![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სტუდენტის სახელმძღვანელო) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ძალადობა |
საავტორო უფლებები: ©ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს პროგრამა წარმოადგენს ,,სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე პოლიციის მუშაობა“ თემის პირველ ნაწილს. ამ პროგრამის სახელწოდებაა ,,გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება“, პროგრამა შედგება დისკისა და ორი სახელმძღვანელოსგან.
პროგრამაში ასევე განხილულია ბავშვებზე განხორციელებული სქესობრივი დანაშაულების თავისებურებები. პროგრამაში მოცემული ინფორმაცია პოლიციას დაეხმარება სქესობრივი დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში. გარდა ამისა, პროგრამაში განხილულია სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთან მუშაობის ასპექტები და მოცემულია დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვის სპეციალური მეთოდები.
![]() |
2 1. შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1.1 რა არის გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება? |
▲ზევით დაბრუნება |
გაუპატიურება არის სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით.
სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას კი განეკუთვნება მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაულიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით.
თუმცა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად განმარტავს ,,გაუპატიურებისა” და ,,სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების” ცნებებს. ეს განსხვავებები ძირითადად შემდგომში მდგომარეობს:
- ადგილი აქვს თუ არა მეუღლის გაუპატიურებას;
- მნიშვნელობა აქვს სხეულის რომელ ნაწილზეა საუბარი და შესაბამისად, აღნიშნული ქმედება რომელს განეკუთვნება - გაუპატიურებასა თუ სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას;
- მოძალადის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა იმ განსაკუთრებული შემთხვევებით სარგებლობას, როგორიცაა: უმწეო მდგომარეობა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალე, ძილის მდგომარეობა;
- გაუპატიურებისას გამოყენებული ხომ არ იყო საგნები;
- მამაკაცი ხომ არ არის გაუპატიურების მსხვერპლი.
ეს განსხვავებები დიდ გავლენას ახდენს გარკვეული დანაშაულების მტკიცებულებათა მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე.
მაგალითად, თუ გაუპატიურება განმარტებულია, როგორც სქესობრივი კავშირი ძალადობით, სასამართლოში მტკიცებულების სახით ხშირად საჭიროა წინააღმდეგობის გაწევის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენა. რის გამოც, მოგიწევთ ქალისთვის ახსნა, თქვენ გჯერათ, რომ იგი გააუპატიურეს, მაგრამ კანონი ამას სხვაგვარად განმარტავს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ქალს ამას როგორ ეტყვით. ძალიან დიდი განსხვავებაა ფრაზებში ,,თქვენ არ გაგაუპატიურეს“ და ,,ჩვენი კანონმდებლობით ეს გაუპატიურებად არ ითვლება“.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას მაშინ აქვს ადგილი, როცა ,,სექსუალური კავშირი არასწორად ხდება“. ამასთან გულისხმობენ, რომ თავიდანვე არსებობდა გარკვეული თანხმობა და შეთანხმება.
თუმცა გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება არ უკავშირდება მხოლოდ ურთიერთსექსუალურ ლტოლვას. ამ დროს სქესობრივი კავშირი მხოლოდ იმიტომ მყარდება, რომ მოძალადეს სურს ეს. ამ დროს მოძალადისთვის მთავარი მოტივაცია სექსუალური დაკმაყოფილება კი არა, არამედ ძალაუფლების მოპოვება და ქალზე კონტროლის დამყარებაა.
ქალისთვის მოქმედება, რომელიც სხვა პირობებში სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, ძალადობის აქტად იქცევა, რადგან მას ართმევს საშუალებას, თავად გადაწყვიტოს ვისთან და როდის დაამყარებს ინტიმურ კავშირს.
გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება სასტიკი, ადამიანის დამამცირებელი და დანაშაულებრივი ქმედებებია, მიუხედავად იმისა, გამოყენებულ იქნა თუ არა ფიზიკური ძალა და მიყენებულ იქნა თუ არა ფიზიკური დაზიანებები. გაუპატიურების მცდელობამაც ისევე შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე, როგორც თავად გაუპატიურებამ.
როგორც ერთმა ავსტრალიელმა სამხედრო პოლიციელმა თქვა: ,,გაუპატიურება მხოლოდ სექსუალურ მხარეს არ გულისხმობს, ასეთ ქმედებაში სხვა ტიპის მოქმედებებიც იგულისხმება.“
![]() |
2.2 1.2 სტატისტიკური მონაცემები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ნაწილში შევეცდებით წარმოგიდგინოთ ინფორმაცია მსოფლიო მასშტაბით გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების დანაშაულებების გავრცელების შესახებ. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე სარწმუნო და სრული მონაცემები მხოლოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვება. მაგალითის სახით წარმოგიდგენთ ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკურ ინფორმაციას.
ეს მონაცემები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პრობლემის მნიშვნელობას და სქესობრივი დანაშაულის გავრცელების მასშტაბებს.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ ერთ წუთში 1.3 გაუპატიურება ხდება, რაც საათში 78 გაუპატიურების შემთხვევას შეადგენს, დღეში - 1872-ს, თვეში -56160-ს, ხოლო წელიწადში 683280-ს.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი გაუპატიურების შემთხვევების რიცხვი ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც მსგავს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებენ. მაგალითად, სტატისტიკის თანახმად აშშ-ში მომხდარი გაუპატიურებებისა და სქესობრივი ხასიათის დანაშაულთა რიცხვი 4-ჯერ აღემატება გერმანიის მაჩვენებლებს, 13-ჯერ დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებს და 20-ჯერ იაპონიის მაჩვენებლებს.
- ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებელი ყოველი მესამე ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ხდება სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი.
- ყოველ მეშვიდე ქალს აუპატიურებს მისი ქმარი.
- გაუპატიურების 61% შემთხვევაში მსხვერპლი 18 წლამდე ასაკის არის, 22%- შემთხვევაში კი მსხვერპლის ასაკი მერყეობს 18-დან 24 წლამდე.
- გაუპატიურების მსხვერპლთა 78% მანამდე იცნობდა მოძალადეს.
- სტუდენტებში ჩატარებული გამოკითხვის დროს სტუდენტ-გოგონათა 38%-მა აღიარა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი გამხდარა ან იყო მისი გაუპატიურების მცდელობა, მაგრამ 25 ქალიდან მხოლოდ ერთმა მიმართა პოლიციას.
- ყოველი მეოთხე სტუდენტი გოგონა ყოფილა გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი.
- ბიჭ სტუდენტებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 35% -მა აღნიშნა, რომ გოგონების მხრიდან უარის შემთხვევაში შესაძლოა მათ ჩაედინათ გაუპატიურება ან სხვაგვარი სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი დანაშაული, თუკი ეცოდინებოდათ, რომ დაუსჯელები დარჩებოდნენ.
- ყოველმა მეთორმეტე ბიჭმა სტუდენტმა აღიარა, რომ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რომელიც კანონის თანახმად სქესობრივ დანაშაულად კვალიფიცირდება. უფრო მეტიც, ასეთი ქმედების ჩამდენი სტუდენტების 84% ამტკიცებდა, რომ მათი მოქმედება არ ყოფილა გაუპატიურება.
- ბიჭი სტუდენტების 75%-მა და სტუდენტი გოგონების 55%-მა აღიარა, რომ პაემანის დროს გაუპატიურებისას ისინი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
- გაუპატიურება უდიდეს გავლენას ახდენს დაზარალებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დაზარალებულთა 31%-ს გაუპატიურების შედეგად განუვითარდა პოსტტრავმული სტრესი, რომლის შედეგებიც ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენს თავს. აშშ-ში მცხოვრები ქალების 1.3 მილიონს ამჟამად აღენიშნება პოსტტრავმული სტრესი, 3.8 მილიონს კი სტრესი ადრე გადაუტანია. ყოველწლიურად პოსტტრავმულ სტრესულ მდგომარეობაშია დაახლოებით 211 000 ქალი.
- გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლნი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლნი არასდროს ყოფილან, 8.7-ჯერ მეტად ცდილობენ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ.
- გაუპატიურებების მხოლოდ 16% ხდება პოლიციისათვის ცნობილი. იმ მსხვერპლთა გამოკითხვის თანახმად, რომელთაც პოლიციისთვის არ მიუმართავთ, პოლიცისადმი მიუმართაობის მიზეზი შემდეგია: 43 %-ის აზრით, რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იყო, 27%-ი თვლიდა, რომ ეს მათი პირადი საქმეა, 12%-ს პოლიციის რეაქციის ეშინოდა და 12%-ს ეს მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა.
(მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობა მსხვერპლთან მუშაობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას)
![]() |
3 2. სამართლებრივი სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
გაუპატიურებასა და სხვა სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე მუშაობისას პოლიცია ყოველთვის ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. ბოლო ათი წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ნორმა და აქტი შემუშავდა, რომლებმაც გავლენა ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზეც მოახდინეს.
ამ ნაწილში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტს.
![]() |
3.1 2.1 საერთაშორისო სამართალი ქალზე განხორციელებული ძალადობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
,,პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა შესახებ სახელმძღვანელო მითითებებით“ ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა განიმარტება, როგორც ,,გენდერული ნიშნით ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც იწვევს (ან შესაძლოა გამოიწვიოს) ქალისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანის ან ტკივილის მიყენებას დაზიანების, მუქარის, იძულების ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საშუალებით, მიუხედავად იმისა, ეს მოქმედება ხდება ადამიანის სამსახურებრივ თუ პირად ცხოვრებაში.” ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ქალთა და მამაკაცთა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული უთანასწორობის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგია. ეს უთანასწორობა ფეხმოკიდებული იყო იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემებში, რომლებიც ისტორიულად ამყარებდნენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციას.
საერთაშორისო საზოგადოებამ ქალთა მიმართ სქესობრივი ხასიათის ძალადობა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევად მიიჩნია. სექსუალური ძალადობა წარმოადგენს ქალის რეპროდუქციის და სქესობრივი ცხოვრების თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევასაც.
სქესობრივი ხასიათის ძალადობას ადგილი აქვს ქალის, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის დანაშაულად ითვლება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დამნაშავე - კერძო პირი თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი. სქესობრივი ხასიათის ძალადობა ნებიმიერი ასაკის პიროვნებაზე შეიძლება განხორციელდეს, ის შეიძლება მოხდეს სახლში, საჯარო ადგილზე, სამსახურში, საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებაში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან ნებიმსიერ დროსა და ადგილზე. სხვადასხვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებში აღიარებულია ქალის კონკრეტული უფლება, არ გახდეს სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი. მაგალითად, ,,ქალთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია შეიცავს მონაწილე-სახელმწიფოთა ვალდებულებას, აკრძალონ ქალებით ვაჭრობა.
ეს კონვენცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც ქალებისთვის უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ბავშვის უფლებათა კონვენცია კრძალავს ბავშვთა ექსპლუატაციას და მათზე სქესობრივი ხასიათის ძალადობას. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ქალთა კონვენცია იცავს ქალის ფიზიკური, ფსიქიკური, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის უფლებას.
1998 წლის რომის შეთანხმებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ საერთაშორისო სამართალში პირველად დაამკვიდრა პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და სამხედრო დანაშაულებად განიხილება გაუპატიურება, სექსუალური მონობა (ადამიანის გამოყენება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით), იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი ორსულობა, იძულებითი სტერილიზაცია და სქესობრივი ხასიათის ძალადობის სხვა ფორმები.
გარდა ამისა, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მძიმე დანაშაულად არის მიჩნეული ქალის რეპროდუქციის უფლების დარღვევა, რაც მოიცავს იძულებით ორსულობას (ქალის იძულებას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მუცლით ატაროს ბავშვი) და იძულებით სტერილიზაციას (ქალისთვის შვილოსნობის უფლების წართმევა).
![]() |
4 3. სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და პოლიცია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 3.1 დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა: მოწინააღმდეგის შესწავლა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციელისთვის აუცილებელია იმ მოტივების ცოდნა, რომელიც მოძალადის კონკრეტული ქცევის გამოვლინებისა და ხასიათის საფუძველში დევს. რაც მეტი გეცოდინებათ ამ სასტიკი დანაშაულების ჩადენის მიზეზებისა და ფორმების შესახებ, მით უფრო მეტად შეძლებთ მათ თავიდან აცილებას ან კონკრეტული დანაშაულების გახსნას.
დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა გარკვეულ სიტუაციებში პოლიციელებს ეხმარება მთავარი ნივთმტკიცებულებების მოძიებასა და ეჭვმიტანილის დადგენაში. ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური პორტრეტი ეფუძნება დამახასიათებელ სქემებს ან უნიკალური ქცევის ფაქტორებს, რომლებიც გარკვეულ პირებს ჩვეულებრივი ადამიანებისგან განასხვავებს. ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის მიზანია:
1. დამნაშავის სოციალური და ფსიქოლოგიური შეფასება;
2. დანაშაულის ჩადენის სურვილით შეპყრობილი დამნაშავის ფსიქოლოგიური შეფასება;
3. დაკითხვის სტრატეგიის შემუშავება.
დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისას რჩება ვარაუდი, რომ დანაშაულის ადგილი (განსაკუთრებით, დამნაშავის მსხვერპლთან მოპყრობა) ასახავს დამნაშავის პათოლოგიას, რომ დამნაშავე არ იცვლება და ის დანაშაულის ჩადენისას ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებს. ამ თვალსაზრისით, დამნაშავის პიროვნება განისაზღვრება, როგორც ბიოლოგიური და კულტურული მახასიათებლების, გარემოცვისა და კონკრეტული ადამიანის პირადი გამოცდილების ერთიანობა.
3.1.1 ფსიქოლოგიური პორტრეტის სწორად გამოყენება
დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა საჭიროა საგამოძიებო მოქმედებათა გასამყარებლად და არა მათ შესაცვლელად. ფსიქოლოგიური პორტრეტის არასწორად გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას ან გამოიწვიოს მისი არასწორი მიმართულებით წარმართვა.
ისეთი მსხვილი სამართალდამცავი ორგანოები, როგორიცაა: აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურო, დამნაშავეთა ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენას დანაშაულთა ვიწრო წრის მიხედვით ახდენს. ასეთ დანაშაულებს განეკუთვნება სერიული გაუპატიურებები, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ასევე მკვლელობები, რომელთა ჩადენის გარემოებაც მკვლელის სერიოზულ ფსიქიკურ გადახრებზე მეტყველებს. დანაშაულები, რომელიც გარყვნილობით ხასიათდება, უფრო ხშირად იწვევს დამნაშავეთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენას, ვინაიდან ძირითადი ფსიქოლოგიური დარღვევების კლასიფიცირება უფრო მარტივია, ვიდრე - ,,ნორმალური“ ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლების. დამნაშავეთა ფსიქოლოგიური პორტრეტები განსაკუთრებით სასარგებლოა სქესობრივი ხასიათის ძალადობის საქმეების (განსაკუთრებით, როცა ძალადობას ერთვის სადისტური წამება) გამოძიების დროს, მანიაკთა და ისეთი საქმეების გამოძიებისას, როცა დამნაშავეები ანაწევრებენ მსხვერპლის გვამს, წვავენ ან სექსუალურ ნიადაგზე სასტიკად კლავენ მსხვერპლს.
დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად საჭირო მასალები
შესაძლოა პოლიციელებმა მონაწილეობა არ მიიღონ დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენაში, მაგრამ პორტრეტის შესადგენად საჭირო მონაცემებისა და ფაქტობრივი მასალების მიწოდებას უზრუნველყოფენ პატრულ-ინსპექტორები და გამომძიებლები. დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა ხდება შემდეგი მასალების საფუძველზე:
● საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს შედგენილი ოქმები;
● ადამიანის სხეულის გაკვეთისას აღმოჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები;
● მსხვერპლის სხეულის ფოტოები;
● დანაშაულის ჩადენის ადგილის ფოტოები;
● დანაშაულის ჩადენის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოები;
● მსხვერპლის ან მისი საქმიანობის შესახებ ნებისმიერი კონკრეტული ინფორმაცია.
![]() |
4.2 3.2 სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას მსხვერპლის შესწავლა |
▲ზევით დაბრუნება |
3.2.1 დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად საჭირო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ
დამნაშავე, რომლის ფსიქოლოგიური პორტრეტიც უნდა შედგეს, ხშირად ასახვას ჰპოვებს მსხვერპლში. სქესობრივ ნიადაგზე სერიული დანაშაულების ჩამდენი დამნაშავე შესაძლოა ახალ მსხვერპლს არჩევდეს, მაგალითად, ქერათმიან და თეთრკანიან გათხოვილ ქალებს შორის. დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად აუცილებელია მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილ მსხვერპლთან ან დაღუპული მსხვერპლის ოჯახის წევრებთან გასაუბრების დროს განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ. გამომძიებელმა მათ ძალიან მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული მსხვერპლის საწინააღმდეგოდ. ქვემოთ, ცხრილში მოცემულია დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად საჭირო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
ფიზიკური მონაცემები |
ოჯახური მდგომარეობა |
ცხოვრების წესი |
●ასაკი |
●ოჯახური მდგომარეობა |
●ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება |
●სქესი |
●ოჯახური ურთიერთობა |
●ყოველდღიური საქმიანობა |
●რასობრივი კუთვნილება |
●შვილები |
●ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები |
●წონა/სიმაღლე |
●მეუღლის რეპუტაცია |
●სპორტული ინტერესი |
●ჩაცმულობა |
●წარსულში განქორწინებები |
●ჰობი |
●თმის ფერი/ვარცხნილობა |
Друзья и |
●ქცევის მანერა |
პროფესია |
განათლება |
ცნობები საცხოვრებელის შესახებ |
●ამჟამინდელი თანამდებობა |
●სწავლის წლები |
●ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი |
●წინა თანამდებობა |
●დამთავრებული სასწავლო დაწესებულება |
●წინა საცხოვრებელი ადგილი |
●სპეციალური მომზადება |
●ინტელექტი |
●გარემოცვა, რაიონი |
სამედიცინო ისტორია |
ფსიქო - სექსუალური თავისებურებები |
ნასამართლეობა, პასუხისგებაში მიცემა |
●ფიზიკური მდგომარეობა |
●დამახასიათებელი შიშები |
●დაკავება |
●ფსიქიკური მდგომარეობა |
●სქესობრივი ცხოვრების ისტორია |
●ნასამართლეობა |
●სტომატოლოგის ჩანაწერები |
●პიროვნების განვითარების ისტორია |
●გამოძიების ეტაპზე მყოფი საქმეები |
უკანასკნელ პერიოდში მოღვაწეობა
● მოგზაურობა
● სოციალური მოღვაწეობა
● განსაკუთრებული შეხვედრები
3.2.2 გაუპატიურების მსხვერპლთან საუბრის დროს დასადგენი საკითხები
გაუპატიურების მსხვერპლის გამოკითხვა/დაკითხვა რთული და დელიკატური ამოცანაა. მსხვერპლი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, ის შეიძლება უჩვეულოდ ან არაადექვატურად იქცეოდეს. დაზარალებულის მიერ მოთხრობილი დეტალები შეიძლება შეიცვალოს შოკის გავლასთან ერთად და მისი მოგონებები უფრო ნათელი გახდეს. დაზარალებულს პატივისცემით, კეთლგანწყობილად და მზრუნველობით უნდა მოეპყროთ. მეშვიდე თავში უფრო დეტალურად არის განხილული დაზარალებულთან საუბრის მეთოდები, რომლებიც დაზარალებულის გადამეტებული ემოციური განცდის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.
ეჭვმიტანილის დადგენისა და დაკავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულისგან დეტალური ინფორმაციის მიღება.
ჩვეულებრივი ინფორმაციის გარდა, დანაშაულის გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი დამატებითი ინფორმაციის მიღება:
● დაახლოვების რომელ მეთოდს მიმართა დამნაშავემ. ეს მეთოდები, რომლებიც ქვემოთ უფრო დეტალურადაა განხილული, იყოფა სამ კატეგორიად, რაც გულისხმობს - დაძალების/იძულების მეთოდს, მოულოდნელობის ეფექტის გამოყენების მეთოდსა და უეცარი თავდასხმის მეთოდს.
● როგორ აკონტროლებდა მოძალადე მსხვერპლს (მაგალითად, მიმართავდა ძალას, იარაღით ემუქრებოდა, სიტყვიერ მუქარას მიმართავდა, მსხვერპლთან დათმობებზე მიდიოდა).
● თავდასხმის დროს მოძალადის უეცარი ცვლილება (რა გარემოებები უძღვოდა წინ ამ ცვლილებას).
● მოძალადის სექსუალური დისფუნქცია/დარღვევები.
● მოძალადის სექსუალური ქცევა (მაგალითად, კოცნა, მოფერება, განმეორებით სქესობრივი კავშირის დამყარება).
● მოძალადის გამონათქვამები (მუქარა, ბრძანება, კითხვები მსხვერპლის პირადი ცხოვრების შესახებ, გულახდილობა, უწმაწური გამონათქვამები, შეურაცხყოფა და ა.შ.)
● მსხვერპლის კუთვნილი ნივთების დაკარგვა (ძვირფასეულობა, პირადი ნივთები). მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, თავდასხმისა და წინააღმდეგობის გაწევის დროს მსხვერპლის მიერ კვალის (ფრჩხილი, თმა, კანი) დატოვებას მოძალადის ტანსა და ტანსაცმელზე.
![]() |
5 4. გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დამნაშავენი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 4.1 ქცევა, მოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
წლების განმავლობაში ხდებოდა ინფორმაციის მოპოვება გაუპატიურების კონკრეტულ საქმეებსა და მოძალადეებზე. საერთაშორისო კვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ არ არსებობს მოძალადეთა ერთადერთი ტიპი. ასეთი დამნაშავეები მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალურ ფენებს, ასევე, განსხვავებულია მათი რელიგიური ან ეთნიკური წარმომავლობა. თუმცა, მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვლევების მონაცემების საფუძველზე, სოციოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტებმა და პროფესიონალმა გამომძიებლებმა შეძლეს მოძალადეთა კატეგორიების გამოყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაუპატიურების საქმეების გამოძიებისთვის.
გაუპატიურების საქმის გამოძიების დროს პირველი ნაბიჟია მსხვერპლის განცხადების ანალიზი. დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისთვის აუცილებელია მივიღოთ მოძალადის ქცევის/მოქმედების კონკრეტული აღწერილობა და შევიტყოთ მისი გამონათქვამები. ასეთი ანალიზი მიზანმიმართულად უნდა დაიწყოს მოძალადის `ალტრუისტის~ ან ,,ეგოისტის“ კატეგორიისადმი მიკუთვნებით. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია მოძალადეთა ეს კატეგორიები:
ალტრუისტი: |
ეგოისტი: |
- გამოხატავდა მზრუნველობას
- ითრევდა მსხვერპლს
- სქესობრივი კავშირისგან სიამოვნებას იღებდა
- საყვარლის მსგავსად იქცეოდა
- ბოდიშს იხდიდა
- თავს იმცირებდა
-გამოხატავდა თანამშრომლობისთვის მზადყოფნას
- იყენებდა ბუტაფორულ იარაღს |
- ზრუნავდა საკუთარ თავსა და გრძნობებზე
- ამცირებდა მსხვერპლს
- შეურაცხყოფდა მსხვერპლს
- არ კოცნიდა მსხვერპლს
- სცემდა მსხვერპლს |
4.1.1 მოძალადე-ალტრუისტი
მოძალადე-ალტრუისტების საუბრის მანერა, სექსუალური და ფიზიკური მახასითებლები გამოხატავენ მსხვერპლზე „მზრუნველობას“. თუმცა, ხშირად ასევე მოქმედებაში შეიძლება გამოვლინდეს „ფსევდო-ალტრუისტული“ მანერებიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსხვერპლზე მზრუნველობა მხოლოდ და მხოლოდ დაძალების/იძულების ელემენტია, რომელიც მსხვერპლის დარწმუნებისთვის გამოიყენება. ხშირად ამ კატეგორიის დამნაშავეები გაუპატიურების დროს იყენებენ შემდეგ ფრაზებს: „ხომ არ გტკივა?“ ან „ხომ არ გცივა?“. ამ კატეგორიის მოძალადეები საუბრის დროს საკუთარ თავზე მსხვერპლს ბევრს ესაუბრებიან. ეს ინფორმაცია პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს დამნაშავის დასაკავებლად. ამ კატეგორიის მოძალადეები, როგორც წესი, არ იყენებენ უწმაწურ გამონათქვამებს.
ხშირად მოძალადე-ალტრუისტები მსხვერპლისგან მოითხოვენ კოცნას. ქალმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დამნაშავეს შეიძლება ნებისმიერი რამის გაკეთება აიძულოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ კატეგორიის მოძალადეს ქალი კვლავ იწვევდა თავისთან, და ამ დროს ჩასაფრებულ პოლიციას ახვედრებდა. ამ კატეგორიის მოძალადეები სიფრთხილეს არ იჩენენ იარაღთან მიმართებით და ხშირად, გაუპატიურების დროს უყურადღებოდ ტოვებენ მას (მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომსაც კი ხდიან). ძირითადად, მათი იარაღი ბუტაფორულია ან ტყვიები არ არის მასში.
4.1.2 მოძალადე-ეგოისტი
ეგოისტური მოძალადეები არ ცდილობენ მსხვერპლზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. ისინი ამცირებენ ქალს, უწოდებენ მას ,,ბოზს“ ან ,,მეძავს“, ისინი ქალის სხეულს თოჟინასავით ან მანიკენივით ეპყრობიან. საუბრისას მოძალადე ყოველთვის მიმართავს მუქარას.
ეგოისტი-მოძალადეები ნაკლებად ზრუნავენ ქალის სიამოვნებაზე, თუ ეს თავად არ ანიჭებთ სიამოვნებას. მსხვერპლის არანაირი მუქარა არ ახდენს გავლენას მოძალადეზე. მსხვერპლის ნებისმიერ სპონტანურ კომენტარს, მოძალადე ძალის გამოყენებით პასუხობს.
![]() |
5.2 4.2 მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
მსხვერპლთან დაახლოვებისთვის მოძალადეები, ძირითადად სამ მეთოდს იყენებენ: დაძალების/იძულების მეთოდს, მოულოდნელობის ეფექტის გამოყენების მეთოდსა და უეცარი თავდასხმის მეთოდს. დაახლოვების მეთოდები დამოკიდებულია მოძალადის საკუთარ თავში დარწმუნებულობასა და ფიზიკურ ძალაზე. საკუთარ თავში უფრო მეტად თავდაჟერებული დამნაშავეები ნაკლებად იყენებენ ძალადობას ან მუქარას, ისინი ძირითადად დაძალებასა და მსხვერპლის დაშინებას ახდენენ. თუმცა მოძალადეებმა შეიძლება დაახლოვების მეთოდების კომბინაციასაც მიმართონ.
4.2.1 დაძალება/იძულება
მსხვერპლთან დაახლოვების ყველაზე გახშირებული მეთოდია იძულება, მოტყუებისა და ეშმაკობის გამოყენებით.
ამ მეთოდს, ძირითადად, ის დამნაშავეები იყენებენ, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ მსხვერპლთან ურთიერთობას. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ნაცნობი ქალის ან პაემანის დროს გაუპატიურებისას. ასეთი დამნაშავეები ძირითადად მეგობრულები, მომხიბვლელები, ურთიერთობაში მარტივნი არიან და კარგი მანერები აქვთ. მოძალადეები მსხვერპლზე სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ მანიპულირებას ახდენენ და ისეთ სიტუაციას ჰქმნიან, რომელშიც მსხვერპლი არ მოინდომებს ან ვერ შეძლებს წასვლას ან ვინმესთვის დახმარების თხოვნას.
ამ კატეგორიის მოძალადეები ატყუებენ მსხვერპლს, მაგალითად, თავს ასაღებენ პოლიციელებად, სთავაზობენ დახმარებას, სახლამდე მანქანით მიცილებას ან კაფე-ბარებში არჩევენ ახალ მსხვერპლს.
ქვემოთ მოცემულია ფრაზები, რომელთაც მოძალადეები იყენებენ მსხვერპლის იძულებისთვის ან ძალადობის გასამართებლად.
იძულების დროს დამნაშავის მიერ გამოყენებული ფრაზები:
● ,,შენ ხომ იცი, რომ სინამდვილეში ამის თქმა არ გინდოდა“.
● ,,შენ ხომ იცი, რომ ეს მოგწონს“.
● ,,ეს ხომ შენ თვითონ გინდა“.
●,,ფრიგიდული ხომ არ ხარ?“
● ,,მიდი გოგონი, უამრავი ფული დაგახარჟე“.
● ,,რომ გიყვარდე, ამას გააკეთებდი“.
● ,,რომც არ გააკეთო, მაინც ვეტყვი ყველას, რომ ამას აკეთებდი“.
● ,,მინდა, რომ თავი ქალად იგრძნო“.
● ,,შენ ჩემი ხარ და ეს ჩემთვის უნდა გააკეთო“.
● ,,შენ ისეთი საშინელი ხარ, რომ აღარავის მოუნდები, ასე რომ `მადლობა~ უნდა მითხრა“.
ძალადობის გამართლების დროს დამნაშავის მიერ გამოყენებული ფრაზები:
● ,,ქალი პატივს სცემს მამაკაცს, რომელიც მას დაუმტკიცებს, რომ ნამდვილი მამაკაცია“.
● ,,მე ის არ გამიუპატიურებია - მას ეს მოეწონა“.
● ,,მე რას მერჩით - ნახეთ, როგორ აცვია“.
●,,თავი რომ დავანებო, ქალმა სამჯერ უნდა მითხრას უარი“.
● ,,ისე ვიყავი აღგზნებული, რომ ვერ შევჩერდი“.
● ,,ამას ასეთი სახელი აქვს - ყველასთან დადის!.“
●,,ჩემი ბრალი არ არის, ის მთვრალი იყო და ვერ აზროვნებდა“.
გაუპატიურების მსხვერპლს შეიძლება გარკვეულ დონეზე და დრომდე სჯეროდეს მოძალადის, რაც უფრო ამძაფრებს მის განცდებს, რადგან ასეთი მითები სრულიად ანგრევს მის გრძნობებს, უფრო მეტად ამცირებს და შეურაცხყოფს მას. პოლიციელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათ მოუწევთ მსხვერპლის გადარწმუნება, მაშინაც კი თუ ქალი ვერ გაიხსენებს და ვერ შეძლებს პოლიციელისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
4.2.2 მოულოდნელობის ეფექტი
დამნაშავეები, რომლებიც ტაქტიკის სახით მოულოდნელობის ეფექტს იყენებენ, როგორც წესი, თავიდანვე არჩევენ მსხვერპლს, უთვალთვალებენ მას ან ელოდებიან როდის აღმოჩნდება მსხვერპლი შესაფერის და დაუცველ სიტუაციაში. ეს დამნაშავეები მსხვერპლის შესაშინებლად იყენებენ შოკის ელემენტებსა და ძალის გამოყენების მუქარას. ისინი შეიძლება მსხვერპლს იარაღითაც დაემუქრონ, თუმცა, როგორც წესი, იარაღს არ იყენებენ.
