერ შერჩეულ იქნა ორი ქვეჯგუფი, რადგან სასკოლო ასაკის პირველი ჯგუფის და უფროსი ბავშვების ფსიქიკური თავისებურებები და ინტერესები განსხვავებულია. 1 ჯგუფში (5-8 წლის) შედიოდა 12 ბავშვი, 2-ში (8-11 წლის) - 13 ბავშვი. პროგრამა ეფუძნება ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და თამაშებს, იწყება ბავშვების გაცნობით და ჯგუფის შეკვრით, შემდეგ თანდათანობით რთულდება. ინსტრუქციაში მოცემულია, თუ რომელი სავარჯიშო რა მიზანს ისახავს, რა ფსიქიკურ ფუნქციებს ავითარებს.
რა პრინციპითაა აგებული პროგრამა?
პროგრამა დაყოფილია 15 ან 16 შეხვედრად (შუალედში 1-1.5 თვე შესვენება). თითოეული შეხვედრა 1 საათსა და 30 წუთს გრძელდება. ის აწყობილია ისე, რომ ბავშვები არ დაიღალონ, ყოველ ინტელექტუალურ სავარჯიშოს მოჰყვება სახალისო, აქტიური თამაში.
ყოველი სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ბავშვები აანალიზებენ თავიანთ ქცევას და იმ აზრებს და ემოციებს, რომელიც მათ გაუჩნდათ, სწავლობენ აქტიურ მოსმენას, საკუთარი პიროვნებისა და სხვა ადამიანების პატივისცემას. აგრეთვე, ყოველი შეხვედრის ბოლოს ტრენერი ჯგუფის ყოველ მონაწილეს შეფასების საშუალებას აძლევს.
შეხვედრების დროს ტრენერი ყურადღებას აქცევს, რომ ყველა ბავშვი იყოს აქტიური და, რაც მთავარია, ყოველმა მათგანმა, შეძლებისდაგვარად, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოების შესრულებაში.
ტრენინგ-ოთახი მყუდრო, იზოლირებული, მოსახერხებელი და ,,ხალისიანი“ უნდა იყოს.
რჩევები ტრენერებს:
- პირველ შეხვედრაზე, ტრენერმა ბავშვებთან ერთად უნდა შექმნას ,,ქცევის კოდექსი“ ანუ ,,წესები“, რომელიც ხელს შეუწყობს დისციპლინის დაცვას. ამავე დროს, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთად მიღებული წესების დაცვა ტრენერებსაც ევალებათ;
- სავარჯიშოებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია;
- აუცილებელია თითოეული ბავშვის, განსაკუთრებით პასიური მონაწილეების, ამოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ძალდატანებით. შეიძლება, დავუსვათ შეკითხვები და მათი საშუალებით გამოკითხვის აზრის გამოთქმაში დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით პასიურნი არიან;
- როდესაც ჯგუფის წევრები დაკავებულნი არიან ხატვით ან წერით, სასარგებლოა დაბალ ხმაზე სასაიმოვნო კლასიკური მუსიკა მოვასმენინოთ;
- საინფორმაციო, ინტელექტუალური გამოკითხვების, შეჯიბრების დროს, შეიძლება ჯგუფის წახალისება დაჯილდოებით: ფერადი ვარსკვლავები, მცირე სუვენირები, ან კანფეტები;
- თითოეული ბავშვის იდეა უნდა იყოს მოსმენილი;
- ტრენერი ობიექტურად და სამართლიანად უნდა აფასებდეს ყველა ბავშვს და მათ მიმართ თანაბარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს;
- ტრენერი მუდამ უნდა ამხნევებდეს ბავშვებს, ისეთ რეპლიკებს აძლევდეს, რომელიც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში, თვითშეფასების ამაღლებაში;
- ტრენერი უნდა ეცადოს, სიტუაციის მიხედვით, ყველა ბავშვი შეძლებისდაგვარად შეაქოს, რაც ხელს შეუწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას;
- ბავშვების გარკვეული სიძნელეების დაძლევაში დახმარების დროს ტრენერს შეუძლია პირადი მაგალითები მოიყვანოს და ასე გაამხნეოს ისინი;
- შენიშვნების მიცემის დროს ტრენერმა აქცენტი უნდა გააკეთოს ბავშვის ქცევაზე და არა პიროვნებაზე (მაგ.: ,,შენ მოუსვენარი, ცელქი ხარ“ - პიროვნების უარყოფითი შეფასებაა, ხოლო - ,,შენ გამუდმებით მოუსვენრად იქცევი, უმისამართოდ მოძრაობ, რის გამოც დანარჩენ ბავშვებს ხელს უშლი“ - ქცევის აღეწაა);
- თუ სავარჯიშო საშუალებას მისცემთ, ტრენერებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა სავარჯიშოს შესრულებაში ბავშვებთან ერთად.
- წიგნში აღწერილ ყველა ტრენინგ-შეხვედრაზე ბავშვები სიხარულით უნდა მოდიოდნენ.
ამ წიგნში, სავარჯიშოებთან ერთად, ტრენერებს განემარტებათ მათი მიზნები; გამოსაყენებელი მასალები, ინსრუქციები, შეფასების-უკუკავშირის შეკითხვები და ა.შ.
ჩვენი მიზანია, ამ შეხვედრების მეშვეობით, დავეხმაროთ ბავშვებს, რომ იყვნენ ლაღები, ოპტიმისტები, დამოუკიდებლები, შესძლონ სრულფასოვანი კომუნიკაცია; პატივი სცენ როგორც სხვა ადამიანებს, ასევე საკუთარ თავს. ჩვენი მთავარი სურვილია, გავუღვივოთ მათ სიყვარულის გრძნობა, სიკეთის ქმნის სურვილი; დავეხმაროთ, რომ შეძლონ სიძნელეების გადალახვა და დასახული მიზნების მიღწევა.
![]() |
2 5-8 წლის ბავშვების სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
I ეტაპი |
I შეხვედრა
1. სავარჯიშო ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება.
მასალა: ბურთი.
ბურთი:
ტრენერი თავდაპირველად აცნობს ჯგუფის წევრებს შეხვედრის მიზანს. შემდეგ ის ბავშვებს წრეში აყენებს, ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს გადაუგდებს ბურთს. ბავშვი იჭერს ბურთს და წარმოთქვამს თავის სახელს და ამბობს, თუ რისი გაკეთება უყვარს ყველაზე მეტად. შემდეგ ის ესვრის ბურთს ჯგუფის სხვა წევრს, რომელიც აგრეთვე დაასახელებს საკუთარ სახელსა და საყვარელ საქმიანობას. ტრენერებიც თამაშის მონაწილენი უნდა იყვნენ და ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშ გარეთ.
2. სავარჯიშო: ,,ნიანგი და ბაყაყები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- წონასწორობის დაცვის სწავლება;
- თანამშრომლობის სწავლება.
მასალა: 8 თაბახის ფურცელი.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე დებს თაბახის ფურცლებს. ერთი ბავშვი (მსურველი) ასრულებს ,,ნიანგის“ როლს, დანარჩენები კი - ,,ბაყაყების“. წამყვანი აძლევს ბავშვებს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ბაყაყებს“ შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაოთ ნიანგის გამოჩენამდე. მისი გამოჩენისთანავე კუნძულებზე (თაბახის ფურცლებზე) უნდა დახტეთ. ვინც ვერ მოასწრებს და ნიანგის მსხვერპლი გახდება, თამაშიდან გადის. ნიანგის ყოველი შემოტევის შემდეგ, ერთი კუნძული ქრება. ბოლოს რჩება მხოლოდ ერთი კუნძული და მასზე დატეული გადარჩენილი ,,ბაყაყები“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,ხელის ანაბეჭდი“
მიზანი:
- ჯგუფის შეკვრა და დაახლოება.
მასალა:
ფორმატი, ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ფორმატის ფურცელს და ფერად ფანქრებს ან ფლომასტერებს დებს ოთახის შუაში და ფორმატზე ხატავს თავისი ხელის ანაბეჭდს, ქვემოთ კი აწერს საკუთარ სახელს. შემდეგ ბავშვებს სთხოვს, რიგრიგობით დახატონ საკუთარი ხელის ანაბეჭდი ფორმატზე და დააწერონ თავიანთი სახელები.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,საით ქრის ქარი“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- ყურადღების კონცენტრაციის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სვამს წრეში, სადაც ერთი სკამი აკლია და თავად დგება წრის შუაგულში და ბავშვების შეკითხვაზე - ,,საით ქრის ქარი?“ - აცხადებს: ,,ქარი ქრის მათკენ, ვისაც ტანსაცმელში წითელი ფერი ურევია!“ (ვისაც შავი თმები აქვს, ყავისფერი ფეხსაცმელი აცვია, თაფლისფერი თვალები აქვს და ა.შ.). ჯგუფის წევრი, ვისაც ნათქვამი შეესაბამება, უნდა წამოხტეს და სხვისი სკამი დაიკავოს. საკუთარ სკამზე დაჯდომა არ შეიძლება. ტრენერიც თამაშის მონაწილეა და თავისუფალ სკამს იკავებს. სკამის გარეშე დარჩენილი ბავშვი წამყვანი ხდება. შეიძლება დროდადრო ,,ქარიშხალის“ გამოცხადება, რომლის დროსაც ყველა მოთამაშე უნდა წამოიშალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არმოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი ,,ლომი და თაგვი“.
„ლომს ტყეში ეძინა. თაგვმა ტანზე გადაურბინა. ლომმა გამოიღვიძა და დაიჭირა თაგვი. თაგვმა უთხრა: - გამიშვი და გაჭირვებაში დაგეხმარებიო. ლომმა გულიანად გაიცინა და გაუშვა თაგვი.
გვიდა ხანი, მონადირეებმა ლომი დაიჭირეს და თოკით ხეზე მიაბეს; უნდოდათ მერე მისულიყვნენ და ცოცხალი წაეყვანათ. მონადირეები რომ წავიდნენ, ლომმა საშინელი ღრიალი მორთო. თაგვმა გაიგონა ლომის ხმა, მიცუნცულდა, გადაღრღნა თოკი, გაათავისუფლა ლომი და უთხრა: - გახსოვს, რომ დამცინე? ახლა ხომ ხედავ, რომ პატარა თაგვსაც შესძლებია დახმარება დიდი და ძლიერი ლომისაო“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სავარჯიშოს შესრულებაში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
6. სავარჯიშო: ,,სარკე“
მიზანი:
- დაკვირვების გავარჯიშება;
- სხვა ადამიანის მიმიკის უკეთ შეცნობა.
ინსტრუქცია:
,,დაიყავით წყვილებად. თითოეულ წყვილში ერთი შეასრულებს წამყვანის როლს, მეორე კი - მისი ანარეკლისას (სარკის). დადქით ერთმანეთის პირისპირ და თავლებში შეხედეთ ერთმანეთს. წამყვანი იწყებს ხელებით, ფეხებით, ტორსით (ტანით), თავით ნელ მოძრაობებს. მისი მეწყვილე, სარკის ანარეკლის მსაგავსად, იმეორებს ყველა მოძრაობას, მიმიკას (2-3 წუთი). ჯერ ერთია წამყვანი, შემდეგ კი - მეორე“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- როგორ გრძნობდით თავს სავარჯიშოს პირველი და მეორე ნაწილის შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ ამ სავარჯიშოს შესრულების დროს?
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
მიზანი:
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- რიგ-რიგობით საუბარი ეხმარება მათ, იგრძნონ თავი ყურადღების ცენტრში.
მასალა: ნებისმიერი მიკროფონი (სათამაშო, ძველი ან თვითნაკეთი).
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, დასხდნენ წრეში, აწვდის რიგ-რიგობით ჯგუფის ყველა წევრს ,,ჯადოსნურ მიკროფონს“და სვამს შეკითხვებს:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგწონათ?
- რომელი სავარჯიშო მოგეწონათ და გსურთ, რომ გავიმეოროთ შემდეგ შეხვედრებზე?
- თქვენი აზრით, რომელი სავარჯიშოს ჩატარება შეიძლება თქვენს თანატოლებთან ერთად ეზოში, სკოლაში, სახლში?
მიკროფონი შეიძლება გამოვიყენოთ სხავადსხვა სიტუაციაში: როდესაც ბავშვი აძლევს ინსტრუქციას ჯგუფს, მღერის, ყვება რომელიმე სასაცილო ან საინტერესო ამბავს. აგრეთვე, მას შეუძლია თქვას რა უხარია დღეს, როგორ ხასიათზეა, როგორი იყო დღევანდელი დილა სახლში და ა.შ.
II შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ინტერვიუ (რა მიყვარს ყველა მეტად)“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოოება;
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ყოფს ჯგუფს წყვილებად (1-2- ზე გათვლით) და აძლევს დავალებას: ,,თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააცნოს მეწყვილეს საკუთარი თავი, მოიფიქროს და გაუზიაროს: რა უყვარს ყველაზე მეტად, რა სძულს მას. ამისათვის თქვენ გეძლევათ ხუთი წუთი, შემდეგ, თითოეულმა თქვენგანმა წრეზე, მიყოლებით, უნდა წარადგინოს თავისი პარტინიორი და მიაწოდოს ჯგუფს მისგან მიღებული ინფორმაცია“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- როგორ გრძნობდით თავს სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ ამ სავარჯიშოს შესრულებისას: ინტერვიუს ჩამორთმევა, თუ მოყოლა?
2. სავარჯიშო: ,,ჩემი ოჯახი“ (ხატვა)
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება;
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება.
მასალა: ფანქრები, ფურცლები.
ინსტრუქცია:
ტრენერი წევრებს სთხოვს, დახატონ საკუთარი ოჯახი: ,,დახატეთ თქვენი ოჯახის სურათი, სადაც ნაჩვევები იქნება, თუ ვინ რას აკეთებს, ვის რა მოვალეობა აკისრია“. 5-10 წუთის შემდეგ ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვებმა სათითაოდ უნდა აღწერონ თუ რა არის სურათზე დახატული, რამდენი სულისაგან შედგება მათი ოჯახი, ვინ რა ფუნქციას ასრულებს და ა.შ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი მეგობრების შესახებ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
3. სავარჯიშო: ,,ქარიშხალი“
მიზანი:
- ბავშვების ამოქმედება, გამხიარულება, დაახლოება;
- სწრაფი რეაქციის და ყურადღების განვითარება.
ინსტრუქცია:
ბავშვებმა უნდა გაითვალონ 1-2-3-ზე. პირველი ორი ბავშვი ასახიერებს ,,სახლს“: ისინი დგებიან პირისპირ, ატყუპებენ ხელებს და წევენ ზევით. მესამე დგება მათ შორის და ასახიერებს ,,ადამიანს“. თუ ტრენერი ამბობს ,,სახლი“, ის ბავშვები, რომლებიც ,,სახლები“ არიან, სწრაფად ცვლიან მეწყვილეს და ახალ ,,სახლს“ უშენებენ ,,ადამიანებს“, რომელბიც დგანან გაუნძრევლად.
თუ ტრენერი ამბობს - ,,ადამიანი“, ამ შემთხვევაში, ,,ადამიანები“ იცვლიან ,,სახლებს“. ხოლო, თუ ტრენერი ამბობს - ,,ქარიშხალი“, ყველა ირევა და იცვლის ადგილს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,ხანძარი“
მიზანი:
- ბავშვებისათვის მოძრაობის, აქტიურობის საშუალების მიცემა;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს. წრეში, სადაც ერთი სკამი აკლია, მსურველი ხდება წამყვანი, რომელიც წრეში დადის და ჯგუფი წევრებს ცეცხლს სთხოვს. (,,ცოტა ცეცხლი მომეცი, რა!“). მაგრამ ცეცხლი არავინ არ უნდა მისცეს. წამყვანის ზურგს უკან ბავშვებს ადგილების შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ცარიელი სკამის დაკავება წამყვანსაც შეუძლია. როდესაც ცეცხლის მთხოვნელი იყვირებს: ,,ხანძარი!“, ყველა უნდა წამოხტეს და გაცვალოს ადგილები, რადგანაც წრეში ერთი სკამით ნაკლებია, ერთი ბავშვი კვლავ ადგილის გარეშე რჩება და თამაში თავიდან იწყება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი ,,ირემი და ვენახი“.
,,ირემი მონადირეებს ზვრებში დაემალა. მონადირეებმა ნადირი დაკარგეს. ირემს გაუხარდა, შიში გაუქრა და კორტნა დაუწყო ვაზის ფოთლებს. ფოთლები შეირხა. მონადირეებმა შენიშნეს ეს და თქვეს: ნადირი უთუოდ იქ დაგვემალაო, ესროლეს თოფი და დაჭრეს ირემი. კვდებოდა ირემი და თან ამბობდა: ახია ჩემზე, ფოთლებმა მე დამმალეს, სიკეთე მიყვეს, მე კი იმათ კორტნა დავუწყეო“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყოველ მსურველს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ტრენერმა უნდა შეცვალოს ის.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მოკროფონი“
(იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
III შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ვირუსი“
მიზანი:
- ჯგუფის შეკვრა და დაახლოება;
- აქტიური დასვენება.
ინსტრუქცია:
მთელი ჯგუფი დგას წრეში, ერთ-ერთი ბავშვი არის ,,ვირუსი“. ის გაშლილი ხელებით მიემართება რომელიმე ბავშვისაკენ, ჯგუფმა უნდა მოასწროს იმ ბავშვის სახელის თქმა. თუ ვერ მოასწრებს, ,,ვირუსი“ ,,შეეყრება“ მას და ახლა ის ხდება ,,ვირუსი“. ,,ვირუსს“ შეუძლია ერთი ბავშვისკენ წავიდეს და უცბათ სხვა ,,მსხვერპლი“ აირჩიოს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,მანქანები“
მიზანი:
- თანამშრომლობის, ნდობისა და პასუხისმგებლობის სწავლება.
მასალა: ბარათები, რომელზეც ერთი ფერის გასაღებები და მანქანებია დახატული /წყვილად/.
ინსტრუქცია:
ტრენერი არიგებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ხატია მანქანები ან გასაღებები. ტრენერი ერთი ფერის ნახატების საშუალებით აწყვილებს ბავშვებს და აძლევს შემდეგინსტრუქციას: ,,ვისაც გასაღები შეხვდა მძღოლი იქნება, რომელმაც თვალდახუჭული ,,მანქანა“ უნდა მართოს. ,,მანქანამ“ თვალები უნდა დახუჭოს და ,,მძღოლს“ მიენდოს. როდესაც ,,მძღოლი“ ,,მანქანას“ მარჯვენა მხარეზე ხელს დააჭერს, ,,მანქანამ“ მარჯვნივ უნდა მოუხვიოს, მარცხენა მხარეზე - მარცხნივ. ხოლო როდესაც ხელს აუშვებს - გაჩერდეს“. 2 წუთის შემდეგ, ტრენერი ბავშვებს როლებს უცვლის.
თუ ერთი ბავშვი მეწყვილეს გარეშე დარჩა, ის შეიძლება საგზაო ინსპექტორი იყოს და მოძრაობის დარეგულირება დაევალოს.
შეკითხვები:
- რა უფრო მოგეწონათ: ,,მანქანის“ როლში ყოფნა, თუ - ,,მძღოლის“? რატომ?
- რა გაიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- ითამაშებთ ამ თამაშს თქვენს მეგობრებთან ერთად?
3. სავარჯიშო: ,,შეადგინე ფიგურა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- სწარფი, ლოგიკური აზროვნების სწავლება.
მასალა: დასაშლელი ფიგურები (სამკუთხედი, ოთკუთხედი, წრე...)
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს სამ გუნდად და აძლევს თითოეულ გუნდს დაშლილ ფიგურას. მათ, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა ააწყოს ეს ფიგურა. ის გუნდი, რომელიც პირველი ააწყობს - მოგებულია. სავარჯიშოს ბოლოს, ბავშვებს შეუძლიათ, იმოძრაონ ოთახში და ყველას ნამუშევარი დაათვალიერონ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
- ვინ ან რა დაგეხმარათ?
4. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი: ,,მჭადი ჭრელ გოჭს აჭამა, უმჭადოდ ჭამს შეჭამანდს“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხავთ ემის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
5. სავარჯიშო: ,,კუდის დაჭერა“
მიზანი:
- თანამშრომლობისა და მიზანსწარფვის სწავლება:
- აქტიური დასვენება.
მასალა: თავშალი ან 1 მეტრი ნაჭერი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს ორ გუნდად, აყენებს მწკრივში და ბოლოში მდგომ ბავშვებს ნაჭრით ან თავშალით ,,კუდს“ უმაგრებს. ის ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,პირველმა ბავშვმა მწკრივში უნდა დაიჭიროს თავის მწკრივის ,,კუდი“. დაჭერის შემდეგ ბავშვები იცვლიან ადგილებს და ,,კუდი“ თავად ხდება ,,დამჭერი“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
6.სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ,,კოჭლი და ბრმა“
,,კოჭლი და ბრმა მიდიოდნენ. მიადგნენ ერთ მდინარეს. გასვლა ვერ მოახერხეს და დაღონებულნი წყლის ნაპირას დასხდნენ. წაადგა თავზე მესამე მგზავრი. რას დაძმარებულხართო? - ჰკითხა. უთხრეს: როგორ არ დავღონდეთ, ერთს უფეხობა უშლის გასვლას, მეორეს - უთვალობაო.
მგზავრმა უთხრა: ერთმა მეორისგან ფეხები ითხოვოს, სამაგიეროდ, მეორემ თვალები ათხოვოს და ორივე იქით ნაპირს გახვალთო. მართლაც, ბრმამ კოჭლი ზურგზე შეისვა, კოჭლმა გზა უჩვენა და მშვიდობით გავიდნენ იქითა ნაპირს“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, რომ ჩაერთოს სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს. ტრენერი უნდა ეცადოს, რომ ზღაპრები სხვადასხვა ბავშვებმა მოყვნენ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მოკროფონი“ (იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
IV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება;
- ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოხატვის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თქვენ სათითაოდ წრეში უნდა გამოხვიდეთ, ყველა ბავშვს ხელი ჩამოართვათ და უსურვოთ რაიმე სასიამოვნო. უნდა ეცადოთ, თითოეულ ჯგუფის წევრს განსხვავებული სურვილი მოუფიქროთ“. ტრენერები თავად უნდა იყვნენ თამაშის მონაწილენი და მიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სასიამოვნო სურვილის გარეშე.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რა უფრო მოგეწონათ, სურვილების გაცემა თუ მიღება?
2. სავარჯიშო: ,,ცივა, ცხელა“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- ყურადღების გავარჯიშება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ერთ ბავშვს (მსურველს) სთხოვს, გარეთ გასვლას, დანარჩენებმა რაიმე ნივთი უნდა გადამალონ. შემოსულმა დამალული ნივთი უნდა მოძებნოს. დანარჩენები ეხმარებიან მას: თუ ის უახლოვდება საგანს - ,,ცხელას“ იძახიან და, თუ შორდება, შესაბამისად, ამბობენ - ,,ცივა“. სავარჯიშო გრძელდება მანამ, სანამ დამალულ ნივთს არ იპოვნიან.
შემდეგ, რომელიმე სხვა მსურველი გადის გარეთ და ა.შ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,ავტოპორტრეტი“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება;
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- ფანტაზიის განვითარება;
- ჯგუფის შეკვრა და დაახლოება;
- თვითგამოხატვის საშუალების შეთავაზება.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს უხსნის ავტოპორტრეტის მნიშვნელობას და სთხოვს, დახატონ ავტოპორტრეტები. ის აგროვებს ნახატებს და იმ დროის განმავლობაში, სანამ ბავშვები შემდეგ სავარჯიშოს ასრულებენ, ამოჭრის სურათებს, დააკრავს ფორმატის ფურცელზე. მომდევნო სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ტრენერი ფორმატს კედელზე აკრავს და სთხოვს ბავშვებს, სათითაოდ მივიდნენ მასთან, იპოვონ საკუთარი ნახატი და დააწერონ თავიანთი სახელი, გვარი, ასაკი.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი მეგობრების შესახებ?
- რას გრძნობდით ხატვის, შემდეგ საკუთარი პორტრეტის პოვნის და სახელის მიწერის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
4. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება.
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ,,ჩიტის ბუდე“.
,,ნიკომ და ელომ ბუჩქებში ჩიტის ბუდე იპოვეს. ბუდეში ოთხი პატარა, სულ ტიტველა ბარტყი იჯდა. გახარებულმა ბავშვებმა ბარტყები ამოსხეს და შინ წაიყვანეს. ჩაუდეს კოლოფში ბამბა და შიგ ჩასხეს; მოუტანეს რძეში დასველებული პური, ჭიები, შაქარი, მაგრამ ბარტყები არ ჭამდნენ საჭმელს და ჭყიოდნენ. ნიკომ და ელომ არ იცოდნენ, როგორ დაემშვიდებინათ ჩიტები, არ შორდებოდნენ, ეფერებოდნენ. ამ დროს ორი პატარა ჩიტუნა მოფრინდა; შორიახლო დაიწყეს ფრენა და ჭყივილი. მამაც მოვიდა სამსახურიდან. ბავშვებმა ბარტყები მაშინვე აჩვენეს და უთხრეს: მამილო, რა ვაჭამოთ ბარტყებს, არაფერს არ ჭამენ, ცოდოები არიან. მამა შეხედა ჩიტებს და უპასუხა: - თუ მართლა გეცოდებათ ბარტყები და არ გინდათ რომ დაიხოცონ, ახლავე ჩასხით იმ ბუდეში, საიდანაც ამოიყვანეთ. იქ კი დედ-მამამ იცის, რა აჭამოს: აი, ხომ ხედავთ, როგორ ტირიან მათი მშობლები.
ნიკოს და ელოს მართლაც შეეცოდათ ჩიტუნები, თუმცა ძალიან ენანებოდათ, მაგრამ წაიყვანეს და ჩასხეს ბუდეში. შემდეგ ჩაიმალენ ბუჩქებში და უყურებდნენ, როგორ მოუტანეს საჭმელი დედამ და მამამ, როგორ აღებდნენ ბარტყები ყვითელ ნისკარტებს და ყლაპავდნენ საჭმელს“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს. მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ტრენერმა ის უნდა შეცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღპარი?
- რა განცდები გეუფლებოდათ სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“ (იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
V შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,რომელ ცხოველს ვგავარ?“ (ახსენით, რატომ აირჩიეთ ეს ცხოველი).
მიზანი:
- საკუთარი თავის უკეთ შეცნობა;
- ჯგუფის წევრების გაცნობა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სვამს წრეში და სთხოვს: ,,დაფიქრდით 1-2 წუთი და დაასახელეთ (ან დახატეთ) ცხოველი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ: ხასიათით, გარეგნობით, რომელიმე თვისებებით და ახსენით რატომ“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,სკულპტურა-მექანიზმი“
მიზანი:
- თანამშრომლობის სწავლება;
- ერთმანეთის უკეთ შეცნობისა და სინქრონული მოძრაობის სწავლება.
ინსტრუქცია:
,,გთხოვთ გაითვალოთ თანმიმდევრობით. პირველი იწყებს მოძრაობას და რომელიმე მანქანას, მექანიზმს ასახიერებს. შემდეგ მეორე ეწყობა პირველის მოძრაობას და ცდილობს პირველი მონაწილის მექანიზმის ნაწილის გასახიერებას. მერე მესამე, მეოთხე და ა.შ. ეცადეთ, ერთი დიდი მანქანა გამოგივიდეთ“ (მაგალითად თვითმფრინავი).
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,კოშკი“
მიზანი:
- თანამშრომლობის სწავლა;
- ფანტაზიის და აზროვნების განვითარება;
- შეთანხმებულად მოქმედების დაუფლება.
მასალა: სხავადასხვა ზომისა და ფორმის კუბები. თითო ბავშვს - 2-3 კუბი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 2-3 გუნდად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თითო ბავშმა აიღოს 2 (ან 3) კუბი. თითოეულმა გუნდმა ერთად, შეთანხმებულად, უნდა ააგოს, რაც შეიძლება მაღალი კოშკი. თუ კოშკი აშენებისას დაინგრა, მაშინ თქვენ თავიდან უნდა ააშენოთ ის (ერთი კუბის გამოვარდნის შემთხვევაშიც კი)“.
ტრენერმა დროდადრო უნდა გაზომოს კოშკი. მან, პირველ რიგში, უნდა გაამხნევოს ბავშვები და დაეხმაროს მათ, რომ ითანამშრომლონ და ერთად, შეთანხმებულად იმოქმედონ. მოგებულია ის გუნდი, რომელიც უფრო მაღალ კოშკს ააშენებს.
შეკითხვები:
- მოგეწონათ თამაში?
- რა გაგიჭირდათ?
- ხომ არ გაწყენინეთ ვინმემ, თავს დაჩაგრულად ხომ არ გრძნობდით?
4. სავარჯიშო: ,,ემოციების ხატვა“
მიზანი:
- ემოციების შეცნობის და გამოხატვის სწავლება.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტუქცია:
ტრენერი ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,გაიხსენეთ, როდის იყავით ძალიან ბედნიერი, გახარებული, კმაყოფილი. გაიხსენეთ, რას გრძნობდით, რა ემოციები გქონდათ, რა აზრები გიტრიალებდათ თავში. ეცადეთ, ყველაფერი ეს დახატოთ, გადმოიტანოთ ფურცელზე“ (10 წუთი).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები ერთმანეთს უჩვენებენ სურათებს და უზიარებენ შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რას გრძნობდით თითოეულ ემოციაზე დაფიქრების დროს?
- რომელი ემოციის დახატვა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობთ ახლა, სავარჯიშოს შესრულების შემდეგ?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“ (იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
VI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,სურვილები“
მიზანი:
- ჯგუფის წევრები გაცნობა და დაახლოება;
- ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, კეთილგანწყობის დამოხატვის სწავლება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,თქვენ სათითაოდ უნდა ესროლოთ ბურთი ჯგუფის სხვა მონაწილეს და უსურვოთ რაიმე სასიამოვნო. დამჭერმა ბურთი და კეთილგანწყობა სხვა ბავშვს უნდა გაუგზავნოს“. ტრენერებიც უნდა იყვნენ თამაშის მონაწილენი და მიაქციონ ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არმოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რა უფრო მოგეწონათ სურვილების გაცემა თუ მიღება?
2. სავარჯიშო: ,,გამოცანები“
მიზანი:
- აზროვნების გავარჯიშება;
- ყურადღების განვითარება;
- ბავშვის გახალისება.
მასალა: გამოცანების წიგნი
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრქციას: „მე თქვენ წაგიკითხავთ გამოცანებს. ყურადღებით მოისმინეთ და ვინც მიხვდება პასუხს, ხელი აიწიოს. ვინც პირველი აწევს ხელს, მას ექნება პირველი პასუხის უფლება“. ტრენერმა უნდა არეგულიროს, რომ არც ერთი ჯგუფის წევრი არ დარჩეს დაჩაგრული და პასიური მონაწილეები უფრო მეტად ჩართოს სავარჯიშოში.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
3. სავარჯიშო: კოლაჟი - „ჩვენი ეზო“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- თანამშრომლობის სწავლება.
მასალა: ფლიპჩარტები, ფერადი ფანქრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დახატონ საერთო სურათი: ,,დახატეთ ერთად სურათი, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი ეზო; სად რას განალაგებდით, რას დადგამდით და ა.შ. მთავარია, ფლიპჩარტთან სათითაოდ მიხვიდეთ, რათა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ“. შემდეგ ეწყობა პრეზენტაცია. ბავშვებმა სათითაოდ უნდა აღწერონ, თუ რა დახატეს და რატომ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რას გრძნობდით, როდესაც თქვენს ნახატს სხვა ასწორებდა?
- რა გაგიჭირდათ?
- მოგეწონათ საერთო სურათი?
4. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი:
,,ჩიტი, ჩიტი ჩიკორტელა, ჩიტი მყავდა ჩელტის ხელა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხავთ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის დასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი
,,ეს მოხდა დიდი ხნის წინ. მაშინ, როცა ხეებს შეეძლოთ სიარული. ისინი ადვილად გადაადგილდებონდენ თავიანთი დიდი ფესვებით, ნოყიერი მიწის და წყლის მოსაძებნად. ხეები მეგობრობდნენ ადამიანებთან, იცავდნენ მათ სიცივისა და ავდრისაგან, აძლევდნენ საკვებს.
ადამიანებმა ვერ დააფასეს ხეების ამაგი - ისინი ჭრიდნენ მათ, აცლიდნენ ფოთლებს, ურტყამდნენ ფეხებს და ამცირებდნენ.
განაწყენდნენ ხეები ადამიანებზე და გადაწყვიტეს გაცლოდნენ მათ. წავიდნენ ხეები - მათთან ერთად კი გაქრნენ ფრინველები და ცხოველები, დაჭკნა ბალახი და ყვავილები. დაიწყო მდინარეების და ნაკადულების დაშრობა. დაუბერა ცხელმა ქარმა, რომელმაც მოიტანა ქვიშა და მტვერი.
შეეშინდათ ადამიანებს, გაეკიდნენ ხეებს და დაუწყეს თხოვნა, რომ დბრუნებულიყვნენ. მათ იგრძნეს თავიანთი დანაშაული და შეპირდნენ, რომ აღარასოდეს აწყენინებდნენ“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“ (იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
VII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ბუშტი“
მიზანი:
- თანამშრომლობით, გაერთიანებული ძალებით საერთო მიზნის მიღწევა.
მასალა: გასაბერი ბუშტები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ყოფს ბავშვებს 3-4 კაციან გუნდებად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თითოეულმა გუნდმა ხელის შეხების გარეშე, ერთად სულის შებერვით, ბუშტი დანიშნულ ადგილამდე უნდა მიიტანოს. მოგებული იქნება ის გუნდი, რომელიც მოცემულ დავალებას ყველაზე სწრაფად შესარულებს“.
შეკითხვები:
- რამ შეგიშალათ ხელი?
- რა მოგეწონათ?
- რას გრძნობდით დავალების შესრულების დროს?
2. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური ბალიში“
მიზანი:
- ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი სურვილები;
- აქტიური მოსმენის სწავლება;
- მიცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, გამოხატონ და იგრძნონ თანადგომა და თანაგრძნობა.
მასალა: პატარა ბალიში, რომელზეც ბავშვი შეძლებს დაჯდომას.
ინსტრუქცია:
,,დასხედით წრეში. შუაში დევს ,,ჯადოსნური ბალიში“, რომელზეც შეგიძლიათ დასხდეთ და გვიამბოთ საკუთარი სურვილების ან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამის შესახებ. ის, ვინც იჯდება შუაში, ბალიშზე, მოყოლას იწყებს სიტყვებით: ,,მე მინდა, რომ...“ ყველა დანარჩენი ყურადღებით უსმენს. მთხრობელი თავისი ისტორიის დასრულების შემდეგ, ირჩევს მომდევნო მონაწილეს და გადასცემს მას ბალიშს. სავარჯიშოს დასრულება მას შემდეგ, როცა ჯგუფის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას მთხრობელის როლში“.
შეკითხვები:
- ყველა მონაწილეს უსმენდით?
- როდესაც თქვენ სხვას უსმენდით, ახალი სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ,,ჯადოსნურ ბალიშზე“ იჯექით და ყვებოდით თქვენს ისტორიას?
- გაქვთ ისეთი სურვილი, რომლის შესრულებაც აქ მყოფ ბავშვებს ან ტრენერებს შეუძლიათ?
3. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი ,,სპილო“
,,ერთ ინდოელს სპილო ჰყავდა. ეს კაცი თავის სპილოს ცოტას აჭმევდა და ბევრს ამუშავებდა. ერთხელ სპილო გაბრაზდა და თავის პატრონს ფეხი დაადგა. ინდოელი მოკვდა.
ატირდა ინდოელის ცოლი, გამოიყვანა თავისი შვილები, სპილოს ფეხქვეშ დაუყარა და უთხრა: - სპილოვ, შენ ამათ მამა მოუკალი, ბარემ ესენიც დახოცე!
სპილომ ბავშვებს დახედა. უფროსი ბავშვი ხორთუმით ფრთხილად აიყვანა და კისერზე შეისვა. ამის შემდეგ სპილო ბავშვს ყველაფერს უგონებდა და ემსახურებოდა.“
ინსტრუქცია:
ტრენერის ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
4. სავარჯიშო: ,,პორტრეტი“
მიზანი:
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ახსენებს პორტრეტის მნიშვნელობას და სთხოვს, საყვარელი, ყველაზე ახლობელი ადამიანის დახატვას. პორტრეტი უნდა გამოხატავდეს ავტორის ამ ადამიანისადმი დამოკიდებულებას; მოქმედებას, რომელიც მისთვის დმახასიათებელია.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი მეგობრების შესახებ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
5. სავარჯიშო: ,,წაკითხულის შინაარსი“
მიზანი:
- ყურადღების და მეხსიერების განვითარება.
- აქტიური მოსმენისა და აზრის გადმოცემის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს უკითხავს პატარა მოთხრობას და სთხოვს, წაკითხულის გადმოცემას. თავდაპირველად ყვება მსურველი, დანარჩენები ეხმარებიან. შემდეგ, უფრო გამართულად, სხვა ბავშვი ყვება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ მოთხრობა?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
6. სავარჯიშო: ,,ლოტო“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- მეხსიერების განვითარება;
- ბავშვების გახალისება.
მასალა: საბავშვო სათამაშო ლოტო.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ურიგებს ლოტოს ფურცლებს, რომელიც სხვადასხვა პატარა სურათებისაგან შედგება და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,მე ტომრიდან ამოვიღებ პატარა სურათებს. იყავით ყურადღებით! ვისაც აქვს ფურცელზე იგივე სურათი, სწრაფად უნდა დაასახელოს, რა არის გამოსახული სურათზე და დაიდოს თავის ფურცელზე. ვინს პირველი შეავსებს, მოგებულია“. ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ჯგუფის წევრებმა სწორად, გამართული ქართულით დაასახელონ საგანი. ბავშვებს შეუძლიათ ერთმანეთის დახმარება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
(იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
VIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,კარგი საქმე, რომელიც დამამახსოვრდა“
მიზანი:
- სხვა ადამიანების მიღწევების და წარმატებების დანახვის სწავლება;
- თავდაჯერებულობის გამომუშავება;
- აქტიური მოსმენის სწავლება.
მასალა: ფურცლები და ფანქრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ესაუბრება იმ საქმეების, ქცევების შესახებ, რომელიც სიამოვნებას, კმაყოფილებას გვანიჭებს. ,,გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც გააკეთეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგალითად: შეასრულეთ საშინაო დავალება, დაიზეპირეთ გრძელი ლექსი, დაეხმარეთ რომელიმე ოჯახის წევრს და ა.შ. ამოირჩიეთ ერთი მათგანი და დაწერეთ მის შესახებ ან დახატეთ“. პრეზენტაციების დროს, ჯგუფის სხვა წევრებმა და ტრენერებმა უნდა შეაქონ პრეზენტატორი, გამამხნევებელი, სასიამოვნო სიტყვები უთხრან, თუნდაც ერთი წინადადებით (მაგ., ნიკა, შენ ეს ნამდვოლად კარგად გამოგივიდა).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით, როდესაც მთელი ჯგუფი გაქებდათ?
2. სავარჯიშო: ,,მოვიფიქროთ სიტყვები“
მიზანი:
- მეხსიერების და ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება;
- სიტყვის მარაგის გაფართოება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე ბურთს გადმოგიგდებთ და დავასახელებ ასოს, თქვენ კი სწრაფად უნდა მოიფიქროთ და დაასახელოთ არსებითი სახელი, რომელიც ამ ასოზე იწყება და უკანვე დამიბრუნოთ ბურთი. ვინც სიტყვას ვერ მოიფიქრებს წრიდან გადის“. ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს უყურადღებოდ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,ემოცია“ (მიმიკა)
მიზანი: პატარა ფურცლები, რომელზეც ჩამოწერილია ემოციების დასახელება და სხეულის ნაწილები, რომელთა მეშვეობითაც ბავშვებმა უნდა გამოხატონ ემოციები.
წარწერები ბარათზე
სიხარული - პირი
სევდა - ხელები
შიში- ფეხები
დარდი - მხრები
სიძულვილი - თვალები
ბედნიერება - სახე
აღშფოთება - სახე
გაბრაზება - ხელები
გაკვირვება - თვალები
სიამაყე - ზურგი
სიყვარული - სახე
კმაყოფილება - ზურგი
სიხარული - ხელები
სიმპათია - თვალები
კმაყოფილება - მთელი სხეული
ინსტრუქცია:
ტრენერი არიგებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ჩამოწერილია ემოციების დასახელება და სხეულის ნაწილები, რომელთა მეშვეობითაც უნდა გამოხატოს ესა თუ ის ემოცია და სთხოვს თითოეულ ბავშვს, ბარათზე აღნიშნული ემოცია დასახელებული სხეულის ნაწილით გამოხატოს. ბავშვები რიგრიგობით გამოხატავენ ემოციებს, დანარჩენები კი ცდილობენ მის გამოცნობას.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა მოგეწონათ?
- რა უფრო გაგიჭირდათ: ემოციის გამოხატვა,თუ გამოცნობა?
4. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითრება.
მასალა: ენის გასატეხი -
,,აბლაბუდა, მაბლაბუდა, შიგ ობობა გაბლანდულა“.
ინსრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხავთ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით სწარფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი ,,როგორ დაპატარავდა ყვავი“
,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, მბრძანებელი ყველა ხალხისა და ყოველი სულდგმულისა დედამიწაზე. ეს სამართლიანი და მოწყალე ხელმწიფე, ზოგიერთი ბოროტის გარდა, ყველას უყვარდა, ყველა ემორჩილებოდა. მეფე თან ძალიან ღონიერიც იყო. მარტო მისი მუშტის დანახვითაც გული გადაუტრიალდებოდა კაცს. მიუხედავად ამისა, ერთხელ ყვავი მაინც აუჯანყდა.
იმ დროს ყვავი ყველაზე დიდი და ღონიერი ფრინველი იყო და მაშინაც ყველაზე ეშმაკად ითვლებოდა. ფრინველთა დედოფალი უნდა გავხდეო - გადაწყვიტა ერთხელ ყვავმა და ფრინველები ზოგი მოფერებით, ზოგი ძალით დაიმორჩილა. ყვავმა ესეც არ იკმარა, მან ადამიანების დამორჩილებაც მოინდომა და ერთ მშვენიერ დღეს ფრინველების მთელი ჯარი მეფის სატახტო ქალაქს შეუსია.
- ყვავო, მე არც შენი მოკვლა მინდა, არც იმათი, ვინც შენ გამოგყოლია. ყველაფერს გაპატიებ, თუ ბოდიშს მომიხდი და შენს ჯარსაც დაითხოვო - უთხრა მეფემ.
- სჯობს გამოტყდე, რომ ჩემი ძლევამოსილების გეშინიაო - უპასუხა თავხედმა ყვავმა.
მაშინ დიდებულმა მეფემ ყვავს თავისი უზარმაზარი მუშტი უჩვენა.
- ხა-ხა-ხა-ხა! - დაცინვით გადაიხარხარა ყვავმა, - სულ ეგ არის? ეს შენი მუშტი ჩემთან, უზარმაზარ და ღონიერ ფრინველთან შედარებით, ქინძისთავად მოჩანსო.
ასეთმა შეურაცხყოფამ კი გამოიყვანა მეფე მოთმიდებიდან და ყვავს უთხრა:
- ყვავო, მე შენი სიკვდილი არ მინდა, მაგრამ ამ თავხედობისთვის საკადრისად დაგსჯი: რადგან თავი მოგაქვს შენი სიდიდით და ჩემს დაცინვასაც ბედავ, დამიწყევლიხარ: ჩემი მუშტისხელა გამხდარიყავიო.
ყვავმა, ის იყო ნისკარტი დააღო მეფისათვის ახალი თავხედური პასუხის მისაცემად, რომ ერთბაშად იგრძნო, პატარავდებოდა. ყვავი, მართლაც, მეფის მუშტისოდენა გახდა. მაშინ ყველა დანარჩენმა ფრინველმა მეფეს ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. შეშინებული და შერცხვენილი ყვავი კი წავიდა და გადაიკარგა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რაც გვასწავლის ეს ზღპარი?
6. სავარჯიშო: ,,გეომეტრიული ფიგურების ხატვა“
მიზანი:
- გადაწერისა და გადახატვის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ფურცლები და ფანქრები, გეომეტრიული ფიგურები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სვამს წრეში, ურიგებს ფურცლებს, ფანქრებს და უჩვენებს წიგნიდან გარკვეულ ფიგურებს, ჯგუფის წევრებმა კი უნდა გადახატონ ეს ფიგურა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“ (იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია)
IX შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მოძრაობების კოორდინაცია“
მიზანი:
- მოძრაობების კოორდინაციის გავარჯიშება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს და სთხოვს, ყველაფერი, რასაც იგი გააკეთებს, გაიმეორონ. ტრენერმა უნდა გააკეთოს შემდეგი მოძრაობები: ჯერ მარჯვენა ხელის იდაყვი შეახოს მარცხენა ფეხის მუხლს, შემდეგ მარცხენა იდაყვი - მარჯვენა მუხლს; მარჯვენა ხელით შეეხოს მარცხენა ყურს და, ამავე დროს, მარცხენა ხელით - ცხვირს; შემდეგ, მარცხენა ხელით - მარჯვენა ყურს და მარჯვენათი - ცხვირს; მარცხენა ხელით შეეხოს მარჯვენა ქუსლს, მარჯვენათი - მარცხენას და ა.შ. ტრენერმა და ბავშვებმა მოძრაობები სწრაფად უნდა აკეთონ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთამენთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ, ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალა ხელი?
2. სავარჯიშო: ,,ბუნების ნაწილი“
მიზანი:
- გარე სამყაროს შეცნობა;
- საკუთარი თავის შეცნობა.
ინსტრუქცია:
დასხედით წრეში მოხერხებულად... ჩაისუნთქეთ სამჯერ ღრმად... წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სადღაც ბუნებაში. კარგად დააკვირდით თქვენს ირგვლივ არსებულ ბუნებას, როგორია იგი. ბუნების რომელ ნაწილად ისურვებდით ყოფნას? რატომ?
დაფიქრდით, კარგად დააკვირდით თქვენს არჩევანს და ჩაიბეჭდეთ მეხსიერებაში. დაიმახსოვრეთ, რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ეს.
ახლა დაბრუნდით უკან, რეალობაში. გაიზმორეთ, ჯერ დაჭიმეთ, შემდეგ კი მოადუნეთ კუნთები...
შეკითხვები:
- ბუნების რომელი ნაწილი იყავით?
- როგორ გრძნობდით თავს?
- არ მოგეწონათ?
- იყო ისეთი რამ ამ სავარჯიშოში, რაც არ მოგეწონათ?
- რატომ აირჩიეთ ბუნების ეს ნაწილი?
3. სავარჯიშო: ინტერვიუ - ,,ჩემი დღე“
მიზანი:
- მეხსიერების და ყურადღების გავარჯიშება;
- ყურადღებით მოსმენის სწავლება.
ინსტრუქცია
ტრენერი ბავშებს აწყვილებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,სათითაოდ მოუყევით ერთმანეთს გასული კვირის განმავლობაში ერთი ყველაზე საინტერესო დღის შესახებ. ყურადღებით მოუსმინეთ ერთმანეთს, რადგან შემდეგ თქვენ თქვენი მეწყვილის მონაყოლი უნდა გააცნოთ დანარჩენ ჯგუფის წევრებს“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთამენთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა უფრო მოგეწონათ: მოყოლა თუ მეწყვილის ნაამბობის გადმოცემა?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
4. სავარჯიშო: ,,მოვიფიქროთ სიტყვები“
მიზანი:
- მეხსიერების და ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება;
- სიტყვის მარაგის გაფართოება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე დავასახელებ რომელიმე კრებით სიტყვას (მაგ., ავეჯი, ჭურჭელი, ხილი, ბოსტნეული), თქვენ კი, როდესც ბურთს გესვრიან, სწრაფად უნდა დაიჭიროთ და წამოიძახოთ შესაბამისი არსებითი სახელი (მაგ., ხილი - ვაშლი, ატამი..., ავეჯი - სკამი, მაგიდა...), რომელიც ჯერ არავის უთქვამს და სხვას გადაუგდოთ ბურთი. ვინც სიტყვას ვერ მოიფიქრებს, წრიდან გადის“. ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგჰეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი: ,,სასაცილო ჩხუბი“.
,,ერთი მოხუცი ქართველი გარდაიცვალა. მან თავის ორ ვაჟიშვილს დაუტოვა ,,ვეფხისტყაოსანი“. გაყრის დროს ძმებს დიდი ჩხუბი მოუვიდათ, ორივეს უნდოდა ,,ვეფხისტყაოსნის“ დასაკუთრება. შუაკაცმა უთხრა - თქვენ ორივემ უთუოდ კარგად იცით კითხვა, რომ წიგნზე ეგრე ჩხუბობთო.
- წიგნის ჩვენ არც ერთს არაფერი გაგვეგებაო, - უპასუხეს ძმებმა.
- მაშ, თქვენ იმ ორ სასაცილო ქაჩალსა ჰგვანებიხართ, ერთმანეთს რომ სავარცხლის გულისათვის თავ-პირს ამტვრევდნენ და დასავარცხნი თმა კი არც ერთს არ ესხაო - უპასუხა შუაკაცმა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, ჩაერთოს სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
6. სავარჯიშო: ,,იპოვე დასახელებული ფიგურა“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ფურცლები და ფანქრები, გეომეტრიული ფიგურები.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე მიმოფანტავს სხვადასხვა ფერის და ზომის გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე და ა.შ.) ჯგუფის წევრებმა კი უნდა მოძებნონ დასახელებული ფიგურა (მაგ., მოძებნეთ წითელი პატარა წრე, ყვითელი დიდი სამკუთხედი და ა.შ.). ვინც პირველი მოძებნის და დაასახელებს ფიგურას, გამარჯვებულია.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“ (იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია).
X შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ყველაზე მეტად მე მინა, რომ...“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ბავშვების ინტერესების დადგენა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს და სთხოვს, დახუჭონ თვალები ერთი წუთით და დაფიქრდნენ, რა უნდათ ყველაზე მეტად, რას ისურვებდნენ, რაზე ოცნებობენ. ერთი წუთის შემდეგ ბავშვები ახელენ თვალებს და რიგრიგობით უზიარებენ ერთმანეთს, თუ რა უნდათ ყველაზე მეტად. მოყოლას იწყებენ ფრაზით: ,,ყველაზე მეტად მე მინდა, რომ...“
შეკითხვები:
- მოგეწონათ სავარჯიშო თუ არა? რატომ?
- როგორ გრძნობდით თავს სავარჯიშოს შესრულების დროს?
2. სავარჯიშო: ,,გაფუჭებული ტელეფონი“
მიზანი:
- დაკვირვების, ყურადღების გავარჯიშება;
- აზროვნების უნარის განვითარება.
ინსტრუქცია:
ბავშვები სხედან წრეში. ტრენერი ეუბნება პირველ ბავშვს ყურში წინადადებას, მაგ., ,,ვარდისფერი დათუნიას დაბადების დღეზე მოვიდა სამი ცისფერი სპილო და ერთი მწვანე მაიმუნი“, ან ,,ეზოში იჯდა 5 პატარა ბაყაყი და ჭორაობდა ამინდზე“. ბავშვებმა რიგრიგობით ყურში ჩურჩულით უნდა გადასცენ წინადადება თავის მეზობელს. ბოლო მოთამაშე ხმამაღლა ამბობს გაგონილ წინადადებას. ტრენერი უკუსვლით ამეორებინებს ბავშვებს იმ წინადადებებს, რომელიც მათ გაიგონეს. და ბოლოს, ტრენერი ეუბნება ჯგუფს იმ წინადადებას, რომელიც მან პირველ ბავშვს უთხრა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,თამაში - ,,წელიწადის დროები“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- აზრის გადმოცემის სწავლება.
მასალა: პატარა ყუთი და სხავადსხვა ფერის პატარა ფურცლები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ნახევარწრეში სვამს და სთხოვს მსურველს, პატარა კოლოფთან მისვლას. მან უნდა ამოიღოს ერთი ქაღალდი. ამ კოლოფში ჩადებული უნდა იყოს სხვადასხვა ფერის ქაღალდები. სწორედ ამ ქაღალდების ფერები პირობითად აღნიშნავს წელიწადის დროებს (მაგ., ყვითელი ფერი, სავარაუდოდ, შესაძლოა იყოს შემოდგომა). ბავშვმა, რომელიც ამოიღებს ქაღალდს, უნდა ილაპარაკოს წელიწადის იმ დროის შესახებ, რომელსაც ეს ფერი აგონებს (შემოდგომის შესახებ). ჯგუფის დანარჩენ წევრებს შეუძლიათ დახმარება, შეკითხვების დასმა (ამინდის, ტანსაცმლის, ხილის, ბოსტნეულის ირგვლვ). წელიწადის თითო დროს, თითო თამაში უნდა მიეძღვნას.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- გაგიჭირდათ მოყოლა?
4. სავარჯიშო: ,,ბილიკები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- წონასწორობის დაცვის გავარჯიშება.
მასალა: ფერადი თოკები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს ორ გუნდად. ოთახის მთელ სიგრძეზე, ჩახლართულად, ფერადი თოკები იდება, თითო გუნდისთვის ერთი თოკია გამოყოფილი. ტრენერი შეჯიბრებას აწყობს და ერთდროულად ორი გუნდიდან თითო ბავშვს უშვებს, რომელმაც სწრაფად უნდა გაირბინოს ,,ლაბირინთი“, უკან დაბრუნდეს და შემდეგს ხელი შეახოს. მოგებულია ის გუნდი, რომელიც უფრო სწარფი იქნება.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რა ან ვინ გიშლიდათ ხელს?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი: ,,მუხა“.
,,ეს მუხა ტყის პირას დგას - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღლილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავად, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ; ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოურბენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად, ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივ-კივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ.
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი, და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასდო - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წამოწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით. მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო.
გამოხდა ხანი - თვეები, წლები. და აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასდო მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა. მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფანა გოგონამ აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სავარჯიშოში, სხვა ბავშვებსაც გააგრძელებინოს მოთხრობის მოყოლა. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
6. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი - ,,ერთი ხეა ხერხოვანი, რა ხნისაა? შენ ხნოვანი“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხვათ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
7. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ სურათები იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან თითოეული ბავშვი ცალ-ცალკე აარჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვები გამოფენენ სურათებს და აღწერენ თუ რა დახატეს და რატომ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
(იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია).
XI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ხილის სალათი“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
წრეში, რომელსაც აკლია ერთი სკამი, სხედან ბავშვები. ტრენერი ჩამოათვლევინებს ბავშვებს: მანგო, ბანანი, ანანასი, კივი, თითოეულმა ბავშმა უნდა დაიმახსოვროს ის ხილი, რომელიც ხვდა წილად. შემდეგ, ტრენერი ასახელებს რომელიმე ხილს, მაგალითად, კივი. ის ბავშვები, რომლებსაც შეხვდათ ,,კივი“, უნდა ადგნენ და სწრაფად გაცვალონ ადგილები. ტრენერი ცხდილობს დაიკავოს თავისუფალი ადგილი და ფეხზე დარჩენილი ბავშვი ხდება წამყვანი. თუ წამყვანი დაიძახებს - ,,ხილის სალათი“, ყველანი უნდა წამოდგნენ და გაცვალონ ადგილები.
2. სავარჯიშო: ,,თამაში წელიწადის დროებზე“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- აზრის გადმოცემის სწავლება.
მასალა: პატარა ყუთი და სხვადასხვა ფერის პატარა ფურცლები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ნახევარწრეში სვამს და სთხოვს მსურველს, პატარა კოლოფთან მისვლას (წინა შეხვედრის შემდეგ მასში ერთი წელიწადის დროის აღმნიშვნელი ფურცელით ნაკლებია). მან უნდა ამოიღოს ერთი ქაღალდი. ამ კოლოფში ჩადებული უნდა იყოს სხვადასხვა ფერის სამი ქაღალდი. სწორედ ამ ქაღალდების ფერები პირობითად აღნიშნავს წელიწადის დროებს. (მაგ., ყვითელი ფერი, სავარაუდოდ, შესაძლოა იყოს შემოდგომა). ბავშმა, რომელიც ამოიღებს ქაღალდს, უნდა ილაპარაკოს წელიწადის იმ დროის შესახებ, რომელსაც ეს ფერი აგონებს (შემოდგომა). ჯგუფის დანარჩენ წევრებს შეუძლიათ დახმარება, შეკითხვების დასმა (ამინდის, ტანსაცმლის, ხილის, ბოსტნეულის ირგვლივ). წელიწადის თითო დროს უნდა მიეძღვნას თითო თამაში. ტრენერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ყველა ბავშვი არ უნდა აქტიურობდეს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- გაგიჭირდათ მოყოლა?
3. სავარჯიშო: ,,პალმა - სპილო“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ბავშვები დგებიან წრეში და ითვლიან 1-2-3-ზე. როდესაც ტრენერი ამობს - ,,პალმა“, ყველა მე-2 ხდება პალმა და ხელებს ზევით წევს, ხოლო პირველი და მეორე ტოტები ხდებიან (პირველი - ზევით და მარცხნივ წევს ხელებს, მესამე - ზევით და მარჯვნივ). როდესაც ტრენერი ამბობს ,,სპილო“, მეორეები თავს ხრიან წინ და ხელით ხორთუმს ასახიერებენ, პირველი და მესამე კი სპილოს ყურებს უკეთებენ (პირველი - მარცხენა, მესამე - მარჯვენა).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი: ,,ია და ჭიანჭველა“.
,,გაზაფხულდა. აყვავდნენ გაზაფხულის მახარობლები: ენძელა, ჩიტითავა და ია. გია ერთი ბუჩქის ძირას დახრილიყო და რაღაცას ჩასცქეროდა.
- რას უყურებ, გია? - ჰკითხა მამამ.
- იის ბუდიდან ჭიანჭველების ბუდემდე პატარა ბილიკია. ჭიანჭველები ამ ბილიკზე მიდიან და მოდიან. ვერაფერი გავიგე, რას დარბიან?
- აბა, აიყვანე ბუდისაკენ მიმავალი ერთი ჭიანჭველა , ხელისგულზე დაისვი. გიამ მამის ნათქვამი შეასრულა. ჭიანჭველა აქეთ-იქით ეცა და ხელის გულზე პაწაწინა მარცვალი დატოვა.
- ეს რაღაა?
- ეს იის თესლია. ჭიანჭველებს ბუდეში მიაქვთ, საზრდოდ ინახავენ. ზოგს ჭამენ, ზოგი მიწაში რჩება, ზოგი გზაში ეკარგებათ.
- მაშ, ჭიანჭველები იის გავრცელებას ხელს უწყობენ! - წამოიძახა გიამ“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ. მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
5. სავარჯიშო: ,,ლოტო“
(იხილეთ VII შეხვედრის ინსტრუქცია)
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
(იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია).
XII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოხატვის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სთხოვს, გაიხსენოს, თუ რა მოხდა გასული კვირის განმავლობაში. ბავშვებმა წრეში სათითაოდ უნდა ილაპარაკონ იმაზე, თუ რა სირთულეები, წარმატებები ჰქონდათ მათ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,კუდის დაჭერა“
მიზანი:
- თანამშრომლობისა და მიზანსწრაფვის სწავლება;
- აქტიური დასვენება.
მასალა: თავშალი ან 1 მეტრი ნაჭერი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს ორ გუნდად და აყენებს მწკრივში, ხოლო ბოლოში მდგომ ბავშვებს უმაგრებს ,,კუდს“ (თავშალს ან ნაჭერს). ის ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,პირველმა უნდა დაიჭიროს მეორე გუნდის ,,კუდი“. რომელი გუნდიც დაიჭერს, მოგებულია“. სავარჯიშო შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ტრენერმა ,,კუდები“ უნდა შეცვალოს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,თამაში - წელიწადის დროები“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- აზრის გადმოცემის სწავლება.
მასალა: პატარა ყუთი და სხვადასხვა ფერის პატარა ფურცლები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ნახევარწრეში სვამს და სთხოვს მსურველს, პატარა კოლოფთან მისვლას. მან უნდა ამოიღოს ერთი ქაღალდი. ამ კოლოფში ჩადებული უნდა იყოს სხვადასხვა ფერის 2 დარჩენილი ქაღალდი. სწორედ ამ ქაღალდების ფერები პირობითად აღნიშნავს წელიწადის დროებს. ბავშმა, რომელიც ამოიღებს ქაღალდს, უნდა ილაპარაკოს წელიწადის იმ დროის შესახებ, რომელსაც ეს ფერი აგონებს. ჯგუფის დანარჩენ წევრებს შეუძლიათ დახმარება, შეკითხვების დასმა. წელიწადის თითო დროს, თითო თამაში უნდა მიეძღვნას. ტრენერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ წინა შეხვედრებზე აღწერილი წელიწადის დრო არ განმეორდეს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- გაგიჭირდათ მოყოლა?
4. სავარჯიშო: ,,მესამე ზედმეტია“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- სერიოზული სავარჯიშოს შემდეგ, ჯდომისაგან დაღლილი ბავშვების აქტიური დასვენება.
ინსტრუქცია:
,,დაწყვილდით. მეწყვილეებმა ერთმანეთს ხელკავი გაუკეთეთ მარჯვენა მხრიდან. დადექით ისე, რომ საპირისპირო მიმართულებით იყურებოდეთ. 2 მონაწილე განმარტოებით დადგეს; თქვენგან ერთი უნდა გაიქცეს, მეორემ კი - მისი დაჭერა სცადოს (,,იჭერს“). თქვენ წყვილებს შორის უნდა ირბინოთ. როდესაც გაქცეული დაჭერის საშიშროებას იგრძნობს, შეუძლია რომელიმე წყვილს შეუერთდეს, გაუკეთოს ხელკავი. მაშინ მესამე განაპირა ზედმეტი იქნება, ის უნდა გამოეხსნას დაწყვილებულებს და გაიქცეს. დაჭერის შემთხვევაში, როლები შეიცვლება“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ნაწყვეტი: ,,ილიას გულკეთილობა“.
,,ათი წლის იყო ილია ჭავჭავაძე, როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ თავის დას - მაკრინეს სთხოვა: ჩვენთან გადმოდი და ბავშვების გაზრდაში დამეხმარეო.
ილიას ძალიან უყვარდა მამიდა მაკრინე.
ერთხელ მამიდამ უთხრა ილიას - ილია, გაიქეცი და მუშებს უთხარი, აქ მოვიდნენო.
გაცუნცულდა პატარა ილია და ცოტა ხნის შემდეგ მარტო დაბრუნდა.
- ბიჭო, მუშები რატომ არ მოიყვანე? - ჰკითხა მამიდამ.
- მამიდა, მუშებს ისე ტკბილად სძინავთ კაკლის ქვეშ, რომ ვერ გავაღვიძე, შემეცოდნენ - უპასუხა პატარა ილიამ“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ წაკითხულ ამბავს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოჰყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელიარ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოში. ამავე დროს,მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავრჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ წაკითხული ამბავი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს პატარა ფრაგმენტი?
6. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი:
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი - ,,ბაყაყი მყაყე ჭაობში ბაყბაყდევივით ბაყბაყებს“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვავს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხავთ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
7. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ სურათები იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან რომელიმე წევრი აარჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვები გამოფენენ სურათებს და ხსნიან თუ რა დახატეს და რატომ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
(იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია).
XIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოხატვის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სთხოვს, გაიხსენოს, თუ რა მოხდა გასული კვირის განმავლობაში. ბავშვებმა წრეში სათითაოდ უნდა ილაპარაკონ იმაზე, თუ რა სირთულეები, წარმატებები ჰქონდათ მათ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,მოიფიქრეთ სიტყვები“
მიზანი:
- მეხსიერების და ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება;
- სიტყვის მარაგის გაფართოება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე დავასახელებ რომელიმე კრებით სიტყვას (მაგ., ავეჯი, ჭურჭელი, ხილი ბოსტნეული), თქვენ კი, როდესაც ბურთს გესვრიან, სწრაფად უნდა დაიჭიროთ და წამოიძახოთ შესაბამისი არსებითი სახელი (მაგ., ხილი-ვაშლი, ატამი..., ავეჯი-სკამი, მაგიდა...), რომელიც ჯერ არავის უთქვამს და სხვას გადაუგდოთ ბურთი. ვინც სიტყვას ვერ მოიფიქრებს, წრიდან გადის“.
ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ. მან უნდა აარჩიოს IX შეხვედრაში (4 სავარჯიშო) გამოყენებული კრებითი სიტყვისაგან განსხვავებული სიტყვა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,ანეგდოტები და სასაცილო ისტორიები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება, ფანტაზიის და მეხსიერების განვითარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი სთხოვს ბავშვებს, გაიხსენონ სასაცილო ანეგდოტები, რომლებიც ან გაუგიათ, ან თვითონ გადახდომიათ თავს (2 წუთი). შემდეგ, ჯგუფის წევრები რიგრიგობით ყვებიან. მონაწილეობს ყველა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,თამაში - წელიწადის დროები“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- აზრის გადმოცემის სწავლება.