4.2.3 უეცარი თავდასხმა
საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული მოძალადეები იყენებენ უეცარი თავდახმის მეთოდს ე.ი სასტიკ თავდასხმას, რომლის დროსაც მსხვერპლის წინააღმდეგობის დასაძლევად მოძალადე ფიზიკურ ძალას იყენებს. თავდამსხმელმა შეიძლება გამოიყენოს იარაღი, ქიმიური პრეპარატები ან აირები, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი დამნაშავეები უხეშ ფიზიკურ ძალას იყენებენ. ეს თავდასხმის ყველაზე სასტიკი ფორმაა, რომლის დროსაც მსხვერპლი სხეულის ყველაზე მძიმე დაზიანებას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეთა უმრავლესობა ყოველ ახალ მსხვერპლთან მიმართებაში დაახლოებით ერთნაირ ფიზიკურ ძალას იყენებს, ზოგიერთი მოძალადე ყოველი მორიგი თავდასხმის შემთხვევაში უფრო სასტიკ ძალადობას მიმართავს ან სხეულის უფრო მძიმე დაზიანებას აყენებს მსხვერპლს.
როგორც უკვე აღინიშნა, დამნაშავის მიერ დაახლოვების მეთოდის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ის დარწმუნებული საკუთარ ფიზიკურ ძალასა და შესაძლებლობებში, ურთიერთობა დაამყაროს მსხვერპლთან.
ზოგადად, საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებული დამნაშავეები ნაკლებად იყენებენ უხეშ ფიზიკურ ძალას, უფრო მეტად ისინი დაძალებასა და შეშინებას მიმართავენ. თუმცა დამნაშავემ შესაძლოა ასევე დაახლოვების რამდენიმე მეთოდის კომბინაციაც გამოიყენოს.
![]() |
5.3 4.3 მოტივები |
▲ზევით დაბრუნება |
როცა საქმე გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას ეხება, ხშირად ისმის კითხვა ,,რატომ აკეთებენ ამას? რა უბიძგებს მოძალადეს ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენისკენ?“
მოძალადეთა მოტივაციის შესახებ ჩატარებული საერთაშორისო კვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ გაუპატიურება ყოველთვის სასტიკი ან/და აგრესიული აქტია, რომელიც სიბრაზისა და ძალის გამოყენებას ეფუძნება.
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული კლასიფიკაციის ავტორია გროციუსი (მამაკაცი-მოძალადეები: დამნაშავის ფსიქოლოგია, 1979 წ.).
მოძალადეთა ქცევის, მეთოდებისა და მოტივების ეს კლასიფიკაცია საყოველთაოდ არის აღიარებული და მას მრავალი სამართალდამცავი ორგანო იყენებს (მაგალითად აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურო). ეს კლასიფიკაცია გულისხმობს მოძალადეთა შემდეგ ტიპებად დაყოფას:
● ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე:
ახდენს თავდასხმაში გადაზრდილი აგრესიული ქცევის დემონსტრირებას, რომელიც მოძალადისთვის აუცილებელია საკუთარ ძალებსა და მომხიბვლელობაში რწმენის აღსადგენად.
● ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე:
ახდენს აგრესიული ქცევის დემონსტიტრებას, რომელიც არ იწვევს სასიკვდილო შედეგს. ამით მოძალადე ცდილობს გამოავლინოს შინაგანი მამაკაცური ძალა და მოახდინოს საკუთარი ეჭვებისა და შიშის კომპენსირება.
● გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე:
დაგროვილ (კუმულაციურ) მძვინვარებაზე დაფუძნებით, მაღალ დონეზე ავლენს ფიზიკურ და სექსუალურ აგრესიას.
● გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადე:
სექსუალური დაკმაყოფილების მისაღწევად, მიმართავს აგრესიას მსხვერპლისთვის ტანჯვისა და ტკივილის მისაყენებლად.
გარდა ამ ოთხი ძირითადი კატეგორიისა, არსებობს მოძალადეთა დამატებითი კატეგორიებიც, კერძოდ: ,,მოძალადე-ოპორტუნისტი“ (რომელსაც გაუპატიურების ჩადენის სურვილი სხვა დანაშაულის ჩადენის დროს უჩნდება) და ,,ჯგუფური მოძალადეები“. მოძალადეთა ამ ექვსი კატეგორიის სტილი და გამოყენებული მეთოდები ქვემოთ არის განხილული.
,,სერიულ მოძალადეებს“ ცალკე კატეგორიად არ გამოვყოფთ, რადგან თითქმის ყველა მოძალადე ,,სერიულია“, ისინი ძალიან იშვიათად ჩადიან გაუპატიურებას მხოლოდ ერთხელ. ,,სერიულ დამნაშავეებად” იწოდებიან ის მოძალადეები, რომლებიც ძალადობის ძალიან გასხვავებულ ან ძალიან სასტიკ ფირმებს მიმართავენ.
ქვემოთ მოცემულია მოძალადეთა ოთხი ძირითადი კატეგორიის აღწერილობა, თანმიმდევრობის მიხედვით კლასიფიკაციის სათავეში არის ყველაზე გახშირებული კატეგორია, ბოლოში კი - შედარებით იშვიათი შემთხვევების კატეგორია. გარდა ამისა, მოცემულია მოძალადე-ოპორტუნისტებისა და ჯგუფური მოძალადეების აღწერილობაც.
4.3.1 ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე სქესობრივი ხასიათის თავდასხმას ახორციელებს საკუთარ მამაკაცურ ძალებში დასარწმუნებლად და მსხვერპლზე საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად. როგორც წესი, მოძალადე არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, რომ დაამყარებს სოციალურ და სექსუალურ კონტაქტს (განსაკუთრებით ქალებთან) და იმისთვის, რომ თავი ბატონ-პატრონად წარმოიდგინოს ხშირად იქმნის ფანტაზიას ან სექსუალურ თავდასხმას ახორციელებს. ეს მოძალადეთა ყველაზე გავრცელებული ტიპია და განსაკუთრებით მათთვის არის დამახასიათებელი, ვინც მსხვერპლს არ იცნობს. ასეთი ტიპის მოძალადეები ხშირად ,,ფსევდო-ალტრუისტებიც“ არიან, რომლებიც სხვა კატეგორიის მოძალადეებთან შედარებით მინიმალურ ფიზიკურ ძალას იყენებენ.
ასეთი ტიპის მოძალადენი ხშირად იყენებენ მოულოდნელობის ეფექტს, წინასწარ არჩევენ მსხვერპლს და მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ხელსაყრელ შემთხვევას ელიან. ისინი უთვალთვალებენ მსხვერპლს, მისი არყოფნის დროს მსხვერპლის სახლშიც კი აღწევენ თავდასხმის დასაგეგმად. ასეთი მოძალადე თავდასხმას, ძირითადად, ღამის საათებში ახორციელებს, შუაღამიდან დილის 5 საათამდე შუალედში, და ძალიან ხშირად ეს ხდება მსხვერპლის სახლში. ასეთი მოძალადეები შეიძლება მსხვერპლს იარაღითაც კი დაემუქრონ, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, ისინი იარაღს მხოლოდ მსხვერპლის დასაშინებლად იყენებენ.
ასეთ მოძალადეებს ზოგიერთი პოლიციელი ,,ჯენტლმენ-მოძალადეს“ ან ,,თავაზიან მოძალადესაც“ კი უწოდებს, იმიტომ რომ ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები ხშირად ბოდიშსაც იხდიან ან ყალბ მზრუნველობას ავლენენ მსხვერპლის მიმართ. ექსპერტები ასეთ ქმედებას ფსევდო-ალტრუისტულს უწოდებენ. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილ მოძალადეებს, როგორც ჩანს, სჯერათ, რომ მათი მზრუნველობა დაარწმუნებს მსხვერპლს იმაში, რომ ის არცთუ ისე ცუდი ადამიანია. ასეთმა მოძალადემ შეიძლება ჰკითხოს მსხვერპლს, ტკივილს ხომ არ აყენებს ან შემდეგი ფრაზებით მიმართოს: ,,არ მინდა შენთვის ტკივილის მოყენება“, ,,ნუ მაიძულებ, ტკივილი მოგაყენო“. მან შეიძლება აიძულოს მსხვერპლი ისე მოიქცეს, თითქოს სიამოვნებას იღებს (,,მითხარი, რომ გინდა, მიყვარდე“). მან შეიძლება მსხვერპლს კომპლიმენტითაც კი მიმართოს, უთხრას რომ ის ძალიან ლამაზია, თავად კი უშნოა (,,შენ ჩემს გვერდით არასდროს გაივლიდი“) ან შექება სთხოვოს. ასეთმა მოძალადემ შეიძლება მსხვერპლს დაუსვას კითხვები პირადი ცხოვრების შესახებ ან საკუთარ თავზე მოუთხროს. ასეთი მოძალადე სხვა ტიპის მოძალადეებთან შედარებით ნაკლებად შეურაცხყოფს და ამცირებს მსხვერპლს. მან შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს და მსხვერპლს უთხრას ,,ვწუხვარ, რომ ეს შენ აღმოჩნდი“. გასაოცარია, მაგრამ მან შეიძლება მსხვერპლს მიყენებული ჭრილობებიც კი დაუმუშაოს, სასაუბროდ დარჩეს გარკვეული დრო ან გაუპატიურების შემდეგ მსხვერპლს პაემანის დანიშვნაც კი სთხოვოს.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები ცდილობენ სექსუალურ მოქმედებებში ჩართონ მსხვერპლი, მაგალითად, ქალს სთხოვს ისე აკოცოს, როგორც თავად ქალს სურს. ასეთმა მოძალადემ შეიძლება ქალს სთხოვოს, ტანსაცმელი თვითონ გაიხადოს. როგორც წესი, ასეთი ტიპის მოძალადე მხოლოდ ისეთ მოქმედებას სჩადის, რომელსაც თითქოსდა მსხვერპლი არ ეწინააღმდეგება. შეიძლება იმიტომ, რომ მის წარმოდგენაში მსხვერპლი ვნებიან პარტნიორად გარდაიქმნება და გაუპატიურება დიდ ხანს არ გრძელდება. მეორე მხრივ, თუ მსხვერპლი ძალიან შეშინებულია და საერთოდ არ უწევს წინააღმდეგობას, მოძალადეს თავისი სქესობრივი ფანტაზიების რეალიზებისა და სქესობრივი კავშირის რამდენჯერმე დამყარების საშუალება ეძლევა. ასეთ შემთხვევებში, თავდასხმა შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხორციელდებოდეს. თუმცა, სხვა კატეგორიის მოძალადეებთან შედარებით, ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე წინასწარი განზრახვით არ შეურაცხყოფს ან ამცირებს მსხვერპლს და არც სხეულის დაზიანებებს აყენებს მას. მან, შესაძლოა, მსხვერპლის რაიმე პირადი ნივთი ,,სუვენირის“ სახით დაიტოვოს.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები მეორე მსხვერპლზე თავდასხმას ახორციელებენ იმავე რაიონში წინა თავდასხმიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ, ვინაიდან ისინი წინასწარ არჩევენ რამდენიმე შესაძლო მსხვერპლს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, თუ პირველი თავდასხმის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძალადემ შეიძლება მაქსიმუმ ერთი ან ორი კვირა დაიცადოს, ვინაიდან მისი შინაგანი ,,მე“ მუდმივად საჭიროებს საკუთარ ძალებში დარწმუნებას. ამ კატეგორიის მოძალადის თავდასხმის სქემა მეორდება და მან შეიძლება თავდასხმა იმავე რაიონში განახორციელოს, ან მსგავსი ტიპის მსხვერპლი შეარჩიოს. როგორც წესი, ასეთი მოძალადეები მათივე ასაკის მსხვერპლს ირჩევენ ხოლმე.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე ხშირად თავდასხმის შემდეგ განმეორებით უკავშირდება მსხვერპლს, ტელეფონით ურეკავს ან წერილს სწერს. ამიტომ, თუ ძალადობა ასეთი კატეგორიის მოძალადემ ჩაიდინა, ძალიან მნიშვნელოვანია თვალთვალი და მსხვერპლის სატელეფონო საუბრების მოსმენა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. ბევრი მოძალადე აწარმოებს თავდასხმების ჩანაწერებს. ასეთი მოძალადეები განაგრძობენ ძალადობას, სანამ მათ არ დააკავებენ ან საცხოვრებელ ადგილს არ შეიცვლიან.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე ჩვეულებრივ, წყნარი და პასიური ადამიანია, რომელიც ,,სასიამოვნო პარტნიორად“ არის მიჩნეული. საკუთარ თავში რწმენის არქონის გამო, ამ კატეგორიის მოძალადეებს ცოტა მეგობარი ჰყავთ (ან საერთოდ არ ჰყავთ). ხშირად, ისინი ისეთ სამსახურებში მუშაობენ, სადაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად უწევთ. მათ შეიძლება ღამის ცვლაში იმუშაონ ან ქუჩაში ძირითადად ღამით გამოვიდნენ, რათა სხვა ადამიანებთან არ ჰქონდეთ ურთიერთობა. თუ ამ კატეგორიის მოძალადე ქალებს ხვდება, მაშინ ეს ქალები ძირითადად მასზე ასაკით უმცროსები არიან (განსხვავებით მსხვერპლისგან, რომელიც ძირითადად მოძალადის ასაკისაა). ხშირად ამ კატეგორიის მოძალადეები მარტო ცხოვრობენ ან მშობლებთან ერთად, კერძო სახლში. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე წარუმატებელი ადამიანია ან შეუმჩნეველი სტუდენტი, რომელიც არასდროს მონაწილეობს შეჯიბრებებში ან სხვა არასავალდებულო ღონისძიებებში. ის არასდროს გამოთქვამს ჯარში სამსახურის გავლის სურვილს. ასეთი მოძალადეები აგროვებენ ფოტოებს და დიდ დროს ატარებენ პორნო-მაღაზიებში, ხშირად ოცნებობენ იმაზე, რომ მსხვერპლს მათთვის უარის თქმა არ შეუძლიათ (მათი დაკავების შემთხვევაში, შეიძლება თქვან, რომ მსხვერპლი ,,თანახმა იყო“). გარკვეულ შემთხვევებში, ასეთი მოძალადეები უფრო აგრესიულნი ხდებიან იმის გამო, რომ რეალობა მათ ოცნებებს არ შეესაბამება.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადის მსხვერპლი შეიძლება ძალიან შეშფოთებული და დაბნეული იყოს, ხშირად მისი დარწმუნება საჭიროა იმაში, რომ მას ბრალი არ მიუძღვის მომხდარში. იქედან გამომდინარე, რომ ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე ერთსა და იმავე დანაშაულს ერთსა და იმავე რაიონში სჩადის, რასაც ხშირად აშუქებს პრესაც, მან, შეიძლება, სიმშვიდე დააკარგვინოს რაიონის ან მთელი ქალაქის მოსახლეობას, რის შედეგადაც მოსახლეობა პოლიციაზე ახდენს ძლიერ გავლენას და მოითხოვს დანაშაულზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. არადა, ამ კატეგორიის მოძალადეთა გამოვლენა ძალიან რთულია მათი განმარტოებული ცხოვრების წესის გამო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები მოძალადეთა საერთო რიცხვის 21%-ს შეადგენენ.
4.3.2 ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე
ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე სექსუალურ თავდასხმას იმის გამო სჩადის, რომ განაცხადოს საკუთარი ძალადობის უფლება ნებისმიერზე, რომელიც მოეწონება. ის საკუთარ თავს ,,ნომერ პირველ მამაკაცად“ ან ,,მაგარ ბიჭად“ თვლის და დარწმუნებულია ქალებთან (და სუსტ მამაკაცებთან) საკუთარ უპირატესობაში. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადისაგან განსხვავებით, მას ეჭვი არ ეპარება საკუთარ მამაკაცურ ღირსებებში და შეგნებულად იყენებს იძულებას მსხვერპლთან.
ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე ხშირად თავს ესხმის ნაცნობ ან ახლად გაცნობილ მხვერპლს (ხშირად ბარში გაცნობილს) და თავდასხმა, როგორც წესი, საღამოს ხდება. გაუპატიურება ნებიმიერ მივარდნილ ადგილას შეიძლება განხორციელდეს.
ექსპლუატატორი-მოძალადე ძირითადად სასიამოვნო და კონტაქტური ადამიანია, კარგი მოსაუბრეა და ამავდროულად მატყუარა, ამიტომაც მიმართავს ის ძალადობას და ტყუილს, მაგალითად, სთავაზობს დახმარებას. თავდასხმის დროს ის საშუალო ან ჭარბ ძალას იყენებს. ექსპლუატატორი მოძალადეები რიცხოვნების მიხედვით მეორე ადგილზე არიან მოძალადეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მსხვერპლნი ხშირად არ აცხადებენ პაემანის დროს გაუპატიურების შემთხვევების შესახებ, ხოლო ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადეები სწორედ ასეთ გაუპატიურებებს სჩადიან, ალბათ, ამ კატეგორიის მოძალადეეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს.
ექსპლუატატორი-მოძალადე არ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს ვინმეს, თითქოსდა მსხვერპლის მდგომარეობა აწუხებდეს, მას სრულიად არ აინტერესებს მსხვერპლი რა როლს თამაშობს. ის მსხვერპლს, როგორც ნივთს ისე ეპყრობა. მან შეიძლება განმეორებით გააუპატიუროს მსხვერპლი და კიდევ ერთხელ მოახდინოს საკუთარი ,,მამაკაცური ძალის“ დემონსტრირება (როგორც მას ესმის). მან შეიძლება გალანძღოს და შეურაცხყოფა მიაყენოს მსხვერპლს. მას ყველაზე მეტად საკუთარი სიამოვნება აინტერესებს. მან შეიძლება მსხვერპლს ტანსაცმელი შემოახიოს და გადააგდოს. ის მსხვერპლსაც კი გაუპატიურების შემთხვევის ადგილზე მიგდებულს ტოვებს, ხშირად ტანისამოსის გარეშეც, რაც არათუ უფრო მეტად სტანჯავს მსხვერპლს, არამედ ხელს უშლის მას პოლიციისადმი მიმართვაშიც. ექსპლუატატორი მოძალადე ძალიან ეგოისტურია, მაგრამ საკუთარ თავს მომხიბვლელად მიიჩნევს და ამაყობს საკუთარი გარეგნობით. ის შეიძლება სპორტსმენი ან ყოფილი სპორტსმენიც იყოს. ის ხშირად არის ხოლმე ბარებში და ,,ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი მამაკაცია“, ჭარბი ოდენობით ალკოჰოლს სვამს, საკუთარი ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ახდენს და სქესობრივი ხასიათის ძალადობას მიმართავს. ძირითადად, ის არ სარგებლობს პორნოგრაფიით. ის თავს იწონებს საკუთარი ავტომანქანით და სამსახურით, რომელიც ,,მაგარი ბიჭის“ იმიჯს შეესატყვისება. მიუხედავად ამისა, ის არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და მას ყურადღება ესაჭიროება, ის ემოციურად მოუმწიფებელია და სხვების მიმართ სიმპათიას ან რაიმე გრძნობას არ ავლენს. ის შეიძლება მტრული ან აგრესიული გახდეს, მაშინ, როცა მას წინააღმდეგობას უწევენ ან არ ეთანხმებიან. თუ ბარში ან წვეულებაზე იმყოფება, ის ცდილობს სწრაფად მოახდინოს მის მიერ შერჩეული შესაძლო მსხვერპლის იზოლირება სხვა ადამიანებისგან. მას გაუპატიურებას ,,დაპყრობად“/,,დამორჩილებად“ მიიჩნევს და გამარჯვების ნიშნად შესაძლოა მსხვერპლს რაიმე ნივთი ნადავლის სახით გამოართვას. ზოგიერთი ქვეკულტურა, მაგალითად, სპორტული გუნდები ან სტუდენტური მამაკაცების ორგანიზაციები ხელს უწყობენ ასეთი წარმოდგენებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ იწვევს პიროვნების ძალაუფლების მოყვარულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ (ექსპლუატატორ) მოძალადედ ფორმირებას.
ძალაუფლების მოყვარულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ (ექსპლუატატორ) მოძალადეს ცხოვრებაში ქალებთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ჰქონია, მას შეიძლება სძულდეს ქალები ან მოწინააღმდეგებად მიიჩნევდეს მათ. იგი აგრესიულად იცავს ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობის შესახებ არსებულ სტერეოტიპს და ამით ცდილობს საკუთარი უპირატესობის განმტკიცებას. ის ადვილად გამოდის მდგომარეობიდან და შეიძლება ძალიან ეჭვიანიც იყოს ახლად გაცნობილი ადამიანის მიმართაც კი. თუ ის ადრე პოლიციის მიერ იქნა დაკავებული, ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო თავდასხმა ან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი ძალადობა ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადისაგან განსხვავებით, ექსპლუატატორი მოძალადის მიერ განხორციელებული თავდასხმები ერთი და იგივე სქემით არ მიმდინარეობს.
ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადის მსხვერპლი „მეთოდების“ ნაწილში აღწერილიდან ძალიან ბევრ რამეს ისმენს. ექსპლუატატორი-მოძალადის მსხვერპლი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლის მსგვასად, თავს დამცირებულად და გამოუსადეგარად გრძნობს. პოლიციელები უნდა დაეხმარონ მსხვერპლს და დაარწმუნონ იმაში, რომ მსხვერპლს მომხდარში ბრალი არ მიუძღვის, მომხდარი დანაშაული - გაუპატიურება მისი არასწორი ქცევის შედეგი არ არის. ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული მოძალადის გამოვლენისა და დასჯის მთავარ წინაღობას წარმოადგენს პაემანის დროს მომხდარი გაუპატიურებისთვის დამახასიათებელი სირთულეები: მსხვერპლი არ გამოთქვამს პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილს, დამნაშავეს კი იცავენ ოჯახის წევრები, მოგობრები და პროფესიონალი ადვოკატები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუპატიურებების საერთო რაოდენობის 44%-ს ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადეები ჩადიან.
4.3.3 გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე
მოძალადეთა ორივე კატეგორია, რომელთაც ბოროტება ამოძრავებთ, უფრო სასტიკნი და სახიფათონი არიან, ვიდრე მოძალადეთა ის კატეგორია, რომელთა მამოძრავებელი ძალა ძალაუფლებისკენ სწრაფვაა. გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადის კონკრეტული მიზანია რეალური ან წარმოსახვითი არასწორი ქმედებისთვის მსხვერპლთან ანგარიშსწორება. ის გაბოროტებულია და ქალებს (არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს და ა.შ) ადანაშაულებს მის ყველა პრობლემაში და ამიტომ სპეციალურად სჯის, ამცირებს და შეურაცხყოფს მათ. გაბოროტებულ და რეპრესიულ მოძალადეებს სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში დამნაშავეთა შორის მესამე ადგილი უჭირავთ. ასეთმა მოძალადემ თავდასხმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება განახორცილოს, მაშინ, როდესაც მათი გაბრაზების დონე პიკს აღწევს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის თავდასხმას ახორციელებს მისი სახლის ან სამსახურის მიდამოებში. იგი, ძირითადად, თავს ესხმის მისივე ასაკის ან ცოტა უფროს ქალებს. ხანდახან ის მსხვერპლს მისთვის საძულველ პიროვნებასთან გარეგნული მსგავსების ნიშნითაც ირჩევს (თმის ფერი, ჩაცმულობა, სამუშაო ადგილი და ა.შ).
გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადეები იყენებენ უეცარი თავდასხმის მეთოდს და ჭარბი ძალის გამოყენებით იმორჩილებენ მსხვერპლს. ძალის ასეთი გამოყენება მათი სიშმაგისა და ჭარბი ემოციების შედეგია. მსხვერპლს წინააღმდეგობის გაწევის თითქმის არანაირი საშუალება არ რჩება, წინააღმდეგობის გაწევის დონე არაადექვატურია მოძალადის მიერ გამოყენებული ძალის. იმის გამო, რომ თავდასხმა წინასწარ შემუშავებულ გეგმასთან შედარებით უფრო მეტად სპონტანურია, გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე იყენებს მუშტს ან ნებისმიერ იარაღს, რომელიც შემთხვევით მის ხელში მოხვდა. თავდასხმა, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე სიშმაგის/ბრაზის/ბოროტების გამოვლენის შემდეგ წყვეტს თავდასხმას და მსხვერპლს ტოვებს დანაშაულის ადგილზე. თუმცა, თავდასხმა ხასიათდება სისასტიკით: ის მსხვერპლის ტანსაცმელს ნაკუწებად აქცევს, ფიზიკურად და სიტყვიერად ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს მას. იმპოტენციის შემთხვევაში ასეთი მოძალადე სქესობრივ კავშირს მსხვერპლთან გაუკუღმართებული ფორმით ამყარებს. მისთვის მსხვერპლის განცდებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მოძალადეს დაჟინებული სურვილია ასეთი ქმედების განხორცილება სხვა პირის მიმართ.
გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადეები ხშირ შემთხვევებში ადრე ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ისინი გამოკვეთილი ხასიათის მქონე იმპულსური ადამიანები არიან. ასეთი ადამიანები ხშირად ბოროტად მოიხმარენ სპირტიან სასმელებს. ამ კატეგორიის მოძალადეები შეიძლება სპორტით იყვნენ დაკავებულნი და ნაკლებად სარგებლობდნენ პორნოგრაფიით. გაბოროტებული-რეპრესიული მოძალადენი ეგოისტები არიან, მათ ცოტა მეგობარი ჰყავთ, მაგრამ შეიძლება ბევრი ნაცნობი ჰყავდეთ და ზედაპირული ურთიერთობა მრავალ ადამიანთან ჰქონდეთ. მათ მიერ განხორციელებული თავდასხმები შეიძლება ეპიზოდური იყოს ან ერთეულ შემთხვევებში ხდებოდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათი აგრესიის ხანგრძლივობაზე ანუ იმ გარემოებებზე, ამ დროის განმავლობაში მასში განვითარდება თუ არა დანაშაულის ჩადენის სურვილი.
გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადის მსხვერპლს სხეულის მძიმე დაზიანება შეიძლება აღენიშნებოდეს და სავარაუდოდ, მას ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ამ კატეგორიის მოძალადის გამოვლენა და დაკავება საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ მას ცოტა მეგობარი ჰყავს. პოლიციელებს შეიძლება მისი ხასიათის თავისებურების დადგენაც კი გაუჭირდეთ, ვინაიდან თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი არ არის და ამგვარად უფრო იმპულსურია, ვიდრე სხვა კატეგორიის მოძალადეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. თუმცა, მსგავსი მახასიათებლები შეიძლება მსხვერპლს ჰქონდეს.
აშშ-ში გაუპატიურებების 30%-ს ჩადიან პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან გაბოროტებულ და რეპრესიულ მოძალადეთა კატეგორიას.
4.3.4 გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადე
გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადეები სხვა კატეგორიის მოძალადეებთან შედარებით პრაქტიკაში უფრო ნაკლებად გვხვდება. მათ ხშირად უწოდებენ ,,სადისტ-მოძალადეებს“, რადგან მსხვერპლისთვის სულიერი და ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის მიყენა მათ სექსუალურ და ემოციურ სიამოვნებას ჰგვრის.
ამ კატეგორიის მოძალადეთა მთავარი მიზანი ტკივილის მიყენებაა. ცხადია, რომ ამ ტიპის მოძალადე ეგოისტია ყველა გამოვლინებაში, ის ძალიან უხეშ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებს. ამ კატეგორიის მოძალადეთა თავდასხმა უკიდურესი სისასტიკით ხასიათდება და ხშირად მსხვერპლის სიკვდილით სრულდება. მსხვერპლთათვის მოძალადე უცნობ პიროვნებას წარმოადგენს, მათი ასაკი, ეროვნება და სხვა მახასიათებლები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. მსხვერპლთან დაახლოვების მეთოდად მოძალადეთა ეს კატეგორია იყენებს ტყუილს ან იძულებას.
გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადის თავდასხმა უფრო უკეთ არის დაგეგმილი და უფრო კარგად სრულდება, ვიდრე სხვა კატეგორიის მოძალადეთა მიერ განხორციელებული თავდასხმები. სადისტი მოძალადე, ძირითადად, გეგმავს ყოველ დეტალს, ფანტაზიორობს და წინასწარ რეპეტიციასაც გადის - იარაღთან, თავდასხმის ადგილთან, დაახლოვების მეთოდთან და იქ მისასვლელ გზასთან დაკავშირებითაც კი, გაურკვეველი მხოლოდ ის რჩება, თუ ვინ იქნება მსხვერპლი. თუმცაღა, მსხვერპლის შერჩევა შეიძლება მოძალადის ფანტაზიების შესაბამისად გარკვეული კრიტერიუმებითაც ხდებოდეს, მაგრამ მსხვერპლი შეიძლება გახდეს სრულიად შემთხვევითი ადამიანიც, რომელიც გაურკვევლობის ან მიამიტობის გამო აღმოჩნდა მოძალადის მიერ მომზადებულ ხაფანგში. გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადე საკმაოდ ჭკვიანია და ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ შეუძლებელი გახადოს მსხვერპლსა და მოძალადეს შორის კავშირის მარტივად დადგენა.
გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადე იწყებს ტყუილით ან იძულებით, მაგრამ როგორც კი მსხვერპლი ხაფანგში აღმოჩნდება, მოძალადის ქცევა აბსოლუტურად იცვლება. ძირითადად, ის აბამს მსხვერპლს და ხელფეხშეკრული მიჰყავს წინასწარ მომზადებულ ადგილზე, სადაც საკმარისი დრო ექნება წინასწარ განზრახული წამების/ცდების განსახორციელებლად. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხშირად გრძელდება რამდენიმე საათის და დღის განმავლობაშიც კი. ამ დროს მსხვერპლს, როგორც ეს მოძალადეს ჰქონდა განზრახული, წარმოუდგენელი შიში ეუფლება.
მსხვერპლის დამოკიდებულება და უძლურება მოძალადეს სტიმულს აძლევს, ის მსხვერპლს დაბმულს ტოვებს და ამასთან ნელ-ნელა აშიშვლებს მას ან ჭრის მის ტანსაცმელს. სქესობრივი აქტის დროს მოძალადე ცდილობს მსხვერპლს ტკივილი, შეურაცხყოფა მიაყენოს და დაამციროს იგი. გაუპატიურება ექსპერიმენტს ჰგავს. მოძალადემ შეიძლება სცემოს მსხვერპლი. მან შეიძლება რამდენჯერმე დაამყაროს მსხვერპლთან სქესობრივი კავშირი ან კავშირის დამყარება გაუკუღმართებული ფორმით მოხდეს. მოძალადეს შეიძლება ჰქონდეს სექსუალური დისფუნქციაც. შესაძლოა მოძალადე ემოციურ დონეზე ცივი იყოს. გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადე ხშირად აწარმოებს ძალადობის შესახებ ჩანაწერებს ან ჩანახატებს. მან შეიძლება ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენოს.