მასალა: პატარა ყუთი და სხვადასხვა ფერის პატარა ფურცლები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ნახევარწრეში სვამს და სთხოვს მსურველს, პატარა კოლოფთან მისვლას. მან უნდა ამოიღოს ერთი ქაღალდი. ამ კოლოფში ჩადებული უნდა იყოს სხვადასხვა ფერის ქაღალდები. სწორედ ამ ქაღალდების ფერები, პირობითად აღნიშნავს წელიწადის დროებს. ბავშმა, რომელიც ამოიღებს დარჩენილ ბოლო ქაღალდს, უნდა ილაპარაკოს წელიწადის იმ დროის შესახებ, რომელსაც ეს ფერი აგონებს. ჯგუფის დანარჩენ წევრებს შეუძლიათ დახმარება, შეკითხვების დასმა (ამინდის, ტანსაცმლის, ხილის, ბოსტნეულის ირგვლივ).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- გაგიჭირდათ მოყოლა?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ზღაპარი ,,ვირის ჭკუა“
,,მარილით დატვირთული ვირი მდინარეში გადადიოდა, წაიფორხილა და წყალში ჩაწვა. მარილი დადნა, საპალნე ბევრად შეუმსუბუქდა და ვირი ადვილად ადგა. ეს კარგია, შენმა მზემ - იფიქრა ვირმა, - წყალმა კიდეც გამაგრილა და საპალნეც შემიმსუბუქა! შემდეგისათვის ამას კარგად დავიმახსოვრებო.
რამდენიმე დღის შემდეგ, ამ ვირს ღრუბელი აჰკიდეს და იმავე გზაზე წაიყვანეს. შუა წყალში რომ შევიდა, ვირი განზრახ წაიქცა. ეგონა, ტვირთი ახლაც შემიმსუბუქდებაო, მაგრამ ღრუბელი წყლით გაიჟღინთა, ტვირთი საშინლად დამძიმდა, უგნური ვირი ვეღარ წამოდგა და დაიხრჩო“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ მოთხრობას. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოში. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
6. სავარჯიშო: ,,ჩემი მშობლიური კუთხე“
მიზანი:
- ინფორმაციის მოწოდება
- წინაპრების, წარსულის მნიშვნელობის გააზრება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ესაუბრება საქართველოს კუთხეების შესახებ და უსვამს შეკითხვებს:
- რომელი კუთხიდან არიან თქვენი მშობლები?
- რა იცით თქვენი მშობლიური კუთხის შესახებ?
- რატომ არ ცხოვრობთ ამჟამად იქ?
- არ გსურთ, რომ დაუბრუნდეთ მშობლიურ კუთხეს?
- თქვენი მშობლები რას გიამბობენ მის შესახებ?
ტრენინგი, რომლის დროსაც მოხდა ამ პროგრამის აპრობირება, ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან. ამის გამო ტრენერებმა ჯგუფის წევრებს დამატებითი შეკითხვები დაუსვეს:
- თქვენი მშობლები რას გიამბობენ მშობლიური კუთხის შესახებ?
- რატომ გეძახიან დევნილებს?
- თქვენი აზრით, როგორ ადამიანს ჰქვია დევნილი?
- რა იცით აფხაზეთის შესახებ?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
7. სავარჯიშო: ,,სურათის აღწერა“
მიზანი:
- ფანტაზიის გამოვლენა და განვითარება;
- აზროვნების განვითარება.
მასალა: ფოტოსურათი ან ნახატი, რომელზეც ადამიანის ემოციები იქნება ასახული.
ინსტრუქცია:
ტრენერი უჩვენებს /ჩამოუკიდებს/ სურათს, დაფაზე წერს შეკითხვებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,დააკვირდით სურათს, მოიფიქრეთ სურათის მიხედვით რაიმე ამბავი, მოთხრობა და დახატეთ. დაფაზე ჩამოწერილია ის შეკითხვები, რომელიც დაგეხმარებათ:
- რა ხატია ამ ნახატზე?
- რა პრობლემას ხედავთ?
- რა ხდება სურათზე?
- რა მოხდება? რა იქნება?
- რა გრძნობებს, რა ემოციებს გამოხატავენ სურათზე გამოსახული ადამიანები?“
ტრენერმა ხმამაღლა უნდა წაუკითხოს ჯგუფის წევრებს შეკითხვები. მას შემდეგ, რაც ბავშვები მორჩებიან ხატვას, ეწყობა სურათების პრეზენტაციები. ბავშვი, რომელიც წარადგენს საკუთარ სურათს, აღწერს მას და პასუხობს იმ შეკითხვებზე, რომელიც ტრენერმა ჩამოწერა.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ფიქრობდით სურათზე აღბეჭდილ ადამიანზე?
- რომელი ბავშვის ნახატი მოგეწონათ ყველაზე მეტად? რატომ?
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XIV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,საყვარელი სავარჯიშო“
მიზანი:
- მეხსიერებისა და ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს უსვამს შეკითხვას: ,,რომელი სავარჯიშო მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომელი გინდათ, რომ გავიმეოროთ?“
ბავშვები იხსენებენ იმ სავარჯიშოებს, რომლებშიც წინა შეხვედრის დროს მიიღეს მონაწილეობა. კენჭისყრის შემდეგ, ტრენერი ჩაატარებს იმ სავარჯიშოს, რომელსაც უმრავლესობა აირჩევს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები ან აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ სურათები იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან რომელიმე წევრი აარჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაცია. ბავშვები გამოფენენ სურათებს და აღწერენ თუ რა დახატეს და რატომ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,მოვიფიქროთ სიტყვები“
მიზანი:
- მეხსიერებისა და ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება;
- სიტყვის მარაგის გაფართოება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს წრეში აყენებს და აძლევს ინსსტრუქციას: ,,მე დავასახელებ რომელიმე კრებით სიტყვას (მაგ., ავეჯი, ჭურჭელი, ხილი, ბოსტნეული), თქვენ კი, როდესაც ბურთს გესვრიან, სწრაფად უნდა დაიჭიროთ და წამოიძახოთ შესაბამისი არსებითი სახელი (მაგ., ხილი - ვაშლი, ატამი..., ავეჯი - სკამი, მაგიდა...), რომელიც ჯერ არავის უთქვამს და სხვას გადაუგდოთ ბურთი. ვინც სიტყვას ვერ მოიფიქრებს, წრიდან გადის.“.
ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ და წინა შეხვედრებში გამოყენებული კრებითი სიტყვები არ გაიმეოროს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რაც გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი: ,,ჭინჭარი ჭირის ჭირია“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხვათ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვა:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
5. სავარჯიშო: ,,გასათვლელი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: გასათვლელი:
,,წრიპ-წრიპ-წრიპანა,
წრიპამ შემოგითვალა:
წამო, წამო ჩემთანა,
მოვიაროთ ქვეყანა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხავთ გასათვლელს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს გასათვლელს რამდენჯერმე უკითხავს და ხმამაღლა, ჯგუფთან ერთად გაითვალოს. ბოლოს დარჩენილი ბავშვი მოგებულია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
- გამოიყენებ ამ გასათვლელს შენს მეგობრებთან თამაშის დროს?
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- აზრის, შეხედულებების, პოზიციის გამოხატვის სწავლება;
- ეკოლოგიის პრობლემებზე დაფიქრება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ორი სიტყვით უხსნის ეკოლოგიის რაობას, პრობლემებს, მნიშვნელობას და ა.შ.
შემდეგ ტრენერი ჯგუფს აძლევს ინსტრუქციას: ,,თქვენ უნდა გაითამაშოთ მოკლე სპექტაკლი, რომელშიც ყურადღება უნდა მიაქციოთ გარემოს დაბინძურების პრობლემას“. ის უკითხვას ბავშვებს სიტუაციას: ,,წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ეზოში, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად თამაშობთ, მოდის სტუმრად ქალი თავის შვილთან ერთად და ეს ბავშვი მიირთმევს ნაყინს. პარკი, რაშიც ნაყინი იყო შეხვეული, ბავშმა მიწაზე დააგდო. დედამ არაფერი უთხრა, რადგან თვითონაც ყოველთვის ასე იქცევა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ადამიანები ხშირად სტუმრობენ თქვენს მეზობლებს და, მიუხედავად იმისა, რომ ეზოში ნაგვის ურნა დგას, ყველაფერს მიწაზე ყრიან“. ტრენერი ანაწილებს როლებს, ბავშვებს ეხმარება სხვადასხვა რეკვიზიტის ამორჩევასა და გამოყენებაში.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- შეხვედრიხართ ასეთ სიტუაციას რეალურ ცხოვრებაში?
- როგორ იქცეოდა დედა-შვილი?
- თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას?
- თქვენ რომ შეგეძლოთ, რას იზამდით მათ დასასჯელად?
2. სავარჯიშო: ,,საახალწლო პიესის რეპეტიცია“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, გაიხსენონ ის ზღაპრები ან მოთხრობები, რომელიც მოსწონთ, უყვართ და რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება მეთექვსმეტე შეხვედრაზე (ახალი წლისთვის) სპექტაკლის დადგმა.
თუ ბავშვებმა ვერ მოიფიქრეს სცენარი, მაშინ ტრენერი თვითონ აწვდის სავარაუდო სცენარებს და ჯგუფის წევრები ირჩევენ ერთ-ერთს. ყოველ ბავშვს უნდა ჰქონდეს შერჩეული როლი და მონაწილეობდეს სპექტაკლში. უკეთესი იქნება, თუ პასიურ, ჩაკეტილ ბავშვებს გაააქტიურებთ.
XVI შეხვედრა
1. საახალწლო სპექტაკლი
2. საახალწლო ზეიმი.
II ეტაპი
I შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- წინა შეხვედრებისა და განვლილი სავარჯიშოების გახსენება;
- როგორ გაატარეთ არდადეგები?
- ამ დროის მანძილზე, თქვენს ცხოვრებაში რა მოხდა მნიშვნელოვანი?
ამის შემდეგ, ტრენერი სთხოვს ჯგუფს, განვლილი შეხვედრების გახსენებას.
- რა დაგამახსოვრდათ წინა შეხვედრებიდან?
- რა მოგეწონათ წინა შეხვედრებზე?
- რისი გამეორება ან დამატება გსურთ?
- რა გაიგეთ ჩვენს შეხვედრებზე ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით?
- რას მოელით ჩვენი ახალი შეხვედრებისაგან?
2. სავარჯიშო: ,,ხმაური“
მიზანი:
- ყურაღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბევშვებს ყოფს წყვილებად და აძლევს ინსტრუქციას: თითოეული წყვილი აირჩევს რომელიმე ცხოველის ხმას (მაგ., ძაღლის, კატისა და ა.შ.), შემდეგ დაშორდებით ერთმანეთს, დახუჭავთ თვალებს და დაიწყებთ სიარულს. ყველამ უნდა გამოსცეს ,,თავისი“ ხმა, რომელიც ამოარჩია მეწყვილესთან ერთად. მიზანია, რომ წყვილებმა იპოვონ ერთმანეთი. ერთმანეთს რომ იპოვით, გაჩერდით და გაახილეთ თვალები. შენიშვნა: არ შეიძლება ბავშვებმა, თვალის ახელის შემდეგ, დარჩენილ მონაწილეებს უკარნახონ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, სადაც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის თანახმად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარების ვარიანტები:
1. ბავშვები თამაშობენ ეზოში, სურსათ-სანოვაგით დატვირთული მოხუცი ქალი სახლში მოდის. მას ძლივს მოაქვს მძიმე პარკები, ის დაღლილია. მოთამაშე ბავშვები მშვიდად შეხედავენ მოხუცს და განაგრძობენ თამაშს“.
2. ,,ავტობუსში სხედან ბავშვები, გაჩერებაზე ამოვიდა მოხუცი, რომელიც მოაჯირს დაეყრდნო. მანქანა დაიძრა, მოხუცი ძლივს იმაგრებს თავს, ბავშვები კი მშვიდად სხედან და ყურადღებას არ აქცევენ მოხუცს და განაგრძობენ საუბარს“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
4. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი:
,,თეთრი თათარი თეთრ თათარას თეთრ თეფშზე დებდა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხვათ ენის გასატეხს. ყურადღებით და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
5. სავარჯიშო: ,,იპოვე განსხვავება“
მიზანი:
- მეხსიერების განვითარება;
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ყოფს ჯგუფს 2 გუნდად და აყენებს ორ მწკრივად ერთმანეთის პირდაპირ. ერთმა გუნდმა უნდა დახუჭოს თვალები, დახუჭვის წინ კი კარგად დააკვირდეს მის წინ მდგომს. მეორე გუნდის წევრები სწრაფად და ჩუმად იცვლიან ვარცხნილობას, ტანსაცმელს და სხვ. მოწინააღმდეგე გუნდმა, თვალის გახელის შემდეგ, ეს განსხვავება უნდა შეამჩნიოს. ამის შემდეგ გუნდები ცვლიან როლებს (განსხვავება შეიძლება იყოს ტანსაცმელში, ვარცხნილობაში და ა.შ.).
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
- რა უფრო მოგეწონათ: როცა გაკვირდებოდნენ თუ, როცა თქვენ აკვირდებოდით?
6. სავარჯიშო: ზღაპარი“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- მოსმენილი ინფორმაციის გადმოცემის სწავლება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: ტრენერის მიერ შერჩეული ნებისმიერი ზღაპარი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინონ ზღაპარს. წაკითხვის შემდეგ, მსურველს შეუძლია მოყვეს ის. ჯგუფის სხვა წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ ხელის არ შეუშალონ. ტრენერმა ყველა მსურველს უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სავარჯიშოში და პასიური, მორცხვი ბავშვები გაააქტიუროს. ამავე დროს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ ბავშვებს ზღაპარი არ მოეწონათ, ის უნდა შეიცვალოს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- მოგეწონათ ზღაპარი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
7. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ სურათები იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან რომელიმე წევრი აირჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვები გამოფენენ სურათებს და აღწერენ, თუ რა დახატეს და რატომ. აგრეთვე, შეიძლება ტრენერმა ჯგუფის წევრებს დაურიგონ გასაფერადებლები და საკუთარი სურვილისამებრ გაფერადება სთხოვონ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
II შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- ბავშვების გახალისება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილეს მე გადავუგდებ ბურთს, ის დაიჭერს მას და ასახელებს თავის სახელთან ერთად, იმ თვისებას, რომელიც ყველაზე უფრო მოსწონს საკუთარ თავში (მაგ., ნინო-თამამი; დათო-ბეჯითი, გიო-მამაცი...). შემდეგ ბურთი ჯგუფის სხვა მოანწილეს გადაეცემა, რომელიც აგრეთვე დაასახელებს საკუთარ სახელსა და საყვარელ თვისებას“. ტრენერები თავად უნდა იყვნენ თამაშის მონაწილენი და მოაქციონ ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს პასუხის გარეშე.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რამოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
2. სავარჯიშო: ,,კურდღელი და მონადირე“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- თვითშეფასების ამაღლება.
მასალა: 2 თვალის ასახვევი ნაჭერი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ორ მონაწილეს, რომელთაგან ერთი კურდღელია, მეორე კი მონადირე, თვალებს უხვევს. ჯგუფის ყველა წევრი ოთახში თავისუფლად მოძრაობს, მაგრამ ისინი თვალახვეულ ბავშვებს ხელს არ უშლიან. მონადირემ კურდღლის დაჭერა უნდა სცადოს. შემდეგ, სხვა წყვილი გახდება მონადირე და კურდღელი. ტრენერი უნდა იყოს ყურადღებით, რომ არც ერთი მსურველი არ დარჩეს თამაშის გარეშე.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რაც გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- მოგეწონათ მონადირის /კურდღლის/ როლში ყოფნა?
3. სავარჯიშო: ,,ოთახის აღწერა“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- აქტიური დამახსოვრების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, წრეში დასხდნენ და ოთახის მოწყობილობას ყურადღებით დააკვირდნენ და აძლევს ინსტრუქციას: ,,გთხოვთ, თავი იგრძნოთ მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ, თუ როგორია ოთახი, რომელშიც ვიმყოფებით, სად რა დგას ოთახში, რა არის ჩვენს მარჯვნივ, მარცხნივ. შემდეგ, სცადეთ დახატოთ ჩვენი ოთახი ან დაწეროთ მისი აღწერა“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
4. სავარჯიშო: ,,გამოცანები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- აზროვნების განვითარება;
- აქტიური დამახსოვრების სწავლება.
მასალა: გამოცანები.
,,ხან სუფთაა, წყნარი, მშვიდი, ხან მღვრიე და მოსარიდი, დღით და ღამით მიდის დაბლა, მან არ იცის ძილი, დაღლა“.
(მდინარე)
,,კბილები მაქვს, პირი არა, მაგრამ ჩემთვის ესეც კმარა, როცა მოდის ჩემი ჯერი კიდეც ვჭამ და კიდეც ვმღერი“.
(ხერხი)
,,ხის ტოტებზე დარბის, დახტის, გაჩერებულს ვინ ნახავს? თხილს და კაკალს აგროვებს და ზამთრისათვის ინახავს“.
(ციყვი)
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ხმამაღლა უკითხავს გამოცანებს. ბავშვი, რომელიც პირველი გასცემს სწორ პასუხს, გამარჯვებულია. წამოძახება აკრძალულია, პასუხის უფლება ბავშვებს მხოლოდ ხელის აწევის შემდეგ აქვთ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
5. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ სურათები იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან რომელიმე წევრი აირჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვები გამოფენენ სურათებს და აღწერენ თუ რა დახატეს და რატომ. აგრეთვე, შეიძლება ტრენერებმა ჯგუფის წევრებს დაურიგონ გასაფერადებლები და საკუთარი სულვირისამებრ გაფერადება სთხოვონ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
6. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების წავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერები ჯგუფის წევრებს სთავაზობენ სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ, კი იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი:
,,დედა დაკავებულია საოჯახო საქმეებით, შვილები კი, მხარ-თეძოზე წამოწოლილები გორაობენ და ტელევიზორს უყურებენ.
დედამ სთხოვა მათ დახმარება, პასუხად კი უარი მიიღო“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია“/
III შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - ჩემი განწყობილები“
მიაზნი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დასხდნენ წრეში და ერთი წუთის განმავლობაში საკუთარ განწყობილებაზე იფიქრონ. ამის შემდეგ, თითოეული ბავშვი წრეში თანმიმდევრობით ლაპარაკობს თავის განწყობილებაზე.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,წარმოგვიდგინე შენი ოჯახი“
მიზანი:
- ბავშვებისთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობის მიცემა;
- მათთვის იმის საშუალების მიცემა, რომ ილაპარაკონ ახლობელ, საყვარელ ადამიანზე; უფრო გაიხსნან.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
,,დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ოჯახების შესახებ. დახატეთ თქვენი ოჯახები, ოჯახის წევრები. (10 წუთის შემდეგ) სათითაოდ მიაკარით თქვენი ნახატები ისე, რომ მათ შორის ადგილი დარჩეს“.
ამის შემდეგ, ტრენერი სთხოვს თითოეულ ბავშვს, აჩვენოს თავისი ნახატი და ილაპარაკოს საკუთარი ოჯახის შესახებ. ბავშვებს მოყოლა რომ გაუადვილდეთ, შეიძლება შემდეგი შეკითხვებით მივეხმაროთ:
- დედისერთა ხარ?
- გყავს ბებია - ბაბუა? შენთან ერთად ცხოვრობენ?
- ვინ ცხოვრობს ერთ მშობელთან?
- ვის ჰყავს გაცილებული მშობლები?
- ვის ჰყავს და-ძმა?
ამის შემდეგ ტრენერი საუბრობს ოჯახის ყოველი წევრის მნიშვნელობაზე, ოჯახზე, ცდილობს აგრძნობინოს ბავშვებს, რომ ის მნიშვნელოვანია მისი ოჯახისათვის.
შეკითხვები:
- რატომ არის შენთვის შენს ოჯახში მნიშვნელოვანი?
- როგორ იცხოვრებდი, ოჯახი რომ არ გყოლოდა?
- სად ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც ოჯახები არა ჰყავთ?
- ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან მოგნატრებია შენი ოჯახი?
- ოდესმე გდომებია, რომ გყოლოდა უფრო მეტი და-ძმა?
- რა არის ოჯახში ისეთი, რითაც შენ ამაყობ?
- რა აქვს შენს ოჯახს განსაკუთრებული?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,ლოგიკური სავარჯიშოები“
მიზანი:
- უშუალო მეხსიერების განვითარება;
- ლოგიკური აზროვნების განვითარება.
მასალა: წინასწარ მომზადებული ფურცლები, რომელზეც სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ნახატებს ურიგებს, აძლევს ინსტრუქციას:
ა) ,,თქვენ დაგირიგდათ სურათები, რომლებშიც ერთი განსხვავებულია. მოძებნებთ განსხვავება! (მაგ., მოცემულია სხვადასხვა ზომის წრეები, მათ შორის არის სამკუთხედი)“. ტრენერი სვამს კითხვას - რომელი ფიგურაა ამ ნახატზე ზედმეტი?
ბ) ,,დარიგებულ ფურცელზე თქვენ უნდა დაითვალოთ, სულ რამდენი ერთნაირი,მაგრამ განსხვავებული ზომის, ფიგურაა. (მაგ., მოცემულია ერთი დიდი სამკუთხედი, რომელშიც ჩახატულია რამდენიმე პატარა სამკუთხედი)“. ბავშვებს ევალებათ დაითვალონ, თუ რამდენი სამკუთხედია სულ.
გ) ტრენერი ჯგუფის წევრებს 20-ჯერ ნელა უკითხავს წინასწარ მონიშნულ ციფრებს, შემდეგ ბავშვებმა სათითაოდ უნდა ჩამოწერონ დამახსოვრებული ციფრები ფურცლებზე (მნიშვნელობა არ აქვს როგორც სიზუსტეს, ასევე თანმიმდევრობას).
ტრენერმა ბავშვებს უნდა აუხსნას, რომ რამოდენიმე შეცდომას თითქმის ყველა ადამიანი უშვებს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
4. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი - ,,თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხვათ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხვას.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
5. სავარჯიშო: ,,ცეკვა“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- ყურადღების გავარჯიშება.
მასალა: მაგნიტოფონი, მუსიკალური ჩანაწერები.
ინსტრუქცია:
ბავშვები დგებიან მიმოფანტულად. პირველ ეტაპზე ტრენერი აჩვენებს მათ გარკვეულ მოძრაობებს, რომლებსაც ბავშვები იმეორებენ მუსიკის თანხლებით (მაგ., ფეხის გადადგმა მხოლოდ მარჯვნივ, მერე - მხოლოდ მარცხნივ; ან ქუსლი - წვერი-ტოპ-ტოპ-ტოპ...). 5 წუთის შემდეგ, ტრენერი ჯგუფს აძლევს საშუალებას, თვითონ აირჩიონ მოძრაობები და თავისუფლად იცეკვონ.
6. სავარჯიშო: ,,სიცილი აკრძალულია“
მიზანი:
- ემოციურად აგზნებული ბავშვების დამშვიდება;
- ყურადღების კონცენტრაციის ხელშეწყობა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს. მსურველი ( ერთ-ერთი ბავშვი) დგება წრის შუაგულში და ხდება წამყვანი. ის ირჩევს ერთ ბავშვს და ცდილობს მის გაცინებას. მიზნის მსაღწევად მას შეუძლია ყველა ხერხს მიმართოს, მაგრამ ეკრძალება ხმის ამოღება და შეხება.
თითოეული წამყვანი ერთი წუთის განმავლობაში ცდილობს ამორჩეული თანაჯგუფელის გაცინებას. თუ მან მიზანს ვერ მიაღწია,მის ადგილს სხვა ბავშვი იკავებს.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გაეცინება, მაშინ წამყვანს უცვლის ადგილს (ფუნქციას).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- სავარჯიშოს შესრულების დროს რამ შეგიშალათ ხელი?
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
7. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი:
,,ქუჩაში მიდის ქალი პატარა ბავშვით. დედა-შვილი ტკბილეულსა და ხილეულს შეექცევა. ნაჭუჭსა და კანს კი პირდაპირ ქუჩაში ყრის“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევბს?
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია“/
IV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - ჩემი საუკეთესო ნაწილი“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება;
- თვითშეფასების ამაღლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დასხდნენ წრეში და ერთი წუთის განმავლობაში იფიქრონ, თუ თითოეულ მათგანში რა არის საუკეთესო, რა მოსწონთ საკუთარ თავში და რა არ მოსწონთ. ამის შემდეგ, თითოეული ბავშვი წრეში თანმიმდევრობით ყვება საკუთარი თავის შესახებ, პასუხობს დასმულ კითხვებს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,ბზრიალა“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გახალისება;
- ბავშვების გააქტიურება და დასვენება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს (წრეში ერთი სკამით ნაკლები უნდა იდგეს) და აძლევს ინსტრუქციას: ,,თქვენ გაითვლით და საკუთარ ნომერს დაიმახსოვრებთ. შემდეგ ერთი ბავშვი, წამყვანი გამოვა და დაასახელებს ორ ციფრს. ამ ცოფრების შესაბამისი ნომრის მქონე ბავშვები უნდა ადგნენ, ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და სწრაფად დაბრუნდნენ წრეში. ამასობაში კი დანარჩენმა ბავშვებმა, რომლებიც სხედან, მარჯვნიდან მარცხნივ უნდა შეიცვალონ ადგილები, სანამ ყველა სკამი არ შეივსება. ის ერთი, რომელიც დარჩება სკამის გარეშე, აგრძელებს თამაშს და ასახელებს ციფრებს“.
3. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
(იხ.II ეტაპის I ინსტრუქცია)
4. სავარჯო: ,,ხატვა /თევზი/“
მიზანი:
- ფანტზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს, ფერად ფანქრებს და სთხოვს, დახატონ ,,თევზი“, რომლიც დახატვაშიც თვითონ ტრენერი უნდა დაეხმაროს მათ.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვები გამოფენენ სურათებს. შემდეგ ტრენერი ეკითხება ჯგუფის წევრებს, თუ რა იციან მათ თევზების შესახებ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
5. სავარჯიშო: ,,ვეძებ მშვიდობას“
მიზანი:
- მიზანსწრაფვისა და ნდობის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს წრეში აყენებს და სთხოვს, დახუჭონ თვალები. ტრენერი უსიტყვოდ, ხელის შეხებით, აგრძნობინებს ერთ-ერთ მათგანს, რომ ის ,,მშვოდობაა“. შემდეგ ყველა ბავშვი იწყებს თვალდახუჭული სიარულს. ბავშვები დადიან და ეძებენ ,,მშვიდობას“. ხელის შეხების შემთხვევაში, კითხულობენ: ,,მშვიდობა“ ხარ? თუ ,,მშვიდობა“ არ არის, მაშინ უნდა უპასუხოს: ,,არა“, ხოლო თუ ,,მშვიდობაა“ - უნდა გაჩუმდეს. ბავშვს შეუძლია გაახილოს თვალები, მხოლოდ მაშინ, როდესაც ,,მშვიდობას“ მიაგნებს, მაშინ ისიც მშვიდობა ხდება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
6. სავარჯიშო: ,,გამოცანები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- აზროვნების განვითარება;
- აქტიური დამახსოვრების სწავლება.
მასალა: გამოცანები:
,,ხმას არ იღებს, ლაპარაკობს,
წინ გვიყენებს ცოცხალ-მკვდრებსა,
არ იცინის და არ ტირის,
ჩვენ კი გვაცინ-გვატირებსა“.
(წიგნი)
,,ხან ძველია, ხან ახალი, ხან ბურთია, ხან ნამგალი“.
(მთვარე)
,,ხან მრისხანეა და ხანაც მშვიდი, არ გაიდება იმაზე ხიდი“.
(ზღვა)
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ხმამაღლა უკითხავს გამოცანებს. ბავშვი, რომელიც პირველი გასცემს სწორ პასუხს, გამარჯვებულია. წამოძახება აკრძალულია, ბავშვებს პასუხის უფლება მხოლოდ ხელის აწევის შემდეგ აქვთ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რაც გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
7. სავარჯიშო: ,,ეკოლოგია“
მიზანი:
- გარესამყაროს შეცნობა;
- საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება;
- დადებითი და უარყოფითი საქციელის შეფასება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ესაუბრება ეკოლოგიის შესახებ; აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია რაღაც სასიკეთო გააკეთოს ბუნებისათვის.
შემდეგ ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც ბუნების დაბინძურებაზეა საუბარი. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
სცენარის ვარიანტი:
,,თქვენს ეზოში, სადაც მეგობრებთან ერთად სხედხართ, ხან კი თამაშობთ, მოვიდა პატარა ბავშვიანი ქალი სტუმრად. ბავშმა გზის შესამოკლებლად თქვენს მოვლილ ყვავილებს გადაუარა და გადათელა. დედამ მას არაფერი უთხრა (თავადაც ხომ ასე იქცევა სულ?!), ხელი ჩაჰკიდა შვილს და გზა განაგრძო“.
წარმოიდგინეთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სულ ალაგებთ და უვლით ეზოს, ასეთი ადამიანები ხშირად მოდიოდნენ თქვენს ეზოში.
სპექტაკლის შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
V შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - მე მსურს...“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დასხდნენ წრეში და ერთი წუთის განმავლობაში იფიქრონ საკუთარ სურვილებზე, ოცნებებზე. ამის შემდეგ, თითოეული ბავშვი, თანმიმდევრობით, ამბობს, თუ რა სურს მას.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭიდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,აბა გამოიცანი“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- სწრაფი აზროვნების გამომუშავება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს უჩვენებს 2 თითქმის იდენტურ სურათს, რომელშიც სპეციალურად დაშვებულია ძალზე შეუმჩნეველი შეცდომები. ბავშვებმა ეს შეცდომები უნდა იპოვონ.
ტრენერმა უნდა იაქციოს ყურადღება, რომ ოთახში ქაოსი და ხმაური არ იყოს და არც ერთი ბავშვი არ დაიჩაგროს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური ჯოხი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ბავშვების სურვილების, ინტერესების დადგენა.
ინსტრუქცია:
ბავშვები სხედან წრეში. ტრენერი სვამს კითხვა: ,,რას გააკეთებდით, ერთი დღის განმავლობაში ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ? შეგიძლიათ სამი ნატვრა აისრულოთ“. ბავშვებს მოსაფიქრებლად ერთი წუთი ეძლევათ, რის შემდეგ ისინი რიგრიგობით უზიარებენ ერთმანეთს, თუ რას გააკეთებდნენ ჯადოსნური ჯოხის საშუალებით.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- მოგეწონათ სავარჯიშო?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,მოვიფიქროთ სიტყვები“
მიზანი:
- მეხსიერების და ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება;
- სიტყვის მარაგის გაფართოება.
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე დავასახელებ რომელიმე ასოს, თქვენ კი როდესაც ბურთს გესვრიან, სწრაფად უნდა დაიჭიროთ და დაიძახოთ სახელი, რომელიც ამ ასოთი იწყება (მაგ., ა-ატამი, ლ-ლომი...), რომელიც ჯერ არავის უთქვამს და სხვას გადაუგდოთ ბურთი. ვინც სიტყვას ვერ მოიფიქრებს, წრიდან გადის“. ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
5. სავარჯიშო: ,,ესაუბრე ფერიას“
მიზანი:
- მიეცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი სურვილები;
- აქტიური მოსმენის სწავლება;
- მიეცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, გამოხატონ და იგრძნონ თანადგომა და თანაგრძნობა.
ინსტრუქცია:
,,დასხედით წრეში. შუაში დგას ,,ჯადოსნური სკამი“, რომელზეც შეგიძლიათ დაჯდეთ და გაუმხილოთ ფერიას საკუთარი სურვილები ან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. წარმოიდგინეთ, რომ ფერია თქვენს წინაა, გიახლოვდებათ და მხარზეც კი გადებთ ხელს. მას თქვენ ძალიან უყვარხართ. ის, ვინც დაჯდება სკამზე, ფერიას პირდაპირ, ლაპარაკს იწყებს სიტყვებით: ,,მე მინდა, რომ...“. ყველა ყურადღებით უსმენს. ერთი რომ დაასრულებს, ირჩევს მომდევნო მონაწილეს და გადასცემს ადგილს. სავარჯიშო დასრულდება მას შემდეგ, როდესაც ყველა მოხვდება ,,ჯადოსნურ სკამზე“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- ყველა მონაწილეს უსმენდით?