გაბოროტებულ და გაშმაგებულ მოძალადეებს, როგორც წესი, მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და ისინი ჭკუით გამოირჩევიან. ძირითადად, ისინი საშუალო კლასს განეკუთვნებიან, შეიძლება ასევე კარგი მეოჯახენი და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მათ მოვლილი, სუფთა, არცთუ ისე ძველი და ოჯახური ტიპის ავტომანქანა აქვთ. ისინი ხშირად დიდ დროს სახლს გარეთ ატარებენ. შესაძლოა, ისინი მალულად აგროვებდნენ და ათვალიერებდნენ პორნოგრაფიას, მათ განსაკუთრებით იზიდავდეთ სადომაზოხიზმი და დაბმული/ხელფეხშეკრული მსხვერპლის გამოსახულებები. შესაძლოა, ამ ტიპის მოძალადეები აგროვებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს ან დანებს, ნაცისტურ სიმბოლოებს ან დეტექტივებს. ხშირად, პოლიციას მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოეპოვება, თუმცა, შესაძლოა, მოძალადეს ნარკოტიკებისადმი ჰქონდეს ინტერესი. მათთვის უცხოა სინდისის ქენჯნა ან ჩადენილის გამო სინანული.
საერთოდ, შეუძლებელია რაიმე აშკარა კავშირის დადგენა თავდასხმებსა და მსხვერპლებს შორის. გაბოროტებული და შმაგი მოძალადე გულდასმით გეგმავს დანაშაულს, იმ მიზნით, რომ შეუძლებელი იყო დანაშაულის გახსნა. პოლიციელებმა ამ კატეგორიის მოძალადის საქმის გამოძიებისას დახმარებისთვის უნდა მიმართონ სპეციალისტებს ან ექსპერტებს დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად, ვინაიდან ამ სახის დანაშაულების გახსნა, ძირითად შემთხვევეში, საკმაოდ რთულია და, ამავდროულად, საშინელი სისასტიკით ხასიათდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოძალადეთა საერთო რაოდენობის 5%-ს გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადეები შეადგენენ და ისინი ყველაზე ნაკლებ გაუპატიურებებს სჩადიან.
4.3.5 მოძალადე-ოპორტუნისტი
მოძალადე-ოპორტუნისტი, როგორც წესი, არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მოძალადეთა კატეგორიას არ განეკუთვნება, ვინაიდან მის მთავარ მიზანს გაუპატიურება არ წარმოადგენს. გაუპატიურების იდეა მას მხოლოდ სხვა დანაშაულის ჩადენის პროცესში ებადება, მაგალითად: ადამიანის გატაცების ან ძარცვის დროს. ასეთი მოძალადე ხშირად იმყოფება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. როგორც წესი, ასეთი დამნაშავე აბამს, ხელ-ფეხს უკრავს მსხვერპლს, რათა მან ხელი არ შეუშალოს ჩაფიქრებული დანაშაულის ჩადენაში, მხოლოდ ამის შემდეგ აცნობიერებს დამნაშავე, რომ მსხვერპლი მის ხელთაა და მას მსხვერპლის გაუპატიურება შეუძლია. გაუპატიურება დიდხანს არ გრძელდება და დამნაშავე ამ დროს მინიმალურ ფიზიკურ ძალას იყენებს. წასვლისას, მოძალადე მსხვერპლს დაბმულს, ხელფეხშეკრულს ტოვებს. შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ მას ადრე არასოდეს ჰქოდნეს ჩადენილი გაუპატიურების დანაშაული, მოძალადეთა ეს კატეგორია, სხვა კატეგორიებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად სჩადის გაუპატიურებას განმეორებით. თუ ის ადრეც დააკავა პოლიციამ, სავარაუდოდ, ეს იმ დანაშაულისთვის იქნებოდა, რომელიც მის ძირითად მიზანს წარმოდგენდა. ჩვენს მიერ უკვე განხილული მოძალადეთა სხვა კატეგორიებისგან განსხვავებით, მოძალადე-ოპორტუნისტი შეიძლება ნანობდეს ან სინდისის ქენჯნას განიცდიდეს ჩადენილი გაუპატიურების გამო.
4.3.6 ჯგუფური მოძალადე
ჯგუფური გაუპატიურება ნებისმიერი გაუპატიურებაა, რომელშიც ორი ან მეტი თავდამსხმელი მონაწილეობს. ჯგუფური მოძალადე (ჯგუფური ძალადობის მონაწილე) ადვილად ჰყვება ხოლმე ჯგუფურ მოტივაციას: მეგობრობა და კონკურენცია, საკუთარი სახის შენარჩუნება, ,,მეგობრების“ გამოცდილების გაზიარება, ლოიალურობა, გუნდის ერთიანობისა და ღირებულებების აღიარება და დემონსტრირება. ჯგუფის მოქმედებათა დინამიკაც უკავშირდება ლიდერზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, სიამოვნების მიღების ზეგავლენასა და პასუხისმგებლობის განაწილებას (ჯგუფის ცალკეული წევრები თავს მორალურად პასუხისმგებლად არ მიიჩნევენ მთლიანი ჯგუფის მოქმედების გამო). ჯგუფური ძალადობის რამდენიმე მონაწილეს შეიძლება სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილიც ამოძრავებდეს, ოპორტუნისტ-მოძალადის მსგავსად, ჯგუფურ მოძალადეს ძალაუფლების მოპოვებამ და საფრთხის არარსებობამ შეიძლება გადააწყვეტინოს გაუპატიურების ჩადენა. თუმცა, ოპორტუნისტ-მოძალადისაგან განსხვავებით, ჯგუფური გაუპატიურების მონაწილეებმა შეიძლება კვლავ ჩაიდინონ გაუპატიურება, როგორც უკვე სხვა ჯგუფის წევრებმა.
ჯგუფურ მოძალადეებს ძირითადად 16-დან 24 წლამდე ახალგზრდები წარმოადგენენ. როგორც უკვე აღინიშნა, ისინი გარკვეულ ერთობას შეადგენენ, ერთი დაჯგუფების წევრები არიან, მაგ: წარმოადგენენ სპორტულ გუნდს, თანაკლასელთა დაჯგუფებას, ბანდას ან ნაკლებად ორგანიზებულ, მაგრამ მეგობრების მჭიდროდ დაკავშირებულ გუნდს. შეიძლება ჯგუფის შეხედულებები ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეების მსგავსი იყოს. ჯგუფური მოძალადეები ნებისმიერ სოციალურ ფენას შეიძლება მიეკუთვნებოდნენ, ისინი შეიძლება რეგულარულად მოიხმარდნენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. თითქმის ყველა დაჯგუფებაში გამოიყოფა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ზემოთ აღწერილ მოძალადეთა 4 კატეგორიიდან ერთ-ერთს შეესაბამება. თავდასხმის სქემაც შეიძლება ზემოთ აღწერილი სქემებიდან ერთ-ერთს ემთხვეოდეს, რადგან მაგალითს ჯგუფის წევრებს ლიდერი უჩვენებს და, როგორც წესი, გაუპატიურება წინასწარ იგეგმება.
ჯგუფური გაუპატიურების დროს მსხვერპლის დამცირებას, მისი ღირსების განზრახ შეურაცხყოფასა და განმეორებით სქესობრივ აქტს უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე გაუპატიურებების სხვა შემთხვევებში. ცალკეულ შემთხვევებში, ჯგუფური გაუპატიურებების დროს გარკვეული რიტუალებიც კი ტარდება. ჯგუფური გაუპატიურების დროს სუსტ პიროვნებად მიიჩნევა ის წევრი, რომელიც არ მონაწილეობს გაუპატიურებაში (მხოლოდ აკვირდება) ან გაუპატიურებაში მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამს. ასეთი მონაწილე, მოძალადე-ოპორტუნისტის მსგავსად, სინდისის ქენჯნას განიცდის და ამიტომ მან შეიძლება აღიაროს დანაშაულიც.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მონაწილის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება. ასევე აუცილებელია დამკვირვებელი - მონაწილისა და ჯგუფის ლიდერის ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენა, რათა შემდგომ ამ პორტრეტების შედარებისა და ჯგუფური გაუპატიურების მონაწილეთა პიროვნებების დადგენის შესაძლებლობა გქონდეთ.
მოძალადეთა სხვადასხვა მახასიათებლებისა და მოტივების მიმოხილვა:
ა. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე
თავდასხმის მიზანი: საკუთარ მამაკაცურ ძალებში დარწმუნება, ასეთი ტიპის მოძალადე მამაკაცს ეჭვი ეპარება საკუთარ მამაკაცურ ღირსებებში. |
1. გამოყენებული მეთოდები
|
1.1. ძალის გამოყენების მინიმალური დონე; 1.2. მიდგომა მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით; 1.3. თავდასხმის განხორციელება შუაღამისა და დილის 5 საათის შუალედში (ძირითადად); 1.4. თავდასხმის განხორციელება მსხვერპლის სახლში (ძირითადად); 1.5. როგორც წესი, ქალი ამ დროს ან მარტოა ან პატარა ბავშვთან ერთად არის; 1.6. მოძალადე ოცნებაში მსხვერპლს სატრფოს როლში წარმოიდგენს; 1.7. წინასწარ ირჩევს მსხვერპლს, უთვალთვალებს მას ან მის შესახებ ინფორმაციას აგროვებს; 1.8. პირველი თავდასხმა ხდება ქალის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილთან ახლოს; 1.9. მოძალადის ერთადერთი ტიპი, რომელმაც შესაძლოა იმავე მსხვერპლზე განმეორებითი თავდასხმა განახორციელოს, ისევ დაბრუნდეს; 1.10. სავარაუდოდ, ის დანაშაულის ადგილამდე ფეხით მიდის; 1.11. თავდასხებს ახორციელებს 7-15 დღიანი ინტერვალებით; 1.12. სქესობრივ აქტს სწრაფად ასრულებს, შემდეგ კი გარკვეული დრო შეიძლება მსხვერპლთან საუბარში გაატაროს; 1.13. ძირითადად მისი სქესობრივი დისფუნქცია ერექციის პრობლემას უკავშირდება; 1.14. მსხვერპლი ძირითადად მოძალადის ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება; 1.15. ამ კატეგორიის მოძალადე სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტად არის მიდრეკილი მსხვერპლთან განმეორებითი ურთიერთობისკენ; 1.16. შესაძლოა წაიღოს სუვენირი; 1.17. შესაძლოა აწარმოებდეს თავდასხმების ჩანაწერებს. |
2. დამნაშავის მახასიათებლები და ხასიათის თავისებურებანი (დაბალი თვითშეფასება - მისი პიროვნების გასაღები)
|
2.1 არაათლეტური და არასპორტულია; 2.2 ნაკლებად ან საერთოდ არ ამაყობს საკუთარი გარეგნობით; 2.3 უიღბლოა; 2.4 არ ურთიერთობს ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან; 2.5 ეწევა ღამის ცხოვრებას; 2.6 მისი გატაცებები არ უკავშირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობას; 2.7 დაუოჟახებელია (ძირითად შემთხვევაში); 2.8 თუ ქალს ხვდება, მაშინ ქალი მასზე ასაკით უმცროსია; 2.9 თუ ადრე პასუხისგებაში იყო მიცემული, შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან ქონებრივი დანაშაული - ქურდობა, სხვის პირად საკუთრებაში შეღწევა და სხვა; 2.10 ცხოვრობს მარტო ან მშობლებთან ერთად; 2.11 ცნობილია, როგორც მარტოსული ადამიანი; 2.12 ცხოვრობს, მუშაობს ან ხშირად იმყოფება პირველი დანაშაულის ადგილთან ახლოს; 2.13 თავი უიღბლოდ მიაჩნია; 2.14 თუ მუშაობს, ძირითადად დასაქმებულია მომსახურების სფეროში, მაგრამ მისი სამსახური არ უკავშირდება ადამიანებთან ურთიერთობას. |
ბ. ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე
თავდასხმის მიზანი: მამაკაცური ძალის გამოვლენა
|
1. გამოყენებული მეთოდები
|
1.1 ეგოისტია გამოხატვაშიც და სექსუალურ ქცევაშიც; 1.2 საშუალო (მოზომილი) ძალის გამოყენება; 1.3 მსხვერპლთან დაახლოვების მეთოდი - დაძალება/იძულება და მოტყუება; 1.4 ირჩევს მისივე ასაკის მსხვერპლს (ძირითად შემთხვევაში); 1.5 ძირითადად მსხვერპლს აუპატიურებს ,,პაემანის დროს“ - ის იმავე საღამოს ხვდება მსხვერპლს; 1.6 თავდასხმის დროს რამდენჯერმე ამყარებს სქესობრივ კავშირს; 1.7 ახასიათებს მსხვერპლისთვის ტანისამოსის შემოხევა ან დაჭრა; 1.8 თავდასხმა მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან მოშორებით ხდება; 1.9 იარაღის ნაცვლად ძალის გამოყენების დროს იყენებს მუშტს, ფიზიკურ ძალას; 1.10 თავდასხმა საღამოს ხდება; 1.11 თავდასხმების ერთიანი სქემა არ არსებობს (შეუძლებელია სხვადასხვა თავდასხმებს შორის კავშირის დადგენა). |
2. დამნაშავის მახასიათებლები და ხასიათის თავისებურებანი
|
2.1 ათლეტური აღნაგობა; 2.2 სპორტით რეგულარულად არის დაკავებული; 2.3 ძალიან ამაყობს საკუთარი გარეგნობით და ფიზიკური მონაცემებით; 2.4 უყვარს თვალშისაცემი, სპორტული, ,,მამაკაცური“, ,,მაგარი ბიჭის“ იმიჯის შესაბამისი ავტომობილები; 2.5 სვამს ,,მაგარ“ სასმელებს; 2.6 იცვამს ,,მაგარი ბიჭის“ მსგავსად; 2.7 ხშირად დადის პაემნებზე; 2.8 რამდენჯერმე არის დაქორწინებული; 2.9 ცნობილია, როგორც უბადლო ,,გულთამპყრობელი“, იყენებს ქალებს; 2.10 ეგოისტია; 2.11 მეგობარ ქალებთან წყვეტს ურთიერთობას; 2.12 წარსულში კონფლიქტები ჰქონდა ქალებთან; 2.13 დაინტერესებულია სპორტით; 2.14 დასაქმებულია ,,მამაკაცურ სამუშაოზე“, მაგალითად: მშენებლობაზე და ა.შ; 2.15 თუ დაოჯახებულია - ატყუებს ცოლს, ცუდი მამაა; 2.16 ადრე შესაძლოა პოლიციას დაეკავებინა თავდასხმის ან სხვა მსგავსი დანაშაულის გამო. |
გ. გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე
თავდასხმის მიზანი: ბოროტების გამოვლენა და რეალური ან წარმოსახვითი არასწორი ქმედებისთვის მსხვერპლთან ანგარიშსწორება; ქალების დასჯა და დამცირება
|
1. გამოყენებული მეთოდები |
1.2 დანაშაულის ჩადენა ხდება სპონტანურად - დღე-ღამის ნებისმიერ დროს; 1.3 მომეტებული ძალის გამოყენება; 1.4 ეგოიზმი ყველაფერში, მათ შორის სექსუალურ ქცევაშიც; 1.5 უეცარი თავდასხმის მეთოდი; 1.6 ეპიზოდური სქემა; 1.7 თავდასხმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს შემთხვევითი ადამიანი; 1.8 მსხვერპლთან ძალიან ცოტა დროს ატარებს; 1.9 ხევს და ჭრის მსხვერპლის ტანსაცმელს; 1.10 მსხვერპლნი მისივე ასაკის არიან, ან ცოტა უფროსები; 1.11 ხშირად თავდასხმა ხორციელდება გარკვეული კატეგორიის მსხვერპლზე, რომელთა კატეგორიის განსაზღვრა მხოლოდ რამდენიმე დანაშაულის შემდეგ შეიძლება მოხდეს; 1.12 სპირტიანი სასმელების გამოყენება. |
2. დამნაშავის მახასიათებლები და ხასიათის თავისებურებანი
|
2.1 სხვები თვლიან, რომ ამ პიროვნებას აქვს ფარული მხარე; 2.2 არა აქვს იუმორის გრძნობა; 2.3 იყენებს სპირტიან სასმელებს და სხვა გამაბრუებელ საშუალებებს; 2.4 ადრე შესაძლოა დაკავებული ყოფილიყო დანაშაულისთვის, რომელიც უკავშირდება სპირტიანი სასმელების გამოყენებას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვას და ა.შ; 2.5 რამდენჯერმე იმყოფებოდა ქორწინებაში, ცოლებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას; 2.6 ახლობლებისთვის ცნობილია მისი პრობლემები გაუწონასწორებელი ხასიათისა და ალკოჰოლის გამოყებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, მას გავლილი ჰქონოდა კონსულტაცია ამ პრობლემებზე სპეციალისტებთან; 2.7 იმპულსური ადამიანია, ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, მოგზაურობს, მოქმედებს შედეგებზე დაფიქრების გარეშე; 2.8 პიროვნება წარმოადგენს ,,მარტოსულ მგელს“: ურთიერთობს სხვა ადამიანებთან, მაგრამ მარტოობას ამჯობინებს; 2.9 მიატოვა სწავლა ინსტიტუტში; 2.10 მუშაობს ისეთ ადგილზე, სადაც შეუძლია საკუთარი აგრესიის გამოხატვა. |
დ. გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადე
თავდასხმის მიზანი: მსხვერპლისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილის/ტანჯვის მიყენება
|
1. გამოყენებული მეთოდები
|
1.1 მსხვერპლთან დაახლოვებისთვის იყენებს იძულების მეთოდს ან ტყუილს, ხანდახან კი უეცარი თავდასხმის მეთოდს მიმართავს; 1.2 დანაშაულის ჩადენის გარემოებებზე დაკვირვებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დანაშაული გეგმაზომიერად მზადდებოდა; 1.3 მსხვერპლის გარდა სხვა ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი და განსაზღვრული; 1.4 მსხვერპლის დაბმის მიზნით გამოიყენება თოკი ან ქამარი; 1.5 მიდრეკილია სექსუალური ექსპერიმენტებისკენ; 1.6 მსხვერპლის თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე; 1.7 როგორც წესი, აწარმოებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ჩანაწერებს; 1.8 თავდასხმის დროს არ გამოხატავს ემოციას; 1.9 ავტომანქანაში შესაძლოა გადაკეთებული ჰქონდეს რამდენიმე დეტალი - მოხსნილი კარის სახელური, შესაძლოა უსაფრთხოების ღვედები არ იხსნებოდეს, ავტომანქანაში შესაძლოა იყოს პოლიციელების ხელსაწყოები |
2. დამნაშავის მახასიათებლები და ხასიათის თავისებურებანი
|
2.1 თეთრკანიანი მამაკაცი; 2.2 ურთიერთობაში სასიამოვნო და კეთილგანწყობილია; 2.3 დომინანტი პიროვნება; 2.4 საშუალოზე მაღალი დონის ინტელექტი; 2.5 ინსტიტუტში გავლილი აქვს მინიმუმ რამდენიმე კურსი; 2.6 არ უყვარს სახლში ჯდომა; 2.7 არ სარგებლობს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით; 2.8 აგროვებს პორნოგრაფიას -განსაკუთრებით სადომაზოხისტურს; 2.9 თუ სხვა სახის დანაშაულებრივ მოქმედებებს სჩადის, ეს უფრო მეტად დახვეწილ, კარგად ორგანიზებული დანაშაულებია; 2.10 აგროვებს ცეცხლსასროლ იარაღს, დანებს ან ნაცისტურ სიმბოლოებს; 2.11 მართავს ოჯახის ან სხვა ტიპის მანქანას; 2.12 აკურატულია და კარგად გამოიყურება; 2.13 კარგი მძღოლია, ავტომანქანას კარგად მართავს.