- როდესაც თქვენ სხვას უსმენდით, ახალი სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ,,ჯადოსნურ სკამზე“ იჯექით და ფერიას უყვებოდით თქვენს ისტორიას?
- გაქვთ ისეთი სურვილი, რომლის შესრულებაც აქ მყოფ ბავშვებს ან ტრენერებს შეუძლიათ?
6. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი - ,,ჭინჭარში ჭრიჭინობელა ჭიანურივით ჭრიჭინებს“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხავთ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში თამიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“.
ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხავს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ, ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
7. სავარჯიშო: ,,ლაბირინთი“
მიზანი:
- თანამშრომლობის სწავლება;
- ბავშვების გააქტიურება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს ორ გუნდად და აყენებს ორ მწკრივად. ერთი ბავშვი - თვალახვეული (მსურველი), უნდა ეცადოს, ისე გავიდეს მწკრივის ერთი ბოლოდან მეორემდე, რომ არავის დაეჯახოს. ამაში მწკრივიში მდგომი ბავშვები ეხმარებიან და გზას უთავისუფლებენ. მწკრივში ყველამ უნდა გაიაროს, რომ გული არავის დაწყდეს.
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
VI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - ,,მე რომ ყოვლისშემძლე ვიყო...“
მიზანი:
- თვითშეფასების ამაღლება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დასხდნენ წრეში და ერთი წუთის განმავლობაში იფიქრონ თემაზე: ,,მე რომ ყოვლისშემძლე ვიყო!“ 1-2 წუთის შემდეგ, თითოეული ბავშვი წრეში თამნიმდევრობით ყვება, თუ რას იზამდა, ყოვლისშემძლე რომ ყოფილიყო...
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვება:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,აბა გამოიცანი“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- სწრაფი აზროვნების გამომუშავება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს უჩვენებს 2 იდენტურ სურათს, რომელშიც სპეციალურად დაშვებულია ძალზე შეუმჩნეველი შეცდომები. ბავშვებმა ეს შეცდომები უნდა იპოვონ.
ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ოთახში ქაოსი და ხმაური არ იყოს და არც ერთი ბავშვი არ დაიჩაგროს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,ლექსი“
მიზანი:
- მეხსიერების განვითარება;
- ლექსის მოსმენის კულტურის გამომუშავება.
ინსტრუქცია:
ტრენერი 2-3 ჯერ კითხულობს ლექსს და არჩევს ჯგუფთან ერთად მას. ბავშვებს, რომლებსაც მოეწონებათ ლექსი და სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, ტრენერთან ერთად, ისწავლონ ზეპირად, გადაწერონ და ა.შ.
* * *
..მზე იცინის,
მზემ თვალები გაახილა,
იცინა და იცინა,
ველზე ია შეამჩნია,
ია თვალებციმციმა.
მთის ფერდობზე გვირილები
ხვევნა-კოცნით დაღალა,
შუქ-მანდილი მოახვია,
გაზაფხული ახარა.
ნაკადულიც მოიმღერის,
თავანკარა, ენამზე,
ჩიტუნებიც აჭიკჭიკდნენ
ტყის საამურ ენაზე.
ყაყაჩომაც გაუღიმა,
მორცხვად თავი დახარა,
მზე სიცილით დაიღვარა,
გაზაფრული გვახარა“.
(შუშანა მგელაძე)
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- მოგეწონათ ლექსი?
- თქვენ რომელი ლექსები იცით?
4. სავარჯიშო: ,,ლოტო“
/იხილეთ მე-19-ე გვერდის ინსტრუქცია/
5. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ სურათები იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან რომელიმე წევრი აირჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაცია. ბავშვები გამოფენენ ნახატებს და აღწერენ თუ რა დახატეს და რატომ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
6. სავარჯიშო: ,,მეხსიერების ცხრილები“
მიზანი:
- ხანმოკლე მეხსიერების შემოწმება;
- ხანმოკლე მეხსიერების განვითარება.
მასალა: ფურცლები და ფანქრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი წინასწარ შერჩეულ 7-10 სიტყვას დაუსახელებს ჯგუფს (2-3 ჯერ უკითხავს) და 1-2 წუთი სხვა თემაზე ესაუბრება ბავშვებს. შემდეგ სთხოვს ჯგუფის წევრებს, დაწერონ ან დახატონ ფურცლებზე მოცემული სიტყვები თანმიმდევრობის დაცვით. შემოწმებისას, მნიშვნელობა აქვს როგორც ჩამოწერილი (დახატული) სიტყვების რაოდენობას, აგრეთვე თანმიმდევრობასაც.
ტრენერმა ბავშვებს უნდა აუხსნას, რომ რამდენიმე შეცდომას თითქმის ყველა ადამიანი უშვებს.
უკეთესი იქნება, თუ ამ სავარჯიშოს შესრულებისას, სიტყვებს აუდიალურად და, ასევე, ვიზუალურადაც მივაწოდებთ რამდენჯერმე /სანამ არ მობეზრდებათ/.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
7. სავარჯიშო: ,,სანთლის ჩაქრობა“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- ბავშვების აქტიური დასვენება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს. წამყვანის (ტრენერის) ტაშის შემოკვრაზე ,,სანთლები„ ინთებიან - ბავშვები ხელებს მაღლა წევენ და ,,ალივით“ ათრთოლებენ, ამოძრავებენ. ტრენერის ძლიერ ,,სულის შებერვაზე“, სანთლები ,,ქრებიან“ - ხელები დაბლა ეშვება და პატარები წელში იხრებიან. ტაშის შემოკვრაზე კვლავ ,,ინთებიან“. შეიძლება ბავშვებმა ,,სანთლის ანთება“ და ,,ჩაქრობა“ ვერბალურად გააფორმონ.
შეიძლება ნიშნის მიცემის (ტაშის შემოკვრა) ტემპი (სიჩქარე) ან რიგითობა (ზედიზედ ორჯერ ,,ანითოს“ ან ,,ჩაქრეს“ ,,ტორტი“).
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ამ თამაშში?
- რა გაგიჭირდათ?
8. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
VII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - ,,მე განსაკუთრებული ვარ - რატომ?“
მიზანი:
- თვითშეფასების ამაღლება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დასხდნენ წრეში და ერთი წუთის განმავლობაში იფიქრონ თემაზე: ,,მე განსაკუთრებული ვარ (ასევე არგუმენტი), რატომ? 1-2 წუთის შემდეგ, თითოეული ბავშვი წრეში თანმიმდევრობით ამბობს, თუ რა ახასიათებს მას ისეთი, რომ განსაკუთრებულ არსებად გრძნობს თავს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,გაფუჭებული ტელევიზორი“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- საკუთარი აზრის გადმოცემისა და სხვისის უკეთ გაგების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს აყენებს ერთმანეთის გასწვრივ, ზურგს უკან ერთ რიგზე და აძლევს ინსტრუქციას: ,,მე მხარზე ხელის დადებით მოვაბრუნებ ბოლოში მდგომს და ჟესტიკულაციის მეშვეობით, უსიტყვოდ, ვაჩვენებ რაღაც საგანს ან მოქმედებას. ამ ბავშვმა უსიტყვოდ უნდა გადასცეს მიღებული ინფორმაცია მის წინ მდგომს. ბოლოში მდგომმა ბავშვმა უნდა თქვას, თუ რა ინფორმაცია მიღო მან, დასახელოს საგანი (ან ქმედება) და თავადაც განასახიეროს ეს საგანი (ან ქმედება)“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რატომ დამახინჯდა ინფორმაცია?
3. სავარჯიშო: ,,ანკესი“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება.
ინსტრუქცია:
თამაშისათვის საჭიროა გრძელი თოკი. თოკის ბოლოზე მობმული უნდა იყოს პატარა პარკი, რომელშიც რაიმე სიმძიმე დევს (რომელიც ბავშვებს არ დააზიანებს). მონაწილეები კრავენ წრეს. ხოლო წამყვანი თოკით ხელში დგება წრის ცენტრში. იგი ატრიალებს თოკს ისე, რომ მასზე გამობმული პარკი გადის მონაწილეთა ფეხებთან. მოთამაშეები ადევნებენ თვალს თოკის მოძრაობას და მისი მოახოლოებისას, მაღლა ხტებიან, რათა თოკი ფეხზე არ წამოედოთ. ის ვისაც პარკი შეეხება, ხდება წამყვანი.
წესები: თამაშის მიმდინარეობისას, წრეხაზიდან გადასვლა არ შეიძლება. დაჭერილად ითვლება ის, ვისაც ფეხზე (კოჭებამდე) შეეხება პარკი.
4. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
(იხ. II ეტაპის I შეხვედრის ინსტრუქცია)
5. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი:
,,პარკში თამაშობენ ბავშვები, ისინი დახტიან და ფეხქვეშ თელავენ ყვავილებს, ნაძვისხეებს უმტვრევენ ტოტებს და უმოწყალოდ ურტყამენ ფეხებს“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
VIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - ,,კენჭი ფეხსაცმელში“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება.
ინსტრუქცია:
ჯგუფი დგება წრეში. ტრენერი უეცრად დაიძახებს: ,,მე კენჭი მაქვს ფეხსაცმელში!“ და უზიარებს ბავშვებს, თუ რა პრობლემა აწუხებს მას. თუ რომელიმე ბავშვს პრობლემა გააჩნია, მასაც შეუძლია გამოცხადება: ,,კენჭი მეც მაქვს ფეხსაცმელში!“ და საკუთარ პრობლემაზე საუბარი. ჯგუფის დანარჩენი წევრები უსმენენ მას და იზიარებენ მის პრობლემას.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- გსიამოვნებდათ, როდესაც გისმენდნენ?
- რას გრძნობდით, როდესაც უსმენდით სხვას?
2. სავარჯიშო: ,,სურათების მიხედვით ამბის მოყოლა“
მიზანი:
- ფანტაზიის გამოვლენა და განვითარება;
- აზროვნების ანვითარება;
- სხვადასხვა ემოციის შეცნობის სწავლება.
მასალა: ფოტოსურათები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს წრეში სვამს და აძლევს ინსტრუქციას: ,,თქვენ დაგირიგდებათ სურათები, რომლებიც, რიგრიგობით, თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა აღწეროს და გადმოსცეს, თუ რა არის მათში ასახული. თითოეული ფოტოსურათი ერთი მთელი ამბის ნაწილია“.
დამხმარე შეკითხვები:
- რა პრობლემას ხედავთ?
- რა მოხდა და რა მოხდება?
- რა ემოციებს გამოხატავენ სურათის გმირები?
ბავშვებმა წრეში სათითაოდ უნდა აღწერონ, თუ რა ხატია სურათზე და ამბის გაგრძელების საშუალება მისცენ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ფიქრობდით სურათზე აღბეჭდილ ადამიანზე?
- რომელი ბავშვის მიერ შეთხზული მოთხრობა მოგეწონათ ყველზე უფრო, რატომ?
3. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლება.
მასალა: ერთჯერადი თეფშები, დანები, ჩანგლები, კოვზები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი:
,,გაშლილია სუფრა და ბავშვები მიირთმევენ კერძებს“. ტრენერი უსწორებს ბავშვებს შეცდომებს და ასწავლის სუფრასთან მოქცევის წესებს, ეტიკეტს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
4. სავარჯიშო: ,,ჩემი სახლი“
მიზანი:
- მიეცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი;
- მიეცეთ მათ შესაძლებლობა, ისაუბრონ ახლობელი, საყვარელი ადამიანების შესახებ, უფრო გაიხსნან.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
,,დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი სახლის შესახებ. დახატეთ თქვენი სახლი, ოჯახი წევრები, მეზობლები დახატეთ ისინი მოძრაობაში, საქმიანობისას და საკუთარი თავიც განათავსეთ ნახატზე“.
ამის შემდეგ, ტრენერი სთხოვს თითოეულ ბავშვს, აჩვენოს ჯგუფს თავისი ნახატი და მოყვეს საკუთარი სახლის შესახებ. ბავშვებს მოყოლა რომ გაუადვილდეთ, შეიძლება შემდეგი შეკითხვებით მივეხმაროთ:
- სად ცხოვრობ?
- როგორია შენი სახლი?
- როგორია თქვენი ბინა?
- რამდენი ცხოვრობთ ბინაში?
- ბევრი მეზობელი გყავს?
- ვინ რას აკეთებს სურათზე?
ამის შემდეგ, ბავშვებს ეძლევათ ფურცლები, რომლებზეც დახატული იქნება მაგიდა და მის გარშემო სკამებზე ჩამომსხდარი ოჯახის წევრები. ყოველი დაკავებული სკამის გვრედით დგას თავისუფლაი სკამი. ფურცელზე განცალკევებით დახატულია ორი თავისუფალი სკამიც. ტრენერი სთავაზობს ბავშვებს, ჩახატონ თავიანთი თავები იმ თავისუფალ სკამებზე, რომლებზეც სურთ რომ ისხდნენ.
შეკითხვები:
- გიყვარს სახლი, სადაც შენი ოჯახი ცხოვრობს?
- ვინ არის ოჯახში შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი?
- როგორ გრძნობდი თავს სავარჯიშოს შესრულების დროს?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
IX შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,არჩეული ფოტოსურათი აღწერა“
მიზანი:
- ფანტაზიის გამოვლენა და განვითარება;
- აზროვნების განვითარება;
- სხვადასხვა ემოციის შეცნობის სწავლება.
მასალა: ფოტოსურათები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ოთახში მიმოყრის ფოტოსურათებს და ჯგუფის წევრებს სთხოვს: ,,აირჩიეთ სურათები, დააკვირდით და დაფაზე ჩამოწერილი შეკითხვების მიხედვით მოიფიქრეთ რაიმე ამბავი“.
დამხმარე შეკითხვები:
- რა პრობლემას ხედავთ?
- რა მოხდა და რა მოხდება?
- რა ემოციებს გამოხატავენ სურათზე აღბეჭდილი ადამიანები?
ბავშვებმა წრეში სათითაოდ უნდა აღწერონ, თუ რა არის გამოსახული სურათზე და თქვან, რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ის, უპასუხონ შეკითხვებს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ფიქრობდით სურათზე აღბეჭდილ ადამიანზე?
- რომელი ბავშვის შეთხზული მოთხრობა მოგეწონათ ყველაზე მეტად, რატომ?
2. სავარჯიშო: ,,გამოიცანი ემოცია“
მიზანი:
- ფანტაზიის გამოვლენა და განვითარება;
- ემოციის გამოხატვისა და ამოცნობის სწავლება.
მასალა: ემოციის გამოხატვისა და ამოცნობის სწავლება;
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ურიგებს ემოციის გამომხატველ სურათებს, ბავშვები სათითაოდ უნდა გამოვიდნენ და გამოხატონ ემოცია, რომელიც მათ შეხვდათ. დანარჩენები კი ცდილობენ მის გამოცნობას.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა უფრო მოგეწონათ: ემოციის განსახიერება თუ გამოცობა?
3. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლება.
მასალა: ერთჯერადი თეფშები, დანები, ჩანგლები, კოვზები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ სცენარში ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვესრია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი: ,,სტუმრად“.
,,შენ და შენი მშობლები სტუმრად წახვედით ახლობელ ადამიანებთან. ოჯახში ხელგაშლილად დაგხვდნენ, სუფრაც გაშალეს. მასპინძელბს ჰყავდათ 5-6 წლის შვილი, რომელიც საშინლად უზრდელად იქცეოდა“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
4. სავარჯიშო: ,,დაიწყე და დაამთავრე“
მზიანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ფანტაზიის განვითარება;
- სიტყვების მარაგის შეძენა, გამდიდრება.
მასალა: საშუალო ზომის ლამაზი ქვა.
ინსტრუქცია:
ტრენერი წრეში სვამს ჯგუფს, ხელში იჭერს ,,ჯადოსნურ“ ქვას და აძლევს ბავშვებს ინსტრუქციას: ,,ეს ქვა დაგვეხმარება ერთობლივად, თანმიმდევრობით მოვყვეთ საინტერესო ამბავი, ისტორია. ერთი (ტრენერი) დაიწყებს, ბავშვები კი, წრეში, თანმიმდევრობით გააგრძელებენ. თითოეულ ბავშვს მხოლოდ თითო წინადადების თქმა შეუძლია. ბოლოს კი, ,,ჯადოსნური ქვა“ დაუბრუნდება პირელ ადამიანს, ტრენერს, და იგი ბოლო წინადადებით დაასრულებს ამბავს“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- გაგიჭირდა ისტორიის გაგრძელება?
- მოგეწონათ საერთო თხრობის მეშვეობით შექმნილი ამბავი?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
მიზანი:
(იხ. II ეტაპის I შეხვედრის ინსტრუქცია)
6. სავარჯიშო: ,,ხატვა /კურდღელი/“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს, აკვარელის საღებავებს, ფერად ფანქრებს და სთხოვს, დახატონ ,,კურდღელი“, რომლის დახატვაშიც თვითონ ტრენერი უნდა დაეხმაროს მათ.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვები გამოფენენ ნახატებს. შემდეგ, ტრენერი ეკითხება ჯგუფის წევრებს, თუ რა იციან მათ კურდღლების შესახებ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
X შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,საინტერესო თოჯინები“
მიზანი:
- ფანტაზიის გამოვლენა და განვითარება;
- სხვადასხვა ემოციის შეცნობის სწავლება.
მასალა: თოჯინები.
ინსტრუქცია:
ტრენერი მაგიდაზე დებს სხვადასხვაგვარ თოჯინებს და სთხოვს ბავშვებს, მივიდნენ და აიღონ მათთვის სასურველი თოჯინა. შერჩევის შემდეგ კი, თითეული ბავშვი ყვება იმ თოჯინის ისტორიას, რომელიც შეარჩია. დასასრულს, შეიძლება შევეკითხოთ, თუ რატომ შეარჩია ბავშვმა მაინცდამაინც ის თოჯინა.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რაც გრძობდით თოჯინის ისტორიის მოყოლის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
2. სავარჯიშო: ,,ვინ უფრო სწრაფად“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება.
მასალა: ჯგუფის წევრების რაოდენობის შესაბამისი ბუშტები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ორ გუნდად ყოფს და აძლევს ინსტრუქციას: ,,ახლა გავერკვევით, ვის უფრო ძლიერი ფილტვები აქვს! გუნდებმა, თანმიმდევრობით, ერთდროეულად, უნდა დაიწყოთ ბუშტების ბერვა. ვინც მოასწრებს, მოგებულია“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
3. სავარჯიშო: ,,ლოტო“
/იხილეთ მე-19 გვერდზე ინსტრუქცია/
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
XI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,თვალები“
მიზანი:
- ჯგუფში ნდობისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების სწავლება;
- ერთმანეთის გარეგნობაზე დაკვირვება.
ინსტრუქცია:
ტრენერი მოზარდებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,გთხოვთ დაეწყოთ რიგში თვალების ფერის მიხედვით: ღია ფერის თვალებიდან - მუქ თვალებამდე. ამის შემდეგ, თითოეულმა უნდა ჩამოიაროს მწკრივი, ჩახედოს ყველას თვალებში, და უზუსტობის შემთხვევაში, შეასწრორს“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,წაკითხულის შინაარსი“
(იხილეთ გვ.18)
3. სავარჯიშო: ,,დავჩეხოთ შეშა“
მიზანი:
- დაღლილობის და აგრესიის მოხსნა;
- სუნთქვის გაუმჯობესება, გართობა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეშას ჩეხავთ. ნაჯახის ყოველ მოქნევაზე ნაბიჯი წინ გადმოდგით და ხმამაღლა დაიძახეთ ,,ჰა!“ ორი წუთის შემდეგ, თითოეულმა ბავშმა უნდა თქვას, რამდენი მორი დაჩეხა“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
4. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისით შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი :,,მაღაზიაში“.
,,შენ დედას მაღაზიაში გაყევი. იქ ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა. შენ გინდოდა ერთი სათამშოს ყიდვა, რომელიც ძვირი არ ღირდა და შეგროვილი ფულით შეგეძლო გეყიდა. მაგრამ გამყიდველი საშინლად გაღიზიანებული იყო: ყველას ხმამაღლა ელაპარაკებოდა, შეკითხვებზე უხეშად პასუხობდა...“
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
5. სავარჯიშო: ,,ზღაპარი“
(იხ. II ეტაპის I შეხვედრის ინსტრუქცია).
6. სავარჯიშო: ,,ხატვა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ფურცლები, ფუნჯები და აკვარელის საღებავები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფურცლებს, ფუნჯებს და აკვარელის საღებავებს და სთხოვს, დახატონ იმ თემაზე, რომელსაც ჯგუფი ან რომელიმე წევრი აირჩევს.
ბოლოს ეწყობა პრეზენტაცია. ბავშვები გამოფენენ სურათებს და აღწერენ, რა დახატეს და რატომ. აგრეთვე, შეიძლება ტრენერებმა ჯგუფის წევრებს დაურიგონ გასაფერადებლები და საკუთარი სულვილისამებრ გაფერადება სთხოვონ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
7. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ბურთი წრეში“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია.
მასალა: ბურთი, მუსიკა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს წრეში აყენებს; სწრაფ, სასიამოვნო მუსიკას რთავს (მთელი სავარჯიშო მუსიკია ქვეშ მიმდინარეობს). ტრენერი ერთ მონაწილეს ბურთს აწვდის, რომელმაც სწრაფად ბრუნი უნდა გააკეთოს და ბურთი შემდეგს გადასცეს. მუსიკის თანხლებით, ეს ბურთი წრეში, საათის ისრის მიმართულებით, გადადის ხელიდან ხელში. მუსიკის შეწყვეტისას, ვის ხელშიც აღმოჩნდება, თავის მომდევნოს გადასცემს, თვითონ კი თამაშს ტოვებს. წრე ხელახლა იკვრება და სავარჯიშო გრძელდება. გამარჯვებულია ის, რომელიც ბოლო დარჩება წრეში.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
2. სავარჯიშო: ,,ლექსი“
მიზანი:
- მეხსიერების განვითარება;
- ლექსის მომსმენის კულტურის გამომუშავება.
ინსტრუქცია:
ტრენერი 2-3-ჯერ კითხულობს ლექსს და არჩევს ჯგუფთან ერთად. ბავშვებს, რომლებსაც მოეწონებათ ლექსი და სურვილი გაუჩნდებათ, შეუძლიათ ტრენერთან ერთად ისწავლონ ზეპირად, გადაწერონ და ა.შ.
წელიწადი
,,გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი -
ესეც შენი ოთხი დრო,
წელიწადიც მზად არის“.
გიორგი წერეთელი
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
-რა გაგიჭირდათ?
- რას გძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დრს?
- მოგეწონათ ლექსი?
- თქვენ რომელი ლექსები იცით?
3. სავარჯიშო: ,,კომბოსტო და სტაფილო“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯუფის წევრებს სთხოვს წრის გაკეთებას. წრეში დგას წამყვანიც და აძლევს ინსტრუქციას: ,,როცა მე ხელებს მაღლა ავწევ და ვიტყვი ,,კომბოსტო“ - თქვენს იგივე უნდა გაიმეოროთ. შემდეგ ხელებს დავწევ და ვიტყვი ,,სტაფილო“ - თქვენც ხელები დაბლა უნდა დაწიოთ. ყურადღებით იყავით, მე სწრაფად გავაკეთებ“. წრეში მდგომმა ბავშვებმა ზუსტად უნდა გაიმეორონ მოძრაობები. მოთამაშეს, რომელსაც შეეშლება, ევალება იცეკვოს, იმღეროს ან ლექსი თქვას.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დორს?
- რა გაგიჭირდათ?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
XIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება - ,,განწყობა-ამინდი“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების დაახლოება;
- საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთხოვს, დასხდნენ წრეში და ერთი წუთის განმავლობაში საკუთარ განწყობაზე იფიქრონ. ამის შემდეგ, თითოეული ბავშვი, წრეში, თანმიმდევრობით, აღწერს თავის განწყობილებას და ადარებს ამინდს, ბუნებრივ მოვლენებს, კატაკლიზმებს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,ენის გასატეხი“
მიზანი:
- მეტყველების გავარჯიშება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: ენის გასატეხი - ,,აზინა აზიზინასა, ყაჭინი ყაჭიჭინასა“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სვამს წრეში და აძლევს ინსტუქციას: ,,მე თქვენ წაგიკითხვათ ენის გასატეხს. ყურადღებით მოისმინეთ და წრეში, თანმიმდევრობით, სწრაფად წარმოთქვით წაკითხული“. ტრენერი ბავშვებს ენის გასატეხს ორჯერ უკითხვას.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რამ შეგიშალათ ხელი?
3. სავარჯიშო: ,,მოძებნე ნივთი“
მიზანი:
- სივრცეში ორიენტაციის სწავლება (თვალდახუჭულ მდგომარეობაში);
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ერთ-ერთ მსურველს თვალს უხვევს და ჯგუფისკენ ზურგით აყენებს, ხოლო დანარჩენები ჩუმად მალავენ რაიმე ნივთს. ,,მძებნელი“, რომელსაც თვალები აქვს ახვეული, იხსნის სახვევს და მუსიკის ხმაზე იწყებს დამალული საგნის ძებნას. როცა მას უახლოვდება, ტრენერი ხმას უწევს მუსიკას, თუ შორდება, დაბლა სწევს. პოვნის შემდეგ, სხვა მსურველი ხდება ,,მძებნელი“.
შეიძლება საგანი ,,მძებნელის“ ჯიბეშიც დავმალოთ და მაშინ მუსიკის ხმა ერთ დონეზე იქნება.
თამაში გრძელდება 8-10 წუთი.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,ზღპარი“
(იხ. ეტაპი II შეხვედრის I ინსტრუქცია).
5. სავარჯიშო: ,,ასანთის ღერების შეგროვება“.
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- სწრაფი მოძრაობები;
- ყურადღების კონცენტრაცია.
მასალა: ასანთის კოლოფი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს 2 გუნდად ყოფს, ოთახში, იატაკზე, 2 დიდ წრეს ხაზავს. ორივეში ყრის ასანთის ყუთიდან ღერებს და ბავშვებს აძლევს ინსტრუქციას: ,,თითო გუნდიდან, თანმიმდევრობით, სწრაფად უნდა მიირბინოთ წრეში, აიღოთ ერთი ასანთის ღერი, დაბრუნდით გუნდში და ესტაფეტა გადასცეთ თქვენი გუნდის სხვა რომელიმე წევრს. ორივე გუნდიდან ყველამ უნდა მიირბინოს თავის წრესთან და რომელი გუნდიც უფრო მალე ჩააწყობს ასანთის კოლოფში ყველა ღერს, იქნება გამარჯვებული“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რამ შეგიშალათ ხელი სავარჯიშოს დროს?
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
XIV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,კურდღელი ბოსტანში“
მიზანი:
- ყურადღების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის ორ წრეს შემოუხაზავს და აძლევს ინსტრუქციას: ,,წარმოიდგინეთ რომ ეს ,,ბოსტანია“,რომელსაც ,,დარაჯი“ დარაჯობს. დანარჩენი ბავშვები ,,კურდღლები“ ხართ, რომლებიც იმყოფებით წრეებს შორის და ხტებით ხან ერთ ,,ბოსტანში“, ხან - მეორეში, ხან კი გარეთ გამორბიხართ. წამყვანის ნიშანზე ,,დარაჯი“ დასაჭერად უნდა დაედევნოს ,,ბოსტანში“ შესულ ,,კურდღლებს, ,,კურდღლები“ კი უნდა გაიქცნენ. ,,დარაჯის“ მიერ 2-3 ,,კურდღელის“ დაჭერის შემდეგ ახალი ,,დარაჯი“ შეირჩევა და თამაში გამეორდება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- კურდღლის როლში უფრო მოგეწონათ ყოფნა, თუ დარაჯის?
2. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაცია;
- ბავშვების გააქტიურება;
- საზოგადეობაში ქცევის წესების სწავლება.
მასალა: სპექტაკლისთვის სჭირო რეკვიზიტები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს სთავაზობს სცენარის გათამაშებას, რომელშიც საზოგადოებაში მოღებული ქცევის ნორმებია დარღვეული. ბავშვებმა, მათი თვალსაზრისის შესაბამისად, უნდა შეიტანონ ცვლილებები და გაითამაშონ საკუთარი ვერსია.
,,სპექტაკლის“ შემდეგ კი, იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იყო სწორი, რა - არა, რატომ?
სცენარის ვარიანტი: ,,ძაღლი - ჩემი მეგობარია“.
,,შენ ერთი ჭკვიანი, ძაღლი გყავდა, რომელიც ძალიან გიყვარდა, ეთამაშებოდი, ეფერებოდი, უვლიდი. მასაც ძალიან უყვარდი. ერთხელ შენი მეგობარი ცუგა სტუმრად წაიყვანე. იმ ოჯახში, სადაც მიხვედით, დიასახლისს ყველაფერი გაკრიალებული ჰქონდა, შენი ძაღლი დივანზე ახტა, ბალიშზე თავი დადო და მხიარულად კუდის ქიცინი დაიწყო. დიასახლისი ძალიან გაბრაზდა...“
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- ასეთი სიტუაციების დროს თქვენ როგორ იქცევით?
- ხშირად ხვდებით ასეთ შემთხვევებს?
3. სავარჯიშო: ,,საზეიმო სპექტაკლი“
- თანამშრომლობა;
- ბავშვების გააქტიურება;
- მეხსიერების განვითარება.
მასალა: სპექტაკლისთვის საჭირო რეკვიზიტი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს გაიხსენონ ის ზღაპრები ან მოთხრობები, რომლებიც მოსწონთ, უყვართ და რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა სპექტაკლის დადგმა.
თუ ბავშვებმა ვერ მოიფიქრეს სცენარი, მაშინ ტრენერი თვითონ აწვდის სავარაუდო სცენარებს (ზღაპრებს, მოთხრობებს და ა.შ.), ჯგუფის წევრები ირჩევენ ერთ-ერთს. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შერჩეული როლი და მონაწილეობდეს სპექტაკლში. უკეთესი იქნება, თუ პასიურ, ჩაკეტილ ბავშვებს გავააქტიურებთ. მთავარია, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ნაწყენი და როლის გარეშე.
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
XV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ფორმატზე, ერთობლივად ჯგუფის დახატვა“
მიზანი:
- ერთსულოვნების გამოხატვის სწავლება.
მასალა: ფლიფჩარტი და ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე, შუა ოთახში, დებს ფლიპჩარტს და ფლომასტერებს, ბაშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუციას: ,,დახატეთ ერთად ჩვენი შეხვედრების მონაწილეები, ჯგუფის წევრები“.
2. სავარჯიშო: ,,წერილების, სურვილების გადაცემა“.
მიზანი:
- ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის და მადლიერების გამოხატვის სწავლება;
- საუბარი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, თავი ყურადღების ცენტრში, მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნონ.
ინსტრუქცია:
ტრენერი აძლევს ჯგუფის წევრებს ინსტრუქციას: ,,მოიფიქრეთ, შეხვედრის ბოლო დღეს რას უსურვებთ თქვენს თანაჯგუფელებს, ჩვენ - ტრენერებს, NRC -ის - იმ ორგანიზაციას, რომლის დახმარებითაც მოეწყო ეს შეხვედრები. თქვენ გეძლევათ საშუალება, გაატანოთ ყველას ის სითბო, რომელიც ამ რამდენიმე თვის მანძილზე სუფევდა ამ ოთახში. დადექით წრეში, სათითაოდ ჩაკიდეთ ხელი მარჯვნივ მდგომს და გადაუხადეთ მადლობა ამ მშვენიერი შეხვედრებისათვის“.
ჯგუფის ყველა წევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, დამოკიდებულებას შეხვედრების და მათი ორგანიზატორების მიმართ. წრეს ტრენერები შეკრავენ.
3. სპექტაკლი.
4. ზეიმი.
![]() |
3 8-11 წლის ბავშვების სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
I ეტაპი
I შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის გაცნობა და დაახლოება
მასალა: ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს, ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს ესვრის ბურთს. ბავშვი იჭერს ბურთს და წარმოთქვამს თავის სახელს და ამბობს, თუ რისი გაკეთება უყვარს ყველაზე მეტად. შემდეგ ის ესვრის ბურთს ჯგუფის სხვა მონაწილეს, რომელიც ასევე იტყვის საკუთარ სახელს და დაასახელებს საყვარელ საქმიანობას.
ტრენერმა უნდამიაქციოს ყურადღება, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ.
2. სავარჯიშო: ,,წესების მიღება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების მიერ ჯგუფში მუშაობის თავისებურებების გაცნობიერება;
- მივაჩვიოთ ბავშვები, დაიცვან წესრიგი და დისციპლინა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ხმამაღლა უკითხავს 11 კაცუნას ამბავს.
,,ერთი დიდი მუხის ფუღუროში 11 პატარა კაცუნა ცხოვრობდა. კაცუნები ძალიან მხიარულები იყვნენ. მთელ დღეებს თამაშში და ბალახზე კოტრიალში ატარებდნენ. იქვე, ახლოს, პატარა ტბა იყო. კაცუნებს თავიანთი ნავი ჰქონდათ. ისინი ხშირად სეირნობდნენ ნავით ტბაზე. ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი კაცუნა, რომელსაც ცნობისმოყვარეს ეძახდნენ, ტბის სანაპიროზე სეირნობდა და ბაყაყებს უთვალთვალებდა. ცნობისმოყვარე კაცუნას ბაყაყების თვალთვალი რომ მობეზრდა, ნავს დაუწყო კირკიტი და აღმოაჩინა, რომ ნავი სავალალო მდგომარეობაში იყო. ნავი ცურვის დროს შეიძლება დაშლილიყო. კაცუნებმა ცურვა არ იცოდნენ და გულგახეთქილი ცნობისმოყვარე კაცუნა მეგობრებთან გაიქცა ამბის შესატყობინებლად.
კაცუნები ამ დროს ჟივილ-ხივილში იყვნენ. ცნობისმოყვარე კაცუნა ბევრს ეცადა, მაგრამ ვერავის ვერაფერი გააგებინა. კაცუნები თამაშ-თამაშით ტბისკენ გაიქცნენ. ცნობისმოყვარე კაცუნამ დანამდვილებით იცოდა, რომ მისი მეგობრები ნავით სეირნობას მოინდომებდნენ. იგი ყვირილით გაჰყვა მათ, მაგრამ კვლავ ვერაფერი შეასმინა. მაშინ ცნობისმოყვარე კაცუნამ მეგობრებს გაასწრო და ნავში ჩახტა; გადაწყვიტა, არავინ ჩაესვა ნავში. ცოტა ხანში რამდენიმე კაცუნა ყვირილით მიუახლოვდა ნავს. ცნობისმოყვარე კაცუნამ კვლავ ახსნა-განმარტება დაიწყო, მაგრამ მეგობრებს ვერაფერი შეაგნებინა, რადგან კაცუნები გაჰყვიროდნენ და ერთმანეთს არ უსმენდნენ. მაშინ ცნობისმოყვარე კაცუნამ, რომელსაც მეტი გზა აღარ ჰქონდა, მეგობრებს ხელი ჰკრა.
ატყდა ერთი აყალ-მაყალი და ჩხუბი. ჩხუბში დანარჩენი კაცუნებიც ჩაერთნენ. ამ ჩხუბში ნავი იმდენი ანჯღრიეს, რომ ბოლოს და ბოლოს ნაფოტებად იქცა.
ნაცემ-ნაბეგვი კაცუნები ბალახში გაგორდნენ და ხმას ვეღარ იღებდნენ. ცნობისმოყვარე კაცუნამ, როგორც იქნა, დრო იხელთა და დანარჩენ კაცუნებს აუხსნა, რაშიც იყო საქმე. ყველანი ძალიან შეწუხდნენ. კაცუნებმა გადაწყვიტეს, მოეფიქრებინათ წესი, რომელიც მათ შემდგომში გაუგებრობისგან იხსნიდა“.
- კაცუნები კარგი მეგორბრები იყვნენ?
- რატომ დაიწყო ჩხუბი ცნობისმოყვარე კაცუნამ?
- შეიძლებოდა თუ არა, რომ საქმე უფრო ცუდად დამთავრებულიყო?
- როგორ დაასრულებდით მოთხრობას სხვაგვარად?
შემდეგ, ტრენერი ჯგუფს უხსნის, რომ სამუშაო პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის, აუცილებელია, სამუშაო ნორმების ერთობლივად მიღება და შემდეგ მათი დაცვა.
ბავშვების მიერ ნაკარნახებ წესებს ტრენერი ფორმატზე წერს და აკრავს კედელზე. ეს წესები შეხვედრების განმავლობაში გაკრული უნდა იყოს კედელზე და, საჭიროების შემთხვევაში, ტრენერს შეუძლია, ჯგუფს გაახსენოს ისინი.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
- გამოიყენებთ ამ სავარჯიშოს სკოლაში, სახლში?
3. სავარჯიშო: ,,ნიანგი და ბაყაყები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- წონასწორობის დაცვის სწავლება;
- თანამშრომლობის სწავლება.
მასალა: 8 თაბახი ფურცელი.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე მიმოფანტავს თაბახის ფურცლებს. ერთი ბავშვი (მსურველი) ასრულებს ,,ნიანგის“ როლს, დანარჩენები - ,,ბაყაყები“ არიან. წამყვანი აძლევს ბავშვებს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ბაყაყებს“ შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაოთ, მაგრამ ნიანგის გამოჩენამდე. მისი გამოჩენისთანავე, კუნძულებზე (თაბახის ფურცლებზე) უნდა ახტეთ, ვინც ვერ მოასწრებს და ნიანგის მსხვერპლი გახდება, თამაშიდან გადის. ნიანგის ყოველი შემოტევის შემდეგ, თითო კუნძული ქრება. ბოლოს რჩება ერთი კუნძული და მასზე დატეული გადარჩენილი ბაყაყები“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,ქუდი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: სკამები, ქუდი.
ინსტრუქცია:
წრეში იდგმება სკამები, მონაწილეთა რაოდენობაზე ერთით ნაკლები. ერთ-ერთი მონაწილე იხურავს ქუდს, ხდება წამყვანი და იწყებს რაიმე ამბის მოყოლას. ყველანი წრეში დადიან და იმეორებენ მის ტექსტს. როცა წამყვანს მობეზრდება, ამბობს - ,,დასხედით“ და ყველა ცდილობს სწრაფად სკამზე დაჯდომას. ერთი მონაწილე, სკამების ნაკლებობის გამო, ფეხზე რჩება, იხურავს ქუდს და აგრძლებეს ამბავს ან ახლის მოყოლას იწყებს და ა.შ.
შეკიხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
მიზანი:
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- რიგირიგობით საუბრის მეშვეობით, თავი იგრძნონ ყურადღების ცენტრში.
მასალა: ნებისმიერი მიკოროფონი (სათამაშო ან ძველი თვითნაკეთი).
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, დასხდნენ წრეში, აწვდის რიგრიგობით ყველა ჯგუფის წევრს ,,ჯადოსნურ მიკროფონს“ და სვამს შეკითხვებს.
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- რომელი სავაჯიშო მოგეწონათ და გსურთ, რომ გავიმეოროთ შემდეგ შეხევდრებზე?
- თქვენი აზრით, რომელი სავარჯიშოს ჩატარება შეიძლება თქვენს თანატოლებთან ერთად ეზოში, სკოლაში, სახლში?
მიკროფონი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სიტუაციაში: როდესაც ბავშვი აძლევს ინსტრუქციას ჯგუფს, მღერის, ყვება რომელიმე სასაცილო ან საინტერესო ამბავს; ან, როდესაც საუბრობს იმის შესახებ, თუ რა უხარია დღეს, როგორ ხასიათზეა, როგორი იყო დღევანდელი დილა სახლში და ა.შ.
II შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობა და დაახლოება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ყოფს ჯგუფის წევრებს წყვილებად /1-2 -ზე გათვლით/ და აძლევს დავალებას: ,,თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააცნოს მეწყვილეს საკუთარი თავი, მოიფიქროს და უთხრას: რა უყვარს ყველაზე მეტად, რა სძულს. ამის შემდეგ, თითოეულმა თქვენგანმა წრეზე, მიყოლებით, უნდა წარადგინოს თავისი პარტინიორი და მიაწოდოს ჯგუფს მისგან მიღებული ინფორმაცია“.
2. სავარჯიშო: ,,ხელის ანაბეჭდი“
მიზანი:
- ჯგუფის შეკვრა და დაახლოება.
მასალა: ფორმატი, ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ფორმატის ფურცელს და ფერად ფანქრებს ან ფლომასტერებს დებს შუა ოთახში, იატაკზე, და ფორმატზე ხატავს თავისი ხელის ანაბეჭდს, ქვემოთ კი აწერს საკუთარ სახელს. შემდეგ, ბავშვებს სთხოვს, რიგრიგობით დახატონ საკუთარი ხელის ანაბეჭდი ფორმატზე და დააწერონ თავიანთი სახელები.
3. სავარჯიშო: ,,დაუმთავრებელი ზღაპარი“
მიზანი:
- ფანტაზიის, მეტყველების განვითარება;
- ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის სწავლება;
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება.
მასალა: ზღაპარი: ,,დაპირება“
,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი ულამაზესი მეფის ასული. ის ერთხელ ტყეში წავიდა სასეირნოდ, ხეების დასათვალიერებლად და ყვავილების დასაკრეფად. იარა, იარა და დაიკარგა. ჩამოჯდა ბორცვზე და აქვითინდა. მისი ტირილი გველმა გაიგონა, მოსრიალდა და ჰკითხა: ,,რატომ ტირი?“ მეფის ასულმა ყველაფერი უამბო. ,,ნუ ტირი, დამშვიდდი!“ - მიუგო გველმა - ,,მე დაგეხმარები გზის გაკვლევაში, შენ კი ჩემთან იმეგობრე. მე მარტო ვარ, ჩემთან მეგობრობა არავის უნდა“. ,,კარგი, მე სიკვდილამდე შენი მეგობარი ვიქნები“. - უპასუხა მეფის ასულმა. გველი გასრიალდა და გოგონაც მას გაჰყვა. როგორც კი დაინახა თავისი სასახლე, მაშინვე მისკენ გაექანა, გველს კი მადლობაც არ გადაუხადა, სასახლეში მოხვედრისთანავე გველის არსებობა დაივიწყა /ტრენერმა აქ უნდა შეწყვიტოს კითხვა და ბავშვებს სთხოვს დასრულება/.
ერთ მშვენიერ დღეს, მეფის ასული იჯდა და წიგნს კითხულობდა. უეცრად ატყდა სასახლეში ხმაური და ალიაქოთი - თურმე გველი შემოსრიალებულიყო. მეფემ ბრძანება გასცა: შეიპყარით სასწრაფოდ გველი დამოკალითო. მეფის ასული თავის ოთახში ჩაიკეტა. უეცრად მან თავის საწოლზე ნაცნობი გველი დაინახა, დასრიალებდა და პირში ოქროს ბეჭედი ეკავა. მეფის ასულს ძალიან შერცხვა და ირილი დაიწყო. ერთი ცრემლი გველს დაეცა თავზე. უეცრად დაბნელდა, შემდეგ კი განათდა. მეფის ასულის თვალწინ ლოგინზე გველის ნაცვლად ლამაზი უფლისწული იჯდა. მეფის ასულის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თურმე გველი მოჯადოებული უფლისწული ყოფილა, მეფის ასულმა კი ის გაათავისუფლა. მათ დიდი ქორწილი გადაიხადეს და ცხოვრობდნენ ბედნიერად“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს სამ ან ოთხ გუნდად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ყურადღებით მოუსმინეთ ზღაპრის დასაწყისს, თქვენ უნდა დაასრულოთ ის. გუნდებში მოილაპარაკეთ და საერთო გადაწყვეტილება მიიღეთ, შეთანხმდით მოთხრობის დასასრულზე და დაწერეთ. 10 წუთის შემდეგ, გუნდებმა ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ ზღაპრის მათ მიერ შეხზული დასასრული“.
ბოლოს ტრენერი ხმამაღლა კითხულობს ზღაპრის დასასრულს, რომელიც წიგნშია მოცემული.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- მოგეწონათ თქვენს მიერ მოგონილი დასასრული?
4. სავარჯიშო: ,,ტორნადო“
მიზანი:
- ბავშვების ამოქმედება, გამხიარულება, დაახლოება;
- სწრაფი რეაქციის და ყურადღების განვითარება.
ინსტრუქცია:
ბავშვებმა უნდა გაითვალონ 1-2-3-ზე. პირველი ორი ბავშვი ასახიერებს ,,სახლს“, ისინი დგებიან ერთმანეთის პირისპირ, ატყუპებენ ხელებს და წევენ ზევით. მესამე დგება მათ შორის და ასახიერებს ,,ადამიანს“. თუ ტრენერი ამბობს - ,,სახლი“, ის ბავშვები, რომლებიც ,,სახლები“ არიან, სწრაფად ცვლიან მეწყვილეს და ახალ ,,სახლს“ ,,აგებენ“, ,,ადამიანები“ დგანან გაუნძრევლად. თუ ტრენერი ამბობს - ,,ადამიანი“, ამ შემთხვევაში ,,ადამიანები“ ცვლიან ,,სახლებს“. ხოლო თუ ტრენერი ამბობს - ,,ტორნადო“, ყველა ირევა და იცვლის ადგილს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
5. სავარჯიშო: ,,წიგნის კითხვა“
მიზანი:
- ახალი ინფორმაციის მიღება;
- მეხსიერების და აზროვნების განვითარება.
მასალა: საბავშვო წიგნი ,,შვიდი საოცრება“
ინსტრუქცია:
ტრენერი და ბავშვები სხდებიან იატაკზე, შუაში კი დებენ წიგნს. ტრენერი ხმამაღლა კითხულობს. ბავშვები ყვებიან წაკითხულის შინაარსს და ერთმანერთში არჩევენ მიღებულ ინფორმაციას.
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
III შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,სურათი - მე და კოლაჟი“
მიზანი:
- ჯგუფის შეკვრა და დაახლოება;
- თვითგამოხატვის საშუალებათა სწავლება.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს ავტოპორტრეტის დახატვას. ის აგროვებს ნახატებს და იმ დროის განმალვლობაში, სანამ ბავშვები შემდეგ სავარჯიშოს ასრულებენ, ამოჭრის სურათებს, დააკრავს ფორმატის ფურცელზე. მომდევნო სავარჯიშოს დასრულების შედეგ, ტრენერი ფორმატს კედელზე აკრავს და სთხოვს ბავშვებს, სათითაოდ მივიდნენ ფორმატთან, იპოვონ საკუთარი ნახატი და დააწერონ თავისი სახელი, გვარი, ასაკი.
2. სავარჯიშო: ,,მანქანები“
მიზანი:
- თანამშრომლობის, ნდობისა და პასუხისმგებლობის სწავლება.
მასალა: ბარათები, რომელზეც ერთი ფერის გასაღებები და მანქანებია დახატული /წყვილად/.
ინსტრუქცია:
ტრენერი არიგებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ხატია მანქანები ან გასაღებები. ტრენერი ერთი ფერის ნახატების საშუალებით აწყვილებს ბავშვებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ვისაც გასაღები შეხვდა, მძღოლი იქნება, რომელმაც უნდა მართოს ,,მანქანა“. ,,მანქანამ“ თვალები უნდა დახუჭოს და ,,მძღოლს“ მიენდოს. როდესაც ,,მძღოლი“ ,,მანქანას“ მარჯვენა მხარზე ხელს დააჭერს, ,,მანქანამ“ მარჯვნივ უნდა მოუხვიოს, მარცხენა მხარზე - მარცხნივ, ხოლო, როდესაც ხელს აუშვებს - გაჩერდეს“. 2 წუთის შემდეგ, ტრენერი ბავშვებს როლებს უცვლის.
ბოლოს, წამყვანი ბავშვებს კვალვ როლებს უცვლის და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,მძღოლებმა“ თვალებით, უხმოდ უნდა ანიშნოთ ერთმანეთს და შეცვალოთ ,,მანქანები“. ეცადეთ არც ერთი ,,მანქანა“ უმოძრაოდ არ დატოვოთ“.
2 წუთის შემდეგ, ,,მძღოლები“ და ,,მანქანები“ ცვლიან როლებს (3 წუთი).
თუ ერთი ბავშვი მეწყვილეს გარეშე დარჩა, ის შეიძლება საგზაო ინსპექტორი იყოს და მოძრაობის დარეგულირება დაევალოს.
შეკითხვები:
- რა უფრო მოგეწონათ: ,,მანქანის“ როლში ყოფნა, თუ - ,,მძღოლის“? რატომ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- სავარჯიშოს მესამე ნაწილში ,,მანქანები“ გრძნობდით თუ არა ,,მძღოლებს“ შორის განსხვავებას?
3. სავარჯიშო: ,,შედაგინე ფიგურა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- სწრაფად აზროვნების სწავლება.
მასალა: დასაშლელი ფიგურა ან დაჭრილი სურათი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს სამ გუნდად და აძლევს თითოეულ გუნდს დაშლილ ფიგურას ან დაჭრილ სურათს. მათ, რაც შეიძლება სწარაფდ, უნდა ააწყოს ეს ფიგურა ან სურათი. ის გუნდი, რომელიც პირველი ააწყობს - მოგებულია. სავარჯიშოს ბოლოს, ბავშვებს შეუძლიათ ოთახში მოძრაობა და სხვების ნამუშევრების დათვალიერება.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რამ შეგიშალათ ხელი?
- ვინ ან რა დაგეხმარათ?
4. სავარჯიშო: ,,კუდის დაჭერა“
მიზანი:
- თანამშრომლობისა და მიზანსწრაფვის სწავლება;
- აქტიური დასვენება.
მასალა: თავშალი, ან 1 მეტრი ნაჭერი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს ორ გუნდად და აყენებს მწკრივში, ხოლო ბოლოში მდგომს ნაჭრის ,,კუდს“ თავისუფლად უმაგრებს. ის ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,პირველმა უნდა დაიჭიროს თავის მწკრივში მდგომის ნაჭრის ,,კუდი“. დაჭერის შემდეგ, ,,კუდი“ თავად ხდება ,,დამჭერი“. 2-3 წუთის შემდეგ, ტრენერი გუნდებს სთხოვს, ერთმანეთის ,,კუდები“ დაიჭირონ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
5. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
მიზანი:
- ახალი ინფორმაციის მიღება;
- მეხსიერების და აზროვნების განვითარება.
მასალა: წიგნი - ,,საფეხურები“.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ხმამაღლა უკითხავს წიგნს - ,,საფეხურები“; სვამს შეკითხვებს და, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებმა ვერ უპასუხეს, უკითხავს პასუხებს.
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
IV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ვამპირი“
მიზანი:
- ჯგუფის შეკვრა და დაახლოება;
- აქტიური დასვენება.
ინსტრუქცია:
მთელი ჯგუფი დგას წრეში, ერთ-ერთი ბავშვი არის ,,ვამპირი“. ის გაშლილი ხელებით მიემართება რომელიმე ბავშვისაკენ. ჯგუფმა უნდა მოასწროს იმ ბავშვის სახელის თქმა. თუ ვერ მოასწრებს, ,,ვამპირი“ ,,ახრჩობს“ მას და ახლა ის ხდება ,,ვამპირი“. ,,ვამპირს“ შეუძლია ერთი ბავშვისაკენ გაემართოს და უცბად სხვა ,,მსხვერპლი“ აირჩიოს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,კუპე“
მიზანი:
- პასუხისმგებლობის გრძნობის და ყურადღების განვითარება.
მასალა: სკამები.
ინსტრუქცია: ტრენერი დგამს ოთახში ორ რიგად, ერთმანეთის პირისპირ, რვა სკამს. ბავშვები სხდებიან; პირველ სკამზე მჯდომი აკეთებს ნებისმიერ მოძრაობას, რომელსაც ყველა მის მწკრივიში მჯდომის იმეორებს. 1 წუთის შემდეგ, ყველამ მარჯვნივ მდგარ სკამზე უნდა გადაინაცვლოს. ერთი, ბოლო ბავშვი, უადგილოდ რჩება, ხოლო პირველი სკამი თავისუფლდება და მას ახალი ბავშვი იკავებს და რაიმე მოძრაობას აკეთებს, დანარჩენები იმეორებენ.
სავარჯიშო დასრულდება მაშინ, როდესაც ყველა მსურველი იქნება ,,წამყვანი“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს, როდესაც თქვენს მოძრაობებს იმეორებდნენ?
- მოგეწონათ მოძრაობების გამეორება?
3. სავარჯიშო: ,,ქცევების ყულაბა“
მიზანი:
- სხვა ადამიანების მიღწევებისა და წარმატებების დანახვის უნარის გამომუშავება;
- თავდაჯერებულობის გამომუავება.
მასალა: ფურცლები დაფანქრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ესაუბრება ადამიანის ისეთი საქმეების, ქცევების შესახებ, რომელიც სიამოვნებას, კმაყოფილებას გვანიჭებს. ,,ყველას სურს, მიაღწიოს დიდ წარმატებას. ჩვენ შეგვიძლია თვენი თავი წარმატებულად მივიჩნიოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცით, რაში გამოიხატება თქვენი წარმატება და როგორ მივაღწიეთ მას.
გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც გააკეთეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში; მაგალითად, შესარულეთ საშინაო დავალება, დაიზეპირეთ გრძელი ლექსი და ა.შ., ამოირჩიეთ თქვენი ქცევებიდან სამი და დაწერეთ მათ შესახებ. გადაიკითხეთ და შეაქეთ საკუთარი თავი, თუნდაც ერთი წინადადებით (მაგ., ნიკა, შენ ეს ნამდვილად კარგად გამოგივიდა). ჩაიწერეთ ეს წინადადება თქვენს ფურცელზე.
ალბათ, თქვენ ყოველთვის გიხარიათ, როდესაც ახლობლები აღიარებენ თქვენს მიღწევებს, მაგრამ მათ შეიძლება ვერ დაინახონ თქვენი წარმატებები და ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენ, დამოუკიდებლად, შეგეძლოთ მათი დანახვა და საკუთარი თავის დამსახურებულად შექება. ეს დაგეხმარებათ, მიაღწიოთ წარმატებებს და დარწმუნდეთ თქვენს შესაძლებლობებში“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,წიგნის კითხვა“
/იხილეთ II შეხვედრის ინსტრუქცია/
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
V შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,რომე ცხოველს ვგავარ?“
(რატომ აირჩიე ეს ცხოველი)
მიზანი:
- საკუთარი თავის უკეთ შეცნობა;
- ჯგუფის წევრების გაცნობა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სვამს წრეში და სთხოვს: ,,დაფიქრდით 1-2 წუთი და დაასახელეთ (ან დახატეთ) ცხოველი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ: ხასიათით, გარეგნობით, რომელიმე თვისებით და ახსენით რატომ“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,სკულპტურა-მექანიზმი“
მიზანი:
- თანამშრომლობის სწავლება;
- ერთმანეთის უკეთ შეცნობისა და სინქრონული მოძრაობის სწავლება.
ინსტრუქცა:
,,გთხოვთ, გაითვალოთ თანმიმდევრობით. პირველი იწყებს მოძრობას და რომელიმე მანქანას, მექანიზმს ასახიერებს. შემდეგ, მეორე ეწყობა პირველის მოძრაობას და ცდილობს პირველი მონაწილის მიერ ,,შექმნილი“ მექანიზმის ნაწილის გასახიერებას. მერე მესამე, მეოთხე და ა.შ. ეცადეთ ერთი დიდი მანქანა გამოგივიდეთ“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,კოშკი“
მიზანი:
- თანამშრომლობის სწავლება;
- ფანტაზიის და აზროვნების განვითარება;
- შეთანხმებულად მოქმედების სწავლება.
მასალა: სხვადასხვა ზომისა და ფორმის კუბები. თითო ბავშვს - 2-3 კუბი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 2-3 გუნდად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თითო ბავშმა აიღოს 2 (ან 3) კუბი. თითოეულმა გუნდმა ერთად, შეთანხმებულად, უნდა ააგოს რას შეიძლება მაღალი კოშკი. თუ კოშკი აშენებისას დაინგრა, მაშინ თქვენ თავიდან უნდა ააშენოთ ის (ერთი კუბის გადმოვარდნის შემთხვევაშიც კი)“.
ტრენერმა დროდადრო უნდა გაზომოს კოშკი. მან, პირველ რიგში, უნდა გაამხნევოს ბავშვები და დაეხმაროს მათ, რათა შეძლონ თანამშრომლობა და ერთად, ჰარმონიულად მოქმედება. მოგებულია ის გუნდი, რომელიც უფრო მაღალ კოშკს ააგებს.
შეკითხვები:
- მოგეწონათ თამაში?
- რა გაგიჭირდათ?
- ხომ არ გაწყენინათ ვინმემ? თავს დაჩაგრულად ხომ არ გრძნობდით?
4. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის წაკითხვა/
/იხილეთ III შეხვედრის ინსტრუქცია/.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტუქცია/
VI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მისალმება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება;
- დადებითი განწყობის შექმნა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს წრეში აყენებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,სათითაოდ ჩამოიარეთ წრეზე საათის ისრის მიმართულებით, ჯგუფის ყველა წევრს ხელი ჩამოართვით და გულით უსურვეთ რაიმე სასიამოვნო“. ტრენერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს პასიური.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,ხანძარი“
მიზანი:
- ბავშვებისათვის მოძრაობის, აქტიურობის საშუალების მიცემა.
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს. ერთი, მსურველი, ხდება წამყვანი, რომელიც წრეში დადის და ჯგუფის წევრებს ცეცხლს სთხოვს (,,ცოტა ცეცხლი მომეცი, რა!“). მაგრამ ცეცხლი არავინ არ უნდა მოსცეს. წამყვანის ზურგს უკან ბავშვებს ადგილების შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ცარიელი სკამების დაკავება წამყვანსაც შეუძლია. როდესაც ცეცხლის მთხოვნელი იყვირებს: ,,ხანძარი!“, ყველა უნდა წამოხტეს და გაცვალოს ადგილები. რადგანაც წრეში ერთი კამით ნაკლები დგას, ერთი ბავშვი ადგილის გარეშე დარჩება და თამაში თავიდან იწყება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,მოცემული საგნის ისტორია“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ბავშვებისთვის თვითგამოხატვის საშუალების მიცემა.
მასალა: რეკვიზიტი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 4-5 ბავშვიან გუნდებად და აძლევს მათ რეკვიზიტს - კალამი, ფურცელი, ქუდი და სხვა. თითოეულმა გუნდმა უნდა მოიფიქროს მოცემული საგნის ,,ისტორია“ , სად შეიქმნა ის; არსებობის რა გზა გაიარა; როგორ წყვეტს არსებობას; რომ შეეძლოს, რას იფიქრებდა და იგრძნობდა?
7-10 წუთის შემდეგ ეწყობა პრეზენტაციები.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
- მოგეწონათ ერთად შექმნილი თხზულება?
- გაითვალისწინა თქვენი მოსაზრება გუნდის ყველა წევრმა?
4. სავარჯიშო: ,,წიგნის კითხვა“
/იხილეთ II შეხვედრის ინსტრუქცია/
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
VII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,დიდი ჯადოსნური ქუდი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ბუნებასთან, ერთმანეთთან კავშირის დამყარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი მთელ ჯგუფს ოთახის შუაგულში აყენებს და სთხოვს ყველას, დახუჭონ თვალები და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვდგავართ დიდი ჯადოსნური ჯოხის ქვეშ, ყველას დიდი ქუდი ,,გვახურავს“. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყველანი სპილოებად ,,გადავიქეცით“. გაახილეთ თვალები და მოიქეცით ისე, როგორც სპილოები იქცევიან“. ჯგუფის წევრები თვალებს ახელენ და განასახიერებენ სპილოებს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური ჯოხი“
მიზანი:
- გადმოცემის უნარის განვითარება;
- ფანტაზიის, მეხსიერების განვითარება.
მასალა: ფერადი ქაღალდები, ფერადი ბაფთები, ჯოხები, ფანქრები, ფლომასტერები, წებო.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს აძლევს საჭირო მასალას, რითაც მათ უნდა გააკეთონ ჯადოსნური ჯოხები.
შემდეგ, ბავშვები ინდივიდუალურად მუშაობენ და აწყობენ ნამუშევრების პრეზენტაციას.
სავარჯიშოს ბოლოს, ტრენერი ბავშვებს სთხოვს, გაიხსენონ ის ზღაპრები, რომლებშიც ჯადოსნური ჯოხი ან ჯადოქარია ნახსენები.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,ჩემი ოჯახი“
მიზანი:
- მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი;
- მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ილაპარაკონ ახლობელი, საყვარელი ადამიანეის შესახებ, უფრო გაიხსნან.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
,,დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ოჯახების შესახებ. დახატეთ თქვენი ოჯახები, ოჯახის წევრები. (10წთ-ის შემდეგ) სათითაოდ მიაკარით თქვენი ნახატები ისე, რომ სურათებს შორის ადგილი დარჩეს და გამოცალკევებულად იყოს“.
ამის შემდეგ, ტრენერი სთხოვს თითოეულ ბავშვს, აჩვენოს თავისი ნახატი და მოყვეს საკუთარი ოჯახის შესახებ. ბავშვებს მოყოლა რომ გაუადვილდთ, შეიძლება შემდეგი შეკითხვებით მივმართოთ:
- დედისერთა ხარ?
- გყავს ბებია - ბაბუა? შენთან ერთად ცხოვრობენ?
- ვინ ცხოვრობს ერთ მშობელთან?
- ვის ჰყავს გაცილებული მშობლები?
- ვის ჰყავს და-ძმა?
ამის შემდეგ, ტრენერი საუბრობს ოჯახის ყოველი წევრის მნიშვნელობაზე, ოჯახზე, ცდილობს აგრძნობინოს ბავშვებს, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან თავიანთი ოჯახებისათვის.
შეკითხვები:
- რატომ არის შენთვის შენი ოჯახი მნიშვნელოვანი?
- როგორ იცხოვრებდი, ოჯახი რომ არ გყოლოდა?
- სად ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც ოჯახები არ ჰყავთ?
- ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან მოგნატრებია შენი ოჯახი?
- ოდესმე გდომებია, რომ გყოლოდა უფრო მეტი და-ძმა?
- რა არის შენს ოჯახში ისეთი, რითაც შენ ამაყობ?
- რა აქვს შენს ოჯახს განსაკუთრებული?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,ემოცია“ /მიმიკა/
მიზანი:
- ემოციის გამოხატვა;
- სხვა ადამიანების ემოციების გამოცნობა.
მასალა: პატარა ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია ემოციების და სხეულის იმ ნაწილების დასახელება, რომლებითაც ბავშვებმა უნდა გამოხატონ ემოციები.
წარწერები ბარათზე
სიხარული - პირი
სევდა - ხელები
შიში - ფეხები
დარდი - მხრები
სიძულვილი - თვალები
ბედნიერება - სახე
აღშფოთება - სახე
გაბრაზება - ხელები
გაკვირვება - თვალები
სიამაყე - ზურგი
სიყვარული - სახე
კამყოფილება - ზურგი
სიხარული - ხელები
სიმპათია - თვალები
კმაყოფილება - მთელი ხეული
ინსტრუქცია:
ტრენერი არიგებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ჩამოწერილია ემოციების და სხეულის იმ ნაწილების დასახელება, რომლებითაც უნდა გამოიხატოს ემოცია და სთხოვს თითოეულ ბავშვს, ბარათზე აღნიშნული ემოცია მითითებული სხეულის ნაწილით განასახიეროს. ბავშვები რიგირგობით გამოხატავენ ემოციებს, დანარჩენები კი, ცდილობენ მის გამოცნობას.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა მოგეწონათ?
- რა უფრო გაგიჭირდათ: ემოციის გამოხატვა, თუ გამოცნობა?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
VIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ბუნების ნაწილი“
მიზანი:
- გარე სამყაროს შეცნობა;
- საკუთარი თავის უკეთ შეცნობა.
ინსტრუქცია:
დასხედით წრეში მოხერხებულად... დახუჭეთ თვალები... ჩაისუნთქეთ სამჯერ ღრმად... წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სადღაც ბუნებაში.
კარგად დააკვირდით თქვენს ირგვლივ არსებულ ბუნებას, როგორია იგი? ბუნების რომელ ნაწილად ისურვებდით ყოფნას? რატომ?
დაფიქრდით, კარგად დააკვირდით თქვენს არჩევანს და ჩაიბეჭდეთ ცნობიერებაში. დაიმახსოვრეთ, რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ეს.
ახლა დაბრუნდით რეალობაში. გაიზმორეთ, ჯერ დაჭიმეთ, შემდეგ კი მოადუნეთ კუნთები... თვალები გაახილეთ.
შეკითხვები:
- ბუნების რომელინაწილი იყავით?
- როგორ გრძნობდით თავს?
- არ მოგეწონათ?
- იყო ისეთი რამ ამ სავარჯიშოში, რაც არ მოგეწონათ?
- რატომ აირჩიეთ ეს ნაწილი?