|
ე. მოძალადე-ოპორტუნისტი თავდასხმის მიზანი: სექსუალური დაკმაყოფილება
|
1.1 ის სხვა დანაშაულის (ძარცვა, ქურდობა და ა.შ) ჩასადენად არის მოსული, მაგრამ მას მიეცა გაუპატიურების შესაძლებლობა; 1.2 ძალის გამოყენება სხვადასხვანაირია, თუმცა ძირითად შემთხვევებში - მინიმალური; 1.3 ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ძირითადად დაძაბულობის მოსახსნელად იყენებს; 1.4 ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისევ ჩაიდინოს გაუპატიურება - შეუძლებელია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა. |
შენიშნვნა:
დამნაშავეთა კატეგორიების მოცემული კლასიფიკაცია გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სხვა ექსპერტების მრავალწლიანი კვლევების შედეგს წარმოადგენს. კვლევების ფარგლებში დიდი დრო დაეთმო სასჯელშეფარდებულ მოძალადეებთან საუბარს. მხედველობაში უნდა მიიღოთ, რომ ეს მონაცემები მიღებული ინფორმაციის განზოგადების შედეგია და მათი გამოყენება შესაძლებელია გაუპატიურების საქმეებზე მუშაობის დროს, მაგრამ ამავდროულად უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ორი აბსოლუტურად ერთნაირი მოძალადე. |
![]() |
6 5. გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მსხვერპლნი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციელისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორი რექცია აქვთ ქალებს გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაზე და როგორ უმკლავდეიან ისინი ამ დანაშაულების შედეგებს. ამ პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა საქმეზე მუშაობისას დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას შეიძლება გრძნობდეს მსხვერპლი გაუპატიურებისა და თავდასხმის შესახებ თხრობის დროს. იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად გაუპატიურების მსხვერპლს ქალები წარმოადგენენ, ჩვენ სწორედ ქალების განცდებსა და დამოკიდებულებას განვიხილავთ.
![]() |
6.1 5.1 გაპატიურების ან სქესობრივი დანაშაულის დროს მსხვერპლის რეაქცია |
▲ზევით დაბრუნება |
უეცარი და მოულოდნელი თავდასხმის დროს მსხვერპლის რეაქცია არის უნდობლობა და შოკი. მსხვერპლთა უმრავლესობას შემდეგ შიში ან/და პანიკა ეუფლება. ასეთი რეაქცია განსაკუთრებით ახასიათებს მსხვერპლს იმ შემთხვევაში, როცა აცნობიერებს, რომ ასეთი მუქარა მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსხვერპლს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვს ურთიერთობა დამნაშავესთან, მოძალადე სპეციალურად ამძაფრებს მსხვერპლში მუდმივ შიშს.
ბევრი პოლიციელი მიიჩნევს, რომ საშუალო ადამიანმა მოულოდნელი სქესობრივი ხასიათის თავდასხმის დროს ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს თავდამსხმელს, მაგრამ საერთაშორისო კვლევები ცხადყოფენ, რომ მოძალადეებს წინააღმდეგობას მსხვერპლთა ძალიან მცირე ნაწილი უწევს. ბევრი ქალი აფასებს თავდამსხმელ მამაკაცს და გარემოებებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს სიცოცხლე. მრავალ შემთხვევაში სქესობრივი ხასიათის თავდასხმის მსხვერპლს ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო. თუ მოძალადეს იარაღი აქვს ან მსხვერპლს ემუქრება და მოითხოვს მისგან სიწყნარეს, ქალების უმრავლესობა სიცოცხლის გადასარჩენად შეეცდება წყნარად იყოს და უაზროდ არ შეაწუხოს ან არ გააღიზიანოს მოძალადე. მსხვერპლი ასრულებს მოძალადის მოთხოვნებს და ამით ცდილობს სიცოცხლის გადარჩენას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი წყნარად არის და წინააღმდეგობას არ უწევს დამნაშავეს. გაუპატიურება იმაზე უარესი ვერ იქნება, ვიდრე სიკვდილი ან ინვალიდობაა. დამორჩილების გადაწყვეტილება - რაციონალური არჩევანია იმ შემთხვევაში, როცა მოქმედების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია.
![]() |
6.2 5.2 გაუპატიურების შედეგებზე მუშაობა |
▲ზევით დაბრუნება |
5.2.1 ფიზიკური სიმპტომები
გაუპატიურების ან სხვა სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაში მსხვერპლი შეიძლება ტკივილს განიცდიდეს სხეულის გარკვეულ ნაწილებზე, მაგალითად: ხელები, ყელი ან მკერდი.
გაუპატიურების მსხვერპლს ასევე აწუხებს სასქესო ორგანოების ტკივილი, სისხლჩაქცევები და სისხლდენა.
ზოგიერთ მსხვერპლს მთელი სხეული სტკივა, რაც გადატანილი შოკის შემდეგ ტიპური რეაქციაა.
მსხვერპლს აწუხებს ტკივილი მუცლის არეში, უმადობა, ზოგიერთს კი, თავდასხმის გახსენების შემდეგ პირღებინება ეწყება.
5.2.2 ფსიქოლოგიური სიმპტომები
უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს სქესობრივ ნიადაგზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთიანი სწორი ან არასწორი რეაგირების მეთოდი. თავდასხმიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ მსხვერპლთა უმრავლესობა ერთდროულად შოკირებული, შეძრწუნებული და დათრგუნულია. მათ მომხდარი შეიძლება არარეალური ეგონოთ, არ აღიარებდნენ და არ სჯეროდეთ, რომ ეს მოხდა.
ასეთ რეაქციებს შეიძლება ადამიანი საკუთარ თავში გამოხატავდეს, მაგალითად, უჩნდება სირცხვილის გრძნობა ან საკუთარ თავს ადანაშაულებს. მაგრამ მსხვერპლის რეაქცია შეიძლება გარშემომყოფების მიმართაც იქნეს მიმართული, მაგალითად: სიბრაზე მომხდარის გამო და შიში საკუთარ მომავალზე.
რატომ მე?
|
სირცხვილი
|
ბრაზი |
შიში
|
რატომ მე?
გაუპატიურების მსხვერპლი ცდილობს მომხდარის მიზეზის დადგენას, რომელიც მისთვის ნათელს გახდიდა, თუ რატომ შეემთხვა ეს მაინცდამაინც მას. ეს არის გარკვეული წესრიგის დამყარებისა და საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა. დაზარალებული საკუთარ თავს ეკითხება: ამის თავიდან ასაცილებლად, რაიმეს გაკეთება ხომ არ შემეძლო? რა უნდა გავაკეთო ან არ გავაკეთო, ეს რომ მომავალში არ განმეორდეს?
სირცხვილი
გაუპატიურების დაზარალებულს ეუფლება განცდა, რომ ის გათელეს, მას რაღაც წაართვეს, თავს ლაფი დაასხეს, აქვს სიბინძურის შეგრძნება. მას ხშირად ჰგონია, რომ ის შეიცვალა და სხვები ამას ამჩნევენ. ზოგიერთი დაზარალებული თავს იმაშიც კი იდანაშაულებს, რომ ვერ შეძლო გაუპატიურების თავიდან აცილება.
სიბრაზე
გაუპატიურების მსხვერპლის სიბრაზე შეიძლება მიმართული იქნეს დამნაშავეზე, უსამართლობაზე ან იმაზე, რომ ასეთი გზით დაკარგა უსაფრთხოების განცდა. ხანდახან დაზარალებული საკუთარ თავზეც კი ბრაზობს.
შიში
გაუპატიურების ან სხვა სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაში ქალს ჰგონია, რომ სამყარო არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ჩვეულებრივი გარემო, სახლი და გარემოცვაც კი, მას უსაფრთხოდ აღარ მიაჩნია.
ამიტომ, მან სახიფათოდ შეიძლება მიიჩნიოს, როგორც ნაცნობი, ისე უცნობი ადგილები. მოგონებებმა, ღამის კოშმარებმა და პანიკურმა შეტევებმა შეიძლება მას შიშის გრძნობა და დარდი მოჰგვაროს.
სქესობრივი დანაშაულის ყველა მსხვერპლს აღენიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილება, რაც გამოიხატება:
- პანიკურ შეტევებში;
- ემოციისაგან დაცლა;
- ადამიანებისადმი რწმენის დაკარგვა ან ადამიანებთან ურიერთობის მოთხოვნილება;
- თავდასხმის შესახებ ფიქრზე უარის თქმა ან ასეთი ფიქრის თავიდან მოუშორებლობა.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზოგიერთი რეაქცია ურთიერთსაწინააღმდეგოა. სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი რომელიმე ერთ რეაქციაზე საუბარი. ქალები პასიურები არ არიან, ისინი გამოიმუშავებენ შედეგების დაძლევისა და მართვის უნარს. უნდა გახსოვდეთ, რომ ხანდახან შეიძლება დაზარალებულის ქცევა არ ემთხვეოდეს თქვენს მოლოდინს.
მაგალითად, ზოგიერთი ქალი შეგნებულად ცდილობს მომხდარის დავიწყებას. თუმცა ისიც გასაგებია, რომ გამოძიების ხანგრძლივი პროცესის დროს არცთუ ისე ეფექტურია.
გაუპატიურების ზოგიერთი მსხვერპლი საკუთარი განცდის შემცირებას ცდილობს ან მიჯნავს საკუთარ ემოციებსა და მომხდარის შესახებ მოგონებებს. ამის გამო, პოლიციელებთან პირველი ურთიერთობისას ან სასამართლოზე, ისინი ნაკლებ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც ძლიერ ემოციურ რეაქციას გამოხატავენ.
გაუპატიურების ზოგიერთი მსხვერპლი ცდილობს იუმორით დაძლიოს გაუპატიურების ან თავდასხმის შედეგები. ამის გამო, ბევრი ადამიანისთვის უჩვეულოა მათი ასეთი რეაქცია და არ შეესაბამება ადამიანების ზოგად წარმოდგენას გაუპატიურების მსხვერპლის რეაქციაზე. ზოგიერთი დაზარალებული გაღიზიანებული, დადარდიანებული და გაბოროტებულია, ისინი უხეშად იქცევიან და შეიძლება მათი ასეთი განწყობა პოლიციელების წინააღმდეგაც იქნეს მიმართული.
ასეთ შემთხვევებში, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ის ხელს ჰკრავს და ამოწმებს. დაზარალებული ასევე ექცევა თავის მეგობრებს, ოჯახის წევრებს და პარტნიორსაც კი. როგორც პოლიციელმა, თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი პროფესიული როლი და ეს დამოკიდებული არ უნდა იყოს ამ ადამიანზე, მის ქცევაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი მეგობრულად გექცევათ თუ არა.
განცდებისა და ემოციების ასეთი მრავალფეროვნების გამო, დაზარალებულს განსაკუთრებული დამოკიდებულება ესაჭიროება. ყველაზე მეტად დაზარალებულს იმის ეშინია, რომ მას არ დაუჯერებენ. ხშირად სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაზარალებული უმალვე არ მიდის პოლიციაში. ამიტომ თქვენ უნდა დაარწმუნოთ იგი, რომ გჯერათ მისი. ეს გაამხნევებს და შესძენს რწმენას, რომ მისი ესმით.
თავდასხმის დროს დაზარალებული შეიძლება თავს სრულიად უმწეოდ თვლიდეს, რაც უსუსურობის შეგრძნებასა და დაბალ თვითშეფასებას იწვევს.
გაუპატიურების შედეგად დაზარალებულმა დაკარგა იმის განცდა, რომ ის აკონტროლებს მოვლენებს, ამიტომ აუცილებელია მისი დარწმუნება, რომ თავდასხმის დროს იგი სწორად მოიქცა და რომ ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.
ამ ეტაპზე შესთავაზეთ დაზარალებულს არჩევანი, მაგალითად სამედიცინო დახმარების, კონსულტაციის, გამოძიებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ აღუდგინოთ იმის განცდა, რომ ის აკონტროლებს/მართავს სიტუაციას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ეტაპზე არ შეიძლება მისთვის სრული მოცულობით ინფორმაციის მიწოდება, რადგან დაზარალებულს არ შეუძლია სრულად აღქმა. როცა დაზარალებული მზად იქნება გადაწყვეტილების მისაღებად, ისევ მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია.
![]() |
7 6. გამოცდილება |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო პერიოდში ევროპაში გაუპატიურებისა და სხვა მომხდარი სქესობრივი დანაშაულის საქმის წარმოების სხვადასხვა მეთოდები და ზომები იქნა შემუშავებული. ამ ნაწილში აღწერილია ამ სფეროში არსებული გამოცდილების ექვსი მნიშვნელოვანი ახლად დანერგილი პრაქტიკა.
![]() |
7.1 6.1 სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან მუშაობის ცენტრი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიცია ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად ხშირად ახორციელებს ერთობლივ პროექტებს. ასეთი ცენტრები იქმნება საავადმყოფოების ბაზაზე და ისე არის აღჭურვილი, რომ ქალ-ექიმებსა და მედდებს ჰქონდეთ სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისა და გამოკვლევის საშუალება.
გარდა ამისა, ამ ცენტრებში ტარდება კონსულტაციები და ცენტრის სპეციალისტები, რომლებსაც კარგად ესმით გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის შედეგების შესახებ, აწარმოებენ მსხვერპლთა გასინჯვას.
![]() |
7.2 6.2 პოლიციის განყოფილებებში სპეციალური ოთახები დაზარალებულებთან საუბრისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ბევრ ქვეყანაში სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპთან მუშაობის ცენტრების ალტერნატივები შეიქმნა. ეს ოთახები ნაკლებად ოფიციალურია ვიდრე პოლიციის განყოფილებაში არსებული დაკითხვის ჩატარების ოთახები. ასეთი ოთახები სახლის მისაღები ოთახების სტილში არის მოწყობილი.
ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გაუმჯობესებული ,,გაუპატიურების მსხვერპლის გამოკვლევის ბლოკებიც“, რომლებიც ორი ოთახისგან შედგება. ერთ ოთახში ტარდება სამედიცინო შემოწმება და, როგორც წესი, იმავე ოთახთან არის მოწყობილი აბაზანაც. ასეთ ბლოკებში დაზარალებულისთვის არის ტანსაცმელი, საპონი, შამპუნი და სხვა საჭირო ნივთები.
![]() |
7.3 6.3 სპეციალისტთა გუნდი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის ზოგიერთ სამსახურთან შექმნილია პოლიციელ-სპეციალისტთა გუნდები, რომლებიც მუშაობენ სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე. ხანდახან ასეთი გუნდები მუშაობენ მხოლოდ სრულწლოვნებზე თავდასხმის საქმეებზე, ხანდახან კი ასეთ გუნდებში არიან სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ არასრწულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულზეც.
პოლიციელები დამატებით მომზადებას გადიან სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და ასეთ საქმეებზე მუშაობის სამართლებრივ და მტკიცებულებათა მოპოვების საკითხებზე. ამიტომ, მათ როგორც დაზარალებულებთან მუშაობის, ისე მტკიცებულებათა შეგროვებისა და გამოძიების ჩატარების უფრო დიდი გამოცდილება აქვთ. ასეთი გუნდები ასევე შეიძლება მუშაობდნენ ახალ პროექტებზე და ახალ მიდგომებზე, მაგალითად, ,,ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი გაუპატიურების“ გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით.
![]() |
7.4 6.4 პოლიციელი-სპეციალისტები |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთი პოლიციელები შეიძლება გუნდის წევრები იყვნენ ან ამ ჯგუფის ალტერნატივას წარმოადგენდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ მოდელში გაუპატიურების მსხვერპლს ენიშნება ,,თანმხლები პირი“. პოლიციელი, რომელიც დაჰყვება და მხარს უჭერს დაზარალებულს მთლიანი პროცესის განმავლობაში - პოლიციაში პირველი მიმართვიდან სასამართლო განხილვის ჩათვლით.
პოლიციელის მთავარი როლი მდგომარეობს დაზარალებულის მიმართ გამოხატულ მზრუნველობაში და მასთან ურთიერთობის დამყარებაში. პოლიციელმა უნდა უზრუნველყოს დაზარალებულის მიერ მთელი პროცესის სწორად აღქმა, მისი ინფორმირება საქმის მსვლელობის შესახებ და მისი თანხლება ოფიციალურ საუბრებსა და ღონისძიებებზე.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის ანალოგიური მოდელის პრაქტიკა.
![]() |
7.5 6.5 მხარდაჭერა და შემდგომი ზრუნვა |
▲ზევით დაბრუნება |
გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის ყველა მსხვერპლი აფასებს საქმეზე მუშაობის პროცესში მათთვის აღმოჩენილ მხარდაჭერას. ეს მართლაც მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათთვის სასურველი ან საჭირო და, ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და იმის შეგრძნება, რომ ისინი აკონტროლებენ სიტუაციას.
პოლიციელები ასეთი მხარდაჭერის სისტემის მთავარი მონაწილენი არიან. კარგი მუშაობის დამადასტურებლად ითვლება ისიც, რომ ერთი პოლიციელი მაინც უნდა ამყარებდეს ურთიერთობას დაზარალებულთან და აწვდიდეს მას ინფორმაციას საქმის მსვლელობის შესახებ.
თუმცა პოლიციელებს არ შეუძლიათ დაზარალებულისთვის აუცილებელი მხარდაჭერისა და შემდგომი მზრუნველობის სრულად აღმოჩენა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს მსხვერპლთა მხარდაჭერის ჯგუფები და სპეციალური ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სქესობრივ ნიადაგზე ჩანილი დანაშაულების საკითხებზე მუშაობენ.
გაუპატიურების ყველა მსხვერპლს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ასეთ მომსახურებაზე, პოლიციელებს შეუძლიათ მათი დახმარება დამაკავშირებელი რგოლის სახით ან შესაბამის სამსახურებთან პირველი კონტაქტის დამყარებაში. დახმარება და მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გრძელდებოდეს სასამართლომდე, სასურველია, ასევე, თვით სასამართლოშიც.
![]() |
8 7. ინსტრუქცია გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შედეგად დაზარალებულის გამოკითხვისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
პარაგრაფში 3.2 ახსნილ იქნა მსხვერპლისგან რა სახის ინფორმაციის მიღებაა აუცილებელი დამნაშავის პიროვნების დადგენისა და მისი დაკავების მიზნით. შემდეგ პარაგრაფებში კი ძირითადი ყურადღება ეთმობა პოლიციელთა ქცევას, რომელმაც პირველი გამოკითხვის დროს უნდა უზრუნველყოს დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის სტაბილურობა და მისგან საჭირო ინფორმაციის მიღება. ასევე, წარმოდგენილია მოდელი, რომელიც გამოიყენება დაზარალებულის გამოკითხვის კონკრეტულ სიტუაციებში.
![]() |
8.1 7.1 მთავარი - თანაგრძნობა |
▲ზევით დაბრუნება |
გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ თხრობა ადვილი არ არის არც პოლიციელისთვის და, მითუმეტეს, არც დაზარალებულისთვის.
როცა ქალი პოლიციაში გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ განცხადების შესატანად მიდის, მის მიერ სიტუაციის აღქმა არსებითად განსხვავდება გამიკითხვის მწარმოებელი პოლიციელის აღქმისგან. თითოეული მხარე ამ სიტუაციას თავისი შეხედულებიდან გამომდინარე განიხილავს.
პოლიციელებისთვის დამახასიათებელია ძირითადი ყურადღების გადატანა სინამდვილის გარკვევაზე. დაზარალებულის გამოკითხვისას ისინი ყურადღებას ამახვილებენ მოვლენათა ზუსტ აღდგენაზე და ამავდროულად აფასებენ, რამდენად სარწმუნოა მისი მონათხრობი. ფაქტებზე ასეთმა კონცენტრირებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ პოლიციელმა დაზარალებულის ოთახში შესვლისთანავე დაიწყოს კონკრეტულ მოვლენებზე საუბარი.
თუ პოლიციელი მაშინვე გადადის საქმეზე, ის ხშირად დაზარალებულის გრძნობებისა და ემოციების იგნორირებას ახდენს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს გამოკითხვის შედეგებზე. თავდასხმის შემდეგ დაზარალებული ისეთი ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ არის, როგორიცაა: შიში, გაბრაზება, სირცხვილი. გარდა ამისა, გაუპატიურების მსხვერპლს ხშირად ეშინია იმისა, რომ დასცინებენ, დაამცირებენ, არ დაუჯერებენ. ამიტომ, დაზარალებულისთვის ძალიან უჭირს უცხო ადამიანისთვის იმის დეტალურად აღწერა, თუ რა სასიტიკი და დამამცირებელი იყო მისთვის მომხდარი ამბავი.
ამის შედეგად, დაზარალებულს არ შეუძლია პოლიციელს მშვიდად და რაციონალურად მიაწოდოს ინფორმაცია. მას დრო სჭირდება, რომ მოშინაურდეს და გამოკითხვის მწარმოებელი პოლიციელისადმი ნდობა გაუჩნდეს.
გამოკითხვისას დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დამატებითი ემოციური ტრავმირება. გარდა ამისა, ბევრ ქალს ეკარგება განაცხადის შეტანის სურვილი, როცა მათ უტაქტოდ ეპყრობიან.
არსებითი განსხვავება პოლიციელისა და დაზარალებულის აღქმას შორის განაპირობებს პოლიციელის მხრიდან თანაგრძნობისა და გულისხმიერების გამოვლენის აუცილებლობას. ამიტომ, თქვენ, როგორც პოლიციელმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: ,,რა შეიძლება გავაკეთო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტრავმა მივაყენო ქალს, როცა ის ინტიმური დეტალების შესახებ დაიწყებს თხრობას? როგორ უნდა შევქმნა ნდობის ატმოსფერო, რათა ქალმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და თავისუფლად მოგვითხროს სინამდვილეში რა მოხდა?“
![]() |
8.2 7.2 ძირითადი პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
თავდაპირველად განვიხილავთ რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად იმოქმედოთ გაუპატიურების მსხვერპლთან ურთიერთობაში. სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლს აქვს გარკვეული უფლებები და საჭიროებები, რომელსაც თქვენ, როგორც პოლიციელი, პატივს უნდა სცემდეთ.
7.2.1 დაარწმუნეთ დაზარალებული, რომ გჯერათ მისი
როგორც უკვე აღინიშნა, ბევრ ქალს ჰგონია, რომ მას არ დაუჯერებენ, რაც მათ სიფრთხილესა და თავდაცვისუნარიანობას მატებს. თუ თქვენ უბრალოდ ეტყვით ქალს, რომ მისი გჯერათ, დაზარალებული თავს ნაკლებად შებოჭილად იგრძნობს და შეძლებს, მოგიყვეთ მომხდარის შესახებ. პოლიცია იღებს განცხადებას და აგროვებს მტკიცებულებებს. თუ არ გაქვს იმის ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ ვინმე სიმართლეს არ ამბობს, თქვენ უნდა შექმნათ სანდოობის ატმოსფერო.
7.2.2 მოუსმინეთ დაზარალებულს
არ იფიქროთ, რომ თქვენ იცით, რა მოხდა ან რას გრძნობს დაზარალებული. მიეცით მას დამშვიდების საშუალება და გაამხნევეთ იგი, რათა მან მოგითხროთ ყველაფერი, რაც ახსოვს და ისე, როგორც ეს მას სურს. ამგვარად, თქვენ მიიღებთ ყველაზე სარწმუნო და დეტალურ ჩვენებას. ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები შეიძლება იყოს პატარა დეტალები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდ გვეჩვენება.
7.2.3 არ განსაჯოთ
დაზარალებულმა იცის, რომ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და მცდარი
შეხედულებები გაუპატიურების შესახებ, ამიტომ ის მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ მინიშნებას იმაზე, რომ თითქოს ის არის მომხდარში დამნაშავე. არ დასვათ კითხვები, რომელიც იწყება ,,რატომ?“. მაგალითად: ,,რატომ მიიღეთ მისი წინადადება სახლამდე მიცილების თაობაზე?“, ,,რატომ მიხვედით მის სახლში?“, ან ,,რატომ არ გაუწიეთ წინააღმდეგობა?“. მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ ქალი მიამიტურად იქცეოდა ან არასწორი დასკვნა გამოიტანა, ეს არ გამოდგება ძალადობის გასამართლებლად. ასევე არ იმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ძალმომრეობამ დაზარალებულზე ან როგორ უნდა ემოქმედა მას. ყველა მსხვერპლი ერთნაირად არ რეაგირებს, მათი ემოციები შეიძლება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში შეიცვალოს.
7.2.4 მიეცით დაზარალებულს მისთვის მოსახერხებელი ფორმით თხრობის საშუალება
თავდასხმის შემდეგ დაზარალებული შეიძლება ძალიან დათრგუნული და დაბნეული იყოს. ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის მისი განაცხადის მიღება, საკმარისია ძირითადი ფაქტების დადგენა. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო შემოწმების ჩატარებაც. საჭირო დრო დაუთმეთ დაზარალებულთან საუბარს და შეეცადეთ საუბარი ისეთ ადგილზე მოხდეს, სადაც ქალი თავს მშვიდად იგრძნობს. მიეცით მას საშუალება, ყველაფერი ისე მოგითხროთ, როგორც მას სურს. ფრაგმენტული თხრობის დროსაც კი არის შესაძლებელი დეტალური ჩვენების მოპოვება. თუმცა არსებობს ისეთი ფაქტობრივი საკითხები, რომელთა გარკვევაც თქვენთვის აუცილებელია, რის გამოც მოკლე და დაზარალებულისთვის უსიამოვნო კითხვების დასმა მოგიწევთ. მიჰყევით მის თხრობას, დაუსვით დამაზუსტებელი კითხვები (ამ დროს უნდა აუხსნათ დაზარალებულს, რატომ არის ამ ინფორმაციის მიღება აუცილებელი). ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ თავისუფალი თხრობის შეწყვეტა აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (თუ ეს ეხება დაკითხვის ოფიციალურ პროცედურას).
7.2.5 დაიცავით კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობას აქვს თავისი საზღვარი, სხვა ადამიანებმაც უნდა შეიტყონ მომხდარის შესახებ. დაზარალებულს უნდა აუხსნათ კონფიდენციალურობის ზღვარის შესახებ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან უპატივცემულო და არაპროფესიონალური იქნება, თუ ჭორის სახით მოუყვებით ყველაფერს სხვა პოლიციელებს. დაეხმარეთ დაზარალებულს იმის განსაზღვრაში, თუ ვის უნდა მოუყვეს მომხდარის შესახებ და დაეხმარეთ იმის მოფიქრებაში, როგორ გააკეთოს ეს. ზოგიერთი დაზარალებული მადლიერებით მიიღებს თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას, თუ თქვენ შეატყობინებთ მომხდარის შესახებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სხვა პროფესიონალებს.