2. სავარჯიშო: ,,ორნი ერთი ფანქრით?
მიზანი:
- არავერბალური კომუნიკაციის სწავლება;
- არავერბალურად, შეთანხმებით მოქმედების უნარის განვითარება.
მასალა: თითო წყვილისათვის ერთი დიდი ფურცელი (3), ერთი ფერადი ფანქარი ან ფლომასტერი.
ინსტუქცია:
,,გადაითვალეთ პირველ-მეორეზე, პირველი და მეორე დაწყვილდით. თქვენს წინ დადეთ დიდი ფურცელი. თითო წყვილი თითო ჯგუფია, რომელმაც ერთი სურათი უნდა დახატოს. ჯგუფის ორმა წევრმა ერთდროულად, ერთი ფანრით (ფლომასტერით) უნდა დახატოს და თან მკაცრად დაიცვას ინსტრუქცია: არ უნდა ილაპარაკოს. ვინს დაარღვევს ინსტრუქციას, წყვეტს თამაშს. დროდადრო, იმის გადაგებად, თუ რას გრძნობს, რას განიცდის თქვენი მეწყვილე, თვალებში შეხედეთ, დააკვირდით მას. თუ ერთმანეთს კარგად გაუგებთ, სავარჯიშოს შესრულება გაგიადვილდებათ.
თქვენ გეძლევათ 5 წუთი.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, გთხოვთ, ყველას აჩვენოთ ნახატები“.
შეკითხვები:
- ძნელი იყო ერთად ხატვა?
- თქვენ და თქვენმა მეწყვილემ შეძელით ერთად მოქმედება?
- ძნელი იყო იმის მოთმენა, რომ თქვენი მოხაზულობა იცვლებოდა და ფანქარი (ფლომასტერი) ისე არ მოძრაობდა, როგორც თქვენ გინდოდათ?
3. სავარჯიშო: ,,ვეძებ მშვიდობას“
მიზანი:
- მიზანსწრაფვისა და ნდობის სწავლება.
ინსრუქცია:
ტრენერი ჯგუფს აყენებს და სთხოვს, დახუჭონ თვალები. ტრენერი უსიტყვოდ, ხელის შეხებით, აგრძნობინებს ერთ-ერთ მათგანს, რომ ის ,,მშვიდობაა“. შემდეგ ყველა ბავშვი იწყებს თვალდახუჭული სიარულს. ბავშვები დადიან და ეძებენ ,,მშვიდობას“. ხელის შეხების შემთხვევაში, კითხულობენ: ,,მშვიდობა“ ხარ? თუ მშვიდობა არ არის, მაშინ უნდა უპასუხოს: ,,არა“, ხოლო თუ ,,მშვიდობაა“ - უნდა გაჩუმდეს. ბავშვს შეუძლია გაახილოს თვალები მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ,,მშვიდობას“ მიაგნებს. ამის შემდეგ, ყველა შეშდება.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,სარკე“
მიზანი:
- დაკვირვების გავარჯიშება;
- სხვა ადამიანის მიმიკის, მანერების უკეთ შეცნობა.
ინსტრუქცია:
,,დაიყავით წყვილებად. თითოეულ წყვილში ერთი შეასრულებს წამყვანის როლს, მეორე კი - მისი ანარეკლის (სარკის). დადექით ერთმანეთის პირისპირ და თვალებში შეხედეთ ერთმანეთს. წამყვანი იწყებს ხლებით, ფეხებით, თავით, ტანით ნელ მოძრაობებს. მისი მეწყვილე, სარკის ანარეკლის მსგავსად, იმეორებს მის ყველა მოძრაობას, მიმიკას (2-3) წუთი. ჯერ ერთია წამყვანი, შემდეგ კი - მეორე. შემდეგ წყვილები ცდილობენ, იმოძრაონ ერთდროულად, სინქრონულად“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- როგორ გრძნობდით თავს სავარჯიშოს პირველი, მეორე, მესამე ნაწილის შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ ამ სავარჯიშოს შესრულების დროს?
5. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
/იხილეთ III შეხვედრის ინსტრუქცია/
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
IX შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,შეუბღვირე!“
მიზანი:
- ბავშვების დაახლოება, განტვირთვა და გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს წრეში აყენებს და აძლევს ბავშვებს შემდეგ ინსტრუქციას: ,,მოდუნდით. ახლა, უეცრად დადექით გაბრზებული ადამიანის პოზაში და შეუბღვირეთ ერთმანეთს. რამოდენიმე წამის შემდეგ, ისევ მოდუნდით. ისევ დადექით გაბრაზებული ადამიანის პოზაში და შეუბღვირეთ ერთმანეთს და ასე შემდეგ“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,გაფუჭებული ტელეფონი“
მიზანი:
- დაკვირვების, ყურადღების გავარჯიშება;
- აზროვნების უნარის განვითარება.
ინსტრუქცია:
ბავშვები სხედან წრეში. ტრენერი პირველ ბავშვს ყურში ეუბნება წინადადებას: ,,ვარდისფერი დათუნიას დაბადების დღეზე მოვიდა სამი ცისფერი სპილო და ერთი მწვანე მაიმუნი“. ან - ,,ეზოში იჯდა 5 პატარა ბაყაყი და ჭორაობდა ამინდზე“. ბავშვებმა რიგირიგობით, ყურში ჩურჩულით, უნდა გადასცენ წინადადება გვერდზე მჯდომს. ბოლო მოთამაშე ხმამაღლა ამბობს წინადადებას. ბოლოს ტრენერი საწინააღმდეგო თანმიმდევრობით ეკითხება ბავშვებს გაგონილ წინადადებას და დამახინჯების გზას უჩვენებს ჯგუფს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,სიცილი აკრძალულია“
მიზანი:
- ემოციურად აგზნებული ბავშვების დამშვიდება;
- ყურადღების კონცენტრაციის ხელშეწყობა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს. მსურველი (ერთ-ერთი ბავშვი) გდება წრის შუაგულში და ხდება წამყვანი. ის ირჩევს ერთ ბავშვს და ცდილობს მის გაცინებას. მიზნის მისაღწევად მას შეუძლია ყველა ხერხს მიმართოს, მაგრამ ეკრძალება ხმის ამოღება და შეხება.
თითოეული წამყვანი ერთი წუთის განმავლობაში ცდილობს ამორჩეული თანაჯგუფელის გაცინებას. თუ მან მიზანს ვერ მიაღწია, მის ადგილს სხვა ბავშვი იკავებს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გაეცინება, მაშინ წამყვანს უცვლის ადგილს (ფუნქციას).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- სავარჯიშოს შესრულების დროს, რამ შეგიშალათ ხელი?
- რა მოგეწონათ? - ან არ მოგეწონათ?
4. სავარჯიშო: ,,ანეგდოტები და სასაცილო ისტორიები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება, ფანტაზიის და მეხსიერების განვითარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი სთხოვს ბავშვებს, გაიხსენონ სასაცილო ისტორიები, ანეგდოტები, რომლებიც ან გაუგიათ ან თვითონ გადახდომიათ თავს (2 წუთი). შემდეგ, ჯგუფის წევრები რიგიგობით ყვებიან. მონაწილეობს ყველა.
5. სავარჯიშო: ,,წიგნის კითხვა“
/იხილეთ II შეხვედრის ინსტრუქცია/
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“.
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
X შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ამინდის პროგნოზი“
მიზანი:
- საკუთარი განცდების, ემოციების გაზიარების სწავლება;
- ბავშვებისათვის იმის გაგებინება, რომ მათაც აქვთ მარტო ყოფნის უფლება.
მასალა: ფურცლები და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
,,ხანდახან, თითოეულ ჩვენგანს უნდა მარტო დარჩენა, განმარტოება. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ, ცუდი ამინდია, გამოუძინარნი ან დაღლილები ვართ, რაღაცამ გაგვიფუჭა ხასიათი.
თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ, შეგიძლიათ ჩვენ, ჯგუფის წევრებს, ტრენერებს ეს გაგვაგებინოთ, გვაგრძნობინოთ. თქვენ შეგიძლიათ ყველას დაგვანახოთ, რომ გინდათ მარტო ყოფნა.
ეს შეგიძლიათ გააკეთოთ: აიღეთ ფურცელი და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, დახატეთ თქვენი ხასიათის შესაფერისი სურათი, რომლის სახელწოდებაც იქნება - ,,ამინდის პროგნოზი“. ყველაზე კარგად გუნება-განწყობილების ჩვენება ,,ამინდის“ დახატვითაა შესაძლებელი.
თუ ცუდ ხასიათზე იყავით და ცოტა ხანში გუნება გამოგისწორდათ, დახატეთ ახალი სურათი და ყველას შეგვატყობინეთ, რომ თქვენ უკეთ ხართ“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოების შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- როგორ ფიქრობთ, გამოიყენებთ ამ სავარჯიშოს სახლში, სკოლაში, ჩვენ მომავალ შეხვედრებზე?
2. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური ბალიში“
მიზანი:
- ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოთქვამენ საკუთარი სურვილები;
- ისწავლონ აქტიური მოსმენა;
- გამოხატონ და იგრძნონ თანადგომა და თანაგრძნობა.
მასალა: პატარა ბალიში, რომელზეც ბავშვი შეძლებს დაჯდომას.
ინსტრუქცია:
,,დასხედით წრეში. შუაში დევს ,,ჯადოსნური ბალიში“, რომელზეც შეგიძლიათ დასხდეთ და მოგვიყვეთ საკუთარი სურვილების, ან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამის შესახებ. ის, ვინც ჯდება შუაში, ბალიშზე, მოყოლას იწყებს სიტყვებით: ,,მე მინდა, რომ...“ ყველა დანარჩენი ყურადღებით უსმენს. მთხრობელი თავისი სათქმელის დასრულების შემდეგ, ირჩევს მომდევნო მონაწილეს და გადასცემს მას ბალიშს. სავარჯიშო დასრულდება მას შემდეგ, რაც ყველა იქნება მთხრობელის როლში“.
შეკითხვები:
- ყველა მონაწილეს უსმენდით?
- როდესაც თქვენ სხვას უსმენდით, ახალი სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ,,ჯადოსნურ ბალიშზე“ იჯექით და ყვებოდით თქვენს ამბებს?
3. სავარჯიშო: ,,მესამე ზედმეტია“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- სერიოზული სავარჯიშოს შემდეგ, ჯდომისაგან დაღლილი ბავშვების აქტიური დასვენება.
ინსტრუქცია:
,,დაწყვილდით. მეწყვილეებმა ერთმანეთს ხელკავი გაუკეთეთ (თითოეულმა მარჯვენა მხრიდან). დადექით ისე, რომ საპირისპირო მიმართულებით იყურებოდეთ. 2 მონაწილე განმარტოებით დგას და მათგან ერთი უნდა გაიქცეს, მეორემ კი მისი დაჭერა სცადოს (,,იჭერს“). თქვენ წყვილებს შორის უნდა ირბინოთ. როდესაც გაქცეული დაჭერის საშიშროებას იგრძნობს, შეუძლია რომელიმე წყვილს შეუერთდეს, გაუკეთოს ხელკავი. მაშინ მესამე ზედმეტი აღმოჩნდება, ის უნდა გამოეხსნას დაწყვილებულებს და გაიქცეს. დაჭერის შემთხვევაში, როლები შეიცვლება“.
4. სავარჯიშო: ,,კეთილი სურვილების ბურთი“
მიზანი:
- ვასწავლოთ ბავშვებს, კეთილგანწყობის გამოხატვა.
ინსტრუქცია:
,,დადექით წრეში. თითოეულმა თქვენგანმა, ბურთთან ერთად, რომელიმე თანაჯგუფელს კეთილი სურვილებიც უნდა გაუგზავნოს. ჯგუფის არცერთი წევრი არ უნდა დარჩეს კეთილი სურვილებისა და მისდამი სიყვერულის გამოხატვის გარეშე“.
ტრენერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ყველა ბავშვს თითოჯერ მიუვიდეს ბურთი.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/
6. სპექტაკლისათვის მზადება.
ბავშვებს ვთხოვთ, მოძებნონ ის ზღაპრები, რომლებიც მოსწონთ, უყვართ და რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება მეთექვსმეტე შეხვედრაზე (ახალი წლისთვის) სპექტაკლის დადგმა.
XI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,სასიამოვნო სურვილების ესტაფეტა“
მიზანი:
- აქტიური მოსმენის სწავლება;
- დადებით საქციელზე და ემოციებზე კონცენტრირება.
მასალა: ჩოგბურთის ბურთი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სვამს წრეშიდა აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თითოეულმა სურვილისამებრ, უნდა გვიამბოს, თუ რა შემთხვევაა ამ ბოლო დროს (ბოლო კვირის) მანძილზე სასაიმოვნო. მთხრობელს ხელში უჭირავს ბურთი, დანარჩენები ყურადღებით უსმენენ. პირველი ბავშვის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ბურთი გადაეცემა სხვა ბავშვს“.
ტრენერმ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა და გააცნოს ჯგუფს თავისი სასიამოვნო მოგონებები.
დამხმარე შეკითხვები:
- ბოლო დროს ყველაზე უფრო ვინ გაგახარათ?
- ბოლოს ვისგან მოისმინეთ საინტერესო ამბავი?
- ბოლო დროს რა პრობლემის მოგვარება შეძელით?
- ამ კვირის მანძილზე ვინ გაახარეთ?
2. სავარჯიშო: ,,ჩემი არჩევანი“
მიანი:
- კონფლიქტური ადამიანის პრობლემების გაანალიზება;
- ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბების გაანალიზება.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები და პატარა ფურცლები, რომლებზეც დახატული უნდა იყოს მომღიმარი, გაბრაზებული და ნეიტრალური გამომეტყველების მქონე სახეები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სთხოვს, დახატონ 2 სურათი: პირველზე ავდარი უნდა იყოს დახატული, მეორეზე - დარი. სურათების დახატვის შემდეგ, ტრენერი სთხოვს ბავშვებს, თითოეულ სურათს მოაკრან 3 პატარა ფურცლიდან, რომლებზეც დახატულია მომღიმარი, გაბრაზებული და ნეიტრალური სახეები, ერთ-ერთი.
შემდეგ ჯგუფის ყველა წევრმა უნდა მოაწყოს პრეზენტაცია და ახსნას, რატომ დააკრა თავის ნახატს ესა თუ ის ფურცელი.
ბოლოს, ტრენერი დაფაზე, ერთმანეთის ქვემოთ, ხატავს 3 (მომღიმარი, გაბრაზებული და ნეიტრალური) სახეს და სთხოვს ბავშვებს, თქვან თუ რა ემოციური მდგომარეობა აქვთ იმ მომენტში.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,იპოვე შენი ვაშლი“
მიზანი:
- ყურადღების, მეხსიერების განვითარება;
- ბავშვების გართობა და ერთმანეთთან დაკავშირება.
მასალა: კალათა, 10-12 ვაშლი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ურიგებს ბავშვებს თითო ვაშლს, რომელიც მათ უნდა ,,შეისწავლონ“ და დაიმახსოვრონ. შემდეგ ყველა დებს თავის ვაშლს საერთო კალათაში. ტრენერი ურევს ვაშლებს, რის შემდეგაც ბავშვებმა უნდა იპოვონ თავიანთი ვაშლები და შეუძლიათ შეჭამონ იგი.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“\\
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მოულოდნელი სურათები“
მიზანი:
- ვასწავლოთ ბავშვებს თანამშრომლობა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება;
- მივცეთ ბავშვებს თვითგამოხატვის საშუალება ხატვის მეშვეობით.
მასალა: საღებავები, ფუნჯები, ფლომასტერები, ფანქრები, ფორმატის ფურცლები.
ინსტრუქცია:
ბავშვები სხდებიან იატაკზე ფორმატის გარშემო და ტრენერი აძლევს თემას, მაგ., ,,ბედნიერება“, ,,სკოლა“. ყველას სათითაოდ ეძლევა საშუალება დახატოს 2 წუთის განმავლობაში. ყოველი მომდევნო ბაშვი აგრძელებს სურათის ხატვას.
შეკითხვები:
- რისი დახატვა გინდოდათ?
- გამოგივიდათ, რაც გინდოდათ?
- როგორ იგრძნობდით თავს, როდესაც თქვენი სურათი გადაასხვაფერა მომდევნო მონაწილემ?
- მოგეწონათ თუ არა საერთო ნამუშევარი?
2. სავარჯიშო: ,,ხილის სალათი“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
წრეში, რომელსაც აკლია ერთი სკამი, სხედან ბავშვები. ტრენერი ჩამოათვლევინებს ბავშვებს: მანგო, ბანანი, ანანასი, კივი. ბავშვებმა უნდა დაიმახსოვრონ ის ხილი, რომელიც ხვდათ წილად. შემდეგ, ტრენერი ასახელებს რომელიმე ხილს, მაგალითად, კივი. ის ბავშვები, რომლებიც არიან ,,კივი“, უნდა ადგნენ და სწრაფად გაცვალონ ადგილები. ტრენერი ცდილობს დაიკავოს თავისუფალი ადგილი და ფეხზე დარჩენილი ბავშვი ხდება წამყვანი. თუ წამყვანი დაიძახებს - ,,ხილის სალათი“, ყველა უნდა წამოდგეს და გაცვალოს ადგილები.
3. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
/იხილეთ III შეხვედრის ინსტრუქცია/
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
5. საახალწლო პიესის რეპეტიცია.
თუ ბავშვებმა ვერ მოიფიქრეს სცენარი, მაშინ ტრენერი თვითონ აწვდის სავარაუდო სცენარებს და ჯგუფის წევრები ირჩევენ ერთ-ერთს. შეიძლება დაიდგას სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით სპექტაკლი. (,,ძალა ერთობაშია“, ,,ძუნწი და ოქრო“, ,,ენით დაკოდილი“, ,,ქურდი მკერავი“ და სხვა). ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შერჩეული როლი და მონაწილეობდეს სპექტაკლში.
XIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ბუნება“
მიზანი:
- საკუთარი თავის უკეთ შეცნობა;
- ბუნებისა და ცხოველების გაცნობა და შეყვარება.
მასალა: ცხოველების სურათები, ფურცლები, კალმისტრები და ფორმატზე ჩამოწერილი ,,კრიტერიუმების“ ჩამონათვალი.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე მიმოფანტავს სურათებს და ბავშვებს სთხოვს, ამოარჩიონ ერთი სურათი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (ერთი ცხოველი 2 ან 3 ბავშვმაც შეიძლება ამოარჩიოს):
- მოგწონს
- ხასიათით გგავს
- გინდამისი ცხოვრებით იცხოვრო
- გინდა დაეხმარო
- მას აწუხებს...
- სურათი ერთ შემთხვევას გაგონებს
- სხვა...
ჯგუფის წევრებს სურათის ამორჩევის შემდეგ, ეძლევათ 10 წუთი, რათა ფურცლებზე ჩამოწერონ ის არგუმენტები, რის გამოც ამოარჩიეს მათ ეს ცხოველი. შემდეგ, ეწყობა ჩანაწერების პრეზენტაციები, მოსაზრებების გაცვლა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,ბუშტი“
მიზანი:
- ვასწავლოთ ბავშვებს თანამშრომლობით, გაერთიანეული ძალებით საერთო მიზნის მიღწევა.
მასალა: გასაბერი ბუშტი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ყოფს ბავშვებს 3-4 კაციან გუნდებად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თითოეულმა გუნდმა ხელით შეხების გარეშე, ერთად, სულის შებერვით, ბუშტი დანიშნულ ადგილამდე უნდა მიიტანოს. მოგებული იქნება ის გუნდი, რომელიც მოცემულ დავალებას ყველაზე სწრაფად შეასრულებს“.
შეკითხვები:
- რამ შეგიშალათ ხელი?
- რა მოგეწონათ?
- რას გრძნობდით დავალების შესრულების დროს?
3. სავარჯიშო: ,,ტრიო“
მიზანი:
- ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი ქცევის სხვა ბავშვების ქმედებასთან სინქრონიზირება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფიდან გამოყოფს 3 მსურველს, რომელსაც მისცემს შემდეგ ინსტრუქციას: ,,დადექით მხარდამხარ. შუაში მდგომმა ყუთში ჩადგას ფეხები (მარჯვენა - მარჯვენაში, მარცხენა - მარცხენაში). გვარდით მდგომნი ასევე თითო ფეხს დგამთ ყუთებში. მარჯვნივ მდგომი ყუთში მარცხენა ფეხს დგამს, მარცხნივ მდგომი - მარჯვენას. გუნდის სამივე წევრი ერთ მწკრივში უნდა იდგეს. ახლა ეცადეთ, სამივემ ერთად რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. შეგიძლიათ ერთმანეთს ხელი ჩაკიდოთ, ან მხარზე დაადოთ“.
სავარჯიშოს წარმატებით შესრულების შემდეგ, ტრენერმა თამაშში ჯგუფის სხვა წევრებიც უნდა ჩართოს. 5-6 წუთის შემდეგ, შეიძლება მონაწილეებს როლები შევუცვალოთ.
შეკითხვები:
- მოგეწონათ ეს სავარჯიშო (თამაში)?
- ყველაზე უფრო რა გაგიჭირდათ?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,ნიღაბი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- საკუთარი თავის წარმოჩენის სწავლება.
მასალა: ფერადი ფურცლები, მაკრატლები, წებო, ფერადი ფანქრები, ბრჭყვიალები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფერად ფურცლებს, მაკრატლებს, წებოს, ფერად ფანქრებს, ბრჭყვიალებს და აძლევს შემდეგ დავალებას: ,,თითოეულმა ბავშმა გააკეთოს მისთვის სასურველი ნიღაბი (მაგ., გვირგვინი, მზე, ცხოველები და ა.შ.).
შემდეგ, თითოეული ბავშვი წარმოადგენს თავის ნიღაბს, აუხსნის ჯგუფს, თუ რას გულისხმობდა - რა ან ვინ წარმოადგენდა და რატომ (პრეზენტაცია)“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
5. სავარჯიშო: ,,სანთლის ჩაქრობა“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- ბავშვების აქტიური დასვენება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავებს წრეში აყენებს. წამყვანის (ტრენერის) ტაშის შემოკვრაზე, ,,სანთლები“ ინთებიან - ბავშვები ხელებს მაღლა სწევენ და ,,ალის“ მსგავსად ათრთოლებენ, ამოძრავებენ. ტრენერის ძლიერ ,,სულის შებერვაზე“, სანთლები ,,ქრებიან“ - ხელები დაბლა ეშვება და პატარები წელში იხრებიან. ტაშის შემოკვრაზე კვლავ ,,ინთებიან“. შეიძლება ბავშვებმა ,,სანთლის“ ,,ანთება“ და ,ჩაქრობა“ ვერბალურად გააფორმონ.
შეიძლება შეიცვალოს ნიშნის მიცემის (ტაშის შემოკვრა) ტემპი (სიჩქარე) ან რიგითობა (ზედიზედ ორჯერ ,,აინთოს“ ან ,,ჩაქრეს“ ,,ტორტი“).
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ამ თამაშში?
- რა გაგიჭირდათ?
6. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრით ინსტრუქცია/
XIV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,სიამის ტყუპები“
მიზანი:
- ბავშვებში ნებისყოფის გამომუშავება;
- თანამშრომლობის სწავლება.
მასალა: თხელი თავსაფარი, ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს აწყვილებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,წყვილებს შეუძლიათ წრის შიგნით დასხდნენ და დახატონ სურათი, მაგრამ ინსტრუქციის მკაცრი დაცვით. ამ თამაშში მთავარია, წყვილებმა ერთად იმოქმედონ, ერთმანეთს დაეხმარონ, როგორც ერთმა ადამიანმა - ისე იმოქმედონ. ერთმა, რომელსაც თვალებს ავუხვევთ, უნდა დახატოს, მეწყვილე კი მისი ,,თვალები“ იქნება და უკარნახებს საითკენ, როგორ გახაზოს, მიაწვდის ფანქარს, მაგრამ თვითონ არა აქვს ხატვის უფლება. მათ 3 წუთის განმავლობაში უნდა დახატონ სურათი. ჯგუფის დანარჩენი წევრები ჩუმად, ყურადღებით უყურებენ. ხმის ამოღების უფლება არც წრეში მყოფ წყვილს აქვს. მოგებულია ის ჯგუფი, ვისაც ყველაზე ლამაზი სურათი გამოუვა.
შეკითხვები:
- რამდენად მოგეწონათ ერთობლივი ნახატი?
- რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
- რა არის თანამშრომლობის უპირველესი პირობა?
- როგორ გგონიათ, შეძელით მეწყვილესთან თანამშრომლობა?
2. სავარჯიშო: ,,პალმა - სპილო“
მიზანი:
- ყურადღების განვითარება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ბავშვები დგებიან წრეში და ითვლიან 1-2-3-ზე. როდესაც ტრენერი ამბობს - ,,პალმა“, ყველა მე-2-ე ხდება ,,პალმა“ და ხელებს ზევით სწევს, ხოლო პირველი და მესამე ,,ტოტები“ ხდებიან (პირველი - ზევით და მარცხნივ სწევს ხელებს, მესამე - ზევით და მარჯვნივ). როდესაც ტრენერი ამბობს ,,სპილო“, მეორეები თავებს ხრიან წინ და ხელებით ხორთუმს აკეთებენ, პირველი და მესამე კი სპილოს ყურები იქნებიან (პირველი - მარცხენა ყურს აკეთებს, მესამე - მარჯვენას).
3. სავარჯიშო: ,,საყვარელი სავარჯიშო“
მიზანი:
- მეხსიერების გავარჯიშება;
- ბავშვების გახალისება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, გაიხსენონ სავარჯიშოები, რომლებიც წლის განმავლობაში გაიარეს და ამოარჩიონ ერთ-ერთი. ტრენერი ჯგუფს აძლევს საშუალებას, გაიხსენონ ამორჩეული სავარჯიშოს ინსტრუქცია და შეასრულონ ის.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,წიგნის კითხვა“
/იხილეთ II შეხვედრის ინსტრუქცია/.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,დირიჟორი“
მიზანი:
- ჯგუფში ერთსულოვნების ჩამოყალიბება;
- ერთმანეთზე დაკვირვების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის ორ წევრს სთხოვს, გავიდეს ოთახიდან, დანარჩენებს კი აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ერთ-ერთი, მსურველი, იქნება ,,დირიჟორი“, რომელიც მართავს ჯგუფს. ის ნელ მოძრაობებს უნდა აკეთებდეს, რომელსაც დანარჩენები გაიმეორებენ. გარედან შემოსული ჯგუფის წევრები - ,,გამომცნობები“, უნდა მიხვდნენ, თუ რომელია ,,დირიჟორი“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
2. სავარჯიშო: ,,დაუმთავრებელი წინადადებები“
მიზანი:
- მივცეთ ბავშვებს საშუალება, ჩაუღრმავდნენ სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას;
- უარყოფითი ემოციებისაგან განტვირთვის ალტერნატიული გზების ძიება.
მასალა: ბარათები დაუმთავრებელი წინადადებებით.
ინსტრუქცია:
ტრენერი ხმამაღლა კითხულობს დაუმთავრებელ წინადადებებს და წრეში, რიგრიგობით, სთხოვს ბავშვებს, დაასრულონ წინადადებები.
- მე მომწონს....
- ჩემი საყვარელი საქმიანობა არის...
- მე მიხარია, როცა...
- ჩემი საყვარელი ფერია...
- თუ რაღაც კარგად გამომივიდა...
- თუ მოწყენილი ვარ...
- თუ ჩემით ვინმე აღფრთოვანდა...
- თუ არა მაქვს რაიმეს გაკეთების სურვილი...
- თუ რაღაცის მეშინია...
- მე ვამაყობ...
- ჩემი საყვარელი საჭმელია...
- ათი წლის შემდეგ...
- მე ვაპირებ...
- ყველაზე მეტად მინდა, რომ...
- ჩემი მომავალი სპეციალობა...
- ამ ქვეყნად ყვალაზე ლამაზია...
- საშინლად ვბრაზდები, როცა...
- ხუთი წლის შემდეგ მე...
- ჩემთვის ყველაზე ძნელია...
- ძალიან მწყინს, როცა...
- ჩამი საყვარელი ცხოველია...
- მე ვისვენებ, როცა...
- ჩემი საყვარელი წელიწადის დროა...
- როცა წვიმს, მე...
- ზაფხულში მე...
- საქართველო ჩემთვის არის...
- ამ შეხვედრებზე მე...
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
3. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხილეთ I შეხვედრის ინსტრუქცია/.
4. პიესის ბოლო რეპეტიცია.
XVI შეხვედრა
1. სპექტაკლი
2. კოსტიუმირებული კარნავალი
3. განვლილი შეხვედრების გახსენება
4. ზეიმი
II ეტაპი
I შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,განვლილი თვის შეფასება და მომავალი გეგმების გაცნობა“
მიზანი:
- წინა შეხვედრების გახსენება;
- დადებითი ემოციების გაღვივება;
- განვლილი სავარჯიშოების გახსენება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს და ესაუბრება მათ განვლილ თვეზე:
- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- როგორ გაატარეთ არდადეგები?
- ამ დროის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში რა მოხდა მნიშვნელოვანი?
- ამის შემდეგ, ტრენერი სთხოვს ჯგუფს, განვლილი შეხვედრების გახსენებას. იგი ეკითხება მათ:
- რა დაგამახსოვრდათ წინა შეხვედრებიდან?
- რა არ მოგეწონათ წინა შეხვედრებში?
- რა მოგეწონათ წინა შეხვედრებში?
- რისი გამეორება ან დამატება გსურთ მომავალ შეხვედრებზე?
- რა მოგცათ ჩვენმა შეხვედრებმა ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით?
- რას მოელით ჩვენი ახალი შეხვედრებისაგან?
2. სავარჯიშო: ,,მოვძებნო ჩემი მსგავსი“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება;
- ჯგუფის შეკვრა.
მასალა: ფერად პატარა ფურცლებზე /რომლებიც შეიძლება მიწებდეს ტანსაცმელზე/ დახატული წყვილ-წყვილი სიმბოლური ნახატები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს ურიგებს ფერად პატარა ფურცლებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ოთახში იარეთ და მოძებნეთ თქვენი თანატოლი, რომელსაც თქვენნაირი ნახატი აქვს მიკრული გულზე“.
3. სავარჯიშო: ,,აგრესიის შეცვლა“
მიზანი:
- აგრესიული ქცევის უარყოფითი მხარეების ანალიზი;
- საკუთარი ემოციების მოთოკვის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 3 გუნდად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,სავარჯიშოს დროს ხმის ამოღება და ლაპარაკი არ შეიძლება, I გუნდის წევრები იქნებიან ,,არქიტექტორები“, II - ,,კორექტორები“, III - ,,ქანდაკება“. ,,არქიტექტორები“ უნდა შეეცადოს, უსიტყვოდ შექმნან - გამოძერწონ III გუნდის წევრებისგან ,,ქანდაკება“ - აგრესიული ადმიანი. II გუნდის წევრებმა, ანუ ,,კორექტორებმა“ , უნდა გააკეთონ ეს ქანდაკება ისე, რომ ის აღარ იყოს აგრესიული. გუნდები რიგრიგობით ასრულებენ დავალებას, დანარჩენები ჩუმად უყურებენ მათ“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რთული იყო ,,არქიტექტორის“, /,,კორექტორის“ ან ,,ქანდაკების“/ როლის შერრულება?
- რას გვასწავლის ეს სავარჯიშო?
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
მიზანი:
- აქტიური მოსმენის სწავლება;
- ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ რიგირიგობით საუბარი ეხმარებათ მათ, თავი ყურადღების ცენტრში იგრძნონ.
მასალა: ნებისმიერი მიკროფონი (სათამაშო, ძველი, ან თვითნაკეთი).
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სხოვს, დასხდნენ წრეში, აწვდის ,,ჯადოსნურ მიკროფონს“ ჯგუფის ყველა წევრს და უსვამს შეკითხვებს:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- რომელი სავარჯიშო მოგეწონათ და გინდათ, რომ გავიმეოროთ შემდეგ შეხვედრებზე?
- თქვენი აზრით, რომელი სავარჯიშოს შესრულება შეიძლება თქვენს თანატოლებთან ერთად ეზოში, სკოლაში, სახლში?
მიკროფონი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სიტუაციაში: როდესაც ბავშვი აძლევს ინსტრუქციას კლასს, მღერის, ყვება რაიმე სასაცილოს ან საინტერესოს, აგრეთვე, მას შეუძლია თქვას, რა უხარია დღეს, როგორ ხასიათზეა და როგორი იყო დღევანდელი დილა სახლში და ა.შ.
II შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,რობოტი“
მიზანი:
- საკუთარი თავის შეცნობის სწავლება;
- საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვის სწავლება.
მასალა: ფურცლები და კალმისტრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, დაწერონ ქვემოთ აღწერილი სიტუაციიდან შესაძლო გამოსავალი. ის უკითხავს ჯგუფს: ,,წარმოიდგინე, რომ ერთმა შეშლილმა პროფესორმა შექმნა რობოტი, რომელიც შენი ზუსტი ასლია. მას აქვს შენნაირი კანი, თმა, თვალების ფერი და ა.შ. რობოტში ჩადებულია ჩიპი, რომლის მეხსიერებაში შეტანილია მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც შენ დაგიგროვდა დაბადებიდან დღემდე. მას აქვს პრეტენზია, დაიკავოს შენი ადგილი ოჯახში, სკოლაში და თანატოლთა წრეში...“
შემდეგ ტრენერი ეკითხება ბავშვებს: - ,,რას მოიმოქმედებდი იმისათვის, რომ შენი მშობლები, მეგობრები და თანატოლები მიგეხვედრებინა, რომ ადამიანი ,,შენ ხარ“, ის კი მხოლოდ რობოტია?
- რა გამოცდას მოუწყობდი რობოტს სახლში, სკოლაში, ეზოში?
გაითვალისწინეთ: კითხვებზე სწორი და არასწორი პასუხები არ არსებობს!“
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ამ სავარჯიშოს საფუძველზე?
2. სავარჯიშო: ,,აგრესიული ქცევა“
მიზანი:
- ქცევის მიზეზების დადგენის სწავლება;
- როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანის აგრესიული ქცევების ანალიზის სწავლება.
მასალა: ფანქრები და სახატავი ფურცლები.
ინსტრუქცია:
ტრენერი გონებრივი იერიშის საშუალებით, ბავშვებს სთხოვს, აღწერონ აგრესიული ადამიანი: რას აკეთებს, როგორ გამოიყურება ის.
შემდეგ სთხოვს მათ, ფურლებზე ჩამოწერონ ,,რეცეპტი“, რომლის მიხედვითაც შეიძლება აგრესიული ბავშვის გამოვლენა.
მაგ.: შეკრული კოპები, წინ გაწეული მუშტები, ყვირილი, სისასტიკე და ა.შ.
აგრესიის გარე გამოვლინებების გარჩევის შემდეგ, ტრენერი სვამს შემდეგ შეკითხვებს:
- რატომ ხდება ადამიანი აგრესიული?
- რა არის, შენი აზრით, აგრესიულობა?
- შენ როდის ავლენ აგრესიას?
- აქ, შეხვედრებზე, ხშირად ხვდები აგრესიულ ქცევას?
- რატომ ცდილობენ უფროსებიც და ბავშვებიც სხვა ადამიანების დამცირებას?
- როგორ იქცევა მსხვერპლი, დაზარალებული, რას გრძნობს ის?
ბოლოს, ჯგუფის წევრებმა თაბახის ფურცლები ვერტიკალური ხაზით შუაზე უნდა გაყონ. მარჯვენა მხარეს მათ უნდა დაწრონ, თუ როგორ ავლენენ მის მიმართ აგრესიას /უფროსები, ბავშვები/ და მარცხენა მხარეს - თავად ისინი როგორ ავლენენ აგრესიას სხვების /უფროსების, თანატოლების/ მიმართ.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
3. სავარჯიშო: ,,მიზეზების ჩამონათვალი“
მიზანი:
- სიტუაციის ანალიზის სწავლება;
- სხვა ადამიანების ქცევის, მიზნების, საქციელის მოტივის გაგების სწავლება;
- აზროვნების განვითარება.
ინსტრუქცია:
1-ეტაპი
ტრენერი აღწერს რომელიმე უჩვეულო სიტუაციას და, გონებრივი იერიშის საშუალებით, ბავშვებს სთხოვს, სიტუაციის ანალიზს: რატომ მოიქცა ესა თუ ის ადამიანი ასე? რითი შეიძლება ეს სიტუაცია აიხსნას? რა ამოძრავებდა თითოეულ ადამიანს? და ა.შ.
შესაძლო სიტუაციები:
ა) ერთმა ადამიანმა მეორეს შეკითხვაზე მოულოდნელად უხეშად უპასუხა;
ბ) ბავშვმა თანაკლასელს ტელეფონით დავალება ჰკითხა, მან კი თანატოლს უხეშად უპასუხა და ყურმილი დაუკიდა.
ბავშვების პასუხებს დაფაზე წერს (10 წუთი)
2-ეტაპი
ტრენერი ჯგუფს 2 გუნდად ყოფს და ურიგებს წინასწარ მომზადებულ, სიტუაციების შემცველ, ტექსტებს.
შესაძლო სიტუაციები:
ა) გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლე უმნიშვნელო შეცდომის, უყურადღებობის ან ცელქობის გამო საშინლად გალანძღა, უყვირა და კლასიდან გააგდო.
ბ) სახლში, გვიან საღამოს, ბავშვი ტელევიზორს უყურებს. უეცრად ოთახში დედა შემოდის და მას საშინლად უბრაზდება, უყვირის და დასჯით დაემუქრა.
ჯგუფებმა სიტუაციის მიხედვით, უნდა მოიფიქრონ სცენარები და დადგან იმპროვიზირებული ,,სპექტაკლები“ /მოსაფიქრებლად - 10 წუთი, სპექტაკლისთვის 10 წუთი/.
3-ეტაპი
თითოეული ,,სპექტაკლის“ შემდეგ, ტრენერი ეხმარება ჯგუფის ანალიზის გაკეთებაში და სვამს შემდეგ შეკითხვებს:
- რატომ მოიქცა უფროსი /მასწავლებელი/, დედა/ ასე?
- როგორი რეაქცია ექნებოდა ბავშვს მასწავლებლის, დედის უხეშ ქცევაზე?
- რატომ მოხდა ეს?
- რა ამოძრავებდა ამ სიტუაციებში თითოეულ ადამიანს, რა უნდოდა დაემტკიცებინა?
- უნებლიედ, სპონტანურად მოხდა ყველაფერი, თუ მოსალოდნელი იყო, რომ სიტუაცია ასე განვითარებოდა?
- როგორ გრძნობდი თავს შენი როლის შესრულების დროს?
- რა შეიძლება შევცვალოთ თითოეულ სცენარში?
- თქვენ რომ უფროსი ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?
- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი უსიამოვნო სიტუაციები თავიდან ავიცილოთ?
4. სავარჯიშო: ,,კეთილად განწყობილი ხატი“
მიზანი:
- დადებითად განწყობილი ადამიანი წარმოდგენა;
- როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანის ქცევის ანალიზის სწავლება.
მასალა: ფურცლები, ფანქრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სთხოვს დახატონ და დაახასიათონ კეთილად, დადებითად განწყობილი ადამიანი, ბავშვი.
დავალების შესრულების შემდეგ, ბავშვები აწყობენ პრეზენტაციებს. ტრენერი აგროვებს ბავშვების ნახატებს.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- როგორი ადამიანი, ბავშვი უფრო მოგწონთ აგრესიული თუ ახლა თქვენს მიერ შექმნილი?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
III შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მეგობრის ბიოგრაფია“
მიზანი:
- საკუთარი და სხვა ადამიანის ცხოვრების სტილის, წესის შედარება;
- თანატოლის, რომელსაც მეგობრად მივიჩნევთ, უკეთ შეცნობა.
მასალა: პატარა ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია ჯგუფის წევრების სახელები.
ინსტრუქცია:
ტრენერი. ბავშვებს ურიგებს (შემთხვეითი არჩევით) პატარა ფურცლებს, რომლებზეც ჯგუფის წევრების სახელებია ჩემოწერილი. ჯგუფის თითეოულმა წევრმა უნდა მოყვეს იმ თანატოლის ბიოგრაფია, ვისი სახელიც მას შეხვდა. ბიოგრაფია ტრენერის მიერ დაფაზე ჩამოწერილი შეკითხვების მიხედვით უნდა დალაგდეს.
შეკითხვები:
- ასაკი
- დაბადების თარიღი
- გარეგნობის აღწერა
- ოჯახის წევრები
- რისი კეთება უყვარს
- რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად
- რა უყვარს მას ყველაზე მეტად
- როგორი ხასიათი აქვს
თუ ბავშვს რომელიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ან არ იცის, შეუძლია ჯგუფის სხვა წევრებს ჰკითხოს. ჯგუფმა არ იცის ვის ბიოგრაფიას გადმოსცემს და მათ უნდა გამოიცნონ, თუ ვის შესახებაა ლაპარაკი.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რა გაიგეთ ახალი მეგობრების შესახებ?
2. სავარჯიშო: ,,ბილიკები“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება.
მასალა: ფერადი თოკები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს ორ გუნდად. ოთახის მთელ სიგრძეზე, ჩახლართულად, ფერადი თოკები იდება, თითო გუნდისთვის თითო თოკია გამოყოფილი. ტრენერი შეჯიბრებას აწყობს და ერთდროულად ორი გუნდიდან თითო ბავშვს უშვებს, რომელმაც სწრაფად უნდა გაირბინოს ,,ლაბირინთი“, უკან დაბრუნდეს და შემდეგს ხელი შეახოს. მოგებულია ის გუნდი, რომელიც სწრაფი იქნება.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რა გიშლიდათ ხელს?
3. სავარჯიშო: ,,საგნების გამოყენების საშუალებები“
მიზანი:
- შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
- ფანტაზიის განვითარება;
- აუდიალური აღქმის განვითარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ასახელებს გარკვეულ საგნებს. ჯგუფის წევრებმა უნდა თქვან, თუ როგორ შეიძლება ამ საგნების გამოყენება. შეიძლება დასახელდეს ყოვლად არასტანდარტული ვარიანტებიც, მაგრამ პასუხები რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. ბავშვები ინდივიდუალურად წერენ ფურცლებზე თავიანთ მოსაზრებებს. ტრენერმა ყველა პასუხი დაფაზე უნდა ჩამოწეროს. საგნის განადგურების ან ბარბაროსული მეთოდების დასახელება არ შეიძლება.
საგნების შესაძლო ჩამონათვალი:
- მუყაოს ყუთი
- თიხის ქოთანი
- ხის ფიცარი
- პლასტმასის ბოთლი /1,5ლ/
- ფიალა
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გვასწავლის ეს სავარჯიშო?
4. სავარჯიშო: ,,ენციკლოპედიის კითხვა ჯგუფებში“
მიზანი:
- ახალი ინფორმაციის იღება;
- მეხსიერების და აზროვნების განვითარება.
მასალა: ენციკლოპედიის ქსეროასლები /4 ეგზემპლარი/.
ინსტრუქცია:
I ვარიანტი:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 4 გუნდად და ურიგებს ერთი მთლიანი ტექსტის ნაწილებს. თითოეულ გუნდს ევალება თავისი კუთვნილი ნაწილის წაკითხვა, აზრის გამოტანა, დამახსოვრება და სხვა გუნდებისათვის გაცნობა, მოყოლა. ტრენერი იცავს გუნდების მუშაობის თანმიმდევრობას ისე, რომ ოთხივე ნაწილისგან მთლიანი ტექსტი გამოვიდეს.
II ვარიანტი:
ტრენერი ტექსტის ქსეროასლს ყოფს იმდენ ნაწილად, რამდენი ბავშვიცაა ჯგუფში და, თანმიმდევრობის მიხედვით, ნომრავს. ყველა ბავშვი იმახსოვრებს თავის ნაწილს და ნომერს. ბოლოს, ტრენერი ჯგუფის წევრებს წიგნიდან მთლიანად უკითხავს ტექსტს.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
IV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,რადიოთეატრი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- აუდიალური აღქმის განვითარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს გუნდებად (5-6 ბავშვი თითო გუნდში) და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ერთმა გუნდმა უნდა მოიფიქროს რაიმე ამბავი, სიუჟეტი, რომელიც შემდეგ სიტყვების გარეშე, სხვადასხვა ხმების (კატის კნავილი, ძაღლის ყეფა, ფეხების ბაკუნი და ა.შ.) და ხმაურის მეშვეობით უნდა ,,მოყვეს“. მეორე გუნდმა კი უნდა გამოიცნოს, თუ რას ყვებიან. ის ბავშვები, რომლებიც უსმენენ, უნდა ისხდნენ ჩუმად, ზურგით, თვალდახუჭულნი“.
შეკითხვები:
- რა უფრო მოგეწონათ: ამბის მოსმენა თუ მისი დადგმა?
- რა გაგიჭირდათ?
2. სავარჯიშო: ,,ნაფოტი მდინარეზე“
მიზანი:
- ნდობის, ერთსულოვნების სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ორად ყოფს და ერთმანეთის პირისპირ, ორ მწკრივად, აყენებს. მწკრივში მდგომნი ,,მდინარის“ როლს ასრულებენ და ხელები აქვთ ერთმანეთისკენ გაშვერილი ისე, რომ თითებით ერთმანეთს ეხებიან. ერთ-ერთი ბავშვი (მსურველი) იქნება ,,ნაფოტი“. ის თვალებს ხუჭავს და სურვილისამებრ მოძრაობს ორ მწკრივს შორის, ,,მდინარეზე“. ,,მდინარე“ უნდა დაეხმაროს ,,ნაფოტს“, სწორი მიმართულებით ბოლომდე გავიდეს. როდესაც ერთი ,,ნაფოტი“ ,,მდინარეზე“ გადავა, ის ,,მდინარის“ ნაწილი ხდება, ხოლო ,,ნაფოტი“ - ჯგუფის სხვა წევრი (მაგ., მწკრივის I ბავშვი). ,,ნაფოტის“ როლში ყველა ბავშვი უნდა იყოს.
შეკითხვები:
- რას გრძნობდით, როდესაც ,,მდინარე“ იყავით?
- რას გრძნობდით როდესაც ,,ნაფოტი“ იყავით?
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
3. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
მიზანი:
- ახალი ინფორმაციის მიღება;
- მეხსიერების და აზროვნების განვითარება.
მასალა: წიგნი - ,,საფეხურები“
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ხმამაღლა უკითხავს წიგნს - ,,საფეხურები“, სვამს შეკითხვებს და, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებმა ვერ უპასუხეს, წიგნიდან უკითხავს პასუხებს.
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
V შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ცხელი სკამი“
მიზანი:
- ბავშვების პრობლემების დადგენა;
- მუშაობაში აქტიურად ჩართვის სწავლება.
ინსტრუქცია:
ბავშვები სხდებიან წრეში. ტრენერი მათთან ერთად არჩევს თემას (მეგობრობა, სკოლა, ოჯახი და ა.შ.) რომლის შესახბაც ისაუბრებენ.
შემდეგ, ტრენერი აძლევს ჯგუფს ინსტრუქციას: ,,თუ არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომელსაც მე ხმამაღლა წაგიკითხავთ, ადექით ფეხზე და ადგილი გაუცვალეთ იმ თანატოლს, რომელიც აგრეთვე წამოდგა. იმ ბავშვებმა, რომლებიც არ ეთანხმებიან ტრენერის მიერ წაკითხულს, უნდა ახსნან, რატომ არ ეთანხმებიან. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით მოსაზრებას, ფეხზე არ დგებით“.
I თემა: სკოლა
1. მე მომწონს ჩემი სკოლა.
2. მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი /დამრიგებელი/.
3. მე მინდა სხვა სკოლაში ვსწავლობდე.
4. ბავშვები უნდა სწავლობდნენ მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც სურთ.
5. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ახალი საგნები.
6. ბავშვს შეუძლია, სურვილის მიხედვით იაროს სკოლაში.
7. მე დავდივარ სკოლაში მეგობრებთან გასართობად.
8. მე დავდივარ სკოლაში ცოდნის მისაღებად.
9. ყველამ უნდა იაროს სკოლაში.
10. სწავლა ფასიანი უნდა იყოს.
II თემა: მეგობრობა
1. მე ბევრი მეგობარი მყავს.
2. მე კარგი მეგობარი არა მყავს.
3. მე კარგი მეგობარი ვარ.
4. მეგობარი ყოველთვის დაგეხმარება სიძნელეების დაძლევაში.
5. ნამდვილი მეგობარი მხოლოდ ერთი შეიძლება გყავდეს.
6. მე მეგობრის გარეშეც შემიძლია ცხოვრება.
7. მე შემიძლია დავუთმო ჩემს მეგობარს.
8. მეგობარი შეძლებული ოჯახიდან უნდა იყოს.
9. მე ხშირად ვიცვლი მეგობრებს.
10. გოგოებმა გოგოებთან უნდა იმეგობრონ, ბიჭებმა - ბიჭებთან.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა გაგიჭდათ?
- რა გაიგეთ ახალი მეგობრობის და სკოლის შესახებ?
2. სავარჯიშო: ,,მეხსიერების ცხრილები“
მიზანი:
- ხანმოკლე მეხსიერების შემოწმება;
- ხანმოკლე მეხსიერების განვითარება.
მასალა: დაფა, ცარცი, ფურცლები და კალმისტრები.
ინსტრუქცია:
ტრენერი წინასწარ მომზადებულ 8 ან 10 ციფრს წერს დაფაზე (არეულად). ბავშვები 5 წამის განმავლობაში აკვირდებიან დაფას. შემდეგ, ტრენერი შლის დაფაზე დაწერილ ციფრებს და 30 წამის შემდეგ, სთხოვს ჯგუფის წევრებს, დაწერონ ციფრები იმ თანმიმდევრობით ფურცლებზე, როგორც ეს დაფაზე იყო მოცემული. (30 წამი). შემოწმებისას, მნიშვნელობა აქვს როგორც ჩამოწერილი ციფრების რაოდენობას, ისე თანმიმდევრობასაც.
სავარჯიშოს II ეტაპზე ტრენერი იმეორებს ყველაფერს, ერთი გამონაკლისით: ის ჯგუფს ნელა 2-ჯერ უკითხავს ციფრებს.
ტრენერმა ბავშვებს უნდა აუხსნას, რომ რამოდენიმე შეცდომას თითქმის ყველა ადამიანი უშვებს.
უკეთესი იქნება, თუ ამ სავარჯიშოს შესრულებისას, ციფრებს ვიზუალურად (და აუდიალურად) რამდენჯერმე მივაწვდით ბავშვებს (სანამ არ მობეზრდებათ).
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
3. სავარჯიშო: ,,საკუთარი თავის პატივისცემა“
მიზანი:
- საკუთარი თავის შეცნობა;
- სხვა ადამიანების ქცევის, განცდების, მოტივის შეცნობის სწავლება;
- მიეცეთ ბავშვებს შესაძლებლობა მნიშვნელოვან პიროვნებებად იგრძნონ თავი.
ინსტრუქცია:
- როგორ ხვდები, რომ შენ ვინმეს მართლა კარგ ბიჭად /გოგოდ/ მიაჩნიხარ?
- შეგიძლია გაიხსენო ის დღე, როდესაც შენ შეგაქეს და ,,ძალიან კარგი ბიჭი /გოგო/“ გიწოდეს?
- შეგიძლია დაასახელო ის ადამიანი, რომელსაც შენ საუკეთესო ადამიანად მიიჩნევ?
- რას გრძნობს ადამიანი, რომელიც თავს სულ დამნაშავედ თვლის, ჰგონია, რომ სულ არასწორად იქცევა?
ამის შემდეგ, ტრენერი ბავშვებს წრეში სვამს და აძლევს ინსტრუქციას: ,,გაიხსენე ორი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შენ საუკეთესო, განსაკუთრაებული პიროვნება ხარ; რომელიც გაფასებს და რომელსაც უყვარხარ, უხარია შენი წარმატებები, შენს გვერდით ყოფნა; ამ ადამიანებმა იციან, როგორი ყურადღებიანი, კეთილი შეგიძლია იყო...
დაფიქრდი, რა შეიძლება გირჩიონ მათ შენ? მოისმინე რას გეტყვიან ისინი... თუ ისეთი ადამიანი, ვისაც შენ იცნობ და ვისაც შენ განსაკუთრებულ პიროვნებად მიაჩნიხარ, ვერ გაიხსენე, მაშინ წარმოიდგინე ვინმე, ვისგანაც შენ ყველაზე მეტად გინდა მხარდაჭერა. დაფიქრდი, როგორი ხარ შენ მისი აზრით, როგორი დამოკიდებულება აქვთ შენს მიმართ...
ახლა თუ შეგიძლიათ, ნახატის სახით ან წერილოობით გადმოეცით ის აზრები, რაც ამ სავარჯიშოს შესრულების დროს მოგივიდათ.
- ვის შეუძლია წაგვიკითხოს ან გვითხრას:
- რას გრძნობდა?
- რა სუნი სცემდა, რა შეგრძნებები ჰქონდა?
- ვინ წარმოიდგინა?
- რა შეიძლება ურჩიოს ამ ადამიანმა მას?
- როგორ შეიძლება ადამიანმა აგრძნობინოს სხვას, რომ ის მისთვის განსაკუთრაებული პიროვნებაა და პატივს სცემს მას?“
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯოს შესრულების დროს დროს?
- რა არ მოგეწონათ?
- შეიძლება იმ ადამიანმა, ვისაც თქვენ პატივს სცემთ, რომელიც თქვენ განსაკუთრებულ პიროვნებად მიგაჩნიათ, შეცდომა დაუშვას?
- ბევრ ადამიანს, სჭირდება, რომ ის სხვებმა განსაკუთრებულ პიროვნებად მიიჩნიონ?
- შეიძლება ადამიანმა თავისი თავი წარმოიდგინოს ,,განსაკუთრებულად“?
- შეიძლება თავი ,,განსაკუთრებულად“ წარმოვიდგინოთ და, ამავე დროს, შეცდომები დავუშვათ?
4. სავარჯიშო: ,,ენციკლოპედიის კითხვა ჯგუფებში“
/იხ. III შეხვედრის ინსტრუქცია/
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
VI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,გარდასახვა“
მიზანი:
- წარმოსახვის უნარის გავარჯიშება;
- აზრის დალაგებულად, დაწყობილად გადმოცემის სწავლება.
მასალა: პატარა ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია საგნების დასახელება.
ინსტრუქცია:
ჯგუფის წევრები მოხერხებულად სხდებიან. ტრენერი ბავშვებს ურიგებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ჩამოწერილია საგნების დასახელება. ბავშვები სათითაოდ ყვებიან ამ საგნების შესახებ. ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოადგინონ, რომ ისინი ის საგნები არიან, რომლებიც ბარათზე დაწერილი შეხვდათ და უნდა ისაუბრონ ამ ნივთის სახელით: რა აწუხებს ამ საგანს; რა ახვევია გარს; როგორ ცხოვრობს; რა უყვარს; როგორია მისი წარსული, მომავალი დ ა.შ.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
- ხომ არ გსურდათ, სხვა საგანი ყოფილიყავით?
2. სავარჯიშო: ,,საჩუქარი“
მიზანი:
- ბავშვების გახალისება და განტვირთვა;
- ფანტაზიის განვითარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს წყვილებად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,წყვილები დადექით ერთმანეთის პირისპირ. არავის აქვს ხმის ამოღების უფლება. ერთმა თავის მეწყვილეს უნდა აჩუქოს საჩუქარი (შეფუთული), მეორე უნდა მიხვდეს, რა აჩუქა მას პირველმა და მიმიკით, ჟესტებით მიახვედროს, თუ რა აღმოაჩინა შეფუთულ ყუთში. მაგ., თუ სუნამოა - დაისხას; საათი ხელზე გაიკეთოს და ა.შ. შემდეგ, დასაჩუქრებული მეწყვილე ჩუქნის საჩუქარს მეორეს. ეს საჩუქარი განსხვავებული უნდა იყოს. როდესაც ერთი წყვილი ასრულებს სავარჯიშოს, დანარჩენები უყურებენ“.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა უფრო გესიამოვნათ - საჩუქრის მიღება, თუ გაჩუქება?
3. სავარჯიშო: ,,რა იქნებოდა რომ...“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ბავშვების ინტერესების დადგენა.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,დაფიქრდით, რა იქნებოდა რომ:
... თქვენ გეპოვათ ჯადოსნური ლამპარი?
... თქვენ ყოფილიყავით იმდენი წლის, რამდენისაც გინდათ?
... გაფრენილიყავით მფრინავი ხალიჩით? სად გაფრინდებოდით?
... გადაქცეულიყავით სხვა ადამიანად? ვინ იქნებოდით?
მოიფიქრეთ და დახატეთ ან დაწერეთ შეკითხვებზე პასუხები“.
უმჯობესია, რომ ტრენერმა ჯგუფს თანმიმდევრობით მიაწოდოს წინადადებები.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- მოგეწონათ, რაც წარმოგიდგინეთ?
- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- არის ისეთი რამ. რაც არ მოგეწონათ?
- თუ არ ხართ კმაყოფილი, რას შეცვლიდით თქვენს მიერ წარმოდგენილ სურათში?
- როგორ გრძნობდით თავს ინსტრუქციის მოცემის დროს და სავარჯიშოს დასრულების შემდეგ?
4. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
/იხ. VI შეხვედრის ინსტრუქცია/.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკოროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
VII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,როლების გათამაშება“
მიზანი:
- პრობლემის დასმის, გააზრებისა და გამოსავლის პოვნის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 2-3 გუნდად. ტრენერი ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თქვენ უნდა გაითამაშოთ მოკლე სპექტაკლი - ,,პიკნიკი ტყეში“, სადაც ყურადღება უნდა მიაქციოთ გარემოს დაბინძურების პრობლემას. 10 წუთის განმავლობაში გუნდებმა შეგიძლიათ მოიფიქროთ სცენარი, აირჩიოთ რეკვიზიტი და გაინაწილოთ როლები. შემდეგ, თითოეული გუნდი წარმოადგენს სპექტაკლს დანარჩენები კი მაყურებლის როლში იქნებიან“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
1. შეგხვედრიათ ასეთი სიტუაცია რეალურ ცხოვრებაში?
2. რითი შეიძლება აიხნას ბრაკონიერების ქმედება და შეიძლება თუ არა მათი გამართლება?
3. თქვენ რომ გქონდეთ ძალაუფლება, რას მოიმოქმედებდით, მათი ქმედების აღსაკვეთად?
2. სავარჯიშო: ,,ინტონაციით გამოხატული ემოცია“.
მიზანი:
- ხმის ტემბრის მიხედვით ადამიანის ემოციის გამოცნობის სწავლება;
- ყურადღებით მოსმენისა და დაკვირვების სწავლება;
- უარყოფითი ემოციებისაგან განთავისუფლება.
ინსტრუქცია:
,,წარმოიდგინეთ, რომ მთელი კლასი სხვა სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ლაპარაკობენ მხოლოდ ხმოვნებით. აქ მცხოვრებნი საკუთარ აზრებს, ემოციებს ამ ხმოვნებს განსხვავებული წარმოთქმით გამოთქვამენ.
ეცადეთ, გადმოსცეთ, როგორ გამოხატავენ ისინი, რომ ბედნიერები არიან. მითხარით ,,ბედნიერი“ აააა, ,,ბედნიერი“ ეეეეე, იიიი, უუუუ, ოოოო...“
ტრენერმა უნდა გააკონტროლოს, რომ ყველა ბავშვი მონაწილეობდეს ამ სავარჯიშოს შესრულებაში. მან, აგრეთვე, ბავშვებს უნდა გამოახატინოს სხვა გრძნობებიც: ბრაზი, შიში, სიყვერული, სიამაყე, ცნობისმოყვარეობა.
ამის შემდეგ, ტრენერმა ბავშვებს ყურადღება უნდა მიაქცევინოს იმაზე, თუ როგორ ეცვლება ადამიანს განსხვებული ემოციების გამოხატვის დროს სხეულის მოძრაობა, მიმიკა, პოზა, ხმის ტემბრი...
ტრენერი აწყვილებს ბავშვებს და სთხოვს წყვილებს, 3 წუთის განმავლობაში ისაუბრონ და თან ყურადღებით დააკვირდნენ ერთმანეთს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა გაგიადვილდათ?
- რა გაგიძნნელდათ?
- რომელი ემოციის გამოხატვა იყო თქვენთვის ყველაზე რთული?
- აკვირდებოდით თქვენი მეწყვილის ინტონაციას, რათა ამოგეცნოთ მისი ემოცია?
- რისთვისაა საჭირო ემოცია, გრძნობა?
- ხომ არ გაქვთ თქვენი საკუთარი ,,კანონი“, ,,ეშმაკობა“ ემოციის გამოხატვისა?
3. სავარჯიშო: ,,ენციკლოპედიის კითხვა ჯგუფებში“
/იხ. III შეხვედრის ინსტრუქცია/.
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
VIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,აი, როგორი ვარ მე!“
მიზანი:
- საკუთარი თავის შეცნობა;
- საკუთარი თავის ჯგუფის წევრების წინაშე წარდგენა;
- ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობა.
მასალა: ანკეტები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ურიგებს ბავშვებს ანკეტებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,შეავსეთ ანკეტები (რომელიც ,,მეგობრობის დღიურს“ მოგვაგონებს). ასევე, შეგიძლიათ თქვენს შესახებ დაუმატოთ ინფორმაცია, რომლის შესაბამისი გრაფიკაც ანკეტაში არ არის და თქვენ კი მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ“.
ანკეტის შევსების შემდეგ, ბავშვები (ვისაც სურვილი აქვს) ხმამაღლა კითხულობენ პასუხებს. ჯგუფის დანარჩენი წევრები ყურადღებით უსმენენ; მათ ასევე, შეუძლიათ მომხსენებელს შეკითხვები დაუსვან.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი თქვენი მეგობრების შესახებ?
- რომელ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდათ ყველაზე უფრო?
2. სავარჯიშო:
,,მსგავსება და განსხვავება“
მიზანი:
- ჯგუფის წევრების უკეთ შეცნობა და დაახლოება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,იმოძრავეთ ოთახში ქაოტურად, თავისუფლად და დააკვირდით ერთმანეთს, მოძებნეთ ისეთი ადამიანი, რომელიც, თქვენი აზრით, ძალიან განსხვავდება თქვენგან. თქვენ შეიძლება განსხვავდებოდეთ ერთმანეთისაგან გარეგნული ნიშნებით, ხასიათით ან გუნება-განწყობილებით. როდესაც მეწყვილეს იპოვით, გაესაუბრეთ ერთმანეთს - რატომ აირჩიეთ ერთმანეთი, რა განსხვავებული ნიშნები გაქვთ ორივეს. განსხვავების დადგენის შემდეგ, უნდა იპოვოთ მსგავსებაც“.
ამის შემდეგ, ბავშვები ისევ ქაოტურად აგრძელებენ ოთახში სიარულს და ეძებენ მსგავს ადამიანს. მეწყვილის პოვნის შემდეგ, ისინი ჯერ საერთო, მსგავს თვისებებს ეძებენ, შემდეგ კი განსხვავებულს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაიგეთ ახალი თქვენი მეგობრობის შესახებ?
- რას გრძნობდით თანატოლთან მსგავსების და განსხვავების პოვნის დროს?
ანკეტა
1. მე მქვია --------------------------------------------------------------------------------------------------
2. მე ვარ -------------------------- წლის
3. მე მაქვს ------------------------- ფერის თვალები
4. მე მაქვს ------------------------ ფერის თმები
5. მე ვცხოვრობ --------------------------------------------------------------------------------------------
6. ჩემი ოჯახის წევრები არიან ---------------------------------------------------------------------------
7. ჩემი საყვარელი საჭმელია -----------------------------------------------------------------------------
8. ჩემი საყვარელი ფერია ---------------------------------------------------------------------------------
9. ჩემი საყვარელი ცხოველია ----------------------------------------------------------------------------
10. ჩემი საყვარელი წიგნია -------------------------------------------------------------------------------
11. ჩემი საყვარელი ფილმია -----------------------------------------------------------------------------
12. ჩემი საყვარელი თამაშია -----------------------------------------------------------------------------
13. მე მიყვარს ჩემში --------------------------------------------------------------------------------------
14. ჩემს უახლოეს მეგობარს ჰქვია ----------------------------------------------------------------------
15. ყველაზე უკეთ მე გამომდის ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კეთება
16. ქვეყანა, რომელიც მინდა მოვინახულო, არის -----------------------------------------------------
17. ჩემი მიზანია -------------------------------------------------------------------------------------------
18. მე ყველაზე უფრო მინდა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
19. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
/იხ. IV შეხვედრის ინსტრუქცია/.
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
IX შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მუყაოს კოშკი“
მიზანი:
- თანამშრომლობის სწავლება;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და გამოსავლის პოვნის სწავლება.
მასალა: მუყაოს ფერადი ფურცლები, სკოჩი, წებო, მაკრატლები.
ინსტრუქცია:
ეს სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს ვერბალურად და არავერბალურად.
არავერბალური:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 3-4 გუნდად და ურიგებს მათ თანაბარი რაოდენობით ფერად ფურცლებს, სკოჩებს, წებოს, მაკრატლებს. ბავშვებმა 10 წუთის განმავლობაში, ხმის ამოუღებლად, უნდა ააშენონ კოშკი, რომელიც რაც შეიძლება მაღალი და ლამაზი უნდა იყოს.
შეკითხვები:
- გეყოთ თუ არა ასაშენებლად დრო?
- როგორ მუშაობდა გუნდი?
- ვინ დაიწყო თქვენს გუნდში მშენებლობა?
- ყველამ მიიღო მონაწილეობა?
- როგორ აგებინებდით ერთმანეთს?
- თქვენ ჯგუფს ეხმარებოდით თუ ხელს უშლიდით?
- რას შეცვლიდით?
2. სავარჯიშო: ,,დაუმთავრებელი ისტორია“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- თანამშრომლობის სწავლება;
- ინტელექტუალური რესურსების გამოყენების სწავლება.
მასალა: ნებისმიერი მარტივი ამბის ან ზღაპრის დასაწყისი, ფურცლები, კალმისტრები (მაგ., ძმები გრიმების ზღაპარი ,,მელა და ცხენი“).
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს სამ ან ოთხ გუნდად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,ყურადღებით მოუსმინეთ მოთხრობის (ზღაპრის) დასაწყისს, თქვენ უნდა დაასრულოთ ის. გუნდებში მოილაპარაკეთ და საერთო გადაწყვეტილება მიიღეთ, შეთანხმდით, როგორ დაასრულებთ ამბავს. 10 წუთის შემდეგ, ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ თქვენს მიერ შეთხზული დასასრული“.
პრეზენტაციის შემდეგ, ტრენერი ხმამაღლა კითხულობს მოთხრობის დასასრულს წიგნიდან.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- მოგეწონათ თქვენს მიერ ერთობლივად შექმნილი მოთხრობის დასასრული?
3. სავარჯიშო: ,,მოძებნე, რა აკლია!“
მიზანი:
- ყურადღების და მეხსიერების გავარჯიშება.
მასალა: ფურცელი, კალმისტარი, სათამაშო, საშლელი, ფანქარი, სათლელი და სხვა.
ინსტრუქცია:
ტრენერი წრეში სვამს ბავშვებს, შუაში ალაგებს სხვადასხვა ნივთებს. ერთ-ერთ მსურველს სთხოვს, დაიმახსოვროს სად და რა ნივთი დევს. 1 წუთის შემდეგ, ბავშვი უნდა შემობრუნდეს, ზურგი შეაქციოს წრეს. ტრენერმა კი უნდა შეცვალოს ნივთების განლაგება და რაოდენობა, რის შემდეგაც, ბავშმა უნდა გამოიცნოს, რა შეცვალა ტრენერმა.
შესაძლებელია ამ სავარჯიშოს მეორე ვარიანტის ჩატარებაც. ტრენერმა შეიძლება მთელ ჯგუფს აჩვენოს დაწყობილი ნივთები და სთხოვოს, დაიმახსოვრონ სად რა ნივთი დევს. ნივთების შეცვლის შემდეგ, ბავშვებმა ინდივიდუალურად უნდა დაწერონ, თუ რა შეცვალა ტრენერმა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
4. სავარჯიშო: ,,ენციკლოპედიის კითხვა ჯგუფებში“
/იხ. IIIშეხვედრის ინსტრუქცია/.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/
X შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ჭორაობა“
მიზანი:
- ინფორმაციის დამახინჯების გზების ჩვენება;
- აქტიური მოსმენის სწავლება.
მასალა: მოთხრობა:
,,პატარა ბიჭს ჰყავდა შავი კნუტი, მაგრამ ის პატარა ძაღლზე ოცნებობდა, რომელთანაც ითამაშებდა და იმეგობრებდა. იმდენად დიდი იყო ბიჭის ეს სურვილი, რომ მშობლებმა ერთ მშვენიერ დღეს მას პატარა, თეთრი, ყავისფერ-ლაქებიანი კავკასიური ნაგაზის ლეკვი უყიდეს, იმ პირობით, რომ ლეკვს თვითონ მოუვლიდა. ძაღლთან თამაში ძალიან სახალისო იყო, მაგრამ მოვლა ბევრად უფრო ძნელი აღმოჩნდა... ბიჭს ავიწყდებოდა ან სულაც ეზარებოდა მისი კვება და გასეირნება. მშობლები, ბუნებრივია, უკმაყოფილონი იყვნენ. უკმაყოფილო იყო ძაღლიც. ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში გასული ძაღლი შინ აღარ დაბრუნებულა. კნუტიც მასთან ერთად გაექცა ბიჭს“.
ინსტრუქცია:
ჯგუფის წევრებიდან ერთი მოხალისე რჩება ოთახში, დანარჩენები კი დროებით გადიან. ტრენერი მას ასეთ ინსტრუქციას აძლევს: ,,ყურადებით მოისმინე მოთხრობა, რომელსაც მე წაგიკითხავ. შენ არ გაქვს დაზუსტების, შეკითხვების დასმის უფლება. რაც დაგამახსოვრდება, მოუყევი შემოსულ ბავშვებს. შეეცადე აღიდგინო, რაც შეიძლება მეტი დეტალი. ამის შემდეგ, უნდა გაჩუმდე, მოუსმინო ყველას, მაგრამ ხმა არ უნდა ამოიღო, არ უნდა შესაწორო და კომენტარი არ უნდა გააკეთო“.
ამის შემდეგ, ჯგუფის წევრები რიგ-რიგობით შემოდიან ოთახში, ისმენენ მოთხრობას და შემდეგ, კომენტარის გარეშე, ახალშემოსულ ბავშვებს უყვებიან. ოთახში შემოსული ბავშვი, ოთახშივე რჩება, ის ისმენს ჯგუფის მომდევნო წევრის მონაყოლს, მაგრამ არანაირი კომენტარის გაკეთება, შენიშვნის მიცემა ან შესწორება, მას არ შეუძლია.
სავარჯიშოს ბოლოს, ტრენერი ჯგუფს უკითხავს მოთხრობას და სვამს შემდეგ შეკითხვებს:
- რა ვისწავლეთ ამ სავარჯიშოს მეშვეობით?
- როგორ გგონიათ, რა უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ინფორმაცია არ დამახინჯებულიყო?
ამის შემდეგ, ტრენერი ბავშვებს უხსნის, როგორ შეიძლება ინფორმაციის დამახინჯება, საიდან წარმოიშობა ჭორები.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,თოჯინების თეატრი“
მიზანი:
- ექსპრესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
- საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების შეცნობის სწავლება;
- ფანტაზიის განვითარება.
მასალა: წყნარი მუსიკა დაბალ ხმაზე.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს პატარა სცენარის - ,,თოჯინების მაღაზია“, დადგმას. ყველა ხდება თოჯინა, დგება მაღაზიაში. ,,გამყიდველი“ - ტრენერი, რთავს მუსიკას და ყველა ,,თოჯინა“ ,,ცოცხლდება“ და იწყებს მოძრაობას, ცეკვას. როგორც კი მუსიკა ჩერდება, ,,თოჯინებიც ჩერდებიან.
შემდეგ, ტრენერი აწყვილებს ბავშვებს. მათგან ერთი, იქნება ,,თოჯინა“, ხოლო მეორე - ,,მეთოჯინე“. ტრენერი იძახებს ,,მეთოჯინეებს“ სათითაოდ და ჩუმად ეუბნება, თუ რას უნდა გამოხატავდეს მისი ,,თოჯინა“ (ხელები, ფეხები, პირი, მხრები და ა.შ.). შემდეგ, ,,მეთოჯინეები“ უბრუნდებიან თავიანთ ,,თოჯინებს“ და დავალების შესრულებას იწყებენ (ხმის ამოუღებლად). როდესაც ყველა დაასრულებს დაკისრებულ დავალებას, ტრენერი ეკითხება ,,თოჯინებს“, თუ რას გამოხატავენ ისინი. შემდეგ ბავშვები ცვლიან როლებს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა უფრო მოგეწონათ, ,,თოჯინის“ როლში ყოფნა, თუ ,,მეთოჯინეს“?
3. სავარჯიშო: ,,მსგავსი ხმები“
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაციის სწავლება;
- თანამშრომლობის სწავლება;
- ბავშვების გახალისება და განტვირთვა.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს წყვილებად. წყვილები ირჩევენ რომელიმე ხმას, მაგ., მიაუ, შშ-შშ და ა.შ. შემდეგ, ყველა ხუჭავს თვალს. თვალდახუჭულ ბავშვებს ტრენერი ქაოტურად აყენებს ოთახში. ნიშნის მიცემის შემდეგ, ბავშვები იწყებენ ოთახში მოძრაობას და წინასწარ მოფიქრებული ხმის გამოცემას. მათი მიზანია, მეწყვილის პოვნა. როგორც კი იპოვნიან მეწყვილეს, ხელს ჰკიდებენ და ჩუმად, თვალდახუჭული, გაუნძრევლად დგებიან მანამ, სანამ ოთახში სიჩუმე არ ჩამოვარდება.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- გაგიჭირდათ მეწყვილის პოვნა?
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხედრის ინსტრუქცია/.
XI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,დეტექტივი“ /სად ვარ?/
მიზანი:
- აუდიალური სმენის განვითარება;
- ვიზუალური მეხსიერების განვითარება;
- სივრცის შეგრძნების განვითარება;
- ყურადღების კონცენტრირების სწავლება.
მასალა: თვალის ასახვევი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ირჩევს ,,დეტექტივს“ (მსურველს) და თვალს უხვევს, რათა ,,მხოლოდ ყურებით ხედავდეს“. ტრენერმა თვალახვეული ბავშვი ოთახის კუთხეში უნდ დააყენოს, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა ოთახში ადგილები უნდა შეცვალონ. შემდეგ, ტრენერი ჯგუფს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,დეტექტივი“ ასახელებს ერთ-ერთ ბავშვს, რომელმაც ხმაურის გამოწვევით (არავერბალურად, მაგ., ბაკუნით, კაკუნით, ტაშით...) უნდა შეატყობინოს თავის ადგილსამყოფელი. ,,დეტექტივმა“ ყურადღებით უნდა მოუსმინოს და ხელის გაშვერით მიუთითოს დასახელებული ბავშვის ადგილი. დანარჩენები ჩუმად იყვნენ და ხელი არ შეუშალონ ,,დეტექტივს“.
ამ სავარჯიშოს II ვარიანტის მიხედვით, თვალახვეულმა ,,დეტექტივმა“ ამორჩეული ბავშვი ხმაურის მიხედვით უნდა იპოვოს და ხელით შეეხოს მას.
შემდეგ ,,დეტექტივის“ ადგილს სხვა ბავშვი იკავებს და ა.შ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა უფრო მოგეწონათ: ,,დეტექტივის“ როლში ყოფნა, თუ საპოვნელი ადამიანის?
- შეძელით თუ არა, დახუჭული თვალებით ჩვენი ოთახის წარმოდგენა?
- შეგიძლიათ, თვალდახუჭულმა წარმოიდგინოთ ესა თუ ის ადგილი?
- როგორი ,,დეტექტივი“ ხართ?
2. სავარჯიშო: ,,3 ცხოველი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- თვითგამოხატვის სწავლება;
- სხვა ადამიანების ემოციების სწავლება.
მასალა: ფურცელი, ფერადი ფანქრები, დაფა და ცარცი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს აძლევს ინსტრუქციას: ,,ყურადღებით დააკვირდით დაფას და უპასუხეთ შეკითხვებს. ფურცლები გაყავით სამ ნაწილად, დააწერეთ შეკითხვის ნომერი, დახატეთ შესაბამისი პასუხი და მიაწერეთ, ვინ გამოსახეთ სურათზე: საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანი თუ ადამიანი, რომელიც არ გიყვართ /სურვილისამებრ/.
შეკითხვები:
1) შენ რომ ცხოველად გადაიქცე, რომელი ცხოველი იქნებოდი?
2) შენ რომ შესაძლებლობა გქონდეს, საყვარელ ადამიანს რომელ ცხოველად გადააქცევდი?
3) იმ ადამიანს - რომელი არ გიყვარს?“
ბოლოს, ეწყობა სურათების პრეზენტაცია და ვისაც სურვილი აქვს, ყვება, თუ ვინ დახატა და რატომ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- მოგეწონათ ადამიანების ცხოველად გადაქცევა?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რომელი ადამიანის წარმოდგენა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
3. სავარჯიშო: ,,პრობლემური კვანძი“
მიზანი:
- პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის სწავლება;
- ბავშვების გახალისება და განტვირთვა.
ინსტრუქცია:
ერთ-ერთი ბავშვი გადის ოთახიდან, დანარჩენებს კი ტრენერი აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თქვენ უნდა მაგრად ჩაკიდოთ ერთმანეთს ხელები და გააკეთოთ რთული ,,კვანძი“, გადაიხლართოთ ერთმანეთში. შემოსულმა კი უნდა დაშალოს ეს ,,კვანძი“ ისე, რომ ხელები არავის გაეშვას“. ტრენერი შემოსულ ბავშვსაც აცნობს ინსტრუქციას. ლაპარაკის უფლება მხოლოდ ,,კვანძის“ დამშლელ ბავშვს აქვს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა მოგეწონათ?
- რთული იყო ,,კვანძის“ დაშლა?
- რაც გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
4. სავარჯიშო: ,,ენციკლოპედიის კითხვა ჯგუფებში“
/იხ. III შეხვედრის ინსტრუქცია/.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/ იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,მოულოდნელი წერილი“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ბავშვების გახალისება.
მასალა: ფურცელი და კალმისტარი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს ურიგებს თაბახის ფურცლებს, კალმებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,მოიფიქრეთ და დაწერეთ ერთი წინადადება, რომელიც ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხებს, გადაკეცეთ ისე, რომ არავინ წაიკითხოს და თქვენს მარჯვნივ მჯდომ ბავშვს გადაეცით. უნდა ვეცადოთ, რომ ბოლოს საინტერესო, სასაცილო მოთხრობა გამოვიდეს“. ჯგუფის ყველა წევრმა ერთდროულად უნდა წეროს და ერთ შეკითხვას უპასუხოს. როდესაც ჯგუფის წევრები ყველა შეკითხვას პასუხს გასცემენ, ტრენერი ბავშვებს სთხოვს, გაშალონ ფურცლები და ხმამაღლა წაიკითხონ.
ბავშვები შემდეგი შეკითხვების მიხედვით წერენ:
- ვინ?
- სად?
- ვისთან ერთად?
- რას აკეთებდა?
- რით დასრულდა?
შეკითხვები:
- მოგეწონათ ერთად შექმნილი მოთხრობა/ლექსი?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
2. სავარჯიშო: ,,ბრმა ჩინელი“.
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- ჯგუფში ერთმანეთის ნდობის სწავლება;
- კინესთეტიკური უნარ-ჩვევების განვითარება;
- პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 2 გუნდად. თითოო გუნდიდან თითო ბავშვი გადის გარეთ. დანარჩენებმა უნდა მოიფიქრონ, სად შეიძლება მოხვდეს ოთახიდან გასული ბავშვი. მაგ., სილამაზის სალონში, სტომატოლოგიურ კლინიკაში... შემოსულ ბავშვს ტრენერი უხვევს თვალებს, ის ხდება ,,ბრმა ჩინელები“ და ბარდება გუნდებს. გუნდებმა, რიგრიგობით, მოწინააღმდეგე გუნდის ,,ბრმა ჩინელს“ უნდა ჩაუტარონ, ხმის ამოუღებლად, ის პროცედურები, რომელიც ჩაფიქრებულ დაწესებულებაში ტარდება. ,,ბრმა ჩინელმა“ კი უნდა გამოიცნოს, სად ,,იმყოფება“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა მოგეწონათ?
- რთული იყო ,,ბრმა ჩინელის“ როლში ყოფნა?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობის დროს?
3. სავარჯიშო: ,,პრობლემური სურათის აღწერა“
მიზანი:
- ფანტაზიის გამოვლენა და განვითარება;
- აზროვნების განვითარება.
მასალა: ფოტო ან ნახატი სურათი /პრობლემური სიუჟეტით/.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს უჩვენებს /ჩამოუკიდებს/ სურათს, დაფაზე წერს შეკითხვებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,დააკვირდით სურათს, მოიფიქრეთ სურათის მიხედვით ამბავი, მოთხრობა და დაწერეთ. დაფაზე ჩამოწერილია ის შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ:
- თქვენი აზრით, რა ხატია?
- რა პრობლემას ხედავთ?
- რა მოხდა და რა მოხდება?
- რა ემოციებს გამოხატავენ სურათის გმირები?...“
თუ რომელიმე ბავშვს სურვილი ექნება, შეიძლია ჯგუფს ხმამაღლა წაუკითხოს საკუთარი მოთხრობა.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით, როდესაც ფიქრობდით სურათზე აღბეჭდილ ადამიანებზე?
- რომელი ბავშვის მოთხრობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? რატომ?
4 სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
/ იხ.IV შეხვედრის ინსტრუქცია/.
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრიქცია/.
XIII შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,ასოციაციობანა“
მიზანი:
- ერთმანეთის უკეთ შეცნობა;
- სიმბოლური აზროვნების უნარის გავარჯიშება.
ინსტრუქცია: ჯგუფის წევრები სხდებიან წრეში. ერთი მოხალისე იქნება გამომცნობი, რომელიც ოთახიდან გადის. ტრენერი დარჩენილ ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,თქვენ უნდა ამოირჩიოთ აქ მყოფთაგან ერთ-ერთი, რომელიც გამომცნობს არ ეცოდინება. გარეთ გასული ბავშვი ოთახში შემოდის და შეკითხვების საშუალებით ცდილობს ჩაფიქრებულის გამოცნობას. ის ყველას რიგრიგობით უსვამს შემდეგი სახის შეკითხვებს:
- რა ამინდს გაგონებს?
- რომელ ცხოველს შეგიძლია შეადარო?
- რომელ ავეჯს შეგიძლია შეადარო?
- რომელ მცენარეს შეგიძლია შეადარო?
- რომელ საჭმელს (ნამცხვარს) გაგონებს?
- რომელ ხილს შეგიძლია შეადარო?
- რომელი წიგნის ან კინოს გმირს გაგონებს? და ა.შ.
ჯგუფის წევრებმა უნდა უპასუხოთ, რა ასოციაცია გიჩნდებათ გამოსაცნობ ადამიანებთან დაკავშირებით. გამომცნობი პასუხების მიხედვით უნდა მიხვდეს, ვინ ჩაიფიქრა ჯგუფმა. თუ ძალიან გაუჭირდა გამომცნობს, ის წაგებული რჩება და ჯგუფი ჩაფიქრებული ბავშვის სახელს ეუბნება მას“.
სავარჯიშო შეიძლება რამდენჯერმე იქნას გამეორებული.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- ითამაშებთ ამ სავარჯიშოს მომავალში თანატოლებთან ერთად?
2. სავარჯიშო: ,,გამარჯობა“ /ინტონაცია/.
მიზანი:
- განსხვავებული ემოციების გამოხატვის და ამოცნობის სწავლება;
- განსხვავებული ინტონაციების გამოხატვის და ამოცნობის სწავლ;ება.
მასალა: ბარათები, რომლებზეც აღნიშნულია სხვადასხვა ინტონაციები /დადებითი და უარყოფითი/.
ინსტრუქცია:
ჯგუფის წევრებს ურიგდებათ ბარათები, რომლებზეც აღნიშნულია სხვადასხვა ინტონაციები /დადებითი და უარყოფითი/. ბავშვები წყვილდებიან ,,დადებითის“ და უარყოფითის“ მიხედვით. წყვილები სათითაოდ გამოდიან და ერთმანეთს ესალმებიან იმ ინტონაციით, რომელიც მითითებულია მათ ბარათზე, ერთ-ერთმა მეწყვილემ კი უნდა გამოიცნოს ინტონაცია.
დადებითი ინტონაცია: სიხარული, ბედნიერება, კმაყოფილება, სიამაყე, სიყვარული, კმაყოფილება, სიმპათია.
უარყოფითი ინტონაცია: სევდა, შიში, დარდი, გაკვირვება, გაბრაზება, სიძულვილი, აღშფოთება.
შემდეგ წყვილები იცვლებიან: რომელიც ,,დადებითია“, ის ,,უარყოფითი ხდება“ და ,,უარლყოფითი“ - ,,დადებითი“.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რა უფრო გაგიჭირდათ ინტონაციის გამოხატვა, თუ გამოცნობა?
- რომელი ინტონაციის გამოხატვა იყო უფრო რთული ,,უარყოფითის“ თუ ,,დადებითის“?
3. სავარჯიშო: ,,დაბადების დღე“
მიზანი:
- ჯგუფში ნდობისა და თანამშრომლობის სწავლება;
- ჯგუფის წევრების დაახლოება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,გთხოვთ დაეწყოთ უსიტყვოდ თქვენი დაბადების დღეების მიხედვით: 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე. შემდეგ, თქვენ ხმამაღლა უნდა დაასახელოთ თქვენი დაბადების თარიღები და თუ მწკრივში შეცდომით დგას ვინმე, იქვე უნდა გაცვალოთ ადგილები“.
ბოლოს ბავშვები თანმიმდევრობით ასახელებენ დაბადების თარიღებს.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
4. სავარჯიშო: ,,ემოციების ხატვა“
მიზანი:
- ემოციების შცნობისა და გამოხატვის სწავლება.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფნქრები ან ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,გაიხსენეთ, როდესაც იყავით საშინლად ცუდ ხასიათზე, დათრგუნული, გაბრაზებული. გაიხსენეთ მაშინ რას გრძნობდით, რა ემოციები გიპყრობდათ, რა აზრები გიტრიალებდათ თავში. ეცადეთ ეს ყველაფერი დახატოთ, გადმოიტანოთ ფურცელზე“ (10 წუთი).
,,ახლა გაიხსენეთ, როდესაც იყავით ძალიან ბედნიერი, გახარებული, კმაყოფილი. გაიხსენეთ მაშინ, რას გრძნობდით, რა ემოციები გიპყრობდათ, რა აზრები გიტრიალებდათ თავში. ეცადეთ, ყველაფერი ეს დახატოთ, გადმოიტანოთ ფურცელზე“ (10 წუთი).
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რას გრძნობდით ყოველ ემოციაზე დაფიქრების დროს?
- რომელი ემოციის დახატვა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობთ ახლა, სავარჯიშოს დასრულების შემდეგ?
5. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკორფონი“
/ იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XIV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,წერილი საკუთარ თავს“
მიზანი:
- წინა შეხვედრების გახსენება და ანალიზი;
- ტრენერების დახმარებით, ბავშვებს ეძლევათ საშუალება ანალიზი გაუკეთონ იმას, თუ რა ისწავლეს, რა გაიგეს მათთვის საინტერსო და მნიშვნელოვანი.
მასალა: ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, კალმისტრები, წებო, კონვერტები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ურიგებს ბავშვებს ფურცლებს, ფანქრებს, ფლომასტერებს, კალმისტრებს, წებოს და აძლევს მათ შემდეგ ინსტრუქციას: ,,თქვენ უნდა გაუგზავნოთ საკუთარ თავს მისალოცი ბარათები, რომლებიც იქნება მხატვრულად გაფორმებული და სადაც აღწერილი იქნება, რა აღმოაჩინეთ ახალი; რა განცდებით, როგორები მოხვედით პირველ შეხვედრაზე და რას გრძნობთ ახლა; ამჩნევთ რამე ცვლილებას თქვენს თავში?
შემდეგ ჩადეთ ბარათები კონვერტში და გაუგზავნეთ საკუთარ თავს, რათა არ დაგვავიწყდეს ჩვენი შეხვედრები, სავარჯიშოები და, რაც მათავრია - ერთმანეთი“. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
2. სავარჯიშო: ,,ჩემოდნის ჩალაგება“
მიზანი:
- ოპტიმიზმის, მომავალზე დაფიქრების პროვოცირება;
- ჯგუფის წევრების უკეთ შეცნობა;
- დადებით თვისებებზე აქცენტის გაკეთება.
ინსტრუქცია:
ერთი ბავშვი ჯდება ჯგუფთან ზურგით. ტრენერი აძლევს ჯგუფს შემდეგ ინსტრქციას: ,,ზურგით მჯდომ ბავშვს /ანუ წამსვლელს/ უნდა ჩავულაგოთ ჩემოდანი. ოღონდ, ამ ჩემოდანში უნდა ჩალაგდეს არა ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები, არამედ ის პიროვნული თვისებები, რომლებიც დაეხმარება მას შემდგომ ცხოვრებაში“.
ჯგუფმა ჯერ ის დადებითი თვისებები უნდა დაასახელოს, რაც მართლა ახასიათებს კონრეტულ ბავშვს. შემდეგ ის უარყოფითი ან ხელისშემშლელი თვისებები, რომლებიც უმჯობესია დატოვოს და თან არ წაიღოს, რადგან მომავალში ცხოვრებაში არ გამოადგება.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ?
- რა მოგეწონათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა არ მოგეწონათ?
- რა უფრო მოგეწონათ, როდესაც თქვენ ულაგებდით ჩემოდანს, თუ, როდესაც თქვენ გილაგებდნენ?
3. სავარჯიშო: ,,საფეხურები“ /წიგნის კითხვა/
/იხ. IV შეხვედრის ინსტრუქცია/
4. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მიკროფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XV შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,სპექტაკლის დადგმა“
მიზანი:
- ფანტაზიის განვითარება;
- თანამშრომლობის სწავლება;
- ინტელექტუალური რესურსების გამოყენების სწავლება.
მასალა: თეატრალური, ხელზე ჩამოსაცმელი სათამაშოები (ჯგუფის წევრების რაოდენობის მიხედვით), დაფა, ცარცი (ფლომასტერი), ფლიპჩარტი, ფურცლები და კალმისტრები.
ინსტრუქცია:
I ეტაპი:
ტრენერი დაფაზე წერს იმ გმირების სახელებს, რომლებიც სათამაშოებმა უნდა განასახიერონ. (ბავშვებმა წინასწარ არ უნდა იცოდნენ სათამაშოების არსებობის შესახებ). სათამაშოები მას წინასწარ აქვს შეძენილი. შემდეგ, სთხოვს ჯგუფის წევრებს, სათითაოდ ამოირჩიონ, რომელი როლის შესრულებას ისურვებენ.
II ეტაპი:
ტრენერი დაფაზე ჩამოწერს შეკითხვებს:
- სად შეიძლება შეხვდნენ ეს გმირები ერთმანეთს?
- რის შესახებ შეიძლება დავდგათ სპექტაკლი? და ა.შ.
გონებრივი იერიშის საშუალებით, ყველა პასუხი ფლიპჩარტზე უნდა დაფიქსირდეს.
III ეტაპი:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს, ერთად მოიფიქროს რაიმე ისტორია (სცენარი) და დაწერონ.
IV ეტაპი:
ჯგუფის წევრებმა თხზულების მიხედვით იმპროვიზირებული სპექტაკლი უნდა გაითამაშონ. ტრენერმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს ბავშვების დიალოგებს, ჩაწეროს და დასრულების შემდეგ, დაურიგოს ყველა მონაწილეს ის რეპლიკები და დიალოგები, რომლებიც, სცენარის მიხედვით, მათმა გმირებმა უნდა წარმოთქვან.
V ეტაპი:
ტრენერი ყველა მონაწილეს ურიგებს მისი გმირის შესაბამის სათამაშოს. ეწყობა სპექტაკლის რეპეტიცია.
შეკითხვები:
- მოგეწონათ სპექტაკლი?
- რას გრძნობდით, როდესაც არჩევდით თქვენს როლებს, გმირებს?
- რას გრძნობდით, როდესაც ქმნიდით სპექტაკლის სცენარს?
- მოგეწონათ თქვენი როლი?
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც სათამაშო გადმოსცეს?
2. სავარჯიშო: ,,ჯადოსნური მოკორფონი“
/იხ. I შეხვედრის ინსტრუქცია/.
XVI შეხვედრა
1. სავარჯიშო: ,,გმადლობთ, მშვენიერი შეხვდრებისათვის“
მიზანი:
- მადლიერების გამოხატვის სწავლება.
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს და აძლევს ინსტრუქციას: ,,ახლა ჩვენ ჩავატაროთ ერთი საინტერესო რიტუალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ყველას მადლობა გადავუხადოთ საინტერესო შეხვედრებისათვის, მხარდაჭერისათვის და სითბოსათვის. მსურველი დგება წრის შუაგულში, ერთ-ერთი ბავშვი მიდის მასთან, ხელს ართმევს და ეუბნება შემდეგ სიტყვებს: ,,გმადლობთ, სასიამოვნო შეხვედრებისათვის!“ ორივენი ხელჩაკიდებულნი, წრის ცენტრში დგებიან. შემდეგ, მესამე უახლოვდება მათ, ხელს ართმევს მეორე ბავშვეს და ეუბნება: ,,გმადლობთ, სასიამოვნო შეხვედრებისათვის!“ ასე, წრის შუაში, გუნდი იზრდება, ხოლო წრე კი მცირდება, წრეს ტრენერები კრავენ.
სავარჯიშოს ბოლოს, ყველა ხელჩაკიდებული უნდა იყოს და ყველამ ერთმანეთს ერთდროულად, მაგრად ხელი ჩამოართვას.
2. სავარჯიშო: ,,ფორმატზე საერთო, ჯგუფის სურათის დახატვა“
მიზანი:
- ერთსულოვნების გამოხატვის სწავლება.
მასალა: ფლიპჩატრი და ერადი ფანქრები, ფლომასტერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე, შუა ოთახში დებს ფლიპჩარტს და ფლომასტერებს, ბავშვებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ,,დახატეთ ერთად ჩვენი შეხვედრების მონაწილეები, ჯგუფის წევრები“.
3. სავარჯიშო: ,,წერილების, სურვილების გადაცემა“.
მიზანი:
- ურთიერთპატივიცემის, სიყვარულისა და მადლიერების სწავლება;
- საუბარი ეხმარება ბავშვებს, თავი ყურადღების ცენტრში, მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნონ.
ინსტრუქცია:
ტრენერი აძლევს ჯგუფის თითოეულ წევრს ინსტრუქციას: ,,მოიფიქრე, შეხვედრის ბოლო დღეს, რას უსურვებ შენს თანაჯგუფელებს, ჩვენ - ტრენერებს, NRC-ის - იმ ორგანიზაციას, რომლის დახმარებითაც მოეწყო ეს შეხვედრები. დაუწერე ყველას პატარა წერილები, სადაც შენი დამოკიდებულება იქნება აღწერილი. ამით შენ გეძლევა საშუალება, ყველას გაატანო ის სითბო, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სუფევდა ამ ოთახში“ (10 წუთი).
ბავშვები რიგრიგობით გადასცემენ ერთმანეთს, ტრენერებსა და სტუმრებს წინასწარ მომზადებულ წერილებს. ჯგუფის ყველა წევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას შეხვედრების და მათი ორგანიზატორების შესახებ და ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ.
4. სპექტაკლი.
5. ზეიმი
![]() |
4 ბიბლიოგრაფია: |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვებისათვის შერჩეული ლიტერატურა
1. ,,მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი“, გამომცემლობა ,,გლობუსი“, 2000
2. ,,საფეხურები“ (ტ. I, II, III, IV), გამომცემლობა ,,გრასე”, 2000
3. ,,საბავშვო ენციკლოპედია“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002
4. ,,საბავშვო ატლასი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002
5. ,,ძმები გრიმების ზღაპრები“, გამომცემლობა ,,მარიხი“ 1992
6. რასპე, ,,ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“, 2003
7. ,,მზეო ამოდი, ამოდი“, გამომცემლობა ,,ცისარტყელა“, 2003
8. ლ. ქურხული, ნ. ყუფარაძე ,,მეტყველების განვითარებაზე მუშაობა 3-4 წლის ასაკის ბავშვებთან“, გამომცემლობა ,,თბილისი“, 2002
***
1. ,,ტრამვა და ფსიქოლოგიური დახმარება“, ნოდარ სარკველაძე, ზურაბ ბებერაშვილი, დარეჯან ჯავახიშვილი, ნინო მახაშვილი, ნატო სარჯველაძე. თბილისი 2000
2. ,,Как научить детей сотрудничать?,, - психологические игры и упражнения, Фипель К., Часть 1,2,3,4, Москва ,,ГЕНЕЗИС,, 2000
3. Augusto Boal ,,Games for Actors and Non-Actors”. II Edition. Routledge. London & New York, 2003.