7.2.6 გამოიწვიეთ დაზარალებულში უსაფრთხოების განცდა და უზრუნველყავით საუბრის სანდოობა
გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის შესახებ პირველადი საუბრის დროს დაზარალებული შიშსა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობას განიცდის. მას შეიძლება ეშინოდეს მარტო დარჩენის, აუცილებელია მისი დარწმუნება, რომ ის ფორმალობების შემდეგ უსაფრთხო ადგილას წავიდეს. ზოგიერთ დაზარალებულს არ შეუძლია სახლში დაბრუნება, რადგან იქ შეიძლება დამნაშავე დახვდეს, ან თუ დანაშაული დაზარალებულის სახლში მოხდა, მას შეიძლება არ სურდეს დანაშაულის შემდეგ იმ სახლში დაბრუნება. ასეთ შემთხვევებში, პოლიციელი დაზარალებულს უნდა დაეხმაროს უსაფრთხო ადგილის მოძებნაში.
7.2.7 უზრუნველყავით შესაბამისი გარემოს შექმნა
არ აიძულოთ დაზარალებული გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ ისეთ გარემოში ან ადგილზე მოგითხროთ, სადაც საუბარი შეიძლება სხვებმა მოისმინონ. ასეთი სახის დანაშაულზე განაცხადის მიღება მაქსიმალურად კონფორტულ გარემოში უნდა ხდებოდეს; პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში არსებობს სპეციალური ოთახები.
7.2.8 გამოხატეთ რომ გესმით, მსხვერპლი რომ დაზარალებულია
სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში დაზარალებულები ამბობენ, რომ ისინი ღელავდნენ საკუთარი სიცოცხლის გამო, ასევე მათი უსაფრთხოებისა და პირადი ხელშეუხებლობის დარღვევის გამო. თავდასხმის შემდეგ დაზარალებულს დაძაბულობა, შიში, განგაში და სხვა განცდები ერთდროულად ეუფლება, ამიტომ თქვენ მას უნდა უთხრათ, რომ ეს ნორმალური რეაქციაა.
7.2.9 სერიოზულად მოეკიდეთ დაზარალებულის შიშსა და მისი დაცვის აუცილებლობის საკითხს
გაუპატიურებათა უმრავლესობას ჩადიან ნაცნობი მამაკაცები და ბევრი გაუპატიურების შემთხვევა ხდება ოჯახური ძალადობის გამო განქორწინების კონტექსტში. ამიტომ, პოლიციელები სერიოზულად უნდა მოეკიდონ დაზარალებულის შიშსა და შეაფასონ მისი დაცვის აუცილებლობა. დარწმუნდით, რომ ქალს ესმის, რომ ნებისმიერი მუქარის ან დამნაშავესთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს პოლიციას. განსაკუთრებით სახიფათო შემთხვევებში დაზარალებულის დასაცავად აუცილებელია პოლიციის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენება.
7.2.10 აგრძნობინეთ დაზარალებულს, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას
გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების დროს დაზარალებული ვერ აკონტროლებს სიტუაციას, ამიტომ დანაშაულის შემდეგ კონტროლის განცდის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. არსებობს საკითხები, რომელთა კონტროლი დაზარალებულს არ შეუძლია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისთვის არჩევანის შეთავაზება. მაგალითად, სად და როდის მისცემს ის ჩვენებას, ვის გაესაუბრება, სურს თუ არა მას ოფიციალური განაცხადის შემოტანა.
7.2.11 სათანადო ფორმით მიაწოდეთ დაზარალებულს აუცილებელი ინფორმაცია
შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება საკუთარი უფლებებისა და მოქმედებათა თუ პროცედურების შესაძლო ვარიანტების შესახებ ინფორმაციის გარეშე. სამართლებრივი პროცედურების, კანონიერი უფლებებისა და დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან საკვანძო ელემენტად მიიჩნევა პოლიციელის, პროკურორის, მოსამართლისა და სასამართლოს როლების, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სწორად გაგება.
არ უნდა ველოდეთ, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი შეძლებს დიდი მოცულობის ფაქტობრივი ინფორმაციის აღქმას. ამიტომ პოლიციის ბევრ სამსახურში შემუშავებულია სპეციალური საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც ხელმისაწვდომია; შესაძლებელია მათი წაღება, წაკითხვა და მათში მოცემული ინფორმაციით სარგებლობა. ამავდროულად, აუცილებელია სამომავლო მოქმედებების შესახებ მოკლე ახსნა-განმარტებების გაკეთება და დაზარალებულის ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა. აუცილებლად მიაწოდეთ დაზარალებულს თქვენი სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი.
ისეთი სამართლებრივი ნიუანსების შემთხვევაში, რომელთა მიხედვითაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, პირის ქმედებას არ მიეცემა გაუპატიურების კვალიფიკაცია ან ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, თქვენ ძალიან ფრთხილად უნდა აუხსნათ ეს დაზარალებულს. ასეთი სახის ინფორმაცია შეიძლება მისთვის ძალიან მტკივნეული, უიმედო აღმოჩნდეს და, ამასთან, ყოველივე ეს უსამართლობად მიიჩნიოს.
7.2.12 ხელი შეუწყეთ, რომ დაზარალებულმა დახმარება და მხარდაჭერა მიიღოს
კვლევები ცხადყოფს, რომ ქალები, რომელთაც გაუპატიურების შემდეგ მხარდაჭერა მიიღეს, უკეთ უმკლავდებიან დანაშაულის შედეგებს და უფრო სწრაფად აღიდგენენ კონტროლის განცდას. მხარდაჭერა შეიძლება იყოს არაფორმალური, როდესაც დახმარებას მეგობრები, ოჯახის წევრები ან პროფესიონალები (ქალთა ორგანიზაციები, ადვოკატები, კონსულტანტები და სხვა) აღმოუჩენენ დაზარალებულს. დაზარალებული შეიძლება შეეცადოს მომხდარს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს და დავიწყებასაც კი მისცეს იგი, რაც ჩვეულებრივი და გასაგები რეაქციაა. საკუთარი ნების წინააღმდეგ ადამიანს ვერ აიძულებ, დახმარება და მხარდაჭერა გამოხატოს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ და რჩევა მისცეთ ქალს, დახმარებისათვის მიმართოს ვინმეს, განსაკუთრებით თუ იცით, რომ შესაბამისი ადგილობრივი უწყება კარგად მუშაობს. ბევრი ქალი ასევე საჭიროებს სამედიცინო დახმარებასაც - შემოწმებას, შიდსსა და ვენერიულ დაავადებებზე ანალიზსა და შემდეგ შესაბამისი მედიკამენტების მიღებას. ეს საკითხები მოცემული უნდა იყოს თქვენს მიერ გამოშვებულ ბუკლეტში.
თუ თქვენ აღნიშნული პრინციპებით პირადად ხელმძღვანელობთ, საქმის გამოძიება უფრო ეფექტური და დეტალური იქნება, დაზარალებული კი პოლიციის მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ის ოფიციალურად შეიტანს განაცხადს პოლიციის განყოფილებაში.
7.2.13 უთხარით დაზარალებულს, რომ მას ბრალი არ მიუძღვის მომხდარში
ხშირად ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს იმაზე, რომ მომხდარში გარკვეული ბრალი დაზარალებულსაც მიუძღვის და ხშირად დამნაშავეები ღიად ადანაშაულებენ მსხვერპლს. ყველა პროფესიონალმა ცალსახად უნდა განსაზღვროს, რომ ამ შემთხვევაში დანაშაულზე პასუხისმგებელია ის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და არაორაზროვნად უნდა გაცხადდეს, რომ მომხდარში დაზარალებულს ბრალი არ მიუძღვის.
7.2.14 ხაზგასმით აღნიშნეთ დაზარალებულის სიმამაცე და მისი თვითგადარჩენის სურვილი
უთხარით დაზარალებულს, რომ გესმით რამდენად მძიმეა მისთვის დანაშაულის შესახებ პოლიციელთან ამაზე საუბარი და რომ ეს მისი მხრიდან მამაცური საქციელია. ამავდროულად, თქვენც და დაზარალებულმაც უნდა გააცნობიეროთ, რომ ის მოქმედებს საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.
![]() |
8.3 7.3 გამოკითხვის ჩატარების მოდელი |
▲ზევით დაბრუნება |
გაუპატიურების მსხვერპლთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ასპექტი:
დაკითხვის პროცედურა და აუცილებელი კითხვების დასმის თანმიმდევრობა. დაზარალებულისთვის უმჯობესია, თუ გარკვეული საკითხები საუბრის დასაწყისში იქნება განხილული, სხვა საკითხები კი - საუბრის შემდგომ სტადიაზე.
გაუპატიურების მსხვერპლთან საუბრის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი პროცედურები:
1. დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარება;
2. სუბიექტური გამოკითხვის ჩატარება;
3. გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ განაცხადის გაკეთების შედეგების განმარტება;
4. ოფიციალური, სამართლებრივი დაკითხვის ჩატარება;
5. რჩევების მიცემა.
მეორე მნიშვნელოვან ელემენტს საუბრის, დაკითხვის მანერა წარმოადგენს ე.ი თითოეულ ეტაპზე გამომძიებლის მიერ კითხვების დასმა და ქალის ემოციებზე რეაგირება. ურთიერთობის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს არავერბალური ქცევა და ინტონაცია.
გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების დაზარალებულის დაკითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ პოლიციელი ორივე ასპექტს გაითვალისწინებს.
7.3.1 ეტაპი 1: ურთიერთობის დამყარება დაზარალებულთან
პირველი კონტაქტი ხშირად მთელი დაკითხვის ხარისხს განსაზღვრავს. ამ ეტაზე შეაფასეთ ქალის ემოციური მდგომარეობა და შეეცადეთ მასთან ურთიერთობა დაამყაროთ. მიეცით მას მოდუნების საშუალება და ამისთვის მიეცით გარკვეული დრო. მიეცით ქალს არჩევანის გაკეთების საშუალება, რათა შეექმნას განცდა, რომ თავად აკონტროლებს სიტუაციას.
ჰკითხეთ, ვისთან სურს საუბარი, ქალ-პოლიციელთან თუ მამაკაც-პოლიციელთან. გახსოვდეთ, რომ ბევრი დაზარალებული ვერ ბედავს ამ კითხვაზე გულახდილი პასუხის გაცემას. მოგვიანებით ეს კითხვა კიდევ ერთხელ დასვით, მას შემდეგ, რაც ქალი საუბრისთვის განეწყობა. ურთიერთობის დამყარებისა და ქალის მოდუნების შემდეგ ისე დაყავით ეტაპებად დაკითხვა/საუბარი, რომ ქალს მუდამ ნათლად ესმოდეს, რა ხდება.
7.3.2 ეტაპი 2: სუბიექტური გამოკითხვის ჩატარება
თავდასხმის შემდეგ დაზარალებული შეიძლება ძალიან დათრგუნული და დაბნეული იყოს. ამიტომ, ურთიერთობის დამყარების შემდეგ მიეცით ქალს საშუალება, ყველაფერი ისე მოგითხროთ, როგორც მას სურს. ქალს მხარი დაუჭირეთ ემოციურად, ოღონდ უსიტყვოდ - თავი დაუქნიეთ, გაუღიმეთ და ა.შ. თხრობის დროს არ მოითხოვოთ დაზარალებულისგან დეტალების განმარტება ან გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა. მიეცით მას საშუალება, ყველაფერი ისე მოგითხროთ, როგორც სურს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისი თხრობა ფრაგმენტული იყოს, საკმარისია ძირითადი ფაქტების დადგენა.
თუმცა, არსებობს ისეთი ფაქტობრივი საკითხები, რომელთა გარკვევაც თქვენთვის აუცილებელია, რის გამოც მოკლე და დაზარალებულისთვის უსიამოვნო კითხვების დასმა მოგიწევთ. მიჰყევით მის თხრობას, დაუსვით დამაზუსტებელი კითხვები, შეაჯამეთ მოსმენილი ინფორმაცია და გაიმეორეთ.
გამონათქვამების სახეები |
მაგალითები: |
დამაზუსტებელი კითხვები |
,,როცა თქვენ თქვით, რომ.., რას გულისხმობდით? შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ?“ |
შემაჯამებელი გამონათქვამები |
,,თუ სწორად გავიგე ..…“ ,,თქვენ ამბობთ, რომ...…“ |
გამეორება |
დაზარალებული: ,,....და მერე საწოლზე მომისროლა“ პოლიციელი: ,,გასაგებია...… საწოლზე….. „ |
7.3.3 ეტაპი 3: განაცხადის შეტანის შედეგების განმარტება
დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარებისა და მისი სუბიექტური შეხედულების მოსმენის შემდეგ, შეამზადეთ დაზარალებული დანაშაულის შესახებ ოფიციალურად გაცხადების შედეგებისთვის.
შედეგების სამი კატეგორია გამოიყოფა და თქვენ დაზარალებულს ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ მათ შესახებ:
● სამედიცინო შედეგები
საუბარი დაიწყეთ დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო ასპექტებით, არ იჩქაროთ, რამდენჯერმე გადაამოწმეთ, ესმის თუ არა მას თქვენი.
● სამართლებრივი შედეგები
შემდეგ განმარტეთ, რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ქალისთვის და ეჭვმიტანილისთვის დანაშაულის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთება. ეს საკითხი ნელა და დეტალურად განმარტეთ.
● ემოციური შედეგები
აბსოლუტურად უცხო ადამიანთან სქესობრივი ხასიათის თავდასხმის შესახებ საუბარი ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს დაზარალებულის მდგომარეობაზე. დარწმუნდით, რომ თქვენ დაზარალებული ამისთვის სათანადოდ მოამზადეთ.
და ბოლოს, აუხსენით მას რა პირობებში ჩატარდება ოფიციალური დაკითხვა.
არ დაგავიწყდეთ, დაზარალებულს ჰკითხოთ, ხომ არ ურჩევნია ქალ-გამომძიებელმა დაკითხოს.
ამ ეტაპზე ურთიერთობა დამყარებულია. ქალმა საკუთარი შეხედულებით გიამბოთ მომხდარის შესახებ, გამომძიებელმა კი მას გააცნო დანაშაულის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების შედეგები.
7.3.4 ეტაპი 4: ოფიციალური დაკითხვა
თუ დაზარალებული დადგენილი წესით გადაწყვეტს განცხადების შემოტანას, თქვენ ის ოფიციალურად უნდა დაკითხოთ. უმჯობესია დაკითხვა მასთან პირველად შეხვედრის დღეს არ ჩატარდეს. დაკითხვის დღეს დაზარალებულის ჩვენება დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით.
გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ დეტალური საუბარი ძლიერ ემოციებს იწვევს, ბევრი დაზარალებული ამ დროს ამბობს, რომ ,,ხელახლა განიცდის ყველაფერს“.
ამიტომ, შესთავაზეთ დაზარალებულს, განცხადების გაკეთების დროს მოიყვანოს მისთვის ახლობელი ადამიანი.
7.3.5 ეტაპი 5: რჩევების მიცემა
დაკითხვის შემდეგ რჩევები მიეცით ქალს შემდგომი მოქმედებების შესახებ, მაგალითად, რა სახის დახმარების მიღება შეუძლია და რომელ ორგანიზაციებს შეუძლიათ მისთვის დახმარების აღმოჩენა.
საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარეთ დაზარალებულს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებაში. თქვენი მხრიდან დახმარება შეიძლება სასამართლო პროცესის დროს მასთან საუბრითაც გამოიხატოს, თქვენ შეგიძლიათ მის სასამართლო პროცესს დაესწროთ.
შეაჯამეთ შედეგები. ახლა თქვენ გაიარეთ გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მსხვერპლის დაკითხვის ხუთივე პროცედურული ეტაპი:
1. ურთიერთობის დამყარება;
2. სუბიექტური გამოკითხვა;
3. შედეგების განმარტება;
4. ოფიციალური, სამართლებრივი დაკითხვა;
5. რჩევები შემდგომი მოქმედებების იმ ორგანიზაციებისა და ადამიანების შესახებ, რომელთაც დაზარალებულსთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.